You are on page 1of 176

გიგი თევზაძე

სოციალური ქცევის
evolucia
homo-mde da Semdeg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი 2013
სოციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ
Evolution of social behavior to Homo and after

რედაქტორები: გიგა ზედანია


ზაალ კიკვიძე
დაკაბადონება
და დიზაინი: ქეთევან გოგავა

გარეკანის
დიზაინი: გიგა კეკელია

© 2013, გიგი თევზაძე

ISBN 978-9941-18-136-8

გამოსახულება გარეკანზე პრეისტორიული კლდის მხატვრობა, ტასი-


ლინ-აჯერი, ალჟირი. დიმიტრი პიჩუგინი. Shutterstock.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა


ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველო
სარჩევი

მადლობა........................................................................................v
ზაალ კიკვიძე. წინასიტყვაობა.............................................. vii
გიგა ზედანია. ორი კულტურის მიღმა.............................. xvii
შესავალი............................................................................................... 1
„მესამე შიმპანზე“............................................................................. 13
ა) ბიპედალიზმი ............................................................... 13
ბ) პირველი საზოგადოება ............................................ 20
გ) მეორე საზოგადოება.................................................. 30
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის
ოსტატები: შამანები და ბელადები........................................... 43
ჰომოსექსუალური კულტურის წარმოშობა:
შამანების ევოლუცია და მათი მემკვიდრეობა.................... 50
ქალი და კაცი შამანები.................................................................. 58
ნეანდერტალური ემანსიპაცია................................................... 65
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა –
მიმიკრია ადამიანთა საზოგადოებაში................................... 82
ცხოველების და მცენარეების მოშინაურება....................... 93
ხელოვნება, როგორც მიმიკრია
ყველასათვის..................................................................................... 99
Homo sapiens sapiens-სისათვის
დამახასიათებელი ერთმანეთის
სიყვარულის ევოლუციური საფუძვლები.............................. 103
ნარატივის გაჩენა.......................................................................... 108
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის,
გავრცელების და მდგრადობის ტექნოლოგია.................. 115
ამ წიგნში გამოყენებული მეთოდის შესახებ...................... 135
სახელთა და ცნებათა საძიებელი........................................ 143

iii
მადლობა

ამ წიგნის დაწერა და გამოცემა შესაძლებელი


გახდა ჩემი მეგობრების და კოლეგების დახმარე-
ბით, ვისთან ერთადაც უკვე წლებია, უნივერსიტეტ-
ში ვმუშაობ. მათი რჩევების, შენიშვნების და მათთან
დისკუსიების გარეშე ეს წიგნი ვერ მიიღებდა საბო-
ლოო ფორმას და არც გამოსაცემად მომზადდებოდა.
ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა
პროფ. ნათია კოპალიანს და პროფ. ზურაბ გურიელი-
ძეს, რომელთა ოჯახშიც ხდებოდა ამ წიგნის პირვე-
ლი იდეების მოსინჯვა; პროფ. დავით თარხნიშვილსა
და პროფ. ალექსანდრე გავაშელიშვილს, რომელთა
ფართო განათლება ძალიან დამეხმარა, ამ წიგნში გა-
მოთქმული ზოგიერთი იდეა შემეზღუდა, ზოგიერთი
კი უფრო ფართო კონტექსტში მომექცია; პროფ. და-
ვით მიქელაძეს და პროფ. რევაზ სოლომონიას, რომ-
ლებმაც საკუთარი შენიშვნებით და სურვილებით
შემაგულიანეს კვლევის შემდგომი გაგრძელებისათ-
ვის; პროფ. გოგი გეგელაშვილს, რომელიც ერთ-ერ-
თი ბოლო მკითხველი იყო და რომლის შენიშვნებმაც
წიგნის რამდენიმე ნაწილს დამაჯერებლობა შემა-
ტა, პროფ. ზაზა კიკვაძეს და პროგ. გიგა ზედანიას,
რომლებიც წიგნის პირველი დასრულებული ვერსიის
პირველი მკითხველები იყვნენ და რომელთა მხრიდან

v
მივიღე პირველი შეგულიანება, რომ ეს ტექსტი გა-
მოქვეყნებად ღირს.
მიუხედავად ასეთი მაღალი მეცნიერული დონის
და ინტელექტუალური პოტენციალის მრჩევლებისა
და დამხმარეებისა, მკითხველი ამ წიგნში აუცილებ-
ლად მონახავს უზუსტობებს და გაუმართავ მსჯელო-
ბებს. ეს არამც და არამც არ არის ჩემი კოლეგების
ბრალი, რომლებმაც ტექსტი გულდასმით წაიკითხეს.
უბრალოდ, ზოგიერთი შენიშვნის და სურვილის გათ-
ვალისწინება, წიგნის შინაგანი ლოგიკიდან და არქი-
ტექტურიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მივიჩნიე.

vi
ზაალ კიკვიძე

წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ ახალ წიგნს – გიგი თევზაძის „სო-


ციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ“
– ძალიან საინტერესო და ერთობ გაბედულ (ამ სიტყ-
ვის საუკეთესო მნიშვნელობით), ახალ სინთეზურ თე-
ორიას ადამიანის წარმოშობის შესახებ. ეს თემა თა-
ვისთავადაა საინტერესო იმდენად, რამდენადაც ჩვენ,
ადამიანებს, გვაინტერესებს ჩვენი წარმოშობა. კიდევ
უფრო საინტერესო და გამომწვევი ხდება ეს თემა იმ
სიძნელეების გამო, რაც მას ახლავს. ეს სიძნელეები,
უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ობიექტური,
ფი­ზიკურად დადასტურებული ფაქტების სიმწირით,
რაც თავის მხრივ ბადებს სუბიექტური ფაქტების სიმ­
რავლეს (სუბიექტურ ფაქტებში ვგულისხმობ ყველა
მეტ-ნაკლებად ცნობილ თეორიას თუ ჰიპოთეზას
ადამიანის წარმოშობის შესახებ, კრეაციონიზმიდან
მო­ყოლებული ადამიანის ფილოგენეტური ხის გა-
მოქვეყნებული ვერსიების ჩათვლით). ეს სიძნელეები
ხანგრძლივ და ინტენსიურ კვლევას მოითხოვენ (ჯერ
მარტო ფაქტების, როგორც ობიექტურის, ისე სუბიექ-
ტურის, მთელი სიმრავლის გაცნობა რად ღირს, რომ
არაფერი ვთქვათ მათ ანალიზზე, შედარებებზე და
დახასიათებებზე); მაგრამ გიგი თევზაძე ახლებურად

vii
მიუდგა საქმეს და მისი ნაშრომი არის გაცილებით
მეტი, ვიდრე მორიგი, ახალაღმოჩენილი ნამარხების
მიხედვით მოდიფიცირებული თეორია. ეს ახალი თე-
ორია განსაკუთრებით გამოკვეთს, რომ გარკვეული
ეტაპიდან ადამიანის ევოლუციის მამოძრავებელი
ძალა ხდება სოციალური ქცევა.
ნაშრომიდან ჩანს, რომ გიგი თევზაძემ გააანალიზა
არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ის მეთოდები და მიდ-
გომები, რაც აქამდე გამოიყენებოდა. მისი წინამორბე-
დებისგან განსხვავებით, გიგი თევზაძე იყენებს კვლე-
ვის სხვადასხვა ხერხს, რომელთაგანაც განსაკუთრებით
სა­გულისხმოა მწირი ფაქტობრივი მასალის გასაანალი­
ზებლად შექმნილი მეთოდები. რაც მთავარია, გიგი თევ­
ზაძემ ჩაატარა ინტერდისციპლინური კვლევა. ასეთ
კვლევას კი თავისი სიძნელეები ახლავს: უნდა გაანა-
ლიზდეს და შეჯერდეს უამრავი დამატებითი ფაქტობ-
რივი და თეორიული მასალა მეცნიერების სხვადასხვა
დარგიდან. ამისათვის საჭიროა, დაიძლიოს კომუნიკა­
ციის ბარიერები, რომლებიც არსებობს ამ დარგებს შო-
რის და დაცული იქნეს მეტად მგრძნობიარე ბალანსი
ამ დარგებიდან მომავალი ცოდნის გამოყენებისას
ახალი თეორიული კონსტრუქტების შესაქმნელად. სა-
მაგიეროდ, მეთოდების არსენალმა და ინტერ-დისციპ-
ლინურმა მიდგომამ შესაძლებლობა მისცა ავტორს,
არა მხოლოდ დაეხარისხებინა ფაქტების უდიდესი

viii
სიმრავლე და სისტემაში მოეყვანა იგი, არამედ უმნიშ-
ვნელოვანეს მიღწევად მიმაჩნია გიგი თევზაძის მიერ
განხორციელებული სინთეზი – პრაქტიკულად, ახალი
თეორიის აგება, რომელიც ხატავს ადამიანის წარმო-
შობის ძირითად კონტურებს. ხატოვნად რომ ვთქვათ,
ესაა შენობა, რომლის ნებისმიერი ფანჯრიდან (დარ-
გის მიხედვით) ჩანს მთელი ინტერიერი, ანუ თეორიის
არსი. ჩვენ თვალწინ იშლება ის კალაპოტი, რომელსაც
უნდა გაჰყოლოდა ადამიანის ევოლუცია და ამ კალა-
პოტის ძირითადი ორიენტირები. ზუსტად ისე, როგორც
თერმოდინამიკა ადგენს კალაპოტს ნებისმიერი ფიზი-
კო-ქიმიური პროცესისათვის, რომელიც ამ კალაპოტის
ფარგლებში სხვადასხვა კონკრეტულ მიმდინარეობას
შეიძლება გაჰყვეს.
ავტორის სასახელოდ კიდევ ბევრი რამ შეიძლება
ითქვას. მაგალითად, ის, რომ გიგი თევზაძე ანალი-
ზურ ნაწილში ემოციებისგან განყენებულ ლოგიკას
ეყრდნობა, რომელიც ყოველთვის შეუვალია, სადაც
ფაქტები ამის საშუალებას იძლევა, და მაქსიმალურად
გონივრული, როცა მხოლოდ ვარაუდით უნდა შემო-
იფარგლოს. სამაგიეროდ, სინთეზურ ნაწილში სრულად
ჩნდება ავტორის ორიგინალობა და შემოქმედებითი
ნი­ჭი – ცივ ანალიზს ეხამება მახვილგონივრული მიგ-
ნებების, განხილვის კუთხის შეცვლით საგანთა შორის
კავშირების მოულოდნელი აღმოჩენების ნამდვილი

ix
ფოიერვერკი. ესაა, რითაც გიგი თევზაძე იტაცებს მკით-
ხველს და ამოუსუნთქავად აკითხებს ამ ნაშრომს.
თითოეული თავი წარმოაჩენს იმ სიახლეებს, რომ-
ლებიც გიგი თევზაძის ნაშრომს მოაქვს და, რა თქმა
უნდა, ძალიან ხშირად იწვევს დავის სურვილს, განსა-
კუთრებით ისეთ სულსწრაფ მკითხველში, როგორიც
მე ვარ. როცა ჩემი სპეციალობის სფეროდან მოტანილ
მასალას ვეცნობი, მგონია, რომ ეს მასალა არაა საკ-
მარისად ვრცლად წარმოდგენილი და მიკერძოებითაა
შერჩეული, თანაც ჩემი დარგი – ეკოლოგია-ბიოლო-
გია ახალ ფაქტებს ვერ იღებს. მაგალითად, პალეონ-
ტოლოგიური ფაქტებიდან თითქმის ერთადერთი ეგ-
ზემპლარია მოხმობილი – ტოუმაი. მაგრამ მაგიური
მომენტი დგება, როცა მთლიანობაში წარმოვიდგენ
კვლევისა და აზროვნების საბოლოო პროდუქტს –
ახალ თეორიას სოციალური ქცევის როლის შესახებ
ადამიანის წარმოშობაში – და დავის სურვილიც ცხრე-
ბა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინტერდისციპლინური
კვლევის კრიტიკა ძალიან, გადაჭარბებით იოლია, თუ
სხვადასხვა დარგიდან მოხმობილ ცოდნას სხვებისგან
იზოლირებულად განვიხილავთ. ასე იყო, როცა დარ-
ვინი ორქიდეებს და მათ დამტვერვას სწავლობდა
(ზოოლოგიისა და ბოტანიკის გადაკვეთა). როგორც
ვიცით, მან იწანასწარმეტყველა განსაკუთრებული
სიგრძისა და აგებულების ხორთუმიანი პეპლის არ-

x
სებობა, რომელსაც ერთი, სარეკორდოდ ღრმად და-
მალული სანექტრიანი ყვავილის მქონე ტროპიკული
ორქიდეა უნდა დაემტვერა. მართალია, ეს წიგნი
კარგად მიიღეს, მაგრამ მისმა წინასწარმეტყველებამ
მაინც აღძრა კრიტიკა – ძნელი დასაჯერებელი იყო
ასეთი განსაკუთრებული პეპლის არსებობა. როგორც
ვიცით, ეს პეპელა მაინც აღმოაჩინეს, სწორედ იმ
ზოოლოგებმა, ვინც მთლიანობაში აღიქვა დარვინის
ეს ჰიპოთეზა და არ ჩაეჭიდა მაშინდელი ენტომოლო-
გიის დოგმებს. მეორე მაგალითი ქიმიიდანაა: ქიმი-
ური ელემენტების ცხრილი ვერა და ვერ იღებდა დას-
რულებულ სახეს, ვიდრე მენდელეევმა არ ივარაუდა,
რომ არსებობს ჯერ უცნობი ელემენტები გარკვეული
ქიმიური თვისებებით (სულ რვა ელემენტი, მათ შო-
რის გერმანიუმი, გალიუმი და სკანდიუმი). ამით მთე-
ლი სისტემა გაიმართა (მათემატიკის, ფიზიკისა და
ქიმიის გადაკვეთა) და ნაწინასწარმეტყველევი ელე-
მენტების აღმოჩენაც მალევე დაიწყო. გიგი თევზაძის
სისტემაც, მთლიანობაში აღებული, ხსნის უამრავ
საჩოთირო და საკამათო საკითხს ადამიანის ევო-
ლუციაში: როგორ წარმოიშვა ბიპედალიზმი, თმის
ცვენა და კანქვეშა ცხიმი, რა მნიშვნელობა ჰქონდა
წყლისპირა ჰაბიტატს პრიმატების საზოგადოებრი-
ვი ცხოვრებისათვის, სოციალურობის გაზრდა და
აგრესიულობის შემცირება, შამანები და ბელადები,

xi
ქალების როლი და რეპროდუქცია, სქესი და ჰომო-
სექსუალობა, პრესაპიენსების სოციალური უპირატე-
სობა ნეანდერტალელებთან, ინო­ვაციების როლი და
მესამე, „ინტელექტუალების“ ფენა, მოშინაურება და
ტოტემები, ხელოვნება, ურთიერთსიყვარულის წარ-
მოშობა, ნარატივის გაჩენა. ქრისტიანობის გაჩენისა
და გავრცელების ისტორია თვალსაჩინოდაა გამოყე-
ნებული სოციალური ევოლუციის სადემონსტრაციო
მაგალითად. ყველა ეს საკითხი რომ იზოლირებულად
ავიღოთ, დეე მომეტევოს გამეორება, კონტექსტიდან
ამოგლეჯილი მასალა ძალიან იოლი საკრიტიკო ხდე-
ბა. ეს კრიტიკა არ იქნება კონსტრუქციული და, თუ
ამ წიგნს რამე აქვს საკრიტიკო, ეს მთლიან კონტექს-
ტში უნდა მოხდეს.
საკრიტიკო და გასაუმჯობესებელი კი ამ წიგნს,
რასაკვირველია, აქვს. მე არ ვგულისხმობ პოლიტი-
კურად საჩოთირო საკითხების შერბილებას, როგო-
რიცაა ქალების ემანსიპაცია და ჰომოსექსუალობა.
თეორია მეცნიერულია და, უნდა დაიწეროს ის, რაც
ყველაზე ახლო მიაჩნია ავტორს ლოგიკასთან და სი-
ნამდვილესთან. მაგრამ ალაგ-ალაგ ვგრძნობდი, რომ
ავტორი მეტად მკვეთრად უხვევს ან ახტება და ამოკ-
ლებს მისთვის მარტივ, მაგრამ ბევრი სხვა მკითხვე-
ლისთვის ძნელად გასაგები იდეებისა და მოვლენების
აღწერას. მაგალითად, პოპულაციურ გენეტიკაში

xii
თითქმის აქსიომაა, რომ რაც უფრო მრავალრიცხოვა-
ნია პოპულაცია, მით უფრო სწრაფია ევოლუციური
და ადაპტაციური პროცესები, თუ შესაბამისი ზეწო-
ლაცაა ბუნებრივი გადარჩევის მხრიდან. სხვა დარგის
სპეციალისტებისათვის ეს არც ისე ნათელია, ამიტომ
მეტი განმარტება ამ საკითხის გარშემო, განსაკუთრე-
ბით ნეანდერტალელთა და საპიენსთა საზოგადოებე-
ბის შედარებისას, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ასევე,
სასარგებლო იქნებოდა ჩვენება, რომ ბევრ ფრინველ-
სა და ცხოველში, მათ შორის პრიმატებშიც, სიმღერა,
როგორც შეწყვილებისწინა რიტუალი, ძალიან გავრ-
ცელებული და მრავალფეროვანია, რაც აადვილებს
ვარაუდს, რომ სწორედ სიმღერა იყო წყლისპირა
წინაპრებში სოციალური ქცევის ერთ-ერთი უმთავ-
რესი კომპონენტი. სურვილების გამოთქმა კიდევ
შეიძლება, მაგრამ გამახსენდა, რომ გიგი თევზაძის
შრომა ინტერ-დისციპლინურია. დარწმუნებული ვარ,
მსგავსი შენიშვნები ექნებათ სოციოლოგებს, ანთრო-
პოლოგებს, ისტორიკოსებს, პალეონტოლოგებს, ფი-
ზიოლოგებს, გენეტიკოსებს, ეთოლოგებს... ავტორმა
ყველა ეს რომ გაითვალისწინოს, ალბათ დაერღვევა
ნატიფი ბალანსი ტექსტის ზომასა და შინაარს შორის!
კონსტრუქციული რომ დავრჩე, ავტორს ვთავაზობ
საკვანძო მომენტების გასაგები, „დაღეჭილი“ ცოდნა
დანართებში მოათავსოს მათთვის, ვისაც ამა თუ იმ

xiii
კერძო საკითხში გარკვევა მოუნდება. კიდევ ერთი
შენიშვნა – ტექსტი მთლიანობაში ძალიან კარგი ქარ-
თულითაა დაწერილი, თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა
ნეოლოგიზმების სიჭარბე. ბოლოს გავიხსენოთ, რომ
დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ ექვსი გამოცემა
არსებობს და ყოველ ახალ გამოცემაში ავტორი ცდი-
ლობდა გაეთვალისწინებინა კრიტიკა, რაც დარვინის
თეორიის რადიკალიზმს ერთგვარად არბილებდა.
მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ თანამედროვე ბი-
ოლოგები დარვინის წიგნის ციტირებისას მის პირ-
ველ, ყველაზე რადიკალურ გამოცემას იმოწმებენ.
დასკვნის სახით მინდა გავაანალიზო, თუ რას წი-
ნასწარმეტყველებს გიგი თევზაძის ეს ახალი შრომა.
უპირველეს ყოვლისა, საძებნელია პალეონტოლოგი-
ური მასალა, რომელიც წყლისპირა პრიმატების ისტო-
რიას აღადგენს. ტოუმაის თავის ქალის ფრაგმენტი,
ცხადია, ძალიან ცოტაა. ბევრი რამაა დამოკიდებული
იმაზე, თუ როგორ განვითარდება პალეონტოლოგი-
ური მეთოდები და, ადრე თუ გვიან, უნდა ამოვიდეს
ტოუმაის მსგავსი პრიმატების მთელი პოპულაციის
არსებობის დამადასტურებელი მასალაც. მაგრამ აქ
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ: ადამიანის
ევოლუცია სწრაფი იყო არა მარტო იმიტომ, რომ ჰი-
პოთეტური წინაპრები დიდ პოპულაციებად ცხოვ-
რობდნენ. სწრაფი ევოლუციისთვის საჭიროა ასევე

xiv
გარემოსგან გაზრდილი ზეწოლაც, რომელიც დაჩქა-
რებით გადაარჩევს უპირატესობის მომნიჭებელ გე-
ნებსა და ქცევის ფორმებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი
წინაპრები არცთუ სტაბილურ გარემოში ცხოვრობდ-
ნენ და მათი პოპულაცია, რაგინდ მრავალრიცხოვანი,
ფართოდ არ ვრცელდებოდა. სრულიად შესაძლებე-
ლია, რომ ეს ერთადერთი პოპულაცია იყო, რომელ-
საც ხშირად უხდებოდა ახალ გარემოსთან შეგუება,
ვიდრე ჰომო ერექტუსამდე – ამ სახეობამ უკვე იმდე-
ნი ევოლუციური უპირატესობა დააგროვა (ცეცხლის
კონტროლი, იარაღები), რომ ფართოდ გავრცელება
დაიწყო. ამიტომაც, წყლისპირა პოპულაციის ნამარხი
ნარჩენების პოვნა იოლი საქმე არ უნდა იყოს, თუმცა
გიგი თევზაძის შრომიდან ნავარაუდევი თვისებები
ამ წინაპრისა გარკვეულად აძლევს მიმართულებას
მომავალ პალეონოტოლოგიურ კვლევას.
ასეა თუ ისე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ
პოტენციურად სამეცნიერო ფრონტის ძალიან სერი-
ოზულ გარღვევასთან გვაქვს საქმე. სიტყვა „პოტენ-
ციური“ იმის გამო ვიხმარე, რომ ახლა მეტის თქმა
უბრალოდ შეუძლებელია – ამ მასშტაბის შრომის ჯე-
როვნად შეფასებას ისტორიულად ხანგრძლივი დრო
დასჭირდება. გუმანი მკარნახობს, რომ მომავალში
პალეონტოლოგიური რეკონსტრუქციები დაადასტუ-
რებენ გიგი თევზაძის ახალ თეორიას, ან მოახდენენ

xv
მის კორექციას ისევე, როგორც გენების აღმოჩენამ
კი არ უარყო დარვინის თეორია, არამედ გამოიწვია
მისი გათანამედროვება. ასევე ემართება დარვინი-
სეულ ადამიანის წარმოშობის თეორიასაც – ახალი
პალეონტოლოგიური აღმოჩენები იწვევს მის სახეცვ-
ლილებას, თუმცა დარვინის ორიგინალური იდეა, რომ
ადამიანებსა და ახლანდელ პრიმატებს საერთო წინა-
პარი გვყავდა, ცხადია, ძალაში რჩება. მაგრამ გიგი
თევზაძის შრომა ხომ ინტერ-დისციპლინურია, იგი
სცდება ბუნების მეცნიერებებს და სოციალურ მეცნი-
ერებებსაც მოიცავს. თანაც ფართოდ, ისე რომ ანა-
ლიზის და სინთეზის სფეროში რელიგიები და მათი
ისტორია ექცევა. აქ მახსენდება ტეიარ დე შარდენის
„ადამიანის ფენომენი“ – წიგნი, რომლის წაკითხვის
შემდეგ რწმუნდები, რომ მეცნიერულ ცოდნასა და
რელიგიურ რწმენებს შორის რეალური ანტაგონიზმი
არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული
ვარ, რომ მომავალი თაობის მკვლევრებს წინ დიდად
საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩენები ელით,
თუ ისინი გიგი თევზაძის შრომით ნაკარნახევ მიმარ-
თულებებს გაჰყვებიან.

xvi
გიგა ზედანია

ორი კულტურის მიღმა

შესავალი ფილოსოფიურ პრობლემას რომ წარ-


მოადგენს, ეს, როგორც მინიმუმ, ჰეგელის „გონის
ფენომენოლოგიის“ გამოქვეყნების შემდეგ ვიცით.*
როდესაც ჰეგელი ამ ნაშრომის წინათქმაში თითქმის
პირდაპირ ამბობს, რომ წინათქმა სერიოზულად არ
უნდა აღვიქვათ,** ის ერთმანეთს უპირისპირებს ფი-
ლოსოფიური ტექსტის თვით-განხორციელებასა და
მისი შესავლის აბსტრაქტულ ზოგადობას. საინტერე-
სოა, რომ ამ შემთხვევაში როგორც ტექსტის, ასევე შე-
სავლის ავტორი ემპირიულად იგივეა. ორმაგად უფრო
რთულადაა საქმე, როდესაც ეს ორი ფიგურა ერთმა-
ნეთისაგან არა მხოლოდ დისკურსის დონეზე, არამედ
ემპირიულადაც განსხვავდება. ამიტომ მე ვერ მექნება
პრეტენზია, მოვიცვა გიგი თევზაძის წიგნის მთელი
მრავალფეროვნება, რისთვისაც დამჭირდებოდა, ბევ-
რად უკეთ ვიცოდე ბიოლოგია, ანთროპოლოგია და
ისტორია, ვიდრე ამის პრეტენზია შეიძლება მქონდეს.
მაგრამ მე შევეცდები ერთი კონკრეტული წერტილი-

* Hegel, G. W. F. Phänomenologie des Geistes. Meiner Verlag, Hamburg


1988, 3-4.
** Hyppolite, J. “Stucture du langage philosophique d'après la préface
de la “Phenomenologie de l'Esprit”, წიგნში: Figures de la pensée
philosophique, t. 1, PUF, Paris 1991, 340-352.

xvii
დან განვიხილო ის ცვლილებები, რომელთაც ეს წიგნი
ორმაგად წარმოადგენს: როგორც სიმპტომი და რო-
გორც ძალა. ამ წერტილის სახელია ეპისტემოლოგია.
ნახევრად ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ ინ-
ტელექტუალური პარადიგმები ფილოსოფიაში ერთ-
მანეთს 40-წლიანი პერიოდებით ენაცვლება, ყოველ
შემთხვევაში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მაინც.
1880-იან წლებში ახალი პარადიგმის მაცნეები ნიცშე
და დილთაი არიან, 1920-ნებში – ჰაიდეგერი და შე-
ლერი, 1960-იანებში – ფუკო, დერიდა და ჰაბერმასი;
რიტმი იმდენად თვალშისაცემია, რომ შეიძლება, ამ
მონაცვლეობათა მიხედვით, ციკლური განვითარების
მორიგი კონცეპცია ააგო და მერე იმაზეც დაფიქრდე,
ციკლური თეორიებიც ციკლურად ხომ არ ბრუნდება
გარკვეულ პერიოდში (შპენგლერის მთავარი წიგნი
1918 წელს გამოქვეყნდა, სოროკინისა კი – 1957-ში).
მაგრამ, ჯერ ერთი, ბუნების ციკლურობისა და კულ-
ტურის ტელეოლოგიურობის საკითხი არის სწორედ
კითხვის ქვეშ წინამდებარე წიგნის მიერ შემოტანილ
პარადიგმაში; მეორეც, ამ კონცეპციას ეჭვქვეშ აყე-
ნებს ჩვენივე აწმყო – ბოლო, სტრუქტურალისტური
თუ პოსტ-სტრუქტურალისტური რევოლუციიდან 40
წელიწადი უკვე გავიდა, მაგრამ ახალი პარადიგმა
არსად ჩანს. ავტორები, რომლებიც დღეს მოდაშია:
ბადიუ, აგამბენი თუ სხვები, სინამდვილეში, 60-იანი

xviii
წლების „პარადიგმის“ გამგრძელებლები არიან და
არა რაღაც ახლისა და „ჯერარგაგონილის“ მომასწა-
ვებელნი.
ეს, როგორც უკვე ითქვა, ნახევრად ხუმრობით.
მაგრამ სერიოზულად თუ შევხედავთ, ასევე ვიგრ-
ძნობთ თეორიული აზრის გარკვეულ გამოფიტვას.
ფაქტია, რომ არსად ჩანს ახალი სააზროვნო სკოლები,
ახალი მოძრაობები, ახალი მიმართულებები, რომლე-
ბითაც ასე მდიდარი იყო გასული საუკუნე.
მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა „ჩანს“? იმას, რომ
ისინი არ არსებობს, თუ იმას, რომ ჩვენ მათ ვერ ვამჩ-
ნევთ? ხომ არ არის ეს ჩვენი დაუკვირვებლობის შედე-
გი? დილთაიდან ტყუილად არ დაგვიწყია „პარადიგ-
მების“ ათვლა – დილთაის ეკუთვნის ნათელი გაყოფა
ბუნებისა და გონის მეცნიერებებს შორის, ამ გაყოფას
კი საფუძვლად უდევს დუალიზმი, რომლის მიხედ-
ვითაც არსებობს ყოფიერის ორი სახე: ადამიანი და
მთელი დანარჩენი სამყარო. არაა რთული, აქ კარტე-
ზიანული გაყოფა res cogitans-სა და res extensa-ს შორის
აღმოვაჩინოთ, რომელიც საბოლოოდ, საკმაოდ დიდი
სახეცვლილების შემდეგ, ჰაიდეგერის მიერ მუნყოფნი-
სა და ყოფიერთა სხვა სახეობების გამიჯვნის ფორმას
მიიღებს.* რეალურად სწორედ დილთაი, ჰაიდეგერი

* Marion, J.-L. “L'ego et le Dasein Heidegger et la” destruction “de


Descartes dans Sein und Zeit”, ჟურნალში Revue de Metaphysique et

xix
და მათი აზროვნების კვალად გაჩენილი ჰერმენევტი-
კაა ის, რაც გარკვეულწილად ჩაახშობს ფილოსოფი-
ური ანთროპოლოგიის ალტერნატიულ პარადიგმას,
რომელიც ბევრად უფრო ახლოს იყო ბუნებისა და
გონის ერთიანად განხილვის იდეასთან (პლესნერი,
გელენი). და სწორედ ეს გაყოფაა, რომელიც ჩვენს
ნათელ ხედვას უშლის ხელს – საქმე ისაა, რომ ახალი
„პარადიგმის“ ნიშნები ჰორიზონტზე ნამდვილად ჩანს,
ოღონდ ეს ნიშნები სწორედაც რომ შლის განსხვავებას
დისციპლინათა ამ ორ ჯგუფს შორის.
ეს მართლაც ისტორიული ხდომილებაა. ჩვენ მოვ-
დივართ ეპოქიდან, რომლისთვისაც ეს განსხვავება იმ-
დენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩარლზ პერსი სნოუმ
მას ორ კულტურას შორის განსხვავება შეარქვა.* ამ
კულტურებს შორის ჯახიც არ იყო უცხო ხილი. იმდე-
ნად, რომ ჩვენთვის ამ განსხვავების წაშლის მოაზრე-
ბაც კი ძალიან ჭირს. არადა, დღეს სწორედ ეს ხდე-
ბა. სისტემების თეორია, მაგალითისთვის, სამი ტიპის
სისტემას გამოყოფს: ა) ცოცხალი სისტემა ბ) ფსიქიკუ-
რი სისტემა და გ) სოციალური სისტემა. სამივე მათ-
განი ერთი და იმავე ტერმინებით აღიწერება. ის, რაც
ასი წლის წინათ პოზიტივიზმის ნაივური გამოვლენა

de Morale, 92 (1), 1987, 25-53.


* Snow, C. P. The Two Cultures. Cambridge University Press, London
1959.

xx
იქნებოდა, დღეს თეორიული აზრის დახვეწილობის
ნიმუშია.*
ანდა მეორე მაგალითი ავიღოთ – ჟაკ დერიდას
სტრატეგია, ნებისმიერი სიცოცხლისათვის საფუძვ-
ლადმდებარე სტრუქტურა აღწეროს, როგორც ავ-
ტო-იმუნიზაცია ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის
რეაქცია საკუთარ ქსოვილებსა თუ უჯრედებზე). ეს
უკანასკნელი ტერმინი იმუნოლოგიიდანაა აღებული,
მაგრამ განა მისი განვრცობა ადამიანის სიცოცხლის
მთელ მრავალფეროვნებაზე (მათ შორის, „სულიერ“
ცხოვრებაზეც) საშინელი ბიოლოგისტური რედუქცი-
ონიზმი არაა? როგორც აღმოჩნდა, არა.**
გიგი თევზაძის წინამდებარე წიგნიც სწორედ ამ
პარადიგმული ცვლილების კონტექსტში უნდა წავი-
კითხოთ და გავიგოთ. სინამდვილეში, რასაც აქ ავ-
ტორი აკეთებს, არის ადამიანის, როგორც ბუნებრივი
არსების განხილვა და თავად კულტურის, როგორც ბუ-
ნებრივი ფენომენის აღწერა. ეს არცერთ შემთხვევაში
არაა რედუქციონიზმი, რომელიც ახდენს კულტურუ-
ლი ფენომენების უხეშ „ნატურალიზაციას“. განსაკუთ-
რებული როლი ადამიანური სიცოცხლისა თუ ცხოვრე-
ბისა ეჭვქვეშ სულაც არ დგება. მაგრამ ამ მიდგომის

* Luhmann, N. Einfühurung in die Systemtheorie. Carl Auer Verlag,


Heidelberg 2004.
** Derrida, J. Voyous. Editions Galilée. Paris 2003.

xxi
პერსპექტივიდან მოძველებულად მოჩანს მთლიანად
ოპოზიცია კულტურასა და ბუნებას შორის.* იგრძნობა
ახალი ტერმინოლოგიის, ახალი ენის საჭიროება. უნი-
ვერსალური ევოლუციის იდეა, რომელიც სელექციის,
ვარიაციისა და რეტენციის ტრიადით აღწერს არა
მხოლოდ ბუნების, არამედ საზოგადოების სფეროსაც
(ამ უკანასკნელში ანალიზის ერთეულად განიხილება
არა გენომი, არამედ ინსტიტუცია), ამ მიდგომას მყარ
საფუძველს აძლევს.
ოღონდ განსხვავებით უფრო ადრინდელი, პრემო-
დერნული მიდგომებისგან, ეს ახალი, დაბადების პრო-
ცესში მყოფი პარადიგმა აღარ ესწრაფვის მთლიანო-
ბისა და ტოტალობის მოცვას. იზომორფიზმი ბუნებისა
და კულტურის ფრაგმენტებს შორის – აი, ყველაზე
დიდი პრეტენზია, რაც მას ჯერჯერობით აქვს.
ჩემი შეთავაზება იქნება, წინამდებარე წიგნი წა-
ვიკითხოთ, როგორც ამ ახალი პარადიგმის არა მხო-
ლოდ სიმპტომი, არამედ აგრეთვე მის ჰეგემონიზა-
ციაზე მიმართული ძალა. გამოხდება ხანი და თუ ეს
წიგნი წარმატებული აღმოჩნდა, მასში მოყვანილი
ემპირიული მასალა მოძველდება, ხოლო თეორიული
პარადიგმა იმდენად ცხადი გახდება, რომ სხვაგვარად
აზროვნება იქნება რთული. და შემდეგ იქნება მასთან

* შდრ. Schaeffer, J.-M. La fin de l'еxception humaine, Gallimard, Paris


2007.

xxii
დაბრუნებები – ახალი, მოულოდნელი, დავიწყებუ-
ლი, დაფარული თუ შეფარული ინტუიციების აღმოსა-
ჩენად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარადიგმიდან ეს
ასე მოჩანს – განსხვავება ორ კულტურას შორის ხომ
იმაში მდგომარეობს, რომ საბუნებისმეტყველო ტექს-
ტებს ჩვენ არ ვუბრუნდებით, ხოლო ჰუმანიტარულს –
მუდმივად ვკითხულობთ თავიდან, მიუხედავად იმისა,
რომ მათი შინაარსი ყველასათვის ცნობილია. წაშლის
თუ არა ამ განსხვავებას დრო – ამისი წინასწარმეტყ-
ველება ისეთივე უმადური საქმე იქნებოდა, როგორც
იმისა, რა მოუვა სილაზე დახატულ ფიგურას გლობა-
ლური დათბობის ეპოქაში.

xxiii
შესავალი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის (Homo sapiens


sapiens) ცხოველთა სამყაროდან წარმოშობა ეჭვს არ
იწვევს, წარმოშობის მექანიზმი და პროცესი აქამდე
გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების
კავშირი ცხოველთა სამყაროსთან უტყუარია, იმდენ
გენეტიკურ, ფიზიოლოგიურ და ქცევით იგივეობას
შეგვიძლია დავაკვირდეთ, მაინც გაუგებარია, რო-
გორ წარმოიშვა საბოლოოდ ადამიანების ერთობა,
რომელიც ასე განსხვავდება ევოლუციურ კიბეზე მას-
თან ძალიან ახლოს მდგომი სახეობისგანაც კი. მით
უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი
ადამიანისმაგვარი მაიმუნის სახეობის (შიმპანზე, ბო-
ნობო) და ჩვენი დნმ 3 პროცენტზე ნაკლებით განსხ-
ვავდება ერთმანეთისაგან.1 კითხვა, რომელზე პასუხ-

1 Chimpanzee Sequencing & Analysis Consortium, “Initial Sequence of


the Chimpanzee Genome and Comparison with the Human Genome,”
Nature 437 (2005): 69-87.

1
გიგი თევზაძე

საც ამ წიგნით ვცდილობ, ასე გამოიყურება: როგორ


არის შესაძლებელი Homo sapiens-ი?
ჩვენი და ცხოველების ევოლუციური კავშირის
შესახებ იდეის მიღება ინტუიციას ემყარება. ყოველგ-
ვარი ევოლუციის თეორიის გარეშე „ვიცით“, რომ შეგ-
ვიძლია გავიგოთ ცხოველების ემოციები და მათ ჩვენი
გადავცეთ. ეს კი იმ საყოველთაო დაკვირვების შედე-
გია, რომლის მიხედვითაც მათი ემოციები ჩვენი ემო-
ციების მსგავსია. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ და
ვწეროთ ანთროპომორფიზმზე, ანუ, ჩვენ, ადამიანების
მიერ, ცხოველების ქცევაში იქ არარსებული „ადამი-
ანური“ ემოციების და ქცევების ამოკითხვის შესახებ,
ადვილად შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ ურ-
თიერთობენ ცხოველები ერთმანეთთან და არა მარტო
„ამოვიკითხოთ“ რომელიმე კონკრეტული ქცევის ში-
ნაარსი, არამედ ვივარაუდოთ სხვა ცხოველების მხრი-
დან მასზე რეაქციაც. ჩვენ ადვილად ვხვდებით უმე-
ტესი [უმაღლესი] ცხოველების ქცევას: ვიცით, როდის
ბრაზობენ ისინი, როდის არიან კარგ ხასიათზე. მცირე
გამოცდილების მიღების შემდეგ ადვილად ვურთიერ-
თობთ მათთან. ასევე, ცხოველებიც ადვილად ხვდე-
ბიან ჩვენს ემოციებს და იმას, როგორ გამოვხატავთ ამ
ემოციებს. თუკი წარმოგვექმნება სირთულეები ცხო-
ველების ჟესტების და თვითგამოხატვების გაგებისას,
ისიც იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანის ექსპრესია
ძალიან ჰგავს ჩვენსას. ამიტომაც პრიმატის ნებისმი-

2
შესავალი

ერი ღიმილი შეიძლება აღვიქვათ კეთილ განწყობად,


როდესაც პრიმატებში ღიმილის გარკვეული სახე მუ-
ქარას და აგრესიას ნიშნავს.2 მეორე მხრივ, სულაც არ
არის გამორიცხული, რომ თუკი ჩვენ ადამიანისათვის
დამახასიათებელი ღიმილის ანალიზს შევუდგებით,
იმავე საფუძვლამდე მივიდეთ – მაგ. ბავშვებში ღიმი-
ლი შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს კარგ განწყობას,
არამედ დაქვემდებარების გამოხატვას.3
მაგრამ, მიუხედავად ამდენი მსგავსებისა და ორ-
მხრივი ემპათიისა, მაინც გამოცანად რჩება, რატომ
არის ადამიანების საზოგადოება ასეთი განსხვავე-
ბული ცხოველთა საზოგადოებისაგან. თანამედრო-
ვე მეცნიერების პასუხია, რომ ეს განსხვავებულობა
ევოლუციის შედეგია – ანუ, ჩვენი ქცევა ნელ-ნელა
– ათობით და ასობით ათასწლეულის განმავლობაში
განვითარდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისეთად,
როგორიც დღეს ვიცით და ვაკვირდებით. ასეთი პა-
სუხი – ევოლუციაზე დაყრდნობით – მართებულია
იმისათვის, რომ ავხსნათ ცხოველთა სხვადასხვა სა-
ხეობის სოციალური სტრუქტურების განსხვავება.
თუმცა ეს პასუხი ზოგადად რჩება და არ განმარტავს
იმ მოვლენების მიმდევრობას, და ჯაჭვს, რომლებმაც

2 Robert Plutchik, Emotion, a Psychoevolutionary Synthesis (New York:


Harper & Row, 1980).
3 Paul Ekman, ed., Emotion in the Human Face (Cambridge University
Press, 1982).

3
გიგი თევზაძე

გამოიწვიეს იმ ძალიან სპეციფიკური და ცხოველთა


სამყაროებისაგან მკვეთრად განსხვავებული სოცი-
უმების წარმოშობა, რაც ადამიანებს ახასიათებს. ეს
სოციუმები პრინციპულად იმავე სტრუქტურის არის
უკვე რამდენიმე ათასი წელია: თუკი რაიმე ცვლილე-
ბა ხდება ადამიანთა საზოგადოებაში – ეს უფრო სა-
ზოგადოების შიგნით ძალაუფლების გადანაწილებას
და უსაფრთხოების ზრდა/შემცირებას უკავშირდე-
ბა, ისე, რომ საზოგადოების ძირითადი სტრუქტურა
და შემადგენელი ელემენტები, როგორც პიროვნულ,
ასევე, თემის დონეზე, იგივე რჩება. მიუხედავად იმი-
სა, რომ ახალ დროში იყო ევროპელი მოაზროვნეების
მცდელობები, მოეხდინათ პირველყოფილი ადამიანის,
როგორც პრინციპულად განსხვავებული მენტალო-
ბის მქონე არსების რეკონსტრუქცია, ეს მცდელობები
სურვილებს და ფანტაზიებს არ გასცილებია.4
სირთულე, რომელსაც ადამიანის და ცხოველის
საზოგადოებების და ქცევის შედარებისას ვხვდებით,
არის ის, რომ ძალიან ბევრ მოქმედებასა და სტრუქტუ-
რაში ჩვენ უბრალოდ ვემთხვევით ერთმანეთს: ჩვენ,
ისევე, როგორც ცხოველებს, გვიჩნდება მყარი ემოცი-
ური დამოკიდებულება ჩვენნაირ არსებებზე, ვქმნით

4 F. M. Barnard, ed., J. G. Herder On Social and Political Culture (Cambridge


Studies in the History and Theory of Politics) (1969; repr., Cambridge
University Press, 2010). Also Jean-Jacques Rousseau’s romantic attitude
towards ‘children of nature’: ‘Emile, or On Education’. ასევე, ჟან
ჟაკ რუსოს რომანტიკული დამოკიდებულება „ბუნების შვი­
ლებისადმი“: „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“.

4
შესავალი

ოჯახებს, ვზრუნავთ შთამომავლობაზე, ვიცავთ ჩვენს


ტერიტორიას, მოვიპოვებთ საკვებს, ვომობთ უცხოებ-
თან საკუთარი თავის და ჩვენნაირების დასაცავად,
ვომობთ ჩვენნაირებთანაც, თავს ვწირავთ სხვებისათ-
ვის, ვეწევით კარიერულ თამაშებს, შეგვიძლია ჩვენი
მიზნებისთვის სხვისი გაწირვა, ვიგონებთ და ვიყენებთ
იარაღებს, როგორც საკვების მოსაპოვებლად, ასევე
ბრძოლისათვის, შეგვიძლია მივიღოთ და შევიფაროთ
უცხო, მაგრამ ასევე შეგვიძლია გავაგდოთ ჩვენიანი
და გავწიროთ დაღუპვისათვის და ა.შ.
რა თქმა უნდა, ამ მოქმედებებისაგან ადამიანის
„ნაწილი“ ხშირად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი
ანალოგი ცხოველთა სამყაროში, თუმცა, ეს ორივე ად-
ვილად „დაიყვანება“ და „აიყვანება“ ერთმანეთზე.
მაგალითისთვის: ადამიანების მიერ ერთმანეთის
შეყვარება, ყურადღების გამოხატვა, წარმატების თუ
წარუმატებლობის სოციალური მოდუსები ბევრად
რთულია, ვიდრე თუნდაც მგლების ან სპილოების.
თუმცა, ადამიანების მიერ ამ პროცესზე „დამატებული
სირთულე“ – როგორიცაა სხვადასხვა ტექნოლოგიური
საშუალების გამოყენება საკუთარი გრძნობების გამო-
სახატავად – არაფერს არ ცვლის ამ პროცესის სოცი-
ალურ სქემაში: ორი ინდივიდის ემოციური სწრაფვა
ერთმანეთისაკენ, რომელსაც შედეგად ემოციური და-
მოკიდებულების გაჩენა და ხშირად, სოციალური კავ-
შირიც მოსდევს.

5
გიგი თევზაძე

მეორე მხრივ, ამ სირთულის საფუძველი, რომე-


ლიც უშუალოდ ამ ქცევების შედარებისას შეიძლება
არაარსებითი მოგვეჩვენოს – ის პრინციპული განსხ-
ვავებაა, რომელიც ჩვენსა და ცხოველებს, ჩვენი და
ცხოველების სოციუმების მოწყობის პრინციპებს შო-
რისაა. სწორედ ეს პრინციპული განსხვავებები სძენს
ადამიანის ქცევას „ადამიანობას“, ხოლო ცხოველის
ქცევას „ცხოველურად“ ტოვებს.
არსებობს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი
ქცევითი სტრუქტურა/ფორმა, რაც ჩვენი, ადამიანე-
ბად ყოფნის განუყოფელი ნაწილია, და, ამავე დროს,
მკვეთრად განგვასხვავებენ ცხოველების საზოგა-
დოებებისაგან. ესენია: რელიგია, ხელოვნება, მეცნი-
ერება. ამ წიგნში შევეცდები ვაჩვენო, რომ სამივე ეს
ქცევითი სისტემა, ანდა ის, რაც ამ ქცევით სისტემებს
საფუძვლად უდევს, არა იმდენად ადამიანის შექმნი-
ლია, არამედ, გარკვეული აზრით, ადამიანის შექმნაში
იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, გარკვეული, ჩა-
ნასახოვანი სახით ახასიათებდა ჯერ კიდევ იმ არსე-
ბას, ჰომინიდის იმ ფორმას, რომელიც ადამიანის უშუ-
ალო წინაპარი იყო.
ამ წიგნში მინდა აღვწერო ის ჰიპოტეტური გზა,
რომელიც ადამიანის წინაპარს ადამიანად ჩამოყა-
ლიბებამდე უნდა გაევლო: ანუ გზა, რომელმაც შეიძ-
ლება მაღალგანვითარებული ცხოველის ქცევიდან
ადამიანის ქცევამდე მიგვიყვანოს. ასევე, თუკი ეს

6
შესავალი

შესაძლებელია, დავადგინო იმ შემთხვევითობების


(გეოგრაფიულ თუ სოციალურ მოვლენათა) ჯაჭვი,
რომელსაც ეს ცვლილებები და შედეგები უნდა გა-
მოეწვია.
ამ მიზნით მე ვიყენებ და ვაჯერებ პალეონტოლო-
გიაში, პალეოარქეოლოგიაში, ზოოლოგიაში, ეთოლო-
გიაში, მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგი-
აში და სოციოლოგიაში უკვე არსებულ მონაცემებს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, ადამიანის სოციალური ქცე-
ვის გენეზისისათვის საინტერესო შედეგები შეიძლე-
ბა მოგვცეს მაღალორგანიზებული და მაღალინტე-
ლექტუალური ცხოველების ქცევითი სტრუქტურების
გათვალისწინებამ: თანამედროვე ადამიანი (Homo
sapiens sapiens) არც ერთბაშად გაჩენილა და არც ერ-
თადერთი იყო: თანამედროვე პალეონტოლოგიური
მონაცემები გვეუბნება, რომ რამდენიმე მილიონი
წლის განმავლობაში Homo-ს რამდენიმე ვარიანტი
არსებობდა – ჰობიტები (Homo floresiensis), ნეანდერ-
ტალელები (Homo sapiens neanderthalensis), დენისოვე-
ლები (Denisova hominins), Homo erectus, Homo habilis,
და ალბათ სხვებიც.5 შესაძლებელია დავუშვათ, რომ
ამ ჰომინიდების ქცევითი სტრუქტურები წააგავდა იმ
მაღალგანვითარებული ცხოველების ქცევით სტრუქ-

5 C. Groves, Order Primates in Mammal Species of the World, ed. D. E.


Wilson and D. M. Reeder (Baltimore: Johns Hopkins University Press,
2005), 181-84.

7
გიგი თევზაძე

ტურებს, რომლებსაც დღეს შეიძლება დავაკვირდეთ


ბუნებაში. ამ დაშვების საფუძველს გვაძლევს ასევე
ის, რომ თანამედროვე მაღალგანვითარებული ცხო-
ველების სოციალური ქცევა მეტ-ნაკლებად ერთმა-
ნეთის მსგავსია, შესაბამისად, ჰომინიდების ქცევი-
თი სტრუქტურები ან უფრო მაღალგანვითარებული
ცხოველის, მაგ. შიმპანზის ან ორანგუტანის, მსგავსი
უნდა ყოფილიყო, ან – Homo sapiens sapiensis, ანუ, თა-
ნამედროვე ადამიანის სოციალური ქცევის მსგავსი,
ან – ორივეს ნიშნებს უნდა ატარებდეს. ეს დაშვება
დაგვეხმარება წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რა-
ტომ აღმოჩნდა Homo sapiens sapiens ყველაზე უფრო
წარმატებული სხვა [უკვე გადაშენებულ] ჰომინიდებს
შორის და ასევე, იმედია, გავიგებთ იმასაც, რა უდევს
საფუძვლად Homo sapiens sapiens-ის მიერ ტექნოლო-
გიის სწრაფ განვითარებას – რაც სხვა ჰომინიდების,
მაგალითად, ნეანდერტალელების შემთხვევაში არ
მომხდარა: მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალე-
ლებსაც ჰქონდათ დახვეწილი შრომის იარაღები და
ხელოვნება,6 მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც

6 Alok Jha, “Neanderthals May Have Been First Human Species to


Create Cave Paintings,” http://www.guardian.co.uk/science/2012/
jun/14/neanderthals-first-create-cave-paintings. H. Bocherens et
al., “Isotopic Evidence for Diet and Subsistence Pattern of the Saint-
Césaire I Neanderthal: review and use of a multi-source mixing model,”
Hum. Evol., July 2005, 71-87, doi:10.1016/j.jhevol.2005.03.003. PMID
15869783. Pallab Ghosh, “Neanderthals Cooked and Ate Vegetables,”
BBC News, December 27, 2010.

8
შესავალი

და ტვინის მოცულობითაც ისინი აღემატებოდნენ


Homo sapiens sapiens-ს,7 მათმა სოციუმმა უცვლელად
იარსება ლამის 500 000 წლის განმავლობაში, მაშინ
როდესაც Homo sapiens sapiens-ის სოციუმმა სულ რა-
ღაც 40-45 000 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა და თანამედროვე ტიპის სა-
ზოგადოებად ჩამოყალიბდა.8
ვფიქრობ, აქ გადამწყვეტი როლი ადამიანის ქცე-
ვას უნდა შეესრულებინა. სხვადასხვა ბუნებრივი თუ
სოციალური პირობების გამო ჩამოყალიბებული ადა-
მიანის ქცევა (რომელიც, შესაძლებელია არსებობდა
იქამდეც, უშუალოდ Homo sapiens sapiens-ის წარმო-
შობამდეცვა) ალბათ, იყო ის იარაღი, რომელმაც სა-
ბოლოოდ ადამიანს მოუტანა ყველა ის უპირატესობა
და რომლის საშუალებითაც მან: 1. სხვა ძუძუმწოვ-
რებთან, სხვა პრიმატებთან და სხვა ჰომინიდებთან
შედარებით მიაღწია წარმოუდგენელ ბიოლოგიურ
წარმატებას; 2. დაიწყო ტექნოლოგიის ძალიან სწრა-
ფი განვითარება.

7 F. Mallegni, M. Piperno, and A. Segre, “Human Remains of Homo


Sapiens Neanderthalensis from the Pleistocene Deposit of Sants
Croce Cave, Bisceglie (apulia), Italy,” American Journal of Physical
Anthropology 72, no. 4 (1987): 421-29.
8 J. L. Bischoff and et al, “The Sima de los Huesos Hominids Date to
Beyond U/Th Equilibrium (>350 kyr) and Perhaps to 400–500
kyr:New Radiometric Dates,” J. Archaeol. Sci. 30, no. 30 (2003): 275.
H.M. McHenry, “Human Evolution,” in Evolution: The First Four Billion
Years, ed. Michael Ruse and Joseph Travis (Cambridge, Massachusetts:
The Belknap Press of Harvard University Press, 2009), 265.

9
გიგი თევზაძე

მიუხედავად იმისა, რომ პრიმატების ორი სახე-


ობა, კერძოდ ბონობო და შიმპანზე, ევოლუციურ კი-
ბეზე ყველაზე ახლოს დგას ჰომოსთან,9 საეჭვოა მათი
ქცევითი და სოციალური სტრუქტურების შესწავლამ
რამე გვითხრას ჰომოს სპეციფიკური და განსხვავებუ-
ლი ქცევის შესახებ. შესაძლებელია პირიქითაც იყოს
საქმე. ბონობოს და შიმპანზეს ქცევამ შეიძლება მიგ-
ვითითოს, თუ როგორი არ იყო ჰომოს ქცევა: იმდე-
ნად, რამდენადაც ეს სახეობები ერთსა და იმავე დიდ
გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრობდნენ, მათი ქცევა
და სოციალური სტრუქტურა განსხვავებული უნდა
ყოფილიყო. ისევე, როგორც არ შეგვიძლია ლეოპარ-
დის ქცევის მიხედვით ვიმსჯელოთ ვეფხვის, ან ავაზას
ქცევის შესახებ, ასევე, ბონობოს და შიმპანზეს ქცე-
ვა ვერ გამოდგება ჰომოს ქცევის რეკონსტრუქციის
პოზიტიურ ინდიკატორად, თუმცა, ნეგატიური ინდი-
კატორის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ანუ, ჩვენ
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ქცევები და სო-
ციალური სტრუქტურები, რაც ახასიათებს შიმპანზეს
და ბონობოს, არ ახასიათებდა ჰომოს, და – პირიქით.
ბონობოს საზოგადოებამ, რომელიც ხასიათდება, რო-
გორც მდედრების მიერ სექსით მართული,10 ხოლო

9 Ann Gibbons, “Bonobos Join Chimps as Closest Human Relatives,”


http://news.sciencemag.org/sciencenow/2012/06/bonobogenome-
sequenced.html. June 13, 2012.
10 F. White, “Comparative socio-ecology of Pan paniscus,” in Great Ape
Societies, ed. WC McGrew, LF Marchant, and T Nishida (Cambridge,

10
შესავალი

შიმპანზეების საზოგადოებამ,11 რომელიც აღწერი-


ლია, როგორც ულტრააგრესიული და მამრების მარ-
თული (ინფანტოციდის ჩათვლით) – შეიძლება იმუ-
შაონ, როგორც ნეგატიურმა ინდიკატორებმა – ჰომოს
საზოგადოების ჰიპოტეტური აღწერისას: შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ ჰომოს საზოგადოება არ იყო არც
ერთპიროვნულად მდედრების (სექსით მართული),
არც მამრების (აგრესიულობით მართული), არც ინ-
ფანტოციდის ფენომენით დატვირთული. თუმცა, ცხა-
დია, რომ არსებობს მსგავსება ადამიანის ქცევებსა და
შიმპანზეების/ბონობოების ქცევებს შორის, ეს ქცევე-
ბი უფრო გვარის საერთო ნიშნებად უნდა ჩავთვალოთ
(ისევე, როგორც ლეოპარდების, ვეფხვების და ლომე-
ბის შემთხვევაში), ვიდრე სახეობის განსაკუთრებულ
სოციალურ თვისებებად.
ასევე, ბუნებრივია, ვიყენებ მონაცემებსაც, რომ­
ლებიც ემპირიული დაკვირვების შედეგად მაქვს მიღე-
ბული – ადამიანთა შორის ცხოვრების 40 წელზე მეტი
დროის განმავლობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ამ წიგნი-
დან გამომდინარეობს, არის ის, რომ ადამიანის ქცევის
წარმოშობა უკიდურესად შემთხვევითია და მრავალი

England: Cambridge Univ. Pr., 1996), 29-41.


11 Frans B. M. de Waal, “Bonobo Sex and Society,” http:// www.­pri­­­­mates.
com/bonobos/bonobosexsoc.html. F. de Waal, “apes in the Family”. Our
Inner Ape (New York: Riverhead Books, 2006).

11
გიგი თევზაძე

ბუნებრივი თუ სოციალური ფაქტის უნიკალური დამ-


თხვევის შედეგია. ამ „შემთხვევითობაში“ მე არ ვგუ-
ლისხმობ მხოლოდ ბიპედალიზმს, ანუ, ორ ფეხზე სი-
არულს, არამედ ისეთ რამეებსაც, რომელთა გარეშეც
დღეს ჩვენი არსებობა ვერ წარმოგვიდგენია და ჩვენი
ყოფნის გარდაუვალ, აუცილებელ და „ბოძებულ“ ელე-
მენტებად მიგვაჩნია.
მაგალითად – სპორტულ შეჯიბრზე დასწრება,
დისკოთეკა, ტექნოლოგიური ინოვაციები, პოლი-
ტიკური თუ სოციალური მოთხოვნებით მიტინგების
ორგანიზება, ჰომოსექსუალთა მნიშვნელოვანი პრო-
ცენტი ნებისმიერ საზოგადოებაში და ყველაფერი ის,
რასაც ჩვენ ვერ ვაკვირდებით და რაც, სავარაუდოა,
რომ არ არსებობს ცხოველთა სამყაროში.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი დასკვნა, რო-
მელსაც, იმედია ამ წიგნიდან მკითხველი გაიზიარებს,
არის ის, რომ ადამიანის ევოლუცია, უპირველეს ყოვ-
ლისა, სოციალური ქცევის ევოლუციაა. მე არ ვიცი,
რამდენად შეიძლება ეს პრინციპი, სახეობათა წარ-
მოშობაზე ნაწილობრივ მაინც გაავრცელო, მაგრამ
ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტი მაქვს იმისათვის,
რომ ვაჩვენო ამ დებულების მართებულობა ადამი-
ანის, Homo sapiens sapiens-ის წარმოშობის მიმართ.

12
12
„მესამე შიმპანზე“
ა) ბიპედალიზმი
სანამ უშუალოდ ბიპედალიზმის წარმოშობის გან-
ხილვაზე გადავიდოდე, მინდა განვმარტო, რომ ეს
წიგნი არანაირად არ ეხება ადამიანის წარმოშობის
თარიღის დადგენას. შესაბამისად, მე არ შევდივარ
იმ კამათში, თუ სად და როდის წარმოიშვა პირველი
homo erectus, ანდა პირველი Homo sapiens sapiens, ანდა,
პირველი Homo sapiens neanderthalensis. ეს პალეონტო-
ლოგიის და პალეოანთროპოლოგიის მიმართულებაა.
ვფიქრობ, სანამ გენეტიკური კვლევის მეთოდებში არ
მოხდება მნიშვნელოვანი გარღვევა, საეჭვოა ამ კითხ-
ვებზე ისეთი მყარი პასუხი მივიღოთ, რომელიც უფრო
დიდხანს გაძლებს, ვიდრე მორიგი ჰომინიდის ნაშთე-
ბის აღმოჩენა.

12 Jared Diamond, The Third Chimpanzee: The Evolution and Future of


the Human Animal (1991/2004).

13
გიგი თევზაძე

მე ვცდილობ, ადამიანის ქცევის წარმოშობას შევხე-


დო როგორც ცხოველის ქცევის, მართალია შემთხვევით,
მაგრამ, პრინციპულად შესაძლებელ განვითარებას, რო-
მელიც სარწმუნო იქნება მეცნიერების თანამედროვე
მონაცემების მიხედვით მანამ, სანამ არ აღმოჩნდება რა-
იმე ფაქტობრივი მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც
უფრო სარწმუნო თეორია შემუშავდება.
ბიპედალიზმის წარმოშობის შესახებ პირველი
იდეა ეკუთვნის ჩარლზ დარვინს.13 მისი აზრით, ბიპე-
დალიზმი უნდა წარმოშობილიყო იმ მიზნით, რომ მომ-
ხდარიყო წინა კიდურების განთავისუფლება შრომის
იარაღებისათვის. თუმცა მოგვიანებით ეს ჰიპოთეზა
გააქარწყლა აღმოჩენებმა, რომელთა მიხედვითაც ადა-
მიანის წინაპარი ბევრად უფრო ადრე იყო ბიპედალუ-
რი, ვიდრე პირველი შრომის იარაღები გაჩნდებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო ე.წ. სავა-
ნის თეორია, რომელიც პირველად რაიმონდ დარტმა14
გამოთქვა. ამ თეორიის მიხედვით, ბიპედალიზმი გან-
ვითარდა მაშინ, როდესაც ტყეები ჩანაცვლდა სავა-
ნური ლანდშაფტით. დარტის აზრით, ბიპედალიზმი
ორფეხა არსებას აძლევდა უპირატესობას ოთხფეხას
მიმართ, რადგანაც, მას შეეძლო უფრო შორს დაენა-

13 C. Darwin, The Descent of Man and Selection in Relation to Sex.


(London: John Murray, 1871).
14 R.A. Dart, “Australopithecus africanus:The Ape Man of South Africa,”
Nature 145 (1925): 195-99.

14
„მესამე შიმპანზე“

ხა: ამით მას შესაძლებლობა ჰქონდა, ერთსა და იმა-


ვე დროს, დაეფიქსირებინა პოტენციური მსხვერპლის
ადგილსამყოფელი და მორიდებოდა მტერს. თუმცა,
მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ბიპედალური ცხო-
ველი ბევრად ნელია, ვიდრე ოთხფეხა. ასევე გაჩნდა
კითხვა, რომ თუ ბიპედალიზმი მხოლოდ თვალთვა-
ლისთვის გამოიყენებოდა, რატომ გადავიდა ის მოძ-
რაობის მოდუსში. დღეს ბიპედალიზმის ახსნას სხვა-
დასხვა მიმართულებით იკვლევენ (ლოკომოტორული
ეფექტურობა [Rodman and Mc Henry. 1980], თერმორე-
გულაცია [Peter Wheeler. 1984.], კვების აუცილებლობა
[Kevin Hunt. 1994.]). თუმცა, ყველა ეს ახსნა არ იძლევა
პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა მაინდამაინც ადა-
მიანის წინაპარი ამ პრიმატების ცვლილება, როდესაც
სხვა ადამიანისმაგვარ პრიმატებს ასეთი რადიკალური
ცვლილება არ განუცდიათ. ბიპედალიზმის და საერ-
თოდ, ადამიანის წარმოშობის საინტერესო თეორია
ეკუთვნის ალისტერ ჰარდის [Alister Hurdy. 1960]15 და
ელენ მორგანს [Morgan 1982],16 რომლის მიხედვითაც
ადამიანი წარმოიშვა ე.წ. წყლის მაიმუნისაგან. წყლის
მაიმუნის თეორია ხსნის ბევრ ფიზიოლოგიურ განსხ-
ვავებას ადამიანსა და სხვა ადამიანისმაგვარ მაიმუნს

15 A. Hardy, “Was Man More Aquatic in the Past,” (PDF), New Scientist 7
(1960). (Archived from the original on 2009-03-26): 642-45.
16 Elaine Morgan, “the Descent of Woman” (Souvenir Press. 1972); “The
Aquatic Ape” (Stein & Day Pub., 1982); “The Naked Darwinist” (Eildon
Press, 2008).

15
გიგი თევზაძე

შორის, მათ შორის ისეთებს, როგორებიცაა: ადამიანი-


სათვის დამახიასათებელი კანქვეშა ცხიმი, რომელიც
არ აქვთ სხვა პრიმატებს, სამაგიეროდ, აქვთ წყლის
ძუძუმწოვრებს (1); სისხლის მიმოქცევის განსხვავებუ-
ლი სისტემა (2); სასუნთქი გზების სპეციფიკური მოწ-
ყობა (სასუნთქი და საყლაპავი გზების გვერდიგვერდ
არსებობა და საერთო არხი, რომელიც ამ გზებამდე
მიდის), რომელიც ახასიათებს ადამიანს, მაგრამ არ
ახასიათებს მაიმუნს, რაც საბოლოო ჯამში ლაპარა-
კის საფუძველია (3); კანზე ბალნის განუვითარებლო-
ბა/არარსებობა (4) და ა.შ. რაც მთავარია, მორგანის
თეორია ხსნის ბიპედალიზმის წარმოშობას, როგორც
ქცევას, რომელიც გამოწვეულია მაიმუნის წყალში
ცხოვრებით: ბიპედალიზმი იძლევა საშუალებას, იმოძ-
რაო თავთხელ წყალში ისე, რომ არ იცურო, და შესაბა-
მისად, დახარჯო ნაკლები ენერგია. ჰარდის თეორიით,
ბიპედალიზმი განვითარდა ჰომინიდების წარმოშობის
ადრეულ ეტაპზე, როდესაც ის ადგილი, სადაც ეს ად-
რეული ჰომინიდები ან/და წინაჰომინიდური პრიმატე-
ბი ცხოვრობდნენ, დაიტბორა და მათ მოუწიათ ბიპე-
დალიზმის განვითარება. თუმცა, თუ ბიპედალიზმის
წარმოშობის ამ თეორიას დაუშვებ, ამავე დროს უნდა
დაუშვა, რომ იმ რეგიონში სხვა პრიმატები არ ცხოვ-
რობდნენ ან მათ ჰქონდათ რაღაც თვისება, რომლის
გამოც უკეთესი შეგუებისათვის ბიპედალიზმის განვი-
თარება აღარ სჭირდებოდათ.

16
„მესამე შიმპანზე“

ბიპედალიზმის ამ თეორიებიდან ადამიანის წარ-


მოშობას და სხვა პრიმატებისაგან მის განსხვავებას
ყველაზე უკეთ ჰარდის და მორგანის თეორია ხსნის.
თუმცა, იგი უშუალოდ ბიპედალიზმის წარმოშობის
დამაკმაყოფილებელ ახსნას ვერც ის იძლევა. საინ-
ტერესოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა
ახსნა ბიპედალიზმის წარმოშობას კლიმატურ ცვლი-
ლებებს უკავშირებს. თუკი კლიმატური ცვლილებების
თეორია ვერ იძლევა საკმარის ახსნას, უნდა დავუშ-
ვათ, რომ ამ ცვლილების საფუძველი იყო ცხოველ-
თა სამყაროში ცვლილებების განმაპირობებელი სხვა
ფაქტორი. მეორე მხრივ, წყლის მაიმუნის ჰიპოთეზა
ძალიან დამაჯერებელია, როდესაც ის ხსნის ადამი-
ანის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. შესაბამისად,
უნდა დავუშვათ ისეთი მექანიზმის არსებობა, რომე-
ლიც განაპირობებდა ჰომინიდის ან გარკვეული სახე-
ობის პრიმატის „მიბმას“, „დამაგრებას“ წყლის პირას.
ის, რაც ცხოველთა სამყაროში სხვადასხვა სახე-
ობის ცხოველების სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცე-
ში/წერტილში გადანაწილებას იწვევს, არის კონკუ-
რენცია საკვებისთვის:17 ანუ, უფრო ძლიერი სახეობა
განდევნის უფრო სუსტ სახეობას უფრო მწირ და
უფრო სახიფათო ადგილებში. შედეგად, უფრო სუსტი
სახეობა, რომელიც არასახარბიელო გარემოშია გან-

17 M Begon, J. L Harper, and C. R. Townsend, “Ecology: Individuals, Po­


pulations and Communities,” Blackwell Science (1996).

17
გიგი თევზაძე

დევნილი, ან იღუპება, ან ადაპტირდება. შეიძლება


ვივარაუდოთ, რომ წყლის მაიმუნის წყალზე „განთავ-
სების“ მიზეზი იყო ან ძლიერი სახეობის მიერ საკვე-
ბი არეალის დაკავება, ან სუსტი ცხოველის განდევნა
არასახარბიელო გარემოში.
ჩადის რეგიონში 2001 წელს 7 მლნ. წლის „ჰომინი-
დის“ (ე.წ. ტოუმაი) თავის ქალის აღმოჩენა18 ამ დაშვე-
ბის სასარგებლოდ მეტყველებს. ამ აღმოჩენაში სამი
რამ არის მნიშვნელოვანი: ერთი ის, რომ ამ დროს ჩა-
დის რეგიონი „ჩვეულებრივი“ ტყიანი ადგილი იყო, მე-
ორე ის, რომ აღმოჩენილი ჰომინიდი უფრო პატარაა,
ვიდრე შიმპანზე, ხოლო მესამე ის, რომ ჰომინიდი, რო-
გორც ჩანს, იყო ორ ფეხზე მოსიარულე.
რატომ არის ეს სამი რამ მნიშვნელოვანი: 1. 7 მლნ.
წლის წინათ აფრიკის ტერიტორიაზე, კონკრეტულად
ჩადის რეგიონში არ ფიქსირდება არც ტყის მასივების
რადიკალური ცვლილება სავანის სასარგებლოდ და
არც მასიური დატბორვა – რასაც ეჭვი შეაქვს ე.წ. კლი-
მატურ თეორიებში; 2. ტოუმაი, ჰომინიდი, ან ის, რაც ძა-
ლიან ახლოს არის ჰომინიდთან, არის უფრო პატარა და,
შესაბამისად, უფრო სუსტი, ვიდრე შიმპანზე.
ეს მეორე მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელო-
ვანია. გამომდინარე იქიდან, რომ ტოუმაი უფრო სუს-
ტი იყო, ვიდრე შიმპანზე, სავარაუდოდ, ის წააგებდა

18 http://news.harvard.edu/gazette/2005/04.14/01-toumai.html

18
„მესამე შიმპანზე“

უფრო ძლიერ პრიმატთან უსაფრთხო ადგილას (ანუ,


ტყეში) ცხოვრების უფლებას. ასევე სავარაუდოა, რომ
ტოუმაი იძულებული იქნებოდა, საცხოვრებელ ადგი-
ლად პოტენციურად უფრო საშიში გარემო – წყლის
პირი, ხოლო საკვების მოსაპოვებლად – სხვა პრიმა-
ტებთან უკონკურენტო სივრცე – წყალი აერჩია, სა-
დაც წესით, მტაცებლები (მათ შორის ნიანგებიც) უნდა
ყოფილიყვნენ.
სრულიად შესაძლებელია, რომ ბიპედალიზმი ამ 
საფრთხის გამოც განვითარდა: წყალში შესვლისას
პრიმატი „ზემოდან“ უფრო ადრე შეამჩნევდა ჩასაფრე-
ბულ მტაცებელს (მაგ. რომელიმე რეპტილიას), ვიდრე
მაშინ, ოთხ კიდურზე მდგომი. ანუ თუკი იქ მტაცებე-
ლი ელოდებოდა, ორ ფეხზე მდგარი ჰომინიდი უკეთ
იქნებოდა მომზადებული ნაპირზე გასაქცევად ან თა-
ვის დასაცავად – წყალში მისი სხეულის შედარებით
მცირე ნაწილი იყო მოთავსებული.
შედეგად, გონივრულია, დავასკვნათ, რომ ბიპე-
დალიზმი, უპირველეს ყოვლისა, არა გარემოს ცვლი-
ლების, არამედ სახეობათა (ან ქვესახეობათა) შორის
კონკურენციის – საარსებო ტერიტორიის გადანაწილე-
ბის და საკვების სპეციალიზაციის პროცესის – შედეგია.
თუმცა, ამ პროცესს შეიძლება გარემოს მნიშვნელოვა-
ნი ცვლილებაც ახლდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ,
რომ სხვა ჰომონიდი, არდიპითეკი (Ardipithecus kadab-
ba), რომელიც ნამდვილად ბიპედალური იყო, 5.6 მილი-

19
გიგი თევზაძე

ონი წლის წინათ ცხოვრობდა ისეთ გარემოში, რომ-


ლიც იყო ტყის, ტბების, ჭაობების, მდინარეეების და
მინდვრების ერთიანობა.19
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მომავალში დადგინდე-
ბა, რომ ტოუმაი არ იყო ბიპედალური, ბიპედალიზმის
განვითარების ეს ვერსია – საკვების და ცხოვრების
არეალის (ტერიტორიის) გამო კონკურენცია – ვფიქ-
რობ, უფრო „ბუნებრივ“ ახსნას უძებნის ბიპედალიზმის
წარმოშობას: 1. არ უშვებს იმ ფაქტს, რომ კლიმატშეც-
ვლილ რეგიონში მხოლოდ ადამიანის წინაპარი ჰომი-
ნიდები ცხოვრობდნენ, ან, თუ სხვებიც ცხოვრობდნენ,
ისინი გადაშენდნენ და მარტო ბიპედალური პრიმატე-
ბი დარჩნენ; 2. არ უშვებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის
წინაპარი ჰომინიდები რაიმე განსაკუთრებულ სახე-
ობას წარმოადგენდნენ: მათ უბრალოდ არ ჰქონდათ
ის თვისებები, რომელთაც საშუალება მისცეს სხვა
პრიმატებს არ შეცვლილიყვნენ რადიკალურად და
ფიზიკური და ფიზიოლოგიური პროფილის შეუცვლე-
ლად შეჰგუებოდნენ გარემო პირობების ცვლილებებს.

ბ) პირველი საზოგადოება
თუკი ადამიანის წინაპრისათვის წყალი იყო საკ-
ვები გარემო, ბუნებრივია, მას წყლის პირას უნდა

19 “New Fossil Hominids of Ardipithecus Ramidus from Gona, Afar,


Ethiopia,”http://web.archive.org/web/20080624005441/http://www.
stoneageinstitute.org/news/gona_nature_paper.shtml#1.

20
„მესამე შიმპანზე“

ეც­ხოვრა. ეს დაშვება მით უმეტეს გამართლებულია,


თუკი ამოვალთ სხვა, წინა დაშვებიდან, რომ ის იძუ-
ლებული იყო, განეცადა კვებითი სპეციალიზაცია
წყლის გარემოზე. როგორი უნდა ყოფილიყო წყლის
პირას მცხოვრები პრიმატების პოპულაცია? ანალო-
გიისათვის შე­იძლება გამოვიყენოთ ლომვეშაპების,
მართალია, ბევ­რად უფრო პრიმიტიული სოციალური
სტრუქტურის მქონე, პოპულაციის – არსებობის წესი:
იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ როგორც ტყიდან,
ასევე წყლიდან მოსალოდნელ საფრთხეს, ამ პრიმა-
ტებს დიდ კოლონიებად უნცა ეცხოვრათ: წყლის პი-
რას მცირე ჯგუფებად ცხოვრება ენერგეტიკულად და
უსაფრთხოების მხრივ გაუმართლებელი უნდა ყოფი-
ლიყო. მხოლოდ დიდ ჯგუფებში შეეძლოთ ამ პრიმა-
ტებს დაეცვათ თავი და მეტ-ნაკლებად სტაბილური
სოციუმი შეექმნათ – ისევე, როგორც ამას ბაბუინე-
ბი (Papio hamadryas) აკეთებენ: მათი სოციუმები სა-
შუალოდ 50-ზე მეტი ინდივიდისაგან (ხანდახან 250)
შედგება.20
მაგრამ, თუკი ამ დაშვებასაც მივიღებთ, უნდა
დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა იყო ამ დიდ, რამდენიმე
ასეული ინდივიდისაგან შემდგარ კოლონიაში სტა-
ბილურობის საფუძველი: ადამიანის „ნათესავი“ სხვა
პრიმატები (შიმპანზეები და ბონობოები), არ ცხოვ-

20 TJ. Bergman et al., “Hierarchical Classification by Rank and Kinship in


Baboons,” Science 302 (Nov. 14, 2003): 1234-36.

21
გიგი თევზაძე

რობენ ასეთ დიდ ჯგუფებში. მათთვის მცირე ჯგუფებ-


შიც კი ბევრია სტრესული ვითარება და სოციალური
სტაბილობის შესანარჩუნებლად ტყეში მცხოვრებ
პრიმატებს საკმაოდ რთული მექანიზმების გამოყენე-
ბა უწევთ.21 დიდ კოლონიებში, რომლებიც რამდენი-
მეჯერ აღემატებიან პრიმატების ცნობილ სოციუმებს,
სტრესის შემამცირებელი კიდევ უფრო რთული და
მრავლისმომცველი სისტემები უნდა არსებობდეს.
ის მექანიზმები, რომლებსაც დღეს სოციალური
სტრესის დასაძლევად პრიმატების სოციუმები იყენებენ,
გამოყენებადია მცირე სოციუმებისთვის: ისინი არიან
ან ინდივიდუალური, ან მოიცავენ რამდენიმე ინდივიდს
და როგორც წესი, არიან პოსტსტრესული, პოსტკონფ-
ლიქტური ხასიათისა.22 მრავალრიცხოვანი კოლონიის
სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭიროა სტრესის
დაძლევის, და პრევენციის რთული მექანიზმი, რომე-
ლიც უზრუნველყოფს, მოიცვას სოციუმის მაქსიმალუ-
რად ბევრი წევრი. დღემდე შემორჩენილ ადამიანისებრ
პრიმატებს არ გააჩნიათ სტრესის დაძლევის ისეთი მექა-
ნიზმი, რომელიც მოახდენდა აგრესიულობის და უკონ-
ტროლობის ზრდის პრევენციას სოციუმის ყველა წევ-

21 Frans B. M. Waal and Angeline Roosmalen, “Reconciliation and


Consolation Among Chimpanzees,” Behavioral Ecology and So­ ­
ciobiology 5, no. 1 (1979): 55-66.
22 Frans B.M. de Waal, “Food Sharing and Reciprocal Obligations
Among Chimpanzees,” Journal of Human Evolution 18, no. 5 (August,
1989): 433-59.

22
„მესამე შიმპანზე“

რის ჩართვით. ასეთი მექანიზმები არც ლომვეშაპებში


შეინიშნება, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც შესამჩნევი
რთული სოციალური მექანიზმების გარეშეც განაპირო-
ბებს ლომვეშაპების დიდი კოლონიის სტაბილურობას.
ლომვეშაპები, უბრალოდ, პრიმატებზე უფრო „წყნარები
და ნაკლებად დეპრესიულები“ არიან, რაც დიდი კოლო-
ნიის არსებობის გარდაუვალი პირობაა.
რა უნდა ყოფილიყო ის მექანიზმი, რომელიც წყლის
პრიმატს საშუალებას მისცემდა, ყოფილიყო უფრო
წყნარი და ნაკლებად აგრესიული, ვიდრე მისი ტყის
თანამოძმე? ვფიქრობ ამ შემთხვევაში პასუხი დაკავში-
რებული უნდა იყოს ბეწვის და მზის ფაქტორთან.
ელენ მორგანის თეორიის მიხედვით პრიმატის
გადასვლამ წყლის გარემოში გამოიწვია ბეწვის გაც-
ვენა – ბეწვი მზისგან დასაცავად დარჩა მხოლოდ
იქ, სადაც მზე მაქსიმალურად ხვდებოდა სხეულს –
თავზე. ტანზე (იღლიებსა და ბოქვენის მიდამოებში,
სადაც სასქესო ჰორმონები მუშავდება, ბეწვი ასევე
დამცავის ფუნქციას ასრულებს) ბეწვი აღარ იყო სა-
ჭირო და ხელსაც უშლიდა წყალში გადაადგილებისას.
შიშველმა კანმა მაქსიმალურად დაიწყო მზის სხივე-
ბის მიღება, შესაბამისად, გაძლიერდა D ვიტამინის
გამომუშავება – რაც „ბუნებრივი“ ანტიდეპრესანტია
და გონებრივ სიჯანსაღეს უწყობს ხელს.23 შედეგად,

23 http://www.livestrong.com/article/282582-vitamin-d-deficiency-
mental-illness/.

23
გიგი თევზაძე

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მზის სხივებით გამო-


მუშავებული დიდი რაოდენობით D ვიტამინი იყო ის,
რაც საშუალებას აძლევდა წყლის პრიმატებს ეცხოვრა
ძალიან დიდ კოლონიებად დამანგრეველი კონფლიქ-
ტების და სტრესების გარეშე.
ის, რომ დღეს D ვიტამინი ჩვენთვის გარდაუვლად
აუცილებელია და მის არარსებობას ადამიანი თვით-
მკვლელ დეპრესიამდე მიჰყავს, ამ პროცესის ირიბი
დადასტურებაა: იქ, სადაც მზე იშვიათია, ადამიანები
ისტორიულად მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს, რომ
D ვიტამინით მომარაგება უზრუნველეყოთ. მაგ. ესკი-
მოსები ლომვეშაპების კანქვეშა ცხიმს იყენებდნენ D
ვიტამინის მისაღებად.24 ლომვეშაპების კოლონიების
შესაძლებლობაც D ვიტამინშია: ის მათში დიდი რა-
ოდენობით მუშავდება და განაპირობებს კოლონიის
სტაბილურობას.25 თუკი ამ კუთხით შევხედავთ, ჩვე-
ნი ორი ჩვევა – მზის სხივებისკენ სწრაფვა და წყლის
ნაპირზე დიდ ჯგუფებად ყოფნის სიხარული – ამ შო-
რეული წინაპრისაგან მემკვიდრეობით მიღებული
ჩვევაა. შესაძლებელია ბევრი ადამიანი შემეწინააღმ-

24 http://webcache.googleusercontent.com/search?q=
cache:hOB94M1chFEJ:w w w.vitamindwiki.com/tiki-index.
php%3Fpage_id%3D69+ESKI MOS+AND+VITAMIN+D&cd=2&hl
=en&ct=clnk.
25 Enric Badosa et al., “Moult in the Mediterranean Monk Seal from
Cap Blanc, Western Sahara,” African Zoology 41, no. 2 (October
2006): 190.

24
„მესამე შიმპანზე“

დეგოს ბოლო წინადადების წაკითხვისას: დღეს მრა-


ვალი ადამიანის სუბიექტურ და კულტურულ განწ-
ყობაში ბევრი ინდივიდის ერთად ყოფნას უარყოფითი
კონოტაცია აქვს (ბრბო, მასა, ა.შ.). ასევე, მეტყვიან,
რომ ერთად ყოფნა მხოლოდ უსაფრთხოების განცდის
გამო გამომუშავებული ქცევა შეიძლება იყოს. რა თქმა
უნდა, უსაფრთხოების განცდას ამ ქცევის გამომუშავე-
ბაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, მაგრამ არ უნდა
დაგვავიწყდეს ის სიამოვნებაც, რომელსაც თანამედ-
როვე ადამიანი იღებს შეკრებებზე ყოფნით და რაც
თანამედროვე entertainment ეკონომიკის საფუძველია:
ქალაქის ბაზრობებიდან დაწყებული, დისკოთეკებით
და სტადიონზე მოწყობილი შეჯიბრებებით და კონ-
ცერტებით დამთავრებული.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომო-ს წინაპრების სოცი-
უმის, როგორც ძალიან ბევრი ინდივიდის სტრუქტუ-
რული ერთობის ჩამოყალიბებებისათვის, მზის პირდა-
პირი დასხივებაც არანაკლებ როლს ასრულებდა: ეს
„შესრულება“ D ვიტამინშია, რომელიც ანტიდეპრე-
სანტია, გონებრივ სიჯანსაღეს უწყობს ხელს და დიდი
რაოდენობით მუშავდება ადამიანის ორგანიზმში მზის
სხივების პირდაპირი ზემოქმედებით: მზის გულზე
წოლა იყო ის მექანიზმი, რომელიც უწყობდა ხელს
ჰომოს წინაპრებს, დარჩენილიყვნენ და „ესიამოვნათ“
– ყოფილიყვნენ აქტიურები და სოციალურები – დიდ
ჯგუფებში. რაც – ტყეში მცხოვრები პრიმატებისათვის

25
გიგი თევზაძე

– მზის სხივების კანზე ნაკლები მოხვედრის გამო – არ


იყო შესაძლებელი.
როგორც ჩანს, დიდ ჯგუფებში ყოფნის ქცევითი
მოდელი შეიძლება არა მარტო გადარჩენის აუცილებ-
ლობით, არამედ, წყლის ნაპირას მზის გულზე დიდ
ჯგუფებში ერთად ყოფნისაგან გამოწვეული სიამოვ-
ნებითაც ყოფილიყო განპირობებული. ეს კი შესაძლე-
ბელია მართლაც ყოფილიყო იმ მაიმუნების სოციუმის
თვისება, რომელიც წყლის პირას, შესაბამისად, მზის
პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობდა და არა
ტყეში, სადაც მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედე-
ბა იშვიათია.
სავარაუდოდ, ადამიანის წინაპრის პირველი სო-
ციუმი ასე გამოიყურებოდა: ისინი ცხოვრობდნენ
წყლის პირას, მზის გულზე, ძალიან დიდ კოლონიებ-
ში, ნადირობდნენ წყალში (შეიძლება ახლომდებარე
ტყეშიც), ჭამდნენ მცენარეულ საკვებსაც (წყლის და
ტყის მცენარეებს) და არ ჰქონდათ ტანზე ბეწვი. რო-
გორც ჩანს, ეს ჰომინიდები პრინციპულად პოლიგამე-
ბი იყვნენ: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ჰომინიდების
გადარჩენის საფუძველი მათი მრავალრიცხოვანი კო-
ლონია იყო. მონოგამიის შემთხვევაში ეს მრავალრიც-
ხოვნება გამოირიცხებოდა, თუნდაც – მამრებს შორის
იერარქიულ ბრძოლებში ინფანტიციდის (მოზრდილე-
ბის მიერ საკუთარი სახეობის მოზარდების დახოცვა)
გამოყენების გამო.

26
„მესამე შიმპანზე“

ჩვენთვის ცნობილ პრიმატებში ინფანტიციდი ფარ-


თოდ გამოიყენება, როგორც კონკურენტების შთამო-
მავლობის თავიდან მოშორების ხერხი. ასევე ხში­რია
ეჭვიანობით გამოწვეული ინფანტიციდი.26 იმის მიზე-
ზი, რომ თანამედროვე პრიმატები დიდ კოლონიებად
არ ცხოვრობენ, შესაძლებელია, სოციუმის ოჯახურ
სტრუქტურად ორგანიზება იყოს: ოჯახურ სტრუქტუ-
რებში შობადობა კონტროლირებულია, შედეგად, გამ-
რავლებაც და რიცხოვნობის ზრდაც კონტროლდება. ეს
შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ტყეში მცირე
ჯგუფებად ცხოვრება უფრო უსაფრთხოა – ადვილია
თავდასაცავი ლანდშაფტების პოვნა, მხედველობაც
შეზღუდულია – შედეგად, მთელი სოციუმი პატარა
უნდა იყოს – რომ შესაძლებელი იყოს მცველების და
ლიდერების მიერ მისი მეტ-ნაკლებად ერთ ხედვაში
მოქცევა. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე,
როგორც წყლის პირას ცხოვრება აღმოჩნდა სოციუმის
მრავალრიცხოვნობის და ოჯახის არარსებობის საფუძ-
ველი, ასევე, ტყეში ცხოვრება უნდა გამხდარიყო სოცი-
უმის მცირერიცხოვნობის და ოჯახებად ორგანიზაციის
მიზეზი. ამ ბოლო დასკვნას ტყეში მცხოვრები და არამც-
ხოვრები მსგავსი ცხოველების სოციალური სტრუქტუ-
რების შედარებაც ამყარებს: ვეფხვი-ლომი, ჩვეულებ-
რივი მაიმუნი (მანჭია)-პავიანი, ოკაპი-ჟირაფი, ჯუჯა

26 G. Hausfater, “Infanticide: Comparative and Evolutionary Perspectives,”


Current Anthropology 25, no. 4 (1984): 500-2.

27
გიგი თევზაძე

ბეჰემოთი – „ჩვეულებრივი“ ბეჰემოტი: ამ წყვილიდან


მეორენი არ არიან „ტყიურები“ და მათ უფრო რთული
სოციალური სტრუქტურა ახასიათებთ.
ადამიანის წინაპარ საზოგადოებაში შეწყვილე-
ბის, და გამრავლების სტრუქტურაც უფრო ლომვეშა-
პების და წყალში დიდ კოლონიებად მცხოვრები ძუ-
ძუმწოვრების მსგავსი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს
ჩვენთვის ცნობილი პრიმატების მსგავსი: არსებულ
სიმჭიდროვეში და სიმრავლეში ნაშიერების დაცვის
საფუძველი უფრო უნდა ყოფილიყო იმის არცოდნა,
თუ რომელი მამრია ნაშიერის მშობელი: ადამიანის
მსგავს პრიმატებში ძალიან ხშირად ინფანტიციდი
ხდება სწორედ იმიტომ, რომ ნაშიერის მამა გარკ-
ვეულია და კონკურენტი მამრი კლავს კონკურენ-
ტის შთამომავალს.27 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
სხვა პრიმატების სოციუმების შედარებითი სიმცირე
ოჯახური სტრუქტურებით და ინფანტიციდითაა გა-
მოწვეული. მაშინ, როდესაც ადამიანის წინაპარი ჰო-
მინიდის სოციალურ სტრუქტურაში ინფანტიციდის
გამომწვევ მთავარ ფაქტორს – მამის გარკვეულობას
– ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ეს როგორც სოციუმის

27 Adam Clark Arcadi and Richard W. Wrangham, “Infanticide in


Chimpanzees: Review of Cases and a New Within-Group Observation
from the Kanyawara Study Group in Kibale National Park,” Primates
40, no. 2 (April 1999): 337-51.

28
„მესამე შიმპანზე“

სიმშვიდის და ნაკლებად სტრესულობის, ასევე, მრა-


ვალრიცხოვნობის შენარჩუნების საფუძველიც იყო.
ანალოგიურ ქცევას დელფინებთან (აფალინებ-
თან) ვხვდებით: ესტრუსის პერიოდში მყოფი მდედრი
დელფინები რამდენიმე მამრს ეჯვარებიან. ამის ახს-
ნა შეიძლება იმით, რომ მამრი დელფინების ჯგუფები
„ატყვევებენ“ მდედრ დელფინებს, რადგანაც ერთ-
ნაირი ზომების გამო მათ არ შეუძლიათ ინდივიდუ-
ალურად „მოერიონ“ მდედრს.28 თუმცა, გამომდინარე
იქიდან, რომ დელფინს ორ, ან სამ წელიწადში ერთ-
ხელ მოსდის ნაყოფიერი შეჯვარების პერიოდი,29 შე-
საძლებელია პოპულაციური ახსნაც: ინფანტიციდის
არიდება და შთამომავლობის დაცვა – როდესაც არ-
ცერთმა მამრმა არ იცის, ვისი შთამომავალია კონკ-
რეტული პატარა, ინფანტიციდის შანსები თითქმის
ნულამდე დადის.
ზემოთ აღწერილ სოციუმში არაფერი არ არის
ისეთი, რაც აიძულებდა ამ პრიმატებს, ქცევა შეეცვა-
ლათ და სხვანაირად ცხოვრება დაეწყოთ. ამ კვლევის
შემდეგი ნაბიჯი იმ გარემოს და/ან ვითარების მოდე-

28 Natalie Angier, “Dolphin Courtship: Brutal, Cunning and Complex,”


February 18, 1992. http://webcache.googleusercontent. com/search?q
=cache:buzF6VwA_BsJ:www.nytimes.com/1992/02/18/science/
dolphin-courtship-brutal-cunning-and-complex.html%3Fpage want
ed%3Dall%26src%3Dpm+female+dolhhin+behaviour&cd=1&hl=en
&ct=clnk.
29 Ibid.

29
გიგი თევზაძე

ლირებაა, რასაც პრიმატის ქცევაში მნიშვნელოვანი


მოვლენა – ჩამოყალიბებულ და მდგრად სოციუმში
ცვლილებისაკენ წანაცვლება – უნდა გამოეწვია.

გ) მეორე საზოგადოება
რას უნდა გამოეწვია ცვლილება მდგრად სოცი-
უმებში, რომელთა წევრებიც ცხოვრობდნენ წყლის
პირას, იყვნენ ბიპედალური, ჰქონდათ სოციალური
რეგულაციის მექანიზმები და, როგორც სოციუმის
წევ­რები, თავს ცუდად არ გრძნობდნენ.
1. სოციუმში ქცევის შეცვლის მიზეზი, როგორც
წესი, გარემო პირობების ცვლაა: გარემო პი-
რობების შეცვლა კი რამდენიმე სცენარით შე­
იძლება წარმართულიყო:
2. საკვები გარემოს შეზღუდვა და ამიტომ – პო-
პულაციის ნაწილის სხვა გარემო პირობებში
გადანაცვლება;
3. პოპულაციის არსებობის პირობების მკვეთრი
ცვლილება და მთელი პოპულაციის „გადასვ-
ლა“ სხვა პირობებში.
დღევანდელი მეცნიერების მონაცემებით ძნელია
განსაზღვრო, თუ რამ აიძულა ეს პრიმატები, შეეც-
ვალათ გარემო – იყო ეს მათი ჩვეული გარემოს რა-
დიკალური ცვლილება თუ თანდათანობითი პროცე-
სი, რომელმაც ისინი წყალს და მზის გულს მოაშორა.
იმედია, მომავლის პალეონტოლოგიური კვლევები ამ

30
„მესამე შიმპანზე“

კითხვაზე პასუხს მიაგნებს. ადამიანის წარმოშობის ის-


ტორიისათვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ წყლის პირას
მცხოვრები ბიპედალური პრიმატები მოხვდნენ გარე-
მოში – სავანაში ან ტყეში, სადაც არც წყალი იყო (ან
იყო ძალიან ცოტა) და არც სანაპიროს მზე. შედეგად,
მათ დაკარგეს ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც
მათი მრავალრიცხოვანი სოციუმების არსებობისათვის
გადამწყვეტი იყო – ის, რაც აძლევდა მათ საკვებს –
წყალი, და ის, რაც აძლევდა მათ სიმშვიდეს და სტაბი-
ლურ გარემოს – D ვიტამინის უწყვეტი წყარო – მზის
გულზე ცხოვრების შესაძლებლობა.
როგორი უნდა ყოფილიყო სოციუმის და ინდი-
ვიდების რეაქცია ამ, ერთი შეხედვით დამღუპველ,
ცვლილებაზე?
საჭმლის მოპოვების პრობლემის გადაწყვეტა
მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო – ისეთი არეალის
მოძებნა, სადაც მათზე უფრო დიდი პრიმატები ვერ ან
არ გაუწევდნენ კონკურენციას, არ უნდა ყოფილიყო
რთული, თუნდაც „მესამეების“ სიმრავლის გამო. თუკი
თავიდან, „ტომუაის“ წყლის პირას განდევნის მიზეზი
მისი პატარა ტანი უნდა ყოფილიყო, ამჯერად, მათი
სიმრავლე უნდა ყოფილიყო ის უპირატესობა, რომე-
ლიც მათ მისცემდა საშუალებას, დაეცვათ საკუთარი
თავი და საკვების მოპოვების საკუთარი არეალი.
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პოპულაციის გა-
დარჩენისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონ-

31
გიგი თევზაძე

და სოციუმის მრავალრიცხოვნობის შენარჩუნებას.


თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორგანიზმის მიერ
დიდი რაოდენობით D ვიტამინის გამომუშავება – იმის
გამო, რომ სოციუმები მზის გულზე აღარ ცხოვრობდ-
ნენ, აღარ იყო მრავალრიცხოვნობის შემანარჩუნებე-
ლი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ცხადია, ამ შემთხვევაში „მესამეების“ სოციუმები
ან უნდა დაშლილიყვნენ პატარ-პატარა ჯგუფებად,
ისევე, როგორც ბონობოები და შიმპანზეები, ან ეპო-
ვათ დიდი სოციუმის სტაბილურობის განმაპირობე-
ბელი – D ვიტამინის ჩამანაცვლებელი – მექანიზმი,
რომელიც მათ სოციუმებს კვლავ მისცემდა მრავალ-
რიცხოვან ჯგუფებად ცხოვრების საშუალებას.
D ვიტამინის მისაღებად „მესამეებს“ ან მზეზე
უნდა ეცხოვრათ, ან უნდა ეჭამათ ის ცხოველი, რომე-
ლიც მზეზე გამოიმუშავებს მას. სავანა კი არის უხვად
მზიანი, მაგრამ საეჭვოა, თუნდაც დიდი მტაცებლების
გამო, „მესამეებს“ ისევე შესძლებოდათ მზის გულზე
ყოფნა, როგორც წყლის პირას. რაც შეეხება D ვიტამი-
ნის ნადირობით მოპოვებას: სავარაუდოდ, იმის გამო,
რომ პირველი ჰომონიდები/მესამე შიმპანზეები იყვ-
ნენ პატარა ზომისანი შესაბამისად, ხმელეთზე დიდ
ცხოველებზე ეფექტური ნადირობა უნდა გაჭირვებო-
დათ. რა თქმა უნდა, პატარა ცხოველების მოპოვება
შეეძლოთ, მაგრამ მათთვის D ვიტამინის ნაკლებობის
შევსება მხოლოდ პატარა ცხოველებით არ უნდა ყო-

32
„მესამე შიმპანზე“

ფილიყო საკმარისი. მცენარე, რომელიც D ვიტამინს


გამოიმუშავებს, არ არსებობს.
შესაძლებელია, რომ D ვიტამინის ნაკლებობამ და
მისმა წყურვილმა გამოიწვია კანიბალიზმის წარმოშო-
ბა „მესამეებში“: იმდენად, რამდენადაც ტყეში არ იყო
ისეთი ცხოველი, რომლის კანქვეშა ცხიმი D ვიტამინს
შეიცავს, „მესამეები“ დაიწყებდნენ საკუთარი სახეობის
ინდივიდების ჭამას. ისევე, როგორც ჩრდილოეთის ხალ-
ხები ნადირობდნენ ლომვეშაპებზე და სხვა ისეთ ცხო-
ველებზე, რომლის კანქვეშა ცხიმი D ვიტამინს შეიცავს
„მესამეებისათვის“ ეს ნადირობა ლამის ერთადერთი
საშუალება უნდა ყოფილიყო ორგანიზმში D ვიტამინის
მარაგის გასაახლებლად. თუკი ეს მსჯელობა ახლო-
საა სინამდვილესთან, ადამიანებს შორის კანიბალიზმს
ევოლუციური საფუძველი აქვს და პირდაპირ კავშირ-
შია ადამიანის წაროშობის ისტორიასთან: კანიბალიზმი
ბიპედალური მესამეების ტყეში გადაბარგების შემდეგ
გამომუშავებული ადაპტური ქცევის ერთ-ერთი ვერსი-
აა. ეს ჰიპოთეზა ხსნის იმას, თუ რატომ გვხვდება კანი-
ბალიზმი ადამიანის ყველა საზოგადოების ისტორიაში
და არ გვხდება ამ დოზით სხვა მაღალგანვითარებულ
სოციალურ ცხოველებში. ძალიან ბევრ ქცევას, რომე-
ლიც დღეს ჩვენ გვახასიათებს და მეორდება სხვადას-
ხვა კულტურაში, კულტურამდელი, ანუ, „ადამიანამ-
დელი“ წარმოშობა უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, ისეთ
ქცევებს, როგორებიცაა მიცვალებულთან შეკრება,

33
გიგი თევზაძე

გარდაცვალების კოლექტიური ჭამით აღნიშვნა, და-


მარხვა, კანიბალური საფუძველი აქვს – სავარაუდოა,
რომ გარდაცვლილებს ალბათ ჭამდნენ, ხოლო გარ-
დაცვლილის ჭამის უფლება მხოლოდ მისი კლანის/
ოჯახის თუ გვარის წევრებს ჰქონდათ. ალბათ ამითვე
იხსნება მოგვიანებით, უკვე „homo-ობის“ პერიოდში
წარმოშობილი გარდაცვლილის „ოჯახში“ საჩუქრების
მიტანის წესიც: როგორც ხორცის მიღების საზღაურის
გაღება. რაც შეეხება დამარხვას – ამ წესის საფუძველი
უბრალოდ – ხორცის შენახვა უნდა ყოფილიყო – ისე-
ვე, როგორც მტაცებელი ცხოველები აკეთებენ რათა
დაიცვან საკუთარი საჭმელი სხვებისაგან და შექმნან
საჭირო რაოდენობის მარაგი.
შედეგად, იმისათვის, რომ მათთვის სასიცოცხლოდ
აუცილებელ მრავალრიცხოვან სოციუმად დარჩენი-
ლიყვნენ, „მესამეებს“ უნდა „გამოეგონებინათ“ ქცევა ან
ქცევათა სისტემა, რომელიც სოციუმის სიმტკიცისა და
სტაბილურობის განმაპირობებელი იქნებოდა.
თანამედროვე პრიმატებში (და არა მარტო) ერთა-
დერთი ქცევა, რომელიც იწვევს დაძაბულობის შემ-
ცირებას და ემსახურება სოციუმის სტაბილურობას,
რიტუალური ქცევაა: რიტუალურ ქცევას, რომელიც
ცხოველების მიერ მეტწილად სექსუალურ ურთიერ-
თობაში შესვლისთვის და დაძაბულობის მოხსნისათ-
ვის გამოიყენება (მხოლოდ პრიმატებს აქვთ არაპირ-
დაპირი სოციალური საჭიროების კონტექსტის მქონე

34
„მესამე შიმპანზე“

რიტუალების ჩანასახები: მაგ. შიმპანზეების ქცევა


ჭექა-ქუხილის დროს30), დაძაბულობა გადააქვს რე-
ალურიდან სიმბოლურ სამყაროში (ამ პროცესს ეთო-
ლოგიაში გადამისამართებული ქცევა ეწოდება31) და
ამით მამრების შეჯიბრს, იმ დროს, როდესაც ისინი
ყველაზე უფრო მეტად არიან აგზნებული, არ აძლევს
საშუალებას დამთავრდეს ფატალურად. ამით კონკრე-
ტული სოციუმი არ მცირდება და შეჯიბრიც გამრავ-
ლების შემდეგ პერიოდამდეა გადავადებული. სექსის
წინმსწრები ქცევის (არშიყის) რიტუალიზაცია არის
ის, რაც სტაბილურს ხდის ცხოველების საზოგადოებას
იმ დროს, როდესაც ის ყველაზე უფრო მოწყვლადია
– როდესაც მისი წევრები ყველაზე უფრო იქცევიან
მხოლოდ საკუთარი სურვილების/ვნებების – შეწყვი-
ლების მოტივაციის – მიხედვით. ე.წ. წინა-სექსუალუ-
რი ქცევის (არშიყის) რიტუალი მილიონობით წლის
განმავლობაში გამომუშავებული სტაბილურობის და
პოპულაციების შენარჩუნების გარანტიაა.32 არის კი-
დევ ერთი ქცევის ტიპი, რომელიც მაღალორგანიზე-
ბულ სოციუმებში ასევე ემსახურება დაძაბულობის

30 “Chimpanzee Central – Waterfall Displays,” http://webcache.


googleusercontent.com/search?q=cache:SL3EAfsvfGsJ:www.
janegoodall.org/ chimp-central-waterfall-displays+SHIMPS+RITUA
LS+DURING+THUNDER&cd=1&hl=en&ct=clnk.
31 Michael Allaby , A Dictionary of Zoology, s.v. “Redirected Behaviour,”
1992.
32 Wickler Wolfgang, Konrad Lorenz, and Hermann Kacher, The Sexual
Code: The Social Behaviour of Animals and Men (1974). 

35
გიგი თევზაძე

შესუსტებას და გაქარწყლებას – თამაში. როდესაც


მოზარდები თამაშობენ, ამ თამაშის სოციალური ფუნ-
ქცია მოზრდილი ცხოვრებისათვის მომზადება-ვარჯი-
შია – ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო აზრით: მო-
ზარდები ემზადებიან როგორც თავიანთი მომავალი
სოციალური როლებისათვის და ასევე, „სინჯავენ“ სა-
კუთარ ჰიპოთეტურ ადგილებს მომავლის საზოგადო-
ების იერარქიაში.33 როდესაც მაღალორგანიზებული
ცხოველების საზოგადოებაში მოზრდილები იწყებენ
თამაშს – თუკი ეს არ ხდება სექსუალური კავშირის
დამყარების მიზნით – ეს თამაში მხოლოდ წარმოქმ-
ნილი დაძაბულობის შესუსტებას ემსახურება.34 ამ
შესუსტებით ხდება ჩანასახის მდგომარეობაში მყო-
ფი კონფლიქტის, შესაძლებელია – მოსალოდნელი
მკვლელობის – თავიდან აცილება.
ვფიქრობ, „მესამეების“ გადარჩენა მხოლოდ ისეთ
რამეს უნდა შეძლებოდა, რაც ერთსა და იმავე დროს
შეასუსტებდა დაძაბულობას, მოახერხებდა აგრესიის
მართვა-გაქარწყლებას და, ამავე დროს, უცვლელად
დატოვებდა სოციუმის რაოდენობას. როგორც ზემოთ
აღვნიშნე, მხოლოდ მრავალრიცხოვან სოციუმში შეეძ-

33 J. Huizinga, Homo Ludens: a study of the play-element in culture


(Boston: Beacon Press, 1955).
34 Anthony D. Pellegrini, Danielle Dupuis, and Peter K. Smith, “Play in
Evolution and Development.,” Developmental Review 27 (2007): 261-
76. Alex Hawes, “Jungle Gyms: The Evolution of Animal Play,” Zoogoer
(1996, January-February).

36
„მესამე შიმპანზე“

ლოთ მესამეებს სხვა ცხოველებთან საკვებისათვის


კონკურენციის და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნ-
ველყოფა.
იმ „არსენალიდან“, რომელიც მესამეების სოციუმს
გადარჩენისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათ-
ვის გააჩნდა, ბევრი არაფერი იყო ასარჩევი: ის, რაც
სტაბილურობის საფუძველი იყო, კანიბალურ ქცევა-
ში გადაიზარდა. იმას, რაც განაპირობებდა მესამე-
ების სოციუმის სიძლიერეს – მრავალრიცხოვნობა და
ამ მრავალრიცხოვნობით უსაფრთხოების განცდის და
სიამოვნების მიღება – არანაირი საფუძველი აღარ
ჰქონდა. ერთადერთი რაც პოპულაციას გააჩნდა, რო-
გორც სოციალურ სისტემაში დაძაბულობის განმუხტ-
ვის და გაქარწყლების მექანიზმი, ისევე, როგორც სხვა
მაღალგანვითარებულ ცხოველებს – იყო სექსუალური
ქცევის წინმსწრები (არშიყის) რიტუალი და თამაში.
სავარაუდოა, რომ მესამეების პოპულაციების
მდგრადობა და მრავალრიცხოვანი სოციუმების სტა-
ბილუ­რობა შეჯვარების წინმსწრები რიტუალის და
აგრესიის შემასუსტებელ/გადამტანი თამაშის გადაკ-
ვეთაზე წარმოშობილი რიტუალების სისტემა იყო
– რიტუალი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ
მასში მთელი სოციუმი ყოფილიყო ჩართული ისე,
რომ აღარ დარჩენილიყო „დრო“ აგრესიის და სხვა
ასოციალური და ანტისოციალური ქცევების განსავი-
თარებლად, რაც, თავის მხრივ, სოციუმის დაშლას გა-

37
გიგი თევზაძე

მოიწვევდა და, საბოლოოდ, პოპულაციის არსებობას


შეუქმნიდა საფრთხეს. სავარაუდოა, რომ ეს რიტუალი
ასობით ათასი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, რა-
მაც, საბოლოოდ, შედეგად მოიტანა მესამეების ისეთი
პოპულაცია, ქცევა და საზოგადოების მოწყობის წესი,
რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა მანამდე არ-
სებული პრიმატების თუ სხვა მაღალგანვითარებული
ცხოველების საზოგადოებებისგან და ქცევისგან: მრა-
ვალრიცხოვანი სოციუმი, რომლის წევრების ძირითადი
ქცევაც, საჭმლის მოპოვების, ნაშიერების აღზრდის და
შეჯვარების გარდა იყო „დიდ გამაერთიანებელ რი-
ტუალებში“ მონაწილეობა. სწორედ ეს რიტუალები და
მათში მესამეების სოციუმის ყველა წევრის მონაწილე-
ობა იყო ის, რაც სტაბილურად ინარჩუნებდა დიდ, მრა-
ვალრიცხოვან საზოგადოებას და აძლევდა საშუალებას
ამ საზოგადოების წევრებს, უსაფრთხო გარემოში ეც-
ხოვრათ. არსებობს გენეტიკური კვლევის მონაცემები,
რომლებიც ადამიანების მრავალრიცხოვან ჯგუფებად
ცხოვრების გენეტიკურ მიდრეკილებაზე მიუთითებენ.35
ვფიქრობ, დიდი გამაერთიანებელი რიტუალის
ჩამოყალიბება, რომელიც ასობით ათას წელზე გა-
იწელა, უნდა ყოფილიყო ჰომოს წარმოშობის დასაწ-

35 http://ngm.nationalgeographic.com/2011/03/taming-wild-animals/
ratliff-text/2. In humans, the researchers went on to note that the
WBSCR17 gene is at least partly responsible for a rare genetic disorder
called Williams-Beuren syndrome. Williams-Beuren is characterized by
elfin features, a shortened nose bridge, and “exceptional gregariousness”..

38
„მესამე შიმპანზე“

ყისი. თუკი ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებს და ჰი-


პოთეზებს მხედველობაში მივიღებთ, ცხადია, რომ
ჰომოს წარმოშობა სოციალური ქცევის ევოლუციის
პროდუქტია. „დიდ გამაერთიანებელ რიტუალებში“
მონაწილეობა არის ის ქცევა, რომელიც დღეს უკლებ-
ლივ ყველა ჩვენგანის ხელოვნებისადმი, ნებისმიერი
entertainment-ისადმი განწყობას და ამისათვის დიდი
დროის დათმობას უდევს საფუძვლად. ეს მხოლოდ
ერთ რამეს ნიშნავს: მაშინ, როდესაც დიდი გამაერ-
თიანებელი რიტუალური ქცევა დადგინდა, როგორც
სტაბილურობის და კეთილდღეობის მექანიზმი, მოხდა
მესამეების, ან, უკვე თითქმის-ჰომოების გადარჩევა
ამ განწყობის ქონა/არქონის მიხედვით: ინდივიდები,
რომელთაც არ ჰქონდათ ის ნიშნები, რომელიც განაპი-
რობებდა მათ მონაწილეობას სოციუმის სტაბილურო-
ბაზე მიმართულ საერთო მოქმედებებში, ნაკლებად ან
საერთოდ არ მრავლდებოდნენ. ასეთი ჰომოები, ალ-
ბათ, გამოირჩეოდნენ უკიდურესი აგრესიულობითა
და ასოციალურობით. ამიტომ, ალბათ, ხდებოდა მათი
„ამოღება“ სოციუმიდან სხვადასხვა სახით – განდევ-
ნით ან, უბრალოდ, მკვლელობით (კანიბალიზმის ხელ-
შემწყობი კიდევ ერთი მექანიზმი). შედეგად, ჩვენი,
ადამიანების, ტოტალური მიმართულობა, მიდრეკი-
ლება (addiction) ხელოვნებისა და entertainment-სკენ,
ბუნებრივი (უფრო სწორედ, სოციალური) გადარჩევის
შედეგია.

39
გიგი თევზაძე

თუკი შევეცდებით ჩვენს, ადამიანების გარემოს


გარედან შევხედოთ, მოვაცილოთ ყველა ის ტექ­ნოლო-
გიური მიღწევა, რაც, საბოლოოდ, მაინც დაიყვანება
შრომის იარაღზე, ერთადერთი სისტემური განმასხვა-
ვებელი მაღალორგანიზებული ცხოველის სამყაროს-
გან არის ის რიტუალები, რომლებშიც ჩვენ ერთად
ვმონაწილეობთ: ეკლესიაში, სპორტულ მოედანზე,
წარმოდგენებში და პერფორმანსებში. გარე, „უცხოპ-
ლანეტელი“ სოციალური მეცნიერის თვალისათვის
ადამიანთა სამყარო ასე უნდა გამოიყურებოდეს: ეს
არის სახეობა, რომლის წევრებიც საკვების მოპოვები-
დან და გამრავლებიდან დარჩენილ დროს უთმობს რი-
ტუალებში მონაწილეობას, რომლებშიც უშუალოდ, ან
გაშუალებულად ამავე სახეობის ძალიან ბევრი ინდი-
ვიდია ჩართული. ეს ჩართვა სხვადასხვანაირია – ჩარ-
თული ინდივიდებიდან ზოგიერთი ძალიან აქტიურია
და მთელი რიტუალის განმავლობაში ინარჩუნებს აქ-
ტიურ და ცენტრალურ პოზიციას, ზოგიერთი კი მხო-
ლოდ პასიური მჭვრეტელის როლით შემოიფარგლე-
ბა. თუმცა, არსებობს რიტუალები, რომლებშიც ყველა
მონაწილე აქტიურია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ
უკანასკნელებშიც გამოირჩევა რამდენიმე ინდივიდი,
რომლებიც წარმართავენ საერთო მოქმედებას.
ამ დასკვნებს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი კო-
რექტივი შეაქვს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნი-
ერებაში კარგად ცნობილ კამათში სეკულარიზაციის

40
„მესამე შიმპანზე“

შესახებ.36 ამ დისკურსს საფუძველი ჩაუყარა მაქს


ვებერმა: მისი კვლევებიდან გამომდინარე დასკვნით,
საზოგადოების განვითარებას მოსდევს/იწვევს ე.წ.
რაციონალიზაციის პროცესი, რომლის აუცილებელი
ნაწილია სეკულარიზაცია, ანუ საზოგადოების დაცლა
ჯადოსნური წარმოდგენებიდან, რელიგიიდან. ვებე-
რის აზრით, რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და
რაც უფრო მოდერნული ხდება, რელიგიას მით უფრო
ნაკლები ადგილი აქვს მის ყოველდღიურობაში.37 ამ
თეორიას, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 60-იანი
წლების შემდეგ, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნ-
და: წერდნენ და წერენ რელიგიების განვითარების
საბაზრო პრინციპზე,38 რელიგიის საჯაროდან პრი-
ვატულად გადაქცევაზე,39 რელიგიური მსახურების
გამრავალფეროვნებაზე.40 თუკი ჩვენი დაშვება მარ-
თებულია, ადამიანის ევოლუციის თვალსაზრისით, რე-
ლიგია და რელიგიურობა დიდ, გამაერთიანებელ რი-
ტუალში მონაწილეობის კერძო შემთხვევაა. შედეგად,
გენეტიკურადაა განპირობებული, რომ რაც უფრო

36 Max Weber, The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism.


37 Ibid.
38 გიგა ზედანია „სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“ სე­
კულარიზაცია. კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი. 2009.
გვ. 7-17.
39 Ibid., p. 9.
40 R. Stark and W. Bainbridhe, The Future of Religion: Secularization,
Revival and Cult Formation (Berkley: University of California Press,
1985).

41
გიგი თევზაძე

ცოტა დროს დახარჯავს ადამიანი სასიცოცხლო მოთ-


ხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მით უფრო მეტი
დრო შეუძლია დაუთმოს დიდ გამაერთიანებელ რიტუ-
ალებში მონაწილეობას. ამ რიტუალს კი, თანამედროვე
ტექნოლოგიიდან გამომდინარე, შეიძლება მასობრივი
ან სულაც ძალიან პრივატული სახე ჰქონდეს (მაგ. ტე-
ლევიზორის ყურება, წიგნის კითხვა). თუკი მეტყვიან,
რომ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის ისტო-
რიული დრო განუზომლად აღემატება სხვა, გასართობ
რიტუალებში მონაწილეობისას, ამაზე პასუხი, გარდა
უკვე ნათქვამი თავისუფალი დროის მოცულობის გაზ-
რდისა, ისაა, რომ, ევოლუციური თვალსაზრისით, ის
პირობითი დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანის
ძირითადი რიტუალი რელიგიური იყო, ისეთივე უმნიშ-
ვნელოა, როგორც დრო, როდესაც ადამიანმა რელიგი-
ური რიტუალისათვის დათმობილი დროის თანაბრად,
ან უფრო მეტად, სხვა გამაერთიანებელ რიტუალებში
დაიწყო მონაწილეობა.
გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ პირველ გამაერ-
თიანებელ რიტუალებს რელიგიური ნარატივი არ ედო
საფუძვლად და ის, მას შემდეგ, რაც ნარატივის კულ-
ტურა გაემიჯნა სიმღერის კულტურას, რიტუალის ფი-
ლოსოფიური და იდეოლოგიური საფუძველი გახდა.

42
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის
ოსტატები: შამანები და ბელადები

შეჯვარების წინა რიტუალის, და სტრესის მომხ-


სნელი თამაშის გარდაქმნას დიდ გამაერთიანებელ
რიტუალად სოციალურ იერარქიაში ამ რიტუალე-
ბის წარმმართველი სოციალური როლის წარმოშობა
უნდა გამოეწვია. ანუ, იმ როლის, რომელიც მოახდენ-
და რიტუალების ორგანიზებას და სოციუმის წევრების
მასში ჩართვას. სავარაუდოა, რომ ამ როლს თავიდან
სოციუმების ბელადები ასრულებდნენ.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავიდან, მესამეების
ახალ სოციუმში ბელადს უნდა შეესრულებინა რო-
გორც სოციუმის მმართველის და ნადირობის წარმმარ-
თველის, ასევე რიტუალის შემსრულებლის ფუნქცია.
თუმცა, რთულ სოციუმში ნაკლებად სავარაუდოა, ასე
ყოფილიყო: ჩრდილო ამერიკელი ინდიელებისა და ცენ-
ტრალური აფრიკის ტომების სოციალური სტრუქტუ-

43
გიგი თევზაძე

რის აღწერები მე-19 საუკუნეში რამდენიმე სხვადასხვა


ფუნქციის ბელადს ითვლიდნენ41 – სავარაუდოა, რომ
მესამეების/პირველი ჰომოების სოციუმშიც ასე უნდა
ყოფილიყო, რიტუალების ჩამტარებელი ინდივიდის
იდენტიფიკაცია სპეციფიკური უნარის მიხედვით უნდა
მომხდარიყო. ეს უნარი კი, ძირითადად, პერფორმანსის
უნარი უნდა ყოფილიყო – ინდივიდების დიდი ჯგუფე-
ბის რიტუალში „ჩაბმა“ მხოლოდ დაშინებით და ძალის
გამოყენებით წარუმატებელი იქნებოდა.
რიტუალის ჩამტარებლის სტატუსი სოციუმში
მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო: არა მარტო პოპულა
ციური თვალსაზრისით – პოპულაციის მდგრადო-
ბის და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, არა-
მედ, სოციუმების წევრების სუბიექტურ აღქმაშიც: რი-
ტუალის ჩამტარებელი მათ როგორც ინდივიდუალურ,
ასევე ერთად ყოფნის სიამოვნებასაც ანიჭებდა.
აქ კვლავ მივდივართ მესამე შიმპანზის ერთ-
ერთ უნართან, რომელიც შემთხვევითია, წარმოშო-
ბის თვალსაზრისით, მაგრამ, ვფიქრობ, გადამწყვეტი
როლი უნდა შეესრულებინა, როგორც დიდი, გამაერ-
თიანებელი რიტუალის, ასევე მესამე შიმპანზეების
შეჯვარების წინა რიტუალში, კომუნიკაციაში და,
სა­ბოლოოდ – ასეთი ტიპის ჰომოდ ჩამოყალიბებაში.

41 “Indian tribal structure,” http://www.accessgenealogy.com/native/


tribes/history/tribestruct.htm.

44
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის ოსტატები ...

როგორც მორგანი წერს,42 წყლის მაიმუნის ერთ-ერ-


თი განსხვავება უნდა ყოფილიყო სასუნთქი არხისა
და საყლაპავის განსაკუთრებული ფორმა: ვითარება,
როდესაც სასუნთქ ხორხში ჰაერი და საყლაპავ მილ-
ში საჭმელი შესაძლებელია ერთი გზის გავლით მოხვ-
დეს: როგორც ჩანს, ეს ფიზიოლოგიური განსაკუთრე-
ბულობა ჩამოყალიბდა წყალში და წყალქვეშ ცურვის
გამო: ასეთი აგებულება საშუალებას გაძლევს პირით
ერთბაშად ჩაისუნთქო ბევრი ჰაერი. საბოლოოდ, ეს
განსაკუთრებული მდგომარეობა, პირის აპარატის
კონფიგურაციასთან ერთად, იწვევს ბგერების და-
ნაწევრებით გამოცემის უნარს. ანუ, დღევანდელი
პრიმატი განა იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ ის ინტე-
ლექტუალურად ჩამორჩება ადამიანს, არამედ ეს უბ-
რალოდ არ შეუძლია – საყლაპავი და სასუნთქი გზების
სეპარაციის გამო. სავარაუდოა, რომ მესამეები ფარ-
თოდ იყენებდნენ ამ უნარს შეჯვარების წინა რიტუ-
ალებში, ანუ, უბრალოდ, მღეროდნენ, ისევე, როგორც
ყველა ცხოველი, რომელსაც ხმის გამოყენების უნარი
გააჩნია.43 მათ ხორხს მათთვის უნდა მიეცა საშუალე-

42 Morgan, Elaine (1997). The Aquatic Ape Hypothesis. Penguin.


43 ფრინველები. ასევე, კეთილშობილი ირმები, გიბონები და
ღრიალა მაიმუნები. Paul R. Ehrlich, David S. Dobkin, and Darryl
Wheye, “bird Voices” and “vocal Development”, from Birds of Stanford
essays, http://www.stanford.edu/group/stanfordbirds/SUFRAME.
html. Christian Pitra et al., “Evolution and Phylogeny of Old World
Deer,” Molecular Phylogenetics and Evolution 33, no. 3 (2004): 880-
95. R. V. Drubbel and J.-P. Gautier, “On the Occurrence of Nocturnal

45
გიგი თევზაძე

ბა ხმა გამოეყენებინათ შეჯვარების წინა რიტუალში.


ანუ, შეიძლება დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ
სიმღერა (მელოდია) მნიშვნელოვან როლს ასრულებ-
და დიდ გამაერთიანებელ რიტუალში: თუკი „მესამე“
შეჯვარების წინა რიტუალში ხმას იყენებდა, სავსებით
რეალისტურია, რომ ხმის გამოყენება მომხდარიყო
დიდ გამაერთიანებელ რიტუალში. აქედან გამომდინა-
რე სულაც არ არის ნოდარ ანდღულაძის ჰიპოთეზა44
მოკლებული აზრს, რომ ადამიანმა ან მისმა წინაპარ-
მა ჯერ სიმღერა დაიწყო და შემდეგ – ლაპარაკი. ანუ,
ლაპარაკის წარმოშობის სქემა ასე ლაგდება: 1. ხმის,
სიმღერის, მელოდიის გამოცემის უნარის გამოყენება
„მესამეს“ მიერ შეჯვარების წინა რიტუალში (სულაც
არ არის გამორიცხული, რომ მამრების შეჯიბრება
ერთმანეთთან და მდედრებისათვის თავის მოწონება
სიმღერით ხდებოდა); 2. საარსებო გარემოს გამოცვ-
ლის შემდეგ (ან პარალელურად) სიმღერის/მელოდიის
გამოყენება დიდ გამაერთიანებელ რიტუალში; 3. მე-
ლოდიიდან სიტყვების გამოყოფა და სიტყვების გამო-
ყენება საკომუნიკაციო საშუალებად.

and Diurnal Loud Calls, Differing in Structure and Duration, in Red


Howlers (alouatta Seniculus) of French Guyana,” Folia Primatologica
60 (1993): 195-209. C. Groves, Order Primates in Mammal Species
of the World, ed. D. E. Wilson and D. M. Reeder (Baltimore: Johns
Hopkins University Press, 2005), 178-81.
44 ნოდარ ანდღულაძე.“Homo Cantor,” ნარკვევები ვოკალური
ხე­­ლოვნების შესახებ (თბილისი, 1997).

46
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის ოსტატები ...

ამ სქემის მიხედვით, ძნელია დაადგინო, როდის


წარმოიშვა პირველი ჰომო: შესაძლებელია, როდესაც
მან ლაპარაკი დაიწყო, ის ჯერ კიდევ არ იყო ჰომინიდი;
სავსებით შესაძლებელია, რომ მას ჯერ კიდევ წყლის
პირას ცხოვრების დროს დაეწყო ლაპარაკი – მისი ხორ-
ხი ამის საშუალებას აძლევდა. ანდა, სავსებით შესაძლე-
ბელია, რომ უკვე მაშინ, როდესაც წყალს მოშორდა და
სხვა გარემოში დაიწყო ცხოვრება, მას უკვე ჰომოს ბევ-
რი ნიშანი ჰქონდა. სხვაგვარად ძნელია დაასაბუთო ბევ-
რი სხვადასხვა ფორმის ჰომოს მსგავსება ერთმანეთთან.
ვფიქრობ, აქ არის ხელოვნების დასაწყისი: მესა-
მეების/პირველი ჰომოების პოპულაციის და სოციუმის
მოთხოვნილება – დიდ გამაერთიანებელ რიტუალს რაც
შეიძლება ბევრი ინდივიდი გაეერთიანებინა. ასევე,
ცხადია, რომ პირველი ხელოვნების პირველი ნიმუშები
პოპ-ს ჰგავდა – რაკი მოწოდებული იყო შეეკრიბა რაც
შეიძლება მეტი „მსმენელი“ და „მონაწილე“ პერფორმან-
სის და პერფორმანსში ჩართვის საშუალებით.
ამ, რთული სოციალური და ინტელექტუალური ინ-
დივიდების სხვა სოციუმებში არარსებულ, ელემენტს
მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა გამოეწვია მესამე-
ების/პირველი ჰომოების სოციალურ სტრუქტურაში:
ისევე, როგორც არსებობდა და არსებობს კონკურენ-
ცია ბელადების და ალფების ადგილის დასაკავებლად,
ამ ახალ საზოგადოებაში რიტუალის ჩამტარებლის
ადგილის დასაკავებლადაც უნდა ყოფილიყო კონკუ-

47
გიგი თევზაძე

რენცია, რასაც, თავის მხრივ, ინდივიდების სპეციფი-


კური უნარების მიხედვით – ანუ, გამაერთიანებელი
რიტუალის ჩატარების უნარის მიხედვით – გადარჩევა
უნდა გამოეწვია.
ვფიქრობ, ეს იყო პროცესი, რომელმაც შამანე-
ბის წარმოშობა გამოიწვია. მე-19 და მე-20 საუკუნის
დასაწყისში ამერიკელი ინდიელების მიერ დაწერილ
ბიოგრაფიებში საკმაოდ გვხვდება ტომები, სადაც შა-
მანებს მნიშვნელოვანი ადგილები ეჭირათ სოციალურ
იერარქიაში, ხანდახან უფრო მაღალი, ვიდრე ომის,
ან ნადირობის ბელადებს.45 იგივე ვითარება გვხვდება
ზოგიერთი აფრიკული ტომის აღწერისას.46
შამანის სოციალური როლით გამოწვეული გადარ-
ჩევა სხვანაირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ბელადების/
ალფების სოციალურ სტატუსზე მიმართული: თუკი
ბელადის/ალფას სოციალური სტატუსი მოითხოვდა
ფიზიკური ძალის და სტრატეგიული დაგეგმვის უნა-
რების მიხედვით გადარჩევას, შამანის სოციალური
როლისთვის გადარჩევა პერფორმანსის უნარის მი-
ხედვით უნდა ყოფილიყო წარმართული.
პერფორმანსი პირველი ჰომოების შემთხვევაში
ბაზისური უნდა ყოფილიყო – სიმღერა, ცეკვა, ხატვა

45 “Indian tribal structure,” http://www.accessgenealogy.com/native/


tribes/history/tribestruct.htm.
46 “African Shamanism,” http://webcache.googleusercontent.com/searc
h?q=cache:sNRMBaKQZsMJ:africanshamanism-anth375.blogspot.co
m/+african+shamans&cd=5&hl=en&ct=clnk.

48
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის ოსტატები ...

(ეს უკანასკნელი – შედარებით გვიან). ყველა ეს უნა-


რი გულისხმობს ერთ საერთო საფუძველს – სამყაროს
განსხვავებულად აღქმას და ამ აღქმის პერფორმანსში
გამოხატვას. ანუ, აღქმის და წარმოსახვის განვითარე-
ბულ უნარებს. სავარაუდოა, რომ საბოლოოდ, ათასო-
ბით წლის განმავლობაში, ჰომოების საზოგადოებებში
გადარჩევის ეს მიმართულება აღქმის, პერცეფციის
განსხვავებულობის მიხედვით ხდებოდა. ცხადია, ამ
გადარჩევის სოციალური მნიშვნელი იყო „უკეთესი“
პერფორმანსი, რომელიც ტომის წევრების უფრო მეტ
რაოდენობას მოეწონებოდა და საერთო მოქმედებაში
ჩააბამდა.
გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, ასევე შეიძლე-
ბა ვივარაუდოთ, რომ სანადირო და საყოფაცხოვრებო
იარაღების გამოგონება/გაუმჯობესებაც ამ უნარების
(აღქმის და წარმოსახვის უნარების) მატარებელი ადა-
მიანების მიერ ხდებოდა. ამ ვარაუდს საფუძველს უქმ-
ნის თუნდაც მსოფლიოს ხალხთა მითების კორპუსში
შემორჩენილი პერსონაჟი – მჭედელი, რომელიც ან
უზენაესი ძალების წარმომადგენელია, ან თვითონ
არის ამ ძალის მატარებელი. იგივე შეიძლება ვთქვათ
სამკურნალო სისტემებსა და მეთოდებზეც.

49
ჰომოსექსუალური კულტურის
წარმოშობა: შამანების ევოლუცია
და მათი მემკვიდრეობა

თუკი შამანების შესახებ თანამედროვე ლიტერა-


47
ტურას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ლიტერა­
ტუ­რაში არის ერთი საინტერესო ხაზი, რომელიც არ
გამხ­დარა შამანების შესახებ საყოველთაოდ გავრცე­
ლე­ბული აზრის ნაწილი: ამ ტექსტების მიხედვით, აფ-
რი­კული და ამერიკელი ინდიელების ტომების შამანე-

47 http://genealogyreligion.net/gay-cavemen-buried-shamans; Will
Roscoe, Changing Ones: Third and Fourth Genders in Native North
America (Palgrave Macmillan, June 17, 2000). “Third Sex, Third
Gender: Beyond Sexual Dimorphism in Culture and History,” in
Third Sex, Third Gender: Beyond Sexual Dimorphism in Culture
and History, ed. Gilbert Herdt (New York: Zone (MIT), 1994), 111-
36. Amara Das Wilhelm, Tritiya-Prakriti: People of the Third Sex:
Understanding Homosexuality, Transgender Identity, and Intersex
Conditions through Hinduism (abridged Version) (Xlibris, Corp.,
2010).

50
ჰომოსექსუალური კულტურის წარმოშობა ...

ბი იყვნენ ან ჰომოსექსუალი მამაკაცები, ან ქალები.


აფრიკის ზოგიერთ ტომში ჰომოსექსუალური მიდრე-
კილების ადამიანი ავტომატურად ნიშნავდა შამანს,
„კარიბჭის მცველს“.48
მეორე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტი, არის
ის, რომ დღეს საზოგადოებრივი წარმოდგენის მი-
ხედვით ხელოვნების სფეროში ჩართულ ადამიანთა
უმრავლესობას მიეწერება ჰომოსექსუალობა – რაც
ხშირ შემთხვევაში სინამდვილეს შეესაბამება. ადა-
მიანის სექსუალობის კლასიკური კვლევა, რომელიც
კინსეის ეკუთვნის (Kinsey. 1948; 1953), საერთოდ უარ-
ყოფს სრულიად ჰეტეროსექსუალური ინდივიდების
არსებობას ადამიანთა საზოგადოებაში: კინსეის შკა-
ლის მიხედვით ჰომოსექსუალური წილი ვარირებს
ასაკის, მდგომარეობის, სოციალური გარემოს, სქესის
და სხვა ფაქტორების მიხედვით.49
მესამე, და ალბათ არანაკლებად დასაფიქრებელი
ფაქტი არის ის, რომ ადამიანთა საზოგადოებაში აქ-
ტიურ ჰომოსექსუალ ინდივიდთა რაოდენობა ბევრად

48 GAY AFRICAN SPIRITUAL MASTERS: THE GATEKEEPERS. An


Interview with Malidoma Some.
http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:3Tp6u2-
FF8wJ:ravenanda.blogspot.com/2012/05/africanafrican-ame­r ica­
nafrican.html+GAY+AFRICAN+SPIRITUAL+MASTERS:+THE+G
ATEKEEPERS+An+Interview+with+Malidoma+Some&cd=9&hl=ka
&ct=clnk&gl=ge.
49 Kinsey et al., Sexual Behavior in the Human Male (1948). Kinsey et al.,
Sexual Behavior in the Human Female (1953).

51
გიგი თევზაძე

უფრო დიდია, ვიდრე მაღალორგანიზებულ ცხოველთა


საზოგადოებებში – თუკი ადამიანთა საზოგადოებაში
ჰომოსექსუალთა რიცხვი 10-15% აღწევს,50 ცხოველთა
საზოგადოებაში ის არ სცდება 5%-ს. მკვლევრები თა-
ვად ცნება „ჰომოსექსუალის“ გამოყენებას ცხოველთა
სამყაროს მიმართ არამართლზომიერად მიიჩნევენ:51
უმეტეს წილად, ჰომოსექსუალური აქტი ცხოველთა
საზოგადოებაში დაქვემდებარების, სტრესის მოხსნის
და აგრესიის შემცირებისათვის გამოიყენება.
რა კავშირში შეიძლება ეს ყოველივე იყოს ათე-
ულობით და იქნებ ასეულობით ათასი წლის წინ
პირველ ჰომოებში შამანების წარმოშობასთან? ჰო-
მოსექსუალურ ფიზიოლოგიაზე ცოტა გამოკვლევა
არსებობს. არავის არ უნდა, შეეხოს პოლიტიკურად
არაკორექტულ თემას. თუმცა, ის გამოკვლევები,52
რომლებიც ჩატარებულია, მიუხედავად იმისა, რომ
მათი შედეგების სტატისტიკურ სანდოობამდე ჯერ

50 Kinsey et al., Kinsey et al., Sexual Behavior in the Human Male, table
147, p.651. Sexual Behavior in the Human Female, table 142, p.499.
51 Simon. Levay, Queer Science: The Use and Abuse of Research into
Homosexuality (Cambridge, Massachusetts: MIT Press, 1996), 207.
52 Q. Rahman, “The Neurodevelopment of Human Sexual Orientation,”
Neuroscience and Biobehavioral Reviews 29, no. 7 (2005): 1057-66.
D.F. Swaab, “Sexual Differentiation of the Human Brain: Relevance
for Gender Identity, Transsexualism and Sexual Orientation,”
Gynecological Endocrinology 19, no. 6 (December 2004): 301-12. I,
Savic, H, Berglund, and P. Lindström, “Brain Response to Putative
Pheromones in Homosexual Men,” Proceedings of the National
Academy of Sciences of the United States of America 120, no. 20 (May,
2005): 56-61.

52
ჰომოსექსუალური კულტურის წარმოშობა ...

შორია, საინტერესო მონაცემებს იძლევა შამანების


ევოლუციის გასაგებად:
ჰომოსექსუალური მიდრეკილების ადამიანების
ტვინის სტრუქტურის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჰო-
მოსექსუალი კაცების და ქალების ტვინები განსხვავ-
დება ჰეტეროსექსუალი ინდივიდებისაგან. არ არის
სწორი თეორია, რომ ჰომოსექსუალი კაცის ტვინი
ჰეტეროსექსუალი ქალისას ჰგავს და ჰომოსექსუ-
ალი ქალისა – ჰეტეროსექსუალი კაცისას. ტვინების
ანალიზმა აჩვენა, რომ ჰომოსექსუალების ტვინი
უბრალოდ სხვანაირია: ის, განსხვავდება ჰეტერო-
სექსუალი ინდივიდების ტვინებისაგან იმ ბირთვის
(suprachiasmatic nucleus – SCN) ზომით, რომელიც
აღქმაზე არის პასუხისმგებელი. ეს კვლევები აღძ-
რავს წინააღმდეგობის დიდ ტალღებს: მკვლევრებს
ადანაშაულებენ მეთოდოლოგიურ გაუმართაობაში
და კვლევების დაუსრულებლობაში. თუმცა, ამ შემ-
თხვევაში მნიშვნელოვანია მინიშნება ტვინების გან-
სხვავებაზე, რაც მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო,
რომ ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალობის საფუძველი
ადამიანის ევოლუციაშია:
ცხადია, რომ შამანების სოციალური როლი მნიშ-
ვნელოვანი იყო პირველი ჰომოების საზოგადოება-
ში: მათ ეკავათ თუ ყველაზე მაღალი არა, ერთ-ერთი
მაღალი ადგილი საზოგადოებრივ იერარქიაში. ისიც
ცხადია, რომ ამ ადგილის დაკავება მათ თავიანთი გან-

53
გიგი თევზაძე

საკუთრებული – წარმოსახვის და აღქმის უნარებიდან


გამომდინარე – თვისებების მიხედვით უნდა შეძლე-
ბოდათ. ახლა, გამომდინარე მეცნიერების თანამედ-
როვე მოცემულობიდან, დავუშვათ, რომ წარმოსახვის
და აღქმის უნარების მიხედვით გადარჩევას, როგორც
გვერდითი ეფექტი, მოსდევს ძირითადად ჰეტეროსექ-
სუალური ქცევის ცვლილება ძირითადად ჰომოსექსუ-
ალურზე: ანუ, ტვინის ბირთვის ცვლილებას მოსდევს
თუნდაც ჰიპოთალამუსის რეაქციის ცვლილება სუნებ-
ზე – ჰომოსექსუალი კაცის შემთხვევაში რეაქცია იცვ-
ლება ესტროგენიდან ტესტოსტერონზე, ხოლო ჰომო-
სექსუალი ქალის შემთხვევაში – ტესტოსტერონიდან
ესტროგენზე.53 შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როდე-
საც პერფორმანსის უნარს, შესაძლებელია, ჰომოსექ-
სუალურ ქცევასთან შეჭიდულობა ახასიათებდეს.
მაგრამ, ეს დაშვება არ პასუხობს კითხვას, რა-
ტომ არის ჰომოსექსუალურ ინდივიდთა ასეთი დიდი
პროცენტი ადამიანთა საზოგადოებაში სხვა ძუძუმ-
წოვრებთან შედარებით. პასუხი, რომლის მიხედვი-
თაც ჰომოსექსუალი ინდივიდები მაინც მრავლდებიან
სხვადასხვა შემთხვევითობის წყალობით, არ არის და-

53 H. Berglund, P. Lindström, and I. Savic, “Brain Response to Putative


Pheromones in Lesbian Women,” Proceedings of the National Academy
of Sciences of the United States of America 103, no. 21 (May, 2006):
8269-74. I. Savic, H. Berglund, and P. Lindström, “Brain Response
to Putative Pheromones in Homosexual Men,” Proceedings of the
National Academy of Sciences of the United States of America 102, no.
20 (May 2005): 7356-61.

54
ჰომოსექსუალური კულტურის წარმოშობა ...

მაკმაყოფილებელი და არ ხსნის ადამიანთა პოპულა-


ციაში მათი დიდი რაოდენობით არსებობას.
ამ კითხვაზე პასუხს სარგებლიანი ქცევის ფენო-
მენი იძლევა: სარგებლიანი ქცევა (benefitiary beha-
viour) არის ქცევა, რომელიც სოციალურ სისტემაში
ინდივიდისათვის კონკრეტულ სარგებელს იძლევა.
სარგებლიანია ქცევა, როდესაც ამ ტიპის ქცევა თა-
ვისთავად გვევლინება სოციალური ცვლილების
მიღწევის საშუალებად. სარგებლიანი ქცევის მაგა-
ლითებია იერარქიული ბრძოლები, წინასაქორწინო
რიტუალები, ფერება, ალტრუისტული ქცევა (ალბათ,
ყველა არა), სექსუალური აქტი (ყველა არა) და ა.შ.
ანუ, ქცევა, რომელსაც ინდივიდი მიმართავს იმდე-
ნად, რამდენადაც იცის ამ ქცევიდან გამომდინარე
კონკრეტული სარგებლის შესახებ. ან, რაც ალბათ
უფრო მნიშვნელოვანია, ქცევა, რომლის შენარჩუნე-
ბა და კულტივირება ხდება სოციუმში იმიტომ, რომ
ეს ქცევა იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგო-
მებს ახასიათებს.
როგორც ზემოთ აღვწერე, ჰომოსექსუალური ქცე-
ვის ინდივიდები საზოგადოების იერარქიაში მაღალ
საფეხურზე უნდა ყოფილიყვნენ. ეს კი ნიშნავს, რომ
მათი სოციალური როლი სასურველი უნდა ყოფილი-
ყო. შედეგად, ამ ინდივიდებთან შეჯვარება და მათი
მონაწილეობით გამრავლება უნდა ყოფილიყო ხელ-
შეწყობილი საზოგადოების მიერ.

55
გიგი თევზაძე

სასურველი სოციალური როლები, რომლებიც


უბიძგებდნენ ადამიანთა სოციუმის მდედრ წევრებს,
შეჯვარებულიყვნენ ჰომოსექსუალ მამრებთან, უნდა
ყოფილიყო „შამანი“ ან/და „ბელადი“. თუმცა, ეს შეჯ-
ვარების სარგებელი შეიძლება ყოფილიყო არა მხო-
ლოდ საკუთარი შვილისთვის ან საკუთარი თავის-
თვის სასურველი სოციალური როლის მოპოვება,
არამედ მუცელში მყოფი ნაყოფის დაცვაც. შედეგად,
ის გენები, რომლებიც განაპირობებენ ჰომოსექსუ-
ალური ინდივიდების გაჩენას, საკმაოდ გავრცელე-
ბული უნდა იყოს დღევანდელ ადამიანებში.
მხოლოდ ამ სოციალური ფაქტის არსებობა ხსნის
ჰომოსექსუალური ფიზიოლოგიის ადამიანთა შთამ-
ბეჭდავ პროცენტს დღევანდელ საზოგადოებაში, და
ასევე იმას, რომ სრულიად ჰეტეროსექსუალური ქცე-
ვის წყვილს შეიძლება გაუჩნდეს ჰომოსექსუალური
ფიზიოლოგიის ბავშვი. ხოლო თავად ჰომოსექსუალ
ინდივიდთა არსებობა ჩვენ მიერ უნდა იყოს გაგებუ-
ლი არა როგორც გადახრა, არამედ, როგორც მემკ-
ვიდრეობითობა.
ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ჰომოსექსუალური
ქცევის ინდივიდთა პროცენტული რაოდენობა ადა-
მიანთა საზოგადოებაში იქნებოდა იმდენივე, რამ-
დენსაც დღეს ვხვდებით მაღალგანვითარებული ცხო-
ველების სოციუმებში.

56
ჰომოსექსუალური კულტურის წარმოშობა ...

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანთა საზოგადოებაში


არ გვხვდება ისეთი ჰომოსექსუალური ქცევა, რო-
გორიც მაღალგანვითარებულ ძუძუმწოვრებში. ისე-
ვე, როგორც მაღალგანვითარებულ ძუძუმწოვრებ-
ში, ადამიანთა საზოგადოებაშიც ჰომოსექსუალური
აქტი გამოიყენება სტრესის მოსახსნელად, აგრესიის
გადასამისამართებლად. ისევე, როგორც ცხოველთა
საზოგადოებაში, ადამიანთა საზოგადოებაშიც სქე-
მა – აგრესია (სტრესი) – ჰომოსექსუალური აქტი
– აგრესიის მოხსნა – მუშაობს. მაგრამ ჰომოსექსუ-
ალური ქცევის ამ სახეს არავითარი კავშირი არ აქვს
მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებელ მესამე
სქესთან – ინდივიდების იმ ქვეპოპულაციასთან, რო-
მელიც ჩამოყალიბდა ჰომოს ევოლუციის პროცესში,
ხოლო თავად ამ ევოლუციას ბიძგი მისცა მხოლოდ
ჰომოებისათვის დამახასიათებელი დიდი გამაერთი-
ანებელი რიტუალის არსებობის და განვითარების
საჭიროებამ.

57
ქალი და კაცი შამანები

დაშვება, რომ პირველი „შამანები“ მამრობითი


სქესის ინდივიდები უნდა ყოფილიყვნენ, გამომდი-
ნარეობს იმ ფაქტიდან, რომ წინასაქორწინო რიტუ-
ალებს მაღალგანვითარებულ ცხოველებში მხოლოდ
მამრი ინდივიდები ახორციელებენ. თუკი მივიღებთ
ჰიპოთეზას, რომ დიდი გამაერთიანებელი რიტუალი
არის წინასაქორწინო რიტუალის სახეცვლილება, მა-
შინ ასევე დიდი ალბათობით უნდა დავუშვათ, რომ
დიდი გამაერთიანებელი რიტუალის პირველი ჩამტა-
რებლები მამრობითი სქესის ინდივიდები იყვნენ.
შესაბამისად, ეს ანალოგია რომ გავაგრძელოთ,
უნდა დავუშვათ, რომ საკუთარი თავის მოკაზმვა
ასევე უნდა ყოფილიყო კაცი შამანების ერთ-ერთი
ქცევა, გამომდინარე, თუნდაც დღევანდლამდე შე-
მორჩენილი შამანების ქცევისაგან. შედეგად, MAKE
UP-ის, მოდის და საკუთარი თავის მორთვის ხელობა,

58
ქალი და კაცი შამანები

როგორც ჩანს, შამანური სუბკულტურიდან იღებს სა-


თავეს.
მაგრამ, მე-19 და მე-20 საუკუნეებამდე მოღწეულ
შამანურ სუბკულტურებში ქალებიც არიან შამანები.
ასევე, ქალი-ქურუმების არსებობის ბევრი მნიშვნე-
ლოვანი საბუთი არსებობს სხვადასხვა ცივილიზაცი-
აში – ბერძნულ-ეგვიპტურიდან შუმერულის ჩათვლით.
ცივილიზაციის პროცესს ვერ დავაბრალებთ ქალე-
ბის შამანებად ემანსიპაციას. მაშინ დღევანდელ დღეს
ქალი სასულიერო პირების საკითხი საერთოდ არ უნდა
ყოფილიყო დაყენებული. პირიქით – რაც უფრო „აქეთ“
მოვდივართ ცივილიზაციების განვითარების პროცეს-
ში, მით უფრო ნაკლებად გვხვდება ქალი შამანები.
შედეგად უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალი შამანი უფრო
მეტად იყო მიღებული პირველყოფილ სოციუმებში,
ვიდრე შემდეგ, ცივილიზაციების წარმოშობისას. ეს
კულტურა თითქმის გაქრა ცივილიზირების პროცესში
და მხოლოდ ახლა დაიწყო აღდგენა.
ქალი შამანების წარმოშობაზე ბევრი ვარაუდი
შეიძლება ავაგოთ. მათ შორის, ყველაზე უფრო მიმ-
ზიდველი ალბათ იქნება ქალების ბრძოლა ემანსიპაცი-
ისათვის, და სურვილი, დაეკავებინათ პირველყოფილ
საზოგადოებაში კაცების თანაბარი ადგილი. თუმცა,
თუკი იმ პრიმატების პოპულაციებს შევხედავთ, რომ-
ლებიც ჩვენ, ადამიანებს გვგვანან – ანუ, როგორც
ზემოთ ვთქვით – შიმპანზეებს (და არა ბონობოებს),

59
გიგი თევზაძე

რომლებიც აგრესიულობით მართული საზოგადოებაა,


საეჭვოა, ასეთ ემანსიპაციურ მოძრაობას ხელშეწყობა
და „ლეგიტიმაცია“ ჰქონოდა.
შესაძლებელია, ეს ემანსიპაცია ოჯახის შექმნას-
თან ერთად ხდებოდა: ბელადებთან შეწყვილებული
მდედრები საკუთარი თავისა და ნაშიერების უსაფრთ­
ხოებას მოიპოვებდნენ. თუმცა, ეს უსაფრთხოება მხო-
ლოდ იმ ბელადის სიცოცხლის განმავლობაში თუ გას-
ტანდა.
მაგრამ ქალი ქურუმი-შამანების როლის წარმო-
შობა, როგორც ზემოთ ვთქვი, პირველ საზოგადო-
ებებში უნდა ვეძებოთ. იმ ენერგეტიკული დანახარ-
ჯების გამო, რაც თან ახლავს ქალის მიერ ნაშიერის
გაჩენასა და მის აღზრდას, ძნელია ივარაუდო რაიმე
ტიპის ემანსიპაცია „ჩვეულებრივ“ ჰომო საპიენსების
სოციუმებში, სადაც ქალები და კაცები ერთ ტომად
ცხოვრობდნენ. თუმცა ამ დანახარჯების თავიდან აცი-
ლების მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს ფართოდ
გავრცელებული წესი ქალი ქურუმების უბიწოების
თაობაზე.
ორგანიზმისა და სოციალური სტრუქტურის ევო-
ლუციიდან გამომდინარე, გასაგები ხდება ის თავისე-
ბურებები და განსხვავებები, რომლებიც Homo sapiens
sapiens-ის მამრებს და მდედრებს ახასიათებთ: ძალიან
დიდი სოციუმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია
გამოცდილების გადაცემა როგორც მდედრების, ასევე

60
ქალი და კაცი შამანები

მამრების მხრიდან. ასევე აუცილებელია წარმატებუ-


ლი ინდივიდების გამრავლება (გენეტიკური ინფორმა-
ციის გადაცემა).
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ
ცხოველებში მდედრი ინდივიდები სექსუალურად
უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე იმავე ასაკის მამრე-
ბი. პოპულაციური გენეტიკით ამის ახსნა შემდეგში
მდგომარეობს: ერთსა და იმავე ნაყარში მდედრები
მწიფდებიან ხვადებზე უფრო ადრე იმიტომ, რომ არ
მოხდეს ერთი ნაყარის ინდივიდების ერთმანეთთან
შეჯვარება.
ვფიქრობ, პოპულაციური ახსნა აქვს ასევე იმ
მოვლენას, რომ მდედრების რეპროდუქტიული პე-
რიოდი შეზღუდულია (მენოპაუზა), ხოლო მამრების
რეპროდუქტიული პერიოდი – პრინციპულად განუ-
საზღვრელი:
ახსნა, ვფიქრობ, პოპულაციის მდგრადობის შენარ-
ჩუნებაშია: მდედრების რეპროდუქტიულობა მოით-
ხოვს დიდ ენერგეტიკულ დანახარჯებს. თუკი მდედრი
წარმატებულია, ანუ, ღირებულია პოპულაციისათვის,
მისი შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ და მხო-
ლოდ მისი პროდუქტიულობის შეწყვეტით: ანუ პოპუ-
ლაციისათვის ღირებული მდედრი ნიშნავს მის გამოც-
დილებას და უნარებს, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს
და გადაეცეს სხვებს, რათა პოპულაცია გახდეს უფრო
ძლიერი, უფრო ნაყოფიერი და ა.შ. შედეგად, კონკრე-

61
გიგი თევზაძე

ტულ ასაკს მიღწეული მდედრის შენარჩუნება მისი გა-


მოცდილების გავრცელებისათვის/გამოყენებისათვის/
გაზიარებისათვის ხდება მისი რეპროდუქტიულობის
შეწყვეტით.
თუკი მამრი აღწევს „საშუალო ასაკს“ (სხვადასხ-
ვა შეიძლება იყოს და სხვაგვარად „პოსტ-ახალგაზრ-
დობის ასაკი“ შეიძლება დავარქვათ), ეს ნიშნავს, რომ
მას გააჩნია თვითგადარჩენის და თვითშენარჩუნების
მაღალი უნარი. ამ შემთხვევაში პოპულაციისათვის ის
უფრო ღირებულია, ვიდრე ახალგაზრდა მამრი, რო-
მელსაც ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი მდგრადობა
და მნიშვნელოვნება დამტკიცებული. შედეგად, Homo
sapiens sapiens-ის ყოველი მამრი ინდივიდი პრინცი-
პულად შეუზღუდავი გამრავლების პოტენციალით
იბადება. თუკი ის „დაამტკიცებს“, რომ ის მართლაც
მნიშვნელოვანია პოპულაციისათვის, მისი გამრავლე-
ბა მოხდება, ანუ, ის შეჯვარდება მასზე უფრო ახალ-
გაზრდა ინდივიდთან. ამ დროს ირთვება „გამრავლე-
ბის ინსტინქტი“, რომელიც აიძულებს მამრს საკუთარი
[უკვე დამტკიცებული] მდგრადი და ძლიერი გენები
გადასცეს შთამომავლობას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან საინტერესო დასკ-
ვნა გამომდინარეობს: ის ეგრეთ წოდებული middle age
crisis, რომელსაც თანამედროვე ფსიქოლოგები სხვა-
დასხვა ფსიქო-სომატურ საფუძველს უძებნიან, შესაძ-
ლებელია უბრალოდ მემკვიდრეობით მიღებული ქცე-

62
ქალი და კაცი შამანები

ვა აღმოჩნდეს, რომელიც წინააღმდეგობაშია უფრო


მოგვიანებით შეძენილ ოჯახურ კულტურულ ფორ-
მასთან. ეს აღწერა აჩვენებს, რომ განსხვავებით ზო-
გიერთი მაღალორგანიზებული ცხოველისაგან, Homo
sapiens sapiens და მის წინაპარს ან არ უნდა ჰქონოდა
ნუკლეარული ოჯახი, ან მისი ოჯახი ერთი მამრისა-
გან და მრავალი მდედრისაგან უნდა ყოფილიყო შემდ-
გარი: მენოპაუზის არსებობა მდედრებში და გამრავ-
ლების პოტენციალის შეუზღუდავობა მამრებში არის
იმის ინდიკატორი, რომ ნუკლეარული ოჯახები ჩვენს
წინაპრებში ან არ იყო, ან – მცირე ხნით იქმნებოდა.
მეორე მხრივ, ასეთი ოჯახების არსებობა დიდ ენერ-
გეტიკულ დანახარჯებთან უნდა ყოფილიყო დაკავ-
შირებული – დიდ საზოგადოებაში ცხოვრება მამრე-
ბისთვის საკუთარი ცოლებისა და შვილების დაცვაზე
უნდა ყოფილიყო მთლიანად ორიენტირებული. ეს რომ
ასე ყოფილიყო, დღეს სხვანაირი საზოგადოება გვექ-
ნებოდა – ისეთი, რომელშიც არ იქნებოდა ოჯახური
ცხოვრების ამდენი ვერსია, ხოლო საკვების მოპოვება
და საზოგადოებრივი აქტიურობა მთლიანად მდედრე-
ბის საქმე იქნებოდა: შესაძლებელია ჰომოს რომელიმე
ქვესახეობაში მართლაც არსებობდა ასეთი ტიპის სა-
ზოგადოება სადაც მდედრები წარმართავდნენ საზო-
გადოებრივ ცხოვრებას, ხოლო მამრები ამ საზოგადო-
ების გარეთ იყვნენ ან მხოლოდ ტერიტორიის დაცვას
და უსაფრთხოებას უზრუნველოფდნენ. არც ის არის

63
გიგი თევზაძე

გამორიცხული, რომ მსგავსი სტრუქტურის მინისაზო-


გადოება სადმე დღესაც არსებობდეს, თუმცა ეს უფრო
გამონაკლისი იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის
ჰომოს რომელიმე ქვესახეობიდან მემკვიდრეობით
არის მიღებული.
თუკი დავუშვებთ, რომ ორი ასეთი საზოგადოება,
ერთი – კაცთა და ქალთა საზოგადოება – კაცი შამა-
ნებით და ბელადებით, ხოლო მეორე – ძირითადად
ქალთა საზოგადოება – ქალი შამანებით და ბელადე-
ბით, შეხვდა ერთმანეთს, ამ შეხვედრას მნიშვნელოვა-
ნი შედეგები უნდა გამოეწვია ორივე საზოგადოების
წევრებისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს
იქნებოდა ვითარება, რომელშიც ორივე ჯგუფი თავის
მსგავსებში თავისთვის უცხო წესებს და სამყაროს აღ-
მოაჩენდა. ეს უნდა ყოფილიყო იმ ვითარების წინაპი-
რობა, რამაც, საბოლოოდ, ქალი Homo sapiens sapiens-
ების შამანის სუბ-კულტურაში მოახვედრა.
თითქოსდა ამოუხსნელი ამოცანაა. თუმცა, პასუ-
ხი ისევ თანამედროვე კვლევებშია, კონკრეტულად –
ადამიანის გენომის გაშიფვრაში და მასში მაღალი ალ-
ბათობით Homo sapiens sapiens-ისთვის უცხო გენების
კომპლექსის აღმოჩენაში.

64
ნეანდერტალური ემანსიპაცია

როგორც პალეონტოლოგიური მონაცემებიდან


ჩანს, ჰომოს რამდენიმე ქვესახეობა არსებობდა. რო-
გორც ჩანს, მათ შორის განხვავება მათი სოციუმების
სიდიდესთან, ჯგუფებში ცხოვრების და ამ ჯგუფებში
სოციალური სტაბილურობის მექანიზმების გამომუ-
შავებისა და განახლების ინტენსიურობასთან   იყო
დაკავშირებული. დღეს ძნელია ივარაუდო, რა ტიპის
სოციალური სტრუქტურა იყო მათ პოპულაციებში. პა-
ლეონტოლოგები სხვადასხვა რაოდენობის და ფორმის
ჰომოებს პოულობენ და ალბათ ეს აღმოჩენები კიდევ
გაგრძელდება. შესაძლებელია, ამ სხვადასხვა ჰომო-
ების წარმოშობის სქემა მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა
იმას, რაც ზემოთ homo sapiens-ის, ჩვენი ქვესახეობის,
წარმოშობის ისტორიად ვივარაუდე, შესაძლებელია
– არა. ყოველ შემთხვევაში, ალბათ homo sapiens-ის
სოციალური სტრუქტურის და ფიზიკური მონაცემების

65
გიგი თევზაძე

გადაკვეთა აღმოჩნდა ის ოქროს შუალედი, რომელმაც


homo sapiens-ებს მისცა საშუალება, უკეთეს და უფრო
მრავალფეროვან გარემოს შეჰგუებოდნენ, ვიდრე სხვა
ჰომოები.
სხვა ჰომოების პოპულაციების სოციალური სტრუქ­
ტურების შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს, რომ-
ლებიც პალეონტოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა.
მათ შორის ჩვენთან, ჰომო საპიენსთან ყველაზე უფრო
ახლოს დგას ნეანდერტალელების (homo sapiens nean-
derthalensis) აღწერა: ისევე, როგორც ჩვენი წინაპრები,
ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ ტომებად, ჰქონდათ
სამუშაო იარაღები, ჰქონდათ განვითარებული ხელოვ-
ნება (შამანიზმი). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნეანდერ-
ტალელებს ჰქონდათ უფრო დიდი ტვინი, ვიდრე Homo
sapiens sapiens-ებს, და მეტი ფიზიკური ძალა.54 გარდა
ამისა, მათი პოპულაცია უნიკალური სტაბილურობი-
თაც გამოირჩეოდა: ნეანდერტალელები დაახლოებით
300 000 წელი არსებობდნენ (შედარებისათვის: თა­ნა-
მედროვე ფორმის Homo sapiens sapiens მხოლოდ 30-35
000 წელია არსებობს).55

54 I. Tattersall and JH. Schwartz, “Hominids and Hybrids: The Place


of Neanderthals in Human Evolution,” Proceedings of the National
Academy of Sciences 96, no. 13 (June 1999): 7117-19.
55 A, Soficaru, A, Dobos, and E. Trinkaus, “Early Modern Humans from
the Peştera Muierii, Baia de Fier, Romania,” Proceedings of the National
Academy of Sciences 103, no. 46 (November 2006): 17196-201.

66
ნეანდერტალური ემანსიპაცია

ნეანდერტალელთა წინაპრები დაახლოებით 500


000 წლის წინ წარმოიშვნენ და აფრიკიდან ევრაზიის
მატერიკზე გადმოვიდნენ. დაახლოებით 50 000 წლის
წინათ მათ Homo sapiens sapiens-ები შეხვდნენ, რომ-
ლებმაც 100 000 წლის წინ დაიწყეს მიგრაცია აფრიკის
კონტინენტიდან. სხვადასხვა თეორიით56 ნეანდერტა-
ლელები ან დამარცხდნენ Homo sapiens sapiens-ებთან
ბრძოლაში, ან ასიმილირდნენ. თუმცა ადამიანის გე-
ნომის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებენ, რომ
ნეანდერტალელების გაქრობაში, სულ მცირე, გარკ-
ვეული წილი მათი და Homo sapiens sapiens-ების ასი-
მილირებასაც მიუძღვის.57 ამავე კვლევებით ირკვევა,
რომ აფრიკული წარმოშობის Homo sapiens sapiens-
ების გარდა, ყველა სხვა პოპულაციას აქვს ნეანდერ-
ტალელთა გენები – თუმცა, შესაძლებელია, ეს გენები
ნეანდერტალელთა სხვადასხვა პოპულაციის იყოს:
ნეანდერტალელები ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ
ევრაზიის კონტინენტზე, რათა კონტინენტის გეოგრა-

56 Jared M. Diamond, The Third Chimpanzee: The Evolution and Future of


the Human Animal (New York City: HarperCollins, 1992), 52.
57 Vania Yotova et al., “An X-Linked Haplotype of the Neandertal Origin
Is Present Among All Non-African Populations,” Molecular Biology
and Evolution (July 2011). “All Non-Africans Part Neanderthal,
Genetics Confirm,” Discovery News, http://news.discovery.com/
human/genetics-neanderthal-110718.htm. R. E. Green et al., “A
Draft Sequence of the Neanderthal Genome,” Science 328 (2010):
710-22.

67
გიგი თევზაძე

ფიულ და კლიმატურ პირობებთან თუნდაც სხვადასხვა


გარეგნული ადაპტაცია განეცადათ.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ ნეანდერტალელები ვერ
განვითარდნენ ისე სწრაფად, როგორც ჰომო საპიენ-
სები – ზოგიერთი მკვლევარი Homo sapiens sapiens-ის
„გამარჯვებას“ სწორედ ამ განვითარების სისწრაფეს
მიაწერს. თუმცა, ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, თუ
რა იყო ამ სწრაფი განვითარების მიზეზი.
ვფიქრობ, Homo sapiens sapiens-ის გადარჩენა/გა­
მარჯვება იმ შემთხვევითობის წყალობით მოხდა,
რომლის გამოც Homo sapiens sapiens იძულებული იყო,
დიდ სოციალურ ჯგუფებში ეცხოვრა – ანუ, ის უნი-
კალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს Homo sapiens
sapiens-ის ფიზიკურ შესაძლებლობებს და ისეთ გარე-
მო პირობებს, რაც აიძულებდა მათ ეცხოვრათ ძალიან
დიდ ჯგუფებში:
Homo sapiens sapiens იყო ქვესახეობა, რომლისთ-
ვისაც სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა
დიდ ჯგუფში ცხოვრება და, შესაბამისად, სტაბილუ-
რობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგიის (კულტურის)
მუდმივი განვითარება. ამ განვითარებაში, როგორც
ჩანს, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „შამანების“
მუდმივი მცდელობა, შეექმნათ სოციუმის სტაბილუ-
რობის ახალი მეთოდები და პლუს – კონკურენცია
თვითონ „შამანებს“ შორის, რაც იერარქიაში მაღალი

68
ნეანდერტალური ემანსიპაცია

საფეხურის დაკავების შესაძლებლობიდან გამომდი-


ნარეობდა.
ჰომოს სხვა ქვესახეობებმა, რომლებისთვისაც ძა­
ლიან დიდ ჯგუფებში არსებობა არ იყო გარდაუვალი
და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა შე­
დარებით ნაკლები სოციალური ძალების დახარჯვით
მიმდინარეობდა, წააგეს Homo sapiens sapiens-თან
დო­მინანტობისთვის ბრძოლაში. მათ შორის დამარ-
ცხდნენ ჰომოს ის ქვესახეობებიც, რომლებსაც Homo
sapiens sapiens-თან შედარებით ფიზიკური და ფიზი-
ოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ: როგორც უკვე
აღვნიშნე, ნე­ანდერტალელების ტვინის ზომა ყველა
პარამეტრით (როგორც აბსოლუტური ზომით, ასევე
სხეულთან შეფარდებით) აღემატებოდა ჰომო საპიენ-
სისას და ასევე, ისინი Homo sapiens sapiens-ზე ფიზი-
კურად ბევრად ძლიერები იყვნენ (დაახლოებით თა-
ნამედროვე ადამიანის ზომის, მაგრამ ბევრად უფრო
ძლიერი ძვლების სისტემით).
ამ ფიზიკურმა და „გონებრივმა“ აღმატებულობამ
ნეანდერტალელების პოპულაციას ცუდი სამსახური
გაუწია: მიუხედავად ინდივიდუალურ დონეზე აშკარა
უპირატესობისა და ბიოლოგიური სტაბილურობისა
(500 000-დან 24 000 წლამდე), ნეანდერტალელები ან
ასიმილირდნენ, ან დამარცხდნენ Homo sapiens sapiens-
თან კონკურენციაში: Homo sapiens sapiens-ების სოცი-
უმებში არსებული „განვითარების ჯგუფები“ (შამანე-

69
გიგი თევზაძე

ბი) ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და რთული უნდა


ყოფილიყო, ვიდრე ნეანდერტალელების, რომლებსაც,
ფიზიკური და გონებრივი სიძლიერის გამო, არავი-
თარი აუცილებლობა არ ჰქონდათ, ძალიან დიდ ჯგუ-
ფებში ეცხოვრათ. შესაძლებელია, ასეთი ცხოვრების
ხელშემწყობი ისიც იყო, რომ ევრაზიაში – ნეანდერტა-
ლელების დასახლების ძირითად ადგილას – ნაკლებად
იყო დიდი და სახიფათო მტაცებელი.
პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვით, ნე­
ანდერტალელებს ჰყავდათ შამანები: მათი ნამარხი
ნა­სახლარები მოიცავენ როგორც იარაღებს, ასევე,
კლდეზე ნახატებსაც და როგორც ფიქრობენ, შინაურ
ცხოველებსაც.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, Homo sapiens sapiens-
ის შამანების „ტექნოლოგიამ“ „დაამარცხა“ ნეან­დერ-
ტალელების შამანების შემუშავებული შედარებით
პრიმიტიული კულტურა. რომ არაფერი ვთქვათ ჰო-
მოს სხვა ქვესახეობებზე, რომლებიც, როგორც ჩანს,
უბრალოდ უფრო პატარები და სუსტები იყვნენ, ვიდ-
რე Homo sapiens sapiens-ები (მაგ. ინდონეზიაში აღმო-
ჩენილი ე.წ. ჰობიტები),58 და ზომის სიმცირის გამო
ხმელეთზე დიდ ჯგუფებად ვერ ცხოვრობდნენ: პატა-
რა ჯგუფებად ცხოვრება მათი გადარჩენისათვის ბევ-

58 Hillary Mayell, “Hobbit-Like Human Ancestor Found in Asia,”


National Geographic News, http://news.nationalgeographic.com/
news/2004/10/1027_041027_homo_floresiensis.html

70
ნეანდერტალური ემანსიპაცია

რად უფრო მომგებიანი უნდა ყოფილიყო ჰაბიტატის


თავისებურებიდან გამომდინარე.
როგორც ჩანს, Homo sapiens neanderthalensis-ის
ასოციალურობის მიზეზი მხოლოდ დიდ ფიზიკურ ძა-
ლას, ტვინის დიდ მოცულობას და დიდი სოციალური
ჯგუფების არააუცილებლობაში არ უნდა ყოფილი-
ყო. თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, სავარა-
უდოა, რომ ნეანდერტალებს უბრალოდ არ შეეძლოთ
დიდ სოციალურ ჯგუფებში ცხოვრება:
წინა საუკუნის 80-იან წლებში გამოქვეყნდა თა-
ნამედროვე არქეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის,
ლუის ბინფორდის59 შრომები, რომელშიც ის ამტ-
კიცებდა, რომ ნეანდერტალების სოციალური ცხოვ-
რება განსხვავდებოდა Homo sapiens sapiens-ის სოცი-
ალური ცხოვრებისგან. ბინფორდისეული ნამარხების
მონაცემების ანალიზიდან გამომდინარეობდა, რომ
ნეანდერტალების საზოგადოებაში მდედრები და მამ-
რები მკვეთრად გაყოფილ ჯგუფებში ცხოვრობდნენ:
მდედრები და მოზარდები ცალკე (10-15 ინდივიდიან
ჯგუფებად), მამრები – ცალკე, კიდევ უფრო მცი-
რე ჯგუფებად, რომლებიც დროდადრო მიდიოდნენ
მდედრების საზოგადოებაში (სავარაუდოა, უმეტესად

59 Binford LR. Subsistence - a key to the past. In: Jones S, Martin R,


Pilbeam D. The Cambridge Encyclopedia of Human Evolution. The
Cambridge Encyclopedia of Human Evolution. Cambridge, 1992, p
365–368.

71
გიგი თევზაძე

სექსუალური კავშირისათვის) – ისევე, როგორც ზო-


გიერთი სოციალური ცხოველი (მაგ. სპილოები, ჩლი-
ქოსნების უმრავლესობა, დელფინების ბევრი სახეობა,
პრიმატების ზოგიერთი სახეობა). ამ თეორიამ ბევრი
წინააღმდეგობა გამოიწვია: უმეტესად, ბინფორდს გა-
დაჭარბებულ ექსტრაპოლაციას აბრალებდნენ.60
თუმცა, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევის შე-
დეგებმა ახალი არგუმენტები შესძინა ბინფორდის თე-
ორიას: ეს შრომები ეხება აუტიზმის, არა როგორც და-
ავადების ან გენეტიკური გადახრის, არამედ როგორც
ნეანდერტალელებისაგან მიღებული მემკ­ვიდრეობი-
თობის აღწერას.61 თუკი ამ მონაცემებს დავუმატებთ
იმ ფაქტს, რომ შეფარდება თანამედროვე აუტისტი მამ-
რობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდებს შორის,
სხვადასხვა შეფასებით 4:1-დან 6:1-მდე62 მერყეობს,
მამრობითი სქესის ინდივიდების სასარგებლოდ, ცხადი
ხდება, თუ რა იყო ის მექანიზმი, რაც აიძულებდა ნეან-
დერტალელ მდედრებს, მცირე სოციალურ ჯგუფებში,
ხოლო მამრებს ცალკე, ჯგუფების გარეშე ეცხოვრათ:

60 Paul Mellars, The Neanderthal Legacy: an Archaeological Perspective


from Western Europe (Princeton, N.J.: Princeton University Press,
1996), 357-59.
61 Leif Ekblad, “The Neanderthal theory of autism, Asperger and ADHD,”
www.rdos.net. N.p., 24 Apr. 2001. Web. 4 June 2010. http://www.rdos.
net/eng/asperger.htm.
62 Peter Szatmari, “How Girls and Boys Differ When It Comes to Autism.
special to Cnn. April 4, 2012 - Updated 1435 Gmt (2235 Hkt). Autism
Gender Ratio.,” http://www.dnalc.org/view/1130-Autism-Gender-
Ratio.html.

72
ნეანდერტალური ემანსიპაცია

სარკისებური ნეირონების ნაკლებობა აუტისტი მამრე-


ბის ტვინში და, შესაბამისად, მათი უუნარობა სრულ-
ფასოვნად ეცხოვრათ დიდ ჯგუფებში, ანუ, გამოეცნოთ
სოციალური პარტნიორების ემოციები, იყო ის ძირითა-
დი ძალა, რაც ნეანდერტალელ მამრებს აქცევდა ასოცი-
ალურებად. შესაძლებელია, სხვა დისფუნქციონალობა,
რაც დღევანდელ აუტისტებს ახასიათებთ, ნეანდერტა-
ლელებს არც ჰქონდათ და ჩვენ მიერ დღეს დაკვირვე-
ბადი აუტისტების დისფუნქციები ნეანდერტალელის ამ
თვისების Homo sapiens sapiens-ში გენების ტრანსფერის
შედეგია. სავსებით შესაძლებელია, ნეანდერტალელი
მამრები სრულიად წარმატებული დამოუკიდებელი ინ-
დივიდები იყვნენ და მათი აუტისტობა მხოლოდ ჯგუ-
ფური ცხოვრების უუნარობაში/განუვითარებლობაში
გამოიხატებოდა.
ცხადია, ასეთი ორგანიზაციის მქონე ქვესახეობას
(Homo sapiens neanderthalensis), უბრალოდ, შანსი არ
ჰქონდა Homo sapiens sapiens-ის ძალიან დიდი, მულ-
ტისქესური და მუდმივ კოოპერაციაში მყოფი ინდი-
ვიდების წინააღმდეგ. მათი ასიმილაცია გარდაუვალი
იყო, თუკი გავითვალისწინებთ ორმხრივი შეჯვარე-
ბის შანსს და გამომდინარე შედეგებს, ერთი მხრივ,
ნეანდერტალელ მდედრებს მრავალრიცხოვანი Homo
sapiens sapiens-ების გარემოცვაში თავი უფრო უსაფ-
რთხოდ უნდა ეგრძნოთ, ხოლო მეორე მხრივ, Homo
sapiens sapiens მდედრების მიერ ნეანდერტალელი მამ-

73
გიგი თევზაძე

რებისაგან გაჩენილი ბავშვების უმეტესობას ვეღარ


უნდა ეცხოვრა ნეანდერტალელი მამრების ცხოვრე-
ბით – თუნდაც იმიტომ, რომ მათ Homo sapiens sapiens-
ებისათვის დამახასიათებელი უფრო სუსტი აღნაგობა
და თანამედროვე აუტისტებისათვის დამახასიათებე-
ლი დისფუნქციები უნდა ჰქონოდათ.
არანაკლებ საინტერესო საკითხია, რა შეიტანა
ნეანდერტალელ ქალთა საზოგადოებამ Homo sapiens
sapiens საზოგადოებაში გაერთიანებით: ნეანდერტა-
ლელი ქალი ისეთივე, თუ უფრო მეტად არა, ძლიერი
უნდა ყოფილიყო, როგორც Homo sapiens sapiens კაცი,
უნდა სცოდნოდა ნადირობა და სხვა სახის საკვების
მოპოვება, რაკი ნეანდერტალელი მდედრები  მოზარ-
დებთან ერთად დამოუკიდებელ ჯგუფებად ცხოვრობ-
დნენ. შესაბამისად, Homo sapiens sapiens ჯგუფებში
ჩართვის შემთხვევაში, ნეანდერტალელი ქალის კონტ-
რიბუცია მთლიანად ჯგუფის გადარჩენისათვის Homo
sapiens sapiens კაცების ადეკვატური უდა ყოფილიყო. 
ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა გამოეწ-
ვია ადამიანთა საზოგადოებაში.
თუკი მართებულია ჰიპოთეზა, რომ homo sapiens
neanderthalensis მამრების ქცევის განმაპირობებელი
გენეტიკური ფაქტორები უდევს საფუძვლად დღე-
ვანდელ აუტისტურ ქცევას, შეიძლება ვივარაუდოთ
homo sapiens neanderthalensis მდედრების და მოზარდე-
ბის სოციუმიდან განცალკევებით homo sapiens nean-

74
ნეანდერტალური ემანსიპაცია

derthalensis მამრების ცხოვრების და ამის მიუხედავად,


მათი ინდივიდუალური წარმატების, მიზეზები: თუკი
აუტისტის ქცევას განვიხილავთ per se, ის ძალიან მოგ-
ვაგონებს „ასოციალური“, „მარტო მცხოვრები“ მტაცე-
ბელი ცხოველის ქცევას. კონკრეტულად: ჩვევა, არ
უყუროს თვალებში შემხვედრს, ემპათიის დაბალი
დონე, ტკივილის შემცირებული შეგრძნება, ხმაურის
მორიდება, რიტუალური თამაშებისთვის უპირატესო-
ბის მინიჭება, საგანზე ან საქმეზე მაღალი ფოკუსირე-
ბის უნარი, უცხო გარემოს მორიდება, ძალიან ვიწრო
ინტერესები და ა.შ.63 სავსებით შესაძლებელია, მიუხე-
დავად იმისა, რომ გენეტიკურად თითქმის იდენტური
იყვნენ Homo sapiens sapiens-თან, ნეანდერტალელ მამ-
რებს ბევრი კუთხით მეტი საერთო ჰქონდათ მტაცე-
ბელ ცხოველებთან, ვიდრე Homo sapiens sapiens-ებთან.
ეს მსჯელობა რომ გავაგრძელოთ, გარდაუვლად
მივდივართ ნეანდერტალელების მდედრების და მო-
ზარდების სოციუმის სპეციფიკურ აღწერამდე. ისე-
ვე, როგორც Homo sapiens sapiens-ის საზოგადოება-
ში, მათთანაც უნდა მომხდარიყო შეწყვილების წინა
რიტუალის გარდაქმნა სოციუმის გამაერთიანებელ
რიტუალად, თუმცა, როგორც ჩანს, გამაერთიანებე-
ლი რიტუალის შესრულების ფუნქცია, მამრების სპე-
ციფიკური გენეტიკის გამო, მდედრებს უნდა აეღოთ

63 “Behavioral Characteristics of Autism,” http://www.buzzle.com/


articles/behavioral-characteristics-of-autism.html.

75
გიგი თევზაძე

თავიანთ თავზე. შედეგად, სწორედ იმის გამო, რომ


მდედრების და მოზარდების სოციუმი ბევრად პატარა
იყო, ვიდრე Homo sapiens sapiens-ების საზოგადოება,
ის მინიმალურად განვითარდა. ალბათ ამით აიხსნება
ნეანდერტალური სოციუმის „სტაბილურობა“, „კონსერ-
ვატიულობა“ ათასწლეულების განმავლობაში, Homo
sapiens sapiens-ებთან შედარებით.
თუკი ეს დაშვებები გონივრულია, მართებულია,
ნეანდერტალელების და Homo sapiens sapiens-ების
სოციუმების ერთმანეთთან შეხვედრის დროს მათი
საზოგადოებების მსგავსება ისეთი უნდა ყოფილიყო
(ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს), რომ შესაძლე-
ბელი გამხდარიყო ასიმილაცია, და ასევე, იმდენად
განსხვავებული, რომ შეეტანა მნიშვნელოვანი ცვლი-
ლებები ორივე საზოგადოებაში. მაგალითად, Homo
sapiens sapiens-ების საზოგადოებისათვის უცხო უნდა
ყოფილიყო არა იმდენად მონადირე ქალის, რამდე-
ნადაც ქალი-შამანის იდეა. შესაძლებელია, სწორედ
ამ „შერევამ“ დაუდო საფუძველი საბოლოოდ Homo
sapiens sapiens მდედრების მოძრაობას, დაეკავებინათ
შამანების (კაცების) პოზიციები. ნეანდერტალელი ქა-
ლებისათვის კი სოციალურად მგრძნობიარე64 კაცების
ნახვა უნდა ყოფილიყო აღმოჩენა.
ამჯერად შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდები
ნეანდერტალელი ქალების და ბავშვების საზოგა-

64 © ნათია კოპალიანი.

76
ნეანდერტალური ემანსიპაცია

დოების შესახებ. შესაძლებელია, ნეანდერტალელ


ქალებს შორის მონადირე და შამანი ქალები ინარ-
ჩუნებდნენ უნაყოფობას, ან, თუკი მათი ჯგუფები
მართლაც ისე მცირე იყო, როგორც ბინფორდი ვა-
რაუდობს, გარკვეული ტიპის მორიგეობა ჰქონდათ
დაწესებული ბავშვების გაჩენაზე (შეწყვილებაზე).
მეორე მხრივ, გამრავლებისაგან თავშეკავება უნდა
ყოფილიყო ის მექანიზმი, რაც ნეანდერტალელი ქა-
ლების და ბავშვების საზოგადოებას უნარჩუნებდა
მდგრადობას: ცხადია, პოპულაცია მიიღებდა ქმედით
ზომებს, რომ ამ ფუნქციის შესრულება არ შეფერხე-
ბულიყო და კონკრეტული საზოგადოების არსებობა
არ მოქცეულიყო რისკის ქვეშ. შესაძლებელია ეს მო-
ვალეობა განსაკუთრებული უნარების მქონე ინდივი-
დებს ეკისრებოდათ: ანუ მათ, ვისაც გამორჩეულად
კარგი ლიდერობა შეეძლო საკვების მოპოვების, ან
შამანობის მიმართულებით. ვფიქრობ – ეს კიდევ
ერთი მიგნებაა, რომელიც ხსნის ნეანდერტალელების
პოპულაციის ერთი მხრივ ხანგრძლივ მდგრადობას
ხოლო მეორე მხრივ რიგიდობას ცვლილებებისად-
მი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, პალეონტოლოგიური
მონაცემების მიხედვით, ნეანდერტალელთა საზოგა-
დოება არ შეცვლილა თითქმის ნახევარი მილიონი
წლის განმავლობაში:65 თუკი განსაკუთრებულად

65 C, Duarte et al. “The Early Upper Paleolithic Human Skeleton from the
Abrigo Do Lagar Velho (portugal) and Modern Human Emergence
in Iberia,” Proceedings of the National Academy of Sciences 96, no. 13
(June 1999): 7604-9.

77
გიგი თევზაძე

ნი­ჭიერი მდედრების გამორჩევა ხდებოდა მათთვის,


ერთი მხრივ, ძალაუფლების მინიჭებით, ხოლო, მე-
ორე მხრივ – გამრავლების აკრძალვით, ცხადია, მათ
შთამომავლობა ან არ ეყოლებოდათ ან – მხოლოდ
შემთხვევით – თუკი ისინი მანამდე „მოასწრებდნენ“
შვილების გაჩენას, სანამ ბელადები ან შამანები გახ-
დებოდნენ. თუკი გავითვალისწინებით იმასაც, რომ 
ბიჭის ან გოგოს გაჩენის შანსი თანაბარი იყო, ცხა-
დია, სოციუმის უსაფრთხოებისათვის გადადგმული
ეს ნაბიჯი (გამრავლების აკრძალვა) ამავე დროს პო-
პულაციის განვითარების შეფერხებაზე მიმართული
მოქმედება იქნებოდა: ამ გზით უბრალოდ ხდებოდა
განვითარებაზე მიმართული ინდივიდების გენეტიკუ-
რი ხაზების „ამოღება“ პოპულაციიდან.
არანაკლებ საინტერესოა ის კულტურული ფორ-
მები (PATTERNS), რაც Homo sapiens neanderthalensis-
თა და Homo sapiens sapiens-ების საზოგადოებების
გაერთიანების შედეგად უნდა წარმოშობილიყო: ქა-
ლების მიერ შამანის ადგილის დაკავების შესახებ
უკვე ვთქვი: იმ დროს, როდესაც ნეანდერტალელთა
ტომები შეხვდნენ Homo sapiens sapiens-თა ტომებს, სა-
ვარაუდოდ, ქალი შამანები და ქალი ბელადები წარ-
მოადგენდნენ ნეანდერტალელთა ტომების მმართველ
ფენას. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალი
ნეანდერტალელები Homo sapiens sapiens-ის მამრების
თანაბარი ან უფრო მეტი ფიზიკური ძალით უნდა ყო-

78
ნეანდერტალური ემანსიპაცია

ფილიყვნენ გამორჩეული და ამავე დროს, ტომის მარ-


თვას „მიჩვეულები“, შესაძლებელია მათ „ნეანდერტა-
ლელთა და Homo sapiens sapiens-ების გაერთიანებული
ტომის“ ლიდერობაზეც გამოეცხადებინათ პრეტენზია
და გარკვეულ შემთხვევებში მიეღწიათ კიდეც ამ მიზ-
ნისათვის.
გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ სოციოპათი
ნეანდერტალელი მამრები განდეგილების და ტყეში
მარტო მაცხოვრებლების კულტურული ფორმის ფუ-
ძემდებლები იყვნენ: იმისდა მიუხედავად, რომ მათი
ქალები და ბავშვები Homo sapiens sapiens-ებს შე-
ერივნენ, ალბათ კიდევ კარგა ხანს იბადებოდნენ ბავ-
შვები, რომლებიც გარკვეული ასაკის შემდეგ მარტო
იწყებდნენ ცხოვრებას. თუკი ამ დაშვებას მივიღებთ,
ცხადია, საიდან მოდის ბევრ კულტურაში არსებუ-
ლი („ტყეში-მცხოვრები-ადამიანის-პატივისცემა/ში-
ში-რომელიც-უნიკალურ-უნარებს-ფლობს“) და ამა­
ვე კულტურებში – მარტო, განდეგილად ცხოვრების
აღიარება ღირებულებად.
ქალ ნეანდერტალელთა „შეჭრას“ Homo sapiens
sapiens-თა საზოგადოებაში, თუკი ჩვენი დაშვება მარ-
თებულია, ქალი ლიდერების გამრავლებისაგან თავ-
შეკავების კულტურის დანერგვაც უნდა მოჰყოლოდა.
არა მგონია რაიმე სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ლამის საყო-
ველთაო წესს, რომელიც ქურუმი ქალების უბიწოების
შენარჩუნებას მოითხოვდა.

79
გიგი თევზაძე

მაგრამ ამ დაშვებებს კიდევ ერთი საინტერესო


დასკვნა მოჰყვება: საქმე ეხება ქალების და კაცების
შემოქმედობითობის/ინოვაციურობის სტატისტიკის
შედარებით დისპროპორციას: ხილულ ისტორიაში
ტექნოლოგიურ და კულტურულ განვითარებაში კა-
ცების წვლილი უფრო მეტია, ვიდრე ქალების. ფემი-
ნიზმის თეორიები ამას ხსნიან როგორც ქალების მუდ-
მივი რეპრესირების შედეგს.66 თუმცა, თუკი ზემოთ
მოყვანილი არგუმენტაციით განვიხილავთ ამ ფაქტს,
ცხადი ხდება ამ დისპროპორციის ევოლუციური ფეს-
ვები: თუკი ნეანდერტალელი ქალი ლიდერების ვალ-
დებულება იყო არ გამრავლებულიყვნენ, ცხადია, რომ
Homo sapiens sapiens-ის შემთხვევაშიც პოპულაციის
მდედრობითი ნაწილიდან ინოვაციური და ნიჭიერი გე-
ნეტიკური ხაზის ამოღების პროცესმა დაიწყო მოქმე-
დება. სავსებით შესაძლებელია, რომ, ნეანდერტალე-
ლების და Homo sapiens sapiens-ების გაერთიანებისას
ქალების და კაცების წვლილი Homo sapiens sapiens-ის
პოპულაციის და სოციუმების განვითარებაში თანაბა-
რი იყო. თუმცა შემდეგ ნეანდერტალელებისვე მოტა-
ნილმა „ემანსიპაციამ“ მოახდინა ქალების გადარჩევა
ქალებისთვისვე არასახარბიელო კუთხით. შეიძლება
წარმოვიდგინოთ, რომ დროის მდინარებასთან ერთად
სულ უფრო და უფრო ცოტა ქალი იკავებდა იმ ად-

66 Simone de Beauvoir, The Second Sex (1949).

80
ნეანდერტალური ემანსიპაცია

გილს მმართველობით იერარქიაში, რაც კაცებს ეკა-


ვათ. საბოლოოდ, ცივილიზაციების განვითარებასთან
ერთად, ქალი შამანები და ლიდერები მხოლოდ მითებ-
ში ან რელიქტური ფორმებით შემორჩნენ სხვადასხვა
კულტის მსახურებაში. ნეანდერტალელების მოტანი-
ლი „ემანსიპაცია“ უნდა ყოფილიყო კაცებს და ქალებს
შორის იმ შემოქმედებითობის/ლიდერობის ისტორი-
ული დისპროპორციის მიზეზი, რომლის დაკვირვებაც
კაცობრიობის ისტორიაშია შესაძლებელი.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში
ამ დისპროპორციის გაუქმებაა მოსალოდნელი – თუკი
უკვე არ გაუქმდა: „შამანი“ ქალების გამრავლების აკ-
რძალვა აღარ არსებობს. შესაბამისად, თანამედროვე
სამედიცინო და სოციალური უსაფრთხოების სისტე-
მების გათვალისწინებით, დისპროპორცია, რომელიც
„ნეანდერტალურმა ემანსიპაციამ“ მოიტანა და რომე-
ლიც ალბათ 20-25 000 წელს ითვლის, გაქრება და დაუბ-
რუნდება ნეანდერტალური ემანსიპაციის დროინდელ
მდგომარეობას.

81
ტყუილის და ინოვაციურობის
წარმოშობა – მიმიკრია ადამიანთა
საზოგადოებაში

ხან რაც არ უნდა ვეცადოთ ავხსნათ განსხვავება


ადამიანებს და სხვა მაღალგანვითარებულ ცხოვე-
ლებს შორის, და წარმატება, რომელსაც Homo sapiens
sapiens-ის ქვესახეობამ მიაღწია იმ მთელი რიგი დამ-
თხვევებით და შემთხვევითობებით, რომლებიც ზე-
მოთ აღვწერეთ, მაინც, ჯერჯერობით ვერ ვხსნით
მთავარს: იმას, რაც ჩვენ მიერ განხილვად ისტორი-
აში ადამიანთა საზოგადოების ღერძია: „ინტელექ-
ტუალების“ ფენა, რომელიც ყოველთვის ერთი საფე-
ხურით დაბლა იდგა მმართველების (ბელადების და
შამანების) ფენასთან შედარებით, სხვადასხვა დრო-
ში სხვადასხვა სახელი ერქვა, თუმცა ფუნქცია მეტ-
ნაკლებად ერთი და იგივე ჰქონდა და აქვს: სწავლება/
გამოცდილების გადაცემა, რთული ნივთების წარმო-

82
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა ...

ება, ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა და ტექნო-


ლოგიების განვითარება.
ამ ფენის წარმოშობის ევოლუციური მექანიზმე-
ბის პოვნის გარეშე მთელი მცდელობა, ვიპოვო ადა-
მიანის ქცევის ევოლუციური საფუძველი – არაფერს
ნიშნავს. ამ კითხვაზე პასუხისათვის ისევ ჰომო სა-
პიენსების პირველი საზოგადოების მოდელირებას
უნდა მივმართოთ:
ზემოთ უკვე აღვწერე, რომ „შამანობა“ მნიშვნე-
ლოვანი და სასურველი სოციალური როლი იყო. ასევე,
დავუშვი, რომ ზოგიერთ შამანთა, ანუ „ხელოვანთა“,
ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლები განსხვავებუ-
ლი უნდა ყოფილიყო სოციუმის „ჩვეულებრივი“ წევ-
რებისაგან. ქცევითი მახასიათებელი ამ შემთხვევაში
უნდა ყოფილიყო „სხვა საქმის“ კეთების სურვილი,
ყოველდღიური, რუტინული საქმეებისადმი გულგრი-
ლობა და საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნა დიდი,
გამაერთიანებელი კომპლექსური რიტუალის ნაწილე-
ბის შესრულებისაკენ.
ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ პირველ საზო-
გადოებებში აუცილებლად იქნებოდნენ ინდივიდები,
რომლებსაც არ შეეძლოთ და/ან არ სურდათ რუტი-
ნული მოქმედებების შესრულება (მეომრობა, შემგ-
როვებლობა, ნადირობა, ბაშვების აღზრდა, საჭმლის
კეთება, სხვა), მაგრამ, არც შამანობის განსაკუთრე-
ბული ნიჭით გამოირჩეოდნენ. ამ შემთხვევაში მათ,

83
გიგი თევზაძე

შესაძლებელია, მოეხდინათ შამანობის სიმულირება,


შამანის მიმიკრია, რათა მიეღოთ ის სოციალური სარ-
გებელი, რომელიც შამანობის როლით იყო განპირო-
ბებული.
როგორ იყო ეს შესაძლებელი ჩვენ მიერ მოდელი-
რებულ საზოგადოებაში? სავარაუდოა, რომ სოცი-
უმის განვითარების რაღაც ეტაპზე, მომავალი შამა-
ნების იდენტიფიკაცია ადრეული ასაკიდან ხდებოდა.
ასეთი შერჩევის მიზეზი უნდა ყოფილიყო შამანების
იშვიათობა და ძვირფასობა: შამანი იყო ის, ვისაც სო-
ციუმის სტაბილურობის და განვითარების – ადაპტა-
ციის „ინსტრუმენტების“ (იარაღების და რიტუალების
– ყველაზე ფართო აზრით) გამოგონების – უნარები
უნდა ჰქონოდა. ეს უნარები სოციუმის გადარჩენისათ-
ვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. რაც პირველი
სოციუმების პერიოდში, როდესაც შამანის შერჩევის
ქცევა ყალიბდებოდა, იშვიათი უნდა ყოფილიყო.
ეს წესი ახლაც შემორჩენილია ზოგიერთ კულტუ-
რაში – აფრიკისა და ჩრდილო ამერიკის ტომების67
გარდა, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი წესია,
რომლის მიხედვითაც ტიბეტელმა ბერებმა შემდგომი
დალაი ლამას იდენტიფიცირება ბავშვების გარკვე-
ული სიმრავლიდან უნდა მოახდინონ.68

67 “Shamanism,” Encyclopedia Britannica, http://www.britannica.com/


EBchecked/topic/538200/shamanism/278996/Selection
68 R. A. Stein, Tibetan Civilization (Stanford University Press, 1972).

84
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა ...

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის წევ-


რები უბიძგებდნენ ბავშვებს შამანების უნარების გა-
მოსავლენად/საჩვენებლად, რაც მომავალში, ბუნებ-
რივია, მათ პრივილეგიებს მოუტანდა.
როგორც უნდა ყოფილიყო, ჩანს, რეალისტურია
იმის დაშვება, რომ პირველ სოციუმებში საკმაოდ
ბევრი იყო ინდივიდი, რომელიც თავისი მოქმედებე-
ბით შამანის სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას.
არც ისა გამორიცხული, რომ ჩვეულება, რომე-
ლიც ფრეზერმა პირველყოფილი საზოგადოებების
აღმწერ მრავალტომეულს დაუდო საფუძვლად69 –
შამანის მკვლელობა მისი ადგილის დაკავების მიზ-
ნით – ამ ვითარების დარეგულირებისათვის იყო კონ-
სტრუირებული.
თუმცა, ალბათ, ყველა სოციუმში საქმე ასე დრამა-
ტულად არ იყო: შესაძლებელია, შამანის მკვლელობის
წესი მოგვიანებით განვითარდა, როდესაც, ინტერესე-
ბის და ქცევების გართულებასთან ერთად, საჭირო უნა-
რების უპირატესი მფლობელის გარკვევა გართულდა.
სავსებით შესაძლებელია, შამანობის პრეტენდენტები
ერთმანეთს სპეციფიკური მოქმედებების შესრულე-
ბაში ეჯიბრებოდნენ, რამაც, საბოლოოდ, ალბათ, სა-
ფუძველი ჩაუყარა ჯერ ხელოსნების იდენტიფიკაციას,
ხოლო შემდგომ – ტექნოლოგიების განვითარებას.

69 James George Frazer, The Golden Bough (1890; repr.,1915).

85
გიგი თევზაძე

მაგრამ, გარდა წარმატებული თუ წარუმატებე-


ლი პრეტენდენტებისა, კიდევ უნდა არსებულიყვნენ
ინდივიდები, რომლებიც შამანობას სიმულირებდნენ
ან არ შეეძლოთ რუტინული ამოცანების შესრულება
– ან არ უნდოდათ. შესაძლებელია, პირველი სოცი-
უმები ასეთი ინდივიდების მიმართ საკმაოდ ტოლე-
რანტულები იყვნენ – ნამდვილი შამანის დაკარგვის
შანსი უფრო დიდ პრობლემებთან უნდა ყოფილიყო
დაკავშირებული, ვიდრე რამდენიმე ცრუ შამანის
ყოლა. საბოლოოდ, ეს ცრუ პრეტენდენტები ალბათ
შამანების დამხმარეების/თანაშემწეების ადგილებს
იკავებდნენ. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული,
მათი ძალისხმევა მაინც მიმართული ყოფილიყო
ინოვაციებზე – „მეორე რიგის შამანობის“ დასამტ-
კიცებლად და რუტინულ ყოფაში დაბრუნების ასა-
ცილებლად.
შედეგად, როგორც ჩანს, პირველ საზოგადო-
ებებში შამანის „სამი ფენა“ ჩამოყალიბდა – შამანე-
ბი, რომლებიც გახდნენ შამანები (1), პრეტენდენტე-
ბი შამანობაზე, რომლებიც ვერ გახდნენ შამანები (2)
და პრეტენდენტები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ
პრეტენზია შამანობაზე და მხოლოდ აჩვენებდნენ
თავს ასეთებად (3).
შამანების ეს სიმრავლე ხსნის ისტორიულად დაკ-
ვირვებადი საზოგადოების სტრუქტურას – რატომ
არის ინტელექტუალების ფენა (ამ შემთხვევაში, რო-

86
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა ...

გორც აღვნიშნე, იგულისხმება ყველა, ვინც უშუალოდ


საკვების მოპოვებით, ბავშვების გაჩენით, ან დაცვით
არ არის დაკავებული) მნიშვნელოვანი ყოველ საზო-
გადოებაში – ფენა, რომელსაც ინოვაციურობის, ხე-
ლოვნების და ტექნოლოგიური განვითარების ფუნქ-
ცია აკისრია.
ანუ, სოციალური მიმიკრიის ეს სახე – შამანობის
მიმიკრია – ადამიანთა საზოგადოებაში დაშვებული
და ხელშეწყობილი უნდა ყოფილიყო, რადგან საბო-
ლოო ჯამში, პოპულაციური პერსპექტივიდან, ასეთი
მიმიკრია შედეგებს იძლევა: თუკი „შამანობის“ შედე-
გი (მაგ. რაიმეს გამოგონება, შექმნა) გვიან ვლინდება,
ეს მიმიკრია საშუალებას აძლევს ინდივიდს გადარ-
ჩეს და დაელოდოს შამანობის უნარის გამოვლენას.
სწორედ ეს ფაქტორი უდევს საფუძვლად ადამიანის
პოპულაციის წარმატებას – დაამყაროს საკუთარი
განვითარება ინოვაციაზე. ანუ, ეს მიმიკრია აძლევს
საშუალებას. ჯერ ბევრი რუტინულ-უუნარო/ნაკლე-
ბუნარიანი ინდივიდი გადარჩეს, ხოლო შემდეგ ამ ინ-
დივიდების ძალისხმევა იყოს მიმართული საკუთარი
განსაკუთრებულობის დამტკიცებაზე – ინოვაციების
შემოტანით.
ეს, რაც აღვწერეთ, სოციალური ტყუილის და სო-
ციალური მიმიკრიის ნაზავა.
ცხოველებიც იტყუებიან, ოღონდ, ცხოველთა სამ-
ყაროში ტყუილი დაკავშირებულია ენერგეტიკულ და-

87
გიგი თევზაძე

ნახარჯებთან: ცხოველები ისევე იტყუებიან, როგორც


ბავშვები: ის პერიოდი, სანამ ტყუილის შენარჩუნება
არ მოითხოვს ენერგიის დიდ ხარჯს.70 მიმიკრია ცხო-
ველთა სამყაროში მუდმივია – ეს არის კონკრეტული
ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ფორმის, ქცევის და
შეფერილობის მიღება/მიბაძვა თავდაცვის მიზნით.71
ის, რაც ადამიანთა საზოგადოებაში განხორციელ-
და, არის ტყუილი, რომელსაც მიმიკრიის [მუდმივი]
ფორმა აქვს. ეს არ არის ცხოველთა ქცევიდან ამო-
ვარდნილი ქცევა, რადგან ამ შემთხვევაში „არაშამა-
ნი ფორმის“ მიერ ხდება სხვა (შამანების) „ფორმის“
მიმიკრია. მაგრამ, რადგანაც ეს ქვესახეობები ცხოვ-
რობენ როგორც ერთი სახეობა და სოციუმი, ტყუილს
ადამიანთა საზოგადოებაში სრულიად განსაკუთრე-
ბული ადგილი აქვს, სხვა ცხოველებთან შედარებით
– მხოლოდ ადამიანთა საზოგადოებაში აქვს ტყუილის
ქცევას მიმიკრიის, ანუ, მუდმივი და განვითარებადი
ფორმა.
სავარაუდოა, რომ ინოვაციურობას ადამიანთა
საზოგადოებაში „მიმიკრია შამანობაზე“ უდევს სა-
ფუძვლად. ხოლო თავის მხრივ ამის ევოლუციური სა-

70 A. Zahavi, “The cost of honesty (Further remarks on the handicap


principle),” Journal of Theoretical Biology 67 (1977): 603-5. “Do
Animals “lie”? Yes, Even to Their Own Kind, Biologist Says,” http://
www.rochester.edu/news/show.php?id=1421.
71 W. Wickler, Mimicry in Plants and Animals (New York: McGraw-Hill,
1968).

88
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა ...

ფუძველი – ადამიანის ქცევის ჩამოყალიბების რაღაც


ეტაპზე – შამანობის, როგორც სოციალურად სარგებ-
ლიანი ქცევის წარმოშობაა.
ეს კი ნიშნავს, რომ პირველი ჰომოების თუ მე-
სამე შიმპანზეების პოპულაციაში არსებობდნენ ინ-
დივიდები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური
მოქ­მედებებით ამტკიცებდნენ საკუთარ პრეტენდენ-
ტობას შამანის პოზიციაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ
იყო მარტივი კონსტრუქცია. როგორც უკვე ვთქვი,
„დასაწყისში“ ეს იქნებოდა შამანების შემცვლელების
ძიების (შამანების და ბელადების მხრიდან) და შამა-
ნობის მსურველების („უბრალო“ ინდივიდების მხრი-
დან) მოქმედებათა ნაზავი. პოზიციაზე პრეტენზიის
განმტკიცება კი ისეთი მოქმედებებით უნდა ყოფი-
ლიყო შესაძლებელი, რომლებიც სხვა, ყოველდღი-
ური, რუტინული მოქმედებებისაგან განსხვავდებო-
და. ვფიქრობ, როგორც ყოფით კულტურაში, ასევე
რიტუალებში – ინოვაციები ასე დაიწყო. ასე მოხდა
საბრძოლო და სამუშაო იარაღების დახვეწა და ხე-
ლოვნების განვითარებაც. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ
პროცესის მნიშვნელოვანი მომენტი იყო კონკურენ-
ცია: შამანობის პრეტენდენტები, როგორც რეალური,
ასევე, სიმულირებული – ერთმანეთთან კონკურენ-
ციაში უნდა ყოფილიყვნენ: შეჯიბრებოდნენ ერთმა-
ნეთს ინოვაციურობაში.
შედეგად – ვართ ისინი, ვინც ვართ.

89
გიგი თევზაძე

ვფიქრობ, ამით პასუხი გავეცი კითხვას, როგორ


არის შესაძლებელი Homo sapiens sapiens-ის წარმატე-
ბული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელმაც უპი-
რობო უპირატესობას მიაღწია სხვა, მსხვილი ძუძუმ-
წოვრების სახეობებთან შედარებით და დედამიწაზე
დომინანტური მდგომარეობა დაიკავა:
პარადოქსული ფორმით რომ გადმოვცეთ ამ თავში
ნათქვამი, მივიღებთ, რომ ადამიანთა საზოგადოების
საბოლოო, დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე მნიშ-
ვნელოვანი გავლენა მოახდინა ცხოველთა სამყაროდან
მემკვიდრეობით მიღებულმა ტყუილის და სოციალური
მიმიკრიის ქცევების გარდაქმნამ ერთ, მხოლოდ ადა-
მიანთა საზოგადოებისათვის დამახასიათებელ, „შამა-
ნობის, ან, გნებავთ, დიდი გამაერთიანებელი რიტუალის
პოტენციური შემსრულებლის მიმიკრიის“ ქცევად.
მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის პასუხი კითხვაზე,
თუ როგორ არის ადამიანთა საზოგადოება შესაძლე-
ბელი. მე უკვე ვიმსჯელე იმ გადარჩევის მექანიზმზე,
რომელიც უნდა „ჩართულიყო“ და გადაერჩია ჰომოს
ინდივიდები დიდ გამაერთიანებელ რიტუალში მონა-
წილების მიდრეკილება-არმიდრეკილების მიხედვით:
ის ინდივიდები, რომლებიც არ იყვნენ მიდრეკილი
დიდ რიტუალში მონაწილეობისაკენ, საზოგადოების
სხვა წევრებს უნდა ამოეღოთ – ან განდევნის, ან
მკვლელობის გზით. რადგანაც მათი სტაბილიზაცია,
აგრესიულობის შემცირება შეუძლებელი უნდა ყოფი-

90
ტყუილის და ინოვაციურობის წარმოშობა ...

ლიყო – იმიტომ, რომ ისინი გენეტიკურად არ იყვნენ


განწყობილი, სტაბილიზაციის ასეთი მექანიზმები მი-
ეღოთ.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს „ამოღე-
ბა“ – ჰომოების პოპულაციის დიდი რიტუალისადმი
განწყობილი ინდივიდებისაგან ჩამოყალიბება – ჰო-
მოს ფორმირების ადრეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო.
ანუ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პრიმატებისათვის,
მესამე შიმპანზეების პოპულაციური მდგრადობის
და გადარჩენისათვის, აუცილებელი გახდა დიდი გა-
მაერთიანებელი რიტუალის ქცევითი ფორმა. ასე რომ,
როგორც უკვე ვთქვი, სავარაუდოა, რომ გენეტიკუ-
რი მიდრეკილება, თავისუფალი დროის დიდი ნაწილი
დიდ რიტუალში მონაწილეობით გაატაროს, ჰომომ
თავისი წინაპარი მესამე შიმპანზესაგან მიიღო.
ეს რომ ასეც ყოფილიყო, ეს მაინც არ არის პასუ-
ხი კითხვაზე, როგორ არის დიდი გამაერთიანებელი
რიტუალი შესაძლებელი – ანუ ის, რასაც დღეს ლამის
ყოველდღიურობაში ვაკვირდებით: როგორ არის შე-
საძლებელი დისკოთეკა ან სიმფონიური მუსიკის კონ-
ცერტი, საოპერო დადგმა, კინო ან წირვა. ყველა ეს ის
ფორმებია, რომლებშიც საბოლოოდ „პირველი“ დიდი
გამაერთიანებელი რიტუალი გარდაიქმნა. გასაგებია,
რომ ეს რიტუალი არსებობს და ყოველი ადამიანი იმ
ჰომოების შთამომავალია, რომელიც სწორედ იმიტომ
გადარჩა, რომ ეს გენეტიკურად ჩამოყალიბებული

91
გიგი თევზაძე

უნარი გააჩნდა. მაგრამ რა იყო და არის ის მექანიზმი,


რომლის მოდიფიცირებითა და ცვლილებითაც მოხდა
ადამიანის წინაპრებში და პირველ ჰომოებში ამ უნა-
რის გამომუშავება – უცნობია.
შემდეგი ნაბიჯი – ხელოვნების ნაწარმოების წარ-
მოშობის რეკონსტრუქციაა. მაგრამ, სანამ ხელოვნე-
ბის ნაწარმოების წარმოშობისკენ „გავემართებით“, კი-
დევ ერთი მნიშვნელოვანი გზა უნდა გავიაროთ – გზა,
რომლის გარეშეც ისევე წარმოუდგენელია თანამედ-
როვე ჰომო, როგორც entertainmet-ის გარეშე.

92
ცხოველების და მცენარეების
მოშინაურება

ისევე, როგორც ყველა ინოვაციისა და ტექნოლო-


გიის საფუძველი, ცხოველის მოშინაურებაც და მცე-
ნარის ე.წ. „გაკულტურებაც“ შამანთა სუბკულტურაში
უნდა დაწყებულიყო: ხალხების კულტურებში აქამდე
შემორჩენილია ჯადოქრების ამბავი, რომლებსაც დამ-
ხმარე ცხოველები ჰყავდათ.72 ასევე, ალბათ ყველას-
თვის ნაცნობია დრუიდების მითების კორპუსი, რომ-
ლებშიც ჯადოქრებს მცენარეებთან განსაკუთრებული
ურთიერთობა მიეწერებათ.
სავარაუდოა, რომ მცენარეების და ცხოველების
„მოშინაურება“ იყო როგორც შამანობის რეალური და
მიმიკრირებული პრეტენდენტების, ასევე – თვითონ
შამანების სამუშაოს ნაწილი: პრეტენდენტები ამით

72 Ayal Hurst, “Shamanic Power Animal Journey.,” http://www.


trans4mind.com/counterpoint/index-authors/shamanic2.shtml.

93
გიგი თევზაძე

საკუთარ მნიშვნელობას და პერსპექტიულობას ამტ-


კიცებდნენ, ხოლო შამანები – თავიანთ განსაკუთრე-
ბულობასა და სიძლიერეს.
ცნობილია, რომ ყველაზე ადრე ძაღლი მოშინაურ-
და – დაახლოებით 14-15 000 წლის წინ,73 ყველაზე
გვიან კი – ცხენი (6000-3000 წლის წინ).74 მცენარეების
„მოშინაურება“ პალეონტოლოგიური და არქეოლოგი-
ური მონაცემებით დაახლოებით 10 000 – 7 000 წლის
წინ მოხდა.
ვფიქრობ, როგორც მცენარეების, ასევე, ცხო-
ველების მოშინაურებას წინ უძღოდა შამანების და
შამანობის პრეტენდენტების მიერ მოშინაურებული
ცხოველებითა და მცენარეებით საკუთარი სიძლი-
ერის დასაბუთების პერიოდი. ამის გვერდითი არგუ-
მენტი თუნდაც ისაა, რომ მსოფლიოში ვერ იპოვით
ვერც ერთ ხილულ ცხოველს და მცენარეს, რომელიმე
ხალხის თქმულებებში საკრალური ნიშანი რომ არ მი-
ეწერებოდეს. ასევე, თქმულებებში შემორჩენილია იმ
ადამიანების საკრალური, სულ მცირე – საკრალურ-
თან ზიარებულის პროფილი, ვინც ცხოველებს და მცე-

73 K. Kris Hirst, “Dog History,” About.com Archaeology, http://


archaeology.about.com/od/domestications/qt/dogs.htm. Or, about
100,000 years ago: Bridgett M. vonHoldt and at al., “Genome-Wide
Snp and Haplotype Analyses Reveal a Rich History Underlying Dog
Domestication,” Nature 464 (8 April 2010): 898-902, doi:10.1038/
nature08837
74 “Domestications of Animals and Plants,” http://archaeology.about.
com/od/domestications/qt/horses.htm.

94
ცხოველების და მცენარეების მოშინაურება

ნარეებს უვლის. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთი-


თებს – ცხოველების და მცენარეების მოშინაურების
დასაბამი შამანების და პრეტენდენტების ერთმანეთ-
თან კონკურენციაშია, უფრო ზუსტად – სოციალუ-
რი სისტემის წევრების „სულებისათვის“ ბრძოლაში:
ბრძოლაში, რომელიც ძირითადად აუდიტორიისათვის
საკუთარი სიძლიერის ნიშნების და ნიმუშების პრეზენ-
ტირებით მიმდინარეობდა.
თუმცა, აქედან სრულებით არ გამომდინარეობს,
რომ თავდაპირველად ყველა ცხოველის „საკრალიზა-
ცია“ განხორციელდა. ალბათ თავიდან იმ ცხოველე-
ბის საკრალიზაცია მოხდა, რომლთა მოშინაურებაც
შამანებმა შეძლეს: თუ რომლები იყვნენ პირველი
მოშინაურებული ცხოველები, ამაზე დღეს არსებუ-
ლი გარეული ცხოველების მიხედვითაც შეიძლება
ვიმსჯელოთ: რომელი გარეული ცხოველის ნაშიერი
შედის ადვილად კონტაქტში ადამიანთან, ადაპტირ-
დება და ამ კონტაქტს მთელი სიცოცხლის განმავ-
ლობაში ინარჩუნებს: მგელი, თხა, ცხვარი, ღორი,
ლამა, აქლემი, ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი და ა.შ.
რაც შეეხება „მსხვილფეხა რქოსანს“ ის უკვე აღარ
არის ველურ ბუნებაში შემორჩენილი, თუმცა, მისი
ველური წინაპარი ალბათ ისევე ადვილად ადაპტი-
რებადი ხასიათით გამოირჩეოდა, როგორც ზემოთ
ჩამოთვლილი ცხოველების ნაშიერები. სავარაუდოდ,
რომ სწორია თეორია, რომ მხოლოდ იერარქიული

95
გიგი თევზაძე

სოციალური სისტემის მქონე ცხოველების მოშინა-


ურება იყო შესაძლებელი75– მხოლოდ ის ცხოველი
მოშინაურდა, რომლის ქცევაშიც შესაძლებელი იყო
მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომის ჩანაცვლება
ადამიანით.
თუმცა, შესაძლებელია მასობრივი მოშინაურებაც
დაწყებულიყო შამანებისა და პრეტენდენტების სუბ-
კულტურაში. როგორც ყველა ცოდნა, მოშინაურებული
ცხოველების მოვლის და გამრავლების ცოდნაც ალ-
ბათ მემკვიდრეობით გადაეცემოდა. შედეგად, ცხოვე-
ლების მოვლა-მოშინაურებაც, ალბათ, შამანების და
პრეტენდენტების სუბ-კულტურაში მომხდარი სპეცი-
ალიზაციის პროცესის შედეგია: „ღია“ და „ველური“
კონკურენცია დროთა განმავლობაში საქმიანობის
სპეციალიზაციით უნდა ჩანაცვლებულიყო და კონკუ-
რენციაც მეტად „ცივილიზებული“ და ნაკლებად ტრა-
გიკული გამხდარიყო.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოშინაურებას
მასობრივი ხასიათი სხვადასხვა გარემო პირობების
გამო უნდა მიეღო: კლიმატის ცვლილება, მიგრაცია,
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა – ესენი ის მიზეზე-
ბია, რომლებიც შესაძლებელია საფუძვლად დასდებო-
და ცხოველებთან ურთიერთობის დესაკრალიზაციას.
თუმცა, ლამის ჩვენს დრომდე ცხოველის მომვლელი/

75 Jared Diamond, Guns, Germs, and Steel (New York: W. W. Norton &
Company, 1997), 169-74.

96
ცხოველების და მცენარეების მოშინაურება

აღმზრდელი ინარჩუნებს საიდუმლო ცოდნასთან და


უნარებთან ზიარებულის რელიქტურ გამოსხივებას.
სავარაუდოა, რომ ეს მეთოდი – გარეული ცხო-
ველის მოშინაურებით/მიჩვევით საკუთარი უპირა-
ტესობის დამტკიცება – საყოველთაო იყო. ოღონდ იმ
მხარეებში, სადაც არამოშინაურებადი ცხოველები
ცხოვრობდნენ76 – შამანების ცხოველები ბოლომდე
დარჩნენ საკრალურ ცხოველებად – ტოტემებად (მაგ.
დათვი). ცხოველის ტოტემად გარდაქმნა წინ უძღოდა
საყოველთაო მოშინაურებას: მგლის ტოტემობას სუ-
ლაც არ შეუშლია ხელი, მოშინაურებული მგლისგან
ძაღლი მიგვეღო.
„მოშინაურებადობა“ ალბათ უპირველეს ყოვლი-
სა, დამოკიდებული იყო ამ ცხოველების შესაძლებ-
ლობაზე, გამრავლებულიყვნენ ტყვეობაში: ანუ იმაზე,
თუ ამ ცხოველებს რამდენად ჰქონდათ უნარი შეჯვა-
რების შემდეგ დარჩენილიყვნენ ან დაბრუნებულიყვ-
ნენ ადამიანებთან. ანუ, საბოლოო ჯამში, რამდენად
მტკიცე იყო მათი სოციალური მიბმულობა გამზრდელ
ადამიანთან.77
საბოლოოდ, შემდეგი ჰიპოთეტური პრეისტორი-
ული სურათი იკვეთება: შამანებმა და პრეტენდენტებმა
დაიწყეს ცხოველებისა და მცენარეების დომესტიკაცია
– ეს იყო მათი გზა ძალაუფლებისაკენ. შემდეგ შესაძ-

76 Ibid.
77 Ibid.

97
გიგი თევზაძე

ლებელი გახდა ზოგიერთი მოშინაურებული ცხოველის


– მათი ფიზიოლოგიური და სოციალური თვისებების
გამო – მასობრივი გამოყენება. შედეგად, მივიღეთ ის
შინაური ცხოველები და კულტურული მცენარეები,
რომლებიც გვყავს.

98
ხელოვნება, როგორც მიმიკრია
ყველასათვის

როგორც უკვე ვწერდი, ხელოვნების წარმოშობის


ევოლუციური საფუძველი წინასაქორწინო რიტუალის
სოციუმის მასტაბილიზებელ რიტუალად გარდაქმნაა.
მაგრამ ჯერ არაფერი მითქვამს იმის შესახებ, თუ რა
არის ის მექანიზმი, რომელიც ამ გარდაქმნას უზრუნ-
ველყოფს. აღქმის დონეზე ეს მექანიზმი გასაგებია –
მასტაბილიზებელი რიტუალი უნდა იყოს ისეთი, რო-
მელიც მაქსიმალურად ბევრ „მსმენელს“ მოხიბლავს
და მათ მაქსიმალურ ჩართულობას გამოიწვევს. მაგ-
რამ გასარკვევი რჩება საკითხი, თუ როგორ ხდება ეს
მაქსიმალური მოხიბვლა და ჩართვა.
ვფიქრობ, ამის გარკვევაში ჩვენამდე შემორჩენი-
ლი ყველაზე ძველი ხელოვნების ნიმუშები – კლდე-
ზე ნახატები – გამოგვადგება.78 თუკი ყველაზე ად-

78 Jean Clottes, Chauvet Cave: The Art of Earliest Times, trans. Paul G.
Bahn (University of Utah Press, 2003).

99
რეულად დათარიღებულ ნახატებს დავაკვირდებით,
ვნახავთ, რომ მიუხედავად ოსტატობის მაღალი დო­
ნისა, მათი უმეტესობა არ არის დამთავრებული, ყვე-
ლა შტრიხი ბოლომდე არ არის მიყვანილი, დაკონკრე-
ტება რაღაც დონეზეა გაჩერებული. როგორიც უნდა
ყოფილიყო ამ ნახატების მიზანი, ცხადია მხატვრე-
ბი ზედმეტ დაკონკრეტებას მოერიდებოდნენ რათა,
ნახატების ყოველ მხილველს დახატულ ცხოველში
„თავისი“ ინდივიდი ამოეცნო. ალბათ ამავე მიზეზი-
თაა ამ ნახატებში ადამიანის ფიგურები უკიდურესად
სქემატური:79 ადამიანის თუნდაც ოდნავი რეალის-
ტურობით დახატულ ფიგურაშიც კი ალბათ შეუძლე-
ბელია განზოგადების იმ დონის მიღწევა, მნახველმა
რომ საკუთარი თავი ან ნებისმიერი თავისი ნაცნობი
იგულისხმოს.
შეიძლება ამ ინტერპრეტაციამ ახსნას ხელისგუ-
ლების ანაბეჭდების სიმრავლე ამ გამოქვაბულებში:80
ხელისგული არის ის, რაც ყველაზე უფრო განზოგადე-
ბადია და ამავე დროს კონკრეტული. შესაძლებელია,
ხელისგულის კედელზე აღბეჭდვით პირველყოფილი
საზოგადოების წევრები საკუთარ მონაწილეობას აღ-
ნიშნავდნენ, სახის და ტანის მოყვანილობის დაკონკ-

79 Ronald Schiller, Reader's Digest, Marvels and Mysteries of The World


Around Us (The Reader's Digest Association, 1972), 51-55.
80 Luc-Henri Fage. «Borneo, Memory of the Caves», 1999. http://www.
kalimanthrope.com/Borneo_Memory_of_the_Caves.html.

100
ხელოვნება, როგორც მიმიკრია ყველასათვის

რეტების გარეშე. ასევე, შესაძლებელია, ზოგიერთ


რელიგიაში შემორჩენილი ადამიანის გამოსახვის აკრ-
ძალვა – ამ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.
ვფიქრობ, ხელოვნების ფორმის ჩამოყალიბების
გასაღები ამ ინტერპრეტაციაშია: „ხელოვნება“ უნდა
ყოფილიყო ისეთი, ისეთი ფორმებით მოწოდებული,
რომ მასში მის ნებისმიერ „მსმენელს/მხილველს“ სა-
კუთარი შინაარსი „ჩაედო“. „სხვადასხვა შინაარსის მო-
თავსება“ კი მაქსიმალურად ბევრი და სხვადასხვანა-
ირი ადამიანისათვის უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
თუმცა ევოლუციის ამ პროცესის საპირისპირო ვერ-
სიაც შესაძლებელია: გადარჩნენ მხოლოდ ის ინდივი-
დები, რომლებსაც ამ „მოთავსების“ უნარი ან ამ უნა-
რის განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ასე იყო თუ ისე ცხადია, რომ ხელოვნება მიმიკ-
რიის რთული ფორმაა: ხელოვნების ნაწარმოები (და
შესაბამისად, ხელოვანი) არწმუნებს მსმენელს/მნახ-
ველს, რომ ის ამბობს ზუსტად იმას, როგორც მას მსმე-
ნელი/მნახველი აღიქვამს. ანუ, ხელოვნების ყოველი
ნაწარმოების სტრუქტურა ისეთივეა, როგორც ბიზო-
ნის კონტურები გამოქვაბულების კედლებზე: ყოველი
მნახველი მასში თავის [მიერ მონადირებულ] ბიზონს
ხედავს. მთელი ხელოვნება კი გამოიხატება ისეთი
სტრუქტურის შექმნაში, რომელშიც მაქსიმალურად
ბევრი მსმენელ/მნახველი თავის შინაარსს უპრობლე-
მოდ და ძალდატანების გარეშე მოათავსებს. საგულის-

101
გიგი თევზაძე

ხმოა, რომ თუკი ეს ვარაუდები მართებულია, წინა


თავში აღწერილი შამანობის მიმიკრია (ინოვაციურო-
ბის წარმოშობის საფუძველი) მიმიკრიის მიმიკრია,
ანუ, მეორადი მიმიკრია გამოდის.
ხელოვნების ნაწარმოების ევოლუცია მიმიკრიის
უნარის ევოლუციაა.
ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწარმოების შექ-
მნის და პრეზენტაციის პროცესი დაიყვანება მიმიკრი-
აზე. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწარმოების შექმ-
ნის და პრეზენტაციის პროცესის ევოლუცია მიმიკრიის
უნარში იღებს სათავეს. როგორც ჩანს, ხელოვნება
სოციალური მიმიკრიის რთული ფორმაა: ერთი მხრივ
ის იძლევა შესაძლებლობას დიდ გამაერთიანებელ რი-
ტუალში მოუყაროს თავი სოციუმის წევრებს, ხოლო
მეორე მხრივ, ასევე დასაშვებია, რომ ის საშუალებას
აძლევდა ბევრ ინდივიდს, მოეხდინათ შამანად ყოფნის
სიმულირება, ანუ შეექმნათ ხელოვნების ნაწარმოებე-
ბი და ამით დაესაბუთებინათ თავიანთი პრეტენდენ-
ტობა ისე, რომ მარადიულ პრეტენდენტებად დარჩე-
ნილიყვნენ.

102
Homo sapiens sapiens-სისათვის
დამახასიათებელი ერთმანეთის
სიყვარულის ევოლუციური საფუძვლები

როგორც წინა თავში შევეცადე დამესაბუთებინა,


homo sapiens-ის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ნი-
შანი არის ინტერპრეტაცია, ჰერმენევტიკულობა, ანუ
ადამიანის უნარი, გაიგოს „დამთავრება“ იმისა, რაც
მას წარმოუდგება ხელოვნების ნაწარმოებში – აქციოს
პრეზენტირებული თავისად და თავისი კონსტიტუ-
ციის გაგრძელებად. ეს თვისება საფუძვლად დაედო
homo sapiens-ის, როგორც სახეობის, გადარჩენას და
მის წარმატებულობას: ამ თვისების გარეშე შეუძლე-
ბელი იქნებოდა დიდი გამაერთიანებელი რიტუალის
შექმნა და – სოციუმების სტაბილურობის და განვითა-
რების უზრუნველყოფა.
მთელი სქემა რომ გავამარტივოთ, ეს პრინციპი
ასეთ დებულებად ჩამოყალიბდება: იმისათვის, რომ

103
გიგი თევზაძე

ჰომო საპიენსის საზოგადოება წარმატებული იყოს,


მის ყოველ წევრს უნდა ჰქონდეს „კონტურების შევ-
სების უნარი“ – უნარი, დაასრულოს დაუსრულებელი,
აქციოს ის „საკუთრად“, თავისი ფიქრების, გრძნობე-
ბის ანარეკლად, უნარი, რომელიც ინდივიდს საკუთარ
თავს დაანახვებს სხვის მიერ პრეზენტირებულში. ცხა-
დია, ეს უნარი განვითარდა იმ უნარიდან, რომელიც
ადამიანის წინაპარს აიძულებდა, დამორჩილებოდა
დიდ გამაერთიანებელ რიტუალს, როგორც ზემოთ
აღვწერე,81 ეს დამორჩილება უნდა ყოფილიყო პო-
პულაციის და სოციუმის წევრების გადარჩევის პრინ-
ციპიც. ვისაც ეს უნარი არ ჰქონდა, მისი განდევნა, ან
განადგურება უნდა მომხდარიყო. შედეგად, ჰომო სა-
პიენსის პოპულაციის ყველა წევრისათვის ეს უნარი
გარდაუვალი გახდა: ის იყო არა მარტო მისი გადარ-
ჩენის და სოციუმში ცხოვრების საფუძველი, არამედ,
მისი ცხოვრების წესიც.
ვფიქრობ, ამ ცხოვრების წესის და საფუძვლის გა-
მოვლენაა ჰომო საპიენსის წარმომადგენლების ერთ-
მანეთის მიმართ სიყვარული: სიყვარულის აღწერაც
ისევე შეიძლება, როგორც დიდ გამაერთიანებელ რი-
ტუალში მონაწილეობის პირობისა: სიყვარულის სუ-
ბიექტი, ანუ ის, ვისაც უყვარდება, თავის თავში აკონ-
სტრუირებს სიყვარულის ობიექტს იმ „კონტურის“, ანუ,

81 თავი „პირველი საზოგადოება“.

104
Homo sapiens sapiens-სისათვის დამახასიათებელი ...

რამდენიმე ნიშნის/თვისების/მოქმედების საფუძველ-


ზე, რომელსაც ის შეყვარების ობიექტში დაინახავს.
თუკი ეს „კონტური“ მის წარმოსახვას შეყვარების
ობიექტის კონსტრუირებისაკენ უბიძგებს, შეყვარე-
ბულობა მომხდარია – ისევე, როგორც ხელოვნების
ნაწარმოების აღქმისას და გამაერთიანებელ რიტუალ-
ში მონაწილეობისას, შეყვარებული რამდენიმე იმ-
პულსის საფუძველზე „აგებს“ თავის შეყვარებულს და
ამით მას თავისთვის სასურველ ნიშნებს, თვისებებს
და ჩვევებს მიაწერს. შედეგად, შეყვარების ობიექტი
შეყვარებულის მიერ თავის თავში კონსტრუირებუ-
ლი სხეულის ობიექტივაციაა. სიყვარულის ობიექტი
ამ შემთხვევაში მხოლოდ იმავე ფუნქციას ასრულებს,
რასაც რიტუალი – მასში მონაწილისათვის და ხელოვ-
ნების ნაწარმოები – აღქმისას.
იმაზე, რომ ადამიანების სიყვარული ამ ბუნები-
საა, ამაზე გენების ბუნებაც მიუთითებს: თუკი ყოველი
გენი მიმართულია თავისნაირის გამრავლებისკენ,82
რაც ნიშნავს, რომ გენების ყოველი კომპლექსის მატა-
რებელი ეძებს თავის მსგავსს, რომ მასთან ერთად გამ-
რავლდეს, ზემოთ აღწერილი სიყვარულის მექანიზმი
სწორედ გენების ამ თვისების „თარგმნაა“ ადამიანების
პოპულაციის ენაზე: ის, რომ ჰომო საპიენსი საკუთარ
კონსტრუირებულ სუბიექტს ათავსებს, მიაწერს სა-

82 Richard Dawkins, Selfish Gene (Oxford University Press, 1976).

105
გიგი თევზაძე

სურველი კონტურების მქონე ობიექტს, ეგოისტი გე-


ნების კოდში ითარგმნება, როგორც მოწოდება თავის-
ნაირების გამრავლებისაკენ.
ჰომო საპიენსის სიყვარულის ობიექტი ყოველ-
თვის კონსტრუირებულია სიყვარულის სუბიექტის
მიერ. თუკი ობიექტიც იწყებს ქცევას, როგორც სუ-
ბიექტი, მაშინ საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელ-
საც ადამიანების სოციუმებში ორმხრივი სიყვარული
ეწოდება, ანუ როდესაც სიყვარულის ორივე მხარე
ერთსა და იმავე დროს არის სუბიექტიც და ობიექტიც
და თითოეული მათგანი მეორის კონტურების მიხედ-
ვით აგებს სასურველ ობიექტს.
მაგრამ, როგორ არის საქმე მაღალგანვითარებულ
ცხოველებში? რთული სოციალური სტრუქტურის და
ურთიერთობების მიუხედავად, ამ ცხოველებს არ ახასი-
ათებთ დიდი გამაერთიანებელი რიტუალები, შესაბამი-
სად, მათ, თითქოსდა არც „კონტურების დასრულების“,
მინიშნების გაგრძელებისა და კონტურებში სასურვე-
ლის დანახვის უნარიაქვთ თუმცა მაგრამ, მეორე მხრივ,
კონკრეტული ცხოველების კონკრეტული ქცევები ჩვენ
მიერ გაიგება და ითარგმნება, როგორც სიყვარული.
ვფიქრობ, ცხოველსაც აქვს იგივე უნარი, რაც ჩვენ –
დაინახოს უცხოში სასურველი და შემდეგ „შეავსოს“ ის
საკუთარი სურვილის და ვნების ობიექტად.
თუკი მართებულია დაშვება, რომ ჩვენი დიდი
გამაერთიანებელი რიტუალი წინასაქორწინო რიტუ-

106
Homo sapiens sapiens-სისათვის დამახასიათებელი ...

ალიდან განვითარდა, შესაბამისად, უნდა დავუშვათ,


რომ სუბიექტურად წინასაქორწინო რიტუა­ლი სწო-
რედ კონტურების დანახვის, გამოჩენის ბიძგია: მო-
მავალი პარტნიორები „უბიძგებენ“ სურვილის ობი­
ექტებს, მათში დაინახონ საკუთარი სურვილი და
ლტოლვის ობიექტი. შედეგად, მანამ, სანამ ცხოველთა
სამყაროში შეღწევისა და ინტერპრეტაციის მეთოდე-
ბი უფრო არ განვითარდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ
ცხოველებსაც ისევე უყვართ, როგორც ჩვენ – ისინიც
ისევე ახდენენ „დაჭერილ“ კონტურებში საკუთარი
სურვილების ობიექტივაციას, როგორც ჩვენ. ასევე,
უნდა დავუშვათ, რომ ამ თვისების საფუძველი გე-
ნების „ეგოიზმია“ მაღალგანვითარებულ და რთული
სოციალური სტრუქტურის მქონე ცხოველებში გენე-
ბის „ეგოიზმი“ სიყვარულად ითარგმნება. საბოლოოდ
მაღალგანვითარებული ცხოველების სიყვარულის
ფორმებისა და წინასაქორწინო რიტუალების ტრანს-
ფორმაციაა ის, რამაც ბიძგი მისცა ადამიანის წარმო-
შობას – დიდი გამაერთიანებელი რიტუალის და ამ
რიტუალის მწარმოებლებს შორის შეჯიბრებითობის
წარმოშობით: ტექნოლოგიების და ინოვაციების საშუ-
ალებით.

107
ნარატივის83 გაჩენა

როდის მოხდა ნარატივის გაჩენა უცნობია. თუმცა,


სავარაუდოდ, ის სიმღერიდან უნდა წარმოშობილიყო:
პირველყოფილი „შამანების“ პერფორმანსის ვოკალუ-
რი ნაწილი თანდათან, ათასწლეულების განმავლო-
ბაში უნდა გადაზრდილიყო ჯერ მომნუსხავი მელო-
დიიდან მომნუსხავი სიუჟეტის მღერაში და შემდეგ
– ამბების მოყოლაში.
პირველყოფილი ნახატები (ე.წ. „მღვიმის ნახატე-
ბი“) გვიჩვენებენ, რომ 55 000-დან 30 000-მდე წლის
წინათ მღვიმის კედლის ნახატი საყოფაცხოვრებო

83 „ნარატივი“ – არის კონსტრუირებული ფორმატი (ნათქვამი,


დაწერილი, ნამღერი, გადაღებული, დადგმული) რომელიც
აღწერს მხატვრული ან დოკუმენტური შემთხვევების მიმ-
დევრობას. სიტყვა წარმოდგება ლათინური ზმნიდან narrare,
რაც ნიშნავს „თქმას“, და უკავშირდება ზედსართავ „granus“ –
„მცოდნეს“, „უნარიანს“. Oxford English Dictionary Online, Oxford
University Press, 2007.

108
ნარატივის გაჩენა

ამბების (ძირითადად ნადირობის) გადმოცემა.84 ანა-


ლოგიით შეიძლება დავასკვნათ, რომ პირველი ამ-
ბები – საყოფაცხოვრებო ნარატივები იყო. მხოლოდ
მოგვიანებით უნდა გაჩენილიყო მათში ჯადოსნური
ელემენტი, რაც ქრონოლოგიურად მღვიმის ნახატებ-
ში ცხოველების ნიღბების გამოჩენით აღინიშნება (13
000-15 000 წლის წინ).85
ნარატივი, საბოლოო ჯამში, სულ სამ – საყოფაც-
ხოვრებო, ჯადოსნური და მითიურ-რელიგიურ ტიპზე
შეიძლება დავიყვანოთ. მათგან პირველი ყოველდღი-
ური ამბებია, ცოტა ხნის წინ მთხრობელის თავს გა-
დახდენილი, ან მთხრობელის მიერ გაგონილ-ნანახი.
ჯადოსნური ნარატივი ამბავში ზებუნებრივი პროტა-
გონისტების შეყვანაა – რომელთა არსებობაც უმეტე-
სად არ არის სარწმუნო, მაგრამ თხრობაში მსმენელის
(მაგ. ბავშვების) ყურადღების მიპყრობის აუცილებე-
ლი პირობაა. მითიურ-რელიგიური ნარატივი კვლავ
ზე-არა-ბუნებრივი პროტაგონისტების ჩართვით ხორ-
ციელდება, ოღონდ, ჯადოსნური ნარატივისაგან განს-
ხვავებით, აუცილებელია მითიურ-რელიგიური ნარა-
ტივის სუბიექტების არსებობის რწმენა მსმენელების
მხრიდან.

84 Peter Welsh, Rock-Art of the Southwest: A Visitor's Companion


(Wilderness Press, 2000), 62.
85 “Virtual Realities Then and Now,” transparency, http://www.
transparencynow.com/lascaux.htm.

109
გიგი თევზაძე

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნარატივის


და მისი ტიპების გაჩენა არამარტო შამანებს შორის
კონკურენციის, არამედ მათ შორის შრომის და გავ-
ლენების განაწილების შედეგიცაა: მაგალითისათვის,
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ კონკრეტულ სო-
ციუმებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის არსებო-
ბამ და მათი ინტერესების განსხვავებამ გამოიწვია
სხვადასხვა ნარატივების წარმოშობა: ყოველ ჯგუფს
უნდა ჰქონოდა საკუთარი „მომნუსხველი“ ნარატივი.
თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ ჯადოსნური
და მითიურ/რელიგიური ნარატივების გაჩენა ერთ-
მანეთის მიყოლებით უნდა მომხდარიყო. ეს გაჩენა
კი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო „შამანების“
ერთმანეთთან კონკურენციასთან: მათი სოციუმების
წევრების მონუსხვის/სტაბილიზაციის ახალი ფორმე-
ბის და გზების ძიებასთან: რაც უფრო „მომნუსხველ“
რიტუალს მოიგონებდა შამანი, მით უფრო მეტ წევრს
ჩააბამდა რიტუალში და, ამავე დროს, საკუთარ უპი-
რატესობას დაამტკიცებდა მომავალში თუ იმ დროს
არსებული შამანის მიმართ.
თუმცა, დღემდე შემორჩენილ უძველესი ნარატი-
ვების შინაარსები უფრო საყოფაცხოვრებო, ჯადოს-
ნური და მითიურ-რელიგიური ნარატივების ერთ-
მანეთის მიყოლებით, მიმდევრულად წარმოშობაზე
მიუთითებს: ამ სამივე ტიპის ნარატივში დღეს არსე-
ბული, ფაქტობრივი ფაბულების აშკარა მსგავსება

110
ნარატივის გაჩენა

კონკრეტული ნარატივების ევოლუციას უფრო ნიშ-


ნავს, ვიდრე დევოლუციას:
მაგ. ხელოსნის ცხოვრება, რომელმაც რაღაც შემ-
თხვევითობის წყალობით, წარმატებას მიაღწია (სა-
ყოფაცხოვრებო ამბავი). > ხელოსნის ცხოვრება, რო-
მელსაც ჯადოსნურმა არსებამ ნაკეთობა გაუცოცხლა
და ამის შედეგად ხელოსანმა წარმატებას მიაღწია >
ხელოსნის ამბავი, რომელიც ღმერთებს შეევედრა მისი
ნაკეთობა გაეცოცხლებინათ და მიიღო სასურველი შე-
დეგი. ასევე, დაჭრილის (თითქმის მკვდარის) განკურ-
ნების ამბავი ადვილად ევოლუცირდება ჯადოქრის
მიერ გარდაცვლილის გაცოცხლების ნარატივში და
შემდეგ – ღმერთის მკვდრეთით აღდგომის თხრობაში.
აქამდე მიღებული იყო, რომ მსგავს შემთხვევებ-
ში, პიგმალიონის მითსა და პინოქიოს ზღაპარს შორის
სტრუქტურული მსგავსება ამ პინოქიოს ზღაპრის ამ
პიგმალიონის მითიდან დევოლუციაზე მიუთითებდა.
მაგრამ, ზემოთ მოყვანილ წარმომავლობის მსჯელო-
ბას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ პიგ-
მალიონის მითმა სწორედ პინოქიოს მსგავსი ამბიდან
განიცადა ევოლუცია: საეჭვოა, რომ პირველყოფილ
შამანებს უსიტყვო სიმღერიდან პირდაპირ რთული
და მრავალფენიანი რელიგიური ნარატივის ქადაგება
დაეწყოთ. მათ ჯერ მეტყველების პრიმიტიული ფორ-
მებით (როგორც ზემოთ აღვნიშნე – ალბათ სიტყვები-
ანი სიმღერით) – ჩვეულებრივი ამბების (ნადირობა,

111
ქორწინება, ომი, გადარჩენა, სიყვარული და ა.შ.) გად-
მოცემა უნდა დაეწყოთ და შემდეგ – კონკურენციის
თუ აუდიტორიის გადანაწილების გამო, ანდა, უფრო
სავარაუდოა, ორივე ფაქტორის ჩართვით – ამბე-
ბი ჯადოსნური და რელიგიური პროტაგონისტებით/
სტრუქტურებით გაერთულებინათ და გაემრავალფე-
როვნებინათ. ყოველ შემთხვევაში, ამის გვერდითი
რწმუნება არსებობს: როგორც ზემოთ ვახსენე, კლდე-
ზე ნახატები ქრონოლოგიურად საყოფაცხოვრებო ამ-
ბების გადმოცემით იწყება და მხოლოდ გვიან ჩნდება
მათში ჯადოსნური ელემენტები.
თუმცა, შემდგომ, კაცობრიობის ისტორიის უკვე
ცივილიზაციის პერიოდში – 5-6 000 წლის წინიდან
მოყოლებული, მითის ზღაპრამდე დევოლუციაც უნ­
და მომხდარიყო: მაღალი და დაბალი კულტურების
არსებობა ამის კარგ საფუძველს იძლეოდა: მაღალი
კულტურა (დიდგვაროვნები, ქურუმები, მეფეები) იყო
მითიურ-რელიგიური სიუჟეტების წყარო, რომელიც
დაბალ კულტურაში (ხელოსნები, ვაჭრები, გლეხები)
გადასვლისას უნდა გარდაქმნილიყო ჯადოსნურ ამბე-
ბად. თუმცა, საეჭვოა რომ ეს დევოლუციის პროცესი
ბოლომდე განხორციელებულიყო და ჯადოსნური ამბა-
ვი ოდესმე საყოფაცხოვრებო ამბად გარდაქმნილიყო.
ვფიქრობ, სწორედ ეს მსჯელობა ხსნის ერთი
მხრივ, ერთი და იმავე ფაბულის ზღაპრების მრავალ-
ფეროვნებას (მაგ. ფიფქია და შვიდი ჯუჯა [დასავლეთ

112
ნარატივის გაჩენა

ევროპა], მზეთუნახავი და შვიდი დევგმირი [რუსეთი/


ფინეთი], მზეთუნახავი და შვიდი დრაკონი [სერბეთი]),
ხოლო მეორე მხრივ, მითების, რელიგიური ამბების და
ზღაპრების ფაბულების იგივეობას: კაცობრიობის ის-
ტორიაში არა მარტო მითის ზღაპრამდე დევოლუცია
ხდებოდა, არამედ ზღაპრიდან მითამდე/რელიგიურ
ნარატივამდე ევოლუციაც.
შედეგად, ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია წარმო-
ვიდგინოთ, რა საყოფაცხოვრებო და ჯადოსნური ამ-
ბები დაედო საფუძვლად მითიურ/რელიგიურ ნარატი-
ვებს: სავარაუდოა, რომ ნარატივის დევოლუცია ხდება
იქით, საიდანაც მისი ევოლუცია მოხდა. სტრუქტურუ-
ლად სხვა ტიპის დევოლუცია ალბათ გამორიცხულია.
ანუ, მაგალითად, ძალიან შორეულ წინაისტორიულ
პერსპექტივაში, პიგმალიონის მითი პინოქიოს მსგავ-
სი ნარატივიდან განვითარდა, ხოლო ფიფქია და შვიდი
ჯუჯას ზღაპარი შვიდი ზებუნებრივი სუბიექტის და ქა-
ლის (შესაძლებელია – ქალი-შამანის) ურთიერთობის
ამბიდან. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შესაძლებე-
ლია, ტყეში დაკარგული გოგოს და შვიდი ტყის მაცხოვ-
რებლის საყოფაცხოვრებო ნარატივიდან წარმოიშვა.
აქედან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძ-
ლია: შესაძლებელია ვიპოვოთ საყოფაცხოვრებო ამ-
ბები, რომლებიც არასოდეს არ განვითარებულა მი-
თიური/რელიგიურ ნარატივად, მაგრამ შეუძლებელია
ვიპოვოთ მითიურ/რელიგიური ნარატივი, რომლის

113
გიგი თევზაძე

„დევოლუციური“ ვერსიაც არ არსებობს. ამ შემთხვე-


ვაში გამონაკლისი შეიძლება ე.წ. „შესაქმის“ მითები
იყოს, რომლებიც მითიურ კოპუსში ყველაზე გვიან იქ-
მნება და უკვე არსებული მითებისა და პანთეონების
სტრუქტურიზაციას და გაერთიანებას ემსახურება.86
შედეგად, რელიგიური ნარატივის გაჩენა სავარა-
უდოდ სწორედ „შამანების“ კონკურენციის და/ან „მიმ-
დევრების“ გადანაწილების „გვერდითი“ პროდუქტია.
იგივე დასკვნა უნდა გავავრცელოთ რელიგიურ პრაქ-
ტიკაზეც.
ამ დასკვნის სუსტი მხარე მიღებული დებულებების
წარმოუდგენლობაა: შეუძლებელია იმის წარმოდგენა,
როგორ განვითარდა უსიტყვო მელოდიიდან სიტყვები
და შემდეგ ნარატივი. შეუძლებელია იმის გამო, რომ ეს
ძალიან ბევრი შემთხვევითობის ურთიერთდამთხვევის
და დროის წარმოუდგენლად დიდი პერიოდის გადაკვე-
თაზე უნდა მომხდარიყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ
ეს წარმოუდგენლობა ისეთივე რიგისაა, როგორიც სი-
ცოცხლის წარმოშობის ანდა კონკრეტული ორგანიზმე-
ბის წარმოშობის წარმოდგენის მცდელობა.

86 David Maclagan, Creation Myths: Man’s Introduction to the World


(Thames & Hudson, 1977).

114
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო
რელიგიის, გავრცელების
და მდგრადობის ტექნოლოგია

ერთ-ერთი საინტერესო და პასუხგაუცემელი კითხ-


ვა ცივილიზაციის ისტორიაში არის ის, თუ რატომ გავ-
რცელდა ქრის­ტიანობა, რა იყო ამ გავრცელების და პო-
პულარობის მიზეზი.
დღესდღეობით, აკადემიურ ტექსტებსა და თავებ-
ში გავრცელებული მოსაზრება ამ საკითხის შესახებ
ინტერნეტში მოპოვებული ამ სტუდენტური ციტატით
შეიძლება გადმოვცეთ:
თანდათან, უხილავად, ქრისტიანულმა დოქტ-
რინამ, იმედმა და ქველმოქმედებამ შეცვალა რომის
იმპერია. ქრისტიანობამ შეცვალა წესი, რომლის მი-
ხედვითაც მეზობლები ექცეოდნენ ავადმყოფს, რომ-
ლითაც მშობლები ექცეოდნენ შვილებს და წესი, რო-
გორც ქმრები ექცეოდნენ ცოლებს. ეს იყო ცხოვრების

115
გიგი თევზაძე

ეს წესი, პლიუს – მარადიული გადარჩენის დაპირე-


ბა, რომელმაც შემოიკრიბა ამდენი ახალი მორწმუნე.
ქრისტიანობა მიმართული იყო ხალხის საჭიროებებ-
ზე, როგორც ამქვეყნიურ, ასევე, იმქვეყნიურ ცხოვრე-
ბაში, წარმართობისაგან განსხვავებით, რომელიც არ
ჰყვებოდა დამაკმაყოფილებლად შემდგომი ცხოვრე-
ბის შესახებ, და განსხვავებით ეგვიპტური რელიგი-
ისაგან, რომელიც არ იძლეოდა ამ ცხოვრებისათვის
პრაქტიკულ რჩევებს. ქრისტიანობა განსაკუთრებულ
ადგილს აძლევდა ბავშვებს, ოჯახებს, განსაკუთრე-
ბულ უფლებებს აძლევდა ქალებს.87 საერთოდ, ქრის-
ტიანობის საშუალებით ადამიანები ცხოვრობდნენ
უფრო კარგად, ვიდრე სხვა რელიგიების მიმდევრო-
ბის შემთხვევაში.
შეიძლება ბევრი ვწერო ქრისტიანობასა და სხვა,
იმდროინდელ რელიგიებს შორის მსგავსება – განსხვა-
ვებაზე: 88 ის, თუ რა მცირეა განსხვავება ქრისტიანობას
და მითრაიზმს შორის. თუ რით ჰგავს ქრისტია­ნობა იმ-
დროინდელ სხვა რელიგიებს.89 თუმცა, დოქტრინალუ-
რი მსგავსება-განსხვავება ჩრდილში დგება, როდესაც

87 როდნი სტარკის არგუმენტი მის “Rise of cristianity”-ში.


88 Robin Lane Fox, Pagans and Christians: In the Mediterranean World
from the Second Century AD to the Conversion of Constantine (London:
Viking, 1986).
89 Hans-Josef Klauck and Brian McNeil, The Religious Context of Early
Christianity: A Guide to Graeco-Roman Religions (T & T Clark Ltd.,
December 2003), 146-50.

116
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

ძირითადი კითხვა ინდოქტრინირებულ პოპულაციას


ეხება. ანუ, ამ თავის დასაწყისში დასმული კითხვა, თუ
რამ აქცია ქრისტიანობა ასე პოპულარულ რელიგიად,
უნდა „ვთარგმნოთ“ კითხვად, თუ რა იყო ქრისტიანო-
ბაში ისეთი, რამაც მას ძალიან მალე (100-150 წლის
განმავლობაში) მორწმუნეების რაოდენობის მიხედვით
დომინანტური პოზიცია დააკავებინა? თანამედროვე
ლიტერატურაში ამ კითხვაზე უცნაურ პასუხებს ვხვდე-
ბით, მაგალითად, პასუხს, რომ მორწმუნეების რაოდე-
ნობის მიხედვით, მე-5 საუკუნეშიც კი, ეს ასე არ იყო:
მეოთხე და ადრეულ მეხუთე საუკუნეში, წარმარ-
თობა საკმაოდ ძლიერი იყო... ამის (რომ ქრისტიანო-
ბა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა – გ.თ.) მიუხე-
დავად, ისინი (ადრეული ეკლესიის მამები – გ.თ) არ
მოითხოვდნენ წარმართობის სასწრაფო „ამოღებას“,
არც იმპერატორები აკეთებდნენ ამას თავიანთი ახა-
ლი რწმენის მიხედვით. პირიქით – კონსტანტინეს
მოქცევის შემდეგ წარმართობა მეტ-ნაკლებად ხელ-
შეუხებლად გადარჩა საუკუნეების განმავლობაში.
წარმართობა ძალიან ნელა ქრებოდა და ამ გაქრო-
ბის პროცესში ახერხებდა ქრისტიანობაში საკუთარი
ტრადიციების ნიშების შექმნას და არსებობის გაგრ-
ძელებას მხოლოდ ძალიან ზედაპირულად გაქრისტი-
ანებულ ევროპელ მოსახლეობაში“.90

90 Rodney Stark., The Triumph of Christianity (HarperOne, 2012), 198.

117
გიგი თევზაძე

რაც შეეხება სტატისტიკას, ამ მხრივაც თანამედ-


როვე მკვლევრები ასკვნიან, რომ პირველი ქრისტი-
ანების რიცხვი საკმაოდ მცირე იყო. იმდროინდელი
ავტორების ჩანაწერები აუდიტორიებისა და მონა-
წილეების რიცხვის შესახებ ყოველთვის არ უნდა
გავიგოთ პირდაპირ: გვიან შუა საუკუნეებამდე ხში-
რად რიცხვები უბრალოდ „ბევრის“ და „ცოტას“ აღ-
სანიშნავად გამოიყენებოდა. მაგ. „არა მგონია ვინ-
მეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ 6 მილიონი რაინდი არ
მონაწილეობდა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში
(უფრო მეტი, ვიდრე იმდროინდელი საფრანგეთის
მოსახლეობა)“.91
ასევე, იოსები (37-100 წწ) წერს, რომ როდესაც
რომაელებმა დაიპყრეს იერუსალიმი, 1 100 000 მო-
ქალაქე მოკლეს და 97 000 დაამონეს. სინამდვილეში,
იერუსალიმში ალბათ 40 000-ზე მეტი არ ცხოვრობ-
და. თუმცა, ძველ წყაროებში ზოგი რიცხვი დამაჯე-
რებლად გამოიყურება. მაგ. იოსები ალბათ მართა-
ლია, როდესაც ამბობს, რომ 960 ებრაელი ზელოტი,
ქალების, კაცების და ბავშვების ჩათვლით, დაიღუპა
მასადაში.92

91 Ibid. p.155.
92 Ibid. p.154.

118
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

თუკი ამ მონაცემებს და ექსტრაპოლაციებს და-


ვამატებთ ვოლტერისაგან93 და გიბბონისაგან94 დაწ-
ყებულ იმ „ბრალდებას“ მე-4 – მე-5 საუკუნეების
ავტორების მიმართ, რომ მათი მონაცემები ქრისტი-
ანების წამების და მხეცებიან ხაროებში ჩაგდების შე-
სახებ გაზვიადებული და გადაჭარბებულია (თუმცა
არ უნდა დაგვავიწყდეს უტყუარი მონაცემები ნერო-
ნის მიერ ქრისტიანების დაწვის შესახებ), მივიღებთ
ქრისტიანობის გავრცელების და დომინაციის საინ-
ტერესო სურათს, რომელიც არანაირად არ „ჯდება“
ქრისტიანობის გავრცელების იმ ახსნაში, რომელიც
ამ თავის დასაწყისში აღვწერეთ და რომელსაც სხვა-
დასხვა განზოგადებით და დაზუსტებით იზიარებენ
როგორც სასულიერო, ისე აკადემიური მკლვევრები
და მორწმუნეები.
ქრისტიანობის გავრცელება და მისი ოფიციალურ
და ერთადერთ რელიგიად ქცევის გზა იმპერატორ
კონსტანტინე დიდის (272-337 წწ.) სახელთანაა და-
კავშირებული. პირველად კონსტანტინემ გამოიყენა
საკუთარი ლეგიონების შტანდარტად და სიმბოლოდ
ჯვარი და სხვა ადრექრისტიანული სიმბოლიკა.95 კონ-
სტანტინე I-მა მილანის ედიქტით ოფიციალურად გა-

93 ვოლტერის წერილები.
94 Edward Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman
Empire (FQ Books).
95 A. H. M. Jones, Constantine and the Conversion of Europe (1948.
Buffalo: University of Toronto Press, 1978).

119
გიგი თევზაძე

ათანაბრა ქრისტიანობა სხვა რელიგიებთან, ხოლო


„არაოფიციალურად“ ყველა სხვა რელიგიას შორის გა-
მოარჩია და ეხმარებოდა მას, როგორც ფინანსურად,
ასევე – ეკლესიების მშენებლობებით. სიცოცხლის ბო-
ლოს იმპერატორმა ოფიციალურად აღიარა ქრისტი-
ანობა, როგორც მისი პირადი რელიგია96.
ამავე დროს, კონსტანტინეს ხანაში სხვა რელი-
გიების წარმომადგენლები ოფიციალურად ისეთივე
უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც ქრისტიანები.
ქრისტიანობის ფორმალური დომინირება მოგვიანე-
ბით, კონსტანტინეს მემკვიდრეების მიერ გაფორმდა.
იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, რა იყო კონსტან-
ტინე I-ის მიერ ქრისტიანობის ხელშეწყობის მიზეზი,
თვითონ ქრისტიანობის, როგორც რელიგიის, წარ-
მოშობის, და განსხვავებულობის მიზეზები უნდა ვე-
ძიოთ.
ქრისტიანობა, როგორც რელიგია, რამდენიმე მო-
მენტით გამოირჩეოდა იმ დროს არსებული სხვა რელი-
გიებისგან, და ეს გამორჩეულობა ნაკლებად ეხებოდა
რელიგიური ნარატივის შინაარსს უფრო – მისი პრე-
ზენტაციის წესს და წესებს, რომლებსაც ქრისტიანები
უნდა მიჰყოლოდნენ. ეს განსხვავებებია:
1. მორალისტური რელიგია: ქრისტიანობა ალბათ
ისეთივე მკაცრი მორალისტური რელიგია იყო,

96 Diana Bowder, The Age of Constantine and Julian (New York: Barnes &
Noble, 1978).

120
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

როგორც იუდაიზმი, ოღონდ, იუდაიზმისაგან


განსხვავებით – ის ყველასთვის ღია: პავლეს
ეპისტოლეებში გარკვევით წერია, რომ ქრის-
ტიანობა ყველასთვისაა და არ არსებობს წარ-
მოშობის და სქესის შეზღუდვა იმისათვის, რომ
გახდე ქრისტიანი და გაიზიარო ქრისტიანობის
ღირებულებები;
2. ქალებთან დამოკიდებულება: ბოლო კვლევე-
ბი აჩვენებს, რომ პირველ ქრისტიანთა შორის
ქალები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე კაცები,
ქალებს რელიგიაში მნიშვნელოვანი პოზი-
ციები ეჭირათ. ოღონდ, ისინი ე.წ. „ოჯახის
ქალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ანუ ისეთი ქა-
ლები, რომლებისთვისაც ოჯახურ ღირებულე-
ბებს მნიშვნელობა ჰქონდა. მართლაც, დადას-
ტურებულია, რომ რომაელთა სენატორების
კლასში, რომლებიც ცხოვრობდნენ 283 და 423
წლებს შორის, კაცების 50 %, ხოლო ქალების
85 % იყო ქრისტიანი.97 ქალების მიმართ ქრის-
ტიანული რელიგიის ყურადღება, მეძავთა
უარყოფა, „წესიერი“ ქალების მნიშვნელობის,
ოჯახის, ბავშვების მოვლის და მონოგამიისად-
მი დამოკიდებულება, ალბათ, იყო ის, რაც ამ
რელიგიის პოპულარობას ამტკიცებდა სხვა,

97 Rodney Stark., (2012), 122.

121
გიგი თევზაძე

არა-ქალებზე-ორიენტირებულ (მაგ. მითრას98)


რელიგიის მიმართ;
3. ქრისტიანობა, ისევე, როგორც იუდეველობა,
იყო ჰომოსექსუალიზმის, განსაკუთრებით,
კაცთა ჰომოსექსუალიზმის რადიკალური წი-
ნააღმდეგი. მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზ-
მიც გმობდა გეი და ლესბოსურ ურთიერთო-
ბებს (ლევიტელთა, 18;22 და 20;13, სოდომის და
გომორის ამბავი), ეს დაგმობა არ იყო „თემს
გარეთ მიმართული“, ე.წ. უნივერსალური აგ-
რესია, რაკი მხოლოდ იუდეველების, როგორც
რჩეული ერის არსებობის წესებს ადგენდა. გარ-
და ამისა, ლევიტელთა წიგნის გარდა, ძველი
აღთქმის კონკრეტული ადგილების ინტერპრე-
ტაცია, როგორც ჰომოსექსუალიზმის უპირობო
დაგმობა, არ არის ერთგვაროვანი.99 ქრისტი-
ანობა, როგორც საყოველთაო და ერთადერთი
ჭეშმარიტების რელიგია, კრძალავდა ჰომოსექ-
სუალობას per se. ანუ, ის ყოველგვარ ჰომოსექ-
სუალურ პრაქტიკას გმობდა, როგორც ჭეშმა-
რიტებისთვის მიუღებელს და ამორალურს.
ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ ყველაზე უფრო
მეტი გამოთქმა პავლეს ეპისტოლეებში გვხვდება.

98 Roger Beck, Encyclopaedia Iranica, s.v. “Mithraism,” http://www.


iranicaonline.org/articles/mithraism.
99 Wikipedia,
http://en.wikipedia.org/wiki/The_Bible_and_homosexuality

122
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

რომაელთა.
1.26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ
ვნებებს, ვინაიდან ქალებმა მათი ბუნების
წესი არაბუნებრივით შეცვალეს.
1.27. ა სევე, კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებ-
რივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გა-
ხურებულები აღერივნენ ერთმანეთს, მამრი
მამრთან იქმოდა სარცხვინელს, და თვითონ-
ვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის
სასჯელს.
I კორინთელთა.
6.9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ
დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ
შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმ-
სახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი,
ვერც მამათმავალნი,
6.11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ამნაირი იყო;
მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგ-
რამ გამართლდით უფლისა ჩვენისა იესო ქრის-
ტეს სახელითა და ღმერთის ჩვენის სულით.
ტიმოთე 1.
1.9. რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთ-
ვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულო-
თა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა,
მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელ-
თა და კაცისმკვლელთათვის,

123
გიგი თევზაძე

1.10. მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველ-


თა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვა-
თათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდე-
გებიან საღ მოძღვრებას,
1.11. თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარე-
ბისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
პავლეს ეპისტოლეში სიტყვა „მამათმავალის“ აღ-
სანიშნავად ნეოლოგიზმიც გვხვდება: ἀρσενοκοίτης –
არსენოკოიტეს – „არსენ“ – კაცი, „კოიტენ“ – სექსუ-
ალური კავშირი.
აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალების წინააღმ-
დეგ კანონი კონსტანტინეს შვილებმა (კონსტანტინე
მეორემ და კონსტანსმა) მიიღეს, კონსტანტინეს გარ-
დაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 342 წელს. ეს კანო-
ნი კრძალავდა გეი პროსტიტუციას, გეი ქორწინებას
და აცხადებდა ჰომოსექსუალიზმს კანონგარეშედ. მი-
უხედავად იმისა, რომ კონსტანსის შესახებ დადიოდა
ხმები, რომ მას ჰყავდა მამაკაცი საყვარლები.100
ვფიქრობ, საინტერესო და ოდნავ წინაამღდეგობრი-
ვი სურათი მივიღეთ. ამ სურათის მოხაზულობა ასეთია:
1. პირველ საუკუნეში პავლეს და სხვა მოციქუ-
ლების ძალისხმევით მოხდა ქრისტიანული რე-
ლიგიის ინსტიტუციური სახის ჩამოყალიბება;

100 Mathew Kuefler, “The Marriage Revolution in Late Antiquity: The


Theodosian Code and Later Roman Marriage Law,” Journal of Family
History 32, no. 4 (2007): 343-70.

124
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

2. ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ორი საუკუნე


– ქრისტიანობა იკრებდა მომხრეებს – ძირი-
თადად ქალაქებში და ელიტას შორის (სიტყვა
pagan-ის პირველი მნიშვნელობა სოფლის მო-
სახლეობაა);
3. კონსტანტინე დიდის მიერ პოლიტიკური მხარ-
დაჭერის გამო ქრისტიანული რელიგიის ბუმი
IV საუკუნიდან დაიწყო;
4. ამავე დროიდან იწყება ქრისტიანულ რელიგი-
აზე დამყარებული რეპრესიული მორალისტუ-
რი კანონების მიღება;
5. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად ქრის-
ტიანობა უძლური იყო გაენადგურებინა წარ-
მართობა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის
ოფიციალური პირები გმობდნენ სხვა რელი-
გიას და არანაირად არ იყვნენ ტოლერანტულ-
ნი მათ მიმართ.
საინტერესოა იმის დაფიქსირება, რომ ქრისტი-
ანობა სულაც არ იყო ღარიბი ხალხის, ე.წ. „პლებ-
სის“ რელიგია. ყოველ შემთხვევაში, ის ასეთი არ იყო
მე-3-დან მე-5 საუკუნემდე. ერთი განსხვავებულობა
სხვა რელიგიებისგან, ცხადია, იყო ქალებისადმი და-
მოკიდებულება და მათი კაცებთან თანასწორუფლე-
ბიანობის ქადაგება. მეორე განსხვავებულობა, რო-
მელზეც რატომღაც არცერთი რელიგიის ისტორიკოსი
არ ამახვილებს ყურადღებას, იყო ჰომოსექსუალობის,

125
გიგი თევზაძე

როგორც გამოუსყიდავი ცოდვის, გმობა. თუმცა, პავ-


ლეს დროს ქრისტიანობა მართლაც შეიძლებოდა ყო-
ფილიყო ღარიბების და პლებსის რელიგია, მაგრამ, იმ
დროისათვის, როდესაც კონსტანტინე დიდმა დაიწყო
ქრისტიანობის მხარდაჭერა, ის ასეთი, უკვე დიდი ხა-
ნია, აღარ იყო.
გასათვალისწინებელია, რომ კონსტანტინემდე
რომის მხოლოდ ერთ იმპერატორს მიეწერება ქრის-
ტიანობა – ფილიპე არაბს, რომლის სამწლიანი მმარ-
თველობის გამორჩეული ნიშანი ჰომოსექსუალობის
აკრძალვა იყო.101
თუკი ამ წიგნში გამოთქმული დაშვებები/მსჯელო-
ბები მართებულია, ქალების კაცებთან თანასწორობა
და ჰომოსექსუალობის აკრძალვა უნდა ყოფილიყო ის
ორი წერტილი, რომლებიც შესაძლებელ ახალ წეს-
რიგს მიუთითებდა: რომანული რელიგიის კულტის
მსახურების უმეტესობა ჰომოსექსუალი უნდა ყოფი-
ლიყო, რაც სისტემის მოწინააღმდეგის მიერ ავტომა-
ტურად ნიშნავდა მმართველი (ქურუმთა) კლასის და
ჰომოსექსუალური ქცევის გაიგივებას.
შესაძლებელია, პირველი საუკუნის რომში ღარიბე-
ბის და მონების დიდი ნაწილის გაქრისტიანების მიზეზი
სწორედ ეს განსხავებულობა იყო: რელიგია, რომელიც
პირდაპირ ამბობდა, რომ ის ქცევის წესი, რომელსაც

101 Pat Southern, The Roman Empire from Severus to Constantine


(Routledge, 2001).

126
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

სხვა, მათ შორის გაბატონებული კულტების მსახურები


მისდევდნენ, იყო უპირობოდ დასაგმობი და არასწორი.
შემდეგ, მეორე, მესამე და მეოთხე საუკუნეებში, რო-
გორც ჩანს, ელიტისათვის და ქალაქების მოსახლეობი-
სათვის ქრისტიანობამ არსებული წესრიგის მიმართ
პროტესტის ფორმა მიიღო: რა თქმა უნდა, ეს პროტესტი
მხარდაჭერილი იქნებოდა ელიტის ქალების მიერ, რომ-
ლებსაც ქრისტიანობა: 1. აძლევდა იმავე უფლებებს,
რასაც კაცებს, და 2. ერთ კონკრეტულ ქალს ერთი კონკ-
რეტული კაცის პარტნიორად აქცევდა – უარყოფდა რა
პროსტიტუციას და ჰომოსექსუალობას. სავარაუდოდ,
ელიტის წევრ იმ კაცებს შორისაც უნდა ყოფილიყვნენ
ქრისტიანობის მომხრეები, რომლებიც არ იყვნენ ჩარ-
თული რომაული კულტის მსახურებაში და, შესაბამი-
სად, არც ის პრივილეგიები და ძალაუფლება ჰქონოდათ.
ვფიქრობ, ისტორიის კვლევის მეთოდები საკმარი-
სად დაიხვეწა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საიმი-
სოდ, რომ სახელმწიფოს მმართველების მიერ მიღებუ-
ლი რელიგიის და რწმენის მიმართ გადაწყვეტილებებში
და მათ წარმატებულ განხორციელებაში ძალაუფლე-
ბის გამტკიცების და სახელმწიფოს საზღვრების გაფარ-
თოების ზრუნვის გარდა, პირველად მიზეზებად, რაიმე
სხვა, იდეალისტური ან პირიქით, გრძნობებზე და ვნე-
ბებზე დამყარებული მოქმედება დავინახოთ.
ეს სრულებით არ გამორიცხავს იმას, რომ კონს-
ტანტინე დიდის პირადი სიმპატია ქრისტიანობის მი-

127
გიგი თევზაძე

მართ დიდი იყო, იმას, რომ დედამ მას ბავშობიდანვე


ჩაუნერგა ქრისტიანობის, როგორც ერთადერთი ჭეშ-
მარიტი რელიგიის სიყვარული.
მაგრამ კონსტანტინეს და მისი მემკვიდრეების
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ვივარაუდოთ სენ-
ტიმენტების და არაპოლიტიკური მოტივების და გეგ-
მების როლი, ნიშნავს იმას, რომ კვლავ დავრჩებით
გულუბრყვილო მითების ტყვეობაში.
ყველა სხვა რელიგიისაგან განსხვავებით, ქრის-
ტიანობას ჰქონდა ოთხი რამ, რასაც შეეძლო კონსტან-
ტინეს პოლიტიკური ინტერესი გამოეწვია:
1. ქრისტიანობა იყო უნივერსალური რელიგია
ყველასათვის – ის არ იზღუდებოდა არც სქე-
სით (მაგ. როგორც მითრაიზმი), არც ეროვნე-
ბით და არც ენით (მაგ. როგორც იუდაიზმი);
2. ქრისტიანობას განსაკუთრებული დამოკიდე-
ბულება ჰქონდა „ოჯახის“ ქალებისადმი – ის
არ განასხვავებდა ამ ქალებს და კაცებს ერთ-
მანეთისაგან პრივილეგიების და მოვალეობე-
ბის მიხედვით;
3. ქრისტიანობა არ იყო ტოლერანტული სხვა რე-
ლიგიების მიმართ და აცხადებდა თავის რელი-
გიას ჭეშმარიტების ერთადერთ მფლობელად;
4. ქრისტიანობა გარდაუვლად და კომპრომისე-
ბის გარეშე ეწინააღმდეგებოდა გეი ჰომოსექ-
სუალობას და, ასევე, საერთოდ ნებისმიერ ჰო-

128
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

მოსექსუალობას თვლიდა ცოდვად და დასჯის


ღირსად.
არც ერთ სხვა რელიგიას არ ჰქონდა ეს ნიშნები:
იუდაიზმი ყველაზე ახლოს იყო ამ ნიშნებთან, მაგრამ
ის ოფიციალურ დოქტრინად (ძველ აღთქმაშიც) უშ-
ვებდა „ცრუ“, უფრო დაბალი რანგის ღმერთების არ-
სებობას (მოსეს წიგნი), ხოლო მის მიერ ჰომოსექსუ-
ალობის დევნა/გმობა მხოლოდ ებრაელების თემით
იყო შეზღუდული.
პირველი იმპულსი, რომელიც მკვლევარს უჩნ-
დება ამ მონაცემების და ვარაუდების გაცნობისას
მარტივია: კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც კონ-
სტანტინეს უნდოდა ქურუმების ძალაუფლების შეზ-
ღუდვა და ამიტომ დაუჭირა მხარი ქრისტიანობას,
თითქოს ხსნის ამ ამოცანას. მაგრამ რომაელი იმპე-
რატორების ტიტულებში ისედაც შედიოდა პონტიფი-
კოსის ტიტული, რომელიც ქურუმთა საბჭოს თავმჯ-
დომარეობას ნიშნავდა. ამ მხრივ – ანუ, ქურუმების
კონტროლის მხრივ, იმპერატორს პრობლემა არ უნდა
ჰქონოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ კონსტანტინეს არ
გაუტარებია რეპრესიები რომაული კულტის მსახურ-
თა მიმართ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქოს მან
პირველმა დასაჯა სიკვდილით ჰომოსექსუალი, არ
დასტურდება.
ამოცანის ამოხსნა ტეტრარქის ომებში, კონკრეტუ-
ლად კი 310 წლის სამოქალაქო ომშია (კონსტანტინეს

129
გიგი თევზაძე

და მაქსენტუსის ბრძოლა), რომლის დროსაც კონსტან-


ტინეს იმპერატორად ლეგიტიმაცია დაიწყო. სამოქა-
ლაქო ომს წინ უძღოდა დიოკლიტიანეს მიერ დაწყებუ-
ლი ქრისტიანთა რეპრესიები, რომელიც გალერიუსმა
წარმატებით გააგრძელა.102 გამომდინარე იქიდან, რომ
მესამე საუკუნე რომისათვის კრიზისის საუკუნე იყო,
რომელიც დიოკლიტიანემ შეწყვიტა, ერთი მხრივ,
ტეტრაქიის (ოთხთა მმართველობის – დიოკლიტიანე,
მაქსიმიანი, გალერიუსი და კონსტანტინუსი) შემოღე-
ბით და ქრისტიანთა მიმართ რეპრესიებით, შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანული თემი ძლიერად იყო
ჩართული პოლიტიკურ ბრძოლებში, ცხადია, დიოკ-
ლიტიანეს და რომაული წესრიგის წინაამღდეგ. გალე-
რიუსმა სიკვდილის წინ გამოაცხადა დევნის შეწყვეტა.
როდესაც კონსტანტინეს (კონსტანტინუსის შვილი) და
მაქსენტუსის (მაქსიმიანის შვილი) ჯარები დაუპირის-
პირდნენ ერთმანეთს, მაქსენტუსის ჯარისკაცთა რიც-
ხვი კონსტანტინეს ჯარისას თითქმის ორჯერ აღემა-
ტებოდა. ცნობილია, რომ ამ ბრძოლაში კონსტანტინეს
ჯარისკაცების ფარებზე და შტანდარტებზე ქრისტი-
ანული სიმბოლოები იყო გამოსახული. ძნელი არ არის
იმის მიხვედრა, რომ ქრისტიანობის მხარდაჭერა იმ,
როგორც ჩანს, მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭე-
რას ნიშნავდა, რომელიც მანამდელი, დიოკლიტიანეს

102 Diana Bowder, The Age of Constantine and Julian (New York: Barnes &
Noble, 1978).

130
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

რომის მიერ დადგენილი წესრიგის მოწინააღმდეგე


იყო. დღეს ძნელია დაასკვნა, იყო თუ არა კონსტანტი-
ნეს მიერ რომის დატოვება რომის ეპისკოპოსის მმართ-
ველობაში, მისი კონსტანტინეპოლში გადასვლის შემ-
დეგ, ქრისტიანების მხარდაჭერის ფასი. თუმცა, ცხადია
ქრისტიანობამ, როგორც კონსტანტინეს გამარჯვებაში,
ასევე მის ქცევაში ერთადერთ მმართველად (მისი სი-
ძის, ლუციუსის დამარცხების შემდეგ, რომელმაც საკუ-
თარი ჯანყი კონსტანტინეს წინაამღდეგ ქრისტიანების
შევიწროებით დაიწყო), დიდი როლი ითამაშა.
კონსტანტინე დიდის შემდეგ ქრისტიანობამ ნელ-
ნელა დომინანტური ფორმა მიიღო. მისი აკრძალვები
ასევე ნელ-ნელა საყოველთაო გახდა: მაგ: 342 წელს
კონსტანტინეს მემკვიდრეებმა მიიღეს კანონი ჰომო-
სექსუალობის წინააღმდეგ. 529 წელს იუსტინიანეს კო-
დის მიხედვით, ბიზანტიის იმპერიაში ჰომოსექსუალო-
ბა საბოლოოდ აიკრძალა და გახდა კანონგარეშე.103
სავარაუდოა, რომ პირველ საუკუნეში პავლეს
არჩევანი რე­ლიგიის შექმნის და განვითარების მი-
ხედვით ორი მიმართულებით წარიმართა. ორივე მი-

103 “Timeline of LGBT history,”


https://docs.google.com/viewer?a=v&q=cache:_onQ7U4rBecJ:www.
ct.gov/dcf/lib/dcf/wmv/pdf/timeline_of_lgbt_history.pdf+constantine+
I+and+gays&hl=en&pid=bl&srcid=ADGEESgulIegj9a4KV3e-QhXOE
DhN8hzpp-rATZ2HTOltmbDzkTJi8Lnyzqwm_uitKzNNnSHy0cjfeXk
Y9zlECkv5gVyt91Va.

131
გიგი თევზაძე

მართულება მიმდევრების შემოკრების მიზნით იყო


განპირობებული:
1. სოციალური ფაქტორი: ქალების უფლებები
და ქალთა და კაცთა თანასწორუფლებიანო-
ბა – ეს მიდგომა და ხედვა ქალების „ხმების“,
„სულების“ მოპოვების საშუალებას იძლეოდა:
რომის იმპერიაში და მის სამეზობლოში არ-
სებულ არც ერთ იმდროინდელ რელიგიაში
ქალის და კაცის თანასწორუფლებიანობა არ
იყო დადგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ამით
პავლემ გადადგა ნაბიჯი ნეანდერტალური
ემანსიპაციის შედეგების აღსადგენად;
2. პოლიტიკური ფაქტორი: ჰომოსექსუალობის
აკრძალვა – ის პირდაპირ იყო მიმართული
ელიტის გარკვეული ჯგუფის, ქურუმების წი-
ნააღმდეგ. ისევე, როგორც რომაულ რელიგი-
აში, მის კულტმსახურების ქცევის წესში ჰო-
მოსექსუალობა ქცევის მიღებული ნორმა უნდა
ყოფილიყო. ამ ქცევის შეჭიდულობა სიმდიდ-
რესთან, გავლენასთან და რომაულ რელიგიას-
თან ქმნიდა საუკეთესო საშუალებას ქრისტი-
ანობის გარშემო ღარიბი ხალხის და ნაკლებად
გავლენიანი ელიტის შემოსაკრებად.
ასე ჩაუყარა პავლემ საფუძველი ქრისტიანობას,
რომელმაც ისტორიული თვალსაზრისით მალე, ორნა-
ხევარ საუკუნეში გამოიღო შედეგი: ქრისტიანობა გახ-

132
ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო რელიგიის, ...

და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, ხოლო საბო-


ლოოდ – ერთადერთი რელიგია რომის იმპერიაში.
თუმცა, საინტერესოა ის ფასი, რაც ადამიანის სა-
ხეობამ გადაიხადა ამისათვის: როგორც ვნახეთ, ჰომო-
სექსუალური ქცევა ისტორიულად და გენეტიკურად
ინოვაციურობასთან და შემოქმედებითობასთან მჭიდ-
რო კავშირში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ბუნებრივია,
ქრისტიანობის გამარჯვებამ ვერ შეძლო გენეტიკურად
ჩამოყალიბებული სისტემის „ამოღება“. შეიძლება დარ-
წმუნებით ვთქვათ, რომ „რომაული რელიგიის კულტის
მსახურებმა“, შამანებმა, ქრისტიანულ რელიგიას შე-
აფარეს თავი: როგორც ევროპის ისტორიიდან ვიცით,
თითქმის მთელი ინოვაციური და შემოქმედებითი პო-
ტენციალი მონასტრების კედლებში იყო მოთავსებუ-
ლი: მართლაც, ქრისტიანობის აკრძალვებისაგან დაცვა
მხოლოდ მონასტრების კედლებში თუ იყო ეფექტურად
შესაძლებელი. ეს იყო ერთსა და იმავე დროს დაცვაც
და აკრძალვაც: მონასტრების მკაცრი კოდექსები, შე-
საძლებელია, ამ აკრძალვის არსებობის და გამჟღავ-
ნების შიშითაც იყო განპირობებული. ბოლო დრომდე,
ეკლესიის იერარქები ერთსა და იმავე დროს მისდევდ-
ნენ/თვალს არიდებდნენ ეკლესიებში გავრცელებულ
ჰომოსექსუალურ პრაქტიკას და, ამავე დროს, მკაცრად
სჯიდნენ ამ პრაქტიკის გამამჟღავნებლებს.
არ არის გამორიცხული, რომ ქრისტიანობის მიერ
ჰომოსექსუალიზმის აკრძალვა გახდა ე.წ. „ბნელი შუა

133
გიგი თევზაძე

საუკუნეების“ საფუძველი: ტექნოლოგიები და საზო-


გადოებრივი სისტემები ძალიან ნელა ვითარდებოდა
ქრისტიანულ ევროპაში და მუსულიმურ ქვეყნებში.
მე-6 საუკუნეში, 529 წელს, პლატონის აკადემიის აკრ-
ძალვით 5 საუკუნით დაიხურა საერო ინოვაციები და
შემოქმედებითობა. მხოლოდ 500 წლის შემდეგ, ბოლო-
ნიაში გახდა შესაძლებელი საერო საგანმანათლებლო
სისტემების აღდგენა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ
პაპის 1163 წლის ბრძანება, რომელიც საფუძვლად და-
ედო უნივერსიტეტების წარმოშობას, ნეგატიური იყო,
ანუ, უკრძალავდა სასულიერო პირებს საერო საგან-
მანათლებლო საქმიანობას. საბოლოო ჯამში, ამ აკრ-
ძალვის მიზანი ინოვაციურობის და შემოქმედებითო-
ბის კვლავ მონასტრების კედლებში დაბრუნების და
კვლავ ექსკლუზიურად ქცევისაკენ იყო მიმართული.
თუმცა, სწორედ ამ აკრძალვამ „გამოუშვა“ ის ძალა,
რომელმაც საუნივერსიტეტო განათლებაზე დაყრდ-
ნობით შესაძლებელი გახადა ევროპის შემდგომი გან-
ვითარება – ის ისტორიული პროცესი, რომლებიც და-
სავლური რენესანსის სახელებითაა ცნობილი.

134
ამ წიგნში გამოყენებული
მეთოდის შესახებ

ამ წიგნში განვითარებული მსჯელობისა და დასკ-


ვნების ამოსავალი დებულება არის ის, რომ ადამიანი
(Homo sapiens sapiens) სოციალური ქცევის ევოლუ-
ციის შედეგია. ეს ამოსავალი დებულება მეცნიერე-
ბაში მოპოვებული მონაცემებით არის გამყარებული
და სარწმუნო. თუმცა, დღემდე არსებული ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდები ვერ
სცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორ გახდა ადამიანი
შესაძლებელი. ისტორიული განხილვის წესი, (რომ-
ლის მიხედვითაც საგნის (მოვლენის) ცოდნა ნიშნავს
მისი წარმოშობის ცოდნას და რომელიც მე-17 საუკუ-
ნეში ჩამოაყალიბა ფრენსის ბეკონმა), რომელსაც
მეცნიერება დიდი ხანია იყენებს, ვერ მუშაობს იქ,
სადაც ინფორმაცია ძალიან ცოტაა ან სადაც ყოვე-
ლი ცალკეული კვლევა ძალიან ცოტა მასალას იძლე-

135
გიგი თევზაძე

ვა განზოგადებისათვის და კონკრეტული ისტორიის


ფორმულირებისათვის. მაგ. ზუსტი და საბუნებისმეტყ-
ველო მეცნიერებისათვის წარმოუდგენელი ამოცანაა,
შექმნას ადამიანის წარმოშობის ისტორია იმ ფრაგ-
მენტული ნაპოვნებიდან, რომელსაც პალეონტოლო-
გია მოიპოვებს. ანდა – ამ ბოლო დროს პოპულარული
– გენომის ანალიზით – გააკეთოს დასკვნა ადამიანის
ქცევის ზოგიერთი სპეციფიკური ასპექტის წარმოშო-
ბის შესახებ.
ამ სირთულეებში კი მთავარი ისაა, რომ ადამიანი,
უპირველეს ყოვლისა, მისი ქცევების ერთობლიობაა.
უცნაურია, რომ ევოლუციურ ბიოლოგიას და ეკოლო-
გიას მეტ-ნაკლებად ცხადი წარმოდგენა აქვს ამის შე-
სახებ, როდესაც საქმე სხვა ცხოველებს ეხება: როგორც
პრიმიტიული, ასევე მაღალგანვითარებული ცხოვე-
ლის შემთხვევაში მეცნიერებისათვის უეჭველია, რომ
ქცევა და ორგანიზმი განუყოფელნი არიან როგორც
სინქრონულად, ასევე დიაქრონულად: ანუ, ყოველი
კონკრეტული სახეობის ქცევა და ორგანიზმი ყალიბ-
დებოდა ერთად – მილიონობით წლის განმავლობაში.
შედეგად, გვაქვს სარწმუნო ცოდნა ორგანიზმებისა
და ქცევების განუყოფელი ერთობლიობის შესახებ. ეს
დებულება ადვილად შეგვიძლია შევამოწმოთ, თუნ-
დაც ჩვენს ეზოში ძაღლის ან კატის ქცევაზე დაკვირ-
ვებით, თუ როგორ განაპირობს ყოველ კონკრეტულ
ინდივიდში ორგანიზმის თავისებურება ქცევას და

136
ამ წიგნში გამოყენებული მეთოდის შესახებ

პირიქით. უცნაურია, რომ მსგავსი დამოკიდებულება


არ არსებობს ადამიანის მიმართ: მიუხედავად იმისა,
რომ მეცნიერებას დიდი ხანია აღარ შეაქვს ეჭვი იმა-
ში, რომ ადამიანი ცხოველთა სამყაროს ნაწილია და
განვითარდა ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთ-ერთი
ფორმიდან, ადამიანის ქცევისადმი მეცნიერების დამო-
კიდებულება ძირეულად განსხვავდება, მაგალითად,
მგლების, ან მაიმუნების ქცევისადმი დამოკიდებულე-
ბისგან: ცხოველების ყველა ქცევა არის განხილული
და რეკონსტრუირებული, როგორც ხანგრძლივი ქცე-
ვითი და ორგანიზმული ევოლუციის შედეგი.104 ასევე,
დიდი ყურადღება ექცევა სოციალურ, ანუ სახეობის
ინდივიდების ერთმანეთთან კოოპერაციაში ქცევას,
და ეს უკანასკნელიც ასევე განიხილება, როგორც ხარ-
გრძლივი ევოლუციის შედეგი.
რაც შეეხება ადამიანის სოციალურ ქცევას, თით-
ქოსდა საერთო თანხმობა არსებობს იმის შესახებ, რომ
ადამიანს აქვს „ძირეული“ სოციალური ქცევები, რომ-
ლებიც მას ცხოველთა სამყაროსთან აახლოებს, და
„საკუთრივ ადამიანური სოციალური ქცევები“, რომ-
ლებიც მხოლოდ იმიტომ არის ჩათვლილი საკუთრივ
ადამიანის სოციალურ ქცევებად, რომ მათ ანალოგი
არ აქვთ ცხოველთა სამყაროში. ზოგიერთი მეცნიერი
ამ საკუთრივ სოციალურ ქცევებს „უბრალოდ“ ცხოვე-

104 John Maynard Smith, The Theory of Evolution. Foreword by Richard


Dawkins. (Cambridge University Press 1993. (Canto), 1993).

137
გიგი თევზაძე

ლის სოციალური ქცევისაგან განვითარებულ ქცევად


მიიჩნევს და დაჰყავს მათზე.
ეს დაყვანა უპრობლემოდ, ეს ქცევები ადამიანის
განსაკუთრებულობას რომ არ ედოს საფუძვლად: ხა-
რირმების წინასაქორწინო დუელი და მამალი ფარშე-
ვანგების კუდის გაშლით მოძრაობა მართლაც დაიყ-
ვანება წინასაქორწინო რიტუალის საერთო წესზე,
მაგრამ განსხვავება არ იწვევს ირმების მიერ ატომუ-
რი ბომბების კეთებას ან კოსმოსში გაფრენას.
ვფიქრობ, სირთულე იმის წარმოდგენაშია, რომ
ადამიანის სოციალური ქცევა ევოლუციის პროდუქტი
შეიძლება იყოს. ამის წარმოდგენას ორი რამ უშლის
ხელს: ერთი ის, რომ რატომღაც ჩათვლილია, თითქოს
ადამიანის წინაპრის ქცევა ისეთივე ან მსგავსი უნდა
ყოფილიყო, როგორც გენეტიკურად მასთან ყველაზე
ახლოს მდგომი პრიმატის ქცევა, ხოლო მეორე და ძი-
რითადი, ვფიქრობ, არის ის, რომ ადამიანის წინაპარი
პრიმატი აღარ არსებობს. პალეონტოლოგიური და გე-
ნეტიკური მონაცემები ძალიან მწირია, რომ ადამიანის
ქცევის ევოლუციის შესახებ მონაცემების რაიმე სისტემა
შევქმნათ. შესაბამისად, არ არის არანაირი მეცნიერუ-
ლი, ისტორიულ კვლევაზე ან ისტორიულ მონაცემებზე
დამყარებული საფუძველი, რომ შევისწავლოთ და ვიკვ-
ლიოთ ადამიანის სოციალური ქცევის ევოლუცია.
თუმცა, ისტორიული მეთოდი ერთადერთი არ
არის, რომლითაც ადამიანები წარსულში და წარმო-

138
ამ წიგნში გამოყენებული მეთოდის შესახებ

შობაში გარკვევას ცდილობენ. XX საუკუნეში სულ


მცირე სამი მეთოდი შეიქმნა, რომლებიც ცდილობდა
ფენომენის შექმნა/წარმოშობის ისტორიის გარკვევას
იმ შემთხვევებში, როდესაც ისტორიული მონაცემები
ძალიან ცოტა, ან პრინციპულად შეუძლებელი იყო.
ეს მეთოდებია ფენომენოლოგია, გენეალოგია და დე-
კონსტრუქცია. ვფიქრობ, სამივე ეს მეთოდი დარვინის
ევოლუციის თეორიიდანაა ექსპლიციტურად თუ იმპ-
ლიციტურად ამოზრდილი. თუმცა, ამის შესახებ დღეს
მხოლოდ ვარაუდებია შესაძლებელი.
ფენეომენოლოგიის მეთოდი (ედმუნდ ჰუსერ-
ლი.1910) შეიძლება განისაზღვროს, როგორც გამოც-
დილების, ცნობიერების სტრუქტურების შესწავლა:
ფენომენოლოგია სწავლობს „ფენომენს“: საგნებს და
შემთხვევებს ისე, როგორც ისინი გვეძლევიან გამოც-
დილებაში, ანუ იმ მნიშვნელობებს, რაც აქვთ საგნებს
ჩვენს გამოცდილებაში. ფენომენოლოგია სწავლობს
ცნობიერ სუბიექტურ გამოცდილებას, ანუ, როგორ
ხდება საგნების და მოვლენების პირველადი განცდა.105
ფენომენოლოგია სწავლობს იმ პირველ კვალს, რო-
მელსაც საგნები და მოვლენები ტოვებს ცნობიერება-
ში და შემდეგ ცნობიერება „აშენებს“ ფენებს, წარმოდ-
გენებს და წარმოსახულ სივრცეებს.
მიშელ ფუკომ (1960) განსაზღვრა გენეალოგია,
როგორც საგნის ან საკითხის კონტრისტორია, რომე-

105 Stanford Encyclopedia of Philosophy.

139
გიგი თევზაძე

ლიც მიჰყვება ადამიანთა და საზოგადოებების გან-


ვითარების კვალს უკან, ისტორიაში. ამ გზით გენე-
ალოგია ავლენს ცოდნების, დისკურსების, აზრობრივი
სივრცეეების აგებულებას, სტრუქტურას ისე, რომ
კვლევის საგანი არასოდეს არ არის მოცემული, რო-
გორც მყარი და მუდმივი საკვლევი ობიექტი. ფუკო
ასევე განსაზღვრავდა გენეალოგიას, როგორც იმ
ელემენტების კერძო გამოძიებას (კვალის მიყოლას),
რომლებსაც ჩვენ ისტორიის გარეთ აღვიქვამთ, რაც
არ გვეძლევა, როგორც ისტორიის ნაწილი, არამედ,
როგორც მარადიულად არსებული.106 მაგ: სექსუალო-
ბა, დასჯა, ციხე, სიგიჟე. გენეალოგია არ არის წარმო-
შობის ლინეარული დადგენა: ის არკვევს იმ პლურა-
ლისტურ და ხანდახან წინააღმდეგობრივ ფაქტორებს,
რომლებიც ჩვენს თანამედროვე სოციალურ ქცევებში
და განწყობებში ერთიანდება.107
დეკონსტრუქცია (დერიდა 1980) არის მიდგომა,
რომლის საშუალებითაც ტექსტის „შემთხვევითი“
ნაწილები და შემადგენლები შეიძლება აღმოჩნდნენ
გამყიდველები, სუბვერსიულები, და ტექსტის „ძირი-
თადი იდეის“ მატარებლები. დეკონსტრუქცია იწყება
ყველა „არის“-ის ავტორიტეტის ან განმსაზღვრელი

106 Michel Foucault, Language, Counter-Memory, Practice: Selected


Essays and Interviews (Ithaca, NY: Cornell University Press, 1980),
139.
107 Michel Foucault, “What is Critique?” in The Politics of Truth, ed.
Sylvère Lotringer (New York: Semiotext (e), 2007), 61.

140
ამ წიგნში გამოყენებული მეთოდის შესახებ

ძალაუფლების უარყოფით, ანუ, უბრალოდ ავტორი-


ტეტის უარყოფით.108 როდესაც ეს მიდგომა გამოყე-
ნებულია ტექსტის მიმართ, შედეგი საინტერესო და
იმის საწინააღმდეგოა, რის თქმის სურვილიც ტექს-
ტის ზედაპირზეა. დეკონსტრუქცია პოულობს ტექს-
ტის ფარულ გულს და მისი „ზედაპირზე ამოყვანით“
ახდენს ტექსტის ფარული კავშირების და მნიშვნე-
ლობების გამოვლენას.109
სამივე ეს მეთოდი (თუმცა, დერიდა წინააღმდეგი
იყო მის მიდგომას მეთოდი დარქმეოდა) უარს ამბობს
წარმოშობის, წარმომავლობის ისტორიის ლინეარულ
კვლევაზე და არალინეარულ მიდგომას გვთავაზობს.
ასევე, როდესაც კვალს მივუყვებით: თუკი ჩვენ ჩავთ-
ვლით, რომ კვალი ერთ ხაზს უნდა მიუყვებოდეს და
გავჩერდებით იქ, სადაც კვალი შეწყდება, ჩვენი კვლე-
ვა სულ მცირე – არასრული და ბოლომდე მიუყვანელი
აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ის-
ტორიულია, ის არ არის ლინეარული და გვთავაზობს,
საგნის სასურველი წარმოშობა აღარ წარმოვიდგინოთ
როგორც გზა, არამედ – როგორც სივრცე, სხვადასხვა
სიბრტყისა და ზედაპირის ერთობლიობა.
ვფიქრობ, თანამედროვე კვლევის შესაბამისი პარა-
დიგმა სწორედ ესაა: არალინეარული კვლევა – შედე-

108 Niall Lucy, A Derrida Dictionary (Malden, MA: Wiley-Blackwell, 2004).


109 John D. Caputo, ed., Deconstruction in a Nutshell: A Conversation with
Jacques Derrida (Fordham University Press, 1997), 32.

141
გიგი თევზაძე

გად – არალინეარული ისტორია ბევრი შესაძლებლო-


ბებით და გამოსავლებით. დღეს, როდესაც ცხოვრების,
მათ შორის მეცნიერების მიერ დასმული ამოცანები
ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 100, ან 50 წლის წინათ,
გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ 100 წლის წინანდე-
ლი მიდგომებით არის შესაძლებელი ამ გამოწვევების
გადალახვა და ამ ამოცანების გადაწყვეტა.
ვფიქრობ, თანამედროვე მეცნიერების ჯერ კიდევ
ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პარადიგმა – ინტერ-
დისციპლინარულობა – ამას ნიშნავს: არა იმდენად
მეცნიერებების გაერთიანებას, არამედ ახალ გამოწვე-
ვებზე და კითხვებზე ყველა მეცნიერების გამოყენებით
პასუხების გაცემას. პასუხები არ იქნება ჰომოგენული
(ლინეარული), მაგრამ, ბევრად უფრო იქნება კითხვის
შესაბამისი, ვიდრე მარტივი ლინეარული, მონომეცნი-
ერული პასუხები.
მით უმეტეს, თუკი დასმულ კითხვაზე, რომელიც არ
არის რომელიმე კონკრეტული მეცნიერების და აზროვ-
ნების წესის კითხვა, შეუძლებელია რომელიმე ერთი
მეცნიერების პოზიციიდან, ანდა – ლინეარული მიდგო-
მის მცდელობიდან მოელოდე ადეკვატურ პასუხს.
ვფიქრობ, კითხვაზე, „როგორ არის შესაძლებელი
Homo sapiens sapiens?“ მხოლოდ ამ მეთოდით – არალინე-
არული ისტორიის გამოვლენის მცდელობით – იყო შე-
საძლებელი მეტ-ნაკლებად ადეკვატური პასუხის გაცემა.

142
სახელთა და ცნებათა საძიებელი
A H

ADAM CLARK ARCADI 28 Hausfater, G 27


Alex Hawes 36 Hermann Kacher 35
Anthony D. Pellegrini 36 homo vii, 13, 34
Ardipithecus kadabba 19 Homo erectus 7
B Homo floresiensis 7
Homo habilis 7
Beck, Roger 122
Homo sapiens 1, 2, 7, 8, 9, 12,
Beehner JC 21
13, 60, 62-64, 66-71, 73-
benefitiary behaviour 55
80, 82, 90, 103 135, 142
Bergman TJ 21
Homo sapiens neandertha-
Bowder 120, 130
lensis 7, 9, 13, 71, 73
C Homo sapiens sapiens 1, 7, 9,
Cheney DL 21 12, 13, 60, 62-64, 66-71,
73, 76, 78-80, 82, 90, 103,
D
135, 142
Danielle Dupuis 36
Darwin\w* 14–15 J
Denisova hominins 7 Jared Diamond 13, 96
Derrida xxi, 141 J. G. Herder 4
Diamond 13, 67, 96 John Maynard Smith 137
E Jones, A.H.M 119
entertainment 25, 39 K
F
Kevin Hunt 15
Foucault, Michel 140 Kinsey 51, 52
Frans B. 11, 22 Klauck 116

143
გიგი თევზაძე

Konrad Lorenz 35 T
Kuefler, Mathew 124
Tattersall 66
M Third Chimpanzee 13

Max weber 41 W
McNeil 116
Welsh, Peter 109
M. de Waal 11, 22
White F 10
middle age crisis 62
Wolfgang, Wickler 35
N

Niall Lucy 141
აგამბენი xviii
P ადამიანი vii–xi, xiv, xvi, xix,
Papio hamadryas 21 xxi, 1, 3–9, 11–17, 20–22,
Peter K. Smith 36 24–26, 28, 30, 33, 41–42,
Peter Wheeler 15 51, 53, 64, 67, 69, 79, 83,
87–88, 91–92, 94–97,
R 100–101, 103–104, 107,
132, 135–138
Richard Dawkins 105, 137 ადაპტაცია xiii, 68, 84
RICHARD W. WRANGHAM 28 ალექსანდრე
Rodman and Mc Henry 15 გავაშელიშვილი v
Rodney Stark 117 ალისტერ ჰარდი 15
ანთროპოლოგია xvii, xx, 7
S
ანტიდეპრესანტი 23, 25
Schwartz JH 66 ანტისოციალური 37
Southern 126 არდიპითეკი 19
Stein R. A. 84 ასოციალური 37, 39, 71, 73,
suprachiasmatic nucleus 53 75

144
სახელთა და ცნებათა საძიებელი

აფრიკა 18, 43, 48, 50, 51, 67, 84 დ


აღქმა 44, 49, 53, 54, 99, 105 დარვინი x, xi, xiv, xvi, 14, 139
დავით თარხნიშვილი v
ბ დევოლუცია 111, 112, 113,
ბაბუინები 21 114
ბადიუ xviii დელფინი 29, 72
ბელადი xi, 43, 4, 47, 48, 56, დენისოველები 7
60, 64, 78, 82, 89 დეპრესია 23, 24
ბინფორდი 71, 72, 77 დერიდა xviii, xxi, 140, 141
ბიოლოგია x, xvii, 9, 69, 136 დიდი გამაერთიანებელი
ბიპედალიზმი xi, 12, 13, 14, რიტუალი 38, 39, 43,
15, 16, 17, 19, 20 44, 57, 58, 90, 91, 103,
ბონობო 1, 10, 11, 21, 32, 59 106, 107
ბოტანიკა x დილთაი xviii, xix
ბუნებრივი გადარჩევა xiii დიოკლიტიანე 130
ბუნებრივი ფენომენი xxi დრუიდები 93

გ ე
გადარჩევა 39, 48, 54, 80 ედმუნდ ჰუსერლი\w* 139
გადახრა 56, 72 ევოლუცია vii, ix, xi, xiv, 3,
გალერიუსი 130 12, 50, 53, 57, 102, 111,
გამრავლება 27, 28, 35, 40, 55, 113, 138
61, 62, 63, 77, 78, 105, 106 ეკოლოგია x, 136
გენეტიკა xii ელენ მორგანი 15, 23
გიგა ზედანია v, xvii, 30, 41 ემანსიპაცია xii, 59, 60, 65,
გლობალური დათბობა 80, 81
xxiii ემოციები ix, 2, 73
გონის ფენომენოლოგია ესკიმოსები 24
xvii

145
გიგი თევზაძე

ვ კანქვეშა ცხიმი xi, 16, 24, 33


კვების აუცილებლობა 15
ვიტამინ D 23, 24, 25, 31, 32, 33
კლდეზე ნახატები 70, 99
ვოლტერი 119
კონსტანტინე 117, 119, 120,
124–131

კონსტანტინუსი 130
ზაზა კიკვაძე v
ზოოლოგი x, 7 ლ
ზურაბ გურიელიძე v
ლოკომოტორული
თ ეფექტურობა 15
ლომვეშაპი 21, 23, 24, 28, 33
თანამედროვე ადამიანი 7,
8, 25, 69 მ
თერმოდინამიკა ix
მასტაბილიზებელი
თერმორეგულაცია 15
რიტუალი 99
ი მაქსენტუსი 130
ინოვაცია 87 მაქსიმიანი 130
ინოვაციები xii, 12, 87, 89, მაღალორგანიზებული
107, 134
ცხოველი 36, 40, 63
ინოვაციურობა 80, 82, 87– მემკვიდრეობითობა 56, 72
89, 102, 133–134
მეორე საზოგადოება 30
ინტერდისციპლინური მესამეები 31–34, 36–39, 43–
45, 47
კვლევა viii, x
ინფანტიციდი 26, 27, 28, 29 მესამე შიმპანზე 13, 32, 44,
89, 91
იოსები 118
ისტორია xii, xvi, 136, 141 მილანის ედიქტი 119
მიმიკრია 82, 84, 87, 88, 90, 93,
კ 99, 101, 102
კანიბალიზმი 33, 39 მოდერნული xxii, 41

146
სახელთა და ცნებათა საძიებელი

მოშინაურება xii, 93–98 პლებსი 125, 126


პოპულაცია xii–xv, 21, 29–31,
ნ 35, 37, 38, 44, 47, 55, 57,
ნარატივი xii, 42, 108–111, 59, 61, 62, 65–67, 69, 77,
113–114, 120 78, 80, 87, 89, 91, 104,
ნეანდერტალების 105, 117
საზოგადოება 71 პრესაპიენსი xii
ნეანდერტალელები 7, 8, პრიმატები xi, xiii, xiv, xvi, 2,
66–70, 72–81 9, 10, 15–17, 19–23, 25,
ნეანდერტალელ ქალთა 27–29, 30–31, 34, 38, 59,
საზოგადოება 74 72, 91
ნიცშე xviii


ჟან ჟაკ რუსო 4
ობიექტივაცია 105, 107


პავლე 121, 122, 124, 125, 131, რაციონალიზაცია 41
132 რევოლუცია xviii
პალეონტოლოგიური რელიგია xvi, 6, 41, 42, 101,
ფაქტები x 109–117, 119–122, 124–
პარადიგმა xviii–xxiii, 129, 131–133
141,142 რელიგიური 41, 42, 109–114,
პერფორმანსი 40, 44, 47–49, 120
54, 108 რეპროდუქცია xii
პიგმალიონი 111, 113 რიტუალი xiii, 34, 35, 37–48,
პინოქიო 111, 113 55, 57, 58, 75, 83, 84, 89,
პირველი საზოგადოება 20, 91, 99, 102–107, 110, 138
83, 104

147
გიგი თევზაძე

ს სქესი xii, 23, 51, 57, 58, 72, 73,


საარსებო გარემო 46 121, 128
საკვები გარემო 20, 30

საკვების
სპეციალიზაცია 19 ტეიარ დე შარდენი xvi
საკრალიზაცია 95– 96 ტელეოლოგიურობა xviii
საკრალური 94, 97 ტერიტორია 5, 18, 19, 20, 63
სარგებლიანი ქცევა 55, 87 ტეტრარქის ომები 129
სასუნთქი და საყლაპავი ტექნოლოგია 5, 8, 9, 12, 40,
გზები 16 42, 68, 70, 80, 83, 86, 87,
სახეობათა წარმოშობა 93, 107, 115, 133
xiv, 12 ტვინი 9, 53, 54, 66, 69, 71, 73
სეკულარიზაცია 40, 41 ტოტემი xii, 97
სიმღერა xiii, 42, 46, 48, 108,
ტოუმაი x, xiv, 18–20
111
ტროპიკული ორქიდეა xi
სიყვარული xii, 103–107, 111,
ტყე 14, 19, 22, 25–27, 31, 33,
112, 127, 128
79, 113
სოროკინი xviii
სოციალურად ტყუილი xix, 82, 87, 88, 90
მგრძნობიარე 76

სოციალური ევოლუცია xii
სოციალური მიმიკრია 87, უზენაესი ძალები 49
90, 102 ურთიერთსიყვარული xii
სოციალური სტრუქტურა უცხო xx, 5, 40, 64, 75, 76, 106
3, 10, 21, 27, 28, 43, 60,
65, 66, 106, 107 ფ
სოციალური ქცევა vii, viii, ფილოსოფია xvii, xviii, xx, 42
x, xiii, 7, 8, 12, 37, 39, ფილოსოფიური
135, 137, 138 ანთროპოლოგია xx

148
სახელთა და ცნებათა საძიებელი

ფიფქია და შვიდი ჯუჯა ცრუ შამანი 86


112–113 ცხოველთა სამყარო 1, 4, 5,
ფრენსის ბეკონი 135 12, 17, 52, 87, 88, 90, 107,
ფუკო xviii, 139, 140 137

ქ წ

ქალების როლი xii წარმოსახვა 49, 54, 105


ქრისტიანობა 115–117, 119– წყლის მაიმუნი 15, 17, 18, 45
წყლის ძუძუმწოვრები 16
122, 125–134
ქცევითი სტრუქტურა 6 ხ
შ ხელოვნება xii, 6, 8, 39, 46,
შამანი xi, 43, 48, 50-53, 56, 58– 47, 51, 66, 83, 87, 89, 92,
60, 64, 66, 68, 70, 76–78, 99, 101–103, 105
81–90, 93–97, 102, 108, ხელოვნების ნაწარმოების
110, 111, 113, 114, 133 წარმოშობა 92
შელერი xviii

შეჯვარება 29, 37, 38, 43–46,
55, 56, 61, 73, 97
ჯადოსნური 41, 109, 110,
112, 113
შიმპანზე 1, 8, 10, 11, 13, 18,
21, 32, 35, 44, 59, 89, 91 ჰ
შპენგლერი xviii
ჰაბერმასი xviii
ჩ ჰაიდეგერი xviii–xix
ჩადის რეგიონი 18 ჰეგელი xvii
ჩარლზ პერსი სნოუ xx ჰეტეროსექსუალი
ინდივიდები 53
ც ჰეტეროსექსუალური
ცივილიზაცია 59, 81, 112, 115 ქცევა

149
გიგი თევზაძე

ჰიპოთალამუსი 54 ჰომოსექსუალური
ჰობიტები 7, 70 კულტურა 50
ჰომინიდები 6–9, 13, 16–20, ჰომოსექსუალური
26, 28, 47 მიდრეკილება 51, 53
ჰომო ერექტუსი xv ჰორმონი 23
ჰომოსექსუალობა xii, 51, 53,
122, 125–129, 131, 132

150

You might also like