You are on page 1of 190

ნონა ახალაშვილი

ფსიქოლოგიის საფუძვლები
(თეორია და პრაქტიკა)

თბილისი
2021

1
1. ფსიქოლოგიის არსი და მიმართულებები

ფსიქოლოგია - XXI საუკუნის პრიორიტეტული მეცნიერებაა. ფსიქოლოგიის ცოდნის


გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი ინტერპერსონალური/პიროვნებათაშორისი კომუნიკაციები.
ფსიქოლოგია მუდმივად ვითარდება. ის ადამიანებს აცნობს სამყაროს ფენომენალური
მოვლენების - ტვინის, ადამიანის გონებისა და ყველა ცოცხალი არსების ქცევის არსს.
ფსიქოლოგია იმ იდუმალი პროცესების შესწავლას ემსახურება, რაც ჩვენს ფიქრებს,
გრძნობებსა და ქმედებებს/საქციელს უდევს საფუძვლად. არსებობს უწყვეტი კავშირი
ფსიქოლოგიურ კვლევასა და პიროვნების ცხოვრებას შორის. ყოველივე ის, რაც
ფსიქოლოგიურ ლაბორატორიებსა და კლინიკებში ხდება, ნათელს ჰფენს ადამიანის
გონებასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ამოუცნობ მოვლენებს.

ფსიქოლოგია უნიკალური მეცნიერებაა და ის ეძებს პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე:


როგორია ადამიანის ბუნება? ამ კითხვას ფსიქოლოგია იმით პასუხობს, რომ სწავლობს,
როგორც ინდივიდში მიმდინარე პროცესებს, ისე ფიზიკურ და სოციალურ გარემოში
აღმოცენებულ ძალებს. ფსიქოლოგიას ბევრი საერთო ინტერესი აქვს ბიოლოგიასთან,
მედიცინასთან განათლებასთან, იურისპრუდენციასთან, ეკოლოგიასთან; ინარჩუნებს
კავშირებს ფილოსოფიასა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, ხელოვნებასთან,
ლიტერატურასთან, დრამატურგიასთან. ამით ფსიქოლოგია ცდილობს გააუმჯობესოს
საზოგადოებისა და მისი თითოეული წევრის ცხოვრება.

მეცნიერება და პრაქტიკული საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების ორი,


ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ამავე დროს ერთმანეთისგან არსებითად
განსხვავებული სფეროა. ამიტომ, სამეცნიერო კვლევის შედეგების პრაქტიკულ საქმიანობაში
გამოყენება ნებისმიერი სპეციალისტისთვის საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს.

ცნება „ფსიქოლოგია“ წარმოიქმნა ორი ბერძნული სიტყვის შეერთებით, რომელიც


პირველად XVIII ს. გერმანელი ფილოსოფოსის, ქრისტიან ვოლფის შრომებში გაჩნდა.
ფსიქოლოგია, როგორც საკუთარი ქცევის დეტერმინაციისადმი ადამიანთა ინტერესების
სფერო, დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დამოუკიდებელი მეცნიერების რანგში ის 1879
წლიდან მოგვევლინა, როდესაც გერმანელმა ფსიქოლოგმა და მეცნიერმა ვილჰელმ ვუნდტმა
ლაიფციგის უნივერსიტეტში მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური
ლაბორატორია შექმნა. მოგვიანებით, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ექსპერიმენტული
ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მრავალი გამოჩენილი
ფსიქოლოგი მუშაობდა. შემდეგში, არაერთი სამეცნიერო სკოლა და მიმართულება
დაფუძნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეისათვის ფსიქოლოგია ერთ-ერთი იმ
მეცნიერებათაგანია, რომელიც ჯერ კიდევ „ეძიებს“ საკუთარ სახეს, ანუ თავის საგანს და
ობიექტს.

2
ფსიქოლოგიის ობიექტს ადამიანები წარმოადგენენ. ისინი ფლობენ ფსიქიკას.
ფსიქოლოგია მათ განიხილავს ცალკეულად ან ჯგუფში. ცხოველებიც განიხილება, როგორც
სპეციალური დარგის - ზოოფსიქოლოგიის - ობიექტი. ადამიანის, როგორც ფსიქოლოგიის
ობიექტის განუყოფელ მხარეს წარმოადგენს საქმიანობა ან აქტივობის სხვა ფორმა.
ადამიანური საწყისების გამოვლენის მრავალფეროვნებამ ასახვა ჰპოვა ისეთ ცნებებში,
როგორიცაა „ინდივიდი“, „პიროვნება“, „ინდივიდუალობა“, „სუბიექტი“.

სიტყვა „ფსიქოლოგია“ ქართულ ენაზე ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ.


სპეციალისტები, უპირატესობას, შედარებით ზოგად განსაზღვრებას ანიჭებენ. მათი აზრით,
ფსიქოლოგია ერთი მხრივ, არის მეცნიერება ფსიქიკური პროცესების, თვისებებისა და
მდგომარეობების და, მეორე მხრივ, მეცნიერება ადამიანის ფსიქიკის განვითარებისა და
ფუნქციონირების შესახებ. ერთში ყველა თანხმდება - ამ დარგში დაგროვილი ცოდნის
ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა.
გამოყენებითი ფსიქოლოგიის ძირითად ამოცანას სწორედ ფსიქოლოგიური ცოდნის
პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენს. ჩვენ არ ჩავუღრმავდებით სხვადასხვა ფსიქოლოგიურ
თეორიას და მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილავთ დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ
მიმართულებებს.

სხვადასხვა პოპულარული წიგნის ავტორები ხშირად დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ


შეუძლიათ ადამიანის ქცევის ბუნების და მიზეზის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე,
მათთვის სათანადო დახმარების გაწევა. მაგრამ, ეს არც ისე ადვილია. ფსიქოლოგიური
მეთოდების გამოყენება არ არის მარტივი პროცედურა და არც ფსიქოლოგიური ცოდნის
დაუფლებაა ისე იოლი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს.

ფსიქოლოგების უმრავლესობა ეთანხმება იმ შეხედულებას, რომ ადამიანის ქცევის


შესწავლა საჭიროა მთლიანობაში. მაგრამ მეცნიერები სხვადასხვაგვარად წარმოიდგენენ
homo-sapiens-ის ბუნებას. ეს აზრთა სხვადასხვაობა არ არის გადაულახავი. ამჟამად, ადამიანის
ფსიქოლოგიის შესწავლაში ხუთი ძირითადი მიდგომაა გამოყოფილი. ეს არის:
ბიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ჰუმანისტური ფსიქოლოგია,
კოგნიტური ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია. დავახასიათოთ თითოეული მათგანი.

ბიჰევიორიზმი. ამ მიმართულებას აშშ-ში XIX ს-ის ბოლოს საფუძველი ე. თორნდაიკმა


ჩაუყარა. ის ცხოველების ფსიქიკას ექსპერიმენტულად იკვლევდა. ტერმინი „ბიჰევიორიზმი“
კი ჯ. უოტსონმა 1913 წელს შემოიტანა. იგი თვლიდა, რომ ფსიქოლოგია უნდა გახდეს ზუსტი
მეცნიერება და შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ ქცევაზე და არა ცნობიერებაზე
დაკვირვებებს, რადგან, ამ უკანასკნელზე დაკვირვება შეუძლებელია. ამ თეორიის თანახმად,
ფსიქოლოგიის ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც ერთნაირად
აღიქმება ორი სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ. ადამიანთა აზრები და გრძნობები
მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი ვლინდება საქციელში ან ქცევებში.
ბიჰევიორიზმის მიმდევრები თვლიან, რომ თანშობილი ინსტიქტური რეაქციების ან

3
უპირობო რეფლექსების მცირე გამონაკლისის გარდა, ადამიანის ქცევა პირობით-
რეფლექტორულია და დასწავლის შედეგად ყალიბდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადგილი
აქვს განსაზღვრულ სტიმულებზე გარკვეული რეაქციების განმტკიცებას. ბიჰევიორიზმის
ერთ-ერთი ლიდერი და თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბ. სკინერი, ამტკიცებდა, რომ ქცევა
იქმნება ამა თუ იმ საქციელის შედეგის გავლენით. წახალისებული საქციელი დასჯადზე
უფრო ხშირია. მაგალითად, თუ გვაძლევენ 100 ლარს სიტყვა „ფსიქოლოგიის“ წარმოთქმაზე,
გასაკვირი არ არის, რომ ამ სიტყვას სულ მცირე შესაძლებლობისასაც კი გამოვიყენებთ.
მაგრამ, თუ ამ სიტყვის თქმაზე გვსჯიან, ალბათ, შევეცდებით, იგი ჩურჩულითაც კი
არასოდეს გავიმეოროთ.

გეშტალტფსიქოლოგია. დაახლოებით იმავე დროს, როცა აშშ-ში ბიჰევიორიზმმა


დაიწყო ჩამოყალიბება, გერმანიაში აღმოცენდა გეშტალტფსიქოლოგია. ეს მიმართულება
შეიქმნა იმ ფსიქოლოგ-მკვლევარების ნაშრომების საპასუხოდ, რომლებიც ფსიქიკას მრავალ
მიკროელემენტად ანაწევრებდნენ და თითოეულს ცალ-ცალკე შეისწავლიდნენ. ასეთი
მიდგომა გამართლებულია ისეთ ზუსტ მეცნიერებებში, როგორიცაა: ფიზიკა, ქიმია,
ბიოლოგია, მათემატიკა და ა.შ., მაგრამ არა ფსიქოლოგიაში. სიტყვა „გეშტალტი“, როგორც
ცნება, პ. ფონ ერენფელსმა შემოიტანა. მას არ აქვს შესატყვისი არც ინგლისურ და არც
ქართულ ენებში. მიახლოებით მისი აზრი შეიძლება გადმოვცეთ სიტყვებით: „ხატი“,
„ფორმა“, „სტრუქტურა“, „ორგანიზაციული მთლიანი“. ამიტომ, ფსიქოლოგიურ ტექსტებში
იგი არ ითარგმნება. გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები შემდეგში
მდგომარეობს: მოვლენა, როგორც მთლიანი, არ არის მისი ნაწილების უბრალო ჯამი.
გეშტალტფსიქოლოგიის მიმდევრები ადამიანის ქცევას ადარებენ უფრო მეტად მუსიკას,
ვიდრე მათემატიკას. გავიხსენოთ საყვარელი სიმღერა. თითოეულ ნოტს რომ ცალ-ცალკე
აღვიქვამდეთ, ვერ შევძლებდით მელოდიის აღდგენას. გარდა ამისა, შეიძლება ნოტების
გადაადგილება ან იგივე მელოდიის სხვა ტონალობაში დაკვრა. ამდენად,
პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ნოტების ურთიერთკავშირს ენიჭება. ამ კონცეფციის
შესაბამისად, ადამიანის ქცევა კარგავს აზრს, როდესაც ის ცალკეულ კომპონენტებად იყოფა.
გეშტალტფსიქოლოგიის მიმდევრები ცდილობენ ბიჰევიორისტები დაარწმუნონ იმაში, რომ
მთლიანობითი ქცევის სტრუქტურული ორგანიზაცია უფრო მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, ვიდრე მასში შემავალი ცალკეული ქცევითი აქტი. ამიტომ,
გეშტალტფსიქოლოგების აზრით, ფსიქოლოგია უნდა შეისწავლიდეს ადამიანის შეგრძნებებს,
მის აღქმასა და ინტუიტურ პროცესებს, რაც უცილობლად ცნობიერების სფეროს ეკუთვნის.

ფსიქოანალიზი. განხილული მიმართულებებიდან, ფსიქოანალიზი ერთ-ერთი


უძველესია. იგი ზიგმუნდ ფროიდის იდეების საფუძველზე აღმოცენდა. ძველი დროის
მოაზროვნენი ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ ადამიანს მართავს გაუცნობიერებული
ლტოლვები, არაცნობიერი ინსტიქტები და მისწრაფებები. XX ს-ის დასაწყისში ზ. ფროიდმა -
ავსტრიელმა ექიმმა, ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა - შეძლო შეექმნა ადამიანის ქვეცნობიერის
ბუნების გამოვლენის, ანალიზისა და ახსნის მეთოდი. იგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ

4
ფსიქიკური შინაარსის მხოლოდ 1/7 გაცნობიერდება, დანარჩენი 6/7 კი ვლინდება სიზმრებში,
გაურკვეველ შფოთვებსა და აკვიატებულ წინასწარგანწყობებში.

ფსიქოანალიზის მიხედვით, ადამიანებს მართავენ არაცნობიერის სფეროში


დაფარული ირაციონალური ლტოლვები. ჩვენ, ვერ ვაცნობიერებთ საკუთარი გრძნობებისა
და მისწრაფებების უმეტეს ნაწილს. ადამიანის დაკვირვებადი ქცევა აისბერგს ჰგავს.
ქვეცნობიერის ნაწილობრივ გაცნობიერებული ფორმების მიღმა არაცნობიერის უდიდესი
სფერო იმალება. უფრო მეტიც, არაცნობიერის სფეროში ცნობიერებიდან გადაინაცვლებენ
მოცემული ინდივიდისათვის გაუცნობიერებული ლტოლვები და ტრავმირებადი განცდები.
ისინი ნევროტული დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ფსიქოანალიზს უწოდებენ
მესამე უდიდეს აღმოჩენას, რომელმაც სამყაროსა და ადამიანის შესახებ კაცობრიობის
შეხედულებებში რევოლუცია მოახდინა. პირველად გალილეიმ დაადგინა, რომ დედამიწა არ
წარმოადგენს სამყაროს ცენტრს; შემდეგ დარვინმა გამოაცხადა, რომ ადამიანსა და მაიმუნს
საერთო წინაპარი ჰყავთ; და ბოლოს, ადამიანის ქცევის ბუნების შესახებ არსებულ
ტრადიციულ შეხედულებას უკანასკნელი დარტყმა ფროიდმა მიაყენა. მან თქვა, რომ
ადამიანს მართავს არა გონება, არამედ არაცნობიერი ლტოლვები. ადამიანი ვერ
აკონტროლებს არაცნობიერის სფეროში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებს.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ჰუმანისტური ფსიქოლოგია, კარლ როჯერსისა და


აბრაჰამ მასლოუს შრომების წყალობით, XXს-ის 40-50-იან წლებში აშშ-ში აღმოცენდა. ამ
მიმართულების ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანი მუდმივად ვითარდება, იცვლება და
ისწრაფვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციისაკენ. მათი აზრით,
შემოქმედებისა და თვითაქტუალიზაციის ჭეშმარიტი მოთხოვნილებები ადამიანს
ბიოლოგიური და სოციალური ხასიათის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდგომ
უჩნდება. ფსიქოლოგებმა მთავარი მნიშვნელობა პიროვნების ინდივიდუალურ განვითარებას
(თვითგანვითარებას) უნდა მიანიჭონ. ნების თავისუფლებასა და დამოუკიდებელი არჩევანის
უნარს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი თვლიან, რომ რეალური სამყარო
ისეთია, როგორიც ის ადამიანს „სურს“ დაინახოს. ყოველი პიროვნება უნიკალურია. ამიტომ
ადამიანი თავად ირჩევს ცხოვრების წესს.

კოგნიტური ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი შედარებით გვიან


ჩამოყალიბებული მიმართულებაა კოგნიტური ფსიქოლოგია. მისი ყურადღების ცენტრში
ადამიანის შემეცნებითი საქმიანობა და აზროვნების პროცესებია. კოგნიტივისტ-
ფსიქოლოგებს აინტერესებთ: როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიხსენებთ, როგორ ვწყვეტთ
პრომლემებს, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ წარმოვისახავთ მოვლენებს, როგორ
ვქმნით საგნის აზრობრივ ხატებს და ა.შ. კომპიუტერის გაჩენამ გააძლიერა კოგნიტური
ფსიქოლოგიისადმი ინტერესი. ამჟამად, კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის სფერო
იმდენად გაფართოვდა, რომ ინდივიდის არამარტო შემეცნებითი პროცესები, არამედ ამ
პროცესებზე სხვადასხვა მედიკამენტის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული პრობლემებიც
კი მოიცვა.

5
ეკლექტიზმი. ეკლექტიკოსი ფსიქოლოგები თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში იმ
მეთოდებს იყენებენ, რომლებიც საუკეთესოდ მიესადაგება მოცემულ მომენტში მათ წინაშე
მდგარი ამოცანების გადაჭრას. პრაქტიკოსი ფსიქოლოგების უმეტესობა მოქმედებს
ეკლექტიკურად: თანაბრად იყენებს ხუთივე მიმართულებას და ყოველ მათგანს სათანადო
პატივს მიაგებს.

განწყობის ფსიქოლოგია. დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი „განწყობის თეორია“


თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად ითვლება, რომელმაც მის
ავტორს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.

დიმიტრი უზნაძე ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი.


ყოველგვარი ქცევა ფსიქიკით იმართება და მიზანშეწონილად მიმდინარეობს ანუ ცოცხალი
არსება გარემოში თავისი „მიზნების“ შესატყვისი აქტივობის განხორციელებას ახერხებს. ამის
უზრუნველყოფის ფსიქიკური მექანიზმი კი უნდა არსებობდეს. დ. უზნაძემ, მიაგნო ასეთ
მექანიზმს და მას „განწყობა“ უწოდა.

განწყობა სუბიექტის მთლიან-პიროვნებისეული მდგომარეობაა, რომელიც


გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად. განწყობა წარმოიქმნება
მოთხოვნილებისა და მისი დამაკმაყოფილებელი სიტუაციის საფუძველზე და განსაზღვრავს
ყოველგვარი სახის ფსიქიკური აქტივობის აღძვრასა და მიმდინარეობას. განწყობა
მიზანშეწონილ სახეს აძლევს ამ აქტივობას, ვინაიდან მასში ქცევის განხორციელებისათვის
საჭირო ყველა სუბიექტური და ობიექტური მონაცემია ასახული. განწყობა არის
ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა. ნებისმიერ ქცევას აუცილებლად წინ უსწრებს
განწყობის აღმოცენება. შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს
გააკეთებდა; ყველა ფსიქიკურ პროცესს, ჩვენ ქცევებს, მოქმედებებს - განწყობა აძლევს
მიმართულებას.

განწყობის თეორიაზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ქართული


ფსიქოლოგიური სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, დ.უზნაძის მოწაფე, აკადემიკოსი
შოთა ნადირაშვილი, რომელიც არის განწყობის ანთროპული თეორიის ავტორი. მისი
ძირითადი კვლევები შეეხება ზოგადი, პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგიის
საკითხებს; მეცნიერი მუშაობდა აღქმის, აზროვნების, აღზრდის საკითხებზე. თავის
თეორიაში მან გამოკვეთა ქცევის სამი იერარქიული დონე: უმდაბლესი - ინდივიდის,
საშუალო - სუბიექტის და უმაღლესი - პიროვნების; სამივე დონეს აერთიანებს განწყობის
ზოგადი კანონზომიერებანი, მაგრამ თითოეულს საკუთარი მახასიათებლები აქვს. შ.
ნადირაშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე გამოყენებითი ფსიქოლოგიის საკითხებსაც.

6
 ფსიქოლოგიის დარგები და სპეციალისტები

არსებობს ფსიქოლოგიის უამრავი დარგი: სოციალური ფსიქოლოგია; პიროვნების


ფსიქოლოგია; ასაკობრივი ფსიქოლოგია; კოგნიტური ფსიქოლოგია; კლინიკური
ფსიქოლოგია; იურიდიული ფსიქოლოგია; რელიგიის ფსიქოლოგია; მენეჯმენტის
ფსიქოლოგია; პოლიტიკური ფსიქოლოგია; სამხედრო ფსიქოლოგია; ეთნოფსიქოლოგია;
სპორტის ფსიქოლოგია; ზოოფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია; კონფლიქტის
ფსიქოლოგია; ლიდერობის ფსიქოლოგია; მოზარდის ფსიქოლოგია, რეკლამის ფსიქოლოგია,
ხელოვნების ფსიქოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია,
სკოლის ფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, ორგანიზაციისა და
მართვის ფსიქოლოგია და სხვა. რაც შეეხება სპეციალისტებს, არიან ფსიქოთერაპევტები,
ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქოკონსულტანტები, სოციალური მუშაკები, კლინიკური
სოციალური მუშაკები. დავახასიათოთ ზოგიერთი.

ფსიქოთერაპევტები. ფსიქოთერაპევტი არის სპეციალისტი ისეთი პროფესიული


მომზადებით, რომელიც უფლებას აძლევს მას დახმარება გაუწიოს ემოციური დარღვევებისა
და ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს. ფსიქოთერაპიით დაკავებულნი არიან
ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები. მათი ფუნქციები ნაწილობრივ
ემთხვევა. მაგრამ, გამომდინარე იქედან, თუ ვინ არის სპეციალისტი - ფსიქიატრი,
ფსიქოლოგი თუ სოციალური მუშაკი, მაინც არსებობს მკაფიო განსხვავებები, როგორც
სწავლებაში, ასევე ფსიქოთერაპევტების როლის გაგებაში.

ფსიქიატრები. ისინი არიან ექიმები. მათ აქვთ სპეციალური/სამედიცინო განათლება ან


ცოდნა ფსიქიკური დაავადებების (შიზოფრენიის, ეპილეფსიის, დეპრესიის, ნევროზების,
ფსიქოზების და ა.შ.) შესახებ. მხოლოდ მათ აქვთ მედიკამენტებზე რეცეპტის გამოწერის
უფლება. როგორც წესი, ისინი სპეციალურ კლინიკებში მუშაობენ. ფსიქიატრიულ
კლინიკებში, ძირითადად, სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანები
მკურნალობენ, რომელთაც არ შეუძლიათ ან უჭირთ საზოგადოებაში ადაპტირება.
განსაკუთრებით მწვავე შეტევებისას მათ სჭირდებათ ფსიქიატრის დახმარება.

ფსიქოლოგები. ყველა ფსიქოლოგი არ მუშაობს ფსიქოთერაპიაში. ბევრი მათგანი


დაკავებულია ფსიქოდიაგნოსტიკით, მოღვაწეობენ სკოლებში ან ასწავლიან ფსიქოლოგიას
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე იკითხება
ფსიქოთერაპიის საგნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ კურსის მოსმენის შემდეგ სტუდენტს ან
ფსიქოლოგს შეუძლია ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მკურნალობა. ამისათვის,
საჭიროა ხანგრძლივი სწავლა გამოცდილი ფსიქოთერაპევტის ზედამხედველობით.
ფსიქოლოგებს შორის არიან ფსიქოლოგი-თერაპევტები, რომლებიც ასევე იყოფიან
კლინიცისტებად და კონსულტანტებად. კლინიცისტი-ფსიქოლოგები ატარებენ
ფსიქოლოგიურ ტესტებს და შედეგების საფუძველზე კლიენტს თერაპიული ზემოქმედების
ფორმას ურჩევენ, იქნება ეს ინდივიდუალური კონსულტაციები, ჯგუფური ფსიქოთერაპია და

7
ა.შ. ფსიქოლოგი-კონსულტანტები უმეტესად ადამიანს ეხმარებიან სიძნელეების
გადალახვაში, სასწავლო და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში, პიროვნებათაშორისი
ურთიერთობების მოგვარებაში და სხვა. განსხვავებული სპეციალიზაციის მიუხედავად,
კლინიცისტებიც და კონსულტანტებიც ადამიანებს ეხმარებიან პიროვნული,
ინტერპერსონალური და ემოციური პრობლემების დაძლევაში.

სოციალური მუშაკები. ჩვენ ქვეყანაში სოციალური მუშაკის პროფესია ახალია. ისინი


მუშაობენ სპეციალურ ცენტრებში, დაკავებული არიან ისეთი სოციალური პრობლემებით,
როგორიცაა: ოჯახური ძალადობა, უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია,
არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევა, ბულინგი და სხვა. მათ ფუნქციებში შედის არა
მარტო პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, არამედ სოციალური მხარდაჭერის
მიზნით შესაბამისი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდება. გამოცდილების მქონე
სოციალური მუშაკების საქმიანობა მიზანშეწონილია ისეთ სფეროში, რომელსაც „ნდობის
ტელეფონი“ ჰქვია. ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის
მინიჭება სახელმწიფო კანონმდებლობით რეგულირდება. ამ სპეციალობებით მუშაობა
შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ სპეციალური განათლება და საკმარისი
პროფესიული გამოცდილება.

 ფსიქოლოგიის მეთოდები

ფსიქოლოგის მიერ გაკეთებული დასკვნები მეცნიერულად დასაბუთებული უნდა იყოს.


ამიტომ ყველა მიმართულების წარმომადგენელი სხვადასხვა მეთოდს იყენებს მიღებული
შედეგების ჭეშმარიტების დასაბუთების მიზნით. ფსიქოლოგის წინაშე რთული ამოცანები
დგება. მაგალითად, ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შეფასება, მოტივების გამოვლენა,
სტრესული სიტუაციებისადმი პიროვნების შეგუების უნარების გამოკვლევა და ა.შ. ყოველივე
ზემოაღნიშნული, ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენებას ნაწილობრივ ზღუდავს, რადგან
ყველას კარგად ესმის თუ რა სიძნელებს შეიძლება წავაწყდეთ ადამიანის ქცევის
„გაზომვისას“. ფსიქოლოგიის ძირითადი მეთოდებია: დაკვირვება, კონკრეტული
სიტუაციების ანალიზი, გამოკითხვა, კორელაცია და ექსპერიმენტი. განვიხილოთ
თითოეული ცალ-ცალკე.

1. დაკვირვება. დაკვირვების დროს ფსიქოლოგი არ ერევა იმ ადამიანთა მოქმედებაში,


რომელთაც აკვირდება. ზოგჯერ, დაკვირვების ჩატარება საჭიროა შეუმჩნევლად იმიტომ, რომ
ადამიანთა ქცევა შეიძლება შეიცვალოს თუ ისინი მიხვდებიან, რომ მას აკვირდებიან.
შედეგების აღრიცხვა უნდა მოხდეს მკაცრი სიზუსტით, ფაქტების დაცვით. ფსიქოლოგი
უბრალოდ აფიქსირებს იმას, რასაც ხედავს და ესმის. იგი არ აკეთებს დასკვნებსა და
ინტერპრეტაციას. მაგალითად, თუ ვინმე იცინის, ფსიქოლოგი აღნიშნავს სიცილის ფაქტს. ის
არ გამოთქვამს ვარაუდს სიცილის მიზეზთან დაკავშირებით. ერთი დაკვირვების
საფუძველზე არ შეიძლება განვსაზღვროთ იყო თუ არა ეს სიცილი გამოწვეული სიხარულით,
კმაყოფილებით, ნევროტულობით თუ შიშით.

8
2. კონკრეტული სიტუაციების ანალიზის მეთოდი. კონკრეტული სიტუაციის ან შემთხვევის
შესწავლა ითვალისწინებს ყოველმხრივ გამოკვლევას: ტესტების გამოყენებას, ბიოგრაფიის
შესწავლას, საუბარსა და ა.შ. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება ფსიქოთერაპევტებისა და
მკვლევარი-ფსიქოლოგების მიერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპასუხისმგებლო
თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევაა საჭირო. მეთოდი, საკმაოდ ძვირადღირებულია,
რადგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ფსიქოლოგები გამოკვლევას ბიოგრაფიული
მონაცემების შესწავლით იწყებენ. თუ კვლევის ობიექტს ბავშვი წარმოადგენს, ფსიქოლოგი
საუბრობს მის მშობლებთან, პედაგოგებთან და იმ პირებთან, რომლებიც ბავშვს კარგად
იცნობენ. ზეპირი გამოკითხვის შემდეგ იწყება ტესტირება. ტესტები ირჩევა პრობლემის
ტიპის, ბავშვის გონებრივი განვითარების, უნარ-შესაძლებლობების, მიღწეული
წარმატებების, აღქმისა და ხასიათის თავისებურებების და ა.შ. გათვალისწინებით.
რეკომენდაციების შემუშავებისას ფსიქოლოგები ხელმძღვანელობენ ტესტირების შედეგებით,
ბიოგრაფიული მონაცემებითა და გასაუბრების დროს მიღებული ინფორმაციით.
კონკრეტული სიტუაციების ანალიზის მეთოდი გამოსაკვლევ ადამიანზე საკმაოდ ღირებულ
ინფორმაციას იძლევა. მაგრამ, იმის გამო, რომ ყოველი პიროვნება უნიკალურია, არ შეიძლება
ერთი პიროვნების გამოკვლევის შედეგები განვაზოგადოთ სხვებზე. მაგალითად, თუ ვინმე
ბავშვობაში ყოველ კვირა ესწრებოდა კონცერტებს და გაუჩნდა მუსიკისადმი ინტერესი, არ
ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებიც, რომლებიც ყოველ კვირა ესწრებიან კონცერტს, მუსიკოსობას
მოისურვებენ. ასევე განსხვავებულად რეაგირებენ ბავშვები მშობლების ალკოჰოლიზმზე,
ოჯახურ კონფლიქტებზე, ძალადობაზე, უფროსების მხრიდან სისასტიკეზე და სხვა
ეკზოგენურ გავლენებზე.

3. გამოკითხვის მეთოდი. გამოკითხვისათვის იყენებენ ანკეტებს. ანკეტა შედგება


არაორდინალური შეკითხვებისაგან. ანკეტური გამოკითხვა ყოველთვის საზოგადოებრივი
აზრის გაგებაზეა მიმართული. ხშირად, ადამიანებს არ სურთ ამგვარ გამოკითხვაში
მონაწილეობა. ყველას გამოკითხვაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გამომდინარე აქედან,
ფსიქოლოგები და სოციოლოგები გამოკითხვის ჩასატარებლად ირჩევენ ინდივიდთა
განსაკუთრებულ ერთობლიობას, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი ფენის მხოლოდ
მცირე ნაწილს შეადგენს, მაგრამ ფლობს მთელი ჯგუფისათვის დამახასიათებელ არსებით
ნიშან-თვისებებს. მაგალითად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სურს გამოარკვიოს
სტუდენტთა დამოკიდებულება პედაგოგების მიერ შეფასების მომატების ან დაკლების
ტენდენციისადმი. დავუშვათ, ადმინისტრაციას განსაზღვრული აქვს გამოკითხოს
სტუდენტთა მხოლოდ 10%. თუ უნივერსიტეტში გოგონებისა და ვაჟების თანაბარი
რაოდენობა სწავლობს, ეს ფაქტი აუცილებლად გასათვალისწინებელია; უყურადღებოდ არ
უნდა დარჩეს სტუდენტების აკადემიური მოსწრება, განათლების დონე, ასაკობრივი სხვაობა
და ა.შ. ადმინისტრაციამ შეკითხვები უნდა დასვას სწორად. მკვლევარები იმ დასკვნამდე
მივიდნენ, რომ ადამიანები ყოველთვის გულწრფელად არ პასუხობენ გამოკითხვაზე
ანონიმურობის გარანტიის შემთხვევაშიც კი. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ზოგჯერ შეკითხვა
გაუგებრად არის დასმული. კარგად ჩამოყალიბებულმა შეკითხვებმა განსხვავებული

9
პასუხები უნდა გამოიწვიოს, რაც გამოკითხვის ეფექტიანობის მაჩვენებელია. გამოკითხვის
ჩატარების საუკეთესო ხერხს საუბარი/საუბრის მეთოდი წარმოადგენს. ეს შედარებით
ძვირადღირებული და შრომატევადი მეთოდია. ხალხის აზრი და შეხედულებები დროთა
განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ამერიკელების დამოკიდებულება ერაყის მიმართ
შედარებით ნეიტრალური იყო. იგი შეიცვალა ერაყის კუვეიტში შეჭრის შემდგომ. მსგავსად
ამისა, მერყეობს განწყობა მოდის, დიზაინერების, განათლების, სხვადასხვა საქმიანობის,
სოციალური ღირებულებების და ა.შ. მიმართ. გამოკითხვის პროცესშიც, დაკვირვების
მსგავსად, მნიშვნელოვანია ფაქტები და არა მათ საფუძველზე ინტერპრეტირებული
დასკვნები.

 სავარჯიშო

ბიბლიოთეკის დირექტორი სახელმწიფოსგან ითხოვს დაფინანსების გაზრდას ახალი


წიგნების შესაძენად. ამ მიზნით მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ქალაქის მოსახლეობის
მხარდაჭერა და ჩაატარა გამოკითხვა. ბიბლიოთეკის ათ მკითხველს მან დაუსვა შეკითხვა:
„გინდათ თუ არა ბიბლიოთეკაში იყოს მეტი ახალი წიგნი?“ ათიდან ცხრა პიროვნებამ
უპასუხა დადებითად, მეათეს არ ჰქონდა საკუთარი აზრი და თავი შეიკავა. ამის საფუძველზე
ბიბლიოთეკის დირექტორმა გააკეთა დასკვნა: „ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელთა 90%-მა
გამოთქვა სურვილი, რომ წიგნების შესაძენად გაზრდილიყო სახელმწიფო დაფინანსება.
საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს არც ერთ ადამიანს“.

როგორია თქვენი აზრი ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე? რა


შეცდომა დაუშვა მან? რა გააკეთა სწორად?

4. კორელაციის მეთოდი. კორელაციის დასადგენად ფსიქოლოგები იყენებენ მათემატიკური


სტატისტიკის ფორმულებს. კორელაცია შეიძლება იყოს დადებითი, როდესაც ერთი ცვლადის
გადიდება იწვევს მეორე ცვლადის გაზრდას და უარყოფითი, როცა ერთი ცვლადის
მნიშვნელობის გადიდებით, მეორე ცვლადი მცირდება. უარყოფითი კორელაცია გარკვეული
ინფორმაციის მატარებელია. მაგალითად, ადამიანების მიერ მოხმარებული ალკოჰოლური
სასმელებისა და ავტომანქანის მართვის უნარს შორის უარყოფითი კორელაცია არსებობს,
რომელიც ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კორელაცია არ წარმოადგენს მიზეზ-
შედეგობრივ კავშირს. ხშირად, ორ ცვლადს შორის თვალსაჩინო დამოკიდებულების
არსებობისას კეთდება დასკვნა, თითქოს ერთი ფაქტორი მეორის მიზეზია. სინამდვილეში კი,
ეს ასე არ არის. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო სამეცნიერო პრაქტიკაში ბევრი კურიოზი
არსებობს. ერთ-ერთი მდგომარეობს შემდეგში: მკვლევართა სერიოზულმა ჯგუფმა დაამუშავა
უამრავი სტატისტიკური მონაცემი კიბოს დაავადების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
აღმოჩნდა, რომ კუნძული კვიპროსი ერთადერთი ადგილია, სადაც არ იყო რეგისტრირებული

10
კიბოთი დაავადების არც ერთი შემთხვევა. შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ
კვიპროსზე საერთოდ არ არსებობს ასფალტირებული გზები. დასკვნა გაკეთდა ასეთი: კიბოს
დაავადების მიზეზი ასფალტის გამოყენებაა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 1066 ახალგაზრდა ქალი და


მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტს სისხლში ქოლესტერინის შემცველობა ჰქონდა
ნორმაზე მაღალი. ისინი დღე-ღამეში საკმაოდ დიდხანს უყურებდნენ ტელევიზორს. ამ
გამოკვლევას წინ უსწრებდა სხვა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდებში
მომატებული ქოლესტერინი ხანდაზმულ ასაკში იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის
დაავადებებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თვითონ ტელევიზორის ყურება არ წარმოადგენს
სისხლში ქოლესტერინის დონის ამაღლების მიზეზს. ის შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ
ცხოვრების ნაკლებად მოძრავ სტილზე. მათი აზრით, ბავშვები ტელევიზორის ყურებისას
ჭამენ უფრო მეტს, განსაკუთრებით კი ნახევარფაბრიკატებს, რომლებშიც მეტი ცხიმია. ეს კი
ხელს უწყობს ქოლესტერინის მომატებას. გამომდინარე აქედან, მეცნიერები პედიატრებს
ურჩევენ, ბავშვების პროფილაქტიკური შემოწმებისას, დაინტერესდნენ იმითაც, თუ
საშუალოდ რამდენ ხანს სხედან ისინი ტელევიზორთან.

5. ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი ის ერთადერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა


ჭეშმარიტად დავადგინოთ, რომ ერთი ფაქტორი იწვევს მეორე ფაქტორის აუცილებელ
გამოვლინებას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღწერილი მეთოდები ასევე ემსახურებიან
მოვლენათა ურთიერთკავშირის დადგენას, ისინი ამ კავშირის მიზეზებზე არანაირ
ინფორმაციას არ იძლევა. ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის გამოყენება კი საშუალებას
გვაძლევს გავარკვიოთ ეს მიზეზები. მაგალითად, ვთქვათ, შეისწავლება კორელაცია
მოსწავლეების მიერ მიღებული ვიტამინების რაოდენობასა და მათ აკადემიურ მოსწრებას
შორის. თუ აღმოჩნდება დადებითი კორელაცია, ფსიქოლოგი მიზნად ისახავს გამოარკვიოს,
ხომ არ უწყობს ხელს ვიტამინები სწავლის უნარის ამაღლებას. შეიძლება წინ წამოიწიოს
ასეთი ჰიპოთეზა: ის ბავშვები, რომლებიც იღებენ ვიტამინებს, სწავლობენ უკეთესად, ვიდრე
ისინი, რომლებიც არ იღებენ მათ. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ფსიქოლოგს დაჭირდება
ორი ჯგუფი: ექსპერიმენტული და საკონტროლო. მოსწავლეები ჯგუფებში ნაწილდებიან
წინასწარი შერჩევის გარეშე. ამასთან, მოსწავლეებს არ ეუბნებიან, თუ რომელ ჯგუფში
მოხვდებიან ისინი - ექსპერიმენტულში თუ საკონტროლოში. ამის შემდეგ, ფსიქოლოგი
ყოველ დილით ექსპერიმენტული ჯგუფის ყველა წევრს თითო აბ-ვიტამინს აძლევს.
საკონტროლო ჯგუფის წევრებიც იღებენ აბებს, ოღონდ არა ვიტამინებს, არამედ პლაცებოს,
ანუ გარეგნულად აბი არ განსხვავდება ვიტამინისგან, მხოლოდ შეიცავს ნეიტრალურ
ნივთიერებებს. საკონტროლო ჯგუფი რომ არ იღებდეს არავითარ აბს, ფსიქოლოგი
დაბეჯითებით ვერ იტყოდა, რომ ვიტამინები ხელს უწყობენ აკადემიურ მოსწრებას.
შესაძლოა, რომ ყოველ დილით ნეიტრალური აბის მიღებისას, ცდისპირები ასევე იწყებენ
უკეთესად სწავლას. აბების შემადგენლობის გარდა, ყველა დანარჩენი პირობა უნდა იყოს
სრულებით ერთნაირი. ცდისპირებზე შეიძლება გავლენა იქონიოს მათმა დარწმუნებულობამ

11
ვიტამინების მიღებაში. ჩატარებულია ექსპერიმენტები, სადაც ნაჩვენებია პლაცებოს
ინექციის (ფიზიოლოგიური ხსნარის) ეფექტიანობა. ამ დროს პაციენტს ტკივილები ეხსნება
უბრალო ხსნარის შეყვანის შემდეგ. მაგრამ დარწმუნებულია, რომ გაუკეთეს
ტკივილგამაყუჩებელი. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საკონტროლო ჯგუფიც რაღაცას
იღებდეს. ექსპერიმენტის დასასრულს ხდება საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფების
აკადემიური მოსწრების შედეგების შედარება კვლევის დასაწყისში და ბოლოს, თუ ყველა
დანარჩენი პირობა კონტროლდება, ხოლო განსხვავებები აღმოჩნდება სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგმა შეიძლება გააკეთოს დასკვნა: დიდი ალბათობაა იმისა, რომ
ვიტამინების მიღება წარმოადგენს მოსწავლეებში სწავლისა და ათვისების უნარის
გაუმჯობესების მიზეზს.

 სავარჯიშო

ჩამონათვალში აღნიშნეთ ხუთი პუნქტი, რომელიც უშუალო კავშირშია გამოყენებით


ფსიქოლოგიასთან:

 ისტორიული ლიტერატურის კითხვა;


 პრაქტიკაში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების ხერხების შესწავლა;
 ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანთა ქცევაზე დაკვირვება;
 ფსიქოლოგიური თეორიების შესწავლა;
 ფსიქოლოგიური მეცნიერების საფუძვლების გამოყენება ცხოვრებაში;
 ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის სწრაფი, მარტივი და ეფექტიანი
საშუალებების ძიება;
 ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენება;
 ცოდნა იმისა, თუ სად და როგორ იქნება გამოყენებული ფსიქოლოგიური კანონები და
მეთოდები;
 საზოგადოების გართობა

12
2. აღქმა

ინფორმაცია გარე სამყაროდან ჩვენამდე აღწევს გრძნობის ორგანოების დახმარებით


შეგრძნებების ფორმით. შემდგომ ხდება მათი ინტერპრეტირება ანუ ჩვენ მიერ მიღებული
შეგრძნებები დაიტვირთება ამა თუ იმ მნიშვნელობით. მაგალითად, როდესაც გვესმის
მაღვიძარას ხმა, ეს შეგრძნებაა, მაგრამ ამ სიგნალისთვის მინიჭებული მნიშვნელობა კი უკვე
ჩვენი ინტერპრეტაციაა. სამუშაო დღეებში შვიდ საათზე გაგონილი მაღვიძარას ზარი
აღნიშნავს, რომ ადგომის დროა. მაგრამ, დასვენების დღეებში ამ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს.
ჩვენ, საკუთარ თავს გავუბრაზდებით, რომ დაგვავიწყდა ზარის გათიშვა და გავაგრძელებთ
ძილს. ორივე შემთხვევაში შეგრძნება (მაღვიძარას ზარი) არის ერთნაირი, მაგრამ სხვა
თანმდევი ფაქტორებისგან გამომდინარე, ამ შეგრძნების ჩვენეული ინტერპრეტაცია
განსხვავებულია.

ადამიანის ტვინი გასაოცარი რამ არის. იგი ინფორმაციას იღებს გრძნობის ყველა
ორგანოდან და გვაძლევს საშუალებას გავიგონოთ, დავინახოთ, შევიგრძნოთ გემო, სურნელი,
შეხება და ა.შ. შემდეგ, ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის კლასიფიკაციას და შენახვას,
რათა შემდგომ გამოვიყენოთ ახალი შეგრძნებების ინტერპრეტაციისას. მეცნიერები თვლიან,
რომ მთელ სამყაროში არ არსებობს ადამიანის ტვინზე რთული სტრუქტურა. ტვინი მართავს
არამხოლოდ აღქმის პროცესებს, არამედ გუნება-განწყობილებას, მეხსიერებას, წარმოსახვას,
მამოძრავებელ ფუნქციებს ანუ ადამიანის მთელ ცხოვრებასა და საქმიანობას.

ტვინის გარე ზედაპირულ ფენას ეწოდება ქერქი. აღქმისა და აზროვნების ყველა


პროცესი წარმოადგენს თავის ტვინის ქერქში ნერვული იმპულსების გავლის შედეგს.
თავიდან ნერვული იმპულსები გრძნობის ორგანოებიდან გადაეცემა სპეციფიკურ
რეცეპციულ ზონებში. მაგალითად, როდესაც გვესმის მელოდია, სიგნალი ყურიდან გადადის
თავის ტვინის ქერქის სმენით ზონაში. შემდეგ, ნერვული იმპულსები შეაღწევენ ტვინის სხვა
ნაწილებშიც, სადაც მუსიკის ჰანგები ინტერპრეტირდება და შეედარება ჩვენ მიერ ადრე
მოსმენილ ჰანგებს. ეს სიმღერა თუ ოდესმე გაგვიგონია, მაშინ აუცილებლად ვიცნობთ მას.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ჩვენი შეგრძნების ზღურბლს მიღმა არსებული
გამღიზიანებლებით გამოწვეული იმპულსები ასევე შეაღწევენ თავის ტვინის სპეციალურ
ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ვერ შევიგრძნობთ. ბგერები, მხედველობითი
ხატები და სხვა გამღიზიანებლები, რომლებიც იმყოფებიან ჩვენი სენსორული ზღურბლის
დაბლა, ქვეზღურბლოვანია. დიდი ხანია ექიმები ეჭვობენ, რომ საოპერაციოში ნარკოზის ქვეშ
მყოფ პაციენტებს შეუძლიათ გაიგონონ მედიკოსების საუბარი. რამდენიმე წლის წინ აშშ-ში
და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პაციენტებს
ოპერაციის დროს შეუძლიათ არამხოლოდ გაიგონონ, არამედ არაცნობიერად „აითვისონ“
სამედიცინო პერსონალის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

აიოვას შტატის უნივერსიტეტში ანესთეზიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი:


ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტებს წაუკითხეს სიტყვათა ჩამონათვალი. ოპერაციის მეორე დღეს

13
მათ დაურიგდათ ფურცლები, სადაც ეწერა ამ სიტყვების ფრაგმენტები. ცდისპირების
ნახევარზე მეტმა შეძლო ამ ფრაგმენტების მთლიან სიტყვებამდე შევსება, თუმცა არ
ახსოვდათ, რომ ისინი ნარკოზის ქვეშ ყოფნის დროს მოისმინეს. გარდა ამისა, იგივე
პაციენტებს ოპერაციის დროს ეუბნებოდნენ, რომ შეხებოდნენ საკუთარ ცხვირს ან ყურს.
ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ისინი აგრძელებდნენ ქირურგის მიერ მიცემული
მითითებების შესრულებას (ისინჯავდნენ ცხვირს ან ყურს). მაგრამ არ ახსოვდათ, თუ ვინ
სთხოვა მათ ამის გაკეთება. ექსპერიმენტატორის აზრით, ეს ფაქტები ადასტურებს, რომ როცა
პაციენტი საერთო ანესთეზიის ქვეშ იმყოფება, თავის ტვინის ზოგიერთი ზონა, რომელიც
პასუხს აგებს ინფორმაციის გადამუშავებაზე, აგრძელებს ფუნქციონირებას. დიდ
ბრიტანეთში, ლონდონის ერთ-ერთი კლინიკის ანესთეზიოლოგებმა ექსპერიმენტულად
დაამტკიცეს, რომ ნარკოზის ქვეშ მყოფი პაციენტების შთაგონებამ შესაძლებელია დააჩქაროს
ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესი. ავადმყოფები, რომელთაც დადებით
აზრებს შთააგონებდნენ, მაგალითად, „თქვენ არ გეტკინებათ“, „თქვენ კარგად გახდებით“ და
ა.შ., უფრო სწრაფად მიდიოდნენ გამოჯანმრთელებისაკენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ
ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ.

ისმის კითხვა: როგორია ამ შთაგონების მექანიზმი და რანაირად შეუძლია მას


გამოჯანმრთელების პროცესზე ზემოქმედების მოხდენა? მკვლევარებმა ვერ გასცეს ამ
კითხვას დამაჯერებელი პასუხი, მაგრამ დაასკვნეს, რომ შთაგონება როგორღაც აღწევს
პაციენტამდე და მას უმსუბუქებს ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ქვეზღურბლოვანი
ინფორმაცია ჩვენზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მისი ექსპერიმენტული დადასტურება
დაიწყო XX ს-ის 50-იან წლებში აშშ-ის ერთ-ერთ კინოსტუდიაში. ფილმების ჩვენებისას
ჩართეს კადრები, რომელთა აღქმაც არაცნობიერად ხდებოდა, მაგალითად, მოწოდებას -
„იყიდეთ პოპკორნი“, შედეგად მოჰყვა ის, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა შესამჩნევად
გაიზარდა. ასეთმა აღმოჩენებმა საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა, მსგავსი ექსპერიმენტები
ტარდებოდა არასაკმარისად კორექტულად. პოპკორნზე მოთხოვნის გაზრდა შეიძლება
გაპირობებული იყო ამინდით, აუდიტორიის ასაკით, მასმედიაში ამ საქონელზე ახალი
რეკლამის გამოჩენით და სხვა მრავალი ფაქტორით.

დღემდე არსებობს საშიშროება იმისა, რომ ადამიანმა ქვეზღურბლოვანი


გამღიზიანებლები შეიძლება შთაგონების მეთოდად გამოიყენოს. გასული საუკუნის 80-იან
წლებში, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ეჭვი გაჩნდა, რომ ზოგიერთი მუსიკალური
ალბომი შეიცავდა სატანისტურ გამონათქვამებს. ეშინოდათ, რომ მსგავსი ტიპის
ქვეზღურბლოვანი ინფორმაცია მსმენელის ფსიქიკაში ცვლილებას გამოიწვევდა. მაგრამ
ჩატარებულმა სპეციალურმა გამოკვლევებმა ვერ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც
დაადასტურებდა მსგავსი ინფორმაციის გავლენას ადამიანთა ქცევასა და განწყობაზე.

14
 აღქმის თვისებები

აღქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებებია: საგნობრივობა, მთლიანობა,


სტრუქტურულობა, კონსტანტობა, აზრიანობა.

აღქმის საგნობრივობა. ის გამოიხატება ე.წ. „ობიექტივაციის“ აქტში, ე.ი. გარესამყაროდან


მიღებული ცნობების ჩვენეულ სამყაროსადმი მიკუთვნებაში. ასეთი მიკუთვნების გარეშე,
აღქმა, ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობაში ვერ შეასრულებს თავის მაორიენტირებელ და
მარეგულირებელ ფუნქციას. აღქმის საგნობრიობა არ არის თანდაყოლილი თვისება, არამედ
ყალიბდება ინდივიდის ასაკობრივ განვითარებასთან ერთად და განსაკუთრებულ როლს
ასრულებს ქცევის რეგულაციაში.

აღქმის მთლიანობა. ეს არის აღქმის მნიშვნელოვანი თვისება. შეგრძნებებისგან


განსხვავებით, რომელიც ასახავს გრძნობის ორგანოზე მოქმედი საგნის ცალკეულ ნიშან-
თვისებას, აღქმა საგნის მთლიანობით ხატია, რომელიც იქმნება ამ საგნის ცალკეული
თვისების შესახებ შეგრძნებების მეშვეობით მიღებული ცოდნის განზოგადების საფუძველზე.

აღქმის სტრუქტურულობა. ეს თვისება მჭიდრო კავშირშია მთლიანობასთან. აღქმა არ


არის შეგრძნებების უბრალო ჯამი. ჩვენ აღვიქვამთ ამ შეგრძნებებიდან ფაქტობრივად
აბსტრაგირებულ განზოგადებულ სტრუქტურას. მაგალითად, მუსიკის მოსმენისას, ჩვენ
აღვიქვამთ არა ცალკეულ ჰანგებს, არამედ მელოდიას და ვცნობთ მას, თუკი ვუსმენთ
ორკესტრის შესრულებას, როიალზე დაკრულს ან ადამიანის ხმას; თუმცა, ცალკეული
ბგერითი შეგრძნებები განსხვავებულია.

აღქმის კონსტანტობა. აღქმული საგნების სხვადასხვაგვარი მდებარეობის,


მდგომარეობისა და აღქმის პირობების მიუხედავად, ჩვენი აღქმა რჩება მუდმივი ანუ
კონსტანტური. აღქმის კონსტანტობა, რომელიც ჩამოყალიბდა საგნობრივი საქმიანობის
პროცესში, აუცილებელი პირობაა ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამის გარეშე
ადამიანი ვერ შეძლებს ორიენტირებას უკიდურესად მრავალფეროვან და ცვალებად
სამყაროში.

აღქმის აზრიანობა. მიუხედავად იმისა, რომ აღქმა აღმოცენდება რეცეპტორებზე


გამღიზიანებლის უშუალო ზემოქმედების შედეგად, პერცეპტული/აღქმული ხატები
ყოველთვის ატარებენ განსაზღვრულ აზრობრივ მნიშვნელობას. ადამიანის აღქმა მჭიდრო
კავშირშია აზროვნებასთან, საგნის არსის გაგებასთან. ცნობიერად აღქმა არის ჩვენი
აზროვნებით მისთვის სახელის დარქმევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანი მივაკუთვნოთ
გარკვეულ ჯგუფს, კლასს და ა.შ.; განვაზოგადოთ იგი სიტყვაში.

 აღქმა და ყურადღება

აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ყურადღების აქტიურობა. თუ ლექციაზე ნახევრად ძილ-


ბურანში იმყოფებით, მაშინ, სამწუხაროდ, ლექტორის საუბრიდან თქვენ ცნობიერებამდე

15
ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი მიაღწევს. მუდმივად ყურადღებით ყოფნა არ არის ადვილი;
ამიტომ სტუდენტებს ხშირად ურჩევენ ჩანაწერების გაკეთებას და ცნობიერად ძალისხმევის
წარმართვას საკუთარ ყურადღებაზე. ადამიანს არ შეუძლია აღიქვას ყველაფერი, რაც მის
გარშემოა და ამიტომ, რეაგირებს მხოლოდ რამდენიმე გამღიზიანებელზე. ადამიანის
ყურადღება ფოკუსირებულია მოცემულ მომენტში მისთვის აუცილებელზე. მაგალითად, თუ
გშიათ ან გწყურიათ, ალბათ გაგიჭირდებათ სწავლა, რადგან განუწყვეტლივ საჭმელზე ან
წყალზე ფიქრობთ. ამ თვისებას ხშირად და ეფექტიანად იყენებენ რეკლამის მწარმოებლები.
ამა თუ იმ ნივთზე/საგანზე საუბრისას, ისინი ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ თავიანთი
პოტენციური მყიდველის ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე. მომხმარებელს ცდილობენ
შთააგონონ, რომ იგი უფრო მიმზიდველი გახდება, თუ ექნება, მაგალითად, ქათქათა
კბილები, ან მბზინვარე თმა და ა. შ. მაგრამ, ყოველთვის ზუსტად არ არის ცნობილი, რა არის
მოცემულ მომენტში ამ პოტენციური მყიდველისთვის საჭირო და აუცილებელი; ამიტომ
რეკლამის მწარმოებლები იძულებული არიან გამოიყენონ ყურადღების მიქცევის სხვა
მეთოდებიც. განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული.

ა/ კონტრასტი. ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხერხს კონტრასტი


წარმოადგენს. ფერების, ზომების, ფორმების, გამოსახულებების და ა.შ. სწრაფი ცვლა ხშირად
განსაკუთრებით ეფექტიანი ხდება. არსებობს მოსაზრებაც, რომ სწორედ კონტრასტია აღქმის
საფუძველი. მაგალითად, პატარა, წითელი აგურით ნაშენი სახლი, რომელიც ორ მაღალ თეთრ
შენობას შორის დგას, აუცილებლად მოხვდება ადამიანის ყურადღების არეალში. როდესაც
პედაგოგი მონოტონურად ხსნის მასალას, აუდიტორიაში მოწყენილობა მატულობს; მაგრამ
თუ საუბარს თან ახლავს ჟესტიკულაცია და ინტონაციის შეცვლა, მაშინ აუდიტორიის
ყურადღების მიპყრობა მას გარანტირებული აქვს. დიდ როლს თამაშობს ასევე გადმოცემული
ინფორმაციის ინტენსივობის ცვალებადობა. დააკვირდით და მიხვდებით, რომ რადიო და
სატელევიზიო რეკლამებს უფრო ხმამაღლა გადმოსცემენ, ვიდრე სხვა პროგრამებს.

ბ/ გამეორება. გამეორება იქცევს ადამიანის ყურადღებას. როდესაც მეგობარი თქვენს


თხოვნაზე სამჯერ გაგიმეორებთ „დიახ, დიახ, დიახ-ს“, ასეთი პასუხი მეტ ყურადღებას
მიიპყრობს, ვიდრე უბრალო თავის დაქნევა. პოლიტიკოსები თავიანთ სურათებს აკრავენ
სადაც კი ხელი მიუწვდებათ; ანალოგიურად, სხვადასხვა საქონლის სარეკლამო პლაკატები
მრავალჯერ მეორდება ჟურნალებში და სატელევიზიო გადაცემებში. მაგრამ, როცა რეკლამის
მწარმოებლები ზედმეტ „გულმოდგინებას“ იჩენენ, მომხმარებელს შეიძლება მობეზრდეს და
ყურადღება სხვა უფრო საინტერესო ობიექტებზე გადაიტანოს.

გ/ სიახლე. ინფორმაციის სიახლე მისადმი თქვენი ინტერესის გარანტიაა. მაგალითად,


როდესაც წიგნს კითხულობთ და ოთახში ვიღაც დიდ ცეცხლისფერ ბურთს შემოაგორებს
გაბმული სიგნალით, დაგეკარგებათ კითხვის ინტერესი. კომერციულ რეკლამაში ხშირად
იყენებენ სიახლის მიმზიდველობას.

16
დ/ მასობრივი შთაგონება. მასობრივი შთაგონებაც ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთ ხერხს
წარმოადგენს. ითვლება, რომ თუ რომელიმე ფაქტი აინტერესებს ყველას, მაშინ ის ჩვენი
ყურადღების ღირსიც არის. კომერციულ რეკლამაში ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ესა
თუ ის ნივთი არამხოლოდ პოპულარულია, არამედ მოწონებულია ცნობილი ადამიანების
მიერ.

 სავარჯიშო

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო


კამპანიის ხელმაძღვანელი. თქვენი კანდიდატი არის ქალბატონი, რომელსაც ქალაქის
მოსახლეობა ნაკლებად იცნობს. მოცემულ ეტაპზე მთავარი მიზანი კანდიდატისადმი
ამომრჩეველთა ყურადღების მიპყრობაა. ქვემოთ ჩამოთვლილია მოქმედებების ვარიანტები.
მიუთითეთ, რომელი იქნება შედარებით ეფექტიანი და რატომ.

ა/ თქვენი კანდიდატისთვის უმჯობესია ყურადღების მისაქცევად საზოგადოებაში


გამოჩნდეს: 1. ნეიტრალური ფერის კოსტიუმში; 2. ექსტრავაგანტულ და მყვირალა ფერებში.

ბ/ სააგიტაციო პლაკატები უკეთესია გაკეთდეს 1. ჩვეულებრივი ფორმით და გაიკრას


კედელზე; 2. ხვადასხვა ფორმებად და ჩამოიკიდოს განსხვავებულ ადგილებში.

გ/ რეკლამა გაზეთში უკეთესია: 1. განთავსდეს სამ ადგილზე მცირე ზომებში; 2. გაკეთდეს


ერთი განცხადება, მაგრამ მთელ გვერდზე.

დ/ ყურადღების მისაპყრობად თქვენი კანდიდატი უმჯობესია გამოვიდეს ტელევიზიით და


განცხადება გააკეთოს 1. თოქ-შოუში; 2. რომელიმე გასართობ პროგრამაში.

ე/ მან: 1. გარს უნდა შემოიკრიბოს ისეთი ადამიანები, რომლებიც მის მიმართ ცოცხალ
ინტერესს იჩენენ; 2. ყველგან უნდა იაროს მარტომ.

 ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინტერპრეტაციაზე

ინტერპრეტაცია არის შეგრძნებისათვის განსაზღვრული მნიშვნელობის მინიჭება. ყოველი


ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება, მოთხოვნილებები და ემოციები უნიკალურია,
რაც ერთსა და იმავე მოვლენას მხოლოდ ერთ ინტერპრეტაციას აძლევს. აღქმაში
ინდივიდუალური განსხვავებულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველას რომ
აბსოლუტურად ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეს სინამდვილეზე, ჩვენი სამყარო ძალზედ
მოსაწყენი აღმოჩნდებოდა. განვიხილოთ ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ
აღქმული ინფორმაციის ინტერპრეტაციაზე. ესენია: მოლოდინები, კულტურული
ცრურწმენები, მოთხოვნილებები, მოტივაცია და ემოციები.

მოლოდინები. ცხოვრებისეული გამოცდილება და შეძენილი ცოდნა ადამიანს ხშირად


კარნახობს რას უნდა ელოდოს მომავალში. წარსული გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს
აღქმაზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პროფესიონალი მსაჯები ნაწილობრივ არაობიექტურ

17
შეფასებას იძლევიან, რისი მიზეზიც მოლოდინია. გამომდინარე აქედან, კანადელი
ფსიქოლოგები წარმატებულ ტანმოვარჯიშეებს ურჩევენ შეჯიბრების წინ მოთელვის დროსაც
უნაკლოდ შეასრულონ ყველა ილეთი. ამ დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება
მოახდინოს მსაჯთა მხრიდან შეჯიბრების პროცესში ქულების დაკლების პროვოცირება.
მსაჯები არაცნობიერად ქულებს უმატებენ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მოსწონთ მოთელვის
პროცესში და უკლებენ ქულას მათ, ვინც არ მოსწონთ.

წარსული გამოცდილება ადამიანში აყალიბებს შეფასების თავისებურ ორიენტირებს.


მენეჯერი, რომელიც მიჩვეულია, რომ მისი ყოფილი მდივანი ბეჭდვისას უშვებდა ერთ
გვერდზე მინიმუმ ექვს შეცდომას, მაშინ ახალი მდივან-რეფერენტი, რომელიც მხოლოდ ორ
შეცდომას უშვებს, მას საკმაოდ კვალიფიციურად მოეჩვენება. ეს ნიშნავს, რომ ორიენტირების
შეცვლისას იცვლება შეფასებებიც.

უნიფორმა იწვევს გარკვეულ მოლოდინს და ზეგავლენას ახდენს აღქმაზე. კომერციულ


საქმიანობაში უნიფორმის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია
ფირმის ძლიერ მხარეებზე, მაგალითად, პროფესიონალიზმის დონეზე, სისუფთავეზე,
სანდოობაზე, კარგ გემოვნებაზე და ა.შ. ამდენად, უნიფორმა მის მფლობელს საშუალებას
აძლევს გარშემომყოფ ხალხს შეუქმნას წარმოდგენა ფირმის ან ორგანიზაციის ღირებულებით
ორიენტაციებზე. თუ უნიფორმა სწორად არის შერჩეული, მაშინ ის საუკეთესოდ ასრულებს
თავის როლს. უნიფორმა იწვევს ისეთ შეფასებებს, როგორიცაა: აკურატული მედდა, მამაცი
ჯარისკაცი, შეუვალი პოლიციელი და სხვა. როცა კლიენტს ხანგრძლივი დროის მანძილზე
რომელიმე ფირმა ემსახურება, როგორც წესი, მას საქმე აქვს სხვადასხვა ადამიანთან,
რომლებიც ერთი და იმავე როლს ასრულებენ. თუკი მათ ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ,
მაშინ სიმყარისა და გარანტირებულობის შთაბეჭდილება იქმნება, ხოლო კლიენტი არავითარ
განსხვავებას ყურადღებას არ აქცევს. ფორმა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ფირმას აქვს
გამოკვეთილი და შეთანხმებული ორგანიზაციული სისტემა ანუ არსებობენ ხელქვეითები,
რომლებიც უნიფორმას ატარებენ და უფროსები/ხელმძღვანელები, რომლებიც მათ
თვალყურს ადევნებენ. ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტთა
ორ ჯგუფს აცნობა, რომ ფსიქოლოგიაში მათ ახალი პედაგოგი ეყოლებოდათ. პირველ ჯგუფს
უთხრეს, რომ ლექტორი იყო თვითკმაყოფილი, ეჭვიანი, გულგრილი და მოსაწყენი ადამიანი.
მეორე ჯგუფს კი ის დაუხასიათეს ჭკვიან, გულისხმიერ და მეგობრულ პიროვნებად.
სტუდენტები ლექტორს აღიქვამდნენ განსხვავებულად თავიანთი მოლოდინებისგან
გამომდინარე. პირველი ჯგუფის წევრებს ლექცია მოეჩვენათ უინტრესო და არ დასვეს
შეკითხვები. მეორე ჯგუფმა კი „აღმოაჩინა“, რომ ლექტორი დადებითი ემოციებით იყო
დატვირთული და შეძლო აუდიტორიის დაინტერესება; შესაბამისად, ლექციაზე
შეკითხვებიც დაისვა და აზრთა ურთიერთგაზიარებაც მოხდა. მსგავსი ექსპერიმენტი
ჩატარდა არაერთხელ. მკვლევართა აზრით, მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება
დაბეჯითებით ითქვას, რომ წინასწარი დახასიათება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ
როგორ იქნება ადამიანი აღქმული.

18
კულტურული ფაქტორები. აღქმაზე კულტურის ზეგავლენის ყველაზე საინტერესო
მაგალითია ადამიანისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა მისი ამა თუ იმ კულტურული
ფენისადმი მიკუთვნებულობიდან გამომდინარე. რასისტები თვლიან, რომ ყველა
აფროამერიკელი ერთმანეთს ორი წვეთი წყალივით ჰგავს; ხანშიშესულები ფიქრობენ, რომ
ყველა ახალგაზრდა უზრდელი და უხეშია; ახალგაზრდები კი პირიქით, ამბობენ, რომ
მოხუცები „მომაბეზრებლები“ არიან. ვფიქრობთ, რომ ჩვენ გარემოში მყოფი ინდივიდები
(მაგალითად, კოლეგები, მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები და ა.შ.) უფრო განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან, ვიდრე სხვა, ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ჯგუფების წევრები. ადამიანებს
აქვთ მიდრეკილება სტერეოტიპულად აღიქვან ისინი, ვინც მათთვის ნაკლებად ახლოა.
რამდენადაც კარგად ვიცნობთ „საკუთარი“ ჯგუფის წარმომადგენლებს, იმდენად
კრიტიკული ვიქნებით მათ შესახებ მასობრივი საშუალებების მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მიმართ.

მოთხოვნილებები, მოტივაციები და ემოციები. მოთხოვნილებები და მოტივაციები


მუდმივ ურთიერთკავშირში იმყოფებიან და „ბადებენ“ ემოციებს. ემოციის გავლენა აღქმაზე
არაჩვეულებრივადაა გამოხატული ფრაზაში: „სიყვარული ბრმაა“. როცა ადამიანი
შეყვარებულია, სამყაროს ნათელ ფერებში აღიქვამს. სხვადასხვა ემოცია განსხვავებულად
მოქმედებს აღქმაზე. მაგალითად, შეშინებული ადამიანი ოდნავ ხმაურზეც კი ფიქრობს, რომ
დიდი საფრთხე ემუქრება. ფსიქოლოგებს, აღქმა, სწორედ რომ ემოციებთან მჭიდრო კავშირის
გამო აინტერესებთ. ის განიხილება, როგორც ყოველი ადამიანის ემოციების, მოტივაციებისა
და მოთხოვნილებების ასახვა.

ილუზიები. ილუზია არის აღქმული ობიექტის არასწორი ინტერპრეტაცია ან


დამახინჯებული აღქმა. ილუზიებმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიონ უსიამოვნებები და
შექმნან პრობლემები. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები: ვიზაჟისტები,
მოდელიორები, ინტერიერის დიზაინერები და ა.შ. თავიანთ საქმიანობაში იყენებენ
ილუზიებს. მაგალითად, ტანსრულ ადამიანებს, ხშირად ზოლიან ტანსაცმელს ურჩევენ, რათა
სხვებმა ისინი უფრო გამხდრებად აღიქვან; ოთახი რომ დიდი და ფართო გამოჩნდეს,
საჭიროა მისი შეღებვა ღია ფერებში, ნაკლები ავეჯის დადგმა და ა.შ.

ილუზიებზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგვიჩნდეს აზრი აღქმის გაუმჯობესებისა


და გარესამყაროში არსებული მოვლენებისა და მიმდინარე პროცესების ინტერპრეტაციის
სიზუსტის მომატებასთან დაკავშირებით. აღქმა ყოველთვის ამორჩევითია. აღვიქვამთ იმას,
რაც იმსახურებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ინტერპრეტაციაზეც მოქმედებს ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა გამოცდილება, ემოციები, მოტივაცია, საზოგადოებრივი აზრი და
ა.შ. ისინი ზღუდავენ და ამახინჯებენ ახალი მოვლენების აღქმასა და ინტერპრეტირებას.
შეიძლება წარმოგიდგინოთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელთა
გათვალისწინებაც ადამიანს ხელს შეუწყობს აღქმის გაუმჯობესებაში.

19
1. განსაზღვრეთ მკაფიოდ საკუთარი მოთხოვნილებები და ემოციური მდგომარეობა; თუ
დღეს ცუდ განწყობილებაზე ხართ, აღიარეთ, რომ ამიტომ არის თქვენი აღქმა
დამახინჯებული;
2. განასხვავეთ რა მიეკუთვნება თქვენ შეგრძნებებს და რა ინტერპრეტაციას; ხშირად
დანახულსა და აღქმულს შორის დიდი განსხვავებაა;
3. შეეცადეთ მოვლენებს სხვაგვარად შეხედოთ; თუ საკუთარ თავს სხვა ადამიანის
მდგომარეობაში წარმოიდგენთ, თქვენი აღქმა შეიცვლება;
4. ეძიეთ პრობლემის გადაჭრის ახალი ვარიანტები;
5. არ მოექცეთ ილუზიების ტყვეობაში .

 სავარჯიშო

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში ინდივიდებს ექმნებათ სირთულეები სინამდვილესთან


ურთიერთობაში. ისარგებლეთ ზემოჩამოთვლილი რეკომენდაციებით და ახსენით, როგორ
შეიძლება აღქმის გაუმჯობესება ყოველ აღწერილ შემთხვევაში.

 ირაკლიმ მალხაზისგან გაიგო, რომ მათ ოფისში გათბობის სუსტი სისტემა დააყენეს.
მალხაზმა, ოფისში შესვლისთანავე სიცივე შეიგრძნო, თუმცა ტემპერატურა +22
გრადუსი იყო;
 ნანა ხერხემლის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა. როცა სარკეში ჩაიხედა შიშმა შეიპყრო,
რადგან სახეზე უამრავი ნაოჭი აღმოაჩინა. სინამდვილეში კი ის მიმზიდველი ქალია;
 ავტომანქანის საჭესთან ყოფნისას, მანანამ, წითელ შუქზე გადაკვეთა გზაჯვარედინი.
პატრულს აუხსნა, რომ ეს უნებურად გააკეთა, რადგან სიბნელეში ყურადღებას ღამის
კლუბებისა და კაზინოების მოციმციმე ნათურები უფანტავს და უჭირს შუქნიშანზე
კონცენტრირება;
 ბატონი ნიკოლოზი სტაჟიანი მწეველია. იგი ვერ ხვდება, თუ რატომ გამოთქვამენ
უკმაყოფილებას არამწეველები თამბაქოს კვამლთან დაკავშირებით;
 როდესაც მეგი შავი ატლასის კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა წვეულებაზე, მისმა
მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მან წონაში მინიმუმ 10 კგ. დაიკლო. სამწუხაროდ,
მეგის გრამიც არ მოუკლია;
 მენეჯერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეზო დაკისრებულ საქმეს
არაკეთილსინდისიერად ასრულებს. მან რამდენჯერმე შენიშნა, რომ მუშაობის
პროცესში, რეზო ფანჯარაში იყურება, აკვირდება სივრცეს და ოცნებობს.
სინამდვილეში, რეზოს ცუდი მხედველობა აქვს და ექიმმა ურჩია დროდადრო
დაასვენოს თვალები და იყუროს შორს.

20
 აღქმის დარღვევა

ზოგიერთ ადამიანს აღქმის ფუნქციები დარღვეული აქვს. ამ დარღვევებიდან ყველაზე


გავრცელებულია - სიბრმავე, სიყრუე და დისლექსია. ასეთი ადამიანების მდგომარეობა
საკმაოდ მძიმეა. საკუთარი ნაკლოვანების საკომპენსაციოდ, მათთვის აუცილებელია
განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და ხერხების ათვისება.

სიბრმავე და სუსტი მხედველობა. ჩვენს წარმოდგენაში ბრმა არის ადამიანი,


რომელიც დადის ჯოხით ხელში ან ძაღლთან ერთად; კითხულობს სპეციალურ წიგნებსა და
იყენებს ბრაილის ანბანს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ 600 ათასი
ამერიკელიდან მხოლოდ 20%-მა იცის ბრაილით კითხვა და 10%-ს შეუძლია დამოუკიდებლად
გადაადგილება ჯოხით ან ძაღლთან ერთად. დაზიანებული მხედველობის მქონე მრავალ
ადამიანს შეუძლია ფერისა და სინათლის კონტრასტების გარჩევა. მაგრამ, ისინი გრძნობის
სხვა ორგანოებით მიღებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. თუ თვალახვეული
გავივლით მცირე მანძილს, უკვე დავრწმუნდებით, ნელ-ნელა როგორ გვიმძაფრდება სმენა,
შეხება და სივრცის აღქმა. ბრმები მუდმივად ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. მკვლევარები
იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში სრული სიბრმავე დამარცხდება. ამჟამად, მეცნიერები
აქტიურად ცდილობენ შეიმუშავონ ხელოვნური მხედველობითი სისტემა: შუშის თვალში
ჩამონტაჟებული იქნება მიკროკომპიუტერთან წყვილში მომუშავე მინიატურული კამერა,
რომელიც მოთავსებულია სათვალის ჩარჩოში. კომპიუტერიდან სიგნალები გადაეცემა თავის
ტვინის ქერქის მხედველობით წილთან მიერთებულ ელექტროდებს. სადღეისოდ
მეცნიერებმა მიაღწიეს იმას, რომ ამ მეთოდით ბრმებს უკვე შეუძლიათ ცალკეული ნიშნების
გარჩევა. ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას მთლიანობაში,
მაგრამ ბრმას დაეხმარება გარკვეული ვიზუალური ინფორმაციის მიღებაში.

სიყრუე და სხვა სმენითი დარღვევები. ეს არის აღქმის დარღვევა, რომელიც


განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ახალშობილებთან და ადრეული
ასაკის ბავშვებთან. ამ პერიოდში ასეთი დაზიანების გამოვლენა რთულია. მშობლები ხშირად
ძალზედ გვიან იგებენ, რომ მათ ბავშვს ცუდი სმენა აქვს (მაგალითად, იმ დროს როცა პატარამ
ლაპარაკი უნდა დაიწყოს). სმენითი დარღვევის მქონე ადამიანები ინტენსიურად შეხებას
იყენებენ. ისინი შეიგრძნობენ ჰაერის ვიბრაციას, სწავლობენ აზრის გაგებას ტუჩების
მოძრაობებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვში სიყრუე დგინდება მხოლოდ ორი
წლის ასაკში. ამ დროისთვის უკვე დარღვეულია სამეტყველო უნარების ნორმალური
განვითარება. დროული დიაგნოსტიკისას ბევრის გამოსწორება შეიძლება მედიკამენტების,
სმენითი აპარატებისა და ქირურგიული ოპერაციების დახმარებით. სიყრუე ყოველთვის არ
არის თანდაყოლილი. სმენის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ხმაურის მუდმივმა
ზემოქმედებამ. ოცდაათი წლის შემდეგ თითქმის ყველა ადამიანს უქვეითდება მაღალი
სიხშირის ბგერების აღქმა. მაგრამ ხმაურიან გარემოცვაში მცხოვრები ადამიანები სმენას
შედარებით ადრე კარგავენ. ისეთმა ინტენსიურმა ხმებმა, როგორიცაა რევოლვერიდან
გასროლა, სხვადასხვა სათამაშო ასაფეთქებლების გამოყენება, შეიძლება გამოიწვიოს სმენის

21
მყარი დარღვევა ერთჯერადად მოქმედების დროსაც. ხმაურის შედეგად სმენის დარღვევა
შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება იმედს
უსახავს არამარტო ბრმებს, არამედ ყრუებსაც. ამჟამად, მეცნიერები მუშაობენ ისეთ
მიკროფონზე, რომელიც შეძლებს ადამიანის თავის ტვინში ინპლანტირებულ
ელექტროდებზე სიგნალების გაგზავნას. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ელექტრონული
სისტემის საშუალებით ყრუ ადამიანებს შეიძლება სმენა დაუბრუნდეს.

დისლექსია. ეს არის ადამიანის მიერ კითხვის, წერის ან სხვისი მეტყველების გაგების


უნარის დარღვევა. არსებობს დისლექსიის მრავალი ფორმა. დისლექსიით შეპყრობილი
ზოგიერთი ადამიანი კითხვის დროს ამახინჯებს ტექსტს ან კითხულობს „უკუღმა“.
მაგალითად, სიტყვა „ხე“, მან შეიძლება წაიკითხოს, როგორც „ეხ“, ციფრი „816“ აღიქვას,
როგორც „618“, აურიოს ცნებები „ცივი“ და „ცხელი“ და ა.შ. დისლექსიის ზუსტი მიზეზი
ჯერჯერობით გარკვეული არ არის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დისლექსიით შეპყრობილი
ადამიანები ფლობენ საშუალო ან საშუალოზე მაღალ ინტელექტს და არ აქვთ დაზიანებული
თავის ტვინი. დისლექსიის ბუნების შესწავლა ამჟამადაც გრძელდება.

ექსტრასენსორული აღქმა. მრავალი ფსიქოლოგი თვლის, რომ ადამიანებს უნარი შესწევთ


საგნები და მოვლენები აღიქვან ან მათზე იმოქმედონ არატრადიციული ხერხებით. ასეთი
უნარი ატარებს ექსტრასენსორული აღქმის სახელწოდებას. იგი ფსიქოლოგიის შედარებით
ახალი დარგია და მიეკუთვნება პარაფსიქოლოგიის სფეროს. პარაფსიქოლოგია შეისწავლის
ისეთ ქცევებს, რომლებიც ვერ აიხსნება ფიზიკის ან ფსიქოლოგიის კანონებით. მსგავსი
ქცევები ატარებს „ფსი-მოვლენების“ სახელს. პარაფსიქოლოგებს ძირითადად აინტერესებთ
ისეთი „ფსი-მოვლენები“, როგორიცაა ტელეპატია, ნათელმხილველობა, წინასწარმეტყველება
და ფსიქოკინეზი. დავახასიათოთ თითოეული მათგანი.

 ტელეპატია არის სხვა ადამიანების აზრების წაკითხვა შორ მანძილზე. დიდი ხანია,
რაც ტელეპატია მთავარ თემას წარმოადგენს ფანტასტიკური ჟანრის კინოფილმებისა
თუ სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნების ავტორებისათვის. ტელეპატებს შეუძლიათ
ერთმანეთთან ურთიერთობა საუბრისა და ერთმანეთის დანახვის გარეშეც. არის
შემთხვევები, როდესაც ტელეპატიურ უნარებს ტყუპები ავლენენ.
 ნათელმხილველობა ვლინდება იმ მოვლენებისა და ობიექტების აღქმის უნარში,
რომლებიც ადამიანის გრძნობის ორგანოებისთვის მიუწვდომელია. ნათელმხილველს
შეუძლია აღწეროს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელიც დაახლოებით 100
კილომეტრით არის მისგან დაშორებული.
 წინასწარმეტყველება ნიშნავს ადამიანის უნარს, მიხვდეს თუ რა მოხდება მომავალში.
ჟანა დიკსონმა იწინასწარმეტყველა პრეზიდენტ კენედის მკვლელობა და ამით
გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდთა
უმრავლესობა ფლობს ამ ნიჭს სუსტი ფორმით, რომელსაც ჩვენ „წინათგრძნობას“
ვეძახით. იგი ვლინდება ბუნდოვან შეგრძნებაში, რომ ჩვენ ახლობელს, ნათესავს,
მეგობარს და ა.შ. რაღაც „ცუდი“ (ან „კარგი“) შეემთხვევა.

22
 ფსიქოკინეზი წარმოადგენს განსაზღვრული გონებრივი ძალისხმევით ფიზიკური
საგნებით მანიპულირების უნარს. ფსიქოკინეზის დემონსტრირებისას ადამიანები
მხოლოდ შეხედვით ამსხვრევენ ჭურჭელს, ტეხავენ ჯოხებს, გადააადგილებენ
სურათებს, ქოქავენ გაჩერებულ საათებს და სხვა. ფსიქოკინეზის დროს ადამიანს არ
აქვს ფიზიკური კონტაქტი ობიექტებთან. ისმის კითხვა: არსებობს თუ არა მსგავსი
უნარები სინამდვილეში? მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით გასაოცარ ამბებს
გადმოსცემენ, ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ არის დამაჯერებელი.
ადამიანის ექსტრასენსორული უნარებიც არ არის მუდმივი. ამ უნარ-
შესაძლებლობების მქონე პირები პრეტენზიულად აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ
ლაბორატორიის სტერილურ პირობებში მუშაობა. ამას გარდა, ბევრ ე.წ.
„ექსტრასენსორულ“ მოვლენას მოუძებნეს ახსნა და დააადგინეს, რომ ისინი
ფოკუსებისა და ილუზიების გამოყენების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ
ფსიქოლოგების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს „ფსი-მოვლენების“ არსებობას, მათთან
დაკავშირებული მასალების შეგროვება და შესწავლა დღემდე გრძელდება.

23
3. მეხსიერება

მეხსიერების გარეშე შეუძლებელია ადამიანმა რამე დაისწავლოს. ერთი წუთით


დავფიქრდეთ, თუ რას დაემსგავსება ადამიანის ცხოვრება მეხსიერების სრული დაკარგვის
შემთხვევაში. იგი ვერ შეძლებს ლაპარაკს, კითხვას, არ ეცოდინება სად იმყოფება, ვინ არის, რა
ჰქვია და ა.შ. მეორე მხრივ, ადამიანის მეხსიერებაში ათასი წვრილმანი ინახება. ამიტომ, ბევრი
ფსიქოლოგი ადამიანის მეხსიერებას კარტოთეკას ადარებს. ეს ანალოგია გულისხმობს, რომ
ჩვენ გარემომცველი სამყაროდან ვიღებთ ინფორმაციას რაღაც თემის შესახებ და შემდეგ
ვინახავთ ტვინში. თუკი მას საჭირო ადგილას მოვათავსებთ, აუცილებლობის შემთხვევაში
ადვილად აღვიდგენთ. მაგრამ, თუ არასწორად შევინახავთ, ან დაგვავიწყდება, მაშინ მისი
მოგონებისას სირთულეები შეგვექმნება.

მაინც სად არის განთავსებული ეს კარტოთეკა? შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თავის


ტვინში არის „ყუთები“, სადაც მოგონებები ინახება. ისინი ტვინში კვალს ანუ ანაბეჭდებს
ტოვებენ. მეცნიერებაში არ არის ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ ტვინის რომელ ნაწილში
ინახება ეს კვალი. მაგრამ, ერთსულოვნებაა მეხსიერების მოცულობის საკითხთან
დაკავშირებით. ადამიანები მეხსიერების მცირე ნაწილს იყენებენ. ამიტომ, ყველას
აინტერესებს, როგორ გაიუმჯობესოს მეხსიერება. ინდივიდის განვითარებასა და
ფუნქციონირებაში მეხსიერების განვითარება საყურადღებოა. ამისათვის უნდა გავეცნოთ
მეხსიერების ბლოკებს - დავიწყებას, ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას, ამნეზიას,
ინტერფერენციას და სხვა. ამ საკითხების ცოდნა ხელს შეგვიწყობს მეხსიერების
გაუმჯობესებაში.

 მეხსიერების ბლოკები

არსებობს მეხსიერების სამი ბლოკი: სენსორული ბლოკი (რომელიც დაკავშირებულია


გრძნობის ორგანოებთან: მხედველობასთან, სმენასთან, შეხებასთან, გემოსთან და
ყნოსვასთან), ასევე ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების ბლოკები. ყოველი მათგანი თავის
როლს ასრულებს ინფორმაციის დახსომების, შენახვისა და აღდგენის პროცესებში. მათი
ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მოქმედებების თანმიმდევრობასა და ხანგრძლივობაში.
მეხსიერების პროცესი იწყება სენსორული ბლოკით. ის გრძელდება რამდენიმე
მილისეკუნდი. ძნელია დროის ასეთი პატარა მონაკვეთის წარმოდგენა. შემდეგ ერთვება
ხანმოკლე მეხსიერების ბლოკი. მისი დრო განისაზღვრება რამდენიმე სეკუნდით.
ხანგრძლივი მეხსიერების ბლოკამდე „მისული“ ინფორმაცია ინდივიდში შეიძლება
შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე. განვიხილოთ უფრო დეტალურად თითოეული
ბლოკი.

 სენსორული მეხსიერების ბლოკი.

24
როცა ჩვენ ვხედავთ, გვესმის, შევიგრძნობთ ან გარე სამყაროდან სხვა რაიმე
შთაბეჭდილებას ვიღებთ, პირველად ისინი სენსორულ მეხსიერებას გადაეცემა გრძნობის
ორგანოების საშუალებით. სენსორული მეხსიერება აფიქსირებს ყველაფერს, რასაც
შევიგრძნობთ და შევიმეცნებთ. მაგრამ, მასში არსებული ინფორმაცია სწრაფად ქრება. აქ
„ჩანაწერი“ შენარჩუნდება სეკუნდის განმავლობაში. ხანმოკლე მეხსიერებას კი გადაეცემა
ყველა შეგრძნების მხოლოდ 1%. მაგალითად, ამ სტრიქონების წაკითხვისას ჩვენს სენსორულ
მეხსიერებაში „შემოდის“ ინფორმაციის საკმაო რაოდენობა. ისეთი გამღიზიანებლები,
როგორიცაა ფანჯრის მიღმა ავტომობილის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი და ა.შ., შენახული არ იქნება.
სენსორულ მეხსიერებაში გაცილებით დიდი ინფორმაცია შემოდის, ვიდრე მას შეუძლია
გადაამუშავოს. ამიტომ, ინფორმაციის დიდი ნაწილი იკარგება. სასურველია, სტუდენტმა
ხანგრძლივ მეხსიერებაში „გადაიტანოს“ ის ფსიქოლოგიური ცნებები და ტერმინები,
რომელთაც ამ სახელმძღვანელოში გაეცნობა.

 ხანმოკლე მეხსიერება.

ხანმოკლე მეხსიერება მოქმედებს მანამ, სანამ ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია.


როდესაც სატელეფონო ცნობარში ჩვენთვის საჭირო ნომერს ვიპოვით, ის გვემახსოვრება
მანამდე, სანამ დავრეკავთ. ერთი საათის შემდეგ დიდია ალბათობა იმისა, რომ აღარ
გვახსოვდეს. ხანმოკლე მეხსიერება ინფორმაციას ინახავს შეზღუდული დროითა და
მოცულობით. ინდივიდუალური განსხვავებების მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობას
შეუძლია ერთდროულად შვიდი ერთეულის ინფორმაციით მანიპულირება. მაგალითად,
როგორ დავიხსომოთ ნომერი 219-45-17? შევეცადოთ, ჯერ დავიხსომოთ 2, რომელიც არის,
ვთქვათ, ქალაქის კოდი, შემდეგ 45 - საკუთარი მშობლის ასაკი და 17- საკუთარი ასაკი. ასე
უფრო გაადვილდება დახსომება.

ვერბალური მეხსიერების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კარგი მეხსიერების მქონე


ადამიანები აღქმულ ინფორმაციას აერთიანებენ შედარებით უფრო კომპაქტურ ჯგუფებში.
გარდა ამისა, დახსომებისას, ისინი ყურადღებას აქცევენ ინტონაციასა და რიტმს.
ინფორმაციის ხმამაღლა გამეორებისას, მისი დახსომება შეიძლება განუსაზღვრელი დროით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სმენითი ინფორმაცია მეხსიერებაში უფრო დიდხანს რჩება,
ვიდრე - მხედველობითი.

 ხანგრძლივი მეხსიერება

ხანგრძლივი მეხსიერება, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ინფორმაციას დიდი ხნის


მანძილზე ინახავს. მეცნიერები თვლიან, რომ ყველაფერი რაც მეხსიერებაში ჩერდება ხუთ
წუთზე მეტ ხანს, გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში. მასში მოგონებები შეიძლება
ინახებოდეს რამდენიმე საათის, დღის, თვის, წლის და, ხშირად, მთელი სიცოცხლის
განმავლობაში. გამომდინარე აქედან, ხანგრძლივი მეხსიერება დიდი მოცულობის უნდა
იყოს. ზუსტი მოცულობის განსაზღვრა არ ხერხდება, მაგრამ დადგენილია, რომ ასი წლის
განმავლობაში რომ შედიოდეს მასში ინფორმაცია, ახალი მასალისთვის მაინც დარჩება

25
ადგილი. ხანგრძლივ მეხსიერებაში საჭირო ცნობების მოსაძებნად, ინდივიდმა უნდა
„გადახედოს“ ინფორმაციის დიდ რაოდენობას. ამიტომ, მოგონება, ანუ ხანგრძლივი
მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოღება, შედარებით რთულია.

 სავარჯიშო

ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში მიუთითეთ, რომელია სენსორული, ხანმოკლე და


ხანგრძლივი მეხსიერება:

ა. ქალბატონმა იცნო პიროვნება, რომელსაც შეხვდა წინა საღამოს წვეულებაზე;

ბ. ბავშვი სახეზე გრძნობს მსუბუქი ნიავის შეხებას;

გ. ხანდაზმული მამაკაცი იხსენებს საკუთარ ბავშვობას;

დ. ოფიციანტი გოგონა „მაკდონალდსში“ იღებს შეკვეთას ორ ჰამბურგერზე, სამ


ჩიზბურგერზე, ორ ულუფა კარტოფილ-ფრისა და ხუთ რძიან კოქტეილზე.

 მეხსიერებაში ინფორმაციის განთავსების მეთოდები

თავის ტვინში მოგონებების განთავსების ორგანიზების გაუმჯობესების მეთოდებში


გამოიყენება მნემონიკა. მნემონიკა ანუ მნემოტექნიკა წარმოადგენს ხერხებს, რომელთა
დახმარებითაც ადამიანს უადვილდება ინფორმაციის დახსომება. მნემონიკა დახსომების
გაადვილების მეთოდების ერთობლიობაა. მისი საშუალებით ინფორმაციას ეძლევა სხვა აზრი
და განსხვავებული სტრუქტურა. მნემონიკურ ხერხებს იყენებს ყველა ადამიანი (ბავშვიც,
მოზარდიც, სტუდენტიც და ა.შ.). მაგალითად, იმ სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ
ასტრონომიას პლანეტების (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი,
ნეპტუნი, პლუტონი) სახელების დახსომების მიზნით (მზიდან მათი დაშორებულობის
მანძილის მიხედვით) შეიძლება გამოიყენონ ასეთი მნემონიკური ფრაზა: „მამამ ვერიკოს და
მალხაზს იმდენი სათამაშო უყიდა, რომ ორივე გააოცა", სადაც სიტყვა „მამას“ პირველი ასო-
ბგერა მ-მერკურია, სიტყვა „ვერიკოს“ პირველი ასო-ბგერა ვ- ვენერაა და ა.შ.

ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს სხვადასხვა ფორმალური მეთოდიკა საგნების


ჩამონათვალის დასამახსოვრებლად. სხვადასხვა სიტუაციაში წარმატებით გამოიყენება
საგასაღებო (საყრდენი) სიტყვებისა და Loki-ს მეთოდი. მოკლედ მიმოვიხილოთ ორივე.

საყრდენი სიტყვების მეთოდი. ეს არის მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდი,


რომლის დროსაც დასახსომებელი სიის ყოველი ელემენტი ასოცირდება აზრობრივ ხატთან.

26
ამ მეთოდის მიხედვით, ინდივიდმა ზეპირად უნდა ისწავლოს, ვთქვათ ქვემოთ მოყვანილი
ჩამონათვალი:

ერთი--------- თეთრი
ორი---------- ქორი
სამი----------- სკამი
ოთხი--------- თოხი
ხუთი----------წუთი
ექვსი---------- ლექსი
შვიდი--------- შვილი
რვა-------------ქვა
ცხრა----------- ცა
ათი------------თათი

დასწავლის შემდეგ მან უნდა წარმოიდგინოს ჩამოთვლილი საგნების თვალსაჩინო ხატები. ეს


ინდივიდს ეხმარება ერთმანეთთან დაუკავშირებელი ათი ობიექტის დახსომებაში. ამ
მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ პიროვნებამ შეიძლება ადვილად გაიხსენოს
სიის თავში და ბოლოში აღნიშნული საგნები. ნაკლი კი არის დასახსომებელი ობიექტების
რაოდენობრივი შეზღუდულობა. ისინი ათს არ უნდა აღემატებოდეს.

Loki-ს მეთოდი

დამახსოვრების ამ მეთოდს ზოგჯერ „ოჯახურს“ უწოდებენ. გაიარ-გამოიარეთ


საკუთარ სახლში, ოთახში ან თქვენთვის კარგად ნაცნობ სხვა ადგილას; შემდეგ მიანიჭეთ
ავეჯის თითოეულ ნაწილს ან სხვა ნივთებს ნომერი, რომელთა ახლოსაც გაივლით.
ადამიანთა უმრავლესობა კარგად ართმევს თავს ოცამდე საგნის ჩამონათვალის დახსომებას.
დავუშვათ, შეხვედით საკუთარ სახლში და პირველი, რაც თვალში მოგხვდათ, არის
ფეხსაცმლის თარო. ეს იქნება საგანი ნომერი პირველი. შემდეგ სხვა ოთახებში შესვლისას
ყველაფერს ნომრავთ, რაც გზაზე გხვდებათ: სავარძელს, დივანს, ტელევიზორს, ჟურნალების
მაგიდას, კომპიუტერს, სკამს, ბუხარს, წიგნების კარადას, სარკეს. გამოვიდა 12 პუნქტიანი სია.
ამის შემდეგ საყრდენი სიტყვების მეთოდის მსგავსად, დასახსომებელი სიიდან ყოველი
საგანი უნდა დაუკავშიროთ თქვენ გზაზე განსაზღვრულ ადგილმდებარეობას. ფსიქოლოგები
აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი საოცრად ეფექტიანია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ
სტუდენტებს, რომლებიც Loki-ს მეთოდს იყენებდნენ, უფრო მეტის გახსენება შეეძლოთ
იმათთან შედარებით, ვინც დასწავლის ტრადიციულ მექანიკურ მეთოდებს მიმართავდა. მათ
ევალებოდათ ოცი საგნისგან შემდგარი ხუთი სიის დახსომება. ის ვინც Loki-ს მეთოდს
იყენებდა, საშუალოდ იხსომებდა 72%-ზე მეტ საგნებს, ხოლო ვინც ტრადიციული მეთოდით
სწავლობდა - საგანთა მხოლოდ 28%-ს.

ეს საინტერესოა ......

27
რომაელი ორატორები საჯარო გამოსვლებისას არასოდეს კითხულობდნენ თავიანთ
სიტყვას, არამედ წარმოთქვამდნენ ზეპირად. ისტორიული წყაროები მიუთითებს, რომ
ციცერონი იხსომებდა წარმოსათქმელ სიტყვას მნემონიკური მეთოდების დახმარებით. იგი
დასეირნობდა თავის ბაღში და ნომრავდა ყველაფერს, რასაც კი გვერდს ჩაუვლიდა. შემდეგ,
ყოველ კითხვას, რისი განხილვაც თავის გამოსვლაში სურდა, უკავშირებდა ბაღის რომელიმე
ადგილს. როდესაც მისი გამოსვლის დრო ახლოვდებოდა, იგი უბრალოდ ბაღში გასეირნებას
იხსენებდა და გამოდიოდა ბრწყინვალე სიტყვით.

არსებობს ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანილი მასალის განთავსების გაუმჯობესების


მრავალი მეთოდი. ფსიქოლოგები გვირჩევენ ინფორმაციის დაყოფას აზრობრივ ჯგუფებად,
რადგან ეს ხელს უწყობს აღქმულის დახსომებას. როდესაც დიასახლისს საყიდლების გრძელი
სია აქვს და უჭირს მისი დახსომება, უმჯობესია ჩამონათვალი ობიექტების თემატურ
ნაწილებად დაყოფა. მაგალითად, ბოსტნეული, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები,
სარეცხი საშუალებები (ჭურჭლის, თეთრეულის) და ა.შ.

 სავარჯიშო

ადვილად დამახსოვრების მიზნით ჩამოთვლილი სიტყვები დააჯგუფეთ:

ფსიქიატრია, კლასი, ლეიტენანტი, კარაქი, მოწაფე, ფსიქოლოგია, მასწავლებელი,


ფსიქოთერაპია, მსხალი, სამხედრო, ჩხუბი, ფსალმუნი, რეჟისორი, მერხი, პური,
ფსიქოლინგვისტიკა, მაგიდა, ყველი.

 მოგონების პროცესის გაუმჯობესება

ყოფილა შემთხვევა, როცა სიტყვა ან ვიღაცის სახელი „ენის წვერზე გადგათ?“ ამ


გამოთქმით ადამიანი ხშირად აღწერს სიტუაციას, როდესაც ვერ იხსენებს საჭირო
ინფორმაციას. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც
ვერ აღიდგენს მსახიობის, პოლიტიკოსის ან სხვა ცნობილი პიროვნების გვარს, თუმცა,
დარწმუნებულია, რომ მას იცნობს. მეხსიერების მუშაობის გაუმჯობესების ეფექტიან ხერხს
წარმოადგენს თავისუფალი ასოციაციების მეთოდი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი
მეხსიერებას ეხმარება შეაღწიოს ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროებში. მაგალითად,
როცა არ გახსოვთ სად დადეთ დავალების რვეული, სასარგებლო იქნება გაიმეოროთ ამ
მოქმედების შემდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი. დაბრუნდით მაგიდასთან, გაიარ-
გამოიარეთ ოთახებში და ყველგან მიდით, სადაც კი შეიძლებოდა მისულიყავით. სიტუაციის
გამეორება „შეაფუცხუნებს“ თქვენს მეხსიერებას. ფოტოსურათების დათვალიერებისას,
ხშირად, სპონტანურად „ცოცხლდება“ ძველი მოგონებები, რომლებიც ჩვეულებრივ
სიტუაციაში არ „ამოტივტივდება“. ერთ-ერთი ხერხი, რომლის დახმარებითაც შეიძლება
გაგიადვილდეთ გვარ-სახელების გახსენება, არის ანბანის მეთოდი. არსებობს მონაცემები,

28
რომლებიც ადასტურებენ, რომ ერთი და იგივე ასო-ბგერით დაწყებული სიტყვები
მეხსიერებაში ერთმანეთთან დაკავშირებულია. ზოგჯერ, სახელის პირველი ასო-ბგერის
გასახსენებლად, საკმარისია გონებაში ანბანის ასოების ჩამოთვლა.

 დავიწყება

დავიწყება ხშირად იწვევს უსიამოვნებას, უხერხულობას და ა.შ., რაც უარყოფითად


მოქმედებს ადამიანის როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ მდგომარეობაზე. ისმის
კითხვა: რატომ გვავიწყდება „რაღაც“? ამ კითხვაზე შეგვიძლია სხვადასხვანაირად
ვუპასუხოთ. შეიძლება, საერთოდ არ ვიცოდეთ მოცემულ მოვლენაზე ან მოხდეს ისე, რომ
მიღებული ინფორმაცია არ გადავიდეს ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაში. ბევრი
მოვლენა, მოგონება, სიტუაცია და ა.შ. გარდამავალი და წამიერია. ისინი არსად არ
შენარჩუნდება. ფსიქოლოგებს ყველაზე მეტად დავიწყების მესამე შესაძლო მიზეზი
აინტერესებს. ეს არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის აღდგენასთან
დაკავშირებული სიძნელე. დავიწყება შეიძლება აიხსნას მრავალი მიზეზით. მათ შორის მეტ-
ნაკლებად გავრცელებულია განდევნა, დათრგუნვა (ჩახშობა), ამნეზია, გაქრობა
უსარგებლობის გამო, დამახინჯება, ინტერფერენცია და ზოგიერთი მედიკამენტური
პრეპარატის მიღების შედეგი.

 სავარჯიში

თქვენ რაიმე შეგეძლოთ დაგევიწყებინათ სამი მიზეზით:


1. გრძნობის ორგანოებმა არ მიიღეს ინფორმაცია;
2. მიიღეთ ინფორმაცია და ფლობდით მას სეკუნდის განმავლობაში, მაგრამ არ შეინახეთ იგი
ხანგრძლივ მეხსიერებაში;
3. ინფორმაცია კი შეინახეთ ხანგრძლივ მეხსიერებაში, მაგრამ არ შეგიძლიათ მისი „ამოღება“.
ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში განსაზღვრეთ დავიწყების მიზეზი:

ა. გუშინ საღამოს კოტემ ლექსი ზეპირად ისწავლა, მაგრამ დღეს არ შეუძლია მესამე სტროფის
გახსენება;
ბ. გუშინ მაგდა უსმენდა ახალ ამბებს, სადაც გადმოსცეს ამინდის პროგნოზი. მაგრამ იმ
მომენტში ის ზაფხულის არდადეგებზე ფიქრობდა, ამიტომ, ვერ იხსენებს დღეს იქნება თუ
არა წვიმა;
გ. მაკას ისე გაუხარდა, როდესაც ლატარეაში მოგების შესახებ გაიგო, რომ გაზქურაზე
დადგმული ყავადანი დაავიწყდა. შედეგად ყავა გადმოვიდა, ყავადანი კი - დაიწვა;
დ. დაჩი მიღებაზე ჰალსტუხის გარეშე გამოცხადდა, რადგან მისი გაკეთება დაავიწყდა. იქ
მყოფებმა მასზე გაიცინეს, თუმცა მისთვის არავის უთქვამს, რომ საღამო ოფიციალური
იქნებოდა.

 განდევნა

29
ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს, რომელიც ხსნის თუ რატომ ვერ იხსენებენ ადამიანები საჭირო
ინფორმაციას, განდევნა წარმოადგენს. განდევნა არის იგივე დავიწყება მოტივირებული
გაუცნობიერებული მიზეზებით. ადამიანის ქვეცნობიერი ბლოკავს საშინელ ან საფრთხის
შემცველ მოგონებებს. ხანგრძლივი მეხსიერებიდან ტრავმირებად მოვლენებზე ან შფოთვის
გამომწვევ სიტუაციებზე მოგონებათა „ამოღება“ ხშირად ავადმყოფურ განცდებთანაა
დაკავშირებული. თუკი ადამიანს უჭირს უსიამოვნო შემთხვევის გახსენება, ესეც განდევნის
ერთ-ერთი სახეა. ფროიდის აზრით, განდევნა მძიმე მოგონებებისგან დაცვის ხერხია. აზრები,
რომელთა „გადახარშვაც“ ადამიანს ეძნელება, რჩება ქვეცნობიერში. ადამიანები, რომელთაც
საკუთარ თავზე იწვნიეს ძალადობა, ხშირად ცდილობენ „დაივიწყონ“ მომხდარი.

მიუხედავად იმისა, რომ განდევნა ზოგჯერ დავიწყების მიზეზი ხდება, არ შეიძლება ამ


ფენომენით დავიწყების ყველა შემთხვევის ახსნა. განიდევნება მხოლოდ უკიდურესად
არასასიამოვნო ემოციური განცდები. მაგრამ, ინდივიდი ხშირად ივიწყებს სასიამოვნო ან
ნეიტრალურ განცდებსაც. გარდა ამისა, განდევნის ფენომენის შესწავლა მიმდინარეობდა
მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებზე დაკვირვებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებული ექსპერიმენტული კვლევები საკმაოდ მცირეა.

 დათრგუნვა/ ჩახშობა

ყველა ადამიანს აქვს ისეთი მოგონება, რომლის დავიწყებას, უდიდესი სურვილის


მიუხედავად, ვერ ახერხებს. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, უხამსი
საქციელი საკუთარი მისამართით და სხვა. დათრგუნვა წარმოადგენს ცნობიერ ძალისხმევას
მიმართულს იმაზე, რომ ინდივიდმა არ იფიქროს რაიმე მოვლენაზე. დათრგუნვა
განსხვავდება განდევნისგან იმით, რომ ამ დროს ადამიანს სრულად აქვს გაცნობიერებული
რაც მოხდა. მაგალითად, ქალები, რომლებიც აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი,
ცდილობენ თავი აარიდონ მოგონებებს. ფსიქოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ბევრი
მათგანი არც აღიარებდა საკუთარ თავს მსხვერპლად და თვეების, ზოგჯერ კი წლების
მანძილზე, ახშობდა აზრებს ამის შესახებ. სამწუხაროდ, მტკივნეული მოგონებების
დათრგუნვით პიროვნება თავს ვერ აღწევს ისეთ ემოციურ შედეგებს, როგორიცაა
გადაჭარბებული შიშები, ფობიები, დეპრესია და ა.შ.

 ამნეზია

ამნეზია წარმოადგენს დარღვევას, რომელიც გამოხატავს განდევნის უკიდურეს ფორმას.


ამნეზიის თემა ფართოდ გამოიყენება რომანებში, მხატვრულ ფილმებში, რადგან ხალხზე
საკმაოდ დრამატულ შთაბეჭდილებას ახდენს. ამნეზიის სიმპტომები ვლინდება
პიროვნებასთან დაკავშირებული მოგონებების დაკარგვაში. ამნეზიის მსხვერპლს არ ახსოვს
ვინ არის, სადაურია, რას აკეთებდა ამ მდგომარეობაში ჩავარდნამდე და სხვა, ანუ საკუთარ
თავთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სხვა ძირითადი
უნარები და ზოგადი ცოდნა შენარჩუნდება. ადამიანს შეუძლია კითხვა, წერა, საჭმლის

30
მომზადება, ტანისამოსის ჩაცმა და ა.შ. არსებობს ამნეზიის რამდენიმე ფორმა. მათგან
ყველაზე ცნობილი და პოპულარულია ისტერიული ამნეზია. ამნეზიის ეს ფორმა არ არის
გამოწვეული ორგანული ან ფიზიოლოგიური მიზეზებით. ისტერიული ამნეზია,
ჩვეულებრივ, აღმოცენდება ტრავმირებადი მოვლენის შედეგად და, როგორც წესი, დროებით
ხასიათს ატარებს. ამნეზია, შესაძლოა, ფიზიოლოგიური მიზეზებითაც იქნეს გამოწვეული.
მაგალითად, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სხვადასხვა დაავადება, ტრავმები, არასწორი და
არასაკმარისი კვება, თავის ტვინის დაზიანება და სხვა. ფიზიოლოგიური მიზეზებით
აღმოცენებული ამნეზია შეიძლება იყოს როგორც დროებითი, ისე მუდმივი, მას ეწოდება
ორგანული ამნეზია. ამნეზიის მესამე სახეა გლობალური დემენციური ამნეზია. მისთვის
დამახასიათებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში გაფანტულობა და გულმავიწყობა. ამნეზიის
ეს ფორმა ხშირია ხანდაზმულებში, ავადმყოფებში, რომელთაც შესანიშნავად ახსოვთ
თავიანთი წარსული, მაგრამ ძნელად ორიენტირებენ აწმყოში. ამნეზიის ასეთი ფორმა
უმეტესად მუდმივია. ამნეზია, განდევნის მსგავსად, არ შეიძლება ჩაითვალოს დავიწყების
მთავარ მიზეზად. ის გვხვდება არც თუ ისე ხშირად, როგორც ამას მასობრივი საინფორმაციო
საშუალებები აჩვენებენ (მაგალითად, სერიალებში).

 სავარჯიშო

პრისტონის უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა


უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სეირნობისას ალბერტ აინშტაინს. ისინი რამდენიმე წუთი
იდგნენ და საუბრობდნენ; შემდეგ სტუდენტმა აინშტაინი სადილზე დაპატიჟა. აინშტაინმა
იკითხა, თუ რომელი მიმართულებით მიდიოდა, როცა სტუდენტი მას შეხვდა. როდესაც
სტუდენტმა მიმართულება დაანახა, აინშტაინმა განაცხადა, რომ უკვე ისადილა და მადლობა
გადაუხადა დაპატიჟებისათვის. ამნეზიის რომელი ფორმა ჰქონდა აინშტაინს?

 გაქრობა და დამახინჯება

არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ მოგონებები, რომელთაც ინდივიდი


არასაჭიროდ თვლის, დროთა განმავლობაში ქრება. ალბათ ამითაც აიხსნება ხანმოკლე
მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დავიწყებაც. მაგრამ გაქრობა არ წარმოადგენს
ხანგრძლივ მეხსიერებაში მყოფი ცნობების დავიწყების ძირითად მიზეზს. რამდენად
საოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანები ხშირად ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ივიწყებენ
და ახსოვთ სრულებით უსარგებლო აზრები. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ
მოგონებები დროდადრო შეიძლება დამახინჯდეს. მეხსიერებაში შემოსული ახალი
მონაცემები იცვლება უკვე არსებული ინფორმაციის შესაბამისად. ახალი მასალის
მიღებასთან ერთად მას შეერევა ძველი ინფორმაცია. მაგალითად, ცდისპირებს აჩვენებდნენ
უბედური შემთხვევების ამსახველ სლაიდებსა და ფილმებს, სადაც ავტომობილები
ეჯახებოდა ფეხით მოსიარულეებს ან ერთიმეორეს. ერთ-ერთ სლაიდზე ჩანდა შემთხვევის

31
ადგილის მახლობლად მოძრავი მწვანე მანქანა. ექსპერიმენტატორი ეკითხებოდა
ცდისპირებს, ჰქონდა თუ არა გამვლელ ლურჯ მანქანას სახურავზე საბარგული
თხილამურებისათვის. როდესაც ამის შემდეგ ცდისპირებს ეკითხებოდნენ თუ რა ფერის იყო
გამვლელი ავტომობილი, უმრავლესობა იხსენებდა ლურჯს და არა მწვანეს. საკონტროლო
ჯგუფის ცდისპირებთან საუბრისას ლურჯი ფერი არ იყო ნახსენები. ისინი მანქანის ფერთან
დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხობდნენ სწორად ანუ ასახელებდნენ მწვანეს. სხვა
სიტუაციაში ცდისპირებს ეკითხებოდნენ გამოეცნოთ იმ ავტომობილის სიჩქარე, რომელიც
„შევარდა“ ყვავილების მაღაზიაში. ცდისპირები აზვიადებდნენ მანქანის სიჩქარეს.
საკონტროლო ჯგუფის ცდისპირები კი, რომელთაც ეკითხებოდნენ იმ ავტომანქანაზე,
რომელიც „დაეჯახა“ მეორეს, მის სიჩქარეს აფასებდნენ თითქმის ზუსტად.

 ინტერფერენცია

ყველაზე ხშირად დავიწყება აიხსნება ინტერფერენციის მოვლენის საფუძველზე. ეს არის


ინფორმაციის დამახინჯების განსაკუთრებული სახეობა. ადამიანი ივიწყებს იმიტომ, რომ
ახალი ინფორმაცია შეერევა უკვე არსებულ მოგონებებს. იმ თეორიის თანახმად, რომელიც
დავიწყებას ინტერფერენციით ხსნის, დახსომებას ხელს უშლის ორი ტიპის ფაქტორი:
პროაქტიური ინტერფერენცია და რეტროაქტიური ინტერფერენცია. განვიხილოთ
თითოეული ცალ-ცალკე.

პროაქტიური ინტერფერენცია. ზედსართავი „პროაქტიური“ აღნიშნავს „წინ მიმავალ


მოქმედებებს“. პროაქტიური ინტერფერენცია ხდება მაშინ, როცა ახალი ცნობების აღდგენა
დაიბლოკება ძველი მოგონებებით. თუკი თქვენ ვერაფრით იხსომებთ ფრანგულად
„ნახვამდის“, იმიტომ, რომ მეხსიერებაში გამჯდარი გაქვთ ეს სიტყვა ადრე ნასწავლი
გერმანულიდან, ამაში ხელს გიშლით პროაქტიური ინტერფერენცია. ან, დავუშვათ, რომ
სტუდენტის ფსიქოლოგიის პედაგოგი ძალიან ჰგავს მისი დაწყებითი კლასის მასწავლებელს.
ამიტომ, ფსიქოლოგიის ლექტორის გვარის დახსომება მას შესაძლოა გაუჭირდეს, იმიტომ რომ
მეხსიერებაში ყოველთვის ამოტივტივდება მისი პირველი კლასის მასწავლებლის გვარი.
ამდენად, პროაქტიური ინტერფერენციისას ძველი ცოდნა ხელს უშლის ახლის დახსომებას.

 პროაქტიური ინტერფერენცია: ახალი ინფორმაციის დავიწყება იმისგან გამომდინარე,


რომ ის გადაიხლართება ადრე მიღებულ მასალასთან.

რეტროაქტიური ინტერფერენცია. ზედსართავი „რეტროაქტიური“ აღნიშნავს „უკან


მიმავალ მოქმედებას“. რეტროაქტიური ინტერფერენცია ხდება იმ შემთხვევებში, როცა ახალი
ცოდნა აფერხებს ძველი მოგონებების აღდგენას. თუკი, ფრანგულად „ნახვამდის“
დასწავლისას, აღარ შეგიძლიათ „ნახვამდის“ გერმანულად გახსენება, მაშინ თქვენ ხელს
გიშლით რეტროაქტიური ინტერფერენცია. ადამიანში ახალი ცოდნის შეძენა იწვევს ძველის
აღდგენის უნარის დაქვეითებას.

32
 რეტროაქტიური ინტერფერენცია: დავიწყება, რომელიც გამოწვეულია ძველი
ინფორმაციის შერევით ახლად მიღებულ მასალასთან.

 სავარჯიშო

მიუთითეთ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელია პროაქტიური და რომელი


რეტროაქტიური ინტერფერენციის მაგალითები:

ა/ თქვენ გიჭირთ ბრასით ცურვის სწავლა, რადგან უკვე კარგად ცურავთ კროლით და
ყოველთვის ადრე ნასწავლ მოძრაობებს აკეთებთ ქვედა კიდურებით, ნაცვლად იმისა, რომ
გააკეთოთ „მაკრატელი“;

ბ/ წიგნის - „ქარწაღებულნი“ - წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახეთ იმავე სახელწოდების


მხატვრული ფილმი. ახლა თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს გაიხსენოთ რა იყო წიგნში,
რადგან სულ ფილმზე ფიქრობთ;

გ/ თქვენ ისწავლეთ ისეთი ავტომანქანის მართვა, რომელსაც სიჩქარეების მექანიკური


გადასართველი ჰქონდა. ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ატარებთ ავტომატიკის
მქონე ავტომობილს. როდესაც გთხოვეს მექანიკის მქონე მანქანის საჭესთან დაჯდომა, თქვენ
ყოველთვის აფიქსირებთ, რომ მას მართავთ როგორც ავტომატიკას;

დ/ თქვენ გიჭირთ ისეთი წიგნების წაკითხვა, სადაც XVIII ს-ის ამბებია გადმოცემული, რადგან
ვერ იმახსოვრებთ რა არის არშინი, ადლი, გოჯი, ვერსი, საჟენი და ა.შ.

 თანმიმდევრობის როლი დახსომებაში

ფსიქოლოგები თვლიან, რომ მასალის პირველი ნაწილი დაიხსომება ადვილად და


კარგად „პირველადობის ეფექტიდან“ გამომდინარე. როდესაც, რაღაცის სწავლას ვიწყებთ,
არანაირი პროაქტიური ინტერფერენცია არ გვიშლის ხელს. სიმღერის პირველი სტროფი,
ჟურნალის პირველ გვერდზე დაბეჭდილი ფოტო, პირველი პაემანი და ა.შ. ადამიანთა
უმრავლესობას დასახსომებელი აქვს იოლად. ნასწავლი მასალის ბოლო ნაწილის მოგონებაც
ასევე ადვილია. შეძენილი ცოდნა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ახალია და არ არის
დამახინჯებული რეტროაქტიური ინტერფერენციით. ამას ეწოდება „სიახლის ეფექტი“.
სტუდენტები ამჩნევენ, რომ მათ არ უჭირთ დავალების პირველი ნაწილის დახსომება. ბოლო
ნაწილის დახსომებაც არ არის ძნელი. შედარებით რთულია მასალის შუა ნაწილის დახსომება,
რადგან აქ არ არის არც პირველადობის, არც სიახლის ეფექტი. ამასთან, მასალის შუა ნაწილის
დახსომებაზე ერთდროულად მოქმედებს როგორც პროაქტიური, ისე რეტროაქტიური
ინტერფერენცია. ამიტომ, ამ ნაწილის სწავლას სტუდენტები ჩვეულებრივზე მეტ დროს
ანდომებენ.

33
 მედიკამენტური საშუალებები

უკანასკნელი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი წამლის მიღება აუმჯობესებს


მეხსიერებას. მაგალითად, ადამიანის მეხსიერება უმჯობესდება ისეთი ჰორმონების
მიღებისას როგორიცაა, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ,
რომ ნიკოტინისა და კოფეინის მიღება აჩქარებს ინფორმაციის განთავსებას ხანგრძლივ
მეხსიერებაში. მაგრამ, მათი დოზების კონტროლის გარეშე მიღებისას, ამ ჩვეულებრივმა
ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიონ მეხსიერების დარღვევა. წამლების უმეტესობა,
როგორც წესი, მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. მეხსიერებაზე ძლიერ უარყოფით გავლენას
ახდენენ ტრანკვილიზატორები. მაგალითად, დიაზეპამი ახდენს მეხსიერების ბლოკირებას
მიღებიდან ექვსი საათის განმავლობაში. ასევე დადგენილია მარიხუანასა და ალკოჰოლის
საზიანო მოქმედება მეხსიერებაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ირღვევა ხანმოკლე
მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის გადატანის მექანიზმი. სპირტიანი
სასმელის ჭარბი დოზის მიღების ან მარიხუანას მოწევის შემდეგ ადამიანს შეუძლია საუბრის
გაგრძელება, წარსულთან დაკავშირებული ინფორმაციის აღდგენა, რამდენიმე წუთის
განმავლობაში ახალი ცნობების დახსომებაც. მაგრამ, მყარი მოგონებების ჩამოყალიბების
მცდელობისას ინდივიდებს ექმნებათ პრობლემები და „კაიფის ქვეშ“ გატარებული ღამის
შემდგომ, დილით, ბევრს არ ახსოვს საკუთარი ქცევები. ამ დროს, ახალი ინფორმაციის
დახსომება უფრო ძნელად მიმდინარეობს, ვიდრე ძველის ანუ უკვე დახსომებულის,
აღდგენა. ყველაზე უკეთ მეხსიერება მუშაობს მაშინ, როცა ინდივიდი არც სვამს და არც ეწევა.

 პრაქტიკული რეკომენდაციები

დახსომებისა და დავიწყების შესახებ ყოველივე ზემოაღწერილის საფუძველზე


შეიძლება სტუდენტებისათვის (მოსწავლეებისათვის) პრაქტიკული რეკომენდაციების მიცემა.
რა თქმა უნდა, არ არსებობს უნივერსალური მეთოდები, რომლებიც ყველა ადამიანს
გამოადგებოდა. სხვადასხვა ინდივიდს სწავლაში მეცადინეობის განსხვავებული სისტემა
ეხმარება. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები თვლიან, რომ არსებობს რამდენიმე საერთო
მოსაზრება, რომლებიც სასარგებლოა ადამიანთა უმრავლესობისათვის. განვიხილოთ
ზოგიერთი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომლის დაუფლებაც შესაძლოა კოლეჯში ან სხვა


უმაღლეს სასწავლებელში, არის საკუთარი დროის დაგეგმვა. ის აუცილებელია წარმატებული
სწავლისათვის. არ არის სავალდებულო სტუდენტი იყოს ყველაზე ჭკვიანი, წარმატებას რომ
მიაღწიოს. ხშირად, საუკეთესოები ხდებიან ისინი, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი დროის
ეფექტიანად ორგანიზება და თვითდისციპლინისადმი დამორჩილება. არაიშვიათად,
პიროვნება სტრესს განიცდის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს, დრო კი არ ჰყოფნის.

34
ზოგადად, ადამიანს ყველა საქმის გასაკეთებელი დრო არასოდეს ექნება. მაგრამ, თუ მათგან
გამოყოფს პრიორიტეტულს და გულდასმით დაგეგმავს საკუთარ დროს, სტრესი არ იქნება
ძლიერი და შესაბამისად, წარმატებები იქნება მეტი. დროის მენეჯმენტის ერთ-ერთი
სისტემის თანახმად, დაგეგმვა სტუდენტმა უნდა მოახდინოს სამ დონეზე. უპირველესად, მან
უნდა დასახოს გრძელვადიანი გეგმა (რამდენიმე თვის), შემდეგ შეიმუშაოს მოკლევადიანი
გეგმა (მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში) და ბოლოს, შეადგინოს ახლო მომავლის
გეგმა ანუ ყოველდღიურად გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი.

არსებობს მონაცემები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ სწავლა განსაკუთრებით


შედეგიანია მაშინ, როცა სამეცადინოდ მოსწავლეს, სტუდენტს, აბიტურიენტს და ა.შ.
დათმობილი აქვს სპეციალური კუთხე. ყურადღების გადამტანი აზრების გაჩენისთანავე, მან
უმჯობესია დატოვოს სამეცადინო ადგილი და დაბრუნდეს მაშინ, როცა სწავლისთვის იქნება
მზად. მნიშვნელოვანია ასევე, თუ „სასწავლო ტერიტორიაზე“ არ იქნება ფოტოები და ისეთი
საგნები, რომლებიც სტუდენტის გონებას სხვა რამეზე გადაიტანს. ინდივიდუალური
განსხვავებების მიუხედავად, ბევრი სტუდენტი თვლის, რომ მშვიდი მუსიკის მოსმენა
გადაფარავს უცხო ხმაურსა და ბგერებს, რომელთა უარყოფითი ზემოქმედება ყურადღებაზე
გაცილებით ძლიერია. მეცადინეობებზე ყურადღების კონცენტრირება ადვილია, თუ
სტუდენტი აქტიურად მუშაობს შესასწავლ მასალაზე. ითვლება, რომ მნიშვნელოვანი
ადგილების გახაზვა მარკერებითა და ფერადი ფანქრებით, მთავარის გამოყოფა,
სასარგებლოა. ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული უკანასკნელი გამოკვლევების
საფუძველზე, ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ უფრო მეტ წარმატებებს ის სტუდენტები
აღწევენ, რომლებიც ასათვისებელ მასალასთან აქტიურ დამოკიდებულებაში არიან და თანაც
ჯგუფურად მეცადინეობენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნების ხალისიანი, ენერგიული
დამოკიდებულება და საგნით გატაცება. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ აქტიურ
მეცადინეობებზე გაცილებით ვრცელი მასალის შესწავლაა შესაძლებელი, ვიდრე პასიურზე.

 სავარჯიშო

წაიკითხეთ ქვემოთ აღწერილი სიუჟეტი და ჩამოთვალეთ ის რეკომენდაციები, რომლებიც


აკაკის დაეხმარება სასწავლო მასალის ათვისებაში.

„აკაკიმ მოიკალათა ბალიშებიან დივანზე და შეუდგა ეკონომიკის სახელმძღვანელოს


კითხვას. სემესტრის ხუთკვირეულის საკონტროლო დანიშნულია ხვალისთვის. აკაკიმ საქმე
მოიტოვა უკანასკნელ საღამომდე, რადგან ფიქრობს, რომ მასალას უფრო კარგად ისწავლის.
მას არ მოსწონს ეკონომიკა და გადაწყვიტა, რომ არ ჩაეძინოს, ტელევიზორი ჩართოს. როგორც
კი კითხვა დაიწყო, მისი აზრები გადაერთვნენ სხვა მიმართულებით - იმ სატელევიზიო
პროგრამაზე, რომელსაც ცალი თვალით უყურებს. შემდეგ დახუჭა თვალები და დაიწყო
ოცნება. უეცრად მიხვდა, რომ საშინლად დაიღალა და მალევე ღრმა ძილს მიეცა“.

35
4. აზროვნება და მეტყველება

ერთი დღის განმავლობაში ადამიანი ძალიან ბევრ პრობლემას წყვეტს. ზოგი მათგანი
მარტივია, მაგალითად, რა ჩაიცვას ან რა მიირთვას სადილად. მაგრამ, არსებობს უფრო
რთულად გადასაჭრელი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტაც ზოგჯერ დიდ გავლენას
ახდენს ინდივიდის ცხოვრებაზე. მაგალითად, პროფესიის ან სპეციალობის არჩევა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიროვნების კარიერაში, დაქორწინება, მომავალი მეუღლის
არჩევა და ა.შ. ადამიანში პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარება და ზოგადად
გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაუფლება შეუძლებელია აზროვნების გარეშე.

ტერმინს „აზროვნება” საკმაოდ ფართო და რთული დატვირთვა აქვს. აზროვნების


კატეგორიას განეკუთვნება სრულიად განსხვავებული პროცესები და მდგომარეობები:
დაწყებული ოცნებით და დამთავრებული ახალი იდეების დაბადებით. ფსიქოლოგები,
აზროვნების პროცესს კოგნიტურ საქმიანობას უწოდებენ. კოგნიტური საქმიანობა გონებრივი
ან აზროვნებითი პროცესია, რომლის მიზანსაც რეალობის შემეცნება წარმოადგენს. ადამიანის
აზრებმა შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს. ზოგჯერ, ადამიანი აზროვნებს ხატებით.
მაგალითად, როცა გვინდა სახლში ავეჯის გადაადგილება იმისათვის, რომ ახალი როიალი
დავდგათ, ჩვენ ვაზროვნებთ ხატოვნად ანუ თვალსაჩინოდ. მაგრამ, როდესაც შეგვეკითხებიან
აზრს ელექტროენერგიის გადასახადის მომატებასთან დაკავშირებით, მაშინ ვიაზროვნებთ
სიტყვებით ანუ ლოგიკურად. ისეთი ზოგადი ღირებულებები, როგორიცაა მშვიდობა,
თავისუფლება, სინდისი, პატიოსნება, სიკეთე, ბოროტება, სიცოცხლე, სიყვარული და ა.შ.
ცნებებს წარმოადგენს. ცნებები გამოცდილების საფუძველზე იქმნება. აზრთა უმრავლესობა
ხატების, სიტყვებისა და ცნებების შერწყმისგან ყალიბდება. მათი ერთიმეორისგან
განცალკევება რთულია. თავის ტვინის იმ ნაწილს, სადაც აზროვნების პროცესი
მიმდინარეობს წინა ტვინი ეწოდება. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს გაარჩიოს რიცხვები,
დაეუფლოს სამეტყველო ენას, გამოიყენოს ლოგიკა, მიიღოს გადაწყვეტილება, დატკბეს
მუსიკით, გაიგოს აბსტრაქტული ცნებები და სხვა. წინა ტვინი იკავებს ტვინის მოცულობის
დაახლოებით 85%-ს. დანარჩენ 15%-ს შეადგენს ნათხემი და ტვინის ლულა, რომელიც
სუნთქვასა და გულისცემაზეა „პასუხისმგებელი“.

წინა ტვინი გაყოფილია ორ ნაწილად - მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროდ.


ნახევარსფეროები ერთმანეთს უკავშირდება ნერვული ბოჭკოების კონის დახმარებით,
რომელსაც კოჟროვანი სხეული ეწოდება. მეცნიერებმა ორივე ნახევარსფერო გამოიკვლიეს.
მათ მიერ მიღებული შედეგების სქემატურობის მიუხედავად, დაადგინეს, რომ მარცხენა
ნახევარსფერო პასუხს აგებს ძირითადად მეტყველებაზე, მათემატიკურ შესაძლებლობებზე,
ლოგიკურ აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. მარჯვენა ნახევარსფერო
უზრუნველყოფს რითმისა და ფერის, მუსიკისა და ფერწერის აღქმას, წარმოსახვისა და
ფანტაზიის მუშაობას, ასევე სივრცეში ორიენტაციას. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ
ნახევარსფეროები მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან და ზოგჯერ ერთი მათგანი იღებს

36
მეორის ფუნქციას. ორივე ნახევარსფერო ერთობლივად მონაწილეობს ინფორმაციის
გადამუშავების პროცესში; ისინი ერთმანეთს სიგნალებს კოჟროვანი სხეულის გავლით
უცვლიან.

სკრიპტი. სკრიპტი წარმოადგენს შევიწროებულ სიუჟეტურ სქემას, რომელიც მოითხოვს


დამატებით ინფორმაციას. სკრიპტის მაგალითია: „ლელამ, ქეთი, ქორწილის წინ მიიპატიჟა
შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ მათი მეგობარი გოგონები ესწრებოდნენ. მათ ქეთის
„საჩუქრების წვიმა“ მოუწყვეს. ქეთიმ საჩუქრად მიიღო ოთხი უთო და სამი მიქსერი. მეორე
დღეს ის წავიდა მაღაზიაში“.

ზემოაღწერილი სკრიპტი მართლაც რომ მარტივი ისტორიაა. მაგრამ, ასეთი უბრალო


სიუჟეტის გასაგებადაც კი დამატებითი ინფორმაციის „ჩაწვდომაა“ საჭირო. ჩვენ რომ სხვა
კულტურის წარმომადგენლები ვიყოთ, გაგვიჭირდებოდა ამ სკრიპტის გააზრება. უპირველეს
ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ რა არის „საჩუქრების წვიმა“; მეორეც, რას წარმოადგენს უთო და
მიქსერი; ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვეულებრივ, ადამიანს ჭირდება ერთი უთო და ერთი
მიქსერი; კიდევ, უნდა მივხვდეთ, რომ ეს ნივთები ნაყიდია სადღაც, ვთქვათ მაღაზიაში და
შეიძლება მათი უკან დაბრუნება ან სხვა ნივთში გადაცვლა.

 სავარჯიშო

წაიკითხეთ ქვემოთ აღწერილი „სკრიპტი“ და მიუთითეთ დამატებითი „დეტალები“,


რომელთა ჩასმაც აუცილებელია მონათხრობის უკეთ გასაგებად.

„გურამმა, ანა, თავის დაბადების დღეზე მიიწვია. ანამ გადაწყვიტა, რომ გურამს
სერპანტინი მოეწონებოდა. იგი შევიდა ოთახში, აიღო ყულაბა, მიიტანა ყურთან, შეანჯღრია,
მაგრამ ყულაბამ ხმა არ გამოსცა....“

ლოგიკური აზროვნება. იმისგან დამოუკიდებლად, ვსწავლობდით თუ არა ოდესმე


ფორმალურ ლოგიკას, თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ ლოგიკურ აზროვნებას. მაგრამ
ყველამ არ იცის, თუ როგორი თანმიმდევრობით იგება ლოგიკური დასკვნა. იგი ყალიბდება
ორი მსჯელობის საფუძველზე. მათ წანამძღვრები ეწოდება. პირველ მსჯელობა „დიდი
წანამძღვარია“, მეორე კი - „მცირე წანამძღვარი“. განვიხილოთ ლოგიკური მსჯელობის
აგების თანმიმდევრობა:

დიდი წანამძღვარი - „თუ შუქნიშანზე წითელი აინთება, მძღოლმა


ავტომანქანა უნდა გააჩეროს“;
მცირე წანამძღვარი - „შუქნიშანზე აინთო წითელი“;
დასკვნა ------------- „მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა“.
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უამრავი ლოგიკური დასკვნა გამოაქვს.
უმეტესად, ლოგიკური აზროვნების პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს და ადამიანები
არც აქცევენ ყურადღებას, რომ ლოგიკას იყენებენ. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება

37
ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. მაგალითად, როცა ინდივიდი თავს ცუდად გრძნობს და
არ შეუძლია სამსახურში წასვლა, მსჯელობს დაახლოებით ამგვარად:

დიდი წანამძღვარი - „თუ სიცხე ამიწევს, არ წავალ სამუშაოზე“;


მცირე წანამძღვარი - „სიცხემ მომიმატა“;
დასკვნა -------------„მე არ უნდა წავიდე სამსახურში“.

პრედიკატული აზროვნება. აზროვნების პროცესი ყოველთვის არ ექვემდებარება ლოგიკის


კანონებს. ზ. ფროიდმა გამოყო არალოგიკური აზროვნებითი პროცესის ტიპი, რომელსაც
უწოდა პრედიკატული აზროვნება. როდესაც ორ წინადადებას აქვს ერთნაირი შემასმენელი
ან დაბოლოება, ამ შემთხვევაში ადამიანები მათ ქვემდებარეებს ერთმანეთში ასოცირებენ.
სარეკლამო განცხადებები, ხშირად პრედიკატულ აზროვნებაზეა გათვლილი. განვიხილოთ
ამგვარი აზროვნების მაგალითები:

• გამოჩენილ ადამიანებს არმანის ფირმის ლაბადები აცვიათ;


• მე მაცვია არმანის ფირმის ლაბადა;
• მე - გამოჩენილი ადამიანი ვარ
ან:
• კარგი დედები ნამცხვრისთვის უმაღლესი ხარისხის ფქვილს ყიდულობენ;
• მე უმაღლესი ხარისხის ფქვილს ვყიდულობ;
• მე - კარგი დედა ვარ
პრედიკატული აზროვნება წარმოადგენს ფსევდოლოგიურ აზროვნებას, რომლის
დროსაც სხვადასხვა სუბიექტი, რომელიმე საერთო პრედიკატის არსებობის საფუძველზე
არაცნობიერად ერთმანეთთან ასოცირებს. უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ ამ ტიპის
აზროვნების არსი, მოვიყვანთ ასეთ პრედიკატულ დასკვნას: „მან მე მომატყუა; ის მუსიკოსია;
ე.ი. ყველა მუსიკოსი მატყუარაა“.

 სავარჯიშო

წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი დასკვნები და ახსენით, რა შემთხვევაში შეიძლება


ლოგიკური დასკვნის გაკეთება და რომელია პრედიკატული აზროვნების მაგალითი.

ა. თუკი დიდთოვლობა იქნება, მაშინ კოლეჯს დაკეტავენ.


დიდთოვლობაა
--------------------------------------------------------------
ბ. ახალგაზრდა ქალები მოდურ ვარცხნილობებს ატარებენ.
მადონას მოდური ვარცხნილობა აქვს
----------------------------------------------------------------------
გ. ჭკვიანი ადამიანები კითხულობენ ჟურნალ „კომერსანტს“.
სოსო კითხულობს ჟურნალ „კომერსანტს“
----------------------------------------------------------------------

38
დ. როცა აბაზანაში შევდივარ, სწორედ მაშინ იწყებს ტელეფონი რეკვას.
აბაზანაში ვარ
----------------------------------------------------------------------

ირაციონალური აზროვნება. ირაციონალური აზროვნების პროცესში ადამიანი უარს ამბობს


ლოგიკის გამოყენებაზე და ეყრდნობა ძირითადად ინტუიციურ რეაქციებს. ამის შედეგად,
მისი ქცევა ხდება ირაციონალური. ირაციონალური აზროვნების ფართოდ გავრცელებულ
მაგალითს წარმოადგენს საზოგადოებრივი განწყობა შიდსის მიმართ. თითქმის ყველამ იცის,
რომ ეს დაავადება ჩვეულებრივი კონტაქტით (მაგალითად, ხელის ჩამორთმევით) არ
გადადის; მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს ახლოსაც არ მივიდეს შიდსით
დაავადებულთან. ირაციონალური აზროვნების მაგალითები შეიძლება ბევრი მოვიყვანოთ
ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაგალითად, მამაკაცი არ იცვამს გულდასმით გარეცხილ
პერანგს იმიტომ, რომ იგი ჰეპატიტით დაავადებულ მის ძმას ეკუთვნოდა. ამ საქციელს ის
ხსნის არა იმით, რომ ჰეპატიტი გადაედება, არამედ იმით, რომ პერანგი მაინც „ჭუჭყიანად“
ეჩვენება.

კრიტიკული აზროვნება. აზროვნების ლოგიკურ, პრედიკატულ და ირაციონალურ ტიპებს


შორის განსხვავების საჩვენებლად, აუცილებელია კრიტიკული აზროვნების ამოქმედება.
ადამიანმა უნდა შეაფასოს გამოთქმული მსჯელობები, მათ საფუძველზე გააკეთოს
დასაბუთებული დასკვნა. ძალიან ხშირად პედაგოგები შეშფოთებას გამოხატავენ ბავშვებში
სუსტად განვითარებულ კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით. იმ მოზარდებს,
რომლებიც ხშირად კამათობდნენ მოზრდილებთან, არაიშვიათად „ურჩებს“ უწოდებდნენ.
მექსიკაში, მექსიკური წარმომავლობის ამერიკელებში, იაპონელებში, ქართველებში, ასევე
სხვა მრავალ კულტურულ ტრადიციაში მიღებულია, რომ ბავშვებმა პატივი სცენ უფროსებს,
არ იკამათონ მათთან და არ დაუსვან ზედმეტი კითხვები. ხშირად „ასეთ“ ბავშვებს უჭირთ
ისეთი სასწავლო პროგრამის დაძლევა, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზეა აგებული.
ამჟამად, მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს განათლების სისტემაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კრიტიკული აზროვნების სწავლების პრობლემას.
კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე
რჩევას:

- ნებისმიერ მონაცემსა თუ პრობლემაში დაინახეთ მისი ორივე მხარე: დადებითიც და


უარყოფითიც; გაითვალისწინეთ ყველა „პლუსი“ და „მინუსი“;
- განასხვავეთ ლოგიკაზე დაფუძნებული მსჯელობები იმ მსჯელობებისაგან,
რომლებიც ემოციებსა და გრძნობებს ეყრდნობა;
- ისწავლეთ იმ განსხვავების შემჩნევა, რომელიც არსებობს მოსმენილსა და დანახულს
შორის;
- არაფერია ცუდი იმაში, თუკი ეჭვი გეპარებათ არადამაჯერებელ მონაცემებსა და
ინფორმაციაში;

39
- არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება, თუ საკმარის
ინფორმაციას არ ფლობთ.

კრიტიკის სახეები. კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია კრიტიკის სახეებისა და ფორმების


ცოდნის გარეშე. ადამიანებმა კრიტიკული შენიშვნები ეთიკური ფორმით უნდა გამოთქვან,
თუკი სურთ, რომ ისინი ადრესატმა მიიღოს, დარჩეს მის მეხსიერებაში და დადებითი
გავლენა მოახდინოს ინდივიდის პიროვნულ/პროფესიულ საქმიანობაზე.

ზოგადად, კრიტიკის მრავალი ფორმა არსებობს. კონფლიქტოლოგების მიერ სხვადასხვა


კონფლიქტური სიტუაციის სიღრმისეული შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე
გაკეთებულია ორიგინალური კლასიფიკაცია, რომლის ცოდნაც ადამიანებს ხელს შეუწყობს
დაძაბული სიტუაციის გაკონტროლებასა და მართვაში. განვიხილოთ ზოგიერთი:

 კრიტიკა - გამხნევება („არაფერია. შემდეგზე გააკეთებ უკეთესად. მაგრამ, ამჯერად,


არ ვარგა რაც გააკეთე“);
 კრიტიკა - იმედი („იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე ამ დავალებას გააკეთებ
უკეთესად“);
 კრიტიკა - ანალოგია („ადრე მეც ზუსტად ასეთ შეცდომას ვუშვებდი“);
 კრიტიკა - საყვედური („რა დაგემართა, როგორი იმედი მქონდა თქვენი“);
 კრიტიკა - შექება („სამუშაო კარგად არის შესრულებული, მაგრამ ერთი რამ არ არის
გათვალისწინებული’);
 კრიტიკა - თანაგანცდა („მე ძალიან კარგად მესმის შენი, შევდივარ შენს
მდგომარეობაში, მაგრამ ....“);
 კრიტიკა - გაფრთხილება („ამ შეცდომას თუ კიდევ ერთხელ დაუშვებთ, შეიძლება ის
ჩვევაში გადაგივიდეთ“);
 კრიტიკა - სინანული („მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაო
შესრულებულია უხარისხოდ“);
 კრიტიკა - განცვიფრება („როგორ? ნუთუ თქვენ ამის გაკეთება ვერ შეძელით?“);
 კრიტიკა - მინიშნება („მე ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ზუსტად თქვენნაირად
მოიქცა, მაგრამ შემდეგ ძალიან ცუდი რამ დაემართა“);
 კრიტიკა - შემსუბუქება („იმაში რაც მოხდა, ალბათ, მარტო შენ არ ხარ დამნაშავე“);
 კრიტიკა - გაკიცხვა („რატომ გააკეთეთ ასე არაკვალიფიციურად/არააკურატულად?“);
 კრიტიკა - შენიშვნა („თქვენ ისე არ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო; შემდეგზე
აუცილებლად ჰკითხეთ სხვას რჩევა“);
 კრიტიკა - მოთხოვნა („მოგიწევთ შესრულებული სამუშაოს თავიდან გაკეთება!“);
 კრიტიკა - გამოწვევა („თუ ამდენი შეცდომა დაუშვით, თვითონ გადაწყვიტეთ, თუ
როგორ გამოხვიდეთ შექმნილი მდგომარეობიდან“);
 კრიტიკა - სიფრთხილე („ვშიშობ, რომ სამუშაო მეორედაც ამ ხარისხით იქნება
შესრულებული“) და ა.შ.

40
პრაქტიკული სამუშაო: ტესტი „დამოკიდებულება კრიტიკისადმი“

ზოგიერთი პიროვნება კრიტიკისგან სარგებელს იღებს, ზოგს არ მოსწონს ის, მაგრამ


მაინც ითმენს; ზოგიც აქტიურად იბრძვის „კრიტიკოსების“ წინააღმდეგ, ცდილობს
ძირფესვიანად "მოთხაროს" ისინი. ნაწილი ადამიანებისა თვლის, რომ კრიტიკა მათ ეხმარება
საქმის გაკეთებაში, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს. გვინდა თუ არა, კრიტიკა
დამახასიათებელია ყველა სოციალური ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი
კოლექტივი წარმოადგენს. თანამედროვე ხელმძღვანელი არ ჩაითვლება წიგნიერად, თუკი არ
იცნობს ამ მოვლენის სირთულეებს. შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ ამ
სფეროში თქვენი „განსწავლულობის“ დონე. სხვა ტესტების მსგავსად, ამ ტესტსაც არ აქვს
პრეტენზია სრულყოფილებაზე, მაგრამ იგი უდავოდ გამოგადგებათ. ტესტის შევსებისას
ამოირჩიეთ პასუხის თქვენთვის მისაღები ვარიანტი და შემოხაზეთ.

1. თვლით თუ არა კრიტიკას კოლექტივის ან ცალკეული პირის მუშაობაში ნაკლოვანებების


აღმოფხვრის მეთოდად?
ა. დიახ, ვთვლი რომ კრიტიკა არის ნებისმიერი კოლექტივის ცხოვრებისა და საქმიანობის
ნორმალური და აუცილებელი ელემენტი;
ბ. კრიტიკა ხშირად ართულებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს, ამიტომ მე მას არ
ვაღიარებ;
გ. კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ არ არის საჭირო მისი როლის გაზვიადება და ხშირი
გამოყენება.

2. როგორი დამოკიდებულება გაქვთ საჯარო კრიტიკისადმი?


ა. სახალხოდ კრიტიკა მიმაჩნია ნაკლოვანებების აღმოფხვრის მოქმედ ფორმად;
ბ. უმჯობესია, ადამიანს შენიშვნა მისცე პირისპირ, ვიდრე სხვათა თანდასწრებით;
გ. ავირჩევდი „კულუარულ კრიტიკას“, ანუ არასამსახურებრივ სიტუაციაში ნახევრად
ხუმრობის ფორმით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს

3. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ხელმძღვანელობის კრიტიკა?


ა. დიახ;
ბ. არ არის საჭირო ხელმძღვანელის ავტორიტეტის შელახვა, ამიტომ უფროსობის სახალხოდ
კრიტიკა დაუშვებელია;
გ. შეიძლება, მაგრამ უკიდურესად ფრთხილად

4. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თვითკრიტიკისადმი?


ა. ვცდილობ ვიყო ობიექტური საკუთარი თავისადმი; თუკი ვხედავ ჩემს მუშაობაში არსებულ
ნაკლოვანებებს, ღიად ვაღიარებ;
ბ. მე ვიცი ჩემი პიროვნული და სამსახურებრივი ნაკლოვანებების შესახებ, მაგრამ არ ვჩქარობ
საკუთარი თავის გაკრიტიკებას;
გ. საკუთარი თავის გაკრიტიკება არ არის საჭირო, რადგან ამის მსურველი ბევრია

5. კრიტიკული შენიშვნების გამოთქმისას, ცდილობთ თუ არა იყოთ კორექტული და


ტაქტიანი, რათა არ შეურცხყოთ პიროვნება?

41
ა. დიახ, რა თქმა უნდა;
ბ. არა, ვთვლი, რომ რაც უფრო ძლიერ შეილახება პიროვნების ღირსება, მით უფრო ქმედითია
კრიტიკა;
გ. ყველაფერი დამოკიდებულია თვით პიროვნებაზე: თუკი ძალზე მტკივნეულად განიცდის
კრიტიკას, ამას ვითვალისწინებ, თუ არა და განსაკუთრებით არ ვიცავ დიპლომატიურობას

6. კრიტიკული შენიშვნების გამოთქმისას, ცდილობთ თუ არა კრიტიკის ობიექტის


საქმიანობაში დადებითი მომენტების მითითებას?
ა. დიახ, ვცდილობ;
ბ. არა, ამაში აზრს ვერ ვხედავ;
გ. ვცდილობ, კრიტიკის ველი შევზღუდო განსჯის საგნით

7. ცდილობთ თუ არა კრიტიკის დოზირებას, რაიმე წესის დაცვას?


ა. დიახ, ვცდილობ გავაკრიტიკო მხოლოდ ერთი ნაკლის მიხედვით;
ბ. არა, ჩვეულებრივ გამოვხატავ ყველაფერს, რაც, ჩემი აზრით, ნაკლად მიმაჩნია
გასაკრიტიკებელი ობიექტის საქმიანობაში;
გ. ვცდილობ კრიტიკის დროს შემოვიფარგლო განსჯის საგნით

8. კრიტიკული გამოსვლისას, გამოთქვამთ იმ წინადადებებს, რომლებიც მდგომარეობას


გამოასწორებს, თუ შემოიფარგლებით ნაკლოვანებებზე მითითებით?
ა. დიახ, ვთვლი, რომ ვინც აკრიტიკებს, რაღაც წინადადებაც უნდა შემოგვთავაზოს,
სხვაგვარად კრიტიკის უფლება არ აქვს;
ბ. არა, ვთვლი, რომ მთავარია პრობლემის „გაშიშვლება“, ნაკლზე მითითება, ხოლო მისი
აღმოფხვრა კომპეტენტური ორგანოებისა და სპეციალისტების საქმეა;
გ. უმჯობესია კონსტრუქციული კრიტიკა, მაგრამ თუკი არავითარი წინადადების
შემოთავაზება არ შეგვიძლია, არ შეიძლება ნაკლოვანებებზე გაჩუმება

9. როგორია კრიტიკაზე თქვენი პირველი რეაქცია?


ა. ვისწრაფვი პასუხის გაცემისკენ;
ბ. განვიცდი უსიტყვოდ, ვრჩები განაწყენებული, საპასუხო სიტყვისგან თავს ვიკავებ;
გ. ვფიქრობ ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე, სიტყვით გამოსვლას არ ვჩქარობ, მაგრამ
როცა მაძალებენ, უარს არ ვამბობ

10. კრიტიკაზე პასუხის გაცემისას, როგორი ქცევაა თქვენთვის უფრო მეტად


დამახასიათებელი?
ა. როგორც წესი, ვცდილობ გავიზიარო კრიტიკა, მაშინაც კი, თუ ის მთლად ობიექტური არ
არის;
ბ. თავს ვიცავ, ანუ ვაკრიტიკებ იმას ვინც მაკრიტიკებს;
გ. რამდენადაც კრიტიკა ანგრევს ჩემს ავტორიტეტს, ვცდილობ თავდაცვას, კრიტიკის
არიდებას, სხვაზე გადაბრალებას

11. გაღიზიანებთ თუ არა კრიტიკა?


ა. როგორც წესი, კი;
ბ. ძალიანაც არა;
გ. გააჩნია, ვინ და როგორ მაკრიტ

42
12. გიჩნდებათ თუ არა მტრობის გრძნობა იმ ადამიანისადმი, ვინც გაკრიტიკებთ?
ა. როგორც წესი, კი;
ბ. არა, ძალიან იშვიათად;
გ. დიახ, თუ კრიტიკა უსამართლოა ან გამოთქმულია მკაცრი და შეურაცხმყოფელი ფორმით

13. როგორ აგრძელებთ ურთიერთობებს იმ ადამიანთან, ვინც გაკრიტიკებთ?


ა. ძველებურად;
ბ. ვცდილობ, არ გავუშვა შემთხვევა და „სამაგიერო გადავუხადო“;
გ. რაღაც დროის მანძილზე ახლოს არ ვეკარები ამ ადამიანს, ვცდილობ კონტაქტში არ შევიდე
მასთან

14. როგორი ურთიერთობა გაქვთ იმასთან, ვინც საკუთარ თავს აკრიტიკებს?


ა.მას ვთვლი შემგუებელ, მშიშარა, მლიქვნელ ადამიანად;
ბ.ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, არც არაფერია გასაკვირი;
გ. ვურჩევ, რომ მომავალში თავი მეტად შეიკავს თვითკრიტიკისგან

15. უნდა არსებობდეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მათ მიმართ, ვინც
სდევნის „კრიტიკოსებს“?
ა.დიახ;
ბ.არა;
გ.არ ვიცი

16. კრიტიკის შესახებ რომელი გამონათქვამია თქვენთვის უფრო ახლოს?


ა. „კრიტიკა - წამალია, უნდა ვიცოდეთ მისი მიღება და გამოყენება“;
ბ. „მართველობითი საქმიანობაც შემოქმედებაა, ამიტომ მირჩევნია შემაფასოს ვინც საჭიროა
იმან, და არა ნებისმიერმა, ვისაც არ ეზარება“;
გ. „კრიტიკაზეც არსებობს მოდა“.

გასაღები: თქვენს მიერ დაგროვილი ქულების რიცხვი განსაზღვრეთ პასუხების შეფასების


სკალის მიხედვით:

0 ქულა -1ბ, 2გ, 3ბ, 7ბ, 9ბ, 10ბ, 13ბ, 15ბ, 15გ, 16ბ;
1 ქულა - 2ბ, 7ა, 9ა, 11ა, 12ა, 14ა, 5ბ, 6ბ, 8ბ, 3გ, 4გ, 10გ, 14გ, 16გ;
2 ქულა - 6ა, 8ა, 10ა, 16ა, 4ბ, 11ბ, 14ბ, 1გ, 5გ, 12გ;
3 ქულა - 1ა, 2ა, 3ა, 4ა, 5ა, 13ა, 15ა, 12ბ, 6გ, 7გ, 8გ, 9გ, 11გ, 12გ, 13გ;
8-დან 18 ქულამდე. თქვენი დამოკიდებულება კრიტიკისადმი უფრო ნეგატიურია, ვიდრე
პოზიტიური; არ გსიამოვნებთ, როდესაც გაკრიტიკებენ. სხვების კრიტიკისას, არაიშვიათად,
კარგავთ იუმორის გრძნობას. ორივე შემთხვევაში, თქვენ ძალიან ემოციური ხართ, ადვილად
შეგიძლიათ აგზნება, აფეთქება, უხეშობა. უმჯობესია გამოიმუშაოთ სტაბილურობა ანუ
საკუთარ თავში დაჯერებულობის, საკუთარი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების
მართლზომიერების გრძნობა. ამისათვის, საჭიროა პროფესიონალიზმის მუდმივად ამაღლება,
მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საკუთარი თავის არც გადაჭარბებული
შეფასება და არც ღირსებების დაქვეითება.

43
19-დან 32 ქულამდე. თქვენ მოთმინებას იჩენთ კრიტიკისადმი; მიგაჩნიათ, რომ მართვაში
კრიტიკა დასაშვები ელემენტია. თქვენი ქცევა „გამაკრიტიკებლის“ და „გაკრიტიკებულის“
როლებში შეიძლება დახასიათდეს, როგორც „კონტროლირებადი ემოციურობა“ ანუ
იშვიათად კარგავთ წონასწორობას. ამავე დროს, თქვენთვის უცხოა წყენა, გაბრაზება,
სამაგიეროს გადახდის სურვილი.

33–დან 46 ქულამდე. თქვენ საქმიანი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკისადმი, საკმაოდ


მშვიდად აღიქვამთ მას, მამაცურად და ღიად აღიარებთ ნაკლს. იშვიათად, ჯავრობთ
კრიტიკაზე, მაგრამ ახერხებთ ამის საგულდაგულოდ შენიღბვას. კრიტიკულ გამოსვლებში
არასოდეს გადადიხართ ზღვარს; არ ცდილობთ საკუთარი თავის მართლებას და დანაშაულის
სხვებზე გადაბრალებას. საკუთარი საქმის კარგად ცოდნა, რწმენა იმისა, რომ ზუსტად იქ
ხართ სადაც უნდა იყოთ, უფლებას გაძლევთ პირად ავტორიტეტზე კი არ იზრუნოთ, არამედ
გახსოვდეთ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული პრობლემები.

პრობლემის გადაწყვეტა. ლოგიკური აზროვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს


პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ ეს პროცესი სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.
ხშირად, ადამიანები პრობლემებს აგვარებენ ცდისა და შეცდომის მეთოდით, რაიმე
სისტემური მიდგომის გარეშე. ისინი ცდილობენ იპოვნონ სწორი გადაწყვეტილება
შემთხვევითი მიხვედრების დახმარებით. ეს მეთოდი არაეფექტიანია, რამდენადაც
გადაწყვეტილების მიღება „იწელება“. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პრობლემის გადაჭრას
უფრო პრაქტიკულად მივუდგეთ. გამოყოფენ ოთხ ძირითად ეტაპს. ესენია:

1/ პრობლემის ჩამოყალიბება (ჩამოაყალიბეთ პრობლემა). პრობლემა რომ გადაიჭრას,


საჭიროა მისი არსებობის აღიარება.

2/ ინფორმაციის შეგროვება. ფაქტები ხშირად მიუთითებს პრობლემის თვალნათლივ


გადაწყვეტაზე, მაგრამ ადამიანები მათ იგნორირებას უკეთებენ. ამიტომ, ეს სასაცილო ხდება
იმ ისტორიების მსგავსად, რომელსაც კომიკოსები ყვებიან თავიანთ გამოსვლებში.
მაგალითად, მოვიყვანოთ სასაცილო ისტორია, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა კომიკოსმა
ხალხს უამბო: „ამას წინათ ჩემს ნაცნობს საშინელი რამ დაემართა. საკუთარი
ავტომობილიდან გადმოსვლისას კარი მაგრად მიაჯახუნა და ჩაეკეტა. შემდეგ მიხვდა, რომ
მანქანის გასაღები შიგ ჩატოვა და კარს ვერაფრით გააღებდა. ორი საათის განმავლობაში იგი
წარუმატებლად ცდილობდა გასაღების გამოღებას ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან პალტოს
საკიდის მეშვეობით. ეს იყო შემზარავი სცენა. ამ დროს მისი ცოლი მანქანაში იჯდა და
ტიროდა.“

3/ გადაწყვეტილების ვარიანტების ძიება. პრობლემაში გარკვევის შემდგომ, დაიწყეთ


შესაძლო გადაწყვეტილებების ძიება. ადამიანთა უმრავლესობა გადაწყვეტილების არჩევისას
ეყრდნობა პირად გამოცდილებას. თუ ერთხელ უკვე კარგად გადაჭერით მსგავსი პრობლემა,

44
მაშინ არსებობს შანსი, რომ არჩეული გადაწყვეტილება კვლავ წარმატებული იყოს. მსგავსი
მიდგომის გამოყენებისას ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ აზროვნებას. ისეთ ნაკლს, რომლის
დროსაც ადამიანს არ ძალუძს უარი თქვას აზროვნების ჩვეულ ფორმაზე, ეწოდება
შაბლონური აზროვნება. შაბლონურობა განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც
ინდივიდს აქვს ტენდენცია ერთნაირად მიუდგეს განსხვავებულ პრობლემას. მაგალითად,
შეგვიძლია „მხიარული ექსპერიმენტის“ ჩატარება. ცდისპირებს ვეუბნებით სწრაფად გასცენ
შემდეგ კითხვებს პასუხი:

o რა ფერისაა ოთახში ჭერი?


o რა ფერისაა ქაღალდი?
o რა ფერისაა თოვლი?
o რას სვამენ ძროხები?

თუკი უკანასკნელ კითხვაზე ისინი უპასუხებენ „რძეს” - აზროვნებენ შაბლონურად.


შაბლონური აზროვნების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ქცევის სტერეოტიპი. ეს არის
ადამიანის მიერ საგნების/ნივთების გამოყენება მხოლოდ მისთვის ცნობილი დანიშნულების
მიხედვით. მას არ აქვს უნარი გამოიგონოს მათი გამოყენების სხვა ხერხები პრობლემის
გადასაჭრელად.

4/ გადაწყვეტილების ამორჩევა და მისი ეფექტიანობის შეფასება - ამოირჩიეთ


გადაწყვეტილება და შეაფასეთ მისი ეფექტიანობა. პრობლემის გადაჭრის ყველა შესაძლო
ვარიანტის განხილვის შემდეგ, ამოირჩიეთ ის, რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნიათ. შემდეგ
შეამოწმეთ, რომ იგი მოქმედებს. თუ გადაწყვეტილება სასარგებლოა, მაშინ პრობლემა აღარ
იარსებებს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოიძებნება ეფექტიანი
გადაწყვეტილება.

ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ეწოდება ყველა პრობლემის


გადასაჭრელად შემუშავებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც წარმოადგენენ
ადამიანური აზროვნების იმიტაციას. ეს პროგრამები უმეტესად დაფუძნებულია ლოგიკური
აზროვნების ანალოგიურ კანონებზე. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა (MVCIN) შემუშავებულ
იქნა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით და მუშაობს დაახლოებით ისეთი
ეფექტით, როგორც ექიმთა უმრავლესობა. მეცნიერების ისეთ სფეროებში, როგორიცაა
გეოლოგია, მანქანათმშენებლობა, ასევე სოციალურ სფეროში, მაგალითად, სადაზღვევო
საქმეში, ხელოვნური ინტელექტის პროგრამები პრობლემებს აგვარებენ ადამიანებზე
გაცილებით სწრაფად. მაგრამ, ადამიანის ტვინს შეუძლია არასაკმარისი ინფორმაციის
საფუძველზე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, იაზროვნოს საღად, იცნოს ძველი მეგობრები
და სხვა. ყოველივე ამას შეუდარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თანამედროვე
ხელოვნურ ინტელექტს.

შემოქმედებითი/კრეატული აზროვნება. ადამიანის თავის ტვინის ერთ-ერთი სფერო,


რომელშიც ჯერ-ჯერობით კომპიუტერმა ვერ შეაღწია არის შემოქმედებითი (კრეატული)

45
აზროვნება. ფსიქოლოგები ვერ მივიდნენ ტერმინ კრეატულობის ერთიან განსაზღვრებამდე.
ბევრ მათგანს კრეატულობის ქვეშ ესმის საგნების, მოვლენების და ა.შ. ახლებურად,
უჩვეულო კუთხიდან დანახვის, პრობლემების უნიკალური ფორმით გადაჭრის უნარი.
კრეატულობა შაბლონური აზროვნების სრულ საპირისპიროს წარმოადგენს. ამ დროს
ბანალური და მოსაწყენი იდეები ჩრდილშია; წინა პლანზე გამოდის ორიგინალური აზრები
და გადაწყვეტილებები. აზროვნების პროცესს კრეატულობა მომხიბვლელობას ანიჭებს და
ინდივიდს ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარებაში ეხმარება. ფსიქოლოგები
ერთსულოვნად აცხადებენ, რომ კრეატულობა და ინტელექტი არ არის ერთი და იგივე.
კომპეტენტური გამოკვლევების შედეგების თანახმად, მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ყველა
პიროვნება როდია კრეატული. მკვლევარები კრეატულობის მახასიათებლად თვლიან
საზოგადოებისათვის ისეთ სასარგებლო ქმედებებს, როგორიცაა გამომგონებლობა,
ხელოვნების ნიმუშების, მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და სხვა.

ლატერალური აზროვნების კონცეფცია. ედვარდ დე ბონოს (რომელიც არის მალტელი ექიმი,


ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი და კონსულტანტი) სახელი თითქმის განუყოფელია
სიტყვა „აზროვნებისგან“. მან პირველმა შემოიტანა ფსიქოლოგიაში „ლატერალური
აზროვნების“ ცნება (თავის წიგნში „ლატერალური აზროვნების გამოყენება“, 1967).
დღეისათვის, ეს ტერმინი შესულია ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში.
განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა ნაშრომმა „ლატერალური აზროვნება“,
რომელიც აშშ-ში გავრცელდა სახელწოდებით „კრეატულობა ნაბიჯ-ნაბიჯ“, დიდ
ბრიტანეთში კი სათაურით - „კრეატულობის სახელმძღვანელო“.

მაინც რა არის ლატერალური აზროვნება? ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანს


საშუალებას აძლევს შეცვალოს საკუთარი შაბლონური აზროვნების სტრუქტურა და თავიდან
აიცილოს დაშტამპული, სტანდარტული აზრები. არსებითად, ეს შემოქმედებითი პროცესია,
რომელიც არ შეიცავს რაიმე ამოუცნობ/იდუმალ ელემენტებს. ეს არის ინფორმაციის აღქმის
პროცესი, რომელსაც ადამიანი შემოქმედებით გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. დე ბონოს
თანახმად, იუმორი, სხვა არაფერია, გარდა არსებული შაბლონის უეცარი შეცვლა. „ჩვენ თუ
შევძლებთ აზროვნების პროცესში მოულოდნელობის ელემენტის შეტანას, მაშინ აღარ
დავრჩებით შაბლონების მონებად“ (ედვარდ დე ბონო).

ლატერალური აზროვნება უპირისპირდება „ვერტიკალურ“ ანუ ლოგიკურ


აზროვნებას. ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალური აზროვნება მიზანშეწონილია, მაგრამ
განსაკუთრებულ რთულ სიტუაციებში, ის ვერ იძლევა დიდი ნაბიჯის წინ გადადგმის
საშუალებას. ამიტომ, ზოგჯერ უნდა გავცდეთ შაბლონური აზროვნების ჩარჩოებს. როგორც
ახასიათებს თვითონ დე ბონო - „ვერტიკალური აზროვნება გამოიყენება მხოლოდ
იმისათვის, რომ ამოვთხაროთ არსებული ორმო უფრო ღრმად. ლატერალური აზროვნება კი
უფლებას გვაძლევს ორმო სრულიად სხვა ადგილას ამოვთხაროთ“.

46
ლატერალური აზროვნება არ უარყოფს ვერტიკალურ აზროვნებას; ის ავსებს მას და
გვეხმარება იმ მომენტში, როდესაც ამოწურული გვაქვს ჩვეული შაბლონების გამოყენების
ყველა შესაძლებლობა. დე ბონოს მტკიცებით, საკმარისი არ არის ლატერალური აზროვნების
შესახებ მხოლოდ ცოდნა; საჭიროა მისი განვითარება და გავარჯიშება. ავტორის წიგნების
უმრავლესობაში იმ ტექნიკების აღწერაა გადმოცემული, რომლებიც ადამიანს დაეხმარება
ლატერალურ სტილზე აზროვნების გადართვაში. ეს ტექნიკებია:

 ალტერნატიული ვარიანტების გენერირება;


 არსებული ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენება;
 ლიმიტი ანუ მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი იდეების
შეზღუდვა კონკრეტული ციფრით;
 დომინანტური იდეის განსაზღვრა;
 ტვინზე შეტევა;
 ანალოგიები;
 მსჯელობის აწონ-დაწონვა;
 უკუ აზროვნება და ა.შ.

დე ბონოს თანახმად, ლატერალური აზროვნების მქონე ადამიანებს არ ამოძრავებთ


იმის მოთხოვნილება, რომ ყოველთვის „მართლები“ იყვნენ; ისინი უფრო მეტად ისწრაფვიან
საკუთარი ეფექტიანობის გამოვლენისკენ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი
იდეების წამოყენება: შეიძლება ნაწილი არასწორი იყოს, მაგრამ რომელიმე მაინც მიიყვანს
წარმატებამდე. ადამიანებს არასოდეს არ გამოელევათ ორიგინალური იდეები, თუკი ისინი
პრაქტიკაში მუდმივად ლატერალურ აზროვნებას გამოიყენებენ.

შემოქმედებითი/კრეატული პიროვნების მახასიათებლები. როგორ წარმოგვიდგენია


შემოქმედებითი პიროვნება? ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მწერლებს უფრო სწრაფად
ეცვლებათ გუნება-განწყობილება, ვიდრე სხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. შემოქმედებითი
საქმიანობით დაკავებულ ხალხს გარშემომყოფები ხშირად თვლიან თავდაჯერებულად,
დამოუკიდებლად, არაკონფორმულად და ა.შ. მაგრამ, ნათელია, რომ შემოქმედებითობა ასევე
მოითხოვს დიდ შრომას. ფსიქოლოგები კრეატულობისათვის მნიშვნელოვნად თვლიან ისეთ
თავისებურებებს, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა და სიჯიუტე. შემოქმედი პიროვნებები
განსხვავებულად იქცევიან. მაგალითად, ცნობილია, რომ ბეთჰოვენი ბევრ დროს უთმობდა
მუსიკის შექმნას, შემდეგ ხევდა ნოტებს და წერდა თავიდან. თომას მანი ამტკიცებდა, რომ
დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა იმისათვის, რათა ყოველდღე დაეწერა სამი გვერდი მაინც.

 სავარჯიშო.

წაიკითხეთ ქვემოჩამოთვლილი ზედსართავები და აღნიშნეთ ისინი, რომლებიც თქვენი


აზრით კრეატულ პიროვნებას ახასიათებს.

 დამთმობი;

47
 თავდაჯერებული;
 დამოუკიდებელი;
 მოსაწყენი;
 მიდრეკილი განწყობილების ხშირი ცვალებადობისადმი;
 ჭკვიანი;
 ცნობისმოყვარე;
 ერუდირებული;
 პუნქტუალური;
 კეთილშობილი;
 გულგრილი;
 შეუპოვარი;
 უანგარო;
 მკვეხარა;
 დისციპლინირებული

შემოქმედებითი/კრეატული აზროვნების განვითარება. შეიძლება თუ არა ადამიანი


დაეუფლოს შემოქმედებით აზროვნებას? ამ კითხვაზე საპასუხოდ განვიხილოთ ის
რეკომენდაციები, რომელთაც ფსიქოლოგები გვთავაზობენ. ისინი გვირჩევენ, რომ
ინდივიდმა უნდა ჩაიწეროს თავში მოსული ყველა იდეა: კარგიც და ცუდიც. თუ ადამიანი
კონცენტრირებული იქნება მხოლოდ „კარგ“ იდეებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს, ერთი
მხრივ პოტენციურად ნაყოფიერი აზრების „დათრგუნვა“, ხოლო მეორე მხრივ,
დაუკმაყოფილებლობის მუდმივი განცდა. ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს „გავითამაშოთ“
გადასაწყვეტი ამოცანა (მთელი თავისი შემადგენლობით) ან დავხატოთ სქემა, რათა უფრო
ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას მასზე. ისინი გვთავაზობენ საკუთარ თავთან ვილაპარაკოთ
ხმამაღლა და ამა თუ იმ პიროვნების ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენისას არ
დაგვავიწყდეს გადაწყვეტილების ის ფორმები და ეტაპები, რომელთაც სავარაუდოდ ისინი
გაივლიდნენ.

კრეატულობის განვითარებისათვის საჭირო რჩევები:

1. ეცადეთ გამოავლინოთ ორიგინალურობა და ახალი იდეები;


2. არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე;
3. შეეცადეთ „ფართოდ“ იაზროვნოთ; ნუ აყვებით ცრურწმენებს;
4. თუ შეცდით პირველ მცდელობაზე, განიხილეთ სხვა ვარიანტებიც და მოძებნეთ
გადაწყვეტილების ახალი გზები;
5. იყავით მზად დისკუსიისათვის და ხშირად გადაამოწმეთ საკუთარი ვარაუდი;
6. უარი თქვით საქმიანობის მოძველებულ მეთოდებზე და მოძებნეთ ახლებური მიდგომები;

48
7. იდეები სულ უფრო მეტი რომ იყოს, გამოიყენეთ „ბრეინსთორმინგის“ („ტვინზე შეტევის“)
მეთოდი; ამ დროს იკრძალება ერთმანეთის კრიტიკა, ან იდეების განხილვა. დასაშვებია
მხოლოდ მათი განვითარება (მათზე საუბარი). როდესაც შეგროვდება იდეები, შემდეგ ხდება
ჩამონათვალის წაკითხვა და კრიტიკული აზროვნების ჩართვა.
8. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი იდეები; წარმოიდგინეთ, რომ ისინი სხვა პიროვნებას
ეკუთვნის და ა.შ.

განვიხილოთ კრეატულობის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც „მარტივი


ისტორიის“ სახელით არის ცნობილი:
„პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მისტერ ჰერიგანი იმყოფებოდა საფრანგეთში,
ცოლმა მას მისწერა: „ალბათ, მთელ ირლანდიაში არ დარჩა არც ერთი შრომისუნარიანი
მამაკაცი და ამიტომ ბაღს მე თვითონ ვამუშავებ“. პასუხად ჰერიგანმა ცოლს გაუგზავნა
შემდეგი შინაარსის წერილი: „არ გადათხარო ბაღი, იქ იარაღია დამარხული“. წერილი
წაიკითხა ცენზურამ. აღნიშნულ მისამართზე მიცვივდნენ ჯარისკაცები და მთელი ბაღი
გადათხარეს. ცოლმა მეორე წერილი გამოუგზავნა ჰერიგანს: „ძვირფასო, არ ვიცი რა ვიფიქრო,
მოვიდნენ ჯარისკაცები და ჩვენი ბაღი მთლიანად გადათხარეს“. „დათესე კარტოფილი“ -
მისწერა ჰერიგანმა“.

 სავარჯიშო

ბატონ კოტეს სურს თავისი კომპანიის თანამშრომლების კრეატულობის დონის ამაღლება.


კომპანია აწარმოებს სათამაშოებს. ამ მიზნით მან შეიმუშავა რიგი წინადადებებისა.
წაიკითხეთ და აღნიშნეთ, რომელი მათგანი დაეხმარება თანამშრომლებს კრეატულობის
განვითარებაში და რომელი არა.

 მოერიდეთ ისეთ იდეებს, რომელთაც ვერ გაუმკლავდა თქვენი კომპანია;


 არ დაზოგოთ დრო და გამოთქვით ახალ-ახალი იდეები;
 არ შეგეშინდეთ განსხვავებულად (არატრაფარეტულად) აზროვნების;
 განიხილეთ საკუთარი იდეები კოლეგებთან ერთად;
 არ წამოაყენოთ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული იდეები;
 შეეცადეთ, რომ თქვენი გამოგონება შეესატყვისებოდეს სათამაშოების მწარმოებელი
კომპანიის იმიჯს;
 მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება საწარმოო აღჭურვილობის სხვადასხვა მიზნით
გამოყენება.

მეტყველება

მეტყველების გარეშე ლოგიკური აზროვნების აღმოცენება და განვითარება


შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ცნების ჩამოყალიბება სიტყვის გარეშე. ენა და
მეტყველება შეადგენს რთულ დიალექტიკურ ერთიანობას. მეტყველება ხორციელდება ენის

49
წესების თანახმად, ასევე რიგი ფაქტორების ზეგავლენით მეტყველება ცვლის და
სრულყოფილს ხდის ენას.

თანამედროვე ადამიანის ენა და მეტყველება ხანგრძლივი ისტორიული განვითარების


შედეგია. ბავშვი ენას ითვისებს მოზრდილებთან ურთიერთობის პროცესში და სწავლობს მის
გამოყენებას მეტყველებაში. მეტყველების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის მიერ ცოდნის
დაუფლება და ცნობიერების ჩამოყალიბება. მეტყველება პიროვნებათაშორის
ურთიერთობებში აზრების გამოხატვის საშუალება და ადამიანის აზროვნების ძირითადი
მექანიზმია.

ენა და მეტყველება არ არის ერთი და იგივე. მეტყველება კონკრეტული ადამიანის


მოქმედებაა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ენის გამოყენებით ხორციელდება. ენა
(ქართული, ინგლისური, თურქული, ესპანური, იტალიური, ფრანგული და ა.შ.)
წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების ობიექტურ პროდუქტს, რომელიც ცალკე,
ინდივიდის გარეშეც არსებობს და მისგან დამოუკიდებლად საკუთარი სტრუქტურა,
გარკვეული ფორმები, წესები და კანონები აქვს. ეს სტრუქტურა და კანონები არ იცვლება
იმის გამო, რომ ვინმე ამ ენაზე არასწორად მეტყველებს. არსებობს ე.წ. მკვდარი ენები,
რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს, მაგრამ ამ ენებსაც თავისი სტრუქტურა და კანონები აქვს,
რომელსაც ჩვენ დღეს ვსწავლობთ.

მეტყველება ინდივიდის მოქმედებაა ენის გამოყენებით. იგი იცვლება ადამიანის


ინდივიდუალურ თავისებურებათა, მისი შინაგანი მდგომარეობისა და სიტუაციის
მიხედვით. ყოველი ადამიანი გარკვეულ ფარგლებში თავისებურად მეტყველებს იმისდა
მიხედვით, ბავშვს ელაპარაკება თუ თანატოლს, ახლობელს თუ უცხოს, აღელვებულია თუ
დამშვიდებული და ა.შ.

მეტყველების ფუნქციები

1. კომუნიკაცია. მეტყველების ძირითადი ფუნქცია ადამიანთა შორის ცნობიერი


ურთიერთობის განხორციელებაში მდგომარეობს. მეტყველება ადამიანთა
ურთიერთგაგებინების საშუალებაა.

2. ექსპრესია. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მეტყველების საშუალებით კომუნიკაცია,


ცხადია, მას ექსპრესიის ანუ განცდათა გამოხატვის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. განცდა მისი
გამოსახვის გარეშე სხვისთვის მიუწვდომელი დარჩება. მაგრამ, ექსპრესიის ფუნქცია არ არის
საკმარისი ადამიანთა შორის ცნობიერი კომუნიკაციის შესასრულებლად.

3. სიგნიფიკაცია. სიტყვას იმიტომ შეუძლია შეგნებული კომუნიკაციის როლის შესრულება,


რომ მას აღმნიშვნელობითი ანუ სიგნიფიკაციური ფუნქცია აქვს. იგი აღნიშნავს შინაარსს
(საგანს, აზრს) და მხოლოდ ბგერითი კომპლექსი არ არის. ამ აღმნიშვნელობით ფუნქციას
სიტყვა მიიღებს კომუნიკაციის პროცესში მისი გამოყენების შედეგად.

50
სიტყვა და აზრი. სიტყვის მოწყვეტა აზრისგან შეუძლებელია, რადგან სიტყვა გარკვეული
მნიშვნელობის მატარებელია და, ამდენად, აზროვნების გამოვლინებაა. თუთიყუშის მიერ
ნათქვამი „სიტყვა“ წაბაძვის ინსტიქტის მოქმედების შედეგად აღმოცენებული რეფლექსური
ბგერებია და არა მეტყველება, რადგან ამ ბგერების მნიშვნელობა მას არ ესმის.

მეტყველება – ინტელექტუალური ოპერაციაა. მეორე მხრივ, სიტყვა აზრის „მატერიალური


დასაყრდენია“. აზრი სიტყვების მეშვეობით ყალიბდება და იქმნება. სიტყვა და აზრი ორი
დამოუკიდებელი რამ კი არ არის, რაც ცალ-ცალკე არსებობს და შემდეგ უკავშირდება
ერთმანეთს, არამედ აზრი სიტყვათა და წინადადებათა მეშვეობით იქმნება და ყალიბდება.

შინაგანი მეტყველება. მეტყველებისა და აზროვნების ერთიანობაზე ის გარემოებაც


მიუთითებს, რომ თავისთვის აზროვნებისას ადამიანი იყენებს სიტყვებს ანუ თავისთვის
„მეტყველებს“. ასეთ „გამოუთქმელ“ მეტყველებას „შინაგან მეტყველებას“ უწოდებენ. ამ
მეტყველების ერთადერთ ფუნქციას აზროვნების პროცესში მონაწილეობა შეადგენს. შინაგანი
მეტყველება აზროვნების იარაღია.

წერითი მეტყველება. ზეპირი ანუ ბგერითი/ვერბალური მეტყველებისგან ასხვავებენ


მეტყველების წერით ფორმას – წერით მეტყველებას. იგი მოკლებულია გამოსახულებით
საშუალებას (მიმიკა, ჟესტი, ხმის ინტონაცია, ტემბრი) და ამიტომ წერითი მეტყველების
დროს სასურველია აზრის უფრო დასრულებულ, ჩამოყალიბებულ და ლაკონურ ფორმაში
გადმოცემა.

მეტყველების პათოლოგიას აფაზია ეწოდება. აფაზია მეტყველების უნარის დაქვეითებაა,


რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ქერქის ლოკალური
დაზიანების შედეგად და ვლინდება სხვადასხვა სახის მეტყველების სისტემურ დარღვევაში.
მაგალითად, არსებობს დინამიკური აფაზია, რომელიც გამოიხატება ინდივიდის მიერ
სიტყვების თანმიმდევრულად წარმოთქმის გაძნელებაში; სენსორული აფაზია, რომლის
დროსაც ინდივიდს უჭირს სხვათა ზეპირმეტყველების გაგება, აგრეთვე შეიმჩნევა კარნახით
წერის დროს სირთულეები; აკუსტიკურ-მნესტიკური აფაზია - ამ დროს ადამიანი ვერ იგებს
სხვის სწრაფ ლაპარაკს ან უჭირს ერთდროულად წარმოდგენილი ორი ან სამი ინფორმაციის
გაგება და ა.შ. მეტყველების პათოლოგიის შემთხვევაში ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება
სხვადასხვა პროფილის (მედიკოსების, ლოგოპედების, ფსიქოლოგების, პედაგოგების)
სპეციალისტების კვალიფიციური დახმარება.

51
5. წარმოსახვა

აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნებასთან ერთად, წარმოსახვაც მნიშვნელოვან როლს


ასრულებს ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში. გარე სამყაროს ასახვის პროცესში
ადამიანი იმის აღქმასთან ერთად, რაც მასზე მოცემულ მომენტში მოქმედებს ან იმის
ვიზუალური/მხედველობით წარმოდგენით, რასაც მასზე ადრე ზემოქმედება მოუხდენია,
ქმნის ახალ ხატებს/სახეებს.

წარმოსახვა არის ფსიქიკური პროცესი, როდესაც ადამიანის მიერ იქმნება ახალი რამ -
წარმოდგენის, ხატის ან იდეის ფორმით.

ადამიანს შეუძლია აზრობრივად წარმოიდგინოს თავისთვის ის, რაც წარსულში არ


გაუკეთებია ან არ უნახავს, შესაძლოა აღმოუცენდეს საგნებისა და მოვლენების ხატები,
რომელთანაც არასოდეს შეხება არ ჰქონია. წარმოსახვა მჭიდრო კავშირშია აზროვნებასთან და
ხასიათდება პრობლემური სიტუაციის განუსაზღვრელობით. წარმოსახვის პროცესი
მხოლოდ ადამიანისთვისაა არსებითი და მისი საქმიანობისა და ცხოვრების აუცილებელ
პირობას წარმოადგენს.

წარმოსახვა ყოველთვის მიმართულია პიროვნების პრაქტიკულ საქმიანობაზე.


ადამიანი, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეს, წარმოიდგენს რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა
გააკეთოს. ამგვარად, იგი უკვე წინასწარ ქმნის იმ მატერიალური საგნის ხატს, რომელსაც
დაამზადებს შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში.

წარმოსახვის პროცესი ყოველთვის უწყვეტ კავშირში მიმდინარეობს ორ სხვა


ფსიქიკურ პროცესთან - მეხსიერებასა და აზროვნებასთან. წარმოსახვა ასევე მჭიდროდ
უკავშირდება ადამიანის ემოციურ განცდებს. სასურველის წარმოდგენამ ადამიანში შეიძლება
გამოიწვიოს პოზიტიური გრძნობები; გარკვეულ სიტუაციებში, ოცნებამ ბედნიერ
მომავალზე, ინდივიდი შეიძლება გამოიყვანოს უკიდურესი ნეგატიური მდგომარეობიდან
და ა.შ. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ადამიანის ქცევის რეგულაციაში, რაც დაკავშირებულია ნებელობითი
მოქმედებების რეალიზაციასთან.

წარმოსახვის ფიზიოლოგიურ საფუძველს შეადგენს იმ დროებითი კავშირების


ახლებური შერწყმები, რომლებიც წარსულ გამოცდილებაში ჩამოყალიბდა. ამასთან, უკვე
არსებული, დროებითი კავშირების უბრალო გააქტიურებას არ მივყავართ ახლის შექმნისკენ.
ახლის შექმნა გულისხმობს ისეთ შეთანაწყობას, რომლებიც წარმოიქმნება ასევე დროებითი
კავშირებისგან, მაგრამ ისეთებისგან, რომლებიც ადრე ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილან.
ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე სასიგნალო სისტემას - სიტყვას. წარმოსახვის
პროცესი ორივე (პირველი და მეორე) სასიგნალო სისტემის ერთობლივი მუშაობის
პროდუქტია.

52
ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ნებელობით და უნებლიე წარმოსახვას. პირველი
გამოვლინდება, მაგალითად, ტექნიკური, სამეცნიერო ან მხატვრული პრობლემების
მიზანდასახული გადაწყვეტისას, მეორე კი - ძილში, სიზმრებში, ცნობიერების შეცვლილ
მდგომარეობებში და ა.შ.

წარმოსახვის განსაკუთრებული ფორმაა - ოცნება. იგი მიმართულია მომავლისადმი


და არ გულისხმობს რეალობაში დაუყოვნებლივ შედეგს, ასევე სასურველ ხატთან სრულ
დამთხვევას. ამავე დროს, ოცნება შეიძლება გადაიქცეს შემოქმედებითი ძიების ძლიერ
მამოტივირებელ ფაქტორად.

შეიძლება გამოვყოთ წარმოსახვის რამდენიმე სახეობა, რომელთა შორის ძირითადია -


პასიური და აქტიური. აქტიური წარმოსახვა, თავის მხრივ, იყოფა ნებელობით (ოცნება,
ზმანება) და უნებლიედ (ჰიპნოტური მდგომარეობა, სიზმრის ფანტაზიები). აქტიური
წარმოსახვა მოიცავს არტისტულ, შემოქმედებით, კრიტიკულ, ხელახლა შექმნის/აღდგენით
და ანტიციპაციურ სახეებს. წარმოსახვის ამ ფორმებთან ახლოსაა ემპათია - ადამიანის უნარი
გაუგოს სხვა ადამიანს, შეაღწიოს მის აზრებსა და გრძნობებში, თანაუგრძნოს, გაიზიაროს
მისი სიხარულიც და მწუხარებაც.

ხელახლა შექმნის/აღდგენითი წარმოსახვა - აქტიური წარმოსახვის ერთ-ერთი


სახეობაა, რომლის დროსაც ხდება ახალი ხატების, წარმოდგენების კონსტრუირება.
მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი წარმოსახვის პროდუქტებს სრულიად ახალი, ადამიანის
მიერ ადრე არაღქმული ხატები წარმოადგენენ, წარმოსახვის ეს სახეობაც წარსულ
გამოცდილებაზეა დაფუძნებული. აღდგენითი წარმოსახვა არის პროცესი, რომლის დროსაც
ხდება ძველი აღქმების რეკომბინაცია და რეკონსტრუქცია მათ ახალ კომბინაციებში.

ანტიციპაციური წარმოსახვა საფუძვლად უდევს ადამიანის ძალიან მნიშვნელოვან და


აუცილებელ უნარს - საკუთარი მოქმედებების შედეგების, მოვლენების და ა.შ. წინასწარ
განჭვრეტას. ამ უნარის წყალობით ადამიანს შეუძლია აზრობრივად/გონებაში „დაინახოს“
თუ რა მოხდება მასთან, სხვა ადამიანებთან, გარემომცველ სამყაროში სამომავლოდ. რაც
უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მკაფიოდ არის წარმოსახვა მომავლისკენ
მიმართული. ხანდაზმულებისა და მოხუცებისთვის წარმოსახვა თითქმის წარსულის
მოვლენებზეა ორიენტირებული.

შემოქმედებითი წარმოსახვის დროს, ადამიანი დამოუკიდებლად ქმნის ახალ ხატებსა


და იდეებს, რომელიც ფასეულია სხვა ადამიანებისა და სრულიად საზოგადოებისათვის.
შემოქმედებითი წარმოსახვა აუცილებელი კომპონენტია პიროვნების ნებისმიერი ფორმის
შემოქმედებით აქტივობაში. ამ სახეობის წარმოსახვის სტრუქტურაში არჩევენ ორი ტიპის
ინტელექტუალურ ოპერაციას. პირველი - ოპერაციები, რომელთა საშუალებითაც
ფორმირდება/იქმნება იდეალური ხატები და მეორე - ოპერაციები, რომელთა საფუძველზეც
გადამუშავდება მზა პროდუქცია.

53
თეოდულ რიბომ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ეს პროცესები, გამოყო
ორი ძირითადი ოპერაცია: დისოციაცია და ასოციაცია. დისოციაცია უარყოფითი და
მოსამზადებელი ოპერაციაა, რომლის მიმდინარეობისას დაქუცმაცდება/იმსხვრევა
გრძნობითი გამოცდილება. ასეთი წინასწარი გადამუშავების შედეგად გამოცდილების
ელემენტებს უჩნდებათ ახალ შეთანაწყობებში შესვლის უნარი. წინასწარი დისოციაციის
გარეშე შემოქმედებითი წარმოსახვა შეუძლებელია. ასოციაცია კი საგნების ხატებიდან
გამოწევრიანებული ერთეული ელემენტებისგან მთლიანობითი ხატის შექმნის პროცესია.
ასოციაცია იძლევა გონებაში ახალი კავშირებისა/შერწყმებისა და ახალი ხატების შექმნის
საშუალებას.

პასიური წარმოსახვა ექვემდებარება შინაგან სუბიექტურ ფაქტორებს; ის


ტენდენციურია. პასიური წარმოსახვა ემორჩილება ისეთ სურვილებს, რომლებიც
ფანტაზიორობის პროცესში მოიაზრება, როგორც განხორციელებადი. პასიური წარმოსახვის
ხატებში „დაკმაყოფილდება“ პიროვნების დაუკმაყოფილებელი, უმეტესწილად
გაუცნობიერებული მოთხოვნილებები. პასიური წარმოსახვის ხატები და წარმოდგენები
მიმართულია დადებითად შეფერილი ემოციების გაძლიერება - შენარჩუნებაზე და
უარყოფითი ემოციებისა და აფექტების განდევნაზე, რედუცირებაზე/შემცირებაზე.

პასიური წარმოსახვის პროცესებში ხდება რომელიმე მოთხოვნილების ან სურვილის


არარეალური, მოჩვენებითი დაკმაყოფილება. ამით, პასიური წარმოსახვა განსხვავდება
რეალისტური აზროვნებისგან, რომელიც მიმართულია მოთხოვნილებების ნამდვილად და
არა მოჩვენებით დაკმაყოფილებაზე.

წარმოსახვის პროცესებში განხორციელებული სინთეზი, შესაძლოა განსხვავებული


ფორმით მიმდინარეობდეს. ესენია:

 აგლუტინაცია - ყოველდღიურ ცხოვრებაში ცალკეული (შეუერთებელი)


ნაწილების, თვისებების „შეწებება“;
 ჰიპერბოლიზაცია - საგნის გადიდება ან შემცირება, ასევე ცალკეული
ნაწილების შეცვლა;
 სქემატიზაცია - ცალკეული წარმოდგენები შეერწყმება, განსხვავებები
გადაირეცხება, მსგავსების ნიშნები კი გამოიყოფა გამოკვეთილად/მკაფიოდ;
 ტიპიზაცია - იმ არსებითის გამოყოფა, რომელიც მეორდება ერთნაირ
ხატებში/წარმოდგენებში;
 გამახვილება - რომელიმე ცალკეული ნიშან - თვისების აქცენტუირება.

სხვა ფსიქიკური პროცესების მსგავსად, წარმოსახვა ადამიანში ვითარდება და


ყალიბდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სამი წლის ბავშვი ჯდება ჯოხზე და ამბობს,
რომ „ის ცხენზე ზის“, ამავე დროს საკუთარ სიტყვებს ამტკიცებს ხტომით და ხელების
ქნევით. ბავშვი წარმოისახავს ცხენზე ჯირითს. ამავე ასაკში ბავშვები სიამოვნებით უსმენენ

54
ზღაპრებს, განიცდიან სხვადასხვა აღწერილ მოვლენას, სვამენ „დამაზუსტებელ“ კითხვებს და
თავად ავსებენ/ამატებენ ზღაპრის შინაარსს.

უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, წარმოსახვა, შედარებით ორგანიზებული


და მიზანმიმართულია. ეს უკავშირდება ცხოვრებისეული გამოცდილების, ცოდნის, თამაშისა
და კონსტრუქციული საქმიანობის მნიშვნელოვან გაფართოებას. თამაში, ხატვა, ძერწვა,
სხვადასხვა კონსტრუქციის აგება - ეფექტიანი ხერხია ბავშვებში წარმოსახვის
განვითარებისათვის.

სკოლაში შესვლით კი იწყება ბავშვებში წარმოსახვის განვითარების ხარისხობრივად


ახალი ეტაპი. ამას ხელს უწყობს ცოდნის გაფართოება, რომელსაც მოწაფე სწავლის პროცესში
იღებს. ის ასრულებს სხვადასხვა შემოქმედებით დავალებას სახვით ხელოვნებაში; ეუფლება
ფერთა გამის გამოყენებას ხატვაში. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ
მოსწავლეებში შემოქმედებითი წარმოსახვის წარმატებით განვითარებისათვის გადამწყვეტ
პირობას წარმოადგენს სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე სპეციალურად ორგანიზებული
ხატვის სწავლება იმ თემების მიხედვით, რომელთა საფუძველსაც ნატურიდან ხატვის სწავლა
წარმოადგენს.

ძნელია შემოქმედებით პროცესში წარმოსახვის როლის შეფასება. შემოქმედება


მჭიდრო კავშირშია ყველა კოგნიტურ პროცესთან, განსაკუთრებით კი - წარმოსახვასთან.

შემოქმედების ფსიქოლოგია გამოვლინდება ყველა კონკრეტულ სახეობაში:


სამეცნიერო, ლიტერატურული, სამხატვრო, სახვით და ა.შ. შემოქმედებითობა მეტწილად
გაპირობებულია ადამიანის ცოდნით, რაც განმტკიცებულია შესაბამისი უნარებით და
სტიმულირდება ადამიანის მიზანდასახულობით. ინდივიდის შემოქმედების უმთავრეს
პირობას წარმოადგენს იმ გარკვეული განცდების ქონა, რომლებიც ემოციურ
ტონალობას/ელფერს ქმნიან შემოქმედებითი საქმიანობისათვის. ფრანგი ფსიქოლოგის
თეოდულ რიბოს ჰიპოთეზის თანახმად, შემოქმედებითობის უნარის განვითარება
შესაძლებელია.

სხვა მკვლევარმა, კერძოდ გ. ალტშულერმა შეიმუშავა შემოქმედებითი ამოცანების


გადაჭრის თეორია. მან გამოყო შემოქმედების ხუთი საფეხური. პირველი დონის ამოცანები
გადაიჭრება ისეთი ხერხების გამოყენებით, რომლებიც პირდაპირ ამ მიზნებისთვისაა
განკუთვნილი. აქ საჭიროა ზოგადად აღიარებული და ნათელი გადაწყვეტილების
ვარიანტების აზრობრივი გადარჩევა. თვით ობიექტი, ამ შემთხვევაში არ იცვლება. ასეთი
ამოცანების გადაწყვეტის ხერხები ერთ ვიწრო სპეციალობის ფარგლებშია. მეორე დონის
ამოცანების გადაჭრა მოითხოვს ობიექტის რამდენადმე სახეცვლილებას აუცილებელი
ეფექტის მისაღებად. ამასთან, ამგვარი ამოცანების გადაჭრის საშუალებები განეკუთვნება
ცოდნის ერთ დარგს/განხრას.

55
მესამე დონის ამოცანების გადაჭრის სწორი ხერხი ასეულობით არასწორის შიგნით
არის დაფარული და ობიექტიც სერიოზულად უნდა შეიცვალოს. ამ დონის ამოცანების
გადაჭრის ხერხების ძიება საჭიროა ცოდნის მოსაზღვრე დარგებში. მეოთხე დონის
ამოცანების გადასაწყვეტად ობიექტი სრულიად იცვლება და გადაჭრის ხერხები სამეცნიერო
სფეროში უნდა მოიძებნოს. მეხუთე დონეზე ამოცანის გადაწყვეტა მიიღწევა იმ სისტემის
მთლიანი შეცვლით, რომელშიც ობიექტი შედის. აქ ცდისა და შეცდომების რიცხვი
მრავალჯერადად იზრდება; ამ დონის ამოცანის გადაჭრის ხერხები კი შეიძლება აღმოჩნდეს
თანამედროვე მეცნიერების შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა. ამიტომ, ჯერ საჭიროა
აღმოჩენის გაკეთება, შემდეგ კი ახალ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით,
შემოქმედებითი ამოცანის გადაჭრა.

ამდენად, ადამიანი მუდმივ კონტაქტშია გარესამყაროსთან. ყოველ წამს, ჩვენს


გრძნობის ორგანოებზე მოქმედებს ასობით განსხვავებული სტიმული, რომელთაგან მრავალი
დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის მეხსიერებაში. ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთ
საინტერესო ფენომენს წარმოადგენს ის, რომ რეალურ სამყაროსთან პრაქტიკული
ურთიერთობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები მეხსიერებაში რჩება არამხოლოდ
ხანგრძლივად, არამედ იცვლება გარკვეულწილად. აღნიშნული ფენომენის არსებობა კი
განაპირობა ადამიანის შესაძლებლობამ იმოქმედოს გარემომცველ სამყაროზე და
მიზანმიმართულად შეცვალოს ის.

56
6. დასწავლა

განსხვავებულ ადამიანებთან ჩვენ სხვადასხვანაირად ვიქცევით: ზოგჯერ ვხუმრობთ,


ზოგჯერ კი - სერიოზულობას ვიჩენთ; არის სიტუაციები, როდესაც უხერხულად ვართ ან
გულღიად და მეგობრულად ვსაუბრობთ. ისმის კითხვა: რატომ იცვლება ჩვენი ქცევა?
ფსიქოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ეს დასწავლის შედეგია. დასწავლა მუდმივად
გავლენას ახდენს ჩვენ ქცევაზე. როგორც წესი, ადამიანებში დასწავლა ასოცირდება სკოლაში
სწავლებასთან. მაგრამ, დასწავლის პროცესი მიმდინარეობს ყოველთვის და ყველგან.
თითქმის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რაღაცას გვასწავლის. ამიტომ, დასწავლა შეიძლება
განისაზღვროს, როგორც ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესში ან გავარჯიშების შედეგად
ქცევაში აღმოცენებული ცვლილებები.

დასწავლა შინაგანი პროცესია. ის უხილავი და ხელშეუხებელია. უფრო მეტიც, არ


შეიძლება მისი რაოდენობრივად შეფასება. ფსიქოლოგები, დასწავლის შედეგებს აფასებენ
ქცევაში ცვლილებების მიხედვით. თუ ადამიანი ავლენს ქცევის შედარებით მდგრად
ფორმებს, ითვლება, რომ მოხდა დასწავლა. დავუშვათ, ახალგაზრდამ გადაწყვიტა ცურვის
სწავლა. პირველად, ის უაზროდ ატყაპუნებს ხელ-ფეხს. ასე შეიძლება გაგრძელდეს პირველი
წელი; მეორე წელს უკეთესობა შეიმჩნევა. მაგრამ, როდესაც კროლით გაცურავს რამდენიმე
მეტრს, ეს შედეგი უკვე დასწავლაზე მეტყველებს. წარმოვიდგინოთ მეორე სიტუაცია:
ვთქვათ, მივედით კეგლის სათამაშოდ მეგობართან ერთად, რომელსაც არასოდეს უთამაშია
კეგლი და თვლის, რომ არ აქვს სპორტული ნიჭი. ჩვენ, ძალით ვაჩეჩებთ ხელში ბურთს. მას
შემთხვევით ხელიდან უვარდება ბურთი და პირდაპირ მიზანში ხვდება. იყო თუ არა ეს
დასწავლის შედეგი? რა თქმა უნდა - არა. დასწავლის განსაზღვრისათვის აუცილებელია ორი
მთავარი მაჩვენებლის გამოვლენა ესენია: 1/ქცევაში შედარებით მყარი ცვლილებები და
2/რაიმე ვარჯიში (მეცადინეობა), რომლის შედეგადაც ეს ცვლილებები აღმოცენდება.
გავარჯიშების გარდა დასწავლა შეიძლება მოხდეს სხვა ადამიანზე დაკვირვების ან კითხვის
პროცესში. დასწავლა ყოველთვის არ წარმოადგენს დადებით მოვლენას. ზოგჯერ,
ადამიანები სწავლობენ ქურდობას, თაღლითობას, თვალთმაქცობას, ტყუილს, ცხოველებისა
და ბუნებისადმი ბარბაროსულ დამოკიდებულებას და ა.შ. ადამიანის ქცევაზე გავლენას
ახდენს მრავალრიცხოვანი ფაქტორი. მაგალითად, სტუდენტი კარგად მოემზადა
გამოცდისთვის, მაგრამ, შეიძლება ცუდად ჩააბაროს, რადგან მთელი ღამე გაათენა ან
შეუძლოდ იყო. მსგავს შემთხვევაში აუცილებელი არ არის დაბალი შეფასება ნიშნავდეს, რომ
მან ვერაფერი ისწავლა. მოქმედების აღდგენა წარმოადგენს დასწავლის კრიტერიუმს. ეს
გამომდინარეობს იქიდან, რომ სწავლის პროცესი თავისთავად არ არის „რაღაცის“ დასწავლის
ერთმნიშვნელოვანი დამადასტურებელი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანის ქცევაზე
გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: მოტივაცია, ჯანმრთელობის
მდგომარეობა, ყურადღების გადამტანი სხვადასხვა მომენტი და ა.შ.

57
 სავარჯიშო

საშუალო ასაკის მედდა საღამოობით დადის ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე და


ემზადება პროფესიის შესაცვლელად. იგი ყოველთვის პროფესიონალად ითვლებოდა თავის
საქმეში, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დაბნეულია. მთელი დღის განმავლობაში ახალ
პროფესიაზე ფიქრობს და კარიერას გეგმავს. თავის შემცვლელს რჩევა - დარიგებებს კი
აძლევს, მაგრამ ზოგჯერ უბრალო მედიკამენტის სახელსაც ვერ იხსენებს. ახსენით, რატომ არ
მეტყველებს მედდის ასეთი საქციელი მის არაკომპეტენტურობაზე.

 კლასიკური გაპირობება

ბიჰევიორისტი ფსიქოლოგები გამოყოფენ ქცევის შეცვლის ორ მექანიზმს. ისინი თვლიან,


რომ თითქმის ყველანაირი დასწავლა ხორციელდება კლასიკური ან ოპერანტული
(ინსტრუმენტალური) გაპირობების დახმარებით. პირველად განვიხილოთ კლასიკური
გაპირობება ანუ დასწავლისთვის მოვლენებს შორის ურთიერთკავშირებისა და ასოციაციების
გამოყენების ხერხი.

კლასიკურ გაპირობებაში მთავარ როლს ასრულებენ რეფლექსები და ემოციური


რეაქციები.

არსებობს რეაქციების სხვადასხვა ტიპი, რომლებიც ყველა ადამიანში გარკვეული


გამღიზიანებლების საპასუხოდ აღმოცენდება. მაგალითად, როდესაც გემრიელ სასუსნავს
გვთავაზობენ, უნებურად ნერწყვი გამოგვეყოფა. რეაქციებს, რომლებიც ადამიანებში
აღმოცენდება და არ ითხოვენ წინასწარ დასწავლას, რეფლექსი ეწოდება.

 რეფლექსი არის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს დასწავლას და


აღმოცენდება რეგულარულად, განსაზღვრული გამღიზიანებლის საპასუხოდ.

ემოციური რეაქციაც თავისებური ემოციური რეფლექსია, ანუ გრძნობაა, რომელიც


აუცილებლად აღმოცენდება გარკვეულ ემოციურ გამღიზიანებელზე. ყველაზე მეტად
გავრცელებულ ემოციურ რეაქციას შიში წარმოადგენს. ადამიანები თვლიან, რომ ტკივილი
უსიამოვნო შეგრძნებაა და ეშინიათ მისი. შიში ჩვეულებრივი რეაქციაა ტკივილზე და
ყოველგვარი დასწავლის გარეშე აღმოცენდება. ასევე, გავრცელებული ემოციური რეაქციაა -
განრისხება. სიყვარული და სიხარულიც ემოციურ რეაქციებს მიეკუთვნება. შეყვარებული
ადამიანი უფრო ხშირად დადებით ემოციებს განიცდის. ყოველი ემოციური რეაქცია
ადამიანის შინაგანი პასუხია განსაზღვრული ტიპის გამღიზიანებელზე. ემოციების გარეგანი
გამოვლინებები შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი წარსული გამოცდილებიდან და
ქცევის ჩვეული მანერებიდან გამომდინარე. სიტუაციაში, სადაც დანით გვემუქრებიან, ჩვენი

58
ემოციური რეაქცია იქნება შიში, მაგრამ ადამიანები ამას განსხვავებულად გამოხატავენ.
ხშირად ეს დამოკიდებულია ინდივიდების სხვადასხვა კულტურისადმი მიკუთვნებაზე.

ამდენად, რეფლექსებიც და ემოციური რეაქციებიც ავტომატურად აღმოცენდება


განსაზღვრული გამღიზიანებლების საპასუხოდ. მტკივნეული შეგრძნებები იწვევენ შიშსა და
შფოთვას, სასიამოვნო კი - სიხარულსა და კმაყოფილებას. განვიხილოთ მაგალითი, რომელიც
ზუსტად აღწერს ამ პროცესს. წარმოიდგინეთ, ქალბატონი ზის სკამზე, რომლის საზურგეზეც
ელექტროგაყვანილობაა მიერთებული. ექსპერიმენტატორს შეუძლია ელექტროდენით
ზემოქმედება. იგი არ არის მტკივნეული, მაგრამ შესამჩნევია. ექსპერიმენტატორი დენს
ურტყამს მაშინ, როდესაც ხელი მიაქვს საკუთარ ცხვირთან. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ
სკამის საზურგეზე დენის შეყვანისას, ცდისპირი რეფლექტორულად დგება. რამდენიმე ცდის
შემდეგ შესამჩნევი გახდა, რომ როგორც კი ფსიქოლოგი ხელს საკუთარი ცხვირისკენ წაიღებს,
ქალი სკამიდან წამოხტება, ელექტროდენის ჩართვა აღარც არის საჭირო. თუ შევცვლით
რეფლექტორულ რეაქციებს ემოციურზე, კლასიკური გაპირობების პროცესი წარიმართება
იმავე სქემით. პირველ ეტაპზე განისაზღვრება გამღიზიანებელი, რომელიც იწვევს ემოციურ
რეაქციას. მაგალითად, ისეთი გამღიზიანებელი, როგორიცაა საფეთქელთან მიდებული
პისტოლეტის ლულა, ადამიანებში იწვევს შიშს. მეორე ეტაპზე ეს გამღიზიანებელი
(პისტოლეტი) გამოიყენება სხვა „უწყინარ“ გამღიზიანებელთან, მაგალითად, სავარცხელთან
შეთანხმებით. ხდება ორივე გამღიზიანებლის მრავალჯერადი ერთდროული ზემოქმედება.
ცდისპირს აწვდიან სავარცხელს და ამასთანავე საფეთქელთან ადებენ პისტოლეტს. ბოლოს,
ცდისპირი შიშს პისტოლეტის გარეშე მხოლოდ სავარცხლის ხელში დაჭერისას გამოხატავს.
ხშირ შემთხვევაში, ადამიანის შიშები შეიძლება ამგვარად იყოს გაპირობებული. პიროვნებას,
რომელიც რამდენჯერმე შეამცირეს სამსახურში და ამ ამბავს ყოველთვის პარასკევს
უცხადებდნენ, შეიძლება შეეშინდეს ამ დღეს სამსახურში მისვლის. იგივე შეიძლება ითქვას
XX ს-ის მიწურულს ნავთის სუნის შეგრძნებაზე, რაც აუცილებლად გაგვახსენებს „მწარე“
მოგონებებს ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდან, როდესაც კვირაობით ითიშებოდა
ელექტროენერგია, ხოლო ბუნებრივი აირი კი საერთოდ არ იყო.

 კლასიკური გაპირობების გამოყენება

კლასიკური გაპირობება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი შიშების, განწყობების,


ცრურწმენების და ა.შ. ჩამოყალიბებაში. მაგრამ, მას შეუძლია ადამიანებს დახმარებაც
გაუწიოს. მაგალითად, მსახიობებს, განსხვავებული როლის შესრულებისას. მსახიობები,
თამაშისას, უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, კლასიკური გაპირობების დახმარებით
საკუთარ თავს აიძულებენ სინამდვილეში განიცადონ მათ მიერ გამოხატული ემოციები.
მრავალ სამსახიობო სკოლაში გამოიყენება მეთოდიკა, რომლის თანახმადაც მომავალი
მსახიობები იხსენებენ თავიანთი ცხოვრებიდან ეპიზოდებს, რომლებიც მათში იწვევს ერთ
დროს აღმოცენებული ძლიერი ემოციების შესატყვის მდგომარეობას. მსახიობს შეუძლია
წარმოიდგინოს, თითქოსდა მის ფეხებთან შხამიანი გველი მისრიალებს. ის მსახიობები,
რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ, სცენაზე უფრო ბუნებრივად გამოიყურებიან. მწუხარებისა

59
და გულწრფელი ცრემლების გამოსაწვევად, შეიძლება „უიმედო“ სიყვარულისა ან ახლო
ნათესავის სიკვდილის გახსენება. თუ პიესაში არის სცენა, სადაც ტირილია აუცილებელი,
მაშინ ნაღვლიანი მოვლენების მოგონებამ საჭირო მომენტში მსახიობი შეიძლება ტირილამდე
მიიყვანოს. ადამიანები, ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც პირიქით, საკუთარი
ჭეშმარიტი გრძნობების დამალვა უნდათ. ვთქვათ, სტუმრად ყოფნისას სადილზე, ჩვენ
გვერდით მჯდომს უნებურად ჩანგალი გაუვარდა ხელიდან, რა თქმა უნდა, ვეცდებით თავი
შევიკავოთ და არ გავიცინოთ. თუ ამ დროს თავს წარმოვიდგენთ სახელმწიფო გამოცდაზე,
მაშინ ჩვენი სახის გულწრფელი სერიოზული გამომეტყველება სიცილსაც კი გადაფარავს.

უმეტეს შემთხვევაში, რაღაცისადმი შიში ადამიანში შემდეგნაირი სქემის მიხედვით


აღმოცენდება. ვთქვათ, პატარა ბიჭს, რომელსაც უკბინა ძაღლმა, ეშინია ყველა ძაღლის.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები მას უკვე აღარ კბენენ, ზოგიერთი კი მის დანახვაზე კუდის
ქიცინსაც კი იწყებს, ბიჭუნას ძაღლის ხსენებაზე მაინც აკანკალებს, ძაღლი ასოცირდება იმ
ტკივილთან და შიშთან, რომელიც მან კბენისას განიცადა. ეს განცდები ბავშვს
მოზრდილობის ასაკშიც შეიძლება გაჰყვეს. კლასიკური გაპირობების მეთოდის დახმარებით
შეიძლება ამ შიშის დაძლევა. ფსიქოლოგმა უნდა სცადოს შეცვალოს იგი შედარებით
სასიამოვნო ემოციური რეაქციით. როდესაც, პატარა ბიჭი დედიკოსთან კალთაში ზის და
თავს დაცულად გრძნობს, შეიძლება ძაღლზე საუბრის დაწყება, მისთვის ძაღლების
სურათების ჩვენება. შემდეგ რეზინის ძაღლით თამაშის შეთავაზება. ბოლოს კი ნამდვილ
ძაღლზე ლაპარაკი და ბიჭის მასთან ახლოს მიყვანა. თუ ფსიქოლოგი დასახულ მიზანს
მიაღწევს, მაშინ თანდათანობით ძაღლის გამოჩენა ბავშვში გამოიწვევს არა მტკივნეულ,
არამედ სასიამოვნო ემოციებს. ამ მეთოდს დესენსიბილიზაცია ეწოდება. დესენსიბილიზაცია
არის შიშების მოხსნის თერაპიული მეთოდი დაფუძნებული კლასიკურ გაპირობებულობაზე;
ის ტარდება ეტაპობრივად, ზემოქმედი სტიმულის ინტენსივობის თანდათანობითი
მომატებით.

 სავარჯიშო

გადმოცემულ სიუჟეტში გამოყავით რეფლექსები და ემოციური რეაქციები

„სამსახური, სადაც ქალბატონი მანანა მუშაობს, დროებით დაიხურა. ამიტომ, ქალბატონი


მანანა იძულებულია იჯდეს სახლში. იგი სერიალების ყურებას მიეჩვია. საყვარელი
სერიალის დაწყების წინ საგულდაგულოდ ემზადება და თან კოკა-კოლის ბოთლს იღებს,
რომ ტელევიზორთან დალიოს. მაგრამ, ბოთლის გახსნისას ქაფი გადმოიღვრება და კაბა
დაესვრება. ქ-ნი მანანა გაღიზიანებული ჯდება სავარძელში. იწყება ფილმი. ეკრანზე
ბოროტი მკვლელი უცოდველ გოგონას ემუქრება. ქ-ნი მანანა იღებს სიგარეტს და
ნერვიულად უკიდებს, მაგრამ, ეწვება საჩვენებელი თითი. ის უნებურად ხელიდან გააგდებს
სანთებელას და ნატკენ თითს კოკა-კოლის ცივ ბოთლს ადებს. ეკრანზე მკვლელი ახრჩობს
უდანაშაულო გოგონას. ქ-ნ მანანას თვალები ცრემლით ევსება; დამწუხრებული ცდილობს

60
ტელევიზორის გამორთვას, მაგრამ, უეცრად დენი არტყამს. ქ-ნი მანანა სწრაფად მოაშორებს
ხელს ჩამრთველს და ტელევიზორთან მიახლოვებისაც კი ეშინია“.

 სავარჯიშო

„ოცდათხუთმეტი წლის ქალბატონმა იამ აკადემიური მოუსწრებლობის გამო თხუთმეტი


წლის წინ მიატოვა უნივერსიტეტი. ის ჯგუფში ყველაზე დაბალ შეფასებებს იღებდა და
ამიტომ, ყოველთვის დამცირებულად გრძნობდა თავს. ამჟამად, იგი ფსიქოლოგიის კურსს
ესწრება ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და საშინლად ეშინია გამოცდების. მომავალ
კვირას კი პირველი კოლოკვიუმი ჩაუტარდება. ქ-ნი ია პანიკაშია. ფსიქოლოგიის პედაგოგმა
იცის, რომ განვლილი თხუთმეტი წლის მანძილზე ქალმა კარგად ისწავლა ჩოგბურთის
თამაში და ყველა ნიუანსშია გარკვეული. გამოცდაზე, პროფესორი შეშფოთებულ ქალს
თავიდან, ჩოგბურთთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვას აძლევს, რასაც ქ-ნი ია
მშვენივრად პასუხობს და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვს საკონტროლო ნაშრომის დაწერას.
ქ-ნი ია ამ დავალებასაც ღირსეულად ართმევს თავს და წარმატებით აბარებს გამოცდას
ფსიქოლოგიაში“.

ახსენით: რა მეთოდი გამოიყენა პროფესორმა და როგორ უშველა მან ქალს დაეძლია


გამოცდის შიში.

ფსიქოლოგები იყენებენ კლასიკური გაპირობების მეთოდებს, რათა დაეხმარონ


ადამიანებს ისეთი არასასურველი ჩვევებისგან გათავისუფლებაში, როგორიცაა ენურეზი
(ღამით შარდის შეუკავებლობა), ნარკოტიკების მოხმარება და ალკოჰოლისადმი
მიდრეკილება. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებში შარდის შეუკავებლობის
განკურნება შესაძლებელია წმინდა თერაპიული მეთოდებით, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში,
თუ მას თან არ ერთვის სხვა პათოლოგიები. ენურეზი აღმოცენდება იმიტომ, რომ ბავშვი ვერ
იღვიძებს, როცა მისი შარდის ბუშტი სავსეა. შედეგად ამისა, ბავშვი შარდავს ლოგინში. ერთ-
ერთმა ფსიქოლოგმა გამოიგონა ხელსაწყო, რომელიც ზეწართან შეერთებული
ელექტროდენის საშუალებით რეაგირებს შარდზე. როდესაც ბავშვს შარდვა ეწყება, რეკავს
მაღვიძარა და იგი იღვიძებს. მკურნალობა აგებულია კლასიკური გაპირობების სტანდარტულ
პროცედურაზე. მაღვიძარას ხმა იწვევს რეფლექტორულ რეაქციას, რომელიც გამოიხატება
გაღვიძებაში. მაღვიძარა რეკავს შარდვის დაწყებისთანავე, რაც ბავშვს თავისთავად ამცნობს,
რომ შარდის ბუშტი სავსეა. დასაწყისში ბავშვი გაიღვიძებს მაღვიძარაზე, მოგვიანებით კი ეს
ხმა მის ცნობიერებაში დაუკავშირდება შარდის ბუშტის სისავსის შეგრძნებას. მკურნალობის
დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდგომ, ბავშვი გაიღვიძებს უკვე ამ შეგრძნების
საფუძველზე დამოუკიდებლად იმისგან, დარეკა თუ არა მაღვიძარამ.

ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე ადიქციისგან (ანუ დამოკიდებულობისგან)


გასათავისუფლებლად რამდენადმე განსხვავებულ პროცედურას იყენებენ. ერთ-ერთი

61
მეთოდი, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება მდგომარეობს იმაში, რომ სპირტიან
სასმელებს უმატებენ გულისრევის გამომწვევ ნივთიერებებს. მათ ემეტიკები ეწოდებათ.
ემეტიკის მიღების შემდეგ, პირღებინება ადამიანის ნორმალური რეფლექტორული რეაქციაა.
როდესაც ეს ნივთიერება შერეულია ალკოჰოლურ სასმელში და ინდივიდი მას დიდი
რაოდენობით დალევს, შესაძლებელია ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ სასმელს
საერთოდ აღარ გაეკაროს და მის დანახვაზეც კი ღებინების შეგრძნება დაეუფლოს. მაგრამ,
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად პრაქტიკაში მეთოდის წარმატებული
გამოყენებისა, არსებობს ერთი მთავარი სირთულე: როგორც წესი, ალკოჰოლიკები უარს
აცხადებენ ამგვარ მკურნალობაზე.

 ოპერანტული გაპირობება

ბიჰევიორისტი ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანის მოქმედებები გაპირობებულია


იმითაც, თუ როგორ პასუხობს მათზე გარემომცველი სამყარო, სხვაგვარად რომ ვთქვათ -
უკუკავშირით. წარმოიდგინეთ, თვალებახვეულმა ბურთი უნდა ჩააგდოთ კალათში. ისვრით
ერთხელ, ორჯერ, მაგრამ შედეგს არავინ გეუბნებათ. უკუკავშირის ანუ საკუთარი
მოქმედებების წარმატების ხარისხის ცოდნის გარეშე ვერ მოახვედრებთ ბურთს მიზანში.
ამისათვის, საჭიროა კომენტარები, მაგალითად, „კარგი ნასროლია“, „თითქმის მოარტყი“ ან
„რა მოუქნელი ხარ!“ და ა.შ. თქვენ შეეცდებით დადებითი შეფასების მიღებას, ამიტომ
მოერიდებით არასასურველ ქცევას. მაგალითად, თუ დროულად ჩააბარებთ დამოუკიდებელ
სამუშაოს, ლექტორი შეგაქებთ და მაღალ ქულას დაგიწერთ; მაგრამ, როდესაც შეგამჩნევთ,
რომ ლექციაზე გეყვინთებათ, შედეგები არც ისე სახარბიელო იქნება.

დასწავლას, რომელიც მიმდინარეობს დასჯა-წახალისების გამოყენებით, ოპერანტული ანუ


ინსტრუმენტული გაპირობება ეწოდება.

კლასიკურ გაპირობებაში მთავარ როლს ასოციაციები ასრულებს, ოპერანტულში კი


ძირითადს წახალისება და დასჯა წარმოადგენს. სწორედ ეს ორი პროცესი უზრუნველყოფს
უკუკავშირს.

 დადებითი განმტკიცება

დავუშვათ, რომ თქვენ შეგპირდნენ კარგ ჯილდოს, თუ მაღალ ბოძზე აცოცდებით.


ჯილდო აღმოჩნდა მხოლოდ ერთი შოკოლადის ფილა. გამომდინარე აქედან, თქვენ
არასოდეს გაგიჩნდებათ სურვილი გაიმეოროთ იგივე საქციელი. მსგავსი დაჯილდოვება არ
შეიძლება გახდეს დადებითი განმტკიცება. დადებითმა განმტკიცებამ აუცილებლად უნდა
გამოიწვიოს რომელიღაც ქცევის სტიმულირება, მაგალითად, რა გაიძულებდათ ხელმეორედ
ბოძზე აძვრომას? ამ შემთხვევაში, კარგი დადებითი განმტკიცება შეიძლება ყოფილიყო
სოლიდური თანხა, ან ჟურნალის გარეკანზე თქვენი სურათის მოთავსება და ა.შ. დადებითმა
განმტკიცებამ პიროვნებაზე რომ ეფექტიანად იმოქმედოს და უბიძგოს რაიმე ქცევისკენ, იგი
უნდა შეესატყვისებოდეს მოცემულ პიროვნებას. ადამიანთა ნაწილი შეიძლება წახალისდეს

62
ფულით, მეორე ნაწილისთვის უპირატესობის მქონე გარშემომყოფი ხალხის ყურადღება და
აღიარებაა და სხვა. ბიჰევიორისტი ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანი ყალიბდება
მხოლოდ განმტკიცებების ზემოქმედებით. თქვენ თუ ლაპარაკი გიყვართ, ეს ნიშნავს, რომ
თქვენი მეგობრები და მშობლები მუდმივად გაჯილდოვებდნენ ამასთან დაკავშირებით.
ზოგჯერ, დადებითი განმტკიცებისათვის საკმარისია საუბარში თავაზიანობის გამოჩენაც კი.

 უარყოფითი განმტკიცება

დადებითი განმტკიცების მსგავსად უარყოფითი განმტკიცებაც გარკვეული ქცევის


გამომუშავების მიზნით გამოიყენება. მაგრამ, თუ დადებითი განმტკიცება დაკავშირებულია
რაღაც სასიამოვნოსთან (დაჯილდოვებასთან), უარყოფითი უკავშირდება არასასურველი
ქცევის არასასიამოვნო ფორმით აღმოფხვრას. დავუშვათ, დედა მუდმივად გსაყვედურობთ,
რომ საკუთარ ნივთებს არ უფრთხილდებით, ტანისამოსი მთელს ოთახში გაქვთ
მოფანტული, არ ალაგებთ ოთახს და ა.შ. თუ წესრიგს დაიცავთ, ის აღარ გისაყვედურებთ.
თქვენ არ გსურთ დედის განაწყენება და ამიტომ დაალაგებთ ოთახს. ხშირ შემთხვევაში,
უარყოფითი განმტკიცების თავიდან აცილების სურვილი სასურველი ქცევის ჩამოყალიბების
ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.

 დასჯა

დასჯის შედეგად ხდება ქცევის შეკავება ან მისი გამოვლენის ალბათობის დაქვეითება.


ზოგჯერ, დასჯა შესაძლოა საკმაოდ ეფექტიანი ხერხი აღმოჩნდეს. მაგალითად,
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუკი ქმარი, ცოლის ცემასაა მიჩვეული, საკმარისია მისი
დაპატიმრება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რომ ექვსი-შვიდი თვის მანძილზე იგი კარგად
მოიქცეს. მაგრამ, სადამსჯელო ხერხები ყოველთვის არ არის ასეთი ეფექტიანი, ხშირად იგი
არაეფექტიანიცაა. მაგალითად, მოზარდი გოგონა, რომელიც მშობლებს სახლში ჰყავთ
„გამოკეტილი“, აუცილებლად მოიფიქრებს გაქცევის გეგმას და მაინც წავა იქ, სადაც უნდოდა
წასვლა. გაბრაზებული და გაღიზიანებული ადამიანები ხშირად სჯიან სხვებს. ასეთ დროს
დასჯა, ხშირად, საერთოდ უადგილოა. ისმის კითხვა: როგორ უნდა მოხდეს დასჯა?
ეფექტიანმა დასჯამ უნდა იმოქმედოს არასასურველ ქცევაზე და შეწყვიტოს იგი. მაგრამ, თუ
დასჯის ხერხი არასწორადაა შერჩეული და არაადეკვატურია, აღმოცენდება მოულოდნელი
გართულებები. ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხებზე და გვთავაზობენ შემდეგ
რეკომენდაციებს:

 ერიდეთ წახალისებისა და დასჯის ერთდროულად გამოყენებას;


 დასაჯეთ უშუალოდ იმ სიტუაციის შემდეგ, რომელიც იწვევს დასჯის
აუცილებლობას ან დაელოდეთ სიტუაციას;
 მოერიდეთ „რბილად“ დასჯას;
 შეარჩიეთ ჩადენილი საქციელის შესატყვისი დასჯის ფორმა

63
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც სკოლამდელები უჩივიან
ტკივილებს თავის, მკერდის ან მუცლის არეში ფიზიოლოგიური მიზეზების არარსებობისას,
ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ დეპრესია. ამ მდგომარეობაში ისინი ვარდებიან მათდამი
უხეშად მოპყრობის გამო. ნიუ-იორკისა და მისურის უნივერსიტეტების ფსიქოლოგებმა,
ფსიქოგენეზისისა და პედაგოგიკის სპეციალისტებთან ერთად, ხუთი წლის განმავლობაში
ათასამდე სკოლამდელი შეისწავლეს. იმ ბავშვებს, რომელთაც უხეშად ეპყრობოდნენ და
იგნორირებას უკეთებდნენ, სერიოზული დეპრესია აღმოაჩნდათ. ისინი იყვნენ ცუდ
გუნებაზე, უჩიოდნენ ძილის დარღვევას, სწრაფად იღლებოდნენ და არ ჰქონდათ მადა.
მეცნიერთა აზრით, ასაკობრივ ზრდასთან ერთად, ბავშვები სულ უფრო ნაკლებად განიცდიან
ფიზიკურ ტკივილს. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ სკოლამდელებს არ შეუძლიათ თავის
დაცვა და ნეგატიური დამოკიდებულების შემთხვევაში ისინი უსუსურები ხდებიან,
განიცდიან შიშს და ფრუსტრაციას, რაც, თავის მხრივ, ზრდის დეპრესიას. დასჯის შედეგად
ხდება რომელიმე ტიპის ქცევის შეკავება ან მისი გამოვლენის ალბათობის დაქვეითება.

 სავარჯიშო

წარმოიდგინეთ, რომ მუნიციპალური საბჭო იხილავს ქალაქის ქუჩებისა და სკვერების


დანაგვიანების საკითხს. საჯარო განხილვის შედეგად, შემოთავაზებულია დადგენილების
ოთხი ვარიანტი. თქვენ რომელს აირჩევდით და რატომ? იმსჯელეთ.

„ადამიანი, რომელიც დაანაგვიანებს ქალაქის ქუჩას ან სკვერს, ან ზიანს მიაყენებს მის


იერსახეს:

 დაჯარიმდება 10 ლარით და ჯარიმის გადახდა შეძლოს ერთი წლის განმავლობაში;


 დაჯარიმდება 200 ლარით და ჯარიმა უნდა გადაიხადოს ერთ საათში;
 დაჯარიმდება 20 ლარით და ევალება ორი საათის მანძილზე დაასუფთავოს
დანაგვიანებული ადგილი;
 ვალდებულია დაასუფთავოს ქალაქის ნებისმიერი ტერიტორია ერთი საათის
განმავლობაში.

 ეტაპობრივი დასწავლა

ეტაპობრივი დასწავლა წარმოადგენს ინდივიდის მოქმედებებისა და ქცევების


თანმიმდევრულ წახალისებას ქცევის განსაზღვრული ტიპის მიღწევის მიზნით. ამ მეთოდს
ზოგჯერ „თანდათანობითი მიახლოვების“ მეთოდსაც უწოდებენ. ის რამდენიმე ეტაპს
მოიცავს. უპირველესად აუცილებელია ზემოქმედების მიზნის განსაზღვრა. ვთქვათ, გვინდა
შვილი მივაჩვიოთ წესრიგსა და სისუფთავეს; ვახდენთ ამ მიმართულებით მის მიერ
გადადგმული ყოველი ნაბიჯის წახალისებას. როდესაც გოგონა იღებს ოთახის კუთხეში

64
მიყრილ ფეხსაცმელებს და სპეციალურ კარადაში აწყობს, დედა აღნიშნავს, რომ ოთახი
უკეთესად გამოიყურება. თუ გოგონა სველ პირსახოცს არ დატოვებს აბაზანაში და აივანზე
გასაშრობად გაკიდებს, ამას მეტი წახალისება მოყვება (მაგალითად, დედა უფლებას მისცემს
საღამოს მეგობართან ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს დარჩეს). ასე გაგრძელდება მანამ, სანამ
დედა არ ჩათვლის, რომ მისი შვილი უკვე მიეჩვია სისუფთავესა და წესრიგს.

ეტაპობრივი დასწავლა ეყრდნობა ოპერანტული გაპირობების პრინციპს და


ფსიქოლოგების მიერ ხშირად გამოიყენება. არსებობს ეტაპობრივი დასწავლის ორი
ძირითადი მეთოდი. პირველი განვიხილეთ ზემოაღწერილ მაგალითში, ანუ ამ შემთხვევაში
დედა თანმიმდევრულად წაახალისებს შვილის სხვადასხვა საქციელს, სანამ არ მიიღებს
სასურველ ქცევას. ეტაპობრივი დასწავლის ეს ფორმა აქტიურად გამოიყენება სკოლებში
დაწყებით კლასებში. ბავშვი პირველი კლასიდან მეორეში გადადის, თუკი ისწავლის ანბანს,
მისი დახმარებით უმარტივესი სიტყვებისა და წინადადებების შედგენას, თვლას ათის
ფარგლებში და ა.შ. კლასიდან კლასში გადაყვანა დადებით განმტკიცებას წარმოადგენს,
რომელიც ბავშვს მიზნის მიღწევაში ეხმარება (ისწავლოს უცხო ენები, დაეუფლოს
მათემატიკას, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და სხვა). ეტაპობრივი
დასწავლის მეთოდს იყენებენ კლინიცისტი ფსიქოლოგები, რომლებიც აუტისტ ბავშვებთან
მუშაობენ. ისინი, თავიდან, ბავშვს წაახალისებენ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ფსიქოლოგის
გვერდით დაჯდა; შემდეგ იმიტომ, რომ ფსიქოლოგს უყურებს თვალებში და ბოლოს,
ჯილდოს მისაღებად საჭიროა ბავშვი ფსიქოლოგს დაელაპარაკოს.

ეტაპობრივი დასწავლის მეორე ფორმა განსხვავდება პირველისგან. ის ადამიანისგან


დამოუკიდებლობას მოითხოვს. ამ მიდგომას ხშირად იყენებენ, მაგალითად, როცა პატარა
ბავშვებს ასწავლიან ჭამას. დედა ან მამა ბავშვს კოვზს აჭერინებს და ეხმარება, რომ მან
„დამოუკიდებლად“ წაიღოს კოვზი პირისკენ. როდესაც ის პირში კოვზს ჩაიდებს, ამას თან
ერთვის აღტაცებული შეძახილები ამაყი მშობლების მხრიდან. ხელმეორედ შექების
მისაღებად ბავშვი ეცდება უკეთესად გააკეთოს იგივე მოქმედება. რამდენიმე გამეორების
შემდეგ ხდება დასწავლა. ეტაპობრივი დასწავლის ნაირსახეობას წარმოადგენს ქცევის
მოდიფიკაცია. იგი გამოიხატება ქცევის მიზანმიმართულ ეტაპობრივ შეცვლაში. აქაც
აუცილებელია სასურველი რეზულტატის განსაზღვრა. ამის შემდეგ კი, დასახული მიზნისკენ
გადადგმული ყოველი ნაბიჯის წახალისება. მაგრამ, ზემოაღწერილი შემთხვევისგან
განსხვავებით, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩანაწერების გაკეთებას. მკვლევარებმა აღწერეს
საინტერესო შემთხვევა, სადაც გამოყენებულია ქცევის მოდიფიკაციის მეთოდი.

ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც პრობლემები, ძირითადად უკავშირდებოდა


თანამშრომლების მხრიდან დაგვიანებებსა და გაცდენებს, ადმინისტრაციამ
კეთილსინდისიერი მუშაკებისათვის შემოიღო ლატარეა. ის თამაშდებოდა თვეში ერთხელ.
გამცდენთა და დამგვიანებელთა სიაში მოხვედრილებს არ ჰქონდათ გათამაშებაში
მონაწილეობის უფლება. ექვსი თვის შემდეგ კომპანიამ გაათამაშა სიურპრიზი - მაცივარი და
ტელევიზორი. ლატარეაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც

65
ამ ხნის განმავლობაში არც ერთი დაგვიანება ან გაცდენა არ ჰქონდათ. შედეგად აღმოჩნდა ის,
რომ წლის ბოლოს კომპანიაში დაგვიანებებისა და გაცდენების რიცხვი შემცირდა 75%-ით.

ქცევის მოდიფიკაციის მეთოდი ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაშიც,


განსაკუთრებით იმ პაციენტებთან, რომლებიც ისე არიან თავიანთ დაავადებებში
„ჩაფლულნი“, რომ უკვე არანაირი მედიკამენტი აღარ შველით. ასეთი ავადმყოფები მხოლოდ
საკუთარ ტკივილზე ლაპარაკობენ და მეტი არაფერი აინტერესებთ. საავადმყოფოს
პერსონალს კი აქვს მითითება განსაკუთრებული ყურადღება იმ პაციენტებს მიაქციოს,
რომლებიც სხვადასხვა თემაზე საუბრობენ და არ არიან ჩაციკლული თავიანთ
ავადმყოფობაზე. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ქცევის მოდიფიკაციის მსგავსი
მეთოდების გამოყენება კლინიკებში ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება, მაგრამ
პაციენტთა თითქმის ნახევარი შვებას განიცდის.

ყველა ადამიანს შეუძლია ქცევის მოდიფიკაციის მეთოდის გამოყენება საკუთარ მავნე


ჩვევებთან საბრძოლველად. მაგალითად, როდესაც რომელიმე თქვენგანი იკვნეტს
ფრჩხილებს, ბევრ ტკბილეულს ჭამს, ფეთქებადი ხასიათი აქვს, ხმამაღლა ლაპარაკობს
საზოგადოებაში და ა.შ. შეგიძლიათ თქვენს თავზე იმუშაოთ. ამისათვის, აუცილებელია
გარკვეული ნაბიჯების გადადგმა:

 ზუსტად განსაზღვრეთ მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ;


 დააფიქსირეთ საკუთარი მდგომარეობა მოცემულ მომენტში;
 აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი ჯილდო დასახული მოზნის მიღწევის
გზაზე;
 განსაზღვრეთ ის შუალედური ორიენტირები, რომლებიც დაადასტურებენ მიზნისკენ
მიახლოვებას;
 დროულად და ზუსტად დააფიქსირეთ თქვენი ყოველი მიღწევა

 სავარჯიშო

„დათოს ძალიან უყვარს ფულის ხარჯვა და არ შეუძლია თავის შეკავება. როდესაც


ჯიბეში საკრედიტო ბარათი უდევს, მზად არის იყიდოს ყველაფერი, ამასთან, ბევრი ისეთი
ნივთი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება. გამომდინარე აქედან, იღებს ვალებს. მან წინა
თვეში მსხვილი თანხა ისესხა და ახლა თუ არ შეჩერდება იმხელა ვალი დაედება, რომ მთელი
წელი უნდა იმუშაოს მის დასაფარად. დათოს ყველაზე მეტად სათხილამურო სპორტი
იტაცებს, ფული კი არასოდეს ჰყოფნის თხილამურებზე სასრიალოდ წასასვლელად.
უახლოეს მომავალში მისი მეგობრები გუდაურში მიდიან, რაც არ მოითხოვს დიდ
მატერიალურ დანახარჯებს. შემდეგ წელს კი მათ გადაწყვეტილი აქვთ ალპებში წასვლა.
დათოსაც უნდა მათთან ერთად გამგზავრება“

აღწერეთ, როგორ შეიძლება დათომ „უშველოს“ საკუთარ თავს ქცევის მოდიფიკაციის


მეთოდის გამოყენებით

66
7. ემოციები

ემოცია არის ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, განცდა,


რომელიც გამოწვეულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ან დაუკმაყოფილებლობით.
ემოციები შეიძლება იყოს სასიამოვნო, არასასიამოვნო ან შერეული. ადამიანები იშვიათად
განიცდიან ემოციებს წმინდა სახით. განვიხილოთ ერთი მაგალითი: „დედა ელოდება, თუ
როდის დაბრუნდება მისი 15 წლის ვაჟი დისკოთეკიდან. ხდება ღამის ორი საათი. დედა
ნერვიულობისგან ოთახში ადგილს ვერ პოულობს. ამ დროს რეკავს ტელეფონი და შვილი
ატყობინებს, რომ 20 წუთში სახლში იქნება. დედა განიცდის სხვადასხვანაირ ემოციას. მას
ესიამოვნა, რომ შვილმა ყურადღება გამოიჩინა და დაურეკა, მაგრამ, მეორე მხრივ,
განაწყენებულია - თინეიჯერი შვილის გართობის გამო ღამე ვერ დაიძინა, მეორე დღეს კი
ადრიანად უნდა წავიდეს სამსახურში; ასევე წუხს იმაზე, თუ როგორ დაბრუნდება შვილი
ღამე, ნასვამი ხომ არ იქნება, როგორი ტაქსის მძღოლი შეხვდება და ა.შ. ფსიქოლოგების
აზრით, ამ შემთხვევაში მშობლის განცდები წარმოადგენს სამი ძირითადი ემოციის -
სიხარულის, შიშისა და რისხვის - ნაზავს. დავუშვათ, გადაწყვიტეთ საკუთარი ემოციების
აღწერა. რას გრძნობთ ამჟამად - სიხარულს, შიშს, დანაშაულს, უხერხულობას, გაღიზიანებას
და ა.შ.? არც ერთ ტერმინს, რომელიც ემოციათა აღწერისთვის გამოიყენება, არ აქვს ზუსტი
მეცნიერული განმარტება. ყველა სუბიექტურია. თქვენი და თქვენი მეგობრის შეხედულებები
ბედნიერებაზე შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ადამიანები სხვადასხვა
ინტერპრეტაციას აძლევენ პიროვნულ ემოციებს. როგორც წესი, უმრავლესობას უცნობებთან
საკუთარ ემოციებზე უჭირს ღიად საუბარი. ალბათ, უფრო ადვილი იქნებოდა
ფსიქოლოგისათვის მოეთხროთ საკუთარ ცხოვრებაში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენებისა
და მათგან გამოწვეული გრძნობების შესახებ. ადვილია ადამიანის ემოციების წარმოდგენა,
რომელმაც მიიღო სასიამოვნო სიურპრიზი ან უმაღლესი შეფასება შესრულებულ სამუშაოში.
ემოციათა გამოცნობაში დიდი როლი ენიჭება მიმიკებსა და ჟესტებს.

საუკუნეზე მეტია რაც ადამიანთა მიმიკას იკვლევენ. თავიდან მას შეისწავლიდნენ არა
ფსიქოლოგები, არამედ ანატომები, რომლებიც მთავარ ყურადღებას სახის კუნთებს
უთმობდნენ. ანატომებს აინტერესებდათ არა ემოციები, არამედ სახის მოძრაობების
ფიზიოლოგიური პარამეტრები. ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს
კვლევა, რომელშიც ყურადღება გაამახვილეს ადამიანის მიერ განცდილ ემოციებსა და მის
მიმიკას შორის კავშირზე. ეკმანმა შეიმუშავა სახის კუნთების აღწერის სქემა სახელწოდებით
„სახის მოძრაობების კოდირების სისტემა“, რომელსაც იგი იყენებდა ადამიანის მიერ
სხვადასხვაგვარი მიმიკური გამოხატულების ამოსაცნობად. ამ შრომის შედეგად მან შეძლო
7000-ზე მეტი მიმიკური გამოხატულების დადგენა, რომელთაგან უმრავლესობა არ
უკავშირდება ზუსტად განსაზღვრულ ემოციას. ეკმანი და მისი კოლეგა ფრიზენი
ვარჯიშობდნენ სარკის წინ და დაისწავლეს საკუთარი ემოციური კუნთების მართვა.

67
ამგვარად მათ გაიგეს თუ როგორი კუნთური მოძრაობა სდევს თან განსხვავებულ ემოციას.
ამის შემდეგ მათ ნებისმიერი ემოციის გამოსაცნობად შექმნეს სახელმძღვანელო სახის
მოძრაობების კოდირების სისტემის გამოყენების შესახებ.

ეკმანი აღნიშნავს, რომ სახის გამომეტყველების სპონტანურ და მიზანმიმართულ


ცვლილებებს შორის დიდი განსხვავებაა. სპონტანური შეცვლა ხდება უეცრად, ყოველგვარი
წინასწარი მომზადების გარეშე. სასაცილო ხუმრობის მოსმენაზე სახე მყისიერად გეცვლებათ
- იღიმებით. მეორე მხრივ, არის სიტუაციები, როდესაც ადამიანები სპეციალურად იყენებენ
მიმიკასა და ჟესტებს ემოციების გამოსახატავად. მაგალითად, მსახიობებისათვის, მათი
პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ამის სწავლა/დაუფლება სავალდებულოა.
ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა გამოგვიხატავს გაკვირვება, სინამდვილეში კი
ვიცოდით მოსალოდნელი სიტუაციის შესახებ. მაგრამ, თუ ამგვარ „გაკვირვებას“
შევადარებთ სინამდვილეში ჩვენში მოულოდნელობით გამოწვეულ განცვიფრებას, მათ
შორის ნამდვილად შევამჩნევთ განსხვავებას. ეკმანმა და მისმა კოლეგებმა იკვლიეს ეს
განსხვავებები და დაადასტურეს, რომ გულწრფელი სიხარულის დროს ღიმილის
გამოვლენაში მონაწილეობას იღებს თვალების გარშემო განლაგებული კუნთები. ის ღიმილი
კი, რომლის დახმარებითაც ადამიანები ნეგატიური ემოციების დამალვას ცდილობენ,
იქმნება სხვა კუნთების მუშაობით, რომლებიც ასევე თვალების და პირის გარშემოა
განლაგებული, მაგრამ ისინი მონაწილეობენ სახეზე ზიზღის გამოხატვისას.

ისმის კითხვა: შეიძლება სახის გამომეტყველების მიხედვით განვსაზღვროთ ადამიანი


სიმართლეს ამბობს თუ არა? ფსიქოლოგების თანახმად, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ
ტყუილის ამოცნობა, აკვირდებიან მოსაუბრის მიმიკას, თუმცა ამას აკეთებენ სრულიად
გაუცნობიერებლად. ასევე საინტერესოა იმის გარკვევა, თუ ემოციის გამოხატვის რა ხერხებია
ზოგადად ადამიანისთვის დამახასიათებელი და რომელია კულტურით გაპირობებული.
ფაქტების უმრავლესობა მიუთითებს, რომ მიმიკა უნივერსალურია. მაგალითად, ნიუ-
იორკში, ჰონკონგსა და სანტიაგოში ღიმილი, შეკუმშული ტუჩები და მოღუშული წარბები
მსგავს ემოციებს გამოხატავს. მიუხედავად ამისა, განსხვავებული კულტურის
წარმომადგენლები მიმიკებს სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით იყენებენ.
გამოკვლევების თანახმად, კულტურულ გარემოზე ჟესტიკულაციაა უფრო დამოკიდებული,
ვიდრე მიმიკა. ჟესტები წარმოადგენს გრძნობების გამოხატვის ხერხებს სიტყვების
გამოყენების გარეშე (მაგალითად, მუშტის მოღერება, აპლოდისმენტები, ჰაეროვანი კოცნა,
გულში ჩახუტება და ა.შ.). როგორც წესი, ჟესტიკულაციის ხასიათიც გაპირობებულია
კულტურით და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. მაგალითად, სტვენა, ზოგიერთ
კულტურაში ნიშნავს რაიმეს მოწონებას და მაღალ შეფასებას, ზოგიერთში კი - ნეგატიურ
დამოკიდებულებას. არსებობს საზოგადოებები (მაგალითად, იაპონიაში), სადაც ემოციების,
განსაკუთრებით კი უარყოფითის, ღიად გამოვლენა გაკიცხვას იმსახურებს. თუკი ადამიანი
სხვების დასანახად გამოხატავს მწუხარებას ან მრისხანებას, იგი არ იმსახურებს
გარშემომყოფთა პატივისცემას. ასეთ კულტურებში თავშეკავება და თვითკონტროლის უნარი

68
უფრო მეტად ფასობს. სხვა საზოგადოებაში ადამიანები გულღიად ამჟღავნებენ საკუთარ
გრძნობებს, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში თავისუფლად ჟესტიკულირებენ და
იცვლიან ხმის ინტონაციას. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი ოჯახის თითქმის ყველა
წევრისთვის გრძნობების გამოვლენისას დამახასიათებელია ერთმანეთის მსგავსი ჟესტების
გამოყენება. ზოგიერთ ოჯახში ადგილი აქვს ემოციურ აფეთქებებს: ოჯახის წევრები ძალიან
ხმამაღლა ყვირიან, ტირიან, ხტუნავენ, ერთმანეთს ამხნევებენ მხარზე ხელის დარტყმით და
ა.შ., რის საშუალებითაც გამოხატავენ სიხარულს, თანაგრძნობას, მწუხარებას და სხვა. სხვა
ოჯახში მიღებულია შედარებით თავშეკავებული ქცევები, სადაც უპირატესობა
თავაზიანობას ენიჭება. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მეუღლეები დროთა
განმავლობაში თანდათანობით ემსგავსებიან ერთმანეთს იმიტომ, რომ მსგავს მიმიკებს
იყენებენ.

ემოციათა ფიზიოლოგიური გამოვლინებები

გადმოცემის მიხედვით, მედიცინის მამამთავარს - ჰიპოკრატეს უთქვამს, რომ


გაცილებით მნიშვნელოვანია ავადმყოფის პიროვნების ცოდნა, ვიდრე მისი დაავადების
სახელწოდებისო. იგი აღიარებდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე შინაგანი პროცესების
გაგებაში გადამწყვეტ როლს ემოციები თამაშობენ. თანამედროვე შეფასებებით
ფიზიოლოგიური და სამედიცინო პრობლემების დაახლოებით 80% ემოციურ კომპონენტებს
შეიცავს. ალბათ შენიშნული გვაქვს, რომ ჩვენს ემოციებს თან სდევს ორგანიზმში მიმდინარე
განსაზღვრული ფიზიოლოგიური ცვლილებები. როგორ რეაგირებს სტრესზე ჩვენი
ორგანიზმი? სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა უკიდურესად ძლიერმა ემოციამ.
მიჩნეულია, რომ სტრესი უფრო ხშირად აღმოცენდება შიშისა და განრისხების შედეგად,
მაგრამ მისი მიზეზი შესაძლოა გახდეს ძალიან ძლიერი სიხარულიც კი.

სტრესის დროს შევიგრძნობთ დაძაბულობას/დისკომფორტს კუჭში, პირის ღრუში


სიმშრალეს ან გულისცემის გახშირებას. აღნიშნული სამი სიმპტომი წარმოადგენს სტრესზე
შედარებით გავრცელებულ რეაქციათა სახეობას. გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმს
შეუძლია უპასუხოს ინტენსიურ ემოციებზე სუნთქვის გახშირებით, ოფლის გამოყოფის
გაძლიერებით, სახის გაწითლებით, კუნთების დაძაბულობით, თვალის გუგების
გაფართოებით და ა. შ. არსებობს სხვა ფიზიოლოგიური რეაქციებიც, რომელთა გაზომვა
შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამედიცინო ხელსაწყოების დახმარებით. სტრესულ
მდგომარეობაში ზოგიერთი ფიზიოლოგიური პროცესი მკვეთრად აქტიურდება, კერძოდ,
მატულობს არტერიული წნევა და კუნთებში ძლიერდება სისხლის მოძრაობა, იზრდება
სისხლში ადრენალინის შემცველობა, იცვლება კანის გალვანური რეაქცია და სხვა.

მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინათ


იწვევს თუ არა ნებისმიერი ემოცია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ რაიმე სპეციფიკურ
რეაქციას. აღმოჩნდა, რომ ისეთი უარყოფითი ემოციები, როგორიცაა მრისხანება, შიში და

69
ნაღველი იწვევს უფრო ძლიერ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, ვიდრე დადებითი ემოციები. ეს
თვისება აღინიშნებოდა თითქმის ყველა ცდისპირთან მათი სქესის, ასაკისა და კულტურული
მიკუთვნებულობისგან დამოუკიდებლად. მეცნიერებს ასევე აინტერესებთ თავის ტვინის
რომელი ზონებია დაკავშირებული განსაზღვრული ემოციების ჩამოყალიბებასთან. თავის
ტვინის ტრავმის მქონე პაციენტების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტვინის მარცხენა
ნახევარსფერო „პასუხს აგებს“ დადებით ემოციებზე (მაგალითად, სიხარულზე), ხოლო
მარჯვენა ნახევარსფერო კი - უარყოფით ემოციებზე.

როგორც წესი, სტრესზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციები დადებით გავლენას


ახდენს ზოგადად ორგანიზმის მუშაობაზე. მრავალი პროცესი აქტიურდება, რის შედეგადაც
ადამიანის ორგანიზმი ემზადება საგანგებო სიტუაციისათვის. სისხლის მიმოქცევის
გაუმჯობესება და ადრენალინის გამოყოფის გაზრდა ინდივიდს დამატებით ძალებს ანიჭებს.
მას შეუძლია სწრაფად სირბილი და „საიდანღაც“ უჩნდება მეტი ენერგია. ყველას შეუძლია
გაიხსენოს მომენტები, როდესაც მოზღვავებულ ენერგიულობას გრძნობდნენ სტრესულ
მდგომარეობაში. ადამიანს, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ინტენსიურ ემოციებს უღვივებს.
მაგრამ, სამწუხაროდ, ემოციები ყოველთვის არ იწვევენ ისეთ ფიზიოლოგიურ რეაქციებს,
რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. ხანგრძლივი სტრესი უკავშირდება
სხვადასხვა დაავადების აღმოცენებას, მაგალითად, პიროვნებას შეიძლება გაუჩნდეს მშრალი
ხველა, კუჭის წყლული, ხშირი თავის ტკივილები, არტერიული წნევის მომატება; შეიძლება
მოუვიდეს ინსულტი ან გულის შეტევა. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი
შიშის გამო შეიძლება მოკვდეს კიდეც. მათ შეისწავლეს სიკვდილიანობის ის შემთხვევები,
რომლებიც უკავშირდებოდა შამანების ზემოქმედებას ადამიანზე. თუ ინდივიდს სჯერა
ჯადოქრობის, იგი აუცილებლად განიცდის ძლიერ შიშს, რაც იწვევს გულის კუმშვის
სიხშირის საგრძნობლად გადიდებას, რის შედეგად დგება ე.წ. კომპენსაცია და გულის რიტმი
ნელდება. ზოგჯერ მსგავსი კომპენსაცია უკიდურესია და გული საერთოდ ჩერდება, რაც
იწვევს სიკვდილს. ემოციით გამოწვეული ფიზიოლოგიური რეაქციების გამზომ ხელსაწყოს
პოლიგრაფი ანუ ტყუილის დეტექტორი ეწოდება. მეორე დასახელება მიიღო იმიტომ, რომ
მას აქტიურად იყენებენ დამნაშავის, ეჭვმიტანილისა ან დაზარალებულის მიერ მიცემული
ჩვენებების გულწრფელობისა და ჭეშმარიტების დასადგენად.

პოლიგრაფი (ტყუილის დეტექტორი) წარმოადგენს ხელსაწყოს, რომელიც აღრიცხავს


გულისცემისა და სუნთქვის სიხშირეს, არტერიულ წნევას, საჭმლის მომნელებელი
ორგანოების აქტიურობასა და კანის გალვანურ რეაქციას. ცდისპირს სხეულის სხვადასხვა
ნაწილში უერთებენ ელექტროდებს. შემდეგ ამ ელექტროდებს მიუერთებენ ხელსაწყოს,
რომელიც ახდენს ფიზიოლოგიური პარამეტრების რეგისტრაციას და იწერს თვითჩამწერის
დახმარებით. ხელსაწყოს მოქმედება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ტყუილი იწვევს ძლიერ
ემოციებს. რამდენადაც ინტენსიურ ემოციებს თან სდევს ფიზიოლოგიური პარამეტრების
ცვალებადობა, ხელსაწყომ უნდა დააფიქსიროს პარამეტრების შესამჩნევი რყევები ყოველ
ჯერზე, როდესაც ცდისპირი იტყუება. სიმართლის თქმის შემთხვევაში ფიზიოლოგიური

70
პარამეტრები უცვლელი რჩება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გამოწმებენ ტყუილის
დეტექტორზე დადგენილი პროცედურის თანახმად. თავიდან გისვამენ ნეიტრალურ
კითხვებს, რომლებმაც არანაირი ემოცია არ უნდა გამოიწვოს თქვენში. მაგალითად, „რა
გქვიათ?“ ან „რა მიირთვით საუზმეზე?“ იგულისხმება, რომ ამგვარი შეკითხვები არ იწვევს
ემოციას და გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირე, არტერიული წნევა და სხვა
ფიზიოლოგიური მონაცემები იქნება ნორმის შესატყვისი. ეს დონე ჩაითვლება საბაზისო
ხაზად. შემდეგ დაგისვამენ კრიტიკულ შეკითხვებს, მაგალითად, „შეხვდით თუ არა
მკვლელობის ღამეს ბატონ კოტეს?“ ან „სად დამალეთ გატაცებული ავტომობილი?“ და ა.შ.
თუკი პასუხის გაცემის მომენტში ხელსაწყო დაარეგისტრირებს საბაზისო ხაზიდან
მაჩვენებლების შესამჩნევ გადახრას, მაშინ გამომძიებელი დაასკვნის, რომ თქვენ ჩავარდით
ემოციური აგზნებადობის მდგომარეობაში. ისმის კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ
ტყუილი თქვით? ამჟამად, პოლიგრაფის მეშვეობით მიღებული შედეგების სანდოობა
ეჭვქვეშაა დაყენებული. დაკითხვის პროცესში ადამიანს, რაც არ უნდა უდანაშაულო და
მართალი იყოს იგი, უნებლიედ ეუფლება ემოციები, რადგან, თვით სიტუაციაა
არასტანდარტული და ხშირად პიროვნებისთვის უჩვეულო. გარდა ამისა, ტყუილთან
დაკავშირებული ემოციური დაძაბულობის ხარისხში არსებობს მნიშვნელოვანი
ინდივიდუალური განსხვავებებიც. ზოგიერთი ტყუის ადვილად, დამაჯერებლად,
ყოველგვარი ემოციურობის გარეშე; სხვები ავლენენ შესამჩნევ განცდებს, აწუხებთ
დანაშაულის გრძნობა მაშინაც კი, როცა არ არიან საკუთარ პასუხში დარწმუნებული.
დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც გამოსაცდელი პირები თაღლითობენ
დეტექტორზე შემოწმებისას. ისინი ნეიტრალურ შეკითხვებზე პასუხისას სპეციალურად
იხსენებენ არასასიამოვნოს და ძაბავენ კუნთებს. გამომდინარე აქედან, კრიტიკული
შეკითხვების დასმისას შეუმჩნეველი რჩება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.
სამწუხაროდ, პოლიგრაფის გამოყენებას არაერთხელ გამოუწვევია შეცდომა და
უდანაშაულო ადამიანები დაუპატიმრებიათ. ამიტომ, ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ,
რომ არ შეიძლება ემოციების შეფასება მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენებით; ორგანიზმის
ელექტრული და ქიმიური მაჩვენებლების გამოკვლევაზე დაფუძნებული თანამედროვე
ხერხების გამოყენება ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ისინიც ვერ იძლევა ზუსტ შედეგებს.
გამოსავალი შეიძლება მოინახოს რამდენიმე მეთოდის პარალელურად გამოყენებაში, რაც
მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.

ემოციათა ტიპოლოგია

მრავალი ფსიქოლოგი ეთანხმება იმ შეხედულებას, რომ არსებობს სამი ძირითადი


ემოცია: რისხვა, შიში და სიხარული. ისინი თვლიან, რომ დანარჩენი ემოციები წარმოადგენს
ამ სამიდან ერთ-ერთის ვარიაციას ან მათ შერწყმას. მაგალითად, სიძულვილი, გაშმაგება და
მტრობა წარმოადგენს მრისხანების ფორმებს; ეჭვიანობისა და დანაშაულის გრძნობის
საფუძვლად ძევს შიში; სიყვარული და ბედნიერება დაკავშირებულია სიხარულთან;

71
მწუხარება (წუხილი) წარმოადგენს შიშისა და რისხვის შეთანაწყობას და ა.შ. განვიხილოთ
ემოციათა სახეები.

მრისხანება. ეს არის საკმაოდ უსიამოვნო ემოცია, რომლის მიზეზს ჩვეულებრივ


ფრუსტრაცია წარმოადგენს. ადამიანში ფრუსტრაციის გრძნობა იმ შემთხვევაში
აღმოცენდება, როდესაც მას არ შეუძლია სასურველის მიღება (მიზნის მიღწევა). შემოკლებით,
ფრუსტრაციას, მიზნის მიღწევის ბლოკირებასაც უწოდებენ. მიზნის მიღწევას შეიძლება
სრულიად განსხვავებული მიზეზი უშლიდეს ხელს: ზოგჯერ ადამიანს არ ჰყოფნის უნარ-
ჩვევები; ხშირად, ადამიანები მიისწრაფვიან ისეთი მიზნების მიღწევისკენ, რომლებიც მათი
შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. მაგალითად, მორიდებულ გოგონას სურვილი აქვს
ბანკში კლიენტთა მომსახურების განყოფილებაში იმუშაოს ან შეზღუდული
ინტელექტუალური უნარების მქონე მამაკაცს სურს ბირთვულ ფიზიკაში ნაშრომი
მოამზადოს. ფრუსტრაცია შეიძლება იმ შემთხვევაშიც აღმოცენდეს, როდესაც ინდივიდს
უჭირს რამდენიმე მიზნიდან ერთ-ერთის ამორჩევა. შესაძლოა, ადამიანს ერთდროულად
მრავალი მიზანი ამოძრავებდეს. კურტ ლევინმა, ჯერ კიდევ 1935 წელს, გამოყო მიზნის
მიღწევასთან დაკავშირებული შინაგანი კონფლიქტების სამი ტიპი, რომელთაც ადამიანი
ფრუსტრაციამდე მიყავს. განვიხილოთ თითოეული.

 თანაბარმნიშვნელოვანი დადებითი შესაძლებლობების კონფლიქტი


იგი იწვევს შედარებით სუსტ ფრუსტრაციას და აღმოცენდება იმ შემთხვევაში, როდესაც
ადამიანს აქვს ორი მიზანი, მაგრამ, მათი ერთდროულად მიღწევა შეუძლებელია.
წარმოიდგინეთ, ორ სხვადასხვა ადგილას ერთსა და იმავე დროს თქვენთვის ორი ძალიან
საინტერესო შეხვედრა ეწყობა; ორივეზე გსურთ დასწრება, მაგრამ იძულებული ხართ ერთი
გამოტოვოთ. რომელს აირჩევთ? ან ვთქვათ, გაქვთ გარკვეული თანხა და გსურთ
ავტომობილის შეძენა. მოგწონთ „აუდიც“ და „მერსედესიც“; უნდა გააკეთოთ არჩევანი ერთის
სასარგებლოდ; შეიძლება გული დაგწყდეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი რჩებით შენაძენით.
გამომდინარე აქედან, ფრუსტრაცია მეორე მარკის ავტომობილთან დაკავშირებით
მინიმალურია.

 თანაბარმნიშვნელოვანი უარყოფითი შესაძლებლობების კონფლიქტი

ამ ტიპის კონფლიქტი იწვევს ყველაზე ძლიერ ფრუსტრაციას, რადგან ინდივიდმა ორი


არასასურველი მოქმედებიდან ერთი უნდა აირჩიოს და შეიძლება ეს იძულებითაც გააკეთოს.
მაგალითად, როდესაც ბავშვს ეუბნებიან - „ან დაიძინებ ადრე, ან ლექსს ისწავლი ზეპირად!“,
ამ დროს გაკეთებული არჩევანი ხშირად მრისხანებასაც კი იწვევს.

 დადებით - უარყოფითი შესაძლებლობების კონფლიქტი

აღწერილი კონფლიქტებიდან ეს სახეობა აღმოცენდება ყველაზე ხშირად. პიროვნების


მიზნებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტი. შოკოლადის ნაყინის
სიყვარული დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ, ამასთანავე ვიმატებთ წონაში; თუკი მთელ

72
საღამოს გამოცდისთვის მზადებას მივუძღვნით, აუცილებლად მაღალ შეფასებას მივიღებთ,
სანაცვლოდ კი მეგობრების მხიარულ კამპანიას მოვაკლდებით. ამ ტიპის კონფლიქტების
გადაჭრისას დასაწყისში ჩვეულებრივ ჭარბობს დადებითი ტენდენციები. განვიხილოთ
ასეთი მაგალითი: მსახიობი ქალი თანხმდება ახალ პიესაში მთავარი როლის შესრულებაზე.
ის გულის ფანცქალით ელოდება პრემიერას, აპლოდისმენტებს, ყვავილებს, მოლოცვებს და
ა.შ., მაგრამ, სცენაზე გამოსვლის შიში აქვს, რაც არასასიამოვნო განცდებს აღვივებს მასში და
უჩნდება განრიდების სურვილი, რაც მიზნის ასრულების მიახლოებასთან ერთად
თანდათანობით მატულობს. პრემიერის დღეს მსახიობს უჭირს სცენაზე გასვლა, რისთვისაც
დიდი ძალისხმევა სჭირდება.

 სავარჯიშო

განსაზღვრეთ ქვემოთ აღწერილი კონფლიქტების ტიპი.

ა/ კატოს სურს სამეჯლისო ცეკვებზე სიარული, მაგრამ შიშობს სასაცილო მდგომარეობაში


აღმოჩნდება, თუ ილეთებს ზუსტად ვერ შეასრულებს;
ბ/ მანანას ვერ გადაუწყვეტია საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად რა შეუკვეთოს -
მარწყვის თუ ნიგვზის ტორტი;
გ/ დათო ესპანური ენის გაკვეთილებს ვერ იტანს, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ მაინც გააცდენს,
ჩათვლას ვერ მიიღებს;
დ/ ლალის უჭირს არჩევანის გაკეთება სად გაატაროს შვებულება - მთიან კურორტზე თუ
ზღვის სანაპიროზე;
ე/ ეთერს ძალიან მოსწონს პლაჟზე ყოფნა, მაგრამ ეშინია, რომ ძალიან დაიწვება თუ
სასწრაფოდ არ დატოვებს იქაურობას;
ვ/ ინგას სურს თავის სახლში მეგობრების დაპატიჟება ვახშამზე, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი
აშინებს, რომ მთელი დღის განმავლობაში სადილები უნდა აკეთოს.

დავალება: ახსენით, მოყვანილი სიუჟეტებიდან რომელი პერსონაჟი განიცდის ყველაზე


სუსტ/ ძლიერ ფრუსტრაციასა და მრისხანებას და რატომ.

აგრესია. აგრესია არის ნებისმიერი განსაზღვრული მოქმედება, მიმართული სხვა ადამიანის,


ადამიანთა ჯგუფის ან ცხოველისადმი ზიანის მიყენებაზე. ე. ფრომი აგრესიას განსაზღვრავს,
როგორც ზიანის (ვნების) მიყენებას არამხოლოდ ადამიანისა და ცხოველისადმი, არამედ
საერთოდ ყველანაირი არაცოცხალი ობიექტისადმი. ამ პოზიციიდან გამომდინარე რ.
ბერონის წარმოდგენა აგრესიაზე არსებითად განსხვავდება ფრომისეულისაგან. რ. ბერონი
ხაზს უსვამს, რომ აგრესიულად შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ის მოქმედებები,
რომლებიც ზიანს აყენებს ცოცხალ არსებებს, თუმცა აქაც არის პრობლემა, მაგალითად,

73
როგორი ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს ჭურჭლის მტვრევას ჩხუბის დროს? არის თუ არა ეს
აგრესია? თუ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი მსხვერპლს ეკუთვნის და
არა აგრესორს?

ცნებები - აგრესია და აგრესიულობა - არ არის სინონიმური. აგრესიულობის ქვეშ


გაიგება პიროვნების თვისება, გამოხატული აგრესიისადმი მზადყოფნაში. აგრესიულობა
მოიცავს სოციალურ და პერცეპტულ კომპონენტებსაც, რაც ვლინდება პიროვნების
მზადყოფნაში (მიდრეკილებაში) აღიქვას სხვა ადამიანის ქცევა, როგორც მტრული.
დღეისათვის არსებული აგრესიის თეორიები განსხვავებულად ხსნიან ადამიანის აგრესიული
ქცევის მიზეზებსა და მექანიზმებს. ერთი ნაწილი აგრესიას უკავშირებს ინსტიქტურ
ლტოლვებს (ზ. ფროიდი, კ. ლორენცი), მეორე აგრესიულ ქცევას ხსნის, როგორც
ფრუსტრაციაზე უშუალო რეაქციას (ჯ. დოლარდი, ლ. ბერკოვიცი), მესამეში აგრესია
განიხილება, როგორც სოციალური დასწავლის შედეგი (ა.ბანდურა). ექსპერიმენტული
მონაცემები მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ასაბუთებენ აგრესიის ძირითად თეორიებს,
მაგრამ ეს მდგომარეობა არ მეტყველებს თეორიის კრიზისზე, არამედ ადასტურებს აგრესიის
ფენომენის მრავალასპექტიანობასა და მრავალმხრივობას. სამართლიანი იქნება აღინიშნოს,
რომ ექსპერიმენტულად შედარებით მეტად შესწავლილია აგრესიის ფრუსტრაციული და
სოციალური დასწავლის თეორიები.

აგრესიულობა, როგორც მდგრადი პიროვნული მახასიათებელი ყალიბდება


აქტუალური პიროვნული მოთხოვნილებების რეალიზაციის შესაძლებლობის დათრგუნვის
შედეგად. ნებისმიერი ოჯახური დეფორმაცია იწვევს ნეგატიურ შედეგს ბავშვის პიროვნების
განვითარებაში. გამოიყოფა ოჯახის დეფორმაციის ორი ტიპი: სტრუქტურული და
ფსიქოლოგიური. სტრუქტურული დეფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის
სტრუქტურული მთლიანობის დარღვევა, რაც თანამედროვე პერიოდში უკავშირდება ერთ-
ერთი მშობლის არარსებობას. ოჯახის ფსიქოლოგიური დეფორმაცია დაკავშირებულია
პიროვნებათაშორისი ურთიერთობების სისტემის დარღვევასთან, ასევე ოჯახში ნეგატიური
ფასეულობების სისტემის აღიარებასა და რეალიზაციასთან, ასოციალურ განწყობებთან და
ა.შ. არსებობს გამოკვლევები, რომლებიც აღწერს არასრული ოჯახის ფაქტორის გავლენას
ბავშვის პიროვნებაზე. დადგენილია, რომ ბიჭები გოგონებთან შედარებით უფრო მძაფრად
აღიქვამენ მამის ნაკლებობას. ასეთ ოჯახებში ბიჭები შედარებით აგრესიულები,
გაღიზიანებულები და შფოთიანები არიან. იმ უფროსი ასაკის ბავშვების ქცევის შესწავლამ,
რომლებიც უმამოდ გაიზარდნენ, გამოავლინა, რომ ისინი უფრო ნაკლებად მამაცები იყვნენ,
იმათთან შედარებით, ვინც სულ მამებთან ერთად იზრდებიან. იგივე არ შეიძლება ითქვას
გოგონებზე, რაც ნიშნავს, რომ გოგონები თავიანთი პიროვნული თავისებურებებითა და
ქცევით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, გაზრდილნი არიან
სრულფასოვან თუ არასრულფასოვან ოჯახებში; მაგრამ, ინტელექტუალურ სფეროში
დაფიქსირდა განსხვავება.

74
დღესდღეობით სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ოჯახის ფსიქოლოგიური
დეფორმაციის ფაქტორს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ოჯახში პიროვნებათაშორისი
მიმართებებისა და ფასეულობების სისტემის დარღვევამ შეიძლება მძლავრი ზეგავლენა
მოახდინოს ბავშვის, მოზარდის პიროვნების ნეგატიურ განვითარებაზე, მიიყვანოს ის
სხვადასხვა პიროვნულ დეფორმაციამდე - სოციალური ინფანტილიზმიდან ასოციალურ და
დელინკვენტურ ქცევამდე. ბავშვის ხასიათის ზოგიერთი ნიშან-თვისების დისჰარმონიული
განვითარება შეიძლება გაპირობებული იყოს ოჯახური მიმართებების თავისებურებებით.
მშობლების მიერ ბავშვის ხასიათის თვისებების სათანადოდ შეუფასებლობამ შესაძლოა ხელი
შეუწყოს არა მარტო ოჯახური კონფლიქტების გამწვავებას, არამედ გამოიწვიოს
პათოქარაქტეროლოგიური რეაქციების, ნევროზების განვითარება, აქცენტუირებული ნიშან-
თვისებების ბაზაზე ფსიქოპათიური გადახრების ჩამოყალიბება და სხვა.

ნებისმიერ კონფლიქტს, მისი სახეობისგან დამოუკიდებლად, მივყავართ


ფრუსტრაციამდე, მაგრამ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ მასზე. ზოგიერთი
სხვებთან შედარებით ძლიერ ფრუსტრაციას განიცდის. ზოგჯერ ისინი ცდილობენ გაექცნენ
მას, მაგრამ ვერ ახერხებენ და ბრაზდებიან. ისინი თავიანთ მრისხანებას მრავალფეროვანი
ხერხებით გამოხატავენ, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულს აგრესიული ქცევა
წარმოადგენს. აგრესიას მიეკუთვნება ქცევის სხვადასხვა ფორმა, დაწყებული შეკამათებიდან,
დამთავრებული ფიზიკური ძალადობის ექსტრემალურ გამოვლინებამდე. აგრესიის მიზანს
წარმოადგენს სხვა ადამიანის ან საგნისადმი მორალური/ფიზიკური ზიანის მიყენება ან
განადგურება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სუბიექტები არსებითად განსხვავდებიან
აგრესიის გამოვლინებაში. ზოგი მაშინვე გამოხატავს საკუთარ რისხვას (ჩხუბს დაიწყებს ან
კარებს გამოიჯახუნებს), სხვები არ ამხელენ თავიანთ გრძნობებს, მაგრამ შინაგანად
ყველაფერი „უდუღთ“; არიან ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ გაერიდონ სიტუაციას,
როდესაც ხვდებიან ფრუსტრაციის ან მრისხანების აღმოცენების შესაძლებლობას.
ფსიქოლოგები სხვადასხვანაირად ხსნიან მრისხანების ასეთ მრავალსახეობას. დისკუსიის
საგნად რჩება კითხვა: არის თუ არა აგრესიისადმი მიდრეკილება გენეტიკურად
გაპირობებული, თუ იგი შეძენილი ნიშან-თვისებაა. ფსიქოლოგები ორივე ვარიანტს
იკვლევენ.

უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნევროლოგიური ან თავის ტვინთან


დაკავშირებული დარღვევების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ავლენენ აგრესიულობას. ამ
დარღვევებს შეიძლება გენეტიკური მიზეზები ჰქონდეს ან იყოს უბედური შემთხვევის დროს
მიღებული თავის ტვინის ტრავმის, ჩხუბის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად
გამოყენების შედეგი. როდესაც მეცნიერებს ექნებათ მეტი ინფორმაცია ემოციების
ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული თავის ტვინის ზონების შესახებ, ისინი უკეთ
გაერკვევიან აგრესიის ფიზიოლოგიურ მიზეზებში. ფსიქოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ
ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ აგრესიულ ქცევას. თუკი წარსულში
აგრესიამ მათ ხელი შეუწყო ფრუსტრაციისა და მრისხანებისგან გათავისუფლებაში, მაშინ

75
ისინი კვლავ იმოქმედებენ აგრესიულად. გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ
აგრესიული ქცევის დასწავლა შეიძლება სხვა ადამიანებისგანაც. აღმოჩნდა, რომ აგრესიული
მშობლების მიერ გაზრდილი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი აგრესიისადმი,
ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ კაცთმოყვარეობისა და თანამშრომლობის
პრინციპებზე. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ნორმალურ პირობებში ადამიანში
აგრესიულ ქცევას იწვევს განსაზღვრული გამღიზიანებლები ან სიგნალები.

კულტურული ფაქტორები ასევე გავლენას ახდენენ ადამიანის აგრესიულობის


ხარისხზე. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დასავლეთისა და სამხრეთის შტატების
მაცხოვრებლები გაცილებით ხშირად გამოხატავენ თავიანთ მრისხანებას ძალადობის
დახმარებით, ვიდრე სხვა რეგიონებისა. ფსიქოლოგები დაინტერესდნენ საკითხით -
შესაძლებელია თუ არა სატელევიზიო ფილმებმა და პროგრამებმა, სადაც ძალადობის
დემონსტრირება ხდება, გავლენა მოახდინოს მაყურებლის ქცევაზე. ბავშვებზე ჩატარებულმა
ექსპერიმენტმა არაერთმნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა. ზოგიერთმა გამოკვლევამ
დაადასტურა ის აზრი, რომ ძალადობის შემცველი ფილმების ნახვის შემდეგ, ბავშვები
შედარებით მეტად აგრესიულად იქცევიან, მაგრამ, სხვა ექსპერიმენტებში მოხდა პირიქით,
ასეთივე მაყურებელი აგრესიულად ნაკლებად იქცეოდა. ცხადია, რომ ნანახ ძალადობაზე
ბავშვების რეაქცია ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მხოლოდ ბავშვის პიროვნებაზე.
ზოგიერთმა კორელაციურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ძალადობას ხედავენ
ბავშვები ეკრანზე, მით ნაკლებ თანაგრძნობას გამოხატავენ მხვერპლისადმი. თუმცა
ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ძალადობის შემცველმა სატელევიზიო პროგრამებმა
შეიძლება სარგებლობაც მოიტანონ, რადგან აგრესიულ გრძნობებს „გამოსვლის“ საშუალება
ეძლევათ. აკვირდება რა, თუ როგორ უსწორდება ფილმის გმირი საზიზღარ მკვლელს,
მაყურებელი თავისუფლდება იმ მძვინვარებისაგან, რომელიც მას დაუგროვდა ფილმის
ყურებისას. ამერიკულ ციხეებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აგრესიის
შემცველი ფილმების ნახვა არ იწვევს პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევების რიცხვის
გაზრდას. ამჟამად, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა
აგრესიული ქცევის გაკონტროლება კინოხელოვნების დახმარებით.

როგორ ვმართოთ რისხვა - პრაქტიკული რეკომენდაციები

არსებობს რისხვის გამოხატვის რამდენიმე ხერხი. უპირველესად, ადამიანმა შეიძლება


პირდაპირ/ღიად გამოხატოს საკუთარი გრძნობები. მაგალითად, თუ რომელიმე ამხანაგი
გაღიზიანებთ, თქვენ შეგიძლიათ მას ნაწყენი ტონით უთხრათ ამის შესახებ; თუ თქვენი
მანქანა არ იქოქება, შეგიძლიათ მას ფეხი მიარტყათ. მრისხანების ღიად გამოხატვისას გზას
უხსნით საკუთარ ემოციებს და გარშემომყოფები იგებენ თუ რას გრძნობთ. მაგრამ ზოგჯერ ეს
არ წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს.

მეორე ალტერნატივა მრისხანების ირიბი გამოხატულებაა. ზოგჯერ, თქვენ არ


შეგიძლიათ ან არ გსურთ რისხვა მიმართოთ იმ ადამიანზე ან საგანზე, რომელმაც თქვენში

76
ფრუსტრაცია წარმოშვა. ნაცვლად ამისა, საკუთარ რისხვასა და აგრესიულ გძნობებს იმ
პიროვნებაზე ან საგანზე გადმოანთხევთ, რომლებიც თქვენთვის სრულიად უსაფრთხოა.
რამდენადაც, ამ შემთხვევაში თქვენი რისხვა გადადის ერთი ობიექტიდან მეორეზე, მსგავს
ირიბ (არაპირდაპირ) გამოხატულებას „გადატანა“ ეწოდება.

მესამე ვარიანტს წარმოადგენს საკუთარი მრისხანების შეკავება. რისხვა ითვლება


უარყოფით/ნეგატიურ ემოციად. ამიტომ, ადამიანები ცდილობენ მისგან თავშეკავებას. ასეთ
შეხედულებას ბევრი მეცნიერი არ იზიარებს და არაჯანსაღად მიიჩნევს. გამომდინარე
იმისგან, რომ რისხვა გროვდება და სულ უფრო ინტენსიური ხდება, აღმოცენდება სტრესი.
სტრესი კი იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რამაც თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს
უსიამოვნო შეგრძნებები და ზიანი მიაყენოს პიროვნების ჯანმრთელობას. სომატური
დაავადებით დაავადების რისკი მაღალია იმ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად თავს
იკავებენ მრისხანების გამოვლენისაგან. სასურველია, რომ დასაწყისშივე არ მივცეთ
მრისხანების გრძნობას განვითარების საშუალება. ამისათვის, პირველ რიგში, მიზეზის
გარკვევაა აუცილებელი. ზოგჯერ მისი აღმოფხვრაც შესაძლებელია. მაგრამ, როგორც წესი,
ადამიანები ხშირად ისეთ სიტუაციებში ხვდებიან, რომ მძვინვარების მიზეზის აღმოფხვრა
შეუძლებელია. სასარგებლოა წინასწარ მოვემზადოთ და დავგეგმოთ საკუთარი რეაქციები.
ისმის კითხვა: როგორ გავაკონტროლოთ საკუთარი მრისხანება და აგრესიული გრძნობები?
ფსიქოლოგები გვირჩევენ საკუთარ თავს პოზიტიურ ტონში დაველაპარაკოთ. ამ დროს
განსაკუთრებით შველის იუმორის გრძნობა, რომელიც დაძაბულობას თავისთავად ხსნის.
მრისხანებაზე კონტროლის ერთ-ერთი მეთოდი შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:

1. გააცნობიერეთ, ნამდვილად ხართ განრისხებული, თუ ეს შეიძლება უბრალოდ შიში,


სტრესი, დანაშულის გრძნობა ან გადაღლაა;
2. შეეცადეთ საკუთარი თავი იმ ადამიანის ადგილზე დააყენოთ, რომელმაც თქვენში რისხვა
გამოიწვია;
3. გააანალიზეთ შექმნილი სიტუაცია; არ შეიძლება მასში რაიმე სახალისოს პოვნა?
4. მოუსმინეთ თქვენს მოწინააღმდეგეს;
5. როდესაც ლაპარაკს დაიწყებთ, ეცადეთ, ოპონენტის მიმართ დადებითი გრძნობები
გაგიჩნდეთ;
6. ყურადღება მიაქციეთ მრისხანების ფიზიოლოგიურ ცვლილებებს; თუკი ასეთს ადგილი
ექნება, დასამშვიდებლად დაითვალეთ ათამდე;
7. შეეცადეთ განსახილველ თემას არ გადაუხვიოთ; არ გაიხსენოთ ძველი წყენა და
გაუგებრობა

სიხარული. სიხარული ყველაზე სასიამოვნო ემოციაა, რომელსაც ადამიანი განიცდის, ხოლო


მისი მეცნიერული განსაზღრების მოძებნა კი - ყველაზე რთული. სიხარული შეიძლება
აღვწეროთ, როგორც აქტიური დადებითი ემოცია, გამოხატული კარგ განწყობილებასა და
კმაყოფილების შეგრძნებაში. სიხარული წარმავალი ემოციაა და შეიძლება მხოლოდ რაღაც

77
დროით გრძელდებოდეს. სიხარულის შედარებით ხანგრძლივ შეგრძნებას ბედნიერებას
უწოდებენ. მაგრამ, ბედნიერება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კმაყოფილების
ინტენსიური გრძნობა. მეცნიერები დაინტერესდნენ არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის
ცხოვრების სტილსა და ბედნიერების შეგრძნებას შორის. გამოკვლეულ იქნა 100000 ადამიანი.
აღმოჩნდა, რომ ცოლ–ქმრული წყვილები, უცოლოებთან, გაუთხოვრებთან და ქორწინებაში
არმყოფ წყვილებთან შედარებით, უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს. გამოკვლევამ აჩვენა,
რომ ფული არ წარმოადგენს ბედნიერების გარანტიას. კეთილდღეობის გარკვეული დონის
მიღწევის შემდეგ შემოსავლების ზრდა ადამიანებს უფრო ბედნიერს არ ხდის. ბედნიერება
ასევე არ არის დამოკიდებული ასაკსა და რომელიმე განსაზღვრული რელიგიისადმი
მიკუთვნებულობაზე. მაგრამ, არსებობს დევიდ მაიერსის ცნობილი გამოკვლევა, რომლის
თანახმადაც აქტიური რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები უფრო მეტ კმაყოფილებას
იღებენ ცხოვრებისგან. სიხარულისა და ბედნიერების განცდაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს
სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ბედნიერება ხომ ისეთი მდგომარეობაა, რომლისკენაც
ყველა უნდა ისწრაფვოდეს. ის არამხოლოდ დადებითი ემოციით გვავსებს, არამედ
სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

პრაქტიკული სამუშაო - ოქსფორდის ბედნიერების კითხვარი (მ. არგაილი)

ინსტრუქცია: ქვემოთ წარმოდგენილია დებულებების ჯგუფები, რომლებიც ეხება


ადამიანის პირად ბედნიერებას. გთხოვთ, წაიკითხეთ ყურადღებით და ყოველი ჯგუფიდან
ამოირჩიეთ ერთი მტკიცებულება, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აღწერს თქვენს
მდგომარეობას/შეგრძნებებს ამ კვირის (თვის ან წლის) განმავლობაში.

1. ა/ მე არ ვგრძნობ თავს ბედნიერად;


ბ/ მე თავს ვგრძნობ საკმაოდ ბედნიერად;
გ/ მე ძალიან ბედნიერი ვარ;
დ/ მე დაუჯერებლად ბედნიერი ვარ.
2. ა/ მომავალს განსაკუთრებული ოპტიმიზმის გარეშე ვუყურებ;
ბ/ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ;
გ/ ვთვლი, რომ მომავალში ბევრი კარგი მელოდება;
დ/ ვგრძნობ, რომ ჩემი მომავალი გადავსებულია იმედებითა და პერსპექტივებით.
3. ა/ ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი არ მაკმაყოფილებს;
ბ/ ცხოვრებაში ზოგიერთი რამ მაკმაყოფილებს;
გ/ ცხოვრებაში ბევრი რამ მაკმაყოფილებს;
დ/ ცხოვრებაში ყველაფრით და სრულიად კმაყოფილი ვარ.
4. ა/ მე არ შევიგრძნობ, რომ ცხოვრებაში რაღაცას რეალურად ვფლობ;
ბ/ მე ვგრძნობ, რომ საკუთარ ცხოვრებას ნაწილობრივ ვაკონტროლებ;
გ/ ვგრძნობ, რომ ძირითადად ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას;
დ/ ვგრძნობ, რომ სრულად ვაკონტროლებ საკუთარი ცხოვრების ყველა სფეროს.
5. ა/ არ მაქვს იმის განცდა, რომ ცხოვრება დამსახურებულად მაჯილდოვებს;

78
ბ/ ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში დამსახურებულად მეხდება;
გ/ ვგრძნობ, რომ ცხოვრება გულუხვად მაჯილდოვებს;
დ/ ვგრძნობ, რომ ცხოვრება გადავსებულია საჩუქრებით.
6. ა/ ცხოვრებაში არაფრით არ ვარ კმაყოფილი;
ბ/ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ვარსებობ/ვცხოვრობ;
გ/ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვცხოვრობ;
დ/ მე აღფრთოვანებული ვარ საკუთარი ცხოვრებით.
7. ა/ არასოდეს არ შემიძლია მოვლენებზე ზეგავლენა ჩემთვის საჭირო
მიმართულებით;
ბ/ ზოგჯერ შემიძლია მოვლენებზე ვიმოქმედო ჩემთვის საჭირო მიმართულებით;
გ/ მე ხშირად ვახდენ ზეგავლენას მოვლენებზე საჭირო მიმართულებით;
დ/ყოველთვის ვახდენ ზეგავლენას მოვლენებზე ჩემთვის საჭირო
მიმართულებით.
8. ა/ ამ ცხოვრებაში, უბრალოდ, ვცდილობ, გადავრჩე;
ბ/ ცხოვრება - კარგი რამ არის;
გ/ ცხოვრება - საუკეთესო რამ არის;
დ/ მე ვაღმერთებ ცხოვრებას.
9. ა/ სხვა ადამიანებისადმი ყველანაირი ინტერესი დაკარგული მაქვს;
ბ/ სხვა ადამიანებისადმი ნაწილობრივ ვარ დაინტერესებული;
გ/ სხვა ადამიანები ძალიან მაინტერესებს;
დ/ მე განსაკუთრებულად მაინტერესებს სხვა ხალხი.
10. ა/ ჩემთვის ძნელია გადაწყვეტილებების მიღება;
ბ/ ზოგიერთ გადაწყვეტილებას საკმაოდ ადვილად ვიღებ;
გ/ გადაწყვეტილებების უმეტესობას საკმაოდ ადვილად ვიღებ;
დ/ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ ადვილად.
11. ა/ მეძნელება რაიმე საქმის დაწყება;
ბ/ ჩემთვის საკმაოდ ადვილია რაიმე საქმის დაწყება;
გ/ ახალ საქმეს ვიწყებ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე;
დ/ შემიძლია ნებისმიერ საქმეს მოვკიდო ხელი.
12. ა/ გაღვიძებისას იშვიათად ვგრძნობ თავს დასვენებულად;
ბ/ ზოგჯერ დასვენებული ვიღვიძებ;
გ/ გაღვიძებისას ჩვეულებრივ დასვენებული ვარ;
დ/ გაღვიძებისას ყოველთვის დასვენებულად შევიგრძნობ თავს.
13. ა/ თავს სრულებით უღონოდ ვგრძნობ;
ბ/ თავს საკმაოდ ენერგიულად ვგრძნობ;
გ/ თავს ძალიან ენერგიულად ვგრძნობ;
დ/ ვგრძნობ, რომ მოჭარბებული ენერგია მაქვს.
14. ა/ ჩემს გარშემო ვერ ვხედავ განსაკუთრებული სილამაზის ნივთებს/საგნებს;
ბ/ ზოგჯერ, ნივთებში ვხედავ სილამაზეს;

79
გ/ საგნების უმრავლესობაში ვხედავ სილამაზეს;
დ/ მთელი სამყარო ლამაზად მეჩვენება.
15. ა/ თავს გონიერად არ შევიგრძნობ;
ბ/ გამჭრიახი ვარ ნაწილობრივ;
გ/ მნიშვნელოვანწილად ვთვლი, რომ ცინცხალი გონება მაქვს;
დ/ ვთვლი, რომ სრულიად ცინცხალი გონება/ტვინი მაქვს.
16. ა/ თავს არ შევიგრძნობ განსაკუთრებით ჯანმრთელად;
ბ/ საკმაოდ ჯანმრთელად ვგრძნობ თავს;
გ/ სრულებით ჯანმრთელად ვგრძნობ თავს;
დ/ 100%-ით ჯანმრთელი ვარ.
17. ა/ სხვების მიმართ არ განვიცდი განსაკუთრებულ ალერსიან გრძნობებს;
ბ/ სხვებისადმი გარკვეულ თბილ გრძნობებს განვიცდი;
გ/ სხვებისადმი ძალიან თბილ გრძნობებს განვიცდი;
დ/ მე ყველა მიყვარს.
18. ა/ პრაქტიკულად არ მაქვს ბედნიერი მოგონება;
ბ/ ცალკეული ბედნიერი მოგონება მაქვს;
გ/ ჩემს თავს გადამხდარი მოვლენებიდან უმეტესობა ბედნიერად მახსენდება;
დ/ ყველაფერი რაც გადამხდენია, განსაკუთრებულად ბედნიერების მომტანი იყო.
19. ა/ არასოდეს არ ვარ მხიარულ და ამაღელვებელ განწყობილებაზე;
ბ/ ზოგჯერ სიხარულს განვიცდი და ამაღელვებელ განწყობილებაზე ვარ;
გ/ ხშირად განვიცდი სიხარულს და აღელვებული ვარ;
დ/ ყოველთვის მიხარია და ამაღელვებელი განწყობილება მაქვს.
20. ა/ იმას შორის, რაც მინდოდა გამეკეთებინა და რაც გავაკეთე - დიდი განსხვავებაა;
ბ/ სასურველიდან რაღაც მაინც გავაკეთე;
გ/ მევრი რამ გავაკეთე იქიდან, რაც მსურდა;
დ/ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა.
21. ა/ ვერ ვახერხებ საკუთარი დროის სწორად ორგანიზებას;
ბ/ საკმაოდ კარგად ვმართავ საკუთარ დროს;
გ/ ძალიან კარგად ვგეგმავ საკუთარ დროს;
დ/ რაც მინდა, ყველაფრის გაკეთებას ვასწრებ.
22. ა/ არ ვარ მხიარულად სხვა ადამიანთა კამპანიაში;
ბ/ ზოგჯერ ვხალისობ სხვა ადამიანებთან;
გ/ ხშირად ვხალისობ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში;
დ/ ყოველთვის მხიარული ვარ ადამიანთა გარემოცვაში.
23. ა/ არასოდეს არ ვამხნევებ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს;
ბ/ ზოგჯერ ვამხნევებ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს;
გ/ ხშირად ვამხნევებ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს;
დ/ ყოველთვის ვამხნევებ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს.
24. ა/ არ მაქვს ცხოვრების მიზნისა და საზრისის შეგრძნება;

80
ბ/ მაქვს ცხოვრების მიზნისა და საზრისის შეგრძნება;
გ/ ნათლად მაქვს ცხოვრების მიზნისა და საზრისის შეგრძნება;
დ/ ჩემი ცხოვრება სავსეა მიზნებით.
25. ა/ არ განვიცდი განსაკუთრებულ ერთგულებასა და თანაზიარობას სხვებისადმი;
ბ/ ზოგჯერ განვიცდი ერთგულებასა და თანაზიარობას სხვებისადმი;
გ/ ხშირად განვიცდი ერთგულებასა და თანაზიარობას სხვებისადმი;
დ/ ყოველთვის განვიცდი ერთგულებასა და თანაზიარობას სხვებისადმი.
26. ა/ არ ვფიქრობ, რომ სამყარო ფასეულია;
ბ/ ვფიქრობ, რომ სამყარო - საკმაოდ კარგია;
გ/ ვფიქრობ, რომ სამყარო - არაჩვეულებრივია;
დ/ ჩემი აზრით, სამყარო - საუკეთესო რამ არის.
27. ა/ იშვიათად ვიცინი;
ბ/ საკმაოდ ხშირად ვიცინი;
გ/ ბევრს ვიცინი;
დ/ ძალიან ხშირად ვიცინი.
28. ა/ ვთვლი, რომ არამიმზიდველად გამოვიყურები;
ბ/ ვთვლი, რომ საკმაოდ მიმზიდველად გამოვიყურები;
გ/ვფიქრობ, რომ მიმზიდველი ვარ;
დ/ ვფიქრობ, რომ ძალიან მიმზიდველი ვარ.
29. ა/ გარშემო არაფერია საინტერესო და თავშესაქცევი;
ბ/ ზოგიერთი რამ მიმაჩნია გასართობად;
გ/ ჩემ გარშემო არსებულიდან უმეტესობა მართობს;
დ/ გარშემო ყველაფერი საინტერესო და თავშესაქცევია.

შიში. შიში დაკავშირებულია საფრთხის შეგრძნებასთან. გავრცელებულ რეაქციას შიშზე


საფრთხისშემცველი სიტუაციიდან გაქცევა ან განრიდება წარმოადგენს. შიში შეიძლება იყოს
უსაფუძვლო და საფუძვლიანი. ზოგიერთი საფუძვლის მქონე შიში მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, რამდენადაც აუცილებელია ადამიანის გადარჩენისათვის. უნდა გვეშინოდეს და
მოვერიდოთ ცოფიან ძაღლს, სწრაფად მოძრავ ავტომანქანას, შხამიან გველს, ინფექციურ
დაავადებებს, გაფუჭებულ და ვადაგასულ პროდუქტებს და ა.შ. საფუძვლის მქონე შიში
კონკრეტულია. ადამიანს არ ეშინია ყველა ძაღლის, ზოგიერთს უყვარს კიდეც და ეფერება.
ნორმალურ ადამიანში ზოგადად კოცონი, გაჩერებული ავტომობილი, სურდო ან გრიპი შიშს
არ იწვევს.

რეკლამის სპეციალისტები ცდილობენ საფუძვლის მქონე შიშები საკუთარი ინტერესების


მიხედვით გამოიყენონ. სარეკლამო რგოლში აჩვენებენ სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ
დარჩა ქალი მარტო გზაზე საშინელ ქარიშხალში, იმიტომ რომ ვერ დაქოქა ავტომანქანა.
მსგავს ვითარებაში ჩავარდნის შიში რომ გქონდეთ, აუცილებელად იმოქმედებდა თქვენზე
ახალი აკუმულატორის რეკლამა. მომხმარებლის შეშინების ტაქტიკა ხშირად გამოიყენება

81
სარეკლამო განცხადებების შედგენისას, რომელსაც თან სდევს წინადადებები სხვადასხვა
საჭირო ნივთის შეძენის შესახებ.

პრაქტიკული სამუშაო: ტესტი - „რამდენად აგრესიული ხართ“

დიუკის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა რედფორდ უილიამსმა შეადგინა აგრესიის


ეს ტესტი, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად აგრესიული ვართ საჭესთან, საყიდლებზე
რიგში დგომისას და სამსახურში.

1. ვდგევარ რიგში სუპერმარკეტის ექსპრეს-სალაროსთან, სადაც აბრაა წარწერით:


„არაუმეტეს 10 ნივთისა“:
ა. ვათვალიერებ ჟურნალს დროის გაყვანის მიზნით;
ბ. ვათვალიერებ ჩემ წინ ჩამწკრივებულ ურნებს იმ მიზნით, რომ ვინმეს ხომ არ აქვს
10-ზე მეტი ნავაჭრი.
2. ჩემს მეგობარს სურს დაბადების დღეზე საჩუქარი გამიკეთოს:
ა. მირჩევნია საჩუქარი თვითონ ამოვირჩიო;
ბ. მირჩევნია ეს სიურპრიზი იყოს.
3. ჩემი მოსაუბრე ძალიან ნელა ლაპარაკობს:
ა. ვცდილობ მისი დაწყებული ფრაზები დავამთავრო;
ბ. მოთმინებით ველოდები, სანამ იგი აზრის გამოთქმას დაასრულებს.
4. მე უსამართლოდ მექცევიან:
ა. ჩვეულებრივ სწრაფად ვივიწყებ ამის შესახებ;
ბ. როგორც წესი, ამის შესახებ საათობით ვფიქრობ.
5. სილამაზის სალონში თმა იმაზე მეტად შემაჭრეს, ვიდრე მინდოდა:
ა. სტილისტს ვეუბნები, რომ ის ცუდად მუშაობს;
ბ. ვფიქრობ, არ ღირს ამაზე განერვიულება, რადგან თმები სწრაფად მეზრდება,
მაგრამ, მომავალში სტილისტს ზუსტად უნდა ავუხსნა რაც მინდა.
6. ავტომობილით მგზავრობისას ვზივარ მძღოლის გვერდით:
ა. ვცდილობ პეიზაჟით დავტკბე;
ბ. ვცდილობ ვუყურო გზას და შევამჩნიო მოსალოდნელი საფრთხე.
7. ზოგჯერ, არაკომპეტენტურ ადამიანებთან მიხდება მუშაობა:
ა. ყურადღების კონცენტრირებას სამუშაოს ჩემს ნაწილზე ვახდენ;
ბ. ჩემ ნერვებზე მოქმედებს ის, რომ უნდა შევეგუო პარტნიორის მოუხერხებლობას.
8. მე ხელს მკრავენ მარკეტში:
ა. ვთვლი, რომ ეს შემთხვევით მოხდა;
ბ. მაღიზიანებს იმ მომხმარებლის ქცევა, რომელიც მეჯახება
9. წვეულებაზე, ერთ-ერთი სტუმარი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და არავის აძლევს
სიტყვის „ჩაგდების“ საშუალებას:

82
ა. ვცდილობ ასეთი სტუმარი „მოვსვა“ თავის ადგილზე;
ბ. გავერიდები და სხვა სტუმრებს შევუერთდები.
10. აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება:
ა. მირჩევნია ეს პირადად გავაკეთო;
ბ. დახმარებისათვის მეგობრებსა და კოლეგებს მივმართავ.
11. ჩემ საქციელს აკრიტიკებენ:
ა. მე ვღიზიანდები;
ბ. ვცდილობ გავარკვიო, სამართლიანია თუ არა კრიტიკა.
12. ჩემ წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლი არ მაძლევს გასწრების საშუალებას:
ა. ჩვეულებრივ ვანთებ ფარებს ან ვუსიგნალებ;
ბ. ვცდილობ ჩამოვრჩე ასეთ მძღოლს.
13. ქუჩაში ძალიან მსუქან ადამიანს ვხედავ:
ა. მიკვირს, თუ რატომ არ აქვთ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს თავშეკავების უნარი
ზედმეტი საკვებისგან;
ბ. ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა ან
ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს.
14. ყოფილა შემთხვევა, როცა უკიდურესად გავბრაზებულვარ:
ა. ყოველთვის შემეძლო თავშეკავება იმ მომენტში, როცა მზად ვიყავი დამერტყა ჩემი
გამბრაზებლისათვის;
ბ. იყო შემთხვევები, როცა მე დამირტყამს ან ხელი მიკვრია ჩემი გამბრაზებლისათვის.
15. ვიხსენებ იმ მოვლენას, რამაც განსაკუთრებულად გამანაწყენა წარსულში:
ა. ხელახლა ვიწყებ ნერვიულობას;
ბ. მოგონებები ჩემში აღარ იწვევს ისეთ მრისხანებას, რომელსაც ადრე განვიცდიდი.

როგორ შევაფასოთ აგრესიულობის დონე?

მართალია, 15 შეკითხვაზე პასუხის გაცემით არ შეიძლება განვსაზღვროთ


წარმოადგენს თუ არა თქვენი აგრესიის დონე ჯანმრთელობისათვის საფრთხეს, მაგრამ
სავსებით შესაძლებელია წარმოდგენა მიიღოთ იმაზე, ღირს თუ არა თავშეკავება
გარშემომყოფების მიმართ აგრესიული იმპულსებისგან.

შეკითხვები -----1, 2, 6, 10 და 13 განკუთვნილია ინდივიდის სკეპტიციზმის შესაფასებლად.


პროფესორი უილიამსი ამას აღწერს, როგორც „უნდობლობას გარშემო ხალხისა და მათი
განზრახვებისადმი“. ამ დროს ადამიანი მუდმივად საკუთარი ინტერესების დაცვის
„სადარაჯოზე“ დგას. თუ ცდისპირი ირჩევს ასეთ პასუხებს ----1(ბ), 2(ა), 6(ბ), 10(ა), 13(ა) -
მინიმუმ ორს მათგან, მაშინ მისი სკეპტიციზმის დონე საკმაოდ მაღალია.

შეკითხვები -------4, 7, 8, 11, და 15 განკუთვნილია მრისხანების შესაფასებლად. 4(ბ), 7(ბ), 8(ბ),


11(ა), 15(ა) - ნიშნავს მრისხანების განცდისადმი მომატებულ მზაობას. ორი პასუხის

83
დამთხვევაც კი ადასტურებს ადამიანის მიდრეკილებას ცხოვრებისეულ უსიამოვნებებზე
გაღიზიანებულად რეაგირებისადმი.

შეკითხვები --------3, 5, 9, 12 და 14 განკუთვნილია პიროვნების აგრესიულობის დონის


შესაფასებლად. ადამიანს შეუძლია საკუთარი აგრესია გამოხატოს ვერბალურად ან
ფიზიკური ძალის გამოყენებით. მაღალი დონის აგრესიულობა ფიქსირდება მაშინ, თუ
ცდისპირი პასუხების ამგვარ ვარიანტს აირჩევს - 3(ა), 5(ა), 9(ა), 12(ა) და 14(ბ). ამ
შემთხვევაშიც, თუკი ორი პასუხი მაინც დაემთხვევა გასაღებს, შეიძლება
აგრესიულობისადმი მიდრეკილებაზე საუბარი.

 ემოციური სტრესი

სტრესი არის ძლიერი ემოციებით გამოწვეული ფსიქიკური დაძაბულობა. ინტენსიურ


განცდებს ადამიანი მიჰყავს სტრესის აღმოცენებამდე. მრისხანება, შიში ან სიხარული
ერთნაირად იწვევს სტრესს. სტრესის ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში ხდება
ცვლილებები, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო გახდეს. ემოციური
სტრესის მდგომარეობაში ადამიანები ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ საჭესთან, შეუძლიათ
უზომოდ ბევრი ჭამონ, ან პირიქით, საერთოდ დაკარგონ მადა. ხშირად სტრესულ
მდგომარეობაში ადამიანები ჩვეულებრივზე მეტს ეწევიან და სვამენ.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ადამიანის სტრესის წყაროს ცხოვრებაში


მნიშვნელოვანი მოვლენები წარმოადგენს. არსებობს სოციალური ადაპტაციის სკალა, სადაც
მოცემულია სიტუაციათა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს ძლიერ განცდებს (ჩამონათვალი
იხილეთ მე-13 თავში). ჩამონათვალის თავში აღნიშნულია ყველაზე მნიშვნელოვანი
მოვლენები, რომლებიც შესაბამისად ძლიერი ინტენსივობის სტრესს იწვევს. მოვლენის
მნიშვნელობის შემცირებასთან ერთად სუსტდება მის მიერ გამოწვეული სტრესული
მდგომარეობის ინტენსივობაც. ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, აუცილებლად
დავრწმუნდებით, რომ სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სასიხარულო, ისე
სამწუხარო ამბები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები
მეტად არიან მიდრეკილი სხვადასხვა დაავადებებისა და სომატური დარღვევებისადმი.

84
8. სტრესის მართვა

სტრესს ყველა ადამიანი განიცდის. ყოველდღიურობაში სტრესი ვლინდება ფიზიკურ


და ფსიქიკურ დისკომფორტში, პროფესიულ საქმიანობისას უკიდურეს დაძაბულობაში და
ა.შ. სწორედ ეს უშლის ხელს ადამიანს საღად აზროვნებაში. როდესაც, დაძაბულობა იმდენად
ძლიერდება, რომ ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, აღმოცენდება სტრესი.
მაგრამ ყველანაირი სტრესი არ არის საზიანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებოდნენ
წარმატებული და წარუმატებელი პიროვნებები. მათ შორის კი არსებითი განსხვავება იმაშია,
რომ წარმატებულებს შეუძლიათ სტრესის გამომწვევი სიტუაციების გაკონტროლება და
საკუთარი რეაქციების მართვა. სტრესული სიტუაციის ნეგატიური ზემოქმედების
შესაჩერებლად, საჭიროა სტრესის სიმპტომების ამოცნობა და შესაფერისი ზომების მიღება.
საბედნიეროდ, ამის გაკეთება არასოდეს არ არის გვიან. სტრესის მართვა გაცნობიერებული
აუცილებლობაა.

სტრესი ადამიანის ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც გამოწვეულია გამღიზიანებლის


მოქმედების საპასუხოდ, დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორი მუხტი მოაქვს მას -
დადებითი თუ უარყოფითი. თანამედროვე ცხოვრების და საქმიანობის სწრაფი ტემპი და
მუდმივად ახალ-ახალი მოთხოვნილებების გაჩენა იწვევს გამღიზიანებლების სიხშირის
მატებას, ხოლო ის დატვირთვა კი, რომლის დაძლევაც ადამიანს უხდება, უკიდურესად
იზრდება. ინდივიდი ეჩვევა მუდმივად დაძაბულობაში ყოფნას, იგი ვეღარ იღებს
კმაყოფილებას ცხოვრებისგან და გამუდმებით ეკითხება საკუთარ თავს, თუ რატომ ხდება ასე.
სამწუხაროდ, ადამიანი ვერ აცნობიერებს რა გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე სტრესი და
ვერც ხვდება, რომ სტრესს მართვა სჭირდება.

ადამიანთა უმრავლესობას ტერმინზე „სტრესი“ უსიამოვნო ასოციაციები უჩნდება.


სინამდვილეში კი არსებობს ორი სახის სტრესი. ეს არის სასარგებლო სტრესები ანუ
ეუსტრესები და საზიანო სტრესები, ანუ დისტრესები. მოკლედ დავახასიათოთ ორივე.

1. სასარგებლო სტრესები ანუ ეუსტრესები. სრულფასოვანი ცხოვრებისათვის ყოველ


ადამიანს ესაჭიროება სასარგებლო სტრესის მცირე დოზა, რომელიც რთული
ამოცანების/პრობლემების გადაჭრის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს (მას შეიძლება
ადრენალინის მცირე დოზაც ვუწოდოთ).

2. მავნე სტრესები ანუ დისტრესები აღმოცენდება მაშინ, როდესაც დაძაბულობა კრიტიკულ


წერტილს აღწევს; როცა ინდივიდს აღარ აქვს მასთან ბრძოლის მეტი ძალა. სწორედ ამ
ემოციურ მდგომარეობას გულისხმობს გამოთქმა - „სტრესული მდგომარეობა“.

სასარგებლო სტრესი საზიანოში გადაიზრდება თუ არა, ეს დამოკიდებულია


კონკრეტულ ვითარებასა და ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. დისტრესის
შეტევა შეიძლება აღმოცენდეს მოულოდნელად და პროვოცირებული იყოს განსაზღვრული
სიტუაციით. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ეს მოვლენა „დაგროვებითია“, რაც ნიშნავს იმას,

85
რომ დასაწყისში ორგანიზმის წინააღმდეგობრიობა ქვეითდება, ხოლო შემდეგ
თანდათანობით ქრება. თუკი ინდივიდი არ მიაქცევს ყურადღებას სიტუაციას, ჩვეულებრივი
ემოციური დისკომფორტი, შესაძლოა, ავადმყოფობაში გადაიზარდოს. ამ პროცესის შეჩერება
შეიძლება, თუ დროულად ამოვიცნობთ სტრესის სიმპტომებს და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ
დავუპირისპირდეთ მის მავნე ზემოქმედებას.

სტრესის უარყოფითი ნიშნები

იმის გამოცნობა, არის თუ არა ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში, საკმაოდ მარტივია.


ძირითად ნიშანს ქცევის შეცვლა წარმოადგენს. ყველაზე ხშირად გვხვდება:

- უმცირეს სირთულეზე მომატებული გაღიზიანება და არაადეკვატური რეაქციები;


- აქტიურობის დაქვეითება და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის
დაქვეითება;
- ხშირი კამათის სურვილი და გადაჭარბებულად კრიტიკული დამოკიდებულება იმ
საგნებისადმი, რომლებიც ინდივიდს ადრე სავსებით აკმაყოფილებდა;
- ალკოჰოლის მოთხოვნილება საკუთარი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად;
- მუდმივი მოწყენილობა და საკუთარი თავის სიბრალული;
- სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა;
- სასწრაფოდ გადასაწყვეტი პრობლემების თავის გართმევის უუნარობა;
- ორგანიზმის არასასურველი რეაქციები, ისეთი როგორიცაა: გულისცემის გახშირება,
ოფლიანობა, კანზე გამონაყარი, კუჭის აშლა და სხვა.

როცა სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვეულებრივ, ქცევის ისეთ ფორმებს


ვირჩევთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, დისკომფორტს ამცირებს. მაგრამ, ხშირად მსგავსი
ტაქტიკა არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს. ჩამოვთვალოთ ქცევის ის ტიპური ფორმები,
რომელთაც ყველაზე ხშირად იყენებენ დაძაბული ვითარებისას. ესენია:

- გაქცევა - პრობლემის იგნორირება, მისი აღიარების სურვილის არქონა იმ


შემთხვევაშიც კი, თუ გარშემო ყველა საპირისპიროს ამტკიცებს;
- საკუთარი თავის განადგურება - აკვიატებული აზრები/ფიქრები შესაძლო
უსიამოვნებებსა და მათ შედეგებზე; სიტუაციის გამოსწორებისათვის რაიმე ქმედების
უუნარობა;
- გადაწყვეტილების უნარის არქონა - რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას ჭოჭმანი და
მერყეობა, მისი უსასრულოდ შეყოვნება, მოქმედების გეგმის არარსებობა;
- თავგადასავლების ძიება - უაზრო საქციელის ჩადენა დათრგუნული მდგომარეობიდან
გამოსვლის მიზნით;
- ემოციური თავშეუკავებლობა - გაუმართლებელი სიმკაცრე, აღელვება და შფოთვა,
რომელიც გამოვლენილია მძვინვარებაში, ცინიკურ შენიშვნებსა და ცრემლებში;
- ჩაკეტილობა - პიროვნების მიერ იმ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა,
რომლებიც ადრე მასში ინტერესს იწვევდა და ა.შ.

86
ადამიანი ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ დაძაბულობის გაზრდისას მის მიერ
განცდილი დისკომფორტი არის სტრესი. სამწუხაროდ, იგი არ ფიქრობს იმაზეც, რომ სტრესის
ნიშნების ცოდნამ შეიძლება მას პრევენციული ზომების გამოყენება ასწავლოს. სტრესის ერთ-
ერთი გამოვლინებაა მასთან ბრძოლის აბსოლუტურად არამიზანშეწონილი ხერხები. ამგვარი
მეთოდები, ხშირად, ადამიანში უფრო დიდ სტრესს იწვევს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სტრესი
ყოველთვის მავნე არაა. სასარგებლო სტრესი ააქტიურებს იმ მექანიზმებს, რომლებიც
ადამიანს ეხმარება გამოუვალ სიტუაციებთან გამკლავებაში. მავნე სტრესი კი, პირიქით,
ორგანიზმს შესამჩნევ ზიანს აყენებს. ამიტომ, აუცილებელია იმის გაგება, თუ რა სახისაა
სტრესი, რათა ადამიანმა ისწავლოს მისი მართვა. ამისათვის, სტრესულ სიტუაციაზე
საკუთარი რეაქცია დაახასიათეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე გაცემული პასუხების
საფუძველზე.

ა/ გაქვთ თუ არა სხვადასხვა წვრილმანზე ბობოქარი რეაქციები?


ბ/ რაღაც დროის განმავლობაში გიჭირთ თუ არა უმარტივესი გადაწყვეტილების
მიღებაც კი?
გ/ გრძნობთ თუ არა მუდმივად დაღლილობას და ვერ ხსნით რატომ?
დ/ თვლით თუ არა, რომ უკანასკნელ პერიოდში მხრებზე მძიმე ტვირთი დაგაწვათ?
ე/ ახდენთ თუ არა სულ უფრო ხშირად პრობლემების იგნორირებას იმ იმედით, რომ
ისინი თავისთავად გაქრება?
ვ/ გადადებთ თუ არა სახვალიოდ მარტივი საკითხის გადაჭრასაც კი?
ზ/ ფიქრობთ თუ არა მუდმივად იმ პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტასაც ვერ
ახერხებთ?

ჩამოთვლილი შეკითხვებიდან თუ უმრავლესობაზე დადებითად უპასუხეთ, მაშინ


სახეზეა დისტრესის ტიპური ნიშნები. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, სასწრაფოდ
ზომების მიღება. ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ადამიანი:

- ისწავლის სასარგებლო სტრესის საზიანოსგან გარჩევას;


- აღიარებს, რომ მავნე სტრესი არის რეაქცია უკიდურეს დაძაბულობაზე;
- მიხვდება, რომ ნაკლები აქტიურობა, საკუთარი თავის „შეჭმა“, გაღიზიანება და
თავშეუკავებელი საქციელი - დისტრესის ნიშან-თვისებებია;
- გააცნობიერებს, რომ სტრესის უარყოფა მისი მართვის არაეფექტიანი ხერხია;
- დაეთანხმება იმ აზრს, რომ პრობლემის იგნორირება არ გააქრობს სტრესს;
- მივა იმ დასკვნამდე, რომ უკონტროლო სტრესმა შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს.

სტრესის ბუნების გაგება არის მისი მართვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.


ადამიანის ორგანიზმი, საფრთხეზე, უძველესი დროიდან რეაგირებს. მოქმედებს
თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც გამოვლინდება გაცნობიერებულ საფრთხეზე
საპასუხო რეაქციების რთული თანმიმდევრობით. ჯერ კიდევ ქვის ხანაში, მამონტთან
შეხვედრისას ადამიანის ტვინი იძლეოდა შფოთვის სიგნალებს, რითიც ორგანიზმს საგანგებო

87
სიტუაციაში მოქმედებებისათვის ამზადებდა. ორგანიზმის მობილიზება ხდებოდა ორი
მიმართულებით: ბრძოლა - თავდამსხმელისათვის წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევა -
საფრთხისაგან რაც შეიძლება სწრაფად განრიდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე ადამიანისა
და ქვის ხანაში მყოფი მისი წინაპრების საფრთხეები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ
მათზე რეაქცია თითქმის იგივე დარჩა. როდესაც, ადამიანის ტვინი სიტუაციას აფასებს,
როგორც შფოთვითს, ჰიპოთალამუსს - ტვინში არსებულ „სტრესის ცენტრს“ - მოქმედებაში
მოჰყავს დაცვის მექანიზმები, რითიც ორგანიზმს ბრძოლისთვის ამზადებს. სიმპათიკური
ნერვული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის რეაქციას მოულოდნელ
გამღიზიანებელზე, სისხლში გამოყოფს ადრენალინს. ამ დროს ხშირდება პულსაცია,
მატულობს სისხლის წნევა, აღმოცენდება „გამოღვიძების“ მდგომარეობა, მიმდინარეობს
ბრძოლისთვის აუცილებელი ენერგიის სწრაფი კონცენტრაცია. მაგრამ, ამ პროცესს აქვს
ნეგატიური მხარეც: იგი იწვევს თავის ტვინიდან სისხლის გადინებას, რის შედეგადაც
უარესდება მისი ჟანგბადით მომარაგება. რამდენადაც ჟანგბადი აუცილებელია ტვინის
სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, მისი ნაკლებობით აიხსნება, თუ რატომ ავლენს
ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციებში „შეკავებას“ ან რატომ იქცევა
ირაციონალურად/არაადეკვატურად.

შფოთვის სიგნალზე პასუხად ენდოკრინული სისტემა ორგანიზმს ამარაგებს ადრენო-


კორტიკოტროპული ჰორმონით ანუ სტრესის ძირითადი ჰორმონით, რომელიც სისხლში
შაქრის შემცველობის დონეს ზრდის, ააქტიურებს მუსკულატურას და ორგანიზმი მოჰყავს
სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. სწორედ ამიტომაა, რომ მუქარის/საფრთხისშემცველ
სიტუაციებში პიროვნება ზოგჯერ ზეადამიანურ შესაძლებლობებს ავლენს. ორგანიზმის
ასეთი საქმიანობა მას თავდაცვისთვის ამზადებს: სუნთქვა ხშირდება, იწყებენ მოქმედებას
ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები - ენდორფინები; გამომუშავდება ჟანგბადის გადამტანი
ერითროციტებისა და ინფექციებთან მებრძოლი ლეიკოციტების დიდი რაოდენობა. ჩაივლის
თუ არა საშიშროება, ორგანიზმი იწყებს მოდუნებას. მოქმედებაში ერთვება პარასიმპათიკური
ნერვული სისტემა, რომელიც აღადგენს დახარჯულ ენერგიას და ორგანიზმს აბრუნებს
ჩვეულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია სიცოცხლისთვის
საფრთხისშემცველი იყო, ორგანიზმის ყველა სისტემა სწრაფად მოდის ნორმაში. ნაკლებად
საშიშ, მაგრამ ხანგრძლივი დაძაბულობის მდგომარეობაში ყოფნის შემდგომ, ძალების
აღდგენისთვის გაცილებით მეტი დროა საჭირო. მუდმივი დაძაბულობა დაცვის სისტემას
ხანგრძლივად ტოვებს შფოთვის მდგომარეობაში, რაც, საბოლოო ჯამში ორგანიზმის სრულ
გამოფიტვას იწვევს.

თანამედროვე სამყაროში სტრესის გამომწვევი სიტუაციების უმეტესობა სიცოცხლისთვის


უშუალო საფრთხეს არ შეიცავს. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანი ხშირად არ დგას არჩევანის
წინაშე: „იბრძოლოს“ თუ „გაიქცეს“. ამ რეაქციებიდან არცერთი არ იქნებოდა
გამღიზიანებლის ადეკვატური. თავის ტვინი სიტუაციებს საფრთხის მეტ-ნაკლებად
შემცველობის მიხედვით ერთმანეთისგან არ ანსხვავებს. ტვინი აფიქსირებს საფრთხეს და

88
იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად არის იგი სერიოზული, მიმდინარეობს
საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული რეაქცია. ადრენალინი „მუხტავს“ ორგანიზმს და
თუკი დაძაბულობა არ იღებს ბუნებრივ განტვირთვას, ეს იწვევს ფსიქიკურ შფოთვას, რასაც
თან სდევს ფიზიკური დარღვევები: კუჭში უსიამოვნო შეგრძნება, ხელისგულების
ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, პირის სიმშრალე, გადაღლა, საერთო სისუსტე და სხვა.
სტრესის მართვის ამოცანა „დაპროგრამებული“ დაცვითი რეაქციების ნეგატიური შედეგების
შემსუბუქებაში მდგომარეობს. აღნიშნული ფიზიკური დარღვევები უარყოფითად
მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე და ახდენენ ნეგატიური რეაქციების პროვოცირებას.
მაგალითად, ადამიანი კარგავს საღად აზროვნების უნარს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არ
შეგიძლიათ ლოგიკური აზროვნება და ეს ხელს გიშლით პრობლემის კონსტრუქციულ
გადაჭრაში. დაღლილობის გრძობა გაიძულებთ ეჭვი შეიტანოთ საკუთარ შესაძლებლობებში.
მეორეა გაფანტულობა - ყურადღების მოკრება სულ უფრო რთულდება და შედეგად
შესრულებული სამუშაოს ხარისხი უარესდება. ყურადღების დაბალი კონცენტრაცია
ინდივიდს ხელს უშლის ნორმალურ მუშაობაში. მესამეა - არაადეკვატური ქცევა. სუბიექტს
არ შეუძლია უარი თქვას ქცევის მყარ მოდელზე, ამიტომ შეცვლილი სიტუაციის
მოთხოვნებზე უჭირს მოქნილად/სხარტად რეაგირება. სიტუაციის ობიექტურად შეფასების
უუნარობა ართულებს კონსტრუქციული გადაწყვეტილების ძიებას.

ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ერთ მთლიანს, ფსიქიკური და ფიზიკური


პროცესების რთულ სისტემას. ფიზიკური რეაქცია პირდაპირ კავშირშია ემოციურთან.
სიტუაციის პირველსაწყისი აღქმა და შეფასება მომდევნო ფიზიკური რეაქციის გამშვები
მექანიზმის როლში გამოდის და ფსიქიკური დატვირთვის ინტენსივობას განსაზღვრავს.
როგორც ცნობილია, უკიდურესი ფსიქიკური დატვირთვა იწვევს სტრესს. ჩვენ უკვე ვიცით,
რომ ორგანიზმი ერთნაირად რეაგირებს როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი საფრთხის
შემცველ სიტუაციებზე. დაცვითი მექანიზმი ამუშავდება ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს
მძარცველთა თავდასხმა თუ სამსახურში დამატებითი დავალებების შესრულება, თუმცა
შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს. წარმოსახვითი საფრთხე ძალიან სწრაფად
გადადის რეალურში, რადგან სუსტი გამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედება
ხანმოკლესთან შედარებით, უფრო სწრაფად იწვევს სტრესს. თუკი ადამიანი დაისწავლის
გამღიზიანებლის საფრთხის დონის სწორად შეფასებას, მან, შესაძლოა, თავი აარიდოს
მღელვარებას და შეაჩეროს ჯაჭვური რეაქციის განვითარება. სხვაგვარად, თუ ადამიანი არ
მიიღებს განტვირთვას, დაძაბულობა გადაიზრდება ნეგატიურ მდგომარეობაში.

შიშები ახდენენ შფოთვის მდგომარეობის პროვოცირებას, რომლის ძირითადი


სიმპტომებია: უსუსურობის განცდა, პანიკა, შფოთვითი აშლილობა, მოდუნების უუნარობა
და უძილობა. ამ დროს, შეიძლება, აგრესიულ ქცევასაც ჰქონდეს ადგილი. ინდივიდი
უკიდურესად გაღიზიანებულია და განსაკუთრებული ბობოქრობით რეაგირებს ჩვეულებრივ
მოვლენებზე, რითიც ცდილობს სხვები „დააშინოს“. უკიდურესი მღელვარება აჩლუნგებს
ცხოვრებისადმი ინტერესს და ადამიანს დეპრესიაში ითრევს. მიზანდასახულობის

89
არარსებობა, აპათია, დაღლილობა, მტირალობა, საკუთარი უსარგებლობის განცდა და ა.შ.
წარმოადგენს დეპრესიული მდგომარეობისათვის ტიპური სიმპტომების მოკლე
ჩამონათვალს. ყოველივე აღნიშნული ხანგრძლივი სტრესის შედეგია. თუ პიროვნება
არაფერს მოიმოქმედებს ამის საწინააღმდეგოდ, მდგომარეობა უფრო გაუარესდება. ამიტომ,
უპირველესად, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს სულიერი აშლილობის მიზეზი -
განსაზღვროს სტრესის წყარო. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ქვის ხანიდან მოყოლებული
ინტერნეტის ეპოქამდე ინდივიდის დაცვით სისტემამ ევოლუცია განიცადა. მეცნიერები
დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი ტვინი ისევე რეაგირებს საფრთხეზე,
როგორც საუკუნეების წინ პირველყოფილი ადამიანები.

სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორები

სტრესულ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანი ხშირად ვერ იცლის მისი მიზეზის


გასარკვევად და გასაანალიზებლად. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ძალიან
მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორები. ხშირად
სტრესის წყაროს წარმოადგენს პიროვნების ხასიათის თავისებურებები, დაძაბულობა
სამუშაო/სასწავლო პროცესში და ცხოვრებისეული/ყოფითი სირთულეები. განვიხილოთ
თითოეული ცალ-ცალკე.

ხასიათის თავისებურებები. ადამიანის ხასიათის თავისებურებები ქმნიან მისი ქცევის


სტილს და ზემოქმედებას ახდენენ ყველაფერზე, რასაც კი პიროვნება აკეთებს.
შრომის/სწავლის ორგანიზაციის ხერხი, მისი შესრულების დრო, კოლეგებთან ურთიერთობა,
ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან დამოკიდებულება და ა.შ. გაპირობებულია პიროვნების
ხასიათით. მშვიდ და წყნარ გარემოში ხასიათის დადებითი ნიშან-თვისებებია ეფექტიანი,
მაგრამ სტრესულ გარემოში მათ შეიძლება მკვეთრად უარყოფითი პოლარობა მიიღონ.
ჩამოვთვალოთ ხასიათის თავისებურებები, რომლებიც ინდივიდის ქცევის სტილს
განსაზღვრავენ.

- დაჟინება/სიჯიუტე. მშვიდ გარემოში, დაჟინებულობის წყალობით, დასახულ


ამოცანაზე მაქსიმალური კონცენტრირებით ადამიანი კარგად უძღვება სამუშაოს,
თუმცა არსებობს საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის ამოწურვის რისკი.
სტრესულ მდგომარეობაში ჯიუტი ადამიანი ასრულებს შედარებით ნაკლები
მოცულობის სამუშაოს, თანაც უფრო მეტი ხარვეზით.
- პერფექციონიზმი. იგი გვაიძულებს მაღალ სტანდარტებთან შესატყვისობას და
სრულყოფისადმი მისწრაფებას. მაგრამ, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ
აკმაყოფილებს მისი კოლეგების მუშაობის ხარისხი და ცდილობს ყველა საქმეს
დამოუკიდებლად გაართვას თავი. გამომდინარე აქედან, იგი სამუშაოს ვეღარ
უმკლავდება, რადგან არ ითვალისწინებს, რომ ყველაფრის მაღალ დონეზე შესრულება
მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

90
- კეთილგანწყობა. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა, თუკი არ გადაიზრდება მოჭარბებულ
წინდახედულობაში. ყველასთვის კარგის გაკეთების სურვილი, რომელიც სხვა
ადამიანების მიერ არასწორად არის აღქმული და გაგებული, როგორც წესი, მხოლოდ
წყენისა და უსიამოვნების მომტანია.
- სიბეჯითე. ხშირად, ადამიანი, ენთუზიაზმით იწყებს ნებისმიერ საქმეს და მზად არის
ყველაფერი იტვირთოს, მაგრამ სტრესულ მდგომარეობაში, როდესაც ის იმდენს
იკისრებს, რაც მის ძალებს აღემატება, რაღა თქმა უნდა, საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს.
- გამბედაობა. ეს არის თვისება, რომელიც ახასიათებს ძლიერ, საქმიან და ინტერესიან
სუბიექტებს. გაბედული ადამიანები არ იბნევიან რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში,
მაგრამ სტრესულ მდგომარეობაში ცდილობენ მარტო „იბრძოლონ“, თუმცა, ასეთ
წუთებში მათ, ისე, როგორც არასდროს, ჭირდებათ დახმარება.

ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ ცოტათი „შეხურება“ მათთვის სასარგებლოა. მათ


შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ სტრესის წყარო, აღიარონ სტრესის გამომწვევი
ფაქტორების არსებობა და წარმატებით არეგულირონ მათი ზემოქმედება. მათთვის კი, ვინც
უძლურია დაადგინოს სტრესის წყარო, მისი მართვა დიდ სირთულეს წარმოადგენს.
პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე ხშირად სტრესის შემდეგი ფაქტორები გამოვლინდება:

მიუღწევადი სტანდარტებისადმი შესაბამისობის მცდელობა.როგორც კი აღმოჩნდება,


რომ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება აღემატება ადამიანის შესაძლებლობებსა და
რესურსებს, ეს თავის მხრივ, უკიდურეს დაძაბულობას იწვევს;

მუშაობა მუდმივად ცვალებად პირობებში.როდესაც დავალების/ამოცანის მოულოდნელი


შეცვლა ნორმა ხდება, ინდივიდის პროფესიული ვალდებულებების ჩამონათვალი
უსასრულოდ იცვლება, არ არსებობს ნათელი წარმოდგენა სამუშაოს შესრულების ვადებისა
და თანმიმდევრობის შესახებ, ქრება პოზიტიური შედეგების მიღწევის თავდაჯერება, და
აღმოცენდება დემოტივაცია და შფოთვა;

სამუშაოს არასტაბილურობის განცდა. იგი იწვევს საკუთარი თავისადმი რწმენის


დაკარგვას და მომავლისადმი შიშს, რასაც ადამიანი მიჰყავს ძლიერ შფოთვამდე. შედეგად
ამისა, ქვეითდება შრომის ნაყოფიერება, გუნება-განწყობილება, აღმოცენდება დეპრესია;

მუშაობა არასასიამოვნო ადამიანებთან ერთად. კოლეგებთან დაძაბული ურთიერთობები


იწვევს გარიყულობის შეგრძნებას და იმედგაცრუებას. ამის შედეგად აღმოცენდება ემოციური
დათრგუნულობა, რაც იწვევს შრომის ნაყოფიერების დაცემას.

მომატებული პასუხისმგებლობა. იგი ადამიანს მუდმივ მღელვარებას აიძულებს;


სუბიექტი იწყებს ეჭვის შეტანას საკუთარ უნარ-შესაძლებლობებში, რის შედეგადაც მისთვის
გადაწყვეტილების მიღება სულ უფრო რთულდება;

91
უკიდურესი დატვირთვა. ეს ფაქტორი იწვევს გაფანტულობას და დეზორგანიზაციას.
პიროვნება დიდი მოცულობის დავალებების შესრულებისას ცდილობს განსაზღვროს
სამუშაოს რიგითობა, მაგრამ, როდესაც ფიზიკური ძალები ამოწურულია, ამგვარი მცდელობა
უკუეფექტს იძლევა.

სტრესთან ბრძოლის ხერხები

სიტუაციათა უმრავლესობაში მომატებულ დაძაბულობაზე ჩვენ, როგორც გვსურს, ისე არ


ვრეაგირებთ. თვითკონტროლის დაკარგვა აჩქარებს სტრესის განვითარებას. იდეალებისგან
დაშორება, მომატებული უკმაყოფილება, დამარცხების გრძნობა და სხვა, როგორც წესი,
ამაღლებს სტრესს. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ეცდება გამონახოს დრო
ყველაფრის გასაანალიზებლად და განსაზღვროს სტრესის მიზეზი, მაშინ იგი შედარებით
შვებას იგრძნობს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში – მნიშვნელოვანი მოვლენა თუ
წვრილმანი უსიამოვნება – უნდა შეგვეძლოს სტრესის მართვა. ფსიქოლოგები გამოყოფენ
სტრესთან წარმატებულად ბრძოლის სამ ხერხს. ეს არის:

1. საკუთარი პრობლემის გადაჭრა;

2. პრობლემისადმი დამოკიდებულების შეცვლა;

3. პრობლემების სიმრავლესთან არშეგუება და ვითარების შეცვლა; სტრესის ორგანიზმზე


ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირება.

თუკი გადავწყვიტეთ პირველი ხერხის არჩევა, მაშინ მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ


პრობლემა, კარგად ავწონ-დავწონოთ საკუთარი შესაძლებლობები და ამოვარჩიოთ მისი
გადაჭრის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, დავუშვათ, რომ სტუდენტი სტრესის
მდგომარეობაში ჩავარდა იმის შემდეგ, რაც გაიგო, რომ დაბალი შეფასების გამო არ შეუძლია
სწავლის გაგრძელება. პირველ რიგში, ის აცნობიერებს პრობლემას: მას სასწავლებლიდან
გარიცხავენ; ამის შემდეგ სტუდენტმა უნდა მოიფიქროს შესაძლო მოქმედებების ვარიანტები:

- სხვა ისეთ სასწავლებელში გადასვლა, სადაც აკადემიური მოსწრების მიმართ


შედარებით დაბალი მოთხოვნებია;
- სამსახურის დაწყება და პროფესიის შეცვლა;
- არსებული მდგომარეობის დეკანთან გასაჩივრება და ა.შ. აუცილებელია საუკეთესო
გადაწყვეტილების შერჩევა. ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც
თვითონ წყვეტენ საკუთარ პრობლემებს, სხვაზე მეტად არიან კმაყოფილნი და თავი
საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონად მიაჩნიათ.

სტრესთან ბრძოლის მეორე ხერხი მდგომარეობს პრობლემისადმი საწყისი


დამოკიდებულების შეცვლაში. მაგალითად, სტუდენტი გადაწყვეტს, რომ მისი სიტუაცია

92
საერთოდაც არ არის პრობლემური, იმიტომ რომ სასწავლებლიდან გამორიცხვას შეხედავს
„პოზიტიური“ მხრიდან: მას აღარ დასჭირდება „მეცადინეობისათვის“ ღამის თევა და
ზედმეტი ფულის ხარჯვა სწავლაში.

სტრესთან გამკლავების მესამე ხერხი პრობლემასთან შეგუებაა, მაგრამ, ამასთანავე,


ორგანიზმზე სტრესის საზიანო გავლენის თავიდან აცილებისათვის ზომების მიღებაა საჭირო.
თუკი სტუდენტი მუდმივად გადაღლილიაა და განიცდის სტრესს, მისთვის სასარგებლო
იქნება ტაიმ-აუტის აღება და რამდენიმე ხნით დასვენება. ეს მეთოდი განსაკუთრებით
ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

 სტრესი და იმუნური სისტემა

გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ა/სტრესულმა განცდებმა შეიძლება დაასუსტონ


ადამიანის იმუნური სისტემა; ბ/მისი მდგომარეობა დამოკიდებულია წარსულში გადატანილ
სტრესებზე. სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს. იგი
ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას და არტერიული წნევის დონის შენარჩუნებას, მაგრამ,
სამწუხაროდ, აქვეითებს იმუნიტეტს. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს კიბოს
მკურნალობაზე ემოციური ფაქტორების ზეგავლენა. აღმოჩნდა, რომ კიბოთი დაავადებული
ქალბატონები, რომლებიც ესწრებიან სპეციალური დახმარების ჯგუფის შეხვედრებს,
ცხოვრობენ საშუალოდ ორი წლით მეტს, ვიდრე ისინი, რომლებიც მარტო უმკლავდებიან
თავიანთ სნეულებას.

 სავარჯიშო

ქვემოაღწერილი პერსონაჟებიდან ყველა ებრძვის სტრესს. მიუთითეთ, რომელ


სტრატეგიას იყენებს თითოეული:

ა/ ლალი ავტოკატასტროფაში მოხვდა და დაიზიანა კისერი. იგი ამტკიცებს, რომ მის თავზე
დატრიალებული ამ უბედური შემთხვევის შედეგად უკეთ ესმის იმ ადამიანებისა,
რომელთაც მუდმივად რაღაც სტკივათ;

ბ/ ლევანი და მისი მეგობარი გოგონა იძულებული გახდნენ რესტორნის მიმტანს ნახევარ


საათზე მეტხანს დალოდებოდნენ. ლევანი ამან ძალზე გააბრაზა, მაგრამ, ბოლოს დაასკვნა,
რომ შექმნილმა სიტუაციამ მას და მის მეგობარს მნიშვნელოვანი საუბრის დრო მისცა;

გ/ უფროსმა ირაკლის ნამუშევარი უარყოფითად შეაფასა. ირაკლიმ დაიწყო ფიქრი


გადასულიყო სხვა განყოფილებაში, საერთოდ გათავისუფლებულიყო სამსახურიდან თუ
უფროსის გადაწყვეტილება დაწესებულების ხელმძღვანელობასთან გაესაჩივრებინა. მან
უკანასკნელი ვარიანტი აირჩია;

93
დ/ ოფისში ქეთი და მარიკა გვერდიგვერდ სხედან. ეს უკანასკნელი ძალიან ხმამაღლა
ლაპარაკობს და ხშირად უაზროდ იცინის, რაც ქეთის აღიზიანებს. ქეთი ყოველი
შესვენებისას სამსახურის მახლობლად მდებარე პარკში სეირნობს.

პრაქტიკული სამუშაო - ტესტი „ფარული სტრესი“

ხშირად, სულ უმნიშვნელო ყოფითი უსიამოვნებებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას


ახდენენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ერთი შეხედვით, თითქოს ისინი არანაირ კვალს არ
ტოვებენ მის ფსიქიკაში, თუმცა მათი რეგულარული განმეორება სერიოზულ გართულებებს
იწვევს. ქვემოთ ჩამოთვლილია ცხრა სიტუაცია, რამაც შესაძლებელია ინდივიდში
უსიამოვნებები გამოიწვიოს. აღნიშნეთ, რომელი უფრო გიშლით ნერვებს (რაოდენობაში
შეზღუდული არ ხართ).

1. თქვენ გსურთ ტელეფონზე დარეკვა, მაგრამ საჭირო ნომერი მუდმივად დაკავებულია;


2. როდესაც თავად ზიხართ ავტომობილის საჭესთან, გვერდით მჯდომი კი
განუწყვეტლივ რჩევებს გაძლევთ;
3. როცა ამჩნევთ, რომ ვიღაც გაკვირდებათ;
4. როცა თქვენ ვიღაცასთან ლაპარაკობთ, სხვა პიროვნება კი მუდმივად ერევა თქვენ
საუბარში;
5. როდესაც ვიღაც ხელს გიშლით აზროვნებაში;
6. როდესაც ვიღაც უმიზეზოდ ხმას იმაღლებს;
7. თავს ცუდად გრძნობთ, როცა ხედავთ ფერთა ისეთ შეხამებას, რომელიც, თქვენი
აზრით, საერთოდ არ მიესადაგება ერთმანეთს;
8. როდესაც ვიღაცას ხელს ართმევთ და ვერ გრძნობთ სულ მცირე საპასუხო რეაქციასაც;
9. ლაპარაკი იმ ადამიანთან, რომელმაც ყველაფერი თქვენზე უკეთესად იცის.

შედეგების ანალიზი: თუკი მონიშნეთ ხუთზე მეტი სიტუაცია, ეს ნიშნავს, რომ


ყოველდღიური წვრილმანი უსიამოვნებები ზემოქმედებას ახდენენ თქვენს ნერვულ
სისტემაზე. შეეცადეთ გათავისუფლდეთ, რათა მომავალში მათ ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ.

პიროვნების სოციალური ადაპტაცია

პიროვნების სოციალური ადაპტაციის პრობლემა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ურთულეს


პრობლემას წარმოდგენს. ის აქტუალურია ფსიქოლოგიის მრავალი დარგისთვის, კერძოდ
პიროვნების ფსიქოლოგიის, იურიდიული ფსიქოლოგიის, სამედიცინო, პედაგოგიური და
სხვა. სოციალური ადაპტაციის ქვეშ გაგებულია სოციალური გარემო პირობებისადმი
ინდივიდის აქტიური შეგუების მუდმივი პროცესი. ამასთან, სოციალურ ადაპტაციას
სუბიექტი შეიძლება ახდენდეს სოციალურ გარემოზე აქტიური ზემოქმედებით ან პასიურად,

94
კონფორმულად იღებდეს ჯგუფის ნორმებს, მიზნებს და ღირებულებებს. უნდა აღინიშნოს,
რომ ადამიანის მიერ სოციალური გარემოს ნორმების, ღირებულებების, განწყობებისა და
მოთხოვნების პასიური მიღება ჩართვის გარეშე ადაპტაციას კი არა, დეზადაპტაციას უფრო
წარმოადგენს. ამ დროს, პიროვნება მუდმივად დისკომფორტს, დაუკმაყოფილებლობას,
საკუთარ არასრულფასოვნებას განიცდის. ჭეშმარიტი ადაპტაცია კი ყოველთვის აქტიური
პროცესია, იქნება ეს სოციალური გარემოს თუ საკუთარი თავის შეცვლა. ზოგჯერ, საკუთარი
პიროვნების აქტიური შეცვლა, თუნდაც შეგუების ფორმით, ობიექტურად შეიძლება
მიმდინარეობდეს, როგორც ადამიანის განვითარების პროცესი. ამ პრობლემის
აქტუალობიდან გამომდინარე, შემუშავებულია პიროვნების სოციალური ადაპტაციის
უნარის გამზომი/დამდგენი მრავალი სკალა, რომელთაგან ერთ-ერთს, ყველაზე უფრო მეტად
გავრცელებულს, ქვემოთ წარმოგიდგენთ.

სოციალური ადაპტაციის სკალა

ცხოვრებისეული მოვლენა ქულა


1. მეუღლის სიკვდილი 100
2. განქორწინება 73
3. მეუღლესთან დაშორება 65
4. დაპატიმრება 63
5. ახლო ნათესავის სიკვდილი 63
6. ტრავმა ან ავადმყოფობა 53
7. ქორწინება 50
8. სამსახურიდან გათავისუფლება 47
9. მეუღლესთან შერიგება 45
10. პენსიაზე გასვლა 45
11. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის
მდგომარეობაში ცვლილებები 44
12. ორსულობა 40
13. სექსუალური ხასიათის სირთულეები 39
14. ოჯახის წევრის შემომატება 39
15. პროფესიის შეცვლა 39
16. ფინანსურ მდგომარეობაში ცვლილებები 38
17. ახლო მეგობრის სიკვდილი 37
18. სხვა სამუშაოზე გადასვლა 36
19. ოჯახური ჩხუბების რაოდენობის შეცვლა 33
20. 10000 ლარის ოდენობის კრედიტის აღება 31
21. კრედიტის გადავადება 30
22. შრომით საქმიანობაში მოვალეობების
ცვლილებები 29
23. შვილის წასვლა ოჯახიდან 29
24. მეუღლის მშობლებთან უსიამოვნება 29

95
25. პირადი მიღწევა 28
26. მეუღლის სამუშაოზე მოწყობა ან იქიდან
წამოსვლა 26
27. სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარება ან
მისი დამთავრება 26
28. ცხოვრებისეული პირობების შეცვლა 25
29. პირადი (ინდივიდუალური) ჩვევების შეცვლა 24
30. უფროსთან (ხელმძღვანელთან) უსიამოვნება 23
31. შრომის პირობების ან რეჟიმის შეცვლა 20
32. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 20
33. სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადასვლა 20
34. თავისუფალი დროის გატარების ფორმაში
ცვლილებები 19
35. ცვლილებები რელიგიასთან მიმართებაში 19
36. საზოგადოებრივ საქმიანობაში ცვლილებები 18
37. 10000 ლარზე ნაკლები კრედიტის აღება 17
38. ძილის რეჟიმის შეცვლა 16
39. ოჯახური შეხვედრების სიხშირის შეცვლა 15
40. ცვლილებები კვებაში 15
41. შვებულება 13
42. შობა-ახალი წელი 12
43. კანონის უმნიშვნელო დარღვევა 11

დაავადების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი


უკანასკნელი ორი წლის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში და შესაბამისად, რამდენი ქულა
დაგიგროვდათ. 150 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში დაავადების ალბათობა - 30%-ია,
151-დან 299-მდე – 50%-ია, ხოლო 300 ქულაზე მეტის მიღების შემთხვევაში - ალბათობა არის
80%.

ადამიანთა უმეტესობა ყოველდღიურად ეჯახება ისეთ სტრესულ სიტუაციებს,


რომლებიც არ არის ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალში. თუ დაკარგეთ საფულე, ან
გაგვიანდებათ ლექციაზე, ან ბანკიდან მიიღეთ შეტყობინება სესხის დაუყოვნებლივ
დაფარვის შესახებ და ა.შ., ნებისმიერ შემთხვევაში, განიცდით ძლიერ ემოციებს. ზოგიერთი
ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ყოველდღიური წვრილმანი ყოფითი უსიამოვნება იწვევს უფრო
ძლიერ სტრესს, ვიდრე სერიოზული მოვლენა. ისინი თვლიან, რომ მნიშვნელოვანი
მოვლენისთვის ადამიანი ემზადება წინასწარ, ამიტომ მისი გადატანა უადვილდება.
ყოველდღიური გამღიზიანებელი ფაქტორები ასუსტებენ მის ძალებს და უბიძგებენ ფიზიკურ
დაავადებებისადმი. გამოყოფილია სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მოვლენა,
რომლებიც პოზიტიურად ზემოქმედებენ ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე და პირიქით.
ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი:

96
დადებითი:
1. მეუღლესთან ან შეყვარებულთან კარგი ურთიერთობები;
2. საყვარელი საქმისთვის საკმარისი დრო;
3. სასურველი სტუმრების მოსვლა, ტელეფონზე საუბარი;
4. დასვენებისა და გართობისათვის საჭირო ფულის ქონა;
5. თავისუფალი დრო;
6. მუსიკა;
7.ფულის მოულოდნელი მიღება.

უარყოფითი:
1. უსასრულო პასუხისმგებლობა;
2. მარტოობა;
3. საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებული ყურადღება;
4. ცხოვრებისეული ენერგიის სიმცირე;
5. სამსახურში უსიამოვნებები;
6. ზედმეტად ბევრი საქმე;
7. დასვენებისა და გართობისთვის დროის არქონა.

97
9. მოტივაცია

მოტივაციას ქმნის ის მოთხოვნილებები და სტიმულები, რომლებიც ადამიანის მიერ


არჩეულ ქცევის ფორმებს განსაზღვრავენ. მოტივაციის შესწავლისას, ფსიქოლოგები იკვლევენ
ქცევის გარკვეული ფორმების აღმძვრელ ფაქტორებს. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს
აზრები, გრძნობები, სხვადასხვანაირი საქციელი, მათი ნებისმიერი ნაზავი და ა.შ. ქცევის
აღმძვრელი მოტივების შესწავლა განსაკუთრებით რთული თემაა. ვაცნობიერებთ თუ არა,
ზოგჯერ ჩვენი მოტივაციის საფუძვლად ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია; მაგალითად,
შიმშილი, წყურვილი, დასვენება და ა.შ. სხვა შემთხვევაში, მოტივაცია ასახავს
ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს - წახალისებას, მოწონებას, შექების მიღებას, სიყვარულს
და ა.შ. მოტივაცია მჭიდრო კავშირშია მიღწევებსა და წარმატებებთან, მაგრამ ის შეიძლება
დამოუკიდებლადაც არსებობდეს. როდესაც ადამიანი ჭამს, სვამს, მართავს ავტომობილს,
აცდენს ლექციას ან გაკვეთილს და სხვა, იგი მაინც მოტივირებულ მოქმედებებს ასრულებს.
მოტივაციის საფუძვლად ძევს ის შინაგანი მოთხოვნილებები, რომლებიც მართავენ ადამიანს
და უბიძგებენ მას განსხვავებული საქციელისადმი. თუკი ჩვენ შეგვეძლება საკუთარი
მოთხოვნილებების გაცნობიერება, მაშინ შევძლებთ საკუთარი ქცევის მიზეზების ახსნას და
საკუთარი მოტივების იდენტიფიცირებას.

ცნობიერი და არაცნობიერი მოტივაცია. მოთხოვნილებების განსაზღვრა და აღმძვრელი


მოტივების გარკვევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. როდესაც ადამიანს სთხოვენ
საკუთარი ქმედების ახსნას, იგი, ხშირად, სერიოზულ სიძნელეებს აწყდება. განსაკუთრებით
საჩოთიროა საკუთარი „ცუდი“ საქციელის გამართლება. იგულისხმება, რომ ამ დროს
ადამიანი სრულებით უუნაროა ცნობიერად და მიზანმიმართულად ჩაიდინოს რაღაც
„დანაშაულებრივი“. თუმცა, მრავალი ფსიქოლოგი ეთანხმება ამ აზრს და აცხადებს, რომ ამ
შემთხვევაში ადამიანს მისი არაცნობიერი მართავს.

 არაცნობიერი მოტივაცია არის ადამიანის გაუცნობიერებული გრძნობები და


მოთხოვნილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის ქცევაზე

ზ. ფროიდის მიმდევრები თვლიან, რომ, ხშირად, ადამიანის საქციელი მოტივირებულია


არაცნობიერით, ანუ ადამიანთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს საკუთარი ქცევის ჭეშმარიტ
მიზეზებს. მაგალითად, ზოგიერთი ქალბატონი მუდმივად აგვიანებს. ისინი სპეციალურად
ადრე გამოდიან, მაგრამ ვერ ასწრებენ დანიშნულ დროს მისვლას. ფროიდიანელები
დაგვიანებისადმი ამგვარ მიდრეკილებას არაცნობიერი მოტივაციის არსებობით ახსნიდნენ;
მაგალითად, წვეულებაზე ან თავშეყრის სხვა ადგილებზე გვიან მისვლით საკუთარი
პიროვნებისადმი ყურადღების მიქცევის არაცნობიერი სურვილით. არაცნობიერი
მოტივაციის სხვა ფორმას განდევნა წარმოადგენს, რომელიც უკვე განხილული გვაქვს
მეხსიერების ნაწილში. განდევნა მოტივირებული დავიწყებაა. მაგალითად, სტუდენტს,
რომელსაც დარჩენილი აქვს საგნები, დაავიწყდა დეკანთან შეხვედრის დღე. ის სიმართლეს
ამბობს. მას მართლაც დაავიწყდა დეკანის კაბინეტში დანიშნულ დროს მისვლა, სადაც

98
უსიამოვნო საუბარი ელოდა. მასში აღმოცენდა უსიამოვნო შეხვედრის შესახებ ნებისმიერი
აზრისგან გათავისუფლების არაცნობიერი მოტივაცია.
არაცნობიერი მოტივაცია ინდივიდს ეხმარება საკუთარ საქციელზე წარმოქმნილი
დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებაში, რამდენადაც ეს საქციელი უნებლიედ
ითვლება.

 სავარჯიშო

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში მიუთითეთ, როგორი მოტივაცია აქვთ ადამიანებს


აღწერილ ქცევებში - ცნობიერი თუ არაცნობიერი.

ა. მადონა ეკონომიკის უსაფრთხოების ლექციაზე მოწყენილი ზის იმიტომ, რომ პედაგოგი


მონოტონურად საუბრობს; რომ არ ჩაეძინოს, მადონა იძულებულია ლექცია ჩაიწეროს;

ბ. სალომე, საკუთარი მეგობრებისა და ნათესავების დაბადების დღეებს სპეციალურად


ინიშნავს; იგი ამაყობს, რომ არასოდეს ავიწყდება მათთვის მილოცვა. მაგრამ, მიუხედავად
იმისა, რომ უმცროსი დის დაბადების დღეც ჩანიშნული აქვს, ბოლო ოთხი წელიწადი
დისთვის დაბადების დღის მილოცვა ეშლება;

გ. როდესაც ექსტრავაგანტულად ჩაცმული ირაკლი თხილამურებით სრიალებდა, მოეჩვენა,


რომ გოგონები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ. ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ
სხვა დროსაც იგივე ტანისამოსით ისრიალებს;

დ. გიორგი ყოველთვის დასცინის ცრუმორწმუნეებს, მაგრამ, როცა უნივერსიტეტისკენ


მიმავალს, კატამ გზაზე გადაურბინა, ყოველი შემთხვევისთვის მაინც ტროტუარის მეორე
მხარეს გადავიდა.

 მოთხოვნილებები და სტიმულები

მოტივაციის მამოძრავებელ ძალას მოთხოვნილებები და სტიმულები წარმოადგენს. ჩვენი


ზოგიერთი მოტივი ფიზიოლოგიურ ან ემოციურ მოთხოვნილებებს ეფუძნება, რომლებიც
განსაზღვრული ქცევისაკენ გვიბიძგებენ. ასეთია საკვების, წყურვილის, დაცვის და ა.შ.
მოთხოვნილებები. მოტივაციის სხვა ფორმა აღმოცენდება მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაც
განსაკუთრებული გვიზიდავს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ლუდის სმაში შეჯიბრება. ეჭვი
არავის ეპარება, რომ ამ შეჯიბრის ნებისმიერ მონაწილეს ლუდის სიყვარულის გარდა
ამოძრავებს რაღაც უფრო მეტი, მაგალითად ფულადი ჯილდო, პირველობა, უბრალოდ
გამარჯვება და სხვა. ცხადია, მოტივაცია ხშირად იქმნება სხვადასხვა მამოძრავებელი ძალის
შერწყმის საფუძველზე. ადამიანებს ყოველთვის რაღაც არ ჰყოფნით, იქნება ეს საკვები, ძილი,
წახალისება, ჯილდო, გარშემომყოფთა მხრიდან პატივისცემა თუ სხვა რამ. ისინი საკუთარი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ და შესაბამისადაც იქცევიან. გარდა ამისა,

99
ზოგჯერ ადამიანი, შეიძლება, დაინტერესებული იყოს რაღაცით. აქედან გამომდინარე,
განსაკუთრებული მოთხოვნილების არარსებობის დროსაც კი, იგი, შეიძლება რაღაც
მაცდურმა მიიზიდოს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანთა ქცევის/საქციელის მოტივაცია -
ცნობიერი თუ არაცნობიერი, მათი მოთხოვნილებების არეალი ფართოა, ზოგი
მოთხოვნილება კი ყველასთვის საერთოა. მაგალითად, ჯანმრთელობის, დასვენების, კვების,
ჟანგბადის მოთხოვნილება საერთოა. მაგრამ, ყოველი ადამიანი ფლობს ინდივიდუალურ
მოთხოვნილებებსაც, როგორიცაა, მაგალითად, უახლესი მოდელის სპორტული
ავტომანქანის ქონა, ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანისამოსის და სხვადასხვა
აქსესუარის ტარება, მოგზაურობა, სხვა კულტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობა
და ა.შ. ალბათ ყველა ვაცნობიერებთ ალპინიზმით გატაცებული ან ამა თუ იმ განვითარებად
ქვეყანაში მისიონერად მყოფი ადამიანების მოთხოვნილებებს. ბევრს უკვირს მათი საქციელი,
ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც, მაგრამ ნებისმიერი ალპინისტისა თუ მისიონერისათვის
სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ის, რასაც აკეთებს.

ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ადამიანთა უმრავლესობა არ განიცდის სერიოზულ


სიძნელეებს საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას.
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. არსებობს მრავალი
გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ წყურვილის შეგრძნება შიმშილთან შედარებით
უფრო მძიმეა. თუ ადამიანს, რომელიმე ფიზიოლოგიური მოთხოვნილება
დაუკმაყოფილებელი აქვს, ეს, როგორც წესი, მის პიროვნულ მდგომარეობაზე აისახება.
ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე უძილობა იწვევს ჰალუცინაციებს. მუდმივად
ძლიერი ტკივილის განცდა ინდივიდის ქცევებს ცვლის; შეინიშნება გაღიზიანება და
ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ადამიანის ორგანიზმი ისწრაფვის წონასწორობის
ანუ რაღაც სტაბილური მდგომარეობისკენ, რომლის შენარჩუნების მექანიზმს ჰომეოსტაზი
ეწოდება. ჰომეოსტაზი ადამიანის სხეულის ტემპერატურას არეგულირებს და მოქმედებს
თერმოსტატის მსგავსად. როდესაც სხეული ხურდება, იწყებს ოფლის გამოყოფას; როცა
სცივა, მაშინ კანკალებს, როდესაც ადამიანს შია, შესაბამისად - ჭამს და ა.შ.

რატომ ჭამენ განსხვავებული ადამიანები სხვადასხვანაირად? მეცნიერები თვლიან, რომ


წონის მარეგულირებელი მექანიზმი სხვადასხვა ინდივიდთან განსხვავებულად მუშაობს.
ყოველ ადამიანში არსებობს წონასწორობის ის წერტილი, რომელიც მისთვის
დამახასიათებელ წონას ასახავს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დიეტაზე ყოფნის შემდგომ
პიროვნება ჭარბად იმატებს. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დიეტის პროცესში
ორგანიზმი ვერ იღებს საკვების სათანადო რაოდენობას და მისი წონა წონასწორობის
წერტილის ქვემოთ ეშვება. დიეტის დამთავრების შემდეგ კი, ადამიანი იწყებს მეტ ჭამას,
რადგან წონასწორობის წერტილი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ამით აიხსნება წონაში
სწრაფი მატება დიეტის შეწყვეტის შემდგომ.

ცნობისმოყვარეობა და აგზნებადობა. ადამიანთა უმრავლესობა არ განიცდის


შთაბეჭდილებების მოთხოვნილებას. ისინი არ ეძებენ მუდმივად ახალ შეგრძნებებს.

100
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გამღიზიანებლებისა და სტიმულების
მოთხოვნილებებში. მეცნიერებმა აღწერეს ორი ტიპის პიროვნება, რომლებიც
უპირისპირდებიან ერთმანეთს გარეგანი შთაბეჭდილებებისადმი მოთხოვნილების ძალის
მიხედვით. ერთს უწოდეს „T“ ტიპის პიროვნება, ხოლო მეორეს „t“ ტიპის პიროვნება.

„T“ ტიპის პიროვნებები მძაფრი შეგრძნებებისკენ ისწრაფვიან; აქვთ თავგადასავლებისა


და რისკისადმი მიდრეკილება; უყვართ ექსპერიმენტები; უპირატესობას ყოველივე ახალსა
და უცხოს ანიჭებენ; მოსწონთ კონფლიქტები და ამაღელვებელი განცდები.

მეორე პოლუსზეა „t“ ტიპის პიროვნება. ასეთ ადამიანებს მოსწონთ საიმედოობა,


სტაბილურობა და სიმშვიდე. ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია გარეგან
შთაბეჭდილებების მიღებისადმი ზომიერი მოთხოვნილებები და განთავსებულია სადღაც „T“
და „t“ ტიპებს შორის. ნორმალურ პირობებში, „T“ ტიპის ბავშვები ავლენენ
შემოქმედებითობას/კრეატულობას. მაგრამ, თუ მათ არ ეხმარებიან სწორი ორიენტაციის
ჩამოყალიბებაში, ისინი იწყებენ მძაფრი შეგრძნებების ძიებას, ხულიგნობას, ნარკოტიკების
მოხმარებს, ჩადიან საშიშ ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და ა.შ. ამიტომ ფსიქოლოგები
„T“ ტიპის ბავშვების მშობლებს ურჩევენ, მათში მოზღვავებული ენერგია წარმართონ
შემოქმედებით საქმიანობაში, მაგალითად, დაკავდნენ სპორტით, შაბათ-კვირას გავიდნენ
ბუნებაში, სათავეში ჩაუდგნენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას და სხვა.

უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნილება. ადამიანები ცდილობენ საკუთარი


უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თუკი ინდივიდს აქვს თავშესაფარი, არ აწვიმს და არ
ათოვს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოთხოვნილებები უსაფრთხოებისადმი გადაჭრილია და
ამით ამოიწურება. ადამიანები ამ მოთხოვნილების მიხედვით ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან. ვიღაც საკუთარ ბინაში სიგნალიზაციას ამონტაჟებს, ვიღაც ქონებას აზღვევს
(არამარტო ქონებას, ხშირად საკუთარ თავსაც), სხვას ავტომანქანაში დამატებითი საბურავი
აქვს, ნებისმიერ ქვეყანას ჰყავს საკუთარი არმია, ყველა ქალაქსა თუ სოფელში არის პოლიცია
და სახანძრო და ა.შ. ამ ორგანიზაციების საქმიანობა უზრუნველყოფს ადამიანთა
უსაფრთხოებისადმი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. სიყვარულისა და


მიკუთვნებულობის მოთხოვნილებებს ზოგჯერ აფილაციურს უწოდებენ. თუკი ოდესმე თავს
მარტოსულად და გარიყულად გრძნობდით, ეს ნიშნავს, რომ აფილაციის მოთხოვნილება
გქონდათ. აფილაციურობა არ გამოიხატება მხოლოდ რომანტიკული ან მშობლიური
სიყვარულისადმი სწრაფვაში. ადამიანს სჭირდება მეგობრები, რომლებიც მას ისეთად
მიიღებენ, როგორიც სინამდვილეში არის. სხვადასხვა პიროვნებას აფილაციის
მოთხოვნილებები განსხვავებული ხარისხით აქვს გამოხატული. ზოგიერთისთვის
საკმარისია ერთი-ორი ახლო მეგობრის ყოლა; ზოგი მრავალ ადამიანთან ზედაპირული
ურთიერთობებს ამჯობინებს; ზოგიერთი ცდილობს ახლობლური ურთიერთობები მთელ
ჯგუფთან ჰქონდეს და ა.შ. ჩვეულებრივ, ადამიანის პიროვნების განვითარებასთან ერთად

101
მისი სამეგობრო წრე იცვლება. ინდივიდები ცდილობენ თავიანთ გარშემომყოფებს
სასიამოვნო რამ გაუკეთონ და მათგან მოწონება დაიმსახურონ. ადამიანის მოთხოვნილება
აფილაციისა და საზოგადოების მხრიდან მოწონებისადმი გამოიყენება მავნე ჩვევების
დაძლევის მიზნითაც. ამისათვის იქმნება, მაგალითად, ანონიმური ალკოჰოლიკების,
ნარკომანების, წონაში დაკლების მსურველთა და ა. შ. საზოგადოებები. მარტოობის,
საკუთარი უსარგებლობის შეგრძნების გადალახვის მიზნით ბევრი ადამიანი იწყებს სმას ან
ღორმუცელობას. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი და საკვები ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებებია, აფილაციის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა ხშირად ადამიანში
ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ბოროტად გამოყენებას იწვევს. როდესაც პიროვნება
სტუმრად ყოფნისას სვამს ალკოჰოლს, ან ტკბილეულს მიირთმევს, ეს არ წარმოადგენს მის
ერთადერთ მიზანს. ანონიმური ალკოჰოლიკები და გახდომის მსურველები კარგად
აცნობიერებენ სასმელისა და საკვების სოციალურ მნიშვნელობას. ეს ჯგუფები მათთვის იმ
კოლექტივად იქცევა, სადაც მოიწონებენ სპირტიანი სასმელებისა და საჭმლის მიღებისგან
თავშეკავებას, ზომიერების დაცვას. ამ ჯგუფების წევრობის უფლების მოსაპოვებლად,
პრეტენდენტმა ჯანსაღ ცხოვრებას უნდა მიჰყოს ხელი და მუდმივად აკონტროლოს
საკუთარი წონა.

ფსიქოლოგები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ყოველ ადამიანს ესაჭიროება მეგობრების


გარკვეული ტიპები და რაოდენობა. აფილაციისა და მოწონებისადმი მომატებული
მოთხოვნილების მქონე ადამიანი შეიძლება გამოვიცნოთ ტანისამოსის მიხედვითაც. თუკი
იგი ატარებს სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის სამკერდე ნიშნებს, სპორტული
გუნდებისა და კლუბების ემბლემიან ქურთუკებს ან ცდილობს სხვების მსგავსად ჩაიცვას, ეს
მომატებულ აფილაციურობაზე მეტყველებს.

რეკლამის სპეციალისტები კარგად იყენებენ რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის


ამ ადამიანურ მოთხოვნილებას. მრავალი სარეკლამო რგოლი იწყება სწორედ რომ
მარტოსული ადამიანის „ნეგატიური“ მდგომარეობის დემონსტრირებით, სადაც ნაჩვენებია,
ამა თუ იმ პროდუქტმა როგორ შეუწყო პიროვნებას ხელი შეეცვალა საკუთარი მდგომარეობა
უკეთესობისაკენ. მიღწევისადმი მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანები ისეთ მიზნებს
ისახავენ, რომელთა ასრულება ხშირად საზოგადოებისათვის წარმატების სიმბოლოდ იქცევა.
ასეთ ადამიანებს მუდმივად სიმაღლეზე ყოფნა და გარშემომყოფებისგან მოწონების მიღება
სურთ. მათთვის მოწონება და წახალისება ფულზე მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები
აღნიშნავენ, რომ ასეთი პიროვნებები თავისუფალ დროსაც კი ხშირად სამსახურებრივ
საქმიანობას უთმობენ. ისმის კითხვა: რატომ აღმოცენდება ზოგიერთ ადამიანში
მიღწევისადმი ასეთი ძლიერ მოთხოვნილება? ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვში
მიღწევის მოთხოვნილებების ჩამოყალიბებაზე გავლენას მშობლების განწყობები ახდენს. ის
მშობლები, რომელთაც თავად აქვთ მიღწევის მოთხოვნილება, შვილებისგან
დამოუკიდებლობას ითხოვენ. ასეთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე თავიანთი თავის იმედი
აქვთ, რის შედეგადაც საკუთარი თავისადმი დაჯერებულობა უვითარდებათ. წარმატებებს

102
მათთვის სიხარული მოაქვს. დაბალი მოთხოვნილებების მქონე მშობლები, როგორც წესი,
უკიდურესად ზრუნავენ თავიანთ შვილებზე; აუცილებლობის არარსებობის დროსაც კი
ეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთ ბავშვებს ნაკლები თავისუფლება ეძლევათ და
უყალიბდებათ მიღწევისადმი სუსტი მოთხოვნილება. გამოკვლევების შედეგად დადგინდა,
რომ მიღწევის მოტივაცია იმ კულტურების წარმომადგენლებთან არის ძლიერი, სადაც
ფასდება ინდივიდუალური მიღწევები, ანუ ინდივიდუალისტურ კულტურებში, ხოლო
კოლექტივისტურში - პირიქით.

 სავარჯიშო

წაიკითხეთ ქვემოთ წარმოდგენილი სიუჟეტები და განსაზღვრეთ მიღწევის როგორი


მოთხოვნილებები აქვთ აღნიშნულ პერსონაჟებს და რა ნიშნით მოახდინეთ მათი
კლასიფიცირება.

1. სალომე ძალიან გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ მის ახალ ოფისში იატაკზე ხალიჩა არ
იქნება დაფენილი;
2. ბატონი ვარლამი ლექციის წაკითხვისას ყურადღებით აკვირდება სტუდენტების სახეებს.
მას სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მისი ლექცია აღაფრთოვანებს აუდიტორიას;
3. როდესაც ეკამ გაიგო, რომ სამუშაო საათების გარდა ზედმეტ შრომას არ აუნაზღაურებენ,
განაცხადა, რომ უფასოდ არ იმუშავებს;
4. მანუჩარი იყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ კალათბურთში ივარჯიშოს. მას სურს
მაღალ დონეზე დაეუფლოს ბურთის კალათში ჩაგდების ტექნიკას;
5. ლაურას უფროსმა სთხოვა თავისთვის მოეფიქრებინა ისეთი დავალება, რომლის
შესრულებაც მას კმაყოფილებას მიანიჭებს. ლაურას ეს არ მოეწონა. მან ხმამაღლა გამოაცხადა,
რომ ვერ იტანს დავალებების მოგონებას, ურჩევნია ხელმძღვანელის მითითებები
შეასრულოს;
6. ნიკა უფროსკლასელია, მაგრამ არასოდეს დადის სკოლაში მარტო. მას აცილებს დედა,
რომელსაც ეშინია, რომ მის შვილს ან მანქანა დაეჯახება, ან ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს;
7. ვაკო ტოტალიზატორში თამაშობს და ამაში ნახევარ ხელფასს ხარჯავს;
8. რამაზი შიშობს, რომ თუ კარგად არ ისწავლის, სამსახურს ვერ იშოვნის.

 სავარჯიშო

სარეკლამო რგოლში ასეთი სიუჟეტია გამოყენებული: კაფეს მეპატრონეები სხედან ერთ-


ერთ მაგიდასთან და კლიენტებს ელოდებიან; მაგრამ არავინ მოდის, რადგან მათ დღეს არ
აქვთ გემრიელი ფუნთუშები. მომდევნო სცენა იწყება განცხადებით, რომ ამიერიდან ისინი
მხოლოდ მაღალი ხარისხის ფქვილს შეიძენენ და უგემრიელეს ფუნთუშებს გამოაცხობენ;
ამის შემდეგ კაფეში უამრავი ხალხი შემოდის. რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა
აგებული სარეკლამო რგოლი?

103
 მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია

ადამიანთა მოთხოვნილებების კლასიფიცირება შეუსრულებელ ამოცანად შეიძლება


გვეჩვენებოდეს, მაგრამ ა. მასლოუმ, რომლის შრომებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
მოტივაციის კვლევაში, შეძლო ამის გაკეთება. მან მოტივაციის იერარქიული მოდელი
პირამიდის სახით ააგო. ამ მოდელის შესაბამისად პირამიდის წვერში განლაგებულ
მოთხოვნილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ გავლენა ადამიანის ქცევაზე, თუკი
დაკმაყოფილდება ქვედა დონის მოთხოვნილებები.

მასლოუმ, პირამიდის საფუძვლად მოათავსა ადამიანისთვის აუცილებელი


ყოველდღიური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვების, წყურვილის,
დასვენების, ნივთიერებათა ცვლის და ა.შ. მეორე დონეზე მასლოუმ განალაგა გარეგანი
გამღიზიანებლებისადმი მოთხოვნილება, თუმცა არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ
კლასიკურ იერარქიაში ხუთი დონეა გამოყოფილი. გარეგანი გამღიზიანებლებისადმი
მოთხოვნილებაში შედის სამყაროს შეცნობის და საკუთარი ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილება. პირამიდის შემდეგ საფეხურზე უსაფრთხოების მოთხოვნილებაა.
მომდევნო საფეხურზეა სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები. ამ დონეზე
ადამიანს მეგობრის ყოლის მოთხოვნილება უჩნდება. ერთი საფეხურით ზემოთ
პატივისცემის და პრესტიჟის მოთხოვნილებაა. ბოლო საფეხურზე ყველა ვერ ადის.
პირამიდის წვეროზე ასვლისას მიმდინარეობს ადამიანის პოტენციალის სრული რეალიზება.
მასლოუმ თავისი იერარქიის ამ მწვერვალს თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება უწოდა.

მასლოუს მოდელის თანახმად, ამ პირამიდაზე ადამიანები მთელი ცხოვრების


მანძილზე მუდმივად მოძრაობენ. ერთი საათის განმავლობაშიც კი ისინი რიგ-რიგობით
განიცდიან სხვადასხვა მოთხოვნილებას, ანუ გადაადგილდებიან პირამიდის ერთი
საფეხურიდან მეორეზე. მაგრამ, მასლოუს პირამიდა კიბესაც ჰგავს, რომელზეც ინდივიდები
მომდევნო საფეხურზე ასვლისას რყევას განიცდიან. აღნიშნული იერარქიული მოდელი
საკმაოდ კრიტიკულად იქნა მიღებული. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ხშირად, ადამიანი
ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნილებას განიცდის; გარდა ამისა, არსებობს ამ
მოდელისგან მნიშვნელოვანი ინდივიდუალური გადახრები. მაგალითად, მასლოუს
მიხედვით შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ არ ღალატობენ პიროვნებები საკუთარ
რწმენა/ღირებულებებს მაშინაც კი, თუ ამისთვის შიმშილობა და ტანჯვა-წამების გადატანა
უხდებათ.

 სავარჯიშო

მალხაზს თითქმის ორი დღე-ღამე არ ეძინა, რადგან პროექტის დაცვისთვის


ემზადებოდა. მას უნდოდა შთაბეჭდილება მოეხდინა თანაკურსელებსა და პედაგოგზე
მხატვრული კონსტრუირების სფეროში განსაკუთრებული უნარების გამოვლენით. მაგრამ,
უეცრად სამუშაოს მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, რადგან ძალიან მოუნდა ძილი.

104
დავალება: მასლოუს იერარქიული მოდელის საფუძველზე ახსენით, რა დაემართა მალხაზის
მოტივაციას

თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება. მასლოუს საკმაოდ გაუჭირდა


თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების ფორმულირება. იგი თვლიდა, რომ ყველა ადამიანი
ფლობს ფარულ ტალანტებს ან უნარებს, რომელთა რეალიზებაც მას სურს. როდესაც
ინდივიდს დაბალი დონის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს, მაშინ იგი საკუთარი
პოტენციალის გამოვლენას იწყებს. პიროვნული ზრდა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც
ადამიანს საკუთარი თვითგამოხატვის და მასში არსებული პოტენციალის სრული
რეალიზაციის უფლებას აძლევს. პიროვნების განვითარება ხშირად ფსიქოთერაპიის მიზანს
წარმოადგენს. მაგრამ, თუკი ცალკეულ კულტურაში ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვან
როლს ასრულებს, ზოგიერთ კულტურაში პიროვნების განვითარება არ წარმოადგენს
უნივერსალურ მიზანს, ბევრ კულტურაში, პირველ ადგილზე ოჯახური ან ჯგუფური
ღირებულებები დგას. თვითაქტუალიზაციის მაღალი დონის მქონე პიროვნებების შესწავლის
საფუძველზე, მასლოუმ გამოყო ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები.
ესენია:

 პატიოსნება და უანგარობა;
 კრეატულობა/შემოქმედებითობა;
 მომთმენიანობა;
 ცხოვრების/სიცოცხლის სიყვარული;
 იუმორის გრძნობა;
 გულისხმიერება

მასლოუს აზრით, ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელმაც სინამდვილეში მოახერხა


საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა. მან გამოიკვლია 3000 სტუდენტი და მხოლოდ
ერთზე შეძლო ეთქვა, რომ იგი თვითაქტუალიზირებული პიროვნება იყო. რა თქმა უნდა,
მოწიფული ასაკის ადამიანთა შორის უფრო ხშირია თვითაქტუალიზირებადი პიროვნებები,
მაგრამ, არც იმდენი, რომ ამ მოვლენას ფართოდ გავრცელებული ეწოდოს. ადამიანთა
უმრავლესობა არ ადის მოწონების და პატივისცემის საფეხურზე მაღლა. აღიარებულია, რომ
ისინი ვერ ახერხებენ პირამიდის წვეროზე ასვლას, ხშირად კი ამის სურვილიც არ აქვთ. ა.
მასლოუმ შეისწავლა იმ 49 ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელთაც, მისი აზრით,
მაქსიმალურად მოახდინეს საკუთარი პიროვნული პოტენციალის რეალიზება. მათ შორისაა
ალბერტ აინშტაინი, ელეონორა რუზველტი, აბრაამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი, უილიამ
ჯეიმსი და ჯეიმს ადამსი. აღმოჩნდა, რომ პიროვნებებს, რომელთაც მიაღწიეს
თვითაქტუალიზაციის მაღალ დონეს, ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:

- შეუძლიათ ალტრუიზმი და არიან ობიექტურები;


- იქცევიან ბუნებრივად, მაგრამ მოსწონთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების
მიღება;

105
- საკუთარ თავს იღებენ ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან და ასეთივე
დამოკიდებულება აქვთ გარშემომყოფებისადმი;
- შეუძლიათ მთლიანად ჩაეფლონ საქმიანობაში და გაიხარონ ელემენტარულითაც კი;
- აფასებენ მახვილგონიერებასა და იუმორს; მათი გაცინება ადვილია;
- გამოხატავენ სიმპათიასა და თანაგრძნობას სხვა ადამიანებისადმი.

 შინაგანი და გარეგანი მოტივაცია

ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, შინაგანი ან გარეგანი მოტივაციის საფუძველზე


ხდება. თუკი ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რომელიც თქვენ მოგწონთ, ეს ნიშნავს,
რომ გამოძრავებთ შინაგანი მოტივაცია და საქმიანობას თქვენთვის კმაყოფილება მოაქვს.
დავუშვათ, მოგწონთ ფეხბურთის ყურება. თქვენ გსიამოვნებთ სავარძელში მოკალათებულმა
ადევნოთ თვალი თამაშს. მაგრამ, თუ გსურთ, რომ მეგობარმაც თქვენთან ერთად უყუროს
ფეხბურთის მატჩს, ამისათვის დაგჭირდებათ რაიმე გარეგანი სტიმულის გამოყენება.
გარეგანი სტიმული შეიძლება იყოს შექმნილი გარემოდან მომდინარე ჯილდო. იმისათვის,
რომ თქვენ ერთად უყუროთ ტელევიზორს, მეგობარს შეიძლება შესთავაზოთ რაღაც
გემრიელი სასუსნავი, მომავალ კვირას თეატრში ან კინოში წაყვანა და ა.შ. მას მხოლოდ
ამგვარი ჯილდო დააინტერესებს; იგი მოტივირებული გახდება მხოლოდ გარეგნულად -
შეიძლება დაჯდეს თქვენთან ერთად, თუმცა მოიწყენს, რადგან სინამდვილეში ფეხბურთი არ
აინტერესებს.

ამდენად, ადამიანის შინაგანი და გარეგანი მოტივაცია შეიძლება ასე დავახასიათოთ:

 შინაგანი მოტივაცია: რაიმე საქმიანობისადმი ლტოლვა საკუთარი


მისწრაფების საფუძველზე მუშაობისგან კმაყოფილების მიღების მიზნით.
 გარეგანი მოტივაცია: რაიმე საქმიანობისადმი ლტოლვა მხოლოდ გარედან
ჯილდოს მიღების მიზნით.

თუკი ინდივიდს არ აქვს შინაგანი ინტერესი რაიმე საგნისადმი და მეცადინეობს


მხოლოდ ჩათვლის მიღების, გამოცდის ჩაბარების შემდეგ დიპლომის აღების მიზნით, მაშინ
მისი სასწავლო საქმიანობა მიმდინარეობს გარეგანი მოტივაციის საფუძველზე. თუმცა,
სასწავლო საქმიანობაში ერთდროულად შეიძლება ორივე მოტივაციას ჰქონდეს ადგილი.
მაგალითად, როდესაც პიროვნებას მოსწონს სწავლის პროცესიც და ამავე დროს ის ფიქრობს
მაღალი შეფასების მიღებაზე, სამეცნიერო ხარისხზე, მომავალში მაღალანაზღაურებადი
სამუშაოს შოვნაზე და ა.შ. ფსიქოლოგები დაინტერესდნენ საკითხით - ახდენს თუ არა
შინაგანი მოტივაცია გარეგან მოტივაციაზე ზეგავლენას? გამოკვლევებით დადასტურდა, რომ
გარეგანი მოტივაციის აღმოცენება, როგორც წესი, იწვევს შინაგანის შესუსტებას, რაც
ექსპერიმენტულად დადასტურებულია. ცდებში მონაწილეობისათვის მიიწვიეს ადამიანები,
რომელთაც უყვარდათ სხვადასხვაგვარი თავსატეხისა თუ რებუსის ამოხსნა, ანუ მათ ამ

106
საქმეში ჰქონდათ შინაგანი მოტივაცია. ექსპერიმენტატორმა ცდისპირები გაყო ორ ჯგუფად
და გამოაცხადა, რომ პირველი ჯგუფის წევრები მიიღებდნენ თითო დოლარს ყოველ სწორად
ამოხსნილ თავსატეხზე, მეორე ჯგუფი კი არაფერს მიიღებდა. ამის შემდეგ, ცდისპირებს
ტოვებდნენ მარტო და ყოველი მათგანი თვითონ აკეთებდა არჩევანს. იმ ცდისპირებმა,
რომელთაც ფული უნდა მიეღოთ, გაცილებით ნაკლები დრო დახარჯეს რებუსის ამოხსნაზე,
ვიდრე იმათ, ვისაც ანაზღაურების გარეშე უნდა ემუშავათ. გაკეთდა დასკვნა, რომ მას
შემდეგ რაც ცდისპირებს შესთავაზეს ფული, მათი ინტერესი გადავიდა გარეგან ჯილდოზე
და ამიტომ შინაგანი მოტივაცია დასუსტდა. მაგრამ მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ შინაგანი
მოტივაციის გაძლიერება მხოლოდ ერთი ტიპის გარეგან დაჯილდოვებას შეუძლია - ეს არის
სიტყვიერი შექება. გამომდინარე აქედან, თუ მატერიალური ჯილდო იწვევს შინაგანი
მოტივაციის გაქრობას, შექება და საზოგადოების მხრიდან წახალისება, პირიქით, ამაღლებს
ინდივიდის შინაგან მოტივირებულობას.

 სავარჯიშო

თხუთმეტი წლის თედოს ყოველთვის უყვარდა შეშის დაპობა. როდესაც დიდი მორები
მის მიერ მოქნეული ნაჯახის ქვეშ „ნაფოტებად იქცეოდა“, ის თავს ძლიერ მამაკაცად
აღიქვამდა. მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ იგი კარგად უძღვება საქმეს და შეშის
დამზადებაზე ყოველ საათში 10 ლარი შესთავაზეს. თედოს მშობლები შეშფოთებულები
არიან: თედო უკვე მხოლოდ ფულზე მუშაობს.

ახსენით, რატომ გაუქრა თედოს უანგაროდ შეშის ჭრის ინტერესი და როგორ შეიძლება
თედოს შინაგანი მოტივაციის აღდგენა?

სამუშაოთი/შრომითი კმაყოფილება

სამუშაოთი კმაყოფილება დამოკიდებულია, როგორც შინაგან, ასევე გარეგან


მოტივაციაზე. ჰერცბერგმა შინაგანი მოტივები გააერთიანა ზრდის ფაქტორში, ხოლო
გარეგანი მოტივები კი - ჰიგიენურ ფაქტორში. ჰერცბერგი თვლიდა, რომ ზოგ შემთხვევაში
ადამიანი კმაყოფილია თავისი საქმის ორი ასპექტიდან მხოლოდ ერთით. ზრდის ასპექტი
ადამიანს ანიჭებს წარმატებისა და მიღწევის აღიარების შეგრძნებას. თუ პიროვნება
სამუშაოთი კმაყოფილია და მას სიამოვნებაც მოაქვს, მაშინ ის ბედნიერია. ადამიანი
იზრდება, როგორც პიროვნება და განიცდის კმაყოფილების გრძნობას. მასში აღმოცენდება
შრომისადმი შინაგანი მოტივაცია.

107
ჰიგიენური ასპექტი მოიცავს გარეგან სტიმულებს, ანუ სამუშაო პირობებს და
ანაზღაურებას, ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, შრომის დაცვას და ა.შ.
მაგრამ, ზოგჯერ, ინდივიდს მაღალანაზღაურებადი და საუკეთესო პირობების მქონე სამუშაო
მაინც არ მოსწონს. ადამიანები, რომლებიც სამსახურს მხოლოდ ფულის გამო იწყებენ, რაღაც
დროის შემდეგ შეიძლება უბედურები აღმოჩნდნენ. გარეგანი მოტივები მათ არ მისცემს
უფლებას სრული უკმაყოფილება განიცადონ, მაგრამ არც შეუყვარდებათ საკუთარი საქმე. რა
თქმა უნდა, ფულის დახმარებით შეიძლება შრომის ნაყოფიერების ამაღლება, მაგრამ თუ
ინდივიდს არ მოსწონს რასაც აკეთებს, მას ვერც ფული უშველის. გამომდინარე აქედან, ის
მუდმივად უკმაყოფილო იქნება სამუშაოთი. გარეგან მოტივებს მხოლოდ დროებითი
კმაყოფილება მოაქვთ.

ფსიქოლოგები დიდ ყურადღებას აქცევენ განვითარების ფაქტორებს და შინაგანი


მოტივაციის სხვა ფორმებს. ისინი აქტიურად იკვლევენ შრომითი დისციპლინის და
კმაყოფილების ამაღლების ხერხებს შრომის შინაარსის გაზრდის გზით. ეს გულისხმობს
მუშაკის პირადი პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლობის გადიდებას, რაც თავის მხრივ,
სამუშაო პროცესში მრავალფეროვნების შეტანის საწინდარია. ამ მიზნით, კომპანია „ვოლვოს“
ერთ-ერთ საავტომობილო ქარხანაში რამდენიმე წლის წინ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი:
თითქმის ყველა თანამშრომელს დააკისრეს დამატებითი ვალდებულებები. მათი შრომა
გახდა გაცილებით მრავალფეროვანი და თითოეულ მათგანს მეტი შესაძლებლობა მიეცა
დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ
შრომითი დისციპლინა არა მარტო ამაღლდა, არამედ შრომის ნაყოფიერებამაც მოიმატა.
დღეისათვის საწარმოო პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მსგავსი ფორმა
„ვოლვოს“ ხუთ ქარხანაშია შემოღებული.

შრომითი მოტივაციის შესწავლაში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა გამოკვლევებმა


მეცნიერები მიიყვანეს დასკვნამდე, რომ დამქირავებლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ
თანამშრომელთა ინდივიდუალურ განსხვავებულობას. მათ უნდა შეიმუშავონ საკუთარი
პერსონალის შრომითი მოტივაციის ამაღლების ხერხები ეთნოკულტურული, ასაკობრივი,
სქესობრივი და სხვა განსხვავებების გათვალისწინებით.

პრაქტიკული სამუშაო

ინსტრუქცია: შემოხაზეთ თქვენთვის მისაღები პასუხი და შედეგები გააანალიზეთ

1. თქვენი კმაყოფილება იმ ორგანიზაციით/დაწესებულებით, სადაც მუშაობთ


ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი

108
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
2. თქვენი კმაყოფილება ორგანიზაციაში შრომის ფიზიკური პირობებით (სიცხე, განათება,
სიცივე, ხმაური, სისუფთავე და ა.შ.)
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
3. თქვენი კმაყოფილება იმ სამუშაოსადმი, რომელსაც ასრულებთ
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
4. თქვენი კმაყოფილება თანამშრომელთა შორის არსებული ურთიერთობებით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილი ვარ
5. კმაყოფილება თქვენი უშუალო უფროსის ხელმძღვანელობის სტილით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
6. კმაყოფილება თქვენი უშუალო უფროსის პროფესიონალური კომპეტენტურობით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
7. თქვენი კმაყოფილება საკუთარი ხელფასით თქვენს მიერ დახარჯულ ენერგიასთან
მიმართებაში
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ

109
8. თქვენი კმაყოფილება ხელფასით იმასთან შედარებით, თუ როგორ ანაზღაურდება
მსგავსი სამუშაო სხვა ორგანიზაციაში
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
9. თქვენი კმაყოფილება სამსახურებრივი (პროფესიული) წინსვლით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილი (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
10. თქვენი კმაყოფილება წინსვლის საკუთარი შესაძლებლობებით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
11. თქვენი კმაყოფილება იმით, რომ სამსახურში გაქვთ საკუთარი გამოცდილებისა და
უნარების გამოყენების შესაძლებლობა
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
12. კმაყოფილება იმით, თუ როგორ მოთხოვნებს უყენებს თქვენი სამუშაო ადამიანის
ინტელექტს
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ
13. თქვენი კმაყოფილება სამუშაო დღის ხანგრძლივობით
ა. სავსებით კმაყოფილი ვარ
ბ. კმაყოფილი ვარ
გ. არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო (არ ვიცი)
დ. არ ვარ კმაყოფილი
ე. უკიდურესად უკმაყოფილო ვარ

110
14. არჩევანი რომ გქონდეთ, იმუშავებდით ამ ორგანიზაციაში კიდევ 5 წლის
განმავლობაში?
ა. რა თქმა უნდა
ბ. ალბათ
გ. არ ვიცი
დ. ალბათ, არა
ე. რა თქმა უნდა, არა
15. არჩევანი რომ გქონდეთ, დარჩებოდით ამ ორგანიზაციაში, მხოლოდ სხვა
პოზიციაზე/თანამდებობაზე?
ა. რა თქმა უნდა
ბ. ალბათ
გ. არ ვიცი
დ. ალბათ, არა
ე. რა თქმა უნდა, არა

მოტივთა ტიპოლოგია

ადამიანის მოთხოვნილებების მრავალფეროვნება განაპირობებს ქცევისა და


საქმიანობის მოტივთა განსხვავებასაც; მაგრამ, ზოგიერთი მოტივი საკმაოდ ხშირად
აქტიურდება და არსებით გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე; სხვები მოქმედებენ მხოლოდ
განსაზღვრულ სიტუაციებში და უმეტესად, პოტენციურ მოტივებს წარმოადგენენ.
ინდივიდის მოტივაციური სფერო დინამიკურია: დროთა განმავლობაში, ცალკეული
მოტივის მნიშვნელობა და გავლენა იცვლება; შესაბამისად იცვლება მოტივთა იერარქიაც,
რომელიც არ წარმოადგენს აბსოლუტურად სტაბილურ კომპლექსს და გადასხვაფერდება
დროსთან და ასაკთან შესატყვისად. განვიხილოთ მოტივთა ის ტიპოლოგია, რომელიც,
მკვლევართა აზრით, ყველაზე მეტად დამახასიათებელია ინტერპერსონალური
ურთიერთობებისათვის.

 თვითგანმტკიცების მოტივი;
 სხვა ადამიანთან იდენტიფიკაციის მოტივი;
 ძალაუფლების მოტივი;
 პროცესუალურ - შინაარსობრივი მოტივი;
 ექსტრინსიული მოტივი;
 თვითგანვითარების მოტივი;
 მიღწევის მოტივი;
 პროსოციალური (საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი) მოტივები;
 აფილაციის მოტივი;
 ნეგატიური მოტივაცია;

111
 მოქმედი და პოტენციური მოტივები

 თვითგანმტკიცების მოტივი. ეს არის ადამიანის მისწრაფება სოციუმში საკუთარი


თავის დამკვიდრებისადმი. ეს მოტივი დაკავშირებულია ინდივიდის საკუთარი
ღირსების გრძნობასთან, პატივმოყვარეობასა და თავმოყვარეობასთან. ადამიანი
ცდილობს გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ „რაღაცას“ წარმოადგენს, ისწრაფვის
მიიღოს გარკვეული სტატუსი საზოგადოებაში, უნდა რომ აფასებდნენ და პატივს
სცემდნენ. ზოგჯერ, თვითგანმტკიცებისადმი მისწრაფებას აკუთვნებენ პრესტიჟის
მოთხოვნილებას (ანუ მაღალი სოციალური სტატუსი მიღწევის მისწრაფებას).
თვითგანმტკიცებისადმი, საკუთარი ფორმალური და არაფორმალური სტატუსის
ამაღლებისადმი, საკუთარი პიროვნების პოზიტიური შეფასებისადმი სწრაფვა,
არსებით მოტივაციურ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც პიროვნებას ინტენსიური
მუშაობისა და განვითარებისკენ უბიძგებს.
 სხვა ადამიანთან იდენტიფიკაციის მოტივი. ეს არის ადამიანის მისწრაფება ჰგავდეს
თავის გმირს, კუმირს, ავტორიტეტულ პიროვნებას. ეს მოტივი ინდივიდს უბიძგებს
მუშაობისა და განვითარებისაკენ. ის განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდებში,
რომლებიც ცდილობენ სხვა ადამიანთა ქცევის კოპირებას. თავის გმირთან
იდენტიფიცირებისას მოზარდი ხდება უფრო თამამი. ასეთი გმირებისა და კუმირების
არსებობა არის ეფექტიანი სოციალიზაციის მნიშვნელოვანი პირობა.
 ძალაუფლების მოტივი. ეს მოტივი ვლინდება სხვა ადამიანებზე ზეგავლენისადმი
მისწრაფებაში. ძალაუფლების მოტივაცია (ძალაუფლების მოთხოვნილება)
წარმოადგენს ადამიანის მოქმედებების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას. ეს
არის ინდივიდის სწრაფვა ჯგუფში დაიკავოს ლიდერის პოზიცია, უხელმძღვანელოს
სხვა ადამიანებს, განსაზღვროს მათი საქმიანობა და მოახდინოს მათი ქმედებების
რეგლამენტირება. ძალაუფლების მოტივს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
მოტივთა იერარქიაში. ხშირად, ადამიანი ბევრს მუშაობს არა თვითგანვითარებისა ან
საკუთარი შემეცნებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ
იმისათვის, რომ მოიპოვოს ცალკეულ ადამიანზე ან მთლიან კოლექტივზე გავლენა.
ძალაუფლების მოტივი თითქმის ერთადერთი მოტივია, რომლის გააქტიურება არ
არის რეკომენდებული, რადგანაც შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
თუ გავითვალისწინებთ ამ მოტივის არასასურველ გავლენას პიროვნებაზე (და
ჯგუფისთვის ზიანის მიყენებას), საჭიროა საკმაოდ ფრთხილად გავააქტიუროთ იგი
(განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა მოტივთა გაძლიერება შეუძლებელია).
 პროცესუალურ - შინაარსობრივი მოტივები. ამ ტიპის მოტივები ადამიანს უბიძგებს
საქმიანობის პროცესისა და შინაარსისადმი, და არა გარეგანი ფაქტორებისადმი.
ინდივიდს მოსწონს გარკვეული საქმიანობის შესრულება, საკუთარი
ინტელექტუალური ან ფიზიკური აქტივობის გამოვლენა. მას აინტერესებს იმის
შინაარსი, რითიც დაკავებულია, რასაც აკეთებს. მაგალითად, ადამიანი დაკავებულია

112
სპორტით იმიტომ, რომ მოსწონს საკუთარი ფიზიკური ან ინტელექტუალური
აქტიურობის გამოვლენა. მას კმაყოფილებას ანიჭებს სპორტული თამაშის პროცესი და
შინაარსი და არა ის ფაქტორები, რომლებიც სპორტულ საქმიანობასთანაა
დაკავშირებული (ფული, სახელი, ძალაუფლება, კარიერა და ა.შ.).
 ექსტრინსიული მოტივები. ეს არის მოტივთა ჯგუფი, რომელთა აღმძვრელი
ფაქტორები საქმიანობის გარეთ ძევს. ექსტრინსიული მოტივების მოქმედების
შემთხვევაში ინდივიდს საქმიანობისკენ უბიძგებს არა შინაარსი და პროცესი, არამედ
ის ფაქტორები, რომელნიც მასთან უშუალო კავშირში არ იმყოფება, მაგალითად,
პრესტიჟი ან მატერიალური ფაქტორები. ექსტრინსიული მოტივები შეიძლება იყოს -
საზოგადოების, ჯგუფის, ცალკეული ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობისა და
ვალდებულების მოტივი; თვითგანსაზღვრებისა და თვითსრულყოფის მოტივები;
სხვა ადამიანებისგან მოწონების მიღების მოტივი; მაღალი სოციალური სტატუსის
მიღების მისწრაფება (პრესტიჟის მოთხოვნილება); უსიამოვნებებისა და დასჯის
თავიდან აცილების მოტივები. ამ შემთხვევაში პიროვნება საქმიანობას ახორციელებს
მხოლოდ იმ მოტივით, რომ თავიდან აირიდოს ის უხერხულობა და უსიამოვნება, რაც
შეიძლება აღმოცენდეს საქმის შეუსრულებლობით.
 თვითგანვითარების მოტივი. ეს არის განვითარებისა და სრულყოფისადმი
მისწრაფება, რომელიც მნიშვნელოვან მოტივს წარმოადგენს იმისათვის, რათა
ინდივიდმა ბევრი ისწავლოს და საკუთარ თავზე იმუშაოს. ა. მასლოუს თანახმად, ეს
მოტივი ვლინდება საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციასა და საკუთარი
კომპეტენტურობის შეგრძნების სურვილში. მასლოუ ამტკიცებდა, რომ განვითარება
ხდება მაშინ, როდესაც ყოველ წინა გადადგმულ ნაბიჯს მოაქვს უფრო მეტი შინაგანი
კმაყოფილება. თვითგანვითარება და წინსვლა ხშირად გადაჯაჭვულია
შიდაპიროვნულ/შინაგან კონფლიქტებთან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება
საკუთარ თავზე ძალადობა. თვითგანვითარება, თვითსრულყოფა და წინსვლა - ახალი
შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების მოლოდინში ვლინდება.
 მიღწევის მოტივი. ეს არის საქმიანობაში მაღალი შედეგების მიღწევისადმი სწრაფვა,
რთული ამოცანების/დავალებების არჩევა და შესრულება. ნებისმიერ საქმიანობაში
წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ ცოდნაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე,
არამედ მიღწევის მოტივაციაზეც. მიღწევის მაღალი დონის მოტივაციის მქონე
პიროვნება მუდმივად ისწრაფვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღებისკენ, შეუპოვრად
მუშაობს დასახული მიზნების მისაღწევად. ხშირად, მიღწევის მოტივაცია ერთი და
იგივე ადამიანს ყოველთვის ერთნაირი არ აქვს და ის დამოკიდებულია საქმიანობის
საგანსა და სიტუაციაზე. მაინც რა განსაზღვრავს მოტივაციის დონეს ყოველ
კონკრეტულ საქმიანობაში? მეცნიერებმა აღწერეს ოთხი ფაქტორი: წარმატების
მიღწევის მნიშვნელობა, წარმატების იმედი, წარმატების მიღწევის სუბიექტურად
შეფასებადი ალბათობა და მიღწევის სუბიექტური ეტალონები.
 პროსოციალური/საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოტივები. ესენია
საზოგადოების, ჯგუფის წინაშე პასუხისმგებლობის, ვალდებულების გრძნობის

113
გაცნობიერებასთან დაკავშირებული მოტივები. პროსოციალური მოტივების
მოქმედების შემთხვევაში, ხდება ინდივიდის ჯგუფთან იდენტიფიკაცია. ადამიანი
არამხოლოდ თვლის საკუთარ თავს გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრად,
გაიგივდება მასთან, არამედ, ცხოვრობს ამ ჯგუფის პრობლემებით, ინტერესებითა და
მიზნებით. იმ პიროვნებისათვის, რომლის საქმიანობის აღმძვრელს პროსოციალური
მოტივები წარმოადგენენ, არსებითია ნორმატიულობა, ჯგუფური სტანდარტებისადმი
ლოიალურობა, ჯგუფური ღირებულებების აღიარება და დაცვა, ჯგუფური მიზნების
რეალიზებისადმი მისწრაფება. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, როგორც წესი,
არიან უფრო აქტიურები, ხშირად და კეთილსინდისიერად ასრულებენ პროფესიულ
მოვალეობებს. ისინი თვლიან, რომ მათ შრომასა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული
საერთო საქმე.
 აფილაციის მოტივი. ეს მოტივი ვლინდება სხვა ადამიანებთან სოციალური
ურთიერთობების, კონტაქტების დამყარებისადმი მისწრაფებაში. აფილაცია
გულისხმობს მეგობრების ყოლას, გარშემომყოფებთან ურთიერთქმედებას, მათთვის
მხარდაჭერას, დახმარებას და ასევე, იგივე დამოკიდებულებას მათი მხრიდან.
აფილაციის მოტივი ყალიბდება მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობების
პროცესში. მასზე დიდ გავლენას ახდენს ასევე აღზრდის სტილი. ეს მოტივი
ძლიერდება სტრესულ სიტუაციებში, როდესაც ადგილი აქვს შფოთვასა და საკუთარ
თავში დაურწმუნებლობას. მსგავს ვითარებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობა
აადვილებს ნეგატიური ემოციური განცდების დაძლევას. აფილაციის ბლოკირება
ბადებს მარტოობის გრძნობას, უღონობას და იწვევს ფრუსტრაციის მდგომარეობას.
 ნეგატიური მოტივაცია. ნეგატიური მოტივაციის შემთხვევაში ადამიანის საქმიანობის
აღმძვრელი ან ბიძგის მიმცემი შეიძლება იყოს შიში შესაძლო (მოსალოდნელი)
უსიამოვნებებისა ან დასჯისადმი. ამ დროს ინდივიდი ცდილობს მათგან თავის
არიდებას. იგი ფიქრობს ამგვარად: „თუ მე ამას არ გავაკეთებ, წინ დიდი
უსიამოვნებები მელოდება“. იმ ნეგატიური სანქციების ფორმები, რომელთაც
შეუძლია ნეგატიური მოტივაციის გააქტიურება, მრავალგვარია. ჩამოვთვლით
ზოგიერთ მათგანს: ვერბალური დასჯა (შენიშვნა, გაკიცხვა და ა.შ.); მატერიალური
სანქციები (ჯარიმა, პრივილეგიების, სტიპენდიის მოხსნა, ხელფასის დაკლება და ა.
შ.); სოციალური იზოლაცია (ჯგუფის მხრიდან მიუღებლობა იგნორირება, აბუჩად
აგდება, სოციალური ოსტრაკიზმი); თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური დასჯა და
ა.შ. ნეგატიური სანქციების ძირითად ნაკლს წარმოადგენს მათი ზეგავლენის
ხანმოკლეობა. ისინი ადამიანს საქმიანობის სტიმულს მხოლოდ მოქმედების მცირე
პერიოდში აძლევენ.
 მოქმედი და პოტენციური მოტივები. მოტივები, რომელთაც წამყვანი ადგილი
უკავიათ, მუდმივად აქტუალიზირდებიან და ფლობენ არსებით მოტივაციურ
გავლენას ადამიანის საქმიანობაზე - წოდებულია მოქმედ მოტივებად. ის მოტივები
კი, რომლებიც განთავსებულია მოტივაციური იერარქიის დაბლა, უმნიშვნელო
ზეგავლენას ახდენენ ადამიანის აქტივობაზე და ხშირად, არც კი გამოვლინდებიან,

114
წოდებულია პოტენციურად (რომლებიც, შეიძლება გააქტიურდნენ გარკვეულ
გარემოებებში). ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედებით, პოტენციურმა მოტივებმა
შესაძლებელია წამქეზებლური/აღმძვრელი მნიშვნელობა შეიძინონ, რითაც
გადაიქცევიან მოქმედ მოტივებად. ინდივიდის საქმიანობის აღმძვრელი შეიძლება
იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე მოტივი; რაც უფრო მეტი მოტივი განსაზღვრავს
საქმიანობას, მით უფრო მაღალია პიროვნების მოტივაციის დონე.

 სავარჯიშო

წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოს ეძებთ. ამასთან გსურთ, ახალმა სამსახურმა


დაგიკმაყოფილოთ როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მოტივები. ჩამოთვალეთ სამ-სამი
პირობა, რომელთა შესრულებისას დარჩებოდით სამუშაოთი კმაყოფილი.

პრაქტიკული სამუშაო 1

აღნიშნეთ ჭეშმარიტია თუ მცდარი ქვემოთ წარმოდგენილი დებულებები

1.მასლოუს თეორიის თანახმად, ჯერ უნდა ჭეშმარიტია - მცდარია


დაკმაყოფილდეს უმაღლესი, ხოლო შემდეგ -
უმდაბლესი მოთხოვნილებები

2.ადამიანის ზოგიერთი საქციელის ახსნა ჭეშმარიტია - მცდარია


შეუძლებელია მასლოუს იერარქიული მოდელის
ჩარჩოებში

3.ადამიანთა უმრავლესობა თვითაქტუალიზაციის ჭეშმარიტია - მცდარია


მოთხოვნილებას იკმაყოფილებს კოლეჯში სწავლის
დაწყებისთანავე

4.თვითაქტუალიზაციის დონეს მიღწეული ჭეშმარიტია - მცდარია


პიროვნებებისთვის სულ მცირე მიზეზიც კი
შეიძლება სიხარულის გამომწვევი იყოს

5.ეიფორიის განცდა არ არის ხანგრძლივი ჭეშმარიტია - მცდარია

6.თუ მხატვარს ნახატში ფულს გადაუხდიან, მისი ჭეშმარიტია - მცდარია


შინაგანი მოტივაცია ამაღლდება

115
7.საზოგადოების მხრიდან მოწონება, როგორც წესი, ჭეშმარიტია - მცდარია
შინაგანი მოტივების შესუსტებას იწვევს

8.თუ გადაწყვეტილებების უმრავლესობას ჭეშმარიტია - მცდარია


ხელმძღვანელობა მიიღებს, მაშინ თანამშრომელთა
შრომითი დისციპლინა გაუმჯობესდება

9.სამუშაოს შინაარსობრივი გამდიდრება ხელს ჭეშმარიტია - მცდარია


უწყობს ადამიანის შინაგანი მოტივაციის
გაძლიერებასა და პიროვნულ ზრდას

პრაქტიკული სამუშაო 2 - ტესტი „მოწონების მოტივაცია“

ადამიანები, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არამხოლოდ პიროვნული


თავისებურებებით, არამედ ცხოვრებისეული მისწრაფებებითაც. ზოგისთვის მთავარია
მიღწევის მოტივაცია, ზოგისთვის კი გარშემო ხალხისგან მოწონების დამსახურება.
მართალია, ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებ როლს ასრულებს საქმიანობის წარმატებაში,
სამაგიეროდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე,
მეგობრების, საქმიანი პარტნიორების და ა.შ. არჩევანზე და სხვა.

მოწონების მოტივაციის დონის განსაზღვრის ტესტი შედგება 19 დებულებისგან,


რომელზეც შეიძლება პასუხის ორი ვარიანტი “დიახ” ან “არა”. პასუხის დამთხვევა
გასაღებთან აღინიშნება 1 ქულით. საერთო ჯამი (მინიმალური - 0, მაქსიმალური - 19)
მეტყველებს ინდივიდში მოწონების მოტივაციის გამოხატულებაზე.

1. თითოეულ წიგნს, ბიბლიოთეკაში დაბრუნებამდე, ყურადღებით ვკითხულობ.


2. არ ვყოყმანობ, როცა ვინმეს გასაჭირში დახმარება უნდა.
3. ყოველთვის ყურადღებიანი ვარ საკუთარი ჩაცმულობისადმი.
4. სახლში, მაგიდასთან თავი ისევე მიჭირავს, როგორც რესტორანში.
5. არასოდეს განმიცდია ანტიპათია ვინმეს მიმართ.
6. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამუშაოსთვის თავი დამინებებია, იმიტომ რომ არ
ვყოფილვარ საკუთარ ძალებში დარწმუნებული.
7. ზოგჯერ, მიყვარს გესლიანად ლაპარაკი იმის მიმართ, ვინც არ მისმენს.
8. საუბრისას, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი.
9. ყოფილა შემთხვევა, რომ საკუთარი თავის გასამართლებლად დამაჯერებელი მიზეზი
მომიგონია.
10. მისარგებლია სხვა ადამიანის წინდაუხედაობით.

116
11. ზოგჯერ, ნაცვლად იმისა, რომ ვაპატიო ადამიანს, სამაგიეროს გადახდას ვცდილობ.
12. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაჟინებით მომითხოვია, ესა თუ ის საქმე ჩემებურად
გაეკეთებინათ.
13. ჩემში არ ჩნდება შინაგანი პროტესტის გრძნობა, როცა დახმარებას მთხოვენ.
14. არასოდეს მწყინს, როდესაც ჩემ საწინააღმდეგო შეხედულებებს გამოხატავენ.
15. სამოგზაუროდ მომზადებისას, გულმოდგინედ ვარჩევ წასაღებ ნივთებს.
16. ყოფილა შემთხვევა, როცა შემშურებია სხვების წარმატება.
17. ზოგჯერ, მაღიზიანებენ ის ადამიანები, რომლებიც დახმარებას მთხოვენ.
18. როდესაც ვიგებ ნაცნობების უსიამოვნებების შესახებ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იღებენ
იმას, რაც დაიმსახურეს.
19. არასოდეს მითქვამს არასასიამოვნო რამ ღიმილით.

გასაღები:

„დიახ“ პასუხი კითხვებზე: 1, 2, 3, 4, 5, 8, 13, 14, 15, 19.


„არა“ პასუხი კითხვებზე: 6, 7, 9, 10, 11, 12, 16, 17, 18.

117
10. პიროვნების თეორიები

პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლით დაინტერესებულია


არამარტო ფსიქოლოგია, არამედ სხვა მეცნიერებებიც, მაგალითად, პედაგოგიკა,
სოციოლოგია, კრიმინოლოგია და ა.შ. ფსიქოლოგიაში კი პრაქტიკულად არ არსებობს სფერო,
სადაც არ განიხილება პიროვნული შეხედულება პრობლემაზე. ყველასთვის გასაგებია, რომ
აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების და ა.შ. პროცესები თავისთავად კი არ
მიმდინარეობს, არამედ პიროვნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, რომ,
პიროვნული განწყობებისგან გამომდინარე, ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს გარე
სინამდვილეს და გარშემომყოფ ხალხს. პიროვნული დამოკიდებულება ამა თუ იმ
ინფორმაციისადმი, ზეგავლენას ახდენს ადამიანის მიერ მისი დახსომების ან დავიწყების
პროცესზე. პიროვნული თავისებურებები, განწყობები, კონკრეტული ადამიანებისადმი
სუბიექტური დამოკიდებულებები, ასევე მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, სხვებთან მის
ურთიერთობაზე და ა.შ.

ფსიქოლოგიაში პიროვნების ცნების მრავალი განსაზღვრება არსებობს. მიუხედავად


მათ შორის არსებული განსხვავებებისა, ისინი ძირითადად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
ამიტომ, პიროვნებაზე ვისაუბრებთ, როგორც სოციალურ ინდივიდზე, საზოგადოებრივი
ურთიერთობების, კავშირებისა და საქმიანობის სუბიექტზე. ტერმინით „ინდივიდი“
აღნიშნულია ადამიანის ბიოლოგიური არსი, ტერმინით „პიროვნება“ კი მისი სოციალური
ბუნება. მაგრამ, არასწორი იქნებოდა ადამიანის ეს ორი მხარე ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად და განცალკევებულად წარმოგვედგინა, რადგან სოციალური არ არის
მოწყვეტილი ბიოლოგიურისაგან.

ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ერიჰ ფრომი საუბრობდა პიროვნების ბიოლოგიურისა


და სოციალურის სისტემურ ერთიანობაზე. იგი თვლიდა, რომ პიროვნება არის იმ
თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური თვისებების მთლიანობა, რომლებიც ახასიათებს
ინდივიდს და ქმნის მის უნიკალურობას. პიროვნება თავისთავად მოიცავს ტემპერამენტს,
ხასიათს, უნარებს და ემოციურ-ნებელობითი სფეროს თავისებურებებს. მაგრამ, პიროვნების
არსს, გულს წარმოადგენს მისი ღირებულებითი ორიენტაციები, მოტივაციური სფერო,
განწყობებისა და სოციალური ურთიერთობების სისტემა; ასევე, დამოკიდებულება
საკუთარი თავისადმი. დღესდღეობით, ფსიქოლოგიაში არ არსებობს პიროვნების
ერთადერთი თეორია. ამასთან დაკავშირებით, შექმნილია ურიცხვი რაოდენობის მოდელი
თუ კონცეფცია. მაგრამ, არსებობს თეორიები, რომელთაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა
მოახდინეს ზოგადად პიროვნების ფსიქოლოგიის განვითარებაზე და რომელთაც უამრავი
მომხრე ჰყავთ. მოკლედ მიმოვიხილავთ რამდენიმე შედარებით ცნობილ თეორიას.

118
 ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორია

ზოგიერთი თეორია ცნობილია არა მარტო ფსიქოლოგებისათვის, არამედ პოპულარულია


მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში. ერთ-ერთს წარმოადგენს ზ. ფროიდის პიროვნების
ფსიქოდინამიკური თეორია, რომლის თანახმად, პიროვნება წარმოიქმნება სამი
სტრუქტურული კომპონენტისგან, ესენია: იდი (იგი), ეგო (მე) და სუპერეგო (ზე-მე).

იდი. იდი-ს სფერო წარმოადგენს პიროვნების ინსტიქტურ ბირთვს. მასში არსებული


მძლავრი ინსტიქტები ითხოვენ საკუთარ რეალიზაციას და განსაზღვრვენ (პირდაპირ ან
ირიბად) პიროვნების ქცევას. მთლიანობაში იდი-ს სფეროს ფუნქციონირება ექვემდებარება
დაკმაყოფილების პრინციპს. ფროიდის ფსიქოდინამიკურ თეორიაში გამოიყოფა ორი
ძირითადი ინსტიქტი. ესენია კონსტრუქციული/სექსუალური ინსტიქტი, რომელსაც ფროიდი
ცხოვრების ინსტიქტს (ლიბიდო, ეროსი) უწოდებს და დესტრუქციული ანუ სიკვდილის
ინსტიქტი (თანატოსი). ადამიანის ქცევის ისეთი ფორმა, როგორიცაა აგრესია, მოცემულ
კონცეფციაში პიროვნების დესტრუქციული ინსტიქტის გამოვლინებად განიხილება.

ეგო. ის წარმოადგენს პიროვნების რაციონალურ ნაწილს, ანუ მისი ცნობიერების სფეროს.


ეგო მუდმივად ურთიერთქმედებაში იმყოფება იდი-ს სფეროსთან და ცდილობს აღკვეთოს
ორი ბაზისური ინსტიქტის საფრთხისშემცველი, დეზადაპტაციური გამოვლინებები. ეგო-ს
რაციონალურმა სფერომ პიროვნებისათვის უნდა შეიმუშაოს მოქმედებების ისეთი
პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იდი-ს მოთხოვნებს, მეორე მხრივ,
გაითვალისწინებს სოციალური სამყაროსა და ადამიანის ცნობიერების მოთხოვნებს. ეგო-ს
სფეროს ფუნქციონირება რეალობის პრინციპით განისაზღვრება.

სუპერ-ეგო. სუპერ-ეგო პიროვნების მე-ს მორალური სფეროა და მოიცავს იმ ნორმების,


ღირებულებებისა და ეთიკური წარმოდგენების სისტემას, რომელიც შეთანხმებულია
სოციუმის მოთხოვნებთან. ეს სფერო ყალიბდება სოციალიზაციის პროცესში და, ფროიდის
თანახმად, წარმოადგენს განვითარებადი პიროვნების უკანასკნელ კომპონენტს. მიუხედავად
იმისა, რომ სუპერ-ეგო-ს სფერო არ არის ინსტიქტური, იდი-ს მსგავსად, ისიც
წინააღმდეგობაშია რაციოონალურ ეგო-სთან. შეიძლება ითქვას, რომ სუპერ-ეგო ცდილობს
ეგო, რეალისტურთან შედარებით, იდეალისტური მიზნების პრიორიტეტულობაში
დაარწმუნოს.

ზ. ფროიდის ფსიქოდინამიკურ კონცეფციას ჰყავს უამრავი მომხრეც და


მოწინააღმდეგეც. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის თეორიაა, რომელთან დაკავშირებითაც
ყველაზე მეტი რადიკალური შეფასება (დაწყებული აღფრთოვანებით და დამთავრებული
სრული იგნორირებით) გამოითქვა/გამოითქმება. მაგალითად, უკიდურესი ფორმით
საკუთარი მოსაზრება გამოხატა პოლ ფრესმა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ფსიქოანალიზი
რწმენაა, ხოლო იმისათვის, რომ ირწმუნო, უპირველესად საჭიროა „დაიჩოქო“.

119
 ალფრედ ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია

ა. ადლერის პიროვნების თეორია ცნობილია, როგორც პიროვნების ინდივიდუალური


თეორია ანუ ინდივიდუალური ფსიქოლოგია. ეს თეორია, ტრადიციულად,
ფსიქოანალიტიკურ მიმართულებას განეკუთვნება (ადლერი იყო ფროიდის ერთ-ერთი
პირველი და საყვარელი მოწაფე), თუმცა, სინამდვილეში ინდივიდუალური ფსიქოლოგიის
დებულებების უმეტესობა ვითარდებოდა, როგორც ფროიდის თეორიის ანტითეზისები. რაც
არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ა. ადლერის თეორია, ძირითადი კონცეპტუალური
დებულებების მიხედვით შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამედროვე ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის წინამორბედი.

ადლერის თეორიის ძირითადი არსი უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა


1/ფიქტიური ფინალიზმი, 2/მისწრაფება უპირატესობისადმი, 3/არასრულფასოვნების
კომპლექსი და კომპენსაცია, 4/სოციალური ინტერესი, 5/ცხოვრების სტილი, 6/კრეატული მე.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული.

1/ფიქტიური ფინალიზმი. ადლერის თანახმად, ადამიანის ძირითადი მიზნები ანუ ის


მიზნები, რომლებიც განსაზღვრავენ პიროვნების ცხოვრების მიმართულებას, არის
ფიქტიური, რაც ნიშნავს, რომ მათი რეალობასთან შესაბამისობის შემოწმება შეუძლებელია.
მიუხედავად ფიქტიურობისა, სწორედ ამგვარი ფინალური მიზნების არსებობა წარმოადგენს
ადამიანის აქტივობის რეალურ სტიმულს და ხსნის მის ქცევას. მაგალითად, ზოგჯერ
ადამიანი საკუთარ ცხოვრებას გეგმავს იმ წარმოდგენიდან, რომ დაძაბული მუშაობა და სულ
მცირე წარმატება მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს თითქმის ყველაფერს. ადლერის
თანახმად, ეს მტკიცებულება ფიქციაა, რადგან ბევრი მუშაობს თავდაუზოგავად, მაგრამ არ
იღებს დამსახურებისამებრ. ადამიანის ცხოვრებაზე ზეგავლენის მქონე ფიქტიური
დაჯერების სხვა მაგალითებია: „პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა“, „ყველა ადამიანი
თანასწორადაა შექმნილი“. რწმენა იმისა, რომ წმინდანები მოხვდებიან სამოთხეში, ხოლო
ცოდვილებს ჯოჯოხეთი ელოდებათ, ასევე გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. არის რა
ფიქცია, რაღაც იდეალური წარმოდგენა, ფინალური მიზანი, მიუხედავად ამისა ის
ადამიანისათვის რეალური სტიმულის, მოტივის როლს ასრულებს.

2/ მისწრაფება უპირატესობისადმი. თვისებას მიაღწიოს ფინალურ მიზანს, რომლისკენაც


ადამიანი ილტვის, ადლერი ძალაუფლებისადმი მისწრაფებას უწოდებდა. მოგვიანებით, მან
უარი თქვა ამ ტერმინზე და შემოიტანა „უპირატესობისადმი მისწრაფება“. ამასთან,
უპირატესობისადმი სწრაფვა არ დაიყვანება მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის ან
ლიდერობის მიღწევაზე. ზოგადად, ის არის საერთო მისწრაფება ზრდისადმი,
განვითარებისადმი, მოძრაობაა „ქვევიდან ზევით“. ამდენად, უპირატესობისადმი მისწრაფება
შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ხერხით და ყოველი ადამიანი ამას თავისებურად
ახორციელებს.

120
3/ არასრულფასოვნების გრძნობა და კომპენსაცია. არასრულფასოვნების გრძნობა
ადამიანში საკუთარი სოციალური ან ფსიქოლოგიური უსუსურობის განცდასთან
დაკავშირებით აღმოცენდება. იგი ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში არასრულყოფილების
ან დეფექტურობის შეგრძნებიდან ჩნდება. არასრულფასოვნების გრძნობა პრაქტიკულად
ყველა ადამიანს ახასიათებს. რასაც ადამიანები აკეთებენ თითქმის ყველაფრის საფუძველია
მისწრაფება საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნების გადალახვისადმი და
უპირატესობის გრძნობის განმტკიცებისადმი. იგი შეიძლება გახდეს ადამიანის
სრულყოფილებისკენ სწრაფვის მიზეზი. ამასთან, არასრულფასოვნების გრძნობა
განსაზღვრულ ვითარებაში (მაგალითად, არასწორ აღზრდასთან დაკავშირებით) შეიძლება
გაძლიერდეს და ანომალურ დონეს მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ
არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებაზე. ადლერმა გამოყო ბავშობაში გადატანილ
ტანჯვათა სამი სახეობა, რომელთაც შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსის
განვითარება გამოიწვიოს. ეს არის სხეულის რომელიმე ორგანოს არასრულფასოვნება ანუ
ფიზიკური ნაკლი, გადაჭარბებული მზრუნველობა, მშობლების მხრიდან გარიყვა და
იგნორირება. არასრულფასოვნების კომპენსაციისადმი სწრაფვას ადამიანი მიჰყავს
განვითარებამდე ან იმ სფეროში, სადაც შეიგრძნობა არასრულფასოვნება, ან სხვაში.
კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს დემოსთენე, რომელიც ბავშობაში ენაბლუ იყო,
მოგვიანებით კი უდიდესი ორატორი გახდა. გარკვეულ შემთხვევაში, კომპენსაცია ადგილს
უთმობს ჰიპერკომპენსაციას, რის შედეგადაც განვითარება შეიძლება წავიდეს ანომალური
გზით და ჩამოყალიბდეს უპირატესობის კომპენსატორული კომპლექსი.

4/ სოციალური ინტერესი. ადლერის თანახმად, სოციალური ინტერესი (ან ერთობის


გრძნობა) მოიცავს ჯგუფთან კოოპერაციის, იდენტიფიკაციის მისწრაფებას, ემპათიის
გამოვლენას და ა.შ. სოციალური ინტერესის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს
გამოხატული აქვთ ტენდენცია - თავიანთი პირადი მოთხოვნილებები და კერძო სარგებელი
დაუქვემდებარონ სოციალურად სასარგებლო საქმეს. სოციალური ინტერესი
თანდაყოლილია იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით სოციალური არსებაა. იმისათვის,
რომ ეს ბუნებრივი წინასწარგანწყობა საჭირო დოზით გამოვლინდეს, განსაზღვრული
ძალისხმევაა აუცილებელი. სპონტანურად, ავტომატურად სოციალური ინტერესი არ
განხორციელდება. მის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ გარემოცვასა
და აღზრდას, განსაკუთრებით ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებზე.

5/ ცხოვრების სტილი. ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რა არის ცხოვრების სტილი,


საკმაოდ რთულია, რადგან, თავად ადლერი ამ ცნებას განსხვავებულად განმარტავდა.
ამასთან, სწორედ ეს ცნება ითვლება ადლერის პიროვნების ინდივიდუალური თეორიის
დამახასიათებელ თავისებურებად. ყველა ადამიანს აქვს ბაზისური მიზანი - სხვებზე
უპირატესობის მიღწევა, მაგრამ მისი განხორციელების გზები სხვადასხვაა და უნიკალური.
ცხოვრების სტილი მოიცავს ადამიანის ნიშან-თვისებებს, ქცევის ხერხებს და ჩვევებს,
რომლებიც ერთობლიობაში განსაზღვრავენ ინდივიდის განუმეორებლობას. ადლერის

121
თანახმად, ცხოვრების სტილი ყალიბდება ბავშობაში, დაახლოებით ხუთი წლის ასაკისთვის
და შემდგომ არსებით ცვლილებებს არ განიცდის. მისი აზრით, ცხოვრების სტილი
განისაზღვრება ბავშვის სპეციფიკური არასრულფასოვნებით - წარმოსახულით ან
რეალურით. ცხოვრების სტილი არის კონკრეტული არასრულფასოვნების კომპენსაცია. მისი
საფუძველია არასრულფასოვნების გრძნობის გადალახვაზე მიმართული ადამიანის
ძალისხმევა და, ამის ხარჯზე, განმტკიცებული უპირატესობის გრძნობა.

6/ კრეატული მე. კრეატული მე-ს კონცეფცია წარმოადგენს მთავარს და უკანასკნელ


ელემენტს ადლერის პიროვნების თეორიაში. კრეატული მე-ს იდეის მიხედვით, ადამიანი
თვითონ ქმნის საკუთარ პიროვნებას; მემკვიდრეობითობა და სუბიექტური ცხოვრებისეული
გამოცდილება მხოლოდ მასალაა, საიდანაც ადამიანი საკუთარ პიროვნებას ძერწავს.
ადლერისთვის ისეთი ფუძემდებლური ცნებაც კი, როგორიცაა ცხოვრების სტილი,
კრეატული მე-ს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ცხოვრების სტილი ყალიბდება პიროვნების
შემოქმედებითი უნარების ზეგავლენით. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს თავისუფლად
შეუძლია შექმნას საკუთარი ცხოვრების სტილი. ამდენად, ადლერის თეორიაში სწორედ რომ
კრეატული მე წარმოადგენს პიროვნების იმ პირველმიზეზს, რომელიც განსაზღვრავს
ცხოვრების სტილს, სოციალური ინტერესების განვითარებას, თვით ცხოვრების მიზნებსა და
მათი მიღწევის ხერხებსაც კი.

 ჰანს აიზენკის ტიპების თეორია

ფსიქოლოგიაში ფართო გავრცელება ჰპოვა ჰანს აიზენკის პიროვნების თეორიამ. მასში


გამოყოფილია პიროვნების ორი განზომილება: ინტროვერსია - ექსტრავერსია და
ნეიროტიზმი-სტაბილურობა. მითითებული განზომილებები/ფაქტორები ერთმანეთისგან
დამოუკიდებელია. ამ განზომილებათა ყოველი პოლუსი წარმოადგენს რაღაც
სუპერთვისებას, რამდენადაც, აიზენკის აზრით, ყოველი მათგანის საფუძველი რამოდენიმე
ნიშან-თვისების ერთობლიობაა. გარდა ამისა, ყოველი სუპერთვისება, მაგალითად,
ინტროვერსია, მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის და ამიტომ აიზენკის
თეორიაში სუპერთვისების ნაცვლად, გამოიყენება ტერმინი „ტიპი“.

ექსტრავერტირებული ტიპი ხასიათდება გარესამყაროზე მიმართულობით. ასეთი


ადამიანებისათვის დამახასიათებელია იმპულსურობა, ინიციატიურობა, ქცევაში
მოქნილობა, მუდმივად ურთიერთობებისადმი, ახალი შთაბეჭდილებებისადმი სწრაფვა.
ექსტრავერტი მოძრავია და აქტიურად მოლაპარაკე; მას ახასიათებს აგზნებადობა; იგი
ადვილად წამოენთება, შეუძლია ნებისმიერ წინადადებას გამოეხმაუროს, დაიწყოს ახალი
საქმე, მაგრამ ასევე სწრაფად შეუძლია მოწყენა, დაწყებული საქმის მიტოვება, კვლავ ახლის
წამოწყება და ა.შ.

122
ინტროვერტირებული ტიპი ხასიათდება საკუთარ თავზე მიმართულობით, მას მხოლოდ
საკუთარ სამყაროში მიმდინარე მოვლენები აინტერესებს. მსგავსი ადამიანებისათვის
დამახასიათებელია დაბალი აქტიურობა, ჩაკეტილობა, თვითანალიზისადმი მიდრეკილება,
საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა, რეფლექსიურობა. ნებისმიერი საქმის დაწყებამდე, ისინი
აანალიზებენ სიტუაციას, ამოცანას, პირობებს; კარგად აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ დაბალი ემოციური მგრძნობელობა აქვთ.

ინტროვერსია-ექსტრავერსიისა და ნეიროტიზმი-სტაბილურობის პარამეტრების


შეთანაწყობაზე დამოკიდებულებით ადამიანები შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად. ესენია:
ინტროვერტი - სტაბილური, ინტროვერტი - ნევროტული, ექსტრავერტი - სტაბილური და
ექსტრავერტი - ნევროტული. დავახასიათოთ თითოეული.

ინტროვერტი - სტაბილური. იგი არის მშვიდი, გაწონასწორებული, საიმედო პიროვნება;


კარგად კონტროლირებადი, მშვიდობისმოყვარე, ყურადღებიანი, მზრუნველი, პასიური.
ინტროვერტი - ნევროტული. მას აქვს მიდრეკილება გუნება - განწყობილების
ცვალებადობისადმი, შფოთიანია, რიგიდულია, პესიმისტურია, კარჩაკეტილია, არ უყვარს
სოციალური ურთიერთობების დამყარება, უპირატესობას ჩუმად ყოფნას ანიჭებს.
ექსტრავერტი - სტაბილური. იგი ლიდერია, უზრუნველია, მხიარულია, გულისხმიერია,
მოლაპარაკეა, მეგობრულია, ადამიანებთან ურთიერთობების მოყვარულია.
ექსტრავერტი - ნევროტული. ასეთი პიროვნება აგრესიულია, მოწყვლადია, მშფოთვარეა,
აგზნებულია, ცვალებადია, იმპულსურია, აქტიურია, ოპტიმისტურია.

ამ კონცეფციის არსებობის მანძილზე, ჩატარებულია უამრავი გამოკვლევა, რომელთა


მიზანი იყო ტიპებს შორის განსხვავებულობის დადგენა. ემპირიულად დადგენილია, რომ:

 ექსტრავერტები, ინტროვერტებთან შედარებით, გამოირჩევიან ტკივილის მოთმენით;


 ექსტრავერტებს, ინტროვერტებთან შედარებით, სამუშაოს შესრულებისას, უფრო
მეტი შესვენება სჭირდებათ ვიდრე ინტროვერტებს, რათა დალიონ ყავა,
დაილაპარაკონ სხვებთან, განიტვირთონ და ა.შ.
 ინტროვერტები უპირატესობას ანიჭებენ თეორიულ და სამეცნიერო საქმიანობას,
ისინი თავს მხნედ გრძნობენ დილაობით, ექსტრავერტები კი - საღამოობით.
შესაბამისად, ინტროვერტები უკეთესად მუშაობენ დილით, ექსტრავერტები კი დღის
მეორე ნახევარში.

ექსტრავერსია - ინტროვერსიის აღწერის შემდგომ, აიზენკმა შემოიტანა კიდევ ერთი


განზომილება - ფსიქოტიზმი. ამდენად, დღეისათვის აიზენკის თეორიაში გამოიყოფა
პიროვნების არა ორი, არამედ სამი დამოუკიდებელი განზომილება.

ფსიქოტიზმის, როგორც სუპერთვისების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანები არიან


ეგოცენტრულები, იმპულსურები, გულგრილები/ინდიფერენტულები; ფლობენ ასოციალური

123
ქცევებისადმი მიდრეკილებას. ისინი ძნელად შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში და ვერ
უგებენ მათ; გამოირჩევიან კონფლიქტურობით და არაადეკვატური ემოციური რეაქციებით.

პრაქტიკული სამუშაო: ტესტი - იუნგის კითხვარი

კარლ გუსტავ იუნგმა პიროვნების ტიპოლოგიური თავისებურებების გამოსავლენად


საინტერესო მეთოდოლოგია შემოგვთავაზა.

ინსტრუქცია: ყოველ დებულებას აქვს პასუხის ორი ვარიანტი. აუცილებელია ამოირჩიოთ ის


პასუხი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეგეფერებათ და აღნიშნოთ.

1. რას აირჩევდით:
ა. რამდენიმე ახლო მეგობარს;
ბ. ამხანაგების დიდ კამპანიას.
2. როგორი წიგნების კითხვას ანიჭებთ უპირატესობას:
ა. საინტერესო შინაარსის მქონეს;
ბ. სადაც აღწერილია გმირების განცდები.
3. რას უფრო დაუშვებთ საუბარში:
ა. დაყოვნებას;
ბ. შეცდომებს.
4. თუკი ცუდ საქციელს სჩადიხართ:
ა. მძაფრად განიცდით;
ბ. განცდებს არ აქვს ადგილი.
5. როგორ ამყარებთ ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს:
ა. სწრაფად და ადვილად;
ბ. ფრთხილად და ნელ-ნელა.
6. თვლით, რომ ბუტია ხართ?
ა. დიახ;
ბ. არა.
7. შეგიძლია თუ არა მთელი გულით სიცილი?
ა. დიახ;
ბ. არა.
8. თვლით თუ არა თავს:
ა. უთქმელ, ჩუმ ადამიანად;
ბ. მოლაპარაკედ.
9. გულღია პიროვნება ხართ თუ ჩაკეტილი:
ა. გულღია ვარ;
ბ. ჩაკეტილი ვარ.
10. გიყვართ საკუთარი განცდების ანალიზი:
ა. დიახ;
ბ. არა;
11. საზოგადოებაში ყოფნისას უპირატესობას ანიჭებთ:
ა. ლაპარაკს;

124
ბ. მოსმენას.
12. ხშირად ხართ საკუთარი თავით უკმაყოფილო?
ა. დიახ;
ბ. არა.
13. გიყვართ ღონისძიებების ორგანიზება?
ა. დიახ;
ბ. არა.
14. გაქვთ თუ არა სურვილი იქონიოთ ინტიმური დღიური?
ა. დიახ;
ბ. არა.
15. სწრაფად გადადიხართ გადაწყვეტილებიდან შესრულებაზე?
ა. დიახ;
ბ. არა.
16. ადვილად გეცვლებათ გუნება-განწყობილება?
ა. დიახ;
ბ. არა.
17. გიყვართ თუ არა სხვების დარწმუნება, საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა?
ა. დიახ;
ბ. არა.
18. თქვენი მოძრაობები:
ა. სწრაფია;
ბ. შენელებულია.
19. ძალიან ღელავთ შესაძლო უსიამოვნებებზე?
ა.ხშირად;
ბ.იშვიათად.
20. როდესაც გასაჭირში ხართ:
ა.ისწრაფვით დახმარებისათვის სხვებს მიმართოთ;
ბ.არ გიყვართ სხვების შეწუხება

შედეგების დამუშავება
ექსტრავერსიის მაჩვენებელია: 1ბ, 2ა, 3ბ, 4ბ, 5ა, 6ბ, 7ა, 8ბ, 9ა, 10ბ, 11ა, 12ბ, 13ა, 14ბ, 15ა, 16ა, 17ა,
18ა, 19ბ, 20ა. პასუხების რაოდენობა ითვლება, ჯამდება და მრავლდება 5-ზე.

ქულები: 0-35 -მდე - ინტროვერსია


36-65 -მდე -ამბივერსია
66-100 -მდე - ექსტრავერსია

შედეგების ანალიზი.

ექსტრავერტები ადვილად შედიან ხალხთან ურთიერთობებში, ფლობენ აგრესიულობის


მაღალ დონეს, აქვთ ტენდენცია ლიდერობისადმი, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
არიან იმპულსურები, გულღიები, კონტაქტურები. მათთვის კომუნიკაციური კავშირების
დამყარება ძალიან ადვილია; შეუძლიათ კონტაქტები თავიანთ სასარგებლოდაც კი

125
გამოიყენონ; ადამიანებზე მსჯელობენ გარეგნობის მიხედვით, ხშირად არ აინტერესებთ მათი
შინაგანი სამყარო; ტემპერამენტის მხრივ არიან ქოლერიკები და სანგვინიკები.

ინტროვერტები მიმართულნი არიან საკუთარ განცდებზე; ნაკლებად კონტაქტურები და


მოლაპარაკენი არიან. ძნელად შედიან უცხო ადამიანებთან კონტაქტში; არ უყვართ გარისკვა;
ძველი კავშირების დაკარგვას განიცდიან; საერთოდ არ აინტერესებთ „წაგება“ ან „მოგება“,
ფლობენ შფოთვისა და რიგიდულობის მაღალ დონეს; უმეტესად არიან ფლეგმატიკები და
მელანქოლიკები.

 გორდონ ოლპორტის დისპოზიციური თეორია

გორდონ ოლპორტი პიროვნების დისპოზიციური თეორიის შემქმნელია. ამ თეორიის


საფუძვლად ძევს ორი იდეა:

1/ ყოველი ადამიანი ფლობს ნიშან-თვისებათა უნიკალურ ნაკრებს, რომელიც


განსაზღვრავს მის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. გამომდინარე აქედან, ადამიანი ახდენს
გარკვეული მუდმივობის დემონსტრირებას თავის მოქმედებებში, აზრებში, ემოციებში
დროის, მოვლენებისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისგან დამოუკიდებლად.

2/ ყოველი ადამიანი უნიკალურია. მსოფლიოში შეუძლებელია აბსოლუტურად


იდენტური ადამიანების მოძებნა.

ოლპორტის აზრით, ტემპერამენტი, ინტელექტი და ადამიანის ფიზიკური კონსტიტუცია


წარმოადგენს გენეტიკურად გაპირობებულ იმ „პირველად მასალას“, რომლიდანაც იქმნება
პიროვნება. ეს მემკვიდრული სტრუქტურები საკმაოდ სტაბილურია, ნაკლებად იცვლებიან
გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით და გამომდინარე აქედან, ზღუდავენ
ინდივიდუალობის განვითარებას. ამის შემდგომ, ოლპორტმა დაიწყო იმ სტრუქტურული
ერთეულების ძიება, რომლებიც განსაზღვრავენ პიროვნების ფუნქციონირების
ინდივიდუალურ თავისებურებებს. ასე შექმნა მან პიროვნების ნიშან - თვისებათა თეორია.

პიროვნების ნიშან-თვისება, ოლპორტის აზრით, ნეოროფსიქიკური სტრუქტურაა,


რომელიც მრავალრიცხოვან, ფუნქციურად ეკვივალენტურ სტიმულს გარდაქმნის და
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აყალიბებს მდგრად ქცევით პატერნებს/ხატებს.
ამდენად, ოლპორტის თანახმად, პიროვნების ნიშან - თვისებები განსაზღვრავენ ადამიანის
შედარებით სტაბილურ, ინდივიდუალურ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. გამომდინარე
აქედან, განსხვავებულ სტიმულებს შეუძლიათ ერთნაირი საპასუხო რეაქციები გამოიწვიონ,
სხვადასხვა რეაქციებს (შეგრძნებებს, გრძნობებს, ინტერპრეტაციებს, ქცევით აქტებს და ა.შ.)
კი შეიძლება გააჩნდეთ მსგავსი ფუნქციური მნიშვნელობა. ოლპორტი ამტკიცებს, რომ
ადამიანები აქტიურად მიისწრაფვიან მოხვდნენ სწორედ იმ სიტუაციებში, სადაც შეძლებენ
თავიანთი ინდივიდუალური თავისებურებების გამოვლენას.

126
ოლპორტმა გამოყო პიროვნების ინდივიდუალური ნიშან - თვისებები, რომელთაც მან
უწოდა დისპოზიციები. მისი კლასიფიკაციის თანახმად, არსებობს დისპოზიციათა სამი სახე:
კარდინალური, ცენტრალური და მეორადი.

კარდინალური დისპოზიციები დამახასიათებელია ადამიანთა ძალიან მცირე


რიცხვისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ერთი გლობალური იდეით, რაც განსაზღვრავს მათ
ქცევას, საქციელსა და მოქმედებებს. ესენი არიან - პოლიტიკოსები, მეცნიერები, ეკლესიის
მსახურები, ბიზნესმენები და ა.შ.

ცენტრალური დისპოზიციები ის ნიშან-თვისებებია, რომელთაგან იქმნება ადამიანის


ინდივიდუალობა. ეს თვისებები ვლინდება ინდივიდის გარშემომყოფებთან
ურთიერთობაში, კომუნიკაციასა და კონტაქტებში. საშუალოდ, ამ ნიშან-თვისებათა
რაოდენობა მერყეობს 3 - დან 10-მდე.

მეორადი დისპოზიციები ნაკლებად განზოგადებული, ზოგჯერ შეუმჩნეველი, ნაკლებად


მყარი ნიშან-თვისებებია. აქ შეიძლება განვიხილოთ ჩვევები, ჩაცმის სტილში ან საკვების
მიღებაში განსხვავებები, ზოგიერთ ყოფით სიტუაციაში ქცევის თავისებურებები. მეორადი
დისპოზიციები შეიძლება დროთა განმავლობაში ან სხვა კულტურული გარემოს ზეგავლენის
შედეგად შეიცვალონ. მათ აღმოსაჩენად აუცილებელია ადამიანის ახლოს გაცნობა. ამიტომ,
მეორადი დისპოზიციების საფუძველზე პიროვნების დახასიათება ნაკლებად ზუსტი და
მიზანშეწონილია.

ოლპორტი დარწმუნებულია, რომ პიროვნების დახასიათება არ შემოიფარგლება


დისპოზიციათა ნაკრებით. იგი ფიქრობს, რომ არსებობს განწყობების, შეფასებების,
მოტივების, შეგრძნებების, ინდივიდის მიდრეკილებების ორგანიზაციის ერთიანი პრინციპი
- პოზიტიური, ზრდისკენ მიმართული და მუდმივად განვითარებადი თავისებურება. ეს
არის სუბიექტური გამოცდილების ის ნაწილი, რომელიც აღინიშნება სიტყვით - „ჩემი“.
პროპრიუმი წარმოადგენს პიროვნების „ბირთვს“, რომელიც აყალიბებს ყოველი ადამიანის
უნიკალურ ცხოვრებას.

ოლპორტი გამოყოფს პროპრიუმის შვიდ ასპექტს. ადამიანის ცხოვრების პირველი სამი


წლის განმავლობაში გამოვლინდება სხეულის შეგრძნება, თვითიდენტურობა და
თვითპატივისცემა. 4-დან 6 წლის ასაკში ფორმირდება კიდევ ორი ასპექტი: პროპრიუმის
გაფართოება („მე“ მოიცავს გარემომცველი სამყაროდან ახალ მნიშვნელოვან ასპექტებს) და
საკუთარი თავის ხატი. 6-დან 12 წლამდე გამოვლინდება ცხოვრებისეული პრობლემების
რაციონალურად გადაწყვეტის უნარი. ეს სტადია ხასიათდება კონფორმულობითა და
დამჯერებლობით. 12 წლის შემდეგ ყალიბდება პროპრიატიული მისწრაფება. ოლპორტის
თანახმად, ამ პერიოდში ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს კარიერის ან სხვადასხვა
ცხოვრებისეული მიზნის არჩევა.

127
გორდონ ოლპორტმა, ასევე ჩამოაყალიბა ადამიანის ფსიქოლოგიური სიმწიფის
კრიტერიუმები. ესენია:

1/ „მე“-ს ფართო საზღვრები. მოწიფულ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს გვერდიდან


შეხედოს; ის აქტიურია, ჩართულია სოციალურ, ყოფით, შრომით ურთიერთობებში, გააჩნია
ჰობი, სხვადასხვა ინტერესი და შეხედულება და ა.შ.

2/ მეგობრული ინტიმურობისა და თანგრძნობის უნარი.

3/ ემოციური მდგრადობა და თვითაღქმა. მოწიფულ ადამიანს საკუთარ თავზე


პოზიტიური შეხედულება აქვს, იუმორით საუბრობს თავის ნაკლოვანებებზე და შეუძლია
ემოციების გაკონტროლება.

4/ რეალისტური აღქმა, გამოცდილება და პრეტენზიის დონე. იგი სამყაროს იღებს ისეთს,


როგორიც არის და პრეტენზიებიც რეალისტური აქვს.

5/ თვითშემეცნების უნარი და იუმორის გრძნობა. მოწიფული ადამიანი აანალიზებს


საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რასაც ოლპორტი თვითობიექტურობას უწოდებს.

6/ მიზნობრივი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ადამიანი ფლობს ისეთ ღირებულებებს,


რომლებიც მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად და ფასეულად აქცევენ.

ამდენად, გ. ოლპორტის დისპოზიციური თეორია გამოირჩევა ადამიანის პიროვნების


ურთულესი პრობლემისადმი მიდგომის მრავალმხრივობით. ოლპორტი დაკავებული იყო
სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევებითაც. თავისი შეხედულებებით, ოლპორტმა
უდიდესი გავლენა მოახდინა ზოგადად თანამედროვე ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით კი
პიროვნების ფსიქოლოგიის განვითარებაზე.

 განწყობის ანთროპული თეორია და ადამიანის განვითარების დონეები

განწყობის ანთროპული თეორია შ. ნადირაშვილმა ჩამოაყალიბა. ამ თეორიის


თანახმად ადამიანის ფსიქიკა განვითარების სხვადასხვა დონის აქტივობითი შრეებისგან
შედგება. ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ადამიანს როგორი სიძნელის ამოცანის
შესრულება უხდება. გარემოსთან ურთიერთობაში ადამიანი თავისი ფსიქიკური
ორგანიზაციის სირთულის მიხედვით, შესაძლებელია დახასიათდეს, როგორც ინდივიდი,
სუბიექტი და პიროვნება. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ თითოეული საფეხური
გამოხატავს ადამიანის განვითარების სიმწიფეს და არა ასაკობრივ ზღვარს. განვითარების
ცალკეული დონის ქცევას განაპირობებს შესაბამისი სპეციფიკური დონის განწყობა:
ინდივიდის დონის განწყობა, სუბიექტის დონის განწყობა და პიროვნების დონის განწყობა.

128
ამ თვალსაზრისით, ადამიანის განვითარება შესაძლებელია დავახასიათოთ, როგორც მისი
სოციალური ჩამოყალიბების პროცესი, მისი სოციალიზაცია.

ა. ადამიანი, როგორც ცოცხალი ინდივიდი

ინდივიდი, როგორც ორგანიზმი, გარესამყაროსთან ბიოლოგიური


მოთხოვნილებებით არის დაკავშირებული და მისი ერთ-ერთი სპეციფიკური თავისებურება
იმაში მდგომარეობს, რომ ახორციელებს ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის
საჭირო აქტივობას. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით, ცოცხალი ორგანიზმის, როგორც
მთლიანი სისტემის, მოქმედების საფუძველს, ერთიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა –
განწყობა წარმოადგენს. განწყობა არის ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, რომელიც
ინდივიდში გარკვეული მოთხოვნილებისა და მისთვის შესატყვისი გარემოს ერთდროული
ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება. ცოცხალი ორგანიზმი გარკვეულ ფუნქციონალურ
სისტემას წარმოადგენს. იგი, ისევე, როგორც ყოველი ფიზიკური სისტემა, გარემოს
ზემოქმედების შედეგად რღვევას განიცდის. გარე სიგნალების ზემოქმედება იწვევს მისი
ორგანიზაციის დაშლას. მაგრამ ინდივიდი მანამ წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, ვიდრე
მისი ნაწილები გარკვეულ წონასწორობაში იმყოფება ერთმანეთთან. ინდივიდი, როგორც
ცოცხალი ორგანიზმი, თავისი წონასწორობის დარღვევას განიცდის გარკვეული
ბიოლოგიური მოთხოვნილების სახით. ბიოლოგიურ-ვიტალური მოთხოვნილებები,
უპირველეს ყოვლისა, არის რაიმე მიმართულებით დანაკლისის განცდა და მიუთითებს
ორგანიზმის წონასწორობის დარღვევის იმ დონეზე, რომელიც საშიშროებას უქმნის
ინდივიდის მთლიანობას. მაგალითად, თუ ცოცხალმა ორგანიზმმა დიდი რაოდენობით
დაკარგა სითხე, მას წყურვილის მოთხოვნილება უჩნდება და თუ ვერ მოახერხა ამ
მოთხოვნილების დაკმაყოფილება ანუ დანაკლისის შევსება, ის დაიღუპება. სასიცოცხლო
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, წონასწორობის აღდგენისათვის საჭირო საგნები
და მოვლენები გარესინამდვილეში არსებობს და ამისათვის ორგანიზმი გარკვეულ
ურთიერთობას ამყარებს გარემოსთან.

ბ. ადამიანი, როგორც სუბიექტი

ადამიანი, გარდა იმისა რომ ცოცხალი ინდივიდია, ამავე დროს სუბიექტიც არის.
ადამიანი, როგორც სუბიექტი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მეტად არის
დიფერენცირებული სინამდვილისგან. ადამიანის ფსიქიკური აქტივობის ერთ-ერთ ძირითად
თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ შეუძლია შეწყვიტოს თავისი პრაქტიკული საქმიანობა,
გამოეყოს, დაუპირისპირდეს სინამდვილეს და მასთან თეორიული, შემეცნებითი
ურთიერთობა დაამყაროს. ადამიანის ამ სპეციფიკურ აქტივობას ობიექტივაციის აქტი
ეწოდება. ამ აქტს ადამიანი მაშინ მიმართავს, როდესაც იგი იმპულსური ქცევის საფუძველზე
ვეღარ ახერხებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ქცევის დამაბრკოლებელ
საგნებთან შეჯახების შემთხვევაში ინდივიდს ეცვლება დამოკიდებულება სინამდვილესთან.
მის წინაშე დგება თეორიული საკითხი - „რა არის ეს?”, „რაშია საქმე?” ამგვარი კითხვების

129
გაჩენის დროს ის სუბიექტად იქცევა და სინამდვილეს განიხილავს, როგორც განსჯის საგანს.
ამგვარ, მეორე დონის ფსიქიკურ აქტივობას გულისხმობს ყოველგვარი აზროვნებისა და
შემეცნების პროცესი, რომელიც კონფლიქტურ, პრობლემურ სიტუაციაში ჩნდება. ადამიანი
მეორე დონის ფსიქიკურ აქტივობას ცნობიერების მონაწილეობით ახორციელებს.

ადამიანის ფსიქიკური აქტივობის თავისებურებანი მხოლოდ ამ ორი დონით არ


ამოიწურება. როგორც ცნობილია, ადამიანი, გარდა იმისა, რომ ცოცხალი ინდივიდი და
შემმეცნებელი სუბიექტია, ასევე პიროვნებასაც წარმოადგენს, რომელიც სოციალურ გარემოში
ცხოვრობს. ადამიანს, როგორც სოციალურ პიროვნებას, აქვს მორალური შეხედულებებისა და
სოციალური მოლოდინების სისტემები; ის იმყოფება სხვა ადამიანებთან სოციალურ
ურთიერთქმედებაში და ფსიქიკური აქტივობის პროცესში საკუთარ მოთხოვნილებათა
გარდა, ანგარიშს უწევს სოციალურ მოთხოვნილებასაც. სოციალური პიროვნების ფსიქიკური
აქტივობა უფრო რთული სტრუქტურით ხასიათდება, ვიდრე სუბიექტისა.

გ. ადამიანი, როგორც პიროვნება

ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ის პიროვნებას


წარმოადგენს. მას შეუძლია ისეთი ქცევის განხორციელება, რომელიც მის უშუალო
მოთხოვნილებებს არ ემსახურება. ასეთ შემთხვევაში, პიროვნება სპეციფიკურ მოქმედებებს
ასრულებს, თვითონ ახდენს თავისი ქცევის ორგანიზაციას და რეალიზაციას; პიროვნების
ნებელობით განხორციელებული ამგვარი ქცევა ხშირად უშუალო მოთხოვნილებებისა და
საგნობრივი იმპულსების მოქმედების საწინააღმდეგოდ არის მიმართული და თავის
ენერგეტიკულ წყაროდ მათგან განსხვავებულ პიროვნულ ძალებს იყენებს. ამგვარი ქცევა,
ხშირად, ადამიანის ისეთ მოთხოვნილებებს ემსახურება, რომლებიც მას შეიძლება მომავალში
გაუჩნდეს. ასეთი ქცევისთვის საზოგადოდ დამახასიათებელია ღირებულებებისადმი
ორიენტირება.

პიროვნების ერთ-ერთ ძირითად ნიშანს ნებელობა წარმოადგენს. ამ სპეციფიკურობას


პიროვნება ნებელობითი ქცევის განხორციელების დროს ამჟღავნებს. ვთქვათ, ადამიანმა
გარკვეული მოსაზრების გამო უარი თქვა თამბაქოს მოწევაზე. ის ასეთ შემთხვევაში ებრძვის
თამბაქოს მოწევის მოთხოვნილებას და არ ეწევა. ნებელობითი აქტივობა იმპულსური ქცევის
შეკავებით იწყება. იმპულსური ქცევის შეფერხება იმის გამო არ ხდება, რომ მის რეალიზაციას
გარესინამდვილის საგნები უშლის ხელს. იმპულსური ქცევის დამაბრკოლებელი მოვლენები
თვითონ პიროვნებაშია მოცემული. იმპულსური ქცევა, ხშირად, კონფლიქტში მოდის იმ
სოციალურ და მორალურ შეხედულებებთან, რომლებიც პიროვნებას საზოგადოებრივი
ურთიერთობის დროს შეუმუშავდა და რომელთა საფუძველზეც ის აგებს თავის სოციალურ
ქცევას. პიროვნებისთვის მიუღებელ ქცევად ისეთი იმპულსური ქცევა შეიძლება ჩაითვალოს,
რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის მაღალ მოთხოვნილებებს (როგორიცაა,
ინტელექტუალური, მორალური და ესთეტიკური).

130
სოციალური ქცევის შესრულება პიროვნებას შეუძლია. პიროვნებას აქვს სათანადო
ფსიქიკური ძალები და საშუალებები, რომ საჭიროებისდა მიხედვით, თვითონ შექმნას
სოციალური განწყობა და წარმართოს სოციალური ქცევა. ყოველი სუბიექტი როდია
პიროვნება. სოციალური ურთიერთობის პროცესში მას უყალიბდება და უვითარდება
სპეციფიკური ფსიქიკური უნარები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს ჩაერთოს
საზოგადოების ცხოვრებაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანს ჩამოუყალიბდება
სოციალურ-ღირებულებითი ორიენტაციები, მორალური შეხედულებები და ნებელობითი
ქცევისთვის საჭირო სხვა ფსიქიკური აქტივობები, ის შეძლებს სოციალურად
ორიენტირებული განწყობის შექმნას, სოციალური ღირებულების მქონე ქცევის
განხორციელებას. ამის შემდეგ, ადამიანი გარკვეულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში
ჩართული არსება – პიროვნება ხდება; იგი საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების
გარდა, სოციალურ მოთხოვნებსაც ასრულებს. ამიტომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება
განხილულ უნდა იქნეს, როგორც სუბიექტის სოციალიზაციის პროცესი.

131
11. მოზარდი

მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები მჭიდროდ უკავშირდება ამ


პერიოდში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მოზარდობის ასაკი არის გარდამავალი
ეტაპი ბავშვობიდან მოზარდობის სტადიამდე (ონტოგენეზი).
მოზარდობის ასაკში აღინიშნება, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური
ცვლილებები, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ფსიქოლოგიურ გარდაქმნას.
ბავშვობიდან სიყრმის/ჭაბუკობის ასაკში გადასვლის ბიოლოგიურ კრიტერიუმს
წარმოადგენს სქესობრივი სიმწიფის მიღწევა, რაც დაკავშირებულია რეპროდუქციული
ფუნქციების მომწიფებასთან. ამ გადასვლის სოციალურ კრიტერიუმად ითვლება
სოციალური სიმწიფის მიღწევა, რომლის განსაზღვრაც დამოკიდებულია კონკრეტულ
კულტურაზე. დასავლეთის კულტურები სოციალურ მოწიფულობას განსაზღვრავენ,
როგორც გოგონას ან ვაჟის შესაძლებლობას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი
ანუ აირჩიოს პროფესია, სწავლის ადგილი, სამუშაო, მიიღოს გადაწყვეტილება
დაქორწინებასთან დაკავშირებით მშობლების თანხმობის გარეშე და ა.შ.
ბიოლოგიური და სოციალური სიმწიფის ცნებებთან დაკავშირებულია
„ფსიქოლოგიური სიმწიფეც“, რომელიც ორივე ცნებას მოიცავს, მაგრამ არ დაიყვანება მათზე.
ადამიანის ფსიქოლოგიური სიმწიფე აღნიშნავს საკუთარი ქცევის ცნობიერი
რეგულაციის, ადამიანის, როგორც პიროვნების რეალიზაციის უნარს.
ადამიანი, როგორც პიროვნება, გარკვეული, სოციალურად მნიშვნელოვანი
ფასეულობებიდან გამომდინარე იქცევა. ფსიქოლოგიური სიმწიფის მიღწევა ნიშნავს, მასში
მოტივთა იერარქიის, ღირებულებითი კრიტერიუმებისა და ორიენტაციების სისტემის
ჩამოყალიბებას. ადამიანის პიროვნების განვითარებას არ აქვს საზღვრები, მაგრამ
ფსიქოლოგიური სიმწიფე ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების, მიზნების, საკუთარ თავსა
და სხვებზე პიროვნული პასუხისმგებლობის სუბიექტურ გაცნობიერებას.
ფსიქოლოგიური სიმწიფე, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ბიოლოგიურსა და სოციალურს
და ადამიანში განვითარდეს შედარებით გვიან. ინდივიდის ფსიქოლოგიური მოწიფულობის
შეფასება გაცილებით რთულია, ვიდრე სქესობრივისა ან სოციალურ-სამართლებრივისა.
მოზარდობის პერიოდში განვითარების ბიოლოგიური კანონზომიერებების
თავისებურებები აჩვენებს, რომ ამ დროს ხდება ორგანიზმის მთელ სისტემაში პრინციპული
ცვლილებები. ეს გარდამავალი პროცესი მოიცავს მოზარდის ბიოლოგიური ორგანიზაციის
ყველა დონეს - იცვლება ჩონჩხის აგებულება, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის,
ნივთიერებათა ცვლის სისტემები და სხვა. ასეთი გარდაქმნა ზრდის ორგანიზმის
მგრძნობელობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორის მოქმედებისადმი და აქვეითებს მისი
წინააღმდეგობების/რეზისტენტულობის ძალას. აქედან, შეიქმნა წარმოდგენა მოზარდის
განსაკუთრებული „სიმყიფის“/„სინაზის“ შესახებ, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს
მოზარდის ქცევის მრავალფსიქოლოგიურ თავისებურებას, როგორიცაა: ემოციური
არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, გადაღლა/დაღლილობა, აღქმის, ყურადღების,

132
ინფორმაციის გადამუშავების შესუსტება, მომატებული აგრესიულობა, მოთხოვნილებებისა
და სურვილების წინააღმდეგობრიობა და ა.შ.
მეორე მხრივ, სოციალურმა და კულტურულმა თავისებურებებმა შეიძლება
შეამსუბუქოს პუბერტატული პერიოდის სიძნელეები ან პირიქით, უფრო გაამკვეთროს. ამ
ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მოზარდის ქცევაში შემჩნეული ცვლილებები
დროებითი მოვლენაა და უნდა გამოიჩინონ მოთმინება ბავშვის მხრიდან უეცარი
გაღიზიანებისა და აგრესიულობისადმი. აზრი არ აქვს მოზარდის დასჯას იმის გამო, რომ
უყურადღებოა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება ან მუდმივად დაღლილია. თუკი
საზოგადოებაში არსებობს კულტურული ტრადიციები, რომლებიც ითვალისწინებენ
მოზარდობის პერიოდის თავისებურებებს, ეს ხელს შეუწყობს პუბერტატის მშვიდობიან
განვითარებას, არ დატოვებს ტრავმულ კვალს და არ იმოქმედებს უარყოფითად შემდგომში
ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 კოგნიტური სფეროს განვითარება მოზარდობის ასაკში

მოზარდობის ასაკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს მოზარდის სულ


უფრო მეტი ჩართულობა სოციუმში. ის ისწრაფვის თვითრეალიზებისაკენ და იწყებს
კონკრეტული სახეობის საქმიანობაში საკუთარი მიღწევების ჩვენებას, მომავალ პროფესიაზე
თავისი აზრის გამოთქმას. ამასთან, მიმდინარეობს შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების
განვითარება და მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბება, რაც, თავის მხრივ, იწვევს
ინტერესების ცვალებადობას. ისინი ხდება შედარებით მყარი და დიფერენცირებული.
სასწავლო ინტერესები უკვე აღარ ატარებენ პირველხარისხოვან მნიშვნელობას. ბავშვი იწყებს
„მოზრდილების“ ცხოვრებაზე ორიენტირებას.
ამ პერიოდში პიროვნების ჩამოყალიბებაზე არსებით ზეგავლენას ახდენს სქესობრივი
მომწიფების პროცესი. უპირველესად, ახალგაზრდებში, აღინიშნება ორგანიზმის სწრაფი
ფიზიკური განვითარება, გამოხატული სიმაღლისა და წონის მომატებაში, რაც, თავისთავად,
იწვევს სხეულის პროპორციების შეცვლას; მიმდინარეობს მოზარდის საბოლოო სექსუალური
ორიენტაცია.
ორგანიზმის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებით სირთულეები აღმოცენდება
გულის, ფილტვების ფუნქციონირებაში, თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში. ამიტომ,
მოზარდებისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვოვანი და კუნთური ტონუსის
ცვალებადობა. ამასთან, ბავშვი, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება დატვირთული
იყოს ფიზიკურად, მაგალითად, თამაშობდეს ფეხბურთს, კალათბურთს და ა.შ., და,
იმავდროულად, შედარებით მშვიდ პერიოდში „განიცდიდეს დაღლილობას“. მსგავსი
მოვლენები განსაკუთრებით ხშირია ინტელექტუალური გადატვირთვის დროს. შემეცნებითი
პროცესების, განსაკუთრებით ინტელექტის განვითარებას მოზარდის და ჭაბუკობის
პერიოდში აქვს ორი მხარე - რაოდენობრივი და ხარისხობრივი.

133
რაოდენობრივი ცვლილებები გამოვლინდება იმაში, რომ მოზარდი ინტელექტუალურ
ამოცანებს წყვეტს გაცილებით ადვილად, სწრაფად და ეფექტიანად, ვიდრე უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვი. ხარისხობრივი ცვლილებები კი, უპირველესად, ხასიათდება
გონებრივი პროცესების სტრუქტურაში ბიძგებით. მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ
ამოცანებს წყვეტს ადამიანი, არამედ ის, თუ რა ხერხებით აკეთებს იგი ამას. ამიტომ,
არსებითი ცვლილებები შემეცნებითი პროცესების სტრუქტურაში იმ პირებთან, რომლებმაც
მიაღწიეს მოზარდობის ასაკს, შეინიშნება სწორედ რომ ინტელექტუალურ სფეროში.
მოზარდობის ასაკში, უპირველესად, განვითარებას აგრძელებს თეორიული
აზროვნება. უმცროს სასკოლო ასაკში გამოყენებული ოპერაციები გადაიქცევა ფორმალურ -
ლოგიკურ ოპერაციებად. მოზარდს შეუძლია საკმაოდ ადვილად მოახდინოს აბსტრაჰირება
კონკრეტული, თვალსაჩინო მასალიდან და იმსჯელოს სიტყვიერად ზოგადი წანამძღვრების
საფუძველზე. მას უკვე შეუძლია ჰიპოთეზების აგება, მათი შემოწმება ან უარყოფა, რაც
ადასტურებს მასთან ლოგიკური აზროვნების პრიორიტეტულ განვითარებას.
პრაქტიკულად რომ დავინახოთ პრინციპული განსხვავება უმცროსი მოსწავლეებისა
და მოზარდების აზროვნების ხარისხს შორის, საკმარისია მათ მივცეთ რაიმე ლოგიკური
ამოცანა გადასაჭრელად. მაგალითად: „ყველა ირემს ოთხი ფეხი აქვს. ამ ცხოველსაც ოთხი
ფეხი აქვს. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს ცხოველი ირემია?“ უმცროსი მოსწავლეები, ხშირად,
ამ ამოცანას წყვეტენ არასწორად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ არ იციან
სწორი პასუხი. ზოგჯერ, ისინი პოულობენ სწორ პასუხს, მაგრამ არა ლოგიკურად, არამედ
ხატოვანი (თვალსაჩინო) გზით. მოზარდი არამხოლოდ იძლევა სწორ პასუხს, არამედ
ლოგიკურად ასაბუთებს მას. მაგალითად, „არა, ეს მტკიცებულება არ არის სრულიად
ჭეშმარიტი, რადგან ოთხი ფეხი მარტო ირემს არა აქვს. კატასაც ოთხი ფეხი აქვს“.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისგან განსხვავებით, მოზარდში ვლინდება
ჰიპოთეზებით ოპერირების უნარი ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტისას. თუმცა,
ამოცანის გადაჭრის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოზარდი ცდილობს სხვადასხვა
მიდგომის გამოყენებას, შედარებით ეფექტიანი გადაწყვეტილების პოვნას. ასეთი უნარი
გამომუშავდება არა თავისთავად, არამედ ვითარდება სკოლაში სწავლების პროცესში
თანამედროვე მეცნიერებებში მიღებულ ნიშანთა სისტემების დაუფლების საფუძველზე.
ამდენად, მოზარდობის ასაკის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სწავლების
პროცესში ბავშვი ყველა აზროვნებით ოპერაციას ითვისებს ლოგიკურ დონეზე. ამიტომ,
შემთხვევითი არ არის, რომ აზროვნების განვითარების ამ სტადიას ჟან პიაჟე განსაზღვრავს
როგორც ფორმალური ოპერაციების სტადიას. ამასთან, ამ ასაკში აზროვნების განვითარების
მთავარ ნიშან-თვისებას წარმოადგენს ის, რომ ცალკეული გონებრივი ოპერაცია
თანდათანობით გარდაიქმნება ერთიან მთლიანობით სტრუქტურად.
თავის გამოკვლევებში ჟ. პიაჟემ სცადა გაეანალიზებინა მოზარდის მიერ რთული
სააზროვნო ამოცანების გადაჭრის პროცესი. ამ მიზნით მან ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი:
მან ბავშვებს წარუდგინა ხუთი სხვადასხვა ჭურჭელი (თასი) უფერო სითხეებით სავსე და
შესთავაზა ამ სითხეების შერევის გზით მოეძებნათ ისეთი კომბინაცია, რომელიც იძლეოდა
ყვითელ შეფერილობას. თუ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები სითხეებს ურევდნენ

134
შემთხვევით ცდისა და შეცდომის მეთოდით, მოზარდები მოქმედებდნენ სხვაგვარად. ისინი
ცდილობდნენ გამოეთვალათ სითხეების შერევის შესაძლო კომბინაცია, რის შედეგადაც
გამოთქვამდნენ ჰიპოთეზებს სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით და გეგმაზომიერად
ამოწმებდნენ მათ. თავიანთი ვარაუდების პრაქტიკულად შემოწმებისას, ისინი იღებდნენ იმ
შედეგს, რომელიც იყო წინასწარ ლოგიკურად დასაბუთებული.
მოზარდთა აზროვნების განვითარების შემდეგი თავისებურება მდგომარეობს
აბსტრაქტული იდეების გაანალიზების უნარში, აბსტრაქტულ მსჯელობაში შეცდომებისა და
ლოგიკური წინააღმდეგობების მოძებნაში. ამის საფუძველზე, მოზარდებში აღმოცენდება
სხვადასხვაგვარი ინტერესი: ფილოსოფიური, რელიგიური, პოლიტიკური, ეთიკური და ა.შ.
მოზარდები იწყებენ მსჯელობას იდეალებზე, მომავალზე, უყალიბდებათ სამყაროზე ახალი,
უფრო სიღრმისეული და განზოგადებული შეხედულება; ექმნებათ საკუთარი
მსოფლმხედველობა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ
განვითარებასთან.

 აღქმისა და მეხსიერების განვითარება მოზარდობის ასაკში

გარდა იმისა, რომ მოზარდი იძენს მოზრდილისთვის დამახასიათებელი აზროვნების


ლოგიკურობას, მისი აღქმა და მეხსიერება კვლავ აგრძელებს განვითარებას.
ამ პერიოდში აღქმის განვითარება დამოკიდებულია სწავლების პროცესზე, უფრო
სწორედ, ბავშვის ზრდასთან დაკავშირებით გართულებულ სასწავლო პროგრამებზე.
მაგალითად, გეომეტრიის, ხაზვის, ასტრონომიისა და ა.შ. გაკვეთილებზე. ბავშვში
თანდათანობით ყალიბდება და ვითარდება საგნების ირიბი ნიშან-თვისებების აღქმის
უნარი. ამგვარად, ჩნდება, მაგალითად, ნახაზის წაკითხვის უნარი და ა.შ.

მეხსიერება
მეხსიერების ქვეშ გაგებულია დახსომება, შენარჩუნება/შენახვა და შემდგომ წარსული
გამოცდილების კვალის ცნობა და აღდგენა. სწორედ, რომ მეხსიერების წყალობით, ადამიანს
შესწევს ინფორმაციის შეგროვების უნარი; ამასთან, არ კარგავს ძველ ცოდნას და უნარ-
ჩვევებს. მეხსიერებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შემეცნებით პროცესებს შორის.
მკვლევართა მიერ მეხსიერება დახასიათებულია, როგორც „გამჭოლი“ პროცესი, რომელიც
უზრუნველყოფს კოგნიტური პროცესების მონაცვლეობას და მათ გაერთიანებას ერთ
მთლიანობაში. მეხსიერება, როგორც შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, ფლობს
განსაზღვრულ თავისებურებებს. მეხსიერების სახეების კლასიფიკაციისას კრიტერიუმად
ხშირად გამოიყენება ისეთი ნიშნები, როგორიცაა ფსიქიკური აქტივობის, საქმიანობის
მიზნების ხასიათი, მასალის შენახვის ხანგრძლივობა და სხვა.
ზრდის პროცესში ბავშვის საქმიანობის სახეები რამდენადაც იცვლება, იმდენად
გასაკვირი არ არის, რომ ეს გავლენას ახდენს კოგნიტური პროცესების განვითარებაზეც. ამ
მხრივ მეხსიერება გამონაკლისი არ არის. შესასწავლი მასალის მოცულობის მნიშვნელოვანი

135
გადიდება და გართულება იწვევს მნემონიკური პროცესების ორგანიზაციის ხარისხობრივ
გარდაქმნას.
მნემონიკური პროცესები იმ პროცესების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს
მეხსიერების მექანიზმების ფუნქციონირებას: დახსომებას, შენახვას, აღდგენას და ა.შ.
ხშირად, მოზარდობის ასაკის მიღწევისას, ბავშვები სწავლის პროცესში, იძულებულნი
არიან უარი თქვან გამეორების დახმარებით მასალის სიტყვა - სიტყვით დახსომებაზე.
სწავლის გართულებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარების პროცესში
ბავშვები იწყებენ ტექსტის ან სხვა სასწავლო მასალის ტრანსფორმირებას, რაც განაპირობებს
მის დახსომებასა და აღდგენას. ბავშვები ითვისებენ სხვადასხვაგვარ მნემონიკურ ხერხს
სასწავლო მასალის აღდგენისას; მათ უმრავლესობას უკვე საკმაოდ იოლად შეუძლია
წაკითხულის აზრის გადმოცემა.
მოზარდობის პერიოდში აქტიურად ვითარდება ლოგიკური მეხსიერება და ბავშვი
იწყებს ამ ტიპის მეხსიერების გამოყენებას. ასევე, აქტიურდება ნებითი და გაშუალებული
მეხსიერება. ამასთან, ლოგიკური მეხსიერების დომინირებადი პოზიციის ფონზე მოზარდში
ნელდება მექანიკური მეხსიერების განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიგი
ნეგატიური მოვლენების აღმოცენება. მაგალითად, სკოლაში სხვადასხვა ახალი საგნის
გაჩენისთანავე მნიშვნელოვნად იზრდება ინფორმაცია, რომლის მექანიკურად დახსომებაა
საჭირო. მაგრამ, განვითარების ამ ტენდენციებთან დაკავშირებით, ბევრ მოზარდში
აღმოცენდება დახსომებასთან დაკავშირებული პრობლემები და ისინი უჩივიან ცუდ
მეხსიერებას. ამასთან, მსგავსი ჩივილები მოზარდებში შეიძლება შეგვხვდეს უფრო ხშირად,
ვიდრე უმცროსი კლასის მოწაფეებში. ალბათ, აღწერილი პრობლემა წარმოადგენს ერთ-ერთ
მიზეზს, რომელიც განაპირობებს მოზარდთა ინტერესს დახსომების გაუმჯობესების
ხერხებისადმი.
მოზარდობისა და ჭაბუკობის პერიოდში უნებლიე დახსომების პროდუქტულობა
მცირდება და იმავდროულად, იზრდება გაშუალებული დახსომების პროდუქტულობა.
ასაკთან ერთად იცვლება მეხსიერებასა და აზროვნებას შორის მიმართება. თუკი ადრეულ
ბავშვობაში მეხსიერებას ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და მისგან
დამოკიდებულებით იგებოდა ყველა დანარჩენი ფსიქიკური პროცესი, ბავშვის
განვითარებასთან ერთად მეხსიერება კარგავს თავის დომინირებულ როლს. ადრეულ
ბავშვობაში აზროვნება ბევრადაა განსაზღვრული მეხსიერებით, ხოლო აზროვნების პროცესი
მნიშვნელოვანი ხარისხით წარმოადგენს აღდგენის პროცესს. უმცროსი სასკოლო ასაკის
მიღწევისას, ბავშვის აზროვნებასა და მეხსიერებას შორის შენარჩუნდება მჭიდრო კავშირი.
უფრო მეტიც, აზროვნება ვითარდება მეხსიერებაზე უშუალო დამოკიდებულებით.
მოზარდთა მნემიკური პროცესების თავისებურებების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ
ასაკში უკვე აზროვნება განსაზღვრავს მეხსიერების ფუნქციონირების თავისებურებებს.
მაგალითად, ინფორმაციის აღდგენის პროცესი მნიშვნელოვანწილად გაპირობებულია
აზროვნებითი პროცესების თავისებურებებით, ისევე, როგორც დახსომების პროცესი,
რომელიც მოზარდში დაიყვანება დასახსომებელი მასალის შიგნით ლოგიკური

136
მიმართებების დამყარებაზე. ამიტომ ინფორმაციის აღდგენა არის ამ მიმართებების
მიხედვით მასალის მოგონება.

 წარმოსახვის განვითარება მოზარდობის ასაკში

წარმოსახვა რეალური სინამდვილის ამსახველი წარმოდგენების გარდაქმნის


პროცესია, რომლის საფუძველზეც ახალი წარმოდგენის შექმნა ხდება.
ზრდასთან ერთად ბავშვი თანდათანობით იძენს პრაქტიკულ ცხოვრებისეულ
გამოცდილებას და გარკვეულ შრომით უნარ-ჩვევებს. ამასთან, საჭიროა მხედველობაში
მივიღოთ ის, რომ წარმოსახვა უწყვეტ კავშირშია აზროვნებისა და მეხსიერების
განვითარებასთან. ამიტომ, რაც უფრო მაღალია აზროვნების დონე, რაც უფრო მდიდარია
პრაქტიკული გამოცდილება, ინდივიდმა წარმოსახვის მით უფრო რთული ფორმები
შეიძლება გამოამჟღავნოს.
აღნიშნული ტენდენცია, მოზარდობის ასაკში, უპირველესად გამოვლინდება იმაში,
რომ ბავშვი სულ უფრო ხშირად მიმართავს შემოქმედებითობას/კრეატულობას. ზოგიერთი
მოზარდი იწყებს ლექსების წერას, სერიოზულად ცდილობს ხატვას, მუსიკის შესწავლას და
ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდის წარმოსახვა ნაკლებ პროდუქტულია მოზრდილ
ადამიანთან შედარებით. თუმცა, მოზარდის წარმოსახვა არამხოლოდ არსებითად
განსხვავდება (სიმდიდრის მიხედვით) უმცროსი ასაკის ბავშვის ფანტაზიისაგან, არამედ მისი
ფსიქიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამან უფლება მისცა ლ. ს.
ვიგოტსკის, გამოეთქვა შემდეგი ვარაუდი, რომ მოზარდის ფანტაზია არის ბავშვის თამაში
გადასული ფანტაზიაში. ბავშვის ფანტაზიები ასრულებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან
ფუნქციას - რეგულაციურს. რეალურ ცხოვრებაში მოზარდის მოთხოვნილებებისა და
სურვილების დაუკმაყოფილებლობამ, შეიძლება ძალიან ადვილად შეასხას ხორცი მის
ფანტაზიებს. ამიტომ წარმოსახვასა და ფანტაზიებს, რიგ შემთხვევებში მოაქვს სიმშვიდე,
ხსნის დაძაბულობასა და აღმოფხვრის შინაგან კონფლიქტს მოზარდში.

 მეტყველების განვითარება მოზარდობის ასაკში

მოზარდობისა და ადრეული ჭაბუკობის ასაკში გრძელდება კითხვის, მონოლოგიური


და წერითი მეტყველების უნარების აქტიური განვითარება.
კითხვის განვითარების მთავარი თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ სწორი
კითხვის უნარიდან მოზარდი გადადის წაკითხულის ზეპირად დეკლამირებაზე. მოზარდს
შეუძლია, არამხოლოდ მოყვეს პატარა მოთხრობა ან ტექსტის ნაწილი, არამედ
დამოუკიდებლად მოემზადოს ზეპირი გამოსვლისთვის, გამოთქვას საკუთარი აზრი,
იმსჯელოს, მოიყვანოს არგუმენტები და ა.შ.
იმ ცვლილებების გაანალიზებისას, რომლებიც მიმდინარეობს ბავშვებში მოზარდობის
პერიოდში მეტყველებისა და კითხვის უნარის განვითარებაში, შეიძლება დაბეჯითებით
ითქვას, რომ მოცემული ფსიქიკური პროცესების განვითარება მნიშვნელოვნად

137
განისაზღვრება აზროვნების განვითარების თავისებურებებით. ამიტომ, განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ბავშვის მეტყველების განვითარებაში იძენს მეტყველებისა და აზროვნების
გაერთიანება. მოზარდობის ასაკში განვითარების ეს ხაზი ვლინდება წერითი ან ზეპირი
ტექსტის გეგმის შედგენის უნარში. ადრეულ ჭაბუკობის ასაკში (მაღალ კლასებში) ბავშვს
შესწევს უნარი შეადგინოს სიტყვით გამოსვლის გეგმა და დაიცვას ის.
მოზარდობის ასაკში ბავშვის ინტელექტუალური განვითარება აღწევს საკმაოდ მაღალ
დონეს. უფრო მეტიც, აზროვნების განვითარება განსაზღვრავს სხვა ფსიქიკური პროცესების
განვითარებისა და ფუნქციონირების თავისებურებებს. ამიტომ, ზოგიერთი ავტორი თვლის,
რომ სწორედ ამ პერიოდში აღწევს ინდივიდის ინტელექტუალური შესაძლებლობები თავის
მაქსიმუმს. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, ინტელექტუალური განვითარების პიკი
მიიღწევა უკვე 12 წლის ასაკში. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვმა ინტელექტუალური
შემოქმედებითობისა და ხელოვნების პიკს მიაღწია. მათი აზრით, შემოქმედებითი
პროდუქტულობის კულმინაცია დგება შედარებით გვიან, ცოდნის, ცხოვრებისეული
გამოცდილების, მიზანსწრაფულობისა და სხვა თვისებების დახმარებით, რომელთაც
მოზარდი ჯერ კიდევ არ ფლობს 12 წლის ასაკში.
ჟ. პიაჟეს თეორიის თანახმად, განვითარების ყოველ სტადიაზე ყალიბდება ახალი
შემეცნებითი უნარები, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ რა შეუძლია ადამიანს ისწავლოს
ამ პერიოდში. ჟ. პიაჟემ, გამოკვლევებით დაადგინა, რომ ლოგიკური აზროვნების უნარი
ბავშვს აქვს ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში, რომელიც სრულყოფილდება თანდათან
(წლიდან წლამდე), და ემორჩილება განსაზღვრულ კანონზომიერებებს.
ჟან პიაჟემ გამოყო კოგნიტური განვითარების შემდეგი სტადიები:
1. სენსომოტორული (დაბადებიდან 2 წლამდე) - ბავშვს უყალიბდება გარემომცველ
სამყაროში არსებული საგნების ხატების მეხსიერებაში შენახვის უნარი;
2. წინაოპერაციონალური (2-დან 7 წლამდე) - ბავშვი სწავლობს სიმბოლოებისა და
მათი მნიშვნელობების გარჩევას;
3. კონკრეტული ოპერაციების სტადია (7-დან 11 წლამდე) - ბავშვი ცდილობს
გონებრივად შეასრულოს ის მოქმედება, რომელსაც ადრე მხოლოდ ხელებით
აკეთებდა;
4. ფორმალური ოპერაციების სტადია (12-დან 15 წლამდე) - მოზარდები ეუფლებიან
აბსტრაქტული მათემატიკური და ლოგიკური ამოცანების გადაწყვეტის,
ზნეობრივი პრობლემების გააზრების, ასევე, მომავალზე მსჯელობის უნარს.
პიაჟე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ პრობლემად
ზნეობრივ განვითარებას თვლის, რომელიც მიმდინარეობს არა გონებრივის მსგავსად,
არამედ ხალხთან და საგნებთან ბავშვის ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამ
ურთიერთობაში მორალური და გონებრივი განვითარება ურთიერთკავშირში აღმოჩნდება.
პიაჟემ აღმოაჩინა საინტერესო ფაქტი: ბავშვებთან, ისევე, როგორც მოზრდილებთან, ის,
რაზეც ისინი საუბრობენ, ხშირად საპირისპიროა იმისა, რასაც აკეთებენ; უფრო სწორედ,
სიტყვასა და საქმეს შორის არსებობს განსვლა. პიაჟეს თანახმად, მხოლოდ სამი წლის ასაკის
ბავშვების რეპლიკებია შეთანხმებული მათ ქცევასთან.

138
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლ. კოლბერგმა შეიმუშავა ბავშვის ეთიკური განვითარების
თეორია. მან აჩვენა ურთიერთკავშირი მორალურ საფუძველსა და გონებრივ განვითარებას
შორის.
ყოველი მომდევნო სტადია, ლ. კოლბერგის თანახმად, ეფუძნება წინმსწრებს,
გარდაქმნის მას და მოიცავს თავის თავში, ასევე, ამზადებს ახალ მიდგომებსა და
კრიტერიუმებს მორალური განსჯების შემუშავებისათვის. ლ. კოლბერგი თვლის, რომ
ეთიკური განვითარების შედეგი მიიღწევა საშუალოდ ოცდახუთი წლის ასაკისთვის. მაგრამ,
სინამდვილეში ზნეობრივი მსჯელობები ყალიბდება სამი წლის ასაკისთვის, ხოლო
მორალური წარმოდგენებისადმი მათი შესაბამისობის გაგება და გაცნობიერება კი
კოლბერგის მიერ მითითებულ ასაკში.
შევეცდებით ლ. კოლბერგის განვითარების საფეხურები დავახასიათოთ მოკლედ,
რათა გასაგები გახდეს მკითხველისათვის.
საფეხური 1. წინაკონვენციონალური (4 - 10 წწ.)
სტადია 1. „მე უნდა გავაკეთო ის, რასაც დავპირდი, თუ არა და დამსჯიან“;
სტადია 2. „შენ რახან მაწყენინე, მეც გაწყენინებ“;
საფეხური 2. კონვენციონალური (10 - 13 წწ)
სტადია 3. „მე მინდა იმის გაკეთება, რაც სხვებს ესიამოვნებათ“;
სტადია 4. „მე ვალდებული ვარ დავიცვა კანონი“’
საფეხური 3. პოსტკონვენციონალური (13 წლიდან. . . )
სტადია 5. „მე უნდა დავიცვა კანონი, რადგან ისინი საზოგადოებამ დააწესა“;
სტადია 6. „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ“.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტადიები არ წარმოქმნიან მკაცრად უცვლელ
თანმიმდევრობას. ლ. კოლბერგიც და ჟ. პიაჟეც, ზნეობრივი განვითარების ცნებაში
აერთიანებენ მორალს, პატიოსნებას, პასუხისმგებლობას და ა.შ. მაგრამ, მათზე წარმოდგენა
სხვადასხვა ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს განსხვავებულად და ეს ცნებები სულ
სხვადასხვაგვარად შეიძლება ესმოდეს.
ადამიანის ინტელექტუალური განვითარება გრძელდება მის მიერ „ჭაბუკობის“ ანუ
სიყრმის მიღწევის დროსაც. მაგრამ საზღვარი მოზარდობისა და ჭაბუკობის ასაკს შორის
იმდენად მცირეა, რომ მიზანშეწონილად არის მიჩნეული მოზარდობისა და ჭაბუკობის
ასაკის გაერთიანება ერთ ასაკობრივ პერიოდში.
ჭაბუკობის პერიოდში შემეცნებითი პროცესების განვითარების დახასიათებისას,
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მაღალ კლასებში ბავშვების კოგნიტური განვითარება აღწევს
ისეთ დონეს, რომ მათ პრაქტიკულად უნარი შეწევთ შეასრულონ მოზრდილისათვის
დამახასიათებელი გონებრივი სამუშაო, ყველაზე რთულიც კი. შემეცნებითი უნარების
განვითარება ხშირად წინ უსწრებს ბავშვების საკუთრივ პიროვნულ განვითარებას.
მოზარდობის ასაკის დასრულებისა და სიჭაბუკის ასაკში გადასვლისას,
უპირველესად აღინიშნება თეორიული აზროვნების პროგრესული განვითარება. ყმაწვილები
უკვე აზროვნებენ ლოგიკურად და შეუძლიათ თეორიული მსჯელობა, თვითანალიზი.
მოზარდებთან შედარებით, ისინი, უფრო იოლად მსჯელობენ ზნეობრივ/მორალურ,

139
პოლიტიკურ, ეთიკურ, ესთეტიკურ და სხვა თემებზე, რომლებიც პრაქტიკულად
მიუწვდომელია დაბალი ასაკის ბავშვების ინტელექტისათვის.
მაღალ კლასებში ბავშვები ითვისებენ მრავალ სამეცნიერო ტერმინსა თუ ცნებას,
სწავლობენ მათ გამოყენებას სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. ეს ადასტურებს მათში
თეორიული ანუ სიტყვიერ - ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. იმავდროულად,
გრძელდება ყველა დანარჩენი შემეცნებითი პროცესის ინტელექტუალიზაცია.
ჭაბუკობის ასაკში აბსტრაქტულ - ლოგიკური აზროვნების განვითარება განსაზღვრავს
არამხოლოდ ახალი ინტელექტუალური თავისებურებების გამოჩენას, არამედ შესაბამის
მოთხოვნილებებსაც. ბავშვები, სულ უფრო ხშირად იწყებენ კამათს განყენებულ თემებზე, იმ
საგნებზე, რომელთა შესახებაც მათ არაფერი იციან. გაკვეთილებზე, უფროსკლასელები,
ხშირად ცდილობენ მასწავლებელი ისეთ თემებზე ასაუბრონ, რომელსაც არაფერი საერთო არ
აქვს გაკვეთილთან. როგორც ხშირად ხდება, ამ დროს პედაგოგი უარს ეუბნება მოსწავლეებს
„დროის ფუჭად დაკარგვაზე“, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით, ასეთი მიდგომა არ არის
სწორი. პედაგოგმა უნდა შესთავაზოს ბავშვებს საინტერესო პრობლემების განხილვა
გაკვეთილების შემდეგ სპეციალურად ორგანიზებულ დისპუტზე, რომელიც უკეთესია
ჩატარდეს არაფორმალურ სიტუაციაში, შეიძლება, ბუნებაშიც. ასეთი „კამათები“ და
„ფილოსოფოსობა“ ხშირად აღიზიანებს მასწავლებლებსაც და მშობლებსაც, მაგრამ არ
დაგავიწყდეთ, რომ ეს შეხვედრები ისევე აუცილებელია მოზარდისათვის, როგორც
სკოლამდელისთვის გაუთავებელ შეკითხვებზე - რატომ? რისთვის? როგორ? და ა.შ. პასუხის
გაცემა.
ჭაბუკობის ასაკში განსაკუთრებით მკაფიოდ იწყებს გამოვლინებას სქესობრივი
განსხვავებით გაპირობებული აზროვნების თავისებურებები. ზოგადად, აღიარებული და
დადგენილია, რომ აბსტრაქტული აზროვნება ტიპურია ვაჟებისათვის, თუმცა გოგონები ამ
ასაკში უკეთესად სწავლობენ; მათი შემეცნებითი ინტერესები ნაკლებად განსაზღვრული და
დიფერენცირებულია და ისინი უკეთესად წყვეტენ კონკრეტულ, ვიდრე აბსტრაქტულ
ამოცანებს. მათში ჭარბობს მხატვრულ - ჰუმანიტარული ინტერესები. რაც შეეხება ოცნებას,
ის დაკავშირებულია არა იმდენად ინტელექტუალურ, რამდენადაც
ქარაქტეროლოგიურ/ხასიათის თავისებურებებთან.
ჭაბუკობის ასაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ
ინტელექტუალური ინტერესები ხშირად შერწყმულია გაფანტულობასთან, შეხედულებების
არასისტემურობასთან. ისინი ადეკვატურად ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ბევრი
მათგანი საკუთარ ცოდნასა და გონებრივ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს. ამ
ასაკში სულ უფრო ბევრ გოგონასა და ვაჟს უჩნდება ინდიფერენტული/გულგრილი
დამოკიდებულება სწავლისადმი. ისინი თვლიან, რომ სწავლა არ არის საინტერესო „ნამდვილ
ცხოვრებასთან“ შედარებით. მსგავსი მოვლენა შეიძლება ავხსნათ სკოლაში რუტინული
სასწავლო პროცესით და მონოტონურობით, რაც არ აძლევს სივრცეს მოსწავლეების
ინიციატიურობასა და ინდივიდუალური უნარ-შესაძლებლობების გამოვლინებას. გარდა
ამისა, ზოგიერთ მოზარდს, მართლაც არ შეუძლია რთული სასწავლო პროგრამის ათვისება.
მათ არ უნდათ სწავლა, ისინი ფორმალურად სხედან გაკვეთილებზე.

140
ამ ასაკში მოზარდებში შეინიშნება ყურადღების განვითარების გარკვეული შინაგანი
წინააღმდეგობრიობა. ყურადღების მოცულობა, მისი ინტენსიურობის ხანგრძლივი დროით
შენარჩუნებისა და ერთი საგნიდან მეორეზე გადართვის უნარი, ასაკთან ერთად იზრდება და
ჭაბუკობის ასაკის მიღწევისას იმყოფება განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე. ყურადღება
ხდება უფრო ამორჩევითი, დამოკიდებული ინტერესების რაობაზე. ამიტომ, მოზარდები
ხშირად საუბრობენ საკუთარ გაფანტულობაზე, ქრონიკულ მოწყენილობაზე, ერთ საგანზე
კონცენტრირების უუნარობაზე და განიცდიან ამას. ბევრი ფსიქოლოგი „გაუზრდელ“
ყურადღებას თვლის სწავლაში ცუდი შედეგების მიზეზად, რამეთუ, როდესაც ბავშვს არ
შეუძლია ყურადღების წარმართვა ერთი მიმართულებით, ის თავს ვერ დააღწევს გარე
გამღიზიანებლისა და სტიმულების უარყოფით ზემოქმედებას.

 შემოქმედებითი შესაძლებლობები ჭაბუკობის ასაკში

მოზარდების ინტელექტის განვითარება ამ ეტაპზე მჭიდროდ უკავშირდება


შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რაც გულისხმობს არა მარტო ინფორმაციის
ათვისებას, არამედ ინტელექტუალური ინიციატივის გამოჩენას და რაღაც ახლის შექმნას.
შემოქმედების ინტელექტუალურ კომპონენტად ითვლება დივერგენციული
აზროვნების სიჭარბე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ერთი და იგივე კითხვაზე, მოზარდს
შესაძლოა ჰქონდეს მრავალი თანაბრად სწორი პასუხი. ეს განსხვავდება კონვერგენციული
აზროვნებისგან, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტაზე,
რაც თავისთავად ხსნის პრობლემას.
დივერგენციული აზროვნება - აზროვნების განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც
გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე შეკითხვაზე, შეიძლება, არსებობდეს მრავალნაირი,
ერთნაირად სწორი და თანაბარმნიშვნელოვანი პასუხები. აღიარებულია, რომ აზროვნების ეს
სახეობა წარმოადგენს შემოქმედების ერთ-ერთ კომპონენტს.
კონვენგენციული აზროვნების შემთხვევაში არსებობს პრობლემის გადაწყვეტის
მხოლოდ ერთადერთი სწორი გზა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, აღნიშნული ცნება გამოიყენება
როგორც სინონიმი „კონსერვატიული“ ანუ „რიგიდული“ აზროვნებისა.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მ. პარლოფმა და ლ. დატამ, გამოიკვლიეს შემოქმედებითი
ადამიანების პიროვნული თავისებურებები რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და
შეადარეს ნაკლებად შემოქმედებით ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ უფრო შემოქმედებითი
ადამიანები, ასაკისა და ინტერესების მიმართულებისგან დამოუკიდებლად, განსხვავდებიან
დანარჩენებისგან განვითარებული ინდივიდუალურობით, სპონტანური რეაქციებით,
საკუთარ ძალებზე დაყრდნობის მისწრაფებით, ემოციური მოქნილობით, დამოუკიდებლად
მუშაობის სურვილით, თავდაჯერებულობითა და სიჯიუტით. ამასთან, მეცნიერებმა ვერ
აღმოაჩინეს ამ თვისებების მიხედვით ასაკობრივი განსხვავებები. მაგრამ, არსებითი
განსხვავება აღმოჩნდა სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით, რომელსაც პირობითად შეიძლება
ეწოდოს „დისციპლინირებული ეფექტიანობა“. ამ ნაკრებში შევიდა თვითკონტროლი,
მიღწევის მოთხოვნილება და კეთილდღეობის გრძნობა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ

141
ნიშან-თვისებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ შემოქმედებით მოზრდილებს ნიშან-
თვისებების ამ ჯგუფის მიხედვით აქვთ დაბალი, ხოლო შემოქმედებით მოზარდებს უფრო
მაღალი მაჩვენებელი, თავიანთ ნაკლებ პროდუქტიულ თანატოლებთან შედარებით.
ასაკობრივი განსხვავებები, გამოვლენილი ამერიკელი მეცნიერების მ. პარლოფისა და
ლ. დატას მიერ, უპირველესად გაპირობებულია, ერთი მხრივ იმით, რომ შემოქმედებითობა
გულისხმობს ყოფითი წარმოდგენებისა და აკრძალვების ზეგავლენისგან გათავისუფლებას,
აღმოცენებული პრობლემების გადაწყვეტისადმი ახალი მიდგომების მოძიების უნარს, მეორე
მხრივ კი, განვითარებულ თვითკონტროლს, ორგანიზებულობასა და
თვითდისციპლინირებულობას. ამიტომ ჭაბუკისა და მოზრდილის მდგომარეობა, ამ
კუთხით, განსხვავებულია. ფსიქოლოგიურად, სიჭაბუკე უფრო მოძრავია და მიდრეკილია
ლტოლვებისადმი.
აღიარებულია, რომ შემოქმედებითი მიღწევები სტატისტიკურად არ უკავშირდება
კარგად სწავლას სკოლაში. მაგალითად, ბევრი ცნობილი ადამიანი სკოლისა და
სტუდენტობის წლებში გამოირჩეოდა დაბალი ნიშნებით და ითვლებოდა საშუალო ან
საშუალოზე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლედ, მათ რიცხვს მიეკუთვნება დარვინი,
ჰეგელი, ვაგნერი, ვერდი, შილერი, სვიფტი, აინშტაინი, ჰაინე, პრისტლი და სხვა. სასკოლო
პროგრამა მკაცრად რეგლამენტირებულია; ბავშვური და ჭაბუკური შემოქმედება გაცილებით
სრულად და მკაფიოდ მხოლოდ სკოლის/კლასის გარეთ გამოვლინდება. ამიტომ, პედაგოგის
მოწოდებაა დროულად გამოიცნოს ბავშვის შემოქმედებითი მიმართულების უპირატესი
სფერო და მოახდინოს მისი განვითარების სტიმულირება სასურველი გზით.

142
12.ოჯახი და აღზრდის სტილი

ოჯახი სოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და ბავშვისთვის პირველი


სოციალური სამყაროა, სადაც ის სოციალური ურთიერთობების გამოცდილებას იძენს და
პიროვნებათაშორისი მიმართებების უნარ-ჩვევებს ეუფლება. ბავშვის პიროვნების
ჩამოყალიბებაში ოჯახი ერთ-ერთ განმსაზღვრელ როლს ასრულებს. მაგრამ, ყოველ
ასაკობრივ ეტაპზე ოჯახის როლი და მნიშვნელობა იცვლება, რაც სპეციფიკური
თავისებურებებით ხასიათდება.
მოზარდობის ასაკში მშობლებთან დამოკიდებულება თვისებრივად ახალ ეტაპზე
გადადის. „ოჯახი-მოზარდი-ს“ ურთიერთდამოკიდებულების სპეციფიკა გაპირობებულია
მოზარდის მიერ საკუთარი იდენტობის გაცნობიერებითა და მოტივაციურ სფეროში
ძირეული ცვლილებებით. მოზარდს ერთდროულად ორი ტიპის მოთხოვნილება უჩნდება:
ერთი მხრივ, თვითგანსაზღვრების, პატივისცემისა და ავტონომიურობის, ხოლო, მეორე
მხრივ, ოჯახის წევრების მხრიდან თანადგომისა და ოჯახთან გაერთიანების მოთხოვნილება.
სოციალიზაციის სხვა ინსტიტუტებთან შედარებით ოჯახს განსხვავებული ნიშან-
თვისება აქვს. პირველ რიგში, მოზარდის ოჯახური ურთიერთობები თავის ისტორიას,
ურთიერთდამოკიდებულებების გამოცდილებას ფლობს, ასევე მშობლების მხრიდან
ზემოქმედებებს, ზოგჯერ შეცდომებსაც, რომლებიც მშობლებმა, აღზრდის ადრეულ
ეტაპებზე დაუშვეს. ოჯახი წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ინდივიდისგან შემდგარ
ჯგუფს, სადაც მოზარდი იძენს განსხვავებული თაობისა და სქესის ადამიანებთან
ურთიერთობის გამოცდილებას. ოჯახი, მოზარდის პიროვნების ყველა ასპექტზე ახდენს
გავლენას, იქნება ეს აფექტური, კოგნიტური თუ ქცევითი; და ეს გრძელდება პრაქტიკულად
უწყვეტად, შეიძლება ითქვას მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ოჯახის გარეთ იმყოფება.
მოზარდის ოჯახური დამოკიდებულებები მოიცავს მის ურთიერთობას მშობლებთან,
დებთან და ძმებთან, ასევე ოჯახის სხვა წევრებთან (ბებია, ბაბუა, მამიდა ბიძა და ა.შ.). ზრდის
მთელი პერიოდის განმავლობაში, ბავშვისთვის მშობლები განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, თუმცა მისთვის ისინი სხვადასხვა „ამპლუაში“ გამოდიან.
უპირველესად, ეს არის ემოციური სითბოსა და მხარდაჭერის წყარო, რის გარეშეც
ბავშვი თავს დაუცველად და უსუსურად გრძნობს;
მეორე, მშობლები – დირექტიული ინსტანციაა, რომლებიც განაგებენ ცხოვრებისთვის
საჭირო სახსრებს, ასევე დასჯა – წახალისებას;
მესამე, მშობლები - მისაბაძები, სამაგალითო ადამიანები არიან, ხორცშესხმულნი
საუკეთესო პიროვნული თვისებებით;
მეოთხე, მშობლები ცოდნის, ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროა, რთულ
სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებისას მეგობრები და მრჩევლები არიან. ბავშვის
ზრდასთან დაკავშირებით, ამ ფუნქციების შეთანაწყობა და მათი ფსიქოლოგიური
მნიშვნელობა იცვლება.

143
მოზარდობის პერიოდში, ისევე როგორც ადამიანის განვითარების წინა სტადიებზე,
ოჯახი ინარჩუნებს თავის ფუნქციონალურ დატვირთვას, როგორც ბავშვისთვის ემოციური
სითბოსა და მხარდაჭერის წყაროს. ეს მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან
მოზარდი შედის „მე - კონცეფციის“ ინტენსიური ჩამოყალიბების ფაზაში. ამ პროცესს თან
სდევს წინააღმდეგობრივი განცდები, პოლარული შეფასებები, არასრულფასოვნების მძაფრი
განცდა, წარუმატებლობაზე ადეკვატური და კონსტრუქციული რეაგირების უუნარობა. ამ
პირობებში სწორედ, რომ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს მოზარდის უსაფრთხოება,
მისთვის თანაგრძნობის გაწევა. ეს ხელს შეუწყობს შფოთვის დონის დაქვეითებას, რომელიც
მოზარდში აღმოცენდება სხვადასხვა ახალ და სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას.
მოზარდობის და განსაკუთრებით ჭაბუკობის ასაკში, მშობლები უკვე აღარ
წარმოადგენენ შვილებისთვის აბსოლუტურ ავტორიტეტს, ისე როგორც ბავშვობაში. ისინი
მშობლებს აღიქვამენ უფრო კრიტიკულად. მიბაძვის მისწრაფება და მშობლებთან
იდენტიფიცირების ხარისხი შესამჩნევად კლებულობს; ნაცვლად ამისა, სამაგალითო და
მიბაძვის მოდელები გამოდიან სხვა ადამიანები: ნაცნობები, თანატოლები, პოპულარული
ადამიანები, სხვა ავტორიტეტები და ა. შ. ამასთან ერთად, მოზარდებს სურთ ისეთი
მშობლების ყოლა, რომლებიც „კარგ მაგალითს მისცემდნენ მიბაძვისათვის“, მათ სურთ
„იამაყონ თავიანთი მშობლებით, ხოლო სხვები აღფრთოვანებულნი იყვნენ მათით.“ მხოლოდ
ამის შემდეგ იგრძნობენ მოზარდები ოჯახში თავს კომფორტულად.
მოზარდობის ასაკში მშობლების უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეადგენს ბავშვისთვის
დახმარების გაწევა „რთული ცხოვრებისეული პრობლემების“ გადაჭრაში, ახსნა,
ინფორმირება და ა.შ. მოზარდი იწყებს მოზრდილისთვის დამახასიათებელი სოციალური
როლების ინტენსიურ დაუფლებას, მისი ნაცნობ-მეგობრების წრე სწრაფად ფართოვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მოზარდი ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, უფროსების
დახმარებას მაინც საჭიროებს. მოზარდობის ასაკი არის ბავშვის მშობლებისგან ემანსიპაციის,
ავტონომიურობის, მათგან დამოუკიდებლობის გარკვეული დონის მიღწევის პერიოდი. ეს
პროცესი რთული და მრავალგანზომილებიანია, რომელიც მინიმუმ სამ ასპექტს მოიცავს:
ემოციურს, ქცევითსა და ნორმატიულს.

ემოციური ემანსიპაცია. ემოციური ემანსიპაცია წარმოადგენს მოზარდის ემოციური


ურთიერთობების მთელი სისტემის გარდაქმნას, მშობლებზე ბავშვური ემოციური
დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, სხვა ადამიანებთან მნიშვნელოვანი ემოციური
მიმართებების აღმოცენებას. გარდამავალ პერიოდში მშობლებზე ემოციური
დამოკიდებულება ამძიმებს მოზარდს. თანდათანობით მწიფდება ახალი, საკუთარი, რთული
ემოციური მიმართულებების სისტემის აგების მოთხოვნილება, რომელიც დაფუძნებული
იქნება ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამ სისტემის ცენტრი თავად
მოზარდია, და არა მისი მშობლები. ამ სისტემაში მშობლებთან ურთიერთობა მაინც
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ თანდათანობით ერთვება სხვა ადამიანებთან ისეთი
ემოციური დამოკიდებულებები როგორიცაა, სიყვარული და მეგობრობა. გამოკვლევებით
დადასტურებულია, რომ მშობლებზე ემოციური დაქვემდებარებისგან გათავისუფლების

144
მისწრაფება გოგონებს შედარებით ნაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე ვაჟებს. გოგონები
უფრო მეტად ეთანხმებიან მშობლების მოთხოვნილებებს და უფრო მეტად აწუხებთ ოჯახში
ემოციური ურთიერთობების შენარჩუნება. ვაჟები შედარებით მეტ წინააღმდეგობას უწევენ
საკუთარ ოჯახს და ხშირად, თანატოლების ჯგუფსაც იყენებენ მხარდაჭერისათვის საკუთარი
დამოუკიდებლობის მისაღწევად.
ემოციურ ავტონომიურობაზე გადასვლის დრამატულობის ხარისხს დიდი დოზით
თავად მშობლების ქცევა განსაზღვრავს. თუკი მშობლებს არ ესმით ემოციური ემანსიპაციის
ხასიათის კანონზომიერებები, ისინი ხშირად განიცდიან წყენას, ბავშვებს ადანაშაულებენ
უმადურობაში, შეიძლება წაახალისონ ბავშვების გადაჭარბებული დამოკიდებულობა და ა. შ.
ასეთ შემთხვევაში, გარდამავალი ასაკი შეიძლება გაიწელოს, რის შედეგადაც ინფანტილურმა
ახალგაზრდებმა ვერასოდეს შეძლონ სოციალური მომწიფება. ეს, როგორც წესი, იწვევს
ნეგატიურ შედეგს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდები დაოჯახების შემდეგაც
მშობლებთან ცხოვრებას არჩევენ. ინდივიდუალიზაციის ჯანსაღი პროცესის დროს კი
მოზარდი, საკუთარ თავს, შედარებით მდგრადი ემოციური კავშირების სისტემაში
მოიაზრებს.

ნორმატიული ემანსიპაცია. ნორმატიული ემანსიპაცია ვლინდება ახალგაზრდებში


ქცევის ნორმებისა და ღირებულებათა საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც
არაიშვიათად განსხვავდება მათი მშობლების მიერ აღიარებული ფასეულობათა
სისტემისაგან.
პიროვნების ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებას იწყებს მოზარდობის ასაკში,
რამდენადაც ამ დროისთვის ბავშვს უგროვდება გარკვეული ცოდნა, იძენს ლოგიკური
აზროვნების უნარს; მასში აღმოცენდება საკუთარი პიროვნების, სოციუმში საკუთარი
ადგილის გაცნობიერების მოთხოვნილება. ოჯახი წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს
ფაქტორს მოზარდის ღირებულებათა სისტემის ფორმირებაში; თუმცა, არ შეიძლება არ
გავითვალისწინოთ ოჯახის გარე ფაქტორების გავლენა, როგორიცაა: რეფერენტული
ჯგუფების (რომელშიც ჩართულია მოზარდი) ნორმები და ღირებულებები, სოციალურ-
ეკონომიკური ვითარების სტაბილურობა-არასტაბილურობა და ა. შ.
გამოკვლევების თანახმად, მშობლების გავლენა შვილების ღირებულებით
ორიენტაციებზე განსაკუთრებით ძლიერია იმ ოჯახებში, სადაც არსებობს ემოციური
მხარდაჭერა და ურთიერთგაგება; მშობლებსა და შვილებს ხშირი და ინტენსიური
ურთიერთობები აქვთ, სადაც „ოჯახური დისციპლინა“ მოიაზრება სულიერ
დამოკიდებულებებში; დარწმუნებისთვის იყენებენ მხოლოდ სიტყვებს და არა ფიზიკურ
ძალადობას. საწინააღმდეგოდ ამისა, ოჯახში, არაკეთილგანწყობილი ატმოსფეროს დროს
გარე ფაქტორების ზემოქმედება მოზარდის ღირებულებითი სისტემის ფორმირებაზე
განსაკუთრებით ინტენსიურია.
სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ფასეულობებს შორის განსხვავებების
პრობლემას ხშირად „მამათა და შვილთა“ პრობლემას უწოდებენ. ამით ხაზს უსვამენ მის
გარდაუვალ და უცილობელ ხასიათს, რომელიც ყველა დროში არსებობს. უმეტეს

145
შემთხვევაში, მოზარდის მშობლის ასაკი 40-დან 45 წლამდე მერყეობს. მართლაც, რომ 16-17
წლის ყმაწვილებსა და 42-43 წლის მოზრდილ ადამიანებს შორის არსებობს შესამჩნევი
განსხვავებები პრიორიტეტული ფასეულობების მიხედვით. მაგალითად, თუ მოზრდილი
სიფრთხილეს იჩენს გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს ცხოვრებისეულ
გამოცდილებას, მოზარდი პირიქით, მიდრეკილია რისკიანი საქციელისადმი,
დამახასიათებელია ავანტიურიზმი და უხეშობა. მშობლები, ხშირად, წარსულის
მოგონებებით ცხოვრობენ, მას ადარებენ აწმყოს, მოზარდი ცხოვრობს დღევანდელი დღით,
წარსულს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საშუალო ასაკის ადამიანებს ცხოვრებისადმი
რეალისტური, თითქმის სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ; მოზარდისთვის კი არსებითია
იდეალიზმი და ოპტიმიზმი. მშობლები შედარებით კონსერვატიულები არიან, ისინი უფრო
მეტად ეთანხმებიან არსებულ მდგომარეობას, იმ დროს, როცა მოზარდები კრიტიკულად
არიან განწყობილნი, ცდილობენ ვითარების შეცვლას და ა. შ.
ნორმატიული ემანსიპაციის დრამატულობა იზრდება, როცა საზოგადოებაში ძირეული,
რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს; როდესაც, მშობლებისა და შვილების
ღირებულებითი ორიენტაციები მწვავედ უპირისპირდება ერთმანეთს, განსაკუთრებული
სიმძაფრე შეიმჩნევა მაშინ, როცა ეს ეხება მსოფლმხედველობას და სულიერ ასპექტებს. ამ
დროს, ორივე მხარეს უჩნდება გაურკვევლობის განცდა და შფოთვა. ის სოციალური
ღირებულებები, რომლითაც ცხოვრობდნენ „მამები“ ახალ სიტუაციაში კარგავენ პრაქტიკულ
მნიშვნელობას და გამომდინარე აქედან „შვილებს“ აღარ გადაეცემათ მემკვიდრეობით,
რადგან გამოუსადეგარია, როგორც აწმყოში, ისევე მომავალში. გარდა ამისა, ტოტალიტარულ
საზოგადოებაში მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი, ხშირად განისაზღვრება იმით,
თუ რამდენად იცავს ბავშვი სოციალურ ნორმებს.

ქცევითი ემანსიპაცია. ქცევითი ემანსიპაცია წარმოადგენს მოზარდის მისწრაფებას


გათავისუფლდეს მშობლების კონტროლისგან და დაიცვას გადაწყვეტილების
დამოუკიდებლად მიღების საკუთარი უფლებები. მოზარდებში მკვეთრად მატულობს
ქცევითი ავტონომიისადმი სწრაფვა და ისინი ჯიუტად ცდილობენ დამოუკიდებლობის
მიღწევას გადაწყვეტილებების მიღებისას. უფროსი კლასის მოზარდები უკვე თავად წყვეტენ
მრავალ საკითხს, ისეთებს როგორიცაა: საკუთარი დროის განაწილება, მეგობრების არჩევა,
დასვენების ფორმა, ჩაცმის სტილი და ა. შ. ამასთან, მშობლებისგან ქცევითი ემანსიპაციის
ხარისხი მოზარდებში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა სფეროში.
ისეთ სერიოზულ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, განათლება, ისინი ემორჩილებიან
მშობლებს. ამდენად, ქცევითი ავტონომიისადმი მისწრაფებას შედარებითი ხასიათი აქვს.
სინამდვილეში, მოზარდები არ ისწრაფვიან სრული თავისუფლებისკენ, რადგან არ იციან
როგორ გამოიყენონ იგი. მოზარდებს ჭირდებათ, რომ თავისუფლება ნელ-ნელა მიიღონ,
შესაბამისად იმისა, თუ როგორ ისწავლიან მის გამოყენებას.
მოზარდის ქცევითი ემანსიპაცია მეტ-ნაკლებად აშინებს და აღელვებს მშობელს და
ხშირად, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი ხდება. განვიხილოთ მოზარდის ცხოვრების
სფეროები, რომლებიც შედარებით „კონფლიქტოგენურია“:

146
1. ცხოვრების სოციალური სფერო: მეგობრებისა და პარტნიორების ამორჩევა,
თავისუფალი დროის გატარება, მომავლის დაგეგმვა, ინფანტილური ქცევა.
2. მოზარდის ქცევის მანერა და გარეგნული იერ-სახე: მავნე ჩვევები - ნარკოტიკები,
ალკოჰოლი, სიგარეტი, მატყუარობა, ბილწსიტყვაობა, სექსუალური ცხოვრება;
3. სკოლა: გაკვეთილებზე დასწრება, აკადემიური მოსწრება, სწავლისა და
პედაგოგებისადმი დამოკიდებულება, სკოლაში ქცევა;
4. ქცევა ოჯახში: პირადი ნივთებისადმი, ასევე ოჯახის საკუთრებისადმი (ავეჯი,
საყოფაცხოვრებო ნივთები) დამოკიდებულება, ფულის ხარჯვა, მშობლების მიმართ
დემონსტრაციული ქცევა, ჩხუბი დებთან და ძმებთან, ხანდაზმულ ნათესავებთან (ბებია,
ბაბუა, ...) დამოკიდებულება და ა. შ.
ამერიკელმა ოჯახის თერაპევტებმა რობერტ და ჯონ ბაიარდებმა, ჯერ კიდევ 1991 წელს
აღწერეს მოზარდების ქცევაზე მშობელთა უკმაყოფილება და ჩივილები შემდეგ
პრობლემებთან დაკავშირებით:
o გვიან იძინებს;
o იტყუება, მაგალითად: ამბობს, რომ მიდის ერთ ადგილას, სინამდვილეში
კი მიდის სხვაგანაც; ამბობს, რომ ისწავლა გაკვეთილები, მაგრამ არ უსწავლია
და ა. შ.;
o იცმევს ბომჟივით (მაწანწალასავით);
o ბოროტად იყენებს კოსმეტიკას (გოგონაზეა საუბარი);
o სეირნობს გვიანობამდე და ზოგჯერ მთელი ღამეც;
o საკუთარ ნივთებს არ უფრთხილდება და ტოვებს უყურადღებოდ;
o საათობით ლაპარაკობს ტელეფონზე;
o მუდმივად პირქუში და ჩაკეტილია;
o არასასურველი ნაცნობ-მეგობრები ჰყავს;
o მთელი დღეები წევს და უსმენს მუსიკას, ან უყურებს ტელევიზორს;
o აცდენს სკოლას;
o არ აინტერესებს სწავლა;
o მეგობრები მაშინ მიჰყავს სახლში, როცა მშობლები არ არიან;
o ისტერიკაში ვარდება ან იმუქრება, როდესაც შენიშვნას იღებს;
o ხშირად გარბის სახლიდან;
o არ ალაგებს საკუთარ ოთახს;
o ილანძღება;
o საკუთარ და-ძმასთან ჩხუბობს;
o არაფრის გაკეთება არ სურს ოჯახის წევრებთან ერთად;
o გამუდმებით ითხოვს ფულს და სხვა
როგორც აღნიშნავენ ბაიარდები, მოზარდების ქცევის რეგულირების პრობლემა
მდგომარეობს იმაში, რომ მშობლებს უჭირთ შვილებზე საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის
დელეგირება. მშობლების მოქმედებები ნაკარნახევია საკუთარი შვილების მომავალზე

147
წუხილით, მაგრამ პარადოქსულია ის, რომ თუ მათი კონტროლი წარმატებული იქნება,
ბავშვი ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრების დაუფლებას.
მშობლებსა და მოზარდებს შორის კონფლიქტებთან დაკავშირებული სტატისტიკური
მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის მსგავსია; მიუხედავად იმისა, რომ მოზარდთა
70% აღნიშნავს რაღაც პრობლემის არსებობას, რომელიც მშობლებთან მათი ურთიერთობის
დაძაბულობას იწვევს, სერიოზული კონფლიქტები დაახლოებით ოჯახების 15-20 %-ს აქვს,
5-დან 10%-მდე კი მუდმივად მწვავე კონფლიქტში იმყოფებიან. ასეთ ოჯახებში მოზარდები
აცხადებენ, რომ მათ მშობლები საერთოდ ვერ უგებენ და მრავალ საკითხთან დაკავშირებით
კარდინალურად საპირისპირო შეხედულება აქვთ, რაც იწვევს პიროვნებათაშორისი
ურთიერთობების შემცირებას. მოზარდებს არ სურთ მშობლებთან საუბარიც კი, არათუ
აზრის გამოთქმა. მოზარდთა 60% თვლის, რომ მშობლებს მათი ესმით და კმაყოფილები
არიან თავიანთი ოჯახებით; აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება ოჯახის წევრებისადმი,
რადგან მათი მხრიდანაც სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ.
მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები მოზარდს აღელვებს 12 წლის
ასაკიდან, მაგრამ განსაკუთრებულ სიმძაფრეს იღებს 13-14 წლის ასაკში, რაც მშობლის
მხრიდან გასათვალისწინებელია.

მშობლებთან ურთიერთობა. მოზარდობის ასაკში დედ-მამასთან ურთიერთობა


განსხვავებულად მიმდინარეობს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში
მოზარდების უმრავლესობა პირად, სოციალურ, სასწავლო, ღირებულებებთან და ა.შ.
დაკავშირებულ პრობლემებს დედებს უფრო ხშირად უზიარებს მამებთან შედარებით.
უფროსკლასელები, სქესისგან დამოუკიდებლად, უფრო გულწრფელები და გულახდილები
არიან დედებთან, ვიდრე მამებთან. მამებს უპირატესობა „საინფორმაციო სფეროში“ აქვთ;
მოზარდები პოლიტიკაზე და სპორტზე მამებთან მსჯელობენ. განსაზღვრული კულტურული
აკრძალვების არსებობა იწვევს იმას, რომ მშობლებთან საუბრებში სქესობრივი მომწიფებისა
და ინტიმური ურთიერთობების საკითხებს უკანასკნელი ადგილი უჭირავს; ხშირად, ასეთ
საუბრებს, მოზარდი თავს არიდებს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ მოზარდს, რაც ყველაზე
მეტად აღელვებს, მასზე ლაპარაკი არ შეუძლია, მაშინ ურთიერთობა იღებს ფორმალურ,
რუტინულ ხასიათს. რაც უფრო ხშირად აკეთებენ მშობლები აქცენტს სწავლაზე, სკოლაში
ქცევის წესებზე, ზოგადად საქციელზე, აკადემიურ მოსწრებაზე და სხვა ფორმალურ -
როლურ ასპექტებზე, მით უფრო ცივდება მათ შორის ურთიერთობები. ისმის კითხვა: როგორ
წარმოუდგენიათ მშობლებს თავიანთი შვილი?
სხვადასხვა მკვლევარის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგების თანახმად
პირველ ადგილს იკავებს მშობლების მიერ თავიანთი შვილების, როგორც
ურთიერთქმედების სუბიექტის შეფასება; ისინი თავიანთ შვილებს ახასიათებენ, როგორც
დამხმარეს, კეთილსინდისიერს, აგრესიულს და ა. შ.
მეორე ადგილზე - ემოციურ-პიროვნული მახასიათებლებია (მაგალითად, მხიარული,
საყვარელი, ინიციატორი, მოუსვენარი, მოჩხუბარი და ა. შ.). მესამე ადგილზეა - ფიზიკური
და პიროვნულ-ნებელობითი მახასიათებლები, როგორიცაა მსუქანა, პუტკუნა, მოძრავი,

148
ფეთხუმი, ჯიუტი, მამაცი, მიზანდასახული, ანცი, დაუდგრომელი და ა.შ. შემდეგ მოდის
ინტელექტუალურ-შემოქმედებითი მახასიათებლები (ცნობისმოყვარე, დაუკვირვებელი),
საქმიანობითი - მშრომელი, ზარმაცი და ბოლო ადგილზეა ქცევითი (აქტიური, ფრთხილი და
ა.შ.). აღმოჩნდა, რომ დედას და მამას ბავშვზე წარმოდგენების განსაზღვრული
განსაკუთრებული დინამიკა აქვს ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლისას.
მაგალითად, დედებისთვის უმცროს მოზარდებში მნიშვნელოვანია
ფიზიკური/სხეულებრივი მახასიათებლები, მამებისთვის კი - მოტივაციურ-ნებელობითი
თავისებურებები.
უფროსი სასკოლო ასაკისთვის დედები საკუთარ შვილებში ფიზიკურ მონაცემებს
აღარ აქცევენ ყურადღებას და მათი ინტერესი სოციალური და ნებელობითი
მახასიათებლებისკენ ინაცვლებს. დედები ზერელედ რეაგირებენ შვილების გაზრდაზე, მათი
შესაძლებლობების შეცვლასა და ამასთან დაკავშირებულ სტატუსურ ცვლილებებზე.
მშობლებს სავსებით დასაბუთებულად ჰგონიათ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში
ცვლილებებისა და დამატებითი ნებელობითი ძალისხმევის გარეშე მათ შვილებს
გაუჭირდებათ მოზრდილად ჩამოყალიბება.
მშობლების წარმოდგენები თავიანთ შვილებზე მჭიდროდ უკავშირდება მშობლების „მე-
წარმოდგენებს“; ამასთან, დედებთან გამოვლენილია შედარებით ხისტი სქემები, ვიდრე
მამებთან. ამდენად, დედების უმრავლესობა ნაწილობრივ ცნობიერად და უმეტესად
არაცნობიერად საკუთარი შვილების გაგებაში ორიენტირად საკუთარ თავს იღებს. მამები
შედარებით ადეკვატურები და ყურადღებიანები არიან საკუთარი შვილების აღქმაში და მათი
თვალსაზრისი სცილდება სტერეოტიპებს.
ხშირად, მშობელი სვამს კითხვას: ვის ჰგავს ჩემი შვილი? მსგავს შეკითხვებზე პასუხი
ბადებს შეხედულებათა სტერეოტიპულობას. ყველა მშობელს უნდა, რომ საკუთარი შვილი
მას ჰგავდეს და გამომდინარე აქედან, ვერ ამჩნევენ რეალობას. მშობლები, განსაკუთრებით კი
დედები, უნდა ეცადონ ადეკვატურად აღიქვან მოზარდი, გათავისუფლდნენ
სტერეოტიპებისგან, ახსოვდეთ, რომ მათი ხასიათის რომელიღაც თავისებურება
აუცილებლად განმეორდება შვილში, მაგრამ უმთავრესია ის, რომ შვილი მაინც სხვა
პიროვნებაა და მშობელმა ეს არ უნდა დაივიწყოს.

სოციალიზაციის ფსიქოლოგიური მექანიზმები ოჯახში

სოციალიზაცია წარმოადგენს ინდივიდის მიერ საქმიან და პიროვნებათშორის


ურთიერთობებში სოციალური გამოცდილების შეძენას/ათვისებას. ოჯახში სოციალიზაცია
ხორციელდება განსხვავებული ხერხით და ძირითადად ორი პარალელური მიმართულებით
მიმდინარეობს. ეს არის აღზრდის მიზანმიმართული პროცესის შედეგი და სოციალური
დასწავლა.
აღმზრდელობითი ზემოქმედება ხორციელდება განმტკიცების მექანიზმის
საფუძველზე, როდესაც წახალისდება ის ქცევა, რომელსაც მოზრდილები სწორად თვლიან

149
და ისჯება დადგენილი წესების დარღვევა. ამის შედეგად, მშობლები ბავშვის ცნობიერებაში
ნერგავენ ნორმების განსაზღვრულ სისტემას, რომლის დაცვაც ბავშვისთვის თანდათან
ჩვევად და შინაგან მოთხოვნილებად იქცევა. განმტკიცების მექანიზმის გარდა აქტიურად
გამოიყენება იდენტიფიკაციის მექანიზმიც - ბავშვი ბაძავს მშობლებს, მათი მაგალითით
ორიენტირებს, ცდილობს მათ დაემსგავსოს. მშობელთა აღმზრდელობითი საქმიანობის
განხილვისას გამოყოფენ:
 აღზრდის განსხვავებულ სტილს;
 აღმზრდელობითი ზემოქმედების ფაქტორებს;
 მშობელთა აღმზრდელობით პოზიციას
სოციალური დასწავლის პროცესი მიმდინარეობს, როგორც ბავშვის მშობლებთან
უშუალო ურთიერთქმედებისას, ასევე ოჯახის სხვა წევრებს შორის სოციალური
ურთიერთობის თავისებურებების დაკვირვებისას. აღზრდის პროცესში ბავშვზე გავლენას
ახდენს ოჯახური ატმოსფერო, ოჯახური პირობები: სოციალური და მატერიალური
მდგომარეობა, ოჯახის წევრთა განათლების დონე, მათი ღირებულებითი ორიენტაციები,
საქმიანობის სტილი და ა. შ. ამიტომ, ოჯახური დეფორმაციის ნებისმიერი ფორმა უარყოფით
კვალს ტოვებს ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. მეცნიერები გამოყოფენ ოჯახის
დეფორმაციის ორ ტიპს. ეს არის სტრუქტურული და ფსიქოლოგიური.
ოჯახის სტრუქტურული დეფორმაცია გამოიხატება მისი მთლიანობითი
სტრუქტურის დარღვევაში, რაც ხშირად ერთ-ერთი მშობლის არარსებობასთანაა
დაკავშირებული. ოჯახის ფსიქოლოგიური დეფორმაცია კი უკავშირდება
პიროვნებათაშორისი ურთიერთობების სისტემის დარღვევას, უარყოფითი ფასეულობების
სიჭარბეს, ასოციალურ განწყობებს და ა. შ. ოჯახის, როგორც სტრუქტურული, ასევე
ფსიქოლოგიური დეფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნებაში
ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაზე.

აღზრდის სტილები

ბავშვისა და მშობლების ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი ეყრდნობა


ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ დ. ბაუმრინდის მიერ შემოთავაზებულ ოჯახური აღზრდის
სტილთა ტიპოლოგიას, სადაც მკვლევარს აღწერილი აქვს სამი ძირითადი სტილი:
ავტორიტარული, ავტორიტეტული, მაგრამ დემოკრატიული და მიშვებული. ამჟამად,
გამოყოფილია კიდევ ორი სტილი – ქაოტური და მზრუნველობითი. დავახასიათოთ
თოთოეული.

1/აღზრდის ავტორიტარული სტილი. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სხვადასხვა


ავტორი განსხვავებულად მოიხსენიებს ამ სტილს, მაგალითად, ავტოკრატიული,
დიქტატორული, დომინირებადი და ა. შ. მაგრამ, მიუხედავად ტერმინთა სიუხვისა, მათ
საერთო აქვთ ის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს მშობელი და თვლის, რომ ბავშვი

150
ყველაფერში მის ნებას და ავტორიტეტს უნდა დაემორჩილოს. მშობლები ზღუდავენ ბავშვის
დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, არ თვლიან საჭიროდ საკუთარი მოთხოვნების
დასაბუთებას, მკაცრად აკონტროლებენ მათ მოქმედებებს, სჯიან ფიზიკურად და ა.შ.
მოზარდობის ასაკში მშობლების ავტორიტარულობა ბადებს კონფლიქტებს და მტრობას.
შედარებით აქტიური, ძლიერი და მეამბოხე მოზარდები ეწინააღმდეგებიან მშობლებს, რაც
იწვევს მათ გადაჭარბებულ აგრესიულობას. ასეთ დამოკიდებულობას, ზოგჯერ, მათ მიერ
ოჯახის დატოვება და გაქცევა მოსდევს, რამდენადაც ეს მათ ძალუძთ. საკუთარ თავში
დაურწმუნებელი, მორიდებული მოზარდები სწავლობენ ყველაფერში მშობლების
დაჯერებას, ისინი არ ცდილობენ რაღაცის დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ამგვარი აღზრდის
დროს ბავშვებს უყალიბდებათ მხოლოდ გარეგანი კონტროლის მექანიზმი აღმოცენებული
დანაშაულის გრძნობასა ან დასჯისადმი შიშზე. როგორც კი დასჯის საშიშროება გაქრება,
მოზარდის ქცევა შეიძლება პოტენციურად ანტისაზოგადოებრივი გახდეს. ავტორიტარული
დამოკიდებულება გამორიცხავს ბავშვებთან სულიერ სიახლოვეს, ამიტომ ბავშვებსა და
მშობლებს შორის იშვიათად აღმოცენდება მიჯაჭვულობის გრძნობა, რაც იწვევს
უნდობლობას, ეჭვიანობას, მუდმივად სიფრთხილეს და მტრულ განწყობილებას
გარშემომყოფებისადმი, შესაბამისად, ანტისოციალური ღირებულებების ფორმირებას.

2/აღზრდის დემოკრატიული სტილი. დემოკრატიულობა სხვადასხვა ავტორთან


აღნიშნავს ავტორიტეტულობას, თანამშრომლობას. ამ დროს მშობლები წაახალისებენ
თავიანთი შვილების პირად პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას მათ ასაკობრივ
შესაძლებლობებთან შესატყვისობაში. მოზარდები ჩართული არიან ოჯახური პრობლემების
განხილვაში, მონაწილეობენ გადაწყვეტილებების გამოტანაში, უსმენენ მშობლებს და
მსჯელობენ მათ რჩევებსა და შეხედულებებზე. მშობლები მოითხოვენ შვილებისგან
გააზრებულ, შეგნებულ, მოქმედებებს და ცდილობენ დაეხმარონ მათ, ავლენენ
გულისხმიერებას. ამავე დროს, მშობლები ავლენენ სიმტკიცეს, იქცევიან სამართლიანად, რაც
ბავშვებში აყალიბებს სწორ სოციალურ ქცევასა და პასუხისმგებლობას, აქტიურობას,
დახმარებისადმი მზადყოფნას, დამოუკიდებლობას, ემოციურ მდგრადობას და სხვა.

3/აღზრდის მიშვებული სტილი. ასეთი აღზრდის პირობებში ბავშვი პრაქტიკულად არ


განიცდის არანაირ აკრძალვას და შეზღუდვას მშობლების მხრიდან; არ ასრულებს მათ
მითითებებს. რადგანაც, მშობლებმა არ იციან, არ შეუძლიათ, ან არ სურთ შვილების
ხელმძღვანელობა. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, მოზრდილობის ასაკის მიღწევისას
კონფლიქტში შედიან ყველა იმ პიროვნებასთან, ვინც მათ არ ეთანხმება; არ შეუძლიათ სხვა
ადამიანთა ინტერესების გათვალისწინება, მყარი ემოციური კავშირების შენარჩუნება,
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მეორე მხრივ, მშობლების მხრიდან
ხელმძღვანელობის დანაკლისი მოზარდის მიერ აღიქმება, როგორც გულგრილობა და
ემოციური იგნორირება, რაც ბავშვში ბადებს დაურწმუნებლობასა და შიშს. ოჯახის
უუნარობა გააკონტროლოს მოზარდის ქცევა, შესაძლებელია გამოიწვიოს მოზარდის ჩართვა
ასოციალურ ჯგუფებში, რამდენადაც ის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც საჭიროა

151
საზოგადოებაში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ქცევებისა და მოქმედებებისათვის,
მასში ჩამოყალიბებული არ არის.

4/აღზრდის ქაოტური სტილი. აღზრდის ასეთი სტილის დროს არ არსებობს შვილების


აღზრდისადმი ერთიანი მიდგომა, ნათლად გამოხატული, განსაზღვრული კონკრეტული
მოთხოვნები ბავშვისადმი ან შეინიშნება წინააღმდეგობრიობა და აზრთა სხვადასხვაობა
მშობლებს შორის აღმზრდელობითი ხერხების არჩევისას. აღზრდის ასეთი სტილის დროს
ფრუსტრირებულია პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზისური მოთხოვნილება-
სტაბილურობის, მოწესრიგებულობის, ქცევებსა და შეფასებებში გამოკვეთილი
ორიენტირების არსებობის მოთხოვნილება. მშობლების არაპროგნოზირებადი ქცევები ბავშვს
უკარგავს სტაბილურობის შეგრძნებას და ახდენს შფოთვითი რეაქციების,
არათავდაჯერებულობის, იმპულსურობის პროვოცირებას, ხოლო რთულ სიტუაციებში
აგრესიულობას და უმართავობას, სოციალურ დეზადაპტაციას. ასეთი აღზრდისას მოზარდს
არ უყალიბდება თვითკონტროლი და პასუხისმგებლობის გრძნობა; შეინიშნება
მსჯელობებში უმწიფარობა და დაქვეითებული თვითშეფასება.

5/აღზრდის მზრუნველობითი სტილი. მზრუნველობითი სტილის დროს ადგილი აქვს


ჰიპერმზრუნველობას, ყურადღების კონცენტრირებას ბავშვზე. მშობელი ისწრაფვის მუდამ
ბავშვის სიახლოვეს იყოს, მის ნაცვლად გადაჭრას აღმოცენებული პრობლემები და მიიღოს
გადაწყვეტილება. მშობლები ფხიზლად ადევნებენ თვალს მოზარდის ქცევას, ზღუდავენ მის
დამოუკიდებლობას გამუდმებით, შფოთავენ, რომ მას რაღაც შეემთხვევა. გადაჭარბებული
მზრუნველობის სტილი იწვევს, ერთი მხრივ, მოზარდში საკუთარი მნიშვნელოვნობის
გადაფასებას, მეორე მხრივ, უსუსურობის, შფოთიანობის განცდას, სოციალური სიმწიფის
დაგვიანებას.

მკვლევარები გამოყოფენ აღზრდის ისეთ ფაქტორებს, რომლებიც განსაკუთრებით


ხელს უწყობენ ბავშვებისა და მოზარდების პიროვნების განვითარებაში გადახრებისა და
ქცევითი დარღვევების აღმოცენებას. უპირველესად, ეს არის პროტექციის დონე ანუ იმ
ძალის, ყურადღებისა და დროის ერთობლიობა, რომელსაც მშობლები შვილებს უთმობენ.
ჰიპერპროტექციის დროს მშობლები შვილის მიმართ ზედმეტ ყურადღებას და ძალისხმევას
იჩენენ და მისი აღზრდა მათი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცევა. ჰიპოპროტექციის დროს კი
მოზარდი ექცევა მშობელთა ყურადღების პერიფერიაზე. მშობლები აღზრდას „იწყებენ“
მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახში ან ბავშვის ცხოვრებაში რაიმე სერიოზული ხდება.
მეორე სერიოზული ფაქტორია - ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
ხარისხი. „თავზე ხელის გადასმის“ დროს მშობლები ცდილობენ მაქსიმალურად
დაუკმაყოფილონ ბავშვს ნებისმიერი მოთხოვნილება, გაანებივრონ იგი. იგნორირება კი
ხასიათდება ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობით. ამასთან, ხშირად
სულიერი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას აქვს ადგილი, რის შედეგადაც

152
განსაკუთრებით, მშობლებთან ურთიერთობებისა და ემოციური კონტაქტების
მოთხოვნილებები ზარალდება.
„თავზე ხელის გადასმას“ ფსიქოლოგიაში წამქეზებლურ ჰიპერპროტექციას უწოდებენ. ამ
დროს მშობლები ცდილობენ ბავშვი ნებისმიერი სირთულისგან გაათავისუფლონ, ხელს
უწყობენ სურვილების ასრულებაში, უკიდურესად მფარველობენ, აღფრთოვანებულები
არიან მისი მინიმალური წარმატებითაც კი და მოითხოვენ ასეთივე აღტაცებას
გარშემომყოფებისგან. ამგვარი აღზრდის შედეგი ვლინდება მოზარდის პრეტენზიულობაში,
ლიდერობისადმი მისწრაფებაში, ამასთან, მოზარდი არ არის საკმარისად დაჯერებული
საკუთარ ძალებში.
დომინირებადი ჰიპერპროტექციისას ბავშვი ასევე მშობლების გამძაფრებული
ყურადღების ცენტრში იმყოფება. ისინი ბავშვს დიდ დროსა და ენერგიას ახარჯავენ, მაგრამ
ართმევენ დამოუკიდებლობას თავიანთი შეზღუდვებითა და აკრძალვებით, რაც ბავშვში
აფერხებს ნებელობისა და პასუხისმგებლობის განვითარებას; იგი ხდება უინიციატივო და
უჭირს საკუთარი თავის დაცვა.
ჰიპოპროტექციისას მოზარდისადმი იჩენენ ნაკლებ ყურადღებას არ ინტერესდებიან
მისი საქმეებით, ის მიტოვებულია ფიზიკურად და მოუვლელია. ფარული
ჰიპოპროტექციისას ზრუნვა და კონტროლი ატარებს ფორმალურ ხასიათს; მშობლები არ
მონაწილეობენ ბავშვის ცხოვრებაში.
ემოციური გარიყულობა - ბავშვი მშობლებს ამძიმებს, მისი მოთხოვნილებები
იგნორირებულია. მშობლები ბავშვს ტვირთად აღიქვამენ და უკმაყოფილონი არიან.
ფარული ემოციური გარიყულობის შემთხვევაში მშობლები ცდილობენ შენიღბონ
ბავშვისადმი რეალური დამოკიდებულება. მათი მომატებული მზრუნველობა და ყურადღება
ყალბია.
ამაღლებული მორალური პასუხისმგებლობისას ბავშვისგან ითხოვენ პატიოსნებას,
განსაკუთრებულ წესრიგს, მისი ასაკისთვის შეუფერებელ ვალდებულების გრძნობას,
პასუხისმგებლობას, მაგალითად, ახლობლების კეთილდღეობაზე, ოჯახის წევრებზე,
უმცროს და-ძმაზე. ყოველივე ამან შეიძლება მოზარდში გააღვივოს იმედგაცრუების შიში.
სასტიკი დამოკიდებულება ბავშვისადმი - ამ შემთხვევაში მშობლებს აქვთ
მიდრეკილება გამოიყენონ მკაცრი სასჯელი ბავშვის ქცევის სულ უმნიშვნელო დარღვევების
დროსაც კი, რა თქმა უნდა მოზარდის მოთხოვნილებები იგნორირდება. მშობლები არ
ერიდებიან ღიად უხეშობის გამოვლენას, იყენებენ ძალადობასაც. სისასტიკე შეიძლება
ფარულადაც მიმდინარეობდეს, როდესაც მშობლებსა და მოზარდს შორის მტრობისა და
ემოციური გულგრილობის კედელია აღმართული.
ამდენად, მოზარდობის ასაკი შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე სენზიტიური
პერიოდი. თანამედროვე მოზარდის გატაცებისა და ინტერესების სფერო არ არის
მრავალფეროვანი. თავისუფალ დროს ისინი თითქმის ერთნაირად ატარებენ, უმეტესად
კომპიუტერთან სხედან. ოჯახური ურთიერთობები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
მოზარდის სოციალიზაციაში. ოჯახურმა ტრადიციებმა შესაძლოა პოზიტიური გავლენა
მოახდინოს მოზარდის ფასეულობითი სისტემის ჩამოყალიბებაზე.

153
13.აგრესია მოზარდობის ასაკში

აგრესიის ქვეშ იგულისხმება გაცნობიერებული მოქმედებები, რომლებიც ზიანს


აყენებენ ან ცდილობენ ზიანი მიაყენონ სხვა ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს ან ცხოველებს.
ერიჰ ფრომი აგრესიას განსაზღვრავს უფრო ფართოდ ანუ, როგორც ზიანის მიყენებას
არამხოლოდ ცხოველისა და ადამიანისათვის, არამედ ნებისმიერი ცოცხალი ობიექტისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის ცნებას სხვადასხვა ავტორი განსხვავებულად
განსაზღვრავს, მეორე სუბიექტისადმი ზიანის/ვნების მიყენების იდეა პრაქტიკულად
ყველგან მოიაზრება.
აგრესიას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი საფუძველი: ფიზიკური - ვერბალური,
აქტიური - პასიური, პირდაპირი - ირიბი, კეთილთვისებიანი - ავთვისებიანი და ა.შ.
მნიშვნელოვანს წარმოადგენს ისიც, რომ აგრესიის ზოგად დეტერმინაციაში განსხვავებულია
მტრული და ინსტრუმენტალური სახეები.
მტრულ აგრესიაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტის მთავარ მიზანს
წარმოადგენს მსხვერპლისადმი მწუხარების/ზიანის მიყენება. ინსტრუმენტალური
აგრესიისას კი აღწერენ იმ შემთხვევებს, როდესაც ინდივიდს (რომელიც სხვა ადამიანს
ესხმის თავს), აქვს განსხვავებული მიზნები, ვიდრე მსხვერპლისადმი ზიანისა და
მწუხარების მიყენება. მოცემულ შემთხვევაში აგრესია არ არის თვითმიზანი, არამედ სხვა
მიზნების მიღწევის, პიროვნების მოთხოვნილებებისა და სურვილების რეალიზების
საშუალებაა.
ალბერტ ბანდურას აზრით, მიზნებში განსხვავებულობის მიუხედავად, როგორც
ინსტრუმენტალური, ისევე მტრული აგრესია მიმართულია კონკრეტული ამოცანების
გადაჭრაზე; ამიტომ, ორივე ტიპი შეიძლება ჩაითვალოს ინსტრუმენტალურად. მტრული
აგრესიისას მსხვერპლისადმი ზიანისა და მწუხარების მიყენება მაინც ავლენს ინდივიდის
განსაზღვრულ მიზნებსა და სურვილებს (მაგალითად, ადამიანი კმაყოფილებას იღებს
იქიდან, რომ სხვა ცუდად არის, იმიტომ რომ მან ატკინა გული ან ავნო რაღაც), უფრო სწორედ
წარმოადგენს საკუთარი მოთხოვნილებების მიღწევის ინსტრუმენტებს.
ტერმინოლოგიური პრობლემების გადალახვის მიზნით, „მტრული“ და
„ინსტრუმენტალური“ აგრესიის ცნებები გაერთიანდა აგრესიის ცნებაში, რომელიც
„გაპირობებულია გამღიზიანებლებით და განზრახვით“. მეცნიერებმა შემოიტანეს
„რეაქტიული“ და „პროაქტიული“ აგრესიის ცნებები, სადაც რეაქტიული აგრესია
დაკავშირებულია რეალურ ან მოსალოდნელ საფრთხეზე/მუქარაზე საპასუხო აგრესიულ
მოქმედებებთან. პროაქტიული აგრესია (რომელიც ინსტრუმენტალურის ანალოგია) კი
აღწერს ქცევას, მიმართულს განსაზღვრული პოზიტიური შედეგის მიღწევაზე.

154
ინსტრუმენტალური აგრესია - აგრესია, რომლის დროსაც სხვებისადმი ზიანის მიყენება
არა თვითმიზანია, არამედ რაღაც სხვა მიზნის მიღწევის საშუალება.

მტრული აგრესია - აგრესია, რომლის დროს აგრესიის მთავარ მიზანს წარმოადგენს


მსხვერპლისადმი ზიანისა და მწუხარების მიყენება.

აგრესიის გამოყოფილი ტიპები არსებითად განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ


დღესდღეობით არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ უარვყოთ ტრადიციული დიხოტომია
„მტრული აგრესია“ – „ინსტრუმენტალური აგრესია“. ამიტომ, ჩვენც გამოვიყენებთ ამ ცნებებს
მოზარდის მიერ აგრესიული ქცევების დახასიათებისას.
სოციალური დასწავლის კოგნიტურ - ბიჰევიორალური კონცეფციის (ა. ბანდურა)
შესაბამისად, სოციალიზაციის პროცესი მდგომარეობს იმ ჩვეული საპასუხო რეაქციების
განვითარებაში, რომლებიც მიღებულია საზოგადოებაში, სადაც ინდივიდი ცხოვრობს.
განსაზღვრული ჩვევების დასწავლა სისტემაში „სიგნალი - პასუხი“, უპირველესად,
მოითხოვს დაჯილდოებას ან განმტკიცებას, მეორე მხრივ კი, რაღაც მოტივაციური პროცესის
ან დრაივის ოდენობას. ამასთან, დრაივის ქვეშ გაგებულია ძლიერი სტიმული, რომელიც
ორგანიზმს უბიძგებს მოქმედებისაკენ.
კოგნიტურ - ბიჰევიორისტული კონცეფციის ჩარჩოებში მოზარდის აგრესიას
განიხილავენ, როგორც სპეციფიკური სოციალური დასწავლის შედეგს. ითვლება, რომ
აგრესიული ქცევის განვითარებისა და განმტკიცების საფუძველი, პირველ რიგში, უნდა
მოიძებნოს მშობლების მიერ შვილების აღზრდის სტილში დაბადების პირველივე
წლებიდან.

ოჯახის ზეგავლენა აგრესიის განვითარებაზე. არსებობს გამოკვლევები, რომელთა


შედეგებიც აჩვენებს პირდაპირ კავშირს მშობლებსა და ბავშვებს შორის ნეგატიურ
ურთიერთმიმართებას, ოჯახში ემოციურ დეპრივაციასა და აგრესიას შორის. დადგენილია,
რომ თუ ბავშვს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ერთ-ერთ ან ორივე მშობელთან, თუ
თვითშეფასებისა და მე-კონცეფციის პოზიტიური განვითარების ტენდენცია ვერ პოულობს
მხარდაჭერას მშობლების შეფასებებში, ან თუ ბავშვი ვერ გრძნობს მშობლების
მზრუნველობას, მაშინ დელინკვენტური ანუ მართლსაწინააღმდეგო ქცევების ალბათობა
იზრდება. ასევე, ფუჭდება ურთიერთობა თანატოლებთან, გამოვლინდება აგრესიულობა
საკუთარი მშობლების მიმართაც.
ლაბორატორიულ პირობებში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ურთიერთობდნენ 15, 21
და 39 თვის ბავშვები თავიანთ დედებთან და სხვა ბავშვებთან, ფიქსირდებოდა
განსხვავებული პარამეტრები, კერძოდ, იზომებოდა ის დრო, თუ როდის იყვანდა დედა
ბავშვს ხელში, როცა ის ტირილს იწყებდა ან იშვერდა ხელებს. დაკვირვების სხვა ასპექტი
მდგომარეობდა ბავშვის აგრესიული ქცევის შემთხვევების რეგისტრაციაში, როდესაც ეს
აგრესია მიმართული იყო სხვა ადამიანზე (დარტყმები, კბენა, რაღაცის წართმევა).

155
დადგინდა, რომ ის ბავშვები, რომლებთანაც დედები არ ჩქარობდნენ მისვლას, იქცეოდნენ
უფრო აგრესიულად, ვიდრე ის ბავშვები, რომელთა დედებიც სწრაფად რეაგირებდნენ მათ
ტირილზე ან ნებისმიერი სხვა კონტაქტის სურვილის გამოვლინებაზე ბავშვის მხრიდან.
პატარა ბავშვები განსხვავდებიან უსაფრთხოების შეგრძნების ხარისხით დედასთან
ურთიერთობაში. ის ბავშვი, რომელიც ძალიან უყვართ ოჯახის წევრებს, საიმედოდ და
მყარად გრძნობს თავს, მიდრეკილია მომავალში სხვა ადამიანების მიმართ ნდობის
გამოვლენისადმი; მას აქვს კარგად განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები, არ არის
აგრესიული და მიმართულია კონსტრუქციული ურთიერთობებისადმი. ის ბავშვი კი,
რომელიც არ გრძნობს დაცულად თავს დედასთან დამოკიდებულებაში, გამოირჩევა
ინერტულობით, არ უყვარს ლაპარაკი (უმეტესად ჩუმად არის), ეწინააღმდეგება კონტროლს,
ავლენს ფიზიკური აგრესიისადმი მიდრეკილებას. ასეთი ბავშვებისათვის
დამახასიათებელია აფექტური აფეთქებები და იმპულსური ქცევა.

დასჯა და აგრესია. დღესდღეობით, უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ დასჯის
სიმკაცრესა და ბავშვების აგრესიულობის დონეს შორის არსებობს დადებითი
დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება, როგორც აღმოჩნდა, ვრცელდება იმ
შემთხვევებზეც, როდესაც დასჯა წარმოადგენს მშობლების რეაქციას ბავშვის აგრესიულ
ქცევაზე, უფრო სწორედ, გამოიყენება როგორც აღმზრდელობითი ფორმა, მიმართული
აგრესიულობის დაქვეითებაზე და ბავშვის არააგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაზე.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში შეისწავლებოდა მესამეკლასელი ბავშვების აგრესიული
ქცევა მშობელთა მხრიდან დასჯის სტრატეგიის თავისებურებებთან დაკავშირებით. დასჯის
სიმკაცრე და თავისებურებები იზომებოდა 24 კითხვაზე მშობელთა პასუხის მიხედვით, იმის
შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ჩვეულებრივ თავიანთი ბავშვების აგრესიულ ქცევაზე.
რეაგირების პირველ დონეს (რომელიც, შეიძლება არც ჩაითვალოს დასჯად)
მიაკუთვნებდნენ თხოვნებს, რომ ბავშვები მოქცეულიყვნენ სხვანაირად და წაახალისებდნენ
საკუთარი ქცევის შეცვლის გამო. დამსჯელობითი მოქმედებების მეორე დონე (ზომიერი
დასჯა) მდგომარეობდა სიტყვიერ დატუქსვაში, ჩხუბში, საყვედურებში. დასჯის მესამე დონე
(მკაცრი დასჯა) გამოიხატებოდა ფიზიკურ ზემოქმედებაში, გატყეპვაში, კინწისკვრაში და ა.შ.
გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც მკაცრად ისჯებოდნენ
მშობლების მიერ, ქცევაში გამოხატავდნენ უფრო მეტ აგრესიას და, შესაბამისად,
თანაკლასელების მხრიდან ხასიათდებოდნენ, როგორც აგრესიულები.
ასევე, დიდი დაკვირვება მართებთ მშობლებს და - ძმებს შორის არსებულ აგრესიაში
ჩარევისას. ასეთმა ჩარევამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს და მოახდინოს აგრესიის
სტიმულირება. მშობლების პოზიციებს შორის უპირატესობის მქონე მაინც ნეიტრალური
პოზიციაა. შედარებით არაეფექტური აღმოჩნდა უფროსი და-ძმების დასჯა, რამდენადაც, ამ
შემთხვევაში და-ძმებს შორის მატულობა, როგორც ვერბალური, ასევე, ფიზიკური აგრესიის
დონე. ზოგადად, და-ძმებს შორის აგრესიულობის შესწავლასთან დაკავშირებულ
ექსპერიმენტებში, ყოველთვის განიხილება მშობლების რეაგირების მხოლოდ ერთი
ალტერნატივა:

156
1. ნეიტრალური პოზიცია ანუ აგრესიის ფაქტების იგნორირება;
2. ბავშვების დასჯა (ერთ ვარიანტში - უფროსების, მეორეში - უმცროსების).
ნათელია, რომ ასეთი ვიწრო ალტერნატივისას ნეიტრალური პოზიცია მართლაც, რომ
აღმოჩნდება შედარებით უკეთესი. თუმცა, შესაძლებელია, მშობლების მხრიდან რეაგირების
სხვა ალტერნატიული ხერხებიც. მაგალითად, ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს
აღმოცენებული პრობლემის განხილვა ანუ მოლაპარაკების გამართვა. ამით მშობლები
შეეცდებიან, ასწავლონ თავიანთ შვილებს კონფლიქტის გადაჭრა არააგრესიული,
კონსტრუქციული გზებით. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ აგრესიულ ბავშვებს
აკლიათ ასეთი ცოდნა და ისინი განიცდიან მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს.

აგრესიის განვითარების თავიდან აცილების გზები. ქცევის აგრესიული ფორმების


ჩამოყალიბების თავიდან აცილებისა და ეფექტიანი სოციალიზაციის უმნიშვნელოვანეს
პირობას წარმოადგენს სიყვარულის, ერთგულების მოტივაციის განვითარება, რომლის
საფუძველზეც ბავშვში აღმოცენდება სურვილი იმისა, რომ მისი გარშემომყოფები და,
უპირველესად, მშობლები, დაინტერესდნენ მისი პიროვნებით, ყურადღება გამოიჩინონ მის
მიმართ, შეაქონ იგი.
როგორც აღნიშნავს ა. ბანდურა, აგრესიული ქცევის პრევენცია და საერთოდ
აღმოფხვრა, შეიძლება განხორციელდეს ორი გზით: აგრესიული მოქმედებები/ქცევები ან
უნდა დარჩეს განმტკიცების/ჯილდოს გარეშე, ან აგრესიის გამოვლენის გამო აქტიურად
უნდა დაისაჯონ ბავშვები. თუ მშობლები არ აქცევენ აგრესიულ ქცევას ყურადღებას ანუ არ
ხდება მისი განმტკიცება და, იმავდროულად, ბავშვი სჩადის სხვა (პოზიტიურ) ქცევებს,
რომლებიც განმტკიცდება და წახალისდება, მაშინ განმტკიცების გარეშე დარჩენილი
აგრესიული ქცევები თანდათანობით სუსტდება და ბოლოს ქრება.

 ფრუსტრაცია - ფსიქიკური მდგომარეობა, გამოწვეული ობიექტურად


გადაულახავი წინააღმდეგობებით, რომლებიც აღმოცენდება მიზნის მიღწევის
გზაზე. ფრუსტრაცია გამოვლინდება სხვადასხვა ემოციით: გაღიზიანებით,
შფოთვით, დანაშაულის გრძნობით, მძვინვარებით, განრისხებით და ა.შ.

დრაივი - ძლიერი სტიმული, რომელიც ორგანიზმს უბიძგებს მოქმედებისკენ

157
ყოველდღიური ფსიქოლოგიურ - პედაგოგიური გამოცდილება, ფსიქოლოგიური
კონსულტაციების პრაქტიკა და ზოგიერთი სპეციალური კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდობის
აგრესიის აქტების იგნორირება იწვევს საშიშ შედეგებს და შეიძლება მოახდინოს აგრესიული
ქცევის შემდგომი ესკალაცია. ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება აგრესიულობის გადაქცევა
პიროვნებისათვის ქცევის ჩვეულ ფორმად. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ
როდესაც პატარა ბავშვის მიერ გამოხატული აგრესიული აქტები რჩება იგნორირებული
მშობლების მხრიდან, ამით არ მტკიცდება ისინი შემდგომ ქცევებში, რამეთუ ბავშვის
ურთიერთობის წრე შემოიფარგლება ოჯახის წევრებით. მაგრამ, როდესაც მოზარდის
აგრესიის იგნორირება ხდება მშობლების მიერ, იქმნება განსხვავებული მდგომარეობა.
მოზარდის ურთიერთობის წრე არ იზღუდება ოჯახით და ის ქცევის განმამტკიცებელ
გარემოებას მოძებნის მის გარეთ (სკოლის ამხანაგებში, ნაცნობებში, ნათესავებში,
მეზობლებში და ა.შ.)
აქტიური დასჯა, როგორც აღნიშნული იყო ზემოთ, ასევე განიხილება, როგორც
აგრესიული ქცევის შეკავებისა და კორექციის ხერხი. მაგრამ, ამ ხერხით დამუხრუჭებული
აგრესიული რეაქციები შეიძლება სრულიად არ გაქრნენ და თავი იჩინონ იმ სიტუაციებში,
სადაც დასჯის საფრთხე სუსტია. ეს დასკვნა ეთანხმება ე.წ. შერეული აგრესიის თეორიას,
რომლის საფუძვლადაც ძევს აგრესიის სხვა ობიექტზე გადატანის, აგრესიული იმპულსის
განტვირთვის შეხედულება იმ ადამიანზე, რომელიც ნაკლებად საშიშია, თუმცაღა ის არ
წარმოადგენს აგრესიული ლტოლვის აღმოცენების ჭეშმარიტ წყაროს. ამასთან, შერეული
აგრესიის თეორია ამტკიცებს, რომ აგრესორის მიერ მსხვერპლის ამორჩევა
მნიშვნელოვანწილად გაპირობებულია სამი ფაქტორით:
1. აგრესიისადმი ლტოლვის ძალით;
2. მოცემული ქცევის შემაკავებელი ფაქტორების ძალით;
3. ფრუსტრაციის წყაროსთან მსხვერპლის პოტენციური მსგავსებით
გარდა ამისა, როგორც დადასტურებულია ექსპერიმენტულად, დასჯის სიმკაცრესა და
ბავშვების აგრესიულობას შორის არსებობს დადებითი დამოკიდებულება. ეს
დამოკიდებულება ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა დასჯა წარმოადგენს მშობლების
რეაქციას ბავშვების აგრესიულ ქცევაზე, უფრო სწორედ, გამოიყენება აღმზრდელობით
საშუალებად. ამ დროს, იგი მიმართულია აგრესიის შემცირებასა და ბავშვის არააგრესიული
ქცევის ჩამოყალიბებაზე. პირველად, მესამეკლასელი მოსწავლეებისა და შემდგომში
მოზარდების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომელთაც მშობლების
მხრიდან განიცადეს მკაცრი დამსჯელობითი ღონისძიებები, თავიანთ ქცევაში ავლენდნენ
დიდ აგრესიას. უფრო მეტიც, შემდგომი გამოკვლევებით დადასტურდა, რომ 8 წლის ასაკში
ბავშვების მიერ განცდილი დასჯის სიმკაცრე, კორელირებდა 18-დან 30 წლის ასაკში მათ
მიერ ქცევაში გამოვლენილ აგრესიულობასთან. ასევე, სხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უფრო
მეტად აგრესიული 18 წლის ჭაბუკები, სწორედაც რომ იმ ბავშვების რიცხვს
მიეკუთვნებოდნენ, რომელთაც მშობლები 8 წლის ასაკში სჯიდნენ, მაგრამ არა ძალიან

158
მკაცრად, არამედ ზომიერად. ამ ავტორების საერთო დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ როცა
მშობლები მკაცრად ან ლმობიერად არიან განწყობილნი თავიანთი ვაჟიშვილების
აგრესიულობისადმი, მაშინ ეს ყმაწვილები გვიანი მოზარდობის ასაკში მიდრეკილნი არიან
უფრო მაღალი აგრესიის გამოვლენისადმი, თანატოლებთან შედარებით.
გამოკვლევების თანახმად, აგრესიული და არააგრესიული მოზარდები
მშობლებისადმი სიყვარულს განსხვავებულად ავლენენ. დადგენილ იქნა, რომ არააგრესიულ
მოზარდებში საკუთარ მშობლებთან იდენტიფიკაცია გამოხატულია უფრო ძლიერ, ვიდრე
აგრესიულებში.
პიროვნების პროსოციალური, არააგრესიული ქცევის ჩამოყალიბება დაკავშირებულია
არააგრესიული ქცევის ფორმების აქტიურ სოციალურ დასწავლასთან,
წინააღმდეგობრიობების გადაჭრის კონსტრუქციული ხერხების ათვისებასთან, პიროვნების
სხვადასხვა მოტივის რეალიზაციასთან. არააგრესიული ქცევის სოციალიზაციის პროცესი
მოიცავს სოციალური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენას, აგრეთვე, იმ პიროვნული
დისპოზიციების, განწყობების აღზრდას, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება
ფრუსტრაციაზე რეაგირების უნარი შედარებით მისაღები ფორმით.

აგრესია და ხასიათი. აგრესია ურთიერთკავშირშია პიროვნების განსაზღვრულ


ქარაქტეროლოგიურ ტიპებთან. ერთ-ერთი გამოკვლევაში შეისწავლიდნენ აგრესიის დონისა
და მოზარდის (14-17 წელი) გარკვეული ქარაქტეროლოგიური თავისებურებების
ურთიერთკავშირის გამოვლენას. მიღებული შედეგებით დადასტურდა გამოკვეთილი და
ძლიერი კავშირი აგზნებად ქარაქტეროლოგიასა და აგრესიის განსხვავებულ გამოვლინებებს
შორის. „აგზნებადობა“ დადებითად კორელირებს ვერბალურ აგრესიასთან,
გაღიზიანებასთან, სპონტანურ აგრესიასთან და ასევე, ირიბ აგრესიულობასთან.
აგზნებადი პიროვნების ცენტრალურ თავისებურებას ქცევის იმპულსურობა
წარმოადგენს. ასეთი ადამიანების ურთიერთობისა და ქცევის მანერა მნიშვნელოვნად
გაპირობებულია არა ლოგიკით, საკუთარი ქცევების არა რაციონალური შეფასებით, არამედ
იმპულსებით, ლტოლვებით, ინსტინქტებით ან არაკონტროლირებადი მისწრაფებებით.
სოციალური ურთიერთქმედების სფეროში მათთვის დამახასიათებელია უკიდურესად
დაბალი მომთმენიანობა/ტოლერანტობა.
გაცილებით მოულოდნელი აღმოჩნდა ის შედეგები, რომლებიც ადასტურებენ
არაორაზროვან და სავსებით განსაზღვრულ კავშირს დემონსტრაციულ ხასიათსა და
პიროვნების აგრესიულობას შორის. უფრო მეტიც, გამოირკვა, რომ კავშირების სტრუქტურა
დიადაში „დემონსტრაციულობა - აგრესია“, სრულიად იდენტურია იმ კავშირების
სტრუქტურისა, რომელიც არის წყვილში „აგზნებადობა - აგრესია“. განსხვავება მდგომარეობს
არა კავშირების სტრუქტურაში, არამედ მხოლოდ მათ ძალაში. „დემონსტრაციულობა“
დადებითად კორელირებს ვერბალურ აგრესიასთან, გაღიზიანებადობასა და ირიბ
აგრესიასთან. ზოგადად, დემონსტრაციული პიროვნების თავისებურებებია
გარშემომყოფებზე მუდმივად შთაბეჭდილების მოხდენისადმი მისწრაფება, საკუთარი
პერსონისადმი ყურადღების მიქცევა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მიღებული მონაცემები

159
კიდევ ერთხელ ადასტურებს დებულებას იმის შესახებ, რომ აგრესია და აგრესიულობა
წარმოადგენს რთულ პიროვნულ და ქცევით ფენომენს, რომლის ბუნების აღწერა და ახსნა არ
შეუძლია ერთადერთ მოდელსა თუ თეორიას.

ვერბალური აგრესია - ნეგატიური გრძნობების გამოხატვა სიტყვიერი ფორმით (მუქარა,


ყვირილი, წყევლა და სხვა.)

სპონტანური აგრესია - თვითნებური აგრესია, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ


რეაქციას სიტუაციურ ზემოქმედებაზე.

ირიბი აგრესია - აგრესიის ფორმა, რომელიც შემოვლითი ანუ არაპირდაპირი გზით


მიმართულია სხვა ადამიანზე.

აგრესიის განვითარების სქესობრივი განსხვავებები მოზარდებში. როგორც


გოგონებში, ისე ვაჟებში არის ასაკობრივი პერიოდები, რომლებიც ხასიათდება აგრესიული
ქცევის შედარებით მაღალი და დაბალი დონის გამოვლენით. დადგენილია, რომ ვაჟებს აქვთ
აგრესიის გამოხატვის ორი ასაკი - 12 და 14-15 წელი. გოგონებშიც ორი ასაკია: აგრესიული
ქცევის გამოვლინების შედარებით მაღალი დონე შეიმჩნევა 11 წლის და 13 წლის ასაკში.
გოგონებსა და ვაჟებში აგრესიული ქცევის სხვადასხვა კომპონენტის გამოხატვის
ხარისხის შედარებამ აჩვენა, რომ ვაჟებში უფრო მეტად გამოხატულია მიდრეკილება
პირდაპირი ფიზიკური და ვერბალური აგრესიისადმი, ხოლო გოგონებში - პირდაპირი
ვერბალური და არაპირდაპირი ვერბალური აგრესიისადმი. ამდენად, ბიჭებისთვის უფრო
მეტად დამახასიათებელია აგრესიის გამოხატვა პირდაპირი, ღია ფორმით და უშუალოდ
კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან. გოგონებისათვის კი არსებითია უპირატესობის მინიჭება
ვერბალური აგრესიისთვის ნებისმიერ ფორმაში - პირდაპირში თუ ირიბში, თუმცა
არაპირდაპირი ფორმა წარმოადგენს უფრო მეტად გავრცელებულს. ის ტენდენცია, რომ
ბიჭებში დიდად არის გამოხატული პირდაპირი (ხშირად, ფიზიკური) აგრესია, ხოლო
გოგონებში - ირიბი-ვერბალური, ხშირად კროს-კულტურული ფსიქოლოგიის ასპექტებით
არის ახსნილი, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ეთნოსის მოზარდებისათვის აგრესიის
განსხვავებული დონეა არსებითი.
აგრესიის სხვადასხვა ფორმის გამოვლენის სტრუქტურა გაპირობებულია
ერთდროულად, როგორც ასაკობრივი, ისევე, სქესობრივი თავისებურებებით. ადრეული
მოზარდობის ასაკში, ვაჟებთან დომინირებს ფიზიკური აგრესია, გოგონებში ის
გამოხატულია უმნიშვნელოდ - ისინი უპირატესობას აგრესიის ვერბალურ ფორმას ანიჭებენ.
მაგრამ, ფსიქოლოგიაში, არსებობს გამოკვლევები, რომელთა შედეგებიც ადასტურებს, რომ
12-13 წლის ასაკში, როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში შედარებით გამოხატულია აგრესიის

160
გამოვლენის ისეთი ფორმა, როგორიცაა ნეგატივიზმი. შეგახსენებთ, რომ ბას-დარკის
აგრესიის კონცეფციაში, ნეგატივიზმის ქვეშ იგულისხმება ქცევის ოპოზიციური მანერა,
ჩვეულებრივ, მიმართული ავტორიტეტის წინააღმდეგ, რაც შეიძლება გამოვლინდეს,
როგორც პასიური დაპირისპირების, ასევე, აქტიური ბრძოლის ფორმით მოქმედი წესების,
ნორმების, ადათების და ა.შ. წინააღმდეგ. შეხვედრის სიხშირის მიხედვით, მითითებულ
ასაკობრივ პერიოდში, მეორე ადგილი უჭირავს ბიჭებში - ფიზიკურ აგრესიას, გოგონებში კი -
ვერბალურს.
შედარებით მოზრდილ ასაკში (14-15 წელი), ბიჭებში დომინირებს ნეგატივიზმი და
ვერბალური აგრესია (თითქმის თანაბრად), ხოლო გოგონებში - ვერბალური აგრესია.
ფიზიკური აგრესია, ამ ასაკში, ვაჟებში წარმოადგენს აგრესიის დომინანტურ ფორმას. უნდა
აღინიშნოს ასევე, რომ ასაკისგან დამოუკიდებლად, ბიჭებში აგრესიული ქცევის ყველა ფორმა
შედარებით მეტად გამოხატულია, ვიდრე გოგონებში.
აგრესიული რეაქციების გამოხატულების დონე კორელირებს მოზარდის
თვითშეფასებასთან. ზოგადი ტენდენცია მდგომარეობს პირდაპირი კავშირის არსებობაში:
რაც უფრო მაღალია თვითშეფასების დონე, მით უფრო მაღალია საერთო აგრესიისა და მისი
განსხვავებული შემადგენლობის მაჩვენებელი. ასეთი ურთიერთკავშირი დამახასიათებელია
როგორც ინსტრუმენტული აგრესიის, ასევე, აგრესიის სხვა ფორმისათვის, მაგალითად -
მტრობისათვის.
გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ 14-17 ასაკის მოზარდების ფიზიკური
აგრესიის დონე კორელირებს პიროვნების საერთო თვითშეფასების დონესთან. რაც უფრო
მაღალია თვითშეფასება, მით უფრო მეტად არის გამოხატული მიდრეკილება ფიზიკური
აგრესიის გამოვლენისადმი.
ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ პარციალური თვითშეფასება, ისეთი, როგორიცაა
ლიდერობის უნარისა და საკუთარი „ფიზიკური მე-ს“ თვითშეფასება, კორელირებს
ნეგატივიზმთან. ამდენად, ქცევის ოპოზიციური მანერა, მიმართული ავტორიტეტებისა და
დადგენილი წესებისადმი, დიდი ხარისხით დამახასიათებელია სწორედ რომ იმ
მოზარდებისთვის, რომელნიც საკუთარ ლიდერულ პოტენციალს დიდად აფასებენ. ასევე, იმ
მოზარდებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ გარეგნულად ძალიან მიმზიდველები არიან და
ფლობენ სრულყოფილ სხეულს. აშკარაა, რომ მოზარდობის ნეგატივიზმი მეტწილად
გამოხატულია იმ შემთხვევაში, როცა ორივე პარციალური თვითშეფასების „თანხვედრა“
ხდება ერთ პიროვნებაში.
ასევე, გამოკვლევებში ნაჩვენებია, რომ ვერბალური აგრესია კორელირებს
მოზარდების თვითშეფასების განსხვავებულ ასპექტთან. ისევე, როგორც ნეგატივიზმის
შემთხვევაში, ვერბალური აგრესიის გამოვლენის დონე მაღალი აქვთ იმ მოზარდებს,
რომელთათვისაც დამახასიათებელია ლიდერობის უნარის მაღალი თვითშეფასება. აგრეთვე,
ვერბალური აგრესია დაკავშირებულია საკუთარი დამოუკიდებლობის, ავტონომიურობისა
და ინტელექტის თვითშეფასებასთან.
გამოკვლევებმა გამოავლინა ტენდენცია, რომლის თანახმადაც, შედარებით უფრო
აგრესიული მოზარდები ხშირად ფლობენ უკიდურეს, ექსტრემალურ თვითშეფასებას - ან

161
ძალიან მაღალს, ან ძალიან დაბალს; არააგრესიული მოზარდებისათვის დამახასიათებელია
საშუალო თვითშეფასება.
მოზარდობის აგრესიის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ
პიროვნების თვითშეფასების განხილვას, არამედ თვითშეფასებისა და გარეგანი შეფასების
თანაფარდობის ანალიზს, რომელსაც იძლევიან რეფერენტული პირები, მაგალითად,
პედაგოგები ან თანატოლები. როდესაც მოზარდის თვითშეფასება ვერ პოულობს საჭირო
დასაყრდენს სოციალურ გარემოში, თუკი მოზარდის შეფასება სხვათა ანუ მისი ახლობლების
მიერ ყოველთვის (ან ხშირად) მის თვითშეფასებაზე დაბალია, ეს სიტუაცია, აუცილებლად,
განიხილება, როგორც მაფრუსტრირებული. ამასთან, ფრუსტრაცია უკავშირდება არა
მეორეხარისხოვანს, არამედ პიროვნების ფუნდამენტური მოთხოვნილებების - აღიარების,
პატივისცემისა და თვითპატივისცემის - დაბლოკვას. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა
სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ის მოზარდები, რომელთა
თვითშეფასება კონფლიქტშია სოციუმის მხრიდან შეფასებასთან, მნიშვნელოვნად
გამოირჩევიან თანატოლებისგან აგრესიის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით. იგივე
შეიძლება ითქვას ნეგატივიზმზე, გაღიზიანებადობაზე, ფიზიკურ აგრესიასა და წყენაზე,
რადგან, აგრესიულობის აღნიშნულ ფორმებს ასეთი მოზარდები გამოხატულად ამჟღავნებენ.
აგრესიული ქცევის ერთ-ერთ ფორმას, განსაკუთრებით მოზარდებში, წარმოადგენს
აუტოაგრესიული ქცევა ანუ აგრესია მიმართული საკუთარ თავზე. აუტოაგრესია, თავისი
არსით, დესტრუქციული, თვითგამანადგურებელი მოქმედებაა. აუტოაგრესიის ფენომენი
უფრო იდუმალებით მოცულია. ამდენად, აუტოაგრესია წარმოადგენს არა უბრალოდ
იზოლირებულ პიროვნულ ნიშან - თვისებას, კონკრეტულ თავისებურებას, არამედ ის
რთული პიროვნული კომპლექსია, რომელიც ფუნქციონირებს და გამოვლინდება სხვადასხვა
დონეზე.
აუტოაგრესია დაკავშირებულია პიროვნების წარმატებული სოციალური ადაპტაციის
უნართან, მიკროსოციუმში პიროვნებათშორის ურთიერთობებთან. პიროვნების
აუტოაგრესიის დონე, უარყოფითად კორელირებს კომუნიკაბელურობასა და
კონტაქტურობასთან, ასევე, დადებით კავშირშია მორიდებულობასა და მორცხვობასთან.
აუტოაგრესია, როგორც წესი, დაბალი თვითშეფასებისა და საკუთარი თავისადმი ნეგატიური
დამოკიდებულების საფუძველია, რაც, თავის მხრივ აჩენს სოციალურ-ფსიქოლოგიური
ხასიათის სიძნელეებს.
ამდენად, აუტოაგრესიის ფენომენი განსაკუთრებული და ნაკლებად შესწავლილია
ფსიქოლოგიის ზოგად პრობლემატიკაში, რაც გაპირობებულია ამ სფეროში კვლევის
მეთოდიკის სიმცირითაც (ყველაზე გავრცელებულს წარმოადგენს ბას-დარკის კითხვარი).
აუტოაგრესიულ პიროვნებას გამახვილებული აქვს დანაშაულის გრძნობა. მაგრამ, ზოგადად,
ინდივიდის აუტოაგრესიულობა არ დაიყვანება მხოლოდ დანაშაულის გრძნობაზე. აქ
არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემომცველ სამყაროში მისი შესაძლებლობების რეალიზაციის
ხარისხიც.

162
14.ხასიათი

ხასიათის აქცენტუაციები

პიროვნების ხასიათში ჩაბეჭდილია მისი შედარებით ძირითადი ნიშან-თვისებები,


რომლებიც მყარად გამოვლინდება ადამიანის ქცევაში. ამდენად, ხასიათი შეიძლება
განისაზღვროს, როგორც პიროვნების მდგრადი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური
თავისებურებების იერარქიულად მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც ყალიბდება
ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესში და გამოვლინდება მის ქცევასა და ტიპური
რეაგირების ხერხებში. ხასიათის ნიშან-თვისებები ვლინდება ადამიანის სასწავლო და
პროფესიულ საქმიანობაში, კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, მის საქციელში,
განსხვავებულ გარემოებებთან დამოკიდებულების სპეციფიკაში და სხვა.

როდესაც ვამბობთ, რომ ხასიათის თვისებები წარმოადგენენ მდგრად პიროვნულ


თავისებურებებს, რა თქმა უნდა, ხასიათის ნიშან-თვისებების უცვლელობას არ
ვგულისხმობთ. სიცოცხლის მანძილზე ხასიათის ესა თუ ის თვისება შეიძლება შეიცვალოს,
მაგრამ, ეს ისე სწრაფად და ადვილად არ ხდება, როგორც, მაგალითად, ადამიანის გუნება-
განწყობილებისა. ხასიათის ცვლილება, ხშირად, რთული და ხანგრძლივი პროცესია. ეს
შეიძლება მოხდეს ახალი გამოცდილების ზეგავლენით, ასევე ინდივიდის მიზანმიმართული
აღზრდისა და თვითაღზრდის შედეგად.

პიროვნების ხასიათი მჭიდრო კავშირშია სხვა ადამიანებთან, ფასეულობებთან,


ღირებულებებთან, სამყაროში მიმდინარე პროცესებთან, მოვლენებთან,
დამოკიდებულებების სისტემასთან, რაც გარემომცველ სინამდვილეს მთლიანად მოიცავს.
ადამიანის ხასიათს, ზოგჯერ, ამ სისტემასთან აიგივებენ, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი
განსხვავებაა. ადამიანური დამოკიდებულებები შედარებით უფრო დინამიკური და
ცვალებადია, ხოლო ხასიათის თვისებები - შედარებით უცვლელი და სტატიკური.

ფსიქოლოგიაში გამოყოფილია დამოკიდებულებების შემდეგი ჯგუფები:


დამოკიდებულება სხვებისადმი, დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი,
დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი, დამოკიდებულება საქმისადმი. არ არის
ძნელი შევნიშნოთ, რომ ხასიათის განსხვავებული ნიშნები მართლაც უკავშირდება
განსაზღვრულ დამოკიდებულებებს. მაგალითად, ხასიათის ისეთი ნიშან-თვისებები,
როგორიცაა დამოუკიდებლობა და შრომისმოყვარეობა უკავშირდება საქმისადმი
დამოკიდებულებას; ეგოცენტრიზმი, თავდაუჯერებლობა და მორიდება ასახავს საკუთარი
თავისადმი დამოკიდებულებას; კეთილგანწყობა, ალტრუიზმი, გულისხმიერება ან პირიქით,
აგრესიულობა, მოუთმენლობა, უხეშობა და ა.შ. გამოხატავს სხვა ინდივიდისადმი
დამოკიდებულებას. ხასიათის თავისებურებები უკიდურესად მრავალფეროვანია, მაგრამ მას

163
არც პიროვნების დამოკიდებულებების თავისებურებები ჩამოუვარდება. აღმოჩნდა, რომ,
თავის მხრივ, ისინი სხვადასხვანაირი და ვარიაციულია.

„აქცენტუაციის“ ცნება პირველად შემოიტანა გერმანელმა ფსიქიატრმა და


ფსიქოლოგმა, ბერლინის უნივერსიტეტის ნევროლოგიური კლინიკის პროფესორმა კარლ
ლეონგარდმა. მან აღწერა და შეიმუშავა პიროვნების აქცენტუაციების ცნობილი
კლასიფიკაცია, რომელიც ქვემოთ იქნება წარმოდგენილი. მანამდე კი საჭიროა განვმარტოთ,
თუ რას ნიშნავს აქცენტუაცია.

ლეონგარდის თანახმად, აქცენტუაცია წარმოადგენს ხასიათის განვითარების


დისჰარმონიულობას, მისი ცალკეული თვისების ჰიპერტროფიულ გამოხატულებას, რაც,
თავის მხრივ, განაპირობებს პიროვნების ამაღლებულ მგრძნობელობას/მოწყვლადობას
გარკვეული ტიპის ზემოქმედებისადმი და აძნელებს მის ადაპტაციას ზოგიერთ სპეციფიკურ
სიტუაციაში. ლეონგარდს, თავის შრომებში გამოყენებული აქვს, როგორც ტერმინი
„აქცენტუირებული პიროვნება“, ასევე „ხასიათის აქცენტუირებული ნიშან-თვისებები“,
თუმცა მისთვის მთავარს მაინც „პიროვნების აქცენტუაცია“ წარმოადგენს. ფსიქოლოგიურ
პრაქტიკაში დაშვებული შეცდომების უდიდესი ნაწილი უკავშირდება აქცენტუაციის
დაყვანას პათოლოგიამდე. ლეონგარდის თანახმად, აქცენტუირებულ პიროვნებას შეუძლია
განვითარება, როგორც სოციალურად დადებითი, ასევე სოციალურად უარყოფითი
მიმართულებით. აქცენტუაცია არ წარმოადგენს პათოლოგიას. იგი ნორმის უკიდურესი
ვარიანტია.

 აქცენტუირებულ პიროვნებათა ტიპების აღწერა

1. ჰიპერთიმიკური ტიპი. ამ ტიპის პიროვნების შესამჩნევ თავისებურებას მუდმივად,


ხშირად უმიზეზოდაც კი, ამაღლებულ განწყობილებაზე ყოფნა წარმოადგენს. იგი აქტიური
და სიცოცხლისმოყვარულია; უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა; ცხოვრებას
ოპტიმისტურად უყურებს; ოპტიმიზმი ეხმარება სირთულეების გადალახვაშიც. ამ ტიპის
ადამიანები გამოირჩევიან მოძრაობით, სიმარდით, სიცქვიტით, ადამიანებთან
ურთიერთობის სურვილით, უკიდურესი დამოუკიდებლობით, ენაწყლიანობით,
გამოხატული ჟესტებითა და მიმიკებით. ყველგან შეაქვთ ხმაური, უყვართ თანატოლების
კამპანია და ისწრაფვიან მათზე უფროსობისაკენ. აქვთ მაღალი ცხოვრებისეული ტონუსი,
კარგი მადა, ჯანმრთელი ძილი. ასეთ ადამიანები ფლობენ მაღალ თვითშეფასებას; არიან
საქმიანები, მაგრამ ხშირად ზედაპირულები და დაუფიქრებლები; ენერგიულები და
ინიციატივიანები; მათი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ შეიძლება გახდეს სხვებთან
კონფლიქტის წყაროც კი. განსაკუთრებით ღიზიანდებიან, როდესაც აწყდებიან
წინააღმდეგობას. ძნელად იტანენ მკაცრ დისციპლინას, მონოტონურ საქმიანობას, იძულებით

164
მარტოობას; აქვთ მიდრეკილება ამორალური ქცევებისადმი. ხშირად არ ეკიდებიან თავიანთ
მოვალეობებს საკმარისი სერიოზულობით.

2.რიგიდული/შენელებული ტიპი. ეს ტიპი ხასიათდება აფექტისადმი მდგრადობით,


ემოციური განცდების ხანგრძლივობით; პირადი ღირსებისა და ინტერესების შელახვას
დიდხანს ვერ ივიწყებს; არ აქვს პატიების უნარი, ამიტომ გარშემომყოფები მას უყურებენ,
როგორც შურისმაძიებელსა და ბოროტ ადამიანს. რიგიდულ პიროვნებას ახასიათებს
ზომიერი ურთიერთობები, მოწყენილობა, უყვარს სხვების დარიგება; ხშირად აწუხებს
მისადმი უსამართლობის შეგრძნება; ავლენს სიფრთხილეს და უნდობლობას
ადამიანებისადმი, მგრძნობიარეა შეურაცხყოფისადმი; ეჭვიანია, მოწყვლადია, გამოირჩევა
სამაგიეროს გადახდის წყურვილით, არ შესწევს წყენისგან თავის დაღწევის უნარი, ხშირად
გამოდის კონფლიქტის ინიციატორად, დიდგულა და ქედმაღალია; მისი თავდაჯერებულობა,
განწყობებისა და შეხედულებების სიმკაცრე, განაპირობებს უდიდეს სიჯიუტეს საკუთარი
მიზნების მიღწევაში. ასეთი პიროვნება მიისწრაფვის გამოავლინოს მაღალი მაჩვენებლები
ნებისმიერ საქმეში, რასაც კი ხელს მოკიდებს. ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს
ინერტულობა მოტორიკაში, აზროვნებაში.

3. ემოციური ტიპი. ემოციური ტიპის მთავარ ნიშან-თვისებას მომატებული მგრძნობელობა


და გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი ღრმა რეაქციები წარმოადგენს. იგი კეთილი და
გულისხმიერია; ემპათიის (თანაგრძნობის) უნარი კარგად აქვს განვითარებული. ასეთი
ადამიანისთვის განსაკუთრებით „მტირალობაა“ დამახასიათებელი. ეს ტიპი ენათესავება
აფექტურს, მაგრამ გარეგნული გამოვლინებები იმდენად ბობოქარი არ არის. მისთვის
დამახასიათებელია მგრძნობიარობა, შფოთვა, ლაქლაქი, ფაქიზი გრძნობების სფეროში ღრმა
რეაქციები. ამ ტიპის წარმომადგენელთა ყველაზე ძლიერი გამოხატული თვისებაა -
ჰუმანურობა, ცხოველებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება. მათ უხარიათ სხვისი
წარმატება. ნებისმიერ ცხოვრებისეულ მოვლენას აღიქვამენ სხვებთან შედარებით
სერიოზულად; არიან შთაბეჭდილებიანები. ისინი იშვიათად შედიან კონფლიქტში, წყენას
ინახავენ გულში; მათთვის არსებითია მოვალეობის გამძაფრებული გრძნობა. უყვართ
მცენარეები, მათი გამრავლება და მოვლა.

4. პედანტური ტიპი. ამ ტიპის შესამჩნევ გარეგნულ გამოვლინებებს წარმოადგენს


უკიდურესი აკურატულობა, მოწესრიგებულობა, გადაუწყვეტლობა და სიფრთხილე.
პედანტი, სანამ რაიმეს გააკეთებს, დიდხანს ფიქრობს; გაურბის პასუხისმგებლობას,
ცვლილებებს; მას უყვარს საკუთარი საქმე, ჩვეული სამუშაო, დავალებას ასრულებს
კეთილსინდისიერად. ამ ტიპის ადამიანი ხასიათდება რიგიდულობით, ფსიქიკური
პროცესების ინერტულობითა და ტრავმირებადი მოვლენების დიდი ხნის განმავლობაში
განცდით. კონფლიქტში შედის იშვიათად, გამოდის უფრო პასიური მხარე; ძალზედ
მტკივნეულად რეაგირებს წესრიგის ნებისმიერ დარღვევაზე. სამსახურში თავი უჭირავს,
როგორც ბიუროკრატს, ამიტომ, გარშემომყოფებისგან ითხოვს მრავალ ფორმალობას. ასეთი
პიროვნება პუნქტუალურია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სისუფთავეს,

165
სკრუპულოზურია, კეთილსინდისიერია, მკაცრად იცავს გეგმას, მოქმედებებში
აუჩქარებელია; ორიენტირებულია საქმის მაღალ ხარისხზე. პედანტი მიდრეკილია ხშირი
თვითშემოწმებისადმი, რადგან შესრულებული სამუშაოს სისწორეში არაიშვიათად ეჭვი
ეპარება. ის არ არის ლიდერი. თავს არიდებს ინიციატივას; კარგი შემსრულებელია,
ლიდერობას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია.

5. შფოთვითი ტიპი. ასეთი ადამიანის ძირითად თავისებურებას შესაძლო წარუმატებლობაზე


ამაღლებული შფოთიანობა, საკუთარ და ახლობლების ბედ-იღბალზე ღელვა წარმოადგენს;
ამასთან, მღელვარების ობიექტური მიზეზები თითქმის არ არსებობს, ან თუ არსებობს,
ძალზედ უმნიშვნელოა. შფოთვითი ტიპი არ არის დარწმუნებული საკუთარ
შესაძლებლობებში; გამომდინარე აქედან, ის ნებისმიერ სიტუაციაში მუდმივად
სიფრთხილეს იჩენს. მოცემული ტიპის ადამიანებისათვის არსებითია დაბალი
კონტაქტურობა, მინორული ხასიათი, სიმორცხვე, მშიშარობა, საკუთარ თავში
დაურწმუნებლობა. ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ სიბნელის, ცხოველების, მარტო
დარჩენის; მძიმედ განიცდიან საკონტროლოებს, გამოცდებს, შემოწმებას; რცხვენიათ
აუდიტორიის წინაშე გამოსვლის. სიამოვნებით იღებენ უფროსების მზრუნველობასა და
დახმარებას. მათ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა,
მაღალი მორალური და ეთიკური მოთხოვნები. ზრდასრულ ასაკში, ასეთი ტიპის
ინდივიდები ცდილობენ შენიღბონ საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა საქმიანობის იმ
სახეებით, სადაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი უნარ-შესაძლებლობები.
ისინი იშვიათად შედიან გარშემომყოფებთან კონფლიქტში; არიან მეგობრულები და
თვითკრიტიკულები. საკუთარი თავის დაუცველობის შედეგად, ზოგჯერ „განტევების ვაცის“
როლშიც გამოდიან.

6. ციკლოთიმიკური ტიპი. ციკლოთიმიკის უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებაა


ჰიპერთიმიკური და დისთიმიკური მდგომარეობების, ასევე გუნება-განწყობილების ხშირი
პერიოდული ცვალებადობა. ჰიპერთიმიკურ ფაზაში ინდივიდის ქცევა შესაბამისად
გააქტიურებულია, ხოლო დისთიმიკურში - პირიქით, დათრგუნული. ბედნიერი მოვლენები
მასში იწვევენ ჰიპერთიმიის სურათებს, რაც ვლინდება საქმიანობის წყურვილში, მომატებულ
ლაპარაკში, იდეებში; მწუხარე მოვლენები კი პირიქით, იწვევენ დათრგუნულობას,
რეაქციებსა და აზროვნებაში შენელებულობას. ხშირად, ციკლოთიმიკურ ტიპს ეცვლება
ურთიერთობის მანერებიც გარშემომყოფ ადამიანებთან.

7. დემონსტრაციული ტიპი. დემონსტრაციული პიროვნების ცენტრალურ თავისებურებას


მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის
წყურვილი წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია თავის ქება, იმ მოვლენებზე საუბარი,
სადაც იგი „მთავარ“ როლს ასრულებს; აქვს მიდრეკილება ტყუილისა და
ფანტაზიორობისადმი. ხასიათდება ქცევის დემონსტრატიულობით,
სიცოცხლისუნარიანობით, მოძრაობით, ადამიანებთან კონტაქტების დამყარების
სიადვილით; მიდრეკილია მატყუარობისა და პირფერობის, საკუთარი პერსონის

166
შელამაზებისადმი; ფლობს არტისტიზმს, პოზირების სურვილს. დემონსტრატიულ ტიპს
ამოძრავებს ლიდერობისადმი მისწრაფება, აღიარების მოთხოვნილება, ძალაუფლების
წყურვილი. იგი ემოციურად ლაბილურია, არ ახასიათებს ღრმა გრძნობები; სამაგიეროდ
ავლენს ინტრიგებისადმი მიდრეკილებას. ფლობს უსაზღვრო ეგოცენტრულობას. მისი
თანდასწრებისას სხვა ადამიანების ქება მასში იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.
დემონსტრატიული პიროვნების თვითშეფასება დაშორებულია ობიექტურობას;
თავდაჯერებული და პრეტენზიულია, რითიც სხვა ადამიანებს აღიზიანებს. იგი
სისტემატურად პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტებს, მაგრამ აქტიურად იცავს საკუთარ
თავს. გააჩნია განდევნის „პათოლოგიური“ უნარი; მას შეუძლია სრულიად დაივიწყოს ის,
რისი ცოდნაც არ სურს, რაც მას ტყუილის თქმისკენ უბიძგებს. იტყუება უდანაშაულო სახით,
რამდენადაც, იმ მომენტში დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. დემონსტრატიულ
პიროვნებას შეუძლია სხვებზე ზემოქმედება არაორდინალური აზროვნებითა და ქცევებით.

8. აგზნებადი ტიპი. აგზნებადი ტიპისათვის დამახასიათებელია იმპულსური ქცევები.


ადამიანებთან მისი ურთიერთობების მანერა ემყარება არა ლოგიკას და საკუთარი საქციელის
რაციონალურ შეფასებას, არამედ იმპულსებს, ლტოლვებს, ინსტიქტებსა და
გაუკონტროლებელ მისწრაფებებს. ამ ტიპის ადამიანები სოციალურ ურთიერთობებში
მოუთმენლობით გამოირჩევიან. მათთვის დამახასიათებელია არასაკმარისი მართვადობა.
ასეთ ადამიანებში ლტოლვებზე და სურვილებზე კონტროლის შესუსტება შერწყმულია
ფიზიოლოგიური ლტოლვების გაძლიერებასთან. მათში მომატებულია იმპულსურობა,
ინსტინქტურობა, უხეშობა, სიბრაზე, მიდრეკილება თავხედობის, უტიფრობისა და
ბილწსიტყვიანობისადმი; აგზნებადი ტიპი კონფლიქტურია, ზოგჯერ მაპროვოცირებელიც;
გაღიზიანებულია და ფეთქებადი; ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, ვერ ეწყობა კოლექტივს;
მასში შეინიშნება ვერბალური და არავერბალური რეაქციების შენელება და ქცევის
მოუქნელობა. აგზნებადი ტიპისთვის არცერთი სახის შრომა და სწავლა არ არის
მიმზიდველი; გულგრილია მომავლისადმი, ცხოვრობს დღევანდელი დღით და ცდილობს
მიიღოს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება. როგორც წესი, ასეთი ტიპები
ძალაუფლებისმოყვარენი არიან, ამასთან ურთიერთობისათვის ირჩევენ შედარებით სუსტებს.

9. დისთიმიკური ტიპი. დისთიმიკი ჰიპერთიმიკურის საპირისპიროა; კონცენტრირებულია


ცხოვრების ნაცრისფერ ფერებსა და უიმედობაზე, რაც ვლინდება ყველაფერში: ქცევაში,
პირად ურთიერთობებში, აღქმაში, მოტივაციაში, მიზნებში და ა.შ. ჩვეულებრივ, ასეთი
ადამიანები სერიოზული ნატურები არიან; აქტიურობა მათთვის საერთოდ არ არის
დამახასიათებელი. ამ ტიპის ადამიანები გამოირჩევიან სერიოზულობით, ზოგჯერ
დათრგუნული ხასიათითაც, შენელებულობით (აზროვნებაშიც), ნებელობითი ძალისხმევის
სისუსტით. მათთვის დამახასიათებელია მომავლისადმი პესიმისტური დამოკიდებულება,
დაქვეითებული თვითშეფასება, დაბალი კონტაქტურობა, სიტყვაძუნწობა. ისინი თითქმის
სულ სახლში სხედან; გაურბიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ხმაურიან
კამპანიებს, მისდევენ ცხოვრების ჩაკეტილ წესს; ფიქსირებულნი არიან ცხოვრების

167
ჩრდილოვან მხარეებზე. საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ; აფასებენ
მეგობრობას. სამართლიანობის გრძნობა ძალზედ გამახვილებული აქვთ.

10. ეგზალტირებული ტიპი. ასეთ ტიპს სხვანაირად აფექტურიც შეიძლება ეწოდოს.


ეგზალტირებული პიროვნების მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ბობოქარი, მძაფრი
რეაქციები ნებისმიერ საკითხსა თუ პრობლემაზე. ის ბედნიერი, სასიხარულო მოვლენებისგან
ადვილად მოდის აღტაცებაში და ასევე ადვილად ითრგუნება მწუხარებისგან; ნაღვლიანი
სიტუაციები მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ამასთან, შინაგან მღელვარებას
თან სდევს ემოციების გარეგანი გამოხატვაც. მისთვის დამახასიათებელია მაღალი
კომუნიკაბელობა, ენაწყლიანობა, ადვილად უყვარდება ადამიანები. ის ხშირად კამათობს,
მაგრამ საქმე არ მიჰყავს ღია კონფლიქტამდე. უყვარს ახლობლები და მეგობრები, არის მათი
ერთგული, ალტრუისტია, შეუძლია თანაგრძნობა, თანაგანცდა, ავლენს წრფელ გრძნობებს.
შეიძლება იყოს პანიკიორიც, აქვს მიდრეკილება წუთიერი განწყობილებისადმი, ფლობს
ლაბილურ ფსიქიკას.

 ხასიათის ტიპოლოგია ე. ფრომის თანახმად

ე. ფრომის აზრით არსებობს ხასიათის 4 არაპროდუქტული და ერთი პროდუქტული


ტიპი. თუმცა, რეალობაში არ გვხვდება არც ერთი ტიპი წმინდა სახით. ყოველთვის ადგილი
აქვს პროდუქტულობისა და არაპროდუქტულობის გარკვეულ თანაფარდობას.
არაპროდუქტული ხასიათის ტიპებია:

რეცეპციული ტიპი. რეცეპციული ორიენტაციის მქონეს ადამიანს ეჩვენება, რომ


„კეთილდღეობის წყარო“ მის გარეთაა და სასურველის მიღების ერთადერთ ხერხს გარე
წყაროსგან მისი მიღება წარმოადგენს. „ყველაფერი კარგი ჩემს გარეთაა“ - აი ეს არის
მოცემული ტიპის კრედო. ასეთი ორიენტაციისას მთავარია, რომ იგი უყვარდეთ და არა მას
ვინმე უყვარდეს. თავისთავად მარტონი, ამ ტიპის წარმომადგენლები ხშირად
პარალიზებულად გრძნობენ თავს. ისინი ავტორიტეტებზე და იმ ადამიანებზე არიან
დამოკიდებულნი, რომელთაც შეუძლიათ მათი დახმარება და მხარდაჭერა. რეცეპციულ
ტიპებს არ შეუძლიათ რაიმეს დამოუკიდებლად გაკეთება; მათ ძალიან უყვართ სმა-ჭამა, რის
საფუძველზეც ცდილობენ შფოთვა დაძლიონ. ზოგადად, ასეთი ტიპები ოპტიმისტურები და
მეგობრულნი არიან; ცხოვრებისადმი გარკვეულ ნდობასაც ამჟღავნებენ, მაგრამ ეწყებათ
შფოთვა, როდესაც ხედავენ, რომ შეიძლება „კვების წყარო“ დაკარგონ. მათ ხშირად აქვთ
სხვების დახმარების გულწრფელი სურვილი, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ
მოიპოვონ ამ ადამიანების კეთილგანწყობა.

168
ექსპლუატატორული ტიპი. ექსპლუატატორული ტიპიც, რეცეპციული ტიპის მსგავსად,
თვლის, რომ მისი კეთილდღეობის წყარო მხოლოდ მის გარეთაა, მაგრამ რეცეპციულისგან
განსხვავებით, ეს ტიპი სასურველს იღებს ძალადობით ან ეშმაკობით. სიყვარულთან
დაკავშირებითაც ასეთი ადამიანები ლტოლვას განიცდიან მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც სხვას
წაართმევენ. იგივე ტენდენცია შეინიშნება აზროვნებისა და ინტელექტუალური საქმიანობის
სფეროში. ისინი ექსპლუატაციას უკეთებენ ყველას, ვისგანაც კი რაიმეს გამოწურვა
შეუძლიათ. მათი დევიზია „მოპარული ხილი - ყველაზე ტკბილია“. ისინი არიან
აგრესიულები, ეჭვიანები, შურიანები, ეგოცენტრულები, არ ფლობენ შემოქმედებითობას;
ზედმეტად აფასებენ იმას, რაც სხვებს ეკუთვნით და არ აფასებენ საკუთარს.

დამგროვებლური ტიპი. ამ ტიპის წარმომადგენლები თითქოსდა დამცავ კედელს აგებენ


საკუთარი თავის გარშემო, რადგან მათი მთავარი მიზანია - რაც შეიძლება მეტი მიიტანონ
საკუთარ სახლში და რაც შეიძლება ნაკლები გასცენ. მთავარია რაიმე აგროვონ და
მნიშვნელობა არ აქვს რა - ეს არის მათი ცხოვრების მიზანი. მათთვის დამახასიათებელია
წარსულში „ჩარჩენა“, რიგიდულობის მაღალი დონე, ეჭვიანობა და სიჯიუტე. ასეთმა
ინდივიდებმა ბევრი იციან, მაგრამ არ შესწევთ ნაყოფიერი აზროვნებისა და შემოქმედების
უნარი. ისინი პედანტურად აკურატულები, აკვიატებულად სუფთა და პუნქტუალურები
არიან, მაგრამ მათი ეს თვისებები არაფრის მომტანია (მათთვის განსაკუთრებით).
დამგროვებელი თვლის, რომ ფლობს მხოლოდ ენერგიის, უნარების, შეზღუდულ მარაგს,
რომელიც დნება და არასოდეს ივსება. ასეთი ადამიანისათვის გაუგებარია, რომ აქტიურობა
და ძალების დახარჯვა ზრდის ენერგიას, იმ დროს, როდესაც ინერტულობა განაპირობებს
პიროვნების პარალიზებას. იგი სიკვდილსა და განადგურებას უფრო დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს, ვიდრე სიცოცხლესა და განვითარებას.

ბაზრული ტიპი. ეს არის „ეკონომისტის“ ტიპი. მოცემული ტიპის წარმომადგენლები


საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც გამყიდველსა და საქონელს, რომელიც ბაზარში უნდა
გაყიდონ; ისინი ზრუნავენ არა საკუთარ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე, არამედ იმაზე, რომ
იქცნენ გასაღებად/მოთხოვნად საქონლად/ნივთად. მოცემული ორიენტაციისთვის
არსებითია უკიდურესად თავდაუჯერებლობა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანის
ფასეულობა განისაზღვრება არა მისი ადამიანური ნიშან-თვისებებით, არამედ საბაზრო
კონკურენციაში წარმატებით (სადაც მუდმივად ცვალებადი პირობებია). ასეთი ტიპი
ნებისმიერ წარუმატებლობას უკიდურესად ავადმყოფურად აღიქვამს. ბაზრული ტიპის
ადამიანს იდენტობის გრძნობა, ისევე როგორც თვითშეფასება, არამდგრადია. „მე ისეთი ვარ,
როგორიც თქვენ გინდათ რომ დამინახოთ“ - ასეთია ამ ტიპის ცხოვრების აზრი. მისი
ძირითადი თვისებებია: კონფორმულობა, უპრინციპობა, განურჩევლობა,
მანიპულირებადობა და ზედაპირული აზროვნება.

ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, პროდუქტული ტიპის ხასიათის ძირითადი


თავისებურებებია დამოუკიდებლობა, კრეატულობა, სიყვარული, სიმშვიდე, პატიოსნება და
სოციალურად სასარგებლო საქციელი/ქმედებები. ამ ტიპის ადამიანის აზროვნება

169
პროდუქტულია და გამოირჩევა სიღრმით, ობიექტურობით, აზროვნების ობიექტისადმი
პატივისცემით, სინერგიით, თვითშემეცნებისა და თვითგაგების ტენდენციით. ასეთი
ადამიანის სიყვარული ხასიათდება საყვარელი ადამიანისადმი მზრუნველობით,
პასუხისმგებლობით, პატივისცემით. პროდუქტული ტიპი შემოქმედია. ერიჰ ფრომი
პროდუქტული ტიპის ხასიათს თვლის მთლიანობით ანუ ჰარმონიულ და მომწიფებულ
სტრუქტურად.

 მანიპულატორულ ხასიათთა ტიპოლოგია ე. შოსტრომის თანახმად

წიგნში „ანტი-კარნეგი, ანუ ადამიანი-მანიპულატორი“, ე. შოსტრომმა აღწერა თუ რას


წარმოადგენს ისეთი ხასიათის ტიპი, რომელსაც ეწოდება „მანიპულატორი“. შოსტრომი
თვლის, რომ თანამედროვე მანიპულატორს აქვს ბაზრული ორიენტაცია, როდესაც ადამიანი
არის ნივთი, რომლის შესახებაც საჭიროა ბევრის ცოდნა და მისი კარგად მართვა.

მანიპულატორი საკუთარ ჭეშმარიტ ემოციებს ყოველთვის ნიღბავს. იგი ძირითად


ამოცანას ხედავს იმაში, რომ მოახდინოს „გარკვეული შთაბეჭდილება“. მანიპულატორი არის
პიროვნება, რომელიც დგას თვითგანადგურების გზაზე; ის იყენებს ან აკონტროლებს
საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს, მხოლოდ როგორც „ნივთებს“. მანიპულატორის
არსებითი ბუნება ვლინდება საკუთარი თავის დაცვისა და გამართლებისათვის მუდმივ
მზადყოფნაში.

ფრედერიკ პერლზი თვლის, რომ მანიპულაციის მთავარი მიზეზი არის ადამიანის


მარადიული კონფლიქტი საკუთარ თავთან. ამიტომ, ის არასოდეს ენდობა ბოლომდე
საკუთარ თავსაც კი; სხვებისადმი უნდობლობა უფრო გამძაფრებულია. გამომდინარე აქედან,
ასეთი პიროვნება ირჩევს მანიპულაციას, რათა ყველა გააკონტროლოს და მხოლოდ ამ
პირობებში ენდოს მათ. ერიჰ ფრომს მოჰყავს მანიპულირების სხვა მიზეზი, რომლის
თანახმადაც სიყვარულის მიღების სურვილიდან გამომდინარე, მანიპულატორი მიისწრაფვის
მეორე ადამიანზე სრული ძალაუფლების მოპოვებისკენ, რაც მას ყველაფრის გაკეთების
უფლებას ანიჭებს. შოსტრომმა გამოყო მანიპულატორული სისტემების ოთხი ძირითადი
ტიპი. ესენია: აქტიური, პასიური, შეჯიბრებითი და გულგრილი მანიპულატორები.
დავახასიათოთ თითოეული:

აქტიური მანიპულატორი - ცდილობს სხვა ადამიანების მართვას აქტიური მეთოდების


დახმარებით. ის ერიდება ურთიერთობებში საკუთარი სისუსტეების დემონსტრირებას და
თამაშობს ენერგიული ადამიანის როლს. იგი, ამისათვის იყენებს თავის საზოგადოებრივ
მდგომარეობას (მშობელი, უფროსი ძმა/და, მასწავლებელი, ხელმძღვანელი და ა.შ.). ის
ასრულებს „გამთელავის“ როლს და კმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანებზე კონტროლის
მოპოვებით (თუმცა მისი კმაყოფილება დამოკიდებულია მათი უძლურების გრძნობაზე);

170
იყენებს უფლება-მოვალეობების დამკვიდრების ტექნიკას და მართავს ადამიანებს
მარიონეტების მსგავსად.

პასიური მანიპულატორი - აქტიურის სრულიად საწინააღმდეგო ტიპია. მას


გადაწყვეტილი აქვს, რომ რამდენადაც თვითონ არ შეუძლია საკუთარი ცხოვრების
გაკონტროლება, უარი თქვას ზედმეტ ძალისხმევაზე და საკუთარი ცხოვრების განკარგვის
უფლებას აქტიურ მანიპულატორს გადასცემს. პასიური მანიპულატორი თამაშობს უსუსური
და გულუბრყვილო პიროვნების როლს, რომელსაც ყოველთვის „ფეხქვეშ თელავენ“. ამავე
დროს პასიური მანიპულატორი იგებს მარცხის დახმარებით. ის აქტიურ მანიპულატორს
აძლევს უფლებას იფიქროს და იმუშაოს მის ნაცვლად და თითქოსდა იმარჯვებს მასზე.

შეჯიბრებითი მანიპულატორი - ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესად სიფხიზლეს


თვლის, რადგან შეიძლება მხოლოდ დარჩეს მოგებული ან წაგებული, მესამე ვარიანტი არ
არსებობს. მისთვის ცხოვრება - ბრძოლაა, გარშემომყოფი ადამიანები კი -
მოწინააღმდეგეები/მტრები (რეალური ან პოტენციური). ასეთი პიროვნება მერყეობს
„გამთელავისა“ და „გათელილს“ შორის და ამიტომ შეჯიბრებით მანიპულატორს
განიხილავენ, როგორც საშუალოს პასიურ და აქტიურ მანიპულატორთა შორის.

გულგრილი მანიპულატორი - თამაშობს ინდიფერენტული პიროვნების როლს,


რომელსაც არაფრის იმედი აღარ აქვს და ცდილობს გაექცეს, განერიდოს პარტნიორთან
კონტაქტებს. მისი მთავარი ფრაზაა: „ჩემთვის სულერთია“.

ამდენად, მანიპულაციის სხვადასხვა სისტემის განხილვის შედეგად, მანიპულატორი


შეიძლება დავახასიათოთ ისეთ ადამიანად, რომელიც საკუთარი თავისა და სხვებისადმი
განწყობილია, როგორც უსულო საგნებისადმი. მანიპულატორი არასოდეს არ არის ის, ვინც
სინამდვილეშია, მას განტვირთვაც კი არ შეუძლია, რამდენადაც თამაშისა და მანევრირების
მისეული სისტემა მისგან მოითხოვს მუდმივად სათანადო როლის შესრულებას.
მანიპულატორის ცხოვრების სტილი აგებულია ტყუილზე, კონტროლზე, ცინიზმსა და
ყოვლისმცოდნეობაზე. შოსტრომი მანიპულატორის საპირისპიროდ განიხილავს პიროვნების
პოზიციურ როლს ანუ აქტუალიზატორს.

აქტუალიზატორმა იცის, რომ ის უნიკალური და განუმეორებელია. მის ცხოვრებაში


მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პატიოსნება, შეგნება, თავისუფლება და
ნდობა. აქტუალიზატორი ეძებს საკუთარ თვითმყოფადობას, მანიპულატორი კი პირიქით,
უარს ამბობს ინდივიდუალობაზე და იმეორებს (კოპირებას ახდენს) სხვა ადამიანების ქცევით
მოდელებს. აქტუალიზატორი - მიზანსწრაფული პიროვნებაა; იგი ფლობს თვითშეფასებას.
მანიპულატორი - გახლეჩილი პიროვნებაა; ის ცდილობს თავი აჩვენოს უფრო ღირებულად,
ვიდრე სინამდვილეშია. მას იმედი აქვს, რომ გარშემომყოფებს უფრო მოეწონებათ მისი
ნიღაბი და თამაში, ვიდრე ის, რაც არის სინამდვილეში.

171
15. ტემპერამენტი

ტემპერამენტის ტიპოლოგია

ტემპერამენტი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც განსაზღვრავს გარეგან


გამღიზიანებლებზე მისი რეაგირების ინტენსივობასა და სიჩქარეს, ემოციური
აგზნებადობისა და გაწონასწორებულობის ხარისხს, გარემოსადმი შეგუების
თავისებურებებს.
ტემპერამენტის უძველესი აღწერა ეკუთვნის მედიცინის მამამთავარს - ჰიპოკრატეს.
იგი თვლის, რომ ადამიანის ტემპერამენტი განისაზღვრება იმით, თუ ორგანიზმში არსებული
ოთხი სითხიდან რომელი ჭარბობს: თუ ჭარბობს სისხლი, მაშინ ადამიანის ტემპერამენტი
სანგვინიკურია, რაც ნიშნავს, რომ იგი არის ენერგიული, სწრაფი, სიცოცხლისუნარიანი, სხვა
ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული; ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ
სიძნელეებსა და წარუმატებლობას; თუ ჭარბობს ნაღველი, მაშინ ადამიანი არის ქოლერიკი -
გაღიზიანებული, აგზნებული, ნაღვლიანი, შეუკავებელი, მოძრავი, გუნება-განწყობილების
სწრაფი ცვალებადობით. როდესაც ჭარბობს ლორწო, მაშინ მისი ტემპერამენტი
ფლეგმატიკურია ანუ მშვიდი და შენელებულია; ის არის გაწონასწორებული, უჭირს ერთი
საქმიდან მეორეზე გადართვა, ძნელად ეგუება ახალ პირობებს; თუ ჭარბობს შავი ნაღველი,
მაშინ ასეთი ადამიანი მელანქოლიკური ტემპერამენტისაა, რომელიც მიდრეკილია
ჩაკეტილობისა და მოწყენილობისადმი, ის მორიდებული და შთაბეჭდილებიანია, ადვილად
იღლება, უკიდურესად რეაგირებს წარუმატებლობასა და მარცხზე. ტემპერამენტის ამ
ტიპოლოგიას შეიძლება ეწოდოს ჰუმორალური თეორია (რადგან ტემპერამენტი
დამოკიდებულია ორგანიზმში ბიოლოგიური სითხეების შერევაზე).
აკადემიკოსმა ი. პავლოვმა შეისწავლა ტემპერამენტის ფიზიოლოგიური საფუძვლები
და ყურადღება გაამახვილა ტემპერამენტისა და ნერვული სისტემის ტიპის
ურთიერთდამოკიდებულებაზე. პავლოვის ნეიროფიზიოლოგიური თეორიის თანახმად,
ადამიანის ტემპერამენტი დამოკიდებულია მის თანდაყოლილ ნიშან-თვისებებსა და
ნერვული სისტემის ტიპზე. პავლოვმა აჩვენა, რომ ორი ძირითადი ნერვული პროცესი -
აგზნება და შეკავება - ასახავს თავის ტვინის მუშაობას. ეს ორი პროცესი დაბადებიდან ყველა
ადამიანს განსხვავებული აქვს ძალის, გაწონასწორებულობისა და მოძრაობის მიხედვით.
ნერვული სისტემის ამ თვისებების შეთანაწყობიდან გამომდინარე, პავლოვმა გამოყო
უმაღლესი ნერვული მოქმედების ოთხი ძირითადი ტიპი. ესენია:
„შეუკავებელი“ ანუ „დაუოკებელი“ (ნერვული სისტემის ძლიერი, მოძრავი,
გაუწონასწორებელი ტიპი, რომელიც შეესაბამება ქოლერიკს);
„ცოცხალი“ (ნერვული სისტემის ძლიერი, მოძრავი, გაწონასწორებული ტიპი,
რომელიც შეესაბამება სანგვინიკს);

172
„მშვიდი“ (ნერვული სისტემის ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული ტიპი,
რომელიც შეესაბამება ფლეგმატიკს);
„სუსტი“ (ნერვული სისტემის სუსტი, გაუწონასწორებელი, ნაკლებმოძრავი ტიპი,
რომელიც განაპირობებს ინდივიდის მელანქოლიკურ ტემპერამენტს).

ტემპერამენტის ტიპები და მათი ფსიქოლოგიური დახასიათება

ქოლერიკი. ქოლერიკი არის ადამიანი, რომლის ნერვულ სისტემაში აგზნებადობა


ჭარბობს, ვიდრე შეკავება. შედეგად ამისა, იგი ძალიან სწრაფად რეაგირებს ნებისმიერ
გარეგან გამღიზიანებელზე, ხშირად დაუფიქრებლად; ვერ იკავებს თავს, მოუთმენელია,
იმპულსურია. მისი გაუწონასწორებელი ნერვული სისტემა წინასწარგანსაზღვრავს
ციკლურობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქოლერიკს თუ რაიმე დააინტერესებს, მთელი
ძალით მუშაობს; მაგრამ, ენერგია დიდი ხნის მანძილზე არ მიჰყვება და როგორც კი
გამოიფიტება, რჩება ღონეგამოცლილი. ამის შემდეგ, ქოლერიკში აღმოცენდება გაღიზიანება,
ნეგატიური განწყობილება, მოდუნებულობა („ყველაფერი ხელიდან უცვივა“). მის გუნება-
განწყობილებაში დადებითი და უარყოფითი ციკლების მუდმივი ცვალებადობა
განაპირობებს ნევროტულ გამოვლინებებსა და ადამიანებთან კონფლიქტებს.

სანგვინიკი. სანგვინიკი არის ძლიერი, გაწონასწორებული, მოძრავი ნერვული


სისტემის მქონე ადამიანი; სწრაფად რეაგირებს გარეგან სტიმულებზე; მისი საქციელი
გააზრებულია; იგი სიცოცხლისმოყვარეა, ამიტომ აქტიურად უპირისპირდება სირთულეებს.
მისი მოძრავი ნერვული სისტემა განაპირობებს გრძნობების, ინტერესების, შეხედულებების
და ა.შ. ცვალებადობას, მაღალ ადაპტაციურობას ახალი პირობებისადმი. უყვარს
ადამიანებთან ურთიერთობა, კონტაქტური და კომუნიკაბელურია, ნაცნობ-მეგობართა
ფართო წრე ჰყავს და არ გამოირჩევა ურთიერთობაში სტაბილურობით; საქმიანობაში
პროდუქტულია, მაგრამ მაშინ, როცა საინტერესო საქმეებს აკეთებს; წინააღმდეგ შემთხვევაში
მოწყენილი და მოდუნებულია; სტრესულ სიტუაციაში „ლომის რეაქციას“ ავლენს, ანუ
აქტიურად, მიზანდასახულად იცავს საკუთარ თავს და „იბრძვის“ ვითარების
გამოსასწორებლად.

ფლეგმატიკი. ფლეგმატიკი არის ადამიანი ძლიერი, გაწონასწორებული, მაგრამ


ინერტული ნერვული სისტემით. გამომდინარე აქედან, მას შენელებული რეაქციები აქვს; არ
უყვარს ლაპარაკი, არ გამოხატავს ემოციებს; მისი გაბრაზება ან გამხიარულება არ არის
ადვილი; ფლობს მაღალ შრომისუნარიანობას, კარგად უმკლავდება ინტენსიურ და
ხანგრძლივ გამღიზიანებლებს, სიძნელეებს, მაგრამ არ შესწევს უნარი სწრაფი რეაგირება
მოახდინოს მოულოდნელ სიტუაციებზე; მტკიცედ ახსოვს ათვისებული მასალა; თავს ვერ
აღწევს სტერეოტიპებს; არ უყვარს ჩვევების, მეგობრების, საქმიანობის და ა.შ. შეცვლა;
ძნელად ეგუება ახალ გარემოს. მისი განწყობილება სტაბილურია. ფლეგმატიკი სერიოზული

173
უსიამოვნებების დროსაც კი გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ კარგავს
წონასწორობას.

მელანქოლიკი. მელანქოლიკი არის სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანი. იგი


ფლობს მომატებულ მგრძნობელობას სუსტი გამღიზიანებლების მიმართაც კი; ძლიერმა
გამღიზიანებელმა კი შეიძლება მასში გამოიწვიოს „სტუპორი“, დაბნეულობა, „კურდღლის
სტრესი“; ამიტომ, სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, გამოცდა, სპორტული შეჯიბრება,
სხვადასხვა საფრთხისშემცველი სიტუაცია და ა.შ.) მელანქოლიკის საქმიანობის შედეგები
შესაძლოა გაუარესდეს მშვიდ და ჩვეულ ვითარებასთან შედარებით. მომატებული
მგრძნობელობა იწვევს სწრაფ გადაღლასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას
(ტემპერამენტის დანარჩენ ტიპებთან შედარებით, მას უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე
ესაჭიროება დასვენება). სულ უმნიშვნელო საბაბზეც კი შეიძლება განაწყენდეს, ტირილი
დაიწყოს; მისი გუნება-განწყობილება ძალიან ცვალებადია, მაგრამ, როგორც წესი,
მელანქოლიკი ცდილობს დაფაროს და არ გამოამჟღავნოს საკუთარი გრძნობები. იგი
არასოდეს ლაპარაკობს თავის განცდებზე; ხშირად, დამწუხრებული და დათრგუნულია,
არათავდაჯერებულია, შფოთვის დონე მომატებული აქვს; დროთა განმავლობაში, შესაძლოა
განუვითარდეს ნევროტული დარღვევები. ამასთან, ნერვული სისტემის მაღალი
მგრძნობელობა მელანქოლიკებში განაპირობებს შემოქმედებით/მხატვრულ და
ინტელექტუალურ უნარ-ჩვევების განვითარებას.
და ბოლოს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ტემპერამენტის ზემოაღწერილი
„წმინდა“ ტიპები იშვიათად გვხვდებიან, მაგრამ, ამა თუ იმ ტენდენციის სიჭარბე ყოველთვის
ადამიანის ქცევაში გამოვლინდება.

პრაქტიკული სამუშაო - „დაახასიათე საკუთარი თავი“

 როდის ხარ ბედნიერი?


 რა საქმე გამოგდის ყველაზე კარგად?
 რა თვისებებს აფასებენ ყველაზე მეტად შენში ადამიანები?
 შენ თვითონ რას აფასებ სხვა ადამიანში?
 რითი ამაყობ?
 ყველაზე უფრო მეტად რისი გაკეთება გიყვარს?
 რაზე ოცნებობ?
 რა გიკვირს?
 თავისუფალ დროს რა არის შენთვის საყვარელი საქმიანობა?
 რა განიჭებს ყველაზე დიდ კმაყოფილებას?
 დიდი თანხა რომ მოიგო, რაში დახარჯავდი?
 რაზე ნერვიულობ?
 ამ მომენტში როგორ გრძნობ თავს?

174
 რა არის შენი ძლიერი მხარე/მხარეები?
 გახასიათებს თუ არა სენტიმენტალობა?
 რომელ წიგნს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
 რაში ხედავ ცხოვრების აზრს?
 სამი სურვილის უფლება რომ მოგცენ, რას ინატრებდი?

175
16.ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები

პოზიტიური „მე“-კონცეფციისა და მაღალი თვითშეფასების შენარჩუნება არ არის


ადვილი. ყოველდღიურად ხდება მოვლენები, რომელთაც შეუძლია ადამიანს საკუთარ თავში
რწმენა დაუკარგოს. მეთოდებს, რომელთაც ადამიანები თავიანთი თვითშეფასების
დასაცავად იყენებენ, ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები ეწოდება. განვიხილოთ და
მოკლედ დავახასიათოთ მათგან ყველაზე ცნობილი და გავრცელებული.

 დათრგუნვა და განდევნა

მაღალი თვითშეფასების შენარჩუნების ერთ-ერთი ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ


ადამიანი მოერიდოს აღმოცენებულ პრობლემებზე ფიქრს. მაგალითად, გუშინდელ კამათზე
რომ არ ვიფიქროთ, შეიძლება სპეციალურად კინოში წავიდეთ. ასეთ დაცვით მექანიზმს,
რომელიც მდგომარეობს უსიამოვნო აზრებისგან გაქცევის მიზანმიმართულ მცდელობაში,
დათრგუნვა ეწოდება. ბევრს ჩვევად აქვს გადაქცეული მძიმე ფიქრების ჩახშობა, ისე როგორც,
მაგალითად, სკარლეტ ო’ ჰარა - რომანიდან „ქარწაღებულნი“- ამბობდა: „მე ამაზე ვიფიქრებ
ხვალ“, რითაც იგი ცდილობდა უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლებას.

ადამიანები, მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით, იგონებენ ახალ-ახალ საქმეებს, რაც


მარტოსულობის დათრგუნვის თავისებურ ხერხს წარმოადგენს. მაგრამ, ფსიქოლოგიური
დაცვის ეს მექანიზმი ინდივიდს ეხმარება მარტივი პრობლემების გადაჭრაში, რამეთუ მძიმე
და ამაღელვებელ აზრებს მუდმივად აღმოცენების და თავის შეხსენების ტენდენცია აქვთ.
დათრგუნვა მოითხოვს ცნობიერ და მიზანდასახულ ძალისხმევას, ამიტომ მისი გამოყენება
დაცვითი მექანიზმის სახით ყოველთვის არ შეიძლება. ადამიანს, ზოგჯერ,
თვითშეფასებისათვის დამღუპველი ისეთი აზრებიც ეუფლება, რომ იგი მათ საკუთარ
ცნობიერებაში არც უშვებს და არაცნობიერად განდევნის. არაცნობიერად მოტივირებულ
დავიწყებას განდევნა ეწოდება. განდევნა აღიარებულია მთავარ დაცვით მექანიზმად
(რომლის შესახებაც მეხსიერების ნაწილში გვაქვს მოთხრობილი). ის გამოიხატება მუქარის ან
საფრთხის შემცველი აზრების და მოვლენების არაცნობიერ დაბლოკვაში.

ფსიქოლოგიური დაცვის სხვა მექანიზმები. დათრგუნვისა და განდევნის გარდა


არსებობს ფსიქოლოგიური დაცვის სხვადასხვა მექანიზმი. ეს არის: გაქცევა, ფანტაზიორობა,
რეგრესია, რაციონალიზაცია, პროექცია, გადატანა, რეაქტიული წარმონაქმნი, კომპენსაცია და
სუბლიმაცია. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული.

1/გაქცევა. ფსიქოლოგიური დაცვის ამ მექანიზმს ადამიანი იყენებს მაშინ, როდესაც


სიტუაცია მასში ძლიერ შიშს ან ფრუსტრაციას იწვევს. ინდივიდი, რომელსაც ეშინია არ იყოს
უარყოფილი და განდევნილი, ხშირად თვითონ გაურბის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას.

176
მორიდებულობის გრძნობა ადამიანს გაქცევისკენ უბიძგებს, რადგან ამ დროს იგი ცდილობს
უსიამოვნო სიტუაციას თავი აარიდოს და არაცნობიერად თავდაცვის ამ ხერხს მიმართავს.
ფსიქოლოგების მიერ აღიარებულია, რომ ამ მექანიზმების გონივრული და ზომიერი
გამოყენება, შეიძლება, პიროვნებისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს; მაგრამ, ამავე დროს
უარყოფითი შედეგებისგანაც არ არის დაზღვეული; მაგალითად, ამ მექანიზმის ხშირი
გამოყენების შედეგად, ის შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, დაკარგოს ოჯახი, ახლო
ნათესავები და სხვა.

2/ფანტაზიორობა. ზოგჯერ, ადამიანი წარმოსახულ სამყაროში გადადის. ზომიერ


ფარგლებში ოცნება და ფანტაზიორობა სასარგებლოა, რამდენადაც ეს შემოქმედებითი
აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. თითქმის ყველა ადამიანი ოცნებობს შფოთვის
დათრგუნვის მიზნით. ადამიანმა ფანტაზიის წყალობით შეიძლება დაძლიოს მოწყენილობა;
რომანის კითხვის ან „საპნის ოპერის“ ყურებისას ის, შესაძლოა, გადავიდეს წარმოსახულ
სამყაროში, მაგრამ ფანტაზიით უკიდურესი გატაცება რეალური საქმიანობის სუროგატად
იქცევა.

3/რეგრესია. რეგრესია წარმოადგენს დაბრუნებას წარსულში. ადამიანი რეგრესიის


დროს იყენებს პრობლემათა გადაჭრის ძველ ხერხებს. ჩვეულებრივ, ეს ხდება სიტუაციებში,
როდესაც ადამიანი იმდენად არის გაღიზიანებული, რომ არ ძალუძს საკუთარი ასაკის
ადეკვატური ქცევა. ეს ხშირად მცირეწლოვან ბავშვებს ემართებათ, როდესაც მათ ოჯახში
ახალშობილი ჩნდება. საქმე იმაშია, რომ უფროსმა შვილმა არ იცის მშობლების ყურადღება
როგორ მიიპყროს ახალ ვითარებაში. ის ძველ მეთოდებს იყენებს, რომ „დაიბრუნოს“
მშობლების ყურადღება და სიყვარული.

4/რაციონალიზაცია. რაციონალიზაცია წარმოადგენს პიროვნების მიერ ჭეშმარიტების


დამახინჯებას თვითპატივისცემის შენარჩუნების მიზნით. რაციონალიზაციის დახმარებით
ადამიანი ახერხებს მისთვის მიუღებელი სიტუაციის ახსნას ან გამართლებას.
რაციონალიზაციის დროს, ინდივიდი თვლის, რომ მის წარუმატებლობას რაღაც გარე
მიზეზები განაპირობებს, სამაგიეროდ წარმატება მხოლოდ მისი პირადი დამსახურებაა.

ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ხშირად იყენებს


რაციონალიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი ლოგიკის კანონებს არ
ექვემდებარება, მას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს მღელვარებისა და შფოთვისგან
გათავისუფლებაში. რაციონალიზაცია გვეხმარება ასევე საგნებისა და მოვლენების
„ვარდისფრად“ დანახვაში, რადგან ადამიანი თვლის, რომ თუკი უსიამოვნება უკვე მოხდა,
შეუძლებელია რაიმეს შეცვლა.

5/პროექცია. პროექციას საფუძვლად უდევს დანაშაულის გრძნობა. ნაცვლად იმისა,


რომ ინდივიდმა აღიაროს საკუთარი ნაკლოვანებები, მას ეს ნეგატიური თვისებები სხვაზე
გადააქვს. პროექცია შეიძლება განვმარტოთ შემდეგნაირად: ფსიქოლოგიური დაცვის
მექანიზმი, გამოხატული საკუთარი სისუსტეების სხვა ადამიანზე გადაბრალებაში, რის

177
შედეგადაც იგი დანაშაულის გრძნობას განიცდის. პროექცია საშუალებას გვაძლევს საკუთარ
წარუმატებლობაში სხვა დავადანაშაულოთ. ფსიქოლოგები პრობლემების გამოსავლენად
ხშირად იყენებენ პროექციულ ტესტებს.

6/გადატანა. ამ ფსიქოლოგიური მექანიზმის გამოყენებისას ადამიანს საკუთარი


გრძნობები გადააქვს მსხვერპლზე. გადატანა შეიძლება განვიხილოთ, როგორც აგრესიის
ერთ-ერთი ფორმა. ამ დროს ინდივიდი ირჩევს ისეთ მსხვერპლს, რომელიც მისთვის არანაირ
საშიშროებას არ წარმოადგენს და შეუძლია მის თვითპატივისცემაზე გავლენის მოხდენა.
როგორც წესი, მეუღლეები ხდებიან ასეთი გადატანის მსხვერპლნი. ვინც იცის
ფსიქოლოგიური დაცვის ამ მექანიზმის არსებობის შესახებ, ცდილობს, თუ მეუღლე ცუდ
გუნებაზეა, მასთან საკამათო საკითხის განხილვას თავი აარიდოს.

7/რეაქტიული წარმონაქმნი. ეს არის მოქმედება, რომელიც მიუღებელი ზრახვებისა და


ლტოლვების პირდაპირ საწინააღმდეგოა. ეს დაცვითი მექანიზმი მოქმედებს სიტუაციებში,
როდესაც ადამიანი ისეთი ძლიერი დანაშაულის გრძნობას განიცდის, რომ მთელი ძალით
ცდილობს არ აღიაროს საკუთარი ქცევის ჭეშმარიტი მოტივები. შედეგად ამისა, ინდივიდის
ქცევა არაბუნებრივი ხდება. ზოგჯერ მშობლები, სულის სიღრმეში უკმაყოფილონი არიან
საკუთარი ვალდებულებებით და იწყებენ უკიდურესი მზრუნველობის გამოჩენას საკუთარ
შვილებზე. რამდენადაც შვილებზე ზრუნვის სურვილის არქონა მათთვის მიუღებლად
ითვლება, ასეთი მშობლები ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, თუ სინამდვილეში რა
მზრუნველი და მოსიყვარულეები არიან; იქცევიან გამომწვევად და ხაზგასმით.

8/კომპენსაცია. კომპენსაციის წყალობით ადამიანს შეუძლია საქმიანობის ერთ


სფეროში წარუმატებლობა და ნაკლოვანებები აინაზღაუროს სხვა სარბიელზე მიღწევებით.
კომპენსაციის მექანიზმი ინდივიდს საშუალებას აძლევს შენიღბოს საკუთარი ნაკლი და ხაზი
გაუსვას საკუთარ ღირსებას/უპირატესობას. მაგალითად, ადამიანი, რომელიც აცნობიერებს
საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების სიმწირეს, ადამიანთა გარემოცვაში
ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ანეკდოტი მოყვეს. ზოგადად ფსიქოლოგები, კომპენსაციას,
გონივრულ დაცვით მექანიზმად თვლიან.

9/სუბლიმაცია. სუბლიმაცია არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული


ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი. მიუღებელი განზრახვების/ლტოლვების ენერგია
მიიმართება დადებითი, შემოქმედებითი ან აღმშენებლობითი საქმიანობის კალაპოტში.
სუბლიმაციის მაგალითები შეიძლება იყოს ლექსები უიღბლო სიყვარულზე, ჩაგრული
ხალხის მიერ შექმნილი ხალხური სიმღერები თავისუფლებაზე და ა.შ. კომპენსაცია და
სუბლიმაცია ყველაზე ჯანსაღი და აღიარებული ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმებია.
რამდენადაც დაცვის მექანიზმების მოქმედება არაცნობიერია, ადამიანებმა არ იციან მათი
არსებობის შესახებ. თუ დაგაინტერესათ, გააანალიზეთ საკუთარი ქცევა. შეგიძლიათ
განსაზღვროთ ფსიქოლოგიური დაცვის რომელ მექანიზმს იყენებთ ყველაზე ხშირად?

178
 სავარჯიშო

მიუთითეთ, რომელი დაცვის მექანიზმი მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილ


შემთხვევებში.

1. გიომ არ გააკეთა საშინაო დავალება ბიოლოგიაში. კლასის წინაშე რომ არ შერცხვენილიყო,


თავის ტკივილი მოიგონა. მას მთელი გაკვეთილის განმავლობაში, თავი მერხიდან არ
აუწევია;

2. პაატას გაუფუჭდა ავტომობილი, შესაკეთებელი ფული კი არ აქვს. ის იძულებულია


სამსახურში წასასვლელად სახლიდან ერთი საათით ადრე გავიდეს და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით იმგზავროს ან ფეხით გაიაროს. პაატა ამბობს, რომ ამგვარად ის საწვავის
ფულს ზოგავს, გარდა ამისა, მოსწონს ფიზიკური დატვირთვა;

3. თენგო ფრჩხილების კვნეტას ხუთი წლის ასაკში გადაეჩვია. როდესაც იგი რვა წლის იყო,
მშობლებმა უთხრეს, რომ ისინი იყრებიან, თენგო კი იცხოვრებს დედასთან და „ახალ
მამიკოსთან“ ერთად. ბავშვმა კვლავ დაიწყო ფრჩხილების კვნეტა;

4.ნინო ძალიან კარგად თამაშობდა ფრენბურთს და დიდ მომავალსაც


უწინასწარმეტყველებდნენ. როდესაც, მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მყესები დაიზიანა და
ექიმებისგან შეიტყო, რომ ვეღარ გააგრძელებდა თამაშს, გულმოდგინედ დაიწყო
ფრენბურთის მწვრთნელის მუშაობის მეთოდიკის შესწავლა;

5. მათე შეშას ხერხავდა და ხელი დაიზიანა. უახლოესი სამედიცინო პუნქტისკენ მიმავალს


გაახსენდა, თუ რა მწარე ნემსი გაუკეთეს შარშან ამ დაწესებულებაში. ის ფიქრში ისე გაერთო,
რომ იძულებული გახდა გზა გამვლელისთვის ეკითხა;

6. ნუგზარს უყვარს ფულის ხარჯვა. ის რესტორანში ოფიციანტს ჩუქნის ფულს, თავისთვის


ყიდულობს ექსტრავაგანტულ ნივთებს და არც აზარტული თამაშების წინააღმდეგია.
როდესაც მისმა ხელმომჭირნე მეუღლემ სახლისთვის ახალი ფარდები შეიძინა, ნუგზარი
ძალიან გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ძველი (გაცრეცილი და ფერგადასული) ფარდები
კიდევ გამოდგებოდა და მეუღლე მფლანგველობაში დაადანაშაულა;

7. პატარა ანუკიმ ტირილი დაიწყო, როდესაც დედიკომ დასაჯა და ერთ „ადგილზე“ მოსცხო.
ის მაშინვე გაიქცა თავის სათამაშოების ყუთთან, ამოიღო იქიდან თოჯინა და გალახა;

8. ქალბატონი ინეზა ხუთ შვილს ზრდის. ისინი ცხოვრობენ ძველ, ნახევრად დანგრეულ
სახლში, სადაც არ არის გათბობა, ცხელი წყალი და ელემენტარული პირობები. ინეზა
ოცნებობს, რომ მოიგებს ჯეკ-პოტს და იყიდის ბინას, ძვირფას ტანსაცმელს, მანქანას,
იმოგზაურებს და სხვა;

179
9. თორნიკეს ხშირად ექმნება პრობლემები საკუთარ დედასთან. იგი არასოდეს უსმენს მას და
ყოველთვის ეკამათება. როდესაც მან გადაწყვიტა ტატუ გაეკეთებინა, აირჩია დიდი გული,
რომლის შუაშიც იყო სიტყვა „დედა“;

10. როდესაც ელისო გაბრაზებულია, ის პიანინოს მიუჯდება ხოლმე. ასეთ ვითარებაში მან
უკვე შექმნა რამდენიმე სასიამოვნო მელოდია.

 პიროვნების კვლევა

ადამიანის შეფასება საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან იგი მუდმივად იცვლება.


პიროვნების ხასიათში შეიძლება ისეთი ნიშან-თვისებები გაჩნდეს, რომლებიც არ
შეინიშნებოდა რამდენიმე წლის ან სულაც თვის წინ. გარდა ამისა, არ არსებობს ერთიანი
ტესტი, რომელიც სრულ და ჭეშმარიტ სურათს მოგვცემდა ნებისმიერ პიროვნებაზე
კონკრეტულ მომენტში. უნივერსალური ტესტის არარსებობის მიუხედავად, ფსიქოლოგებს
შეუძლიათ საკმაოდ ზუსტად შეაფასონ პიროვნება სპეციალური მეთოდების გამოყენებით.
მოკლედ დავახასიათოთ ისინი.

პროექციული ტესტები. პროექციული ტესტი ტარდება არაცნობიერი ლტოლვებისა და


მოთხოვნილებების გამოსავლენად. ითვლება, რომ ყველა ადამიანი იყენებს პროექციას ანუ
ახდენს საკუთარი გრძნობების პროეცირებას სხვა ადამიანებზე და საგნებზე. პროექციული
ტესტებიდან ერთ-ერთი უძველესია გ. რორშახის მიერ 1921 წელს შემუშავებული მეთოდიკა.
ტესტის მასალას 10 სურათისგან შემდგარი ნაკრები წარმოადგენს, რომელზეც მელნის
ლაქებია გამოხატული. ფსიქოლოგი თანმიმდევრობით აჩვენებს მათ ცდისპირებს,
რომლებიც, თავისუფალი ასოციაციების დახმარებით, ლაქების დანახვაზე ამბობენ იმას, რაც
პირველად მოუვათ თავში. ამის შემდეგ ფსიქოლოგი ახდენს პასუხების ინტერპრეტირებას,
რისთვისაც სტანდარტულ სკალას იყენებს. 1975 წელს ჰოლცმანმა შეიმუშავა რორშახის
ტესტის ახლებური ვარიანტი, რომელმაც ჰოლცმანის ლაქების მეთოდის სახელწოდება
მიიღო.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თემატური აპერცეპციის ტესტი - TAT, სადაც


გამოყენებულია გაურკვეველი შინაარსის მქონე სურათები; მაგალითად, მამაკაცი წევს
დივანზე, რომლის გვერდით დგას ბავშვი ვიოლინოთი ხელში. იგულისხმება, რომ ცდისპირი
საკუთარ არაცნობიერ გრძნობებს პროეცირებს სურათებზე გამოსახულ პერსონაჟებზე.
არსებობს ამ ტესტის საბავშვო ვარიანტიც.

პროექციული ტესტების ისეთი სახეობა, როგორიცაა „დახატე ადამიანი“,


გაკრიტიკებულია მრავალი ფსიქოლოგის მიერ. ფლორანს გუდინაფი არის ამ ტესტის
შემქმნელი. გუდინაფმა, ფსიქოდიაგნოსტიკის ისტორიაში, პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა,
რომ ბავშვის მიერ შესრულებული ნახატი (ნაცნობი ობიექტის ან სუბიექტის) ასახავს მის

180
მიერ ძირითადი ცნებების დაუფლების დონეს. აქედან გამომდინარე, შესრულებული ნახატი
მეტყველებს ბავშვის ინტელექტის განვითარების დონეზე. მის მიერ შექმნილი ტესტი
„დახატე ადამიანი“ განსხვავდებოდა ინტელექტის ადრეული ტესტებისგან. გუდინაფმა
ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა ამ მეთოდით, რომლის შედეგების საფუძველზეც
გადააფასა ამერიკულ ტესტოლოგიაში ძირძველი პრინციპი, რომლის თანახმადაც
ინტელექტის კოეფიციენტის შეცვლა შეუძლებელია. ცდისპირს აძლევენ ცარიელ ფურცელს
და ფანქარს და თხოვენ ადამიანის დახატვას. ცდისპირის პიროვნება ფასდება მის მიერ
შესრულებული ნახატის დეტალებით. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ პროექციული
ტესტებიდან ყველაზე არაზუსტ ინფორმაციას ეს ტესტი იძლევა, რადგან დადგენილია, რომ
ნახატების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ცდისპირის ხატვის ნიჭზე.

არსებობს სხვა ტიპის პროექციული ტესტებიც, რომლებიც ითვალისწინებს პირდაპირ


პასუხს. მაგალითად, „დაუმთავრებელი წინადადებები“

• მე ყოველთვის ვღელავ მაშინ, როდესაც-------------------------------------------------


• როდესაც გაბრაზებული ვარ-----------------------------------------------------------------
• ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა--------------------------------------------------

აღიარებულია, რომ პროექციული ტესტების მთავარ ნაკლს პასუხების


ინტერპრეტაციის სუბიექტური ხასიათი წარმოადგენს. ინტერპრეტირების წესები
შემუშავებულია მხოლოდ რორშახის, ჰოლცმანისა და TAT-ისთვის. მაგრამ, მიუხედავად ამისა,
მათი გამოყენება ადამიანს/ცდისპირს ხელს უწყობს საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკის
დაწყებაში.

კითხვარები. კითხვარების მიზანია ცდისპირის ხასიათის ნიშან-თვისებების


გამოვლენა. ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია MMPI ანუ მინესოტის
მრავალფაქტორიანი პიროვნული კითხვარი, რომელიც 550 შეკითხვას მოიცავს. MMPI
ძირითადად გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტირების
მიზნით. სხვა კითხვარები, მაგალითად ე.წ. კალიფორნიული ან CPI -შემუშავებულია ისეთი
არაპათოლოგიური ნიშან-თვისებების განსაზღვრისთვის, როგორიცაა თვითმიღება,
თვითკონტროლი, მოთმინება, პასუხისმგებლობა და ა.შ. კითხვარში შედის ინტელექტისა და
მიღწევის შეფასებასთან დაკავშირებული შეკითხვები. ორივე კითხვარს აქვს ტყუილის
სკალაც. სხვადასხვა ორგანიზაციისა და საწარმოს ხელმძღვანელობა, სულ უფრო ხშირად
იყენებს ტესტირებას მომავალი თანამშრომლების პიროვნული მახასითებლების განსაზღვრა-
შეფასებისათვის. მაგრამ, აღიარებულია, რომ რომელიმე ერთი მეთოდის გამოყენება
ფსიქოლოგს/კადრების თანამშრომელს არ მისცემს სარწმუნო შედეგებს. სიზუსტის
უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია, ერთდროულად, რამდენიმე მეთოდის გამოყენება.

პიროვნული ტესტები შემუშავებულია კლინიკური ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისა


და კონსულტირებისათვის. ფსიქოლოგებმა ან სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა,

181
რომელნიც ამ ტესტებს იყენებენ, არ უნდა დაივიწყონ, რომ პიროვნების ნებისმიერი შეფასება
მისი თანხმობის გარეშე, ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება.

პიროვნების ტიპები

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები პიროვნულ ტესტებს ძირითადად


ადაპტაციის პრობლემების გამოსავლენად იყენებენ, ზოგიერთი ფსიქოლოგი თუ
ფსიქოთერაპევტი დაინტერესდა ასეთი საკითხით: შესაძლებელია თუ არა ტესტების
გამოყენება პიროვნების ხასიათისა და მის ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის
შესწავლის მიზნით? შეიმუშავეს სპეციალური ტესტებიც. ისინი განსაზღვრავენ პიროვნების
ტიპებს, რომელთაც შედარებით ძლიერ აქვთ გამოხატული ამა თუ იმ დაავადებისადმი
მიდრეკილება.

XX ს-ის მეორე ნახევარში კარდიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა


სისტემის დაავადებების აღმოცენების ალბათობა განსაკუთრებით დამოკიდებულია
პიროვნების ტიპზე. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა თამბაქოს წევა,
ჭარბწონიანობა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და არასაკმარისი ფიზიკური
აქტიურობა. კარდიოლოგებმა, გულის დაავადებებისადმი მიდრეკილების მქონე
პიროვნებები მიაკუთვნეს „A“ ტიპს, ხოლო დანარჩენი ადამიანები, რომელთაც გულის
პრობლემები არ აქვთ - „B“ ტიპს. დავახასიათოთ თითოეული.

„A“ ტიპის პიროვნებები არიან დისციპლინირებულები, მოუთმენლები, მათ არასდროს


ჰყოფნით დრო, აქვთ მიდრეკილება შეჯიბრისადმი; მათი განაწყენება ადვილია; მარტივ
პრობლემებსაც დიდი გულისყურით ეკიდებიან, ამიტომ მათი ცხოვრება სავსეა სტრესებით.
უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, ასეთი ადამიანები მეტად განიცდიან
გარშემომყოფებისადმი მტრობასა და აგრესიულობას. სწორედ რომ ეს ფაქტი და არა მათი
პიროვნული ხასიათი იწვევს მათში გულის დაავადებების აღმოცენებას. ზოგადად
აღიარებულია, რომ „A“ ტიპის პიროვნებას ინფარქტის მიღების მეტი შანსი აქვს. მაგრამ ასეთი
პიროვნებები „ნაკლოვანებების“ გარდა უპირატესობებსაც ფლობენ. გამოკვლევებით
დადასტურებულია, რომ ისინი უკეთესად სწავლობენ, მასალას იოლად ითვისებენ, მაღალ
ანაზღაურებად სამუშაოზე ეწყობიან, ვიდრე მსგავსი ინტელექტის, მაგრამ „B“ ტიპის
ადამიანები. საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიაში საუკეთესო
ნაშრომების ავტორები „A“ ტიპის პიროვნებები არიან.

„B“ ტიპის პიროვნების მქონე ადამიანები, პირიქით, ნაკლებად პატივმოყვარენი და


ამბიციურები, უფრო მომთმენები არიან; მათ უადვილდებათ განტვირთვა და მოდუნება;

182
როგორც წესი, ცოტას ეწევიან, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონე დაბალი აქვთ;
მათში ინფარქტის სიხშირეც დაბალია.

 სავარჯიშო

მიუთითეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნება ქვემოთ აღწერილი თითოეული პერსონაჟი:

ა. უჩა ძალიან მომთმენია. მას შეუძლია საათობით აკეთოს დაკისრებული სამუშაო, რაც სხვა
ადამიანში გაღიზიანებას იწვევს;

ბ. ქეთევანს არ აინტერესებს სამსახურებრივი წინსვლა. ის უპირატესობას თავის ამჟამინდელ


საქმიანობას ანიჭებს, რადგან რეგულარულად გადის შესვენებაზე, რომელსაც პირადი
პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს;

გ. ევა განსაკუთრებულად სწავლობს. იგი მეცადინეობს ნებისმიერ თავისუფალ დროს, რათა


დარწმუნდეს იმაში, რომ კოლეჯს წარჩინებით დაამთავრებს;

დ. მერაბი უკიდურესად განიცდის სატრანსპორტო საცობში დროის კარგვას. იგი


გამუდმებით უსიგნალებს ან მუშტს უღერებს იმას, ვინც მის გადასწრებას ცდილობს.

დავალება: მოიფიქრეთ, თუ როგორ დავეხმაროთ „A“ ტიპის პიროვნებას

ადაპტაციის პრობლემები

არსებობს პიროვნების ისეთი მახასიათებლებიც, რომლებსაც მთლად სომატურ/ფიზიკურ


დაავადებებამდე არ მიჰყავთ ადამიანი, მაგრამ ხელს უშლიან მას ყოველდღიურ საქმიანობასა
და ნორმალურ ადაპტაციაში. თუკი ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აქვს ისეთ სტრეს-ფაქტორებს,
როგორიცაა დანაშაულის გრძნობა, უძილობა ან კულტურული გარემოთი გამოწვეული შოკი
(ამ დროს ადამიანი შეიძლება საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო იყოს, ან მოხდეს უარესი -
ჩავარდეს ღრმა დეპრესიაში), მაშინ ადაპტაციურ პრობლემებზე უნდა ვისუბროთ.

დანაშაულის გრძნობა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დანაშაულის გრძნობა არ განუცდია.


ეს სავსებით ბუნებრივი, ნორმალური და აუცილებელიც კია ნებისმიერ საზოგადოებაში
მორალური პრინციპებისა და წესების შესანარჩუნებლად. მაგრამ, რატომ ხდება, რომ ზოგი
უფრო ძლიერ განიცდის ამ გრძნობას, ზოგი კი ნაკლებად ან თითქმის არა? ეს მეტყველებს,
რომ ინდივიდებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ მორალზე. ფსიქოლოგებმა ისეთ
ადამიანებს, რომლებიც სხვებზე მეტად შეიგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარ
საქციელზე, უწოდეს ინტერნალები, უფრო სწორედ ადამიანები შინაგანი ლოკუს
კონტროლით. ინტერნალები თვლიან, რომ ისინი საკუთარ ბედს თავად წარმართავენ.
საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანებს უწოდეს ექსტერნალები. ისინი ფიქრობენ, რომ
მათთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა სრულიადაც არ არის მათზე დამოკიდებული.

183
ისინი საკუთარ თავს შემთხვევის ან ბედისწერის მსხვერპლად განიხილავენ. ინტერნალები
წარუმატებლობაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ და სირცხვილს უფრო მძაფრად
განიცდიან, ვიდრე ექსტერნალები. სამწუხაროდ, დანაშაულის გრძნობა, ზოგჯერ
უსაფუძვლოა და გადაჭარბებული. ამ დროს, მას შეუძლია პიროვნებას ზიანი მიაყენოს.
დანაშაულის გაუმართლებელი გრძნობა შესაძლოა გახდეს მუდმივი დაღლილობის,
ფრიგიდულობის და თვითმკვლელობის მიზეზიც კი. დანაშაულის ავადმყოფური გრძნობის
მიზეზები ხშირად განიდევნება ადამიანის მეხსიერებიდან. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია
სპეციალისტის დახმარებით ამ მიზეზების აღმოფხვრა არაცნობიერის სფეროდან. მხოლოდ
ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი დანაშაულის გრძნობის ადეკვატურობის შეფასება. ზოგი
ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ დანაშაულის გრძნობასთან გამკლავების უმარტივეს მეთოდს
მასთან შეგუება წარმოადგენს, რის შედეგადაც ის თანდათანობით ჩაქრება. საკუთარი
დანაშაულის საერთოდ არ აღიარება კი - საშიშია პიროვნებისათვის.

 სავარჯიშო

წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი დებულებები და განსაზღვრეთ ვინ არის ინტერნალი


და ვინ - ექსტერნალი.

ა/ გამიმართლა, რომ არ დამაგვიანდა და სამსახურში მისვლა დროზე მოვახერხე;

ბ/ კარგი პედაგოგი რომ მყოლოდა, ამ საგანში ნიშანს აუცილებლად მივიღებდი;

გ/ ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვება თავდაუზოგავმა შრომამ მომიტანა;

დ/ ჩემი მხრიდან ძალიან უჭკუო საქციელი იყო მზისგან დამცავი კრემის დავიწყება; ახლა კი
გარუჯვის ნაცვლად დავიწვები;

ე/ მეგობარს რომ თავი ოდნავ შეეწუხებინა და გამოცდაზე ჩემთვის ეკარნახა, უფრო კარგ
ნიშანს მივიღებდი.

უძილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ორგანიზმის თვითრეგულაციის ერთ-ერთი


გავრცელებული პრობლემაა უძილობა ანუ ძილის დარღვევა, რის გამოც თითქმის
კაცობრიობის 1/3 იტანჯება. უძილობის დროს ადამიანს ღამით შფოთვა იპყრობს. როდესაც
იგი დასაძინებლად წვება და ვერ იძინებს საათების განმავლობაში, მას სულ უფრო საშინელი
აზრები მოსდის თავში; იგი დარწმუნებულია, რომ ვერასდროს დაიძინებს. ექიმები
ერთსულოვნად აღიარებენ, რომ უძილობის განკურნება მედიკამენტოზურად არაეფექტიანია.
წამალი, რა თქმა უნდა, შველის, მაგრამ, ხანმოკლე დროის განმავლობაში. უძილობის
განსაკურნებლად შედარებით ეფექტიანი მეთოდი აღმოჩნდა ფსიქოთერაპია. ამერიკელმა

184
ფსიქოლოგებმა, რომლებიც პაციენტებს უძილობის დაძლევაში ეხმარებიან, აღმოაჩინეს, რომ
ასეთ შემთხვევაში ექიმის მიერ დანიშნული სედატიური პრეპარატი ტრიაზოლამი უფრო
სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ფსიქოთერაპია, თუმცა, საბოლოოდ, ფსიქოთერაპია არის
ეფექტიანი. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 30 ცდისპირი, რომელთაც აწუხებდათ
ქრონიკული უძილობა და რომლებიც დაძინებაზე საშუალოდ 2 საათს ხარჯავდნენ.
მკურნალობის პერიოდში, რომელიც 3 კვირას გრძელდებოდა, ექსპერიმენტში მონაწილეთა
ნახევარი იღებდა ტრიაზოლამს, ხოლო ნახევარი დაესწრო ფსიქოთერაპიის 6 სეანსს.
ფსიქოთერაპიის სეანსებზე ასწავლიდნენ კუნთური რელაქსაციის და გამღიზიანებლის
აღმოფხვრის ვარჯიშებს; ურჩევდნენ ერთი და იმავე დროს დაწოლასა და ადგომას; თუკი ვერ
დაიძინებდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, წამომდგარიყვნენ და რაიმე საქმის კეთება
დაეწყოთ მანამ, სანამ არ იგრძნობდნენ ძილიანობას; არ დაეძინათ დღის განმავლობაში; არ
მიეღოთ სითხე ძილის წინ და ა.შ.

ექსპერიმენტის მეორე კვირაში ორივე ჯგუფის წევრები იძინებდნენ შედარებით


სწრაფად, მაგრამ უკეთესობა იმ პაციენტებს ეტყობოდათ, რომლებიც წამალს იღებდნენ.
მეოთხე კვირაში ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი პაციენტები დაეწივნენ მეორე ჯგუფს, ხოლო
მკურნალობიდან ხუთი კვირის თავზე კარგადაც უსწრებდნენ. ამ დროისთვის ისინი 35
წუთში ახერხებდნენ დაძინებას და დილითაც უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ განსხვავებით
იმათგან, ვინც წამალს იღებდა. ამ უკანასკნელთ, დასაძინებლად საათზე მეტი ჭირდებოდათ.
ეს შედეგები სულ უფრო მეტ ეჭვს ბადებს ტრიაზოლამის სარგებლიანობაში, რომელსაც თან
გვერდითი მოვლენებიც სდევს. ეს არის მიჩვევა, მეხსიერების დაქვეითება, აღქმისა და
აზროვნების შესუსტება და სხვა.

უძილობის თავიდან აცილების მიზნით, ფსიქოლოგები გვირჩევენ მუდმივად დავიცვათ


რეჟიმი, სადაც შევა ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშიც, შევამციროთ კოფეინის შემცველი
პროდუქტების მიღება; ძილის წინ მივიღოთ თბილი აბაზანა; ვუყუროთ დადებითი
ემოციების აღმძვრელ გადაცემებს; მოვუსმინოთ მშვიდ მუსიკას და ა.შ.

ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ფსიქიკური დაავადებების


ან თვითრეგულაციისა და ადაპტაციური პრობლემების არარსებობას. მაგრამ, ადამიანში,
კონკრეტული სომატური დაავადების არგამოვლენა არ ნიშნავს იმას, რომ იგი სრულიად
ჯანმრთელია. ადაპტაციური პრობლემების არქონაც არ წარმოადგენს პიროვნების ფსიქიკური
ჯანმრთელობის საკმარის პირობას. ფსიქიკური დარღვევების არარსებობა მხოლოდ
მინიმალური პირობაა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ქვემოთ ჩამოთვლილია
ის რეკომენდაციები, რომელთაც ფსიქოლოგები გვაძლევენ და რომლებიც აუცილებლად
უნდა გაითვალისწინოს პიროვნებამ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების
მიზნით.

185
 არ დაზოგოთ ენერგია/ძალისხმევა. თუკი ნამდვილად იქნებით გატაცებული
საქმით, ოჯახით, მეგობრებით და ა.შ., უკეთესად განეწყობით საკუთარი
თავისადმი;
 არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და გამოიჩინეთ მზრუნველობა
გარშემომყოფებისადმი;
 ყურადღება გაამახვილეთ საკუთარი ცხოვრების დადებით მხარეებზე;
 აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა;
 იფიქრეთ მომავალზე და დაგეგმეთ ის წინასწარ;
 დაისახეთ მიზნები და გააცნობიერეთ, რომ თქვენი წარმატება მხოლოდ
თქვენზეა დამოკიდებული;
 ხშირად განიტვირთეთ, იხუმრეთ, დადებითი ემოციები მიიღეთ;
 იუმორი განწყობილებას ამაღლებს და სტრესს ხსნის. ისინი, ვინც ნეგატიურ
ინფორმაციაშიც კი სასაცილო მარცვალს პოულობენ, ნაკლებად განიცდიან
დეპრესიასა და დაძაბულობას.

ფსიქოლოგიური დახმარება

ყოველ კულტურაში ადამიანები ფლობენ ცნობიერებისა და ქცევის, როგორც


ინდივიდუალისტურ, ასევე კოლექტივისტურ ტენდენციებს. განსაკუთრებით
კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები გამოირჩევიან ერთმანეთის დახმარებისა
და მზრუნველობისადმი მისწრაფებით. ჩვენც კოლექტივისტურ კულტურაში ვცხოვრობთ,
ამიტომ აუცილებელია არსებულ მძიმე სიტუაციაში ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც
ფსიქოლოგების კვალიფიციურ ჩართულობას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდიდან მოდური გახდა ფსიქოლოგთან ან


ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, ადამიანთა უმრავლესობა სიტყვა „ფსიქიკის“ ან „ფსიქოლოგის
კონსულტაციის“ გაგებისას, რამდენადმე ფრთხილობს; სიტყვათა შეთანაწყობა - „ფსიქიკური
პრობლემები“ კი საერთოდ ირაციონალურ შიშს იწვევს მათში. ემოციური პრობლემების,
ფსიქოლოგიური სიძნელეების არსებობა არ ნიშნავს ავადმყოფობას. უბრალოდ, ადამიანები
შეეჯახნენ სირთულეებს და საკმარისი უნარი/ძალ-ღონე არ აქვთ დაძლიონ ეს გამწვავებები
სხვისი დახმარების გარეშე. თვით ის ფაქტი, რომ პიროვნება დასახმარებლად სპეციალისტს
მიმართავს, ადასტურებს სწორედაც იმას, რომ იგი უმაღლეს დონეზე საღად მოაზროვნეა.

ზოგჯერ, ადამიანებს ესაჭიროებათ დრო საკუთარი პრობლემების გასააზრებლად.


ძალიან ხშირად, ისეთ პიროვნებას ეძებენ, რომელიც მათ მოუსმენს და
მორალურად/ფსიქოლოგიურად დაეხმარება სიძნელეების გადალახვაში. პრობლემები უფრო
ღრმავდება, როდესაც ადამიანი არ ცდილობს მათზე ხმამაღლა საუბარს. კარგმა მსმენელმა
შესაძლოა გადაჭრას ეჭვებისა და სირთულეების რაღაც ნაწილი. მაგრამ, დიდი სიფრთხილეა

186
საჭირო, სანამ მეგობრებს დავეხმარებით. არაიშვიათად, მეგობარს არ სურს ჩვენგან
დახმარების მიღება; არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ ადამიანზე ზეწოლა;
მეგობარს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მისი ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის და გვესმის
მისი „გასაჭირი“. საუკეთესო გამოსავალი მაინც პროფესიულ ფსიქოლოგიურ დახმარებაშია.
წარმატებული მკურნალობა მოითხოვს კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს, თუმცა საწყის
ეტაპზე არაპროფესიონალის დახმარებაც შესაძლოა სასარგებლო და ეფექტიანი აღმოჩნდეს.
მნიშვნელოვან ფაქტორს მკურნალობის წარმატებით დასრულებაში წარმოადგენს თვით
პაციენტის/კლიენტის დარწმუნებულობა იმაში, რომ მისი ემოციური პრობლემები
მოგვარდება.

 პრობლემები, რომლებიც პროფესიონალურ ჩარევას ითხოვენ

ემოციური პრობლემები. ესენია დარღვევების უმარტივესი ტიპი, სავსებით განკურნებადი


სპეციალისტის დახმარებით. უკიდურესად მორიდებული, არათავდაჯერებული ადამიანი,
რომელიც ძნელად ეგუება მეუღლეს, შვილებს, სამუშაოს, ახალ სიტუაციებს, ზოგადად
ინოვაციებს, მუდმივად უხერხულობას განიცდის; სწორედ, რომ ასეთი ადამიანები
მიმართავენ ხშირად სპეციალისტებს, განსაკუთრებული სირთულეების გარეშე
პრობლემებით. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სპეციალისტს პრობლემის აღმოცენების
სტადიაზე მივაკითხოთ, არ გავწელოთ დროში გადაწყვეტილების მიღება, რადგან დროთა
განმავლობაში „სასაცილო“ პრობლემა „სერიოზულში“ გადაიზრდება. კვალიფიციური
დახმარების მოთხოვნა მეტყველებს ადამიანის საღ აზრზე და არა მის სისუსტეზე.

ფსიქიკური აშლილობები. შედარებით მძიმე ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს


უფრო მეტად ესაჭიროებათ კვალიფიციური პროფესიული დახმარება. კვლევების თანახმად,
ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების მხოლოდ 21% მიმართავს სამედიცინო დახმარებას,
მაგრამ, შიზოფრენიით დაავადებული ავადმყოფების 55% რეგულარულად მკურნალობს.
შფოთვითი და გუნება-განწყობილების აშლილობის მქონე ინდივიდები, აღიარებენ „რაღაც“
პრობლემების არსებობას საკუთარ თავში, ეძებენ და ითხოვენ რჩევა-დარიგებებს. მაგრამ,
ნარკომანები ან ასოციალური პიროვნებები, ხშირად უარყოფენ რაიმე პრობლემის ქონას.
როგორც წესი, მათ ნაცვლად, სხვა ადამიანები ითხოვენ მათთვის დახმარების გაწევას.
ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა აწუხებდეს ადამიანს, შფოთვითი დარღვევები თუ
ნარკოდამოკიდებულება, პიროვნული დეგრადაცია თუ შიზოფრენია, დროულად
აღმოჩენილი პროფესიული დახმარება, ყოველთვის შეუმსუბუქებს მას ტანჯვას.

187
 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის მეთოდები

ფსიქოთერაპევტები ფლობენ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიისადმი უამრავ


განსხვავებულ მიდგომას. ზოგიერთმა სპეციალისტმა შეისწავლა რომელიღაც ერთი
კონკრეტული მეთოდი და საკუთარ პრაქტიკაში მხოლოდ მას იყენებს. სხვებმა გაიარეს
მრავალმხრივი მომზადება და იმ ტექნიკას იყენებენ, რომელიც მათი აზრით შედარებით
ეფექტიანია მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ სპეციალისტებს უწოდებენ
ეკლექტიკოს - ფსიქოთერაპევტებს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ერთი
კონკრეტული მეთოდის მიმდევრებს/მომხრეებს.

დღეისათვის ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:


ფსიქოანალიზი, ჰუმანისტური თერაპია, რაციონალურ-ემოციური თერაპია და
ბიჰევიორალური თერაპია. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიტიკოსი, როგორც წესი, არის ფსიქიატრი, ზოგჯერ


ფსიქოლოგიც, რომელიც პაციენტის მკურნალობას აგებს ზიგმუნდ ფროიდის თეორიაზე.
ფსიქოანალიტიკოსები ემხრობიან შეხედულებას, რომ პიროვნების მნიშვნელოვანი მხარეები
დაფარულია თვით ამ პიროვნებისგან და განთავსებულია მის ქვეცნობიერში.
ფსიქოანალიტიკოსი აანალიზებს პიროვნების სიზმრებს, რაც მას ეხმარება ინდივიდის
არაცნობიერის შეღწევაში. ზოგიერთი სპეციალისტი თავის პრაქტიკაში იყენებს ჰიპნოზსაც.
ამჟამად, ფსიქოანალიზი თითქოსდა კარგავს პოპულარობას, რადგანაც გაცილებით დიდ
დროს მოითხოვს სხვა მეთოდებთან შედარებით; ასევე წარმოადგენს ინდივიდუალური
ფსიქოთერაპიის ყველაზე ძვირადღირებულ ფორმას.

ჰუმანისტური ფსიქოთერაპია. ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის მიმდევრები იმ ადამიანს,


რომელსაც ფსიქოთერაპიულ დახმარებას უწევენ, უწოდებენ კლიენტს და არა პაციენტს.
ჰუმანისტური ფსიქოთერაპია კი გულისხმობს ყოველი ინდივიდუუმის მკურნალობის
პროცესში აქტიურ, ცნობიერ ჩარევას/მონაწილეობას. მსგავს ფსიქოთერაპიულ მეთოდს
იყენებდა კარლ როჯერსი, რომელსაც ეწოდება კლიენტზე-ცენტრირებული ფსიქოთერაპია;
რეალურად, თვითონ კლიენტი ადგენს მკურნალობის მიმართულებას და შეუძლია მშვიდად
გამოხატოს საკუთარი გრძნობები და აზრები ნებისმიერი კრიტიკის ფონზე. როჯერსი
სრულად იზიარებს ჩინელი ფილოსოფოსების შეხედულებას, რომ ყოველმა ადამიანმა
თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი გზით იაროს ცხოვრებაში. ამ ვითარებაში კი
თერაპევტი მხოლოდ სარკეა, რომელიც კლიენტის გრძნობებსა და ემოციებს ასახავს.

კლიენტზე-ცენტრირებული ფსიქოთერაპიის მთავარი ამოცანა მდგომარეობს კლიენტის


თვითშეფასების ამაღლებაში, ამიტომ თერაპია ფოკუსირდება კლიენტის ცხოვრების
პოზიტიურ და არა ნეგატიურ ასპექტებზე.

გეშტალტ-თერაპიულ და ეგზისტენციალურ-თერაპიულ მეთოდიკებში ასევე


გამოყენებულია ჰუმანისტური მიდგომა. ორივე სახის ფსიქოთერაპია დაფუძნებულია ძენ-

188
ბუდიზმის ფილოსოფიაზე და დიდ ყურადღებას უთმობს აწმყოს და არა წარსულს ან
მომავალს. გეშტალტ-თერაპევტებიც და ეკზისტენციალისტებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ
მნიშვნელოვანია თვით კლიენტის მიერ საკუთარი გრძნობების გაცნობიერება. თუმცა, ეს ორი
მეთოდიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გეშტალტ-თერაპია ჰუმანისტური
ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის საფუძველს შეადგენს ინდივიდუუმის ქცევასა
და მის შინაგან განცდებს შორის კავშირი (ფ. პერლზი). ეგზისტენციალური თერაპია კი
ფსიქოთერაპიული ზემოქმედების ფორმაა, რომელსაც საფუძვლად აღებული აქვს ყოველ
კლიენტში ნების თავისუფლების გაღვივება და ცხოვრების საზრისის შეძენაში დახმარება (ვ.
ფრანკლი). ზოგადად, ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიაზე იხარჯება გაცილებით ნაკლები დრო
ფსიქოანალიზთან შედარებით. კლიენტი ფსიქოთერაპევტს ხვდება მხოლოდ კვირაში
ერთხელ (შეხვედრები გრძელდება 6 თვემდე).

კოგნიტური თერაპია. კოგნიტური თერაპია დაფუძნებულია მტკიცებულებაზე, რომ


ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა აღმოცენდება წინასწარშექმნილი ცუდი აზრების
შედეგად. კოგნიტური ფსიქოთერაპიის ტექნიკის გამოყენებისას, ჰუმანისტური
თერაპევტისაგან განსხვავებით, ფსიქოთერაპევტი აქტიურად ზემოქმედებს პაციენტზე და
განსაკუთრებით დასაწყისში, უბრალოდ საუბრობს მასთან. კოგნიტური თერაპიის მიზანს
წარმოადგენს პაციენტის აზროვნების/აზრების სტილის შეცვლა. მკურნალობის კურსი
შედგება 15-25 სეანსისგან (სეანსის ხანგრძლივობაა 50 წთ). კოგნიტური ფსიქოლოგიის
სფეროში წამყვანი სპეციალისტია აარონ ბეკი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად
ყველა დეპრესიას იწვევს უსაფუძვლოდ დაბალი თვითშეფასება, პესიმისტური მომავალი და
შავ-ბნელი ფიქრები. ფსიქოთერაპევტი ცდილობს გამოააშკარაოს პაციენტის ნეგატიური
აზრები და შეცვალოს შედარებით რეალისტურით. პაციენტებს მოეთხოვებათ ჩაიწერონ
საკუთარი აზრები და ხელმეორედ შეაფასონ ისინი. კოგნიტური ფსიქოთერაპევტები
ამტკიცებენ, რომ თუ შეიცვლება აზროვნების სტილი, შეიცვლება პაციენტის ქცევა და
ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც.

რაციონალურ - ემოციური თერაპია (რეთ). თერაპიის ეს ფორმა წარმოადგენს კოგნიტური


ფსიქოთერაპიის ვარიანტს, რომელიც პაციენტის განკურნებისათვის ითხოვს მხოლოდ
რამდენიმე ვიზიტს. ფსიქოთერაპევტის ამოცანა, მოცემულ შემთხვევაში, მდგომარეობს
იმაში, რომ „ასწავლოს“ პაციენტს ლოგიკური და რაციონალური აზროვნება. რეთ-ის
დამფუძნებელი ალბერტ ელისი თვლის, რომ ეს მეთოდი ეფექტიანია მხოლოდ იმ
ადამიანებთან, რომელთა ინტელექტის დონე საშუალოზე მაღალია და სავსებით ცხადია, რომ
მეთოდი არ გამოიყენება ფსიქიკურ ავადმყოფებთან მუშაობაში.

ბიჰევიორალური თერაპია. ფსიქოთერაპიის ეს სახეობა ეფუძნება ინდივიდის ქცევის


შეცვლის პრინციპებს (დასჯა - წახალისებას). პაციენტის კარგი ქცევა
წახალისდება/ჯილდოვდება, არასასურველი კი - იგნორიდება და არ წახალისდება. მსგავსი
პრინციპები წარმატებით გამოიყენება იმ კლინიკებში, სადაც ფსიქიკურ აშლილობებს
კურნავენ. ყოველჯერ, როდესაც პაციენტი უმკლავდება/დაძლევს რთულ ამაცანას, ესაუბრება

189
ფსიქოთერაპევტს ან იქცევა შესაბამისად, იგი იღებს ჟეტონს. ჟეტონებით პაციენტს შეუძლია
იყიდოს ტკბილეული, სხვადასხვა ნივთი ან მოითხოვს მისთვის განსაკუთრებით სასურველი
რამ. ყოველივე ფასდება, როგორც ჯილდო. რთულ შემთხვევებში პაციენტს ჯილდო
გადაეცემა უშუალოდ.

ბიჰევიორალური თერაპიის ნაირსახეობას წარმოადგენს სისტემატური


დესენსიბილიზაცია, რომელიც აქტიურად და ეფექტიანად გამოიყენება შიშებისა და
ფობიების მკურნალობაში.

ჯგუფური ფსიქოთერაპია. ჯგუფური ფსიქოთერაპია განსაკუთრებით პოპულარული


გახდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც ვეტერანთა უმრავლესობას
ფსიქოლოგიური დახმარება დაჭირდა. ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის ჯგუფური
ფსიქოთერაპია ხელმისაწვდომია მატერიალური თვალსაზრისით და სხვა უპირატესობებსაც
ფლობს. ჯგუფური ფსიქოთერაპიისას გამოყენებული მეთოდები მოიცავს ინდივიდუალური
ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ახლებურ შემუშავებას.

ჩვეულებრივ, კომფორტულ გარემოში იკრიბება 6-დან 12-მდე ადამიანი. ჯგუფის


წევრები გულდასმით შეირჩევა ფსიქოთერაპევტის მიერ. შემდეგ, ყველანი
ღიად/გულახდილად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, შიშებზე, საფრთხეებზე, ფიქრებზე
და ა.შ. ფსიქოთერაპევტი მიმართულებას აძლევს საუბრის მსვლელობას და შეაქვს
წინადადებები. ჯგუფური ფსიქოთერაპია განსაკუთრებით ეფექტიანია, როდესაც მსგავსი
პრობლემების მქონე ადამიანები იკრიბებიან.

ჯგუფური ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანი ნაწილია ნარკოდამოკიდებულთა


მკურნალობის ყველა პროგრამაში. ხშირად, ოჯახის წევრები ერთობლივად გადიან
მკურნალობის კურსს, რადგან მათი პრობლემები, უპირველესად, შიდაოჯახური
ურთიერთობების საფუძველზე აღმოცენდება. ჯგუფში საკუთარი პრობლემების
განხილვისას, ოჯახის წევრები გამოავლენენ და უმკლავდებიან ოჯახის შიგნით არსებულ
კონფლიქტებს. ჯგუფური ტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ პირებთან
მუშაობისას, ვინც უხერხულად და არაკომფორტულად გრძნობს თავს სოციუმთან
ნებისმიერი „შეჯახებისას“.

190

You might also like