You are on page 1of 73

აკაკი ყულიჯანიშვილი

შემოქმედების ფენომენოლოგია

[პრაქტიკული სამყაროს ლოგოსი}

ჩვენი გამოკვლევა მიზნად ისახავს გავარკვიოთ თუ რა ახასიათებს


კონკრეტულად პრაქტიკული სამყაროს ლოგოსს, ვიწყებთ ქმედების
სახეების თავისებურების გამოკვლევით, შემდეგ შემოქმედების როგორც
ახლის ქმნის ბუნებას წარმოვაჩენთ, შევეცდებით მისი ლოგოსი, საზრისი,
რაციონალობა დავაკავშიროთ ღირებულებებთან, რომლებიც თავის მხრივ
გვევლინებიან პრაქტიკული სამყაროს ავთენტური წესრიგის პირობად და
ბოლოს ესთეტიკური სამყაროს ლოგოსს წარმოვადგენთ მთლიანად
პრქტიკული სამყაროს მოდელად. ფენომენოლოგია შეისწავლის მას რაც
ვლინდება, იგი როგორც ფენომენების ლოგოსი არ იფარგლება მოვლენების
უბრალო ინვენტარიზაციით, არც რაიმე უნივერსალური დასწავლადი
წესები აქვს, რომლის გამოყენებაც მათემატიკური სიზუსტით ახსნიდა
მოვლენებს, ამიტომაც ფენომენოოგიური მეთოდი ხშირად მიგნებასა და
გამოგონებას შორის გვაიძულებს მოძრაობას, ამ შემთხვევაში გამორიცხული
არ არის გამოცდოლებაზე დაყრდნობით მოვლენებში ჩარევა- ინტერვენცია.
გრძნობადი სფეროდან აღმოცნებული ლოგოსი თავის კანონებს მისდევს,
შემდეგ ვნახავთ, რომ შემოქმედების კონცეფცია არა მხოლოდ მისდევს
ლოგოსს, არამედ ის თავად აწარმოებს მას.

შემოქმედება ადამიანის უმთავრესი მახასიათებელია. ის ადამიანის


ღირსების, სიამაყის და უნიკალურობის, გამორჩეულობის პირობაა. სწორედ
ამ უნარს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა, რომ მან თავი დააღწია სამყაროში
სხვა ცოცხალი ორგანიზნებისათვის დამახასიათებელ კაუზალურ
კავშირებს, არსებობის ბიოლოგიურ წესს და სინამდვილე საშუალება მიზნის
განზომილების ჭრილში მოაქცია, ამ ფაქტმა კი ადამიანის სიცოცხლე აქცია
ცხოვრებად. სამყარო პრაქტიკული ლოგოსის შესატყვისად გარდაქმნა,
ბუნებრივი გარემო ადამიანურ სამყაროდ _ კულტურის სამყაროდ აქცია.
ამდენად - ადამიანის სასიცოცხლო სამყარო - სწორედაც შემოქმედების
მეშვეობით პრინციპულად განსხვავებულია ცხოველის სასიცოცხლო
გარემოსაგან, ცხოველი ცხოვრობს სამყაროსთან, ადამიანი ცხოვრობს
სამყაროში. ცხოველი ცხოვრობს ბუნების კანონებით, ადამიანს კი არსებობა
ბუნებრივ კანონზომიერებასთან ერთად კულტურულ განზომილებაშიც
უწევს. ის რაც კულტურის სახით არსებობს სწორედ ადამიანის
შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაა. არ არსებობს სხვა არსება გარდა
ადამიანისა რომლისთვისაც დამახასიათებელია შემოქმედებითობა. რა თქმა
უნდა აქ ჩვენ არ ვეხებით ბიბლიურ რელიგიებში გამოთქმულ
თვალსაზრისს, ყოვლის შემძლე შემოქმედ ღმერთზე. სხვათა შორის უნდა
ითქვას, რომ რელიგიურად ორიენტირებული მოაზროვნეები ადამიანის
შემოქმედებით უნარს ღვთაებრივ უნართან აიგივებენ. თუმცა ამჯერად ჩვენ
ვსაუბრობთ ადამიანურ შემოქმედებაზე და მივუთითებთ მხოლოდ არსებით
განსხვავებაზე ადამიანურ და ღვთაებრივ შემოქმედებას შორის. როგორც
ბიბლია გვასწავლის ღმერთს შეუძლია არარასგან შექმნას სამყაროს მთელი
მრავალფეროვნება, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, ადამიანი არსებულ
ბუნებრივ მოცემულობებს გარდაქმნის და ქმნის საკუთრივ ადამიანურ
პრაქტიკულ სამყაროს, რომელსაც კულტურის სამყარო ქვია. კულტურა კი
ადამიანის ღირსების მისი გამორჩეულობის და უნიკალობის რეზულტატია
და ის სწორედ შემოქმედებითი აქტივობით მიიღწევა, რის შედეგადაც
სამყაროს ემატება ახალი, მანამდე არ არსებული. სწორედ შემოქმედებითი
უნარებით დაჯილდოვებულ ადამიანებს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა,
იმას, რომ სამყარო თავისი ფიზიკური კანონზომიერებებიდან ადამიანის
ჩარევის შედეგად ხდება უფრო ჰუმანური და გაცილებით უადვილებს
ცხოვრებას სხვა ადამიანებს, რადგანაც შემოქმედების პროდუქტი ერთვება
კულტურულ მიმოქცევაში და ის შეიძლება იქცეს ფართო აუდიტორიის
მოხმარების საგნად, მოხდეს მისი რეპროდუცირება და ა.შ..

შემოქმედების შემეცნების შესაძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი


უკავია ადამიანურ ყოფიერებაში, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით.
გასარკვევია ის ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებად ქცეულან
ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის შემეცნების ისედაც რთულ გზაზე. ახლა
უნდა გავარკვიოთ თუ რამ განაპირობა აზროვნების ხანგრძლივ და უწყვეტ
ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი ფენომენის შესახებ ესოდენ მწირი,
ნაკლოვანი ცოდნა?

ჩვენი აზრით არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი: პირველი უფრო


სტერეოტიპულია და ემყარება ავტორიტეტების შეხედულებებს, ხოლო
მეორე თავად შემოქმედების ფენომენის შესწავლის სირთულითაა
გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველთაგანვე მომდინარეობს
თვალსაზრისი (მითოსი. პლატონი), რომ შემოქმედი თვითონ კი არ ქმნის,
არამედ ის არის მითოსური ცნობიერების შემთხვევაში მუზების გავლენის
ქვეშ, ხოლო პლატონის ფილოსოფიის მიხედვით ის არის ღვთაებრივი გიჟი.
რაც იმას ნიშნავს, რომ შემოქმედმა თავად არ იცის რას აკეთებს, მისი
აქტივობა გარეშე ძალებით არის ინსპირირებული. იდენტური
თვალსაზრისი გასდევს მაგისტრალურ ხაზად შუა საუკუნეების
მსოფლმხედველობასაც, რომლის მიხედვითაც არ არსებობს ავტორის
როგორც დამოუკიდებლად მოქმედი სუბიექტის გაგება, ამ
მსოფლმხედველობის ფარგლებშიც შემოქმედი საუკეთესო შემთხვევაში
მედიუმია, ან სხვაგვარად გამტარია, შუამავალია ღმერთსა და ქმნილებას
შორის. როგორც ვხედავთ კაცობრიობის ისტორიის ძალზედ დიდ
მონაკვეთში ბატონობდა თვალსაზრისი, რომ არ არსებობს ავტორი,
რომელიც მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შექმნიდა
რამეს „ღვთაებრივი“ ნების ჩარევის გარეშე, ამდენად იმას ვისაც ახალი
დროის ფილოსოფიის გავლენით ავტორს ვუწოდებთ ანტიკურობიდან
მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით სკრიპტორი - გადამწერი ან
ჩამწერი ერქვა. დღესაც ანალოგიურად ინერციით გრძელდება ე. წ. ზარმაცი
აზროვნების ჩვეული მიდგომა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ
მოვლენები რომლის რაციონალურად ახსნა სირთულეს წარმოადგენს
განმარტო ყოვლისშემძლე არსების დახმარებით, ამიტომაც დღესაც ხშირად
მოისმენთ აზრს შემოქმედის ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოვებულობის
შესახებ და ამ აზრს მოისმენთ არა მხოლოდ სალონური საუბრებისას,
არამედ ე.წ. ინტელექტუალთა შეკრებების შემთხვევაშიც. ხშირად
გაიგონებთ როგორ დაჟინებით ამტკიცებენ იმას, რომ შემოქმედება
„ღვთაებრივად“ განპირობებულია და არად დაგიდევენ ლოგიკურ
არგუმენტაციას, რადგანაც ამ ტიპის რელიგიური აზროვნება რწმენას
ემყარება და არა არგუმენტებს და ფაქტებს.
ხოლო მეორე ფაქტორი- შემოქმედების მეცნიერული შემეცნების
სირთულესთანაა დაკავშირებული, მეცნიერებაში, რომელიც არსებითად
ახალი დროის ფენომენია შემოქმედების შესწავლის საკითხი კარგა ხანს
პრობლემური იყო, საქმე ისაა, რომ მეცნიერება,როგორც ასეთი სამ ჯგუფად
შეიძლება დაიყოს, მათი კლასიფიკაცია დამოკიდებულია იმ ფაქტორზე
რამაც მეცნერების ხასიათი ბუნება და კომპეტენცია შეიძლება განსაზღვროს,
ეს ფაქტორია - მეთოდი. ამ მხრივ გამოყოფენ მეცნიერების სამ მეთოდს
რომელსაც შეესაბამება მეცნიერებათა სამი ჯგუფი: 1. ე.წ. ფორმალური
მეცნიერებები მათემატიკა , ლოგიკა, კიბერნეტიკა და სხვა, რომლებიც
იყენებენ ლოგიკური დასაბუთების მეთოდს - ამ მეცნიერების
ფორმალურობის სპეციფიკა სწორედაც იმაში მდგომარეობს,რომ ის არ ეხება
რეალობას, ამდენად შემოქმედების საკითხის შესწავლა ამ მეცნიერებების
კომპეტენცია არ შეიძლება იყოს, თუ მაინც შევეცდებით ამ მეცნიერებების
ფარგლებში ჩვენთვის საინტერესო პრობლემის განხილვას სახეზე გვექნება
მეთოდოლოგიური შეცდომა, რომელზე დაყრდნობაც რასაკვირველია
მცდარ დასკვნებს გაგვაკეთებინებს 2. მეცნიერებები რომლებიც თავის
მეთოდათ იყენებენ წყაროების კრიტიკულ ანალიზს ისტორიულ
მეცნიერებების სახელითაა ცნობილი და ადვილი მისახვედრია ამ
მეცნიერებებს არ ხელეწიფებათ, რაიმე ხელშესახები ცოდნა მოგვცენ
შემოქმედების შესახებ. 3. რაც შეეხება რეალურ მეცნიერებებს რომლებიც
იყენებენ ცდის, დაკვირვების და ექსპერიმენტის მეთოდებს. მათში შეიძლება
გამოვყოთ მეცნიერებები მაგ. ქიმია, ანატომია, ბიოლოგია, ფიზიკა,
ასტრონომია და ა.შ. რომლებიც იკვლევენ სამყაროს და თავიანთი
შინაარსიდან გამომდინარე ვერაფერს იტყვიან ადამიანის შემოქმედებითი
აქტივობის შესახებ. მეცნიერებებს, რომლებსაც შეიძლება პრეტენზია
ჰქონდეთ, რომ ჩვენთვის ამჯერად საინტერესო საკითხი შეისწავლონ,
შეიძლება იყოს ისეთი მეცნიერებები, რომლებიც იკვლევენ ადამიანს,
ადამიანთა ურთიერთობებს და მათ მენტალობას, ასეთები კი არიან
სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ხელოვნებათმცოდნეობა, რომლებიც თავისი
კომპეტენციის ფარგლებში იკვლევენ შემოქმედების პრობლემებს, თუმცა
მათთვის მიუღწეველია შემოქმედების არსში წვდომა. მაგალითად
სოციოლოგიაში დგას საკითხი შემდეგნაირად, ვის წარმოადგენს ხელოვანი,-
საკუთარ თავს, თუ საზოგადოებას. ეს მართლაც რთული პრობლემა
სოციოლოგიის კომპეტენციიდან მარტივად წყდება ამას მოწმობს 19 და 20
საუკუნის დასაწყისის სოციოლოგიური თეორიები, რომლებიც
ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ შემოქმედი ანუ გენიოსი
საზოგადოების პროდუქტია.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ თეორიებს, ისინი სამართლიანად მიუთითებენ,


რომ შემოქმედების პროცესი სამი წევრისაგან შედგება: 1. შემოქმედების
სუბიექტი.2. იდეა, რომელიც ცნობიერი ხასიათისაა. 3. რეზულტატი. ამის
იქით ფსიქოლოგია, რაიმე ხელშესახებს ვერაფერს გვეუბნება შემოქმედების
შესახებ და ეს სულაც არ არის გასაკვირი და რატომ? ფიქოლოგია
ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ძნელია ფსიქოლოგმა ცდისპირი ჩააყენოს
და მოიხელთოს იმ სიტუაციაში, როდესაც შემოქმედი შთაგონებული და
ინსპირირებულია რაღაც იდეით, განიცდის შემოქმედებით წვას და ა.შ.
გარდა ამისა, ექსპერიმენტატორის [მეცნიერ- ფსიქოლოგის| გონებრივი
შესაძლებლობები თუ არ აღემატება ცდისპირის - გენიოსის-გონებრივ
მონაცემებს, მისი თანასწორი მაინც უნდა იყოს. ეს კი თითქმის მიუღწეველი
პირობაა. სწორედ ფსიქოლოგიის ასეთი შეზღუდულობით უნდა აიხსნას
მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ფსიქოლოგთა მცდელობები, რომლებიც
შემოქმედების არსის გასაგებად მიმართავდნენ, ისეთ შორეულლ
კორელაციებს, როგორიცაა შემოქმედების დაკავშირება ნევროზთან,
შეშლილობასთან, ეპილეფსიასთან, ეთნიკურ ან რასობრივ ნიშნებთან და
სხვა. ასეთი მცდელობებს რა თქმა უნდა არ აქვს მეცნიერული ღირებულება
და ის მხოლოდ ფსიქოლოგიური აზრის ისტორიის კუთვნილებაა და არა
პრობლემოს ამხსნელი პოზიტიურ თეორიული მცდელობები.
ზემოთქმულის გათვალისწინებით დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ
ფსიქოლოგიას შეუძლია მხოლოდ საშუალო დონეზე გავიდეს და ზოგადი
მონაცემები დააფიქსიროს შემოქმედების პროცესის შესახებ, მაგრამ მისთვის
მეთოდოლოგიურად შეუძლებელია შემოქმედების არსში გარკვევა.

რაც შეეხება ხელოვნებათმცოდნეობას. ის ზოგადი სახელია სხვადასხვა


ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინების: მაგ. კინომცოდნება,
მუსიკათმცოდნეობა თეატრმცოდნეობა და სხვა. იმის გარდა, რომ
თითოეული მათგანი იკვლევს განსხვავებული სპეციფიკის მქონე
არტეფაქტებს, თითოეულ მათგანს ცალცალკე და მათ ჯამურად არ
შეუძლიათ შემოქმედების არსსა და პროცესში გარკვევა. პრობლემის
სიღრმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ
ხელოვნებათმცოდნეობა რადგანაც შემოქმედების პროდუქტს, ანუ
ქმნილებას სწავლობს, ამდენად შესაძლებელია გამოდგეს შეოქმედებითი
პროცესის გასაგებად, მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ ქმნილებიდან არ
ხერხდება შემოქმედებითი პროცესის რეკონსტრუირება,არ ხერხდება იმის
გარკვევა თუ რამ განაპირობა შემოქმედებითი აქტი, რა იყო ინსპირაციისა და
შთაგონების წყარო, იდეა და მსოფლშეგრძნება, წარმოსახვის, ანტიციპაციისა
და ინტუიციის დონეები?

აზროვნების ისტორია შემოქმედების არსის წვდომის კიდევ ერთ


მცდელობას იცნობს. ეს არის თავად გენიოსების მოსაზრებები შემოქმედების
შესახებ მაგალითად, როგორიც არის „გოეთეს საუბრები ეკერმანთან“ და სხვ.
ასეთი მცდელობები ძალზედ საინტერესო შეიძლება იყოს , მისგან
შესაძლებელია ინფორმაცია მივიღოთ ამა თუ იმ ნარატორის პიროვნულ
თვისებეზე, გემოვნებასა თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და სხვა.
თუმცა ამ მოსაზრებებს არ შეიძლება ჰქონდეს მეცნიერული ღირებულება და
დამაჯერებლობა. რაც გასაკვირი სრულებითაც არ არის, იმ მარტივი
მოცემულობის გამო, რომ შემოქმედი ერთდროულად ვერ იქნება მეცნიერი,
ექსპერიმენტატორი და საკუთარი კრეატიულ პროცესზე მეცნიერული
რეფლექსიის სრულყოფილად განმახორციელებელი,. ასეთი მცდელობები
რა თქმა უნდა საინტერესოა, მას შეუძლია რეციპიენტს ინტელექტუალურ
ტკბობასთან ერთად ესთეტიკური ტკბობაც მიანიჭოს, მაგრამ ის ვერ იქნება
მეცნიერულად სანდო თეორია მეთოდოლოგირად გამართული და
ლოგიკურად არგუმენტირებული.

ზემოთგანვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე თუ


თანმიმდევრულები ვიქნებით უნდა ვაღიაროთ, რომ შემოქმედების
პროცესის არსში გარკვევა რთული და შეიძლება ითქვას შეუძლებელია
კერძო მეცნიერებებისათვის, თუმცა ამ მეტად რთული პრობლემის
გააზრებისთვის გვრჩება ერთი გზა = ფილოსოფია, კონკრეტულად კი
ფილოსოფიური ანთროპოლოგია. ვნახოთ ადამიანის ფილოსოფიიას რა
შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ მის საფუძველზე გავერკვეთ
შემოქმედების არსში.

ადამიანი - ფილოსოფიური კვლევის ინტერესი

თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადამიანი მარადიულ


ცვლადობა- განვითარებას განიცდის და მაინც ადამიანებს სრულიად
გარკვეული წარმოდგენები აქვთ, თუ რა არის და როგორია ადამიანი
რეალურად და როგორი უნდა იყოს და იქნება ნამდვილი ადამიანი.

ადამიანის არსის შესახებ არსებობს სხვადასხვა შეხედულებები


დაწყებული გულუბრყვილო ე.წ.საღი აზრის ყოფითი პოზიციიდან,
რელიგიურ, მეცნიერულ და ფილოსოფიურ განაზრებამდე. შეიძლება არ
გავიზიაროთ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში გამოქმული თვალსაზრისი,
რომ ადამიანი არის მიკროკოსმოსი, მაგრამ იმის უარყოფაც
გაგვიჭირდება,რომ ეს მოსაზრება საფუძვლიანია, ყოველ შემთხვევაში
ადამიანს თაავისი კომპეტენციის ფარგლებსი სწავლობს თითქმის ყველა
მეცნიერება.

საკითხი რომელიც ფილოსოფიური ანთროპოლოგიისთვის არსებითია =


ესაა ადამიანის არსის პრობლემა: რა არის ადამიანი? მაგრამ ასეთივე
შინაარსის კითხვა დგას თითქმის ყველა ანთროპოლოგიური მეცნიერებების
წინაშე, ეს ნიშნავს თუ რა თვისებებით ხასიათდება ადამიანი იმ
კომპეტენციის ფარგლებში , რასაც კონკრეტული ანთროპოლოგიური
მეცნიერებები სწვდებიან. ადამიანის შესახებ ფილოსოფიური კითხვა
მოითხოვს ადამიანის გარკვეულობის დადგენას სამყაროს მთლიან
ფილოსოფიურ სურათში და არა მის რომელიმე ნაწილობრივ ასპექტში
დახასიათებას

მაშასადამე ფილოსოფიურ ანთროპოლოგიის კითვა რა არის ადამიანი -


ნიშნავს რა ადგილი უკავია ადამიანს სამყაროს მთლიან სურათში, რას
მატებს სამყაროს ადამიანის არსება და როგორ წარმოგვიდგებოდა სამყარო
ადამიანის გარეშე.

ადამ.იანი ყოველთვის იყო ფილოსოფიური კვლევის ინტერესეების


სფეროში, თუმცა მისი როგორც ავტონომიური, დამოუკიდებელი თავის
თავისა და თავისი ყოფიერების დამდგენი სუბიექტის გაგება ახალი დროის
ფილოსოფიაში მკვიდრდება.

ფილოსოფიის ისტორიაში ადამიანის შესახებ არსებული კონცეფციები


პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად.

პირველ ჯგუფში გაერთიანდებიან ე.წ. რედუქციონისტული თეორიები,


რომელთაც ადამიანის არსი დაყავთ ადამიანის რომელიღაც კერძო
თვისებაზე. ასეთი თეორიებია მექანიცისტური, რომელიც ადამიანს ასე
განსაზღვრავს ადამიანი არის მანქანა (ლამეტრი), ბიოლოგისტური
კონცეფციები, რომელთაც ადამიანის არსი ბიოლოგიურზე დაჰყავთ. ჰ.
სპენსერი, ფრ. ნიცშე, ვ. დილთაი, გ.ზიმელი და სხვები. ფსიქოლოგისტები
(იუნგი, ფროიდი, ადლერი) რომელთაც ადამიანის არსი დაჰყავთ
ფსიქიკურზე. სოციოლოგისტები (არისტოტელე, მარქსი) რომლებიც
ადამიანის არსის სოციოლოგიურ გაგებას აფუძნებენ და მათთან ადამიანი
გაიგება, როგორც ,,პოლიტიკური ცხოველი“ და საზოგადოებრივ
ურთიერთობათა ანსამბლი.
თუ ფილოსოფიის ისტორიას ზედაპირულად მაინც გადავავლებთ თვალს,
აღმოვაჩენთ, რომ რედუქციონისტული კონცეფციები ახალი დროის
შემდგომი პერიოდის (გარდა არისტოტელესი) მოაზროვნეების
თვალსაზრისებია. ბუნებრივად ისმის კითხვა, რა წარმოდგენები და
შეხედულებები იყო ადამიანის შესახებ წინა ეპოქებში. დაბეჯითებით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მითოსური ცნობიერებიდან მოყოლებული
ანტიკური და შუა საუკუნეების დომინანტური ტენდენცია გახლავთ,
ადამიანის, როგორც საუკეთესო შემთხვევაში - მედიუმის გაგება, რომელიც
ღვთის ნების განმახორციელებელია არსება. ამ ეპოქაში არ არსებობდა
ადამიანის, როგორც ავტონომიური სუბიექტის გაგება. ამ პერიოდის
აზროვნება იცნობს ერთადერთ სუბიექტს, ეს არის ღმერთი. ,,რაცა ღმერთსა
არ ეწადის , არა საქმე არ იქნების“. ამ ტიპის თეორიები შეიძლება
გავაერთიანოთ მეორე ჯგუფში, რომლებიც ადამიანს განიხილავენ
ზემდგომი ინსტანციიდან. თუ რელიგიურ - თეოლოგიურ კონცეფციებში
ასეთი ინსტანცია ღმერთია, ჰეგელის რაციონალისტურ ფილოსოფიაში
აბსოლუტური სულია.

და ბოლოს მესამე რიგის კონცეფციები რომლებიც მე-20 საუკუნის


დასაწყისში ყალიბდება, ეს გახლავთ ე.წ. ფილოსოფიურ ანთროპოლოგიური
კონცეფციები, რომელიც ადამიანის თვითშექმნის თეორიებია და ადამიანის
გაგებას ცდილობენ არა წინასწარ დაშვებული პოზიციებიდან, არამედ
ცდილობენ ადამიანის არსი წარმოაჩინონ ცხოველთა შედარების
მაგალითზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციების ფარგლებშიც
ვერ ხერხდება ადამიანის სრული და ამომწურავი დახასიათება. მიუხედავად
ამისა ფილოსოფიური ანთროპოლოგია და მისი წარმომადგენლები
მონიშნავენ ადამიანის არსებით თვისებებს და მიგვითითებენ ადამიანის იმ
შესაძლებლობებზე, რომელთა გამოც ადამიანის განსაზღვრება ასეთი
რთულია, და რომელიც გამოიხატა ეგზისტენციალისტების, კერძოდ ჟან
პოლ სარტრის დებულებაში, რომ ადამიანის არსებობა წინ უსწრებს მის
არსებას, რაც სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით
ადამიანის არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ
მის მოქმედებას თუ რას გააკეთებს რას მოიმოქმედებს ის მომავალში.. კოდევ
უფრო ცხადი რომ გახდეს სარტრის დებულება მოვიხმოთ მაგალითი - ჩვენ
ვიცით მგელის არსება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცით მისი მომავალი
მოქმედებების, მისი არსებობის შესახებ. რასაც ვერ ვიწინასწარმეტყველებთ
ადამიანთან მიმართების დროს, ამიტომაც ამბობენ, რომ ადამიანი ღია
სისტემაა, ცხოველი კი დახურული სისტემა, ამ გაგებით ცხოველი
სრულყოფილი არსებაა, ადამიანი კი ნაკლოვანი. ადამიანი თავისუფლებით
დაწყევლილი არსებაა. ან როგორც ნიცშე იტყოდა დაუდგენელი ცხოველია.
ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში ტრადიციად დამკვიდრდა ადამიანის
არსის პრობლემის განხილვა ადამიანისა და წარმოვაჩინოთ ადამიანის არსი.

ადამიანის სიცოცხლე არსებითად მოქმედებაა, საქმიანობაა. რა თქმა უნდა


მოქმედებაში აქ არ იგულისხმება მისი რომელიმე სახე. ადამიანის
მოქმედება სხვადასხვაგვარია ჭამა, სმა , სქესობრივი აქტი და ა.შ. ადამიანის
მოქმედებათა სახეებია, მაგრამ ისინი არ ამოწურავენ ადამიანის
მოქმედებათა მთელ სისიტემას. ეს ფუნქციები ნამდვილი ადამიანური
ფუნქციებია, თუმცა თუ მათ ამოვრთავთ ადამიანური მოქმედების წრიდან
და მათ გამოვაცხადებთ ერთადერთ სასრულ მიზნად, მაშინ ისიც უნდა
ვაღიაროთ, რომ მათ ცხოველური ხასიათიც აქვთ.. ადამიანი სრულიადაც არ
ისაზღვრება მოხმარებით, ის ქმნის, აკეთებს, შემოქმედია. შეიძლება ითქვას
ცხოველიც ქმნის აკეთებს მაგ. ბუდეს, ქსელს და ა.შ მაგრამ მივაქციოთ
ყურადღება ცხოველი აკეთებს მას რაც მას ან მის „გვარს“ ესაჭიროება,
მაშასადამე ცხოველი აკეთებს აწარმოებს ცალმხრივად, მაშინ როცა ადამიანი
აკეთებს აწარმოებს , ქმნის უნივერსალურად.. ცხოველი აკეთებს მხოლოდ
ფიზიკური მოთხოვნილებების ზეგავლენით ,ადამიანი კი ქმნის მაშინაც კი
როცა თავისუფალია ბიო-ფიზიკური მოთხოვნილებებისგან. ცხოველი
მხოლოდ თავის თავს აწარმოებს, ადამიანი კი მთელი ბუნების
რეპროდუქციას ახდენს.

მაშასადამე ადამიანის სიცოცხლე არსებითად მოქმედებაა, ქმედება


გამოიხატება იმაში, რომ ბუნებას, როგორც რაღაც ნედლ მასალას ადამიანი
აძლევს გარკვეულ სახეს, რომელიც გარკვეულ მიზანს შეესაბამება.
ადამიანის სიცოცხლე ბუნების გარდაქმნითი მოქმედებაა. ადამიანის
მოქმედება გარე სამყაროსკენაა მიმართული, გარე სამყარო უწინარესად არის
სხეულებრივი რამ, ბუნება ადამიანის მოქმედების საგანი და იარაღია.
ბუნებისათვის ადამიანი გარკვეული მაფორმებელი- გარდამქნელი
ფაქტორია. ამ აზრით ბუნება “ადამიანის ქმნილებაა’ მისი პრაქტიკული
ლოგოსის პოლიგონია. ადამიანი თავისი მიზანდასახული შემოქმედებითი
აქტივობით ახდენს ბუნების გაადამიანურებას, ის სასიცოცხლო სამყარო
სადაც ადამიანს უწევს ცხოვრება გაადამიანურებული ან სხვაგვარად
გაკულტურულებული სამყაროა.

როგორც ვხედავთ, ადამიანის სიცოცხლე ბუნების გარდაქმნითი


მოქმედებაა. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის თავისებურება ამით არ
ამოიწურება. ცხოველი არ ასხვავებს თავის თავს თავისი სასიცოცხლო
მოქმედებისგან. ის არის ეს სასიცოცხლო მოქმედება. ადამიანი კი თავის
სასიცოცლო მოქმედებას თავისი ნებისა და ცნობიერების საგნად აქცევს. სხვა
სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანის სიცოცხლე. როგორც ნებასთან და
ცნობიერებასთან დაკავშირებული თავისუფალი მოქმედება, აქტივობაა.
ქვემოთ ჩვენ ვისაუბრებთ თავისუფლებაზე, რომლის გარეშეც
შემოქმედებაზე საუბარი შეუძლებელია ახლა კი იმ მახასიათებლების
შესახებ, რომლითაც ადამიანი განსხვავდება სხვა ცოცხალი და არა ცოცხალი
არსებებისაგან, რომელსაც ეწოდება ცნობიერება.

ცნობიერების არსებობა ნიშნავს, რომ ადამიანი სინამდვილესთან


„ზებუნებრივ“ მიმართებაში შედის. სინამდვილისადმი ეს მიმართება ახალ
მოთხოვნილებებს წარმოქმნის. თავდაპირველად ცნობიერება ვიტალურ
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის ბრძოლაშია უშუალოდ ჩართული
და სხვა მიზნებს თითქოსდა არ ისახავს, მაგრამ საზოგადოებრივი
ევოლუციის კვალობაზე იგი ადამიანს სპეციფიკურ მოთხოვნილებებს
უყალიბებს. ცნობიერებაში არსებითად გამოიყოფა სანი ძირითადი მხარე -
შემეცნებითი, ემოციური და ნებელობითი პროცესები. ცნობიერებაში ამ სამი
მხარის არსებობა აიხსნება ცნობიერების ადგილით და როლით ადამიანის
ცხოვრებაში, მისი კავშირით პრაქტიკული სამყაროს ლოგოსთან.
ცნობიერება ისტორიულად პრაქსისის იარაღია, პრაქსისი კი ბუნების
საგანთა და მოვლენათა გარდაქმნას, მოთხოვნილებათა დამაკმაყოფილებელ
საგნებად მათ მიზანდასახულ გადამუშავებას ნიშნავს..

ასეთი მიზანდასახული საქმიანობისათვის ცნობიერებამ სამგვარი


ფუნქცია უნდა შეასრულოს. 1. ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა მას, რა
მოთხოვნილება აქვს მას და რას და როგორ აძლევს მას გარემო ამ
მოთხოვნლებების დასაკმაყოფილებლად. წარმოების პროცესისათვის საქმის
ცოდნაა საჭირო, ამ ფუნქციას ასრულებს ცნობიერება, როგორც ინტელექტი,
ცნობიერების შემეცნებელი მხარე. 2. ადამიანი გარკვეულად უნდა იყოს
განწყობილი თავისი საქმიანობის საგნისადმი. აბსოლუტურად
ინდიფერენტული პიროვნება, რომელსაც არაფერი არ სიამოვნებს ან წყინს,
არავითარ ემოციურ მიმართებაში არ არის სამყაროსთან ვერაფერს ვერ
გააკეთებს. 3. ცოდნა და ემოცია აუცილებელი პირობაა შრომითი აქტის
შესრულებისთვის თუმცა არაა საკმარისი, აქ კიდევ ერთი ფაქტორის
არსებობაა საჭირო - ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ძალთა მობილიზაციაა
და მათი ამოქმედებაა საჭირო მიმართულებით. ამ ამოცანას ასრულებს
ცნობიერება, როგორც ნებისყოფა, ცნობიერების ნებელობითი მხარე.

ცნობიერების და მის მხარეთა ურთიერთობა შეიძლება ასე დახასიათდეს,


როცა საქმე გვაქვს ცნობიერების შემეცნებით მხარესთან, საქმე ისე არ უნა
წარმოვიდგინოთ, რომ შეიმეცნებს ცნობიერების ერთი ნაწილი, არა
შეიმეცნებს მთელი ცნობიერება ასევეა გრძნობის შემთხვევაშიც:
ობიექტისადმი განწყობილია არა ცნობიერების მეორე ნაწილი, არამედ ისევ
ეს მთელი ცნობიერება. თავის მხრივ ნებისყოფაც მთელი ცნობიერების
გამიზნულებაა. ყველა ამის მიუხედავად, ცნობიერების მომენტები მისი
ერთმანეთისაგან მკაფიოდ განსხვავებული მხარეებია და რასაც ჩვენთვის აქ
არსებითი მნიშნელობა აქვს, მათში გამოხატულია სინამდვილისადმი
ადამიანის სმგვარი ცნობიერი მიმართება.

მაშასადამე ცნობიერება ადამიანს არა მარტო ახლებურად აკავშირებს


სინამდვილესთან, არამედ მისგან თავისებურად გამოყოფს კიდეც,
სინამდვილესთან ახალი ურთიერთობების გაჩენა ადამიანის ახალ
მოთხოვნილებათა წარმოქმნას მოასწავებს. მართალია თავდაპირველად
ცნობიერების სამივე მხარე უშუალოდ იყვნენ ჩართული საწარმოო
საქმიანობაში და მაშასადამე ისინი უპირველეს ყოვლისა ვიტალურ
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საქმეს ემსახურებოდნენ, მაგრამ
შემდგომში სინმდვილისადმი სამგვარივე ცნობიერი მოქმედება სპეციფიკურ
ადამიანურ მოთხოვნილებებს წარმოშობს და ადამიანის აქტივობაც ახალ
ღირებულებათა მოპოვებისკენ წარიმართება. ღირებულებათა რეალიზაცია
კი ადამიანის თავისუფალ შემოქმედებით აქტივობას მოითხოვს.

ადამიანური ქმედების სახეები:

როგორც ზემოთ ვთქვით ადამიანის სიცოცხლე არსებითად მოქმედებაა,


აქტივობაა. შემოქმედების ბუნების გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ
ადამიანურ მოქმედებათა მთელი სპექტრი , რაც თავის მხრივ საშუალებას
მოგვცემს ადამიანური მოქმედებების გრძელი ჩამონათვალიდან
შეპირიპირებითი ანალიზით გამოვკვეთოთ შემოქმედების სპეციფიკა და
ბუნება. დავიწყოთ ქმედების ცნების განხილვით.

ქმედების ცნება - შეიძლება გამოვიყენოთ ფართო და ვიწრო


მნიშვნელობით, ამ მნიშვნელობებით ის შეიძლება განვიხილოთ როგორც
სამყაროს შემოქმედება ან დავიყვანოთ ჩვეულ რუტინულ კეთებამდე..
ქმედება ვიწრო აზრით არის ადამიანის სპეციფიკური მოქმედების სახე.
უკანასკნელ ათწლეულებში ქმედების სხვადასხვა თეორიები წარმოიშვა
ისინი ქმედებას პირველ რიგში ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისგან
მიჟნავენ. თუმცა ადამიანისთვისაც დამახასიათებელი ბიო-ქიმიური
ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესები ადამიანური სპეციფიკის ზღურბლს ვერ
აღწევს. ისინი არავითარ ადამიანურ ძალისხმევას არ საჭიროებენ და
ბუნებრივად მიმდინარეობენ მაგ. ნივთიერების ცვლა, ან საჭმლის
მონელების ფიზიოლოგიური პროცესი. ასევე განასხვავებენ ქმედებას
განცდისა და ქცევის იმ ფორმათაგან რომელნიც ადამიანურ ქცევის სახეებია
თუმცა სპეციფიკურად პრაქტიკული არ არის მაგალითად აღქმა და
აზროვნება, განცდები და გრძნობები, სიხარული და ტანჯვა, ქმედება მუდამ
გვევლინება სამყაროს ცვალებადობის საფუძვლად იმ სამყაროსი
რომელშიც თავისუფალი არსება ადამიანი არსებობს, ქმედების რეზულტატი
ფაქტზე აღმატებული ფაქტია, ნამოქმედარიაა, ქმნილებააა. ამ შემთხვევაში
შეიძლება უგულვებელყოთ განსხვავება ქმედებასა და კეთებას შორის.
მოკლედ ქმედების ცნების ვიწრო მნიშვნელობით მოხმარებისას ხაზი ესმება
ადამიანის აქტივობას რის შედეგადაც საზეზეა პრუდუქტი, ნახელაობა,
რომელიც განსხვავებულია ფაქტისაგან და საშუალება მიზნის
განზომილებაშია ჩაყენებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ქმედების
სინონიმებად ვიხმართ კეთება, შრომა, წარმოება და სხვა.

ქმედების ვიწრო ცნებასთან ერთად, განსაკუთრებით ფილოსოფიურად


განწყობილი მოაზროვნენი, გამოიყენებენ ქმედების ცნებას მისი ფართო
მნიშვნელობით. ამისათვის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს
პლატონის შინაგანი და გარეგანი პრაქსისის განსხვავება. (ix. Platonic
saxelmwifo 4. 159)თუ გარეთკენ მიმართული ქმედებისა და აზროვნების
საკუთარ თავთან დამრჩენი ქმედების არისტოტელური გამიჯვნა.( ix.
Aristoteles politika . 32 ახალ დროში კი კანტის ტრანსცენდენტალური
გონების ქმედება.

სრულყოფილი სახით კი ფიხტეს საქციელ-ქმედება ემპირიულ ქმედებათა


ადამიანურ ნახელავის მომცველი, ჰეგელთან კი თავად ფილოსოფია ხდება
პრაქტიკული რამდენადაც ის საკუთარ თავს ანამდვილებს და მოხსნის.
ჰაიდეგერის აზრით აზროვნება ქმედებს მაშინ როცა აზროვნებს. ყოველ
ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქმედების ცნების ფართო მნიშვნელობასთან,
როცა საქმე სამყაროში ცვლილებას კი არ ეხება, არამედ სამყაროს
ცვლილებას. მაგრამ პრაქტიკის ასეთ გაფართოვებას ყოველთვის თან სდევს
ყოველდღიური პრაქტიკის დაკნინების ბრალდება. ასეთი და სხვა შესაძლო
შედეგები მოწმობს იმას,რომ მიზანშეწონილი იქნება პრაქტიკული სამყაროს
ლოგოსი, არ მივანდოთ არც ვიწრო ქმედების მქონე თეორიას და არც
ფართოდ გაშლილი პრაქტიკის მქონე ფილოსოფიას. უნდა ვეძებოთ ისეთი
ურთიერთგადამკვეთი გზები რომლებიც სამყაროში ქმედებას ახსნის და არა
სამყაროს ქმედებას..

აზროვნების ისტორია იცნობს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ქმედება


ხშირად წინასწარ მოცემულ წესრიგთა ჩარჩოებში გაიაზრება. ამ მხრივ სამი
ცენტრალური თვალსაზრისის განსხვავებაა შესაძლებელი. პრაქტიკული
წესრიგი შეიძლება გავიაზროთ როგორც მიზნებისა და ღირებულებების ;
როგორც ნორმებისა და წესრიგების; ან როგორც მიზეზშედეგობრივი
კანონების ერთობლიობა.

პირველ შესაძლებლობას არისტოტელური ტრადიციიდან ვიცნობთ ის


ქმედების პროდუქტიულობას ხელსაყრელ საშუალებების მიგნებასა და
სიტუაციების ჭკვიანურ შეფასებაზე დაიყვანს. თავად მიზნები მოცემულია
წინასწარ. ამას უზრუნველყოფს ადამიანის ბუნება რომელიც თავად
წარმოადგენს კოსმოსის ნაწილს და ჩართულია კოსმიურ ორომტრიალში. ამ
ტრადიციის მიხედვით სამყაროში არსებული კანონზომიერების, წესრიგის
და მიზეზობრივი კავშირების გაცნობიერების საფუძველზე ქმედება ხდება
წარმატებული, რადგანაც სამყაროს არსებობის პრინციპია ასეთი.

მეორე ტრადიცია კანტიდან მომდინარეობს, ამ შემთხვევაში ქმედების


პროდუქტიულობა მაქსიმების წამოყენებითა და გამოყენებით იფარგლება.
ვინაიდან კანტის თვალსაზრისით შეუძლებელია სინამდვილის, „ ნივთი
თავისთავადის“ შემეცნება, აქედან გამომდინარე სამყააროულ წესრიგზე
გათვლილი ადამიანური ქმედება უსაფუძვლოა განსხვავებით
არისტოტელური ტრადიციისა.. რამდენადაც კანტისათვის პრაქტიკული
გონებას აქვს პრიმატი თეორიულ გონებასთან მიმართებით, ამდენად
ადამიანის საქციელ -ქმედება ზნეობრივ მაქსიმებს, მოვალეობებს უნდა
დაემორჩილოს და არა სინმდვილეში არსებულ კანონზომიერებებს.

ორივე ზემოთხსენებული თვალსაზრისში მიუხედავად მათი პრინციპული


განსხვავებისა, არის საერთო ის, რომ ორივე მათგანში წინასწარ მოცემულ და
დადგენილ სიტუაციასთან გვაქვს საქმე-პირველ შემთხვევაში კოსმიურ
მიზნებთან, ხოლო მეორე შემთხვევაში.- ზნეობრივ მაქსიმებთან. თუმცა
კოსმიური მიზნებისა თუ ზნეობრივი ნორმების წესრიგიდან გამომდინარე
ქმედებამ შესაძლოა გადაუხვიოს განსაზღვრული წესრიგიდან, თუმცა მისი
შეცვლა არ ძალუძს. რადგანაც ამ კონცეფციების ფარგლებში არ არსებობს
ფიზიკისა თუ ზნეობის შესაძლო სამყაროები.

მესამე პოზიციას კი ჰიუმის ემპირიულ გადაწყვეტაში ვპოულობთ, ქმედების


პროდუქტიულობას ის კიდევ უფრო მცირე სივრცეს უტოვებს. მიზეზობრივი
კანონები ხსნიან იმას, თუ რატომ ხდება რაღაც ისინი მოქმედების ზურგსუკან
ქმედებენ, სულაც არ არის აუცილებელი რომ ეს კანონები დეტერმინისტული
იყოს. საკმარისია სტატისტიკური ალბათობით განსაზღვრავდეს იმას, თუ რა
ხდება ყველაზე ხშირად. თვით ნორმალური მასშტაბიდან გადახრითაც კი
შეიძლება ნორმალურ კანონებში მოექცეს.

ეს სამი თვალსაზრისი ერთმანეთს არ გამორიცხავს. თითქმის ყველა


თეორია ქმედების შესახებ ცდილობს იმას, რომ არისტოტელედან
გამომდინარე ჰერმენევტიკული, კანტიდან გამომდინარე კრიტიკული
თეორია ისე განავითაროს რომ განსხვავებულ კომპონენტებს თავისი უფლება
შეუნარჩუნდეს.

ქმედება იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ კი ის ობიექტურ


ფაქტებს, სუბიექტურ მოთხოვნილებებსა და სოციალურ ნორმებს
აკმაყოფილებს. და ამგვარად უნარს, სურვილსა და ვალდებულებას
ერთმანეთთან ათანხმებს, მაგრამ სამი წინასწარ მოცემული ნაწილობრივი
წესრიგის კომბინაცია მთლიანი წესრიგის სურათს არ გვაძლევს. მაგრამ თუ
კი დავუშვებთ, რომ წესრიგები წინასწარ მოცემული არაა, ამ შემთხვევაში
პროდუქტიულობის შემაფერხებელი ახალი დაბრკოლებები წარმოიშვება. ამ
მოდელს იზიარებს თანამედროვე ფუნქციონალისტური თეორიები. ისინი
უბრალოდ პოზიტიურ მიზნობრივ წესრიგს კი არა არამედ ნეგატიურ ნაკლს
ან გასაჭირს იღებენ ამოსავალ წერტილად. პრაგმატულ ფუნქციონალური
ქმედების მოდელი, ძველი ტელეოლოგიურ ფუნქციონალური მოდელის
მსგავსად სიცოცხლის პროცესებზეა ორიენტირებული. თუ გამოცდის ველი
უწინ კოსმოსი იყო, ცოცხალ არსებას წინასწარ, რომ უხაზავს სავალ გზას,
მოდერნული ცდის ველი ის ბუნებაა, რომელიც ცოცხალ არსებას საქმეს
ურთულებს. ყოველ შემთხვევაში მასზე არ ზრუნავს. საჭიროებათა საფრთხე
რომელიც ამავე დროს სიკვდილ სიცოცხლის საფრთხეცაა, სიცოცხლის
პრობლემა შიშველი გადარჩენის პრობლემამდე ავიწროვებს.

ამ თვალსაზრისის მიხედვით არსებობა მჟღავნდება საჭმლის, სასმელის,


ტანსაცმლის, სახლის, გამრავლების ე.წ. ძირეულ მოთხოვნებში. ამ თეორიის
მიხედვით ქმედება ზოგადად გამოვლინდება, როგორც გასაჭირის
მოგვარება. ეს ფუნქციონალისტური მოდელი, ისევე როგორც
ზემოთხსენებულ მოდელებს გააჩნიათ თავისი აღმზრდელობითი
ღირებულება, მაგრამ ისიც შეზღუდულია. როცა გრძნობები და ხელები
უბრალო იარაღებად დეგრადირდება , მაშინ ესთეტიკური და პრაქტიკული
სამყაროს ლოგოსი, რომელსაც სურს წმინდა ფუნქციის წესს აღემატებოდეს,
მხოლოდ გარედან ან ზემოდან თუ შეიძლება შემოიჭრას. მხატვრული
დანამატის ზნეობრივი კანონის ან რელიგიური მცნებების სახით. მაშასადამე
ისმება კითხვა, თუ როგორ კონტექსტში შეიძლება გავიაზროთ ისეთი
ქმედება, რომელიც უბრალოდ წინასწარ მოცემულ წესრიგში არ განიხილება
და წინასწარ მოცემული პრობლემებით არ კმაყოფილდება. როგორც
ადამიანის შესახებ ზემოთგანვითარებული მსჯელობიდან ჩანს, ადამიანი
„ღია სისტემაა“ თავისუფალი ანუ დაუდგენელი ცხოველია, ცხოველი არის
ისეთი არსება, რომელიც ბუნებაში აღმოაჩენს საკუთარ თავს, დაუდგენელი
ცხოველი კი ნიშნავს ისეთს, რომელიც ბუნების წესრიგს ვერ დაეყრდნობა.
მისსთვის წესრიგი კითხვებად და ძიებად იქცევა. ადამიანი ამ სახით
გამოვლინდება კითხვის დამსმელ არსებად. კითხვებზე პასუხის მოძიება და
მის საფუძველზე განხორციელებული აქტივობა, აქტივობა ყოველგვარი
შეზღუდვის და ჩარჩოების გარეშე, სულ ახალი-ახალი ქმედებების
განხორციელებაში ვლინდება სწორედ დაუდგენელი ცხოველი, რომელიც
ბუნების წესრიგს ვერ დაეყრდნობა. ასეთი მიდგომის ფარგლებში ადამიანის
შემოქმედების ბუნების გარკვევა კიდევ უფრო აძლიერებს მისი გაგების
ინტერესს. შევეცადოთ ეს ინტერესი დავიკმაყოფილოთ ქმედების სახეებთან
შემოქმედების შეპირისპირებითი მსჯელობის საფუძველზე.

შემოქმედებისა და ქმნადობის ცნებების შეპირისპირებით ანალიზს


მივყავართ ერთ დასკვნამდე. ქმნადობის ცნება ძალზედ ზოგადი და
აბსტრაქტულია, რომელსაც ფილოსოფიაში დიდ ყურადრება ეთმობოდა
ჰერალლიტესთან, პლატონთან, არისტოტელესთან შემდეგ კუზელთან,
ჰეგელთან მარქსთან და სხვა ამ კატეგორიის სპეციფიკა კარგა ხანია
დადგენილია ფილოსოფიაში, ის წარმოადგენს დაპირისპირებული
მხარეების ყოფიერების და არარას ბრძოლას. ქმედების ყველა მომენტი
არსებობს მეორეს მხრივ კი ის ისეთივე უეცრად ქრება, როგორც ჩნდება მაგ.
დროის და სივრცის კონტინიუმები ქმნადობის პროცესში ისე უეცრად
ჩნდებიან და ქრებიან ძნელია მიადევნო გონება მათ მთლიანობას და
უწყვეტობას , ქმედებისათვის დამახასიათებელი ყოველი ცალკეული
მომენტი თავს იჩენს ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობის დროსაც,
შეიძლება ვნახოთ შრმოქმედებით პროცესში ქმედებისთვის
დამახასიათებელი ნიშნები: მთლიანობა უწყვეტობა და სხვა აქედან
გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ყოველი შემოქმედება
მოიცავს ქმედებას, ხოლო ყოველი ქმედება არ არის შემოქმედება.

ქმნადობა ძალზედ აბსტრაქტული ცნებაა მოძრაობა შეიძლება განვიხილოთ


როგორც ქმედება ოღონდ ყოფიერების კონკრეტულ სფეროებში: სივრცესა
და დროში, ისტორიაში, წარმოდგენებსა და აზრებში და სხვა. თუმცა თუ
ღრმად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ შემოქმედება მოიცავს მოძრაობას,
თუმცა ყოველი მოძრაობა არ წარმოადგენს შემოქმედებას.

შემოქმედება და ცვლილება. ქმნადობა და მოძრაობა აბსტრაქტული


კატეგორიებია. ამ პროცესების დროს ხორციელდება რაოდენობრივი და
თვისობრივი მახასიათებლების გარდაქმნა სწორედ ეს არის ცვლილებები,
რომელიც ქმნადობისა და მოძრაობისაგან განსვავებით მეტ კონკრეტიზაციაზე
მიგვანიშნებს, შეიძლება ვთქვათ,რომ ქმადობის თვისობრივი მოძრაობა არის
ცვლილება. ცხადია ყოველ შემოქმედებითი აქტი გულისხმობს ცვლილებას.
თუმცა ყველა ცვლილება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც შემოქმედებითი
აქტის რეზულტატი.

შემოქმედება და განვითარება, როცა ვსაუბრობთ ქმნადობაში და


მოძრაობაში განხორციელებულ ცვლილებებზე. უნდა გავარკვიოთ რა იცვლება
და როგორ იცვლება. ამისათვის უნდა დავაფიქსიროთ საწყისი წერტილი და
დავაკვირდეთ. იმ გარემოებას, რომ ყოველი შემდეგი ცვლილება თავის თავში
მოიცავს წინას ან სხვაგვარად, რომ ვთვათ საწყის წერტილში უკვე ჩანს ის
ტენდენციები, რაც ცვლილებების შემთხვევაში მიიღწევა. ასეთ დროს
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს განვითარება მარტივიდან
რთულისაკენ, შემოქმედების პროცესშიც შეიძლება დავაფიქსიროთ
განვითარების ელემენტები. თუმცა ყოველგვარი განითარება არ არის
შემოქმედებითი აქტივობის პროდუქტი. მაგალითად თესლი თავის თავში
მოიცავს მცენარის ყველა თვისებას. ამდენად თესლიდან ნაყოფამდე პროცესს
შეიძლება ვუწოდოთ განვითარება. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ სახეზე გვაქვს
შემოქმედება.
შემოქმედების და მოქმედების ცნებების შეპირისპირებითი ანალიზის
პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ შემოქმედების აქტის
დროს არსებობს ის ვინც მოქმედებს და არსებობს ის რაზეც მოქმედებენ.
მოქმედება ყუველთვის და თავისთავად არ შეიძლება იყოს შემოქმედება.
მაგალითად ჩვენ დავდივართ, ვჯდებით, ვდგებით, ვიძინებთ, ვიღვიძებთ და
სხვა მოკლედ ვმოქმედებთ მაგრამ არ ვართ შემომედებითი აქტის პროცესში.

შემოქმედება და შექმნა. ამ ცნებების შედარებითი ანალიზის დროს კიდევ


უფრო ვუახლოვდებით შემოქმედების აქტის ბუნებას. შექმნა გულისხმობს
რაიმე ახალი საგნის ქმნას, თუმცა ყოველი შექმნა არ შეიძლება იყოს ახალი
ასეთია მაგალითად ბუნებაში მეტეორული პროცესები, მზის აქტივობა და
მისით გამოწვეული ატმოსფერული მოვლენები, წელიწადის დროთა
მონაცვლეობა და სხვა. ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოგვეჩვემოს, რომ
ხორციელდება რაღაცის შექმნა, მაგრამ ეს რაღაც არის არა ახალი, არამედ
მრავალჯერ გამეორებული . ამდენად ყოველი შექმნა არ შეიძლება
განვიხილოთ, როგორც შემოქმედება , ხოლო თავის მხრივ შემოქმედება
ყოველთვის არის შექმნა, მხოლოდ ისეთი საგნის შექმნა რომელიც არის
პრინციპულად ახალი და ღირებული, უფრო სწორედ შექნილი საგანი კი არა
არის ღირებული - აქსიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ საგანში
განხორციელებულია ღირებულება, მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
შემოქმედება არის პრინციპულად ახლის და ღირებულის ქმნა, უფრო ზუსტად
ახლის, მანამდე არ არსებულის შექმნა და აღმოჩენა ღირებულებათა ობიექტურ
სამყაროში. ამდენად სიახლის შექმნის ცნება ყველაზე უფრო მეტად
გვაახლოვებს შემოქმედების ბუნებასთან. თუმცა სიაახლის ცნებაც საჭიროებს
დაზუსტებას თავითანვე უნდა ითქვას სიახლის ცნება აუცილებელი პირობაა
შემოქმედებისათვის მაგრამ არა საკმარისი, როგორი ახალი შეიძლება იყოს
შემოქმედების აქტში განხორციელებული საგანი ამოს შესახებ, მას შემდეგ
გავერკვეთ, როცა დავაზუსტებთ რამოდენიმე ნიშანს სიახლისას. ახლა კი
ღირებულებათა ობიექტურობის შესახებ.

შემოქმედება და ობიექტურ ღირებულებათა სამყარო

ღირებულების პრობლემის ისტორიულ- ფილოსოფიური სილუეტი


შემდეგი სახისაა: არსისა და ჯერარსის გაიგივება ბერძნულ ფილოსოფიაში,
კერძოდ პლატონის ფილოსოფიაში,, შემდგომ კი კლასიკური გერმანული
იდეალიზმის, კერძოდ კანტის ტრანსცედენტალური ფილოსოფიის ნიადაგზე
არსისა და ჯერ-არსის, ყოფიერების და მნიშვნელადობის პრინციპული
გამიჯვანა - ღირებულება არის ის რაც არ არსებობს მაგრამ მნიშვნელობს, და
ბოლოს არსისა და ჯერ-არსის ახალი გაერთიანება ფენომენოლოგების მიერ,
ღირებულებათა ახალი ონტოლოგიის დაფუძნება

ფილოსოფიაში ღირებულების ცნება ეკონომიკის მეცნიერების ანალოგიური


ცნებისგან განსხვავებით გულისხმობს ადამიანის ემოციურ მიმართებას
სინამდვილისადმი. ადამიანის ყოფნისათვის სამყაროში საკმარისი არ არის
სინამვილის მხოლოდ შემეცნება [ ცოდნა} აუცილებელია მისი შეფასებაც.
შეფსებული სინამდვილე კი არის ან მოწონებული ან დაწუნებული,
სიყვარულის და სიძულვილის ობიექტი და ა.შ. ღირებულების კვლევა
არსებითად გასულ საუკუნეში დაიწყო. ღირებულებათა ბუნების გარკვევაში
ძირითადად ორი ტენდეცია ჩამოყალიბდა. პირველი მათგანი ღირებულებას
მიიჩნევს ემოციათა, სურვილთა განხორციელებას, ღირებულებად თვლის
საგანს ან მოვლენას, რომელიც ადამიანის რაიმე სურვილს პასუხობს.
[სხვათაშორის ღირებულებისადმი მსგავს მიდგომას ემყარება
სოციოლოგიური კონცეფციებივ} ასეთი გაგების ფსიქოლოგისტურობის
საპირისპიროდ მეორე მიმართულება ცდილობს მეტეფიზიკური ახსნა და
განსაზრვრება გამოუძებნოს ღირებულებას. სუბიექტივისტური
აქსილოგიური კონცეფცია, ერთი თავისებური მომენტით ხასიათდება -
ღირებულება სუბიექტით განსაზღვრულია, სუბიექტივიზმი თვლის, რომ
ღირებულებათა წყარო სუბიექტია - ადამიანია, ანდა ადამიანთა ჯგუფია.
სუბიექტივიზმი ღირებულებათა თეორიაში სვა არაფერია, თუ არა მტკიცება
იმისა, რომ ღირებულება, რომელიც შეფასების აქტში გვეძლევა, სუბიექტის
მიერ არის წარმოშობი;ი და მთლიანად მას ექვემდებარება. ღირებულების
სუბიექტივისტური გაგების კარგი მაგალითია ნიცშეს ფილოსოფია და
პრაგმატიზმი.

ღირებულებათა ობიექტივისტური თეორიები, უპირველეს ყოვლისა,


ამტკიცებენ, რომ არსებობს რეალობისაგან სავსებით დამოუკიდებელი
იდეალურ ღირებულებათა თავისთავადი სამყარო. ღირებულება არ არის
შეფარდებითი ცნება, ღირებულებას არა აქვს აუცილებლობითი მიმართება
სუბიექტთან, ვინაიდან მისი არსებობა თავისთავადი, ობიექტური და ამდენად
ყოველგვარი სუბიექტურობისგან დამოუკიდებელია. ღირებულებას
თავისთავადი. იდეალური და ობიექტური წესით არსებობა ახასიათებს.
რიკერტის მიხედვით სამყარო შედგება იმისგან რაც არსებობს - ეს არის
ობიექტები და სუბიექტები, რაც მნიშვნელობს - ეს არის ღირებულება, ის რაც
არსებობს ცალკეული მეცნიერებების სგანია, ხოლო ის რაც მნიშვნელობს -
ღირებულება კი ფილოსოფიისა..
ღირებულების სუბიექტივისტური და ობიექტივისტური თეორიების
შეპირისპირებისას ჩანს ამ თეორიების ცალმხრივობა. თუ ობიექტივისტური
თეორიების მიხედვით არსებობს რეალობისგან, ადამიანისგან,
კაცობრიობისგან სრულიად დამოუკიდებელი, იდეალურ ღირებულებათა
თავისთავადი სამყარო. სრულიად საპირისპირო თვალსაზრისს შეიცავს
სუბიექტივისტური თეორიები, რომლებშიც ღირებულება ხასიათდება,
როგორც სუბიექტით განსაზღვრული, ღირებულების წყარო ადამიანია ან
ადამიანთა ერთობა. სუბიეტივისტურ ღირებულებათა თეორიებსში არის
მტკიცება, იმისა, რომ ღირებულება, რომელიც შეფასებით აქტში გვეძლევა,
სუბიექტის მიერაა წარმოშობილი და მთლიანად მას ემორჩილება. საკითხის
სირთულე აშკარაა, მაგრამ მისი გადაჭრა შესაძლებელი, თუ
გავითვალისწინებთ ამ თეორიების ცალმხრივობას. გამომდინარე იმ
ფაქტობრივი ვითარებიდან რომლის მიხედვითაც ღირებულებებს ადამიანზე
ზემოქმედება შეუძლიათ. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ღირებულებათა
სამყარო არ შეუქმნია არც ღმერთსა და არც ადამიანს,ღირებულება არ არის
არანაირი სუბიექტის - არც ღვთაებრივის და არც ადამიანურის წარმონაქმნი.
ღირებულებები არსებობენ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გარეშე და ჩვენთვის,
ოღონდ არსებობენ არა რეალურად, არამედ იდეალურად. ისინი არსებობენ
იდეალურად და ჩვენგან რეალურ ხორცშესხმას მოითხოვენ. ეს უკვე იმაზე
მიუთითებს, რომ ისინი ობიექტურად არსებობენ. ობიექტურობის ცნებას ორი
მნიშვნელობით მოიხმარენ ხოლმე: მატერიალური სამყაროს თავისთავადობის,
ადამიანის ნებისაგან დამოკიდებლობის აღსანიშნავად და ადამიანური
ცნობიერების ამ სინამდვილესთან შესატვისი, მისი ადექვატურად
გამოთქმული შინაარსის -ჭეშმარიტების დასახასითებლად. ცხადია, რომ
ორივე ამ მნიშვნელობას საერთო ძირი აქვთ. ობიექტური სინამდვილე და
ობიექტური ჭეშმარიტება არის, ის რაც დამოუკიდებელია სუბიექტისაგან,
ადამიანისაგან. მაგრამ ისიც ნათელია, რომ ეს ორი მნიშვნელობა არსებითად
განსხვავდება ერთმანეთისაგან. სინამდვილის ობიექტურობაში ჩვეულებრივ
იგულისხმება ის, რომ იგი არსებობს ადამიანის გარეშე და ადამიანამდე და
მისი არსებობისათვის სრულებითაც არ არის საჭირო ადამიანის,
ცნობიერების,სურვილების და ემოციების არსებობა.. ჭეშმარიტება კი
თითქოსდა დამოუკიდებელია სუბიექტის ნება - სურვილისაგან, მაგრამ
ცნობიერებამდე და ცნობიერების გარეთ არ არსებობს. პირიქით იგი
ცნობიერების შინაარსის დახასიათებაა, ისეთი შინაარსისა, რომელიც
ობიექტური სინამდვილის შესატვის ვითარებას გამოხატავს. მოკლედ
ობიექტური სინამდვილე თავისთავადი, ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი
არსებული სინამდვილეა, ობიექტური ჭეშმარიტება კი - ამ სინამდვილის
ზუსტი, ადეკვატური სურათი ცნობიერებაში.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელობა ობიექტურობის ცნებისა, რომელიც


განსხვავებულია ზემოღნიშნული მნიშვნელობებისა, როცა მაგალითად ნ
ჰარტმანი ღირებულებათა სამყაროს ობიექტურობას წარმოადგენს, როგორც
„დამოუკიდებლობას დამოკიდებულებაში“, ეს ტერმინი კარგად გამოხატავს
ღირებულებათა ობიექტურობისათვის დამახასიათებელ ერთ ასპექტს.
ღირებულება სამყაროში წმიდნა სახით კი არ არსებობს, როგორც რაღაც
თვისობრიობა , ან რაღაც რეალობა, არამედ იგი შეიძლება მხოლოდ სამყაროში,
სამყაროს ფუნდამენტურ კანონზომიერებაში იყოს მოძებნილი, თუ კი
ვაღიარებთ პრაქტიკული სამყაროს უსასრულო განვითარების ტენდენციას
ღირებულებათა ობიექტურობაც მასთან კავშირში უნდა ვეძებოთ..
ობიექტურობა აქ სხვა არაფერია, თუ არა სუბიექტურობაზე ამაღლება, მისგან
დამოუკიდებლობა, თუ ცნობიერების ამგვარი განწყობა, ამგვარი ხედვა და
მიმართება ერთადერთია და მარად უცვლელი, მაშინ ჩვენ არ უნდა გვქონდეს
იმედი დავასაბუთოთ სპეციფიკური აქსიოლოგიური ობიექტურობის
არსებობა, საქმე ისაა, რომ ცნობიერების ხედვის დაფიქსირება სამყაროში
მიმდინარე ობიექტურ პროცესებზე სუბიექტს უკაფავს სპეციფიკური
აქსიოლოგიური ობიექტურობისაკენ მიმავალ გზას. გამოსვალი იმაშია, რომ
ობიექტური პროცესების სამყაროში მოვძებნოთ სუბიექტის ღირებულებით
აქტივობის გამომხატველი მომენტები, ეს ვითარება ნათელი გახდება, თუ
მთელი თავისი შინაარსით წარმივიდგენთ ადამიანის და კაცობრიობის
არსებობის პირობას - შემოქმედებით აქტივობას - შრომას. შრომა ადამიანის
მიზან დასახული საქმიანობაა, მაგრამ თავის ნამდვილობაში იგი
წარმოგვიდგება, როგორც ობიექტური პროცესების სამყარო, ღირებულებათა
წყარო და საფუძველი ყოველგვარი შრომა კი არა არის, არამედ ისეთი,
რომელშიც ადამიანის თავისუფალი მიზანი ხორციელდება. ადამიანის
თავისუფალი მიზანი კი ისეთ შემთხვევაში ხორციელდება, რომელიც მაღლა
დგას ყოველდღიურ, რუტინულ ადამიანურ საჭიროებებზე. ასეთი კი არის
თავისუფალი შემოქმედებითი შრომა. თავისუფალი შემოქმედებითი შრომის
პროდუქტი არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს, მხოლოდ მისი შემოქმედის
კუთვნილება. იგი ამ აზრით საყოველთაოა და საკაცობრიო ღირებულების
მატარებე;ლი. მაშასადამე შეიძლება ვთქვათ, რომ სპეციფიკური
აქსიოლოგიური ობიექტურობა თავისუფალ- შემოქმედებითი შრომის
პროდუქტის ობიექტურობის ბუნებისაა. გამომდინარე აქედან ღირებულების
ობიექტურობა ორი ასპექტით იშლება პიროვნული და კულტურულ-
ისტორიული, ორივე ასპექტი სპეციფიკური აქსიოლოგიური ობიექტურობის
ღიაობის არსობრივი მომენტებია და ცალკე არასდროს ფუნქციობენ, ოღონდ
პირველ შემთხვევაში აქცენტირებულია ინტერმომენტალურად
მნიშვნელადობა, ხოლო მეორეში ინტერსუბიექტურად მნიშვნელადობა, რაც
განაპირობებს გონის ორ სახეს პიროვნულ სუბიექტურ და ისტორიულ=
ობიექტურ გონს.

ამრიგად, ღირებულებათა ობიექტურობის დაფუძნებისათვის სრულიად


ზედმეტი ჩანს აბსოლუტური ძლერების მქონე გონების დაშვება, ღირებულება
ფუძნდება ადამიანში წმინდა ადამიანურზე მითითებით. ‘წმინდა
ადამიანურის“ ეს გაგება უკავშირდება ადამიანის არსობრივ შესაძლებლობაზე
დაკვირვებას, იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მყარია ადამიანის ისტორიული
ცვალებადობის პროცესში. ადამიანი თავის არსობრივ შესაძლებლობაში არის
თავისუფალი, ცნობიერების მქონე, შემოქმედებითი არსება, მაგრამ ამ
შესაძლებლობათა რეალიზაცია ყოველთვის როდი ხდება, ამის შესანისნავი
მაგალითია გაუცხოების ფაქტი. გაუცხოების პირობებში ადაიანი კნინდება,
ვიტალური ინტერესებ იქცევა ერთადერთ მიზნად, ხოლო გონითი პოტენცია
ვერ პოულობს რეალიზაციას. გონითი ინტერესების ქრობა ნიშნავს იმას, რომ
ადამიანი მსგავსად ცხოველისა, ხდება შიშველი მომხმარებელი. ის ყოველ
საგანს განიხილავს მხოლოდ თავისი ვიტალური ინტერესების
თვალთახედვით,, მაღალი ადამიანური გრძნობების ადგილს იკავებს ფლობის
გრძნობა, ამ დროს ადამიანისთვის მთავარია არა ყოფნა, არამედ ქონა.. ასეთ
ადამიანს აინტერესებს მხოლოდ,ის, რისი ფლობა და მოხმარებაცაა
შესაძლებელი. ადამიანი ხდება ცალმხრივი. ის იწყებს ცხოვრებას სასარგებლო
ნივთთა სამყაროში.
ადამიანი წმინდა ადამიანური, ჭეშმარიტად ადამიანური ცხოვრებით
იცხოვრებს, მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის არსობრივ შესაძლებლობებს, მის
გონით პოტენციას ექნებათ სრული განხორციელების საშუალება, რაც შექმნის
ობიექტურ პირობებს იმისათვის, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი ადამიანური
ცხოვრების წესით იცხოვროს, იმისათვის, რომ ღირებულებებმა ჰპოვონ
განხორციელება.

ცხადია, რომ ადამიანის თავისუფალ შემოქმედებით საქმიანობაზე ლაპარაკი


შესაძლებელია, მხოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განსაზღვრულია, როგორც
მიზნით დეტერმინირებული. მიზანი არის არა რეალურად მოქმედი ძალა,
არამედ ჯერ კიდევ არარსებული, მაგრამ ამავე დროს თავისუფლად არჩეული
და მიღებული, სწორედ ასეთი მიზანი არის ღირებულება. ადამიანი
თავისუფლად ქმნის მხოლოდ მაშინ, როცა სამყაროს მიუმატებს
პრინციპულად ახალს, მანამდე არ არსებულს.. რა თქმა უნდა ადამიანს ამის
მიღწევა შეუძლია რეალური, ფაქტობრივი ვითარებისა და არსებული საგნების
გამოყენებით, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საშუალებას მიზნის
მისაღწევად. როგორც ზემოთ ადამიანის შესახებ პარაგრაფში ვთქვით,
ადამიანური არსებობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მისი არსებობა
არა დაიყვანება ბიო-ფიზიკურ და სოციალურ ფაქტორებზე, მის გამორჩეული
ნიშანი ამ სამყაროში, რომლითაც ის განსხვავდება ყველა სხვა არსებულთაგან
არის, ის რომ ის ცნობიერების, გონის მატარებელი არსება. როგორც უკვე
ვთქვით ცნობიერება ერთიანია, მაგრამ სამი ნაწილისაგან შედგება, სწორედ
ცნობიერების ამ სამი მხარის შესატვისია - სულიერი, თავისთავადი, მიზან
ღირებულებები. რადგანც ადამიანი ინტელექტის მატარებელი არსებაა, ეს უკვე
ნიშნავს, რომ მისი არსობრივი შესაძლებლობაა ჭეშმარიტების ძიებაა.
რასაკვირველი ინტელექტი, როგორც შემეცნების წყარო ორიენტირებულია
ჭეშმარიტებაზე და არა მცდარობაზე, ეს უკანასკნელი არ შეიძლება შემეცნების
მ,იზანს წარმოადგენდეს, ინტელექტის ქონა განაპირობებს და ავალდებულებს
მის მატარებელს ეძიოს ჭეშმარიტება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ჭეშმარიტება
მნიშვნელობს, „ავალდებულებს“ ცნობიერების მქონე არსებას მის
რეალიზაციას. ცნობიერების ნებელობითი მხარის არსებობა განაპირობებს
სიკეთის. როგორც თავისთავადი ღირებულების არსებობას, ზნეობრივი აქტი
ხომ თავისი არსით ნებელობითი აქტია, მისი საფუძველი თავისუფლებაშია,
თავისუფლება მისი აუცილებელი პირობაა. ბოლოს ცნობიერების ემოციური
მხარის არსებობა განაპირობებს მშვენიერების, როგორც თავისთავად
ღირებულების მნიშვნელოვნებას. ამიტომაც დასკვნის სახით შეიძლება
ვთქვათ -ჭეშმარიტება, სიკეთე და მშვენიერება ობიექტურად წარმოადგენენ
ადამიანის, როგორც ასეთის არსობრივ მიზან, თავისთავად ღირებულებებს,
ხოლო ამ მიზნის განხორციელების საშუალებებად მატერიალური და
სოციალური ღირებულებები წარმოდგებიან, რომლებიც თავის მხრივ
შეესაბამებიან ადამიანის, როგორც ვიტალური და სოციალური არსების
მოთხოვნებს.

შემოქმედება, როგორც ახლის ქმნა

შემოქმედება, რომ ახლის ქმნაა ეს სადავო არაა, პრობლემაა ის თუ როგორ


უნდა გავიგოთ სიახლე, როგორც ადამიანური საქმიანობის რეზულტატი. ამ
მხრივ სიახლის სამი გაგებაა, რომელიც შემოქმედების ცნებასთან უშუალოდ
არის დაკავშირებული. ესენია: აღმოჩენა , გამოგონება და შექმნა.

კანტი თავის „მსჯელობის უნარის კრიტიკაში“ განასხვავებს მხატვრულ და


მეცნიერულ საქმიანობას. მისი აზრით ნამდვილი გენიოსი და ჭეშმარიტი
შემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებაში, სადაც ადგილი აქვს არა
მხოლოდ აღმოჩენას არამედ ახლის ქმნასაც. ხელოვნება არ უშვებს იმის
შესაძლებლობას, რომ მშვენიერება გამოყვანილი იქნეს რაიმე წესიდან,
რომლის საფუძვლადაც ცნება იგულისხმება, ამიტომაცაა კანტის აზრით, რომ
ხელოვანს თავად არ შეუძლია გაიგოს და სხვასაც აუხსნას, თუ როგორ ქმნის
იგი.

თავისებური გაგება შემოგვთავაზა ნეოკანტიანელმა ფილოსოფოსმა


ფაიჰინგერმა, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს აღმოჩენას და
გამოგონებას, თუ აღმოჩენა მოწოდებულია იმისკენ, რომ მოაწესრიგოს
ემპირიული მონაცემები, გამოგონებაც ანალოგიური ფიქციაა, ოღონდ ამ
ფიქციას აქვს ინსტრუმენტალური მნიშვნელობა. მართლაც არსებობს
განსხვავება აღმოჩენას, გამოგონებას და შექმნას შორის . ის კი არა განსვავება
თვითონ ამ ცნებების სახეთა შორისაც კი არსებითია: მაგალითად
განსხვავება გრძნობადი საგნებისა და მოვლენების აღმოჩენას და სხვა სახის
აღმოჩენას შორის. მაგრამ საკითხი ჩვენ შემთხვევაში ასე დგას
შემოქმედების არსი რომელ მათგანს: აღმოჩენას გამოგონებას თუ შექმნას
უკავშირდება. კანტის ზეოთხსენებული დებულება, რომ მეცნიერული
აღმოჩენა ცნებიდან მომდინარეობს, ხოლო ხელოვნების ქმნილება კი არა.
საფუძვლად დაედო თვალსაზრისს, რომ მეცნიერებას ისტორია აქვს ან
სხვაგვარად მეცნიერებაში სახეზე გვაქვს ლოგიკური გამომდინარეობა, რაც
იმას ნიშნავს, რომ ერთი მინაღწევარი განაპირობებს მეორეს, მეცნიერება
ემყარება ცნებების გამომდინარეობის ლოგიკას, თუ ვინმე ვერ აღმოაჩენს
რაიმე კანონზომიერებას გამომდინარეობის ლოგიკის ძალით ადრე თუ გვიან
სხვები აღმოაჩენენ. ხელოვნებას კი ისტორია არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ
თვითოეული ხელოვნების ქმნილება თვითკმარი, უნიკალური ფენომენია,
რომელიც შეუძლებებელია სხვისგან გამომდინარეობდეს, სიახლის ამ სამი
სახის: აღმოჩენის , გამოგონების დ შექმნის საკითხის განხილვა არსებითად
უკავშირდება იმას, არის თუ არა ქმნილება მთლიანად დამოკიდებული
შემოქმედზე, აქ არ უნდა გავიგოთ ისე თითქოს ამ შემთხვევაში ჩვენ
გვაინტერესებს შემოქმედი პიროვნების განსაზღვრულიბა ბიოლოგიური თუ
სოციალური ფაქტორების მიერ, რაც თავის მხრივ ძალიან საინტერესო
პრობლემაა და რის შესახებაც უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამჯერად კი
ჩვენი კითხვაა ეხება თვითონ ქმნილებას, შემოქმედებითი პროცესის
პროდუქტს, მინაღწევარის დამოუკიდებლობის ხასიათს. თუ შემოქმედება
აღმოჩენაა, მაშინ აღმოსაჩენი არსებულა შემოქმედის გარეშე და შემოქმედის
დამსახურება, მხოლოდ მის დანახვაში, მოსაძებნი გზების მიკლევაშია,
ხოლო თუ შემოქმედება გამოგონებაა, იმ მნიშვნელობით, როგორც მის
შესახებ სააუბრობს ფაიჰინგერი, მისი აზრით შემოქმედება
ინსტრუმენტალური ბუნებისაა, შემოქმედის მიერ შექმნილი
იარაღია,საჭიროა, გამოსაყენებელია და ამდენად სასარგებლოა, მაგრამ მაინც
ფიქციაა. არსებითად კი იგი შემოქმედებითად ყოფილა შექმნილი, როგორც
გონებისეული კონსტრუქცია. ფაიჰინგერი ნეოკანტიანელია და იგი
მთლიანად უარყოფს კანტის მოძღვრებიდან ნივთი თავისთავადის ცნებას.
აქედან გამომდინარე შემეცნებით გონების კონსტრუქციად მიიჩნევს
გამოგონებას, რომელიც თითქოსდა ინტოლოგიურს არ წარმოაჩენს,
რადგანაც ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს. შემოქმედებაც მასთან ასევეა
გაგებული, შემოქმედებითი მინაღწევარი, შემოქმედი სუბიექტის
პროდუქტია და მას არა აქვს ონტოური სიღრმე, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ
მის გამოგონებაზე და არა აღმოჩენაზე. ფაიჰინგერის თვალსაზრისი იმის
მაუწყებელია, რომ ონტოლოგიური ნიჰილიზმი ან სხვაგვარად
ონტოლოგიურ მომენტზე უარის თქმით, ვერც სამყაროს სურათს ავაგებთ და
ვერც შემეცნების შესაძლებლობას დავასაბუთებთ. შემოქმედების ბუნების
ახსნისას ონტოლოგიური ფაქტორის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელს
ხდის შემოქმედების პროცესის გაგებას. თუ არ ვაღიარეთ შემოქმედების
საგნის არსებობა, შემოქმედისგან დამოუკიდებლად მაშინ რაიმეს გაგებისა
და შექმნის მცდელობას არ ექნება არანაირი აზრი, სწორედ ეს
ონტოლოგიური ფაქტორი არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ,
შემოქმედებაზე, შემეცნებაზე და ა.შ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოქმედება
აუცილებლად გულისხმობს აღმოჩენის მომენტს. იგი შემოქმედების
საგნითაა განპირობებული და მის მიკვლევას გულისხმობს ინდივიდისა თუ
შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. მეცნიერის შემოქმედება იმაშია, რომ იგი
წვდება არსებულ ობიექტურ კანონზომიერებას და მეცნიერული კანონის
ფორმულირებას აღწევს. არსებითად იგივე ვითარება გვაქვს მხატვრული
შემოქმედების შემთხვევაშიც. ხელოვნებამ რეალური უნდა წარმოადგიმოს,
მაგრამ რეალურად კი არა, არამედ უნდა გაითამაშოს იგი. უნდა გაითამაშოს
ადამიანური ყოფიერება. ამ ყოფიერების ის საიდუმლოებანი, რომელის
მანამდე არავის მიუკვლევია. გენიოსი ადამიანური ყოფიერების სიღრმეში
იჭრება, იქ აღმოაჩენს ადამიანისთვის ჯერაც მიუწვდომელს. მაგრამ არა
გამონაგონ ადამიანურ ყოფიერებას, სათანადო საშუალებებით გამოსახავს
მას და სხვა ადამიანებს დაანახვებს. მას შეუძლია გამოიგონოს გამოსახვის
საშუალებები, შეარჩიოს მასალა და სხვ. მაგრამ მის მიერ გამოსახული
ადამიანური ყოფიერება ნამდვილი ადამიანური ყოფიერება უნდა იყოს.
რეციპიენტმა მასში უნდა იცნოს, ის რისკენაც ის მიისწრაფვოდა, რასაც იგი
გაურკვევლად გრძნობდა.მაგრამ რაც თავისი სრული სახით წარსდგა მის
წინაშე. ეს კი ნიშნავს, რომ ხელოვნებაც აღმოჩენაა, ადამიანური ყოფიერების
საიდუმლოებათა აღმოჩენა. აღმოჩენის ნიშანი აუცილებელია
შემოქმედებისათვის, გამოგონება შეიძლება გაგვეგო, როგორც აღმოჩენა,
ოღონდ იმ დამატებით, რომ აქ ობიექტურის წვდომას ჩვენს მიერ შექმნილის
მომენტიც ემატება. მაგრამ ის რაც ითქვა აღმოჩენის შესახებ ძალაშია
გამოგონების მიმართაც. მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ, შემოქმედება
აღმოჩენაა. აღმოჩენის ნიშანი აუცილებელი და საკმარისი პირობაცაა
შემოქმედებისათვის, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, შემოქმედება არ უდრის
აღმოჩენას, შეიძლება გვქონდეს აღმოჩენა, რომელიც შემოქმედებად არ
ჩაითვლება. ახლა გავარკვიოთ, თუ რა ნიშანი უნდა დაემატოს აღმოჩენას,
რომ იგი შემოქმედების ცნების შინაარსში მოექცეს..დასკვნის სახით
შეიძლება ვთქვათ, რომ შემოქმედებასთან უშუალოდ არის დაკვშირებული
სიახლის სამივე სახე, ის ერთდროულად აღმოჩენაცაა, გამოგონებაც და
შექმნაც.

ამრიგად შემოქმედების არსებითი მახასიათებელია ის, რომ შემოქმედების


პროდუქტი, ქმნილება სიახლის ნიშანს უნდა ატარებდეს, ის რაც არსებობდა,
რაც წარსულში შეიქმნა და ახლა მხოლოდ განმეორდა ის თანამედროვეობის
თვალსაზრისით სიახლედ არ ჩაითვლება.. მაგრამ სიახლეცაა და სიახლეც, აქ
უნდა გავარკვიოთ სიახლის რა ასპექტებს შეეხება საქმე, გათვალისწინებული
უნდა იქნეს შემოქმედების პროცესის სხვადასხვა მხარეები, როგორც
შემოქმედების მინაღწევარი, ისე თავად შემოქმედის პიროვნული
მახასიათებლები, ისე მისი მიკრო სოციალური გარემო, კაცობრიობა
მთლიანად და მათი მიმართება შემოქმედების მინაღწევარისადმი. ტერმინი
სიახლე სხვადასვა შინაარსის მატარებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ რას
ეხება საქმე : შემოქმედ სუბიექტს, საზოგადოების მიკრო - ჯგუფს, ერს და
ეროვნულ კულტურას თუ ზოგადკაცობრიულ კულტურას

სიახლის დონეები

ამ თვალსაზრისით სიახლის რამდენიმე გაგება შეიძლება არსებობდეს.

1. ქმნილების სიახლის სუბიექტური განცდა, როცა რეალურად ის ახალი


კი არ არის არც საკაცობრიო არც ეროვნული კულტურისთვის, არც
სუბიექტისათვის, თუმცა ამ შემთხვევაში, სუბიექტი დარწმუნებულია, რომ
მან შექმნა, აღმოაჩინა თუ გამოიგონა ესა თუ ის ქმნილება, სინამდვილეში კი
ეს ოდესღაც სადღაც უნახავს წაუკითხავს, გაუგონია მეხსიერებას კი ეს
შინაარსი არ შემოუნახავს, მეხსიერების წარმოდგენა წარმოსახვასთან
გაუგივებია, ასეთ სიახლეს ფენომენალური ეწოდება. სადც მხოლოდ
სიახლის, შემოქმედების ფსიქოლოგიური განცდა გვაქვს, ეს შემთხვევა
განსხვადება იმ ისგან, როცა ადამიანი განზრახ ცდილობს სხვისი მიღწევა
თავისად გაასაღოს.

2. სიახლე სუბიექტურად, ასეთ მოვლენასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა


მსგავსი ქმნილება ცნობილია კაცობრიობისათვის, მაგრამ უცნობია მისი
ხელახლა აღმომჩენი, გამომგონებელი ან შემქნელი სუბიექტისავის. ამ დროს
იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე , როცა სუბიექტს აქვს ყველა უნარი რაც
შემოქმედი პიროვნებისთვის არის დამახასიათებელი, მას შეუძლია იამაყოს
საკუთარი შესაძლებლობებით, თუმცა ფართო აზრით ის არ იქნება ახალი,
მის მიერ შექმნილ პროდუქტს ეკლება პრინციპულად ახლის ნიშანი ამდენად
ის არ ჩაითვლება ობიექტურად სიახლედ.

. სიახლე ეროვნული კულტურის თვალსაზრისით. განსაკუთრებით


შესაძლებელი იყო მაშინ, როცა კულტურაები მეტნაკლებად
იზო;ლირებულნი იყვნენ, ასეთ შემთხვევაში ის რაც ერთი კულტურის
მინაღწევარს წარმოადგენდა შეიძლება უცნობი ყოფილიყო, სხვა
კულტურისათვის ამიტომ შეიძლებოდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
მომხდარიყო დიდი აღმოჩენები, რომლის მაგალთებიც იცის კულტურის
ისტორიამ, მაგ, კანტ-ლაპლასის, ლაიბნიც-ნიუტონის თეორიები და სხვა.

სიახლე ობიექტური თვალსაზრით პირველ მინაღწევარია, თუმცა ამის


დადგენა მსოფლიო ისტორიული პროცესის მრავალფეროვნებიდან
გამომდინარე მეტ-აკლებად სირთულეებთან არის დაკავშირებული,
რადგანაც არ არსებობს უტყუარი ფაქტები, წყაროები დასკვნების
გამოსატანად, მიუხედვად ამისა მეცნიერების თანამედროვე მონაცემებიზე
დაყრდნობით შეიძლება მივუთითოთ სიახლის ობიექტურ ფენომენზე
კაცობრიობის მასსტაბით, მაგ, მეცნიერების თანამედროვე მონაცემების
მიხედვით ღვინის სამშობლო საქართველოა, ამ ფაქტის აღიარებამდე, რასაც
წინ უძღოდა არქეოლოგიის მონაცემები, ღვინის სამშობლოდ ირანის ზეგანი
მიიჩნეოდა, გლობალიზაციის და მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაში
გაცილებით გაადვილდა სიახლის საკაცობრიო მნისვნელობის
დაფიქსირება .

შემოქმედების სახეები.

შემოქმედების არსის გაგება თავს იჩენს შემოქმედების სახეების


პრობლემის გადაჭრისას. შემოქმედება ადამიანის მოღვაწეობის, ობიექტურ
ღირებულებათა სფეროში მოქმედების ასპარეზს გულისხმობს და ახლისა და
ღირებულის წვდომასა და გადასაცემად დაფიქსირებაში გამოიხატება.
მაგრამ დავსვათ კითხვა, სადამდე წვდება მისი საზღვრები.

ჩვენ მივუთითეთ შემოქმედების ისეთ ვიწრო გაგებაზე, რომლის


მიხედვითაც მხოლოდ მხატვრული შემოქმედება, როგორც ,,შექმნა“, იყო
აღიარებული შემოქმედების ერთადერთ სახედ. ასეთი შეხედულება ჩვენ არ
გავიზიარეთ იმ საფუძველზე, რომ შემოქმედება ობიექტური
ღირებულებითი ვითარების წვდომაა, აღმოჩენაა, და ამის გამო მეცნიერებაც
შემოქმედების სფეროს განეკუთვნება. აქ შორს წაგვიყვანდა შემოქმედების
სახეთა საკითხზე შეხედულებათა ისტორიისა და მასზე დღევანდელი
კამათის გადმოცემა. დღეს ნაკლებად პოპულარულია შემოქმედების
სახეების ისეთი დაყოფა, რომელსაც გვაძლევდა, მაგ. რიბო. ამ ავტორის
მიხედვით, შემოქმედებითი წარმოსახვის მთელი მონაღვაწარი ორად
შეიძლება გავყოთ - მხატვრულ გამოგონებად და პრაქტიკულ გამოგონებად.
პრაქტიკული შემოქმედება მისი აზრით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ
უკავშირდება სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ( ასეთია
მეცნიერების აღმოჩენა, სოციალური და პოლიტიკური სფეროს შიგნით
აღმოჩენები, მითოლოგიაცა და რელიგიაც), ხელოვნება კი თამაშს ჭარბი
ენერგიის ხარჯვას უკავშირდება. შემოქმედების სახეების პრობლემა დღეს
ადამიანის ბუნების გაგებასთანააა არსებითად დაკავშირებული. თუ
მხედველობაში მივიღებთ, რომ ადამიანის საქმიანობა ოთხი განსხვავებული
აქტის სახით დანაწევრდება - თეორიულ, ესთეტიკურ, ეთიკურ და
პრაქტიკულ აქტებად, მაშინ შემოქმედების ოთხი შესაბამისი სახე უნდა
არსებობდეს.

თეორიული შემოქმედება გულისხმობს შემეცნების აქტს. ადამიანის


შემეცნებითი მიდგომა, შემეცნებითი განწყობა შემდეგი თავისებურებებით
ხასიათდება. ჩვენ გვაინტერესებს, გავიგოთ ობიექტურად არსებული საქმის
ვითარებები. ამ მიზნით უნდა ვეცადოთ ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ
სინამდვილეში ჩვენი შემმეცნებელი აქტივობის ჩარევით არაფერი
შევცვალოთ. ყალბი ლოზუნგია მეცნიერების საგნისადმი ვნებითი სწრაფვის
მოთხოვნა. ვნება როგორც სუბიექტური ფაქტორი, უნდა ჩამოვაცილოთ
შემეცნების პროცესს და ცივი გონებით განსჯას უნდა დავუთმოთ ასპარეზი
(ვნება ფსიქოლოგიურად თავის დადებით როლს მხოლოდ მეცნიერული
საქმიანობის დაწყებისთვის ასრულებს და არა შემეცნების შინაარსის
სიყვარულის, მოწონების ან სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო.
თეორიული მიდგომისას ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი არაშემეცნებითი
მიზნები და მისწრაფებები. კვლევის გამიზვნა და დაგეგმვა, როგორც ყოველი
დაგეგმვა, მხოლოდ პრაქტიკის (მეცნიერული მუშაობის ორგანიზაციის)
საქმეა და არა თვითონ თეორიული მოღვაწეობისა. როგორც
ფილოსოფოსებმა შენიშნეს, თუ გინდათ თეორიული კვლევა პრაქტიკაში
გამოგადგეთ, მაშინ დროებით მაინც, კვლევის პროცესში, დაივიწყეთ ეს
პრაქტიკული მიზანი, რადგანაც მისი შეჭრა თეორიულ კვლევაში
სუბიექტურ მინარევს მოგვცემდა, შეცვლილი სახით წარმოგვიდგენდა
საძიებელი საქმის ვითარებას. მეცნიერება, როგორც შემოქმედების
რეზულტატი თავისებურია, თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ
მასში ადამიანის სურვილები არ არის უკუფენილი, იგი ზეპიროვნულია.
მეცნიერება მოწოდებულია საგანი ისე წარმოადგინოს ცნებათა ქსელი
საშუალებით,, როგორც ის თავისთავად აარსებობს. მეცნიერება ცნებების
საშუალებით გვაძლევს ცოდნას საგანზე და არა მის შემმეცნებელზე. აქ
ადამიანი თითქოს თავის თავს უკან მალავს, თუმცა რასაც ადამიანი
მეცნიერებაში აკეთებს ყველაფერი ეს ადამიანისათვისაა გამიზნული,
რადგან ადამიანს სინამდვილეზე გაბატონება, მისი მართვა სურს და ეს კი
განუხორციელებელი იქნება ამ სინამდვილის შემეცნების გარეშე. ასეთი
მიდგომა სწორია არა მხოლოდ ბუნების მეცნიერებებისათვის0, არამედ ე.წ.
საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი
სოციალურ მოვლენათა ბუნების ცოდნას იძლევა. მეცნიერება ჭეშმარიტების
შემეცნებას ემსახურება და რა თქმა უნდა იდეალური ბუნებისაა,
ჭეშმარიტება კი იდეალური იმიტომ, რომ ის მატერიალური სახით არ
არსებობს და არც მისი ნიშნებით შეიცნობა. ჭეშმარიტება ღირებულებაა
იმიტომ კი არა, რომ სასარგებლოა, არამედ პირიქით რაიმე აზრი
სასარგებლოა, მას შეუძლია სარგებლობა მოგვიტანოს იმიტომ, რომ,
ჭეშმარიტია.

თეორიული შემოქმედები საპირისპიროდ, პრაქტიკული შემოქმედება


ჩვენს მიზნებს და მათ შესაბამისად ობიექტური სინამდვილის შეცვლას,
გარდაქმნას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ასეთი გარდაქმნა მაღალ დონეზე
მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მანამდე თეორიული მუშაობა
გაგვიწევია, გარადქმნისა და გარდასაქმნელი სინამდვილის
თავისებურებები შეგვიმეცნებია, მაგრამ ეს პრაქტიკული მოღვაწეობის
მხოლოდ ინსტრუმენტია და არა თვითონ პრაქტიკული მოღვაწეობა.
თავისთავად ადამიანის პრაქტიკული მოქმედება შეიძლება არ მიმართავდეს
ცნობიერებას, ღირებულების ვითარების თუ გარდაქმნის გზების
გაცნობიერებას. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკული მოქმედების არც ზოგადი
დაფიქსირება ხდება და არც კულტურის შემადგენლობაში შედის ეს
მოქმედება, იგი არაა შემოქმედება. შემოქმედებად მას აქცევს მიზნების,
საშუალებებისა და განხორციელების გზების პირველაღმოჩენა, ზოგადი
მსჯელობების სახით ჩამოყალიბება. მაშინ ისე გამოდის, თითქოს პრაქტიკაც
მხოლოდ თეორიად ქცევის შემთხვევაში იქცევა აღმოჩენად. ეს ასეცაა.
განსხვავებას კი ის ქმნის, რომ პირველ შემთხვევაში ,,თეორიული თეორია“,
თეორიული შემეცნება გვაქვს, მეორე შემთხვევაში კი ,,პრაქტიკული
თეორია“. ერთი შეხედვით შეიძლება ისე გვეგონოს, რომ პრაქტიკა მაინც არ
შეიძლება ისეთ ცნებათა რიგში დავაყენოთ, როგორიცაა თეორიული
საქმიანობა, მხატვრული შემოქმედება ან ეთიკური თუ რელიგიური
მოღვაწეობა, რომ პრაქტიკა გაყოფის სხვა საფუძვლის შედეგად გამოიყოფა,
ვიდრე შემეცნება, მხატვრული შემოქმედება და და ეთიკურის ან
რელიგიურის სფერო. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია თვითოეული ეს
უკანასკნელთაგანი სულიერი, გონებისეული მოღვაწეობის სფეროს
ეკუთვნოდეს და თვითოეული მათგანი შეიძლება პრაქტიკულ მოღვაწეობად
გარდავქმნათ. ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, როგორც
ერთი გვარის ორი სახე, არა პრაქტიკა და შემეცნება ან პრაქტიკა და
მხატვრული შემოქმედება, არამედ სულიერი, გონებისეული მოღვაწეობა,
ერთი მხრივ, და პრაქტიკული მოღვაწეობა, მეორე მხრივ.
ასეთი გამოყოფისა და დაპირისპირების წინააღმდეგ თავისთავად
ვერაფერს ვიტყოდით, მაგრამ სწორი არაა მოსაზრება, რომ პრაქტიკა არ არის
იმ გაყოფის კანონიერი წევრი, რომელშიც გამოიყოფა შემეცნებითი და
მხატვრული შემოქმედება. ასეთი დაპირისპირება, რომელზეც ზემოთ უკვე
იყო ლაპარაკი პრაქტიკულსა და სულიერ, გონებისეულ მოღვაწეობას შორის.
შესაძლებელია და არსებობს დაყოფის სხვა წევრთა შორისაც. მაგალითად,
ასე შეიძლება ერთმანეთს დავუპირისპიროთ შემეცნება და მხატვრული
შემოქმედება: მხატვრული შემოქმედება შეიძლება ვაქციოთ შემეცნების
საგნად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი შემოქმედება შემეცნებად
,,გარდავქმნით“, ამით მეცნიერული შემეცნება და მხატვრული შემოქმედება
ერთი გვარის ორ სახეს არ წარმოადგენს.

პრაქტიკა ეხება მოქმედების კერძო შემთხვევისადმი რაიმე გონებისეულის


მიყენებას. შემოქმედებითი ხასიათი კი პრაქტიკას ორი აზრით შეიძლება
ჰქონდეს. 1. პრაქტიკა შემოქმედებითი ხასიათის იქნება, თუ საქმე ეხება
შემოქმედებითი მინაღწევარის დანერგვას მოქმედებათა კერძო სფეროებში
(ტერმინს ,,შემოქმედებითი პრაქტიკა“ ამ შემთხვევის მიმართ არ მოვიხმართ.
რამდენადაც საქმე ეხება არა თვითონ პრაქტიკის შემოქმედებითობას),.

2. პრაქტიკა შემოქმედებითი იქნება ( და ,,შემოქმედებითი პრაქტიკის“


ტერმინით აღინიშნება) მაშინ, როცა რაიმე სულიერი მოღვაწეობის კერძო
მოქმედებაში მიყენების საქმე ახალია და თვითონ შეიცავს ობიექტურ
ღირებულებით ნიშანს. თანახმად შემოქმედების ზემოთმოყვანილი
განმარტებისა, ეს ორი ნიშანი აუცილებელია შემოქმედებისათვის, და,
მაშასადამე, არც პრაქტიკული შემოქმედება შეიძლება წარმოადგენდეს
გამონაკლისს. პრაქტიკული შემოქმედება თავს იჩენს ტექნიკური,
სამეურნეო, ყოფითი, საზოგადოებრივ ერთად ცხოვრების პრობლემებთან
დაკავშირებულ მოღვაწეობაში. იგი ერთგვარი სტრუქტურის სახით
წარმოგვიდგება, რომლის თავშიც დგას ზოგადი თეორიული მინაღწევარი,
შუაში - მისი შედარებითი კონკრეტიზაცია ( მიყენება უფრო კერძო
პრობლემისადმი), ბოლოში კი - მისი ინდივიდუალური კონკრეტიზაცია
ქცევებში, მატერიალურ საგნებსა და მოვლენებში, საზოგადოების
ორგანიზაციულ მართვაში და ა.შ.

ესთეტიკური შემოქმედება გულისხმობს ისეთი გარეშე ინტერესების


ჩამოცილებას, როგორიცაა პრაქტიკული , თეორიული და ეთიკური მიზნები.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რაღაც სინამდვილესთან შესახვედრად, მაგრამ ეს
სინამდვილე ნამდვილიც არ უნდა იყოს, იგი მხოლოდ გათამაშებაა
ადამიანური ყოფიერებისა ჩვენს წინაშე. მხატვრული შემოქმედება ჭეშმარიტ
ადამიანურ ყოფიერებას წვდება და ხატოვნად გაითამაშებს მას აღმქმელის
(მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის) წინაშე.

მხატვრული შემოქმედება არის ადამიანური ყოფიერების საიდუმლო


პირველგანათება და აღმქმელისათვის მისი დანახვება. როგორც ზემოთ
ითქვა ხელოვნება თავისებურ ობიექტურ საქმის ვითარებებს აღმოაჩენს, ესაა
ჯერუხილავი ადამიანური ყოფიერება, რომელიც სუბიექტსაც მოიცავს
ობიექტური რეალობის თავისებური წევრის სახით . სწორედ სპეციფიკური
ობიექტურის ამ ჩარევამ წარმოშვა აზრი იმის შესახებ, რომ ხელოვნება,
მეცნიერებისაგან განსხვავებით, ობიექტურ საქმის ვითარებებს კი არ
აღმოაჩენს, არამედ შემოქმედი სუბიექტის შენაქმნს წარმოადგენს.
სინამდვილეში ხელოვნებაც წვდომაა. აღმოჩენაა, ოღონდ მისი აღმოსაჩენი
ყოფიერება სუბიექტის ყოფიერებასაც მოიცავს, გრძნობადად გაითამაშებს მას
და არა ცნებების მეშვეობით გამოსახავს. ნხატვრული შემოქმედება
ესთეტიკური ღირებულების მშვენიერების, როგორც ობიექტურრი
ღირებულების რეალიზაციაში მდგომარეობს, ესთეტიკური ღირებულება
დაკავშირებულია ცნობიერების ემოციურ მხარესთან. ესთეტიკური
ღირებულება წმინდა სახით მოცემულია ხელოვნებაში. მისი მიზანი კი არა
არის სინამდვილე გამოსახოს ისე, როგორც ის არის ე.ი მისი მიზანი არ არის
ჭეშმარიტება. ამიტომ ხელოვნების ღირებულება ჭეშმარიტებასი არ
მდგომარეობს. ადამიანს იდეალები მიზნები ა,ქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ
სინამდვილეს იგი თავისი იდეალების მიხედვით უყურებს, მას ის კი არ
სურს, რომ ხელოვნებაში სინამდვილე დაინახოს, როგორც ამგვარად
არსებული, არამედ ისეთი, როგორიც სასურველია მისთვის, როგორც მისი
აზრით იგი უნდა იყოს. ამიტომ ხელოვნება უფრო შექმნაა იმისა, რაც
ადამიანისათვის სასურველია, ვიდრე იმის ასახვა რაც უშუალოდ
არსებულია,. თუ თეორიული შემოქმედება ორიენტირებულია
ჭეშმარიტებაზე, ხოლო ზნეობრივი ცნობიერება სიკეთეზე, ესთეტიკური
ცნობიერება თავის უმაღლეს ღირებულებად მშვენიერებას მიიჩნევს. ამის
მიუხედავად ხელოვნება ჭეშმარიტების და სიკეთის მიღმა არ დგას. მასში
ჭეშმარიტებას და სიკეთეს დაქვემდებარებული ადგილი უკავიათ,
ხელოვნებაში ჭეშმარიტება და სიკეთე ისეა მოცემული, რომ ის მშვენიერების
განცდას აღძრავდეს. სწორედ ეს გარემოება საჭიროებს ყურადღებას, ხომ არ
მოიცავს ესთეტიკური შემოქმედება შემოქმედების თეორიულ , ეთიკურ და
პრაქტიკული სახეების თავის თავში, სწორედ ამის გამო ხომ არ თვლიდა
კანტი მხატვრულ შემოქმწდებას შემოქმედების ერთადერთ სახედ. ამ
კითხვებს, რომ პასუხი გავცეთ სულიერ ღირებულებათა მსგავსება
განსვავების საკითხში უნდა გავერკვეთ, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ
სიღრმეს შეძენს შემოქმედების სახეების ურთიერთმიმართების საკითხს,
თითოეული მათგანის სპეციფიკის გამორკვევას და სხვა.

ეთიკური, ზნეობრივი აქტიც არსებითად განსხვავდება


ზემოთმითითებული აქტებისაგან. იგი თავისთავად არც თეორიულ, არც
ჩვენი მიზნებისამებრ სინამდვილის გარდაქმნის პრაქტიკულ და არც
მხატვრულ მიდგომას არ გულისხმობს. (თუმცა თავის მომენტად მათ
შეიძლება შეიცავდეს, მაგალითად, ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ
რომ სწორი ზნეობრივი გადაწყვეტილება მიიღო). ეთიკური განწყობა
გულისხმობს ადამიანთა ნების პატივისცემა, საკუთარი და სხვისიც
მოქმედების იმის მიხედვით შეფასება, თუ რამდენად არ აზიანებს და
უწყობს იგი ხელს სხვის თავისუფლებას. ეთიკური სფეროც ობიექტურ
ღირებულებათა სფეროა. ზნეობის სუბიექტივისტური ინტერპრეტაცია
კრიტიკას ვერ უძლებს, რამდენადაც თუ ზნეობა ობიექტური ღირებულება
არ იქნებოდა და სუბიექტურ ღირებულებათა სფეროს მიეკუთვნებოდა, ასეთ
შემთხვევაში სრულიად შეუძლებელია ზნეობის რაიმეგვარი დაფუძნება,
რადგანაც ზნეობა ობიექტურ ღირებულებას გულისხმობს, შესაძლებელია
შემოქმედება, აღმოჩენა ზნეობრივ სფეროში. თუმცა აქაც წამოიჭრება იგივე
საკითხი, რაც პრაქტიკის შესახებ დაისვა. შემოქმედება არ შეიძლება
ეწოდოს მხოლოდ ზნეობრივ ქცევას, თუ ის რაიმეგვარად ზნეობრივი
თეორიის, ზნეობრივი მოძღვრების სახით არ იქნა წარმოდგენილი. ამიტომ
ეთიკურ სფეროში შემოქმედებად ჩაითვლება მხოლოდ თეორიული
ეთიკური მოღვაწეობა (რაზეც, მაგ. პრეტენზიას აცხადებს ქრისტიანობა და
სხვა რელიგიურ- ეთიკური თუ წმინდა ეთიკური თეორიები). მაგრამ ასეთ
შემთხვევაში მივიღებთ, რომ ეთიკური სფერო მეტისმეტად ღარიბია და
ღარიბადვე დარჩება აღმოჩენებით, ე.ი. შემოქმედებით. ასეთ შემთხვევაში
იქნებ დაგვეხმაროს იმ ფაქტზე მითითება, რომ ადამიანები აქ
ფსიქოლოგიური აღმოჩენის სიმრავლეს გვიჩვენებენ. ჩვენი აზრით, აქ არის
ერთი საგულისხმო გარემოება, რომელიც გამოსავალსაც გვაძლევს ამ
სიძნელიდან. საქმე ისაა, რომ ადამიანთა მიერ ინდივიდუალურად
განხორციელებული ეთიკური ქცევა, ფსიქოლოგიური ასპექტით აღმოჩენა,
მაინც უნდა ობიექტურ ღირებულებათა პირველ აღმოჩენად ჩავთვალოთ,
მართალია არა თეორიულად, მაგრამ ადამიანური არსებობის კულტურის
თვალსაზრისით. ადამიანი ერთხელობრივი, განუმეორებელი არსებაა, და
მისი ყოველი ქცევა, რომელიც მის ამ ერთხელობრივ, განუმეორებელ
ყოფიერებას მოიცავს, ძველი ქცევების განმეორება კი არააა, არამედ ახალია,
თვითმყოფადია (თეორიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა , ის
განმეორებააა, მაგრამ აქ ჩვენ თეორიის სიბრტყეში კი არ ვდგავართ, არამედ
ერთხელობრივი ადამიანური ყოფიერების სიბრტყეში). ამიტომაცაა, რომ თუ
მეცნიერული აღმოჩენის სუბიექტურ განმეორებას არავითარი ფასი არა აქვს
კულტურისათვის, სუბიექტურ ფსიქოლოგიურ ეთიკურ ,,აღმოჩენას“ ერისა
და კაცობრიობის კულტურული საგანძური მიითვლის , როგორც უნიკალურ
ნებელობით და არა თეორიულ , ესთეტიკურ ან პრაქტიკულ აქტად.. სიკეთე
ცნობიერბის ნებელობით მხარესთან არის დაკავშირებული. ზნეობრივი
ცხოვრება უმაღლეს მიზნად სიკეთს ისახავს. ეს არიე ასეთი ცხოვრების
უმაღლესი ღირებულება. სიკეთე დამიანურ ურთიერთობათა
მომწესრიგებელი ღირებულებაა. ადამიანი სიკეთისაკენ მიისწრაფის, ეს
მისწრაფება კი ასეთია ადამიანი მასში თავის თავსაც გულისხმობს.
ადამიანთა ურთიერთობის ზნეობრივი წესები მათი იდეალებიდან
მომდინარეობს, როცა იცვლება იდეალები იცვლება ზნეობრივი წესებიც,
მიუხედავად ამისა ზნეობრივის შინაარსი მაინც მის თავისთავადობაში
მდგომარეობს. რა თქმა უნდა კეთილი ნება ბუნებისა და საზოგადოების
კეთილ და ბოროტ ძალებთან სწორი მოქცევა სასარგებლოა ადამიანისათვის,
ხელ უწყობს მის განმტკიცებას საგნობრივ სამყაროში. სიკეთე სასარგებლოა,
მაგრამ ამ სარგებლიანობის წყალობით კი არ იქცევა სიკეთ სიკეთედ, არამედ
პირიქით სწორე იმიტომაა სიკეთე სასარგებლო, რომ სიკეთეა.

შემოქმედების სახეების მსგავსება- განსხავავების საკითხი

როგორც ზემოთ ვაჩვენეთ ადამიანური საქმიანობის ყველა ძირთად


ასპექტში: თეორიულ, პრაქტიკულ, ესთეტიკურ და ეთიკური მიმართებებში
სახეზე გვაქვს შემოქმედება, რომელიც როგორც ავღნიშნეთ ადამიანური
მოქმედებების სვა ფორმებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი
პროდუქტია პრინციპულად ახლის, მანამდე არ არსებულის და ღირებულის
ქმნა, უფრო სწორედ საგანი, რომელიც შემოქმედების პროდუქტია ანუ
ქმნილებაა თვითონ კი არა არის ღირებული, არამედ მასში
განხორციელებულია ღირებულება. შემოქმედებას პროცესი ახლისა და
ობიექტური ღირებულებების განხორციელების აქტია. ამდენად
შემოქმედების სახეების მსგავსება -- განსხვავების პრობლემის გასაღებად
შეიძლება გამოდგეს ღირებულებათა ურთიერთმიმართების საკითხის
გარკვევა.. ფილოსოფიის ისტორიაში ე.წ. „ესთეტიკური ტრიადის“ -
ჭეშმარიტების, სიკეთის და მშვენიერების იგივეობის საკითხს ხანგრძლივი
ისტორია აქვს. ჯერ კიდევ პლატონი შეეცადა, ეს სამი იდეა - ჭეშმარიტება,
სიკეთე და მშვენიერება ისე გაეერთიანებინა ერთი სამივეს შემცველი
ყოფილიყო.. მისი აზრით ასეთია სახელდობრ, სიკეთე, სიკეთეა
ჭეშმარიტება და მშვენიერებაც. ეს სამი ცნება ნამდვილად ერთი და იგივე არ
არის, ჭეშმარიტება ისეთი აზრია, რომელიც სინამვილეს შეესაბამებამება, ის
არც მშვენიერება და არც სიკეთეა, ის მათ მიღმა მდგომია.. ჭეშმარიტება
იმას გამოთქვამს რაც არის, რაც არის შეიძლება იყოს მშვენიერი და კეთილი,
მაგრამ საკითხი ეხება არა მას როგორც ასეთს, არამედ მასზე გამოთქმულ
აზრს., დებულებას, როგორც ჭეშმარიტებას. არც ესთეტიკური არის
ჭეშმარიტი და კეთილი, თუმცა მის სამოსელში ორივე შეიძლება
დავძებნოთ. თუ ესთეტიკურში მოცემულია ორივე ე.ი ჭეშმარიტი და
კეთილი, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ესთეტიკურში ერმმანეთთან
დაკავშირებული არიან. ესთეტიკური თავისი ფორმით მშვენიერია, ხოლო
შინაარსით ჭეშმარიტი და კეთილი, ესთეტიკურად გარდაქმნილი და
გადამუშავებული.

პლატონთან „ესთეტიკუი ტრიადის“ საფუძველი სიკეთეა, ჰეგელის


ფილოსოფიაში კი ჭეშმარიტებაა უპირველესი ღირებულება, მასთან სამივე
ჭეშმარიტება, სიკეთე და მშვენიერება წარმოადგენს აბსოლუტური სულის
განვითარების საფეხურებს, სადაც ჭეშმარიტებას უმაღლესი საფეხური
უკავია და დიალექტიკური განვითარების საბოლოო მიზანია. ძნელია არა
იმის დასაბუთება, რომ ჭეშმარიტება, მშვენიერება და სიკეთე მჭიდრო
კავშირში იმყოფებიან. უპირველეს ყოვლისა ცხადია, რომ სამივე მათგანს
მხოლოდ ადამიანურ სამყაროში აქვთ ადგილი.. ფიზიკური და
ბიოლოგიურ დონეზე ჭეშმარიტებისა, სიკეთის და მშვენიერების შესახებ
მტკიცებულებები არ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.
მართალია ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ მშვენიერ ბუნებაზე, ბუნების
ბოროტ და კეთი ძალებზე, თუმცა ეს მხოლოდ მეტაფორებია და
სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით აღმოვაცენთ, რომ ასეთ შემთხვევაში
ცნობიერად თუ არაცნობიერად ადამიანი გვყავს მხედველობაში.
მაგალითად ცისარტყელა ცაზე მშვენიერი, ამაღელვებელი მოვლენაა,
მაგრამ ის ასეთია ჩვენთვის - ადამიანებისათვის დ არა ცხოველების,
მცენარეების თუ მატერიალურ ნივთთა სამყაროსთვის.

ადამიანის სოციალურ - კულტურული ბუნებიდან გამომდინარე


ჭეეშმარიტების, სიკეთის და მშვენიერებაზე ადამიანთა შეხედულებებს
სოციალურ-ისტორიული ხასიათ აქვს., ეს ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ ეს
ღირებულებები წმინდად სუბიექტურნი და რელატიურნი არიან. პირიქით
ისინი როგორც ღირებულებები მარად მნიშვნელადნი არიან, თუმცა
კაცობრიობის ისტორიის მანზილზე მათი რეალიზაცია რელატიურის და
სუბიექტურის გავლით ხორციელდება.

ესთეტიკური ტრიადის წევრები ფიზიკური ნივთები, ან თუნდაც საგნის


ფიზიკური თვისებები, რომ იყოს, მაშინ ადამიანი თავის სხეულით, თავისი
ფიზიკური და ბიოლოგიური ბუნებით შეძლებდა მათთან დაკავშირებას.
მაშინ ამას ცხოველიც მოახერხებდა. ცხოველისათვის ეს ღირებულებები არ
არსებობს. ადამიანი ახერხებს ამ ღირებულებების წვდოას და მათ
რეალიზაციას სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს ცხოველისათვის უცხო უნარი-
ცნობიერება.. ამიტომ როცა ვამბობთ ჭეშმარიტება, სიკეთე და მშვენიერება
მხოლოდ ადამიანისათვის არსებობს ეს იმას ნიშნავს, რომ ის არსებობს. ამ
კატეგორიებს ცნობიერებითი, ან უფრო ზუსტად ცნობიერების
სინამდვილესთან მიმართებითი ხასიათი აქვს. ცნობიერებას აქვს, როგორც
ასახვის ისე შექმნის უნარი ჩვენ საკითხთან დაკავშირებით ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ცნობიერებას შეუძლია ასახოს ღირებულებათა ობიექტური
სამყარო და ამავე დროს მოახდინოს ამ ღირებულებების ხორცშესხმა
ქმნილებაში.

„ ესთეიკური ტრიადის“ წევრთა თვისებები: ადამიანურობა,


სოციალურობა, ცნობიერებითობა, ასახვითობა, ქმნადობა, იდეალურობა ,
თავისთავად მიზან ღირებულებად ყოფნა- საკმაო საფუძველს გვაძლევს
იმისათვის,რომ ჭეშმარიტების, სიკეთის და მშვენიერების ერთიანობაზე
ვილაპარაკოთ. მიუხედავად ერთიანობისა ისინი არ დაიყვანებიან
ერთმანეთზე. თვითოელ მათგანს ახასიათებს თვისობრივი განსხვავება და
საკუთარი სპეციფიკა. შევეცადოთ ვაჩვენოთ რაში მდგომარეობს სულიერი
ღირებულებების თვისობრივი განსხვავებულობა და მათი არა
რედუცირებადობა. ჩვეულებრივ, როცა მშვენიერებას განნასხვავებენ
ჭეშმარიტებისაგან, მხედველობაში ხელოვნების მშვენიერება აქვთ,
ჭეშმარიტებაზე მშვენიერების, შემეცნებითზე ესთეტიკურის დაყავანის
ცდები ძირითადად შემდეგნაირადაა წარმოდგენილი, ხელოვნება
ცხადდება შემეცნების ნაირსახეობად, ხოლო ამის საფუძველზე
ესთეტიკური განიხილება წმინდა შემეცნებითი საქმიანობის შედეგად
მოპოვებული ჭეშმარიტების გაფორმების საშუალებად. მიუხედავად იმისა,
რომ ესთეტიკური თავისი აგებულებით უფრო რთულია ვიდრე
შემეცნებითძ ძიება სჭირდება მშვენიერება კი თითქოსდა უშუალოდ
გვეძლევა. პირველი აზრის სფეროში დევს, მეორე კი გრძნობათა
ორგანოებით, ყოველ შემთხვევაში მათით მიიღწევა. ამ ფაქტს ხშირად
იყენებდნენ იმის საბუთად, რომ მშვენიერება იგივე ჭეშმარიტებაა ოღონდ
დაბალი საფეხურისა., რომ იგი ბუნდოვანი გრძნობად შემეცნებაა,
ნამდვილი ცოდნის წინათგრძნობაა. ჭეშმარიტებისა და მშვენიერების
განსხვავება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ იგი თითქოს მათ შორის
დაპირისპირებას ნიშნავდეს. ხელოვნება ჭეშმარიტების გარეშე არ დგას,
ოღონდ მასში ჭეშმარიტებას დაქვემდებარებული ადგილი უკავია.
ჭეშმარიტების ისეთი მოცემაა, რომ ის მასში მშვენიერების განცდას
აღძრავდეს. ეს არის ხელოვნების შინაარსი. მშვენიერებას და ჭეშმარიტებას
ბევრი რამ აქვთ საერთო და ამიტომაც არა მარტო ურთიერთშერწყმა
შეუძლიათ არამედ აძლიერებენ და ამდიდრებენ კიდეც ერთმანეთს.

გაცილებით რთულად გამოიყურება ესთეტიკურის და ეთიკურის


მიმართების საკითხი. ფილოსოფიის ისტორიაში ხშირადდ ჰქონდა ადგილი
მათ გაიგივებას. დღეისათვის კი არავინ ამტკიცებს, რომ მშვენიერება
უშუალოდ ემთხვევა სიკეთეს, ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ჭეშმარიტ
მშვენიერს ეთიკური შინაარსი აქვს., რომ მშვენიერება მაშინ არის მაღალი
მშვენიერება, როც იგი სიკეთის ზნეობრივის გამოხატვის ფორმაა.
მაშასადამე ამ შემთხვევაში ზნეობრივის და ესთეტიკურის განსხვავება კი
არის ნაგულისხმევი, მაგრამ იგი მსგავსად ჭეშმარიტების და მშვენიერების
გამაიგივებელ თეორიებში, მხოლოდ ფორმალურ, მხოლოდ ფორმის
მიხედვით განსხვავებად მოიაზრება. ასეთ შეხედულებებს სხვა უფრო მეტი
ნაკლოვანებებიც ახასიათებს. ესთეტიკური და ეთიკური მომენტების
არსებობა ამა თუ იმ მოვლენაში კი ამაღლებს ამ მოვლენის საერთო
ღირებულებას, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას ესთეტიკური წმინდა
ფორმად გამოვაცხადოთ. ან და მასსა და მშვენიერს შორის მხოლოდ
ფორმალური განსხვავება დავინახოთ. თუმცა იმის დაშვება, რომ
მშვენიერება ზნეობრივი შინაარსის გარშე არსებობს, უკვე იმას ნიშნავს, რომ
ზნეობრივი შინაარსი სავალდებულო და აუცილებელი არა არის
ესთეტიკურისათვის, მასასადამე პრინციპულად შემთხვევითია.
ესტეტიკურის და მშვენიერის განსხვავება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მათ
შორის დაპირისპირებაა. შეშმარიტი ხელოვნება და მისი მაღალმხატვრული
ძეგლები უდავოდ და აუცილებლობით შეიცავენ ზნეობრივ შინაარსსაც,
როგორც ამას ხელოვნების ისტორია ადასტურებს. ეს იმას კი არ ნიშნავს,
რომ ესთეტიკურის შინაარსი ზნეობრივია, არამედ მხოლოდ იმას, რომ
ჭეშმარიტად მაღალმხატვრული ხელოვნება ეთიკურ პათოოს შეიცავს.
მხატვრულ ესთეთიკურ შინაარსში ზნეობრივი მომენტიც მონაწილეობს,
ცხადია ეს მონაწლეობა მხატვრულ შემოქმედებაში ჭეშმარიტების
მონაწილეობის ანალოგიურია, მაშასადამე ესთეტიკური შინაარსში
ზნეობრივიც გადამუშავებული და ესთეტიკურს დაქვემდებარებული
სახით შედის.

სულიერ ღირებულებათა ტრიადა ცნობიერების ემოციურ მხარეს


უკავშირდება ესტეტიკური ღირებულებით, რომელიც ტრიადის სხვა
წევრებისგან იმით გამოირჩევა, რომ იგი არის არსისა და ჯერ-არსის,,
რეალურის და იდეალურის, გრძნობადისა და ზეგრნობადის ცოცხალი
ორგანული მთლიანობა. ესთეტიკური ღირებულების ასეთი ტევადი და
უნივერსალური ბუნება განაპირობებს ხელოვნების, როგორც ესთეტიკურ-
მხატვრული შემოქმედების ხასიათსაც. ხელოვნებაში ადამიანის
საქმიანობის ყველა ძირითადი მომენტი შერწყმულადაა წარმოდგენილი და
სწორედ ასეთი სინკრეტული ბუნების გამო მასში ყველაზე უკეთ
წარმოჩნდება შემოქმედებითი პროცესის არსი და დანიშნულება.
ვფიქრობთ, როცა ი. კანტის მოსაზრება - ჭეშმარიტი შემომედება მხოლოდ
ხელოვნებაში არისო საძიებელი, სწორედ მხატვრული შე,ოქმედების
სინკრეტული ბუნების ენთიმემურ გაგებას ემყარებოდა. თუმცა ჩვენ არ
გავიზიარეთ ი.კანტის მოსაზრება - შემოქმედება მხოლოდ
ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ფენომენია და შევეცადეთ
დაგვესაბუთებინა მისგან განსხვავებით, რომ შემოქმედება ადამიანის
ძირითადი საქმინობის ოთხივე ჯგუფისათვის: თეორიული, პრაქტიკული,
ეთიკური და ესთეტიკური - არის დამახასიათებეკლი, მიუხედავად ამისა
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ შემოქმედების ბუნება, არსი და
შემოქმედებითი პროცესის ხასიათი ყველაზე რელიეფურად ესთეტიკურ
შემოქმედებაშია წარმოდგენილი. ამდენად შემოქმედების რთული და
მრავალმხრივი ბუნების ლაბირინთებში გასარკვევად საკუთრივ
ესთეტიკური შემომედების არსში გარკვევა მოგვიწევს.

თავისუფლება, წარმოსახვა, შტაგონება, ინტუიცია და ანტიციპაცია

შემოქმედების ცნება უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთ ფენომენებთან,


როგორებიცაა: თავისუფლება, წარმოსახვა, შთაგონება, ინტუიცია და
ანტიციპაცია. ეს ცნებები და მათი ერთი შეხედვით ირაციონალური მუნება,
იყო მიზეზი იმისა,რომ ფილოსოფიის ისტორიის ძალზედ ვრცელ
მონაკვეთში, ხშირად შემოქმედება განიმარტებოდა მისტიკურად. ახალი
დროის ფილოსოფიიდან მოყოლებული შესაძლებელი ხდება ამ ცნებისთვის
მისტიკური საბურველის ჩამოხსნა და რაციონალური განსაზღვრების
შემუშავება, რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილ ცნებათა ბუნებაში გარკვევა
მეტ სიცხადეს შესძენს შემოქმედების არსის წარმოჩინების საკითხს.
თავისუფლება, რომ შემოქმედების აუცილებელი პირობაა ამის შესახებ
ზემოთ რამდენიმე მინიშნება უკვე გავაკეთეთ, ეხლა კი შევეცადოთ ეს
საკითხი კიდევ უფრო დაწვრილებით გამოვიკვლიოთ. თავიდანვე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედება უშუალოდაა დაკავშირებული
თავისუფლებასთან. რა არის ადამინის თავისუფლება და რაში გამოიხატება
ადამიანური თავისუფლების არსი?

ადამინური მოქმედების თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ ეს


მოქმედება არ არის შეზღუდული რაიმე ერთხელ და სამუდამოდ
მოცემული ვითარებით. ადამიანი ქმნის არა რაიმე ერთი გარკვეული,
ერთხელ და სამუდამოდ მოცემული „ზომით“, არამედ სულ ახალი და
ახალი : ზომით’ ე. ი. ქმნის უნივერსალურად. არაორგანული ფიზიკური
სხეული ერთნაირ პირობებში მუდამ ერთნაირად : იქცევა:, ის თავის :
ქცევას: ცვლის არა საკუთარი ინიციატივით, არამედ გარემო პირობების
ცვლლებების გამო, როგორიცაა პირობები, ისეთივეა ფიზიკური სხეულის
;ქცევა;. ამ აზრით მისი ქცევა გარემო პირობებზეა დამოკიდებული.. ის
ერთსა და იგივე პირობებში მუდამ ერთნაირად იქცევა. სწორედ ამიტომაა,
რომ ჩვეულებრივ ფიზიკურ სხეულს ახასიათებენ, როგორც
არათავისუფალს და ინერტულს. ცხოველი ამ მიმართებით, რამდენადმე
განსხვავებულია არაორგანული ფიზიკური სხეულისაგან, ის მთლიანად კი
არ არის დამოკიდებული გარემო პირობებზე, არამედ რაიმე აქტუალური
მოთხოვნილების შესატვისად მოქმედებს და ამიტომ ერთნაირ გარემო
პირობებში ყოველტვის ერთნაირად არ იქცევა. მაგალითად სხვანაირად
იქცევა როცა მშიერია და სხვანაირად როცა მაძღარია, მაგრამ ცხოველს აქვს
მხოლოდ გარკვეული შეზღუდული, მუდამ ერთნაირი ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები, ის იკმაყოფილებს იმათ და მშვიდდება, შემდეგ კვლავ
იწყებს მოქმედებას იგივე მოთხოვნილებების აქტუალიზაციის გამო მათი
დაკმაყოფილებისათვის და მოქმედებს ძველებურად. იმეორებს თავის
ქცევას. ცხოველი იმიტომ იქცევა, გარკვეული ზომის შეატყვისად, რომ მას
არა ებადება ახალი სახის მოთხოვნილებები , ინტერესები და მისწრაფებები
იგი იმდენადაა შებოჭილი ამ შეზღუდული მოთხოვნილებებით, რომ
სრულიად არ შესწევს ძალა თავი შეიკავოს მათი შესატყვისი
მოქმედებებისაგან. ვინაიდან ცხოველის მოქმედება არ არის
დაკავშირებული ნებასა და ცნოიერებასთან, ისინი მას საერთოდ არა აქვთ
ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.

ადამიანი, კი, ცხოველისგან განსხვავებით, არ არის შებოჭილი არავითარი,


მყარი უცვლელი სამუდამოდ ერთნაირი მოთხონილებებით. მას შეუძლია
თავი შეიკავოს ნებისმიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაგან,
თუნდაც ასეთი ქცევა მას სიკვდილს უქადდეს. მას შეუძლია თავი მოიკლას
და თუ ის ცოცხლობს, ცოცხლობს თვითმკვლელობის შესაძლებლობის
ფონზე. ე.ი ცოცოხლობს თვითმკვლელობის შესაძლებლობის ფონზე,
ცოცხლობს იმიტომ, რომ მოახდინა არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს
შორის. სწორედ ესაა თავისუფალი მოქმედების არსება. მოქმედება
შეკავების შესაძლებლობიე ფონზე, ე.ი მოქმედება საკუთარი ნებისა და
ცნობიერების დასტურით, მოქმედება მოქმედებასა და უმოქმედებას შორის
არჩევანის საფუძველზე არის სწორედ ადამიანის სიცოცხლე, როგორც
თავისუფალი აქტივობა. სიკვდილსა და სიცოცხლის შესაძლებლობათაგან
ადამიანი სიცოცხლეს ირჩევს და ამის გამო იძულებულია მისდიოს
გარკვეულ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ
სიცოცხლის არჩევის გამო იგი უკვე მისდევს ზოგიერთ მუდამ ერთნაირ
მოთხოვნილებებს და ამდენად ცხოველის მსგავსად, უკვე მოქმედებს
მუდამ ერთნაირად? არა, იმის საფუძველზე, რომ ადამიანი მისდევს თავის
სასიცოცხლო მოთხოვნილებებს და ქმნის მის შესაბამის პროდუქტებს,
თავის თავში მას სულ ახალი და ახალი მოთხოვნილებები უყალიბდება,
საბოლოო ჯამში ადამიანი მიილტვის არა მარტო გარკვეული
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ მუდამ მოქმედებს
მომავალი სხვაგვარად მოქმედების შესაძლებლობის ფონზე. ადამიანის,
სწორედ თავისუფალი არსების, ლტოლვა სულ ახალი და ახალი
მისწრაფების დაკმაყოფილებისაკენ, სამყაროს სულ ახალსა და ახალ
გაფორმება გარდაქმნისაკენ მისი ფუნდამენტური ტენდენციაა. ადამიანს არ
შეუძლია დასჯერდეს და შეიზღუდოს ერთი და იგივე მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებით, მხოლოდ მაი შესატვისი აქტივობით, ამიტომ ადამიანი
არ მოქმედებს ერთნაირი „ზომით“, ის მუდამ ცვლის მათ. ადამიანის
მოქმედება არსებითად შემოქმედებითი საქმიანობაა. ადამიანი ირჩევს გზას
თავისუფლების სულ უფრო მეტი და მეტი შესაძლებლობისაკენ. ადამიანი
თავისუფლად ირჩევს სიცოცხლეს და ამით ირჩევს მოქმედებას, რომელიც
თავისუფლების სულ უფრო მეტი შესაძლებლობებისკენაა მიმართული.

ადამიანის თავისუფალი აქტივობა იმას ნიშნავს, რომ ის გარკვეული


აზრით შემძლეა და ვალდებულია არა დაემორჩილოს გარეგან ფაქტორებს.
მაგრამ რას ნიშნავს ეს/ განა ადამიანს შეუძლია დაარღვიოს სამყაროში
არსებული მიზეზ-შედეგობრივი კანონები. დიახ, ადამიანს რა თქმა უნდა,
არ შეუძლია უბრალოდ უარყოს ბუნების კანონები, მაგრამ ამს შეუძლია
საკუთარი ინიციატივა გამოიჩინოს და ისეთი რამ მოიმოქმედოს, რომელიც
არ შედის მისგან დამოუკიდებელი მოქმედი მიზეზების სფეროში,
ადამიანს შეუძლია ჩაერიოს ბუნების მოვლენათა მსვლელობაში, და რაც
მთავარია მიზეზ=შედეგობრივი მოვლენათა მსვლელობაში ჩარევისას, ის
მოქმედებს ,როგორც თავისუფალი ნება. რა თქმა უნდა თავისუფალი ნების
მოქმედება მოტივირებულია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მოტივაცია,
არსებითად განსხვავდება ბუნების მოვლენათა განპირობებულონბისაგან.
ნება თავისუფლად მისდევს მოტივს, ნივთი კი რაღაც მიზეზის გამო
გარკვეულად „იქცევა“ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ადამიანი კი
გარდაქმნის სამყაროს და ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ შემდგომი გარდაქმნებისა და შემოქმედების პირობებს.
ცხადია ადამიანის ზოგიერთი მოტივი და შესატვისი მოქმედებები
მეორდებიან, მაგრამ არსებითად ადამიანი, როგორც თავისუფალი აქტიური
არსება იცვლის მოტივებს.

ადამიანის შინაგანი თავისუფლება, როგორც მისი ფუნდამენტურ-


არსობრივი გარკვეულობა, განსაზღვრული ნებელობით და ცნობიერებით,
გამოიხატება შემოქმედებით გარდაქმნით საქმიანობაში, რომლის
უნივერსალური პროდუქტია კაცობრიობის ისტორია და კულტურა მათს
მრავალფეროვნებაში და რომელშიც რეალიზდებიან ადამიანური
ღირებულებები. ღირებულებთან კავშირში აუცილებლად უნდა გვერკვეთ
თავისუფლების ცნების - პოზიტიურ და ნეგატიურ თავისუფლებათა
მნიშვნელობებში. სწორედაც ღირებულებების რეალიზაციისკენ
მიმართულ თავისუფლებაა - პოზიტიური თავისუფლება. ხოლო
უარმყოფელი ანუ ნეგატიური თავისუფლება გულისხმობს შინაგანი და
გარეგანი იძულებების მოხსნას, ნეგაციას, უარყოფას, მათგან მათი
ზეგავლენისგან თავის არიდებას, თავშეკავებას, რომელიც შეიძლება
განვიხილოთ შემოქმედებისათვის აუცილებელ მაგრამ არა საკმაო
პირობად, რადგანაც ნეგატიური თაავისუფლება მხოლოდ იძულებებისგან
გვათავისუფლებს,მაგრამ ჯერკიდევ არ განგვაწყობს შემოქმედებისთვის,
ამისათვის საჭიროა ღირებულებათა სამყაროს „პირველხილვა“ და მისი
ხორშესხმის გარდუვალობა. ამიტომაც თავისუფლება არსებითად არის
მოთხოვნილებებისგან, დაბალი ღირებულებებისაგან გათავისუფლება
მაღალი წმიდა ადმიანური ღირებულებების ძალით.

ფანტაზია

ფანტაზია შემოქმედებითი უნარია. წარმოსახვა მიუთითებს ცნობიერების


ისეთ მუშაობაზე, როცა არარსებული საგნის ხატი შექმნა ხდება
ცნობიერებაში. ფანტაზია არის ის უნარი, რომელის მეშვეობით ხდება
წარმოსახვა. ეს არის უნარი, რომელიც რეალობაზე დაყრდნობით
წარმოისახავს. ფანტაზია აკავშირებს რეალობის ელემენტებს ისე, როგორც
თავისთავად არასდროს დაკავშირებოდნენ.

ფანტაზიის უნდა ვუმადლოდეთ ყველაფერ იმას რაც კი კაცობრიობას


შეუქმნია. მას უზარმაზარი როლი და მნიშვნელობა აქვს ადამიანის და
საზოგადოების კულტურულ-ისტორიულ პროცესში. ეს მნიშვნელოვანი
ფუნქცია მისი ბუნებიდან მომდინარეობს. ფანტაზია ცნობიერების უნარია,
ცნობიერება კი არა მარტო ასახავს სინამდვილეს, არამედ ქმნის კიდეც მას.
სწორედ ამ ასპექტით, ცნობიერება არის სინამდვილის, კერძოდ ახალი
სინამდვილის შემქმნელი, არსებულისგან განსხვავებული რეალობის
შემქმნელი. როგორც წარმოსახვის, პროდუქტიული წარმოსახვის უნარი,
ფანტაზია ასახვის საფუძველზე ქმნის რაღაც იდეალურ ხატს_ ამის თქმა
თავისებური სიძნელის წინაშე გვაყენებს. აისახება ის რაც რეალურად
არსებობს, რაც რეალობაშია, რაც არ არსებობს ის როგორც უნდა აისახოს.
ფანტაზიას შეუძლია დაინახოს სინამდვილე მის განვითარებაში და
გვიჩვენოს ის, რაც შესაძლებელია. ასახვის პროცესში სინამდვილე
გაქვავებული კი არაა, არამედ მოძრაობს, ვითარდება. ასახვა ფაქტიურად ამ
განვითარებაში მყოფი სინამდვილის მომენტალური წვდომაა, მაგრამ მას
შესწევს ძალა გავიდეს რეალობის გარეთაც. ჩვენი ცნობიერება სწორედ
ფანტაზიის მეშვეობით. ახერხებს რეალობის გადალახვას. ამიტომ
ფანტაზიას შეიძლება ეწოდოს ,,სინამდვლის წინგამსწრე ასახვა”, რაც
ნიშნავს სინამდვილის განვითარების ტენდენციის დანახვას, რომ ამ
მოვლენიდან ან მოვლენებიდან შესაძლებელია შეიქმნას რამოდენიმე
კომბინაცია, რომელიც ჯერ არ ქცეულა სინამდვილედ. მაგ. სკულპტორი
ლოდში ხედავს სახეს მის გამოსავლინებლად ცდილობს ქვის ზედმეტი
მასის ჩამოცილებას, ან სხვაგვარად ხელოვანი ხედავს ლოდის პოტენციის
შესაბამისობას საკუთარ წარმოსახვასთან და ცდილობს მის
გამატერიალურებას ანუ წარმოდგენას. ხელოვანი ესწრაფის ამ სახის
დანახვას, ცდილობს ზედმეტი მოაცილოს, ის რაც ამ სახის იქითაა, ე. ი. ის
ხედავს ტენდენციას, რა შეიძლება გამოვიდეს ლოდიდან. ყოფიერებაში
არის უამრავი ფაქტი, რომელთა დაკავშირება შეიძლება განხორციელდეს
ორი ან მეტი შესაძლებლობისაკენ, ადამიანის ცნობიერება ფანტაზიის
მეშვეობით ხედავს არა მარტო რეალობას, არამედ შესაძლებელ რეალობას.
ასე მუშაობს ცნობიერება, როცა რაიმე ახალი იქმნება, ცნობიერება ქმნის
ფანტასტიკურ სახეებს ( პეგასი -ფრთიანი ცხენი, რეალურად არ არსებობდა,
მაგრამ ხომ არსებობდა ფრთები და ცხენი და ფანტაზიამ იგი გააერთიანა). ე.
ი. ადამიანის ცნობიერება ფანტაზიაში ახდენს პირველად სინთეზს, ქმნის
ახალ რეალობას, ეს რეალობა პირველად იდეალურია, შემდეგ კი ხდება
მისი მასალაში ხორცშესხმა.

ფანტაზია, როგორც პროდუქტიული უნარი

პროდუქტიული ფანტაზიის უნარის ქონა ნიშნავს პრინციპულად ახლის


ქმნის, არსებულისგან განსხვავებულის შექმნის შესაძლებლობას,
რეპროდუქტიული ფანტაზია კი ნიშნავს ახლებურის შექმნას, მაგრამ არა
პრინციპულად განსხვავებულის, არამედ რეალურის დასრულებას. ეს
დასრულება კი შეიძლება იყოს: საკუთრივ შემოქმედება და
თანაშემოქმედება. შემოქმედების ამ გაყოფასთანაა დაკავშირებული
ფანტაზიის გაყოფა ორ ნაწილად. თუ პროდუქტიული ფანტაზია აძლევს
ადამიანს უნარს დაინახოს არსებულის ტენდენციები, რეპროდუქტიული
ფანტაზიის მეშვეობით ხედავს შექმნილ სინამდვილეში იმ
შესაძლებლობებს, რომლებიც დატოვებულია პირველადი შექმნის შემდეგ.
ცნობილი ფაქტია, რომ მიქელანჯელო თავისი შემოქმედების II პერიოდში
ქმნილებებს ბოლომდე არ ასრულებდა თვლიდნენ, რომ მას დარჩა
დაუმთავრებელი ნაწარმოებები. აღმოჩნდა, რომ თანაშემოქმედების
სურვილს დაუსრულებელი ქმნილება უფრო მეტად აღძრავს, ვიდრე
დასრულებული. მოგვიანებით ხელოვნების თეორიაში ჩნდება ,,ნონ-
ფონიტოს”პრობლემა. ნატურალისტური შემოქმედებითი მეთოდით
მოქმედი ხელოვანი არაფერს არ ტოვებს უთქმელს, ბოლომდე ასრულებს
ამბავს ამ შემთხვევაში თანაშემოქმედების პროცესი მინიმუმამდეა
დაყვანილი.. მაგ. ემილ ზოლა ყველაფერს დაწვრილებით აღწერს,
გაცილებით მომგებიანია ის ნაწარმოები, რომლის ვარიანტულობის გამო
ესთეტიკური აღქმის პროცესში სხვადასხვა რეციპიენტი სხვადასხვანაირად
შემოქმედებითად ასრულებს ნაწარმოებს.

სად არსებობს მხატვრული სახე? სინამდვილეში მხატვრული სახე არსებობს


ხელოვანის ცნობიერებაში და რეციპიენტის ცნობიერებაში. ნაწარმოები
გადამცემია ჭეშმარიტი აზრისა ხელოვანის ცნობიერებიდან მომხმარებლის
ცნობიერებაში. მხატვრული სახე მასალაში ხორცშესხმისას ბოლომდე
დამუშავებული არ არის, ის დასრულებას მომხმარებლის ცნობიერებაში
პოულობს, ეს მეორადი გადამუშავება არის თანაშემოქმედება, რომელიც
რეპროდუქტიული ფანტაზიის უნარის საფუძველზე ხდება.

შთაგონება

ესთეტიკური შემოქმედებისა და თანაშემოქმედების მოთხოვნილებას


უძველესი დროიდან ექცეოდა ყურადღება. ანტიკური დროის
მოაზროვნენი, მაგ. პლატონთან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის
ეს საკითხი. პლატონის აზრით, ადამიანი რაღაცით არის შეპყრობილი და
იმიტომ ქმნის. შემოქმედების პროცესში არის ღვთაებრივი გიჟი, რომ
ჰკითხო, როგორ შექმენი, ვერ გიპასუხებს ვერაფერს, ვინაიდან
შემოქმედების პროცესის ცნობიერ კონტროლს არ ექვემდებაღება. მუზა
იპყრობს ადამიანს და ავტომატურად ასრულებინებს მას მხატვრულ
შედევრს. შემოქმედების მოთხოვნილება პლატონის მიხედვით ისეთი
ძლიერია, რომ ადამინს არ შეუძლია არ შექმნას.

ახალ დროში ჰეგელმა ამ უნარის აღსანიშნავად ახალი ტერმინი შემოიტანა


_ ენთუზიაზმი. თუ არ ყოფნის ხელოვანს ენთუზიაზმი, ის ვერაფერს ვერ
შექმნის. რა არის ესთეტიკური მოთხოვნილება? ეს არის ადამიანის
მისწრაფება თავისი გრძნობადი შესაძლებლობების რეალიზაციის, ან
სხვაგვარად შემოქმედების პროცესში ხდება ესთეტიკური წესით
ხელოვანის თვითშესაძლებლობების რეალიზაცია, მისი შინაგანი სამყაროს
გადატანა ქმნილებაში. ასეთი მოთხოვნილება წარმოსდგება, როგორც
ყოვლისშთამთქავი ინტერესი. შექმნის პროცესი დაუსრულებელია არა
მექანიკური აზრით, არამედ სემანტიკურ- საზრისისეული თვალსაზრისით.
სხვაგვარად, რომ ვთქვათ ხელოვნებით გამოხატული იდეა არ არის
ერთმნიშვნელოვანი, ამითაა განპირობებული ხელოვნების ქმნილების
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა, სწორედ ამის გამო
შეიძლება ვთქვათ, რომ მხატვრული ქმნილება ღია სისტემაა. ანალოგიური
მოთხოვნილება აქვს ადამიანს თანაშემოქმედებისას. ეს ერთი ასპექტია
შემოქმედების. თანაშემოქმედების მოთხოვნილება შეიძლება იყოს ისეთივე
დაუოკებელი, როგორც შემოქმედების მოთხოვნილება. შემოქმედების
უნარი იშვიათია მხოლოდ გენიოსებისთვის არის დამახასიათებელი
თანაშემოქმედება კი უფრო მასობრივი. შემოქმედების და
თანაშემოქმედების მოთხოვნილებები უფრო ინტენსიური, ვიდრე
ესთეტიკური განცდის მოთხოვნილება. შემოქმედს შემოქმედების
საშუალება, რომ წააერთვას ეს მისთვის აუტანელი სიტუაცია იქნება,,
რადგან მასში ეს მოთხოვნილება ძლიერია. მას არ შეუძლია, რომ არ შექმნას

ესთეტიკური შემოქმედება და შექმნა

მხატვრული ფორმის ორი სახე არსებობს შინაგანი ფორმა და გარეგანი


ფორმა, რომლებიც თავის მხრივ შექმნის ორი სახის: პრაქტიკულ-
სულიერის და მატერიალურ-პრაქტიკულის გამოხატულებას
წარმოადგენენ. ხელოვნებაში შექმნის პროცესი ორი სახით ვლინდება
ხელოვნებაში იქმნება რეალობის მხატვრული მოდელი და ხდება მასალის
გარდაქმნა მხატვრული კონსტრუირება. ამდენად ხელოვნებაში
განხორციელებული შექმნა ჩვეულებრივ შრომასთანაც ამჟღავნებს
სიახლოვეს, მაგრამ მისგან პრინციპულადაც განსხვავდება.

ხელოვნებისთვის დამახასიათებელი მოდელირების უნარი


არეკლილია მხაატვრულ სახეში, რომელშიც სინამდვილე გარდაქმნილია,
იგი არ შეიძლება სინამდვილის ზუსტი ასლი იყოს, მაშინაც კი როცა სახეს
პორტრეტული ხასიათი აქვს. თუ კი ხელოვანი ეცდებოდა ზუსტად
განოესახა საგანი, მოვლენა ან პროცესი და მისი ამოცანა ამით
ამოიწურებოდა მაშინ პორტრეტი არაფრით არ იქნებაოდა განსხვავებული
დოკუმენტური ფოტოგრაფიისაგან. ასეთი განსხვავება კი უეჭველია,
მხატვრული გამოსახულება, როგორც ახლოს არ უნდა იდგეს
სინამდვილესთან, ის არასდროს არა არის დედნის ქსეროასლი. ხელოვანი
ყოველთვის რაღაცას ცვლის რაღაცას უმატებს ან გამოაკლებს, ხატავს ისე
როგორც ხედავს და არა ისე როგორც ის არის. ამიტომ ერთიდაიგივე
ადამიანის სხვადასხვა ხელოვანის მიერ შესრულებული პორტრეტები არ
ჰგავს ერთმანეთს.
ხელოვნების შექმნითი აქტივობა კიდევ უფრო ცხადად ჩანს მაშინ, როცა
მხატვრული სახე ე. წ. შემგროვებლური მეთოდით იქმნება და არა
პორტრეტულით. შემგროვებლურ მეთოდის მიხედვით მხატვრული სახის
ფორმათქმნა კოკრეტული პირის, ფაქტის, ვითარების გამოსახვას კი არ
ემყარება, არამედ მრავალ პირთა, ფაქტთა და ა.შ. ცალკეულ თვისებათა
განყენება და მათ გა/.ერთიანებას შესაქმნელ მხატვრულ სახეში. ხელოვანს
შეუძლია რეალობაში არსებული ელემენტები ისე დააკავშიროს
ერთმანეთთან, როგორც ისინი არასდროს დაკავშირდებოდნენ
თავისთავადდ ხელოვანს რეალობის ასახვასთან ერთად შეუძლია
არარეალური, ფანტაზიის მეშვეობით წარმოსახული ობიექტების
ფორმათქმნაც. პორტრეტული და შემგროვებლური მეთოდების გამოყენება
ხელოვნების ისეთ სახეებშია შესაძლებელი და დამახასიათებელი,
რომელთაც სახვითი ბუნება აქვთ ( ლიტერატუტა, სამსახიობო
ხელოვნებანი, ფერწერა, სკულპტურა) რაც შეეხება არასახვით ხელოვნებებს
მუსიკას, ქორეოგრაფიას და არქიტექტურას, გამოყენებით ხელოვნებას,
რეალური სამყაროს ასახვა და გარდაქმნა სხვანაირად მჟღავნდება, ამ
ხელოვნებებისათვის სინამდვილის გარდამნაში განსაკუთრებული
აქტიურობაა დამახასიათებელი. ცეკვა არსებითად განსხვავდება ადამიანის
ყიფითი მოძრაობებისაგან, მუსიკას განსაკუთრებით ინსტრუმენტალურ
მუსიკას არავითარი “წინარესახე” არა აქვს ბუნებასა და ადამიანის ყოფაში,
ასევე ორიგინალურია არქიტექტურული ნაგებობები და გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუშები, ვთქვათ ვაზები და სავარძლები, აქ ჩვენ საქმე გვაქვს
არა ბუნებრივი ფორმების გარდაქმნასთან, არამედ რადიკალურ
გარდამნასთან. ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა ეს ხელოვნებანი რეალური
საგნების გამოსახვას მიმართავენ, მაშინაც პირობითია გამოსახული საგნის
ფორმა, იმდენად აქტიურია მათში რეალურად არსებულის
ტრანსფორმირება.

ამრიგად ხელოვნებაში ყოგიერების ასახვის და გარდაქმნის


თანაფარდობის კონკრეტული ფორმები მრავალფეროვანია. ხელოვნების
სახეთა შედარებისას ერთ თავში ფოტოგრაფია აღმოჩნდება, ხოლო
მეორეში არქიტექტურა., ჟანრების შედარებისას მაგ. ლტერატურაში ერთ
მხარეს მხატვრული ნარკვევი განთავსდება მეორე მხარეს კი ფანტასტიკური
მოთხრობა და სხვა. Mმიუხედავად ამისა ასახვის და გარდაქმნის
ურთირთკავშირი ხელოვნების აუცილებელი კანონია, ეს გარემოება კი
ხელოვნებას სინამდვილის სახოვან მოდელად აქცევს. Mმოდელირებამ კი
უნდა გარდაქმნას ობიექტური მოცემულობა და შექმნას რეალურის
მსგავსიცა და არამსგავსი იდეალური ობიექტები. თუ მეცნიერული
ობიექტები იმ რეალური ობიექტების შესაცვლელად არის საჭირო,
რომელთა უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, მხატვრული მოდელი
ცვლის სინამდვილეს, ხელოვნებაში ახალი ილუზორული რეალობის,
წარმოსახული ყოფიერების შექმნა იმიტომაა შესაძლებელი, რომ მხატვრულ
სახოვანი ფორმით მოდელირდება სუბიექტ _ ობიექტის კავშირი.
ყოფიერება, ობიექტური სამყარო აღებული თავისთავად და სუბიექტის
გარეშე არ ფლობს ღირებულებით მნიშვნელობას, ამიტომ ისე როგორც ის
არსებობს თავისთავად არ შეიძლება და არც უნდა გამოხატოს ხელოვნებამ.
ხელოვნებას რეალურად მოცემულის გარდაქმნა და მისი ელემენტებიდან
რაღაც ახლის აგება, რომელიც რაღაცით განსხვავებული და რაღაცით
არამსგავსი იქნება, ეს სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ გამოსახულება
შეერწყას გამოხატულებას, რომ სინამდვილის შემეცნება ამავე დროს მისი
ღირებულებით ინტერპრეტაციაც აღმოჩნდეს. ამის მიღწევა იმას იწვევს,
რომ სახოვანი მოდელი ერთდროულად პირობითიც არის და უპირობოც..

პირობოთობა ჩანს იქიდან, რომ ხელოვნება, როგორც გნებავთ


ნატურალისტური სიზუსტით არ უნდა ასხავდეს სინამდვილეს, ჩვენ
ვგრძნობთ მის “ვითომურ”- პირობოთ ხასიათს, როცა ჩვენ პორტრეტს ან
ვთქვათ სპექტაკლს ვუყურებთ ვხდებით, რომ აქ გათამაშებული
სინამდვილე სწორედაც რომ გათამაშებაა და არა რეალური ამბავი, თუმცა
ხელოვნებაში გამოთმული ამბავი შეიძლება უფრო “ნამდვილიც” კი
აღმოჩნდეს ვიდრე რეალობაა, ამიტომაა, რომ მხატვრული რეალობის,
რომელიც მოცემული რეალური ამბავის გარდაქმნა და ძირითადი,
არსებითი მომენტების შემჭიდროების და კონცენტრაციის აქტის შედეგია
სამართლიანად მოითხოვს მხატვრული ჭეშმარიტების და მხატვრული
სიმართლის ცნებების გამოყენებას. ამდენად ხელოვნება ერთდროულად
პირობითი და არაპირობითი ხასიათის მატარებელია. სიცხადისათვის
შევადაროთ ხელოვნება ილუზიონისტის საქმიანობას. ილუზიონისტი
ცდილობს ჩვენი შეგრძნებების შეცდომაში შეყვანით, ქმედება ისე
წარმოადგინოს, რომ აქ პირობით ან “ვითომურ” გარემოებასთაბ კი არა
გვაქვს საქმე არამედ ნამდვილ სინამდვილესთან. ხეელოვნება კი
ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მასში მოცემული გარემოებები არ არის
ნამდვილი, თუმცა მეტ სიმართლეს შეიცავს ვიდრე თავად რეალობა.

G გარდა ამისა, როგორც ზემოთ ვთქვით ხელოვნებაში შექმნა


ხორციელდება მატერიალურ პრაქტიკული სახითაც, ხდება მასალის
დამუშავება და მისი მხატვრული კონსტრუირება. მართლაც რადგანაც
მხატვრული საქმიანობა ჩანაფიქრის პოეტური იდეის, სულიერი შინაარსის
მატერიალურ გამოხატულებას მოითხოვს, იგი ამ შინაარსის მატარებელ
მატერიალური ობიექტის აგებასაც გულისხმობს. ხელოვანი ასეთ
ობიექტებს იმ მასალისგან აგებს, რომელსაც ბუნებაში პოულობს ხისგან,
თიხისგან, ქვისგან, იმისგან რაც წარმოების შედეგად მიიღება ლითონი,
მინა, საღებავი, ქაღალდი, ტილო და ა.შ. ან ადამიანის ყოფიერების
მატერიალური ელემენტებისაგან, ჟესტი, მიმიკა, ბგერა, ხმა და სიტვა.
ამასთან საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩამოთვლილი მასალებიდან ისეთი
ობიექტი უნდა შეიქმნას, სადაც ყველა ელემენტი იქნება მკაცრად და
ზუსტად ორგანიზებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და შერწყმული..
ნაწარმოები, რომელიც მხატვრულ ღირებულებას არ ფლობს, ფორმა
კონსტრუქცია კი არ არის არამედ ელემენტთა მექანიკური ჯამია, არც ერთი
ელემენტი თითქოს აუცილებელი არაა და მისი შეცვლაც და გამოცვლა
შესაძლებელია. ხელოვნების ნაწარმოებში ფორმის ყველა ელემენტი
ერთიანი სისტემაა. Mმაგალითად ლექსში ყოველი სიტვა იმიტომ ატარებს
მხტვრული საზრისის ელემენტს, რომ ისინი ერთმანეთთან არიან
გადაჯაჭვული პირდაპირი და უკკავშირებით, ამიტომ თუნდაც ერთი
სიტვის შეცვლა მთელი საზრისის შეცვლას იწვევს. ამიტომაცაა, რომ
ხელოვნებაში კონსტრუქციულ ერთიანობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს
ვიდრე მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. Mმეცნიერული დებულება
შეიძლება გამოითქვას, როგორც ვერბალურად ისე ფორმულის ან გრაფიკის
სახით. Mმაგალითად როცა სოციოლოგი გამოთქვამს დებულებას:
ინდივიდის სოციალიზაციის პროცესი მიმდინარეობს საზოგადოებაში,
არაფერი არ შეიცვლება თუ ვიტყვით, რომ საზოდოებაში მიმდინარეობს
ინდივიდის სოცალიზაციის პროცესი. ანდა Yთუნდაც ტექნიკური
მოწყობლობების ან არამხატვრული კონსტრუქციების სრულყოფა იმიტომაა
შესაძლებელი, რომ მათი დეტალები უფრო გონივრულად შიიძლება
კონსტრუირებულიყო, მაგრამ როგორც კი მხატვრული კონსტრუირება
ტექნიკურ ობიექტს მხატვრულ ნაწარმოებად გადააქცევს, მისი ფორმა უკცე
კრძალავს ყოველგვარ შეცვლას.. მაგალითად ჩვენ თავისუფლად
მივაშენებთ ხოლმე “ლოჯიებს” შენობებს, რომელთაც მხატვრული
ღირებულება არა აქვთ, მაგრამ ქაშუეთის ტაძრის მცირეოდენმა
ცვლილებებმა სპეციალისტთა უზარმაზარი ძალისხმევა მოითხოვა.
ამიტომაც ხელოვნების გარეგანი ფორმის კონსტუირებას ესთეტიკური
საზრისი აქვს. Mმხატვრული ფორმა ლამაზი, რომ იყოს ის უაღრესად
მოწესრიგებული, უმაღლესად ორგანიზებული ბგერით, ფერით,
პლასტიკურ, სიტყვიერ კონსტრუქციას უნდ ფლობდეს, ესთეტიკურ
სიამოვნებას, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების მატერიალური ფორმა
იწვევს, ფორმის კონსტრუქციულ თვისებებზე ემოციაა. აქვე უნდა
მივუთითოთ მხატვრული ფორმისათვის დამახასიათებელ ერთ
უმნიშვნელოვანეს თვისებაზე, იმაზე რომ მხატვრული ფორმის
მოწესრიგებულობის ხარისხი რაციონალურ, მკაცრად დეტერმინირებულ
სისტემად კი არ წარმოგვიდგება, რომელსაც გარკვეული წესი აქვს და
რომელიც შეიძლება დაფორმულირდეს და ყველას მიერ იქნას
გამოყენებული, არამედ პირიქით დაუფორმირებელ, უნიკალურ სისტემად,
მოულოდნელ თავისუფალ იმპროვიზაციად ანუ თამაშად აღიქმება.
თამაშის ცნება ესთეტიკაში კანტის და შილერის სახელებს უკავშირდება და
ძალზედ პოპულარული ხდება განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში ი.
ჰაიზინგას შრომის ‘ კაცი მოთამაშე’ გამოქვეყნების შემდეგ. ხოლო საუკუნის
მიწურულ პოსტმოდერნული ესთეტიკის ძირითად კონცეპტად სწორედ
თამაში, ენობრივი თამაშები და პაროდირება გვევლიმება.

ხელოვნებაში თამაშის მომენტის არსებობა მაუწყებელია იმის რომ


გამუდმებით გვახსენებდეს ჩვენ ხელოვნების რეციპიენტებს, რომ საქმე
გვაქვს ილუზორულ რეალობასთან და არარეალურ ობიექტთან, იმისათვის,
რომ აჩვენოს მხატვრული შექმნის თავისუფლება და ხელოვანის
ძალმოსილება თავის ქმნილებაზე.

ხელოვნება და შემოქმედება

ხელოვნების შექმნითი შესაძლებლობები, რომლის შესახებაც ზემოთ


ვისაუბრეთ ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის გარკვეულ ეტაპზე,
კონკრეტულად ახალ დროში, გაფორმდა სრულიად ახალ ცნებაში,
რომელიც ამ პერიოდიდან მოყოლებული ხელოვნების სინონიმად იქცა. Eეს
ცნება შემოქმედების ცნებაა. იმას რასაც ჩვენ დღეს ხელოვნებას ან
მხატვრულ შემომედებას ვუწოდებთ და ძალზედ ხშირად ვახდენთ ამ
ცნების (შემოქმედების) ექსტრაპოლაციას ახალი დროიიმდელ
ხელოვნებაზეც, ასეთი მიდგომა არის თანამედროვეობის მენტალური და
ინტელექტუალური შეხედულებების განვრცობა წარსულში არსებულ
თვალსაზრისებზე, საქმე ისაა, რომ ანტიკური ხანიდან მოყოლებული
ვიდრე ახალ დრომდე აზროვნება ზოგადად და ფილოსოფიური აზროვნება
კონკრეტულად არ იცნობს შემომედების ცნებას. რომელიც უშუალოდ არის
დაკავშირებული ავტორის, როგორც ავტონომიურად მოქმედი ინდივიდის
ცნებასთან, ავტორის რომელსაც შეუძლია შექმნას პრინციპულად ახალი
მანმადე არ არსებული, შექმნას და არა ასახოს ან მიბაძოს სინამდვილეს..
შემომედების და ავტორის ცნების გაჩენას აზროვნების ისტორიაში წინ
უძღოდა მძლავრი მსოფლმხედველობრივი მეტამორფოზები, რაც ახალი
დროის ფილოსოფიაში რენესანსის გავლენით საბოლოოდ გაფორმდა,
როგორც სუბიექტის აქტივობის, მისი ქმედების და შემომედების
ავტონომიური ანუ ყოველი ზეადამიანური, ზებუნებრივი ძალების
ინსპირირების გარეშე მოქმედება. საქმე ისაა, რომ ახალ დრომდე აზროვნება
აღიარებდა ერთადერთ სუბიექტს ღმერთს, რომელიც იყო ყოველივეს
შემომედი ამიტომ ამ უზარმაზარი ისტორიული ეპოქის აზროვნების
ძირითად კატეგორიებად მოაზრებოდა ღმერთი, სული და სხეული. ახალ
დროში გაფორმებულმა მსოფლმხედველობრივმა ცვლილებებმა, რომელიც
ადამიანის, როგორც სუბიექტის აქტივობაზე იყო დამყარებული, გამოიწვია
საზროვნო ვექტორის შეცვლა, დაიწყო ღმერთის როგორც ყოვლიშემძლე
სუბსტანციის სამყაროში ჩარევის გარეშე აზროვნება და მანამადე არსებული
ძირითადი ცნებების ადგილი დაიკავა ადამიანის, შემომედების და
კულტურის ცნებებმა. Fფილოსოფიური აზროვნების და
მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციები სქემატურად შეიძლება ასე
წარმოვადგინოთ. ანტიკური ფილოსოფია და აზროვნება არ ცნობს ავტორს,
როგორც შემომედს, აქ, იმას ვისაც ახალი დროიდან მოყოლებული ავტორი -
ანუ შემოქმედი ეწოდება, ქვია “ჩამწერი”, მხატვრული საქმიანობა კი გაიგება
ერთის მხრივ როგორც ზებუნებრივი ძალებით განპირობებული მიმეზისი.
შუა საუკუნეებში კი როგორც ღვთაებრივი აქტი. (სწორედ ამის გამოა, რომ
შუა საუკუნეების ხელოვნება ძირითადად ანონიმური ხელოვნებაა, ჩვენ
სწორედ ამის გამო არა გვაქვს მაგ. რუსთაველის პიროვნების შესახებ
ამომწურავი ინფორმაცია, რომ იგი ეპოქის სულის შესტყვისად თავს
განიცდიდა არა ავტორად არამედ მედიუმად ზებუნებრივი ძალის ნების
განხორციელების საქმეში, ან უფრო მარტივად, რომ ვთვათ მას მისი
ქმნილება საკუთარი მხატვრული აქტივობის რეზულტატად არ მიაჩნდა).
რენესანსის ეპოქაში თუმცა მიმდინარეობს მძლავრი
მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ადამიანის, როგორც
დამოუკიდებელი, ავტონომიური არსების აღიარებისათვის თუმცა ამ
კულტურულ ისტორიულ ეპოქაში მაინც ვერ მოხდა “ჩამწერის” ავტორად
გადაქცევა და ხელოვნება სინამდვილის სარკედ განიხილებოდა და არა
მხატვრულ შემომედებად. რენესნსის ეპოქაში დაწყებული ცვლილებები
საბოლოოდ გაფორმდა ახალ დროში. აზროვნების ახალმა პარადიგმამ,
რომლის მიხედვით იცვლება სამყაროსადმი მიდგომის წესი და ემყარება
სუბიექტის აქტივობის პრინციპს, ან სხვაგვარად, რომ ვთვათ ამ ეპოქაში
ადამიანი და მხოლოდ ადამიანი მოიაზრება საკუთარი თავის და საკუთარი
ყოფიერების დამდეგენად, მისი არსებობა დამოკიდებულია არა
ყოვლისშემძლე ღმერთზე არამედ საკუთარ შესაძლებლობებზე. ასეთმა
ცვლილებამ ხელოვნება აქცია მხატვრული შემომედების სინონიმად,
ხოლო ხელოვანი ავტორად. რაც შეეხება ადამიანს, როგორც ავტორს
შემოქმედს, მას როგორც აღმოჩნდა და როგორც ქვემოთ უფრო
დაწვრილებით შევეხებით ადრე, უდროოდ მოუწია გარდაცვალება.
რომელიც პოსტმოდერნულ აზროვნებაში დაფიქსირდა, როგორც ავტორის
სიკვდილი, რასაც ბუნებრივად მოყვა აზროვნების ამ წესში შემომედების და
კულტურის ცნებების მნიშვნელობის დაკნინება. ამ ვითარებას კარგად
გამოთვამს მ. ფუკოს ცნობილი აზრი, რომ ადამიანი არც ყველაზე მთავარი
და არც ყველაზე ძველი პრობლემაა აზროვნებისთვის, ის ახალ დროში
ჩნდება და ჩვენ მოწმენი ვართ მისი სიკვდილისო, ის ისე ქრება
აზროვნებიდან, როგორც ქრება ქვიშაზე დატოვილი ნაკვალებიო.

ზემოთმითითებული სქემის გაშლას, თემატიზირებას, და


დაწვრილებით განხილვას აქვე შევეცადოთ.

You might also like