You are on page 1of 42

ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი

ფინალურის კონსპექტი

2019-2020

ბილეთი 1

1. რა არის ხელოვნება?

რა არის ხელოვნება და რა სახეობებად შეიძლება დავყოთ იგი? ამ კითხვაზე


ამომწურავი პასუხი არ არსებობს, თუმცა ხელოვნების თეორეტიკოსებისა და
ფილოსოფოსების მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე შემუშავდა ზოგადად
ხელოვნებისა და მისი ცალკეული სახეობის რამდენიმე განმარტება. ამ მოსაზრების
მიხედვით ხელოვნება იყოფა სივრცით და დროით სახეობებად. ასევე, არსებობს
სინთეზური ხელოვნებები, რომლებიც ამ ორივე სახეობის ნიშნებს აერთიანებს.

სივრცით ხელოვნებაში შედის სახვითი ხელოვნებები, რომელშც გაეთიანებულია


მხატვრობა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და შედარებით
ახალი დარგები, როგორიცაა ფოტოგრაფია, ვიდეოარტი, კომპიუტერული გრაფიკა,
პერფორმანსი და სხვა. სივრცით ხელოვნებაში ასევე შედის არქიტექტურა და
სამრეწველო დიზაინი, რომლებსაც ტექნიკურ ხელოვნებასაც უწოდებენ. დროითი
ხელოვნებებია მუსიკა და ლიტერატურა. სინთეზურ ხელოვნებაში კი ერთიანდება
თეატრი, კინო, ბალეტი, ოპერა, ცირკი და სხვა.

ვიზუალური ხელოვნებები ძირითადად იყენებს ადამიანის მხედველობის ყველა


ასპექტს: ფორმის, ფერის, შუქის, სივრცის აღქმის უნარს. ამ ხელოვნებების მთავარი
გამომსახველობითი საშუალებებიც ადამიანის ვიზუალურ შესაძლებლობებთანაა
დაკავშირებული. დროითი ხელოვნებები კი შექმნილია არამატერიალური
მასალისგან, შესაბამისად, ისინი აღქმება არა მხედველობით, არამედ სხვა
საშუალებებით. სინთეზური ხელოვნებების აღქმა კი შესაძლებებლია როგორც
ვიზუალურად, ასევე სმენით (მაგ. თეატრი, კინო, ბალეტი, ცირკი და ა.შ.)
2. ქანდაკება - მისი სპეციფიკა და გამომსახველობითი საშუალებები.

ქანდაკება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგია. იგი გულისხმობს


მოცულობითი ფორმების შექმნას სხვადასხვა მყარი მასალის კვეთის, ძერწვის,
გამოჭედვისა და ჩამოსხმის მეთოდით. მას ასევე ეწოდება სკულპტურა და
პლასტიკა.

ქანდაკება სახვითი ხელოვნების სხვა დარგებისგან გამოირჩევა იმით, რომ მას


რეალური მოცულობა და მასა აქვს. იგი სამგანოზმილებიანია და არსებობს რეალურ
სივრცეში. თუ გრაფიკასა და ფერწერაში სივრცისა და შუქ-ჩრდილის გადმოსაცემად
ილუზორული ხერხები გამოიყენება, ქანდაკებას ეს ელემენტები რეალურად აქვს
საკუთარი ფორმებისა და განათების მოქმედების შედეგად. თუმცა, ფერწერასთან
შედარებით, ქანდაკება გამომსახველობითი საშალებებით ღარიბია, მას არ
ახასიათებს ფერთა სიმრავლე და მასში გამოყენებული ფერები დაქვემდებარებულ
როლს თამაშობს. ასევე, შეზღუდულია ქანდაკების თემატიკაც. როდესაც ფერწერას
შეუძლია ნებისმიერი ობიექტის, მთელი სამყაროს გადმოცემა, ქანდაკების მთავარი
თემა ძირითადად ადამიანის სხეულია. ქანდაკებაში პეიზაჟი და ნატურმორტი
იშვიათად თუ ჩნდება და მცენარეებიც ძირითადად ჩნდება დეკორატიული
ელემენტის სახით. ასევე, იშვიათია ცხოველების გადმოცემაც, თუმცა არსებობს
ცხენების მრავალი გამოსახულება მხედართა ქანდაკებების სახით.

ფორმის თავისებურებების მიხედვით გამოირჩევა ქანდაკების ორი ძირითადი


სახეობა: მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. მრგვალი ქანდაკება ის სახეობაა,
რომელსაც ვგულისხმობთ ქანდაკებაზე საუბრისას. ის წარმოგვიდგენს 360
გრადუსით მოცემულ ფიგურას, რომლის დანახვაც, შესაბამისად, ნებისმიერი
კუთხიდანაა შესაძლებელი. მრგვალ ქანდაკებაში გამოირჩევა თავისუფალი
ქანდაკება, რომელსაც მრავალი ხედვის წერტილი აქვს და ყველა წერტილიდან
თანაბრად მეტყველია. ასეთი ქანდაკების კარგი მაგალითია გამარჯვების ქალღმერთ
ნიკეს გამოსახულება, რომელიც ყველა კუთხიდან ახლებურ აზრს გადმოგვცემს.
მაგალითად, მისი წინიდან დანახვისას ვხედავთ ფართოდ გაშლილ ფრთებს,
გვერდიდან კი იგი თითქოს ქარს ებრძვის და მისი სამოსი ქარში ფრიალებს. მისი
საწინააღმდეგოა ძველი ეგვიპტური ან არქაული ბერძნული ქანდაკებები, რომლებიც
მკაცრად ფრონტალურად აღქმისთვისაა განკუთვნილი და მათი ნებისმიერი
კუთხიდან დანახვა ერთსა და იმავე აზრს გადმოგვცემს.

რელიეფი არის რაიმე მყარ მასალაზე მოცემული ქანდაკება, რომელიც


ნაწილობრივი მოცულობითაა წარმოდგენილი. მრგვალი ქანდაკებისგან
განსხვავებით, იგი არქიტექტურას უკავშირდება და როგორც წესი, ამშვენებს
შენობის კედლებს ან სხვა რაიმე არქიტექტურულ ნაგებობას. რელიეფს განასხვავებენ
მოცულობის სიმაღლის მიხედვით:

1. ბარელიეფი - დაბალი რელიეფი, სადაც ფორმა ნახევარი მოცულობითაა


ამოსული ზედაპირიდან.
2. ჰორელიეფი - მაღალი რელიეფი, სადაც ფორმა სრული მოცულობის
ნახევარზე მეტი სიმაღლისაა.
3.კონტრრელიეფი - ჩაკვეთილი რელიეფი.

რელიეფი მრგვალი ქანდაკებისგან სიუჟეტური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.


ეს სიბრტყეზე მოთავსებული ფორმა თავისთავად გულისხმობს თხრობითი
კომპოზიციების მნიშვნელოვნებას. რელიეფში ასევე გამოიტენება არქიტექტურული
დეტალები ფონზე. რელიეფებზე ძირითადად მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი
შინაარსის მქონე გამოსახულებები, როგორიცაა მეფეების მმართველობის სცენები,
რელიგიური სიუჟეტები და ა.შ

ზომის თავისებურებების მიხედვით გამოირჩევა მონუმენტური, დაზგური და


მცირე ქანდაკებები.

მონუმენტური ქანდაკება დიდი ზომის, ღია ცის ქვეშ დასადგმელად განკუთვნილ


ქანდაკებას ეწოდება. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის განაშენიანებაში
და ხშირად სივრცის მაორგანიზებელი ელემენტის როლს თამაშობს. ამის ერთ-ერთი
მაგალითია მარკუს ავრელიუსის მონუმენტი კაპიტოლიუმის მოედანზე.

დაზგური ქანდაკება ეწოდება მონუმენტურთან შედარებით მცირე ზომის


ქანდაკებას, რომელიც გამოიყენება ინტერიერების, ბაღების, პარკების მოსართავად.
გამორჩეულია სკულპტურული პორტრეტი, რომელიც ხშირად გადმოიცემოდა
ბიუსტისა და სკულპტურული თავის სახით. თავად პორტრეტი აღნიშნავს
კონკრეტული პიროვნების გამოსახულებას.

მცირე ქანდაკება მინიატურული ზომისაა. ის ძირითადად გავრცელებული იყო


ძველი სამყაროს ხელოვნებაში თიხის, ძვლის, ხის, მოგვიანებით ლითონის სახით. ეს
ნაკეთობები მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა, მაგალთად, ადამიანის
გამოსახულებები სხვადასხვა საქმიანობისას. მცირე ქანდაკების დანიშნულება
მრავალგვარია. იგი შეიძლება იყოს რელიგიური ატრიბუტი, ბავშვის სათამაშო,
ოთახის მოსართავი და სხვა. მცირე პლასტიკა მოგვიანებითაც არსებობს
დეკორატიული სახით. მაგალითად, მე-18 საუკუნის ევროპაში ფაიფურის მცირე
ფიგურები ინტერიერის მოსართავად.
ქანდაკების მხატვრული სახის შექმნაში დიდ როლს თამაშობს მასალა და მისი
დამუშავების ტექნიკა. არსებობს სხვადასხვა სიმყარის მასალები, რომელთაც
სხვადასხვაგვარი დამუშავება სჭირდებათ. მაგალითად, რბილი მასალები: თიხა,
პლასტელინი, ცვილი ძერწვის მეთოდით მუშავდება. შედარებით მყარი მასალები
- ხე, ქვა, ძვალი კვეთის მეთოდით მუშავდება. ლითონი ძირითადად ჩამოსხმას ან
ჭედურობას მოითხოვს. მასალათა სიმყარე მოქანდაკეს აძლევს სხვადასხვა
ფორმების შესაბამისად გადმოცემას. მასალის სახეობა კი ქანდაკების ფუნქციის
შესაბამისად შეირჩევა. მაგალითად, ღია ცის ქვეშ დასადგამი ქანდაკებებისთვის
გამოიყენება ლითონი, რადგან იგი გაცილებით გამძლე მასალაა. ასევე არსებობს
ისეთი უჩვეული მასალებისგან შექმნილი ქანდაკებები, როგორიცაა ყინული, მინა,
ქვიშა და სხვა, თუმცა ეს მასალები ძალიან მყიფეა.

ბილეთი 2

1. მე-17 საუკუნის ფერწერა (ესპანეთი და ჰოლანდია)

მე-17 საუკუნის ჰოლანდია რეალისტური მხატვრობის უმნიშვნელოვანესი


ცენტრი იყო. განვითარებული იყო ყოფითი ცხოვრების ამსახველი ჟანრი, პეიზაჟი
და ნატურმორტი.

ჰოლანდიაში პორტრეტი ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევას წარმოადგენდა. თუ


რენესანსის ხელოვნებაში ადამიანის სახე იდეალიზირებული იყო, მე-17
საუკუნის ხელოვნება ადამიანის ინდივიდუალურობას და განუმეორებლობას
უსვამდა ხაზს. ამ პერიოდს მიეკუთვნება ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი
რემბრანდტი, რომლის ფერწერაშიც საოცარი სიფაქიზით და მთელი თავისი
სიდიადითაა გადმოცემული ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმეები, რისი
მაგალითიცაა რემბრანდტის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ,,უძღები შვილის
დაბრუნება’’. რემბრანდტის შემოქმედება მდიდარია ჟანრული თვალსაზრისითაც
- პორტრეტი, რელიგიური, ისტორიული, მითოლოგიური სცენები. მის
ნამუშევრებს ახასიათებს სპეციფიკური განათება, შუქ-ჩრდილი,
დაუსრულებლობის ეფექტი და ესკიზური მანერა, რაც რემბრანდტს თავისი
დროის უდიდეს ნოვატორად აქცევს.

ფერწერული ტრადიციების სიმდიდრით ასევე გამოირჩევა იმავე დროის


ესპანეთი. შესრულების სწრაფი მანერა, თავისუფალი მონასმი, ინტენსიური
ფერები ახასიათებს ისეთ დიდოსტატებს, როგორიცაა დიეგო ველასკესი თავისი
მდიდრული სამეფო პორტრეტებით და ფრანცისკო გოია თავისი ალეგორიული
გამოსახულებებით.
2. „კონტრაპოსტი“-ს მხატვრული ხერხის დახასიათება

კონტრაპოსტი ეწოდება ხელოვნებაში ადამიანის ფიგურის გამოსახვის მეთოდს,


როდესაც სხეულის ერთი ნაწილის მდგომარეობა მეორე ნაწილის მიმართ
საპირისპიროა. კონტრაპოსტი ფიგურას დინამიკას ანიჭებს ისე, რომ არ დაირღვეს
ფორმათა ზოგადი წონასწორობა და აძლიერებს სხეულის მოცულობითობის
შეგრძნებას. სხვა სიტყვებით, კონტრაპოსტი არის წონასწორობის შეგრძნება,
რომელიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული მოძრაობების
ერთობლიობით მიიღწევა. მაგალითად, როდესაც სხეულის სიმძიმე
გადატანილია ერთ ფეხზე, მეორე, თავისუფალი ფეხი კი ოდნავ გვერდზე, წინ ან
უკანაა გადადგმული და ოდნავ მოხრილია, ერთი თეძო და მხარი მეორეზე მაღლა
და წინაა, კისერიც და თავიც ოდნავ მიბრუნებულია. სხეულის სხვადასხვა
ნაწილები გადახრილია სიმეტრიის ღერძიდან. არქაულ ხანაში კონტრაპოსტის
პრინციპი ჯერ არ არსებობდა, ამიტომ, ამ პერიოდის კუროსის ფიგურა
გაშეშებული გვეჩვენება. კუროსს ერთი ფეხი წინ აქვს გადადგმული, თიმცა
სხეულის სიმძიმის ცენტრი მეორე ფეხზე არაა გადატანილი, რაც აუცილებლად
მოხდებოდა კონტრაპოსტის შემთხვევაში.

ბილეთი 3

1. სტილი ფერწერაში: კლასიკური, შუა საუკუნეები, აღორძინება.

კლასიკური ფერწერა ძირითადად კრეტა-მიკენურ კულტურას უკავშირდება. იგი


გამოირჩევა საერო ხასიათით. სასახლეების კედლების მხატვრობა ძირითადად საერო
სიუჟეტებს ეთმობა, თუმცა ჯერ კიდევ ვხვდებით ძველი აღმოსავლეთის ფიგურის
სიბრტყეზე გადმოცემის კანონს. ასევე ხშირია საზღვაო თემაც, რომელიც წამყვანია
კრეტული კერამიკის მხატვრობაშიც. კრეტულ ფერწერას საკმაოდ მჟღერი ფერები
ახასიათებს, რისი საუკეთესო მაგალითიცაა კნოსოსის სასახლის მოხატული
დარბაზები.

სამწუხაროდ, ძველი ბერძნული ფერწერის ნიმუშების უმეტესობა დაკარგულია,


მათზე წარმოდგენას კი ისტორიულ წყაროებში შემორჩენილი აღწერილობები და
ჩვენამდე დიდი რაოდენობით მოღწეული ლარნაკების მხატვრობა გვიქმნის.
სხვადასხვა წყაროებიდან ცხადი ხდება, რომ კლასიკური ეპოქის მხატვრობაში
რეალისტური ტენდენციები ჭარბობდა.
გვიანი კლასიკის ეტაპზე პირველად შემოვიდა ხმარებაში ცვილის საღებავების, ანუ
ენკაუსტიკის ტექნიკა სიკიონელი პავსიასის მიერ. ასევე, აღსანიშნავია მხატვარ
აპელესის პორტრეტები, რომლებიც ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

შუა საუკუნეების ფერწერის განსხვავებული სტილი ფართოდ განვითარდა


დასავლეთ ევროპაში. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ასპარეზზე გამოდიან ე.წ
„ბარბაროსები“: კელტები, ფრანკები, ვიკინგები და გუთები, რომლებმაც თან
თავიანთი მხატვრული ტრადიცია მოიტანეს. მათ ხელოვნებას ერთგვარი
ხალხურობა, დისპროპორცია, უკიდურესი სტილიზაცია, დეკორატიულობა და
მკვეთრი, კონტრასტული ფერადოვნება ახასიათებს. ხშირია ფანტასტიკური
ცხოველური ორნამენტის გამოყენებაც. ამ დროს განსაკუთრებით ვითარდება
ხელნაწერი წიგნის გაფორმება, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ე.წ.
,,კელების წიგნი’’, რომელიც ხალხური ხელოვნების ტრადიციების და ქრისტიანული
იკონოგრაფიის საინტერესო სინთეზით ხასიათდება.

რენესანსმა თავისი ჰუმანიტარული ფილოსოფიითა და იდეალებით დიდი


გადატრიალება მოახდინა შუა საუკუნეების ევროპულ აზროვნებაშ. ადამიანი
სამყაროს ცენტრად დაისახა. სწორედ ანტიკური აღორძინების გამო ეწოდა ამ ეპოქას
რენესანსი ანუ ‘აღორძინება’. ყოველივე ეს თვალსაჩინოდ აისახა ფერწერაში, სადაც
მთავარი გახდა ბუნების კანონების მეცნიერული შესწავლა და მათ ფერწერული
გადმოტანა. იწყება სამგანზომილებიანი საგნების სიბრტყეზე ასახვის ისეთი
მეთოდების შესწავლა, როგორიცაა პერსპექტივა, პროპორცია, დეტალური ანატომია
და სხვა. აღორძინდა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გავრცელებული და შემდეგ
მივიწყებული შუქ-ჩრდილით მოდელირების ხერხები.

რენესანსში ასევე ხელოვნების ახალი ჟანრები ჩნდება, ვითარდება ისტორიული და


მითოლოგიური ფერწერა და პორტრეტი. ქრისტიანული თემატიკა ჯერ კვლავ
წამყვანი რჩება, თუმცა მიდგომა სრულიად იცვლება, სამყარო, პერსონაჟები, საგნები
და გარემო რეალურობას, სივრცობრიობას იძენს.

ამ პერიოდის ხელოვნება მწვერვალებს აღწევს, როდესაც ასპარეზზე გამოდიან


ისეთი უნივერსალური ნიჭის ხელოვანები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი,
მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი და ტიციანი.
2. ქანდაკების მიმართება არქიტექტურასთან.

ქანდაკებისა და არქიტექტურის ურთიერთმიმართების პრობლემა ქანდაკების


დარგის მნიშვნელოვან პრობლემას განეკუთვნება. ეს პრობლემა აქტუალურია
ყველანაირი ქანდაკებისთვის, გარდა თავისუფლად მდგომი მრგვალი ქანდაკებისა,
ასეთი ქანდაკებისადმი ინტერესი კი ყველა ეპოქას არ ახასიათებს. მრავალი
ეპოქისთვის თავისუფლად მდგომი მრგავლი ქანდაკება საერთოდ არაა ცნობილი.

არქიტექტურაში ყველაზე ხშირად რელიეფური ქანდაკება გამოიყენება, სადაც


ისინი ამკობენ კედლებს, სვეტებს და ა.შ. თუმცა, რელიეფის გარდა მრგვალ
ქანდაკებასაც შეიძლება გააჩნდეს არქიტექტურისადმი გარკვეული სახის მიმართება.
ამ მიმართებებიდან გამოიყოფა რამდენიმე სახე:

1. ქანდაკება გამოიყენება, როგორც არქიტექტურული ნაგებობების ნაწილი.


მაგალითად, ადამიანის ფიგურები, რომლებიც კოლონების, სვეტების ფუნქციას
ასრულებს. მათი მაგალითები ყველაზე ცნობილია ბერძნულ ხუროთმოღვრებაში.
თუმცა ამ შემთხვევაში ქანდაკებას დაკარგული აქვს დამოუკიდებელი
მნიშვნელობა და იგი პლასტიკური სახის მქონე არქიტექტურულ კონსტრუქციას
უფრო წარმოადგენს.
2. დიდი ზომის ქანდაკება შეიძლება არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი იყოს
და ისეთივე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც კომპლექსის სხვა შემადგენელ
ნაწილებს. ამის საუკეთესო მაგალითებია ძველეგვიპტური ტაძრები. ქანდაკება
ასევე შეიძლება შედარებით მცირე არქიტექტურულ ფორმასთან სინთეზში
ქმნიდეს დეკორატიულ კომპოზიციას.
3. ცალკეული ქანდაკება ან ქანდაკების ჯგუფები შეიძლება სინთეზში იყოს
ურბანულ კომპლექსთან ან ლანდშაფტურ არქიტექტურასთან. ასეთი ქანდაკებები
ძირითადად ამკობენ ქალაქის მოედებს, ოარკებს და ა.შ. ამ შემთხვევაშ
მოქანდაკეები, არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები ერთობლივად
ქმნიან კომპოზიციებს, რათა მთლიანი ნაგებობა ჰარმონიული იყოს.
4. სკულპტურული ჯგუფები ასევე შეიძლება შენობათა ფასადებს ამკობდნენ და
ითვლებოდნენ მრგვალ ქანდაკებად, თუმცა აქ მხატვრული იდეა მთლიანად
ექვემდებარება არქიტექტურულ ფორმებს. ასეთი ქანდაკებები სრული
მოცულობითაა მოცემული, თუმცა კომპოზიცია სიბრტყეზეა გაშლილი და
დამოკიდებულია არქიტექტურულ სიბრტყეზე, მაგალითად, ბერძნული
ტაძრების ფრონტონები. ასეთი ქანდაკებები ამკობენ სხვა არქიტექტურულ
ფორმებსაც, როგორიცაა კოლონები.
5. არქიტექტურაზე დამოკიდებულება ჩანს ნებისმიერი ტიპის საფასადო ქანდაკების
კომპოზიციაში. ეს ძირითადად ეხება რელიეფს. რელიეფური კომპოზიციები
ხშირად მოთავსებულია არქიტექტურულ ფორმებში: ფრიზებში, ფრონტონებში
და ა.შ. და სრულიად შეესაბამება მათ მოხაზულობას.

ბილეთი 4

1. ხელოვნების დარგები და ჟანრები.

ზოგადი ხელოვნება იყოფა სამ სახეობად: სივრცითი (ანუ ვიზუალური)


ხელოვნება, დროითი ხელოვნება და სინთეზური ხელოვნება, რომელიც ზემოთ
მოხსენებული ორი სახეობის ძირითად ნიშნებს აერთიანებს. სივრცით
ხელოვნებებში შედის სახვითი ხელოვნებები, რომელშიც გაერთიანებულია
ტრადიციული დარგები: მხატვრობა, ქანდაკება, დეკორატიულ გამოყენებითი
ხელოვნება, კომპიუტერული გრაფიკა, მხატვრული ფოტოგრაფია, პერფორმანსი
და სხვა. მათ ასევე მიეკუთვნება არქიტექტურა და სამრეწეველო დიზაინი. ხოლო
დროითი ხელოვნებებია მუსიკა და ლიტერატურა. სინთეზურ ხელოვნებებში კი
ერთიანდება თეატრი, კინო, ბალეტი, ოპერა, ცირკი და სხვა.

ვიზუალური ხელოვნებების ნიმუშების აღქმა ხდება ვიზუალურად. მათ


გარკვეული ადგილი უჭირავთ გარემოში და მათი დროში არსებობა მეტ-
ნაკლებად სტაბილურია. მაგალითად, ფერწერული ტილო, საიუველირო
ნაკეთობა ან ქანდაკება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობს. ეს
ხელოვნებები აქტიურად იყენებენ ადამიანის მხედველობის ყველა ასპექტს:
ფორმის, ფერის, ფაქტურის, შუქის, სივრცისა და მანძილის აღქმის უნარს.
შესაბამისად, მთავარი გამომსახველობითი საშუალებებიც აღქმის ამ
შესაძლებლობებს უკავშირდება.

ყველა ზემოთ აღწერილი თვისებით ვიზუალური ხელოვნებები


უპირისპირდება დროით ხელოვნებებს. ამ უკანასკნელს ჩვენ აღვიქვამთ არა
მხედველობით,ა რამედ სხვა საშუალებებით. ნაწარმოებები შექმნილია
არამატერიალური მასალისგან, ხოლო მათი წარმოდგენა (მაგ. მუსიკალური
ნაწარმოების შესრულება) მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში ხდება.

ასევე, განსხვავდება სინთეზური ხელოვნებებიც, რომელთა აღქმა ხდება


როგორც ვიზუალურად, ასევე სმენით. მაგალითად, თეატრალურ წარმოდგენაში
შიეძლება გაერთიანებული იყოს დრამატურგია, ქორეოგრაფია, დეკორაციების,
კოსტიუმის მხატვრობა, განათების ეფექტები, მუსიკა და სხვა.
2. ეპოქალური სტილი არქიტექტურაში: ბაროკოს არქიტექტურა.

მე-17 საუკუნის დასაწყისში ყალიბდება ძლიერ მდიდრული, ეფექტური და


დინამიური სტილი - ბაროკო. ამ პერიოდის არქიტექტორებს არ შეუქმნიათ
შენობათა ახალი სახეები, თუმცა უკვე არსებული ნაგებობებისთვის ქმნიდნენ
კომპოზიციურ და დეკორატიულ ელემენტებს, რის შედეგადაც ყალიბდებოდა
სრულიად ახლებური ესთეტიკური შთაბეჭდილება. აღორძინების ხანის
არქიტექტორთა მსგავსად, ბაროკოს არქიტექტორებიც იყენებდნენ ანტიკურ
ფორმებს (მაგ. სვეტებს), თუმცა, რენესანსული შენობის დეკორის
თავშეკავებულობისგან განსხვავებით, ბაროკოში იმატა რთულმა, ტალღოვანმა,
ერთმანეთში გადახლართულმა ფორმებმა და ფერწერულმა დეკორმა. ბაროკოს
ხანის არქიტექტორი მიისწრაფვის უზარმაზარი, მდიდრული სივრცის
შექმნისკენ, რომელიც ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე.

ბაროკოს არქიტექტორები ასევე ყურადღებას აქცევდნენ გარემოსა და სივრცეს,


რაც ხელს უწყობდა ქალაქგეგმარების განვითარებას. ამ პერიოდში იქმნება
უზარმაზარი კომპლექსები, სადაც შერწყმულია არქიტექტურა, ქანდაკება,
ფერწერა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და ლანდშაფტური
არქიტექტურა.

ბაროკოს სტილი ძირითადად განვითარდა კათოლიკურ ქვეყნებში, როგორიცაა


იტალია და საფრანგეთი.

ბილეთი 5

1. ბეჭდვითი გრაფიკის ძირითადი სახეობა - გრავიურა.

გრავიურა ნიშნავს საბეჭდი მატრიციდან შესრულებულ ანაბეჭდს. ასეთ


მატრიცებზე ნახატი ამოკვეთილია სხვადასხვა სახის ბასრი ინსტრუმენტების
მეშვეობით, ან ამომწვარია ქიმიური საშუალებით. მის შესაქმნელად მრავალნაირი
ინსტრუმენტია საჭირო: საბეჭდი დაფები, ბასრი ინსტრუმენტები,
ტიპოგრაფიული საღებავი, საბეჭდი დაზგა და ა.შ. საბეჭდი მატრიციდან
შესრულებული ანაბეჭდი სარკისებური გამოდის.

ტექნიკური საშუალებების მიხედვით გამოირჩევა გრავიურის სამი ძირითადი


სახეობა:

1. ამობურცული გრავიურა - დაფიზ ზედაპირიდან იკვეთება ის ნაწილები,


რომლებიც თეთრი უნდა დარჩეს, ხოლო გამოსახულება, რომელიც ანაბეჭდზე
უნდა გამოჩნდეს, ხელუხლებელია, იგი ამაღლებული რჩება და დაფაზე
რელიეფი წარმოიქმნება. ასეთ ტიპს მიეკუთვნება ქსილოგრაფია (ხის დაფით
შესრულებული გრავიურა) და ლინოგრავიურა (რბილი პოლიმერული
საშუალებებისგან შესრულებული გრავიურა).
2. ჩაღრმავებული გრავიურა - გამოსახულება დაიტანება საბეჭდი დაფის
ზედაპირზე ჩაკვეთილი სახით (მაგ. ნაკაწრი). ამ ჩაღრმავებულ არეებში აღწევს
საღებავი, რომელიც საბეჭდი დაზგის წნევის ქვეშ გადადის ქაღალდზე. ამ
ტიპს ეკუთვნის ყველა სახის გრავიურა ლითონზე.
3. ბრტყელი გრავიურა - ამ ტიპის მატრიცებზე ფონი და გამოსახულება ერთ
დონეზეა. ზედაპირის გარკვეული უბნები დამუშავეულია სპეციალური
ქიმიური ხსნარით, რომელსაც საღებავი არ ედება და ამგვარად, ფონი
ცარიელი რჩება. ამ ტიპს განეკუთვნება ლითოგრაფია(ქვის საბეჭდი ფორმიდან
შესრულებული გრავიურა).

ბეჭდვითი გრაფიკა განუყოფლად უკავშირდება მედიის ილუსტრირებას.

2. სტილი ფერწერაში: იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი.

იმპრესიონიზმი არის რომანტიკული და რეალისტური ხელოვნებების სინთეზი.


იმპრესიონისტების მიზანი იყო სინამდვილის ასახვა თავისი უსაზღვრო
მრავალფეროვნებით. მხატვრებმა მიატოვეს სტუდიები და პლენერზე
გადავიდნენ, რათა ხელოვნური განათება ბუნებრივით შეეცვალათ, აღებეჭდათ
კონრეტულ მომენტში მიღებული შთაბეჭდილება და გადმოეცათ ყოველდღიური
სინამდვილის სილამაზე. იმპრესიონიზმის ფეწერაში ყურადღება
გამახვილებულია აწმყოზე, ადამიანის სულიერ ცხოვრებასა და ბუნებაზე. ამ
პერიოდის წარმომადგენელი ხატავდნენ ფრაგმენტულ კომპოზიციებს და მათ არ
ახასიათებდათ ფერების შერევა პალიტრაზე. იმპრესიონისტთა ნამუშევრების
აღსაქმელად საჭიროა მათი შორი მანძილიდან დათვალიერება, რადგან ახლოდან
დანახული, გაურლვეველი ლაქები მანძილიდან ნახვისას თავის ადგილზე
ლაგდება და მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება.

პოსტიმპრესიონიზმი არის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის


დასაწყისის ფრანგული ფერწერის ყველა ძირითადი მიმდინარეობის
გამაერთიანებელი სახელწოდება. პოსტიმპრესიონისტული ფერწერის
წარმომადგენლები: ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი და პოლ სეზანი
ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულები არიან, რომ რთულია მათთვის
საერთო მახასიათებლის მოძებნა. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, არის ის,
რომ თავიანთი შემოქმედების დასაწყისში ყოველი მათგანი იმპრესიონისტული
ფერწერის მხატვრულ პრინციპებს იზიარებდა. შემოქმედების შემდეგ ეტაპებზე
მათ დაიწყეს ახალი სახვითი ხერხების ძიება, რადგან იმპრესიონისტებისგან
განსხვავებით ისინი ცდილობდნენ საგნის არსობრივი საწყისის გადმოცემას და
გარემომცველი სამყაროს ხანგრძლივი მდგომარეობის დაფიქსირებას.
იმპრესიონისტებისგან მათ აითვისეს ფერის სისუფთავე და ჟღერადობა, თუმცა
ისინი ხშირად არაბუნებრივ ფერებს იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
პოსტიმპრესიონიზმმა მხოლოდ 1910-იანი წლების დასაწყისამდე იარსება, მან
ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის ფერწერის განვითარების გზა განსაზღვრა.

ბილეთი 6

1. საკულტო და საერო არქიტექტურა და მათი თავისებურებები.

არქიტექტურაში გამოიყოფა საკულტო და საერო დანიშნულების ნაგებობები.


საკულტო არქიტექტურაში მთავარია იდეოლოგიური ფაქტორი. უპირველესი
ამოცანაა წმინდა გარემოს შექმნა, რასაც სპეციფიური რწმენითა და რელიგიური
მოთხოვნებით განპირობებული კანონები განსაზღვრავს. საკულტო არქიტექტურის
ძეგლები ფასდაუდებელ მასალას გვაწვდის ძველი კულტებისა და რელიგიების
თავისებურებების შესახებ.

ქრისტიანული, მაჰმადიანური, ბუდისტური საგნები და ებრაული სინაგოგები


მრავალი საუკუნეა რაც იგება. მათ მხოლოდ რელიგიური ფუნქცია არ აქვთ, ისინი
ასევე წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა
საკულტო ნაგებობების მშენებლობა დღესაც გრძელდება.

საკულტო ნაგებობების არქიტექტურული სახე კონკრეტული რეგილიური


მოთხოვნების მიხედვით ყალიბდება. შესაბამისად, სხვადასხვა რელიგიის საკულტო
ნაგებობა განსხვავებულია. საკულტო ნაგებობის სახეზე ასევე ზეგავლენას ახდენს
თითოეული ქვეყნისა თუ რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული
ტიპები, რასაც შედეგად საერთო რელიგიის განსხვავებული ნაგებობები მოსდევს.
ამის მაგალითია ბიზანტიის, საქართველოსა თუ სომხეთის ქრისტიანული ტაძრები.

საერო არქიტექტურა, საკულტოსგან განსხვავებით, საზოგადოების სხვადასხვა


მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, რაც მის მრავალგვარობას
განაპირობებს. გამოიყოფა საერო არქიტექტურის რამდენიმე ძირითადი სახეობა:
საცხოვრებელი, საფორტიფიკაციო, საზოგადოებრივი და საინჟინრო-სამრეწველო
ნაგებობები.

საცხოვრებელი ნაგებობა არქიტექტურის უძველესი სახეობაა. მან პირველყოფილი


სახიდან დღემდე მრავალი ცვლილება განიცადა. საცხოვრებლის ტიპი და ფორმა
კარგად ასახავს ამა თუ იმ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და სამშენებლო
განვითარების დონეს. ისტორიულად საცხოვრებელი სახლის ტიპების
ჩამოყალიბებას განაპირობებდა გეოგრაფიული, კლიმატური პირობები და
მოსახლეობის საქმიანობის თავისებურება.

ნაგებობაში საცხოვრებლად შესაფერისი პირობების შექმნის გარდა დიდი


მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის დაცულობას. თანამედროვე ეპოქაში ამ პრობლემის
გადაწყვეტა სპეციალური სამსახურების მეშვეობით ხორციელდება, ძველად კი
თავდაცვისთვის საფორტიფიკაციო ნაგებობები გამოიყენებოდა. ეს ნაგებობები
ხშირად საკმაოდ რთულ სისტემას ქმნიდა და იარაღის განვითარებასთან ერთად
იცვლიდა სახეს. მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობაა
ჩინეთის დიდი კედელი.

საზოგადოებრივ ნაგებობებს მიეკუთვნება სავაჭრო, სპორტული, სამკურნალო და


სხვა დაწესებულებების შენობები. საზოგადოებრივი ნაგებობების საჭიროება
განვითარებული საზოგადოების ფორმირების შედეგია, თუმცა ამ სახის ნაგებობები
ძველ სამყაროშიც გვხვდება. მათ მიეკუთვნება სასწავლო-საგანმანათლებლო,
ადმინისტრაციული და კულტურულ-გასართობი შენობები.

საინჟინრო ნაგებობები არქიტექტურის სპეციფიკურ სახეობას წარმოადგენს.


საინჟინრო მშენებლობის უძველესი ნიმუშებია სარწყავი და საკომუნიკაციო
სისტემები (გზები, ხიდები). ამ სახის ნაგებობების შექმნა დიდძალ ადამიანურ
რესურსს და შესაბამის სამშენებლო ტექნიკას ითხოვს. ასეთი სისტემები ჯერ კიდევ
ძველ შუამდინარეთში გვხვდება, სადაც საირიგაციო სისტემების გამართული
ფუნქციონირება კეთილდღეობის უმთავრესი საფუძველი იყო. თანამედროვე
ეპოქაში საინჟინრო არქიტექტურა მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც ტექნიკურ
პროგრესს უკავშირდება. დღევანდელ მსოფლიოშ შესაძლებელი გახდა ისეთი
პროექტების განხორციელება, რაც ძველ ეპოქებში შეუძლებელი იყო.
2. ფერადი გრაფიკის სხვადასხვა ფორმები.

გრაფიკას ზოგადად შავ-თეთრის ხელოვნებას უწოდებენ, თუმცა ცნობილია


ფერადი გრაფიკული ნამუშევრებიც, რომლებიც შესრულებულია პასტელით,
ფერადი ფანქრებით, ფერადი ცარცებით და ა.შ.

პასტელი საშუალებას აძლევს მხატვარს, ორგანულად შეურწყას ერთმანეთს


ხაზების მოქნილობა და ფერთა სიმრავლე. ზოგი მხატვარი პასტელს დასრულებული
ნახატის შესაქმნელად იყენებს, ზოგი კი - ესკიზისთვის. პასტელის ტექნიკა
განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-18 საუკუნეში, პორტრეტისტების
შემოქმედებაში. ფერად ცარცებს კი უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე
პასტელს. ამ ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები მე-16 საუკუნიდან შემოგვრჩა.

ფერადი გრაფიკის ნიმუშების შესაქმნელად ასევე იხმარება აკვარელისა და გუაშის


საღებავები, რომლებიც გრაფიკასა და ფერწერას შორის გარდამავალ ტექნიკად
ითვლება. აკვარელის საღებავები წყალში იხსნება და ქაღალდის ზედაპიურზე
პიგმენტის თხელ ფენას ტოვებს. ეს ტექნიკა ნათელი, ნაზი, ერთმანეთში
გადამდინარე ფერებით გამოირჩევა. აკვარელი აერთიანებს როგორც ფეწერის, ასევე
ფრაფიკის თავისებურებებს. გუაშის საღებავები, აკვარელის საპირისპიროდ,
ინტენსიური ფერით გამოირჩევა. ის ძირითადად გამოიყენებოდა დიდი ფორმატის
ნამუშევრების, პლაკატებისა და აფიშების შესაქმნელად.

თანამედროვე სამყაროში ფერადი გრაფიკის ნიმუშები ხშირად კომპიუტერული


პროგრამების საშუალებითაც იქმნება.

ბილეთი 7

1. გრაფიკის, როგორც ხელოვნების დარგის, ჩამოყალიბების ისტორია.

გრაფიკის, როგორც ხელოვნების დარგის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პრეისტორიულ


ხანაში დაიწყო. გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული გრაფიკული ნახატები
სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს დარგად ითვლება. თუმცა
დამოუკიდებელი მნიშვნელობა გრაფიკულ ნამუშევარს მხოლოდ რენესანსის
ეპოქაში მიენიჭა.

ძველი მსოფლიოს ხელოვნებაში ნათლად ჩანს ხაზობრივი ნახატის


პრიორიტეტულობა, რისი მაგალითიცაა ძველეგვიპტური ხელოვნების ნიმუში -
მოტირალების რელიეფი, სადაც მთავარია არა ფიგურათა ანატომიური აგება ან მათი
კომპოზიციური განლაგება სიბრტყეზე, არამედ მოტირალ ქალთა ზემოთ აპყრობილი
ხელების კონტურული მოხაზულობა და მათი დინამიკა. პერსონაჟთა გამოსახვის
მანერა ხაზების მეშვეობით ამ ძველეგვიპტური ნამუშევრის მთავარი
მახასიათებელია.

გრაფიკის კიდევ ერთი კარგი ნიმუშია ძველბერძნული ლარნაკები, რომლებიც,


თავიანთი ფერადოვნების მიუხედავად, გამოსახვის მთავარ გზად ხაზების დინამიკას
იყენებენ. თუმცა არც ამ დროს და არც შუა საუკუნეებში არაა გამოყოფილი გრაფიკა
დამოუკიდებელ დარგად. ეს ხდება მხოლოდ რენესანსში, როდესაც ჩამოყალიბდა
პრინციპული სხვაობა ფერწერასა და ხაზოვან ნახატს შორის და დაიწყო გრაფიკის
დამოუკიდებელი დარგის არსებობის ისტორია.

2. სტილი ფერწერაში: ექსპრესიონიზმი და ფოვიზმი.

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, ექსპრესიონიზმი,


განვითარდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ძირითადად გავრცელდა სკანდინავიის
ქვეყნებში. სხვა დარგებისგან განსხვავებით, ექსპრესიონიზმი სტილზე მეტად
წარმოადგენდა რეაქციას საუკუნეთა მიჯნის გარდამავალ ვითარებასა და სოციალურ
კლიმატზე. ექსპრესიონიზმის მთავარი მიზანი იყო ადამიანის შინაგანი სამყაროს
გამოხატვა და თავისუფლებისთვის მებრძოლი, მაგრამ უძლური ინდივიდის
განწყობის გადმოცემა. ექსპრესიონისტები რადიკალურად უარყოფენ მე-19 საუკუნის
ამაღკებული, იდეალური ადამიანის გადმოცემას. ისინი ერთდროულად ხატავენ
უშნოსა და ტაბუდადებულს და ბუნებრივ, უმანკო სილამაზეს. ამგვარი კონტრასტის
საშუალებით ისინი გამოხატავენ თავიანთ რეაქციას გაბატონებულ საზოგადოებრივი
ღირებულებების სიყალბეზე.

ექსპრესიონიზმს ახასიათებს მარტივი, პირდაპირი მხატვრული ენა, რომელიც


შედგება ძლიერი ფერების, დაძაბული მონასმისგან და დეფორმირებული, მეტყველი
ფორმისგან.

ფოვიზმი მე-20 საუკუნის პირველ ავანგარდულ მიმდინარეობად ითვლება. მისი


სახელწოდება ჟურნალისტების მიერაა მოგონებული და ნიშნავს ‘ველურს’.
ფოვიზმის მთავარი მახასიათებელია ფერის განთავისუფლება აღწერითი
ფუნქციისგან და მისი სრულიად დეკორატიულად ქცევა, ლოკალური ფერის
ინტენსიურობა, ნახატის ძლიერი განზოგადება, ფორმის დაყვანა მარტივ
მონახაზამდე და ხაზობრივ პერსპექტივაზე უარის თქმა.
ბილეთი 8

1. სამგანზომილებიანი ქანდაკება და რელიეფი (ბარელიეფი, ჰორელიეფი და


კონტრრელიეფი).

ფორმის თავისებურებების მიხედვით გამოირჩევა ქანდაკების ორი ძირითადი


სახეობა: მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. მრგვალი ქანდაკება ის სახეობაა,
რომელსაც ვგულისხმობთ ქანდაკებაზე საუბრისას. ის წარმოგვიდგენს 360
გრადუსით მოცემულ ფიგურას, რომლის დანახვაც, შესაბამისად, ნებისმიერი
კუთხიდანაა შესაძლებელი. მრგვალ ქანდაკებაში გამოირჩევა თავისუფალი
ქანდაკება, რომელსაც მრავალი ხედვის წერტილი აქვს და ყველა წერტილიდან
თანაბრად მეტყველია. ასეთი ქანდაკების კარგი მაგალითია გამარჯვების ქალღმერთ
ნიკეს გამოსახულება, რომელიც ყველა კუთხიდან ახლებურ აზრს გადმოგვცემს.
მაგალითად, მისი წინიდან დანახვისას ვხედავთ ფართოდ გაშლილ ფრთებს,
გვერდიდან კი იგი თითქოს ქარს ებრძვის და მისი სამოსი ქარში ფრიალებს. მისი
საწინააღმდეგოა ძველი ეგვიპტური ან არქაული ბერძნული ქანდაკებები, რომლებიც
მკაცრად ფრონტალურად აღქმისთვისაა განკუთვნილი და მათი ნებისმიერი
კუთხიდან დანახვა ერთსა და იმავე აზრს გადმოგვცემს.

რელიეფი არის რაიმე მყარ მასალაზე მოცემული ქანდაკება, რომელიც


ნაწილობრივი მოცულობითაა წარმოდგენილი. მრგვალი ქანდაკებისგან
განსხვავებით, იგი არქიტექტურას უკავშირდება და როგორც წესი, ამშვენებს შენობის
კედლებს ან სხვა რაიმე არქიტექტურულ ნაგებობას. რელიეფს განასხვავებენ
მოცულობის სიმაღლის მიხედვით:

1. ბარელიეფი - დაბალი რელიეფი, სადაც ფორმა ნახევარი მოცულობითაა ამოსული


ზედაპირიდან.

2. ჰორელიეფი - მაღალი რელიეფი, სადაც ფორმა სრული მოცულობის ნახევარზე


მეტი სიმაღლისაა.

3. კონტრრელიეფი - ჩაკვეთილი რელიეფი.

რელიეფი მრგვალი ქანდაკებისგან სიუჟეტური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.


ეს სიბრტყეზე მოთავსებული ფორმა თავისთავად გულისხმობს თხრობითი
კომპოზიციების მნიშვნელოვნებას. რელიეფში ასევე გამოიტენება არქიტექტურული
დეტალები ფონზე. რელიეფებზე ძირითადად მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი
შინაარსის მქონე გამოსახულებები, როგორიცაა მეფეების მმართველობის სცენები,
რელიგიური სიუჟეტები და ა.შ
2. ფერწერა და მისი ტექნიკები.

ფერწერა ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი დარგია. მას მრავალი


ტექნიკა აქვს.

ფერწერაშ გამოყოფენ სამ ძირითად მიმართულებას: მონუმენტური ფერწერა,


დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.

1. მონუმენტური ფერწერა ეწოდება მხატვრობის იმ სახეს, რომელიც დიდ არეებზე -


კედლის ზედაპირებზე სრულდება. ის შეიძლება იყოს როგორც ინტერიერის,
ასევე ექსტერიერის ნაწილი. მონუმენტური ფერწერის ძირითადი ტექნიკებია:
ფრესკა, მოზაიკა, ვიტრაჟი და ა.შ.

ფრესკა მონუმენტური ფერწერის ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა. ფრესკაში


გამოიყენება წყლის საღებავები, თუმცა შემკვრელი კირია, რის გამოც ფრესკა იხატება
ახალ, სველ ბათქაშზე რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ბათქაში გაშრება. თუ მხატვარს
შეცდომა მოუვიდა, მაშინ მან უნდა მოხსნას ბათქაშიც მთელი ფენა, რომელზეც
ფერწერაა შესრულებული, ახალი საფუძველი მოამზადოს და მასზე შეასრულოს
ნახატი. ამ მიზეზების გამო მხატვარმა წინასწარ უნდა იცოდეს, რას ხატავს და
საკმაოდ სწრაფად უნდა შეასრულოს ნახატი. აქედან გამომდინარე, ფრესკის ენა
ლაკონურია.

მოზაიკა გულისხმობს ფერადი კენჭების ან მინის საშუალებით გამოსახულების


შექმნას. მოზაიკა ხშირად გამოიყენებოდა ანტიკურ ეპოქაში, განსაკუთრებით რომში,
სასახლეების, აბანოების, ტაძრების და სხვა საერო თუ საკულტო ნაგებობების,
ძირითადად იატაკების მოსართავად.

ვიტრაჟი არის ტექნიკა, რომელიც გამოსახულების შესაქმნელად იყენებს


სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის მინის ნაჭრებს, რომლებიც ლითონის ან ხის
ჩარჩოშია ჩასმული. ვიტრაჟები ძირითადად ფანჯრების მოსართავად გამოიყენება,
სადაც სხვადასხვა ფერის მინა ბუნებრივი სინათლის ზემოქმედებით ნაგებობათა
ინტერიერში საოცარ, ფერად ეფექტს იძლევა.

2. დაზგური ფერწერის ნიმუშები სრულდება მცირე ზომის სპეციალურ დაზგაზე -


მოლბერტზე. მისი ყველაზე ძველი და გავრცელებული მასალა არის ხე, რომელიც
მე-18 საუკუნეში ტილოთი ნაცვლდება. დაზგურ ფერწერაში ძირითადად
გამოიყენებოდა ტემპერა, რომელიც მე-16 საუკუნიდან ზეთის საღებავებით
ჩანაცვლდა. ზეთის საღებავები ყველაზე თავისუფალი და შემოქმედებითი
მასალაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ფერების ერთმანეთში არევა. ასევე,
მხატვარს შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მუშაობა და შემდეგ
უპრობლემოდ განაგრძოს. ასევე, მარტივია შეცდომების შესწორება მათზე
გადახატვით. თუმცა, ზეთის საღებავის შემკვრელი ნივთიერებები დროთა
განმავლობაში ელასტიურობას კარგავს, რის გამოც ფერწერული ნახატი
ნახეთქებით იფარება და მისი ტონალობა იცვლება.
3. მინიატურული ფერწერა ეწოდება მცირე ზომის ფერწერულ ნამუშევრებს. ამ
ტერმინს ასევე ხშირად უწოდებენ დასურათებულ ხელნაწერთა გამოსახულებებს.

ბილეთი 9

1. არქიტექტურული სტილები - ძველი ეგვიპტის არქიტექტურა.

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ისტორია ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში იწყება და


დაახოებით 40 საუკუნეს მოიცავს. ეგვიპტის არქიტექტურა ისევე, როგორც მისი
სახვითი ხელოვნება, რელიგიური ხასიათისაა - მთავარი მნიშვნელობა ენიჭება
ტაძრებისა და სამარხი ნაგებობების მშენებლობას. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ თუ
განსვენებულის სხეული უვნებლად შეინახებოდა, შემდგომში სული კვლავ მასში
ჩასახლდებოდა და იგი აღდგებოდა სამუდამო ცხოვრებისთვის.

დიდებულთა მუმიებს ასვენებდნენ ე.წ. მასტაბებში - წაკვეთილი პირამიდის


ფორმის ქვის ნაგებობებში. მიწისზედა ნაწილში განლაგებული იყო საკულტო
დანიშნულების სათავსი, სადაც ინახებოდა მიცვალებულის ნივთები, მიწისქვეშ კი
ინახებოდა სარკოფაგი, რომელშიც მუმია ესვენა. კედლები დაფარული იყო
რიტუალური შინაარსის ფრესკებითა და რელიეფებით. მოგვიანებით მასტაბა
განვითარდა საფეხუროვანი პირამიდის სახით. ამ ტიპის ერთ-ერთი უძველესი
ნაგებობაა ფარაონ ჯოსერის შვიდსაფეხურიანი პირამიდა. შემდგომ პერიოდში
პირამიდების საფეხურების რაოდენობა თანდათან მცირდებოდა, საბოლოოდ კი
საფეხურებიანი კომპოზიცია სრულიად უარყოფილი იქნა და შეიქმნა კლასიკური
გეომეტრიული ფორმის პირამიდა, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანია მაგალითია
გიზას პირამიდები. მათი გიგანტური ზომები ფარაონის აბსოლუტური
ძალაუფლების იდეას გამოხატავს.

შემდეგ პერიოდში პირამიდებს უფრო და უფრო იშვიათად აშენებდნენ. ისინი


ჩანაცვლდა ტაძრებით. ეს ტაძრები გიგანტური ზომებით, მონუმენტურობით და
დიდებულებით გამოირჩევა. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენელი ნაწილები
სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და მათ მწყობრს მნახველი თანდათანობით მიჰყავს
მნახველი იმ გზაზე, რომელსაც ოდესღაც ეგვიპტელთა რიტუალური პროცესიები
მიუყვებოდა: სფინქსების ქანდაკებებით შემკულ გზას მივყავართ უზარმაზარ
ჭიშკართან, რომლის შიგნითაც ტაძრის მთავარი ნაწილი, დიდი სვეტებიანი
დარბაზია. ქვის ამ დიად ნაგებობაში შესული მნახველი განსაკუთრებული ძალით
შეიგრძნობდა ღვთაების სიდიადესა და საკუთარ უმწეობას, რასაც ხელს უწყობს
ღვთაებათა და ფარაონთა უზარმაზარი ქანდაკებები. ამის მაგალითია მზის ღმერთის,
ამონ-რას ტაძართა კომპლექსები.

2. ფერწერა - მისი სპეციფიკა და გამომსახველობითი საშუალებები: კომპოზიცია,


სიმეტრია, პერსპექტივა, ფერი, მონასმი, პალიტრა, ფორმატი და ჩარჩო,
ჰორიზონტის ხაზი და ა.შ.

ფერწერა სახვითი ხელოვნების ყველაზე პოპულარული დარგია. მის მთავარ


გამომსახველობით საშუალებას ფერი წარმოადგენს. ფერწერულად ითვლება ყველა
ის ნამუშევარი, რომელიც მყარ ზედაპირზე საღებავებითაა შექმნილი.

ფერწერაში გადმოიცემა საგნის ფორმა, შუქი რომელიც საგანს ანათებს, ფაქტურა,


მოვულობა, სივრცე და ა.შ. ამიტომ ფერწერაში გამოიყენება კონკრეტული სახვითი
საშუალებები: ხაზი, ფერი, შუქ-ჩრდილი, ხაზობრივი და ჰაეროვანი პერსპექტივა და
სხვ. რომელთა მეშვეობით სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია
იქმნება.

ყოველი მხატვრული ნაწარმოების საფუძველს წარმოადგენს კომპოზიცია, რომლის


საშუალებითაც ნაწარმოების მთლიანობაა განპირობებული. სახვით ხელოვნებაში
კომპოზიცია ნიშნავს მხატვრული ნაწარმოების შექმნას მისი შინაარსისა და
დანიშნულების მიხედვით. კომპოციზია ემსახურება ნამუშევარში შუქ-ჩრდილის,
ფერების, დეტალების, საგანთა ადგილმდებარეობის და ა.შ. განსაზღვრას.

სიმეტრია არის რაიმე მთელის ნაწილების პროპორციული განლაგება


ცენტრალურის მიმართ. სიმეტრია უპირისპირდება ქაოსს და უწესრიგობას. ანუ,
შეგვიძლია გავნმარტოთ, რომ სიმეტრია არის გაწონასწორებულობა, ჰარმონია,
სიმდგრადე და სრულყოფილება.

პერსპექტივა - ფორმების სიბრტყეზე გამოსახვის სისტემა, რომელიც


ითვალისწინებს საგნის სივრცით სტრუქტურას და მისი ნაწილების დაშორებას
დამკვირვებლისგან. არსებობს რამდენიმე სახის პერსპექტივა: მაგ. სივრცეში
სიღრმისკენ მიმართული ხაზები, რომლებიც ერთ წერტილში იყრის თავს და
სიბრტყეზე სიღრმის ილუზიას ქმნის, ხაზობრივ პერსპექტივას წარმოადგენს.
ჰაეროვანი პერსპექტივა შორს მყოფი საგნების მხედველობით აღქმაზეა
დაფუძნებული და ა.შ.
ფერი ფერწერაში მთავარ გამომსახველობით საშუალებას წარმოადგენს. ფერის
აღქმას პირდაპირ უკავშირდება სინათლის სხივები, რომლებიც საშუალებას
გვაძლევენ, რომ ესა და ის ფერი დავინახოთ. ისააკ ნიუტონმა სინათლის სხივი 7
ფერად დაშალა. ამ თეორიით მხატვრები დაინტერესდნენ და დროთა განმავლობაში
ძირითად და შედგენილ ფერთა სისტემა ჩამოაყალიბეს. ამ სისტემის მიხედვით
ძირითადი ფერებია წითელი, ყვითელი და ლურჯი. ხოლო ის ფერები, რომლებიც
ძირითადი ფერების შერევის შედეგად მიიღება, შედგენილი ფერებია (მაგ.
ნარინჯისფერი, მწვანე და იისფერი). ფერებს ერთმანეთისგან განასხვავებს
რამდენიმე თვისება. ეს თვისებებია: სინათლე, ფერადოვანი ტონი და
გაჯერებულობა.

ფორმატი უშუალო კავშირშია მხატვრული ნამუშევრის სტრუქტურასთან. როგორც


წესი, მხატვარი ფორმატს მუშაობის დაწყებამდე ირჩევს, თუმცა ცნობილია ისეთი
მხატვრებიც, რომლებიც სურათის ფორმატს მუშაობის პროცესში ცვლიდნენ.
ყველაზე გავრცელებული ფორმატი მართკუთხედია. ჰორიზონტალური ფორმატი
ძირითადად გამოიყენება თხრობითი კომპოზიციებისთვის, ვერტიკალური კი
მაყურებელს სულიერი თავისუფლებისა და ამაღლებული გრძნობებისკენ უბიძგებს.
ასევე არსებობს კვადრატის ფორმის და მრგვალი ფორმატები, რომელთაც
ახასიათებთ სიმშვიდე და გრძნობათა და აზრთა ღრმა კონცენტრაცია.

ბილეთი 10

1. ხელოვნების შესახებ არსებული კონცეპციები და განსაზღვრებები.

კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე ქმნის ხელოვნების ნიმუშებს ამა თუ


იმ ფორმით. ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნების პროცესი სრულად აისახება
ფერწერასა თუ ქანდაკებაში. ხელოვნების საშუალებით ადამიანი შეიცნობს სამყაროს,
იფართოებს თვალსაწიერს, იკმაყოფილებს შემოქმედების სურვილს და ა.შ. ასე რომ,
ხელოვნების დანიშნულება მრავალმხრივი და მნიშვნელოვანია.

სახვითი ხელოვნების წარმოშობის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. მათგან


ყველაზე გავრცელებული თეორიებია:

,,მიბაძვის’’ თეორია ანუ მიმესისი - ეს თეორია ყველაზე ძველია და მის ფუძემდებლად


არისტოტელეა მიჩნეული. არისტოტელეს აზრით, ადამიანს აქვს სურვილი რომ მიბაძოს
ბუნებას, დააკვირდეს გარემომცველი სამყაროს ობიექტებს, ნატურას და
შეძლებისდაგვარად ასახოს იგი თავის შემოქმედებაში.
ბიოლოგიური თეორია - ეს მოსაზრება სათავეს ჩარლზ დარვინის სწავლებაში იღებს.
მისი მიხედვით, ყველა ცოცხალ არსებას აქვს სურვილი რომ თავი შეიმკოს და
გალამაზდეს, რათა საწინააღმდეგო სქესის ყურადღება მიიპყროს.

თამაშის ჰიპოთეზა - ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ხელოვნების


ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ადამიანის გართობის, დასვენების, თამაშის
სურვილმა. მართლაც, თუ დავაკვირდებით ბავშვებს, ისინი მხოლოდ გართობის
მიზნით ქმნიან ხელოვნებას, ხატვითა და ძერწვით. თამაშის თეორიის მიხედვით
პირველყოფილი ადამიანიც გაუცნობიერებლად ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს, რადგან
მას სილამაზის შეგრძნება თანდაყოლილი ჰქონდა.

მაგიური თეორია - ეს თეორია ეყრდნობა პალეოლითის ეპოქის ხელოვნების ძეგლების


იმ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვითაც ისინი მიჩნეულია გარკვეული მაგიური
რიტუალების ნაწილად. სავარაუდოდ, ცხოვლეთა და სხვა გამოსახულებები ხშირად
პირდაპირ მონაწილეობდა რიტუალებში. მაგალითად, პირველყოფილი ადამიანები
ბიზონის გამოსახულებას შუბებს ესროდნენ, ანუ მასზე ,,ნადირობდნენ’’ და მათ
სჯეროდათ, რომ ეს რიტუალი წარმატებულ ნადირობას შეუწყობდა ხელს. ასევე,
ხელოვნების ნიმუში სიმბოლურად განასახიერებდა თაყვანსაცემ ობიექტს (ტოტემი,
ციური მნათობი და ა.შ). ამრიგად, ამ თეორიის მიხედვით ხელოვნების წარმოშობა
განუყოფელია რელიგიისგან.

,,ინფორმაციული აფეთქების’’ ჰიპოთეზა - ეს თეორია სხვებთან შედარებით ახალი და


გაცილებით პერსპექტიულია. მისი მიხედვით პირველყოფილი ხელოვნების ძეგლები
ინფორმაციის დაგროვებისა და გადაცემის საშუალებები იყო. მართლაც, თუ
დავაკვირდებით პალეოლითის სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, დავრწმუნდებით, რომ
დედამიწის დაშორებულ რეგიონებში კი ისინი ერთნაირი ფორმითა და სტილით
ხასიათდება. ამრიგად, გამოსახულებების შექმნის მთავარი მიზანი შეიძლება ყოფილიყო
გარკვეული სიმბოლური ნიშნების სისტემი შემუშავება, რომელიც ინფორმაციის
შენახვასა და გავრცელებას გაუწყობდა ხელს. შესაბამისად, ამ თეორიის მიხედვით,
ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.

2. სტილი ფერწერაში: რომანტიზმი, სიმბოლიზმი, არ ნუვო.

რომანტიზმის წარმოშობის პერიოდად მე-18 საუკუნის ბოლო ითვლება. მას


ახასიათებს ძლიერი ემოციურობა, გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრიობა,
გულწრფელობა და ინდივიდუალურობა. რომანტიკოსები ხშირად მიმართავდნენ
საიდუმლოებით მოცულს, ხალხურ ზღაპრებს, თქმულებებს, ამოუცნობს და ა.შ.
რომანტიზმის მთავარი მიზანია ადამიანისა და ბუნების გაერთიანება სიყვარულის
მეშვეობით.

რომანტიკოს მხატვართა საუკეთესო ნაწარმოებები პორტრეტსა და პეიზაჟშია


შექმნილი. მათთვის საყვარელი მოტივები მთის პეიზაჟები და არქიტექტურულ
ძეგლთა ნანგრევები იყო. ნაწარმოებებების მახასიათებლები იყო დინამიური
კომპოზიციები, კონტრასტულობა, შუქ-ჩრდილი და სხვა.

სიმბოლიზმი მე-19 საუკუნეში ჩამყალიბდა. ეს იყო არაერთგვაროვანი და


წინააღმდეგობრივი მიმართულება და მას არ ჰქონდა საკუთარი სტილისტიკა,
არამედ იგი მეტად ,,იდეურ’’ მოძრაობას წარმოადგენდა. სიმბოლისტები
უარყოფდნენ რეალიზმს და თვლიდნენ, რომ ფერწერას უნდა გადმოეცა განცდებით
აღსავსე ცხოვრება, ფაქიზი გრძნობები, წუთიერი, წარმავალი შთაბეჭდილებები და
ა.შ. სიმბოლისტების ნაწარმოებები გაჯერებულია მისტიციზმით, ზებუნებრივის
შეგძნებით. ისინი იზიარებდნენ აზრს, რომ ‘უნდა დახატო მხოლოდ ის, რასაც
ვერასოდეს დაინახავ’.

არ-ნუვო, ანუ მოდერნი, პოპულარული იყო ამერიკასა და ევროპაში მე-19 საუკუნის


მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ მიმდინარეობამ განსაკუთრებით
მოიცვა დიზაინი, სხვადასხვა ეპოქის სტილებისა და მხატვრული ხერხების
გადამუშავების შემდეგ კი მოდერნმა გამოიმუშავა საკუთარი მხატვრული ხერხები,
რომელთა მთავარი მახასიაღებელი იყო ასიმეტრია, ორნამენტულობა,
დეკორატიულობა, სწორ ხაზებსა და კუთხეებზე უარის თქმა და მათი შეცვლა უფრო
ბუნებრივი, დინამიკური ხაზებითა და კონტურებით.

მოდერნის/არ-ნუვოს ფერწერისა და გრაფიკის გამორჩეული ხელოვანები არიან


გუსტავ კლიმტი, ალფონს მუხა და სხვ. ამ მხატვრების შემოქმედებამ დიდი გავლენა
იქონია ევროპული ხელოვნების შემდგომ განვითარებაზე პლაკატის, რეკლამისა და
მოდური ჟურნალების ჩათვლით.

ბილეთი 11

1. არქიტექტურული სტილები - ძველი რომის არქიტექტურა.

რომმა ბევრი რამ ისესხა საბერძნეთისგან, მათ შორის არის არქიტექტურაც:


სვეტებიანი ტაძრის ტიპები, ორდერული სისტემა, თეატრი და ა.შ რომში გაცილებით
უფრო განვითარდა ყოფითი დანიშნულების მქონე ნაგებობების: ვილების, თერმული
აბანოების, ხიდების, გზების მშენებლობა. მშენებლობის დონე იმდენად მაღალი იყო,
რომ ზოგი ნაგებობა დღესაც კი ფუნქციონირებს. რომაული არქიტექტურის ერთ-
ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია სატრიუმფო თაღი - ნაგებობა,
რომელიც გამოიყენებოდა საბრძოლო გამარჯვებების აღსანიშნავი ზეიმების დროს.
რომაულ არქიტექტურას ასევე ახასიათებს ამფითეატრები - ოვალური ღია ფორმის
ნაგებობა, რომელიც ტრიბუნებით გარშემორტყმულ არენას წარმოადგენს და
გამოიყენებებოდა გლადიატორთა ბრძოლებისა და სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის.
თეატრის აგება რომაელებმა ბერძნებისგან ისწავლეს, თუმცა, იგი საკმაოდ
განსხვავებული იყო - ბერძნულისგან განსხვავებით, რომაული თეატრი
განკუთვნილი იყო მხოლოდ ელიტარული საზოგადოებისთვის და წარმოადგენდა
რამდენიმე სართულიან ნაგებობას, როცა ბერძნული თეატრი უშუალოდ ფერდობზე
იყო გაშლილი.

ძველი რომაული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია პანთეონი


- უზარმაზარი, მრგვალი გუმბათოვანი ნაგებობა. ასეთი დიდი შენობების აშენების
საშუალებას რომაელებს ბეტონისა და აგურის გამოყენება აძლევდა. აგური საკმაოდ
გამძლე, ბეტონი კი - მოქნილი მასალაა.

რომაული ქალაქების ბირთვს წარმოადგენდა ცენტრალური მოედანი, ანუ ფორუმი,


სადაც განლაგებული იყო ტაძარი, სატრიუმფო თაღები, საზოგადოებრივი და
სავაჭრო ნაგებობები და ა.შ. საცხოვრებელი არქიტექტურა დაყოფილი იყო ორ
ტიპად: მრავალსართულიანი ინსულები ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის და
ვილები შეძლებული ფენისთვის.

2. გრაფიკა - მისი სპეციფიკა და გამომსახველობითი საშუალებები: ხაზი, შუქ-


ჩრდილი, გამოსახულებისა და ფონის ურთიერთმიმართება.

გრაფიკა არის ქაღალდზე სხვადასხვა მასალით და ხერხით ხატვის ხელოვნება. ხშირად


მას შავ-თეთრის ხელოვნებასაც უწოდებენ, თუმცა არსებობს ფერადი გრაფიკაც,
შესრულებული პასტელებით, ფერადი ცარცებით ან ფერადი ფანქრებით, თუმცა ფერს
გრაფიკაში ყოველთვის დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს. გრაფიკას, ფერწერისგან
განსხვავებით, სივრცის თავისებური გამოსახვა და გამოსახულების და ქაღალდის ფონის
კონტრასტი ახასიათებს.

გრაფიკული ნახატი იქმნება სხვადასხვა ხერხით: კონტურის, ხაზის, შტრიხის


მეშვეობით და ძალიან დიდ როლს თამაშობს ხელოვნებაში. გრაფიკული ნახატი
შეიძლება იყოს როგორც დასრულებული ნამუშევარი, ისევე ესკიზი, საფუძველი
ფერწერული, სკულპტურული, არქიტექტურული თუ დიზაინერული ნამუშევრისთვის.
დასრულებულ გრაფიკულ ნახატს დაზგური ნახატი ეწოდება.
მხატვრობაში ძალზე გავრცელებულია ფანქრით ან ნახშირით ჩანახატის შესრულება,
რომლითაც გამოიხატება სურათის ძირითადი იდეა ან რომელიმე დეტალი. ასეთ ნახატს
ეტიუდი ეწოდება და ის შეიძლება მომავალი ნამუშევრის საფუძველი გახდეს. ესკიზი კი
ეწოდება ჩანახატს, ნახაზს, რომელშიც მოქანდაკე, არქიტექტორი თუ დიზაინერი თავის
ჩანაფიქრს ასახავს.

გრაფიკული სახატავი საშუალებები ადვილად მოსახმარი და ტრანსპორტირებადია.


ისინი მხატვარს სწრაფი მუშაობის საშუალებას აძლევს, რის გამოც განსაკუთრებით
მოსახერხებელია სწრაფი ჩანახატების გასაკეთებლად. შემორჩენილია მრავალი დიდი
ფერწერული ნამუშევრის ჩანახატი, რომლებშიც ისეთი დეტალები ჩანს, რომლებიც
საბოლოო ნამუშევარში ქრება ხოლმე. ამიტომ, გრაფიკული ნახატები ძალზე
საინტერესოა. ამის ნათელი მაგალითია მიქელანჯელოს გრაფიკული ჩანახატები
სიქსტის კაპელას მოხატულობისთვის.

გრაფიკული გამომსახველობითი ხერხებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია


კონტური - ფორმის გარშემომწერი ხაზი; შტრიხი - წვრილი ხაზები, რომლის
საშუალებითაც გრაფიკულ ნახატში გადმოიცემა ფორმები და შუქ-ჩრდილები.

ბილეთი 12

1. არქიტექტურული სტილები - ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურა.

ანტიკური საბერძნეთის ხელოვნების ისტორიაში გამოიყოფა სამი ძირითადი


პერიოდი: 1. არქაული ეპოქა, 2. კლასიკური ხანა და 3. ელინისტური ეპოქა.

ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურის ძირითადი სახე ჯერ კიდევ არქაულ ხანაში


ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ის არ მიისრწრაფოდა ზებუნებრივი, დამთრგუნავი
გრანდიოზულობისკენ და მისი მთავარი მიზანი ზომიერება და პროპორციულობა
იყო. აქ ყველაფერი შეესაბამება ადამიანის მოთხოვნილებებს. მარმარილოსგან ნაგები
ტაძრები სადაა და არასოდეს არაა გადატვირთული შემკილობით.

ბერძნული არქიტექტურა მკაცრად მიჰყვება ნაგებობის აღნაგობის წესს - ორდერს.


ტაძრის კონსტრუქცია შედგება სამი ნაწილისგან: საფეხუროვანი საფუძველი,
სვეტები და მათზე დაყრდნობილი ზედა ნაწილი. არსებობს ორდერის სამი
ძირითადი სახე:

1. დორიული - ყველაზე ძლიერი პროპორციებისაა, ამიტომ ასოცირდებოდა


მამაკაცის ფიგურასთან და ხშირად სვეტის მაგივრად ქანდაკებას, ე.წ. ატლანტს
დგამდნენ. დორიული ორდერის კაპიტელი ყველაზე უბრალოა.
2. იონური - მას უფრო თხელი და მაღალი პროპორციები და ჩუქურთმებით
შემკული კაპიტელი აქვს. მას ქალის ფიგურას უკავშირებდნენ და ზოგჯერ მის
მაგივრად კორების ქანდაკებებს იყენებდნენ.
3. კორინთული - შედარებით გვიან ჩამოტალიბდა, ვიდრე დორიული და იონური.
იგი ყველაზე მაღალი, მდიდრული და ელეგანტურია. კაპიტოლები ძლიერ
მოჩუქურთმებულია.

ანტიკური ბერძნული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია ათენის


აკროპოლისი. იგი აგებულია ძვ.წ. მე-5 საუკუნეში. მისი შემადგენელი ნაწილებია
საზეიმო შესასვლელი, უფრთო ნიკეს ტაძარი, მთავარი ტაძარი (პართენონი, ანუ
ქალქილ ათენას ტაძარი), ერეხთეიონი (ათენას და პოსეიდონის ტაძარი) და ეზოში
აღმართული „მებრძოლი ათენას“ ქანდაკება.

2. ორფიგურიანი სკულპტურული ჯგუფების დახასიათება.

სკულპტურული ჯგუფი ეწოდება რამდენიმე ქანდაკებისგან შემდგარ ანსამბლს და


ის ხასიათდება მრავალი კომპოზიციური და სტილისტური თავისებურებებით. მისი
ყველაზე მარტივი სახეობაა ორფიგურიანი ჯგუფი. სხვადასხვა ქვეყნებისა და
ეპოქების ხელოვნებაში ორფიგურიანი კომპოზიციები ყველაზე გავრცელებულია.
მათ შორის აღსანიშნავია ისეთი ნიმუშები, სადაც ფიგურები უბრალოდ
გვერდიგვერდაა განლაგებული ყოველგვარი ერთიანობის გარეშე. ასეთია, არქაული
პერიოდის კუროსების წყვილი, რომლების აღქმაც ხედვის მხოლოდ ერთი
წერტილიდან, მკაცრად ფრონტალურადაა შესაძლებელი.

ორფიგურიანი სკულპტურული ჯგუფის შედარებით განვითარებული სახეობაა


ისეთი ნიმუშები, რომლებშიც ფიგურები საერთო მოძრაობის მიმართულებითაა
გაერთიანებული. ასეთია ადრეული კლასიკის ეპოქაში შექმნილი
,,ტირანისმკვლელების’’ მონუმენტი, სადაც ორი პერსონაჟი ცალკე დგას, თუმცა
ისინი საერთო ქმედების მომენტში არიან მოცემული. ამ მონუმენტს მრავალი ხედვის
წერტილი აქვს.

სკულპტურულ ჯგუფში მოძრაობა შეიძლება ურთიერთსაპირისპიროც იყოს, ანუ


კონტრასტის პრინციპს ემყარებოდეს. ამის მაგალითია ,,ათენა და მარსიუსის“
ქანდაკებები.

ორფიგურიანი სკულტურული ჯგუფის ტიპიურ მაგალითებს წარმოადგენს


მსოფლიო ხელოვნებაში საკმაოდ გავრცელებული კომპოზიცია ,,პიეტები’’. მათი
ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ორი ფიგურის ურთიერთმიმართების პრობლემა
მრავალგვარად შეიძლება გადაიჭრას. მაგ. მიქელანჯელოს სახელგანთქმული, ე.წ.
რომაული პიეტა ორი ფიგურის კონტრასტზე და, ამავე დროს, ერთიანობაზეა
დამყარებული. სკულპტურული ჯგუფი ერთიანია, თუმცა ამ ერთიანობის შიგნით
ოსტატურადაა დაპირისპირებული საწინააღმდეგო ელემენტები: ამაღლებული და
შვეული აქცენტები, მშვიდი და დრამატული სახე, შიშველი და დრაპირებული
სხეული და ა.შ. ოსტატურად დამუშავებული დრაპირება, რომელიც ფართო
ნაკეცებად იშლება ქვევითკენ, მთელ კომპოზიციას აერთიანებს.

ბილეთი 13

1. არქიტექტურული სტილები - ფუნქციონალიზმი, ჩიკაგოს სკოლა და


კონსტრუქტივიზმი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება თანამედროვე ხელოვნების, ანუ მოდერნიზმის,


ხანა. არქიტექტურაში ამ დროს ვრცელდება მიმართულდება, რომელიც გულისხმობს
შენობის გადაწყვეტას მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ანუ, ფუნქციონალიზმი.

ფუნქციონალიზმი ითხოვდა ყველაზე თანამედროვე მასალების და


კონსტრუქციების გამოყენებით ისეთი შენობების შექმნას, რომლებიც
უზრუნველოყოფდა მათ საუკეთესოდ ფუნქციონირებას. აქ ორნამენტები,
ორდერული სისტემა და სხვა ისტორიული დეკორი უარყოფილი იყო. ამ
მიმართულების მიმდევრები თვლიდნენ, რომ ყველაზე ფუნქციურად საუკეთესო
ფორმა თავისთავადაა ლამაზი.

ნაგებობის ფუნქციის მნიშვნელოვნების იდეა პირველად ჯერ კიდევ მე-19


საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ამ დროს ამერიკაში ჩამოყალიბდა ,,ჩიკაგოს სკოლის’’
მიმართულება, რომელმაც განაპირობა მთელი მე-20 საუკუნის არქიტექტურის სახე.
სწორედ აქ გაჩნდა პირველი ცათამბჯენები, რომელთა არსებობა შესაძლებელი
გახადა ფოლადის კარკასმა და ლიფტის გამოგონება. პირველი ცათამბჯენი
დღევანდელი სტანდარტებით ძალიან პატარა, სულ ათსართულიანი იყო.

ჩიკაგოს სკოლის ძირითადი წარმომადგენელი, ლუი სალივანი, თვლიდა, რომ


შენობის დაპროექტება უნდა დაიწყოს „შიგნიდან გარეთ“, ანუ ჯერ დანიშნულების
მიხედვით უნდა შედგეს ზოგადი გეგმა, ხოლო მხატვრული კონსტრუქცია
მოგვიანებით აისახოს. სალივანს ასევე მიაჩნდა, რომ ასეთი ტიპის შენობა
აუცილებლად უნდა გამოხატავდეს ზესწრაფვას, რისთვისაც ფასადებზე
ვერტიკალური ხაზების განლაგება იყო მნიშვნელოვანი.
მსგავსი იდეები საფუძვლად ედო ასევე კონსტრუქტივიზმს - მიმართულებას,
რომელიც ჩაისახა 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში. 30-იან წლებში ეს
მიმართულება აიკრძალა, როგორც იდეურად მავნე. ამის გარდა, ეკონომიკური
მიზეზების გამო იმ დროს ცოტა რამ თუ შენდებოდა, ამიტომ კონსტრუქტივისტების
იდეების დიდი ნაწილი ქაღალდზე დარჩა, თუმცა ამ იდეებმა მაინც დიდი გავლენა
იქონია მსოფლიო არქიტექტურული აზროვნების განვითარებაზე.

2. ქრისტიანული ფერწერა და მისი მხატვრული ტრადიცია.

313 წელს მილანის ედიქტით რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა


სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სხვა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან ერთად
ეს გახდა საფუძველი არსობრივად განსხვავებული ხელოვნების
ჩამოყალიბებისთვის.

მანამდე პირველი ქრისტიანები მალულად იკრიბებოდნენ კატაკომბებში,


რომლებმაც ქრისტიანული კედლის მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშები
შემოგვინახა. ამ ნიმუშებში ხშირად ვხვდებით ანტიკური სტილის ელემენტებს,
როგორიცაა ჭაბუკი მწყემსის იკნოგრაფია, ანუ ქრისტეს ერთ-ერთი უძველესი
ხატოვანი გამოსახულება. ვხვდებით, ასევე, ხელაპყრობილ მლოცველ ფიგურებს, რაც
შემდგომში ღვთისმშობლის ერთ-ერთ გავრცელებულ იკონოგრაფიულ სახედ იქცა. აქ
ასევე ხშირია დეკორატიული მოტივები და სიმბოლოები რამდენიმე მნიშვნელობით.

ქრისტიანული სწავლება დაუპირისპირდა ანტიკური ხელოვნების რეალისტურ


ტრადიციებს და საკუთარი მხატვრული ენა ჩამოაყალიბდა. ჩამოყალიბდა ამა თუ იმ
წმინდანისა და მოვლენის გამოსახვის წესი, უგულებელყოფილი იქნა სხეულის
მოცულობითი ფორმები, აქცენტი გაკეთდა ,,სულის სარკედ’’ აღქმული თვალების
გადმოცემაზე, ხაზი გაესვა იდეურად მნიშვნელოვან ელემენტებს და ა.შ. ფიგურები
ილუზორული სიღრმის მაგივრად წინ, რეალურ სივრცეშია განლაგებული.
პერსპექტივის კანონების განზრახ დარღვევით და ოქროსფერი ფონის გამოყენებით
იქმნება ამაღლებული, ზეციური სამყაროს განცდა.

ქრისტიანული ხელოვნების ასახვის მთავარ ობიექტად სულიერი სამყარო იქცა.


ამის შესაბამისად, ეკლესიის მხატვრული სახის ფორმირებაში მთავარი აქცენტი შიდა
სივრცის მდიდრულ გაფორმებაზე კეთდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხატოვანი გამოსახულებები ქრისტიანობის ადრინდელ


პერიოდშიც გვხვდება, ხატის, როგორც თაყვანსაცემი სიწმინდის თემა
აღმოსავლეთქრისტიანული სამყაროსთვის უმტკივნეული საკითხი არ ყოფილა. ამის
დასტურია ,,ხატმებრძოლეობის’’ სახელით ცნობილი მე-8-მე-9 საუკუნეები, როდესაც
აიკრძალა წმინდა გამოსახულებების თაყვანისცემა იმ აზრზე დაფუძნებით, რომ
ღვთიური საწყისის მატერიალურ ფორმაში გადმოცემა შეუძლებელია და ხატის
თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობად გამოცხადდა. ბიზანტიაში ოფიციალურად
აიკრძალა წმინდა გამოსახულებების თაყვანისცემა, რის შედეგადაც განსაკუთრებით
განვითარდა ე.წ. ანიკონიური მხატვრობა, რპმელიც არახატოვანი გამოსახულებების:
ჯვრების, ორნამენტებისა და სიმბოლოების გამოსახვას გულისხმობს.

ხატთა თაყვანისცემის მომხრეების დაუღალავი ბრძოლის შედეგად წმინდა


გამოსაულებების თაყვანისცემა 843 წელს ოფიციალურად აღდგა, რის შემდეგაც
ტაძრების ინტერიერის მონუმენტური ფერწერით გაფორმების სრული სისტემა
შეიქმნა. ჩამოყალიბდა იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების, სხვადასხვა
წმინდანების ასახვის წესები.

კედლის მხატვრობის პარალელურად, აღმოსავლეთქრისტიანული ფერწერა


განვითარდა ხატწერის, ხელნაწერთა გაფორმებისა და მინანქრის მიმართულებითაც.
აღსანიშნავია ქართული მინანქრის კოლექცია, რომლის საუკეთესო მაგალითია
ხახულის ღვთისმშობლის კარედი, რომელსაც სხვადასხვა დროის ქართული და
ბიზანტიური მინანქარი ამკობს, ცენტრალური ხატისგან დარჩენილი ნაწილები - სახე
და ხელები კი მსოფლიოში ყველაზე დიდი მინანქრის ნიმუშია.

ბილეთი 14

1. არქიტექტურული სტილები - ბიზანტიის არქიტექტურა.

მე-5 საუკუნეში რომის იმპერიის დაშლის შემდეგ გაჩნდა ორი დიდი სახელმწიფო:
აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია და დასავლეთ რომის იმპერია. იწყება
ახალი ეპოქა - შუა საუკუნეები, იცვლება კულტურის სახე, ხელოვნება რელიგიურ
ხასიათს იძენს და წამყვანი ხდება საკულტო არქიტექტურა - ეკლესია-მონასტრების
მშენებლობა.

ადრეულ ბიზანტიურ არქიტექტურაში ჭარბობდა ბაზილიკური ტიპის ნაგებობები,


მაგრამ შემდგომში წამყვანი გახდა ჯვარ-გუმბათოვანი ტიპი, რომელთა
მშენებლობისთვისაც გამოიყენებოდა აგური და ქვა, მათი მონაცვლეობა კი
დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა.

იმ დროს ერთ-ერთ მთავარ კონსტრუქციულ ამოცანას წარმოადგენდა მრგვალი


გუმბათისა და გუმბათის ყელის წონის გადანაწილება ოთხკუთხა ფორმის
გუმბატქვეშა კვადრატზე. ბიზანტიელებმა ეს ამოვანა გადაჭრეს აფრების, ანუ
სამკუთხა კონსტრუქციის მეშვეობით, რომლებსაც ათავსებდნენ წრიულ და
კვადრატულ ფორმებს შორის არსებულ მონაკვეთებში. მათი წყალობით სიმძიმე
საყრდენ სვეტებზე ნაწილდებოდა. ზოგჯერ ბიზანტიელები ხუთგუმბათიან
სისტემასაც იყენებდნენ. ასეთი ტიპის პირვწლი ტაძარი იყო მოციქულთა ეკლესია
კონსტანტინოპოლში.

ბიზანტიური არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია


კონსტანტინოპოლის წმ. სოფიოს ტაძარი. მასში შერწყმულია სამნავიანი ბაზილიკის
და ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ელემენტები. ტაძრის ინტერიერი მაღალი, მსუბუქი,
სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. მას ამკობს ელვარე
მოზაიკები და მარმარილოს სვეტები.

მე-9 საუკუნიდან ბიზანტიურ არქიტექტურაში წამყვანი ხდება ჯვარ-გუმბათოვანი


ტაძრის ტიპი. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა, რომელთაგან იმ პერიოდში
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხდება შედარებით მომცრო ნაგებობა
ცენტრში მდებარე გუმბათით, რომელიც აფრების მეშვეობით ოთხ თავისუფლად
მდგომ სვეტს ეყრდნობა.

2. ,,ნონ ფინიტო’’-ს მხატვრული მეთოდის დახასიათება.

,,ნონ ფინიტო’’ არის მხატვრული მეთოდი, როდესაც მასალისგან ნაწილობრივ


გამოსახულებაა შექმნილი, ნაწილი კი ხელუხლებლად, დაუმუშავებლადაა
დატოვებული, რათა უკეთ გამოჩნდეს მასალის (მაგ. ქვის) მატერიალურობა, სიუხეშე
და ხაზი გაესვას პირველქმნილი მატერიიდან მხატვრული სახის დაბადების
პროცესს. ამ მეთოდის კარგი მაგალითია მიქელანჯელოს ნამუშევრები,
რომლებისთვისაც დაუსრულებლობის ეფექტი მნიშვნელოვან ელემენტს
წარმოადგენს. ამ მეთოდს მიმართავდა როდენიც. იგი ზოგჯერ გამოსახულებას
ფრაგმენტულად წარმოადგენდა თითქოს სრულიად დაუმუშავებელ ქვის ლოდთან
კომბინაციაში.
ბილეთი 15

1. არქიტექტურის მიმართება გარემოსთან: ლანდშაფტური არქიტექტურა,


ქალაქგეგმარება და მისი სპეციფიკა.

არქიტექტურა ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე მეტადაა დამოკიდებული


გარემოზე და მისი ზემოქმედების მრავალრიცხოვან ფაქტორებზე. არქიტექტურულ
ფორმებს უწევს ურთიერთქმედება ბუნებრივ გარემოსთან და ადამიანის ხელით
შექმნილ გარემოსთანაც (მაგ. ქალაქი).

არქიტექტურისა და გარემოს მიმართების პრობლემა შეიძლება რამდენიმე


ნაწილად დაიყოს:

1. ბუნებრივი პირობების, რელიეფის და უკვე არსებული არქიტექტურული


განაშენიანების თავისებურებანი, რომლებსაც უნდა მოერგოს შენობა. ბუნებრივია,
რომ ქალაქის მჭიდრო სივრცეში მოქცეული სახლი სხვანაირია, ვიდრე
თავისუფალ ადგილას.
2. გარემო პირობები გავლენას ახდენს ნაგებობის ფორმასა და კონსტრუქციაზეხ.
მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც რთული სეისმური ვითარებაა, სპეციფიკური
არქიტექტურული კონსტრუქციები გამოიყენება.
3. ცალკე გამოიყოფა არქიტექტურისა და გარემოს ჰარმონიული სინთეზი
თანამედროვეობის მწვავე ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, რის შედეგადაც
მთავარი გახდა ეკოლოგიური არქიტექტურა. ეკოლოგიური არქიტექტურა
გულისხმობს, რომ თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივი რესურსების
რაციონალურად ხარჯვას უნდა უწყობდეს ხელს და მინიმალურად
აბინძურებდეს გარემოს ტოქსიკური ნარჩენებით. ასევე, სასურველია, რომ შენობა
ისეთი მასალებით იყოს აგებული, რომელიც ბუნებრივი გარემოსთვის არაა
საზიანო.

ნაგებობის მშენებლობისას მრავალი ისეთი ამოცანის გადაწყვეტა ხდება, რაც


საბოლოოდ ნაგებობის არქიტექტურულ-მხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა არქიტექტურული ძეგლის გარემოსთან
დაკავშირება. ნაგებობის ადგილმდებარეობის შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან
სწორედ ლანდშაფტის ხასიათმა უნდა განსაზღვროს ნაგებობის მოცულობითი
ფორმები.

არქიტექტურის ერთ-ერთი სპეციფიკური მიმართება - ლანდშაფტის არქიტექტურა,


გამწვანებას და პარკების დაგეგმარებას ემსახურება. სემირამიდას ბაღები გვიმოწმებს,
რომ მცენარეთა ხელოვურ განაშენიანებას ჯერ კიდევ ძველ სამყაროში
მიმართავდნენ.
გარემოსა და ლანდშაფტის თავისებურებების გაანალიზება და შესაბამისი ნაგებობის
დეტალების დადგენა არქიტექტურის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სხვადასხვა
ქვეყნისა და ეპოქის ნიმუშებში. მაგალითად, ეგვიპტეში პირამიდის ვერტიკალურობა
ხაზს უსვამს უდაბნოს ჰორიზონტალურობას.

ქალაქგეგმარება არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალზე რთული


სფეროა. იგი არქიტექტურული ნაგებობების თუ უბნების დაპროექტების გარდა
საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, კეთილმოწყობის და სხვა მრავალი ტექნიკური
პრობლემის გადაწყვეტას ითვალისწინებს. ქალაქების უმეტესობა საუკუნეების
განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურბანულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც მთავარი
პრობლემა ძველი უბნების კოლორიტის შენარჩუნება და თანამედროვე
ინფრასტრუქტურით ახლის განვითარებაა.

ურბანული განაშენიანების ნაწილს ხშირად წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლთა


ჯგუფი, რომელიც სივრცითი გადაწყვეტის მიხედვით შეიძლება იყოს: ჩაკეტილი,
სიღრმით-სივრცითი და სხვ.

ჩაკეტილ ან ნახევრადჩაკეტილ ტიპს მიეკუთვნება მოედნის ანსამბლი, რომელიც


ოთხი მხრიდანაა შემოსაზღვრული, ან რომელიმე მხრიდან გახსნილია (მაგ.
მადრიდში მაიორის მოედანი ოთხივე მხრიდან ნაგებობებითაა შემოსაზღვრული და
ჩაკეტილია, ვენეციაში სან მარკოს მოედანი კი ზღვის მხარეს გახსნილია და ნახევრად
ჩაკეტილი სახისაა). სიღრმით-სივრცითი გადაწყვეტის მქონე ურბანული ანსამბლი
კი იქმნება ქუჩის, მდინარის ან ზღვის სანაპიროს გასწვრივ (მაგ. ამსტერდამში ოთხ-
ხუთ სართულიანი სახლები სანაპიროს გასწვრივ).

2. ფერწერა და მისი ტექნიკები: მონუმენტური მხატვრობა - კედლის მხატვრობა -


ფრესკა, სეკო, შერეული ტექნიკა, მოზაიკა, ვიტრაჟი.

მონუმენტური ფერწერა ეწოდება მხატვრობის იმ სახეს, რომელიც დიდ ფართობზე


- კედლის ზედაპირებზე სრულება. იგი შეიძლება როგორც ინტერიერის, ასევე
ექსტერიერის ნაწილი. მონუმენტური ფერწერის ძირითადი მიმართულებებია:
ფრესკა, სეკო, მოზაიკა და ვიტრაჟი.

ფრესკა ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტექნიკაა. იგი გამოიყენება


მონუმენტურ ფერწერაში. აქ საღებავები წყლისაა და შემკვრელად კირი გამოიყენება.
ფერმწერი ახალ, სველ ბათქაშზე ხატავს (საიდანაც წარმოდგება ამ ტექნიკის
სახელწოდება ‘fresco’-ახალი). ფრესკული ფერწერის ერთ-ერთი სირთულე მისი
შესრულების სისწრაფეშია. მხატვარმა დაწყებული კომპოზიცია იქამდე უნდა
დაასრულოს, სანამ ბათქაში სველია. თუ რაიმე შეცდომის გასწორება გახდა საჭირო,
მაშინ მხატვარ,ა კომპოზიციის ნაწილი მთლიანად უნდა ჩამოშალოს, მოამზადოს
ახალი საფუძველი და მასზე შეასრულოს მოხატულობა. ფრესკული ფერწერის
სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს - მხატვარი სწრაფად უნდა ხატავდეს და
წინასწარ უნდა იცოდეს, რას ხატავს, ყველაფერი მკაცრად უნდა ჰქონდეს
დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ფრესკული მხატვრობის სამეტყველო ენა
ლაკონურია.

მე-14 საუკუნიდან შემოდის ფრესკის შექმნის შერეული ტექნიკა, რომელიც


შემდგენაირად სრულდებოდა: ჯერ კეთდებოდა პირველი ფენა (წყალში გახსნილი
ქვიშისა და კირის ნარევი), როცა ეს ფენა გაშრებოდა, მასზე დაიტანებოდა
კვადრატებისგან შედგენილი ბადე (ნახატის კედელზე გადატანის მიზნით) და
ნახშირით მოინიშნებოდა კომპოზიციის მთავარი ელემენტები. ბათქაშის მეორე ფენა
გამჭირვალე იყო და მასზე ჩანდა პირველ ფენაზე დატანებული ნახატის კონტურები,
რის საფუძველზეც იხატებოდა ფრესკის დეტალები.

სეკო - მშრალი ფრესკის ტექნიკა.

მოზაიკა - მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს


ფერადი კენჭების ან მინის საშუალებით გამოსახულების შექმნას. მოზაიკა ფართოდ
გამოიყენებოდა ანტიკურ ეპოქაში (განსაკუთრებით, რომში) სასახლეების, ტაძრების,
აბანოების და სხვა საერო თუ საკულტო დანიშნულების, ძირითადად, იატაკების
მოსართავად. ფორმები მიიღებოდა სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვის კენჭებით.
თავდაპირველად ისინი სპეციალურ სახლოსნოებში იჭრებოდა. მოგვიანებით
კენჭები მინით შეიცვალა. მოზაიკა ხშირად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების
ქრისტიანულ ხელოვნებაში, კერძოდ, ეკლესიების კედლებისა და გუმბათის
მოსართავად. ზოგჯერ მოზაიკის შექმნისას მინის მაგივრად ხის პატარა დერად
ფორმებს იყენებდნენ (მაგ. მუზაიკა თბილისის სახანძრო მუზეუმში).

ვიტრაჟი - მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი სახეობა, სადაც გამოსახულება


მიიღება სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის მინის ნაჭრების საშუალებით,
რომლებიც ლითონის ან ხის ჩარჩოებშია ჩასმული. ვიტრაჟები ძირითადად
გამოიყენება ფანჯრებისა და კარების მოსართავად, სადაც სხვადასხვა ფერის მინა
ბუნებრივი სინათლის ზემოქმედებით ნაგებობათა ინტერიერში საოცარ, ფერად
ეფექტს იძლევა. ვიტრაჟის სამშობლოდ საფრანგეთია აღიარებული. ეს ტექნიკა
განსაკუთრებით პოპულარული იყო გოთურ არქიტექტურაში.
ბილეთი 16

1. არქიტექტურული სტილები - აღორძინების ხანის არქიტექტურა.

იტალიაში, სადაც გოთიკა ყველაზე ნაკლებად იყო გავრცელებული, ვუდრე


ჩრდილოეთის ქვეყნებში, მის პრინციპებზე ყველაზე ადრე თქვეს უარი. მართლაც,
იტალიელებისთვის უცხო იყო გოთური ნაგებობების ზეცისკენ მსწრაფი ფორმები და
მათ უფრო ახასიათებდათ ანტიკური არქიტექტურის მშვიდი ზომიერება, ნათელი
ფერები და იდეალური პროპორციები. იტალიელები შუა საუკუნეებშიც კი
იყენებდნენ ანტიკური მემკვიდრეობის ელემენტებს, რის გამოც იტალიაში
რომანული და გოთური სტილი საკმაოდ თავისებური იყო.

აღორძინების პერიოდში გაცილებით მეტი ყურადრება ექცევა საერო


არქიტექტურას, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ქალაქური სასახლეების ახალი
ტიპის - პალაცოს შექმნა. ეს არის სამსართულიანი შენობა შიდა ეზოთი, სადაც ეზოს
მხრიდან სართულებს თაღოვანი გალერეები მიუყვება. გარედან, ფასადების ქვედა
ნაწილი უხეში ქვითაა მოპირკეთებული, ზედა ნაწილები კი თლილი ქვის გლუვი
ფილებით. ომპოზიციას ასრულებს გამოზნექილი დეკორატიული კარნიზი.

2. ქანდაკების ისტორია: განვითარება და მსოფლიოს სკულპტურის შედევრები:


შუამდინარეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი.

ქანდაკების განვითარება პალეოლითის პერიოდიდან დაიწყო ადამიანების მცირე


ზომის ფიგურების სახით. ერთ-ერთი ყველაზე არქაული მაგალითია
ვილენდორფელი ვენერა, რომლის გაზვიადებული ფორმები უძველეს რელიგიას -
ნაყოფიერების კულტს უკავშირდება.

გამორჩეულია ძველი ეგვიპტის სკულპტურული ნამუშევრებიც. ამ პერიოდის


მოქანდაკეები ძირითადად ფარაონებსა და სხვა დიდებულებს გამოსახავდნენ.
დიდებულთა სამარხებში ყოველთვის იყო მოთავსებული გარდაცვლილის
სკულპტურული გამოსახულება, რათა მუმიის განადგურების შემთხვევაში
გამოსახულებას გაეწია მისი მაგივრობა. მოქანდაკეებს ევალებოდათ, რომ
სკულპტურულ გამოსახულებებს მიცვალებულთან მსგავსება ჰქონოდათ, რასაც
მოქანდაკეები ბრწყინვალედ ართმევდნენ თავს.

სკულპტურული გამოსახულებები გარკვეული კანონების მიხედვით იქმნებოდა.


გავრცელებული იყო რამდენიმე ძირითადი პოზა და ჟესტი:

1. ტახტზე მჯდომი, გულხელდაკრეფილი ან მუხლებზე ხელდაწყობილი ფიგურა.


2. ფეხზე მდგომი ფიგურა ჩამოშვებული ხელებით და წინ გადადგმული ფეხით.
3. ფეხმორთხმული ფიგურები.

ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ასევე დიდი ადგილი ეჭირა რელიეფს, რომელთა


ნიმუშები ძირითადად ტაძრებმა და სამარხების კედლებმა შემოგვინახა. ეგვიპტური
ტაძრების კედლები ხშირად მთლიანადაა დაფარული რელიეფებით, რომლებშიც
ღვთაებათა გამოსახულებები, რელიგიური რიტუალების და ომების სცენებია
მოცემული. ისინი ძირითადად კონტრრელიეფები ან ბარელიეფებია, რადგან
ეგვიპტისთვის უცხოა მაღალი რელიეფი.

შუამდინარეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ხელოვნების უძველესი ნიმუშები


დაახლოებით ძვ.წ. მე-5 ათასწლეულს განეკუთვნება. აქ თითქმის არ გვხვდება
რელიეფები და მონუმენტური ქანდაკება. უძველესი ქანდაკებების ნიმუშები ცოტა
რაოდენობითაა შემორჩენილი. ხშირად ეს მცირე ზომის სკულპტურებია, რომლებიც
სხვადასხვა სახეობის ქვისგანაა შექმნილი. შუმერულ ხელოვნებაში ქანდაკებას არ
მოეთხოვებოდა მსგავსება ორიგინალთან. ეს ქანდაკებები ძირითადად
განზოგადებული პროპორციების მქონე ფიგურებია მლოცველთა პოზაში. სახის
ნაკვთებიც ძალიან ზოგადად იყო გადმოცემული.

ანტიკური საბერძნეთის კულტურას ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს კაცობრიობის


ისტორიაში. ბერძნული ხელოვნება და მსოფლმხედველობა აბსოლუტურად
ნოვატორული იყო ძველ მსოფლიოში. მას ახასიათებს ადამიანის დაყენება სამყაროს
ცენტრში, პიროვნების როლის ზრდა საზოგადოებაში, ადამიანის სწრაფვა
თვითგანვითარებისა და ჰარმონიისკენ და სხვა. ბერძნები ამბობდნენ: ,,ლამაზ
სხეულში ლამაზი სულია’’, რის საფუძველზეც დაიბადა სრულყოფილი ადამიანის
სრულიად ახალი იდეალი: ყოველმხრივ განვითარებული, ინტელექტუალური,
ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი და ა.შ. სწორედ ასეთი ადამიანი გახდა
ანტიკური ბერძნული ხელოვნების მთავარი თემა. ეს იდეები გამომსახველობით
ხერხებში გამოიხატა: ადამიანის ფიგურის პროპორციული აგება, ნაკვთების,
დრაპირების ზუსტი გადმოცემა და ა.შ.

ანტიკური ბერძნული სკულპტურებიდან აღსანიშნავია ახალგაზრდა მამაკაცების


შიშველი ფიგურების - კუროსების და გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალების -
კორების ქანდაკებები. ამ ნიმუშებში იგრძნობა ძველი ეგვიპტური ხელოვნების
გავლენა სტატიკური პოზების სახით. ამ ფიგურებს სახის გამომეტყველება გაყინული
აქვთ, თუმცა თითქოს ოდავ იღიმიან, რასაც მკვლევრებმა ,,არქაული ღიმილი’’
უწოდეს.

ძვ.წ. მე-6-მე-5 საუკუნეების ქანდაკება კლასიკური სრულყოფილების ნიმუშს


წარმოადგენს. ამ სტილისთვის დამახასიათებელი იყო ჰარმოანია,
გაწონასწორებულობა, ადამიანის იდეალური სახის წარმოადგენა და პროპორციების
ზუსტი დაცვა. ბერძენი ღვთაებებისა და გმირების მხატრულ სახეებს ვერ
დავარქმევთ პორტრეტებს, რადგან მათში ნაკლებადაა გადმოცემული
ინდივიდუალური ნიშნები და ისინი სანცვლოდ იდეალურად არიან წარმოჩენილნი.

გვიანი კლასიკის ქანდაკებები მრავალი ახალი ნიშნით ხასიათდება. ამ ეპოქის


წანდაკებებში მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩენას.
წინა პლანზეა გამოტანილი ინდივიდუალიზმი, ემოციები. მეტია ყოფითი
მოტიცებიც.

ელინისტურ ხანაში სხვადასხვა რეგიონში ყალიბდება მოქანდაკეთა სკოლები. ამ


პერიოდის ცნობილი ქანდაკებებია: ნიკეს, ვენერას, აფროდიტეს და სხვ. ქანდაკებები.
ელინისტური ქანდაკების განვითარების შემდეგ პერიოდში ყოფითი ჟანრი
გაცილებით განვითარდა. ამ დროს მოქანდაკეები ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ
სცენებს წარმოგვიდგენენ. განსაკუთრებით ძლიერეია მათი ინტერესი ადამიანის
სულიერი სამყაროს მიმართაც. გახშირდა დრამატული, ტრაგიკული მომენტების
გადმოცემა და ადამიანების ტკივილის, სევდის და ა.შ. გამოხატვა.

ძველი რომის კულტურა ძლიერ უკავშირდება ძველი ბერძნულის კულტურას,


რადგან მას ბევრი რამ აქვს ნასესხები. თუმცა, რომაულ ქანდაკებას ბერძნულისგან
განსხვავებით ახასიათებდა პორტრეტული მსგავსება, შეულამაზებელი სიმართლის,
ხასიათის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის და ა.შ. გადმოცემა. ასევე, ბევრ ძველი
ბერძნული ხელოვნების შედევრებს რომაული ასლების მეშვეობით ვიცნობთ, რადგან
უამრავი ბერძნული ქანდაკების ორიგინალი დაკარგულია. რომის იმპერიის ხანაში
სკულპტურული პორტრეტი კიდევ უფრო განვითარდა ნაცნობი თუ უცნობი პირების
მეტყველი, ინდივიდუალური მახასიათებლებით.
ბილეთი 17

1. სტილი ფერწერაში: დადა, სიურეალიზმი და აბსტრაქციონიზმი.

დადაიზმი არის მოდერნისტული მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში. იგი


პირველი ომის დროს აღმოცენდა და იარსება 1922 წლამდე. ამ მიმდინარეობის
ფუძემდებლად ითვლება ტრსიტან ტცარა. სახელწოდება ‘დადა’ მოკლებულია რაიმე
აზრს ან ცნებას, მაგრამ იგი კარგად მიესადაგება მიმდინარეობას.

დადაიზმი წარმოიშვა, როგორც რეაქცია პირველი მსოფლიო ომის შედეგებს.


დადაისტებს მიაჩნდათ, რომ ლოგიკამ გამოიწვია ომი და კონფლიქტები, ამის
შესაბამისად კი მათი მიზანი იყო ყოველივე რაციონალიზმის და ესთეტიკის კანონის
განადგურება. დადაისტების მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენდა
ირაციონალურობა, ხელოვნებაში დამკვიდრებული კანონების უარყოფა, ცინიზმი და
უაზრობა. ისინი უარყოფდნენ წარსულის ხელოვნებას და მხატვრულ შემოქმედებაში
მხოლოდ შემთხვევითობის როლს აღიარებდნენ. დადაისტებმა უარყვეს გამოსახვის
ტრადიციული ფორმები და მათ ნაცვლად კოლაჟი, ფოტომონტაჟი და სხვა მსგავსი
საშუალებები განავითარეს. დადაისტების გამოსვლები ხმაურიანი და
შოკისმომგვრელი იყო, რითაც ეს მიმდინარეობა საკმაოდ ჰგავდა ფუტურიზმს,
თუმცა, მისგან განსხვავებით, ამ მიმდინარეობას ახასიათებდა არა აგრესია, არამედ
ირონიული დამოკიდებულება სამყაროსა და საკუთარი პოზიციის მიმართ.

სიურეალიზმი მხატვრული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული


მიმდინარეობაა. მისი ერთ-ერთი საფუძველი იყო ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომს
‘სიზმრების ახსნას’. ფროიდი პირველი იყო, ვინც წინ წამოწია სიზმრის
წარმოსახვითობა, როგორც ადამიანის სულის მნიშვნელოვანი რეალობა და იგი
სამეცნიერო ანალიზის საგნად გახადა. შესაბამისად, სიურეალიზმის მიზანი გახდა
სიზმარსა და სიფხიზლეს შორის ზღვარის მოშლა და არარეალურის ცნობადში,
ცხადში გადმოტანა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიურეალისტია სალვადორ დალი, რომლის


მხატვრობას ძლიერ თავისებური სტილი აქვს. მის ნამუშევრებში ასახულია
სინამდვილისა და მოჩვენების ნარევი, რეალისტური საგნებისთვის არარეალური
თვისებების მინიჭება (მაგ. მყარი საგნების გარდაქმნა რბილ ფორმებად). დალის
ნახატებში სიმბოლოები რეალისტურადაა გადმოცემული.

აბსტრაქციონიზმი - უსაგნო ხელოვნება, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში


წარმოიშვა. მისი მიმდევრების აზრით, აბსტრაქციონიზმის მთავარი
გამომსახველობითი საშუალება ფერი და ფორმაა, მიმდინარეობის მიზანი კი
რიტმული, ემოციური ნახატის შექმნაა ფერისა და ფორმის ჰარმონიზაციის
მეშვეობით.

2. რელიეფის სახეობები და მათი დახასიათება.

რელიეფი არის ქვის, ლითონის ან რაიმე სხვა მყარი მასალის ფილაზე მოცემული
ქანდაკება, რომელიც არასრული, ნაწილობრივი მოცულობითაა წარმოდგენილი. ამ
მოცულობის სიმაღლის მიხედვით განარჩევენ რელიეფის სამ სახეობას:

1. ბარელიეფი - დაბალი რელიეფი, სადაც ფორმა ნახევარი მოცულობითაა ამოსული


ზედაპირიდან.
2. ჰორელიეფი - მაღალი რელიეფი, სადაც ფორმა სრული მოცულობის ნახევარზე
მეტი სიმაღლისაა.
3. კონტრრელიეფი - ჩაკვეთილი რელიეფი.

რელიეფს მრგვალი ქანდაკებისგან განსხვავებით სიუჟეტური მრავალფეროვნება


ახასიათებს. მრავალი რელიეფი გვხვდება ანტიკური ეგვიპტის ტაძრებსა და
სამარხებში, რომლებზეც გამოსახულია რიტუალები, ბრძოლები და ა.შ.

ბილეთი 18

1. ქანდაკების ისტორია: შუა საუკუნეები, რომანული, გოთური ქანდაკება.

ტერმინი ,,შუა საუკუნეები’’ რენესანსის ეპოქაში წარმოიშვა. ეს ეპოქა სამ ნაწილად


იყოფა:

1. ადრეული შუა საუკუნეები (მე-5 - მე-11 სს.)


2. რომანული ხანა (მე-11 - მე-12 სს.)
3. გოთური ხანა (მე-13 - მე-15 სს.)

შუა საუკუნეების კულტურა ქრისტიანობის ზემოქმედებით ვითარდება.


შესაბამისად, ამ ეპოქამ ანტიკური კულტურისგან განსხვავებით ახალი, რელიგიური
ესთეტიკა შექმნა და იგი სულიერი ცხოვრების საფუძველი გახადა. ამ დროის
კულტურა მიისწრაფვის იმისკენ, რომ იგი ყველა მორწმუნესთვის გასაგები იყოს. ის
არ ცნობს საზღვრებს ეროვნებებსა და სახელმწიფოებს შორის.
ანტიკური სამყაროსთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმის და ადამიანის
ცენტრად ყოფნის მაგივტად შუა საუკუნის კულტურაში ახალი იდეები გახდა
მნიშვნელოვანი: რწმენის, სულიერი სრულყოფილებისა და ღვთის ნების ასრულების
იდეები. ხელოვნებაში ავტორის პიროვნებამ უკანა პლანზე გადაიწია და იმატა
ალეგორიებისა და სიმბოლოების გამოყენებამ.

შუა საუკუნეებში ხელოვნება ეკლესიასთან განუყოფელ ერთიანობაში არსებობდა.


ხელოვნების ყველა ნიმუში ეკლესიის დაკვეთით და მის მიერ დაკანონებული
წესების დაცვით იქმნებოდა. ამ პერიოდის ქანდაკებები ძირითადად ლითონისგან ან
სპილოს ძვლისგან დამზადებული მცირე ზომის ფიგურები ან რელიეფებია.

შუა საუკუნეების შემდეგ ხელოვნებაში იწყება რომანული ხანა, რომელიც მკაცრი,


თუმცა კულტურულად ნაყოფიერი იყო. რომანულმა სტილმა მთელი დასავლეთ
ქრისტიანული სამყარო მოიცვა.

რომანული ქანდაკების მთავარი მაგალითია რელიეფები, რომლებითაც ეკლესიები


ირთვებოდა. ეს რელიეფები ეკლესიების დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გარშემო
იყო განლაგებული, რათა ეკლესიაში შესვლისას მორწმუნეს შესაბამისი განწყობა
შექმნოდა.

მე-12 საუკუნეში ევროპის ისტორიაში იწყება გოთური ხანა. სახელწოდება


,,გოთიკა’’ ერთ-ერთი გერმანული ტომის, ‘გოთების’ სახელიდან წარმოდგება. ალპებს
მიღმა მდებარე ქვეყნებში ‘’გოთური’’ ასოცირდებოდა ‘’ბარბაროსულთან’’, რადგან ეს
სტილი ანტიკურ, რომაულ და იტალიურ სტილებს უპირისპირდებოდა. გოთურ
ეპოქაში ქალაქური ცხოვრება საგრძნობლად განვითარდა და ჩამოყალიბდა
ადამიანთა ახალი ტიპაჟები: ვაჭრები, ხელოსნები, სწავლულები და ა.შ.

გოთურ ეპოქაში საკმაოდ გავითარდა ტაძრების მშენებლობა, რომელთა მხატვრულ


სახეში დიდი ადგილი ეჭირა ქანაკებას. ამ თვალსაზრისით გოთიკის ეპოქა
ხელოვნების დარგების სინთეზის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს: არქიტექტურა და
ქანდაკება აქ განუყოფელ მთლიანობაში არსებობს.

გოთური ტაძრების სკულპტურული დეკორი მრავალფეროვანია. მასში


განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთის ფასადის სამი პორტალი, რომელგანაც
ცენტრალური ქრისტეს ცხოვრების სიუჟეტებს ეძღვნება, მარჯვენა ღვთისმშობელს,
ხოლო მარცხენა - რომელიმე წმინდანს უკავშირდება. რელიეფური კომპოზიციები
მოთავსებულია ტაძრის კარის თავზე მდებარე ნახევარწრიულ არეებშიც -
ტიმპანებში.

გოთიკური არქიტექტურა რელიეფების გარდა მრგვალი ქანდაკებებითაცაა


მორთული. თუმცა ეს ფიგურები სვეტებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების
ფორმას ექვემდებარება, რის გამოც მათ ვერ ვუწოდებთ დაუმოკიდებელ ქანდაკებას.

2. არქიტექტურული სტილები - ფუნქციონალიზმი: ლე კორბიუზიე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება თანამედროვე ხელოვნების, ანუ მოდერნიზმის,


ხანა. არქიტექტურაში ამ დროს ვრცელდება მიმართულდება, რომელიც გულისხმობს
შენობის გადაწყვეტას მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ანუ, ფუნქციონალიზმი.

ფუნქციონალიზმი ითხოვდა ყველაზე თანამედროვე მასალების და


კონსტრუქციების გამოყენებით ისეთი შენობების შექმნას, რომლებიც
უზრუნველოყოფდა მათ საუკეთესოდ ფუნქციონირებას. აქ ორნამენტები,
ორდერული სისტემა და სხვა ისტორიული დეკორი უარყოფილი იყო. ამ
მიმართულების მიმდევრები თვლიდნენ, რომ ყველაზე ფუნქციურად საუკეთესო
ფორმა თავისთავადაა ლამაზი.

ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლე კორბიუზიე,


ძალზე მრავალმხრივი შემოქმედი იყო. იგი მუშაობდა ქალაქგეგმარების სფეროში,
ქმნიდა სამოქალაქო, საწარმოო და საკულტო ნაგებობებს, დიდ საცხოვრებელ
კორპუსებს, კერძო ვილებს და ა.შ.

მარსელის მრავალბინიანი ,,საცხოვრებელი ერთეული’’ ნათლად ასახავს


კორბიუზიეს ხუთ პრინციპს:

1. შენობის დაყენება ბოძებზე, რაც ათავისუფლებს მის ქვემოთ ადგილს


გამწვანებისა ან ავტოსადგომებისთვის
2. ფასადების თავისუფალი გადაწყვეტა: გადახურვისა და შენობის წონა კარკასის
მეშვეობით ეყრდნობა არა კედლებს, არამედ ბოძებს. ამიტომ კედელი
თავისუფლდება მზიდი ფუნქციისგან. იგი შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი
მასალისგან და მიეცეს ნებისმიერი ფორმა.
3. ერთიანი, ლენტისებური სარკმლები, რომლებიც მთელ ფასადზეა გადაჭიმული.
4. ინტერიერების თავისუფალი გეგმა - იმავე კარკასული სისტემის წყალობით
საყრდენი კედლები ინტერიერში საჭირო აღარაა და შიგა სივრცე ნებისმიერ
სასურველ ფორმას იღებს.
5. ბრტყელი გადახურვა, რომელიც გამოიყენება ბაღებისა და რეკრეაციული
ზონების მოსაწყობად.

კორბიუზიეს ნაგებობები, თავიანთი უბრალოების მიუხედავად, სრულიად არ


გამოიყურება უინტერესოდ. მათ დიზაინში ზუსტადაა გათვლილი პროპორციები,
ფორმები და სილუეტები კი საკმაოდ ეფექტურია. მისი ზოგიერთი ნაგებობა
უჩვეულო ორიგინალობითაც გამოირჩევა. ამის მაგალითია ღვთისმშობლის კაპელა
როშანში. აქ კორბიუზიე უარს ამბობს გეომეტრიულ ფორმებზე და შენობა
გამოძერწილს ემსგავსება. ამავე დროს, მასში განლაგებულია სხვადასხვა ფორმის
სარკმლები, რომლებშიც ფერადი ვიტრაჟებია ჩასმული. ეს გოთიკის ეთგვარ
ასოციაციას იწვევს, რაც უჩვეულოა კორბუზიეს შემოქმედებისთვის.

ბილეთი 19

1. არქიტექტურული სტილები: ინტერნაციონალური სტილი. ლუდვიგ მის ვან დერ


როე.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა გერმანელი


არქიტექტორი - ლუდვიგ მის ვან დერ როე. მისი შემოქმედება ფუნქციონალიზმის
ერთგვარ განშტოებას - ,,ინტერნაციონალურ სტილს’’ მიეკითვნება. ნას ნიაჩნდა, რომ
თანამედროვე ეპოქაში ნაგებობა მხოლოდ მისი ფუნქციის შესაბამისად უნდა
გადაეწყვიტათ, ამიტომ, იგი უნდა ყოფილიყო უნივერსალური და ერთნაირად
მისადაგებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილს. მართლაც, შენობები მართკუთხა
გეომეტრიული ფორმებით, ბეტონის, ლითონისა თუ მინის სწორი ზედაპირებით
მრავლად აიგო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მათში პრაქტიკულად არ
შეიმჩნევა განსხვავება ეროვნული არქიტეტურის ტრადიციის, გარემოსა თუ რაიმე
სხვა ფაქტორის საფუძველზე.

ლუდვიგ მის ვან დერ როეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ,,მინის
სახლი’’, რომლის თავისუფალი გეგმარების პრინციპი საშუალებას იძლევა, შეიქმნას
ინტერიერის ერთიანი, თავისუფალი და ნათელი სივრცე. ეს სივრცე მინის კედლების
წყალობით მაქსიმალურად ერწყმის გარემოს. აქ არქიტექტორი სრულებით ამბობს
უარს დეკორატიულ დეტალებსა და ორნამენტებზე და სანაცვლოდ დეკორის როლს
ასრულებს გაპრიალებული ზედაპირებისა და ფაქტურების კონტრასტი: სხვადასხვა
ფერის ქვა, მინა, ლითონები და ა.შ.
2. მე-17 საუკუნის ფერწერა (ესპანეთი და ჰოლანდია).
მე-17 საუკუნის ჰოლანდია რეალისტური მხატვრობის უმნიშვნელოვანესი
ცენტრი იყო. განვითარებული იყო ყოფითი ცხოვრების ამსახველი ჟანრი, პეიზაჟი
და ნატურმორტი.
ჰოლანდიაში პორტრეტი ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევას წარმოადგენდა. თუ
რენესანსის ხელოვნებაში ადამიანის სახე იდეალიზირებული იყო, მე-17
საუკუნის ხელოვნება ადამიანის ინდივიდუალურობას და განუმეორებლობას
უსვამდა ხაზს. ამ პერიოდს მიეკუთვნება ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი
რემბრანდტი, რომლის ფერწერაშიც საოცარი სიფაქიზით და მთელი თავისი
სიდიადითაა გადმოცემული ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმეები, რისი
მაგალითიცაა რემბრანდტის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ,,უძღები შვილის
დაბრუნება’’. რემბრანდტის შემოქმედება მდიდარია ჟანრული თვალსაზრისითაც
- პორტრეტი, რელიგიური, ისტორიული, მითოლოგიური სცენები. მის
ნამუშევრებს ახასიათებს სპეციფიკური განათება, შუქ-ჩრდილი,
დაუსრულებლობის ეფექტი და ესკიზური მანერა, რაც რემბრანდტს თავისი
დროის უდიდეს ნოვატორად აქცევს.
ფერწერული ტრადიციების სიმდიდრით ასევე გამოირჩევა იმავე დროის
ესპანეთი. შესრულების სწრაფი მანერა, თავისუფალი მონასმი, ინტენსიური
ფერები ახასიათებს ისეთ დიდოსტატებს, როგორიცაა დიეგო ველასკესი თავისი
მდიდრული სამეფო პორტრეტებით და ფრანცისკო გოია თავისი ალეგორიული
გამოსახულებებით.
ბილეთი 20
1. ძველი აღმოსავლეთის ფერწერა.

ძველ აღმოსავლეთში დაიწყო კულტურული ჩამოყალიბებისა და განვითარების


პროვესი, რომელმაც სხვადასხვა ერების და ცივილიზაციების კულტურა შექმნა.
ფერწერასა და ხელოვნების სხვა დარგებში ყალიბდება ამა თუ იმ ცივილიზაციის
დამახასიათებელი სტილური ნიშნები.

შუამდინარეთის ფერწერული თავისებურებების შესახებ მსჯელობა


შესაძლებელია ჩვენამდე მცირე რაოდენობით მოღწეული მოხატული კერამიკის,
კედლის მხატვრობისა და მოზაიკური ნიმუშების მიხედვით.

ფერწერული ტრადიციების თავისებურებით გამოირჩევა ეგვიპტური


ხელოვნება, სადაც კედლის მხატვრობის, პაპირუსებისა და ქანდაკებების
ფერწერული გაფორმების უამრავ მაგალითს ვხვდებით.

ანტიკურ ეგვიპტეში ყველაზე გავრცელებულია საკულტო თემატიკა, რომელიც


ღმერთების გამოხატვას და მმართველის განდიდებას გულისხმობს. ამ
თემატიკაში ასევე იგულისხმება კონკრეტული მხატვრული გამოსახვის წესები,
რომლებიც ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. მათ შორისაა ადამიანის ფიგურის
გამოსახვის წესი, რომლის მიხედვითაც ადამიანის ფიგურის ნაწილები
სხვადასხვა რაკურსით გამოისახება: თავი და ფეხები პროფილშ, თვალი და
სხეული - ფასში და ა.შ. ძველეგვიპტურ მხატვრობაში არ გამოიყენებოდა
ხაზობრივი პერსპექტივის კანონები, რის გამოც წინ მდებარე საგნები არ
გადაფარავენ უკან მდებარე საგნებს, როგორც ამას რეალობაში ადამიანის თვალი
აღიქვამს. მის სანაცვლოდ სხვადასხვა პლანები ერთმანეთის თავზე იარუსებადაა
განლაგებული. ადამიანთა ფიგურები ხშირად სხვადასხვა მასშტაბითაა
წარმოდგენილი: რაც უფრო მნიშვნელოვანია პიროვნება, იგი მით უფრო დიდი
ზომითაა წარმოდგენილი და პირიქით. აქ ფერწერის გამომსახველობითი
საშუალებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხაზი, რომლითაც შემოსაზღვრულია
ფორმა. ასევე, ნაკლებია მოძრაობა და დინამიკა.

ეგვიპტური ფერწერის ნიმუშები მრავლად გვხვდება აკლდამებისა და ტაძრების


მოხატულობაში. ხშირად გვხვდება მიწიერი ცხოვრების ამსახველი სცენები,
მიცვალებულთა საიქიოში გადასვლის რიტუალი და სამსხვერპლო ნადიმი.

2. აღოძინების ხანის იტალიური ფერწერა.

რენესანსულმა კულტურამ თავისი ჰუმანისტური იდეალებით ძირეული


გადატრიალება მოახდინა შუა საუკუნეების ევროპულ აზროვნებაში: სამყაროს
ცენტრად დაისახა ადამიანი. სწორედ ანტიკური ტრადიციების აღორძინების გამო
ეწოდა ამ ეპოქას ‘აღორძინება’. ყოველივე ეს ფერწერაში თვალსაჩინოდ აისახა,
სადაც ბუნების კანონების მეცნიერული შესწავლა და მათი ფერწერაში გადმოტანა
გახდა მთავარი. ასევე, პერსონაჟებმა, საგნებმა და გარემომ მატერიალურობა
შეიძინა.

რენესანსული ფერწერის ეს ნიშნები პირველად მსოფლიოს ერთ-ერთი


უდიდესი ნოვატორის, ფლორენციელი ფერმწერის ჯოტო დი ბონდონეს
შემოქმედებაში იჩენს თავს. მისი ფრესკები, როგორიცაა მაგალითად კაპელა დელ
არენა, ფერწერაში მატერიალური ფორმების გამოჩენას მოასწავებს. განყენებული
ფონის მაგივრად სცენები რეალურ გარემოში - ნაგებობათა ინტერიერებში,
ქალაქის არეალში, პეიზაჟების ფონზე ვითარდება, ფიგურები კი მოცულობითი,
თუმცა ოდნავ გეომეტრიული ფორმებითაა მოცემული.

აღსანიშნავია ასევე ადრეული აღორძინების ხელოვნების უმნიშვნელოვანესი


წარმომადგენლის, მაზაჩოს ნამუშევრები. მან პირველმა გადაწყვიტა სახვითი
ხელოვნების ძირითადი მხატვრული პრობლემები - ხაზობრივი პერსპექტივის და
სამგანზომილებიანი სივრცის აგების საკითხი.

ფიგურის ანატომიური აგებულების, პერსპექტივის და პროპორციის ფლობა


განსაკუთრებით ჩანს ისეთი უნივერსალური ნიჭის მქონე ხელოვანებში,
როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი და
ტიციანი.

ლეონარდო და ვინჩის ოსტატობა და ფიგურის ანატომიური აგებულების


კანონების ცოდნა ნათლად ჩანს მის შედევრებში, როგორიცაა ,,მადონა
კლდეებში’’, ,,ჯოკონდა’’ და ა.შ. მის სახელს უკავშირდება სასურათე სიბრტყეზე
ჰაეროვანი გარემოს გადმოცემის ფერწერული ხერხის გამოგონებაც, რომელიც
სიბრტყიდან დაშორებულ გამოსახულებების კონტურებს სიმკვეთრეს უკარგავს
და ფორმებს არბილებს. აღსანიშნავია, ასევე, ლეონარდოს ნაშრომი ,,ტრაქტატი
ფერწერაზე’’, რომელშიც დამუშავებულია თითქმის ყველა პრობლემა, რომლის
წინაშეც რენესანსის ფერწერა იდგა.

რაფაელ სანტის შემოქმედებაში რენესანსული მხატვრობის იდეალები


კლასიკურ სრულყოფილებას აღწევს. ,,სიქსტეს მადონა’’ და ,,ათენის სკოლა’’
აღორძინების ეპოქის ფერწერული პრინციპების განვითარების ნათელი
მაგალითია.

რაფაელის გაწონასწორებული, ჰარმონიული შემოქმედებისგან თავისი მეამბოხე


სულით გამოირჩევა მიქელანჯელო ბუონაროტი, რომელიც ფორმის მოცულობისა
და მოძრაობის გადმოცემის დიდოსტატად გვევლინება. მისი ინტერესის საგანი
მძლავრი, ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი, მებრძოლი ადამიანია. მისი
ნამუშევარი - სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატულობა მონუმენტური ფერწერის
ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ნიმუშია მთელ მსოფლიოში. ამ ანსამბლში
ორასზე მეტი ფიგურაა წარმოდგენილი სხვადასხვა რაკურსსა და დინამიურ
მოძრაობაში. ისინი თითქოს კედლის სიბრტყეს არღვევენ და თავისუფლად
მოჟრაობენ სივრცეში.

ფერწერის ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭრავს


რენესანსულ ვენეციას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია ტიციან
ვიჩელიო. მას ახასიათებს მსხვილი ფუნჯით და სწრაფი მონასმებით,
ექსპრესიული მანერით მუშაობა, რაც ფერწერაში ახალი ღირებულების -
თავისუფალი მონასმის და საღებავის ფაქტურის გამოვლენის ტენდენციის
მომასწავებელია.

You might also like