You are on page 1of 6

ძველი სამყაროს ხელოვნება

1. არქეოლოგიური
გათხრები
• ადამიანებს უძველესო დროიდანვე
აინტერესებდათ, თუ სად და როგორ
ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, როფორი
წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ჰქონდათ
მათ. რას ქმნიდნენ და როგორ
გამოიყურებოდნენ ისინი. არქეოლოგიური
გათხრები მოგვითხრობს სხვადასხვა დროს
ამ ადგილას მცხოვრებ ადამიანებზე. მათი
კვალი მიწაში შრეებად არის დაცული—
ყველაზე ძველი ყველაზე ქვედა შრეა,და
ბუნებრივია რაც უფრო ძველია ეს ნივთი
მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს ის, მაგრამ
მნიშვნელოვანია ის რომ არქეოლოგიური
გათხრებისას არ დაზიანდეს ან არ
განადგურდეს ზედა ფენები.
2. უძველესი საცხოვრებელი
საქართველოში
• საქართველოს ტერიოტორიაზე უძველესი ადამიანის
საცხოვრებელის შედარებით განვითარებული ფორმა
ძვ.წ VI-V ათასწლეულებით თარიღდება. ძვ.წ-ის V
ათასწლეულითაა დათარიღებული იმირის გორის
სახლები აქ წრიული გეგმარების მქონე
კონუსისებურად გადახურულ შენობას ცალ მხარეს
მიდგმული აქვს მასთან კარით დაკავშირებული მცირე
წინკარი დამრეცი გადახურვით. იმირის გორსზე
აღმოჩნდა კიდევ ერთი სახლი, რომელსაც
კონუსისებური გადახურვს ჰქონდა. სახლი ორი
ერთმანეთზე გადაბმული სათავსისასგან შედგება.
ერთი მომცროა მეორე კი უფრო დიდი ზომის. სწორედ
მოზრდილ სათავსშია მოწყობილი კერია, ხოლო მის
წინ ხის ბოძი დგას.
3. წრიული ფორმის
სახლები

• შემთხვევით არ არის, რომ განსხვავებული ტრადიციების


მიუხედავად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ხალხის
უძველესი საცხოვრებელი წრიული ფორმისა იყო , რადგან წრეს
საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. შემოგთავაზებთ სამ სხვადასხვა
წრიულის ფორმის სახლს პირველი ეს არის ვიგვამი : მრგვალი
ფორმის სახლები ჰქონდათ ამერიკის ინდიელებს. ამ სახლებს
ვიგვამი ეწოდება. ინდიელთა ენაზე სიტყვა ვიგვამი ნაგებობას
ნიშნავს. ესაა წრიული ფორმის გუმბათური გადახურვის მქონე
სახლები რომლებსაც გასე აგებდნენ ინდიელები : წრიულად
არჭობდნენ მიწაში ხის დრეკად ღეროებს ბოლოებს ღუნავდნენ და
კეავდნენ.ასევე ფაროდ იყო გავრცელებული კონუსისებური
ფორმის საცხოვრებელი, რომელიც ასევე წრიული ფორმის იყო და
ხის ღეროებისგან შედგებოდა. მას “ტიპი ” ეწოდება . თუმცა
ვიგვამთან შედარებით ის უფრო ხალვათი და მაღალი იყო. ხოლო
მესამე ტიპი რომელსაც ვხვდებით ცენტრალური აზიის მომთაბარე
ტომებთან არის იურტა. ეს მეტად გავითრებული იყო ვიდრე
დანარჩენები. ესაა გადასატანი და ასაწყობი სახლი რომელიც
უძველეს დროში წარმოიშვა და დღესაც გამოიყენება .
4. უძველესი
ქალაქები
ლეგენდები უძველესი ქალაქების შესახებ ყველა ხალხის
ზეპირსიტყვიერებაში თუ ლიტერატურაშია შემორჩენილი . ეს დიდ
დახმარებას უწევს არქეოლოგებს ამ ქალაქების აღმოჩენისა და
შესწავლის საქმეში. თუმცა როცა საქმე კიდე უფრო უძველეს
ქალაქებს ეხებათ მათ უფრო მეტი საბუთი ჭირდებათ ვიდრე
ლიტერატურაა.მას შემდეგ რაც ორი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს
ხმელთაშუა ზღვის ჩრდ. და სამხ.-ით “ჩათალ-ჰუიუკი” და “იერიქონი ”
არ წყდება კამათი თუ რომელია უფრო ძველი. ინფორმაცია
იერიქონის შესახებ მრავალ ლიტერატურულ წყაროშია შემონახული .
არქეოლოგებმა შეძლეს დაედგინათ, რომ იერიქონის მოსახლეობა
ალიზით ნაგებ მრგვალ სახლებში ცხოვრობდა. რაც შეეხება ჩათალ -
ჰუიუკის ეს ერთ-ერთი უდიდესია უძველეს ქალაქებს შორის . ალიზით
ნაგებ სახლებს ბრტყელი გადახურვა ჰქონდა და მიჯრით იყო
განლაგებული. თითოეულის სახურავი მეორე სახლისათვის ბანის
როლს ასრულებდა. მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს
მიეკუთვნება ასევე მდ. ინდის ხეობაში მდებარე ძვ.წ 2500 წლით
დათარიღებული ქალაქი მოჰენჯოდარო. ის XIX-ს ის დასასრულს
აღმოაჩინეს მაგრამ მისი გათხრა და შესწავლა XX ს - ის 20-იან წლებში
დაიწყო. არქეოლოგებმა დაადგინეს რომ ქალაქი წინასწარი გეგმის
მიხედვით შენდებოდა, რადგან მისი ქუჩები ერთმანეთის
პარალელურად იყო აგებული. ავღნიშნავ იმას რომ ქართულ
ქალაქთა შორის თბილისი, სადაც არქეოლოგიური კვლევების
თამახმად აქ უკვე 6ათასი წელია უწყვეტად ცხოვრობს ადამიანი .
5. დიდი ყორღანების
ეპოქა

• XX საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგებმა სამხრეთ საქართველოში


აღმოაჩინეს მანამდე უცნობი კუკტურს რომელსაც თრიალეთის
კულტურა უწოდეს, რომელიც ძვ.წ III ათასწლეულის II ნახევრით და II
ათასწლეულის I ნახევრით დაათარიღეს. თრიალეთის კუკტური
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ე.წ ყორღანული სამარხები , რის
გამოც მას სხვაგვარად ყორღანულ კულტურას კულტურასაც .
ყორღანი, როგორც წესი — ნაწილისაგან შედგებოდა. მიწაში
მოწყობილი იყო სწორკუთხა სამარხი კამერა, რომელიც ხის
მორებით ან ქვით იყო მოპირკეთებული. ზოგჯერ სამარხი იმდენად
დიდი იყო, რომ მას არქეოლოგები “სამარხ-დარბაზრბსაც ” კი
უწოდებენ. საგანგებო ხის ეტლზე დასვენებულ მიცვალებულს
კამერაში ჩაასვენებდნენ, უამრავ ძვირფას ნივთს ატანდნენ და ხის
მორებით ხურავდნენ; ყორღანებში ოქროსა და ვერცხლის მრავალი
ძვირფასი ნივთია აღმოჩენილი — სამკაულები , თასები , იარაღი და
სხვ. უზადო ოსტატობით შესრულებული ბრწყინვალე ნივთების
სიმრავკე მოწობს, რომ თრიალეთის კულტურაში საიუველირო
ხელოვნება არნახულ აყვავებას განიცდიდა. ალბათ , ყველა კარგად
ვიცნობთ ოქროს ლომის პაწაწინა ფიგურას, რომელიც წნორის ერთ -
ერთ ყორღანშია აღმოჩენილი.

You might also like