You are on page 1of 17

1აბსტრაქციონიზმი-( უსაგნო,უსახო ხელოვნება)-მიმართულება მე-

20 საუკუნის დასაწყისის ევროპულ ხელოვნებაში, რომლის ნიმუშებში ნახატი


მხოლოდ განყენებული ელემენტების (ხაზი, ფერადოვანი ლაქა,და სხვა) საშუალებით
იქმნება.
აბსტრაქციონიზმი, უსაგნო ხელოვნება, ნონფიგურაციული ხელოვნება — XX
საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა
აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის
მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი
კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და
ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე,
როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე.
აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და
შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან
განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული
იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული
ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი
კომპოზიციების შექმნას. ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად
მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.

ავანგარდი- (მოწინავე რაზმი)- მე-20 საუკუნის კულტურის მთელი რიგიმი


მართულებების საერთო სახელწოდება,რომელთა მიმდევრებიც დემონსტრატიულად
უარყოფდნენ ყოველგვარ კულტურულ ტრადიციას და ახალ გზებს ეძიაბდნენ
ხელოვნებაში(ფოვიზმი,კუბიზმი,ექსპრესიონიზმი,ფუტურიზმი,აბსტრაქციონიზმი,ს
იურეალიზმი და სხვა.

აკადემიზმი - მხატვრული მიმართულება მე-18,19 საუკუნის ევროპაში ,


რომელიც რეალისტურ გამომსახველობით სტილს,აკადემიურ წერის მანერას
ამკვიდრებდა უპირისპირდებოდა ნოვატორულ მიმდინარეობებს ხელოვნებაში.

ავტოპორტრეტი - მხატვრის მიერ შესრულებული საკუთარი პორტრეტი.

ანიმალისტური ჟანრი- სახვითი ხელოვნების ჟანრი ,რომელიც


ცხოველების გამოსახულებასთანაა დაკავშირებული.
ანფილადა - არქიტექტურაში :ერთმანეთის მიყოლებით,ერთმანეთში
გამავალი სათავსების რიგი.

აპლიკაცია - ნამუშევარი,შექმნილი სხვადასხვა მასალისაგან


(ქაღალდი,ქსოვილი) გამოჭრილი ფორმების დაწებებით რაიმე საფუძველზე.

არკბუტანი - გუთური არქიტექტურის ელემენტი,გარეთა საყრდენი


თაღი ,რომელიც კამარის განბრჯენას გადასცემს გარე კონტრფორსებს.

აკვარელი- ფერწერის ტექნიკა,წყლის საღებავი,რომლებიც ნაზ, გამჭვირვალე


ფერებს იძლევა.

აკვედუკი-დასახლებული პუნქტის სარწყავი სისტემა.

აკრილი-საღებავი სინთეთიკური ფისის საფუძველზე.გამოიგონეს 1920


წ.მექსიკაში.აკრილი საღებავი წყალგამძლე და კაშკაშაა,სწრაფად შრება და მზეზე არ
ხუნდება.

აკროპოლისი ანტიკურ საბერძნეთში ზემო ქალაქი,ამაღლებული ადგილი.

ალეგორია -ხელოვნებაში სხვადასხვა მორალური პრინციპისა თუ


განყენებული ცნების წარმოდგენა ადამიანის ან საგნის სახით.

ანტაბლემენტი- ანტიკურ არქიტექტურაში შენობის ზედა


ჰორიზონტალური ნაწილი,რომელიც სვეტებს ეყრდნობა.შედგება
არქიტრავის ,ფრიზის და კარნიზისაგან.

არქაული-ძველი,არქაული ეპოქა- ძველი ბერძნული ხელოვნების ისტორიის


ეტაპი.

არქიტექტურა -ხელოვნების დარგი ,შენობების, სხვა ნაგებობების


დაპროექტება ,აგება.
არქიტრავი- არქიტექტურული ელემენტი ,ჰორიზონტალური
კონსტრუქცია,ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი,ეყრდნობა უშუალოდ სვეტებს.

ატიკი- ნაგებობის ფასადის ნაწილი ,რომელიც კარნიზის ზევით მდებარეობს.

ატრიუმი-კოლონადით გარშემორტყმული ღია ეზო ტაძრის წინ.

აფსიდი-ნახევარწრიული ან მრგვალწახნაგა ფორმის კონქით


(ნახევარგუმბათით) ან შეკრული ნახევარკამარით გადახურული
კონსტრუქცია.ქრისტიანულ ტაძარში მდებარეობს ,როგორც წესი ,მის აღმოსავლეთ
ნაწილში და მასში საკურთხეველია მოთავსებული.ქართულ ეკლესიებში გვხვდება
აფსიდები,რომელთაც გარედან სწორი კედლები ფარავს და ასევე შვერილი
აფსიდები,რომლებიც გარეთ გამოშვერილია ეკლესიის ძირითადი აფსიდიდან
ნახევარწრის სახით,წახნაგოვნად ან სწორკუთხა მოხაზულობით.

ბაზილიკა- მართკუთხა გრძელი შენობა,რომლის ინტერიერი სვეტების


რიგების მეშვეობით იყოფა გრძივ კენტი რაოდენობის (ძირითადად 3,უფრო
იშვიათად 5 ან 7 )

ნაწილებად- ნავებად.ანტიკურ ხანაში ბაზილიკა საზოგადოებრივი დანიშნულების


შენობა იყო,ქრისტიანულ ეპოქაში -ეკლესიის ერთ-ერთი გავრცელებული ტიპი,

ბაპტისტერიუმი-სანათლავი ადრექრისტიანულ არქიტექტურაში -ცალე


შენობა.

რელიეფი არის სამი სახის:

1) ბარელიეფი- დაბალი რელიეფი,სადაც ფორმები სრული მოცულობის


ნახევარზე ნაკლები სიმაღლითაა წარმოდგენილი.

2) ჰორელიეფი-მაღალი რელიეფი,სადაც ფორმები ნახევარზე მეტითაა


ამოწეული.
3) კონტრელიეფი- ჩაკვეთილი რელიეფი.
ბაროკო- (უცნაური,უჩვეულო)- მიმდინარეობა მე-16 საუკუნის და ბოლოს და ე-
17 საუკუნის ევროპულ კულტურაში.ბაროკოს სტილს ახასიათებს
დაძაბულობა,დინამიურობა,სიმძაფრე,დრამატული მხატვრული
სახეები,მდიდრულობა,არქი-ტექტურის ,სკულპტურის ფერწერის სინთეზი.

ბატალური ჟანრი- სახვითი ხელოვნების ჟანრი,რომლის თემას შეადგენს


ომის ამსახველი,აგრეთვე ომთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიული
სიუჟეტი,ბატალური ჟანრი შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტორიული ჟანრის
ნაწილიც.

ბატიკა -ხელით მოხატული ქსოვილი.

ბეჭდვითი გრაფიკა-,ანუ ესტამპი-გრაფიკის სახეობა ,რომლის


ნიმუშები შესრულებულია ბეჭდვის ტექნიკით და არა ხელით.

ბიუსტი-ადამიანის გამოსახულება მკერდამდე.

გალერეა-არქიტექტურული ნაგებობა ,შენობის სხვადასხვა ნაწილის


დამაკავშირებელი გრძელი გადახურული სათავსო,რომელსაც ერთ-ერთი გრძივი
კედლის ნაცვლად რიკულებიანი მოაჯირი აქვს.

გლიპტიკა - ქვაზე-კედელზე მხატვრული კვეთა.

გობელინი- ხალიჩა,ჩვეულებრივ,კედლის ქსოვით მოცემული


გამოსახულებებით.ხელნაკეთი ხალიჩა მატყლით.

გრავიურა- გრაფიკის სახეობა,ანაბეჭდი ,შესრულებული სხვადასხვა სახით


საბჭდი დაფიდან ქაღალდზე.

გრაფიკა- ვწერ,ვხატავ-სახვითი ხელოვნების დარგი.ფანქრით,ნახშირით და


სხვა. ან ბეჭდვის ტექნიკით შესრულებული ნახატი.არსებობს შავ-
თეთრი,ფერადი,ბეჭდვითი,წიგნის,მონუმენტური,სამრეწველო გრაფიკა.

ბეჭდური გრაფიკა-გრავიურა.
ქსილოგრაფია-ხის დაფაზე შესრულებული გრაფიკა.

ლითოგრაფია-ქვის საბეჭდი ფორმიდან შესრულებული გრავიურა.ქვის


მასალაზე შესრულება.

ოფორტი-ლითონის დაფიდან მიღებულ ანაბეჭდს ოფორტი ეწ.

ლინოგრავიურა-რბილ მასალაში,ლინონეუმის და სხვა რბილ მასალების


საბეჭდი ფორმიდან შესრულებული გრავიურა.

მატრიცა-საიდანაც ხდება ბეჭდვა.

გოთური სტილი- სტილი


არქიტექტურაში,ქანდაკებაში,ფერწერაში,რომელიც გაბატონებული იყო დასავლეთ
ევროპაში მე-13 ,14 საუკუნეებში.

დაზგური ფერწერა- შედარებით მცირე ზომის ,უმეტესადჩარჩოში


მოქცეული,ძირითადად ტილოში შესრულებული,დამოუკიდებელი მნიშვნელობის
მქონე ფერწერული ნამუშევრები.სრულდება დაზგაზე-მოლბერტზე,ხასიათდება
ჟანრების მრავალფეროვნებით.

დაზგური ქანდაკება- შედარებით მცირე ზომის


ქანდაკება(ინტერიერის,პარკების მოსართავი სკულპტურები,სკულპტურული
პორტრეტები).....

დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნება-(ვრთავ, ვალამაზებ)-


ხელოვნების დარგი,საყოფაცხოვრებო,პრაქტიკული დანიშნულების მქონე
ნაკეთობები (ჭურჭელი,ავეჯი,ხალიჩა, გობელინი,ტანსაცმელი,საიუველირო
ნაწარმი....) და მათი მხატვრული გაფორმება.

დიზაინი- (დაპროექტება,კონსტრუირება) ფართო


გაგებით ,დაპროექტება.დიზაინს ნებისმიერი ახალი საგნის-
ინსტრუმენტის,მოწყობილობების,სამოსის, აქსესუარების- შექმნას უწოდებენ.
დიფტერი- ორმაგი კოლონადით გარშემორტყმული სწორკუთხა გეგმის
მქონე ტაძარი,ტაძრის გავრცელებული ტიპი ძველ საბერძნეთში.

დოლმენი- მეგალითური ნაგებობა ,ქვის ფილით გადახურული რამდენიმე


ლოდი.

დონჟონი- მთავარი კოშკი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეში,რომელსაც


თავდაცვითი და საცხოვრებელი ფუნქცია ქონდა.

ელინიზმი - ეპოქა რომელიც აღინიშნა ბერძნული კულტურის


გავრცელებით ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად შექმნილი
იმპერიის ფარგლებში.

ეკლექტიკა- სტილებისა და კომპოზიციური ხერხების


აღრევა ,მხატვრული ნაწარმოების სტილისტური მთლიანობის უარყოფა.

ენკაუსტიკა- ფერწერა ცვილის საღებავებით .გავრცელებული იყო


ანტიკურ ხანაში ,შუა საუკუნეებში.

ესკიზი - გრაფიკული ჩანახატი,ჩანახაზი,წინასწარი მონახაზი.როცა ჩანახაზს


აკეთებ ისე რომ ვერ ხედავ მას,და აღიქვამ.

ეტიუდი- წინასწარ ჩანახატი ოღონდ ნატურიდან,ანუ ხდავ მონახაზის დროს


იმ საგანს ან ნივთს რომლის ხატვას აპირებ.

ექსპრესიონიზმი- მიმდინარეობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევრის


დასავლეთ ევროპულ ფერწერაში,ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულება.

ექსტერიერი- შენობის გარე სახე.

ვიტრაჟი- სახვითი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ფერადი შუშის (ან სხვა


გამჭვირვალე მასალის-ალებასტრის,სელენიტის...)ნაჭრებისაგან სრულდება.ვიტრაჟი
ფანჯრების,კარების,ტიხრების მოსართავად გამოიყენება.
ვოლუტები- არქიტექტურული დეკორის გავრცელებული
ელემენტი,სპირალისებური ხვეულის ფორმის დეტალი,იონური კაპიტელის
დამახასიათებელი ნიშანი.

ზეთის საღებავი- სელის ზეთის საფუძველზე შექმნილი


საღბავები ,გამოირჩევა უმდიდრესი ტონალობების,ფერადოვანი
ნიუანსების,გადასვლების გადმოცემის შესაძლებობებით.გამოიყენება უმეტესად
დაზგურ ფერწერაში.

ზიკურატი- ძველი შუამდინარეთის ხელოვნებაში გავრცელებული


საფეხურებიანი ტაძროს სახეობა.

თავშეყრის წერტილი- სურათში-პერსპექტივაში გამოსახული ყველა


პარალელური ხაზის გადაკვეთის წერტილი,მდებარეობს ჰორიზონტის ხაზზე.

თერმები- აბანოები ძვ.რომში.

თოლოსი- მრგვალი ფორმის შენობა და ტაძარი ძვ.საბერძნეთში.

იკონოგრაფია- ხელოვნებაში სხვადასხვა პერსონაჟის და სიუჟეტური


კომპოზიციის ტიპოლოგია.ქრისტიანულ ხელოვნებაში ,მითოლოგიურ ჟანრში და
სხვა.მოვლენის,პერსონაჟის გამოსახვის მკაცრად რეგლემენტირებული
წესები,მხატვრულ სახეთა ერთობლიობა.

იმპრესიონიზმი- მიმართულება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან


ევროპულ ფერწერაში,რომლის მიზანია სამყაროს ,ბუნების უწყვეტი,მუდმივი
ცვალებადობის, წამიერი შთაბეჭდილების ,მხატვრის სუბიექტური აღქმის
გადმოცემა.იმპრესიონისტულ ფერწერას ახასიათებს ინტერესი
პეიზაჟისადმი,თანამედროვე ქალაქის ცხოვრებისადმი,პლენერზე შექმნილი
სურათები,ბუნებრივი განათება,ნათელი,მდიდარი კოლორიტი, თავისუფალი წერის
მანერა,მისთვის დამახასიათებელია მსხვილი,მსუყე მონასმებით ხატვა,აქედან
გამომდინარე აღქმა ხდებოდა შორიდან.
ინკრუსტაცია- საგნის ან შენობის ფასადის დეკორის ტექნიკა სხვადასხვა
მასალის ნაჭრების ჩაჭედების მეთოდით.

ინკრუსტირებული სტილი- სტილი მე-13,14 სს.იტალიურ


არქიტექტურაში და დიზაინში,რომელსაც ახასიათებს ფასადების,კედლების
მოპირკეთება სხვადასხვა ფერის ქვით.

ინსტალაცია- არატრადიციული მასალებისგან შედგენილი


კომპოზიცია.ინსტალაციაში სხვადასხვა მასალა ,ნივთი შეიძლება იყოს
გამოყენებული.ზოგჯერ იგი იწყობა როგორც კონსტრუქცია.

ინტერიერი- შენობის შიდა სივრცე.

ისტორიული ჟანრი- ფერწერის ჟანრი ,რომლის თემას წარსულის


ამბები,მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები წარმოადგენს.

კათედრალი- დიდი ეკლესია,საეპისკოპოსო ცენტრი.

კამეა- გლიპტიკის სახეობა ,ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვის ნაკეთონა


ამობურცული გამოსახულებით.ასევე ნიჟარა რელიეფით.

კამპანილა- იტალიის შუა საუკუნეების და რენესანსის არქიტექტურაში -


სამრეკლო კოშკი ,ჩვეულებრივ, ტაძრისაგან განცალკევებით დგას.

კაპელა- მცირე ეკლესია,ზოგჯერ ცალკე სამლოცველო ეკლესიის შიგნით.

კაპიტელი- სვეტისთავი.

კარედი - სამნაწილიანი დასაკეცი ხატი,რომლის ორივე გვერდითა ნაწილს


კარი ეწ.

კარიადიტა- ქალის ქანდაკება ,რომელიც სვეტის ფუნქციას


ასრულებს,უჭირავს შენობის გადახურვა.
კარიკატურა- გრაფიკის სახეობა ,რომლის ნიმუშებიც გამძაფრებულია და
სატირულადაა წარმოდგენილი პერსონაჟის ან საზოგადოების დამახასიათებელი
თვისებები.

კატაკომბები- მიწისქვეშა გალერეები.

კერამიკა- თიხის ნაკეთობა.მისი შექმნის ტექნოლოგიებია


მოდელირება ,გამოწვა, ჭიქური... სახეობები :ტერაკოტა,
მაიოლიკა,ფაიფური,ფაიანსი....

კილიკი- ძვ.ბერძნული კერამიკის სახეობა -თასი ფეხზე,ორი სახელურით.

კლასიციზმი- (სანიმუშო) - მიმდინარეობა მე-18 საუკუნის ევროპულ


ხელოვნებასა და ლიტერატურაში,რომელსაც ახასიათებს ანტიკური კულტურის და
ფილოსოფიის ზეგავლენა.

კოლაჟი - სახვითი ხელოვნების სახეობა და ტექნიკა,რომელშიც ნაწარმოები


სხვადასხვა მასალის ელემენტების დაწებებით იქმნება.

კოლონა - არქიტექტურული დეტალი ,მზიდი კონსტრუქცია ,მრგვალი


ბოძი ,როგორც წესი,ბაზისით და სვეტისთავით .ცალკე მდგომ კოლონას შეიძლება
ქონდეს მემორიალის ფუნქცია.

კოლონადა - კოლონათა რიგი.

კოლორიტი - ხელოვნების ნაწრმოებში ყველა ფერის ,ტონის, ფერადოვანი


ნიუანსის ერთობლიობა.

კოლორიტის ტიპები: 1) დატვირთული, მკვთრი კოლორიტი-ფორმა ფერი


დატვითული აქვს,ბევრი ფერებითაა შესრულებული,წითელი, ყვითელი,
მწვანე,ლურჯი,ნარინჯისფერი და ასე შემდეგ.

ამოთეთრებული კოლორიტი- სადაც სჭარბობს თეთრი ფერი,ღია ვარდისფერი;

ჩაშავებული კოლორიტი-სადაც ბევრი მუქი და ბნელი ფერებიია.


ტეხილი კოლორიტი-ნაცრისფერის შედეგად მიიღება,ასეთი ნახატები დაღლილი ,
პესიმისტური ხასიათისაა.

კლასიკური კოლორიტი- ეს ფერები ღია და სადაა,მკრთალი რომ არ დაგღლის ისეთი.

აბსოლიტური კოლორიტი-ფერის და ტონის ყველა მოდიფიკაცია.

გაზვიადებული კოლორიტი- როცა ფერთა შეხამება გაზვიადებულია.

ტონალური კოლორიტი-არარეალურ ფერებში

ვალიორი- ტონალური გრადაციის შემუშავება ნათელიდა მუქზე დაპირიქით.


ვალიორი  (ფრანგ. Valeur) — ფერწერასა და გრაფიკაში ტონის
სხვადასხვა ელფერი, ან შუქისა და ჩრდილის თანამიმდევრული
გრადაცია ერთი რომელიმე ფერის ფარგლებში. ვალიორული გრადაციის
სისტემატური გამოყენების შედეგად საგნები ჰაერსა და სინათლესთან
კავშირში გამოიხატება, ფერთა ერთიერთდამოკიდებულება და
გადასვლებიც უფრო იხვეწება და საერთო კოლორიტიც ღრმა და
მდიდრული ხდება (დ. ველასკესის, ი. ვერმეერის, ჟ. ბ. შარდენის, კამილ
კოროს და სხვა ფერწერული ნაწარმოებები).

ფერადოვანი გამა-ფერების შეხამებას,რომლებიც ახლოს


დგანან.ფერადოვანი ტონი და დატვირთულები არიან ფერადოვანი
ფორმებით.

ხაზი-აუცილებელია ფერწერაში,არსებობს სხვადასხვა ხაზები:


დენადი,მოქნილი,ტეხილი,დინამიკური.

კომპოზიცია - სასურათე სიბრტყეზე


ფიგურების,საგნების,ფორმების,ფერების განაწილების პრინციპები.არქიტექტურული
კომპოზიცია- შენობის ნაწილების,სტრუქტურული
ელემენტების ,კონსტრუქციების,მასების განლაგება -განაწილება.

კომპოზიცია-შეიძლება იყოს რიტმული,როდესაც ცენტრისაკენ მიმართულია


მიმართულია ხაზები ან ლაქები.მაგ:ბრედას ჩაბარება
ვერტიკალური და ჰორიზონტალური პრინციპი,სიმეტრიული ,ასიმეტრიული და
ფრიზული კომპოზიცია.

გამოყენებითი ხელოვნება-პაპია მარშე-ქაღალდს ხელით ფორმას


აძლევენ და წებოთი აწებებენ.

თექა-ფერადი მატყლი.

რაკურსი-ხედვის წერტილი,თუ საიდან ხდება აღქმა.

კონტრელიეფი- ჩაკვეთილი რელიეფი.

კონტრფორსი- არქიტექტურული კონსტრუქცია(ვერტიკალური,ხშირად


ზევით შევიწროვებული) ბურჯი,რომელიც კედელზე ირიბად მოქმედი განბრჯენის
ძალის ჩაქრობას ემსახურება.ძირითადად თაღოვანი კონსტრუქცირბის მზიდი
კედლების გასამაგრებლად გამოიყენება.

კონტური- ფორმის გარშემომწერი ხაზი.

კონქი - შენობის ნახევარწრიული ნაწილის(მაგ. აფსიდის) ნახევარგუმბათის


ფორმის გადახურვა.

კრატერი - ძვ.ბერძნული კერამიკის სახეობა- დიდი ჭურჭელი ფართო


ყელით.

კრიპტა - შენობის მიწისქვეშა ნაწილი,ქრისტიანულ ტაძარში -მიწისქვეშა


სამარხი.

კრომლეხი - ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მეგალითური


ნაგებობა,შედგება მენჰირების რამდენიმე კონცენტრულად განლაგებული წრისგან.

კუბიზმი - მიმართულება მე-20 საუკუნის დასაწყისის


ევროპულ ,მხატვრობაში , რომლისთვისაც დამახასიათებელია გეომეტრიული
ფიგურების გამოყენება,ფორმის დაშლა და სხვა.
კუროსი - ძვ.ბერძნულ ხელოვნებაში- ჭაბუკის ფეხზე მდგომი გამოსახულება.

კორა- ძვ.ბერძნულ ხელოვნებაში გოგონას,ქალის ფიგურა

ლეკითოსი- ძველი ბერძნული კერამიკული ჭურჭელი ფეხზსე და


გრძელი ყელით,გამოიყენება ზეთისა და ნელსაცხებლების შესანახად.

ლითოგრაფია-ქვის საბეჭდი ფორმიდან შესრულებული გრავიურა.

ლოჯია-რენესანსის არქიტექტურისათვის ჩვეული სათავსო კილონადით


და თაღებით, რომელსაც ართი ან რამდენიმე მხარე ღია აქვს.შეიძლება
იყოს როგორც დამოუკიდებელი ნაგებობა,ასევე რაიმე შენობის
ნაწილი.გამოიყენება როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი,სავაჭრო რიგი
და სხვა.

მავზოლეუმი-სამარხი ნაგებიბა.

მარტირიუმი- ადრექრისტიანულ არქიტექტურაში-წმ.მოწამის საფლავზე აგეებული


მცირე სამლოცველო.

მეგარონი- საცხოვრებელი სახლის სახეობა- მართკუთხა ფორმის შენობა წინ ღია


დერეფნით და სვეტებით.გავრცელებული იყო კრეტა მიკენის კულტურაში.,არქაულ
საბერძნეთში...

მინანქარი- მინისმაგვარი,გამჭვირვალე ფენა,რომლითაც ლითონის ზედაპირს


ფარავენ.დეკორატიული ხელოვნების გავრცელებული სახეობა.

მინიატურა- მცირე ფორმის მხატვრული ნაწარმოები:აქ ხელნაწერი წიგნის


ილუსტრაცია.

მოზაიკა-მონუმენტური ფერწერის სახეობა;სურათი შესრულებული კედელზე ან


იატაკზე ფერადი კენჭების საშუალებით.

მონოფტერი-მრგვალი ფორმის შენობა და ტაძარი ძველ საბერძნეთში.

მონუმენტური გრაფიკა- გრაფიკის სახეობა-აფიშები,პლაკატები ,რეკლამა...


მონუმენტური ფერწერა- დიდი ზომის,იდეურად მნიშვნელოვანი ფერწერული
ნიმუშები.რომლებიც დაკავშირებულია არქიტექტურასთან-ფრესკა,
მოზაიკა,დეკორატიული ფანო....

მონუმენტური ქანდაკება- დიდი ზომის,ღია ცის ქვეშ დასადგამი ქანდაკება.

მრგვალი ქანდაკება- ქანდაკება,რომელიც სრული მოცულობითაა წარმოდგენილი და


განკუთვნილია ყოველი მხრიდან დასათვალიერებლად.

მცირე პლასტიკა- მცირე ზომისსკულპტურები(ხის,კერამიკის,ქვის,სპილოს ძვლის.....)

ნავი- ბაზილიკის შიდა სივრცის ნაწილი-გრძივი ელემენტი,შემოსაზღვრული


სვეტების მწკრივებით.

ნატურა- ადამიანი ან საგანი,რომელსაც მხატვარი სურათში გამოსახავს.

ნატურმორტი-სახვითი ხელოვნების ჟანრი ,რომლის ნიმუშებშიც მოცემულია


უსულო საგნების გამოსახულებები.

ნიკოპეა-(ბერძნ.გამარჯვების მომტანი) ქრისტიანულ იკონოგრაფიაში


ღვთისმშობლის გამოსახულების გავრცელებული ტიპი.

ნეოკლასიციზმი-მე-18-19 სს-ის-მიჯნის ევროპული ხელოვნების


მიმართულება,რომელიც ეფუძნება ანტიკური ხანის , აღორძინების და კლასიციზმის
ხელოვნების პრინციპების გამოყენებას.

ობელისკი-მაღალი,ჩვეულებრივ,ზევით შევიწროვებული ოთხწახნაგა სვეტი.

ოტიგიტრია(ბერძ.გზის მაჩვენებელი)-ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ღვთისმშობლის


გამოსახულების გავრცელებული ტიპი.

ორანტა- (ბერძნ.მლოცველი)- მლოცველის პოზაში გამოსახული


ფიგურა;ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ღვთისმშობლის გამოსახულება.

ორდერი- ჰორიზონტალური და ვერტიკალური არქიტექტურული


ელემენტების,გარკვეული პროპორციული კანონების,დეკორატიული ელემენტების
ერთობლიობა.

ოფორტი- გრავიურის სახეობა:ანაბეჭდი,შესრულებული სპილენძის


დაფიდან,რომელზეც ნახატი მჟავის საშუალებითაა ამომწვარი.

ოქტოგონი-რვაკუთხა ფორმის შენობა.


პალაცო- იტალიაში ქალაქის მდიდრული საცხოვრებელი სახლი,სასახლე. მე-16
საუკუნის იტალიური პალაცოს ნიშნებია კორპუსის მკაფიო დაყოფა სამ სართულად
,გალერეებით გარშემორტყმული შიდა ეზო,,რუსტის გამოყენება პირველ
სართულზე.

პეიზაჟი- ფერწერის ჟანრი,რომლის თემას წარმოადგენს ბუნების სურათები.

პელიკე- ამფორა განიერი კორპუსით.

პერიფტერი- სწორკუთხა,ოთხი მხრიდან კოლონადით გარშემორტყმული


შენობა,ტაძრის გავრცელებული ტიპი ძველ საბერძნეთში.

პერსპექტივა- მხატვრობაში სივრცისა და მოცულობითი ფორმების გადმოცემის


ხერხების ერთობლიობა, რომელიც ასახავს საგამთა მოცულობით
სტრუქტურას,განლაგებას სივრცეში და სხვა.

პეტროგლიფი- კლდეზე(ქვაზე)შესრულებული ნახატები.პირველყოფილი


ხელოვნების ნიმუშები.

პილასტრები- ბრტყელი ვერტიკალური შვერილები კედლის ზედაპირზე ( სვეტის


მსგავსი,აქვს კაპიტელი).

პილონი- მასიური ბურჯი ,ხიდების თაღების,კამარების მზიდი


კონსტრუქცია.ეგვიპტურ არქიტექტურაში გეგმაში ოთხკუთხა წაკვეთილი
პირამიდის ფორმის პილონები ტაძრის შესასვლელის გაფორმებაში გამოიყენება.

პინაკლი- დეკორატიული კოშკურა გუთურ არქიტექტურაში.

პიქტოგრამა- დამწერლობა ,რომელიც ნახატებს იყენებს. აზრის გადმოცემა


სტილიზებული სურათით ან სურათების რიგით ,თანმიმდევრობით
ხდება.პიქტოგრამულ დამწერლობას იყენებდნენ უძველესი ხალხები-
ეგვიპტელები,შუმერები,ინკები,აცტეკები...თანამედროვე ცხოვრებაში პიქტოგრამები
გამოიყენება,მაგ,საგზაო ნი/სნებზე, მაჩვენებლებზე და სხვა.

პლენერი- ფერწერული მეთოდი,რომელიც გულისხმობს ნამუშევრის შექმნას არა


სახელოსნოში, არამედ ღია ცის ქვეშ.

როტონდა- გეგმაში მრგვალი შენობა.

რუსტი- ფასადის მოსაპირკეთებელი უხეში დაუმუშავებელი ამობურცული ქვა.


სამრეწველო გრაფიკა-სავაჭრო,საფოსტო,ფულის ნიშნების,ეტიკეტების,მხატვრული
პროექტირება.

სიურეალიზმ- მიმართულება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ევროპულ


ხელოვნებაში,რომელიც ეფუძნება არა რეალობის ასახვას ,არამედ ადამიანის
სიზმრისეული ხილვების ,ბუნდოვანი ასოციაციების ,ქვეცნობიერი სამყაროს
გადმოცემას.

სტელა- მემორიალური დანიშნულების ქვის ვერტიკალური ფილა რელიეფური


გამოსახულებით ან წარწერებით.

სტილი- სხვადასხვა ეპოქის,ქვეყნის,მიმართულების


მხატვრის,მოქანდაკის,არქიტექტორის ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ნიშანთა
ერთობლიობა.

სტილიზება- საგნების განზოგადებული,გამარტივებული,სქემატური,განსაზღვრულ


ერთიანობამდე დაყვანილი გამოსახულებები ,სწრაფვა ფორმების ,ხაზების,ფერების
დეკორატიულობისაკენ.

სტილობატი- ანტიკურ არქიტექტურაში-საფეხურისებრი ცოკოლის ზედა


ნაწილი,რომელსაც შუალოდ ეყრდნობა სვეტები.

ტემპერა - საღებავები კვერცხის გულის ან ნატურალური წებოვანი ნივთიერების


საფუძველზე ფართოდ გამოიყენებოდა მონუმენტურ ფერწერაში,ხატწერაში,აგრეთვე
აღორძინების ხანის იტალიურ ფერწერაში ვენეციის გარდა.

ტიმპანი- ნახევარწრიული არე შენობის შესასვლელი კარის თავზე,ქრისტიანულ


ხელოვნებაში ხშირად მორთულია რელიეფური დეკორით.

ტიხრული მინანქარი- მინანქრის ტექნიკა,რომელშიც მეტალის ზედაპირზე


მირჩილულია წვრილი მავთულები-ტიხრები.წარმოქმნილი სეგმენტები სხვადასხვა
ფერის მინანქრით ივსება და ფერები ერთმანეთში არ ირევა.

ტონდო- სახვითი ხელოვნების მრგვალი ფორმატის ნუმუში


-სურათი,რელიეფი,/წედურობა და სხვა.

ტონი- იგივეა რაც ფერი,ზოგჯერ ამ სიტყვით აღნიშნავენ ერთი ფერის სხვადასხვა


ვარიანტს,მაგ; მუქი მწვანე,ღია მწვანე,მჯვეთრი ზურმუხტისფერი....

ტორევტიკა- ვერცხლის მხატვრული ნაკეთობა.


ტრანსეპტი- ბაზილიკის განივი ნავი.

ტრიგლიფი- ფილა ვერტიკალური ღარებით,რომელიც მეტოპასთან


მონაცვლეობითაა განლაგებული და დორიული ფრიზის ნაწილს წარმოადგენს.

ურბანისტული პეიზაჟი- პეიზაჟის სახეობა,რომელშიც მოცემულია ქალაქის ხედები.

ფასადები- შენობის გარე მხარეები.არსებობს წინა და უკანა ფასადები.

ფაქტურა - ზედაპირისა და მისი დამუშავების ხასიათი.

ფიბულა - ტანსაცმლის შესაკრავი ბალთა.

ფრესკა- მონუმენტური ფერწერის ტექნიკა,როდესაც მოხატულობა სრულდება


კედელზე ტენიანი ბათქაშის ფენაზე (უფრო ხშირად ტემპერის საღებავით)საღებავი
ბათქაშთან ერთად შრება,აღწევს მის სიღრმეში და გამძლეობას იძენს.ასეთ მეთოდს
ალფრესკო ( ნოტიო,ტენიანი) ეწოდება.არსებობს ფრესკის სხვა
ვარიანტიც,რომელშიც ნახატი მშრალ ბათქაშზე სრულდება-ალსეკო ეწ.

ფრიზი- ბერძნულ არქიტექტურულ ორდერებში- ჰორიზონტალური ზოლი


ფასადზე,სახურავის კარნიზის ქვეშ.მასზე ხშირად რელიეფებია მოცემული.

ფრონტონი- შენობის ფასადის დამაგვირგვინებელი სამკუთხა არე ,რომელიც


ზემოდან ორქანობა სახურავითაა შემოსაზღვრული.

ფოვიზმი- მიმდინარეობა მე-20 ს-ის დასაწყისში ფრანგულ ფერწერაში ,რომელსაც


ახასიათებს ინტენსიური მჟღერი ფერები,გამარტივებული ფორმები,შუქ- ჩრდილზე
უარის თქმა და სხვა.ავანგარდის მიმართულება.

ქტიტორი- პიროვნება,რომლის ხარჯითაც ხდებოდა ეკლესიის აშენება ,შეკეთება.

შარჟი- ადამიანის გამოსახულება,რომელიც განზრახ კომიკურად ,ირონიითაა


წარმოდგენილი.შარჟში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პერსონაჟის რაიმე
დამახასიათებელი თვისებების რაიმე გადაჭარბებულად წარმოჩენას.

ადამიანის პორტრეტული გამოსახულება,რომელშიც


გაზვიადებულად,გადაჭარბებულად,იუმორით არის წარმოდგენილი მისი
გარეგნობისა და ხასიათის თავსებური ნიშნები.

ცხოველური სტილი- მრავალი ხალხის გამოყენებითი ხელოვნების უძველეს


ნიმუშებში გავრცელებული დეკორატიული მორთულობის სტილი,რომელიც
ცხოველებისა და ზღაპრული არსებების სტილიზებული გამოსახულებების
გამოყენება ახასიათებს.

წიგნის გრაფიკა- ილუსტრაცია,ექსლიბრისი,ინიციალები, წიგნის გაფორმების სხვა


დეკორატიული ჩანართები.

ჭედურობა- ლითონების მხატვრული დამუშავება რელიეფური გამოსახულებებით.

ჰიპოსტილი- შენობა ან მისი ნაწილი,სადაც სწორი გადახურვა ორი ან მეტი


რაოდენობის სვეტების რიგს ეყრდნობა.ფართო მნიშვნელობით კოლონადიანი
დარბაზი.

You might also like