You are on page 1of 5

ანა აბაშიძე

II კურსი, მედიახელოვნება

დიმიტრი შევარდნაძე
დიმიტრი შევარდნაძე -ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო
მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი. დიდი მუშაობა
გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის.
განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული
მხატვრობის ნიმუშების და ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენაში, თავმოყრაში,
შესწავლასა და პოპულარიზაციაში.

^ ბიოგრაფიის წყარო: ვიკიპედია.

დიმიტრი შევარდნაძეს გერმანიაში ჰქონდა განათლებული მიღებული , ამიტომ მის


ადრინდელ ნამუშევრებზე ხშირად ვხვდებით ჩრდილო- ევროპულ ტიპაჟებს . მას სურდა ,
რომ ევროპაში ნანახი ხელოვნების პრინციპები ქართულისთვის მიესადაგებინა . დიმიტრი
არ ახდენს მექანიკურ კალკირებას ევროპული მხატვრული ტენდეციების, იგი ქართული
სააზროვნო სივრცის ნაწილის წარმოადგენს.
დიმიტრი შევარდნაძე, ავტოპორტრეტი, 1910-ანი წლები.

ამ ნამუშევარში დიმიტრი თითქოს საკუთარ იდენტობას მალავს. (შერლოკ ჰოლმსის


ასოციაციას მიქმნის.) ნახატი დაუმთავრებელია.სახის ფორმები გამოუძერწავია. იგრძნობა
კლასიკური ხელოვნების ზეგავლენა, რაც გამოიხატება მუქი, მოყავისფრო-მოშავო
ფერებით. თითქოს შევარდნაძე საკუთარი სტილის ძიებაშია. ნამუშევარი ედვარდ მუნკის
სტილშია შესრულებული.

დიმიტრი შევარდნაძე, ავტოპორტრეტი

ნახატი სიბრტყობრივია.(კონტრასტისთვის, სხვა აკადემიურ ნახატთან შევადარებისას ეს


კარგად ჩანს) ავტოპორტრეტი მოდერნისტულია. მას ახასითებს პოსტ-იმპრესიონისტული
სტილისათვის დამახასიატებელი ნიშნები: მსხვილი მონასმები, მწვანე და მოყავისფრო-
მოიისფრო ჩრდილები, მოწითალო ტონები, სახისა და ფონის ფაქტურის მსგავსება ,
ფერადოვანი ლაქების განაწილება. ჰგავს ყველა იმპრესიონისტი მხატვრის ხელწერას,
განსაკუთრებით კი ვინსენტ ვან გოგისას.
ამ ნატურმორტში ჩანს პოლ სეზანის გავლენა. სქელი შავი (ამ შემთხვევაში მელნისფერი)
კონტური, რომელიც შეუფარავად გვიჩვენებს მიჯნას სიბრტყესა და მოცულობას შორის.

მსგავსს ყავისფერ, შავ კონტურს ვხვებით დავით კაკაბაძის ,,იმერულ ნატურმორტში“.

დავით კაკაბაძე, ,,იმერული ნატურმორტი“


დიმიტრი შევარდნაძე

ამ ნახატში ჩანს ყველა ის ტენდეცია, რასაც იმპრესიონისტებს საყვედურობდნენ.


დაუმთავრებელი, დაუმუშავებელი, სკეტჩისათვის დამახასითებელი სპონტანური
მოხაზულობა, ბოლომდე მიუყვანელი ფონი, ოდნავ გაწელილი, ცალკეულ კუნთებად
,,გუნდებად“ აწყობილი სხეული, ფერების ხარჯზე მიღებული მოცულობა.
დიმიტრი შევარდნაძე, ,,არლეკინი“

დიმიტრი შევარდნაძის ეს ნახატიც იმპრესიონისტულია. ტიპაჟი გროტესკულია, მისი სახის


მოყვანილობა, გამომეტყველება, აწეული წარბები და გადმოქაჩული თვალები კი ნიღაბს
წააგავს.თითქოს მხატვარს ამ ნახატით სურს, არლეკინის ორი სახე გვიჩვენოს. ეს სახეები,
მთლიანობაში არლეკინურ სახედ აღიქმება, სანამ ცალ-ცალკე ნაწილებად არ დაიყოფა. სახის
მარცხენა მხარე განათებულია, ლოყები წითელია, შეპარვითი ღიმილი კი ,,არლეკინურად“
მატყუარაა. მარჯვენა, ჩრდილში მოქცეული მხარე კი სერიოზული გამომეტყველებისაა.
გრძელი, ჩონჩხისებური ხელი, ისევე როგორც, მწვანე ჩრდილები ნახატის
იმპრესიონისტულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

You might also like