You are on page 1of 5

ქეთი ებრიალიძე

.
ელინისტური ბერძნული ქანდაკების რომაული ასლის საინტერესო
დეტალები, ანუ როგორ გამოსტაცეს სულიერი სამყარო ქვას.
არც ერთი დიდი ხელოვნება არ გამოსულა ზღვის ქაფიდან, როგორც
აფროდიტე. ბერძნული ელინისტური ხელოვნებაც არ შექმნილა
უნიადაგოდ. მის წინამორბედ პერიოდად კლასიკური ძველბერძნული
ხანა ითვლება. ამ პერიოდში შექმნილი ქანდაკებებისგან
განსხვავებით, ელინისტურ პერიოდში შექმნილი ქანდაკებები
დინამიკურობით გამოირჩევიან. ბერძნული ქანდაკების რამდენიმე
ყველაზე ცნობილი ნამუშევარი სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის,
მაგალითად :ლაოკოონი და მისი ვაჟები, ფრთიანი
გამარჯვება(ნიკე) ,ვენერა დე მილო.
ლუდოვისელი გალი -“Ludovisi Gaul”- არის
რომაული ასლი ელინისტური ბერძნული
ქანდაკებისა. სკულპტურა თავისი დრამატული
მახასიათებლების გამო ითვლება ელინისტური
ხელოვნების ერთ-ერთ კარგ ნიმუშად.ის
დინამიკურია,კერძოდ, ქანდაკებაზე გამოსახულია
გალიელი ან გალატიელი კაცი,რომელიც
თვითმკვლელობას ცდილობს და მეუღლე,
რომელიც მან მოკლა. მოცემული პერსონაჟები
დრამატულადაა გამოსახული.
ქანდაკებაზე პერსონაჟების თითოეული კიდური სხვადასხვა მხარესაა
მიმართული,რაც უფრო დინამიკურსა და
დრამატულს ხდის მას. მამაკაცის სხეულზე
ყოველი კუნთი გამოკვეთილი და დაჭიმულია.ეს
ყოველივე კი, როგორც ვიცით, ელინისტური
ხელოვნებისთვის ერთ-ერთი
მთავარი მახასიათებელია.
ელინისტურ ქანდაკებებში,მათ
უფრო მეტი ცოცხალი ესტეთიკა რომ ჰქონოდათ,
გამოკვეთდნენ სამ ძირითად მახასიათებელს:
ექსპრესიული მოძრაობა, ადამიანის რეალისტური
ანატომია და ქანდაკების მორთული (მაგ. ნაზი ქსოვილით)
დეტალები.
ეს სამივე მახასითებელი ჩანს მოცემულ ქანდაკებაში,კერძოდ,
მკაფიოა,როგორც, პერსონაჟების ექსპრესიული მოძრაობა და მათი
რეალისტური ანატომია,ასევე ნაზი და ჰაეროვანი
ქსოვილები,რომლებიც პერსონაჟებთან ერთად დინამიკას
გამოხატავენ. მაგ: მამაკაცზე მოგდებული ქსოვილი ჰაერშია,რადგან
მიჰყვება მის მოძრაობას,ხოლო ქალის სამოსი როგორც თავად ქალი
დავარდნილია .
ქეთი ებრიალიძე
.
ელინისტური ბერძნული ქანდაკების რომაული ასლის საინტერესო
დეტალები, ანუ როგორ გამოსტაცეს სულიერი სამყარო ქვას.
მოცემული მხრიდან თუ შევხედავთ ქანდაკებას, ჩვენ შეგვიძლია
შევამჩნიოთ,თუ როგორ „ჰაეროვნად“ უჭირავს
მამაკაცს მომაკვდავი ქალის
დამძიმებული მკლავი და
ამასთანავე როგორ იცემს
მკერდში მახვილს.სახეზე
წვერი და ფართო ცხვირი
მიგვანიშნებს, რომ ის
ბარბაროსია. ვხედავთ, რომ
ის ცოლს იჭერს და უკან
იყურება, ჩვენ შეგვიძლია
ამაში დავინახოთ დევნილი
მტერი და მისი გარდაუვალი დამარცხება(სხვათაშორის, ეს
ქანდაკება უნიკალური და გამორჩეულია თავისი დროისთვის,რადგან
იმხანად გავრცელებული იყო გამარჯვებულის გამოსახვა
ქანდაკებაზე,თუმცა მოცემულ სკულპტურაზე გამარჯვებული
არავინაა).აქ, ასევე, ჩანს ამ ორი პერსონაჟის კავშირი
(გადაბმა).წინიდან ყურებისას მამაკაცის სახე
მხოლოდ პროფილში ჩანს. თუ ჩვენ მისი სახის
მოპირდაპირედ დავდგებით დავინახავთ სახეს,
თუმცა მახვილს ვეღარ.
მამაკაცის
გამომეტყველებაში,მის
შეჭმუხნილ წარბებში, ჩემი
აზრით, ჩანს მისი სულიერი
მდგომარეობა- შიში
დაცემისა,ანუ დამარცხებისა. ამ
ორი პერსონაჟის სახე
სხვადასხვა მხარეს იყურება, როდესაც ერთს ვხედავთ,
მეორე აღარ ჩანს. ქალის სახეზე ,რაც შეიძლება
ითქვას,არის ის,რომ ტუჩი უკვე მოდუნებულია,რაც მისი სიკვდილის
ნიშანია, თუმცა, თუ მის თითებს დავაკვირდებით ისინი ჯერაც
მოძრაობაშია, რადგან საჩვენებელი თითი გასწორებულია, ეს,ჩემი
აზრით, ერთგვარი ესთეტიკის შესაქმნელადაა.

ერთ-ერთი საყურადღებო დეტალი არის


ტერფები. ორივე პერსონაჟის ტერფი ოდნავ
აწეულია.ქალის შემთხვევაში ეს გვაჩვენებს
მის წინანდელ მდგომარეობას, რომ ის იდგა
და მომაკვდავ მდგომარეობაში წაიქცა.ანუ ასახავს დინამიკას.
ქეთი ებრიალიძე
.
ელინისტური ბერძნული ქანდაკების რომაული ასლის საინტერესო
დეტალები, ანუ როგორ გამოსტაცეს სულიერი სამყარო ქვას.
ხოლო, ეს დეტალი მამაკაცის შემთხვევაში არის მოსალოდნელი
დინამიკურობის სიმბოლო,რასაც ასევე ვხვდებით ელინისტური ხანის
ერთ-ერთ საუკეთესო ქანდაკებაში „ლაოკოონში“, აქ,თითოეული
პერსონაჟის ტერფი დაძაბულია,ოდნავ აწეულია და ემზადება
მოქმედებისთვის. ლაოკოონმა დიდი გავლენა მოახდინა
მიქელანჯელოზე და შესაბამისად გასაკვირი არ არის,რომ ამ
დეტალს მასთანაც ვხვდებით,კერძოდ, მისი რენესანსული ხანის
ქანდაკება „მოსე“ ამის ნათელი მაგალითია.
მნახველის ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი
დეტალი, ხმლის მკერდში ჩაცემა
არაბუნებრივად. ამ მოქმედების
ერთადერთი მიზანი ისევ და ისევ
ელინისტური ქანდაკების
მახასიათებელია. როგორც ვხედავთ, მამაკაცის
ხელი სხეულის „მთავარ“ ნაწილს ტორსს არ
კვეთს.იგივე პრინციპით
ლაოკოონს გველი წინიდან
არ ეხვევა, არამედ ზურგს
უკან გადის და იქიდან ესხმის
მას თავს. იმავეს თქმა
შეგვიძლია ძველბერძნულ ქანდაკებაზე
„Discobolous”(დისკის მსროლელი),რომელიც
დისკის სასროლად არაბუნებრივ პოზაშია,ჩემი
აზრით,სწორედ იმიტომ, რომ მნახველის ყურადღება
მიიქციოს ტორსმა.
უნდა აღინიშნოს ის დეტალიც,რომ გალს ხმლის დარტყმის ადგილას
სისხლის ღვარები ეტყობა,რაც მეტდ დრამატულს ხდის
სურათს.
არსებობს აზრი,რომ სწორედ მოცემული სკულპტურა
განსაზღვრავდა ადამიანის სხეულის
საუკეთესო პროპორციებს.
სხვა რომაული ასლი ამ ქანდაკებასთან კავშირში
არის „მომაკვდავი გალი“ და ნაკლებად ცნობილი
„დაჩოქილი გალი“.
მომაკვდავი გალიელი კელტი,როგორც ზემოთ
აღვნიშნე, არის რომაული ასლი ელინისტური ბერძნული
ქანდაკებისა. მასზე გამოსახულია დაჭრილი,დაცემული და
მომაკვდავი გალი. მისი მარცხენა მკერდის ქვემოთ ჩანს სისხლიანი
ჭრილობა,რომლის გამოც იგი კვდება.როგორც ვხედავთ, ის თავის
ქეთი ებრიალიძე
.
ელინისტური ბერძნული ქანდაკების რომაული ასლის საინტერესო
დეტალები, ანუ როგორ გამოსტაცეს სულიერი სამყარო ქვას.
ფარზე წევს, მის გარშემო
ხმალი(რომლის სახელურზეც ლომია
გამოსახული),ქამარი და საყვირი
დევს.
მის სახეზე ულვაში და ფართო
ცხვირი,როგორც ეს ზემოთ
„ლუდოვისელ გალთან“ ვნახეთ, მის
წარმოშობაზე მიგვითითებს.ყელზე
კელტური ყელსაბამიც მისი წარმომავლობის
მახასიათებელია.შეჭმუხნილი წარბები,ნაოჭები
შუბლზე და ოდნავ გახსნილი პირი მის სულიერ
მდგომარეობას გვიხატავს.
მე მას,გამომეტყველებიდან
გამომდინარე,
ვხედავ,როგორც
დამარცხებულს, მაგრამ
ძლიერს.

საბოლოო ჯამში, მოცემული ელინისტური ბერძული ქანდაკებების


რომაულ ასლებში გამოიკვეთა ელინისტური ხელოვნებისათვის
დამახასიათებელი ნიშნები.ორივე მათგანი მკაფიოდ გამოხატავს
თავიანთ სულიერ სამყაროს,რაც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას
ტოვებს(სწორედ ამიტპომ ავირჩიე მოცემული თემა).ისინი თავიანთი
მახასიათებლებით ძალიან ჰგვანან იმავე ეპოქის
ქანდაკებებს,მაგალთად, როგორც ტექსტში აღვნიშნე-
„ლაოკოონს“.მცირე მსგავსებები აქვთ ძველბერძნულ ქანდაკებებთან
და ცოლის მკვლელი გალის ტერფების მოძრაობა მსგავსია
მიქელანჯელოს ქანდაკებისა -„მოსე“.
ქეთი ებრიალიძე
.
ელინისტური ბერძნული ქანდაკების რომაული ასლის საინტერესო
დეტალები, ანუ როგორ გამოსტაცეს სულიერი სამყარო ქვას.
ბიბლიოგრაფიის სია:
https://bit.ly/3CTD3qF
https://bit.ly/3F671dR
https://bit.ly/3SjivxC
https://bit.ly/3gv7w73

You might also like