You are on page 1of 3

ვენერას დაბადება

(ვიზუალური ანალიზი)

ვენერას დაბადება სანდრო ბოტიჩელის ის ნამუშევარია , რომელიც მნახველთა უდიდესი


რაოდენობით გამოირჩევა. ბევრისთვის ის ესთეტიურად დახვეწილის და სილამაზის ეტალონის
მაგალითია. თუმცა , ფერთა და ფორმათა ჰარმონიის გარდა ამ ნამუშევარში უფრო მეტის დანახვაა
შესაძლებელი. ამ ესეში მიმოვიხილავ მხატვრის რამდენიმე მიღწევას, ანუ იმ ეპოქისთვის ინოვაციურ
მიდგომებს, და ნამუშევრის შინაარსობრივ დეტალებს.

მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში, იმ ეპოქაში როდესაც ბოტიჩელი საქმიანობდა, რომაულ და


ბერძნულ მითოლოგიას აფასებდნენ და
იმაზე მეტად აღიქვამდნენ, ვიდრე
უბრალოდ ლამაზი ამბავი/მითი. მათ
სჯეროდათ, რომ მითები შეიცავდნენ
ზეაღმატებულ სიბრძნესა და იდუმალ
ჭეშმარიტებას. სანდრო ბოტიჩელის ამ
ნამუშევარს საფუძვლად, სწორედ რომ
მითოლოგია უდევს. ვენერა
სინამდვილეში ბერძნული ქალღმერთი
აფროდიტეა, რომელიც ზღვის ქაფიდან
იშვა. ნამუშევრის ცენტრში სწორედ რომ
ვენერაა გამოსახული, რომელიც
სრულყოფილი და ზრდასრული იშვა
ზღვიდან. ის ზღვიდან ამოსულ ნიჟარაზე
დგას. მარცხნივ გამოსახულია ქარის სანდრო ბოტიჩელი - ვენერას დაბადება (1482—1486)
ღმერთი ზეფიროსი და მისი მიუღლე
აურა, ბრიზის ქალღმერთი, რომლებიც ერთად უბერავენ ნიჟარას, რათა ნაპირზე გადაიყვანონ ის .
მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია ერთ-ერთი წელიწადის დროის ჰორა (ნიმფა), რომელიც ეგებება
ვენერას და მზადაა ახალშობილ ქალღმერთს მოაფაროს მოვარდისფრო, ყვავილების
გამოსახულებიანი სამოსი. ყვავილთა გამოსახულებით კი შესაძლებელია დავასკვნათ წელიწადს
დრო - გაზაფხული.

შიშველი ქალის გამოსახულება რენესანსის პერიოდის ამ მონაკვეთისთვის უცხოა . იმხანად


ადამიანები ქალის სიშიშველეს არ იყენებდნენ უბრალო ადამიანებისა და
ქალღმერთების გამოსახატავად. მხოლოდ ერთი
გამონაკლისის გარდა - ევა. ჩემი აზრით, ბიბლიური პერსონაჟის
სიშიშვლის გამოსახულება სირცხვილისა და ცოდვის
სიმბოლოა. ასევე ტრაგედიას ხშირად მოჰყვებოდა შიშველი
გამოსახულებები. მაგალითად, მაზაჩოს მიერ შესრულებული
ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის სცენა მნახველის
შესაძრწუნებლად არის გამიზნული და მათ ცოდვას გამოხატავს.
ევას ხელების ჟესტი სირცხვილის გრძნობითაა გამოწვეული,
ხოლო სახე სასოწარკვეთას გადმოსცემს. თუმცა, ამ
ნამუშევარში (ვენერას დაბადება) სიშიშვლე სხვა მიზნითაა
გამოყენებული. კლასიკური პერიოდის ხელოვნების მსგავსად
ის მშვენების გამოსახულების მთავარი პრინციპია. საოცარი
სინატიფესა და სინაზის ეტალონია. ის იმ ჟესტს იმეორებს,
რომელსაც სასოწარკვეთილი ევა - სხეულს ხელებით იფარავს,
მაზაჩო - თუმცა ბოტიჩელის ვენერას სახეს სიმშვიდე მოჰფენია, აქ
ადამისა და სირცხვილის ერთი დეტალიც კი არ შეიმჩნევა. ამიტომაც , კაპიტოლიუმის
ევას განდევნა
ბოტიჩელის ვენერა, კლასიკური პერიოდის შემდეგ, პირველი ვენერა
სამოთხიდან
(1426-27)
შიშველი ქალის გამოსახულებაა, რომელიც სილამაზესა და უცოდველობაზეა ორიენტირებული .
მაგალითად, ვენერას გამოსახულების ბოტიჩელისეული სტილი ძალზე ჰგავს ვენერას
კაპიტოლიუმის ქანდაკებას, კერძოდ მეორდება ჟესტები .

იმის მიუხედავად რომ ბოტიჩელის ვენერა შიშველია, ის მაინც რჩება ქალღმერთად . ის ნაზი ,
მორცხვი, მოკრძალებული და მშვენიერია, მასში არ არის ეროტიულობის არც ერთი ნიშანი. სხვა
ვენერას გამოსახულებებთან შედარებისას ეს
აშკარაა. მაგალითად აკადემიური პერიოდის
მხატვრის ალექსანდრე კაბანელის ვენერას
დაბადება ძალიან განსხვავებულია ბოტიჩელის
ვენერას დაბადებიდან. შეიძლება ითქვას, რომ
კაბანელისეული ვენერა თამამია ( ეს დასკვნა
მოყვანილია ამ ორი ნამუშევრის შედარების გზით)
და საკუთარი სიშიშვლის დაფარვას არ ცდილობს,
რადგანაც აქ ვენერა ზღვის ტალღებზე წევს და მისი
ხელები სხეულისგან მოშორებითაა განლაგებული,
თითქოს სახეს იფარავს. ბოტიჩელის ვენერა კი ჩვენ ალექსანდრე კაბანელი - ვენერას დაბადება
შემოგვცქერის და ხელების იმ ჟესტს იმეორებს, (1863)
როგორც კლასიკური პერიოდის ვენერას
ქანდაკებას აქვს.

ვენერას გამოსახულება უტოლდება რეალური ადამიანების ზომებს და, ასე ვთქვათ, მისი
სიდიადისა და მომაჯადოვებელი ძალის გამო მნახველს რამდენიმე დეტალზე თვალს ახუჭვინებს .
იდეურად ნამუშევარი სამგანზომილებიანია, ფორმებს მხატვარმა სიღრმე მისცა , თუმცა
მთლიანობაში ორგანზომილებიან ნამუშევრად აღიქმება. ამის პირველი დამადასტურებელი
ფაქტორი ისაა, რომ ოთხივე მოქმედი ფიგურა ერთ სივრცეშია, წინა პლანზეა გამოსახული. მათ
განლაგებას აკლია სიღრმე , შეფარდებითი ზომები, ოთხივე ფიგურა ერთმანეთის ტოლია და არც
ერთი არ მოძრაობს სიღრმეში (მაგალითად უფრო შორს რომ ყოფილიყო რომელიმე ფიგურა
შესაბამისად ზომაში შემცირდებოდა და ასე ბუნებრივობაც შეემატებოდა ) და ა .შ . უარყოფილია
ბუნების ფონური პეიზაჟის იმდროინდელი მიღწევა - ფონის თანდათანობით გაქრობა , სიშორის
მატებასთან ერთად. აქ ფონური პეიზაჟი მკვეთრი და პირდაპირია , რის გამოც მოცულობას კარგავს
და ერთ სიბრტყეზე გადმოდის. წინა და უკანა პლანის თავისებურმა გამოსახულებამ მოქმედ
ფიგურებსაც შესძინა სიბრტყის უნარი.

პატერნთა გამოყენებაც ორგანზომილებიანი ნამუშევრებისთვისაა დამახასიათებელი .


ბოტიჩელი კი მათ საკუთარ ნამუშევარში იყენებს, მაგალითად, ზღვის ტალღები და
ფოთლები ერთნაირი დეტალებითაა გამოხატული, რაც ქმნის პატერნს. რა თქმა უნდა,
რეალობაში ტალღების ასეთ მოძრაობას ვერ შევხვდებით. ყვავილები ნამუშევრის
ძალიან ბევრ ნაწილს მოიცავენ და სწორედ ისინიც შეიძლება ჩაითვალოს პატერნთა
ნაწილად. მაგალითად, ნიმფას კაბის ნაჭერი ყვავილების პატერნითაა მოხატული და
არღვევს ნაჭრის მოცულობას, იმის მიუხედავად, რომ ჩრდილი და სილუეტი
საწინააღმდეგო სამუშაოს ასრულებენ.

ასევე, ჩემი ყურადღება მიიპყრო კონტურებმა. ფიგურებს მკვეთრი კონტურები


აქვთ, რაც ასევე ეწინააღმდეგება ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა სტილის , სადაც
ფიგურის რეალური გადმოცემისთვის კონტურებს ამსუბუქებდნენ ან საერთოდ არ
გამოხატავდნენ. მხატვარს კონტურად არა მხოლოდ მუქი ფერის ხაზები აქვს
გამოყენებული, არამედ ოქროსფერი ხაზებიც. ისინი იმეორებს ფოთოლთა და ნიჟარის
მოხატულობას და მათ ბრტყელ ფორმას უსმევს ხაზს. ოქროსფერით ხაზგასმულია
ვენერას თმაც, რაც ეხმიანება მის ფერს. ნახატის მოოქროვილი ელემენტები მას შუა
საუკუნეების ლითონის მოოქროვილ ნამუშევრებს აკავშირებს. ამ ფაქტორთა მიუხედავად, ბრტყელი
გამოსახულებები მაინც ჰაეროვანია, ისინი არ კარგავენ სიმსუბუქეს და მძიმედ არ არინ
განთავსებული მიწაზე.
სხეულის ფორმებიც არ არის იდეალური, თუმცა ამას მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად
ვამჩნევთ. მაგალითად, ვენერას კისერი არაბუნებრივად გრძელია, მხრები მეტისმეტად დაქანებული ,
ხოლო მარცხენა ხელთან სხეულის უცნაური შენაწევრება არის. სწორედ ამით „ანადგურებს“
ბოტიჩელის ვენერა კლასიკური სილამაზის ნორმებს და მოდელთა ფორმებს. სხვა ფიგურების
გამოსახულებაში ჩემი ყურადღება მიიქცია ტერფების უცნაურმა /არაბუნებრივმა გამოსახულებამ .
ფიგურათა, განსაკუთრებით კი ვენერას ფორმათა წონასწორობის დარღვევა თითქოს ნიღაბია მისი
რეალური წარმოშობისა და მხატვარი მას მიწიურ თვისებებს უბოძებს. მიწიური თვისებები კი ვენერას
მშვენებასა და სილამაზეს საერთოდ არ ამახინჯებს, პირიქით, მეტ სილამაზესაც მატებს .

შესრულების ტექნიკის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ბოტიჩელის ვენერა ძალზედ


განსხვავდება კლასიკური სილამაზისგან და უფრო შუა საუკუნეების ნამუშევარს გვაგონებს . მთავარი
აქ არა შესრულების ტექნიკა, არამედ იდეაა, რომელიც საერთოდ არ ემთხვევა შუა საუკუნეებისას .
ამიტომაც ნამუშევარი იდეურად აერთიანებს რენესანსის და ანტიკური მითოლოგიის ეპოქებს .
როგორც უკვე ვახსენე, ის ხაზს უსვამს, რომ რენესანსის ამ პერიოდში ადამიანებმა მითოლოგიას
შეხედეს ისე თითქოს ღმერთები არა ნამდვილი, არამედ სულიერი შინაარსის/იდეის გამომხატველი
არსებები არიან. გაერთიანებულია რელიგიური შეხედულებები და მითოლოგია , ეს კი
ნეოპლატონიზმის მიმანიშნებელია. ნამუშევარი სწორედ რომ ნეოპლატონიზმს ეხმიანება , რადგან
სიყვარულის ქალღმერთს არა როგორც მითის რეალურ არსებას გამოხატავს არამედ , როგორც
სიყვარულისა და სილამაზის იდეას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ე.ჰ. გომბრიხი „ხელოვნების ამბავი“ გვ. 264

You might also like