You are on page 1of 12

რომანტიზმი და რეალიზმი

რომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და


ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ
ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში,
იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.

რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის


ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო
სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება
მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა,
რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის
ხელოვნება.

რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა,


რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და
გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში
მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ
აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას
ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა,
როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი,
ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის
ბევრი განსხვავებაცაა.
რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი
ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს
ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება
საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის
შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში,
დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს
რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური
ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი
მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას,
მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია
"მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო
ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება
ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით,
სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით
გრ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია.
იგი უპირველეს ყოვლისა ცნობილია პატრიოტული
ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული
წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის
სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის
შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ტოლუბაში
(სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა
რილეევისა, 1831), ჰე, ივერიავ (1832), მისი სახელი კიცხვითა
(1832), იარალის, (1832) და მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ
პეტერბურღამდის.
გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს
უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს
ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. მის ლირიკაში
სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი
მნიშვნელობა აქვს მინიჭებული . გრ. ორბელიანის სატრფიალო
ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო
ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ
ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ
გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე.
თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად
კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი.

მის შემოქმედებაში დიდი როლი უჭირავს ბუნების თემასაც.


როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი
ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის
მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური
აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის
აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის
დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად
დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის
გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა,
ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის
ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის
მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა,
ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ
სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

�ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა.


მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ
პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს
პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური
ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად
ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე
ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა
დადგენას.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით


მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე
მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების
უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიმიტრი უზნაძის
სიტყვით ბარათაშვილის �მთელი სალიტერატურო
შემოქმედება მხოლოდ �ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ
მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური
მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და
დამკვიდრების ურთულესი გზაც.
"შემოღამება მთაწმინდაზე"

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი


გამოვლინებაა ლექსი "შემოღამება მთაწმინდაზედ" (1833-1836).
აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან
განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ
ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად
შეუთავსდეს ამ საწყისებს, "რომ დაშთოს აქ ამაოება",
აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან
შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის "ამაოების" გამო და
ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული
დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ
ხასიათის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837).
"აღუვესებელი საწყაულის" სახე, როგორც ფილოსოფიური
შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის
მთელ პოეზიას.

რომანტიკოსთა აზრით, სინამდვილეში იდეალის


განხორციელაბა შეუძლებელია, რადგან იდეალი, რომელიც
მხოლოდ სულიერ სფეროში, ანუ ადამიანის წარმოსახვაში
არსებობს, მატერიაში ხორცშესხმისას აუცილებლად
მახინჯდება. რომანტიკული იდეალის მოუხელთებლობის
გამოხატულება იყო გერმანელ რომანტიკოსთა მიერ
დამკვიდრებული უსაზღვროების კულტი. გახსნილი
თვალსაწიერი, მარადიული მოძრაობა, მუდამ შორეთისაკენ
მსწრაფი ჰორიზონტი რომანტიკოსთა შემოქმედებაში
ორგანულად არის დაკავშირებული ავტორთა ოცნებასთან,
მიუახლოვდნენ და შეერწყან იდუმალებით მოცულ
უსაზღვროებას.

რეალიზმი

რეალიზმი (ლათ.realis ნამდვილი) — მხატვრული შემეცნების


მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება
საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი
მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე.
რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული
მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.

რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად


ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400
წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში
რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული
მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19
საუკუნის შუა წლების რომანტიზმის იდეალიზმზე, რომელიც
ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და
დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის
ფონზე. ის ხელოვნების გაბატონებული ფორმა საფრანგეთში,
ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

რეალიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა , XIX


საუკუნის 30-იან წლებში ყალიბდება , მთელი ამ საუკუნის
განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის.
ტერმინი”რეალიზმი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან
“რეალის ” , რაც საგნობრივს ნამდვილს ნიშნავს .რეალობის,
სინამდვილის ასახვა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის
საპროგრამო მოთხოვნაა�

რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო


სინამდვილის ასახვა , არამედ მისი განალიზება,
მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური
ბუნების გამო უწოდებენ XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.

რეალისტები აღნიშნავდნენ , რომ ადამიანს , რომელიც გარემოს


პროდუქტია , თავადაც შეუძლია აქტიური ზემოქმედება
მოახდინოს გარემოზე.ადამიანზე დაკვირვება , გარემო
პირობების შესწავლა და გამოსავალის ძებნა XIX საუკუნის
რეალისტური მწერლობის არსებითი ნიშან -თვისებაა.
კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს , თუ როგორ იმსგავსებს
ადამიანი გარემო, ბოროტების სათავედ კი საზოგადოების
სოციალურ წყობად მიიჩნევს და გამოსავალს ადამიანის პირად
თვისებაში-თავადის კეთილშობილებაში,გლეხის პატიოსნებაში,
ინტელიგენტის უანგარებაში-ხედავს . საზოგადოებრივი
ჰარმონიის დამყარება, კრიტიკული რეალიზმის
წარმომადგენელთა აზრით, მის თითოეული წევრის ნება-
სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუმცა
სამყაროს მხოლოდ ერთი ან ორი განსაკუთრებული პიროვნება
ვერ გარდაქმნის საჭიროა, საზოგადოების
კავშირურთიერთობების მოჯადოებული წრე, სადაც გარემო
პიროვნებაზე არის დამოკიდებული, ხოლო პიროვნება
გარემოზე უნდა გაარღვიოს პიროვნება, რომელიც ამაღლდება
გარემოზე და გარდაქმნის მას.

როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებიული პიროვნება?


კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი
ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ
აღმზრდელად კი XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ
მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში
რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა XIX
საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. კრიტიკული
რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან
ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.
საქართველოს ისტორიას ბევრი დიდი მამულიშვილის სახელი ამშვენებს, რომელთაგან
მოჩანს მონუმენტური ფიგურა ილია ჭავჭავაძისა, საქართველოს სულიერი და პრაქტიკულ–
საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველისა მე–19 საუკუნის ნახევარში. ,,იქნება არც ერთ
მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისთვის,
რამდენადც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის’’.

ილია ჭავჭავაძე იმ დროს მოევლინა საქართველოს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უაღრესად


სჭირდებოდა თავგანწირული წინამძღოლი. მან ნახევარი საუკუნის მანძილზე ზიდა ერის
თავკაცის ტვირთი, ზიდა, ვიდრე არ დაეცა ქვეყნის საკურთხეველზე, ვიდრე სამსხვრპლოდ
არ შეეწირა იმ იდეას, რომელსაც შეგნებულად შეალია თავისი სიცოცხლე.

ისტორიულ–პოლიტიკური ვითარება მე–19 საუკუნის 60–70–იანი წლების საქართველოში:


ქართულ ეროვნულ ცონობიერებას ძლიერი დარტყმა მიაყენა მე–19 საუკუნის დამდეგს
დიდმა ტრაგედიამ – რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ. რუსეთის კოლონიის
პოლიტიკური მიზანი იყო ქართველი კაცის შეგნებიდან ცნებების ,,ქართულისა’’ და ,,
საქართველოს ‘’ აღმოფხვრა, ქართული ენის განდევნა და საქართველოს გადაქცევა რუსეთის
სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად.

მე–19 საუკუნის დამდეგიდანვე საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა


დაიწყო. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების ეროვნული მოძრაობა კი წარმოადგენდა საუკუნის
დამდეგის ეროვნული აჯანყებებისა და 1832 წლის შეთქმულების ლოგიკურ გაგრძელებას. ამ
მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც გვერდში ედგენენ:
დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი , იაკობ
გოგოებაშვილი და სხვები. ქართულ ისტორიაში მათ ,,თერგდალეულებს” უწოდებენ.

,,თერგდალეულებმა’’ მიზნად დაისახეს ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძიენება. ამ


საქმეში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის დაბრუნებას, განათლებას. ასევე,
მიზნად ისახავდნენ წოდებათა შერიგებას – საერთო ნიადაგის შექმნას. მე–19 საუკუნის 60–
იანი წლების დამდეგისთვის ქართველი ერი რამდენიმე წოდებად ( თავადები, აზნაურები,
სამღვდელოება, გლეხები, ხელოსნობა, ვაჭრები) იყოფოდა. ილია იღვწოდა შელახული
ეროვნული ღირსების დაცვისთვის ქართველი ერის ყველა წოდების გაერთიანებას.
ეროვნული მოძრაობის საბოლოო მიზანი კი სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენა იყო.

ზემოთ აღნიშნული სამოციანელების პროგრამის რეალიზების საქმეში თავისი


განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა ქართულ მწერლობას. ჩვენი მიზანი არის , რომ
განვიხილოთ ამ კუთხით ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი
მოთხრობა ,,კაცია–ადამინი?!’’.

ილია ჭავჭავაძი მოთხრობა ,, კაცია–ადამიანი?!’’ რეალისტური ნაწარმოებია. რეალიზმი


მოითხოვდა ცხოვრების მართალ, შეულამაზებელ ასახვას, ხოლო მეორე მხრივ, არა
სინამდვლის ფოტოგრაფული ასლის შექმნას, არამედ მის განზოგადებულ ( ტიპიურ)
სახეებში წამორგენას. ილია ჭავჭავაძემ ხელოვნება სარკეს შეადარა : ,,ხეოვნებასაც იმას
მოვთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გადმოქვცეს, რათა თავი მის მომხიბლავს კალმით
ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცრუეც და სიკეთეც ჩვნი დავინახოთ’’
( საქართვლოს მოამბეზედ) . ე.ი. ილია ჭავჭავძემ მოთხორბა ,,კაცია – ადამიანშიც’’ მიზნად
დაისახა წარმოეჩინა ქართველი ხალხის ზოგადი მანკიერი მხარეები, რომლებიც
შეულამაზებელი იქნებოდა და ქართველი ხალხის გამოფხიზლებისკენ იქნებოდა
მიმართული. ილია ჭავჭავაძე მოთხრობის მთავარი პერსონაჟის – ლურსაბ თათქარიძის –
სახით წარმოგვიდგენს ტიპს ( ტიპი არის ზოგადისა და ინდივიდის შერწყმა; ,,ტიპი
ყველლასაცა ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე’’) , რომელსაც ტიპურ გარემოში აქცევს.

ილია ჭავჭავძე ლუარსაბ თათქარიძის სახით რომ საერთო ქართველურ მოვლენას


გულისხომობდა, თავადაც აღნიშნა მრავალგზის ,, კაცია – ადამიანში?!’’. ის წერს : ,, ჩვენ
პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედ ვწერთ’’–ო . თუმცა, ძალიან კარგად იცოდა,
რომ ერი სწორედ ლუარსაბისთანა ხორციელი ადამიანებისგან შედგებოდა და არ ცდებოდა,
როცა ფიქრობდა, რომ მკითხველთაგან ბევრი იცნობდა საკუთარ თავს ლუარსაბის სახეში და
მწერლისათვის არც ლაფის სროლას დაიზარებდა. ილია იმასაც ამბობდა , რომ ლურსაბი მე
თვითონ ვარო, მაგრამ ფიქობდა რომ ხალხი ვერ გაიგებდა რას გულისხმობდა რეალურად და
შეიძლებოდა კუდიც გამოებათ ამ სიტყვებისთვის. დიდი საქმე დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
ილია ამიტომაც თავს ,,გონიერი ანდაზით’’ იმხნევებდა და მოყვარეს პირში ეუბნეოდა
სათქმელს, ,,პირფერობა და უკან ძრახვა’’ მისთისაც მიუღებელი იყო დავით გურამიშვილის
მსგავსად. ილია თავის ლექსში ,, ჩემო კალამო�’’ წერს:

,, ჩემზედ ამბობენ: ,,ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადია სიძულვილია!’’

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს –

ამ სიძულვილში რაოდენინ სიყარულია!’’

You might also like