You are on page 1of 2

[ რომანტიზმი, როგორც ხელოვნების მიმდევრობა ლიტერატურაში,

ჩამოყალიბდა XVIII-XIX საუკუნეებში, გერმანიაში. და გავრცელდა ევროპისა


და ამერიკის ყველა ქვყანაში. თვითონ სიტყვა ,,რომანტიზმი" ესპანური
სიტყვიდან გამომდინარეობს და ნიშნავს: უცნაურს, ფანტასტიკურსა და
თვალწარმტაცს. რომანტიზმის განვითარებას ხელიშეუწყო საფრანგეთის
დიდმა რევოლუციამ და ნაპოლეონს ომებმა.

რომანტიზმს ახასიათებს შეუზღუდავი თავისუფლებისკენ სწრაფვა და


,,უსასრულობა'', სრულყოფილებისა და განახლების წყურვილი. პიროვნული
და მოქალაქეობრივი დამოუკიდებლობის სურვილი. რომანტიზმის
საფუძველია იდეალური სამყაროსა და რეალობის მტკივნეუი შეხება.
მისთვის დამახასიათებელია ძლიერი და ნათელი გრნძობები,
ყოვლისმომცველი ვნებები და სულის ფარული მოძაობები.

რომანტიზმი ევროპაში:

� საფრანგეთის ლიტერატურაში რომანტიზმში ნათლად ჩანს


პოლიტიკური მოტივები, რომლებიც ახლად წარმოქმნილ ბურჟუაზიას
ეწინააღმდეგებოდნენ. ფრანგი მწერლების აზრით, ახალ საოგადოებას
არ ესმოდა თითოეული ადამიანის პიროვნული ღირებულება, კლავდა
მის სილამაზესა და ახშობდა მათ სულისკვეთებას.

� ინგლისში რომანტიზმი მანამდეც არსებობდა თუმცა XVIII საუკუნემდე


არ გამოირჩეოდა, როგორც ცალკეული მიმართულება. ინგლისელი
მწერლების ნამუშევრები გამოირჩეოდა პირქუშობით და რელიგიური
შინაარსის არსებობით.

� გერმანულ რომანტიზმზე გავლენა იქონია გერმანულმა


მსოფლმხედველობამ, რომელიც აძლიერებდა ინდივიდის
ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას ფეოდალური საზოგადოების
კანონებისგან. გერმანელი მწერლების ნაწარმოებებში ჩანს ადამიანის
ფიქრები ცხოვრების აზრზე, სულის ცოხვრებაზე, ასევე გამოირჩევა
ზღაპრული და მითოლოგიური მოტივებით.

რომანტიზმი საქართველოში:

� რომანტიზმმა საქართველოში XIX საუკუნეში იჩინა თავი. მაშინდელი


საქართველო ევროპულ ლიტერატურას ეცნობოდა, როგორც
ორიგინალს ისე რუსული თარგმანებისგან. რომანტიკული პოეზია
თვალშისაცემი სიახლე იყო ქართულ მწერლობაში, თუმცა იგი არ
უპირისპირდებოდა ძველს. ქართულ რომანტიზმზს, რომელიც
ნააწილობრივ ვროპული რომანტიზმის ტრადიციებით იყო
ნასაზრდოები, ღრმად ქონდა გადგმული ფესვები მთელ წინამორბედ
ქართულ ლიტერატურაში საიდანაც მან ბევრი რამე აიღო, სიყვარულის
მოტივიც მემკვიდრეობით მიიღო თუმცა ახლებრულად გაიაზრა.
საქართველოში რომანტიზმის განვითარების პირველ ეტაპზე
ეროვნულმა პრობლემამ უკანა პლანზე გადასწია პიროვნების
პრობლემა, თუმცა რომანტიზმის განვითარების მეორე ეტაპზე ანუ
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს
იკავებს პიროვების პრობლემა, მისი განცდები და შინაგანი სამყარო. .

მიუხედავად იმისა, რომ რომანტიმი დიდხანს არ მეფობდა ხელოვნებასა


და ლიტერატურაში ეს არ ამცირებს მის წვრილს მსოფლიო კულტურის
განვითარებაში.

You might also like