You are on page 1of 4

კომპლექსური დავალების ტესტი N1 შემაჯამებელი სამუშაოსთვის

კლასი -მე-101

საგანი -ქართული ენა და ლიტერატურა;

მოსწავლის სახელი და გვარი - ალექსანდრა მარტიაშვილი

შემაჯამებლის თემა :

„შუშანიკის წამება”

იმსჯელეთ,შუშანიკის ,ვარსქენის,ჯოჯიკის,სასულიერო პირების შესახებ;

განიხილეთ ნაწარმოების ჟანრი და მასში გამოყენებული მხატვრული ხერხები;

შეაჯამეთ ნაწარმოების მთავარი სათქმელი.

„წამებაჲ წმინდისა შუშანიკისი“ დაწერილია V საუკუნის მეორე ნახევარში. თხზულება


მოგვითხრობს ქართლის იმჟამინდელი დედოფლის, შუშანიკის, სიმამაცესა და
თავდადებაზე.

ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი ვარსქენ პატიახშის ცოლი - შუშანიკ დედოფალია.


ის სომეხთა განთქმული მხედართმთავრის ასულია. შუშანიკი ქრისტიანულ ოჯახში
დაბადებული და გაზრდილი, ბავშვობიდანვე ღვთის მოშიში და მორწმუნე იყო, ამიტომაც
მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო მისი მეუღლის, ქართლის მეფის, ვარსქენ პატიახშის
საქციელი, რომელმაც ქრისტიანობა მაზდეანობაზე გაცვალა და ამით მხოლოდ
სარწმუნოებას კი არა სამშობლოსაც უღალატა (ნაწარმოების მიხედვით, ქრისტიანობა
აყვანილია სამშობლოსადმი სიყვარულის დონემდე). ვარსქენ პიტიახშმა, რომელმაც
სპარსეთის მეფის, პეროზის კარზე უარჰყო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური
სარწმუნოება - ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო, განიზრახა ცოლ-შვილიც
განდგომოდა ქრისტიანობას. მაგრამ არა, შუშანიკი მგზნებარე პატრიოტია, მას კარგად
აქვს გაცნობიერებული რომ რენეგატი მეუღლისგან ბევრი ტანჯვა-წამება მოელის, მაგრამ
ამისდა მიუხედავად მაინც მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. სამშობლოსა და
სარწმუნოებისთვის იგი უარს ამბობს საკუთარ შვილებზეც კი, რომლებიც დაჰყვნენ მამის
ნებას და მიიღეს ცეცხლთაყვანისმცემლობა.

ქმრის საქციელით შეძრწუნებული შუშანიკი სასახლიდან წამოვიდა, ამით მან პროტესტი


გამოხატა და ვარსქენის წინააღმდეგ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ამ დღიდან
იწყება მაცხოვრის გზაზე შემდგარი შუშანიკის წამება.

მეუღლის საქციელით შეუარცხყოფილი ვარსქენი ყველანაირად ცდილობს შუშანიკი


დაამციროს, ძირს დასცას, ყველანაირ სისასტიკეს იხმარს მისდამი და სულაც არ
ადარდებს რომ მისი მეუღლე ან მისი შვილების დედაა, იმდენად ულმობელია რომ
მზადაა ყველაფერი ქნას რათა სპარსეთის შაჰის პატივისცემა და მისი ასული მოიპოვოს.
მისთვის უცხოა ყველანაირი სათნოება.

შუშანიკი მტკიცედ დგას და არ აპირებს თავისი სიტყვები გადათქვას, ჯიუტია და


სწორედ აქ გამოადგა მისი მტკიცე ხასიათი და ღვთისადმი უდიდესი რწმენა.
მიუხედავად ვარსქენის ბობოქრობისა, შუშანიკი არ ღალატობს თავის შეხედულებებს,
რისთვისაც მზადაა აიტანოს ყოველგვარი სატანჯველი.
თავის სიჯიუტეს შუშანიკი ნადიმის დროსაც ავლენს როდესაც ჯოჯიკის ცოლს
პროტესტის ნიშნად საცეში ღვინოს ასხამს. ამის შემხედვარე ვარსქენი განრისხდა და
შუშანიკი ცეცხლის საჩხრეკით სცემა, ვერც ამას დასჯერდა, ბრძანა მისთვის ბორკილები
დაედოთ, შუშანიკი ერთ ოთახში ჩაკეტა და მასთან შესვლა ყველას აუკრძალა. ვარსქენი
შუშანიკს გაუთავებელ შეურაცხყოფას აყენებდა გინდ სიტყვით გინდ ხელით. ამის
შემდეგ კი მარხვის პერიოდში შუშანიკი საკანში ჩაკეტა და უფრო მძიმე ბორკილები
დაადო. საკანში შუშანიკი აუტანელ პირობებში იმყოფებოდა. ლოცულობდა, ტიროდა და
მარხულობდა.

მიუხედავად არაადამიანური ტანჯვისა, ვარსქენმა მაინც ვერ გატეხა შუშანიკის


ნებისყოფა. ის ბოლომდე დარჩა თავისი რწმენის ერთგული.

შუშანიკი არაფრად აგდებს ფიზიკურ ტანჯვას, რადგან მტკიცედ სწამს სულის


უკვდავებისა და აღესრულა, როგორც წმინდანი.

„შუშანიკის წამების“ მეორე მოქმედი გმირი ქვემო ქართლის უმსხვილესი ფეოდალი,


ვარსქენ პიტიახშია. მას ეს თანამდებობა მამის-არშუშას სიკვდილის შემდეგ
მემკვიდრეობით მიუღია. ამ დროისათვის ქართლის სამეფოში არსებული
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით, ვარსქენ პიტიახში ფრიად
საგულისხმო პიროვნებაა.

აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, ქართლის სამეფო სპარსეთის გავლენის ქვეშაა


მოქცეული. ამ ვითარებაში სპარსეთის ძალისხმევა იბერიაში სრული ბატონობისკენაა
მიმართული. ქართლის საზოგადოება, რა თქმა უნდა მტრის ამ განზრახვას გულგრილი
ვერ შეხვდებოდა და ისინი იბრძვიან სპარსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ. „შუშანიკის
წამების“ მიხედვით, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, არიან ისეთი ძალებიც,
რომლებიც მტრის დასაყრდენს წარმოადგენენ. სწორედ, ამ ძალების ტიპიური
წარმომადგენელია ამ დროისათვის ქართლის უძლიერესი ფეოდალი, ვარსქენ პიტიახში.

ვარსქენ პიტიახში, სარწმუნოების მიხედვით, მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი


ქრისტიანია. ქრისტეს მოძღვრება იმ დროისათვის უკვე სახელწიფო რელიგიადაა
აღიარებული. ამ სარწმუნოების უარყოფა კი, სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს ღალატი.

ვარსქენი გულზვიადი, ამპარტავანი და სულიერად ხარბი ადამიანია. მისთვის უცხოა ის


უმანკო გრძნობა, რასაც სამშობლოსადმი სიყვარული ჰქვია. თუმცა ისიც აღსანიშნავია
რომ შუშანიკის ნადიმზე მოწვევა, მისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თითქოს შერიგება
უნდოდა, მაგრამ შეიძლება ესეც მისი ვერაგული გეგმის ნაწილი იყო, შუშანიკი თავის
მხარეზე გადმოებირებინა. როდესაც შუშანიკი საკანში იყო გამომწყვდეული, ვარსქენი მას
აღარ ერჩოდა, შეიძლება მოლბა ან პირიქით შუშანიკი ინტერესის სფეროდან გარიყა, მას
შუშანიკი, აღარ აინტერესებდა, აღარ ადარდებდა, აღარაფერს აღარ გრძნობდა მისდამი,
ზიზღსაც კი.

პეროზ მეფის კარზე მყოფი ვარსქენი, პირადი განდიდების მიზნით, იცვლის ჭეშმარიტ
სარწმუნოებას და ღებულობს მაზდეანობას. ამასთანავე, სპარსეთის მეფეს აძლევს
პირობას, რომ ოჯახის წევრებსაც მოაქცევს მათ სარწმუნოებაზე. თავის სიძლიერეში
დარწმუნებული პიტიახში სწორედ აქ წააწყდება წინააღმდეგობას. მის ბოროტ განზრახვას
წინ აღუდგება ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი და ღვთის მოშიში
შუშანიკი.
შუშანიკის პროტესტი ვარსქენისადმი მოულოდნელია და ამ საქციელს მეუღლის
ჯიუტობად თვლის. ვარსქენმა ის ამიტომ სასტიკად დასაჯა. მან გამოიჩინა საშინელი
სისასტიკე და შეუბრალებლობა. როცა მას ნაცემი შუშანიკის შესახებ მოახსენეს ვერ
გადარჩებაო, ვარსქენი არ შეწუხებულა და ბრძანა დაე მოკვდესო.

იაკობ ცურტაველი უარყოფით ეპითეტებს უხვად იშველიებს ვარსქენის მიმართ.


მისახმარებლად მისულმა ჯოჯიკმა შუშანიკი „ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ხელთა
მისთა“. მისი ქმედება იწვევს ზიზღს: „მოვიდა მგელი იგი“-ამბობს იაკობი ვარსქენის
შესახებ. მისი გაბრაზება შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული: „ვითარცა მხეცი
მძვინვარე ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“.

ასეთი სიმკაცრით იბრძვის ვარსქენი სპარსული ორიენტაციისათვის, მაგრამ მას


გამარჯვება არ უწერია. იაკობ ხუცესი ვარსქენს საზოგადოებისაგან გარიყულად
გვიხატავს. მას არავინ არ თანაუგრძნობს. მთელი სიმპათია და სიყვარული შუშანიკის
მხარეზეა.

ამრიგად, ავტორი თანაუგრძნობს არა ვარსქენს, არამედ შუშანიკს. ვარსქენი მოღალატეა,


ხოლო შუშანიკი სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგული. ქრისტიანობის დაცვით
შუშანიკი თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, ხოლო ვარსქენი ღალატობს
ამ წმინდა გრძნობას და სპარსეთის მონა-მორჩილი ხდება. იაკობ ხუცესი მხარს უჭერს
შუშანიკის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ორიენტაციას. ის ქრისტიანული რწმენის
დამცველია და სამშობლოს დამოუკიდებლობის მოტრფიალე.

მიუხედავად იმისა რომ შუშანიკი ამბობს რომ მას გვერდში არავინ უდგას, იაკობ ხუცესი
ყოველთვის მის გვერდითაა, ამხნევებს მას, უვლის, საჭმელი მიაქვს, ის ვარსქენისადმი
პროტესტს შუშანიკისადმი აშკარა თუ ფარული საქციელებით გამოხატავს, ისევე როგორც
სხვები, ცდილობს შუშანიკს დაეხმაროს, მაგრამ თან ვერ ბედავს ვარსქენს პირადად
შეეწინააღმდეგოს. თანაც მას ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მისია აკისრია, ის იწერს
სასახლეში მომხდარ ამბებს. იაკობ ცურტაველი ადრეფეოდალური პერიოდისათვის
ფრიად განსწავლული პიროვნება ჩანს. მისი ოსტატური, მხატვრული მეთოდები იმაზე
მეტყველებენ, რომ მას სხვა ნაწარმოებებიც აქვს შექმნილი. მისი დამსახურებაა რომ ამ
ნაწარმოებმა ჩვენამდეც მოაღწია და შეძრა არამარტო V საუკუნეში მცხოვრები ხალხი,
არამედ თანამედროვეობაც.

სხვა სასულიერო პირებიც და ასევე ვარსქენის ძმა ჯოჯიკი, შუშანიკს თანაუგრძნობენ და


ცდილობენ მისი ტანჯვა შეწყვიტონ თუ არა შეამსუბუქონ მაინც. სასულიერო პირები მას
სიტყვით თანაუგრძნობენ, ჯოჯიკი კი თავის ძმას ეხვეწება შუშანიკს კისრიდან მძიმე
ბორლილები აეხსნათ, ვარსქენისგან განსხვავებით ჯოჯიკი კეთილია, შუშანიკს
მოწყალებას სთხოვს, მიუხედავად იმისა რომ მისთვის არაფერი დაუშავებია. ის და მისი
ცოლი ცდილობდნენ მეუღლეებს შორის სიტუაცია გაანეიტრალონ. იგი უდიდეს პატივსა
და თაყვანს სცემს შუშანიკს, მას დახმარება არაფრით შეუძლია და არა მარტო მას, არავის.
ყველა შუშანიკისადმი სიმპათიით იმსჭვალება, მაგრამ არავის ჰყოფნის გამბედაობა იმავე
ტანჯვას გაუძლოს.

ნაწარმოებში გამოყენებულია მხატვრული ხერხები: მეტაფორა (მაგ: „ვითარცა კრავი


მგელსა გამოუღო ხელთა მისთა....“), შეპირისპირება (მაგ: ”არა თუ მე აღმემართა ხატი იგი
და მემცა დავაშხუე. ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა, სამარტვლენი და ეკლესიანი
აღაშენნა და შენ მამასა შენისა საქმენი განჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი;
მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდვისა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან
ღმერთისაითა და ქუეყანისაი აღიარა და ჰრწმენა,ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-
ჰყავ და ცეცხლსა თაყვანის-ეც.“), შედარება (მაგ: „ვითარცა მხეცი მძინვარეი ყიო და
იზახდა ვითარცა ცოფი’’, „შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი’’), პეიზაჟი (მაგ: “ჟამსა
ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი ხორშაკნი და
წყალნი მავნებელნი”), ეპითეტები (მაგ: „უბადრუკი ვარსქენ”, “ნეტარი შუშანიკი”,
„მოჰყავნდა წმიდაი შუშანიკუპამური და თმაგარდატევებული”), ბიბლიური სახე-
სიმბოლოები (მაგ: „ტარიგი“, „სძალი“).

„წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი“ საგულისხმოა არა მხოლოდ როგორც ჰაგიოგრაფიული,


მხატვრული ნაწარმოები, არამედ როგორც ისტორიული ძეგლიც.

ამრიგად, „შუშანიკის წამების“ მიხედვით, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არის
ურყევი პატრიოტი. შუშანიკის ეროვნულობა კი გამოხატულია მისი სიყვარულითა და
ერთგულებით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი.

ასე რომ, „შუშანიკის წამება“ არის ის მტკიცე საძირკველი იმ იდეისა, რომელიც


ქართველმა ერმა შეისისხლხორცა და ქარ-ცეცხლში გამოატარა ორიათასი წლის
მანძილზე-ენის, მამულისა და სარწმუნოების სახით.

You might also like