You are on page 1of 12

თვალი - ცოცხალი ოპტიკური სისტემა

ადამიანის თვალი რთულ


ოპტიკურ სისტემას
წარმოადგენს, რომელიც
თავისი მოქმედებით
ფოტოაპარატის
ანალოგიურია. თვალს
თითქმის ბურთულის
ფორმა აქვს და დიამეტრით
დაახლოებით 2,5 სმ-ია.
გარედან ის თეთრი ფერის
დამცავი გარსით (1) - სკლერითაა დაფარული. სკლერის წინა
გამჭვირვალე ნაწილს (2) რქოვანა ეწოდება. მისგან გარკვეულ
მანძილზე პიმენტით შეფერილი ფერადი გარსია (3). ფერად
გარსში მოთავსებული ხვრელი გუგას წარმოადგენს. დაცემული
სინათლის ინტენსივობაზე დამოკიდებულებით გუგა
რეფლექსურად იცვლის დიამეტრს დაახლოებით 2-დან 8 მმ-
მდე, ე.ი. ფოტოაპარატის დიაფრაგმასავით მოქმედებს.
რქოვანასა და ფერად გარსს შორის გამჭვირვალე სითხეა. გუგის
უკან ბროლი (4) - ლინზისმაგვარი ელასტიური სხეული
მდებარეობს. სპეციალური კუნთი (5) გარკვეულ საზღვრებში
ცვლის ბროლის ფორმას, რის შედეგადაც მისი ოპტიკური ძალა
იცვლება. თვალის დანარჩენი ნაწილი მინისებური სხეულითაა
შევსებული. თვალის უკანა ნაწილი - თვალის ფსკერი,
დაფარულია ბადურისებური გარსით (6), რომელის
მხედველობითი ნერვის (7) რთულ განშტოებას წარმოადგენს,
ნერვული დაბოლოებებით - სინათლისმგრძნობიარე
ელემენტებით, ჩხირებითა და კოლბებით.
ჩვენ თვალებით ვიყურებით, მაგრამ თავის ტვინით ვხედავთ.
თვალი კრებს სინათლეს, აფოკუსირებს მას და დასაბამს აძლევს
თავის ტვინისკენ მიმავალ ნერვულ სიგნალს; სხვა სიტყვებით,
სინათლის ტალღის სახით გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციას
ნერვულ იმპულსად გასრდაქმნის. ეს თვალის უკანა მხარეზე,
ბადურაზე (ბადურა - თვალის უკან მდებარე შრე, რომელიც
ფოტორეცეპტორებს შეიცავს და სინათლის ენერგიას ნერვულ
რეაქციად გარდაქმნის) ხდება. მიკროსკოპის ქვეშ კარგად ჩანს,
რომ ბადურა სხვადასხვა ტიპის ნეირონისგან შემდგარი
რამდენიმე მაღალორგანიზებული შრისგან შედგება.
გარესამყაროს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფოტონების
დამსახურებით აღვიქვამთ. ეს არის სინათლის ნაწილაკი,
რომელსაც ობიექტი ირეკლავს და ის შემდეგ ადამიანის თვალის
ბადურას ეცემა. თითოეული ჩვენგანის თვალის ბადურაზე კი
განლაგებულია სინათლისადმი მგრძნობიარე დაახლოებით 126
მილიონი რეცეპტორი. მათგან მიღებულ ინფორმაციას ტვინი
შიფრავს და ირგვლივ არსებულ საგნების მრავალფეროვან
ფორმებად თუ ფერებად აქცევს. თუმცა ადამიანის მხედველობა
აბსოლუტური სულაც არ არის. მას გარკვეული ზღვარი აქვს.
მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული
მოწყობილობების მიერ გამოსხივებული რადიოტალღები
შევამჩნიოთ ან შეუიარაღებელი თვალით მცირე ბაქტერიები
აღვიქვათ.
თვალის ბადურაზე სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების
ორი ტიპია განლაგებული: ჩხირები და კოლბები. კოლბები
პასუხისმგებელია ფერების აღქმაზე, რომელსაც ეგრეთ
წოდებული დღის მხედველობა ჰქვია. ჩხირების მეშვეობით კი
ადამიანი ფერებს დაბალი განათების ფონზეც არჩევს და მას
ღამის მხედველობას უწოდებენ. სინათლისადმი მგრძნობიარე
უჯრედები შეიცავენ რეცეპტორებს (ოპსინები), რომლებიც
ფოტონების ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავენ და
ელექტოიმპულსებს წარმოქმნიან. ეს სიგნალები ოპტიკური
ნერვის მეშვეობით ხვდება ტვინში, რომელიც ქმნის ფერად
სურათს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო.
ადამიანის თვალში სამი სახის კოლბა და შესაბამისი
რაოდენობის ოპსინებია განლაგებული. თითოეული მათგანი
ამა თუ იმ დიაპაზონის მქონე ფოტონებისადმი
მგრძნობელობით გამოირჩევა. S-ტიპის კოლბები მგრძნობიარეა
იისფერ-ლურჯისადმი, რომლებიც ხილული სპექტრის
მოკლეტალღოვანი ნაწილია; M-ტიპის კოლბები მწვანე-ყვითელ
(საშუალოტალღოვან) ფოტონებზე აგებენ პასუხს; L-ტიპის
კოლბები კი - ყვითელ-წითელზე (გრძელტალღოვანი). ყველა ეს
ტალღა და მათი კომბინაცია ცისარტყელის მთლიანი
დიაპაზონის აღქმის საშუალებას გვაძლევს.
ბუნებაში არსებული ფოტონებიდან ჩვენი თვალის ბადურაზე
განთავსებულ კოლბებს შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნების აღქმა,
რომლებსაც საკმაოდ მცირე დიაპაზონი (როგორც წესი, 380-დან
720 ნანომეტრამდე) აქვთ. სწორედ ეს არის ხილული სინათლის
სპექტრი. ამ დიაპაზონის მიღმაა მოქცეული ინფრაწითელი
სხივები და რადიოსპექტრი, რომლის დაბალენერგეტიკული
ფოტონების ტალღის სიგრძე ერთი მილიმეტრიდან რამდენიმე
კილომეტრამდე მერყეობს. ხილული დიაპაზონის სხვა მხარეს
მდებარეობს ულტრაიისფერი სპექტრი, რომელსაც
რენტგენული მოსდევს და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ჩვენგანის მხედველობა
ხილული სპექტრით არის შეზღუდული, ადამიანები,
რომლებსაც აფაკია (ბროლის თანდაყოლილი უქონლობა) აქვთ,
ულტრაიისფერ სხივებსაც ხედავენ. ჯანმრთელ თვალში კი
ბროლი ულტრაიისფერ დიაპაზონს ბლოკავს. ბროლის არქონის
შემთხვევაში ადამიანს შეუძლია 300 ნანომეტრამდე სიგრძის
ტალღები აღიქვას როგორც თეთრ-ცისფერი სხივი.
მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ
გარკვეულ კონტექსტში ყველა ჩვენგანს შეუძლია ინფრაწითელი
ფოტონების აღქმა. თუ ორი ასეთი ფოტონი პრაქტიკულად
ერთდროულად ხვდება ბადურის ერთსა და იმავე უჯრედზე,
მათი ენერგია ერთიანდება და უხილავ ტალღებს (რომელთა
სიგრძე დაახლოებით 1000 ნანომეტრია) 500 ნანომეტრის
სიგრძის ხილულ ტალღებად გარდაქმნის. უმრავლესობა
ჩვენგანი მათ ცივ მწვანე ფრად აღიქვამს.
ჯანმრთელი ადამიანის თვალში 3 სახის კოლბაა, თითოეულ
მათგანს კი დაახლოებით 100 სხვადასხვა ფერის ჩრდილის
გარჩევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მეცნიერის
შეფასებით, ადამიანს ერთ მილიონამდე ფერის აღქმის უნარი
აქვს. თუმცა ეს ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალური
პროცესია. ამერიკელი მეცნიერების თქმით, ადამიანის მიერ
დანახული ფერების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა,
რთულია, რადგან ზოგიერთი მეტ ფერს აღიქვამს, ზოგი კი -
ნაკლებს.
ჰიმბას ხალხი ფერებს ევროპელი და ამერიკელი
უმრავლესობისგან განსხვავებულად ახარისხებს. მათ
შეუძლიათ მწვანე ფერის მსგავსი ტონების მარტივად გარჩევა,
რაც ადამიანთა უმრავლესობისთვის თითქმის შეუძლებელია. ამ
ხალხმა შექმნა ძალიან გამორჩეული ფერების სქემა, რომელიც
ყოფს ფერებს მუქ სპექტრებად (ზუზუ ჰიმბურად), ძალიან ღიად
(ვაპა), ნათელ ლურჯად და მწვანედ (ბურუ) და მშრალ ფერებად,
რაც მათი სპეციფიკური ცხოვრების წესის მიმართ ადაპტაციაა.
ტეტრაქრომატები ჰქვიათ ადამიანებს, რომლებსაც ფერების
გარჩევის ზეადაამიანური უნარი აქვთ. ეს საკმაოდ იშვიათი
მოვლენაა და უმრავლეს შემთხვევაში ქალებს ახასიათებთ.
გენეტიკური მუტაციის შედეგად მათ აქვთ დამატებითი,
მეოთხე სახის კოლბა, რისი წყალობითაც ისინი 100
მილიონამდე ფერს აღიქვამენ. ის ადამიანები კი, რომლებიც
ფერების სიბრმავით ან დიქრომატიით იტანჯებიან, მხოლოდ 10
000-მდე ფერს არჩევენ.
როგორც წესი, ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის თვალის
ბადურაზე განთავსებულ კოლბებს ბევრად მეტი სინათლე
სჭირდებათ, ვიდრე ჩხირებს. სწორედ ამ მიზეზით, დაბალი
განათების დროს ადამიანს ფერების გარჩევა უჭირს და
მუშაობას იწყებენ ჩხირები, რომლებიც შავ-თეთრ მხედველობას
უზრუნველყოფენ.
ამ მიმართულებით პირველი ექსპერიმენტი 1940-იან წლებში
ჩატარდა. ამ კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ერთი კვანტი
სინათლეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენმა თვალმა მისი
წყარო აღიქვას. ამასთან, ყველა ფოტონს, რომელიც ბადურას
ხვდება, სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები ვერ
აღიქვამენ.
დაინახავთ თუ არა ამა თუ იმ ობიექტს დამოკიდებულია არა
საგნის ზომაზე ან მდებარეობაზე, არამედ იმაზე, ჩვენს ბადურას
მოხვდება თუ არა მისგან არეკლილი ფოტონები. მეცნიერთა
განმარტებით, ერთადერთი რამ, რაც თვალს სჭირდება, არის
სინათლის გარკვეული ოდენობა, რომელსაც ეს ობიექტი
აირეკლავს. ყველაფერი დამოკიდებულია ბადურამდე მისული
ფოტონების რაოდენობაზე. რაც უნდა პატარა იყოს სინათლის
წყარო და სულ რამდენიმე წამშიც რომ გაქრეს, ჩვენ მაინც
დავინახავთ მას, თუ ის საჭირო რაოდენობის ფოტონებს
ასხივებს.
იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად შორს შეგვიძლია ობიექტის
დანახვა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უნდა შევხედოთ. ღამის
მნათობების უმრავლესობა, რომელთაც ჩვენ შეუიარაღებელი
თვალით ვხედავთ, დიამეტრით მილიონობით კილომეტრს
აღწევს. თუმცა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე
ვარსკვლავებიც კი დედამიწიდან 38 ტრილიონ კილომეტრზე
მეტით არიან დაშორებულები, სწორედ ამიტომ მათ მოცულობას
ჩვენი თვალი ვერ არჩევს. მეორე მხრივ, ჩვენ მაინც აღვიქვამთ
ვარსკვლავებს სინათლის მკვეთრ წერტილებად, რამდენადაც
მათ მიერ გამოსხივებული ფოტონები ჩვენ შორის არსებულ
მანძილს ლახავენ და თვალის ბადურას ხვდებიან.
აბსოლუტურ მხედველობასაც თავისი ზღვარი აქვს. ეს იმას
ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან მცირე მოცულობის საგნების
აღქმაც შეუძლია. აბსოლუტური მხედველობის შეზღუდვა
რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა,
ცალკეულ თვალის ბადურის კოლბებსა და ჩხირებს შორის
დაშორება.
ბადურას ანატომიურ აგებულებაში არის ერთი საინტერესო
უცნაური ადგილი, სადაც ოპტიკური ნერვი გამოდის. ამ
ადგილს ოპტიკური დისკი ანუ ბრმა წერტილი ეწოდება. ის
სრულებით არ შეცავს რეცეპტორულ უჯრედებს. მიუხედავად
ამისა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ ხარვეზს, თუ სპეციალურ პირობებს
არ შევქმნით ამისათვის. ეს ორი მიზეზის გამო ხდება: პირველ
რიგში, ორივე თვალის ბრმა წერტილები ისეთნაირად არიან
განლაგებულნი, რომ თითოეული თვალის რეცეპტორები იმის
რეგისტრაციას ახდენენ, რაც გამორჩა მეორე თვალს. მეორე
მიზეზი ისაა, რომ თავის ტვინი „ავსებს“ ამ ადგილს შესატყვისი
სენსორული ინფორმაციით გარშემო მყოფი არეებიდან.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თვალის ოპტიკური თავისებურება,
რის გამოც ყველა ფოტონი არ ხვდება სინათლისადმი
მგრძნობიარე უჯრედში. სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტი,
რომ ჩვენ შეუიარაღებელი თვალით არ შეგვიძლია შევნიშნოთ
ბიოლოგიური უჯრედი, რომლის ზომაც რამდენიმე
მიკრომეტრია, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს.
მილიონობით ფერის გარჩევის უნარი და რამდენიმე
კვინტილიონი კილომეტრით დაშორებული გალაქტიკის აღქმის
შესაძლებლობა, არც ისე ცუდი შედეგია.ული გალაქტიკის

აღქმის შესაძლებლობა, არც ისე ცუდი შედეგია.


ფერების აღქმა — ორგანიზმის
უნარი, გამოარჩიოს
ობიექტები, სინათლის
ტალღის სიგრძის (ან
სიხშირის) მიხედვით,
რომლებსაც ისინი ირეკლავენ,
გამოსცემენ ან გადასცემენ.
ფერების გაზომვა და დაყოფა
შეიძლება სხვადასხვა გზებით;
სინამდვილეში, ადამიანის
ფერების აღქმა სუბიექტური პროცესია, სადაც თავის ტვინი
რეაგირებს სტიმულებზე, რომლებიც იქმნებიან მაშინ, როდესაც
შემომავალი შუქი რეაქციაში შედის თვალში მდებარე
რამდენიმე სახის კოლბურ უჯრედთან. ზოგადად, სხვადასხვა
ხალხი ერთსა და იმავე განათებულ ობიექტს ან სინათლის
წყაროს სხვადასხვაგვარად ხედავს.
ფერების აღქმის ორ თეორიას წარმოადგენს ტრიქრომატული
თეორია და მოწინააღმდეგე პროცესის თეორია.
ტრიქრომატული თეორია, ან იანგ-ჰელმჰოლცის თეორია,
რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში თომას იანგმა და ჰერმან ფონ
ჰელმჰოლცმა შემოგვთავაზეს, ამბობს, რომ ბადურას სამი სახის
კოლბა უპირატესად მგრძნობიარეა ლურჯის, მწვანის და
წითლის მიმართ. ევალდ ჰერინგმა 1872 წელს მოწინააღმდეგე
პროცესის თეორია შემოგვთავაზა. მისი მიხედვით ვიზუალური
სისტემა ფერს ინტერპრეტაციას ანტაგონისტურად უკეთებს:
წითელი მწვანეს წინააღმდეგ, ლურჯი ყვითელის წინააღმდეგ
და შავი თეთრის წინააღმდეგ. ამჟამად, ორივე თეორია,
რომელიც ვიზუალურ ფსიქლოგიაში სხვადასხვა ეტაპს აღწერს,
დადასტურებულად მიიჩნევა. ისევე, როგორც არ შეიძლება
იარსებოს „ოდნავ უარყოფითმა“ დადებითმა რიცხვმა, თვალს
არ შეუძლია აღიქვას მოლურჯო-მოყვითალო ან მომწვანო-
მოწითალო.
ჰიმბას ხალხი ფერებს ევროპელი და ამერიკელი
უმრავლესობისგან განსხვავებულად ახარისხებს. მათ
შეუძლიათ მწვანე ფერის მსგავსი ტონების მარტივად გარჩევა,
რაც ადამიანთა უმრავლესობისთვის თითქმის შეუძლებელია. ამ
ხალხმა შექმნა ძალიან გამორჩეული ფერების სქემა, რომელიც
ყოფს ფერებს მუქ სპექტრებად (ზუზუ ჰიმბურად), ძალიან ღიად
(ვაპა), ნათელ ლურჯად და მწვანედ (ბურუ) და მშრალ ფერებად,
რაც მათი სპეციფიკური ცხოვრების წესის მიმართ ადაპტაციაა.
ფერების აღქმა დიდად დამოკიდებულია კონტექსტზე,
რომელშიც აღქმადი ობიექტია წარმოდგენილი. მაგალითად,
თეთრი გვერდი ლურჯი, ვარდისფერი და იისფერი შუქის ქვეშ,
ძირითადად აირეკლავს ლურჯ, ვარდისფერ და იისფერ შუქს
თვალის მიმართ; ტვინი, ამ დროს განათების ეფექტს
კომპენსაციას უკეთებს
(ირგვლივ მყოფი
ობიექტების ფერების
ცდომილებაზე
დაყრდნობით) და დიდი
ალბათობით ადამიანი
გვერდს სამივე ფერის
შემთხვევაში თეთრად
აღიქვამს. ამ ფენომენს
ფერის მუდმივობა ეწოდება.
ცხოველების ბევრ სახეობას შეუძლია აღიქვას ისეთი სიხშირის
სინათლე, რომელიც ადამიანის მხედველობის სპექტრში არ
შედის. ფუტკრებს და სხვა ბევრ მწერს შეუძლია გაარჩიოს
ულტრაიისფერი სინათლე, რომელიც მათ ყვავილებში ნექტარის
პოვნაში ეხმარება. მცენარეთა ის სახეობები, რომლებიც
დამოკიდებულია მწერებით დამტვერვაზე, რეპროდუქციულ
წარმატებას შეიძლება ულტრაიისფერ ფერებს და პატერნებს
უფრო უნდა უმადლოდნენ, ვიდრე იმ ფერებს, რომლებსაც
ადამიანის თვალი აღიქვამს. ფრინველებს ასევე შეუძლიათ
ულტრაიისფერის აღქმა. ბევრ ცხოველს, რომელსაც შეუძლია
ულტრაიისფერი დიაპაზონის აღქმა, არ შეუძლია აღიქვას
წითელი ფერი ან ნებისმიერი მოწითალო ტალღა. მაგალითად
ფუტკრების მხედველობის სპექტრი მთავრდება დაახლოებით
სტაფილოსფერი ტალღების დაწყებამდე. ფრინველებს
მაგალითად, შეუძლიათ დაინახონ ზოგიერთი წითელი
ტალღები, თუმცა არც ისე შორს სპექტრისაგან, როგორც
ადამიანებს. არასწორად გავრცელებული პოპულარული აზრის
მიხედვით, ჩვეულებრივი ოქროსფერი თევზი არის ერთადერთი
ცხოველი, რომელსაც შეუძლია აღიქვას, როგორც
ინფრაწითელი, ასევე ულტრაიისფერი სინათლე, მაგრამ,
რეალურად, მის მხედველობას შეუძლია აღიქვას მხოლოდ
ულტრაიისფერი.
ამ ვარიაციის საფუძველს წარმოადგენს კოლბის ტიპების
რაოდენობა, რომლებიც განსხვავდება სახეობებში.
ძუძუმწოვრებს ძირითადად ფერების აღქმის შეზღუდული
ტიპი აქვთ და ახასიათებთ წითელი და მწვანე ფერების მიმართ
სიბრმავე, ასევე აქვთ ორი სახის კოლბა. ადამიანებს, ზოგიერთ
პრიმატს და ზოგიერთ ჩანთოსანს შეუძლია ფერების უფრო
ფართო სპექტრის აღქმა, თუმცა მხოლოდ სხვა ძუძუმწოვრებთან
შედარებით. იმ ხერხემლიანების უმეტესობა, რომლებიც
ძუძუმწოვარი არაა, ასხვავებს ფერებს ისევე კარგად, როგორც
ადამიანები, თუმცა ბევრ სახეობას: ფრინველებს, თევზებს,
რეპტილიებს, ამფიბიებს და ზოგიერთ უხერხემლოებს, აქვთ
სამზე მეტი სახის კოლბა და შესაბამისად, უკეთესი ფერების
აღქმის უნარი, ვიდრე ადამიანებს.
ფერების აღქმის მექანიზმი დიდწილად დამოკიდებულია
ევოლუციურ ფაქტორებზე, რომლებს შორისაც ყველაზე
მნიშვნელოვნად ითვლება საკვების აღმოჩენის შესაძლებლობა.
ბალახისმჭამელი პრიმატებისათვის ფერების აღქმა
მნიშვნელოვანია საჭირო (მოუმწიფებელი) ფოთლების
საპოვნელად. კოლიბრები ყვავილების განსაკუთრებულ
სახეობებს ფერის საშუალებით არჩევენ. მეორე მხრივ, ღამის
ძუძუმწოვრებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ფერების აღქმა,
რადგან კოლბების სწორი ფუნქციონირებისათვის
აუცილებელია საკმარისი სინათლე. არსებობს დამამტკიცებელი
საბუთები იმისა, რომ ცხოველების სამყაროს სხვადასხვა
წარმომადგენლებში, განსაკუთრებით კი მწერებში,
ულტრაიისფერი სინათლე თამაშობს დიდ როლს ფერის
აღქმისას. საბოლოოდ, ოპტიკური სპექტრი გარს ერტყმის
ყველაზე გავრცელებულ ელექტრონულ გადასვლებს მატერიაში
და ამიტომ გარე სამყაროზე ინფორმაციის შესაგროვებლად
ყველაზე სასარგებლოა.

You might also like