You are on page 1of 6

ფოვიზმი

ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves — გარეული მხეცები) —


მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში.
დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული
ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება — დაახლოებით
1898-1908 წლებში.
სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი
ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს
უღიარებიათ. ფოვისტები თვლიდნენ, რომ ნამუშევრის
შექმნისას მთავარი არც პერსპექტივაა და არც შუქრჩდილი.
სურათში უნდა იყოს მარტივი, სახასიათო კონტური, რომელიც
უშუალოდ ადამიანის გრძნობებზე იმოქმედებს.
ერთ–ერთი პირველი ავანგარდული მიმდინარეობის, ფოვიზმის
სახელწოდება მოგონილია ჟურნალისტების მიერ. ფოვიზმი
ნიშნავს ველურ ცხოველს – მართლაც, ფოვისტა სწრაფვა
მკვეთრი, ვიტალური ფერებისკენ, რომლებიც ამსხვრევენ
ფერთა “ჰარმონიულ” სარკეებს, იმსახურებს ამგვარ შეფასებას.
ფოვისტების პირველი მიზანი იყო ლოკალური, მკვეთრი და
სუფთა ფერებით ხატვა. მისი მეორე არსებითი მახასიათებელია
ორნამენტულობა, რომელიც მათ აზიისა და აფრიკის სხვადასხვა
ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობებიდან აიღეს.
ფოვისტთა წარმომადგენელია ანტრი მატისი, რომელიც
თვლიდა, რომ ფერთა პირვანდელი სახით გამოყენებით, ის
უახლოვდებოდა სათავეებს, რომ სწორედ სუფთა ფერი და მისი
უბრალოება იყო სიზუსტის გარანტი და ნამდვილი
შემოქმედება. შესაბამისად, ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამა
თუ იმ საგნის ფორმას, რამაც საბოლოო ჯამში ხორცი შეასხა
ფოვისტთა სურვილს გარდაექმნათ ნახატები ფერადოვან
ენერგიებად – ფერი იქცა ენერგიად.
იმას, რომ ფერწერულ ტილოში მთავარი როლი აკისრია ფერს,
როგორც შემოქმედის ენერგიის გამომხატველ უპირველეს
საშუალებას, თავისი შემოქმედების განმავლობაში ამტკიცებს
დერენიც, რომელიც თავის ნამუშევრებში გზას უთმობს
ლოკალური ფერის სიმკვეთრესა და კონტრასტულობას, რაც ასე
მიუღებელი იყო მე-19 საუკუნის საფრანგეთისა და ზოგადად
ევროპული ფერწერისათვის.
ფოვისტთა რიგს მიეკუთვნება ჰოლანდიელი მხატვარი კეს ვან
დონგენიც, რომლის სურათების უმრავლესობა წარმოადგენს
მსახიობი და მოცეკვავე ქალების შიშველ ფიგურებს. კეს ვან
დონგენი იყო პირველი ევროპელი მხატვარი, რომელიც ხატავდა
ფერადკანიანებს – ის შეეცადა ევროპული ცივილიზაციისთვის
სხვა რასის სილამაზე ეჩვენებინა. ფერი ვან დონგენთან ძალიან
მსუყე, ინტენსიური და “მყვირალაა”. როგორც წესი ის
უკიდურესად გამომწვევად, პლაკატურად და თვალში საცემად
ხატავდა დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს,
რომლებიც მაყურებლისთვის მეტისმეტად ვულგალური და
შოკისმომგვრელი იყო.
სუფთა, მკვეთრ, კონტრასტულ ფერადოვან გამასთან ერთად
ფოვისტებისთვის ასევე დამახასიათებელია მონასმის
დინამიურობა, გარკვეული ლოკალური ფერის ინტენსიურობა,
ნახატის ძლიერი განზოგადება, უარის თქმა შუქ-ჩრდილებზე
და ფორმის დაყვანა მარტივ მონახაზამდე.

ანრი მატისი (Henri Matisse; 31


დეკემბერი, 1869 – 3 ნოემბერი, 1954)
— ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე,
ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი.
განთქმულია მისეული ფერისა და
ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის
ტექნიკით.
დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის
ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში
ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა
და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ)
სწავლობდა. 1895-1898 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში
მუშაობდა.
ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი
გამოსახულების მეშვეობით გრძნობების უშუალო გადმოცემის
ძიება აისახა მის ნამუშევრებში, რომელიც მან „გარეულთა“
(ფოვისტების) გამოფენაზე გამოიტანა შემოდგომის სალონში.
ამასთან მატისზე დიდი გავლენა მოუხდენია მიუნხენში
გამოფენილი ისლამური ხელოვნების ნიმუშების
დათვალიერებას. ორი ზამთარი, გატარებული მაროკოზე (1912-
1913) მის შემოქმედებას აღმოსავლური მოტივებით ამდიდრებს,
ხოლო დიდი ხნით ლაჟვარდოვან ნაპირზე ცხოვრებამ კი მის
ტილოებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მისი ტილოები, რომელზეც
გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატიურმორტები და
პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით შეიძლება არ
გამოირჩეოდეს, თუმცა ისინი ბუნებრივი ფორმებისა და მათი
თამამი გამარტივების ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მან
მიიღო ტრადიციული სამხატრო განათლება მის სურათებს
ხშირად "ბავშვურს" უწოდებდნენ რადგან ფორმებს
მოცულობითის ნაცვლად სიბრტყობრივად გამოსახავდა
ძირითად აქცენტს კი კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე
აკეთებდა.
„ყვავილები ყვავიან ყველგან და ყველასთვის, ვისაც ამის
დანახვა უნდა.“
1961 წელს ანრი მატისის ნახატი “ნავი” ნიუ-იორკის
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 47 დღის განმავლობაში
თავდაყირა ეკიდა. ნახატი 17 ოქტომბერს გამოფინეს, შეცდომა
კი მხოლოდ 3 დეკემბერს აღმოაჩინეს.
ანრი მატისი იტანჯებოდა დეპრესიითა და უძილობით.
ზოგჯერ ტიროდა სიზმარში და იღვიძებდა ცრემლიანი.
ერთხელაც, სრულიად უმიზეზოდ, მას გაუჩნდა დაბრმავების
შიში. ვიოლინოზე დაკვრაც კი ისწავლა, რათა ფული ქუჩის
მუსიკოსობით ეშოვნა, როცა დაბრმავდებოდა.
დიდ ხანს ის სიღარიბეში ცხოვრობდა. მხოლოდ 40 წლის
ასაკიდან შეძლო დამოუკიდებლად ერჩინა ოჯახი.
ანრი მატისი არასდროს ხატავდა კლდეებს, ნათლად
გამოხატულ სახლებს, დამუშავებულ მინდვრებს.
სიკვდილამდე 10 წლით ადრე მას დაუდგინეს თორმეტგოჯა
ნაწლავის კიბო, ამიტომ მას მოუწია ინვალიდის ეტლში ყოფნა.

„მწვანე ზოლი“ - ინგლისურად -


„green stripe”, წარმოადგენს
გენიალური ფრანგი მხატვრის,
მოქანდაკისა და ფოვიზმის ერთ-
ერთი ლიდერის - ანრი მატისის
მიერ 1905 წელს, ზეთის
საღებავებით შესრულებულ
უნიკალურ ტილოს. სურათის
სიმაღლე 40,5 სმ-ა, ხოლო სიგანე
32,5 სმ. აღნიშნულ ტილოზე
მხატვარმა საკუთარი მეუღლე -
ამელი პერიერი გამოსახა და
სახელად - „ქალბატონი მატისი“ უწოდა. მასზე გამოსახულმა
ქალის უშნო სახემ, იმთავითვე დიდი გაოგნება და შოკი
გამოიწვია თანამედროვე მხატვრებსა და კრიტიკოსებში. მას
შემდეგ რაც სურათი იხილა ცნობილმა ფრანგმა კრიტიკოსმა -
ჟაკ რივერმა, შეშფოთებულმა შესძახა:
„ის ხატავს სიმართლეს, საშინელ სიმართლეს!“
„მწვანე ზოლის“ სურათში იმდენი ფერის საღებავია
ინტენსიურად გამოყენებული, რომ თავად ფოვიზმის
მიმდევრების გაოცებაც კი გამოიწვია. თუმცა სურათის ფონზე
გამოკვეთილად მაინც სამი ფერის ზოლი დომინანტობს. თმის
ვარცხნილობა შავ და ლურჯ-მეწამულ ფერების
კომპოზიციისგან შედგება. მუქი მწვანე ფერის ზოლი, რომელიც
ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფერია ტილოზე, ერთგვარად
ჰყოფს სახეს ორ ნაწილად, რომლის ერთი მხარე ღია
ვარდისფერია, ხოლო მეორე კი მომწვანო. ტილო შესყიდულ
იქნა ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალის - გერტრუდა სტაინის
ოჯახის წევრების, სარა და მაიკლ სტაინების (და,ძმა) მიერ.
ისინი აღფრთოვანებული გახლდნენ მატისის შემოქმედებით და
მას „გენიოსის“ სახელით მოიხსენიებდნენ. სწორედ მათ
მიანიჭეს ტილოს ის სახელი, რომლითაც დღეს არის ცნობილი -
„მწვანე ზოლი“. დღევანდღელ დღეს ანრი მატისის სკანდალური
ტილო დაცულია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგეში მდებარე
„ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში“.

You might also like