You are on page 1of 4

3 მეცნიერი, რომელბმაც XX საუკუნე გამოიგონეს

ადამიანის უნარი და შესაძლებლობა, აეთვისებინა დედამიწა და მიეღო მისგან


სარგებელი კაცობრიობის მთავარი მიღწევაა. სარგებლის მიღების ამ პროცესს
სწორი ტერმინის შერჩევა რომ დავუპიროთ, სიტყვა, რომელიც პირველად მოვა
გონებაში ეს არის - მრეწველობა.

მრეწველობა მატერიალური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია.


XX საუკუნიდან კი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი. რამ გამოიწვია
ამგვარი დრამატულად სწრაფი ნახტომი? რატომ შექმნა XX საუკუნემ XXI? და ვისი
როლი იყო გარდამტეხი ამ საქმეში?

წინამდებარე პრეზენტაციის მიზანი კი ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა, რისთვისაც


გამოყენებული იქნება სამი ღირსაცნობი ადამიანის ბიოგრაფია, რამეთუ მხოლოდ
ადამინის ცხოვრების დეტალების გაცნობით შეგვიძლია შევიცნოთ ეპოქა,
რომელიც მათ გამოიგონეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად და დავიწყოთ ტომას ედისონით.

ტომას ედისონი - ელენე

ტომას ედისონი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელია. იგი


დაიბადა 1847 წელს, აშშ-ში ოჰაიოს შტატში. მან 1000-ზე მეტი გამოგონება
დააპატენტა ანუ ოფიციალურად დაარეგისტრირა მათ შორის იყო
ელექტრონათურა. 7 წლის ასაკიდან თომას ედისონის განათლებას დედა
ხელმძღვანელობდა და ყოველმხრივ ცდილობდა შვილისთვის მეცნიერებისადმი
ინტერესი გაეღვივებინა. 10 წლის ედისონმა უკვე საკუთარი საშინაო
ლაბორატორია შექმნა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტების ჩატარებას შეუდგა.

ედისონის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული გამოგონებაა ბგერის ჩამოწერი


პირველი მოწყობილობა რომელსაც ფონოგრაფი ეწოდება. სწორედ ამ გამოგონების
საფუძველზე შეიქმნა მთელი თანამედროვე ჩამწერი ინდუსტრია მათ შორის -
მუსიკა, კინო, ტელევიზია და ვიდეო.

1888 წელს გადაღებულ ამ ფოტოსურათზე თქვენ ხედავთ თომას ედისონს, მას


შემდეგ რაც მან 5 დღე-ღამე იმუშავა თავისი განთქმული გამოგონების -
ფონოგრაფის - გასაუნჯობესებლად.
ლანა

ედისონმა ხელი შეუწყო ნათურის გამოგონებას. მის მიერ შექმნილი ნათურა მინის
კოლბა იყოს რომელსაც მირჩილული (სპეციალური აპარატით ერთმანეთთან
მიდუღებული ლითონები) ვარვარების ძაფი ჰქონდა. ვაკუუმის შესაქმნელად
კოლბიდან ჰაერი გამოტუმბული იყო. თუმცა მან სააბოლოო გამოგონება მაშინ
დაასრულა, როცა ვარვარების ძაფის დასამზადებლად საჭირო მასალას მიაგნო.

ედისონმა ცდები განაგრძო და აღმოაჩინა, რომ დენს შეუძლია ნათურის შიგნით


არსებულ ვაკუუმში იმოძრაოს, ოღონდ ვერ მიხვდა, როგორ. დღეს უკვე ვიცით
რომ ეს მოვლენა ვარვარების ძაფიდან გამოყოფილი ელექტრონების მოძრაობის
შედეგია. ამას „ედისონის ეფექტი“ ჰქვია. სწორედ ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად
ელექტრომილაკის გამოგონებას (რომელსაც ტრანზისტორებისა და მიკროჩიპების
გამოგონებამდე იყენებდნენ) და ასევევ მთელ თანამედროვე ელექტრობას.

1869 წელს ტელეგრაფის დიზაინის შექმნისთვის მიღებული თანხით მან


კვლევითი ლაბორატორია დააარსა, რომელსაც უწოდა „გამოგონებათა ქარხანა“.
იგი ამაყობდა, ჩემი ლაბორატორიიდან ყოველ 10 დღეში ერთხელ მცირე
გამოგონება გამოდის, ხოლო ყოველ 6 თვეში ერთხელ - დიდი აღმოჩენაო.

კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი გამოგონებაც - ელექტროსკამიც -


სწორედ ედისონმა შექმნა.

ნიკოლა ტესლა - ქეთი

ალბათ არ არსებობს მეცნიერი, რომლის სახელსაც ამდენი საიდუმლო


უკავშირდებოდეს, რამდენიც ტესლას. ზოგი გენიოსად თვლიდა, ზოგიც -
შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას (1856 - 1943 წწ.) უნდა ვუმადლოდეთ, რომ
ჩვენს ბინებში დღეს ცვლადი დენის წყალობით ელექტრობა გვაქვს. მან სულ 300-
ზე მეტი გამოგონება დააპატენტა და მათი მეშვეობით 15 მილიონი დოლარი
გამოიმუშავა (ახლანდელი ფასებით ეს დაახლოებით 250 - 300 მილიონი
დოლარის ექვივალენტია).

ბევრმა არ იცის ტომას ედისონისა და ნიკოლა ტესლას დაპირისპირების შესახებ.


ნიჭიერმა სერბმა ფიზიკოსმა მალევე გაითქვა სახელი. მისი გამოგონებების შესახებ
ედისონმაც შეიტყო და თავის კომპანიაში სამუშაოდ მიიწვია. ედინსონს
სჭირდებოოდა სისტემა ელექტროობის გასანაწილებლად, ამ პრობლემის
გადაჭრის სანაცვლოდ იგი ტესლას დიდი რაოდენობით თანხას დაჰპირდა.
ტესლამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და ედისონის კომპანია უზარმაზარ
ხარჯებს გადაარჩინა, თუმცა დაპირებული თანხის სანაცვლოდ ედისონისგან
დაცინვა მიიღო - რომ იგი თანხის გადახდას რეალურად არ შეპირებია და ტესლამ
უბრალოდ ამერიკული იუმორის გაგება ვერ შეძლო. ასე დაიწყო მე-19 საუკუნის
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი დაპირისპირება ორ გამომგონებელს
შორის.

სალომე

სამსახურის მიტოვების შემდეგ ტესლამ მარტო დაიწყო მუშაობა. ეს ფირმაც


ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა და ვაჭრობდა. თუმცა მისი პროდუქცია
კონკურენტთან შედარებით ბევრად ეკონომიური იყო. გავლენიანი ედისონი სულ
უფრო და უფრო კარგავდა შეკვეთებს. ამიტომაც განრისხებულმა ედისონმა
მოწინააღმდეგეს საჯაროდ მიაყენა შერაცხყოფა და "შეშლილი სერბი" უწოდა.

1895 წელს ნიკოლა ტესლას ლაბორატორიას კოლორადო-სპრინგში ცეცხლი


წაეკიდა და დაიწვა. განადგურდა უძვირფასესი მოწყობილობები. განადგურდა
მეცნიერის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობები და ჩანაწერები. არსებობს
ვარაუდი, რომ ამ საქმეში ედისონის და მისი ხალხის ხელი ერია.

ტესლამ აითვისა ცვლადი დენი, რითიც ედისონის მუდმივ დენს


დაუპირისპირდა. ტომას ედისონი ბინძურ ხერხებსაც არ ერიდებოდა: საჯაროდ
აწყობდა წარმოდგენებს უპატრონო ძაღლებზე, ცხენებზე და სპილოზეც კი
ცვლადი დენით და სადემონსტრაციოდ ხოცავდა მათ, რათა ხალხი ტესლას
წინააღმდეგ განეწყო.

სამწუხაროდ გენიალური ტესლას დღიურების უმეტესობა ან დაკარგულია, ან


განადგურებული. დღეს უკვე შეუძლებელია მრავალი მისი პროექტის აღდგენა,
თუმცა ცოტა რამ მანც კეთდება ამ კუთხით.

***

რაც შეეხება, AC/DC - ს, ეს ცვლადი და მუდმივი დენის აბრევიატურაა. (alternating


current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი.) ასე რომ, ნიკოლა ტესლასა
და ტომას ედისონის წყალობით მიიღო ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა სახელი.

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აიშტაინმა მეოცე საუკუნის ფიზიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.


მისი რადიკალური იდეები რომ არა, შესაძლოა ლაზერი, ტელევიზია,
კომპიუტერი კოსმოსური ხომალდი და ბევრი სხვა რამ, რასაც ასე კარგად
ვიცნობთ დღეს, ჯერაც არ ყოფილიყო გამოგონებული.

ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა. რის გამოც მასწავლებლებს იგი


უნიჭო ეგონათ. თუმცა სკოლის დამთავრებიდან ცოტა ხანში ალბერტი
სერიოზულად დაინტერესდა მათემატიკით და ხელი მიჰყო მის შესწავლას.
ერთხანს იტალიაში ცხოვრობდა, შედემგ კი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მალევე
აღიარეს მისი მათემატიკური და მეცნიერული ნიჭი. აინშტაინმა ერთი წლის
განმავლობაში, როცა მხოლოდ 26 წლისა იყო, გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი,
რომლებმაც სრულიად შეცვალეს მეცნიერთა აზროვნების მიმართულება. ამ
ნაშრომების წყალობით მან მსოფლიო სახელი მოიხვეჭა. ეს პორტრეტი 1921 წელს
დაიხატა როდესაც აინშტაინს ნობელის პრემია მიანიჭეს ფიზიკაში. გერმანიში
ნაცისტური პარტიის აღზევების პერიოდში მას, როგორც ებრაელს ბევრი
დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ 1933 წელს იგი აშშ-ში გაემგზავრა
საცხოვრებლად და დარჩენილი სიცოცხლე იქ გაატარა.

აინშტაინის მეცნიერული იდეები ისეთი უჩვეულო იყო რომ თავდაპირველად


ძნელად გასაგები ეჩვენებოდათ. მან შექმნა, დროისა და სივრცის შესახებ -
ფარდობითობის თეორია, ასევე ატომის შემადგენელი ნაწილაკების -
ელექტრონებისა და პროტონების ქცევის თეორია (კვანტური თეორია). დღეს
სწორედ ამ თეორიების მეშვეობით იკვლევენ მეცნიერები სამყაროს აგებულებას.
ატომური იარაღის შესაქმენლადაც სწორედ მისი მეცნიერული იდეები
გამოიყენეს, თუმცა თავად აინშტაინი მშვიდობის თავდადებული დამცველი იყო.

You might also like