You are on page 1of 4

თამარ თოფურია

მე-20 საუკუნის ებრაელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ესეისტი და პოლიტიკური


თეორიტიკოსი იყო ჰანა არენდტი. მან ჩამოაყალიბა ტოტალიტალური თეორიები-
„ტოტალიტარული მოძრაობა“, რომელიც ასახავდა იმდოინდრელ რეალობას,
ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს, მათ კავშირებს და იდეოლოგიას.
წინამდებარე ნაშრომში სწორედ ამ ნაშრომიდან განხილული იქნება რამდენიმე
ასპექტი.

ავტორი თვლის, რომ პროპაგანდა არის ფაქტებისა და არგუმენტების გავრცელება,


რომელიც მასებსა და ბრბოზეა მიმართული, ვინაიდან საზოგადოებაში ისინი
მარტივად დასამორჩილებელ რგოლს წარმოადგენენ. „მხოლოდ ბრბო და ელიტა
შეიძლება მოიხიბლოს ტოტალიტარიზმის, როგორც ასეთი, მომენტუმი; მასების გული
პროპაგანდის გზით უნდა იქნას მოპოვებული“ (არენდტი 2018. 353) მისი საშუალებით
ტოტალიტარული ლიდერები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც მათთვის
სასიკეთოდ არის მიმართული და ხალხის კეთილგანწყობას მოიპოვებენ. ამ გზას
ხშირად მიმართავდნენ ჰიტლერი და სტალინი, რომლთა პროპაგანდა, ერთის მხრივ,
ებრაელი ხალხის მოსპობით და მეორეს მხრივ, შიდაპარტიული მემარცხენე და
მემარჯვენე უკლონისტების ლიკვიდაციის იდეიით იყო გაჟღენთილი. ისინი
პროპაგანდის საშუალებით ხალხის გულს იპყრობდნენ, თუმცა ამავდროულად მას
იყენებდნენ ხალხის გასაკონტროლებლადაც და შიშს უნერგავდნენ. ამასთანავე
ხშირად პროპაგანდაში გვხვდებოდა შეფარვითი და შემაშინებელი ხასიათის მუქარა,
რომელიც მიმართული იყო მთელ მასაზე. მაგალითად ნაცისტები ხალხს აშინებდნენ,
რომ მათი ცხოვრება ბუნებისა და სიცოცხლის კანონებს ეწინააღმდეგებოდა და ისინი
გადაგვარდებოდნენ.

ტოტალიტარული პროპაგანდა მიმართული იყო როგორც საკუთარ ხალხში, ასევე


საზღვარგარეთაც. ვინაიდან არატოტალისტურ ქვეყნებშიც არსებობს
ტოტალიტარული მოძრაობები, ისინი მიმართავენ პროპაგანდას. იგი მიმართულია
გარეგანი სფეროსთვის, არატოტალიტარული სახელმწიფოსკენ ან ტოტალიტარული
სახელმწიფოს არატოტალიტარული საზოგადოებისკენ. ხოლო უკვე ხელისუფლებაში
მოსვლის შემდეგ პროპაგანდა მიემართება იმ ხალხისკენ, რომელთა ინდოქტრინაცია
საკმარისად ვერც მოხერხდა. ასევე გარეგან სფეროს მიეკუთვნება მხარდამჭერი
კგუფები, რომლებიც ჯერ არ არიან იმდენად მომწიფებული, რომ მათზე საიმედოდ
იბატონონ. ასეთ დროსაც საჭირო ხდება პროპაგანდა. ტოტალიტარული მმართველობა
ცდილობს, რომ პროპაგანდის მეთოდები გამოიყენოს მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში
და მიმართული იყოს საზღვარგარეთ არსებული მოძრაობების მათი იდეოლოგიის
ჩარჩოში მოქცევისკენ. პროპაგანდა თანხვედრაში მოდის ორგანიზაციულ მეთოდთან.
ამ დროს იქმნება ფასადური ორგანიზაციები, რითაც ხაზი ივლება პარტიის წევრებსა
და მხარდამჭერებს შორის. ასეთ ორგანიზაციების ავტორმა თანამგზავრული
ორგანიზაციები უწოდა. ჰიტლერმა მკაფიოდ დაყო პროპაგანდის გზით მოპოვებული
მასები მხარდამჭერებად და წევრებად. იგი ზღუდავდა პარტიის წევრების
რაოდენობას, თუმცა იზრდებოდა მხარდამჭერთა რაოდენობა. საბოლოოდ კი პარტიის
წევრების უმცირესობას გარშემორტყმული ყავდა მხარდამჭერთა უმრავლესობა.

ამასთანავე, პროპაგანდა უდიდეს გავლენას ახდენს მასებზე, რადგან როგორც უკვე


ვთქვი, იმ ადამიანთა დამორჩილება, რომლებიც მოწყვეტილნი არიან რეალურ
სამყაროს და საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, საკმაოდ მარტივია. ასეთ დროს ისინი
დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად იოლად ექცევიან
სხვისი გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე ტოტალიტარული მოძრაობა მარტივად
ახერხებს პროპაგანდის საშუალებით დაიმორჩილოს ადამიანები, წარმოასახვინოს მათ
მიერ შექმნილი არარეალური სამყაროს სტაბილურობა. ისინი ყველა გზით ცდილობენ
ადამიანები მოწყვიტონ გარე სამყაროს, რათა განსხვავებულმა აზრმა არ გაიჟღეროს.
ამიტომაც საზოგადოება რეალურად აღიქვამს იმ სამყაროს რასაც პროპაგანდის გზით
სთავაზობენ, თავს კომპორტულად გრძნობენ და აუღელვებლად ცხოვრობენ, რადგან
ისინი უკვე ვეღარ აცნობიერებენ რეალობას. „მათ არ სწამთ საკუთარი თვალების და
ყურების, არამედ მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის [...]“ (არენდტი 2018, 367).
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ პროპაგანდა, რაც არ უნდა ძლიერი და კარგი
ყოფილიყო იგი, ვერ შეძლებდა მასების ასე დამორჩილებას თუ არ იქნებოდა ხალხის
სურვილი. შესაბამისად, მასებს სურდა რომ გაქცეოდნენ რეალურ სამყაროს. მათ აღარ
შეეძლოთ აეტანათ ის გაუგებარი ასპექტები რასაც სამყარო სთავაზობდა. იგი სავსე იყო
ქაოტური, შემთხვევითი მოვლენებით, სადაც იძულებულები იყვნენ ეცხოვრათ თუმცა
მათ ასეთ გარემოში არსებობა არ შეეძლოთ. სწორედ ამიტომ სურდათ, რომ ეს
ყველაფერი ადამიანის ხელითვე გარდაქმნილიყო სტაბილურ მოვლენად. ამიტომაც
ერჩივნათ ტოტალიტარული რეჟიმი. მათი პროპაგანდა სწორედ იმას სთავაზობდა რაც
სურდათ, რეალობიდან მოწყვეტა და სტაბილურობა. მასები ყოველთვის იქნებიან
მზად, რომ დაიცვან გამოგონილი სტაბილურობა და თავიც კი გაწირონ მისთვის,
ვინაიდან „საყოველთაო კატასტროფაში ეს გამოსავალი მათ საკუთარი თავის
მინიმალურ პატივისცემას აგრძნობინებს“ (არენდტი 2018. 369).

ხშირად გვსმენია, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში ტერორი და პროპაგანდა ერთი


მედლის ორ მხარეს წარმოადგენს, რაც ჰანას აზრით ნაწილობრივ მართლდება თუმცა
ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. მათ აქვთ საერთო თვისებები, თუმცა
ამავდროულად ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. ტერორი ანაცვლებს
პროპაგანდას. თავდაპირველად პროპაგანდის საშუალებით, ხალხს ერთგვარად
ამზადებენ შემდგომი ქმედებებისთვის. რის შემდეგაც თავს იჩენს ტერორი
ინდოქტრინაციითა და ძალადობით. მისი საშუალებით ისედაც ფსიქოლოგიურად
განადგურებულ საზოგადოებას კიდევ უფრო ასუსტებენ და აკნინებენ. თუმცა ეს
ყველაფერი ძირითადად მიმართულია მათი იდეოლოგიოური დოქტრინისა და
ტყუილების რეალიზებისკენ. შესაბამისად, პროპაგანდა აჟღერებს და თავს ახვევს
საზოგადოებას ამა თუ იმ იდეოლოგიებსა და პარტიულ ტყუილებს, ხოლო ტერორი
უშუალოდ მოქმედებს მათზე და სულიერი თუ ფიზიკური ძალადობის გზით
ცდილობს უკვე პროპაგანდით ხალხში დათესილი იდეები გააღვივოს და დაიცვას.
ამის მაგალითისთვის ავტორმა შემოგვთავაზა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც იქ
მყოფთა უდიდესი ნაწილი განეკუთვნებოდა დამორჩილებულ, დასუსტებულ
ადამიანთა გაერთიანებას. იქ უკვე გაუქმებული იყო პროპაგანდა და
დასამორჩილებელ ბეკეტს მხოლოდ ტერორი წარმოადგენდა. საბოლოოდ კი
„პროპაგანდა ტოტალიტარიზმის ერთი, და შესაძლოა, ყველლაზე მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია არატოტალიტარულ სამყაროსთან გასამკლავებლად; ამის
საპირისპიროდ კი, ტერორი, მისი მმართველობის ნამდვილი არსია.“ (არენდტი 2018.
357).

აგრეთვე მნიშვნელოვანია დავადგილოთ თუ რით განსხვავდება ტოტალიტარული


ლიდერი დიქტატორისგან. თავდაპირველად აღვნისნავ, რომ ლიდერის უმაღლესი
ამოცანაა ყველა ტოტალიტარული მოძრაობის წევრთა ქმედებებზე პასუხისმგებლობა
აიღოს. ლიდერი ნიშნავს ნებისმიერ ფუნქციონერს და ყველანი მას ექვემდებარებიან.
ყველამ იცის თუ რა სურს ლიდერს, ამიტომაც ისე იქცევიან, რომ ლიდერს არ
დაჭირდეს პასუხისმგებელი იყოს მათ ქმედებებზე. განსხვავებით ამისა, დიქტატორი
არასდროს აიგივებს თავს თავის ქვეშევრდომებთან. მეტიც, ის მუდმივად აკრიტიკებს
დამნაშავეს, რათა თავი გადაირჩინოს ხალხის რისხვისგან. ამასტანავე, იგი იჭერს
დისტანციას საკუთარი ქვეშევრდომების მიმართ. ამის საპირწონე, ლიდერს არ უყვარს
საკუთარი ქვეშევრდომების კრიტიკა, ვინაიდან ისინი ლიდერის სახელით
მოქმედებენ. თუკი მას ამ შეცდომის გამოსწორება სურს, მაშინ საჭიროა შეცდომის
დამშვების ლიკვიდირება, ვინაიდან ასეთ სისტემებში შეცდომა აღიქმება როგორც
გაყალბება, „ცრუპენტელას მიერ ლიდერის განსახიერება“ (არენდტი 2018. 399)

არდენტე, ჰანა. 2018. ტოტალიტარული მოძრაობა წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2. 341-418 თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.

You might also like