You are on page 1of 1

თბილი ამინდის მამძიმებს სუნთქვა,

და გაზაფხულის ალერსი მწველი,


ფიქრი; გონება; აზრები სუფთა;
და მზის ამბორი მხლებელი ჩემი;

ვარდების წვიმა და ტყემლის თოვლი,


ნელა ეკრობა ბუნებას, ნელა!!
"აზრი ოცნება სიმართლე ჭორი"
ერთად სტუმრობენ გონებას ყველა.

შიშველ ალუბალს მოსავს ყვავილი,


თავდახრილ ატმებს დაატკბობს სევდა,
და ეფერება ცრემლებს ნამის წილ
ქვით შემდგარ კუთხედს ცოდვათა წყება...

არც ვარდებია ლამაზი შენზე,


აღარც ზაფხული ვნებებით სავსე,
გრძნობამორევით ოქტომბრის სიო
თავს როცა გადებს გადაღლილ მხარზე.

უშურველ კოცნას, ნათელს ხატისას,


რა შეედრება ვერ გამიგია,
ძვირია ყველა ცრემლები შენი,
"ცივი სისოვლის" - ფერთა ხიდია.

ერთი მიქნია, მიპარავს ქვეყნად


ლამაზი გრძნობის ზღაპარი ჩუმი,
ტყეში ფოთოლი და თევზი წყალში,
ლოცვა - გალობა უსიტყვოდ თქმული....

12 ივლისი. 2020. 11:57

You might also like