You are on page 1of 2

1863 წლი 29 აპრილს დაიბადა და 1933 წლის 29 აპრილს გარდაიცვლა ბერძენი პოეტი

კონსტანტინოს კავაფისი. დღეს მისი დღეა!


დარი და ავდარი
მე არ მანაღვლებს, თუ გაშლის ერთად
ზამთარი ნისლებს, ლეგა ღრუბლებს და სიცივეს გარეთ,
რადგან ჩემში გაზაფხულია, სიხარული ნამდვილი მხელთავს,
ღიმილი სხივად რომ დამდენია, ბაჯაღლოს ხელრთვად,
ვერც სიყვარულის ბაღის მსგავსს ბაღნარს ვერ ნახავთ ვერსად,
სიმღერის სითბო უხვ თოვლს დაუდნობს ყინვით მზრალ ველსაც.
რა მადლი მოქვს გაზაფხულს, ვხედავთ,
მიდამოს როგორ ააყვავილებს და თესავს მწვანეს!
ჩემში კი ამ დროს ზამთარია და გულის ყრუ ხვნეშა
მზეს ფარავს სხივუხვს, ნათელს აქცევს სიბნელის ეტლად,
დეკემბერსა ჰგავს დარდით მაისი და სევდით შეშლას,
ცივ თოვლზე ცივი თოში აქვს ახლა ჩემ ფარულ ცრემლსაც.
სამელნე
პოეტის წმინდა და ღირსეულო სამელნევ,
შენგან ამოსულ სამყაროს სიტყვად ანელებ,
შენ სიახლოვეს მოსულ სახეებს ამზევებ
ახლებურ მადლით, ალამაზებ და აბრძენებ.
სად მოიპოვე სიმდიდრე ენით უთქმელი,
რომლის წვეთიდან დაცემულ მარყუჟს აბედებ
ქაღალდზე, ერთით მეტი ალმასი აფრქვევდეს
სხივს, სად ხილვათა ალმასებია, უთვლელი.
ვინ შეგასწავლა შენ საოცარი სიტყვები,
აღგვაფრთოვანებს იმათ წიაღში დარჩენა,
შთამომავლებიც წაიკითხავენ, და მჯერა,
მათი განცდის და ღელვის მიზეზი იქნები.
სად გადააწყდი ამ სიტყვებს, რად გვეყურება
პირველ ნათქვამად, ან რად იციან გულებმა,
დათავისება. უცხონი თითქოს არც ჩანან,
სხვა ცხოვრებაში თუ განგვიწესა ბუნებამ.
კალამო, მელნის წვიმად მოსულო, მისანო,
ბრუნავ და სულის საათისა ხარ ისარი.
აღნუსხავ გრძნობით ავსებულ წუთებს, მისხალით
აზუსტებ, ხან ცვლი სულის დროს, საზღვრავ, ივსები.
პოეტის წმინდა და ღირსეულო სამელნევ,
შენგან ამოსულ სამყაროს სიტყვად ანელებ,
მაგრამ ერთხელაც შენში ჩარჩება სიტყვები,
როცა პოეტი ღრმა და მშვიდ ძილში ინთქმება.
არსად არ წავლენ, იარსებებენ იქავე,
მაგრამ ვერავინ მოიპოვებს და მიაგნებს,
რადგან პოეტის ერთგული რჩება სამელნე,
უარს იტყვის სხვებზე და სიტყვას არვის მიანდობს.
გაზეთის უწყება
წერდნენ რაღაცას ძალადობაზეც.
გაზეთი კვლავაც ხაზს უსვამდა
თავის სიძულვილს აღვირახსნილი
და გახრწნილი მორალისადმი!
სიძულვილს... მას კი, რეტდასახმულსა და დამწუხრებულს,
აგონდებოდა შარშანდელი საღამო, წყნარი,
რომელიც ერთად გაატარეს საროსკიპოში,
პირველ სართულზე რესტორანი მოეწყოთ იქვე.
მას მერე, აგერ წელიწადია, არ გადაჰყრიან ერთმანეთს არსად.
სიძულვილს... მას კი, ტუჩების სიტკბო აგონდებოდა,
განსაცვიფრებლად თეთრი სხეული,
ღვთაებრივი სხეული მისი, რომელიც დარჩა საკადრისად დაუკოცნელი.
ტრამვაიშიც გააგრძელა ნაღვლიანმა უწყების კითხვა.
ღამის თერთმეტზე იპოვეს გვამი. სანაპიროზე.
საეჭვო იყო გარემოება. დანაშაულიც ვერ გამოკვეთეს.
გაზეთი ახლა თავის მორალურ თანაგრძნობას გამოხატავდა,
მაგრამ კი მაინც, ზიზღს ამჟღავნებდა მსხვერპლის
გარყვნილი ცხოვრების გამო.
-
ბერძნულიდან ბწკარედები თარგნა მაია კაკაშვილმა, პოეტური თარგმანი -მარიამ
წიკლაურის

You might also like