You are on page 1of 105

1

მზემ ჩემში გამოიძინა

2
შეხმიანება ტარიელ ხარხელაურთან

საწყისიც მე ვარ, დასასრულიც ჩემივ სიცოცხლისო...


ეს ტარიელ ხარხელაურია, მისი ყოფითი სილუეტიც და წარ-
მოსახვითი ხატიც, თვალებსველ კლდესთან წამოჩოქილი, მუხ-
ლებში რომ ჩავარდნია და ეჩურჩულება:
– თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ, კარგებო...
ჩემივ დასაწყისშია ჩემივ დასასრულიო, – ტომას სტერნზ
ელიოტი მწარედ განიცდიდა წუთისოფლის ამ მტანჯველ გამო-
ცანას და ღმერთსმოკლებული სამყაროს ხილვებით მიიკვლევ-
და გზას პოეტურ ფიქრებში – ეგებ მათ მაინც გაეღწევინებინათ
შემოგარსული სივრცის მიღმა, საყრდენად შედგომოდნენ და
როგორმე გადაეტანინებინათ სულიერი ტრაგიზმი, პირადად მი-
სიც და იმ კაცობრიობისაც, ღმერთი რომ დაჰკარგვოდა და იმ
მიჯნაზე იმყოფებოდა, ან სამუდამოდ რომ უნდა გამოთხოვებო-
და უფლისაკენ მისასვლელი ბილიკების ძიებას და ან მისკენ
წასწრაფებულიყო მთელი არსებით.
მაგრამ როგორ გინდა მოგესწრო და აღგესრულებინა ეს ამ-
ხელა მისია, როდესაც შენივ დასაწყისში შენივ დასასრული ჩა-
კირულიყო?!.
რა ვუყოთ, შემოქმედის ბედისწერა ეს ყოფილა, მოსწრება
მოუსწრებლისა, და ტომას ელიოტიც გაარღვევდა იმ შემოგარ-
სულ სივრცეს, რომლის მიღმაც ღვთის ანარეკლი უკვე ყველა-
ფერში მოჩანდა – აბელური სული კრთოდა და ციალებდა და
გავსებდა მძაფრი წადილითა და ჟინით, რათა ერთბაშად მოხ-
ვეოდი ამ ყოველივეს და საკუთარი თავი სულაც კოსმოსად გან-
გეცადა, მთელი სამყაროს დამტევად.

3
ამ მხატვრულ-იდეური მრწამსის ირგვლივ შემოჯარდებოდა
მისი განწყობილებანი.
დასაწყისში ჩაფესვილი დასასრულის უზომო ტკივილს
ამიერიდან მხნეობა გადაეჭდობოდა და გზამკვლევიც ის აღმოჩ-
ნდებოდა უფლისაკენ, რომლის წყალობაც – დაუსრულებელ გა-
მოვლინებათა წყებაში – ატირებულ კლდეთა ნაჟურადაც შეიძ-
ლება გარდასახულიყო.
მთავარია, მიგეკვლია ამ ნაჟურის იდუმალი სათავისათვის,
და საერთოდაც ყოფითი დეტალები სულიერი ანბანით გადაგე-
კითხა.
მარტოდ დაშთენილს შენით ამოგეცნო სამყაროს ნაკარნახე-
ვი, ამოგეცნო და შენი ფიქრიც და განცდაც შეგეშველებინა.
შენით დაჩოქილიყავ თვალებსველ კლდესთან.
შენით ჩავარდნოდი მუხლებში.
შენი, მხოლოდ შენი სიტყვები გეჩურჩულა, სხვათა მსგავსიც
და სხვათაგან გამორჩეულიც ერთსა და იმავე დროს, რაკიღა გუ-
ლისთქმანი ძალდაუტანებლად ქმნიდა სამყაროს ფარულ სიმ-
ფონიას, პოეტთათვის მისაწვდომს, რადგანაც არც წარსული და
არც მომავალი, და არც მათ შორის მომწყვდეულ-მოჭყლეტილი
აწმყოს წამიერება არავის ესმის პოეტთა გარდა.
ესეც იმ ენის გამჟღავნება სტრიქონად და სტრიქონებადაც,
ენის რამ საიდუმლოსი, არსებულისა უასაკოთაც და უსულთ შო-
რის.
თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ, კარგებოო...
მერე ნაბიჯის სიგრძე უნდა გაუზომონ, ბეჭები გადაუმტკავ-
ლონ, შუბლი ჩაუზოლონ, მკერდი გადაუტყაონ, მაჯა გაუსინჯონ,
მუხლი შეუმოწმონ, ქედზე მზე დაუშვინდონ...
და ბუბუნიც მერე უნდა იყოს:
– შაგერგოს!

4
ხანდახან წამომაფეთებს ხმა ძველისძველი სამარისო...
სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიცა-
ო...
ესეც ტარიელ ხარხელაურია, ამ იდუმალი ენის შემგრძნობი
და ყველგან და ყველაფერში უფლის მადლის მპოვნელი, ლირი-
კულ გმირს ძალდაუტანებლად რომ გადაულოცავს ფეხის დაკ-
ვრით – მიწის შეძვრას, ჩასუნთქვით – ცის ჩახრას, და ცასაც
დაუმონებს, მიწასაც და მთლად ამ შეშლილ სამყაროსაც, სარ-
კმელად სივრცეს უბოძებს და სანთელადაც აქცევს, საკმევლა-
დაც, სალოცავადაც და მლოცველადაც.
და ამ გადასახედიდან – დაე ჩავიდეს მზე და მთაზეც დაეყა-
რონ ნისლები ლირიკული გმირის სიკვდილის მოლოდინად:
ვერა, ნისლებო, ვერ ეღირსებით –
არ გასრულდება ეს მისტერია.
ჰკითხეთ ამ მთვარეს, ამ ზეცას ჰკითხეთ,
რა აფერმკრთალებს ყველა მოლოდინს,
ბებერ პლანეტას – მე როგორც ფიქრი
შევრჩები, რადგან ფიქრში ვცხოვრობდი.
ესეც ტარიელ ხარხელაურია –
დიდი მხატვრული სამყაროს შენაკადი.
ამ სამყაროს ალექსანდრე ყაზბეგი გადახსნიდა. ჩვენი ეროვ-
ნული ცნობიერების წინაშე გაათვალსაჩინოებდა მის რომანტი-
კურ და ესთეტიკურ სულს.
ვაჟა-ფშაველა გადახსნიდა ამ სამყაროს.
სხვა მხატვრული სინამდვილე გამოიკვეთებოდა, სხვა სიღ-
რმისა და კიდეგანობის, სხვა ძალისა და შთამბეჭდაობის.
ეს იყო მთა – თავისი გარეგნული სიდიადითა და უფრო კი ში-
ნაგანი მონუმენტურობით, ზეცისაკენ აწვდილ ლოცვას რომ მიმ-
გვანებოდა იარითაც და სულიერებითაც.

5
გარეგან სიდიადეს თვალიც ხედავდა.
სულიერ მონუმენტურობას კი ის უცნაურად გადაბ-
რდღვიალებული რეალობანი თუ გაგვიშლიდა, ეს ორი სახელი
რომ შედგომოდა ტიტანებივით.
ამ სამყაროდან არაერთი ახალ-ახალი დინება მოსკდებოდა
და თვითმყოფად ეპიკურ თუ ლირიკულ პერსონაჟთა მთელი
წყება ამოიზრდებოდა, არა მიმბაძველებად, ცხადია, არამედ
თავთავისებურ გამოვლინებებად, ალექსანდრე ყაზბეგისა და
ვაჟა-ფშაველას მადლით რომ აღვსილიყვნენ და საკუთარი ხმა
და ხედვა შემოჰქონდათ ქართული მწერლობის მდინარებაში.
ტარიელ ხარხელაური ერთი ამ სახელთაგანია.
რჩეულ სახელთაგანი.
იგი ასლად კი არ გადაიღებდა ვაჟა-ფშაველასაგან გულზედ
დასვენებას მზე-მთვარისა და ღმერთთან ლაპარაკის უნარსა და
წადილს, არამედ უპირველესად სწორედაც მისგან შეისწავლი-
და იმ იდუმალ ენას, უასაკოთაც და უსულთ შორის რომ განივ-
თებულა, და მისი შემწეობით შეეცდებოდა სივრცეთა გარღვე-
ვას.
იმთავითვე გრძნობდა ამ მოთხოვნილებას, რაც მოგვიანე-
ბით თავისებურ თეორიულ განსჯად ჩამოყალიბდებოდა:
„მე და სამყარო – ეს პირველყოფილი ჰარმონიაა. ერთმა-
ნეთზე ზედმიწევნით ვდგავართ, ერთმანეთს ვავსებთ. გვხიბ-
ლავს ერთმანეთის არსებობა. ვიცი ბუნება სამყაროსი, ვიცი,
როგორც გავუგოთ ერთმანეთს ისე, რომ პირველმა არ შთან-
თქას მეორის არსებობა“.
თუ ჰარმონიაა, ჰარმონია უნდა ყოფილიყო!..
შეთანადებული.
გაწონასწორებული.

6
ლირიკულ გმირს პოეტები ხშირად ოცნებით ქმნიან – ამაღ-
ლებულ იდეალს წარმოისახავენ და მას მოაქცევენ თავიანთი
მხატვრული ფიქრებისა და ხილვების შუაგულში.
ტარიელ ხარხელაურს ამგვარი იდეალის წარმოსახვა არ
დასჭირდებოდა, რადგანაც თავისი პირველქმნილი სიწრფელი-
თა და სიალალით, უანგარობითა და სიყვარულის უზღვავობით
ისედაც გათანაბრებოდა თავის ლირიკულ გმირს, აბელური და
მინდიასებური სულით აღვსილს, კიდევ ერთხელ რომ დაგვი-
დასტურებდა ამ სულის გამძლეობასა და მარადიულობას.
ამ გმირს შესაძლოა ცა მხრებზე ედოს კეცივით და... მუხამდე
მიათრევდეს, შესაძლოა კი არა, სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგე-
ნია;
შესაძლოა ღამე ჩამოწიოს და მთები გადახუროს;
შესაძლოა მზე წამიერად გააქროს კიდეც ზეცის კაბადონი-
დან, ეძებო, ეძებო და აღმოაჩინო, რომ... თურმე პოეტის არსე-
ბაში გამოუძინია;
შესაძლოა მასში ბღაოდეს ქვეყნის სული უბერებელი;
შესაძლოა მიწა გადაექცეს ქაღალდად, ცის ელვა – კალმად,
მძვინვარე ქარი – გონების ძალად;
შესაძლოა ჩამავალ მზეს ისე უცქერდეს, როგორც ბავშვი
დამბაჩის ლულას, და მოეჩვენოს, რომ ცა მის თავზე ზღვასავით
ბრუნავს.
შესაძლოა მზის ცხელი ლაგამი ედოს პირში და ღეჭავდეს, ამ-
ტვრევდეს და ღუნავდეს.
შესაძლოა მინდვრის ყვავილს საპატარძლოდ მორთულადაც
აღიქვამდეს, ნისლებს კი მის გამამზითვებლებად.
შესაძლოა იმ პატარა, გალეულ, ნამცეცა ჩიტის არსებაშიც
შეაღწიოს, შეჭირხლული მუხის ტოტზე რომ ზის ქარის აღმა--
დაღმა თარეშისას და ავი სიმღერისას და... მზეს ელოდეს.

7
შესაძლოა დროის დინების შენელებაც შემოცურდეს პოეტურ
ზმანებებში, სამყაროს სუნთქვის დამძიმებაც და მთლად პლანე-
ტათა კანკალიც.
შესაძლოა თმაგაშლით იდგეს მყინვარზე და სახეშეცვლილი
ღრიალებდეს.
შესაძლოა მზესაც გასცდეს და მთვარის კარავში ვარსკვლავ-
თა ჩრდილქვეშ დაისვენოს, ალოკოს ვიღაცის თავის ქალაში
ძვლებს მიკრული სისველე; და სულები რომ შემოეხვევიან, თავ-
თავიანთ ჯამებმიშვერილნი, იგრძნოს, უფლის შემოშველების
გარდა მათგან ვეღარაფერი რომ ვეღარ დაიხსნის.
შესაძლოა სასაფლაო უზარმაზარ დარბაზად განეცადა და
თავდავიწყებით მოესმინა საფლავთა მუსიკისათვის – უკიდურე-
სობამდე მისტიკურისათვის. ეს ხომ ის ხმა გახლდათ, რომელიც
დიდი ხანია მასში სახლობდა და მხოლოდ აქ, სასაფლაოზე, ამ
ხავსმოდებულ ლოდებს შეეძლოთ ამ ღვთაებრივი მუსიკის შეს-
რულება, შეეძლოთ მისთვის დაეკრათ ისე, რომ ხელი არ შეეშა-
ლათ სამაროვანთა მდუმარებისათვის.
ამ დროს ყველაფერი ყუჩდებოდა.
ნიავიც კი ანელებდა სუნთქვას.
მდინარეები – ბორგვას.
და მთელი სამყაროც დადუმდებოდა და, გარინდებული,
პოეტივით მიაყურადებდა ამ ღვთაებრივ მელოდიებს, მთავარი-
სა და საფლავთა კამერულ კონცერტს, შემაძრწუნებელ, მისტი-
კურ მუსიკას.
მინდვრებიც რომ ფსალმუნებად განიცადოს, წუთისოფელი
კი სიმფონიად, ან ის რაღა გასაკვირი იქნება.
და მზისა და მთვარის ნათელი რომ გადასდის, ყვავილთა თუ
ბალახთა ცვარში ჭვრეტდეს ქალის მშვენიერებასაც და მთელ
სამყაროსაც, რომლის წიგნივით წაკითხვის წადილი არასოდეს

8
მოასვენებდა და კიდეც მოუძებნიდა იმის ცხრაკლიტულს თავის
გასაღებს, რათა საკუთარი ნიშა დაედგინა.
ხალხურ ინტონაციებს თავის ქურაში გადაადნობდა და შორე-
ულ მოძახილად დატოვებდა, იშვიათი ინტიმურობით რომ გაათ-
ბობდა მის სტრიქონებს, აცილებით კი ააცილებდა განმეორების
საფრთხეს, რაკიღა ნამდვილი პოეტური ტვიფარი დაჭდეოდა.
ეს „ქურაში გადადნობაც“ და „ტვიფარის დაჭდევაც“ ჩუმად
მოხდებოდა, მკითხველისაგან მიფარებულად, მზის სინათლეზე
არ ამოვიდოდა შემოქმედებითი ლაბორატორია, და მხოლოდ
მაშინ გაიხსნებოდა ამ მხატვრული წარმოსახვების რკალი, რო-
დესაც ტარიელ ხარხელაური თავს ოსტატად იგრძნობდა – რა
ვუყოთ, რომ პოეტური დებიუტისათვის საკმაოდ ნაგვიანევად,
ოცდაათ წელს რომ გადასცილდებოდა.
არც უოლტ უიტმენი იჩქარებდა თავის პოეტურ ფიქრთა გამ-
ჟღავნებას, ზღვის ნაპირას რომ დაეგდებოდა ხოლმე თაკარა
მზეში, მაგრამ დაწვისა არ ეშინოდა, რაკიღა გულში კიდევ უფ-
რო თაკარა მზე ენთო. თვითონ ასე სწამდა და მისი ეს რწმენა
ოდესმე საყოველთაო შეხედულებადაც უნდა გადაქცეულიყო –
ჯერ რალფ უოლდო ემერსონი რომ აღიარებდა მის რჩეულობას,
შემდგომ ალჯერნონ ჩარლზ სუინბერნი და შემდეგ და შემდეგ კი
ერთსულოვან კრიტიკულ-ესთეტიკურ შეფასებად დამკვიდრდე-
ბოდა.
მარტოდენ ბიოგრაფიულ დეტალთა მსგავსება არ შეგვაწუხე-
ბინებდა დიდი ამერიკელის (თვითონ კი ასე ერჩივნა საკუთარი
თავის მოხსენიება: კადნიერი ამერიკელიო) ლანდს, რომ არა
მისი მხატვრულ-ესთეტიკური კონცეფცია:
– ჩემშია მთელი სამყარო.
ესეც ის მთავარი საყრდენი იმ უჩვეულო პოეტური ხილვები-
სა, „ბალახის ფოთლების“ მღელვარება, მონუმენტურობა და ფა-

9
ქიზი ნიუანსობრიობა რომ უნდა დაშენებოდა და ლირიკულ
გმირს მთლად მოეცვა ის კოსმოსი, რომელიც აღარ გეჩვენებო-
და აღარც უცხო, აღარც შორეული და მიუწვდომელი, რადგანაც
მისი ფეთქვა შენც ძალუმად გადმოგეცემოდა, უიტმენისეული
ხილვებითა და წარმოსახვებით განმსჭვალულს.
ცალკეული ციკლები და რკალები, ლექსებისა და პოემების
მონაცვლეობა ქმნიდა „ბალახის ფოთლების“ კომპოზიციურ
ქარგას, მტკიცედ ნაგებს, როგორც ახალი ჟამის თავისებურ
ეპოსს, ეს ჟანრი უკვე ყავლგასული რომ ეგონათ, მაგრამ უოლტ
უიტმენი ისე გარდასახავდა ამ მხატვრულ ფორმად, ახალ
მხატვრულ-ესთეტიკურ გემოვნებასაც შეუფარდებდა და არც
ეპიკურ ძარღვს დაკარგავდა.
ცხადია, თვითმიზანი სულაც არ არის პოეტურ ფიქრთა, ლი-
რიკულ ნაკადთა გაერთიანება ერთ კომპოზიციურ მთლიანო-
ბად, ეპოსის კონტურებსაც რომ მოგალანდებს. დაე ციკლებად,
რკალებად თუ ცალკეულ ნიმუშებად დარჩეს შენს არსებაში სამ-
ყაროს შეგრძნება – მრავალფერად მოზაიკურ სურათად, აგერ
ტარიელ ხარხელაურის პოეტური მემკვიდრეობა როგორც გვევ-
ლინება, გადაძახილთა ერთობლიობად.
მისი შემწეობითვე შეეცდებოდა სივრცეთა გარღვევასო...
იმ სამყაროს შუაგულში იტრიალებდა, ყაზბეგურ და ვაჟაურ
ემბაზში ამოევლებოდა და... თავის ბილიკს გაჭრიდა მზისაკენ,
მასთან შეთამაშება რომ მაინც ყველაფერს ერჩივნა: მზის ნამუხ-
ლარზე ვწვებოდი, მზე ჩემგან ამოდიოდაო...

10
***

იმ ადამიანებზე, რომელთაც ბალღებივით უხაროდათ მზის


ამოსვლა და ულამაზესი გათენება და რომელთაც უფლისგან
დაბედებოდათ თუ დანათლოდათ მწყემსობა თუ... უფრო აბელუ-
რი სულის, დიახ აბელური სულის შენარჩუნება, თითქოსდა გაკ-
ვირვებული იკითხავდა: არ ვიცი, რად მიყვარს ასეთი კაცებით,
ასეთი ხალხით სიამაყეო...
და მეც არ ვიცი, რად მიყვარს, ტარიელ ხარხელაური რომ
არის, ასეთი კაცით სიამაყე!.. კადნიერი ქართველის, მთელი
სამყაროს ჩაკვრას რომ ლამობს გულში მისტიკური მუსიკის
ფონზე.
როსტომ ჩხეიძე

11
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია
II-ს

თქვენო უწმინდესობავ!
სული როცა მძიმეა,
სული როცა მძიმეა
შორეული ფრენისთვის –
ხორცი მაშინ მღვიმეა,
ნესტიანი მღვიმეა
ანდა სასაფლაოა
შეუცნობელ მერმისის.
თქვენო უწმინდესობავ!
თუ სიმშვიდე მწყურია,
სული გადამეღალა
მიწიერი ლანდების,
ჩემი წუთისოფელი
მეტად უცნაურია,
სადაც უნდა გავთენდე,
სწორედ იქა ვღამდები.
თქვენო უწმინდესობავ!
როგორ რთულად ვიარე –
სივრცეებში წანწალით
საშინლად ვარ დაღლილი,
ვიდრე არ ამიტირდა
სული მოხეტიალე –
და მზის გვერდით თეოზე
არ მივეგდე ძაღლივით.
12
თქვენო უწმინდესობავ!
ტკივილებმა დაფლითა
გული – ახლა უმეტეს
მდინარეზე სველია,
ჩემი ყოფნა შეშლილის
და მწუხარე სახითა
ამ მტვრიან სამყაროში
ძალზე მოსაწყენია.
თქვენო უწმინდესობავ!
ამბოხება სატანის
ჩემში მინავლებული
ანდა სულაც მცხრალია,
რა მღვრიე ამინდებით
და ტკივილით მატარე,
ცრემლივით მაკანკალე,
ღვთისმშობელო მარიამ...
თქვენო უწმინდესობავ!
როცა ლოცვა მშრალია,
ძალზე უხერხულია
ვინმეს სთხოვო შენდობა.
როცა ტკივილებისთვის
აღარავის სცალია,
აღარავის სცალია,
და არავინ გენდობა.
თქვენო უწმინდესობავ!
სული როცა მძიმეა,
სული როცა მძიმეა
შორეული ფრენისთვის –
ხორცი მაშინ მღვიმეა,

13
ნესტიანი მღვიმეა
ანდა სასაფლაოა
შეუცნობელ მერმისის.

***

(საიდან მოვედ, ვინა ვარ)

საიდან მოვედ, ვინა ვარ,


ლანდი მიწიდან ამშრალთა,
რამ დამამუხლა მგმინავი
აქ, ამ გალავნის ნაშალთან.
არც ამის მესმის, ღმერთმანი,
რა თრთოლვას აუტანივარ,
იქნება ჩემი მამულის
ერთი უიღბლო მგზავრი ვარ.

14
***

(გული)

გული –
გული ასაფრენად იწევს,
მთები –
ჩამოუთოვლია მთები,
სივრცე –
შეშფოთებულია სივრცე,
ფრთები? –
ფრთები აღარა მაქვს, ფრთები...
მზეო!
რა მკრთალად ანათებ ისევ,
წლები –
რა ჩქარა მიდიან წლები,
სივრცე –
შეშფოთებულია სივრცე,
ფრთები? –
ფრთები აღარა მაქვს, ფრთები...
ქარი –
ქარი კვლავ სათარეშოდ მიწვევს,
ვკრთები,
ახლა უფრო ხშირად ვკრთები,
სივრცე –
ო, როგორ შორდება სივრცე,
ფრთები? –
გადამტვრეულია ფრთები...

15
***

(ატირებულ გვირილებს)

ატირებულ გვირილებს,
მობუბუნე ჭალას,
მოურჩენელ ტკივილებს,
მოუდრეკელ ძალას –
ვერა, თქვენი ჭირიმე,
ვერ დავუწყებ მალვას.
ვეტყვი, რასაც ვუყურებ
და რაც მელანდება;
როცა ია სლუკუნებს,მე რა მევარდება...
თქვენი ჭირი მჭირდეს,
თქვენი კვნესით ვკვნესოდე,
თქვენი დარდი მჭრიდეს,
თქვენი კარგი მესმოდეს.
მოგაწყენენ ავდრები,
იბოღმებით მუხებო,
სანამ დაიკარგებით,
თქვენი ხელით, კარგებო,
დამიმიწეთ მუხლები.

16
***

(გადაველ)

გადაველ,
გადავიყივლე
ვიწრო ტყეები ფშავისა,
მთას ირემივით ვიყვირე,
ვლოკე ნაწოლი მთვარისა,
ჩავიჩოქე და ვიტირე,
დავწვი სიმწვანე თვალისა,
ქარი არხევდა ცისპირებს,
ბნელ ხევებს – ბორგვა წყალისა,
მხარზე მზის მედო ნატეხი
მკლავზე – ნატეხი ხმალისა.

***

(არ მიკვირს გაუგნურება)

არ მიკვირს გაუგნურება,
განზე გადგომა მხარისა
და გლოვისფერი ბუნება,
ჩამოღონება მთვარისა.
ჩემი ტკივილის სათავე –
ჩადგომა არის ქარისა.
თავს მოვიკლავდი ახლავე,
რომ არა მწამდეს ხვალისა.
17
***

(ცოტა ხანს აიწიე, ცაო)

ცოტა ხანს აიწიე, ცაო –


ფეხი შევიცვალო,
შუბლი მოვიწმინდო ოფლიანი...
ბუერის ფოთლით –
ბეჭები შევიმშრალო.
სოფლიდან ტირილი მოისმის,
ჩადექი, ქარო!
მერეც მოასწრებ სამყაროს მონისვლას.
კიდევ ერთი ტოტი მოსტეხია
მუხას,
ისეთი წიოკია...
სოფლისთავს არწივები ჩამომსხდარან,
სწუხან.
ზეზეურ ჩამომხმარან თელები,
ცოტა ხანს აიწიე, ცაო,
ჩამოგღვარო
დიდხანს ნაგროვები ცრემლები,
გადავუხედო, ჩამოვბღავლო,
შევაკრთო დამჭკნარი სახეები,
მუხლისთავზე გავისწორო სახვევები,
ცოტა ხანს აიწიე, ცაო,
ყვავილებში ჩავემხო,
შუბლი შევიცვარო.

18
***

(გადაიკივლებს ზარნაშო ტყეებს)

გადაიკივლებს ზარნაშო ტყეებს,


ამოაქროლებს ფოთლებს ნამიანს,
ვერა, ამ ფერებს ვერ დაიტევენ
ეს სივრცეები, მზეო მარიამ!
ვერ გაუძლებენ ამ წარღვნას მთები,
გატყდნენ –
კლდეებმა თავი დახარეს...
ცა მიჭერია დაშლილი მხრებით,
მიწას მუხლს ვაჭერ,
ვკბეჩ და ვხარხარებ.

***

(დავეწაფე)

დავეწაფე...
ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი,
გავუძალიანდი,
შევები,
ავიხედე,
კლდე აყუდებულიყო თვალებსველი...
შემრცხვა...
მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები:
– თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ,
19
კარგებო...
მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს,
ბეჭები გადამიმტკავლეს,
შუბლი ჩამიზოლეს,
მკერდი გადამიტყავეს,
მაჯა გამისინჯეს,
მუხლი შემიმოწმეს,
ქედზე მზე დამიშვინდეს,
დაიბუბუნეს:
– შაგერგოს!

***

(ვღონდები)

ვღონდები,
ცხელა,
უდაბნო იწვის,
ცა გაიმურა – სხივთა სასვენი,
ხელებზე მიდევს
ნაღვენთი მიწის,
ვლოკავ და
მღვრიე ცრემლით ვასველებ.

20
***

(ვის ხატს ლოცულობო)

– ვის ხატს ლოცულობო –


კბილებში გამოსცრა,
- რომელი ხეობის,
რომელ მთის სალოცავს -
და, ჩამომიწურა ხელადა გამშრალი,
- ჩვენში წესიაო ხატ-ღმერთის დალოცვა,
- აჰა, გამომართვი,
ადიდე ლაშარი!
ვისი გვარისა ხარ? –
თვალებში ამხედა.
მარჯვენით ისწორებს გამოხსნილ
საწვივეს...
– ვარგიხარ! –
მიცქერის,
ღიმილში გახევდა...
– აქ,
მთაში ზრდიანო შენნაირ არწივებს!
კისერზე მომხვია ხელი ფუთიანი
და სალოცავისკენ სიმღერით გავწიეთ.

21
***

(ვარ უდაბნოში)

ვარ უდაბნოში
და ქვიშებზე დაწოლილ სივრცეს,
ვაწყლულებ,
სიყვითლით ვნაქრავ,
ცხელ ქარებს გამხდარ ლაშებში
ვიქცევ...
გავცქერი აღმოსავლეთს
და ველი მზეს,
რომელიც
მილიონი წლების წინ ჩაქრა.

***

(ხმელ ნარზე ხმელი ფოთოლი)

ხმელ ნარზე ხმელი ფოთოლი


ჩაუხევია ნიავსა,
ცა იმუქრება მოთოვლით,
ტყის დაადუმებს შრიალსა...
არავინ არ სჩანს, ხანდახან
მგზავრს თუ შეამჩნევთ გვიანსა
და ადევნებულს ქარდაქარ
ნისლების ნაგლეჯს ცვრიანსა.
22
ზოგჯერ დამფრთხალი ნადირი
გზას გაიჩქამებს ქვიანსა,
მისცურავს ჩემი ნაგრილი,
ზარს მიიუბნობს ხმიანსა...
ღმერთო, რა ძაან დაღლილა,
უშველე ბეჭზე ჯვრიანსა.

***

(რომ გავბეზრდები)

რომ გავბეზრდები,
შევშფოთდები,
ავწრიალდები,
მივყვები კლდეებს
და სახეებს ვუმურავ ნამწვით...
ჩემი ბავშვობა გამოხტება ანწლიანიდან,
და გადამტვრეულ
ცხენის ჯოხს მაწვდის.

***

(მთვარის გარშემო ვიარე)

მთვარის გარშემო ვიარე,


კარი ვერსაით შევაბი,
კლდეებზე ჩავაშრიალე,

23
ნალევი ჯაჭვის პერანგი.
იძვროდა გრილი ნიავი,
ნისლში შემხვია ყელამდის,
ვიდექი თვალსისხლიანი,
ცას ბინდისფერად ვფერავდი.

***

(გამომაფხიზლებს)

გამომაფხიზლებს
ქანცგაწყვეტილს იორის ჩქამი
და ბნელ ქოხიდან
მოხრილ მხრებით გამომაქვს ღამე...
ავახმაურებ
გრიგალებით დალახულ ჭალებს
და დილის ნამით ამოვიბან
ნაფხიზლარ თვალებს.
შემოვხსნი ნისლებს
მარტოობით ჩამოშლილ მღვიმეს,
დავდგები მზის ველს -
ამომავალ მზეს გავუღიმებ.

24
***

(მზეო! – მავალო სიფრთხილით)

მზეო! – მავალო სიფრთხილით,


ჩახვალ და დამებინდები...
ჩავწყდები უფსკრულს ჯიხვივით,
კლდეს რქებით ჩავეკიდები.
ხვალ მოვცურდები ნისლივით,
ლურჯად გავცრემლო მინდვრები,
სირცხვილი, შენი სირცხვილი,
თორო, მე რაში მჭირდები.

***

(ქარი სამდურავს მითვლის)

ქარი სამდურავს მითვლის,


სამდურავისთვის ყრუ ვარ
და მღრღნის მსოფლიო ფიქრი,
ვდუმვარ...
მტვერში, ტალახში, სისხლში
არეულია ტვინი,
ქარი სამდურავს მითვლის –
ვტირი...
და ჩამოეშვა ნისლი,
ჩამოეფინა მაღლობს,
25
ქარი სამდურავს მითვლის –
ვნაღვლობ...

***

(მარეტიანებს სველი ბუხრის სიშმორის სუნი)

მარეტიანებს სველი ბუხრის სიშმორის სუნი,


მუხის თავხეში
პირუკუღმა გაჩრილი ცული,
მკერდმოფლეთილი კედლებიდან წივილი
ქარის,
სასაფლაოზე დამხობილი აჩრდილი ქალის,
გადაქცეული წნულის ღობე,
ბილიკზე ნარი,
შვინდის მარგილზე მიხეული,
მიმპალი ჩვარი.
აღარაფერი,
აღარავინ, აღარსად მგზავრი,
აღარც ბებერი,
სამი დღის წინ მყუდროზე მჯდარი,
დააცურებდა შერყეულ ძვლებს
ჟრჟოლვით,
ბანს ზევით,ისიც...
ა,ისიც
დაუკორტნავთ ყვავ-ყორნებს მკვდარი,
სამდურავივით დაუყრია ძვლები სამზეოს.

26
***

(რად, რატომ ხდება ასე)

რად, რატომ ხდება ასე,


ნათელს რადა სცვლის ბნელი,
რატომ გავდივარ გზაზე,
როცა არავის ველი...
როცა სიმშვიდე მინდა,
დენა რად იცის ცრემლმა
და მეჩვენება, მინდვრად
ნისლი სისხლისფრად ღელავს.
რა ვქნა, ვერაფერს ვხვდები,
რად ამიტანა თრთოლვამ,
როგორ დაჰფარა მთები
სულ ერთ ღამეში თოვლმა!..

***

(ყორესთან)

ყორესთან
ყორანი,
კაჭკაჭი,
ჩხართვი
სხედან და ფიხონი არ მომწონს მათი.
ზემოთ გალეშილი და სისხლით მთვრალი,
27
ორბი მასპინძლობს მთვარეს.
მთა და მთა მიცურავს ღრუბელის ჩრდილი,
ბალახი კლდის თავზე გველივით სისინებს,
ირემი გაურბის მგლის ლეკვებს მშივრებს,
შიმშილს გაურბიან ისინიც.
შაშვი შეეფარა გაფოთლილ თხილებს,
ნიავს კი ნელ-ნელა ჩამოაქვს სისველე.
ყორესთან ყორანი,
კაჭკაჭი,
ჩხართვი
სხედან და ფიხონი არ მომწონს მათი.

***

(ჩემს შედედებულ სისხლს სვამენ)

ჩემს შედედებულ სისხლს სვამენ


ლანდები სახემჭვირვალე,
– ადექი! – ქარი მრისხანებს,
– ადექი! – ბორგავს მდინარე.
შეჭირხლულ ტოტებს ხე დახრის,
ცაი გამხურა მცინარე.
– გამომყე! – ქარი მეძახის,
– მოდი! – აბღავლდა მდინარე.
წავსდგი მოჟამულ ნაპირთან
სახე ტკივილთა მჩინარე...
– სირცხვილ არს! – ქარი ატირდა,
– სირცხვილ არს! – ოხრავს მდინარე.

28
***
ვერ დავიჯერებ ახლა,
არ აფიქრებდეს არავის
ამ ცარიელი სახლის
ჩამოგდებული კარი,
ჩანავლებული კერა,
ბუხრის ჩაშლილი კალთა,
გაციებული ჭერი
და ცივი მზერა ქვათა.
თავს დასტრიალებს ქორი
ნისლის დაწყვეტილ გუნდებს,
და ფანჯრის თაღთან ორი
მერცხლის დაცლილი ბუდე.
და მარტოდმარტო ვსტუმრობ
ნახევრად გამხმარ მუხას...
მარტო შენ გტკივა გული,
მარტო შენ გტკივა?!
... ვწუხვარ.

***

(გარდავიცვალე)

გარდავიცვალე,
იყო თოვლი და
მიძინებული სუნთქვა ვარდების,
მზე მოდიოდა სადღაც შორიდან,

29
დაღლილი წელთა მილიარდებით...
მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი,
არარა ჩანდა მიღმა არეთა, და
დღე ნისლივით სუსტი და თხელი –
გარდამავალი ფერი ღამეთა...
და იდგა ლანდი, –
ფერმკრთალი ქალი,
ლანდები ხშირი, ყორნის ბოლოთა,
ცა შრიალებდა, ვით იალქანი,
შრიალებდა და ნიამორობდა.
ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი
და დავუტოვე შიში ნაპრალებს,
ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი
და თოვლიან მთებს გადააფარეს.

***

(სივრცე ამოვჭერ კანკალით)

სივრცე ამოვჭერ კანკალით,


იქნებ არც ღირდა წვალებად...
არ შემინდობენ ვარსკვლავნი
ახლა ამ გარდაცვალებას.
ჩავიდა!
ჩავყევ,
ვსდიე ბნელს,
მოვრჩი ნაკლულის სრულებას...

30
ვიცი, არ მაპატიებენ
სივრცეში განსხეულებას.

***

(და მოხდა მაინც: თავის თავს გავცდი)

და მოხდა მაინც: თავის თავს გავცდი


და მოამთავრა სულმა გალხობა,
როცა სიცოცხლე სავსეა მარცხით,
როცა სიკვდილი მზეზე ახლოა.
ამქვეყნიური შორს დარჩა გვემა,
სიცარიელე სრულით სრულდება,
მიდის, ცად მიდის სიცოცხლე ჩემი,
უსასრულობას უსხეულდება.

***

(დავეტანე)

დავეტანე,
ცოტა ამოვწიე, მემძიმა...
დავაკვირდი,
ჩემი გატანჯული სხეული ვიცანი;
ლოდქვეშ მოკრუნჩხულს ეძინა...

31
დავუყვირე,
წამოიხედა სიცილით,
დამინახა, შემიწუხდა,
თავი ჩახარა,
ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა,
რაღაცა სტკიოდა...
ჩამოვჯექ, შემოვეხვიე მუხლებზე:
– მემდური?!
– არაო, – ამოიქვითინა უბედურმა
და მწარედ შემცინა...
დაპატარავდა,
დაილია,
ლოდქვეშ შეცურდა...
მესმოდა რა მძიმედ კვნესოდა,
შემცივდა...
შავმა ნისლებმა დაიწყეს
წვრილად ცრა.
გამოვტრიალდი,
ლასლასით მივაშურე ცას...

32
***

(გზას მიიღეჭავენ ხევსურები)

გზას მიიღეჭავენ ხევსურები,


ზორბა ბეჭებს მიაქანებენ,
ცხენებს აფხიზლებენ შეხურებით,
ერთმანეთს დასცინიან შეხუმრებით.
მოჟამულ კისრებს ხრიან მთვარემდე
და ცას ირიბად შეჰყურებენ;
შეჰყმუვლებენ,
ჩამოხდებიან ცხენებიდან,
დავარდებიან მუხლის კვირტებზე,
იცინიან ცივად, მრისხანედ,
გადაიხანჯლავენ ვენებს,
გახსნიან ყბებს
და მოხარბებით
ნელთბილ სისხლს სვამენ.

***

(ღამეა)

ღამეა,
კივის ზარნაშო...
ჯავრი მჭამს, ბალანს ვიშლი...
საკუთარ ძვლებით ვთამაშობ
33
საკუთარ ჩრდილის ჩრდილში...
მაღლიდან მთვარე ანათებს
წყალს ეპარება ძილი
და მე არ ვნატრობ არაფერს,
მზე მოდგეს ჩემი წილი...
რომ ერთხელ კიდევ მოვავლო
მოძრავ პლანეტებს თვალი...
სად მიგაქვს, სადა ყორანო
ჩემი ხერხემლის ძვალი...
როგორღა უნდა დავიძრა,
როგორ ავმართო ტანი...
ვინა ჰქნა,
ვინ რა ამაძრო
შუბლის ძვალიდან ტყავი...
ხედავ, რა ყოფით მიათრევს
ფილტვის ნაფლეთას ყვავი?!.
ო, როგორ მინდა სინათლე,
და როგორ მინდა ქარი...

***

(მე მიცხოვრია მილიონი წლების წინ)

მე მიცხოვრია მილიონი წლების წინ,


მაშინაც ამნაირი იყო მზე...
და წვიმდა ასე, როგორც ახლა წვიმს...
და შრიალებდა ასე,
როგორც ახლა შრიალებს ტყე...

34
ყველაფერი ასეა,
არ შეცვლილა...
ვიცნობ ამ ქარს, ხის ტოტებში
რომ მზის სხივებს აქსოვს,
მხოლოდ თვალები
კეფაზე დამქონდა – გაქრა,
რომ მქონდა, მახსოვს, ნამდვილად მახსოვს.

***

(არ ჭაჭანებდა სულდგმული)

არ ჭაჭანებდა სულდგმული,
არსად ფოთოლი იძვროდა,
ჭალაშიც უსწორმასწორო
ხეთა ჩრდილები ეყარა.
სახლში კი, რომლის კარებსაც
შიგნიდან ედო ურდული,
კაცი წევს დაპირქვავებით,
გულარხეინად ეძინა
და გამოხრული ფილტვიდან
დროდადრო გმინვა ისმოდა.
გარეთ ხე იდგა, ხის ძირში
გდია ნატეხი კევრისა,
ცხენი დგას ლაგამჩაშლილი,
ზურგზე აყრილი ტყავითა,
იქვე ძაღლი წევს მოზრდილი,

35
გაურკვეველი ფერისა.
გველს კუდი გადმოუდვია
გზით დამწვარ თავის ქალიდან
და ხარიხაზე საბმური
ჩაუკიდიათ ბოჩოლის...
დადის ყელთეთრი ქათამი
წინ გადმოყრილი ქოჩორით,
ჩვეული გულმოდგინებით
ცხენისას ჰღადრის ჩონჩორიკს.

***

(ქარი დასდევს ღრუბელს)

ქარი დასდევს ღრუბელს –


ღრუბლით რევს,
მუნჯად დამდგარ
შიშველ ტყეებს სცრის,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
არც ასეთი შეშფოთება ცის.
მზე ჩავიდა და სიყვითლე ზღვებს
მოემძლავრა, ისევ ფერთა ცვლა,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
არც ასეთი გაცრეცილი ცა.

36
***

(მე გავდიოდი ღრუბლებზე ცერად)

მე გავდიოდი ღრუბლებზე ცერად,


განრისხებული ქარებს შევყვირი,
აჰა, გასრულდა ზღვის უკუქცევა
და სანაპირო დარჩა შერყვნილი.
ო, როგორ მშვიდი,
მშვიდი იყო ცა,
მსოფლიო ძილი რაღატომ შეძრეს?!.
ზღვის თრთოლვა მოჰგავს
საროსკიპოსთან
ველური ჟინით ჩამომდგარ ბებერს.

***

(ბალღო, – მეტყოდა პაპაჩემი)

– ბალღო, – მეტყოდა პაპაჩემი,


მტერს დანაღვლიანებული
სახე არ აჩვენო, არაო,
არ გაგიწყრეს გამჩენი.
გაიცინეო და იმღერე –
თუნდაც გტკიოდეს,
სული ჰკიოდეს,
გამწარებით,
37
სული ჰკიოდეს...
შინ შედიოდე,
მომაკვდავი მამა გელოდეს –
უნდა მღეროდე
და მტერს ცრემლი არ დაანახო.
შენახვა უნდა წინაპართ წმინდა
სამარხებს
და შენი ქვეყნის მზეს სჭირდება
არ დაიბინდოს
და კიდევ მინდორს,
გუთანმა რო გაავლო კვალი,
ესაა შენი კაცური ვალი! –
მითხრა და... მიწას მივაბარე
სამი დღის მკვდარი.

***

(და ისხდნენ)

...და ისხდნენ
კლდისპირას ბებერი სვავები
ცეცხლისფერ თვალებით,
მრისხანედ მღეროდნენ,
გაშლილი ლურჯი ცა
ეჭირათ მკლავებით,
სდუმდნენ გრიგალები...
ბებერი სვავები

38
ვეღარ ერეოდნენ ჩამოყრილ
მხრებს;
თითქოს კანკალებდა,
თითქოს ხარხარებდა,
თითქოს ზეიმობდა
სივრცე ლურჯი და
ო, როგორ ცდილობდნენ,
ო, როგორ უნდოდათ,
მაგრამ აფრენა უჭირდათ...
ისხდნენ მდუმარებით,
ცეცხლისფერ თვალებით,
ბებერი სვავები და
მაინც განთიადს ელოდნენ...

***

(ცა იკლებს ფერთა მინარევს)

ცა იკლებს ფერთა მინარევს,


ზღვა ბობოქარობს, ხმიანობს,
კლდე ძვლებნალეწი მძვინვარებს,
თოვლს, ქარიშხალი გვიანობს.
მუხლს ვხრი ნახევრად მძინარე,
ცეცხლო, არ ჩაჰქრე, გეალოს,
ხელ მოგემართოს, მდინარევ,
ნისლო, კურთხევით გეაროს.

39
***

(თოვლიანი ჭალა)

თოვლიანი ჭალა,
თოვლზე ნაკვალევი,
ნაკვალევზე ქარი
ბუზღუნით მიდის.
სადღაც მოშლილი აქვს
ძველ სახლს საკვამური,
შიგნით მარტოობის ბინდი...
თოვლიანი ჭალა,
თოვლზე ნაკვალევი,
ნაკვალევზე ქარი
ბუზღუნით მიდის...

***

(მომენატრებით ყვავილებო)

მომენატრებით ყვავილებო,
ჩემი მინდვრების,
დიდი თელების ჩრდილში მიმდგარნი.
ვიღვრები მზით და უთქვენობით...
როგორ მინდიხართ, სასურველნო,
როგორ მწყურიხართ,
თქვენი სურნელი მენატრება,
40
შრიალი თქვენი,
გადმოშლილნო წარაფებზე.

***

(ხატისკარს დაყუდებულან)

ხატისკარს დაყუდებულან
უსწორმასწორო ლანდები,
მივალ, მხრისთავებს ვუკოცნი,
მუხლებში ჩავუვარდები,
– მიშველეთ, – ჩავუჩურჩულე
შავბნელ კუთხეში მიმდგარმა,
– მამულის დარდი მეყოფა,
მზე ამაშორეთ მხრიდანა...
ცა შეიბრიცა,
გაიხსნა,
ნელ-ნელა ჩამოიდარა.

***

(წყაროს პირს ქანაობს იელი)

წყაროს პირს ქანაობს იელი,


იელზე ჩიტს სძინავს,
იელვა,
მერე იწვიმა,

41
გამოეღვიძა პატარას –
იწყინა,
თვალები დაბლა დახარა,
თავისთვის ჩაიწრიპინა.
ფრთები გაშალა მერე და
იცით, რამდენი იფრინა...

***

(დამიძახე ბინდო ღამის)

დამიძახე ბინდო ღამის,


რომ ნისლივით ავყვე ჭალებს,
დამიძახე, თორემ ლამის
დამცეს დღეთა სიფერმკრთალემ.
დამიძახე, ვიდრე დილა
მთებს უმზეოდ აჟრიალებს,
დამიძახე, ვიდრე მტკივა
და ბალახი არ შრიალებს.
დამიძახე, ვიდრე ვერხვებს
ჟამთა ფითრი გადაუვლის,
დამიძახე, ოღონდ ერთხელ
განმეორდეს სასწაული!

42
***

(სისხლო, ომია, ომი)

სისხლო, ომია, ომი...


ქართველი ებრძვის ქართველს...
აი, ესაა, ვიცი,
თავსლაფდამსხმელი საქმე,
რამ დაგვიმდაბლა გონი,
ამ ომს რა სახელს ვარქმევთ!
როგორ ჩავუტანთ ამბავს
იქ – წინაპართა სულებს,
ვის მოუვიდა აზრად,
ვის დაესიზმრა სულელს,
არ დაგვიჯდება კარგად,
არ მიგვიღებენ სულეთს.
ან რანაირად ვზიდო
ცოდვა მოკლული მოძმის,
ვოი, სირცხვილო დიდო,
ვაი, ეშმაკი გვმოძღვრავს,
ვო, საწუთროო ფლიდო,
რა ვერ გაგვიყავ ორ ძმას...
სამზეოს როგორ გავცდე,
როგორ გავლიო დღენი,
როგორ მოვუყვე კაცებს
საქმე – „საგმირო“ ჩვენი.
მე თუ ძმის ხელი დამცემს,
ტყვია წამაქცევს ცხელი,
არ მიმაბაროთ მიწას,
43
მზემ მწვას, მათრიოს ორბმა,
ზოგჯერ რა მწარედ იცი,
სულო ქართულო, ბორგვნა;
არა, არ მილევს სირცხვილს
ჩემი უკვდავი მოდგმა.

***

(აღარ მინდიხარ აღარც შენ)

აღარ მინდიხარ აღარც შენ,


თეთრად გაშლილო დეკაო.
რად ჰფიქრობ უფრო შეგამჩნევ,
ხშირად რომ გადმომხედავო.
ისე ვარ დაბრმავებული,
ვერ ვგრძნობ, ვერცა რას ვხედავო.
მარტო შენს დარდზე რომ ჰფიქრობ,
ჩემს გულშიც ჩაგახედაო,
როგორ დუღს ჯავრის მორევი,
შიგ ჯავრი იხარშებაო.
ნათელი გარეთ გამოდის,
ბნელი შიგავე რჩებაო.
არ მესმის, არა ვიცი რა
თუ ვინ რას მეკითხებაო.
მარტო ჩემს თავზე ვისურვო –
როცა სამყარო ქრებაო...
არც არა მზისა შეგშურდეს,
ისიც ნელ-ნელა ლხვებაო.

44
***

(ვინ გაგაბრიყვათ, ყვავილნო)

ვინ გაგაბრიყვათ, ყვავილნო,


გული ვინ გააცინაო.
რაკი მზემ გამოანათა,
რაკი აღარა ცივაო,
არ შეიკვრება ღრუბელი,
თოვლი არ ჩამოცვივაო?!
არც რომ სულ მუდამ მზე არი
და არც სულ მუდამ დღეაო,
თქვენიღა მეკლდა სიკვდილი,
თქვენით გონების მღვრევაო,
თქვენის დარდით და წუხილით
გულის კედლების რღვევაო.
ან რას გიშველით ტირილი,
ცრემლებში ან რა ყრიაო,
ვერ გაგიჭრიან საფლავსა,
ვერც მიწას დაგაყრიანო,
არ მექცეოდით ტკივილად,
ცოტა რომ დააგვიანოთ.
ახლა კი უნდა გეძებოთ,
თოვლქვეშ ხელების ცეცებით,
გამხმარ ფოთლებქვეშ როგორმე
შეგხვიოთ მატრაკვეცები,
ო, რა ტყუილად ოფლსა ვღვრი,
ო, რა ტყუილად ვეცდები.
ვიცი, ვერაფერს გიშველით,
45
უნდა ტყუილად ვიწვალო,
ვწყევლი შენ და შენს დედობას,
კარებს რად უხსნი მიწაო,
ბრიყვთა და გამოუცდელთა
გინდა ჭკვა ამით ისწავლონ?!
თუ აგრე ფიქრობ, ეგ ფიქრი
დამთრგუნველი და მცდარია,
ისევ შენ დაგიბრუნდება
გარდაცვლილების ჯარია,
მე რაღად მაქცევ ტკივილად,
მითხარ – ჩემი რა ბრალია.

***

(თოვლი)

თოვლი...
თრთოლვა არ მიყვარს ხეთა,
ქარი...
და ქროლვა ნელი,
ცა...
ცრა გარინდებულ ფერთა,
მიწა...
იწვა საოცრად სველი.
გზა...
ზღვა დაღვრილიყო ლურჯად,
მზე...

46
ძვლებს დაჰყინვოდა ბინდი,
წყალი...
წყალი რამ დაამუნჯა,
ქარი...
ქარი ასეთი მშვიდი?!

***

(ამ წყაროს პირთან)

ამ წყაროს პირთან
შვიდი ქედანი იჯდა და ერთმანეთში
საუბრობდნენ საკმაოდ დინჯად,
მე როგორც მივხვდი –
ამათ შორის ამტყდარი დავის
იყო მიზეზი არა მიწა, არამედ წყალი.
გავკვირდი კიდეც,
რად გაუხდათ წყალი სადავო,
დავის მიზეზი
წყალზე რატომ დაიბადაო.
წყალი კი მიდის, მიდის წყალი,
ქვებზე რაკრაკებს...
ქედანი შვიდი მიფრინავდა
ტყისკენ ცალ-ცალკე.

47
***

(ჟამდაჟამ ისევ გამომაფხიზლებს)

ჟამდაჟამ ისევ გამომაფხიზლებს


სული წარმართის,
მახვილით რომ წამართვეს
და შიშით
ვუმზერ მთვარეს,
მკრთალად რომ დაჰნათის
იმ ნიშებს,
რომელთა წინაშე
მე ოდესღაც მორჩილებით
მითრთოლია და
სხვა არაფერი მითხოვია,
გარდა
საქართველოს
დღეგრძელობისა...
სხვას არც არაფერს
შენგან ვითხოვ
ტაძარო ქრისტესავ...

48
***

(ბილიკზე – თეთრია კვიცი)

ბილიკზე – თეთრია კვიცი,


ბალახზე – ნამია ნამცვრევი,
მზეზე წინ გოგო და ნისლი
მოდიან თმადაუვარცხნელნი.
მიმიხვდით...
თქმა მინდა რისი –
დანარჩენებმა უნდა დაგვტოვოთ,
თავის გზას მოძებნის ნისლი,
გამოუჩნდება გოგოს პატრონი
იმ შემთხვევაში, თუ დავრჩით ორნი...
ხეებო, წყნარად!..
ღრუბლებს ვუბრძანებ,
შევინარჩუნოთ ასეთი ფონი!..
ნუ იშლებიან, იყვნენ უძრავად...
ბილიკზე თეთრია კვიცი,
ბალახზე ნამია ნამცვრევი,
მზეზე წინ გოგო და ნისლი
მოდიან თმადაუვარცხნელნი.

49
***

(მაშ ვითამაშოთ)

მაშ ვითამაშოთ,
არ არის რთული –
ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს...
ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული,
ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს.
მოგწონს?!
არ მოგწონს?! არავინ გკითხავს,
მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა...
რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი,
გადმოგდებული წყალობის ლოკვას.

***

(არ გინდა?! წყაროვ, წავიდეთ)

არ გინდა?! წყაროვ, წავიდეთ,


ერთად, გვერდიგვერდ ვიაროთ,
რა წელს იწყვეტავ, გაბრუნდი,
გრძელ გზას არ დაგაგვიანო,
ემანდვე გიცდის იორი,
უკან არ დაგატრიალოს.
დაგლევს და მერე თავის გზას
გაჰყვება ღალატიანი,
50
ისე კი, ჩემთან გერჩია,
წყაროვ, გზა გევლო მტვრიანი...
მაინც არ იშლი?! მიდიხარ?! –
სულ მშვიდობის გზით იარე.

***

(ქარმა წელამდის აუწია)

ქარმა წელამდის აუწია


კალთა გვირილას
და შეტორტმანდა მთის წვერებთან
მომდგარი მთვარე...
მე არაფერი დამინახავს
შენი ჭირიმე –
ნუ მომარიდე გავსებული
სისველით თვალი.

***

(მზე დადგა)

მზე დადგა,
თრთოდნენ ატმები,
შაშვის გალობას ვისმენ,
როცა შენ მომენატრები,

51
მთა შემოიხვევს ნისლებს...
ამნაირადაც დავტკბები,
ვებრალებოდე ვინმეს.

***
გაგაბეზრე, ალბათ, თავი
ამ უაზრო ლექსებით,
მაგრამ ვაი შენი ბრალი,
მე რომ ჩამოგეხსნები.
წვიმასავით გადავივლი
ჩამოსიცხულ ქარაფებს,
არ დატოვებს ჩემი ჩრდილი
ფერფლის გარდა არაფერს.
არც ქარივით მოვბრუნდები,
ნისლი ავატრიალო,
მერე რა, რომ მომწყურდები,
კლდეებს გავლოკ მტვრიანებს.
ო, რა ძლიერ დავიღალე,
ო, რა ბევრი ვიარე,
აღარ გიხმობ, არ გიბღავი,
ფოთოლივით ვშრიალებ,
ვერ ვიყავი ქარიშხალი,
ზღვა ვერ გავახმიანე,
ვერც ვარსკვლავი ჩამოვკრიფე,
მხრებზე ჩამოგაყარე,
ვერ ჩამოვხსენ მთვარე იფნებს,
თავი შემოგაყვარე.
ფიანდაზად ვერ გაგიგე
ყვავილების ხალიჩა,

52
უხმაუროდ მივდევ ბინდებს,
დასასრულიც არ მიჩანს.

***

(ნუ მიწყრები, ნუ მიწყრები, მზეო)

ნუ მიწყრები, ნუ მიწყრები, მზეო,


უშენობით მოეწყინა ცას...
მე ხომ ახლა იმ ხარ-ირემს ვგავარ,
წყლიან თვალით რომ გიჰყურებს სხვას.
შემოდგომის აირია ფერი
და გაღება აღარ მინდა ხმის,
ქარი რაღაც ნაღვლიანად მღერის,
ქარი სადღაც სევდიანად ქრის.
ნუ მიწყრები, ნუ მიწყრები მზეო,
მოეფინე ჩემს ბინდიან ცას,
მე ხომ ახლა იმ ხარ-ირემს
ვგავარ,
ცრემლი რომ ჰბანს წყურვილიან თვალს.

53
***

(მკვდრებო! დაღამდა, ამოდით)

– მკვდრებო! დაღამდა, ამოდით,


ვისაც გწადიათ ამოსვლა,
არა გიჭირთ რა სიშიშვლით,
ბინდი გეკმაროთ სამოსად.
ყრუ რამ მოისმა გუგუნი,
ვიღაცამ კარი გამოხსნა.
მთვარის ნათელზე გადმოდგნენ
დაყვითლებული ჩონჩხები
და ხორცი მიწად ქცეული
წინ დამილაგეს ხონჩებით.
არც ცრემლი ჰქონდათ მზებნელთა,
ღმუილი მორთეს ბრალისა,
უსულოთ,
სულის მძებნელთა,
სხივი აკრთობდათ მთვარისა.
წამოდგნენ, ყველამ რიგ-რიგად
თავი აიღო თავისა.
წავიდნენ, მათი სავალი,
ავ სულმა რამემ განისლა,
საიქიოდან მოისმა
გუგუნი საყდრის ზარისა
და ძილ-ბურანში მომესმა
მიჯახუნება კარისა.
შთავარდნენ, უფსკრულს ჩაჰფარდნენ
მოწანწალენი ღამისა.
54
რაღა დავმალო, ვიტირე,
ცრემლი მოვწურე თვალისა,
ნურავინ ნუ გაიკვირვებთ –
მიწა მოითხოვს თავისას...

***

(წვივმსხვილი კაცები მზეს დააგორებენ)

წვივმსხვილი კაცები მზეს დააგორებენ


ოფლიან მკერდებით;
სხდებიან სილაზე, უხმოდ თამაშობენ
და დროგამოშვებით თვალებს აელვებენ.
დგებიან, ნაომარ ადგილს ტოვებენ,
გარბიან,
ყვირიან:
– ვისია ეს მხრები, მხრები მოგვაშორეთ,
არ გვყოფნის ჰაერი,
ჰაერი, ჰაერი!.. და
გამახსენდება საღამოს მიწურვილს...
ჩამოვჯდები,
მკრთალი გაღიმებით მხრებს ვისწორებ.

55
***

(ვისხედით მზეზე)

ვისხედით მზეზე
და მუხლებზე გვედო თავები
და იყო ძვლების უფერული
გაფერმკრთალება.
მტვერით ვფერავდით
სისხლიან თვალებს
და ხელისგულზე წასმული
ტვინით ვნაყრდებოდით.
უმოძრაოდ ეყარნენ სიცხეზე
დამშრალი ენები,
ჩვენს ზემოთ დაცურავდა
სიცოცხლე,
ცისფერი ჩვენება.
გვინდოდა ცრემლები,
გვინდოდა ატირება,
ბღაოდნენ ნაპირები,
ყვითელი ნაპირები,
იყო გაკვირვება,
უაზრო გაკვირვება –
შავი წვიმა,
ვისხედით ჩუმად.
დაჟღლილ მკერდებს
გვილბობდა ოფლი...
და ცხვირწინ გვედო
შემზარავი
56
სიმართლე სოფლის...

***

(გზის პირას ლოდი)

გზის პირას ლოდი...


ლოდზე ვზივარ, მკიდია გუდა...
მუხლებზე ქუდი,
ქუდზე პური, ნატეხი ყველის...
ფეხებთან ძაღლი...
ძაღლს ნახევრად წაჭრილი კუდი...
გაჩრილი ყელში ბეჭებიდან
დაძრული ხველა...
დუდუნებს წყალი,
წყალს ფოთლები მიჰყვება იფნის,
წყალს გაღმა მგზავრი
მილასლასებს ყვითელი ფერის,
ხელებზე ტვინი უსვენია,
დაღლილი ფიქრით,
უცნობ მოტივზე
ნაღვლიანად გალობს ან მღერის,
მე ასე მესმის, არ ვაწუხებ,
არ ვძაბავ სმენას.
ძაღლს გადავუგდე სანახევროდ
გაღრღნილი ლუკმა,
დაშაშრულ ტუჩზე გადავისვი

57
გამშრალი ენა,
გამოვიღე და ხერხემალი
გადავდე უკან...
წამოვწექ ლოდზე, არ მანაღვლებს
სხეულის ფორმა,
წამოვიფარე ცალი მხრიდან
მყეფარის ლაში,
მოულოდნელად ჩაირბინა
დამფრთხალმა ღორმა,
ზედ შემაწმინდა ცალი გვერდი
მოსვრილი ლაფში.
ახლა სიმშვიდე უაზროა,
თუ მითრთის ნერვი,
ყბაში ნაგდები არ მოგბეზრდა
თამბაქოს ლოღნა?!
უნდა წამოდგე, ჩაიბერტყო
ზურგიდან მტვერი,
გინება მაინც დააწიო
ღორების მოდგმას.

58
***

(ჩამოსხდებიან ახლები)

ჩამოსხდებიან ახლები,
თვალში ვარსკვლავი უელავთ,
სადაც შენ დაიმარხები,
მეც იქ დამფლავენ, ბუერა.
როცა სისხლს დაიღვინებენ,
ყოფნას იქცევენ ტკივილად,
მოვლენ და დაგვიტირებენ,
დაგვიტირებენ გვირილა.
ჭკნები, ყაყაჩოს ფურცელო,
ნისლო, შენ შრები ცვარზეო,
ნუ გედარდება, უჩვენოდ,
არ დაიშლება სამზეო.

***

(რა ნაღვლიანი მომიხვედ, ნისლო)

რა ნაღვლიანი მომიხვედ, ნისლო,


ვერა ხარ კარგი ამბავის მაცნე,
ალბათ უშრებათ ძარღვებში სისხლი,
ჯავრით გამოხრულ ჩემს სახლიკაცებს.
ვხედავ შენს თვალებს სავსეა ცრემლით
და ცრემლსაც ვხედავ ბალახზე ნამცვრევს,
59
მითხარი, ნისლო, დიდი ხანია
არ მიცხოვრია ჯავრის გარეშე,
დიდი ხანია შავი ღრუბელი
არ აუყრია სულს მოთარეშეს.
დიდი ხანია სისხლნარევ ცრემლებს
ავგაროზივით ვმალავ თვალებში...
მითხარი, ნისლო, ჩამოიშალა
შავად ნაბოლი ციხის ყორენი,
გაწყდა სულდგმული ამღვრეულ ცაზე,
ლეშით გამძღარნი ჰყეფენ ყორანნი,
ნუ მეკრძალები, რა უნდა მითხრა,
ჩემთვის უცხო და გაუგონარი...
მითხარი, ნისლო, ნუ შემიცოდებ,
დაფლეთილია გული ბღავილით,
ახლეჩილია ჩემი სხეული
და ჭრილობაზე მადევს მარილი...
მითხარი ბარემ, მოვწყდე სამზეოს
და ჩამოვიქცე ნიაღვარივით.
მითხარი, ნისლო, ღმერთმა შეგინდოს,
თუ რამეს ცრუობს ბაგე მზაკვარი,
მოხვედ სიკვდილის თეთრო შეგირდო,
ხუნდება ცაზე ყოფნის ვარსკვლავი...
ჩამოსულია ალბათ ძვლების დრო,
იხსნება მთვარე, როგორც საფლავი,
გთხოვ, მომიტევო, მე უკვე ვცოდავ,
გესაუბრები დაძაბულ ტონით,
სამყარო იყო მეგონა ცოტა
და ჩვენ გამოვრჩით სამყაროს ორნი,
დაუწევია ნეკერჩხლის ტოტი

60
და სისხლიან ფრთას აწმენდავს ქორი.

***

(წვიმს)

წვიმს...
არის დღეთა მღვრიე დინება,
წვიმს...
და ნელთბილი წვიმა მაოცებს
და ლირიული გასეირნება
დღეს არ მაწყენდა სასაფლაოზე...
სად მდუმარების მძლავრი შტორმია,
სად უხმაუროდ ბორგავს რინდება,
რაკი მიდიხარ, ალბათ სწორია,
თუ სხვაგან უკვე ვეღარ მშვიდდები...
არვინ მიგყვება, ისიც ბევრია,
რომ მიგაცილებს ღრუბლის მწკრივები,
ტირიხარ...
ან რა დასაჯერია.?!
ვის უწყრები, ან ვის ეტირები...
წვიმს...
ყრანტალებენ მთებში ყორნები,
დაიბერტყავენ უბეს ტილიანს
და მდინარეთა ლურჯი ზმორება,
სიცოხლესავით დაწრეტილია...
ჩაიშრიალა ვერხვის ფოთოლმა,

61
აკივლდა სული,
სულში ქარია...
ახლა სიკვდილზე გაჩნდა მოთხოვნა,
სხვა ყველაფერზე ფიქრი მცდარია.

***

(ჩემო დედილო!)

ჩემო დედილო!
შენს სახეზე გაჩენილ ბზარებს
მზის ნათელივით უფრო ხშირად
ეღვრება თვალი,
დღეს, ხვალ იქნება
გამიხურავ შენც სახლის კარებს –
ჩემს ჭერს ღიმილი მოაკლდება
და სითბო ქალის.
ჩემო დედილო!
როგორ მტანჯავს ჟამის სიყრუე,
მზეს ვეკამათე,
ვერ შევთანხმდით ცათა ღიობზე,
აქ კი, ეზოში, ხვალ ბებერი ძაღლი
იყმუვლებს, რომ
მთელ სამყაროს ბრალად დასდოს
ჩემი სიობლე.
ბევრი მომეცა,
მე რატომღაც მეტი ვინდომე –

62
ვიყავ სტუმარი ყველა მხარის,
ყველა სკნელების,
ვარსკვლავიანი თავსასთუმლად
მეგო მინდორი,
ვქმნიდი მუსიკას ტკივილების,
ლურჯი ცრემლების.
ჩემო დედილო!
მაგ გაცვეთილ მკერდის ჭირიმე,
დღეს შეგამჩნიე,
კიბეზე რომ ახველ წვალებით,
მე დავტიროდი
გადატეხილ წელში გვირილებს,
წამომეპარა ჟამი შენი
გარდაცვალების...
ჩემო დედილო!
მე გამტანჯავს დროის სიმუხთლე,
ბედნიერი ხარ –
ამ მიწიდან გასვლას მაჯობებ,
ბედნიერი ხარ, ბედნიერი,
ჩემს შვილს მიუხვალ –
შენს თავს ვფიცავარ –
ჩემს სიცოცხლეს
მართლა არ სჯობდეს.
ჩემო დედილო!
მე დამღალა ჟამის სიყრუვემ,
მზეს ვეკამათე,
ვერ შევთანხმდით ცათა ღიობზე,
სამყაროს შესძრავს,
მწუხრისას რომ ძაღლი იყმუვლებს,

63
დედამიწაზე განესრულა
ჩემი სიობლე.

***

(საფლავებს მთვარე დაჰყურებს)

საფლავებს მთვარე დაჰყურებს,


უცხო უცხოს რამ შურითა,
ირწევა, როგორც საყურე,
ივსება სიბრალულითა,
ლამაზად ბრწყინავს ლოდებზე
ცრემლი, დაყრილი გულითა.
ჩამოდგა ცისკრის ვარსკვლავი
განაზებულის ტანითა,
აქ შეკრებილან ყველანი,
ვინაცა ფხიზლობს ღამითა,
ამკობენ სამარის ლოდებს
ცით მოტანილი ნამითა,
მე შორიახლოს ვყუდივარ
დაძვრას ვერ ვბედავ ჩქამისას,
არც მინდა მალე დალევა
ასეთის სანახავისა,
სხვისას რო ასე სტირიან,
როგორ იგლოვონ თავისას!
ნეტა თქვენ, ნეტა, ლოდებო,
ნაბანნო უფლის ცრემლითა,
ნეტა იმ თვალებს, რომელნიც

64
დაღლილან თქვენი ცქერითა.
გავდივარ შავი ნისლივით,
შავად ჩაქცეულ ცერითა,
ვიცლები კლდის გულისპირზე
პირქუში ცვარის მცვრევითა.

***

(ცრემლს ტკივილს ვუდებ)

ცრემლს ტკივილს ვუდებ


სასთუმლად,
ფიქრი მღლის, ფიქრი ღამისა,
არც რა ჰქმნა ზეცის ყურებამ,
არც ადევნებამ ქარისა,
არც არა მოუცლელობამ,
არც გამეტებამ თავისა,
მე ვერ განვსაჯო, რაცა ჰქმენ –
არც უფლება მაქვს ამისა.
შავად მომექცა საწუთრო
ვისთვის სალევი წამისა,
შენ რაც გინდოდა, ისა ჰქმენ,
მე რა გამგე ვარ ამისა.
ვიცი ხარ ტვირთის მზიდველი,
ვისი რა ცოდვა-ბრალისა,
მტკივა, შენ ვერას მიწამლებ,
მე არ მოვიშლი ბღავილსა.

65
ვერ შესძლებ გადაგორებას
მთიდან მომწყდარი ზვავისას
და არ მოიშლის ყორანი
ჩემს თავზე მოთქმას ბრალისას.
უფლის ნებაა - გარკვევა
საქმის თეთრის და შავისა,
შენ შენი შეგხვდა საზიდი,
მე უნდა ვზიდო თავისა...
დღეს აღარც სანთლის რწმენა მაქვს
და აღარც სალოცავისა...

***

(ახალს არაფერს არ მეტყვი, ქარო)

ახალს არაფერს არ მეტყვი, ქარო!..


შენს დაბრუნებას როგორ ველოდი.
გეძებდი,
ბევრჯერ მეცვალა მხარი,
ღმერთმა უშველოს, მთვარე მშველოდა...
და როცა უკვე შევკარი ბარგი,
გადამეწურა იმედი ყველა,
მართალი გითხრა, შეშლილსა ვგავდი
და შუბლზე ისევ მღვრიე მაქვს ფერი...
რატომ ხარ ჩუმად?!.
ვერ შეხვდი ვერსად?!.
ან სიმღერის ხმას ვერ მოჰკარ ყური?!.

66
ვერ მომაწვდინა დაჭრილმა კვნესა?!.
ვაიმე, ბედკრულს იქნებ მემდურის...
მაშ ვერსა მეტყვი?! – ამდენი ხანი
რისთვის ვიარე,
ფრთებდალეწილმა,
დაჰბერე ქარო,
ამ ბნელი ღამის
გადამაქციო იქნებ წერტილად...
შენ ამიდევნე, მთვარის აჩრდილო,
სულო, ო, სულო, ახლა მთვარემდის...
რა ვიცი, იქნებ სამ შევხდეთ, შვილო...
შენ ხომ ყოველთვის აგვიანებდი...

***

(შუაღამისას ქარი)

შუაღამისას ქარი
ობოლ საფლავთან მივა –
დამწუხრებული ქალის
გაფერმკრთალებულ ჩრდილად.
შუაღამისას ქარი
წამოაკვნესებს ალვებს,
ააჭრიალებს მთვარე
სამაროვანთა კარებს
და ბილიკებზე აფენს
ძალზე მწუხარე ლანდებს.

67
სუნი ტრიალებს დაფნის,
ქარში ვიღაცა დადის
და გვირილათა ფოთლებს
ცრემლი აესხა ცვარად,
მარადიული სოფლის
ჟონვა დაიწყო წყალმა.
აქ მარტოსული ცხოვრობს,
მარადუხრწნელი გვამი,
შორი, ძალიან შორი –
როგორც ვარსკვლავი ღამის.
აქ მარტოსული ცხოვრობს,
აქ მხოლოდ ქარი დადის
და აკლდამათა ბოლოს
დგას გაუშლელი ვარდი.
ვარდის ფოთლებზე ყრია
მარადიული ცვარი –
და თენებისას ძლიერ
წამოუბერავს ქარი
და ჩამოჰბერტყავს მტვერში
ცრემლს საფლავებზე დაყრილს
და ჰგავს აჩრდილთა შეშლას
ატორტმანება არყის.
ციდან გადავა მთვარე,
მთვარე თეთრი და მშვიდი –
როცა საფლავთან ქალის
შავი აჩრდილი მიდის.

68
***

(ისევ შენს სახეს ვხატავ)

ისევ შენს სახეს ვხატავ,


ვეძებ უახლეს ფერებს,
მილეულია მარტის
უკანასკნელი კვირა.
მოწმენდილია ცა და
მზე მთებზე გადის ცერად,
ქარს ხეობიდან გააქვს
ღრუბლის ნაგლეჯი მცირე.
დღე არის მეტისმეტად,
ო, მეტისმეტად სადა,
შენი თვალების ფერი
ვერსად მონახა ფუნჯმა,
ვერსად მონახა, ვტოვებ
ისევ ცარიელ ტილოს.
დაველოდები აპრილს,
მთებზე პირიმზის გაშლას,
ვერ გაიტყუებს ატმის
აყვავილება პოეტს,
შევტრიალდები სახლში,
მთვარე მეწვია ვახშმად.
ათრთოლებული სხივი
კარების ზღურბლთან მიდგა,
მთვარე საშინლად ცივი
ო, რა საშინლად ცივი.
მთვარის ფერკმრთალი სხივი –
69
გულის მრისხანე ბორგვა,
ცაზე ვარსკვლავი წვრილი
გამოანათებს ზოგგან.
ქარი კი ისევ წივის,
ისევ მრისხანებს ქარი
და ერთმანეთზე ახლის
ხეების ტოტებს შიშველს.
არ შედგა პაემანი –
არ შედგა პაემანი
ჩემი უშენოდ მთვარის –
ძვირფასო, ქარის შიშით.

***

(დაზამთრდა)

დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე –
სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის
გაზაფხულზე რომ
ვერ გახსნას მარტმა.
მე მეშინია დამშრალი ღელის,
თოვლქვეშ რომ წევს და
უგონოდ სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის

70
გამოღვიძება ვერ შეძლოს
წვიმამ.
დასაწყისი არ მაშინებს ზამთრის –
როგორ შევხვდები
ზამთრის დასასრულს?!
ვაითუ, ისე დავობდე სახლში,
რომ ცეცხლთან მჯდომი
დავხვდე გაზაფხულს.
მე მეშინია შენი – შენ გამო,
არა თებერვლის ცივი ქარების,
გავუღვიძო და აღარ ვეწამო,
არ მომწყურდე და არ მეყვარები.
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,
იქნებ ჯობია,
აღარ გავთენდე,
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები.
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,
ვიხილო შენი დაშლა ფერებად,
ჩემს მერე შენთან მოვა
სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება.
დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე –
სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის
გაზაფხულდეს და

71
ვერ გახსნას მარტმა.

***

(ახლა უნდა)

ახლა უნდა –
ახლა უნდა დამთოვლოს,
გარეთ წვიმს და გარეთ ცივი ქარია,
გევედრები, არა, არ მიმატოვო,
გევედრები ჭია-ჭია მარია!
როცა სული შემოთალხა სიცივემ,
ვერ გამოდის მზე ღრუბლების ჩეროდან,
მინდვრებიდან შენი მკრთალი ციმციმი
მიზიდავდა და მარტოსულს მშველოდა.
შენი კაბა ბევრჯერ ცრემლით დავნამე,
დღეს ცრემლები ამინდივით ცივია,
როგორც მე ვარ – მწუხარეა საღამო
და ფოთლები კანტიკუნტად ცვივიან.

72
***

(რა ძნელად მიდის ბილიკი აქეთ)

რა ძნელად მიდის ბილიკი აქეთ,


რა დროა ახლა,
რა მზე ანათებს
და დედამიწა, ვით უფლის კვართი,
დაუხვევიათ შუბლზე წარმართებს.
ჭიხვინებს ცხენი,
ცხენთან წყაროა,
წყაროსთან ნისლის ნაფლეთი თხელი,
სამწუხაროა,
სამწუხაროა,
რომ ბინდი დადის გავაზე ცხენის.
შრიალებს მუხა, სველია ველი,
ქარს მიკიოტის აჰყვა კივილი,
მზის სხივებთან რომ
როკავდა გველი,
ქვებზე იღვრება
მთვარის ჩრდილივით.
მიდის მდინარე,
ზედაპირს წყლისას
აგრილებს დღეთა ყვითელი ფერი
და მთვარეები ქცეული ნისლად,
სამყაროების მარადი მტვერი.
სამაროვანთა გლუვი თაღები,
გასრულებული ტკივილი მიწის
და სიცივისგან ნაძაგძაგები
73
კლდეთა ბრტყელ შუბლზე
ლანდი წევს კვიცის.
არეულია ჟამთა განრიგი,
საუკუნენი იქცნენ წამებად,
სხვა პლანეტათა მოდის ამინდი,
შემოაქვს სისხლი და მწუხარება.

***

(როგორ გირჩიო)

როგორ გირჩიო,
რომ ბოლომდე მიენდო უფალს,
რომ იხრჩობოდი,
ხომ გასწავლა გაქნევა ხელის,
მიანდე უფალს
ამოსული ფილტვიდან სუნთქვა,
თუკი გაქნევა ხელებისაც
არაფერს გშველის
და აღესრულე,
როგორც წესი, მარტივად სუფთა,
თუკი არ გინდა გიჟად ყოფნა,
იყავი ბრძენი.

74
***

(წუხელის მთვარე მეწვია სტუმრად)

წუხელის მთვარე მეწვია სტუმრად –


გასული იყო ვახშმობის ხანი
და არ მაცლიდა კერასთან მბრუნავს,
მასპინძლობაზე თავს დებდა ქარი.
სახელდახელო გააწყო სუფრა,
როს ერთმანეთის მოკითხვას მოვრჩით,
შემოგვემატნენ ვარსკვლავნი, უცბად
შემოიტანეს სასტუმრო ხონჩით –
წინ გამოფინეს სამყარო მთელი
და მე ვიყავი მაღალი ცამდის,
ჩამოდიოდა თვალიდან ცრემლი და
მთვარეს ნათელ გულისპირს ვბანდი.

***

(როგორცა ყრიან)

როგორცა ყრიან,
ისევე ვტოვებ
არ წავაფარებ არაფერს არვის,
დაფნისა მხოლოდ
ეს ერთი რტოა
და ორი ფოთლით
75
ვერ შესცვლი ამინდს.
როგორ ფუთფუთებს
მდედრების ხროვა,
აქ ვერც სხეულებს გაარჩევ მამრის,
ხედავ – უფალო!
უფალო დროა
და არა კმარა დღეს მხოლოდ ამინ!
შერყეულია სამყაროს ჭერი,
გამოეშალა ლიბო საძირკველს,
ცა არის ისევ ტკივილისფერი,
მე უდროო დროს გამომაღვიძეს.
ყრუა ყოველი,
არ სუნთქავს არვინ,
გაუჩნდა ბზარი თაღს გაუბზარავს,
მე ვგრძნობ, უფალო,
მხოლოდ ხრწნა გვამის
არ გადაგვარჩენს არა და არა.
როგორ ვგრძნობ სამყაროების დრეკას,
წარწყმდება ყველა
იქით და აქეთ,
ვერ გადაარჩენს ზარების რეკვა
ჩამონგრეული ტაძრის გუმბათებს.
ვლოცულობ –
მაგრამ ტონია ყალბი,
არ ეკიდება ამ ლოცვას ცეცხლი.
ჟამი კი გადის,
ო, ჟამი გადის
და შემზარავად ჩხრიალებს ვერცხლი.
როგორცა ყრიან,

76
ისევე ვტოვებ,
არ წავაფარებ არაფერს არვის –
დაფნისა მხოლოდ
ეს ერთი რტოა
და ორი ფოთლით ვერ შესცვლი ამინდს.

***

(ოფლი ჩამოსდის)

ოფლი ჩამოსდის,
ხელისგულით იმშრალებს თვალებს,
ეზოში პურის –
ცხელი პურის ტრიალებს სუნი,
ეძახის დედა,
ყველსა და პურს მიუტანს ქალებს
და თან წუწუნებს –
მასპინძლობას არ უთხრან წუნი.
სახელდახელოდ
თონის პირზე გაშალეს სუფრა,
გამოჩნდა დოქი და
ჭიქები ჩამოარიგეს.
კიდევ შეხვდები ჩემს სოფელში,
მადლობა უფალს –
ქართულად გაშლილ ღარიბ სუფრას,
ქართველ დედაკაცს.
მადლობა შენდა, ცისიერო,
არსთა გამრიგე.

77
***

(არადა, როგორ მომენატრეთ)

არადა, როგორ მომენატრეთ


ხეებო ცაცხვის,
ვლოკავ ნისლებში გამოჟონილ
საოცარ სურნელს,
მეტად როგორღა გადავიდეს
ჭკუიდან კაცი?!.
მეტად როგორღა უნდა ჰგავდეს
შლეგსა და სულელს!
შუადღის ფერი მოერია
ველს გვირილოვანს
და ქარებს მოაქვთ
ამბოხებულ სამყაროს მტვერი,
არწივის მხარი
აუგდია ბეჭებზე ყორანს,
არადა როგორ,
როგორ ნაცნობ მოტივზე მღერის...
ჩამოშლილ საყდარს შეეჩრდილა
ვირების ჯოგი, ვირების ხროვა –
თუ კი ახლა ვინმეა მოცლით,
გადადუღებულ ტვინს
მიხვრეტავს ყროყინი ზოგის,
ხმაური, მდედრის ნაშარდალზე
მამრების ლოშნის,
არადა, როგორ მომენატრეთ
ხეებო ცაცხვის...
78
***

(წინ მიდევს სამყაროს ზურგი)

წინ მიდევს სამყაროს ზურგი,


ბევრჯერ ბევრისგან ნამჩქვრევი,
მიდი-მოდიან ღრუბელნი,
ყველგან თავის კვალს ამჩნევენ –
მეც ვდგავარ, ხან აღმოსავლეთს,
ხანაც დასავლეთს გავცქერი.
იკრიბებიან ვარსკვლავნი,
ნელდება ჩქამი ჩანჩქერის,
მაინც რა მშვენიერი ხარ,
დილავ ნისლების ნამცვრევი.

***

(იღვიძებს დილა)

იღვიძებს დილა,
მზე გიგზავნის სიმღერას ნაცნობს,
იღვიძებს დილა,
აიყარა სულიდან ნისლი,
გამოდი გარეთ, შინ რა გინდა,
შე კაი კაცო,
ტკივილი თუ გღრღნის,
უარესის ყოფილხარ ღირსი.
79
ნიავი გრილი ყვავილების
ახალუხს გაცმევს –
თუ არას გარგებს,
არას გაწყენს შემჩქვრევა სისხლის,
სულ ტახტზე გდებით
ბებერ სხეულს შეაჭმევ საცვლებს,
მოვიდა მტერი,
გარეთ ქართა ჩოჩქოლი ისმის.
მაგ აკლდამაში რას უწევხარ,
შე კაი კაცო,
ტკივილი თუ გღრღნის,
უარესის ყოფილხარ ღირსი.

***

(არაგვს ამოჰყვა არწივი)

არაგვს ამოჰყვა არწივი,


ჩრდილმა დაჰფარა ჭალაო,
მოჰშივდა მთათა წვერებზე
ნისლებით პირისბანაო,
ცის ზურგზე აცერებულის
ჩურჩული მთვარესთანაო,
ბრტყელ მკერდზე ჩამობერტყილი
ცვარი ულოკოს ქარმაო.
ღმერთმა გაცოცხლოს, არწივო,
არ დაგილიოს ძალაო,

80
საბრალოდ გაიჭრიალა
გულის გამცვდარმა კარმაო.

***

(აღელდა)

აღელდა
მკერდი აიავაზა,
ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით,
რად მეჩვენება ასე ლამაზად
ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის.
წუხელის მთებში ირმებს ვსდიე და
მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება,
რად მეჩვენება ასე ძლიერად
ქარი, რომელიც გვერდით გამცდება.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დაგაღამდა სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი – რომელსაც გადავასწარი.
მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში,
ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს
და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში
ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე.
არათუ მოჩანს – კიდევაც ქრება,
გადაეფარა თვალის საწიერს,
სულისთვის როგორ იქნება შვება,

81
მზერა თუ არსად ჩამომაწიე.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დავიღამე სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი – რომელსაც გადავასწარი.

***

(ავზიდე ტანი)

ავზიდე ტანი,
ჩამოვკრიფე ზესკნელთა კიდე,
ხმა მივაწვდინე
სავედრებელ თაღებს უმთავრესს:
უფალო ჩემო!
ერთხელ კიდევ, ო, ერთხელ კიდევ –
ღირსმყავი ვნახო
საქართველო თავისუფალი...

82
***

(მოვრჩი ყველა გზა – კენტიც და ლუწიც)

მოვრჩი ყველა გზა – კენტიც და ლუწიც,


ყველა სკნელი და სამანი ყველა,
ეს თქვენა გტანჯავთ პრობლემა კუჭის,
მე, ბატონებო, ზღვასავით ვღელავ.
გუშინ რა იყო – მე უკეთ ვიცი,
ხვალ რა იქნება – ეს თქვენთვის ბნელა,
დედის წინ სირბილს რომ იწყებს კვიცი,
ვერ გამოვრიცხავთ – შეჭამოს მელამ.
მე თავდახრილი დავდივარ დღესაც,
ციდან არაფრის არა მაქვს შიში,
თქვენს ბაგეებს რომ წამოსცდა კვნესა,
მე ლაგამივით გამჩარეს პირში.
ბევრია, ყოფნა რომ დააქვს მუჭით,
ცოტაა, მზეს რომ იცოხნის ნელა,
თქვენ მოგინელებთ პრობლემა კუჭის –
მე, ბატონებო, ზღვასავით ვღელავ.

83
***

(მზე ისე ჩაქრა და სუნი საკმლის)

მზე ისე ჩაქრა და სუნი საკმლის


ყვითელი ფერით არ განესრულა,
მოდის კი?! ვინაც ჩაჰბერავს საყვირს,
მზის სამყაროდან გაიხმობს სულებს.
მოდის კი?! ვისიც დამდგარა ჟამი,
ჩვენი გადასვლის ჟამი გვაუწყოს,
მოდის კი?! ვისიც არ იცის აარვინ,
ვის შესახებაც არვინ არ უწყის.
მოდის უბრალო და მოდის ღია,
არაფერია მასში ფარული,
მოდის, ო, მოდის ფერებში მღვრიე
გაცხადდეს სიბრძნე გადამალული
და საიდუმლო შორეულ ხმების,
დრო თუ არ დადგა, არ გაგეხსნება,
ის მობრძანდება განგების ნებით –
ემორჩილება განგების ნებას.
ჯერ კი მრავალი გაივლის ხანი,
მოვა – იმ ღიობს გამოსცდა რაკი,
შემზარავი ხმით იკივლებს ქარი
სამყაროს ნგრევის გვაუწყებს საყვირს.

84
***

(ფიქრად მაქცია ყორნების)

ფიქრად მაქცია ყორნების


გამუდმებულმა ყეფამა,
ღრმა ხეობებში წანწალით
დამპალის ლეშის თქვლეფამა.
ქართაგან სალის კლდისათვის
ნისლების შემოფლეთამა,
დღისით ცრემლების დენამა,
ღამით ჩურჩულმა ღმერთთანა,
სულ მაღლა-მაღლა ფრენამა,
მოუსვლელობამ შენთანა.
ხან უარყოფამ სოფლისამ,
დაძმობილებამ გველთანა,
სულ მუდამ ძმასთან ქიშპობამ –
მოუცლელობამ მტერთანა,
აოხრებულმა მამულმა,
ვერშერიგებამ მზესთანა.
მეტწილად ბინდში დგომამა,
თვალის ხანდახან ახელამ,
ხველებას ამოყოლილმა
ფილტვის მოზრდილმა ნახევამ,
დარდისგან, ტკივილისაგან
გულმა შეჭმულმა ნახევრად,
ჭირთან მარტუას ყოფნამა
და არავისთან გამხელამ.
სახეზე ჭკნობამ – ღიმილის
85
ნაცვლად ღრუბლების შეყრამა,
არასდროს თავში დგომამა,
რიგი სულ ბოლოს მეკავა –
და უფლის სწორად მიყვარდა
ჩემი ბედკრული ქვეყანა.
განგებამ დიდი ბრძოლისთვის
წუთისოფელთან შემყარა,
თუ რამ სტანჯავდა სამზეოს –
მე გულის კოვზზე მეყარა.

***

(როცა მთვარის შუქზე მამულს)

როცა მთვარის შუქზე მამულს


ვეახლები,
შევხედავ ზეცას და მუხლებზე ვეცემი,
მეც მიტარებია სამშობლო ამ მხრებით –
– არა!
ხმა ზეციდან –
ნაკლებად ეცდები...
რაღაცა სიმართლე ამ ხმაში შევნიშნე,
სიმწარემ სიმართლის – გარედან
შემცვარა,
მადლობა
უფალო!

86
ვიღებ ამ შენიშვნას,
ალბათ, სამშობლოსთვის ნაკლებად
მეცალა.
ნაკლებად მეცალა სამშობლოს
მლოცველად,
სანთლებით ტაძარში ცოტა დრო
დავყავი,
ვაგლახ, რო სამშობლოს არ აარგო
მოცრემვლამ,
დიდგორზე დაღვრილი სისხლივით არ ჰყვავის.

***

(როდემდის გინდა იდგე, ბუერავ)

როდემდის გინდა იდგე, ბუერავ,


ამ ჩამოფლეთილ მუხების
ჩრდილში,
გიძნელდებოდეს თვალის ახელა
მარადიული სინათლის შიშით.
როდემდის – ფიქრობ მაინც,
როდემდის,
მითხარ, დობილო, რამე
სალხინო,
ზამთარი მოდის, ცივი ზამთარი,
ვერ ვიზამ იმას – არ
გაგაფრთხილო.

87
ჯერ ხომ არ მითქვამს შენთვის
არასდროს –
გულს შენი ცრემლი როგორ
მიტკივებს,
თუ ადრე მოვკვდი, არ მიღალატო,
მოდი და ქართან ერთად მიტირე.

***

(ჩემს ტკივილს)

ჩემს ტკივილს
სისხლის ფერი აქვს,
ჩემს ცრემლებს სისხლის
გემო,
ვბუბუნებ, როცა მღერიან
ნისლნი ქარაფებს ზემოთ,
რა ძნელი მოსათმენია –
ძნელი,
სიცოცხლევ ჩემო...
მზე მთებზე ამოწვერილი
ძალზე ნაკლებად მათბობს,
ცის გულისპირზე ვწერივარ
ყაყაჩოსფერი მელნით,
ნურავის ნუ ეგონება
ეს ტკივილები დავთმო,
ტკივილი გაჯერებული –
ჩემი სისხლით და ცრემლით.

88
***

(ორი გზა)

ორი გზა –
ერთი მარჯვნისკენ მიდის,
მეორე მარცხნივ, ტყისპირთან უხვევს,
ერთს თავიდანვე მოჰყვება ბინდი,
მეორე თეთრ ნისლად ეხვევა მუხებს.
მეორე მისდევს ყაყაჩოს მინდვრებს,
დროდადრო ფერი ერევა მწუხრის,
მე მესამე გზას ბარბაცით მივსდევ –
და, მივიდევნებ დაწყვეტილ მუხლებს.

***

(თუკი მწადია, ვიტირებ)

თუკი მწადია, ვიტირებ,


ვინ რა დამიშლის ტირილსა?
ცრემლია – მადლი უფლისა,
განმბანი ჩვენი ჭირისა.
მადლობა, დამბადებელო,
რომ გვილამაზებ ტკივილსა...

89
***

(მე თუ არა ვთქვი)

მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები, ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო – ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა, ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ. ა
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო, სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის...

90
***

(ვინ თქვა ღრუბლების ტირილი)

ვინ თქვა ღრუბლების ტირილი,


ან ცრემლი ვინ თქვა ღრუბლისა,
წვეთებად ცნობა ვინა თქვა
შავად დამდნარი შუბლისა...
ეს ვარამია, მსოფლიო,
ჩვენში რომ იწყებს დუღილსა,
დადნობა კაცთა გონების –
დილის, შუადღის, მწუხრისა...
ჩვენ გვიბრუნდება უკანვე
ღამეულ ფიქრთა საქსოვად,
მიწა ხან წვიმად იღვრება,
ციდან ჩამოდის ხან თოვლად...

***

(ქარს ვატან, ჩემი ტკივილი)

ქარს ვატან, ჩემი ტკივილი


ამბად დაუგდეთ არწივებს,
შემოახვიეთ მწვერვალებს –
ღრუბლებთან ერთად გასწირეთ.
უამბე სვავებს და ყორნებს
ყრანტალით მოსდონ სამყაროს,
91
ოი, რა მკრთალად ანათებ
შენ, ჩემო ბედის ვარსკვლავო.
მთვარეს გულმკერდზე მოჰფინეთ
ჩემი დაღლილი ფიქრები,
არ მინდა, არა, სიცოცხლე,
არც რაზე გარდავიცვლები.
უამბე კლდეზე ჩამომსხდართ
მკერდმოშიშვლებულ ორბებსა,
თვალი სულ თქვენკენ უჭირავს,
გულს თქვენკენ მოაბოდებსა.
შინა ზის, შინა, ბუხართან –
ცრემლით იღამებს თვალებსა,
დაჰყურებს ჩამობზარული
ლომი დაცვეთილ ბრჭყალებსა,
გულსუწადინოდ ბუბუნებს
თავს არვის შეაბრალებსა.
ჰპატიჟობს ღამის აჩრდილებს
ჭრიალით აღებს კარებსა
და შემზარავი ბუბუნით
ძილს უფხიზლებენ მთვარესა.

92
***

(მოდიან, დაღლილნი მოდიან)

მოდიან, დაღლილნი მოდიან,


წყლისპირას ლოდებზე სხდებიან,
იმათგან ცოცხალი ზოგია
და უმრავლესობა მკვდრებია,
არ ჰგავდნენ კრწანისის მეომართ,
კრწანისის ლომები სხვებია.
ჰკვნესიან, ნისლები ჰფარავენ,
ბორგავენ, ნისლიდან ჩნდებიან,
ადიან, ცად იკრიფებიან,
ცად ვარსკვლავებივით სხდებიან.
ღიაა სულეთის კარები,
მიდიან, მიდიან, ჰქრებიან,
არ ჰგავდნენ კრწანისის მეომართ,
კრწანისის ლომები სხვებია...
რას დამდევთ, აჩრდილნო ღამისა,
ამ მწუხრში დახვალთ
და წანწალებთ,
რად ბორგავთ, ვის რატომ ემდურით,
ან ჩემზე რადა ხართ გამწყრალნი.
ხომ გხატეთ, ვის როგორ შეგფერით,
ვის როგორ, თავ-თავის სახელით,
რას შვრებით, რამდენიც აგინთეთ,
იმდენი ჩამიქრეთ სანთელი,
სხვა ღონე, სხვა ძალა არა მაქვს,
თქვენს სახეს მოვფინო ნათელი.
93
ღიაა სულეთის კარები,
მიდიან, მიდიან, ჰქრებიან...
არ ჰგავდნენ კრწანისის მეომართ,
კრწანისის ლომები სხვებია.

***
მამული – ფიქრით ღამენათევარს
დასიცხულ შუბლზე მაფენს
ცვრიან ველს
და დასრულდება ჩემი ჟამთელვა,
როგორც ანთებულ დღეთა სიალე.
როცა ღვთის ნებას სხეული დასთმობს,
კივილი
ზესკნელს შეაზანზარებს
და, ჩემს ძვლებს კარებს გაუღებს
ფართოს
მამა-პაპათა წმინდა საძვალე.

***

(მესმის შენი ხმა)

მესმის შენი ხმა –


როცა შემოდგომის ხმელი
ფოთლები იწყებენ შრიალს,
მესმის შენი ხმა –
როცა მთებიდან მთებზე

94
გადადიან
თეთრი ნისლები,
როცა შეყვითლებულ
გვირილის
ფოთლებზე ცვარი შრება
და ღრუბლები ისვენებენ
ცის ჩამოშლილ კალთაზე.
მესმის შენი ხმა –
კლდეთა დახეთქილი
ძარღვებიდან,
არწივის ბუდიდან
ახლად აფრენილ
მართვეს აყოლილი,
ძველი ციხის დაბზარული
კედლებიდან დაყოვნებით,
მაგრამ მაინც სიღრმიდან
მიღმიერ სამყაროთა.
მესმის შენი ხმა –
საოცარი –
არაფრის და არარის მსგავსი.
ჩემამდის მოღწეული მუსიკა
მარადიული პოეზიისა –
არსი საწყისთა საწყისისა.
მესმის შენი ხმა და
ეს ხმა – ჩემი ლექსად
ქცევის მიზეზიცაა...

95
***

(სცენა)

სცენა...
სადაც სულს ფრთები დაემტვრა
და სისხლისფერ მტვრად
განიმცვრა უკან,
ქარი – ღვთაებრივ ჰანგთა მაესტრო
ნისლთა კამერულ ორკესტრთან
უკრავს.
შენ კი ხარხარებ, როგორც ყოველთვის
როცა ნათელი შესცვლის სამთვაროს,
მიწაზე – გაჩნდი როგორც პოეტი,
შეშლილის მარტივ ნიღაბს ატარებ.

***

(შენ შემოგევლე)

შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს –
96
ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის
ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ –
ყველაფრისთვის სმენადახშული
და აღარ მესმის, რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...

97
***

(როდესაც შენზე დაბლაა)

როდესაც შენზე დაბლაა


ზეცა,
დაბლაა მზე და
დაბლაა მთვარე
და მხოლოდ
უფლის
გალობა გესმის
და ვარსკვლავები
გინთებენ
თვალებს –
ო, რა მცირე ხარ,
მცირე ხარ, მიწავ,
ო, რა მცირე ხარ და
რა საბრალო
და ჰგრძნობ, რომ შენში
ლღვება და იწვის, ის –
რაც ტანჯავს და
სტკივა სამყაროს.

98
***

(ჩემო ციხევ და საყდარო)

ჩემო ციხევ და საყდარო,


ამ თხელი მხრებით გატარო,
გატარო მე, ამ საპყარმა,
ისე ნაზად და საყვარლად,
როგორც ჩემამდე გატარა
ერმა – მრავალის ამტანმა.
ვიდრემდის მუხლს დაუმძიმდე,
თვალები ბინდმა მობინდოს,
ვიდრემდის მე ლოცვად მივდგე,
იქნება ვინმე მოვიდეს –
უფრო მძლავრი და ამაყი,
იქნება, ვიცი, იქნება!
ნუ ოხრავთ,
ნუ გეფიქრებათ,
არაგვიანობს არაგვი...…
კიდევ მრავალი იზრდება –
მტრის ძვალთა ლოკვით
დანაყრდეს.
არა, არ გაუჭირდება
ცრემლით ბეჭებს ნუ მისველებ,
ვიაროთ ნელა, ბინდდება,
ხვალ? –
ხვალე ღმერთი გვიშველის...

99
***

(ცაზე ვარსკვლავი შეთხელდა)

ცაზე ვარსკვლავი შეთხელდა


შვილო,
თენებას მამცნობს მამლის ყივილი,
ზამთრის ღამეა გრძელი,
ჰქრის,
ცივა
და იფერფლება ჩემი ტკივილი.
ჩამომეღალნენ ზეცის ყურებით
თვალები, ღიობს არ ვტოვებ
მცირეს,
რომ კვალი შენი ნაფეხურების
არ წამიშალოს მზის სხივმა
შვილო.
არა ვყოფილვარ არასდროს
მხდალი,
დღეს სდუმს გული და სისხლიც
გრილია,
სამზეოს ჩემი იშლება კვალი,
ყველა გზა ჩემი მტვერწაყრილია
და ეს სხეული, ასე რომ მზარავს –
ხვალ ჩამომცვივა ხნიერ
ძვლებიდან,
მალე ჩემს ტაძარს დატოვებს
მთვარე
და ნელა-ნელა შევბინდდები და,
100
უკანასკნელად კიდევ ვიყმუვლებ.
მერე, ქარებმა ნისლით დამფარონ,
წამებად მექცა დროის სიყრუე და
ჯოჯოხეთად მთელი სამყარო.

***

(დახურეთ ზეცა!)

დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან
საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე –
მოსაყრელად დამიდგით
მუხლის
და თქვენ, ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე
მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს
მწუხრი.
სულნო ბნელეთის,
ყველა სკნელის კარნი
განახვნეთ
რომ ჩემი მოსვლა
ყველა ნერვით

101
იგრძნოს სამყარომ,
გადამიტანეთ, მზის
მხურვალე
მტვერში დამმარხეთ,
მიწის ცხელ მკერდზე
რომ დედამიწას
სიყვარულად გადმომაყაროს.

ჩემს რატის!

არაგველებო!
სამშობლო გეძებთ!
გეძებთ და შუბლი ფიქრმა
შეთრთვილა,
რად სდუმან მთები – მამულის
მკერდზე
უფლის ცრემლებად
ჩამოკრეფილან.
არაგველებო!
მამული მტკივა –
წამლად დამადეთ
მამულის წყლულებს,
მძიმე სენი სჭირს
სამყაროს მთლიანს
და ვერ ისვენებს
მსოფლიო სული.
არაგველებო!
რად გვინდა სისხლი –
102
თუ არ ბორგავს და შიშმა
დანისლა,
თუ არ იქნება სამშობლო ღირსი
რომ საქართველოდ იქცეს
კრწანისთან.
არაგველებო!
მოვკივი ქარებს და
მყუდროებას ვურღვევ
სასულეთს,
არაგველებო!
გაშალეთ მთვარე და
ჩემს სამშობლოს მხრებზე
დაჰხურეთ.
არაგველებო!
სამშობლო მტკივა! სამშობლო –
უფლის მუხლთა სასვენი,
არაგველებო!
ამინთეთ დილა
და ჩემი ქვეყნის ზეცა
გახსენით.
არაგველებო!
მმწუხრი წევს მყინვარს,
გონებავ ერის –
სიფრთხილე გმართებს,
არაგველებო!
სამშობლოს სტკივა,
სამშობლოს სტკივა –
ღვთისმშობლის სანთელს.
უწმინდესსა და უნეტარესს,

103
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს
ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და
უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და
გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენ თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით
ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ
მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ!
ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს,
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დააავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს –
ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი
სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას – უფლის
მშვენებას,

104
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო,
ვგავარ საძვალეს
და ყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო! დროშა გამოაბრძანე –
საქართველოსთვის
ლოცვით
დაგვძარი!ქ
ბრძანე, ბრძენკაცო, ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს
სისხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს,
მოძღვარო!
ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ
არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო
ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს!

105

You might also like