You are on page 1of 45

ანა გავალდა

35 კილო იმედი

2
ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც...
გამიმწარა ცხოვრება.
შეიძლება ითქვას, რომ სამი წლის ასაკამდე ვიყავი ბედნიერი. კარგად
აღარც მახსოვს, მაგრამ მგონი, ასე იყო... ვთამაშობდი, ჩემი საყვარელი
მულტფილმის, „სამი მურა დათვის“ ვიდეოკასეტას დღეში ათჯერ ვატ-
რიალებდი, ვხატავდი, მილიარდ თავგადასავალს ვიგონებდი ჩემი პლუშის
ამუნია გროდუდუსთვის, რომელზეც დღესაც ჭკუა მეკეტება. დედა ჰყვება,
რომ საათობით ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, დიალოგი მქონდა გამართული
საკუთარ თავთან და გახარებული, ბოლო ხმაზე გავკიოდი. ამ მოგონებები-
დან ვასკვნი, რომ ბედნიერი ვიყავი.
ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ყველა და ყველაფერი მიყვარდა და დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ იმ ყველა და ყველაფერსაც უყვარდათ ერთმანეთი.-
..მაგრამ შემისრულდა სამი წელი და ხუთი თვე და ბრახ! სკოლაც გამოჩნდა.
როგორც ახლა ვიხსენებ, იმ დილით ძალიანაც კმაყოფილი გავემართე
სკოლაში. მანამდე მშობლებმა, ვინ იცის, რამდენჯერ გამიმეორეს: „როგორ
გაგიმართლა, ძვირფასო, შენ ხომ ნამდვილ სკოლაში მიდიხარ“, „შეხედე,
რა მაგარი ახალი ჩანთა გაქვს! აი, ამით წახვალ შენს ლამაზ სკოლაში“...
ბლა ბლა ბლაა... მგონი, არ მიტირია (ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და უფ-
რო ის მაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა იქ სათამაშოები და ლეგოები...).
თურმე, სკოლიდანაც შესანიშნავ ხასიათზე დავბრუნებულვარ, აღფრთოვანე-
ბულიც კი. სადილის დრო იყო, კარგადაც გეახელით და მაშინვე ჩემს ოთახს
მივაშურე, რათა სასწრაფოდ მომეყოლა გროდუდუსთვის, რა გადასარევად
გავატარე დილა.
მაშინ რომ მცოდნოდა, ეს ჩემი ბედნიერი ბავშვობის უკანასკნელი წუთები
იყო, შევეცდებოდი, როგორმე უფრო გამეხანგრძლივებინა მისით მიღებუ-
ლი სიამოვნება, უფრო ნელ-ნელა დამეგემოვნებინა, რადგან სწორედ ამის
შემდეგ დადგა ყველაფერი თავდაყირა…
– აბა, წავედით! – მითხრა დედამ.
– სად?
– როგორ თუ სად, სკოლაში.
– არა.
3
– რა არა?
– არ წამოვალ.
– რაო? ვითომ რატომ?!
– იმიტომ, რომ აღარ ვაპირებ სკოლაში სიარულს. ვნახე, მანდ რაც ხდე-
ბა და საერთოდ არ დამაინტერესა. ოთახში იმდენი რამ მაქვს
გასაკეთებელ-შესაკეთებელი. გროდუდუს დიდი ხნის წინ დავპირდი, რომ
მისთვის ავაგებ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დაეხმარება ადვი-
ლად იპოვოს ჩემი საწოლის ქვეშ ჩაფლული ყველა ძვალი. მე კი ჯერ კიდევ
ვერ გამოვნახე ამისთვის დრო.
დედა ჩაიმუხლა, მე თავი დავხარე. ის დაჟინებით მთხოვდა სკოლაში წას-
ვლას, მე ტირილი დავიწყე.
მან წამომაყენა, მე ღრიალი მოვრთე. ჰოდა, ალიყურმაც არ დააყოვნა.
მაშინ პირველად გამარტყა დედამ.
ესეც ასე!
ესეც შენი სკოლა!
ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი.
ამ დღის შემდეგ, ალბათ, მილიარდჯერ მაინც მომიხდა ამ ისტორიის
მოსმენა, როდესაც ჩემი მშობლები მას უყვებოდნენ თავიანთ მეგობრებს,
აღმზრდელებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, ლოგოპედებს და მიმარ-
თულების მრჩევლებს. და ყოველ ჯერზე მაგონდებოდა, რომ მაინც ვერ შევ-
ძელი გროდუდუსთვის ძვლის დეტექტორის შექმნა.
ახლა ცამეტი წლის ვარ და მეექვსე კლასში ვსწავლობ. მთლად კარგად
არ არის საქმე, ხომ? ახლავე აგიხსნით ყველაფერს. თქვენ კი, თუ არ შეწუხ-
დებით, თითებზე გადაითვალეთ. ვივაჟკაცე და ორჯერ ჩავრჩი ერთსა და
იმავე კლასში: მეორესა და მეექვსეში.
სკოლამ ნამდვილ დრამად აქცია ჩემი ოჯახის ყოფა. წარმოიდგინეთ -
დედა ტირის და მამა ილანძღება. ან პირიქით, ახლა დედა იწყებს ლან-
ძღვას და მამა დუმს. ძალიან მაწუხებს და მაუბედურებს მათი ამ დღეში და-
ნახვა, მაგრამ რა ვქნა? რა შემიძლია გავაკეთო? ან რა უნდა ვთქვა ამ
დროს? არაფერი. არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან პირი თუ გავაღე,
ეს კიდევ უარესი იქნება. მათაც თითქოს აღარაფერი აქვთ სათქმელი და
თუთიყუშებივით მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებენ:
– იმუშავე!
4
– იმუშავე! იმუშავე! იმუშავე!
– იმუშავე!
კარგი ბატონო, გავიგე. ასეთი იდიოტიც არ ვარ! ძალიანაც მინდა მუ-
შაობა, მაგრამ ამ მოწყენილობას რა ვუყო? სკოლაში რაც ხდება, ჩემთვის
ყველაფერი ჩინურია, ერთ ყურში შედის და მეორიდან გადის. მოკლედ,
რომელ ექიმთან აღარ მიმიყვანეს: ჯერ თვალისო, მერე ყურისო, ბოლოს
ტვინისაც გამოძებნეს და უამრავი ტყუილად დაკარგული დროის შემდეგ გა-
მოიტანეს დასკვნა, რომ თურმე, კონცენტრაციის პრობლემა მქონია. ახალი
ამბავი! ეს ხომ მეც მშვენივრად ვიცოდი, ეკითხათ და პასუხს არ დავამადლი-
დი. არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც არაფერი მჭირს. უბრალოდ,
არ მიყვარს და არ მაინტერესებს ეს სკოლა.
არ მაინტერესებს და მორჩა. სულ ეგ არის.
სკოლაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი ბედნიერი. ეს იყო
პირველ კლასში, როდესაც მარი მასწავლებელი მასწავლიდა. მე მას არა-
სოდეს დავივიწყებ.
ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, ვხვდები, რატომ აირჩია მარიმ მასწავ-
ლებლობა. მას სურდა, საშუალება ჰქონოდა, მუდამ ეკეთებინა ის საქმე,
რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრებაში, ანუ ჩხირკედელაობა,
ხელმარჯვეობა, სხვადასხვა საინტერესო რამის გამოგონება და შექმნა. მა-
რი მაშინვე შევიყვარე, პირველივე დღის პირველივე დილიდან. ის ატარებ-
და საკუთარი ხელით შეკერილ ტანსაცმელს, თავის მოქსოვილ ჯემპრს და
მისივე ფანტაზიით შექმნილ სამკაულს. ყოველდღე რაღაც მიგვქონდა სახ-
ლში: მაგალითად, დაჭმუჭნილი ფურცლისგან გაკეთებული ზღარბი, კატა
რძის ბოთლით ხელში, წრუწუნა კაკლის ნაჭუჭში, მობილური ტელეფონები,
ნახატები, ნაძერწები, სხვადასხვა კოლაჟები... ეს იყო მასწავლებელი, რომე-
ლიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოგვეფიქრებინა. ის ამბობდა,
რომ წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც ჩვენ რაღაც ახალს
ვქმნიდით. ახლა, ამ ყველაფრის გახსენებისას, მეჩვენება, რომ სწორედ ეს
ბედნიერებით სავსე წელი გახდა ყველა ჩემი შემდგომი უბედურების საწყისი,
რადგან ზუსტად მაშინ მივხვდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყვე-
ლაზე მეტად მაინტერესებს ჩემი ხელები და ის, რაც მათი მეშვეობით შეიძ-
ლება შევქმნა.

5
ძალიან კარგად ვიცი, რომ დავალებული ვარ მარისგან. სულ მცირე,
პირველი კლასის დახურვის გამო მაინც. იმის გამოც, რომ მან გამიგო და
მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. მან იცოდა, რომ თვალზე მაშინვე ცრემლი
მადგებოდა, როდესაც საკუთარი სახელის დაწერას მთხოვდნენ; რომ ზეპი-
რად ვერაფერს ვსწავლობდი და ჩემთვის საბავშვო ლექსის წარმოთქმაც
ტანჯვა იყო. სასწავლო წლის მიწურულს, ბოლო დღეს, მასთან გამოსამშვი-
დობებლად მივედი. ყელი გამომშრალი მქონდა, გული მეკუმშებოდა და
ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. საჩუქარი გავუწოდე. ეს იყო ძალიან მაგარი,
ფანქრების ჩასაწყობი ყუთი მრავალფუნქციური უჯრებით, სადაც შეეძლო
ბევრი რამ შეენახა. მაგალითად, საკალმეები, ქაღალდის სარჭები თუ საშ-
ლელები. რამდენიმე საათის განმავლობაში ვამზადებდი და ვფუთავდი ამ
საჩუქარს. სამაგიეროდ, დავინახე, როგორ ესიამოვნა ის ჩემს საყვარელ
მასწავლებელს და ზუსტად ჩემსავით აღელდა, შემდეგ კი მითხრა:
– გრეგუარ, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი...
სქელი წიგნი აიღო:
– მომავალ წელს დიდებთან ერთად იქნები მადამ დარეს კლასში და ბევ-
რი, ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო... იცი, რატომ?
თავი გავაქნიე.
– იმიტომ, რომ შეძლო იმ ყველაფრის კარგად წაკითხვა, რაც ამ წიგნში
წერია...
როცა შინ დავბრუნდი, დედას სათაურის წაკითხვა ვთხოვე. მან სქელი
წიგნი მუხლებზე დაიდო და თქვა:
– „ათასი იდეა პატარა ხელმარჯვეებისათვის“ – ოჰ, ოჰ, წარმოდგენაც არ
მინდა, აქ რა არეულობა დატრიალდება!
დანახვისთანავე შევიძულე მადამ დარე. მძულდა მისი ხმა, მანერები და
უაზრო მისწრაფება მოსწავლეების გამორჩევისკენ. მიუხედავად ამისა, მაინც
ვისწავლე კითხვა, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა კვერცხის ნაჭუჭისგან ბე-
ჰემოტის გაკეთება, როგორც ეს მარის ნაჩუქარი წიგნის 124-ე გვერდზე ეწე-
რა.
პირველი კლასის ბოლოს მარის ჩემი აკადემიური მოსწრების ფურცელში
ჩაუწერია:
„ამ ბიჭს გამჭრიახი გონება და ჯადოსნური თითები აქვს, მაგრამ გულჩათ-
ხრობილია. შეიძლება მასთან მუშაობა და წარმატების მიღწევა“.
6
ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, განათლების მუშაკმა
წყალწაღებული არ მიწოდა.

***

სხვათა შორის, უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომელთაც


ჩემსავით გულზე არ ეხატებოდათ სკოლა. აი თქვენ, მაგალითად, კაცმა
რომ გკითხოთ, გიყვართ თუ არა სკოლა, თავს დავდებ, რომ მაშინვე „არას“
უპასუხებთ. სუპერბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყო, ამ შეკითხვას დადები-
თად რომ უპასუხო. ან, იქნებ, იმდენად კარგი მოსწავლეებიც მოიძებნონ,
რომელთათვისაც, უბრალოდ, ჰობია ყოველ დილით თავიანთი ნიჭიერების
გამოცდა. ჰოდა, რა გამოდის... სინამდვილეში უყვარს ვინმეს სკოლა? არა-
ვის. და რამდენს ეზიზღება? არც ისე ცოტას. სწორედ ასეა. ქვეყნად ჩემსა-
ვით წყალწაღებული მოსწავლეებიც არიან, მასწავლებლები მერხზე რომ
დააკაკუნებენ და ეს კიდევ ჯობიაო, რომ იტყვიან. მოსწავლეები, რომლებ-
საც ქრონიკული მუცლის ტკივილი აწუხებთ.
მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვა-
ლები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ,
თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი
საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა,
თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ამ დროს საუზ-
მე ნამდვილი ტანჯვაა. მართლა არაფრის გადაყლაპვის თავი არ მაქვს, მაგ-
რამ რადგან დედაჩემი, ტრადიციულად, თავზე მადგას, იძულებული ვარ,
რამდენიმე ლუკმა ორცხობილა შევჭამო. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი
ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე
კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის
გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ, მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან
იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდე-
საც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ
ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩე-
ბა. – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში
ჩამდის და გულს მირევს.
7
ჩემს მუცელში ტკივილის ბურთი დნობას ოთხი საათიდან იწყებს და საბო-
ლოოდ ქრება, როდესაც სახლის კარს ხელახლა შევაღებ. ჩემი მშობლების
სამსახურიდან დაბრუნების დროს, ტკივილი თავიდან წამოყოფს ხოლმე
თავს. მით უმეტეს, სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ თუ არა, კითხვებით
მიკლებენ იმის შესახებ, თუ როგორ გავატარე დღე, რა მოხდა ახალი და
დღიურში ნიშნების გადასამოწმებლად ჩანთაში მიძვრებიან. თუმცა, ამ დროს
ტკივილი იმდენად მძაფრი აღარაა და მოწოლილი ბურთიც ნაკლებად მძი-
მეა, რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ, ასე თუ ისე, მივეჩვიე ჩემს ოჯახურ
კრიზისს.
არა, საბოლოოდ მაინც უნდა ვაღიარო, რომ წეღან ვიცრუე. არაფერსაც
არ მივეჩვიე...ეს კრიზისი მეტისმეტად გაიწელა, ერთ ამბავს მეორე მიჰყვა
და ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი. აღარ ვიცი, რა ვიღონო. ვეღარ ვუძ-
ლებ ამ სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთი აღარ უყ-
ვართ, მაგრამ ხალხში ამას არ აღიარებენ. სამაგიეროდ, სახლში არ აკლე-
ბენ ერთმანეთს ლანძღვა-გინებას. ყოველ საღამოს „კონცერტები“ აქვთ გა-
მართული. ჰოდა, რადგანაც ჩხუბის წამოსაწყებად მიზეზია საჭირო, ხშირად
საბაბად მე და ჩემს დამპალ ნიშნებს გვიყენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ორი-
ვეს ყველაზე დიდი შეცდომა. დედა, როგორც წესი, მამას საყვედურობს,
რომ მას არასოდეს აქვს დრო საკუთარი შვილის მისახედად. მამა კი, თავის
მხრივ, პასუხობს, რომ დედის მოვალეობა ბავშვის აღზრდაა და არა - მისი
გატუტუცება.
როგორ მომბეზრდა, ღმერთო, როგორ მომბეზრდა...
ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი როგორ ამომივიდა ყელში.
ასეთი შემთხვევებისთვის ერთი ხერხი მაქვს – ყურებს ვიხშობ და ყურად-
ღება მთლიანად ხელსაქმეზე გადამაქვს. მაგალითად, „ლეგო სისტემით“
კოსმოსურ ხომალდს ვაგებ, ანაკინ სკაიუოკერისთვის, ან მეკანოთი ვაწყობ
აპარატს, რომლითაც კბილის პასტის ტუბის დაპრესვა იქნება შესაძლებელი,
ან პატარა ხის ფიცრებით გიგანტურ პირამიდას ვაგებ. ამასობაში, საშინაო
დავალებების შესრულების დრო მოდის და ჩემი ტანჯვა-წამებაც თავიდან იწ-
ყება. თუ დედა დამიჯდება დასახმარებლად, ბოლოს აუცილებლად ტირი-
ლით ამთავრებს, ხოლო თუ მამა, – მაშინ უეჭველად მე ვტირი.
არ მინდა, ამ მონათხრობიდან ჩემს მშობლებზე ცუდი შთაბეჭდილება
დაგრჩეთ, ან იფიქროთ, რომ ცუდად მექცევიან. არა, არა! პირიქით, ძალიან
8
მაგრები არიან, ჰო, მაგრები... მშობლები მართლა ნორმალურები მყავს,
რას ამბობ! უბრალოდ, ყველაფერი სკოლის ბრალია, ის აფუჭებს საქმეს.
სხვათა შორის, სწორედ ამ კრიზისის და დაძაბული საღამოების თავიდან
ასაცილებლად, კარგი გამოსავალი ვიპოვე და ეს ბოლო წელია, ჩემს უბის
წიგნაკში დავალებების მხოლოდ ნახევარს ვინიშნავ. ეს, მართლაც რომ,
ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამის
თქმა ვერაფრით გავბედე კოლეჯის დირექტორისათვის, როდესაც მის კაბი-
ნეტში აღმოვჩნდი ცრემლით სავსე თვალებით. აი, ასეთი სულელი ვარ!
ისე, კარგი ვქენი, რომ გავჩუმდი. ეს გასიებული ინდაური გამიგებდა, თუ
რა?! ვერაფერსაც ვერ გამიგებდა. ამიტომაც გამრიცხა სკოლიდან მომდევ-
ნო თვეში. სპორტის გაკვეთილის გამო გამომაგდო.
უნდა ვაღიარო, რომ სპორტსაც თითქმის ისევე ვერ ვიტან, როგორც სკო-
ლას. ზუსტად ვიცი, თქვენ უფრო გამიგებთ და მიხვდებით, რომ მე და სავარ-
ჯიშო ხალიჩა ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები. მე არც მაღალი ვარ,
არც მოსული და არც ძლიერი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, დაბალი ვარ,
უღონო და გაწრიპული.
ზოგჯერ წამომივლის, სარკის წინ ვდგები, დოინჯს შემოვირტყამ და კუნ-
თებს ვძაბავ. ცოტა უცნაური სანახავი კი ვარ, კაცს ეგონება, ჭიაყელა ბოდი-
ბილდინგში ვარჯიშობს, ან ტიპი ლეგიონერ ასტერიქსად გადაქცევას ლა-
მობსო. ერთი შეხედვით, იქნებ მხარბეჭიანიც მოვჩვენებოდი ვინმეს, მაგრამ
გამოვძვრებოდი თუ არა სხვისი ტყავიდან, ხელში მხოლოდ და მხოლოდ
ერთი ლაჩარი და ვაიგმირი შემრჩებოდა ხოლმე. ყოველთვის ეს აზრები
მომდის თავში, როდესაც სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ.
დიახ, ვაღიარებ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თავს ვერ ვართმევ, კი
ბატონო. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, რაღაცებზე თვალი თუ არ დახუჭე, საერ-
თოდ მოგეღება ბოლო და გაბანძდები. იგივე ლოგიკის მიხედვით, შარშან,
ყველაზე უსარგებლო საგანზე – სპორტის გაკვეთილზე „დავხუჭე თვალი“.
რაკი ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე, ისიც უნდა დავწერო, რომ ერ-
თხელ მაგარი სასაცილო ამბავი გადამხდა თავს. საქმე იმაშია, რომ ცხოვ-
რებაში არ მიცინია ისე გულით და არ მიხარხარია ისე გიჟურად, როგორც
იმ დღეს, მადამ ბერლურონის გაკვეთილზე, სპორტულ დარბაზში.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.

9
– გრეგუარ დიუბოსკი, – წარმოთქვა მან, ისე რომ ცხვირი არ ამოუყვია
საკლასო ჟურნალიდან.
– ვარ!
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა, კუჭი ამეშლებოდა და ყველას
წინაშე თავი მომეჭრებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა
ეს ყველაფერი.
წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ყურში მაშინვე ბავშვების ქირქილი ჩამესმა.
ამჯერად ისინი ჩემს უცოდინრობაზე კი არა, სიარულის მანერაზე იცი-
ნოდნენ. იმ დღეს სპორტული ფორმა სახლში დამრჩა, თან ამ სემესტრში
მესამედ და ტანსაცმელი ბენჟამენის ძმისგან ვითხოვე, რომ არ დავსჯილიყა-
ვი და გაკვეთილების შემდეგ არ დავეტოვებინე (წელს უკვე იმდენჯერ ვარ
ამ მეთოდით დასჯილი, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ ას-
წრებს). სამწუხაროდ, ბენჟამენის ძმა მწვანე გიგანტის, ჰალკის კლონი აღ-
მოჩნდა და მისი სიმაღლე ერთი მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი იყო.
ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ვცურავდი ამ XXL ზომის ტანსაც-
მელში და 45 ზომის სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც ნამდვილად არ მი-
ჭერდა. აშკარად წარუმატებელი იდეა იყო...
– ეს რა ჯანდაბა ჩაგიცვამს? – „დედაშვილური მზრუნველობა“ ჩანდა მა-
დამ ბერლურონის ღრიალში.
მე თავი მოვისულელე და ვუთხარი:
– ჰო, არც მე მესმის, მასწ, არადა, წინა კვირას კარგად მქონდა... ვერა-
ფერი გავიგე...
ბრაზისგან ლამის გასკდა:
– ფეხები მიადგით და წინ ორჯერ გადატრიალდით.
პირველი ყირა კატასტროფულად ცუდად გამომივიდა და ცალი ფეხსაც-
მელიც გამძვრა. გავიგონე, როგორ დამცინეს კლასელებმა და მათი გულის
გასახარად, მეორე ფეხსაცმელიც მოვიშორე. პირდაპირ ჭერში ვისროლე.
წამოდგომისას ტრუსი გამომიჩნდა, რადგან შარვალი ნახევრად ჩამძვრა-
ლი მქონდა. მადამ ბერლურონი გაცეცხლებული იყო, ბავშვები კი სიცილით
იხოცებოდნენ. ამჯერად ეს არ იყო ბოროტი სიცილი, ეს იყო ისეთი გულიანი
ხარხარი, როგორიც მხოლოდ ცირკში შეიძლება წაგსკდეს. ჰოდა, მეც გა-
დავწყვიტე, რომ ამ სპორტული დარბაზის კლოუნი გავმხდარიყავი – მადამ
ბერლურონის პირადი მასხარა. როდესაც სხვებს აცინებ, გული შენც გითბე-
10
ბა და ნარკომანივით გიჩნდება მოთხოვნილება, კიდევ უფრო მეტჯერ და
მეტჯერ გააცინო.
მადამ ბერლურონმა უკვე იმდენჯერ დამსაჯა, რომ ჩემს დღიურში თავისუ-
ფალი ფურცელი აღარ დარჩა. საბოლოოდ, იმდღევანდელი ამბის გამო,
სკოლიდანაც გამომაგდეს, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნანობ. ამის წყალო-
ბით, სკოლაში ყოფნის პერიოდში პირველად ვიგრძენი თავი გამოსადეგად.
იმ ამბის შემდეგ ენითაუწერელი რამ მოხდა – თუ ადრე, არასპორტულო-
ბის მიზეზით, არავის სურდა ჩემი გუნდში აყვანა, ახლა, ჩემ გამო, ერთმა-
ნეთს თავპირს ამტვრევდნენ, რადგან მაიმუნობებით მოწინააღმდეგეებს ვაბ-
ნევდი და არეულობა შემქონდა მათ რიგებში. მახსოვს, ერთ დღეს ფეხ-
ბურთს ვთამაშობდით და კარში დამაყენეს. წარმოიდგინეთ, მე და მეკა-
რეობა! ბურთის მოახლოვებისას, ბადეზე ისე მივძვრებოდი, როგორც გაცო-
ფებული მაიმუნი გალიის კედლებზე და მასავით ვღრიალებდი. ხოლო
ბურთს, თამაშში დაბრუნების ნაცვლად, უკან ვაგდებდი. აი, ასე მაგრად ვის-
ვრი მიზანში!
იმ თამაშში ერთხელ ბურთის აღებაც კი ვცადე და წინ გადავხტი. რა თქმა
უნდა, ბურთს არც კი შევხებივარ. სამაგიეროდ, როდესაც წამოვდექი, პირი
მთელი ბღუჯა ბალახით მქონდა გამოტენილი. ალბათ, იმ ძროხას ვგავდი,
ბალახს რომ ცოხნის და თან „მუუუს“ გაიძახის. ჩემმა კლასელმა კარენ ლე-
ლიევრმა სიცილისგან შარვალში ჩაიფსა, მე კი ისევ დავისაჯე და გაკვეთი-
ლების შემდეგ მთელი ორი საათით დამტოვეს. თუმცა, მაინც ღირდა, რა!
გაგდებით კი ბრინჯაოს ცხენის გამო გამაგდეს.
სხვათა შორის, ამ ამბავმა მართლაც აღმაშფოთა, რადგან ამჯერად არა-
ფერი მიეშმაკია. იმ გაკვეთილზე უზარმაზარ, ბლაგვ მოწყობილობაზე მუშ-
ტებზე დაყრდნობით გადახტომა დაგვევალა. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა,
სტარტიც ცუდად ავიღე და გადახტომითაც ცუდად გადავახტი. ალე ჰოოპ-
!..საბოლოოდ კი... გამიგებთ ალბათ, რისი თქმაც მინდა. ერთი ადგილი სას-
ტიკად მომეჭეჭყა. ბავშვებს ეგონათ, „აუუოუუუუუ“ს ძახილით მათ გასაცინებ-
ლად ვიკლაკნებოდი, ამიტომაც არ დააყოვნეს და ხარხარი ატეხეს. მადამ
ბერლურონმა კი პირდაპირ დირექტორთან წამათრია. ტკივილისგან ორად
ვიყავი მოკეცილი, მაგრამ ტირილით არ მიტირია.
არ მინდოდა, მათთვის სიამოვნება მიმენიჭებინა.

11
არც ჩემმა მშობლებმა დამიჯერეს. მას შემდეგ კი, რაც ჩემი გამობუნძუ-
ლების ამბავი შეიტყვეს, ნამდვილი კონცერტი მოაწყვეს. ცხოვრებაში პირვე-
ლად ვნახე, რომ ისინი ასე შეთანხმებულად, ერთი მიმართულებით ყვი-
როდნენ, თან მთელი გულით.
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ოთახში გამიშვეს, მივხურე კარი და
იატაკზე დავჯექი. თავს შემოვუძახე და არჩევანის საშუალება მივეცი: „გრეგუ-
არ, შენ შეგიძლია, ახლა ადგე, საწოლზე აძვრე და ტირილით გული იჯერო.
ვერც გაგამტყუნებ, რადგან შენი ცხოვრება არაფრად ღირს და თავადაც
ნამდვილი არარაობა ხარ. ამიტომ ახლავე, აქვე რომ მოკვდე, ღირსიც იქ-
ნები. მეორე ვარიანტიც გაქვს – ადექი და რამე ააშენე“. იმ საღამოს დიდი
ურჩხული გამოვძერწე, მთელი თავისი სიბინძურეებით და „ბანჯგვლიანი
ბერლურონი“ დავარქვი. ბოლოს კი გემრიელად ავკუწე.
გარწმუნებთ, ეს არ იყო ყველაზე დიდი ბოროტება, რისი ჩადენაც მაშინ
შემეძლო. სამაგიეროდ, არ ვიტირე და ბალიში დასველებას გადავარჩინე.

***

ერთადერთი, ვინც ამ მძიმე პერიოდში გვერდით დამიდგა და მანუგეშა,


ბაბუა იყო. პრინციპში, ეს არც გამკვირვებია, რადგან მას შემდეგ, რაც წამო-
ვიზარდე და მის ხელსაწყოებით სავსე ფარდულში დავიწყე სიარული, ბა-
ბუაჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ამიტომაც ყო-
ველთვის მქონდა მისი იმედი.
ბაბუა ლეონის ფარდული მთელი ჩემი ცხოვრებაა. ეს არის ჩემი თავშესა-
ფარიც და ალიბაბას საიდუმლო გამოქვაბულიც. ზოგჯერ, როცა ბუზღუნა ბე-
ბია შარლოტი ნერვებს მოგვიშლის ხოლმე, ბაბუა შემომიბრუნდება და მე-
ჩურჩულება:
– არადა, ალბათ, როგორ უნდა ჩვენთან ჩაძმაკაცება?!
წყნარად ვმუშაობთ და არ ვიმჩნევთ ბებოს სარკაზმს:
– ლეონ, როგორც ჩანს, უკვე ბიჭის მოწამვლაც მოგისწრია...
ბაბუა მხრებს იჩეჩს და პასუხობს:
– გეხვეწები, რა, შარლოტ, გემუდარები! მე და გრეგუარს აქ განმარ-
ტოება გვიყვარს, რათა წყნარად ჩავფიქრდეთ რაღაც-რაღაცებზე.
12
– შეიძლება დავინტერესდე, მაინც რაზე ფიქრობთ ხოლმე?
– მე ჩემს წარსულზე ვფიქრობ და გრეგუარი – თავის მომავალზე.
ბებია მაშინვე ტრიალდება და ბუზღუნ-ბუზღუნით მიდის:
– სჯობდა, დავყრუებულიყავი და ამ სისულელეებისათვის არ მესმინა.
– ისედაც უკვე ყრუ ხარ, ჩემო ძვირფასო. – ბაბუ ყოველთვის ასე პასუ-
ხობს.
ბაბუა ლეონიც ჩემსავით ჩხირკედელაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის
ჭკვიანიცაა. სკოლაშიც ძალიან მაგარი ყოფილა, ყველა საგანში საუკეთესო.
ერთხელ გამიმხილა, რომ კვირაობით არასოდეს მეცადინეობდა, იმიტომ,
რომ უბრალოდ, არ ჰქონდა ამის სურვილი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს,
როცა კლასში საუკეთესო ხარ მათემატიკაშიც, ფრანგულშიც, ლათინურშიც,
ინგლისურშიც და ისტორიაშიც. ერთი სიტყვით, ყველაფერში. ჩვიდმეტი
წლის ასაკში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. იმდროინდელ საფრან-
გეთში იქ მოხვედრა ურთულესი ამბავი იყო. ამის შემდეგ უზარმაზარი ნაგე-
ბობები ააშენა: ხიდები, ავტომაგისტრალები, გვირაბები, კაშხლები და ა.შ...
როდესაც ვთხოვე, დაეზუსტებინა, მაინც რას აკეთებდა ამ მიმართულებით,
ბაბუმ მაშინვე სიგარეტს მოუკიდა და ისე მიპასუხა, თითქოს ხმამაღლა ფიქ-
რობსო:
– არ ვიცი. არასოდეს დავინტერესებულვარ ჩემი ფუნქციის ზუსტი განმარ-
ტებით. მოდი, ასე ვთქვათ: ჩემი მოვალეობა გეგმების გადახედვა და საკუ-
თარი აზრის გამოთქმა იყო. გაკმაყოფილებს ეს პასუხი?
– როგორ? მეტი არაფერი?
– დიახ, მხოლოდ ეს და მეტი არაფერი... მაგრამ ამ საქმეს ასე ზერელედ
ნუ შეხედავ, ჩემო ბიჭო! აქ ერთ სიტყვასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ
შენ იტყვი, რომ კაშხალი გამძლე იქნება და ის ჩამოიშლება, ყველას თვალ-
ში ბრიყვი გამოჩნდები. დამიჯერე, ასეა.
ბაბუას ფარდული ის ადგილია, სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ
თავს. თუმცა ისე დიდი ვერაფერია. წარმოიდგინეთ ბაღის სიღრმეში ჩაკარ-
გული, ფიცრებითა და ხვეული ბურბუშელით გამოტენილი პატარა ქოხი, სა-
დაც ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში – მეტისმეტად ცხელა. მიუხედა-
ვად ამისა, შანსს არ ვუშვებ ხელიდან იქ გასაქცევად, რათა ხის ნაჭრებითა
და ნამდვილი ხელსაწყოებით ვიჩხირკედელაო, ვუყურო, როგორ მუშაობს
ბაბუა ლეონი (ამჯერად ის ავეჯს ამზადებს, როგორც ჩანს, რესტორნისათ-
13
ვის), რჩევა ვკითხო სხვადასხვა საკითხზე, ან სულაც ისე, უბრალოდ მივიდე.
რა მიზეზი სჭირდება იმ ადგილას მისვლას, სადაც ყველაფერი ასეთი ახ-
ლობელი და მშობლიურია. საკმარისია, ჩამოჯდე და დაისვენო. ცოტა ხნის
წინ სკოლის სუნზე გესაუბრეთ, რომელიც ჩემში გულისრევას იწვევდა. აქ კი
ყველაფერი პირიქითაა. შემოვდივარ თუ არა ამ ვიწრო, ნესტიან მიწურში,
ნესტოებს, რაც შემიძლია, ვბერავ, რომ კარგად შევიგრძნო ბედნიერების
სურნელი. ეს არის ნარჩენების, ცხიმის, ელექტრორადიატორის, რკინის შე-
სადუღებლის, ხის წებოს, თუთუნის და სხვა ათასი რამის სუნი. მაგიჟებს ეს
სურნელი! საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ოდესმე ლაბორანტი გავხდე-
ბი და ახალ სუნამოს გამოვიგონებ, რომელსაც „ფარდულის წყალს“ დავარ-
ქმევ. ყოველთვის დავყნოსავ, როცა ცხოვრებაში პრობლემები მექნება.
როცა ბაბუამ გაიგო, რომ მეორე კლასში ჩავრჩი, მუხლებზე დამისვა და
კურდღლისა და კუს ამბავი მომიყვა. ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, რო-
გორ ვეხუტებოდი მაშინ და რა ტკბილი მეჩვენებოდა მისი ხმა:
– ხედავ, ჩემო ბიჭო? ერთ ცენტსაც არავინ დადებდა ამ ბეჩავ კუზე. ის
ხომ მეტისმეტად ნელია... მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, სწორედ
მან გაიმარჯვა. და როგორ ფიქრობ, რითი მოიპოვა მან ეს გამარჯვება?
მხოლოდ თავისი შემართებისა და სიმამაცის წყალობით. შენც ასეთი მამაცი
და ყოჩაღი ხარ, გრეგუარ... ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მინახავს შე-
ნი შესაძლებლობები. მინახავს, საათობით როგორ იდექი სიცივეში და ხის
ნაჭერს ბოლოებს უთლიდი, ან როგორ ღებავდი შენს მაკეტებს... ჩემთვის
შენც ამ კუსავით მებრძოლი ხარ.
– სკოლაში არც არაფრის გათლას გვთხოვენ და არც გაპრიალებას! –
ვუპასუხე ქვითინით. – მხოლოდ ისეთ რაღაცებს მოითხოვენ, რისი გაკეთე-
ბაც შეუძლებელია.
მოგვიანებით, როდესაც ბაბუამ შეიტყო, რომ მეექვსე კლასშიც ჩავრჩი,
ასე ტკბილად ნამდვილად აღარ ამღერებულა.
იმ დღეს ჩვეულებისამებრ მივედი მათთან, მაგრამ ბაბუამ სალამზე სალ-
მითვე არ მიპასუხა. მდუმარედ ვჭამეთ, სადილს ყავაც დავაყოლეთ, ბაბუა კი
არც ფიქრობდა სახლიდან ფეხის მოცვლას.
– ბაბუა ლეონ!
– რა გინდა?
– არ მივდივართ ფარდულში?
14
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ დედაშენმა ცუდი ამბავი შემატყობინა...
– ...
– შენი ვერაფერი გავიგე! ამბობ, რომ სკოლას ვერ იტან, მაგრამ ყველა-
ფერს აკეთებ, რათა, რაც შეიძლება, დიდი ხნით მოგიხდეს იქ დარჩენა…
არაფერი მიპასუხია.
– მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, არც ისეთი წყალწაღებული ხარ, როგორც
ამას შენზე ამბობენ... თუ ხარ, ჰა?
ამჯერად მკაცრად მელაპარაკებოდა.
– ჰო, ვარ.
– ოოჰ, აი რა მიშლის ნერვებს ყველაზე მეტად! რასაკვირველია, იმის
თქმა გაცილებით ადვილია, რომ არაფრისმაქნისი და არარაობა ხარ! აბა
რა! აი, სად უშვებ საბედისწერო შეცდომას! რა მარტივია, იფიქრო, რომ
დაწყევლილი ხარ და არაფერი გამოგივა! და რას აპირებ? შემდეგ კლასებ-
შიც უნდა ჩარჩე?! ასე თუ გააგრძელებ, ბაკალავრიატში ოცდაათი წლის
ასაკში ჩააბარებ!
ყურთბალიშის კუთხეს ხელში ვჭმუჭნიდი და თავის აწევას ვერაფრით ვბე-
დავდი.
– არა რა, არ მესმის შენი! ყოველ შემთხვევაში, მოხუცი ლეონის იმედი
აღარ გქონდეს! მე პირადად, იმ ხალხს ვაფასებ, რომელთაც თავიანთი
ცხოვრების მიხედვის უნარი აქვთ! ვერ ვიტან წუწუნა უქნარებს, რომლებსაც
უდისციპლინობის გამო სკოლიდან აგდებენ! აზრი არა აქვს შენთან საუბარს!
როგორ უნდა მოახერხო, რომ ერთხელ ჩარჩე და მეორედ გაგრიცხონ?!
ბრავო! დიდებულია! გილოცავ! როგორ მეგონა, რომ ყოველთვის მექნებო-
და შენი დაცვის სურვილი... ყოველთვის! შენს მშობლებს ვემუდარებოდი,
ერწმუნათ შენი, შენს ნაცვლად ბოდიშებს ვიხდიდი, გიცავდი და გამხნევებდი!
ახლა კი, აი, რას გეტყვი, მეგობარო: გაცილებით ადვილია, უბედური იყო,
ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერების მისაღწევად. კარგად მომისმინე:
არაფრად მიმაჩნია ის ადამიანი, რომელიც ადვილ გზას აირჩევს. ლაჩრების
ატანა არ მაქვს! მთავარია, ბედნიერი იყო, ამის დედაც! ამისთვის ყველაფე-
რი უნდა გააკეთო!
ბაბუას ხველა აუტყდა. ბებომ მაშინვე მოირბინა, მე კი გამოვედი.
15
ფარდულში შევიარე. ძალიან მციოდა. ძველ ბიდონზე ჩამოვჯექი და დავ-
ფიქრდი, საკუთარი ცხოვრების მისახედად რისი გაკეთება შემეძლო. ისეთ
სიტუაციაში ვიყავი, რაღაცის აშენებას რომ გადაწყვეტ, მაგრამ აღმოაჩენ,
რომ ამისთვის არაფერი გაგაჩნია: არც პროექტი, არც მოდელი, არც გეგმა,
არც მასალა და ხელსაწყოები. სულ არაფერი. გული ისეთი დამძიმებული
მქონდა, რომ ტირილიც ვერ შევძელი. ბაბუაჩემის სამუშაო მაგიდაზე ერთი
სიტყვა ამოვჭერი ჩემი ჯიბის დანით, მერე კი ისე წავედი სახლში, რომ არა-
ვის დავმშვიდობებივარ.

***

ამჯერად ოჯახური კრიზისი უფრო ხანგრძლივი, მოსაწყენი და ხმაურიანი


აღმოჩნდა. ივნისის მიწურული იყო და არც ერთ კოლეჯს სურდა ჩემი სასექ-
ტემბროდ მიღება. ჩემი მშობლები ბრაზისგან თმას იგლეჯდნენ. ძალიან
დამღალა ამ ყველაფერმა. ყოველდღე ნელ-ნელა ვიხრებოდი მხრებში. ჩე-
მი ჭკუით, ამ გზით თანდათან დაპატარავებას შევძლებდი, და ბოლოს იქნებ
სულაც გაქრობაც კი მომეხერხებინა. ამგვარად ყველა პრობლემა ერთი ხე-
ლის მოსმით მოგვარდებოდა.
11 ივნისს გამრიცხეს. მთელი დღე სახლში გავატარე. დილით მეხუთე
არხს და ტელემარკეტს ვუყურე (რა უცნაურ რაღაცებს ყიდიან ამ ტელემარ-
კეტებში). შუადღის შემდეგ ხან ძველი კომიქსების მეათასედ გადაკითხვით
ვირთობდი თავს და ხან დეიდა ფანის ნაჩუქარ 5000 ნაწილიან პაზლს ვაწ-
ყობდი.
ეს გასართობები მალევე მომბეზრდა. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრები-
ნა, რითიც ხელების დასაქმებას შევძლებდი. ამ ამოცანით შეპყრობილმა
მოვიარე მთელი სახლი. ვცდილობდი, რაიმე მწყობრიდან გამოსული ნივთი
აღმომეჩინა, რომელსაც შევაკეთებდი ან შევალამაზებდი. უცებ მომაგონდა,
რომ ხშირად მომისმენია, უთოობისას დედა როგორ წუწუნებდა, რომ ოცნე-
ბად ექცა, დამჯდარს შეესრულებინა ეს საქმე და ფეხზე არ ჩამომწყდარიყო.
ასე რომ, პრობლემასაც მივაგენი.
საუთოო მაგიდას ის ფეხი მოვაძვრე, რომელიც მის ჩამოვარდნას უშლი-
და ხელს, გადავზომე და ჩვეულებრივი სამუშაო მაგიდის მსგავსად ოთხი ხის
16
ფეხი მივუმაგრე. შემდეგ გასულ კვირას სახლის წინ ნაპოვნ ძველ, გორგო-
ლაჭებიან მაგიდას პატარა ბორბლები დავაძვრე და იმ სკამს მივამაგრე,
რომელსაც აღარავინ იყენებდა. უთოს დასადები პლატოც მოვაწყვე. დედამ
ახლახანს შეცვალა უთოს მოდელი და არჩევანი მულინექსის ფირმაზე
შეაჩერა; რადგან ამ ფირმის უთოები ორთქლზე მუშაობენ, ვიფიქრე, რომ
უფრო გამძლე პლატოც დასჭირდებოდა. ამ ოპერაციებს სრული ორი დღე
მოვანდომე. ამის შემდეგ გაზონის საკრეჭზე მივიტანე იერიში. თავდაპირვე-
ლად ნაწილ-ნაწილ დავშალე, გულმოდგინედ გავწმინდე და შემდეგ ისევ
ფრთხილად ავაწყვე. ეს ხელსაწყო, ფაქტობრივად, ყიდვისთანავე, პირვე-
ლივე ამუშავებისას გამოვიდა მწყობრიდან. მამას უჭირდა დაჯერება, რომ
მის შეკეთებას შევძლებდი, თავად კი ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ
არ ღირდა შემკეთებელთან წაღება – პრობლემა მისი გაუწმენდავობა იყო.
იმ საღამოს გაცილებით მშვიდ გარემოში ვისადილეთ. დედამ, მადლობის
ნიშნად, ჩემი საყვარელი ყიყლიყოები შემიბრაწა. ამჯერად მამას ტელევი-
ზორი არ ჩაურთავს.
საუბარი პირველად სწორედ მამამ წამოიწყო:
– ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, პატივცემულო, რომ მიუხედავად შენი რე-
პუტაციისა, საკმაოდ ნიჭიერი ხარ... და რა გიყოთ, რით დაგეხმაროთ? სკო-
ლა რომ არ გიყვარს, ფაქტია. მაგრამ იცი თუ არა, რომ იქ სწავლა თექ-
ვსმეტ წლამდე ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა?
თავი დავუქნიე.
– ეს ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვას გავს: რაც უფრო ნაკლებს მუშაობ
საკუთარ თავზე, მით მეტად იძულებ სკოლას; და რაც უფრო მეტად იძულებ,
მით ნაკლებს მუშაობ... ასეთი ხერხით როგორ უნდა დააღწიო მისგან თავი?
– მეც ხომ გავხდები თექვსმეტი წლის, ჰოდა, მაშინვე ხელებს დავიკაპი-
წებ...
– მაგაზე არც იოცნებო! გგონია, ვინმე აგიყვანს სამსახურში?
– ვიცი, რომ არავინ ამიყვანს. მაგრამ რაღაცებს გამოვიგონებ, ახალ
პროდუქტს შევქმნი... თავის სარჩენად ბევრი ფული არ დამჭირდება.
– ეგ სისულელე არ დაიჯერო! რა თქმა უნდა, სულაც არ არის საჭირო,
ბიძია პისკუსავით მდიდარი იყო მაგრამ ყოველდღიური საჭიროებისთვისაც
იმდენი ფული დაგჭირდება, ვერც კი წარმოგიდგენია. ხოლო თუ საქმის წა-
მოწყებასაც დააპირებ, ხელსაწყოების, სახელოსნოს და სატვირთო მანქანის
17
შეძენაც მოგიწევს... ცოტაა? თუმცა, შევეშვათ ფულზე საუბარს. ყველაზე ნაკ-
ლებად ეგ მადარდებს. ახლა უფრო მნიშვნელოვანი შენი სწავლაა... გრეგუ-
არ, შემომხედე და, თუ შეიძლება, ნუ იჯღანები! არაფერი გამოვა, თუ მინიმა-
ლურ განათლებას ვერ მიიღებ. წარმოიდგინე, რომ მაგარ რაღაცას იგონებ.
ატესტატი ხომ მაინც უნდა აიღო, რომელიც აუცილებლად სწორი ფრანგუ-
ლით უნდა შეავსო... ამასთან, გამოგონებებს შენ ასე ადვილად ნუ უყურებ...
უამრავი რამ დაგჭირდება: გეგმები, სქემები... ყველა წვრილმანი გასათვა-
ლისწინებელი გექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი იდეა იდეად დაგრჩე-
ბა...
– ასე გგონია?
– მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ.
საგონებელში ჩავვარდი. არ მომწონდა, რასაც ამბობდა, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ მართალი იყო.
– იცით, მე უკვე მაქვს ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც შეიძლე-
ბა გავმდიდრდე. უფრო მეტიც, იმდენი ფული ვიშოვო, რომ მეც, თქვენც და
ჩემმა შვილებმაც კი უზრუნველად გავატაროთ ცხოვრება.
– არ გაგვიმხელ, რა გაქვს მხედველობაში? – ღიმილით მკითხა დედამ.
– შემომფიცებთ, რომ ამ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავთ?
– რა თქმა უნდა. – ერთხმად წამოიძახეს.
– ჯერ დაიფიცეთ.
– ვფიცავ.
– მეც.
– არა დედა, შენც გაიმეორე „ვფიცავ“!
– კარგი, ვფიცავ!
– მშვენიერია, მაშინ გეტყვით. მოკლედ, ასეა საქმე: მხედველობაში მაქვს
სპეციალური, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი,
რომლებიც მთებში დადიან, ან კლდეებზე დაცოცავენ... მას დამატებითი, პა-
ტარა, მოძრავი ქუსლი ექნება, რომელსაც ასვლის დროს მიიმაგრებ, ვაკეზე
კი მოიხსნი. ჩამოსვლის დროს ქუსლი იგივე პოზიციაში კი არა, წინ, ფეხის
თითებქვეშ უნდა მოათავსო, რათა ყოველთვის შეინარჩუნო წონასწორობა.
მშობლები დამეთანხმნენ, რომ არ იყო ცუდი იდეა.
– ჭკვიანური რაღაც მოუფიქრებია. – აღნიშნა დედამ.

18
– რომელიმე მაღაზიასთან დაკავშირება ხომ არ გეცადა, მაგალითად,
„დეკატონთან“...
ვგრძნობდი, რომ მშობლები ჩემი ამბებით დაინტერესდნენ და ეს უდიდეს
სიამოვნებას მანიჭებდა. ბედნიერი წუთები მამის სიტყვებმა გააფუჭა:
– შენი ჩინებული იდეის კომერციულ პროდუქტად გადაქცევისათვის საჭი-
როა, რომ კარგად ერკვეოდე მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ეკონომი-
კაში. როგორც ხედავ, ისევ იმ თემას დავუბრუნდით, რის შესახებაც ახლა-
ხანს გვქონდა საუბარი...
ივნისის ბოლომდე აჟიტირებული ვიყავი. ჩვენს ახალ მეზობლებს ბაღის
გაწმენდაშიც დავეხმარე. იმდენი სარეველა ბალახი ამოვძირკვე, რომ თი-
თები ძალიან დამისივდა და გამიმწვანდა. მეგონა, ჰალკის ხელებს ვუყურებ-
დი და არა ჩემსას.
ჩვენს მეზობლებს, მესიე და მადამ მარტინოებს, ერთი ვაჟი ჰყავდათ,
შარლი, რომელიც ჩემზე ერთი წლით უფროსი თუ იქნებოდა. მაინცდამაინც
ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. დღედაღამ კომპიუტერს იყო მიჯაჭვული ან
თავის იდიოტურ სერიალებს უყურებდა. მხოლოდ ხანდახან თუ შემეკითხე-
ბოდა, რომელ კლასში ვისწავლიდი მომავალ წელს და ამით შემოიფარ-
გლებოდა ჩვენი სიტყვიერი კონტაქტი. ეს ბიჭი თანდათან ძალიან მაღი-
ზიანებდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დედაჩემი ტელეფონზე იყო ჩამოკიდებუ-
ლი, რათა როგორღაც ეპოვნა სასწავლო დაწესებულება, რომელიც სიკე-
თეს გამოიჩენდა და სასექტემბროდ ჩემს მიღებაზე დაგვთანხმდებოდა.
ყოველ დილით ტონობით ბროშურა გვხვდებოდა საფოსტო ყუთში.
პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილი ფოტოებით ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ
ამა თუ იმ კოლეჯის უპირატესობებისათვის.
ეს იყო პათეტიკა და ხალხის გაბრიყვების მცდელობა. ბროშურებს თავის
კანტურით ვფურცლავდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ ახერხებ-
დნენ ამდენი მომღიმარი ბავშვის გამოჭერას სურათის გადასაღებად. თავად-
ვე დავასკვენი, რომ, უეჭველად, ან ფული გადაუხადეს, ან, ესესაა, შეატყო-
ბინეს, რომ მათი ფრანგულის მასწავლებელი უფსკრულში გადაიჩეხა.
თვალში მხოლოდ ერთი სკოლა მომივიდა, მაგრამ ის ვალენსის მხარეს,
პეტაუშნოკლეზუაში მდებარეობდა. ფოტოებზე ბავშვები ერთმანეთის მიყო-
ლებით ჩამწკრივებულ მერხებზე არ ისხდნენ და სულელური ღიმილი არ
19
დასთამაშებდათ სახეზე. სურათები გადაღებული იყო სათბურში, მცენა-
რეების დარგვის პროცესში, ან დაწესებულების გვერდით, ეზოში, ხის ფიც-
რების გამოჭრისას. არც ერთი მათგანი არ იღიმებოდა. ეტყობოდათ, რომ
საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულები. ეს იყო ტექნიკური ლიცეუმი, რომე-
ლიც, ერთი შეხედვით, საინტერესო მეჩვენა.
მუცლის ტკივილი წინასწარ გაფრთხილების გარეშე მიბრუნდებოდა.
მესიე მარტინოსგან საქმიანი წინადადება მივიღე: გასამრჯელოს სანაც-
ვლოდ ძველი შპალერის ჩამოხევაში უნდა დავხმარებოდი; რასაკვირველია,
უარი არ მითქვამს. კილუტუს მაღაზიაში წავედით და ორი ორთქლით ასაძ-
რობი აპარატი ვიქირავეთ. მადამ მარტინო და შარლი სადღაც გაემგზავ-
რნენ არდადეგების გასატარებლად. ჩემი მშობლებიც სულ სამსახურში იყ-
ვნენ. ამიტომ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება გვქონდა.
უდავოდ კარგად გავაკეთეთ ჩვენი საქმე, თუმცა დაღლილობას ნუ იკით-
ხავთ! ყველაზე დიდი პრობლემა სიცხემ შეგვიქმნა. შუა ზაფხულში, როდე-
საც ტემპერატურა ჩრდილში ოცდაათი გრადუსია, ადვილი არ არის ცხელ
ორთქლში მუშაობა... უკეთესი საუნა რაღა გინდა! ცხოვრებაში პირველად
სწორედ მაშინ გავსინჯე ლუდი და საშინლად არ მომეწონა.
ერთ დღეს ბაბუა ლეონიც მოვიდა საქმეში ხელის წასაკრავად. აქვე ახ-
ლოს ჩაუვლია და დავუნახივართ. მესიე მარტინო აღფრთოვანდა ამ ამბით.
„ჩვენ ხელმარჯვე ოსტატები ვართ, თქვენ კი, მესიე დიუბოსკ, ნამდვილი ხე-
ლოვანი ბრძანდებით“, – აღნიშნა მან. მართლაც, ბაბუამ ერთი ხელის მოს-
მით გადაჭრა სანტექნიკისა და ელექტროობის ერთი შეხედვით, საჭოჭმანო
პრობლემები; ჩვენ ამ დროს დასიცხული შუბლიდან ოფლის მსხვილმსხვილ
წვეთებს ვიწმენდდით და გულს გინებით ვიოხებდით. მესიე მარტინო დაუს-
რულებლად ილანძღებოდა ლათინურ სტილში: „მძღნერუს მძღნერა მძღნე-
რუმ მძნერორუმ მძღნერის მძღნერის“.
საბოლოოდ ჩემმა მშობლებმა ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ჟან-
მულენის კოლეჯში ჩამწერეს. თავიდან დიდად არ უნდოდათ ჩემი იქ გაგზავ-
ნა, რადგან ეს კოლეჯი მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა.
როგორც გაირკვა, ვერც სწავლის მაღალი დონით დაიკვეხნიდა და ვერც
მოსწავლეების სანიმუშო ყოფაქცევით; მაგრამ ეს იყო ერთადერთი სასწავ-
ლო დაწესებულება, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს მიღებას დასთანხმდა. სხვა
არჩევანი არ გვქონდა.
20
სანამ მშობლები ჩემს სასკოლო დოსიეს შეავსებდნენ, მე ავტომატური
ფოტოს გადასაღებად გავემართე. ყველა ფოტოზე უშნოდ გამოვედი. ჩემ-
თვის ვფიქრობდი, რომ ჟანმულენის კოლეჯში კმაყოფილებიც კი უნდა ყო-
ფილიყვნენ მათი ახალი მოსწავლით. აბა რა! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხომ
ვერ შეხვდებით ცამეტი წლის, მეექვსე კლასელ ტიპს, რომელსაც ჰალკის
ხელები და ფრანკენშტეინის თავი აქვს! არ არის პატარა ამბავი...
ამასობაში ივლისიც თავის სტიქიაში შევიდა. მე კი შპალერის გაკვრა და
ფუნჯით კანტების გავლებაც ვისწავლე (ვისწავლე ასევე სიტყვა „კანტი“).
ავითვისე ქაღალდის რულონად დახვევა, ასევე, სხვადასხვა მანიპულაციები
ბუშტუკების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. წებოს ამბებშიც ძალიან
დავოსტატდი. ბაბუას ელექტროსადენების გადარჩევასა და მოსინჯვაშიც და-
ვეხმარე:
– ამუშავდა?
– არა.
– ახლა?
– არა.
– ჯანდაბა. არც ახლა?
– ახლა კი.
ივლისში ასევე ვისწავლე სენდვიჩის მომზადება, გადავღებე ყველა კარი,
შევცვალე ელექტროჩამრთველები და მთელი თვე რადიო „თავგასიებუ-
ლებს“ ვუსმენდი. როგორ არ მინდოდა ამ ყველაფრის დასრულება! ვოცნე-
ბობდი, სექტემბერში ახალ ხარაჩოზე შემოვმდგარიყავი, ახალ უფროსთან
ერთად... აი, ამაზე ვფიქრობდი სოსისიანი სენდვიჩის ჭამისას: კიდევ სამი წე-
ლი უნდა გავძლო, მერე კი სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
როდის გაივლის ეს სამი წელი!
ამას გარდა, კიდევ იყო რაღაც, რაც მოსვენებას მიკარგავდა – ბაბუა
ლეონის ჯანმრთელობა. ის უფრო და უფრო ხშირად და ხანგრძლივად ახ-
ველებდა. ბებომ პირობა ჩამომართვა, რომ ბაბუს სიგარეტის მოწევისთვის
თავს დავანებებინებდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ჩემს თხოვნაზე ასეთი პა-
სუხი მივიღე:
– ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი, ტოტო, მით უმეტეს, რომ ორი პა-
რასკევიღა დამრჩენია.
ლამის გამაგიჟა ამ სიტყვებმა.
21
– ცუდად მსჯელობ, ტოტო. ეგ სიამოვნება კი ნამდვილად შეგიმცირებს
დღეებს!
ბაბუა გამხიარულდა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა:
– შენ ის მითხარი, ტოტო, როდის აქეთ აძლევ თავს უფლებას, რომ ტო-
ტო დამიძახო?
ყოველთვის, როდესაც ბაბუ ასე მიცინოდა, კიდევ ერთხელ მახსენდებო-
და, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა.
მას, უბრალოდ, არ ჰქონდა სიკვდილის უფლება. ამას ვერასოდეს შევე-
გუებოდი.
სარემონტო სამუშაოების დასრულების ბოლო დღეს, მესიე მარტინომ მე
და ბაბუ ძალიან კარგ რესტორანში დაგვპატიჟა. კაცებმა ყავას ზედ თითო
მოზრდილი, სქელი სიგარაც დააყოლეს. იმის წარმოდგენასაც ვერ ვბედავ,
როგორ მოხვდებოდა გულზე ჩვენს საყვარელ ბებია ლოლოტს ბაბუას ამ
დღეში დანახვა...
დამშვიდობებისას მეზობელმა კონვერტი გამომიწოდა:
– აიღე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე...
მაშინვე არ გამიხსნია. მხოლოდ მაშინ ჩავხედე, როდესაც სახლში დავ-
ბრუნდი და ჩემს საწოლზე ჩამოვჯექი. კონვერტში ორასი ევრო აღმოჩნდა.
ოთხი ნარინჯისფერი კუპიურა... მოულოდნელობისგან თავზარი დამეცა:
ცხოვრებაში ამდენი ფული ერთად არასოდეს მენახა. გადავწყვიტე ჩემი
მშობლებისთვის არაფერი მეთქვა. არ მინდოდა, ნერვები მომშლოდა
დაგროვებითი ანაბრის სარგებლიანობაზე შეგონებების მოსმენით. ფული
ისეთ ადგილას დავმალე, რომ თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა იქ მო-
ძებნა. შემდეგ კი ბევრი ვიფიქრე და ვიფიქრე...
რა შეიძლებოდა მეყიდა ამ თანხით? მაკეტების მასალა? (ამისთვის ყო-
ველთვის ღირს ტყავის გაძრობა) ახალი კომიქსები? ვებ პროგრამა „ასი ექ-
სტრაორდინალური ნაგებობა“ ხომ არა? „ტიმბერლენდის“ მარკის ქურთუკი?
ან იქნებ „ბოშის“ ფირმის პორტატული ელექტროხერხი?
ამ ოთხმა ფურცლის ნაგლეჯმა დიდი თავსატეხი გამიჩინა. 31 ივლისის
საღამოს, როდესაც სახლი დავკეტეთ და ზღვაზე არდადეგების გასატარებ-
ლად წავედით, ასე საგულდაგულოდ შერჩეული სამალავის გასახსენებლად
მთელი საათი დავკარგე. მე და დედა აქეთ-იქით ვაწყდებოდით – ის თავისი
წინაპრების ნაანდერძალი ვერცხლის შანდლით ხელში დარბოდა. უცებ
22
წარმოვიდგინე, უცხო თვალისთვის რა სასაცილოები ვიქნებოდით ორივე.
ქურდების მოხერხებულობა აშკარად გვაკლდა...

***

აგვისტოში უცნაური და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პირიქით,


თვე უსაშველოდ გაიწელა და მოწყენილობისგან ლამის სული ამომხდა.
ჩემმა მშობლებმა წელსაც ბრეტანში იქირავეს სახლი და მე ამჯერადაც და-
მევალა არდადეგების შთაბეჭდილებებით რვეულის შევსება – ეს თხზულება
უნდა გამხდარიყო ჩემი მეექვსე კლასში დაბრუნების საშვი...
საათები გადიოდა კალმის ღრღნასა და თოლიების ცქერაში. ვოცნებობ-
დი, თოლიად გადავქცეულიყავი. ვნატრობდი, რომ შორეულ თეთრ-წითელ
ფანართან მივფრენილიყავი. ოცნებებში მე და ჩემი მეგობარი მერცხალი,
სექტემბრის თვეში, მაგალითად ოთხ რიცხვში, – როგორ დაემთხვა სკოლა-
ში დაბრუნების თარიღს, – ერთად მივფრინავდით თბილ ქვეყნებში. წარმო-
ვიდგენდი, როგორ ვსერავდით ოკეანეებს, ჩვენ ორნი, ერთად, როგორ...
რეალობაში თავის გაქნევით დავბრუნდი. კიდევ ერთხელ გადავავლე
თვალი მათემატიკის ამოცანას – უაზრო ბოდვას თაბაშირის ტომრებზე და
კიდევ უფრო გამიმძაფრდა ფრენის სურვილი. თოლიას შეეძლო, ჩემთვის
ყველა უსიამოვნება დაევიწყებინა. რა კარგი იქნებოდა – ტყაპ! და დიდ
თეთრ სკინტლს დაეფარა ჩემი რვეულის გვერდი, რომელიც ვერაფრით შე-
ვავსე.
ვფიქრობდი ყველა შესაძლო ვარიანტზე, რაში შეიძლებოდა გამომეყენე-
ბინა ეს შვიდი თაბაშირის ტომარა...
მოკლედ, მაგრად ვიოცნებე, რა!
მშობლები დიდად არ ადევნებდნენ თვალყურს ჩემს მუშაობას. ეს მათი
არდადეგებიც იყო და არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, ამ პაპანაქებაში
ჩემს ბატიფეხურზე ემტვრიათ თავი. მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდნენ და-
ჟინებით: ყოველ დილით ჩავკეტილიყავი ჩემს ოთახში და ტრაკი არ ამეწია
იმ სკამიდან, რომელიც საწერი მაგიდის უკან იდგა.
სინამდვილეში არაფერს ჰქონდა აზრი. ამ დაწყევლილ რვეულს უცნაური
ნახატებით და ესკიზებით ვავსებდი. მოწყენით სულაც არ ვიწყენდი, მაგრამ
23
ვხვდებოდი, რომ რასაც ვაკეთებდი, ამაო იყო. ჩემთვის ვამბობდი: რა მნიშ-
ვნელობა აქვს, აქ ვიჯდები თუ არა? ყოფნა თუ არყოფნა, აქ თუ არსად, რა
განსხვავებაა? (თქვენც დამეთანხმებით, რომ შეიძლება მათემატიკაში ტლუ
ვარ, მაგრამ ფილოსოფიაში ვისაც უნდა შემეჯიბროს).
შუადღისას დედასთან ან მამასთან ერთად გავდიოდი სანაპიროზე. ორი-
ვესთან ერთად – არასოდეს. ესეც ერთგვარი დასვენების სახე იყო: ისე
გაენაწილებინათ დრო, რომ იძულებულები არ ყოფილიყვნენ, მთელი დღე
აეტანათ ერთმანეთი. მათ შორის აშკარად რაღაც უსიამოვნო ხდებოდა; მა-
თი ქცევებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ.
ზოგჯერ რეპლიკებით ისე იკბინებოდნენ, რომ ვერც ერთი ვეღარ ვიღებდით
ხმას და სიჩუმეში ვიძირებოდით... ჩვენ ვიყავით მუდამ ცუდ გუნებაზე მყოფი
ოჯახი. მე კი ვოცნებობდი ბევრ სიცილსა და ისეთ მხიარულ საუზმეებზე, რო-
გორსაც კარაქის რეკლამებში აჩვენებენ ხოლმე. მაგრამ მშობლების გასამ-
ხიარულებლად არაფერი მომდიოდა თავში.
ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა, ბოლოსდაბოლოს, ჩვენი არდადე-
გები დასრულდა და ჩემოდნების ჩალაგებისა და სახლის მოწესრიგების
დრო დადგა, თითქოს ახლა მივდიოდით დასასვენებლად, სუფთა ჰაერზე
გავდიოდით და არა პირიქით... რა იდიოტობაა, წახვიდე ასე შორს და მხო-
ლოდ იმისთვის დახარჯო ამდენი ფული, რომ უკან დაბრუნება გაგიხარდეს!

***

სახლში დაბრუნებისთანავე დედა თავის შანდლებს ეცა, მე – ჩემს ფულს


(ახლა უკვე შემიძლია გაგანდოთ, რომ კუპიურები დავახვიე და სათამაშო მე-
ომრის ფარს უკან შევაცურე).
ფოთოლცვენა დაიწყო და მეც განმიახლდა მუცლის ტკივილი.
გადაწყდა – ჟანმულენის კოლეჯში მივდიოდი.
კლასში მე არც ყველაზე უფროსი ვიქნებოდი და არც – ყველაზე უტვინო.
ასე რომ, სადარდებელი არაფერი იყო. მშვიდად ველოდი მოვლენების გან-
ვითარებას. განზრახული მქონდა, ჩემთვის ვყოფილიყავი და სკოლის ყოჩე-
ბისათვის თავი ყველანაირად ამერიდებინა. უარი ვთქვი „ტიმბერლენდის“

24
მაისურის შეძენაზე, რადგან ვეჭვობდი, რომ დიდხანს ვერ შემრჩებოდა მთე-
ლი...
სკოლაში წასვლა ძველებურად ავად აღარ მხდიდა, იმ მარტივი მიზეზით,
რომ იქაურობა სკოლის შთაბეჭდილებას არ მიტოვებდა. უფრო მეგონა,
რომ ცხოველთა საშენში მივდიოდი, სადაც მხეცებს დილიდან საღამომდე
აყურყუტებდნენ...მოკლედ, არ იყო ჩემი საშველი, რა! შოკირებული ვიყავი
ზოგიერთი მოსწავლის მასწავლებლისადმი მიმართვის ფორმებით. ვცდი-
ლობდი, რაც შეიძლება, ნაკლები მემოძრავა, რომ ზედმეტი ყურადღება არ
მიმეპყრო და დღეებს ვითვლიდი.
შუა ოქტომბერში დედაჩემის ბრაზმა პიკს მიაღწია. ის ვერ შეეგუა იმ
ფაქტს, რომ ფრანგულის მასწავლებელი აღარ მყავდა (ახლაც არ ვიცი, ქა-
ლი იყო თუ კაცი). ჩემი დღიურის დანახვაც აღარ შეეძლო. მეუბნებოდა,
დღითიდღე შტერდებიო. მისი აზრით, თივით პირგამოტენილ ცხოველს ვემ-
სგავსებოდი. ვერ ხვდებოდა, რატომ არასოდეს მომქონდა ქულები. განსა-
კუთრებით ისტერიკაში ვარდებოდა, როდესაც ხუთ საათზე ჩემს წასაყვანად
მოსული ხედავდა, სავაჭრო გალერეის თაღებქვეშ როგორ ეწეოდნენ რა-
ღაც ბალახებს ჩემი ასაკის ბიჭები.
მოკლედ, ჩვენს ოჯახში ისევ დიდი კრიზისის ეპოქა დადგა – კრიზისის,
ცრემლების და წვინტლების...
ამ ყველაფრის შედეგად პანსიონი გავიჩალიჩე.
ერთ-ერთი მშფოთვარე საღამოს შემდეგ მშობლებმა ერთხმად გადაწყვი-
ტეს ჩემი პანსიონში გაგზავნა. რა მაგარია! მთელი ღამე სიმწრით კბილებს
ვაკრაჭუნებდი.
დადგა ოთხშაბათი. ბებიასთან და ბაბუასთან წავედი. ბებომ კარტოფილი
ისე შემიწვა, როგორც მე მიყვარს. ბაბუას კი სიტყვაც არ დაუძრავს. არასა-
სიამოვნო გარემო შეიქმნა. ყავის შემდეგ ფარდულისკენ გავემართეთ. ბაბუა
სიგარეტს მოუკიდებლად ატრიალებდა პირში.
– მოწევას თავი დავანებე, – გამანდო მან, – ხომ იცი, ამას ჩემს გამო არ
გავაკეთებდი, უფრო ჩემი კაპასი ცოლის თავიდან მოსაშორებლად გადავ-
წყვიტე ასე.
გამეცინა. ბაბუამ კარის ანჯამების სახრახნისით ჩამაგრება დამავალა; და
ბოლოს, როდესაც გონება მთლიანად მივმართე ამ საქმისაკენ, ჩუმი ხმით
გამიბა საუბარი:
25
– გრეგუარ!
– ჰო, ბაბუ.
– როგორც გავიგე, პანსიონში გიშვებენ...
– ...
– არ მოგწონს ეს ამბავი, ხომ?
გაჩუმება მერჩივნა. აღარ მინდოდა, მეორე კლასელი პატარა ბავშვივით
ღრიალი დამეწყო.
ბაბუამ გამომართვა კარის სახელური, რომელიც ხელში მეჭირა, გადა-
დო, თავი მისკენ შემაბრუნებინა და ნიკაპით დამიჭირა:
– მომისმინე, ტოტო, კარგად მომისმინე! მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ
წარმოგიდგენია! ვიცი, როგორ გეზიზღება სკოლა და ისიც ვიცი, რაც შენს
სახლში ხდება. უფრო სწორად, ვეჭვობ. შენს მშობლებზე მინდა გითხრა,
რომ რაც მათ შორის ხდება... წარმომიდგენია, რა უსიამოვნო უნდა იყოს
ყოველდღე ამის გაძლება...
სახე მომექცა.
– უნდა მენდო, გრეგუარ. პანსიონის ამბავი ჩემი იდეა იყო, ეს აზრი მე ჩა-
ვაწვეთე დედაშენს... ნუ მიყურებ ასე. ვფიქრობ, რომ შენთვის უკეთესი იქნე-
ბა, ცოტა ხნით თუ მოშორდები აქაურობას, ჰაერს ჩაყლაპავ, თვალს წყალს
დაალევინებ. ასე მგონია, სული გეხუთება შენი მშობლების ხელში. შენ მათი
ერთადერთი ვაჟი ხარ. შენს გარდა არავინ ჰყავთ და შენს იქით ვეღარა-
ფერს ხედავენ. აზრადაც არ მოსდით, რამხელა ზიანს გაყენებენ ამდენი
კირკიტით. არაფრის აზრზე არ არიან. ვფიქრობ, ამ პრობლემას უფრო
ღრმა ფესვები აქვს... მათ ჯერ თავიანთი ურთიერთობები უნდა დაალაგონ
და მერე ინერვიულონ შენზე და შენთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე... ოჰ,
არა გრეგუარ, ნუ გაქვს ასეთი სახე... მე არც მიფიქრია შენთვის ტკივილის
მოყენება. ჩემო დიდო ბიჭო, უბრალოდ მინდოდა, რომ შენ... ოჰ, ჯანდაბა!
მუხლებზეც კი ვეღარ დაგისვამს კაცი, იმხელა ხარ! მოიცა, შენ თვითონ გა-
მიშალე მკლავები, ამჯერად მე ჩაგეხუტები... არა, გემუდარები, ნუ ტირი.
ამას ვეღარ გავუძლებ...
– დამწუხრებული არ ვარ, ბაბუა ლეონ, უბრალოდ, ცრემლები თავისით
მომდის...
– ოჰ, ჩემო დიდო და ჩემო სულ პაწაწინავ... მოდი, დავამთავროთ ამაზე
საუბარი. ახლა თავი ხელში აიყვანე, ორივე გავყოჩაღდეთ. თუ ყიყლი-
26
ყოების ჭამა გინდა, დამეხმარე, რომ ჟოზეფის ავეჯი დროულად დავასრუ-
ლო... მიდი, აიღე სახრახნისი.
ცხვირი სახელოთი მოვიწმინდე.
შემდეგ, როცა მე უკვე მეორე კარს შევები და სრულ სიჩუმეში ვიყავით
ჩანთქმულები, ბაბუამ დაამატა:
– ერთ რამესაც გეტყვი და ამის შესახებ მეტად აღარ დაგელაპარაკები.
ძალიან მნიშვნელოვან რამეს გეუბნები: მინდა იცოდე, რომ თუ შენი მშობ-
ლები ჩხუბობენ ხოლმე, ეს შენი ბრალი საერთოდ არ არის. ეს მხოლოდ
მათი ბრალია და მეტი არავისი. ვერავინ გაიგებს ორი ადამიანის ამბავს, შენ
კი არაფერ შუაში ხარ, გესმის ჩემი? არავითარ შემთხვევაში არ იგრძნო თა-
ვი დამნაშავედ; გარწმუნებ, კლასში საუკეთესო მოსწავლეც რომ იყო და
ცხრამეტ-ოც ქულაზე ნაკლებ ნიშანს არ იღებდე, ისინი მაინც ასე იკამათებ-
დნენ. უბრალოდ, ამისთვის სხვა საბაბის პოვნა დასჭირდებოდათ. სულ ეს
არის.
არაფერი მიპასუხია. ჟოზეფის ავეჯზე „ბონდექსის“ პირველი ფენა გადა-
ვუსვი.

***

შინ დაბრუნებისას ვნახე, რომ ჩემი მშობლები ბროშურებში იქექებოდნენ


და კალკულატორზე თითებს აკაკუნებდნენ. მე უცებ წარმოვიდგინე, რომ კო-
მიქსებში ვცხოვრობდით და თავზე შავი კვამლი გვადგა, სადაც ჩვენი საუბ-
რიდან იწერებოდა სიტყვები. მშობლებს მივესალმე და ნელ-ნელა საძინებ-
ლისკენ გავემართე, მაგრამ მათ არ გამიშვეს.
– გრეგუარ, ერთი, აქ მოდი!
ხმაზე შევატყვე, რომ მამა ხუმრობის ხასიათზე არ იყო.
– ჩამოჯექი.
მე მშიოდა და მხოლოდ სოსისზე მეფიქრებოდა.
– როგორც უკვე იცი, მე და დედაშენმა შენი პანსიონში გაგზავნა გადავ-
წყვიტეთ.

27
თვალები დავხარე. ჩემთვის ვფიქრობდი: „მადლობა ღმერთს, რომ რა-
ღაცაზე მაინც მოახერხეთ შეთანხმება! აქამდე სად იყავით? მაინცდამაინც
ასეთი უბადრუკი საკითხის ირგვლივ უნდა მოგეხერხებინათ გაერთიანება?“
– წარმომიდგენია, როგორ არ მოგხიბლა ამ იდეამ, მაგრამ რას ვიზამთ,
ასეა და ვეღარაფერს შევცვლით. ხომ ხედავ, ჩიხში შევედით. სკოლაში არა-
ფერს აკეთებ, გაგრიცხეს, არავის უნდა შენი მიღება, ჩვენი კვარტლის კო-
ლეჯი კი სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს. ასე რომ სხვა გამოსავალს
ვერ ვხედავ... შენ შეიძლება არც იცი, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
უნდა გესმოდეს, რომ შენს გამო მე და დედაშენი ახლა ძალიან ვიჭირვებთ
ფინანსურად. მთელი ძალით ვიჭერთ ქამრებს...
გონებაში მეცინებოდა: „უღრმესი მადლობა, ბატონებო! რა საჭირო იყო?!
ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით! მეტისმეტად კეთილები ბრძანდებით!
ფეხებიც ხომ არ დაგიკოცნოთ?“
მამაჩემი განაგრძობდა:
– არ გაინტერესებს ის ადგილი, სადაც მიდიხარ?
– ...
– დაგვცინი თუ რა ხდება?
– არა.
– მაშინ, ყველაფერი გარკვეულია და შენც ცოტა აზრზე მოდი! ეს ამბავი
ნამდვილ თავსატეხად გვექცა. დედაშენმა მთელი შუადღე ტელეფონთან
გაატარა, მაგრამ უშედეგოდ. ვერ ვიპოვეთ ისეთი დაწესებულება, რომელიც
მიმდინარე წელს მიგიღებს და გაკვეთილებზეც დაგასწრებს, რომელიც...
– მე მხოლოდ იქ თუ წავალ... – მოულოდნელად გავაწყვეტინე.
– სად „იქ“?
– იქ.
მე მათ გავუწოდე ფლაერი, შრომაში ჩართული მოსწავლეების ფო-
ტოებით. დედამ ხელახლა მოირგო სათვალე:
– სად არის ეს? ვალენსიდან ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, ჩრდი-
ლოეთის მხრიდან... გრანშამის ტექნიკური ლიცეუმი... ეს კოლეჯიც კი არ
არის…
– როგორ არა, კოლეჯიც აქვთ.
– შენ საიდან იცი? – მკითხა მამამ.
– დავრეკე და გავიგე.
28
– შენ დარეკე?
– დიახ, მე.
– ეს როდის? როდის მოხდა?
– სანამ არდადეგებზე გავემგზავრებოდით.
– მართლა? დარეკე და ამბები მოიკითხე? კი მაგრამ, რატომ მოიქეცი
ასე?
– უბრალოდ, პირობების გაგება მინდოდა...
– და ახლა რას აპირებ?
– რა ვიცი, არაფერს.
– აქამდე რატომ არაფერი გვითხარი?
– იმიტომ, რომ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა. შეუძლებელია!
– რა არის შეუძლებელი? რატომ არაფერი გამოვა?
– იმიტომ, რომ მოსწავლეებს დოსიეების მიხედვით არჩევენ. ჩემი დოსიე,
კი იცით, რა სახარბიელოცაა. ისეთი პატარა და არაფრისმთქმელია, რომ
მოინდომონ, ცეცხლსაც ვერ მოუკიდებენ...
ჩემი მშობლები ხმას არ იღებდნენ. მამაჩემი გრანშამის პროგრამას კით-
ხულობდა და დედაჩემი ოხრავდა...
მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი გაკვეთილებზე, მესამე დღესაც და
იმის მომდევნო დღესაც...
ნელ-ნელა ვხვდებოდი, ზუსტად რასაც ნიშნავდა გამოთქმა – „სული გა-
მიმწარდა“.
ზუსტად ასე იყო – გავმწარდი. სული გამიმწარდა.
ვიცოდი, რომ ამ კოლეჯში ჩემი მოღვაწეობის დასასრული ახლოვდებო-
და და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა.
ადრეც ხომ არ ვიკლავდი თავს და ახლა სულ აღარაფერს ვაკეთებდი.
აღარც იდეები მომდიოდა თავში და აღარც რამის სურვილი მქონდა. ყვე-
ლაფერზე გული ავიყარე. ჩემს ლეგოებს ერთად მოვუყარე თავი, მუყაოს
ყუთში ჩავაწყვე და პატარა ბიძაშვილს, გაბრიელს, გავატანე. ტელევიზორს
თვალს არ ვაშორებდი; კილომეტრებად გაწელილ კლიპებს ვუყურებდი. შე-
მეძლო, დღის უდიდესი ნაწილი ჩემს საწოლზე წამოწოლილს გამეტარები-
ნა. აღარც ვჩხირკედელაობდი. ხელები სულელურად ეკიდა ჩემს გაფშეკილ
სხეულს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ აღარც სული მედგა. ხანდახან თუ ავ-

29
მოძრავდებოდი, ისიც ტელევიზორის სხვა არხზე გადასართველად, ან წვე-
ნის ბოთლზე თავსახურის მოსახსნელად.
უშნო ხომ ვიყავი, ახლა ნელ-ნელა ვშტერდებოდი კიდეც. მართალი ყო-
ფილა დედაჩემი. მალე სუფრასთან ადამიანურად სადილობის ნაცვლად თი-
ვის ცოხნას დავიწყებდი.
ბებიასა და ბაბუასთან წასვლის სურვილიც გამიქრა. ისინი თავაზიანები კი
იყვნენ, მაგრამ მაინც არაფერი ესმოდათ. მეტისმეტად მოხუცდნენ და ალ-
ბათ იმიტომ. ასეც რომ არ ყოფილიყო, ბაბუა ლეონი როგორ უშველიდა
ჩემს პრობლემებს? ვერაფრით. როგორც ვატყობ, ის თავიდანვე ვერ მიგებ-
და. არც იცის, რას ნიშნავს ნამდვილი პრობლემა. ჩემს მშობლებს კი, ჯობს,
საერთოდ თავი დავანებოთ... მათთვის შესაფერის სიტყვასაც ვერ
ვპოულობ... ნამდვილი ზომბები არიან!
მინდოდა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რაც დარტყმას მიაყენებდა მათ.
რისი გაკეთება შეიძლებოდა? არც კი ვიცი – თუნდაც ერთი განსაკუთრებუ-
ლი სიტყვა, ღიმილი, ჟესტი... რაღაც ასეთი.
ვიჯექი და ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი, როდესაც ტელეფონმა
დარეკა.
– სულ დამივიწყე, ტოტო, არა?
– ჰმმ... დღეს, რაღაც, არ მქონდა გამოსვლის სურვილი...
– და მერე, ჟოზეფი? შენ ხომ დახმარებას დამპირდი მისი ავეჯის შეკეთე-
ბაში? სადაცაა, უნდა დავუბრუნო.
ვაი! ეს საერთოდ გადამვარდა გულიდან!
– ბოდიში, ბაბუ. აუცილებლად მოვალ. ახლავე წამოვალ.
– არ არის პრობლემა, ტოტო, ნუ გამოფრინდები, მოვასწრებთ!
მადლობის ნიშნად, ჟოზეფი ბარაქიანი და გემრიელი ვახშმით გაგვიმას-
პინძლდა. მე ვეზუვის ვულკანივით მასიური ტარტარი მივირთვი, რომელშიც
ათასი რამ იყო გარეული: სალათის ფურცლები, ხახვი, მწვანილი, წიწაკა.
მნიამ. ბაბუა ლეონი მიყურებდა და იღიმებოდა:
– კარგი სანახავი ხარ, ტოტო. სამწუხაროდ, ზოგჯერ შენი მოხუცი წინაპა-
რი ექსპლუატაციას გიწევს, მაგრამ, სამაგიეროდ, შენს გემოზე შეგიძლია გა-
მოძღე.
– ბაბუ, შენ თვითონ რატომ არაფერს ჭამ?

30
– რა ვიცი, არ ვარ მშიერი... ბებიაშენი მეტისმეტად მომეძალა საუზმეზე
ამ დილით. თან ჟოზეფის იმედიც არ მქონდა, მაინცდამაინც...
ვახშმის შემდეგ პირდაპირ შიდა სამზარეულოს სანახავად წავედით.
აურაცხელი ტაფა და ქვაბი ვნახე. ამას გარდა: უზარმაზარი ჩამჩები, კატა-
პულტის მსგავსი ხის კოვზები, ძალიან ბასრი, ზომების მიხედვით დაწყობი-
ლი ათამდე დანა...
ჟოზეფმა უცებ წამოიძახა:
– შეხედეთ, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოთ – ტიტი, ჩვენი ახალწვეული! მშვე-
ნიერი ბიჭუნაა! მთავარია, თავზე მაღალი ქუდი დაიხუროს და შეფმზა-
რეულობაზე იფიქროს, და ნახავთ, რამდენიმე წელიწადში „მიშლენის“ ის უქ-
ნარა კრეტინები აქ თუ არ მობრძანდებიან და ლაქუცს დაუწყებენ. ამას მე
გეუბნებით! გამარჯობა არ უნდა თქვა, ტიტი?
– გამარჯობა.
ბიჭი საქმეში იყო გართული. ათასი მილიარდი კილო კარტოფილი ჰქონ-
და გასარჩევი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილი სახით იჯდა.
მალე მისი ფეხები კარტოფილის ნათალების გორამ დაფარა. ამის დანახვა-
ზე გავიფიქრე: „ეს ბიჭი, წესით, თექვსმეტი წლის კი უნდა იყოს უკვე...“
ბაბუამ სახლის წინ ჩამომსვა, მაგრამ ცოცხალი თავით არ წყვეტდა ჩემს
დამოძღვრას იმის შესახებ, თუ როგორ მიმეწერა წერილი გრანშამის კოლე-
ჯის დირექტორისთვის:
– ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც წესი და რიგია, კარგი?
– კი, კი.
– არაფერს მიაქციო ყურადღება: არც შეცდომებს, არც სტილს, არც –
შენს ბატიფეხურ ნაწერს... საერთოდ არაფერზე ინერვიულო... მხოლოდ ის
დაწერე, რაც ნამდვილად გულში გაქვს, კარგი?
– კარგი, კარგი...
იმავე საღამოს შევუდექი წერას. ცხოვრებაში არ მიჯღაბნია ამდენი. თერ-
თმეტი ნაწერი მოვისროლე ნაგვის ურნაში. ბოლოს ძალიან მოკლე წერი-
ლი გამომივიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო გრანშამის სკოლის დირექტორო,
ძალიან მინდა თქვენი სკოლის მოსწავლე გავხდე, მაგრამ ვიცი რო ამის
შანსი არა მაქვს რადგან ძალიან ცუდი სასკოლო დოსიე მაქვს.

31
სარეკლამო პუბლიკაციების მიხედვით მგონია რო თქვენს სკოლას უნდა
ქონდეს მექანიკური საამქროები, ხის სახელოსნოები, ინფორმატიკის კაბინე-
ტები, სათბური და ა.შ...
მე ვფიქრობ რო ცხოვრებაში ქულები არაფერს არ ნიშნავს. არსებობს კი-
დევ მოტივაცია. ძალიან მინდა გრანშამში მოვხვდე რადგან ჩემი აზრით
მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხო-
ლოდ 35 კილო იმედს ვიწონი.
შეხვედრამდე!
გრეგუარ დიუბოსკი
P.S. N1: ცხოვრებაში პირველად ვიხვეწები ასე სკოლაში წასვლას. ჩემს
თავს ვეკითხები ავად ხომ არა ვარ მეთქი.
P.S. N2: გიგზავნით ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყოს გეგმას. 7 წლის
ვიყავი ეს ხელსაწყო რო გამოვიგონე“.
როდესაც წერილი გადავიკითხე, ძალიან აბდაუბდა მეჩვენა, მაგრამ გამ-
ბედაობა აღარ მეყო, მეცამეტედ დამეწყო თავიდან.
წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა იმ დირექტორის თავში, როდესაც ამ წე-
რილს წაიკითხავდა. უეჭველად ამას გაიფიქრებდა: „ღმერთო, რა შტერი
ბავშვია, რა ჯანდაბაა?!“ – შემდეგ ამ წერილისგან გუნდას გააკეთებდა და
ნაგვის ურნაში მოისროდა. იმწუთას ლამის გადავიფიქრე გაგზავნა, მაგრამ
გამახსენდა, რომ ბაბუა ლეონს სიტყვა მივეცი და აღარ მომინდა, კიდევ ერ-
თხელ გამეცრუებინა მისთვის იმედი.
წერილი კოლეჯიდან დაბრუნებისთანავე გადავაგზავნე. შემდეგ სავახ-
შმოდ დავჯექი და თან იმ ბროშურას ვათვალიერებდი. სწორედ მაშინ აღმო-
ვაჩინე, რომ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ყოფილა და არა – ბატონი.
აი, ამას ჰქვია ვირობა! ტუჩს ვიკვნეტდი და თავს უშვერი სიტყვებით ვილან-
ძღავდი: – ნამდვილი ვირი ხარ რა, იდიოტი კუბში!
იმედის რა გითხრათ და 35 კილოგრამი მთხლე კი ნამდვილად გახლა-
ვართ...
შემდეგ, ტუსენის (ყველა წმინდანის) არდადეგები დაიწყო. მე ორლეანში
გავემგზავრე, დეიდა ფანისთან. ბიძაჩემის კომპიუტერზე ვთამაშობდი, შუაღა-
მემდე არ ვიძინებდი და მთელ დილას საწოლში ნებივრობაში ვატარებდი.
მანამდე ვქაჩავდი, სანამ ჩემი პატარა დეიდაშვილი ლოგინში არ შემომიხტე-
ბოდა ყიჟინით:
32
„იეგო, იეგო! გრეგუარ, იეგოები არ ვითამაშოთ? ადე, იეგო მინდაა...“
ამ ოთხი დღის განმავლობაში რა აღარ ავუშენე ლეგოებით: ჯერ გარაჟი,
გემი, შემდეგ – მთელი სოფელი... ყოველთვის, როდესაც რამეს ავაწყობდი,
თავიდან კმაყოფილი იყო, სიგიჟემდე მოსწონდა, მერე კი ბახ! და მთელი
ძალით იატაკზე ახეთქებდა, თან ისე, რომ კონსტრუქცია ათას პაწაწინა ნაწი-
ლად დაშლილიყო. პირველად ამან ძალიან გამანერვიულა და გამაბრაზა,
მაგრამ როცა მისი საოცარი კისკისი ჩამესმა, სრულიად დამავიწყდა ჩემი
ორი დაკარგული საათი. ვგიჟდებოდი ბავშვების უდარდელ სიცილზე. ახალი
ენერგიით მავსებდა.
აუსტერლიცის სადგურზე ჩემს დასახვედრად დედა მოვიდა. მანქანაში
ჩავსხედით თუ არა, მომახალა:
– შენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?
– კარგით.
– გრანშამის დირექტორმა დარეკა გუშინ. თანახმაა, მიგიღოს, თუმცა მა-
ნამდე პატარა ტესტის ჩაბარება მოგიწევს...
– ფუუჰ, ამას თუ კარგ ამბავს ეძახი... ტესტის ჩაბარება რომ შემეძლოს!
ესღა მაკლდა! ყველის ჭამა ხომ არ გგონია?! და ცუდი ამბავი რაღაა?
– ბაბუაშენია ცუდად, საავადმყოფოში წევს.
ვიცოდი. გული მიგრძნობდა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ცუდი ამბა-
ვი ბაბუს ეხებოდა.
– სერიოზულადაა საქმე?
– ჯერ არ ვიცით. რაღაც დაავადება აქვს და ჯერჯერობით აკვირდებიან.
ძალიან სუსტად არის.
– მისი ნახვა მინდა.
– არა, ჯერ არ შეიძლება. ამ ეტაპზე მასთან არავის შეუშვებენ. რადაც არ
უნდა დაუჯდეს, ძალები უნდა მოიკრიბოს და ფეხზე დადგეს.
დედა ტიროდა.

***

ჩქაროსნულ მატარებელში, თვალის გადასავლებად წამოღებული გრამა-


ტიკის წიგნის გადაშლა აზრადაც არ მომსვლია. ფიქრებისათვის თავის მოყ-
33
რა მიჭირდა. მატარებელი უზარმაზარი, კილომეტრებზე გაჭიმული ელექ-
ტრომავთულების გასწვრივ მიჰქროდა და ყოველი ბოძის შეხვედრისას ჩუ-
მად ვიმეორებდი: „ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლე-
ონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლე-
ონ...“ ხოლო ბოძებთან მისვლამდე ამას ვამბობდი: „არ მოკვდე, ბაბუა ლე-
ონ, დარჩი ჩვენთან. ძალიან მჭირდები, ბებია შარლოტსაც სჭირდები, უშე-
ნოდ როგორ უნდა იცხოვროს? ძალიან გაუბედურდება. ანდა, ჩემზე არ ფიქ-
რობ? არ მოკვდე, რა! უბრალოდ, არ გაქვს სიკვდილის უფლება! მე ხომ
ჯერ ისევ პატარა ვარ. მინდა, რომ გაზრდილი და დავაჟკაცებული მნახო.
მინდა, შენც იამაყო ჩემით. მე ხომ ახლა ვიწყებ ცხოვრებას და შენი გვერ-
დში დგომა აუცილებლად დამჭირდება. თანაც, თუკი ოდესმე დავქორწინდე-
ბი, მინდა, რომ შენც იცნობდე ჩემს ცოლსა და შვილებს. მათაც უნდა იარონ
შენს ფარდულში, მისი სურნელი შეიგრძნონ. მინდა, რომ...“
ჩამეძინა.

***

ვალენსის მატარებლის სადგურში ერთი ბატონი დამხვდა. გზაში, სანამ


სკოლამდე მივიდოდით, დავადგინე, რომ ის იყო გრანშამის მებაღე, ანუ,
თანამედროვე ენით „ექსტერიერის დიზაინერი“.
ძალიან მომწონდა ჯდომა მის პატარა სატვირთო მანქანაში, რომელსაც
საწვავის და გამხმარი ფოთლების სუნი ასდიოდა. პანსიონის სხვა მობინად-
რეებთან ერთად ვისადილე. ყველანი მეტისმეტად აყლაყუდები და ჩაფ-
სკვნილები მეჩვენებოდნენ. კარგად კი მექცეოდნენ. ლამის შლანგით მის-
ხამდნენ წვნიანს ღრმა თეფშში. მალულად, მოსაწევად საუკეთესო ადგილე-
ბი მიჩვენეს. ამიხსნეს, რომ თუ ბუფეტის მომსახურე პერსონალთან კარგი
ურთიერთობა გექნებოდა, დამატებითი ულუფა გარანტირებული გქონდა,
გოგოების საცხოვრებელ ოთახებშიც აგიშვებდნენ სათადარიგო კიბით, მას-
წავლებლების ჩვევებსაც დაგამუღამებინებდნენ და ბევრ სხვა რამესაც ის-
წავლიდი მათგან...
აქ ხშირად იცინოდნენ – ხმამაღლა და სულელურად. ეს არ იყო ბოროტი
სიცილი – უფრო ბავშვური და მიამიტი.
34
სასადილოს პერსონალს ლამაზი, მაგრამ კოჟრიანი ხელები ჰქონდა,
ფრჩხილებქვეშ კი ცხიმი დაგროვებოდა. საჭმელად შესულს გამომკითხეს,
რატომ ვიყავი აქ.
– იმიტომ, რომ სხვა არცერთი კოლეჯი არ შემეფერება.
ვერ გამიგეს.
– არცერთი?
– ჰო, არცერთი.
– თავშესაფრის მოძებნა არ გიცდია?
– როგორ არა, თავშესაფარშიც ვიყავი, მაგრამ ადმინისტრაციამ ჩათვა-
ლა, რომ ცუდ გავლენას ვახდენდი სხვა მოსწავლეებზე.
რომელიღაცამ ზურგზე ხელი მომიტყაპუნა:
– კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კლუბში, პატარა კაცო!
მერე მე ვთქვი, რომ მეორე დილით ტესტი მქონდა ჩასაბარებელი.
– თუ ასეა, აქ რაღას ყურყუტებ, შე ეშმაკის ფეხო! წადი და გამოიძინე.
ხვალ კარგ ფორმაში უნდა იყო!
გამიჭირდა ჩაძინება. მერე კი უცნაური სიზმარი ვნახე. მე და ბაბუა ლეონი
რომელიღაც მაგარ პარკში ვიყავით, მაგრამ ბაბუა ძალიან მიშლიდა ნერ-
ვებს. ჩემს ტანსაცმელში იჩხრიკებოდა და განუწყვეტლივ მეკითხებოდა –
„მითხარი, სად არის ჩემი სიგარეტი, ჰკითხე მათ, სად დამალეს...“
საუზმეზე ერთი ლუკმაც არ გადამივიდა ყელში. მუცელი გაქვავებულივით
მქონდა. ცხოვრებაში ასე ცუდად არ ვყოფილვარ, მუცელიც ასე არასდროს
მტკენია. ნელა ვსუნთქავდი, შუბლზე ოფლის წვეთები მიბრწყინავდა. ერ-
თდროულად მციოდა და მცხელოდა.
ერთ პატარა საკლასო ოთახში შემიყვანეს და კარგა ხნით მარტო დამტო-
ვეს. ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ დამივიწყეს-მეთქი.
ბოლოს ერთი ქალბატონი შემოვიდა და დიდი რვეული გადმომცა შესავ-
სებად. სიტყვები და წინადადებები ჩემ თვალწინ აცეკვდნენ. ინჩიბინჩი არ გა-
მეგებოდა. იდაყვები მაგიდაზე დავაწყვე და თავი ხელებში ჩავრგე; უნდა მე-
სუნთქა, დავმშვიდებულიყავი და დავცლილიყავი ამ მღელვარებისგან. უცებ
მერხზე ძველ მიმოწერებს მოვკარი თვალი. ერთი წერდა: „მე დიდი ძუძუები
მიყვარს“, მეორეს გვერდით მიუწერია : „მე მირჩევნია ენას კბილი დავაჭი-
რო“. ამან ცოტა გამახალისა, გამეცინა და მუშაობას შევუდექი.

35
თავიდან კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ რაც მეტს ვფურცლავდი, მით
უფრო მიჭირდა პასუხების პოვნა. თანდათან პანიკა მეწყებოდა. ყველაზე მე-
ტად ერთი რამდენიმეხაზიანი პარაგრაფი მერთულა. პირობაში ეწერა: „იპო-
ვეთ და გაასწორეთ შეცდომები ტექსტში“. ეს რაღაც საშინელება იყო, ვერ-
ცერთ მათგანს ვერ ვპოულობდი. ღმერთო ჩემო, რა უბადრუკი ვიყავი! ტექ-
სტი სავსე იყო შეცდომებით, მე კი ვერაფერს ვპოულობდი. ყელში ბურთი
მქონდა გაჩხერილი, რომელიც ნელ-ნელა ზემოთ ამოდიოდა და ცხვირშიც
ნემსივით რაღაც მჩხვლეტდა. თვალები ფართოდ გავახილე. ვერ დავუშვებ-
დი, რომ მეტირა. არ მინდოდა ტირილი, არ მინდოდა, გესმით ჩემი?
თუმცა, მიუხედავად ძალისხმევისა, ერთი მსხვილი ცრემლი მაინც ჩამომი-
გორდა და დანახვაც ვერ მოვასწარი, ისე დაეცა რვეულზე... ნაბიჭვარი! რაც
შეიძლება ძლიერად ვაკრაჭუნებდი კბილებს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სა-
დაც იყო, ვიხუვლებდი. რა ჯებირი შეაკავებდა ამ ემოციას!
ისედაც კარგა ხანი იყო, ტირილს ვიკავებდი და ვცდილობდი, რაღაცებზე
ფიქრისთვის თავი ამერიდებინა. ვითომ ბევრი რამ მივივიწყე კიდეც, მაგრამ
ზოგჯერ დგება დრო, როდესაც ყველაფერი, რაც კი გონებაში ჩაგიმარხავს,
თავიდან აღმოცენდება და ტანს იყრის. სწორედ ამიტომ ვიცოდი, რომ თუკი
იმ მომენტში თავს ვერ მოვერეოდი და ავტირდებოდი, ვეღარაფერი შემაჩე-
რებდა, ყველა კაეშანი ერთად გამახსენებდა თავს: გროდუდუ, მარი, ის
წლები, როდესაც უკანასკნელი მოსწავლე ვიყავი, სკოლაში გამეფებული სუ-
ლელური წესები, ჩემი მშობლები, რომელთაც ერთმანეთი აღარ უყვარდათ,
სახლში გატარებული ყველა მოსაწყენი დღე, და ბოლოს, საავადმყოფოს
ერთ-ერთ პალატაში მწოლიარე და ცხვირში მილებგაყრილი ბაბუა ლეონი,
რომლის სიცოცხლის დღეები ნელ-ნელა ილეოდა...
ტირილის ზღვარზე ვიყავი და ტუჩებს ისე ვიკვნეტდი, ლამის სისხლი
მდიოდა. უცებ თითქოს რაღაც ხმა ჩამესმა: – რას აკეთებ, ტოტო, ეს არის
ჩვენი შეთანხმება? თავი დაანებე ავტოკალმის ძროხასავით ცოხნას და საქ-
მეს მიხედე!
აი, ჭკუიდანაც ვიშლები... ჰალუცინაციები დამეწყო! ჰეი, თქვენ, ზემოთ,
მგონი, შეცდით... მე არა ვარ ჟანა დ’არკი. მე ერთი პატარა მაჩანჩალა ვარ,
რომელიც ცდილობს, თავისი არეული ცხოვრება როგორმე მოაწესრიგოს.

36
– კარგი, ბატონო იერემია, გამაფრთხილეთ, როცა თქვენი აზრების გაქა-
ნებული ეტლის შეჩერებას გადაწყვეტთ. იქნებ მაშინ მაინც წაგვეჩალიჩა ცო-
ტა!
საერთოდ როგორ უნდა ამეხსნა ეს ამბავი? ოთახს თვალი კარგად მო-
ვავლე, რომ სადმე კამერა ან მიკროფონი აღმომეჩინა, მაგრამ ვერაფერი
ვიპოვე. ნეტა, მეოთხე განზომილებაში ხომ არ მოვხვდი?
– ბაბუა ლეონ, შენ ხარ?
– აბა ვინ ვიქნები, შე ყეყეჩო... რომის პაპი?
– მაგრამ... ეს ხომ შეუძლებელია...
– რას გულისხმობ?
– შენ რომ... სადღაც ხარ და იქიდან მელაპარაკები...
– სისულელეებს ნუ ამბობ, ტოტო, შენც მშვენივრად იცი, რომ ყოველ-
თვის აქ ვიყავი. ეს ხომ ძალიან სახალისოა! ცოტა გონება მოიკრიბე! აიღე
ფანქარი და გამიხაზე ყველა ნაუღლები ზმნა. ახლა იპოვე მათი შესაბამისი
ქვემდებარე... აი ასე... დააკავშირე პატარა ისრით... ძალიან კარგია. დაფიქ-
რდი, ყველა მეტყველების ნაწილი დროსა და პირში შეთანხმებული უნდა
იყოს. ყოჩაღ! ახლა კრებითი სახელები გახაზე. იპოვე მათი განსაზღვრება
და შეუთანხმე. ყველაფერი შეუთანხმე ერთმანეთს. ზედსართავებზეც გადავი-
დეთ. უცნაურად არ გეჩვენება ეს განსაზღვრება „მოხარშული“ – სიტყვა
„სუფრასთან“? „გაწყობილი სუფრა“. ხომ ხედავ, ყველაფერი გამოგდის, თუ
ცოტა ტვინს გაანძრევ და ყურადღებას მოიკრებ. ახლა რამდენიმე ფურ-
ცლით უკან გადმოშალე, საშინელი შეცდომები შევამჩნიე შენს დაანგარიშე-
ბებში. ხომ იცი, რა მახვილი თვალი მაქვს. აბა, გადახედე ამ განყოფილე-
ბას... კიდევ ერთხელ... კიდევ! რაღაც დაგავიწყდა. ყოჩაღ, აღმოაჩინე, კარ-
გია! ახლა მეოთხე გვერდს დავუბრუნდეთ, თუ შეიძლება...
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მღვიძარს მეძინა. ერთდროულად სუ-
პერკონცენტრირებულიც ვიყავი და მოშვებულიც. თითქოს ღრუბლებზე ვიჯე-
ქი და ისე ვწერდი. ნამდვილად უჩვეულო შეგრძნება იყო.
– ესეც ასე! ახლა კი დაგტოვებ, ტოტო, მხოლოდ შეცდომების გასწორე-
ბაღა დაგრჩა და ამ საქმეში ჩემზე გაცილებით ძლიერი ხარ... დიახ, დიახ,
მართალს ვამბობ. ახლა დაგტოვებ, მაგრამ ორთოგრაფიას ყურადღება მი-
აქციე, კარგი? გაიხსენე, ახლახანს როგორ ვაკეთებდით: პატარა ისრები და
შეთანხმება. წარმოიდგინე, რომ სიტყვების პატრული ხარ. სანამ თავის ად-
37
გილს მიუჩენ, ყველა სიტყვას საბუთები უნდა მოსთხოვო: – „ჰეი, თქვენ,
მანდ, რა გქვიათ? – ზედსართავი სახელი. – ვისთან ერთად მგზავრობთ, ჩე-
მო ბიჭო? –„ძაღლებთან“ ერთად. – კეთილი, ამ შემთხვევაში, თქვენ რისი
გაკეთება მოგიწევთ? – მრავლობითი რიცხვის ნიშნის მიმატება. – მშვე-
ნიერია, მართალი ბრძანდებით, განაგრძეთ მოძრაობა“. მიმიხვდი, რისი
თქმაც მინდოდა?
– მიგიხვდი. – ვუპასუხე მე.
– ხმამაღლა ნუ საუბრობთ, ახალგაზრდავ! – წამოიძახა მეთვალყურემ.
ჩუმად იმუშავეთ. სიტყვაც არ გავიგონო!
ორმოცდაჩვიდმეტჯერ მაინც გადავიკითხე და შემდეგ დავაბრუნე
რვეული. დერეფანში ერთიც წავიჩურჩულე:
– ბაბუა ლეონ, ისევ აქ ხარ?
პასუხი არავინ გამცა.
მოგვიანებით ისევ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კავშირი აღარ
შედგა.
ბაქანზე ჩემი მშობლების თავებს თვალი მოვკარი თუ არა, მაშინვე მივ-
ხვდი, რომ რაღაც მოხდა.
– გარდაიცვალა? – პირდაპირ ვიკითხე. – მოკვდა, ხომ?
– არა, ცოცხალია, – მიპასუხა დედამ, –მაგრამ, კომაშია.
– რამდენი ხანია?
– დღეს დილიდან.
– გამოვა ამ მდგომარეობიდან? გამოიღვიძებს?
მამას სახე მოექცა. დედა კი მხრებში ჩამაფრინდა და ცრემლებად დაიღ-
ვარა.

***

ბაბუა საავადმყოფოში არ მომინახულებია. არც არავინ მისულა იქ. ეს აკ-


რძალული იყო, რადგან ნებისმიერ, ჩვენს ყველაზე პატარა მიკრობსაც კი
შეეძლო მისი სიკვდილი გამოეწვია.
სამაგიეროდ, ბებოს ვესტუმრე და დავინახე თუ არა, შოკში ჩავვარდი. ძა-
ლიან დასუსტებული და მოტეხილი მეჩვენა. ლურჯ, საშინაო ხალათში იყო
38
გახვეული და ოდნავ იღიმებოდა. იდიოტივით ვიდექი შუა სამზარეულოში და
არ ვიცოდი რა მექნა, როდესაც ბებომ ერთი აზრი მომაწოდა:
– გრეგუარ, მიდი, ცოტა წაიმუშავე! ხელი შეავლე ხელსაწყოებს და ააგუ-
გუნე. მოეფერე ხის ნაჭრებს, გამოელაპარაკე მის ნივთებს და დაამშვიდე,
უთხარი, რომ მათი პატრონი მალე აუცილებლად დაუბრუნდებათ.
ის ჩუმად, უხმოდ ტიროდა.
შევედი. სამუშაო მაგიდაზე გადაჯვარადინებული ხელები დავაწყვე და
როგორც იქნა, მეც ავტირდი. ერთად ამოვუშვი ამ ხნის განმავლობაში დაგუ-
ბებული ცრემლები. არ ვიცი, რამდენი ხანი დავყავი ასეთ მდგომარეობაში.
ერთი საათი? იქნებ ორი, ან სამიც...? არ ვიცი.
როცა წამოვდექი, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. თითქოს, აღარც
ცრემლი შემრჩენოდა და აღარც მწუხარება. ცხვირის მოსახოცად, იატაკზე
დაგდებულ ძველ, გაპოხილ ჩვარს დავწვდი და სწორედ მაშინ მომხვდა
თვალში ის ერთი სიტყვა, რომელიც ადრე ხის ნაჭერზე ამოვტვიფრე – „და-
მეხმარე“.

***

გრანშამში მიმიღეს.
არც გამხარებია და არც მწყენია. გამგზავრებით და, როგორც ბაბუა
ლეონი იტყოდა, „ჰაერის გამოცვლით“ კი ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი.
ჩანთა ჩავალაგე და ჩემი ოთახის კარი ისე მოვიხურე, უკან აღარც მიმიხე-
დავს. დედას ვთხოვე, ბატონი მარტინოს მოცემული ფული ბანკში, ჩემს ან-
გარიშზე შეეტანა. მისი დახარჯვის სურვილი გამიქრა. საერთოდ, აღარაფ-
რის სურვილი შემრჩა. უფრო სწორად, რაც მართლა მინდოდა, ის შეუძლე-
ბელი იყო. უკვე ვხვდებოდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ფულით ვერ
იყიდდი.
მამამ ისარგებლა იმით, რომ მორიგი გასვლა ჰქონდა რეგიონში და ჩემს
ახალ სკოლამდე გამომყვა. მანქანაში ბევრი არ გვისაუბრია. ვიცოდით, რომ
ჩვენი გზები მალე გაიყრებოდნენ.
– დამირეკეთ, როგორც კი რამე ახალს შეიტყობთ, კარგი?
მამამ თავი დამიქნია და მოუქნელად მომეხვია.
39
– გრეგუარ!
– ბატონო.
– არა, არაფერი. უბრალოდ მინდოდა, მეთქვა, ეცადე, ბედნიერი იყო-
მეთქი. შენ ამას ნამდვილად იმსახურებ. ვიცი, შენთვის არასოდეს მითქვამს,
მაგრამ დამიჯერე, ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი ტიპი იყავი... ჰო, მარ-
თლა მაგარი ტიპი ხარ!
დამშვიდობებისას, მამამ ძლიერად ჩამომართვა ხელი.

***

კლასში საუკეთესო მოსწავლე ვერ გავხდი. ისევ ყველაზე ჩამორჩენილ-


თა რიგებში ვეწერე. ამ საკითხზე ღრმად თუ ჩავფიქრდებოდი, მეჩვენებოდა,
რომ მართლაც ვიმსახურებდი უკანასკნელი მოსწავლის წოდებას. თუმცა,
მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი...
ერთ დღეს ფრანგული ენის მასწავლებელმა, მადამ ვერნუმ, ჩვენი ნამუ-
შევრები დაგვიბრუნა ტექსტის გააზრებაში. ოცი ქულიდან ექვსი მქონდა მი-
ღებული.
– ვიმედოვნებ, შენი გამოგონილი ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყო უფ-
რო შედეგიანი გამოდგა... – მითხრა მასწავლებელმა და ოდნავ გამიღიმა.
ვფიქრობ, ჩემი გამოგონებისა და იმ წერილის წყალობით, რომელიც თა-
ვის დროზე სკოლაში გამოვაგზავნე, ჩემზე უფრო კარგი წარმოდგენა ჰქონ-
დათ, ვიდრე სინამდვილეში ვარ და უფრო მეტსაც მოელოდნენ. ყველამ
გაიგო, რომ, ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი ბედენა ვიყავი, მაგრამ გამოს-
წორების დიდი სურვილი მქონდა.
სამაგიეროდ, სახვით ხელოვნებასა და ხელმარჯვეობაში ბადალი არ
მყავდა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელში. ეგ კი არა, მასწავლებელსაც კი
ვჯობდი. როდესაც მოსწავლეებს რამე არ გამოსდიოდათ, რჩევისთვის პირ-
ველად ჩემთან მოდიოდნენ. თავიდან მესიე ჟუგლე ცუდად შეხვდა ამ ამბავს,
მაგრამ შემდეგ მანაც მოსწავლეებს მიბაძა და წამდაუწუმ რჩევას მეკითხებო-
და. პირდაპირ ტვინი წაიღო, რა!
ჩემი სუსტი წერტილი ისევ სპორტის გაკვეთილი იყო. ისედაც ხომ არც
ერთ საგანში არ ვბრწყინავდი, მაგრამ აქ აშკარად თვალშისაცემი იყო ჩემი
40
უნიჭობა, რადგან სპორტული აქტივობები, ჩემ გარდა, ყველას უყვარდა და
კარგადაც გამოსდიოდათ. ყველაფერში მარცხი მომდიოდა. ამას შეგუებუ-
ლიც ვიყავი, მე ხომ ვერც დავრბოდი, ვერც ვხტებოდი, ვერც ვყვინთავდი,
ვერც ბურთს ვიჭერდი და მიზანში სროლაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო
საუბარი... არაფერი გამომდიოდა. სრული არარაობა. მოქნილობაში აქლე-
მიც კი მაჯობებდა.
ბავშვები „ზრდილობიანად“ მამკობდნენ და ჭრილობაზე მარილს მაყ-
რიდნენ:
– ჰეი, დიუბოსკ, არ გაგვიმხელ, როგორ დაიყენე ასეთი კუნთები?
ან ასე:
– ფრთხილად, ბიჭებო, ნახტომის გასაკეთებლად დიუბოსკი ემზადება!
ბინტის მომარაგება არ დაგავიწყდეთ!
დედა კვირაში ერთხელ მაინც მირეკავდა. პირველად ყოველთვის იმას
ვეკითხებოდი, რამე სიახლე ხომ არ იყო. ერთ დღესაც დედას მოთმინება
გამოელია:
– გრეგუარ, მისმინე, გეყოფა! აღარასოდეს დამისვა ეს შეკითხვა. შენც
იცი, რომ თუკი რამე იქნება, აუცილებლად მაშინვე შეგატყობინებ. შენ შესა-
ხებ მომიყევი, შენს მასწავლებლებზე, ამხანაგებზე, ყველაფერზე, რასაც აკე-
თებ...
არადა, მისთვის არაფერი მქონდა სათქმელი. თავს ძალას ვატანდი
ერთი-ორი სიტყვის გადასაბმელად, მერე კი რამეს ვიმიზეზებდი და საუბარს
ვწყვეტდი. რაც ბაბუას არ ეხებოდა, ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის.

***

კარგად ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ერთი წუთითაც არ ვყოფილვარ.


მთრგუნავდა ის ფაქტი, რომ ბაბუა ლეონისთვის არაფრის გაკეთება შემეძ-
ლო. არადა, მის გამო მთები უნდა გადამედგა, შუაზე გავხლეჩილიყავი და
ნელ ცეცხლზე შევმწვარიყავი. თუ საჭირო გახდებოდა, მხარზე შევისვამდი
და მთელ დედამიწას მოვატარებდი, საკუთარ გულს ამოვიღებდი მკერდი-
დან მის გადასარჩენად და რასაც გინდა, იმას გავუძლებდი... მაგრამ, აი –
ვერაფერს ვაკეთებდი! ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა. აუტანელ
41
მდგომარეობაში ვიყავი. ბაბუა ყოველთვის მეხმარებოდა, როდესაც მჭირ-
დებოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მისთვის. სულ ვერაფერს.
ეს სპორტის გაკვეთილებიც რომ გამეჩხირა... იმ დღეს, კვანძებიან თოკზე
აცოცება დაგვავალეს. საშინელებაა. მას შემდეგ, რაც ექვსი წელი შემის-
რულდა, ვცდილობ, თოკზე აცოცება ვისწავლო, თუმცა, არაფერი გამომდის.
ერთხელაც არ გამომსვლია. კვანძებიანი თოკი ჩემი გოლგოთა იყო.
როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მომომ წამოიყროყინა:
– მოდით, შეხედეთ, ახლა ინსპექტორი გაჯეტი თავის ახალ წინდებს გვაჩ-
ვენებს.
ბოძის სიმაღლეს შევავლე თვალი და ჩემთვის ჩავიჩურჩულე:
„ბაბუა ლეონ, კარგად მომისმინე! ძალიან მინდა ამ თოკზე ასვლა. ეს შენ
გამო უნდა გავაკეთო, მხოლოდ შენ გამო, გესმის ჩემი?“
მესამე კვანძზე ასვლის შემდეგ ძალა გამომეცალა. მეტი აღარ შემეძლო.
სიმწრისგან კბილებს ვაკრაჭუნებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს
წვრილ მკლავებზე ყველის მძიმე თავები მეკიდა. მეოთხე კვანძი, მეხუთე...
არა, უნდა შევეშვა. გაუსაძლისი გახდა. მაგრამ მე ხომ პირობა დავდე! შევ-
ქანდი და წონასწორობა ფეხებით შევინარჩუნე. არა, ძალა აღარ მყოფნიდა.
ნელ-ნელა დავიწყე ხელის გაშვება. სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ქვე-
მოთ ჩემი კლასის ბიჭებს წრე შეეკრათ და თვალს არ მაშორებდნენ.
ერთერთმა მათგანმა წამოიძახა:
– მიდი, დიუბოსკ, მიაწექი!
კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა. შუბლიდან ჩამოგორებული ოფლის
წვეთები თვალებს მიწვავდა, ხელებზე კი ცეცხლი მეკიდა.
– დიუბოსკ! დიუბოსკ! დიუბოსკ! – ღრიალებდნენ ბავშვები ჩემს გასამხნე-
ვებლად.
მეშვიდე კვანძზე შევჩერდი. ვგრძნობდი, რომ გული მიმდიოდა.
ქვემოთ ის სიმღერა დასცხეს, რომლითაც ერთერთი ანიმაციური ფილმი
იწყებოდა.
„ჰეი, მანდ ვინ არის?... ინსპექტორი გაჯეტი…
აი, თურმე ვინ არის... ინსპექტორი გაჯეტი!...“
ისინი მამხნევებდნენ, როგორც შეეძლოთ, მაგრამ მარტო ეგ რომ ყოფი-
ლიყო საკმარისი...

42
ორი კვანძიღა მრჩებოდა. ჯერ ერთ ხელზე დავიფურთხე, მერე – მეორე-
ზე. „ბაბუა ლეონ, შეხედე, სად ამოვედი. მე ჩემს ძალას და სურვილებს გიგ-
ზავნი. მიიღე! ახლა ეს ყველაფერი ძალიან გჭირდება. შენ შენი ცოდნით უკ-
ვე დამეხმარე, ამიტომ, რაც მაქვს, ყველაფერს შენ გიგზავნი: ჩემს ახალგაზ-
რდობას, ჩემს გამბედაობას, ჩემს სუნთქვას, ჩემს პატარა, მებრძოლ კუნ-
თებს... წაიღე, რა, ბაბუა ლეონ, ყველაფერი წაიღე, გევედრები!“
ბარძაყებში სისხლის მოძრაობა შემიჩერდა. სახსრებს ვეღარ ვგრძნობ-
დი. წინ ერთი კვანძიღა იყო.
„მიდი! მიდიიი! მიდიიიიი!!!“
ბავშვებმა ბოლომდე აიწყვიტეს. ყველაზე ხმამაღლა მასწავლებელი
ღრიალებდა. მე დავიყვირე: „გამოფხიზლდით“, და ბოძის ბოლო წვერს ჩა-
ვეჭიდე. ქვემოთ რაც ხდებოდა, სრული სიგიჟე იყო. მე ცრემლები ვერ შევი-
კავე –ცრემლები, რომელიც ერთდროულად სიხარულმაც გამოიწვია და
ტკივილმაც. ჩამოვსრიალდი, უფრო სწორად, თითქმის ჩამოვვარდი. მომომ
და სამუელმა დამიჭირეს და ჰაერში ამაგდეს.
„ჰეი, მანდ ვინ არის?... ინსპექტორი გაჯეტი...
აი, თურმე ვინ არის... ინსპექტორი გაჯეტი!..“
ყველა მღეროდა.
მე გონება დავკარგე.
ამ დღის შემდეგ ძალიან შევიცვალე. გაცილებით გაბედული, აქტიური და
მტკიცე ხასიათის გავხდი, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი.
ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, მისაღებში ტელევიზორის ყურე-
ბის ნაცვლად, სასეირნოდ გავდიოდი. მოვლილი მქონდა ახლომახლო
სოფლები, ტყეები და მინდვრები. ძალიან დიდხანს დავდიოდი, ნელა და
ღრმად ვსუნთქავდი. სულ ერთი და იგივე სიტყვები მიტრიალებდა თავში,
რომლითაც ბაბუას მივმართავდი: „ეს ყველაფერი შენთვის მინდა, ბაბუა ლე-
ონ; ისუნთქე, სუფთა ჰაერი ისუნთქე! შეიგრძენი მიწისა და ნისლის სუნი. მეც
აქა ვარ. მე ვიქნები შენი ფილტვები, სუნთქვა და გული. ნება მომეცი, შენ-
თვის ყველაფერი გავაკეთო და მიიღე ჩემგან ეს ძღვენი“.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბაბუს შორიდან, დისტანციურად ვუტა-
რებდი ხელოვნურ სუნთქვას.

43
ბოლო დროს კარგად ვიკვებებოდი, ბევრი მეძინა, ხეებს ვეხუტებოდი, მე-
ზობლის ცხენებს ვეფერებოდი, ხელით ვზელდი ცხელ ფუნას და ჩემთვის
ვჩურჩულებდი: „ესეც წაიღე, სასარგებლო იქნება შენთვის“.
ერთ საღამოს დედამ დამირეკა. გულმა მაშინვე რეჩხი მიყო, როგორც კი
ოთახში ჩემს დასაძახებლად შემოსული მეთვალყურე დავინახე.
– არ არის კარგი ამბები, ჩემო ბიჭო! ექიმებმა ყოველგვარი მცდელობა
შეწყვიტეს, რადგან არავითარი შედეგი არ არის.
– ასე ხომ მოკვდება?!
საერთო საცხოვრებლის დერეფანში მთელი ხმით ვღრიალებდი:
– ხელების ჩამოშვების მეტი არაფერი იცით, ეს ხომ ყველაზე ადვილი გა-
მოსავალია!
ყურმილი მაშინვე დავკიდე.
ამ საღამოს შემდეგ მორჩა კინო! თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა!
ყველაფერ იმის ნაცვლად, რასაც ადრე ვაკეთებდი, მისაღებში ბიჭებთან
ერთად მაგიდის ფეხბურთის თამაში დავიწყე; ცუდად ვსწავლობდი და თით-
ქმის აღარც ვლაპარაკობდი. ცხოვრებაზე გული მქონდა აყრილი. ჩემს გო-
ნებაში ბაბუა უკვე მკვდარი იყო, ამიტომ როდესაც მშობლები მირეკავდნენ,
დალაპარაკების ნაცვლად, ჯანდაბაში ვაგზავნიდი.
იმ ღამეს, ბოლო ცვლის მორიგემ ოთახში ამომაკითხა. უკვე ლოგინში
ვიყავი და მუშტებშეკრულს მეძინა. გასაღვიძებლად მთელი ძალით შემან-
ჯღრია:
– ჰეი, გამოფხიზლდი, ჯიგარო...
– რა ხხ..., რა ხხხდებაა?
– შენ გეძახიან ტოტოს?
– ამას რატომ მეკითხებით?
თვალები მოვიფშვნიტე.
– იმიტომ, რომ ქვემოთ ეტლში მჯდომი ბებერია მოსული, რომელიც
ახურებს, რომ თავისი ტოტოს ნახვა უნდა. შემთხვევით შენ ხომ არ გეძებს?
ოთხი სართული ტრუსისამარამ, სირბილით ჩავირბინე; უკვე პატარა ბავ-
შვივით ვბღაოდი.
ის სასადილოს კარის წინ მელოდა, გვერდით თეთრხალათიანი კაცი ედ-
გა, გადასხმის აპარატით ხელში. ბაბუა ლეონი მიღიმოდა.
მე ისე ვქვითინებდი, რომ გაღიმებაც ვერ შევძელი.
44
– ხალათი მაინც შემოგეცვა, ტოტო, არ გაცივდე.
და, როგორც იქნა, გავიღიმე.

45

You might also like