Professional Documents
Culture Documents
2 მკითხველთა ლიგა
“
3 მკითხველთა ლიგა
ლური სტილის ჩამოყალიბებაში თავისი როლი ითამაშა და
წარუშლელი კვალი დაამჩნია მას, შექმნა ე. წ. ალ-ქუ ნის „მა-
გიური რეალიზმი“ სუფიური ფაბულებით, ეგზისტენციური
კითხვებითა და რომანის პოეტიკით.
იბრაჰიმ ალ-ქუნის ნოველების და რომანების ფოკუსი
უდაბნოსკენაა მიმართული. უდაბნოს სუნთქვა, უდაბნოს ტო-
ნები ძალიან დიდი დოზით იგრძნობა მწერლის ცხოვრებაშიც
და მწერლობაშიც. ის რაღაც შინაგანი მეექვსე გრძნობით
აღიქვამს უდაბნოს მაჯის ცემას, უდაბნოში ცხოვრების ფილო-
სოფიას, სიკვდილ-სიცოცხლის კანონზომიერებებსაც უდაბ-
ნოს ვექტორით, უდაბნოს პრიზმაში გამოტარებულს ხედავს.
მისი მკითხველიც პირველივე გვერდებიდან გრძნობს, რომ
უდაბნოს სცენები, ამდენი უცხო ტოპონიმიკა – უდაბნოს პა-
ტარა დასახლებების, მთების, ხეობების, ოაზისების სახელე-
ბი, ამდენი დაწვრილებითი ეთნოგრაფიული დეტალი, ტუარე-
გების ყოფა-ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების ამსახველი ტრადი-
ციები, ეს არაა გარეგნული, ზედაპირული ეგზოტიკის ელემენ-
ტების შემოტანა მკითხველის მოსახიბლად და მისაზიდად –
ბედისწერა, დრო, წუთისოფლის ცვალებადობა, უდაბნოს თი-
ლისმა და ადამიანთა ხვედრი, მწერლის მიერ კლასიკური სუ-
ფიზმის პრინციპებითა და საოცარი მხატვრული ძალით ერ-
თმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს გადაწნული, ჩა-
ითრევს მკითხველს თავის ჯადოსნურ მისტიკაში და ამ ყვე-
ლაფერზე სრულიად ახლებურად ჩააფიქრებს.
თუკი ლიბიის საჰარისა და რუსული ლიტერატურის სიყვა-
რულმა და ღრმა ცოდნამ ერთი მხრივ, იბრაჰიმ ალ-ქუნის
პროზას განუმეორებელი იერი და გამორჩეული ხელწერა
შესძინა, მეორე მხრივ, სწორედ ამავე მიზეზით დიდი ხნის
მანძილზე არაბული ლიტერატურული და კულტურული წრე-
4 მკითხველთა ლიგა
ებისთვის ცნობილი და აღიარებული მწერალი თითქმის უც-
ნობი რჩებოდა დასავლელი მკითხველისთვის და დასავლუ-
რი ლიტერატურათმცოდნეობისთვის. ლიბიის ჩაკეტილობა
და დასავლეთისგან იზოლირება, ასევე გარკვეული სტერეო-
ტიპული წარმოდგენები, რომლის მიხედვით საბჭოური სივ-
რცის გავლენის სფეროში და მის ორბიტაზე მოხვედრილი,
რუსულ განათლებამიღებული და საბჭოთა იდეოლოგიური
მანქანით დაპროგრამებული არაბული ქვეყნების ინტელი-
გენცია ქმნიდა უფრო ტოტალიტარულ რეჟიმებზე მორგებულ
პათეტიკურ, რიტორიკულ და იდეოლოგიზირებულ, ცენზურა-
გამოვლილ ლიტპროდუქციას, რომელსაც ყავლი მალე გას-
დიოდა და ჭეშმარიტი ლიტერატურული ფასეულობების მწვა-
ვე ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც არც სერიოზული კრი-
ტიკისა და არც სამეცნიერო კვლევის ობიექტი არ ხდებოდა
ხოლმე დასავლეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის თარგმან-
ზე, იბრაჰიმ ალ-ქუნის და მის მწერლობას ლოკალურ არა-
ბულ გარემოში კეტავდა და მიუხედავად მისი გამორჩეულო-
ბისა, ადგილობრივ მოვლენად ტოვებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იბრაჰიმ ალ-ქუნი რა-
ღაც პერიოდით, 1994 წლამდე, პოლონეთში მკვიდრდება, სა-
დაც კვლავ ლიბიის ახალი ამბების სააგენტოს კორესპონდენ-
ტია და ვარშავაში ლიბიის კულტურის ცენტრში მუშაობს, ლი-
ბიურ-პოლონური მეგობრობის საზოგადოების წევრია და რე-
დაქტორობს ამ საზოგადოების მიერ გამოცემულ ჟურნალს,
არაბულენოვანი ლიტერატურის თარგმანითა და პოპულარი-
ზაციითაა დაკავებული.
1994 წლიდან კი იბრაჰიმ ალ-ქუნი უკვე შვეიცარიაში
ცხოვრობს, ქ. გოლდვილში. არაბული ლიტერატურის მთარ-
გმნელ, კრიტიკოს, ლიტერატურათმცოდნე არაბისტ დოქტ.
5 მკითხველთა ლიგა
ჰართმუთ ფენდრიჰთან შეხვედრამ იბრაჰიმ ალ-ქუნის ცხოვ-
რება მთლიანად შეცვალა. ფენდრიჰმა მისი ბევრი ლიტერა-
ტურული ნაწარმოები თარგმნა და მანამდე ლოკალურ არა-
ბულ გარემოში ცნობილი 60-მდე წიგნის ავტორი ეს მწერალი
უცებ იხვეჭს საერთაშორისო პოპულარობას და ინტერესს,
იღებს მრავალ საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიასა და
ჯილდოს, მათ შორის შვეიცარიის სახელმწიფო პრემიას მისი
გერმანულად თარგმნილი რომანებისთვის, ფრანგულ-არაბუ-
ლი მეგობრობის კომიტეტის პრიზს, ფრანგულმა ჟურნალმა
“Like” იბრაჰიმ ალ-ქუნი თანამედროვეობის 50 საუკეთესო
რომანისტთა შორის დაასახელა და მას მომავლის მწერალი
უწოდა. მისი რომანების თარგმანებს 35 ენაზე ასევე არაერთი
პრესტიჟული ჯილდო ხვდა წილად. მწერალი, შეიძლება ით-
ქვას, ახლა თავისი დიდების ზენიტშია. აქტიურად ითარგმნე-
ბა და გამოიცემა მრავალ ენაზე.
***
6 მკითხველთა ლიგა
რომანის მოქმედების წრე ჩაკეტილია და უდაბნოსა და ოა-
ზისებს შორის ტრიალებს. მწერალი ამ ჩაკეტილ წრეში ახერ-
ხებს, მკითხველს უდაბნოს მრავალფეროვნება და განუმეო-
რებელი ხიბლი აგრძნობინოს, სადაც მიწა ცას, ადამიანი კი
ბუნებას შეერწყმის და სადაც ბევრად მძაფრია სამყაროს ერ-
თიანობის ცოცხლად და ხელშესახებად აღქმა, ბედუინის აქ-
ლემზე დამოკიდებულების ნამდვილ სახეს აჩვენებს, ცხოვრე-
ბის ჭეშმარიტ და მარადიულ ფასეულობებზე დააფიქრებს.
9 მკითხველთა ლიგა
ასევე ბევრია აფორიზმი და ბრძნული გამონათქვამი, რომ-
ლებიც ან ხალხურია და გადმოცემით ცოცხლობს ტომში, ან
სუფიური ორდენის შეიხებს და ტომის ბრძენ ხალხს მიეწერე-
ბა. თითოეული მათგანის ჭეშმარიტებაში რომანის მთავარ
გმირ უხაიადს ცხოვრება არწმუნებს:
12 მკითხველთა ლიგა
...„ოქრო ყველას აბრმავებს. ოქრო ყველაზე საუკეთესო
ზნეობასაც კი ხრწნის... ოქროა ყველა დაწყევლილი საქმის
მიზეზი.
18 მკითხველთა ლიგა
კი აზრი შეიცვალა და მიიჩნია, რომ სირცხვილი იქნებოდა,
მაჰრული აქლემისთვის ცეკვის სწავლებაც მათთვის მიენდო.
აქლემისთვის ლამაზ ქალთა წინაშე ცეკვის სწავლება
უდაბნოში რაინდთა ვალია!
გან შემდგარი.
19 მკითხველთა ლიგა
გამი ღადამესში10 იფოგასის11 ტომელი მოხუცი ქალების მი-
12
ერ იყო მოწნული, ხურჯინი თამანგასეთის ლამაზმანთა თი-
თებს დაექარგათ, მათრახი კი ტყავის ძაფებით მოსირმული
იშვიათი ცალი იყო, ზედ ამოტვიფრული ქანოს13 მაგიური თი-
ლისმებით. ტომის ბრძენთ სწამდათ, რომ მათრახმა, რომე-
ლიც მისთვის თანატოლ შურიან თანატომელს შეეპარებინა,
თავისი როლი შეასრულა უხაიადის ჩამოვარდნასა და სამარ-
ცხვინო სკანდალის აგორებაში.
არენაზე ნაშუადღევს გამოვიდა. ქალები ველზე დოლების
გარშემო წრედ დამსხდარიყვნენ. პატარა ბიჭები მათ ირ-
გვლივ ფართო რგოლად შემორტყმოდნენ, შეიხებს თავიანთი
ადგილი სამხრეთ შემაღლებაზე დაეკავებინათ, მათ მოპირ-
დაპირე მხარეს კი კაცები და ვაჟები განლაგებულიყვნენ,
თავზე მდიდრული ლურჯი ჩალმები წამოედგათ და ფარშევან-
გის მედიდურობით აუჩქარებლად, რწევა-რწევით მიმოდი-
ოდნენ. მაჰრული აქლემები შორს, ჰორიზონტზე, ღია სივ-
რცის ორივე მხარეს გამწკრივებულიყვნენ. რიგი დასავლე-
თით იყო მზადყოფნაში და რიგი – მის მოპირდაპირედ, აღმო-
სავლეთით. ერთ-ერთი ქვეშევრდომისთვის საცოლის მისაგ-
ვრელი საქორწინო პროცესია მალე დაიძვრებოდა. ეს იყო
კაცი, რომელიც ხშირად ქორწინდებოდა და ასევე ხშირად ეყ-
რებოდა; ამჯერად მშვენიერი, მულატი ქალი შეერჩია საცო-
მთიანი მასივი.
12 თამანგასეთი – ოაზისი, სამხრეთ ალჟირის პროვინცია აჰაგარის მთი-
ანეთში.
13 ქანო – ნიგერიის ქალაქი საჰარის უდაბნოს სამხრეთში.
20 მკითხველთა ლიგა
ლედ თავისი ისედაც შერეული სისხლის ცხელ, ზანგურ სის-
ხლთან შესაჯვარებლად.
გასართობი წარმოდგენა მისალმების სახოტბო ფორმუ-
ლებით დაიწყო.
პირველად ორი ტანაშოლტილი მხედარი დაიძრა დასავ-
ლეთიდან, შემდეგ მათ ორი მხედარი გამოეგება საპირისპი-
რო, აღმოსავლეთის მხრიდან. ერთმანეთს გზა საცეკვაო არე-
ნის მახლობლად გადაუჭრეს და ზაღარიდების14 კორიანტელი
დაიმსახურეს.
უხაიადი დასაძვრელად მოემზადა. მის გვერდით ქვეშევ-
რდომი ახალგაზრდა კაცი ბრწყინავდა. თავს თაგოლმოს-
თის15 ჩალმა ედგა და წელზე შესანიშნავი ტყავის ქამარი შე-
მოერტყა. ზედმიწევნით მორთულ უნაგირზე იჯდა, რომელიც
მოხდენილი, ფერფლისფერი მაჰრული აქლემის ზურგზე და-
ემაგრებინა. ეს ახალგაზრდა კაცი მისი თანმხლები იქნებოდა
ველის გადაკვეთისას.
მეორე მხრიდან ორი მხედარი მოახლოვდა. ახალგაზრდა
ქვეშევრდომი თავისი აქლემით უხაიადს ისე მიუახლოვდა,
ლამის მის ამლაყ მაჰრულ აქლემს ზედ მიაგდო და უთხრა:
– დღეს პატივი მერგო, თავი მოვიწონო იმით, რომ ვიყო
შენი თანმხლები. ამლაყი მაჰრული აქლემი იშვიათობაა
უდაბნოში!
შემდეგ მალულად თვალი ჩაუკრა ლურჯი სელის ნაჭრი-
დან. ამ შენიშვნამ უხაიადი შეაწუხა, რადგან თანმხლების
თვალებში გულწრფელობა ვერ დაინახა.
23 მკითხველთა ლიგა
მისი ე. წ. ლაშქრობები მეორდებოდა, სანამ ერთ მშვენიერ
დღესაც არ აღმოაჩინა, რომ მის მოხდენილ ამლაყ აქლემს
მომხიბვლელი დედალი აქლემის სიყვარული ჩავარდნოდა
გულში. ტომს, რომელსაც ეს დედალი აქლემი ეკუთვნოდა,
ჩვეულებად ჰქონდა გაზაფხულის გატარება მაღარღარის ხე-
ობაში და უხაიადიც ამ წარჩინებული ტომის გოგოებიდან
ერთ-ერთ მაცდურ, თვალწარმტაც გოგოს სტუმრობდა ხოლ-
მე. ამლაყ აქლემს ხეობის ძირში ტოვებდა თავისუფლად აქ-
ლემებთან ერთად საბალახოდ, თავად კი თავის მაცდურ გო-
გოსთან მიდიოდა კარავში. თავისი მაჰრული აქლემის სასიყ-
ვარულო გრძნობები არ გამოჰპარვია, პირველივე ვიზიტები-
დან შენიშნა მისი უზომო გატაცება თეთრი დედალი აქლემით.
კიდევ უფრო თვალნათლივ დარწმუნდა ამაში მას შემდეგ,
რაც ნახა, ამლაყი აქლემი როგორ მიფრინავდა მაღარღარის
ხეობისკენ და როგორ იწვოდა ღამეული მოგზაურობის ეშ-
ხით. ამიტომ თვითონაც კიდევ უფრო ახელებდა და ეუბნებო-
და:
– რატომ მიმალავ?! გამოტყდი, რომ მე კი არ მიმაფრენ
ჩემს სატრფოსთან, არამედ შენი სატრფოსკენ მიფრინავ! ამ-
ჯერად შენს რბოლაში არავითარი სხვა მიზეზი არ ურევია!
მდედრია მიზეზი! ისაა ყოველთვის ყველაფრის მიზეზი!..
პასუხად ამლაყი აქლემი წაიხრებოდა, ქაფიანს გადმოა-
ფურთხებდა, ბედნიერ რბოლაში სადავეს გაღეჭავდა და ყო-
ყინით პასუხობდა:
– ავ!.. ყა... ყა... ყა...
უხაიადიც გაიცინებდა და ხუმრობით წამოარტყამდა.
ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ კურდღლისცოცხამ
თავისი სევდიანი თეთრი ყვავილები არ გამოისხა.
24 მკითხველთა ლიგა
უხაიადმა ამლაყი აქლემით ხეობას მიაღწია, ის საბალა-
ხოდ დატოვა სურნელოვანი კურდღლისცოცხას მახლობლად
და არ კი იცოდა, რომ კურდღლისცოცხას ყვავილები ნიშანია
უდაბნოს ველებზე გაზაფხულის სტუმრობისა. გაზაფხულის
ნაყოფიერებისა და შეჯვარების სეზონის დადგომა კი აქლე-
მებზეც მოქმედებს, ახელებს და აგიჟებს მათ.
სწორედ ასეც მოხდა იმ დღეს.
დიდხანს არ გაუვლია, რაც თავის სატრფოს ყურში სა-
ალერსო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა, რომ მის სმენას გადა-
რეული ცხოველის ბღავილი მისწვდა. თავიდან იფიქრა, რომ
ეს შორეული ქუხილის ხმა იყო და ხვევნა-არშიყი გააგრძელა,
მაგრამ იგივე ღრიალი განმეორდა უფრო მეტი გააფთრებით.
უხაიადი კარვიდან გამოვარდა და ხეობისკენ გაექანა. იქ მისი
ამლაყი აქლემი ფერფლისფერ საშინელ აქლემს გადახლარ-
თვოდა. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შებმულები ერ-
თმანეთს დედალი აქლემის დაუფლებისთვის ხოცავდნენ!
ცისკრის სხივი ჰორიზონტს დასცემოდა. მრუმე ბინდ-ბუნდში
მაჰრული აქლემის ჭრილობა გამოჩნდა. მეტოქეს კისერი და
ყბა კბილებით დაეგლიჯა მისთვის და მარცხენა ფერდშიც
მძიმე ჭრილობები მიეყენებინა. იმ საშინელ, უსახურ აქლემ-
საც კარგი დღე არ დასდგომოდა და იარებიდან სისხლი სდი-
ოდა! მთელი სხეული სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
ხმაურმა იქ მოსახლენიც გამოაღვიძა. ხელკეტებით შეი-
არაღებული მწყემსები ხეობაში მოცვივდნენ და ხანგრძლივი,
მძიმე ბრძოლის შემდეგ მოახერხეს და მეტოქეები ერთმა-
ნეთს დააშორეს.
მზე ამოიწვერა და უხაიადმა იგრძნო, რომ ის სრულიად
გამოაშკარავებული იყო. შემთხვევის ადგილას მოვიდნენ
ტომის ახალგაზრდა კაცები და უხაიადმა მათ თვალებში გა-
25 მკითხველთა ლიგა
კიცხვა ამოიკითხა. მათი მზერა ეუბნებოდა, რომ ყველაფერი
იცოდნენ. წაიყვანეს ტომის შეიხთან, ხმელ-ხმელ, ტანმაღალ
მოხუცთან, რომელსაც ლოტუსის ხისგან ნაკეთი ნატიფი
კვერთხი ეპყრა ხელთ, კვერთხზე ტყავის თასმები ჰქონდა შე-
მოხვეული, ზედ ამოკვეთილი დახვეწილი, რელიეფური ნაყ-
შებით. შეიხის ლოყები ღრმა ნაოჭებს დაეღარა, მაგრამ მის
გამოხედვაში სიცოცხლისუნარიანობისა და სიჯანსაღის, სიხა-
ლისის იდუმალი განცდა იგრძნობოდა. მან ჩაის მომზადების
ბრძანება გასცა და უხაიადი კარავში დაფენილ ხალიჩაზე და-
საჯდომად მიიპატიჟა. ლოტუსის ხისგან ნაკეთი კვერთხი ერ-
თხანს ხელში ატრიალა, შემდეგ ღირსების გრძნობით უთხრა:
– წარჩინებულ, კეთილშობილ კაცს როდი არცხვენს მიჯ-
ნურობა ან ფარულ შეხვედრაზე გამგზავრება! მაგრამ თუკი
მუსლიმური სამართალი ვიცით, რა არის ცუდი იმაში, თუკი
სახლში კარიდან შევალთ?!
შემდეგ გაიღიმა და დაამატა:
– გვახარებს მიგიღოთ ჩვენს საცხოვრისში, შეიხ ამან გა-
სატინის ვაჟო! მამაშენის დამსახურებაა უცხოელ დამპყრობ-
თა მოგერიება და მათი თარეშის შეწყვეტა უდაბნოში!
უხაიადი მიხვდა, რომ ბრძენი შეიხი რომანტიკულ თავგა-
დასავლებსა და სასიყვარულო მოგზაურობებზე საუბრითა და
უდაბნოს დამპყრობთა წინააღმდეგ გამოსვლაში მამამისის
დამსახურებაზე მინიშნებით თავისი ტომის ახალგაზრდა კაც-
თა მორბილებას და დაშოშმინებას ისახავდა მიზნად. ტომთა
შეიხები ხომ სიტყვასაც კი არ წარმოთქვამენ ტყუილუბრა-
ლოდ! მათ მოსწონთ მინიშნებების გამოყენება საკუთარ მეტ-
ყველებაში.
26 მკითხველთა ლიგა
ტომის ერთ-ერთმა კაცმა ჭრილობებით ღონემიხდილი ამ-
ლაყი აქლემი მოიყვანა. ის სისხლით, ნერწყვით, ოფლითა და
მიწით იყო მოსვრილი.
ბრძენმა შეიხმა თავის ტომელ კაცებს შეუძახა:
– ღმერთო ჩემო! ეს რა არის?! რატომ არ მითხარით, რომ
ჩვენს კეთილშობილ სტუმარს ასეთი სრულქმნილი მაჰრული
აქლემი ჰყოლია?! ამლაყი მაჰრული აქლემი გაზელივით
მოხდენილი და ლაზათიანია! ეს ჯიში უკვე ასი წელია, რაც გა-
დაშენებულია უდაბნოში! გაფიცებ ალაჰს, როგორ იშოვე?!
– აჰაგარის ტომის ბელადის საჩუქარია, როცა სრულწლო-
ვანების ასაკს მივაღწიე.
– ოჰ, აჰაგარის ტომის ბელადი იბრაჰიმ ბაქდა!.. ამ ჯიშის
აქლემი მისნაირ გმირს შეჰფერის! სხვას ვის შეეძლო ასეთი
საჩუქრის გაკეთება!.. ძირძველ ტომებს ყოველთვის სიურ-
პრიზები და საიდუმლოებები აქვთ!..
ჩვენში ამბობენ, მაჰრული აქლემი მხედრის სარკეაო. თუ
გსურს, მხედარს დააკვირდე, მის საიდუმლოებებს ჩასწვდე,
მაშ, გამოსცადე მისი ცხენი ან მაჰრული აქლემი! დაიჭირე
მაჰრული აქლემი, თუ გსურს, გაიგო მისი პატრონი! ახლა შე-
მიძლია გითხრა, რომ შენ სრულყოფილებით შემკული ახალ-
გაზრდა ხარ. ასეთი ამლაყი აქლემის პატრონი არ შეიძლება,
ღირსებებისა და კეთილშობილური ფასეულობების ნაკლე-
ბობას უჩიოდეს! ჩვენს საცხოვრისში შენი მოსვლით პატივი
დაგვდე, წარჩინებულო, კეთილშობილო ყმაწვილო! თუმცა
ვწუხვარ, რომ შენი შანსები, მემკვიდრეობით დაიკავო მამა-
შენის პოზიცია ტომში, ძალიან სუსტია! როგორც ჩემთვის
27 მკითხველთა ლიგა
ცნობილია, შეიხს, მამაშენს, სამი დიშვილი16 ჰყავს. მაგრამ
ვინ იცის, ეგებ სასწაული მოხდეს!.. სასწაულთა კარი ხომ მუ-
დამ ღიაა!..
გიგანტური ტანის, უხეშყვრიმალებიანმა ახალგაზრდა კაც-
მა უხეში ხელებით მწვანე ჩაი პირველ წრეზე ჩამოარიგა.
შეიხმა ჩაის თავზე მომდგარი ქაფი მოწრუპა.17 ჭიქა იატაკ-
ზე დადგა და თქვა:
– ჩვენი კეთილშობილი სტუმარი ნებას მოგვცემს, მის მაჰ-
რულ აქლემსაც გავუმასპინძლდეთ. ხშირად როცა მხედარი
ბუზღუნებს და ჯავრობს ჩვენს სახლებში კარიდან შემოსვლა-
ზე, მაჰრულ აქლემს ამის გაკეთება დიდად არ აწუხებს!
გაიღიმა და დამსწრეთა უმრავლესობასაც ღიმილი მოეფი-
ნა. უხაიადმა ქარაგმა ვერ გაიგო, მინიშნებას ვერ მიუხვდა
შეიხს. ბრძენმა მოხუცმა ხმამაღლა გააგრძელა:
– თუკი მხედარი ტომის მშვენიერ ქალებს გაუსხლტა, იშ-
ვიათი ჯიშის მაჰრული აქლემი მაინც ვერ უნდა დაუსხლტეს
ტომის დედალ აქლემებს! ვხედავ, ჩვენს დედალ აქლემებს
მასზე შთაბეჭდილება მოუხდენიათ! ჩვენ ნაშენი გვინდა ამ გა-
დაშენებული ჯიშისა. ამლაყი მაჰრული აქლემები ჩვენი აქ-
ლემების რემაში ყველა ტომს შურს აღუძრავს და შეეხარბება!
ამლაყი მაჰრული აქლემის გადაშენებული ჯიშის გაცოცხლე-
ბა და მისი დაცვა ჩვენი ვალია! ჩვენი სტუმარი რას ფიქრობს
ამაზე?
29 მკითხველთა ლიგა
ერთი სასიყვარულო ლაშქრობიდან დანაღვლიანებული დაბ-
რუნდა. დიდ თვალებში მხიარულების ნაპერწკალი ჩაჰქრო-
ბოდა და ქვედა ტუჩი კიდევ უფრო დაბლა ჩამოჰკიდებოდა.
ტრიალ ადგილას წყნარად, მდუმარედ გაჩერებული ჰორი-
ზონტზე მოცეკვავე ზეციური მირაჟის ენებს სევდიან მზერას
აყოლებდა.
დარცხვენილი იყო.
უხაიადმა შენიშნა მისი ნაღველი, მაგრამ ამ ამბის საიდუმ-
ლო მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამჟღავნდა მისთვის.
მოელვარე, ბრწყინვალე ბეწვს უთვალიერებდა, დაწინწკლუ-
ლი კანიდან ლოტუსის ხის ხიჭვი ამოუღო და ტკიპები ხომ არ
ჰყავდა, შეუმოწმა. ბეწვის ქვეშ, კანზე სენისგან ანთება წასუ-
ლიყო. თითებით მოფხანა და მაჰრულ აქლემს ისე ეტკინა,
ტკივილისგან იყვირა. მაკრატელი მოიტანა, დაზიანებული
ადგილი შეარჩია და იქიდან სქელი ბეწვი შეაჭრა. დაავადებუ-
ლი ადგილი საზიზღარი სენისგან გაათავისუფლა. კანის ის
ნაწილი გაშავდა და ცხოველის ხორცი ამოჭამა.
რამდენიმე დღეში შენიშნა, რომ მუნის ფართობი გაიზარ-
და, ამლაყი აქლემის სხეულზე ახალ ადგილებს მოედო და
ამოჭამა. უხაიადმა ტომის ექიმებს მიმართა რჩევის სათხოვ-
ნელად. მათ ერთხმად დაასკვნეს, რომ განკურნების იმედი
მცირე იყო, რადგან მუნი აქლემს თუ მოედებოდა, მერე იმედი
აღარ იყო. უხაიადი იმედს არ კარგავდა, ვერ წარმოედგინა,
რა ძალას შეეძლო მისთვის ამლაყი აქლემი წაერთმია. ცხო-
ველთა სენის გამოცდილმა მცოდნემ, ბრმა კაცმა, თავი გადა-
იქნია და სკეპტიკურად უთხრა: „შვილო ჩემო, სიცილს ტირი-
ლი მოსდევს, სიხარულს კი სევდა, სიკვდილი თვალის დახამ-
ხამებაში შეიჭრება სიცოცხლეში!“
მას ეს არ აკმაყოფილებდა.
30 მკითხველთა ლიგა
ამლაყი აქლემი სიკვდილისთვის არ იყო შექმნილი! იხსე-
ნებდა, როგორ ზრუნავდა მასზე და ზრდიდა, როცა ტომის პა-
ტივსაცემი ბელადისგან საჩუქრად მიიღო იგი, ჯერ კიდევ კო-
ზაკი. ქერს იპარავდა კარვიდან და ამლაყ აქლემს ხელისგუ-
ლებით მიართმევდა. ამ მოქმედების ხშირი გამეორების შემ-
დეგ ეს ამბავი გამოაშკარავდა და ზანგმა მოახლემ დედამისს
შესჩივლა. ეს დედის გარდაცვალებამდე იყო. დედამ მამას
მიუტანა ამბავი. მამამ გაკიცხა და უთხრა: „როცა ხალხსაც კი
არ მიუწვდება ხელი ქერზე, შენ პირუტყვს აძლევ მას?!“ მან კი
დაუფიქრებლად უპასუხა: „ჭრელი აქლემი პირუტყვი არაა!
ამლაყი აქლემი... ამლაყი აქლემია!“ მამამ, რომელიც ღიმი-
ლითაც კი იშვიათად იღიმოდა, გაიცინა და მუქარით თითი
დაუქნია, როგორც ჩანს, მისი პასუხი მოეწონა.
დასახლების მცხოვრებთა ყველაზე დიდი დაცინვის საგანი
მაინც ის იყო, პატარა მაჰრული კოზაკი მასთან ერთად რო-
გორ დასეირნობდა კარვებს შორის და ფეხდაფეხ დასდევდა
პატრონს ძაღლივით. უკან მისდევდა მაშინაც, როცა ის ღია
ცის ქვეშ ღამის მხიარულად გასატარებლად მიდიოდა ღამე-
ულ თავყრილობებზე. არ იძინებდა, სანამ პატრონი დასაძი-
ნებლად არ წავიდოდა. პატრონს თან მისდევდა მაშინაც, რო-
ცა ის განმარტოებულ ადგილას ბუნებრივი საჭიროებების და-
საკმაყოფილებლად მიდიოდა. ეს კი ყველაზე მეტად აცინებ-
და უხაიადის თანატოლებს, თუმცა თავად მას სულ არ ანაღ-
ვლებდა. მას განაიარაღებდა ხოლმე აქლემის გლასუნი და
შეთამაშება, რეგვენ თანატოლებს კი პასუხობდა: „შეიხი მუსა
ამბობს, რომ ცხოველი ყველაზე კარგი მეგობარია! პირუტყვი
ადამიანზე უპირატესია! გავიგონე, ამას როგორ ამბობდა“.
შეიხი მუსა წიგნებს კითხულობდა, ყურანს რეჩიტატივით წარ-
მოთქვამდა და მუსლიმთა იმამი იყო ლოცვისას. უთვისტომო,
31 მკითხველთა ლიგა
უცოლო, უშვილძირო და უნათესაო კაცი იყო. ტომთან ერთად
მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობდა მიუხედავად იმისა, რომ
ის ამ ტომელი არ იყო. ამბობდნენ, რომ ის უდაბნოს დასავ-
ლეთიდან მოვიდა, ფესიდან, შარიათის18 ულამებისა19 და ფა-
კიჰების20 ქვეყნიდან... შეიხი მუსა იყო, ვინც საიდუმლო წას-
ჩურჩულა ყურში და მისი ამლაყი აქლემი გადაარჩინა. უთ-
ხრა: „ჩვენში დარჩეს, მაგრამ შენი აქლემის განკურნება მხო-
ლოდ ასიარს21 შეუძლია. არ დამცინო და ჩემს სიტყვას ყური
უგდე! წადი მაიმუნის უკაცრიელ ველებზე დამდეგ გაზაფ-
ხულს. ასიარი მხოლოდ ამ ველებზე ხარობს. შენი მაჰრული
აქლემი კარგად დააბი, რომ არ გაიქცეს, დატოვე საძოვრად
ერთი-ორი დღე და ნახავ!“ შემდეგ საიდუმლო ხმით გა-
უმეორა: „კარგად დაბმა არ დაგავიწყდეს!“ დიახ, ასიარი
ტომში ჯინთა და სიგიჟის სინონიმია! ვისაც კი ის გაუსინჯავს,
ჯინებს გონს გადაუყვანიათ, იქნება ეს პირუტყვი თუ ადამიანი!
მოსახლეთა შიში ამ მითური მცენარისა მემკვიდრეობით გა-
დადის. აქ როგორც კი ყმაწვილი ისე წამოიზრდება, რომ
ცხვრისა და თხის მწყემსვას ჩააბარებენ, ეუბნებიან: „მოერი-
დე მაიმუნის ველებზე საქონლის მწყემსვას. იქ ასიარია, ამ
ბალახში ათასი წამალია, მაგრამ ყველაფერი ჯინთა კარიბ-
ჭეს გადის. ჯინებს უპყრიათ ხელთ ათასივე სენის წამლის გა-
35 მკითხველთა ლიგა
დამზადებული მალამო მისცა. უხაიადი ხმარობდა მას, სანამ
არ გაუთავდა. რამდენიმე დღეში ცხოველს გაშავებული კანი
შემოეცალა და სისხლი აუმოძრავდა, მაგრამ ჭრილობა არ
შეხორცებულა. უხაიადისთვის აუტანელი იყო სისხლძარღვე-
ბის ყურება, როგორ წვეთავდნენ ისინი ამლაყი აქლემის სხე-
ულიდან. ხალხის თვალებში ხედავდა სიბრალულსა და თა-
ნაგრძნობას, მაგრამ... თანაგრძნობას მისადმი და არა სნე-
ული პირუტყვისადმი.
მისი ამლაყი აქლემი აღარ იყო ჭრელი. ჩინებული წინ-
წკლები გაქრა მისი ფერფლისფერი სხეულიდან. გონიერი,
ცქვიტი მზერა ჩაუქრა მომაჯადოებელ თვალებში. ჩამოქნი-
ლი, წერწეტი ფეხები მუქად აჭრელებულ, მოფამფალებულ
შავ ჩონჩხად ექცა. ეს იყო მიბნედილი, საცოდავი ლანდი რა-
ღაც სხვა არსებისა. დიდება შენდა, ღმერთო!.. ავადმყოფობა
ცოცხალ ქმნილებებს როგორ აქცევს რაღაც სხვა, სრულიად
განსხვავებულ არსებებად! ავადმყოფობა ხალხსაც ამას უშ-
ვრება! ხანგრძლივი ავადმყოფობა შვრება ამას.
ამ ეტაპზე ამლაყი აქლემი დღისით აღარ ეკარებოდა,
მთელ დღეს დამწუხრებული ატარებდა, ჰორიზონტის მირაჟ-
ში ანგელოზთა ილუზორულ რბოლას ადევნებდა თვალს.
ხალხის თვალწინ პატრონთან სითბოს გამოვლენას და შეთა-
მაშებას ერიდებოდა. მაშინაც კი, როცა ის წამლის წვეთების
შესაზელად მივიდოდა, თავს არიდებდა და ცდილობდა, გას-
ხლტომოდა. დროდადრო საწყალობლად წამოიჩივლებდა:
„აავ... ყა... ყა... ყა...“
ამავე დროს, სიბნელის ჩამოწოლასთან ერთად, როცა ყვე-
ლაფერი ირინდება და კვდება უდაბნოში, როცა ღამის წყვდი-
ადში მხოლოდ ჯინები რჩებიან, ღია სივრცეში რბიან და ერთ
გადაძახილში არიან, შეიპარებოდა აქლემი პატრონთან. მი-
36 მკითხველთა ლიგა
ხოხდებოდა საწყალი და თავს შერგავდა მძინარე მეგობრის
საბანში. პატრონს კი უძილობა სტანჯავდა და ცდილობდა,
მცირე ხნით მაინც მიელულა თვალი, სანამ რიჟრაჟი სხივს
მოჰფენდა ჰორიზონტს. ეგლასუნებოდა მის გადასაფარე-
ბელს, ჩამოკიდებული ტუჩებით ეხებოდა და სინჯავდა მისი
სხეულის იმ ნაწილებს, რაც გადასაფარებლიდან მოუჩანდა,
შემდეგ წაგრძელებულ თავს საბნის ქვეშ შეუყოფდა და ტან-
ჯულ კვნესას ამოუშვებდა. უხაიადი მკლავს მოხვევდა და
ორივე ერთად ატირდებოდა. ორივე მათგანი ერთმანეთს
ენით სწმენდდა ცრემლებს და მარილისა და ტკივილის გემოს
შეიგრძნობდა. როდესაც სიკვდილის წყვდიადი ეშვება, ცოც-
ხალ ქმნილებას ტირილის გარდა, ცრემლისა და ტკივილის
ლოკვის გარდა სხვა არაფერი შეუძლია! უხაიადი თავს გამო-
ყოფდა, მზერას ზეცად აღაპყრობდა, ფერმიხდილ, დარცხვე-
ნილ მთვარეს მიაჩერდებოდა და შესჩიოდა: „რატომ ქმნის
ღმერთი არსებას, თუკი სიკვდილი იქვეა ჩასაფრებული?! რა-
ტომ იტანჯება ცოცხალი ქმნილება სიკვდილის წინ?!“ ტუჩს იკ-
ვნეტდა და იმეორებდა: „ღმერთმა დასწყევლოს მდედრი!..
ღმერთმა დასწყევლოს მდედრი!..“
ერთ დღესაც მოსწყინდა ჩივილი.
ღამით უთხრა თავის მეგობარს ისე, რომ ვერა სულიერს
ვერ გაეგონა: „მორჩა!.. კმარა!.. ტანჯვით უკვე გამაძღარნი
ვართ!.. რამე უნდა ვიღონოთ, თუნდაც ეს სიგიჟე იყოს! უნდა
მოვსინჯოთ ბრძენი შეიხის ხერხი. ფესიდან მოსული შარია-
თის ულამები ბრძენნი არიან. მთელმა უდაბნომ იცის ეს. თუნ-
დაც ეს სიგიჟის ფასად დაგვიჯდეს! ვითომ რას ავნებს ცოც-
ხალ არსებას გაგიჟება?! ესეც არ იყოს, განა ვერ ხედავ, ისე-
დაც გავგიჟდებით, გავსინჯავთ ასიარს თუ არა. მე და შენ სი-
გიჟის გზას ვადგავართ. არ მინდა ნაწილ-ნაწილ გახრწნილი
37 მკითხველთა ლიგა
შენი სხეულის ყურება! მე გავგიჟდები, სანამ შენ მოკვდები!
დიახ!.. შენ მოკვდები და მე კი გავგიჟდები!.. ხომ ნახე, წუთი-
ერი, პატარა სისულელე რა ფასად შეიძლება დაგიჯდეს?!“
უხაიადი გაემგზავრა ჰამადას უდაბნოს დასავლეთში და
ორ მთას შორის მდებარე ძველი, წარმართული კერპისკენ
აიღო გეზი. მან არ იცოდა, რომ გამგზავრება რამდენიმე დღი-
თაც კი რომ გადაედო, მამამისი ავადმყოფ ცხოველს მოკ-
ვლას უპირებდა და ასეც იზამდა.
მამამისი ამ ტკივილისთვის ბოლოს მოღებას მუნიანი მაჰ-
რული აქლემისთვის ტყვიის შუბლში დახლით გეგმავდა.
38 მკითხველთა ლიგა
ველის სისხლს ღვრიდნენ. ასე ხდებოდა მანამ, სანამ ქანო-
დან წარმართი წინასწარმეტყველი ჩამოვიდოდა, ზანგი მოხუ-
ცი, ნაოჭებიანი ყელი მდინარის ნიჟარების მძივით რომ მო-
ერთო. თავზე შავი ჩალმა ეხურა და მისი გაფრიალებული ხა-
ლათიც შავი ფერისა იყო. ამბობდნენ, რომ ის ყვავივით იყო,
მარტო გადაადგილდებოდა ერთ მჭლე დედალ აქლემზე ამ-
ხედრებული და ვერ იტანდა გამოლაპარაკებას. თამბაქოს
ღეჭავდა და ბავშვებისა და ცნობისმოყვარეთა ცხვირწინ
იფურთხებოდა. ეს შემაშინებელი წინასწარმეტყველი პირვე-
ლი იყო, ვინც მითი დაანგრია და კერპის კვარცხლბეკზე
ამოკვეთილი სიმბოლოები წაიკითხა. თქვა, რომ იქ უდაბნოს
ძველი ღვთაების შერქმეული სახელი ეწერა. ძველი ნუმიდიუ-
რი ანბანით (თიფინაღით) მოახერხა მისი გაშიფვრა, მაგრამ
უარი თქვა, გაემჟღავნებინა ღვთაების ფეხებთან ამოკვეთი-
ლი საიდუმლო. თვეების შემდეგ მკვდარი იპოვეს მეზობელ
ველზე ისე, რომ მოსახლეებმა ვერ შეძლეს, მის უცაბედ გარ-
დაცვალებამდე წარმართული თილისმის საიდუმლო ეთქმე-
ვინებინათ მისთვის.
კერპის კლდოვანი კვარცხლბეკი სამკუთხა იყო. სამკუთ-
ხედის ბოლოს ღვთაების სახება იყო პირდაპირ დიდ კლდო-
ვან ქვაში განსხეულებული. მკერდზე შემოდგმული მაღლა
აწეული, შემართული თავისთვის კისერი სულაც აღარ იყო სა-
ჭირო. მისი იდუმალი, გამოუცნობი ნაკვთები ათასობით
წლის თაყვანისცემაზე მეტყველებდა. მხოლოდ ქვებს, რომ-
ლებიც მიჩვეულიყვნენ ხვეწნა-მუდარის მიღებას ძალიან დი-
დი ხნის მანძილზე, შეეძლოთ, შეეძინათ ასეთი შტრიხები ნა-
ზავი უწყინარობისა და სისასტიკისა, წყალობისა და შურის-
ძიებისა, სიბრძნისა და ამპარტავნობისა... და მოთმინებისა...
უკვდავთა მოთმინებისა, რომელნიც მიჩვეულნი არიან დრო-
39 მკითხველთა ლიგა
ის მუხანათობას და ყოფიერების მარტოსულობას. ღვთაების
მარჯვენა თვალი უკვე ამოეჭამა მტვრისა და ქვიშის მატარე-
ბელ სამხრეთის ქარებს, ათასწლოვან ქარებს... თვალი და
სახის ნაწილი... მარცხენა მხარეს რაც შეეხება, ის უდაბნოს
სევდიანი ისტორიის მემატიანე იყო. ჩრდილოეთის მთის მი-
მართულებით იყო მიქცეული და მაღლა იყურებოდა, მსუბუქი
ცისფერი ჩალმით შებურული მწვერვალისკენ. კერპის გარშე-
მო უძველესი ძვლები მიმოფანტულიყო, ზოგი ნაწილ-ნაწილ
დაშლილიყო და ზოგიც მთელი გადარჩენილიყო – უძველესი
მსხვერპლად შესაწირის კიდურები...
უხაიადმა გაშავებული ამლაყი აქლემი დააჩოქა. თვითონ
დიდხანს ცდილობდა უდაბნოს საიდუმლოთა ამოკითხვას
კერპის იდუმალ, გამოუცნობ ფიგურაში. ბოლოს მუხლებზე
დავარდა, ხელები მაღლა აღაპყრო და იყვირა: „ო, უდაბნოს
მეუფევ! ძველ ხალხთა ღვთაებავ! შემითქვამს შენთვის მსუქა-
ნი აქლემი, ჯანსაღი სხეულითა და გონებით! ოღონდ ჩემი ამ-
ლაყი აქლემი განკურნე ამ საშინელი, ავთვისებიანი სენისგან
და დაიფარე იგი ასიარით გაგიჟებისგან! ვიცი, შემსმენი ხარ
და ყოვლისმცოდნე!“ შემდეგ აკლდამის მტვერი მაჰრული აქ-
ლემის გამოჭმულ სხეულს მიმოაყარა, თავი ზედ დაადო და
დასაძინებლად მიწვა, სანამ უდაბნოს რიჟრაჟმა სხივი არ და-
ანათა. ერთი ჭიქა მწვანე ჩაი მოიმზადა და გზა გააგრძელა
უკაცრიელი დასავლეთ საძოვრებისკენ.
იმ ღამით, როცა სასთუმლად ქვა ედო და თვლემდა, ესიზ-
მრა, მისი ამლაყი აქლემი ხეობაში უეცრად მოვარდნილ ნი-
აღვარში იძირებოდა და წყალში ინთქმებოდა. თავად ლაგამს
ჩასჭიდებოდა და ცივ წყალს უძალიანდებოდა. წყლის ნაკად-
მა გაიტაცა, მისი მაჰრული აქლემიც ასევე წყალს მიჰქონდა.
აქლემი რამდენჯერმე დავარდა წინა მუხლებზე და ძლიერ
40 მკითხველთა ლიგა
წყალში ჩაყურყუმელავდა ისე, რომ წყალმა თავი დაუფარა.
აქლემი წინააღმდეგობას უწევდა წყალს. უხაიადი, თავის
მხრივ, სადავეს ეწეოდა. შენიშნა, მებრძოლ ცხოველს ნეს-
ტოებიდან სისხლი სდიოდა და შეშინდა, ეგონა, ლაგამამოდე-
ბული ტუჩი გადაუსკდა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, ძა-
ლიან დიდხანს... სანამ გრგვინვა არ ჩაჩუმდა და ბნელმა
წყლებმა არ იკლო აბობოქრებულ ხევში. შემდეგ, თავისდა
გასაკვირად, დაინახა, რომ შავი წყალი დემონებად იქცა, მის
მაჰრულ აქლემს რომ მიათრევდნენ და კუდით დაბლა ეწეოდ-
ნენ, შავბნელ უფსკრულში უპირებდნენ გადაგდებას. უხაიადი
ძილიდან გამოერკვა და ნახა, განთიადის პირველ სხივს გა-
ეპო სიბნელე.
დიდხანს იფიქრა ამ ნიშანზე. აკლდამის სიზმრების ახსნა
წინასწარმხილველთა გამოცდილებას ითხოვდა. შეიხი მუსა
ისლამური სამარხების ხილვებშია გარკვეული. მხოლოდ ქა-
ნოს წინასწარმეტყველებს ძალუძთ იმ ხილვების ამოკითხვა,
რომლებსაც ძველი, წარმართული აკლდამები გვიგზავნიან
და შთაგვაგონებენ... ქანოს წინასწარმხილველნი ვაჭრების
ქარავნებს დაჰყვებიან უდაბნოში, მაგრამ სად იპოვოს ახლა
ქარავნები?! სამარხთა გზავნილი შთაგონების არად ჩაგდება
არ შეიძლება! ულამებისა და მცოდნე ხალხის მოსაძებნად
გარჯა ისლამური შარიათით დაკისრებული ისეთივე ვალია,
როგორც საღვთო ომი ალაჰის რელიგიისათვის. ასე გვიამბო-
ბენ შეიხები. მაგრამ სად შეძლებს, იპოვოს კაცი-მეცნიერი აკ-
ლდამებისა ამ ტრიალ ადგილას?! კერპთა მინიშნებების
მცოდნეს სად შეეყრება?!
ბაბუამისი დედის მხრიდან ბრძენი შეიხი იყო. თუკი ძილში
რამე ხილვას ნახავდა, საწოლიდან არ ადგებოდა, სანამ წი-
ნასწარმხილველებს არ მოუყვანდნენ, რათა მათ ხილვა აეხ-
41 მკითხველთა ლიგა
სნათ მისთვის. ვინც უყვარდა ტომში, ხშირად უმეორებდა:
„თუ ალაჰმა გაგაფრთხილა და საიდუმლო გაგიმჟღავნა, არ
უნდა იჩქარო, უნდა დაახანო და შეიმეცნო, თუ არა და, რაც
მოგივა, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე!“ ორი მოღალა-
ტის მუხანათობაში დარწმუნებული იყო: დროის და ადამი-
ანის! არანაირი ამბავი და მოვლენა მისთვის მოულოდნელი
არ ყოფილა და ვერც მტერს უსარგებლია ვერასდროს მისი
გაუფრთხილებლობით. ყველა ერთხმად ამტკიცებს იმას,
რომ მისი სიბრძნე იდუმალი, გამოუცნობი მინიშნებების მი-
მართ მისი ყურადღებიდან მომდინარეობდა. ამბობენ, რომ
სიკვდილიც კი არ სტუმრებია მოულოდნელად. ძილში იხილა,
რომ დასავლეთ უდაბნოში დაკარგული ლეგენდარული ლო-
ტუსის ხის24 ქვეშ იდგა და ტბის წყალს სვამდა. დილით წინას-
წარმხილველმა უთხრა: „მოემზადე იმქვეყნად გასამგზავრებ-
ლად! ეს სიდრათ ალ-მუნთაჰაა!“25 შეიხმა გაიმზადა სუდარა,
განიბანა, თავისი ყველაზე საუკეთესო გამოსასვლელი სამო-
სი ჩაიცვა და დაელოდა სიკვდილის ანგელოზს. ამას აკეთებ-
და ყოველდღე, სანამ სული არ განუტევა ხილვის ნახვიდან
ერთ კვირაში.
43 მკითხველთა ლიგა
დაეტოვებინა, რომ აქლემს კისრის თავისუფლად მოძრაობა
შესძლებოდა ბალახობისას. ჩაფიქრებული გაჩერდა, ცდი-
ლობდა, ჯინთა მზაკვრობები გაეხსენებინა. საკუთარ თავს გა-
ესაუბრა: „მოხუცი ქალები ამტკიცებენ, რომ ჯინები ადამია-
ნებს არ ჰგვანან. არც ვერაგობა და არც მზაკვრობა ჯინებს არ
სჩვევიათ. სხვაობის არსი მათ კეთილშობილებაშია. ღირსე-
ბისთვის ორთაბრძოლაში ჯინები ადამიანებზე კეთილშო-
ბილნი არიან. თუ მათ ავნებ, ისინიც გავნებენ და თუ კეთი-
ლად მოეპყრობი, ისინიც კეთილი საქმით გპასუხობენ. ჯინებ-
მა დაღალატება არ იციან. ჯინები თამაშის წესებს იცავენ.
მნიშვნელოვანია, იცოდე, თავად რას აპირებ!“
დამშეული ცხოველი ხარბად შეექცეოდა ჯინთა მცენარეს.
პირი გამოტენილი ჰქონდა და თავს ჰორიზონტისკენ იშვერ-
და, დიდხანს ღეჭავდა, სანამ ლუკმას გადაყლაპავდა.
უხაიადი იდგა და აქლემს თვალს ადევნებდა ლამის ჰორი-
ზონტამდეც კი. ცეცხლი დაანთო და ნაკვერცხალზე სოკო შეწ-
ვა, თან არც თავისი ამლაყი აქლემის თვალყურის დევნება
ავიწყდებოდა, თუმცა სიგიჟის სიმპტომები მისთვის არ შეუმ-
ჩნევია. ცხოველი დანაყრდა და მწვანე ველზე ჩაიჩოქა. თავ-
დავიწყებით გართულიყო აკრძალული ბალახის ღეჭვით.
უხაიადს მოეჩვენა, რომ პირუტყვს თვალებში ნაპერწკალი
დაუბრუნდა, სიცოცხლე დაუბრუნდა ჩამკვდარ თვალებში.
სიბნელის გამო კარგად ვერ არჩევდა მისი თვალის გუგებს,
მაგრამ მათი კეთილი გაელვება, ჯანსაღი, მშვიდი გამოხედვა
ცეცხლის შუქზე არაერთხელ გაკრთა.
სიბნელემ იმატა. სიჩუმე გამეფდა... მხოლოდ აქლემის
ცოხნა არღვევდა ამ სიჩუმეს, ჯადოსნურ ბალახს რომ ღეჭავ-
და. უხაიადმა მკლავი თავქვეშ ამოიდო და დაიძინა.
44 მკითხველთა ლიგა
ძილი მალ-მალე უტყდებოდა, ასე გაატარა მთელი ღამე
მოულოდნელობის მოლოდინში, ძილს რომ არ აცლიდა.
დილით დაკვირვებით დაათვალიერა თავისი მეგობარი.
მას ეღვიძა და ცქვიტად იყო, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა
აგზნებული მზერით. ესე იგი, გუშინდელი ელვა მის თვალებ-
ში ილუზია არ ყოფილა! კრიალა თვალებში სხივი მართლა
დაუბრუნდა.
მისი შავი თვალებიდან სევდა გამქრალიყო. მადლობა
ღმერთს! ნეტავ, ეს განკურნების პირველი ნიშანია თუ სიგი-
ჟის მოახლოებისა?! სიგიჟე სადღაა? განკურნება ხომ სიგი-
ჟესთანაა დაკავშირებული! თუ ცხოველს გონი არ აერევა,
როგორ იქონიოს მისი განკურნების იმედი?! და თუ ჭკუას არ
დაკარგავს, მაშ, საკითხავია, ნუთუ ისე ჯანმრთელობა არ და-
უბრუნდება?! დიდება შენდა, ღმერთო! მაგრამ უხაიადი სასო-
წარკვეთას არ მიეცემა! უდაბნოში სასწაულები ხშირად ხდე-
ბა! ის ხომ დიდ სასწაულს არ ითხოვს! მხოლოდ იმას ითხოვს,
რომ ჯინებმა ტანჯვა და ტკივილი წაიღონ და მეგობარი და-
უტოვონ! ხვეწნა-მუდარასა და ლოცვას არ შეწყვეტს! ძველი
მეუფის აკლდამა უნუგეშოდ არ მიატოვებს! იმედს არ გადაწ-
ყვეტს! მაგრამ სადაა შენი ჯადოსნობა, ო, ასიარ?! სადაა შენი
ზემოქმედება?! ელვა თვალებში შენი ნიშანია?! ოჰ, ეს ნიშნე-
ბი! საჭიროა, ყურადღებით მოეპყრას ნიშნებს, ისე, როგორც
სიზმრებს და იდუმალ, გამოუცნობ ხილვებს! ნიშნები უფლის
ენაა! ვინც მას არად ჩააგდებს, უფლისგან წყეულიმც იქნება
ამქვეყნად! ვინც მას დაუდევრად მოეპყრობა, ის საზღაურად
სასჯელს მოიმკის! ო, მფარველო უფალო!.. ო, მფარველო
უფალო!..
ელვა თვალებში მართლაც ფარული ნიშანი იყო. მეორე
დღეს ბრძოლა დაიწყო. დაიწყო შებინდებისკენ. მაჰრული აქ-
45 მკითხველთა ლიგა
ლემი დამფრთხალი იდგა, კუდი გაებზიკა და ისე იქნევდა,
თითქოს წარმოსახვით ბუზებს იგერიებსო. ამას ყურების მოძ-
რაობა მოჰყვა, შემდეგ გაშავებული კანის. მისმა შავმა კანმა
დაიწყო თრთოლა და კანკალი. შეეცადა, წინა ფეხები გამოეხ-
სნა. ელვა ცხოველის თვალებში შფოთვად იქცა. უხაიადი
მზადყოფნაში დაიძაბა, თუმცა, რა ეკეთებინა, არ იცოდა და
თავადაც შეშფოთებული, ამლაყი აქლემის მოძრაობებს
ადევნებდა თვალს. ცხოველმა დაიწყო ჰაერში ცოხნა, შემდეგ
თვალისმომჭრელად თეთრი დუჟის ნთხევა. ტუჩებს ნელ ნე-
ლა მაღლამდე ქაფი მოედო, შემდეგ მიწაზე იწყო დენა და
მოზრდილ, დაბერილ ფიგურებად დახვავდა. ალმოდებული
სხეულიდან ოფლი ღვარად წასკდა. უხაიადს არასდროს ენა-
ხა ისეთი ცხელი და ღვარად მდინარი ოფლი აქლემის კანი-
დან, როგორც იმ დღეს. ამლაყ აქლემს დაეწყო კრთომები და
იწყო წამოხტომა. შეეცადა, წინა ფეხები თოკებიდან გამოეხ-
სნა და გაეთავისუფლებინა. შემდეგ ყვირილი აღმოხდა... სა-
შინელი, მტკივნეული ხმით ყვირილი. უხაიადმა გულში
ჩხვლეტა იგრძნო. გაუცნობიერებლად იყვირა, თან აქლემის-
კენ სწრაფად გაექანა და დაიწყო მისთვის სხეულის ზელა.
– მოითმინე!.. მოითმინე!.. ცხოვრება თმენაა!.. ხომ შევ-
თანხმდით! თუ მოითმენ, მიაღწევ იმას, რომ განიკურნები. ვი-
ცი, ჯინები ძლიერები არიან, მაგრამ მოთმინება ჯინებზე უფ-
რო ძლიერია!
მაგრამ მაჰრული აქლემი ვეღარ ითმენდა და ხმამაღლა,
გაბმით, საწყალობლად ჩიოდა: „ა... ა... ა... ა...“
ექო ერთმანეთს მოცილებულ მწვერვალებში გაიხმიანებ-
და უსასრულო უდაბნოში და უხაიადს გულში ნემსად ესობო-
და, აქეთ-იქით მოუსვენრად ტრიალებდა, აქლემს კისერზე
ეფერებოდა. ოფლი კიდევ უფრო მეტად იღვრებოდა, მალე
46 მკითხველთა ლიგა
კანიდან ოფლის ნაცვლად ქაფმა იწყო დენა. სქელმა, თეთ-
რმა ქაფმა შავი კანი დაფარა. ცხოველი წინა ფეხებზე დაეშვა,
შემდეგ ისევ წამოვარდა გაფიცხებული. შიგანში აუტანელი
ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა, ადგილს ვერ პოულობდა.
თავს იქნევდა და ხტოდა. ნესტოებიდან სისხლი წასკდა იქ, სა-
დაც ლაგამი ეკეთა.
უხაიადმა დაიგმინა.
– აჰ!.. ნუ ეცდები კიდევ ერთხელ ასეთი რამის გაკეთე-
ბას!.. ტუჩებს დაიხეთქავ!.. თავს დაიღუპავ.. – მოითმინე!.. –
მოითმინე!.. – მოითმინე!.. რაინდები მუგუზალს ფეხით შედ-
გებიან ხოლმე და სდუმან! ცეცხლში შედიან და ჩივილი არ
დასცდებათ! დაითმინე ცეცხლი შიგანში ერთი ღამე... ორი
ღამე... და სამუდამოდ განიკურნები! შევთანხმდით?!
მაჰრული აქლემი ყურს არ უგდებდა მის ხვეწნა-მუდარას.
„ვისაც ფეხი ცეცხლში უდგას, მას არაფერი ესმის..“ ოჰ, ეს
ცეცხლი!..
ბედუინი უხაიადი გაშლილ უდაბნოში გაიჭრა და უფალს
შეჰღაღადა:
– ღმერთო, შეუმსუბუქე ტკივილი!.. გაუადვილე!.. ღმერ-
თო, გააძლიერე ჯინებზე!..
შემდეგ დაბრუნდა და ამლაყ აქლემს კანიდან ქაფი მოს-
წმინდა, თან ელაპარაკებოდა:
– რა გიყო, რა გიშველო?!. რომ შემეძლოს შენი ტკივილის
გაზიარება!.. ეს რომ შემეძლოს!.. მაგრამ ღმერთმა ასეთნი
შეგვქმნა, სუსტნი და უძლურნი! არც ერთ არსებას არ შეუძ-
ლია სხვის ნაცვლად ტანჯვა და ტკივილის განცდა!
გატრიალდა და ისევ უფალს მიმართა:
– ღმერთო, მარგუნე ცოტაოდენი მისი ტკივილი!.. ღმერ-
თო, გამინაწილე მისი ტვირთი! შემამსუბუქებინე ამლაყის-
47 მკითხველთა ლიგა
თვის ტანჯვა!.. ძალიან იტანჯება!.. თვეებია, რაც ტკივილი
სტანჯავს!.. უსამართლობაა, მარტო ეწამოს მთელი ეს დრო!..
ის პირუტყვია, ვერ ჩივის, მაგრამ ესმის, სტკივა და მისი ტკი-
ვილი საშინელია! ასე რომ არ იყოს, ასე არ იყვირებდა! ჯიშია-
ნები მხოლოდ მაშინ ყვირიან, როცა ტკივილი ზღვარს გადა-
დის!.. ჩამოაშორე მას მძიმე ტვირთის ნაწილი და მე დამაკის-
რე!.. მან ხომ მე წლები მატარა და რატომაც არ ვატარებ მე
მის ტვირთს საათები?!. რატომ არ უნდა ვატარო მისი სიმძიმე
რამდენიმე დღე?!.
თეთრ ქაფში ოფლში შერეული სისხლი და ჩირქი წამოვი-
და... შავი ოფლი... შავი წყალი... შავი ნიაღვარი... მისი ხილ-
ვის ღვარცოფი... ნუთუ, ესაა მისი ხილვა?!
ცხოველი კვლავ თავის დახსნას ცდილობდა. თოკმა წინა
ფეხებზე ღრმა ჭრილობა დააჩინა. ფეხებიდან სისხლი წასკდა
და თათებზე დაედინა. წინა საბელი მოეშვა, ბოჭკოვანი თოკი
გაწყდა. უხაიადმა ისკუპა და ლაგამს სწვდა. ცხოველმა პირი
ბოლომდე დააფჩინა და წამოსკდა დუჟი, ნერწყვი და შავი
ნაღველი... აჰ, შავი ნაღველი ეს ავი თვალია!.. ყველა წინას-
წარმხილველი ამას ამბობს!.. ნამდვილად გათვალეს მისი ამ-
ლაყი აქლემი!.. ყველაფერი, რაც ხდება, გათვალვის ბრა-
ლია! წინასწარმხილველთა სწავლებით, გათვალვა საწამ-
ლავზე უარესია! ავი თვალი მოწამლულ ისარზე უფრო მომაკ-
ვდინებელია!.. ხმლის დაკვრაზე, ჯაყვის დარტყმაზე უარესი!..
ყველაზე სასიკვდილო იარაღია!.. საძაგელმა შურიანებმა
როდის დაადგეს ავი თვალი მის აქლემს?!
ღია სივრცის მდუმარება აქლემის ყვირილმა გააპო:
– ა!.. ა!.. ა!.. ა!..
ყვირილი უსასრულო სივრცეში გაიჭრა, უდაბნო კარგა
ხანს იმეორებდა მის ექოს, სანამ დიადმა დუმილმა არ შთან-
48 მკითხველთა ლიგა
თქა. უხაიადი აქეთ-იქით აწყდებოდა. მან გაუაზრებლად
თქვა:
– მორჩა!.. ჯინები დაეპატრონნენ მას!.. გაუძელი ჯინებს,
სძლიე მათ!.. მოთმინება!.. მოთმინება!.. ცხოვრება მოთმინე-
ბაა!..
ისე, რომ ლაგამისთვის ხელი არ გაუშვია, კვლავ მიმართა
უფალს:
– ღმერთო!.. ნუთუ მოკვდება?!. რა გავაკეთო მარტომ, ის
თუ დავკარგე?! ღმერთო, შენ მომეცი ყველა მეგობარზე ერ-
თგული მეგობარი და ნუთუ ასე წამგვრი მას თვალსა და ხელს
შუა და დამტოვებ მე მარტოს?!. და რა ვაკეთო ამ უდაბურ,
უსახურ დასახლებაში ამ უცხოთა შორის ჩემი ამლაყი აქლე-
მის გარეშე!.. ნუ წაიყვან მას ჩემგან, უფალო!.. შენ სასტიკი არ
ხარ, ღმერთო!.. შენ მოწყალე ხარ!.. შენ...
შემდეგ თვალებიდან ორი დიდი ცხელი ცრემლი დაუგორ-
და... ნაკვერცხალივით ცხელი... თვალებში ცეცხლის წვა იგ-
რძნო და უღონოდ, უმწეოდ თქვა:
– და თუ ეს გარდაუვალია, მეც მასთან ერთად წამიყვანე!
არ მინდა დარჩენა!.. ობოლი ვარ და მარტოსული, შენ ეს
იცი!.. წამიყვანე!.. ერთად წაგვიყვანე!..
იმავე წამს მაჰრულმა აქლემმა წინა ფეხები მიწას მოს-
წყვიტა და უდაბნოს სივრცეში გაიჭრა. უხაიადი, ლაგამს ჩაფ-
რენილი, მირბოდა და ცდილობდა, როგორმე აქლემისთვის
ფეხი აეწყო და გონს მოეყვანა.
მზემ იწყო ჩასვლა და ჰორიზონტზე, შორს, უკიდურეს და-
სავლეთში, მარტოხელა მთათა მწვერვალებს შემოხვეულ
ხშირ ღრუბელთა იისფერ საბურველში მიიმალა.
აქლემი მწვერვალისკენ მიჰქროდა. ხშირბალახოვანი ვე-
ლი გადალახა და ქედზე ავარდა, შემდეგ ხშირი ლოტუსის ხე-
49 მკითხველთა ლიგა
ებით დაფარულ ხეობას დაუყვა, ნარ-ეკლიან ტევრში შევარ-
და და სხეული დაისერა. კიდევ მეტი სისხლი დაედინა. უხაი-
ადსაც სისხლი სდიოდა კიდურებიდან. სამოსის სახელოები
შემოხეოდა, ლოტუსის ეკლებს მისი გაფრიალებული ხალა-
თიდან ადგილ ადგილ ნაჭერი ამოეგლიჯა და მარჯვენა მკლა-
ვი უჩანდა მხრამდე. მთელი ხელიდან – მაჯიდან იდაყვამდე
და ზემოთ, წინამხრამდე სისხლი სდიოდა. გადარეულ ცხო-
ველს ევედრებოდა:
– რას შვრები?! შეჩერდი!.. გაქცევა ვერას გარგებს! რას
გაურბიხარ?! საკუთარ თავს გაურბიხარ თუ ბედისწერას?! გუ-
ლადი საკუთარ თავს არ გაურბის! ბრძენი თავის ბედისწერას
არ გაექცევა! რომც გაექცე, ის მაინც მოგწვდება, აქლემო!
ზურგს თუ შეაქცევ და გაურბი, ეს სიმხდალედ ჩაგეთვლება!
ის მაინც დაგეწევა და გძლევს! ჯინები შენი ბედისწერაა! განა
არ გეუბნებოდი, საქმე მხოლოდ მოთმინებით თუ გამოსწორ-
დება მეთქი! ხომ გეუბნებოდი, ცხოვრება თმენაა-მეთქი?! ახ-
ლავე გაჩერდი! მოიცადე! მე სხვა საიდუმლოც მაქვს...
მაგრამ ცხოველი თავისი მეგობრის ხვეწნა-მუდარას ყუ-
რადღებას არ აქცევდა. შიგანში ისეთი ცეცხლი ეკიდა, გონიე-
რებას და მეგობრის გაფრთხილებებს რომ აღემატებოდა.
მწველი ცეცხლი უტრიალებდა გულ-მუცელში და ვაი მას,
„ვისაც ფეხი ცეცხლში უდგას... ვის შიგანშიც ცეცხლი ტრია-
ლებს...“
დევნა გრძელდებოდა. უხაიადი ძლივსღა სუნთქავდა, ოფ-
ლი მოსკდომოდა და კიდურებიდან სისხლი სდიოდა. მაჰრულ
აქლემსაც ოფლი, ქაფიანი დუჟი, ჩირქი და სისხლი მოსდი-
ოდა. ცეცხლი მძვინვარებდა მის შიგანში და სიგიჟეს ჰმატებ-
და. ჰაერში მიფრენდა და თვალებზე ლიბრი გადაჰკვროდა.
გონება გამოფრენოდა თავიდან და სიბრმავეს დაესადგურე-
50 მკითხველთა ლიგა
ბინა, წყვდიადი გამეფებულიყო. დროისა და საგანთა შეგ-
რძნება დაეკარგა. ვეღარ აცნობიერებდა, გარბოდა თუ წყნა-
რად იდგა საძოვარზე. სხეულის განცდა აღარ ჰქონდა, საკუ-
თარი სუნთქვის, კიდურების შეგრძნება... ტკივილს შეეჭამა
კიდურები, შეგრძნებები... ტკივილს ტკივილიც კი შეეჭამა!
სხეული იყო მკვდარი, მკვდარი იყო შეგრძნებები, აღარაფე-
რი დარჩენილიყო მის თავში სიგიჟის გარდა! აქლემმა ლო-
ტუსის ხეობაც გადაჭრა და სხვა ქედზე ავარდა. უხაიადი მიწა-
ზე დავარდა და მაჰრულმა აქლემმა იგი რამდენიმე მეტრზე
ათრია. ზედა ტუჩი გადაუსკდა და აქლემმა თავი ლაგამიდან
გაითავისუფლა. უხაიადი ფერდობზე დაგორდა ლაგამით
ხელში. გმირული ძალისხმევით დაძლია უღონობა და წამოდ-
გა. თუ ახლა გაექცა, სიგიჟის მწვერვალზე მყოფი, ვეღარც
მისწვდება ვეღარასოდეს! სამუდამოდ დაშორდებიან. ნუთუ
ღმერთს ასე დაუწერია, რომ თავის ძველ მეგობარს ამ საცო-
დავ ფერდობზე დაცემისას უნდა გამოეთხოვოს?! ნუთუ სამუ-
დამოდ დამშვიდობების ჟამი დადგა?! უხაიადმა ისკუპა და
ოთხზე მდგარმა სირბილით აათავა მაღლობი. თან ისევ ლა-
გამს იყო ჩაჭიდებული. ფილტვები ლამის დაუსკდა. კიდურები
წაერთვა და ტუჩებზე მასაც დუჟი მოადგა. ასე, დუჟის დენით
დაეშვა ქედის მეორე მხარეს. აჰ!.. დაშვება შანსია! თუ ამ
ფერდობზე ვერ დაიჭირა, სამუდამოდ გაექცევა. მთელი თავი-
სი ვაჟკაცობა მოიკრიბა, მთელი თავისი გამბედაობა, მთელი
ღირსება და კეთილშობილება... ყველა ის თქმულება, შერ-
ცხვენას რომ გმობს და გმირობას განადიდებს... და დაღმარ-
თზე დაეშვა. მიფრენდა ფერდობზე. დავარდა. თვალის დახამ-
ხამებაში წამოდგა, თითქოს საერთოდ არ დაცემულაო... სუ-
ლაც არ დავარდნილა... და წამიერ გაელვებაში აღმოაჩინა,
აქლემის კუდს ჩაფრენოდა. არ სჯეროდა! ნუთუ სასწაული
51 მკითხველთა ლიგა
მოხდა?! ნუთუ ნამდვილად დაიჭირა?! ნუთუ წინაპართა მემ-
კვიდრეობით დანატოვარმა ვაჟკაცობის გადმოცემებმა უშვე-
ლა, შერცხვენას რომ კიცხავს?!. ნუთუ საკუთარ თავზე გა-
იმარჯვა?!. საკუთარ უღონობასა და უძლურებაზე?!. მაშ, შე-
საძლებელი ყოფილა საშინელი უმწეობის მოთმინებით და-
მარცხება!.. მოთმინებაა ბედისწერისგან დამცავი თილისმა!..
სიცოცხლე თმენაა!.. და ეს არაა ილუზია!.. ცოტა ხნის წინ
დარწმუნდა ამაში! ო, ღმერთო!.. მიბოძე მეტი მოთმინება
დარჩენილ მოგზაურობაში!
კუდს მარჯვენა ხელით იყო ჩაჭიდებული. მარცხენა ხელში
ისევ ლაგამი ჰქონდა ჩაბღუჯული. დაღლილობამ ძალა გა-
მოაცალა და თავისდაუნებურად მოდუნდა. აქლემი გაიჭრა
და ისიც უდაბნოს ღია სივრცეში თან გაითრია. უხაიადმა აღ-
მოაჩინა, რომ ამ თრევა-თრევაში სულის მოთქმის შესაძლებ-
ლობა ეძლეოდა და ისიც მინებდა. აქლემს კუდზე მოსჭიდე-
ბოდა და ფეხებით თიხიან მიწაში ხნულებს ავლებდა. კარგა
ხანს ახვნევინა ასე ამლაყმა აქლემმა, რომელიც ავარდებო-
და ღრანტეებში, დაეშვებოდა ბორცვებზე, გადადიოდა ვე-
ლებს, გადაკვეთდა ხეობებს. უხაიადს ქვებმა ტყავის წაღები
დაუხია, ფეხები, წვივები გადაუტყავდა, თეძოებს ველური
მცენარეები უსუსხავდა და უკაწრავდა, ტანსაცმელს უფლეთ-
და. გრძნობა დაიბრუნა და ფეხები აამოძრავა, თან კუდი ხე-
ლიდან არ გაუშვია. აქლემი მას თავის უკან ფართო ნაბიჯე-
ბით მიათრევდა. უხაიადს ყელი გაშრობოდა, პირი კი ისე გახ-
მობოდა, რომ ნერწყვის გადაყლაპვაც კი ვერ მოახერხა.
წყურვილი!.. წყურვილი უდაბნოს მარადიული ბედისწერა!..
და მოთმინება, რომელიც წყურვილის ღვთაებაცაა!.. მოთმი-
ნება უდაბნოს მარადიული მცველი თილისმაა!.. ღმერთო,
მომეცი მოთმინება!.. თუ ღმერთი მოთმინებას მოგცემს უდაბ-
52 მკითხველთა ლიგა
ნოში, ამით ყველაფერს გაძლევს!.. ხელში გაუსაძლის ტკი-
ვილს გრძნობდა... მაგრამ განა ტკივილს თავად არ ითხოვ-
და?! თავად არ იხვეწებოდა ამლაყი აქლემის ტვირთის შემსუ-
ბუქებას?!. ტკივილს რა უშავს, მთავარია, ამლაყი ხელიდან
არ გაუსხლტეს!.. მთავარი მისი განკურნებაა!.. მთავარია მა-
გიურმა ასიარმა საბოლოოდ ეფექტი გამოიღოს! ვინ იცის,
ეგებ მოხდეს სასწაული და განიკურნოს საბრალო!.. მაგრამ
უფალო, ნუთუ განკურნების გზა აუცილებლად ჯოჯოხეთზე გა-
დის?!. ნუთუ ხსნა უკიდურესი ტკივილის გარეშე არ არსე-
ბობს?!. ნუთუ ცოდვის ფასი ასეთი მძიმეა?!. და ნუთუ მდედრი
ამ ზომის უბედურებაა?!. ავი თვალი კი მართლა ასეთი ბორო-
ტი და მომაკვდინებელია?!.
მალე მარჯვენა ხელი მხარს მოსწყდება... მარცხენაც!.. რა-
მე თუ არ იღონა, შეკავებას ვეღარ შეძლებს და ხელი მხრის
ძვალს მოსცილდება. რა გააკეთოს?! აღმოაჩინა, რომ ლაგა-
მის ბოლო ჯერ ისევ მარცხენა ხელში ეჭირა. დაიწყო ხელის
აქლემის კუდზე მიბმა ტყავისგან მოწნული ლაგამით. ლაგამი
ეწებებოდა და არაერთგზის გაუსხლტა ხელიდან. არა, არა!..
სანახევროდ გაკეთებული საქმე არაფერში არგია!
კვანძი მაგრად უნდა გამოკრას, ნასკვი თუ კარგი არ იქნე-
ბა, ხელი გამოძვრება და აქლემის კუდი ხელიდან გაუსხლტე-
ბა, ცხოველი გაექცევა და მთელი შრომა წყალში ჩაეყრება.
კბილები და მარჯვენა ხელი მოიშველია, მარცხენა ხელი
კუდს მაგრად მიამაგრა და გარშემო ძლიერ გამონასკვა. მთე-
ლი დარჩენილი ძალ-ღონე მოიკრიბა, რათა აქლემისთვის
ფეხი აეწყო ამ ზღაპრულ ქროლაში. თავს ინუგეშებდა საზღა-
ურით. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ როგორც კი ნასკვს
მაგრად გამოკრავდა, შვებას იპოვიდა. თუკი კვანძი მაგრად
იქნებოდა დამაგრებული, ნამდვილად სულს მოითქვამდა. თუ
53 მკითხველთა ლიგა
გამოუვიდოდა და ლაგამს კარგად მიაბამდა, ამით საკუთარ
ბედ-იღბალს სამუდამოდ მიაბამდა ამლაყი აქლემის ბედს და
ცხოველი ვეღარ გაექცეოდა. ვეღარ მოსტაცებდნენ მას ჯინე-
ბი. თვით ეშმაკს სძლევდა! კიდევ ერთი ბეწო მოთმინება!..
სულ ერთი ბეწო!..
წყვდიადის ფარდა ჩამოწვა. უდაბნო უფრო უკაცრიელი,
უფრო უთავბოლო და უფრო დიდი და ვრცელი გახდა. ჰასავ-
ნას მთაზე ალქაჯთა მხიარული შეძახილები ისმოდა.
უხაიადს ამ დემონურმა შეძახილებმა ძალა და ენერგია
შეჰმატა. მხიარული შეძახილები რაინდებს ყოველთვის მუხ-
ტავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ალქაჯთა ყელიდან ამო-
დის.
მარჯვენა ხელი მოუდუნდა. ფეხებიც მიუშვა და ხნა და ჩიჩ-
ქნა უდაბნო და ბნელეთი!
54 მკითხველთა ლიგა
თითქოს დანით უტყავებდნენ. თვალები გაახილა. მარცხენა
ხელი ისევ აქლემის კუდზე ჰქონდა მიბმული. ამლაყი აქლემი
წყნარად, მშვიდად წაჩოქილიყო ხეობაში, სისხლს აფურ-
თხებდა და პატრონის სხეულს ათვალიერებდა. ო, ღმერთო,
ეს რა არის?!. ტანზე მხოლოდ ტანსაცმლის ნაგლეჯებიღა
შერჩენოდა. მისი სამოსი გზაში ხეებს სულ დაეფლითა და
ამოეჭამა. ეს უდავოდ იმის დასტურია, რომ გიჟური მოგზაუ-
რობა ხშირტყიან, ღრმა ხეობებში ხდებოდა, თორემ მინ-
დვრის ბალახი აქლემის კუდს გამოკიდებულ მის ტანს ვერ
მისწვდებოდა. მთელი სხეული ღრმა ჭრილობებით ჰქონდა
დასერილი. სისხლი ტანსა და კიდურებს უფარავდა. ქვიშის
ნამცეცები ჭრილობებზე მიხმობოდა. ღამით სისხლდენა შეს-
წყვეტოდა. პირიც ქვიშის მარცვლებით ჰქონდა ამოვსებული.
რამდენჯერმე გადმოაფურთხა, მიწა და მტვერი რომ მოეშო-
რებინა. შეეცადა, განძრეულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. თვა-
ლები გაახილა და ჩამავალი მზის სხივებმა მზერა მოსჭრა. ამ-
ლაყი აქლემი დაკვირვებით შეათვალიერა და თვალებს არ
დაუჯერა! საწყალი ცხოველი ხორცის წითელი მასა იყო. თვა-
ლები ერთხელაც დახუჭა მოჩვენების განსადევნად, გაახილა
და... სურათი არ შეცვლილა!.. ხორცის წითელი ნაჭერი!.. სის-
ხლი აღარ სდიოდა, მაგრამ შავი კანი მთლიანად გადასცლო-
და და გადატყავებულიყო. განა ეს გონივრული და დასაშვე-
ბია?!. უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა, რომ კიდურები
ამოძრავებინა და მარჯვნივ გახოხებულიყო. ქვიშის ბორცვზე
წამომდგარი კურდღლისცოცხას ტოტები მოიხმარა. აღმოაჩი-
ნა, რომ ხელი ისევ აქლემის კუდზე ჰქონდა მიბმული და ცოც-
ვის გაგრძელებას უშლიდა. ლაგამის კბილებით გამოხსნა და-
იწყო. ნასკვი კარგა ხანს უძალიანდებოდა. უხაიადი მძიმედ
სუნთქავდა, შეჩერდებოდა, სულს მოითქვამდა და ისევ გულ-
55 მკითხველთა ლიგა
მოდგინებით განაგრძობდა წვალებას. გამოუვიდა, საწადელს
მიაღწია. ზურგზე გადაწვა და ხმამაღალი კვნესა და ოხვრა
აღმოხდა. ტკივილი!.. ტკივილი იყო გაუსაძლისი!.. იმატებდა
და სულ უფრო ძლიერდებოდა!.. ისევ გახოხდა. ჯერ მარჯვნი-
დან შეათვალიერა ცხოველი. ხორცის წითელი ნაჭერი!.. მუ-
ნიანი კანი გზაში დასცვენოდა. ამლაყი აქლემი თავისი კანის-
გან ისე გათავისუფლებულიყო, როგორც გველი თავისუფ-
ლდება თავისი ტყავისგან. მაჰრული აქლემი სრულიად გატ-
ყავებული იყო. ჩირქიც აღარ დაუნახავს. სისხლიც კი შეხმო-
ბოდა წითელ კანზე. ქვიშის ნამცეცები მიჰკვროდა მუცელსა
და მარჯვენა ფერდზე. აბეზარი ბუზები დაბზუოდნენ წითელი
ხორცის გარშემო, რადგან ახლად დაკლული საკლავი ეგო-
ნათ.
მიუხედავად ტკივილისა, უხაიადს სული სიხარულით აევ-
სო. ნუთუ განიკურნა ამლაყი აქლემი?! ნუთუ ასიარის სასწაუ-
ლი მართლა მოხდა?! ნუთუ მუსა მართლა წინასწარმეტყვე-
ლია?! ნუთუ წარმართული აკლდამა გამოეპასუხა და მისი
ხვეწნა მუდარა შეისმინა, მისი აღთქმა მიიღო?!
ეს იყო სასწაული!.. სასწაული!.. წყურვილი იგრძნო და წყა-
ლი გაახსენდა. უხაიადს სულ გადავიწყებოდა, რომ ამ ქვეყ-
ნიერებას მოწყვეტილ, გაშლილ უდაბნოში წვეთი წყლის გა-
რეშე იყო დარჩენილი. საშინელ ბრძოლაში მას გადავიწყე-
ბოდა ყველაზე ძლიერი დამცავი თილისმა უდაბნოში – წყა-
ლი!..
წყლის გარეშე უდაბნოში არავითარი სასწაული არ ხდე-
ბა!.. და რომც მოხდეს სასწაული, უწყლობა მას წარხოცავს და
ილუზიად, მირაჟად აქცევს! მთელი სამყარო ფიქციაა წყლის
გარეშე! აბა, გამოჯანმრთელებას რა ფასი აქვს წყლის გარე-
შე?!. განკურნება მოვიდა და წყალი კი აღარ არის!.. მოვიდა
56 მკითხველთა ლიგა
სიცოცხლე და სიკვდილიც გამოცხადდა!.. ჯერ კიდევ გუშინ
მზად იყო, ყველაფერი მსხვერპლად გაეღო თავისი ამლაყი
აქლემის გამოსაკეთებლად. დღეს, როცა სასწაულის მოხდე-
ნის იმედი დაეუფლა, თან ფეხქვეშ მიწა გამოეცალა – აღმოა-
ჩინა, მოწყვეტილ, ვრცელ უდაბნოში უწყლოდ იყო!.. ყოველ-
თვის ასეა!.. განცხრომა და ნეტარება შეუძლებელია!.. თუ რა-
მე მოვა ცხოვრებაში, აუცილებლად რაღაც მისი საპირისპი-
რო წავა!..
შეიხ მუსას უყვარს თქმა: „სრულყოფილება მხოლოდ ალა-
ჰს აქვს!“ ახალგაზრდობაში ქარაფშუტობა-დაუდევრობას
ფრთა აქვს შესხმული, სიბრძნე და ცოდნა კი მის ადგილს
მხოლოდ მოხუცობაში იკავებს, მაგრამ სიბრძნეს რა ხეირი
აქვს ახალგაზრდობის გარეშე?!. ცოდნას რა ფასი აქვს ცხოვ-
რების გარეშე?!.
ასეა ყოველთვის!..
გუშინ, როცა ამლაყი აქლემი თავის ბედისწერას გაურბო-
და, გადარეული რბოლის პიკის ჟამს უხაიადს ჩაეძინა. ჩას-
თვლიმა აქლემის კუდზე მიბმულს. ქვები ფეხებს უტყავებდა,
ხეები კანს უკაწრავდა და უგლეჯდა და ამ ყველაფრის მიუხე-
დავად, დაღლილობის, წყურვილისა და ჭრილობების მიუხე-
დავად, – ეძინა. არ იცის, როგორ მოხდა ეს, ან როდის მოხ-
და, პირველად ტკივილის გრძნობა დაკარგა, მერე წყურვი-
ლის... ისე ჩაეძინა, თითქოს ცნობა დაკარგა, თუმცა ახლა უკ-
ვე იცოდა, რომ გონი არ დაუკარგავს. რომ მოეყოლათ მის-
თვის, რაც თავს გადახდა, არ დაიჯერებდა. თავად რომ არ გა-
მოევლო ამ საოცარი ამბის წვრილმანები, მართლა არაფრით
დაიჯერებდა! რა ძლიერია ადამიანი! ადამიანი განსაკუთრე-
ბული, გასაოცარი ქმნილებაა! ეს აქამდე არ იცოდა! პატარა,
უძლური, უმნიშვნელო ქმნილება, რომელსაც ხანდახან კო-
57 მკითხველთა ლიგა
ღოც კი კლავს!.. და ამავ დროულად, არაფერია მასზე ძლი-
ერი უდაბნოში!.. მისი წინააღმდეგობის ძალა აღემატება ნა-
დირთა და მხეცთა ძალას! ამ წინააღმდეგობრიობის საიდუმ-
ლო რა უნდა იყოს?!. ნუთუ ეს იმ ტიპის წინააღმდეგობრიობაა,
რომელზეც მუსას მსგავსი შეიხები საუბრობენ სუფიური ორ-
დენიდან?!.
ახლა მან უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაუწიოს წინა-
აღმდეგობა დიდი უდაბნოს (საჰარას) ყველაზე საშიშ მტერს
წყურვილს!.. ეს იქნება მისი ძალის საზომი და გამოცდა!..
კურდღლისცოცხას ძირას დაეცა. მისი ტოტებით პირი ამო-
ივსო და დაიწყო მათი ღეჭვა და წვენის გამოწოვა. ო, რა სიმ-
წარეა!.. რა მწარეა ეს კურდღლისცოცხა!.. განაგრძობდა ცოხ-
ნას. გაბრუების გრძნობამ აავსო. მგრძნობელობა მოუჩლუნ-
გდა, კიდურები ისევ მოუდუნდა, ტკივილმაც უკან დაიხია, იკ-
ლო. აჰ, ეს კურდღლისცოცხას ნარკოტიკული ეფექტია!.. თა-
ვისუფლად წამოდგა. სიმსუბუქე და სიმკვირცხლე იგრძნო.
დრო აღარ დაუკარგავს, მაჰრული აქლემისკენ გაიქცა და მო-
ეხვია, მისი თავი წამით მკლავებში მოიქცია. გადატყავებული
კისერი ჯერ ისევ წებოვანი ჰქონდა. საწყალი ამლაყი აქლემი!
ახლა რომ მის ტურფას დაენახა ამ დღეში, სამუდამოდ ზურგს
შეაქცევდა და უარს იტყოდა მასზე! ასეა, მდედრი თავის გასა-
კეთებელს აკეთებს და მერე „შენ ჩემი არაფერი ხარ და მე კი
შენიო“ – გეუბნება. ზუსტად ისე, როგორც წყეული ეშმაკი ექ-
ცევა ადამიანთა მოდგმას! ალაჰიმც დასწყევლის ორივეს ერ-
თად – ეშმაკს და მდედრს!.. თუმცა მდედრი ვინაა, თუ არა თა-
ვად წყეული ეშმაკი?!.
შორს ავადმყოფობისგან, ჩემო ამლაყო! ხომ ნახე, სენს რა
შეუძლია?!. მას შეუძლია, არსებას შესახედაობა სრულიად შე-
უცვალოს! რა ვქნათ, თუ ფერი გეცვალა და ისევ ჭრელი აღარ
58 მკითხველთა ლიგა
გახდი?! შეიხი მუსა ამბობს, რომ სრულყოფილება მხოლოდ
უფალს აქვს! სრულყოფილი და დალხინებული ცხოვრება არ
არსებობს! არც სამოთხეა და არც წალკოტი დედამიწაზე! სა-
მოთხე მხოლოდ იმქვეყნადაა! აქ კი, მიწაზე, განკურნებას
იპოვი და სილამაზეს დაკარგავ! ჯანმრთელობას დაიბრუნებ
და სრულქმნილება გაგიფრინდება ხელიდან! სრულყოფილე-
ბა მხოლოდ ღმერთთა ხვედრია!.. ეგებ ეს უკეთესიც იყოს!..
ბოროტ თვალს ავირიდებთ!.. ხალხს აღარაფერი ექნება შესა-
შური!.. უსახურობა მცველი თილისმაა! ხანდახან სიმახინჯე-
შიც კი სიბრძნეა!..
კიდევ ერთხელ მოეხვია თავის აქლემს და ყურში ჩას ჩურ-
ჩულა:
– ნახევარი მანძილი უკვე გადავლახეთ!.. მოითმინე! ახლა
დარჩენილსაც გადავლახავთ!.. ჩემთვის ყველაზე მძიმეს... მე
ხომ შენსავით წყალს არ ვინახავ. მთელი ჩემი წყალი ჩვენს
გიჟურ ქროლაში დავღვარე. ახლა შენ გადამარჩენ მე! ახლა
გავემართებით უახლოესი ჭისკენ ქვედა ხეობებში. არც იფიქ-
რო ჩემი ოაზისებისკენ წაყვანა, თორემ გზის თავშივე მოვ-
კვდები! ჩემს სხეულში წვეთი წყალი აღარაა. გესმის?! შენი
ძველი მეგობრის დაკარგვა არ გაწყობს! ახლად შეძენილი
ძმის დაკარგვა არას გარგებს! თუკი სისხლი სისხლს შეერია
და სხეული სხეულს შეუერთდა, სამარადისო ძმობის აღთქმას
ბეჭედი დაესმის! ასე ამბობენ ხანშიშესულნი!.. ახლა კი...
დროს ნუ დავკარგავთ!..
უხაიადმა ლაგამს ხელი მოსჭიდა. ბარბაცებდა და ლამის
მიწაზე დაცემულიყო. მაჰრულ აქლემს კისერზე მოეჭიდა და
მისი მუცლის ქვეშ ქვიშაში ორმო ამოთხარა. ლაგამის ერთი
ბოლო სილაში ჩაფლა, თვითონ აქლემის მეორე მხარეს გა-
დაინაცვლა და ლაგამი მოზიდა. ასეთნაირად აქლემს კუზს
59 მკითხველთა ლიგა
უკან შეაჯდა და ტყავის ლაგამი წელზე შემოირტყა. ეს პოზა
არ მოეწონა, მოხერხებული არ იყო. აქლემის ზურგზე გაწვა
და გატყავებულ სხეულზე მიეკრა. სველი, წითელი ხორცის
წებოვანება იგრძნო. სისხლი ჯერ ბოლომდე არ შეშრობოდა.
უხაიადის სხეულიც შიშველი იყო, გზად ხეებს სამოსი შემო-
ეფლითა მისთვის. იგრძნო, ორივეს ბლანტი, წებოვანი სის-
ხლი ერთმანეთს შერეოდა და ერთმანეთში აღრეულიყო. ამას
ხნიერი ხალხი დაძმობილებას ეძახის, ძმობის ფიცს, სამუდა-
მო ერთგულების აღთქმას!.. სხეული სხეულს შერწყმოდა,
სისხლი სისხლს შერთვოდა. აქამდე მხოლოდ მეგობრები იყ-
ვნენ, დღეიდან კი უფრო მტკიცე კავშირით დაუკავშირდნენ
ერთმანეთს სისხლით. სისხლის შერევით დაძმობილება ნა-
თესაურ ძმობაზე ძლიერია!.. დედამ შეიძლება ორი ძმა შვას
ისე, რომ ისინი ერთმანეთის სისხლით ძმები ვერ გახდნენ და
მხოლოდ ერთი საშო ჰქონდეთ საზიარო!.. სანამ მათი სის-
ხლი არ შეერევა ერთმანეთს, ისინი სისხლით ძმები ვერ გახ-
დებიან! სისხლით ძმობა იოლი არაა!..
უხაიადმა სადავეები სხეულზე მაგრად შემოიკრა და აქლე-
მის ზურგზე დაამაგრა. რბილად წამოარტყა და მაჰრული აქ-
ლემი წამოდგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა და შემდეგ
დაიძრა. ისე, რომ უკან არ მიბრუნებულა იმ გზაზე, რითაც მო-
ვიდნენ, სამხრეთისკენ იბრუნა პირი. ხეობა გადაკვეთა, ქედ-
ზე ავიდა, შემდეგ უკიდეგანო ველმა შთანთქა იგი. უსასრულო
ჰორიზონტს მზერამიპყრობილი, ძლიერი, ფართო, მტკიცე ნა-
ბიჯით მიდიოდა... დაჯერებული ნაბიჯით იმისა, ვინც მზადაა
იმისთვის, რომ უდაბნო გადაკვეთოს.
მალე შუადღე წამოადგა მათ თავს. უხაიადის თვალებში
ჩრდილები წრიულად აცეკვდნენ. დიდი ხანი არ გასულა და
თავადაც წყვდიადს შეერია.
60 მკითხველთა ლიგა
9
61 მკითხველთა ლიგა
მისი დიდხანს ყოფნის გამო... სიცოცხლე... სიცოცხლე... სი-
ცოცხლე... სწორედ ის ამოძრავებდა მის მკვდარ კიდურებს,
მის გაუტეხელ, უძლეველ ნებისყოფას!.. არაფერია სიცოც-
ხლეზე უფრო ძლიერი!.. ლაგამი ფეხზე მიიმაგრა, კოჭს ზე-
მოთ. საბელები კარგად დაამაგრა და ლაგამი შეამოწმა, ისევ
აქლემის კუდზე ხომ იყო მიბმული. ბარბაცებდა, ფეხზე ძლივს
იდგა და ცდილობდა, აქლემის კისრისკენ, მისი თავისკენ აე-
ღო გეზი. უნდოდა, რაღაც საიდუმლო გაემხილა მისთვის, სა-
ნამ ჭის უძირო უფსკრულში გადაეშვებოდა. არც კი უფიქრია
იმაზე, რომ შეიძლებოდა, ვერ დაბრუნებულიყო. იმ საკვირ-
ველ წამს ფიქრობდა, რომ სიკვდილი, რომელზეც შეიხი მუსა
ამბობდა ხოლმე, რომ ის კისრის არტერიაზე უფრო ახლოა,
სინამდვილეში, მიწის დასალიერზე უფრო შორს იყო! უნდო-
და, ეს ამლაყი აქლემისთვისაც გაეგებინებინა და რჩევა-და-
რიგება მიეცა მისთვის, რა ეკეთებინა, სანამ თვითონ უფ-
სკრულში იქნებოდა. აქლემმა პატრონისთვის მძიმე მდგომა-
რეობის შესამსუბუქებლად თვითონ გაიწია მისკენ და შეეხო
ტუჩებით, სახე აულოკა, მაგრამ უხაიადს აღარ შეეძლო მისი
თვალების დანახვა, პირის გაღებაც კი აღარ შეეძლო რამის
სათქმელად. მეტყველების უნარი წაერთვა და სიბრმავის შემ-
დეგ სიმუნჯეც მოვიდა. მარჯვენა ხელი ასწია და მაჰრულ აქ-
ლემს თავზე გადაუსვა. ბედუინმა და მისმა ძმობილმა ერთმა-
ნეთში ჟესტების ენით ფარული სიტყვა გაცვალეს. კიდევ ერ-
თხელ წაბარბაცდა. ჭის პირი მოძებნა, მისკენ ნაბიჯი გადადგა
და საბელიდან თავისუფალი ფეხით უფსკრულში ჩაეკიდა.
სიკვდილზე საერთოდ არ უფიქრია! მხოლოდ ის გაიფიქრა,
რომ შეიხ მუსას ეტყოდა: „სიკვდილი მართლა კისრის არტე-
რიაზე ახლოს ყოფილა, მაგრამ ამასთან, რა ძნელია ადამია-
ნისთვის, რომ მოკვდეს!.. სიკვდილი მიწის დასალიერზე უფ-
62 მკითხველთა ლიგა
რო შორსაა!..“ და კიდევ: „თუ ჭას იპოვი, ვედრო არაა და თუ
ვედრო მონახე, ჭაზე არც იოცნებო! ყოველთვის ასეა!..“ უხაი-
ადი ასე ჭის კიდეზე, ქვებს მოჭიდებული იყო და მიიწევდა უფ-
სკრულისკენ. ვერაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა, არა-
ფერს გრძნობდა. მთელი ძალისხმევით ცდილობდა, ხელების
დახმარებით ქვების პირველ მწკრივზე ჩასულიყო, რომ თავი-
სუფალ ვარდნას შედეგად აქლემის კუდს მობმული საბელის
გამოხსნა არ მოჰყოლოდა. ამას ავტომატურად აკეთებდა ისე,
რომ გონებას არ ატანდა. კი გადაწყვიტა, რომ ასე გაეკეთები-
ნა, მაგრამ გამოლეულმა ძალ-ღონემ და გზითა და ჭრილობე-
ბით დამტვრეულ-განადგურებულმა კიდურებმა უმტყუნა და
უფსკრულში გადავარდა. იმ მოკლე წამში, ზედა ქვასა და ქვე-
მოთ წყალს რომ ჰყოფდა, მთელმა უსასრულობამ გაირბინა...
მთელმა ეპოქამ ჩაუარა, დაბადებაზე უფრო შორეულმა... მე-
ტიც, იმ წამში თავისი დაბადებაც ნახა, დაინახა საკუთარი თა-
ვი, დედის საშოდან როგორ ჩავარდა უფსკრულში... მოესმა
ალქაჯთა წივილ-კივილი ჰასავნას მთიდან... დაინახა ჰურია-
თა26 ლანდები სამოთხეში. ერთ-ერთმა გამჭვირვალე პირბა-
დიანმა ჰურიამ მიიღო იგი და სამოთხის მდინარის პირას
დასვა. უხაიადი დაეწაფა სამოთხის მდინარეს, სვა სულმოუთ-
ქმელად და ანთხია.
წყალში არ ურწყევია, ჭის მიღმა ამოანთხია და აი, უცებ
თვალები აეხილა და ხანგრძლივი სიბრმავის შემდეგ პირვე-
ლად დაინახა. გაარჩია თავისი ამლაყი აქლემის ჩრდილი,
მზის სხივები, რომლებიც ისე იღვირებოდნენ, როგორც ცეც-
ხლოვანი დეზები... ამლაყს მისი უტყვი რჩევა-დარიგება შეეს-
რულებინა და წყლიდან გამოეთრია.
26ჰურიები – შავთვალა, მარად ნორჩი ასულები, რომლებიც, ყურანის მი-
ხედვით, სამოთხეში ელიან მუსლიმებს.
63 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ისევ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დაბრუნდა და
ხელახლა გადაკვეთა იგი ბნელეთის წუთისოფლისკენ...
10
64 მკითხველთა ლიგა
ღიმილით გაიღიმა... ეს იყო ღიმილი ადამიანისა, რომელსაც
ცხოვრება გამოუცდია და ბევრი რამაც შეუტყვია ამ წუთისოფ-
ლისა.
უხაიადი უცებ ჩაეკითხა:
– შენ ფიქრობ, რომ ის თავის პირველად ფერს დაკარ-
გავს?
მოხუცმა, რომელიც ორ ჭურჭელში ჩაის აზავებდა, მიუგო:
– ღმერთმა იცის!.. სუფიური ორდენის შეიხები ღადამესში
ამბობენ, რომ ყველაფერი საბოლოოდ თავის პირველსაწ-
ყისს უბრუნდება. მცენარე ამოიწვერება და იზრდება, სანამ
კურდღლისცოცხად არ იქცევა. კურდღლისცოცხა იყვავი-
ლებს და მერე ყვავილი ნაყოფად იქცევა. ნაყოფი თესლს გა-
მოიღებს და ისევ მიწაზე ცვივა. თუ მისი ფერი ჭრელი იყო
თავდაპირველად, დროთა განმავლობაში ისევ თავისი შესა-
ხედაობა უნდა დაუბრუნდეს. მოთმინება იქონიე და ნუ შიშობ!
შემდეგ შეიხმა ისევ გაიღიმა. უხაიადმა იმედგაცრუებით
თქვა:
– თუ ფერი არ დაუბრუნდა, მაშ, განკურნებას რაღა აზრი
აქვს! ეს განკურნება ძალიან ძვირად დაგვიჯდა!
– შენ ჯანმრთელობა უწვალებლად გინდა მიიღო?!
– თუ ამლაყი აქლემი ისევ ჭრელი არ გახდა, განკურნება
განკურნება არ იქნება!
იმის შიშმა, რომ მაჰრულ აქლემს თავისი თავდაპირველი
ფერი არ დაეკარგა, უხაიადს განკურნების გემო, სიკვდილის-
გან გადარჩენის გემო დააკარგვინა. მწყემსებმა ის შემოსეს
შესამოსელით, გაუმზადეს საგზალი და მოსასხამი და ჰამა-
დას უდაბნოს ბოლომდე მიაცილეს, გამოემშვიდობნენ და
გაბრუნდნენ უკან თავიანთ ქვედა ხეობებში.
65 მკითხველთა ლიგა
უხაიადს სირცხვილმა ნება არ მისცა, დასახლებაში ასეთ
მდგომარეობაში მყოფი თავისი ამლაყი აქლემით შესულიყო.
მწყემსების გამოტანებული თოკებით დააბა იგი და დაბლო-
ბის ჩრდილოეთით მდებარე საძოვარზე დატოვა, სადაც სახ-
ლები კანტიკუნტად იყო გაფანტული.
მთელი მისი ბარგიდან არაფერი დარჩენოდა, აღვირის
გარდა. მაჯაზე მსხვილად დაიხვია. გადაწყვიტა, დაემალა და
შეენახა ამ მოგზაურობის სამახსოვროდ. ეს იყო ჩინებული
თასმები, გულდასმით მოწნული, ზედ ამოტვიფრული ნაყშები-
თა და სამკუთხა და ოთხკუთხა გეომეტრიული ფიგურებით,
რომლებსაც ამდენი ხნის ხმარებაში ფერი გადასვლოდა და
გახუნებულიყო. ეს ტყავის საბელი იყო მისი ერთადერთი და-
მაკავშირებელი ძაფი ცხოვრებასთან, უდაბნოში მისი დამაბ-
რუნებელი ძაფი ბნელეთს გადამყურალი სიკვდილ-სიცოც-
ხლის მიჯნიდან. ეს ის საბელი იყო, რომლითაც თავის ამლაყ
აქლემს იყო მიბმული პირველი ველური მოგზაურობისას და
მათი ბედ იღბალი ერთმანეთს გადააჯაჭვა. პირველი მოგზაუ-
რობიდან გამობრუნებული, ისევ ამ საბელით იყო მიმაგრებუ-
ლი თავის აქლემს მეორე მოგზაურობაშიც, ჭის პირსა და
წყლის ზედაპირს შორის რომ იყო გაბმული, ორ ზღვარს შო-
რის გამყოფ მანძილზე... მიჯნაზე, სადაც ესმოდა ალქაჯთა წი-
ვილ კივილი ჰასავნას მთიდან და სადაც იხილა სამოთხის ჰუ-
რიები იმ წამს, როცა მათ დაარწყულეს სამოთხის მდინარით,
იმ წამს, რომელიც საუკუნოდ გაიწელა და უდაბნოში მთელ
ცხოვრებას გაუტოლდა!.. უფსკრულში ვარდნის წამს, რო-
მელმაც მისი სული უქრობი, იდუმალი შუქით გააშუქა!.. და
რომ არა ორი ზღვრის დამაკავშირებელი ეს ძაფი, არც იქნე-
ბოდა ეს უხილავი, წამიერი გაელვება, რომლის საიდუმლოს
გამხელა არ შეუძლია, თვით საკუთარი თავისთვისაც კი!..
66 მკითხველთა ლიგა
ალბათ იმიტომ, რომ თან არ ძალუძს და თან ეშინია და ეკ-
რძალება!.. ნუთუ ეს ისაა, რასაც მთვრალები ხედავენ ექსტაზ-
ში?!. ნუთუ ეს ისაა, რასაც თიჯანიას27 საძმოს შეიხები „ბედის-
წერის შეხვედრას“ უწოდებენ?!. უხაიადს უნახავს ისინი ადრა-
რის ოაზისში, ყურადღებას იმით იპყრობდნენ, რომ გიჟურად
ტრიალებდნენ წრეზე იქამდე, რომ როცა ერთ-ერთ მათგანს
ასეთი „შეხვედრის“ წამი დაუდგა, დანა იძრო და მკერდში და-
იცა, რათა დაბრუნების გზა გადაეჭრა და სამარადისო შეხ-
ვედრის ნეტარებას მისცემოდა... კადირიის28 საძმოს შეიხებ-
მა მათ ბრალი დასდეს ერესში და მტრულად იყვნენ მათდამი
განწყობილნი. ამ ორი საძმოს მიმდევრებს შორის ბრძოლა
არაერთგზის გაჩაღებულა. ეს კონფლიქტი თვით უდაბნოსაც
კი მისწვდა, ის საძოვრებზე იმ მოხეტიალე მოგზაურებმა მი-
იტანეს, მომთაბარე ტომებს გადაადგილებისას თან რომ დაჰ-
ყვებიან. ნუთუ მისი უდიდებულესობა ბედისწერა იხილა იმ გა-
ელვებაში, თვალის დახამხამებაში?!.
შეიხი მუსა კადირიის საძმოს მიმდევართაგანია. მან უხაი-
ადი მოინახულა კარავში, რომელიც მამამისმა სპეციალურად
გაშალა მნახველებისთვის, უდაბნოდან მშვიდობით დაბრუნე-
ბას რომ ულოცავდნენ. შეიხმა უთხრა:
– კარგი რამ მხოლოდ მძიმე და დიდ ფასად იშოვება! ჯან-
მრთელობა ყველაზე კარგი რამაა ამქვეყნად და ნუ ინანებ
იმას, რაც გადაგხდა.
შემდეგ, მოსაღამოებულს, დაიმარტოხელა იგი ღია ცის
ქვეშ და თანაგრძნობით ჰკითხა:
68 მკითხველთა ლიგა
11
69 მკითხველთა ლიგა
კეთებ, რაც შენ ცუდს მოგიტანს?! ასეთი ცუდი აზრის ხარ ჩემ-
ზე?!
ამლაყმა აქლემმა პირი ბოლომდე დააღო. გონიერ თვა-
ლებში, რომელშიც სხივი და ელვა დაბრუნებოდა, დაეტყო
ჩუმი ჩაცინების სურვილი.
უხაიადმაც გაიცინა და უთხრა:
– მიგიხვდი. გინდა მითხრა, რომ მდედრი უფრო ლამა-
ზია!.. არა!.. არა!.. ღმერთმანი, არ ცდები. ის მართლაც ლამა-
ზია, ნაზი და რბილი, როგორც გველი, მაგრამ გველივითაც
იგესლება. მისი ნაკბენი უკვე გამოცდილი გაქვს! ხომ იცი, რა
დაგვმართა მისმა კბენამ გასულ ჯერზე! არა!.. არა!.. საკმარი-
სია!.. გრცხვენოდეს და შეაჩვენე ეშმაკი!
უხაიადმა აქლემს კისერზე ხელი წამოუტყაპუნა და კანი
შეუთვალიერა. შემდეგ წაიბურტყუნა:
– როდესაც შენს საწუხარს მოვრჩებით და მისგან გაგათა-
ვისუფლებთ, ახალ სეირნობებს წამოვიწყებთ. ცეკვას ისწავ-
ლი. ჯიშიანმა მაჰრულმა აქლემებმა ცეკვაც აუცილებლად უნ-
და ისწავლონ!.. ცეკვა!.. ცეკვა!.. შენ ცეკვა არ გამოგიცდია. ის
დაგავიწყებს სიყვარულს! მერწმუნე, ჰაერში იფრენ, ცათა
სივრცეებს გადაკვეთ! კოსმოსს გაარღვევ და უფალსაც კი
იხილავ! განა ზეცად უფლის ხილვა უფრო ღირსეული არაა,
ვიდრე მიწაზე იმ შლეგიანი დედალი აქლემების დევნა?! მით-
ხარი!..
უდაბნოს ღია სივრცეში აქლემის წინ ჩამოჯდა, ხელები
მუხლებზე შემოაჭდო და უთხრა:
– მაგრამ განწმენდა აუცილებელია! ვერც სილამაზეს მო-
იპოვებ, ვერც უფალს შეხვდები განწმენდის გარეშე! განწმენ-
დაა ამ ყველაფრის პირობა! ვაღიარებ, ეს სასტიკი პროცედუ-
რაა, მაგრამ არჩევანი არა გვაქვს.
70 მკითხველთა ლიგა
დადგა ზაფხული, მოვიდა პროცედურის დათქმული დრო.
უხაიადმა მიზეზად მოიდო გარიათის ოაზისში გამგზავრება იქ
გზააბნეული და გაფანტული თავისი აქლემების გამოსარეკად
და თავისი ამლაყი აქლემი ყასბების ხელში დატოვა. მხო-
ლოდ შეიხმა მუსამ იცოდა, რომ მისი გამგზავრება აქლემების
დასადევნებლად კი არა, აღთქმული დღისგან თავის ასარი-
დებლად იყო.
მისი არყოფნის მეორე დღეს ეს კაცები საწყალ აქლემს
გარს შემოეხვივნენ. ნახევარი დღე იმაში გავიდა, რომ მისი
წინააღმდეგობა დაეძლიათ და განეწმინდათ „ჭირისგან“, მე-
ორე ნახევარი კი იმას შეალიეს, რომ ეიძულებინათ იგი თავი-
სი კვერცხები გადაეყლაპა, რასაც რიტუალის დასრულება
ითვალისწინებდა.
უხაიადი დაბრუნდა მგზავრობიდან და დახვდა მაჰრული
აქლემი დანაღვლიანებული. გაეთამაშა, მოშუშებულ კანზე
ხელი უსვა და უსვა, მაგრამ მისი თვალები კვლავ სევდას აფ-
რქვევდა. უხაიადი მასთან სამხრეთის საძოვრებზე განმარ-
ტოვდა, გუდიდან ქერი ამოიღო, ხელისგულებზე დაიყარა და
ისე მიუტანა, მაგრამ აქლემმა სახე მოარიდა. უხაიადი საჭ-
მლით მიჰყვა, მაგრამ ცხოველი ჯიუტად უარს ეუბნებოდა.
უხაიადმა ქერის მარცვლები ტომარაში ჩააბრუნა და უთხრა:
– ვიცი შენი გულცივობის და უხეშობის მიზეზი. გაბრაზებუ-
ლი ხარ, რომ მიგატოვე. მე შენზე უარი არ მითქვამს! ჩვენ
ხომ ამაზე უკვე შევთანხმდით! ახლა დაბეჯითებით ვიცით,
რომ ფერი დაგიბრუნდება. ისევ ისეთი ამლაყი აქლემი გახ-
დები, როგორიც იყავი. განა არ გაგახარებს, საკუთარ თავს
რომ ისევ ჭრელს ნახავ?!. ლამაზს, იშვიათს!..
71 მკითხველთა ლიგა
ამლაყ აქლემს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. უხაი-
ადმა მკლავები მოხვია და იდგნენ ასე დიდხანს ერთმანეთს
ჩახვეულები, სანამ საღამოს ბინდი არ გახშირდა.
12
73 მკითხველთა ლიგა
ლი31 შეიხისგან, მექაში გადასახლებას რომ აპირებდა. ჩინე-
32
ბულ თუათურ ქილიმში გაუცვალა. შეიხი მარაქეშიდან იყო
ჩამოსული და თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს ქვეყანა
და ყველაფერი ოჯახისთვის დაეტოვებინა და თავად მექაში
დასახლებულიყო საბოლოოდ, მოციქულის საფლავთან ახ-
ლოს. თხა დაუკლეს და სამი დღე უმასპინძლეს. აქ მან ქონე-
ბის დარჩენილი ნაწილი გაყიდა და მოიშორა, მათ შორის,
ბოლო ცხოველებიც. ეს მაჰრული აქლემი მისთვის ასკეტ შე-
იხს ეჩუქებინა. როგორც თვითონ თქვა, უხაიადს ქილიმი გა-
მოართვა არა როგორც გაცვლის საფასური, არამედ იმიტომ,
რომ სალოცავი ხალიჩა სჭირდებოდა.
უხაიადს გაახსენდა თავისი სიტყვები, ძველთა მფარველი
ღვთაების აკლდამასთან აღთქმის მიცემისას რომ წარმოთ-
ქვა: „ო, უდაბნოს მეუფევ! ძველ ხალხთა ღვთაებავ! შემით-
ქვამს შენთვის მსუქანი აქლემი, ჯანსაღი სხეულითა და გონე-
ბით!..“ ეს მაჰრული აქლემი კი ჯერ არც მსუქანი იყო, არც გო-
ნიერი და არც ჯანსაღი სხეულის პატრონი. გადაწყვიტა, მო-
ეცადა, სანამ წამოიზრდებოდა, მოსუქდებოდა, ჭკუაში ჩავარ-
დებოდა და სხეულიც გაუჯანსაღდებოდა. როდესაც ეს სამარ-
ცხვინო სკანდალი მოხდა საცეკვაო მოედანზე, ის უწლოვანი
მაჰრული აქლემი ჯერ ისევ ხორცით ივსებოდა და საბალა-
ხოდ იყო გაშვებული სამხრეთ საძოვრებზე. უხაიადმა მომ-
ხდარში დღეს დაინახა ნიშანი!.. ეს უდაბნოს მეუფე გამოეცხა-
და და გააფრთხილა!.. მოითხოვა, მისი სამსხვერპლოს შე-
წირვა აღარ გადაედო!
13
33 აირი – ასე ეძახიან ხოლმე ხან ტიმბუქტუს, ხან აგადისს და ხან ქანოს.
75 მკითხველთა ლიგა
ხიბლი... ხიბლი... ოჰ, ეს მდედრის ხიბლი!.. ისაა სწორედ
ქალის ფარული, იდუმალი მხარე!.. ის ისეთივე თვალსაჩინო
და მარტივია, როგორც უდაბნო, თუმცა ამავე დროს, არაფე-
რია მასზე უფრო ბუნდოვანი და ამოუხსნელი! ის ჰასავნას
მთის ჯინთა გაურკვეველი ხმებია, გესმის, მაგრამ არ შეგიძ-
ლია, გაარჩიო სიტყვები. გესმის მათი ჟღერადობა, მაგრამ
აზრი შენგან დაფარულია! ეს არის სწორედ ქალის ხიბლი!..
არავინ იცის, ის რა არის, მაგრამ ის იზიდავს და იზიდავს!.. ის
შეიძლება აღძრას შემოხედვამ, მსუბუქმა ღიმილმა, წამიერმა
მზერამ, თავის გადაქნევამ ან სიტყვის წარმოთქმის მანერამ,
ან სულაც ხმის გაჟღერებამ ან მელოდიამ ხმაში... ხიბლი ფა-
რული, იდუმალი სილამაზეა, რომელიც შექმნილია უხაიადის
მსგავსი მამაკაცების განსაგმირად.
უხაიადმა ის გაიცნო ერთი მთვარიანი ღამის თავშეყრისას.
მის ჯადოსნურ ღიმილს თვალი ვეღარ მოაცილა მქრალ შუქ-
ზე, მის მოხდენილ სილუეტს, ქალებს შორის რომ მიმოდი-
ოდა. შემდეგ გაიგონა, როგორ მღეროდა. ო, ღმერთო!.. რა
ძლიერი ხმა ჰქონდა!.. გულიდან წამოსული ხმით მღეროდა.
თითქოს მარტოობის და გაუცხოების მოგლეჯა სურდა გული-
დან, ცხოვრებისეული მარტოობისა და უდაბნოს სიმკაცრი-
სა!.. რისი ღიად გაცხადებაც მის ხიბლს არ შეეძლო, ამას მისი
ხმა გამოხატავდა. ყველა, ვინც კი იმ ღამით მის სიმღერას უს-
მენდა, მისადმი ვნებამ შეიპყრო და მისმა ხიბლმა დაატყვევა.
უხაიადიც, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ამ გზნებითა და
ხიბლით იყო შეპყრობილი დილამდე.
ამის შემდეგ არაერთხელ შეხვდა მას, როგორც ღამეულ
თავყრილობებზე, ისე საძოვრებზე. გოგო ასმენინებდა თავის
ღვთაებრივ სიმღერებს ღია უდაბნოში. უხაიადი ყურს უგდებ-
და გოგოს საწუხარს, გვალვასა და მოუსავლიანობას რომ გა-
76 მკითხველთა ლიგა
მოედევნა და ეიძულებინა აყრა, მშობლიური მხარიდან
შორს, უცხოობაში ცხოვრება. ამ ტონების დაჭერა რთული არ
იყო უდაბნოში მცხოვრებთათვის, მარადი მომთაბარეებისათ-
ვის. ვის არ უგემია უდაბნოში გვალვის გემო? ვინ არ აყრილა
საცხოვრისიდან და გადასახლებულა გვალვის გამო? უცხოო-
ბა ვის არ უგრძნია? ეს ყველაფერი უდაბნოს ბედისწერაა!
უდაბნოს ყველა სიმღერა დარდისა და ნაღველის, გვალვისა
და უცხოობაში ცხოვრების გამოხატულებაა, მარადიული უც-
ხოობისა და მშობლიურ საცხოვრისში, სიწყნარეში დაბრუნე-
ბის მარადიული ლტოლვისა... იმ მწყალობელ ოაზისში დაბ-
რუნების ლტოლვისა, რომელიც არ არსებობს... მშობლიურ
ოაზისში, რომელთან შედარებით მთელი ფეზანის ოაზისები
მისი უბადრუკი ჩრდილია მხოლოდ.
უხაიადს ამ ოაზისის ბუნდოვანი ხილვა ჭაში ჩავარდნის
მომენტში ჰქონდა და ამ საიდუმლოს მალავდა. ახლა გოგოს
სიმღერებმა ვნების, ლტოლვისა და ნაღველის ცეცხლი წაუკი-
და. გული უტიროდა. გოგოს ბევრჯერ გამოელაპარაკა. ეკით-
ხებოდა მას აირზე, გვალვაზე, ტიმბუქტუდან გადმოსახლების
ტკივილზე. ლექსებში გაეჯიბრა და გოგომ იმდენი ლექსი
იცოდა ზეპირად, საკუთარი თმის ღერების რაოდენობას რომ
აღემატებოდა... შავი, ხშირ დალალებად ჩაწნული თმა ამო-
ბურცულ მკერდზე ეფინა...
უხაიადმა გოგოს ხელი მის ბიძას სთხოვა და თანხმობა მი-
იღო. შემდეგ საკუთარ მამას შეუთვალა და მისი რჩევა ითხო-
ვა. გაოგნებული დარჩა მისი პასუხით: „ალაჰიმც არ გაკურ-
თხებს მასთან ერთად!“ ის მამამისს არ იცნობდა. მასთან ერ-
თად არ უცხოვრია და ამიტომაც არ იცნობდა. ყველაფერი,
რაც მის შესახებ იცოდა, ის იყო, რომ ქალებს პირველი ადგი-
ლი ეკავათ მის ცხოვრებაში. დედამისს მეორე ადგილი ეჭირა
77 მკითხველთა ლიგა
მამამისის ცოლებს შორის. საწყალი ავადმყოფობდა, სუსტი
სხეული და გული ჰქონდა. ახსოვს მისი ფერწასული სახე, სა-
ნამ მოკვდებოდა. დედა გულის ავადმყოფობით გარდაიცვა-
ლა, სანამ მას შვიდი წელი შეუსრულდებოდა. მისი აღზრდა
ზანგმა მონა ქალმა ითავა. მამამისი სხვა ქალზე დაქორწინდა
ქვეშევრდომი ტომებიდან. მანამდე დაქორწინდა მასზე, სანამ
ტომის მეთაური გახდებოდა. მასთან შვილები არ შესძენია.
ამასთან, მისი სასიყვარულო თავგადასავლები სხვა ქალებ-
თან მთელი ამ წლების მანძილზე არ შეწყვეტილა. ხშირად
იმეორებდა მოციქულ მუჰამედის ჰადისს: „ყველაზე საყვარე-
ლი ამქვეყნად სამი რამაა ჩემთვის – ქალები, ნელსაცხებელი
და ჩემი თვალისჩინი – ლოცვა!“ მას უყვარდა ამ ჰადისის კო-
მენტირება: „ხედავთ?! პირველ ადგილზე მოდიან ქალები! ქა-
ლები მოდიან სამი ბურჯის34 თავში!“ როდესაც ტომი სათარე-
შოდ მიდიოდა აფრიკის კონტინენტის შიგნით, მამამისი ნა-
დავლიდან თავის ყველა წილზე უარს ამბობდა ხოლმე, გარ-
და ქალებისა. ის ისაკუთრებდა ზანგი ქალებიდან თავის წილს
და ამ ქალებს წამოასხამდა ხოლმე უდაბნოში, რათა დაესვა
ისინი ხარჭებად. მეტიც, რამდენიმე მათგანზე იქორწინა კი-
დეც ისლამური წესით მიუხედავად იმისა, რომ ისინი გრძნე-
ულები იყვნენ და ისლამისა არა იცოდნენ რა. ტომში ამბობენ,
რომ მის ბავშვობაში დედასთან მამის ჩხუბების მიზეზი სწო-
რედ ამ უკანასკნელის სასიყვარულო თავგადასავლები იყო
მეზობელ დასახლებაში მცხოვრებ მშვენიერ მულატ ქალთან.
დედის სიკვდილის შემდეგ ტომის მეთაურობა მიიღო, რომე-
ლიც მას უეცრად გარდაცვლილმა დედის ძმამ დაუტოვა მემ-
კვიდრეობით. ყვებიან, რომ არა უცაბედი სიკვდილი დანბაბას
34სამი ბურჯი – პერიფრაზი ამ ჰადისში მოციქულის სიის მიხედვით ისლა-
მის მიღებული ხუთი ბურჯისა.
78 მკითხველთა ლიგა
უდაბნოს ყაჩაღთა ხელით, ბიძამისი არ აპირებდა მისთვის
მემკვიდრეობით ტომის მეთაურობის გადაცემას. ტომის თავ-
კაცმა შეიხებმა ვეღარ შეძლეს წესის დარღვევა მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ტომის მეთაურის დისშვილს ქალები უყვარდა. იმ
დროს ქალებით გატაცება ისეთ ნაკლად არ ითვლებოდა, კა-
ცის ვაჟკაცობას რომ ჩრდილს აყენებს, პირიქით, ქალებზე
ჭკუის დაკარგვა რაინდთა და წარჩინებულთა დამახასიათებე-
ლი თვისება იყო. მამამისი თავის პოზიციას მოციქულის პა-
ტივსაცემი ჰადისით იმტკიცებდა და ამით გზას უჭრიდა და
ანეიტრალებდა ღვთისმსახურთ, გარანტირებულ თავდაცვას
იქმნიდა მუსლიმური სამართლის სპეციალისტებისგან და
იმათგან, ვინც კონფლიქტების გადაჭრისას შარიათისთვის
მიმართვის მომხრე იყო.
უხაიადს ყურანის ზოგი აია დაესწავლა ბრმა ფაკიჰის ხელ-
მძღვანელობით, რომელსაც ტომთან ერთად მომთაბარე
ცხოვრებაში გაელია თავისი სიცოცხლე. შემდეგ ფაკიჰი მოკ-
ვდა ყვავილის ეპიდემიით და მისი ადგილი შეიხმა მუსამ და-
იჭირა, რომელიც მხოლოდ მისი მასწავლებელი კი არ იყო,
არამედ მეგობრადაც ექცა. ჩანს, შეიხი მუსა ამჩნევდა მის
მიდრეკილებას მარტოობისკენ, სიცივეს მამასთან ურთიერ-
თობაში და სიყვარულით ეპყრობოდა, უმსუბუქებდა დედის
ადრეულ ასაკში დაკარგვას. მიუხედავად ჩაკეტილობისა, რო-
მელიც უხაიადს დედისგან მემკვიდრეობით ერგო, ბრძენმა
შეიხმა მაინც იპოვა გზა მისი გულისკენ. პირველად ღამის
წყალმოვარდნისგან იხსნა იგი. ტომის ზოგიერთმა წევრმა
დღისით გრგვინვა-ქუხილის ხმა გაიგონა ჩრდილოეთის მთე-
ბიდან, მაგრამ ჭკვიანებმა არ დაუჯერეს, შეუძლებლად ჩათ-
ვალეს ასეთი სასწაული და თქვეს: „ვის უნახავს წვიმა უდაბ-
ნოში ამ გაგანია ზაფხულში?! როდის იყო, წვიმები მოდიოდა
79 მკითხველთა ლიგა
სამხრეთის ქარების სეზონში?!“ და ქუხილის ამბის შემტყობი-
ნებლებს დააბრალეს, თითქოს განკითხვის დღის მოწოდება
ესმათ, მათ კი წარმოიდგინეს, რომ ქუხილის გრგვინვა გა-
იგონეს! არავინ განძრეულა ხეობიდან გასასვლელად. ნიაღ-
ვარი ღამის მიწურულს მოვარდა და ტომი წალეკა. ერთადერ-
თი, ვისთვისაც იმ ღამეს წყალი მოულოდნელობა არ ყოფი-
ლა, ეს შეიხი მუსა იყო. ის, კარვის წინ ჩაცუცქული, ღამის
ლოცვებს კითხულობდა ყურანიდან, როდესაც დასახლებას
წყალი მოასკდა.
უხაიადს კარვის შესასვლელში, მთვარის შუქზე ეძინა, მის
მოხუც ძიძას, ზანგ მონა-ქალს კი კარვის სიღრმისთვის შე-
ეფარებინა თავი გველებისა და მგლების შიშით. სიზმრად ნა-
ხა, კერიის მუგუზლები დიდ წყალზე ტივტივებდა, თუმცა არ
ქრებოდა. შემდეგ საკუთარი თავი ნახა, მუგუზლების გვერ-
დით მიცურავდა და ისინი ჩაქრობას იწყებდნენ. გამოეღვიძა
და მისი სიზმარი რეალობაში აირია. ხმაური და ორომტრია-
ლი თავის პიკს აღწევდა. მოხუცი ძიძა გაჰკიოდა, დასახლების
ქალები და ბავშვები ყველანი წიოდნენ და კიოდნენ, კაცები
ყვიროდნენ, თხები კიკინებდნენ. წყლის გრგვინვა მიწას აზან-
ზარებდა, მაგრამ ამ მეორედ მოსვლამაც კი უხაიადის ყურ-
თასმენაში ვერ გადაშალა ძილიდან გამოყოლილი იმ მუგუზ-
ლების შიშხინის ხმა, წყლით დაფარვისას რომ ქრებოდნენ.
ეს შიშხინი მის ყურებში დღემდე ხმიანობს. შეიხმა მუსამ სას-
წრაფოდ მარჯვენა ხელი მოხუც ძიძას სტაცა, მარცხენა ხელი
უხაიადს დაავლო და გამოიტაცა, მერე ორივესთან ერთად
სწრაფად გადაჭრა ხეობა.
ამ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან უხაიადს რაც ახ-
სოვს, ეს ის ჩუმი ჩურჩული და მუგუზლების შიშხინია.
80 მკითხველთა ლიგა
14
15
85 მკითხველთა ლიგა
16
17
რავით დადიან.
93 მკითხველთა ლიგა
ხყოფა გადაეყლაპა. ბიჭი ავადმყოფი დაიბადა, უხაიადის დე-
დასავით გამხდარი, გალეული, ფერწასული, სუსტი გულითა
და სხეულით, კუშტი, სულ შუბლშეკრული. რაც დაიბადა, ერ-
თი არ გაუღიმია, ტირილის მეტი არაფერი იცოდა. შინ ბავშვე-
ბის ტირილია ის, რაც რაინდებს თავიანთ მაჰრულ აქლემებს
ბაზარზე გააყიდინებსო, ასე ამბობენ.
იმ ღამეს აიურმაც მხარი აუბა იმ გლეხის პოზიციას უხაი-
ადის მაჰრულ აქლემთან დაკავშირებით.
– ასეთი მაჰრული აქლემი რომ ბალახობს ჩვენი სახლის
წინ, აღარ დავიხოცებით!
ამის თქმაღა ეკლდა! კეთილშობილ ქალს მაჰრული აქლე-
მის ხორცის ჭამის სურვილი არ აღეძვრება, შიმშილითაც რომ
კვდებოდეს!
მაჰრული აქლემის ხორცის ჭამის სურვილი მხოლოდ
ქალს შეიძლება გაუჩნდეს!.. ღმერთო!.. და სადღაა ჯადოსნო-
ბა?.. სადღაა პოეზია?.. სადღაა ნაპერწკალი?!. სადღაა ხიბ-
ლი?.. ველური ქალი!..
აიური ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ კიდევ ერთხელ გა-
უყარა დანა თავისი სიტყვებით:
– ეს ბოლო დღეებია, იონჯის მეტი არაფერი გვიჭამია...
ცხვრებივით...
ტკივილის დაძლევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ფეხზე წა-
მოხტა და გესლიანად უთხრა:
– უდაბნოს როგორ მივაღწევთ სამი ტყვიის გამოსაყენებ-
ლად ცხოველის გარეშე?
ბოღმისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. დაბოღმილი იყო
ცოლზე, საკუთარ თავზე, უწლოვან შვილზე და მთელ წუთი-
სოფელზე. ადამიანი დედის მუცლიდან გამოვა თუ არა, წამით
მოსვენება და განცხრომა აღარ აქვს! ერთ უბედურებას რომ
94 მკითხველთა ლიგა
უკან მოიტოვებს, მეორეს ეგებება. გვალვასთან ომიდან იტა-
ლიელებთან ომამდე!.. წყურვილით წამებიდან შიმშილით
ტანჯვამდე!.. მამის შეჩვენებიდან ცოლის ზიზღამდე... უდაბ-
ნოს სისასტიკიდან კუჭის წყლულამდე... და ასე ერთმანეთის
მონაცვლეობით... წუთისოფლის რიგი განსაცდელისა ჩაც-
ხრება თუ არა, სხვა არანაკლები გაჭირვება იწყება.
კორომში გული აერია. ყოველთვის გულს აზიდებს ხოლ-
მე, როცა კი ბოღმა წაეკიდება. საჭმელი არ ამოუნთხევია,
ლორწოვან ნერწყვში არეული ყვითელი ნაღველი ამოუვიდა.
თავისი შეუძლოდ ყოფნა ამოანთხია.
ღამის მიწურულს დაბრუნდა შინ და ქოხის გარეთ დაიძინა.
ცოლს ორი დღე სიტყვა აღარ გაუცია მისთვის. უხაიადს გამო-
სავლის ძებნაში ხელი მოეცარა.
შემდეგ ცოლის ნათესავი, ის უცხო კაცი, დაბრუნდა ოაზის-
ში. ბაზარში წავიდა და ორი აქლემი საქონელში გადაცვალა.
უხაიადი მას ბაზრის შესასვლელში შეხვდა, სადაც უხაიადი
ღირსების შესანარჩუნებლად რამე გზის ძიებაში მისულიყო.
ზეშთაგონებამ იხსნა იგი დამცირებისგან. უცხოებს აღებ-მი-
ცემობის ენა არ ესმით, განსაკუთრებით, თუ ეს უცხონი შეძ-
ლებულები არიან. ის ამლაყ აქლემს დააგირავებს. სესხით
ერთ-ორ აქლემს იყიდის, სანამ ომი შეწყდება და ღმერთი
შვებას მისცემს. ამისთვის კი მთელ დიდ უდაბნოში ყველაზე
ლამაზ მაჰრულ აქლემს დააგირავებს!.. ამაზე საუბრისას
უხაიადმა აიურის ნათესავის თვალებში ისეთი ელვარება შე-
ნიშნა, მხოლოდ იმ ვაჭრებს რომ აქვთ ხოლმე თვალებში,
მთელი ცხოვრება ოქროთი რომ ვაჭრობენ. ოქროს ბრჭყვი-
ალი!.. ეს სიხარბეა?!. დაპატრონების და დასაკუთრების სურ-
ვილი?!. უხაიადმა საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს გარიგება
მის ცოლ-შვილს საარსებო საშუალებით უზრუნველყოფდა,
95 მკითხველთა ლიგა
სანამ ღმერთი რამეს მისცემდა, ამავდროულად, ეს იქნებოდა
მისი ამლაყი აქლემის დაცულობის გარანტია.
მაგრამ უხაიადი ერთ რამეში შეცდა. მან არ იცოდა, რას
ნიშნავს გირაო ვაჭართა ენაზე.
18
99 მკითხველთა ლიგა
ლოდ გახვეულ თამბაქოს ეწევიან. გაგისინჯავს გახვეული
თამბაქო?
– მე თამბაქოს არ ვღეჭავ.
– აჰ, მაპატიე! მე კი თამბაქოზე დამოკიდებული კაცი ვარ.
თამბაქო ყველაფერზე მაღლა დგას ჩემთვის. შემიძლია, ვი-
შიმშილო, მაგრამ ცხოვრება თამბაქოს გარეშე წარმოუდგე-
ნელია ჩემთვის! უდაბნოში თვეების, წლების განმავლობაში
ბალახს ვჭამ, მაგრამ ერთ დღესაც ვერ ვიცხოვრებ საღეჭი
თამბაქოს გარეშე. ჩემნაირები კრიმინალს ჩადიან, თუ თამბა-
ქო ვერ იშოვეს. გაგიგია ერთი მიგრანტის ისტორია, რომელ-
საც გლეხებმა თამბაქოს მიცემაზე უარი უთხრეს?! სამივე და-
ხოცა. სამი კაცი დახოცა თამბაქოს ფურცლისთვის. ეს სიგი-
ჟეა, მაგრამ მე მისი მესმის.
ისევ ახარხარდა.
საღამოს მწყემსი უხაიადს უდაბნოში შიმშილზე უყვებოდა.
უთხრა, რომ ოჯახები მთლიანად ამოწყდა და კოლექტიურ
საფლავებში დაიმარხნენ, განსაკუთრებით, გასულ წელს.
სამხრეთ უდაბნოში ძალიან ცოტა წვიმა მოვიდა. ადრიანად
დადგა გვალვა და სასტიკი ზაფხული მოიტანა. ჩრდილოეთში
ხალხი ნაყოფიერი საძოვრებიდან აიყარა, დენთის სუნსა და
ომს გაექცნენ. წითელი ჰამადას უდაბნოს ჩრდილო განაპირა
რაიონები სულ დაცარიელდა წელს.
უხაიადმა ჰკითხა:
– ომის დამთავრებას რა პირი უჩანს?
– მოვლენები საპირისპიროს მიუთითებენ. კვირების წინაც
შემოიარეს უდაბნო წინააღმდეგობის მოძრაობის მეომართა
ემისრებმა მებრძოლთა გასაწვევად და მათი რიგების გასა-
მაგრებლად ქუფრას ოაზისსა და კირენაიკის რეგიონებში.
გაჩუმდა. დუმილი ჩამოწვა. ნაღვლიანი კილოთი დაამატა:
100 მკითხველთა ლიგა
– ჩანს, ომი მალე არ დასრულდება.
უხაიადი და მწყემსი ორივე თავის ფიქრებში წავიდა და
ღრმად ჩაიძირა. შემდეგ მწყემსმა სიცილით თქვა:
– ომის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ თამბაქოს ფასი ძა-
ლიან დააგდო. შიმშილი არ მადარდებს, მაგრამ საღეჭი თამ-
ბაქო რომ ბევრია, ეს იმის გარანტიაა, რომ იძულებული არ
გავხდები, მოვკლა ვინმე თამბაქოსთვის, როგორც ეს იმ მიგ-
რანტმა ქნა...
გაიცინა, მაგრამ უხაიადმა სიტყვა მოუჭრა:
– მოვრჩეთ ახლა ამაზე! ამლაყზე მიამბე. როგორ
გრძნობს თავს იქ?!
– ოჰ, ეს აქლემი კი არა, ადამიანია აქლემის ტყავში. მთე-
ლი ცხოვრება აქლემებში მაქვს გატარებული, მაგრამ მისი
მსგავსი არ მინახავს. როდესაც დუდუმ მოიყვანა, ბალახი მი-
ატოვა და თვალებში სევდა დავუნახე... მონატრების სევდა...
რაც ამ აქლემთან მაქვს ურთიერთობა, ვხვდები, რომ მას შენ
ენატრები, შენზე დარდობს. იშვიათ ჯიშებს ეს გამოარჩევს!..
იცი, რომ ჩაჩოქებაზე უარი თქვა და მთელი გასული დღეები
ფეხზე იდგა?!. მეზობლად საძოვარზე დავაბი, მაგრამ თოკი
გაწყვიტა და აქეთ გამობრუნდა. სასტიკი დევნის შემდეგ და-
ვეწიეთ და საძოვარზე დავაბრუნეთ. ამჯერად რბილი თოკის
ნაცვლად ბოჭკოვანი გავუკეთე. მომიტევე ჩემი უხეშობა, მაგ-
რამ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. იცი, რა უყო ბოჭკოვან
თოკს, როცა ფეხის ძალით ვერ გაწყვიტა? კბილებით გადაღ-
რღნა, სანამ თოკი არ გაწყდა და გაიქცა. ვერ დავეწიეთ... ეს
აქლემი კი არა, ადამიანია...
უხაიადმა სიბნელეში თქვა:
– მე მას ვუთხარი, რომ მოთმინება ერთადერთი თილის-
მაა უბედურების წინააღმდეგ. მან ეს ამულეტი დაკარგა...
101 მკითხველთა ლიგა
– ვერ გავიგე.
უხაიადმა გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მწყემსმა ჩუმად
უთხრა:
– არ ვიცი, როგორ დაიყოლიე საკუთარი თავი და ეს რო-
გორ დააგირავე. ასეთ მაჰრულ აქლემებს არ აგირავებენ!..
უხაიადმა ჩუმადვე უპასუხა:
– უწლოვანი შვილი, ცოლი... ცოლ-შვილზე რა იცი?
შეშურდა მარტოხელა მწყემსის, ერთი მუჭა თამბაქოს მე-
ტი რომ არაფერი აფიქრებდა. ისიც ხომ მასავით მარტოხელა
იყო, თამბაქოზეც კი არ ფიქრობდა, თავისი ამლაყი აქლემით
ალაჰის ვრცელ უდაბნოში ერთი ადგილიდან მეორეზე გადა-
დიოდა, მაგრამ ვერ მოგართვეს!.. მოვიდა ევა და განაშორა
იგი ტომსაც და ამლაყ აქლემსაც!.. ქალი!.. ქალი!.. განა არ
ამბობდა შეიხი მუსა, რომ სწორედ ევამ განდევნა ადამი სა-
მოთხიდან?!.
19
20
21
22
23
42 ქალის სახელი.
121 მკითხველთა ლიგა
ამჯერად მისი ეჭვიანობის მიზეზი ქმრის ამლაყ აქლემზე
მიჯაჭვულობა კი არ ყოფილა, არამედ ის, რომ დაინახა მისი
ბრძოლა მას მერე, რაც მის ნათესავს აქლემი მიაგირავა; და-
ინახა წინ და უკან სირბილი დანბაბას უდაბნოსა და ოაზისს
შორის, თვალყურს ადევნებდა, როგორ მიემგზავრებოდა ქმა-
რი იქ და ბრუნდებოდა. ამაში სირცხვილსა და თავლაფის
დასხმას ხედავდა. მისი დღევანდელი მზერაც უხაიადს ეუბნე-
ბოდა: „თავი მოგეჭრა!.. რატომ არ გრცხვენია?!“ და ამ შეფა-
რული კიცხვის მიზეზი მხოლოდ ცოლის შური და ეჭვიანობა
კი არ იყო მხედრის აქლემზე, არამედ ის, რომ მან ქმრის სი-
ჯიუტეში, გაბრძოლებასა და ცხოველზე მიჯაჭვულობაში და-
ინახა საფრთხე, მიმართული მისკენ... მისკენ და მისი ვაჟიშ-
ვილისკენ... ქალური ინტუიციით მიხვდა ამას, ქალური წი-
ნათგრძნობით და განა არის რამე უფრო მგრძნობიარე, ვიდ-
რე ქალური ინტუიცია და წინათგრძნობა, როცა ის ეჭვობს რა-
მეს?! დღევანდელი მზერა შეტყობინებაა... გაფრთხილებაა...
გამოწვევაა!.. სიძულვილია... დიახ, მის აბუჩად ამგდებ მზე-
რაში სიძულვილმა გაიელვა. რას შეიძლება ნიშნავდეს სი-
ძულვილი აბუჩად აგდებასთან ერთად?! აბუჩად აგდებაში ყო-
ველგვარი სიმდაბლეა. აბუჩად აგდება სიძულვილზე უფრო
ძლიერი და სასტიკია! აბუჩად აგდება დამცირება და შეურაც-
ხყოფაა. ეს მან დედის მკერდიდან ნაწოვ რძესთან ერთად შე-
ითვისა, უდაბნოს მკერდიდან ნაწოვ რძესთან ერთად... ან...
ო, ღმერთო!.. ან ნამდვილად თავისი ბიძაშვილი უყვარს და
ქმრის დამცირება განზრახ დაუსახავს მიზნად, რომ გაყრის
ქაღალდის მიღებას მიაღწიოს... ამ შემაშფოთებელმა აზრმა
ტანჯვა გაუორმაგა. გაახსენდა, რომ ცოლი მთელი ამ ხნის
მანძილზე მალავდა მისგან დუდუსთან თავისი ნათესაობის
ნამდვილ ხაზს. რატომ არ უამბო ქმარს მთელი ეს ისტორია,
122 მკითხველთა ლიგა
რატომ ინახავდა მას საიდუმლოდ?! ო, ღმერთო!.. ქალი!.. ქა-
ლი!.. აი, მისი ნასროლი საშინელი ქამანდი კისერში აქვს წა-
ჭერილი და სუნთქვას უკეტავს! აი, უკუნი სიბნელე მოცოცავს
და დღის ნათელს შთანთქავს... იმ ღამით უხაიადმა იტირა.
არ უძინია. შუაღამისას აღმოაჩინა, რომ ცრემლის ორი
ცხელი ძაფი ლოყებზე დასდიოდა.
არ სჯეროდა, რომ ტიროდა, ან რომ ოდესმე შეეძლო ეტი-
რა. დიდებული ახენუხენის43 შთამომავალი საკუთარ საწოლ-
ში უბედური ქალივით ტიროდა! ეს ის უხაიადია, რომელიც
ყმაწვილობაში ერთხელ ამხანაგს ეჯიბრებოდა, თუ რომელი
მათგანი უფრო დიდხანს გაუძლებდა და მხურვალე მუგუზალს
დაიჭერდა ხელით; დამწვრის სუნი ავარდა, მაგრამ აალებუ-
ლი მუგუზალი ხელიდან არ გაუგდია, სანამ მისი მეტოქე არ
გატყდა და თავისი მუგუზალი ყვირილით არ მოისროლა,
უხაიადს კი არც უყვირია და არც უტირია, მიუხედავად იმისა,
რომ ბავშვი იყო, ათი წლის ასაკს მიუღწეველი. მანამდე, შვი-
დი წლის ასაკში დედამ დასაჯა და მოახლეს დაუძახა, ზანგის
ქალს, რათა მას ცხვირის ნესტოებში საშინელი წიწაკის წვენი
შეესხა უხაიადისთვის. თვალთ დაუბნელდა და სუნთქვა ეკ-
ვროდა, მაგრამ არ უტირია.
ამლაყის კუდზე დაკიდებულმა უდაბნო თრევით მოიარა,
შავბნელ უფსკრულში გადაეშვა, მოკვდა და მკვდრეთით აღ-
სდგა, მაგრამ არ უტირია.
24
44 იფრითი – ავსული.
131 მკითხველთა ლიგა
ტო მოდიანო. იმათზე თავდასხმას ერიდება, ვინც საბანაოდ
მეგობრების თანხლებით მოდისო.
ეს ცხოვრების ხაფანგია ოაზისებში! იფრითი მხოლოდ ალ
ქარმას წყაროზე კი არ ცხოვრობს, არამედ მთელ ოაზისში,
დიახ, მთელ ოაზისში!
ხოლო აქ, უდაბნოში, იფრითები წყურვილით იხოცებიან!
აქ რჩება ორი სივრცე – სივრცე ღია უდაბნოში და სივრცე
გულში! ყურში თუ სიჩუმეა, სიჩუმეა გულშიც. უდაბნოში თუ
სიწყნარეა, სიწყნარეა გულშიც. ალ-ქარმას წყარო სხეულს
განბანს, სულს კი მხოლოდ უდაბნო განბანს! სული განიწმინ-
დება, სუფთავდება, ცარიელდება და თავისუფლდება; უად-
ვილდება, გამოვიდეს და შეერწყას მარადიულ სივრცეს, ჰო-
რიზონტებს, კოსმოსს, რომელსაც ჰორიზონტს იქით მივყა-
ვართ, კოსმოსური სივრცის მიღმა; შეერწყას სხვა სამყაროს,
საიქიოს, დიახ, საიქიოს! აქ, მხოლოდ აქ, ამ გადაჭიმულ ვე-
ლებზე, ამ შიშველ უდაბნოში, სადაც სამი მხარე ხვდება ერ-
თმანეთს – გაშლილი სივრცე, ჰორიზონტი და კოსმოსი, რათა
მოქსოვონ ცის კაბადონი, რომელიც მიცურავს, რომ შეუერ-
თდეს მარადისობას, საიქიო სავანეს!
ეს ზეციური კავშირი, წმინდა სამების კავშირი ავრცელებს
ნდობასა და დაჯერებულობას, ქსოვს სიწყნარის ძაფებს და
თესავს სიჩუმესა და სიმშვიდეს გულში. უხაიადს მოუსმენია,
შეიხი მუსა როგორ იმეორებდა ამ სურას45 მისი ბავშვობიდან
მოყოლებული. დიახ, იმდენჯერ იმეორებდა ამ აიას,46 უხაი-
ადმა დაიჯერა, რომ იყო ყურანის ასეთი სურა – სიწყნარე!
25
26
27
28
29
30
32