You are on page 1of 85

miwisqveSa

adamianebi

gamomcemloba `universali~
Tbilisi 2021
2 ანუკი ლაბაძე

რედაქტორი
ცირა ბარბაქაძე

იდეის ავტორი და პროექტის დამფინანსებელი


რამაზ ზოსიაშვილი

იდეის განხორციელება
თანამედროვე რიტორიკის აკადემია და
„პოეზიის აფთიაქი“

© Tanamedrove ritorikis akademia, 2021


gamomcemloba `universali~
Tbilisi, 0186, a. politkovskaias #4, : 5(99) 33 52 02, 5(99) 17 22 30
E-mail: universal505@ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com

ISBN 978-9941-26-944-8
მიწისქვეშა ადამიანები 3

შინაარსი

რედაქტორისაგან
მხარდაჭერის მენტალური პერფორმანსი...................... 5

ანუკი ლაბაძე
გათენდა ნინია... .......................................................... 6

პაპუნა ფირცხალაიშვილი
უმზეური ........................................................................ 11

თათია ქურციკიძე
ამან თქვა, – მშიაო... .................................................... 13

ალექსანდრე ჯიქია
ცალკარა ბედთან ......................................................... 17

მაკა ხაჩიძე

მიწისქვეშა რეალობა .................................................... 20

ნინო ლობჯანიძე
მაღლა იყურე! ............................................................. 23

ნათია კაპანაძე
ნუ შეხედავ უცხო თვალით ............................................. 25
მაღაროს მუშა............................................................... 28
მზე აღარ ამოდის.......................................................... 29
გაწყვეტილი ჯვარი – პროფესია „სიკვდილი“................. 31
შავი წრე ....................................................................... 34

ანი სალდაძე
იყო და არა იყო რა....................................................... 37
(მ)აღარო ..................................................................... 45
4 შინაარსი
ანუკი ლაბაძე

მაიკო წიქარიშვილი
წერილი მაღაროელებს................................................. 47

რაჟდენ გველესიანი
მაღარო ........................................................................ 49
მაღაროს მუშა............................................................... 51
* * * გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს... .................. 52
* * * ნაბახუსევზე ვესტუმრე ბაზარს... ............................ 52
* * * ჭიათურას ქალაქად არ თვლიან... ........................ 53
* * * ქარის მოტანილს ქარს ვერ გავატან... .................. 54
* * * ბოროტმა უკვე სძლია კეთილი... .......................... 55
* * * ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას... .......................... 56
ჭიათურა ....................................................................... 57
ისევ ჭიათურა................................................................ 57

მარიამ ბაიდაშვილი
დარია .......................................................................... 59
ნეტავ გაგშორდებოდე .................................................. 62

სალომე ონეზაშვილი-ანაბელი სალომე


მამაჩემი მზის შვილია ................................................... 64

ნიკა კილტავა
მაღაროელ მამებს ........................................................ 68
იქ რა მინდოდა............................................................. 75

მარიამ ქალებაშვილი
* * * როგორი ყური მოვაბა სათქმელს... ...................... 77
* * * საქართველო – ყელიდან რომ ამომდის ეს სიტყვა . 78

ნათია ქურციკიძე
(თვრა)მეტი სიცოცხლე.................................................. 81
მიწისქვეშა ადამიანები 5

მხარდაჭერის მენტალური პერფორმანსი

ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს.


ეს ამბავი სპონტანურად დაიწყო, როდესაც „პოეზიის აფ-
თიაქის“ ჯგუფში ვიდეო დაიდო მეშახტეებზე. ამ ვიდეომ
ახალგაზრდების უცნაური ფორიაქი გამოიწვია და სულ რამ-
დენიმე წუთში ნიკა კილტავას ლექსიც გაჩნდა კომენტარებში,
ერთს მეორე მოჰყვა... მივხვდი, რომ ეს მძიმე და გამოუთქ-
მელი მოვლენები – გამოთქმისკენ ისწრაფოდა.
მალე ეს ამბავი რამაზ ზოსიაშვილამდეც მივიდა. რამაზი
წარმოშობით ტყიბულიდანაა და მეშახტეების დიდი გულშემა-
ტკივარია. კომენტარების ჩაკითხვისთანავე შემოგვთავაზა
კონკურსი „მიწისქვეშა ადამიანებზე“ და გამარჯვებულთათვის
პრემიებიც დააწესა.
თანამედროვე რიტორიკის აკადემიამ და „პოეზიის აფ-
თიაქმა“ კონკურსის იდეა განახორციელა. ჟიური ენთუზიაზმით
დაგვეხმარა გამარჯვებულების გამოვლენაში (ჟიურის თავ-
მჯდომარე – გიგი თევზაძე, ჟიურის წევრები: ცირა ბარბაქაძე,
ნატო დავითაშვილი, ქეთევან დუმბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი,
ნინო პოპიაშვილი).
ეს კრებული კი საჩუქარია მეშახტეებისთვის, რომელთა
ამბებს უმეტესად შახტაუნახავი ახალგაზრდები ჰყვებიან.
ეს კრებული მხარდაჭერის მენტალური პერფორმანსია
„მიწისქვეშა ადამიანებისათვის“.
დაე, ჩასულები ყოველთვის ამოსულიყვნენ მზეზე!

რედაქტორისაგან
6 ანუკი ლაბაძე

ანუკი ლაბაძე

22 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სტუდენტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

გათენდა ნინია...

ქირა გაგვიძვირა სახლის მე-


პატრონემ წინა კვირას, იმან ისევ მე
დამავალა ახლის მოძებნა, თავად
სად სცალია?
– მე მიწიდან ვერ ვიპოვიო, –
ასე მითხრა.
კიდევ დამიბარა, ისეთი სახლი
ნახე, ფანჯარა ჰქონდეს აღმოსა-
ვლეთითო, ქილაში გუშინწინდელი
ლობიო ჩაასხა, პარკში ცოტა ყველი
და მწნილი გაახვია და წავიდა.
მიწისქვეშა ადამიანები 7

ასე გადის სახლიდან ჩემი ქმარი, არა ისე, როგორც


მექსიკურ სერიალებში ან სხვა ნორმალურ ოჯახებში. მიო-
ცნებია დილით ადრე ადგომაზე, ვაშლის ღვეზელის და
ყავის მომზადებაზე, მისი თეთრი პერანგის შეკვრასა და
გასვლის წინ კოცნაზე, მაგრამ ჩვენი დილა სხვანაირია,
სიცივისა და გუშინწინდელი ლობიოს სუნი აქვს... და კი-
დევ კარებში დაწეული – „იქნებ ორი პამპერსი წამოიღო.“
მოუნდა რა ამასაც, ფანჯრიანი სახლი... ჩვენ რომ
გავწვდებით, იმ სახლს ფანჯარა საერთოდ არ ექნება.


ერთოთახიან ბინაში გადავედით, „კუხნის“ მხარეს
ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა, ის სარკმელი არ იყო
აღმოსავლეთით, იმას ფანჯარასაც ვერ დაარქმევდი, მა-
გრამ სინათლე კი შემოდიოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ
სახლებს სჯობდა, ფანჯრებში ქარის ზუზუნი რომ ატანდა.
მისაყვედურა თვალებით და სულ ერთი წინადადებით.
გავცეცხლდი და ყველა ის სიტყვა ვესროლე, რასაც
უმადური და გაჭირვებისგან გადაქანცული ცოლები
ესვრიან ხოლმე მშრომელ კაცებს.
ხმა არ ამოუღია იმას… ისევ ისე იყო – დაღლილი,
როგორც ყოველ დღე. ხელები გადაიბანა, თუმცა სიშავე
არ მოშორებია და ალბათ არც არასდროს მოშორდება;
ცოტა გაეთამაშა ბავშვს და მიიძინა. არც უჭამია. არც
დილით წაუღია ლობიო, აღარ გვქონდა და იმიტომ. გასვ-
8 ანუკი ლაბაძე

ლისას ცივი და უტყვი მზერა ვესროლე, შემოტრიალდა და


ეს მითხრა:
– მზეს მარტო დილით ვხედავ, ნინია, მარტო აღმო-
სავლეთიდან, ნახევრად ამოწვერილ მზეს ვუსწრებ და
მერე მის ჩასვლამდე მიწაში ვძვრებიო. თქვენი ნახვა
პირველ მზის სხივთან ერთად მინდაო.
– ძლიერი გოგო ხარ ნინია, მაპატიეო, – ესეც მითხრა
და წავიდა.

წავიდა ჩემი ქმარი, მზის სინათლიდან კიდევ ხუთასი


მეტრით შორს, წავიდა სიკვდილის მანქანებთან
სათამაშოდ, მიწაში ისე შემზარავად ღრმად ჩავიდა, ისიც
კი მიკვირდა, იქ სუნთქვა როგორ შეეძლო. წავიდა და
იმაზე დიდი სიცივე დატოვა უცებ, ვიდრე ფანჯრებიან
სახლში, ქარის ზუზუნი შემოიტანდა, რომელსაც მე
გამოვექეცი. ყველაფერს მოედო ეს სიცივე, ჩემს სულს და
ხორცს, სახლს, ბავშვებს და იმ სარკმელს, რომლიდანაც
სულ ოდნავ სინათლე შემოდიოდა. უცებ მომინდა ორივე
ხელში მომემწყვდია მზე და იქ ჩამეტანა, ორი ხელით და
ერთი გულით მიმეტანა მზე იმათთან, ვისაც ჩემი ქმარივით
ცივი მზერა გამოატანეს ცოლებმა დილით, თბილი
კოცნების სანაცვლოდ. სამაგიეროდ, მოიტანენ ქმრები
პამპერსს, შაქარს, დაღლილ სხეულს, გაშავებულ სახეს და
ხელებს და ძალიან დიდ ამოუხსნელ სიცივეს.
მიწისქვეშა ადამიანები 9


„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, დღეს, დი-
ლით, დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარი შემთხვევის
შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.“
ტელევიზორის ხმაა. ოდესმე გიგრძვნიათ, სხვისი სი-
კვდილით შვება? იცით, რა იყო 6 დაღუპულზე დიდი ტრა-
გედია? შვება და წამიერი სიხარული რომ მომიტანა, მდე-
ბარეობად სხვა ქალაქი რომ დაასახელეს... „კიდევ კარ-
გი“– გავიფიქრე წამის მეასედებში, პარადოქსია...ამ ამ-
ბავში რომ „კიდევ კარგი“ არსებობდა. მე ხომ ქმარი და-
ვიგულე ცოცხალი და შვებით ამოვისუნთქე?!
ნეტავ იმათ თუ გაატანეს ცოლებმა კოცნები? ანდა ქი-
ლაში ჩასხმული გუშინწინდელი საჭმელი? ნეტავ იმათ თუ
ჰქონდათ ფანჯრები აღმოსავლეთისკენ? დილით ბოლო-
ჯერ მზეს თუ შეხედეს ნეტავ? იმათ ცოლებმაც უტყვი მზე-
რებით ხომ არ გაუშვეს უკანასკნელ გზაზე მიწაში თავიან-
თი კაცები? ლოგინის კიდეზე ვიჯექი თვალებგაშტერებული
და ვფიქრობდი. ლოყები ცხელმა, ცხელმა ცრემლებმა
დამითუთქა და ვინ იცის, რამდენი რამის იყო ეს ცრემლე-
ბი ერთად.
– მოვედი ნინიაო, დაიძახა კარებში დათომ.
მე მიწის ზევით მასზე და ის კი შახტაში ალბათ ჩემზე
ფიქრობდა; რომ დამინახა, შიში შეეპარა იმის სახეს, შუბ-
ლი მოეღუშა და ტუჩის კუთხე ოდნავ აუთრთოლდა. მე
მივვარდი და კისერზე ჩამოვეკიდე, ისე, როგორც ქორწი-
10 ანუკი ლაბაძე

ნების პირველ დღეებში და იმის კისერზე ვტიროდი დიდ-


ხანს, იმის სუნს ვიმახსოვრებდი და ხვალინდელი დღის
შიში ხავსივით მედებოდა მთელს არსებაზე.
აწი კოცნებით უნდა გავუშვა, სიკვდილზე წასულს –
ორი პამპერსისთვის და შაქრისთვის, კოცნები უნდა გავა-
ყოლო მხოლოდ.
მე მეშახტის ცოლი ვარ, იმის შავ ხელებს და გულ-
მკერდს, იმის პურსა და შაქარში გაცვლილ სიცოცხლეს ვე-
კონები შიშით... და ახალი სახლის საძებნელად მივდივარ,
საიდანაც მზის ამოსვლას პირველი დათო დაინახავს და
მეტყვის:
"– გათენდა ნინია".
მიწისქვეშა ადამიანები 11

პაპუნა ფირცხალაიშვილი

24 წლის
ფილოლოგი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

უმზეური

მზე რომ ამოდის, მე ჩავდივარ.


მამის საფლავი
თავს ზემოთ მრჩება. კიდევ უფრო
ზემოთ – შვილები.
ასეთი არის ნესტიანი ჩემი ამბავი.
ქარის გარეშე. ხშირი სუნთქვით და
შეშლილებით.
თავზე ჩაფხუტი. ზედ ფარანი.
ხელში წერაქვი.
12 პაპუნა ფირცხალაიშვილი
ანუკი ლაბაძე

გვერდით ღარიბი. შავი გრიმი და ხელთათმანი


ხელზე და ფიქრი მეგობარზე, რომ მოირაგვა
შარშან და ზემოთ მიწაში, რომ მისი მართალი
ხორცია. მერე მიადექი ურტყი და ურტყი...
ცოლი ლოცულობს და არასდროს მემესიჯება,
მიწაში ვარ და ცაში მაზღვევს, ურჩი და უტყვი.
შვილებს მამა და მე კი მუდამ მზე მესიზმრება,
როგორ მაბრმავებს.
მიწისქვეშა ადამიანები 13

თათია ქურციკიძე

22 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
სტუდენტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

ამან თქვა, – მშიაო...

მთისხელა კაცი იყო მამა-


ჩემი.
როცა ჯერ კიდევ მშვიდი
ძილით ეძინა სოფელს, ადგე-
ბოდა მამაჩემი დილაადრიან და
ეს მთასავით კაცი ჭიანჭველა-
სავით უჩუმრად იპარებოდა. მი-
წაში ძვრებოდა მამაჩემი.
მე მძულდა გარიჟრაჟი და
რომ შემძლებოდა ყველა დილა
თათია ქურციკიძე
ანუკი ლაბაძე
14

იმ საღამოებით დაიწყებოდა, მამა რომ სახლში


მოდიოდა.
გაიხდიდა გაცვეთილ ბათინკებს და მე ვამოწმებდი
ბამბებს, რომლებსაც სარჩულებს შიგნით ჩუმად ვუფენდი,
თუ იყო ისევ. ეს მეგონა მამაზე ზრუნვა.
მე მიწის სუნი მიყვარდა, რადგან მამაჩემს მისი სუნი
ასდიოდა.
ვკოცნიდი ხოლმე მიწას, რომელზეც ფეხი მედგა, რა-
დგან ვიცოდი, რომ მის სიღრმეში იყო კაცი, დიდი ფანრით
ხელში და სინათლისკენ გზას მიკვალავდა.
დედას თითები უყვარდა მამას, მისი სამოსის რე-
ცხვაში დამსკდარი თითები. ხელის ზურგით მეფერებოდა
მამა ლოყებზე, რომ ხელისგულზე გაჩენილ კოჟრებს ჩემი
სახე არ დაეკაწრა. მე მამის შრომისაგან გაუხეშებულ
ხელებზე ვისწავლე დათვლა.
"– ამან თქვა მშია-ო…
– მერე რა ვქნათ-ო?
– ვიშრომოთ და მოგვეცემა-ო."
ღმერთო, როგორ მიყვარდა მისი გაშავებული, და-
ღლილი და უხეში ხელები.
გავიზარდე, მზეს ისევ ასწრებდა გაღვიძებას მამა-
ჩემი, მაგრამ მე – ვეღარ. – ,,შენს გამო შვილო,“ – ჩამჩურ-
ჩულებდა გარიჟრაჟზე და ჟრუანტელი ჭიანჭველებად მივ-
ლიდა ტანში. გადამისვამდა თავზე ხელს და, ღმერთო ჩე-
მო, მისი ლოდივით დიდი კოჟრები უწინდებურზე მეტი
მიწისქვეშა ადამიანები 15

ჩანდა. იმას ეგონა, მეძინა და ჩემი ფერადი სიზმრები მი-


ჰქონდა საგზლად.
არ მიძინია იმ ღამით და შემეშინდა, არ ეყოფოდა
ჩემი სიზმრები.
საღამო დადგა, მე რომ მიყვარდა…
"– ამან თქვა, – მშია-ო ...
– მერე რა ვქნათ-ო..?“.
ვბუტბუტებდი და თითებს ვიზელდი.
კარი გაიღო, მამაჩემის ქურთუკს მოვკარი თვალი,
მაგრამ მთისხელა არ იყო ეს კაცი, არც ის ბათინკები ეცვა,
არც ხელის გულებს მიმალავდა. დაიმალა მამაჩემი, ერთ
დღესაც დაიმალა მიწის სიღრმეში. მისმა მეგობარმა
უხეში თანაგრძნობის ხელი ჩამოართვა დედის ნატკენ
თითებს და მამის ქურთუკი სკამზე გადაკიდა.
– ეშინოდა შენს ქმარს, შახტაში შესვლის წინ იდგა და
ლოცულობდა-ო – თქვა და სახლი ქურდივით დატოვა.
ელდა ეცა დედას და მამის ქურთუკივით უსულოდ
ჩაიკეცა.
– საბანს ვერ იფარებდა თავზე, ალბათ იმიტომ, რომ
დახურული სივრცის ეშინოდა, მაგრამ სამსახური სხვაგან
ვერსად ნახა-ო, – აღსარებას მაბარებდა თითქოს. ფიქრი,
როგორც ნისლი მთას, ისე შემოერტყა, მე მომეჩვენა, რომ
მის ჭაობისფერ თვალებს მიწის ფერი დაედო და შემე-
შინდა, მაგრამ მერე იმ თვალებში ფანრით მდგარი მამა-
ჩემი დავინახე.
16 თათია ქურციკიძე
ანუკი ლაბაძე

იმ შახტაში წავედი, ახლა მიწას ასდიოდა მამაჩემის


სუნი თითქოს.
როგორ ეტეოდა მთისხელა მამაჩემი იქ, სადაც მე
წელში ვერ გავიმართე. მოთოვა, გამეტებით მოთოვა იმ
ღამეს, შავი მიწა სულ გადაათეთრა. მამაჩემი იყო ეს
თოვლი, ყვიროდა, ყვიროდა და მუდამ მიწის შიგნით
მყოფი ახლა გულზე ეცემოდა მას.
ცა გაგლიჯა იმ ღამით მამაჩემმა.
მუდამ მდუმარე და მორჩილი თოვლად მოვიდა და
მიწა დაფარა.
ითოვე, მამა, და შენ კი, ღმერთო, ჩემი ფერადი
სიზმრების გამო აღარავინ აჭამო მიწას.
მიწისქვეშა ადამიანები 17

ალექსანდრე ჯიქია

31 წლის
ფსიქოლოგი

„პოეზიის აფთიაქის“

წევრი

ცალკარა ბედთან
(ეძღვნება მაღაროელებს)

მიწის ბნელ გულში ისევ


ჩავეშვით,
და ნახშირბადის ვსუნთქავთ
ატომებს,
აქედან, ჩვენი ღმერთსაც არ
ესმის,
და მხოლოდ ეშმაკს თუ
გავაგონებთ
18 ალექსანდრე ჯიქია
ანუკი ლაბაძე

ჩვენს ხმას, ამიტომ შევეშვით ლოცვას,


არ ისმის ჩვენი „მამაო ჩვენო“,
ახლოს კი შავი ლანდი დაცოცავს
და პირში ტოვებს სიკვდილის გემოს.

ვგრძნობთ ერთმანეთის გულების ფეთქვას,


დაგვღალეს მძიმე ძალაყინებმა,
ისეთ ცალკარას ვთამაშობთ ბედთან –
ძარღვებში სისხლი გაგეყინება..

შანსი არ არის თავის დაზოგვის,


თუნდ დადგეს ოფლის და სისხლის ტბორი,
ოჯახის ბედის სადარაჯოზე,
ვდგავართ წარსულს და მომავალს შორის..

ჩვენი ცოლები, როგორც სპარტელებს,


გვეტყვიან – „მოდი, სახლში უვნებლად“
და თითო კოცნით ძალას გვმატებენ
„ფარით ან ფარზე“ დასაბრუნებლად..

და ყოველი დღე ლატარიაა –


ვის გაუმართლებს ამ დღეს, ნეტავი..
ვუახლოვდებით ბედის ღია კარს
გამბედავნი და გაუბედავნი
მიწისქვეშა ადამიანები 19

და სულ მცირედი იმედიც გვყოფნის,


რომ ხელი გვედოს იღბლის მაჯაზე..
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვართან მყოფნი,
ვდგავართ მომავლის სადარაჯოზე..

03.03.2021
20 ანუკი ლაბაძე

მაკა ხაჩიძე

21 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სტუდენტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

მიწისქვეშა რეალობა

დიდი ხანი გავიდა მას შემ-


დეგ, რაც მიწის კაცი გავხდი,
არადა, სულ ვოცნებობდი მე-
ზღვაურობაზე. უცნაური რამ არის
ბავშვობა. მაშინ მამაჩემის გა-
შავებული ხელები არც იმდენად
რთული და დაღლილი ჩანდა,
უბრალოდ, ვერ ვიგებდი, რატომ
არ იყო ჩემ გვერდით დაბადების
მიწისქვეშა ადამიანები 21

დღეებზე ან საბავშვო ბაღის წარმოდგენებზე. არც სკოლის


პირველ დღეს გავუცილებივარ.
სასკოლო წიგნებში კი (რომელსაც კლასელებისგან
ვთხოულობდი) ყველაფერი ძალიან ფერადი იყო. ფერა-
დი, ლამაზი, შორეული და საოცნებო. მეგონა, როცა გავი-
ზრდებოდი, ვნახავდი ზღვებს, ოკეანეებს... ყველაზე მა-
ღალ მთებზე ავიდოდი და იქიდან ვუყურებდი მზის ჩა-
სვლას... მე გავიზარდე, ჩემი რეალობა კი მიწისქვეშ და-
რჩა. მზეც დიდი ხანია, აღარც ამოსული და აღარც ჩასული
მინახავს.
ყოველ დღე გარიჟრაჟებს ვასწრებ ადგომას და
დაღლილ სხეულზე ჩუმად ვიცვამ იმ ტანსაცმელს, რო-
მელიც კარგა ხანია, დაიღალა ჩემი ტარებით. ტყუილად
ვცდილობ ჩუმად სიარულს – დიდი ხანია, მეც და ჩემმა
ნაბიჯებმაც დავკარგეთ ხმა, სადღაც იქ – მიწისქვეშ. მაინც
არ მინდა, შვილები გამოვტაცო თავიანთ სიზმრებს. რა
ვიცი, იქნებ თავიანთ საოცნებო სიზმრებში მაინც იღვი-
ძებენ თბილ ოთახებში, თბილი ტანსაცმელი აქვთ და
ღიმილიანი სახით მიჰყვებიან გემრიელ სურნელს
სამზარეულოსკენ... რა ვიცი...
რვა მარტს ვერ ვაჩუქე ჩემს ცოლს ყვავილები.
არასდროს არაფერს იმჩნევს, მაგრამ, რა ხანია, სახე
ჩამოუხმა, თვალები ჩაუშავდა და არც ახალი კაბა უყიდია
ბოლო ათწლეულში. რამდენს იტანს ჩემი ქალი...
ღრმად ვისუნთქავ სახლის გამაყრუებელ, ღარიბ
სიმშვიდეს. ვიმახსოვრებ ყველა წვრილმანს და კარს იმ
22 მაკა ლაბაძე
ანუკი ხაჩიძე

იმედით ვაღებ, რომ არ იქნება უკანასკნელი ჩემი შინ


ყოფნა. გზა იგივე მაქვს – გატკეპნილი და მობეზრებული,
მაგრამ სხვა გზებიც არ ჩანს, ბნელა ზედმეტად.
რამდენიმე წუთში ღრმად ვისუნთქავ ჟანგბადით
გაჯერებულ ჰაერს და ფილტვებს ვივსებ, იქნებ სამსახურის
მორჩენამდე მეყოს...
იქნებ სახლამდე მეყოს ეს ჰაერი.
მიწისქვეშა ადამიანები 23

ნინო ლობჯანიძე

20 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სტუდენტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

მაღლა იყურე!

მამაჩემი მეშახტე იყო,


ფიქრებგაშავებული,
ხელებგაშავებული მეშახტე...
ჩვიდმეტი წლის რომ გავხდი, ჩემი
წიგნებიც გაშავდნენ,
მამაჩემის ხსოვნამ გააშავა ჩემი
მომავლის წიგნები და დაბლა,
სიბნელეში, მიმოიფანტნენ
წერაქვების გამაყრუებელ
სიჩუმეში.
24 ნინო ლობჯანიძე
ანუკი ლაბაძე

ეს სიჩუმე დღემდე მომყვება, იზრდება და


წლების მატებასთან ერთად მთელ სხეულს იპატრონებს.
ვერცერთი წერაქვით ჩამოვიტეხე,
ვერცერთი წერაქვით ავახმაურე ჩემი სიჩუმე.
სიჩუმეც შავია და აუტანელი.

აქ არ მოხვიდე!
აქ ღმერთს ვერ იპოვნი!
მაღლა ეძებე!
აქ არ მოხვიდე!..
მიწისქვეშა ადამიანები 25

ნათია კაპანაძე

23 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
შედარებითი
ლიტერატურისმცოდ-
ნეობის მაგისტრანტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

ნუ შეხედავ უცხო თვალით

იმისთვის, რომ თავი საჭირო


და მნიშვნელოვან ადამიანად, ან
უბრალოდ, ადამიანად იგრძნო,
საკმარისი არ არის იცოცხლო.
შენს სიცოცხლეს რამე მნიშვნელო-
ბა უნდა ჰქონდეს, ან ისე უნდა ქნა –
შენ გახადო მნიშვნელოვანი. ანუ,
უბრალოდ კი არ უნდა იცოცხლო,
უნდა იცხოვრო! ცხოვრება კი
ძალიან რთული რამაა...
ნათია კაპანაძე
ანუკი ლაბაძე
26

აბა, წარმოიდგინეთ: ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა


კუთხეში არსებობენ ადამიანები, რომელთა უმეტესობას
(სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში), აღარ აშინებს
სიკვდილი, რადგან საკუთარი ცხოვრების ნახევარზე მეტი
ისე გაატარეს, რომ სიკვდილზე ბევრად საშინელი რამის
მომსწრენი გახდნენ.
– რა შეიძლება იყოს სიკვდილზე უფრო საშინელი?
– ხედავდე, როგორ კვდება სხვა ადამიანი შენ გვერ-
დით, შენ თვალწინ, სულ მინიმალურ მანძილზე.
ეს ადამიანები არ იბრძვიან გადარჩენისთვის, ეს
ადამიანები იბრძვიან იმისთვის, რომ მათ შვილებს იმავე
გზის გავლამ არ მოუწიოთ.
ადამიანებს გვიჭირს მსგავსი ფაქტების გაანალიზება
მანამ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით, ან ოჯახის
წევრზე და საყვარელ ადამიანებზე.
ამ ადამიანებს სიცოცხლე ნებისმიერ სხვაზე მეტადაც კი
უყვართ, მაგრამ სიკვდილით ვერასდროს შეაშინებთ.
მე ყოველ დილით ჩემს თვალცრემლიან კლასელთან
ერთად მივდიოდი სკოლაში. ცდილობდა, არ შეემჩნია,
არც რამეს ჰყვებოდა, მაგრამ მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ
მამა ენატრებოდა. ენატრებოდა, რადგან გაღვიძებულს
მამა სახლში ძალიან, ძალიან იშვიათად ხვდებოდა. ის
მაღაროელის შვილი იყო. მაღაროელის შვილებს კი
ყველა სხვა ბავშვებზე მეტად ეშინიათ ობლად დარჩენის...
ერთხელ, შუაღამისას, შემოვარდა ნანა დეიდა ჩვენ-
თან, ბავშვს დაგიტოვებთ, საავადმყოფოში უნდა წავიდე-
მიწისქვეშა ადამიანები 27

ო. განა რა? მაგრამ ის შიში ალბათ მის მთელ ცხოვრებას


უდრიდა, სიკვდილის შიში; ულუკმაპუროდ დარჩენის შიში;
ქვრივად დარჩენის შიში... ასეთი ქალები ცხოვრებაზე
გულს იცრუებენ. ამ ქალებს მაღაროელი ქმრები თავს
არიდებენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ
გრძნობენ, ლუკმა-პურისთვის განკუთვნილი ფულის გარ-
და რომ ვეღარაფერს აძლევენ საყვარელ ქალს. არადა,
ცხადად ახსოვთ, როგორ კრეფდნენ მინდვრის ყვავი-
ლებს, როგორ იწონებდნენ თავს, როგორ იცინოდნენ...
ახლა კი იციან, ეს ყველაფერი მხოლოდ ცხადი მოგონე-
ბაა და მეტი არაფერი. თუმცა, ხანდახან მაინც იხარებენ
გულს, ხანდახან მაინც გაუკრთებათ სახეზე ის ძველებური
ღიმილი...
ასეთ კაცებს სიცოცხლე ბეზრდებათ, რა გასაკვირია?
სიცოცხლეშიც მიწის ქვეშ რომ არსებობ, განა ესეც
სიცოცხლეა?! ბეზრდებათ, მაგრამ შიშს ვერასდროს
დაინახავთ მათ თვალებში. მინდა, ამის მჯეროდეს!
ნათია
ანუკიკაპანაძე
ლაბაძე
28

მაღაროს მუშა

შენი ცხოვრება გეზიზღება, ყოფა, რუტინა,


ბედი – რომელიც ვერ შეცვალა დრომ და განგებამ.
და გახსენდება: ცოლმა წუხელ ისევ იტირა,
ოჯახს კი მეტი სჭირდება და ''ღმერთო, გაძლება...''
ღმერთის აღარ გწამს რა ხანია, გზაზე აცდენილს
ხანდახან მაინც წამოგცდება მისი სახელი.
უკანასკნელად ჩამოუვლი შავბნელ გვირაბებს,
რვაზე შენი ცვლა დამთავრდება, ამ დროს გაიყვან
როგორმე, რადგან სხვა გზა არ გაქვს. ასე გიამბეს.
და საკუთარ თავს ორსულ ცოლთან გულით მიიყვან...
როდემდე შეძლებ იარსებო, უკვე არ იცი,
სხვისას კი მაინც საკუთარზე მეტად განიცდი.
დრო კი საშინლად გაიწელა, მიიზლაზნება
და ატყობ, როგორ გიმტყუნებენ მალე ნერვები.
შენი ცხოვრება ამ გვირაბებს ვეღარ გაცდება,
ფიქრობ და ფიქრში საკუთარ თავს ისევ ნებდები.
ხელისცეცებით სიბნელეში დაეძებ ჩამრთველს
და შიში ასე უეცარი ხმაურის გაბნევს...
ჩამოიშალა დაბზარული ჭერი. კედლები.
იხსენებ: წუხელ შენმა ცოლმა როგორ იტირა...
ცდილობ გადარჩე და ამჯერად აღარ ნებდები,
მაგრამ ტკივილის სიძლიერემ გადაგიბირა.
შენს ნაცვლად სახლში მიიტანენ მძიმე განაჩენს,
ცოლს ცრუ იმედით ამშვიდებენ, იქნებ გადარჩეს...
მიწისქვეშა ადამიანები 29

მზე აღარ ამოდის

სასახლედ გექცა შენივე საწოლი,


წევხარ და განძრევას ვერ ბედავ...
მაგ მოწყვეტილი ფეხებივით მოწყდი
სამყაროს...
– თენდება!
თენდება, ეგ შენი ოთახი
სიშავეს იჩვევს ნელა.
"ნეტავი მოვმკვდარიყავი..."
– ბნელა!
აქამდე ცდილობდი გეზრუნა
სხვებზე და გმატებდნენ ძალას...
ცრემლიან თვალებს და კიდურებს
– ორივეს სიმწრისგან მალავ!

კასკა და მბჟუტავი ნათურა


საწოლის გვერდით ყრია...
ამ დამპალ სიცოცხლეს ცხოვრება?
– არა! ჯოჯოხეთი ჰქვია!
ეს მოგონებები ყოველდღე
რთულდება, უფრო და უფრო...
შენი ანგელოზი ყოფილა
– მიწის ქვემოთ და უფრთო!
30 ნათია კაპანაძე
ანუკი ლაბაძე

ვერავის აგონებ. დილიდან


წრიალებ, ადგომა გინდა...
უნდა შეიყვარო სიცოცხლე
– ცოლის ღიმილივით წმინდა!
ცოლის ღიმილივით სათუთი,
შვილის დაძახება გაკრთობს...
ამ სიხარულის შეგრძნებას?
– მხოლოდ სიკვდილი აქრობს!
იგუდებოდი მიწის ქვეშ,
ახლა წვალებით სუნთქავ...
თითქოს ანთებულ სანთლებს
– სურვილს ბოლოჯერ უთქვამ!
შენივე საწოლი სასახლედ
გექცა და განძრევას ვერ ბედავ...
მაგ მოწყვეტილი ფეხებივით მოწყდი
სამყაროს...
– თენდება!
მიწისქვეშა ადამიანები 31

გაწყვეტილი ჯვარი – პროფესია ‘’სიკვდილი’’

ჩვეულებრივ, მისი უეცარი წამოხტომა მაღვიძებდა


ხოლმე შუაღამისას... სუნთქვა ყოველთვის უჭირდა, ბოლო
პერიოდში კი იმდენად გაურთულდა, რომ ხროტინით
ცდილობდა ამოსუნთქვას და ამ ხმაზე მეღვიძებოდა.
თავიდან ძალიან მეშინოდა, შემდეგ მივეჩვიე. პირველად
ჩემი შეშინებული თვალები რომ დაინახა, მითხრა:
– ნუ გეშინია, ფსიქოლოგიურია, იქ რომ ძლივს
ვსუნთქავ, მაგის გამო-ო.
ეგონა, დამამშვიდა, სინამდვილეში – პირიქით. ‘’იქ’’
მაღაროს ნიშნავდა.
კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად გავუშვი
მაღაროში სამუშაოდ. ისევე, როგორც ყველა სხვა იქ
მომუშავეს, არც ჩვენ გვქონდა სხვა გზა. ორი ბავშვი და
მოხუცი დედა, რომელსაც რაც მთელი ცხოვრება არ
უავადმყოფია, ყველაფერი ერთად დაემართა. გავყიდეთ
მშობლიური სახლი და ქირით გადავედით, მაგრამ ამანაც
რომ ვერ გვიშველა. კი ჩავიდა ჩემი ქმარი მიწის ქვეშ
ჩვენი ოჯახის, დედის და შვილების გამო. აბა, მხოლოდ
საკუთარი თავისთვის ამას ვერ შეძლებდა, რომ არ
სცოდნოდა, სახლში ოთხი ქალი ველოდებოდით (აქედან
ორი პატარა მომღიმარი თვალებით). სხვა შემთხვევაში,
საკუთარ თავს ვერ გაიმეტებდა. მაგრამ აღარ იყო სხვა
გზა და ისიც წავიდა...
თავიდან განსაკუთრებით უჭირდა, პირველ დღეებში
ნათია
ანუკიკაპანაძე
ლაბაძე
32

სულ ჩასისხლიანებული თვალებით მოდიოდა სახლში: –


მთელი ქვიშა და მტვერი თვალებში მეყრება, ჯერ ვერ
მივეჩვიე-ო... დაღლილს ბავშვებისთვის გაღიმების თავიც
კი აღარ ჰქონდა, დედამისს დახედავდა, ერთს აკოცებდა
შუბლზე ბავშვებს და გათიშულს ეძინებოდა. მაშინ
მივხვდი, როგორი იყო ნამდვილი გულისტკივილი...
იცით, რა რთულია ქალისთვის ასე ცხოვრება?!
დილით კი ისევ იგივე... დღის ცვლაში როცა იყო, მაშინ რა
უჭირდა, აი, ღამის ცვლა იყო ჯოჯოხეთი. მის გარეშე
დაძინებაც კი მიჭირდა, გვერდით რომ არ იწვა, სულ
ვფორიაქობდი.
„უფალო ღმერთო, თუ სადმე ხარ ცათა შინა, გთხოვ,
უვნებელი დააბრუნე შინ ჩემი შვილი. გთხოვ, ის ჰაერი
რითიც ვსუნთქავ, მასაც აკმარე...“ რომ ვერ ვიძინებდი,
გვერდით ოთახიდან დედამთილის ჩურჩული მესმოდა,
ადგომაც კი არ შეეძლო. მას უკვე გავლილი ჰქონდა ეს
ყველაფერი, ქმარი მაღაროელი ჰყავდა. თითქოს მაღა-
როელი კაცის შვილები უკვე განწირულნი არიან, თითქოს
ისინიც აუცილებლად ამ გზას გაივლიან.

დილით ნიკას მოსვლა დააგვიანდა. როგორც წესი,
ასეთ დროს რეკავდა-ხოლმე, რადგან იცოდა, როგორ ვე-
ლოდებოდი და ვნერვიულობდი. „მობილური ტელეფონი
გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...“
ალბათ ათასჯერ დავრეკე.
მიწისქვეშა ადამიანები 33

ჩემი გარდაცვლილი ქმარი სახლამდე ტომრით


მოასვენეს.
– ძლიერმა აფეთქებამ კედლები ჩამოშალა, ნიკას
გარდა კიდევ ხუთი გარდაიცვალა... და მერე წუილის
საშინელი, გაბმული ხმა ყურებში, აღარაფერი აღარ
მესმოდა. ვხედავდი მხოლოდ ნიკას სიმწრისგან მუშტებ-
შეკრულ ხელებს, რომელიც ვერც ბიჭებმა და ვერც მე
ვეღარ გავაშლევინეთ...
გმადლობ, ღმერთო, რომ არ მყავს ბიჭები... გმად-
ლობ, ღმერთო, რომ მსგავსი საშინელი სიკვდილით ვე-
ღარავინ მომიკვდება – ვფიქრობ და შიში მიპყრობს, რო-
გორ ავუხსნა შვილებს დანაწევრებული, უსულო მამა რა-
ტომ არ იღიმის, რატომ არ მოძრაობს, რატომ აღარ
მოდის...
როგორ ვუთხრა დედამისს, რომ მისი წამლების
საყიდლად სამუშაოდ წასული შვილი მოუკვდა, მასზე
ადრე მოკვდა და ისედაც დანაშაულის გრძნობით მცხოვ-
რებ ქალს დარჩენილი ცხოვრება როგორ გავუმწარო?!
როგორ დავხუჭო თვალები, რომ მისი სიმწრისგან
მოკუმული ხელები თვალწინ არ დამიდგეს?!

მასწავლეთ...
34 ნათია კაპანაძე
ანუკი ლაბაძე

შავი წრე

„– შენ როგორ ხარ, მარეხი?


– მთვარისა ვარ...“

იმ ტრაგედიის შემდეგ ქალაქი დიდხანს ვერ მოდიოდა


გონს. ყველას ერთი, დიდი ტკივილი აერთიანებდა, მნიშვ-
ნელობა არ ჰქონდა, ნაცნობი იყო თუ უცნობი, ყველას
შეეხო ეს ტრაგედია... მართალია – არათანაბრად, რად-
გან დაზარალებულ ოჯახებს საშინელი განსაცდელი ჯერ
კიდევ წინ ელოდათ, როცა თავიანთ მკვდრებს მიწას
მიაბარებდნენ. იმ მკვდრებს, რომლებიც ოჯახის ერთად-
ერთი მარჩენალნი იყვნენ და სხვა გზის ძებნა მოუწევდათ
საარსებოდ. აბა, მიღებული კომპენსაცია რამდენ ხანს
გასწვდებოდა ოჯახს?! და იმ კომპენსაციასაც ან მისცემ-
დნენ ან არა... ასე სათუო იყო იმ ქალაქის და იქ მცხოვ-
რები ადამიანების ბედი.
მთვარისა მაშინ პირველ კლასში თუ იქნებოდა. სახლი,
რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ერთი პატარა ოთახი-
სგან შედგებოდა, იმ ოთახის გარშემო კი ძველი სახლის
ნანგრევები იყო. მამისეული სახლისგან მხოლოდ ის
პატარა ოთახი შეინარჩუნა პელემ. პელეს ქალაქში ეძახ-
დნენ, თორემ ისე რამაზი ერქვა... სულ ამბობდა: რომ გა-
ვიზრდები, მაგარი ფეხბურთელი ვიქნები, ყველა თამაშს
მოვიგებო...
ქალაქში ვინც კი ასაკიანი იყო, თითქმის ყველა პატა-
რაობიდანვე იცნობდა მას. იხსენებდნენ, მაშინ კარგად
ცხოვრობდნენ და მშობლებიც ერთადერთ ვაჟს თავს ევ-
მიწისქვეშა ადამიანები 35

ლებოდნენო. რამაზი ფეხბურთზე დაჰყავდათ, კარგადაც


თამაშობდა. ვინ იფიქრებდა, ცხოვრება ასე შემობრუნ-
დებოდა, ვინ...
ცოლი ისეთ ასაკში მოიყვანა, ცხოვრება მაშინ რომ
უნდა დაეწყო. ტყუილს ვერ ვიტყვი, კარგი გოგო იყო,
ერთმანეთიც უყვარდათ, მაგრამ ‘’ყველაფერი ნაადრევი
კარგია’’-ო, – რომ ამბობენ, ტყუილია ეგ...
რა თქმა უნდა, გოგოს მშობლებმა მოაკითხეს, მაშინ კი
არ იყო ასე ალალბედზე... რამაზი უარზე იყო, არც გოგოს
უნდოდა წასვლა. ბიჭს მშობლებიც გვერდით დაუდგნენ და
კი გაიშალა სუფრა. მარეხი დატოვეს, სულ... მშობლებმა
უარი თქვეს მასზე და რამდენადაც ვიცი, აღარასდროს
შეხმიანებიან. იმ ამბის შემდეგაც კი...
პელე ქალაქის გუნდში თამაშობდა, ნელ-ნელა წინ
მიიწევდა და ალბათ თავსაც დაიმკვიდრებდა...
ორიოდ წელიწადში, სანამ მთვარისა დაიბადებოდა,
მამა მოუკვდა პელეს, გულის შეტევით. დარჩა ოჯახში
ერთადერთი კაცი, ორსული ცოლით და ქვრივი დედით.
თავიდან დიდად არ უგრძვნიათ გაჭირვება. ნელ-ნელა
უფრო მეტი რომ დასჭირდათ, მიხვდა პელე, რომ
ფეხბურთს დიდი ვერაფერი შემოსავალი მოჰქონდა და
გამართლებას არ უნდა დალოდებოდა. სწორედ მაშინ
დაიწყო ჩვენი ქალაქის მაღაროში მუშად მუშაობა.
მასზე დარდს გადაჰყვა საწყალი დედამისი...
როგორც ვთქვი, მთვარისა პირველ კლასში თუ
იქნებოდა, ის ტრაგედია რომ დატრიალდა. მაშინ უკვე
ძალიან უჭირდათ. ნელ-ნელა შემოყიდეს, თუ რამ
36 ნათია
ანუკიკაპანაძე
ლაბაძე

გააჩნდათ... ხშირად ქუჩაში დამინახავს პელე, ღამის


სმენიდან გამოსული. სახლშიც აღარ მიდიოდა...
მისთვის ალბათ სიკვდილი შვებაც კი იყო, აბა, რა
გითხრათ?!
ძალიან ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, მეც ძლივს
დავდივარ, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. რამდე-
ნიმე მუშა მოჰყვა ჩამონგრეულ მაღაროს კედლებში,
მთელი ქალაქი გლოვობდა. ამ ოჯახის ტრაგედია კი
განსაკუთრებით მძიმე იყო...
პელე რომ მოკვდა, მარეხი და მთვარისა იშვიათად
ჩნდებოდნენ ქალაქში. მოკიდებდა მარეხი თავის შვილს
ხელს და კვირები იკარგებოდა. მერე ხმა გავარდა,
ჭკუიდან შემცდარა-ო. ალბათ აქ რცხვენოდა და სოფელ-
სოფელ დადიოდა სამათხოვროდ.
ამ რამდენიმე თვის წინ ჩამოიარა ამ ქუჩაზე, მაშინვე
ვიცანი, იერით. მოვიკითხე, მარეხი, როგორ ხართ-მეთქი
და იცით რა მითხრა? – მთვარისა ვარო...
ამ ოციოდ წელში ისე დასტყობია დარდი და დაღლა,
ისე დაბერებულა – დედამისი მეგონა...
მიწისქვეშა ადამიანები 37

ანი სალდაძე

22 წლის
ფსიქოლოგი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

იყო და არა იყო რა

იყო და არა იყო რა, ღვთის


უკეთესი რა იქნებოდა?!
იყო შაშვი მგალობელი,
ღმერთი ჩვენი მწყალობელი.

ერთი ქვეყნის პატარა სო-


ფელში პატარა გოგონა, მარი-
ანა, თავის დედ-მამასთან ერთად
ცხოვრობდა. მათ პატარა სახლი
38 ანი სალდაძე
ანუკი ლაბაძე

ჰქონდათ, დიიიდი ფანჯრებით. მარიანას დედა მკერავი


იყო და ამიტომ მას ყოველთვის ფერადი და ლამაზი
კაბები ეცვა. მამა კი მაღაროელი იყო.
ერთხელ მარიანამ იკითხა:
– დედა, სად მიდის მამა?
– სამსახურში, ჩემო ძვირფასო, – უთხრა დედამ – ის
ხომ მაღაროელია.
– მამაროელი რას ნისნავს? – იკითხა ენადაბმით პა-
ტარამ, რადგან სულ რაღაც 4 წლის იყო და ზოგი სიტყვის
სწორად წარმოთქმა უჭირდა.
დედა მარიანასთან მივიდა, კალთაში ჩაისვა, თვა-
ლებში ჩახედა და აუხსნა:
– მამა ყოველ დილას მაღაროში მიდის. ეს არის
კლდეში ან მიწაში ძაააალიან ღრმად გაჭრილი ადგილი,
სადაც.... – პატარას შეეშინდა, ვერ მოითმინა დედას სიტყ-
ვის დასრულება არ დააცალა და მრავალი კითხვა დასვა:
– მიწაში? ღრმად ამოთხრილი ადგილი? მერე მამას არ
ეშინია? იქ ხომ ბნელა? იქ ფეხით ჩადის?
– არა, ჩემო ძვირფასო, – უთხრა დედამ – იქ სპეცია-
ლური მოწყობილობა აქვთ, მატარებელს ჰგავს, უფრო პა-
ტარას და შუაზე გადაჭრილს, მას „შახტას“ ეძახიან. ლიან-
დაგებზე დგას და მიწის სიღრმისკენ მიემართება. მამას კი
იქ შესვლისას მზისფერი ქუდი ახურავს, რომელიც გზას
უნათებს.
მიწისქვეშა ადამიანები 39

– და იქ რომ მიდის მერე? მერე რას აკეთებს? – იკითხა


გაოცებულმა პატარამ.
– კვლავ მიწას თხრიან – უპასუხა დედამ – და მოიპო-
ვებენ, მაგალითად, მანგანუმს, რომელიც....
– დედი, დედი მამანუმი რა არის? – იკითხა მარიანამ,
ცნობისმოყვარე დიდრონი თვალებით და თავისი ბავშვუ-
რი წკრიალა ხმით. დედას გაეღიმა და ჰკითხა:
– გახსოვს, ჩვენს ძაღლს, ბობოს, ხის სახლი ავუშენეთ
და წვიმამ და ქარმა რომ ერთ დღეს დაუნგრია?
– ჩემი ბოოობო, მე და ბობო ვტიროდით – თქვა
პატარამ გაბზარული, სევდიანი ხმით.
– ჰო, დედი, მერე მამამ და მე რკინითა და ბეტონით
სახლი ავუგეთ. მას შემდეგ ის ისევ იქ დგას თოვლსა და
წვიმაში, ქარსა და ჭექა-ქუხილში.
– ბობოსაც აღარ სცივა. – წამოიძახა ბედნიერი ხმით
შვილმა.
– მართალია. ჰოდა, მამას მიწიდან ამოაქვს ეს, ასაშე-
ნებლად გამოსაყენებელი მასალა, მანგანუმი, ამას რკინა-
ში ურევენ და ეს რკინა მარტივად აღარ ცვდება, არ ჟან-
გდება და ასეთი რკინით ძლიერ სახლებს აგებენ, ისეთ
ძლიერს, როგორიც ბობოს სახლია.
– დედი, დედი, მამა ადამიანებს იცავს?
– რისგან იცავს? – გაიკვირვა დედამ.
– როგორ ვერ ხვდები? – შეკრა წარბები პატარამ –
ბობოსავით მარტო რომ არ დარჩნენ ადამიანები წვიმაში,
40 ანი სალდაძე
ანუკი ლაბაძე

დანგრეული სახლებით! – დედას ჩაეღიმა და ტკბილად


უთხრა:
– ჰო, ჩემო ტკბილო,ასეც შეიძლება ითქვას.
შემდეგ მარიანამ წამოიძახა: – მამაჩემი გმირია!!!
გმიიირიიი!!! – დედას ჩაეხუტა, იატაკზე ჩამოცურდა და
ხტუნვა დაიწყო გაბადრული სახით. დედა კი სევდანარევი
ღიმილიანი უმზერდა. მის თვალებში სიხარული, სიყვარუ-
ლი და დარდი ირეოდა.

მალე დაღამდა, დედამაც თავისი საქმე დაასრულა და
თქვა: – მარიანა, ხელები დაიბანე. მალე მამაც მოვა, ვახშ-
მის დროა.
– ახლავე დედა – გასძახა შვილმა თუ არა, მაშინვე კა-
რებზე ზარის ხმა გაისმა. დედა კარისაკენ გაეშურა, გა-
მოაღო და მამას გადაეხვია ისე, თითქოს ერთმანეთს ხან-
გრძლივი განშორების შემდეგ პირველად ხვდებოდნენ.
– მამა მოსულააა... – დაიყვირა მარიანამ და მისკენ
გაეშურა. ეს რომ მამამ დაინახა, შვილისათვის ჩაიმუხლა,
გაშლილი მკლავებიც შეაგება, მიაძახა:
– მოდი, ჩემო მზის სხივო, – და ისე ძლიერად ჩაიკრა
გულში, ისე ძლიერად...
– მამაააა, ვერ ვსუნთქაააავ, გამიშვიი... – ჩაიკისკისა
პატარამ საყვედურიანი, სიყვარულნარევი ხმით.
– ჩემო მზის სხივო ... – იმეორებდა მამა დაუსრულებ-
ლად, ისიც ღიმილიანი სახით – ჩემო მზი სხივო... – შემ-
მიწისქვეშა ადამიანები 41

დეგ, როგორც იქნა, ხელები გაუშვა, თითქოს ვიღაცას


მიანდო მისი თავი, ვიღაცას – უფრო მაღალს და ძლიერს.
ჭამის შემდეგ ზღაპრებს მარიანას მამა უკითხავდა
ხოლმე. დღეს პატარას ძილისწინ შეკითხვები არ ასვე-
ნებდა და ზღაპრისათვის სრულიად არ ცხელოდა.
– მამა, მამა, ჩვენს პატარა სახლს რატომ აქვს დიდი
ფანჯრები?
– პირველივე მზის სხივმა რომ გაანათოს და გაათბოს
ჩვენი სახლი, ჩემო მზის სხივო.
– მამა სინათლე გიყვარს?
– კი, მამი, ხშირად ვერ ვხედავ, მე სადაც ვმუშაობ, იქ
მზის სხივი ვერ აღწევს.
– სულ ვერა?
– ვერა, ჩემო მზის სხივო.
– მე მზის სხივს რატო მეძახი? – იკითხა მარიანამ.
– შენც მზის სხივივით ათბობ დედასა და ჩემს გულს და
ამიტომ.
– მე რომ მოვიდე?
– სად, მარიანა? – გაოცებული, შიშნარევი ხმით იკითხა
მამამ.
– შენს სამსახურში მე რომ მოვიდე? ცას კიბეს
მივადგამ, მზეს დავიჭერ და მოვიტან, გინდა მამა?
მამამ გულიანად გაიცინა და უთხრა:
– მერე სხვები? განა სხვები ცოდონი არ იქნებიან,
დილით მზე სახლს რომ ვერ გაუთბობს და გაუნათებს?
დუმდა ორიოდ წამი პატარა და შემდეგ კი :
ანი სალდაძე
ანუკი ლაბაძე
42

– არც მზის სხივი დავიჭირო?


– მამას ჩაეღიმა, შვილი გულში ჩაიკრა, „ეეეჰ“ – ღრმად
ამოისუნთქა და უთხრა:
– მე რომ სახლში მოვდივარ და დედა და შენ მე-
ხუტებით, – ესაა ჩემი სხივიც და სითბოც. – თქვა მამამ, მა-
რიანას შუბლზე აკოცა და ტკბილი ძილი უსურვა.
ოთახიდან გასვლისას კი ერთი რამ სთხოვა.
– ჩემო კარგო, მე რომ სახლში არ ვიქნები, მზეს გახედე
და სახეს რომ გაგითბობს, გახსოვდეს, რომ ამ დროს მე
დედასა და შენზე ვფიქრობ და თქვენც მათბობთ, ეს
კარგად დაიმახსოვრე, კარგი?
– კარგი მამა. – თქვა პაწაწინამ და უეცრად შიშნარევად
იკითხა: – როცა დაღამდება? მზე რომ ჩავა მერე?
მამას გაეღიმა, ოთახის კართან მდგარი შვილისკენ
გამობრუნდა, მარიანას შუბლზე აკოცა და უპასუხა:
– ძილის წინ მე და დედა რომ შუბლზე გკოცნით, ეს მზის
ჩასვლასავითაა. შენ იძინებ, ჩვენ კი ვერ გვხედავ, მაგრამ
ახლოს ვართ. მზეც ახლოსაა და დილით ისევ გაგათბობს.
მომდევნო დღეს გათენება ვერ გაიგო მარიანამ და
რატომღაც იმ დღეს მალევე დაღამდა კიდეც. დედა და
შვილი კვლავ ელოდნენ მამის სახლში დაბრუნებას და
მალევე ზარის ხმაც გაისმა. დედამ, ჩვეულებრისამებრ,
გაიღიმა თმაზე სველი ხელი გადაისვა, ტანისამოსი შეი-
სწორა, სახლის კარი გააღო და ღიმილიანი სახით შეეგება
კარში მდგომს. მარიანა ვერ ხედავდა, ვინ მოვიდა და
სულმოუთქმელად ელოდა გაეგო, მოვიდა თუ არა მამა.
მიწისქვეშა ადამიანები 43

ერთი კი შეამჩნია, რომ დედას ვიღაც უცხო, ბოხი და


სევდიანი ხმა ესაუბრებოდა:
– ვანგრევდით... კარგად იყო ყველაფერი... ბზარი გა-
ჩნდა... ჩამოვარდა .... ხელი ჰკრა, რომ არ მოხვედროდა....
მოგვაძახა: „მზის სხივისკენ, ბიჭებო“ ... გავიქეცით ყველა-
ნი.... მოვიხედეთ და... ის აღარ ჩანდა .....ისიც სინათლის-
კენ წავიდა...
ამ მოსმენილი სიტყვებიდან პატარასათვის გასაგები
მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო. დედას ღიმილიანი სახე
აღარ ჰქონდა, უფრო ისეთი, საყვარელი სათამაშოს
დაკარგვისას რომ პატარებს სახე შეეკუმშებათ და
თვალები უცრემლიანდებათ, მაგრამ მაინც იმედოვნებენ,
რომ ერთ დღეს იპოვნიან.
დედა უცხო სტუმარს გადაეხვია, სახლის კარი ჩუმად
მიხურა, მარიანასკენ გაეშურა და ძლიერად ჩაიკრა
გულში... რაღაცას ეჩურჩულებოდა, რაღაცა ნაცნობს, თან
ტიროდა და თან იღიმოდა. პატარამ ვეღარ მოითმინა
ამდენი გაუგებრობა და იკითხა:
– რატომ ტირი, დედა? – თან თვალებში ჩახედა
თითქოს იმედს დაუწყო ძებნა.
– სამსახურში მამამ დღეს რამდენიმე მეგობარი
სიკვდილს გადაარჩინა. – თქვა ძლივს-ძლივობით დედამ
ბზარნარევი ხმით და დახრილი თვალებით.
– მამამ? – შესძახა გაოცებულმა, გახარებულმა და თან
გაკვირვებულმა მარიანამ. – დედი, და ამის გამო ტირი?
44 ანი სალდაძე
ანუკი ლაბაძე

მამა ხომ გმირია? გმირიიი! – დაიყვირა პატარამ სიხარუ-


ლისგან.
– გადაარჩინა, თითონ კი... – თქვა დედამ და თვალები
და სიტყვები ერთდროულად გაეყინა. მარიანა გაოცებული
უყურებდა, ვერ მიხვდა, რა მოხდა და უცხო სტუმრის და
დედის საუბრიდან ის სიტყვები ამოარჩია, რაც მისთვის
გასაგები იყო და იკითხა:
– და მამა სინათლისაკენ წავიდა?
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ დედას გაყინული
თვალებიდან, თბილი და მშვიდი მზერა დაუბრუნდა,
თითქოს პატარამ იმედიც იპოვნა მის თვალებში. დედა
მართას გადაეხვია, გულში ძლიერად ჩაიკრა და მისთვის
ნაცნობი სიტყვები თქვა:
– ჰო, ჩემო მზის სხივო, მამა სინათლისკენ წავიდა.
ჩემო მზის სხივო... სინათლისაკენ... – და სახეზე ტკივილ-
თან ერთად შვებაც გადაეფინა თბილი ღიმილის სახით.
დრო გადიოდა. მარიანა იზრდებოდა დედის ლამაზად
შეკერილი ფერადი კაბებით. სახლის დიდი ფანჯრებიდან
მზე სახლს ყოველთვის ათბობდა, ზამთრის მოღრუბლულ
ამინდებშიც კი სხივი როგორღაც გამოძვრებოდა და
ათბობდა კედლებს, ყველა პატარა თუ დიდ ნივთს სახლში
და როდესაც მარიანას პირველი მზის სხივი დაანათებდა
და სახეს გაუთბობდა, ის ხვდებოდა, რომ ეს მამა იყო, რომ
მამა "დილა მშვიდობისას" უსურვებდა.
მიწისქვეშა ადამიანები 45

ასე ცხოვრობდნენ ისევ ისე სამნი თბილად – დედა,


მარიანა და მზის დაუვიწყარი სხივები.

ჭირი იქა – ლხინი აქა


ქატო იქა – ფქვილი აქა.

(მ)აღარო

სადაც მივდივარ ყოველ დილას,


მას ეძახიან – (მ)აღარო.
– ნუთუ არ გინდა, მაკმარო?
(მ)აღარო?.... – (მ)აღარო?....

სადაც მივდივარ, ყოველ დილას,


სინათლე მიმაქვს მაღალი,
სადამდეც მწვდება – მჯერა, მაგრამ
სადაც არრწმენა მაღალის....
თქვენ, კაცნი, მაღლა მანქანებით,
ჩვენ დაბლა მივალთ შახტებით.
მზის სხივი ისე გაგვიცვდება,
ზოგჯერ ვერაფერს გახდებით.
ჩემი ოჯახის გულისათვის,
დავტოვებ ისევ მაღაროს,
ანი სალდაძე
ანუკი ლაბაძე
46

ვხედავ შვილს ჩემკენ მორბენალს


და ვფიქრობ:
„უფალო .....მაღალო....“
მადლობა, სახლში დავბრუნდი,

და არ მიმატოვო!
– (მ)აღარო!
მიწისქვეშა ადამიანები 47

მაიკო წიქარიშვილი

22 წლის
ფილოლოგი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

წერილი მაღაროელებს

ყოველთვის, როცა მამაჩემს


სახლში აგვიანდებოდა,
ლოცვად ვდგებოდი...
მოდიოდა...
ქარები მიდიოდნენ, მიჰქონდათ
ამბები,
ქარები მოდოდნენ, ამბები
მოჰქონდათ...
როცა ვხედავდი კაცებს
ჩემოდნებით, –
48 მაიკო წიქარიშვილი
ანუკი ლაბაძე

მეშინოდა... ვფიქრობდი,
სახლებს ტოვებდნენ და
სხვასთან ხიზნად ბარგდებოდნენ.....
მერე დაბრუნებულ კაცებს ვხედავდი,
მიხაროდა იმ სიხარულით,
როგორც ლოცვის შემდეგ მამაჩემის დაბრუნება ...
ბიძია, ქუდს რომ დაიხურავ,
ქუჩაში რომ გახვალ,
შახტისკენ რომ წახვალ,
შახტაში რომ შეხვალ,
და დაბნელდება...
პატარა ფანარი რომ გაანათებს,
გაგახსენებს შენი შვილების თვალებს, დამშვიდდები ...
ისინიც გელიან,
როგორც მე ველი ხოლმე მამაჩემს...

ბიძია, აუცილებლად გამოდი შახტადან,


აუცილებლად გამოდი ქუჩაში,
აუცილებლად დაიხურე ქუდი,
აუცილებლად დაადექი სახლისკენ ბილიკს ....
მე ისევ ისე ვლოცულობ მამაჩემისთვის,

მე შენთვისაც ვილოცებ ...


მიწისქვეშა ადამიანები 49

რაჟდენ გველესიანი

34 წლის
მაღაროელი,
ჭიათურიდან

მაღარო

მივდივარ და არ მთავდება
გვირაბი,
დედამიწას გულს უჩიჩქნი
შიგნიდან,
მინდა ყველას ჩამოვუხსნა
ნიღაბი,
სიტყვა გულით გავისროლო
პირიდან.
რაჟდენანუკი
გველესიანი
ლაბაძე
50

წინაპრების ცრემლი ოფლად მედება


და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი,
მაღაროში მტვერში ხალხი ბრმავდება,
არვინ არის მშველელი და პატრონი.
ხურდა ფულში ფილტვებს კიბოს უკიდებ,
უჯრედები ტვინის ბეჩიავდება,
ნაშრომ ფულებს სხვები ჩამოირიგებს,
ჭიათურას არაფერი ხმარდება.
ყველაფერი ჩემთვის არის ნათელი,
მინდა ზეცა ვარსკვლავებით დავქარგო,
მუდამ ვიტყვი, ის რაცა მაქვს სათქმელი,
თუგინდ მერე სამსახურიც დავკარგო.
მიწისქვეშა ადამიანები 51

მაღაროს მუშა

მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ


და მზის სხივები მიგაცილებს გვირაბის წიმპირს,
თუ რა გაწუხებს, რა განაღვლებს, არაფერს ავლენ,
ბანცალ-ბანცალით მიუყვები დაბურულ გზისპირს,
მიწის სინესტე მოდის შენში, ძვლებამდე ატანს,
დამდგარმა მტვერმა ამოავსო ღრუები ფილტვის,
დაეძებ იმას, რაც არასდროს არ დაგიკარგავს,
სიმდიდრეს ეძებ, არა შენთვის, არამედ სხვისთვის.
მღვრიე ფულებით ამოივსეს სხვებმა ხურჯინი
და მთელი ღამე ატარებენ ბიზნესზე ფიქრით,
შენ კი გროშებად გაყიდული, დგახარ მუნჯივით
და ვერას ხედავ, თუ რა ხდება გვირაბის იქით.
თუნდაც, ხედავ და კოღოსავით ბეჭებზე გაზის
ბანკი, რომელიც ეშმაკივით გაცდენს და გტანჯავს,
დაუფიქრდები წასასვლელი არა გაქვს სხვა გზით,
ახალგაზდობის ოქროს წლებსაც მიწაში კარგავ.
რაჟდენანუკი
გველესიანი
ლაბაძე
52

***
გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს,
ცარიელდები როგორც ხვიმირა,
დამუნჯებული მუშების სათქმელს,
უსიტყოდ ამბობს შავი ყვირილა.

***

ნაბახუსევზე ვესტუმრე ბაზარს;


მდარე არაყი, ნაჭერი ვაშლი.
თქვენ მაპატიეთ, თუ ვინმეს ვბაძავ,
ყველა პოეტურ მიგნებას წავშლი.
თვალცრემლიანი მივყვები ქუჩებს,
ინიღბებიან კედლები შავად
და ღამენათევ დაღალულ მუშებს,
თვალის საწამლავს ვაწოდებ წამლად.
ანუ, დალევით ვუმასპინძლდები,
პლასტმასის ჭიქით დავუსხამ არაყს
და უმოქმედო პროფკავშირები,
ინაწილებენ მუშების ამაგს.
ვინმემ რამე თქვას, არ მინდა მეტიც,
ჯიბედაცლილი მივდივარ უხმოდ,
დაკეტილია მერია, ტრესტი,
რომ ტახტზე მჯდომი არ შევაწუხო.
ყველა დუქანთან დავხუჭე თვალი,
მიწისქვეშა ადამიანები 53

რა ცეცხლი მდაგავს, არავინ იცის...


და ჩემს ქალაქში ფხიზელიც, მთვრალიც,
ოცნებას მაინც ვერვინ დამიშლის.
გული კი სულ სხვა ტკივილებს ეძებს,
ყველა ომში ვარ დამარცხებული!
და ფურცელ-ფურცელ ვაგროვებ ლექსებს,
ვერ გამოვეცი ერთი კრებული.
თქვენ არ გეგონოთ, ჩრდილიდან ვცოცავ,
თანამდებობის არ ვარ მსურველი,
ბევჯერ დამმარხეს ქალაქში ცოცხლად,
ხორცით და სულით ჭიათურელი.

***

ჭიათურას ქალაქად არ თვლიან,


სისხლი ბორგავს ძარღვში, როგორც არაგვი,
სულში ომის ქარიშხლები ქრიან,
ვიღას ახსოვს სევდიანი ქალაქი?!
ჭიათურას ქალაქად არ თვლიან.
ვინც მოადგა, ყველა გახდა ჯალათი
და სიკეთე გვიბრუნდება ტყვიად.
გულ-მკერდში ხომ გამოშიგნეს ქალაქი?!
ახლა სულის კუნჭულებსაც ჰგვიან.
საკუთრებად გაიხადეს მადანი,
სადღა ნახავ ჩვენში ბალახს ცვრიანს?
მუშა კაცის დაფასება სად არის?!
54 რაჟდენანუკი
გველესიანი
ლაბაძე

გულში ალბათ მოდებადაც გვთვლიან.


არ გათალოთ ჩემთვის ლაჩრის უღელი,
არც მათრახი, არ გაგიწყრეთ ღმერთი!
ან ვიცოცხლებ და ჩემს ქალაქს ვუშველი,
ან მოვკვდები, ჭიათურავ, შენთვის.

***

ქარის მოტანილს ქარს ვერ გავატან,


თვალწინ ავიგე ფიქრის კარავი,
დღეს ყველა სიტყვებს გავხსნი არაყთან,
ლექსთან რომ ვიყო უფრო თამამი.
ვეღარ შეიცვლის ქალაქი ფერებს,
გაყიდული აქვს უკვე მზითვები,
როცა სოროში დავსდევდი გველებს,
შემოვიჩვიე მაშინ ვირთხები.
ქალაქს გაუხდა არსენა ფასად,
ვეღარ ერევა მდიდარი ჩანთებს
და სამწუხაროდ ლაჩარის მსგავსად,
ღარიბი თავად თავის თავს ართმევს.
უფლის ჩრდილთან ვარ ახლა პირისპირ,
ანგელოზები თვალ-წინ ჩნდებიან,
თუმც ყრუ-მუნჯი ვარ უკვე დიდიხნის,
მაგრამ ლექსები არ მუნჯდებიან.
მიწისქვეშა ადამიანები 55

***

ბოროტმა უკვე სძლია კეთილი,


გული რომ მუდამ სიკეთით უხურს,
საკუთარ თავში გამოკეტილი,
ვზივარ და უხმოდ ვაბოლებ თუთუნს.
ჩემი ქალაქის საშველს ვეძებდი,
თუმც ნაბიჯები უნდა მეზომა,
ან მტერთან ბრძოლას როგორ შევძლებდი,
როცა მოყვარემ ზურგში მესროლა.
სხვები აღწევენ საწადელ მიზნებს,
ჩვენს წისქვილიდან მიაქვთ დაფქული,
და გთხოვ, უფალო, ნუ დამსჯი ისე,
სახლში რომ გავხდე მდგმურის მსახური.
არც ბატონი მყავს და არც ვეზირი,
აღარც ყურს ვუგდებ ქარხნების გუგუნს,
საკუთარ თავში გამოკეტილი.
ვზივარ და უხმოდ ვაბოლებ თუთუნს.
56 რაჟდენანუკი
გველესიანი
ლაბაძე

***

ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას...


გამარჯვებულებს უძღვნიან სალამს,
თუმც დამარცხებულს ვინღა იგონებს,
ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას...
და ჟრუანტელი უვლის სტრიქონებს.
ცაზე ღრუბელი ტირის ქალივით,
წამოვა თოვაც, ვით თეთრი მტრედი,
ვერ მიმაჯაჭვეს ამირანივით,
ვერ გადამაკრეს მონობის ღვედი.
დეკემბერია, საცაა მოთოვს,
შეიმოსება თეთრად გორები,
მუშის ნაოფლარს იხვეჭენ ოქროს,
ტახტზე დამჯდარი მუქთახორები.
ჩამოარიგა ქარმა ბარათი,
თითქოს ფილტვებში სუნთქვაც გაჩერდა...
და საფიცრად მყავს ჩემი ქალაქი,
რომელიც მუდამ მე ზურგს მაქცევდა.
მიწისქვეშა ადამიანები 57

ჭიათურა

ლექსის მუზად მოვლენილან საოცნებო ქედები,


მზის სხივებში მოლივლივე ღუღუნებენ მტრედები,
კლდის ღრმულიდან იმზირება ენძელა და გვირილა,
ყურში ტკბილად ჩამჩურჩულებს ამღვრეული ყვირილა.
ვაგონებმა ცა დახიეს და ღრუბლებში ცოცავენ,
ცად აფრენილ ჭიათურლებს მთაგორები ლოცავენ,
მარგალიტი ბროლის თვლებით იფანტება ღრუბლებად,
სალი კლდე და შავი ოქრო, ერთად მესაუბრება.
ძმებო, გვქონდეს ერთმანეთის, შეგნება და გატანა,
ანგელოზი გვერდით გვიზის, შორს დავეძებთ სატანას,
კაცხის სვეტი წმინდა მღვიმეს საამურად უგალობს,
დამილოცე, დამილოცე, ჭიათურა უფალო.

ისევ ჭიათურა

მთის მწვერვალები ზეცას ედება


ლამაზ ხეობებს მოსავს გვირილა,
როგორც ყორანი არ გათეთრდება,
მუდამ შავია ჩემი ყვირილა.
გამონაბოლქვი, ქარხნების ქურა
მტვერში ეხვევა ხედი მხატვრული,
58 რაჟდენანუკი
გველესიანი
ლაბაძე

და კლდის სვეტებზე დგას ჭიათურა


ქალაქი, მუცელგამოფატრული.
დაჩაგრულო და მაინც ამაყო,
ვერ მოიშორე თავზე ღრუბელი
გამოიფხიზლე, ჩემო ქალაქო,
ჩამოიფერთხე ყველა წურბელი!
ვერ ვეგუები მოსულ დანარჩენს,
შენი შვილი ვარ, შენში მაქვს ფესვი,
დღეს ჩემს ქალაქში ცოცხლად დამმარხეს
და დამაბიჯეს წაქცეულს ფეხი.
სისხლი ძარღვებში გულს არ აციებს,
მაგრამ ჭრილობა სანამ ვითმინო,
როდის ყოფილა კლდეში არწივებს
რომ ბატონობდეს სხვა მხრის მიმინო?!
მიწისქვეშა ადამიანები 59

მარიამ ბაიდაშვილი

22 წლის
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
შედარებითი
ლიტერატურათ-
მცოდნეობის
მაგისტრანტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

დარია

სოფელში ქალი დადის, თა-


ვის მეშახტეს დაეძებს.
– სად არისო? – ალვის ხის-
თვის უკითხავს.
თეთრი კაბა აცვია, კოჭებამდე
სწვდება, ყოველ ღამით წითელ ყა-
ყაჩოს ამოუქარგავს ხოლმე კაბის
კალთას და თან ჩუმად დააყო-
ლებს:
მარიამ ანუკი
ბაიდაშვილი
ლაბაძე
60

ჩემი სიყვარულის საფიცარი,


ჩემი სიყვარულის ფერია.
ოთახში სინათლეს გამორთავს, ცივ იატაკზე გაწვება
და მეშახტის საცოლე ვარო, – გაიძახის.
სოფელში ხმა გავარდა, დარდებმა გააგიჟაო, მაგრამ
დარია ამაყი ქალია, მეშახტის საცოლეა, სიკვილიდან
გამოწვდილ ხელს ჩასჭიდებია.
– სად არისო? – მთებისათვისაც უკითხავს.
დადის დარია სოფელში, მკერდს გადაიხსნის და
ქარს შემოიხვევს ხოლმე სხეულზე, სიცივე ხიდია ჩემსა და
შენ შორისო, ისე უცნაურად ახლოს ხარ, როცა სხეული
მეყინება, თითქოს საკურთხეველთან დგახარ და საქორ-
წილო ფიცის შემდეგ მეამბორებიო.
– სად არისო? – წყაროსთვისაც უკითხავს.
დარიას სახლის კარს არ კეტავს, იქნებ დაღამებისას
მოვიდეს ჩემი მეშახტეო, სინათლეს ანთებს კართან და
წერილს უტოვებს:
– თავს გაუფრთხილდი, ჩემო მეშახტე... მომიტევე,
დილას თუ ადრიანად ვერ გაგაცილე, უთენია ადგომას
ჯერაც ვერ შევეჩვიეო.
– სად არისო? – ქარისთვისაც უკითხავს.
სარკესთან მივა დარია, აკეცილ დალალებს ჩამოიყ-
რის, წითლად შეიღებავს ტუჩებს, ლამაზად დაგხვდე, ჩემო
მეშახტეო – იტყვის და ისე დაიმორცხვებს, თითქოს
სამკაულად ეკინძება ყელზე სატრფოს ქათინაურები.
– სად არისო?– კლდისათვის უკითხავს.
მიწისქვეშა ადამიანები 61

სოფლის ქალები წერილს სწერენ: ქალაქში ჩადი,


დარიაო, ნორჩი ხარ დასაჭკნობად, სოფელს არ ემე-
ტებიო. დარია ჩუმად იღიმის, სიყვარულისა რა ესმითო და
სატრფოს დამტვერილი ტანსაცმლის წმენდას აგრძელებს.
– სად არისო? – გზისთვისაც უკითხავს.
ტაძრის ეზოში დგას დარია, ობოლი ბიჭის თვალებში
თავისი დარდების ხატი იპოვა, მერე უკითხავს: – ვისთვის
აანთებ მაგ სანთელსო? მაღაროშია ჩამარხული ჩემი
მშობელიო – უთქვამს ყმაწვილს და დარიასთვის მინ-
დორს მოწყვეტილი ყაყაჩო გაუწოდებია: – შენი სიყვა-
რულის საფიცარი, შენი სიყვარულის ფერიაო – დაუყო-
ლებია. იღიმის დარია, ჩემი მეშახტე დაუნახავს, ჩვენი
სიყვარულიც გაუგონიაო.
მიწას მიადგა დარია:
– ჩემს სატრფოს ხომ არ ჩამოუვლიაო?
პირი დაუღია მიწას, აქ არის შენი მეშახტეო. ჩაეკონა
მიწას დარია, დაუკოცნია იგი, ობოლი ბიჭის ნაჩუქარი
ყაყაჩო მიურთმევია – იცოცხლე, მიწავ, შენ შეგიფარებია
ჩემი მეშახტეო.
იყუჩა სოფელმა, მაღაროდან კაცების ოხვრა ერ-
თიანად აღმომხდარი ბინდში გაიფანტა. კიდევ ერთი
დაუსრულებელი ისტორია ჩაიმარხა მეშახტეთა სამფლო-
ბელოში.
ჩემი სიყვარულის საფიცარი,
ჩემი სიყვარულის ფერიაო...
62 მარიამ ანუკი
ბაიდაშვილი
ლაბაძე

დამღეროდა მეშახტეს დარია. ჩაიჩუჩულა – მიწავ,


აღარ გადაყლაპო მეშახტეო...

ნეტავ გაგშორდებოდე

მიწის ქვეშ დაღამებულა,


ამ ღამეს განთიადი არ მოსდევს,
აქ არ თენდება.
ისიც არავინ იცის, კილომეტრს ზემოთ,
ადამიანებთან, როდის დგება განთიადი.
სიბნელის შვილი ვარ,
დაკაწრული კანიდან სისხლის ნაცვლად მიწა მდის…
ისე შევესისხლხორცე, სივრცეში მინდა გავიჭრა,
ტრიალ მინდორზე, მზის გულზე,
პლანეტის აყვავებულ კალთებზე გარბენა მსურს.
დედამიწის გულისკენ მივიწევ,
თითქოს მის ნეკნებს ვეხები და ძლიერად ვუმსხვრევ ძვლებს,
როცა წერაქვს ვურტყამ.
ყოველი დარტყმისას გულში ჩუმად ვკვნესი:
– მაპატიე!
სინათლე ჩემამდე ვერ აღწევს,
ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე მშორდება, უკან იხევს.
სიცივე დავიმეგობრე, ჩემს კანს ტკიპასავით მიეწება და
დიდდება, იზრდება, ვეღარ ვერევი…
მგონია, რომ მალე პირს დააღებს და
შთანთქავს ჩემს სხეულს.
მიწისქვეშა ადამიანები 63

უკან ვიხედები, – თქვენთვის დავბრუნდები!


– ვყვირი, თავს ვიტყუებ, თითქოს ვინმეს ესმოდეს..
თითქოს ჩემი სახლის კერამდე მიაღწევს ძახილი…
ხმა ტრიალდება,
მოივლის ცივ კედლებსა და უკან მიბრუნდება.
მიწავ, მასუნთქე ცოტა ჟანგბადი,
სიბნელევ ადევნებულო,
ნეტავ წამით მაინც გამშორდებოდე.
თვალების დახუჭვისას
ჩვეულებრივი ადამიანები სიბნელეს ხედავენ,
მე კი მაღაროში ჩასული,
მხოლოდ ამ დროს ვხედავ სინათლეს.
თვალის დახუჭვისას სახლში ვბრუნდები,
ჩემი ოჯახის წევრების ღიმილს ვხედავ.
ეს ჩემი მზეა, ჩემი სინათლეა,
უსასრულო ტრიალი მინდორი და გაშლილ სივრცეში
გაჭრა…
სადაც სუნთქვა არ ჭირს, სადაც გარბენა შეგიძლია,
სადაც სიბნელე მხოლოდ დაღამებას ნიშნავს.
მიწავ, შეგესისხლხორცე, ნეტავ გაგშორდებოდე!
64 ანუკი ლაბაძე

სალომე ონეზაშვილი –
ანაბელი სალომე

17 წლის
თბილისის მე-5
საჯარო სკოლა
მე-11 კლასის
მოსწავლე

მამაჩემი მზის შვილია

ერთფეროვნებას მაჩვევს
და თავგზას მირევს ყოველი დი-
ლა...
სკოლამდე მხოლოდ დედა-
ჩემის აცრემლებულ თვალებს
ვხედავ, რომელიც ნამყომ შეუ-
ნახა და მამაჩემის ფოტოს წინ
მდებარე თაროზე...
მინდა მიეჩვიო... ყველაფე-
რი ცივ თებერვალს გავატანო და
მიწისქვეშა ადამიანები 65

მარტს სხვა ბავშვებივით ბედნიერი შევხვდე...


მზე, რომელიც კაცმა არ იცის, მამაჩემმა ბოლოს
როდის ნახა, დავიმეგობრე...
და ყოველ დილით ორჯერ ვესალმები.
აქედან ერთი მამაჩემისაა, რადგან ვიცი, ის ამ ლამაზ
სტუმარს ვერ მიუსწრებს.
მამაჩემი მთვარესავით კაცია.
სიბნელე უყვარს, მაგრამ ვარსკვლავებს არ ცნობს...
ბოლოს მახსოვს, ერთი კვირის წინ ვნახე...
მამას სახე გამურული იყო, მაგრამ კეხიანი ცხვირი
გამოკვეთილი ტუჩები და თვალები, რომელიც სიცოცხლეს
გაყვარებს, მაინც ამოვიცანი...
– მამაჩემო, დავუძახე მეორე ოთახიდან...
განათდა...
ვიგრძენი რომ მონატრებული და ნეტარი ხმა გაეგო...
კიდევ ერთხელ დავუძახე, რომ მამაჩემის სახეზე ბედ-
ნიერება მენახა პირველად და, ვინ იცის, უკანასკნელადაც
კი...
გამურული ხელებით ჩახუტებას არ აპირებდა...
– მგონი, დაგსვრიო.
– ეს არაფრად მიღირს, მამა.
ვუყურებდი, ვუყურებდი და მინდოდა ეს წამი და
ყველა დეტალი სიცოცხლის ბოლომდე დამემახსოვ-
რებინა...
სალომე ონეზაშვილი – ანაბელი
ანუკისალომე
ლაბაძე
66

მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარს.


მიყვარს მისი ხელები... თვალები... ის, რომ ყოველ-
დღე მზის ამოსვლამდე მათვალიერებს და ტკბილად
დამცქერის, თან ჰგონია, რომ მძინავს...
დედამ ორივეს ფინჯანი ჩაი გაგვიმზადა...
მამამ ნაუცბათევად დალია და გაქცევა დააპირა.
როგორ უნდოდა, კიდევ რამდენიმე წუთს დარჩენი-
ლიყო და ასე უბრალოდ ეყურებინა ჩემთვის...
ადრე ვბრაზდებოდი... მიჭირდა შეგუება, რომ მამა-
ჩემი ყოველ დღე მიწაში ჩადიოდა...
მიჭირდა იმის გააზრება, რომ მამა ვერასდროს იც-
ლიდა ჩემთვის...
რაც უკანასკნელად ვუთხარი...
ეს იყო...
– მამა, მზე ნახე?!
დუმილით და დაცარიელებული თვალებით მომა-
შტერდა...
– ვნახავდი, რომ შემეძლოს...
ეს იყო და ეს, რომ სინათლის სიჩქარით ავირბინე
ოთახში და ერთი კვირა შენახულ ჩემს ნახატს ვეძებდი...
მახსოვს, მასწავლებელმა როგორ გვთხოვა ყველაზე
ღირებული რამ დაგვეხატა..
მე კი მამა და მზე დავხატე...
იქვე კი მივუწერე, მამაჩემი სიბნელის მსხვერპლია,
ყველაზე უკეთ იცნობს მას, მაგრამ მზის შვილია.
მიწისქვეშა ადამიანები 67

ამის მერე მამამ დამტოვა.


გამოუძინებელს ყველაზე ლამაზი ალიონი გამითენ-
და...
– სალამი მზევ! სალამი! დღეს მამაც გნახავს, იცოდე!
68 ანუკი ლაბაძე

ნიკა კილტავა

18 წლის
თბილისის 74-ე
საჯარო სკოლის
მე-12 კლასის
მოსწავლე

მაღაროელ მამებს

სკოლიდან თვალებანთებუ-
ლი მოვიდა:
– ხვალ ზეიმი გვაქვს! თან
ისეთი კი არა, ყველგან რომაა –
ლექსებს რომ იზეპირებენ... ჩვენ
ჩვენი საყვარელი სუპერგმირე-
ბის ფორმები უნდა ჩავიცვათ,
ვითომ სამყარო უნდა გადავარ-
ჩინოთ! აი, ანდრიას „სპაიდერ-
მენის“ ფორმა ეცმევა, მამა უყი-
მიწისქვეშა ადამიანები 69

დის. – დედას გული ჩასწყდა, მიხვდა, საითკენ მიდიოდა


საუბარი, მაგრამ არაფერი უთქვამს. ან კი რა უნდა ეთქვა
ბავშვისთვის? როგორ გააგებინებდა? მამაც იქვე იჯდა
სავარძელში, ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდებლად „ეწეო-
და“, თითქოს თავს იტყუებდა, ტვინს ატყუებდა.
ეგ კი არა, გეგონება, დამწვარი ნაცარი ჩამოეყრებო-
და, საფერფლეც ფეხზე ედო მომზადებული, ჯინსის გახე-
ულ მხარეს. ეს ერთი ღერი კიდევ ხუთი დღე ეყოფოდა,
მერე უბრალოდ დაემტვრეოდა, ან ნერწყვისგან ზედმე-
ტად დამბალი თავადვე შეეზიზღებოდა.
– ჩვენ რისი ფორმა გვაქვს სახლში? – შეასხსენა ბიჭმა
თავი მშობლებს. დედის გულს მეორე ხიჭვი, მამისას კი
პირველი ნაჯახი ჩაერჭო.
– შემიძლია, შავი ქუდი გამოვართვა მეზობელს, ფარდა
ჩვენ გვაქვს მოსასხამისთვის, ბენდენას კი ვიყიდით –
„ვიყიდით“, ანუ საჭმელი დაგვაკლდება, გაეფიქრა მამას,
მაგრამ კვლავ დუმდა. თვალებისთვის ორ წრეს ამოვ-
ჭრით და ზორო იქნები – გაუღიმა დედამ.
– ზორო? ბავშვს სახე შეეცვალა – ისევ ყველამ უნდა
დამცინოს?
– „ისევ“? – ახლა კი ვერ შეძლო სიჩუმის ორმოში ყოფ-
ნა მამამ (ალბათ ამოუვიდა ყელში ეს ორმოები კაცს,
ადამიანია ისიც!), დედას კი სამი ხიჭვი ერთბაშად მიე-
ხალა. ბიჭი ახლაღა მიხვდა, ზედმეტი რომ თქვა, მაგრამ
გაახსენდა ლამაზფორმიანი თანაკლასელები და გულზე
ცეცხლი ორმაგად შემოენთო:
70 ნიკა კილტავა
ანუკი ლაბაძე

– კი, ისევ! (ღმერთო, იმედია ხმას არ აუწია) ამას წინათ


ლუკამ მითხრა, მამაშენი აფრიკელს რატომ ჰგავსო? მე არ
ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, მერე გაბომ მითხრა, მუდამ
შავი ხელები და სახე რომ აქვს, ამიტომ გითხრაო.
მამამ ღრმად ჩაისუნთქა, დედას გული ხიჭვებს ვეღარ
იტევდა, ბავშვი კი გაჩერებას არ აპირებდა – მასწავ-
ლებელმა რომ გვკითხა, მაღაროელი რას ნიშნავს, ვინ
იცითო, – ყველამ მე შემომხედა.
ისევ ლუკამ თქვა, გიორგის ეცოდინება, ჩვენ არ ვიცით,
ჩვენი მამები მიწის ქვეშ არ ჩადიან სიბინძურეშიო...
მასწავლებელსაც კი გაეცინა! უკვე მრცხ... – ბავშვმა ენას
კბილები ისე ძლიერად მოუჭირა, მგონი, სისხლიც
წამოუვიდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
მეექვსეკლასელი კი იყო, მაგრამ უკვე ბევრი რამის
მიხვედრა შეეძლო, თუკი მოინდომებდა. მამას სახე
დაემანჭა – ბავშვი თვალებში ვერ უყურებდა – ყოველ
ახალ წამს, ახალი ნაღვერდალი ემატებოდა მის გულს და
ვაი, რომ სულსაც! მაგრამ გიორგიზე წამითაც არ
გაბრაზებულა. როგორ უნდოდა ეთქვა, რომ მასზე არ
ბრაზდებოდა, როგორ უნდოდა ეთქვა, რომ საკუთარი
თავი ეზიზღებოდა, რადგან ცოლ-შვილს იმას ვერ
აძლევდა, რასაც სხვები აძლევენ (ან აძლევენ კი?),
როგორ უნდოდა ეთქვა, რომ საკუთარ სიცოცხლესაც
დათმობდა, ოღონდ გაღიმებული ენახა ისინი (მოიცა,
თქვენ გინდათ თქვათ, რომ არ თმობდა?).
მიწისქვეშა ადამიანები 71

სურდა ყველაფერი მოეყოლა, ყველაფერი – რომ


თავად დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამა კი
უვარგისი ჰყავდა, ამიტომაც წიგნებს კი არა, დაჟანგებულ
რკინებს ათრევდა პურის ფულისთვის მთელი ბავშვობა.
როგორ უნდოდა ეთქვა, რომ რაც ახლა მის შვილს
გააჩნდა, თავად მის ასაკში სანატრელი ჰქონდა, რომ მეტი
უბრალოდ არ შეეძლო, რომ უბრალოდ ყველაზე დიდი
სიმდიდრე, ოჯახის სიყვარული ჰქონდა და ეს უნდა
დაეფასებინა.
მაგრამ ვერ ეტყოდა, ბავშვი ვერ გაიგებდა ამ
ყველაფერს, მისი ერთადერთი სურვილი იმ მომენტში
„კაპიტანი ამერიკის“ ან „რკინის კაცის“ ფორმა იყო,
რომელიც მაღაროში არ იშოვებოდა. ვერ ეტყოდა, მაგრამ
როგორ უნდოდა. არ ასვენებდა მახათი გულში და ამ
მახათის უწვრილეს თავში გამავალი სიცოცხლის უფრო
წვრილი ძაფის სისუსტე.
უნდოდა მაღაროელ მამას ბოდიშის მოხდა და
ტირილი შვილის კალთის ქვეშ, მაგრამ რაღაც აკლდა. ეს
„რაღაც“ მალევე გამოჩნდა, როდესაც ბავშვმა დანანებით
თქვა – „გავაცდენ სკოლას, ვითომ ცუდად ვიყავი და ეგ
იქნება, მაინც შევეჩვიე რომ არაფერი მაქვს“.
მამამ თვალები დახუჭა, რომ გაახილა მიხვდა,
ვეღარფერს შეიკავებდა, შვილს მიეჭრა, საწოლზე დასვა
და ამოხეთქა თორმეტი წლის დაგროვილმა უთქმელობამ,
გეგონება მიწით გაბერილ სუსტ ქვას წერაქვი ჩაარტყესო
და... და გადმოიფრქვა (თუმცა მიწა არა)...
ნიკა კილტავა
ანუკი ლაბაძე
72

ის ღამე მამამ უძილობაში, შვილმა – ტირილში, დედამ


– ლოცვაში გაატარა.
გათენდა. მართლა გათენდა!
წინა დღის გამო სტკიოდა თავიც, გულიც და სულიც
მამას. მეტი მოთმინება მართებდა, ბავშვს არ უნდა გაეგო
ის, რაც გაიგო. ამას აჯობებდა შეზიზღებოდა – რომ გაიზრ-
დებოდა თავად, მაშინ ხომ ისედაც გაიგებდა?! რატომ
დაუმძიმა ორმაგად სული?! არ წახვიდე დღეს, დაისვენე –
ემუდარა თვალებჩასიებული ცოლი. კაცის პასუხი კი მის
მზერაშივე იკითხებოდა, მაგრამ...
მაგრამ?
ოთახიდან მისი შვილი გამოვიდა, დახეული შარვლით
(იმაზე კი მუდამ დაიფიცებდა დედაც და მამაც, რომ
შვილისთვის დახეული შარვალი არასდროს, არასდროს
მიუცათ), – თვალი ააყოლეს, ბავშვს ტანზე თხელი, მწვანე
ჟილეტი აცვია, სახე სრულიად მურით აქვს მოთხუპნული,
თავზე ჩაფხუტი ახურავს, ხელში კი თავის წონა წერაქვი
დაუჭერია.
გაოგნებული მამა და გაოცებული დედა შესცქერიან
ხან ერთმანეთს, ხან – შვილს.
– დედა, გთხოვ ორი ნაჭერი პური ჩამიდე პარკში,
სკოლისთვის.
– სკოლისთვის? ეგრე მიდიხარ... სკოლაში?
– მე მივხვდი, მე მართლა ყველაფერს მივხვდი – თქვა
გიორგიმ და მამას მორიდებულად შეხედა.
მიწისქვეშა ადამიანები 73

– რას მიხვდი? – მაინც გაეცინა მამას, გიორგი კი


მორცხვად მიუახლოვდა. – რას და დღეს ყველას სუპერ-
გმირების ფორმები ეცმევათ, მე კი მივხვდი, რომ შენ ხარ
ჩემი სუპერგმირი, საუკეთესო სუპერგმირი! ყველამ იცო-
დეს, როგორი მამა მყავს!
ცრემლებმა დაბზარული იატაკი დანამეს და თითქოს
ამოავსეს. უძლური იყო ყველა სიტყვა და ქმედება, გარდა
ჩახუტებისა. ის ხიჭვები დედას ძალდატანების გარეშე
მოშორდა გულიდან და პირვანდელზე ლამაზი სახით
შეუხორცდა, მამამ კი თავადაც არ იცოდა, რა იგრძნო
(ალბათ ისეთი რამ, რაც არასდროს უგრძვნია).
თავიდან არ უნდოდათ, მაგრამ მაინც გაუშვეს შვილი
სკოლაში, თუმცა წერაქვი დაატოვებინეს.
გიორგი სკოლაში სიტყვით წარსდგა:
„მე მაღაროელის შვილი ვარ! მაღაროელის შვილი
ვარ და ვამაყობ! სიამაყით ვარ სავსე, რადგან საუკეთესო
მამა მაჩუქა ღმერთმა. მე ვამაყობ და მიყვარს მამაჩემის
შავი ხელები, მუქი სახე, დახეული ტანსაცმელი. მიყვარს,
როდესაც დაღლილი მოდის სამსახურიდან და მაინც
მეკითხება, როგორი დღე მქონდა სკოლაში. მიყვარს,
რადგან მაჩუქა სიცოცხლე არა მხოლოდ ჩემი, არამედ
საკუთარიც. თანაც დაუფიქრებლად! სწორედ მამაჩემია
გმირი ჩემი, ყველაზე ძლიერი. მისი თვალები ალბათ
სამყაროს გადაარჩენდა!“. მთელმა კლასმა (ლუკამაც კი)
იტირა. მეტი რა გითხრათ? აკი გაგაფრთხილეთ, გიორგი
ნიკა კილტავა
ანუკი ლაბაძე
74

მეექვსე კლასშია, მაგრამ ბევრ რამეს ხვდება, თავად თუ


მოინდომებს მეთქი.

მამა იმ დღეს მაინც წავიდა სამსახურში,


დედამ კი ისევ ღმერთს მიაკვლია ლოცვებით.
თუნდაც ამ დღეს ქვებს ჩაეტანა მამა, მაინც ბედნიერი,
კმაყოფილი და, რაც მთავარია, ვალმოხდილი წავიდო-
დოდა ამ ქვეყნიდან – თავისი შვილისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი – ადამიანობა უსწავლებია, მისი გული
უძლიერესი რაღაცით აუვსია!
იქნებ ღირდა, ასეც მომხდარიყო, იქნებ ღირს ბევრი
უთქმელი სიტყვა ითქვას და ხალხმაც გაიცნოს ნამდვილი
სუპერ-გმირები?
4 მარტი 2021
მიწისქვეშა ადამიანები 75

იქ რა მინდოდა

სად ვიყავ, ნეტავ, იქ რა მინდოდა,


დავტოვე ყველა, გრძნობა და დარდი,
მიწად ამოსულს თვალს მიბრმავებდა,
მთვარის მორიგი, უაზრო რკალი.
მზედ მეჩვენება მე მისი პირით
განათებული ეს გზა და კვალი,
ნეტავ იცოდეთ, ნეტავ მიგრძნობდეთ,
რად მიღირს ჩემი ყოველი წამი.
წერაქვი ხელში – კედლის საჩიჩქნად,
ჩაფხუტი – თავზე. ნახეთ, არ მიცავს!
არ კმარა მხოლოდ თავზე საფარი,
აგერ, ჭრილობა კოპებს გახლიჩავს!
იმ წყეულ ღამეს ქვები დაცვივდა,
ნელა, ბიჭოო! – კახიც აყვირდა,
ძლივს გადავურჩი, სული შევწირე,
კინაღამ დარდმა გამინაპირა.
რა მადარდებდა?
ან რა მინდოდა?
სიცოცხლის ფასად ქვაბულში ზიდვა.
მერე ყოველღამ იმ შიშით ყოფნა,
რომ სახლში მრთელი, მე ვეღარ მივალ.
ცოლი და შვილი! მე ამას გეტყვით,
ეს არის ჩემი სადარდებელი,
რა ეშველებათ, მე რომ ჩამყლაპოს
76 ნიკა კილტავა
ანუკი ლაბაძე

მიწამ, ჰადესის შავ სადარაჯომ?


დამრჩება ვაჟი, წელგაუშლელი,
ცოლი მუდამჟამ, შავგაუხდელი,
მაგრამ რა ვუყო, ასე მოეწყო,
რომ არ წავიდე, ამ გულს რა ვუყო?!
ვიჯდე სახლში და ისინი განზრახ,
მშიერი კუჭით, თვალწინ დავხოცო?
მიწისქვეშა ადამიანები 77

მარიამ ქალებაშვილი

30 წლის,
ინგლისურენოვანი
გიდი, მოლაშქრე
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის
მაგისტრანტი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

* * *
„პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“,
და კიდევ: „ღირსია მუშაკი
თავისი საზღაურისა“
(1 ტიმ, 5;18)
როგორი ყური მოვაბა
სათქმელს,
რომ გულისყური მივიპყრო
შენი? მარიამ ქალებაშვ

ვერც გარეგნობით მოგტაცებ


მზერას,
არც თვალთა ფერით
გამოვირჩევი.
ოხ, ეს თვალები ბნელით
სავსეა!
მარიამ ქალებაშვილი
ანუკი ლაბაძე
78

წკვარამ ღრმულებში ნახშირს ვაგროვებ,


სუნთქვა სულ ბეწვის ხიდზე ჰკიდია,
უკეთესი აქვთ ბედი მათხოვრებს.
იცი, ჩივილსაც გადავეჩვიე,
კაცი ვარ, უნდა ვზიდო ჭაპანი.
მაგრამ მაკვირვებს მტერს გამოუცნობს,
ბრძოლის გარეშე რატომ ჩავბარდი.
იქნებ ველოდი, რომ ცეცხლის მფრქვეველ
რქადაგრაგნილ ხარს გამოუშვებდნენ?
მაგრამ გმირობა ახლა ისაა,
სიტყვის მოწვდენას მანდეთ თუ შევძლებ.
თუ მოგახედებ, თუ ჩამოგიყვან
ჩაცმულ-დახურულს ჩემს ბრძოლის ველზე.
მე აგიჩუყებ გულს, როცა მნახავ,
სამართალს როგორ წყვდიადში ვეძებ.
გაგეცინება, რომ ის სინდისი
გადააწერეს ხელშეკრულებას –
მეკალოე ხარს პირს უკრავენ და
ეკითხებიან შეხედულებას.
ჰოდა, თუ გულის ყური აქეთ გაქვს,
შენი თვალებიც თუ მოვიზიდე,
ხელები ისე შევკრათ ყველამ, რომ
სიმართლემ პური ჭამოს დღისითვე.

***
საქართველო – ყელიდან რომ ამომდის ეს სიტყვა,
ყელი მესერება, ხმა მეკარგება და ვშეშდები, თითქოს
დაისრული შვლის ნუკრი მომლანდებოდეს.
რა უნდა ვუყო ამ სიტყვას –
რთველაჩეხილს,
მიწისქვეშა ადამიანები 79

ველჩაქვავებულს?
ალბათ, ვინც ყოველ დილას თაფლს და ჩიტის რძეს
მიირთმევთ,
აღარ გაწუხებთ ამ სიტყვის თქმა ისე ძლიერად, ანაც
საერთოდ.
არ იფიქროთ, რომ მაგ ჩიტის რძეს გამუნათებდეთ.
სხვები ალბათ აღარც წარმოვსთქვამთ,
რა საჭიროა თვითგვემა…

საქართველო!
გაჩეხილი ტყის სული აბელის სისხლივით შეჰკივის
უფალს.
ქალაქამდე აღწევს მთის მოთქმა,
ქალაქი სულს ვერ ითქვამს,
დედამთა წამლად ვეღარ ედება უძღებ შვილთა
წყლულს.
დედაქალაქში კუპრის სუნი დგას,
და კუპრისმცველებს ღვთისმსახურებიც ვერ აღელვებენ,
ვერ აჩქარებენ იმათ მოკალულ გულს.

საქართველო!
რა ხდება მოჩახჩახე ფანჯრების იქეთ,
რომლის რაფებიდანაც ლამაზ-ლამაზ ყვავილებს
ქუჩისკენ მოუქცევიათ ყელი?
წარბაწეული ფრონტონი და
შუბლშეჭმუხნული თაღი მიხმობენ ჩაის დასალევად
არავის სახლში.
არავის სახლში სიმშვიდეა და ძველად განებივრებულ
წიგნებს დაავიწყდათ ხელების სითბო.
მარიამ ქალებაშვილი
ანუკი ლაბაძე
80

გახვითქული ატლასები დასცქერიან კუპრისმცველებს და


ამაოდ ითხოვენ წყალს.

საქართველო!
ჰე, თქვი, ჰელიოს, ვინ მიმართოს მას და წინ არ
დახვდეს მისი სიმდიდრე,
გასაბნევი და ერთი-ორ ვერცხლზე გადასაცვლელი,
როგორც დედალი კვირის ბაზარში,
გადამყიდველის დახლზე დაბრძანებული,
ყვითელი ყვავილით დაფერუმარილებული –
აბა, იყიდეთ საუკეთესო, 37-ში დაკლული და
გამოშიგნული.
შაგრენის ტყავივით დაპატარავდა თავისუფლება
და უკვდავების ბოლო ნაგლეჯი ასვენია წმინდა
ტრაპეზზე.
საჩვენებელი თითი, მოჭრილი და ძაღლებისთვის
გადაგდებული,
აიღო ღმერთმა, კიდევ უფრო დაიგრძელა თავისი თითი
და ჩაძინებულ სინდისისკენ გამოიშვირა.

საქართველო!
ყელიდან რომ ლოცვასავით ამომდის ეს სიტყვა,
ალბათ ფიქრობთ თაფლის გემო უნდა მრჩებოდეს,
მაგრამ არა,
ყელი მესერება, ხმა მეკარგება და ვშეშდები თითქოს
დაისრული შვლის ნუკრი მომლანდებოდეს.
მიწისქვეშა ადამიანები 81

ნათია ქურციკიძე

29 წლის
ფილოლოგი

„პოეზიის აფთიაქის“
წევრი

(თვრა)მეტი სიცოცხლე

მზეს შორდება, ხუთასი მეტრი


მიწის ქვემოთ, –
ჟანგმოკიდებული ,,ვაგონები”...
თვრამეტ სიცოცხლეს იტევს
ლიფტი,
რომელსაც არც სული აქვს და
არც შეგრძნებები,
თვრამეტი სიცოცხლე ბეწვზე
ჰკიდია,
82 ნათია ქურციკიძე
ანუკი ლაბაძე

მაგრამ ყველას ჰყავს ვიღაც, ვის გამოც უნდა


გარისკოს,
ვინც მსხვერპლად ღირს.
ხუთასი მეტრი მიწის ქვემოთ,
თვრამეტი სიცოცხლე და თვრამეტი იმედი.
ქვესკნელიდან ხმა არ ისმის...
არც იმ აფეთქებების ხმა გაუგია ქალაქს,
ჩემი მეგობრები რომ გაიყოლა, –
სულ თითო-თითოდ, ერთმანეთს მიყოლებით.
სიკვდილი სასტიკია და უშეღავათო...
ამ სიცოცხლეებს ხშირად პოლიეთილენში
ათავსებენ,
თხევადია მათი მყარი სხეულები, –
ვიღაცის შვილის, ვიღაცის მამის, ვიღაცის
მეგობრის.
ტაძარში დაასვენეს ჩემი მეგობარი, უხელოდ,
ხელი დასაფლავების დღეს იპოვეს და ისე
ჩააყოლეს,
როგორც რაღაც მისგან განცალკევებული საგანი.
ჩემს მეგობარს სამი შვილი ჰყავს,
მისი სიცოცხლე ათი ათასი ლარი ღირდა.
– ასე გვითხრეს ჩვენ
და ასე უთხრეს სამი მცირეწლოვანი შვილის დედას,
– პატარა გოგოს.
მეშახტებს უყვართ ის, რასაც ყველაზე ხშირად
კარგავენ,
მიწისქვეშა ადამიანები 83

ელოლიავებიან, სულს უბერავენ –


სიცოცხლე....
ერთმანეთისა – უფრო ხშირად,
ვიდრე – საკუთარი.
მათ პატარა, წვიმიან ქალაქში,
ფერები დაიხოცნენ,
იმდენი სიშავეა, უხერხულია, ფერადი იყოს
ქალაქი...
84 ანუკი ლაბაძე

გარეკანი
ნათია კაპანაძის ნახატი „შიში“

gamomcemloba `universali~
Tbilisi, 0186, a. politkovskaias #4. : 5(99) 33 52 02, 5(99) 17 22 30
E-mail: universal505@ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com

You might also like