You are on page 1of 247

ნილ გეიმანი

სასაფლაოს წიგნი

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი

2
სასაფლაოს ბოლოსაო,
მკვდარი ჭამდა ბოლოკსაო,
აქ არაფერი ებადა,
იქ თავს იცემს ჭოლოკსაო.

გააგორე კამათელი,
არავინ და არაფერი.

ტრადიციული საბავშვო გათვლა

3
კაცი, სახელად ჯეკი, გასასვლელთან შეყოვნდა.

4
თავი პირველი - როგორ მოხვდა არავინ სასაფლაოზე

სიბნელეში გამოჩნდა ხელი, რომელსაც დანა ეჭირა. იარაღს ძვლის


შავი, პრიალა ტარი და სამართებელზე თხელი, ბასრი პირი ჰქონდა.
ასეთი დანით დაჭრას ადამიანი მაშინვე ვერ გრძნობს.
დანამ ამ სახლში თავისი საქმე თითქმის დაასრულა – ტარიც და პი-
რიც სველი ჰქონდა. შესასვლელი კარი, საიდანაც დანის პატრონი სახ-
ლში შეიპარა, ჯერ კიდევ ოდნავ ღია იყო. ღრიჭოდან სახლში ღამეული
ნისლის წვრილი ნაკადი იღვრებოდა.
კაცი, სახელად ჯეკი, გასასვლელთან შეყოვნდა. მარცხენა ხელით შა-
ვი პალტოს ჯიბიდან დიდი, თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, ზედ ხელთათ-
მანიანი მარჯვენა ხელი და დანა შეაწმინდა და ისევ შეინახა. ნადირობა
თითქმის დასრულებული იყო. ქალი – საწოლში, კაცი – საძინებელი
ოთახის იატაკზე, უფროსი შვილი – ბდღვიალა ფერებში შეღებილ საძი-
ნებელში, სანახევროდ აწყობილი კონსტრუქციითა და სათამაშოებით
გარშემორტყმულები იწვნენ. მხოლოდ ერთი დარჩა – უმცროსი ბავშვი,
თითქმის ჩვილი. იმასაც მოუვლიდა და ჩათვალე, ამოცანაც შესრულებუ-
ლი იყო. მკვლელმა თითები გაატკაცუნა. კაცი, სახელად ჯეკი, უპირვე-
ლეს ყოვლისა, პროფესიონალი იყო, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე
მიაჩნდა – სამუშაოს დასრულებამდე თავს გაღიმების უფლებას არ აძ-
ლევდა.
მუქი თმა და თვალები ჰქონდა, ხელებზე ბატკნის ტყავის შავი, უნატი-
ფესი ხელთათმანები ეცვა. ჩვილის ოთახი სახლის ბოლო სართულზე
იყო. კაცი, სახელად ჯეკი, კიბეზე ავიდა. ხალიჩით მოგებულ საფეხურებ-
ზე უხმაუროდ მიაბიჯებდა. შემდეგ სხვენის კარი გააღო და შევიდა. ფეხზე
შავი ფერის, ტყავის ფეხსაცმელი ეცვა, ისე გაეპრიალებინა, მუქი ფერის
სარკისა გეგონებოდათ. შიგ პაწაწინა ნახევარმთვარე ირეკლებოდა. ნამ-
დვილი მნათობი ფანჯარაში ანათებდა. მის ისედაც მკრთალ სხივებს ნის-
ლი კიდევ უფრო ბურავდა, მაგრამ კაცი, სახელად ჯეკი, თავის საქმეს

5
კაშკაშა სინათლის გარეშეც მშვენივრად შეასრულებდა. მთვარის შუქი
მისთვის სრულიად საკმარისი იყო.
საწოლს მაღალი, რიკულებიანი მოაჯირი ჰქონდა, ბავშვი რომ არ
გადმოვარდნილიყო. ჯეკი ლოგინში თავს, სხეულსა და ხელ-ფეხს ხედავ-
და.
კაცი დაიხარა, მარჯვენა, დანიანი ხელი აღმართა, პატარას მკერდში
დაუმიზნა და... ისევ ჩამოუშვა.
საწოლში სათამაშო დათუნია იწვა.
ბავშვი სადღაც გამქრალიყო.
ჯეკისთვის მთვარის მკრთალი შუქი სავსებით საკმარისი იყო.
ნათურის ანთება არ უნდოდა.
არც იყო საჭირო. მას თავისი მეთოდები ჰქონდა.
კაცმა, სახელად ჯეკმა, ჰაერი მოყნოსა. ქუჩიდან შემოყოლილი სუნის-
თვის ყურადღება არ მიუქცევია, არც სხვა უმნიშვნელო არომატები ჩაუგ-
დია რამედ, იმ სუნს ეძებდა, რომელიც საქმეში დაეხმარებოდა. ეს იყო
ბავშვის სუნი – ერთმანეთში ირეოდა რძისა და შოკოლადის ნამცეცე-
ბიანი ნამცხვრის, ბავშვის შამპუნისა და რაღაც პატარა, რეზინის საგნის
სუნი. თავიდან იფიქრა, სათამაშო უნდა იყოსო, მაგრამ არა, უფრო საწო-
ვარა, რომელიც მას სულ თან ჰქონდა. ამ არომატებს ერთვოდა ჩასვე-
ლებული საფენების მკვეთრი, მჟავე სუნი.
ბავშვი სადღაც აქ იყო, მაგრამ არ ჩანდა. კაცი, სახელად ჯეკი, სუნებს
გაჰყვა და ვიწრო, მაღალი სახლის შუაში მდებარე კიბეს დაუყვა. პირ-
ველ სართულზე სააბაზანო, სამზარეულო და საკუჭნაო შეამოწმა. ბო-
ლოს ჰოლიც დაათვალიერა, მაგრამ ვერც იქ იპოვა რამე საოჯახო ვე-
ლოსიპედების, პროდუქტების ცარიელი ჩანთების გროვისა და იატაკზე
დაგდებული ბავშვის საფენის გარდა. ქუჩიდან კარის ღრიჭოში ნისლის
დაძენძილი ნაკადი შემოდიოდა. კაცს, სახელად ჯეკს, იმედგაცრუებისა
და ამავე დროს, კმაყოფილების ოხვრა აღმოხდა, დანა ბუდეში შეინახა,
გრძელი ლაბადის შიდა ჯიბეში ჩააცურა და ქუჩაში გავიდა.
გარეთ მთვარის ნათელსა და ლამპიონების ციმციმს ნისლის სქელი
ფენა ბურავდა. ღამის ბინდბუნდში ყველაფერს ავისმომასწავებელი იერი
დასდებოდა.
6
კაცმა გორაკის ძირი მოათვალიერა, შემდეგ მზერით გადასწვდა შიგ-
ნიდან განათებულ, დაკეტილ მაღაზიებსა და ქუჩას, რომელიც ზემოთ
მიემართებოდა. ერთ რიგად ჩამწკრივებული მაღალსართულიანი სახ-
ლების იქით, სიბნელეში, ძველი სასაფლაოს კონტურები იკვეთებოდა.
კაცმა, სახელად ჯეკმა, ჰაერი მოყნოსა და გორაკს აუჩქარებლად აუყ-
ვა.

როდესაც ბავშვმა სიარული დაიწყო, მშობლები ძალიან გახარებულე-


ბი იყვნენ, მაგრამ ახალი თავსატეხიც გაუჩნდათ – პატარა ყველგან
დაუღალავად დაძვრებოდა.
იმ ღამეს ბავშვი რაღაცის იატაკზე დავარდნის ხმამ გამოაღვიძა და
რადგან ძილი ვერაფრით შეიბრუნა, საწოლიდან გადმობობღება გადაწ-
ყვიტა. იმასაც ისეთივე მაღალი მოაჯირი ჰქონდა, როგორიც მანეჟს, რო-
მელიც ქვედა სართულზე იდგა, მაგრამ ბიჭუნა დარწმუნებული იყო, გად-
მოსვლას შეძლებდა, უბრალოდ, დასაყრდენი სჭირდებოდა... მან დიდი,
ოქროსფერი დათუნია საწოლის კუთხეში დადო, პაწაწინა ხელებით რი-
კულებს მოეჭიდა, ცალი ფეხით – სათამაშოს უკანა თათებზე, მეორით კი
თავზე დაეყრდნო, წამოდგა, მოაჯირზე გადაეკიდა და პირდაპირ იატაკზე
დაყრილი რბილი სათამაშოების გროვაზე მოადინა ზღართანი. ზოგი
მათგანი დაბადების დღეზე აჩუქეს, რომლის შემდეგ ექვსი თვეც არ გასუ-
ლიყო, ზოგი კი უფროსი დისგან ერგო. როდესაც იატაკზე აღმოჩნდა,
ერთი პირობა დააპირა აღრიალებულიყო, მაგრამ თავი შეიკავა – თუ
იტირებ, მოვლენ და ისევ საწოლში ჩაგაწვენენ.
ბიჭუნა ოთახიდან გამობობღდა.
კიბეზე ასვლა საკმაოდ რთული საქმე იყო და ჯერ ბოლომდე ათვისე-
ბული არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ჩასვლა იყო იოლი: სქელ საფენებში
გახვეული ტაკოთი მშვენივრად გადადიოდა საფეხურიდან საფეხურზე.
პირში საწოვარა ედო, მიუხედავად იმისა, რომ დედამისის აზრით, საამი-
სოდ უკვე დიდი იყო.
საფეხურებზე ხტუნვისას საფენი გაიხსნა და როდესაც ბიჭუნა საბოლო-
ოდ პატარა ჰოლში აღმოჩნდა, საერთოდ მოსძვრა. ბავშვი ფეხზე წა-
მოდგა და საფენს გადააბიჯა. ახლა მხოლოდ ღამის პერანგი ეცვა. მისი
7
ოთახისა და ოჯახისკენ მიმავალი კიბე უკვე გადაულახავ დაბრკოლებად
იქცა, მის წინ ოდნავ შეღებული კარი კი ქუჩაში ეპატიჟებოდა...
ბიჭუნა წამიერი ყოყმანის შემდეგ გარეთ გავიდა. ნისლი დიდი ხნის
უნახავი მეგობარივით შემოეხვია. პატარა ჯერ გაუბედავად, შემდეგ კი
სულ უფრო სწრაფად და გაბედულად აუყვა გორაკს.

ნისლი თანდათან გაიფანტა. ზემოდან ნაკლული მთვარე ანათებდა.


ისეთი სინათლე არ იყო, როგორიც დღისით, მაგრამ სასაფლაო ჩანდა.
შეხედეთ.
რას ხედავთ? მიტოვებულ სამლოცველოს, რომელშიც ერთ დროს
დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა, ახლა კი რკინის კარზე ბოქ-
ლომი ადევს. გუმბათის წვერს ორივე მხრიდან სურო შემოხვევია. სახუ-
რავზე, საწვიმარ ღართან, პატარა ხე ამოზრდილა. ქვემოთ ჩანს საფლა-
ვის ქვები, აკლდამები და მემორიალური დაფები. ხან ბაჭია, ხანაც თაგვი
გამოცუნცულდებიან ხოლმე, უფრო იშვიათად სოროდან თრითინა ამოძ-
ვრება და საფლავებს შორის ბილიკზე გადაირბენს.
აი, რას დაინახავდით მთვარის შუქზე, იმ საღამოს იქ რომ ყოფილიყა-
ვით.
სამაგიეროდ, ვერ დაინახავდით მთავარი კარიბჭის ახლოს ბილიკზე
მიმავალ ფერმკრთალ, მსუქან ქალს; მაგრამ რომ დაგენახათ და წამით
მზერა შეგეჩერებინათ მასზე, მიხვდებოდით, რომ ეს მხოლოდ მთვარის
ნათება, კვამლი და აჩრდილი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მსუქანი,
ფერმკრთალი ქალი იქ იყო და საფლავის გადაბრეცილ ქვებს შორის ბი-
ლიკზე მთავარი კარიბჭისკენ მიდიოდა.
შესასვლელი დაკეტილი იყო. ზამთრობით დღის ოთხი საათის, ზაფხუ-
ლობით კი საღამოს რვა საათისთვის კეტავდნენ. სასაფლაოს ერთი
მხრიდან რკინის წვეტიანი მესერი ერტყა, დანარჩენ ნაწილს კი აგურის
მაღალი გალავანი იცავდა. მთავარ კარიბჭეზე რიკულები იმდენად
ახლო-ახლო იყო განლაგებული, არამცთუ მოზრდილი, ათი წლის ბავ-
შვიც ვერ გაეტეოდა.
– არავისია! – დაიძახა ფერმკრთალმა ქალმა. მისი ხმა ქარისგან
დარხეული მაღალი ბალახის შრიალს ჰგავდა.
8
– გამოდი, არავისია და ამას შეხედე!
ქალი დაიხარა და მიწაზე რაღაცის თვალიერებას მოჰყვა. მას მიუახ-
ლოვდა აჩრდილი, რომელსაც ჭაღარაშერთული თმა და ორმოცს გადა-
ცილებული კაცის შესახედაობა ჰქონდა. ჯერ ცოლს შეხედა, შემდეგ თვი-
თონაც იმ რაღაცას დააკვირდა და თავი მოიქექა.
– ქალბატონო არავისია, – მიმართა ქალს, რადგან ის ახლანდელზე
ბევრად უფრო ზრდილობიან ეპოქაში ცხოვრობდა, – ეს ის არის, რაც მე
მგონია?
ამ დროს ქმნილებამ, რომელსაც ის გულისხმობდა, როგორც ჩანს, მი-
სის არავისია დაინახა და პირი დააღო. რეზინის საწოვარა მიწაზე და-
ვარდა. ბიჭუნამ პაწია, პუტკუნა ხელი ზემოთ ასწია, თითქოს ცდილობდა,
რადაც უნდა დასჯდომოდა, მისის არავისიას ფერმკრთალი თითი ჩაებ-
ღუჯა.
– მეჩვენება თუ ეს მართლა ბავშვია?! – იკითხა მისტერ არავისიამ.
– რა თქმა უნდა, ბავშვია, – უპასუხა ცოლმა, – საკითხავი ის არის, აქ
როგორ მოხვდა.
– ზუსტად რომ საკითხავია, ქალბატონო არავისია, – წარმოთქვა
ქმარმა, – თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება. უცილობელი ფაქტია, რომ ეს ბავ-
შვი ცოცხალი გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მასთან საქმე არ
გვაქვს, ის ჩვენს სამყაროს არ ეკუთვნის.
– შეხედეთ, რა საყვარლად იღიმება! – წამოიძახა ქალბატონმა არავი-
სიამ და თავისი უხორცო ხელი ბავშვს ოქროსფრად შეღინღლულ თავზე
გადაუსვა. პატარა აღტაცებისგან ახითხითდა.
სასაფლაოზე სუსხიანმა ქარმა დაუბერა და ნისლი ქვემოთ, გორაკის
დამრეცი კალთებისკენ გადარეკა (სასაფლაო გორაკის წვერზე შეფენი-
ლიყო, ბილიკები ზემოთ-ქვემოთ მიემართებოდნენ და ერთმანეთში იხ-
ლართებოდნენ).
ხმაური:
ვიღაც სასაფლაოს მთავარ კარიბჭეს ეჯაჯგურებოდა. ძველი ჭიშკარი
თავის ტლანქ ბოქლომსა და მასზე მიბმულ ჯაჭვთან ერთად ზანზარებდა
და ღრჭიალებდა.

9
– ხედავ? – თქვა მისტერ არავისიამ, – ბიჭუნას მშობლებმა მოაკითხეს,
რათა საყვარელი ოჯახის წიაღში დააბრუნონ. ხელი გაუშვი, – დაამატა
მან, რადგან დაინახა, რომ მისის არავისიას ბავშვისთვის თავისი უხორცო
მკლავები შემოეხვია და ნაზად უყვავებდა.
მისის არავისიამ თქვა, იმ ადამიანს ოჯახის არაფერი ატყვიაო. გრძელ
ლაბადაში გამოწყობილი კაცი ჭიშკარს მოეშვა და გვერდით პატარა შე-
სასვლელის ძებნას შეუდგა. წინა წელს სასაფლაოზე ვანდალიზმის ფაქ-
ტები მოხდა. ამის შემდეგ ქალაქის საბჭომ შესაბამისი ზომები მიიღო.
– არ გეკადრებათ, ქალბატონო არავისია! ბავშვს ხელი გაუშვით. აი,
ასე! კარგია! – თქვა მისტერ არავისიამ. უეცრად უცნაური აჩრდილი შეამ-
ჩნია და გაკვირვებისგან პირი დააღო, მაგრამ თითქოს ენა გადაყლაპაო,
სიტყვაც კი ვერ დაძრა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მისტერ არავისია მოჩვენებამ ასე როგორ
შეაშინაო და მართალიც იქნებით, ისა და მისი ცოლი ხომ თვითონაც
გარდაცვლილები იყვნენ და რამდენიმე ასეული წელი მოჩვენებებთან
ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო – გაფუჭებული ტელევი-
ზორის ეკრანივით ნაცრისფერი, უხეში, უსწორმასწოროკიდეებიანი ფორ-
მის მოჩვენება, რომელიც ერთიანად ანათებდა, უძლიერეს ემოციებს გა-
მოსცემდა. მისი აღელვება არავისიებსაც გადაედო. მოჩვენება სამი –
ორი დიდი და ერთი მომცრო – სილუეტისგან შედგებოდა. ერთი მათგანი
ყველაზე გამოკვეთილი იყო, დანარჩენი ორი – გადღაბნილი, მოციმციმე
ლაქებიანისგან შემდგარი. მკვეთრმა სილუეტმა წარმოთქვა:
– ჩემი შვილი! ის ჩემს შვილს მოსაკლავად მოსდევს!
ჭიშკარი ისევ შეაზანზარეს. კაცი ცდილობდა, წითელი აგურის მაღალ
გალავანთან ნაგვის მძიმე, ლითონის კონტეინერი მიეთრია.
– უშველეთ ჩემს ბიჭუნას! – იძახდა მოჩვენება. მისის არავისია მიხვდა,
რომ ეს იყო ქალი – ბავშვის დედა.
– თქვენ რამე დაგიშავათ? – ჰკითხა უცნაურ მოჩვენებას მისის არავი-
სიამ, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ მოჩვენება მის ნათქვამს
გაიგონებდა. "საწყალი, ახალი გარდაცვლილია", გაიფიქრა ქალმა. ყო-
ველთვის უფრო ადვილია შენი სიკვდილით მოკვდე და გარკვეულ
დროს გაიღვიძო იქ, სადაც დაგმარხავენ, სიკვდილთან მორიგდე და სა-
10
საფლაოს სხვა მცხოვრებნი გაიცნო. ეს არსება კი ერთიანად მოეცვა
შფოთვასა და შიშს თავისი შვილის გამო. პანიკას, რომელსაც ის განიც-
დიდა, არავისიები დაბალი სიხშირის კივილად აღიქვამდნენ. როგორც
ჩანს, ეს ბგერები სხვებმაც გაიგონეს – სასაფლაოს ყოველი კუთხიდან
მათკენ ფერმკრთალი ფიგურები მოემართებოდნენ.
– ვინ ხართ? – ჰკითხა უცნაურ მოჩვენებას კაიუს პომპეუსმა. მისი საფ-
ლავის ქვა დიდი ხანია ქარსა და წვიმას გამოეხრა და უფორმო ლოდად
ექცია. იგი ორი ათასი წლის გარდაცვლილი იყო. სიკვდილის წინ დაიბა-
რა, მისი ნეშტი რომში არ გადაესვენებინათ და აქ, ამ გორაკზე, მარმა-
რილოს აკლდამაში დაეკრძალათ. დღესდღეობით ის აქაურებს შორის
ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მკვდარი იყო. პომპეუსი თავის მოვა-
ლეობებს სერიოზულად ეკიდებოდა.
– თქვენ აქ მარხიხართ? – ჰკითხა მან ქალს.
– რა თქმა უნდა, არა! – უპასუხა მისის არავისიამ, – არ ეტყობა, რომ
ახლახანს გარდაიცვალა?
მოჩვენებამ ქალის სილუეტს მკლავი გადახვია და დაბალ ხმაზე ში-
ნაურული საუბარი გაუბა. ყოველნაირად ცდილობდა, მშვიდად და
ალერსიანად ელაპარაკა.
მაღალი გალავნის იქიდან მძიმე საგნის დავარდნისა და ბრახუნის ხმა
გაისმა. ალბათ ნაგვის კონტეინერი წაიქცა. კაცი კედელზე მოძვრებოდა.
ლამპიონების ნისლით შებურულ შუქზე მისი სილუეტი ლაქასავით მოჩან-
და. კაცი გალავნის მეორე მხარეს გადმოცოცდა, ხელებით აგურებს ეჭი-
დებოდა, ფეხები რამდენიმე წამის განმავლობაში საყრდენის გარეშე, ჰა-
ერში ეკიდა. შემდეგ გალავნის კედელს ხელი უშვა და რამდენიმე ფუტის
სიმაღლიდან სასაფლაოს ეზოში ჩამოხტა.
– ყური მიგდეთ, საყვარელო, – უთხრა მისის არავისიამ ქალის ერთა-
დერთ დარჩენილ სილუეტს – დანარჩენი ორი უკვალოდ გამქრალიყო,
– თქვენი შვილი ცოცხალია, ჩვენ კი მკვდრები ვართ. აბა, ეგ როგორ იქ-
ნება?
გაკვირვებული პატარა ხან ერთს აცქერდებოდა, ხან – მეორეს, მაგ-
რამ ჰაერის გარდა ვერაფერს ხედავდა. ქალის სილუეტი სწრაფად
მკრთალდებოდა.
11
– კარგი, – უპასუხა მისის არავისიამ შეკითხვაზე, რომელიც მის გარდა
არავის გაუგონია, – თუ შევძლებთ, მოვუვლით, – შემდეგ მისტერ არავი-
სიას მიმართა: – თქვენ რა აზრის ხართ, არავისია? ამ პატარა ბიჭუნას
მამობას გაუწევთ?
– რაო? – იკითხა მისტერ არავისიამ და წარბი აზიდა.
– საკუთარი შვილი არასოდეს გვყოლია, – უთხრა ცოლმა, – ამ ბავ-
შვის დედა გვთხოვს, მისი შვილი დავიცვათ. თანახმა ხართ?
შავლაბადიანმა კაცმა წაიბორძიკა და საფლავის დამტვრეულ ქვებსა
და ბარდებს შორის ჩავარდა, მაგრამ უცებ წამოდგა და გზა უფრო
ფრთხილად განაგრძო. მხოლოდ წყნარად აუქშია ბუს, რომელიც ღამის
ჰაერში უხმაუროდ აიჭრა. კაცი ბიჭუნას ხედავდა და თვალებში გამარჯვე-
ბის ნაპერწკალი უბრწყინავდა.
არავისიამ შესანიშნავად იცოდა, რა ჰქონდა მის ცოლს გუნებაში, რო-
დესაც ასეთი ხმით ლაპარაკობდა. ტყუილად კი არ გაატარეს ერთად
ორას ორმოცდაათი წელი.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ცოლს, – ნამდვილად იცი?
– დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, – უპასუხა მისის არავისი-
ამ.
– მაშ, კარგი. შენ თუ იშვილებ, მე მამობას გავუწევ.
– გაიგონეთ? – ჰკითხა მისის არავისიამ ქალის მკრთალ სილუეტს,
რომელიც წამიც და, ჩაქრებოდა, კონტურებიღა ბრკიალებდა სუსტად,
დაახლოებით ისე, ზაფხულობით ელვა რომ გაკრთება შორეულ ცაზე.
ქალმა რაღაც უპასუხა და გაქრა. მისი ხმა მისის არავისიას გარდა არა-
ვის გაუგონია.
– ის აქ ვეღარასოდეს დაბრუნდება, – წარმოთქვა მისტერ არავისიამ,
– მეორედ უკვე თავის სასაფლაოზე გაეღვიძება ან სადმე, სადაც დაკ-
რძალავენ.
მისის არავისია ბიჭუნასკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა:
– მოდი ჩემთან, – უთხრა თბილად, – მოდი დედიკოსთან.
კაცმა, სახელად ჯეკმა, რომელიც დანით ხელში უკვე ბილიკზე მო-
დიოდა, დაინახა, როგორ შემოეხვია პატარას ნისლის ნაკადი და თან

12
წაიყოლა. იქ აღარავინ იყო – იმ ადგილას მხოლოდ მცირედი ორთქლი,
მთვარის შუქი და გათელილი ბალახი დახვდა.
კაცმა თვალები დაახამხამა და ჰაერი მოყნოსა. რაღაც მოხდა, მაგრამ
რა – ვერ ხვდებოდა. იმედგაცრუების ნიშნად მტაცებელი ცხოველივით
ბრაზიანად დაიღრინა.
– არის აქ ვინმე? – ყოველი შემთხვევისათვის დაიძახა კაცმა, სახე-
ლად ჯეკმა, იფიქრა, იქნებ ბავშვი აქვეა და უბრალოდ, რამეს მოეფა-
რაო. ხაფი და ავბედითი ხმა ჰქონდა, თითქოს თავისი ხმის თვითონაც
გაუკვირდაო. სასაფლაო დუმდა, არ სურდა საიდუმლო გაეცა.
– არის ვინმე? – ხელმეორედ დაიძახა, ალბათ იმ იმედით, რომ ბავ-
შვის ტირილს, მის მიერ ნათქვამ ერთი-ორ სიტყვას ან უბრალოდ, მოძ-
რაობას გაიგონებდა.
მოულოდნელად ხავერდოვანი ხმა მოესმა:
– ხომ არ დაგეხმაროთ?
კაცი, სახელად ჯეკი, საკმაოდ მაღალი ტანისა გახლდათ, მაგრამ უც-
ნობი მასზე მაღალი იყო. კაცს მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა, უცნობს –
უფრო მუქი ფერისა.
ადამიანებს, რომლებიც კაცს, სახელად ჯეკს, თავისი საქმიანობის
დროს წაასწრებდნენ (მას კი არ უყვარდა, როდესაც აწუხებდნენ), შფოთ-
ვა ეუფლებოდათ, თავს უხერხულად გრძნობდნენ ან გაუცნობიერებელი
შიში იპყრობდათ. ახლა კი თავად ის უცნობს ქვემოდან შესცქეროდა და
გრძნობდა, როგორ იზაფრებოდა.
– ერთ ვინმეს ვეძებ, – უთხრა უცნობს კაცმა, სახელად ჯეკმა, და ხელი
ლაბადის ჯიბეში ჩააცურა – დანა შეინახა, მაგრამ ისე, რომ საჭიროების
შემთხვევაში ადვილად ამოეღო.
– ღამით, დახურულ სასაფლაოზე? – ჩაეკითხა უცნობი.
– ბავშვი დავინახე, – უპასუხა კაცმა, სახელად ჯეკმა, – აქვე მივდიოდი.
უცებ ბავშვის ტირილი შემომესმა. ჭიშკარში შემოვიხედე და პატარა ბიჭუ-
ნა დავინახე. რა უნდა მექნა?
– მოხიბლული ვარ თქვენი სამოქალაქო შეგნებით, – თქვა უცნობმა, –
მაგრამ ეგ ბავშვი კიდევაც რომ გეპოვათ, გალავანზე როგორ გადაიყვან-
დით? ეს ხომ გამორიცხულია.
13
– ვიღაცას დავუძახებდი, რომ ჭიშკარი გაეღო, – უპასუხა კაცმა.
რგოლზე გასაღებებმა გაიჩხაკუნა.
– მართლა? სავარაუდოდ, ეს ვიღაც მე ვიქნებოდი, – თქვა უცნობმა,
ერთი დიდი გასაღები ამოარჩია და ჯეკს ანიშნა, უკან მიჰყოლოდა.
კაცი, სახელად ჯეკი, უცნობს გაჰყვა. ჯიბიდან დანა ამოიღო.
– როგორც მივხვდი, დარაჯი უნდა იყოთ.
– რა საინტერესო მოსაზრებაა... თუმცა, რატომაც არა? განსაკუთრე-
ბით საუბრის მანერით ვგავარ, – თქვა უცნობმა.
ისინი ჭიშკრისკენ მიაბიჯებდნენ. კაცი, სახელად ჯეკი, დარწმუნებული
იყო, რომ ყოველი ნაბიჯი ბიჭუნას აშორებდა, მაგრამ რა ექნა, გასაღები
დარაჯის ხელში იყო. დანის ერთი დარტყმა და დამთავრდა, მერე ის ბავ-
შვი თუნდაც დილამდე ეძებე.
კაცმა სიბნელეში დანა აღმართა.
– მე მგონი, მოგეჩვენათ, – თქვა უცნობმა ისე, რომ უკან არცკი მოუხე-
დავს, – ამ სასაფლაოზე ბავშვს რა უნდა. აქ როგორ მოვიდოდა? ჩიტი
იქნებოდა, შეიძლება კატამ ან მელამ გაირბინა. ქალაქის მესვეურებმა
ოცდაათი წლის წინ ეს ადგილი ოფიციალურად გამოაცხადეს ნაკრძა-
ლად. ეს სასაფლაოზე უკანასკნელი მიცვალებულის დასაფლავების
დღეს მოხდა. კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, მართლა ბავშვი
იყო თუ არა ის, რაც თქვენ დაინახეთ.
კაცი, სახელად ჯეკი, დაფიქრდა.
უცნობმა ჭიშკრის გვერდით კუტიკარი გამოაღო და დასძინა:
– ნამდვილად მელა იქნებოდა. ხანდახან ისე უცნაურად ჩხავიან... ად-
ვილად შეიძლება ადამიანის ხმას მიამგვანო. არა, ნამდვილად შეცდით.
ბავშვი, რომელსაც თქვენ ეძებთ, სადღაც სხვაგან იმყოფება. აქ არავი-
ნაა.
უცნობმა წუთით შეიცადა, სანამ მისი ნათქვამი კაცის, სახელად ჯეკის,
გონებამდე მივიდოდა და კუტიკარი ყურთამდე გააღო.
– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, – თქვა მან, – დარწმუნებული ვარ,
რასაც ეძებთ, სადმე სასაფლაოს გარეთ იპოვით.
კაცი, სახელად ჯეკი, გალავნის გარეთ აღმოჩნდა. უცნობი კი შიგნით
დარჩა, ჭიშკარი აუჩქარებლად დაკეტა და გასაღები შეინახა.
14
– თქვენ რას აპირებთ? – ჰკითხა უცნობს კაცმა, სახელად ჯეკმა.
– აქ კიდევ რამდენიმე ჭიშკარია, – უპასუხა უცნობმა, – ჩემი მანქანა
გორაკის მეორე მხარეს დგას. ჩემზე ნუ იღელვებთ. საერთოდ, ეს საუბა-
რი გასახსენებლადაც კი არ ღირს.
– მართლაც, – დაეთანხმა კაცი, სახელად ჯეკი, – ან კი რა გასახსენე-
ბელია.
მაინც გაახსენდა, როგორ ამოვიდა გორაკზე, როგორ ვერ გაარჩია
ბავშვი და მელა ერთმანეთისაგან და როგორ მიაცილა ზრდილობიანმა
დარაჯმა ჭიშკრამდე. დანა ისევ ძველ ადგილზე შეინახა.
– კარგი, – თქვა მან, – ღამე მშვიდობის.
– თქვენც მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, – მიუგო უცნობმა, რომელიც
ჯეკს მართლა დარაჯი ეგონა.
კაცი, სახელად ჯეკი, გორაკიდან ჩავიდა. იმედი ჰქონდა, სადმე ბავშვს
გადააწყდებოდა.
უცნობი სიბნელეში გაჰყურებდაა კაცს, სახელად ჯეკს, სანამ ეს უკანას-
კნელი თვალს არ მიეფარა. შემდეგ ღამეს შეერია და გორაკზე აღმართს
აუყვა. მანამ მიდიოდა, სანამ იმ ადგილს არ მიაღწია, სადაც ობელისკი
იდგა, ქვემოთ კი იდო საფლავის ბრტყელი ქვა წარწერით "ჯოსაია ვორ-
ტინგტონი". ერთ დროს ეს იყო ადგილობრივი ლუდის მეწარმე, პოლი-
ტიკოსი და ბარონეტი, რომელმაც სამასი წლის წინ ძველი სასაფლაო
და მისი მიმდებარე მიწები იყიდა და ქალაქს სამუდამო მფლობელობაში
გადასცა, თავისთვის კი საუკეთესო ადგილი აირჩია – ბუნებრივი ამფითე-
ატრი გორაკის თავზე, რომელიც მთელ ქალაქსა და მის შემოგარენს გა-
დაჰყურებდა. სწორედ ამ კაცის წყალობით იყო, რომ სასაფლაოსთვის
დღემდე ხელი არავის უხლია, რისთვისაც მისი მკვიდრნი მადლობლები
კი იყვნენ, მაგრამ არც იმდენად, რამდენადაც ჯოსაია ვორტინგტონის აზ-
რით, უნდა ყოფილიყვნენ.
როგორც ამბობდნენ, სასაფლაოზე დაახლოებით ათი ათასი სული
ცხოვრობდა, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოუღვიძებლად განისვენებ-
და, ბევრს არ აინტერესებდა ის ამბები, რომლებიც სასაფლაოზე ყოველ
ღამე ხდებოდა, ასე რომ, იმ ღამეს ამფითეატრში ღამის შუქზე მხოლოდ
სამასამდე სული გამოცხადდა.
15
უცნობი კრებას ნისლივით უხმაუროდ მიუახლოვდა, სიბნელეში შეიყუ-
ჟა და ყური მიუგდო. თვითონ ხმას არ იღებდა.
ჯოსაია ვორტინგტონი სიტყვით გამოდიოდა.
– ძვირფასო მადამ, თქვენი სიჯიუტე, რბილად რომ ვთქვათ... ისა...
თქვენ თვითონაც ხომ ხვდებით, რომ ეს სასაცილოა?
– ვერა, – უპასუხა მისის არავისიამ, – ვერ ვხვდები.
ქალი მიწაზე ფეხმორთხმით იჯდა და ფერმკრთალი ხელებით თავზე
ეფერებოდა ცოცხალ ბიჭუნას, რომელსაც მის კალთაში ეძინა.
– მომიტევეთ, თქვენო ღირსებავ, – წამოიწყო ცოლის გვერდით
მდგომმა მისტერ არავისიამ, – მაგრამ მას უნდოდა ეთქვა, რომ ეს თავის
მოვალეობად მიაჩნია და ამდენად, სასაცილოს ვერაფერს ხედავს.
მისტერ არავისია დღემდე რიდსა და კრძალვას გრძნობდა ჯოსაია
ვორტინგტონის მიმართ, რომელიც სიცოცხლეშიც ენახა – ერთ დროს
ავეჯს აკეთებდა მის მამულში, რომელიც ინგლეშამის მახლობლად მდე-
ბარეობდა.
– მოვალეობად მიაჩნია? – ბარონეტმა ჯოსაია ვორტინგტონმა თავი
გადააქნია, თითქოს ობობას ქსელს იშორებსო, – თქვენი მოვალეობა,
მადამ, ისაა, რომ პატივი სცეთ ამ სასაფლაოსა და მის მცხოვრებლებს –
უსხეულო სულებს, მოჩვენებებსა და სხვა არსებებს. თქვენი მოვალეობაა,
რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოთ ეგ არსება თავის ბუნებრივ გარე-
მოში. მისი ადგილი აქ არ არის.
– ეს ბავშვი დედამისმა მე მომაბარა, – შეუვალი ხმით უპასუხა მისის
არავისიამ.
– ჩემო ძვირფასო ქალბატონო...
– მე თქვენი ძვირფასი ქალბატონი არ ვარ, – მისის არავისია ფეხზე
წამოხტა, – სიმართლე გითხრათ, თავადაც არ მესმის, ყველა ბებერ ჩერ-
ჩეტს რატომ უნდა ვუსმინო? ბავშვი სადაცაა გაიღვიძებს და საჭმელს მო-
ითხოვს, მე კი წარმოდგენა არ მაქვს, ამ შუაგულ სასაფლაოზე საიდან
რა მოვიტანო.
– საქმეც ეგ არის, – მშრალად მიუგო კაიუს პომპეუსმა, – თქვენ ბავშვს
ვერ მოუვლით. რა უნდა აჭამოთ?
მისის არავისიას თვალებში სიბრაზემ იფეთქა.
16
– ძალიან კარგადაც მოვუვლი, – მიუგო რომაელს ქალმა, – მშობელ
დედასავით. ახლა მისი მშობელი მე ვარ. ხომ ხედავთ, შემიძლია შევე-
ხო, ხელში დავიჭირო.
– ბეტსი, კეთილგონიერებას მოუხმე, – თქვა დედილო სლოტერმა,
რომელსაც თავზე უშველებელი ჩაჩი ეხურა, მხრებზე კი კაპიუშონიანი
ლაბადა მოესხა. მთელი ცხოვრება ასე გამოწყობილი დადიოდა და ასე-
ვე დაასაფლავეს, – სად უნდა იცხოვროს?
– აქ, – უპასუხა მისის არავისიამ, – ჩვენ მას სასაფლაოს თავისუფლე-
ბას მივცემთ.
დედილო სლოტერმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
– კი, მაგრამ... – აქ ცოტა ხნით დადუმდა და შემდეგ განაგრძო, – არც
კი ვიცი, რა ვთქვა.
– ისე გაგიკვირდათ, თითქოს სასაფლაოს თავისუფლება გარეშე პი-
რისთვის ჯერ არ მიგვიცია.
– როგორ არ მიგვიცია, მაგრამ ის გარდაცვლილი იყო, – თქვა კაიუს
პომპეუსმა.
ამ სიტყვებზე ღამის წყვდიადს ბნელი აჩრდილი გამოეყო – უცნობი
მიხვდა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ საუბარში ჩაითრიეს, მაგრამ
რას იზამდა.
– დიახ, მე გარდაცვლილი ვარ, თუმცა მისის არავისიას წინადადებას
ვეთანხმები.
– შენც თანახმა ხარ, საილას?1 – ჰკითხა ჯოსაია ვორტინგტონმა.
– დიახ, ვეთანხმები, თუმცა არ ვიცი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მისტერ და
მისის არავისიებმა ბავშვის აღზრდა უკვე ითავეს, მაგრამ ამ საქმეს მხო-
ლოდ ორი კეთილშობილი სული თავს ვერ გაართმევს, – თქვა საილას-
მა, – მთელი სასაფლაოს დახმარებაა საჭირო.
– საჭმელი და სხვა აუცილებელი რამეები საიდან მოვიტანოთ?
– საჭმელზე მე ვიზრუნებ, სასაფლაოდან გავალ და მოვიტან, – თქვა
საილასმა.

1
სახელი საილასი არის რეფერენსი სახარების პერსონაჟთან, რომლის ბერძნული წაკით-
ხვა არის სილასი, რომაული კი – სილვანუსი.
17
– ეს ყველაფერი კარგი, – თქვა დედილო სლოტერმა, – მაგრამ ეს
შენს ჭკუაზე წასვლა-მოსვლა რაღაც არ მომწონს. კაციშვილს არ ეცოდი-
ნება, სად დადიხარ. მთელი კვირით რომ სადღაც დაიკარგო, შენს გზა-
კვალს ვინ იპოვის? ამასობაში ბიჭი შიმშილით მოგვიკვდება.
– მართლაც ბრძენი ქალბატონი ბრძანებულხართ, – უთხრა საილას-
მა, – ახლა ვხვდები, მუდამ ასეთი პატივისცემით რატომ გიხსენიებენ, –
როგორც ჩანს, უცნობს სიცოცხლეში ადამიანების გონების მართვა ეხერ-
ხებოდა, მკვდრების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო, თუმცა
პირფერობისა და დამაჯერებლობის ასეთ არსენალს ვერც მკვდარი და
ვერც ცოცხალი წინ ვერ აღუდგებოდა, – მოდით, ასე მოვიქცეთ: თუ მის-
ტერ და მისის არავისიები ბავშვს იშვილებენ, მე თანახმა ვარ, პატარას
მეურვეობა გავუწიო. ყოველთვის გვერდით მეყოლება და როდესაც სად-
მე წასვლას დავაპირებ, მოვძებნი შემცვლელს, რომელიც მასზე იზრუ-
ნებს და საჭმელს მოუტანს.
შეგვიძლია ეკლესიის აკლდამა გამოვიყენოთ.
– ჰო, მაგრამ... – ჯოსაია ვორტინგტონი უცნობის დამუნათებას ცდი-
ლობდა, – ...ბავშვზეა საუბარი. ცოცხალ ბავშვზე! არ ვიცი, როგორ
ვთქვა. არ ვიცი, არ ვიცი... ბოლოს და ბოლოს, სასაფლაოა ეს ოხერი,
საბავშვო ბაღი ხომ არა?!
– სწორედაც, სწორედაც, – თავის კანტურით დაეთანხმა საილასი, –
სრულ სიმართლეს ბრძანებთ, სერ ჯოსაია. უკეთესად ვერც მე ვიტყოდი.
და სხვათა და სხვათა შორის, ამ მიზეზის გამოისობითაც, მისი აქ ყოფნა,
რამდენადაც შესაძლებელია, ნაკლებად ხელისშემშლელი უნდა იყოს,
თუ შეიძლება ასე ითქვას, სასაფლაოს ცხოვრებისთვის.
დაასრულა თუ არა ეს სიტყვები, უცნობი მისის არავისიას მიუახლოვდა
და მის მკლავებში მძინარე პატარას დახედა.
– ბიჭუნას სახელი თუ იცით, მისის არავისია? – წარბი მაღლა აზიდა
უცნობმა.
– დედამისს არ უთქვამს, – უპასუხა ქალმა.
– არა უშავს, – თქვა საილასმა, – არა მგონია, ამ ვითარებაში მის
ძველ სახელს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. გარდა ამისა, ბევრი მტერი
ჰყავს, ამიტომ ჩვენ მას ახალ სახელს შევურჩევთ.
18
კაიუს პომპეუსი ბავშვთან მივიდა და შეათვალიერა.
– რაღაცით ჩემს პროკონსულს, მარკუსს მაგონებს. მოდით, მარკუსი
დავარქვათ.
ჯოსაია ვორტინგტონმა კი თქვა:
– უფრო ჩემს მთავარ მებაღეს, სტებინსს ჩამოჰგავს, მაგრამ მაგ ლო-
თის სახელი ვის რად უნდა.
– მე ჩემს ძმისწულს, ჰარის ვამსგავსებ, – თქვა დედილო სლოტერმა.
როგორც გაირკვა, ბიჭუნას ყველა დიდი ხნის წინ მივიწყებულ თავისი-
ანს ამსგავსებდა. ბოლოს საქმეში მისის არავისია ჩაერია.
– ის არავის ჰგავს, – გადაწყვეტილად გამოაცხადა ქალბატონმა არა-
ვისიამ, – ასეთი სხვა არავინ არის.
– ჰოდა, ჩვენც ავდგეთ და არავინ დავარქვათ, არავინ არავისია.
თითქოს თავისი სახელი გაიგონაო, პატარამ თვალები დააჭყიტა და
იქაურობას არაბავშვურად სერიოზული მზერა მოავლო. ჯერ მიცვალებუ-
ლებს დააკვირდა, შემდეგ – ნისლსა და მთვარეს, ბოლოს საილასს მი-
აცქერდა. თვალი არც ერთხელ არ დაუხამხამებია.
– რას ამბობთ, არავინ რა სახელია? – აღშფოთდა ქალბატონი სლო-
ტერი.
– დავარქვით და მორჩა. მშვენიერი სახელია, – უთხრა მას საილასმა,
– ეს სახელი დაიცავს.
– უსიამოვნებები არ მჭირდება, – წარმოთქვა ჯოსაია ვორტინგტონმა.
ბავშვმა ბარონეტს შეხედა, შეიძლება შიმშილისა და დაღლილობის ან
სულაც იმის გამო, რომ თავისი ცხოვრება, სახლი და ოჯახი მოენატრა,
პატარა სახე დამანჭა და აღრიალდა.
– თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთ, – უთხრა კაიუს პომპეუსმა მისის
არავისიას, – კრებას უთქვენოდ განვაგრძობთ.
მისის არავისია სამლოცველოს გარეთ იცდიდა. ჯერ კიდევ ორმო-
ციოდე წლის წინათ ეს შენობა, რომელიც გარედან პატარა ეკლესიას
მოგაგონებდათ, ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. ქალა-
ქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ მიტოვებულ სასაფლაოზე მდგარი ძველი
სამლოცველოს აღდგენა არ ღირდა. მოკლედ, ერთ დღესაც კარს ბოქ-
ლომი დაადეს და თავი დაანებეს – დრო გავა და თავისით დაინგრევაო.
19
შენობა თანდათან სუროთი დაიფარა, მაგრამ იმდენად მკვიდრად ნაგები
იყო, საუკუნეებს გაუძლო და კიდევ გაუძლებდა.
ბიჭუნას მისის არავისიას მკლავებში ჩაეძინა. ქალი ბავშვს ნაზად არ-
წევდა და ძველ სიმღერას უმღეროდა, სიმღერას, რომელიც ბავშვობაში
დედისგან გაეგონა. ეს ის დრო იყო, როდესაც მამაკაცებმა ის-ის იყო და-
იწყეს დაპუდრული პარიკების ტარება.
აი, სიმღერაც:

დაიძინე, ანგელოზო,
დაკეცე ფრთები,
მთელ მსოფლიოს შემოივლი,
რომ გაიზრდები.

დაიძინე, სანამ მთვარე


ცაზე დაგორავს,
ცისკრის ვარსკვლავს დაასწარი
დილით ადგომა.
გაიზარდე, ორთავ თვალის
სხივო ნათელო,
ვინძლო, ზღვები გადალახო
და გვასახელო,
ცას მისწვდება შენი საქმე და შენი ქება,
მთელი ქვეყნის საგანძური შენი იქნება!

მისის არავისია მღეროდა და მღეროდა. ბოლოს სიტყვები დაავიწყდა.


თავში უცნაური სტრიქონი უტრიალებდა, რაღაც "მიირთვი გემრიელი კუ-
პატის" მსგავსი, თან იმასაც ხვდებოდა, რომ რაღაც აურია და რამდენ-
ჯერმე სხვა სიმღერაზე გადავიდა. თბილი, მშობლიური ხმა ჰქონდა. შემ-
დეგ საკმაოდ გრძელი ბალადა წამოიწყო სოფლის ჯენტლმენზე, რომე-
ლიც შეყვარებულმა გაუგებარი მიზეზის გამო წინწკლებიანი გველთევზას
შეჭამანდით მოწამლა. ამ დროს სამლოცველოს მხრიდან საილასი გა-
მოჩნდა, მუყაოს ყუთს მოათრევდა.
20
– აი, მისის არავისია, – თქვა მან, – აქ უამრავი საჭირო ნივთია, რომე-
ლიც ბიჭუნას მომავალშიც გამოადგება. აკლდამაში შევიტანო, თუ რა
ვქნა?
საილასმა ბოქლომში გასაღები გადაატრიალა და რკინის კარი ყურ-
თამდე გამოაღო. მისის არავისიამ შენობაში შეაბიჯა და კედელსა და თა-
როებთან მიდგმულ ეკლესიის საზურგიან ძელსკამებს გაუბედავად შეაც-
ქერდა.
ერთ კუთხეში ეწყო დაობებული ყუთები, რომლებშიც ძველი საეკლე-
სიო ჩანაწერები ინახებოდა. იქვე, ღია კარიდან მოჩანდა ვიქტორიანული
ეპოქის ჩასარეცხი სისტემის ტუალეტი და პირსაბანი, რომელსაც ერთა-
დერთი, ცივი წყლის ონკანი ჰქონდა. პატარამ თვალები გაახილა და
იქაურობის თვალიერება დაიწყო.
– აქ საკმაოდ გრილა, საჭმლის შენახვა შეიძლება, – თქვა საილასმა
და ყუთიდან ბანანი ამოიღო.
მისის არავისია მოყვითალო-მოყავისფრო საგანს ეჭვის თვალით და-
აცქერდა.
– ეს ბანანია – ტროპიკული ხილი. მე მგონი, კანი უნდა შემოაფცქვნა,
– თქვა საილასმა, – მოკლედ, ასე.
ბავშვი, სახელად არავინ, მისის არავისიას მკლავებში აწრიალდა.
ქალმა ჩვილი ქვის იატაკზე ჩამოსვა. პატარამ საილასს მიაშურა, შარ-
ვლის ტოტზე ჩაებღაუჭა და გვერდით დაუდგა.
საილასმა ბიჭუნას ბანანი მიაწოდა.
მისის არავისია უცქერდა, როგორ მიირთმევდა არავინ ბანანს.
– ბა-ნა-ნი, – წარმოთქვა ქალმა გაუბედავად, – პირველად მესმის.
როგორი გემო აქვს?
– წარმოდგენა არ მაქვს, – თქვა საილასმა. ის მხოლოდ ერთ პრო-
დუქტს მიირთმევდა. ბანანი არასდროს გაუსინჯავს, – აქ ბიჭისთვის საწო-
ლი ოთახის მოწყობაც შეიძლება.
– რას ამბობთ? – შეიცხადა მისის არავისიამ, – მე და მისტერ არავისი-
ას მშვენიერი პატარა საფლავი გვაქვს ნარცისების ველის გადაღმა. ად-
გილი პატარასთვისაც მოიძებნება, – შემდეგ შეეშინდა, უმადურობაში არ
ჩამომართვასო და დაამატა, – არ მინდა პატარამ შეგაწუხოთ.
21
– ისეთი რა უნდა შემაწუხოს?
ბიჭუნამ ბანანი შესანსლა. რაც ვერ შეჭამა, სახეზე მოიცხო. მოთხუპნი-
ლი ლოყები წითელი ვაშლებივით უღუოდა, კმაყოფილებისგან თვალებს
მალიმალ ახამხამებდა.
– მნიამ! – დაიჭყლოპინა მხიარულად.
– ჩემი ჭკვიანი! – წამოიძახა მისის არავისიამ, – ასე როგორ მოითხვა-
რე? აქ მოდი, პატარა სუსნია...
მისის არავისიამ პატარას თმა და ლოყები გაუწმინდა, – როგორ ფიქ-
რობთ, კრებაზე რა გადაწყდა?
– არ ვიცი.
– ამ ბავშვს ვერ შეველევი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედა-
მისს დავპირდი.
– თავის დროზე ბევრი სახე გამოვიცვალე, – თქვა საილასმა, – აი, დე-
დობა არასოდეს გამომიცდია და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ სასაფლა-
ოს გარეთ გასვლა კი შემიძლია.
– მე არ შემიძლია, – უბრალოდ თქვა მისის არავისიამ, – ჩემი ძვლები
აქ მარხია. მისტერ არავისიაც აქ არის. ვერსად წავალ.
– ალბათ შესანიშნავი გრძნობაა, როცა სადღაც გეგულება ადგილი,
სადაც თავს ისე გრძნობ, როგორც შინ, – თქვა საილასმა. მის უდაბნოსა-
ვით გამომშრალ ხმაში გულისწყვეტის ნატამალი არ იყო, უბრალოდ
ფაქტი აღნიშნა. მისის არავისიას აზრადაც არ მოსვლია, რამე საწინააღ-
მდეგო ეთქვა.
– როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი?
– არა, დიდხანს არა, – თქვა საილასმა.
მისი სიტყვები არ გამართლდა.
იქ, ამფითეატრში, გორაკის მეორე მხარეს, კამათი გრძელდებოდა.
ის, რომ ამ გაუგონარ უაზრობაში მისტერ და მისის არავისიები მონა-
წილეობდნენ და არა ვინმე ქარაქუცა ახალი შემოსწრებულები, სასაფ-
ლაოს მკვიდრთათვის ბევრ რამეს ნიშნავდა, რადგან მათ ყველა დიდ
პატივს სცემდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საილასის განცხადება
ბავშვისთვის მეურვეობის გაწევის შესახებ, რადგან ის ორი სამყაროს –

22
სააქაოსა და საიქიოს – მიჯნაზე ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, რაღაც
ეჭვები მაინც რჩებოდა.
სასაფლაოებზე დემოკრატია, ცოტა არ იყოს, უცხო ხილია. სამა-
გიეროდ, სიკვდილი თავად არის უდიდესი დემოკრატია. ამიტომ თი-
თოეულ მიცვალებულს თავისი ხმა და აზრის გამოთქმის უფლება ჰქონ-
და – დაეტოვებინათ თუ არა ცოცხალი ბავშვი თავიანთ სამფლობელოში.
იმ ღამეს არ დარჩენილა მიცვალებული, რომელსაც ამ საკითხზე თავისი
აზრი არ გამოეთქვას.
შემოდგომის მიწურული იყო. გათენებას საშველი არა და არ დაადგა.
ცა ჯერ კიდევ შავი იყო, როდესაც შორიდან მანქანების ხმაური მოისმა –
ცოცხლები ამ ნისლიან დილა-ბნელში სამსახურში მიიჩქაროდნენ, მიცვა-
ლებულები ჯერ კიდევ ბჭობდნენ, რა მოეხერხებინათ მათთან მისული
ბავშვისთვის. სამასი ხმა. სამასი სხვადასხვა აზრი. სასაფლაოს ჩრდილო-
დასავლეთ მხარის მკვიდრი, პოეტი ნეემია ტროტიც შეეცადა ამ საკით-
ხზე მსმენელებისთვის თავისი შეხედულებები გაეზიარებინა, მაგრამ მის
ნათქვამს ვერავინ ჩასწვდა. ამ დროს მოხდა რაღაც, რამაც ყველას, ვინც
აზრის გამოთქმას ცდილობდა, გაჩუმება აიძულა – რაღაც, რაც სასაფ-
ლაოს ისტორიაში ადრე არასოდეს მომხდარა.
თეთრი, დაკუნთული ცხენი, უფრო სწორად, როგორც ამ საქმის მცოდ-
ნე იტყოდა, ნაცრისფერი იორღა გორაკზე თოხარიკით ამოდიოდა. თა-
ვიდან მხოლოდ ფლოქვების წკრიალი და წვრილი, ხმელი ტოტების
მტვრევის ხმა ისმოდა. ცხენი გზას გორაკის მეორე მხარეს, ჩირგვებში
მიიკვლევდა. იქაურობა სუროს, მაყვლისა და ჯოჯოს ჯაგნარს დაეფარა.
შაირის2 ჯიშისა იყო, ცხრამეტ მტკაველზე მეტი სიგრძის იქნებოდა. ასეთ
ბედაურს საბრძოლველად შეჭურვილი რაინდიც კი არ დაიწუნებდა, მაგ-
რამ ამჯერად მის უბელო ზურგზე თავით ფეხამდე რუხ მოსასხამში გახ-
ვეული ქალი იჯდა. მისი გრძელი ქვედატანი და მხრებზე მოგდებული სა-
ბურველი აბლაბუდისგან ნაქსოვს ჰგავდა.
მხედარ ქალს სახეზე სიმშვიდე და სინათლე გადაჰფენოდა.

2
საგრაფო (მთარგმნელის შენიშვნა)
23
ნაცრისფერ ცხენზე ამხედრებულ ქალბატონს სასაფლაოს ყველა
მკვიდრი იცნობდა. მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ყველა ხედავს –
მისი დავიწყება შეუძლებელია.
ცხენი ობელისკთან შედგა. ცისკარმა აღმოსავლეთი ვარდისფრად შე-
ღება. სადაფისფერმა ნათელმა იქაურობას განთიადის მოახლოება ამ-
ცნო. სასაფლაოს ბინადარნი შეცბნენ და თავიანთი მყუდრო სამყოფელი
მოაგონდათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განძრეულა. ისინი ცხენზე
ამხედრებულ ქალბატონს შიშითა და აღფრთოვანებით უცქერდნენ.
მკვდრები უმეტესად ცრუმორწმუნეები არ არიან, ახლა კი, ძველი რო-
მაელი წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელიც საკრალური ყორნების
ირაოზე დაკვირვებით ცდილობს, ღვთაებრივი ნიშანი ამოიცნოს, იდგნენ
და მხედრისგან ბრძნულ პასუხს ელოდნენ.
ქალბატონმა მიცვალებულებს მიმართა – ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონე-
ბოდათ, აურაცხელი ვერცხლის ეჟვანი ერთბაშად აწკრიალდაო.
– მიცვალებულებსაც მართებთ გულმოწყალება, – თქვა და გაიღიმა.
ცხენმა იქვე მობიბინე მსუყე ბალახის ძოვას თავი ანება. ქალბატონმა
კისერზე ხელი მოუთათუნა. მერანმა უკან დაიხია, გორაკზე გაჭენდა და
ცაში აიჭრა.
მისი ფლოქვების თქარუნი შორეულ მეხთატეხას შეერია და რამდენი-
მე წამში მიწყდა.
ყოველ შემთხვევაში, ასე ჰყვებიან იმ ღამით მომხდარ ამბავს სასაფ-
ლაოს ბინადარნი. კამათი დასრულდა და განახლებას აღარ ექვემდება-
რებოდა. პატარას, რომელსაც არავინ არავისია შეარქვეს, სასაფლაოს
თავისუფლება მიენიჭა.
დედილო სლოტერმა და ბარონეტმა ჯოსაია ვორტინგტონმა ბატონი
არავისია ძველი სამლოცველოს აკლდამამდე მიაცილეს და ახალი ამბა-
ვი შეატყობინეს ქალბატონ არავისიას, რომელსაც ოდნავი გაკვირვებაც
კი არ გამოუხატავს.
– ეჭვიც არ მეპარებოდა, – თქვა მან, – ზოგიერთებმა ჭკუა სულ და-
კარგეს, იმ ქალმა კი, როგორც ყოველთვის, ახლაც სიბრძნე გამოიჩინა.

24
ციდან ჭექა-ქუხილი ისმოდა. ბავშვს დილით, მზის ამოსვლამდე არავი-
სიების პატარა, მყუდრო აკლდამაში ჩაეძინა (ოსტატი არავისია ცხოვრე-
ბის ბოლოს დურგალთა ადგილობრივი გილდიის წინამძღოლი გახდა.
მისი სიკვდილის შემდეგ მადლიერი ხელოსნები შეეცადნენ მისი ხსოვ-
ნისთვის სათანადო პატივი მიეგოთ).
საილასმა მზის ამოსვლამდე სასაფლაო კიდევ ერთხელ დატოვა. გო-
რაკის კალთაზე მდგარ სახლში სამი ცხედარი აღმოაჩინა. სასაფლაოს
ბინადარი განსაკუთრებით დაინტერესდა ჭრილობებით, რომლებიც
მკვლელს მათთვის დანით მიეყენებინა. საილასმა ცნობისმოყვარეობა
დაიკმაყოფილა, ისევ დილის ბინდბუნდში გავიდა და სასაფლაოს გზას
გაუყვა. მოსალოდნელ უსიამოვნებებზე ფიქრი არ ასვენებდა. სამლოცვე-
ლოს სხვენზე ავიდა, სადაც დღის განმავლობაში იძინებდა ხოლმე. ქვე-
მოთ, გორაკის ძირში, კაცს, სახელად ჯეკს ბრაზი იპყრობდა. იმ ღამეს
დიდხანს ელოდა. ის ღამე თვეების, წლების განმავლობაში გაწეული
შრომის შედეგი იყო. ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო – სამი ადამიანი
ისე დააწვინა, დაყვირებაც ვერ მოასწრეს, მაგრამ შემდეგ... რაც შემდეგ
მოხდა, ეს უბრალოდ, სიგიჟე იყო. რა ჯანდაბა უნდოდა ზემოთ? რა უნ-
დოდა იმის მიხვედრას, რომ ბავშვი ქვემოთ ჩავიდოდა? მერე რაღას
დაეწეოდა? არ იცოდა, რომ სანამ დაბლობამდე ჩააღწევდა, ბავშვის კვა-
ლიც კი გაქრებოდა? ალბათ ვიღაცამ იპოვა და დამალა. სხვა რა უნდა
ეფიქრა?
მოულოდნელად იქაურობა მეხის გრგვინვამ გააყრუა. უცაბედად გა-
ვარდნილი თოფივით დასჭექა და თავსხმა წვიმაც წამოვიდა. კაცი, სახე-
ლად ჯეკი, დანებებას არ აპირებდა. თადარიგიანი ვინმე გახლდათ და
შემდეგი მოქმედებების გეგმა დასახა – გადაწყვიტა, ვიღაც-ვიღაცები
მოენახულებინა და მათთვის ქალაქის ქუჩებში ხალხისთვის თვალყურის
დევნება და მოსმენა დაევალებინა.
იმ ვიღაც-ვიღაცებმა უკვე იცოდნენ, რომ დამარცხდა. თვითონ ვიტრი-
ნის კიდეზე ჩამომჯდარი, თვალს ადევნებდა დილის ცას, რომელსაც ღა-
პაღუპით სცვიოდა წვიმა და თავს ირწმუნებდა, რომ არ დამარცხებულა.
ჯერ არა. ჯერ კიდევ უამრავი დრო აქვს. წლები. რათა ამ დაუმთავრე-
ბელ საქმეს თავი დაადგას. რათა უკანასკნელი ძაფიც გადაჭრას.
25
ქუჩაში სირენის ხმა გაისმა. ჯერ პოლიციის მანქანა მოვარდა, შემდეგ
– სასწრაფო და კიდევ ერთი უწარწერო, მაგრამ ციმციმიანი მანქანა. ვიტ-
რინასთან მჯდარ კაცს გვერდით ჩაუქროლეს და გორაკზე კისრისტეხით
აცვივდნენ. ჯეკი წამოიზლაზნა, ლაბადის სახელო აიწია, თავი ჩაქინდრა
და დილის ქუჩას შეერია. ჯიბეში დანა ედო, ბუდიანად, მშრალად და
უსაფრთხოდ, ყოველგვარი სტიქიისგან დაცული.

26
– მე ამ ადგილის მბრძანებელი ვარ!

27
თავი მეორე - ახალი მეგობარი

ვინი დამჯერი ბავშვი იყო, რუხი, ცოცხალი თვალები და ასეთივე ფე-


რის აჩეჩილი თმა ჰქონდა. თითქმის ყოველთვის წყნარად იქცეოდა. მა-
ლე ლაპარაკიც ისწავლა და სასაფლაოს ბინადრებს შეკითხვებით თავს
აბეზრებდა.
– სასაფლაოდან ლატომ ალ უნდა გავიდე? – ანდა: – მეჩ მინდა ისე
გავაკეთო, აი, იმან ლომ გააკეთა! იქ ლა ალის?
მოზრდილები ცდილობდნენ, ბავშვის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყო-
ფილებინათ, მაგრამ მათი პასუხები მეტწილად გაურკვეველი, დამაბნევე-
ლი და წინააღმდეგობრივი იყო. ვინისაც რა ექნა, ქვემოთ, ძველ სამ-
ლოცველოში ჩაირბენდა ხოლმე და საილასს ესაუბრებოდა. მზის ჩას-
ვლამდე უკვე იქ იყო და თანამოსაუბრის გაღვიძებას ელოდა.
მეურვე ყველაფერს მოკლედ, მარტივად და გასაგებად უხსნიდა და
ვინიც მშვენივრად იგებდა.
– სასაფლაოდან გასვლა იმიტომ არ შეიძლება, რომ... სხვათა შორის,
"ლატომ" კი არა, რატომ უნდა თქვა... ჰო, იმიტომ, რომ შენი დაცვა მხო-
ლოდ აქ შეგვიძლია. შენი სახლი ეს არის, აქ ცხოვრობენ ადამიანები,
რომლებსაც შენ უყვარხარ. გარეთ საშიშია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯე-
რობით.
– შენ ლომ გადიქალ? შენ ყოველ ღამე გადიქალ სასაფლაოდან!
– მე შენზე ათასი წლით უფროსი მაინც ვიქნები, ბიჭუნი, გარდა ამისა,
მე საფრთხე არსაიდან არ მემუქრება.
– ალც მე ალ მემუქლება!
– ნეტა ასე იყოს! შენთვის ერთადერთი უსაფრთხო ადგილი სასაფ-
ლაოა.
ან:
– აჰა, გინდა გაიგო, ეს როგორ გააკეთო? ზოგ რამეს განათლება
სჭირდება, ზოგს – ვარჯიში, არის რაღაც-რაღაცები, რაც დროსთან ერ-
თად მოდის. დაკვირვებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გაქრობას,
სივრცეში გადაადგილებასა და სიზმრებში ხეტიალს ხელად ისწავლი,

28
მაგრამ არის რაღაცები, რასაც სიცოცხლეში ვერ გააკეთებ. ცოტა არ
იყოს, დიდხანს ლოდინი მოგიწევს. არა უშავს, დროთა განმავლობაში
ყველაფერს ისწავლი.
– რაც მთავარია, სასაფლაოს თავისუფლება მოგანიჭეს, – ეტყოდა
ხოლმე საილასი, – ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სასაფლაო გიცავს. სანამ აქ
იცხოვრებ, სიბნელეში ხედვისა და ცოცხლებისთვის უხილავი ბილიკებით
სიარულის უნარი გექნება, მათთვისაც უხილავი იქნები. თავის დროზე სა-
საფლაოს თავისუფლება მეც მომანიჭეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს
მხოლოდ თავშესაფრით სარგებლობის უფლებას ნიშნავს.
– მეჩ მინდა შენსავით, – ჭირვეულობდა ვინი და გაბუტვის ნიშნად ქვე-
და ტუჩს გამობერავდა ხოლმე.
– არა, – მკაცრად პასუხობდა საილასი, – შენთვის არ შეიძლება.
ერთხელ:
– აქ ვინ მარხია?
– იცი, რა, ვინი, უმეტეს შემთხვევაში მიცვალებულის ვინაობა ქვაზე წე-
რია. კითხვა იცი? ასოების კითხვა.
– რისი კითხვა?
საილასმა თავი გადააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. არავისიებს სი-
ცოცხლეში წერა-კითხვის მცოდნეებს ვერ დაარქმევდით, სასაფლაოზე კი
ანბანი არავის ჰქონდა.
მომდევნო ღამეს საილასი არავისიების მყუდრო აკლდამასთან გამოჩ-
ნდა. ხელში ქაღალდის ფურცლები, ცვილის ფანქრები და სამი სქელტა-
ნიანი წიგნი ეჭირა: ორი ფერადი ანბანი (ა – ატამი, ბ – ბურთი) და "ჩექ-
მებიანი კატა". შემდეგ ისა და ვინი სასაფლაოზე სეირნობდნენ. საილასი
ბიჭუნას პაწაწინა თითებს ყველაზე ახალი და პრიალა საფლავის ქვებზე
ამოტვიფრულ წარწერებზე ადებინებდა და ასწავლიდა, როგორ გამოეც-
ნო ასოები, განსაკუთრებით პირველი მათგანი – "ა".
საილასმა ვინის დავალება მისცა – სასაფლაოს ქვის ფილებზე ანბანის
ოცდაექვსივე ასო ეპოვა. ვინიმ ეს დავალება შეასრულა – ბოლო ასო
სამლოცველოს გვერდით კედელში ჩაშენებულ ეზეკიელ ულმსლის ფი-
ლაზე აღმოაჩინა. ბიჭუნა თავისი მიღწევებით ძალიან ამაყობდა და მე-
ურვეც კმაყოფილი ჰყავდა.
29
ბიჭი ყოველდღე ფურცლებსა და ფანქრებს იღებდა, სასაფლაოზე და-
დიოდა და ფილებიდან სახელებს, სიტყვებსა და ციფრებს გულმოდგი-
ნედ იწერდა. საღამოობით, როდესაც საილასი სასაფლაოს გარეთ გა-
სასვლელად ემზადებოდა, ვინი შეუჩნდებოდა ხოლმე, სთხოვდა, მის-
თვის სიტყვების შინაარსი აეხსნა და გადაეთარგმნა ლათინური გამონათ-
ქვამები, რომელთა შესახებ არავისიებს წარმოდგენა არ ჰქონდათ.
სასაფლაოზე მზე ანათებდა: კუთხეში ბზიკები ზუზუნებდნენ და თავს ვე-
ლურ ყვავილებს, ჯოჯოს ბუჩქებსა და მაჩიტებს დასტრიალებდნენ. ვინი
გაზაფხულის მზეზე თბებოდა და ათვალიერებდა ბრინჯაოსფერ ხოჭოს,
რომელიც გეო რიდერის, მისი მეუღლის, დორკასისა და მათი ვაჟის, სე-
ბასტიანის აკლდამაზე (Fidelis ad Mortem) დაბობღავდა. ვინიმ მათი სახე-
ლები ფურცელზე ჩამოწერა და ხოჭოზე ფიქრს შეუდგა, როდესაც უცნო-
ბი ხმა გაიგონა.
– აქ რას აკეთებ, ბიჭუნა?
ვინიმ უკან მიიხედა. ჯოჯოს ბუჩქთან ვიღაც იდგა და ბიჭუნას უცქერდა.
– ალაფელს, – უპასუხა პატარამ და უცნობს ენა გამოუყო.
ჯოჯოს ბუჩქის იქით პატარა სახე გამოჩნდა და ქვაზე დახატული ეშმა-
კივით დაიჭყანა – ჯერ ენა გამოაგდო, მერე თვალებიც გადმოკარკლა.
ბოლოს თავისი სახე დაიბრუნა – პატარა გოგონა ყოფილა.
– რა კარგია! – აღფრთოვანდა ბიჭუნა.
– სხვანაირადაც შემიძლია, – უთხრა გოგონამ, – აბა, ნახე! – ვინის
ახალმა ნაცნობმა თითით ცხვირის წვერი აიწია, ყურებამდე გაიღიმა,
თვალები დააელმა და ლოყები გამობუშტა, – აბა, ეს ვინ არის?
– არ ვიცი.
– ღორი, შე შტერო!
– მართლა? – ბიჭი დაფიქრდა, – ღ – ღორი?
– რა თქმა უნდა! დაიცა!
გოგონა ჯოჯოს ბუჩქიდან გამოვიდა და ვინის მიუახლოვდა. ბიჭუნა
ფეხზე წამოდგა. სტუმარი მასზე უფროსი და შესაბამისად, მაღალიც იყო,
ტანზე ჭრელი, ყვითლად, ვარდისფრად და ფორთოხლისფრად მოჩითუ-
ლი კაბა ეცვა. მასთან შედარებით ვინის თავისი გრძელი, ნაცრისფერი
პერანგი უსახურ ძონძად მოეჩვენა.
30
– რამდენი წლის ხარ? – ჰკითხა გოგონამ, – აქ რას აკეთებ? სად
ცხოვრობ? რა გქვია?
– არ ვიცი, – უპასუხა ვინიმ.
– არ იცი, რა გქვია? – გაიკვირვა გოგონამ, – არ იცი არა, ის! მატ-
ყუარა! საკუთარი სახელი როგორ არ იცი?
– ძალიანაც კარგად ვიცი, – უთხრა ვინიმ, – ისიც ვიცი, რასაც ვაკეთებ.
კიდე რაღაც რომ მკითხე, ის არ ვიცი.
– არ იცი, რამდენი წლის ხარ?
ვინიმ თავი დაუქნია.
– გასაგებია, – თქვა გოგონამ, – ბოლოს დაბადების დღე როდის
გქონდა?
– რა დაბადების დღე? – გაიკვირვა ბიჭუნამ, – დაბადების დღე არასო-
დეს მქონია.
– ყველას აქვს დაბადების დღე... სანთლებიანი ტორტი და ასე შემ-
დეგ... შენ არასოდეს გქონია?
ვინიმ თავი გააქნია. გოგონამ თანაგრძნობით შეხედა.
– საწყალი ბავშვი! მე ხუთი წლის ვარ. მგონი, შენც ხუთი წლის უნდა
იყო.
გახარებულმა ვინიმ თავი დაუქნია. ახალ ამხანაგთან კამათი არ უნ-
დოდა. მასთან საუბარი მოსწონდა.
გოგონას სკარლეტ ამბერ პერკინსი ერქვა. ვინის უთხრა, რომ აქვე
ცხოვრობდა, დიდი სახლის ერთ-ერთ ბინაში. სახლს ეზო საერთოდ არ
ჰქონდა. დედამისი გორაკის ძირში, სამლოცველოს გვერდით, ძელსკამ-
ზე იჯდა და რომელიღაც ჟურნალს კითხულობდა. სკარლეტს უთხრა, ნა-
ხევარ საათში დაბრუნდი და მაგალითები გამოიყვანე, სეირნობის დროს
კი ზედმეტად ცხვირი არაფერში ჩაყო და არავის გამოელაპარაკოო.
– მეც ხომ არავინ ვარ? – ჰკითხა ბიჭმა.
– არა, – დაბეჯითებით უპასუხა გოგონამ, – შენ პატარა ბიჭი ხარ, –
შემდეგ კი დაამატა, – თან უკვე დაგიმეგობრდი. როგორ შეიძლება შენ
არავინ იყო?
ვინი იშვიათად იღიმებოდა, ახლა კი სიამოვნებისგან გაიბადრა.
– მეც დაგიმეგობრდი, – უთხრა გოგონას.
31
– რა გქვია?
– არავინ, მოფერებით ვინის მეძახიან.
– რა უცნაური სახელია! – გოგონას გაეცინა, – აქ რას აკეთებ?
– ანბანს ვსწავლობ, – უპასუხა ვინიმ, – ქვის ფილებიდან ასოებს ვი-
წერ.
– მეც რომ გადავწერო, შეიძლება?
თავიდან ვინიმ კინაღამ უარი უთხრა – საფლავის ქვები ხომ მისი სა-
კუთრება იყო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ სისულელე გაიფიქრა – ანბა-
ნის სწავლა მეგობართან ერთად, მზის გულზე, უკეთესი არ იქნებოდა?!
ჰოდა, დათანხმდა.
მეგობრებმა საფლავის ქვებიდან მიცვალებულების სახელები გადაწე-
რეს. სკარლეტი ვინის უცნობი სიტყვებისა და სახელების წარმოთქმაში
ეხმარებოდა, ვინი კი გოგონას მათ ლათინურ მნიშვნელობებს ასწავლი-
და. ამასობაში დრო მალე გავიდა და გორაკის ქვემოდან ხმა მოისმა:
– სკარლეტ!
გოგონამ ფურცლები და ფანქრები ვინის მიუყარა.
– უნდა წავიდე, – თქვა მან.
– კიდევ ხომ მოხვალ? – ჰკითხა ვინიმ.
– სად ცხოვრობ?
– აქ, – უპასუხა ბიჭმა.
გოგონამ გორაკი ჩაირბინა.
გზაში სკარლეტი დედას უყვებოდა, როგორ გაიცნო ბიჭი, რომელიც
სასაფლაოზე ცხოვრობდა და არავინ ერქვა და ერთად კარგად ითამა-
შეს. საღამოს სკარლეტის დედამ ეს ამბავი გოგონას მამასთან ახსენა,
იმან კი განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან სკარლეტის
ასაკში წარმოსახვითი მეგობარი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და
საერთოდ, რა კარგია, რომ ასე ახლოს მშვენიერი პარკი აქვთ.
ამ შეხვედრის შემდეგ სკარლეტს ვინი პირველს აღარასოდეს შეუმჩნე-
ვია. გოგონა დარიან დღეებში მშობლებს სასაფლაოს ეზოში გამოჰყავ-
დათ ხოლმე, თვითონ ძელსკამზე სხდებოდნენ და წიგნის კითხვით ერ-
თობოდნენ, მათი შვილი კი სადღაც იქვე დასეირნობდა და ყველაფერს
აკვირდებოდა. საფლავებს შორის ბილიკებზე აქა-იქ გაიელვებდა ხოლ-
32
მე კაშკაშა მწვანე, ფორთოხლისფერი და ვარდისფერი ლაქები, მის
გვერდით კი მაშინვე გაჩნდებოდა პატარა, ფერმკრთალი სახე თაგვისფე-
რი აჩეჩილი თმის ქვეშ მომზირალი ნაცრისფერი თვალებით. სკარლეტი
და ვინი ხან დამალობანას თამაშობდნენ, ხან სადღაც აბობღდებოდნენ,
ხანაც უბრალოდ, მდუმარედ ისხდნენ და ძველი სამლოცველოს უკან
მოხტუნავე ბაჭიებს თვალს ადევნებდნენ.
ვინიმ სკარლეტს თავისი სხვა მეგობრები გააცნო. მართალია, გოგონა
მათ ვერ ხედავდა, მაგრამ ეგ არაფერი. მშობლებმა ნათლად აუხსნეს,
რომ ვინი მისი წარმოსახვითი მეგობარი იყო და მათ ეს ჩვეულებრივ
მოვლენად მიაჩნდათ. დედამისი სადილობის დროს სუფრაზე ერთით
მეტ თეფშსაც კი დებდა. ასე რომ, ვინის წარმოსახვითი მეგობრები გო-
გონას არც გაჰკვირვებია. მათ ნათქვამს ვინი გადასცემდა ხოლმე.
– ბართელბი შენზე ამბობს, სახე მიუგავს დაჭყლეტილს ქლიავსაო.
– ქლიავს არა ის! ასე რატომ ლაპარაკობს? ალბათ უნდოდა ეთქვა
პამიდორსო.
– მე მგონი, იმ დროში, საიდანაც ის არის, პამიდორი არ იყო, – უპასუ-
ხა ვინიმ, – თან მაშინ სხვანაირად ლაპარაკობდნენ.
სკარლეტი თავს ბედნიერად გრძნობდა. ჭკვიანი და მარტოსული ბავ-
შვი იყო. დედამისი რომელიღაც უნივერსიტეტში ასწავლიდა სტუდენტებს,
რომლებიც პირისპირ არასოდეს ენახა, თხზულებებს ელექტრონული
ფოსტით უგზავნიდნენ, ის კი ასწორებდა და შენიშვნებთან ერთად ისევ
ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა. მამამისი ელემენტარული ნაწილა-
კების ფიზიკის სპეციალისტი იყო. სკარლეტმა ვინის აუხსნა, რომ ბევრ
ადამიანს უნდა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა ასწავლოს, მაგრამ
სწავლის მსურველი ცოტაა. ამიტომ მუდმივი სამუშაოს პოვნის იმედით
ოჯახი ერთი საუნივერსიტეტო ქალაქიდან მეორეში გადადიოდა, მაგრამ
უშედეგოდ.
– ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა რა არის? – იკითხა ერთხელ
ვინიმ.
სკარლეტმა მხრები აიჩეჩა.
– რაღაც ატომების მსგავსია... ატომი იმდენად პატარაა, მისი თვალით
დანახვა შეუძლებელია. ადამიანი ატომებისგან შედგება. არსებობს ატომ-
33
ზე უფრო მცირე რამეები. სწორედ ეს არის ელემენტარული ნაწილაკების
ფიზიკა.
ვინიმ თავი დაუქნია, თავისთვის კი გაიფიქრა, წარმოსახვითი რამეები
მამაჩემსაც აინტერესებსო.
ვინი და სკარლეტი ერთმანეთს სასაფლაოზე ყოველ უქმე დღეს, ნაშუ-
ადღევს ხვდებოდნენ და საფლავებს შორის დახეტიალობდნენ, ქვის ფი-
ლებზე ამოტვიფრულ მიცვალებულების სახელებს თითებს აყოლებდნენ
და ფურცლებზე იწერდნენ. ვინი გოგონას უყვებოდა იმ ადამიანების ის-
ტორიებს, რომლებიც საფლავებში, აკლდამებსა და მავზოლეუმებში გა-
ნისვენებდნენ, სკარლეტი კი ბიჭს წაკითხულისა და გაგონილის შესახებ
უყვებოდა. ხანდახან მანქანებზე, ავტობუსებზე, ტელევიზიასა და თვით-
მფრინავებზე, ერთი სიტყვით, იმ ცხოვრებაზე ჩამოუგდებდა საუბარს,
რომელიც სასაფლაოს გარეთ ჩქეფდა (ვინი ხედავდა ხოლმე, როგორ
მიფრინავდნენ შორს, მაღლა, ცაში ვერცხლისფერი ფრინველები, მაგ-
რამ ადრე მათზე არასოდეს დაფიქრებულა). ბიჭუნა იმ დროზე ჰყვებო-
და, როდესაც მიცვალებულები, რომლებიც ამ საფლავებში განისვენებ-
დნენ, ცოცხლები იყვნენ; მაგალითად, როგორ გაემგზავრა სებასტიან
რიდერი ლონდონ-ქალაქში დედოფლის სანახავად და როგორ აღ-
მოაჩინა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მსუქანი ქალი, რომელსაც ბეწვის ქუ-
დი ეხურა, ინგლისური არ იცოდა და ირგვლივ მყოფებს ბრაზიანი მზე-
რით ათვალიერებდა. სებასტიან რიდერს აღარ ახსოვდა, რომელი დე-
დოფალი ნახა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მისი მმართველობა დიდხანს
არ გაგრძელებულა.
– ეს როდის იყო? – ჰკითხა სკარლეტმა.
– საფლავის ქვის მიხედვით, მისტერ რიდერი 1583 წელს გარდაიცვა-
ლა, გამოდის – მანამდე.
– ამ სასაფლაოზე ყველაზე ხნიერი ვინ არის? – ჰკითხა სკარლეტმა.
ვინიმ წარბები შეჭმუხნა.
– ალბათ კაიუს პომპეუსი. როგორც თვითონ მითხრა, ის აქ რომაელე-
ბის მიერ კუნძულის დაპყრობიდან ასი წლის შემდეგ ჩამოვიდა. აქაური
გზები მოეწონა.
– ესე იგი, ყველაზე უფროსი ის არის?
34
– მე მგონი.
– შეიძლება რომელიმე აქაურ ქვის სახლში პატარა სახლი მოვიწ-
ყოთ?
– შიგნით ვერ შეხვალ. ყველა სახლი დაკეტილია.
– შენ შედიხარ?
– რა თქმა უნდა.
– მე რატომ ვერ შევალ?
– ასეთია სასაფლაოს წესები, – აუხსნა მან, – მე სასაფლაოზე გადაად-
გილების თავისუფლება მომანიჭეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადგილებ-
ში შესვლა შემიძლია.
– ქვის სახლში შესვლა და იქ პატარა ოთახის მოწყობა მინდა.
– შენთვის არ შეიძლება.
– უბრალოდ, ბოროტი ხარ.
– მე ბოროტი არ ვარ.
– ბოროტო.
– არ ვარ ბოროტი.
სკარლეტმა ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო და გორაკს ისე დაუყვა,
ვინის არც კი დამშვიდობებია. დარწმუნებული იყო, მეგობარი რაღაცას
უმალავდა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, უსამართლოდ ხომ არ მოვექეციო.
ამან კიდევ უფრო გააბრაზა.
იმ საღამოს დედას და მამას ჰკითხა, ქვეყანაში რომაელების შემოს-
ვლამდე რა ხდებოდაო?
– რომაელების შესახებ საიდან იცი? – ჰკითხა მამამ.
– რომაელების შესახებ ვინ არ იცის? – გამანადგურებელი ირონიით
უპასუხა გოგონამ.
– რომაელების შემოსვლამდე ქვეყანაში კელტები ცხოვრობდნენ, –
თქვა დედამ, – ისინი რომაელებმა დაიპყრეს.
ძველი სამრეკლოს გვერდით, ძელსკამზე ვინი იჯდა და იმავე საკით-
ხზე საუბრობდა.
– ყველაზე უფროსი? – დააზუსტა საილასმა, – მართალი გითხრა, ვი-
ნი, წარმოდგენა არ მაქვს. რამდენადაც მე ვიცი, ამ სასაფლაოზე ყველა-
ზე უფროსი კაიუს პომპეუსია, მაგრამ რომაელების შემოსვლამდე აქ სხვა
35
ხალხი ცხოვრობდა. ეს დიდი ხნის წინ იყო. ანბანის შესწავლის საქმე
როგორ მიდის?
– კარგად. ასოთშეთანხმებებს როდის ვისწავლი?
საილასმა პასუხი დააყოვნა.
– გავარკვევ მაგ საქმეს, – წარმოთქვა მცირედი დაფიქრების შემდეგ,
– ეჭვიც არ მეპარება, რომ აქ დამარხულ ნიჭიერ მიცვალებულებს შო-
რის, სხვა თუ არაფერი, საშუალო დონის მასწავლებლები მაინც იქნები-
ან.
ვინი აღტაცებამ მოიცვა. წარმოიდგინა, რომ მომავალში ყველაფრის
წაკითხვას შეძლებდა და მის წინაშე მრავალი იდუმალებით მოცული ამ-
ბავი გაცოცხლდებოდა. როდესაც საილასი თავის საქმეების მოსაგვარებ-
ლად სასაფლაოდან გავიდა, ვინიმ ძველი სამრეკლოს გვერდით ტირი-
ფის ხეს მიაშურა და კაიუს პომპეუსი გამოიძახა.
მოხუცი რომაელი საფლავიდან გამოვიდა, თან ამთქნარებდა.
– აჰ, გამახსენდა, ცოცხალი ბიჭი! – თქვა მან, – როგორ ხარ, ცოცხა-
ლო ბიჭო?
– ძალიან კარგად, სერ, – უპასუხა ვინიმ.
– კარგია, მიხარია, – მოხუცი რომაელის თმას მთვარის შუქზე სითეთ-
რე გადასდიოდა. ტანზე ისევ ის ტოგა ემოსა, რომელშიც დაასაფლავეს.
დათბუნული უსახელო ჯუბა და თბილი შარვალი იმაზე მეტყველებდა,
რომ ეს იყო ქვეყნის დასალიერში მდებარე ცივი ქვეყანა. ამაზე ცივი მხა-
რე, კალედონია, აქედან ჩრდილოეთით მდებარეობდა. იქ მცხოვრებ წი-
თურბეწვიან არსებებს ცხოველები უფრო ეთქმოდათ, ვიდრე ადამიანები.
ისეთი ველურები იყვნენ, მათი დაპყრობაც კი არ ღირდა, ამიტომ მშვი-
დად ცხოვრობდნენ თავიანთ მარადიულ საყინულეთში.
– აქ ყველაზე უწინ თქვენ იყავით? – ჰკითხა ვინიმ, – ამ სასაფლაოზე
თქვენამდე იყო ვინმე?
– არა, პირველი მე ვარ.
– ესე იგი, ყველაზე უწინ თქვენ დაგასაფლავეს? – ჰკითხა ვინიმ.
მიცვალებული შეყოვნდა.
– დიახ, თითქმის პირველი. კელტებამდე ამ კუნძულზე სხვა ხალხი
ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანი აქ მარხია.
36
– მართლა?! – ვინი ერთი წუთით დაფიქრდა, – სად?
კაიუსმა ხელი ზემოთ, გორაკის წვეროსკენ გაიშვირა.
– აი, იქ, ზემოთ?
კაიუსმა თავი გააქნია.
– მაშ, სად?
მოხუცი რომაელი დაიხარა და ბიჭუნას თმა მოუჩეჩა.
– გორაკის შიგნით. იქ არის დამარხული. აქ ჩემმა მეგობრებმა მომას-
ვენეს, მათ მოჰყვებოდნენ ქალაქის მესვეურები და ცვილის ნიღბებიანი
მიმები, რომლებიც მამაჩემსა და ჩემს ცოლს განასახიერებდნენ. იმ
დროისათვის ორივე გარდაცვლილი იყო: ცოლი კამალოდუნში ციებამ
იმსხვერპლა, მამაჩემი კი გალიის საზღვართან შეტაკებისას დაიღუპა.
ჩემი სიკვდილიდან სამასი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ერთი
ფერმერი გორაკზე ცხვრის ფარას აძოვებდა და აღმოაჩინა ლოდი, რო-
მელიც გორაკის სიღრმეში შესასვლელს ფარავდა. მეცხვარემ უზარმაზა-
რი ქვა გვერდზე გადააგორა და ქვემოთ ჩავიდა. სავარაუდოდ, განძს
ეძებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ფერმერი ზემოთ ამოვიდა, მუქი თმა
ჩემსავით მთლიანად გასჭაღარავებოდა.
– ასეთი რა დაინახა?
კაიუსი ერთხანს დუმდა, შემდეგ ამოღერღა:
– ამაზე სიტყვა არავისთან დაუძრავს, აღარც იქაურობას გაჰკარებია.
ლოდი თავის ადგილზე დააბრუნეს. დროთა განმავლობაში ეს ამბავი
ყველას მიავიწყდა. ორასი წლის შემდეგ, როდესაც ფრობიშერების თა-
ღებიან აკლდამას აშენებდნენ, ვიღაც გამდიდრებაზე მეოცნებე ჭაბუკმა
მივიწყებულ შესასვლელს მიაგნო, მაგრამ არავის არაფერი გაუმხილა,
შესასვლელ კარს ეფრაიმ პეტიფერის კუბო მიაფარა და ერთ ღამეს,
როდესაც, მისი ჭკუით, არავინ უყურებდა, შიგნით ჩავიდა.
– როდესაც დაბრუნდა, თმა მასაც გაჭაღარავებული ჰქონდა?
– ის არ დაბრუნებულა.
– ვაიმე, მართლა? ბოლოს და ბოლოს, გაიგეს, გორაკის შიგნით ვინ
მარხია?
კაიუსმა თავი გააქნია.

37
– არ ვიცი, ყმაწვილო არავისია. მაგრამ მის ყოფნას მაშინაც კი
ვგრძნობდი, როდესაც აქაურობა უკაცრიელი იყო. სულ ვიცოდი, რომ იჯ-
და და ელოდა სადღაც იქ, გორაკის წიაღში.
– რას ელოდა?
– არ ვიცი. მე მხოლოდ მის მოლოდინს ვგრძნობდი.

სკარლეტს ხელში დიდი, სურათებიანი წიგნი ეჭირა. ჭიშკართან ახ-


ლოს მწვანე ძელსკამზე იჯდა და კითხულობდა. დედამისი რაღაც საგან-
მანათლებლო წიგნს ათვალიერებდა. გოგონა გაზაფხულის მზის სხივე-
ბით ტკბებოდა და ცდილობდა, არ შეემჩნია ბიჭი, რომელიც სუროთი და-
ფარულ ძეგლს ამოფარებული, რაღაცას ანიშნებდა. ბოლოს გადაწყვი-
ტა, იმ მხარეს საერთოდ არ გაეხედა, მაგრამ ბიჭი მოულოდნელად ზარ-
დახშის ზამბარიანი სათამაშო ჯამბაზივით საფლავის ქვის (იოჯი გ. შოჯი,
გარდაიცვალა 1921 წ. "ყარიბი ვიყავ, თქვენ შემიფარეთ") უკანიდან გა-
მოხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გიჟივით ხელების ქნევას მოჰყვა.
გოგონა ზედაც არ უყურებდა.
როგორც იქნა, სკარლეტმა კითხვა დაამთავრა და წიგნი იქვე, ძელ-
სკამზე დადო.
– დედა, სადმე აქვე გავისეირნებ, რა.
– ბილიკიდან არ გადაუხვიო, ძვირფასო.
გოგონა ბილიკს გაუყვა, მალევე შეუხვია და გორაკის თავზე თვალი
მოჰკრა ვინის, რომელიც მაღლიდან ხელს უქნევდა.
სკარლეტი ბიჭს დაეჯღანა.
– რაღაცები გავარკვიე, – უთხრა გოგონამ ვინის.
– მეც, – უპასუხა ბიჭმა.
– რომაელებამდე აქ სხვები ცხოვრობდნენ, – დაიწყო მოყოლა სკარ-
ლეტმა, – დიდი ხნის წინათ, როდესაც ადამიანი მოკვდებოდა, ასეთი გო-
რაკების შიგნით მარხავდნენ, თან უამრავ ძვირფასეულობასა და სხვა
რამეებსაც ატანდნენ. ასეთ საფლავებს ყორღანებს უწოდებენ.
– აჰა, გასაგებია. წამოდი, ერთ ასეთ ყორღანს გაჩვენებ.
– ახლა? – სკარლეტი შეყოყმანდა, – ზუსტად იცი, რომ ყორღანია?
ესეც არ იყოს, მე ხომ შენსავით ყველგან შესვლა არ შემიძლია, – გოგო-
38
ნას არაერთხელ უნახავს, როგორ გადიოდა ბიჭი კედლებში, თითქოს აჩ-
რდილი ყოფილიყოს.
პასუხის ნაცვლად ბიჭმა მეგობარს რკინის დიდი, ჟანგიანი გასაღები
აჩვენა.
– აქ ვიპოვე. ეს გასაღები ყველა კლიტეს ერგება. ალბათ გადაწყვი-
ტეს, რომ ასე უფრო ნაკლები თავსატეხი ექნებოდათ.
გოგონა ფერდობზე აცოცდა და ვინის მიუახლოვდა.
– არ მატყუებ?
ვინიმ თავი გააქნია. ტუჩის კუთხეებში კმაყოფილების ღიმილი გაუკ-
რთა.
– წამომყევი, – უთხრა გოგონას.
გაზაფხულის მშვენიერი დღე იყო. ჰაერში ჩიტები და ფუტკრები დაფ-
რინავდნენ და იქაურობას ჭიკჭიკითა და ზუზუნით ავსებდნენ. ნიავი ნარ-
ცისებს ფურცლებს უწეწავდა. აქა-იქ ნაადრევად ამოსული ტიტები თავებს
აკანტურებდნენ. შორიდან მაჩიტელები ისე ჩანდნენ, თითქოს ყვითელი
ფურისულებით მოჩითულ მწვანე ფერდობზე ცისფერი ფერუმარილი შე-
უფრქვევიათო. გორაკის წვერზე მდგარი ფრობიშერების პატარა მავზო-
ლეუმისკენ ყვავილებს შორის გზას ორი ბავშვი მიიკვლევდა.
ეს იყო უბრალო, ყველასგან მივიწყებული, ქვის პატარა, ძველი სახ-
ლი, რომელსაც კარის ნაცვლად ლითონის კუტიკარი ჰქონდა. ვინიმ ჭიშ-
კარი გასაღებით გააღო და სკარლეტთან ერთად შენობაში შევიდა.
– აქ სადღაც, კუბოების უკან, შესასვლელი ან კარი უნდა იყოს.
მართლაც, ქვედა თაროზე, ერთ-ერთი კუბოს უკან, პატარა შესასვლე-
ლი იპოვეს.
– ქვემოთ, – თქვა ვინიმ, – ქვემოთ უნდა ჩავიდეთ.
უეცრად სკარლეტი შეკრთა – მიხვდა, რომ ეს თავგადასავალი აღარ
უნდოდა.
– ქვემოთ, იმ სიბნელეში რა გვინდა?
– მე სიბნელე ხელს არ მიშლის, მით უმეტეს, სასაფლაოზე.
– მე მიშლის, – თქვა სკარლეტმა, – იქ ბნელა.

39
ვინი ჩაფიქრდა. უნდოდა სკარლეტი დაერწმუნებინა, რომ ქვემოთ სა-
შიში არაფერი იყო, მაგრამ ერთბაშად გაჭაღარავებული ფერმერი და
დაკარგული ჭაბუკი გაახსენდა და გადაიფიქრა.
– მე ჩავალ, შენ აქ დამელოდე, – უთხრა ბოლოს გოგონას.
სკარლეტი მოიღუშა.
– აქ უნდა მიმატოვო?
– მე ჩავალ, – გაიმეორა ვინიმ, – ვნახავ, რა არის, ამოვალ და ყვე-
ლაფერს მოგიყვები.
ბიჭი ღიობისკენ მიბრუნდა, ჯერ ჩაიმუხლა, შემდეგ ოთხზე დადგა და
შესასვლელში შეძვრა. შიგნით იმხელა სივრცე აღმოჩნდა, რომ ადამიანი
თავისუფლად გაიმართებოდა. ქვის საფეხურები ქვემოთ ეშვებოდა.
– კიბეზე ჩავდივარ, – თქვა მან.
– გრძელი კიბეა?
– მგონი, კი.
– თუ ხელს მომკიდებ და მეტყვი, ნაბიჯი საითკენ გადავდგა, მეც წამო-
ვალ. სიტყვა მომეცი, რომ...
– რა თქმა უნდა... – წამოიწყო ვინიმ და ვიდრე სათქმელს დაამთავ-
რებდა, გოგონა ოთხზე დადგა და ღიობში შეძვრა.
– შეგიძლია წამოდგე, – უთხრა ვინიმ და ხელზე ხელი მოჰკიდა, აი, აქ
არის. ფეხი წინ წადგი და იპოვი. წინ მე წავალ.
– ამ სიბნელეში მართლა ხედავ რამეს? – ჰკითხა გოგონამ.
– როგორ არა, ვხედავ.
ვინი გოგონას წინ მიუძღოდა და ეუბნებოდა, რასაც ხედავდა. ისინი
გორაკის სიღრმისკენ მიიწევდნენ.
– საფეხურები ქვისაა, – ეუბნებოდა ბიჭი, – აქაურობა სულ ქვაშია გა-
მოკვეთილი. კედლებზე ნახატებია.
– რა ნახატები?
– დიდი, ბანჯგვლიანი ასო C, როგორც ინგლისურ სიტყვაში "Cow" , მე
მგონი, რქებიც აქვს, კიდევ რაღაც ჩახვეული კვანძია, მაგრამ ეს ნახატი
არ არის, ქვაზეა ამოჭრილი. აბა, ხელი გადაუსვი, ხომ გრძნობ? – ვინიმ
გოგონას კვანძზე თითები დაადებინა.
– ვგრძნობ, როგორ არა! – თქვა გოგონამ.
40
– ამ ადგილიდან საფეხურები ფართოვდება და დიდ დარბაზში შედის,
მაგრამ კიბე არ მთავრდება. არ გაინძრე. ახლა მე შენსა და დარბაზს
შორის ვიმყოფები. მარცხენა ხელი კედელზე გედოს.
ისინი კიბეზე ქვემოთ მიიწევდნენ.
– კიდევ ერთი ნაბიჯი და ფეხს ქვის იატაკზე დავდგამთ, – თქვა ვინიმ,
– ცოტა უსწორმასწორო ზედაპირია.
ისინი მომცრო დარბაზში აღმოჩნდნენ. მიწაზე ქვის ფილები ეგო. ერთ
კუთხეში მოჩანდა შემაღლებული ადგილი, რომელზეც რაღაც პატარა
ნივთები ეწყო. იატაკზე ძვლები ეყარა, ძალიან ძველი ძვლები. ოთახის-
კენ მიმავალი საფეხურების ქვეშ ვინიმ დაინახა გვამი, რომელსაც მოკუნ-
ტულ სხეულზე გრძელი, ყავისფერი მოსასხამის ნაფლეთები შერჩენოდა.
ვინიმ გაიფიქრა, რომ ეს სწორედ ის გამდიდრებაზე მეოცნებე ახალგაზ-
რდა კაცი იყო, რომელსაც სიბნელეში ფეხი დაუცდა და წაიქცა.
უეცრად ბავშვებს შრიალი მოესმათ, თითქოს ფოთლების შვავებში
გველი გაიკლაკნა. სკარლეტმა შიშისგან ვინის ხელზე ხელი მოუჭირა.
– ეს რა იყო? რამეს ხედავ?
– ვერა.
სკარლეტმა ოხვრას დახშული ყვირილი ამოაყოლა. ვინიმ თვალი
ჰკიდა რაღაცას, რომელსაც, დარწმუნებული იყო, სკარლეტიც ხედავდა.
ოთახის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ბავშვებმა დაინახეს კაცი, რომე-
ლიც კლდეს გამოეყო და პირდაპირ მათკენ გამოემართა. ვინი გრძნობ-
და, როგორ ცდილობდა სკარლეტი, არ ეკივლა.
კაცი მშვენივრად შენახულიყო, მაგრამ მაინც დიდი ხნის მკვდარს
ჰგავდა. სხეული მეწამული ფერის ფიგურებითა და ორნამენტებით
მოეხატა (ვინის ასე მოეჩვენა) ან მოესვირინგებინა (ეს უკვე სკარლეტის
აზრი იყო), ყელზე ბასრი, წვეტიანი კბილების ასხმა ეკიდა.
– მე ამ ადგილის მბრძანებელი ვარ! – კაცმა პირიდან უძველესი,
ხორხისმიერი ბგერები ამოუშვა. ეს უფრო ჰაერის შერხევას ჰგავდა, სიტ-
ყვებს ვერაფრით ვერ დაარქმევდით.
– მე აქაურობას მომხდურებისგან ვიცავ!
კაცი უზარმაზარ თვალებს შემაძრწუნებლად აბრიალებდა. ვინიმ იფიქ-
რა, რომ თვალების ირგვლივ შემოვლებული მეწამული რგოლები ამ
41
შთაბეჭდილებას აძლიერებდა და ამ არსებას ბუს შესახედაობას აძლევ-
და.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ვინიმ და სკარლეტს ხელი ხელზე მოუჭირა.
ინდიგო კაცს მისი სიტყვები თითქოს არც გაუგონია, იდგა და ბავშვებს
მრისხანე თვალებით შესცქეროდა.
– აქაურობას მოშორდით! – დაიღრინა კაცმა. ხორხისმიერი ბგერები
ვინის თავში გახმიანდა.
– რამეს დაგვიშავებს? – იკითხა სკარლეტმა.
– მგონი, ვერაფერს, – უპასუხა ვინიმ და ინდიგო კაცს მიმართა სიტ-
ყვებით, რომლებიც მისმა მეურვეებმა კარგად შეასწავლეს:
– მე სასაფლაოს თავისუფლება მაქვს მონიჭებული და შემიძლია, სა-
დაც მინდა, იქ შევიდე.
ინდიგო კაცმა ბიჭის სიტყვები უპასუხოდ დატოვა, რამაც ვინი ძალიან
განაცვიფრა – ეს განცხადება სასაფლაოს ყველაზე ჭირვეულ მიცვალე-
ბულებზეც კი დამამშვიდებლად მოქმედებდა.
– სკარლეტ, ამ კაცს ხედავ? – ჰკითხა მან გოგონას.
– რა თქმა უნდა, ვხედავ. დიდი, საზარელი კაცია, რომელსაც მთელი
სხეული მოსვირინგებული აქვს და ჩვენს მოკვლას აპირებს. ვინი, გააგ-
დე, აქედან!
ბიჭმა ყავისფერლაბადიანი ჭაბუკის იატაკზე მოკრუნჩხულ ჩონჩხს გა-
დახედა. მის გვერდით, ქვის იატაკზე, დამსხვრეული სანათი ეგდო.
– როგორც ჩანს, გაქცევას აპირებდა, – ხმამაღლა წარმოთქვა ბიჭმა,
– რაღაცის შეეშინდა და გაიქცა, მაგრამ საფეხურზე ფეხი დაუცდა ან გა-
თიშეს და ძირს ჩამოვარდა.
– შენი აზრით, ეს ვინ გააკეთა?
– კაცმა, რომელიც იატაკზე იდგა.
სკარლეტს ხმაში გაღიზიანება დაეტყო. დაბნეული და შეშინებული
ჩანდა.
– კაცი, რომელიც იატაკზე იდგა... აქ ისე ბნელა, ვერაფერს ვხედავ.
ერთადერთი კაცი, რომლის დანახვა შემიძლია, ეს სვირინგებიანი არსე-
ბაა.

42
უეცრად, თითქოს უნდოდა ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ ბავ-
შვებმა მისი იქ ყოფნის შესახებ იცოდნენ, ინდიგო კაცმა თავი უკან გადა-
აგდო და პირიდან გულისგამგმირავი ყივილი ამოუშვა. ამ ხორხიდან
ამომსკდარი იოდლის3 გაგონებაზე სკარლეტმა შიშისგან ვინის ხელზე
ხელი ისე მაგრად მოუჭირა, კანში ფრჩხილები ჩაასო.
ვინის კი უკვე აღარ ეშინოდა.
– მაპატიე, რომ შენი არ მჯეროდა, – უთხრა სკარლეტმა, – ახლა ვხე-
დავ, რომ ისინი სინამდვილეში არსებობენ.
ინდიგო კაცმა თავის ზემოთ რაღაც აღმართა, რაღაც საგანი, რომე-
ლიც ძალიან ჰგავდა ქვის ბასრ დანას.
– ყველა, ვინც მოინდომებს აქაურობას დაეპატრონოს, მოკვდება! –
ჰაერში ისევ დაირხა ხორხისმიერი ბგერები.
ვინის მოაგონდა კაცი, რომელიც ერთ დღეში გაჭაღარავდა, კაცი,
რომელიც მას შემდეგ სასაფლაოზე არასოდეს გამოჩენილა და სიცოც-
ხლეში არავისთვის უთქვამს იმის შესახებ, თუ სად იყო და რა ნახა.
– არა, – თქვა ვინიმ – მგონი, შენ მართალი ხარ.
– ანუ?
– ეს არსება წარმოსახვითია.
– ნუ სულელობ, – თქვა სკარლეტმა, – მე მას ვხედავ.
– საქმეც ეგ არის, რომ ხედავ, – თქვა ვინიმ, – მაგრამ შენ ხომ
მკვდრებს ვერ ხედავ.
მან ოთახი მოათვალიერა.
– კარგი, გეყოფა, – მიმართა ინდიგო კაცს ბიჭმა, – ჩვენ ვიცით, რომ
შენ სინამდვილეში არ არსებობ.
– თქვენს სისხლს დავლევ! – დაიღმუვლა ინდიგო კაცმა.
– ვერაფერსაც ვერ დალევ, – უპასუხა სკარლეტმა და შვებით ამოიოხ-
რა, – ვინი მართალია. მე მგონი, ეს საფრთხობელაა.
– საფრთხობელა რა არის? – ჰკითხა ვინიმ.
– ფერმერები დგამენ ხოლმე ყანებში ყვავ-ყორნების დასაფრთხობად.

3
ავსტრიის, ბავარიისა და შვეიცარიის მთების ხალხური სიმღერებისთვის დამახასიათებე-
ლი, კრიმანჭულის მსგავსი ბგერები (მთარგმნელის შენიშვნა)
43
– რატომ აფრთხობენ? – ვინი მათი ცქერით ხშირად ერთობოდა, მოს-
წონდა, თუ როგორ ასუფთავებდნენ ყვავები სასაფლაოს.
– ზუსტად არ ვიცი, დედაჩემს უნდა ვკითხო. ერთხელ მატარებლის
ფანჯრიდან დავინახე და ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. ყვავებს ცოცხალი
ადამიანი ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ, ამსგავსებენ. მისი
ერთადერთი დანიშნულება ყვავების დაფრთხობაა.
ვინიმ ოთახი მოათვალიერა.
– ვინც უნდა იყო, ჩვენ შენი არ გვჯერა და არ გვეშინია. ვიცით, რომ
ნამდვილი არ ხარ. უბრალოდ, თავი დაგვანებე.
ინდიგო კაცი შეჩერდა, უკან გაბრუნდა, კლდის ფილაზე შედგა, შემდეგ
ზედ დაწვა და ბოლოს საერთოდ გაქრა. სკარლეტისთვის იქაურობა ისევ
უკუნმა მოიცვა. ერთი წუთის შემდეგ ყურში კვლავ ის უცნაური შარიშური
შემოესმა, ხმა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა, თითქოს ოთახს ვი-
ღაც გარს ეკვრისო.
– ჩვენ გველეშაპი ვართ, – თქვა ხმამ, რომელიც სადღაც მის თავში
გაისმა.
ვინის კეფაზე თმა აებურძგლა. რაღაცნაირი, ძალიან ძველი და ძალი-
ან მშრალი ხმა იყო, თითქოს სამრეკლოს ფანჯარას გამხმარი ტოტები
ეხლებაო. ვინის მოეჩვენა, რომ ვიღაც არა ერთი, არამედ რამდენიმე,
ერთმანეთთან შერწყმული ხმით ლაპარაკობდა.
– გაიგონე? – ჰკითხა მან სკარლეტს.
– მხოლოდ რაღაც ამაზრზენი, შემპარავი შრიალი გავიგონე, გული
გამეყინა და რაღაცნაირი უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს საშინე-
ლება უნდა მოხდეს.
– არაფერი საშინელება არ მოხდება, – თქვა ვინიმ, შემდეგ სარკმელს
მიუბრუნდა:
– ვინ ხარ?
– ჩვენ გველეშაპი ვართ, ჩვენ ვდარაჯობთ, ჩვენ ვიცავთ.
– რას იცავთ?
– ბატონის განსასვენებელს. ეს წმინდა ალაგია, რომელსაც ჩვენ, გვე-
ლეშაპი ვიცავთ.
– ჩვენ ვერ შეგვეხებით, – უთხრა ვინიმ, – დიდი-დიდი შეგვაშინოთ.
44
გველეშაპის ხმებში მოუთმენლობა გაისმა:
– შიში გველეშაპის იარაღია!
ვინიმ კარნიზს დახედა.
– სულ ეს არის თქვენი ბატონის განძი? ძველი გულსაბნევი, თასი და
ქვის ჯაყვა? რა აუარება სიმდიდრის პატრონი ყოფილა!
– გველეშაპი განძეულს სდარაჯობს – გულსაბნევს, თასსა და დანას.
ჩვენ მას ბატონს ვუნახავთ, ის აუცილებლად დაბრუნდება. ის ყოველთვის
ბრუნდება.
– სულ რამდენი ხართ?
გველეშაპმა არ უპასუხა. ვინიმ თავი გააქნია, თითქოს უნდოდა აბლა-
ბუდაში გახვეული, ბუნდოვანი, არეული აზრები გამოებერტყა და სკარ-
ლეტს ხელზე ხელი მოუჭირა.
– წავიდეთ აქედან, – უთხრა გოგონას.
ვინიმ თანამგზავრს ხელი ჩაჰკიდა და დარბაზიდან გაიყვანა. როდესაც
ყავისფერლაბადიანის გვამს გვერდი აუქციეს, ბიჭუნამ წარმოიდგინა, რა
იმედგაცრუება ელოდა იმ საბრალოს, შიშისგან ფეხი რომ არ დასხლტო-
მოდა და არ წაქცეულიყო – ის, რაც ათი ათასი წლის წინათ განძად ით-
ვლებოდა, დღესდღეობით აღარაფერს წარმოადგენდა. ვინიმ სკარლე-
ტი საფეხურებზე ფრთხილად აიყვანა და გორაკის შუაგულში, ფრობიშე-
რის მავზოლეუმის ჩაჟალტამებული კედლისკენ გაუძღვა.
გვიანი გაზაფხულის მზე გისოსებიან კარსა და აგურებზე გაჩენილ ბზა-
რებში ატანდა. კაშკაშა სინათლემ სიბნელიდან გამოსულ სკარლეტს
თვალი მოსჭრა. ბუჩქებში ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, იქვე უზრუნველად
ბზუოდა კელა. ყველაფერი ისევ ისე უცვლელად იყო, როგორც მანამდე.
ვინიმ მავზოლეუმის კარი ყურთამდე გამოაღო და მერე ისევ ჩარაზა.
სკარლეტის ჭრელაჭრულა ტანსაცმელი ტალახის შხეფებსა და აბლა-
ბუდას დაეფარა, შავგვრემანი სახე და ხელები მტვერს გადაეთეთრებინა.
ქვემოთ, გორაკზე ვიღაცის, უფრო სწორად, ვიღაცების ხმამაღალი და
სასოწარკვეთილი ყვირილი ისმოდა:
– სკარლეტ! სკარლეტ პერკინს!
– აქ ვარ, აქ! – უპასუხა გოგონამ. ბავშვებმა მომხდარზე საუბარი და
ინდიგო კაცზე მსჯელობა ვერც კი მოასწრეს, რომ ქალმა, რომელსაც
45
სიბნელეში მანათობელი, ყვითელი ქურთუკი ზურგზე წარწერით – "პო-
ლიცია" – ეცვა, სკარლეტს გამოკითხვა დაუწყო: ხომ კარგად ხარო, სად
იყავიო, ვინმეს შენი მოტაცება ხომ არ უცდიაო. შემდეგ ქალმა რადიოთი
გადასცა, ბავშვი მოიძებნაო.
ისინი გორაკიდან დაეშვნენ. ვინი მათ უჩუმრად მიჰყვებოდა. სამლოც-
ველოს კარი ღია იყო, სკარლეტის მშობლები შიგნით იყვნენ და თავიან-
თი შვილის ამბავს ელოდნენ. სკარლეტის დედა ცრემლად იღვრებოდა,
მამა შეწუხებული ხმით ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. იქვე მეორე
პოლიციელი ქალი იდგა. კუთხეში მიყუჟულ ვინის ვერავინ ხედავდა.
სკარლეტს შეკითხვები დააყარეს. გოგონა რამდენადაც შეეძლო, პა-
ტიოსნად პასუხობდა, რომ ერთმა ბიჭმა, სახელად ვინიმ, გორაკის შიგ-
ნით ჩაიყვანა. იქ, სიბნელეში დაინახეს მეწამულსვირინგებიანი კაცი, რო-
მელიც სინამდვილეში უბრალო საფრთხობელა აღმოჩნდა.
მშობლებმა გოგონას შოკოლადის ფილა მიაწოდეს, სახე გაუწმინდეს
და ჰკითხეს, სვირინგებიან კაცს მოტოციკლი ხომ არ ჰქონდაო. მშობლე-
ბი დამშვიდდნენ და ახლა ერთმანეთს და სკარლეტს დაუწყეს ჩხუბი, თან
ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, არა შენ გაუშვი სასეირნოდ და არა შენო,
პატარა გოგოს სასაფლაოზე სეირნობა ვინ გაიგონა, ვინ იცის, რას შეიძ-
ლებოდა გადაჰყროდაო, მერე რა მოხდა, ნაკრძალი რომ არისო, ჩვენს
დროში ვერავის ენდობიო, ბავშვს თვალი ერთი წუთითაც არ უნდა
მოაშორო, მით უმეტეს, სკარლეტისნაირ ბავშვს, რა იცი, რა საშინელე-
ბას შეიძლება გადაეყაროსო.
სკარლეტის დედას ისევ ცრემლები მოერია. ამის დანახვაზე სკარლე-
ტიც ატირდა. ერთ-ერთი პოლიციელი ქალი მამას წაეჩხუბა, როდესაც ეს
უკანასკნელი უმტკიცებდა, თქვენი ხელფასი ჩემი გადასახადებიდან ფი-
ნანსდებაო. ამაზე პოლიციელმა ქალმა უპასუხა, მეც ვიხდი გადასახადებს
და შეიძლება თქვენ იღებთ ხელფასს ჩემი გადასახადებიდანო. ვინი სად-
ღაც სამლოცველოს ბნელ კუთხეში შეუმჩნევლად მიმჯდარიყო და უსმენ-
და, სანამ არ იგრძნო, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო.
ამასობაში სასაფლაო ბინდმა მოიცვა. ვინი ამფითეატრში იდგა და ქა-
ლაქს გასცქეროდა, როდესაც საილასი მიუახლოვდა და გვერდით ამო-
უდგა, როგორც ყოველთვის, სიტყვის უთქმელად.
46
– ის არაფერ შუაშია, – თქვა ვინიმ, – მე ვარ დამნაშავე, ახლა კი ყვე-
ლაფერს მას დააბრალებენ.
– სად იყავით? – ჰკითხა საილასმა.
– გორაკის შუაგულში. ყველაზე ძველი საფლავის ნახვა გვინდოდა,
მაგრამ იქ არაფერი დაგვხვდა, მხოლოდ რაღაც გველისმაგვარი არსება
იყო, რომელიც საკუთარ თავს გველეშაპს უწოდებს და ხალხის შეშინებას
ცდილობს.
– მშვენიერია.
ისინი გორაკს ჩაუყვნენ და დაინახეს, რომ ძველი სამლოცველო ისევ
დაეკეტათ. პოლიციელები, სკარლეტი და მისი მშობლები აღარსად ჩან-
დნენ.
– მის ბოროუზი ასოების გადაბმას გასწავლის, – უთხრა ბიჭს საილას-
მა, – "ჩექმებიანი კატა" წაიკითხე?
– რამდენი ხანია. ახალ წიგნებს მომიტან?
– ვფიქრობ მაგ საკითხზე.
– შენი აზრით, ოდესმე კიდევ ვნახავ?
– ვის, გოგონას? ეჭვი მეპარება.
საილასი შეცდა. სამი კვირის შემდეგ, ერთ ცრიატ ნაშუადღევს, სკარ-
ლეტი სასაფლაოზე დედ-მამასთან ერთად მოვიდა.
ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, ჩვენ გვერდით იარე, თვალს არ
მიეფაროო, თუმცა გოგონა წინ წამოვიდა და მათ ოდნავ დაშორდა.
სკარლეტის დედა დროდადრო წამოიკვნესებდა, რა საშინელი რამ გა-
დავიტანეთ და რა კარგია, რომ სულ მალე აქაურობას სამუდამოდ მოვ-
შორდებითო.
როდესაც მშობლებმა ერთმანეთთან საუბარი გააბეს, ვინი გოგონას
მიესალმა.
– გაგიმარჯოს, – აუღელვებლად დაუბრუნა სალამი სკარლეტმა.
– მეგონა, ვეღარასოდეს გნახავდი.
– მშობლებს ვუთხარი, თუ სასაფლაოზე არ წამიყვანთ, არ
წამოგყვებით-მეთქი.
– სად არ წამოგყვებითო?

47
– შოტლანდიაში. მამამ იქაურ უნივერსიტეტში ელემენტარული ნაწი-
ლაკების ფიზიკა უნდა ასწავლოს.
ისინი გვერდიგვერდ მიუყვებოდნენ ბილიკს – მჭახე ყვითელ ქურთუკში
გამოწყობილი პატარა გოგო და ნაცრისფერ სუდარაში გახვეული ბიჭი.
– შოტლანდია აქედან შორსაა?
– შორსაა, – უპასუხა სკარლეტმა.
– აუ!
– ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდი. შენთან დასამშვიდობებლად მოვე-
დი.
– სულ აქ არ ვარ?!
– ჰო, მაგრამ შენ ხომ მკვდარი არ ხარ?
– არა, კაცო, რა მკვდარი.
– ჰოდა, მთელი ცხოვრება აქ ხომ არ იქნები? გაიზრდები, ერთ მშვე-
ნიერ დღეს სასაფლაოს დატოვებ და ცოცხლების სამყაროში იცხოვრებ.
ბიჭმა თავი გადააქნია.
– ცოცხლების სამყარო ჩემთვის უსაფრთხო არ არის.
– ეგ ვინ გითხრა?
– საილასმა, მშობლებმაც. ყველა ამას მეუბნება.
გოგონა გაჩუმდა.
უეცრად მამის ყვირილი გაიგონა:
– სკარლეტ! წავიდეთ, საყვარელო, დროა! ხომ გაისეირნე უკვე, ახლა
სახლში წავიდეთ.
სკარლეტი ვინის მიუბრუნდა:
– შენ ძალიან მამაცი ხარ. ყველაზე მამაცი, ვინც კი ამქვეყნად მინა-
ხავს. ჩემი მეგობარი ხარ. სულ არ მანაღვლებს, ნამდვილი ხარ თუ გა-
მოგონილი.
ეს თქვა და ისევ იმ ბილიკზე ჩაირბინა, რომლითაც ყველანი ცოტა
ხნის წინ ამოვიდნენ. მშობლებთან, თავის სამყაროში.

48
მაღლა, წითელ ცაში ღამის მოჩვენებები რიალებდნენ.

49
თავი მესამე - ღმერთის მწევრები

ამქვეყნად ნებისმიერ სასაფლაოზე ერთი საფლავი მაინც ვამპირებს


ეკუთვნით. შეიძლება დიდხანს ხეტიალი მოგიხდეთ, მაგრამ ბოლოს მას
აუცილებლად მიაგნებთ. როგორც ხდება ხოლმე, საფლავს სარეველა
ბალახი ფარავს, შიგ სანახევროდ წყალი დგას, მიწა ამობურცულია, ქვა
– გაბზარული ან გატეხილი. ყველაფერი მიტოვებული და გავერანებუ-
ლია, საფლავის ქვა უფრო ცივია, ვიდრე სხვაგან, წარწერა წაშლილია.
ასეთი საფლავის ქანდაკება ერთიანად სოკოთი და ლიქენით არის და-
ფარული ან თვითონ წააგავს სოკოს, თავი მოტეხილი აქვს ხოლმე. თუ
რომელიმე საფლავზე წვრილმანი ვანდალების ნამოქმედარი შენიშნეთ
ან, უბრალოდ, საზარელი გრძნობა დაგეუფლათ, იცოდეთ, სწორედ ის
არის ვამპირების სამფლობელო.
ვინის სასაფლაოზეც იყო ერთი ასეთი საფლავი.
ასეთი საფლავი ყველა სასაფლაოზე მოიძებნება.

საილასი წასასვლელად ემზადებოდა.


თავიდან ვინის ეს ამბავი უბრალოდ, ეწყინა, მაგრამ ახლა პირდაპირ
ცოფებს ყრიდა.
– რატომ მიდიხარ? – წამდაუწუმ ეკითხებოდა საილასს.
– უკვე გითხარი, ერთი ამბის გარემოებები უნდა გამოვარკვიო, გამ-
გზავრება მომიწევს, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამაზე უკვე ვისაუბ-
რეთ.
– რა არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა გაემგზავ-
რო? – ვინი სულ რაღაც ექვსი წლის იყო და ვერაფრით გაეგო, ასეთი
რა საქმე უნდა ყოფილიყო, რომ საილასს მისი დატოვება უწევდა, – რა
უსამართლობაა!
საილასი მოთმინებით უსმენდა:
– არავინ, რა შუაშია აქ სამართალი ან უსამართლობა? უბრალოდ,
ასეა და მორჩა.
ვინი არ ისვენებდა.

50
– შენი მოვალეობა ჩემთვის თვალყურის დევნებაა. შენ თვითონ არ
მეუბნებოდი?
– მერედა, ვინ გითხრა, რომ ჩემს მოვალეობებს გავურბივარ? საბედ-
ნიეროდ, სამყაროში ჩემ გარდა არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებ-
საც შეუძლიათ დროებით შემცვალონ.
– გასაგებია, მაგრამ შენ სად მიდიხარ?
– აქედან შორს. რაღაც უნდა გავარკვიო. მოკლედ, წასვლა მომიწევს.
ვინიმ ჩაიფრუტუნა, შებრუნდა და ბილიკს გაუყვა. ფეხის წვერებით კენ-
ჭებს მიათამაშებდა.
სასაფლაოს ჩრდილო-დასავლეთი მხარე ყველაზე მიტოვებული და
გავერანებული ჩანდა. გადაბურდულ მცენარეებთან გამკლავება შეუძლე-
ბელი იყო – ვერც მებაღე და ვერც "სასაფლაოს მეგობართა კავშირი"
ვერაფერს უხერხებდნენ. ვინიმ იქითკენ გაქუსლა და ვიქტორიანული
ეპოქის ბავშვები გააღვიძა – არც ერთ მათგანს ათ წლამდეც არ უცოც-
ხლია. ბავშვებმა მთვარის შუქზე სუროთი გადახლართულ ჯუნგლებში კუ-
კუდამალობანას თამაში დაიწყეს. ბიჭი ცდილობდა, საკუთარი თავი
დაეჯერებინა, რომ არაფერი მომხდარა, საილასი არსად წასვლას არ
აპირებდა და საერთოდ, არაფერიც არ შეიცვლებოდა, მაგრამ როდესაც
კუკუდამალობანას თამაში მობეზრდა და ძველ სამლოცველოში დაბრუნ-
და, ორი ისეთი სიახლე დახვდა, დარწმუნდა, რომ არაფერი გამოუვიდო-
და.
პირველს თვალი მოჰკრა თუ არა, ვინი მაშინვე მიხვდა, რომ ეს შავი,
ტყავის ლამაზი ნივთი თავისივე ფერის სახელურებითა და თითბრის სა-
კეტებით საილასის ჩანთა იყო. სულ მცირე, ას ორმოცდაათი წლის წინ,
ვიქტორიანულ ეპოქაში ასეთ ჩანთებს, სავარაუდოდ, ექიმები ან მეკუბო-
ვეები ატარებდნენ და შიგნით საჭირო ინსტრუმენტებს აწყობდნენ. ვინის
საილასის ჩანთა არასოდეს ენახა და არც არასოდეს სმენოდა მის შესა-
ხებ, მაგრამ გრძნობდა, რომ მხოლოდ საილასს შეეძლო ასეთი ნივთი
ჰქონოდა. ვინის უნდოდა შიგნით ჩაეჭყიტა, მაგრამ ჩანთას თითბრის დი-
დი ბოქლომი ედო და მისი გახსნა პატარა ბიჭს გაუჭირდებოდა.
მეორე იყო ქალი, რომელიც სამრეკლოს გვერდით, ძელსკამზე იჯდა.
– ვინი, – წარმოთქვა საილასმა, – ეს მის ლუპესკუა.
51
მის ლუპესკუ ულამაზო ქალი იყო. ისეთი ვიწრო და მოგრძო სახე
ჰქონდა, გეგონებოდათ, კარის ღრიჭოში მოაყოლესო. ზედ უკმაყოფი-
ლო გამომეტყველება აღბეჭდოდა. ჭაღარა თმის მიუხედავად ახალგაზ-
რდულად გამოიყურებოდა. წინა კბილები ჩვეულებრივზე მეტად გამო-
წეული ჰქონდა. ტანზე ფართხუნა მაკინტოში ეცვა, ყელზე მამაკაცის შარ-
ფი მოეხვია.
– მიხარია, რომ გაგიცანით, მის ლუპესკუ, – მიესალმა ვინი.
პასუხად მის ლუპესკუმ მხოლოდ ამოიოხრა და საილასს მიუბრუნდა:
– ეს ის ბიჭია, ხომ?! – ქალი წამოდგა და ვინის ირგვლივ შემოუარა.
ცხვირის ნესტოებს ისე ბერავდა, თითქოს ბიჭს ყნოსავსო. დათვალიერე-
ბას რომ მორჩა, ვინის გამოუცხადა:
– დღეში ორჯერ – დილით, გაღვიძების შემდეგ და საღამოს, დაძინე-
ბის წინ ანგარიშს ჩამაბარებ. ოთახი აქვე ახლოს დავიქირავე, – მის ლუ-
პესკუმ მიუთითა ერთ-ერთ სახლის სახურავზე, რომელიც მშვენივრად
ჩანდა იმ ადგილიდან, სადაც ისინი იდგნენ, – თუმცა დღისით სასაფ-
ლაოზე ვიქნები ხოლმე. მე, ჩემო ბიჭო, ისტორიკოსი და ძველი სასაფ-
ლაოების სპეციალისტი ვარ, აქაურობა უნდა გამოვიკვლიო. მიხვდი,
ხომ?!
– მე ბიჭუნა არ ვარ, – უთხრა ვინიმ, – ვინი მქვია.
– როგორც ვიცი, შენი სრული სახელია არავინ, – თქვა მის ლუპესკუმ,
– სულელური სახელია. ვინის მოფერებით გეძახიან. მე კნინობითი სახე-
ლები არ მიყვარს, ამიტომ ჩემთვის ბიჭუნა იქნები, შენ კი მის ლუპესკუ
დამიძახე.
ვინიმ საილასს მუდარით სავსე მზერა მიაპყრო, მაგრამ მეურვე შეუვა-
ლი ჩანდა:
– საიმედო ხელში გტოვებ, ვინი. დარწმუნებული ვარ, შენ და მის ლუ-
პესკუ საერთო ენას გამონახავთ.
– ამ საშინელ ქალთან რა საერთო ენა უნდა გამოვნახო?
– ძალიან უხეშად იქცევი, – უთხრა საილასმა, – არ გინდა, ბოდიში
მოიხადო?

52
ვინი ბოდიშის მოხდას არ აპირებდა, მაგრამ საილასი მის წინ იდგა და
თვალებში უყურებდა – საილასი, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა და
სადღაც მიდიოდა. ვინ იცის, როდის დაბრუნდებოდა?
– ბოდიშს ვიხდი, მის ლუპესკუ, – ამოღერღა ბოლოს.
ქალს მაშინვე არაფერი უთქვამს, მხოლოდ ამოიოხრა და ცოტა ხნის
შემდეგ დაამატა:
– შენ მოსავლელად შორიდან ჩამოვედი. ვფიქრობ, იმედს არ გამიც-
რუებ, ბიჭუნა.
ვინიმ ვერ წარმოიდგინა, როგორ უნდა გადახვეოდა საილასს გამომ-
შვიდობების ნიშნად, ამიტომ უბრალოდ, ხელი გაუწოდა. საილასმა თავი
დაუკრა და თავისი ხელი შეაგება. ვინის პატარა, ჭუჭყიანი მტევანი ერთი
წამით საილასის უზარმაზარმა, ფერმკრთალმა ტორმა დაფარა, შემდეგ
თავისი შავი ტყავის ჩანთა ხელში ბუმბულივით აიტაცა და ბილიკს გაუყვა.
მალე სასაფლაო უკან დარჩა.
ვინიმ ეს ამბავი მშობლებს უამბო.
– საილასი სადღაც გაემგზავრა, – თქვა მან.
– დაბრუნდება, – დაუფიქრებლად უპასუხა მისტერ არავისიამ, – შენ
მაგაზე არ იდარდო, ვინი, საილასი ყოველთვის ბრუნდება.
– საილასმა თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ სადმე წასვლა თუ
მოუწევდა, ვინმეს დატოვებდა, ვინც საჭმელს მოგიტანდა და თვალყურს
გადევნებდა. ასეც მოხდა. ასეთი საიმედო კაცი იშვიათია.
და მართლაც, საილასს ვინისთვის ყოველდღე მოჰქონდა საჭმელი და
აკლდამის ნიშაში უტოვებდა, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო
იმისა, რასაც ის ვინისთვის აკეთებდა – ყოველთვის გონივრულ, საიმედო
და სწორ რჩევებს აძლევდა. საილასი სასაფლაოს მცხოვრებლებზე გა-
ცილებით უკეთ ერკვეოდა ყველაფერში, რადგან სასაფლაოდან გასვლა
შეეძლო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აქაური მიცვალებულებისგან განსხვა-
ვებით, რომლებსაც გარე სამყაროზე რამდენიმე ასეული წლის წინანდე-
ლი წარმოდგენა ჰქონდათ, თანამედროვე ცხოვრების ავანჩავანი იცოდა.
გარდა ამისა, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო და საღამო-
ებს ყოველთვის ვინისთან ერთად ატარებდა. ბიჭს იმაზე ფიქრიც კი უძ-
ნელდებდა, რომ საილასი, სამლოცველოს ერთადერთი მცხოვრები, იქ
53
აღარ დახვდებოდა. ბიჭმა ყველაზე მთავარი – დაცულობის გრძნობა და-
კარგა.
ეს ყველაფერი მის ლუპესკუმაც იცოდა – მისი მოვალეობები ვინის-
თვის საჭმლის მოტანით არ შემოიფარგლებოდა, თუმცა ამასაც აკეთებ-
და.
– ეს რა არის? – იკითხა შეშფოთებულმა ბიჭმა.
– ჯანსაღი საკვები, – მიუგო მის ლუპესკუმ. ისინი აკლდამის შიგნით ის-
ხდნენ. ქალმა მაგიდაზე პლასტმასის ორი კოლოფი დადო და თავსახუ-
რები მოხსნა.
– ეს მოშუშული ჭარხლისა და ქერის წვნიანია, ეს კი – სალათი, – აუხ-
სნა ბიჭს მის ლუპესკუმ, – შენთვის მოვამზადე, ამიტომ ორივეს შეჭმა მო-
გიწევს.
ვინიმ მის ლუპესკუს იმედით აღსავსე მზერა მიაპყრო, იქნებ ხუმრობ-
სო. საილასს პაკეტის საჭმელი მოჰქონდა, ისეთ მაღაზიებში ყიდულობ-
და, გვიან ღამემდე რომ ვაჭრობდნენ, გამყიდველებს კი ზედმეტ ცნობის-
მყვარეობას ვერ დასწამებდით. აქამდე ასეთი თავსახურიანი პლასტმასის
კონტეინერები არც ენახა.
– საშინლად ყარს, – თქვა ბიჭმა.
– ახლავე თუ არ შეჭამ, გაცივდება და კიდევ უფრო საშინელი გახდე-
ბა, – შენიშნა მის ლუპესკუმ.
ვინის შიოდა. პლასტმასის კოვზი აიღო, მუქ წითელ წვნიანში ამოურია
და ჭამას შეუდგა. უცნაური, ლუყურტი რამე იყო, მაგრამ ბოლომდე შეჭა-
მა.
– ახლა სალათი! – გამოაცხადა მის ლუპესკუმ და თავსახური ახადა
მეორე კონტეინერს, რომელშიც მსხვილად დაჭრილი და სქელი,
ძმრიანი სოუსით შეზავებული უმი ხახვი, ჭარხალი და პამიდორი ეწყო.
ვინიმ ჭარხლის ნაჭერი აიღო და გაღეჭა. გრძნობდა, როგორ ევსებოდა
პირი ნერწყვით და გაიფიქრა, ეს რომ გადავყლაპო, გული ამერევაო.
– ამას ვერ შევჭამ, – უთხრა ქალს.
– ძალიან სასარგებლოა.
– გული ამერევა.

54
ისინი ერთმანეთს შეაცქერდნენ: თაგვისფერი აქოჩრილთმიანი პატა-
რა ბიჭი და ფერმკრთალი, პირხმელი ქალი, რომელსაც ვერცხლისფე-
რი თმის ყოველი ღერი ერთი-ერთმანეთზე სათითაოდ მიეწყო.
– ერთი ნაჭერი მაინც შეჭამე, – უთხრა მის ლუპესკუმ.
– ვერა, ვერ შევჭამ.
– ან ახლა ერთ ნაჭერს შეჭამ, ან არადა, სანამ მთლიანად არ გაათა-
ვებ, აქედან ფეხს ვერ მოიცვლი.
ვინიმ სალათიდან ერთი ნაჭერი ძმრიანი პამიდორი ამოიღო და დიდი
ტანჯვა-წვალებით გადაყლაპა. მის ლუპესკუმ კონტეინერებს თავსახურე-
ბი დაახურა და საყიდლების ჩანთაში ჩაუძახა.
– კარგი, ახლა ვიმეცადინოთ.
შუა ზაფხულში გვიან ღამდება ხოლმე. წელიწადის ამ დროს ვინის
არასოდეს უმეცადინია. დაუსრულებელ შემოღამებებს, ზაფხულში რომ
იცის, ყოველთვის თამაშსა და გორაკზე ცოცვაში ატარებდა.
– ვიმეცადინოთ? – გაიმეორა მან.
– საილასმა დამიბარა, ამეცადინეო.
– მეცადინეობა უთქვენოდაც არ მაკლია, ლეტიცია ბოროუზი წერა-
კითხვას მასწავლის, მისის ფენივორტთან ახალგაზრდა ჯენტლმენების-
თვის განკუთვნილ სრულ სასწავლო სისტემას გავდივარ თავის სიკვდი-
ლისშემდგომ დამატებით კურსთან ერთად. ამაში შედის გეოგრაფია და
დანარჩენი საგნები. სხვა გაკვეთილები არ მჭირდება.
– ახლა არ მითხრა, ყველაფერი ვიციო.
– მე ეგ არ მითქვამს.
მის ლუპესკუმ ხელები მკერდზე გადაიჭდო.
– აბა, ვამპირებზე რა იცი?
ვინიმ გონება დაძაბა. ცდილობდა, გაეხსენებინა ისტორიები ვამპირებ-
ზე, საილასი წლების წინ რომ უყვებოდა.
– ჯობს, მათგან თავი შორს დაიჭირო.
– სულ ეს არის, რაც ვამპირებზე გსმენია? ის თუ იცი, თავი შორს რა-
ტომ უნდა დაიჭირო? საიდან მოდიან, სად დაიარებიან? როგორ ფიქ-
რობ, მათ სამყაროში შესასვლელებს რატომ უნდა ერიდო?
ვინიმ მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია.
55
– აბა, ადამიანების სახეობები დამისახელე, – უბრძანა ბიჭს მის ლუ-
პესკუმ, – მიდი!
ბიჭი ერთი წამით ჩაფიქრდა.
– ცოცხლები... ისა... და... მკვდრები, – ცოტა ხნით შეყოყმანდა და
დაამატა, – და კატები? – ვინი მთლად დარწმუნებული არ იყო.
– ეს მთლად უვიცი ყოფილა! – წამოიძახა მის ლუპესკუმ, – ძალიან ცუ-
დია, მაგრამ უარესი ის არის, რომ შენი უვიცობა გაკმაყოფილებს. აბა,
გაიმეორე: არსებობენ ცოცხლები, მკვდრები, ტოროლები, ბუები, ვამპი-
რები, ჯანღები, მაღალი მონადირეები და ღმერთის ქოფაკები. არიან
ერთეულებიც, გამონაკლისი ტიპები.
– საილასი რომელია მათ შორის?
ქალი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– საილასი გამონაკლისია.
მის ლუპესკუს გაკვეთილზე ბიჭს სული კბილით ეჭირა. აი, საილასი
ყველაფერს საინტერესოდ ხსნიდა. ბიჭი ხშირად ვერც კი გრძნობდა,
რომ მათი საუბრები სინამდვილეში სწავლის პროცესი იყო, ეს ქალი კი
ბიჭს სრულიად გაუგებარი სიების დაზეპირებას აიძულებდა. იჯდა აკლდა-
მაში და საღამოს ბინდბუნდში მოხეტიალე მთვარის ქვეშ წინ და უკან
სიარული ენატრებოდა.
გაკვეთილი დამთავრდა თუ არა, ვინი იქაურობას გაეცალა. საშინელ
ხასიათზე იყო. ფიქრობდა, იქნებ ვინმეს წავაწყდე და ცოტა ხანს მაინც
გავერთოო. ირგვლივ არავინ იყო დიდი, რუხი ძაღლის გარდა, რომე-
ლიც ვინის შორიდან უვლიდა და ხან საფლავებს შორის დაბორიალებ-
და, ხანაც სადმე ჩრდილში შეიყუჟებოდა.
შემდეგ დღეებში ყველაფერი გაუარესდა.
მის ლუპესკუს თავისი მომზადებული კერძები მოჰქონდა: ქონში მო-
ტივტივე ატრიის ნაჭრები, სქელი, მოწითალო ფერის წვნიანი არაჟნით,
წვრილი, მოხარშული კარტოფილი, ნივრიანი ცივი სოსისები, საზიზღარ
ნაცრისფერ სითხეში ჩაწყობილი მაგრად მოხარშული კვერცხები. ვინი
რაც შეიძლებოდა ცოტას ჭამდა.
გაკვეთილები ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მის ლუპესკუმ ორი
დღე მხოლოდ იმის სწავლებას დაუთმო, როგორ ეთხოვა ბიჭს შველა
56
მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე; თუ რამე შეეშლებოდა ან დაავიწყდებო-
და, საწერ კალამს ხელზე მსუბუქად ურტყამდა.
სამი დღის შემდეგ მის ლუპესკუმ ვინის გამოცდა მოუწყო – შეკითხვას
შეკითხვაზე აყრიდა.
– ფრანგულად!
– Au secours.
– მორზეს ანბანი!
– S-O-S. სამი წერტილი, სამი გრძელი და სამი მოკლე ხაზი, შემდეგ
ისევ სამი წერტილი.
– ღამის მოჩვენებები!
– რა ღამის მოჩვენებები?! წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არიან!
– ღამის მოჩვენებები ფრთოსანი არსებები არიან, ოღონდ ბუმბული
არ ასხიათ. დაბლა დაფრინავენ, თან უხმაუროდ, თუმცა ჩვენს სამყაროში
არც გადმოდიან, ერთთავად ვამპირ-ქალაქის გზას დასტრიალებენ და
მხოლოდ იქაური წითელი ცის კაბადონზე ჩნდებიან ხოლმე.
– თუ ასეა, მათი ენა არაფერში მჭირდება.
მის ლუპესკუმ ტუჩები მოკუმა და გაუმეორა:
– ღამის მოჩვენებები!
ვინიმ დაბალი, არწივის ყივილის მსგავსი ხორხისმიერი ბგერა გამოს-
ცა, როგორც მის ლუპესკუ ასწავლიდა.
– არა უშავს, – თქვა მასწავლებელმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
ვინი გულში საილასს ნატრობდა.
– სასაფლაოზე დიდი, რუხი ძაღლი დადის. თქვენი ხომ არ არის? მას
შემდეგ გამოჩნდა, რაც თქვენ ჩამოხვედით.
მის ლუპესკუმ ყელსახვევი შეისწორა.
– არა. ჩემი არ არის.
– მეცადინეობა დამთავრდა?
– დღეისთვის საკმარისია. აი, იმ საკითხების სია, რომელთა დასწავ-
ლა ამ საღამოს მოგიწევს. ხვალ ჩამაბარებ.
თეთრ ქაღალდზე მქრქალი მელნით დაბეჭდილ მის ლუპესკუს სიებს
უცნაური სუნი ასდიოდა. ვინიმ ფურცელს ხელი დაავლო და გორაკის

57
დამრეც კალთას მიაშურა. ცდილობდა ასოები ამოეკითხა, მაგრამ ამა-
ოდ. ბოლოს ქაღალდის ფურცელი დაახვია და ქვის ქვეშ ამოდო.
იმ საღამოს ვერავინ იპოვა, ვისთანაც თამაშს შეძლებდა. არავის უნ-
დოდა მასთან ერთად არც თამაში, არც საუბარი და არც გორაკის დამ-
რეც კალთებზე ცოცვა ზაფხულის ვეებერთელა მთვარის ქვეშ.
ბიჭი არავისიების საფლავში ჩავიდა და მშობლებთან წუწუნს მოჰყვა.
მისის არავისიას ახალ მასწავლებელზე არაფრის გაგონება არ სურდა
და ყურიც კი არ ათხოვა შვილობილს, რომელიც საილასის უსამარ-
თლობაზე ჩიოდა, რაღა მაინცდამაინც ეს ქალი მომიჩინაო. მისტერ არა-
ვისია მხოლოდ მხრებს იჩეჩდა და თავისი შეგირდობის ხანას იხსენებდა,
როდესაც ხეზე მუშაობას სწავლობდა და ვინის შენატროდა, ნეტა შენსა-
ვით მეც მქონოდა საშუალება, ამდენი საინტერესო რამე მესწავლაო.
ამან ბიჭი კიდევ უფრო გააბრაზა.
– თუ არ ვცდები, შენ ახლაც უნდა იჯდე და მეცადინეობდე, არა? –
ჰკითხა მისის არავისიამ.
ბიჭმა ხელები მომუშტა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ადგა და სასაფლა-
ოსკენ ხმისამოუღებლად გასწია. მისთვის რომ გეკითხათ, არავის უყვარ-
და, ყველამ მიატოვა. უსამართლობის გრძნობით დატანჯული სასაფ-
ლაოზე უმიზნოდ დაეხეტებოდა და ფეხის წვერით ქვებს ატრიალებდა.
უეცრად დიდი რუხი ძაღლი შენიშნა, დაუძახა კიდეც, იქნებ მოვიდეს, ცო-
ტა ხანს მაინც წავეთამაშებიო, მაგრამ ძაღლი არც ამჯერად მიეკარა.
იმედგაცრუებულმა ვინიმ ცხოველს ტალახის გოროხი ესროლა, რომე-
ლიც იქვე, რომელიღაც საფლავის ქვას მოხვდა და დაიშალა. ძაღლმა
ვინის საყვედურნარევი მზერა მიაპყრო, შემდეგ უკან დაიხია და ჩრდილს
შეერია.
ბიჭი გორაკის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე დაეშვა. ძველ სამლოც-
ველოში შესვლა არ უნდოდა, საილასი იქ აღარ ეგულებოდა. ცოტა ხნის
შემდეგ ერთ საფლავთან შეჩერდა. იქაურობა მის მაშინდელ განწყობას
ზუსტად შეესატყვისებოდა. საფლავის თავთით ამოსულ მუხას მეხი დას-
ცემოდა და მისგან დარჩენილიყო მხოლოდ შეტრუსული ვარჯი, რომე-
ლიც გორაკიდან გარეული ნადირის ბასრი ბრჭყალივით ამოჩრილიყო.
თვითონ საფლავი სანახევროდ გადახსნილი იყო და შიგ წყალი ჩამდგა-
58
რიყო. იქვე იდგა თავმოტეხილი ანგელოზის ქანდაკება, რომელსაც
უზარმაზარი, მახინჯი ხის სოკოს ფორმის ტანსაცმელი ემოსა.
ვინი ბღუჯად ამოსულ ბალახზე დაჯდა. საკუთარი თავი ეცოდებოდა,
დანარჩენი სამყარო კი სძულდა, მათ შორის საილასიც – მან ხომ მიატო-
ვა. შემდეგ თვალები დახუჭა, იქვე, ბალახზე მოიკუნტა და უსიზმრო ძილ-
ში ჩაიძირა.

ვესტმინსტერის ჰერცოგი, უწარჩინებულესი არჩიბალდ ფიცჰიუ და ბა-


ტისა და ველსის ეპისკოპოსი ჯერ ქუჩას ჩაუყვნენ, შემდეგ სასაფლაოსკენ
აღმართს დაადგნენ. მათგან აღარაფერი დარჩენილიყო, ძვალზე გადაკ-
რული ცარიელა ტყავის, მყესებისა და ხრტილების გარდა. ისეთი
დაჩამიჩებულ-დალეულები იყვნენ, ჩვეულებრივი ზომის ადამიანი მზეზე
რომ გამოახმო. ორივეს ერთიანად დაფხრეწილი და ჩამოძონძილი
ჩვრები ემოსა. ჩრდილიდან ჩრდილისკენ მალვით მიიწევდნენ, ერთი ად-
გილიდან მეორეზე ხტუნვა-ხტუნვით გადარბოდნენ, მალაყებს გადადი-
ოდნენ, ნაგვის ურნებს ზედ ახტებოდნენ, ტრიფოლიატის ღობეებს ეფა-
რებოდნენ და ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ:
– თუ თქვენს მოწყალებას შეუძლია ამოიცნოს, სად ვიმყოფებით და
ამის შესახებ ჩვენც შეგვატყობინოს, დიდად მადლობელი დაგრჩებით,
უარის შემთხვევაში ჩვენი მდაბალი თხოვნა იქნება, ენა მუცელში ჩაიგ-
დოთ.
– თქვენო უწმინდესობავ, მე მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ
სადღაც აქ სასაფლაო უნდა იყოს, სუნით ვგრძნობ.
– თქვენ თუ გრძნობთ, მაშინ მეც უნდა ვგრძნობდე, რამეთუ მე თქვენზე
უფრო ფაქიზი ყნოსვა მაქვს, თქვენო მოწყალებავ.
ისინი გზას მიიკვლევდნენ ბაღებში, რომლებიც ქალაქს გარს ეკრა.
ერთი უკვე გაიარეს ("სსსსუ! – წაისისინა პატივცემულმა არჩიბალდ ფიც-
ჰიუმ, – ძაღლები!") და გალავანზე ხტუნვა-ხტუნვით გადავიდნენ. ბავშვის-
ხელა ვირთხებს ჰგავდნენ. ქუჩა გადაირბინეს და სასაფლაოსკენ მიმა-
ვალ აღმართს დაადგნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს და გალა-
ვანზე ასვლას შეუდგნენ. ციყვებივით მიცოცავდნენ და ჰაერს ყნოსავდნენ,
– საწყობის ძაღლია, – თქვა ვესტმინსტერის ჰერცოგმა.
59
– რა ძაღლი? რას ამბობ... თუმცა... ჰო, აქ სადღაც ძაღლია, სუნის მი-
ხედვით ვერ იტყვი... – უპასუხა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა.
– ზოგიერთები სუნით სასაფლაოსაც ვერ ცნობენ, – შენიშნა პატივცე-
მულმა არჩიბალ ფიცჰიუმ, – ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ძაღლია.
მიწაზე ჩამოხტნენ და ხელ-ფეხის ქნევით იმ ადგილისკენ გაემართნენ,
სადაც მეხისგან დანახშირებული ხე იდგა.
მთვარით განათებულ შესასვლელთან სამივე შეჩერდა.
– ეს რაღაა? – იკითხა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა.
– ჯანდაბა! – წამოიძახა ვესტმინსტერის ჰერცოგმა.
ვინისაც სწორედ ამ დროს გაეღვიძა და დაინახა, რომ თავზე სამი მუ-
მია წამოსდგომოდა. მათი გამომშრალი, ყვრიმალებზე ტყავგადაკრული
სახეები ინტერესს გამოხატავდა, დაღმეჭილი პირებიდან ჩაჟამული, წვე-
ტიანი კბილები მოუჩანდათ, მძივებივით პრიალა, ჩაცვენილ თვალებს
აქეთ-იქით აცეცებდნენ, გაძვალტყავებულ ხელებს ასავსავებდნენ და წაწ-
ვეტებულბრჭყალებიან თითების არაჩხუნებდნენ.
– ვინ ხართ? – ჰკითხა მუმიებს ბიჭმა.
– ჩვენ... – წამოიწყო ერთ-ერთმა მათგანმა. ვინიმ შეამჩნია, რომ ეს
არსებები მასზე ბევრად დიდი ზომისანი არ იყვნენ, – ჩვენ ფრიად მნიშ-
ვნელოვანი პიროვნებები ვართ. ეს ვესტმინსტერის ჰერცოგია.
მათ შორის ყველაზე მოზრდილი არსება ვინის თავის დაკვრით
მიესალმა.
– ფრიად სასიამოვნოა.
– ეს კი ბატისა და ველსის ეპისკოპოსია.
არსება გაიღმიჭა და ბასრი კბილები გამოაჩინა. კბილებს შორის უჩ-
ვეულოდ გრძელ, წვეტიან ენას ასარსალებდა. კანი მთლიანად პიგმენ-
ტურ ლაქებს დაეფარა. ცალი თვალი მეკობრესავით ჩამუქებოდა. ეპის-
კოპოსს ნამდვილად არ ჰგავდა.
– თქვენი მონა-მორჩილი, პატივცემული არჩიბალდ ფიცჰიუ. თქვენს
სამსახურში მიგულეთ.
სამივემ, როგორც ერთმა, ვინის თავი დაუკრა.

60
– ახლა კი, ჩემო ბიჭუნავ, შენი თავგადასავალი გვიამბე, ოღონდ იცო-
დე, ტყუილები არ იყოს. იმედია, იცი, ეპისკოპოსს როგორ უნდა ელაპა-
რაკო, – უთხრა ბიჭს ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა.
– "თქვენო უწმინდესობავ" უნდა უწოდო, – დაარიგა იმ ორმა.
ვინიც ადგა და ყველაფერი ჩამოუკაკლა: არავის ვუყვარვარო, არავის
ვადარდებ და ვენაღვლებიო, არავის ჩემთან თამაში არ უნდაო, მეურვე-
მაც კი აი, ასე მიმაგდო და მიმატოვაო.
– კაი, კაცო, რას მეუბნები! – წამოიძახა ვესტმინსტერის ჰერცოგმა და
ცხვირი, უფრო სწორად, ის პატარა, მიფშუკული რაღაც, რაც მისი ცხვი-
რისგან დარჩენილიყო, მოიქექა, – თუ ასეა, იქ უნდა წახვიდე, სადაც და-
გაფასებენ.
– წასასვლელიც კი არსად მაქვს, – თქვა ვინიმ, – კიდევაც რომ მქონ-
დეს, სასაფლაოდან გასვლა აკრძალული მაქვს.
– შენ ძველი, კეთილი სამყარო გჭირდება, სადაც ყველა ერთმანეთის
ძმა და მეგობარი იყო, – განაცხადა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა და
ტუჩები უსაშველოდ გრძელი ენით მოილოკა, – გართობისა და სიხარუ-
ლის ქალაქი, სადაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე აღტაცება ეუფლება, სა-
დაც ყველა გაფასებს და ზურგს არავინ გაქცევს.
– ჩემი ახალი მომვლელი ქალი ყოვლად საძაგელ კერძებს ამზადებს.
ამას წინათ მოხარშული კვერცხის წვნიანი და სხვა საზიზღრობები
მოიტანა,
– კერძებიო! – წამოიძახა პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ, – იქ, სა-
დაც ჩვენ მივდივართ, მსოფლიოში საუკეთესო საჭმელს ამზადებენ. საკ-
მარისია წარმოვიდგინო, უკვე მუცელი მიბუყბუყებს და პირწყალი მომდის
ხოლმე.
– შეიძლება, მეც თქვენთან ერთად წამოვიდე? – სთხოვა ვინიმ.
– ჩვენთან ერთად? – აღშფოთდა ვესტმინსტერის ჰერცოგი.
– გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, – შეევედრა ბატისა და ველსის
ეპისკოპოსი, – გამოიჩინეთ მოწყალება, შეხედეთ ამ ნამცეცა არსებას,
რამდენი ხანია წესიერი საჭმელი არ უგემნია.

61
– მე მომხრე ვარ, წავიყვანოთ. ჩვენთან კაი თოხლებია, – თქვა პატივ-
ცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ და მეტი თვალსაჩინოებისთვის მუცელზე
ხელი დაირტყა.
საბოლოოდ, ეს იდეა ვესტმინსტერის ჰერცოგსაც ჭკუაში დაუჯდა.
– ესე იგი, ჩვენთან ერთად მოდიხარ! ან იქნებ გინდა, მთელი დარჩე-
ნილი ცხოვრება აქ გაატარო? – ჰკითხა მან ვინის და გაჩხიკინებული ხე-
ლი ჩაბნელებული სასაფლაოსკენ გაიშვირა.
ვინის თვალწინ დაუდგა მის ლუპესკუ თავისი მოპრუწული პირით, სა-
შინელი საჭმლითა და საგამოცდო საკითხების დაუსრულებელი სიებით.
– რა თქმა უნდა, მოვდივარ! – დაიძახა ბიჭმა.
მისი ახალი მეგობრები ტანით არა, მაგრამ ძალ-ღონით ნებისმიერ
ბავშვს სჯობნიდნენ – ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა ვინი თვალის და-
ხამხამებაში ხელში აიტაცა, ვესტმინსტერის ჰერცოგმა კი საფლავზე
ალაგ-ალაგ ამოსული ბალახი ჩაბღუჯა, თავისკენ მოქაჩა და დაიყვირა:
"სქა! თეგ! ხავაგა!
ქვის ფილა, რომელიც საფლავს ზემოდან ეფარა, შუაზე გადაიხსნა და
ქვემოდან წყვდიადი გამოჩნდა.
– აბა, სწრაფად! – დაიძახა ჰერცოგმა. ბატისა და ველსის ეპისკოპოს-
მა ვინი პირდაპირ საფლავში გადაუძახა და თვითონაც უკან მიჰყვა. და-
ნარჩენებმაც მას მიჰბაძეს. ჯერ პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ ისკუ-
პა, შემდეგ ვესტმინსტერის ჰერცოგმა დაიყვირა "ვეგ ხარადოს!" და
სხეულის ერთი სხარტი მოძრაობით სიბნელეში გადაეშვა. ქვის ფილა
გრუხუნით დაეშვა მათ თავზე.
ვინი სიბნელეში ყირამალა მიფრინავდა. გაოცებისგან შეშინებაც ვერ
მოასწრო, უბრალოდ, აინტერესებდა, კიდევ რამდენ ხანს უნდა ეფრინა.
ამ დროს ქვემოდან ვიღაცის ღონიერმა ხელმა დაიჭირა და კიდევ უფრო
ქვემოთ გააქანა.
ვინის დიდი ხანია ასეთი წყვდიადი არ ენახა. სასაფლაოზე ყველა-
ფერს მიცვალებულების მსგავსად ხედავდა, ამიტომ მისთვის არც ერთი
საფლავი, სამარე ან აკლდამა მთლიანად ბნელით მოცული არ ყოფი-
ლა. ახლა კი სრულ სიბნელეში მალაყებს გადადიოდა და აქეთ-იქით ეხ-
ლებოდა. შიში და აღტაცება ერთმანეთს ცვლიდა.
62
უეცრად ირგვლივ ყველაფერი განათდა და შეიცვალა. ცა წითლად
კაშკაშებდა, მაგრამ ეს არ იყო ჩამავალი მზის ფერი, უფრო სიბრაზისგან
ატკრეცილ სახის ფერს, დაწყლულებული ჭრილობის ფერს ჰგავდა.
შორს უჩვეულოდ პატარა და უღონო მზე ანათებდა. ციოდა. ისინი
ცოცვით დაუყვნენ დაფერდებულ კედელს, რომლიდანაც საფლავის ქვე-
ბი და ქანდაკებები ამოჩრილიყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,
თითქოს ეს ყველაფერი უზარმაზარ, ამოყირავებულ სასაფლაოზე ხდე-
ბოდა. შავი ფერის, ჩამოკონკილ კოსტიუმებში გამოწყობილი ვესტმინ-
სტერის ჰერცოგი, ბატისა და ველსის ეპისკოპოსი და პატივცემული არჩი-
ბალდ ფიცჰიუ ქანდაკებებსა და საფლავებს შორის მხიარულად დახტოდ-
ნენ. ისინი ჰგავდნენ დამჭკნარ, გაძვალტყავებულ შიმპანზეებს, რომლე-
ბიც ბიჭს ისე სხარტად აბურთავებდნენ, არც უყურებდნენ, მაგრამ ხელი-
დან არც ერთხელ არ გაუგდიათ.
ვინი ზემოთ იყურებოდა. ცდილობდა, თვალი მოეკრა იმ საფლავის-
თვის, საიდანაც ამ უცნაურ სამყაროში აღმოჩნდნენ, უნდოდა გაეგო, იყო
თუ არა ეს საფლავები შესასვლელი ისეთი ქმნილებებისთვის, რომელთა
შორის აღმოჩნდა, მაგრამ ამაოდ – საფლავის ქვის ფილების გარდა ვე-
რაფერს ხედავდა...
– საით მივდვართ? – იკითხა ბიჭმა, მაგრამ მისი ხმა ქარში გაიფანტა.
თანამგზავრებმა სიჩქარეს მოუმატეს. ვინიმ დაინახა, როგორ გადაიხ-
სნა ერთ საფლავზე ქანდაკება და მეწამულ ზეცაში ტყვიასავით აიჭრა კი-
დევ ორი ისეთივე არსება. ერთ მათგანს ოდესღაც თეთრი, ახლა კი სიძ-
ველისაგან ჩამობრანძული აბრეშუმის ხალათი ემოსა, მეორეს კი ჭუჭ-
ყიანი, ლაიმისფერი ფართხუნა პიჯაკი, რომელსაც უსწორმასწორო, და-
ძენძილი სახელოები დასთრევდა. მათ ვინი და მისი მეგობრები შეამჩნი-
ეს და მათკენ გაეშურნენ. ოცი ფუტის სიგრძეზე ისე დახტოდნენ, ვითომც
არაფერი.
ვესტმინსტერის ჰერცოგმა ყასიდად დასჭყივლა, ვითომ შეეშინდა. სა-
მივენი ვერტიკალურად აღმართული სასაფლაოს გასწვრივ ქვემოთ მიფ-
რინავდნენ. უკან ორი დამჭკნარი არსება მოსდევდა.
არც ერთ მათგანს დაღლა არ ეტყობოდა. მიმქრალი მზე იქაურობას
მიცვალებულის თვალივით დასცქეროდა. ბოლოს, როგორც იქნა, ყვე-
63
ლანი მიწაზე დაეშვნენ უზარმაზარი ქანდაკების გვერდით, რომელსაც სა-
ხეზე სოკო ერთიანად მოსდებოდა. ვინის წესიერად მიწაზე ფეხიც კი არ
დაედგა, რომ ერთბაშად შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე პრეზი-
დენტისა და ჩინეთის იმპერატორის წინაშე აღმოჩნდა.
– გაიცანით, ეს ბატონი ვინი გახლავთ, – წარმოთქვა ბატისა და ველ-
სის ეპისკოპოსმა, – მას სურს, ჩვენს რიგებს შეუერთდეს.
– კარგი ჭამა უყვარს, – დაამატა პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ.
– ყმაწვილო, დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენიანი გახდები, კვება შესა-
ნიშნავი გექნება, – წარმოთქვა ჩინეთის იმპერატორმა.
– აბა, რა! – კვერი დაუკრა შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე
პრეზიდენტმა.
– რას ნიშნავს, თქვენნაირი უნდა გავხდე?
– ყოჩაღ! მამაშენს ბევრი ჰყავს შენნაირი ჭკვიანი? – ჰკითხა ბატისა და
ველსის ეპისკოპოსმა, – ჩვენნაირი უნდა გახდე, აბა, რა! ჩვენსავით მარ-
დი, ღონიერი და მძლეთამძლე.
– ისეთი მაგარი კბილები გექნება, არც ერთი ძვლის გაღრღნა არ გა-
გიჭირდება, ენა ისეთი გრძელი და მოქნილი, ძვლის ტვინს წამში ამოს-
რუტავ, მსუქანი ლოყებით პირს ჩაიტკბარუნებ! – თქვა ჩინეთის იმპერა-
ტორმა.
– ჩრდილიდან ჩრდილისკენ ისე შეუმჩნევლად გაძვრები, კაციშვილი
ვერ დაგინახავს, ეჭვსაც ვერავინ აიღებს. ქარივით თავისუფალი, ფიქრი-
ვით ფრთამალი, ყინულივით ცივი და კენჭივით მაგარი გახდები, ისეთი
საშიში იქნები, როგორიც... როგორებიც ჩვენ ვართ, – თქვა ვესტმინსტე-
რის ჰერცოგმა.
ვინიმ მუმიები დაკვირვებით შეათვალიერა.
– იქნებ არ მინდა თქვენნაირი ვიყო?
– რაო? რას ჰქვია, არ გინდა? როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ უნდო-
დეს? სამყაროში ერთი სულდგმულიც კი არ მეგულება, ვინც უარს იტ-
ყვის, ჩვენნაირი იყოს.
– ჩვენ საუკეთესო ქალაქი გვაქვს...
– ვამპირ-ქალაქი, – თქვა შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე პრე-
ზიდენტმა.
64
– საუკეთესო ცხოვრება, საუკეთესო საჭმელი...
– წარმოიდგინე, – შეაწყვეტინა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა, – რა
შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც ტყვიის კუბოში ჩაგუბებული ჩირქიანი
სისხლით ყელს ჩაიკოკლოზინებ! ანდა როდესაც მეფეებზე, დედოფლებ-
ზე, პრეზიდენტებზე, პრემიერ-მინისტრებსა და გმირებზე იმდენად აღმა-
ტებული ხარ, რამდენადაც ადამიანი აღემატება ბრიუსელის კომბოსტოს!
– ვინ ხართ თქვენ? – ჰკითხა მუმიებს ვინიმ.
– ვინ ვართ და ვამპირები! – მიუგო ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა, –
რა თაობა წამოვიდა! არაფერი ამათ არ იციან. ვინ ხართო!
– შეხედეთ!
ქვემოთ ჯუჯა ქმნილებების მთელი ჯარი ფუთფუთებდა. ისინი გზისკენ
ასკინკილათი და ხტუნვა-ხტუნვით გარბოდნენ. ვინიმ სიტყვის თქმაც ვერ
მოასწრო, რომ რომელიღაც გაჩხიკინებულმა არსებამ ჰაერში ციმციმ
აიტაცა და სადღაც ქვემოთ, დანარჩენ ვამპირებთან შესახვედრად
წააპორწიალა.
ამოტრიალებული სასაფლაო უსასრულო გზამ შეცვალა, უფრო სწო-
რად, ძვლებისა და ქვის ლოდების ხრიოკში გატკეპნილმა ბილიკმა, რო-
მელიც ზემოთ მიემართებოდა და წითელი ქვა-ღორღით დაფარულ გო-
რაკზე გაშენებულ ქალაქს ჭრილობასავით აჩნდა. ამის დანახვაზე ვინის
თავზარი დაეცა და ერთიანად მოიცვა შიშის, ზიზღისა და სიძულვილის
გრძნობამ, რომელსაც უდიდესი გაოგნება ახლდა თან.
ვამპირები არიან გვამისმჭამელი პარაზიტები, რომლებიც არაფერს
ქმნიან. დიდი ხნის წინ დაარსებული ქალაქი ახლა ვამპირების სამფლო-
ბელოდ ქცეულა. თვითონ არ აუშენებიათ, უბრალოდ, იპოვეს და მიითვი-
სეს. არავინ იცის (ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა შორის) ადრე ეს შე-
ნობები ვის ეკუთვნოდა; ან ეს კლდეში ფუტკრის ფიჭის მსგავსი ქვაბულე-
ბი და კოშკები ვინ გამოკვეთა. ერთი რამ აშკარა იყო: ვამპირების გარდა
აქ ცხოვრებას კი არა, მიახლოებასაც ვერავინ გაბედავდა.
შენობების დაფერდებული კედლები და უსწორმასწორო კუთხეები ქა-
ლაქიდან რამდენიმე მილით დაშორებული გზიდანაც კი ჩანდა. ეს იყო
დაარსების დღიდან მისატოვებლად განწირული ქალაქი, რომელიც პოვ-
ნისთანავე შეიყვარეს და გაითავისეს ვამპირებმა; უზარმაზარი ხახა, რომ-
65
ლიდანაც საზარელი ღოჯები ამოჩრილიყო; უკეთური არსებების მიერ
ქვაში განსხეულებული ძრწოლა, შიში და ზიზღი.
ვინის თავი ყველაზე ავ და საშინელ სიზმარში ეგონა.
ვამპირები ჩქარობდნენ. სვავებივით ერთმანეთში ირეოდნენ და ხრი-
ოკ გზაზე წინ სწრაფად მიიწევდნენ, თან ვინის აქეთ-იქით აბურთავებ-
დნენ. ბიჭს თავბრუ ეხვეოდა და აზიდებდა. საკუთარი სიბრიყვის, შიშისა
და უმწეობის გრძნობა ახრჩობდა.
ზემოთ, ამღვრეულ ცაში ვამპირებს თავს დასტრიალებდნენ ვეებერ-
თელა შავფრთიანი არსებები.
– ფრთხილად, ღამის მოჩვენებები! – წამოიძახა ვესტმინსტერის ჰერ-
ცოგმა, – ბიჭს გადაეფარეთ, არ მოგვტაცონ! ო, რა მამაძაღლები არიან!
– ქურდები და მამაძაღლები! – დაიყვირა ჩინეთის იმპერატორმა.
ღამის მოჩვენებები ვამპირ-ქალაქის წითელ ცაში...
ვინიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ზუსტად ისეთი ხმა ამოუშვა, მის
ლუპესკუმ რომ ასწავლა – ხორხისმიერი მოძახილი, რომელიც ძალიან
ჰგავდა არწივის ყივილს.
ერთ-ერთი ფრთოსანი არსება ქვემოთ დაეშვა და გეზი მათკენ აიღო.
ვინის უნდოდა მეორედაც დაეყვირა, მაგრამ ვიღაცამ პირზე ხელი ააფა-
რა.
– გინდა ჩამოიტყუო? თუ გინდა მოსინჯე, მაგრამ აზრი არ აქვს, – უთ-
ხრა პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ, – დამიჯერე, ერთი-ორი კვირა
კარგად თუ არ დალპნენ, პირს ვერ დააკარებ. ეგეც არ იყოს, აუცილებ-
ლად რაღაც შარს გადაგყრიან. მოკლედ, ვამპირებსა და ამ არსებებს
ერთმანეთი დიდად გულზე არ გვეხატება.
ღამის მოჩვენება ისევ უდაბნოს გამომშრალ ცაში აიჭრა და თანამოძ-
მეებს შეუერთდა.
ბიჭს ყოველგვარი იმედი გადაეწურა.
ვამპირები კლდეში გამოკვეთილი ქალაქისკენ მიიჩქაროდნენ. ვინი,
რომელიც ამჯერად ყოველგვარი მორიდების გარეშე ვესტმინსტერის
ჰერცოგს აყროლებულ ზურგზე მოეგდო, თან მიჰყავდათ.
მკვდარი მზე ჩაესვენა და ცისკიდურზე ორი მთვარე ამოვიდა. ერ-
თიანად დაჩვრეტილი თეთრი ფერის მნათობი თავიდან ვეებერთელა
66
ჩანდა და გეგონებოდათ, ნახევარ ჰორიზონტს დაიკავებსო, მაგრამ
ამოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაპატარავდა. მეორე, მომცრო ზო-
მის მთვარეს ყველის ობივით მომწვანო-მოცისფრო ფერი დაჰკრავდა.
მის ამოსვლას ვამპირები მხიარული ყიჟინით შეეგებნენ, შეჩერდნენ და
გზის მახლობლად ბანაკი დასცეს. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ვი-
ნის წარუდგინეს, როგორც "ცნობილი მწერალი ვიქტორ ჰიუგო", ტომრი-
დან შეშის ამოლაგება დაიწყო. ზოგ ფიცარს ჯერ კიდევ შერჩენოდა სპი-
ლენძის ანჯამები და სახელურები. შემდეგ მწერალმა ლითონის სანთებე-
ლა ამოიღო და ცეცხლი დაანთო. ვამპირები კოცონს შემოუსხდნენ და
მომწვანო-მოცისფრო მთვარეს შეაცქერდნენ. ყველა საუკეთესო ადგი-
ლის დაკავებას ლამობდა, ერთმანეთს კაწრავდნენ, კბენდნენ და აგინებ-
დნენ.
– ცოტას დავისვენებთ და როდესაც მთვარეები ჩასვლას დააპირებენ,
ვამპირ-ქალაქისკენ გზას განვაგრძობთ, – თქვა ვესტმინსტერის ჰერცოგ-
მა, – სირბილით სულ რაღაც ცხრა-ათი საათი დაგვჭირდება. შემდეგი
მთვარის ამოსვლას იქ დავესწრებით და ქეიფსაც გავმართავთ, თან შენს
ჩვენს რიგებში გაწევრიანებას აღვნიშნავთ!
– ნუ გეშინია, არ გეტკინება, – აღნიშნა პატივცემულმა არჩიბალდ ფიც-
ჰიუმ, – საერთოდ ვერაფერს იგრძნობ, სამაგიეროდ, მერე რამხელა
ბედნიერება გელის!
ისინი შეუდგნენ ამბების მოყოლას იმის შესახებ, თუ რა კარგი და მშვე-
ნიერია ვამპირის ცხოვრება, როგორ იტკბარუნებენ პირს ნაირ-ნაირი
გემრიელობებით, როგორ ძიძგნიან გადასარევ კერძებს თავიანთი ალმა-
სივით კბილებით. ერთმა ისიც აღნიშნა, არც კი ვიცი, კბილის ტკივილი
როგორიაო. ზიხარ და არხეინად მიირთმევ, სულ არ გენაღვლება, ის შე-
ნი სადილი რისგან გარდაიცვალა. შემდეგ ის ადგილები გაიხსენეს, სა-
დაც უმოგზაურიათ – ძირითადად კატაკომბები და შავი ჭირით გარდაც-
ვლილთა ორმოები (ასეთ ადგილებში განსაკუთრებით გემრიელი საჭმე-
ლებიაო, დასძინა ჩინეთის იმპერატორმა, რომელსაც დანარჩენები
უყოყმანოდ დაეთანხმნენ). ისიც უამბეს, თუ როგორ არქმევენ ერთმა-
ნეთს ახალ სახელებს და რომ ვამპირად გადაქცევის მერე ვინი ერთხანს
უსახელოდ ივლის, შემდეგ კი მასაც დაარქმევენ რამეს.
67
– ჰო, მაგრამ მე არ მინდა ერთ-ერთი თქვენგანი გავხდე, – თქვა ვი-
ნიმ.
– გინდა თუ არ გინდა, მაინც გახდები, – მხიარულად მიუგო ბატისა და
ველსის ეპისკოპოსმა, – უარს თუ იტყვი, არასასიამოვნო რამეები გელის.
შენი მონელება მოგვიწევს. ცოტა არ იყოს, ბინძური საქმეა. ყველაფერი
ისე მალე მოხდება, სიამოვნების მიღებასაც ვერ მოასწრებ.
– ნუ უყვები ასეთ რამეებს, – უსაყვედურა ჩინეთის იმპერატორმა, –
ვამპირობას რა სჯობს! ჩვენ არაფრის გვეშინია!
კუბოს ფიცრებისგან გაჩაღებული კოცონის ირგვლივ შემომსხდარმა
დანარჩენმა ვამპირებმა დასტური საყოველთაო ღმუილით გამოხატეს.
რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ღრიალებდნენ, სიმღერებს გაჰყვიროდ-
ნენ და საკუთარი ჭკუითა და ძლიერებით ტრაბახობდნენ. გაიძახოდნენ,
ამქვეყნად არაფრის გვეშინიაო.
უეცრად ხრიოკიდან ქარმა შორეული ღმუილი მოიტანა. ვამპირები
ერთმანეთს უფრო მჭიდროდ მიეკვრნენ და ცეცხლისკენ მიიწიეს, თან
რაღაცას გაურკვევლად ლუღლუღებდნენ.
– ეს რა იყო? – იკითხა ვინიმ.
ვამპირებმა თავები გააქნიეს.
– არაფერი, უდაბნოს მხრიდან მოისმა რაღაც, – დაიჩურჩულა ერთ-
ერთმა მათგანმა, – ჩუმად იყავი, არ გაგვიგონონ!
ვამპირებმა ხმა გაკმინდეს, მაგრამ უდაბნოდან გაგონილი ხმაური მა-
ლევე მიავიწყდათ და ისევ წამოიწყეს თავიანთი უხამსი ვამპირული ბა-
ლადები, ჭარბად დატვირთული უხამსი სიტყვებით. ყველაზე დიდი მოწო-
ნებით სარგებლობდა სიმღერები გახრწნილი ცხედრების ნაწილებისა და
მათი შეჭმის თანმიმდევრობის შესახებ.
– სახლში მინდა, – განაცხადა ვინიმ მას შემდეგ, რაც ვამპირებს კა-
ფიები გამოელიათ, – არ მომწონს აქაურობა.
– კარგი, რა, არ გინდა! – უთხრა ვესტმინსტერის ჰერცოგმა, – მე ხომ
დაგპირდი, რომ როგორც კი ერთ-ერთი ჩვენგანი გახდები, იმასაც კი
ვერ გაიხსენებ, ოდესმე სახლი თუ გქონდა.
– მე სულ არ მახსოვს, რა ხდებოდა მანამ, სანამ ვამპირი გავხდებო-
დი, – განაცხადა ცნობილმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ.
68
– არც მე, – ამაყად წარმოთქვა ჩინეთის იმპერატორმა.
– საერთოდ არაფერი, – კვერი დაუკრა შეერთებული შტატების ოცდა-
მეცამეტე პრეზიდენტმა.
– შენ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახდები – ერთ-
ერთი ყველაზე ღონიერი და მამაცი არსება ყველა დროის ვამპირებს
შორის, – წაიტრაბახა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა.
ვინის ვამპირების სიბრძნე და გამბედაობა არ ანაღვლებდა, თუმცა მა-
თი ღონე და არაადამიანური სისხარტე ნამდვილად გასათვალისწინებე-
ლი იყო – ბიჭი ვამპირებს შუაში მოემწყვდიათ და მის გაშვებას არ აპი-
რებდნენ. ათი მეტრის გარბენასაც კი ვერ მოასწრებდა, ხელად დაიჭერ-
დნენ.
შორს, ღამის სივრცეში, გაურკვეველი ღმუილი განმეორდა. ვამპირები
ისევ ცეცხლთან მიცუცქდნენ. ვინის ესმოდა, როგორ ფრუტუნებდნენ და
იგინებოდნენ. ბიჭმა თვალები დახუჭა და იგრძნო, თუ როგორ შემოაწვა
სევდა. სახლი ენატრებოდა. არ უნდოდა ვამპირი გამხდარიყო. ასეთ
უიმედოსა და შეწუხებულს არ ეგონა, თუ ჩასთვლემდა, მაგრამ მისდა გა-
საკვირად, ორი თუ სამი საათით ჩაეძინა.
ბიჭი ხმაურმა გამოაღვიძა. სადღაც ახლოს ვიღაც ბრაზიანად
ღრიალებდა:
– სად ჯანდაბაშია ეს ხალხი?
ბიჭმა თვალები გაახილა – ბატისა და ველსის ეპისკოპოსი ჩინეთის იმ-
პერატორს უყვიროდა.
როგორც ჩანს, ღამის სიბნელეში ჯგუფის ორი წევრი სადღაც გაქრა.
აი, ასე, ადგნენ და გაიპარნენ. მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ვამ-
პირთა რიგები შფოთვამ მოიცვა, ბანაკი სასწრაფოდ აშალეს, შეერთებუ-
ლი შტატების ოცდამეცამეტე პრეზიდენტმა ვინი მხარზე შეიგდო და ყვე-
ლანი გზას გაუდგნენ.
ვამპირები ქვაღორღიანი კლდიდან ჩაბობღდნენ და ვამპირ-ქალაქის
გზას დაადგნენ. დილით, გაწყალებული სისხლისფერი ცის ქვეშ, უწინდე-
ბურად მხნედ ვეღარ იყვნენ. ვინის, რომელიც ყოველი კოლბოხის გა-
დავლისას ირყეოდა, მოეჩვენა, რომ ვამპირები რაღაცას გაურბოდნენ.

69
სადღაც შუადღეზე, როდესაც მკვდარი მზე შუბისტარზე დადგა, ვამპი-
რები შეჩერდნენ და ერთად შეგროვდნენ. მათ თავზე, მაღლა ცაში, ღა-
მის მოჩვენებები ცხელი ჰაერის ნაკადებზე დასრიალებდნენ და გუნდ-
გუნდად ირაოს უვლიდნენ.
ზოგი ვამპირის აზრით, მათი ორი თანამოძმე, უბრალოდ, დაიკარგა,
ზოგი შიშობდა, რომ ღამის მოჩვენებები სწორედ მათზე სანადიროდ გა-
მოვიდნენ. დასკვნა ვერ გამოიტანეს, მაგრამ ერთ რამეზე შეთანხმდნენ –
გადაწყვიტეს, იმ შემთხვევისთვის, თუ ღამის მოჩვენებები დაშვებას
დააპირებდნენ, ქვები მოემარაგებინათ. ასეც მოიქცნენ – უდაბნოში ქვები
მოკრიბეს და პიჯაკებისა და პერანგების ჯიბეებში ჩაილაგეს. უეცრად წი-
ნანდელზე უფრო ახლოდან ხმამაღალი ყმუილი გაისმა. "მგელი უნდა
იყოს", – გაიფიქრეს ვამპირებმა და ერთმანეთს შეაცქერდნენ.
– გაიგონეთ? – იკითხა ლონდონის ლორდმა მერმა.
– მე არაფერი გამიგონია, – იუარა შეერთებული შტატების ოცდამეცა-
მეტე პრეზიდენტმა.
– არც მე, – დაუდასტურა პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ.
ყმუილი განმეორდა.
– როგორმე სახლამდე უნდა მივაღწიოთ, – თქვა ვესტმინსტერის ჰერ-
ცოგმა და ხელით კარგა მოზრდილი ქვა მოსინჯა.
სისხლისმსმელი არსებები ძუნძულით აუყვნენ აღმართს, საიდანაც მო-
შიშვლებულ კლდოვან ფერდობზე ყველაზე კოშმარული სიზმრის მსგავ-
სი ვამპირ-ქალაქის ხედი იშლებოდა.
– ღამის მოჩვენებები მოფრინავენ! – დაიყვირა ბატისა და ველსის
ეპისკოპოსმა, – ქვები დაუშინეთ მაგ სისხლისმსმელებს!
შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე პრეზიდენტის მხარზე გადაკი-
დებული ვინი აქეთ-იქით ირყეოდა და ყველაფერს თავდაყირა ხედავდა,
თვალები ბილიკიდან ადენილი მტვრით ევსებოდა. მის ყურამდე არწივის
ყივილის მსგავსი ყარყაში აღწევდა და თვითონაც იმავე ენაზე ითხოვდა
შველას. ამჯერად მისი შეჩერება არავის უცდია, შეიძლება იმიტომ, რომ
ღამის მოჩვენებების ყარყაშსა და ვამპირების წყევლა-კრულვაში, რომ-
ლებიც ჰაერში ქვებს ისროდნენ, მის ძახილს მაინც ვერავინ გაიგონებდა.
ვინის ყმუილი ახლა უკვე მარჯვენა მხრიდან მოესმა.
70
– იქ ამ საზიზღარი არსებების მთელი ურდოა! – გამწარებული ყვირო-
და ვესტმინსტერის ჰერცოგი.
შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე პრეზიდენტმა ვინი ცნობილ
მწერალს, ვიქტორ ჰიუგოს გადასცა. ამ უკანასკნელმა ბიჭი ტომარაში ჩა-
აგდო, ზურგზე მოიკიდა და გზა განაგრძო. ვინი გახარებული იყო, იმი-
ტომ, რომ ტომარას მხოლოდ მტვრიანი ხის სუნი ასდიოდა.
– შეხედეთ, უკან იხევენ! – დაიყვირა ერთ-ერთმა ვამპირმა, – აქედან
მიდიან!
– ნუ გეშინია, ბიჭო, – მოესმა ვინის ხმა, რომელიც, მისი აზრით, ბატი-
სა და ველსის ეპისკოპოსს ეკუთვნოდა, – ვამპირ-ქალაქში ასეთ რამეს
ვერ ნახავ. იქ შეღწევა შეუძლებელია.
ვინიმ ზუსტად არ იცოდა, დაზიანდა თუ არა რომელიმე ვამპირი ღამის
მოჩვენებებთან შეტაკების დროს, მაგრამ ბატისა და ველსის ეპისკოპო-
სის წყევლა-კრულვიდან გამომდინარე, იფიქრა, ეტყობა, რამდენიმე ვამ-
პირი დაიკარგაო.
– სწრაფად! – დაიყვირა ვიღაცამ. ხმის მიხედვით, ეს ვესტმინსტერის
ჰერცოგი უნდა ყოფილიყო. ვამპირები იქაურობას სირბილით გაეცალ-
ნენ. ვინი ტომარაში თავს ძალიან მოუხერხებლად გრძნობდა, განსაკუთ-
რებით მაშინ, როცა ცნობილი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს ზურგს მწარედ
ეხლებოდა, ხანდახან სხეულის რომელიმე ნაწილს მიწასაც კი ურტყამდა.
საქმეს ისიც ართულებდა, რომ ტომარაში ხის რამდენიმე ფიცართან
ერთად წვეტიანი ლურსმნები და ჭანჭიკებიც ეყარა. ეს კუბოს ნარჩენები
იყო. ერთი ჭანჭიკი ხელში ერჭობოდა.
მთელი ამ ზრიალის, ნჯღრევის, ლაყლაყისა და ხეთქების მიუხედა-
ვად, რომელსაც ვინი მისი დამატყვევებლის ყოველი ნაბიჯის გადადგმი-
სას განიცდიდა, მარჯვენა ხელით ერთი ჭანჭიკი მაინც მოიხელთა. მის
ბასრ წვეტს თითებით გრძნობდა. ბიჭს გულში იმედი ჩაესახა. ტომარა
ჯერ ერთ, შემდეგ კი, ოდნავ ქვემოთ, მეორე ადგილას გახვრიტა. უეც-
რად უკნიდან ისევ ის ნაცნობი ყმუილი მოესმა. ვინი მიხვდა, რომ ის, რაც
ვამპირებსაც კი ასე ზაფრავდა, ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო, წარმო-
უდგენლად საშიში. ბიჭმა ერთი წუთით ტომარას თავი ანება, შეეშინდა,
უცებ რომ გადმოვვარდე, პირდაპირ რომელიმე საზარელი ურჩხულის
71
ყბაში არ აღმოვჩნდეო, მაგრამ შემდეგ იფიქრა, თუ მოვკვდები, საკუთარ
თავს მაინც არ დავკარგავ, ის მაინც მეცოდინება, ვინ ვარ, ჩემი მშობლე-
ბი ვინ არიან, საილასი... მის ლუპესკუ...
"კარგია, რომ ეშინიათ", გაიფიქრა ვინიმ და ტომარას ახალი ძალით
შეუტია – ქსოვილში სპილენძის ჭანჭიკი გაუყარა და მანამ ატრიალა, სა-
ნამ ტომარაში ახალი ნახვრეტი არ გაჩნდა.
– წავედით, ბიჭებო! – დაიყვირა ბატისა და ველსის ეპისკოპოსმა, –
ცოტაღა დაგვრჩა და შინ ვართ!
– თქვენი წყალობით, თქვენო მეუფებავ! – დაიძახა ვიღაცამ, სავა-
რაუდოდ, პატივცემულმა არჩიბალდ ფიცჰიუმ.
ამის შემდეგ ვამპირი, რომელსაც ვინი ტომრით მიჰყავდა, აღმართს
აუყვა. სულ მაღლა და მაღლა, ზემოთ და ზემოთ მიდიოდა.
ვინიმ ერთ-ერთი ნახვრეტი თითებით გააფართოვა და გარეთ გაიჭ-
ვრიტა. ზემოდან საზარელი წითელი ცა დაჰყურებდა, ქვემოთ კი...
....ქვემოთ ისევ ის ხრიოკი ქვა-ღორღი იყო, მაგრამ ამჯერად იქაურო-
ბას ასობით მეტრი აშორებდა. მათ უკან, დაბლობზე იშლებოდა უზარმა-
ზარი საფეხურები, რომლებიც ალბათ თავის დროზე გოლიათებისთვის
თუ ააგეს. მარჯვნივ ჟანგისფერი კლდოვანი კედელი გადაჭიმულიყო.
ტომრიდან ქალაქი არ ჩანდა, სავარაუდოდ, სადღაც ზემოთ უნდა ყოფი-
ლიყო. მარცხენა მხრიდან გზას პირდაღებული, უძირო უფსკრული გას-
დევდა. ვინი საფეხურებზე ჩაგორებას აპირებდა. "ესენი ისეთი გააფთრე-
ბით ილტვიან თავიანთი ქალაქისკენ, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ,
იქნებ ჩემი გაუჩინარება ვერც შეამჩნიონ", – ფიქრობდა ბიჭი. მაღლა, წი-
თელ ცაში ღამის მოჩვენებები რიალებდნენ.
ერთი რამ ნამდვილად სასიხარულო იყო: ცნობილი მწერალი ვიქ-
ტორ ჰიუგო ყველაზე ბოლოს მოდიოდა, მის უკან არავინ იყო, რომ ტო-
მარაში გაჩენილი ხვრელები ან ვინის გაქცევა დაენახა.
სამაგიეროდ, სულ სხვა რამ გამოჩნდა...
ვინი ნახვრეტს მოსცილდა და ტომარაში ღრმად შეიმალა. მის სმენას
კიდევ ერთხელ მისწვდა საზარელი ყმუილი, შემდეგ კი დაინახა ვეებერ-
თელა, ნაცრისფერი მხეცი, რომელიც კიბის საფეხურებზე გიგანტური
ნახტომებით ამორბოდა. ასეთ შემთხვევებში მისტერ არავისია ამბობდა
72
ხოლმე, წინ წყალი, უკან მეწყერიო. ვინის ამ სიტყვების აზრი არასოდეს
ესმოდა, რადგან სასაფლაოზე არც წყალი იყო და არც მეწყერი.
"წინ ვამპირები, უკან ურჩხული," – გაიფიქრა ბიჭმა. იმავე წამს მხეცი
ტომარას მისწვდა და ბასრი ეშვებით ზუსტად ნახვრეტების ადგილას გა-
დაფხრიწა. ბიჭმა კიბის საფეხურზე ზღართანი მოადინა. ძაღლისმაგვარი,
მაგრამ ძაღლზე გაცილებით დიდი, ვეებერთელა ტორებიანი ნადირი,
რომელიც ბრდღვინავდა და მძიმედ ქოშინებდა, თავზე წამოადგა და
თვალებში ჩააშტერდა. ურჩხულს ლაშებიდან თეთრი ეშვები უჩანდა და
ნერწყვი სდიოდა, თვალებით ცეცხლს აკვესებდა.
ვამპირები შეჩერდნენ და უკან მოიხედეს.
– ჯანდაბა! – წამოიყვირა ვესტმინსტერის ჰერცოგმა, – ამ ჯოჯოხეთის
მაშხალამ ბიჭი დაიჭირა!
– თავი დაანებე! – უპასუხა ჩინეთის იმპერატორმა, – გავიქცეთ!
– უი! – შეიცხადა შეერთებული შტატების ოცდამეცამეტე პრეზიდენტმა.
ვამპირები საფეხურებზე მიხტოდნენ. ვინი ახლა უკვე დარწმუნებული
იყო, რომ ეს კიბე გოლიათებმა გამოკვეთეს. თითოეული საფეხური მისი
სიმაღლე იყო. ვამპირები გარბოდნენ, ჩერდებოდნენ და ურჩხულს და
ალბათ ვინისაც ბრანწებს უჩვენებდნენ.
მხეცი ადგილიდან არ იძვროდა.
"ალბათ შემჭამს. რაც გინდოდა, ის მიიღე, ვინი". გაიფიქრა ბიჭმა და
სასაფლაო, სახლი მოაგონდა. ახლა იმასაც ვერ იხსენებდა, იქაურობა
რისთვის დატოვა. არა! ურჩხულია თუ რაც არის, რადაც უნდა დაუჯდეს,
სახლში უნდა დაბრუნდეს, იქ, სადაც ელიან. ვინი ძაღლს დაუსხლტა და
ოთხი ფუტის სიმაღლის საფეხურზე გადახტა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგ-
რა, ფეხი გადაუბრუნდა და ქვაზე დაეცა.
ვინის ესმოდა, როგორ მოსწყდა ადგილს ნადირი და მისკენ გამოექა-
ნა. ბიჭი ცდილობდა, ფეხზე წამომდგარიყო და კლანჭებიდან დასხლტო-
მოდა, მაგრამ ნატკენ, დაბუჟებულ ფეხზე დადგომა ვერ შეძლო და ისევ
წაიქცა. ამჯერად საფეხურსა და კლდეს ასცდა და პირდაპირ ხახადაღე-
ბულ, უძირო უფსკრულში გადაეშვა...
ვინი ქვევით მიფრინავდა. უეცრად რუხი მხეცის მხრიდან მოესმა:

73
– ვინი! – ბიჭს შეეძლო დაეფიცა, რომ ეს ხმა მის ლუპესკუს ეკუთვნო-
და.
ყველა ის საზარელი შეგრძნება, რომელსაც ვინი სიზმარში ვარდნის
დროს განიცდიდა, გაერთიანდა და ცხადში აუხდა და ახლა შეუბრალებ-
ლად მიექანებოდა უფსკრულისკენ. აღარ იცოდა, რა ეფიქრა: "ეს ძაღლი
სინამდვილეში მის ლუპესკუა?", "ახლა უფსკრულის ფსკერზე დავენარ-
ცხები?" – გონებას მხოლოდ ერთი აზრის დატევა შეეძლო.
უეცრად იგრძნო, რომ ტანზე რაღაც შემოეხვია და იმავე წამს ტყავის
ფრთების ტყაპატყუპი შემოესმა. ვარდნა შენელდა. უფსკრულის ფსკერი
უწინდებური გიჟური სისწრაფით აღარ უახლოვდებოდა. ფრთების ფარ-
თხუნი გაძლიერდა, ვინის ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ ზემოთ მიიწევ-
და. "მივფრინავ!" გაიფიქრა მან. და ასეც იყო. უკან მოიხედა და დაინახა
მუქი ყავისფერი, უთმო თავი და ღრმად ჩამჯდარი თვალები, რომლებ-
შიც თითქოს შავი, პრიალა მინის ნატეხები ჩაუსვამთო.
ვინიმ ხორხიდან გამყინავი ბგერა ამოუშვა, რომელიც ამ არსებების
ენაზე "მიშველეს" ნიშნავდა. მოჩვენებას გაეღიმა და თავისივე ენაზე გა-
ეხმიანა. ეტყობა, თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი იყო.
ისინი ქვემოთ მოწყვეტით დაეშვნენ და ხრიოკ მიწაზე ხმაურით მოადი-
ნეს ზღართანი. ვინი ადგომას შეეცადა, მაგრამ კოჭმა კიდევ ერთხელ
უღალატა და ქვიშაზე ფეხი დაუცდა. ძლიერი ქარი უბერავდა და ბიჭს
კანს უწვავდა. ღამის მოჩვენება მის გვერდით დაეცა. ტყავის ფრთები
დაეკეცა და ზურგზე დაეწყო. ვინი სასაფლაოზე გაიზარდა და ფრთოსანი
არსებები მრავლად ენახა, მაგრამ ანგელოზების ქანდაკებები სულ
სხვაგვარად გამოიყურებოდნენ.
ხრიოკზე, ვამპირ-ქალაქის ჩრდილქვეშ, უზარმაზარი ძაღლისებრი
რუხი მხეცი მათკენ მოქროდა.
ძაღლი მის ლუპესკუს ხმით ალაპარაკდა:
– ღამის მოჩვენებებმა უკვე მესამედ გადაგარჩინეს, ვინი. პირველად
მაშინ, როდესაც საშველად მოუხმე – მაშინვე შენთან გაჩნდნენ და ად-
გილსამყოფელი შემატყობინეს. მეორედ – წუხელ, კოცონთან. როდესაც
შენ გეძინა, ისინი ცაში რიალებდნენ და ყური მოჰკრეს, როგორ ბჭობ-
დნენ ვამპირები, სანამ რამე უკეთურებას მოგვიტანდეს, აჯობებს, ამ ბიჭს
74
ახლავე თავი ქვით გავუჭეჭყოთ, სადმე გადავმალოთ და კარგად რომ
დალპება, მივაკითხოთ და შევჭამოთო.
ღამის მოჩვენებებმა ეს საქმე უხმაუროდ მოაგვარეს. ახლა კიდევ ეს.
– ეს თქვენ ხართ, მის ლუპესკუ?
ძაღლის მსგავსმა მხეცმა ვინის ცხვირ-პირი სახესთან მიუტანა. ბიჭს
ერთი წამით შეეშინდა, არ მიკბინოსო, მაგრამ ურჩხულმა სახე ნაზად
აულოკა.
– კოჭი გადაგიბრუნდა?
– დიახ, ამ ფეხს ვერ ვადგამ.
– მოდი, ზურგზე შემაჯექი, – უთხრა მხეცმა, რომელიც სინამდვილეში
მის ლუპესკუ იყო. შემდეგ ხორხისმიერ ენაზე ღამის მოჩვენებებს რაღაც
გადაულაპარაკა. ერთ-ერთი მათგანი ვინის დაეხმარა და ურჩხულის
ზურგზე შესვა.
– ბეწვზე მომეჭიდე და კარგად მოეწყვე. სანამ დავიძრებით, აი, ეს უნ-
და თქვა, – მხეცმა დაიჭყივლა.
– ეს რას ნიშნავს?
– "გმადლობ" ან "ნახვამდის", ორივეს ერთად.
ვინიმ ძალა მოიკრიბა და ხორხიდან სამადლობელი ჭყივილი ამოუშ-
ვა. ღამის მოჩვენებას კმაყოფილებით გაეღიმა და თვითონაც გამოემშვი-
დობა. შემდეგ თავისი ვეება, ტყავის ფრთები გაშალა და უდაბნოს ქარს
მკერდი მიუშვირა. ჰაერის ძლიერმა ნაკადმა ფრთოსანი მოჩვენება ციმ-
ციმ აიტაცა და ვეებერთელა ფრანივით ზემოთ, ცისკენ გააქანა.
– ახლა კი მაგრად მომეჭიდე, – უთხრა ბიჭს მის ლუპესკუს ხმით მხეც-
მა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაქროლდა.
– სასაფლაოს კედლისკენ მივდივართ?
– ვამპირ-ქალაქის კარიბჭისკენ? არა. ის მხოლოდ ვამპირებისთვის
არის. მე ღმერთის მწევარი ვარ და ჯოჯოხეთის გზებზე საკუთარი ბილი-
კებით დავდივარ, – ვინის მოეჩვენა, რომ ამ სიტყვების შემდეგ მხეცმა
სირბილს უმატა.
ცაზე ვეებერთელა მთვარე ამოვიდა. მას ჯერ ობისფერი, შემდეგ კი
ლალისფერი მთვარე ამოჰყვა. ქვემოთ, ძვლებით მოფენილ ხრიოკზე,
რუხი მგლისფერი ძაღლი მიქროდა. უეცრად ნადირი შეჩერდა. იქვე, თი-
75
ხის დანგრეული ნაგებობის მახლობლად, რომელიც ფორმით ფუტკრის
სკას ჰგავდა, ხრიოკის დაშაშრული ქვებიდან წყლის პატარა ნაკადი მო-
წანწკარებდა, მცირე გუბურას ქმნიდა და ისევ ქვებში იკარგებოდა.
მგლისფერმა ძაღლმა თავი დახარა და წყლის ხვრეპას მოჰყვა. ვინი
პეშვით იღებდა და ყლუპ-ყლუპად სვამდა.
– ეს საზღვარია, – წარმოთქვა მგლისფერმა ძაღლმა, რომელიც ამავ-
დროულად მის ლუპესკუც იყო. ვინიმ ზემოთ აიხედა. მთვარეები აღარ-
სად ჩანდნენ, სამაგიეროდ, როგორც არასდროს, ისე კარგად ჩანდა ირ-
მის ნახტომი – ცის კამარაზე შეფრენილი სუდარა, რომელიც მიმქრალ
ნათელს ასხივებდა. ცა ვარსკვლავებით იყო სავსე.
– რა ლამაზია! – თქვა ვინიმ.
– როდესაც შინ დავბრუნდებით, – თქვა მის ლუპესკუმ, – ყველა ვარ-
სკვლავისა და თანავარსკვლავედის სახელს გასწავლი. თუ შენც გინდა,
რა თქმა უნდა.
– მინდა! – გამოუტყდა ბიჭი.
ვინი მხეცის ვეებერთელა ზურგზე კიდევ ერთხელ აბობღდა, სახე მის
რუხ ბეწვში ჩარგო და მაგრად მოეჭიდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემ-
დეგ მიხვდა, რომ უკვე სასაფლაოზე იყო და ვიღაცას ხელში აყვანილი
მიჰყავდა – მის ლუპესკუს ექვსი წლის ბიჭუნა მკერდზე უხერხულად
მიეხუტებინა და არავისიების საფლავისკენ მიჰყავდა.
– ფეხი დაიზიანა, – უთხრა დედობილს.
– საცოდავი ბავშვი, – მისის არავისიამ ქალს ბავშვი ჩამოართვა, –
რომ გითხრა, არ მინერვიულია-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ახლა
ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ბიჭი დავიბრუნეთ.
ქალი ბავშვს თითქმის უხილავ, უსხეულო ხელებში არწევდა.
ვინი თავს კარგად გრძნობდა. მიწის ქვეშ რბილად იწვა და თავი საკუ-
თარ ბალიშზე ედო. ცოტა ხანში სიბნელიდან ძილის სამეფოში გადავი-
და.
ვინის მარცხენა კოჭი შეუშუპდა და გაუწითლდა. ექიმმა ტრეფუსუსმა
(1870-1936, ღმერთმა მის სულს სასუფეველი დაუმკვიდროს) გასინჯა და
დაასკვნა, რომ, უბრალოდ, მყესი ჰქონდა დაჭიმული. მის ლუპესკუმ
ელასტიკური სახვევები მოიტანა, ბარონეტმა ჯოსაია ვორტინგტონმა კი
76
დაჟინებით მოითხოვა, ბიჭს ნაბიჯი არ გადაედგა აბანოზის ხელჯოხის გა-
რეშე, რომელიც თავის დროზე ამ პატივცემულ ადამიანს საფლავში
ჩაატანეს. ბიჭი მშვენივრად ერთობოდა, ხელჯოხით სიარულს სწავლობ-
და და ისე დაყანყალებდა, თითქოს ასი წლის მოხუცი ყოფილიყოს.
ვინი გორაკზე კოჭლობით ავიდა და ქვის ქვეშ დამალული ქაღალდის
ფურცელი გამოიღო. სიის დასაწყისში მეწამული ასოებით ეწერა:

ღმერთის მწევრები
ხალხი მათ მაქციებსა და მგელკაცებს ეძახის, ისინი კი საკუთარ თავს
ღმერთის მწევრებს უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მაქციობის ნიჭი
უფლისგან არის. მადლიერების ნიშნად ისინი შესაშური გულმოდგინებით
ებრძვიან ბოროტმზრახველ ძალას და თვით ჯოჯოხეთის კარიბჭებდე
დევნიან მას.

ვინიმ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.


"არა მარტო მათ", – გაიფიქრა მან.
ბიჭმა სია ბოლომდე ჩაიკითხა და შეეცადა, დაემახსოვრებინა. შემდეგ
სამლოცველოს მიაშურა. მის ლუპესკუს ცალ ხელში პატარა ხორციანი
ღვეზელი და გორაკის ქვემოთ რომ მაღაზია იყო, იქ ნაყიდი ჩიფსებით
სავსე დიდი პაკეტი, მეორეში კი მეწამული მელნით შევსებული სიების
მთელი დასტა ეჭირა.
კარტოფილი მიირთვეს. მის ლუპესკუმ ერთი-ორჯერ გაიღიმა კიდეც.
საილასი თვის ბოლოს დაბრუნდა. მარცხენა ხელში ის თავისი შავი
ხელჩანთა ეჭირა, მარჯვენა კი ბიჭს მშრალად ჩამოართვა. როგორც იქ-
ნა, საილასი გამოჩნდა! ბიჭი სიხარულით აღარ იყო, მაგრამ საჩუქარი –
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პატარა მოდელი კიდევ უფრო
გაუხარდა.
უკვე შუაღამე იყო, მაგრამ მთლიანად მაინც არ ბნელოდა. სამივენი
გორაკის წვერზე ჩამოსხდნენ. მათ ქვემოთ გაჩირაღდნებული ქალაქი
გადაშლილიყო.
– დარწმუნებული ვარ, ჩემს არყოფნაში ყველაფერი რიგზე იყო.

77
– ბევრი რამ ვისწავლე, – უპასუხა ვინიმ. ხელში ისევ ის პატარა ხიდი
ეჭირა, – შეხედე: აი, ის, ზემოთ – მონადირე ორიონია, ქამარზე სამი
ვარსკვლავით. აი, ის – კუროს თანავარსკვლავედია.
– ძალიან კარგი, – საილასი აშკარად კმაყოფილი იყო.
– შენ? – კითხვა შეუბრუნა ბიჭმა, – შენ ისწავლე რამე?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა საილასმა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია.
– ზოგი რამ მეც ვისწავლე, – თქვა მის ლუპესკუმ ყოყმანით.
– კარგია, – ჩაილაპარაკა საილასმა.
მუხის ხეზე ბუმ დაიკივლა.
– იცი, რა, როდესაც წასული ვიყავი, ჩემამდე რაღაც ჭორებმა მოაღ-
წია – თითქოს რამდენიმე კვირის წინ სახლიდან ისე შორს წახვედით,
იქამდე მეც კი გამიჭირდებოდა მიღწევა. თქვენს ადგილას ფრთხილად
ვიქნებოდი, თუმცა განსაკუთრებულ საშიშროებას ვერ ვხედავ. ვამპირებს
მოკლე მეხსიერება აქვთ.
– მთლად ეგრეც არ იყო. მის ლუპესკუ დამეხმარა. დიდი არაფერი
მომხდარა, – უპასუხა ვინიმ.
მის ლუპესკუმ ბიჭს გადახედა. სიბნელეში მისმა თვალებმა ნაპერწკა-
ლივით გაკვესა. შემდეგ მზერა საილასზე გადაიტანა:
– კიდევ რამდენი რამ არის სასწავლი! გაისადაც ხომ არ ჩამოვიდე,
მაგალითად, შუა ზაფხულში? წავამეცადინებდი ბიჭს.
საილასმა მის ლუპესკუს გამომცდელი მზერა მიაპყრო და ცალი წარ-
ბი ოდნავ შესამჩნევად ასწია.
– სიამოვნებით, – დაეთანხმა ბიჭი.

78
ამბობენ, აქ სადღაც კუდიანი მარხიაო.

79
თავი მეოთხე - კუდიანის საფლავის ქვა

სასაფლაოს განაპირას ერთი კუდიანი ქალი იყო დამარხული. ამის შე-


სახებ ყველამ იცოდა. ვინის რაც თავი ახსოვდა, მისის არავისია სულ იმ
ადგილებში ხეტიალს უშლიდა.
– იქ რატომ არ მიშვებ? – ეკითხებოდა ბიჭი.
– იმიტომ, რომ ის ადგილი ცოცხლებისთვის საშიშია, – პასუხობდა მი-
სის არავისია, – ქვეყნიერების დასასრული თუ გინდა, ეგ არის! ირგვლივ
ჭაობი, სინესტე და სიმყრალეა. ერთი სიტყვით, მანდ ადამიანს ფარსაგი
არაფერი დაემართება.
მისტერ არავისია, რომელიც ხატოვანი აზროვნებით დიდად არ გამო-
ირჩეოდა, უბრალოდ ამბობდა:
– ჰო, ძალიან ცუდი ადგილია.
სულ ეს იყო.
სასაფლაო გორაკის დასავლეთით, ფერდობის ძირში რომ ძველი
ვაშლის ხე იდგა, იქ მთავრდებოდა და ირგვლივ რკინის ძველი, ჩაჟან-
გულრიკულებიანი, შუბის ბუნიკის მსგავსად წვეტიანი მესერი ერტყა. საზ-
ღვრის იქით შემოდგომური ნოყო ჭინჭრით, ეკალ-ბარდებითა და სარე-
ველა ბალახებით გადაბურდული ხრიოკი იწყებოდა. ვინი ზოგადად დამ-
ჯერი ბავშვი იყო და მესერში არასოდეს ძვრებოდა, თუმცა სასაფლაოს
მხრიდან ხშირად მიადგებოდა ხოლმე და გარეთ იცქირებოდა. ყოველ-
თვის იცოდა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ეუბნებოდნენ და ეს აღი-
ზიანებდა.
ვინი გორაკზე ავიდა და სასაფლაოს შესასვლელთან მდებარე პატარა
სამლოცველოსთან დაბნელებას დაელოდა. როდესაც რუხ ცას მწუხრის-
ფერი დაედო, კოშკის წვერზე რაღაც ჩქამი გაისმა, თითქოს მძიმე ხავერ-
დის ქსოვილმა გაიშრიალაო. ეს საილასმა სამლოცველოში მდებარე
მოსასვენებელი ოთახი დატოვა და კოშკურიდან თავქვე გადმოეშვა.
– სასაფლაოს განაპირას რა არის? – ჰკითხა ვინიმ მეურვეს, – აი, ჰა-
რისონ ვესტვუდის, ეკლესიის ხაბაზისა და მისი ცოლების, მერიონისა და
ჯოანის საფლავების იქით.

80
– რატომ მეკითხები? – კითხვა შეუბრუნა საილასმა და სპილოსძვლის-
ფერი თითებით შავი პიჯაკიდან მტვერი ჩამოიფერთხა.
ვინიმ მხრები აიჩეჩა.
– უბრალოდ, მაინტერესებს.
– უკურთხი მიწაა. ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი?
– არა, – თავი გააქნია ვინიმ.
საილასმა ბილიკი ისე გაიარა, ჩამოცვენილი ფოთლებისთვის ფეხი
არ დაუდგამს და ვინის გვერდით ძელსკამზე ჩამოჯდა.
– არსებობს ხალხი, – შემპარავი ხმით წამოიწყო საილასმა, – რო-
მელსაც სწამს, რომ მიწა, როგორც ასეთი, წმინდაა და მაშინაც წმინდა
იყო, სანამ მასზე ადამიანები დასახლდებოდნენ, მაგრამ ყველგან ასე არ
იქცევიან. აქ ადამიანები აკურთხებენ ეკლესიებს, ასევე მიწას, რომელშიც
მიცვალებულებს მარხავენ, მაგრამ სასაფლაოს დანარჩენ ნაწილს
უკურთხს ტოვებენ და იქ ბოროტმოქმედებს, თვითმკვლელებსა და სხვა
სარწმუნოების ადამიანებს მარხავენ.
– ესე იგი, რა გამოდის, მესრის იქით ცუდი ადამიანები მარხია?
საილასმა იდეალურად მოხაზული წარბი აზიდა.
– არა, ასე არ არის. იცი, რა... დიდი ხანია იმ ადგილებში არ ვყო-
ფილვარ, მაგრამ ასე ხელაღებით ცუდი არავინ მახსენდება. საერთოდ,
იცოდე, იმ დროს ადამიანებს ერთი შილინგის მოპარვისთვისაც კი თავს
ყულფში აყოფინებდნენ. ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც ისე უმძიმთ
ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავება, საუკეთესო გადაწყვეტილე-
ბად სხვა სამყაროში გადასახლება ესახებათ.
– ესე იგი, თავს იკლავენ? – ჰკითხა ვინიმ და დიდი, ჭკვიანი, ცნობის-
მოყვარე თვალებით საილასს შეხედა. ბიჭი მაშინ დაახლოებით რვა
წლის იყო.
– დიახ.
– მერე? მიზანი რა არის? იმქვეყნად უფრო ბედნიერები არიან?
– ზოგი ალბათ არის კიდევაც, მაგრამ უმრავლესობისთვის არაფერი
იცვლება. ზოგისთვის იგივეა, სადმე სხვაგან გადასახლდეს იმ იმედით,
რომ იქ უკეთესად იქნება, მაგრამ როგორც წესი, ასე არ ხდება. სადაც
უნდა წახვიდე, შენი თავი თან გახლავს. თუ ხვდები, რას ვამბობ?
81
– დაახლოებით.
საილასი დაიხარა და ბიჭს ქოჩორი მოუჩეჩა.
– კუდიანი?
– ჰო, ბოროტმოქმედები, თვითმკვლელები და კუდიანები. ადამიანები,
რომლებიც შენდობის გარეშე დაიხოცნენ, – საილასი წამოდგა. მისი
ჩრდილი ბინდბუნდში შუაღამის სიბნელესავით მოჩანდა, – ამასობაში
რამდენი გვისაუბრია. მე კი ჯერ პირში ლუკმა არ ჩამსვლია. შენ გაკვეთი-
ლებზე არ დაგაგვიანდება?
მოულოდნელმა პატარა, უხმაურო აფეთქებამ ღამის ხავერდი ოდნავ
შეარხია. საილასი აორთქლდა.
ვინი მისტერ პენივორტის მავზოლეუმისკენ მიმავალ გზას დაადგა.
ამასობაში მთვარეც ამოვიდა. პენივორტი (განიშვენებს, ვიდრე მეორედ
მოშვლამდე) ვინის ელოდა. ცოტა არ იყოს, უქეიფოდ გახლდათ.
– რატომ დაიგვიანე? – უსაყვედურა ბიჭს.
– მაპატიეთ, მისტერ პენივორტ.
მოხუცი მასწავლებელი მოუთმენლობისგან ადგილზე ცმუკავდა. წინა
კვირაში სხვადასხვა სტიქია და ტემპერამენტი გაიარეს, მაგრამ ვინის ყვე-
ლაფერი ერთმანეთში აერია. ეგონა, საკონტროლოს დააწერინებდნენ,
მაგრამ მისტერ პენივორტმა სხვა რამ შესთავაზა:
– მე მგონი, აჯობებს, თუ პრაქტიკულ მეცადინეობებზე გადავალთ. უკ-
ვე დროა.
– მართლა? – გაუხარდა ვინის.
– ჭეშმარიტად ასეა, ყმაწვილო არავისია. როგორ მიდის გაუჩინარების
საქმე?
ვინის იმედი ჰქონდა, რომ ეს საკითხი არ შეხვდებოდა.
– ნელ-ნელა, – უპასუხა მან, – ანუ... ისა...
– ანუ, რა?! არაფერი მესმის, ყმაწვილო... უბრალოდ, მაჩვენე, რა შე-
გიძლია.
ვინის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები მოჭუტა
და შეეცადა, გამქრალიყო. მისტერ პენივორტი უკმაყოფილო დარჩა.

82
– ფუი! ეს რა არის? გასხლტომა და გაუჩინარება, ჩემო ბიჭუნი,
მკვდრების საქმეა. ჩრდილებს შორის უნდა გასხლტე, ადამიანების
თვალთახედვიდან უნდა გაქრე. აბა, მეორე ცდა!
ვინი კიდევ ერთხელ შეეცადა.
– ისე ჩანხარ, როგორც ცხვირი – სახეზე, – თქვა მისტერ პენივორტმა,
– მთლიანად ჩანხარ, ყმაწვილო, მთელი შენი სიდიადით! ყველა წმინდა-
ნის სახელს გაფიცებ, გონება მოიკრიბე და თავი დაიცარიელე. აბა, გე-
ლოდები! წარმოიდგინე, რომ უკაცრიელი ხეივანი ხარ, კარის ღრიჭო,
სიცარიელე, არაფერი! თვალი ვერ გხედავს, ტვინი ვერ აღგიქვამს. სა-
დაც შენ ხარ, იქ არავინ და არაფერია.
ვინიმ ყურადღება კიდევ ერთხელ მოიკრიბა, თვალები დახუჭა და
შეეცადა, წარმოედგინა, როგორ დნება მავზოლეუმის ხავსიან, ქვის კე-
დელში, როგორ ერწყმის ღამეულ წყვდიადს. ამ დროს მოულოდნელად
დააცემინა.
– საშინელებაა, – ამოიოხრა მისტერ პენივორტმა, – საშინელება.
მგონი, ამ საკითხზე შენს მეურვესთან დალაპაკება მომიწევს. მოხუცმა
თავი გადააქნია, – რაც არის – არის. ტემპერამენტის ტიპები ჩამომითვა-
ლე.
– ერთი წუთით... სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი...კიდევ არის
ერთი... თუ არ ვცდები, მელანქოლიკი...
რამდენიმე ხნის შემდეგ გრამატიკისა და თხზულებების წერის დროც
მოვიდა. ამ საგანს მის ლეტიცია ბოროუზი ასწავლიდა – ადგილობრივი
მრევლის წევრი შინაბერა (აქ განისვენებს ქალი, რომელსაც თავის სი-
ცოცხლეში არავინ გაუნაწყენებია, შენ კი, მკითხველო, შენ რას იტყვი სა-
კუთარ თავზე).
ვინის მის ბოროუზი მოსწონდა. მის აკლდამაში თავს მყუდროდ
გრძნობდა, მის ახსნილ გაკვეთილსაც მშვენივრად იგებდა.
– ყური მოვკარი... აი, იქ, უკუ... უკურთხ მიწაში კუდიანი მარხია, –
ჰკითხა ვინიმ მასწავლებელს.
– ჰო, ჩემო საყვარელო, მაგრამ იქ ხეტიალი არ შეიძლება.
– რატომ?

83
მის ბოროუზმა ბიჭს გულუბრყვილოდ გაუღიმა. ასე მხოლოდ მკვდრე-
ბი იღიმებიან.
– კუდიანები ჩვენგან განსხვავდებიან და იმიტომ, – უთხრა ქალმა.
– ჰო, მაგრამ ეს ხომ სასაფლაოა, უფლება მაქვს, სადაც მინდა, იქ შე-
ვიდე.
– ეს სხვა შემთხვევაა. მესერს იქით გადასვლას არ გირჩევ.
ვინი დამჯერი, მაგრამ ამასთანავე ცნობისმოყვარე ბავშვი იყო. გაკვე-
თილი დამთავრდა თუ არა, სასაფლაოს ბოლოსკენ გაემართა, გზად ჰა-
რისონ ვესტვუდის, იქაური ხაბაზის საფლავი იყო. იქვე მკლავმოტეხილი
ანგელოზის ქანდაკება იდგა. ბიჭი ქვემოთ ჩასვლას არ აპირებდა, პირი-
ქით, გორაკის ფერდობს აუყვა იმ ადგილისკენ, სადაც ასე, ოცდაათი
წლის წინ ვიღაცას პიკნიკი მოეწყო, ახლა კი იქ დიდი ვაშლის ხე იდგა.
ვინის იმ დროს რამდენიმე ცხოვრებისეული გაკვეთილი უკვე გავლი-
ლი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ მკვახე, თეთრკურკიან მჟავე ვაშლებს
გემოზე მიაძღა, რასაც შემდეგ დიდხანს და სასტიკად ნანობდა. რამდენი-
მე დღე მუცლის გვრემა და ნაწლავების წვა აწამებდა. მისის არავისია
თავზე ადგა და ლექციებს უკითხავდა, რისი ჭამა შეიძლებოდა და რისა –
არა.
ამ ამბის შემდეგ ბიჭი მოთმინებით ელოდა ნაყოფის დამწიფებას და
მერეც დღეში სამ ცალზე მეტს მაინც არ ჭამდა. წლევანდელი ბოლო
ვაშლი ერთი კვირის წინ შეჭამა. უბრალოდ, ამ ხეზე დაჯდომა და ფიქრი
უყვარდა.
ვინი ხეზე აძვრა. ორ ტოტს შორის, თავის საყვარელ ადგილას მოკა-
ლათდა და სასაფლაოს მიმდებარედ გადაშლილ, მაყვლის ბარდებითა
და სარეველებით გადაბურდულ და მთვარით განათებულ მინდორს ზე-
მოდან გადახედა. ცდილობდა წარმოედგინა, როგორი იყო კუდიანი:
ცოცხზე გადამჯდარი გაჩხინკული არსება წვეტიანი ცხვირით, თუ რკინის-
კბილებიანი მოხუცი, რომელიც ქათმისფეხებიანი სახლით მოგზაურობ-
და.
ვინის მუცელი უბუყბუყებდა. როგორც ეტყობა, ამასობაში გვარიანად
მოშივდა და ნანობდა, რომ ვაშლი მთლიანად გადაკრიფა. ზემოთ აიხე-

84
და და თავიდან მოეჩვენა, თითქოს რაღაც დაინახა, შემდეგ კი დააკვირ-
და და აღმოაჩინა, რომ ხეს ერთი მწიფე წითელი ვაშლი შერჩენოდა.
ვინის ხეზე ძრომიალი ეხერხებოდა და ამით ამაყობდა კიდეც. ტოტი-
დან ტოტზე გადადიოდა, ზუსტად ისე, როგორც საილასი მიცოცავდა
ხოლმე აგურის კედელზე. წითელი ვაშლი, რომელიც მთვარის შუქზე შა-
ვად მოჩანდა, ზუსტად მის თავზე ეკიდა. ვინი ტოტზე ფრთხილად გაცოც-
და და იდეალურად მოხაზულ ვაშლს თითების წვერებით შეეხო. უეცრად
ტკაცუნის ძლიერი ხმა გაისმა და ბიჭი ტოტთან ერთად ძირს დაენარცხა.
ვინის თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა. წვეტიანი ყინულივით
ბასრმა ტკივილმა ტანში ელვასავით დაუარა და გონების დაკარგვის სა-
შუალება არ მისცა. სარეველებში რბილად იწვა და საოცარ სითბოს
გრძნობდა. ირგვლივ ისევ ღამე იდგა. ბიჭმა წამოდგომა დააპირა და სა-
კუთარ იდაყვს დაეყრდნო – თურმე ასე რბილად მებაღის მიერ ერთ ად-
გილზე მოქუჩებული ხის ტოტებისა და მოცელილი ბალახის გროვაზე
დაცემულიყო, თუმცა მკერდში ტკივილს მაინც გრძნობდა და დაჭიმული
მყესიც თავს ახსენებდა.
ვინიმ ამოიკვნესა.
– წყნარად, ბიჭუნი, წყნარად, – გაისმა ხმა მის ზურგს უკან, – აქ საიდან
გაჩნდი? ციდან ხომ არ ჩამოვარდი?
– არა, ვაშლის ხიდან, – უპასუხა ბიჭმა.
– დაიცა, აბა, ფეხი მაჩვენე. ხის ტოტის არ იყოს, ეგეც მოტეხილი ხომ
არ არის? – ჰკითხა უცნობმა და გრილი თითები მარცხენა ფეხზე შეახო,
– არა, უფრო ნაღრძობს ჰგავს. შეიძლება, უბრალოდ, მყესი დაგეჭიმა.
შენ რა იღბალი გქონია, რომ ზუსტად ბალახების გროვაზე დაებერტყე!
ბეწვზე ხარ გადარჩენილი!
– რომ მტკივა?! – შესჩივლა ვინიმ, თავი მიაბრუნა, რათა თანამოსაუბ-
რე დაენახა და ხელში ასაკით მასზე უფროსი, მაგრამ ჯერ კიდევ მოზარ-
დი გოგონა შერჩა. ახალი ნაცნობი არც მტრულად გამოიყურებოდა და
არც მეგობრულად. უფრო ფრთხილი ეთქმოდა. ჭკვიანურ სახეზე სილა-
მაზის ნატამალი არ ეცხო.
– მე ვინი მქვია, – უთხრა ბიჭმა.
– შენ ის ცოცხალი ბიჭი ხარ? – ჰკითხა გოგონამ.
85
ვინიმ თავი დაუქნია.
– ასეც ვიცოდი, – თქვა მან, – გვსმენია შენ შესახებ. ხმები აქ, ამ ფერ-
დობზეც აღწევს. რა მითხარი, რა მქვიაო?
– არავინ, – უპასუხა მან, – შემოკლებით ვინის მეძახიან, გვარად არა-
ვისია ვარ.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ახალგაზრდა ბატონო ვინი.
ბიჭი ახალ ნაცნობს დააკვირდა. გოგონას ტანზე უბრალო თეთრი კაბა
ეცვა, გრძელი, თაგვისფერი თმა და რაღაცნაირი, გობლინის მსგავსი სა-
ხე ჰქონდა. ნებისმიერი გამომეტყველების დროს პირზე ოდნავ შესამჩნე-
ვი უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
– თვითმკვლელი ხარ თუ ქურდი? – ჰკითხა ვინიმ გოგონას.
– ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს. ცხვირსახოცი რომ ცხვირსახო-
ცია, იმისთვისაც კი ხელი არ მიხლია, – უპასუხა მან და უდარდელად გა-
ნაგრძო, – რაც შეეხება თვითმკვლელებს, ეგენი იქით მხარეს, კუნელის
ბუჩქებთან მარხია, ხელმრუდეები კი – მაყვლის ბარდებთან, ორივენი.
ერთი მათგანი ყალბი ფულის მჭრელი იყო, მეორე – შარაგზის ყაჩაღი.
ხალხი აბუქებს, სინამდვილეში ალბათ ერთი საცოდავი ქურდბაცაცა და
მაწანწალა იყო.
– გასაგებია, – ვინის უეცრად გონება გაუნათდა, – აბა, კუდიანი ხარ?
ამბობენ, აქ სადღაც კუდიანი მარხიაო.
გოგონამ თავი დაუქნია.
– ჯერ წყალში დაახრჩვეს, მერე დაწვეს და მხოლოდ შემდეგ დამარ-
ხეს. იმ ადგილზე სანიშნედ ქვაც კი არ დაუდიათ.
– ეს შენ იყავი? ჯერ დაგახრჩვეს და მერე დაგწვეს?
გოგონა ვინის გვერდით, ბალახის გროვაზე ჩამოჯდა და თავისი ცივი
ხელები ვინის შესივებულ ფეხზე დაადო.
– ისინი ჩემს პატარა კოტეჯში დილაუთენია მოვიდნენ. ჯერ წესიერად
გაღვიძებულიც კი არ ვიყავი, რომ "კუდიანო, კუდიანოს" ძახილით გარეთ
გამათრიეს. დილიდანვე ისე გამოწკეპილები და გაპრიალებულები იყ-
ვნენ, თითქოს ბაზრობის დღე ყოფილიყოს. ყველა ყვიროდა და რაღა-
ცას ბოდავდა: რძე აგვიმჟავდაო, ცხენი დაგვიკოჭლდაო და ასეთები. ბო-
ლოს სიტყვა მათ შორის ყველაზე ლოყაწითელმა და გაპრიალებულმა,
86
ფაშფაშა ქალბატონმა ჯემაიმამ ითხოვა. იძახდა, სოლომონ პორიტი
ამან მოაკუდიანა, სულ ამის ბრალია, რომ ბოლო დროს ყურადღებას
აღარ მაქცევს და როგორც სკას ფუტკარი, სულ სამრეცხაოს დას-
ტრიალებს თავსო. საწყალი ბიჭი ამ ალქაჯმა მოაკუდიანაო, ჯადო უნდა
ავხსნათო. მერე სკამზე მიმაბეს და ტალახიან გუბურაში ჩამაგდეს, თან
იძახდნენ, თუ ვერაფერი იგრძნო და არ დაიხრჩო, კუდიანია, თუ არადა,
მოკვდება და ის იქნებაო. მის ჯემაიმას მამამ ამ ამბის მონაწილეებს თი-
თო ვერცხლის მონეტა დაურიგა, რათა მომწვანო, ლაფიანი წყლიდან
სკამი დროზე ადრე არ ამოცურებულიყო და საკუთარი თვალით დაენა-
ხათ, როგორ დავიხრჩობოდი.
– მერე?
– მერე და მერე! ფილტვები წყლით გამევსო და ფეხები გავფშიკე.
– ოჰ! გამოდის, კუდიანი არ ყოფილხარ.
აჩრდილმა ბიჭს ირიბი მზერა ესროლა. მძივებივით პრიალა, ჭუტალა
თვალები ჰქონდა.
გობლინს კი ჰგავდა, მაგრამ ახლა უფრო ლამაზი ეჩვენა. ალბათ სო-
ლომონ პორიტის მოსაჯადოებლად ასეთი ღიმილიც კმაროდა.
– რა სისულელეა. რა თქმა უნდა, კუდიანი ვიყავი. ამას ისინი მაშინ
მიხვდნენ, როდესაც სკამი მომხსნეს და შლამით მოთხვრილი და გვე-
ლის სუროში აბლანდული ჩემი სხეული მწვანე ბალახზე დაასვენეს. სწო-
რედ მაშინ იყო, თვალები რომ გადავატრიალე და პირიდან საშინელი
წყევლა-კრულვა ამოვუშვი. ყველა დავწყევლე, არც ერთს საფლავშიაც
არ გეღირსოთ მოსვენება-მეთქი. მე თვითონ გამიკვირდა, რა იოლი ყო-
ფილა წყევლა, რაღაცით ცეკვას ჰგავს: ფეხები თავისით ჰყვებიან მუსი-
კას, რომელიც ადრე არასოდეს გსმენია და ისეთი ილეთები გამოგყავს,
ადრე რომ არასოდეს გინახავს, დილამდე ცეკვავ და ცეკვავ, ვერ ჩერდე-
ბი, – ამ სიტყვებზე გოგონა წამოდგა, ხელები გაშალა, ფეხები დააბაკუნა
და ერთ ადგილზე დატრიალდა. შიშველი ფეხისგულები მთვარის სინათ-
ლეზე უელავდა.
– აი, ასე ვწყევლიდი და ვკრულავდი ყველას. უკანასკნელ ამოსუნ-
თქვას გუბურის მყრალ წყალთან ერთად უკანასკნელი წყევლაც ამოვა-
ყოლე და სულიც ამომხდა. შემდეგ სხეულზე ცეცხლი წამიკიდეს. მანამ
87
ვიწვოდი, სანამ მწვანე ბალახზე დანახშირებული ადგილის გარდა აღა-
რაფერი დარჩა. შემდეგ ამ ფერდობზე ორმოში ჩამაგდეს და უბრალო
რიყის ქვაც კი არ მაღირსეს იმის ნიშნად, რომ ოდესმე ვარსებობდი.
ამის შემდეგ გოგონა გაჩუმდა და ფიქრებს მიეცა.
– რომელიმე მათგანი ამ სასაფლაოზე მარხია? – ჰკითხა ვინიმ.
– არც ერთი, – უპასუხა გოგონამ და თვალები დაახამხამა, – იმ შა-
ბათს, მას შემდეგ, რაც დამახრჩვეს და დამწვეს, მისტერ პორინგერს
ლონდონიდან ჩამოუვიდა უმაღლესი ხარისხის ძაფისგან ოსტატურად
ნაქსოვი ძვირფასი ხალიჩა, რომელსაც თან შავი ჭირი ჩამოჰყვა. ორშა-
ბათისთვის ხუთი მათგანი უკვე სისხლს ახველებდა, კანი კი ზუსტად ჩემი
დანახშირებული სხეულივით ჩაუშავდათ. ერთი კვირის შემდეგ შავი ჭირი
ლამის მთელ სოფელს მოედო. გარდაცვლილთა გვამებს პირდაპირ
ყრიდნენ ქალაქგარეთ ამოთხრილ დიდ ორმოში, რომელიც მოგვიანე-
ბით მიწით ამოავსეს.
– მთელი სოფელი ამოწყდა?
გოგონამ მხრები აიჩეჩა.
– ყველა, ვინც ჩემს დახრჩობასა და დაწვაში მონაწილეობდა. ფეხი
როგორ გაქვს?
– გმადლობ, უკეთესად, – უპასუხა ვინიმ.
ბიჭი ნელა წამოდგა, მესრისკენ კოჭლობით წავიდა და რკინის რიკუ-
ლებს მიეყრდნო.
– ესე იგი, თავიდანვე კუდიანი იყავი? – იკითხა ბიჭმა, – მანამდეც, სა-
ნამ თანასოფლელებს დაწყევლიდი?
– იმისათვის, რომ სოლომონ პორიტს დილიდან დაღამებამდე ჩემი
ქოხის ირგვლივ ეხეტიალა, ჯადო და კუდიანობა სულ არ იყო საჭირო, –
ჩაეცინა გოგონას.
ვინიც იმავე აზრის იყო, უბრალოდ, ხმამაღლა არ უთქვამს, თუმცა შე-
კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
– რა გქვია? – ჰკითხა გოგონას.
– მე ხომ საფლავის ქვაც კი არ მაქვს, – ტუჩები მოკუმა გოგონამ, – რა
მნიშვნელობა აქვს, რა მქვია.
– ჰო, მაგრამ სახელის გარეშე როგორ იქნები?
88
– ლიზა ჰემპსტოკი, თუ მაინცდამაინც ჩემი სახელის გაგება გინდა, –
უკმაყოფილოდ უპასუხა მან. შემდეგ კი დაუმატა: – განა ბევრს ვითხოვ?
ერთი პატარა საფლავის ქვა მინდა. იმ ადგილს ხედავ? ჩემი საფლავი იქ
არის, ჭინჭრებში... ყველასგან დავიწყებული...
ვინის გოგონა ისეთი დაღონებული ეჩვენა, უნდოდა ჩახუტებოდა და
ენუგეშებინა. როდესაც მესერში გაძრომას ცდილობდა, თავში ერთი აზ-
რი მოუვიდა – გადაწყვიტა, ლიზა ჰემპსტოკისთვის ეშოვა საფლავის ქვა,
რომელზეც მისი სახელი და გვარი იქნებოდა აღნიშნული. უნდოდა გო-
გონა გაეხარებინა.
ვინი გორაკისკენ მიმავალ გზას დაადგა. უნდოდა თავის ახალ ნაც-
ნობს დამშვიდობებოდა, მაგრამ ის უკვე იქ აღარ იყო.

სასაფლაოზე უხვად ეყარა საფლავის ქვებისა და ქანდაკებების ნამ-


ტვრევები, მაგრამ ვინიმ იცოდა, რომ არც ერთი მათგანი სასაფლაოს გა-
რეთ დამარხული ნაცრისფერთვალება ალქაჯისთვის არ გამოდგებოდა.
სულ სხვა რამ იყო საჭირო, რაღაც უფრო მეტი. ვინიმ გადაწყვიტა, თავი-
სი გეგმები არავისთვის გაემხილა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იცო-
და, მის გადარწმუნებას შეეცდებოდნენ.
შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ვინის თავში ერთიმეორეზე
ექსტრავაგანტური იდეები მოსდიოდა, ისეთ დღეში იყო, მისტერ პენი-
ვორტი საგონებელში ჩავარდა.
– მინდა გითხრა, – უთხრა მოხუცმა, თან მტვრიან ულვაშებს იწიწკნი-
და, – ყოველდღე წინაზე უარესად გამოგდის. ვერ ქრები. თავიდან ბო-
ლომდე ჩანხარ. შენი ვერშემჩნევა შეუძლებელია. თან რომ გახლდეს
იისფერი ლომი, მწვანე სპილო და ალისფერ ზღაპრულ რაშზე ამხედრე-
ბული, სამეფო შესამოსელში გამოწყობილი ინგლისის მეფე, დარწმუნე-
ბული ვარ, ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგამჩნევენ და მო-
გაშტერდებიან. დანარჩენები ისე, რაღაც უმნიშვნელო ფიგურებად მოეჩ-
ვენებათ.
ვინიმ მოხუცს მდუმარედ გადახედა. გაქრობაზე საფიქრელად არ ეცა-
ლა. თავში ერთადერთი აზრი უტრიალებდა – არსებობდა თუ არა მაღა-

89
ზია, რომელშიც საფლავის ქვის ყიდვას შეძლებდა და თუ არსებობდა,
სად უნდა მოეძებნა.
მის ბოროუზთან უფრო ადვილი იყო სხვა თემაზე საუბრის გადატანა.
ვინის ფულთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდა – როგორ უნ-
და ეყიდა ის, რის ყიდვაც უნდოდა. ცოტაოდენი ფული ჰქონდა – სხვა-
დასხვა დროს სასაფლაოზე ნაპოვნი რამდენიმე მონეტა. ბიჭმა შესანიშ-
ნავად აითვისა, რომ ფული იქ უნდა ეძებნა, სადაც წყვილები რბილ ბა-
ლახში მოკალათდებოდნენ ხოლმე, ერთმანეთს კოცნიდნენ და ეხვეოდ-
ნენ. ხშირად პოულობდა ხოლმე ლითონის მონეტებს. ყოველთვის იცო-
და, რომ ოდესმე რამეში გამოიყენებდა.
– თუ იცით, საფლავის ქვა რა ეღირება? – ჰკითხა მან მის ბოროუზს.
– ჩემს დროს, – უპასუხა ქალმა, – საფლავის ქვა თხუთმეტი გინეა
ღირდა. დღევანდელი ფასები ნამდვილად არ ვიცი. მე მგონი, მეტი ეღი-
რება, გაცილებით მეტი.
ვინის მხოლოდ ორი ფუნტი და ორმოცდაცამეტი პენსი ჰქონდა. მშვე-
ნივრად იცოდა, ეს ფული საკმარისი არ იყო.
უკვე ოთხი წელი, ანუ ნახევარი ცხოვრება გავიდა მას შემდეგ, რაც ვი-
ნიმ ინდიგო კაცის საფლავი მოინახულა, მაგრამ გზა ჯერ კიდევ არ და-
ვიწყებოდა. ბიჭი გორაკის წვერზე ავიდა. ზემოდან ყველაფერი ხელისგუ-
ლივით ჩანდა: ქალაქი, ვაშლის ხე და პატარა სამლოცველოს სამრეკ-
ლოც კი. იქვე მოყანყალებული კბილივით იდგა ფრობიშერების მავზო-
ლეუმი. ვინი კარში შეუმჩნევლად გაძვრა და კუბოს უკან დამალულ კიბეს
ჩაუყვა. კლდეში გამოკვეთილ პატარა საფეხურებს ბიჭი გორაკის სიღ-
რმისკენ მიჰყავდა. როგორც იქნა, ქვის ოთახიც გამოჩნდა. სამარეში ისე-
თი წყვდიადი სუფევდა, როგორიც მხოლოდ მაღაროში იცის, მაგრამ ვი-
ნი მიცვალებულების მსგავსად სიბნელეშიც ხედავდა და შეეძლო აკლდა-
მის ყველა საიდუმლოს ჩასწვდომოდა.
გველეშაპი გორაკის შიგნით მთელ სიგრძეზე გაწოლილიყო. ვინის
კარგად ახსოვდა ეს უხილავი, ერთმანეთში ჩაგრეხილი ზიზღისა და სი-
ხარბისგან შექმნილი კვამლის ხვეულები, ოღონდ ამჯერად მისი აღარ
ეშინოდა.

90
– შენ უნდა ძრწოდე ჩვენ წინაშე, – დაიშიშინა გველეშაპმა, – ჩვენ ვი-
ცავთ განძეულს, რომლის შეფასება ან დაკარგვა შეუძლებელია.
– თქვენი არ მეშინია, – უპასუხა ვინიმ, – არ გახსოვთ? გარდა ამისა,
აქედან რაღაცის წაღებას ვაპირებ.
– აქედან ვერაფერს წაიღებ! – გაისმა იმ ადგილიდან, სადაც სიბნელე-
ში დახვეული გველეშაპი გაწოლილიყო, – დანა, თასი, გულსაბნევი –
ყველაფერი აქ დარჩება. მათ გველეშაპი იცავს.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ერთი რამ უნდა გკითხოთ: ეს თქვენი საფ-
ლავია?
– ჩვენი თავის ქალები ბატონმა ამ ქვის ქვეშ ჩამარხა და გვიბრძანა,
მის დაბრუნებამდე მისი განძისთვის გვედარაჯა.
– არ გამოვრიცხავ, რომ აღარც ახსოვხართ. ალბათ თვითონაც ასი
წლის მკვდარია.
– ჩვენ გველეშაპი ვართ. ჩვენ ვდარაჯობთ.
ვინი ჩაფიქრდა. საფლავი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გო-
რაკის სიღრმეში აღმოჩნდა, ერთ დროს მიწის ზედაპირზე გათხარეს. ნე-
ტა რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ? ალბათ უთვალავი საუკუნე. უეც-
რად იგრძნო, როგორ შემოერტყა ირგვლივ შიშის ტალღები კაციჭამია
ხვიარა მცენარესავით, თანდათან სიცივემ აიტანა, დამზრალი სხეული
აღარ ემორჩილებოდა, თითქოს ყინულის გველმა გულში თავისი ეშვები
ჩაასო და ძარღვებში გაყინული შხამი შეუშხაპუნა.
ვინიმ ნაბიჯი წინ გადადგა, ქვის საკურთხეველს დასწვდა და თითები
ცივ გულსაბნევს შემოაჭდო.
– უკან! – დაიშიშინა გველეშაპმა, – ეს ბატონის საკუთრებაა.
– არა მგონია, დიდად მოისაკლისოს, – უპასუხა ვინიმ, უკან დაიხია და
კიბისკენ გაემართა. ცდილობდა, იატაკზე მოფენილი ადამიანებისა და
ცხოველების გამომშრალი გვამებისთვის გვერდი აევლო.
გველეშაპი სიბრაზისგან დაიკლაკნა, აკლდამას კვამლის სვეტივით შე-
მოეხვია და მოულოდნელად ერთ ადგილზე გაქვავდა.
– ის დაბრუნდება, – გაისმა გველეშაპის ერთმანეთში გადახლართული
სამი ხმა, – ის ყოველთვის ბრუნდება.

91
ვინი უკვე ქვის საფეხურებზე არბოდა. ერთი პირობა მოეჩვენა, რომ
უკან მოსდევდნენ, მაგრამ როგორც კი იმ ჯურღმულიდან ამოაღწია, თა-
ვი ფრობიშერის მავზოლეუმში დაიგულა და დილის გრილი ჰაერი
ჩაისუნთქა, დარწმუნდა, რომ არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
ვინი გორაკის თავზე, გაშლილ ადგილზე ჩამოჯდა და გულსაბნევს და-
ხედა. თავიდან მთლიანად შავი ეგონა, მაგრამ როდესაც მზე ამოვიდა,
მისმა სხივებმა შავი ლითონის ჩარჩოში ჩასმული თვალი წითლად
ააციალა. შაშვის კვერცხის ზომის ქვა სიღრმიდან ნაირფერ, ციმციმა სხი-
ვებს ისროდა და ბიჭს თავის სისხლისფერ სამყაროში ითრევდა. ცოტა
უფრო პატარა რომ ყოფილიყო, ალბათ პირში ჩაიდებდა.
ძვირფას თვალს ლითონის გულსაბნევში ბრჭყალების ფორმის ლი-
თონის სამაგრები იჭერდა. მის ირგვლივ მრავალთავიანი გველების
მსგავსი კლაკნილები მოძრაობდნენ. ვინიმ გაიფიქრა, იქნებ დღის სი-
ნათლეზე გველეშაპიც ასე გამოიყურებაო.
ვინი გორაკიდან ნელი ნაბიჯით დაეშვა. რაც შეიძლება მოკლე გზები-
თა და ბილიკებით ჩადიოდა. გვერდი აუარა ბართელბის სუროთი დაფა-
რულ საგვარეულო აკლდამას, საიდანაც ბუზღუნის ხმა გამოდიოდა. რო-
გორც ეტყობა, ოჯახის წევრები დასაძინებლად ემზადებოდნენ. შემდეგ
რიკულებს შორის გაძვრა და სასაფლაოს ბოლოსკენ გაემართა.
– ლიზა! ლიზა! – დაიძახა ბიჭმა, თან აქეთ-იქით იყურებოდა.
– დილა მშვიდობის, ბიჭუნი, – გაისმა ლიზას ხმა. ვინი გოგონას ვერ
ხედავდა, მაგრამ კუნელის ბუჩქთან თვალი მოჰკრა აჩრდილს, საიდანაც
თანდათან გამჭვირვალე, სადაფისფერი სილუეტი გამოეყო და დილის
მზის სხივებში ოქროსფრად აელვარდა.
– რა კარგად მეძინა! რატომ გამაღვიძე? – ჰკითხა ვინის გოგონას ნაც-
რისფერთვალება სილუეტმა.
– საფლავის ქვაზე უნდა დაგელაპარაკო, – უპასუხა ვინიმ, – როგორი
წარწერა გინდა?
– ჩემი სახელი და გვარი მინდა! სახელი ელიზაბეთი დიდი, ასომთავ-
რული "ე"-თი უნდა იწყებოდეს, როგორც იმ მოხუცი დედოფლის სახელი,
ჩემი დაბადების შემდეგ მალევე რომ გარდაიცვალა. გვარიც – ჰემპსტო-
კი – ასომთავრულით მინდა. სულ ეს არის, მეტი ასო არ ვიცი.
92
– წლები?
– უილიამ-ტყუილიამ-ნორდარდიმანდიელი ათას სამოცდაექვსი, – წა-
იმღერა გოგონამ ან... იქნებ სულაც კუნელის ბუჩქში დილის ნიავმა გაიშ-
რიალა.
– ჯადოქრობის გარდა რას აკეთებდი?
– მრეცხავი ვიყავი, – უთხრა მკვდარმა გოგონამ. ხრიოკზე დილის
მზემ ამოანათა და ირგვლივ ყველაფერს თავისი სხივები შემოახვია.
ვინი მარტო დარჩა.
დილის ცხრა საათი იყო. ამ დროს ყველას და ყველაფერს ეძინა. ვი-
ნიმ გადაწყვიტა, თვალი არ მოეხუჭა. მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მო-
საგვარებელი. უკვე რვა წლის იყო და სასაფლაოს გარეთა სამყარო სა-
შიშად აღარ ეჩვენებოდა.
ტანსაცმელი – აი, რა სჭირდებოდა. ეს რუხი, საფლავის ქვებისა და
აჩრდილებისფერი ფართხუნა პერანგი არ გამოდგებოდა. სასაფლაოზე
კიდევ არა უშავდა, მაგრამ იქ, იმ სამყაროში, მათნაირი ქუდი უნდა
დაეხურა.
დანგრეული ეკლესიის ქვემოთ, აკლდამაში ტანსაცმელი ეგულებოდა,
მაგრამ იქ ჩასვლა, მით უმეტეს, დღისით-მზისით, არ უნდოდა. არავისი-
ებს კიდევ რაღაცას მიუკიბ-მოუკიბავდა, მაგრამ საილასთან შესახვედრად
მზად არ იყო. მეურვის ერთი უკმაყოფილო ან მთლად უარესი, იმედგაც-
რუებული გამოხედვა საკმარისი იყო, რომ ვინის სირცხვილის ალმური
წაჰკიდებოდა.
სასაფლაოს შორეულ კუთხეში მებაღის ქოხი იდგა – პატარა მწვანე
შენობა, საიდანაც მანქანის ზეთის მსგავსი სუნი გამოდიოდა. იქ ინახებო-
და ძველი, მწყობრიდან გამოსული დაჟანგული გაზონის საკრეჭი მანქანა
და სხვა უსარგებლო სამუშაო ინსტრუმენტები. მას შემდეგ, რაც აქედან
უკანასკნელი მებაღე წავიდა, ქოხში აღარავინ შესულა. მაშინ ვინი დაბა-
დებულიც კი არ იყო. სასაფლაოს მოვლა ქალაქის საბჭოს დაევალა. აპ-
რილიდან სექტემბრამდე, თვეში ერთხელ, ბალახს თიბავდნენ და ბილი-
კებს ასუფთავებდნენ. ამ საქმეში საზოგადოება "სასაფლაოს მეგობრე-
ბიც" მონაწილეობდნენ.

93
მებაღის ქოხის კარს უზარმაზარი ბოქლომი ედო, მაგრამ ვინიმ უკანა
კედელზე მოყანყალებული ფიცარი კარგა ხნის წინ აღმოაჩინა. ხანდა-
ხან, როდესაც განმარტოება მოუნდებოდა, შიგნით შეიპარებოდა, ჩამოჯ-
დებოდა და ფიქრებს მიეცემოდა ხოლმე. კარის უკან მრავალი წლის წინ
დატოვებული და მივიწყებული ტანსაცმელი – ყავისფერი სამუშაო მოსაც-
მელი და მწვანე საღებავით დალაქავებული ჯინსი ეკიდა. რა თქმა უნდა,
ყველაფერი დიდი ზომის იყო. ვინიმ ბაღის ყავისფერი ბაწრისგან ქამარი
გაიკეთა და შარვალი წელზე დაიმაგრა, უსაშველოდ დიდი ტოტები კი
იმდენჯერ აიკაპიწა, სანამ კოჭები არ გამოუჩნდა. იქვე, კუთხეში, დიდი
ზომის, ტალახითა და ბეტონის შხეფებით მოთხვრილი ბათინკები ეწყო,
იმდენად დიდი, რომ ბიჭი მათ ადგილიდან დაძვრასაც ვერ მოახერხებ-
და. ვინიმ ფიცარი გადასწია და ქოხიდან გამოძვრა. პიჯაკი გარეთ ჩაიც-
ვა. სახელოების აკაპიწებაც დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი
დარჩა – საკმარისი იყო ხელები დიდ ჯიბეებში ჩაეწყო და თავი დიდე-
ბულ ჯენტლმენად ეგრძნო.
ვინი სასაფლაოს მთავარ ჭიშკართან მივიდა და რიკულებს შორის
გაიხედა. გარეთ, მაღაზიებით სავსე, ხმაურიან ქუჩაში მანქანები მიქროდ-
ნენ. იქვე ავტობუსმა ჩაიხრიგინა. უკან დარჩა სახლი, მწვანე ფერდობი
და სუროთი შეფოთლილი ხეების გრილი ჩეროები.
ვინიმ რეალურ სამყაროში გულის კანკალით შეაბიჯა.

აბანაზერ ბოლჯერი მრავლისმნახველი კაცი იყო. რა გასაკვირია, ძვე-


ლი ქალაქის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე მდებარე მის უცნაურ მაღაზიაში,
რომელიც ანტიკვარიატითა და ათასგვარი ხარახურით ვაჭრობდა (მათი
ერთმანეთისგან გარჩევა ხანდახან თვითონ აბანაზერსაც კი უჭირდა), მი-
ლეთის ხალხი ირეოდა. ზოგი რაღაცას ყიდდა, ზოგი ყიდულობდა. აქვე
იყო ლომბარდი. აბანაზერ ბოლჯერი დახლში იდგა, ყიდულობდა და
ყიდდა; ყველაზე მეტ ფულს კი დახლქვეშიდან და უკანა კარიდან ვაჭრო-
ბაში ადნობდა – ცოტა არ იყოს, საეჭვო გზით ნაშოვნ საქონელს იღებდა
და რამდენიმე ხნის შემდეგ მშვიდად ასაღებდა. მისი საქმიანობა რაღა-
ცით აისბერგს მოგაგონებდათ. ზედაპირზე მხოლოდ ერთი მტვრიანი და

94
უბადრუკი მაღაზია ჩანდა, უდიდესი ნაწილი კი დამალული იყო, რაც მის
პატრონს კმაყოფილებას ჰგვრიდა.
აბანაზერ ბოლჯერი სქელშუშიან სათვალეს ატარებდა. სახეზე მუდამ
ამრეზილი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ერთი წამის წინ შემთხვევით
აჭრილრძიანი ჩაი მოსვა და პირში მჟავე გემო ჰქონდა. ეს გამომეტყვე-
ლება ვაჭრობაში დიდ დახმარებას უწევდა, განსაკუთრებით მაშინ, რო-
დესაც ვინმესგან რამეს ყიდულობდა.
– კაცმა რომ თქვას, – მჟავე გამომეტყველებას მიიღებდა ხოლმე
ბოლჯერი, – ნივთი სინამდვილეში არაფერი არ ღირს, მაგრამ ცოტას
მაინც მოგცემთ, რადგან მესმის, რომ ის თქვენთვის ძვირფასია, რო-
გორც მოგონება.
ნამდვილად დიდი გამართლება იყო, თუ მიახლოებით მაინც აიღებ-
დით იმდენს, რამდენიც ჩაფიქრებული გქონდათ.
ძველმანების დუქანში ყოველთვის უამრავი სხვადასხვა ჯურის ადა-
მიანი ირევა, მაგრამ იმ დილით რომ ბიჭი შეეხეტა, მისი მსგავსი აბანა-
ზერ ბოლჯერს ცხოვრებაში არ ენახა. არადა, უცნაური ადამიანების მოტ-
ყუებაში სწორედ რომ დახელოვნებული იყო. კლიენტი შვიდიოდე წლის
თუ იქნებოდა. ტანზე სავარაუდოდ სადმე ფარდულში ნაპოვნი ბაბუის
ტანსაცმელი ეცვა. გრძელი, გაბურძგნილი თმა და პირქუში გამომეტყვე-
ლება ჰქონდა. ხელები ყავისფერი, მტვრიანი პიჯაკის ჯიბეებში ეწყო. აბა-
ნაზერმა მაშინვე შეამჩნია, რომ ბიჭი მაგრად მომუჭულ მარჯვენა ხელში
რაღაც ნივთს საგულდაგულოდ მალავდა.
– შეიძლება? – თქვა ბიჭმა.
– შემოდი, ბიჭუნა, – შემპარავად შემოიპატიჟა აბანაზერ ბოლჯერმა.
"ოჰ, ეს ბავშვები", – გაიფიქრა გულში, ან რაღაცას აწაპნიან ან სათა-
მაშოებს მოათრევენ გასაყიდად. როგორც წესი, ის არც ერთს ყიდულობ-
და და არც მეორეს. ბავშვის მოტანილს ერთ დღეს იყიდი და მეორე
დღეს განრისხებული მშობელი მოვარდება, რას ჰქვია, ჩემს ჯონს (ან მა-
ტილდას) საქორწინო ბეჭედში თუმნიანი მიეციო. არა, არა, ბავშვებთან
საქმის დაჭერა არ ღირს.
– ჩემს მეგობარს რაღაცის ყიდვას დავპირდი, – თქვა ბიჭმა, – მაგრამ
ამისათვის ერთი ნივთის გაყიდვა მომიწევს. იქნებ ნახოთ?
95
– ბავშვებისგან არ ვყიდულობ, – მოუჭრა აბანაზერ ბოლჯერმა.
ვინიმ ჯიბიდან ხელი ამოიღო და წვირიან დახლზე გულსაბნევი დადო.
ბოლჯერმა ნივთს ჯერ სწრაფი მზერა მოავლო, შემდეგ კი უფრო ყურად-
ღებით დააკვირდა. გამყიდველმა სათვალე მოიხსნა და ცალ თვალზე
ოპტიკური მინა მოირგო. შემდეგ დახლზე პატარა ლამპა აანთო და
გულსაბნევის თვალიერებას შეუდგა. "გველის ქვა?" – წაიბუტბუტა. ბიჭის-
თვის არაფერი უთქვამს. ოპტიკური მინა მოიხსნა, ისევ თავისი სათვალე
გაიკეთა და ბიჭს უნდო თვალებით მიაჩერდა.
– ეს საიდან გაქვს? – ჰკითხა აბანაზერ ბოლჯერმა.
– ყიდვას აპირებთ? – კითხვა შეუბრუნა ვინიმ.
– მოპარულია. რომელიმე მუზეუმიდან აწაპნე, არა?
– არა, – ახლა ვინიმ მოუჭრა, – თუ ყიდულობთ, იყიდეთ, თორემ სხვა-
გან წავიღებ.
ერთ წამში აბანაზერ ბოლჯერის მჟავე გამომეტყველება ფართო და
კეთილგანწყობილმა ღიმილმა შეცვალა.
– მაპატიე, – თქვა მან, – ასეთი ნივთი დიდი იშვიათობაა. მისი ადგილი
მუზეუმშია და არა ძველმანების დუქანში, მაგრამ მართალი გითხრა, ძა-
ლიან მომწონს. იცი, რას გეტყვი? მოდი, ჩაი დავლიოთ და ორცხობილე-
ბი მივატანოთ, სადღაც უკანა ოთახში ერთი კოლოფი შოკოლადის ნამ-
ცეცებიანი ორცხობილა მეგულება, თან მოვილაპარაკოთ, რამდენი ეღი-
რება ეს ნივთი.
ვინის გულზე მოეშვა. როგორც იქნა, მეძველმანე კარგ ხასიათზე დად-
გა.
– საფლავის ქვის ყიდვას ვაპირებ ჩემი მეგობრისთვის. მართალი
გთხრათ, მეგობარიც არ არის, ისე, ნაცნობია. ფეხი მომირჩინა...
აბანაზერ ბოლჯერს ბიჭის ტიტინისთვის ყურადღება არ მიუქცევია,
დახლის უკან გაიყვანა და საწყობის კარი გააღო. პატარა, უფანჯრო
ოთახი მთლიანად სავსე იყო მუყაოს ყუთებით, რომლებშიც ათასი ხარა-
ხურა ეყარა: ცხოველების ფიტულები, დამტვრეული სკამები, წიგნები და
რეპროდუქციები. კუთხეში დიდი, ძველი სეიფი და ვიოლინოებით სავსე
ყუთი იდგა.

96
აბანაზერ ბოლჯერი კარს უკან პატარა საწერ მაგიდასთან, სკამზე ჩა-
მოჯდა. ვინი იქვე იდგა. აბანაზერმა უჯრა გაქექა და ვისკის ნახევრად ცა-
რიელ ბოთლთან ერთად თითქმის ძირამდე დასული შოკოლადიანი ორ-
ცხობილის პაკეტი იპოვა, ნამცხვარი ბიჭს შესთავაზა, თვითონ კი მაგიდის
ლამპა აანთო და გულსაბნევი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. ძვირფასი
თვალი შინდისფერ და ალისფერ სხივებს ისროდა. კაცმა კიდევ ერთხელ
შეამოწმა შავი ლითონის ჩარჩო, რომლის ირგვლივ გველები იკლაკნე-
ბოდნენ. მათმა დანახვამ ბოლჯერი გვარიანად შეაკრთო.
– ძველი ნივთია... – წამოიწყო მედუქნემ. "მგონი შეუფასებელია", გა-
ივლო გულში, – დიდი ფასი არ უნდა ჰქონდეს, – თქვა ხმამაღლა.
ვინი დანაღვლიანდა. აბანაზერ ბოლჯერი შეეცადა სახეზე მხნე გამო-
მეტყველება მიეღო.
– უბრალოდ, სანამ ფულს მოგცემ, ხომ უნდა დავრწმუნდე, რომ მოპა-
რული არ არის. დედაშენის ბუფეტიდან აიღე? თუ მუზეუმიდან აწაპნე? შე-
გიძლია მენდო. არავის ვეტყვი. უბრალოდ, მითხარი.
ვინიმ თავი გადააქნია. მონდომებით ღეჭავდა ორცხობილას.
– აბა, საიდან მოიტანე?
ვინის არაფერი უთქვამს.
აბანაზერ ბოლჯერს გულსაბნევის ხელიდან გაშვება გაუჭირდა, მაგ-
რამ ბიჭის ცხვირწინ, მაგიდაზე დადო.
– თუ არ მეტყვი, აჰა და აიღე. ამ საქმეში ორმხრივი ნდობაა საჭირო.
კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მოდი, აქ გავჩერდეთ.
ვინის სახეზე წყენა დაეტყო.
– ძველ საფლავში ვიპოვე, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – მაგრამ რო-
მელში, ვერ ვიტყვი.
აბანაზერ ბოლჯერის სახეზე შეუნიღბავი სიხარბე და აღტაცება მეგობ-
რულმა გამომეტყველებამ შეცვალა.
– ასეთი რამეები კიდევ არის?
– თუ ყიდვა არ გინდათ, ვინმე სხვას მოვძებნი. მადლობა ორცხობი-
ლისთვის.
– რატომ ჩქარობ? დედა და მამა გელოდებიან?
ბიჭმა თავი გააქნია და მაშინვე ინანა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.
97
– არ გელოდებიან? ძალიან კარგი, – აბანაზერ ბოლჯერმა გულსაბნე-
ვი მუჭში მოიქცია, – აბა, ახლა ზუსტი ადგილი მითხარი, სად იპოვე გულ-
საბნევი?
– არ მახსოვს, – თქვა ვინიმ.
– აბა, ეგეთები არ იყოს, – უთხრა ბიჭს აბანაზერ ბოლჯერმა, – აქ მა-
ნამდე დარჩები, სანამ იმ ადგილს არ გაიხსენებ, საიდანაც ეს გულსაბნე-
ვი აიღე.
ბოლჯერი ოთახიდან გავიდა, დიდი ლითონის გასაღებით კარი გარე-
დან გადაკეტა და ხელისგულზე დადებულ გულსაბნევს ხარბად დააშტერ-
და.
მაღაზიის კარზე ზანზალაკმა დაიწკრიალა. ესე იგი, ვიღაც მოვიდა.
მეძველმანე ისე შეკრთა, თითქოს ქურდობაზე წაასწრესო. კარი ოდნავ
შეღებული იყო, თუმცა შემომსვლელი არ ჩანდა. ბოლჯერმა ყოველი
შემთხვევისთვის ფირნიში "დაკეტილია"-ზე შეაბრუნა, კარი მჭიდროდ და-
ხურა და გადარაზა. დღეს არამკითხე მოამბეების თავი არ ჰქონდა,
ყველგან რომ დაწანწალებენ და სხვის საქმეში ცხვირს ყოფენ.
ამასობაში შემოდგომის ისედაც მზენაკლულ დღეს ნაცრისფერი შეეპა-
რა. ჭუჭყისგან დაბურულ მაღაზიის ვიტრინებზე წვიმის წვეთები ახმაურ-
და.

აბანაზერ ბოლჯერმა დახლიდან ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიბა.


თითები ოდნავ უცახცახებდა.
– ტომ, სასწრაფოდ გამოდი ჩემთან. მგონი, ტუზი დამეცა.
რაზის ჩხაკუნი გაიგონა თუ არა, ვინი მაშინვე მიხვდა, რომ ხაფანგში
გაება. სახელურს ტყუილად დაეჯაჯგურა – კარი საგულდაგულოდ ჩაერა-
ზათ. ბრაზით საკუთარ გულს ასკდებოდა, რომ პირველ შთაბეჭდილებას
არ დაუჯერა და ამ მჟავესახიანი კაცისგან თავი შორს არ დაიჭირა. სა-
საფლაოს ყველა წესი დაარღვია. რას იტყოდნენ ამ ამბავზე საილასი,
არავისიები? თვითონაც ხვდებოდა, რომ პანიკა ეწყებოდა და ცდილობ-
და თავი ხელში აეყვანა. "ყველაფერი კარგად იქნება", – ირწმუნებდა
თავს. კარგად კი იქნება, მაგრამ ჯერ როგორმე აქედან უნდა გააღწიოს...

98
ვინიმ დაათვალიერა ადგილი, სადაც გამოკეტეს. ეს იყო საწყობზე
მომცრო ოთახი, რომელშიც საწერი მაგიდა იდგა. ერთადერთი შესას-
ვლელი სწორედ ის კარი იყო.
ვინიმ საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. იქ სხვადასხვა ფერის საღება-
ვის ფლაკონებისა და ფუნჯების მეტი არაფერი იყო (ძველი ნივთების გა-
საახლებლად თუ იყენებდნენ). ბიჭი ფიქრობდა, მედუქნისთვის საღებავე-
ბი ესროლა, ცოტა ხნით მაინც გამოეყვანა წყობიდან და გაქცეულიყო.
ბიჭმა ერთ-ერთ ფლაკონში თითი ჩაყო.
– რას შვრები? – ზედ ყურთან გაისმა ვიღაცის ხმა.
– არაფერს, – სწრაფად უპასუხა ბიჭმა და ფლაკონი პიჯაკის უზარმაზა-
რი ჯიბისკენ გააქანა.
ოთახში ლიზა ჰემპსტოკი იდგა და ბიჭს დაბღვერილ მზერას არ აშო-
რებდა.
– აქ რა გინდა? – ჰკითხა მან ვინის, – ან ის ბებერი ხრონძი ვინ არის?
– ამ მაღაზიის პატრონია. მინდოდა, მისთვის რაღაც მიმეყიდა.
– რატომ?
– რა შენი საქმეა?
გოგონამ დაიფრუტუნა.
– კარგი. ახლა კი სასაფლაოზე უნდა დაბრუნდე.
– როგორ დავბრუნდე, როცა გარედან ჩამკეტეს.
– როგორ და მშვენივრად. კედელში გასვლა ხომ შეგიძლია?
ბიჭმა თავი გააქნია.
– არა, სასაფლაოს გარდა არსად არ შემიძლია. როცა პატარა ვიყავი,
იქაურებმა სასაფლაოს თავისუფლება მომანიჭეს.
ბიჭმა ლიზას ახედა. ელექტრონულ შუქზე გოგონა თითქმის არ ჩანდა,
მაგრამ ვინი მიცვალებულებთან ლაპარაკს მიჩვეული იყო.
– შენ რას აკეთებ აქ? სასაფლაოდან რატომ წამოხვედი? დღისით იქ
არ უნდა იყო? მხოლოდ საილასს შეუძლია დღისით-მზისით სასაფლაოს
გარეთ სიარული.
– ეს წესები მხოლოდ სასაფლაოს შიგნით ვრცელდება, ხოლო მას,
ვინც უკურთხ მიწაში მარხია, შეუძლია რაც სურს, ის აკეთოს.
გოგონა კარს ანთებული თვალებით მიაჩერდა.
99
– არ მომწონს ის კაცი, – თქვა მან, – წავალ, ვნახავ, რას აკეთებს.
ჰაერში რაღაცამ წამიერად გაიციალა და ვინი ოთახში კვლავ მარტო
აღმოჩნდა. სადღაც შორს მეხი გავარდა.
ძველმანების მაღაზიაში ერთმანეთზე დახვავებული ანტიკვარული ნივ-
თების გამო სუნთქვა ჭირდა. აბანაზერ ბოლჯერი სიბნელეში იჯდა და
დაეჭვებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს გრძნობდა, რომ
ოთახში მის გარდა კიდევ ვიღაც იყო. "რა სულელი ვარ, – გაიფიქრა
მან, – შემოსასვლელი კარი ჩემი ხელით ჩავრაზე, ბიჭიც გარედან ჩაკე-
ტილ ოთახში ზის". ბოლჯერი ძვირფასი ქვის გველებით შემოსალტულ
ბუდეს ისეთი რუდუნებით ასუფთავებდა, როგორც არქეოლოგი, რომე-
ლიც მიწაში ღრმად ჩაფლულ განათხარს მტვერს აცლის. ლითონს უხ-
სოვარი დროიდან ჩალექილი სიშავე თანდათან გადასცილდა და სუფთა
ვერცხლმა გამოანათა. მედუქნე უკვე ნანობდა, რომ ტომ ჰასტინგსს
დაურეკა, თუმცა ტომი გვარიანი ზორბა ვინმე იყო, ვისაც გინდა, იმას
შეაშინებდა. იმასაც ნანობდა, რომ მას შემდეგ, რაც საქმეს მოილევდნენ,
გულსაბნევის გაყიდვა მოუწევდა. ეს იშვიათი, განსაკუთრებული ნივთი მა-
გიდის ლამპის უღონო შუქზეც კი ისე ელვარებდა, რომ ბოლჯერი მისი
განუყოფლად ფლობის სურვილმა შეიპყრო. იმ ადგილას, სადაც ეს სამ-
კაული ინახებოდა, უეჭველია, სხვა ნივთებიც იქნება. ჰოდა, ბიჭს ყველა-
ფერს დააფქვევინებს. აიძულებს, იქ მიიყვანოს.
არ მიიყვანს და...
ბოლჯერს თავში ერთი აზრი მოუვიდა. გულსაბნევთან განშორება უმ-
ძიმდა, მაგრამ დროებით გვერდზე გადადო, დახლს უკან უჯრას გადას-
წვდა და ლითონის ორცხობილების ყუთი გადმოიღო. კონვერტებს, ბა-
რათებსა და ქაღალდის ნაგლეჯებს შორის ერთი ჩვეულებრივ სავიზიტო
ბარათზე ოდნავ დიდი ზომის ქაღალდის ფურცელი გამოარჩია. ბარათს
შემოვლებული ჰქონდა შავი არშია და ზედ სახელის, გვარისა და მისა-
მართის მაგივრად წლების განმავლობაში გამოხუნებული, ღია ყავისფე-
რი ასოებით გამოყვანილი ერთადერთი სიტყვა "ჯეკი" ეწერა. ბარათის
უკანა მხარეზე ჩანდა წვრილი, გარკვეული ასოები, რომლებიც თავად
აბანაზერ ბოლჯერს ფანქრით მიეწერა, თუმცა ისეთი კაცი, როგორიც ჯე-
კი იყო, ჩანაწერის გარეშეც არასოდეს ავიწყდებათ.
100
ამ დროს ვიღაცამ მაღაზიის კარზე დააკაკუნა. ბოლჯერმა ბარათი
დახლზე დააგდო და შესასვლელს მიაშურა. გარეთ მოსაღამოებულიყო
და გულისგამაწვრილებლად წვიმდა.
– შემომიშვებ თუ არა? – დაიძახა ტომ ჰასტინგსმა, – აქაურობა
მთლად ატალახებულია. თავიდან ბოლომდე სველი ვარ.
ბოლჯერმა კარი გააღო და ტომ ჰასტინგსი ოთახში შემოუშვა. კაცს
თმიდან და ლაბადიდან წვიმის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა.
– ასეთი მნიშვნელოვანი რა არის, რომ ტელეფონით არ ითქმება?
– მგონი, მართლა ტუზი დაგვეცა, – უპასუხა ბოლჯერმა, სახეზე ისევ ის
მჟავე გამომეტყველება ეხატა.
ჰასტინგსმა ლაბადა გაიხადა და კარს უკან დაკიდა.
– რა ხდება? რამე განსაკუთრებული ჩაგივარდა ხელში?
– ნამდვილი განძი, – უპასუხა აბანაზერ ბოლჯერმა, – თან ორი, – მე-
დუქნემ მეგობარი დახლთან მიიყვანა და მაგიდის ლამპის შუქზე გულსაბ-
ნევი აჩვენა.
– ძალიან ძველია, არა? შენ რას ფიქრობ?
– ჯერ კიდევ წარმართული პერიოდისაა, – უპასუხა ბოლჯერმა, – არა,
უფრო ძველი. დრუიდების დროინდელია, სანამ რომაელები მოვიდოდ-
ნენ. გველის ქვა! ასეთები მუზეუმში თუ შემხვედრია. ლითონის ნაკეთობა
და ასეთი ნატიფი არასოდეს მინახავს. ალბათ რომელიმე მეფეს ეკუთ-
ვნოდა. ერთმა პატარა ბიჭმა იპოვა, ამბობს, საფლავში იყოო. სინამდვი-
ლეში ყორღანი იქნებოდა, ალბათ იქაურობა სავსეა ასეთი ნივთებით.
– აჯობებს, თუ ყველაფერი კანონიერად იქნება, – მცირე დაფიქრების
შემდეგ წარმოთქვა ჰასტინგსმა, – მოდი, განვაცხადოთ, რომ განძი ვიპო-
ვეთ. საბაზრო ფასსაც გადაგვიხდიან და ნივთსაც ჩვენს სახელებს დაარ-
ქმევენ. ჰასტინგს-ბოლჯერის მემკვიდრეობა. ჰა, როგორია?
– ბოლჯერ-ჰასტინგსის, – დაუფიქრებლად შეუსწორა აბანაზერმა, –
ერთი-ორ ისეთ კაცს ვიცნობ, საბაზრო ფასზე მეტსაც გადამიხდიან და... –
ჰასტინგსს გულსაბნევი ხელისგულზე ედო და თითებით ისე ეფერებოდა,
თითქოს კატის კნუტი ყოფილიყოს, – ზედმეტ შეკითხვებსაც არ დამისვა-
მენ, – ამ სიტყვებზე ბოლჯერმა ხელი გაიწოდა და ტომ ჰასტინგსს გულ-
საბნევი გამოართვა.
101
– წეღან ორი ნივთი ახსენე, – უთხრა ჰასტინგსმა, – მეორე რომელია?
აბანაზერ ბოლჯერი შავარშიიან ბარათს დასწვდა და თავის მეგობარს
აჩვენა.
– იცი, ეს რა არის?
მეგობარმა თავი გააქნია.
აბანაზერმა ბარათი დახლზე დადო.
– ერთი კაცი მეორეს ეძებს.
– და რა?
– რა და, რამდენადაც მახსოვს, ის მეორე, რომელსაც ეძებენ, ის ბი-
ჭია.
– ამ ქალაქში ბიჭების მეტი რა დადის?! – უპასუხა ტომ ჰასტინგსმა, –
კიდეც დადიან და კიდეც დარბიან, აკლებული აქვთ ყველაფერი. ხომ
იცი, როგორ ვერ ვიტან. რაო, ვინმე კონკრეტულ ბიჭს ეძებენ?
– რამდენადაც მახსოვს, ასაკი ემთხვევა. ჩაცმულობაც... შენ თვითონ
ნახავ, როგორ აცვია. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ნივთი სასაფლაოზე
უპოვია... ის უნდა იყოს.
– და რა, თუ ის არის?
აბანაზერ ბოლჯერმა ბარათი ისევ ხელში აიღო. კიდით ეჭირა და წინ
და უკან აქნევდა, თითქოს ცეცხლს აღვივებსო.
– "მოანათებს სანთელს შენს საწოლთან ვიღაც"... – წამოიწყო ბოლ-
ჯერმა.
– "წაგასხიპავს თავს და ვეღარ ნახავ სისხამს"4... – დაამთავრა ტომ
ჰასტინგსმა. აშკარად რაღაც აფიქრებდა.

4
ეს სტრიქონები არის ცნობილი საბავშვო სიმღერიდან "Oranges and Lemons", ხოლო
მთლიანად ეს მედუქნის პასაჟი არის ალუზია ჯორჯ ორუელის წიგნიდან "1984". უინსტონი
ბრუნდება მეძველმანის დუქნიდან, სადაც მან უბის წიგნაკი შეიძინა. დუქნის პატრონი, მის-
ტერ ჩარინგტონი უინსტონს უჩვენებს მეორე ოთახს, იქ კედელში ჩახრახნილია სურათი,
რომელზეც წმ. კლემენტის ეკლესიაა გამოსახული. მოგვიანებით მის უკან აღმოჩნდება ტე-
ლესკრინი. ჩარიგნტონი ამასთან დაკავშირებით იხსენებს საბავშვო ლექსის სტრიქონებს
"Oranges and Lemons". "You owe me three farthongs, say the bells of saint Martin's". ბო-
ლო ორი სტრიქონი: "Here comes a candle to light your bed/ and here comes a chopper to
chop off your head" არ ახსოვს ან თავს იკატუნებს, ვითომ არ ახსოვს. შემდეგ ორ სტრიქონს
იხსენებს ჯულია მას შემდეგ, რაც იმ ოთახში მოხვდება (პაპამისი უყვებოდა). ბოლო სტრი-
ქონს When I grow rich, say the bells of Shoreditch უინსტონი იღებს ო'ბრაიანისგან, როდე-
საც მასთან საძმოში გასაწევრიანებლად მიდის (მთრგმნ.)
102
– თუ ჯეკს დავუძახებთ, ბიჭს დავკარგავთ, თუ ბიჭს დავკარგავთ – გან-
ძსაც ვერ მივაგნებთ.
ამ სიტყვების შემდეგ ორივე ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ფიქრობ-
დნენ, როგორ მოქცეულიყვანენ – ბიჭი ჯეკისთვის ჩაებარებინათ თუ გან-
ძის მოსაძებნად წაეყვანათ. ოცნებებში ეხატებოდათ ვეებერთელა გამოქ-
ვაბული, რომელიც პირთამდე სავსე იყო ძვირფასეულობით. ამასობაში
აბანაზერმა დახლს ქვემოდან ღოღნაშოს ჯინით სავსე ბოთლი ამოაძ-
ვრინა და თითო ჩამოასხა, ტვინს გაგვიხსნისო.
ლიზას მათი საუბარი მალე მოჰბეზრდა. კაცებმა ეს საკითხი ასჯერ გა-
ნიხილეს, გაზომეს და აწონ-დაწონეს, მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტეს.
გოგონამ ისევ ვინისთან გადაინაცვლა. ბიჭი შუა ოთახში იდგა, თვალები
მაგრად დაეხუჭა და მუშტები შეეკრა. ყბა ისე მოჰქცეოდა, გეგონებოდათ,
ყველა კბილი ერთბაშად ასტკივნიაო. სახე გასწითლებოდა, ეტყობოდა,
მთელი ძალით სუნთქვის შეკავებას ცდილობდა.
– რას აკეთებ? – ლიზას ხმაში თანაგრძნობის ნატამალიც არ ერია.
ვინი მოეშვა და თვალები გაახილა.
– აქედან აორთქლებას ვცდილობ.
გოგონამ დაიფრუტუნა.
– კიდევ სცადე, – თქვა მან.
ვინიმ ჩაისუნთქა და ამჯერად უფრო დიდხანს არ ამოუსუნთქავს.
– შეწყვიტე, თორემ გასკდები.
ვინიმ ამოიოხრა.
– რა არ ვსინჯე, არაფერი გამოდის. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე,
თავში ქვა ხომ არ ვთხლიშო და გავიქცე-მეთქი.
ოთახში ქვა არ იყო, ამიტომ ვინიმ ფერადი მინის პრეს-პაპიე აიღო და
ხელით მოსინჯა, შეძლებდა თუ არა ისე ესროლა ბოლჯერისთვის, რომ
იქვე დაეგდო და ვერ გამოჰკიდებოდა.
– ორნი არიან, – თქვა ლიზამ, – ერთი თუ არა, მეორე აუცილებლად
ჩაგავლებს. ახლა ბჭობენ, როგორ გაიძულონ ის ადგილი უჩვენო, სადაც
ეს გულსაბნევი იპოვე. ამის შემდეგ საფლავის გათხრას და განძის მითვი-
სებას აპირებენ, – გოგონამ საუბრის მეორე ნაწილი დაუმალა, არც შა-
ვარშიანი ბარათი უხსენებია, – და საერთოდ, რას აგიღერია თავი და
103
აქეთ-იქით დაწანწალებ? შენ ხომ სასაფლაოს კანონებს იცნობ და მშვე-
ნივრად იცი, რაც ხდება მის გარეთ. რა გინდა, შარს ეძებ?
ვინი მოიკუნტა. თავი უკანასკნელ ბრიყვად იგრძნო, თითქოს დაპატა-
რავდა კიდეც.
– მინდოდა შენთვის საფლავის ქვა მეყიდა, – ძლივსგასაგონად თქვა
მან, – მეგონა, დიდი ფული ღირდა. ვიფიქრე, გულსაბნევს გავყიდი და
ქვას ვიყიდი-მეთქი.
ლიზას არაფერი უთქვამს.
– გაბრაზდი?
გოგონამ თავი გააქნია.
– ეს ყველაზე კარგი საქციელია, რაც კი ადამიანს ჩემთვის ამ ხუთასი
წლის განმავლობაში გაუკეთებია, – ლიზას სახეზე გობლინის ძლივსშე-
სამჩნევი ღიმილი გაუკრთა, – რატომ უნდა გავბრაზდე? რა არის საჭირო
იმისათვის, რომ გაქრე? – დაამატა ცოტა ხნის შემდეგ.
– მისტერ პენივორტი მასწავლიდა, კარის ღრიჭო უნდა გახდეო, უკაც-
რიელი ხეივანიო, არაფრად უნდა იქცეო, … თვალი ვერ გხედავს, მზე-
რას ფარდა ეფარებაო; რა ვიცი, მე არაფერი გამომადგა და...
– იმიტომ, რომ შენ ცოცხალი ხარ, – უთხრა ლიზამ და ტუჩი აიბზუა, –
მკვდრები რას არ ვაკეთებთ, რომ ხილულები გავხდეთ. რაც ჩვენთვის
ადვილია, თქვენ არ გამოგდით და პირიქით.
ლიზამ მკლავები მხრებზე ჯვარედინად შემოიხვია და ერთ ადგილზე
ქანაობას მოჰყვა, ეტყობა, რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრდა, შემდეგ კი თქვა:
– გამოდის, ამ დღეში ჩემ გამო ჩავარდი... აქ მოდი, არავინ არავისია.
ვინიმ გოგონასკენ ნაბიჯი გადადგა. ლიზამ გრილ შუბლზე ხელი
დაადო. კანზე სველი აბრეშუმის შეხებას ჰგავდა.
– შევეცდები, დაგეხმარო.
ამ სიტყვებზე გოგონა გაუგებარი სიტყვების ბუტბუტს მოჰყვა. ვინის მა-
თი შინაარსი არ ესმოდა. შემდეგ ხმამაღლა და გარკვევით დააყოლა:

აიმ მთაზე, ბნელო ხვრელო,


ბნელ უფსკრულში გადასკნელდი,
შავი სიზმრის შავო მტვერო,
104
ბნელ ღამეში გადაბნელდი,
შავო თვალო, შავ ქარს გაჰყევ,
გადაჰყევ და გადაქარდი,
შენ, ხილულო, ჩემი ნებით
უხილავად გადაგვარდი!

ბიჭს რაღაც შეეხო. რაღაც უზარმაზარი და უკიდეგანო მთელ სხეულზე


მიელამუნა და ერთიანად ააკანკალა. თმა ყალყზე დაუდგა და კანი
აებურძგლა. რაღაც შეიცვალა.
– ეს რა იყო? – იკითხა ვინიმ.
– არაფერი, უბრალოდ, დაგეხმარე, – უპასუხა ლიზამ, – ჯადოქარი
მკვდარიც ჯადოქარია, ხომ არ დაგავიწყდა? ჩვენ არაფერი გვავიწყდება.
– ჰო, მაგრამ...
– ჩუმად, – წაიჩურჩულა გოგონამ, – აქეთ მოდიან.
კარის საკეტში გასაღებმა გაიჩხაკუნა.
– აბა, ყმაწვილო, – წარმოთქვა უცნობმა ხმამ, – მგონი, ყველანი მშვე-
ნივრად დავმეგობრდებით, – ტომ ჰასტინგსმა კარი შემოაღო, მიიხედ-
მოიხედა და გაოცებისგან პირი დააღო. ახმახი კაცი იყო, წითური თმა
ჰქონდა, წითელი ცხვირი ბოთლს უგავდა.
– აბანაზერ, რამეს ხედავ? შენ არ თქვი, ბიჭი ოთახში მყავს ჩაკეტი-
ლიო?
– ჰო, მე ვთქვი. რა იყო? – დაუდასტურა ჰასტინგსის უკან მდგარმა
ბოლჯერმა.
– აქ არავინ ჩანს.
ლოყებღაჟღაჟა ჰასტინგსის უკან ბოლჯერის თავი გამოჩნდა.
– ალბათ სადმე იმალება, – თქვა მან და ზუსტად იმ ადგილს ჩააშტერ-
და, სადაც ვინი იდგა.
– როდემდე აპირებ დამალვას? – ხმამაღლა დაიძახა მან, – გამოდი,
დაგინახე.
ორივენი ოთახში შევიდნენ. ვინი მათ შორის იდგა, როგორც მისტერ
პენივორტი ასწავლიდა, ცდილობდა, არ განძრეულიყო და მისკენ მიმარ-
თული მზერა ისე აერიდებინა, რომ არავის შეემჩნია.
105
– მალე ინატრებ, ნეტა პირველივე დაძახილზე გამოვსულიყავიო, –
თქვა ბოლჯერმა და კარი მიხურა, – ტომ, თვალი გეჭიროს, არ გაგვექ-
ცეს.
მეძველმანემ ოთახში ყველა ნივთი შეამოწმა, მოუქნელად დაიხარა
და მაგიდის ქვეშ შეიხედა, შემდეგ ვინის გვერდით ჩაუარა და ჭურჭლის
კარადა გამოაღო.
– აი, ახლა მართლა გხედავ! – დაიყვირა მან, – გამოდი!
ლიზამ ჩაიხითხითა.
– ეს რა იყო? – იკითხა ტომ ჰასტინგსმა და ირგვლივ მიმოიხედა.
– მე არაფერი გამიგონია, – თქვა აბანაზერ ბოლჯერმა.
ლიზამ ისევ ჩაიხითხითა, ტუჩები მოამრგვალა და სტვენისმაგვარი
ბგერა ამოუშვა, რომელიც ქარის შორეულ ზუზუნს მოგაგონებდათ. პატა-
რა ოთახის ჭერზე ნათურამ დაიტკაცუნა, აპარპალდა და ბოლოს საერ-
თოდ ჩაქრა.
– უხ, შენი! ისევ საცობები ამოვარდა, – დაიჯიჯღინა აბანაზერ ბოლ-
ჯერმა, – წამოდი, წამოდი. დროს ტყუილად ვკარგავთ.
საკეტში გასაღებმა გაიჩხაკუნა და ლიზა და ვინი ოთახში მარტონი
დარჩნენ.
– ალბათ გაიქცა, – თქვა აბანაზერ ბოლჯერმა. მისი ხმა ახლა უკვე
კარს იქიდან ისმოდა, – ასეთ პატარა ოთახში დამალვა შეუძლებელია.
იქ რომ იყოს, დავინახავდით.
– კაცს, სახელად ჯეკს, ეს არ მოეწონება.
– მერედა, ვინ ეტყვის?
ორივე გაჩუმდა.
– მისმინე, ტომ ჰასტინგს. გულსაბნევი რა იქნა?
– ეეე, ისა, მე მაქვს. ყოველი შემთხვევისთვის ავიღე, უფრო საიმედოდ
რომ ყოფილიყო.
– ძალიან საიმედოდ შეგინახავს, ჩემმა მზემ – საკუთარ ჯიბეში! მე თუ
მკითხავ, ჩემი გულსაბნევიანად აქედან გაპარვა გინდოდა!
– შენი გულსაბნევი, აბანაზერ? შენი გულსაბნევი? ალბათ გინდოდა
გეთქვა "ჩვენი გულსაბნევი".

106
– დიახ, ჩემი! რაღაც შენი აქ ყოფნა არ მახსოვს, როდესაც ბიჭმა ეს
გულსაბნევი მომიტანა.
– რომელ ბიჭზე ლაპარაკობ? იმაზე ხომ არა, კაცი, სახელად ჯეკი,
რომ ეძებს? წარმოგიდგენია, რას გიზამს, როდესაც გაიგებს, რომ ის ბი-
ჭი აქ გყავდა და ხელიდან გაუშვი?
– ვინ იცის, რომ მაინცდამაინც ის ბიჭი იყო? ამქვეყნად იმდენი ბიჭი
დადის... აგერ, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკანა კარი-
დან გაიპარა. წადი და ეძებე! – უეცრად აბანაზერ ბოლჯერი მოლბა და
თანამოსაუბრეს დაუტკბა, – ტომ ჰასტინგს, შენ იმ კაცზე, სახელად ჯეკი,
ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ, ის სხვა ბიჭი იყო. დავბერდი აწი, თვალი
და გონება მატყუებს. ამასობაში ღოღნაშოს ჯინიც გამოვწრუპეთ. კარგ
ვისკიზე როგორ ხარ? უკანა ოთახში მაქვს გადამალული. ერთ წუთს და-
მელოდე.
საწყობი ღია იყო. აბანაზერს ცალ ხელში ხელჯოხი ეჭირა, მეორეში –
ფანარი. სახე წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო დამჟავებოდა.
– თუ კიდევ აქ ხარ, – მჟავედ ჩაიდუდღუნა ცხვირში, – გაქცევა არც გა-
ბედო. პოლიციას უკვე გამოვუძახე. აი, ასე.
ათასგვარ ხარახურას შორის ბოლჯერმა ნახევარი ბოთლი ვისკი და
კიდევ ერთი პატარა შავი ფლაკონი გამოარჩია, შემდეგ იქიდან რამდენი-
მე წვეთი ვისკის ბოთლში გადაასხა და ეს უკანასკნელი ჯიბეში შეინახა.
"ჩემია გულსაბნევი, მხოლოდ ჩემი", – ჩაიბუტბუტა ბოლჯერმა, ხმამაღლა
კი დაიყვირა:
– მოვდივარ, ტომ!
ბოლჯერმა ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა, ისევ ჩააშტერდა იმ
ადგილს, სადაც ვინი იდგა, ბიჭს ცხვირწინ გაუარა, ოთახიდან გავიდა და
კარი გასაღებით გადაკეტა.
– მოვედი, – აბანაზერ ბოლჯერის ხმა ახლა უკვე კარის უკნიდან ისმო-
და, – აბა, მოიტა ჭიქა, ტომ. ისეთი ვისკია, მკერდზე ბალანს სულ ყალ-
ყზე დაგიყენებს. მითხარი, როდის გავჩერდე.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მოისმა:
– შვლაპია. შენ არ სვამ?

107
– ამ ღოღნაშოს ჯინმა მთელი შიგანი ჩამიწვა. ცოტა კუჭს ჩავიწყნარებ
და... ტომ, ჩემი გულსაბნევი სად წაიღე?
– რას აიჩემე "ჩემი გულსაბნევი, ჩემი გულსაბნევი", ღმერთო, ეს რა
არის? სასმელში ჩამიყარე რამე, შე არაკაცო?
– ვთქვათ, ჩაგიყარე... და რა?! სახეზე გაწერია, რასაც მიპირებდი,
ტომ ჰასტინგს, შე დამპალო ქურდო!
ამის შემდეგ ყვირილი, ლაწალუწი, ხრიგინი და ბრახაბრუხი მოისმა,
თითქოს ვიღაც ავეჯს აყირავებდა...
....უეცრად დუმილი ჩამოვარდა.
– წავედით! ჩქარა! – დაიყვირა ლიზამ.
– კარი რომ დაკეტილია? – ვინიმ გოგონას ახედა, – შეგიძლია
გააღო?
– მეე? ჩაკეტილი ოთახიდან ადამიანის გამოყვანის ხელოვნებას არ
ვფლობ.
ვინი დაიხარა და გასაღების ჭუჭრუტანიდან გაიჭვრიტა. კარი ჩაკეტი-
ლი იყო, გასაღები ბოლჯერს საკეტში დარჩენოდა. ცოტა ხნის ფიქრის
შემდეგ ბიჭმა გაიღიმა და სახე ერთიანად გაუნათდა, შემდეგ რომელი-
ღაც პაკეტიდან დაჭმუჭნილი გაზეთი ამოიღო, შეძლებისდაგვარად გაას-
წორა და კარის ქვემოდან თითქმის მთლიანად გააცურა, თავის მხარეს
ხელის მოსაკიდებლად მხოლოდ პატარა კუთხე დატოვა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა მოუთმენლად ლიზამ.
– ფანქარი ან რამე მსგავსი მჭირდება, ოღონდ ცოტათი უფრო წვრი-
ლი... შეხედე! – ვინიმ მაგიდიდან წვრილტარიანი ფუნჯი აიღო და საკეტს
შეუჩხიკინა.
გასაღები საკეტიდან გამოვარდა და გაზეთზე ყრუდ დაეცა. ბიჭმა გაზე-
თი ქვემოდან შემოაცურა, ამჯერად გასაღებთან ერთად.
ლიზას გაეცინა, აღფრთოვანებული ჩანდა.
– ეს რა ჭკვიანურად მოიფიქრეთ, ყმაწვილო, – უთხრა მან ვინის, –
მოხერხებაც ამას ჰქვია.
ვინიმ გასაღები საკეტს მოარგო და გადაატრიალა. საწყობის კარი
გაიღო.

108
მაღაზიის შუაგულში, იატაკზე, ათასგვარ ნივთებს შორის ორი კაცი
გაშხლართულიყო. ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა. ავეჯი აყირავებუ-
ლი და მიყრილ-მოყრილი იყო. საათებისა და სკამების ნამტვრევებს შო-
რის ახმახი ჰასტინგსი, მის ქვეშ კი შედარებით მომცრო ტანის აბანაზერ
ბოლჯერი ეყარნენ. არც ერთი მათგანი არ ინძრეოდა.
– დაიხოცნენ? – იკითხა ვინიმ.
– არც იოცნებო, – უპასუხა ლიზამ.
იქვე, იატაკზე ეგდო ვერცხლისფრად მოელვარე გულსაბნევი, რომ-
ლის შუაგულში ბრჭყალებსა და გველის თავებში ჩასმული ძვირფასი ქვა
წითელ და ალისფერ სხივებს ისროდა. ქვეწარმავლების გამომეტყველე-
ბას ჩვეულ სიხარბესთან ერთად გამარჯვების ტრიუმფით მოგვრილი კმა-
ყოფილებაც ერთვოდა.
ვინიმ გულსაბნევი აიღო და ფუნჯთან, საღებავის პატარა ფლაკონსა
და მინის მძიმე პრეს-პაპიესთან ერთად თავის ჯიბეში ადგილი მიუჩინა.
– ესეც აიღე, – მიუთითა გოგონამ შავარშიაშემოვლებულ ბარათზე,
რომელზეც ვიღაცას ხელით "ჯეკი" წაეწერა. ვინი უსიამო გრძნობამ შეიპ-
ყრო. მეხსიერების ფსკერზე ძველი, ბუნდოვანი და საშიში მოგონებები
წამოიშალა.
– არ მჭირდება, თავი დაანებე.
– აქ თუ დატოვებ, შენ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
– მე არ მინდა, – გაიმეორა ვინიმ, – დაწვი.
– არა! – ლიზას სუნთქვა შეეკრა, – არ შეიძლება. ეგ არ გააკეთო.
– კარგი, მაშინ საილასს მივცემ, – თქვა ვინიმ, ბარათი კონვერტში ჩა-
დო, რათა რაც შეიძლება ნაკლებად შეხებოდა და გულთან ახლოს, ბაღ-
ში სამუშაო, გახუნებული პიჯაკის შიდა ჯიბეში შეინახა.
ორასი მილის დაშორებით მძინარე კაცს, სახელად ჯეკს, გაეღვიძა,
ჰაერი მოყნოსა და ქვემოთ ჩავიდა.
– რა არის? – იკითა ბებიამისმა, რომელიც ღუმელზე შემოდგმულ
ლითონის დიდ ქვაბში კოვზით შეჭამანდს ურევდა, – ამჯერად რაღა მოხ-
და?
– არ ვიცი. რაღაც ხდება... რაღაც საინტერესო. რა გემრიელი სუნია!
ძალიან გემრიელი! – კაცმა ტუჩები გაილოკა.
109
ცაზე ელვა დაიკლაკნა და ქვით მოკირწყლული ქუჩა გაანათა.
ვინი წვიმაში გარბოდა. ქალაქის ძველი უბნები უკან მოიტოვა და გო-
რაკს აუყვა. საწყობში მანამდე ყურყუტებდა, სანამ რუხი დღე ბინდმა არ
შეცვალა. ბიჭს სულ არ გაჰკვირვებია, როდესაც ლამპიონის ქვეშ ნაცნო-
ბი ჩრდილი დალანდა. რამდენიმე წამში კუნაპეტ ღამესავით შავი ხავერ-
დის მოლივლივე ტალღებმა კაცის ფორმა მიიღო და ბიჭისკენ გაემარ-
თა.
ეს საილასი იყო. მკლავები მკერდზე ჯვარედინად დაეწყო.
– აბა, გისმენ, – მეურვის ხმაში მოუთმენლობა გაისმა.
– მაპატიე, რა, საილას.
– ძალიან მაწყენინე, ვინი, – უთხრა საილასმა აღსაზრდელს და თავი
გადააქნია, – როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე შენს ძებნას შევუდექი. უბე-
დურებისა და გასაჭირის სუნი, რომელიც შენ აგდის, ყოველ კუთხე-
კუნჭულში ვრცელდება. დაგავიწყდა, რომ შენთვის ცოცხლებთან ურთი-
ერთობა არ შეიძლება?
– ვიცი, მაპატიე, – ბიჭს სახეზე ცრემლებივით წურწურით ჩამოსდიოდა
წვიმის წვეთები.
– პირველ ყოვლისა, უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანო, –
საილასი დაიხარა და ცოცხალი ბავშვი თავის მოსასხამში გაახვია.
ვინი გრძნობდა, რომ ფეხებიდან მიწა ეცლებოდა.
– საილას, – დაუძახა მეურვეს.
საილასმა არ უპასუხა.
– ცოტათი კი შემეშინდა, – განაგრძო ბიჭმა, – მაგრამ ვიცოდი, თუ ძა-
ლიან გამიჭირდებოდა, მომაგნებდი და მიშველიდი. გარდა ამისა, ლიზაც
იქ იყო და დამეხმარა.
– ვინ ლიზა? – იკითხა საილასმა.
– ლიზა, კუდიანი, რომელიც ველზე მარხია.
– რაო, რა მითხარი, დამეხმარაო?
– ჰო, განსაკუთრებით გაქრობაში დამეხმარა. მე მგონი, ახლა უკვე
თვითონაც შევძლებ.
საილასს ჩაეცინა.
– ყველაფერს? მომიყევი, მაგრამ ჯერ სახლში დავბრუნდეთ.
110
ვინის სახლამდე ხმა არ ამოუღია. ისინი სამლოცველოსთან დაფრინ-
დნენ და შიგნით, ცარიელ დარბაზში შევიდნენ. გარეთ წვიმამ მოუხშირა,
წყლის წვეთები გუბეებში შხაპაშხუპით ასხამდა.
ვინიმ ჯიბიდან შავარშიიანი ბარათი ამოიღო.
– მგონი, აჯობებს, შენ გქონდეს. მართალი გითხრა, ლიზამ მირჩია,
წამომეღო.
საილასმა კონვერტი გამოართვა, გახსნა და იქიდან ბარათი ამოიღო.
ჯერ ერთ მხარეს დახედა, შემდეგ გადმოაბრუნა და მეორე მხარეს აბანა-
ზერ ბოლჯერის ხელით წვრილად ნაწერი შენიშვნა ამოიკითხა. მედუქნე
ბარათის დანიშნულების შესახებ წერდა.
– დაწვრილებით მომიყევი ყველაფერს, – უთხრა მან ვინის.
ბიჭმა ყველაფერი უამბო, რაც იმ დღეს მოხდა. საილასმა თავი გადა-
აქნია და სერიოზულად ჩაფიქრდა.
– ცუდადაა ჩემი საქმე? – იკითხა ვინიმ.
– არავინ არავისია, – მიმართა საილასმა ბიჭს, – შენი საქმე მართლა
ცუდადაა. დიდი საფრთხე გემუქრება. მე მგონი, აჯობებს, თუ შენი დასჯის
საქმეს მშობლებს მივანდობ, მე თვითონ კი ამ საკითხის მოგვარებას შე-
ვუდგები.
შავარშიიანი ბარათი ხავერდის მოსასხამის ქვეშ გაუჩინარდა და მას-
თან ერთად თვითონ საილასიც უკვალოდ გაქრა.
ვინიმ თავზე ქურთუკი გადაიფარა და გორაკის წვერზე, ფრობიშერე-
ბის მავზოლეუმისკენ მიმავალ სველ ბილიკს დაადგა. ეფრაიმ პეტიფე-
რის კუბოს გვერდით მდებარე ხვრელში შეძვრა და ქვემოთ ჩავიდა. სა-
ფეხურებზე გზას მანამ მიიკვლევდა, სანამ ბოლომდე არ ჩააღწია. შემ-
დეგ დარბაზში შევიდა და გულსაბნევი თასისა და დანის ქვეშ დადო.
– აი, ვაბრუნებ, – თქვა მან, – ადრინდელივით სუფთა და ლამაზია.
– ის დაბრუნდა, – გველეშაპი კმაყოფილი იყო. მისი ხმა ორთქლის
შიშინს ჰგავდა, – ის ყოველთვის ბრუნდება.
ის ღამე უჩვეულოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.
ვინი საფლავებს შორის მიაბიჯებდა. დაღლილობისგან ფეხებს ძლივს
ადგამდა, ესეც არ იყოს, ფრთხილობდა კიდეც. გზად გვერდი ჩაუარა
ერთ საფლავს, რომელშიც პატარა ქალბატონი, მის ლიბერთი როუჩი
111
განისვენებდა (რასაც გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. შენც უხვად
გასცემდე, წამკითხველო), იქვე იყო ადგილობრივი მეფუნთუშის, ჰარი-
სონ ვესტვუდისა და მისი ორი ცოლის, მერიონისა და ჯოანის სამუდამო
განსასვენებელი. ვინი სასაფლაოს ბოლოსკენ მიდიოდა. მისტერ და მი-
სის არავისიები რამდენიმე საუკუნის წინ დაიხოცნენ, იმ დროს კი ჯერ კი-
დევ არ იყო გავრცელებული აზრი, რომ ბავშვის ცემა ცუდია, ამიტომ იმ
ღამეს მისტერ არავისიამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უნდოდა,
თავისი მამობრივი ვალი აღასრულა და ბიჭს ერთი ადგილი ისე აუწით-
ლა, ტკივილი ჯერაც არ განელებოდა. ეს ამბავი მისის არავისიამ ისე გა-
ნიცადა, ვინის მისი შეწუხებული სახის გახსენება ცემაზე უფრო დიდ ტკი-
ვილს აყენებდა.
ამასობაში ბიჭმა სასაფლაოს რკინის მესრამდე მიაღწია და ორ ბირ-
კვილს შორის გაძვრა.
– ეი! – დაიძახა სიბნელეში.
არავინ გამოპასუხებია. კუნელის ბუჩქთანაც არაფერი ჩანდა.
– ხომ კარგად ხარ?
ისევ არაფერი.
ვინი მებაღის ფარდულში დაბრუნდა და ჯინსის შარვალი გაიხადა.
ქურთუკი ჯიბეების გამო დაიტოვა. თავს ნაცრისფერ ბალახონში უფრო
მოხერხებულად გრძნობდა. იქვე, კედელზე, სამუშაო იარაღები შეამჩნია,
თან წაიღო და უკურთხ მიწაზე ჭინჭარსა და სხვა სარეველა ბალახს
დაერია. ნამგალს ისეთი მონდომებით იქნევდა, ფოთლები და ყლორტე-
ბი სულ აქეთ-იქით ცვიოდა. ბოლოს მიწაზე მხოლოდ ნაწვერალა დარ-
ჩა. შემდეგ ჯიბიდან მინის დიდი, ფერადი პრეს-პაპიე, საღებავი და ფუნჯი
ამოიღო. პრეს-პაპიეს ზედაპირზე ყავისფერი ასოებით ჯერ ინიციალები
"ე" და "ჰ", შემდეგ კი სიტყვა "გვახსოვხარ" გამოიყვანა.
ამასობაში ძილის დროც მოვიდა. ვინიმ იცოდა, უკეთესი იქნებოდა, თუ
დღის რეჟიმს ცოტა ხანს მაინც დაიცავდა. მან პრეს-პაპიე ჭინჭრის ნამ-
კალზე დადო, იმ ადგილას, სადაც მისი ფიქრით, საფლავის თავი უნდა
ყოფილიყო, შემდეგ თავის ნამოქმედარს წამით თვალი შეავლო, ისევ
მესერში გაძვრა და გორაკის წვერისკენ მიმავალ ბილიკს აუყვა. ამჯერად
ისე აღარ ფრთხილობდა, როგორც აქეთობისას.
112
– მშვენიერია, – მოისმა მის ზურგს უკან მაღალი, წკრიალა ხმა, –
მშვენიერი.
ვინი შეტრიალდა და უკურთხ მიწას თვალი შეავლო.
იქ უწინდებურად არავინ იყო.

113
– ბოლო ცეკვა!

114
თავი მეხუთე - სიკვდილის როკვა

ვინი გრძნობდა, რომ რაღაც ხდებოდა. ეს რაღაც ზამთრის სუსხიან


ჰაერში ტრიალებდა, ქარებთან ერთად დაქროდა, ვარსკვლავების ციმ-
ციმში ფეთქავდა, ღამის წყვდიადში, ხანგრძლივი ღამეების რიტმსა და
დღეთა გიჟმაჟ სრბოლაში ინაკვთებოდა.
მისის არავისიამ ბიჭი არავისიების "პატარა სამარიდან" გარეთ გამო-
აგდო.
– წადი აქედან. უშენოდაც ქვეყნის საქმე მაქვს.
ვინიმ დედას საბრალო თვალებით შეხედა.
– ვერ ხედავ, გარეთ როგორ ცივა?
– რა თქმა უნდა, ცივა. ზამთარია. აბა, გაინძერი, გაინძერი!
მისის არავისია უფრო საკუთარ თავს მიმართავდა, ვიდრე ვინის.
– ან ფეხსაცმელი რას გიგავს, ან მოსაცმელი! ყველაფერი დასაკერია.
აქაურობაც ხომ უნდა დავალაგო. ყველგან აბლაბუდებია. ღმერთო ჩე-
მო, შეხედე, რა ხდება! წადი, გაისეირნე! – მისის არავისია ამჯერად ვინის
მიმართავდა, – აუარებელი საქმე მაქვს, შენ კი ფეხებში მედები, – თქვა
ქალმა და რაღაც სიმღერა წაიღიღინა:

მდიდარი ხარ თუ ღარიბი, ჰეი, ჰეი,


მოულხინე და იცეკვე მაკაბრეი!

– ეს რა არის? – ჰკითხა ბიჭმა და მაშინვე მიხვდა, რომ ზედმეტი


მოუვიდა. მისის არავისიამ ერთი ისეთი შეუბღვირა, ვინი მაშინვე აორ-
თქლდა, ლანძღვის ახალ კორიანტელს აღარ დალოდებია.
სასაფალოზე ციოდა და ბნელოდა. ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ.
ბიჭი სუროთი დაფარულ ხეივანში მისის სლოტერს გადაეყარა. ქალს
თვალები მოეჭუტა და მწვანე ბალახს ათვალიერებდა.
– ყმაწვილო, შენ ჩემზე უკეთ ხედავ. მითხარი, აი, იქ კვირტები გაიშა-
ლა?
– ზამთარში კვირტებს რა უნდა?

115
– ასე ნუ მიყურებ, ყმაწვილო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ
კვირტები ჩნდება, მერე ყვავილობს, მერე ჭკნება. ყველაფერს თავისი
დრო აქვს, – ქალმა მოსახვევი მჭიდროდ შემოიხვია, თავზე ჩაჩი გაისწო-
რა და წაიმღერა:

ლოთი ხარ თუ მუყაითი, ჰეი, ჰეი,


დრო მოვა და შენც მოგიხმობს მაკაბრეი!

– ხომ ასეა, ბიჭო?


– არ ვიცი, – უპასუხა ვინიმ, – წარმოდგენა არ მაქვს, რა არის მაკაბ-
რეი.
დედილო სლოტერმა არაფერი უპასუხა და სუროს ფოთლებს შორის
გაუჩინარდა.
– რა უცნაურია, – თქვა ვინიმ ხმამაღლა. იმედი ჰქონდა, რომ მუდამ
ხალხით სავსე ბართელბის მავზოლეუმში თანამოსაუბრეს იპოვიდა და
გათბებოდა კიდეც, მაგრამ შვიდი თაობის ბართელბიდან მისთვის დრო
ვერავინ გამონახა. ყველა, დიდიან-პატარიანად, თავის სამყოფელს ალა-
გებდა.
ფორტინბრას ბართელბიმ, რომელიც ათი წლის ასაკში გარდაიცვალა
(როგორც გამოირკვა, ჭლექისგან, ვინის კი რამდენიმე წლის განმავლო-
ბაში ეგონა, რომ ფორტინბრასი ლომებმა ან დათვებმა დაგლიჯეს), ვი-
ნის ბოდიში მოუხადა.
– დღეს ვერ გეთამაშებით, მისტერ ვინი, ხვალინდელი ღამე ისე უცებ
მოგვეპარება! ეს ხომ ყოველდღე არ ხდება.
– რატომაც არა? ჩვეულებრივად ასე ხდება, დღევანდელის შემდეგ
ხვალინდელი საღამო დგება.
– ეს ჩვეულებრივი საღამო არ გეგონოს. როდინობის ან უშაბათო კვი-
რა კი არ არის.
– ჰო, მაგრამ არც გაი ფოქსის ღამეა, არც ჰელოუინი, არც შობა და
არც ახალი წელი.
ფორტინბრასს გაეღიმა. მრგვალი, ჭორფლიანი სახე სიხარულისგან
გაუნათდა.
116
– არც ერთი, არც მეორე და არც მესამე, – თქვა მან, – სულ სხვა რა-
მეა.
– აღარ იტყვი, რა არის?
– ეს საუკეთესო დღეა, – თქვა ფორტინბრასმა. ვინი პასუხს მოუთმენ-
ლად ელოდა, მაგრამ ამ დროს ბიჭის ბებია, ლუიზა ბართელბი (რომე-
ლიც მხოლოდ ოცი წლის იყო) გამოვიდა, შვილიშვილს დაუძახა და
ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
– არა, არაფერი, – უპასუხა ბიჭმა ბებიას, შემდეგ კი ვინის მიუბრუნდა,
– მაპატიე, უნდა წავიდე, საქმე მაქვს, – შემდეგ ტყავის ნაჭერი აიღო და
თავისი მტვრიანი კუბოს გაპრიალებას შეუდგა.
– ლა-ლა-ლა, დამ-დამ, – მღეროდა თავისთვის და ყოველ "დამ-
დამზე" ტყავის ნაჭერს მრავლისმეტყველად აქნევდა.
– ეს სიმღერა უნდა იმღერო, არა?
– რომელი სიმღერა?
– აქ ყველა მღერის.
– მაგის დრო არ მაქვს, – თქვა ფორტინბრასმა, – ხვალამდე ჯერ კი-
დევ დროა.
– დრო არ გვაქვს, – თქვა ლუიზამ, რომელმაც ოცი წლის ასაკში ტყუ-
პები გააჩინა და თვითონ მშობიარობას გადაჰყვა, – შენს საქმეებს მიხე-
დე, – ქალმა საყვარელი, წკრიალა ხმით წაუმღერა:

ეს ჰანგები ვისაც გვიხმობს, ჰეი, ჰეი,


ერთად დავდგეთ და ვიცეკვოთ მაკაბრეი!

ვინი პატარა, დანგრეული ეკლესიისკენ გაეშურა. ქვებს შორის გაძვრა,


აკლდამაში ჩავიდა და საილასის მოსვლას დაელოდა. მართლა ძალიან
ციოდა, მაგრამ ვინის სიცივე არ აწუხებდა. ის სასაფლაოს დაცვის ქვეშ
იმყოფებოდა, მიცვალებულებს კი სიცივე არაფრად მიაჩნიათ.
მისი მეურვე მხოლოდ ალიონზე გამოჩნდა. ხელში ცელოფანის პარკი
ეჭირა.
– ეს რა არის?

117
– ტანსაცმელია შენთვის, მოიზომე, – საილასმა პარკიდან ვინის ბალა-
ხონივით რუხი ფერის სვიტერი, ჯინსის შარვალი, საცვლები და ერთი
წყვილი ღია მწვანე სპორტული ფეხსაცმელი ამოიღო.
– ეს რისთვის არის?
– როგორ თუ რისთვის? რისთვის არის, გარდა იმისა, რომ ტანსაცმე-
ლია? ჯერ ერთი, შენ უკვე დიდი ხარ. რამდენი წლის ხარ? ცოცხალი
ადამიანები ტანსაცმლის გარეშე არ დადიან. მე მგონი, უკვე დროა ეს
ჩვევა შენც გამოიმუშაო. ამასთანავე, კამუფლაჟის როლსაც ასრულებს.
– კამუფლაჟი რა არის?
– როდესაც ერთი რაღაც მეორეს ჰგავს და ადამიანები ვერ არჩევენ,
რომელი რომელია.
– მგონი, გავიგე, – ვინიმ ტანსაცმელი მოირგო. ფეხსაცმლის თასმების
შეკვრა ცოტათი გაუჭირდა. საილასმა აუხსნა, როგორ უნდა მოქცეული-
ყო, მაგრამ წავარჯიშება მაინც დასჭირდა. როგორც იქნა, საილასი კმა-
ყოფილი დარჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ვინიმ მეურვისთვის შე-
კითხვა დაესვა.
– საილას, მაკაბრეი რა არის?
კაცმა წარბები აზიდა და თავი გვერდზე მიაბრუნა.
– ეს სიტყვა სად გაიგონე?
– სასაფლაოზე ყველა ამაზე ლაპარაკობს. მგონი, ხვალ სწორედ ეგ
მაკაბრეი უნდა მოხდეს. რას ნიშნავს?
– მაკაბრეი? ცეკვაა ერთგვარი, – თქვა საილასმა.
– "ჩვენთან ერთად რომ იცეკვო მაკაბრეი", – თქვა ვინიმ, – შენ გიცეკ-
ვია? ეს რა ცეკვაა?
მეურვემ ვინის ზღვასავით უძირო თვალები მიაპყრო და უთხრა:
– არ ვიცი. მრავალი წელია დედამიწაზე ვმოგზაურობ, რა არ მომის-
მენია, რა არ მინახავს, მაგრამ მაგ ცეკვისთვის თვალი არასოდეს მომიკ-
რავს. იმისათვის, რომ ეს ცეკვა შეასრულო, ან მკვდარი უნდა იყო ან
ცოცხალი, მე კი არც ერთი ვარ და არც მეორე.
ვინი მოიბუზა. უნდოდა თავის მეურვესა და მზრდელს მოხვეოდა, ჩახუ-
ტებოდა და ეთქვა, რომ არასოდეს მიატოვებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი
იყო. საილასი მოუხელთებელი იყო, როგორც მთვარის სხივი, არა იმი-
118
ტომ, რომ მას ფიზიკური სხეული არ ჰქონდა, უბრალოდ, ეს წარმოუდგე-
ნელი, არასწორი საქციელი იქნებოდა. არსებობს ხალხი, რომლებსაც
შეგიძლია ჩაეხუტო. საილასი მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.
მეურვემ ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი გულმოდგინედ შეათ-
ვალიერა.
– მშვენიერია, – თქვა მან, – ისე გამოიყურები, თითქოს მთელი შენი
ცხოვრება სასაფლაოს გარეთ გაატარე.
ვინის მეურვის შექება ესიამოვნა და გაიღიმა, მაგრამ მაშინვე მოიღუ-
შა.
– საილას, აქედან ხომ არასოდეს წახვალ? ხომ სულ ჩემ გვერდით იქ-
ნები? ხომ არასოდეს დამტოვებ?
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, – უპასუხა საილასმა. იმ ღამეს მეტი
არაფერი უთქვამს.

მეორე დილით ვინის ადრე გაეღვიძა. ზემოთ, ზამთრის ნაცრისფერ


ცაზე, მზე ვერცხლის მონეტასავით ანათებდა. ასეთ დღეებში ბიჭს დღისი-
თაც ეძინებოდა ხოლმე, ნატრობდა, მთელი ზამთარი ერთი ხანგრძლივი
ღამე ყოფილიყო და კარგად გამოეძინა. ყოველ ღამე, დაძინების წინ სა-
კუთარ თავს ჩააგონებდა, რომ დილით უნდა გაეღვიძა, საწოლიდან ამ-
დგარიყო და არავისიების მყუდრო სამარიდან გარეთ გასულიყო.
ჰაერში ყვავილების მკვეთრი, უცნაური სურნელი ტრიალებდა. ვინი
ეგვიპტური ხეივნისკენ გაემართა, სადაც სუროს მწვანე, ერთმანეთში გა-
დახლართულ რტოებსა და ფოთლებს მთლიანად დაეფარათ ქანდაკებე-
ბითა და იეროგლიფებით შემკული ფსევდოეგვიპტური კედელი.
ყვავილების სურნელი ყველაზე მძაფრად ამ ადგილას იგრძნობოდა.
ვინიმ მწვანე ფოთლებზე ალაგ-ალაგ მიხურხლული ფიფქები შეამჩნია
და ისიც კი იფიქრა, წუხელ ხომ არ მოუთოვიაო; მაგრამ ახლოდან დათ-
ვალიერების შემდეგ მიხვდა, იქაურობა ხუთფურცლიან, თეთრი ფერის
ყვავილებს დაეფარათ. ბიჭი დაიხარა და უნდოდა მათი სურნელება
შეესუნთქა, რომ გზაზე ვიღაცის ფეხის ხმა გაიგონა.

119
ვინი სუროს ფოთლებში შეიმალა. ბილიკზე სამი კაცი და ერთი ქალი
მოდიოდნენ. ოთხივენი ცოცხლები იყვნენ. ბილიკი ამოათავეს და ეგვიპ-
ტურ ხეივანში შევიდნენ. ქალს ყელზე ძვირფასი გულსაბნევი ეკეთა.
– ეს არის? – იკითხა მან.
– დიახ, მისის ქარავეი, – უპასუხა ერთ-ერთმა თანმხლებმა. კაცს
მრგვალი სახე და თეთრი თმა ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა. მამაკაცებს
ხელში ტირიფის წკნელისგან მოწნული დიდი, ცარიელი კალათები ეჭი-
რათ.
ქალი შეყოყმანდა, აშკარად დაბნეული ჩანდა.
– კარგი, მჯერა, – თქვა მან ბოლოს, – თუმცა, მე თვითონ არაფერი
მესმის, – ქალმა ყვავილებს გადახედა და განაგრძო, – ახლა რა უნდა
ვქნა?
ყველაზე ჩია ტანის კაცი მოწნულ კალათას დასწვდა და იქიდან ვერ-
ცხლის მაკრატელი ამოიღო.
– ინებეთ, ქალბატონო მერო, – თქვა მან.
ქალმა მაკრატელი გამოართვა და ყვავილების კრეფას შეუდგა. მამა-
კაცები კალათებს ავსებდნენ.
– კაცმა რომ თქვას, – ცოტა ხნის შემდეგ წამოიწყო მისის ქარავეიმ,
ქალბატონმა მერმა, – ეს ყველაფერი სასაცილოა. უბრალოდ, სასაცი-
ლო.
– გეთანხმებით, – დაუდასტურა მსუქანმა კაცმა, – რას იზამ, ტრადი-
ციაა.
– სასაცილო ტრადიციაა, – თქვა მისის ქარავეიმ, მაგრამ თეთრი ყვა-
ვილების კრეფა არ შეუწყვეტია. როდესაც პირველი კალათა გაივსო,
ქალბატონმა მერმა იკითხა: – მგონი, საკმარისია, არა?!
– არა, ყველა კალათა უნდა გავავსოთ, – თქვა ჩია კაცმა, – და შემდეგ
ძველი ქალაქის მცხოვრებლებს დავურიგოთ.
– ასეთი რა ტრადიციაა? – იკითხა მისი ქარავეიმ, – ჩემს წინამორბედს
ვკითხე და ასეთი რამ პირველად მესმისო, – ერთი წამის შემდეგ კი
დაამატა: – მარტო მე მეჩვენება, რომ ვიღაც გვითვალთვალებს?

120
– რაო? – როგორც იქნა, მესამემაც ამოიღო ხმა. წვერიანი კაცი იყო,
თავზე ჩალმა ეხურა, ხელში კი ორი მოწნული კალათა ეჭირა, – ვინ უნ-
და გვითვალთვალებდეს, სულები? მათი არსებობის არ მჯერა.
– რა სულები! – თქვა მისის ქარავეიმ, უბრალოდ, ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ ვიღაც გვიყურებს.
ვინიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ ბუჩქებში უფრო ღრმად არ შემალუ-
ლიყო.
– სულ არ მიკვირს, რომ ყოფილმა მერმა ამ ტრადიციის შესახებ არა-
ფერი იცოდა, – შენიშნა ჩია კაცმა, რომელსაც კალათა უკვე თითქმის
აევსო, – სასაფლაოს ბაღი ზამთარში ოთხმოც წელიწადში ერთხელ ყვა-
ვილობს.
ჩალმიანი კაცი, რომელსაც სულების არ სჯეროდა, აქეთ-იქით დაძაბუ-
ლი იყურებოდა.
– ძველ ქალაქში თითო ყვავილს ყველა მიიღებს, – თქვა ჩია კაცმა, –
ქალიც, კაციცა და ბავშვიც, – შემდეგ ერთი წამით შეყოვნდა, თითქოს
რაღაც მივიწყებულს იხსენებსო და დაამატა:

ზოგი მიდის, ზოგი რჩება, ჰეი, ჰეი,


ყველას თანაბრად მოუწევს მაკაბრეი!

მისის ქარავეიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.


– წმინდა წყლის სისულელეა, – თქვა მან და ყვავილების კრეფა გა-
ნაგრძო.
იმ დღეს ადრე შებინდდა. ხუთის ნახევარზე უკვე დაღამებული იყო. ვი-
ნი საფლავებს შორის ბილიკებზე დაეხეტებოდა, უნდოდა თანამოსაუბრე
ეპოვა, მაგრამ ირგვლივ არავინ იყო. ისევ სასაფლაოს ბოლოსკენ
გაემართა იმ იმედით, რომ ლიზა ჰემპსტოკს შეხვდებოდა, მაგრამ აქაც
იმედი გაუცრუვდა. არავისიების საფლავშიც არავინ დახვდა. არც მამამი-
სი ჩანდა და არც მისის არავისია. უეცრად მიხვდა, რომ პანიკა ეწყებოდა,
გაუცნობიერებელი პანიკა. პირველად გრძნობდა თავს მიტოვებულად
სასაფლაოზე, რომელიც ათი წლის განმავლობაში თავის სახლად მიაჩ-

121
ნდა. ვინის საილასის ნახვა მოუნდა და გორაკიდან ქვემოთ, ძველი სამ-
ლოცველოსკენ დაეშვა, მაგრამ მისი მცველი და მეურვე არ მოვიდა.
– იქნებ ერთმანეთს ავცდით? – ფიქრობდა ვინი, თუმცა თვითონაც
ხვდებოდა, რომ საქმე სულ სხვაგვარად იყო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გო-
რაკს აუყვა და ქვემოთ გადაიხედა. ყინვიან, მოსარკულ ცაზე ვარსკვლა-
ვები კიაფობდნენ. ქვემოთ, გორაკის ძირში ქალაქის ჩირაღდნები ენთო:
ლამპიონები, მანქანების ფარები და ასე შემდეგ. ვინი დაღმართზე დაეშ-
ვა, სასაფლაოს ჭიშკრამდე მივიდა და შეჩერდა. საიდანღაც მუსიკა ისმო-
და.
ვინი ბევრნაირ მუსიკას იცნობდა: ნაყინის ფურგონის სასიამოვნო ზა-
რები, სიმღერები, რომლებსაც მუშები რადიოთი უსმენდნენ, მელოდია,
რომელსაც მიცვალებული კლარეტი ჯეიკი თავის მტვრიან ვიოლინოზე
ასრულებდა, მაგრამ ასეთი ჰანგი აქამდე არასოდეს გაუგონია: მუსიკა
გიხმობდა, გიწვევდა, გეძახდა... მისი მსუბუქი ტალღები თითქოს რაღა-
ცის დასაწყისი, შესავალი, პრელუდია ან სულაც უვერტიურა ყოფილი-
ყოს, რომელსაც უფრო მაღალი ზვირთები უნდა მოჰყოლოდა. ბიჭი ჩა-
კეტილი ჭიშკრის ცხაურში გასხლტა და ძველი ქალაქის გზას დაადგა.
კუთხეში ქალბატონი მერი იდგა. ვინიმ დაინახა, როგორ დაუბნია ვიღაც
გამვლელ ბიზნესმენს თეთრი ყვავილი პიჯაკის ლაცკანზე.
– პირადად ქველმოქმედებას არ ვეწევი, – თქვა კაცმა, – თუ რამე გნე-
ბავთ, ოფისში მიბრძანდით.
– ეს ქველმოქმედებისკენ მოწოდება არ არის, ტრადიციაა ასეთი, –
უპასუხა მისის ქარავეიმ.
– აჰა, გასაგებია, – თქვა კაცმა, მკერდი წინ გამოსწია, რათა თეთრი
ყვავილი ყველას დაენახა და კმაყოფილმა გზა განაგრძო.
შემდეგი გამვლელი აღმოჩნდა გოგონა, რომელიც ეტლს მოაგორებ-
და.
– ეს რა ჯანდაბაა? – დაეჭვებით იკითხა მან, როდესაც ქალბატონი მე-
რი მიუახლოვდა.
– ერთი თქვენ, ერთიც – პატარას, – თქვა ქალბატონმა მერმა და ყვა-
ვილი გოგონას პალტოს საყელოზე დააბნია, ბავშვის ქურთუკზე კი წებო-
ვანი ლენტით მიამაგრა.
122
– კი, მაგრამ, ეს რისთვის არის? – იკითხა ახალგაზრდა ქალმა.
– ძველი ქალაქის ტრადიციაა, – უპასუხა ქალბატონმა მერმა გაურ-
კვევლად, – რაღაც უცნაური ადათი.
ბიჭმა გზა განაგრძო. ირგვლივ ყველას მკერდზე თეთრი ყვავილი ებ-
ნია. სხვა ქუჩის კუთხეებში ვინი ხვდებოდა ქალბატონი მერის თანმხლებ
კაცებს, რომლებსაც ხელში კალათები ეჭირათ და გამვლელებს თეთრ
ყვავილებს ურიგებდნენ. ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა საჩუქარს
იღებდა.
სადღაც ცნობიერისა და ქვეცნობიერის მიჯნაზე ისევ უკრავდა მუსიკა,
უცნაური, საზეიმო.
ვინიმ თავი იქით მიაბრუნა, საიდანაც, მისი აზრით, მელოდია ისმოდა,
მაგრამ ვერაფერი გაარკვია. მუსიკა თითქოს ყველგან იყო, თითქოს ჰა-
ერში ტრიალებდა, დროშებისა და ტენტების ფრიალში ისმოდა, მანქანე-
ბის შორეულ გუგუნში იკვეთებოდა, ტროტუარის ქვაფენილზე ქუსლების
კაკუნში ხმიანობდა...
ვინი თვალს ადევნებდა, როგორ მიიჩქაროდნენ ადამიანები თავიანთი
სახლებისკენ და უცნაურად ეჩვენებოდა, რომ უკლებლივ ყველა მათგანი
ფეხის ნაბიჯებს მუსიკას აყოლებდა.
წვეროსან და ჩალმიან კაცს ყვავილები თითქმის დაუმთავრდა. ვინი
მასთან მივიდა.
– მაპატიეთ, – მიმართა კაცს.
კაცმა მაშინვე მოხედა.
– ვერ შეგამჩნიე, – მის ხმაში გაღიზიანება ისმოდა.
– ბოდიში, – უთხრა ვინიმ, – ყვავილს ხომ ვერ მომცემთ?
ჩალმიანმა კაცმა ბიჭს ეჭვიანი მზერა ესროლა.
– აქ ცხოვრობ?
– დიახ, – უპასუხა ბიჭმა.
კაცმა თეთრი ყვავილი გაუწოდა. ბიჭმა საჩუქარი გამოართვა და წამო-
იყვირა, რადგან ცერა თითზე ჩხვლეტა იგრძნო.
– ქურთუკზე მიიბნიე, – უთხრა კაცმა, – ქინძისთავთან ცოტა ფრთხი-
ლად, – სანამ კაცი ყვავილს სვიტერზე უბნევდა, ვინიმ ცერზე სისხლის
ალისფერი წვეთი ალოკა.
123
– ადრე აქ არასოდეს მინახიხარ, – უთხრა ბიჭს კაცმა.
– აქ ვცხოვრობ, მართლა, – უთხრა ვინიმ, – ეს ყვავილები რისთვის
არის?
– ძველი ქალაქის ტრადიციაა, – უპასუხა კაცმა, – ეს მანამდე იყო, სა-
ნამ მის ირგვლივ ახალი უბნები გაშენდებოდა. როდესაც აი, იმ გორაკზე
შეფენილ სასაფლაოზე ზამთრის ყვავილები გაიშლება, მათ კრეფენ და
ქალაქის მცხოვრებლებს ურიგებენ: ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მდიდრებ-
სა და ღარიბებს.
მუსიკა თითქოს ახლა უფრო ხმამაღლა უკრავდა. ვინის მოეჩვენა,
რომ მას შემდეგ, რაც მკერდზე ყვავილი დაიბნია, მელოდია უკეთესად
გაიგონა. სადღაც შორს დოლების ხმა ისმოდა და გუდასტვირი გაუბედა-
ვად ჭყვიტინებდა. ფეხები მუსიკის რიტმში თავისით მოძრაობდნენ.
ვინი ასეთ სანახაობას ადრე არასოდეს დასწრებია. ყველა გაფრთხი-
ლება სასაფლაოდან გაუსვლელობის შესახებ გადაავიწყდა. აღარც ის
ახსოვდა, რომ იმ დღეს მკვდრებმა გორაკი დატოვეს. ძველი ქალაქის
გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ვინი ქუჩაში სწრაფად მიაბიჯებდა. ძველი
მერიის (რომელშიც ახლა მუზეუმი და ტურისტული ინფორმაციის ცენ-
ტრია, თვითონ მერია კი ქალაქის მეორე ბოლოში, უფრო ახალ, გრან-
დიოზულ და ამასთანავე უსახურ შენობაში გადავიდა) წინ მდებარე მუნი-
ციპალური ბაღისკენ დაეშვა. ირგვლივ ხალხი დასეირნობდა, თუმცა იმ
შუა ზამთარში გაზონების, ბუჩქებისა და აქა-იქ მდგარი ქანდაკებების
გარდა სანახავი არც არაფერი იყო.
ვინი მუსიკას მონუსხულივით უსმენდა. მოედანზე ხალხი მოედინებოდა
– თითო-თითოდ, წყვილ-წყვილად, ოჯახთან ერთად. ბიჭს ამდენი ხალხი
ერთად არასოდეს ენახა. ირგვლივ ასეულობით მასავით ცოცხალი ადა-
მიანი ირეოდა, მკერდზე ყველას თეთრი ყვავილი ებნია. "აი, თურმე რო-
გორ ცხოვრობენ ადამიანები", – გაიფიქრა ვინიმ, თუმცა იცოდა, რომ ის,
რაც ხდებოდა, განსაკუთრებული მოვლენა იყო. ახალგაზრდა ქალი,
რომელიც ვინიმ ცოტა ხნის წინ დაინახა, მის გვერდით იდგა, ხელში ბავ-
შვი ეჭირა და მუსიკის ტაქტში თავს აქნევდა.
– ეს მუსიკა რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? – ჰკითხა ვინიმ ქალს,
მაგრამ ამ უკანასკნელმა პასუხი არ დაუბრუნა, ერთ ადგილზე იდგა, ქანა-
124
ობდა და იღიმებოდა. "რა უცნაურად იქცევა", – გაიფიქრა ბიჭმა. ბოლოს
დაასკვნა, რომ ქალს მისი ნათქვამი არ გაუგონია. "შეიძლება ვერ მხე-
დავს ან უბრალოდ, მისთვის იმდენად უმნიშვნელო ვინმე ვარ, რომ ყუ-
რადღებას არ მაქცევს".
ამ დროს ქალმა ხმა ამოიღო:
– აუ, ჩემი! შობაა თუ რა ხდება? – ქალი თითქოს სიზმარში იყო და სა-
კუთარ თავს გარედან უყურებდა, – ბებიაჩემის და, კლარა გამახსენდა, –
დაამატა ძილმორეული ხმით, თითქოს აქაც იყო და სხვაგანაც დაფრი-
ნავდა, – მას შემდეგ, რაც ბებიაჩემი გარდაიცვალა, შობის წინა ღამეს
მის დასთან ვატარებდით ხოლმე. მოხუცს თავის ძველ პიანინოზე დაკ-
ვრა უყვარდა, ხანდახან მღეროდა კიდეც. ამასობაში ჩვენ თხილსა და
შოკოლადს ვანადგურებდით ხოლმე. არც ერთი სიმღერა არ მახსოვს,
მაგრამ ეს მუსიკა ერთბაშად მის ყველა სიმღერას მაგონებს.
ბავშვიც კი, რომელსაც თავი დედის მხარზე მიეყრდნო და ეძინა, მუსი-
კის რიტმში ხელებს ატოკებდა.
შემდეგ მუსიკა შეწყდა და მოედანზე სიჩუმე ჩამოვარდა. ასეთი უც-
ნაური და ჩამყუდროებული მდუმარება მხოლოდ თოვაში იცის ხოლმე,
როდესაც ბარდნის და თოვლის ფანტელები უხმაუროდ ეცემა დედამი-
წას. ღამემ თვით ყველაზე მცირე ჩქამიც კი შეისრუტა. სუნთქვაშეკრული
ხალხი გაუნძრევლად იდგა.
სადღაც ახლოს საათმა თორმეტჯერ დარეკა.
ზუსტად შუაღამისას მსვლელობა დაიწყო.
ისინი გორაკიდან აუჩქარებლად დაეშვნენ. ნელა, გამოზომილი ნაბი-
ჯებით მოდიოდნენ. შემდეგ ხუთ რიგად მოეწყვნენ, მთელი გზა შეავსეს
და მოედნისკენ დაიძრნენ. ქალაქში მიცვალებულების უწყვეტი ნაკადი
მოედინებოდა. ვინი უმრავლესობას იცნობდა. პირველ რიგებში მოდი-
ოდნენ დედილო სლოტერი და ჯოსაია ვორტინგტონი, ექიმი ტრეფუსისი,
ჯვაროსნული ომების მონაწილე მოხუცი გრაფი, რომელიც დაიჭრა და
შინ დაბრუნდა, რათა თავის სახლში მომკვდარიყო. ყველა მათგანს სახე-
ზე საზეიმო გამომეტყველება ეწერა.
მოედანზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ზოგი ქვითინებდა და იძახდა:
"ღმერთო, დაგვიფარე! ეს ხომ მეორედ მოსვლაა!" ზოგი, უბრალოდ,
125
გაშტერებული იყურებოდა, რადგან თავი სიზმარში ეგონა და საკუთარ
თვალებს არ უჯერებდა.
მკვდრების ნაკადი არ წყდებოდა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ბო-
ლოს მოედანი მთლიანად შეივსო. ჯოსაია ვორტინგტონმა კიბის საფეხუ-
რები აიარა და ქალბატონ მერთან, მისის ქარავეისთან მივიდა. მიცვა-
ლებულმა ხელები აღაპყრო და ხმამაღლა, ისე, რომ მოედანზე ყველას
გაეგონა, წარმოთქვა:
– მოწყალეო ქალბატონო, ნება მიბოძეთ, საცეკვაოდ გაგიწვიოთ.
მისის ქარავეი შეყოყმანდა და შეკითხვით სავსე მზერა იქვე მდგომ
კაცს მიაპყრო. ამ უკანასკნელს პიჟამაზე საშინაო ხალათი მოეცვა, ფეხე-
ბი ოთახის ჩუსტებში წაეყო და მკერდზე თეთრი ყვავილი მიებნია. უც-
ნაურად გამოწყობილმა კაცმა გაიღიმა და ქალბატონს თავი დაუქნია.
– სიამოვნებით, – უპასუხა მისის ქარავეიმ, ხელი გაიწოდა და თითე-
ბით ჯოსაია ვორტინგტონის თითებს შეეხო. ამ დროს ისევ გაისმა მუსიკის
ჰანგები. ეს არ იყო წეღანდელი შესავალი, არამედ რაღაც სხვა მელო-
დია, რომელმაც მოედანზე შეკრებილ ხალხს ხელ-ფეხში ჟრუანტელივით
დაუარა. მკვდრებმა და ცოცხლებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ცეკ-
ვის სამყაროში გადაეშვნენ.
ვინიმ დაინახა, რომ დედილო სლოტერი ჩალმიან კაცს, ბიზნესმენი კი
ლუიზა ბართელბის ეცეკვებოდა. მისის არავისიამ გაზეთის მოხუც გამ-
ყიდველს მკლავი მკლავში გაუყარა და ვინის გაუღიმა. მისტერ არავისი-
ამ, თითქოს მისი ტოლი ყოფილიყოს, პატარა გოგონა გამოიწვია და
ისიც ისე გაჰყვა, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ცეკვაზე ოცნებობდა.
ვინის მეტი არავინ დაუნახავს, იმიტომ, რომ თავადაც ვიღაცამ დაავლო
ხელი და საცეკვაოდ გაიწვია.
ეს იყო ლიზა ჰემპსტოკი.
– რა კარგია! – შეჰღიმა გოგონამ. ისინი მუსიკის ტაქტში დატრიალ-
დნენ. ლიზამ სიმღერაც შემოსძახა:

ერთი-ორი, ტაში-ტუში, ჰეი, ჰეი!


დატრიალდი, დაუარე მაკაბრეი!

126
მუსიკის ჰანგებმა ბიჭის მთელი არსება მოიცვა. ფეხები თავისით მოძ-
რაობდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ცეკვას ცეკვავდა. როგორც კი
ერთი ცეკვა დამთავრდა და მეორე დაიწყო, ვინიმ აღმოაჩინა, რომ უკვე
ფორტინბრას ბართელბისთან ერთად ტრიალებდა. ისინი სხვა მოცეკვა-
ვეებს შორის მოქცეულიყვნენ და მათ რიგებს მიარღვევდნენ.
ვინი ხედავდა აბანაზერ ბოლჯერს, რომელიც მის ბოროუზთან, მის
ყოფილ მასწავლებელთან ცეკვავდა. ცოცხლები მკვდრებს ეცეკვებოდ-
ნენ. წყვილები გრძელ ჯაჭვს ქმნიდნენ და ათასობით წლის წინანდელ
მელოდიაზე ერთ რიტმში (ლა-ლა-ლა-უუმპ! ლა-ლა-ლა-უუმპ!) ცეკვავ-
დნენ.
ამჯერად ვინი ხაზში ლიზა ჰემპსტოკს გაუსწორდა.
– საიდან მოდის ეს მუსიკა? – ჰკითხა გოგონას.
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
– ვინ მართავს ამ ყველაფერს?
– ყოველთვის ასე ხდება, – უპასუხა ლიზამ, – როგორც კი ცეკვა მთავ-
რდება, ცოცხლებს ეს მოვლენები მაშინვე ავიწყდებათ, ჩვენ კი ყველაფე-
რი გვახსოვს.
უეცრად ლიზას ყურადღება რაღაცამ მიიპყრო:
– შეხედე!
ვინის ფლოქვების ხმა შემოესმა და დაინახა თეთრი ტაიჭი, რომელიც
მოედნისკენ მოქროდა. აქამდე ბიჭს ნამდვილი ცხენი მხოლოდ სურათე-
ბიან წიგნებში ენახა, ეს კი გაცილებით ზორბა იყო და გრძელ სახეზეც
უჩვეულოდ სერიოზული გამომეტყველება აღბეჭდოდა. მხედარი ქალის
გრძელი, ნაცრისფერი კაბის კალთები მთვარის მქრქალ შუქზე
ფრიალებდა და ნამის მძივებით მორთულ აბლაბუდასავით ბზინავდა.
ნაცრისფერკაბიანმა ქალბატონმა ცხენი მოედანზე შემოაგელვა, ძირს
ჩამოხდა და ცოცხლებსაც და მკვდრებსაც მსუბუქი რევერანსით მიესალ-
მა.
ყველამ, როგორც ერთმა, სალამი დაუბრუნა, ზოგმა თავის დაკვრით,
ზოგმაც საპასუხო რევერანსით და ცეკვაც განახლდა.

რუხ ქალბატონს ვესალმებით, ჰეი,


127
რომ გვაცეკვოს უკეთ მაკაბრეი!

წაიმღერა ლიზა ჰემპსტოკმა. ამ ორომტრიალში მოცეკვავე ადამიანე-


ბის ტალღამ გოგონა ვინის დააშორა და სადღაც შორს გაიტაცა. ყველ-
გან ერთი ბუქნი, ტრიალი და ფეხების ბაკუნი იდგა. ნაცრისფერკაბიანი
ქალბატონი გატაცებით ცეკვავდა მათთან ერთად. თეთრი ცხენიც კი თავს
იქნევდა და ფლოქვებს მიწაზე სცემდა.
ცეკვა გახურდა. მოცეკვავებმა ტემპს აუჩქარეს. ცოცხლებისა და
მკვდრების ფერხულში ჩაბმულ ვინის სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ვეღარ
ჩერდებოდა, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. დანარჩენებიც იღიმე-
ბოდნენ. არავის სურდა, დამთავრებულიყო მაკაბრეი – სიკვდილის როკ-
ვა.
ვინი თავდავიწყებით ცეკვავდა. დროდადრო თვალში ხვდებოდა ნაც-
რისფერი კაბა, რომელიც აქა-იქ გაიელვებდა ხოლმე. "ყველა ცეკვავს,
ყველა!" – გაიფიქრა ვინიმ.
მთლად ასეც არ იყო. ძველი ქალაქის მერიასთან, ჩრდილში, შავებში
ჩაცმული კაცი გაუნძრევლად იდგა და მოცეკვავეებს შესცქეროდა.
ვინი მზრდელს დააკვირდა. უნდოდა მის სახეზე ნატვრა, სასოწარკვე-
თა ან სხვა რამ გრძნობა ამოეკითხა, მაგრამ საილასის შეუვალი გამო-
მეტყველება არაფერს ეუბნებოდა.
ბიჭმა დაუძახა, უნდოდა მზრდელი მათთან ერთად ფერხულში ჩაბმუ-
ლიყო, მაგრამ საილასი თავისი სახელის გაგონებაზე ჩრდილში შეიმალა
და მხედველობის არიდან გაქრა.
– ბოლო ცეკვა! – დაიყვირა ვიღაცამ. მოედანზე ნელი და დიდებული
უკანასკნელი აკორდები გაისმა. მოცეკვავეები მეწყვილეებს ირჩევდნენ:
ცოცხლები – მკვდრებს, მკვდრები – ცოცხლებს. ვინის გაწვდილ ხელზე
ვიღაცის თითები შეეხო. ბიჭმა თავი ასწია და მის წინ მდგარ აბლაბუდის-
კაბიან ქალს ნაცრისფერ თვალებში ჩახედა.
ქალბატონმა გაუღიმა და მიესალმა:
– გამარჯობა, ვინი.
– გამარჯობა, – უპასუხა ბიჭმა. ისინი ერთად ცეკვავდნენ, – რა გქვი-
ათ?
128
– ჩემს სახელს მნიშვნელობა არ აქვს, – უპასუხა ქალმა.
– რა კარგი ცხენი გყავთ. როგორი დიდია! არ ვიცოდი, თუ ამხელა
ცხენები არსებობდნენ.
– ეს ცხენი იმდენად თვინიერია, რომ შეუძლია ზურგზე ადამიანთა შო-
რის უდიადესიც კი შეისვას და ისეთი ძლიერია, ადამიანთა შორის ყვე-
ლაზე პატარასაც კი ზიდავს.
– მე დამსვამთ? – ჰკითხა ვინიმ.
– მოვა დრო და დაგსვამ, – უთხრა ქალმა. მისი აბლაბუდის კაბა
მკრთალად აციმციმდა, – ერთ მშვენიერ დღეს. ყველას მოუწევს.
– მპირდებით?
– გპირდები.
ამის თქმა იყო და, ცეკვაც დასრულდა. ვინიმ ქალბატონს თავი მდაბ-
ლად დაუკრა. ახლაღა იგრძნო, რომ საშინლად დაღლილიყო, ძალა
სრულიად გამოსცლოდა, ძლივს სუნთქავდა, ყველა კუნთი დასჭიმვოდა
და საშინლად სტკიოდა, თითქოს რამდენიმე საათი გადაბმულად ეცეკ-
ვოს.
სადღაც საათმა თორმეტს ჩამოჰკრა. ნეტა რამდენ ხანს ცეკვავდნენ?
თორმეტი საათი? ოცდაოთხი? ან იქნებ წუთის მეასედი?
ვინიმ გაიზმორა და იქაურობას თვალი მოავლო. მკვდრები გამქრა-
ლიყვნენ, აღარც ნაცრისფერი ქალბატონი ჩანდა. მოედანზე მხოლოდ
ცოცხლები ირეოდნენ და ისინიც წასვლას აპირებდნენ. ისეთი ნამძინარე-
ვი და გაოცებული სახეები ჰქონდათ, თითქოს ღრმა ძილიდან ახლახანს
გამოერკვნენ და ჯერ ბოლომდე არ გაუღვიძიათო. ქალაქის მოედანი,
როგორც ქორწილის შემდეგ იცის ხოლმე, პაწაწინა თეთრ ყვავილებს
დაეფარა.
ვინის მეორე დღის ნაშუადღევს არავისიების საფლავში გაეღვიძა. ისე-
თი გრძნობა ჰქონდა, რომ დიდ საიდუმლოს ეზიარა, მის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ბიჭს უნდოდა ამის შესახებ ვინმესთან ესაუბ-
რა, ამიტომ მისის არავისიამ გაიღვიძა თუ არა, მაშინვე წამოიწყო საუბა-
რი ამ ამბავზე:
– რა საოცარი ღამე იყო!
– რომელი ღამე?
129
– ყველანი ვცეკვავდით, – ჰყვებოდა ვინი, – ყველანი. ძველი ქალაქის
მოედანზე.
– რაო? – გაიოცა მისის არავისიამ, – ვცეკვავდიო? რამდენჯერ გაგაფ-
რთხილეს, სასაფლაოდან არ უნდა გახვიდეო.
ვინის კარგად მოეხსენებოდა, რომ გაბრაზებულ მისის არავისიასთან
საუბარი უაზრობა იყო, ამიტომ საფლავიდან გაძვრა და თავი ბინდით
მოცულ სასაფლაოზე ამოყო. გორაკის წვეროსკენ მიმავალ აღმართს
დაადგა. გეზი შავი ობელისკისკენ ეჭირა. ჯოსაია ვორტინგტონის საფ-
ლავთან მიწის რელიეფი ბუნებრივ ამფითეატრს ქმნიდა. მშვენივრად
ჩანდა ჩირაღდნებით განათებული ძველი ქალაქი.
ჯოსაია ვორტინგტონი იქვე იდგა.
– ცეკვა ხომ თქვენ დაიწყეთ? ქალაქის მერი გამოიწვიეთ და მასთან
ერთად ცეკვავდით.
ჯოსაია ვორტინგტონმა უსიტყვოდ შეხედა, თქმით არაფერი უთქვამს.
– აღიარეთ, ხომ ცეკვავდით? – გაუმეორა ვინიმ.
– ცოცხლები და მკვდრები ერთად ვერ იქნებიან, ბიჭუნი, – უპასუხა ჯო-
საია ვორტინგტონმა, – ჩვენ მათ სამყაროში შეღწევა არ შეგვიძლია, მათ
კი ჩვენს სამყაროში შემოჭრა ეკრძალებათ. ასეთი რამ მხოლოდ მაკაბ-
რეის, სიკვდილის ცეკვის დროს ხდება. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება,
მით უმეტეს, ცოცხლებთან.
– გასაგებია, მაგრამ მე ხომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.
– ჯერ არა, ჩემო ბიჭუნი. სანამ ცოცხალი ხარ – არა.
ვინიმ ახლაღა გააცნობიერა, რომ ცოცხლების მხარეს ცეკვავდა და
არა იმათთან ერთად, ვინც სასაფლაოდან მოედანზე დაეშვა.
– მართალია... – თქვა ბიჭმა და გორაკიდან ისეთი სიჩქარით დაეშვა,
თავი ძლივს შეიკავა, რომ დიგბი პულის საფლავს არ დასჯახებოდა
(1785-1860, მეც ვიყავი შენსავით და შენც იქნები ჩემსავით). ვინი ძველი
სამლოცველოსკენ საილასის სანახავად გარბოდა, ეშინოდა, ვაითუ, ვე-
ღარ მივუსწროო.
ვინი ძელსკამზე ჩამოჯდა.
გვერდით, სიცარიელეში რაღაც ამოძრავდა და საილასის ხმა გაისმა.
– საღამო მშვიდობის, ვინი.
130
– წუხელ შენც იქ იყავი, – უთხრა ბიჭმა მეურვეს, – ტყუილად ნუ ეცდები
უარყო. ხომ იყავი?
– ჰო, ვიყავი, – დაეთანხმა საილასი.
– იმ ქალთან ვიცეკვე, თეთრცხენიან ქალბატონთან.
– მართლა?
– შენი თვალით არ ნახე?! ვიცი, რომ მიყურებდი, როგორ ვცეკვავდით
ყველანი ერთად. ცოცხლები და მკვდრები! რატომ არავის გინდათ ამაზე
ლაპარაკი?
– იმიტომ, რომ ზოგი რამ საიდუმლოა. არსებობს ისეთი რამეები, რა-
ზეც ადამიანები არ ლაპარაკობენ ან უბრალოდ, არ ახსოვთ.
– გასაგებია, მაგრამ შენ რომ ლაპარაკობ ახლა? ჩვენ ხომ მაკაბრეის
ცეკვაზე ვლაპარაკობთ.
– მე არ მიცეკვია.
– სამაგიეროდ, უყურებდი.
– არ ვიცი, რას ვუყურებდი.
– იმ ქალბატონთან ვცეკვავდი, საილას! – წამოიყვირა ვინიმ.
ამ სიტყვების გაგონებაზე საილასს სახეზე სასოწარკვეთა გამოეხატა.
ვინის იმ პატარა ბავშვივით შეეშინდა, რომელმაც მძინარე ავაზა გამოაღ-
ვიძა.
– დავამთავროთ ეს საუბარი, – წარმოთქვა საილასმა.
ვინის კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა. თავში ათასი შეკითხვა უტ-
რიალებდა, ზოგი ჭკვიანური, ზოგიც ბრიყვული, მაგრამ მისი ყურადღება
სხვა რამემ მიიქცია – რაღაცამ ოდნავ, ძლივსგასაგონად გაიშრიალა და
სახეზე ცივად და ბუმბულივით მსუბუქად შეეხო.
ვინის ცეკვა და მასთან დაკავშირებული ფიქრები მაშინვე გადაავიწ-
ყდა. შიში აღტაცებამ შეცვალა, სიხარულისგან გული უთრთოდა. ასეთი
რამ მის ცხოვრებაში მესამედ ხდებოდა.
– შეხედე, საილას, თოვლი! – წამოიძახა ბიჭმა. მისი გული და გონება
აღფრთოვანებას შეეპყრო, – ნამდვილი თოვლი, საილას!

131
ინტერმედია - თავყრილობა

სასტუმროს ჰოლში გაკრული პატარა განცხადება იუწყებოდა, რომ იმ


საღამოს ვაშინგტონის დარბაზი კერძო პირების თავყრილობას მასპინ-
ძლობდა. შეხვედრის მიზანზე არაფერი იყო ნათქვამი. სიმართლე თუ
გინდათ, ის კერძო პირები კიდევაც რომ გენახათ, მაინც ვერ მიხვდებო-
დით, რა ხდებოდა იმ საღამოს ვაშინგტონის დარბაზში. თვალის ერთი
გადავლებით მხოლოდ იმას შეამჩნევდით, რომ მათ შორის ქალის ჭაჭა-
ნება არ იყო. მაგიდებს კაცები შემოსხდომოდნენ და სადილის შემდეგ
დესერტს მიირთმევდნენ – დაახლოებით ასამდე ფხიზელი, შავ კოსტიუმ-
ში გამოწყობილი მამაკაცი, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო,
ერთნაირი ტანსაცმლის გარდა. ზოგს შავი, ზოგს წითური, ზოგს ქერა და
ზოგს ჭაღარა თმა ჰქონდა, ზოგი საერთოდ მელოტი იყო.
როგორ სახეებს არ ნახავდით აქ: კეთილგანწყობილსა და შეუვალს,
ღიმილიანსა და მოღუშულს, გულღიასა და გულჩათხრობილს, ბრაზიან-
სა და მგრძნობიარეს. უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ, აქა-იქ ფე-
რადკანიანები და შავკანიანებიც ერივნენ: ევროპელები, აფრიკელები,
ინდოელები, ჩინელები, სამხრეთამერიკელები, ფილიპინელები, ამერი-
კელები. ერთმანეთსაც ინგლისურად მიმართავდნენ და ოფიციანტებსაც.
ყველა მათგანი თავისებური აქცენტით მეტყველებდა. ეს ადამიანები ევ-
როპისა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ.
შავკოსტიუმიანი კაცები მაგიდასთან ისხდნენ. ერთი ზორბა, მხიარული
კაცი, რომელსაც ისეთი კოსტიუმი ეცვა, გეგონებოდათ, შეხვედრაზე პირ-
დაპირ ქორწილიდან მივიდაო, შემაღლებულ ადგილზე იდგა და კეთი-
ლი საქმეების სიას კითხულობდა – როგორ გაუშვეს ღარიბი უბნების ბავ-
შვები დასასვენებლად ეგზოტიკურ ადგილებში, როგორ იყიდეს ავტობუ-
სი, რათა ხალხს ტურისტული ადგილების დათვალიერების საშუალება
ჰქონოდა.
კაცი, სახელად ჯეკი, გამოწკეპილი, შევერცხლილთმიანი ბატონის
გვერდით წინა ცენტრალურ მაგიდასთან იჯდა და ყავას ელოდებოდა.

132
– როგორ გარბის დრო, – თქვა შევერცხლილთმიანმა კაცმა, – ვბერ-
დებით.
კაცმა, სახელად ჯეკმა, უპასუხა:
– ახლა ვფიქრობდი სწორედ... ის ამბავი, სან-ფრანცისკოში რომ მოხ-
და... ოთხი წლის წინ...
– მართალია, ის საქმე ჩავარდა, მაგრამ შენს შემთხვევასთან არავი-
თარი კავშირი არ აქვს, ტყუილად ნუ მაბოლებ. შენ შენი საქმე გააფუჭე,
ჯეკ. რაც გასაკეთებელი იყო, ბოლომდე ვერ გააკეთე. ეს იმ ბავშვსაც
ეხება, უფრო სწორად, მას განსაკუთრებით ეხება. სიტყვა "თითქმის" მხო-
ლოდ ხელყუმბარებისა და კეგლის თამაშის დროს ამართლებს.
თეთრპიჯაკიანი ოფიციანტი მაგიდასთან მივიდა და სტუმრებს ყავა და-
უსხა. ერთი მათგანი დაბალი ტანის გახლდათ და ისეთი წვრილი ულვაში
ჰქონდა, ფანქრით მიხატული გეგონებოდათ. მეორე მაღალი და ქერათ-
მიანი იყო, კინოვარსკვლავის ან მოდელის გარეგნობით. მესამე, შავ-
გვრემან კაცს, უზარმაზარი თავი და ბრაზიანი ბუღა ხარის გამოხედვა
ჰქონდა. სამივე ისე იქცეოდა, თითქოს ჯეკისა და შევერცხლილთმიანი
კაცის საუბარი არ ესმოდათ, წამყვანს ყურადღებით უსმენდნენ და დრო-
დადრო ტაშსაც კი უკრავდნენ. ჭაღარამ ყავის ფინჯანში რამდენიმე თავ-
მობმული კოვზი შაქარი ჩაიყარა, კოვზს გამალებით ურევდა და თან ჯეკს
ელაპარაკებოდა:
– ათი წელი! დრო და ზღვის მიქცევ-მოქცევა არ იცდის. ბავშვი მალე
სრულწლოვანი გახდება. მერე რა ვქნათ?
– ჯერ კიდევ მაქვს დრო, მისტერ დენდი, – დაიწყო კაცმა, სახელად
ჯეკმა, მაგრამ ჭაღარამ მისკენ თითი გაიშვირა და ლაპარაკი შეაწყვეტი-
ნა.
– დრო ამდენ ხანს მართლაც გქონდა, მაგრამ ვადა იწურება. დამთავ-
რდა, ყელში ამომივიდა, მეტს აღარ გელოლიავები. ყველანი დავიღა-
ლეთ, ყველა ჯეკი, რომელსაც აქ ხედავ. გირჩევნია, საქმეს ტვინი დაატა-
ნო.
– რაღაც კვალს მივაგენი.
ჭაღარამ ყავა მოხვრიპა.
– მართლა?
133
– მართლა და ასე მგონია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ
უსიამოვნებასთან, რომელიც სან-ფრანცისკოში შეგვემთხვა.
– ეს ამბავი მდივანს უთხარი? – მისტერ დენდიმ მიუთითა კაცზე, რო-
მელიც სცენაზე იდგა და ლაპარაკობდა, თუ რამდენი სამედიცინო აპარა-
ტი შეიტანეს შარშან საავადმყოფოებში ქველმოქმედების სახით ("თირ-
კმლის აპარატები, არა ერთი, არა ორი, არამედ სამი!" – გაიძახოდა კა-
ცი. დარბაზში მყოფი სტუმრები თავაზიანად უკრავდნენ ტაშს საკუთარ
ქველმოქმედებას).
კაცმა, სახელად ჯეკმა, დასტურის ნიშნად თავი დააქნია.
– როგორ არა, გაკვრით ვუთხარი.
– მერე?
– მე მხოლოდ შედეგი მაინტერესებს, დაწყებული საქმე დაამთავრეო.
– ყველას ეგ გვინდა, შემოგევლე, – თქვა ჭაღარამ, – ბიჭი დღემდე
ცოცხალია. დრო კი არ ითმენს.
გვერდით მსხდომი კაცები, ვითომ რომ არ უსმენდნენ, თანხმობის ნიშ-
ნად ოხვრასა და თავის კანტურს მოჰყვნენ.
– მოკლედ, კიდევ გიმეორებ, – თქვა მისტერ დენდიმ გულგრილი ტო-
ნით, – წამზომი ჩაირთო.

134
– ჩემი აზრით, დროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოხვდი სასაფლაოზე.

135
თავი მეექვსე - არავინ არავისია სკოლაში

სასაფლაოზე წვიმდა. იქაურობა მღვრიე, ტალახიან გუბეებში ირეკლე-


ბოდა. ვინი ცოცხლებსა და მკვდრებს გამოჰქცეოდა და თაღის ქვეშ, რო-
მელიც ეგვიპტურ ხეივანსა და მის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხარეზე
გადაბარდნილ სიმწვანეს დანარჩენი სასაფლაოსგან ყოფდა, მარტოდ-
მარტო იჯდა და წიგნს კითხულობდა.
– ჯანდაბა! – გაისმა ქვემოდან, – ერთი დაგიჭირო, სიკვდილს მოგა-
ნატრებ! თვალებს ამოგთხრი!
ვინიმ ამოიოხრა, წიგნი დაბლა დაუშვა და წინ გადაიხარა. სველ ბი-
ლიკზე თეკერეი ფორინჯერი (1720-1734, ზემოთ ხსენებული ჯენტლმენის
ვაჟი) მორბოდა. თეკერეი კარგა მოსული ბიჭი იყო. თოთხმეტი წლის
ასაკში გარდაიცვალა. ერთხელ, როდესაც ცოცხალი იყო, ადგილობრივ
სამღებროში შეგირდად მიიღეს, ხელში სპილენძის რვა ცალი ერთპე-
ნიანი მისცეს და დაავალეს ყველა მაღაზია შემოერბინა და მანამ არ
დაბრუნებულიყო, სანამ არ იშოვიდა ნახევარ გალონ თეთრ-წითელ ზო-
ლებიან საღებავს, რომლითაც დალაქის აბრა უნდა შეეღებათ.
შუა იანვარი იდგა. თეკერეი ხუთი საათის განმავლობაში დარბოდა
ატალახებულ ქუჩებში, მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდა და ზოლიან სა-
ღებავს ეძებდა. ყველა მაღაზიაში დასცინოდნენ და სხვაგან უშვებდნენ.
როდესაც მიხვდა, რომ აპამპულავებდნენ, ისე გაბრაზდა, ტვინში სისხლი
ჩაექცა და ერთ კვირაში მოკვდა. ბრაზობდა ყველაზე, შეგირდებით დაწ-
ყებული და მისი ოსტატით, მისტერ ჰორობინით დამთავრებული, რო-
მელსაც თავისი შეგირდობის დროს არანაკლებ მწარედ დასცინოდნენ
და ამიტომაც ვერ ხვდებოდა, რა მოხდა.
როდესაც თეკერეი ფორინჯერი სიბრაზისგან გარდაიცვალა, ხელში
ჩაბღუჯული დარჩა წიგნი, "რობინზონ კრუზო", რომლის გარდა, თუ არ
ჩავთვლით ვერცხლის გაღუნულ ექვსპენიანსა და ტანსაცმელს, რომე-
ლიც ზედ ეცვა, არაფერი გააჩნდა. დედამისს თხოვნა შეუსრულეს და წიგ-
ნთან ერთად დაასაფლავეს. სიკვდილს თეკერეის ხასიათზე დადებითად
არ უმოქმედია. ახლაც ისე ყვიროდა, როგორც ოდესღაც:

136
– ვიცი, სადღაც აქ ხარ! გამოეთრიე და დამიდექი, თუ ბიჭი ხარ, შე
ქურდო!
ვინიმ წიგნი დახურა.
– მე ქურდი არ ვარ, თეკერეი. წიგნი დროებით ავიღე. გპირდები, წა-
ვიკითხავ და დაგიბრუნებ.
თეკერეიმ ზემოთ აიხედა და ოსირისის ქანდაკების გვერდით მოკალა-
თებული ბიჭი დაინახა.
– ხომ გითხარი, ხელი არ ახლო-მეთქი!
ვინიმ ამოიოხრა.
– რა მექნა? აქ წიგნი სანთლით საძებარია. თან ძალიან საინტერესო
ადგილზე ვარ. "...მან ქვიშაზე სხვისი ფეხის ნაკვალევი დაინახა..." ეს
იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე კიდევ არის ვიღაც!
– ეს ჩემი წიგნია, – ჯიუტად გაიმეორა თეკერეი ფორინჯერმა, – მოიტა
აქ!
ვინის უნდოდა შეჰკამათებოდა ან უბრალოდ, დაერწმუნებინა, მაგრამ
თეკერეის სახეზე ისეთი წყენა შენიშნა, გადაწყვიტა, დაეთმო. ბიჭი თაღის
ერთი მხრიდან ჩამოსრიალდა, ჩამოხტა და თეკერეის წიგნი გაუწოდა.
– აი, აიღე.
თეკერეიმ ბიჭს წიგნი ხელიდან გამოსტაცა და ბრაზიანი მზერა მიაპ-
ყრო.
– შემიძლია მე თვითონ წაგიკითხო, – შესთავაზა ვინიმ, – არ გინდა?
– წადი, თავი მოიკალი, – ჩაიბუზღუნა თეკერეიმ და ვინის ყურის ძირში
ერთი გვარიანად მოსდო, მაგრამ ხელი თვითონაც არანაკლებ ეტკინა.
თეკერეი დაღმართს დაუყვა. ვინიმ თვალი გააყოლა. ყური და თვა-
ლები ეწვოდა. ბიჭი წვიმაში გავიდა და სველ ბილიკს დაადგა. უეცრად
ფეხი დაუცურდა, წაიქცა და მუხლი გადაიყვლიფა, შარვალიც გაეხა.
კედლის გასწვრივ ტირიფის ხეები იდგა. ვინი კინაღამ მის ეფემია
ჰორსფოლსა და ტომ სენდსს დაეჯახა. ისინი ამ მიდამოებში ხშირად სე-
ირნობდნენ. ტომი იმდენად დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა, რომ მისი
საფლავის ქვა მზესა და ქარ-წვიმას გამოეფიტა და ლამის დაეშალა. იგი
ცხოვრობდა და დაიღუპა ფრანგებთან ასწლიანი ომის დროს, მის ეფემია
კი (1861-1883, მას ჩაეძინა, ახლა სძინავს ანგელოზებთან) ვიქტო-
137
რიანულ ეპოქაში გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როდესაც სასაფლაო
გაფართოვდა და შემდეგი ორმოცდაათი წელი სარფიან კომერციულ და-
წესებულებას წარმოადგენდა. მის ეფემიას მთლიანად ეკუთვნოდა ერთი
დიდი აკლდამა, რომლის შავი კარი პირდაპირ ტირიფების ხეივანში გა-
დიოდა. წყვილს საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ სიცოცხლეში
სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნოდნენ.
– ნუ ჩქარობთ, ყმაწვილო, – უთხრა ტომმა ბიჭს, – ასე შეიძლება რამე
იტკინოთ.
– უკვე გიტკენია და ეგ არის, – უთხრა მის ეფემიამ, – საწყალი ბავშვი.
დედაშენისგან უეჭველად მოგხვდება. ჩვენს დროში ასეთი შარვლის და-
კემსვა იოლი საქმე არ გახლავთ.
– მაპატიეთ, – თქვა ვინიმ.
– შენი მეურვე გეძებდა, – დაამატა ტომმა.
ვინიმ ნაცრისფერ ცას ახედა.
– ჯერ რომ არ დაღამებულა?
– ჰო, მაგრამ დღეს სისხამზე ადგა, – თქვა ტომმა.
ვინიმ ეს სიტყვა იცოდა. ადრიანად ადგაო, ესე იგი.
– მითხრა, თუ სადმე გადაეყრებით, გადაეცით, რომ მისი ნახვა მინ-
დაო.
ვინიმ თავი დაუქნია.
– თხილი შემოსულა, ლითლჯონის საფლავის გვერდით რომ ბუჩქია,
უამრავი ასხია, – მიაძახა ტომმა და გაუღიმა, თითქოს უნდოდა შთაბეჭ-
დილება ცოტათი შეერბილებინა.
– გმადლობ, – თქვა ვინიმ და იმ წვიმაში დაკლაკნილ ბილიკზე თავ-
ქუდმოგლეჯილი დაეშვა. ძველ სამლოცველომდე ისე მიაღწია, ერთი არ
ამოუსუნთქავს.
სამლოცველოს კარი ღია იყო. საილასი, რომელიც ვერც წვიმასა და
ვერც დღის სინათლეს იტანდა, შიგნით, ჩრდილში იდგა და ვინის ელო-
და.
– მეძებდი? – ჰკითხა ვინიმ.
– ჰო. შარვალი გაგეხა?

138
– მივრბოდი და... – უპასუხა ვინიმ, – თეკერეი ფორინჯერთან ჩხუბი
მომივიდა. "რობინზონ კრუზოს" წაკითხვა მინდოდა. ერთი კაცი იყო,
ზღვაში წავიდა, ზღვა ხომ იცი, უზარმაზარი გუბე რომ არის. გემი დაიღუ-
პა და კაცი კუნძულზე აღმოჩნდა. კუნძული ხმელეთის ნაწილია შუა ზღვა-
ში, ჰოდა...
საილასმა გააწყვეტინა:
– ვინი, თერთმეტი წელია, რაც ჩვენთან ხარ. ზუსტად თერთმეტი წელი
გავიდა მას შემდეგ, რაც...
– მართალია... – უპასუხა ვინიმ.
საილასი თავის აღსაზრდელს ზემოდან დააცქერდა. ვინი გამხდარი
ბიჭი იყო, თაგვისფერი თმა ასაკთან ერთად ცოტათი გაუმუქდა. ძველი
სამლოცველოს შიგნით ყველა ჩრდილივით ჩანდა.
– ჩემი აზრით, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოხვდი სასაფ-
ლაოზე.
ვინიმ ღრმად ამოიოხრა.
– თუ არ გინდა, ნუ მეტყვი, – მიუგდო ცალყბად, მაგრამ გულს ბაგაბუ-
გი გაუდიოდა.
ამის შემდეგ ორივე გაჩუმდა. მხოლოდ წვიმის ტკაპატკუპი და საწვიმა-
რი ღარიდან წყლის ნაკადის ხმა ისმოდა. სიჩუმის ატანა შეუძლებელი
გახდა. ვინის მოეჩვენა, რომ მეტად ვეღარ გაუძლებდა.
ბოლოს საილასმა ხმა ამოიღო.
– შენ ჩვენგან განსხვავდები. შენ ცოცხალი ხარ, ცოცხალი ადამიანი,
რომელიც ჩვენ შევიფარეთ, უფრო სწორად, მათ შეგიფარეს, მე კი შენს
მეურვეობაზე დავთანხმდი.
ვინის ხმა არ ამოუღია.
საილასმა საუბარი განაგრძო. ჩვეული ხავერდოვანი ტემბრით ლაპა-
რაკობდა.
– შენ მშობლები და უფროსი და გყავდა. ისინი დახოცეს. დარწმუნებუ-
ლი ვარ, შენც მოგკლავდნენ, შემთხვევით გადარჩი, არავისიებიც დაგეხ-
მარნენ.

139
– შენც, შენც დამეხმარე, – თქვა ვინიმ. მან ეს ამბავი წლების განმავ-
ლობაში სულ სხვადასხვა ადამიანის მონაყოლიდან იცოდა. ზოგ მათგანს
ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, თავისი თვალით ენახა.
სასაფლაოზე ეს დიდი მოვლენა გახლდათ.
– ვფიქრობ, კაცი, რომელმაც შენი ოჯახის წევრები დახოცა, დღემდე
შენც მოსაკლავად დაგეძებს.
ვინიმ მხრები აიჩეჩა.
– და რა მერე? მომკლავს და ის იქნება. ყველა ჩემი ნაცნობ-
მეგობარი მკვდარი არ არის?!
– რა თქმა უნდა, – ყოყმანით თქვა საილასმა, – ყველა შენს მეგობარს
სიკვდილთან ანგარიში გასწორებული აქვს, მაგრამ შენ – არა. შენ ცოც-
ხალი ხარ, ვინი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შესაძლებლობები უსაზ-
ღვროა. რასაც გინდა, იმას გააკეთებ, რასაც გინდა, იმას შექმნი, რაზეც
გინდა, იმაზე იოცნებებ. თუ მოინდომებ, მსოფლიოს შეცვლი. აი, ეს არის
შესაძლებლობები. სიკვდილთან ერთად ყველაფერი მთავრდება. რაც
მოასწარი – მოასწარი, რაც იოცნებე – იოცნებე. დამთავრდა. ქვაზე
ამოკვეთილი სახელი არის ერთადერთი, რაც სიკვდილის შემდეგ რჩება.
დაგასაფლავებენ, სიარულსაც შეძლებ, მაგრამ შესაძლებლობები მორ-
ჩა, ამოწურულია.
ვინი დაფიქრდა. ერთი მხრივ, საილასი მართალი იყო, მაგრამ გამო-
ნაკლისიც ხომ არსებობს. მაგალითად, მის მშობლებს ხომ სიკვდილის
შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა ბავშვი ეშვილებინათ. არა, ცოცხლები და
მკვდრები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს ვინის მშვენივრად
მოეხსენებოდა, თუმცა ცოცხლებზე მეტად მკვდრები მოსწონდა.
– შენს თავზე რას იტყვი? – ჰკითხა ვინიმ საილასს.
– ჩემს თავზე რა უნდა ვთქვა?
– შენ ხომ ცოცხალი არ ხარ, მაგრამ შეგიძლია ყველგან მიხვიდე და
რაც გინდა, ის აკეთო.
– მე რაც ვარ, ეს ვარ. არც მეტი, არც ნაკლები. როგორც შენ ამბობ,
მე ცოცხალი არ ვარ, მაგრამ თუ ბოლო მომეღება, უბრალოდ, აღარ
ვიქნები და მორჩა. მე და ჩემნაირები ან ვართ ან არა. თუ ხვდები, რას
ვამბობ.
140
– მთლად კარგად ვერ მივხვდი.
საილასმა ამოიოხრა. წვიმამ გადაიღო და შავი ღრუბლებისგან ჩამობ-
ნელებულ ცაზე ნამდვილი ბინდი ჩამოწვა.
– ვინი, – თქვა საილასმა, – ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რომლე-
ბიც მაფიქრებინებს, რომ შენი დაცვა აუცილებელია.
– კაცი, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრები დახოცა... დარწმუნებული
ხარ, რომ მართლა მეძებს?
ამ ბოლო ხანს ბიჭი ამ საკითხზე ხშირად ფიქრობდა და უკვე იცოდა,
რა უნდოდა.
– ჰო, გეძებს.
– მაშინ... – ვინიმ დაუჯერებელი წინადადება წამოაყენა, – მაშინ მე
მინდა სკოლაში ვისწავლო.
საილასი ამ განცხადებას გულგრილად შეხვდა. საერთოდ, მეორედ
მოსვლაც რომ ყოფილიყო, წარბსაც არ შეიხრიდა, მაგრამ ახლა შუბლი
შეიჭმუხნა და ორადორი სიტყვა წარმოთქვა:
– რა თქვი?
– სასაფლაომ ბევრი რამ მასწავლა, – თქვა ვინიმ, – გაქრობაც შემიძ-
ლია და დევნაც, ვამპირების კარიბჭეც გამივლია და ვარსკვლავების
პლეადებსაც ვიცნობ, მაგრამ სასაფლაოს გარეთ მთელი სამყაროა თა-
ვისი ზღვებით, კუნძულებითა და დაღუპული გემების ნამტვრევებით. იქ
ღორებიც არიან...ანუ, ისეთი რამეები, რაც არასოდეს მინახავს. აქაურმა
მასწავლებლებმა ბევრი რამ მასწავლეს, მაგრამ მე უფრო მეტის შეცნო-
ბა მჭირდება. ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს იმ სამყაროში ცხოვ-
რება და თავის გატანა მომიხდეს?
ბიჭის სიტყვებს საილასზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
– ამის გაფიქრებაც არ მინდა. აქ უფრო უსაფრთხოდ იქნები. სასაფ-
ლაოს გარეთ ვერ დაგიცავთ, იმ სამყაროში ყველაფერია მოსალოდნე-
ლი.
– ვიცი, ვიცი... იქ მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – დაეთან-
ხმა ბიჭი და ცოტა ხნით გაჩუმდა, – ვიღაცამ დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი
და დახოცა.
– ზუსტად მაგ ვიღაცის გამო არ მინდა გაგიშვა.
141
– იმ კაცის გამო?
– ჰო.
– მაშინ გამოდის, არასწორად მსჯელობ.
საილასმა ცალი წარბი აზიდა:
– არასწორად ვმსჯელობ?
– მისმინე, გარე სამყაროში საქმე ის კი არ არის, მე ვინ დამიცავს მის-
გან...
– აბა?
– ...მას ვინ დაიცავს ჩემგან.
გარეთ ქარი ხის ტოტებს ფანჯრებს ახლიდა, თითქოს ვიღაც აკაკუნებ-
და და სამლოცველოში შესვლას ითხოვდა. საილასმა სამართებელივით
ალესილი ფრჩხილით სახელოდან არარსებული მტვერი მოიშორა.
– სკოლა უნდა მოვძებნოთ.
ვინის ვერავინ ამჩნევდა, უფრო სწორად, თავიდან ვერ ამჩნევდნენ.
შუა მერხზე იჯდა და თუ რამეს ჰკითხავდნენ, მხოლოდ მაშინ პასუხობდა,
ისიც მოკლედ და უღიმღამოდ. როგორც ჩანს, ბიჭს გონებიდან და მეხ-
სიერებიდან გაქრობაც კარგად ეხერხებოდა.
– როგორ ფიქრობთ, იმ ბიჭის ოჯახი რელიგიურია? – ჰკითხა მისტერ
კირბიმ კოლეგას, თან თხზულებებს ასწორებდა.
– ვის გულისხმობთ? – შეკითხვა დაუბრუნა მისის მაკკინონმა.
– არავისიას, მერვე "ბ"-დან, – თქვა მისტერ კირბიმ.
– მაღალი და ჭორფლიანი ბიჭი რომ არის?
– არა, საშუალო სიმაღლის.
მისის მაკკონმა მხრები აიჩეჩა.
– რატომ მეკითხებით?
– ყველაფერს იწერს, – თქვა მისტერ კირბიმ, – ლამაზი კალიგრაფია
აქვს, კი არ წერს, ქარგავს.
– რადგან ქარგავს, ესე იგი, მორწმუნეა?
– ასე მითხრა, სახლში კომპიუტერი არ გვაქვსო.
– და რა მერე?
– არც ტელეფონი აქვს.

142
– მაინც ვერ ვხვდები, რელიგიურობა რა შუაშია, – თქვა მისის მაკკი-
ნორმა და საქსოვს მიუბრუნდა. მას შემდეგ, რაც სამასწავლებლოში სი-
გარეტის მოწევა აკრძალეს, ქალი ყაისნაღით დაინტერესდა და ახლა
ბავშვისთვის გადასაფარებელს ქსოვდა, თუმცა რომელი ბავშვისთვის,
წარმოდგენა არ ჰქონდა.
მისტერ კირბიმ მხრები აიჩეჩა.
– ნიჭიერი ბიჭია, თუმცა გაგიკვირდება, ისეთი რაღაცები არ იცის... ის-
ტორიის გაკვეთილებზე ისეთ წვრილმანებს უკირკიტებს, სახელმძღვანე-
ლოში სულ რომ არ წერია.
– როგორი რაღაცები?
როგორც კი მისტერ კირბიმ ვინის თხზულება გაასწორა და გვერდზე
გადადო, მთელი ეს საუბარი იმწამსვე უმნიშვნელო და უინტერესო ეჩვე-
ნა.
– რა ვიცი, რაღაცები, – თქვა მან და ეს ამბავი მაშინვე მიავიწყდა.
ზუსტად ასე ავიწყდებოდათ ვინის სახელის შეტანა ჟურნალსა და მო-
ნაცემთა ბაზებშიც.
ბიჭი ჩვეულებრივი მოსწავლე გახლდათ – თვითონაც ადვილად ავიწ-
ყდებოდა ყველაფერი და გარშემომყოფებიც ადვილად ივიწყებდნენ მას.
ვინი მთელ თავისუფალ დროს ინგლისური ენის კლასში ატარებდა,
რადგან იქ, თაროებზე ძველი გამოცემები ეგულებოდა. ასევე ხშირად
სტუმრობდა წიგნებით გამოტენილ სკოლის ბობლიოთეკას, სადაც ძველ
სავარძელში ჩაეფლობოდა ხოლმე და წიგნებს ზოგიერთ ჭამის მოყვა-
რულ ბავშვზე არანაკლები ენთუზიაზმით, ერთიმეორის მიყოლებით
ნთქავდა.
ვინი სკოლის ამხანაგებსაც ავიწყდებოდათ. თუ სადმე თვალს მოჰ-
კრავდნენ, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ. თუ იქვე, მათ გვერდით არ
იყო, მასზე არავინ ფიქრობდა. თვალი თვალს რომ მოშორდებაო, რო-
გორც იტყვიან... მერვე "ბ" კლასში ნებისმიერისთვის რომ გეთხოვათ,
თვალები დახუჭე და ოცდახუთი თანაკლასელი ჩამომითვალეო, არავი-
სიას გვარი არც ერთს არ გაახსენდებოდა. ბიჭი კი არა, ნამდვილი აჩ-
რდილი იყო.
ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ვინი კლასში არ იმყოფებოდა.
143
ნიკ ფარტინგი თორმეტი წლის იყო, მაგრამ თექვსმეტი წლისას ჰგავ-
და და ხანდახან ამით სარგებლობდა კიდეც. ზორბა ბიჭი იყო, სახეზე მუ-
დამ დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. ცოტა არ იყოს, ბრიყვი, მაგრამ
გაქნილი ვინმე ბრძანდებოდა, მაღაზიებში მოხერხებულად იპარავდა
რაღაცებს და ხანდახან ხულიგნობდა კიდეც. უმცროს ბავშვებს თავის
ჭკუაზე ატარებდა და ყველას აზრი ფეხებზე ეკიდა. მიუხედავად ამისა,
ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელსაც მორინ ქვილინგი ერქვა, მეტსახე-
ლად მო. გოგონას ფერმკრთალი სახე, ქერა თმა და ცისფერი, წყალწყა-
ლა თვალები ჰქონდა. თავის წვეტიან, ცნობისმოყვარე ცხვირს არამკით-
ხესავით ყველას საქმეში ყოფდა. ნიკი სულ მაღაზიებში დასუნსულებდა
და რაღაცას იპარავდა, სულ ვიღაცებს აშინებდა და სცემდა, მაგრამ რა
უნდა მოეპარა ან ვის დამუქრებოდა, მო კარნახობდა ხოლმე. გოგონას
სიტყვებით რომ ვთქვათ, ისა და ნიკი მართლაც იდეალური ბანდა იყო.
ერთხელაც მეგობრები ბიბლიოთეკაში, კუთხეში ისხდნენ და პირველ-
კლასელებისთვის წართმეულ ჯიბის ფულს იყოფდნენ. გარდა ამისა, ერ-
თი რვა თუ ცხრა მეხუთეკლასელი დააშინეს და ისინიც ყოველ კვირაში
თავიანთ ჯიბის ფულს აძლევდნენ.
– სინგჰი არ ჩანს, – თქვა მომ, – მერე ნახე და დააყაჭინე.
– აბა, რა! – უპასუხა ნიკმა, – სად წავა.
– რა თქვა, რა ვითრიეო, CD?
ნიკმა თავი დაუქნია.
– შეგეშალა-თქო, გაუიასნე, – მო ცდილობდა, სატელევიზიო შოუში
ნანახი ძველი ბიჭის პერსონაჟისთვის მიებაძა.
– იასნია, – უთხრა ნიკმა, – ბანდა არ ვართ?!
– ბეტმენი და რობინი, – დაასკვნა მომ.
– უფრო დოქტორი ჯეკილი და ჰაიდი, – თქვა ბიჭმა, რომელიც იქვე
ფანჯარასთან შეუმჩნევლად მიმჯდარიყო და კითხულობდა, ცოტა ხანში
კი წამოდგა და ბიბლიოთეკიდან გავიდა.
პოლ სინგჰი გასახდელში, ფანჯრის რაფაზე იჯდა, ხელები ჯიბეებში
ჩაეყო და მძიმე ფიქრებს მისცემოდა. მერე ცალი ხელი ჯიბიდან
ამოიღო, ხელისგულზე დახვავებულ მონეტებს დახედა, თავი გადააქნია
და ხელი ისევ მომუჭა.
144
– მოს და ნიკს უნდა მისცე? – ჰკითხა ბიჭმა. პოლი მოულოდნელობის-
გან შეხტა, ხურდა ფული ხელიდან გაუცვივდა და იატაკზე მიმოიფანტა.
ბიჭი სინგჰს მონეტების აკრეფაში დაეხმარა. აშკარად მასზე უფროსი
იყო. თითქოს სადღაც ენახა კიდეც, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული
არ იყო.
– მათთან ერთად ხარ? – ჰკითხა უცნობს.
ბიჭმა თავი გააქნია.
– არა. საძაგლები არიან, – ბიჭი შეყოყმანდა, – აქ შენთვის რჩევის
მოსაცემად მოვედი.
– ჰოო?
– მაგათ ფულს ნუ აძლევ.
– კარგი ერთი! თქმა ადვილია.
– რატომ, მე რომ არ მემუქრებიან, იმიტომ?
ბიჭმა პოლს თვალი გაუსწორა. პოლს შერცხვა და გვერდზე გაიხედა.
– ვიცი, ცემითა და დაშინებით გაიძულეს მაღაზიიდან დისკი მოგეპარა,
ახლა კი გემუქრებიან, რომ ფულს თუ არ მისცემ, დაგასმენენ. როგორ
გიმტკიცებენ, ფოტო გადაგიღეს?
პოლმა თავი დაუქნია.
– უარი უთხარი, – უთხრა ბიჭმა, – ფული არ მისცე.
– მომკლავენ. ასე მითხრეს...
– უთხარი, რომ პოლიცია და სკოლის ადმინისტრაცია გაცილებით მეტ
ყურადღებას დაუთმობს ორ მოსწავლეს, რომლებიც უმცროსკლასელებს
ქურდობას აიძულებენ და ჯიბის ფულს ართმევენ, ვიდრე ვიღაც ბავშვს,
რომელსაც აიძულეს ერთი საცოდავი დისკი მოეპარა. ისიც უთხარი, თუ
ამიერიდან ერთხელ მაინც შეგეხებიან, პოლიციაში დარეკავ, გარდა ამი-
სა, წერილს დაწერ და თმიდან ერთი, ერთადერთი ღერიც რომ ჩამოგი-
ვარდეს ან ვინმემ თვალი დაგილურჯოს, შენი მეგობრები იმ ნაწერს მა-
შინვე სკოლის ადმინისტრაციასა და პოლიციას გადასცემენ.
– არა, არ შემიძლია, – თქვა პოლმა.
– არ შეგიძლია და სანამ ამ სკოლაში იქნები, ჯიბის ფულსა და სიმშვი-
დეს დაემშვიდობე.
პოლი დაფიქრდა.
145
– პირდაპირ პოლიციაში ხომ არ წავიდე?
– წადი, თუ გინდა.
– ჯერ იმას მოვსინჯავ, რასაც შენ მეუბნები, – თქვა პოლმა და ბოლო
სამი კვირის განმავლობაში პირველად გაიღიმა.
მოკლედ, პოლ სინგჰმა ნიკ ფარტინგს აუხსნა, რატომ და რა მიზეზით
აღარ აპირებდა, მისთვის თავისი ჯიბის ფული მიეცა და თავისი გზით წა-
ვიდა, ნიკი კი მდუმარედ იდგა და მუშტებს კუმშავდა.
მეორე დღეს ნიკ ფარტინგს სათამაშო მოედანზე კიდევ ხუთმა უმ-
ცროსკლასელმა მიაკითხა და პოლიციის მუქარით წინა თვეში წარ-
თმეული ფულის დაბრუნება მოსთხოვა. ნიკ ფარტინგი განადგურებული
იყო.
მომ უთხრა:
– ყველაფერი იმ ბიჭის ბრალია. ეს ამბავი მისი წამოწყებულია. ის
რომ არა... ესენი თავისით ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდნენ. რო-
გორც კი იმას ჭკუას ვასწავლით, ესენიც ჩაწყნარდებიან.
– ეგ რომელია? – იკითხა ნიკმა.
– აი, სულ რომ ბიბლიოთეკაში ზის და კითხულობს. ბინ არავისია.
ნიკმა თავი დაუქნია. შემდეგ ისევ გაიმეორა:
– რომელია?
– გაჩვენებ, – უპასუხა მომ.
ვინი თავისთვის, ჩრდილში ცხოვრობდა, ყურადღებას არავინ აქცევდა.
როდესაც მიჩვეული ხარ, რომ ვერავინ გამჩნევს, შენკენ მომართულ თი-
თოეულ მზერას გრძნობ, მაშინვე ხვდები, რომ ვიღაცას აინტერესებ; მით
უმეტეს, თუ ზოგადად შენი არსებობა დიდი ხნით არავის ახსოვს, მერე კი
ისე ხდება, რომ შენკენ თითებს იშვერენ და ყველგან კუდში დაგდევენ...
რა თქმა უნდა, ძალაუნებურად დაფიქრდები.
ისინი ბიჭს სკოლიდან აედევნენ და ქუჩაში უკან მიჰყვებოდნენ. აი, სა-
გაზეთო ჯიხურს გვერდი ჩაუარეს და სარკინიგზო ხიდი გადაჭრეს. ვინი
ნელი ნაბიჯით მიდიოდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ის მუტრუკი
და ქერა, გრძელსახიანი გოგო უკან მოჰყვებოდნენ. ბიჭმა გზის ბოლოს
შეუხვია ეკლესიის ეზოში, რომლის უკან პატარა სასაფლაო იყო. ვინი

146
როდერიკ ფერსონისა და მისი ცოლების, ანაბელასა და ფორტუნიას
საფლავთან იცდიდა (სძინავთ, რათა კვლავ გაიღვიძონ).
– შენ ის არ ხარ... დაიცა, – გაისმა გოგოს ხმა, – ბინ არავისია? დიდ
შარში ხარ, ბინ არავისია.
– სინამდვილეში ვინი მქვია, – უპასუხა ვინიმ და მომსვლელებს თვა-
ლი გაუსწორა, – "ვ" და არა "ბ". თქვენ დოქტორი ჯეკილი და ჰაიდი,
არა?!
– შენ ურჩიე პირველკლასელებს, ფული არ გადაიხადოთო? – ჰკითხა
გოგონამ.
– ჰოდა, ამისთვის კარგ გაკვეთილს მიიღებ, – თქვა ნიკ ფარტინგმა და
სახეზე ბოროტი ღიმილი გაუკრთა.
– მიყვარს გაკვეთილები, – უპასუხა ვინიმ, – აი, შენც რომ გყვარებო-
და, უმცროსკლასელებისთვის ჯიბის ფულის წართმევა არ დაგჭირდებო-
და.
ნიკს სახე მოექუფრა.
– შენ უკვე მკვდარი ხარ, არავისია.
ვინიმ თავი გაიქნია და ნიკს საფლავებზე მიუთითა.
– მე არა, მაგრამ ესენი ნამდვილად მკვდრები არიან.
– ვინ ესენი? – იკითხა მომ.
– ისინი, ვინც აქ მარხია, – უპასუხა ვინიმ, – კაცმა რომ თქვას, აქ იმი-
სათვის მოგიყვანეთ, რომ ამოირჩიოთ...
– აქ შენ არ მოგიყვანივართ, – უთხრა ნიკმა.
– აბა, თქვენ თვითონ მოხვედით? ეს მე მინდოდა, რომ აქ მოსულიყა-
ვით. აქეთ წამოვედი, თქვენ კი უკან გამომყევით. აბა, რა გამოდის?!
მომ იქაურობას შეშინებული მზერა მოავლო.
– აქ ვინმეს იმედით მოგვიყვანე? – ჰკითხა მან ვინის.
– მე მგონი, ვერ ხვდებით, რა ხდება. თქვენი საქმიანობა უნდა შეწყვი-
ტოთ და ადამიანებს პატივისცემით მოეპყრათ. ნუ ექცევით სხვებს მავნებ-
ლურად.
მოს სახეზე ზიზღნარევი ღიმილი აუთამაშდა.
– თუ ღმერთი გწამს, – მიმართა ნიკს, – ერთი კარგად უთაქე ამას.

147
– მე თქვენ შანსი მოგეცით, – თქვა ვინიმ და აორთქლდა. ნიკის მოქ-
ნეული მუშტი საფლავის ქვას მოხვდა.
– სად გაქრა? – იკითხა მომ.
ნიკი ილანძღებოდა და ხელს ისრესდა. საგონებელში ჩავარდნილმა
გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა და ჩრდილებით დაფენილი სასაფლაო
შეათვალიერა.
– ახლა აქ არ იყო? შენც ხომ დაინახე, რომ აქ იყო?
ნიკი წარმოსახვის უნარით დიდად არასოდეს გამოირჩეოდა და ახლა
– მით უმეტეს. ფიქრის თავი საერთოდ არ ჰქონდა.
– შეიძლება, უბრალოდ, გაიქცა, – თქვა მან.
– არა, არ გაქცეულა, – თქვა მომ, – უბრალოდ, აორთქლდა.
მო წარმოსახვას არ უჩიოდა. ყველა იდეის ავტორი თავად იყო. ახ-
ლაც ეკლესიის პირქუშ ეზოში ახალშეღამებულზე დაფენილ ჩრდილებს
აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ კეფაზე თმა წამოეშალა.
– აქ რაღაც ისე ვერ არის, – თქვა მომ, – აჯობებს, თუ აქედან მოვუს-
ვამთ, – ბოლო სიტყვებს რომ ამბობდა, შიშისგან ხმა ჩაეხრინწა.
– ის ბიჭი უნდა ვიპოვო და ჭკუა ვასწავლო, – თქვა ნიკ ფარტინგმა.
მოს მუცელმა გვრემა დაუწყო. ეჩვენებოდა, რომ მის ირგვლივ ჩრდი-
ლები მოძრაობდნენ.
– ნიკ! – დაიჩურჩულა მომ, – მეშინია!
შიში ოხერია. შეიძლება შენ არ გეშინოდეს, მაგრამ ხანდახან ერთი
სიტყვაც კი საკმარისია, რომ სხვისგან გადაგედოს. მოს შიშმა ნიკიც და-
ზაფრა. ბიჭს ხმა არ ამოუღია, უეცრად ადგილს მოსწყდა და გაიქცა. გო-
გონა მეგობარს დაედევნა. ორივენი უკანმოუხედავად მირბოდნენ იმ სამ-
ყაროსკენ, რომელშიც ყველაფერი ნაცნობი და მშობლიური იყო. ერთი-
მეორის მიყოლებით ინთებოდნენ ლამპიონები. თალხი ჩრდილები კი-
დევ უფრო ავბედითად ჩანდნენ შავად ჩამოწოლილ ღამეში. ვინ იცის,
რა იმალებოდა მათ გამოუცნობ, ბნელ ხვეულებში.
ბავშვებმა ნიკის სახლამდე მიირბინეს, შიგნით შეცვივდნენ და ყველგან
სინათლეები აანთეს. მომ დედამისს დაურეკა და ცრემლნარევი ხმით
სთხოვდა, მანქანით წამიყვანეო. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი

148
იქიდან ორი ფეხის ნაბიჯზე იყო, მო მარტო ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ
ბედავდა.
ვინი უყურებდა, როგორ ფართხაფურთხით გარბოდა ეს ორი და კმა-
ყოფილებას გრძნობდა.
– მშვენიერი იყო, – წარმოთქვა ვიღაცის ხმამ უკნიდან. ეს იყო მაღა-
ლი, თეთრებში გამოწყობილი ქალი, – გაქრობა კარგად გამოგივიდა,
შეშინება – უკეთესად.
– გმადლობ. ცოცხალი ადამიანის დაშინება ადრე არასოდეს მიცდია,
თუმცა თეორიულად კი ვიცოდი, რა უნდა მექნა... მგონი, ცუდი არ იყო.
– მშვენივრად გამოგივიდა, – თქვა მან მხიარულად, – მე ამაბელა
ფერსონი მქვია.
– ვინი, არავინ არავისია.
– შენ ხარ ის ცოცხალი ბიჭი? გორაკზე რომ სასაფლაოა, იქიდან ხარ,
ხომ? არ მჯერა.
– ისა... – ვინი არ მოელოდა, რომ მისი არსებობის შესახებ სასაფლა-
ოს გარეთაც იცოდნენ.
ამაბელამ საფლავის ქვაზე დააკაკუნა:
– როდი! ფორტუნია! გამოდით, ნახეთ, აქ ვინ არის!
ახლა უკვე სამნი იყვნენ. ამაბელამ მათ ვინი გააცნო. ისინი ერთმანეთს
მიესალმნენ და ხელი ჩამოართვეს.
– კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, – უთხრა ვინიმ. ბიჭს თავის დროზე
უამრავი ზრდილობიანი მიმართვა ასწავლეს, ზოგი მათგანი ცხრაასი
წლის წინათაც კი გამოიყენებოდა. ასე რომ, ასეთი რამეები არ ეშლებო-
და.
– მისტერ არავისიამ ცოტა ხნის წინ აქ ბავშვები შეაშინა, ეჭვიც არ მე-
პარება, რომ მათ ეს დაიმსახურეს, – უხსნიდა ამაბელა.
– ყოჩაღ! – შეაქო როდერიკ ფერსონმა, – ალბათ დააშავეს რამე.
– ბავშვებს ჯიბის ფულს ართმევდნენ, ბევრი სხვა რამეც იყო.
– დაშინება მშვენიერი დასაწყისია, – შენიშნა ფორტუნიამ, როდერიკ
ფერსონის მეორე ცოლმა, რომელიც პირველზე ბევრად უფროსი და
კარგა გვარიანად ჩაპუტკუნებული ქალი იყო, – მაგრამ თუ შედეგი არ გა-
მოიღო, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
149
– მაგაზე ნამდვილად არ მიფიქრია, – დაიწყო ვინიმ, მაგრამ ამაბე-
ლამ შეაწყვეტინა:
– მე დასიზმრებას გირჩევდი. ხომ იცი, ადამიანს როგორ უნდა დაესიზ-
მრო?
– მთლად არ ვიცი, – უპასუხა ვინიმ, – მისტერ პენივორტი მასწავლი-
და, მაგრამ მე თვითონ არასოდეს მიცდია. ზოგი რამ მხოლოდ
თეორიულად ვიცი...
– დასიზმრება მშვენიერია, მაგრამ დამიჯერეთ, მოლანდება უფრო
გაჭრის. ეს ერთადერთი ენაა, რომელიც ეგეთ ადამიანებს ესმით.
– ოჰ! – ამოიოხრა ამაბელამ, – მოლანდება? ფორტუნია, ძვირფასო,
ხომ არ ფიქრობ, რომ … ...
– რა თქმა უნდა, ვფიქრობ... შენგან განსხვავებით. ჩვენ ორში რომე-
ლიმემ ხომ მაინც უნდა იფიქროს?
– შინ მაგვიანდება, – აჩქარდა ვინი, – მომიკითხავენ და რომ არ ვიქ-
ნები, ინერვიულებენ.
– რა თქმა უნდა, გაიქეცი, – ერთხმად შესძახეს ფერსონებმა და ბიჭს
დაემშვიდობენენ:
– გვიხარია, რომ გაგიცანით!
– სასიამოვნო საღამოს გისურვებ, ყმაწვილო!
ამაბელამ და ფორტუნიამ ერთმანეთს მტრულად გადახედეს, როდე-
რიკ ფერსონმა კი უთხრა:
– ნება მომეცი, გკითხო, შენი მეურვე როგორ არის?
– საილასი? მშვენივრად.
– ჩემგან მოკითხვა გადაეცი. ისეთ პატარა სასაფლაოზე, როგორიც
ჩვენია, არა მგონია, ღირსების მცველთა ორდენის რომელიმე წარმო-
მადგენელი ვიხილოთ, მაგრამ მათი არსებობა სიხარულს გვანიჭებს.
– ღამე მშვიდობის, – ვინი როდერიკს გამოემშვიდობა. მართალია, მი-
სი სიტყვების შინაარსს ვერ ჩასწვდა, მაგრამ გადაწყვიტა, ამაზე მოგ-
ვიანებით დაფიქრებულიყო.
– მოკითხვას აუცილებლად გადავცემ, – ვინიმ სასკოლო წიგნებით გა-
ტენილი ჩანთა ხელში აიღო და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა. ცდი-

150
ლობდა, თავი ჩრდილქვეშ შეეფარებინა და გარშემომყოფთათვის უჩინა-
რი დარჩენილიყო.
მართალია, ვინი ცოცხლების სკოლაში დადიოდა, მაგრამ მკვდრების-
განაც ბევრ რამეს სწავლობდა. დღისით სკოლაში მიდიოდა, ღამეებს კი
სწავლაში ატარებდა. ხანდახან, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძელი
ღამეები ჩამოწვებოდა, ვეღარ ძლებდა, მასწავლებლებს ბოდიშს უხდიდა
და დაღლილ-დაქანცული საწოლამდე მიბობღებას ძლივს ასწრებდა, მა-
შინვე იძინებდა; თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა. უმეტეს შემთხვე-
ვაში ბიჭი დამჯერი შეგირდი იყო და მისტერ პენივორტს სასაყვედუროც
არაფერი ჰქონდა. ვინი გულმოდგინედ სწავლობდა და მასწავლებლებს
შეკითხვებს უსვამდა. იმ საღამოს დევნაზე ისაუბრეს. ბიჭს უნდოდა ყველა
წვრილმანი სცოდნოდა და მისტერ პენივორტს იმდენი შეკითხვა დაუსვა,
ეს უკანასკნელი, ცოტა არ იყოს, გაბრაზდა კიდეც, რადგან თვითონ ამ
საკითხზე ასე ღრმად არასოდეს უფიქრია.
– როგორ შევქმნა ჰაერში ცივი დინება? დაშინება კარგად გამომდის,
მაგრამ ახლა ტერორის შესწავლა მინდა და როგორ მოვახერხო?
მისტერ პენივორტმა ჯერ ხმაურიანად ჩაახველა, მერე ამოიოხრა და
ახსნას შეუდგა. ცდა არ დაუკლია. მეცადინეობა დილის ოთხ საათამდე
გაგრძელდა.
მეორე დღეს ვინი სკოლაში ძლივს წალასლასდა. პირველი ისტორი-
ის გაკვეთილი ჰქონდათ – საგანი, რომელიც ვინის ყველაზე მეტად მოს-
წონდა, თუმცა ზოგჯერ თავის შეკავება უჭირდა, რომ მასწავლებელს არ
შეჰკამათებოდა ისეთ მოვლენაზე, რომლის შესახებ მან თვითმხილვე-
ლებისგან იცოდა. იმ დილით ვინი ძილს ებრძოდა. როგორც შეეძლო,
ყურადღებას იკრებდა, რომ გაკვეთილი მოესმინა, თან ფიქრობდა
ჩარლზ პირველზე, თავის მშობლებზე – მისტერ და მისის არავისიებზე,
ღვიძლ დედ-მამაზე, რომლებიც არ ახსოვდა. ამ დროს ვიღაცამ კარზე
დააკაკუნა. მისტერ კირბიმ და მოსწავლეებმა კარისკენ გაიხედეს (ეს იყო
პირველკლასელი, რომელიც რაღაც სახელმძღვანელოსთვის გამოგზავ-
ნეს). ამ დროს ვინიმ ხელში ტკივილი იგრძნო, მაგრამ არ დაუყვირია, უბ-
რალოდ, ზემოთ აიხედა.

151
ნიკ ფარტინგი თავზე ადგა და ზემოდან დამცინავი ღიმილით დაჰყუ-
რებდა, ხელში წვერწათლილი ფანქარი ეჭირა.
– მე შენი არ მეშინია, – დაიჩურჩულა ნიკმა.
ვინიმ ხელზე დაიხედა. იმ ადგილზე, სადაც ფანქარი ჩაარჭვეს, სის-
ხლის წვეთმა გამოჟონა.
იმ დღეს ვინის დერეფანში მო ქვილინგი შეხვდა. თვალები ისე ფარ-
თოდ დაეჭყიტა, ლამის ბუდიდან გადმოსცვენოდა.
– რა უცნაური ვინმე ხარ. მეგობრები საერთოდ არ გყავს.
– მე სკოლაში მეგობრების გამო არ დავდივარ, – გულახდილად უპა-
სუხა ვინიმ, – არამედ იმისთვის, რომ ვისწავლო.
მომ ცხვირი აიბზუა.
– მერე ეგ უცნაური არ არის? – ჰკითხა ბიჭს, – სკოლაში არავინ და-
დის იმისათვის, რომ ისწავლოს. იმიტომ დადიან, რომ სავალდებულოა.
ვინიმ მხრები აიჩეჩა.
– არც შენი მეშინია და არც შენი გუშინდელი ფოკუსის, – თქვა გოგო-
ნამ, – ჩემი შეშინება არც ისე იოლია.
– გასაგებია, – უპასუხა ვინიმ და დერეფანს გაუყვა.
მიდიოდა და ფიქრობდა, შევცდი თუ არა, სკოლის ამბებში რომ ჩავე-
რიეო. აშკარა იყო, არასწორი ნაბიჯი გადადგა. ნიკი და მო უკვე მის შე-
სახებ ლაპარაკობდნენ. პირველკლასელები მისკენ ხელს იშვერდნენ.
ვინი თავს უხერხულად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ საილასმა გა-
აფრთხილა, ჩუმად ყოფილიყო და სკოლაში თავი არავისთვის დაემახ-
სოვრებინა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
იმ საღამოს თავის მეურვეს შეხვდა და ყველაფერი პირწმინდად გად-
მოულაგა. საილასის ასეთ რეაქციას არ ელოდა.
– სხვას რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი... ასეთი წარმოუდ-
გენელი სიბრიყვის ჩადენა შეგეძლო. რამდენჯერ გაგაფრთხილე, ჩრდი-
ლივით უჩინარი უნდა გახდე-მეთქი. შენ კი ადექი და მთელი სკოლის წინ
გამოჭენდი?!
– შენ როგორ მოიქცეოდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავი?
– ისე არა, როგორც შენ მოიქეცი. ძველი დრო აღარ არის. შეიძლება
ძებნა დაგიწყონ და გიპოვიან კიდეც.
152
საილასი იმ ქვის ნატეხს ჰგავდა, რომლის შიგნით გამდნარი ლავა ბო-
ბოქრობს. ვინი კარგად იცნობდა თავის მეურვეს და ხვდებოდა, რა ხდე-
ბოდა გარეგნული სიმშვიდის მიღმა. საილასი ცდილობდა, თავი მოეთო-
კა და მრისხანება დაეოკებინა.
ვინიმ ნერწყვი გადაყლაპა.
– რა უნდა ვქნა? – იკითხა უბრალოდ.
– სკოლაში ვეღარ ივლი, – უპასუხა საილასმა, – ექსპერიმენტი წარუ-
მატებელი აღმოჩნდა. შევთანხმდეთ, რომ შევცდით.
ვინის ხმა არ ამოუღია.
– მხოლოდ სწავლა არ არის საქმე, – თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ, –
სხვა რამეც არის. იცი, რა კარგია, როდესაც ზიხარ ოთახში, სადაც ამდე-
ნი ცოცხალი ადამიანი სუნთქავს?
– მსგავსი სიამოვნება ჩემთვის უცნობია, – თქვა საილასმა, – მოკლედ,
ხვალიდან სკოლაში აღარ ივლი.
– არ მინდა სკოლიდან გავიქცე. არ მინდა ნიკის ან მოს გამო იქაურო-
ბა დავტოვო. მირჩევნია აქედან წავიდე.
– როგორც გეტყვი, ისე მოიქცევი, – თქვა საილასმა. მრისხანებანარე-
ვი, ხავერდოვანი ხმა სიბნელეში დაეკიდა.
– თუ არადა, რა? – დაიყვირა ვინიმ. ლოყები წითლად უხურდა, – რას
მიზამ? მომკლავ?
ბიჭმა მეურვეს ზურგი აქცია და დაღმართზე, ჭიშკრისკენ მიმავალ გზა-
ზე დაეშვა.
საილასი ამაოდ უხმობდა თავის აღსაზრდელს. ბოლოს გაჩუმდა და
სიბნელეში მარტო დარჩა.
მისი სახე, რომელზეც ჩვეულებრივ ვერაფერს ამოიკითხავდით, ახლა
საუკუნეების წინ მივიწყებულ ენაზე უცნობი ანბანით დაწერილ წიგნს მო-
გაგონებდათ. საილასმა სიბნელე მოსასხამივით შემოიხვია და ერთ ად-
გილზე გაქვავდა. იდგა და გასქცეროდა გზას, საიდანაც ბიჭი თვალს
მიეფარა.
ნიკ ფარტინგს თავის საწოლში ეძინა და მზის სხივებით განათებული
ზღვა ესიზმრებოდა. თვითონ მეკობრეთა გემის კაპიტანი იყო და თავს
ბედნიერად გრძნობდა. მეხუთეკლასელი იუნგა ბიჭების მთელი რაზმი
153
ემორჩილებოდა. იქვე მიმოდიოდნენ მასზე ერთი-ორი წლით უფროსი
გოგონები, რომლებსაც საოცრად შვენოდათ მეკობრის ტანსაცმელი.
უეცრად ყველაფერი აირია. ერთ წამში ნიკი აბობოქრებულ ზღვაში, გემ-
ბანზე მარტოდმარტო აღმოჩნდა. მისკენ მოქროდა ნავთობის უზარმაზა-
რი ტანკერი, რომელსაც შავი ფერის, დაფლეთილი აფრები ჰქონდა, კი-
ჩოზე კი თავის ქალა ეხატა.
შემდეგ, როგორც სიზმარში ხდება ხოლმე, ნიკი იმ ტანკერის შავ გემ-
ბანზე იდგა და ვიღაც ზემოდან დასცქეროდა.
– შენ ხომ ჩემი არ გეშინია, – უთხრა კაცმა.
ნიკმა ზემოთ აიხედა და სიზმარში იგრძნო, რომ შეეშინდა. კაცს
მკვდრის სახე ჰქონდა, მეკობრის ტანსაცმელი ემოსა და ხელში სააბორ-
დაჟე დაშნის ვადა ჩაებღუჯა.
– შენი თავი მეკობრე გგონია, ნიკ? – ჰკითხა მომხვდურმა. უეცრად
ნიკს მისი სახე ეცნო.
– შენ ის ბიჭი არ ხარ? ბინ არავისია.
– მე... – დაიწყო მომხვდურმა, – არავინ ვარ. შენ კი უნდა შეიცვალო.
შენი ცხოვრების ეს ფურცელი უნდა გადაშალო. სხვანაირი უნდა გახდე.
თუ არადა, ცუდი დღე დაგადგება.
– რანაირად?
– ნახავ, – თქვა მეკობრეთა მეფემ, რომელიც უცებ მის თანაკლასე-
ლად გადაიქცა და მოქმედება გემბანიდან სკოლის დერეფანში გადავი-
და, თუმცა ქარიშხალი აქაც მძვინვარებდა. დერეფანში იატაკი იზნიქებო-
და და გემბანივით აქეთ-იქით ირწეოდა.
– ეს სიზმარია, – თქვა ნიკმა.
– რა თქმა უნდა, სიზმარია, – დაეთანხმა სხვა ბიჭი, – ამის ცხადში გა-
კეთება რომ შემეძლოს, ურჩხული ვიქნებოდი.
– ან სიზმარში რისი გაკეთება შეგიძლია? – ჰკითხა ნიკმა და გაიღიმა,
– მე შენი არ მეშინია. ხელში ფანქარი რომ ჩაგარჭვე, კვალი ახლაც გაჩ-
ნია, – მან ვინის ხელზე შერჩენილ შავი გრაფიტის კვალზე ანიშნა.
– იმედი მქონდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, – თქვა სხვა ბიჭმა და
თავი გვერდზე გადახარა, თითქოს რაღაცას აყურადებსო, – ისინი მშივ-
რები არიან, – თქვა მან.
154
– ვინ ისინი? – ჰკითხა ნიკმა.
– ისინი, სარდაფში... თუ ტრიუმში. გააჩნია, სად ვართ, სკოლაში თუ
გემზე...
ნიკი პანიკამ მოიცვა:
– ობობები ხომ არ არის? ჰა?...
– შესაძლოა, ობობებიც იყოს, – უპასუხა სხვა ბიჭმა, – სულ მალე შენი
თვალით ნახავ.
ნიკმა თავი გააქნია.
– არა, – თქვა მან, – გთხოვ, არ გინდა.
– კარგი, – თქვა სხვა ბიჭმა, – ეს შენზეა დამოკიდებული. ან შეიცვლე-
ბი, ან სარდაფში ჩასეირნება მოგიწევს.
ხმაური გაძლიერდა. ქვემოდან ისეთი აურზაური ისმოდა, ეტყობოდა,
ვიღაცებს დიდი ორომტრიალი, ბრაგაბრუგი და ზედახორა გაემართათ.
ნიკ ფარტინგს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, მაგრამ სრულიად
დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი საშინელება არც აქამდე ენახა და
ვერც ამის შემდეგ ნახავდა...
ნიკი საკუთარმა ყვირილმა გამოაღვიძა.
ვინი ნიკ ფარტინგის სახლის წინ, ტროტუარზე იდგა. სახეზე ღამის სქე-
ლი, ნოტიო ნისლი ეკვროდა. სიზმარმა ძალა სრულებით გამოაცალა,
თუმცა ნიკის სასოწარკვეთილი ყვირილის გაგონებაზე დაღლილობას-
თან ერთად კმაყოფილებაც იგრძნო. სიზმარში მათ გარდა არავინ იყო,
შიშის გამოწვევა მხოლოდ ხმაურს შეეძლო, მაგრამ ვინი მაინც კმაყოფი-
ლი დარჩა – როცა მისი კლასელი უმცროსკლასელების დაჩაგვრას
დააპირებდა, ჯერ კარგად დაფიქრდებოდა.
ვინიმ არ იცოდა, სად წასულიყო ამის შემდეგ. ხელები ჯიბეში ჩაიწყო
და გზას დაადგა. ზუსტად არ იცოდა, სად მიდიოდა. სასაფლაოდან წამო-
ვიდა და აღარც სკოლაში მიესვლებოდა. სადმე ისეთ ადგილას უნდა წა-
სულიყო, სადაც არავინ იცნობდა, ბიბლიოთეკა მოეძებნა, წიგნები ეკით-
ხა და ადამიანების სუნთქვისთვის ყური მიეგდო. ვინის აინტერესებდა,
იყო თუ არა დარჩენილი მსოფლიოში ისეთი უკაცრიელი კუნძული, რომ-
ლის მახლობლად თავის დროზე რობინზონ კრუზოს გემი დაიღუპა. დი-
დი სიამოვნებით იცხოვრებდა ერთ-ერთ ასეთ კუნძულზე.
155
ვინის ზემოთ არ აუხედავს, თორემ შეამჩნევდა, როგორ მალულად
უთვალთვალებდა წყვილი ცისფერი, წყალწყალა თვალი საძინებლის
ფანჯრიდან.
ბიჭმა ხეივანში შეაბიჯა. ჩრდილში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ-
და.
– გარბიხარ, ესე იგი, – მოისმა გოგონას ხმა.
ვინის არაფერი უთქვამს.
– სწორედ ეს არის განსხვავება მკვდრებსა და ცოცხლებს შორის,
არა?! – ბიჭმა ლიზა ჰემპსტოკის ხმა იცნო, თუმცა თვითონ გოგონას ვერ
ხედავდა.
– მკვდრები იმედს არასოდეს გიცრუებენ. მათ იცხოვრეს ისე, როგორც
იცხოვრეს. ჩვენ არ ვიცვლებით. ცოცხლები კი სხვა საქმეა. გაიცნობ მა-
მაც და კეთილშობილ ბიჭს, მაგრამ რად გინდა, გაიზრდება და სადღაც
გაიქცევა.
– ეს უსამართლობაა, – თქვა ვინიმ.
– ის არავინ არავისია, რომელსაც მე ვიცნობდი, არასოდეს გაიქ-
ცეოდა სასაფლაოდან ისე, რომ არ დამშვიდობებოდა მათ, ვინც შეიფა-
რა და გაზარდა. მისის არავისიაზე არ გიფიქრია? რა დღეში ჩავარდება.
ვინის ამაზე არ უფიქრია.
– საილასს ვეჩხუბე, – უთხრა მან გოგონას.
– და რა მერე?
– ჩემი სასაფლაოზე დაბრუნება უნდოდა. სკოლაში აღარ მიშვებდა.
საშიშიაო, ამბობდა.
– რატომ? შენი ნიჭისა და ჩემი ჯადოქრობის წყალობით ისედაც ვერა-
ვინ შეგამჩნევს.
– რაღაც შარში გავეხვიე. იქ ორი ბავშვი იყო, უმცროსკლასელებს
ჩაგრავდნენ. ჰოდა, ჩავერიე, მინდოდა შემეჩერებინა. ზედმეტი ყურადღე-
ბა მივიქციე.
ლიზა არ ჩანდა. ვინის გვერდით, ხეივანში მხოლოდ ნისლის კონტუ-
რებს თუ გაარჩევდით.
– ის სადღაც აქ არის და მოსაკლავად გეძებს, – თქვა მან, – აი, ის,
ვინც შენი ოჯახი დახოცა. ჩვენ, სასაფლაოს მკვიდრთ, გვინდა იცოცხლო.
156
შეგიძლია გაგვაჯავრო, იმედი გაგვიცრუო, მოგვხიბლო, გაგვაოცო – რაც
გინდა, ის ქენი, ოღონდ დაბრუნდი. შინ წავიდეთ, ვინი.
– იცი, რა... საილასთან კამათი მომივიდა. ალბათ ჩემზე ბრაზობს.
– თუ ადამიანს არ ენაღვლები, შენგან არაფერი ეწყინება, – თქვა გო-
გონამ.
ვინის შემოდგომის სველ ფოთლებზე ფეხი უცურდებოდა. ირგვლივ
ყველაფერი, ლამის მთელი სამყარო დაძენძილ, უსწორმასწოროკი-
დეებიან ნისლში გახვეულიყო. ვინის თავგზა აებნა, ისევ გაუჩნდა ეჭვები,
არადა, ორი წუთის წინ თითქოს ყველაფერი დალაგებული ჰქონდა.
– ერთ ადამიანს სიზმარში მოვევლინე.
– მერე?
– რა მერე? ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– მისტერ პენივორტს უნდა უთხრა. გაუხარდება.
– მართალია, – თქვა ვინიმ, – კარგი იქნება.
ბიჭმა ხეივნის ბოლოს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივ,
ქალაქისკენ წასვლას აპირებდა, მარცხნივ, ჰაი სთრითზე გაუხვია, საიდა-
ნაც გზა უკან, დანსთანისკენ გადიოდა და სასაფლაოს გორაკთან წყდე-
ბოდა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ლიზა ჰემპსტოკმა, – საით მიდიხარ?
– სახლში, – უპასუხა ვინიმ, – შენ თვითონ არ მითხარი, შინ დაბრუნ-
დიო?
ქუჩას მაღაზიის აბრები ანათებდა. ქვაფენილი სისველისგან ბზინავდა.
კუთხეში მდგარი ჩიფსების მაღაზიიდან დამწვარი ზეთის სუნი გამო-
დიოდა.
– ვინი! – დაიყვირა ლიზა ჰემპსტოკმა. მისგან მხოლოდ ხმა დარჩენი-
ლიყო, – გაიქეცი! ანდა გაქრი! რაღაც ხდება!
ვინის უნდოდა ეთქვა, არაფერიც არ ხდება და ნუ მაიმუნობო, რომ
ზუსტად იმწამს ქუჩაზე შემოუხვია დიდმა მანქანამ, რომლის სახურავზე
ციმციმა ანათებდა და პირდაპირ ვინის წინ დაამუხრუჭა.
მანქანიდან ორი კაცი გადმოვიდა.
– მაპატიე, ყმაწვილო, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, – ეს პოლიციაა.
შეიძლება გკითხოთ, ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?
157
– არ ვიცოდი, თუ კანონს ვარღვევდი, – უპასუხა ვინიმ.
უფრო მაღალმა მანქანის უკანა კარი გააღო.
– მის, ეს არის ის ახალგაზრდა, რომელზეც გვეუბნებოდით?
მო ქვილინგი მანქანიდან გადმოვიდა, ვინის შეხედა და გაიღიმა.
– ის არის. ჩვენი სახლის უკანა ეზოში ყველაფერი დაამტვრია და გა-
იქცა, – თქვა გოგონამ და ვინის თვალი თვალში გაუყარა.
– საძინებლიდან დაგინახე, – თქვა მან, – მგონი, ეს არის, ფანჯრებს
რომ ამტვრევს.
– რა გქვია? – ჰკითხა ვინის შედარებით დაბალმა, წითურულვაშიანმა
პოლიციელმა.
– არავინ, – უპასუხა ვინიმ.
წუთურულვაშიანმა პოლიციელმა ვინის ყურში ხელი ჩაავლო და მაგ-
რად აუწია.
– ნუ თავხედობ, – დაუყვირა პოლიციელმა, – შეკითხვებს წესიერად
უპასუხე!
ვინიმ არაფერი უპასუხა.
– სად ცხოვრობ? ზუსტი მისამართი გვითხარი, – ეკითხებოდა პოლი-
ციელი.
ვინი დუმდა. მთელი ძალით ცდილობდა, გამქრალიყო, მაგრამ უშედე-
გოდ. თუ ვინმე გიყურებს, ჯადოქრის დახმარებაც ვერ გიშველის – ვერ
გაქრები. ჯანიანი ხელების მარწუხებში მოქცეულ ვინის იქ მყოფები
თვალს არ აშორებდნენ.
– თქვენ არ შეგიძლიათ დამიჭიროთ იმის გამო, რომ სახელსა და მი-
სამართს არ ვამბობ.
– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წაგიყვანოთ პოლიციის
განყოფილებაში, სადაც მანამ დარჩები, სანამ არ დაასახელებ მშობლის,
მეურვის ან სხვა ზრდასრული პასუხისმგებელი პიროვნების სახელს, რო-
მელიც შენზე ზრუნავს. მხოლოდ ასეთ ადამიანს აქვს უფლება, წაგიყვა-
ნოს.
პოლიციელმა ვინი მანქანაში ჩასვა. გვერდით მო ქვილინგი მიუჯდა.
გოგონა ისე იღიმებოდა, თითქოს აგერ ახლა იადონი გადაეყლაპოს.
– ფანჯრიდან დაგინახე და პოლიცია გამოვიძახე, – უთხრა მან ვინის.
158
– არაფერი დამიშავებია, – უპასუხა ბიჭმა, – ეზოშიც კი არ შემოვსულ-
ვარ. ჩემ მოსაძებნად შენ რატომ წამოგიყვანეს?
– გაჩუმდი! – გაუბრაზდა ბიჭს მაღალი პოლიციელი.
მოს სახლამდე ხმა აღარავის ამოუღია. მაღალმა პოლიციელმა გო-
გონას მანქანის კარი გაუღო და ისიც გადმოვიდა.
– ხვალ დაგირეკავთ და თუ რამეს ვიპოვით, დედასა და მამას შევატ-
ყობინებთ, – თქვა მაღალმა პოლიციელმა.
– გმადლობ, ძია თემ, – გაუღიმა გოგონამ პოლიციელს, – მე ჩემს მო-
ვალეობას ვასრულებ.
მანქანამ ქალაქისკენ გაუხვია. ხმას არავინ იღებდა. ვინი, რაც ძალი
და ღონე ჰქონდა, ცდილობდა, გამქრალიყო, მაგრამ ამაოდ. საკუთარი
უსუსურობის განცდისგან ძალა გამოეცალა და გული ერეოდა. ერთ დღე-
ში საილასთან წაჩხუბებაც მოახერხა და შინიდანაც გაიქცა, თუმცა კოვზი
ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ ახლა დაბრუნებასაც ვერ ახერხებდა. პოლი-
ციელებს ვერც თავის ვინაობას ეუბნებოდა და ვერც საცხოვრებელ ად-
გილს. ახლა ალბათ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების საკანში ან
საბავშვო ციხეში გატარება მოუწევდა. მსგავსი დაწესებულებების შესახებ
ვინიმ საერთოდ არაფერი იცოდა.
– თუ შეიძლება მითხარით, საბავშვო ციხე არსებობს? – ჰკითხა მან წი-
ნა დასაჯდომზე მოკალათებულ პოლიციელს.
– აჰა, შეფიქრიანდი, არა? – გამხიარულდა თემი, მოს ბიძა, – შენს ად-
გილზე მეც დავფიქრდებოდი. რა ამბავში არიან ეს ბავშვები. სულ აიშვეს.
ზოგი მართლა ღირსია, რომ საკანში გამოკეტო.
ვინი პასუხმა ვერ დააკმაყოფილა და ფანჯარაში გაიხედა. უეცრად მან-
ქანის გვერდით თვალი მოჰკრა რაღაც დიდსა და მუქს, რომელიც ზემო-
დან დაეშვა და პირდაპირ მათკენ მოქროდა. ეს იყო ადამიანის ზომის
არსება, რომელიც ჰაერში ციმციმებდა და ღამურასავით აქეთ-იქით ფათ-
ქუნით ეხლებოდა.
– როგორც კი პოლიციის განყოფილებაში მივალთ, შენთვის აჯობებს,
თუ გვეტყვი, რა გქვია და ვის დავურეკოთ, რომ მოგაკითხოს და წაგიყვა-
ნოს. მანამდე ჭკუა უკვე ნასწავლი გექნება. გაიგე? თუ არ გაჯიუტდები,
ჩვენც ნაკლები სამუშაო გვექნება. შენთვის კარგი გვინდა.
159
– ძალიანაც ნუ გადაჰყვები, არაფერი უჭირს, თუ ერთ ღამეს პოლიცი-
ის სადგურში გაატარებს, – უთხრა მაღალმა პოლიციელმა თავის ამხა-
ნაგს. შემდეგ ვინის მიუბრუნდა, – ერთი რამ კი უნდა იცოდე: თუ
ხმაურიანი ღამე გამოდგა, შენი ლოთებთან ჩასმა მოგვიწევს. აი, ისინი
თავზე ხელს არ გადაგისვამენ.
ვინის თავში გაუელვა აზრმა, რომ პოლიციელები ტყუოდნენ, განზრახ
ლაპარაკობდნენ ასე, კარგ პოლიციელს და ცუდ პოლიციელს თამაშობ-
დნენ...
შემდეგ მანქანამ კუთხეში შეუხვია და უცებ – ბახ! – რაღაცას დაეჯახა.
გაისმა მუხრუჭების ხრჭიალი და მანქანა გაჩერდა. წითურმა პოლიციელ-
მა ოხვრას გინება ამოაყოლა.
– დაინახეთ? – დაიყვირა მან, – თვითონ შეუვარდა ბორბლებს!
– შეუვარდა კი არა, შენ დაეჯახე.
ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და იქაურობა ანთებული ფანრებით
გადაჩხრიკეს.
– არ ჩანს, შავი ტანსაცმელი ეცვა! – თქვა წითურმა პოლიციელმა.
– აი, იქ არის! – დაიყვირა მაღალმა პოლიციელმა. ისინი ფანრებით
ხელში გაიქცნენ იმ ადგილისკენ, სადაც მიწაზე ადამიანის სხეული ეგდო.
ვინი მანქანის სახელურს დაეჯაჯგურა, მაგრამ ვერ გააღო, წინა და უკანა
დასაჯდომი კი ლითონის ცხაურით იყო გადაკეტილი. კიდევაც რომ გამ-
ქრალიყო, პოლიციის მანქანიდან მაინც ვერ გამოვიდოდა.
ვინი კისერს იწვდენდა და ცდილობდა დაენახა, რა ხდებოდა გარეთ.
წითურმა პოლიციელმა ჩაიცუცქა და სხეულის დათვალიერებას შეუდგა.
მეორემ, უფრო მაღალმა, ფანარი მიანათა. ვინი მსხვერპლს დააკვირდა
და ფანჯარას მუშტები დაუშინა. მაღალი პოლიციელი მანქანასთან მივი-
და:
– რას აკეთებ? – ჰკითხა ბიჭს. მის ხმაში გაღიზიანება ისმოდა.
– ეს კაცი ჩემი... მამაჩემია, – უპასუხა ვინიმ.
– მამაშენი არა ის.
– მე მგონი, მამაჩემია, – თქვა ვინიმ, – შეიძლება ახლოდან ვნახო?
მაღალ პოლიციელს ნირი წაუხდა.
– ეი, საიმონ, ეს ბავშვი ამბობს, ეგ კაცი მამაჩემიაო.
160
– მაღადავებ?
– რას გაღადავებ, ამბობს, მამაჩემიაო.
მაღალმა პოლიციელმა ვინის მანქანის კარი გაუღო.
საილასი მიწაზე მოკრუნჩხული ეგდო და არ ინძრეოდა. ვინიმ იგ-
რძნო, რომ თვალები აეწვა.
– მამა! – დაუძახა საილასს, – თქვენ ის მოკალით.
ვინი მართლა ასე ფიქრობდა.
– სასწრაფოს გამოვუძახე, – თქვა საიმონმა, წითურულვაშიანმა პოლი-
ციელმა.
– ეს უბედური შემთხვევა იყო, – დაამატა მეორემ.
ვინი საილასის გვერდით ჩაიცუცქა და მისი ცივი ხელი ხელში აიღო.
დრო არ ითმენდა, სადაცაა სასწრაფო უნდა მოსულიყო.
– სამსახურს გამოემშვიდობეთ, – თქვა მან.
– ეს უბედური შემთხვევა იყო. შენ თვითონ არ დაინახე?!
– მაინც საიდან გამოხტა!
– მე დავინახე შემდეგი რამ: თქვენ დასთანხმდით თქვენი ძმისწულის
თხოვნას, დაგეშინებინათ მისი სკოლელი მოზარდი, რომელთანაც მას
უკმაყოფილება მოუვიდა. თქვენც ადექით და ორდერის გარეშე დამაკა-
ვეთ მხოლოდ იმის გამო, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში ვიდექი. როდე-
საც მამაჩემი ცდილობდა, გაეჩერებინეთ და ეკითხა, რა მოხდა, თქვენ
მანქანა დააჯახეთ.
– ეს უბედური შემთხვევა იყო! – გაიმეორა საიმონმა.
– შენ და მო სკოლაში წაიჩხუბეთ? – ჰკითხა ვინის თემმა, მოს ბიძამ.
ხმაზე შეეტყო, რომ ისედაც მშვენივრად იცოდა, რაც მოხდა.
– ჩვენ ერთად ვსწავლობთ მერვე "ბ" კლასში, ძველი ქალაქის სკო-
ლაში, – უპასუხა ვინიმ, – თქვენ მამაჩემი მოკალით.
შორიდან სირენების ხმა მოისმა.
– საიმონ, უნდა დავილაპარაკოთ, – თქვა მაღალმა პოლიციელმა.
პოლიციელები მანქანის უკან გავიდნენ. ვინი საილასთან ერთად
ჩრდილში დარჩა. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ცხარე კამათი გაიმარ-
თა. "ეგ შენი ძმისშვილიც კაი ვინმეა", "თვალებში უნდა გამოგეხედა და

161
არ დაეჯახებოდი", – ისმოდა მანქანის უკნიდან. შემდეგ საიმონმა თემს
ხელი ჰკრა.
– ისინი არ გვიყურებენ, – დაიჩურჩულა ვინიმ და გაქრა.
მიწაზე, იქ, სადაც სხეული ეგდო, პატარა შავი ქარბორბალა დატრი-
ალდა. ერთი წამის შემდეგ საილასი ვინის გვერდით იდგა.
– შინ წაგიყვან. კისერზე მომეჭიდე.
ვინიმ თავის მეურვეს ხელი მოხვია და ისინი ღამეულ ცაში სასაფლა-
ოს მიმართულებით გაქროლდნენ.
– მაპატიე, – თქვა ვინიმ.
– მეც მაპატიე, – თქვა საილასმა.
– მანქანასთან შეჯახება მტკივნეული იყო? – თქვა ვინიმ.
– ჰო, – თქვა საილასმა, – შენს პატარა კუდიან მეგობარს უმადლოდე.
მომძებნა და მითხრა, რაც დაგემართა.
ისინი სასაფლაოზე დაეშვნენ. ვინიმ ნაცნობ ადგილებს თვალი მოავ-
ლო. იქაურობას თითქოს პირველად ხედავდა.
– რამდენი სისულელე ჩავიდინე დღეს. თანაც ამხელა რისკი...
– ჯერ სადა ხარ, წინ კიდევ რამდენი რამ გელოდება, ყმაწვილო.
– მართალი იყავი, – თქვა ვინიმ, – ამიტომ სკოლაში სიარულს აღარ
ვაპირებ. არც სადმე სხვაგან.
მორენ ქვილინგს მძიმე დრო დაუდგა. ნიკ ფარტინგი ხმას არ სცემდა,
ბიძამისმა არავისიას გამო ჯერ კარგა გვარიანად დაუღრიალა, მერე კი
სასტიკად გააფრთხილა, სიტყვა არ დაძრა იმაზე, რაც გუშინ საღამოს
მოხდა, თორემ სამსახურს დავკარგავ და აი, მაშინ მტერს არ ვუსურვებ,
ისეთ დღეში ჩაგაგდებო. მშობლებიც წაეჩხუბნენ. მოკლედ, ყველამ უღა-
ლატა. მისი პირველკლასელებსაც კი აღარ ეშინოდათ. საქმე ცუდად
იყო. მო ყველაფერში იმ ბიჭს, არავისიას ადანაშაულებდა და სიამოვნე-
ბით წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ იკლაკნებოდა ვინი სასიკვდილო
აგონიაში – პოლიციაში წაყვანა რა არის შურისძიების იმ სასტიკ და დახ-
ვეწილ მეთოდებთან შედარებით, რომლებსაც გოგონა თავის წარმოსახ-
ვაში ხატავდა! მოს ამ სურათების წარმოდგენაც კი შვებას ანიჭებდა, თუმ-
ცა თვითონაც იცოდა, რომ არც ერთ მათგანს განხორციელება არ ეწე-
რა.
162
მოს ჭირივით სძულდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის დალაგე-
ბა, მაგრამ დროდადრო მორიგეობა უწევდა და იძულებული იყო, ბუნზე-
ნის სანათურები5, სინჯარები, პეტრის თეფშები6 გაესუფთავებინა, თავისი
ადგილი მიეჩინა უხმარი ფილტრის ქაღალდებისა და მსგავსი საგნების-
თვის. გრაფიკის მიხედვით მორიგეობა ზუსტად ორ თვეში ერთხელ უწევ-
და. ამჯერად ეს დღე მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს დაემ-
თხვა.
კიდევ კარგი, კაბინეტში მარტო არ იყო, მისის ჰოკინსი, რომელიც
სხვა საგნებს ასწავლიდა, წასვლის წინ თავის ნივთებს აწესრიგებდა. მოს
მისი იქ ყოფნა ამშვიდებდა. უხაროდა, რომ მარტო არ იყო.
– მშვენივრად გეხერხება დალაგება, მორენ, – შეაქო გოგონა მისის
ჰოკინსმა.
ზემოთ შემოდგმული ფორმალინით სავსე ქილიდან მოსაუბრეებს გაქ-
ვავებული თვალებით დასცქეროდა თეთრი გველი.
– გმადლობ, – უპასუხა მომ.
– წესით, ორი მოსწავლე არ უნდა მორიგეობდეს? – იკითხა მისის ჰო-
კისნმა.
– ჩემთან ერთად არავისია უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღეა
სკოლაში არ მოსულა, – უპასუხა მომ.
მასწავლებელმა შუბლი შეიჭმუხნა და დაბნეულად იკითხა:
– ეგ რომელია? მგონი, სიაში არ მყავს.
– ბობ არავისია. ოდნავ გრძელი, მოყავისფრო თმა აქვს, ცოტას ლა-
პარაკობს. ეგ იყო ერთადერთი, რომელმაც ჩონჩხის ყველა ძვალი უშეც-
დომოდ დაასახელა. არ გახსოვთ?
– მართალი გითხრა, ვერ ვიხსენებ, – აღიარა მისის ჰოკინსმა.
– რატომ? რატომ არავის ახსოვს? მისტერ კირბიმაც იგივე მითხრა!
მისის ჰოკინსმა დარჩენილი ფურცლები ხელჩანთაში შეინახა:

5
სპირტქურისმაგვარი გაზის სანათურები, რომლებსაც ლაბორატორიებში იყენებენ (მთარ-
გმნელის შენიშვნა)
6
იყენებენ მიკროორგანიზმების კულტივირებისათვის (მთ. შენიშვნა)
163
– რა კარგი გოგო ხარ, რომ არ დაიზარე და მარტო მუშაობ. მაგიდე-
ბის გადაწმენდა არ დაგავიწყდეს, – ქალი ოთახიდან გავიდა და კარი
გაიხურა.
სკოლაში ახალი ლაბორატორია არ იყო. ყველგან ხის ძველი მაგი-
დები იდგა, ყოველ მათგანში ჩაშენებული ნიჟარებითა და ონკანებით, გა-
ზის სანათურებითა და სხვა ხელსაწყოებით. კედლებზე განლაგებული
იყო მუქი ფერის ხის თაროები, რომლებზეც ეწყო დიდი ზომის მინის
ჭურჭელი შიგ მოთავსებული რაგინდარა არსებებით. ყველა მათგანი
მკვდარი იყო, დიდი ხნის მკვდარი. ლაბორატორიის ერთ-ერთ კუთხეში
ადამიანის გაყვითლებული ჩონჩხიც კი იდგა. მომ ზუსტად არ იცოდა,
ნამდვილი იყო თუ არა. ასე იყო თუ ისე, ამჯერად მის დანახვაზე მოს ში-
შისაგან აკანკალებდა. ლაბორატორია საკმაოდ დიდი, მოგრძო ფორმის
ოთახი იყო, უმნიშვნელო ხმაურსაც კი ექო მოჰყვებოდა. მომ ყველა ნა-
თურა აანთო, ისინიც კი, რომლებიც დაფის ზემოთ ეკიდა – ასე ცდილობ-
და შიშისგან თავი დაეღწია. ოთახში სიცივემ დაუბერა. გოგონა ლითონის
გამათბობელთან მივიდა და ხელი დაადო. რადიატორიდან სიმხურვალე
გამოდიოდა, მოს კი სციოდა და ერთიანად ძაგძაგებდა, ალბათ იმიტომ,
რომ ამ საკმაოდ ვრცელ, ცარიელ ოთახში თავს დაუცველად გრძნობდა,
ეჩვენებოდა, რომ მარტო არ იყო, რომ ვიღაც უცქერდა. "რა არის აქ გა-
საკვირი, – ფიქრობდა მო, – ჩონჩხს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო
ამ მინის ქილებში ასობით მკვდარი არსებაა". გოგონამ თაროებს მზერა
შეავლო და რას ხედავს – მკვდარი არსებები ამოძრავდნენ! სპირტით
სავსე ჭურჭელში დახვეული მღვრიეთვალებიანი ბრმა გველი შეინძრა,
ზღვის ეკლებიანი ბინადარი, ერთიანად მრგვალი, თავის ქილაში იკლაკ-
ნებოდა. ათეულობით წლის წინ დასპირტული კატა პირს აბჩენდა და მი-
ნას ბრჭყალებით კაწრავდა.
მომ თვალები დახუჭა. "მეჩვენება, – გაიფიქრა, – უბრალოდ, მეჩვენე-
ბა". ცდილობდა, თავი დაემშვიდებინა.
– არ მეშინია, – წარმოთქვა ხმამაღლა.
– მშვენიერია, – მოისმა ხმა. უკანა კართან ახლოს, ჩრდილში ვიღაც
იდგა, – ტეხავს, როცა გეშინია.
– არც ერთ მასწავლებელს არ ახსოვხარ.
164
– სამაგიეროდ, შენ გახსოვარ, – უპასუხა ბიჭმა.
ეს ბიჭი მოსიარულე შარი იყო, სუფთა შარი.
გოგონამ ხელი მენზურას წამოავლო და ბიჭს გაუქანა, მაგრამ ააცდი-
ნა. მინა კედელს შეეფშვნა.
– ნიკი როგორ არის? – იკითხა ვინიმ, ვითომც არაფერი მომხდარა.
– მშვენივრად იცი, როგორც არის, – უპასუხა გოგონამ, – ხმას არ
მცემს. კლასში თავისთვის ზის, მერე შინ ბრუნდება და საშინაო დავალე-
ბებს ასრულებს. შეიძლება სათამაშო მატარებლებსაც აწყობს.
– მშვენიერია, – თქვა ბიჭმა.
– და შენ ერთი კვირაა სკოლაში არ ყოფილხარ. აზრზე არა ხარ, რა
დარხეული გაქვს, ბობ არავისია. მეორე დღეს პოლიცია მოვიდა, შენ გე-
ძებდნენ.
– პოლიციაზე გამახსენდა... ბიძაშენი როგორ არის? – ჰკითხა გოგო-
ნას ვინიმ.
მომ არაფერი უპასუხა.
– მოკლედ, რაღაც გაგებით შენ გაიმარჯვე – სკოლიდან მივდივარ,
მაგრამ საერთოდ – დამარცხდი. მორენ ქვილინგ, თუ გაგიგია, დევნა რა
არის? ოდესმე სარკეში თუ ჩაგიხედავს და მიმხვდარხარ, რომ იქიდან ვი-
ღაც უცხო გიყურებს? ცარიელ ოთახში გიგრძნია, რომ ვიღაც გითვალ-
თვალებს? საკმაოდ უსიამოვნო რამეა.
– შენ უნდა მითვალთვალო? – მოს ხმა აუკანკალდა.
ვინიმ არაფერი უპასუხა. უბრალოდ იდგა და თვალებში უყურებდა.
ოთახის შორეულ კუთხეში რაღაც გაბრახუნდა – მოს ჩანთა სკამიდან
გადმოვარდა. გოგონამ თავი ერთი წამით გვერდზე მიაბრუნა და როდე-
საც ისევ გამოიხედა, ბიჭი ოთახში აღარ იყო ან შეიძლება იყო და უბრა-
ლოდ, გაუჩინარდა.
მო შინისკენ მიმავალ გზას დაადგა. ეს ქუჩა ადრე ასეთი გრძელი და
ბნელი არასოდეს მოსჩვენებია.
ბიჭი და მისი მეურვე გორაკის თავზე იდგნენ და გაჩირაღდნებულ ქა-
ლაქს გასცქეროდნენ.
– ტკივილმა არ გადაგიარა? – ჰკითხა ბიჭმა.

165
– ცოტათი მტკივა, – მიუგო მეურვემ, – არა უშავს, მალე გამივლის და
უწინდელ ფორმას დავუბრუნდები.
– შეიძლებოდა მომკვდარიყავი? როგორია, მანქანას შეუვარდე!
საილასმა თავი გააქნია.
– ჩემნაირებისთვის სიკვდილის რამდენიმე გზა არსებობს, – თქვა მან,
– მაგრამ მანქანა ჩემთვის საშიში არ არის. საამისოდ ძალზე დიდი ასაკი
და გამოცდილება მაქვს.
– ჩემი ბრალია, სკოლაში სიარული არ უნდა ამეჩემებინა. ამას აზრი
იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ არავის ყურადღებას არ მივიპყრობდი.
სკოლის ბავშვებს ავყევი, დანარჩენი – პოლიცია და მასთან დაკავშირე-
ბული ამბები – შენც იცი. ეგოისტურად გამომივიდა.
საილასმა წარბი აზიდა.
– არა, ეგოისტობა არაფერ შუაშია. შენ შენს ტოლებთან ერთად ყოფ-
ნა გინდა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ცოცხლების სამყარო სულ სხვანაირია.
იქ უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე სასაფლაოზე. მე მინდა ყოველგვარი
ზიანისგან დაგიცვა, – თქვა საილასმა, – მაგრამ შენნაირებისთვის ერთა-
დერთი უსაფრთხო ადგილი არსებობს. მას მხოლოდ მაშინ მიაღწევ,
როდესაც შენი თავგადასავალი დასრულდება და ყველაფერი უმნიშვნე-
ლო გახდება.
ვინიმ თომას რ. სტაუტის (1817-1851 – დასტირის ყველა, ვინც კი იც-
ნობდა) საფლავის ქვას ხელი გადაუსვა და ხავსი თითებით მოსრისა.
– ის კაცი დღემდე მეძებს, – თქვა მან, – კაცი, რომელმაც ჩემი ადრინ-
დელი ოჯახის წევრები დახოცა, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის აუცილებელია
ადამიანებთან ცხოვრება ვისწავლო. შენ რას იზამ, სასაფლაოდან გას-
ვლას ამიკრძალავ?
– არა. ეს შეცდომა იყო. თუ გინდა ჩვენთვის, ორივესთვის ჭკუის სას-
წავლებელი გაკვეთილი უწოდე.
– აბა, რა ვქნათ?
– მოვიფიქროთ, როგორ დაიკმაყოფილო ცნობისწადილი, როგორ
მოიკლა კითხვისა და სამყაროს შეცნობის წყურვილი. ამისათვის არსე-
ბობს ბიბლიოთეკები და სხვა დაწესებულებები, სიტუაციები, როდესაც

166
ცოცხალ ადამიანებს შორის ტრიალებ, მაგალითად, კინო, თეატრი და
ასე შემდეგ.
– რაზე ლაპარაკობ? ფეხბურთისმაგვარია რამე? სკოლაში ვუყურებდი
ხოლმე, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს.
– ჰმ... ფეხბურთი დღისით არის ხოლმე, მაგ დროს მე სასაფლაოს გა-
რეთ გასვლა არ შემიძლია, მაგრამ აი, მის ლუპესკუ რომ ჩამოვა, ვთხო-
ვოთ და წამოგყვება.
– სიამოვნებით, – თქვა ვინიმ.
ისინი დაღმართზე დაეშვნენ.
– ბოლო რამდენიმე კვირაა მე და შენ ძალიან ბევრს ვხმაურობთ, –
თქვა საილასმა, – ხომ იცი, ისინი დღემდე გეძებენ.
– ჰო, ეგ ადრეც მითხარი, – უპასუხა ვინიმ, – შენ საიდან იცი? ვინ არი-
ან და რა უნდათ?
საილასს პასუხად სიტყვა არ დაუძრავს, მხოლოდ თავის დაქნევით შე-
მოიფარგლა. ვინიც გაჩუმდა, სხვა რა გზა ჰქონდა.

167
ოთხი მამაკაცი 33 ნომერი სახლის წინ იდგა.

168
თავი მეშვიდე - ყოველი ჯეკი

მომდევნო რამდენიმე თვე საილასი თავის საქმეებით იყო დაკავებუ-


ლი. სასაფლაოდან რამდენიმე დღით, ხანდახან კი რამდენიმე კვირით
ქრებოდა. შობის წინა დღეებში მის ლუპესკუ ჩამოვიდა, ქალაქის ძველ
უბანში პატარა ბინა იქირავა და ვინისთვის სადილების მომზადებას შეუდ-
გა. ერთხელ, საილასის დაპირების თანახმად, ფეხბურთის მატჩზეც კი წა-
იყვანა, თუმცა როგორც კი სამი კვირა მიიწურა, ვინის მოფერებით ლო-
ყები დაუჩქმიტა, მის მიერვე შერქმეული სახელი ნიმინი7 უწოდა და შინ,
როგორც თვითონ ეძახდა, "ძველ ქვეყანაში" დაბრუნდა.
ახლა აღარც მის ლუპესკუ იყო და აღარც საილასი. მისტერ და მისის
არავისიები ჯოსაია ვორტინგტონის აკლდამაში ისხდნენ და ერთმანეთს
ესაუბრებოდნენ. სამივე შეფიქრიანებული ჩანდა.
– ესე იგი, არც ერთს არ გითხრათ, სად მიდიოდა ან ბავშვისთვის რო-
გორ უნდა მოგევლოთ?
არავისიებმა თავები გადააქნიეს.
– მაინც სად შეიძლება იყოს? – იკითხა ჯოსაია ვორტინგტონმა.
არავისიებმა არაფერი იცოდნენ.
– ადრე სასაფლაოდან ამდენი ხნით არასოდეს წასულა. ყოველთვის
ამბობდა, თუ გამგზავრება მომიწია, ბავშვის მოსავლელად სხვას გამოვ-
გზავნიო. ასე შეგვპირდა.
– ნეტა არაფერი დაემართებოდეს, – მისის არავისია სადაცაა ატირდე-
ბოდა. უცებ ცრემლნარევ ხმაში სიბრაზე გაერია, – რას ჰგავს მისი საქ-
ციელი? ნუთუ არავის შეუძლია მოძებნოს და დააბრუნოს?

7
ამ წიგნის აუდიოვერსიის კომენტარებში რუმინელი მკითხველი წერს, რომ ნიმინი შეცდო-
მაა. უნდა იყოს ნიმენი, რაც რუმინულად არის "არავინ". I have just finished listening to the
audio of "The Graveyard Book" and loved it. I appreciate particularly the effort the author
and narrator put in pronouncing the name "lupescu" correct ("lup" in romanian means wolf)
but i am utterly disappointed by him on the fact that he made poor miss lupescu call nobody
"nimini" ['nimini] (utterly nonsensical in romanian) instead of "nimeni" ['nimen] (nobody in
English) (მთარგმნელის შენიშვნა)
169
– წარმოდგენა არა მაქვს, – თქვა ჯოსაია ვორტინგტონმა, – მაგრამ
დარწმუნებული ვარ, სადმე აკლდამაში ბიჭისთვის საჭმლის ფულს დატო-
ვებდა.
– ფული! ფულს რა თავში ვიხლი?!
– კი მაგრამ, საჭმელი რომ იყიდოს, ფული ხომ სჭირდება? – წამოიწ-
ყო მისტერ არავისიამ.
– შენც კარგი ვინმე ხარ! ყველანი ერთნაირები ხართ, – მიუბრუნდა
ქმარს მისის არავისია.
ქალი ჯოსაია ვორტინგტონის აკლდამიდან გავიდა და შვილის საძებ-
ნელად გაემართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვინი გორაკის თავზე
იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.
– ერთ პენის მოგცემ, თუ მეტყვი, რაზე ფიქრობ, – უთხრა მისის არავი-
სიამ შვილს.
– ის ერთი პენიც რომ არ გაქვს? – თოთხმეტი წლის ვინი უკვე დედა-
მისზე მაღალი იყო.
– კუბოში ორი პენი მაქვს შენახული, – უპასუხა მისის არავისიამ, –
აქამდე სიძველისგან გამწვანდებოდა, მაგრამ ფული – ფულია.
– როგორ ფიქრობ, კაცი, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრები დახოცა,
ახლა ცოცხალია და სადმე აქ ტრიალებს?
– რა ვიცი, საილასმა ასე თქვა და... – უპასუხა მისის არავისიამ.
– სხვა რომ არაფერი უთქვამს?
– საილასს შენთვის მხოლოდ კარგი უნდა. ეს შენც იცი.
– აბა, რა! – ჩაიბურტყუნა ვინიმ, – თვითონ სად არის?
მისის არავისიას არაფერი უთქვამს.
– შენ თვითონ გინახავს ის კაცი? იმ დღეს, როდესაც მიშვილე.
მისის არავისიამ თავი დაუქნია.
– როგორი გარეგნობის იყო?
– რა ვიცი, მე შენ გიყურებდი. დაიცა... მუქი თმა ჰქონდა, ძალიან მუ-
ქი... ისეთი სახე ჰქონდა, შემეშინდა... მშიერი და ბრაზიანი. საილასმა სა-
საფლაოდან გაისტუმრა.
– რატომ მაშინვე არ მოკლა? – ბრაზიანად იკითხა ვინიმ, – მაშინვე
უნდა მოეკლა.
170
მისის არავისია თავისი ცივი თითებით ბიჭის ხელს შეეხო.
– საილასი ეგეთი ურჩხული არ არის.
– მაშინვე რომ მოეკლა, ახლა უსაფრთხოდ ვიქნებოდი, სადაც მომინ-
დებოდა, იქ წავიდოდი.
– საილასმა შენზე მეტი იცის. ყველა ჩვენგანზე მეტი. სიკვდილ-
სიცოცხლის საკითხებში ბევრი რამ გაეგება, – თქვა მისის არავისიამ, –
ყველაფერი არც ისე ადვილია, როგორც შენ გგონია.
– იმ კაცს, მკვლელს, რა ერქვა?
– სახელი არ უთქვამს; მაშინ, ყოველ შემთხვევაში.
ვინიმ თავი გვერდზე გადახარა და საავდრო ღრუბელივით ჩამუქებუ-
ლი რუხი თვალებით დედამისს ალმაცერად გახედა.
– არა, მაგრამ ისე, ხომ იცი?!
– შენ მაინც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ვინი, – თქვა მისის არა-
ვისიამ.
– შემიძლია. სწავლა შემიძლია. ყველაფერს ვისწავლი, რაც საჭიროა.
რასაც შევძლებ. ვამპირების კარიბჭეში გასვლა ვისწავლე. სიზმარსვლა
ვისწავლე. მის ლუპესკუსგან ვარსკვლავების გამოცნობა ვისწავლე,
საილასისგან კი – დუმილი. დევნა, თვალთვალი, გაქრობა შემიძლია. ამ
სასაფლაოზე ყოველი გოჯი შესწავლილი მაქვს.
მისის არავისია შვილს მხარზე შეეხო.
– მოვა დრო და... – მისის არავისია შეყოყმანდა.
მოვა დრო და თავის შვილს ვეღარ შეეხება. მოვა დრო და ის აქედან
წავა. მოვა დრო და..
– საილასმა მითხრა, რომ იმ კაცს, რომელმაც შენი ოჯახის წევრები
დახოცა, ჯეკი ჰქვია.
მისის არავისია გაჩერდა.
ვინი ხმას არ იღებდა. შემდეგ თავი დააქნია.
– დედა!
– რა იყო, შვილო?
– საილასი როდის დაბრუნდება?
ჩრდილოეთის მხრიდან შუაღამის ცივმა ქარმა დაუბერა.

171
მისის არავისიას სიბრაზემ გადაუარა. ახლა მხოლოდ შვილზე ფიქ-
რობდა.
– არ ვიცი, ჩემო ბიჭო, მე არაფერი ვიცი.

თხუთმეტი წლის სკარლეტ ამბერ პერკინსი ძველი ავტობუსის ზედა


სართულზე იჯდა და ბრაზი და სიძულვილი ახრჩობდა. ბრაზობდა მშობ-
ლებზე, რომლებიც გაიყარნენ, ბრაზობდა დედაზე, რომელმაც შოტლან-
დიიდან წამოიყვანა, ბრაზობდა მამაზე, რომელიც მათ წასვლას დიდად
არ ნაღვლობდა, ბრაზობდა ამ ქალაქზე, რომელიც საერთოდ არ ჰგავ-
და გლაზგოს – ადგილს, სადაც ამდენი წელი გაატარა, ბრაზობდა იმ
ტკივილამდე ნაცნობ ქუჩებზე, რომლებსაც ამ უცნობ უბნებში აწყდებოდა.
იმ დილით მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაუწყდა.
– გლაზგოში მეგობრები მაინც მყავდა! – მიახალა დედამისს ტირილ-
ნარევი ხმით, – ახლა მათ როდისღა ვნახავ?!
დედამისმა სხვა ვერაფერი უპასუხა:
– ყოველ შემთხვევაში, იქ მაინც ჩამოგიყვანე, სადაც ადრე ცხოვრობ-
დი.
– არც არაფერი მახსოვს და არც არავის ვიცნობ, – მიუგო გოგონამ, –
შენი აზრით, ხუთი წლის ასაკში რომ ვიცნობდი, ის ხალხი უნდა მოვძებ-
ნო? ამას მეუბნები?
– მოძებნე მერე, ვინ გიშლის, – უთხრა დედამ.
სკარლეტი მთელ დღე გაბრაზებული დადიოდა. ეზიზღებოდა სკოლა,
საერთოდ მთელი სამყარო და ამ ქალაქის ავტობუსები ხომ ეზიზღებოდა
და ეზიზღებოდა.
ყოველდღე, სკოლის შემდეგ, სკარლეტი ჯდებოდა 97-ე ავტობუსში,
რომელსაც სკოლის ჭიშკრიდან ცენტრის გავლით მიჰყავდა იმ ქუჩაზე,
რომელზეც დედამისმა პატარა ბინა იქირავა.
აპრილის იმ ქარიან დღეს სკარლეტი ნახევარი საათი სკოლის წინ
ყურყუტებდა, მაგრამ ოთხმოცდამეჩვიდმეტე ავტობუსი არა და არ ჩანდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოიარა ას ოცდაერთმა ნომერმა, რომელიც
ასევე ცენტრში მიდოდა. გოგონა ავტობუსში ავიდა, მაგრამ იქ, სადაც
ოთხმოცდამეჩვიდმეტე მარჯვნივ უხვევდა, ახალმა ავტობუსმა მარცხნივ,
172
ძველი ქალაქისკენ გაუხვია, გასცდა პარკს, ძველ მოედანს, ბარონეტ ჯო-
საია ვორტინგტონის ძეგლს და დაადგა მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომე-
ლიც მაღალსართულიანი სახლებით გაშენებულ გორაკზე ადიოდა. ამან
სკარლეტს მთლად ბოლო მოუღო. სიბრაზე სასოწარკვეთილებამ შეცვა-
ლა.
გოგონა პირველ სართულზე ჩამოვიდა და წინ, კარისკენ გაიწია. კე-
დელზე თვალი მოჰკრა წარწერას: "მგზავრობის დროს მძღოლს ნუ გა-
მოელაპარაკებით". ისიც ადგა და მაინცდამაინც მას მიმართა.
– მაპატიეთ, აკაციის გამზირზე როგორ მოვხვდე?
მძღოლი ზორბა, შავგვრემანი ქალი აღმოჩნდა.
– ოთხმოცდაჩვიდმეტ ნომერში უნდა ჩამჯდარიყავით, – უპასუხა მან.
– ჰო, მაგრამ თქვენს ავტობუსსაც რომ ქალაქის ცენტრი ეწერა?
– ცენტრი კი ეწერა, მაგრამ იქიდან უკან დაბრუნება მოგიწევთ, –
ამოიოხრა ქალმა, – ყველაფერს აჯობებს, თუ აქ ჩახვალთ, დაღმართზე
ჩაირბენთ და მერიის წინ ავტობუსების გაჩერებაზე დადგებით. იქ ჩამოივ-
ლის ოთხი ან ორმოცდათვრამეტი ნომერი, რომელიც აკაციის გამზირამ-
დე მიგიყვანთ. სპორტულ კომპლექსთან რომ გაჩერებაა, იქ ჩახვალთ,
იქიდან ცოტა ფეხით გავლა მოგიწევთ. ყველაფერი დაიმახსოვრეთ?
– მეოთხე და ორმოცდამეთვრამეტე.
– აი, აქ უნდა ჩახვიდეთ.
ავტობუსი მაღალ გალავანთან გაჩერდა. ლითონის პირქუში ალაყაფი
ღია იყო. ავბედითი ადგილი ჩანდა. სკარლეტი ავტობუსის კიბეზე იდგა
და ყოყმანობდა, სანამ მძღოლმა არ დაუძახა, დროზე ჩადიო. როგორც
კი გოგონამ ტროტუარზე ფეხი ჩადგა, ავტობუსმა შავი ბოლი გამოუშვა
და თავის გზაზე წარახრახდა.
სკარლეტი გალავანს გაუყვა. გზა გორაკიდან ქვემოთ ეშვებოდა. საპი-
რისპირო მხარეს ქარი ხის ტოტებს ერთმანეთს ახლიდა. "აი, რისთვის
მჭირდება მობილური", – გაიფიქრა სკარლეტმა. დედამისი ხუთი წუთით
დაგვიანებაზეც კი ერთ ამბავს ტეხდა ხოლმე, მაგრამ მობილურ ტელე-
ფონს მაინც არ ყიდულობდა. ახლა კიდევ ერთი ჩხუბის ატანა მოუწევდა.
ჰო, კარგი, არც პირველი იქნება და არც – უკანასკნელი. სკარლეტი ღია
ჭიშკარს გაუსწორდა, შიგნით შეიხედა და...
173
– რა უცნაურია, – წარმოთქვა ხმამაღლა.
არის ასეთი გამოთქმა – déja vu. ეს არის განცდა, თითქოს იქ, სადაც
პირველად აღმოჩნდი, ადრეც ყოფილხარ, თითქოს ეს ერთხელ უკვე
იყო. იქნებ სიზმარში ან წარმოსახვაში. სკარლეტს ამგვარი რამ ადრეც
გამოუცდია, მაგალითად, როდესაც მასწავლებელი უამბობდა თავის
მოგზაურობაზე შოტლანდიის ქალაქ ინვერნესში... ან როდესაც ვიღაცას
კოვზი იატაკზე დაუვარდა... ამჯერად ეს არ იყო განცდა. გოგონამ ზუს-
ტად იცოდა, რომ აქ ნამყოფი იყო.
გოგონა სასაფლაოს ღია ჭიშკარში შევიდა. საიდანღაც კაჭკაჭი მწვა-
ნედ დაფერილი შავ-თეთრი ფრთების ფათქუნით ამოფრინდა, ურთხე-
ლის ტოტზე შემოჯდა და სკარლეტს მიაშტერდა. "ამ მოსახვევის იქით ეკ-
ლესიაა, იქვე ძელსკამი დგას," გაიფიქრა გოგონამ და მართლა დაინახა
სამლოცველო – პირქუში, რუხი ფერის ქვის გოთიკური შენობა, რომე-
ლიც გაცილებით პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ახსოვდა. სკარლეტი ქარ-
წვიმისგან გადაქერცლილ ძელსკამზე ჩამოჯდა და ფეხების ქნევა დაიწ-
ყო ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში.
– გამარჯობა, ეჰამ... გამარჯობა, – ხმა ახლოდან ისმოდა, – თქვენი
შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ვშიშობ, მარტო ვერ შევძლებ, შეგიძლიათ
დამეხმაროთ?
სკარლეტმა გაიხედა და დაინახა კაცი, რომელიც საფლავის ქვის წინ
ჩაცუცქულიყო. უცნობს ღია თიხისფერი საწვიმარი ეცვა და ხელში ეჭირა
დიდი ქაღალდის ფურცელი, რომელსაც ქარი აფრიალებდა. გოგონა
კაცს მიუახლოვდა.
– ერთი ხელი აქ დაადეთ, მეორე – აი, იქ, – უთხრა უცნობმა, – ძალი-
ან კი გაწვალებთ, მაგრამ რა ვქნა. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გა-
დაგიხადოთ.
კაცმა თუნუქის კოლოფიდან, რომელშიც ერთ დროს ორცხობილები
ეწყო, პატარა სანთლის ფორმის პასტელის ფანქარი ამოიღო და საფ-
ლავის ქვაზე გაწაფული ხელით მსუბუქად აატარ-ჩამოატარა.
– ეს არის და ეს, – თქვა მან მხიარულად, – აბა, ვნახოთ, რა გამოვი-
და... ქვემოთ რაღაც ნიშანია, თუ არ ვცდები, ლიანა უნდა იყოს. ვიქტო-

174
რიანულ ეპოქაში ლამის ყველგან ლიანებს ხატავდნენ, რაღაც ძალიან
ღრმა შინაარსის სიმბოლოდ მიაჩნდათ...აჰა, შეგიძლიათ ხელი გაუშვათ.
უცნობი წამოდგა და შევერცხლილ თმაზე ხელი გადაისვა.
– რა კარგი ყოფილა ფეხზე დგომა. ფეხები ისე დამიბუჟდა, ნემსები-
ვით მჩხვლეტს, – თქვა მან, – აბა, რას მეტყვით?
საკუთრივ ქვა მომწვანო-მოყვითალო ლიქენს დაეფარა, ხოლო ჟამთა
სიავეს ისე დაეშაშრა და გამოეფიტა, რომ წარწერის ამოკითხვა თითქმის
შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ქაღალდზე ყველაფერი მკაფიოდ ჩან-
და. სკარლეტმა წარწერა ხმამაღლა ამოიკითხა: "მაჯელა გოდსპიდი,
მრევლის წევრი, 1791-1870, მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა".
– მგონი, უკვე აღარც მოგონება დარჩა, – თქვა კაცმა და უხერხულად
გაიღიმა. თმა ოდნავ შესთხელებოდა, პატარა, მრგვალი სათვალის მიღ-
მა თვალებს საყვარლად ახამხამებდა. რაღაცით კეთილ ბუს ჩამოჰგავ-
და.
ქაღალდის ფურცელზე მსხვილი წვიმის წვეთი დაეცა. კაცმა თავისი ნა-
მუშევარი მილივით დაახვია და პასტელის ფანქრებით სავსე თუნუქის კო-
ლოფი ხელში აიღო. წამოწვიმა. სკარლეტმა საფლავის ქვიდან უცნობის
პორტფელი აიღო და მასთან ერთად ეკლესიის პაწია პარმაღს თავი
შეაფარა.
– დიდად გმადლობთ, – უთხრა კაცმა, – ჩემი ფიქრით, წვიმა დიდხანს
არ გაგრძელდება. ამინდის ბიუროს თუ დავუჯერებთ, ნაშუადღევს მზე გა-
მოანათებს.
ამის პასუხად ცივმა ქარმა უფრო ძლიერად წამოუბერა და ჩქარი წვი-
მა წამოვიდა.
– ვიცი, რასაც ფიქრობთ, – უთხრა უცნობმა სკარლეტს.
– მართლა? – მიუგო სკარლეტმა. რა თქმა უნდა, ფიქრობდა, დედაჩე-
მი მომკლავსო.
– თქვენ ალბათ გაინტერესებთ, ეს ეკლესიაა თუ სამლოცველო, სა-
დაც დაკრძალვის ცერემონიალები ეწყობოდა. მე გამოვარკვიე ეს საკით-
ხი და შემიძლია გიპასუხოთ, რომ აქ იყო პატარა ეკლესია თავისი ეზო-
თი, რომელიც დაახლოებით ქრისტეშობიდან მერვე ან მეცხრე საუკუნეში
თანდათან სასაფლაოდ იქცა. მას შემდეგ რამდენჯერმე აღადგინეს და
175
გაადიდეს, მაგრამ 1820-იან წლებში ხანძარი გაჩნდა. ესეც არ იყოს,
მრევლი ისე გაიზარდა, პატარა ეკლესიაში ვეღარ ეტეოდა. მოკლედ,
ხალხმა ნელ-ნელა სოფლის მოედანზე რომ წმინდა დუნსტანის სახელო-
ბის ეკლესიაა, იქ გადაინაცვლა, ამ ადგილზე კი ააშენეს სამლოცველო,
რომელშიც დაკრძალვის ცერემონიალები ეწყობოდა. რამდენადაც შე-
საძლებელი იყო, შენობას თავდაპირველი იერი შეუნარჩუნეს, მაგალი-
თისათვის თუნდაც ვიტრაჟები ავიღოთ...
– სინამდვილეში დედაჩემზე ვფიქრობდი, მომკლავს ალბათ. სხვა ავ-
ტობუსში ჩავჯექი და თავი აქ ამოვყავი. სახლში ძალიან დამაგვიანდა...
– ღმერთო ჩემო, საწყალი ბავშვი, – შეწუხდა უცნობი, – მე აქვე ვცხოვ-
რობ, ცოტა ხანს დამელოდეთ, – კაცმა სკარლეტს პორტფელი, თუნუქის
კოლოფი და დახვეული ქაღალდის ფურცელი მიაჩეჩა, წვიმისგან თავის
დასაცავად თავი მხრებში ჩარგო და ჭიშკრისკენ გაიქცა. რამდენიმე წუ-
თის შემდეგ სკარლეტმა მანქანა დაინახა და სიგნალის ხმაც გაიგონა.
მძღოლმა ფარები აანთო.
სკარლეტი ჭიშკრისკენ გაიქცა. ძველი მწვანე "მინის" საჭესთან მისი
ახალი ნაცნობი იჯდა. კაცმა ფანჯარა ჩამოსწია.
– დაბრძანდით, – თქვა მან, – აბა, თქვენი ზუსტი მისამართი მჭირდება.
სკარლეტი ერთ ადგილზე იდგა და კისერში წყალი წურწურით ჩას-
დიოდა.
– უცნობს მანქანაში არ ვუჯდები, – თქვა მან.
– ძალიან კარგი, – თქვა კაცმა, – მე, უბრალოდ... მინდა სიკეთისთვის
მადლობა გადაგიხადოთ. დაბრძანდით, ნივთები უკანა დასაჯდომზე და-
აწყვეთ, სანამ ყველაფერი წვიმისგან მთლიანად არ გალუმპულა.
კაცმა მგზავრის მხარეზე კარი გააღო და ნივთები ფრთხილად დააწყო
უკანა დასაჯდომზე.
– იცით, რა მოვიფიქრე? – შესთავაზა კაცმა, – შეგიძლიათ დედათ-
ქვენს დაურეკოთ, თუნდაც ჩემი მობილურიდან. ჩემი მანქანის ნომერი
უთხარით, მაგრამ ჯერ მანქანაში ჩაჯექით, სანამ ბოლომდე არ გაწუწულ-
ხართ.

176
სკარლეტი ყოყმანობდა. წვიმამ თმა სულ დაუსველა. აცივდა. კაცმა
მობილური მიაწოდა. გოგონა მიხვდა, რომ უცნობი კაცის მანქანაში ჩაჯ-
დომაზე მეტად დედამისთან დარეკვის ეშინოდა.
– პოლიციაში დარეკვა შეიძლება? – ჰკითხა უცნობს.
– რა თქმა უნდა, შეიძლება. სახლში ფეხით წასვლაც შეიძლება, თუ
გინდა, დედაშენს დაურეკე და უთხარი, მოგაკითხოს და წაგიყვანოს.
სკარლეტი მგზავრის მხარეს დაჯდა და კარი დაკეტა. უცნობის მობი-
ლურ ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა.
– სად ცხოვრობ? – ჰკითხა კაცმა.
– არ არის საჭირო მაინცდამაინც სახლამდე თუ არ მიმიყვანთ. ავტო-
ბუსის გაჩერებამდეც საკმარისია...
– შინ მიგიყვანთ, მისამართი მითხარით.
– აკაციის გამზირი 102 ა. სპორტულ კომპლექსთან უნდა შეუხვიოთ და
იქვეა...
– ცოტა არ იყოს, შორს წამოსულხართ. კარგი, წავედით, – კაცმა ხე-
ლის მუხრუჭი ამოსწია, მანქანა მოაბრუნა და დაღმართზე დაეშვა.
– დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?
– არც ისე. შობის შემდეგ გადმოვედით, თუმცა აქ ადრეც ვცხოვრობ-
დი, დაახლოებით ხუთი წლის ასაკში.
– ეს უცნაური აქცენტი სადაურია?
– ათი წელი შოტლანდიაში ვცხოვრობდით. იქ ყველა ასე ლაპარა-
კობდა, აქაურებს კი ეს კილო ყურს სჭრის.
გოგონა ცდილობდა, ამ ამბავზე მხიარულად ელაპარაკა, სინამდვი-
ლეში კი სულაც არ ეხუმრებოდა. ნათქვამი ნაღვლიანი გამოუვიდა.
კაცმა მანქანა აკაციის გამზირზე, სკარლეტის სახლთან გააჩერა და
დაუჟინა, გინდა თუ არა, ბინამდე უნდა მიგაცილოო. გოგონას დედამ კა-
რი გააღო.
– უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ. თავს უფლება მივეცი, თქვენი
ქალიშვილი სახლამდე მომეცილებინა. რა თქმა უნდა, თქვენს დარიგე-
ბას ბეჯითად ასრულებს და უცნობებს მანქანაში არ უჯდება, მაგრამ დღეს
ისე საშინლად წვიმდა... გარდა ამისა, ავტობუსები აერია და თავი ქალა-
ქის მეორე ბოლოში ამოყო. მოკლედ, ასეთი ამბავია. იმედი მაქვს, ძა-
177
ლიან არ გაბრაზდებით. ბოდიშს მოგიხდით ჩემი და აჰამ... გოგონას სა-
ხელით.
სკარლეტს ეგონა, დედამისი ორივეს გამოლანძღავდა, მაგრამ, მისდა
გასაკვირად, დედამ უცნობს უთხრა, ჩვენს დროში ისეთი რამეები ხდება,
სჯობს, ადამიანმა თავი დაიზღვიოსო, შემთხვევით მასწავლებელი ხომ
არ ხართო, ჩაის ხომ არ ინებებთო. სკარლეტმა შვებით ამოისუნთქა.
უცნობი დედა-შვილს წარუდგა, გვარად ფროსტი ვარ და თქვენ ჯეი
დამიძახეთო, პასუხად მისის პერკინსმა გაიღიმა და უთხრა, მე ნუნა მქვია,
თქვენც სახელით მომმართეთ, ახლავე ჩაიდანს დავდგამო.
ჩაის სმის დროს სკარლეტმა დედამისს მოუთხრო, როგორ ავიდა შეც-
დომით სხვა ავტობუსში, როგორ ამოყო თავი სასაფლაოზე და როგორ
გაიცნო მისტერ ფროსტი ძველ ეკლესიასთან...
მისის პერკინსს ფინჯანი ხელიდან გაუვარდა.
ისინი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ, ფინჯანი არ გადავარდნი-
ლა და არც გატეხილა, უბრალოდ, ჩაი დაიქცა.
მისის პერკინსმა უხერხულად მოიბოდიშა, ნიჟარიდან ჩვარი ამოიღო
და დაქცეული ჩაი მოწმინდა.
– რომელ სასაფლაოზე იყავი, ძველ ქალაქში, გორაკზე რომ არის? –
ჰკითხა დედამ.
– მე იქვე ვცხოვრობ, – თქვა მისტერ ფროსტმა, – სასაფლაოს ქვებზე
ვმუშაობ. იცოდით, რომ იქაურობა ბუნებრივი ნაკრძალია?
– ვიცი, – მისის პერკინსმა ტუჩები მოკუმა და ცოტა ხნის შემდეგ ყინუ-
ლივით ცივი ხმით განაგრძო: – დიდი მადლობა, რომ სკარლეტს ასე და-
ეხმარეთ, მისტერ ფროსტ. ახლა კი თუ შეიძლება, დაგვტოვეთ.
– ისეთი რა ვთქვი, რომ ასე გამიბრაზდით? – დაუყვავა ფროსტმა, –
თქვენი წყენინება გულშიც არ გამივლია. ძვლებს კი არ ვთხრი, სასაფ-
ლაოს ქვებზე წარწერების ასლებს ვიღებ, ისტორიული კვლევისთვის
მჭირდება.
ერთი წუთით სკარლეტს მოეჩვენა, რომ დედამისს ძალიან უნდოდა
მისტერ ფროსტისთვის იმ შეწუხებულ სახეში ერთი კარგად ეთხლიშა,
მაგრამ მისის პერკინსმა თავი გააქნია და მხოლოდ ეს თქვა:

178
– მაპატიეთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ, ერთი ოჯახური ამბავი გამახ-
სენდა, – შემდეგ თავი მოიმხიარულა და სიცილით დაუმატა: – იცით,
სკარლეტი ოდესღაც მაგ სასაფლაოზე თამაშობდა. ეს ათი წლის წინ
იყო. წარმოსახვითი მეგობარიც ჰყავდა – პატარა ბიჭი, სახელად არავინ.
მისტერ ფროსტს ტუჩის კუთხეებში ღიმილი შეეპარა.
– აჩრდილი?
– არა, არა მგონია. ის ბიჭი სასაფლაოზე ცხოვრობდა. სკარლეტმა ის
აკლდამაც მაჩვენა, სადაც მისი მეგობარი სახლობდა... ან იქნებ მართლა
აჩრდილი იყო? გახსოვს, სიხარულო?
სკარლეტმა თავი გააქნია.
– ალბათ ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი, – თქვა გოგონამ.
– ვფიქრობ... ეჰამ... – წამოიწყო მისტერ ფროსტმა, – თქვენ ძალიან
კარგი გოგონა გაზარდეთ, ნუნა. ჩაისთვის დიდი მადლობა. მიხარია,
რომ ახალი მეგობრები შევიძინე. ახლა კი უნდა დაგტოვოთ, სადილი უნ-
და მოვიმზადო, ისტორიულ საზოგადოებაშიც მისასვლელი ვარ.
– სადილს თქვენ თვითონ იმზადებთ? – ჰკითხა მისის პერკინსმა.
– დიახ. სიმართლე გითხრათ, გაყინული პროდუქტების გალღობა უფ-
რო მეხერხება, პაკეტის სადილებსაც ოსტატურად ვხარშავ. მარტო
ვცხოვრობ. ერთ ადამიანს განა რამდენი სჭირდება?! ახლა გაზეთებში
წერენ, კაცი თუ მარტოხელაა, ესე იგი, გეიაო. არადა, უბრალოდ, ჯერ
ვერ შევხვდი იმ ქალს, რომელთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარება
მომინდებოდა, – ამ სიტყვების შემდეგ მისტერ ფროსტი რაღაცნაირად
დანაღვლიანდა.
მისის პერკინსმა, რომელიც სამზარეულოში ტრიალს ვერ იტანდა, გა-
ნაცხადა, რომ უქმე დღეებში უამრავ საჭმელს აკეთებდა და როდესაც
სტუმარს ჰოლში აცილებდა, სკარლეტმა გაიგონა, როგორ დაითანხმა
მისტერ ფროსტი, შაბათ საღამოს მათთან ესადილა. მისის პერკინსი
ოთახში შემობრუნდა.
– იმედია, საშინაო დავალება დაწერილი გაქვს.
სკარლეტი საწოლში იწვა, იმ საღამოს მომხდარ მოვლენებზე ფიქ-
რობდა და მთავარ გზაზე მანქანების ხმაურს ყურს უგდებდა. გამოდის, იმ
სასაფლაოზე ადრეც ყოფილა, ბავშვობაში. აი, თურმე რატომ ეცნო
179
იქაურობა. დიდხანს იფიქრა, ბევრი რამ გაიხსენა და ბოლოს ჩაეძინა,
თუმცა ძილშიც სასაფლაოს ბილიკებზე დადიოდა. სიბნელის მიუხედავად,
ყველაფერს ისე ცხადად ხედავდა, თითქოს დღე ყოფილიყო. გოგონა
გორაკის კალთაზე იყო. იქვე, მისკენ ზურგშექცევით, თითქმის მისი ტო-
ლი ბიჭი იდგა და გაჩირაღდნებულ ქალაქს გასცქეროდა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა სკარლეტმა.
უცნობი შემობრუნდა და გოგონას მოწკურული თვალებით მიაშტერდა,
თითქოს ცუდად ხედავსო.
– ვინ თქვა ეს? – თქვა ბიჭმა და შემდეგ დაუმატა, – უი, გხედავ, გხე-
დავ! სიზმარსვლა შეგიძლია?
– ჰო, მე მგონი, ეს ყველაფერი მესიზმრება.
– მე სხვა რამ ვიგულისხმე, – უთხრა ბიჭმა, – გამარჯობა, მე ვინი
მქვია.
– მე – სკარლეტი.
ბიჭი გოგონას კიდევ ერთხელ დააცქერდა, თითქოს პირველად ხე-
დავდა.
– რა თქმა უნდა! მეც არ ვიფიქრე, რა ნაცნობი სახეა-მეთქი! შენ არ
იყავი დღეს სასაფლაოზე ვიღაც კაცთან ერთად? აი, იმასთან, ხელში
ფურცლები რომ ეჭირა.
– მისტერ ფროსტზე ამბობ? – ჰკითხა გოგონამ, – რა კარგი კაცია.
სახლში მანქანით წამიყვანა. დაგვინახე?
– ჰო. ყველაფერს ვხედავ, რაც სასაფლაოზე ხდება.
– ვინი რა სახელია?
– სრული სახელია არავინ.
– ახლა მივხვდი, რაც ხდება. შენ ხარ ბიჭი, რომელიც ჩემს წარმოსახ-
ვაში არსებობდა, როდესაც პატარა ვიყავი, ოღონდ ახლა გაიზარდე.
ვინიმ თავი დაუქნია.
ახლა ის გოგონაზე მაღალი იყო. სავარაუდოდ, ნაცრისფერი ტანსაც-
მელი ეცვა, თუმცა სკარლეტმა ზუსტად ვერ გაარჩია. თმა იმდენად გრძე-
ლი ჰქონდა, ალბათ თვითონაც აღარ ახსოვდა, ბოლოს როდის შეიჭრა.
– მამაცი ბავშვი იყავი. გახოვს, გორაკის სიღრმეში რომ ჩავედით? ინ-
დიგო კაცი და გველეშაპი რომ ვნახეთ?
180
სკარლეტს თვალწინ უცნაური სცენა წარმოუდგა – სიბნელეში რაღაც
მოძრაობდა, ირწეოდა და ტრიალებდა... შემდეგ ყველაფერი აირ-
დაირია...
– გამახსენდა, – წამოიძახა სკარლეტმა. მისი ხმა საძინებელი ოთახის
ბნელ სიცარიელეში გაისმა. სადღაც ქუჩაში სატვირთო მანქანა მძიმედ
ჩამოწოლილ ღამეში მირახრახებდა.
ვინის ნაკლებფუჭებადი საკვების მარაგი ჰქონდა. ნაწილი აკლდამაში
გადაემალა, ნაწილი – გრილ საფლავებსა და მავზოლეუმებში. საილას-
მა ამ საკითხზე დიდი ხნის წინ იზრუნა, არ უნდოდა მისი ან მის ლუპესკუს
არყოფნაში ბიჭი სასაფლაოდან გასულიყო.
ვინის გარე სამყარო ენატრებოდა, მაგრამ არ უნდოდა თავი საფ-
რთხეში ჩაეგდო. ჯერჯერობით არსად წასვლა არ ღირდა. სასაფლაო
იყო მისი სამფლობელო, სამყარო, რომელიც ყმაწვილურად წრფელი
სიყვარულით უყვარდა.
მაგრამ მაინც...
სასაფლაოზე არაფერი იცვლებოდა. ბავშვები, რომლებთანაც ვინი
ადრე თამაშობდა, ისევ პატარებად დარჩნენ: მაგალითად, ერთ დროს
საუკეთესო მეგობარი ფორტინბრას ბართელბი ახლა მასზე ოთხი-ხუთი
წლით უმცროსი იყო და რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა მასთან
საერთო ენის გამონახვა. თეკერეი ფორინჯერი, რომელსაც სიმაღლეში
დაეწია, პირიქით, უფრო მეგობრულად ეპყრობოდა. საღამოობით ერ-
თად სეირნობდნენ. თეკერეი ხშირად უყვებოდა საშინელ ისტორიებს,
რომლებიც მის მეგობრებს შეემთხვათ. ეს ამბები მათი ჩამოხრჩობით
მთავრდებოდა (ძირითადად სიკვდილით შეცდომით სჯიდნენ ხოლმე).
ხანდახან ზოგიერთებს, უბრალოდ, ამერიკის კოლონიებში ამწესებდნენ
– ეს მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო, ისიც იმ
შემთხვევაში, თუ უკან არ დაბრუნდებოდნენ.
ლიზა ჰემპსტოკი, რომელთანაც ვინი ბოლო ექვსი წლის განმავლო-
ბაში მეგობრობდა, სულ სხვანაირი გახდა – სულ უფრო იშვიათად გამო-
დიოდა ვინისთან შესახვედრად, როდესაც ეს უკანასკნელი შამბნართან
მიდიოდა ხოლმე. თუ გამოვიდოდა, ცხარობდა, ეკამათებოდა, ხანაც უმი-
ზეზოდ აუხირდებოდა ხოლმე.
181
ვინი ამ საკითხზე მისტერ არავისიასაც კი დაელაპარაკა. ცოტა ხნის
ფიქრის შემდეგ მამამისმა უთხრა:
– ქალებმა ასე იციან. პატარა რომ იყავი, შენთან ყოფნა მოსწონდა,
ახლა კი, როდესაც გაიზარდე, აღარ იცის, როგორ მოგექცეს. ჩემს ბავ-
შვობაში მდინარის პირას ერთ პატარა გოგონასთან ერთად ვთამაშობდი
ხოლმე. მერე, როდესაც დაახლოებით შენი ასაკის გახდა, თავში ვაშლი
მესროლა და გამებუტა – სანამ ჩვიდმეტი წლის არ გავხდი, ხმა არ გამ-
ცა.
მისის არავისიამ ჩაიფრუტუნა.
– ჯერ ერთი, ვაშლი კი არა, მსხალი იყო, – თქვა მან, – მეორეც, მა-
ლევე შეგირიგდი, გახსოვს, რამდენი ვიცეკვეთ შენი ბიძაშვილის, ნედის
ქორწილში? დაბადების დღე ორი დღით ადრე გქონდა. თექვსმეტი წე-
ლი შეგისრულდა.
– ჩემო ძვირფასო, როგორც ყოველთვის, მართალს ამბობ, – უთხრა
მისტერ არავისიამ და თვალი ჩაუკრა, აქაოდა, სიმართლე არ არისო,
მერე კი უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით უთხრა ჩვიდმეტიო.
ვინი ცოცხლებთან დამეგობრებას გაურბოდა. იმ ცოტა ხნის განმავ-
ლობაში, რომელიც სკოლაში დაყო, მშვენივრად მიხვდა, რომ ეს მხო-
ლოდ უსიამოვნებებს მოუტანდა, თუმცა სკარლეტი სულ ახსოვდა და
ენატრებოდა. ბიჭი დიდი ხანია შეეგუა, რომ ძველ მეგობარს ვერასოდეს
ნახავდა, ახლა კი, როდესაც მოულოდნელად სასაფლაოზე გამოჩნდა,
ვერც კი იცნო...
ვინი ლიანების ბარდებში ღრმად შევიდა. ამ მცენარეების გამო იყო,
რომ სასაფლაოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სახიფათო ადგილად
ითვლებოდა. ყველგან ამკრძალავი ნიშნები ეკიდა, თუმცა მათ გარეშეც
გასაგები იყო, რომ იქ სეირნობა არ ღირდა.
ეს იყო პირქუში, საშიში ადგილი. ხეივნის ბოლოს, სუროთი შეფოთ-
ლილ, ფსევდოეგვიპტურ კედელში დატანებული რამდენიმე შავი კარის
მიღმა, ადამიანების სამუდამო განსასვენებელი იყო.
ბუნება სასაფლაოს გორაკს ჩრდილო-დასავლეთიდან ას წელზე მეტ-
ხანს უტევდა. გადაფერდებული საფლავის ქვები თანდათან მწვანე სუ-
რომ დაფარა, ბილიკებზე ბალახმა გადაიარა. ალბათ ყველაზე მივარ-
182
დნილ ადგილებში ფოთლების შვავებში ჩაკარგულ საფლავებსაც კი წა-
აწყდებოდა კაცი, საფლავებს, რომელთა არსებობა ნახევარი საუკუნის
წინ მიივიწყეს.
ბიჭი მიწაზე შიშნეულად დააბიჯებდა. ამ ადგილებს კარგად იცნობდა
და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ აქ სეირნობა უსაფრთხო არ
იყო.
ვინი ცხრა წლის იყო, როდესაც ეგვიპტური ხეივნის დათვალიერება
გადაწყვიტა. ერთ ადგილას მოულოდნელად მიწა ჩაინგრა და ვიღაცის
საფლავში ჩავარდა. ღრმა ორმო ალბათ რამდენიმე მიცვალებულზე
იყო გათვლილი, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი კუბო აღმოჩნდა. საფლავს
ზემოდან ქვა საერთოდ არ ედო. აი, სწორედ იმ ერთადერთი კუბოს ბი-
ნადარი აღმოჩნდა შერეკილი მედიკოსი, ვინმე კარსტერსი, რომელსაც
ვინის სტუმრობა ძალიან გაუხარდა და მაშინვე დახმარება შესთავაზა (ბი-
ჭი ვარდნის დროს ხის ფესვს ჩაეჭიდა და მაჯა დაიზიანა). როგორც იქნა,
დაარწმუნა, ასულიყო და ვინმესთვის დახმარება ეთხოვა. ვინი გორაკის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გადავიდა. ფრთხილად მიიკვლევდა გზას
გადაბურდულ სუროსა და ჩამოცვენილი ფოთლების ნოყოს შორის, სა-
დაც მელიები სოროებს იკეთებდნენ და დაცემული ანგელოზები ცას უჩი-
ნო თვალებით შესცქეროდნენ. ბიჭს პოეტთან დალაპარაკება სურდა. მას
ნეემია ტროტი ერქვა. მწვანეთი დაფარულ საფლავის ქვაზე ეწერა:

ნეემია ტროტი
პოეტი
1742-1774
გედი მხოლოდ სიკვდილის წინ მღერის.

ვინიმ დაუძახა:
– მისტერ ტროტ! შეიძლება რჩევა გკითხოთ?
ნეემია ტროტს სევდიანი თვალები გაუბრწყინდა.
– რა თქმა უნდა, ჩემო მამაცო ბიჭო! პოეტთა რჩევები მეფეთ თავაზია!
მითხარ, ტკივილი ვით დაგიამო, ჭრილობაზე რომელი მალამო დაგა-
დო?
183
– ტკივილის რა მოგახსენო, უბრალოდ... ადრე ერთ გოგოს ვიცნობ-
დი, რომელიც ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა. არ ვიცი, რა ვქნა, მოვძებ-
ნო და დაველაპარაკო, თუ თავი დავანებო.
ნეემია ტროტი წელში გაიმართა, თუმცა ვინიზე დაბალი იყო, ხელები
ზეცისკენ აღაპყრო და აღტკინებულმა წამოიძახა:
– მოძებნე და მის წინაშე მუხლი მოიყარე, უწოდე ტერპსიქორე, კლი-
ტემნესტრა და ნიმფა ექო. ლექსები მიუძღვენი, ოდებიც... მე დაგაწერი-
ნებ. მხოლოდ ასე და მხოლოდ ამგვარად შეძლებ შენი ჭეშმარიტი სიყ-
ვარულის გული მოიგო.
– ის ჩემი ჭეშმარიტი სიყვარული არ არის და არც მისი გულის მოგე-
ბას ვაპირებ, – უპასუხა ვინიმ, – უბრალოდ, დალაპარაკება მინდა.
– ენა ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ენით
ვსინჯავთ ძვირფას ღვინოსაც და მომაკვდინებელ შხამსაც, ყველაზე
ტკბილი და ყველაზე მწარე სიტყვაც ენით ითქმება. წადი მასთან! ელაპა-
რაკე!
– ღირს?
– ღირს, ჩემო ბატონო, როგორ არ ღირს?! აუცილებლად დაელაპა-
რაკე, ბრძოლის შედეგებზე მე დავწერ.
– თუ ერთი ადამიანისთვის გავხდები ხილული, სხვებიც დამინახავენ.
– მისმინე, ყმაწვილო ლეანდრ, ყმაწვილო ჰერო, ყმაწვილო ალექსან-
დრე! ეს ცხოვრება არარაა სითამამისა და გამბედაობის გარეშე, ბოლოს
ხელში არაფერი შეგრჩება.
– ჭკვიანური ნათქვამია, – ვინი კმაყოფილი იყო, რომ პოეტს რჩევა
ჰკითხა. "მართლაც, – გაიფიქრა მან, – სხვას ვის შეუძლია პოეტზე უკე-
თესი რჩევა მოგცეს?"
ბიჭს კიდევ ერთი რამ გაახსენდა...
– მისტერ ტროტ, – მიმართა ვინიმ, – შურისძიებაზე რას იტყვით?
– ეგ კერძი ცივად უნდა მიირთვა, – უპასუხა ნეემია ტროტმა, – ცხელ
გულზე შურისძიება დამღუპველია – შესაბამის მომენტს უნდა დაელოდო.
იყო ერთი ჩანჩურა ირლანდიელი ო’ლირი, რომელსაც ეყო თავხედობა
და ჩემს პირველ პოეტურ კრებულზე "სილამაზის თაიგული ღირსეული
ჯენტლმენებისთვის" საზიზღრობები დაწერა. წერილში ნათქვამი იყო,
184
რომ ჩემი აბდაუბდა ლექსების გამო ქაღალდის დახარჯვა არ ღირდა და
მისი გამოყენება უკეთესად შეიძლებოდა, თუ... არა, იმ საშინელებებს
ვერ გავიმეორებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ უკიდურესად ვულგარული გა-
მონათქვამი იყო.
– მერე? შური როგორ იძიეთ? – ვინის ცნობისმოყვარეობა ახრჩობდა.
– შური ვიძიე მასზე და მთელ მის უნამუსო ჯილაგზე! ო, მისტერ არავი-
სია, ნეტა იცოდეთ, როგორ ვიძიე შური, რა სასტიკად! ჯერ დავწერე ბა-
რათი, რომელშიც მთელი ჩემი უნატიფესი პოეტური გენია ჩავაქსოვე.
შემდეგ რამდენიმე ეგზემპლარი დავამზადე და ლონდონის ყველა იმ
დუქნის კარზე მივამაგრე, რომლებშიც სხვადასხვა ჯურის მომწერლო ტი-
პები დაწანწალებდნენ. "ამიერიდან ჩემს ნაწერებს ვეღარ იხილავთ,
ამიერიდან მხოლოდ შთამომავლობას მივუძღვნი ლექსებს" – ეწერა ბა-
რათში. ანდერძად დავიბარე, ყველა ჩემი გამოუქვეყნებელი ნაწარმოები
ჩემთან ერთად დაემარხათ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მიხვდებოდნენ,
რა დაკარგეს (ასეულობით ჩემი ლექსი მიწაში ლპებოდა) და ჩემს გენიას
აღიარებდნენ, გაეთხარათ საფლავი, ეს ამხელა განძი ჩემი ცივი ხელები-
დან გამოეგლიჯათ და დაებეჭდათ, რათა ჩემს პოეზიას ხალხის საყო-
ველთაო მოწონება და აღფრთოვანება დაემსახურებინა. თქვენ არ იცით,
რა საშინელი წყევლაა, წინ უსწრებდე დროს, რომელშიც დაიბადე.
– თქვენი სიკვდილის შემდეგ საფლავი გათხარეს და ლექსები დაბეჭ-
დეს?
– არა, ჯერ არა, მაგრამ წინ დიდი დროა. შთამომავლობა უსასრულო
ცნებაა.
– გამოდის... ეს იყო თქვენი შურისძიება?
– სწორედ ეს! უდიდესი, უძლიერესი, უვერაგესი შურისძიება!
– ჰოოო... – ჩაილაპარაკა ვინიმ.
– ეს კერძი ცივად უნდა მიირთვა, – ამაყად გაიმეორა ნეემია ტროტმა.
ვინიმ სასაფლაოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დატოვა, ეგვიპტური
ხეივანი გაიარა და უფრო მოწესრიგებულ, მოვლილ ბილიკზე გავიდა.
ღამდებოდა, ბიჭი ძველი სამლოცველოსკენ წაბოდიალდა. საილასის
დაბრუნების იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდა, უბრალოდ, რაც თავი ახ-

185
სოვდა, შებინდებისას სულ სამლოცველოში დადიოდა. ჩვეულ ადგილებ-
ში სიარული სიამოვნებას ანიჭებდა. ესეც არ იყოს, მოშივდა კიდეც.
ვინი აკლდამის შესასვლელში შეძვრა და ქვემოთ ჩავიდა, მუყაოს ყუ-
თი გამოაჩოჩა და ნესტიან გრაგნილებს შორის დამალული ფორთოხ-
ლის წვენი, ერთი ცალი ვაშლი, პურის ჩხირები და ყველის შეკვრა
ამოალაგა და ჭამას შეუდგა, თან იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეძებნა
სკარლეტი. ფიქრობდა, იქნებ სიზმარსვლა არ აერჩია, თავიდან ხომ
სწორედ სიზმარში შეხვდა...
ვინი სამლოცველოდან გავიდა, უნდოდა ნაცრისფერ ძელსკამზე ჩა-
მომჯდარიყო, მაგრამ წამით შეყოვნდა – იქ უკვე ვიღაც იჯდა და ჟურ-
ნალს კითხულობდა.
ვინი გაქრა, სასაფლაოს შეერწყა, ჩრდილად იქცა. ძელსკამზე მჯდარ-
მა გოგონამ ჟურნალიდან თავი ასწია დ პირდაპირ თვალებში შეხედა.
– ეს შენ ხარ, ვინი?
ბიჭი ერთი კი შეცბა, მაგრამ შემდეგ ხმა ამოიღო.
– მხედავ?
– თითქმის ვერ გხედავ. ჯერ ჩრდილი ან რამე მსგავსი მეგონე, მაგრამ
ამას წინათ დამესიზმრე და გიცანი.
ვინი ძელსკამთან მივიდა.
– ამ სიბნელეში როგორ კითხულობ? – ჰკითხა გოგონას.
სკარლეტმა ჟურნალი დახურა.
– რა უცნაურია, შენ ამბობ ბნელაო, მე კი ჩვეულებრივად ვკითხულობ.
– შენ აქ... – ვინი დაიბნა, არ იცოდა, რა ეკითხა, – მარტო ხარ?
გოგონამ თავი დაუქნია.
– სკოლის შემდეგ მისტერ ფროსტს ვეხმარებოდი, საფლავის ქვებზე
წარწერების ასლებს ვაკეთებდით. ვთხოვე, ცოტა ხანს ძელსკამზე ჩამოვ-
ჯდები და დავისვენებ-მეთქი. დავპირდი, რომ ჩაის დასალევად წავყვები,
მერე კი სახლში გამაცილებს. არაფერი უკითხავს, მეც მიყვარს აქ სადმე
ჩამოჯდომა და ფიქრიო. სასაფლაო ყველაზე მშვიდი ადგილია დედამი-
წაზეო, – სკარლეტი ერთი წამით შეყოვნდა და შემდეგ განაცხადა, – შე-
იძლება ჩაგეხუტო?
– მე?
186
– ჰო, შენ.
– კარგი, – ბიჭი ერთი წუთით დაფიქრდა, – ჩამეხუტე, თუ გინდა.
– ხელში სიცარიელე ხომ არ შემრჩება? ხომ ნამდვილი ხარ?
– არა, სიცარიელე არ შეგრჩება, – უპასუხა ვინიმ. სკარლეტმა ხელები
შემოხვია და ისე მაგრად ჩაეხუტა, ბიჭს სუნთქვა შეეკრა.
– დავიხრჩე, – ძლივს ამოთქვა ვინიმ.
სკარლეტმა ხელი გაუშვა.
– მაპატიე, არ მინდოდა.
– არა, კარგი იყო. მართლა. უბრალოდ, არ მეგონა, ასე მაგრად თუ
ჩამეხუტებოდი.
– მინდოდა გამეგო, სინამდვილეში არსებობ თუ არა. თავიდან სულ
მახსოვდი, მერე თითქოს მიმავიწყდი... ახლა დავრწმუნდი, რომ შენ უბ-
რალო ბავშვური ახირება არა ხარ, შენ მართლა არსებობ... შენ დაბრუნ-
დი... ჩემს წარმოსახვასაც დაუბრუნდი და სინამდვილესაც.
ვინის გაეღიმა.
– გახსოვს, ფორთოხლისფერი ქურთუკი რომ გეცვა? ამ ფერის დანახ-
ვაზე სულ შენ მახსენდებოდი ხოლმე. ვინ იცის, სად არის ახლა ის ქურ-
თუკი..
– არ ვიცი, – უპასუხა გოგონამ, – ახლა ალბათ პატარა მექნება.
– რა თქმა უნდა, პატარა გექნება, – დაეთანხმა ვინი.
– ჩემი შინ წასვლის დროა, – თქვა სკარლეტმა, – შეიძლება შაბათ-
კვირას გამოვიდე, – შემდეგ ვინის გამომეტყველება შეამჩნია და დაუმა-
ტა, – დღეს ოთხშაბათია.
– კარგი იქნება.
გოგონა უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც იკითხა:
– როგორ გიპოვო?
– მაგაზე ნუ ფიქრობ, მე თვითონ გიპოვი, – უპასუხა ვინიმ, – შენ უბრა-
ლოდ მოდი, მე თვითონ გიპოვი.
სკარლეტმა თავი დაუქნია და წავიდა.
ვინი სასაფლაოზე დაბრუნდა და აღმართს შეუყვა. ფრობიშერების
მავზოლეუმამდე მივიდა, მაგრამ არ შესულა, შენობას გვერდიდან
მოუარა, ფეხებით სუროს მძლავრ ფესვზე შედგა და ქვის სახურავზე
187
აცოცდა. იჯდა, შორს, სასაფლაოს ქვემოთ მოფუთფუთე ქალაქს გასცქე-
როდა და სკარლეტთან ჩახუტებას იხსენებდა, სიმშვიდის იმ გრძნობას,
რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ფიქრობდა, რა იქნე-
ბოდა, თვითონ ყოფილიყო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, საკუთარი
პატარა სამყარო შეექმნა და სკარლეტთან ერთად უდარდელად ეხე-
ტიალა სასაფლაოს გარეთ.
სკარლეტმა არც ჩაი მოინდომა და არც შოკოლადის ნამცხვარი. მის-
ტერ ფროსტმა აღარ იცოდა, რა ექნა.
– მართალი გითხრა, – უთხრა გოგონას, – ისეთი სახე გაქვს, თითქოს
სადმე აჩრდილი გენახოს. თუმცა, აქ რას არ გადაეყრება კაცი. სასაფ-
ლაოზე ყველაფერი მოსალოდნელია. მე მყავდა დეიდა, რომელიც
დარწმუნებული იყო, მის თუთიყუშს სულები სტუმრობდნენ. წითელი არას
ჯიშის იყო თუთიყუში. დეიდაჩემი არქიტექტორი იყო. ეს ამბავი მთლად
დაწვრილებით არც მე ვიცი.
– არაფერი მომხდარა, – თქვა სკარლეტმა, – უბრალოდ, დავიღალე.
– მანქანით წაგიყვან. ამ წარწერაზე რას იტყვი? ნახევარი საათია
ვფიქრობ და ვერაფერი მომიფიქრებია, – ფროსტმა თავით ანიშნა პატა-
რა მაგიდაზე, რომელზეც წარწერის ასლი იდო. კაცს ქაღალდის კუთხე-
ებში მურაბის ქილები დაედგა, – შენი აზრით, გლედსტოუნი უნდა ეწე-
როს? თუ ასეა, ვინმე ჩვენი პრემიერ-მინისტრის ნათესავი იქნება. დანარ-
ჩენი სიტყვების გარჩევა შეუძლებელია.
– აბა, მე რა ვიცი, – უპასუხა სკარლეტმა, – შაბათს მოვალ და კიდევ
ერთხელ შევეცდები, რამე გავარჩიო.
– ალბათ დედაც წამოგყვება.
– დილით აქ მომიყვანს და პროდუქტების საყიდლად წავა. სადილად
შემწვარი ქათამი გვექნება.
– როგორ ფიქრობ, – მისტერ ფროსტს გულში იმედის ნაპერწკალი
ჩაესახა, – შემწვარი კარტოფილიც იქნება?
– იქნება ალბათ.
მისტერ ფროსტი აღრთოვანებული ჩანდა.
– არც ის მინდა, რომ ძალიან შევაწუხო... ხომ გესმის.

188
– არა, სრულიადაც არა, დედას სამზარეულოში ტრიალი ძალიან უყ-
ვარს. გაცილებისთვის დიდ მადლობას გიხდით.
– ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ, – უპასუხა ფროსტმა. ისი-
ნი ერთად დაეშვნენ ვიწრო სახლის კიბის საფეხურებზე.

კრაკოვში, ვაველის ქუჩაზე, არის გამოქვაბულები, რომლებსაც დრა-


კონის ბუნაგს უწოდებენ. დიდი ხნის წინათ იქ მართლაც ცხოვრობდა
დრაკონი. ტურისტები ახლაც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილებს, მაგრამ
ცოტამ თუ იცის, რომ ქვემოთ არის სხვა ოთახებიც, რომლებშიც არც
ერთ მათგანს ფეხი არ დაუდგამს. გამოქვაბულების ქსელი ქვემოთ კიდევ
უფრო ღრმავდება და თითქმის ყველა მათგანი დასახლებულია.
საილასი ყველაზე წინ მიდიოდა. მას ოთხი ფუტის დაშორებით უხ-
მაურო ნაბიჯებით მიჰყვებოდა რუხი ბუმბერაზი – მის ლუპესკუ. შემდეგ
კანდარი, ტილოს სახვევებით შეფუთული ასურული მუმია, რომელსაც
არწივის მსგავსი მძლავრი ფრთები და ლალისფერი თვალები ჰქონდა
და ხელში გოჭი ეჭირა.
თავდაპირველად ოთხნი იყვნენ, მაგრამ ჰარუნი სადღაც ზედა ოთა-
ხებში დაკარგეს. იგი ლითონის კაშკაშა სინათლემ შთანთქა, რადგან იფ-
რიტების რასისთვის დამახასიათებელი ზედმეტი თავდაჯერებულობა გა-
მოიჩინა და ისეთ სივრცეში შეაბიჯა, რომლის კედლები სამი მხრიდან
გაპრიალებული ბრინჯაოს სარკეებით იყო მოჭედილი. თვალის დახამხა-
მებაში მისგან მხოლოდ სარკეებში არეკლილი გამოსახულება დარჩა.
სარკეში მომწყვდეული ანარეკლი ერთხანს ფართოდ გახელილი,
ღველფივით მოგიზგიზე თვალებითა და პირიდან ამომსკდარი უხმო ყვი-
რილით დანარჩენებს ანიშნებდა, ფრთხილად იყავითო, შემდეგ კი გაქ-
რა. საილასმა, რომელიც სარკეში საერთოდ არ ირეკლებოდა, ერთ-
ერთ მათგანს თავისი პალტო ჩამოაფარა და ხაფანგი გააუვნებელყო.
– ასე და ამგვარად, – წარმოთქვა საილასმა, – სამნიღა დავრჩით.
– და გოჭი, – დაუმატა კანდარმა.
– გოჭი? – გაიკვირვა მის ლუპესკუმ. ლაპარაკის დროს მგლის ხახი-
დან ენა მოუჩანდა, – გოჭი რაში უნდა დაგვჭირდეს?
– იღბლიანი გოჭია, – უპასუხა კანდარმა.
189
მის ლუპესკუმ კანდარს შეუღრინა. გოჭის იღბლიანობის მაინცდამაინც
არ სჯეროდა.
– ჰარუნს გოჭი ჰყავდა? – მიამიტურად იკითხა კანდარმა.
– გაჩუმდი, – უთხრა საილასმა, – ისინი მოდიან, – ხმის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, ბევრნი არიან.
– მოვიდნენ, – დაიჩურჩულა კანდარმა.
მის ლუპესკუს ქედზე ბალანი აეჯაგრა. მაგრამ ბრძოლისთვის მზად
იყო, თავს ძლივს იკავებდა, რომ თავი უკან არ გადაეგდო და ყმუილი არ
ამოეშვა.

– რა ლამაზია აქაურობა, – თქვა სკარლეტმა.


– ჰო, ძალიან, – დაეთანხმა ვინი.
– ესე იგი, ოჯახის წევრები დაგიხოცეს? – ჰკითხა სკარლეტმა, – ვინ-
მემ იცის, ვინ ჩაიდინა ეს?
– არა. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ. ჩემი მეურვე მეუბნება, ვინც
ეს ჩაიდინა, დღესაც ცოცხალია, დანარჩენს დრო მოვა და გეტყვიო.
– დრო მოვაო?
– როდესაც მზად ვიქნები.
– მანამდე რა აკავებს? ჰგონია, შურისძიებით აღვსილი, გაიქცევი და
მკვლელს ავტომატის ჯერს დაახლი?
ვინიმ გოგონას გამომცდელი მზერა ესროლა:
– ავტომატის ჯერზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ რაღაც ამდაგვარს ვა-
პირებ.
– ხუმრობ?
ბიჭს ხმა არ ამოუღია, ტუჩები მოკუმა და თავი გააქნია.
– არა, არ ვხუმრობ, – თქვა ბოლოს.
მზიანი, ნათელი შაბათი დილა იყო. ისინი კარგა დიდი მანძილით გას-
ცდნენ ეგვიპტური ხეივნის დასაწყისს და თავი შეაფარეს უცნაურად დაღ-
ვლარჭნილი არაუკარიებისა და ფიჭვების ჩრდილს.
– შენი მეურვე ვინ არის? ისიც მიცვალებულია?
– მასზე ლაპარაკი არ მინდა.
სკარლეტს სახეზე წყენა დაეტყო.
190
– არც ჩემთან?
– არც შენთან.
– კარგი, – თქვა გოგონამ, – როგორც გინდა.
– უფრო სწორად... მაპატიე, რა, სხვა რამის თქმა მინდოდა...
სკარლეტმა შეაწყვეტინა:
– მისტერ ფროსტს დავპირდი, არ დავაგვიანებ-მეთქი. აჯობებს, თუ
დროზე დავბრუნდები.
– კარგი, – ვინის გუნება გაუფუჭდა. მიხვდა, რომ სკარლეტს აწყენინა
და ახლა სიტყვებს ეძებდა, რომ თავისი ნათქვამი გამოესწორებინა.
ბიჭმა თვალი გააყოლა სკარლეტს, რომელიც სამლოცველოსკენ მი-
მავალ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე მიაბიჯებდა.
– ამას ვის ვხედავ! თავად მისი აღმატებულება აქ ბრძანდება! – ვინის
ვიღაცის ხმა მოესმა, თუმცა ირგვლივ არავინ ჩანდა.
ვინის დარდი შემოაწვა. ეგვიპტურ ხეივანში დაბრუნდა და მის ლილი-
ბეტსა და მის ვაიოლეტს მიაკითხა. ქალბატონებმა ნება დართეს ძველი,
რბილყდიანი წიგნებით გამოტენილი მუყაოს ყუთი მათთან შეენახა. ბიჭს
კითხვა უნდოდა.
სკარლეტი მისტერ ფროსტს საფლავის ქვებიდან წარწერების ქაღალ-
დზე გადატანაში შუადღემდე ეხმარებოდა. შემდეგ გადაწყვიტეს, შესვენე-
ბა მოეწყოთ. მისტერ ფროსტმა სკარლეტს გაწეული დახმარების სანაც-
ვლოდ ლანჩისთვის თევზი და ჩიფსები შესთავაზა. მაღაზიისკენ დაეშ-
ვნენ, საჭმელი იყიდეს, შემდეგ ისევ გორაკზე ავიდნენ და ლანჩი იქ მი-
ირთვეს. ქაღალდის პაკეტებიდან ჩანდა ძმრით შეზავებული, მარილმოყ-
რილი ჩიფსები და თევზი, რომელსაც ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა.
სკარლეტმა მისტერ ფროსტს ჰკითხა:
– სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია მკვლელობების შესახებ? ინ-
ტერნეტში ვერაფერს მივაგენი.
– მკვლელობას გააჩნია. შენ რა გაინტერესებს?
– მკვლელობა, რომელიც, თუ არ ვცდები, ამ ქალაქში მოხდა. დაახ-
ლოებით ცამეტი ან თოთხმეტი წლის წინ. მთელი ოჯახი დახოცეს.
– რას მეუბნები! – შეიცხადა მისტერ ფროსტმა, – ნამდვილი ამბავია?
– დიახ. რა დაგემართათ?
191
– არაფერი... მკვლელობა... აქ? ცოტა არ იყოს, იმოქმედა... ნუთუ ასე-
თი რამეები მართლა ხდება? გაფიქრებაც არ მინდა. გარდა ამისა, ვერა-
სოდეს ვიფიქრებდი, რომ შენი ასაკის გოგონებს ამგვარი ამბები აინტე-
რესებდათ.
– ერთ ჩემს მეგობარს აინტერესებს, – გამოუტყდა სკარლეტი.
მისტერ ფროსტმა შემწვარი ვირთევზას დარჩენილ ნაჭერს ბოლო
მოუღო.
– თუ ინტერნეტში არაფერია, შეიძლება ბიბლიოთეკაში წააწყდეთ რა-
მეს. ძველ გაზეთებში უეჭველად იქნება. მაინც ვერ ვხვდები, რატომ იკ-
ვლევთ ამ მკვლელობის ამბებს?
– რატომ და... – სკარლეტს არ უნდოდა ტყუილი ეთქვა, – ერთმა ნაც-
ნობმა ბიჭმა მკითხა.
– ბიბლიოთეკაში აუცილებლად იქნება, – თქვა მისტერ ფროსტმა, –
მკვლელობა... ბრრ... ამ სიტყვის გაგონებაზეც კი მაკანკალებს.
– მგონი, მეც, – უპასუხა სკარლეტმა, – იქნებ... შეძლებთ ნაშუადღევს
ბიბლიოთეკაში წამიყვანოთ?
მისტერ ფროსტმა კარტოფილის ჩიფსი ჩაკბიჩა, დაღეჭა და მეორე ნა-
ხევარს იმედგაცრუებული გამომეტყველებით მიაჩერდა.
– რა მალე ცივდება კარტოფილი, არა?! თავიდან პირი გეწვება, როცა
ჭამ, ერთი წუთის მერე კი გიკვირს, ასე უცებ რამ გააცივა.
– ბოდიში, – თქვა სკარლეტმა, – სულ სადმე წაყვანას გთხოვთ.
– რას ამბობ, – უპასუხა მისტერ ფროსტმა, – უბრალოდ, ვფიქრობ,
როგორ გავატაროთ საღამო. დედას შოკოლადი უფრო უყვარს თუ ღვი-
ნო? ღვინო თუ შოკოლადი? ან იქნებ ორივე?
– ბიბლიოთეკიდან მე თვითონ წამოვალ. დედას შოკოლადი უყვარს.
მეც, სხვათა შორის.
– ესე იგი, შოკოლადი, – შვებით ამოისუნთქა მისტერ ფროსტმა.
ამასობაში მისტერ ფროსტმა და გოგონამ გორაკის ტერასებზე აშენე-
ბულ მაღალსართულიან სახლებს შორის გზის ნახევარი გაიარეს და იმ
ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც პატარა მწვანე "მინი" იდგა.
– დაჯექი. ბიბილიოთეკამდე მიგიყვან.

192
ბიბლიოთეკა ქვითა და აგურით ნაშენი, ოთხკუთხედი ფორმის, წინა
საუკუნის დასაწყისის შენობა აღმოჩნდა. სკარლეტმა ირგვლივ მიმოიხე-
და და ბიბლიოთეკარის მაგიდასთან მივიდა.
– დახმარება გნებავთ? – ჰკითხა ქალმა.
– ძველი გაზეთები მჭირდება, – უპასუხა სკარლეტმა.
– საშინაო დავალებისთვის? – ჰკითხა ქალმა.
– ქალაქის ისტორიას ვსწავლობ, – ამაყად დაუქნია თავი გოგონამ, ეს
თითქმის სიმართლე იყო.
– ადგილობრივი გაზეთი მიკროფირზე გვაქვს, – თქვა ბიბლიოთეკარ-
მა. ფაშფაშა ქალი იყო, ყურებზე ვერცხლის რგოლები ეკეთა. სკარლეტს
გული გამალებით უცემდა და მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, რომ საეჭვოდ გამოიყურებოდა, თითქოს ვინმეს წინა-
შე რაღაც დანაშაული ჩაედინოს. ქალი არხეინად შეუძღვა ოთახში, სა-
დაც კომპიუტერის ეკრანის მსგავსი კოლოფები ინახებოდა და ასწავლა,
როგორ დაეთვალიერებინა მიკროფირები ეკრანზე.
– რამდენიმე ხანში ყველაფერს გავაციფრულებთ, – თქვა ქალმა, –
რომელი წლის მონაცემებს ეძებთ?
– დაახლოებით ცამეტი-თოთხმეტი წლის წინანდელი ნომრები მინდა,
– უპასუხა სკარლეტმა, – უფრო ზუსტი მონაცემები არ მაქვს. შინაარსის
მიხედვით მივხვდები, რასაც ვეძებ.
ქალმა სკარლეტს მიაწოდა პატარა კოლოფი, რომელშიც ხუთი წლის
ნომრების მიკროფირები ეწყო.
– მიდი და ეძებე, თუ ბიჭი ხარ! – თქვა სკარლეტმა.
სკარლეტს ეგონა, მთელი ოჯახის მკვლელობას გაზეთის გარეკანზე
გააშუქებდნენ, მაგრამ ხელში სადღაც მეხუთე გვერდზე მიჭუჭკნული პატა-
რა შენიშვნა შერჩა.
ეს მოხდა ცამეტი წლის წინ, ოქტომბრის თვეში. არავითარი ამბავი,
არავითარი წვრილმანი – მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამონათვალი:
"რონალდ დორიანი, არქიტექტორი, 36 წლის, მისი ცოლი კარლოტა, 34
წლის, გამომცემელი, მათი ქალიშვილი მისტი, 7 წლის, დუნსტან-
როუდის 33-ში დახოცილები იპოვეს. ბნელი საქმე ჩანს. პოლიციის წარ-
მომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინა-
193
რე, ნაადრევი დასკვნების შესახებ საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია,
თუმცა ამ საქმეზე მუშაობა გრძელდება".
არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი არც მკვლელობის მიზეზებზე, არც
ბავშვზე, რომელიც იმ დღეს დაიკარგა. შემდეგი რამდენიმე კვირის ნო-
მერში ამ ამბავზე არაფერი თქმულა. ყოველ შემთხვევაში, სკარლეტმა
ვერაფერი იპოვა.
ერთადერთი, რაც გოგონამ ზუსტად იცოდა, ეს იყო მისამართი –
დუნსტან-როუდი, 33. გოგონა იმ სახლში ნამყოფი იყო.
სკარლეტმა მიკროფირებით სავსე ყუთი ბიბლიოთეკარს დაუბრუნა,
მადლობა გადაუხადა და აპრილის მზით გაჩახჩახებულ ქუჩას შინისკენ
გაუყვა. დედამისი სამზარეულოში საქმიანობდა, მიმწვარი ტაფის სუნის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ისე წარმატებულად. გოგონა თავის საძი-
ნებელში შევიდა და დამწვრის სუნის გასანიავებლად ფანჯრები ბოლომ-
დე გამოაღო. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონზე დარეკა.
– ალო, მისტერ ფროსტ?
– სკარლეტ, დღეს საღამოს ხომ ვხვდებით? დედა როგორ არის?
– ყველაფერი კარგად არის, – სკარლეტმა დედამისის სიტყვები
გაიმეორა, – ეემ... მისტერ ფროსტ, რამდენი ხანია მაგ სახლში ცხოვ-
რობთ?
– რამდენი ხანია და დაახლოებით... უკვე ოთხი თვეა.
– ეგ ბინა როგორ იპოვეთ?
– უძრავი ქონების აგენტის განცხადების მეშვეობით. ბინა ცარიელი
იყო, ფასსაც არა უშავდა. თან ისეთი ადგილი მინდოდა, საიდანაც სასაფ-
ლაოზე ფეხით სიარულს შევძლებდი. ეს ბინა ჩემთვის ყველაზე მისაღები
ვარიანტი იყო.
– მისტერ ფროსტ, – სკარლეტს სიტყვების შერჩევა უჭირდა. ბოლოს
გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა, – დაახლოებით ცამეტი წლის წინ თქვენს
სახლში სამი ადამიანი დახოცეს. დორიანების ოჯახი.
ტელეფონის მეორე ბოლოში დუმილი ჩამოწვა.
– მისტერ ფროსტ? აქ ხართ?

194
– ეეჰმ... აქ ვარ, სკარლეტ. მაპატიე. ასეთი რამის მოსმენა ადვილი არ
არის. ეს სახლი იმდენად ძველია, თავისთავად ცხადია, მსგავსი რამ მო-
სალოდნელია, მაგრამ... მაინც რა მოხდა?
სკარლეტი დაიბნა. არ იცოდა, რა ეთქვა.
– გაზეთში პატარა შენიშვნის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინე, მხოლოდ
მისამართი იყო დასახელებული, სხვა არაფერი. არც ის ვიცი, როგორ
დახოცეს.
– ღმერთო, შენ დაგვიფარე! – სკარლეტი არ მოელოდა, თუ მისტერ
ფროსტი ამ ამბავს გულთან ასე ახლოს მიიტანდა.
– ამის შემდეგ მაგ ისტორიას მე მივხედავ. მხარეთმცოდნეობის ხალხი
სხვას კი არაფერს ვაკეთებთ! ყველაფერს გავარკვევ და მოგიყვები, –
დაამატა მისტერ ფროსტმა.
– გმადლობ, – შვებით ამოისუნთქა გოგონამ.
– ეემ... გასაგებია, რისი თქმაც გინდა – ნუნამ თუ გაიგო, რომ სახლში,
რომელშიც ვცხოვრობ, თუნდაც ცამეტი წლის წინათ, ასეთი მკვლელობა
მოხდა, ჩემთან ერთად სასაფლაოზე სიარულს აგიკრძალავს. ამიტომ...
ეემ, თუ შენ არაფერს ეტყვი, მე ხმის ამომღები საერთოდ არ ვარ.
– გმადლობ, მისტერ ფროსტ!
– ნახვამდის, შვიდ საათზე მოვალ შოკოლადებით ხელში.
სადილი გამორჩეულად მშვენიერი იყო. სამზარეულოში დამწვრის სუ-
ნი აღარ იგრძნობოდა. ქათამი გემრიელი გამოდგა, სალათი – კიდევ
უკეთესი. შემწვარი კარტოფილი ზედმეტად ხრაშუნა იყო, მაგრამ აღ-
ფრთოვანებული მისტერ ფროსტი გაძახოდა, მე ზუსტად ასეთი მომწონ-
სო და მეორე ულუფაც კი მიირთვა. ყვავილებიც მშვენიერი იყო, ხოლო
შოკოლადი, რომელიც დესერტზე მიირთვეს – უგემრიელესი. მისტერ
ფროსტი იჯდა და ისტორიებს ჰყვებოდა, შემდეგ საღამოს ათ საათამდე
მათთან ერთად ტელევიზორს უყურა, ბოლოს, წასვლის წინ განაცხადა:
– დრო, ზღვის ტალღა და ისტორიული კვლევა არ იცდის.
ფროსტმა ნუნას ხელი ხალისიანად ჩამოართვა, სკარლეტს შეთქმუ-
ლივით თვალი ჩაუკრა და იქაურობა დატოვა.
იმ ღამეს სკარლეტს უნდოდა ვინი სიზმარში ენახა. ლოგინში ჩაწვა და
სანამ ჩაეძინებოდა, შეეცადა წარმოედგინა, რომ სასაფლაოზე დადიოდა
195
და ვინის ეძებდა, მაგრამ როგორც კი ჩაეძინა, დაესიზმრა, როგორ და-
ხეტიალებდა გლაზგოს ცენტრში თავის ძველ თანასკოლელებთან ერ-
თად. ისინი რომელიღაც ქუჩას ეძებდნენ, მაგრამ ყველგან ჩიხებს აწყდე-
ბოდნენ და გასასვლელს ვერ პოულობდნენ.

მის ლუპესკუმ წაიბორძიკა და დაეცა. იგი კრაკოვის ერთ-ერთი გორა-


კის შუაგულში დრაკონის ბუნაგად წოდებული გამოქვაბულის ქვემოთ არ-
სებულ ყველაზე მიუვალ მღვიმეში იმყოფებოდა.
საილასი მაშინვე მივარდა, მის წინ დაიჩოქა და თავი წამოუწია. რუხ
ნადირს დრუნჩზე თავისი და სხვისი სისხლი ეცხო.
– დამტოვე და წადი, – უთხრა მან საილასს, – ბიჭს მიეშველე.
მის ლუპესკუს თანდათან ადამიანის ნაკვთები გამოეკვეთა, ახლა ნა-
ხევრად რუხი მგლის, ნახევრად კი ქალის შესახედაობა ჰქონდა. სახეც
ქალის გაუხდა.
– არა, – უპასუხა საილასმა, – არ მიგატოვებ.
მის უკან კანდარი იდგა და იმ ბავშვივით, რომელიც თოჯინას აძინებს,
მკლავებში გოჭს ანანავებდა. გადამსხვრეული მარცხენა ფრთა უღონოდ
ეკიდა, ალბათ ფრენას ვეღარასოდეს შეძლებდა, წვერმოშვებულ სახეზე
შეუვალი გამომეტყველება ეხატა.
– ისინი დაბრუნდებიან, საილას, – წაიჩურჩულა მის ლუპესკუმ, – ძა-
ლიან მალე დაბრუნდებიან. მზე ამოვა.
– დაბრუნდებიან და სანამ თვითონ შემოგვიტევენ, ჩვენ დავასწროთ, –
უპასუხა საილასმა, – წამოდგომა შეგიძლია?
– აა, მე ხომ უფლის მწევრობას ვეკუთვნი, – თქვა მის ლუპესკუმ, –
აუცილებლად ავდგები.
მან თავი ჩრდილში ჩახარა და მუშტები მოკუმშა. ცოტა ხნის შემდეგ
თავი ისევ რუხი მგლისა გაუხდა. მის ლუპესკუმ წინა თათები ქვას მიაბჯი-
ნა და დიდი გაჭირვებით წამოიმართა. ეს იყო უზარმაზარი, დათვზე ბევ-
რად დიდი რუხი მგელი, რომელსაც დრუნჩი და ფერდები სისხლით
ჰქონდა მოსვრილი.

196
მხეცმა თავი უკან გადააგდო და ხორხიდან მრისხანე საბრძოლო
ყმუილი ამოუშვა. დაღრენილი ლაშებიდან ეშვები გამოუჩნდა. ერთი ამო-
იგმინა და თავი ისევ ჩაქინდრა.
– ახლავე! – დაიბუხუნა მის ლუპესკუმ, – ახლავე მოვუღებთ ბოლოს.

კვირა საღამოს ტელეფონმა დარეკა. სკარლეტი ქვედა სართულზე,


მაგიდასთან იჯდა და მანგადან8, რომელიც ახლახანს წაიკითხა, სურა-
თებს ქაღალდის ნაგლეჯზე გულმოდგინედ იხატავდა. სატელეფონო
ზარს დედამ უპასუხა.
– გაგიკვირდებათ და, სწორედ ამ წამს ვლაპარაკობდით თქვენზე, –
თქვა დედამ. არადა, სიტყვა არავისზე დაუძრავთ, – შესანიშნავი იყო! –
განაგრძო საუბარი დედამ, – საუკეთესო დრო გავატარე. არა, რას ბრძა-
ნებთ, რა შეწუხება. შოკოლადი? გადასარევი იყო! არაჩვეულებრივი!
სკარლეტს ვეუბნებოდი თქვენზე, რომ შეგიძლიათ გვესტუმროთ ნებისმი-
ერ დროს, როცა კი კარგი სადილი მოგინდებათ, უბრალოდ, წინასწარ
გამაგებინეთ. სკარლეტი? როგორ არა, აქ არის, დაგალაპარაკებთ.
სკარლეტ?
– აქ ვარ, დედა, რა გაყვირებს, – გოგონამ ყურმილი აიღო, – მისტერ
ფროსტ?
– სკარლეტ? – ფროსტს ხმაში აღელვება ეტყობოდა, – ახალი ამბავი
მაქვს შენთვის... გახსოვს, მაშინ რომ ვისაუბრეთ? აი, იმ ამბებზე, ჩემს
სახლში რომ მოხდა... შენს მეგობარს გადაეცი, რომ რაღაცები გავარ-
კვიე... ეე... კაცმა რომ თქვას, ისიც არ ვიცი, ის შენი მეგობარი მართლა
არსებობს თუ შენი წარმოსახვის ნაწილია? არ გეგონოს, შენს საქმეში
ცხვირს ვყოფდე.
– არა, მართლა მყავს მეგობარი, რომელსაც ეს საკითხი აინტერესებს,
– სკარლეტს ფროსტის სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა.
დედამ გოგონას ცნობისმოყვარე მზერა ესროლა.
– შენს მეგობარს გადაეცი, რომ რაღაც-რაღაცები გამოვთხარე. პირ-
დაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ, უბრალოდ, კვლევა დავიწყე და მნიშ-

8
იაპონური კომიქსი (მთარგმნელის შენიშვნა)
197
ვნელოვან ინფორმაციას წავაწყდი. როგორც ეტყობა, ამ საქმის გახ-
მაურება ვიღაცას არ აძლევდა ხელს. მოკლედ, საინტერესო ფაქტები
ამოტივტივდა.
– კერძოდ, რა ფაქტები?
– მისმინე... ვიცი, ჩემზე იფიქრებ, გაგიჟდაო, მაგრამ რა ვქნა, რაც გა-
ვიგე, ეს არის: ამ სახლში სამი ადამიანი მოუკლავთ, მეოთხე, სავა-
რაუდოდ, პატარა ბავშვი, გადარჩა. სამსულიანი კი არა, ოთხსულიანი
ოჯახი ყოფილა. აქედან სამი მოუკლავთ. იმ შენს მეგობარს უთხარი, ჩემ-
თან მოვიდეს. ყველაფერს მოვუყვები.
– გადავცემ, – თქვა სკარლეტმა და ტელეფონი გათიშა. გული კაკა-
ნათში გაბმული ჩიტივით უფრთხიალებდა.
ვინიმ ქვის ვიწრო კიბე ჩაიარა, უკანასკნელად აქ ექვსი წლის წინ იყო.
მისი ნაბიჯები გორაკის შუაგულში მდებარე დარბაზში ექოდ ისმოდა.
ბიჭი ყველაზე დაბალ საფეხურზე შეჩერდა და გველეშაპის გამოჩენას
დაელოდა. დარბაზში ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც ჩურჩული, არც სხვა
რაიმე მოძრაობის ხმა. ირგვლივ დუმილი გამეფებულიყო.
ვინიმ იქაურობა მოათვალიერა და ქვის საკურთხეველს მიუახლოვდა.
ზედ თასი, გულსაბნევი და ქვის დანა იდო. ბიჭი სიბნელეში ისე კარგად
ხედავდა, თითქოს მიცვალებული ყოფილიყოს.
შემდეგ დაიხარა და თითით დანის პირი მოსინჯა. დანა ბასრი აღმოჩ-
ნდა და ხელი გაეჭრა.
– ეს საგანძური გველეშაპს ეკუთვნის, – დაიშიშინა სამხმოვანმა არსე-
ბამ.
ვინის მოეჩვენა, რომ მის ხმაში უწინდებური რიხი და გამბედაობა გამ-
ქრალიყო.
– შენ აქაურობის უხუცესი ბინადარი ხარ. რჩევის საკითხავად მოვედი,
– მიმართა მან გველეშაპს.
რამდენიმე ხნის დუმილის შემდეგ ბიჭს პასუხი მოესმა:
– ურჩხულს რჩევას არ ეკითხებიან. ურჩხული დარაჯობს. ურჩხული
თავის მბრძანებელს ელოდება.
– ვიცი, მაგრამ რა ვქნა, სხვას ვის მივმართო, საილასი აქედან შორს
არის.
198
ურჩხული ხმას არ იღებდა. ყველგან მხოლოდ მტვერი და დუმილი გა-
მეფებულიყო.
– არ ვიცი, რა ვქნა, – გამოტყდა ვინი, – მგონი, ჩემი ოჯახის მკვლელს
მივაგენი. მას ჩემი მოკვლაც უნდოდა... თუმცა, იმისათვის, რომ ყველა-
ფერი დანამდვილებით გავიგო, სასაფლაოს დატოვება მომიწევს.
გველეშაპი ხმას არ იღებდა. კვამლის საცეცები დარბაზში აღწევდა და
იქაურობას ნელ-ნელა გრაგნიდა.
– სიკვდილის არ მეშინია, – თქვა ვინიმ, – მაგრამ ჩემთვის ძვირფასი
ადამიანები იმდენად დიდ დროს ხარჯავენ ჩემს დაცვაზე, მოვლასა და
აღზრდაზე...
პასუხად ისევ დუმილი..
ცოტა ხნის შემდეგ ვინიმ ისევ განაგრძო:
– ყველაფერი მე თვითონ უნდა გავაკეთო.
– ჰო...
– გასაგებია. ბოდიში, ტყუილად შეგაწუხე.
ვინის თავში ცბიერი, დათაფლული ხმა გაისმა:
– გველეშაპი საგანძურს ბატონის მობრძანებამდე იცავს. იქნებ ჩვენი
ბატონი შენ ხარ?
– არა, – უპასუხა ვინიმ.
გველეშაპმა ისევ იმ თავისი მტირალა და საწყალობელი ხმით
გაუმეორა:
– შენ იყავი ჩვენი ბატონი.
– ვერა, ვერ ვიქნები, არ შემიძლია.
– შენ რომ ჩვენი ბატონი იყო, სამუდამოდ ჩვენს რგოლებში გამოგამ-
წყვდევდით. შენ რომ ჩვენი ბატონი იყო, საფრთხე არასოდეს დაგემუქ-
რებოდა, ჩვენ დაგიცავდით უკუნითი უკუნისამდე, რათა არასოდეს შეგხე-
ბოდა წუთისოფლის სიავენი.
– მე არ ვარ თქვენი ბატონი.
– არა.
ვინი გრძნობდა, როგორ იკლაკნებოდა მის გონებაში გველეშაპი. ბო-
ლოს შემდეგი სიტყვები გაიგონა:
– მაშ, წადი და შენი სახელი იპოვე.
199
მისი გონება მაშინვე დაცარიელდა. დარბაზში აღარავინ იყო. ბიჭი
კვლავ მარტო დარჩა და საფეხურებს აუყვა. სწრაფად და ფრთხილად
მიაბიჯებდა.
ვინიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რაც შეიძლებოდა სწრაფად
უნდა შეესრულებინა, უნდა მოესწრო, სანამ მის გონებას მოქმედების
სურვილი სწვავდა.
სკარლეტი სამლოცველოს წინ, ძელსკამზე ელოდებოდა.
– აბა, რა ხდება? – იკითხა გოგონამ.
– ვიცი, რაც უნდა ვქნა. წავედით, – თქვა ბიჭმა.
ისინი სასაფლაოს ჭიშკრისკენ დაეშვნენ.
ნომერი 33 ერთი მაღალი და ვიწრო შენობა აღმოჩნდა – ეს იყო წი-
თელი აგურით ნაგები, უსახური ნაგებობა, რომელიც ზუსტად ქუჩის შუაში,
ტერასიან სახლებს შორის იდგა. ვინი მას ეჭვიანი მზერით ათვალიერებ-
და – ჩვეულებრივი სახლი იყო, არაფერი განსაკუთრებული. თვითონაც
ვერ გაეგო, რატომ ვერ ცნობდა იქაურობას. სახლს ბაღის ნაცვლად წინ
პატარა, ბეტონის ეზო ჰქონდა, იქვე მწვანე "მინი" ეყენა. ერთ დროს ცის-
ფრად შეღებილი შესასვლელი კარი ჟამთა სიავისგან გახუნებულიყო.
– რა ვქნათ? – იკითხა სკარლეტმა.
ვინიმ კარზე დააკაკუნა. შიგნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა, კარი გაიღო
და დერეფანი და კიბის საფეხურები გამოჩნდა. შესასვლელში სათვა-
ლიანი კაცი იდგა, ჭაღარა თმა გვარიანად შესთხელებოდა, თვალებს
სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა.
მასპინძელმა ბიჭს ხელი გაუწოდა, ნერვიულად გაუღიმა და უთხრა:
– თქვენ ხართ მის პერკინსის იდუმალებით მოცული მეგობარი? კეთი-
ლი იყოს ჩვენი გაცნობა.
– ეს ვინია, – თქვა სკარლეტმა.
– ბინი?
– ვინი. "ვ", – თქვა გოგონამ, – ვინი, ეს მისტერ ფროსტია.
მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
– ქურაზე ჩაიდანი მიდგას, – თქვა მისტერ ფროსტმა, – იქნებ ჩაი დაგ-
ველია?

200
მისტერ ფროსტი სტუმრებს ზემოთ აუძღვა, თვითონ სამზარეულოში
გავიდა და სამ მოზრდილ ტოლჩაში ჩაი დაასხა. ყველანი მომცრო სას-
ტუმრო ოთახში მოთავსდნენ.
– აქ ყველაფერი ზემოთ არის. ტუალეტი და ჩემი კაბინეტი მომდევნო
სართულზეა, საძინებლები კი – უფრო ზემოთ. რას იზამ, კიბეებზე სიარუ-
ლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ისინი ისხდნენ ფართო, მუქი მეწამული ფერის დივანზე, რომელიც,
მისტერ ფროსტის თქმით, ამ სახლში დახვდა, და ჩაის სვამდნენ. სკარ-
ლეტს, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ეშინოდა, მისტერ ფროსტმა
ვინის ბევრი შეკითხვა არ დაუსვასო. ფროსტი ისეთი აღელვებული ჩან-
და, გეგონებოდათ, ძალიან ცნობილი ადამიანის საფლავის ქვა იპოვა და
თავისი აღმოჩენის შესახებ უნდა მთელ მსოფლიოს ამცნოსო. სკამზე მო-
უთმენლად წრიალებდა, თითქოს უნდოდა ძალა მოეკრიბა და თავისი
სტუმრებისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოეთხრო, მაგრამ ყველაფ-
რის ერთბაშად თქმას ვერ ახერხებდა და ამის გამო ისე იბნეოდა, ენა
უარესად ებმოდა.
– არ გვეტყვით, რა გაიგეთ? – ჰკითხა სკარლეტმა.
– მართალი იყავი, – თქვა ფროსტმა, – ის ადამიანები ამ სახლში
ცხოვრობდნენ... აქ დახოცეს და შემდეგ... მე ვფიქრობ, ეს ამბავი მიჩქმა-
ლეს... მე ვიტყოდი, უფრო დაივიწყეს... ასე გამოდის... მთავრობამ არა-
ფერი მოიმოქმედა.
– არ მესმის, – თქვა სკარლეტმა, – მკვლელობის გამოძიების ასეთი
მიფუჩეჩება შესაძლებელია?
– სწორედ ასე გამოვიდა, – უპასუხა ფროსტმა და ჩაი მოსვა, – რო-
გორც ჩანს, ამ საქმეში გავლენიანი ხალხი ჩაერია. აბა, სხვა რა ვიფიქ-
რო? რაც შეეხება ბავშვს...
– მას რაღა დაემართა?
– ბავშვი გადარჩა, – თქვა ფროსტმა, – დარწმუნებული ვარ, მაგრამ
საქმე ის არის, მისი მოძებნა არავის უცდია. როგორც წესი, დაკარგულ
ბავშვზე ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება. ამ შემთხვევაში რო-
გორღაც ეს ამბავიც მიაფუჩეჩეს.
– ვინ არის ეს ხალხი? – იკითხა ვინიმ.
201
– ვინც ის ადამიანები დახოცა.
– კიდევ რა იცით?
– ბევრი არაფერი... – ფროსტი გაჩუმდა, – მაპატიეთ, მე... ეს ყველა-
ფერი, უბრალოდ, დაუჯერებელია.
სკარლეტი გაღიზიანდა.
– რა არის დაუჯერებელი? რა გაიგეთ?
ფროსტი დაიბნა.
– მაპატიე. მართალი ხარ. ამის დამალვა შეუძლებელია. ისტორიკო-
სები არაფერს მალავენ. პირიქით, ისინი დიდი ხნის მივიწყებულ სიმარ-
თლეს პოულობენ და ამის შესახებ ხალხს ატყობინებენ. ასეა, – ისევ გა-
ჩერდა, შეყოყმანდა და შემდეგ თქვა: – რაღაც წერილი ვიპოვე. ზემოთ.
ერთ ადგილას, იატაკის ქვეშ იყო, – ფროსტი ვინის მიუბრუნდა, – ყმაწვი-
ლო, როგორც ვხვდები, თქვენ ამ შემაძრწუნებელ საქმეში პირადი ინტე-
რესის გამო ჩაერთეთ.
ვინიმ თავი დაუქნია.
– მეტს არაფერს გკითხავთ, – თქვა მისტერ ფროსტმა და ფეხზე წა-
მოდგა, – წამომყევით, – თქვენ კი ჯერჯერობით აქ დარჩით, – მიუბრუნ-
და სკარლეტს, – ჯერ ამ ყმაწვილს უნდა ვაჩვენო. თუ ნებას დამრთავს,
თქვენც წაგაკითხებთ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო სკარლეტმა.
– დიდხანს არ დაგვაგვიანდება, – თქვა მისტერ ფროსტმა, – წავედით,
ყმაწვილო.
ვინი ფეხზე წამოდგა და სკარლეტს აღელვებული მზერა ესროლა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – თქვა გოგონამ და რაც შეიძლება გა-
მამხნევებლად გაუღიმა, – აქ დაგელოდები.
ისინი ოთახიდან გავიდნენ და კიბის საფეხურებს შეუყვნენ. გოგონამ
მათ ჩრდილებს თვალი გააყოლა. ერთბაშად შეიპყრო ნერვიულობამ და
ცნობისმოყვარეობამ. აინტერესებდა, რა ეწერა იმ წერილში, თან უხარო-
და, რომ მის შინაარსს პირველი ვინი გაიგებდა. ბოლოს და ბოლოს, ეს
მისი უფლება, მისი ოჯახის საქმე იყო.
მისტერ ფროსტი ვინის კიბეზე მიუძღოდა. ვინიმ იქაურობას თვალი
მოავლო. ამ სახლში ვერაფერს ცნობდა, მისთვის ყველაფერი უცხო იყო.
202
– სულ ზემოთ უნდა ავიდეთ, – თქვა მისტერ ფროსტმა. ისინი კიბის კი-
დევ ერთ საქცევს შეუყვნენ.
– მე... უფრო სწორად, თქვენ... თუ არ გინდათ, შეგიძლიათ არ მიპასუ-
ხოთ, მაგრამ... ის პატარა ბიჭი თქვენ ხართ, ხომ ასეა?
ვინიმ არაფერი უპასუხა.
– აი, მოვედით, – თქვა მისტერ ფროსტმა. გასაღები კარს მოარგო და
გააღო.
შევიდნენ.
ეს იყო პატარა ოთახი სხვენში, დაქანებული ჭერით. ცამეტი წლის წინ
აქ ბავშვის საწოლი იდგა. ორი ადამიანი ძლივს ეტეოდა.
– ძალიან გამიმართლა, – თქვა მისტერ ფროსტმა, – წერილი პირდა-
პირ ცხვირწინ მედო, თუ შეიძლება ასე ითქვას, – კაცი დაიხარა და გაქუ-
ცული ფარდაგის კუთხე გადასწია.
– ესე იგი, თქვენ იცით, რისთვის დახოცეს ჩემი ოჯახის წევრები? –
ჰკითხა კაცს ვინიმ.
– ყველაფერი აქ წერია, – უპასუხა მისტერ ფროსტმა, დაიხარა და
იატაკიდან ერთი ფიცარი ამოაძრო.
– ეს ბავშვის ოთახი უნდა იყოს, – თქვა მისტერ ფროსტმა, – ახლავე
გაჩვენებთ... ერთადერთი, მკვლელის ვინაობა არ ვიცით. საერთოდ არა-
ფერი. სულ უმნიშვნელო ხელმოსაჭიდიც კი არ გვაქვს.
– ჩვენ ვიცით, რომ შავი თმა აქვს, – თქვა ვინიმ. ის იდგა ოთახში, რო-
მელიც ოდესღაც მისი საძინებელი იყო, – და ჯეკი ჰქვია.
მისტერ ფროსტმა იატაკის შიგნით ხელი მოაფათურა სიცარიელეში,
საიდანაც ფიცარი ამოაძრო.
– თითქმის ცამეტი წელი გავიდა, – თქვა მან, – დროთა განმავლობაში
თმა შეიძლება გაცვივდეს და გაჭაღარავდეს. ამდენი ხნის შემდეგ... მაგ-
რამ ერთ რამეში მართალი ხარ. მას ჯეკი ჰქვია.
კაცი ერთბაშად წამოიმართა. მის ხელში ბასრმა დანამ იელვა.
– დროა! – წამოიძახა კაცმა, სახელად ჯეკმა, – დროა, დაწყებული
საქმე დავამთავროთ!

203
ვინი კაცს ჩააშტერდა. მას მისტერ ფროსტის ნიღაბი მოსძვრა, თით-
ქოს პალტო ან ქუდი ყოფილიყოს. მეგობრული გამომეტყველება სად-
ღაც გაქრა. შუქზე სათვალის მინები და დანის ბასრი პირი ელავდა.
ქვემოდან სკარლეტის ხმა მოისმა.
– მისტერ ფროსტ! წინკარზე ვიღაც აკაკუნებს! გავუღო?
კაცმა, სახელად ჯეკმა, ერთი წამით გვერდზე გაიხედა. ეს წამი ვინის-
თვის ყველაფერს ნიშნავდა – ბიჭმა ძალა მოიკრიბა და გაუჩინარდა.
როდესაც კაცმა, სახელად ჯეკმა, მოიხედა, ოთახში არავინ იყო. კაცი
თვალებს გაოცებული აცეცებდა. მის სახეზე ერთმანეთს ებრძოდა გაკ-
ვირვება და მრისხანება. ფეხი წინ წადგა და ბებერი ვეფხვივით, რომე-
ლიც ცდილობს, მსხვერპლს სუნით მიაგნოს, ჰაერი მოყნოსა.
– ვიცი, რომ აქ ხარ, – დაიღრინა კაცმა, სახელად ჯეკმა, – შენი სუნი
მცემს.
მის უკან სხვენის კარი გაჯახუნდა. კაცმა მოიხედა და დაინახა, როგორ
გადატრიალდა კლიტეში გასაღები.
– მაგით მხოლოდ რაღაც დროს მოიგებ, საბოლოოდ მაინც ვერ შემა-
ჩერებ! – დაუყვირა მან კარს, შემდეგ კი ხმადაბლა დაამატა, – დაწყებუ-
ლი საქმე გვაქვს დასამთავრებელი. მე და შენ.
ვინი კიბეზე თავპირისმტვრევით ჩარბოდა, კედლებს ეხლებოდა, ცო-
ტა დააკლდა და კისერს მოიტეხდა.
– სკარლეტ! – დაიყვირა მან, – ის არის! გავიქცეთ!
– ვინ ის? რას ამბობ?
– ვინ და ის! ფროსტი ჯეკია. ჩემი მოკვლა უნდა!
ზემოდან ბრახაბრუხი ისმოდა – კაცი, სახელად ჯეკი კარის გამომ-
ტვრევას ლამობდა.
– მაგრამ... – სკარლეტი გაგონილის გააზრებას ცდილობდა, – ფროს-
ტი კარგი ადამიანია.
– არა, – უპასუხა ვინიმ, გოგონას ხელი სტაცა და კიბეზე ჩაარბენინა, –
არა, ის კარგი ადამიანი არ არის.
სკარლეტმა წინკარი გააღო.

204
– საღამო მშვიდობის, გოგონა, – მიესალმა სკარლეტს ვიღაც კაცი –
მისტერ ფროსტი აქ ცხოვრობს? მგონი, მისი ბუნაგი აქ უნდა იყოს, – კაცს
შევერცხლილი თმა ჰქონდა და ოდეკოლონის სუნი ასდიოდა.
– თქვენ მისი მეგობრები ხართ? – ჰკითხა გოგონამ.
– აბა, როგორ! – უპასუხა ჩია კაცმა, რომელიც მისი თანამგზავრის
უკან იდგა. მას შავი, პატარა ულვაში ჰქონდა და დანარჩენებისგან გან-
სხვავებით, შლაპა ეხურა.
– რა თქმა უნდა, მეგობრები ვართ, – დაადასტურა მესამე, შედარებით
ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც სკანდინავიური გარეგნობა – ზორბა ტა-
ნი და ქერა თმა ჰქონდა.
– ყველა ჯეკი მისი მეგობარია, – თქვა დიდთავიანმა მსუქანმა კაცმა,
რომელსაც შავგვრემანი სახე ხარს მიუგავდა.
– ის... მისტერ ფროსტი გასულია, – თქვა სკარლეტმა.
– მანქანა რომ აქ დგას? – იკითხა თმაშევერცხლილმა კაცმა.
– შენ ვინ ხარ? – ჰკითხა გოგონას ქერათმიანმა.
– მე მისი მეგობრის შვილი ვარ, – უპასუხა სკარლეტმა.
გოგონა ხედავდა ვინის, რომელიც კაცების უკან იდგა და ხელებით
ანიშნებდა, იქაურობა დაეტოვებინა და მას გაჰყოლოდა.
სკარლეტი ცდილობდა, რაც შეიძლება უდარდელი გამომეტყველება
მიეღო.
– სადღაც ახლოს უნდა იყოს, გაზეთის საყიდლად გავიდა. აი, იქ, კუთ-
ხეში მაღაზიაა.
გოგონა სახლიდან გამოვიდა, კარი გამოიხურა და წასვლა დააპირა.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა მას ულვაშიანმა კაცმა.
– ავტობუსზე მაგვიანდება, – უპასუხა გოგონამ და გაჩერებისკენ მიმა-
ვალ აღმართს აუყვა, იქვე იყო სასაფლაო. უკან არც ერთხელ არ მოუხე-
დავს.
ვინი მის გვერდით მიაბიჯებდა. შეღამების ბინდბუნდში ბიჭი ლანდივით
ჩანდა, თითქოს იქ იყო და არც იყო. სიცხეში მოცახცახე ჰაერი წამიერად
ადამიანის ფორმას იღებდა, მაგრამ საკმარისი იყო, მზერა შეგეჩერები-
ნათ და მოშრიალე ფოთლების გარდა ვერაფერს დაინახავდით.

205
– ფეხს აუჩქარე, – უთხრა ვინიმ გოგონას, – ისინი თვალს არ გაცილე-
ბენ, არ გაიქცე.
– ვინ არიან? – ჩუმად იკითხა სკარლეტმა.
– არ ვიცი, – უპასუხა ვინიმ, – უცნაურები არიან. ისეთი გრძნობა მაქვს,
რომ მთლად ადამიანები არ არიან. მინდა მათთან დავბრუნდე და ყური
დავუგდო.
– რა თქმა უნდა, ადამიანები არიან, – თქვა სკარლეტმა და ნაბიჯს აუჩ-
ქარა, გაქცევას ცოტაღა უკლდა. ზუსტად არ იცოდა, ვინი მის გვერდით
იყო თუ არა.
ოთხი მამაკაცი 33 ნომერი სახლის წინ იდგა.
– არ მომწონს ეს ამბავი, – თქვა ხარისკისრიანმა ზორბა კაცმა.
– არც თქვენ მოგწონთ, არა, მისტერ ტარ? – გაეპასუხა ჭაღარათმიანი
კაცი, – არავის არ მოგვწონს. რაღაც ხდება. რაღაც ძალიან ცუდი.
– კრაკოვი დავკარგეთ. პასუხი არ ჩანს. მელბურნისა და ვანკუვერის
შემდეგ... – თქვა ულვაშიანმა კაცმა, – მე მგონი, ყველას გვესმის, რომ
ჩვენ ოთხნიღა დავრჩით.
– გაჩუმდით, მისტერ, ქეჩ, – შეაწყვეტინა ჭაღარათმიანმა, – ვფიქრობ.
– ბოდიშს ვიხდი, სერ, – თქვა მისტერ ქეჩმა, ულვაშთან ხელთათმა-
ნიანი ხელი მიიტანა, გორაკი მოათვალიერა და დაუსტვინა.
– მე ვფიქრობ... გოგონას უნდა გავყვეთ, – თქვა მისტერ ტარმა, კის-
რიანმა.
– მე კი ვფიქრობ, აჯობებს, ჩემი ნათქვამი ყურში შეუშვათ, – თქვა ჭა-
ღარათმიანმა, – რომ ვთქვი, გაჩუმდით-მეთქი, ესე იგი, უნდა გაჩუმდეთ.
– ბოდიშს გიხდით, მისტერ დენდი, – თქვა ქერათმიანმა.
ისინი გაჩუმდნენ.
სიჩუმეში ყველამ გაიგონა ბრახუნი, რომელიც სახლიდან გამოდიოდა.
– სახლში უნდა შევიდე, – თქვა მისტერ დენდიმ, – წამომყევით, მის-
ტერ ტარ. ნიმბლი და ქეჩი, გოგონა იპოვეთ და აქ მოიყვანეთ.
– ცოცხალი თუ მკვდარი? – მისტერ ქეჩს სახეზე მლიქვნელური ღიმი-
ლი გადაეკრა.
– ცოცხალი, იდიოტო, – უპასუხა მისტერ დენდიმ, – უნდა გავიგო, რა
იცის.
206
– იქნებ ერთ-ერთი იმათგანია, – თქვა მისტერ ტარმა, – აი, ვანკუვერსა
და მელბურნში რომ დაგვამარცხეს.
– წადი და მოიყვანე, – უთხრა მისტერ დენდიმ, – მიდი.
ქერათმიანი და ულვაშიანი გორაკს სწრაფი ნაბიჯით შეუყვნენ.
მისტერ დენდი და მისტერ ტარი 33 ნომერი სახლის წინ იდგნენ.
– კარი შეამტვრიეთ, – ბრძანა მისტერ დენდიმ.
მისტერ ტარი კარს ბეჭით მიეყრდნო და მთელი ძალით დააწვა.
– გამაგრებულია, – თქვა მან, – დამატებითი დაცვა აქვს.
მისტერ დენდიმ უპასუხა:
– არ არსებობს ერთი ჯეკის გაკეთებული რამ, რომელიც მეორე ჯეკმა
ვერ დაძლიოს.
ხელთათმანი გაიხადა, კარს ხელით შეეხო და რომელიღაც უძველეს
ენაზე ბუტბუტი დაიწყო.
– აბა, ახლა სცადე, – უთხრა მისტერ ტარს.
ტარმა ერთი ამოიხვნეშა და კარს ხელმეორედ მიაწვა. ამჯერად კლი-
ტე გატყდა და კარი ყურთამდე გაიღო.
– ყოჩაღ! – შეაქო მისტერ დენდიმ.
სადღაც შორს, ზემოდან, ბრახუნი ისმოდა.
კაცი, სახელად ჯეკი მეგობრებს კიბეებზე შეხვდა. მისტერ დენდიმ ცი-
ვად გაუღიმა და თავისი უზადო კბილები გამოაჩინა.
– გამარჯობა, ჯეკ ფროსტ, – უთხრა მან, – მე მეგონა, ბიჭი ხელში
გყავდა.
– მყავდა კიდევაც, – უპასუხა კაცმა, სახელად ჯეკმა, – მაგრამ გაიქცა.
– ისევ? – მისტერ დენდიმ კიდევ უფრო ცივად და ფართოდ გაიღიმა,
– პირველი მარცხი შეცდომაა, მეორე – უკვე კატასტროფა.
– აუცილებლად დავიჭერთ, – თქვა კაცმა, სახელად ჯეკმა, – ამაღამ
ყველაფერი დამთავრდება.
– კარგი იქნება, – თქვა მისტერ დენდიმ.
– სასაფლაოზე იქნება, – თქვა კაცმა, სახელად ჯეკმა.
კიბიდან სამივე ჩქარი ნაბიჯით დაეშვა.
კაცმა, სახელად ჯეკმა, ჰაერი მოყნოსა. ნესტოებით ბიჭის სუნი იგ-
რძნო. ზურგში ჟრუანტელმა დაუარა – თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო.
207
ერთი წამით შემოსასვლელში შეყოვნდა და გრძელი, შავი ლაბადა შე-
მოიცვა. ჯეკი სრულიად განსხვავდებოდა მისტერ ფროსტისგან, რომლის
ტვიდის პიჯაკი და ირმის ტყავის მაკინტოში იქვე, მოსასხამის გვერდით
ეკიდა.
ღია წინკარიდან ქუჩა მოჩანდა. უკვე ღამდებოდა. ამჯერად ჯეკმა ზუს-
ტად იცოდა, რომელი გზით წასულიყო. სახლიდან გამოვიდა და ყოველ-
გვარი ყოყმანის გარეშე სასაფლაოსკენ მიმავალ აღმართს შეუყვა.
სკარლეტს სასაფლაოს ჭიშკარი დაკეტილი დახვდა. გოგონა რაც ძა-
ლი და ღონე ჰქონდა, გისოსებს ეჯაჯგურებოდა, მაგრამ საღამო ხანს
ჭიშკარი ბოქლომით ჩაეკეტათ. უცებ მის გვერდით ვინი გამოჩნდა.
– ხომ არ იცი, გასაღები სად არის? – ჰკითხა მან ბიჭს.
– ვერ მოვასწრებთ, – უთხრა ვინიმ და ლითონის ცხაურთან ახლოს
მივიდა, – ხელები კისერზე მომხვიე.
– რას აპირებ?
– კისერზე ხელები შემომხვიე და თვალები დახუჭე.
სკარლეტი ბიჭს მიაშტერდა, თვალებით თითქოს ეუბნებოდა, იქნებ
რამე სხვა ხერხი მოიგონოო, მაგრამ შემდეგ კისერზე მკლავები შემოხ-
ვია და თვალები მაგრად დახუჭა.
– კარგი.
ვინი სასაფლაოს გალავნის ცხაურს მიეყრდნო. გალავანი სასაფლაოს
ნაწილი იყო და ბიჭს იმედი ჰქონდა, იქნებ სასაფლაოს თავისუფლება
ერთხელ მაინც მეორე ადამიანსაც შეეხოსო.
ვინი სკარლეტთან ერთად ლითონის ბირკვილებს შორის კვამლივით
გასხლტა.
– ახლა შეგიძლია გამოიხედო, – უთხრა გოგონას.
სკარლეტმა თვალი გაახილა.
– ეს როგორ მოახერხე?
– ეს ჩემი სახლია, – თქვა მან, – აქ რაღაც შემიძლია.
უკნიდან ტროტუარზე ქუსლების კაკუნის ხმა მოისმა და სასაფლაოს
გალავანს ორი კაცი მოადგა. ისინი ჭიშკარს აჯანჯღარებდნენ და შეღწე-
ვას ლამობდნენ.

208
– ჭიტა! – დაიძახა ჯეკ ქეჩმა და სკარლეტს ცხაურს იქიდან სულელუ-
რად გაუღიმა, თან ულვაშებს ბოცვერივით აცმაცუნებდა. მარცხენა მკლა-
ვიდან შავი აბრეშუმის თასმა მოიხსნა, გამძლეობა შეუმოწმა და მარჯვე-
ნა, ხელთათმანიან ხელში გადაიტანა. ასე ხელიდან ხელში გადაჰქონდა,
თითქოს "ძაფობანას" თამაშს აპირებსო.
– გამოდი მაქედან, ნუ გეშინია. არავინ არაფერს დაგიშავებს, – უთხრა
სკარლეტს.
– რაღაცის კითხვა გვინდა, მეტი არაფერი, – უთხრა მისტერ ნიმბლმა,
ზორბა ქერათმიანმა კაცმა, – ჩვენ ოფიციალური პირები ვართ.
(კაცი იტყუებოდა. მათი ორგანიზაცია ოფიციალური არ იყო, თუმცა ჯე-
კები მთავრობაშიც მუშაობდნენ, პოლიციაშიც და სხვადასხვა სახელმწი-
ფო სტრუქტურაშიც).
– გავიქეცით! – დაუყვირა ვინიმ სკარლეტს და მკლავში ხელი სტაცა.
გოგონა გაიქცა.
– შეხედე? – დაიძახა ჯეკმა, რომელსაც ქეჩს ეძახდნენ.
– რა არის?
– გოგონა მარტო არ არის. მასთან ერთად ბიჭია.
– ის ბიჭი? – იკითხა ჯეკმა, რომელსაც ნიმბლს ეძახდნენ.
– მე რა ვიცი? დამეხმარე, რომ ზემოთ ავძვრე.
ზორბა კაცმა ხელები შეაერთა. ჯეკ ქეჩმა ფეხი მის ხელისგულებზე
დადგა, ტანი ზემოთ აზიდა, გალავანზე გადაძვრა და მეორე მხარეს ბა-
ყაყივით ოთხივე კიდურზე დახტა. შემდეგ წამოდგა და თქვა:
– მეორე შესასვლელი მოძებნე. მე ამათ გავყვები, – თქვა მან და სა-
საფლაოს მიხვეულ-მოხვეულ გზას სირბილით გაუყვა.

– ერთი მითხარი, რას ვაკეთებთ? – იკითხა სკარლეტმა. სასაფლაოზე


ბინდი ეშვებოდა. ვინი წინ სწრაფად მიიწევდა, მაგრამ ჯერ სირბილზე არ
გადასულიყო.
– როგორ თუ რას ვაკეთებთ?
– მე მგონი, იმ კაცს ჩემი მოკვლა უნდოდა. დაინახე, იმ თავის შავ თას-
მას როგორ ათამაშებდა?

209
– ეჭვიც არ მეპარება. ის კაცი, სახელად ჯეკი, ანუ შენი მისტერ ფროს-
ტი, ჩემს მოკვლას აპირებდა. იცოდი, რომ დანა ჰქონდა?
– ის ჩემი მისტერ ფროსტი არ არის. უფრო სწორად, რაღაც გაგებით
– არის. საით მივდივართ?
– ჯერ შენ უნდა მოგიძებნო უსაფრთხო ადგილი, მერე იმათ მივხედავ.
ვინის გარშემო სასაფლაოს აღელვებული და შეშფოთებული მცხოვ-
რებნი იკრიბებოდნენ.
– ვინი, რა ხდება? – მიმართა ბიჭს კაიუს პომპეუსმა, – ესენი ვინ არი-
ან?
– ცუდი ადამიანები, – უპასუხა ვინიმ, – იქნებ ვინმე ჩვენიანმა თვალი
ადევნოს, საით წავლენ და წამოვლენ. გამაგებინეთ, როდის სად იქნები-
ან. სკარლეტი უნდა დავმალოთ. რამე უსაფრთხო ადგილი ხომ არ გეგუ-
ლება?
– სამლოცველოს სარდაფი? – შესთავაზა თეკერეი პორინჯერმა.
– პირველად იქ შეიხედავენ.
– ვის ელაპარაკები? – შეშფოთებულმა სკარლეტმა ვინის გადახედა,
ხომ არ გაგიჟდაო.
– იქნებ გორაკის შიგნით გვეცადა? – იკითხა კაიუს პომპეუსმა.
ვინი დაფიქრდა.
– სკარლეტ, გახსოვს ის ადგილი, სადაც ინდიგო კაცს შევხვდით?
– ბუნდოვნად. ბნელოდა, მაგრამ საშიში არ იყო.
– იქ უნდა დაგმალო.
ისინი ბილიკს აუყვნენ. გოგონა ხედავდა, რომ ვინი ვიღაცებს ესაუბრე-
ბოდა, მაგრამ მათი ხმები არ ესმოდა, გეგონებოდათ, ტელეფონზე ლა-
პარაკობსო. სკარლეტს რაღაც გაახსენდა.
– დედაჩემი გაგიჟებული იქნება, – თქვა მან, – ჩათვალე, უკვე მკვდა-
რი ვარ.
– ჯერ არა, – უპასუხა ვინიმ, – არ მომკვდარხარ, ცოცხალი ხარ და
კარგა ხანს არ მოკვდები, – შემდეგ ვიღაც უხილავს მიუბრუნდა, – ორნი
არიან. ერთად? კარგი.
ისინი ფრობიშერის მავზოლეუმს მიუახლოვდნენ.

210
– შესასვლელი მარცხენა მხარეს, სულ ქვედა კუბოს უკან არის, – თქვა
ვინიმ.
– თუ ვინმეს ხმას გაიგონებ და ეს მე არ ვიქნები, ქვემოთ ჩადი და
სიღრმეში შეიმალე. რაიმე გაქვს, რომ სიბნელეში გაინათო?
– გასაღების რგოლზე ფანარი მაქვს.
– კარგია.
ბიჭმა მავზოლეუმის კარი გამოაღო.
– ნურაფრის გეშინია, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა სკარლეტმა.
– ეს ჩემი სახლია, – უპასუხა ვინიმ, – აქაურობა უნდა დავიცვა.
სკარლეტმა ხელში ფანარი ჩაბღუჯა და დაოთხდა. კუბოს უკან სივიწ-
როვე იყო, მაგრამ გოგონამ გორაკის სიღრმისკენ მიმავალ პატარა გვი-
რაბში შეძრომა მოახერხა, კუბო როგორღაც ძველ ადგილას მიაჩოჩა და
ფეხზე წამოდგა. გოგონა დიოდის ფანრის სუსტ შუქზე ქვის საფეხურებს
ძლივს არჩევდა. სამი საფეხური კედელზე ხელის ცეცებით ჩაიარა, შემ-
დეგ შეჩერდა და იქვე ჩამოჯდა. ფიქრობდა, ალბათ ვინიმ იცის, რასაც
აკეთებსო და ლოდინს შეუდგა.
– ახლა სად არიან? – იკითხა ვინიმ.
– ერთი მათგანი ეგვიპტურ ხეივანშია, შენ გეძებს. მეგობრები ქვემოთ,
კედელთან ელოდებიან. დანარჩენი სამი ნაგვის კონტეინერებზე აცოცე-
ბას ცდილობს, რათა შემდეგ კედელზე გადავიდნენ.
– ნეტა საილასი აქ იყოს. მაგათ აჩვენებდა სეირს; ანდა მის ლუპესკუ.
– მაგათი დახმარების გარეშეც ყველაფერი გამოგივა, – გაამხნევა
შვილი მისტერ არავისიამ.
– დედა სად არის?
ქვემოთ არის, ხეივნის კედელთან.
– გადაეცი, სკარლეტი ფრობიშერებთან დავმალე. მე თუ რამე მომივა,
ყურადღება მიაქციოს.
ვინი სიბნელეს შეერია. ერთადერთი გზა სასაფლაოს ჩრდილო-
დასავლეთი ნაწილისკენ ეგვიპტურ ხეივანზე გადიოდა. იქ კი დაბალი კა-
ცი იდგა და ხელში შავი აბრეშუმის თასმა ეჭირა. კაცი, რომელიც მოსაკ-
ლავად დასდევდა...
211
– მე არავინ არავისია ვარ, – თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა.
ის ამ სასაფლაოს ნაწილი იყო. გამარჯვების სჯეროდა.
ბიჭი ისე ჩქარობდა, კინაღამ გვერდით ჩაურბინა ტანდაბალ კაცს, რო-
მელიც ჩრდილში შემალულიყო და თითქმის არ ჩანდა. ეს იყო ჯეკი, მეტ-
სახელად ქეჩი.
ვინიმ ღრმად ჩაისუნთქა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოიკრიბა და
გაუჩინარდა. ქეჩს ისე ჩაუქროლა, გეგონებოდათ, ღამის ნიავმა მოუბერა
და მტვერი წამოშალაო.
ბიჭი მწვანე მცენარეებით დაფარული ეგვიპტური კედლის ბოლომდე
მივიდა, შემდეგ ნებისყოფა დაძაბა, ისევ ხილული გახდა და ფეხით კენჭი
ააგდო.
ვინიმ თვალი მოჰკრა აჩრდილს, რომელიც თაღს მიცვალებულივით
უჩუმრად გამოეყო და მისკენ წამოვიდა.
ვინი ლიანებით გადაბურდულ ხეივანში გაძვრა და სასაფლაოს
ჩრდილო-დასავლეთისკენ გაემართა. მან იცოდა, რომ დრო სწორად
გათვალა. უფრო სწრაფად რომ ემოძრავა, კაცი ვეღარ დაეწეოდა, ნა-
ბიჯს შეანელებდა და კისერზე შავი აბრეშუმის თასმა შემოეხვეოდა, სუნ-
თქვას შეუკრავდა და მზეს დაუბნელებდა.
ვინი ჩახლართულ ლიანებში გზას ხმაურით მიიკვლევდა. სასაფლაოს
ბინადარი მელიები ფრთხებოდნენ და თავს ბუჩქებს აფარებდნენ. აქ ჯუნ-
გლები იყო თავისი გადაფერდებული საფლავის ქვებითა და უთავო ქან-
დაკებებით, ხეებით, ჭყორის ბუჩქებითა და ნეშოს გროვებით, მაგრამ ბიჭ-
მა აქაურობა ზეპირად იცოდა. რაც თავი ახსოვდა, სულ ამ ადგილებში
დაძვრებოდა.
ახლა წინ ფრთხილად მიიწევდა, რათა ლიანას დაღვლარჭნილი ფეს-
ვებიდან ფეხი ქვაზე ან მიწაზე გადაედგა. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ-
და. თითქოს სასაფლაო ცდილობდა, დაეფარა, დაეცვა და უცხო თვა-
ლისთვის აერიდებინა. ვინი კი, პირიქით, ცდილობდა, შეწინააღმდეგებო-
და და ხილული გამხდარიყო.
უეცრად ბიჭმა ნეემია ტროტი დაინახა და შეჩერდა.
– მოგესალმები, ჭაბუკო! – დაუძახა პოეტმა, – გავიგე, აქაურობა დიდ
აღტკინებას შეუპყრია, შენ კი ისე დაქრიხარ მიცვალებულთა სამფლობე-
212
ლოში, როგორც კომეტა ცის კაბადონზე. აბა, რას მეტყვი, კეთილო ადა-
მიანო?
– მანდ იდექით, სადაც დგახართ, – უპასუხა ვინიმ, – მაგ ადგილიდან
ფეხი არ მოიცვალოთ. შემატყობინეთ, როდესაც ვინმე მოგიახლოვდე-
ბათ.
ვინიმ ლიანებით დაფარულ კარსტერის საფლავს შემოუარა და მდევ-
რისგან ზურგშექცევით დადგა. ისე ღრმად სუნთქავდა, როგორც დიდი
ხნის სირბილის შემდეგ.
რამდენიმეწამიანი ლოდინი ვინისთვის უსასრულოდ გაიწელა.
– უკვე ვხედავ, მეგობარო, – შეეხმიანა ნეემია ტროტი, – შენგან დაახ-
ლოებით ოც ნაბიჯშია.
ჯეკმა, მეტსახელად ქეჩმა, ბიჭი დაინახა და შავი აბრეშუმის თასმა
ხელში შეათამაშა. ვინ იცის, რამდენ ადამიანს შემოჭდობია ყელზე, რამ-
დენი ადამიანის სიკვდილს შესწრებია ეს ძალიან რბილი და ძალიან გამ-
ძლე თასმა, რომელიც რენტგენის სურათზეც კი არ ჩანდა.
ქეჩს უძრავ სახეზე მხოლოდ ულვაში უტოკავდა. მონადირემ მსხვერ-
პლი შენიშნა და მისკენ ჩრდილივით უჩუმრად დაიძრა, ცდილობდა არ
დაეფრთხო.
ბიჭი ფეხზე წამოდგა.
ჯეკ ქეჩი ბიჭს გამოუდგა. მისი შავი, პრიალა ფეხსაცმელი ნეშოს გრო-
ვაზე ხმას თითქმის არ გამოსცემდა.
– გიახლოვდება, მეგობარო! – დაუძახა ვინის ნეემია ტროტმა.
ბიჭმა მოიხედა და სწორედ ამ დროს ჯეკი ქეჩმა მისკენ ისკუპა... ისკუპა
და უეცრად იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. კაცი ხელთათმა-
ნიანი ხელით ჰაერს მოეპოტინა, მაგრამ ამაოდ – სულ უფრო და უფრო
გამალებით მიფრინავდა ოცი ფუტის სიღრმეზე გაჭრილ ძველ საფლავ-
ში. ქეჩმა ფსკერს მიაღწია, მისტერ კარსტერის კუბოს თავი ჩაამტვრია და
ზედ კოჭის ძვალიც მიატეხა.
– ეს ერთი, – მშვიდად წარმოთქვა ვინიმ, თუმცა მის შინაგან მდგომა-
რეობას მშვიდს ნამდვილად ვერ დაარქმევდით.
– რა ელეგანტურად ჩაეშვა, – შენიშნა ნეემია ტროტმა, – ამ ამბავს
ოდა უნდა მივუძღვნა. დარჩი და მოუსმინე, არ გინდა?
213
– დრო არ მაქვს, – უპასუხა ვინიმ, – დანარჩენები სად არიან?
– სამი მათგანი სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ამოდის, – გამოეპასუ-
ხა ეფემია ჰორსფოლი.
– მეოთხე სამლოცველოს ირგვლივ ბოლთას სცემს. აი, ის, მთელი
თვე სასაფლაოზე რომ დაძრწოდა. უბრალოდ, ახლა სხვანაირად გა-
მოიყურება, – უთხრა ტომ სენდსმა.
– თვალი ადევნეთ იმ კაცს, კარსტერსის საფლავში რომ ჩავარდა,
თვითონ მისტერ კარსტერსს კი ჩემგან ბოდიში გადაეცით.

ბიჭი ფიჭვის ტოტს უკან გაუჩინარდა. სწრაფად მირბოდა. გზა რომ მო-
ეჭრა, საფლავის ქვებს ახტებოდა. ვაშლის ხეს რომ ჩაუქროლა, ქალის
მკვეთრი ხმა შემოესმა:
– ოთხნი არიან, ყველანი – მკვლელები. როგორც ვხვდები, არც ერთი
მათგანი არ აპირებს, შენი ხათრით გულზე ხელი დაიკრიფოს და საფ-
ლავში თავისი ფეხით ჩახტეს.
– გამარჯობა, ლიზა, მე მეგონა, ჩემზე გაბრაზებული იყავი.
– შეიძლება ვიყავი კიდეც... ან არ ვიყავი, – ვინი გოგონას ვერ ხედავ-
და, მხოლოდ მისი ხმა ესმოდა, – მაგრამ არ დავუშვებ, რომ ნაჭერ-
ნაჭერ აგკუწონ. არავითარ შემთხვევაში.
– მაშინ სადმე შენებურად გაიტყუე, დააბნიე და დრო დააკარგვინე. შე-
გიძლია ამის გაკეთება?
– შენ კი ისევ გაიქცევი, არა? არავინ არავისია, იქნებ, უბრალოდ,
გაუჩინარდე და ცოტა ხნით შენი დედიკოს მყუდრო საფლავში დაიმა-
ლო? იქ ვერავინ გიპოვის. ამასობაში საილასიც დაბრუნდება და მაგათ
როგორც საჭიროა, ისე მოუვლის.
– რა ვიცი, ჩამოვა კი? – უპასუხა ვინიმ, – კარგი. დამეხილ ხესთან შევ-
ხვდეთ.
– არ გელაპარაკები, – ფარშევანგივით გაფხორილი და ბეღურასავით
თავხედური ხმით მიაძახა ლიზა ჰემპსტოკმა.
– მელაპარაკები და ეგ არის.
– მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ამიერიდან ჩემ-
გან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებ.
214
ვინი მივიდა მუხასთან, რომელსაც ოცი წლის წინ მეხი დაეცა. მისგან
მხოლოდ გატრუსული, ცისკენ საცოდავად მომზირალი ვარჯი დარჩენი-
ლიყო.
ვინის თავში რაღაც აზრი მოუვიდა, მაგრამ ჯერ წესიერად არ იცოდა,
რა უნდა ექნა. ჯერ მის ლუპესკუს გაკვეთილები უნდა გაეხსენებინა და სა-
ერთოდ, ყველაფერი, რაც ბავშვობაში ენახა და გაეგონა.
ეგონა, იმ საფლავს ადვილად მიაგნებდა, მაგრამ შეცდა. ბოლოს მა-
ინც იპოვა – უშნო, მოუვლელ საფლავს ზემოდან გადაფერდებული ქვა
ედო. ამ სანახაობას უზარმაზარი სოკოს ფორმის, სინესტისგან ჩახავსებუ-
ლი, თავმოგლეჯილი ანგელოზი აგვირგვინებდა. ვინი ცივ ქვას ხელით
შეეხო და მხოლოდ მაშინ დარწმუნდა, რომ ეს სწორედ ის საფლავი
იყო, რომელსაც ეძებდა. ბიჭი იქვე ჩამოჯდა და მთლიანად ხილული გახ-
და.
– ჩანხარ, – თქვა ლიზას ხმამ, – დაგინახავენ.
– დამინახონ, – უპასუხა ვინიმ, – მეც ეგ მინდა.
– მაგათ რა იციან, შენ რა კერკეტი კაკალი ხარ, – თქვა ლიზამ.
ჰორიზონტზე მთვარე ამოგორდა – ვეებერთელა მთვარე, რომელიც
ცაზე ძალიან დაბლა ეკიდა. ვინიმ გაიფიქრა, ზედმეტი ხომ არ იქნება,
სტვენა რომ დავიწყოო.
– აქ არის!
ბიჭმა თვალი მოჰკრა კაცს, რომელიც მისკენ კისრისტეხით მორბოდა.
ფეხს ხან რომელ ქვას წამოჰკრავდა, ხან – რომელს. უკან კიდევ ორი
კაცი სირბილით მოსდევდა.
ვინი ხედავდა მიცვალებულებს, რომლებიც კაცებს გარს შემოხვეოდ-
ნენ. თავს ძალა დაატანა, რომ მათთვის ყურადღება არ მიექცია და საფ-
ლავზე უფრო მოხერხებულად მოეწყო. თავს ხაფანგის სატყუარასავით
გრძნობდა. დიდად სახარბიელო გრძნობა არ იყო. საფლავთან პირველ-
მა ხარისთავიანმა კაცმა მიირბინა. მას მეორე, ჭაღარათმიანი მოჰყვა, აი,
ის, ბრძანებებს რომ იძლეოდა. ბოლოს მესამე, მაღალი, ქერა კაციც გა-
მოჩნდა.
ვინი ადგილიდან არ იძვროდა.

215
– აი, ჩვენი მოუხელთებელი უმცროსი დორიანიც გამოჩნდა. შესანიშ-
ნავია. ჩვენმა ჯეკ ფროსტმა შენს ძებნაში მთელი მსოფლიო მოიარა, შენ
კი ისევ იქ ხარ, სადაც მან ცამეტი წლის წინ დაგტოვა, – უთხრა ჭაღა-
რათმიანმა.
– მაგ კაცმა ჩემი ოჯახი გაანადგურა, – უპასუხა ვინიმ.
– მართალია, ასეა.
– რისთვის?
– რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ვეღარავის ეტყვი.
– მით უფრო. შენც თქვი, რა, ნისკარტი მოგიცვდება?!
ჭაღარათმიანმა ავბედითად ჩაიცინა.
– ჰაჰ! რა სასაცილო ბიჭი ხარ. აჯობებს, შენ თვითონ მითხრა, ცამეტი
წლის განმავლობაში ისე როგორ ცხოვრობდი სასაფლაოზე, რომ ვერა-
ვინ შეგამჩნია?
– ჯერ შენ მიპასუხე და მერე მე გეტყვი.
საუბარში ხარისკისრიანი კაცი ჩაერია:
– როგორ ბედავ, შე წვინტლიანო ლაწირაკო! მისტერ დენდის რო-
გორ ელაპარაკები! გაგხეთქავ მუცელზე!
ჭაღარათმიანმა კაცმა საფლავისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
– დაწყნარდი, ჯეკ ტარ, დაწყნარდი. პასუხი პასუხის წილ. მე და ჩემი
მეგობრები ერთი საძმოს წევრები ვართ, რომელსაც "ჯეკი – ხელმარჯვე
ოსტატი" ჰქვია. ხანდახან "ბატონის მსახურებსაც" გვეძახიან. საერთოდ,
ამ ორგანიზაციის მრავალგვარი დასახელება არსებობს. მისი შექმნის
თარიღი საუკუნეების მიღმა იკარგება... ჩვენ ისეთი რამეები ვიცით... ისე-
თი რამეები გვახსოვს, რომლებიც ადამიანებს დიდი ხნის წინათ დაავიწ-
ყდათ. იცი, უძველესი ცოდნა რა არის?
– მაგია, – თქვა ვინიმ, – თქვენ უძველეს მაგიას ფლობთ.
კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– შეგიძლია მაგია უწოდო. შენი ნებაა, მაგრამ ეს სხვა მაგიაა. იგი სიკ-
ვდილს უკავშირდება. ამ წუთისოფელში ზოგი მიდის, ზოგი მოდის.
– რისთვის დახოცეთ ჩემი ოჯახის წევრები? რისთვის? მაგიური ძა-
ლისთვის? რა სიგიჟეა.

216
– არა, ეს თავდაცვა იყო. დიდი ხნის წინ, ეს იყო ეგვიპტეში, პირამიდე-
ბის ეპოქაში, ჩვენი საძმოს ერთ-ერთმა წევრმა იწინასწარმეტყველა, რომ
დაიბადებოდა ბავშვი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იცხოვ-
რებდა და თუ ეს ბავშვი გაიზრდებოდა, ბოლოს მოუღებდა ჩვენს ორდენ-
სა და ყველაფერს, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ჩვენმა საძმომ ამ წინას-
წარმეტყველების შესახებ ჯერ კიდევ ლონდონის დაარსებამდე იცოდა.
თქვენი ოჯახი უკვე მაშინ გვყავდა მიზანში ამოღებული, როდესაც ნიუ-
იორკს ჯერ კიდევ ნიუ ამსტერდამი ერქვა. როდესაც დრო მოვიდა, თქვენ
დასახოცად ჩვენ შორის საუკეთესო – ყველაზე მარჯვე და ყველაზე საში-
ში ჯეკი გამოვგზავნეთ. გვინდოდა, ის ბედნავსი წინასწარმეტყველება სა-
სიკეთოდ შემოგვეტრიალებინა, რათა ჩვენს ორგანიზაციას კიდევ ერთი
ხუთი ათასი წელი მაინც ეარსება. ვერ მოვახერხეთ.
ვინიმ კაცები შეათვალიერა.
– ის სად არის? თქვენთან ერთად რატომ არ მოვიდა?
ქერათმიანმა უპასუხა:
– ჩვენ მოგივლით. ჯეკ ფროსტს კარგი ყნოსვა აქვს. შენს მეგობარ
გოგონას ეძებს. მოწმეები არ გვჭირდება. მით უმეტეს, ასეთ საქმეში.
ვინი წინ გადაიხარა და ხელები საფლავზე გადაბურდულ სარეველა
ბალახებში ჩაყო.
– აბა, დამიჭირეთ, – თქვა მან.
ქერათმიანმა ჩაიცინა, ხარისკისრიანი ბიჭის დასაჭერად წამოიწია, მის-
ტერ დენდი რომ მისტერ დენდია, მანაც კი გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი.
ვინიმ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თითები ბალახში ჩააჭირა, კბილები
დააღრჭიალა და იმ ენაზე, რომელიც ჯერ კიდევ ინდიგო კაცის დაბადე-
ბამდე უძველეს ენად ითვლებოდა, სამი სიტყვა წარმოთქვა:
– სკახ! თეხ! ქხავაგა!
ვამპირ-ჭიშკარი გაიღო.
საფლავი მახესავით შუაზე გადაიხსნა. ვინი ხედავდა, როგორ ბჟუტავ-
დნენ ვარსკვლავები ქვემოთ, ღრმა ნაპრალის ფსკერზე და უკუნს უღიმ-
ღამო შუქით ავსებდნენ.
ხარისკისრიანმა კაცმა, მისტერ ტარმა, საფლავის კიდეზე თავი ვერ
შეიკავა და გაოგნებული სახით წყვდიადში ჩაინთქა.
217
მისტერ ნიმბლმა ხელები გაშალა და შეეცადა, პირღია საფლავზე გა-
დამხტარიყო. უნდოდა ბიჭისთვის ხელი ჩაევლო, მაგრამ ვერ მისწვდა.
ვინი უცქერდა, როგორ გაშეშდა ნახტომში მეორე ჯეკი, ერთი წამით ჰა-
ერში დაეკიდა და მერე ისიც ვამპირის ჭიშკარში შთაინთქა.
მისტერ დენდი ვამპირ-ქალაქის ჭიშკართან, ქვაზე იდგა და ქვესკნელს
ჩასცქეროდა, შემდეგ მზერა ბიჭზე გადაიტანა და მოკუმულ ტუჩებზე სუს-
ტმა ღიმილმა გადაურბინა:
– წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, მაგრამ ერთი რამ ვიცი – შენ მა-
ინც ვერაფერი გიშველის, – მან ხელთათმანიანი ხელით ჯიბიდან იარაღი
ამოიღო და პირდაპირ ბიჭს დაუმიზნა.
– ეს საქმე ცამეტი წლის წინ უნდა მომეთავებინა, – წარმოთქვა მის-
ტერ დენდიმ, – მნიშვნელოვანი საქმეები სხვას არ უნდა გადააბარო.
ვამპირ-ქალაქის ღია ჭიშკრიდან უდაბნოს მშრალმა და ცხელმა, ქვი-
შიანმა ქარმა დაუბერა.
ვინიმ თქვა:
– იქ, ქვემოთ, უდაბნოა. წყალი არის, მაგრამ მოძებნა უნდა. საჭმლის
მოპოვება კიდევ უფრო ძნელია. ღამის მოჩვენებებთან ჩხუბს არ გირ-
ჩევთ. ერიდეთ ვამპირ-ქალაქს. იქაურები მეხსიერებას წაგიშლიან და თა-
ვისნაირ არსებად გაქცევენ ან დაელოდებიან, სანამ მთლიანად არ გაიხ-
რწნებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეგჭამენ. გააჩნია, რას აირჩევენ.
იარაღის ლულა არ შერხეულა. მისტერ დენდიმ თქვა:
– ამ ყველაფერს რატომ მიყვები?
ვინიმ კაცს ხელით სასაფლაო უჩვენა.
– აი, ამიტომ.
მისტერ დენდიმ სულ ერთი წამით გვერდზე გაიხედა, მაგრამ ეს საკმა-
რისი აღმოჩნდა, რომ მსხვერპლი გამქრალიყო. თვალის დახამხამება
და ბიჭი თავმოტეხილ ქანდაკებასთან აღარ იჯდა.
ბნელი ნაპრალიდან ვიღაც ისე ყვიროდა, თითქოს რომელიღაც ღა-
მეული ჩიტი საწყალობლად მოთქვამსო.
მისტერ დენდიმ მიმოიხედა და შუბლი შეეჭმუხნა. მთელი მისი არსება
შიშმა და მრისხანებამ მოიცვა.
– სად ხარ? – დაიღრინა მან, – სად ჯანდაბაში წაეთრიე?
218
უეცრად რაღაც ხმა მოესმა:
– ვამპირ-ქალაქის შესასვლელი იღება და იხურება. მისი ღიად დატო-
ვება არ შეიძლება. ის აუცილებლად უნდა დაიხუროს.
ნაპრალის კიდეები ისე ირყეოდა და ცახცახებდა, მიწისძვრის დროს
რომ იცის ხოლმე. მისტერ დენდი წლების წინ ბანგლადეშში ერთ ასეთ
მოვლენას თავად შეესწრო. მიწა ახლაც მაშინდელივით შეირყა, კაცი წა-
აქცია და საფლავის გადაფერდებულ ქვას რომ არ მოსჭიდებოდა, უფ-
სკრულში ისროდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ქვემოთ და არც უნ-
დოდა, სცოდნოდა. მიწა ირყეოდა, საფლავის ქვასაც არყევდა და მის-
ტერ დენდისთან ერთად პირღია საფლავისკენ მიაქანებდა.
კაცმა ზემოთ აიხედა და დაინახა ბიჭი, რომელიც თავზე ადგა და ცნო-
ბისმოყვარე მზერით აკვირდებოდა.
– შესასვლელი უნდა დაიხუროს, – თქვა ვინიმ, – თუ საფლავის ქვას
ხელს არ გაუშვებთ, მასთან ერთად უფსკრულში გადაიჩეხებით. შეიძლე-
ბა ვამპირ-ქალაქის ჭიშკარმა დახურვის დროს ქვეშ მოგიყოლოთ და ჩა-
გითრიოთ. ზუსტად არც მე ვიცი, მაგრამ შანსს გაძლევთ, შანსს, რომე-
ლიც თქვენ ჩემი ოჯახისთვის არ მიგიციათ.
რყევა გაძლიერდა. მისტერ დენდიმ ქვემოდან ამოიხედა, ბიჭს ნაც-
რისფერ თვალებში შეაცქერდა და შეიგინა:
– მაინც ვერ გადაგვირჩები, იცოდე. ჩვენ ჯეკი – ხელმარჯვე ოსტატები
ვართ. სად გაიქცევი... რა მნიშვნელობა აქვს.
– გააჩნია, ვისთვის, – უპასუხა ვინიმ, – თქვენი ხალხისა და თქვენი ღი-
რებულებების განადგურებას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. დიდი ხნის წინ
თქვენმა ეგვიპტელმა ძმამაც ხომ ეს გიწინასწარმეტყველათ. ჩემი მოკ-
ვლა ვერ შეძელით, თუმცა ყველგან თქვენი ხალხი გყავდათ. ახლა ყვე-
ლაფერი დამთავრდა, – ვინის გაეღიმა, – საილასი! აი, თურმე რას აკე-
თებს! აი, თურმე სად დადის!
მისტერ დენდის სახეზე ეწერა, რომ ყველაფერში ეთანხმებოდა. ალ-
ბათ დასტურის ნიშნად რამეს იტყოდა კიდეც, მაგრამ აღარ დასცალდა –
საფლავის ქვას ხელიდან გაუსხლტა და ვამპირ-ქალაქის ღია ჭიშკარში
სვენებ-სვენებით ჩაეშვა.
– უეგ ხარადოს, – წარმოთქვა ბიჭმა.
219
ვამპირ-ქალაქის შესასვლელმა პირი შეიკრა და ვითომ არაფერი მომ-
ხდარიყოს, ისევ საფლავად იქცა.
ვინის მკლავზე ვიღაც შეეხო. ფორტინბრას ბართელბი აღმოჩნდა.
– ვინი! ის კაცი, სამლოცველოსთან რომ ტრიალებდა, გორაკზე ამო-
დის.
კაცი, სახელად ჯეკი, ცდილობდა, ბიჭისთვის ყნოსვით მიეგნო. მეგობ-
რებისგან იმიტომაც განცალკევდა, რომ მისტერ დენდის ოდეკოლონი
ხელს უშლიდა უფრო სუსტი სუნები გაერჩია.
ჯეკი სასაფლაოზე ბიჭის სუნს ვერ გრძნობდა, სამაგიეროდ, გოგონას
დედამისის სახლის სურნელი ასდიოდა და კიდევ იმ სუნამოს მოუხელთე-
ბელი არომატი, რომელიც იმ დილით სკოლაში წასვლის წინ ყურს უკან
იპკურა. მასაც მსხვერპლის სუნი ასდიოდა, ოფლის, რომელსაც შეშინე-
ბული ნადავლი გამოყოფს. ესეც არ იყოს, სადაც გოგონაა, ადრე თუ
გვიან, ბიჭიც იქ მივა.
კაცმა ხელი დანის ტარს შემოაჭდო და აღმართს აუყვა. უკვე გორაკის
წვერს უახლოვდებოდა, როდესაც მიხვდა, რომ ჯეკ დენდი და დანარჩე-
ნები ცოცხლები აღარ იყვნენ. ზუსტად იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო.
"ძალიან კარგი", – გაიფიქრა ჯეკმა. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც
ზემოთ ადგილი თავისუფლდება. დორიანების ოჯახთან დაკავშირებული
მარცხის შემდეგ მისი კარიერა ერთ ადგილზე გაიყინა. ეს იმის ნიშანი
იყო, რომ აღარ ენდობოდნენ.
ახლა ყველაფერი შეიცვლება.
გორაკის წვერზე ჯეკმა კვალი დაკარგა. ახლა ზუსტად იცოდა, რომ
გოგონა სადღაც ახლოს იყო. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და სად-
ღაც ორმოცდაათი ფუტის მოშორებით კვლავ დაიჭირა ნაცნობი არომა-
ტი, რომელიც პატარა მავზოლეუმიდან გამოდიოდა. ჯეკმა ლითონის
ჭიშკარი გამოაღო.
გოგონას სურნელი ახლა უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ჯეკი ყნოს-
ვით მიხვდა, რომ სურნელს შიში შერეოდა. კაცი თაროებიდან კუბოებს
სათითაოდ იღებდა და ძირს გრუხუნით ანარცხებდა. ძველი ფიცრები ნა-
ფოტებად იმსხვრეოდა, შიგთავსი კი იატაკზე იყრებოდა.
არა, გოგონა იქ არ იყო.
220
აბა, სად?
ჯეკმა კედელი შეამოწმა, მაგრამ სიცარიელე ვერსად აღმოაჩინა. შემ-
დეგ დაოთხდა, უკანასკნელი კუბო გვერდზე გააჩოჩა და მეორე მხარეს
ხელი გადაყო. აი, იქ ნამდვილად იყო გვირაბის შესასვლელი...
– სკარლეტ! – ჯეკი შეეცადა, მისტერ ფროსტის ხმით ელაპარაკა, მაგ-
რამ არ გამოუვიდა. მისი ადგილი მთლიანად დაიკავა კაცმა, სახელად
ჯეკმა, რომელიც კედელში დატანებულ ხვრელში შეძვრა.
სკარლეტმა ზემოდან ხმაური გაიგონა და კიბის რამდენიმე საფეხურზე
ფეხაკრეფით ჩავიდა. მარჯვენა ხელში დიოდის ფანარი ეკავა, მარცხე-
ნით კი კედელს მიჰყვებოდა. ფანრის სუსტი შუქი კიბის საფეხურებს
ძლივს ანათებდა. გოგონამ ქვის კიბეები ჩაიარა და დარბაზში გულისკან-
კალით შეაბიჯა.
სკარლეტს ეშინოდა. ეშინოდა მისტერ ფროსტისა და მისი საშინელი
მეგობრების, ეშინოდა მრავალსაუკუნოვანი საიდუმლოებების, რომლე-
ბიც ამ დარბაზის კედლებში იმალებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ცო-
ტათი ვინისაც ეშინოდა. ის აღარ იყო პატარა, წყნარი ბიჭი მისი ბავშვო-
ბის მოგონებებიდან. სულ სხვაგვარი გამხდარიყო, მთლად ადამიანიც არ
ეთქმოდა.
"ნეტა დედა რას აკეთებს, – გაიფიქრა სკარლეტმა, – ალბათ მისტერ
ფროსტის ტელეფონი რეკვით აიკლო, აინტერესებს, შინ როდის დავ-
ბრუნდები. ახლა თუ გადავრჩი, აუცილებლად ტელეფონს ვაყიდინებ. რა
უაზრობაა. კლასში მე ვარ ერთადერთი, ვისაც ტელეფონი არ აქვს".
დედა მოენატრა.
გოგონას ვერც კი წარმოედგინა, თუ ადამიანის შვილს სიბნელეში ასე
უხმაუროდ გადაადგილება შეეძლო. უეცრად ვიღაცამ ხელთათმანიანი
ხელი პირზე ააფარა და ხმით, რომელიც მისტერ ფროსტის ხმას წააგავ-
და, ჩასჩურჩულა:
– არ გაინძრე და ხმა არ ამოიღო, თორემ ყელს გამოგჭრი. თუ გაიგე,
თავი დამიქნიე.
სკარლეტმა თავი დაუქნია.
ფრობიშერების მავზოლეუმში შესულ ვინის სრული ქაოსი დახვდა. გა-
სასვლელები იატაკზე მიმოფანტულ კუბოებსა და გვამებს ჩაეხერგა. ძი-
221
რითადად ფრობიშერები იყვნენ, თუმცა მათ შორის პეტიფერებიც ერივ-
ნენ. ყველა მათგანი შიშსა და გაოგნებას შეეპყრო.
– ის კაცი ქვემოთ ჩავიდა, – თქვა ეფრაიმმა.
– გმადლობ, – მიუგო ბიჭმა და გორაკის სიღრმისკენ მიმავალ
ხვრელში შეძვრა. ვინი სიბნელეში ყველაფერს ხედავდა. კიბე სანახევ-
როდ ჩაიარა თუ არა, თვალი მოჰკრა კაცს, სახელად ჯეკს, რომელსაც
სკარლეტისთვის ხელი ზურგზე გადაეგრიხა და კისერზე დიდი, საზარე-
ლი დანა მიედო.
კაცი, სახელად ჯეკი, სიბნელეს ჩააშტერდა.
– გამარჯობა, ბიჭუნა, – თქვა მან.
ვინიმ არაფერი უპასუხა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოიკრიბა, რა-
თა გაუჩინარებულიყო და კიბეზე კიდევ ერთი საფეხურით დაბლა
დაიწია.
– შენ გგონია, ვერ გხედავ? – ჰკითხა ჯეკმა და თავადვე უპასუხა: –
სწორად გგონია. ვერ გხედავ. მართლა. ყნოსვით ვგრძნობ, რომ გეში-
ნია. შენი სუნთქვა და მოძრაობა მესმის. ხოლო მას შემდეგ, რაც გაუჩინა-
რების ხრიკის შესახებ შევიტყვე, შენს ადგილმდებარეობას ვგრძნობ.
თქვი რამე, რომ გავიგონო, ხმა ამოიღე, თუ არ გინდა, ეს გოგო ნაჭერ-
ნაჭერ ავკუწო. არ გესმის?
– მესმის, – უპასუხა ვინიმ. მისი ხმა დარბაზში ექოდ გაისმა, – გავიგე.
– ჰოდა, ძალიან კარგი, – თქვა ჯეკმა, – აქ მოდი, სალაპარაკო მაქვს.
ვინი საფეხურებზე ჩადიოდა და ცდილობდა, დარბაზში ჰაერი შიშის,
პანიკისა და ტერორის ატმოსფეროთი დაემუხტა...
– შეწყვიტე, – უთხრა კაცმა, სახელად ჯეკმა, – არ ვიცი, რა ჯანდაბას
აკეთებ, მაგრამ შეწყვიტე.
ვინიმ შეწყვიტა.
– ხომ არ გგონია, მაგ ჯადოქრობით რამეს მიაღწევ? ის მაინც თუ იცი,
მე ვინ ვარ?
– შენ ერთ-ერთი ჯეკი ხარ. შენ ჩემი ოჯახი ამოხოცე. მეც უნდა მოგეკა-
ლი.
ჯეკმა ცალი წარბი აზიდა.
– შენც უნდა მომეკალი?
222
– აბა, რა! იმ მოხუცმა ხომ იწინასწარმეტყველა, თუ გავიზრდებოდი,
თქვენი საძმოს არსებობას ბოლო მოეღებოდა. როგორც ხედავ, მე გავი-
ზარდე, შენ კი – დამარცხდი.
– ჩემი საძმო ბაბილონზე ძველია. მას არაფერი ემუქრება.
– მათ შენთვის არაფერი უთქვამთ? – ვინის ჯეკისგან ხუთი ნაბიჯი აშო-
რებდა, – აი, იმ ოთხს. ისინი საძმოს უკანასკნელი წევრები იყვნენ. დაიცა,
გავიხსენო... კრაკოვი, ვანკუვერი, მელბურნი. ისინი აღარ არსებობენ.
სკარლეტი ბიჭს შეევედრა:
– გთხოვ, ვინი, უთხარი, გამიშვას.
– დაწყნარდი, – უპასუხა მოჩვენებითი სიმშვიდით ვინიმ. შემდეგ ჯეკს
მიმართა: – არც გოგონას წამებას და არც ჩემს მოკვლას აზრი აღარ
აქვს. ვერ ხვდები, რატომ? ჯეკი – ხელმარჯვე ოსტატების საძმო აღარ
არსებობს. მორჩა.
ჯეკმა თავი ფიქრიანად დააქნია.
– თუ ეს მართალია და ერთადერთი ჯეკი მე ვარ, შესანიშნავი მიზეზი
მაქვს, რომ ორივე საიქიოს გზას გაგიყენოთ.
ვინიმ არაფერი უპასუხა.
– ჩემს სამუშაოში მთავარი კმაყოფილებაა, – განაგრძობდა ჯეკი, –
კმაყოფილებას გრძნობ, როდესაც დაწყებულ საქმეს დაასრულებ. ეს რა-
ღაა?
ვინის თმა აებურძგნა. დარბაზში კვამლის საცეცებიანი არსება შემოს-
რიალდა.
– მე არაფერ შუაში ვარ. ეს გველეშაპია, აქ დამარხულ განძს სდარა-
ჯობს.
– ნუ იტყუები.
– არ იტყუება. სიმართლეს ამბობს, – თქვა სკარლეტმა.
– ერთბაშად არ დავიჯერო. ჩემი გასულელება გადაწყვიტეთ? – თქვა
ჯეკმა.
– გველეშაპი განძს თავისი მბრძანებლისთვის სდარაჯობს.
– ვინ თქვა ეს? – იკითხა ჯეკმა და ირგვლივ მიმოიხედა.
– შენც გაიგონე? – წამოიძახა საგონებელში ჩავარდნილმა ვინიმ.
– დიახ, გავიგონე, – უპასუხა ჯეკმა.
223
– მე არაფერი გამიგონია, – თქვა სკარლეტმა.
– ბიჭო, ეს რა ადგილია? სად ვართ? – იკითხა ჯეკმა.
სანამ ვინი რამეს იტყოდა, დარბაზში ექოდ დაირხა გველეშაპის ხმა:
– აქ არის განძი და აქ არის ძალაუფლება. გველეშაპი განძს სდარა-
ჯობს და თავის მბრძანებელს ელოდება.
ვინიმ დაიძახა:
– ჯეკ?
კაცმა, სახელად ჯეკმა, თავი გვერდზე გადახარა.
– კარგია, რომ სახელი დამიძახე, ეს რომ ადრე გაგეკეთებინა, უფრო
მალე გიპოვიდი.
– ჯეკ, მითხარი, სინამდვილეში რა მქვია? ჩემმა მშობლებმა რა და-
მარქვეს?
– ახლა მაგის ცოდნას რაღა აზრი აქვს?
– გველეშაპმა მითხრა, შენი სახელი გაიგეო. რა მერქვა?
ჯეკმა უთხრა:
– დაიცა, გავიხსენო. პიტერი? ან იქნებ პოლი? შეიძლება როდერიკი –
როდერიკი ყველაზე მეტად გიხდება. შეიძლება სტივენი გერქვა... – ჯეკი
ბიჭს დასცინოდა.
– მითხარი ბარემ. მაინც ხომ უნდა მომკლა, – თქვა ვინიმ.
ჯეკმა სიბნელეში მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია, თითქოს დაეთან-
ხმა, დიახაც, მოგკლავო.
– გოგონას თავი დაანებე, – თქვა ვინიმ, – ხელი გაუშვი.
ჯეკი შეეცადა, სიბნელეში რაღაც გაერჩია.
– ეს ქვის საკურთხეველია? – იკითხა მან.
– მგონი, კი, – მიუგო ვინიმ.
– ეს დანა? თასი? გულსაბნევი?
ჯეკმა სიბნელეში გაიღიმა. ვინის მსგავსი რამ მის სახეზე ვერ წარმო-
ედგინა, მაგრამ ახლა საკუთარი თვალით ხედავდა იმ უცნაურ ღიმილსა
და აღფრთოვანებას, რომელიც კაცს სახეზე გადაჰფენოდა – თითქოს
რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა ან დიდ საიდუმლოს ჩასწვდა.

224
სკარლეტი სიბნელეში ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ხანდახან თვა-
ლის გუგების შიგნით სინათლის ნაპერწკლები დაურბენდა. სამაგიეროდ
ესმოდა, როგორ შეეპარა ჯეკს ხმაში სიხარული.
კაცი, სახელად ჯეკი, ჩაფიქრდა:
– საძმო აღარ არსებობს. გამოდის, მასთან ერთად საბჭოს თავყრი-
ლობაც დაიშალა. მერე რა მოხდა, თუ ჯეკი – ხელმარჯვე ოსტატებიდან
მხოლოდ მე დავრჩი?! არც არაფერი. შეიქმნება ახალი საძმო, რომელ-
საც ძველზე უფრო მეტი ძალაუფლება ექნება.
– ძალაუფლება, – ექოსავით გაიმეორა გველეშაპმა.
– შესანიშნავია, – განაგრძო კაცმა, – შეხედეთ, ეს ის ადგილია, რო-
მელსაც ჩემი საძმოს ხალხი ათასობით წლის განმავლობაში ეძებდა. აქ
ყველაფერი მზად არის ცერემონიისათვის. ახლა არ მითხრათ, ამაში
განგების ხელი არ ურევიაო; ან იქნებ ჩვენი წინამორბედი ათი ათასობით
ჯეკის ლოცვამ გამოიღო შედეგი?!
ვინი გრძნობდა, რომ გველეშაპი ჯეკის სიტყვებს ყურადღებით ისმენ-
და. დარბაზი თანდათან კმაყოფილი შრიალით ივსებოდა.
– ახლა ხელს გამოვიწვდი, გაიგე, ბიჭო? – ბრძანა ჯეკმა, – სკარლეტ,
დანა კვლავ შენს კისერზე მექნება მობჯენილი, ამიტომ, როდესაც ხელს
გაგიშვებ, გაქცევას ტყუილად ნუ შეეცდები. ბიჭო, შენ თასი, დანა და
გულსაბნევი მომაწოდე.
– ეს გველეშაპის განძია, – დაიჩურჩულა სამმაგმა ხმამ, – განძი ყო-
ველთვის აქ ბრუნდება. ჩვენ მას პატრონის მობრძანებამდე ვდარაჯობთ.
ვინი დაიხარა, ქვის საკურთხევლიდან თასი, დანა და გულსაბნევი
აიღო და ჯეკს ხელთათამანიან ხელში ჩაუდო.
კაცმა ჩაიცინა.
– სკარლეტ, შენს გაშვებას ვაპირებ. როგორც კი დანას მოგაშორებ,
იატაკზე დაწექი, სახით ქვემოთ, ხელები თავზე შემოიწყვე. არ გაბედო
და რამე სისულელე არ ჩაიდინო, თორემ საშინელი სიკვდილით მოკ-
ვდები, გაიგე?
გოგონა დაიზაფრა. ყელი გაუშრა, კანკალით გადადგა რამდენიმე ნა-
ბიჯი. მარჯვენა ხელი, რომლითაც ჯეკს ეჭირა, საშინლად დაუბუჟდა.

225
მხარში რაღაც ნემსებივით ჩხვლეტდა. გოგონა იატაკზე გაერთხა და სახე
დატკეპნილ მიწაზე დადო.
"ორივეს დაგვხოცავს", – მშვიდად გაიფიქრა სკარლეტმა. უკვე შიშსაც
ვეღარ გრძნობდა. თითქოს ეს ყველაფერი სხვის თავს ხდებოდა – სიურ-
რეალისტური დრამა, რომელიც სიბნელეში მკვლელობანას თამაშად იქ-
ცა. უეცრად ხმაური შემოესმა. ჯეკი ცდილობდა, ვინისთვის ხელი წაევ-
ლო...
შემდეგ ბიჭის ხმა გაისმა:
– გოგო გაუშვი.
ჯეკის ხმამ უპასუხა:
– თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე გეტყვი, არ მოვკლავ.
თითსაც კი არ დავაკარებ.
– არ მჯერა. მას შენი ამოცნობა შეუძლია.
– არა, – დარწმუნებით თქვა კაცმა, – ვერ ამომიცნობს, – შემდეგ
დაამატა: – ათი ათასი წლის წინანდელი დანა დღესაც მჭრელია... – მის
ხმაში გაოცება და აღფრთოვანება ისმოდა, – ბიჭო, საკურთხევლის წინ
დაიჩოქე. ხელები ზურგზე დაიწყვე. მიდი!
– რამდენ ხანს ველოდით, – თქვა გველეშაპმა, მაგრამ სკარლეტმა
მხოლოდ მსუბუქი შრიალი გაიგონა, თითქოს უზარმაზარი არსება დარ-
ბაზს გარს ეხვეოდა.
სამაგიეროდ, ჯეკმა გაიგონა.
– სანამ შენს სისხლს ამ საკურთხეველზე დავღვრი, გინდა გითხრა, სი-
ნამდვილეში რა გქვია? – ჰკითხა მან ბიჭს.
როგორც კი ვინიმ კისერზე დანის სიცივე იგრძნო, იმავე წამს გონება
გაუნათდა. ირგვლივ ყველაფერი შენელდა. ყველაფერი ცხადი გახდა.
– მე თვითონ ვიცი, ვინ ვარ და რა მქვია. მე არავინ არავისია ვარ. აი,
ასე! – თქვა ბიჭმა და ქვის საკურთხევლის წინ დაიჩოქა.
ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
– გველეშაპო! – მიმართა მან დარბაზს, – ისევ ელი მბრძანებელს?
– გველეშაპი განძს სდარაჯობს და პატრონის დაბრუნებას ელოდება.
– მშვენიერია, – თქვა ვინიმ, – იქნებ ის უკვე აქ არის?

226
ბიჭი გრძნობდა, როგორ შემოხოხდა გველეშაპი დარბაზში. ისეთი ხმა
იყო, თითქოს მიწაზე ათასობით გამხმარ ტოტს მიათრევდნენ. უზარმაზა-
რი, კუნთოვანი მასა იქაურობას თანდათან ავსებდა.
გველეშაპი დარბაზში ბოლომდე შემოიგრაგნა.
ვინი ურჩხულს ცხოვრებაში პირველად ხედავდა. ენა უძლურია გად-
მოსცეს ის, რასაც ადამიანი მის დანახვაზე გრძნობს. უზარმაზარი გველის
ტანზე გამობმული სამი კისერი... სამი თავი... ადამიანთა და ცხოველთა
გვამებისგან შეკონკილი სამი მკვდარი სახე... სამივე მათგანს მეწამული
ხაზები და ინდიგოსფერი წრეები დაჰყვებოდა, რაც ამ სისხლნაკლულ
სახეებს კიდევ უფრო საზარელს ხდიდა.
გველეშაპმა თავები ააღირა და ჰაერში ჯეკის სუნი მოყნოსა.
ჯეკმა კაჟის დანა ხელში შეათამაშა.
– მშვენიერია! – ჩაიდუდუნა უკანაკსნელმა ხელმარჯვე ოსტატმა, – რა
თქმა უნდა, მე მელოდებოდა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ახალი მბრძა-
ნებელი.
გველეშაპმა დარბაზი მთლიანად მოგრაგნა.
– მბრძანებელო! – წარმოთქვა ურჩხულმა იმ ერთგული ძაღლივით,
რომელიც თავის პატრონს დიდხანს და მოთმინებით ელოდა, – მბრძანე-
ბელო! – გაიმეორა მან, თითქოს უნდოდა ამ სიტყვისთვის გემო გაესინ-
ჯა, – მბრძანებელო! – მესამედ გაიმეორა ურჩხულმა და სიამოვნებისა
და აღფრთოვანებისგან ოხვრა აღმოხდა.
ჯეკმა მზერა ვინის მიაპყრო:
– ცამეტი წელი გეძებდი და როგორც იქნა, გიპოვე. ერთი საძმო დამ-
თავრდა. მეორე დაიწყო. მშვიდობით, ბიჭო, – კაცმა ცალ ხელში თასი
აიღო, მეორით კი ბიჭს კისერზე დანა დაადო.
– მე შენი ბიჭი არ ვარ, – თქვა ვინიმ, – მე ვინი მქვია, – შემდეგ გვე-
ლეშაპს მიმართა:
– ურჩხულო, მბრძანებელს რას უპირებ?
გველეშაპმა ამოიოხრა.
– დავიცავთ და არსად გავუშვებთ. აქ დარჩება უკუნითი უკუნისამდე.
ჩვენს ბატონსა და მბრძანებელს წუთისოფლის სიავენი არასოდეს შეეხე-
ბა.
227
– ჰოდა, რაღას უყურებ, – თქვა ვინიმ, – მიდი და დაიცავი.
– მე შენი მბრძანებელი ვარ. დამემორჩილე! – წარმოთქვა კაცმა, სა-
ხელად ჯეკმა.
– დიდხანს გელოდით, – საზეიმოდ წარმოთქვა სამმაგმა ხმამ, – ძა-
ლიან დიდხანს.
გველეშაპმა ჯეკს თავისი უზარმაზარი რგოლები ნელ-ნელა შემოაჭ-
დო. კაცს თასი ხელიდან გაუვარდა. ახლა ორივე ხელში დანა ეჭირა:
ერთი – კაჟის, მეორე კი – შავტარიანი.
– უკან დაიხიე! მომშორდი! არ მომეკარო! – დაიყვირა მან და დანა
მოიქნია, მაგრამ გველეშაპი უკვე მჭიდროდ შემოხვეოდა და რგოლებში
საიმედოდ მოემწყვდია.
ვინიმ სკარლეტთან მიირბინა და წამოდგომაში მიეშველა.
– გთხოვ, – სთხოვა ვინის გოგონამ, – მინდა ვნახო, რა ხდება.
სკარლეტმა გასაღების რგოლი ამოიღო და დიოდის ფანარი აანთო...
ვინისგან განსხვავებით, გოგონას თვალწინ სულ სხვა სურათი გა-
დაეშალა. საბედნიეროდ, გველეშაპს ვერ ხედავდა, მაგრამ თვალი მოჰ-
კრა ჯეკს, რომელსაც სახეზე ენით აუწერელი შიში ეხატა. ის ახლა კვლავ
კეთილ მისტერ ფროსტს ჰგავდა, ადამიანს, რომელსაც მანქანით შინ
დაჰყავდა ხოლმე.
ახლა კი ეს კაცი იატაკიდან ხუთი, შემდეგ კი ათი ფუტის სიმაღლეზე
ჰაერში ქანაობდა, სასოწარკვეთილი დანებს აქეთ-იქით იქნევდა და ამა-
ოდ ცდილობდა, მოეგერიებინა რაღაც არსება, რომელსაც ვერც კი ხე-
დავდა.
გველეშაპმა მისტერ ფროსტი, კაცი, სახელად ჯეკი თუ ვინც იყო, დარ-
ბაზის კუთხისკენ გააქანა და კედელს მიანარცხა. კაცი იქვე გაიშხლართა
და ხელ-ფეხი უღონოდ გაასავსავა.
სკარლეტს მოეჩვენა, რომ მისტერ ფროსტს რაღაც ძალა კედლისკენ
ეწეოდა, თითქოს კლდე მის ჩაყლაპვას ლამობდა. მალე სახის გარდა
აღარაფერი ჩანდა, სახისა, რომელიც ვინის სასოწარკვეთილი
ღრიალით ევედრებოდა, იმ რაღაც ძალის ხელიდან გამოეგლიჯა, დაეხ-
სნა... ევედრებოდა და ევედრებოდა... რაღაც დროის შემდეგ აღარც სახე
ჩანდა. კაცი კედელში მთლიანად ჩაინთქა და ხმაც მიწყდა.
228
ვინი ქვის საკურთხეველთან მივიდა, მიწის იატაკიდან კაჟის დანა, თა-
სი და გულსაბნევი აიღო და თავ-თავიანთ ადგილებზე დააბრუნა. ლითო-
ნის შავტარიანი დანა სადაც ეგდო, იქვე დატოვა.
– შენ არ ამბობდი, გველეშაპი საშიში არ არისო? მე მეგონა, უბრა-
ლოდ, გვაფრთხობდა, – მიმართა სკარლეტმა ვინის.
– ასეც არის, – უპასუხა ვინიმ, – მაგრამ მას სჭირდებოდა მბრძანებე-
ლი, რომელსაც დაიცავდა. თვითონ მითხრა.
– იმის თქმა გინდა, რომ წინასწარ იცოდი, რაც მოხდებოდა?
– ვიცოდი, უფრო სწორად, იმედი მქონდა, რომ ასე მოხდებოდა.
ვინი გოგონას კიბეზე ასვლაში დაეხმარა. ზემოთ, ფრობიშერების მავ-
ზოლეუმში, ქაოსი სუფევდა.
– აქაურობას მერე მივალაგებ, – სხვათა შორის თქვა ვინიმ.
სკარლეტი ცდილობდა, იატაკზე მიმოყრილი ძვლებისთვის არ შეეხე-
და.
ისინი დღის სინათლეზე გამოვიდნენ. სკარლეტმა ანგარიშმიუცემლად
გაიმეორა:
– შენ იცოდი, რომ ასე მოხდებოდა.
ამჯერად ვინიმ არაფერი უპასუხა.
გოგონამ ვინის დაეჭვებული მზერა შეავლო.
– ესე იგი, წინასწარ იცოდი, რომ მისტერ ფროსტს გველეშაპი დაიტო-
ვებდა და მეც ქვემოთ ამიტომ გამგზავნე? სწორად მივხვდი? სატყუარად
გამომიყენე?
– არა, რას ამბობ, – უპასუხა ვინიმ და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა: –
მთავარია, ორივენი გადავრჩით და მისტერ ფროსტი მეტად აღარ შეგვა-
წუხებს.
სკარლეტს შიშმა გაუარა და სიბრაზე მოერია. უნდოდა ეყვირა და შიგ-
ნიდან დაგროვილი მრისხანება გადმოენთხია, მაგრამ თავის მოთოკვას
შეეცადა.
– დანარჩენებს რა დაემართათ? ისინიც დახოცე?
– მე არავინ მომიკლავს.
– აბა, სად არიან?

229
– ერთი ღრმა სამარეში ჩავარდა და კოჭი მოიტეხა. დანარჩენი სამი...
არ ვიცი, როგორ ვთქვა... აქედან ძალიან შორს არიან.
– შენ არ მოგიკლავს?
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა ვინიმ, – ეს ჩემი სახლია. რატომ უნდა
მომეკლა? იმისათვის, რომ მათ სულებს მეორედ მოსვლამდე აქ ეხე-
ტიალათ? – შემდეგ დაამატა: – მოკლედ, მაგათი საკითხი, როგორც სა-
ჭირო იყო, ისე მოვაგვარე. სანერვიულო არაფერია.
სკარლეტი განზე გაიწია.
– შენ ადამიანი არ ხარ. ადამიანები ასე არ იქცევიან. თავი ჯეკზე უკე-
თესი ტყუილად გგონია. შენ ურჩხული ხარ!
ვინი ერთიანად გადაფითრდა. იმის შემდეგ, რაც მოხდა, იმის შემდეგ,
რაც წუხელ გადაიტანა, ეს მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
– არა, – თქვა მან, – ეს ასე არ არის.
სკარლეტმა უკან დაიხია. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე...
უნდოდა გაქცეულიყო და სანამ ძალა ეყოფოდა, უკანმოუხედავად ერბი-
ნა, რათა ამ მთვარით განათებული სასაფლაოდან როგორმე გაეღწია,
როდესაც მაღალმა, ხავერდის შავ მოსასხამში გამოწყობილმა კაცმა
მკლავზე ხელი შეახო და უთხრა:
– ჩემი აზრით, ვინის უსამართლოდ ექცევით, თუმცა თქვენთვის უმჯო-
ბესი იქნება, თუ ყველაფერს, რაც აქ მოხდა, საერთოდ დაივიწყებთ. მო-
დით, მე და თქვენ ცოტა გავისეირნოთ და იმაზე ვისაუბროთ, თუ რა მოხ-
და ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რისი გახსენება ღირს და
რისა – არა.
– გთხოვ, საილას, – მიმართა მეურვეს ვინიმ, – გთხოვ, ისე ნუ გააკე-
თებ, რომ მე დავავიწყდე.
– მისთვის ასე აჯობებს, ჩვენთვისაც, – უპასუხა საილასმა.
– მე? მე არაფერს მეკითხებით? – წამოიძახა სკარლეტმა.
საილასმა არაფერი უპასუხა. ვინიმ გოგონასკენ ნაბიჯი გადადგა.
– მისმინე, ყველაფერი დამთავრდა. ვიცი, საშინელება იყო, მაგრამ
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მე და შენ. ჩვენ გავიმარჯვეთ.

230
სკარლეტი კანკალებდა და თავს ოდნავ შესამჩნევად აქნევდა, თით-
ქოს ცდილობდა, ყველაფერი, რაც ნახა და განიცადა, გონებიდან ამოეგ-
დო. ბოლოს საილასს ახედა და ესღა უთხრა:
– სახლში მინდა. თუ შეიძლება, შინ წამიყვანეთ.
საილასმა თავი დაუქნია. ორივენი ქვემოთ, სასაფლაოს ჭიშკრისკენ
მიმავალ ბილიკს დაუყვნენ.
ვინი გოგონას გასცქეროდა და ნატრობდა, იქნებ უკან მოიხედოს და
გამიღიმოს ან უბრალოდ, შემომხედოს, ოღონდ ისე, რომ მის თვალებში
წეღანდელი შიში აღარ დავინახოო; მაგრამ სკარლეტი ისე წავიდა, მის-
კენ არც გაუხედავს. ვინი მავზოლეუმში შებრუნდა. ისეთ განწყობაზე იყო,
რაღაც უნდა გაეკეთებინა, ამიტომ იატაკზე გადმოყრილი კუბოებისა და
გადმოყრილი ძვლების ალაგება დაიწყო, თან ბუზღუნებდა, რადგან იქ
დამსწრე ფრობიშერებსა და პეტიფერებს შორის არავინ აზრზე არ იყო,
რომელი ძვლები რომელ კუბოს ეკუთვნოდა.
სკარლეტი შინ ვიღაც კაცმა მოიყვანა. შემდეგ დიდხანს ესაუბრა დედა-
მისს, მაგრამ ერთადერთი, რაც ქალს დაამახსოვრდა, ის იყო, რომ სამ-
წუხაროდ, კეთილ ჯეკი ფროსტს გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა და
იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა. შემდეგ სამზარეულოში დას-
ხდნენ და ადამიანის ცხოვრებაზე, ოცნებებსა და სხვა ასეთ რამეებზე ისა-
უბრეს. სკარლეტის დედამ თავისდა გასაკვირად დაასკვნა, რომ ყველა-
ფერს აჯობებდა, გლაზგოში დაბრუნებულიყვნენ – სკარლეტი მამასთან
უფრო ახლოს იქნებოდა და ძველ მეგობრებსაც მოინახულებდა.
საილასმა დედა-შვილი სამზარეულოში დატოვა. ისინი შოტლანდიაში
დაბრუნების შესახებ გეგმებს აწყობდნენ. ნუნა სკარლეტს ტელეფონის
ყიდვას შეჰპირდა. მოსასხამიანი კაცი აღარც ახსოვდათ. მასაც სწორედ
ეს უნდოდა.
საილასი სასაფლაოზე დაბრუნდა და ამფითეატრში, ობელისკის გვერ-
დით გაშტერებული სახით მჯდომ ვინის გადააწყდა.
– როგორ არის?
– მეხსიერება გავუწმინდე, – უპასუხა საილასმა, – დედამისი გლაზგოში
წაყვანას უპირებს. იქ მეგობრები ჰყავთ.
– როგორ არ მინდოდა დავევიწყებინე.
231
საილასმა უპასუხა:
– ადამიანებს ურჩევნიათ დაივიწყონ ყველაფერი, რაც შეუძლებლად
მიაჩნიათ. მათთვის ასე უფრო ადვილია ცხოვრება.
– სკარლეტი მომწონდა.
– ვწუხვარ.
ვინიმ თავს ძალა დაატანდა, რომ გაეღიმა, მაგრამ ვერ შეძლო.
– აი, ის კაცები... კრაკოვს, მელბურნსა და ვანკუვერს ახსენებდნენ და
რაღაც სირთულეებზე ლაპარაკობდნენ. ეს შენი ნამოქმედარია, არა?!
– არა მარტო ჩემი, – უპასუხა საილასმა.
– მის ლუპესკუ? – იკითხა ვინიმ.
საილასს სახე შეეცვალა.
– როგორ არის? – ჰკითხა ბიჭმა.
საილასმა თავი გააქნია. ვინიმ თვალი მოარიდა, მეურვის სახეზე აღ-
ბეჭდილი ტანჯვის ცქერა არ შეეძლო.
– გმირულად დაიღუპა. ის შენთვის იბრძოდა, ვინი.
– ჯეკი გველეშაპმა წაიყვანა. სამი ვამპირ-ქალაქში შთაინთქა. მეოთხე
ცოცხალია, ფეხი აქვს მოტეხილი. ახლაც კარსტერის საფლავის ფსკერ-
ზეა.
საილასმა თქვა:
– ეს უკანასკნელი ჯეკია. უნდა მოვასწრო და მზის ამოსვლამდე დავე-
ლაპარაკო.
სასაფლაოზე ცივი ქარი ამოვარდა. არც კაცს და არც ბიჭს სუსხი არ
უგრძნიათ.
ვინიმ ხმა ამოიღო:
– მას ჩემი შეეშინდა.
– ვიცი.
– რატომ? სიკვდილს გადავარჩინე. ბოროტება არ ჩამიდენია. მეც მა-
სავით ცოცხალი ადამიანი ვარ, – ბიჭი ცოტა ხნით გაჩუმდა და შემდეგ გა-
ნაგრძო: – მომიყევი, როგორ დაიღუპა მის ლუპესკუ.
– გმირულად, – უპასუხა საილასმა, – ის სხვების გადასარჩენად იბ-
რძოდა.
ვინის თვალები ჩაუქრა.
232
– უნდა წამოგეყვანა და აქ დაგესაფლავებინა. მაშინ მასთან საუბარს
შევძლებდი.
საილასმა უპასუხა:
– ვერ შევძელი.
ვინიმ იგრძნო, რომ თვალები აეწვა.
– ნიმინის მეძახდა ხოლმე. ამიერიდან ასე აღარავინ დამიძახებს.
– საჭმელზე ხომ არ გავიდეთ? – ჰკითხა საილასმა.
– მე და შენ? შენთან ერთად წამოვიდე? სასაფლაოდან გასვლა შეიძ-
ლება?
საილასმა უპასუხა:
– ახლა საფრთხე აღარ გემუქრება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერო-
ბით, ასე რომ, შეგვიძლია ერთად წავიდეთ.
ვინის უნდოდა ეთქვა, არ მშიაო, მაგრამ ტყუილი იქნებოდა. მსუბუქ გუ-
ლისრევასა და თავბრუსხვევას გრძნობდა და მაგრად შიოდა.
– პიცაზე რას იტყვი?
პირდაპირ ჭიშკრისკენ გაემართნენ. გზადაგზა ხვდებოდნენ სასაფლა-
ოს ბინადრებს, რომლებიც ბიჭსა და მის მეურვეს უსიტყვოდ შესცქეროდ-
ნენ. ვინის უნდოდა მათთვის მადლობა გადაეხადა, ეთქვა, რომ მათ დახ-
მარებას ძალიან აფასებდა, მაგრამ მიცვალებულები ხმას არ იღებდნენ.
კაშკაშა სინათლეს მიუჩვეველ ვინის პიცის რესტორნის გაჩახჩახებული
დარბაზი ეხამუშა. უკანა რიგის მაგიდას მიუსხდნენ. საილასი ბიჭს მენიუს
წაკითხვასა და კერძების შეკვეთას ასწავლიდა (თავისთვის ჭიქა წყალი
და სალათის მცირე ულუფა შეუკვეთა, თეფშში ჩანგლით დიდხანს იჩიჩ-
ქნებოდა, მაგრამ პირში ნამცეციც კი არ ჩაუკარებია).
ვინი პიცას ხელით იღებდა და მადიანად შეექცეოდა. მეურვისთვის
არაფერი უკითხავს, ფიქრობდა, დრო მოვა და თვითონ მეტყვის ან იქნებ
არც მითხრასო.
საილასმა საუბარი წამოიწყო:
– ჩვენ ვიცოდით მათი არსებობის შესახებ... ჯეკების შესახებ... უკვე ძა-
ლიან დიდი ხანია. ხშირად წავწყდომივართ მათ ნამოქმედარს. ეჭვი
გვქონდა, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც ორგანიზაცია იდგა. მათი გა-
შიფრვა შეუძლებელი იყო – ძალიან ოსტატურად ინიღბებოდნენ. მერე
233
ის იყო, შენი ძებნა დაიწყეს და შენი ოჯახის წევრები დახოცეს. სწორედ
მას შემდეგ მომეცა საშუალება, კვალში ჩავდგომოდი.
– ჩვენო, რომ ამბობ, საკუთარ თავსა და მის ლუპესკუს გულისხმობ?
– ჰო, ჩვენ და სხვა ჩვენნაირები.
– ღირსების მცველები, – თქვა ვინიმ.
– შენ ეგ საიდანღა იცი? – ჰკითხა საილასმა ბიჭს, – კარგი, რა მნიშ-
ვნელობა აქვს. ბავშვებს ვერაფერს გამოაპარებ. მართალია, ღირსების
მცველები, – საილასმა წყლიანი ჭიქა პირთან მიიტანა, ტუჩები გაისველა
და შავ, პრიალაზედაპირიან მაგიდაზე დადგა. ვინიმ შეამჩნია, რომ
საილასი მაგიდის სარკესავით პრიალა ზედაპირზე არ ირეკლებოდა.
– ესე იგი, ახლა ყველაფერი დამთავრდა... რას აპირებ, რჩები?
– სიტყვა მაქვს მიცემული, – უპასუხა საილასმა, – სანამ არ გაიზრდები,
არსად არ წავალ.
– მე უკვე გავიზარდე, – თქვა ვინიმ.
– კი, როგორ არა, მაგრამ ჯერ ზრდასრული არ ხარ, – თქვა საილას-
მა და მაგიდაზე ათფუნტიანი დადო.
– იმ გოგონას... სკარლეტს... ჩემი რატომ შეეშინდა?
საილასმა არაფერი უპასუხა. ბიჭის შეკითხვა ჰაერში დაეკიდა. ისინი
გაჩახჩახებული რესტორნიდან სიბნელეში გამოვიდნენ და ღამეს შეერივ-
ნენ.

234
ჩემოდანში პასპორტი, ჯიბეში კი ფული ედო.

235
თავი მერვე - განშორება და გამგზავრება

ხანდახან ვინი მკვდრებს ვეღარ ხედავდა. ეს მოვლენები ერთი-ორი


თვის წინ, მარტში ან აპრილში დაიწყო. თავიდან იშვიათად ხდებოდა,
შემდეგ სულ უფრო და უფრო ხშირად.
სამყარო შეიცვალა.
ვინი სასაფლაოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უმიზნოდ დახე-
ტიალობდა. ბოლოს ეგვიპტური კედლის ყველაზე შორეულ გასას-
ვლელთან აღმოჩნდა. ღიობს ლიანებით გადაბურდული ურთხელი ნაწი-
ლობრივ ფარავდა. უეცრად ბიჭმა თვალი მოჰკრა წითურ მელასა და
დიდ შავ კატას, რომელსაც თეთრი კისერი და თათები ჰქონდა. პირდა-
პირ შუა გზაზე მოკალათებული ცხოველები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
ბიჭის გამოჩენაზე შიშისგან ელეთმელეთი მოუვიდათ, მაგრამ მაშინვე
გონს მოეგნენ და თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, ბუჩქებში გაუჩინარ-
დნენ.
"რა უცნაურია", – გაიფიქრა ბიჭმა. ორივე მისი ძველი ნაცნობი იყო.
მელა ჯერ კიდევ ლეკვი ნახა პირველად. კატაც სულ სადღაც აქ, სასაფ-
ლაოზე დაძვრებოდა. ხანდახან, თუ ცხოველები კარგ განწყობაზე იყვნენ,
ვინის მოფერების საშუალებასაც კი აძლევდნენ.
ბიჭი შეეცადა, ლიანებს შორის გზა გაეკვლია, მაგრამ ვერ შეძლო.
შემდეგ დაიხარა, ლიანები გადასწია, ბურდებს შორის გაძვრა და გზაზე
გავიდა. წინ ფრთხილად მიიწევდა, ორმოებსა და ოღროჩოღრო ადგი-
ლებს გვერდს უვლიდა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ ფრიად შთამბეჭ-
დავ საფლავის ქვასთან მიაღწია, რომლის ქვეშ სამუდამო განსასვენებე-
ლი პოვა ალონსო თომას გარსია ჯონსმა (1837-1905, შეყოვნდი, მწირო,
სულ ერთი წამით გვერდზე გადადე შენი არგანი).
ბოლო თვეებში ნიკი ამ საფლავზე ხშირად მოდიოდა. ალონსო ჯონსს
მთელი მსოფლიო შემოვლილი ჰქონდა და ახლა ვინის დიდი სიამოვნე-
ბით მოუთხრობდა თავისი მოგზაურობის ამბებს. ჩვეულებრივ, დაიწყებდა
ხოლმე: "მაინცდამაინც საინტერესო არასოდეს არაფერი გადამხდენია",
ამას უხალისოდ დააყოლებდა: "ეგეც არ იყოს, უკვე მოსაყოლიც აღარა-

236
ფერი დარჩა." შემდეგ უეცრად თვალები აენთებოდა: "დაიცა, შენთვის ის
ამბავი არ მომიყოლია?" და როგორც უნდა გაეგრძელებინა: "აი, მოსკო-
ვიდან რომ გამოვიქეცი", "ალასკაზე რომ უმდიდრესი ოქროს საბადო
დავკარგე", "როგორ დარბის ნადირთა ჯოგი პამპასებში", ვინი უარის
ნიშნად თავს აქნევდა და თვალები ცნობისმოყვარეობით ენთებოდა. აი,
მაშინ იწყებოდა, რაც იწყებოდა! ვინი თავიან-ფეხებიანად ჩაყვინთავდა
ხოლმე საოცარი თავგადასავლებისა და საგმირო საქმეების სამყაროში,
სადაც ბოროტი პერსონაჟების გინდა ხმლით, გინდა პისტოლეტით გა-
ნადგურება, მზეთუნახავების მოჯადოება, ოქროს ზოდებით გატენილი
ტომრები, ცერისისხო ბრილიანტები, დაკარგული ქალაქები, თვალუწ-
ვდენელი მთები, ორთქლმავლები და სამანძიანი ჩქაროსნული გემები,
პამპასები, ოკეანეები, უდაბნოები და ტუნდრა ჩვეულებრივი მოვლენა
იყო.
ვინი მიუახლოვდა მაღალ, შეისრულთავიან საფლავის ქვას, რომელ-
ზეც თავდაყირა ჩირაღდნები იყო ამოკვეთილი და დაიცადა, მაგრამ
არავინ გამოხმაურებია. შემდეგ ალონსო ჯონსს ხმამაღლა მოუხმო, მაგ-
რამ პასუხი კვლავ არავინ გასცა. ვინი დაიხარა, უნდოდა საფლავში თავი
შეეყო და მეგობრისთვის დაეძახა, მაგრამ მოულოდნელად მიწას მტკივ-
ნეულად შეეჯახა. შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ არც ამჯერად
გამოპასუხებია ვინმე. ვინიმ მწვანე ლიანებსა და ნაცრისფერ ქვებს თავი
დააღწია და ისევ გზაზე გამოვიდა. ბიჭის დანახვაზე კუნელის ბუჩქიდან
ორი კაჭკაჭი ამოფრთხიალდა და თავზე გადაუფრინა.
ვინიმ გორაკის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობამდე ისე მიაღწია, არც
ერთი სული არ შეხვედრია. ბოლოს, როგორც იქნა, თვალი მოჰკრა ნაც-
ნობ ფურჩალებიან ქუდსა და მოსასხამს, რომელიც დედილო სლოტერს
ეკუთვნოდა. ქალის აჩრდილი საფლავებს შორის თავდახრილი და-
დიოდა და ველურ ყვავილებს აკვირდებოდა.
– ბიჭუნი! – დაუძახა მან ვინის, – შეხედე, რამდენი დედოფლის ყვავი-
ლია. რა იქნება, რომ დაკრიფო და ჩემს საფლავზე დააწყო?!
ვინიმ წითელ-ყვითელი ყვავილები დაკრიფა და დედილო სლოტერის
საფლავთან მიიტანა. დრო-ჟამის სიავისგან ალაგ-ალაგ დახეთქილ ქვა-
ზე მხოლოდ ცალკეული ასოები "ლოტერ" ჩანდა. რამდენიმე ასეული წე-
237
ლი იქნებოდა, ადგილობრივი ისტორიკოსები თავს იმტვრევდნენ წარწე-
რის შინაარსზე. ვინიმ ყვავილები ქვაზე მოწიწებით დაალაგა.
დედილო სლოტერმა ბიჭს გაუღიმა.
– რა კარგი ბიჭი ხარ. არც კი ვიცი, რა გვეშველება უშენოდ.
– გმადლობ, – უპასუხა ვინიმ, – სად გაქრა ეს ხალხი? ამ საღამოს
თქვენ გარდა არავინ შემხვედრია.
დედილო სლოტერმა ბიჭი ყურადღებით შეათვალიერა და ჰკითხა.
– შუბლზე რა გჭირს?
– მისტერ ჯონსის საფლავს დავეჯახე. თავის ჩაყოფა მინდოდა და...
მისის სლოტერმა ტუჩები მოკუმა და თავი გადააქნია. ფურჩალებიანი
ქუდის ქვემოდან ბებერი, ჭკვიანი თვალები ვინის დაჟინებით აკვირდე-
ბოდნენ.
– წეღან ბიჭუნა დაგიძახე, ახლა გიყურებ და ვხედავ, როგორ გაზ-
რდილხარ! დრო თვალის დახამხამებაში გადის. რამდენი წლის ხარ?
– დაახლოებით, თხუთმეტის უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონი, ისევ ისეთი
ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, – თქვა ვინიმ.
– მეც ეგრე ვარ, – დაუდასტურა მისის სლოტერმა, – თავს ისე
ვგრძნობ, როგორც მაშინ, ნამცეცა გოგო რომ ვიყავი და სამწყემსურში
გვირილების გვირგვინს ვწნავდი. შენ ყოველთვის შენ ხარ და ეს მუდამ
ასე იქნება, მაგრამ შენ თვითონ იცვლები და ამას არაფერი ეშველება.
დედილო სლოტერი თავისი საფლავის ქვაზე ჩამოჯდა და საუბარი გა-
ნაგრძო.
– მე მახსოვს ის ღამე, როდესაც შენ აქ მოხვედი. მაშინ ვთქვი, პატარა
ბავშვი უნდა დავიტოვოთ-მეთქი. დედაშენი დამეთანხმა, ვიღაცები შეგვე-
კამათნენ. ბოლოს ცხენზე ამხედრებული რუხმოსასხამიანი ქალი მობ-
რძანდა და სიტყვა წარმოთქვა: "სასაფლაოს ხალხო, – თქვა მან, დაუჯე-
რეთ დედილო სლოტერს! ნუთუ თქვენს ძვლებს აღარ შერჩათ გულმოწ-
ყალება?" ამ სიტყვების შემდეგ მიცვალებულებმა ჩემი აზრი გაიზიარეს.
დედილო სლოტერი გაჩუმდა და თავისი პატარა თავი გადააქნია:
– სასაფლაოზე ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, განსხვავებული რა-
მეები იშვიათად ხდება. წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიან, ლიანე-

238
ბი იზრდება, ქვები იფშვნება... შენი აქ მოსვლა კი სულ სხვა იყო... მიხა-
რია, რომ ჩვენთან მოხვედი... სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.
დედილო სლოტერი წამოდგა, სელის მოსასხამს ჭუჭყიანი მანჟეტი
მოაგლიჯა, ნერწყვით დაასველა და ვინის შუბლზე სისხლი მოსწმინდა.
– ასე არ სჯობს?! – მკაცრი ტონით თქვა ქალმა, – ვინ იცის, კიდევ
როდისღა გნახავ. თავს მოუფრთხილდი.
ვინის ისეთი ნაღველი შემოაწვა, როგორიც ადრე არასოდეს განუც-
დია. არავისიების საფლავისკენ წაბოდიალდა დადარდიანებული. შორი-
დან თვალი მოჰკრა მშობლებს, რომლებიც გარეთ ელოდებოდნენ და
თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ ახლოს რომ მივიდა, სიხარული შეშფო-
თებამ შეცვალა: ვერაფრით გაეგო, რატომ იდგნენ დედა და მამა საფ-
ლავის სხვადასხვა მხარეს გაქვავებული სახეებით. მათმა გამომეტყველე-
ბამ ვინის ვიტრაჟულ შუშაზე დახატული პერსონაჟები მოაგონა.
მამამისმა წინ ნაბიჯი გადმოდგა და უთხრა:
– საღამო მშვიდობის, ვინი. ხომ კარგად ხარ?
– არა მიშავს, – უპასუხა ბიჭმა. მისტერ არავისიაც ასე პასუხობდა
ხოლმე თავის მეგობრებს, როდესაც ისინი მის ამბავს კითხულობდნენ.
– მე და მისის არავისიამ... – წამოიწყო მისტერ არავისიამ, – მთელი
ცხოვრება შვილზე ოცნებაში გავატარეთ, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა,
თუ ასე გაგვიმართლებდა. შენზე უკეთესი ვინ უნდა გვყოლოდა, ვინი, –
კაცი შვილს სიამაყით შესცქეროდა.
– მართლა? ძალიან მიხარია, მაგრამ... – ბიჭი დედას მიუბრუნდა იმ
იმედით, რომ ის მაინც აუხსნიდა, ეს სიტყვები და მთელი ეს დახვედრა
რას მოასწავებდა, მაგრამ მისის არავისია იქ უკვე აღარ იყო.
– სად წავიდა? – იკითხა ვინიმ.
– ოჰ! – შეწუხდა მისტერ არავისია, – ბეტსის ამბავი ხომ იცი. ისეთ რა-
მეს მოიფიქრებს ხოლმე, აღარ ვიცი, რა ვთქვა ან რა მოვიმოქმედო...
ხომ ხვდები...
– არა, ვერ ვხვდები, – გააწყვეტინა ვინიმ.
– მაშინ... ჯობს, საილასმა აგიხსნას. გელოდება, – მიუგო მამამ და წა-
ვიდა.

239
შუაღამე გადასული იყო. ვინი ძველი სამლოცველოსკენ გაემართა.
ზემოთ, გუმბათთან, საწვიმარ მილში ამოსული ხე ამასწინანდელმა ქა-
რიშხალმა მოგლიჯა და შავი ფერის რამდენიმე კრამიტთან ერთად ძირს
გადმოაგდო.
ვინი ხის ნაცრისფერ ძელსკამზე იჯდა და ელოდა, საილასი კი არა და
არ ჩანდა.
ამასობაში ქარი ამოვარდა. ზაფხულის ღამე იყო, ერთ-ერთი იმ ღამე-
თაგანი, როდესაც მწუხრი უსასრულოდ გრძელდება. თბილოდა, მაგრამ
ვინის ტანში სცრიდა და კანზე ხორკლებს აყრიდა.
უეცრად ყურთან ახლოს ვიღაცამ ჩაულაპარაკა:
– შე შტერო, არ მითხრა ახლა, არ მომენატრებიო.
– ლიზა? – დაიძახა ვინიმ. მთელი წელი მისგან ბაიბური არ ისმოდა,
სწორედ იმ ღამის შემდეგ, როდესაც ხელმარჯვე ოსტატ ჯეკებს ის ამბავი
შეემთხვათ, – სად იყავი?
– ვაკვირდებოდი, – უპასუხა გოგონამ, – ლედი ყველას არ უნდა უყვე-
ბოდეს, სად იყო და რას აკეთებდა.
– მე მაკვირდებოდი? – ჰკითხა ვინიმ.
ლიზას ხმა ბიჭს პირდაპირ ყურთან მოესმა:
– მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, სანამ ახალგაზრდა ხარ, ცხოვ-
რებას არ აფასებო. სწორედ ერთ ადამიანზეა ნათქვამი. რა თქმა უნდა,
საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. მითხარი, რომ მოგენატრები.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა ვინიმ გოგონას, – რა თქმა უნდა, მომენატ-
რები, სადაც უნდა წახვიდე...
– რა სულელი ხარ, – დაიჩურჩულა ლიზა ჰემპსტოკმა და ვინის ხელზე
ხელი დაადო, – ძალიან სულელი, – ტუჩებით ლოყაზე, ტუჩის კუთხესთან
შეეხო და ნაზად აკოცა. ვინი გაწითლდა, მუხლებში ძალა გამოეცალა.
არ იცოდა, რა ექნა, – მეც მომენატრები. ყოველთვის, – უთხრა გოგონას
ხმამ. ბიჭმა იგრძნო, როგორ მიელამუნა თმაზე ნიავის მსუბუქი ტალღა...
ან იქნებ გოგონას გრილი ხელი შეეხო? უეცრად ყველაფერი დამთავ-
რდა და ვინი ძელსკამზე ისევ მარტო აღმოჩნდა.
ვინი წამოდგა და სამლოცველოს კარს მიუახლოვდა. იქვე, შესას-
ვლელთან, ქვის ქვეშ იდო სათადარიგო გასაღები, რომელიც დიდი ხნის
240
წინათ გარდაცვლილ დარაჯს ეკუთვნოდა. კლიტეს გასაღები მოარგო,
კარში გასვლა არც უცდია. ხის მძიმე კარი უხალისოდ დამორჩილდა და
ჭრიალით გაიღო.
სამლოცველოში ბნელოდა. ბიჭმა თვალები მოჭუტა და შეეცადა,
რაიმე დაენახა.
– შემოდი, ვინი, – ეს საილასის ხმა იყო.
– ვერაფერს ვხედავ, – უთხრა ბიჭმა, – ძალიან ბნელა.
– უკვე? – თქვა საილასმა და ამოიოხრა. ვინის ხავერდის შრიალი შე-
მოესმა. სიბნელეში ასანთი გაჩხაკუნდა და აინთო, ვიღაცამ დარბაზის
სიღრმეში ხის მაღალ, მოჩუქურთმებულ შანდლებში ჩადგმული ორი დი-
დი სანთელი აანთო.
სანთლების შუქზე ვინიმ თავისი მეურვე დაინახა. მის გვერდით იდგა
ტყავის დიდი სკივრი, რომელსაც უწინ ზანდუკს უწოდებდნენ. ნივთი დიდი
ზომისა იყო. მაღალი კაცი გაჭირვებით, მაგრამ ჩაეტეოდა. იქვე იდო
ტყავის შავი ხელჩანთა, რომელიც ვინის რამდენჯერმე ადრეც ენახა, მაგ-
რამ ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებით ივსებოდა.
სკივრს შიგნიდან თეთრი აბრეშუმის სარჩული ჰქონდა. ვინიმ ხელი ჩა-
ყო და სიცარიელეში აბრეშუმის ქსოვილი ხელით მოსინჯა. ფსკერზე მიწა
ეყარა.
– აქ გძინავს? – ჰკითხა ვინიმ მეურვეს.
– როდესაც სახლიდან შორს ვარ, – უპასუხა საილასმა.
ვინიმ მოულოდნელობისგან უკან დაიხია. რაც თავი ახსოვდა, საილა-
სი სულ აქ იყო.
– ეს შენი სახლი არ არის?
საილასმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ჩემი სახლი აქედან ძალიან შორს არის, – თქვა მან, – ოღონდ არ
ვიცი, ახლა რა მდგომარეობაშია. იქაურობა ძალიან რთულ სიტუაციაში
დავტოვე. წარმოდგენა არ მაქვს, რა დამხვდება, როდესაც დავბრუნდები.
– ისევ იქ მიდიხარ? – ჰკითხა ვინიმ მეურვეს. ყველაფერი, რაც მუდმი-
ვი ეგონა, ხელიდან ეცლებოდა, – მართლა მიდიხარ? მე რას მიპირებ?
შენ ხომ ჩემი მეურვე ხარ.

241
– აქამდე ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე დიდი ხარ და შეგიძლია საკუთარ
თავს თვითონ მოუარო. მე სხვა საქმეები მაქვს.
საილასმა სკივრი დახურა და ღვედებისა და ბალთების შეკვრას შეუდ-
გა.
– ჩემთვის სასაფლაოზე დარჩენა შეიძლება?
– არა, – საილასის ხმაში უჩვეულო სინაზე გაისმა, – ამ მიცვალებუ-
ლებს რომ უყურებ, ყველამ თავისი ცხოვრება განვლო, თუნდაც ძალიან
ხანმოკლე. ახლა შენი ჯერია. შენ შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო.
– შენთან ერთად რომ წამოვიდე?
საილასმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ერთმანეთს ოდესმე შევხვდებით?
– შესაძლოა, – საილასს ხმაში ალერსი შეერია და კიდევ რაღაც აუხ-
სნელი გრძნობა, რომლის სახელი ვინიმ არ იცოდა, – მე აუცილებლად
გნახავ, მაგრამ არ ვიცი, შენ შეძლებ თუ არა ჩემს დანახვას.
საილასმა ტყავის სკივრი კედელთან ახლოს დადგა და კარისკენ წავი-
და.
– გამომყევი, – უთხრა ვინის.
ბიჭი საილასს უკან მიჰყვებოდა. ისინი ვიწრო, დახვეული კიბით თაღე-
ბიან აკლდამაში ჩავიდნენ.
– ჩემს თავს უფლება მივეცი, შენთვის ჩემოდანი ჩამელაგებინა, – უთ-
ხრა მეურვემ ბიჭს.
ობმოკიდებული ფსალმუნებით სავსე ყუთის თავზე იდო ტყავის მომ-
ცრო ჩემოდანი, რომელიც საილასის ჩანთის მინიატურული ასლი იყო.
– აი, შენი ნივთები, – უთხრა საილასმა.
– საილას, გთხოვ, ღირსების მცველებზე მომიყევი. ვიცი, ერთ-ერთი
მათგანი ხარ. მის ლუპესკუც მაგ საქმეს ემსახურებოდა. კიდევ ვინ დარ-
ჩა? ბევრნი ხართ? რას საქმიანობთ?
– ისეთს არაფერს, – უპასუხა საილასმა, – ძირითადად საზღვრებს
ვდარაჯობთ.
– რომელ საზღვრებს?
საილასმა არაფერი უპასუხა.

242
– იმის თქმა გინდა, რომ კაცს, სახელად ჯეკს, და მის მეგობრებს ებ-
რძვით?
– რას იზამ, ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, – საილასი დაღლილი
ხმით ლაპარაკობდა.
– ჰო, მაგრამ კარგ საქმეს ემსახურებით. ჯეკისა და მისი ხალხის შეჩე-
რება ხუმრობა არ არის.
– ეს კაცები ურჩხულები იყვნენ.
საილასმა ბიჭისკენ ნაბიჯი გადადგა. ვინიმ კაცს ქვემოდან ახედა და
ფერმკრთალ სახეზე დააკვირდა.
– ყოველთვის კარგ საქმეს არ ვემსახურებოდი. ახალგაზრდობაში...
ჯეკზე ათასჯერ უარესი რამეები ჩამიდენია. ბევრად უარესი... მაშინ მე ვი-
ყავი ურჩხული, ვინი, ყველა ურჩხულზე უარესი ურჩხული...
ვინის აზრადაც არ მოსვლია ეფიქრა, რომ მისი მეურვე ხუმრობდა ან
იტყუებოდა.
– ახლა ხომ ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი? – ჰკითხა მან
მეურვეს.
– ადამიანები იცვლებიან, – თქვა საილასმა და გაჩუმდა.
ვინიმ გაიფიქრა, ალბათ საილასი რაღაცას იხსენებსო.
– შენი მეურვეობა ჩემთვის დიდი პატივი იყო, ყმაწვილო, – ეს სიტყვე-
ბი წარმოთქვა თუ არა, საილასმა მოსასხამის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ძვე-
ლი, გაცვეთილი საფულე ამოიღო.
– ეს შენია, აიღე.
ვინიმ საფულე გამოართვა, მაგრამ არ გაუხსნია.
– მანდ ფულია. ბევრი არ არის, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყე-
ბად იკმარებს.
– დღეს ალონსო ჯონსის საფლავზე ვიყავი, მაგრამ ვერ ვნახე. მინდო-
და, ისტორიები მომესმინა შორეული კუნძულებისა და დელფინების, მა-
რადიული ყინულისა და მთაგრეხილების შესახებ. იმ ადგილების შესა-
ხებ, სადაც ხალხი უცნაურად იცვამს და საოცარ რამეებს ჭამს, – ვინი ერ-
თი წამით შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო: – ის ადგილები ხომ ისევ იქ
არის? იმის თქმა მინდოდა, რომ სასაფლაოს გარეთ მთელი სამყაროა.
მეც ხომ შემიძლია ვიმოგზაურო და ეს ყველაფერი ვნახო?
243
საილასი თავის დაქნევით დაეთანხმა.
– რა თქმა უნდა, გარეთ მთელი სამყაროა. ჩემოდნის შიდა ჯიბეში პას-
პორტი დევს არავინ არავისიას სახელზე. ძლივს მოვახერხე.
– ვთქვათ და გადავიფიქრე, უკან დაბრუნება შეიძლება? – ვინი დაფიქ-
რდა და თვითონვე უპასუხა, – თუ დავბრუნდები, სასაფლაო ძველებურად
თავის ადგილზე დამხვდება, მაგრამ ეს უკვე ჩემი სახლი აღარ იქნება.
– თუ გინდა ჭიშკრამდე მიგაცილებ, – შესთავაზა საილასმა.
ვინიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– უკეთესი იქნება, თუ მარტო წავალ... ისა... იცი რა, საილას, თუ
ოდესმე გაგიჭირდეს, შენ გვერდით მიგულე.
– ხომ იცი, არ გამიჭირდება.
– ვიცი, მაგრამ მაინც...
აკლდამაში ბნელოდა და ობისა და ნესტის სუნი იდგა. უცნაური ის
იყო, რომ ვინის პირველად თავის სიცოცხლეში აქაურობა დაპატარავე-
ბული ეჩვენა.
– მინდა სამყარო გავიცნო, – თქვა ვინიმ, – მინდა იქ ვიყო, სადაც
ცხოვრება დუღს. მინდა უკაცრიელ კუნძულზე, ქვიშაზე ჩემი ნაკვალევი
დავტოვო. მინდა ადამიანებთან ერთად ფეხბურთი ვითამაშო... – ვინი წა-
მით დაფიქრდა, – ყველაფერი მინდა.
– კარგია, – თქვა საილასმა და თვალებზე ხელი მოისვა, თითქოს უნ-
დოდა, თმა გადაეწია. მისთვის საკმაოდ უჩვეულო მოძრაობა იყო, – თუ
ოდესმე გასაჭირში აღმოვჩნდები, აუცილებლად გაგაგებინებ.
– აკი გასაჭირში არ ვვარდებიო?
– შენ ჩემზე უკეთესად იცი.
საილასს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა; ან იქნებ რამე სინანულის
გამომხატველი გრძნობა იყო, იქნებ სულაც სახეზე ჩრდილმა გადაურბი-
ნა.
– კარგი, მაშინ, ნახვამდის, საილას, – ვინიმ ხელი გაუწოდა, ზუსტად
ისე, როგორც ბავშვობაში. საილასმა თავისი მუქი სპილოსძვლისფერი
მარჯვენა შეაგება და გულიანად ჩამოართვა.
– მშვიდობით, არავინ არავისია.

244
ვინიმ პატარა ჩემოდანი აიღო, კარი გამოაღო, აკლდამიდან გამოვი-
და და აღმართს აუყვა.
უკან არც ერთხელ არ მოუხედავს.
ჭიშკარი დიდი ხნის დაკეტილი უნდა ყოფილიყო. ვინიმ თვითონაც არ
იცოდა, უწინდებურად შეძლებდა კედელში გასვლას თუ უკან უნდა დაბ-
რუნებულიყო და გასაღები აეღო, მაგრამ როდესაც ალაყაფის კარს
მიუახლოვდა, კუტიკარი ღია დახვდა. თითქოს მისთვის გააღეს, თითქოს
სასაფლაო ემშვიდობებოდა.
ვინიმ თვალი მოჰკრა მკრთალ, ჩამრგვალებულ სილუეტს, რომელიც
გასასვლელთან ელოდებოდა. ბიჭი მიუახლოვდა და მთვარის შუქზე შე-
ამჩნია, რომ აჩრდილს თვალები ცრემლით ავსებოდა.
– გამარჯობა, დედა, – თქვა ბიჭმა.
მისის არავისიამ თვალებში ხელები ამოისვა, ცრემლები წინსაფრით
ამოიმშრალა და თავი გადააქნია:
– ის თუ იცი, გარეთ რა უნდა აკეთო?
– ვიცხოვრებ. ჯერ უსიამოვნებებში გავეხვევი, მერე მათგან თავის
დაღწევას ვისწავლი. ჯუნგლებში ვიმოგზაურებ, კუნძულებს ვნახავ, ვულ-
კანებსა და უდაბნოებს ვეწვევი. ხალხს ვნახავ. უამრავ ადამიანს გავიც-
ნობ.
მისის არავისია ბიჭს ერთხანს მდუმარედ შესცქეროდა, შემდეგ ძველი,
ნაცნობი სიმღერა წამოიწყო, სიმღერა, რომელსაც ვინის ძილის წინ უმ-
ღეროდა:

დაიძინე, ანგელოზო,
დაკეცე ფრთები,
მთელ მსოფლიოს შემოივლი,
რომ გაიზრდები.

დაიძინე, სანამ მთვარე


ცაზე დაგორავს,
ცისკრის ვარსკვლავს დაასწარი
დილით ადგომა.
245
– უშენოდ გამიჭირდება, მაგრამ შევეცდები, – დაიჩურჩულა ბიჭმა.

გაიზარდე, ორთავ თვალის


სხივო ნათელო,
ვინძლო, ზღვები გადალახო
და გვასახელო,
ცას მისწვდება შენი საქმე და შენი ქება,
მთელი ქვეყნის საგანძური შენი იქნება!

უეცრად მისის არავისიას სიმღერის ბოლო, დავიწყებული სტრიქონი


გაახსენდა და წაიმღერა:

შეიგრძენი ამ ცხოვრების სიტკბო-სიმწარე,


მაგრამ უკან ნუ დაიხევ,
სულ წინ იარე...

– მაგრამ უკან ნუ დაიხევ, სულ წინ იარე... – გაიმეორა ვინიმ, – რთუ-


ლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
ვინის უნდოდა დედას მოხვეოდა, როგორც ბავშვობაში, მაგრამ ხელში
ნისლის ფთილაღა შერჩა. ირგვლივ არავინ იყო. კუტიკარიდან გავიდა
თუ არა, ხმა შემოესმა: "რომ იცოდე, როგორ ვამაყობ შენით, შვილო..."
ვინ იცის, იქნებ, უბრალოდ, მოეყურა.
ზაფხულის ცა აღმოსავლეთით განთიადმა შეღება. ვინი დაღმართზე
დაეშვა და ქალაქის ქუჩებთან, ცოცხალ ადამიანებსა და ამომავალ მზეს-
თან შესახვედრად გაეშურა. ჩემოდანში პასპორტი, ჯიბეში კი ფული ედო.
ტუჩებზე ღიმილი უკრთოდა, დაღლილი ღიმილი – გორაკზე შეფენილ
პატარა სასაფლაოსთან შედარებით სამყარო განუზომლად დიდი იყო.
ვინ იცის, რამდენი საფრთხე, რამდენი გამოცანა და თავსატეხი ელოდა,
რამდენ ახალ მეგობარს გაიჩენდა, რამდენ ძველს გაიხსენებდა, რამდენ
შეცდომას დაუშვებდა და რამდენ გზას გათელავდა, სანამ, ბოლოს და
ბოლოს, სასაფლაოზე დაბრუნდებოდა ან რუხმოსასხამიანი დიდებული
246
ქალბატონი თავისი რუხი ტაიჭის ფართო უნაგირზე შემოისვამდა; მაგრამ
მანამდე დიდი გზა უნდა გაევლო, ცხოვრების გზა, რომელზეც ბიჭი ფარ-
თოდ გახელილი თვალებითა და გახსნილი გულით მიაბიჯებდა.

247

You might also like