You are on page 1of 301

სიუზენ კოლინზი

კაჭკაჭჯაფარა

(შიმშილის თამაშები 3)

2
ნაწილი 1 - ფერფლი

1.

ფეხსაცმელს დავყურებ და ვხედავ, რომ გაცვეთილ ტყავს ნაცრის თხელი


ფენა დასდებია. აი, აქ იდგა საწოლი, რომელზედაც მე და ჩემი და, პრიმი,
ვიწექით, იქ სამზარეულოს მაგიდაა. საკვამურის აგურების გამურულ გროვას
ორიენტირად ვიყენებ, რათა ჩემი სახლისგან დარჩენილ ნაცრისა და ფერ-
ფლის ზღვაში არ დავიკარგო.
მე-12 რაიონი თითქმის სრულიად განადგურებულია. ერთი თვის წინ კაპი-
ტოლიუმურმა ცეცხლგამჩენმა ბომბებმა საბადოში - საბრალო მაღაროელე-
ბის სახლები, ქალაქში - მაღაზიები და თვით მართლმსაჯულების სახლიც კი
ნაცარტუტად აქცია. მხოლოდ გამარჯვებულის სოფელი არ დაუწვავთ. არ
ვიცი, რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ ნებისმიერ კაპიტოლიუმელს - მაგა-
ლითად, გამბედავ ჟურნალისტს, ქვანახშირის მაღაროების შემფასებელი
კომისიის წევრს თუ მშვიდობისმყოფელს, რომელიც დაბრუნებულ დევნი-
ლებს დასდევს - საქმიანი ვიზიტისას აქ წესიერი ღამის გასათევი ჰქონდეს.
თუმცა, უკან არც ერთი დევნილი არ ბრუნდება. ჩემ გარდა. მეც მხოლოდ
მცირე ხნით ვარ აქ. მე-13 რაიონის. ხელისუფლებას ჩემი გამოშვება არ უნ-
დოდა. მათი აზრით, ეს ძვირი და უსარგებლო ვიზიტია; ჩემ დასაცავად ცაში
ახლა თორმეტი უხილავი ჰოვერკრაფტი მაინც ტრიალებს, მაგრამ ჯერ არა-
ნაირი სადაზვერვო მონაცემი არ მოგვიპოვებია. აუცილებლად უნდა მოვსუ-
ლიყავი აქ. ეს იმდენად მინდოდა, რომ მე-13 რაიონელებს დავემუქრე კი-
დეც, თქვენთან არ ვითანამშრომლებ-მეთქი.
მაშინ პლუტარქე ჰევენსბიმ, თამაშის შემოქმედების უფროსმა, რომელიც
აჯანყებულებს მეთაურობს, უმწეოდ გაასავსავა ხელები:
- გაუშვით, წავიდეს. ჯობია, ერთი დღე დავკარგოთ, ვიდრე მთელი თვე.
იქნებ მე-12 რაიონში მცირე ექსკურსიამ დაარწმუნოს, რომ მოკავშირეები
ვართ.
მოკავშირეები. მარცხენა საფეთქელი ძლიერად მიფეთქავს და ზედ ხელს
ვიდებ. ამ ადგილას იოანა მეისონმა მავთულის კოჭა ჩამარტყა. თავში მო-
გონებების ორომტრიალია. ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან ვერ გა-
3
მირჩევია. ვცდილობ, გავიხსენო ყველა უმნიშვნელო მოვლენაც კი, რომელ-
თა წყალობითაც ახლა საკუთარი ქალაქის ნანგრევებში ვდგავარ. ფიქრი მი-
ჭირს, რადგან იოანას დარტყმამ ტვინი შემირყია და ჯერაც არ გამოვმჯობი-
ნებულვარ, აზრები ერთმანეთში მერევა. თანაც ისეთ დამამშვიდებლებს მას-
მევენ, ჰალუცინაციები მაწუხებს. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ იმ
ღამით საავადმყოფოში ჩემი პალატის იატაკი დაკლაკნილი გველების ხა-
ლიჩად არ გადაიქცა.
ექიმმა ერთი მეთოდი მასწავლა. ფიქრს ისეთი უმარტივესი რამეებით ვიწ-
ყებ, ზუსტად რომ ვიცი, სიმართლეა, და თანდათან უფრო რთულ რამეებზე
გადავდივარ. გონებაში სიას ჩამოვწერ ხოლმე...
მე ქეთნის ევერდინი მქვია. ჩვიდმეტი წლის ვარ. ჩემი სამშობლო მე-12
რაიონია. შიმშილის თამაშებში ვმონაწილეობდი.
გამოვიქეცი. კაპიტოლიუმს ვძულვარ. პიტა
დაატყვევეს. ის უკვე დაღუპულად ითვლება.
დიდი ალბათობით, მართლაც მკვდარია. უკეთესიც კია, რომ მკვდარია...
- ქეთნის, ხომ არ ჩამოვიდე? - ჩემი საუკეთესო მეგობრის, გეილის ხმა
მესმის ყურსასმენში, რომელიც აჯანყებულებმა ძალით გამიკეთეს. გეილი
ჰოვერკრაფტშია, ყურადღებით დამცქერის ზემოდან, რომ თუ საქმე ცუდად
წავა, მაშინვე დაეშვას. უეცრად ვაცნობიერებ, რომ წელში მოხრილს, იდაყ-
ვები ფეხებზე მიდევს, ხოლო თავი ხელებში მომიქცევია. ალბათ ნერვული
აშლილობის ზღვარზე მყოფს ვგავარ. ეს ცუდია. მით უმეტეს, ახლა, როცა
წამლების დოზა შემიმცირეს...
წელში ვიმართები და თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
- არა, კარგად ვარ!
ნათქვამის დასადასტურებლად ჩემი ძველი სახლის ნანგრევებიდან ქა-
ლაქში მივდივარ. გეილმა ჩემთან ერთად მე-12 რაიონში დაშვება მოინდო-
მა, მაგრამ მე ვიუარე და აღარ შემწინააღმდეგებია. ხვდება, რომ დღეს გან-
მარტოებით ყოფნა მინდა. მისი სიახლოვეც კი არ მსიამოვნებს. არსებობს
გზები, რომლებიც მარტომ უნდა გაიარო.
ზაფხული ცხელი და გვალვიანი გამოდგა. წესიერად არც უწვიმია, რომ
კაპიტოლიუმის იერიშის შედეგად დარჩენილი ნაცარი გადაერეცხა. ნაბიჯს
რომ ვდგამ, ნაცარი წამოიშლება და მალევე ისევ ჯდება. სიოც კი არ იძ-
ვრის, რომ გაფანტოს. ფრთხილად მივაბიჯებ და ხშირ-ხშირად ვიყურები

4
ძირს, სადაც უწინ გზა იყო. ჰოვერკრაფტიდან მდელოზე რომ დავეშვი, ქვას
წამოვკარი ფეხი. წესიერად რომ დავაკვირდი, ქვა კი არა, ვიღაცის თავის
ქალა აღმოჩნდა. თავის ქალა კარგა შორს გაგორდა და გაჩერდა. დიდხანს
ვერ მოვწყვიტე თვალი მის კბილებს, ვფიქრობდი, ნეტა ვისია-მეთქი. ალბათ
მსგავს მდგომარეობაში ჩემი კბილებიც ასეთი სანახავი იქნება.
გზას იმიტომ მივუყვები, რომ მიჩვეული ვარ; არადა, ცუდი არჩევანია - მა-
თი ნარჩენებითაა სავსე, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო. ზოგი ცოცხლად დაიწ-
ვა, ზოგიც ალბათ კვამლმა გაგუდა და ახლა გახრწნილი გდია; ბუზებით და-
ფარული მძორები - ლეშისმჭამელებისთვის.
მე მოგკალი, - ვფიქრობ დაღუპულთა გროვასთან ჩავლისას, - შენც მე
მოგკალი, შენც...
მართლაც მე დავხოცე ეს ხალხი. არენის ელექტრული ველისკენ ნას-
როლმა ჩემმა ისარმა დაატეხა მათ კაპიტოლიუმის რისხვა. ჩემმა ისარმა
მთელი პანემი ქაოსით მოიცვა.
გონებაში ჩამესმის პრეზიდენტ სნოუს სიტყვები, გამარჯვებულის ტურნეს
დაწყების წინ რომ მითხრა: ქეთნის ევერდინ, ცეცხლოვანო გოგონა, შენ მი-
ერ გაჩენილი ნაპერწკალი, თუ გაღვივებაში ხელს არ შევუშლით, შეიძლება
მთელ პანემს ჯოჯოხეთურ ხანძრად მოედოს და მთლიანად გადაწვას.
ახლა ვხვდები, რომ ჩემი დაშინების მიზნით კი არ აჭარბებდა, მგონი
მართლაც დახმარებას მთხოვდა. თუმცა, მე ისეთ რამეს დავუდე სათავე, რის
მართვის უნარი არ მქონდა.
ხანძარი ჯერაც მძვინვარებს, - გულგრილად ვფიქრობ.
შორს ქვანახშირის მაღაროდან ამომავალი კვამლი მოჩანს. ხანძრის ჩამ-
ქრობი არავინაა. მე-12 რაიონელთა ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი განად-
გურებულია. დაახლოებით რვაასმა კაცმა (მხოლოდ ამდენი გადარჩა) მე-13
რაიონს შეაფარა თავი, რაც ჩემი აზრით, სამუდამო უსახლკარობას ნიშნავს.
ვიცი, ასე არ უნდა ვფიქრობდე; ვიცი, ავადმყოფების, დაჭრილების, დამ-
შეულებისა და ღარიბ-ღატაკების გულთბილად მიღებისთვის მე-13 რაიონე-
ლების მადლიერი უნდა ვიყო, მაგრამ მაინც თავიდან ვერ ამომიგდია აზრი,
რომ მე-12 რაიონის განადგურებას მე-13 რაიონმა შეუწყო ხელი. არა, ეს მე
პასუხისმგებლობისგან არ მათავისუფლებს - ყველამ საკმარისად დავაშა-
ვეთ. თუმცა, სწორედ მე-13 რაიონელებმა ჩამითრიეს ანტიკაპიტოლიუმურ

5
შეთქმულებაში; მათი რესურსების გარეშე მე ვერაფერს შევცვლიდი და არც
არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი.
მე-12 რაიონელები სულაც არ აჯანყებულან. კაპიტოლიუმის წინააღმდეგ
არ გამოსულან. მათ ჩემი არსებობისთვის მიეზღოთ, თუმცა, ზოგიერთ გა-
დარჩენილს მიაჩნია, რომ მაინც კარგია, რაც მოხდა - ბოლოს და ბოლოს,
მე-12 რაიონიდან გათავისუფლდნენ, მუდმივ შიმშილსა და ჩაგვრას, სახიფა-
თო მაღაროებსა და მშვიდობისმყოფელთა ჩვენი ბოლო მეთაურის, რომუ-
ლუს თრედის მათრახს თავი დააღწიეს. ის, რომ ახალი თავშესაფარი იპო-
ვეს, უკვე სასწაულია, რადგან მე-13 რაიონი თუ კიდევ არსებობდა, მხოლოდ
მცირე ხნის წინ შევიტყვეთ.
ცოცხალი მე-12 რაიონელები გადარჩენას გეილს უნდა უმადლოდნენ,
თუმცა, გეილი ამას არ იმჩნევს. კვარტალური ჯახის დასრულებისთანავე -
არენიდან გამიყვანეს თუ არა - მე-12 რაიონში ელექტროენერგია გამოირ-
თო, ტელევიზორის ეკრანები გაშავდა და საბადოში ისეთმა სიჩუმემ დაისად-
გურა, ხალხს ერთმანეთის გულისცემა ესმოდა. არენაზე მომხდარი არავის
გაუპროტესტებია, არც საზეიმოდ აღუნიშნავს. თხუთმეტ წუთში კიცა ჰოვერ-
პლანებით გაივსო და ცეცხლგამჩენი ბომბების წვიმა წამოვიდა.
მდელო - ერთადერთი ადგილი, სადაც ქვანახშირის მტვერში ჩაფლული
ძველი ხის სახლები არ იდგა - გეილს გაახსენდა და რამდენის შეგროვებაც
შეძლო, ყველას, მათ შორის, დედაჩემსა და პრიმს, მდელოსკენ გაუძღვა.
უდენოდ დარჩენილი, უბრალო მავთულხლართად ქცეული ღობე მათი დახ-
მარებით გაარღვია და ხალხი იმ ადგილას მიიყვანა, რომელიც იმწუთას
ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნია - ტბასთან, მამაჩემმა რომ მიჩვენა ბავშვობი-
სას. სწორედ იქიდან უყურებდნენ გადარჩენილები ცეცხლის უზარმაზარ ენე-
ბს, რომლებმაც მათი სამშობლო შთანთქა.
გამთენიისას ხანძარი დაცხრა და ტბამდე ბოლო გადარჩენილებმა მიაღ-
წიეს. დედაჩემმა და პრიმმა იქ სამედიცინო დახმარების პუნქტი გახსნეს და
დაზარალებულებს ტყეში არსებული ყველა საშუალებით მკურნალობდნენ.
გეილს თან მხოლოდ ორი მშვილდი, ერთი სანადირო დანა და ერთი სა-
თევზაო ბადე ჰქონდა, რითაც რვაასი თავზარდაცემული ადამიანი უნდა გა-
მოეკვება. მას ჯანმრთელი და ღონიერი გადარჩენილებიც მხარში ამოუდ-
გნენ და სამ დღეს როგორღაც გაიტანეს თავი. მერე მე-13 რაიონელთა სა-
მაშველო ჰოვერკრაფტი დაადგა თავს. მე-13 რაიონში მათთვის საკმარისზე

6
მეტი სუფთა თეთრი ბინა და ტანსაცმელი გამოინახა. საჭმელსაც დღეში სამ-
ჯერ აჭმევდნენ. მართალია, ყველა ბინა მიწისქვეშა იყო, ტანსაცმელიც - ერ-
თნაირი, საჭმელიც - უგემური, მაგრამ მე-12 რაიონელი დევნილები ასეთ
წვრილმანებს ყურადღებას აღარ აქცევდნენ. მთავარი იყო, ცოცხლები გა-
დარჩნენ, მათზე ზრუნავდნენ და კეთილად ეპყრობოდნენ.
მე-12 რაიონელებმა გულთბილი მიღება სიკეთედ აღიქვეს. თუმცა, მე-10
რაიონელმა დევნილმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფეხით ჩაუღწევია
მე-13 რაიონამდე, მე-13 რაიონელთა ნამდვილი მოტივი გამიმხილა:
- მათ შენ სჭირდები. მეც ვჭირდები. ყველანი ვჭირდებით. ცოტა ხნის წინ
რაღაც ყვავილის მსგავსი ინფექცია გავრცელდა და ბევრი აქაური შეიწირა,
ბევრიც უნაყოფო გახდა. ახალი მოსაშენებელი საქონელი - აი, რა ვართ
ჩვენ მათთვის.
მე-10 რაიონში ეს კაცი საქონლის ფერმაში მუშაობდა ვეტერინარად და
გაყინული ემბრიონების ჩანერგვით ნახირში გენეტიკურ მრავალფეროვნებას
ინარჩუნებდა. მისი აზრი მე-13 რაიონზე ალბათ სიმართლეა, რადგან აქ
ბევრ ბავშვს ვერ ნახავთ. მაგრამ მერე რა? ფარეხში მაინც ხომ არ ვართ
დამწყვდეულები?! შრომას გვასწავლიან, ბავშვებს განათლებას აძლევენ. ნე-
ბისმიერი თოთხმეტ წელს გადაცილებული სამხედრო ჩინს ღებულობს და
პატივისცემით ჯარისკაცად იწოდება. თითოეულ დევნილს მე-13 რაიონის ხე-
ლისუფლებამ მოქალაქეობა მიანიჭა.
და მაინც, მე მძულს მე-13 რაიონი. სიმართლე რომ ვთქვა, მე თითქმის
ყველა მძულს. ყველაზე მეტად - საკუთარი თავი.
მიწის ზედაპირი მყარდება. ნაცრის ხალიჩის ქვეშ მოკირწყლული მოედა-
ნია. გარშემო, სადაც ადრე მაღაზიები იყო, გროვა-გროვა ნანგრევებია.
მართლმსაჯულების სახლის ადგილას გამურული ლოდების მთაა. აი, აქ პი-
ტას ოჯახის საცხობი იყო, ახლა დამდნარი ღუმლის უფორმო მასაღა მხვდე-
ბა. სხვა არაფერი გადარჩენილა. მე-13 რაიონამდე ვერც პიტას მშობლებმა
და უფროსმა ძმებმა მიაღწიეს. ხანძარს მხოლოდ ათიოდე შეძლებული მე-
12 რაიონელი გადაურჩა. პიტას შინ არავინ და არაფერი ელოდება. ჩემ
გარდა...
საცხობს ვშორდები, რაღაცას ვეჯახები, წონასწორობას ვკარგავ და მზის-
გან გახურებულ ლითონის ნაჭერზე ვეცემი. ნეტა რა უნდა იყოს? უცებ მეთა-
ურ თრედის რემონტი მახსენდება: სამარცხვინო ბოძისა და სახრჩობელის-

7
გან მხოლოდ ნანგრევები დარჩენილა. ცუდია. ეს ცუდია. თვალწინ მიდგება
სურათები, რომლებიც არც ცხადში მასვენებს და არც - სიზმარში. კაპიტო-
ლიუმში პიტას აწამებენ - წყალში ახრჩობენ, წვავენ, შუაზე გლეჯენ, ელექ-
ტროდენს ურტყამენ, ასახიჩრებენ, რათა აჯანყებულებზე გამოსძალონ ინ-
ფორმაცია, რაც სინამდვილეში მას არ გააჩნია. თვალებს ვხუჭავ და ვცდი-
ლობ, ფიქრებით მივწვდე ასობით კილომეტრის იქით მყოფი პიტას გონებას
და დავამშვიდო, ვაცნობო, რომ მარტო არაა. თუმცა, პიტა მარტოა. და მე
ვერაფრით დავეხმარები.
მოედნიდან თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. მივიჩქარი იმ ერთადერთი
ადგილისკენ, რომელიც ხანძარს არ გაუნადგურებია. გზად მერის სახლის
ნანგრევებს ვუვლი გვერდს. აქ ჩემი მეგობარი მეჯი ცხოვრობდა. მასზე ან
მის ოჯახზე არაფერი ისმის. იქნებ მამამისის თანამდებობა წაადგათ და კაპი-
ტოლიუმში გახიზნეს? თუ ხანძარს ვერც მერის ოჯახი გადაურჩა? ირგვლივ
მტვრის ბუღი დგას და პერანგის საყელოს პირზე ვიფარებ. სული მეხუთება
არა იმიტომ, რომ მტვერს ვსუნთქავ, არამედ იმიტომ, რომ ეს შეიძლება ვი-
ღაცის მტვერი იყოს.
ბალახი გამარჯვებულის სოფელშიც გადამწვარია, აქაც ნაცრისფერი
თოვლი დევს, მაგრამ ყველა სახლი დაუზიანებლად დგას. შევდივარ სახ-
ლში, სადაც ბოლო წელს ვცხოვრობდი, კარს ჯახუნით ვხურავ და ზედ ვეყ-
რდნობი. შიგნით ყველაფერი ხელუხლებლადაა. სისუფთავეა. იდუმალი სი-
ჩუმე მეფობს. მე-12 რაიონში რატომ დავბრუნდი? დამეხმარება კი ეს სტუმ-
რობა, ვუპასუხო მთავარ შეკითხვას: როგორ მოვიქცე?
ვეჩურჩულები კედლებს, რადგან ეს მართლა არ ვიცი.
ხალხი სულ მელაპარაკება.
მელაპარაკებიან და მელაპარაკებიან. მელაპარაკება პლუტარქე ჰევენ-
სბი; მისი ანგარიშიანი მრჩეველი და თანაშემწე ფულვია კარდიუ; რაიონის
მაღალჩინოსნები და მაღალი წოდების სამხედრო პირები; არ მელაპარაკე-
ბა მხოლოდ მე-13 რაიონის ორმოცდაათიოდე წლის ქალი პრეზიდენტი,
ალმა კოინი, უსიტყვოდ მაკვირდება. მისი უზადო და სწორი, ჭაღარა თმით
მოხიბლული ვარ; თვალები ნაცრისფერი აქვს, ოღონდ არა ისეთი, როგო-
რიც საბადოელებს, არამედ - უფერული, თითქოს შიგნიდან ფერი სულ გა-
მოსწოვესო. მისი თვალების ფერი უფრო ტალახნარევ ყინულს მაგონებს.

8
მე-13 რაიონელებს უნდათ, მოვირგო როლი, რომელიც ჩემთვის მო-
იფიქრეს. რევოლუციის სიმბოლო - კაჭკაჭჯაფარა - უნდა გავხდე. წარსულში
რაც ჩავიდინე, ანუ კაპიტოლიუმს რომ არ დავემორჩილე და აჯანყებულ-
თათვის შთაგონების წყაროდ ვიქეცი, საკმარისი აღარაა. ახლა ნამდვილ წი-
ნამძღოლად, რევოლუციის სახედ, ხმად და განსახიერებად უნდა ვიქცე;
იმად, ვინც რაიონებს - რომელთა უმეტესობა ახლა კაპიტოლიუმს ღიად უპი-
რისპირდება - გამარჯვებისკენ წაიყვანს. მე მარტო არ ვიქნები. საგანგებოდ
შერჩეული გუნდი გამალამაზებს, ჩამაცმევს, წარმოსათქმელ სიტყვას დამი-
წერს და ხალხთან შეხვედრებს დამიგეგმავს; მე მხოლოდ ჩემს როლს შე-
ვასრულებ. ეს ყველაფერი ისე ნაცნობია ჩემთვის... ზოგჯერ ყურს ვუგდებ
მათ, ზოგჯერ კი კოინის თმის იდეალურ ზოლს მივშტერებივარ და ვცდი-
ლობ, გამოვიცნო, პარიკი უკეთია
თუ არა. ბოლოს და ბოლოს, ოთახიდან გავდივარ, რადგან ხან თავი
მტკივდება, ხანაც ისეთი განცდა მეუფლება, მიწის ზედაპირზე რომ არ ავი-
დე, შეიძლება ავკივლდე. მობოდიშებით თავს არ ვიწუხებ. უბრალოდ, ვდგე-
ბი და გავდივარ.
გუშინ, ნაშუადღევს, სანამ კარს გავიხურავდი, კოინის სიტყვები გავიგონე:
- ხომ გითხარით, ჯერ ის ბიჭი გადავარჩინოთ-მეთქი.
პიტა იგულისხმა. სრულიად ვეთანხმები. პიტასგან კარგი ორატორი გამო-
ვიდოდა.
მათ კი არენიდან პირველი ვინ გაიყვანეს? - მე, რომელსაც მათთან თა-
ნამშრომლობის სურვილი არ მაქვს; მე-3 რაიონელი ბიტი, სტაჟიანი გამომ-
გონებელი, რომელსაც იშვიათად ვხედავ, რადგან როგორც კი წამოჯდომა
შეძლო, მაშინვე საბრძოლო იარაღის საწარმოში გააქანეს. საავადმყოფო-
დან პირდაპირ საწოლიანად წაიყვანეს რომელიღაც საიდუმლო ტერიტო-
რიაზე. ხანდახან თუ შემოივლის სასადილოში. ბიტი ძალიან ჭკვიანია და
აჯანყებულებს მხარში უდგას, მაგრამ მედროშედ ნამდვილად ვერ ივარგებს;
და ბოლოს, ფინიკ ოდეარი, სექს-სიმბოლო თევზმჭერთა რაიონიდან, რო-
მელმაც არენაზე ჩემ მაგივრად იხსნა პიტა სიკვდილისგან. მე-13 რაიონში
აჯანყებულთა წინამძღოლად ფინიკის გადაქცევაც უნდათ, მაგრამ ჯერ ის
ვერ მოუხერხებიათ, რომ ხუთ წუთზე მეტხანს იფხიზლოს. მაშინაც კი, როცა
გონზეა, ფინიკს ერთი დაიგივე სამჯერ მაინც უნდა გაუმეორო, რომ ტვინში
შეუშვას. ექიმები ამბობენ, არენაზე მიღებული ელექტროშოკის ბრალიაო,

9
მაგრამ მე ვიცი, რომ საქმე უფრო რთულადაა. ვხვდები, რომ ფინიკს მე-13
რაიონის ამბები არ აღელვებს, რადგან მისი გონება ახლა კაპიტოლიუმზეა
გადართული - მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ არის ენი კრესტა, მისი
თანარაიონელი შეშლილი გოგონა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად
უყვარს.
მიუხედავად უნდობლობისა - ისიც იმ შეთქმულების თანამონაწილე იყო,
რომელმაც აქ ამომაყოფინა თავი - ფინიკს მაინც ვაპატიე. სხვა თუ არავინ,
ის მაინც ხვდება, მე რას განვიცდი. თანაც, ძნელია ბრაზობდე მასზე, ვინც ამ-
დენს ტირის.
მონადირესავით უხმაუროდ დავიპარები პირველ სართულზე. სახსოვრად
რამდენიმე ნივთს ვიღებ: ჩემი მშობლების საქორწილო ფოტოს, პრიმის
ლურჯ ბაფთას და საოჯახო წიგნს სამკურნალო და საჭმელად ვარგისი მცე-
ნარეების შესახებ. წიგნი შემთხვევით იშლება, ამ გვერდზე ყვითელ ყვავი-
ლებს ვხედავ და მყისვე ვკეცავ, რადგან ეს ყვავილი პიტას დახატულია.
როგორ მოვიქცე?
საერთოდ, თუ აქვს აზრი რამის კეთებას? დედაჩემი, ჩემი და და გეილის
ოჯახი, როგორც იქნა, უსაფრთხოდ არიან. მე-12 რაიონელების უმეტესობა
დაიხოცა, რასაც არაფერი ეშველება, ხოლო გადარჩენილები მე-13 რაიონ-
ში დაბინავდნენ. დარჩნენ სხვა რაიონელი აჯანყებულები. რასაკვირველია,
კაპიტოლიუმი მძულს, მაგრამ არ მჯერა, რომ მისი დამხობის მოსურნეებს
ჩემი კაჭკაჭჯაფარობა უშველის. როგორ დავეხმარები რაიონებს, როცა ჩემი
ყოველი ქმედება ხალხის ტანჯვა-წამებითა და სიკვდილით სრულდება? მე-
11 რაიონში სტვენისთვის საბრალო მოხუცი მოკლეს. გეილის გამათრახება-
ში ჩარევისთვის მე-12 რაიონში წესრიგი გაამკაცრეს. არენის სასტარტო
ოთახიდან ჩემი დიზაინერი ცინა ნაცემი და გასისხლიანებული უგონოდ გა-
ათრიეს. პლუტარქეს ჯაშუშები იუწყებიან, ცინა დაკითხვისას შემოაკვდათო.
ბრწყინვალე, გამოუცნობი, კეთილი ცინა ჩემ გამო მოკლეს. ამ აზრს სას-
წრაფოდ თავიდან ვიგდებ, რადგან რეალობასთან ამ მყიფე კავშირის გაწ-
ყვეტაც კი ჩემში აუტანელ ტკივილს იწვევს.
როგორ მოვიქცე?
რევოლუციის სიმბოლო რომ გავხდე, სარგებელს უფრო მეტს მოვიტან
თუ ზიანს? 3ინ გამცემს ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს? მე-13 რაიონე-
ლები ნამდვილად ვერა. გეფიცებით, ახლა, როცა ჩემი და გეილის ოჯახები

10
უსაფრთხოდაა, უყოყმანოდ გავიქცეოდი... ერთი დაუმთავრებელი საქმე
რომ არა. პიტა. ზუსტად რომ ვიცოდე, მკვდარია, ტყეში გავიქცეოდი და უკან
აღარასდროს მოვიხედავდი. თუმცა, სანამ ეს ზუსტად არ ვიცი, ხელ-ფეხი
შეკრული მაქვს.
უკნიდან კნავილი მესმის და მკვეთრად ვტრიალდები. სამზარეულოს კარ-
თან წელაზნექილი და ყურებგადაპრეხილი მსოფლიოში უმახინჯესი მამალი
კატა დგას.
- ბაია, - ვეძახი კატას.
ათასობით ადამიანი დაიღუპა, ბაია კი გადარჩა, მოსუქებულა კიდეც. ნეტა
რას ჭამდა? საკუჭნაოს ფანჯარას ყოველთვის გამოღებულს ვტოვებთ და
ალბათ იქ დასუსნაობს. ალბათ მინდვრის თაგვებითაც იკვებება. ყოველ შემ-
თხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს.
ჩაცუცქული, ხელს ვუწვდი.
- მოდი, აქ!
ბაია უარზეა. გაბრაზებულია, რომ მივატოვეთ. თან, მე საჭმელს არ ვთა-
ვაზობ, ბაიას კი მხოლოდ იმიტომ მოვწონდი, რომ ნარჩენებს ვუყრიდი. ერ-
თხანს თითქოს დავახლოვდით, როცა საბადოურ ძველ სახლში ვხვდებო-
დით (ეს ახალი სახლი არც ერთს არ მოგვწონდა), მაგრამ, ეტყობა, ეს ახ-
ლობლობა მხოლოდ დროებითი იყო. ბაია მახინჯ ყვითელ თვალებს აფახუ-
ლებს.
- პრიმის ნახვა არ გინდა? - ვეკითხები კატას.
ჩემი დაიკოს სახელის ხსენებაზე ბაია ყურებს ცქვეტს. თავისი სახელის
გარდა, მისთვის მხოლოდ პრიმის სახელია მნიშვნელოვანი. ხრინწიანი კნა-
ვილით მიახლოვდება. კატა ხელში ამყავს, ბეწვზე ვეფერები, კარადაში სა-
მონადირეო ჩანთას ვპოულობ და შიგ მოურიდებლად ვტენი. სხვანაირად
ჰოვერკრაფტში ვერ ავიყვან, არადა, პრიმს ეს უშნო კატა მთელ ქვეყანას
ურჩევნია.
სამწუხაროდ, მისი თხა ლედი, რომელიც მართლა სასარგებლო იყო, არ-
სად ჩანს.
ყურსასმენში გეილის ხმა მესმის, წასვლის დროაო. თუმცა, სამონადირეო
ჩანთის დანახვაზე კიდევ ერთი რამ მახსენდება, რაც უნდა წავიღო. ჩანთას
სკამზე ვდებ და მეორე სართულზე, ჩემს საძინებელში ავრბივარ. კარადაში
მამაჩემის სანადირო ქურთუკი კიდია. კვარტალურ ჯახამდე ძველი სახლი-

11
დან წამოვიღე, ვიფიქრე, ჩემი სიკვდილის შემდეგ მისი ნახვა პრიმს და დე-
დაჩემს შვებას მოჰგვრიდა. მადლობა ღმერთს, თორემ ახლა ესეც ფერ-
ფლად იქნებოდა ქცეული.
რბილი ტყავის შეხება მამშვიდებს და წუთით მოგონებებში ვიძირები: ის
დრო მახსენდება, როცა ეს ქურთუკი მეცვა. უცებ რატომღაც ხელისგულები
მიოფლიანდება. კეფა უცნაურად მეწვის. უკან ვტრიალდები, მაგრამ ოთახი
ცარიელია. ყველაფერი თავის ადგილზე დევს. ჩამიჩუმი არსაიდან ისმის.
მაშ, რამ დამაფრთხო?
ცხვირს ვიჭმუხნი. სუნი მცემს. მძაფრი და ხელოვნური. კომოდზე მდგარ
ლარნაკში გამხმარ ყვავილებს შორის რაღაც თეთრი მოჩანს. ფრთხილად
ვუახლოვდები ლარნაკს. სხვა ყვავილებს თითქმის დაუფარავთ ხასხასა და
ქორფა თეთრი ვარდი - უკანასკნელ ეკლამდე იდეალური და სრულყოფი-
ლი. მაშინვე ვხვდები, ვინ გამომიგზავნა ვარდი. პრეზიდენტმა სნოუმ.
ვარდის მძაფრი სურნელით შეწუხებული, უკან ვიხევ და საძინებლიდან
გავდივარ. ნეტა რამდენი ხანია, აქ დევს? ერთი დღე? ერთი საათი? სანამ
აქ მოსვლის ნებას დამრთავდნენ, აჯანყებულებმა გამარჯვებულის სოფელი
შეამოწმეს, სადმე ნაღმები, მოსასმენი მოწყობილობები ან რამე უჩვეულო
ხომ არ იყო. შეიძლება ვარდისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ. მხოლოდ
მე მომხვდა თვალში.
პირველ სართულზე ჩავდივარ, სკამიდან სამონადირეო ჩანთას ვიღებ და
ძირს მივახოხიალებ. მერე მახსენდება, რომ შიგ ბაია ჩავსვი. მინდორზე გავ-
დივარ და ჰოვერკრაფტს გიჟივით ვუქნევ ხელებს. ბაია ჩანთაში ფაფხუ-
რობს. მე იდაყვს ვკრავ, რაც მას უფრო მეტად აშმაგებს. ცაში ჰოვერკრაფტი
ჩნდება და იქიდან კიბე ეშვება. ზედ ვდგები თუ არა, ელექტროდენი მაშეშებს
და ზემოთ მწევენ.
კიბიდან გადასვლაში გეილი მეხმარება.
- კარგად ხარ?
- კი, - ვპასუხობ და პერანგის სახელოთი სახიდან ოფლს ვიწმენდ.
პრეზიდენტმა სნოუმ ვარდი დამიტოვა! - მინდა ვიყვირო, მაგრამ მსგავსი
ინფორმაციის განდობა ახლა, როცა პლუტარქე ჰევენსბი გვადევნებს თვალ-
ყურს, არ ივარგებს. გიჟად ჩამთვლიან. მეტყვიან, მოგელანდა (რაც სრული-
ად შესაძლებელია) ან აჭარბებო და წამლებით გაბრუებულს, იქ დამაბრუნე-
ბენ, საიდანაც გამოქცევას ვცდილობ - სიზმრების ქვეყანაში. წესიერად ვერა-

12
ვინ მიმიხვდება, რომ ეს მხოლოდ ყვავილი (თუნდაც პრეზიდენტისა) კი არა,
შურისძიების პირობაა, რადგან სხვა არავინ მჯდარა ჩემთან ერთად იმ კაბი-
ნეტში, სადაც გამარჯვებულის ტურნეს დაწყებამდე პრეზიდენტი სნოუ დამე-
მუქრა.
კომოდზე შემოდებული თოვლის ფიფქივით თეთრი ვარდი ჩემთვის გა-
მოგზავნილი პირადი შეტყობინებაა. ის დაუსრულებელი საქმის შესახებ მა-
უწყებს.
გიპოვი. მაინც მოგწვდები. იქნებ ახლა გხედავ კიდეც, - მეჩურჩულება ის.

2.

იქნებ კაპიტოლიუმელთა ჰოვერკრაფტები უკვე მოიჩქარიან ციდან ჩვენ


ჩამოსაყრელად? სანამ მე-12 რაიონის თავზე მივფრინავთ, მალიმალ ვიხე-
დები გარეთ, ვაითუ თავს დაგვესხან-მეთქი, მაგრამ მდევარი არსად ჩანს.
რამდენიმე წუთის შემდეგ პლუტარქესა და პილოტის დიალოგი მესმის, სა-
ჰაერო სივრცე თავისუფალიაო, და ცოტათი ვმშვიდდები.
- ახლა უკვე ვიცი, აქ რატომ დაბრუნდი, - სამონადირეო ჩანთაზე მანიშ-
ნებს გეილი.
- არადა, მისი პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა, - ჩანთას სავარძელ-
ზე ვაგდებ და საძაგელი არსება ხმადაბლა კნავის, - ხმა ჩაიწყვიტე! - ვუყვი-
რი ჩანთას და მოპირდაპირე მხარეს, ფანჯარასთან, რბილ სავარძელში ვეშ-
ვები.
- ქვემოთ ალბათ საშინელი მდგომარეობაა, - გვერდით მიჯდება გეილი.
- უსაშინლესი, - თვალებში ვუყურებ და მათში არეკლილ ჩემს სევდას ვხე-
დავ.
ჩვენი ხელები ერთმანეთს პოულობს და ვეპოტინებით მე-12 რაიონის იმ
ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა სნოუმ რატომღაც არ გაანადგურა. მე-13
რაიონამდე უსიტყვოდ მივფრინავთ. მგზავრობა მხოლოდ ორმოცდახუთ
წუთს გრძელდება. ფეხით იქამდე ერთი კვირის სავალია. გასულ ზამთარს
რომ ტყეში მე-8 რაიონიდან გამოქცეულ ბონისა და ტვილს შევხვდი, მიზან-
თან ახლოს ყოფილან. თუმცა, აქამდე მაინც ვერ მოუღწევიათ. მე-13 რაიონ-

13
ში გავიკითხე, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ეტყობა, ტყეში
დაიხოცნენ.
ციდან მე-13 რაიონიც კაპიტოლიუმივით მომხიბლავი ჩანს. ნანგრევებს
კვამლი არ ასდის, როგორც კაპიტოლიუმის ტელევიზია გვიჩვენებს, მაგრამ
მიწის ზემოთ ცხოვრება ჩამკვდარია. შავბნელი ხანიდან (როცა კაპიტოლი-
უმსა და რაიონებს შორის გაჩაღებულ ომში მე-13 რაიონი თითქოსდა ნა-
ცარტუტად აქციეს) სამოცდათხუთმეტი წელი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავ-
ლობაში ახალი მშენებლობები მხოლოდ მიწისქვეშ მიმდინარეობდა. აქ უკვე
არსებობდა საუკუნეების წინ აგებული საიდუმლო კომპლექსები და ნაგებო-
ბები, სადაც ომიანობისას ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გაეხიზ-
ნათ: ან, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად ხმელეთის ზედაპირზე ცხოვრე-
ბა თუ გაუსაძლისი გახდებოდა, იქაურობას კაცობრიობის უკანასკნელ თავშე-
საფრად გამოიყენებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ მე-13 რაიონში
აწარმოებდა კაპიტოლიუმი ატომურ კვლევებს. შავბნელ ხანაში მე-13 რაი-
ონელმა აჯანყებულებმა სამთავრობო ძალები დაამარცხეს, ატომური რაკე-
ტები კაპიტოლიუმს დაუმიზნეს და გარიგება შესთავაზეს, თუ შეგვეშვებით,
თავს განადგურებულად მოვაჩვენებთო. კაპიტოლიუმს ქვეყნის დასავლეთ-
შიც ჰქონდა ბირთვული არსენალი, მაგრამ თავდასხმა ვერ გაბედა, რადგან
მე-13 რაიონი საპასუხო იერიშს განახორციელებდა. ამიტომ იძულებით გა-
ურიგდა მე-13 რაიონს. კაპიტოლიუმმა მე-13 რაიონის ხილული, მიწისზედა
ნარჩენები გაანადგურა და მასთან კავშირი გაწყვიტა. შესაძლოა, კაპიტო-
ლიუმის მმართველებმა იფიქრეს, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეული მე-13
რაიონი თავისით განადგურდებოდა. მე-13 რაიონი რამდენჯერმე მართლაც
მივიდა კოლაფსის ზღვრამდე, მაგრამ რესურსების თანაბრად გადანაწილე-
ბის, მკაცრი დისციპლინისა და კაპიტოლიუმის მხრიდან მოსალოდნელი
თავდასხმების მიმართ მუდმივი სიფხიზლის წყალობით, მაინც გადარჩა.
მე-13 რაიონის მოქალაქეები მიწისქვეშ ცხოვრობენ, ზემოთ საწვრთნე-
ლად ან მზის აბაზანის მისაღებად ადიან, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული
განრიგით. აქ განრიგს ვერ დაარღვევ. ყოველ დილით მკლავი კედელზე
მიმაგრებულ მოწყობილობაში უნდა შეყო და მოწყობილობა ზედ საძაგელი
იისფერი მელნით გაწერს დღის განრიგს: 07:00 - საუზმე. 07:30 - სამზარეუ-
ლოს საქმეები. 08:30 - საგანმანათლებლო ცენტრი. მე-17 ოთახი და. ა.შ.
მელანს ვერაფრით მოიშორებ 22:00 საათამდე, სანამ შხაპის მიღების დრო

14
არ დადგება. ღამის ათ საათზე მელანი წყალგამძლეობას კარგავს და იშ-
ლება. 22:30 საათზე შუქს აქრობენ და ყველა, ვინც ღამით არ მორიგეობს,
იძინებს.
სანამ ცუდად ვიყავი და საავადმყოფოში ვიწექი, ანაბეჭდს არ მიკეთებ-
დნენ, მაგრამ როგორც კი 307-ე ნაკვეთურში დავსახლდი, მეც პროგრამის
მონაწილე გავხდი. სიმართლე გითხრათ, განრიგის მიხედვით მხოლოდ ვიკ-
ვებები, სხვას არაფერს ვასრულებ, რაც მკლავზე მაწერია. ხან ჩვენს ნაკვე-
თურში ვბრუნდები, ხან მე-13 რაიონში დავბოდიალობ, ხან სადმე დავიმა-
ლები და მძინავს; მაგალითად - მიტოვებულ სავენტილაციო ხვრელში ან
სამრეცხაოში, წყლის მილების უკან. საუკეთესო თავშესაფარი საგანმანათ-
ლებლო ცენტრის დიდი საწყობია. როგორც ჩანს, სასკოლო ნივთები არას-
დროს არავის სჭირდება. აქ ყველაფერს სიფრთხილით ეპყრობიან, უყაირა-
თობა ფაქტობრივად სისხლის სამართლის დანაშაულია. საბედნიეროდ, მე-
12 რაიონელები მფლანგველები არასდროს ყოფილან. ერთხელ ფულვია
კარდიუმ სუფთა ფურცელზე რამდენიმე სიტყვა დაწერა და დაჭმუჭნა. ყვე-
ლამ ისე შეხედა, თითქოს კაცი მოეკლას. ფულვიას სახე პომიდორივით გა-
უწითლდა და მის პუტკუნა ლოყებზე მიხატული ყვავილები კიდევ უფრო
თვალშისაცემი გახდა. უყაირათობის თვალსაჩინო მაგალითი! მე-13 რაი-
ონის მცირე სიამოვნებათაგან ერთ-ერთი ჩემთვის იმ განებივრებული კაპი-
ტოლიუმელი მეამბოხეების ყურებაა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ,
აქაურ წესებს მოერგონ.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დახუჭავენ თვალს მასპინძლები ჩემს არა-
პუნქტუალურობაზე და მათთვის სათაყვანებელი წესების უგულებელყოფაზე.
ჯერჯერობით ფსიქიკურად დეზორიენტირებული ვარ (სწორედ ასე აწერია
ჩემს სამედიცინო პლასტმასის სამაჯურს) და ყველა გაგებით ეკიდება ჩემს
უთავბოლო ხეტიალს, ოღონდ სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდება.
რევოლუციის სიმბოლოობაზეც რამე უნდა გადავწყვიტო, თორემ მალე
მოთმინება ამოეწურებათ.
ასაფრენი მოედნიდან მე და გეილი 307-ე ნაკვეთურში კიბეებით ჩავდი-
ვართ. ლიფტითაც შეგვეძლო ჩასვლა, მაგრამ ეს ლიფტი არენას მახსენებს.
დიდხანს მიწისქვეშ ყოფნას ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე. თუმცა, იმ ვარდთან სი-
ურრეალისტური შეხვედრის შემდეგ ვხვდები, რომ მიწისქვეშ უფრო უსაფ-
რთხოდ ვიქნები.

15
307-ე კართან ყოყმანით ვჩერდები და შიშით ველი შეკითხვებს, რომლებ-
საც ოჯახის წევრები დამისვამენ.
- მე-12 რაიონზე რა ვუთხრა მათ? - ვეკითხები გეილს.
- არა მგონია, ჩაგეძიონ. თავად ნახეს, როგორ დაიწვა. ალბათ ის უფრო
ადარდებთ, შენ რას განიცდი, - გეილი ლოყაზე მეფერება, - მეცეს მადარ-
დებს.
მის ხელს სახეზე ვიდებ და ვცდილობ, დავამშვიდო:
- გადავრჩები.
მერე მხნეობას ვიკრებ და კარს ვაღებ. დედაჩემი და პრიმი 18:00 საათია-
ნი ფიქრისა და ანალიზისთვის შინ დაბრუნებულან, სადილამდე ნახევარი სა-
ათით დაისვენებენ. ვატყობ, რომ შეშფოთებულები მიყურებენ და ჩემი გან-
წყობის გამოცნობას ცდილობენ. სანამ რამის თქმას მოასწრებენ, სამონადი-
რეო ჩანთას ვხსნი და კატის ფერება იწყება. პრიმი იატაკზე ზის და ცრემ-
ლმორეული არწევს ბაიას. ნასიამოვნები კატა კრუტუნებს, მხოლოდ ხანდა-
ხან სისინებს - როცა მე შემომხედავს. მერე პრიმი ყელზე ლურჯ ბაფთას
უკეთებს და ბაია განსაკუთრებით თვითკმაყოფილი შემომცქერის.
დედაჩემი ქორწილის ფოტოს იკრავს გულში და მერე მცენარეების წიგ-
ნთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილ კომოდზე დებს. მამაჩემის ქურთუკს
სკამის საზურგეზე ვკიდებ. ოთახი ჩვენს ძველ სახლს ემსგავსება. ჩანს, მე-12
რაიონში ამაოდ არ წავსულვარ.
მეილმანჟეტი წრიპინს იწყებს, სასადილოში მივდივართ. მეილმანჟეტი
დიდ მაჯის საათს ჰგავს, თუმცა, სინამდვილეში შეტყობინების მიმღებ-გამ-
გზავნია. ეს საქმისთვის თავდადებული მნიშვნელოვანი პიროვნებების პრივი-
ლეგიაა და გეილმა მე-12 რაიონელების გადარჩენით დაიმსახურა.
- ნასადილევს მე და შენ სამეთაურო შტაბში გველოდებიან, - მეუბნება გე-
ილი.
გეილს რამდენიმე ნაბიჯით უკან მივყვები. ისევ ჩემს მნიშვნელოვან
როლზე დამიწყებენ საუბარს, ვხვდები, რომ მორიგი დაუსრულებელი შეგო-
ნებები მელის, და ვცდილობ, მოვემზადო. სამეთაურო შტაბის ღია კართან
ვდგები. ეს ხელისუფალთა და სამხედრო პირთა მაღალტექნოლოგიური სა-
თათბირო ოთახია, კედლებზე კომპიუტერული აღჭურვილობით, ელექტრო-
ნული რუკებით, რომლებზეც სხვადასხვა რაიონში სამხედრო ძალების გადა-
ადგილებაა ასახული; და გიგანტური მაგიდით, რომლის მართვის პანელის-

16
თვის ხელის ხლება სასტიკად მეკრძალება. მე არავინ მიყურებს, ყველა
ოთახის მეორე ბოლოში ჩამოკიდებული დიდი ეკრანის წინ შეგროვილა. ამ
ეკრანზე დღედაღამ კაპიტოლიუმური ტელეგადაცემები გადის. ვფიქრობ,
ხომ არ გავიპარო-მეთქი, მაგრამ პლუტარქე მამჩნევს და ხელს მიქნევს, ახ-
ლავე აქ მოდიო. უხალისოდ მივდივარ მათკენ, დარწმუნებული ვარ, საინტე-
რესო მაინც არაფერი იქნება. სულ ერთი და იგივეა. ომის კადრები. პროპა-
განდა. მე-12 რაიონის დაბომბვის გამეორება. ავბედითი მუქარა პრეზიდენტ
სნოუსგან. ჩემდა გასაკვირად, და ცოტათი სასიამოვნოდაც, ეკრანზე სეზარ
ფლიკერმანს ვხედავ, შიმშილის თამაშების უცვლელ წამყვანს, რომელსაც
სახე მუდამ შეღებილი აქვს და ბრჭყვიალა კოსტიუმი აცვია. სეზარ ფლიკერ-
მანი ინტერვიუსთვის ემზადება. კამერა რესპოდენტზე გადადის. ეს პიტაა.
ჩემდა უნებურად, ვოხრავ.
ბოლო წამს, როცა თითქოს ჟანგბადის ნაკლებობისგან ისაა, გული უნდა
გამისკდეს, ვხტები, მუჯლუგუნებით მივიწევ წინ და პირდაპირ პიტას წინ
ვდგები. ხელს ეკრანს ვადებ და პიტას თვალებში ტკივილის, გადატანილი
ტანჯვა-წამების კვალის დანახვას ვცდილობ. სულ ტყუილად. პიტა საღ-სა-
ლამათია. კანი ისეთი გლუვი და ქათქათა აქვს, თითქოს სრული რეგენერა-
ციის კურსი გაუვლიაო. სერიოზული სახით, თავდაჭერილი ზის.
არაფრით ჰგავს ნაცემ, გასისხლიანებულ ბიჭს, რომელიც კოშმარებში არ
მასვენებს.
სეზარი უფრო მოხერხებულად ჯდება სავარძელში და პიტას კარგა ხანს
უსიტყვოდ უყურებს.
- მაშ ასე... პიტა... არენიდან დაბრუნებას გილოცავ...
პიტა ოდნავ იღიმის.
- ალბათ გეგონა, რომ ბოლოჯერ ჩამომართვი ინტერვიუ.
- ვაღიარებ, რომ მართლაც ასე მეგონა, - ამბობს სეზარი, - კვარტალური
ჯახის წინა ღამეს... ჰმ... ვერავინ იფიქრებდა, რომ ისევ გნახავდით.
- ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამას არც მე ვგეგმავდი, - იღუშება პიტა.
სეზარი ოდნავ წინ იხრება.
- მგონი, ყველასთვის ცხადი იყო, რას გეგმავდი. არენაზე თავის გაწირვას
აპირებდი, რომ ქეთნის ევერდინი და თქვენი შვილი გადაგერჩინა.
- დიახ, ზუსტად ამას ვაპირებდი, - პიტა სავარძლის ტყავგადაკრულ სახე-
ლურს უსვამს თითებს, - თუმცა, სხვებს თავიანთი გეგმები ჰქონიათ.

17
დიახ, სხვებსაც ჰქონდათ გეგმები, - ვფიქრობ ჩემთვის.
მაშ, პიტა მიხვდა, რომ აჯანყებულებმა პაიკებივით გამოგვიყენეს? რომ
თავიდანვე ჩემი გადარჩენა იგეგმებოდა? რომ ჩვენმა მენტორმა, ჰეიმიჩ
აბერნათიმ გვიღალატა იმ საქმისთვის, რომლისგანაც თავს ვითომ ყოველ-
თვის შორს იჭერდა? ჩამოვარდნილ სიჩუმეში პიტას შეჭმუხნილ შუბლზე გა-
ჩენილ ნაოჭებს ვამჩნევ. დიახ, ის ყველაფერს მიხვდა ან სხვებმა უამბეს...
თუმცა, კაპიტოლიუმმა არ მოკლა. არც კი დასაჯა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებ-
დი. მახარებს მისი უვნებლობა, ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღე. ეს სიხა-
რული, მორფლინგივით, საავადმყოფოში რომ მიკეთებდნენ, გასული კვი-
რების ტკივილს მიყუჩებს.
- იქნებ არენაზე გატარებული ბოლო ღამის შესახებ გვიამბო და როგორ-
მე მომხდარში გაგვარკვიო? - სთავაზობს სეზარი.
პიტა თავს უქნევს, მაგრამ ლაპარაკს მცირე ფიქრის შემდეგ იწყებს:
- ბოლო ღამე... რა ვთქვა ბოლო ღამის შესახებ... უპირველეს ყოვლისა,
გეტყვით, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს არენაზე ყოფნა. თით-
ქოს მწერი ხარ, რომელიც ოხშივარავარდნილი ჯამის ქვეშ დაამწყვდიეს...
გარშემო კი ყველგან ჯუნგლია... მწვანე, ცოცხალი და აწიკწიკებული. გიგან-
ტური საათი წიკწიკებს და სიცოცხლის წართმევით გემუქრება. საათში ერ-
თხელ ახალი უბედურება გატყდება თავს. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ორ
დღეში თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა, არადა, რამდენიმე მათგანი შენს დაც-
ვას ცდილობდა. იცი, რომ თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდება, დი-
ლით უკვე ყველა მკვდარი იქნება. გარდა ერთისა. გამარჯვებულისა. ხოლო
შენ გამარჯვებას არ გეგმავ...
ამის გახსენებაზე ოფლში ვიწურები. ეკრანზე მიდებული ჩემი ხელი ქვე-
მოთ მიცურავს და უღონოდ ეკიდება. თამაშების სისასტიკის აღსაწერად პი-
ტას ფუნჯი არ სჭირდება. ამას სიტყვებითაც მშვენივრად ახერხებს.
- ... არენაზე დანარჩენი სამყარო შორეული გეჩვენება, - აგრძელებს პი-
ტა, - გავიწყდება ყველაფერი, აღარც საყვარელი ადამიანები გახსოვს. შენი
რეალობა მხოლოდ ვარდისფერიცა, ჯუნგლში მცხოვრები ურჩხულები და
შენს სისხლს მოწყურებული შეწირულები არიან, მხოლოდ ამ რეალობას
აქვს მნიშვნელობა. რაც უნდა გიმძიმდეს, მეტოქე უნდა მოკლა, რადგან
არენაზე მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს და ამ მიზნის ასრულება ძალიან ძვი-
რად ფასობს.

18
- სიცოცხლედ, - აზუსტებს სეზარი.
- ო, არა. სიცოცხლეზე ძვირად. უდანაშაულო ხალხის დახოცვით ადამია-
ნობას კარგავ, - ამბობს პიტა.
- ადამიანობას კარგავ, - ჩუმად იმეორებს სეზარი.
ოთახში სიჩუმეა. ვგრძნობ, რომ მთელი პანემი გარინდულია. ერი ეკრა-
ნებს მისჩერებია, რადგან მანამდე არასდროს არავის მოუყოლია, რას გა-
ნიცდის არენაზე მყოფი.
პიტა აგრძელებს:
- ჰოდა, შენც შენს მიზნამდე მიღწევას ცდილობ. დიახ, იმ ბოლო ღამეს
ჩემი მიზანი ქეთნისის გადარჩენა იყო. მართალია, აჯანყებულების შესახებ
არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ისე ვერ იყო. ვითარება მე-
ტისმეტად გართულდა. უკვე ვნანობდი, რომ ქეთნისს არ დავუჯერე და დი-
ლით მასთან ერთად არ გავიქეცი. თუმცა, ამას აღარაფერი ეშველებოდა.
- ბიტის მლაშე ტბის დაელექტროების გეგმამ ძალიან მოგხიბლა, - ახსე-
ნებს სეზარი.
- იმიტომ, რომ სხვებთან მოკავშირეობანას ვთამაშობდი. მათთვის ჩემი
და ქეთნისის განცალკევების ნება არ უნდა მიმეცა! - ბრაზდება პიტა, - აი,
როდის დავკარგე ქეთნისი.
- როცა შენ მეხის ხესთან დარჩი, იოანა მეისონმა და ქეთნისმა მავთულის
კოჭა წყლისკენ წაიღეს, - აზუსტებს სეზარი.
- ეს არ მინდოდა! - წითლდება პიტა, - მაგრამ ბიტის რომ შევკამათებო-
დი, იფიქრებდნენ, ჩვენგან ჩამოშორებას გეგმავენო. მერე მავთული გადაჭ-
რეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა. ფრაგმენტულად მახსოვს. ქეთ-
ნისს ვეძებდი. დავინახე, ბრუტუსმა ჩაფი როგორ მოკლა. მერე მე ბრუტუსი
მოვკალი. მერე ქეთნისის ხმა გავიგონე. მე მეძახდა. მერე ხეს მეხი დაეცა
და არენაზე გარშემორტყმული ელექტრული ველი... აფეთქდა.
- ის ქეთნისმა ააფეთქა, პიტა, - ამბობს სეზარი, - ვიდეოჩანაწერი ხომ ნა-
ხე.
- მან არ იცოდა, რას აკეთებდა. ბიტის ნამდვილ ჩანაფიქრს ვერც ერთი
ვერ მივხვდით. ქეთნისი მხოლოდ იმას ცდილობდა, მავთულისთვის რამე
მოეხერხებინა, - მკვახედ ახლის პიტა სეზარს.
- გასაგებია, მაგრამ მისი საქციელი მაინც საეჭვოა, თითქოს ისიც აჯანყე-
ბულთა შეთქმულების თანამონაწილე იყო.

19
პიტა უკვე ფეხზეა, სავარძლის სახელურებს ხელებით ჩაჰფრენია და სე-
ზარს მკაცრად მისჩერებია.
- მართლა? იქნებ ისიც ქეთნისის გეგმის ნაწილი იყო, რომ იოანა მეისონ-
მა კინაღამ მოკლა? ან ელექტროშოკმა რომ გააშეშა? ან ჩვენი მშობლიური
რაიონი რომ დაბომბეს? - ყვირის პიტა, - მან არაფერი იცოდა, სეზარ! არც
ერთმა არაფერი ვიცოდით, მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენას ვცდილობ-
დით!
სეზარი პიტას მკერდზე ადებს ხელს, თითქოს მისი შეკავება და დაწყნა-
რება სურსო.
- გასაგებია, პიტა, შენი მჯერა.
- კარგი.
შემცბარი პიტა სავარძელში ჯდება, ხელებს თმაში იცურებს და კოხტად
დავარცხნილ კულულებს იბურდავს.
სეზარი ცოტა ხანს იცდის და დაკითხვას განაგრძობს:
- თქვენს მენტორზე, ჰეიმიჩ აბერნათიზე, რას იტყვი?
- არ ვიცი, ჰეიმიჩმა რა იცოდა, - სახე უმკაცრდება პიტას.
- შესაძლებელია, ისიც შეთქმულების თანამონაწილე იყოს? - ეკითხება
სეზარი.
- მსგავსი არასდროს არაფერი უხსენებია...
- და მაინც, შენ რას ფიქრობ? - არ ეშვება სეზარი.
- მე ის ვიცი, რომ მისთვის არ უნდა დამეჯერებინა.
მას შემდეგ, რაც ჰოვერკრაფტში თავს დავესხი და ფრჩხილებით სახე ჩა-
მოვკაწრე, ჰეიმიჩი აღარ მინახავს. ვიცი, რომ აქ ძალიან უჭირს. მე-13 რაი-
ონში ალკოჰოლის წარმოებაცა და მოხმარებაც მკაცრად იკრძალება, სამე-
დიცინო სპირტსაც კი საავადმყოფოში ჩაკეტილ სათავსოში ინახავენ. ბო-
ლოს და ბოლოს, ჰეიმიჩი ყოველდღე ფხიზელია, აღარც სახლში აქვს გა-
დანახული შინნახადი არაყი, რომ გარდამავალი პერიოდი მაინც შეიმსუბუ-
ქოს. სანამ მისი ორგანიზმი ალკოჰოლისგან მთლიანად გაიწმინდება, ყვე-
ლასგან მოშორებით ამყოფებენ, რადგან ასეთ მდგომარეობაში მისი საჯა-
როდ გამოჩენა არ ივარგებს. ალბათ ძალიან იტანჯება, მაგრამ მას მერე,
რაც შევიტყვე, როგორ მწარედ მოგვატყუა, ჰეიმიჩი აღარ მეცოდება. იმე-
დია, ახლა ამ გადაცემას უყურებს და ხედავს, რომ ის პიტამაც უარყო.
სეზარი პიტას მხარზე უთათუნებს ხელს.

20
- თუ გინდა, ინტერვიუ შევწყვიტოთ.
- კიდევ რამე დაგვრჩა განსახილველი? - ირონიულად ეკითხება პიტა.
- მაინტერესებდა, ომის თაობაზე რა აზრის ხარ, მაგრამ რაკი ასე აღელ-
ვებული ხარ... - იწყებს სეზარი.
- არა, მაგაზე სასაუბროდ მზად ვარ, - პიტა ღრმად ოხრავს და პირდაპირ
კამერას უყურებს, - მივმართავ მათ, ვინც მიყურებს, კაპიტოლიუმელებსაც და
აჯანყებულებსაც: წუთით შეჩერდით და დაფიქრდით, რას მოგვიტანს ეს ომი
ჩვენ, ყველას. წინა ომისას ლამის ყველანი ამოვწყდით. ახლა კიდევ უფრო
ცოტანი ვართ და უფრო მძიმე ვითარებაში. რის მიღწევას ვცდილობთ? ერ-
თმანეთი უნდა გავჟლიტოთ? რის იმედით? რომ დედამიწის მბოლავ ნან-
გრევებში უფრო კეთილგონიერი არსებები დასახლდებიან?...
- სიმართლე გითხრა... წესიერად ვერ გავიგე, რას გულისხმობ, - აწყვეტი-
ნებს სეზარი.
- ერთმანეთს ვერ შევებრძოლებით, სეზარ, - უხსნის პიტა, - მალე ბრძო-
ლის გამგრძელებელიც აღარავინ დარჩება. თუ ყველა არ დაყრის იარაღს -
თან, რაც შეიძლება, მალე - ყველაფერი სამუდამოდ დასრულდება.
- ესე იგი... ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდებ? - ეკითხება სეზარი.
- დიახ, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებთ, - პიტას დაღლილი ხმა
აქვს, - ახლა კი, მცველებს ვთხოვ, ჩემს ბინაში დამაბრუნონ, რომ კიდევ
რამდენიმე ასეული ბანქოს სახლი ავაგო.
სეზარი კამერისკენ ტრიალდება.
- ესეც ასე, მგონი, მოვრჩით. ახლა კი საინფორმაციო გამოშვება გაგ-
რძელდება.
ისმის მუსიკა და სეზარი და პიტა ეკრანიდან ქრებიან. მათ დიქტორი ქა-
ლი ცვლის, რომელიც მაყურებელს ამცნობს, კაპიტოლიუმში მოსალოდნე-
ლია ახალი ხილის, მზის ბატარეებისა და საპნის ნაკლებობაო. დიქტორ
ქალს თვალს არ ვწყვეტ, თითქოს ძალიან მაინტერესებს, რას ამბობს. ვიცი,
რომ ინტერვიუზე ჩემი აზრის გაგება სურთ. გამორიცხულია, ამდენ ინფორ-
მაციას ასე სწრაფად ვერ დავამუშავებ. ერთი მხრივ, მიხარია, რომ პიტა
ცოცხალი და უვნებელია, თან მიცავს, ქეთნისი შეთქმულების თანამონაწილე
არ არის, აჯანყებაზე არაფერი იცოდაო; მეორე მხრივ, თვითონ აშკარად კა-
პიტოლიუმთან თანამშრომლობს, რახან ტელევიზიით ცეცხლის შეწყვეტის-
კენ მოგვიწოდებს. ვითომ ორივე მხარე გაგვკიცხა. არადა, აჯანყებულებს,

21
რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა, ჯერჯერობით არსად გაუმარჯვი-
ათ. ახლა ცეცხლის შეწყვეტა უწინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშ-
ნავს, უარესში თუ არა.
ზურგს უკან პიტას ლანძღავენ. მოღალატე, მატყუარა, მტერი - ყველაზე
ხშირად ეს სიტყვები ისმის. აჯანყებულებს ვერც დავეთანხმები და ვერც შევე-
წინააღმდეგები, ამიტომ მირჩევნია, აქედან წავიდე. უკვე კართან მისულს,
კოინი მეძახის:
- წასვლის ნება არ მომიცია, ჯარისკაცო ევერდინ!
კოინის ერთ-ერთი თანაშემწე ხელს მკიდებს. უწყინარი შეხებაა, მაგრამ
არენაზე უცხოს შეხებისგან თავდაცვას მივეჩვიე. თავს ვითავისუფლებ და დე-
რეფანში გავრბივარ. უკნიდან აყალმაყალი მესმის, მაგრამ არ ვჩერდები.
გზადაგზა საუკეთესო სამალავზე ვფიქრობ და ბოლოს სასკოლო ნივთების
საწყობს ვაფარებ თავს.
- ცოცხალი ხარ, - ცარცით სავსე ყუთს მიყრდნობილი, ლოყებზე ვიდებ
ხელებს და ისე ფართოდ ვიღიმი, ალბათ სახე დამანჭული მაქვს.
პიტა ცოცხალია. ოღონდ მოღალატეა. თუმცა, ამწუთას ეს არ მანაღ-
ვლებს. არ მაინტერესებს, რას ამბობს ან ვის მიმართავს, მთავარია, რომ
ლაპარაკობს. ცოტა ხანში კარი იღება და საწყობში გეილი შემოდის. ცხვი-
რიდან სისხლი სდის.
- რა მოხდა? - ვეკითხები.
- ბოგსს გადავეღობე, - მხრებს იჩეჩს გეილი. პერანგის სახელოთი
ვწმენდ ცხვირს, - ფრთხილად!
ამჯერად უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენ. სახელოს მსუბუქად ვადებ,
აღარ ვწმენდ.
- ბოგსი რომელია?
- შენც იცნობ, კოინის მარჯვენა ხელია. აი, ის, შენი შეჩერება რომ სცადა,
- გეილი ჩემს ხელს იცილებს, - გეყო, თორემ სისხლისგან დამცლი!
მართლაც, სისხლი კი აღარ წვეთავს, მოთქრიალებს. მისთვის პირველა-
დი დახმარების გაწევას ვწყვეტ.
- ბოგსს ეჩხუბე?
- არა, მხოლოდ წინ გადავეღობე, როცა შენ მოგდევდა. მისი იდაყვი
ცხვირში მომხვდა, - ამბობს გეილი.
- ამისთვის უეჭველად დაისჯები.

22
- უკვე დავისაჯე, - გეილი მაჯას მიჩვენებს, - კოინმა მეილმანჟეტი წამარ-
თვა.
მე ტუჩს ვიკვნეტ, სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება მინდა, მაგ-
რამ ვერ ვახერხებ, რადგან სასჯელი ძალიან სასაცილო მეჩვენება.
- ვწუხვარ, ჯარისკაცო გეილ ჰოთორნ.
- ნუ წუხხარ, ჯარისკაცო ევერდინ, - იღიმის გეილი, - ეგ მეილმანჟეტი
რომ მეკეთა, იდიოტს ვგავდი, - ორივეს გვეცინება, - მგონი, ძალიან ჩამო-
მაქვეითეს.
აი, ერთ-ერთი მე-13 რაიონის მცირე სიამოვნებათაგან: გეილი დავიბრუ-
ნე. კაპიტოლიუმი მე და პიტას დაქორწინებას აღარ გვაძალებს და მე და გე-
ილი ძველებურად ვმეგობრობთ. გეილი უფრო მეტს აღარ ითხოვს - არც
ჩემს კოცნას ცდილობს და არც სიყვარულს მიხსნის. შეიძლება, ფიქრობს,
რომ ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ, ან არ სურს, თავი მომაბეზროს, ან
ჰგონია, რომ სანამ პიტა კაპიტოლიუმის ტყვეობაშია, ეს მეტისმეტი სისასტი-
კე იქნება. ასეა თუ ისე, ჩემი მესაიდუმლე ისევ ჩემთანაა.
- უცნაური ხალხია, - ვამბობ მე.
- ჩვენც მათნაირი ვიქნებოდით, ქვანახშირის საბადოების ნაცვლად ატო-
მური ბომბები რომ გვქონოდა.
- მინდა მჯეროდეს, რომ შავბნელ ხანაში მე-12 რაიონი აჯანყებულებს არ
მიატოვებდა.
- შეიძლება ჩვენც მიგვეტოვებინა, თუ არჩევანის გაკეთება დანებებასა და
ატომური ომის წამოწყებას შორის მოგვიწევდა... რაღაც მხრივ, საოცარიც
კია, რომ გადარჩნენ.
ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ფეხსაცმელი ჯერაც მშობლიური რაიონის
მტვერშია ამოგანგლული, მე-13 რაიონელების მიმართ პირველად ვგრძნობ
პატივისცემას:
არავინ ელოდა, მაგრამ ისინი მაინც გადარჩნენ. ომისშემდგომი პირველი
წლები ალბათ ძალიან საშინელი იყო ნაცარტუტად ქცეული მშობლიური ქა-
ლაქის ქვეშ დამალული ხალხისთვის. მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად
შემცირდა. დახმარებისთვის ვერავის მიმართავდნენ. ბოლო სამოცდათხუთ-
მეტი წლის განმავლობაში მათ ეკონომიურად ცხოვრება ისწავლეს, მოქა-
ლაქეები ჯარისკაცებად აქციეს და სრულიად ახალი საზოგადოება შექმნეს.
დღეს ბევრად ძლიერები იქნებოდნენ, ყვავილის ეპიდემიას მათი შობადო-

23
ბის კოეფიციენტი ფაქტობრივად ნულამდე რომ არ დაეყვანა; ამიტომაც ახ-
ლა გარეთ ეძებენ ახალ სისხლს და გენოფონდის აღდგენას ცდილობენ. კი,
შეიძლება, ძალიან მილიტარისტულები, მეტისმეტად მართვადები ან იუმო-
რის გრძნობას მოკლებულნი არიან, მაგრამ არ განადგურებულან და კაპი-
ტოლიუმის დამხობას აპირებენ.
- და მაინც, ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ დღის შუქზე გამოსასვლე-
ლად, - განვაგრძობ ფიქრს უკვე ხმამაღლა.
- ეს ადვილი არ იყო. ჯერ კაპიტოლიუმში უნდა შეექმნათ დასაყრდენი ამ-
ბოხებულთა სახით; რაიონებში იატაკქვეშა ორგანიზაციები უნდა ჩამოეყა-
ლიბებინათ, - მიხსნის გეილი, - ისეთი ვინმე სჭირდებოდათ, ვინც ამ ყველა-
ფერს დაძრავდა და აამოქმედებდა. მათ შენ სჭირდებოდი.
- მათ პიტაც სჭირდებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აღარ ახსოვთ.
გეილი იღუშება.
- პიტამ დღეს ბევრი რამ გააფუჭა. რასაკვირველია, მრავალი აჯანყებუ-
ლი მის სიტყვებს არ დაიჯერებს, მაგრამ ზოგიერთ რაიონში წინააღმდეგო-
ბის მოძრაობა არც ისე მტკიცეა. ცეცხლის შეწყვეტა აშკარად პრეზიდენტ
სნოუს იდეაა. თუმცა, პიტას გაახმოვანებინეს, რადგან მისგან უფრო კეთილ-
გონივრულად ჟღერს.
გეილის პასუხის მეშინია, მაგრამ მაინც ვეკითხები.
- როგორ ფიქრობ, ეს რატომ გააკეთა?
- შეიძლება აწამეს, ან როგორღაც დაარწმუნეს. ჩემი აზრით, კაპიტოლი-
უმს შენ დასაცავად გაურიგდა: ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის,
ოღონდ პრეზიდენტი სნოუ ნებას რთავს, შენ დაბნეულ ფეხმძიმე გოგოდ გა-
მოგიყვანოს, ქეთნისმა არაფერი იცოდა და აჯანყებულებმა ტყვედ აიყვანე-
სო. ამგვარად, თუ რაიონები დამარცხდებიან, შეწყალების შანსი მაინც გექ-
ნება. თუ თამაშში აჰყვები... - ეტყობა, ძალიან დაბნეული ვჩანვარ, რადგან
გეილი მომდევნო სიტყვებს ძალიან ნელა წარმოთქვამს: - ქეთნის, პიტა ჯე-
რაც შენს გადარჩენას ცდილობს.
ჩემს გადარჩენას? და უცებ ვხვდები. თამაშები არ დასრულებულა. არენი-
დან წამოვედით, მაგრამ მე და პიტა ცოცხლები ვართ და მისი ბოლო პირო-
ბა, რომ გადამარჩენს, ჯერაც ძალაშია. მას სურს, რომ სანამ ომი მძვინვა-
რებს, არსად გამოვჩნდე, ტყვეობაში უსაფრთხოდ ვიყო. ასე არც ერთ მხა-
რეს არ ექნება ჩემი მოკვლის საბაბი. და პიტა? აჯანყებულების გამარჯვება

24
პიტასთვის დამღუკველი იქნება, მაგრამ თუ კაპიტოლიუმი გაიმარჯვებს... თუ
პიტას თამაშში ავყვები... ვინ იცის, იქნებ ორივე გვაცოცხლონ, რათა სიკვდი-
ლამდე შიმშილის თამაშები გვაყურებინონ?
გონებაში კადრებად ჩნდება სურათები: არენაზე რუს მუცელში შუბი ერჭო-
ბა, გეილი უგონოდ კიდია სამარცხვინო ბოძზე, დაღუპულთა გვამებით მო-
ფენილი მშობლიური რაიონი... და ეს ყველაფერი რისთვის? რისთვის? გუ-
ლადუღებულს სხვა რამეებიც მახსენდება - ტელევიზორში ნანახი მე-8 რაი-
ონის აჯანყების პირველი კადრები; კვარტალური ჯახის წინაღამეს ხელჩაკი-
დებული გამარჯვებულები; არენის ელექტრული ველისთვის გამიზნულად
ნასროლი ისარი. ო, როგორ მინდოდა, მტრისთვის შიგ გულში გამერჭო.
მყისვე ფეხზე ვხტები და ფანქრების კოლოფს ძირს ვაგდებ. ფანქრები ია-
ტაკზე იფანტება.
- რა მოხდა? - მეკითხება გეილი.
- არანაირი ზავი არ იქნება, - გრაფიტის რუხ ჩხირებს კოლოფში ვყრი, -
უკან ვერ დავბრუნდებით.
- ვიცი, - გეილი ფანქრებს კოლოფში თანაბრად ანაწილებს.
- არ ვიცი, პიტას რამ აიძულა ჩვენთვის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდე-
ბა, მაგრამ ცდება, - ეს სულელური ფანქრები კოლოფში არ ჩადის და გაბ-
რაზებული, რამდენიმეს შუაზე ვტეხ. ა
- ვიცი. მომეცი ეგ ფანქრები, თორემ ყველა შემოგატყდება, - გეილი კო-
ლოფს მართმევს და ფანქრებს სწრაფად აწყობს შიგ.
- მან არ იცის, რა მოხდა. რა უყვეს მე-12 რაიონს. რომ ენახა, მიწაზე რა
ყრია...
- ქეთნის, მე არ გეკამათები, - მაწყვეტინებს გეილი, - ღილაკზე თითის
ერთი დაჭერით რომ შემეძლოს კაპიტოლიუმის ყველა მომხრის გაქრობა,
არც დავფიქრდებოდი, - ბოლო ფანქარს დებს კოლოფში და თავსახურს
არგებს, - საკითხავი ისაა, შენ როგორ მოიქცევი?
შეკითხვას, რომელიც მთელი ეს დრო მაწუხებდა, ერთადერთი პასუხი
აქვს და ამის გაცნობიერებაში პიტას ეშმაკური ჩანაფიქრი დამეხმარა.
მხნეობის მოსაკრებად ღრმად ვსუნთქავ, ხელებს ზემოთ ვწევ - თითქოს
ცინას მოცემულ კაჭკაჭჯაფარას შავ-თეთრ ფრთებს ვიქნევ - და ისევ დაბლა
ვუშვებ. მორჩა, გადავწყვიტე:
- კაჭკაჭჯაფარა ვიქნები.

25
3.

ბაია სამსახურს დაუბრუნდა. პრიმის მოკეცილ მკლავში ზის და მძინარეს


იცავს. მის თვალებში კარის თავზე მიმაგრებული ნათურის შუქი ირეკლება.
პრიმი დედას მიხუტებია. მძინარეები ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც
მკის დღეს, როცა შიმშილის თამაშის მონაწილე გავხდი. მე ჩემი საწოლი
მაქვს, რადგან ჯერაც არ მოვმჯობინებულვარ და ცალკე უნდა ვიწვე; თანაც,
ყოველღამე კოშმარები მესიზმრება და ვბორგავ - ჩემ გვერდით მაინც ვერა-
ვინ დაიძინებს.
კარგა ხანს ვწრიალებ და ბოლოს ვნებდები. მორიგი უძილო ღამე. თი-
თისწვერებზე მივაბიჯებ ცივ ფილაქანზე და კომოდთან მივდივარ. ბაია ფხიზ-
ლად მიმზერს.
შუა უჯრაში ჩემი სამოსი აწყვია. აქ ყველას ერთნაირი, რუხი შარვალ-პე-
რანგი აცვია. პერანგი შარვალში უნდა ჩაიტანო. ამ სამოსის ქვეშ ვინახავ იმ
რამდენიმე ნივთს, რომელიც არენიდან გამომყვა: კაჭკაჭჯაფარას გულსაბ-
ნევს; პიტას ნაჩუქარ ოქროს მედალიონს, რომელშიც ჩემი, პრიმის და გე-
ილის ფოტოებია;
ვერცხლისფერ პარაშუტში გახვეულ მილტუჩას, რომლითაც ხეებიდან
წყალს მოვიპოვებდით; და მარგალიტს, რომელიც პიტამ ელექტრული ვე-
ლის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გადმომცა. კიდევ მქონდა კანის
მალამო, რომელიც მე-13 რაიონმა საავადმყოფოსთვის ჩამომართვა, და
მშვილდ-ისარი, რომელიც ჩამომართვეს იმიტომ, რომ იარაღის ტარების
უფლება აქ მხოლოდ მცველებს აქვთ. მშვილდ-ისარი არსენალში ინახება.
პარაშუტს ვხსნი და შიგ ხელს ვაფათურებ. მარგალიტს მუჭით ვიღებ, ჩემს
საწოლზე ფეხმორთხმული ვჯდები და მის გლუვ, ფერადოვან ზედაპირს ტუ-
ჩებით ვეხები. რატომღაც ეს მამშვიდებს. მისი მჩუქებლის ცივ კოცნას მახსე-
ნებს.
- ქეთნის, - მეძახის პრიმი. გაღვიძებია და სიბნელეში მიყურებს, - რა ხდე-
ბა?
- არაფერი, კოშმარი მესიზმრა.

26
- დაიძინე, - მექანიკურად ვპასუხობ. არ მინდა, ზედმეტად ჩაერიონ ჩემს
საქმეში. ამით დედაჩემისა და ჩემი დის დაცვას ვცდილობ.
პრიმი ფრთხილად დგება საწოლიდან, რომ დედა არ გააღვიძოს, ბაია
ხელში აჰყავს და გვერდით მიჯდება. მერე მარგალიტიან მუჭზე მეხება.
- გაყინულხარ, - საწოლიდან დამატებით საბანს იღებს და სამივე შიგ ვი-
ფუთნებით, პრიმის თბილი სხეული და ბაიას მხურვალე ბეწვი მათბობს, -
რაც გინდა, მითხარი. საიდუმლოს შენახვა შემიძლია. დედასაც კი არ ვეტ-
ყვი.
მორჩა, ის აღარ არსებობს - სამუდამოდ გაქრა პატარა გოგონა, პერანგი
კაბიდან იხვის კუდივით რომ ამოსჩროდა, თაროდან ჭურჭლის ჩამოღებაში
რომ უნდა დავხმარებოდი და საკონდიტროს ვიტრინებში გამოფენილი ნამ-
ცხვრების დასათვალიერებლად ძალით რომ მივყავდი. დრომ და ტრაგი-
კულმა გარემოებამ ის მეტისმეტად სწრაფად გაზარდა (ყოველ შემთხვევაში,
ჩემთვის) და აქცია ახალგაზრდა ქალად, რომელიც ღია ჭრილობებს კერავს
და ზუსტად ხვდება, რის თქმა შეიძლება დედაჩვენისთვის და რის - არა.
- ხვალ დილით რევოლუციის სიმბოლოობას დავთანხმდები, - ვეუბნები
მას.
- ნებით თუ იძულებით? - მეკითხება პრიმი.
- მგონი, ნებითაც და იძულებითაც, - ოდნავ მეღიმება, - თუმცა, არა, წე-
ბით. თუ აჯანყებულები ამით სნოუს დამარცხებას შეძლებენ, ეს უნდა გავაკე-
თო, - მარგალიტს უფრო მაგრად ვუჭერ ხელს, - ოღონდ... პიტაზე ვდარ-
დობ. სამწუხაროდ, თუ გავიმარჯვებთ, აჯანყებულები მას ღალატში დაადანა-
შაულებენ და სიკვდილით დასჯიან.
- ქეთნის, მგონი, წესიერად ვერ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ
ჩვენი საქმისთვის. მნიშვნელოვან ხალხს კი პირობების წამოყენება შეუძ-
ლია. თუ აჯანყებულებისგან პიტას დაცვა გსურს, დაიცავ კიდეც.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ვარ. ბოლოს და ბოლოს, ჩემ გადასარჩე-
ნად რა არ მოიმოქმედეს. მე-12 რაიონშიც წამიყვანეს.
- ანუ... პიტასთვის ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მოვითხოვო? და
გგონია, რომ დამთანხმდებიან?
- მე თუ მკითხავ, ყველაფერზე დაგთანხმდებიან, რასაც მოითხოვ. საკით-
ხავი ისაა... - შუბლს იჭმუხნის პრიმი, - პირობას თუ შეასრულებენ.

27
მახსენდება ჰეიმიჩის მიერ ჩემთვის და პიტასთვის ნათქვამი ტყუილები,
რათა ისე მოვქცეულიყავით, როგორც მას სურდა. აჯანყებულებს რა დაუშ-
ლის პირობის დარღვევას? დახურულ კარს მიღმა დადებული სიტყვიერი შე-
თანხმება ან თუნდაც ხელმოწერილი დოკუმენტი ომის შემდეგ ადვილად შე-
იძლება დაივიწყონ და გააქრონ, მათი ნამდვილობა უარყონ. ვერც სამეთაუ-
რო შტაბის წევრებს დაიმოწმებ. პირიქით, სწორედ ისინი გამოუტანენ პიტას
სასიკვდილო განაჩენს. მე ბევრი მოწმე მჭირდება. რაც შეიძლება, ბევრი
მოწმე.
- ეს საჯაროდ უნდა მოხდეს, - ვამბობ მე. ბაია კუდს იქნევს, თითქოს მე-
თანხმება, - კოინს მთელი მე-13 რაიონის გასაგონად უნდა დავადებინო პი-
რობა.
- კარგი აზრია, - იღიმება პრიმი, - არც ეს არის ასპროცენტიანი გარან-
ტია, მაგრამ საჯაროდ დადებული პირობის დარღვევა უფრო რთულია.
გამოსავალი ნაპოვნია და უდიდეს შვებას ვგრძნობ.
- უფრო ხშირად უნდა გაგაღვიძო, პატარა იხვო.
- დახმარებისთვის მუდამ მზად ვარ, - პრიმი მკოცნის, - ახლა კი როგორ-
მე დაიძინე. კარგი?
მართლაც ვიძინებ.
მომდევნო დილას ჩემს განრიგში 07:00 - საუზმეს პირდაპირ 07:30 - სამე-
თაურო შტაბი მოჰყვება, რაც ძალიანაც მაწყობს, რადგან დასაკარგი დრო
არ მაქვს.
სასადილოში ჩემს განრიგს (რომელიც გარკვეულ საიდენტიფიკაციო ნო-
მერს შეიცავს) სენსორულ ეკრანს ვადებ და ლანგარს მეტალის თაროზე
საჭმლით სავსე ჭურჭლის გასწვრივ მივაცურებ. როგორც ყოველთვის, საუზ-
მე შედგება ერთი ჯამი ცხელი ბურღულის ფაფისგან, ერთი ჭიქა რძისგან და
ხილისა და ბოსტნეულის მცირე ულუფისგან. დღეს თალგამის პიურე გვაქვს.
ეს ყველაფერი მე-13 რაიონის მიწისქვეშა ფერმებში მოჰყავთ. ვჯდები მაგი-
დასთან, რომელიც ევერდინებისთვის, ჰოთორნებისა და სხვა რამდენიმე
გვარის დევნილებისთვისაა განკუთვნილი. სწრაფად ვიყორავ მუცელს და
დამატებით ულუფას ვნატრობ, მაგრამ აქ დამატებითი ულუფა არ არსებობს.
საკვები მეცნიერული სიზუსტით არის ნორმირებული. მაგიდიდან იმდენი კა-
ლორიით დგები, რამდენიც მომდევნო ჭამამდე გჭირდება - არც მეტი, არც
ნაკლები. ულუფის ოდენობა შენი ასაკით, სიმაღლით, აღნაგობით, ჯანმრთე-

28
ლობითა და განრიგით დადგენილი ფიზიკური შრომის სიმძიმით განისაზ-
ღვრება. მე-12 რაიონელებს ისედაც ცოტათი მეტს აჭმევენ, რომ ადგილობ-
რივებს წონით გაუთანაბრდნენ. გაძვალტყავებული ჯარისკაცები ალბათ
სწრაფად იღლებიან. სხვათა შორის, საჭმლის ნორმირება მოქმედებს. სულ
რაღაც ერთ თვეში უფრო ჯანმრთელები და ღონივრები გავხდით, განსაკუთ-
რებით - მოზარდები.
გვერდით გეილი მიჯდება თავის ლანგრიანად. ვცდილობ, არ შემეტყოს,
რომ კიდევ მინდა - გეილი ისედაც ხშირად მინაწილებს თავის ულუფას - და
როგორღაც კოხტად დაკეცილ ხელსახოცზე გადამაქვს ყურადღება, მაგრამ
უცებ ჩემს ჯამში ერთი კოვზი პიურე ვარდება.
- გეყოფა, რა! - ვეუბნები გეილს, მაგრამ პიურე უკვე პირისკენ მიმაქვს და
ჩემი პროტესტი არადამაჯერებლად ჟღერს.
მგონი, ეს კანონით იკრძალება, აქ საჭმელთან დაკავშირებით მართლაც
მკაცრი წესები აქვთ. მაგალითად, თუ შენს ულუფას ბოლომდე არ შეჭამ და
შემდეგისთვის გადანახვას მოინდომებ, სასადილოშივე უნდა დატოვო. ეტ-
ყობა, წინათ ვიღაცეები საჭმლის მომარაგებას ცდილობდნენ. მე და გეილს,
რომლებიც ჩვენს ოჯახებს საჭმლით წლების განმავლობაში ვამარაგებდით,
ეს წესები თვალში დიდად არ მოგვდის. შიმშილი ჩვენთვის უცხო არაა, მაგ-
რამ არ მოგვწონს, სხვები რომ გვკარნახობენ, რამდენი ვჭამოთ. რაღაც
მხრივ, მე-13 რაიონი უფრო მეტად გვაკონტროლებს, ვიდრე კაპიტოლიუმი.
- რაღას მიზამენ? მეილმანჟეტი უკვე წამართვეს! - ეღიმება გეილს.
ჯამს ვასუფთავებ და გონება მინათდება.
- როგორც კაჭკაჭჯაფარამ, იქნებ პირობა წამოვაყენო?
- რომ შენთვის თალგამის გაყოფა შემეძლოს? - ინტერესდება გეილი.
- რომ ნადირობის უფლება მოგვცენ, - ეს გეილის ყურადღებას იქცევს, -
ყველაფრის საერთო სამზარეულოში მიტანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც... -
წინადადებას არ ვასრულებ, რადგან გეილი ისედაც ხვდება: მიწის ზემოთ
ასვლას შევძლებთ. ტყეში გავისეირნებთ. ერთი სიტყვით, კვლავ ძველებური
გეილი და ქეთნისი გავხდებით.
- მიდი, - მაქეზებს გეილი, - ზუსტად შესაფერისი დროა. მთვარეც რომ
მოითხოვო, იმასაც ჩამოგიხსნიან ციდან.
გეილმა არ იცის, რომ უკვე ვითხოვ მთვარეს პიტას სიცოცხლის სახით.
სანამ გადავწყვეტდე, გეილს ეს გავუმხილო თუ არა, ზარი საუზმის დასრუ-

29
ლებას გვაუწყებს და კოინთან მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენაზე,
მღელვარება მიპყრობს.
- ახლა საით? - ვეკითხები გეილს.
- ჩემი განრიგის მიხედვით, ბირთვული ტექნოლოგიების ისტორიის გაკვე-
თილზე, რომელსაც შენ ხშირად აცდენ და, სხვათა შორის, ეს უკვე შეამჩნი-
ეს.
- სამეთაურო შტაბში მივდივარ. წამოხვალ? - სიტყვას ბანზე ვუგდებ გე-
ილს.
- კარგი, მაგრამ გუშინდელი შემთხვევის შემდეგ შეიძლება არც კი შემიშ-
ვან, - მეუბნება გეილი, როცა ლანგრებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ, - იცი
რა, ბაიაც შენი მოთხოვნების სიაში ჩაამატე, თორემ არა მგონია, აქ უსარ-
გებლო შინაური ცხოველების საჭიროება ვინმეს ესმოდეს.
- არა უშავს, ბაიასაც გამოუძებნიან საქმეს. ყოველ დილას თათზე ამასაც
დაახატავენ დღის განრიგს, - ვხუმრობ მე, მაგრამ გონებაში მაინც ვინიშნავ,
პრიმის ხათრით, ბაიასაც ვუშველო.
შტაბში, კოინისა და პლუტარქეს გარდა, სხვებიც არიან. გეილის დანახვა-
ზე ყველა წარბებს იჭმუხნის, მაგრამ გარეთ არ აგდებენ. იმისათვის, რომ
არც ერთი პირობა არ გამომრჩეს, სუფთა ფურცელსა და ფანქარს ვითხოვ.
საქმით ჩემი დაინტერესება - რაც მე-13 რაიონში პირველად ხდება - ყველას
ძალიან აკვირვებს. ზოგიერთი შეწუხებულიც კი ჩანს. ეტყობოდა, რომ ჩემ-
თვის განსაკუთრებით შემგონებლური ლექციის ჩატარება არ გამოუვიდათ.
ფურცელსა და ფანქარს თავად კოინი მაძლევს და მოთმინებით იცდის, სა-
ნამ მე სიას ჩამოვწერ: ნადირობა, ბაია, სახალხოდ გაცხადებული ხელშეუ-
ხებლობის გარანტია პიტასთვის.
ესეც ასე. სწორედ ახლაა მათთან შესავაჭრებლად საუკეთესო მომენტი.
იფიქრე, კიდევ რა გინდა? ჩემ გვერდით მდგარი გეილი მახსენდება. გეილი
- ვამატებ სიაში. უმისოდ მაინც ვერაფერს მოვახერხებ.
თავი მტკივდება და აზრები ერთმანეთში მერევა. თვალებს ვხუჭავ და
გულში ვიმეორებ:
მე ქეთნის ევერდინი მქვია. ჩვიდმეტი წლის ვარ. ჩემი სამშობლო მე-12
რაიონია. შიმშილის თამაშებში ვმონაწილეობდი. გამოვიქეცი. კაპიტოლიუმს
ვძულვარ. პიტა დაატყვევეს. ის ცოცხალია. მოღალატეა, მაგრამ ცოცხალია.
სიკვდილისგან უნდა ვიხსნა...

30
სია მოკლე მეჩვენება. უფრო გრძელი სია უნდა შევადგინო; ახლა კი დი-
დი ფასი მადევს, მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქრო, როცა შეიძლება უმ-
ნიშვნელო პიროვნებად ვიქცე. კიდევ რა მოვითხოვო? ჩემს ოჯახს ან გა-
დარჩენილ თანარაიონელებს რა სჭირდებათ? დაღუპულთა ფერფლი ჯე-
რაც კანს მიქავებს. ფეხსაცმელზე თავის ქალის გულისამრევ შეხებას
ვგრძნობ. სისხლისა და ვარდების მძაფრი სუნი ნესტოებს მიწვავს.
ფანქარი თავისით მოძრაობს ფურცელზე. თვალებს ვახელ და დაგრე-
ხილ ასოებს ვხედავ: პრეზიდენტ სნოუს მოვკლავ. დიახაც, თუ მას ცოცხალს
შევიპყრობთ, ეს პატივი მე უნდა მერგოს!
ჩუმი ჩახველება მესმის.
- მორჩი? - მეკითხება პლუტარქე.
თავს ვწევ და კედლის საათს შევყურებ. თურმე უკვე ოცი წუთია, სიას ვუ-
ზივარ. როგორც ჩანს, მხოლოდ ფინიკს არ უჭირს ყურადღების კონცენტრი-
რება.
- დიახ, - ხმა ჩახლეჩილი მაქვს და ყელს ვიწმენდ, - დიახ, შევთანხმდით,
თქვენი კაჭკაჭჯაფარა ვიქნები.
ვიცდი, სანამ შეკრებილები ერთმანეთს ულოცავენ და მხრებზე ხელებს
უტყაპუნებენ. მხოლოდ კოინი ინარჩუნებს ჩვეულ სიმშვიდესა და გულგრი-
ლობას.
- ოღონდ რამდენიმე პირობით, - ფურცელს ხელისგულით ვასწორებ და
ვიწყებ: - ჩემი ოჯახი კატას დაიტოვებს.
ასეთი უმნიშვნელო მოთხოვნაც კი განხილვის საგანი ხდება. კაპიტოლიუ-
მელი მეამბოხეები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, შეგიძლია დაიტოვოო,
მეუბნებიან, მე-13 რაიონელები კი გარკვეულ სირთულეებზე ამახვილებენ
ყურადღებას. ბოლოს, თანხმდებიან, ზედა სართულზე გადამიყვანონ, სადაც
ოთახებს მიწისზემოთ გამავალი ვიწრო ფანჯრები აქვს და ბაიას წასვლა-წა-
მოსვლა შეეძლება. თავის გამოკვება თვითონ მოუწევს. თუ კომენდანტის სა-
ათს დაარღვევს, გარეთ დარჩება. თუ ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქ-
მნის, მაშინვე ესვრიან და მოკლავენ. ნორმალური პირობებია. ვერ ვიტყვი,
რომ მე-12 რაიონში ბაია უჩვენოდ უკეთ ცხოვრობდა. ერთი ეგაა, დახვრეტა
არ ემუქრებოდა. თუ ძალიან ჩამოხმება, შიგნეულობას დავუყრი... ოღონდ
ჯერ ჩემი მომდევნო მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ.
- მეორე პირობა: მინდა, ვინადირო ტყეში, გეილთან ერთად.

31
ყველაზე ჩუმდება.
- შორს არ წავალთ. ჩვენს მშვილდ-ისრებს წავიღებთ. ხორცს სამზარეუ-
ლოს გადავცემთ, - ამატებს გეილი.
სასწრაფოდ ვაგრძელებ, სანამ უარს გვეტყვიან:
- იცით... აქ, მიწის ქვეშ გამოკეტილი... ვიხრჩობი... უფრო სწრაფი გავ-
ხდები, თუ... ვინადირებ.
პლუტარქე წინააღმდეგია, სახიფათოა, მეტად სარისკოა, შეიძლება და-
შავდეთო, მაგრამ კოინი აწყვეტინებს:
- დაე, ინადირონ. ორი საათი მიეცით, სასწავლო დროიდან დაუქვითეთ.
ოთხასი მეტრის რადიუსს არ გასცდებით, თან რადიოგადამცემებს წაიღებთ
და კოჭებზე სათვალთვალო სამაჯურებს მიიმაგრებთ. კიდევ რას ითხოვ?
სიაში ვიჭყიტები.
- გეილს. გვერდით უნდა მყავდეს.
- ანუ სულ შენ გვერდით იყოს? კამერების წინაც? გინდა, რომ შენს ახალ
შეყვარებულად წარვადგინოთ? - მეკითხება კოინი.
კოინის ხმაში ღვარძლს ვერ ვამჩნევ, პირიქით, საქმიანი ტონი აქვს. თუმ-
ცა, მე გაკვირვებისგან სიტყვა მიწყდება.
- ჩემი აზრით, მიმდინარე რომანი უნდა გაგრძელდეს. პიტას რომ ასე
უეცრად უღალატო, მაყურებელი გადაგიყვარებს, - ერთვება პლუტარქე, -
მით უმეტეს, როცა ყველას ჰგონია, რომ მისგან ფეხმძიმედ ხარ.
- გეთანხმები. ასე რომ, კამერების წინ გეილი მხოლოდ მისი მეგობარი
მეამბოხე იქნება. აბა, რას იტყვი? - მეკითხება კოინი.
გაკვირვებისგან ენას ვერ ვაბრუნებ.
გაბეზრებული კოინი მიმეორებს:
- გეილზე გეკითხები, ასე გაწყობს?
- ვიტყვით, რომ შენი ნათესავია, - ამბობს ფულვია.
- ჩვენ ნათესავები არ ვართ, - ერთდროულად ვპასუხობთ მე და გეილი.
- გასაგებია, მაგრამ კამერების წინ ასე აჯობებს, - გვირჩევს პლუტარქე, -
სხვა დროს კი, სულ შენი იყოს. კიდევ რას ითხოვ?
საუბრის მიმართულების ცვლილებამ სულ დამაბნია. ისე ლაპარაკობენ,
თითქოს მზად ვარ, პიტას ზურგი შევაქციო, რადგან გეილი მიყვარს და თით-
ქოს რაც მოხდა, ყველაფერი დადგმული იყო. ლოყები მიხურს. მაშ, ჰგონი-
ათ, რომ მოცემულ მდგომარეობაში მარტო იმაზე ვფიქრობ, ჩემს შეყვარე-

32
ბულად ვინ წარვადგინო? ღმერთო, რა დამამცირებელია! ბოლო მოთხოვ-
ნაში მთელ ჩემს მრისხანებასა და სიბრაზეს ვაქსოვ.
- როცა ომი დამთავრდება, თუ გავიმარჯვებთ, მინდა, პიტა შეიწყალოთ.
სამარისებური სიჩუმე. ვგრძნობ, როგორ დაიძაბა გეილი. ალბათ წინას-
წარ უნდა გამეფრთხილებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა -
საქმე ხომ პიტას ეხება.
- პიტა არ დაისჯება, - ვაგრძელებ და ამასობაში ახალი იდეა მიჩნდება, -
ეს სხვა დატყვევებულ შეწირულებსაც, იოანას და ენობარიასაც ეხება.
სიმართლე გითხრათ, მე-2 რაიონელი ულმობელი ენობარიას ბედი სულ
არ მადარდებს, რადგან მძულს იგი, მაგრამ მისი გამოტოვება უსამართლო-
ბა იქნება.
- არა, - ცივად ამბობს კოინი.
- კი, - არ ვეპუები მე, - რა მათი ბრალია, რომ არენაზე დატოვეთ? კაცმა
არ იცის, კაპიტოლიუმში როგორ აწამებენ!
- მათ სხვა სამხედრო დამნაშავეებთან ერთად გაასამართლებენ და განა-
ჩენს ტრიბუნალი გამოიტანს, - ამბობს კოინი.
- მათ ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემთ! - სკამიდან ვდგები და ხმა-
მაღლა და მკაცრად ვამბობ: - ამას მთელი მე-13 რაიონის და მე-12 რაიონე-
ლი დევნილების დასანახად გააკეთებთ. მალე. დღესვე. ამ გამოსვლის ვი-
დეოკადრებს მომავალი თაობისთვის შეინახავენ. მათი უსაფრთხოების გა-
რანტორი პირადად თქვენ და თქვენი მთავრობა იქნებით. თუ არადა, სხვა
კაჭკაჭჯაფარა მოძებნეთ!
ჩემ სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოსდევს.
- აი, ისიც! - მესმის, როგორ ეჩურჩულება ფულვია პლუტარქეს, - ზუსტად
ისეთია, როგორიც უნდა იყოს. უკვე წარმომიდგენია კიდეც თავის კოსტიუმ-
ში, უკანა პლანზე ბრძოლა და სროლა მიმდინარეობს, ცოტა კვამლი...
- სწორედ ეს გვჭირდება, - ხმადაბლა ეთანხმება პლუტარქე.
სიამოვნებით დავუბღვერდი ორივეს, მაგრამ კოინისთვის თვალის მოშო-
რება არ ივარგებს. ვხედავ, ჩემს ულტიმატუმზე ფიქრობს, მის დადებით და
უარყოფით მხარეებს წონის, უნდა გადაწყვიტოს, ვღირვარ კი ამად?
- რას იტყვით, პრეზიდენტო? - ეკითხება პლუტარქე, - ვითარების გათვა-
ლისწინებით, შეგიძლიათ, ოფიციალურად შეიწყალოთ. ეს ბიჭი... ჯერ
სრულწლოვანიც არ არის.

33
- კარგი, - თანხმდება ბოლოს კოინი,
- ოღონდ შენი როლი იდეალურად უნდა შეასრულო.
- როგორც კი განცხადებას გააკეთებთ, საქმეს შევუდგები, - ვამბობ მე.
- ყველას განუცხადეთ, რომ დღეს ფიქრისა და ანალიზის დრო ეროვნუ-
ლის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად შევიკრიბებით, - ბრძანებს
პრეზიდენტი, - საჯარო განცხადებას გავაკეთებ. კიდევ რამე ხომ არ გიწერია
სიაში, ქეთნის?
მარჯვენა მუჭში დაჭმუჭნილი ფურცელი მიდევს. მუჭს ვშლი და ფურცელს
მაგიდაზე ვასწორებ.
- ეს ჩემი ბოლო მოთხოვნაა: სნოუს მე მოვკლავ.
პირველად ვამჩნევ პრეზიდენტის სახეზე ღიმილს.
- როცა ამის დრო მოვა, მონეტა ავაგდოთ.
ალბათ მართალია. პრეზიდენტის მოკვლის საბაბი მხოლოდ მე არ მაქვს.
დარწმუნებული ვარ, ამას კოინიც სიამოვნებით იზამს.
- შევთანხმდით, - ვეუბნები პრეზიდენტს.
კოინს მკლავისკენ გაურბის თვალი. მასაც აქვს თავისი დღის განრიგი.
- ქეთნისს შენ გიტოვებ, პლუტარქე.
პრეზიდენტი თავის მხლებლებთან ერთად გადის და ოთახში მხოლოდ
ზმე, პლუტარქე, ფულვია და გეილი ვრჩებით.
- მშვენიერია, მშვენიერი! - პლუტარქე მაგიდასთან ჯდება, იდაყვებით მა-
გიდას ეყრდნობა და თითებით თვალებს ისრესს, - იცით, ყველაზე მეტად რა
მენატრება? ყავა. როგორ ფიქრობთ, ბევრს ვითხოვ, შვრიის ფაფასა და
თალგამზე მისაყოლებლად ყავას რომ ვნატრობ?
- არ გვეგონა, აქ თუ ასეთი სიმკაცრე დაგვხვდებოდა, - გვიხსნის ფულვია
და პლუტარქეს ბეჭებს უზელს, - მით უმეტეს, მაღალ ეშელონებში.
- არალეგალურად მაინც შეიძლებოდეს შოვნა, - ამბობს პლუტარქე, -
ბოლოს და ბოლოს, მე-12 რაიონშიც იყო შავი ბაზარი.
- კი, ქურა, - ამბობს გეილი, - მე და ქეთნისი იქ ვვაჭრობდით.
- მეც მაგას არ ვამბობ?! განა ამით რამე დაგიშავდათ? ისეთი პატიოსნები
ხართ, თქვენი მოსყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია, - ოხრავს პლუტარ-
ქე, - ოჰ, კარგი, ომი როდისმე ხომ დასრულდება?! მიხარია, რომ ჩვენს გუნ-
დში ხართ, - ფულვიას შავტყავისყდიან ალბომს ართმევს, - ზოგადად უკვე
იცი, შენგან რას ვითხოვთ, ქეთნის. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩვენზე არცთუ

34
კარგი წარმოდგენის ხარ და თანამშრომლობას ყოყმანობ. იმედია, ეს აზრს
შეგაცვლევინებს.
პლუტარქე ჩემკენ ასრიალებს ალბომს. თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებ,
მაგრამ ცნობისმოყვარეობა მკლავს და ვხსნი. პირველსავე გვერდზე ჩემი
ფოტო მხვდება. შავუნიფორმიანი წელგამართული ამაყად ვდგავარ. მხო-
ლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ასეთი სამოსის ესკიზი შეექმნა ჩემთვის. უნი-
ფორმა პრაქტიკულიც ჩანს და ლამაზიც; პირდაპირ ხელოვნების ნიმუშია
თავისი ჩაფხუტის ზიგზაგით, სამპერდულითა და ფართხუნა სახელოებით,
რომლებიც მკლავქვეშ თეთრ ნაკეცებს აჩენს. მან მე კვლავ კაჭკაჭჯაფარად
მაქცია.
- ცინა, - ვჩურჩულებ.
- დიახ. დამაფიცა, ქეთნისს მხოლოდ მაშინ უჩვენე, როცა კაჭკაჭჯაფარო-
ბას თვითონ მოინდომებსო. დამიჯერე, რამდენჯერმე კინაღამ წამძლია
სულმა, - ამბობს პლუტარქე, - მიდი, გადაფურცლე.
ნელ-ნელა ვფურცლავ ალბომს და ჩემი უნიფორმის დეტალებს ვათვა-
ლიერებ. მრავალფენიანი ჯავშანჟილეტი, ქამრებსა და ჩექმებში ჩამალული
საიდუმლო იარაღი, ფარის მსგავსი სპეციალური ფირფიტები... ბოლო
გვერდზე, კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევის ნახატის ქვეშ - მინაწერი: მე კვლავ
შენზე ჩამოვდივარ ფსონს.
- ეს როდის... - სიტყვა მიწყდება.
- ძნელი სათქმელია. კვარტალური ჯახის დაანონსების შემდეგ. ალბათ
თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. მარტო ესკიზები კი არა,
უკვე შენი . _ უნიფორმაც მზად გვაქვს. ჰო, კიდევ, ბიტის შენთვის რაღაც გან-
საკუთრებული აქვს არსენალში. წინასწარ არ გეტყვი, - ამბობს პლუტარქე.
- ისტორიაში ყველაზე კოხტად ჩაცმული მეამბოხე იქნები, - ღიმილით მე-
უბნება გეილი.
უცებ ვხვდები, რომ ცინასავით გეილსაც ყოველთვის უნდოდა, ეს გადაწ-
ყვეტილება მიმეღო.
- საინფორმაციო იერიშის განხორციელებას ვგეგმავთ, - განაგრძობს
პლუტარქე, - პროპაგანდისტული ვიდეოკლიპები უნდა გადავიღოთ. ვიდე-
ოკლიპებს შენი მონაწილეობით მთელ პანემს ვუჩვენებთ. - როგორ? ტელე-
მაუწყებლობას რომ კაპიტოლიუმი აკონტროლებს, - უკვირს გეილს.

35
- სამაგიეროდ, ჩვენ ბიტი გვყავს. ათი წლის წინ მან თვითონ განაახლა
მიწისქვეშა ქსელი, რომელსაც მაუწყებლობისთვის იყენებენ. მისი აზრით,
ჩვენ ამას შევძლებთ. თუმცა, მანამდე ხალხისთვის საჩვენებელი პროდუქცია
უნდა შევქმნათ. ასე რომ, ქეთნის, სტუდია გელოდება... ფულვია, განაგრძე!
- მე და პლუტარქე ვფიქრობდით, რით დაგვეწყო. ჩვენი აზრით, აჯობებს,
გარეგნობით დავიწყოთ და მხოლოდ შემდეგ გამოვაჩინოთ აჯანყებულთა
წინამძღოლის შინაგანი მხარე... ანუ ჯერ თვალისმომჭრელ კაჭკაჭჯაფარას
ტიპაჟს შევქმნით და მერე ამ ტიპაჟის შესაფერის ხასიათსა და პიროვნულო-
ბას გამოაჩენ! - მხიარულად მეუბნება ფულვია.
- მისი უნიფორმა უკვე მზადაა? - ერთვება გეილი.
- უნიფორმა კი მზადაა, მაგრამ ქეთნისს თუ ეტყობა ნაიარევები ან ღია
ჭრილობები? აჯანყების ცეცხლით თუა აგიზგიზებული? ქეთნისი საშიში უნდა
იყოს, ოღონდ არა იმდენად, რომ ხალხმა შეიძულოს. ერთი რამ ცხადია: ის
სხვებისგან უნდა გამოირჩეოდეს. აი, ეს სახე კი, - ფულვია ჩემკენ იხრება და
ჩემს სახეს თავის ხელებში იქცევს, - არაფრად ვარგა.
მე სასწრაფოდ უკან ვწევ თავს, მაგრამ ფულვია ვერაფერს ამჩნევს, მაგი-
დიდან თავისი ნივთების ალაგებითაა დაკავებული.
- ჰოდა ამიტომაც შენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს, - განაგრძობს
მშვიდად და მე მიყურებს, - წამოდით.
მერე მე და გეილს გზას გვითმობს და მასთან ერთად პლუტარქეს დერე-
ფანში მივყვებით.
- თითქოს შენთვის კარგი სურს, მაგრამ სიტყვებით გულს გტკენს, - ჩურჩუ-
ლით მეუბნება გეილი.
- კეთილი იყოს შენი ფეხი კაპიტოლიუმში, - ჩურჩულითვე ვპასუხობ.
ფულვიას სიტყვებს ჩემთვის გული არ უტკენია. ალბომჩახუტებული მივდი-
ვარ და თავს იმედიანად ვგრძნობ. რაკი ცინასაც ეს უნდოდა, მგონი, სწორი
გადაწყვეტილება მივიღე.
ლიფტში შევდივართ.
- აბა, ვნახოთ. ნაკვეთური სამი-ცხრა-ნული-რვა, - პლუტარქე თავის
ბლოკნოტს ამოწმებს და ღილაკ 39-ს აწვება, მაგრამ არაფერი ხდება.
- გასაღები უნდა შედო, - კარნახობს ფულვია.
პლუტარქეს ძეწკვზე ჩამოკიდებული გასაღები ამოაქვს პერანგის ქვემო-
დან და ჩემთვის აქამდე უხილავ ჭრილში აცურებს. ლიფტის კარი იკეტება.

36
- აჰა, ესეც ასე.
ლიფტი ათი, ოცი, ოცდაათი სართულით ქვემოთ ჩადის. სულ უფრო და
უფრო ქვევით. ვერც კი წარმოვიდგენდი, მე-13 რაიონი ასე ღრმა თუ იყო.
ბოლოს კარი იღება და ვხვდებით დერეფანში, რომლის ორივე მხარეს წი-
თელი კარებია ჩამწკრივებული - ზედა სართულების ნაცრისფერ კარებთან
შედარებით, ყველა ლამის დეკორატიულს ჰგავს. თითოეულ კარზე ცხადად
აწერია ნომრები: 3901, 3902, 03...
ლიფტიდან გამოსული, უკან ვიხედები და ვხედავ, როგორ ეფარება ლი-
თონის ცხაური ლიფტის კარს. წინ რომ ვტრიალდები, დერეფნის ბოლოს
მდებარე რომელიღაც ოთახიდან გამოსულ მცველს ვამჩნევ, რომელიც
ჩვენკენ მოდის. მის ზურგს უკან კარი უჩუმრად იხურება.
პლუტარქე ხელგაწვდილი ეგებება. დანარჩენებიც მას მივყვებით. აქ, ქვე-
მოთ, რაღაც საიდუმლო ხდება. ასეთი შეგრძნება მხოლოდ ორმაგკარიანი
ლიფტის, უჰაერობის ან სადეზინფექციო საშუალებების მძაფრი სუნის გამო
არ გამჩენია. გეილს ვუყურებ და ვატყობ, რომ მასაც ჩემსავით ცუდი წინათ-
გრძნობა აქვს.
- დილა მშვიდობისა, ჩვენ ვეძებთ... - იწყებს პლუტარქე.
- სართული შეგეშალათ, - აწყვეტინებს მცველი.
- მართლა? - პლუტარქე ბლოკნოტში იხედება, - აქ სამი-ცხრა-ნული-რვა
მიწერია. იქნებ უფროსობას დაურეკოთ და...
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა წახვიდეთ. ნუმერაციის შეუსაბამობის თაობაზე
მთავარ ოფისს უნდა მიმართოთ, - ეუბნება მცველი.
ნაკვეთური 3908 ჩვენ წინაა. სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. კარს -
უფრო სწორად, ყველა კარს - რაღაც აკლია. სახელური. ალბათ თავისუფ-
ლად კიდია ანჯამებზე, როგორც იმ ოთახის კარი, რომლიდანაც მცველი გა-
მოვიდა.
- ეგ სადაა? - ეკითხება ფულვია მცველს.
- მეშვიდე სართულზე, - მცველი თან ლიფტისკენ გვანიშნებს, უკან დაბ-
რუნდითო.
3908-ე ოთახიდან უცნაური ხმა ისმის - ჩუმი წკმუტუნი, თითქოს დამ-
ფრთხალ ძაღლს წიხლი მოუქნიესო. თუმცა, ძაღლისას მაინც არ ჰგავს, ძა-
ლიან ადამიანურია და თითქოს ნაცნობი. მხოლოდ წამით ვუყურებ გეილს,
მაგრამ ჩვენ ისე კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ ეს წამიერი მზერაც საკ-

37
მარისია. ცინას ალბომს მცველის ფეხებთან ხმაურით ვაგდებ. მცველი ალ-
ბომის ასაღებად იხრება თუ არა, გეილიც იხრება და განგებ ეჯახება თავით.
- მაპატიეთ, - ძლივსშესამჩნევად იღიმის გეილი და მცველს მკლავზე ჰკი-
დებს ხელს, ვითომ წონასწორობას იცავს. მცველი განზე დგება და გასას-
ვლელს ათავისუფლებს.
მე ამ შანსს ვიყენებ. დაბნეულ მცველს გვერდს ვუქცევ და 3908-ე ოთახში
შევრბივარ. ნამდვილად არ ველოდი მათ აქ დანახვას. ნახევრად შიშვლები
და დალილავებულები კედელზე მიუჯაჭვავთ...
ჩემი სტილისტების გუნდი.

4.

დაუბანელი სხეულების, აშმორებული შარდისა და ჩირქის სიმყრალე სა-


დეზინფექციო საშუალებების სქელ ფარდაშიც აღწევს. სამეულს მხოლოდ
მათი მოდური აქსესუარებით ვცნობ, ვენიას - ოქროსფერი ტატუებით მოხა-
ტული სახით, ფლავიუსს - ნარინჯისფერი კულულებით, ოქტავიას - მარად-
მწვანე კანით, რომელიც ახლა უშნოდ ჩამოსწელვია, თითქოს მისი სხეული
გამსკდარი ბურთივით დაჩუტულაო.
ფლავიუსი და ოქტავია ჩემს დანახვაზე იბუზებიან და კედელს ეკვრიან,
თითქოს თავდასხმას ელიან. არადა, მათთვის არასდროს არაფერი დამიშა-
ვებია. მათზე ცუდი აზრი კი გამივლია გონებაში, მაგრამ ხმამაღლა არას-
დროს მითქვამს. მაშ, რატომ შეკრთნენ?
მცველი მიყვირის, გამოდიო, მაგრამ უკნიდან ხმები მესმის და ვხვდები,
რომ მას გეილი აკავებს. ვენიასკენ ვინაცვლებ - ჩემს სამ სტილისტს შორის
ის ყველაზე ძლიერია. ვიხრები და მის ყინულივით ცივ ხელებს ვეჭიდები.
ვენია მაგრად მიჭერს ხელებს.
- რა მოხდა, ვენია? - ვეკითხები მას, - აქ რა გინდათ?
- კაპიტოლიუმიდან მოგვიტაცეს, - ჩახლეჩილი ხმით მპასუხობს ვენია.
ამ დროს ოთახში პლუტარქე შემოდის.
- აქ რა ჯანდაბა ხდება?
- ვინ მოგიტაცათ? - არ ვეშვები ვენიას.

38
- არ ვიცი, იმ ღამეს, როცა არენიდან გამოიქეცით, - გაურკვევლად ამ-
ბობს ვენია.
- ამ სტილისტებს მიჩვეული ხარ და ვიფიქრეთ, გესიამოვნებოდა, - უკნი-
დან მიხსნის პლუტარქე, - ეს ცინამ მოითხოვა.
- ცინამ მოითხოვა? - ვუღრენ პლუტარქეს. ნამდვილად ვიცი, რომ ცინა ამ
სამეულის შეურაცხყოფას არ მოიწონებდა, რადგან თვითონ ყოველთვის კე-
თილად და ზრდილობიანად ეპყრობოდა მათ, - მერედა, დამნაშავეებივით
რატომ გყავთ გამოკეტილი?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი.
პლუტარქეს ხმაზე ეტყობა, რომ არ ტყუის. ამას ფულვიას ფერმიხდილი
სახეც ადასტურებს. ამ დროს კართან მცველი ჩნდება. მას გეილი მოჰყვება.
პლუტარქე მცველისკენ ტრიალდება.
- რისთვის ისჯებიან?
- საჭმლის მოპარვისთვის. დანაშაულზე წავასწარით, მაგრამ პურს არ აბ-
რუნებდნე0ი; იძულებული გავხდით, სამივე დაგვეპატიმრებინა.
ვენია შუბლს იჭმუხნის, თითქოს ვერ ხვდება, რას ედავებიან.
- ჩვენთვის არავის არაფერი აუკრძალავს. ძალიან გვშიოდა და ოქტავიამ
მხოლოდ ერთი ნაჭერი აიღო.
ოქტავია ჩამოძონძილ ბლუზში თავჩარგული ქვითინებს. მახსენდება, არე-
ნიდან პირველად რომ დავბრუნდი ცოცხალი, ოქტავიამ მაგიდის ქვეშ უჩუმ-
რად მომაწოდა ფუნთუშა, რადგან მშიოდა და შევეცოდე. ფრთხილად მივ-
ხოხავ აცახცახებული და ფორმადაკარგული ადამიანისკენ.
- ოქტავია, - ხელით ვეხები. ის კრთება,
- ოქტავია, ყველაფერი კარგად იქნება. აქედან გაგიყვან. გესმის?
- მეტისმეტი მოგსვლიათ, - ამბობს პლუტარქე.
- ასე ერთი ნაჭერი პურის მოპარვისთვის დასაჯეთ? - მცველს ეკითხება
გეილი.
- ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მანამდე რამდენჯერმე უკვე იყვნენ
გაფრთხილებული, მაგრამ მაინც მოიპარეს პური, - მცველი წამით ჩუმდება,
თითქოს ვერ დაუჯერებია, რომ ჩვენთვის ასეთი მარტივი რამის ახსნა უწევს,
- პურის მოპარვა არ შეიძლება.
ოქტავიას სახის ჩვენება არ სურს, მაგრამ თავს ოდნავ მაინც სწევს. ხელ-
ბორკილები ცოტათი ქვემოთ იწევს და მის დასივებულ მაჯებს ვამჩნევ.

39
- დედაჩემთან წაგიყვან, - ვეუბნები ოქტავიას და მერე მცველს მივმარ-
თავ: - ყველანი გაათავისუფლე!
- უფლება არ მაქვს, - უარის ნიშნად თავს აქნევს მცველი.
- გაათავისუფლე-მეთქი! ახლავე!
მცველი თავს ვეღარ იკავებს. უბრალო მოქალაქეები მას ასე არ მიმარ-
თავენ.
- მათი გათავისუფლების ბრძანება არ მიმიღია. მე შენს ბრძანებებს არ
ვემორჩილები.
- ჩემს ბრძანებას დაემორჩილე, - ეუბნება პლუტარქე, - ისედაც ამ სამის
წასაყვანად მოვედით. თავდაცვის დეპარტამენტს სჭირდება. მათზე სრულ
პასუხისმგებლობას ვიღებ.
მცველი უფროსებთან დასარეკად გადის. უკან გასაღებების ასხმით ბრუნ-
დება. სტილისტები იმდენ ხანს იყვნენ შებოჭილები, რომ ბორკილების ახ-
სნის შემდეგაც უჭირთ ფეხზე დგომა. მე, გეილი და პლუტარქე სიარულში
ვეხმარებით, რომ არ წაიქცნენ. ფლავიუსი შემთხვევით ფეხს ჰკრავს იატაკზე
დატანებულ მრგვალ ნახვრეტს გადაფარებულ ცხაურს და გული მეწურება,
იმის გაფიქრებაზე, თუ რისთვის სჭირდებათ ამ ოთახში წყალსადინარი -
თეთრი ფილაქნებიდან ადამიანთა ტანჯვა-წამების კვალის გადასარეცხად...
საავადმყოფოში დედაჩემს ვპოულობ, სტილისტების მკურნალობას სხვას
ვერ ვანდობ. დედაჩემი მათ ძლივს ცნობს და თავზარდაცემული შესცქერის.
ვხვდები, რომ დედაჩემი მათი დასახიჩრებული სხეულების დანახვას არ და-
უზაფრავს, მე-12 რაიონში მსგავსი სანახაობისთვის თვალი ჰქონდა შეჩვე-
ული; უბრალოდ, ვერ დაუჯერებია, რომ ასეთი რამ მე-13 რაიონშიც ხდება.
ჰო, მართლა, დედაჩემს საავადმყოფოში დააწყებინეს მუშაობა, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს, აქ ექიმი
კი არა, ექთანია. თუმცა, როცა სტილისტების სამეული გასასინჯად პალატაში
შეჰყავს, არავინ აჩერებს. მე მოსაცდელში, სკამზე ჩამომჯდარი ვიცდი და
დედაჩემის დიაგნოზს ველოდები. დედაჩემს მახვილი თვალი აქვს, აუცი-
ლებლად დაადგენს, რამდენად მძიმეა მათი ტრავმა.
გეილი გვერდით მიჯდება და მხრებზე ხელს მხვევს.
- დედაშენი მათ დაეხმარება.
თავს ვუქნევ და გულში ვფიქრობ, ნეტა _ ის ხომ არ გაახსენდა, მე-12
რაიონში რომ სასტიკად გაამათრახეს და დედაჩემმა უმკურნალა.

40
პლუტარქე და ფულვია ჩვენ პირდაპირ სხედან, მაგრამ სტილისტების
მდგომარეობაზე არაფერს ამბობენ. თუკი მათ სტილისტების დასჯის შესახებ
არაფერი იცოდნენ, ნეტა პრეზიდენტ კოინის საქციელზე რა აზრის არიან?
მინდა, ამ საკითხს ნათელი მოვფინო და ბარემ ისინიც გავარკვიო ყველა-
ფერში, ამიტომაც ხმამაღლა ვამბობ:
- როგორც ჩანს, ყველა გაგვაფრთხილეს.
- რა? რას გულისხმობ? - ფულვია დაბნეულია.
- ჩემი სტილისტების დასჯა გაფრთხილებაა, - ვაგრძელებ მე, - მხოლოდ
ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც. ამით გვიჩვენებენ, ვინ არის აქ უფროსი და
რა მოხდება, თუ მას არ დავემორჩილებით. თქვენ ადგილზე ილუზიას, თით-
ქოს რაღაც ძალაუფლება გაგაჩნიათ, დავივიწყებდი. როგორც ჩანს, აქ კაპი-
ტოლიუმური წარმოშობა ვერ დაგიფარავთ. პირიქით, მგონი, მდგომარეო-
ბას უფრო გაგირთულებთ.
- პლუტარქეს, კაპიტოლიუმიდან აჯანყებულთა დამხსნელს, იმ სამ სტი-
ლისტს ნუ შეადარებ, - ცივად მეუბნება ფულვია.
- როგორც გინდა, ფუღვია, - მხრებს მშვიდად ვიჩეჩ, - მაგრამ კოინის მე-
ტოქეთა ბანაკში რომ აღმოჩნდე, როგორ ფიქრობ, მაშინ რა მოხდება? ჩემი
სტილისტები მოიტაცეს, ამიტომ მათ იმის იმედი მაინც აქვთ, რომ ერთ დღეს
ისევ კაპიტოლიუმში დაბრუნდებიან. მე და გეილი ტყეში გავიქცევით. მაგრამ
თქვენ ორს რა გეშველებათ? სად გაიქცევით?
- მგონი, წესიერად ვერ ხვდები, რამდენად საჭირო ხალხი ვართ ამ ომში,
- არხეინად ამბობს პლუტარქე.
- რასაკვირველია, საჭირო ხალხი ხართ. შეწირულებიც საჭირონი არიან,
თუმცა, როცა შიმშილის თამაშები იწყება, ყველას სანაგვეზე ყრიან, - ვამბობ
მე.
ამით საუბარი სრულდება. პალატიდან დედაჩემი რომ გამოდის, ყველანი
ჩუმად ვსხედვართ.
- კარგად იქნებიან. მძიმე ფიზიკური ტრავმა არც ერთს არ აღენიშნება, -
გვამშვიდებს დედა.
- ძალიან კარგი, - ამბობს პლუტარქე, - მუშაობას როდიდან შეძლებენ?
- ალბათ ხვალიდან. მცირე ემოციური გაუწონასწორებლობა ბუნებრივია
მას შემდეგ, რაც გადაიტანეს. კაპიტოლიუმს მიჩვეულები აქ სრულიად მოუმ-
ზადებლები აღმოჩნდნენ.

41
- ჩვენსავით, - ამატებს პლუტარქე.
არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემს სტილისტებს მომჯობინება სჭირდებათ თუ მე
ვარ ძალიან დაძაბული, პლუტარქე დღეს ჩემი მოვალეობისგან მათავისუფ-
ლებს. მე და გეილი სასადილოში მივდივართ და ლობიოსა და ხახვის წვნი-
ანს, ერთ, სქელ ნაჭერ პურსა და ერთ ჭიქა წყალს მივირთმევთ. ვენიას ამ-
ბის მოსმენის შემდეგ ლუკმა ყელში არ გადამდის და პურის ნატეხს გეილს
ლანგარზე ვუდებ. ორივენი უხმოდ ვსადილობთ. ჯამების მოსუფთავების შემ-
დეგ გეილი მკლავს იკაპიწებს და განრიგს ამოწმებს.
- წვრთნა მეწყება.
მეც ვიწევ პერანგის სახელოს და მკლავს გეილის მკლავს ვადებ.
- მეც, - ვამბობ და მახსენდება, რომ ამიერიდან წვრთნა ჩვენთვის ნადი-
რობას ნიშნავს.
ტყეში თუნდაც ორი საათით წასვლის შესაძლებლობა სადარდებელს
დროებით დამავიწყებს. მზეზე და სიმწვანეში სეირნობა აზრების დალაგება-
ში დამეხმარება.
მე და გეილი კლასიდან გამოსული მოსწავლეებივით მივრბივართ დერე-
ფანში.
არსენალის კართან აქოშინებული ვჩერდები. ჯერჯერობით ბოლომდე არ
მოვღონიერებულვარ. მცველები ჩვენს ძველ იარაღს, დანებსა და სამონა-
დირეო ჩანთას გვიბრუნებენ. მოთმინებით
ვიცდი, სანამ კოჭზე სათვალთვალო მოწყობილობას დამიმაგრებენ და
ვითომ ყურადღებით ვუსმენ მცველებს, რომლებიც რაციის გამოყენებას მას-
წავლიან. მხოლოდ იმას ვიმახსოვრებ, რომ მას საათი აქვს და დანიშნულ
დროს მიწის ქვეშ უნდა დავბრუნდეთ, თორემ ნადირობის უფლებას ისევ ჩა-
მოგვართმევენ. ეს ერთადერთი წესია, რომლის დაცვასაც ყველანაირად
ვეცდები.
ტყის პირას შემოღობილ ვრცელ არენაზე ავდივართ. მცველები უკომენ-
ტაროდ გვიღებენ კარგად შეზეთილ ჭიშკარს. ამ მუდმივად ელექტრულად
დამუხტულ ათი მეტრი სიმაღლის ღობეზე, რომელსაც ზემოთ სამართებე-
ლივით ბასრი რკინის ხვეულები გასდევს, ჩვენით ვერაფრით გადავძვრებო-
დით. ტყის სიღრმეში შევდივართ და მხოლოდ მაშინ ვჩერდებით, როცა ღო-
ბე თვალს ეფარება. პატარა მინდორზე ვჩერდებით და მზეს ვეფიცხებით. ხე-

42
ლებგაშლილი და თვალდახუჭული ნელა ვტრიალებ, რომ თავბრუ არ და-
მეხვეს.
აქაც გვალვაა, როგორც მე-12 რაიონში. უწვიმობას მცენარეები აქაც გა-
უძარცვავს, მიწა გამხმარი ფოთლებითა და ტოტებით მოფენილა. ფეხსაც-
მელს ვიხდით. მე-13 რაიონის ხელმომჭირნეობის გამო, ვიღაცის გამონაც-
ვალი მაცვია. ან მე დავდივარ უშნოდ, ან წინა მფლობელს ჰქონდა სიარუ-
ლის ცუდი მანერა, რადგან ფეხსაცმელი უცნაურადაა დაბრეცილი; თანაც მი-
ჭერს.
მე და გეილი ვნადირობთ, როგორც ძველ დროს. გადაძახილი არ
გვჭირდება, რადგან აქ, ტყეში, ერთარსი ვხდებით. ერთიმეორეს ვიცავთ და
ერთმანეთის თითოეულ ნაბიჯს წინასწარ ვხვდებით. რამდენი ხანი გავიდა?
რვა თვე? ცხრა? მართლაც დიდი ხანია, ასეთი თავისუფლები აღარ ვყო-
ფილვართ. მართალია, უწინდელ თავისუფლებას ვერ შეედრება, მაგრამ,
მიუხედავად კოჭზე მიმაგრებული სათვალთვალო მოწყობილობისა, ჩემი ამ-
ჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს მაინც ბედნიერად
ვგრძნობ.
აქ ცხოველები ზედმეტად თამამები არიან. სანამ ჩვენს უცხო სუნს იყნოსა-
ვენ, მათ დახოცვას ვასწრებთ. საათ-ნახევარში ათამდე კურდღელს, ციყვსა
და ინდაურს ვინადირებთ და დარჩენილ ნახევარ საათს პატარა ტბორთან
ვატარებთ. ტბორი ისეთი გრილი და ანკარაა, აშკარად მიწისქვეშა წყლით
უნდა საზრდოობდეს.
გეილი მთავაზობს, ნანადირევს მე გავასუფთავებო. არ ვეწინააღმდეგები.
ენაზე პიტნის რამდენიმე ფოთოლს ვიდებ, თვალებს ვხუჭავ და ლოდს მიყ-
რდნობილი, მწველ მზეს ვეფიცხები. თან ტყის ხმაურს ვუგდებ ყურს და სიმ-
შვიდით ვტკბები.
- ქეთნის, შენს სტილისტებზე ასე ძლიერ რატომ ღელავ? - რეალობაში
გეილის შეკითხვა მაბრუნებს.
თვალს ვახელ, ხომ არ მეხუმრება-მეთქი, მაგრამ გეილი შუბლშეჭმუხნი-
ლი ატყავებს კურდღელს.
- აბა, არ უნდა ვღელავდე?
- ჰმ. რა ვიცი. რატომ უნდა ღელავდე მათზე, ვინც შარშან სასიკვდილოდ
გალამაზებდა? - შეკითხვის არსს აზუსტებს გეილი.

43
- საქმე ეგრე მარტივად არაა. მათ ვიცნობ. ბოროტები ან სასტიკები არ
არიან. არც ჭკუით გამოირჩევიან. ბავშვებით არიან. ბავშვებს კი ვერაფერს
დაუშავებ. ისინი ვერ ხვდებიან... როგორ გითხრა, მათ არ იციან... - ენა მებ-
მის და წინადადებას ვერ ვასრულებ.
- რა არ იციან, ქეთნის? - მეკითხება გეილი, - ის, რომ შეწირულებს, რომ-
ლებიც მაგ შენი მახინჯი სამეულისგან განსხვავებით, სხვათა შორის, ნამდვი-
ლად ბავშვები არიან, ერთმანეთის დახოცვას აიძულებენ? თუ - ის, რომ
არენაზე ხალხის გასართობად შეგაგდეს? რა, ეს ასეთი დიდი საიდუმლო
იყო კაპიტოლიუმში?
- არა. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ იქ ამას სხვანაირად უყურე-
ბენ, - ვეპასუხები გეილს, - კაპიტოლიუმელები ასე იზრდებიან და...
- ვერ დამიჯერებია, რომ მათ იცავ, - გეილი ერთი მკვეთრი მოძრაობით
ატყავებს კურდღელს.
ეს შენიშვნა გულზე მხვდება, რადგან მათ მართლაც ვიცავ და ეს სასაცი-
ლოა. ვცდილობ, ლოგიკის მარცვალი ვიპოვო მათდამი ჩემს დამოკიდებუ-
ლებაში.
- ალბათ ყველას დავიცავ, ვისაც ერთი ნაჭერი პურისთვის ასე სასტიკად
მოექცევიან. შეიძლება ეს იმას მახსენებს, რაც შენ დაგმართეს ერთი ინდაუ-
რისთვის!
თუმცა, გეილი მაინც მართალია. უცნაურია, რომ სტილისტებზე ასე ძალი-
ან ვღელავ. პირიქით, უნდა მძულდეს ისინი და მათ ჩამოხრჩობას ვნატრობ-
დე. მეორე მხრივ, იმდენად უმეცრები და უმწეოები არიან, მეცოდებიან. თან,
ცინას თანაშემწეები იყვნენ, ცინა კი ჩემი მოკავშირე იყო...
- შენთან კამათი სულაც არ მინდა, - ამბობს გეილი, - მაგრამ, ჩემი აზ-
რით, მათი დასჯით კოინი არანაირად არ დაგმუქრებია. სტილისტებმა წესი
დაარღვიეს და მიეზღოთ კიდეც. კოინმა ალბათ იფიქრა, რომ ეს ძალიან
გესიამოვნებოდა, - გეილი კურდღელს ტომარაში აგდებს და დგება, - წავი-
დეთ, თორემ დაგვაგვიანდება.
გეილი ხელს მიწვდის, მაგრამ მე მის დახმარებაზე უარს ვამბობ და ჩე-
მით, ბარბაცით ვდგები.
- კარგი, წავიდეთ.
უკან უსიტყვოდ ვბრუნდებით, მაგრამ საწვრთნელ არენაზე შევდივართ თუ
არა, სხვა რამ მახსენდება.

44
- კვარტალური ჯახის წინ ოქტავიამ და ფლავიამ ჩემი გალამაზება ვეღარ
შეძლეს, რადგან ძალიან განიცდიდნენ თამაშებში ჩემს დაბრუნებას და სულ
ტიროდნენ. ვენია წესიერად ვერ დამემშვიდობა.
- კარგი, ვეცდები ეს მახსოვდეს, როცა... ხელახლა გარდაგქმნიან, - ამ-
ბობს გეილი.
- ეცადე.
სამზარეულოში ხორცს გრისი სის ვაძლევთ. მას ძალიან მოსწონს მე-13
რაიონი, თუმცა, მიაჩნია, რომ აქაურ მზარეულებს წარმოსახვის უნარი აკ-
ლიათ. ქალი, რომელიც ველური ძაღლისა და რევანდის ფოთლებისგან
გემრიელ წვნიანს ხარშავდა, რა გასაკვირია, აქ თავს ხელფეხშეკრულად
გრძნობდეს.
ნადირობისა და უძილობისგან გადაღლილი, ჩემს ნაკვეთურში მივიჩქარი,
მაგრამ იქაურობა ცარიელი მხვდება. ჩვენ ხომ ბაიას გამო სხვაგან გადაგ-
ვიყვანეს.
სულ ზედა სართულზე ავდივარ და E ნაკვეთურს ვპოულობ. ეს 307-ე ნაკ-
ვეთურისგან მხოლოდ გარეთა პედლის შუაში ამოჭრილი პატარა ფანჯრით
განსხვავდება. ფანჯრის ლითონის მძიმე დარაბა ახლა აწეულია და, რა
თქმა უნდა, კატა არსად ჩანს. საწოლზე ვიშოტები. სახეზე შუადღის მზის სხი-
ვი დამთამაშებს. მერე აღარაფერი მახსოვს. ღრმად ჩაძინებულს, ჩემი და-
იკო მაღვიძებს. ზუსტად ექვსი საათია - ფიქრისა და ანალიზის დრო.
პრიმი მეუბნება, შუადღიდან ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებენ, ყველა,
გარდა გადაუდებელ საქმეზე მომუშავისა, კრებას უნდა დაესწროსო. შევდი-
ვართ საკრებულოში, უზარმაზარ დარბაზში, სადაც ათასობით ადამიანი თა-
ვისუფლად ეტევა. დარბაზში თავისუფალი ადგილებიც რჩება - როგორც
ჩანს, უფრო მეტ ადამიანზეა გათვლილი. ალბათ ყვავილის ეპიდემიამდე
აშენდა... პრიმი უხმოდ მიმითითებს ამ კატასტროფის შედეგებზე: ადამიანთა
სხეულზე დარჩენილ იარებსა და დასახიჩრებულ ბავშვებზე.
- აქ დიდი ტკივილი გადაუტანიათ, - ამბობს მოწყენით.
დღევანდელი დილის შემდეგ მე-13 რაიონელების შებრალების თავი
აღარ მაქვს.
- არც ჩვენ გვილხინდა, - ვპასუხობ მკაცრად.
დედაჩემი მოუძღვის პაციენტებს, რომლებიც პირდაპირ საავადმყოფოს
საღამურებითა და ხალათებით წამოუყვანიათ. მათ შორის ფინიკიცაა; დაბ-

45
ნეული ჩანს, მაგრამ მაინც ძალიან სიმპათიურია. ხელში წვრილი თოკის
ნაგლეჯი უჭირავს, მოკლე, ოცდაათი სანტიმეტრი ძლივს იქნება, რაც იმას
ნიშნავს, რომ თვით ფინიკიც ვერ გააკეთებს მისგან გამოსადეგ მარყუჟს. მი-
სი თითები სწრაფად მოძრაობს, თოკის ნაგლეჯს კვანძავს და ისევ ხსნის. ეს
ალბათ მისი თერაპიის ნაწილია. მასთან მივდივარ და ვესალმები, მაგრამ
ფინიკი ვერ მამჩნევს. მაშინ იდაყვს ვურტყამ მსუბუქად.
- ფინიკ, როგორ ხარ?
- ქეთნის, - ფინიკი ხელზე ხელს მიჭერს. ეტყობა, ნაცნობი სახის დანახვა
უხარია, - რისთვის შეგვკრიბეს?
- კოინს დავთანხმდი, რომ კაჭკაჭჯაფარა ვიქნები. ოღონდ სიტყვა უნდა
მომცეს, რომ თუ აჯანყებულები გაიმარჯვებენ, სხვა შეწირულებს არ დასჯის,
- ვეუბნები მას, - ამას საჯაროდ, მრავალი მოწმის თვალწინ გამოაცხადებს.
- ო, ძალიან კარგი, თორემ ენიზე ვნერვიულობ. შეიძლება მისდა უნებუ-
რად რამე ისეთი ათქმევინონ, რასაც ღალატში ჩაუთვლიან, - ამბობს ფინი-
კი.
უი, ენი. ეგ სულ არ გამხსენებია.
- ნუ ღელავ, არც მას დაუშავებენ რამეს, - ფინიკს ვამხნევებ და დარბაზის
მეორე ბოლოს მაღალი პოდიუმისკენ მივდივარ. კოინი, რომელიც განცხა-
დების ტექსტს წინასწარ კითხულობს, მამჩნევს და ჩემკენ იყურება.
- მინდა, სიაში ენი კრესტაც ჩაამატო, - ვეუბნები პრეზიდენტს.
- ეგ ვინ არის? - იღუშება კოინი.
- ფინიკ ოდეარის... - ვინ? არც კი ვიცი, რა ვუწოდო ენის, - ფინიკის მეგო-
ბარია. მე-4 რაიონელი. ისიც შიმშილის თამაშების გამარჯვებულია. არენის
აფეთქების შემდეგ შეიპყრეს და კაპიტოლიუმში წაიყვანეს.
- აა, შეშლილი გოგო? სიაში მისი ჩამატება საჭირო არაა, - ამბობს პრე-
ზიდენტი კოინი, - უძლურებისა და ავადმყოფების დასჯა არ გვჩვევია.
დილანდელი სცენა მიდგება თვალწინ - კედელთან მობუზული ოქტავია.
ჩანს, მე და კოინს აშკარად განსხვავებულად გვესმის უძლურების არსი. თუმ-
ცა, მხოლოდ ამას ვამბობ:
- არა? მაშ, ენის სიაში ჩამატება პრობლემა არ იქნება.
- კარგი, - პრეზიდენტი ენის სახელს იწერს, - განცხადების გაკეთებისას
ჩემ გვერდით დგომა ხომ არ გინდა? - მე უარის ნიშნად ვიქნევ თავს, - ასეც
ვიცოდი. მაშინ, გირჩევნია ხალხში გაერიო. დაუჩქარე, უკვე ვიწყებ.

46
მე ფინიკთან ვბრუნდები.
მე-13 რაიონში არც სიტყვებს ხარჯავენ უქმად. პრეზიდენტი კოინი შეკრე-
ბილთ ყურადღებისკენ მოუწოდებას. ყველას ამცნობს, რომ თანახმა ვარ,
კაჭკაჭჯაფარა ვიყო იმ პირობით, თუ სხვა გამარჯვებულებს - პიტას, იოანას,
ენობარიას და ენის - შეიწყალებენ, მიუხედავად აჯანყებულთა წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულისა. ხალხი უკმაყოფილოა. დარწმუნებულები იყვნენ,
რომ კაჭკაჭჯაფარობას დავთანხმდებოდი, მაგრამ ის, რომ სანაცვლოდ რა-
ღაცას - სავარაუდო მტრების შეწყალებას - ვითხოვ, არ მოსწონთ. სრულიად
გულგრილი ვდგავარ ბრბოში და მათ მტრულ მზერას არ ვიმჩნევ.
პრეზიდენტი ხალხს დამშვიდებას აცლის და ლაკონურად აგრძელებს.
მის მიერ წარმოთქმული მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა ჩემთვის მოულოდნე-
ლი:
- ამ უპრეცედენტო მოთხოვნის სანაცვლოდ, ჯარისკაცი ევერდინი დაგ-
ვპირდა, რომ ჩვენი საქმის ერთგული იქნება. შესაბამისად, მასზე დაკისრებუ-
ლი მოვალეობისგან ნებისმიერი გადახვევა - სიტყვითა თუ საქმით - ჩვენი
შეთანხმების დარღვევად აღიქმება. ოთხ გამარჯვებულს იმუნიტეტი მოეხსნე-
ბა და მათ, ისევე როგორც ჯარისკაც ევერდინს, მე-13 რაიონის კანონმდებ-
ლობით, გაასამართლებენ. გმადლობთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი ერთი მცდარი ნაბიჯი და ყველას სიკ-
ვდილი გველის.

5.

კიდევ ერთი ძალა, რომელსაც უნდა შევებრძოლო; კიდევ ერთი გავლე-


ნიანი მოთამაშე, რომელსაც თავის თამაშში ჩემი პაიკად გამოყენება უნდა.
არადა, მათი გეგმების განმხორციელებლად აშკარად არ ვვარგივარ. თავი-
დან თამაშის შემოქმედებმა მაქციეს თავიანთ ვარსკვლავად, მაგრამ ერთი
მუჭა კენკრის გამო ატეხილი აურზაურიდან თავი ძლივს დაიძვრინეს, მერე
პრეზიდენტმა სნოუმ მოინდომა აჯანყების ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ - პირი-
ქით, ჩემი ყოველი ნაბიჯი ხანძარს უფრო და უფრო აღვივებდა. შემდეგ
აჯანყებულებმა რკინის მარწუხით ამიტაცეს არენიდან, რათა თავიანთ კაჭ-
კაჭჯაფარად ვექციე, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, გაირკვა, რომ სულაც არ
47
მსურს ფრთების გამოსხმა. და აი, ახლა პრეზიდენტმა კოინმა - თავისი
ძვირფასი ატომური ბომბებითა და ერთიან მექანიზმად აწყობილი მე-13
რაიონით - შეიტყო, რომ კაჭკაჭჯაფარას დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე
მისი გაწვრთნა. თუმცა, პრეზიდენტი ყველაზე ადრე მიხვდა, რომ მე ჩემი
მიზნები მაქვს და, შესაბამისად, არასანდო ვარ. მან პირველმა გამოაცხადა
საჯაროდ, რომ შეიძლება სახიფათო ვიყო.
აბაზანაში ბუშტების სქელ ფენაში ვაჭყაპუნებ თითებს. სანამ ჩემს ახალ
იმიჯზე დაიწყებდნენ ფიქრს, ჯერ უნდა ვიბანაო და გავსუფთავდე. სტილის-
ტებმა შეტრუსული თმა, მზისგან გარუჯული კანი და უშნო იარები უნდა მომა-
ცილონ და გამალამაზონ. მერე ხელახლა დამალურჯონ, გამრუჯონ და და-
მასახიჩრონ - ოღონდ უფრო მიმზიდველად.
- სილამაზის ნულოვან წერტილამდე დაიყვანეთ, - ბრძანა დილით ფულ-
ვიამ, - აქედან დავიწყებთ.
თურმე სილამაზის ნულოვანი წერტილი იერია, რომელიც ახალგამოღვი-
ძებულ ადამიანს აქვს, როცა ის ყველაზე ბუნებრივად გამოიყურება. ფრჩხი-
ლები კარგად გაქლიბული მაქვს, მაგრამ - ლაქწაუსმელი; თმა - რბილი და
ბზინვარე, მაგრამ მოდურად დაუვარცხნელი; კანი - სუფთა და გლუვი, თუმცა
- შეუღებავი. ტანიდან თმა მომაცილეს და ჩაშავებული უპეები გამითეთრეს,
მაგრამ ზედმეტად არ გავულამაზებივარ. მგონი, კაპიტოლიუმში შეწირულად
ჩასვლის პირველ დღეს ცინამაც მსგავსი დავალება მისცა თანაშემწეებს.
თუმცა, მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა თამაშების მონაწილე კი არა,
მეამბოხე ვარ და ალბათ უფრო მეტად ჩემს თავს ვემგვანები. ერთი ეგაა,
რომ მეამბოხე, რომელიც ტელევიზორის ეკრანზე ხშირად უნდა გამოჩნდეს,
გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ტანიდან საპნის ქაფს ვირეცხავ და აბაზანიდან ამოვდივარ. ოქტავია პირ-
სახოცით ხელში მელის. ძალიან განსხვავდება იმ ქალისგან, რომელსაც კა-
პიტოლიუმში ვიცნობდი, აღარც თვალში საცემი სამოსი აცვია, აღარც სქე-
ლი მაკიაჟი აქვს, არც თმა აქვს შეღებილი, არც ძვირფასეულობა აუსხამს
და აღარც იაფასიანი თმის სარჭები ამშვენებს. მახსოვს ერთ დღეს ვარდის-
ფერი კულულებით მოვიდა, შიგ ჩაწნული თაგვის ფორმის ციმციმა ნათურე-
ბით. მითხრა, შინ რამდენიმე თაგვი მყავსო. მაშინ ზიზღით დავიმანჭე, რად-
გან ჩვენთვის თაგვი მავნებელია; მხოლოდ საჭმელად ვიყენებთ. თუმცა, ოქ-
ტავიას თაგვები ალბათ იმიტომ მოსწონდა, რომ რბილები, პატარები და

48
წრიპინები იყვნენ. მასავით. სანამ პირსახოცით მამშრალებს, ვცდილობ, მე-
13 რაიონელი ოქტავია გავიცნო. სინამდვილეში, წაბლისფერი თმა ჰქონია
და ჩვეულებრივი, უდავოდ სანდომიანი სახის ნაკვთები. იმაზე ახალგაზ-
რდაა, ვიდრე მეგონა. ჯერ ოცდახუთი წლისაც არ იქნება. შვიდსანტიმეტრია-
ნი ხელოვნური ფრჩხილების გარეშე მისი თითები კოტიტა ჩანს და მუდმი-
ვად უცახცახებს. მინდა, დავამშვიდო, ყველაფერი კარგადაა და კოინს შენ-
თვის აღარაფერს დავაშავებინებ-მეთქი, მაგრამ მისი ავადმყოფურად გამ-
წვანებული კანის ქვეშ გაფურჩქნილი სისხლჩაქცევები მახსენებს, რამდენად
უძლური ვარ.
იისფერი ტუჩსაცხისა და ჭრელი ტანსაცმლის გარეშე ფლავიუსიც ფერ-
მიხდილი ჩანს. თუმცა, ნარინჯისფერი კულულები მეტ-ნაკლებად მოუწესრი-
გებია. ვენია ყველაზე ნაკლებად შეცვლილია. მუდამ აპრეხილი შაბიამნის-
ფერი თმა ახლა გაუსწორებია, თმის ბოლოები გასჭაღარავებია. მხოლოდ
მისი ოქროსფერი ტატუები გამოიყურება ძველებურად შთამბეჭდავად. ის
ოქტავიას პირსახოცს ართმევს და ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ეუბნება:
- ქეთნისი არაფერს დაგვიშავებს. ქეთნისმა არც კი იცოდა, რომ აქ ვიყა-
ვით. ამიერიდან ვითარება გამოსწორდება.
ოქტავია თავს ოდნავ უკრავს, მაგრამ ჩემთვის თვალის გასწორებას ვერ
ბედავს.
მიუხედავად კოსმეტიკური ნაწარმისა და ინსტრუმენტების უდიდესი მარა-
გისა, რომელიც შორსმჭვრეტელმა პლუტარქემ კაპიტოლიუმიდან წამოიყო-
ლა, სილამაზის ნულოვან წერტილამდე ჩემი დაყვანა არც ისე მარტივი საქ-
მეა, თუმცა, ჩემი სტილისტები მაინც საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავა-
ლებას. მხოლოდ ჩემს მკლავზე დარჩენილი ნაიარევი აფერხებთ. აქედან
იოანამ სათვალთვალო მოწყობილობა ამომგლიჯა. როცა ჭრილობას მიკე-
რავდნენ, ექიმებს ჩემს გარეგნობაზე დიდად არ უფიქრიათ.
და ახლა, მკლავზე ვაშლისხელა, უსწორმასწორო ნაწიბური მაქვს. ამ
ნაიარევს პერანგის სახელო მიფარავს ხოლმე, მაგრამ ცინას დიზაინით შე-
კერილი კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს მოკლე სახელოები აქვს. ამ რთული სა-
კითხის გადასაწყვეტად პლუტარქესა და ფულვიას ეძახიან. ნაიარევის და-
ნახვაზე ფულვიას ლამის გული ერევა. თამაშის შემოქმედის თანაშემწის კვა-
ლობაზე უჩვეულოდ მგრძნობიარეა. ეტყობა, უსიამოვნო რამეები მხოლოდ
ტელევიზორის ეკრანზე უნახავს.

49
- ყველამ იცის, რომ მკლავზე ნაიარევი მაქვს, - ცივად ვამბობ.
- ცოდნა და საკუთარი თვალით ნახვა სხვადასხვა რამაა, - მეპასუხება
ფულვია, - საზიზღარი სანახავია. სადილობისას მე და პლუტარქე რამეს მო-
ვიფიქრებთ.
- ისეთიც არაფერია, - უარის ნიშნად ხელს იქნევს პლუტარქე, - შევუხვევთ
და ეგ იქნება.
განაწყენებული, სამოსს ვიცვამ და სასადილოში წასასვლელად ვემზადე-
ბი. ჩემი სტილისტები კართან გროვდებიან.
- თქვენ აქ მოგიტანენ სადილს? - ვეკითხები მათ.
- არა, - მპასუხობს ვენია, - სასადილოში უნდა წავიდეთ.
იმის გაფიქრებაზე, რომ ამ სამს სასადილოში მე უნდა შევუძღვე, ვხვნეში.
არა უშავს, ხალხი ისედაც ყოველთვის მაკვირდება. როგორმე ახლაც გავუძ-
ლებ.
- წამოდით, გიჩვენებთ, სადაც არის, - ვამბობ მე.
ქვეშ-ქვეშ გამოხედვა და ბუტბუტი, რასაც ჩემი გამოჩენა იწვევს ხოლმე,
არაფერია იმ რეაქციასთან, რაც ჩემს ამ უცნაური სტილისტების გარემოცვა-
ში დანახვას მოსდევს. ხალხი პირდაღებული მიყურებს, ჩემკენ თითს იშვერს
და გაკვირვებული ჩურჩულებს.
- ყურადღებას ნუ მიაქცევთ, - ვეუბნები სტილისტებს.
ისინი თავდახრილები, ლამის მექანიკური მოძრაობით მომყვებიან უკან
და თევზისა და ბამის წვნიანით სავსე ჯამს და ერთ ჭიქა წყალს იწყობენ
ლანგარზე.
საბადოელთა ჯგუფის გვერდით, ჩემს მაგიდასთან ვსხდებით. საბადოე-
ლები მე-13 რაიონელებზე თავშეკავებულად იქცევიან, ალბათ იმიტომ, რომ
ჩემი ერიდებათ. ჩემი მე-12 რაიონელი მეზობელი ლივი, სტილისტებს ჩუმად
ესალმება, ხოლო გეილის დედა ჰეიზელი, რომელმაც მათი პატიმრობის შე-
სახებ ალბათ უკვე იცის, კოვზით წვნიანს იღებს და ამბობს:
- ნუ ღელავთ. იმაზე გემრიელია, ვიდრე ჩანს.
ყინულს გეილის ხუთი წლის დაიკო პოუზი ადნობს. ის ოქტავიას გვერდით
ჯდება და გაუბედავად ეხება კანზე.
- მწვანე რატომ ხარ? ავად ხარ?
- ეს მოდური ფერია, პოუზი. თითქოს ტუჩსაცხი გისვია, - ვუხსნი მე.

50
- იმისთვის, რომ უფრო ლამაზი ვიყო, - ჩურჩულებს ოქტავია და
ვგრძნობ, საცაა, ცრემლები წასკდება.
პოუზი ცოტა ხანს ფიქრობს და საქმიანად ამბობს:
- ჩემი აზრით, შენ ნებისმიერი ფერი მოგიხდება.
ოქტავიას გულწრფელად ეღიმება.
- მადლობა.
- თუ გინდა, პოუზის მართლა თავი მოაწონო, ვარდისფრად უნდა შეიღე-
ბო, - თავის ლანგარს ჩემ გვერდით დებს გეილი, - ეს მისი საყვარელი ფე-
რია, - პოუზი კისკისებს და კვლავ დედამისის გვერდით ინაცვლებს. გეილი
ფლავიუსს ჯამისკენ ანიშნებს: - არ გაგიცივდეს, თორემ უფრო უგემური გახ-
დება.
ყველანი ჭამას ვიწყებთ. წვნიანი უგემური არაა, მაგრამ ცოტათი ბლანტია
და გადაყლაპვა გვიჭირს. ასე გვგონია, საცაა, ყელში გაგვეჩხირება.
გეილს ჭამისას ბევრი ლაპარაკი არ სჩვევია, მაგრამ ახლა დაწვრილე-
ბით მეკითხება, როგორ მიდის ჩემი გალამაზებისა და გადასხვაფერების
საქმე. აშკარად დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. წუხელ ვიკამათეთ.
მითხრა, გამარჯვებულთათვის იმუნიტეტის მოთხოვნით, კოინი თავად აიძუ-
ლე საპასუხო პირობები წამოეყენებინაო.
- ქეთნის, ის ამ რაიონის მმართველია. ხალხს ვერ დაანახვებს, რომ შენ
გემორჩილება.
- ანუ, საპირისპირო აზრს ვერ ეგუება, თუნდაც ეს აზრი სამართლიანი
იყოს? - არ დავუთმე მე.
- იმას ვგულისხმობ, რომ კოინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენე. პი-
ტასა და სხვებისთვის იმუნიტეტის მიცემას აძალებ, როცა არც კი ვიცით, რამ-
დენად საზიანონი შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი რევოლუციისთვის.
- მაშ, მხოლოდ დაწერილი სცენარის მიხედვით მემოქმედა და შეწირუ-
ლები ბედის ანაბარა მიმეგდო? პრინციპში, სხვას არც არაფერს ვაკეთებთ! -
წამოვიყვირე და გეილს კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. დილას უმისოდ ვისაუზ-
მე, ხოლო როცა პლუტარქემ საწვრთნელად გამოგზავნა, მასთან სიტყვა არ
დამიძრავს. ვიცი, გეილს მხოლოდ ჩემზე დარდი ალაპარაკებს, მაგრამ მე
ის მინდა, რომ უსიტყვოდ მენდობოდეს და კოინის კი არა, ჩემ გვერდით იდ-
გეს. ნუთუ ამას ვერ ხვდება?

51
ნასადილევს მე და გეილი თავდაცვის დეპარტამენტში ბიტის უნდა შევ-
ხვდეთ.
ლიფტში გეილი მეუბნება:
- ჯერ კიდევ გაბრაზებული ხარ.
- შენ კი ჯერაც არ მოგიხდია ბოდიში, - გპასუხობ მე.
- მე აზრი არ შემიცვლია. გინდა ტყუილად მოგიბოდიშო?
- არა, მინდა, კარგად დაფიქრდე და მიხვდე, რაა სწორი და რა - არა, -
ვეუბნები მე.
თუმცა, გეილს მხოლოდ ეცინება. აღარ ვეკამათები. გეილს ჩემს მოსაზ-
რებას თავს მაინც ვერ მოვახვევ. სხვათა შორის, ამიტომაც ვენდობი მას.
თავდაცვის დეპარტამენტიც თითქმის იმ სიღრმეზე მდებარეობს, რამსიღ-
რმეზეც - საპყრობილე, სადაც ჩემი სტილისტები ვიპოვეთ. აქაურობა კომ-
პიუტერების, ლაბორატორიების, კვლევითი აღჭურვილობისა და საექსპერი-
მენტო ოთახებითაა სავსე.
ამ ლაბირინთში ბიტის ვეძებთ. ვიღაცამ გზა მიგვასწავლა და ბოლოს მას
მინისკედლიან ოთახში ვპოულობ. მინის მიღმა ულამაზესი ხედია, რომლის
მსგავსიც მე-13 რაიონში არასოდეს მინახავს - ნამდვილი ხეებით, ყვავილე-
ბითა და ცოცხალი კოლიბრებით დამშვენებული მინდვრის მოდელი. მინ-
დვრის შუაგულში ბიტი ინვალიდის ეტლში ზის და უყურებს მწვანე ჩიტს, რო-
მელიც დიდი ნარინჯისფერი ყვავილის ნექტარს სვამს, მერე ყვავილს სწყდე-
ბა და მიფრინავს. ბიტი მას თვალს აყოლებს და ჩვენ გვამჩნევს. მეგობრუ-
ლად გვიქნევს ხელს, შიგნით შემოდითო.
ჰაერი სუფთა და გრილია, არადა, ნესტიანსა და დახუთულს ველოდი.
ყველა მხრიდან პაწაწინა ფრთების ზუზუნი მესმის. მშობლიურ ტყეში ეს ზუ-
ზუნი მწერების ბზუილში მეშლებოდა. როგორ მოხდა, რომ აქაურებმა ასეთი
ლამაზი ადგილის მოდელირება გადაწყვიტეს?
ბიტი ჯერაც ფერმიხდილია, მაგრამ მისთვის შეუფერებლად დიდი სათვა-
ლის მინებქვეშ თვალები სიხარულისგან უბრწყინავს.
- ხომ მშვენიერები არიან? მე-13 რაიონელები წლებია, მათ აეროდინამი-
კას სწავლობენ. წინ და უკან ფრენა, საათში ასი კილომეტრის განვითარება
შეუძლიათ. ნეტა შენთვის ასეთი ფრთების აგება შემეძლოს, ქეთნის!
- არა მგონია, გამომეყენებინა, ბიტი, - ვიცინი მე.

52
- ერთ წამს აქ არის, მეორე წამს - იქ. კოლიბრის ისრით ჩამოგდება შე-
გიძლია? - მეკითხება ბიტი.
- არასდროს მიცდია. ისეთი კატარაა, კბილში გაგეჩხირება.
- კი, ეგრეა. შენ კი გასართობად არ ნადირობდი, - თუმცა, მათი დახოცვა
იოლი არ იქნება.
- სამაგიეროდ, მახეში გაბმა არ უნდა იყოს რთული, - დაფიქრებით ამ-
ბობს გეილი, - წვრილად ნაქსოვი ბადით სივრცე შემოღობე და დაახლოე-
ბით ერთი კვადრატული მეტრის სიდიდის ღიობი დატოვე. სატყუარად ნექ-
ტრიანი ყვავილები გამოიყენე. სანამ კოლიბრები ნექტარს სვამენ, ღიობი
შეკარი. ხმაური კოლიბრებს დააფრთხობს და გაფრენას მოინდომებენ, მაგ-
რამ ბადიდან ვეღარ გაძვრებიან.
- ეს მართლა მოხერხდება?
- არ ვიცი, იდეა შემოგთავაზეთ, თუმცა, შეიძლება კოლიბრებმა ჭკუაში
გვაჯობონ.
- მგონი, მოხერხდება. შენ საფრთხისთვის თავის არიდების მათ ბუნებრივ
ინსტინქტზე თამაშობ. მსხვერპლივით ფიქრობ და... მათ სისუსტეს პოულობ.
ისეთი რამ მახსენდება, რაზე ფიქრიც არ მინდა. კვარტალური ჯახისთვის
მზადებისას ვუყურე ძველ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ბიტიმ არენაზე ორი
მავთულის შეერთებით მასზე მონადირე ბიჭებს ელექტროდენი დაარტყა და
ყველა დახოცა. მახსოვს მათი დაკრუნჩხული სხეულები და მოღრეცილისა-
ხეები. ამით ბიტიმ დიდი ხნის წინ შიმშილის თამაშებში გაიმარჯვა. მისი ბრა-
ლი არ იყო, მხოლოდ თავს იცავდა, თუმცა ყველანი თავს ვიცავდით...
მინდვრიდან გასვლა მინდება, სანამ ვინმეს კოლიბრის შესაპყრობად მა-
ხე დაუგია.
- ბიტი, პლუტარქემ მითხრა, რომ ჩემთვის რაღაც გაქვს, - სხვა თემაზე
გადამაქვს საუბარი.
- კი, მაქვს, ახალი მშვილდი, - ბიტი ინვალიდის ეტლის სახელურზე ღი-
ლაკს აწვება და ოთახიდან გადის. სანამ მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში მივ-
ყვებით, ბიტი ინვალიდის ეტლზე გველაპარაკება: - დამოუკიდებლად სიარუ-
ლი უკვე შემიძლია, ოღონდ მალე ვიღლები. ეტლით უფრო იოლია გადა-
ადგილება. ფინიკი როგორ არის?
- პრობლემები აქვს... ყურადღების კონცენტრირება უჭირს, - ვპასუხობ.
იმას არ ვამხელ, რომ ნერვული აშლილობა აქვს.

53
- ყურადღების კონცენტრირება? - პირქუშად იღიმის ბიტი, - რომ იცოდეთ,
რამდენი რამ გადაიტანა ფინიკმა ამ წლებში, ალბათ გაგიკვირდებოდათ, სა-
ერთოდ როგორაა ცოცხალი. იქნებ გადასცე, რომ მისთვის ახალ სამკაპს
ვამზადებ? ცოტას გაერთობა.
ვიცი, რომ ფინიკს ახლა გასართობად არ სცხელა, მაგრამ ბიტის ვპირდე-
ბი, შენს შეტყობინებას აუცილებლად გადავცემ-მეთქი.
ოთხი ჯარისკაცი იცავს დარბაზს, რომელსაც სპეცშეიარაღება აწერია.
გვიმოწმებენ მკლავზე განრიგს, თითების ანაბეჭდებს, თვალის ბადურებს,
დნმ- ს და, ბოლოს, სპეციალურ მეტალ-დეტექტორებშიც გვატარებენ. ბიტი
ინვალიდის ეტლს გარეთ ტოვებს.
შემოწმების შემდეგ სხვა ეტლში სვამენ. მთელი ეს პროცედურა დროის
ფუჭ კარგვად მიმაჩნია, რადგან ვერ წარმომიდგენია, მე-13 რაიონში გაზ-
რდილი ადამიანი თავისი მთავრობის წინააღმდეგ წავიდეს. იქნებ ეს განსა-
კუთრებული სიფრთხილე იმიგრანტების რაოდენობის მატებამ გამოიწვია?
არსენალის კართან ხელმეორედ გვიტარებენ საიდენტიფიკაციო შემოწ-
მებას, თითქოს ჩემი დნმ დერეფანში ოციოდე მეტრის გავლისას შეიცვლე-
ბოდა და, ბოლოს და ბოლოს, შიგნით გვიშვებენ. ვაღიარებ, იარაღის კო-
ლექციის დანახვაზე სუნთქვა მეკვრის. ცეცხლსასროლი იარაღის, ყუმბარ-
მტყორცნების, ასაფეთქებლების და ჯავშანტრანსპორტიორების რიგები არ
სრულდება.
- ჰაერსადესანტო დივიზია, რა თქმა უნდა, სხვაგანაა განლაგებული, -
გვეუბნება ბიტი.
- რა თქმა უნდა, - ისე ვამბობ, თითქოს ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი
იყო.
ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ამ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების
გვერდით უბრალო მშვილდი-ისარს, მაგრამ სამშვილდოსნო იარაღისა და
აღჭურვილობის სტენდთან მისვლისას აზრს ვიცვლი. კაპიტოლიუმში ვარჯი-
შისას მრავალი იარაღი მჭერია ხელი, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ნამ-
დვილი ომისთვის განკუთვნილი. ჩემს ყურადღებას ერთი მშვილდი იპყრობს
- იმდენად დატვირთული სხვადასხვანაირი სამიზნითა და დამხმარე მოწყო-
ბილობებით, რომ მის გასროლას კი არა, ალბათ აწევასაც ვერ შევძლებ.
- გეილ, ხომ არ გინდა, რომელიმე გამოსცადო, - სთავაზობს ბიტი.
- სერიოზულად მეუბნები? - ვერ იჯერებს გეილი.

54
- საბრძოლველად აუცილებლად მოგცემენ ცეცხლსასროლ იარაღს, მაგ-
რამ თუ ქეთნისთან ერთად პროპაგანდისტულ ვიდეოკლიპებში გამოჩენას
აპირებ, ეს მშვილდი უფრო თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი იქნება.
ვიფიქრე, შენთვის შესაფერის მშვილდს შეარჩევდი.
- სიამოვნებით, - გეილი სწორედ იმ მშვილდს ადებს ხელს, რომელმაც
წუთის წინ მე მომჭრა თვალი. მშვილდს მხარზე იდებს და აქეთ-იქით ტრია-
ლებს. სამიზნეში იყურება.
- ირემს ეს უსამართლობად მოეჩვენება, - ვამბობ მე.
- მერედა, ამით ირემზე ნადირობას ვინ აპირებს?! - მპასუხობს გეილი.
- ახლავე დავბრუნდები, - ბიტის მართვის პანელში კოდი შეჰყავს და ვიწ-
რო კარს აღებს. თვალს არ ვაცილებ კარს, სანამ დაიხურება.
- მაშ, ამით ხალხის დახოცვას აპირებ? შენთვის ეს ასე მარტივია? - ვე-
კითხები გეილს.
- მე ეგ არ მითქვამს, - მშვილდს ქვემოთ სწევს გეილი, - მაგრამ იმის შე-
საჩერებელი იარაღი რომ მქონოდა, რაც მე-12 რაიონში დატრიალდა, ან -
იარაღი, რომლითაც არენიდან დაგიხსნიდი... აუცილებლად გამოვიყენებდი.
- მეც, - ვაღიარებ. თუმცა, ვერ ავუხსნი, რა მოჰყვება ადამიანის მოკვლას,
რომ მოკლულებს ვერასდროს მოიშორებ.
ამასობაში კედელში დატანებული კარი ისევ იხსნება და ბიტი გამოდის.
კალთაში უხერხულად უდევს გრძელი შავი ყუთი. ჩემ წინ ჩერდება და ყუთს
მიწვდის.
- ეს შენთვისაა.
ყუთს იატაკზე ვდებ და გვერდზე დატანებულ რაზას ვაღებ. უხილავ ანჯა-
მებზე მიმაგრებული თავსახური უხმოდ იწევა. შიგ შინდისფერ ხავერდის ნა-
ჭერზე უმშვენიერესი შავი მშვილდი დევს.
- ო, - მოწონებით ვიძახი.
მერე ფრთხილად ვწევ მშვილდს და ვაფასებ მის ნატიფ პროპორციულო-
ბას, კოხტა დიზაინს, მორკალულ ტარს, რომელიც ჩიტის გაშლილ ფრთებს
წააგავს.
არის კიდევ რაღაც. ხომ არ მეჩვენება? არა, მშვილდი ნამდვილად ჩემს
ხელში ცოცხლდება. ლოყაზე ვიდებ და ვიბრაციას ვგრძნობ.
- რა სჭირს? - ვეკითხები ბიტის.
- გესალმება, - ღიმილით მიხსნის იგი, - შენი ხმა გაიგონა.

55
- ჩემს ხმას სცნობს?
- მხოლოდ შენსას. თავიდან ისეთი მშვილდის დამზადება მთხოვეს, შენი
გარეგნობის და იერის შესაფერისი, შენი კოსტიუმის ნაწილი რომ ყოფილი-
ყო. თუმცა, მერე ვიფიქრე, ტყუილად ხომ არ დავამზადებ მშვილდს, იქნებ
ერთხელაც დასჭირდეს-მეთქი; ბოლოს და ბოლოს, მშვილდი მოდური აქსე-
სუარი ხომ არაა? ჰოდა, ამიტომაც დიზაინზე დიდად არ მიზრუნია, სამაგი-
ეროდ, მის დეტალებზე მუშაობისას ფანტაზიას გასაქანი მივეცი. ისე, ამდენ
ლაპარაკს თავად გამოსცადო, არ ჯობია? მიდი!
ასეც ვიქცევი. სამიზნე უკვე ჩამოუკიდებიათ. ასი მეტრიდან უაღრესი სი-
ზუსტით ვისვრი. ბიტის დამზადებული ისრები მშვილდივით არაჩვეულებრი-
ვია; სამართებელივით ბასრი, ცეცხლგამჩენი, ფეთქებადი ისრები; მშვილდს
მულტიფუნქციურ იარაღად აქცევს. ისინი ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერის
ტარით გამოირჩევა. ხმოვანი ბრძანებით ნებისმიერ მომენტში შემიძლია მა-
თი შეჩერება, თუმცა, ვერ ვხვდები, ეს რატომ უნდა გავაკეთო. მშვილდის
სპეციალური ფუნქციის დეაქტივაციისათვის, საკმარისია, ვთქვა, ღამე მშვი-
დობისა და მშვილდი ჩემი ხმის ხელახლა გაგონებამდე დაიძინებს.
გეილსა და ბიტის ვტოვებ და სტილისტებთან ამაღლებულ განწყობაზე
ვბრუნდები. მოთმინებით ვიცდი, როდის დაასრულებენ ჩემს შეღებვას, მერე
კოსტიუმს ვიცვამ. მკლავზე გაწითლებული ბინტი მიკეთია, ვითომ ბრძოლა-
ში დავიჭერი. ვენია მკერდზე გულსაბნევს მაბნევს. მშვილდსა და ჩვეულებ-
რივი ისრებით სავსე კაპარჭს ვიღებ - ბიტის განსაკუთრებულ ისრებს ჯერ არ
მომცემენ და ასე გამოწყობილი მივდივარ გადასაღებ მოედანზე, სადაც კი-
დევ არაერთი საათი გადის მაკიაჟის კეთებაში, განათების გასწორებასა და
სათანადო სისქის კვამლის გამოშვებაში. სარკულმინიანი კაბინებიდან ბრძა-
ნებების რაოდენობა თანდათან მცირდება. ფულვია და პლუტარქეც სულ უფ-
რო ნაკლებ მითითებებს მაძლევენ. ბოლოს, მოედანზე სრული სიჩუმე ისად-
გურებს. მთელი ხუთი წუთი ყველა ხმის ამოუღებლად მათვალიერებს. შემ-
დეგ პლუტარქე ამბობს:
- მგონი, მზად ვართ.
მონიტორთან მიხმობენ. მიჩვენებენ ვიდეოჩანაწერის ბოლო ხუთ წუთს.
ეკრანზე ქალია. ტანად ჩემზე დიდია, უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.
სახე გამურული აქვს, მაგრამ მაინც სექსუალურია. შავი წარბები გამომწვე-

56
ვად შეუჭმუხნია. მის სამოსს კვამლი ასდის, თითქოს ცეცხლი ახლახან ჩააქ-
რეს ან, ეს- ესაა, ცეცხლის ალში უნდა გაეხვიოსო. ამ მალს ვერ ვცნობ.
ფინიკი, რომელიც უკვე რამდენიმე საათია, გადასაღებ მოედანზე დაბო-
რიალობს, უკნიდან მიახლოვდება და ძველებურად, ეშმაკურად მეუბნება:
- ან შენი მოკვლა მოუნდებათ, ან - კოცნა, ან - შენად ყოფნა.
თავისი ნამუშევრით ყველა კმაყოფილია.
სადილობის დრო ახლოვდება, მაგრამ დაჟინებით ითხოვენ გაგრძელე-
ბას. ხვალ სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს ჩავწერთ, თავს მოვაჩვე-
ნებ, თითქოს ამბოხებულთა ბრძოლებში ვმონაწილეობდი. დღეს მხოლოდ
ერთი სლოგანი გვჭირდება, სლოგანი, რომელსაც კოინისთვის საჩვენებელ
მოკლე ვიდეოკლიპში ჩავსვამთ.
- პანემელებო, ჩვენ ვიბრძოლებთ, უკან არ დავიხევთ და სამართალს აღ-
ვასრულებთ! - ესაა სლოგანი. ისეთი აღტყინებით მაცნობენ ამ სიტყვებს,
რომ ვხვდები, მრავალი თვე ან წელი მუშაობდნენ მასზე და ამით ძალიან
ამაყობენ. ჩემი აზრით კი, ენას მოიტეხს კაცი! მეტისმეტად ოფიციალურია
და არარეალისტური! ამას ალბათ მხოლოდ კაპიტოლიუმური აქცენტით თუ
ვიტყოდი, როგორც ეფი თრინკეტის იმ საფირმო ფრაზას: დაე, იღბალი მუ-
დამ თან გდევდეთ! რომელსაც მე და გეილი დაცინვით ვიმეორებდით.
ფულვია გვერდით მიდგას და დეტალურად აღმიწერს ბრძოლას, რო-
მელშიც ახლახან ვმონაწილეობდი. ირგვლივ ჩემი დახოცილი თანამებრძო-
ლები ყრია, მე კი გადარჩენილებს ბრძოლისკენ უნდა მოვუწოდო; კამერის-
კენ უნდა მივტრიალდე და ეს სულელური ფრაზა წამოვიყვირო.
ჩემს ადგილზე მაყენებენ და კვამლში მხვევენ. ვიღაც ყვირის, სიჩუმეო,
და კამერებს რთავენ.
- დავიწყეთ!
მშვილდს თავზემოთ ვწევ და რაც შემიძლია მრისხანედ ვყვირი:
- პანემელებო, ჩვენ ვიბრძოლებთ, უკან არ დავიხევთ და სამართალს აღ-
ვასრულებთ!
გადასაღებ მოედანზე სამარისებური სიჩუმეა. ხმას არავინ იღებს.
ბოლოს, ინტერკომის შხრიალი ისმის და სტუდიას ჰეიმიჩის ირონიული
სიცილი ავსებს. ის მხოლოდ სულის მოსათქმელად ჩერდება და ამბობს:
- და აი, ასე, ჩემო მეგობრებო, რევოლუცია კვდება!

57
6.

გუშინ ჰეიმიჩის ხმის გაგონებამ და იმის გააზრებამ, რომ ის არა მხოლოდ


საქმეს დაუბრუნდა, არამედ ჩემს ცხოვრებას რაღაცნაირად ისევ აკონტრო-
ლებს, ძალიან გამაბრაზა. სტუდია მაშინვე დავტოვე და დღეს კაბინიდან გა-
ცემული მისი მითითებების შესრულებაზე უარი ვთქვი. თუმცა, მაინც ვაღი-
არებ: ჩემს მსახიობურ შესაძლებლობებზე ჰეიმიჩმა სიმართლე თქვა.
მთელი დილა არწმუნებდა დანარჩენებს, რომ არტისტიზმის ნატამალიც
არ არის ჩემში და ასე კოსტიუმიან-მაკიაჟიანი და ხელოვნურ კვამლში გახვე-
ული, სატელევიზიო სტუდიიდან რაიონებს გამარჯვებისკენ ვერ გავუძღვები;
რომ უკვირს, კამერების წინ ამდენ ხანს როგორ გავძელი. ესეც, რა თქმა უნ-
და, პიტას დამსახურებაა. კაჭკაჭჯაფარა მარტო ვერ ვიქნები.
სამეთაურო შტაბში დიდი მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ: მე, კოინი და მი-
სი მრჩევლები; პლუტარქე, ფულვია და ჩემი სტილისტები; მე-12 რაიონელ-
თა ჯგუფი, რომელთა შორის, გეილისა და ჰეიმიჩის გარდა, ისეთებიც არიან,
მათი აქ ყოფნა ვერაფრით ამიხსნია (მაგალითად, ლივი და გრისი სი); ბო-
ლო წუთს ფინიკს ინვალიდის ეტლით ბიტი შემოჰყავს. მათ თან ახლავს მე-
10 რაიონელი ვეტერინარი დალტონი. როგორც ჩანს, კოინმა ეს ჭრელი სა-
ზოგადოება განგებ შეკრიბა.
თუმცა, ყველას ჰეიმიჩი ესალმება და ვხვდები, რომ ისინი აქ პირადად
მან მოიწვია. მას შემდეგ, რაც ფრჩხილებით სახე ჩამოვკაწრე, ჰეიმიჩთან
ერთ ოთახში არ ვმჯდარვარ. თვალს ვარიდებ, მაგრამ მის ანარეკლს პრი-
ალა მართვის პანელზე ვხედავ. ცოტათი გაყვითლებულა და ჩამომხმარა.
წამით შიში მიპყრობს, ხომ არ კვდება-მეთქი, მაგრამ მაშინვე ვახსენებ თავს,
რომ ეს ფეხებზე მკიდია.
ჰეიმიჩი სხდომას ახლახან გადაღებული ვიდეომასალის ჩვენებით იწყებს.
როგორც ჩანს, პლუტარქესა და ფულვიას ხელმძღვანელობით, უფრო და
უფრო ღრმად ვეშვები ფსკერზე. ხმაც მიკანკალებს და სხეულიც, არაკოორ-
დინირებულად ვმოძრაობ, თითქოს მარიონეტი ვარ და უხილავი ხელი მა-
თამაშებს.
- მაშ, ასე, - ამბობს ჰეიმიჩი, როცა ვიდეოჩანაწერი სრულდება, - ვინმეს
კიდევ ჰგონია, რომ ეს ომში გასამარჯვებლად გამოგვადგება? - მაგიდასთან
58
სრული სიჩუმეა, - ძალიან კარგი, დროს კამათში აღარ დავკარგავთ. მოდი,
წუთით დავფიქრდეთ. გავიხსენოთ შემთხვევა, როცა ქეთნის ევერდინის საქ-
ციელმა ნამდვილად შეგვძრა; როცა მისი მოდური ვარცხნილობის, ცეც-
ხლმოკიდებული კაბის, მიზანში მოხვედრილი ისრის ან პიტას გვერდით
ყოფნის გამო არ მოგვწონებია... თუ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ქეთნის
ევერდინმა თქვენში ჭეშმარიტი გრძნობა აღძრა?
მგონია, რომ ეს ხანგრძლივი სიჩუმე არასდროს დაირღვევა, მაგრამ ბო-
ლოს, ლივი იღებს ხმას:
- როცა მკის დღეს პრიმის ადგილი დაიკავა. მაშინ დარწმუნებული იყო,
რომ მოკვდებოდა.
- ყოჩაღ. შესანიშნავი მაგალითია, - ამბობს ჰეიმიჩი და მარკერით ბლოკ-
ნოტში ინიშნავს, შემდეგ ისევ მაგიდასთან მსხდომებისკენ ტრიალდება, -
მკის დღეს დის მაგივრად მოხალისედ გამოვიდა, - კიდევ?
ჩემდა გასაკვირად, მომდევნო ბოგსია, რომელიც კოინის ბრძანებების
უსიტყვოდ შემსრულებელი დაკუნთული რობოტი მგონია: - როცა იმ მკვდარ
გოგონას უმღერა.
თვალწინ მიდგება ბოგსი, რომელსაც მუხლებზე პატარა ბიჭუნა უზის.
მგონი, სასადილოში ვნახე. ჰმ, შეიძლება სულაც არ არის უსულგულო რო-
ბოტი.
- იმ სცენის ყურებისას ყველას ცრემლი წასკდა, არა? - ჰეიმიჩი ბლოკ-
ნოტში ამასაც ინიშნავს.
- მე მაშინ ავტირდი, პიტა რომ დააძინა მისთვის წამლის მოსატანად და
დამშვიდობებისას აკოცა! - იძახის ოქტავია და უცბადვე პირზე ხელს იფა-
რებს, თითქოს ეს არ უნდა ეთქვაო.
თუმცა, ჰეიმიჩი თავს უქნევს.
- აჰ, ჰო. პიტას აძინებს, რათა სიკვდილისგან იხსნას. ძალიან კარგია.
თანდათან ყველას ახსენდება ემოციური მომენტები: რუს მოკავშირეობა-
ზე დავთანხმდი; ინტერვიუების ღამეს ჩაფს ხელი გავუწოდე; ზურგით მეგსს
მივათრევდი. ბევრზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პიტასთვის გაწვდილ
ერთ მუჭა კენკრას, ოღონდ ყველას სხვადასხვაგვარად აღუქვამს: ზოგს პი-
ტასადმი გამოვლენილ სიყვარულად, ზოგს - შეუპოვრობად, ზოგს - კაპიტო-
ლიუმის არაადამიანურობისადმი დაუმორჩილებლობად.
ჰეიმიჩი ბლოკნოტს მაღლა სწევს.

59
- მაშ, რა საერთო აქვს ამ მომენტებს?
- ყველა ქეთნისისა იყო, - ჩუმად ამბობს გეილი, - არავის უკარნახია, რა
ექნა ან ეთქვა.
- დიახ, წინასწარ გაწერილი გეგმით არ უმოქმედია! - ამბობს ბიტი და
მხარზე ხელს მიტყაპუნებს, - მაშ, შენს ნებაზე უნდა მიგიშვათ?
ყველა იცინის. მეც კი მეღიმება.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას გვიშველის? - ამბობს გაღიზიანე-
ბული ფულვია, - სამწუხაროდ, მე-13 რაიონში თავის წარმოჩენის საშუალება
არ ეძლევა. რა ვუყოთ, შუაგულ ბრძოლის ველზე ვუკრათ თავი?
- დიახ, ზუსტად მაგას გთავაზობთ, - ამბობს ჰეიმიჩი, - ბრძოლის ველზე
შევაგდოთ და კამერები ჩავრთოთ.
- მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ ქეთნისი ფეხმძიმედაა, - გვახსენებს გეილი.
- ხმას გავავრცელებთ, არენაზე ელექტრულმა შოკმა ნაყოფი მოაცილაო,
- პასუხობს პლუტარქე, - ძალიან სევდიანი და საზარელი ამბავია.
ჩემი ბრძოლის ველზე გაგზავნის იდეას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ,
თუმცა ჰეიმიჩს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი აქვს: რაკი მხოლოდ რე-
ალურ გარემოში შემიძლია თავის გამოჩენა, ესე იგი, რეალურ გარემოში
უნდა დავბრუნდე.
- როგორც უნდა ვასწავლოთ და დავაზეპირებინოთ ტექსტი, ბრწყინვალე
გამოსვლის იმედი მაინც ნუ გვექნება. ყველაფერი მისგან უნდა მოდიოდეს.
მხოლოდ ამით მოხიბლავს ხალხს.
- კი მაგრამ, ასე საფრთხეში ჩავაგდებთ, - ეპასუხება ბოგსი, - უმთავრეს
სამიზნედ იქცევა...
- წასვლა მინდა, - საუბარში ვერთვები, - აქ ყოფნით აჯანყებულებს ვე-
რაფრით ვეხმარები.
- რომ მოგკლან? - მეკითხება კოინი.
- როგორმე ჩემი სიკვდილის სცენა ჩაიწერეთ. დარწმუნებული ვარ, კარ-
გად გამოიყენებთ, - ვპასუხობ პრეზიდენტს.
- კარგი, - ამბობს კოინი, - ოღონდ ნაბიჯ- ნაბიჯ ვიმოქმედოთ. შენი სპონ-
ტანურობის გამოსავლენად ნაკლებად საშიშ სიტუაციებს შევარჩევთ, - პრე-
ზიდენტი სამეთაურო შტაბში დადის და განათებულ რუკებს აკვირდება, რომ-
ლებზეც საჯარისო შენაერთების მიმდინარე პოზიციებია გამოსახული, - შუ-
ადღისას მე-8 რაიონში წაიყვანეთ. ამ დილას იქ ინტენსიური დაბომბვა მიმ-

60
დინარეობდა, მაგრამ ახლა სიმშვიდეა. პირადი მცველების რაზმთან ერთად
გაგზავნეთ, ქვემოთ ოპერატორები დახვდებიან. ჰეიმიჩ, შენ ჰოვერკრაფტში
იჯდები და ქეთნისთან მუდმივი კონტაქტი გექნება. ვნახოთ, რა მოხდება. აბა,
რამეს ხომ არ დაამატებთ?
- სახე ჩამობანეთ, - ამბობს დალტონი. ყველა მისკენ ტრიალდება, - გო-
გოა, თქვენ კი ოცდათხუთმეტი წლის ქალს დაამგვანეთ. არ უხდება. ამას
მხოლოდ კაპიტოლიუმში თუ იზამდნენ.
კოინი თათბირს დასრულებულად აცხადებს. ჰეიმიჩი სთხოვს, თუ შეიძლე-
ბა ქეთნისს ცალკე დაველაპარაკებიო. ყველა გადის, გარდა გეილისა, რო-
მელიც გვერდიდან არ მშორდება.
- ნუ გეშინია, - ეუბნება მას ჰეიმიჩი, - პირადი მცველი ქეთნისს კი არა, მე
მჭირდება.
- ყველაფერი კარგადაა, - ვეუბნები გეილს და ისიც მიდის. ახლა მხო-
ლოდ მოწყობილობების ზუზუნი და სავენტილაციო სისტემის ჩუმი გუგუნი ის-
მის.
ჰეიმიჩი ჩემ პირდაპირ ჯდება.
- კვლავ თანამშრომლობა მოგვიწევს. ასე რომ, მიდი. თქვი, რაც სათქმე-
ლი გაქვს.
მახსენდება ჰოვერკრაფტში ჩვენი შეხლა-შემოხლა; გულისწყრომა, რო-
მელიც იმ ჩხუბს მოჰყვა. თუმცა, მხოლოდ ამას ვამბობ:
- ვერ ვიჯერებ, რომ პიტა არ გადაარჩინე.
- ვიცი, - მპასუხობს ჰეიმიჩი.
დაუკმაყოფილებლობის განცდა მრჩება. განა იმიტომ, რომ არ მომიბო-
დიშა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გუნდურად ვმოქმედებდით. შევთანხმდით,
რომ პიტას გადავარჩენდით. კი, მაშინ შუაღამე იყო, ბნელოდა და არყით
მთვრალები ვიყავით, მაგრამ ეს რას ცვლის? შეთანხმება შეთანხმებაა. გუ-
ლის სიღრმეში ვხვდები, რომ ორივეს ხელი მოგვეცარა.
- ახლა შენი ჯერია, - ვეუბნები ჰეიმიჩს.
- ვერ ვიჯერებ, რომ იმ ღამეს პიტას თვალყური არ მიადევნე, - ამბობს
ჰეიმიჩი.
თავს ვუქნევ. მართალია.
- ამაზე ფიქრი თავიდან ვერ ამომიგდია. რის გაკეთება შემეძლო ისე,
რომ სხვებთან ალიანსი არ დამერღვია? პასუხი დღემდე არ მაქვს.

61
- სხვა არჩევანი არ გქონდა. იმ ღამით პლუტარქე რომ დამერწმუნებინა
და პიტას მოძებნა და გადარჩენა გვეცადა, ჰოვერკრაფტს ჩამოაგდებდნენ
და ყველანი დავიღუპებოდით. ისედაც ძლივს გადავრჩით.
ბოლოს და ბოლოს, ჰეიმიჩს მზერას ვუსწორებ. საბადოელის თვალები
აქვს. ნაცრისფერი, ღრმად ჩამჯდარი და უძილო ღამეებისგან უპეებჩაშავე-
ბული.
- პიტა ჯერ კიდევ ცოცხალია, ქეთნის.
- თამაში კი გრძელდება, - მინდა, ეს ოპტიმისტურად ვთქვა, მაგრამ ხმა
მიკანკალებს.
- თამაში გრძელდება და მე კვლავ შენი მენტორი ვარ, - მარკერს ჩემკენ
იშვერს ჰეიმიჩი, - გახსოვდეს, შენ მიწაზე იქნები, მე კი - ჰაერში. იქიდან ყვე-
ლაფერს შენზე უკეთ დავინახავ და რასაც გეტყვი, შეასრულებ.
- ვნახოთ, - ვპასუხობ მე.
საგრიმიოროში ვბრუნდები. სახეს ვიბან. მაკიაჟის წვრილი ზოლები
წყალსადინარში იწრიტება. სარკიდან გოგონა შემომცქერის, კანი გაუხეშე-
ბია, თვალები ჩასწითლებია, გადაღლილია, მაგრამ მაინც მე მგავს. მკლა-
ვიდან სახვევს ვიხსნი და მახინჯ ნაიარევს ვიშიშვლებ. აი, ასე, ეს ნაიარევიც
ჩემია. მე ასეთი ვარ.
რადგან საომარ ზონაში მივემგზავრები, ბიტი ცინას შექმნილი სამხედრო
ფორმის ჩაცმაში მეხმარება. თავზე მჭიდროდ მარგებს დრეკადი ლითონის
ჩაფხუტს. ელასტიკური მასალაა და თუ არ დამჭირდება, შემიძლია, კაპიუშო-
ნივით გადავიხადო. ჯავშანჟილეტსაც ვიცვამ. პატარა თეთრ ყურსასმენს სა-
ყელოზე მამაგრებენ. ბიტი ქამარზე აირწინაღს მკიდებს ქიმიური იერიშის
დროს თავდასაცავად.
- თუ ვინმე უმიზეზოდ წაიქცევა, მაშინვე ჩამოიცვი, - მარიგებს ბიტი და
ზურგზე სამგანყოფილებიან კაპარჭს მკიდებს. - გახსოვდეს, მარცხნივ ფეთ-
ქებადი ისრებია, მარჯვნივ - ცეცხლგამჩენი, შუაში - ჩვეულებრივი. არა მგო-
ნია, დაგჭირდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ჰოვერკრაფტამდე ბოგსმა უნდა მიმაცილოს. სანამ ლიფტს ველოდებით,
აღელვებული ფინიკი მოდის.
- ქეთნის, მე არ მიშვებენ! ვუთხარი, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ჰოვერ-
კრაფტით ფრენის ნებას არ მაძლევენ!

62
საავადმყოფოს ხალათ-ფლოსტებში გამოწყობილი, თმააბურდული, თი-
თებზე წვრილმარყუჟჩამოცმული და თვალებმობრიალე, გაშმაგებული ფინი-
კის შემხედვარე ვხვდები, რომ რამდენიც უნდა ვთხოვო პრეზიდენტს, მას მა-
ინც არ გამოუშვებს. მისი წამოსვლის იდეა არც მე მომწონს.
- უი, როგორ დამავიწყდა! სულ ამ ტვინის შერყევის ბრალია, - შუბლში
ვირტყამ ხელისგულს, - ბიტიმ შენთან დამაბარა, სპეცშეიარაღების განყოფი-
ლებაში ჩამოვიდესო. შენთვის ახალი სამკაპი დაამზადა.
სამკაპის ხსენებაზე ფინიკი ისევ ძველ ფინიკს ემსგავსება. პალ
- მართლა? როგორია?
- არ ვიცი, მაგრამ თუ ჩემი მშვილდ-ისრისნაირია, აუცილებლად მოგეწო-
ნება. ოღონდ ალბათ ჯერ გავარჯიშება მოგიწევს.
- კი, რა თქმა უნდა. აჯობებს, ახლავე ჩავიდე ქვემოთ.
- ფინიკ... იქნებ ჯერ შარვალი მაინც ჩაიცვა? - ვურჩევ მე.
ფინიკი ძირს იხედება, თითქოს ახლაღა ამჩნევს, რა აცვია, და ხალათს
იძრობს, საცვლის ამარა რჩება.
- რატომ? - გამომწვევ პოზაში დგება, - მეტისმეტად სექსუალურად გამო-
ვიყურები?
თავს ვერ ვიკავებ და მეცინება. განსაკუთრებით ის მაცინებს, რომ ბოგსი
უხერხულად იშმუშნება; ფინიკს ისევ იმ ბიჭის ხმა აქვს, კვარტალურ ჯახზე
რომ ვიცნობდი, და ამით ბედნიერი ვარ.
- დამინდე, ფინიკ, მეც ადამიანი ვარ, - ამის თქმასღა ვასწრებ და ლიფ-
ტის კარი დაიხურება, - მაპატიეთ, - ვებოდიშები ბოგსს.
- როგორ გეკადრება! მგონი ჩინებულად გაუმკლავდი, - ამბობს ბოგსი, -
მიხარია, რომ მისი დაპატიმრება არ დამჭირდა.
- ჰო, - ვამბობ და მისკენ თვალს ვაპარებ. _
ბოგსი დაახლოებით ორმოცდახუთი წლისაა, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა
თმა და ლურჯი თვალები აქვს. წარმოუდგენლად ტანადია. დღეს ორჯერ
ისეთი ხმით დაილაპარაკა, მივხვდი, რომ მასთან მტრობას ნამდვილად მე-
გობრობა მირჩევნია. იქნებ მივცე შანსი? მაგრამ ის ხომ კოინის ერთგუ-
ლია...
ზედიზედ რამდენჯერმე ისმის ხმამაღალი ჩხაკუნი. ლიფტი თანდათან სიჩ-
ქარეს ანელებს და მარცხნივ მიდის.
- გვერდულადაც მოძრაობს? - ვეკითხები ბოგსს.

63
- მე-13 რაიონის ქვეშ ლიფტის შახტების მთელი ქსელია, - მპასუხობს
ბოგსი, - ეს ზუსტად მეხუთე საჰაერო ხიდის ბაქნისკენ მიმავალი სატრან-
სპორტო შახტის თავზე მდებარეობს. ანგარში მიგვიყვანს.
ანგარი. საპყრობილე. თავდაცვის დეპარტამენტი. სადღაც საკვები მოჰ-
ყავთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ჰაერსა და წყალს ასუფთავებენ.
- მე-13 რაიონი იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია, - ამბობს ბოგსი, - შე-
იძლება ითქვას, აქაურობა მემკვიდრეობით გვერგო.
ისევ ჩხაკუნი. ისევ ჩავდივართ და ლიფტის კარი იღება. ანგარში ვართ.
საჰაერო ფლოტის დანახვაზე გაკვირვებას ვერ ვმალავ. სხვადასხვანაირი
ჰოვერკრაფტების რიგებს ბოლო არ უჩანს.
- ესენიც მემკვიდრეობით მიიღეთ? - ვეკითხები ბოგსს.
- ზოგი თვითონ ავაწყვეთ, ზოგი კაპიტოლიუმის საავიაციო ძალებს ეკუთ-
ვნოდა. რასაკვირველია, ყველა გარემონტებული და გაახლებულია.
მე-13 რაიონის მიმართ კვლავ სიძულვილი მეუფლება.
- ეს ყველაფერი გქონდათ, მაგრამ სხვა რაიონები კაპიტოლიუმის წინა-
აღმდეგ დაუცველები დატოვეთ.
- საქმე ეგრე მარტივად არაა, - მეპასუხება ბოგსი, - კონტრიერიშის გან-
ხორციელების საშუალება მხოლოდ ახლახან გაგვიჩნდა. ცოცხლები ძლივს
გადავრჩით. კაპიტოლიუმელების დამხობისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ
პილოტები ცოტაღა დაგვრჩა. დიახ, შეგვეძლო მათთვის რაკეტები გვესრო-
ლა, მაგრამ სხვა რამეც უნდა გაგვეთვალისწინებინა: კაპიტოლიუმთან ატო-
მური ომის წამოწყების შემდეგ დარჩებოდა კი საერთოდ ვინმე?
- პიტამაც მსგავსი რამ თქვა, მაგრამ ყველამ მოღალატე უწოდეთ.
- იმიტომ, რომ მან დაზავება მოითხოვა. თუ შეამჩნიე, ატომური რაკეტები
არც ერთ მხარეს არ უსვრია. ძველმოდური ომი მიმდინარეობს... აქეთ, ჯა-
რისკაცო ევერდინ, - და ბოგსი მომცრო ზომის ჰოვერკრაფტისკენ მიმიძ-
ღვის.
კიბით ავდივარ ჰოვერკრაფტში. შიგ გადამღები ჯგუფი და მათი სატელე-
ვიზიო აღჭურვილობა მხვდება. ყველას მე-13 რაიონის შავი სამხედრო
ფორმა აცვია, თვით ჰეიმიჩსაც, რომელსაც ვიწრო საყელო აშკარად უჭერს
და აწუხებს. ჩემთან ფულვია კარდიუ მორბის და ჩემი სახის დანახვაზე უკმა-
ყოფილოდ ოხრავს.

64
- მთელი შრომა წყალში ჩაგვიყარე. შენ არ გადანაშაულებ, ქეთნის. ყვე-
ლას კი არ აქვს ფოტოგენური სახე. მასავით, - ის პლუტარქესთან საუბრით
გართულ გეილს მხარზე ხელს ჰკიდებს და ჩვენკენ აბრუნებს, - ხომ სიმპათი-
ურია?
უნიფორმიანი გეილი მართლაც თვალწარმტაცად გამოიყურება, მაგრამ
ჩვენი ძველი ურთიერთობის გათვალისწინებით, ეს კითხვა ორივეს გვაწით-
ლებს. ტვინს ვიმტვრევ, რათა როგორმე გამოვძვრე მდგომარეობიდან, მაგ-
რამ ამასობაში ბოგსი უცერემონიოდ გვერთვება:
- მას შემდეგ, რაც ფინიკ ოდეარი საცვლების ამარა ვნახეთ, ადვილად
ვერ გაგვაკვირვებთ.
არა რა, ეს ბოგსი ნამდვილად მომწონს.
პილოტი გვაფრთხილებს, მალე ავფრინდებითო, და გეილის გვერდით
ვჯდები. ღვედს ვიკეთებ. ჩემ პირდაპირ პლუტარქე და ჰეიმიჩი სხედან. ჰო-
ვერკრაფტი გვირაბების ლაბირინთში მისრიალებს. უზარმაზარ ამწეს ჰო-
ვერკრაფტი ზედა დონეებამდე ააქვს და უეცრად ტყით გარშემორტყმულ
მინდორზე გავდივართ. ჰოვერკრაფტი ბაქანს სწყდება და ღრუბლებში იკარ-
გება.
აი, დიდი განხილვებისა და კამათის შემდეგ ჩემი მისია უკვე დაიწყო, მე კი
მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ აზრზე არა ვარ, მე-8 რაიონში რა მელოდე-
ბა. სიმართლე ითქვას, ომის მიმდინარეობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ან თუ გავიმარჯვებთ, რა
მოხდება.
პლუტარქე ცდილობს, ყველაფერი მარტივად და გასაგებად ამიხსნას.
თურმე ახლა ყველა რაიონი კაპიტოლიუმს ებრძვის, გარდა მე-2 რაიონისა,
რომელიც ყოველთვის მეგობრობდა ჩვენს მტრებთან, მიუხედავად შიმში-
ლის თამაშებში მონაწილეობისა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი
საჭმელი და უკეთესი საცხოვრებელი პირობები აქვთ. შავბნელი ხანის დას-
რულებისა და მე-13 რაიონის ვითომ განადგურების შემდეგ მე-2 რაიონი კა-
პიტოლიუმის ახალ თავდაცვით ცენტრად იქცა. სხვების დასანახად, ამ რაი-
ონს ქვის სამტეხლოების სამშობლოს უწოდებენ, როგორც მე-13 რაიონს
უწოდებდნენ გრაფიტის მომპოვებელს. სინამდვილეში კი მე-2 რაიონი არა
მხოლოდ შეიარაღებას აწარმოებს, არამედ კაპიტოლიუმს გაწვრთნილი
მშვიდობისმყოფელებითაც ამარაგებს.

65
- ანუ... ზოგიერთი მშვიდობისმყოფელი მე-2 რაიონიდანაა? - მიკვირს მე,
- მეგონა, ყველანი კაპიტოლიუმელები იყვნენ.
- სწორედ ეგ უნდათ, რომ გეგონოს. ზოგი მართლაც კაპიტოლიუმელია.
თუმცა, მისი მოსახლეობა ამდენ ჯარისკაცს უბრალოდ ვერ გამოიყვანს. თა-
ნაც, კაპიტოლიუმში გაზრდილებს რაიონებში მოსაწყენი და მძიმე ცხოვრება
აშინებთ და სამსახურს ძნელად თანხმდებიან. მშვიდობისმყოფელმა ოცი წე-
ლი უნდა იმსახუროს, ქორწინება და ცოლ- შვილის ყოლა ეკრძალება. ზო-
გიერთს მშვიდობისმყოფელობა ღირსეულად მიაჩნია, ზოგი კი წოდების მეშ-
ვეობით სასჯელს გაურბის. მაგალითად, თუ მშვიდობისმყოფელებში ჩაირიც-
ხები, ყველა ვალს გაპატიებენ. კაპიტოლიუმის მრავალი მოქალაქე ვალებ-
ში იხრჩობა, თუმცა, მშვიდობისმყოფელობისთვის ყველა არ ვარგა. ამიტო-
მაც დამატებით ახალწვეულებს მე-2 რაიონში ეძებენ. იქაურებისთვის ეს სი-
ღარიბისა და ქვის სამტეხლოებში მუშაობისგან თავის დაღწევის გზაა. მათ
თავიდანვე მეომრებად ზრდიან. თავადაც გინახავს, როგორი მონდომებუ-
ლები არიან იქაური ბავშვები, შიმშილის თამაშებში მონაწილეობა მიიღონ.
კატონი და ქლოუვი; ბრუტუსი და ენობარია. მახსოვს, როგორი სასტიკები
და სისხლს მოწყურებულები იყვნენ.
- დანარჩენი რაიონები ჩვენ გვემხრობიან?
- დიახ. ჩვენი მიზანია, ყველა რაიონი სათითაოდ დავიპყროთ. მე-2 რაი-
ონს ბოლოსთვის მოვიტოვებთ. ამგვარად, კაპიტოლიუმს მაცოცხლებელ
წყაროს გადავუკეტავთ. მერე თავად დასუსტებულ კაპიტოლიუმში შევიჭრე-
ბით. ეს ბევრად რთული იქნება, მაგრამ ჯერ მთავარია, ამ ეტაპამდე მივაღ-
წიოთ.
- თუ გავიმარჯვებთ, მთავრობას ვინ უხელმძღვანელებს? - ინტერესდება
გეილი.
- ყველა, - პასუხობს პლუტარქე, - ქვეყანას რესპუბლიკად გარდავქმნით.
თავისი შეხედულებებისა და მოსაზრებების გასახმოვანებლად ცენტრალიზე-
ბულ ხელისუფლებაში თითოეულ რაიონსა და კაპიტოლიუმსაც საკუთარი
წარმომადგენელი ეყოლება. ეგრე გაკვირვებით ნუ მიყურებ; მმართველო-
ბის ეს ფორმა აქამდეც არსებობდა.
- წიგნებში, - ამატებს ჰეიმიჩი.
- ისტორიის წიგნებში, - აზუსტებს პლუტარქე.

66
რა გითხრათ, ჩვენს წინაპრებს სატრაბახო ბევრი არაფერი აქვთ. ერთი
შეხედეთ, რა მძიმე ვითარებაში დაგვტოვეს - მუდმივი ომები, დანგრეული
პლანეტა... მგონი, დიდად არ ანაღვლებდათ, მათი სიკვდილის შემდეგ რა
მოხდებოდა. თუმცა, ეს რესპუბლიკური მმართველობა ახლანდელზე უკეთ
ნამდვილად ჟღერს.
- და თუ დავმარცხდებით, მაშინ?
- თუ დავმარცხდებით? - პლუტარქე ღრუბლებს გაჰყურებს და ოდნავ
იღიმის, - მაშინ მომდევნო შიმშილის თამაშები დაუვიწყარი იქნება. ჰო, ამა-
ზე გამახსენდა... - პლუტარქე ჟილეტის ჯიბიდან შუშის პატარა ბოთლს იღებს
და ანჯღრევს. შიგ იისფერი აბები ყრია. რამდენიმეს ხელისგულზე იდებს, -
... შენს პატივსაცემად ძაღლთუთა ვუწოდეთ, ქეთნის. ვეღარ დავუშვებთ, რო-
მელიმე აჯანყებული ტყვედ ჩავარდეს. გპირდები, უმტკივნეულოდ მოკვდები.
აბს ვართმევ, მაგრამ აღარ ვიცი, სად წავიღო. პლუტარქე მარცხენა სახე-
ლოზე მეხება. მხართან ახლოს, მკლავზე, პაწაწინა ჯიბეა, რომელშიც უსაფ-
რთხოდ ვმალავ აბს. თუნდაც ხელები შემიკრან, ჯიბეს კბილებით მაინც მივ-
წვდები და გავხევ.
როგორც ჩანს, ცინამ ყველაფერზე წინასწარ იზრუნა.

7.

ჰოვერკრაფტი სპირალურად ტრიალებს და სწრაფად ეშვება მე-8 რაი-


ონის გარეუბნის ფართო გზაზე. თითქმის მაშინვე იღება კარი, იხსნება კიბე
და ჩავდივართ. როგორც კი უკანასკნელი ადამიანი დგამს ასფალტზე ფეხს,
კიბე იკეცება. ჰოვერკრაფტი ცაში ადის და ქრება. ვრჩებით მხოლოდ მე, ჩე-
მი პირადი მცველები და გადამღები ჯგუფი. ჩემი პირადი დაცვა გეილის,
ბოგსისა და ორი ჯარისკაცისგან შედგება, ხოლო გადამღები ჯგუფი - ორი
ზორბა კაპიტოლიუმელი ოპერატორისგან, რომელთაც მძიმე პორტატული
ვიდეოკამერებით დახუნძლული სხეულები ხოჭოების ბაკნებს მიუგავთ, და
რეჟისორი ქალისა და მისი თანაშემწე მამაკაცისგან. რეჟისორს ქრესიდა
ჰქვია, გადაპარსულ თავს ერთმანეთში გადახლართული ლიანების ტატუ უმ-
შვენებს, მის გამხდარსა და ახალგაზრდა თანაშემწე მესალას კი რამდენიმე

67
წყება საყურე უკეთია. ყურადღებით დაკვირვებისას ვამჩნევ, რომ მესალას
ენაზე მარგალიტის თვლისხელა, ვერცხლისთავიანი პირსინგი აქვს.
ციდან მეორე ჰოვერკრაფტი ეშვება და ბოგსი გზის პირას ჩამწკრივებუ-
ლი საწყობების რიგისკენ მიგვარბენინებს. ამ ჰოვერკრაფტიდან მედიკამენ-
ტებით სავსე ყუთები ჩამოაქვთ; შემდეგ ექვსი მედიკოსი ჩამოდის - ამას მათი
თეთრი ხალათებით ვხვდები. ბოგსის წინამძღოლობით ორ ნაცრისფერ საწ-
ყობს შორის გავდივართ. საწყობების რკინის უშნო კედლებზე ალაგ-ალაგ
ჩანს სახურავამდე მიმავალი სახანძრო კიბეები. ამ ვიწრო გასასვლელიდან
ფართო ქუჩაზე გავდივართ და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს სრულიად
ახალ სამყაროში აღმოვჩნდით.
დილის დაბომბვის შედეგად დაჭრილებს - გასისხლიანებულებს, დასახიჩ-
რებულებს, უგონოებს - ხელნაკეთი საკაცეებით, ურიკებით, ურმებით, მხრე-
ბით ან ხელში ატატებულებს მიარბენინებენ ერთ-ერთ საწყობში. საწყობის
შესასვლელის თავზე წითელი ჯვარი მიუხატავთ. მახსენდება, ჩვენი სახლის
სამზარეულოში დედაჩემი მომაკვდავებს როგორ მკურნალობდა, მაგრამ ის,
რასაც ახლა ვხედავ, ათჯერ, ორმოცდაათჯერ, ასჯერ უარესია.
აქ აპირებენ ჩემს გადაღებას?
- არ გამოვა, - ბოგსისკენ ვტრიალდები, - აქ ვერ ვივარგებ.
ეტყობა, ბოგსი ჩემს თვალებში ჩამდგარ შიშს ამჩნევს, რადგან მხრებზე
ხელებს მავლებს და მეუბნება:
- ივარგებ. მხოლოდ ხალხს დაენახვე. შენი დანახვა უფრო უშველით,
ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო ექიმი.
ქალი, რომელიც ახალ პაციენტებს ანაწილებს, გვამჩნევს და ყურადღე-
ბით გვაკვირდება, ხომ არ მეჩვენებაო. მერე ჩვენკენ მოდის. ყავისფერი
თვალები დაღლილობისგან შეშუპებია. ლითონისა და ოფლის სუნი ასდის.
მის ყელზე შემოხვეული ბინტი სამი დღის გამოუცვლელს ჰგავს. მხარიღლივ
გადაკიდებულ ავტომატს ისწორებს და ცერა თითით ანიშნებს მედიკოსებს,
საწყობში შედითო. მედიკოსები უსიტყვოდ ემორჩილებიან.
- ეს მე-8 რაიონის სარდალი პეილორია, - ამბობს ბოგსი, - სარდალო, ეს
ჯარისკაცი ქეთნის ევერდინია.
სარდლობისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა ჩანს. ოცდათხუთმეტი წლისა
ძლივს იქნება. თუმცა, მისი მბრძანებლური ხმის ტონის გაგონებაზე ხვდები,
რომ ამ თანამდებობაზე შემთხვევით არ დაუნიშნავთ. მის გვერდით ახალთა-

68
ხალ უნიფორმაში გამოწკეპილი, თავს ახალგამოჩეკილ წიწილად ვგრძნობ,
ცხოვრებისა რომ არაფერი გაეგება და სამყაროს შეცნობას მხოლოდ ახლა
იწყებს.
- დიახ, ვიცი ვინც არის, - ამბობს პეილორი, - მაშ, ცოცხალი ხარ? აღარ
გვეგონა.
მეჩვენება თუ განაწყენებული ხმა აქვს?
- თვითონაც ვერ დამიჯერებია, რომ ცოცხალი ვარ, - ვპასუხობ მას.
- მკურნალობდა, - ბოგსი თავზე იდებს ხელს, - ტვინის შერყევა მიიღო, -
მერე ხმადაბლა ამატებს: - მუცელი მოეშალა. თუმცა, მაინც დაიჟინა, აქ მო-
სულიყო და თქვენი დაჭრილები ენახა.
- დაჭრილები არ გვაკლია, - ამბობს პეილორი.
- არ გეჩვენებათ, რომ ეს სახიფათოა? - ინტერესდება გეილი, რომელიც
საავადმყოფოს მოღუშული უყურებს, - ყველა დაჭრილი ერთ შენობაში მო-
გითავსებიათ.
გეილს ვეთანხმები. ნებისმიერი ინფექციური დაავადება აქაურობას ხანძა-
რივით მოედება.
- მგონი, დაჭრილების სასიკვდილოდ გაწირვას მაინც ჯობია, - ამბობს პე-
ილორი.
- მე სხვა რამ ვიგულისხმე, - ეპასუხება გეილი.
- ჯერჯერობით სხვა არჩევანი არ მაქვს, მაგრამ თუ რამეს მოიფიქრებთ
და კოინსაც დაითანხმებთ, ყურადღებით მოგისმენთ, - პეილორი შესასვლე-
ლისკენ მიმითითებს, - შემოდი, კაჭკაჭჯაფარა, და შენი მეგობრებიც შემოიყ-
ვანე.
თვალს ვავლებ ჩემს უჩვეულო ამალას, მხნეობას ვიკრებ და სარდალ
პეილორს შიგნით მივყვები. შენობის მთელ სიგრძეზე ბრეზენტისმაგვარი,
სქელი, მძიმე ფარდები კიდია და საკმაოდ გრძელ დერეფანს წარმოქმნის.
ცხედრები გვერდიგვერდ აწყვია, მათ თავებს ფარდები ეხება, სახეებს თეთ-
რი ქსოვილი ფარავს.
- რამდენიმე კვარტალის მოშორებით, დასავლეთით, საერთო საფლავი
ამოვთხარეთ, მაგრამ ხალხი არ გვყოფნის, რომ დაღუპულები დავმარხოთ,
- ამბობს პეილორი.
ფარდებს შორის ღრიჭოს პოულობს და ფართოდ სწევს.
თითებით გეილის მაჯას ვებღაუჭები და ხმადაბლა ვეუბნები:

69
- არ მომცილდე.
- შენ გვერდით ვიდგები, - ჩურჩულით მპასუხობს გეილი.
შიგნით შევდივარ და ლამის გრძნობას ვკარგავ. თითების ცხვირზე წავ-
ლება მინდება, რომ დახუთულ საწყობში კიდევ უფრო გამძაფრებული ბინძუ-
რი ზეწრის, გახრწნილი ცხედრებისა და ნარწყევის სიმყრალე არ ჩავისუნ-
თქო. ზემოთ, ლითონის სახურავებზე, ლუკები ახდილია, მაგრამ იქიდან ჩა-
მომავალი ჰაერი ამ მყრალი ბურუსის გასაფანტად არ კმარა. ლუკებიდანვე
შემოდის მცირეოდენი შუქი და როცა ნახევრად ბნელს თვალს ვაჩვევ, საწო-
ლებზე, საკაცეებზე, იატაკზე დაყრილ დაჭრილებს ვამჩნევ. ვერ ეტევიან. ბუ-
ზების ბზუილი, დაჭრილების კვნესა და მათი ახლობლების ქვითინი ერთმა-
ნეთს საზარლად ერწყმის.
რაიონებში ნამდვილი საავადმყოფოები არ გვაქვს. საკუთარ სახლებში
ვიხოცებით, რაც ნამდვილად მირჩევნია იმას, რასაც ახლა ვხედავ. თუმცა,
უცებ მახსენდება, რომ ამ ხალხის უმეტესობამ დაბომბვისას სახლი დაკარგა.
კეფიდან ოფლი მომწურწურებს, ხელისგულებიც ოფლით მეცვარება. პი-
რით ვსუნთქავ, რათა სიმყრალე ვერ შევიგრძნო.
თვალწინ შავი წერტილები დაფარფატებს. ვგრძნობ, საცაა, გული წამივა.
ამ დროს პეილორს ვამჩნევ. დაჟინებით მიყურებს, აინტერესებს, მართლა
ღირს თუ არა ჩემზე იმედის დამყარება. ჰოდა, მეც გეილს ხელს ვუშვებ და
კიდევ უფრო ღრმად შევდივარ საწყობში. საწოლების ორ რიგს შორის
ვჩერდები.
- ქეთნის? - საერთო ხმაურში მარცხნიდან ვიღაცის ხრინწიანი ხმა ისმის, -
ქეთნის! - ბურუსიდან ხელს მიშვერენ. მე ვეჭიდები, რომ არ წავიქცე. ხელი
ახალგაზრდა ქალისაა, რომელიც ფეხშია დაჭრილი. სისხლით მოთხვრილ
სახვევებზე ბუზები დასევიან. მის სახეზე მხოლოდ ტკივილია... მაგრამ მო-
ჩანს კიდევ რაღაც ისეთი, რაც მის ახლანდელ მდგომარეობას ნამდვილად
არ შეეფერება, - მართლა შენ ხარ?
- კი, მე ვარ, - ძლივძლივობით ვპასუხობ.
სიხარული! - აი, რა არის ის რაღაც. ჩემი ხმის გაგონებაზე სახე უნათდე-
ბა.
- ცოცხალი ხარ! არ ვიცოდით. კი ამბობდნენ, ცოცხალიაო, მაგრამ ზუს-
ტად არ ვიცოდით, - ამბობს გახარებული.
- დავშავდი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ, - ვეუბნები მას, - შენც გამოკეთდები.

70
- ჩემს ძმას უნდა ვუთხრა, - ქალი ძლივს სწევს თავს და რამდენიმე საწო-
ლის მოშორებით ვიღაცას ეძახის: - ედი! ედი! ის აქ არის! ქეთნის ევერდინი
აქ არის!
დაახლოებით თორმეტი წლის ბიჭუნა ჩვენკენ ტრიალდება ნახევარ სახეს
სახვევები უფარავს. თითქოს წამოყვირება სურს. მასთან მივდივარ და შუბ-
ლზე მიწებებულ, ოფლით დასველებულ კულულებს უკან ვუწევ. ჩუმად ვე-
სალმები. ის ვერ ლაპარაკობს, მაგრამ საღი თვალით ისე მომჩერებია,
თითქოს ჩემი სახის ყოველი ნაკვთის დამახსოვრებას ცდილობს.
მესმის, ჩემი სახელი და გვარი როგორ არხევს საავადმყოფოს დახუთულ
ჰაერს.
- ქეთნისი! ქეთნის ევერდინი!
კვნესას მოლოდინით აღსავსე წამოძახილი ცვლის. ყველა მხრიდან მიხ-
მობენ. რიგებს შორის დავდივარ. დაჭრილებს ხელს ვართმევ, ვინც კიდუ-
რებს ვერ ამოძრავებს, სხეულის საღ ნაწილებზე ვეხები; ყველას ვესალმები
და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი სიტ-
ყვით არ გამოვდივარ და არცაა საჭირო.
ბოგსი მართალია. ჩემი ცოცხლად დანახვა ხალხისთვის ისედაც შთამა-
გონებელია.
თითებით მებღაუჭებიან. როცა ერთი დასახიჩრებული კაცი ჩემს სახეს ხე-
ლებში იქცევს, დალტონს გულში მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მაკია-
ჟის ჩამორეცხვა მირჩია. რა სასაცილოდ, რა საძაგლად გამოვჩნდებოდი კა-
პიტოლიუმური ფერადი ნიღბით ამ ხალხის თვალში! იარებიანს, დაქან-
ცულს, არასრულყოფილს - აი, ასეთს მიცნობენ და ამიტომაც მივაჩნივარ
თავისიანად.
სეზართან საკამათო ინტერვიუს მიუხედავად, პიტას შესახებ მეკითხებიან,
მამშვიდებენ, უთუოდ იძულებით ალაპარაკესო. ყველანაირად ვცდილობ
მათ დაიმედებას და უკეთეს მომავალს ვპირდები. ხალხი მართლა ძალიან
წუხს, როცა ჩემი შვილის დაკარგვის ამბავს იგებს. ერთი ქალი ისე გულა-
მოსკვნილი ტირის, რომ მისთვის სიმართლის გამხელა მინდება, ქალბატო-
ნო, ეს მხოლოდ თამაშებისთვის გამოგონილი სიცრუე იყო-მეთქი, მაგრამ
თავს ვიკავებ - პიტას მატყუარად წარმოჩენა მის იმიჯს ამწუთას ვერაფრით
წაადგება. არც ჩემსას. არც ჩვენი საერთო საქმისას.

71
თანდათან სრულად ვაცნობიერებ, თუ რატომ მიცავდა ასე თავგამოდე-
ბით ხალხი, რაოდენ მნიშვნელოვანი ვარ აჯანყებულთათვის. ჩემს მუდმივ
დაპირისპირებაში კაპიტოლიუმთან სულაც არ ვყოფილვარ მარტო. ათი
ათასობით მხარდამჭერი მყოლია რაიონებში. მათთვის დიდი ხნით ადრე
მომირგია კაჭკაჭჯაფარას როლი.
ჩემში ახალი გრძნობა იღვიძებს, მასში გარკვევას კი მხოლოდ დასას-
რულს ვახერხებ, როცა მაგიდაზე ვდგავარ და ხალხს, რომელიც ჩემს სა-
ხელს გაიძახის, ვემშვიდობები. ამას ავტორიტეტი ჰქვია. თურმე ძალაუფლე-
ბა გამაჩნია, მე კი არაფერი ვიცოდი. სამაგიეროდ, პრეზიდენტი სნოუ მაშინ-
ვე მიხვდა, როგორც კი ქისიდან ერთი მუჭა კენკრა ამოვიღე. პლუტარქემაც
იცოდა და ამიტომ დამიხსნა არენიდან. ახლა ეს კოინმაც იცის. იცის და იმ-
დენად კარგადაც, რომ თავის ხალხს საჯაროდ შეახსენა, აქ უფროსი მე ვა-
რო.
გარეთ საწყობის ფასადს ვეყრდნობი და სულს ვითქვამ. ბოგსი წყლის მა-
თარას მიწვდის და მაქებს:
- ბრწყინვალე იყავი.
ჰო, რა ვიცი, გონება არ დამიკარგავს, გული არ ამრევია და აკივლებული
არ გამოვქცეულვარ გარეთ. საავადმყოფო ემოციებით იყო სავსე და მეც
მხოლოდ ემოციათა ტალღებში დავცურავდი.
- მშვენიერი მასალა გადავიღეთ, - ამბობს ქრესიდა.
ვიდეოკამერა-ბაკნებში ხოჭოებივით გახვეულ, ოფლში გაწურულ ოპერა-
ტორებს ვუყურებ. მესალა ბლოკნოტში რაღაცეებს ინიშნავს. აღარ მახსოვ-
და, რომ მიღებდნენ.
- ბევრი არაფერი გამიკეთებია.
- შენს ძველ დამსახურებებს აგდებულად ნუ უყურებ, - მეუბნება ბოგსი.
რომელი დამსახურებები? მხოლოდ უბედურება მომქონდა ყველასთვის.
მუხლი მეკვეთება და კედელთან ვიცუცქები.
- გააჩნია, როგორ შეხედავ, - ვამბობ მე.
- სრულყოფილებამდე ბევრი გიკლია, მაგრამ ახლანდელი დროების
გათვალისწინებით, ისეთი უნდა გამოგიყენოთ, როგორიც ხარ, - ამბობს
ბოგსი.
გეილიც ჩემ გვერდით თავის ქნევით იცუცქება.

72
- ვერ დამიჯერებია, რომ ამდენ ხალხს შეხების უფლება მიეცი. სულ მე-
გონა, შემობრუნდებოდი და კარისკენ გაიქცეოდი.
- მოკეტე, - უნებურად მეღიმება.
- ამ ვიდეოჩანაწერს რომ ნახავს, დედაშენი შენით იამაყებს, - არ მეშვება
გეილი.
- დედაჩემი ვერც კი შემამჩნევს, ისე შეაძრწუნებს ამ ვითომ საავადმყო-
ფოს საშინელი მდგომარეობა, - ბოგსისკენ ვტრიალდები: - ყველა რაიონში
ასეა?
- დიახ. უმეტესობას მუდმივად უტევენ. ვცდილობთ, სადაც შეგვიძლია,
ყველგან დავეხმაროთ, მაგრამ ძალები არ გვყოფნის.
ბოგსს ყურსასმენში რაღაცას ეუბნებიან და ის წუთით ჩუმდება. მახსენდე-
ბა, რომ ჰეიმიჩი ერთხელაც არ შემხმიანებია, და ჩემს ყურსასმენს თითს ვუ-
კაკუნებ, ხომ არ გატყდა-მეთქი.
- დაუყოვნებლივ ასაფრენ ზოლზე უნდა დავბრუნდეთ, - ბოგსი ცალი ხე-
ლით ფეხზე მაყენებს, - პრობლემა გვაქვს.
- რა პრობლემა? - ეკითხება გეილი.
- ბომბდამშენები ახლოვდება, - ბოგსი ცინას ჩაფხუტს თავზე მახურავს, -
წავედით!
წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, მაგრამ სხვებთან ერთად გავრბივარ იმ
შუკისკენ, რომელიც ასაფრენ ზოლთან მიდის. არადა, ჯერ ვერანაირ საფ-
რთხეს ვერ ვგრძნობ. უღრუბლო მოწმენდილ ცაზე არაფერი ჩანს. ქუჩაც ცა-
რიელია, მხოლოდ საავადმყოფოსკენ მიარბენინებენ დაშავებულებს. მტერს
ვერსად ვხედავ. და უცებ სირენების ხმა ისმის. სულ რამდენიმე წამში ჩვენს
თავზე სოლისებურად დაწყობილი კაპიტოლიუმური ჰოვერპლანები ჩნდება
და ძირს ბომბები ცვივა. აფეთქების ტალღა საწყობის წინა კედელს მახეთ-
ქებს. მარჯვენა ბარძაყზე, უკან, მწვავე ტკივილს ვგრძნობ. ზურგზეც რაღაც
მომხვდა, მაგრამ ჯავშანჟილეტმა დამიცვა. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ
ბოგსი ძირს მაგდებს და თვითონ ზემოდან მაწვება. ბომბები ერთიმეორის
მიყოლებით ფეთქდება. მიწა ზანზარებს. საშინელი შეგრძნებაა, როცა თავზე
ბომბები გაწვიმს, შენ კი კედელს ხარ მილურსმული. როგორ ამბობდა მამა-
ჩემი იოლ ნადავლზე? თევზის კასრში დაჭერაო. თევზი ჩვენ ვართ, კასრი კი
- ეს ქუჩა.
- ქეთნის! - ყურსასმენში ჰეიმიჩის ხმა ჩამესმის და მაფრთხობს.

73
- რა? დიახ. რა? აქ ვარ! - ვპასუხობ მე.
- კარგად მისმინე. ახლა ვერ დავეშვებით. იცოდე, არ უნდა შეგამჩნიონ!
- მაშ, იციან, რომ აქ ვარ? - როგორც ყოველთვის, ჩემმა გამოჩენამ უბე-
დურება დაატეხა ადამიანებს.
- დაზვერვის აზრით, არა. ეს წინასწარ დაგეგმილი რეიდია, - მეუბნება ჰე-
იმიჩი.
ამასობაში პლუტარქეს მშვიდი, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა მესმის.
ის თამაშის შემოქმედთა უფროსი იყო და საგანგებო მდგომარეობისას ხელ-
მძღვანელობას მიჩვეულია.
- სამი შენობის იქით ცისფერი საწყობია, მის მარცხენა კუთხეში კი - ბუნკე-
რი. იქამდე მისვლას შეძლებთ?
- ყველანაირად ვეცდებით, - პასუხობს ბოგსი.
როგორც ჩანს, პლუტარქეს ხმა ყველას ესმის, რადგან ჩემი პირადი მცვე-
ლები და გადამღები ჯგუფის წევრები დგებიან. ინსტინქტურად გეილს ვეძებ
მზერით. ის ფეხზე დგას და მგონი უვნებელია.
- მომდევნო აფეთქებებამდე დაახლოებით ორმოცდახუთი წამი გაქვთ, -
გვაფრთხილებს პლუტარქე.
როცა ჩემს მარჯვენა ფეხს ტანის სიმძიმე აწვება, ტკივილისგან უნებურად
ვკვნესი, მაგრამ არ ვჩერდები. ახლა ტრავმის დათვალიერების დრო არაა.
თანაც, ჯობია, საერთოდ არ შევხედო. საბედნიეროდ, ცინას შეკერილი ფეხ-
საცმელი მაცვია. ფეხის ძირს დადგმისას ასფალტს ეწებება, ხოლო აწევისას
მსუბუქად სწყდება. იმ მე-13 რაიონული ფეხსაცმლით ორ ნაბიჯსაც ვერ გა-
დავდგამდი. წინ ბოგსი მირბის, დანარჩენები არ მისწრებენ. პირიქით, უკნი-
დან და გვერდებიდან მიცავენ. წამები გადის და რაც ძალი და ღონე მაქვს,
გავრბივარ. მეორე ნაცრისფერი საწყობი უკან რჩება. უკვე მესამე ბინძური
ყავისფერი საწყობის გასწვრივ ვართ. წინ მკრთალი ცისფერი ფასადი მო-
ჩანს. სწორედ იმ საწყობშია ბუნკერი. ცისფერი საწყობის კართან მისასვლე-
ლად ის-ისაა, მორიგი შუკა უნდა გადავკვეთოთ, რომ აფეთქებების მომდევ-
ნო ტალღა იწყება. ინსტინქტურად წინ ვხტები და ცისფერი საწყობის კედ-
ლისკენ მივკოტრიალებ. ამჯერად გეილი მიფარავს თავისი სხეულით ბომბე-
ბისგან. დაბომბვა ახლა უფრო დიდხანს გრძელდება, მაგრამ მის ეპიცენტრს
უკვე გავცდით.

74
გეილს პირდაპირ თვალებში ვუყურებ. წამით მთელი სამყარო უკან იხევს
და მხოლოდ მის გაწითლებულ სახეს ვხედავ.
- კარგად ხარ? - აფეთქების ხმაურში მისი შეკითხვა ძლივს მესმის.
- კი. მგონი, არავის შევუმჩნევივარ, ანუ ჩვენ ხომ არ მოგვდევენ?
- არა. მგონი სხვა სამიზნე აქვთ, - ამბობს გეილი.
- კი, მაგრამ იქ ხომ სხვა არაფერი იყო, გარდა... - და უცებ მეც მასთან
ერთად ვხვდები.
- საავადმყოფო! - გეილი მაშინვე დგება და სხვებს ეძახის, - საავადმყო-
ფოს ბომბავენ!
- ეგ თქვენ არ გეხებათ, - კარნახობს პლუტარქე, - ახლავე ბუნკერში ჩა-
დით!
- იქ ხომ მხოლოდ დაჭრილები არიან! - ვამბობ მე.
- ქეთნის, - ჰეიმიჩის ხმაში მენტორულ ტონს ვამჩნევ და ვხვდები, რის
თქმასაც აპირებს, - არც გაიფიქრო... - ყურსასმენს მაშინვე ყურიდან ვიძრობ,
რადგან მისი მოსმენა აღარ მინდა. ჩემს სმენას ახლა სულ სხვა ხმა სწვდება.
ბინძური ყავისფერი საწყობის სახურავზე ტყვიამფრქვევი კაკანებს. ვიღაცამ
საპასუხო ცეცხლი გახსნა. სანამ ვინმე შემაჩერებდეს, სახანძრო კიბეზე ვეკი-
დები და ზემოთ მივცოცავ. ეს კარგად მეხერხება.
- არ გაჩერდე! - გეილი უკან მომყვება. მერე ვიღაცის სახეში მისი ჩექმის
დარტყმის ხმა მესმის. თუ ბოგსს დაარტყა, მოგვიანებით ამისთვის სასტიკად
დაისჯება. სახურავზე ავდივარ და გუდრონიან ცემენტზე ვწვები. გეილს ამო-
ცოცებაში ვეხმარები და სახურავზე ქუჩის მხარეს ჩასაფრებული არტილე-
რისტებისკენ გავრბივართ. თითო ტყვიამფრქვევთან რამდენიმე აჯანყებუ-
ლია. ერთ-ერთ ჯგუფს ვუერთდებით. ორ ჯარისკაცთან ერთად ვიცუცქებით
ბარიერს უკან.
- ბოგსმა იცის, რომ აქ ხართ? - ჩვენგან მარცხნივ, ერთ-ერთ ტყვიამ-
ფრქვევთან, პეილორი გაკვირვებით გვიყურებს.
- მშვენივრად, - ორაზროვნად ვპასუხობ.
- მაშ, როგორ! - იცინის პეილორი და კონდახს ხელს ურტყამს, - ტყვიამ-
ფრქვევის სროლა იცი?
- მე ვიცი, მე-13 რაიონში ვისწავლე, - პასუხობს გეილი, - მაგრამ მირჩევ-
ნია, ჩემი იარაღით ვიბრძოლო.

75
- ჰო, მშვილდ-ისრები გვაქვს, - მე ჩემსას ვიღებ. უცებ ვიაზრებ, რამდენად
სასაცილოდ გამოიყურება მშვილდ-ისარი ტყვიების ზუზუნში, - უფრო მომაკ-
ვდინებელია, ვიდრე გგონიათ.
- იმედია, - ამბობს პეილორი, - კარგი. კიდევ სამ ტალღას ველოდებით.
სანამ ბომბებს ჩამოყრიან, დამცავი ფარების გამორთვა მოუწევთ და ბომ-
ბდამშენები ხილულები გახდებიან. ეს ჩვენი შანსია. თავი დაწიეთ, არ დაგვი-
ნახონ!
ცალ მუხლზე ვდგები და სასროლად ვემზადები.
- ცეცხლგამჩენი ისრებით დავიწყოთ, - მთავაზობს გეილი.
თავს ვუქნევ და მარჯვენა კაპარჭიდან ვიღებ ისარს. მიზანს რომ ავაცი-
ლოთ, ისრები ქუჩის გადაღმა საწყობს მოხვდება. ცეცხლს კიდევ ჩააქრობს
კაცი, მაგრამ აფეთქება გამოუსწორებელი ზიანის მომტანია.
უეცრად ორი კვარტალის მოშორებით, ჩვენგან დაახლოებით ასი მეტრის
სიმაღლეზე, ცაში სოლისებურად განლაგებული შვიდი მცირე ზომის ბომ-
ბდამშენი ჩნდება.
- ბატები! - ვუყვირი გეილს. ზუსტად მიხვდება, რასაც ვანიშნებ. თავის
დროზე მე და გეილმა სამიზნის დანაწილების სისტემა შევიმუშავეთ, რათა
ორივეს ერთი და იგივე გადამფრენი ფრინველი არ ამოგვეღო მიზანში. მე
შორეულ მხარეს ვისვრი, გეილი - ახლოს, ხოლო წინამძღოლს - რიგრიგო-
ბით.
ამგვარად, ზედმეტი ახსნა-განმარტება საჭირო აღარაა. ისრის ფრენის
სიჩქარეს ვითვლი და ვისვრი. ისარი ბომბდამშენის ფრთას ხვდება და ცეც-
ხლში ხვევს მას. გეილი მეწინავეს აცილებს. ჩვენ პირდაპირ მდგარი საწყო-
ბის სახურავს ცეცხლი ეკიდება. გეილი ხმადაბლა იგინება.
ბომბდამშენი, რომელსაც მე მოვარტყი, წყობიდან გამოდის, თუმცა, ბომ-
ბებს მაინც ყრის. სამაგიეროდ, დამცავ ფარს ვეღარ რთავს და ხილული
რჩება. ხილულია მეორე ბომბდამშენიც, რომელიც, მგონი, ტყვიამფრქვევებ-
მა დააზიანეს.
- კარგი ნასროლი იყო, - მაქებს გეილი.
- იმისთვის არც დამიმიზნებია, - უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ. მის წინ
მფრინავ ბომბდამშენს ვუმიზნებდი, - იმაზე სწრაფები არიან, ვიდრე გვგო-
ნია.

76
- პოზიციები დაიკავეთ! - ყვირის პეილორი. ბომბდამშენების მორიგი ნა-
კადი უკვე გვიახლოვდება.
- ცეცხლგამჩენი ისრები არ კმარა! - ამბობს გეილი.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ფეთქებად ისრებს ვიღებთ. ქუჩის გა-
დაღმა მდგარი საწყობები მაინც ცარიელი ჩანს. სანამ ბომბდამშენები გვიახ-
ლოვდებიან, ახალი აზრი მიჩნდება.
- ვდგები! - ვაფრთხილებ გეილს და ასეც ვიქცევი. ფეხზე მდგარი უკეთ
ვისვრი მიზანში. მეწინავე ბომბდამშენზე ისარი ბზარს აჩენს. გეილის ისარი
მეორე ბომბდამშენს კუდს სწყვეტს. ბომბდამშენი ამოტრიალებული ვარდება
ქუჩაში. მისი სამხედრო ტვირთის აალება აფეთქებების სერიას იწვევს.
სრულიად მოულოდნელად ცაში მესამე სოლისებრი წყობა ჩნდება. ამჯე-
რად გეილი ახვედრებს მეწინავეს. მე მომდევნო ბომბდამშენის ფრთას ვა-
ფეთქებ. წონასწორობადაკარგული ბომბდამშენი უკანას ეჯახება და ორივე
საავადმყოფოს პირდაპირ მდგარი საწყობის სახურავზე ვარდება. მეოთხე
ბომბდამშენს არტილერისტები აგდებენ.
- ესეც ასე, - პეილორი კმაყოფილია.
თვალთახედვას ცეცხლის ალი და სქელი კვამლი გვიბნელებს.
- საავადმყოფოს მოარტყეს?
- მგონი, კი, - მოღუშული მპასუხობს პეილორი.
სახანძრო კიბისკენ გავრბივარ, რომ ქვევით ჩავიდე. ჩემდა გასაკვირად,
სავენტილაციო მილის უკნიდან მესალა და ერთ-ერთი ხოჭო-ოპერატორი
გამორბიან. მეგონა, ჯერაც შუკაში იქნებოდნენ მიმალულები.
- თანდათან უფრო მეტად მივარდებიან გულში, - ბუზღუნებს გეილი.
კიბეზე ჩავდივარ. ძირს ერთ-ერთი პირადი მცველი, ქრესიდა, და მეორე
ხოჭო მელოდებიან. საყვედურებს ველი, მაგრამ ქრესიდა ხელის ქნევით მა-
ნიშნებს, საავადმყოფოსკენ წავიდეთო.
- არ მაინტერესებს, პლუტარქე! - ყვირის ის, - კიდევ ხუთი წუთი მომეცი,
მე ნებართვის გარეშე მივრბივარ ფართო ქუჩისკენ.
- ო, არა! - ვჩურჩულებ საავადმყოფოს, უფრო სწორად, საავადმყოფოს
ნანგრევების დანახვაზე. გვერდს ვუქცევ დაჭრილებსა და ბომბდამშენების
ნამსხვრევებს და თვალს არ ვაშორებ იმ ჯოჯოხეთს, ჩემ წინ რომ ტრია-
ლებს:

77
ბომბებს საავადმყოფოს სახურავი ჩაუქცევია, შენობა ცეცხლშია გახვე-
ული, პაციენტები კი - შიგ გამომწყვდეული. მაშველთა ჯგუფი გზის გაწმენდას
და შიგნით შეღწევას ცდილობს. თუმცა, უკვე ვიცი, იქ რაც დახვდება. ნანგრე-
ვები და ცეცხლი თუ არა, მომწამვლელი კვამლი მაინც ყველას შეიწირავდა.
გვერდით გეილი მიდგას. ის ფაქტი, რომ არაფერს აკეთებს, ჩემს ეჭვებს
ადასტურებს. მაღაროელები უბედური შემთხვევის ადგილს მხოლოდ უიმე-
დო ვითარებაში ტოვებენ.
- წამოდი, ქეთნის. ჰეიმიჩი ამბობს, თქვენთვის ჰოვერკრაფტის დასმა უკვე
შესაძლებელიაო, - მეუბნება გეილი, მაგრამ მე ვერ ვინძრევი.
- ეს რატომ ჩაიდინეს? ისედაც მომაკვდავი ხალხი რატომ დახოცეს? - ვე-
კითხები მას.
- სხვების დასაშინებლად. დაჭრილებისთვის დახმარება რომ არ გაეწიათ,
- მიხსნის გეილი, - ის ხალხი, შენ რომ შეხვდი, ზედმეტი ტვირთი იყო. ყო-
ველ შემთხვევაში, სნოუსთვის. კაპიტოლიუმმა რომც გაიმარჯვოს, დასახიჩ-
რებული მონები მაინც არაფერში დასჭირდება.
მახსენდება, მთელი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ გაულანძღავს
გეილს კაპიტოლიუმი. მე ყურადღებას არ ვაქცევდი; მიკვირდა, კაპიტოლიუ-
მის მოტივებს რომ აანალიზებდა. ვერ ვხვდებოდი, ჩვენი მტერივით ფიქრი
რას მოგვიტანდა. ცოტა ხნის წინ, როცა გეილი საავადმყოფოს საჭიროებით
დაინტერესდა, მას ინფექციის გავრცელება კი არ აშინებდა, არამედ ის, რაც
ცოტა ხნის წინ მოხდა. გეილმა იცის, რაოდენ სასტიკ და ულმობელ მტერ-
თან გვაქვს საქმე. წელ-ნელა ზურგს ვაქცევ საავადმყოფოს და რამდენიმე
მეტრში მდგარ ქრესიდასა და მის ხოჭოებს ვხედავ. ქრესიდას მღელვარების
არანაირი კვალი არ ეტყობა. პირიქით, უჩვეულოდ მშვიდი ჩანს.
- ქეთნის, - მომმართავს მე, - პრეზიდენტ სნოუს ბრძანებით, ეს დაბომბვა
პირდაპირ ეთერში გადასცეს. მერე თვითონ გამოვიდა სიტყვით და განაცხა-
და, რომ ამით აჯანყებულები გააფრთხილა. შენ რას იზამ? შენ არ მიმართავ
აჯანყებულებს?
- კი, - ვჩურჩულებ. ერთ-ერთი ვიდეოკამერის წითელი შუქი თვალს
მჭრის. ვიცი, რომ ახლა მიღებენ, - კი, - უფრო მტკიცედ ვიმეორებ.
ყველა მშორდება - გეილი, ქრესიდა, ხოჭოები - და სცენას მითმობენ. მე
ვიდეოკამერის წითელ შუქს არ ვაცილებ თვალს.

78
- მინდა, აჯანყებულებს ვუთხრა, რომ ცოცხალი ვარ. მე-8 რაიონში ვარ,
სადაც სულ ახლახან კაპიტოლიუმმა უდანაშაულო კაცებით, ქალებითა და
ბავშვებით სავსე საავადმყოფო დაბომბა. არავინ გადარჩენილა, - ჩემში შო-
კი მრისხანებას უთმობს გზას, - მინდა, ხალხს ვუთხრა: თუ ოდნავ მაინც გჯე-
რათ იმის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კაპიტოლიუმი დაგვინდობს და
სამართლიანად მოგვეპყრობა, ცდებით! ყველამ კარგად იცით, ვინ არის და
რას სჩადის ჩვენი მტერი, - მექანიკურად ვწევ ხელებს, თითქოს იმ საშინე-
ლების ჩვენება მსურს, ჩემ გარშემო რომ სუფევს, - აი, მათი ნამოქმედარი!
ამისთვის სამაგიერო უნდა გადავუხადოთ!
მრისხანებით შეპყრობილი, ჩემდა უნებურად, ვუახლოვდები ვიდეოკამე-
რას.
- მაშ, პრეზიდენტმა გაგვაფრთხილა? ჩემგანაც მიიღებს გაფრთხილებას:
შეგიძლიათ დაგვბომბოთ, გვაწამოთ, ჩვენი რაიონები მიწასთან გაასწო-
როთ, მაგრამ ამას ხედავთ? - ვიდეოკამერა ჩემს გაშვერილ ხელს მიჰყვება
და ქუჩის გადაღმა, საწყობის თავზე ჩამოვარდნილ, ცეცხლის ალში გახვე-
ულ ბომბდამშენს იღებს. მის ფრთაზე გარკვევით ჩანს კაპიტოლიუმის გერ-
ბი, - ცეცხლი ძლიერდება! - უკვე ვყვირი, რათა პრეზიდენტ სნოუს ჩემი არც
ერთი სიტყვა არ გამორჩეს, - თუ ჩვენ დავიწვებით, თქვენც ჩვენთან ერთად
დაიწვებით!
ჩემს ბოლო სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოსდევს. თითქოს დრო გა-
ჩერდა. თითქოს მხურვალე ღრუბელში გახვეული, ჰაერში ვფარფატებ. ამ
მხურვალებას ჩემივე სხეული გამოსცემს და არა - ცეცხლში გახვეული ნან-
გრევები.
- გადაღებულია! - ქრესიდას ხმა რეალობაში მაბრუნებს და მაცხრობს.
ქრესიდა მოწონებით მიქნევს თავს, - ძალიან კარგი იყო!

8.

უკნიდან ბოგსი მიახლოვდება და ხელს მაგრად მკიდებს, მაგრამ მე გაქ-


ცევას აღარ ვაპირებ. ვხედავ, მთლიანად როგორ ინგრევა საავადმყოფო
და შეწინააღმდეგების ძალას ვკარგავ. დაჭრილები, მათი ახლობელ-ნათე-
სავები, მე-13 რაიონელი მედიკოსები - ყველანი დაიღუპნენ. ბოგსისკენ
79
ვტრიალდები. სახე გასივებია. ზედ გეილის ჩექმა ეტყობა. დიდი სპეციალის-
ტი არ ვარ, მაგრამ ცხვირი აშკარად გატეხილი აქვს. თუმცა, მაინც, ბედს შე-
გუებულის ხმა უფრო აქვს, ვიდრე გაბრაზებული კაცისა:
- ასაფრენ ზოლზე ვბრუნდებით!
მე მორჩილად ვდგამ უკან ნაბიჯს და ვკვნესი, რადგან მარჯვენა ფეხს
კვლავ ტკივილი მიკავებს. ორგანიზმში ადრენალინის დონის დაკლებასთან
ერთად ტკივილმა თავი შემახსენა. დაბეგვილ-დასისხლიანებული ვარ, მარ-
ცხენა საფეთქელს გუგუნი გააქვს, თითქოს თავში ვიღაც უროს მირახუნებს.
ბოგსი ყურადღებით მაკვირდება სახეზე, მერე ხელში ავყავარ და ასაფრენი
ზოლისკენ მიმარბენინებს. შუა გზაში გული მერევა და ჯავშანჟილეტს ნარ-
წყევით ვუსვრი. მგონი, ბოგსი ოხრავს, თუმცა, სირბილისგან ისედაც სუნთქვა
ეკვრის.
ასაფრენ ზოლზე მცირე ზომის ჰოვერკრაფტი გვიცდის, ის არა, რომელ-
მაც აქ ჩამოგვსხა. როგორც კი ყველანი შიგ ვსხდებით, ჰოვერკრაფტი ცაში
იჭრება. კომფორტული სკამები და ფანჯრები არ გვაქვს. მგონი ეს სატვირ-
თო ხომალდია. ბოგსი დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწე-
ვს. ნარწყევით ჩემი ჯავშანჟილეტიც მოთხვრილია, მაგრამ ისე მცივა, გახდას
არ ვაპირებ. იატაკზე ვწევარ, თავი გეილის მუხლებზე მიდევს. ბოლო, რაც
მახსოვს, ისაა, რომ ბოგსი ტანზე რამდენიმე სქელ ტომარას ერთდროულად
მაფარებს.
რომ ვიღვიძებ, უკვე თბილა და მე-13 რაიონის საავადმყოფოში, ჩემს
ძველ საწოლში ვწევარ. გვერდით დედაჩემი მიზის და ყურადღებით მათვა-
ლიერებს.
- თავს როგორ გრძნობ?
- ნაცემივით, - ვპასუხობ.
- მხოლოდ თქვენი გაფრენის შემდეგ მითხრეს, რომ წახვედით.
სინდისი მქენჯნის. ოჯახს, რომელმაც ორჯერ გაგგზავნა შიმშილის თამა-
შებში, ასე არ უნდა მოექცე.
- მაპატიე. თავდასხმას არ ელოდნენ. მხოლოდ პაციენტები უნდა მომენა-
ხულებინა, - ვუხსნი დედას, - ვეტყვი, რომ შემდეგში აუცილებლად შეგითან-
ხმდნენ.
- ქეთნის, მე აზრს არავინ მეკითხება, - ამბობს დედაჩემი.

80
ეს სიმართლეა. თვით მეც არ ვეკითხები მას მერე, რაც მამაჩემი დაიღუ-
პა. რისთვის ვატყუებ?
- მაშინ, ვთხოვ, რომ... წინასწარ შეგატყობინონ ხოლმე.
ტუმბოზე ჩემი მარჯვენა ფეხიდან ამოღებული ნამსხვრევები ყრია. ექიმები
ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე უფრო ღელავენ, ტვინის შერყევისგან ბო-
ლომდე გამოკეთებული არ ვიყავი, რომ აფეთქებებში მოვყევი. თუმცა,
მხედველობა გაორებული არ მაქვს და არც აზროვნება მიჭირს. გუშინ შუად-
ღის შემდეგ მეძინა და დამშეული ვარ. სამწუხაროდ, მხოლოდ თბილ რძეში
ჩამბალი რამდენიმე ნაჭერი პური მოაქვთ. სამეთაურო შტაბში დილის თათ-
ბირზე მიბარებენ. ასადგომად ვემზადები, მაგრამ ადგომა გამორიცხულიაო,
მეუბნებიან; თურმე შტაბში საწოლიანად უნდა მიმაგორონ. ბოლოს და ბო-
ლოს, ექიმებს ინვალიდის ეტლზე ვითანხმებ. კარგად ვარ. ერთი ეგაა, თავი
და ფეხი მტკივა, ცოტათი დაჟეჟილი ვარ... ნასაუზმევს კინაღამ გული ამე-
რია. მგონი, ინვალიდის ეტლი კარგი იდეაა.
სანამ დერეფანში მიმაგორებენ, შიში მიპყრობს. რა მელის შტაბში? გუშინ
მე და გეილი ბრძანებას არ დავემორჩილეთ. ბოგსი ამას გასივებული სახით
დაადასტურებს. რასაკვირველია, დაგვსჯიან. იმედია, კოინი ჩვენს შეთანხმე-
ბას არ გააუქმებს და შიმშილის თამაშების გამარჯვებულებს იმუნიტეტს არ
მოუხსნის. იმედია, პიტასთვის გადარჩენის ეს მცირე შანსიც არ მომისპია!
სამეთაურო შტაბში ჯერ მხოლოდ ქრესიდა, მესალა და ხოჭოები იცდიან.
მესალას ჩემს დანახვაზე თვალები უბრწყინდება.
- აი, ჩვენი პატარა ვარსკვლავი!
სხვებიც ისე გულღიად იღიმიან, რომ მეც მეღიმება. მე-8 რაიონში გადამ-
ღებმა ჯგუფმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა დაბომბვისას სა-
ხურავზე ამომყვა და საჭირო კადრების გადასაღებად პლუტარქეც გააჩუმეს.
მათ თავიანთი საქმე უყვართ და ფრიადზე აკეთებენ. ცინასავით.
უცნაური შეგრძნება მეუფლება. ახლა რომ არენაზე ვიყო, სიამოვნებით
ავირჩევდი მოკავშირეებად ქრესიდას, მესალას და... და...
- ხოჭოებს ვეღარ გიწოდებთ! - დაუფიქრებლად ვეუბნები ოპერატორებს.
მერე ვუხსნი, თქვენი სახელები არ ვიცი, მაგრამ თქვენი კამერებით ხო-
ჭოებს მაგონებთ-მეთქი. მსგავსი შედარება ოპერატორებს სულაც არ
სწყინთ. კამერის გარეშეც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს ქვიშისფერი
თმა, წითელი წვერი და ლურჯი თვალები აქვს. ფრჩხილებდაკვნეტილი კას-

81
ტორად მეცნობა, ხოლო მეორე, რომელიც თურმე მისი ძმაა, პოლიდევკედ.
პოლიდევკე მხოლოდ თავს მიქნევს, არ მესალმება. თავიდან მგონია, რომ
მორიდებულია ან სიტყვაძუნწი, მაგრამ ვამჩნევ, როგორ უჭირს ნერწყვის გა-
დაყლაპვა და, სანამ კასტორი მეტყოდეს, თვითონ ვხვდები - პოლიდევკე
ავოქსია. მას ენა მოაჭრეს და ვერ ლაპარაკობს. აღარ მიკვირს, რატომ
რისკავს სიცოცხლეს, ოღონდაც კაპიტოლიუმი დაამხონ.
ოთახი თანდათან ივსება და ნაკლებად გულთბილი შეხვედრისთვის ვემ-
ზადები. თუმცა, მტრულად განწყობილი მხოლოდ ჰეიმიჩი (რომელიც ისე-
დაც უხიაგი კაცია) და დაბღვერილი ფულვია კარდიუ ჩანან. ბოგსს ზედა ტუ-
ჩიდან შუბლამდე ხორცისფერი ნიღაბი უკეთია (მისი გატეხილი ცხვირის ამ-
ბავი გამომიცნია) და მის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავ. კოინი და გეილი
აშკარად მეგობრულად საუბრობენ.
- ახალი მეგობარი გაიჩინე? - ვეკითხები გეილს, როცა ის ჩემი ეტლის
გვერდით, სკამზე ჯდება.
გეილს წამით პრეზიდენტზე გადააქვს მზერა და მერე ისევ მე მიყურებს.
- რომელიმე ჩვენგანი მაინც ხომ უნდა იყოს კომუნიკაბელური? - ამბობს
და საფეთქელზე ნაზად მეხება, - როგორ ხარ?
დღევანდელი საუზმე ალბათ ნივრიანი გოგრის წვნიანი იყო. რაც უფრო
მეტი ხალხი შემოდის, მით უფრო ძლიერდება ნივრის სუნი. გულძმარვას
ვგრძნობ. შუქიც უფრო კაშკაშა მეჩვენება.
- ცოტათი თავბრუ მეხვევა. შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად. ბომბის რამდენიმე ნამსხვრევი ამომიღეს. ეს იყო და ეს.
კოინი სიჩუმისკენ მოგვიწოდებს.
- ოფიციალურად წამოვიწყეთ საინფორმაციო ომი. ვისაც წუხელ რვა სა-
ათზე ჩვენი პირველი პროპაგანდისტული ვიდეოკლიპის ან მისი ჩვიდმეტი
განმეორებითი ჩვენების (ეს ბიტიმ მოახერხა) ნახვა გამორჩა, დღეს თათ-
ბირს მისი გამეორებით დავიწყებთ.
გამეორებით? ესე იგი, არა მხოლოდ საჭირო კადრები გადაუღიათ, უკვე
ვიდეოკლიპიც აუწყვიათ და რამდენჯერმე გადაუციათ პირდაპირ ეთერში.
ეკრანზე ჩემი თავის დანახვის მოლოდინში ხელისგულები მიოფლიანდება.
ვაითუ ისევ საშინელი გამოვჩნდე? ისეთივე შებოჭილი და უნიჭო, როგორც
ტელესტუდიაში? იქნებ საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი და ფიქრობენ, რომ ჩემ-
გან მსახიობი არ გამოვა?

82
მაგიდიდან პერსონალური ეკრანები ამოდის, ნათურები მკრთალდება და
ოთახში სიჩუმე ისადგურებს. თავიდან ჩემი ეკრანი შავია. მერე მის შუაგულში
პაწაწინა ნაპერწკალი ღვივდება. კაშკაშებს, იზრდება და უჩუმრად ნთქავს
მთელ სიშავეს. ახლა ეკრანის შუაგულში იმდენად რეალური და ძლიერი
ცეცხლი გიზგიზებს, ლამის მისგან მომავალ მხურვალებას ვგრძნობ. ცეც-
ხლიდან ჩემი კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევის გამოსახულება გამოდის და ოქ-
როსფრად ელვარებს. მესმის დაბალი, მჟღერი ხმა, რომელიც ძილში არ
მასვენებს. შიმშილის თამაშების ოფიციალური წამყვანი კლავდიუს ტემ-
პლსმითი ამბობს: ცეცხლოვანი ქეთნის ევერდინი ჯერაც გიზგიზებს!
უეცრად კაჭკაჭჯაფარას ადგილას მე ვჩნდები. ნამდვილ ცეცხლსა და
კვამლში გახვეულ მე-8 რაიონში ვარ.
მინდა, აჯანყებულებს ვუთხრა, რომ ცოცხალი ვარ. მე-8 რაიონში ვარ, სა-
დაც სულ ახლახან კაპიტოლიუმმა უდანაშაულო კაცებით, ქალებითა და ბავ-
შვებით სავსე საავადმყოფო დაბომბა. არავინ გადარჩენილა.
კადრი გადადის საავადმყოფოს ჩამოქცევის სცენაზე. სასოწარკვეთილი
ხალხი ნანგრევებს უყურებს, ჩემი ხმა კი აგრძელებს:
მინდა, ხალხს ვუთხრა: თუ ოდნავ მაინც გჯერათ იმის, რომ ცეცხლის შეწ-
ყვეტის შემდეგ კაპიტოლიუმი დაგვინდობს და სამართლიანად მოგვეპყრო-
ბა, ცდებით! ყველამ კარგად იცით, ვინ არის და რას სჩადის ჩვენი მტერი.
ამ დროს კადრში ისევ მე ვჩნდები. ჩემ გარშემო დატრიალებულ უბედუ-
რებაზე ხელებით მივუთითებ.
აი, მათი ნამოქმედარი! ამისთვის სამაგიერო უნდა გადავუხადოთ!
ამ სიტყვებს ფანტასტიკურად დამონტაჟებული ბრძოლის კადრები მოს-
დევს. დაბომბვის პირველი ტალღა. ჩვენ გავრბივართ. ძირს ვეცემით. ჩემი
ჭრილობის ახალი კადრი. მართლაც შთამბეჭდავი და სისხლიანი სანახა-
ობა. სახურავზე ვძვრებით. არტილერისტების სამალავთან მივრბივართ.
აჯანყებულები, გეილი და მე ბომბდამშენებს ვესვრით. უფრო ხშირად მე
ვჩანვარ, ციდან ბომბდამშენებს ვყრი. კადრი სწრაფად გადმოდის ჩემზე. კა-
მერასთან ახლოს მივდივარ.
მაშ, პრეზიდენტმა გაგვაფრთხილა? ჩემგანაც მიიღებს გაფრთხილებას:
შეგიძლიათ დაგვბომბოთ, გვაწამოთ, ჩვენი რაიონები მიწასთან გაასწო-
როთ, მაგრამ ამას ხედავთ?

83
ვიდეოკამერა საწყობის სახურავზე ჩამოვარდნილ და აალებულ ბომბდამ-
შენს იღებს. ფრთაზე გამოსახული კაპიტოლიუმის გერბი დნება და უეცრად
მის ადგილას ჩემი სახე ჩნდება. პრეზიდენტ სნოუს ვუყვირი.
ცეცხლი ძლიერდება! თუ ჩვენ დავიწვებით, თქვენც ჩვენთან ერთად დაიწ-
ვებით!
მთელ ეკრანს ცეცხლის ალი ედება. ზემოდან შავი, დიდი ასოებით ეწერე-
ბა: თუ ჩვენ დავიწვებით, თქვენც ჩვენთან ერთად დაიწვებით!
ასოებს ცეცხლი ეკიდება. ბოლოს მთელი ეკრანი შავდება. ოთახში ხან-
მოკლე სიჩუმე ისადგურებს, მერე ტაშს უკრავენ და ვიდეოკლიპის გამეორე-
ბას ითხოვენ. კოინი სიამოვნებით აჭერს შესაბამის ღილაკს თითს. რადგან
უკვე ვიცი, რა მოხდება, ამჯერად ეკრანს ისეთი გრძნობით ვუყურებ, თითქოს
მშობლიურ საბადოში, საკუთარ სახლში ვიჯდე. ანტიკაპიტოლიუმური გან-
ცხადება. ტელევიზიით მსგავსი რამ არასდროს გადმოუციათ. ყოველ შემ-
თხვევაში, მე არ მოვსწრებივარ.
როცა ეკრანი ხელმეორედ შავდება, მრავალი კითხვა მიჩნდება.
- ეს მთელ პანემში გადაიცა? კაპიტოლიუმშიც ნახეს?
- კაპიტოლიუმში - არა, - მპასუხობს პლუტარქე, - მათ სისტემაში ვერ შე-
ვაღწიეთ. თუმცა, ბიტი ამაზეც მუშაობს. ყველა რაიონში ნახეს. მეორეშიც კი,
რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთვის კაპიტოლიუმზე მნიშვნელოვანია.
- კლავდიუს ტემპლსმითიც ჩვენ გვემხრობა?
პლუტარქე გულიანად იცინის.
- მხოლოდ მისი ხმა. საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ. ბევრი რედაქტირება
არც დაგვჭირვებია. ეს სიტყვები პირველი შიმშილის თამაშების კომენტირე-
ბისას წარმოთქვა, - პლუტარქე მაგიდის ზედაპირზე ატყაპუნებს ხელს, - მო-
დი, კიდევ ერთხელ დავუკრათ ტაში ქრესიდას, მის არაჩვეულებრივ გუნდს
და, რა თქმა უნდა, ჩვენს ნიჭიერ ვარსკვლავს, რომელიც კამერის წინ იდგა!
მეც ტაშს ვუკრავ და მხოლოდ შემდეგ ვხვდები, რომ კამერის წინ მდგარი
ნიჭიერი ვარსკვლავი მე ვარ. საკუთარი თავისთვის ტაშის დაკვრა შეიძლება
თავხედობაა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. უცებ ფულვიას დაძაბულ
გამომეტყველებას ვამჩნევ. მგონი, განაწყენებულია, რომ ქრესიდას რეჟი-
სორობით ჰეიმიჩის იდეა წარმატებით განხორციელდა, სტუდიური გადაღე-
ბების მისეული მცდელობა კი ჩავარდა.
ბოლოს და ბოლოს, კოინს საკუთარი წარმატებით ტკბობა ჰბეზრდება.

84
- ეს ტაში მართლაც დაიმსახურეთ. შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი გა-
მოვიდა. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ამ კადრე-
ბისთვის თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდეთ. ვიცი, რომ კაპიტოლიუმის რეიდს
არ ველოდით. თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, უნდა ამიხ-
სნათ, რატომ გაგზავნეთ ქეთნისი ნამდვილ ბრძოლაში?
რატომ გამგზავნეს? მაშ, კოინმა არ იცის, რომ ბრძანებას არ დავემორჩი-
ლე, ყურსასმენი მოვიძვრე და პირად მცველებს გავექეცი? ნეტა კიდევ რა
არ გაუმხილეს?
- მძიმე გადაწყვეტილება იყო, - შუბლს იჭმუხნის პლუტარქე, - თუმცა, ყვე-
ლა შევთანხმდით, რომ ღირებულს ვერაფერს მივაღწევდით, თუ ყოველი
ტყვიის გავარდნისას ქეთნისს ბუნკერში ჩავკეტავდით.
- ამას შენც დასთანხმდი? - ინტერესდება კოინი.
გეილი მაგიდის ქვეშ ფეხს მირტყამს. თურმე პრეზიდენტი მე მეკითხება.
- რა? აჰ, ჰო. მე თანხმობა განვაცხადე. მომეწონა კიდეც. უქმად ჯდომას
ნამდვილად სჯობდა.
- გასაგებია, მაგრამ საჯაროდ გამოჩენას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა
მოვეკიდოთ. მით უმეტეს, კაპიტოლიუმმა უკვე შეიტყო, ქეთნისს რა შეუძლია,
- ამბობს კოინი.
მაგიდის ირგვლივ თანხმობის ნიშნად ბუტბუტებენ.
მე და გეილი არავინ ჩაგვიშვა - არც პლუტარქემ, რომლის ბრძანებასაც
არ დავემორჩილეთ; არც ცხვირგატეხილმა ბოგსმა; არც ხოჭოებმა, რომ-
ლებსაც პირდაპირ ცეცხლში შევუძეხით; არც ჰეიმიჩმა... მაგრამ ჰეიმიჩი ცბი-
ერად მიღიმის და ტკბილად მეუბნება:
- ჰო, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი კაჭკაჭჯაფარა აჭიკჭიკდა და ახლა ხომ
არ დავკარგავთ.
გონებაში ვინიშნავ, რომ მასთან ოთახში მარტო არ უნდა დავრჩე, თო-
რემ, ჩანს, ჯერაც ვერ მოუნელებია, ის სულელური ყურსასმენი რომ მოვიხ-
სენი.
- კიდევ რას გეგმავთ? - გვეკითხება პრეზიდენტი კოინი.
პლუტარქე თავის ქნევით ანიშნებს ქრესიდას და ეს უკანასკნელი პლან-
შეტს აკვირდება.
- ქეთნისის მე-8 რაიონის საავადმყოფოში სტუმრობის ფანტასტიკური
კადრები გვაქვს. მათგან ვინ არის და რას სჩადის ჩვენი მტრის თემაზე მო-

85
რიგი პროპაგანდისტული ვიდეოკლიპის გაკეთება შეიძლება. ქეთნისის პაცი-
ენტებთან, განსაკუთრებით - ბავშვებთან, გასაუბრებაზე, საავადმყოფოს და-
ბომბვასა და ნანგრევებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მონტაჟზე მესალა
მუშაობს. კაჭკაჭჯაფარას ვიდეოკლიპზეც ვფიქრობთ. ქეთნისის საუკეთესო
კადრებს აჯანყებისა და ომის სცენებთან ერთად დავამონტაჟებთ. ამ ვიდეოს
ხანძრის გავრცელებას დავარქმევთ. გარდა ამისა, ფულვიამაც ბრწყინვალე
იდეა მოგვაწოდა.
წამით ფულვიას ამჟავებული გამომეტყველება ქრება, მაგრამ მალევე იბ-
რუნებს კუშტ სახეს.
- რამდენად ბრწყინვალეა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, კარგი იქნება,
თუ გადავიღებთ პროპაგანდისტული ვიდეოკლიპების სერიას, რომელსაც
ჩვენ გვახსოვს ერქმევა. ყოველ ვიდეოკლიპში თითო დაღუპულ შეწირულს
გავიხსენებთ. მაგალითად, მე-11 რაიონელ პატარა რუს, ან მე-4 რაიონელ
მეგსს. იდეის არსი ისაა, რომ თითოეული ვიდეოკლიპით რომელიმე კონ-
კრეტულ რაიონს მივმართავთ.
- რომ პატივს მივაგებთ ჩვენს შეწირულებს, - ამატებს პლუტარქე.
- ბრწყინვალე იდეაა, ფულვია, - გულწრფელად ვეუბნები, - ხალხს შევახ-
სენებთ, თუ რისთვის იბრძვიან.
- მგონი, იმოქმედებს, - აგრძელებს ფულვია, - ვიდეოკლიპების შესავალ
სიტყვას ფინიკი წარმოთქვამს და კომენტატორიც ის იქნება. იმედია, ხალხი
დაინტერესდება.
- მე თუ მკითხავთ, რაც შეიძლება ბევრი ჩვენ გვახსოვს ვიდეოკლიპი უნ-
და დავამზადოთ, - ამბობს კოინი, - შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ ამაზე მუ-
შაობა?
- რა თქმა უნდა, - ამბობს ფულვია და აშკარად ეტყობა, რომ მისი იდეის
მოწონებამ გული მოულბო.
ქრესიდას საქციელმა შემოქმედებით ჯგუფში დაძაბული ატმოსფერო გან-
მუხტა. ფულვიას მართლაც ბრწყინვალე იდეა შეუქო, თვითონ კი კაჭკაჭჯა-
ფარას პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად გზა გაითავისუფლა. ყველა-
ზე საინტერესო ისაა, რომ პლუტარქეს, როგორც ჩანს, სულ არ ანაღვლებს,
შეაქებენ თუ არა. მისთვის მთავარია, საინფორმაციო ომი წარმატებით ვა-
წარმოოთ. მახსენდება, რომ პლუტარქე თამაშის შემოქმედების უფროსია
და არა - შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ის შიმშილის თამაშების მონაწილე

86
არ არის. შესაბამისად, დეტალებით კი არა, მთლიანი პროდუქტის წარმატე-
ბით არის დაინტერესებული. როცა ომში გავიმარჯვებთ, აი, მაშინ დაგვიკ-
რავს პლუტარქე თავს და ჩვენს აპლოდისმენტებს დაელოდება.
პრეზიდენტი თათბირს ასრულებს და ყველას გვავალებს, თქვენს საქმე-
ებს მიხედეთო. გეილი საავადმყოფოში მიმაგორებს. გვეცინება იმაზე, რომ
არავინ დაგვაბეზღა. გეილი ამბობს, არავის უნდოდა იმის გამხელა, რომ
ვერ გვაკონტროლებენო. მე უფრო გულკეთილი ვარ და ვამბობ, რაკი, ბო-
ლოს და ბოლოს, წესიერი ვიდეომასალის გადაღება შეძლეს, ალბათ
კვლავ სურთ ჩვენი ხალხში გაყვანა და პრეზიდენტიც ამიტომ აღარ განა-
რისხეს-მეთქი. მგონი, ერთიცაა და მეორეც. გეილს ბიტისთან მიეჩქარება
სპეცშეიარაღების განყოფილებაში. მე ვიძინებ.
თვალებს როცა ვახელ, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში მჯდარ ჰეიმიჩს ვხე-
დავ. ვკრთები. საათის მიხედვით, უკვე კარგა ხანია, მძინავს, არადა, ასე
მგონია, თვალები სულ რამდენიმე წამით მოვხუჭე. შეიძლება ჰეიმიჩი მთე-
ლი ეს დრო ჩემს გაღვიძებას უცდიდა. ვინმეს გამოძახებასაც კი ვფიქრობ,
მაგრამ ჯანდაბას, ადრე თუ გვიან მაინც მომიწევს ჰეიმიჩთან დაპირისპირე-
ბა.
ჰეიმიჩი ჩემკენ იხრება და ცხვირწინ წვრილ, თეთრ მავთულზე დაკიდე-
ბულ ნივთს მიქანავებს. წესიერად ვერ ვარჩევ, მაგრამ ისედაც ვხვდები, რა-
ცაა. ჰეიმიჩი მას საბანზე მიგდებს.
- ეს შენი ყურსასმენია. კიდევ ერთხელ გაძლევ შანსს, რომ გაიკეთო. თუ
ისევ მოიხსნი, აი, ამას ჩამოგაცვამ თავზე, - ლითონის ჩაფხუტისმაგვარს მიჩ-
ვენებს, რომელსაც გონებაში მაშინვე თავბორკილს ვარქმევ, - ეს ალტერნა-
ტიული რადიომოწყობილობაა, რომელიც გასაღებით იკეტება და იხსნება.
მისი გასაღები მხოლოდ მე მაქვს. თუ როგორღაც ამის მოხდასაც მო-
ახერხებ... - ჰეიმიჩი თავბორკილს საწოლზე აგდებს და ჯიბიდან ვერცხლის-
ფერ მიკროჩიპს იღებს, - მაშინ ქირურგებს ამას შენს ყურში ჩავანერგვინებ
და დღედაღამ დაგელაპარაკები.
ჰეიმიჩი დღედაღამ ჩემს გონებაში? რა საშინელებაა!
- ყურსასმენს აღარ მოვიხსნი! - ვბუტბუტებ.
- ვერ გავიგე...
- ყურსასმენს აღარ მოვიხსნი! - იმდენად ხმამაღლა ვიმეორებ, რომ მგო-
ნი ნახევარ საავადმყოფოს ვაღვიძებ.

87
- დარწმუნებული ხარ? ხომ იცი, ჩემთვის სულერთია, ამ სამიდან რო-
მელს გაიკეთებ, - მეუბნება ჰეიმიჩი.
- დარწმუნებული ვარ, - ყურსასმენს მავთულიანად ვიღებ, ხოლო თავ-
ბორკილს მეორე ხელით პირდაპირ სახეში ვესვრი. ჰეიმიჩი იოლად იგერი-
ებს რადიომოწყობილობას. ალბათ ელოდა, რომ ვესროდი, - კიდევ გინდა
რამე?
ჰეიმიჩი დგება და წასასვლელად ემზადება.
- სანამ შენს გაღვიძებას ვუცდიდი... სადილი შეგიჭამე.
ტუმბოს გავცქერი. ლანგარზე ცარიელი მათლაფა დევს.
- გიჩივლებ, - ვბურტყუნებ ბალიშში თავჩარგული.
- მიჩივლე, ძვირფასო, - ჰეიმიჩი გადის.
ზუსტად იცის, რომ არ ვუჩივლებ.
კვლავ ჩაძინება მინდა, მაგრამ ვერ ვისვენებ. გუშინდელი მოვლენები
მიდგება თვალწინ. დაბომბვა. ცეცხლწაკიდებული ბომბდამშენები. დაჭრი-
ლების სახეები. ყველა მხრიდან სიკვდილი მელანდება. წამიც და მიწაზე
ბომბი დაეცემა. ჩემს ჰოვერპლანს ფრთა მოსწყდა და ტრიალ- ტრიალით
ვვარდები ძირს. საავადმყოფოს საწოლზე მილურსმული უმწეოდ ვადევნებ
თვალს, როგორ ინგრევა შენობის სახურავი. ეს ყველაფერი უკვე ვნახე. ეს
ყველაფერი ჩემმა მშვილდის მოზიდვამ გამოიწვია. ამ ყველაფერს ვერას-
დროს წავშლი გონებიდან.
ფინიკს თავისი სადილი ლანგრით ჩემს პალატაში შემოაქვს, რომ ერთად
ვუყუროთ ტელევიზორში უახლეს პროპაგანდისტულ ვიდეოკლიპს. ფინიკს
ჩემს ძველ სართულზე გამოუყვეს ბინა, მაგრამ რეციდივი იმდენად ხშირად
უვითარდება, რომ, ფაქტობრივად, ჯერაც საავადმყოფოში ცხოვრობს. აჯან-
ყებულები მესალას მიერ დამონტაჟებულ ვინ არის და რას სჩადის ჩვენი
მტრის თემაზე შექმნილ ვიდეოკლიპს უჩვენებენ. ვიდეოში გამოყენებულია
სტუდიური ჩანაწერები, რომლებშიც გეილი, ბოგსი და ქრესიდა საავადმყო-
ფოს დაბომბვის დეტალებს იხსენებენ. მე-8 რაიონის საავადმყოფოში ჩემი
მიღების კადრების ყურება მიმძიმს, რადგან ვიცი, შემდეგ რა მოხდება. როცა
სახურავს ბომბებს აყრიან, სახეს ბალიშში ვმალავ და ვწევ მხოლოდ ვიდე-
ოკლიპის დასასრულს, როცა ეკრანზე რამდენიმე წამით კვლავ მე ვჩნდები.
კიდევ კარგი, ფინიკი ტაშის კვრითა და სიხარულით არ ხვდება ვიდეოს
დასრულებას. მხოლოდ ამას ამბობს:

88
- ხალხმა უნდა იცოდეს, რაც ხდება. მათ ეს უკვე შეიტყვეს.
- სანამ გაუმეორებიათ, გთხოვ, ტელევიზორი გამორთე, ფინიკ, - მაგრამ,
როცა ფინიკს დისტანციური მართვის პულტისკენ მიაქვს ხელი, ვუყვირი: -
მოიცა! - კაპიტოლიუმური სპეციალური გამოშვება იწყება. ეკრანზე ნაცნობი
სახეა. დიახ, ეს სეზარ ფლიკერმანია და უკვე ვიცი, მისი სტუმარი ვინც იქნე-
ბა.
პიტას ფიზიკური გარდაქმნა თავზარს მცემს. ჯანმრთელ, თვალებნათელ
ბიჭს სულ რამდენიმე დღეში, სულ ცოტა, ხუთი კილოგრამი მაინც დაუკლია
და ხელები ნერვიულად უცახცახებს. საგულდაგულოდ მოუწესრიგებიათ,
მაგრამ გრიმიც კი ვერ უფარავს შეშუპებულ თვალებს; ვერც მისი ძვირფასი
სამოსი მალავს ტკივილს, რომელსაც ყოველი განძრევისას განიცდის.
თვალებს არ ვუჯერებ. ახლახან ვნახე. ოთხი თუ... ხუთი, კი, ხუთი დღის
წინ. ასე მალე როგორ დაასახიჩრეს? ნეტა რა უყვეს? უცებ ყველაფერს
ვხვდები. სეზართან მის პირველ ინტერვიუს ვიხსენებ. პირდაპირი ეთერი არ
ყოფილა და არც ის უნიშნებიათ, როდის ჩაწერეს ინტერვიუ - შეიძლება სუ-
ლაც არენის აფეთქებიდან ორიოდ დღეში... და მას შემდეგ, პიტას რასაც უნ-
დოდათ, იმას უშვებოდნენ.
- ო, პიტა... - ვჩურჩულებ.
რამდენიმე ტრივიალური ფრაზის შემდეგ სეზარი პიტას ეკითხება, მართა-
ლია, რომ ქეთნისი რაიონებში გასავრცელებელ პროპაგანდისტულ ვიდეო-
ებში მონაწილეობსო?
- აშკარად აჯანყებულების ასაყოლიებლად იყენებენ, - ამბობს პიტა, - მე-
ეჭვება, მართლა იცოდეს ომში რა ხდება, რამდენი რამ დევს სასწორზე.
- იქნებ გსურს, მას რამე უთხრა? - სთავაზობს სეზარი.
- დიახ, - პასუხობს პიტა და კამერას, ანუ პირდაპირ მე მისწორებს მზე-
რას, - ქეთნის, სისულელეს ნუ ჩაიდენ. დაფიქრდი. იარაღად გაქციეს, რომე-
ლიც მთელ კაცობრიობას სიკვდილით ემუქრება. თუ მანდ სიტყვა გეთქმის
და გისმენენ, შეაჩერე ეს საშინელება. შეწყვიტე ეს ომი, სანამ გვიან არ
არის. ჰკითხე საკუთარ თავს, მართლა ენდობი მათ, ვისთანაც თანამშრომ-
ლობ? იცი, სინამდვილეში რაც ხდება? თუ არ იცი... ეცადე, დაადგინო.
შავი ეკრანი. პანემის გერბი. გადაცემა დამთავრდა.
ფინიკი დისტანციური მართვის პულტს იღებს და ტელევიზორს რთავს.
აქაურობა წუთში გაივსება ხალხით, რომელიც პიტას საზარელი მდგომა-

89
რეობის ნახვითა და მისი სიტყვების მოსმენით გამოწვეული ემოციების გა-
ქარწყლებას ეცდება. პიტასგან განზე გადგომა მომიწევს. არადა, სიმართლე
ისაა, რომ არც აჯანყებულებს ვენდობი, არც - კოინს და არც - პლუტარქეს.
არ მჯერა, რომ ისინი სიმართლეს მეუბნებიან. ამ უნდობლობის დამალვას
ვერ შევძლებ.
ფეხის ხმა ახლოვდება.
ფინიკი მხრებში მავლებს ხელებს.
- ჩვენ ეს არ გვინახავს!
- რა?
- პიტა არ გვინახავს. მხოლოდ პროპაგანდისტული ვიდეო ვნახეთ მე-8
რაიონის შესახებ. მერე ტელევიზორი გამოვრთეთ, რადგან მძიმე სურათმა
დაგაღონა. გასაგებია? - მე თავს ვუქნევ, - მაშინ ეგ სადილი ბოლომდე შეჭა-
მე.
მხნეობას ვიკრებ და როცა პალატაში პლუტარქე და ფულვია შემოდიან,
პირი პურითა და კომბოსტოთი მაქვს გამოტენილი. ფინიკი მელაპარაკება,
გეილი ეკრანზე რა ლამაზი ჩანდაო. შემოსულთ წარმატებული ვიდეოკლი-
პის დამზადებას ვულოცავთ, იმდენად ემოციური იყო, დასრულებისთანავე
ტელევიზორი გამოვრთეთო. ორივეს შვებას ვატყობ. გვიჯერებენ. პიტას არც
ერთი არ ახსენებს.

9.

რამდენჯერაც ჩამეძინა, იმდენჯერ საშინელმა კოშმარმა წამომაგდო. მეც


ხელი ჩავიქნიე. თუ ვინმე შემოიხედავს, თვალებს ვხუჭავ და ფშვინვას ვიწ-
ყებ, ვითომ მძინავს. დილით საავადმყოფოდან მწერენ და მაფრთხილებენ,
მღელვარებას ერიდეო. ქრესიდა კაჭკაჭჯაფარას ახალი ვიდეოსთვის რამ-
დენიმე წინადადების ჩაწერას მთხოვს. სადილზე სულ ველი, რომ ვინმე ტე-
ლევიზიით პიტას ჩვენების დეტალებზე დამელაპარაკება, მაგრამ ამაოდ. ნუ-
თუ ჩემი და ფინიკის გარდა არავის უნახავს ის გადაცემა?
მერე წვრთნის დრო დგება, მაგრამ რადგან გეილი ბიტის ეხმარება სპეც-
შეიარაღების განყოფილებაში, ნებართვას ვითხოვ და მის მაგივრად ტყეში
ფინიკი მიმყავს. კარგა ხანს დავსეირნობთ, მერე კოჭებიდან სათვალთვალო
90
მოწყობილობებს ვიხსნით და ბუჩქების ქვეშ ვმალავთ. საკმაოდ შორს მივ-
დივართ, სადაც ვერავინ მოგვისმენს, ძირს ვსხდებით და პიტას გუშინდელ
ინტერვიუზე ვლაპარაკობთ.
- ინტერვიუს არავინ ახსენებს. შენ ხომ არ დაგლაპარაკებია ვინმე? - მე-
კითხება ფინიკი. მე უარის ნიშნად ვაქნევ თავს. ფინიკი ხანმოკლე დუმილის
შემდეგ მეკითხება: - არც გეილი? - რატომღაც მინდა მჯეროდეს, რომ გე-
ილს მართლაც არ მოუსმენია პიტას სიტყვები, თუმცა, გული სხვას მიგ-
რძნობს, - იქნებ ჯერ დრო ვერ მოიხელთა, რომ ცალკე დაგელაპარაკოს?
- შეიძლება, - ვამბობ მე. ჩუმად იმდენ ხანს ვსხედვართ, რომ უყურადღე-
ბო ხარირემი სასროლ მანძილზე გვიახლოვდება. ისარს ვესვრი და ვკლავ.
ღობემდე ფინიკი მიათრევს. ვახშმად ჩაშუშული ირმის ხორცი გვაქვს. ნავახ-
შმევს Е ნაკვეთურში გეილი მიმაცილებს. ვეკითხები, რამე ახალი ხომ არაა-
მეთქი, მაგრამ გეილი პიტაზე არაფერს ამბობს. როგორც კი დედაჩემი და
პრიმი იძინებენ, უჯრიდან მარგალიტს ვიღებ და მარგალიტჩაბღუჯული ზე-
დიზედ მეორე ღამეს ვათენებ თეთრად. გამუდმებით პიტას სიტყვები ჩამეს-
მის გონებაში: ჰკითხე საკუთარ თავს, მართლა ენდობი იმ ხალხს, რომლებ-
თანაც თანამშრომლობ? იცი, სინამდვილეში რა ხდება? თუ არ იცი... ეცადე,
დაადგინო. დავადგინო. რა? ვისგან? ან პიტამ თუ იცის რამე, გარდა იმისა,
რასაც კაპიტოლიუმი ეუბნება? ეს მხოლოდ კაპიტოლიუმური პროპაგანდაა.
ტყუილი. მაგრამ თუ პლუტარქემ იცის, რომ ეს მხოლოდ კაპიტოლიუმური
პროპაგანდაა, რატომ არაფერს მიმხელს? მე ან თუნდაც ფინიკს რატომ
არავინ უთხრა ინტერვიუს შესახებ?
თუმცა, ყველაფერზე მეტად პიტას ბედი მანაღვლებს. რა უყვეს? ან ახლა
რას უშვრებიან? ცხადია, სნოუ არ დაიჯერებდა, რომ მე და პიტამ აჯანყების
შესახებ არაფერი ვიცოდით. ეჭვები მით უფრო გაუმძაფრდებოდა მას შემ-
დეგ, რაც კაჭკაჭჯაფარად მოვევლინე მთელ ქვეყანას. აჯანყებულთა ტაქტი-
კის შესახებ პიტა თვითონ თუ მიხვდება რამეს და მწამებლებს ალბათ გამო-
გონილ ამბებს უყვება. ამ ტყუილებისთვის კი ერთხელაც უფრო მწარედ დას-
ჯიან. ალბათ მიტოვებულად გრძნობს თავს. პირველ ინტერვიუში ის ერ-
თდროულად კაპიტოლიუმისა და აჯანყებულებისგან ჩემს დაცვას ცდილობ-
და, მე კი არათუ დავეხმარე, უფრო მეტი უბედურება დავატეხე თავს.
დილით კედელში ვყოფ მკლავს და ზედ გამოსახულ დღის განრიგს გა-
მოუძინებელი ვაკვირდები. საუზმის შემდეგ გადაღებები მაქვს. სასადილოში

91
ცხელ ფაფას, რძესა და ჭარხალს მივირთმევ, როცა გეილის მაჯაზე მეილ-
მანჟეტს ვამჩნევ.
- ეგ როდის დაიბრუნე, ჯარისკაცო ჰოთორნ? - ვეკითხები.
- გუშინ. მითხრეს, რახან ქეთნისის გვერდით უნდა იდგე ბრძოლის ველ-
ზე, ეს სარეზერვო საკომუნიკაციო საშუალება იქნებაო, - მპასუხობს გეილი.
მეილმანჟეტი ჩემთვის არავის შემოუთავაზებია. რომ მეთხოვა, ნეტა თუ
მომცემდნენ?
- ჰო, რომელიმე ჩვენგანი მაინც ხომ უნდა იყოს კომუნიკაბელური, - სარ-
კასტულად ვაჯავრებ.
- რას გულისხმობ?
- არაფერს. მხოლოდ შენს ნათქვამს ვიმეორებ. მეც მიმაჩნია, რომ კომუ-
ნიკაციის საკითხი შენ უნდა მოგანდონ. ოღონდ იმედია, მეც შემეძლება შენ-
თან კონტაქტი.
ერთმანეთს შევყურებთ და ვგრძნობ, რომ გეილზე ძალიან ვბრაზობ. არ
მჯერა, პიტას გამოსვლა არ ენახოს. ნახა და არაფერი მითხრა - მიღალატა.
ერთმანეთს საკმარისად კარგად ვიცნობთ იმისთვის, რომ წყენა შემატყოს,
და იმასაც მიხვდეს, მასზე რამ გამანაწყენა.
- ქეთნის... - იწყებს გეილი. მის ხმაში სინანული იგრძნობა.
ლანგარს ვიღებ, ბუფეტისკენ მიმაქვს და დახლზე ვაგდებ. გეილი დერე-
ფანში მეწევა.
- რატომ არაფერი მითხარი? - მკლავზე მკიდებს ხელს.
- მე რატომ არ გითხარი? - ხელს ვითავისუფლებ, - შენ რატომ არაფერი
მითხარი, გეილ? სხვათა შორის, მე წუხელ გკითხე, რამე ახალი ხომ არაა-
მეთქი?
- მაპატიე. კარგი? არ ვიცოდი, რა მექნა. მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ყვე-
ლას ეშინოდა, პიტას პროპაგანდისტული ვიდეო ქეთნისს გაანაწყენებსო.
- ასეცაა. გამანაწყენა. ოღონდ უფრო ის მეწყინა, რომ კოინის ხათრით მე
მატყუებ, - ამ დროს გეილის მეილმანჟეტი იწყებს წიკწიკს, - აი, ისიც. მიდი,
გაიქეცი. ახალი ამბავი მიუტანე.
გეილის სახეზე წამით ტკივილი ჩანს. მეორე წამს ტკივილს განრისხება
ცვლის. ზურგს მაქცევს და მიდის. მგონი, ზედმეტად მკაცრი ვიყავი მის მი-
მართ, თავის მართლების საშუალება არ მივეცი. შეიძლება ამ ტყუილებით
ჩემს დაცვას ცდილობენ, მაგრამ ყელში ამომივიდა, თუნდაც ჩემს საკეთილ-

92
დღეოდ რომ მატყუებენ. სინამდვილეში, ამით თავიანთ კეთილდღეობაზე
ზრუნავენ. ქეთნისს ნურაფერს ვეტყვით აჯანყების თაობაზე, რომ რამე სიგი-
ჟე არ ჩაიდინოს; არენაზე გავგზავნოთ ისე, რომ ჩვენი გეგმა არ გავუმხი-
ლოთ და იქიდან გავიტაცოთ; არაფერი ვუთხრათ პიტას ვიდეოს შესახებ,
რომ არ მოიწყინოს, თორემ გადაღებაზე თავს ვეღარ გამოიჩენს.
მართლაც მოვიწყინე. გულდამძიმებული ვარ. გადაღებების თავი მარ-
თლა აღარ მაქვს. თუმცა, უკვე სტუდიის კართან ვდგავარ და დაბრუნება გვი-
ანია. როგორც ირკვევა, დღეს მე-12 რაიონში ვბრუნდებით.
ქრესიდას სურს, რომ ჩვენი დანგრეული ქალაქის ფონზე ჩემგან და გე-
ილისგან ინტერვიუ აიღოს. კითხვა-პასუხს წინასწარ არ ვათანხმებთ.
- იმედია, წინააღმდეგი არ ხართ, - ამბობს ქრესიდა და რატომღაც მე
მაკვირდება დაჟინებით.
- მოვდივარ, - ვპასუხობ მე. მანეკენივით უძრავად და ჩუმად ვდგავარ, სა-
ნამ სტილისტები მაცმევენ, თმას მივარცხნიან და უძილობისგან ჩაშავებული
უპეების დასაფარად მაკიაჟს მიკეთებენ.
ანგარისკენ ბოგსი მიმიძღვის. მას მხოლოდ ვესალმები, გზას უსიტყვოდ
ვაგრძელებთ. მსიამოვნებს კიდეც, რომ მე-8 რაიონში გამოვლენილი და-
უმორჩილებლობის გამო მორიგ ლექციას არ მიკითხავენ, მით უმეტეს, ბოგ-
სის ნიღაბი ძალიან მოუხერხებელი ჩანს.
ბოლო მომენტში მახსენდება, დედაჩემს შეტყობინება გავუგზავნო, მე-13
რაიონიდან მივემგზავრები-მეთქი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამჯერად სახი-
ფათო არაფერია და ნუ იღელვებს. ჰოვერკრაფტში ავდივართ. მსვამენ მა-
გიდასთან, სადაც პლუტარქე, გეილი და ქრესიდა რუკას ჩაჰკირკიტებენ.
პლუტარქე სახეგაბადრული ადარებს ერთმანეთს პროპაგანდისტული ვი-
დეოების გამოსვლამდე და გამოსვლის შემდგომ ვითარებას. კმაყოფილი
მიხსნის, რომ ისეთ რაიონებში, სადაც პლაცდარმის შენარჩუნებაც კი ჭირდა,
აჯანყებულები უკვე იერიშზე გადავიდნენ. მე-3 და მე-11 რაიონები მთლი-
ანად აჯანყებულის ხელში გადასულა (მე-11 რაიონი კაპიტოლიუმის საკვე-
ბით მთავარი მომმარაგებელი იყო და მისი აღება მით უფრო მნიშვნელოვა-
ნია) და იქიდან სხვა რაიონებშიც შეჭრილან.
- იმედის მომცემი მდგომარეობაა, - ამბობს პლუტარქე, - ფულვიას პირ-
ველი ჩვენ გვახსოვს ვიდეოკლიპი ამაღამ უკვე მზად ექნება. ამ ვიდეოების

93
მეშვეობით კონკრეტულ რაიონებზე მოვახდენთ ზემოქმედებას. ფინიკი
ბრწყინვალეა.
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მტკივნეული სანახავია, - ამბობს ქრესი-
და, - ფინიკი ბევრ შეწირულს პირადად იცნობდა.
- სწორედ იმიტომაც არის ეს ვიდეოსერია დამაჯერებელი, - ამბობს პლუ-
ტარქე, - რომ პირდაპირ გულიდან წამოსული ემოციებია. ყველანი ძალიან
კარგები ხართ. კოინი ისეთი კმაყოფილია, მეტი რომ არ შეიძლება.
ესე იგი, გეილს მათთვის არაფერი უთქვამს. არ გაუმხელია, რომ პიტას
გამოსვლა ვნახე და მათზე ვბრაზობ, რომ ამას მიმალავენ. თუმცა, ეს არ
კმარა. უკვე გვიანია. წყენას მაინც ვერ დავივიწყებ. არც გეილი მელაპარაკე-
ბა.
მხოლოდ მდელოზე დაშვებისას ვაცნობიერებ, რომ ჰეიმიჩი ჩვენ შორის
არ არის. პლუტარქეს ვეკითხები, რატომ არ წამოვიდა-მეთქი და ის მხო-
ლოდ თავს აქნევს:
- ამას ვერ გავუძლებო, მითხრა.
- ჰეიმიჩი და რამეს ვერ გაუძლებს? მგონი, ერთდღიანი შვებულება მოიწ-
ყო, - ვამბობ მე.
- თუ უფრო ზუსტად გინდა, მისი სიტყვები იყო: ფხიზელი ამას ვერ გავუძ-
ლებ.
გამკიცხავად ვიქნევ თავს და ვხვნეში. ეს ჩემი მენტორი თავისი ალკოჰო-
ლისადმი ლტოლვითა და ხუშტურებით უკვე თავს მაბეზრებს. ხან ეს არ შე-
უძლია, ხან - ის. თუმცა, მე-12 რაიონში დაბრუნებიდან ხუთ წუთში მეც სასმე-
ლი მინდება. არადა, მეგონა, მე-12 რაიონის სიკვდილს უკვე შევეგუე. მისი
ნგრევის შესახებ ბევრი მოვისმინე, ციდანაც ბევრი რამ ვნახე და მის დაფერ-
ფლილ ნანგრევებშიც გავიარე. მაშ, რატომ მიახლდება გულისტკივილი და
მწუხარება? იქნებ იმდენად დიდხანს ვიყავი ჩემს სამშობლოს მოწყვეტილი,
რომ მისი დაკარგვა წესიერად ვერ აღვიქვი? თუ ნანგრევებში მოსიარულე
გეილის გამომეტყველება მაფიქრებინებს, რომ ეს სისასტიკე სულ ახლახან
მოხდა?
ქრესიდა გადაღებას ჩემს ძველ სახლში იწყებს. ვეკითხები, ჩემგან რას
ითხოვს.
- როგორც გინდა, ისე მოიქეცი, - ნებას მრთავს რეჟისორი.

94
ჩემი სამზარეულოს ნანგრევებში მდგარს, არაფრის კეთების სურვილი
აარ მაქვს. მხოლოდ ცას შევყურებ - სახლს სხვა ჭერი არ შერჩენია - რად-
გან უამრავი რამ მახსენდება. ცოტა ხნის შემდეგ ქრესიდა მეუბნება:
- საკმარისია, ქეთნის. ახლა სხვაგან წავიდეთ.
აი, გეილს კი ქრესიდა ჩემსავით მარტივად არ ეშვება. ჯერ ჩუმად მდგარს
იღებს მის ძველ სახლში, მაგრამ როგორც კი გეილი ფერფლიდან დაგრე-
ხილ ცეცხლის საჩხრეკს იღებს - ერთადერთ ნარჩენს მისი ძველი ცხოვრე-
ბიდან - ქრესიდა უამრავ შეკითხვას უსვამს ოჯახზე, სამსახურზე, საბადოში
მის ცხოვრებაზე. სთხოვს, დაბომბვის ღამე გაიხსენოს და ზუსტად გვიჩვე-
ნოს, როგორ გამოვარდა სახლიდან, როგორ გაიკაფა გადარჩენილებთან
ერთად გზა მდელოსკენ და იქიდან ტყეში გაიქცნენ, ფარულ ტბას შეაფარეს
თავი. პირადი მცველებით გარშემორტყმული გადამღებ ჯგუფს მივყვები.
ჩემს საყვარელ ტყეში მათი ყოფნა არ მომწონს. ეს ჩემი თავშესაფარია,
წმინდა ადგილი, რომელიც ისედაც საკმარისად წაბილწა კაპიტოლიუმურმა
უწმინდურებამ.
უკან მოვიტოვეთ დანახშირებული ცხედრები ღობესთან, მაგრამ გზადაგზა
მაინც გვხვდება გახრწნილი გვამები. ნუთუ ესეც უნდა გადავიღოთ და ყვე-
ლას ვაჩვენოთ?
ტბასთან რომ მივდივართ, გეილს ლაპარაკის სურვილი დაკარგული
აქვს. ოფლში ვიწურებით; განსაკუთრებით კასტორი და პოლიდევკე თავი-
ანთ ბაკნებში. ქრესიდა შესვენებას აცხადებს. მუჭით წყალს ვიღებ ტბიდან.
ნეტა მარტო ვიყო, სრულიად შიშველი ჩავხტებოდი ტბაში და ვიცურავებდი.
ცოტა ხანს ტბის გარშემო დავხეტიალობ. ტბისპირას მდგარ პატარა ბეტო-
ნის სახლში რომ ვბრუნდები, შესასვლელში ვყოვნდები და ვხედავ, გეილი
კერასთან დგას და ფერფლში ნაპოვნ ცეცხლის საჩხრეკს კედელზე აყუდებს.
თვალწინ მიდგება, ეული მოგზაური შორეულ მომავალში როგორ პოუ-
ლობს ამ მყუდრო თავშესაფარს, სადაც დაპობილი შეშა, კერა და ცეცხლის
საჩხრეკი ხვდება. ალბათ გაიფიქრებს, ამ შუაგულ ტყეში ეს სახლი საიდან
გაჩნდაო. გეილი ჩემკენ ტრიალდება. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. ვიცი,
ახლა ამ სახლში ჩვენი ბოლო შეხვედრა ახსენდება. მაშინ ვიკამათეთ, მე-12
რაიონიდან გავქცეულიყავით თუ არა. რომ გავქცეულიყავით, ნეტა მე-12
რაიონი გადარჩებოდა? მგონი, კი. თუმცა, პანემის მმართველი კვლავაც კა-
პიტოლიუმი იქნებოდა.

95
ხეების ჩრდილში ყველიან სენდვიჩებს ვჭამთ. განგებ სხვებისგან მოშო-
რებით, პოლიდევკესთან ახლოს ვჯდები, რომ არავინ გამომელაპარაკოს.
პრინციპში, სიტყვაუხვობით არავინ გამოირჩევა. ამ მეტ-6აკლებ სიჩუმეში
ტყეს ისევ ჩიტები ეპატრონებიან. პოლიდევკეს იდაყვს ვკრავ და ტოტზე შე-
მოსკუპებულ ბიბილოიან, პაწაწინა შავ ჩიტს ვუჩვენებ. ჩიტი სხვა ტოტზე ხტე-
ბა, ფრთებს შლის და ფრთებქვეშ თეთრი ლაქები უჩანს. პოლიდევკე გულ-
საბნევზე მანიშნებს
და შეკითხვით სავსე მზერას მაპყრობს. მე თავს ვუქნევ, დიახ, კაჭკაჭჯაფა-
რაა-მეთქი. მერე თითის აწევით ვანიშნებ, დამაცადე, რაღაცას გიჩვენებ-მეთ-
ქი და ჩიტივით ვუსტვენ. კაჭკაჭჯაფარა თავს გვერდზე სწევს და სტვენითვე
მპასუხობს. ჩემდა გასაკვირად, პოლიდევკეც უსტვენს რამდენიმენოტიან მე-
ლოდიას. ჩიტები მაშინვე პასუხობენ. პოლიდევკეს ბედნიერებისგან თვალე-
ბი უბრწყინდება და ჩიტებთან ერთად განაგრძობს სტვენას.
ეტყობა, მრავალი წელია, არავისთან უსაუბრია. მუსიკა კაჭკაჭჯაფარებს
ისე იზიდავს, როგორც ყვავილი - ფუტკრებს. სულ მალე ჩვენ თავზემოთ
ტოტზე ექვსი კაჭკააჭჯაფარაა ჩამომჯდარი. პოლიდევკე მხარზე ხელს მიტ-
ყაპუნებს და წვრილი ტოტის ნამტვრევით მიწაზე მიწერს: იმღერებ?
სხვა შემთხვევაში, არ ვიმღერებდი, მაგრამ პოლიდევკეს უარს ვერ ვეტ-
ყვი. თანაც, კაჭკაჭჯაფარას სტვენა და მღერა სულ სხვადასხვა რამაა. მინდა,
სხვებმაც მოისმინონ მათი სიმღერა. ჰოდა, მეც დაუფიქრებლად ვსტვენ რუს
ოთხნოტიან მელოდიას, რომლითაც მე-11 რაიონში ერთმანეთს სამუშაო
დღის დასრულებას აუწყებდნენ. ეს ის მელოდიაა, რომელიც მისი მკვლე-
ლობის მუსიკალურ აკომპანემენტად იქცა. რასაკვირველია, ეს ჩიტებმა არ
იციან. ისინი მაშინვე იტაცებენ მელოდიას და ერთხმად მღერიან, როგორც
მაშინ, ჩემს პირველ შიმშილის თამაშებში, სანამ ტყიდან მუტანტები გამოც-
ვივდებოდნენ, სიუხვის რქამდე მიგვრეკავდნენ და კატონს ნელ-ნელა სის-
ხლიან ხორცის მასად აქცევდნენ...
- გინდათ მოისმინოთ, ნამდვილ სიმღერას როგორ მღერიან? - ვიძახი
ხმამაღლა, რომ ეს საშინელი მოგონებები თავიდან ამოვიგდო. ვდგები და
ხელს ვადებ იმ ნეკერჩხლის ღეროს, რომლის ტოტზეც კაჭკაჭჯაფარები სხე-
დან. ათი წელია, სახრჩობელა ხე ხმამაღლა არ მიმღერია, რადგან იკრძა-
ლება, თუმცა, ყველა სიტყვა ზეპირად მახსოვს. მამაჩემივით ნაზად და ტკბი-
ლად ვიწყებ:

96
იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში,
რომელზეც ჩამოკიდეს სასტიკი მკვლელი?
თუმც, სახრჩობელა ხეს აქვს ცუდი სახელი,
შუაღამისას მის ტოტზე გელი!
კაჭკაჭჯაფარებს ჩემი ახალი სიმღერა მოსწონთ და ძველის მღერას წყვე-
ტენ.
იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში,
მკვდარმა სატრფოს რომ სთხოვა: - დროზე, გაიქეცი.
თუმც, სახრჩობელა ხეს აქვს ცუდი სახელი,
შუაღამისას მის ტოტზე გელი!
ჩიტების ყურადღება მივიქციე. კიდევ ერთი სტროფიც და თემას დაიმახ-
სოვრებენ, რადგან ძალიან მარტივია და ოდნავ სახეცვლილი ოთხჯერ მე-
ორდება.
იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში,
სადაც თავისუფლებას ვეძებდით ორივენი.
თუმც, სახრჩობელა ხეს აქვს ცუდი სახელი,
შუაღამისას მის ტოტზე გელი!
ხის ტოტებზე სრული სიჩუმეა. მხოლოდ ფოთლებს აშრიალებს ნიავი.
კაჭკაჭჯაფარებმა და სხვა ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს. პიტას მართალი უთ-
ქვამს. როცა ვმღერი, როგორც მამაჩემის სიმღერისას, ჩიტებიც კი ჩუმდები-
ან.
იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში,
თოკის ყელსაბამით მომიდგე გვერდით.
თუმც, სახრჩობელა ხეს აქვს ცუდი სახელი,
შუაღამისას მის ტოტზე გელი!
ჩიტები მელიან, რომ გავაგრძელებ, მაგრამ მორჩა, ეს ბოლო სტროფი
იყო. სამარისებურ სიჩუმეში ის ძველი სცენა მახსენდება. მე და მამაჩემი ტყი-
დან შინ დავბრუნდით. ახალფეხადგმულ პრიმთან ერთად იატაკზე ვიჯექი და
მას სახრჩობელა ხეს ვუმღეროდი. ძველი თოკის ნაგლეჯისგან ყულფი გავა-
კეთე. მაშინ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა არ მესმოდა. მარტივი და
ადვილად ასაყოლი მელოდია იყო, თუმცა, ბავშვობისას ნებისმიერ მელო-
დიას სწრაფად ვიმახსოვრებდი... უცებ დედამ ყულფი ხელიდან წამგლიჯა

97
და მამაჩემს ჩხუბი დაუწყო. მე ავტირდი, რადგან დედაჩემის ყვირილი პირ-
ველად გავიგონე.
მერე პრიმიც ატირდა. მე გარეთ გავიქეცი და დავიმალე. ერთადერთი სა-
მალავი მქონდა მდელოზე, ცხრატყავას ბუჩქის ქვეშ, და მამაჩემმა ადვილად
მიპოვა.
მან დამამშვიდა, მითხრა, ყველაფერი კარგადააო, მაგრამ მთხოვა, ამ
სიმღერას ნუღარ ვიმღერებთო. დედაჩემმა გამაფრთხილა, ეგ სიმღერა და-
ივიწყეო. ჰოდა, რაღა თქმა უნდა, სიმღერის ყოველი სიტყვა სამუდამოდ, წა-
რუშლელად აღიბეჭდა ჩემს გონებაში.
მე და მამაჩემს ეს სიმღერა აღარასდროს გვიმღერია. ერთხელაც კი არ
გვიხსენებია. მისი სიკვდილის შემდეგ ხშირად მახსენდებოდა. როცა გავი-
ზარდე, ტექსტის მნიშვნელობა სრულად გავიაზრე. სიმღერა ისე იწყება,
თითქოს ბიჭი თავის სატრფოს შუაღამისას პაემანს უნიშნავს. თუმცა, საიდუმ-
ლო შეხვედრისთვის სახრჩობელა ხე, რომელზეც მკვლელი ჩამოახრჩვეს,
მეტად უჩვეულო ადგილია. როგორც ჩანს, მკვლელის სატრფოს მკვლელო-
ბასთან კავშირი აქვს ან მის დასჯასაც აპირებდნენ, რადგან ჩამოხრჩობილმა
მას გაქცევა სთხოვა. მოლაპარაკე ჩამოხრჩობილი საკმაოდ უცნაურია, მაგ-
რამ სახრჩობელა ხის მესამე სტროფი უკვე ძალიან გაშინებს. ხვდები, რომ
სიმღერას ჩამოხრჩობილი მღერის. ის ჯერაც ხეზე კიდია და, მართალია,
სატრფოს სთხოვა, გაიქეციო, მაგრამ მაინც ეკითხება, ჩემთან შესახვედრად
ხომ მოხვალო. სადაც თავისუფლებას ვეძებდით ორივენი - ორაზროვანი
ფრაზაა. თავიდან გგონია, რომ ჩამოხრჩობილი უსაფრთხო ადგილას გაქ-
ცევაზე მღერის, მაგრამ მერე უფიქრდები, იქნებ სატრფოს სასიკვდილოდ
უხმობს. და მართლაც, ხოლო სტროფში სწორედ ეს ირკვევა. ჩამოხრჩობი-
ლი სატრფოს იხმობს, რათა ყულფჩამოცმულმა დაუმშვენოს გვერდი.
ბავშვობაში მეგონა, რომ ჩამოხრჩობილი მკვლელი ყველაზე საშინელი
ადამიანი იყო, შიმშილის თამაშებში ორჯერ მონაწილეობის შემდეგ კი მისი
განსჯისას ასეთი მკაცრი აღარ ვარ. მით უმეტეს, ამბის დეტალები არ ვიცი.
იქნებ მის შეყვარებულსაც სიკვდილით დასჯას უპირებდნენ და გელოდებიო,
რომ უმღერს, ამით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება სურს; ან იქნებ იმ
ადგილას ცხოვრებას, სადაც თავისი შეყვარებული დატოვა, სიკვდილი ჯობ-
და? განა მე თვითონ შპრიცით პიტას მოკვლას არ ვაპირებდი, რომ კაპიტო-

98
ლიუმის ხელში არ ჩავარდნილიყო? სხვა გზა არ მქონდა? ალბათ მქონდა,
მაგრამ იმწუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
დედაჩემმა იფიქრა, რომ ეს სიმღერა შვიდი წლის ბავშვისთვის (რომელ-
მაც ყველაფერთან ერთად ყულფიც გააკეთა) მეტისმეტად საშიში და შეუფე-
რებელი იყო. თანაც, ჩამოხრჩობა მე-12 რაიონისთვის უცხო არ იყო. ამ
გზით საკმაოდ ბევრ ჩვენგანს სჯიდნენ. დედაჩემი ალბათ შიშობდა, ვაითუ
ქეთნისმა ეს სიმღერა მუსიკის გაკვეთილზე იმღეროსო. ახლაც უარს მეტყო-
და, პოლიდევკეს არ უმღეროო. კიდევ კარგი, რომ არ... მოიცა, მგონი, შევ-
ცდი. თურმე კასტორი მიღებდა. ყველა დაჟინებით მომჩერებია. პოლიდევ-
კეს ცრემლები სდის. როგორც ჩანს, ჩემმა გიჟურმა სიმღერამ თავისი ცხოვ-
რების რომელიღაც საშინელი შემთხვევა გაახსენა. დიდებულია. ხვნეშით
ვეყრდნობი ხეს. ამ დროს კაჭკაჭჯაფარები სახრჩობელა ხის მღერას იწყე-
ბენ. მათი ინტერპრეტაცია საამური მოსასმენია. ვგრძნობ, რომ მიღებენ და
ჩუმად ვდგავარ. ბოლოს, ქრესიდა ყვირის:
- გადაღებულია!
პლუტარქე სიცილით მიახლოვდება.
- ეს სიმღერა სად ისწავლე? ჩვენ რომ შეგვეთხზა, არავინ დაგვიჯერებდა!
- გულში მიკრავს და შუბლზე მკოცნის, - ნამდვილი ოქრო ხარ!
- ვიდეოკამერისთვის არ მიმღერია!
- მაშინ, ბედმა გაგვიღიმა, რომ ვიდეოკამერა ჩართული იყო, - ამბობს
პლუტარქე, - ახლა კი დროა, ქალაქში დავბრუნდეთ!
იქითობისას ტყეში დიდ ლოდს ვამჩნევთ და მე და გეილი მისკენ ვტრი-
ალდებით ველური ძაღლებივით, რომლებმაც მსხვერპლი იყნოსეს. ქრესი-
და ამჩნევს და გვეკითხება, იქით რა არისო. ორივე დაუფიქრებლად ვა-
ღიარებთ, რომ იმ მხარეს ერთი საიდუმლო ადგილია, სადაც მე და გეილი
ნადირობის წინ ვხვდებოდით. ქრესიდა დაჟინებით მოითხოვს იქით წას-
ვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვარწმუნებთ, ბევრი არაფერიაო.
ბევრი არაფერი, მხოლოდ ადგილია, სადაც ბედნიერად ვგრძნობდი
თავს, - ვფიქრობ გულში.
შვერილი, საიდანაც ხეობას გადავყურებდით, ჩვეულებრივზე ნაკლებად
მწვანეა, მაგრამ მაყვლის ბუჩქები ძველებურად ნაყოფითაა დახუნძლული.
აქ იწყებოდა ნადირობის, ხაფანგების დაგების, თევზაობისა და შეგროვების
უამრავი დღე. მე და გეილი ერთად დავხეტიალობდით ტყეში, ჩანთებს ნანა-

99
დირევით ვივსებდით და აზრებს ერთმანეთს თამამად ვუზიარებდით. აქ იწყე-
ბოდა სამყარო, სადაც საარსებო წყაროსა და სულიერ სიმშვიდეს მოვიპო-
ვებდით. ამ სამყაროს კარს მე და გეილი ერთიმეორის მეშვეობით ვაღებ-
დით.
აღარ არსებობს მე-12 რაიონი, საიდანაც გავიქცევით, არც - მშვიდობის-
მყოფელები, რომ გავაცუროთ, და აღარც მშივრები გვყავს გამოსაკვები. კა-
პიტოლიუმმა ყველაფერი წაგვართვა. ახლა გეილის დაკარგვის საშიშროე-
ბის წინაშე ვდგავარ. ორმხრივი საჭიროებები, რაც ამ წლების განმავლობა-
ში ერთმანეთთან გვაკავშირებდა, თანდათან ქრება. ჩვენ შორის ნათელი
აღარაა, ბნელმა ჩრდილებმა ჩაანაცვლა. როგორ მოხდა, რომ დღეს, როცა
მე-12 რაიონი სასტიკად განადგურებულია, მე და გეილი ვბრაზობთ და ერ-
თმანეთს არ ველაპარაკებით?
ასე იყო თუ ისე, გეილმა მომატყუა! ასე შენი კეთილდღეობისთვის მოვი-
ქეციო, მითხრა, მაგრამ ეს არ ამართლებს. მისი ბოდიში გულწრფელი იყო,
მაგრამ არ მივიღე. ვაწყენინე. რა გვემართება? ამ ბოლო დროს სულ რა-
ტომ ვჩხუბობთ? თითქოს ყველაფერი ჩახლართულია, მაგრამ როგორღაც
ვხვდები, რომ ამ პრობლემების მიზეზი ჩემი საქციელია. ნუთუ მართლა მინ-
და გეილის თავიდან მოშორება?
ბუჩქთან მივდივარ და ყუნწიდან მაყვალს ვწყვეტ. მერე ცერა და საჩვენე-
ბელ თითებში ვიქცევ და გეილისკენ ვისვრი.
- დაე, იღბალი... - ვამბობ ფრაზის დასაწყისს.
მაყვალს საკმაოდ მაღლა ვისვრი, რათა გეილს საკმარისი დრო ჰქონდეს
იმის მოსაფიქრებლად, დაიჭიროს თუ აიცდინოს.
გეილი მე მიყურებს და არა მაყვალს. თუმცა, ბოლო წამს პირს აღებს და
მაყვალს იჭერს. სანამ დაღეჭავს და გადაყლაპავს, სიჩუმეა, მერე კი ასრუ-
ლებს: - ... მუდამ თან გდევდეთ.
ქრესიდა ლოდებს შორის მყუდრო ადგილას გვსხამს. აქ ისეთი სივიწრო-
ვეა, ძალაუნებურად ვეკვრით ერთმანეთს. მერე რეჟისორი ნადირობაზე
გვაწყებინებს საუბარს. ვიხსენებთ, რამ გვაიძულა ტყეში გაპარვა და როგორ
შევხვდით ერთმანეთს; ვიხსენებთ საუკეთესო მომენტებს. ჩვენ შორის ყინუ-
ლი დნება. ცოტას ვიცინით კიდეც, როცა ფუტკრებთან, ველურ ძაღლებთან
და სკუნსებთან გადახდენილ ძველ ფათერაკებს ვიხსენებთ. ბოლოს, ქრესი-
და გვეკითხება, როგორი გრძნობა იყო, როცა მე-8 რაიონში ისარს ნანადი-

100
რევს კი არა, ბომბდამშენებს ესროდითო. მე ვჩუმდები, გეილი კი მოკლედ
პასუხობს:
- ეს ბევრად ადრე უნდა გვექნა.
უკვე საღამოვდება, როცა ქალაქის მთავარ მოედანზე მივდივართ. ქრესი-
და პურის საცხობის ნანგრევებთან მიმყავს და რაღაცის გადაღებას ვთხოვ.
ემოციებისგან დაცლილი ვარ, მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობ.
- პიტა, ეს შენი სახლია. დაბომბვის შემდეგ შენი ოჯახის არც ერთ წევრზე
არაფერი გვსმენია. მე-12 რაიონი განადგურებულია. შენ კი ცეცხლის შეწყვე-
ტას ითხოვ? - სიცარიელეს გავყურებ, - აღარავინ დარჩა, რომ შენი მოწო-
დება მოისმინოს.
სამარცხვინო ბოძისგან დარჩენილ ლითონის ნაჭერთან ქრესიდა გვეკით-
ხება, აქ რომელიმე თუ დაუსჯიხართო. პასუხად გეილი მაისურს იხდის და
კამერების წინ ზურგით დგება. ვხედავ წითელ ზოლებს და კვლავ ყურში ჩა-
მესმის მათრახის შხუილი, თვალწინ მიდგება ბოძზე ხელებით მიბმული,
გონდაკარგული, გასისხლიანებული გეილი.
- საკმარისია, მე მოვრჩი, - ვეუბნები ქრესიდას, - გამარჯვებულის სო-
ფელში შეგხვდებით. რაღაც უნდა ავიღო... დედაჩემისთვის.
არ მახსოვს, აქ როგორ მოვედი, მაგრამ გამარჯვებულის სოფელში ჩვენი
სახლის სამზარეულოს იატაკზე განჯინის წინ ვზივარ. ყუთში კერამიკულ ქი-
ლებსა და შუშის ბოთლებს ფრთხილად ვაწყობ. მათ შორის ბინტს და ბამბას
ვატან, რომ ჭურჭელი არ დაიმსხვრეს. მერე გამხმარი ყვავილების თაიგულს
ვკრავ.
უცებ კომოდზე შემოდგმულ ლარნაკში ჩადებული თეთრი ვარდი მახსენ-
დება. მომეჩვენა თუ ნამდვილად ვნახე? თუ ნამდვილი იყო, ნეტა ისევ ლარ-
ნაკში დევს? თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შევამოწმო. ვარდი რომ კომოდ-
ზე დამხვდეს, ისევ დავფრთხები. ჭურჭლის ჩალაგებას ვაგრძელებ.
განჯინის თაროებს სულ ვაცარიელებ. ამ დროს სამზარეულოში გეილი
ჩნდება. არ მომწონს, ასე უხმაუროდ რომ დაიპარება. მაგიდას გაშლილი ხე-
ლებით ეყრდნობა... ჩემსა და მას შორის ყუთს ვდგამ.
- გახსოვს? - მეკითხება ის, - სწორედ აქ მაკოცე.
მაშ, გამათრახების შემდეგ გაკეთებულ მორფლინგის დიდ დოზას მისი
მეხსიერებიდან ეს შემთხვევა არ წაუშლია.
- არ მეგონა, თუ გახსოვდა, - ვპასუხობ მე.

101
- სიკვდილამდე მემახსოვრება. შეიძლება, სიკვდილის შემდეგაც, - მეუბნე-
ბა გეილი, - მეც სახრჩობელა ხეზე ჩამოკიდებული კაცივით დაველოდები
პასუხს.
გეილი ატირებული არასდროს მინახავს, მაგრამ ახლა თვალები ცრემ-
ლებით ავსებია. ცრემლები რომ არ წამოუვიდეს, მასთან მივდივარ და ტუ-
ჩებში ვკოცნი. ხვატის, ფერფლისა და მწუხარების გემო გვაქვს. უჩვეულო
არომატია ამ ნაზი კოცნისთვის. გეილი პირველი წყვეტს კოცნას და ცბი-
ერად მიღიმის.
- ვიცოდი, რომ მაკოცებდი.
- როგორ მიხვდი? - მიკვირს მე, რადგან მის კოცნას ნამდვილად არ ვა-
პირებდი.
- როგორ და, ახლა ძალიან გულნატკენი ვარ, შენ კი მხოლოდ ასეთ
დროს მაქცევ ყურადღებას, - მიხსნის გეილი და ყუთს იღებს, - ნუ ღელავ,
ქეთნის, ეს მალე გაივლის, - და სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდე, გადის.
მის ბოლო ბრალდებაზე ფიქრისთვის ძალიან დაღლილი ვარ. მე-13
რაიონში მივფრინავთ. მე სავარძელზე მობუზული ვზივარ და ყურადღებას
არ ვაქცევ პლუტარქეს, რომელიც თავის საყვარელ თემაზე ლაპარაკობს -
სამხედრო ტექნიკაზე, რომელსაც კაცობრიობა ვეღარ იყენებს. დიდ სიმაღ-
ლეზე მფრინავი ბომბდამშენები, სამხედრო სატელიტები, უჯრედის დეზინ-
ტერგრატორები, უპილოტო საფრენი აპარატები, ბიოლოგიური იარაღი - ამ
ყველაფერზე უარი ითქვა ატმოსფეროს დაბინძურების, რესურსების ნაკლე-
ბობის ან მორალური მოსაზრებების გამო. თამაშის შემოქმედთა უფროსის
ხმაში სინანული იგრძნობა. მას მხოლოდ ოცნება შეუძლია ამ ტექნიკაზე და
ბრძოლა ჰოვეკრაფტებით, მიწა-მიწა კლასის რაკეტებითა და ჩვეულებრივი
ტყვიამფრქვევებით უწევს.
შინ დაბრუნებული, კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს ვიხდი და მშიერი ვწვები. დი-
ლით პრიმი მაღვიძებს. ნასაუზმევს, დღის განრიგს ვარღვევ და სკოლის
საწყობში ცოტა ხნით ვიძინებ. ფანქრისა და ცარცის ყუთებიდან რომ გამოვ-
დივარ, უკვე სადილობის დროა. სოიოს წვნიანის მოზრდილ ულუფას სწრა-
ფად ვათავებ და E ნაკვეთურისკენ მივდივარ, მაგრამ გზაში ბოგსი მაჩერებს.
- სამეთაურო შტაბში თათბირია დანიშნული. განრიგი დაივიწყე.
- გასაგებია, - ვეუბნები მე.
- დღეს თუ იცავდი განრიგს? - მეკითხება გაბრაზებული.

102
- ვინ იცის? მე ხომ ფსიქიკურად დეზორიენტირებული ვარ, - ხელს ვწევ,
რომ სამედიცინო სამაჯური ვაჩვენო, მაგრამ თურმე აღარ მიკეთია, - ხედავ,
არც კი ვიცოდი, რომ სამაჯური უკვე მომხსნეს. სამეთაურო შტაბში რატომ
მიბარებენ? რამე გამოვტოვე?
- მგონი, ქრესიდას შენთვის მე-12 რაიონზე გადაღებული ვიდეოკლიპის
ჩვენება უნდა. არა უშავს, დაიცდი და ტელევიზორში ნახავ.
- დღის განრიგი კი არა, ანონსი მჭირდება. ვიდეოკლიპების სატელევი-
ზიო ჩვენების ანონსი, - ვამბობ მე.
ბოგსი ბრაზიანად მიბღვერს, მაგრამ არაფერს მეუბნება.
სამეთაურო შტაბი ხალხითაა სავსე, მაგრამ ფინიკსა და პლუტარქეს შო-
რის ჩემთვის ადგილი შეუნახავთ. მაგიდებზე ეკრანები ამოსულა და ჩვე-
ულებრივი კაპიტოლიუმური პროგრამა გადის.
- რა ხდება? მე-12 რაიონზე გადაღებულ ვიდეოკლიპებს არ ვნახავთ? -
ვინტერესდები მე.
- არა, - მპასუხობს პლუტარქე, - უფრო სწორად, შეიძლება ვნახოთ. ჯერ
არ ვიცით, ბიტი რომელი ვიდეოკლიპის გაშვებას აპირებს.
- ბიტი გვაიმედებს, მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსლირების გზას მი-
ვაგენიო, - ამბობს ფინიკი, - ასე რომ, შეიძლება ჩვენი ვიდეოკლიპები კაპი-
ტოლიუმშიც ნახონ. ახლა თავდაცვის დეპარტამენტი სწორედ ამაზე მუშა-
ობს. ამაღამ სნოუ გამოდის პირდაპირ ეთერში. აი, მგონი, უკვე იწყება.
ეკრანზე ჰიმნის თანხლებით კაპიტოლიუმის გერბი ჩნდება. მერე პირდა-
პირ გველივით ცბიერ თვალებში ვუყურებ პრეზიდენტ სნოუს, რომელიც პა-
ნემის მოსახლეობას ესალმება. ტრიბუნაზე, კათედრის უკან, ისე დგას, თით-
ქოს ბარიკადებსაა ამოფარებული. თუმცა, მის ლაცკანზე მიმაგრებული თეთ-
რი ვარდი ცხადად ჩანს. კამერა უკან იხევს და კადრში პიტაც ხვდება. ის
პროეცირებული პანემის რუკის ერთ-ერთ კუთხეში დგას. მაღალ სკამზე ზის.
ფეხები სკამის რკინის საფეხურზე უდევს. ხელოვნურ ფეხის ტერფს უჩვეუ-
ლოდ არარიტმულად აკაკუნებს. ტუჩს ზემოთ და შუბლზე გრიმის სქელი ფე-
ნა ოფლის წვეთებს გამოურღვევია. თუმცა, მე ყველაზე მეტად მისი ბრაზი-
ანი, მაგრამ დაბნეული მზერა მაფრთხობს.
- უარესადაა, - ვჩურჩულებ მე. ფინიკი ხელს მკიდებს, რომ გავმაგრდე.
პიტა უკმაყოფილო ხმით საუბრობს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ

103
ზიანს გვახსენებს. ამის პარალელურად პროეცირებულ რუკაზე შესაბამისი
მონაკვეთები ინთება და გვიჩვენებენ ნანგრევების ფოტოებს: ლიანდაგიდან
გადავარდნილი მატარებლის ვაგონიდან ტოქსიკური ნარჩენები იღვრება;
მე-7 რაიონში მდინარემ კაშხალი გაარღვია; ხანძარმა ბეღელი გაანადგუ-
რა... ამ ყველაფერს აჯანყებულებს აბრალებენ. ტკაც! და უცებ ეკრანზე მე
ვჩნდები. საცხობის ნანგრევების წინ ვდგავარ. - ბიტიმ ეს შეძლო! პირდაპირ
ეთერში ჩაერთო! - ფეხზე ხტება პლუტარქე. შტაბში ერთმანეთს ულოცავენ,
როცა ეკრანზე პიტა ბრუნდება. დაბნეული ჩანს. სულ ახლახან მონიტორზე
დამინახა. საუბარს წყალგამწმენდი სადგურის დაბომბვით აგრძელებს, მაგ-
რამ უეცრად მის ადგილას ფინიკი ჩნდება, ის ვიდეოკლიპში საბრალო რუს
ამბავს გვიყვება. ამის შემდეგ ნამდვილი სამაუწყებლო ბრძოლა იწყება. კა-
პიტოლიუმელი ტელეტექნიკოსები ბიტის იერიშის მოგერიებას ცდილობენ.
თუმცა, ისინი მოუმზადებლები არიან. აი, ბიტი კი წინააღმდეგობას ელოდა
და ხუთ და ათწამიანი ვიდეოკლიპების არსენალი აქვს გამზადებული. ამ
რამდენიმეწამიანი ჩართვებით კაპიტოლიუმის სპეციალური გადაცემა ჩვენ
თვალწინ ნაწილ-ნაწილ იშლება.
პლუტარქე სიხარულისგან ჭკუაზე აღარაა. ყველა ბიტის აქებს და იცინის.
მხოლოდ ფინიკი ზის გაუნძრევლად და ჩუმად. ჩემი მზერა ოთახის მეორე
მხარეს მჯდარი ჰეიმიჩისას ხვდება და მის თვალებში არეკლილ ჩემს ეჭვებ-
სა და შიშებს ვხედავ. ყოველი მხიარული შეძახილი უფრო და უფრო გვაშო-
რებს პიტას.
ეკრანზე კაპიტოლიუმის გერბი ბრუნდება მონოტონური მელოდიის თან-
ხლებით. ოცი წამის შემდეგ სნოუ და პიტაც ბრუნდებიან. სტუდიაში ჩოჩქო-
ლია. პირდაპირ ეთერში სააპარატოდან ხმაური ისმის. სნოუ წინ გამოდის
და ამბობს, აჯანყებულები მათი მამხილებელი ინფორმაციის მოსახლეობის-
თვის მიწოდებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ, მაგრამ სამართალი და
სამართლიანობა მაინც იზეიმებს; როგორც კი ტრანსლირების უსაფრთხოე-
ბას უზრუნველვყოფთ, გადაცემას გავაგრძელებთო. მანამდე კი პიტას ეკით-
ხება, ამღამინდელი დივერსიის შემდეგ ხომ არ გინდა ქეთნის ევერდინზე
დასკვნის სახით რამე გვითხრაო.
ჩემი სახელის გაგონებაზე პიტას სახე ეღრიცება.
- ქეთნის... როგორ ფიქრობ, რით დასრულდება? რა გადარჩება? ყვე-
ლას საფრთხე ემუქრება. კაპიტოლიუმშიც კი. რაიონებშიც. თქვენ კი... მე-13

104
რაიონელებო... - ღრმად ისუნთქავს, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო; თვა-
ლებს შეშლილივით აბრიალებს, - ხვალინდელ დილას მკვდრები შეხვდე-
ბით!
კამერის მიღმა სნოუს ბრძანება ისმის: - შეწყვიტეთ!
ბიტი ვითარებას მთლად ქაოსურს ხდის, როცა ეკრანზე სამწამიანი ინ-
ტერვალებით ჩემი ფოტო ჩნდება. ფოტოზე საავადმყოფოს წინ ვდგავარ.
იმავდროულად პირდაპირ ეთერში კაპიტოლიუმის ტელესტუდიაში ატეხილ
აურზაურს ვუყურებთ. პიტა ლაპარაკის გაგრძელებას ცდილობს. ვიდეოკამე-
რა იქცევა და კადრში თეთრფილებდაგებული იატაკი ჩანს. ჩექმების ბრაგუ-
ნი. დარტყმის ხმა, რომელსაც პიტას საწყალობელი ყვირილი ერწყმის.
მისი სისხლი თეთრ ფილებს წითლად ღებავს.

105
ნაწილი 2 - იერიში

10.

კივილი სხეულიდან გამოჭრას ლამობს, მაგრამ ყელში მეჩხირება. მწუხა-


რება ავოქსივით მამუნჯებს. თუნდაც ყელის კუნთები მოვადუნო და კივილი
აღმომხდეს, ვერავინ გაიგონებს. ოთახში გამაყრუებელი ღრიანცელია. ირ-
გვლივ შეკითხვები და ვარაუდები ისმის, ცდილობენ გამოიცნონ, რას ნიშნავ-
და პიტას სიტყვები: თქვენ კი... მე-13 რაიონელებო... ხვალინდელ დილას
მკვდრები შეხვდებით! რატომღაც არავის ანაღვლებს მაცნის ბედი, რომელ-
საც სისხლი იატაკზე დაანთხევინეს.
ვიღაცის ხმა ყველას წესრიგისკენ მოუწოდებს.
- გაჩუმდით!
ყველა ჰეიმიჩს აპყრობს მზერას.
- რად უნდა ამას ამდენი ფიქრი? ბიჭმა გვაცნობა, რომ მალე თავს დაგ-
ვესხმიან. აქ. მე-13 რაიონში.
- ეს საიდან იცის?
- რატომ უნდა ვენდოთ?
- შენ რა იცი?
ჰეიმიჩი უკმაყოფილოდ ოხრავს.
- ჩვენ თვალწინ ბიჭს წიხლებით შესდგნენ, მეტი რაღა გინდათ? ქეთნის,
მიშველე რამე!
თავს აქეთ-იქით ვაქნევ, რომ გამოვფხიზლდე.
- ჰეიმიჩი მართალია, - მეტყველების უნარი მიბრუნდება, - არ ვიცი, პიტამ
ეს საიდან შეიტყო, ან სიმართლეა თუ არა, მაგრამ მას სჯერა, რომ შემოგვი-
ტევენ. ახლა ამის გამო მას... - ხმამაღლა ვერ ვამბობ, რას უშვრებიან მას
ახლა სნოუს ბრძანებით.
- თქვენ მას არ იცნობთ, - კოინს ეუბნება ჰეიმიჩი, - ჩვენ კი ვიცნობთ.
ხალხი მოამზადეთ.
პრეზიდენტი მოვლენათა მსგავსი განვითარებით შემცბარი ჩანს, მაგრამ
არა - შეშინებული. ჰეიმიჩის სიტყვებს აანალიზებს, თან მართვის პანელის
კიდეზე მსუბუქად აკაკუნებს თითს. მერე მშვიდი ხმით მიმართავს ჰეიმიჩს:
106
- რასაკვირველია, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებაც შესაძ-
ლებელია. არადა, მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მე-13
რაიონზე პირდაპირი თავდასხმა თავად კაპიტოლიუმს მოუტანს ზიანს. ატო-
მური რაკეტები ატმოსფეროში რადიაციას გამოყოფს, რაც გარემოს დააბინ-
ძურებს. ჩვეულებრივი დაბომბვითაც კი ძალიან დააზიანებენ ჩვენს სამხედ-
რო ბაზას, რომლის ხელში ჩაგდების იმედი აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უეჭ-
ველად საპასუხო იერიშს განვახორციელებთ. თუმცა, ეტყობა, რაიონებთან
ჩვენი ალიანსი იმდენად აშინებთ, რომ გასარისკად მზად არიან.
- მართლა ასე ფიქრობთ? - მეტისმეტად სერიოზულად ეკითხება ჰეიმიჩი,
თუმცა, მე-13 რაიონში ირონიას ძნელად თუ ამჩნევენ.
- დიახ, ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, მეხუთე დონის საავიაციო
თავდასხმისგან თავდასაცავი წვრთნები, დიდი ხანია, არ ჩაგვიტარებია. მო-
დი, საჰაერო განგაში გამოვაცხადოთ, - პასუხობს კოინი და კლავიატურაზე
განკარგულებას ბეჭდავს.
პრეზიდენტი თავს სწევს თუ არა, განგაში იწყება.
მე-13 რაიონში ორჯერ ჩატარდა დაბალი დონის წვრთნა. პირველად სას-
წავლო განგაში რომ გამოცხადდა, მე ინტენსიური თერაპიის განყოფილება-
ში ვიწექი, ამიტომ ბევრი არაფერი მახსოვს. მგონი, პაციენტები წვრთნების-
გან გაათავისუფლეს, რადგან მათი ევაკუირების ხარჯი ბევრად აღემატებო-
და წვრთნებისგან მიღებულ სარგებელს. ბუნდოვნად მახსოვს მექანიკური
ხმა, რომელიც ხალხს ყვითელ ზონებში შეკრებისკენ მოუწოდებდა. მე-
ორედ, მეორე დონის ანუ შედარებით უმნიშვნელო კრიზისული შემთხვევე-
ბისთვის (მაგალითად, გრიპის ეპიდემიისთვის) მოსამზადებელი წვრთნები
ჩატარდა. დროებითი კარანტინი გამოცხადდა და ყველას ჩვენ-ჩვენს საც-
ხოვრებელ ბინაში დაბრუნება გვიბრძანეს. მე სამრეცხაოში მილის უკან და-
ვიმალე. ვუყურებდი, როგორ ქსოვდა ობობა აბლაბუდას, და სირენის ხმას
ყურადღებას არ ვაქცევდი.
ახლა ასეთ გნიასს ნამდვილად არ ველოდი. მთელ მე-13 რაიონში გამაყ-
რუებელი, საზარელი სირენის ხმა ისმის. ძნელია, ამ წივილს სადმე დაემა-
ლო, ავტომატურად პანიკაში ვარდები, თუმცა ჩვენ მე-13 რაიონში ვართ და
აქაურებს იოლად ვერ დააფრთხობ.
ბოგსი მე და ფინიკს სამეთაურო შტაბიდან დერეფნის გავლით კიბისკენ
მიგვიძღვის. ყველა მხრიდან ხალხის ნაკადი მოედინება. არავინ კივის, არა-

107
ვინ ცდილობს გზის ძალით გაკვლევას. ბავშვებიც კი მორჩილად მოაბიჯე-
ბენ. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩავდივართ ქვემოთ. ხმას არ ვიღებთ. სირენების წივილში
მაინც ვერავინ ვერაფერს გაიგონებს. დედაჩემსა და პრიმს ვეძებ, მაგრამ
ხალხის ამ თვალუწვდენელ ზღვაში მხოლოდ ახლომდგომებს თუ გაარჩევ.
არადა, ამაღამ ორივე საავადმყოფოში მორიგეობდა და სასწავლო განგაშს
ვერ გააცდენენ.
ყურები მიგუბდება და ქუთუთოები მიმძიმდება. ახლა ქვანახშირის საბა-
დოს სიღრმეზე ვიმყოფებით. მხოლოდ ის მახარებს, რომ რაც უფრო
ღრმად ჩავდივართ მიწაში, მით უფრო ნაკლებად ისმის სირენის ხმა. მგონი,
ამ აუტანელი წივილის დანიშნულებაც სწორედ ესაა - მიწისქვეშეთში ჩაგ-
ვრეკოს. ხალხი ჯგუფ- ჯგუფად შედის დანიშნულ დერეფნებში. თუმცა, ბოგსი
არ ჩერდება და უფრო და უფრო ქვევით ჩადის. ბოლოს, კიბე ვრცელი
მღვიმის შესასვლელთან მთავრდება. მღვიმეში შესვლას ვაპირებ, მაგრამ
ბოგსი მაჩერებს, ჯერ მკლავი სკანერს მიადეო. ეტყობა, ინფორმაცია რომე-
ლიღაც კომპიუტერში ფიქსირდება, რომ არავინ დაიკარგოს.
ძნელია, მიხვდე, მღვიმე ბუნებრივია თუ ხელოვნური. კედელი ერთგან
ქვისაა, მეორეგან - რკინა-ბეტონით გამაგრებული. ქვის კედლებში საწოლე-
ბია გამოჭრილი. აქვეა სამზარეულო, სააბაზანოები და მედპუნქტი. აქ კარგა
ხანს იცხოვრებს კაცი. მღვიმეში ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე დაშო-
რებული ციფრებიანი და წარწერებიანი აბრებია გაკრული. ბოგსი მე და ფი-
ნიკს გვეუბნება, თქვენი საცხოვრებელი ნაკვეთურების შესაბამის ზონებში
(ჩემს შემთხვევაში, Е ზონაში) მიბრძანდითო. ამ დროს პლუტარქე მოდის.
- აი, თქვენც გამოჩნდით!
ბოლო მოვლენებს მისთვის განწყობა არ გაუფუჭებია. ჯერაც გახარებუ-
ლია ბიტის წარმატებული საინფორმაციო შეტევით. წვრილმანები არ აინტე-
რესებს, მთავარი შედეგია. თუნდაც პიტა დასაჯონ ან მე-13 რაიონი დაბომ-
ბონ.
- ქეთნის, ვიცი, რომ პიტას პრობლემა შეექმნა და ახლა ძალიან გიმძიმს,
მაგრამ გახსოვდეს, ხალხი თვალს გადევნებს.
რაო? საბრალო პიტას პრობლემა აქვს და მეტი არაფერი?
- ბუნკერში მყოფი ხალხი შენგან აიღებს მაგალითს. თუ სიმშვიდეს და სი-
მამაცეს გამოიჩენ, ისინიც მშვიდად და მამაცურად მოიქცევიან. თუ შეშინდე-
ბი, შენი შიში სხვასაც გადაედება და პანიკა ხანძარივით გავრცელდება, -

108
მიხსნის პლუტარქე, - ცეცხლი ძლიერდება, - ისე ამატებს, თითქოს იდიოტი
ვიყო და ნელა ვაზროვნებდე.
- მოდი, წარმოვიდგენ, ვითომ კამერის წინ ვდგავარ, პლუტარქე! - ვეუბნე-
ბი მე.
- დიახ. მშვენიერი აზრია! აუდიტორიის წინაშე ადამიანი ყოველთვის უფ-
რო მამაცი ხდება. ხომ დაინახე, როგორ იყოჩაღა პიტამ?
თავს ძლივს ვიკავებ, რომ სილა არ გავაწნა.
- კარგი, კოინი უნდა ვნახო, სანამ ჩავიკეტებით! ასევე ყოჩაღად განაგ-
რძე! - მეუბნება და მიდის.
კედელზე მიწერილ დიდ Е-სთან მივდივარ. ჩვენი მონაკვეთი წითელი ხა-
ზით შემოსაზღვრული ოთხი კვადრატული მეტრი ფართობის ქვის იატაკია.
კედელში ორი საწოლია გამოჭრილი. ოჯახის ერთ-ერთი წევრი იატაკზე და-
იძინებს. სულ ქვემოთ, კედელში, კუბის ფორმის ნიშაა დატანებული. ეს სა-
თავსოა. კედელზე ლამინირებული თეთრი ქაღალდის ფურცელი მიუკრავთ:
ბუნკერში ქცევის წესები. თეთრ ფურცელზე მხოლოდ შავ ლაქებს ვხედავ,
რადგან მხედველობას თეთრ ფილებზე დაღვრილი სისხლის წვეთები მი-
ბინდავს. როგორღაც თავიდან ვიგდებ ამ სურათს და თანდათან სიტყვებს
ვარჩევ. პირველ პარაგრაფს შემოსვლისთანავე ჰქვია.
1. დარწმუნდით, რომ თქვენი ნაკვეთურის ყველა წევრი ადგილზეა.
დედაჩემი და პრიმი ჯერაც არ მოსულან; თუმცა, ერთ-ერთი პირველი ვი-
ყავი, ვინც ბუნკერში ჩამოიყვანეს. ჩემები ალბათ ჯერაც ავადმყოფების ევა-
კუაციაში ეხმარებიან სხვებს.
2. მიბრძანდით საწყობში და თქვენი ნაკვეთურის თითოეული წევრისთვის
თითო ზურგჩანთა წამოიღეთ. მოაწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი ფართი.
დააბრუნეთ ზურგჩანთა.
მღვიმეს თვალს ვავლებ. აი, საწყობიც - დიდი ოთახი გრძელი დახლითაა
გადაღობილი. დახლს უკან ხალხი დგას, თუმცა, დახლის წინ ჯერჯერობით
სიხალვათეა. დახლთან მივდივარ, ჩემს ნაკვეთურს ვასახელებ და სამ ზურ-
გჩანთას ვითხოვ. კაცი სიას ამოწმებს, მერე თაროდან სამ ზურგჩანთას იღე-
ბს და დახლზე მიდებს. ერთს ზურგზე ვიკიდებ, სხვებს ხელით ვიღებ და წა-
სასვლელად ვტრიალდები. ჩემ უკან უკვე რიგი გაჭიმულა.
ხალხში გზას მივიკვლევ. ეს დამთხვევაა თუ პლუტარქე მართალია? ხალ-
ხი ჩემგან იღებს მაგალითს?

109
ჩემს საცხოვრებელ ფართში ვბრუნდები. ერთ-ერთ ჩანთას ვხსნი. შიგ
თხელი ლეიბი, თეთრეული, ორი ხელი ნაცრისფერი სამოსი, კბილის ჯაგ-
რისი, სავარცხელი და ფანარი აწყვია. სხვა ჩანთებსაც ვამოწმებ, მაგრამ
განსხვავებულს ვერაფერს ვპოულობ; ერთი ეგაა, რომ იმ ორ ჩანთაში თი-
თო ხელი თეთრი სამოსი ურევია. ეს ჩანთები ალბათ პრიმისა და დედაჩე-
მისთვისაა განკუთვნილი; თეთრი სამოსი მათ სამედიცინო მოვალეობის შეს-
რულებისას დასჭირდებათ. ლოგინებს ვშლი, სამოსს ვკეცავ და სათავსოში
ვაწყობ, ჩანთებს კი საწყობში ვაბრუნებ. მესამე წესის წაკითხვის გარდა, აღა-
რაფერი დამრჩენია.
3. დაელოდეთ შემდგომ მითითებებს.
ფეხმორთხმული ვჯდები იატაკზე და ვიცდი. ხალხის ნაკადი არ წყდება.
მღვიმე თანდათან ივსება. ყველა თავის ადგილს იკავებს, საწყობიდან ჩან-
თები მოაქვს. ნეტა დედაჩემი და პრიმი ამაღამ ავადმყოფების თავშესაფარ-
ში დარჩებიან? არა მგონია. აქ არიან ჩაწერილები. უკვე ძალიან ვღელავ,
როცა დედაჩემი მოდის. მის ზურგს უკან უცნობების ჯარი დგას.
- პრიმი სადაა? - ვეკითხები.
- არ მოსულა? - კითხვითვე მპასუხობს, - საავადმყოფოდან პირდაპირ აქ
უნდა ჩამოსულიყო. ჩემზე ათი წუთით ადრე წამოვიდა. სად არის? სად უნდა
წასულიყო?
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, პრიმის კვალს მივდიო, როგორც ნადი-
რის ნაკვალევს მივდევდი ტყეში. პრიმმა სირენის ხმა გაიგონა, ავადმყოფე-
ბის დასახმარებლად გაიქცა, თავის ქნევით დაემორჩილა ბრძანებას ბუნკერ-
ში ჩადიო, და უცებ კიბეზე შეყოვნდა. რატომ ორჭოფობს?
თვალებს ფართოდ ვახელ.
- კატა! ბაიას წამოსაყვანად წავიდა!
- ო, არა! - ოხრავს დედაჩემი.
ორივემ ვიცით, რომ მართალი ვარ. მღვიმეში შემომავალი ხალხის ტალ-
ღას მივარღვევთ, ბუნკერიდან გასვლას ვლამობთ. შორიდან ვხედავ, რომ
უკვე სქელი კარის დასახურად ემზადებიან. შემოსასვლელის ორივე მხარეს
რკინის ბორბლები ტრიალებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ როგორც კი ბუნკე-
რი ჩაიკეტება, ჯარისკაცები კარს არაფრის დიდებით აღარ გააღებენ. პრინ-
ციპში, მათ ამის უფლება არ აქვთ. მუჯლუგუნებით მივიწევ წინ და ჯარისკა-
ცებს ვუყვირი, დაიცადეთ-მეთქი! კარებს შორის ნაპრალი ვიწროვდება. დარ-

110
ჩა ერთი მეტრი. ნახევარი მეტრი. სულ რამდენიმე სანტიმეტრიღაა დარჩე-
ნილი, როცა ნაპრალში ხელს ვყოფ.
- გააღეთ! გამომიშვით! - ვყვირი მე.
ჯარისკაცები შეშფოთებულები მიყურებენ და ოდნავ უკან ატრიალებენ
ბორბალს. ნაპრალი ფართოვდება. იმდენად - არა, რომ შიგ გავეტიო, მაგ-
რამ თითები ნამდვილად აღარ მომტყდება. მხრით ვეკვეხები ნაპრალში.
- პრიმ! - ვეძახი ჩემს დას.
დედაჩემი ჯარისკაცებს ემუდარება, ცოტა ხანს დაიცადეთო.
- პრიმ!
უცებ პასუხი მესმის. კიბეზე ვიღაც მორბის,
- მოვდივართ! - ეს ჩემი დაა.
- კარი არ ჩაკეტოთ! - ეს გეილია.
- მოდიან! - ვეუბნები ჯარისკაცებს. ისინი ნაპრალს ნახევარ მეტრამდე
აფართოებენ, მაგრამ გასვლას ვერ ვბედავ, ვაითუ, ყველანი გარეთ დაგ-
ვტოვონ.
ამასობაში პრიმსაც ვხედავ.
სირბილისგან ლოყები გასწითლებია, გულში ბაია ჩაუკრავს. მას შიგნით
მივათრევ. პრიმს გეილი მოჰყვება. გვერდულად შემოდის ნაპრალში, რომ
ბუნკერში ბარგი შემოატიოს. კარი ხმამაღალი ჟღარუნით იკეტება.
- ნეტა რას ფიქრობდი? - გაბრაზებული ვანჯღრევ პრიმს და მერე გულში
ისე ვიხუტებ, ლამის ბაიას ვჭყლეტთ.
პრიმის ახსნა-განმარტება არ იგვიანებს.
- მეორედ ვეღარ დავტოვებდი, ქეთნის. ნეტა გენახა, ოთახში როგორ
დარბოდა და კნაოდა. ბაია გასაჭირში არასდროს მიგვატოვებდა.
- კარგი, კარგი, - ღრმად ვსუნთქავ, რომ დავწყნარდე. მერე რამდენიმე
ნაბიჯით უკან ვიხევ და ბაიას ქეჩოში ვავლებ ხელს, - მაშინვე უნდა დამეხ-
რჩე!
ბაია ყურებს უკან იპრეხს და თათს სწევს, მაგრამ ჩხავილს მე ვასწრებ. ეს
მას ცოტათი აბნევს, რადგან ჰგონია, რომ მხოლოდ თვითონ აქვს ზიზღით
სისინისა და ჩხავილის ნება, და პატარა კნუტივით ისე საწყლად კნავის, რომ
პრიმი მაშინვე ისევ გულში იკრავს და მის დაცვას იწყებს:
- ქეთნის, თავი დაანებე, ნუ აჯავრებ, ისედაც აღელვებულია.

111
ოჰო, ამ საძაგელს თურმე გრძნობებიც ჰქონია! დიდი სიამოვნებით გავაგ-
რძელებდი წვალებას, მაგრამ პრიმი მართლა განიცდის.
დასამშვიდებლად ნაცნობ მეთოდს ვიშველიებ, წარმოვიდგენ, რომ ბაიას
ბეწვი თბილ და რბილ ხელთათმანებს ამშვენებს.
- კარგი, ბოდიში. კედელზე დიდი Е რომ წერია, იქ ვართ. სადმე ადგილი
გამოუძებნე და დასვი, სანამ მთლად გადარეულა.
პრიმი იქით მიიჩქარის, მე კი გეილთან პირისპირ ვრჩები. გამარჯვებუ-
ლის სოფლის სახლის სამზარეულოდან წამოღებული ჩვენი მედიკამენტე-
ბით სავსე ყუთი უჭირავს. სამზარეულო - ჩვენი ბოლო საუბრის, კოცნის, ჩხუ-
ბის და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამის ადგილი. მხარზე სამონადირეო ჩან-
თა გადაუკიდებია.
- თუ პიტამ სიმართლე გვითხრა, ეს ყველაფერი ვერ გადარჩებოდა, - ამ-
ბობს გეილი.
პიტა. სისხლი, როგორც ფანჯარაზე წვიმის წვეთები; როგორც ჩექმაზე
ტალახის ლაქები.
- მადლობა... ყველაფრისთვის, - ჩვენს ნივთებს ვართმევ, - ჩვენს ბინაში
როგორ აღმოჩნდი?
- ყოველი შემთხვევისთვის, შევიარე, - მპასუხობს გეილი, - თუ დაგჭირდი,
47-ეში მიპოვი.
კარის დახურვისთანავე, თითქმის ყველას თავისი ადგილი დაუკავებია და
სანამ ჩემს ახალ სახლში ვბრუნდები, სულ ცოტა, ხუთასი ადამიანი მაინც შე-
მომყურებს. რამდენიმე წუთის წინ ლამის ხალხი გადავთელე; ახლა კი მე-
ტისმეტად თავდაჭერილი და მშვიდი მივაბიჯებ. ესეც შენი მისაბაძი მაგალი-
თი. ჯანდაბა! მაინც ყველას გიჟი ვგონივარ. აი, ის კაცი მგონი ძირს დავაგ-
დე. დაჟინებით მიყურებს და აღშფოთებით ისრესს იდაყვს. ლამისაა, მასაც
დავუჩხავლო.
პრიმს ბაია ქვედა საწოლზე დაუსვამს და საბანი გადაუფარებია. ბაიას
მხოლოდ თავი უჩანს. როცა ქუხს, საბანში შეძრომა უყვარს. ბაიას მხოლოდ
ჭექა-ქუხილის ეშინია. დედაჩემი მედიკამენტების ყუთს ფრთხილად დგამს
სათავსო ნიშაში. ჩაცუცქული, ზურგით კედელს ვეყრდნობი და სამონადირეო
ჩანთაში ვიქექები. მცენარეების წიგნი, სამონადირეო ქურთუკი, ჩემი მშობ-
ლების საქორწილო ფოტო და ჩემი უჯრიდან ამოღებული პირადი ნივთები...
კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევი ახლა ცინას სამხედრო კოსტიუმზე მიკეთია, აი,

112
ოქროს მედალიონი, ვერცხლისფერ პარაშუტში გახვეული მილტუჩა და პი-
ტას მარგალიტიც.
მარგალიტს ღრმად, ჩანთის ძირში ვდებ, თითქოს პიტას სიცოცხლეა და
სანამ მე ვიცავ, მას ვერავინ ხელყოფს. სირენების სუსტი წივილი უეცრად
წყდება. დინამიკებში კოინის ხმა ისმის. ყველა მადლობას გვიხდის ზედა
სართულების სამაგალითო ევაკუაციისთვის. ის ხაზს უსვამს, რომ ეს სასწავ-
ლო განგაში არაა, რადგან მე-12 რაიონელმა გამარჯვებულმა პიტა მელარ-
კმა სატელევიზიო გამოსვლისას მიგვანიშნა, მე-13 რაიონზე ამაღამ თავდას-
ხმა იგეგმებაო.
სწორედ ამ დროს ვარდება პირველი ბომბი. ჯერ დარტყმის ხმა ისმის,
მერე - აფეთქებისა და მისი ექო ედება მთელ ჩემს სხეულს, შიგნეულობას,
ზურგის ტვინს, ბოლოს კბილის ფესვებამდე აღწევს.
ყველანი დავიხოცებით, - შეძრწუნებული ვფიქრობ.
ზემოთ ვიყურები. ასე მგონია, დაბზარული ჭერი და ქვის ლოდების წვიმა
უნდა დავინახო, მაგრამ ბუნკერი მხოლოდ ოდნავ შეზანზარდა. უცებ შუქი
ქრება და სრულ სიბნელეში ორიენტაციას ვკარგავ. დამუხტულ ჰაერში უსიტ-
ყვო ხმები - სპონტანური წამოკივლება, გახშირებული სუნთქვა, ბავშვების
ღნავილი, უადგილო, ნერვიული სიცილი - ისმის. ამ ხმებს გენერატორის ზუ-
ზუნი ერთვის და მე-13 რაიონისთვის ჩვეულ კაშკაშა შუქს მკრთალი, მოციმ-
ციმე სინათლე ანაცვლებს.
მე-12 რაიონში ასე სანთლები და ბუხრის მინავლებული ცეცხლი ბჟუტავ-
და ზამთრის ცივ ღამეებში. ნახევრად ბნელში პრიმისკენ მიმაქვს ხელი, მუხ-
ლზე ვეჭიდები და მისკენ მივჩოჩავ. პრიმი მტკიცე ხმით ამშვიდებს ბაიას.
- ყველაფერი კარგადაა, პატარავ, ყველაფერი კარგადაა. აქ, ქვემოთ,
არაფერი მოგვივა.
დედა ორივეს გულში გვიხუტებს. ცოტა ხნით მეც ბავშვად წარმოვიდგენ
თავს, დედაჩემს მხარზე ვეკვრი და ხმამაღლა ვამბობ:
- მე-8 რაიონში აფეთქებები სხვანაირი იყო.
- შეიძლება, ეს ბუნკერის ბომბია, - ამბობს პრიმი ნაზი ხმით, რომ კატა არ
დააფრთხოს, - ამ რაკეტების შესახებ სპეციალურ გაკვეთილზე გვიამბეს. რა-
კეტები მიწაში ღრმად ჩასვლის შემდეგ ფეთქდება. მე-13 რაიონის ზედაპი-
რის დაბომბვას ხომ აზრი აღარ აქვს.
- ატომური რაკეტებია? - ტანში ჟრუანტელი მივლის.

113
- ზოგიერთ რაკეტაში ძალიან ბევრი ასაფეთქებელია. თუმცა... ატომურიც
შეიძლება იყოს, - მპასუხობს პრიმი.
ნახევრად ბნელში ბუნკერის სქელი, რკინის კარი წესიერად არ ჩანს. ნეტა
ეს კარი ბირთვული იერიშისგან თუ დაგვიცავს? ან თუნდაც ასი პროცენტით
შეაკავოს რადიაცია, შევძლებთ კი როდისმე აქედან გასვლას? დარჩენილი
ცხოვრების ამ ქვის აკლდამაში გატარების იდეა თავზარს მცემს. ერთი სული
მაქვს, ავდგე, რკინის კართან მივირბინო და გასვლა მოვითხოვო, რაც უნდა
მელოდეს იქ. აზრი არ აქვს. მაინც არ გამიშვებენ, ჩემი შიში კი შეიძლება
სხვას გადაედოს და ჭყლეტა გამოვიწვიო.
- მიწისქვეშ იმსიღრმეზე ვიმყოფებით, არაფერი მოგვივა. ბეწვზე გადავ-
რჩით. მადლობა ღმერთს, პიტამ ჩვენი გაფრთხილება მოახერხა, - უღონოდ
ამბობს დედაჩემი.
ნეტა ახლა მაღაროში ნაკუწებად ქცეული მამაჩემი ხომ არ ახსენდება?
მოახერხა. სათქმელად რა იოლია. ინფორმაცია, შესაძლებლობა, გამბე-
დაობა - აი, რამდენი რამ დასჭირდა პიტას ჩვენ გასაფრთხილებლად. თუმ-
ცა, სატელევიზიო გამოსვლაში მას კიდევ რაღაც შევატყვე. საკუთარ თავთან
დიდი ბრძოლა გადაიხადა, სანამ გაგვაფრთხილებდა. რატომ? მას სიტყვე-
ბით მანიპულირების დიდი ნიჭი აქვს. იქნებ ეს წამების შედეგი იყო? იქნებ
სხვა რამის? მაგალითად, სიგიჟის?
ბუნკერს კოინის ოდნავ მკაცრი ხმა ავსებს; დინამიკებში მისი ხმის სიმაღ-
ლე სინათლის სიმკვეთრესთან ერთად იცვლება - მატულობს და კლებუ-
ლობს.
- როგორც ჩანს, პიტა მელარკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი
აღმოჩნდა. მადლობა მას გაფრთხილებისთვის. სენსორები გვიჩვენებს, რომ
პირველი რაკეტა ძალიან ძლიერი იყო, თუმცა, ატომური არ ყოფილა. ჩვე-
ნი აზრით, კიდევ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებენ. იერიშის დასრულებამდე
მოქალაქეები მათთვის გამოყოფილ ადგილებზე უნდა დარჩნენ. დაელო-
დეთ შემდგომ მითითებებს.
ერთ-ერთი ჯარისკაცი გვიახლოვდება და დედაჩემს მედპუნქტში იხმობს.
დედაჩემს ჩვენი მიტოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მედპუნქტი
ჩვენგან სულ ოცდაათიოდე მეტრის მოშორებით მდებარეობს.
- კარგად ვიქნებით, - ვაწყნარებ მე, - ბაია ჩვენამდე არავის მოუშვებს, -
და კატისკენ ვიშვერ ხელს.

114
ბაია ისე საცოდავად კნავის, ყველას გვეღიმება. მეც კი მებრალება საწყა-
ლი ბაია. დედაჩემი მიდის და პრიმს ვურჩევ:
- მიდი, გვერდით მიუწექი შენს კატას.
- ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგრამ... მეშინია, ვაითუ დაბომბვისას საწო-
ლი თავზე დაგვენგრეს, - ამბობს პრიმი.
თუ ეს ქვის საწოლები ჩამოინგრა, მაშინ მთელი ბუნკერი თავზე დაგვემ-
ხობა. თუმცა, ამ ლოგიკური დასკვნის გახმოვანება არაფერში გამომადგება.
ამის მაგივრად, სათავსოს ვაცარიელებ და შიგ ბაიას ვაწვენ. მერე კედელ-
თან ლეიბს ვშლი, რომ ზედ მე და ჩემი და დავწვეთ.
სააბაზანოში მცირე ჯგუფებად შესვლისა და კბილების გახეხვის უფლება
გვაქვს. დღეს შხაპის მიღება იკრძალება. მე და პრიმი ლეიბზე ვწვებით და-
ორ საბანს ერთად ვიფარებთ. მღვიმის იატაკი ძალიან ცივი და ნესტიანია.
ბაიას პრიმის მუდმივი ალერსიც არ შველის, კუბის ფორმის სათავსოში იბუ-
ზება და თავის ამონასუნთქს მაორთქლებს სახეში.
მიუხედავად მიუღებელი პირობებისა, ჩემი დის გვერდით ყოფნა მახა-
რებს. მას შემდეგ რაც აქ ვცხოვრობთ... არა, მას შემდეგ, რაც შიმშილის თა-
მაშებში პირველად მივიღე მონაწილეობა, თავისუფალი დრო თითქმის
აღარ მრჩება და ყურადღებას თითქმის ვეღარ ვაქცევ. უწინდელივით ვეღარ
ვზრუნავ მასზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ნაკვეთურში გეილმა შეირბინა და
არა მე. ეს დანაკლისი უნდა ავანაზღაურო.
უცებ ვაცნობიერებ, რომ მისთვის არც კი მიკითხავს, აქაურობას როგორ
შეეგუა.
- მე-13 რაიონი როგორ მოგწონს, პრიმ? - ვიწყებ საუბარს.
- ამწუთას? - კითხვითვე მპასუხობს პრიმი. ორივეს გვეცინება, - ხანდახან
ძალიან მენატრება სახლი. თუმცა, მერე მახსენდება, რომ მე-12 რაიონი გა-
ნადგურებულია და მოსანატრებელიც არაფერია. აქ უფრო უსაფრთხოდ
ვარ. აღარც შენზე ვღელავთ. უწინდელივით ძალიან აღარ, - აზუსტებს პრი-
მი და უცებ ტუჩებზე ღიმილი ეფინება, - მგონი, აქაურები ექიმობას შემასწავ-
ლიან.
ეს პირველად მესმის.
- რასაკვირველია, შეგასწავლიან. სულელები კი არ არიან, რომ არ შე-
გასწავლონ.

115
- მაკვირდებიან, საავადმყოფოში ექიმებს როგორ ვეხმარები. საექიმო
კურსებზე უკვე ჩამწერეს. ჯერჯერობით დამწყები ვარ. ბევრი რამ დედისგან
ვისწავლე სახლში, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სასწავლი მაქვს, - მეუბნე-
ბა პრიმი.
- ყოჩაღ! - ვაქებ ჩემს დას.
ექიმი პრიმი. მე-12 რაიონში ამას ვერც კი იოცნებებდა. თითქოს ასანთს
გაჰკრეს და ჩემში დაბუდებული წყვდიადი თბილმა შუქმა გაანათა. აი, რო-
გორი მომავალი შეიძლება მოგვიტანოს რევოლუციამ.
- შენზე რას მეტყვი, ქეთნის? შენ როგორ ხარ? - თითის წვერებით ბაიას
შუბლზე ეფერება პრიმი, - არ მითხრა, რომ მშვენივრად გრძნობ თავს.
პრიმი მართალია. სრულიად არამშვენივრად ვგრძნობ თავს. ჰოდა, მეც
პიტას შესახებ ვუყვები პრიმს, შეიძლება ზუსტად ამწამს მტანჯველების ხელ-
ში სული ხდებოდეს-მეთქი. პრიმი ბაიას ცოტა ხნით თავს ანებებს და მთელი
ყურადღება ჩემზე გადმოაქვს; თმას ყურს უკან მიწევს და სახე ჩემთან ახ-
ლოს მოაქვს. მე აღარ ვლაპარაკობ, რადგან სათქმელი არაფერი დამრჩა,
თან მკერდში, იმ ადგილას, სადაც გულია, ჩხვლეტას ვგრძნობ. შეიძლება
ინფარქტმა დამარტყას, მაგრამ ეს არ მადარდებს.
- ქეთნის, არა მგონია, პრეზიდენტმა სნოუმ პიტა მოკლას, - მეუბნება პრი-
მი. რასაკვირველია, სხვა რა უნდა მითხრას, როგორ უნდა დამამშვიდოს?
თუმცა, მისი მომდევნო სიტყვები ძალიან მაკვირვებს, - თუ ამას იზამს, შენ-
თვის ძვირფასი აღარავინ ეყოლება. ვერანაირად ვეღარ გატკენს გულს.
უეცრად კიდევ ერთი გამარჯვებული მახსენდება, მე-7 რაიონელი იოანა
მეისონი, რომელსაც კაპიტოლიუმის სისასტიკე და ბოროტება საკუთარ თავ-
ზე აქვს გამოცდილი. არენაზე ჯუნგლში შესვლას ვუკრძალავდი, ყბედი ჯა-
ფარები შენთვის საყვარელი ადამიანის გაწამებულ ხმას გაგაგონებენ და
ჭკუიდან შეგშლიან-მეთქი, მაგრამ იოანამ მითხრა: მე ვერაფერს დამიშავე-
ბენ. თქვენ კი არ გგავართ. საყვარელი ადამიანი ერთიც არ დამრჩა.
აი, მაშინ კი მართლაც ვიჯერებ პრიმის სიტყვებს. სნოუ პიტას მოკვლას
ვერ გაბედავს. მით უმეტეს, ახლა, როცა კაჭკაჭჯაფარას გამო ამხელა არეუ-
ლობა ატყდა. მან ცინა უკვე მოკლა. ჩემი სახლი გაანადგურა. ჩემს ოჯახს,
გეილსა და ჰეიმიჩს ვეღარ მისწვდება. მას მხოლოდ პიტა დარჩა.
- მაშ, როგორ ფიქრობ, რას უზამენ? - ვეკითხები პრიმს.
და პრიმი ათასი წლის ბრძენი ქალივით მპასუხობს:

116
- ყველაფერს, რომ გაგტეხონ.

11.

რით უნდა გამტეხონ?


მთელი სამი დღე, სანამ თავშესაფარში ვართ გამოკეტილები, ამ კითხვა-
ზე პასუხს ამაოდ ვეძებ. რას შეუძლია გამტეხოს მილიონ ნაწილად ისე, რომ
ვეღარავინ შეძლოს ჩემი გამთელება და ჩემით სარგებლობა? ჩემს ვარაუ-
დებს არავის ვუმხელ, თუმცა, ცხადშიც და კოშმარშიც მხოლოდ ამაზე ვფიქ-
რობ.
ამ დროის განმავლობაში კიდევ ოთხი ბუნკერის ბომბი გვეცემა, ოთხივე -
ერთმანეთზე ძლიერი. თუმცა, ბომბებს ხანგრძლივი ინტერვალებით ყრიან.
სწორედ იმ მომენტში, როცა გგონია, თავდასხმა უკვე დასრულდაო, მორიგი
ბომბი ფეთქდება და აფეთქებას მთელი ტანით გრძნობ. როგორც ჩანს, კა-
პიტოლიუმს მე-13 რაიონის განადგურება კი არა, ჩვენი ბუნკერში გამოკეტვა
აქვს ჩაფიქრებული. რაიონის პარალიზებას ცდილობენ, რომ ბუნკერიდან
გამოსული ხალხი მის აღდგენაზე გადაერთოს და ვეღარაფრისთვის მოიცა-
ლოს. კოინს მართალი უთქვამს, არავინ ანადგურებს იმას, რის დაუფლება-
საც მომავალში აპირებს. მოკლედ, კაპიტოლიუმი ცდილობს, საინფორმა-
ციო იერიში შეგვაწყვეტინოს, რათა პანემის ტელეეკრანებზე აღარ გამოვ-
ჩნდე. არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან, რა ხდება. ტელეეკრანები სრუ-
ლიად შავია. მხოლოდ კოინის მოკლე-მოკლე რადიოშეტყობინებებს ვის-
მენთ, ისიც მხოლოდ ბომბების კლასსა და დანიშნულებაზე. რასაკვირვე-
ლია, ომი გრძელდება, ოღონდ ჩვენი სამხედრო ძალების პოზიციებსა და
მდგომარეობაზე არაფერი ვიცით.
ბუნკერში ყველა შეთანხმებულად მოქმედებს. წინასწარ განსაზღვრული
მკაცრი განრიგით ვჭამთ, ვიბანთ, ვვარჯიშობთ და გვძინავს. თავის შესაქცე-
ვად სხვებთან ურთიერთობისთვისაც კია დრო გამოყოფილი. ჩვენი ბინა საკ-
მაოდ პოპულარულია, რადგან დიდ-პატარა ბაიათი ერთობა. ბაიამ ვარ-
სკვლავის სტატუსი შეშლილი კატის საღამოს შოუთი მოიპოვა. ეს თამაში
რამდენიმე წლის წინ გამოვიგონე, როცა ზამთრის ცივ ღამეს საბადოში
ელექტროენერგია გამოგვირთეს. სიბნელეში ფანრის შუქს იატაკზე ათამა-
117
შებ და ბაია მას დასაჭერად დასდევს. ამ დროს ბაია ძალიან სულელურად
გამოიყურება და არ დავმალავ, ეს მსიამოვნებს. რატომღაც ბუნკერში შეკ-
რებილ ხალხს ბაია ჭკვიანი და მხიარული ჰგონია. ბატარეების სპეციალური
კომპლექტიც კი გამომიყვეს - რაც აქ დიდი ფუფუნებაა - საღამოს შოუსთვის.
მე-13 რაიონელები სანახაობებს აშკარად დანატრებულები არიან. მხოლოდ
მესამე ღამეს, სწორედ ბაიასთან თამაშისას ვპოულობ პასუხს შეკითხვაზე,
რომელიც მაწუხებს. შეშლილი კატა ჩემი მდგომარეობის მეტაფორაა. მე
ბაია ვარ. პიტა, რომლის ხელში ჩაგდება და გადარჩენა ძალიან მინდა -
ფანრის შუქი. როცა ბაია მოუხელთებელ შუქთან მირბის და ჰგონია, რომ
ეს-ესაა, თათებს წაავლებს, ბრაზიანად იფხორება (მეც ასე ვგრძნობ თავს
მას შემდეგ, რაც არენიდან წამოვედი, ცოცხალი პიტა კი იქ დავტოვე). როცა
შუქი ქრება, ბაია დროებით იბნევა, მაგრამ მალევე გონს ეგება და სხვა საქ-
მეს ეძებს (მეც ამას ვიზამდი, პიტა რომ არენაზე მომკვდარიყო). თუმცა, ბაი-
ას ის აგიჟებს, რომ შუქს ანთებულს ვტოვებ, ოღონდ ფანარს კედელზე ან
სადმე სხვაგან მივანათებ ხოლმე, სადაც ვერანაირად ვერ მისწვდება. ბაიაც
კედლის გასწვრივ დარბის და საწყალობლად კნავის, ვერ მშვიდდება, სხვა
აღარაფერი ახსოვს. როცა ფანარს გამოვრთავ და შუქს ჩავაქრობ, ბაია
სრულიად უსარგებლო ხდება (სნოუსაც ეს უნდა, რომ უსარგებლო გამხა-
დოს, ოღონდ უცნობია, მისი თამაში როგორ სახეს მიიღებს).
იქნებ სნოუს სწორედ ის უნდოდა, რომ ამ ყველაფერს მივმხვდარიყავი.
ფიქრი იმაზე, რომ პიტა დატყვევებულია და აწამებენ, ძალიან მიმძიმს. მაგ-
რამ ფიქრი იმაზე, რომ მას ჩემს წყობიდან გამოსაყვანად აწამებენ, აუტანე-
ლია. და მართლაც, წნეხი იმდენად ძლიერია, ვგრძნობ, რომ თანდათან
ვტყდები.
შეშლილი კატის შოუს დასრულების შემდეგ დასაძინებლად ვწვებით. შუქი
ხან მიდის, ხან მოდის; ნათურები ხან მთელი ძალით კაშკაშებს, ხანაც ისე
ბჟუტავს, რომ ნახევრად ბნელში ერთმანეთს ძლივს ვარჩევთ. ამ დროს ავა-
რიული სათადარიგო ნათურები ინთება. პრიმი დარწმუნდა, რომ კედლები
არ ჩამოინგრევა და ახლა ბაიასთან ერთად ქვედა საწოლზე იძინებს. დედა-
ჩემი ზედაზე წევს. მე იატაკზე მიშლიან ლეიბს, გვერდით არავინ მიწვენს,
რადგან ძილში ყოველთვის ვწრიალებ.
ამწუთას დაძაბულობისგან კუნთები ისეთი დაჭიმული მაქვს, საერთოდ
ვერ ვინძრევი. მკერდში ისევ მტკივნეულ ჩხვლეტას ვგრძნობ. წარმოვიდგენ,

118
როგორ სკდება ჩემი გული და იქიდან ბზარები მთელ სხეულს ედება. ტანი,
ხელ-ფეხი, სახე ერთიანად დაბზარული მაქვს. კიდევ ერთი აფეთქება, ბუნკე-
რის მორიგი შეზანზარება და შეიძლება სამართებელივით ბასრ ნატეხებად
დავიმსხვრე.
როგორც კი ხალხის უმეტესობა იძინებს, საბანს ვიხდი, ვდგები და პარ-
ვით მივდივარ ფინიკთან. რატომღაც მჯერა, რომ გამიგებს. ის ავარიული
განათების ქვეშ, თავის ფართში ზის და თოკის ნაგლეჯს კვანძავს. მგონი, სა-
ერთოდ არ ისვენებს. ჩურჩულით ვეუბნები, მივხვდი, სნოუ ჩემს გატეხას რო-
გორ აპირებს-მეთქი, მაგრამ უცებ ვიაზრებ, რომ ფინიკისთვის ეს ახალი ამ-
ბავი არაა - ის სწორედ ასე გატეხეს.
- ენიც შენს გასაწამებლად დაიჭირეს, არა? - ვეკითხები მე.
- აბა, მაშ, რისთვის? აჯანყებულებზე მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩ-
ნია, - მპასუხობს ფინიკი, - კაპიტოლიუმში კარგად იციან, რომ ენის, მისდა
სასიკეთოდ, მნიშვნელოვანს არაფერს გავუმხელდი.
- ძალიან ვწუხვარ, ფინიკ.
- არა, ეს მე ვწუხვარ, რომ წინასწარ ვერ გაგაფრთხილე.
მახსენდება, არენიდან გატაცების შემდეგ სიბრაზისგან გადარეული, სა-
წოლზე დაბმული რომ ვიწექი, ფინიკმა დამამშვიდა: მალე დაადგენენ, რომ
პიტამ არაფერი იცის, და არ მოკლავენ, თუ გადაწყვეტენ, რომ შენ წინააღ-
მდეგ მისი გამოყენება შეიძლება.
- კი, შენ გამაფრთხილე. ჰოვერკრაფტში. ოღონდ მაშინ ვიფიქრე, რომ
სატყუარად გამოიყენებდნენ; მისი მეშვეობით როგორღაც კაპიტოლიუმში
შემიტყუებდნენ.
- ეგეც კი არ უნდა მეთქვა. ამით მაინც აღარაფერი გამოსწორდებოდა.
კვარტალური ჯახის წინ არ გაგაფრთხილე და საერთოდ არაფერი არ უნდა
მეთქვა სნოუს ტაქტიკაზე, - ფინიკი თოკის ბოლოს ექაჩება და შეკრულ
კვანძს ხსნის, - ოღონდ ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი. პირველი შიმშილის თა-
მაშების შემდეგ შენი და პიტას რომანი დადგმული მეგონა. ვფიქრობდი, პი-
ტა თუ არა, შენ უეჭველად მაყურებლისთვის თამაშობდი. ყველა ველოდით,
რომ ამავე სტრატეგიით გააგრძელებდი მოქმედებას. თუმცა, როცა პიტა
ელექტრულ ველს დაეჯახა და კინაღამ მოკვდა, მივხვდი... - ფინიკი ყოყმა-
ნებს.

119
ამ შემთხვევას ვიხსენებ. გულამოსკვნილი ვტიროდი, როცა ფინიკმა პიტა
მოასულიერა. მაშინ ფინიკს გაკვირვებული სახე ჰქონდა. მაშინ ჩემი საქციე-
ლი ჩემს მოჩვენებით ორსულობას დააბრალა.
- რას მიხვდი? - ვეძიები მე.
- რომ შენში შევცდი. შენ მართლა გიყვარს პიტა. არ ვიცი, ეს როგორი
სიყვარულია. შეიძლება, თვითონაც ვერ გარკვეულხარ. თუმცა, თუ ყურად-
ღებით დაგაკვირდება, ნებისმიერი შეამჩნევს, რომ პიტა შენთვის ძალიან
ძვირფასია...
ნებისმიერი? გამარჯვებულის ტურნეს დაწყებამდე სნოუმ მიბრძანა, ყვე-
ლას უნდა დაუმტკიცო, რომ პიტა ნამდვილად გიყვარსო. დამაჯერეო, მომ-
თხოვა სნოუმ. როგორც ჩანს, იმ ვარდისფერი ცის ქვეშ გახურებულ არენაზე
მომაკვდავი პიტას დანახვამ მე ეს შემაძლებინა. პრეზიდენტი სნოუ ჩემი და
პიტას სიყვარულში დავარწმუნე და ამით ჩემ გასატეხად საჭირო იარაღი ჩა-
ვაგდებინე ხელში.
მე და ფინიკი კარგა ხანს ჩუმად ვსხედვართ და მრავალჯერ შეკრულსა
და გახსნილ კვანძებს შევყურებთ. ბოლოს, ფინიკს ვეკითხები:
- ამას როგორ უძლებ?
ფინიკი გაკვირვებული მიყურებს.
- ვერ ვუძლებ, ქეთნის! სამწუხაროდ, ვერ ვუძლებ. ყოველ დილას კოშმა-
რები მაღვიძებს, მაგრამ ცხადი კოშმარზე უარესია, - მერე ჩემს გამომეტყვე-
ლებას ამჩნევს და რატომღაც ჩერდება, - არ დანებდე, ქეთნის, თორემ თუ
ერთხელ გატყდები, გასამთელებლად ათჯერ მეტი დრო დაგჭირდება.
ჰო, ფინიკს ეს ჩემზე უკეთ მოეხსენება. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მხნე-
ობას ვიკრებ.
- ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანო, - აგრძელებს ფინიკი, - გა-
თენდება თუ არა, შენთვისაც ვიშოვი თოკის ნაგლეჯს. მანამდე ეს გამომარ-
თვი.
მთელი ღამე კვანძს ვკრავ და ვხსნი. შეკრულ კვანძს ბაიას ვამოწმებინებ.
თუ რომელიმე საეჭვოდ ეჩვენება, ბაია კვანძს ხელიდან მგლეჯს და კბენს.
დილას თითები გადაყვლეფილი მაქვს, მაგრამ ჯერაც მტკიცედ ვარ.
ოცდაოთხსაათიანი დუმილის შემდეგ კოინი, ბოლოს და ბოლოს, ბუნკე-
რიდან გასვლის ნებას გვრთავს. ჩვენი ძველი ბინები დაბომბვას გაუნადგუ-

120
რებია. ყველა ახალ ნაკვეთურში უნდა განთავსდეს. მითითებისამებრ, ჩვენ-
ჩვენს ფართს ვალაგებთ და რიგრიგობით მივიწევთ ბუნკერის კარისკენ.
შუა გზაში ბოგსი მოდის და რიგიდან გავყავარ. გეილსა და ფინიკს ანიშ-
ნებს, თქვენც გამომყევითო. ხალხი განზე იწევა და გზას გვითმობს. ზოგი
გვიღიმის კიდეც. შეშლილი კატის თამაშმა ბევრისთვის უფრო საყვარელი
გამხადა. გავდივართ ბუნკერიდან, ავდივართ კიბეზე, დერეფანში ერთ-ერთ
მრავალმიმართულებიან ლიფტში შევდივართ და თავდაცვის დეპარტამენ-
ტის სართულზე გამოვდივართ. გზად არანაირი დაზიანება არ შემიმჩნევია.
თუმცა, ჯერაც ღრმა მიწისქვეშეთში ვიმყოფებით.
ბოგსს სამეთაურო შტაბის იდენტურ ოთახში შევყავართ. კოინი, პლუტარ-
ქე, ჰეიმიჩი, ქრესიდა და სხვა ყველა, ვინც მაგიდასთან ზის, გადაღლილი
ჩანს. ვიღაცას, ბოლოს და ბოლოს, ყავა მოუტანია (ალბათ საგანგებო ვითა-
რებაში სტიმულატორად იყენებენ) და პლუტარქეს თავისი ფინჯანი ისე ჩაუბ-
ღუჯავს ხელში, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდეს.
ყოველგვარი მისალმების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადადიან.
- ოთხივენი სასწრაფოდ ზემოთ უნდა ახვიდეთ, - გვეუბნება პრეზიდენტი, -
ორ საათში უნდა გადაიღოთ დაბომბვისგან მიყენებული ზარალის კადრები
და თან ისე, რომ გამოჩნდეს, მე-13 რაიონის სამხედრო ძალები არათუ არ
განადგურებულა, კვლავაც ძლიერი და დომინანტია. დაბოლოს, რაც უმთავ-
რესია, ყველამ საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რომ კაჭკაჭჯაფარა ცოცხა-
ლია. შეკითხვები გაქვთ?
- შეიძლება ყავა დავლიოთ? - ინტერესდება ფინიკი.
ჩვენთვის ოხშივარავარდნილი ფინჯნები მოაქვთ. ზიზღით დავყურებ შავ
სითხეს. ყავის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმედია,
ახლა ფეხზე დგომაში დამეხმარება. ფინიკი ფინჯანში ნაღებს მიმატებს, თვი-
თონ კი საშაქრეს ეტანება.
- შაქრის ნატეხი ხომ არ გინდა? - ძველებურად მაცდური ხმით მეკითხება.
სწორედ ასე გავიცანით ერთმანეთი. ფინიკმა შაქრის ნატეხი შემომთავა-
ზა. ცხენებითა და ეტლებით გარშემორტყმულები, კაპიტოლიუმელების წინა-
შე სპეციალური კოსტიუმებითა და შეღებილი სახეებით წარსადგომად ვემზა-
დებოდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით მოკავშირეები. არ ვიცოდი, რა
ამოძრავებდა. ჩვენი გაცნობის მომენტს რომ ვიხსენებ, მეღიმება.

121
- ცოტას დაატკბობს, - ჩემს პასუხს არ ელოდება და სამ ნატეხს მიყრის
ფინიკი.
კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმის ჩასაცმელად წასვლას ვაპირებ, როცა გეილის
მზერას ვამჩნევ. დაღონებული გვიყურებს მე და ფინიკს. ამჯერად რაღა
მოხდა? ჰგონია, ჩემსა და ფინიკს შორის რამე ხდება? შეიძლება წუხელ ჩემ-
სა და ფინიკი ერთად დაგვინახა. ფინიკთან რომ მივდიოდი, ჰოთორნების
ფართს ჩავუარე. ეტყობა, ეწყინა გულის გადასაშლელად მასთან კი არა, ფი-
ნიკთან რომ მივედი. ჯანდაბა! სადარდებელი ისედაც თავზე საყრელად
მაქვს: თოკისგან გადაყვლეფილი თითები მეწვის, თვალებს ძლივს ვახელ
და გადამღები ჯგუფი ჩემგან შთამბეჭდავ გამოსვლას ელის. თანაც, პიტა
სნოუს ტყვეობაშია. გეილმა რაც უნდა, ის იფიქროს.
ჩემი სტილისტები წამში მაცმევენ კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს, თმას მივარ-
ცხნიან და მინიმალურ მაკიაჟს მიკეთებენ. როცა შტაბში ვბრუნდები, ჩემი ყა-
ვა გაცივებულიც არაა. ათი წუთის შემდეგ ახალი პროპაგანდისტული ვიდე-
ოკლიპების მონაწილეები და შემქმნელები მიხვეულ-მოხვეული დერეფნე-
ბით მიიწევენ მიწის ზედაპირისკენ. გზადაგზა ყავას ვსვამ. ნაღებსა და შა-
ქარს ნამდვილად დაუტკბია. ბოლოს ფინჯნის ძირას მიმხმარ ნალექსაც
ვყლაპავ და ვგრძნობ, როგორ მივლის ძარღვებში სითბო.
ბოლო კიბეზეც ავდივართ და ბოგსი ასაწევ კარს აღებს. ხარბად ვისუნ-
თქავ შემოვარდნილ სუფთა ჰაერს და პირველად ვიაზრებ ბოლომდე, რა
საშინელებაა ბუნკერი. ტყეში შევდივართ. ხის ფოთლებს ვეხები. ზოგიერთს
გაყვითლება დაუწყია.
- რა დღეა? - ვინტერესდები.
ბოგსი მპასუხობს, მომდევნო კვირას სექტემბერი იწყებაო.
სექტემბერი. გამოდის, პიტა უკვე მეხუთე თუ მეექვსე კვირაა, ტყვეობაშია.
ხელისგულზე დადებულ ფოთოლს დავყურებ. ხელი ისე მიკანკალებს, ვერ
ვიმორჩილებ. ამას ყავას ვაბრალებ და ვცდილობ, უფრო თანაბრად ვისუნ-
თქო, რათა აჩქარებული პულსი დავიწყნარო. რაც უფრო ღრმად შევდი-
ვართ ტყეში, მით უფრო მეტი ნანგრევი გვხვდება. გზად ოცდაათი მეტრის
სიგანის კრატერს ვაწყდებით. ძალიან ღრმაა. ძირი არ უჩანს. ბოგსი ამბობს,
ხალხი რომ არ გაგვეხიზნა, პირველ ათ სართულზე ალბათ ყველა დაიხო-
ცებოდაო. კრატერს გვერდს ვუვლით და გზას ვაგრძელებთ.
- შეძლებთ აღდგენას? - ეკითხება გეილი.

122
- უახლოეს მომავალში - ვერა. აქ მხოლოდ რამდენიმე სარეზერვო გენე-
რატორი და მეფრინველეობის ფერმა იყო, - პასუხობს ბოგსი, - ჯერჯერო-
ბით დავლუქავთ.
ხეები ქრება და შემოღობილ არეში შევდივართ. კრატერების ირგვლივ
ძველი და ახალი ნანგრევები ყრია. დაბომბვამდე ახლანდელი მე-13 რაი-
ონის მცირე ნაწილი მიწის ზემოთაც მდებარეობდა - რამდენიმე საგუშაგო
პოსტი, საწვრთნელი მოედანი. მიწისქვეშა ზედა სართული ნახევარი მეტ-
რით მიწის ზემოთ ამოდიოდა - სწორედ ამ ადგილას იყო გამოჭრილი ბაიას
ფანჯარა - და რამდენიმე მეტრის სისქის რკინით იყო დაფარული. თუმცა,
რკინამ ძლიერ დაბომბვას ვერ გაუძლო.
- პიტას გაფრთხილებამ რამდენი დრო მოგაგებინათ? - ინტერესდება ჰე-
იმიჩი.
- დაახლოებით ათი წუთი. შემდეგ ჩვენი თავდაცვითი სისტემები შეგვატ-
ყობინებდნენ რაკეტების მოახლოებას, - პასუხობს ბოგსი.
- ათი წუთიც ხომ საქმეა, არა? - ვეკითხები მე.
არაო, რომ მიპასუხოს, გადავირევი.
- რა თქმა უნდა, - მპასუხობს ბოგსი, - სამოქალაქო პირების ევაკუაცია
მოვასწარით. სამხედრო იერიშისას ყოველი წამი ძვირფასია. ამ ათმა წუთმა
მრავალ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მათ შორის - პრიმსა და გეილს.
პირველი ბომბის აფეთქებამდე ორიოდე წუთით ადრე ჩამოვიდნენ ბუნკერ-
ში. პიტამ ისინიც გადაარჩინა. ახლა მათ გამოც ვალში ვარ პიტას წინაშე.
ქრესიდა ყოფილი მართლმსაჯულების სახლის ნანგრევების წინ აპირებს
ჩემს გადაღებას. საკმაოდ მახვილგონივრული იდეაა - კაპიტოლიუმი ხომ
მრავალი წელი სწორედ მას იყენებდა ფონად, როცა ტელევიზიით გვატყუ-
ებდა, მე-13 რაიონი აღარ არსებობსო. ახლა მართლმსაჯულების სახლის
ნანგრევები ამასწინდელი დაბომბვისგან გაჩენილი კრატერისგან სულ
ათიოდე მეტრში მდებარეობს.
მართლმსაჯულების სახლის დიდი შესასვლელის ნარჩენებს ვუახლოვდე-
ბით.
უცებ გეილი რაღაცას ამჩნევს და ყველანი ვჩერდებით. თავიდან ვერ
ვხვდები, რა ხდება, მაგრამ მერე მიწაზე მიმოყრილ წითელ და ვარდისფერ
ვარდებს ვხედავ.
- არ შეეხოთ! - ვყვირი მე, - ჩემთვისაა!

123
ვარდების გულისამრევი სუნი მცემს და გული ძლიერად მიძგერს. ესე იგი,
არ მომჩვენებია. ჩემს კომოდზე მართლაც იდო თეთრი ვარდი. მორიგი სა-
ჩუქარი სნოუსგან. გრძელყუნწიანი ვარდისფერი და წითელი ყვავილები.
სწორედ ეს ყვავილები ამშვენებდა სტუდიას, რომელშიც მე და პიტამ შიმში-
ლის თამაშების შემდგომი ინტერვიუ ჩავწერეთ. ეს ყვავილები მხოლოდ ერ-
თისთვის კი არა, ორივე შეყვარებულისთვისაა განკუთვნილი.
რაც შემიძლია, გასაგებად ვუხსნი სხვებს. ყვავილებს გულდასმით ვიკ-
ვლევთ. გენეტიკურად დამუშავებული კია, მაგრამ სხვა მხრივ უვნებელი
ჩანს. ზუსტად ოცდაოთხი ვარდი. ცოტათი ჩამომჭკნარი. სავარაუდოდ, უკა-
ნასკნელი დაბომბვის ბოლოს ჩამოყარეს. უნიფორმიან ხალხს ვარდები
ურიკით მიაქვს. თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ, უჩვეულოს ამ ყვავი-
ლებში ვერაფერს იპოვიან. სნოუ მეთამაშება. ახლაც ზუსტად ისეთი განცდა
მეუფლება, როგორიც მაშინ, არენაზე ასასვლელ ფირფიტაზე რომ ვიდექი
და ჩემ თვალწინ ცინას სასტიკად სცემდნენ. სნოუს ჩემი წყობიდან გამოყვანა
უნდა.
მაშინდელივით ახლაც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მიჩნდება, მაგ-
რამ სანამ ქრესიდა კასტორსა და პოლიდევკეს მითითებებს აძლევს, მღელ-
ვარება მიპყრობს. ძალიან დაღლილი ვარ, დაძაბული, მას შემდეგ, რაც
ვარდები დავინახე, პიტას გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ. შევცდი, ყავა
რომ დავლიე. სტიმულატორი ნამდვილად არ მჭირდებოდა. მთელი სხეული
მიცახცახებს, სუნთქვა მეკვრის. ბუნკერში გატარებული დღეების შემდეგ
დღის შუქი თვალს მჭრის. თვალებმოჭუტული დავდივარ. გრილი სიო ქრის,
მაგრამ შუბლი მაინც ოფლით მაქვს დაცვარული.
- ერთხელ კიდევ ამიხსენი, ჩემგან რას ითხოვთ, - ვეუბნები ქრესიდას.
- მოკლე სიტყვას იმის საჩვენებლად, რომ ცოცხალი ხარ და ბრძოლას
აგრძელებ, - ამბობს ქრესიდა.
- გასაგებია, - ვამბობ და ჩემს ადგილს ვიკავებ. წითელ წერტილს არ ვა-
ცილებ თვალს. ვუყურებ, ვუყურებ და ხმას არ ვიღებ, - მაპატიეთ, არ ვიცი,
რა ვთქვა.
- კარგად ხარ? - მეკითხება ქრესიდა. მე თავს ვუქნევ. ქრესიდა ჯიბიდან
პატარა ნაჭერს იღებს და სახეს მიწმენდს, - მოდი, მაშინ ძველმოდურად ჩავ-
წეროთ ვიდეო; მე გკითხავ, შენ მიპასუხებ.

124
- კარგი. მგონი, ასე უკეთესია, - გულხელს ვიკრეფ, რომ კადრში ჩემი
ცახცახი არ გამოჩნდეს. ფინიკი ცერა თითს ზემოთ იშვერს და მანიშნებს, შე-
სანიშნავად გამოიყურებიო, თუმცა, თვითონ ჩემზე არანაკლებ აღელვებული
ჩანს.
ქრესიდა თავის ადგილს იკავებს.
- ქეთნის, კაპიტოლიუმმა მე-13 რაიონი დაბომბა, მაგრამ შენ გადარჩი.
გვიამბე, რა გადაიტანე. მე-8 რაიონის დაბომბვისგან განსხვავებული განცდა
იყო?
- ამჯერად იმდენად ღრმად ვიყავით მიწის ქვეშ, რომ რეალური საფრთხე
არ დაგვმუქრებია. მე-13 რაიონი გადარჩა და ცოცხალია, ისევე როგორც
მე... - ხმა მივარდება, ძლივსღა ვწრიპინებ.
- ბოლო წინადადება თავიდან თქვი, - მირჩევს ქრესიდა.
ღრმად ვისუნთქავ და ფილტვებს ჰაერით ვივსებ.
- მე-13 რაიონი გადარჩა და... - არა, რაღაც არ მომწონს.
იმ ვარდების სუნს ჯერ კიდევ ვგრძნობ.
- ქეთნის, მხოლოდ ეს ერთი წინადადება და დღეისთვის თავისუფალი
ხარ. გპირდები, - მეუბნება ქრესიდა, - მე-13 რაიონი გადარჩა და ცოცხა-
ლია, ისევე როგორც მე.
ხელებს ვიქნევ, რომ მოვეშვა, მერე დოინჯს ვირტყამ. უცებ პირი ნერ-
წყვით მევსება და გულისრევას ვგრძნობ. ნერწყვს ვყლაპავ და პირს ვაღებ,
რომ ეს სულელური წინადადება დროზე წარმოვთქვა, მერე კი სადმე ტყეში
გავიქცე, დავიმალო... მაგრამ უცებ ტირილი მივარდება.
არ შემიძლია კაჭკაჭჯაფარობა. ამ ერთი წინადადების ბოლომდე წარ-
მოთქმაც კი მიჭირს, რადგან უკვე ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვი, პი-
ტას წინააღმდეგ იქნება მიმართული; ჩემი ყოველი სიტყვისთვის მას სასტი-
კად აწამებენ. აწამებენ და არ მოკლავენ - არა, ამხელა მოწყალებას არ გა-
მოიჩენენ. სნოუ მას სიცოცხლეს გაუმწარებს და სიკვდილს ანატრებინებს.
- გამორთე კამერა! - ჩუმად ვეუბნები ქრესიდას.
- რა სჭირს? - ჩუმად ამბობს პლუტარქე.
- მიხვდა, რისთვის იყენებს სნოუ პიტას, - პასუხობს ფინიკი.
ჩემ წინ ნახევარწრედ მდგარი ხალხი ერთხმად ოხრავს. ოხრავენ, რად-
გან გაიგეს, რომ მე ყველაფერს მივხვდი. ამიერიდან ამ აზრს თავიდან ვე-

125
ღარ ამოვიგდებ. კაჭკაჭჯაფარას დაკარგვით მათ არა მხოლოდ სამხედრო
უპირატესობა დაკარგეს, მეც საბოლოოდ გავტყდი.
რამდენიმე წყვილი ხელი ერთდროულად მეხვევა. თუმცა, მე მხოლოდ
ჰეიმიჩის ჩახუტება დამამშვიდებს, რადგან პიტა მასაც უყვარს. მისკენ ხელებს
ვიწვდი და ჩუმად ვეძახი. ჰეიმიჩი გულში მიკრავს და ზურგზე ხელს მითათუ-
ნებს.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ძვირფასო.
წაქცეულ მარმარილოს სვეტზე მსვამს, თვითონ გვერდით მიჯდება და
მხრებზე ხელს მხვევს. მე ვქვითინებ.
- ამას ვეღარ ვიზამ, - ვეუბნები ჰეიმიჩს.
- ვიცი.
- სულ იმას წარმოვიდგენ, რას უზამს პიტას... თუ კაჭკაჭჯაფარობას გავაგ-
რძელებ!
- ვიცი, - ჰეიმიჩი უფრო მაგრად მეხვევა.
- დაინახე? შეამჩნიე, რა უცნაურად იქცეოდა? რას... რას უშვრებიან? - ჰა-
ერი აღარ მყოფნის და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობ, - სულ ჩემი ბრალია! - ამის
თქმასღა ვახერხებ და სრულ ისტერიკაში ვვარდები. მერე მკლავში ნემსი
მერჭობა და თვალთ მიბნელდება.
ეტყობა, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი გამიკეთეს, რადგან ოცდაოთ-
ხი საათის შემდეგ ვიღვიძებ. თუმცა, მოუსვენრად მეძინა. გამოფხიზლებულს
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოჩვენებებით დასახლებულ სამყაროში
მარტოდმარტო დავეხეტებოდი. ჩემი საწოლის გვერდით, სკამზე, ჰეიმიჩი
ზის. თვალები ჩასწითლებია, სახე ცვილივით გასთეთრებია. პიტა მახსენდე-
ბა და კვლავ ვცახცახებ.
ჰეიმიჩი ჩემკენ იხრება და მხარზე ხელს მიჭერს.
- ნუ გეშინია. პიტას დახსნას ვეცდებით.
- რა? - ყურებს არ ვუჯერებ.
- პლუტარქე სამაშველო ჯგუფს კრებს. კაპიტოლიუმში თავისი ხალხი
ჰყავს. იმედოვნებს, რომ პიტას ცოცხალს დავიხსნით.
- ეს აქამდე რატომ არ გავაკეთეთ? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- ეს დიდ დანაკარგთანაა დაკავშირებული და ამიტომ, თუმცა ყველა შე-
თანხმდა, რომ როგორც მაშინ, არენაზე, არც ახლა გვაქვს სხვა არჩევანი.
ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გაგამთელოთ. კაჭკაჭჯაფარას ვერ დავ-

126
კარგავთ. წინსვლისა და მოქმედების ძალას კი მანამ ვერ დაიბრუნებ, სანამ
შენ გამო სნოუ პიტას აწამებს, - ჰეიმიჩი ჭიქას მიწვდის, - აი, ცოტა დალიე.
ერთ ყლუპ წყალს ვსვამ და ჰეიმიჩს ვეკითხები:
- რას ნიშნავს დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული?
- ჩვენი ჯაშუშების ვინაობა გამჟღავნდება. ალბათ ხალხიც დაიხოცება.
თუმცა, გაითვალისწინე, ხალხი ისედაც ყოველდღე იხოცება! თან მხოლოდ
პიტას გადასარჩენად არ მივდივართ, ფინიკს ენიც უნდა დავუბრუნოთ.
- ფინიკი სადაა?
- ამ ფარდის მიღმა. ის ჯერ არ გამოფხიზლებულა. შენ დაგაძინეთ თუ
არა, ფინიკმაც გაჭედა, - მე მსუბუქად ვიღიმი, თავს აღარც ისე უძლურად
ვგრძნობ, - ჰო, კარგი გადაღებები კი გამოგვივიდა. შენ და ფინიკმა გააფრი-
ნეთ, ბოგსი კი პიტას გადასარჩენად სამაშველო გუნდის შესაკრებად წავიდა.
უკვე განმეორებით ჩვენებებს ვიწყებთ.
- თუ სამაშველო გუნდს ბოგსი უხელმძღვანელებს, ეს უკვე პლუსია, - ვამ-
ბობ მე.
- კი, ყველაფერს ბოგსი აკონტროლებას. გუნდში მხოლოდ მოხალისეები
ჩაეწერნენ. რატომღაც ჩემი აწეული ხელი ვერ შეამჩნია, - ამბობს ჰეიმიჩი, -
ხედავ, მოხალისეების არჩევისას რა კეთილგონიერებას იჩენს?
რაღაც ხდება. ჰეიმიჩი მეტისმეტი მონდომებით ცდილობს ჩემს გამხიარუ-
ლებას, აქამდე მსგავსი რამ არ სჩვეოდა.
- ვინ გამოვიდა მოხალისედ? - ვეკითხები მე.
- მგონი, სულ შვიდნი, - არაპირდაპირ მპასუხობს ჰეიმიჩი.
ცუდი წინათგრძნობა მიჩნდება.
- ვინ-მეთქი, ჰეიმიჩ? - არ ვეშვები მე.
ჰეიმიჩი სპექტაკლის თამაშს თავს ანებებს.
- კარგად იცი ვინც, ქეთნის. ზუსტად იცი, ვინც გამოვიდა პირველ მოხა-
ლისედ.
რა თქმა უნდა, ვიცი.
გეილი.

12.

127
შეიძლება დღეს ორივე დავკარგო. ვცდილობ, წარმოვიდგინო სამყარო,
სადაც გეილი და პიტა სამუდამოდ დადუმებულან, ხელები გულზე დაუკრე-
ფიათ, თვალები დაუხუჭავთ. მათ ცხედრებს თავზე ვადგავარ, უკანასკნელად
დავყურებ. მერე ოთახიდან გავდივარ, მაგრამ გარეთ უკიდეგანო სიცარიე-
ლე მხვდება. მკრთალი, ნაცრისფერი არარსებობა - აი, რა მელის მომა-
ვალში.
- თუ გინდა, დამამშვიდებელს გაგიკეთებენ და ოპერაციის დასრულებამ-
დე იძინებ, - მთავაზობს ჰეიმიჩი.
ის არ ხუმრობს. ჰეიმიჩი ის კაცია, რომელიც მთელი თავისი ზრდასრული
ცხოვრება სასმელით იყუჩებდა კაპიტოლიუმისგან მიყენებულ ტკივილს. თექ-
ვსმეტი წლის ბიჭს, რომელმაც მეორე კვარტალურ ჯახში გაიმარჯვა, აუცი-
ლებლად ეყოლებოდა ნათესავები, მეგობრები, შეიძლება შეყვარებულიც,
რომლებთან დასაბრუნებლადაც თავგამოდებით იბრძოდა. სად არის ახლა
ეს ხალხი? როგორ მოხდა, რომ სანამ მე და პიტა არ აგვკიდეს ტვირთად
მხრებზე, მის ცხოვრებაში არავინ იყო? რა უყო სნოუმ მის ახლობლებს?
- არა, - ვპასუხობ მე, - კაპიტოლიუმში წასვლა და სამაშველო ოპერაცია-
ში მონაწილეობა მინდა.
- სამაშველო გუნდი უკვე გაემგზავრა.
- დიდი ხანია? იქნებ დავეწიო? შემიძლია... - რა? რა შემიძლია?
ჰეიმიჩი უარის ნიშნად აქნევს თავს.
- გამორიცხულია, შენ არ გაგიშვებენ. მეტისმეტად ძვირფასი ხარ, და და-
უძლურებულიც. სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას კაპიტოლიუმის
ყურადღების გადასატანად შენს სხვა რაიონში გაგზავნას აპირებდნენ, მაგ-
რამ ყველამ ჩათვალა, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაარ-
თმევდი.
- გთხოვ, ჰეიმიჩ! - ხვეწნა-მუდარაზე გადავდივარ, - რამე უნდა ვქნა. უქ-
მად ვერ ვიჯდები და მათ სიკვდილს ვერ დაველოდები. რაღაც მეც შემიძ-
ლია!
- კარგი. პლუტარქეს დაველაპარაკები. შენ იწექი!
მაგრამ საწოლში ვეღარ ვძლებ. ჰეიმიჩის ნაბიჯების ექო ჯერაც დერეფან-
ში ისმის, როცა მოუხერხებლად ვწევ გამყოფ ფარდას განზე და ფინიკს ვხე-
დავ. მუცელზე წევს. ხელები ბალიშისთვის მაგრად ჩაუვლია. ვიცი, ლაჩრო-

128
ბაა მოჩვენებების მდუმარე სამყაროდან პირქუშ რეალობაში რომ ვაბრუნებ,
მაგრამ თუ არ გავაღვიძე, ამ აუტანელ წუთებს მარტო ვერ გავუძლებ.
ფინიკი თავიდან შეშფოთებული ჩანს, მაგრამ როგორც კი ვითარებას
ვუხსნნი, მისი შეშფოთება სადღაც ქრება.
- ქეთნის, ახლა ყველაფერი, ჩვენს სასიკეთოდ ან საუბედუროდ, საბო-
ლოოდ გადაწყდება. დღის ბოლოს ყველანი ან დახოცილები იქნებიან, ან
ჩვენთან...
ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო!
ვითარება ნათელი მხრიდან არ შემიფასებია. თუმცა, ფიქრი იმაზე, რომ
ჩვენს ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება, რაღაცნაირად მამშვიდებს.
ამასობაში ჰეიმიჩი ბრუნდება და გვეუბნება, თქვენთვის საქმე მაქვსო.
- მე-13 რაიონის დაბომბვის შესახებ ვიდეომასალა ჯერ კიდევ არ მოგვე-
პოვება. თუ რამდენიმე საათში მასალა მზად გვექნება, ბიტი სამაშველო
ოპერაციის მიმდინარეობისას გაუშვებს პირდაპირ ეთერში და ამით კაპიტო-
ლიუმს ყურადღებას გაუფანტავს.
- ყურადღების გადამტანი მანევრი, - ამბობს ფინიკი, - მშვენიერი აზრია.
- ისეთი მასალა გვჭირდება, რომ თვით პრეზიდენტ სნოუს ყურადღება მი-
იპყროს. რამე იდეა არ გაქვთ? - გვეკითხება ჰეიმიჩი.
სურვილი იმისა, რომ სამაშველო მისიას რამით დავეხმარო, აზრების
მოკრებაში მეხმარება. სანამ ვსაუზმობ და სამხედრო კოსტიუმს ვიცვამ, სულ
იმას ვფიქრობ, კამერის წინ რა ვთქვა. პრეზიდენტ სნოუს ალბათ აინტერე-
სებს, სისხლით მოთხვრილმა თეთრმა იატაკმა და მისმა გამოგზავნილმა
ვარდებმა ჩემზე როგორ იმოქმედა. ის ჩემს გატეხას ცდილობს, მაგრამ მის
ჯინაზე არ გავტყდები. თუმცა, კამერის წინ რამდენიმე გამომწვევი, თავხედუ-
რი ფრაზის წამოყვირებით სნოუს ამას ვერ დავაჯერებ. ამით ვერც სამაშვე-
ლო გუნდისთვის მოვიგებ დროს. წამიერი აფეთქება და გაცეცხლება არ კმა-
რა. რაიმე ამბავი უნდა მოვიგონო.
არ ვიცი, ეს იმოქმედებს თუ არა, მაგრამ როცა მიწის ზემოთ გადამღები
ჯგუფი იკრიბება, ქრესიდას ვთხოვ, პიტას შესახებ მკითხოს. იმავე მარმარი-
ლოს სვეტზე ვჯდები, სადაც ისტერიკაში ჩავვარდი, და ველოდები, როდის
აინთება ვიდეოკამერაზე წითელი შუქი.
- პიტას როგორ შეხვდი? - მეკითხება ბოლოს ქრესიდა.

129
ვაკეთებ იმას, რასაც ჰეიმიჩი მთხოვდა პირველსავე ინტერვიუდან. ვიხსნე-
ბი.
- პიტას რომ შევხვდი, თერთმეტი წლის ვიყავი და შიმშილით ვკვდებოდი.
ვიხსენებ იმ საშინელ დღეს, როცა ბავშვობისდროინდელი ძველმანების
გაყიდვა ამაოდ ვცადე, თავსხმა წვიმაში დედამისმა საცხობის კართან მიყვი-
რა და პიტამ ჩემი და ჩემი ოჯახის გადასარჩენად ორი პური მომცა, რისთვი-
საც დედამისმა მაგრად სცემა.
- თუმცა პირველად კაპიტოლიუმის მატარებელში გამოველაპარაკე, რო-
ცა თამაშებში მივყავდით.
- ამ დროს პიტას უკვე უყვარდი, - ამბობს ქრესიდა.
- მგონი, - თავს გაღიმების უფლებას ვაძლევ.
- მასთან განშორება გიმძიმს? - მეკითხება ქრესიდა.
- ძალიან. ვიცი, რომ შეიძლება სნოუმ ნებისმიერ წამს მოკლას. მით უმე-
ტეს, მას შემდეგ, რაც პიტამ მე-13 რაიონის დაბომბვის შესახებ გაგვაფრთხი-
ლა. ძნელია ამ აზრებთან გამკლავება, თუმცა, ეჭვი აღარ მეპარება, რომ პი-
ტას სასტიკად აწამებენ. უყოყმანოდ გავანადგურებ კაპიტოლიუმს. ყველა-
ფერს ვიღონებ ამისთვის. აღარაფერი მაკავებს, - მზერას ვაპყრობ ცას, სა-
დაც ქორი კამარას კრავს, - ერთხელ პრეზიდენტი სნოუ გამომიტყდა, კაპი-
ტოლიუმი საკმაოდ მყიფეაო. მაშინ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. შიში გონე-
ბას მიბინდავდა. ახლა აღარ მეშინია. კაპიტოლიუმი მყიფეა, რადგან ყვე-
ლაფრით რაიონებზეა დამოკიდებული. საჭმელს, ენერგიას, მშვიდობისმყო-
ფელებს ჩვენს გასაკონტროლებლად - ყველაფერს რაიონებიდან იმარა-
გებს. თუ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ, კაპიტოლიუმი დაიშლება.
პრეზიდენტო სნოუ, თქვენი წყალობით, დღეს მე ოფიციალურად ვთავისუფ-
ლდები.
კარგი სიტყვა იყო, თუ ბრწყინვალე არა. პურის ამბავი ყველას უყვარს.
თუმცა, პლუტარქეზე პრეზიდენტისადმი ჩემი მიმართვა უფრო დიდ შთაბეჭ-
დილებას ახდენს და მაშინვე ერთი იდეა უჩნდება. ჰეიმიჩსა და ფინიკს თა-
ვისთან იხმობს და მათთან ხანმოკლე, მაგრამ ემოციური საუბარი აქვს. ჰე-
იმიჩი აშკარად უკმაყოფილო ჩანს, მაგრამ პლუტარქეს თავისი გააქვს. საუბ-
რის მიწურულს ფერმიხდილი ფინიკიც თავს უქნევს და კამერის წინ ჩემს ად-
გილს იკავებს.
- ვალდებული არ ხარ, ეს გააკეთო, - ეუბნება ჰეიმიჩი.

130
- კი, ვარ, თუ ეს მას დაეხმარება, - ფინიკი მუჭში გორგლავს თოკის ნაწ-
ყვეტს, - მზად ვარ.
არც კი ვიცი, რას ველოდო: სასიყვარულო ამბავს ენიზე? მე-4 რაიონში
ძალადობის აღწერას? თუმცა, ფინიკ ოდეარი სრულიად სხვა მიმართულე-
ბით მიდის:
- პრეზიდენტი ხშირად მყიდიდა... ანუ... ჩემს სხეულს, - იწყებს მშვიდად
და მონოტონურად, - მე ერთადერთი არ ვყოფილვარ. თუ შიმშილის თამა-
შების გამარჯვებული მიმზიდველი პიროვნებაა, პრეზიდენტი მას საჭირო
ხალხს საჩუქრად ან დიდი თანხის სანაცვლოდ უთმობს. თუ გამარჯვებული
უარზეა, ახლობელი ადამიანის მოკვლით ემუქრება. სხვა არჩევანი აღარ
გრჩება.
ახლა უკვე გასაგებია, რატომ ჰყავდა ფინიკს კაპიტოლიუმში ამდენი თაყ-
ვანისმცემელი. ნამდვილი თაყვანისმცემლები სულაც არ ყოფილან. ქრეის
ჰგვანებიან, მე-12 რაიონის მშვიდობისმყოფელთა ყოფილ მეთაურს, რო-
მელსაც ფული ჰქონდა და საბრალო, დამშეულ გოგოებს გამოსაყენებლად
და გადასაგდებად ყიდულობდა. მინდება ახლავე მივიჭრა ფინიკთან და ბო-
დიში მოვუხადო იმ მცდარი წარმოდგენის გამო, ოდესღაც მასზე რომ შემექ-
მნა. თუმცა, კამერა ჯერ ისევ ჩართულია და ხელს ვერ შევუშლი. ვგრძნობ,
ფინიკის ვიდეო ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე ჩემი.
- მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე მეტი პოპულარობით
ვსარგებლობდი, - განაგრძობს ფინიკი, - პოპულარულთან ერთად ალბათ
ყველაზე დაუცველიც მე ვიყავი, რადგან ჩემთვის ძვირფასი ხალხი დაუცვე-
ლი იყო. სინდისს რომ არ შეეწუხებინა, ჩემი მფარველები და კლიენტები
ფულს ან ძვირფასეულობას მჩუქნიდნენ; თუმცა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი
რამეებითაც მაჯილდოებდნენ.
საიდუმლოებებით, - მახსენდება მე. დიახ, საიდუმლოებებით მიხდიანო,
მითხრა ერთხელ ფინიკმა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ფინიკისავე სურ-
ვილით ხდებოდა.
- საიდუმლოებებით, - ჩემს ნააზრევს იმეორებს ფინიკი, - ასე რომ, არ გა-
დართოთ, პრეზიდენტო სნოუ, რადგან მრავალი ეს საიდუმლო სწორედ
თქვენ გეხებოდათ. თუმცა, მოდი, ჯერ სხვებით დავიწყოთ.
ფინიკი ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ მისი მონაყოლის ნამდვილობა-
ში ეჭვი ვერ შეგეპარება. ჰყვება უცნაურ სექსუალურ სურვილებზე, ღალატზე,

131
უსაზღვრო სიხარბესა და სისხლიან პოლიტიკურ თამაშებზე; ჰყვება შუაღამი-
სას მთვრალი თაყვანისმცემლისგან საწოლში წამოცდენილ საიდუმლოებებ-
ზე. ფინიკს ყიდულობდნენ და ყიდდნენ. ის მე-4 რაიონელი მონა იყო; სიმპა-
თიური და მომხიბვლელი, თანაც - ჯანმრთელი. ვის რას გაუმხელდა? ან თუ
გაუმხელდა, ვინ დაუჯერებდა? არადა, ზოგიერთი საიდუმლო იმდენად საუც-
ხოოა, რომ ძნელია, არ გაამხილო. ფინიკის ჩამოთვლილ არც ერთ ადამი-
ანს არ გიცნობ, ალბათ, ყველა ცნობილი კაპიტოლიუმელია, მაგრამ ჩემი
სტილისტების ლაქლაქისთვის არაერთხელ მომისმენია და ვიცი, რამხელა
ყურადღებას იქცევს მათი თითოეული არასწორი ნაბიჯი ან უკადრისი საქცი-
ელი. თუკი ულამაზო ვარცხნილობაზე საათობით შეიძლება ჭორაობა, წარ-
მომიდგენია რა ხმაური ატყდება ინცესტის, ორგულობის, შანტაჟისა და თაღ-
ლითობის ფაქტების გამჟღავნებისას! და როცა კაპიტოლიუმს შოკისა და ურ-
თიერთბრალდებების ტალღა გადაუვლის, ხალხი, ისევე როგორც მე ამწუ-
თას, პრეზიდენტის საიდუმლოებების მოსმენის მოლოდინში იქნება.
- ახლა კი ჩვენს დიდ პრეზიდენტ კორიოლანუს სნოუზე გადავიდეთ, - ამ-
ბობს ფინიკი, - ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ხელისუფლების სათავეში
მოექცა. ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა და ძალაუფლება შეინარჩუნა. გაინტერე-
სებთ, ეს როგორ მოახერხა? პასუხი სულ ერთი სიტყვისგან შედგება. შხამი -
მეტის ცოდნა არ გჭირდებათ, - ფინიკი ყვება სნოუს პოლიტიკურ აღზევება-
ზე, რაზეც მე არაფერი ვიცოდი. ვიგებ, როგორ მიაღწია მან დღევანდელ
პოზიციამდე; იდუმალ ვითარებაში როგორ სათითაოდ იღუპებოდნენ სნოუს
კონკურენტები, უფრო უარესი - მისი მოკავშირე, მაგრამ პოტენციური კონკუ-
რენტებიც. ზოგი წვეულებაზე გარდაიცვალა უეცრად, ზოგიც მოულოდნე-
ლად დაავადდა და მრავალთვიანი ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა. გაფუჭე-
ბულ მოლუსკებს, ძნელად აღმოსაჩენ ვირუსებს, არად ჩაგდებულ აორტის
სისუსტეს - რას აღარ აბრალებდნენ მათ სიკვდილს. ერთხელ სნოუმ თვი-
თონაც მოსვა საწამლავიანი ჭიქიდან, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათ. რო-
გორც ამბობენ, სწორედ ამიტომ არ იშორებს სურნელოვან ვარდებს; სწო-
რედ ვარდების მეშვეობით ფარავს შეუხორცებელი ჭრილობებიდან მდინარი
სისხლის სუნს, პირიდან რომ ამოსდის. ათას რამეს ამბობენ... იმასაც ამბო-
ბენ, რომ სნოუს სია აქვს ჩამოწერილი და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი.
შხამი შესაფერისი იარაღია გველისთვის.

132
ვინაიდან კაპიტოლიუმსა და მის კეთილშობილ პრეზიდენტზე ისედაც და-
ბალი წარმოდგენის ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ფინიკის ბრალდებები მაკვირ-
ვებს. სამაგიეროდ, გაოცებას ვერ მალავენ დევნილი კაპიტოლიუმელი მეამ-
ბოხეები, ჩემი გადამღები ჯგუფის წევრები და ფულვია. დროდადრო თვით
პლუტარქეც კი წამოიყვირებს ხოლმე. ეტყობა, ვერ დაუჯერებია, ასეთი პი-
კანტური ფაქტი როგორ გამომრჩაო. ფინიკი რომ მოყოლას ასრულებს, კა-
პიტოლიუმელები ისეთი გაოგნებულები არიან, კამერის გამორთვა ავიწყდე-
ბათ. ბოლოს, თვითონ ფინიკი ამბობს:
- გადაღებულია!
გადამღები ჯგუფი მიწისქვეშ მიიჩქარის მასალის დასამონტაჟებლად.
პლუტარქეს ფინიკი განზე გაჰყავს. ალბათ აინტერესებს, კიდევ რამე ხომ არ
იცის. ნანგრევებში ჰეიმიჩთან მარტო ვრჩები. აჯანყება რომ არ დაწყებული-
ყო, ალბათ მეც ფინიკის ბედი მელოდა. რატომაც არა? სნოუ ძალიან სარ-
ფიანად გაყიდდა ცეცხლოვან გოგოს.
- შენც ეს შეგემთხვა? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- არა. მე დედა, უმცროსი ძმა და შეყვარებული დამიხოცეს ჩემი გამარჯვე-
ბულად გამოცხადებიდან ორ კვირაში. ეს იმ ელექტრული ველის ოინის-
თვის, არენაზე რომ ჩავიდინე, - მპასუხობს ჰეიმიჩი, - სნოუ ჩემ წინააღმდეგ
ვერავის გამოიყენებს.
- მიკვირს, რომ არ მოგკლა.
- ო, არა. მე თვალსაჩინო მაგალითად დამტოვა ფინიკებისთვის, იოანები-
სა და ქაშმირებისთვის, ყველას რომ სცოდნოდა, რა მოუვა გამარჯვებულს,
ვინც კაპიტოლიუმს პრობლემას შეუქმნის, თუმცა, თავიდანვე იცოდა, რომ
ჩემ წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა.
- სანამ მე და პიტა გამოვჩნდებოდით...
ჰეიმიჩი პასუხად მხრებსაც კი არ იჩეჩს.
საქმეს მოვრჩით და მე და ფინიკს ლოდინის გარდა აღარაფერი დაგ-
ვრჩენია. თავდაცვის დეპარტამენტში ჯერ კვანძების შეკვრით გაგვყავს დრო,
მერე ძალისძალად ვსადილობთ. პოლიგონზე სამიზნეებს ვაფეთქებთ. შემ-
ჩნევის შიშით სამაშველო ჯგუფთან კავშირი გაწყვეტილია და მათგან არაფე-
რი ისმის. დღის სამ საათზე, დათქმულ დროს, ყველანი დაძაბულები ვიკრი-
ბებით კომპიუტერებითა და ტელეეკრანებით სავსე ოთახში და ჩუმად შევყუ-
რებთ ბიტის, რომელიც სატელევიზიო სიხშირეთა დაპატრონებას ცდილობს.

133
მუდამ გონებადაფანტული და მოუსვენარი ბიტი ასეთი მიზანდასახული არას-
დროს მინახავს. ჩემი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი ამოჭრეს, მხოლოდ იმას
აჩვენებენ, რომ ცოცხალი ვარ და ბრძოლას ვაგრძელებ. სამაგიეროდ, რე-
პორტაჟში დიდი დრო ეთმობა ფინიკს და ამორალური და სისხლიანი კაპი-
ტოლიუმის მისეულ აღწერას. არ ვიცი, ბიტი დახელოვნდა ამ საქმეში თუ მი-
სი კაპიტოლიუმელი კოლეგები ჩაითრია ჩვენმა რეპორტაჟმა, რადგან მომ-
დევნო სამოცი წუთის განმავლობაში კაპიტოლიუმის ჩვეულ შუადღის ეთერ-
ში საინფორმაციო გამოშვების წამყვანები და ფინიკი ერთმანეთს გაცილე-
ბით იშვიათად ენაცვლებიან. კაპიტოლიუმელები ჩვენს გათიშვას ცდილო-
ბენ, მაგრამ აჯანყებულების ტექნიკური გუნდი იმარჯვებს და რეპორტაჟის
ბოლო მონაკვეთს, სადაც ფინიკი სნოუს ესხმის თავს, თითქმის შეუფერხებ-
ლად უშვებს ეთერში.
- ესეც ასე! - ბიტი ცხვირსახოცით იწმენდს სახეს და პირდაპირ ეთერს კა-
პიტოლიუმს უთმობს, - თუ ჩვენებს ჯერ არ გამოუღწევიათ იქიდან, ჩათვა-
ლეთ, რომ უკვე გვამები არიან! - მერე გორგოლაჭიანი სკამით ჩემკენ და
ფინიკისკენ ტრიალდება, - არადა, მშვენიერი გეგმა იყო. პლუტარქემ გეგმის
დეტალები არ გაგაცნოთ?
რასაკვირველია, პლუტარქეს ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ბიტის მეორე
ოთახში შევყავართ და გვიჩვენებს, სამაშველო გუნდი ჩანერგილი ჯაშუშების
დახმარებით როგორ ეცდება (უფრო ზუსტად, უკვე სცადა) მიწისქვეშა საპ-
ყრობილიდან შიმშილის თამაშების გამარჯვებულების გათავისუფლებას.
გეგმა მოიცავდა სავენტილაციო სისტემაში საანესთეზიო გაზის გაშვებას,
ელექტროენერგიის გამორთვას, საპყრობილიდან რამდენიმე კილომეტრის
მოშორებით სამთავრობო შენობაში ბომბის აფეთქებას და პირდაპირ სატე-
ლევიზიო ეთერში აჯანყებულთა რეპორტაჟის გაშვებას. ბიტი კმაყოფილია,
რომ მე და ფინიკს გეგმა საკმაოდ რთული გვეჩვენება - ესე იგი, ჩვენი მტე-
რიც დაიბნეოდა.
- იმ ხაფანგს ჰგავს, არენაზე ელექტრული ველის გასარღვევად რომ და-
აგე, - ვეუბნები ბიტის.
- ზუსტად. მერედა, ხომ ნახე, რა კარგად იმუშავა იმ გეგმამ? - თავს იქებს
ბიტი.
არც ისე კარგად, - ვფიქრობ გულში.

134
მე და ფინიკს სამეთაურო შტაბში შესვლა გვინდა, რადგან სამაშველო
გუნდზე ახალ ამბებს პირველად სწორედ იქ შეიტყობენ, მაგრამ კართან
მცველები გვეღობებიან, მნიშვნელოვანი სამხედრო საკითხების განხილვა
მიმდინარეობს და შიგნით ვერ შეგიშვებთო. სამაგიეროდ, თავდაცვის დე-
პარტამენტიდან ფეხს არ ვიცვლით. კოლიბრის ოთახში ველით სიახლეებს.
კვანძს ვკრავთ. კვანძს ვხსნით. ახალი არაფერია. კვანძს ვკრავთ. წიკ-წიკ.
ეს საათია. დრო გადის. გეილზე ნუ ფიქრობ. 6უ ფიქრობ პიტაზე. კვანძს
ვკრავთ. სავახშმოდ არ მივდივართ. თითები გადაგვეყვლიფა და სისხლი
გვდის. ფინიკი ნებდება და იბუზება, როგორც არენაზე, როცა ყბედი ჯაფარე-
ბი დაგვესხნენ თავს. იდეალურ მინიატურულ ყულფს ვკვანძავ. გონებაში სახ-
რჩობელა ხის სიტყვებს ვიმეორებ. გეილი და პიტა. პიტა და გეილი.
- ენი ერთი ნახვით შეგიყვარდა? - ვეკითხები ფინიკს.
- არა, - მპასუხობს ფინიკი და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამატებს, -
ნელ-ნელა ჩამივარდა გულში.
გულში ვიხედები, მაგრამ იქ მხოლოდ სნოუ მხვდება.
მგონი, უკვე შუაღამეა, როცა ჰეიმიჩი აღებს კარს.
- დაბრუნდნენ. საავადმყოფოში გველიან.
პირს ვაღებ, რომ შეკითხვები მივაყარო, მაგრამ ჰეიმიჩი მაწყვეტინებს.
- მეტი არაფერი ვიცი.
სულ სირბილით მინდა საავადმყოფომდე მივიდე, მაგრამ ფინიკი უცნაუ-
რად იქცევა. თითქოს გადაადგილების უნარი დაკარგა. იძულებული ვარ, ხე-
ლი ჩავკიდო და პატარა ბავშვივით გავუძღვე წინ. აქეთ-იქით მოძრავი ლიფ-
ტით საავადმყოფოს ფლიგელში მივდივართ. ირგვლივ აურზაურია. ექიმები
მითითებებს იძლევიან. დაჭრილებს პალატებისკენ საკაცეებით მიაგორებენ.
გზას ვუთმობთ საკაცეს, რომელზეც თავშეხვეული ახალგაზრდა ქალი
წევს. სხეული დალურჯებია და ჭრილობებიდან სისხლი სდის. იოანა მეისო-
ნი. აი, მან კი ნამდვილად იცოდა აჯანყებულების საიდუმლოებები. ყოველ
შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებულ გეგმაზე იცოდა. და აი, ამისათვის რა
მწარედ მიეზღო.
ნახევრად გამოღებული კარიდან ვამჩნევ წელამდე გაშიშვლებულ გე-
ილს, სახეზე წურწურით ჩამოსდის ოფლი. ექიმს მისი ბეჭიდან გრძელი პინ-
ცეტით რაღაც ამოაქვს. გეილი დაჭრილია, მაგრამ ცოცხალი. გეილს ვეძახი

135
და პალატაში შესვლას ვაპირებ, მაგრამ ექთანი ხელს მკრავს და კარს
ცხვირწინ მიხურავს.
- ფინიკ! - მესმის კივილი. ლამაზი ახალგაზრდა ქალი აწეწილი შავი თმი-
თა და მუქი მწვანე თვალებით, საბანშემოხვეული მორბის ჩვენკენ, - ფინიკ!
და უეცრად, ამ ორის გარშემო თითქოს ყველა ქრება, ცარიელ სივრცეში
ერთმანეთისკენ მიისწრაფიან, ერთმანეთს ეხვევიან, წონასწორობას კარგა-
ვენ, ჩახუტებულები კედელს ეჯახებიან და ასე ჩახუტებულები გაუნძრევლად
იქვე რჩებიან.
შურით ვივსები. არა, ფინიკის ან ენის კი არა, მათი სიყვარულის მშურს.
შეხედავ და გჯერა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ.
დაღლილი, მაგრამ უვნებელი ბოგსი მე და ჰეიმიჩს გვპოულობს.
- ყველა გამოვიყვანეთ, ენობარიას გარდა. თუმცა, ის მე-2 რაიონელია
და ეტყობა, არც დაუტყვევებიათ. პიტა დერეფნის ბოლოშია. გაზის ზემოქმე-
დებიდან მალე გამოვა. ამ დროს იქ უნდა იყოთ.
პიტა.
ცოცხალი და საღ-სალამათია. შეიძლება, საღ-სალამათი არ არის, მაგ-
რამ ცოცხალი ხომ მაინცაა. თან აქ არის. ჩვენთან. სნოუსგან შორს. უსაფ-
რთხოდ. ჩემთან. ერთ წუთში შევძლებ მოვეფერო. მისი ღიმილი დავინახო.
მისი სიცილი გავიგონო.
- მაშინ, წავედით, - მიღიმის ჰეიმიჩი.
ბედნიერებისგან თავბრუ მეხვევა. პიტას რას ვეტყვი? ან რა მნიშვნელობა
აქვს, რას ვეტყვი? როგორც უნდა მოვიქცე, პიტას მაინც გაუხარდება. ალბათ
მაინც მაკოცებს. ნეტა ისევ ისეთი განცდა დამეუფლება, როგორც არენაზე
ბოლო კოცნისას; კოცნისა, რომლის გახსენებასაც ამ დრომდე ვერ ვბედავ-
დი.
პიტა უკვე გამოფხიზლებულა და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარა. შემცბარი
უყურებს ექიმების ტრიოს, რომლებიც თვალში შუქს ანათებენ და პულსს
უსინჯავენ. საწყენია, რომ გონს მოსულმა პირველად ჩემი სახე არ დაინახა,
მაგრამ ახლა ხომ ხედავს. მის სახეზე უნდობლობას და კიდევ რაღაცას ვამ-
ჩნევ, მაგრამ ამ რაღაცას სახელს ვერ ვარქმევ. რა არის ეს: ლტოლვა? სა-
სოწარკვეთილება? ალბათ ორივე, რადგან პიტა ექიმებს თავიდან იცილებს,
დგება და ჩემკენ მორბის. ხელებგაშლილი მის ჩასახუტებლად მივრბივარ.
ისიც ხელებს იშვერს, ალბათ უნდა, რომ სახეზე მომეფეროს.

136
ის-ისაა, მისი სახელი უნდა წამოვიყვირო, რომ პიტა ხელებით ყელში
მწვდება.

13.

ცივი საყელო კისერს მიყვლეფს და კიდევ უფრო ძლიერ ვკანკალებ.


თუმცა, ისიც საქმეა, რომ იმ დახშულ მილში მაინც აღარ ვწევარ და ჩემ გარ-
შემო ხელსაწყოების ტკაცატკუცი და ზუზუნი არ ისმის; არც ვიღაც უხილავ
ბრძანებას ვუსმენ, გაუნძრევლად იწექიო, სანამ თანაბრად სუნთქვას ვცდი-
ლობ. მართალია, დამარწმუნეს, სერიოზული არაფერი დაგმართნიაო, მაგ-
რამ ჰაერი ახლაც არ მყოფნის.
მედიკოსთა ჯგუფი ზურგის ტვინის, სასუნთქი გზების, ვენებისა და არტე-
რიების დაზიანებას უფრთხოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩი. დაჟეჟი-
ლობა, ხმის ჩახლეჩა, ხორხის ტკივილი და ხველა - დიდად საშიში არაა.
ყველაფერი კარგად იქნება. კაჭკაჭჯაფარა ხმას არ დაკარგავს. გონებას ხომ
არ ვკარგავ-მეთქი, მინდა ვკითხო ექიმს, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ
მაქვს. ჩემს სანახავად შემოსულ ბოგსსაც კი ვერ ვუხდი მადლობას. ბოგსი
მამშვიდებს, წვრთნებისას ჯარისკაცები უფრო დიდ ტრავმას აყენებენ ერთმა-
ნეთსო.
სანამ პიტა სერიოზულად დამიშავებდა რამეს, სწორედ ბოგსმა მოასწრო
მისი გათიშვა. ვიცი, ჰეიმიჩიც დამეხმარებოდა, მაგრამ ის სრულიად მოუმზა-
დებელი აღმოჩნდა. არადა, მე და ჰეიმიჩი ისეთი ფრთხილები ვართ, ძნე-
ლია მოულოდნელობით გაგვაკვირვო.
სამწუხაროდ, პიტას გადარჩენაზე იმდენს ვფიქრობდით, კაპიტოლიუმში
მის წამებას ისე განვიცდიდით, რომ მისი დანახვით გამოწვეულმა სიხარულ-
მა დაგვაბრმავა. კიდევ კარგი, მარტო არ შემიშვეს პიტასთან, თორემ ალ-
ბათ მომკლავდა. ის ჭკუიდან შეშლილია.
არა, შეშლილი არაა, - ვახსენებ საკუთარ თავს, - დანექტრილია.
დერეფანში საკაცით რომ მივყავდით, პლუტარქემ ჰეიმიჩს ეს სიტყვა გა-
დაულაპარაკა. ნეტა დანექტრილი რას ნიშნავს?
პრიმი, რომელიც ჩემზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა და
მას შემდეგ გვერდიდან არ მცილდება, კიდევ ერთ საბანს მაფარებს.
137
- საყელოს მოგხსნიან, ქეთნის, იმდენად აღარ შეგცივდება, - მაიმედებს
ჩემი და.
დედაჩემი ქირურგს რთული ოპერაციის კეთებაში ეხმარება და მისთვის
პიტას თავდასხმის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. პრიმი ჩემს დამუშტულ
ხელს იღებს და მანამ მიზელს, სანამ მუშტს არ ვხსნი; თითებში სისხლი
ამოძრავდა. პრიმი მეორე მუშტზე გადადის, როცა პალატაში ექიმები შემო-
დიან, საყელოს მხსნიან და ნემსით ტკივილგამაყუჩებელ და შეშუპების საწი-
ნააღმდეგო წამლებს მიშხაპუნებენ. მითითებისამებრ, გაჯგიმული, უძრავად
ვწევარ, რათა კისრის ტრავმა არ გავიმიზეზო.
პლუტარქე, ჰეიმიჩი და ბიტი დერეფანში იცდიდნენ, სანამ ექიმები პალა-
ტაში შემოსვლის ნებას დართავდნენ. არ ვიცი,
გეილს თუ გაუმხილეს თავდასხმის შესახებ.
ალბათ არა, რახან ახლა აქ არ არის. პლუტარქე ექიმებს პალატის და-
ტოვებას სთხოვს და პრიმს ეუბნება, შენც მათ გაჰყევიო, მაგრამ პრიმი პასუ-
ხობს:
- არ წავალ. თუ გამაგდებთ, პირდაპირ საოპერაციოში წავალ და დედა-
ჩემს მოვუყვები, რაც მოხდა. გაფრთხილებთ, დიდი წარმოდგენისა სულაც
არ არის თამაშის შემოქმედთა უფროსზე, რომელიც ქეთნისის სიცოცხლეს
ოდნავადაც არ უფრთხილდება.
პლუტარქეს პრიმის სიტყვები სწყინს, ჰეიმიჩი კი იცინის.
- შეეშვი, პლუტარქე, - ურჩევს ჰეიმიჩი და პრიმი პალატაში რჩება.
- ქეთნის, პიტას მდგომარეობამ ყველა გაგვაოცა, - მეუბნება პლუტარქე, -
ბოლო ორ ინტერვიუში ცხადად ეტყობოდა წამების კვალი. მისი ფსიქიკური
მდგომარეობის გაუარესება თავიდან სასტიკად ცემას მივაწერეთ, მაგრამ ახ-
ლა ცხადია, რომ ეს მხოლოდ ცემით არ არის გამოწვეული. ჩვენი აზრით,
კაპიტოლიუმმა მის წინააღმდეგ წამების იშვიათი მეთოდი დანექტვრა გამოი-
ყენა. ბიტი, გთხოვ, განაგრძე.
- სამწუხაროდ, წამების ამ მეთოდზე ბევრი რამ არც მე ვიცი, ქეთნის, - გა-
ნაგრძობს ბიტი, - კაპიტოლიუმი მას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა, მისი შედე-
გები ცვალებადი და არამდგრადია. ერთი ცხადია, წამების ობიექტი დაშინე-
ბულია. სავარაუდოდ, ტერმინი დანექტვრა იმიტომ შეირჩა, რომ ძალიან
ჰგავს დანექტვრას, ხოლო წამების ეს მეთოდი ობიექტის კრაზანა-მაძებრის
შხამით მოწამვლას გულისხმობს. პირველ შიმშილის თამაშებში კრაზანა-მა-

138
ძებრებმა დაგნესტრეს, ასე რომ, ჩვენზე უკეთ გეცოდინება, მათი შხამი რო-
გორ მოქმედებს.
შიში. ჰალუცინაციები. ძვირფასი ადამიანების სიკვდილის კოშმარული
ხილვები. კრაზანა-მაძებრების შხამი ტვინის იმ მონაკვეთში აღწევს, სადაც
ჩვენი შიშები ბუდობს.
- დარწმუნებული ვარ, დღემდე გახსოვს მაშინ განცდილი შიში. შემდგომ-
ში მენტალური პრობლემები ხომ არ გაწუხებდა? - მეკითხება ბიტი, - დაბ-
ნეული ხომ არ იყავი? მაგალითად, წარმოსახვითი და რეალური სამყაროს
ერთმანეთისგან განსხვავება ხომ არ გიჭირდა? ბევრი დანესტრილი, ვინც
კრაზანა-მაძებრების შხამს ცოცხალი გადაურჩა, მსგავს სიმპტომებზე საუბ-
რობდა.
ჰო. პიტასთან ის შეხვედრა. გონს რომ მოვედი, დარწმუნებული არ ვიყა-
ვი, პიტა კატონს შეებრძოლა და მართლა მიხსნა სიკვდილისგან თუ ყველა-
ფერი მომეჩვენა.
- გახსენება რთული რამაა, რადგან მოგონებები შეიძლება შეიცვალოს, -
ბიტი შუბლზე იკაკუნებს თითებს, - ცნობიერებიდან ამოგიტივტივებენ, შეგიც-
ვლიან და გადაკეთებულს ჩაგიბეჭდავენ გონებაში. აი, მაგალითად, რომე-
ლიმე შემთხვევის გახსენებას გთხოვ - სიტყვიერად ან ვიდეოჩანაწერს ჩა-
გირთავ - და სანამ ის შემთხვევა გონებაში ახლდება, კრაზანა-მაძებრის
შხამს გაგიკეთებ. შხამის დოზა მცირე იქნება, რომ სამი დღით არ გაითიშო,
სამაგიეროდ, იმ მოგონებას შიშისა და ეჭვის დაღი დააჩნდება. სწორედ ასე-
თი მოგონება ჩაიბეჭდება შენს ხანგრძლივ მახსოვრობაში.
ამის მოსმენაზე ცუდად ვხდები. მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ. ჩემ მა-
გივრად პრიმი სვამს საჭირო შეკითხვას:
- პიტასაც ეს უყვეს? ქეთნისზე მოგონებები დაუმახინჯეს და საშიშად უქცი-
ეს?
ბიტი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- იმდენად საშიშად, რომ ქეთნისი მტერი ჰგონია, რომელიც სიკვდილით
ემუქრება. ასე რომ, პიტამ შეიძლება ქეთნისის მოკვლა სცადოს. ყოველ
შემთხვევაში, ასეთია ჩვენი თეორია.
სახეზე ხელებს ვიფარებ. ყურებს არ ვუჯერებ. შეუძლებელია. პიტას ვერა-
ვინ დაავიწყებდა, რომ... ვუყვარვარ.
- კი, მაგრამ ამის გამოსწორება ხომ შეგიძლიათ? - ინტერესდება პრიმი.

139
- იცი... ძალიან ცოტა მონაცემი გვაქვს, - ამბობს პლუტარქე, - უფრო ზუს-
ტად, არანაირი. თუ დანექტრილის რეაბილიტაცია ოდესმე უცდიათ კიდეც,
ჩვენ ამ მონაცემებამდე ხელი არ მიგვიწვდება.
- კი, მაგრამ უქმად ხომ არ ისხდებით? - არ ეშვება პრიმი, - დამამშვიდე-
ბელ ოთახში ხომ არ გამოკეტავთ სატანჯველად?
- რასაკვირველია, უქმად არ ვისხდებით, პრიმ, - ეუბნება ბიტი, - ჩვენ ის
გვაშინებს, რომ არ ვიცით, წარმატებას საერთოდ მივაღწევთ თუ არა. ჩემი
აზრით, საშიში მოგონებების ამოძირკვა ყველაზე რთულია. როგორც წესი,
ისინი სამუდამოდ იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
- ამას ისიც ემატება, რომ არ ვიცით, ქეთნისზე მოგონებების გარდა კიდევ
რა შეუცვალეს პიტას გონებაში, - ამბობს პლუტარქე, - ფსიქიატრთა და სამ-
ხედრო მედიკოსთა გუნდის შეკრებას ვაპირებთ, რომ საპასუხო ნაბიჯი მოვი-
ფიქროთ. პირადად მე იმედიანად ვარ, რომ პიტას სრულად გამოჯანმრთე-
ლებას შევძლებთ.
- მართლა? - გესლიანად ეკითხება პრიმი, - შენ რას ფიქრობ, ჰეიმიჩ?
ხელისგულებს ოდნავ ვწევ, რომ ჰეიმიჩის გამომეტყველება დავინახო.
გადაღლილი და დაღონებული ჩანს.
- ვფიქრობ, პიტა გამოკეთდება, მაგრამ... არ მჯერა, რომ როდისმე ძვე-
ლებურ პიტას ისევ ვიხილავთ.
სახეზე ისევ ხელებს ვიფარებ. არავის დანახვა აღარ მინდა.
- სხვა თუ არაფერი, ცოცხალი მაინცაა, - ამბობს პლუტარქე, რომელსაც
აშკარად ეტყობა, რომ უკვე თავს ვაბეზრებთ, - სნოუმ პიტას დიზაინერი და
სტილისტები დღეს პირდაპირ ეთერში ყველას დასანახად დასაჯა. წარმოდ-
გენა არ გვაქვს, ეფი თრინკეტს რა ბედი ეწია. კი, პიტა დაშავებულია, მაგრამ
აქაა, ჩვენთან. თორმეტი საათის წინანდელთან შედარებით, მდგომარეობა
აშკარად გაუუმჯობესდა. მოდი, ამას ნუ დავივიწყებთ!
პლუტარქეს მცდელობა, რომ გამამხნევოს, საპირისპირო შედეგით
სრულდება; ოთხი თუ ხუთი ადამიანის მკვლელობის ამბავი რომ შემატყობი-
ნა, ვითომ რატომ უნდა გამხარებოდა? პორცია, პიტას სტილისტები და, შე-
საძლოა, ეფიც. მოწოლილი ცრემლები მახრჩობს და მალე კვლავ სული
მეხუთება. ბოლოს და ბოლოს, სხვა გზა აღარ რჩებათ და დამამშვიდებელ
წამალს მიკეთებენ.

140
როცა ვიღვიძებ, შიში მიპყრობს, რომ ამიერიდან ჩემით დაძინებას ვეღარ
შევძლებ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ხმის ამოღება მეკრძა-
ლება და ეს მახარებს, რადგან არაფრის თქმის ან კეთების სურვილი არ
მაქვს. პირდაპირ ვიტყვი, სამაგალითო პაციენტი ვარ. ჩემს აპათიას თავშეკა-
ვებულობას უწოდებენ, ექიმების მითითებებისადმი მორჩილებას მიაწერენ.
ტირილის ძალა აღარ შემრჩა. მთლიანად დავიცალე ემოციებისგან: მხო-
ლოდ სნოუს სახე მიდგას თვალწინ და გონებაში მისი ჩურჩული ჩამესმის:
მოგკლავ!
დედაჩემი და პრიმი მორიგეობით რჩებიან ჩემს პალატაში და ლუკმა-
ლუკმა ძალით მაყლაპებენ რბილ საჭმელს. დროდადრო სხვებიც შემოდიან
და პიტას მდგომარეობას მატყობინებენ. მისი ორგანიზმი თანდათან იცლება
კრაზანა-მაძებრების შხამისგან. მხოლოდ უცნობები, მე-13 რაიონელები უვ-
ლიან - თვით კაპიტოლიუმელებსაც კი არ უშვებენ მასთან - რომ შემთხვე-
ვით რომელიმე სახიფათო მოგონება არ გაუღვიძონ. სპეციალისტთა ჯგუფი
დღეს და ღამეს ათენებს მისი გამოჯანმრთელების გზების ძიებაში.
გეილი მხარშია დაჭრილი და მასაც წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული,
მაგრამ მესამე ღამეს მას შემდეგ, რაც დამამშვიდებელი გამიკეთეს და ღა-
მის მკრთალი ნათურები აანთეს, მოიპარება ჩემს პალატაში. არაფერს ამ-
ბობს, მხოლოდ პეპლის ფრთასავით მსუბუქად მეხება დალურჯებულ კისერ-
ზე, შუბლზე მკოცნის და როგორც მოვიდა, ისევე უჩუმრად მიდის.
მომდევნო დილას საავადმყოფოდან მწერენ. ექიმები მირჩევენ, ნელა ია-
რე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ილაპარაკეო. დღის განრიგს
აღარ მაძლევენ და მეც უმისამართოდ დავეხეტები. მერე პრიმი საავადმყო-
ფოში მორიგეობისგან დროებით თავისუფლდება და ერთად მივდივართ
ჩვენი ოჯახისთვის გამოყოფილ ახალ, 2212-ე ნაკვეთურში. ესეც ძველი ბი-
ნის იდენტურია, ოღონდ ფანჯარა არ აქვს.
ბაიასთვის ყოველდღიურად საჭმლის ულუფაა გამოყოფილი. სააბაზანო-
ში, პირსაბანის ქვეშ, მისთვის ქვიშით სავსე ჯამიც დგას. როცა პრიმი სა-
წოლში მაწვენს, ბაია ჩემს ბალიშზე ხტება, რომ პრიმის ყურადღება მიიქცი-
ოს. პრიმი მასაც ეფერება, მაგრამ მე თვალს არ მაშორებს.
- ქეთნის, ვიცი, რომ პიტას გამო ძალიან დარდობ. მაგრამ გახსოვდეს,
სნოუ მას მრავალი კვირის განმავლობაში სტანჯავდა, ჩვენ კი მხოლოდ
რამდენიმე დღეა, მის გამოკეთებას ვცდილობთ. ძალიან დიდი შანსია, ძვე-

141
ლი პიტა ჯერაც ცოცხლობს მასში. ის აუცილებლად ეცდება შენთან დაბრუ-
ნებას. მასზე გულს ნუ აიცრუებ.
შევყურებ ჩემს დას და ვხედავ, რომ მას ჩვენი ოჯახის საუკეთესო თვისე-
ბები გამოჰყოლია მემკვიდრეობით: დედაჩემის მკურნალი ხელები, მამაჩე-
მის სიდინჯე და ჩემი ბრძოლისუნარიანობა. არის კიდევ რაღაც, რაც მხო-
ლოდ მისია: უნარი, ჩაიხედოს სიცოცხლის ქაოსში და დაინახოს ფაქტები და
საგნები ისე, როგორც ნამდვილად არის. იქნებ ჩემი და მართალია და პიტა
ჩემთან დაბრუნებას შეძლებს?
- საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე, - ამბობს პრიმი და ბაიას საწოლზე
ჩემ გვერდით სვამს, - თქვენ ორმა ერთმანეთი არ მოაწყინოთ.
ბაია საწოლიდან ხტება და პრიმს მისდევს. თუმცა, როცა პრიმი ცხვირწინ
უხურავს კარს, განაწყენებული კნავის. მე და ბაია ვერაფრით ვეწყობით ერ-
თმანეთს. ზუსტად ოცდაათ წამში ვხვდები, რომ ამ მიწისქვეშა საკანში გამო-
კეტვის სურვილი არ მაქვს, და ბაიას მარტო ვტოვებ. რამდენჯერმე გზა მებ-
ნევა, მაგრამ მაინც ვაგნებ თავდაცვის დეპარტამენტს. ყველა, ვინც მხვდება,
ჩემს დალურჯებულ კისერს აშტერდება. თავს უხერხულად ვგრძნობ და საყე-
ლოს ლამის ყურებამდე ვიწევ.
ამ დილით გეილიც გაუწერიათ საავადმყოფოდან. მას საექსპერიმენტო
ოთახში ბიტისთან ერთად ვპოულობ. მაგიდისკენ დახრილან და ნახაზს ჩაჰ-
კირკიტებენ, რაღაცას ზომავენ. ნახაზის რამდენიმე ვარიანტი მაგიდასა და
იატაკზეა მიმოფანტული. განცხადებების დაფაზე და რამდენიმე კომპიუტე-
რის ეკრანზეც რაღაც ნახაზები მოჩანს. ერთ-ერთზე გეილის მახეს ვცნობ.
- ეს რა ნახაზებია? - ჩახლეჩილი ხმით ვკითხულობ და ბიტი და გეილი
თავებს სწევენ.
- ქეთნის, აი, შენც გვიპოვე, - მხიარულად ამბობს ბიტი.
- რა? საიდუმლოა? - ვიცი, რომ გეილი ხშირად ჩამოდიოდა ბიტისთან,
მაგრამ მეგონა, მშვილდებსა და ცეცხლსასროლ იარაღზე მუშაობდნენ.
- სულაც არა. უბრალოდ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. გეილი ყოველთვის
ჩემთანაა და შენთვის დრო აღარ რჩება, - აღიარებს ბიტი.
რაც მე-13 რაიონში ჩამოვედი, ხან დეზორიენტირებული ვარ, ხანაც - გაბ-
რაზებული, აღელვებული ან ავადმყოფი, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ გე-
ილის არყოფნა დიდად მაწუხებს. თანაც, ამ ბოლო დროს ჩვენ შორის არ-

142
ცთუ ჰარმონიული ურთიერთობაა. თუმცა, ჩემი რა მიდის, დაე, იგრძნოს ბი-
ტიმ ჩემ წინაშე თავი დავალებულად.
- იმედია, ეს დრო ფუჭად არ დაგიხარჯავთ.
- თავად ნახე, - ხელის ქნევით კომპიუტერის ეკრანთან მიხმობს ბიტი.
აი, თურმე რაზე მუშაობენ. გეილის მახეების პრინციპებს ადამიანთა წინა-
აღმდეგ გამოსაყენებელი იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ. მეტწილად -
ბომბებისა და ნაღმების. აქ მთავარი მახეების მექანიკა კი არა, ადამიანის
ფსიქოლოგიაა. მახე-ნაღმებით ის ტერიტორია უნდა დანაღმო, რომელიც
ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ადგილი, სა-
დაც საკვებისა და წყლის დიდი მარაგია. მსხვერპლი უნდა დააშინო და გააქ-
ციო, რომ თავად შეყოს ფეხი გამანადგურებელ ხაფანგში. საფრთხეში უნდა
ჩააგდო შვილი, რომ ნამდვილი სამიზნე, მისი მშობელი გამოიწვიო; მსხვერ-
პლი შეიტყუო ერთი შეხედვით უსაფრთხო თავშესაფარში, სადაც სიკვდილი
ელოდება. გეილი და ბიტი სანადირო გარემოდან წმინდა ადამიანურ ინ-
სტინქტებზე გადართულან. აი, როგორ შეიძლება თანაგრძნობის უნარი გა-
მოიყენო მეტოქის წინააღმდეგ. ფეთქდება ბომბი. ხალხს დრო ეძლევა, დაჭ-
რილების დასახმარებლად მიირბინოს. ამ დროს კი მეორე, უფრო ძლიერი
ბომბი ფეთქდება და ყველა იღუპება.
- მგონი, ყოველგვარ ზღვარს გადადიხართ! რა გამოდის, რომ ყველა სა-
შუალება დასაშვებია? - ვამბობ უკმაყოფილოდ, - ორივე დაჟინებით მომჩე-
რებია: ბიტი - გაკვირვებით, გეილი - მტრულად, მე კი ვაგრძელებ, - ჩანს,
არ არსებობს არანაირი წიგნი, რომელშიც ეწერება, რა შეიძლება დაუშავო
სხვა ადამიანს და რა - არა.
- რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ მე და ბიტი სწორედ იმ წესებს ვი-
ცავთ, რომლებითაც სნოუ ხელმძღვანელობდა, როცა პიტა დანექტრა.
მწარე სიმართლე. შეპასუხების გარეშე გავდივარ ოთახიდან. რომ არ გა-
ვიდე, შეიძლება გადავირიო.
დერეფანში ჰეიმიჩი მხვდება.
- წამოდი, საავადმყოფოში უნდა დაგვეხმარო, - მეუბნება ის.
- რაში?
- პიტასთან რაღაც უნდა სცადონ, - მიხსნის ჰეიმიჩი, - ყველაზე უვნებელი
მე-12 რაიონელი უნდა შეუგზავნონ. ვინმე ისეთი, ვისთანაც პიტას ბავშვობის-

143
დროინდელი მოგონებები აკავშირებს. ოღონდ ძალიან ახლობელი არ უნ-
და იყოს. ამწუთას კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს.
სათანადო ხალხის პოვნა რთული იქნება, რადგან პიტამ მთელი ბავშვო-
ბა ქალაქში გაატარა, ხოლო ქალაქელების უმეტესობა მე-12 რაიონის და-
ბომბვისას დაიღუპა. თუმცა, პიტას გამოსაკეთებლად შეკრებილი მედიკოსთა
ჯგუფის შტაბად გადაკეთებულ საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში რომ
შევდივარ, იქ დელი კარტრაიტი მხვდება. პლუტარქეს ელაპარაკება, მაგრამ
დანახვისთანავე ჩემკენ ტრიალდება და მიღიმის, თითქოს მისი საუკეთესო
მეგობარი ვიყო. დელი ყველას ასე უღიმის.
- გამარჯობა, დელი, როგორ ხარ? - ვესალმები.
ის და მისი უმცროსი ძმა გადარჩნენ. აი, მის მშობლებს, რომლებიც ქა-
ლაქში ფეხსაცმლის მაღაზიის მფლობელები იყვნენ, ბედმა არ გაუღიმა. მე-
13 რაიონული სადა, ერთფეროვანი სამოსი აცვია, გრძელი ყვითელი კულუ-
ლები კი, უფრო მეტი პრაქტიკულობისთვის, ცხენის კუდივით შეუკრავს. შე-
დარებით ასაკოვანს ჰგავს. გამხდარა კიდეც. არადა, მახსოვს, იმ იშვიათ მე-
12 რაიონელთა რიცხვს ეკუთვნოდა, ზედმეტი კილოგრამებით რომ დაიკ-
ვეხნიდნენ. აქაურმა მკაცრად განსაზღვრულმა რაციონმა, სტრესმა, მშობ-
ლების დაკარგვით გამოწვეულმა სევდამ ალბათ თავისი კვალი დაატყო.
- რავიცი, ერთბაშად იმდენი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, - თვალები
ცრემლით ევსება დელის, - თუმცა, მე-13 რაიონში ყველა კეთილია, არა?
დელი გულწრფელია. მას მართლა მოსწონს ეს ხალხი. მას ყველა მოს-
წონს.
- აქაურებმა გულთბილად მიგვიღეს, - ვამბობ და ვფიქრობ, ზედმეტი არ
მომდიოდეს, - მაშ, პიტასთან შესახვედრად შენ შეგარჩიეს?
- მგონი, კი. საბრალო პიტა. შენც მეცოდები. ვერასდროს გავუგებ კაპი-
ტოლიუმს, - ამბობს დელი.
- არცაა საჭირო, - უნებურად მეღიმება.
- დელი, დიდი ხანია, პიტას იცნობს, - ამბობს პლუტარქე.
- დიახ! - სახე უნათდება დელის, - ბავშვობისას ერთად ვთამაშობდით.
ძმად მიმაჩნდა და ყველას ამას ვეუბნებოდი.
- რას ფიქრობ? - მეკითხება ჰეიმიჩი,
- შემთხვევით დელი შენს თავს ხომ არ გაახსენებს?

144
- სამივე ერთ კლასში ვსწავლობდით, მაგრამ ახლო ურთიერთობა არას-
დროს გვქონია, - ვპასუხობ მე.
- ქეთნისი ყოველთვის ისეთი მაგარი იყო, ვერასდროს ვიოცნებებდი,
რომ როდისმე შემამჩნევდა, - იღიმება დელი, - ნადირობდა, ქურაში დადი-
ოდა... ყველას ძალიან მოსწონდა.
მე და ჰეიმიჩი გაკვირვებით მივჩერებივართ დელის, ხომ არ მოგვესმაო.
რა გამოდის, თურმე ბევრი მეგობარი იმიტომ არ მყავდა, რომ ჩემი გამორ-
ჩეულობით სხვებს ვაფრთხობდი? ეს სიმართლე არაა. ბევრი მეგობარი იმი-
ტომ არ მყავდა, რომ არამეგობრული ვიყავი. დელი სულ ტყუილად მაქებს.
- დელი ადამიანში ყოველთვის კარგს ხედავს, - ვუხსნი სხვებს, - არა მგო-
ნია, პიტას მასთან ცუდი მოგონებები აკავშირებდეს, - უცებ რაღაც მახსენდე-
ბა, - ერთი წუთით. კაპიტოლიუმში კინაღამ რომ წამომცდა, ავოქსი გოგო
ვიცანი-მეთქი, რთული მდგომარეობიდან პიტამ მიხსნა, ალბათ დელი კარ-
ტრაიტში შეგეშალაო.
- ეგ მეც მახსოვს, - ამბობს ჰეიმიჩი, - მაგრამ დელი ხომ სინამდვილეში იქ
არ ყოფილა. არა მგონია, ამან ბავშვობის ტკბილი მოგონებები გადაფაროს.
- მით უმეტეს, დელი ხომ ასეთი კეთილი მეგობარია, - ამბობს პლუტარქე,
- მაინც უნდა ვცადოთ.
მე, პლუტარქე და ჰეიმიჩი სათვალთვალო ოთახში გავდივართ. იქიდან
პიტას პალატა ჩანს. ჩვენ გარდა ოთახში ათი ექიმია. ყველას კალმები და
ბლოკნოტები მოუმარჯვებია. ცალი მხრიდან გამჭვირვალე მინისა და პალა-
ტაში დამონტაჟებული მიკროფონის მეშვეობით მალულად ვაკვირდებით და
ვუსმენთ პიტას. პიტა საწოლზეა მიბმული. თავის გათავისუფლებას არ ცდი-
ლობს, მაგრამ თითებს ნერვიულად ათამაშებს. ახლა უფრო აზრიანი გამო-
მეტყველება აქვს, ვიდრე მაშინ, ჩემი დახრჩობა რომ სცადა, თუმცა, თავის
თავს მაინც არ ჰგავს.
მისი პალატის კარის გაღებისას პიტას შიშით თვალები უფართოვდება,
რასაც დაბნეულობა ცვლის. დელი გაუბედავად უახლოვდება მის საწოლს,
მაგრამ პიტას დანახვისას კეთილად იღიმის.
- პიტა, ეს მე ვარ, მე-12 რაიონელი დელი.
- დელი? - პიტას მოღრუბლული სახე უნათდება, - დელი, შენ ხარ?
- კი, - დელის ხმაში შვება იგრძნობა, - როგორ ხარ?
- საშინლად. სად ვართ? რა მოხდა? - ეკითხება პიტა.

145
- აი, დაიწყო, - ამბობს ჰეიმიჩი.
- დელი გავაფრთხილე, კაპიტოლიუმი და ქეთნისი არ ახსენოს, - ამბობს
პლუტარქე, - ვნახოთ, მშობლიური სახლის გახსენებაზე როგორი რეაქცია
ექნება.
- სად და... მე-13 რაიონში. ახლა აქ ვცხოვრობთ, - პასუხობს დელი.
- ეს ხალხიც სულ ამას მიმეორებს, მაგრამ ვერ დამიჯერებია. სახლში რა-
ტომ არ ვართ?
დელი ქვედა ტუჩს იკვნეტს.
- იცი... საშინელი რამ მოხდა. მე-12 რაიონი მეც მენატრება. გახსოვს, ას-
ფალტზე ცარცით რომ ვხატავდით? ისეთი ლამაზი ნახატები გამოგდიოდა.
ის თუ გახსოვს, სხვადასხვა ცხოველი რომ დახატე?
- კი, ღორი, კატა და ა. შ, - პასუხობს პიტა, - რას ამბობდი, საშინელი რამ
მოხდაო?
დელი ცდილობს, პასუხის გაცემას როგორმე თავი აარიდოს. დაძაბულო-
ბისგან შუბლზე ოფლი ასხამს.
- კი, ძალიან ცუდი რამ. იქ... ვეღარავინ დარჩებოდა, - ენა ებმის დელის.
- მიდი, გაუძელი, გოგო, - მინის მეორე მხრიდან ამხნევებს ჰეიმიჩი.
- თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქაურობა მოგეწონება, პიტა. ხალხი კეთი-
ლად გვექცევა. საჭმელი და სუფთა ტანსაცმელი არ გვაკლია, სკოლაშიც
უფრო საინტერესოა, - აგრძელებს დელი.
- მშობლებმა რატომ არ მინახულეს? - ინტერესდება პიტა.
- ეს შეუძლებელია, - თვალები კვლავ ცრემლით ევსება დელის, - მე-12
რაიონიდან ბევრმა ვერ გამოაღწია. ასე რომ, აქ ახალი ცხოვრება უნდა და-
ვიწყოთ. არადა, აქაურები კარგ ხაბაზზე უარს არ იტყოდნენ. გახსოვს მამა-
შენი ცომის ბიჭებსა და გოგონებს რომ გვაძერწვინებდა?
- ხანძარი იყო, - ამბობს უეცრად პიტა.
- ჰო, - ჩურჩულებს დელი.
- მე-12 რაიონი დაიწვა. ხომ ასეა? მისი ბრალია, - ბრაზდება პიტა, - ქეთ-
ნისის ბრალია! - და ღვედებისგან გათავისუფლებას ცდილობს.
- არა, პიტა, ეს ქეთნისის ბრალი არაა, - ამშვიდებს დელი.
- თვითონ გითხრა? - მკვახედ ახლის პიტა.
- გოგონა გამოიყვანეთ! - ბრძანებას იძლევა პლუტარქე.
პალატის კარი იღება და დელი ნელ- ნელა კარისკენ იხევს.

146
- თქმა რად მინდა, მე თვითონ... - იწყებს დელი.
- ქეთნისი მატყუარაა! ცრუობს! მის არც ერთ სიტყვას არ ენდო! ქეთნისი
მუტანტია, რომელიც კაპიტოლიუმმა ჩვენ წინააღმდეგ შექმნა! - ყვირის პიტა.
- არა, პიტა, არ არის... - შეპასუხებას ცდილობს დელი.
- ქეთნისს არ ენდო, დელი, - აწყვეტინებს გააფთრებული პიტა, - მე ვენ-
დე, მან კი ჩემი მოკვლა სცადა. ქეთნისმა ჩემი მეგობრები დახოცა. ჩემი
ოჯახი ამოწყვიტა. ახლოს არ გაეკარო! ქეთნისი მუტანტია!
პალატაში ვიღაც ხელს ჰყოფს და დელის გარეთ მიათრევს. პიტა კი ყვი-
რილს განაგრძობს:
- ქეთნისი მუტანტია! საძაგელი მუტანტი!
პიტას არა მხოლოდ ვძულვარ, ჰგონია, რომ ადამიანი არ ვარ. ამას მერ-
ჩივნა, დავეხრჩვე, ასე ძლიერ მაინც არ დამწყდებოდა გული.
ჩემ გარშემო მდგარი ექიმები სწრაფ-სწრაფად იწერენ ბლოკნოტში პიტას
წარმოთქმულ ყოველ სიტყვას. ჰეიმიჩი და პლუტარქე ოთახიდან მიმათრე-
ვენ და დერეფანში ხმაგაუმტარ კედელს მალურსმავენ, მაგრამ მე ხომ ვიცი,
რომ კარისა და მინის მიღმა პიტა ყვირილს აგრძელებს.
პრიმი შეცდა. პიტას გამოკეთება შეუძლებელია.
- აქ ვეღარ დავრჩები, - გაბრუებულივით ვამბობ, - თუ გინდათ, კაჭკაჭჯა-
ფარობა გავაგრძელო, სადმე სხვაგან გამგზავნეთ.
- სად გინდა წასვლა? - მეკითხება ჰეიმიჩი.
- კაპიტოლიუმში, - სხვაგან მე საქმე არ მაქვს.
- გამორიცხულია. მანამ სანამ ყველა რაიონზე კონტროლს არ დავამყა-
რებთ, - უარობს პლუტარქე, - თუმცა, კარგი ამბავი მაქვს. მე-2 რაიონის
გარდა, ბრძოლა ყველგან თითქმის დასრულებულია. მე-2 რაიონი კერკეტი
კაკალი გამოდგა.
პლუტარქე მართალს ამბობს. ჯერ - რაიონები, შემდეგ - კაპიტოლიუმი.
აი, შემდეგ კი სნოუზე ნადირობას დავიწყებ.
- კარგი, მაშინ მე-2 რაიონში გამგზავნეთ.

14.

147
როგორც მოსალოდნელი იყო, მთებში მიმოფანტული სოფლებისგან შემ-
დგარი მე-2 რაიონი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ოდესღაც ყველგან წიაღი-
სეულის საბადო ან ქვის სამტეხლო იყო, მაგრამ უმეტესობა მშვიდობისმყო-
ფელების ყაზარმებად და საწვრთნელ პოლიგონებად გადაუკეთებიათ. მე-13
რაიონის ავიაციის დახმარებით, აჯანყებულები ამ სოფლებს იოლად გაუმ-
კლავდებოდნენ, რომ არა რაიონის შუაგულში აღმართული, ფაქტობრივად
მიუვალი მთა, სადაც კაპიტოლიუმის სამხედრო ძალებია თავმოყრილი.
პლუტარქეს სიტყვების ზეგავლენით, აჯანყებულების აქაურ გადაქანცულ
და იმედგადაწურულ წინამძღოლებთან ერთად, მთას კაკალი შევარქვი. კა-
კალში სამხედრო ბაზა კაპიტოლიუმმა შავბნელი ხანის დასრულებისთანავე
გახსნა, რადგან მე-13 რაიონის დაკარგვის შემდეგ ახალი მიწისქვეშა ციხესი-
მაგრე სჭირდებოდა. სამხედრო შეიარაღების ნაწილი - ატომური რაკეტები,
ავიაცია და ჯარი - კაპიტოლიუმს თავისი საზღვრების გასწვრივ ჰქონდა გან-
ლაგებული, მაგრამ მტერმა, ანუ მე-13 რაიონმა, მათი სამხედრო ძალის
საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიგდო ხელში. რასაკვირველია, კაპიტო-
ლიუმს მე-13 რაიონის ზუსტი ასლის შექმნა გაუჭირდებოდა, რადგან ამის-
თვის საუკუნეები იყო საჭირო, ამიტომ ახალი ბაზისთვის შესაფერის ტერი-
ტორიად მე-2 რაიონის ახლომდებარე ძველი მაღაროები შეარჩიეს. ციდან
კაკალი ჩვეულებრივ მთას ჰგავდა, თუმცა მისი ზედაპირის ქვეშ გამოქვაბუ-
ლების სისტემა მდებარეობდა. ამ გამოქვაბულებში ჩამოთლილი ქვის ფი-
ლები ზედაპირზე ამოჰქონდათ და ციცაბო, ვიწრო გზებით შორეულ მხარე-
ებში მიათრევდნენ საშენ მასალად. კაკლიდან მე-2 რაიონის მთავარ ქალაქ-
ში მაღაროელების გადასაყვანად რკინიგზაც კი გაიყვანეს. რკინიგზა ზუსტად
იმ მოედნამდე მიდიოდა, სადაც გამარჯვებულის ტურნეს დროს მე და პიტა
მიგვიღეს. მაშინ მართლმსაჯულების სახლის მარმარილოს კიბის საფეხუ-
რებზე ვიდექი და კატონისა და ქლოუვის მგლოვიარე ოჯახის წევრებს
თვალს ვარიდებდი.
წყალდიდობებით, ზვავებითა და ღვარცოფებით უხვ ამ ტერიტორიას
იდეალურს ვერ ვუწოდებ, მაგრამ მისმა უპირატესობებმა ნაკლი გადაწონეს.
მაღაროელებმა გამოღრუტნულ მთაში დიდი სვეტები და კედლები დატო-
ვეს... კაპიტოლიუმელებმა სვეტები და კედლები გაამაგრეს და მთის სიღ-
რმეში ახალი სამხედრო ბაზისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწ-
ყეს: ააშენეს სათათბირო ოთახები, ყაზარმები და არსენალები; განავითარეს

148
კომპიუტერული ტექნოლოგიები; გააფართოვეს შესასვლელები, რომ ანგა-
რიდან ჰოვერკრაფტები გამოტეულიყო და რაკეტების გამშვები დანადგარე-
ბი დაემონტაჟებინა. სხვა მხრივ, მთა თითქმის ხელუხლებლად დატოვეს. ნა-
დირ- ფრინველით სავსე ტყეებშეფენილი კლდეები მტრისგან თავდასაცავ
ბუნებრივ სიმაგრედ იქცა.
სხვა რაიონელებთან შედარებით, აქაურებს კაპიტოლიუმი ანებივრებდა.
მე-2 რაიონელ აჯანყებულებს აშკარად ეტყობოდათ, რომ მათზე ბავშობი-
დან ზრუნავდნენ. ზოგი ქვის მთლელი ან მაღაროელი ხდებოდა, ზოგს გა-
ნათლებას აძლევდნენ და კაკალში სამუშაოდ მიჰყავდათ, ზოგი კი მშვიდო-
ბისმყოფელთა რიგებში ირიცხებოდა. მე-2 რაიონელებს ბავშვობიდანვე
წვრთნიდნენ, საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ. აქაურები შიმშილის
თამაშებს სიმდიდრისა და დიდების მოხვეჭის საშუალებად მიიჩნევდნენ, ამი-
ტომაც მე-2 რაიონელები ჩვენზე ადვილად იჯერებდნენ კაპიტოლიუმის
პროპაგანდას. თუმცა, მთლიანობაში, ისინიც ჩვენნაირი მონები იყვნენ. ამას
მშვიდობისმყოფელები ან კაკალში მომუშავეები ვერ აცნობიერებდნენ, რა-
საც ვერ ვიტყვი უბრალო მოქალაქეებზე, მაგალითად, ქვის მთლელებზე,
რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ.
უკვე ორი კვირაა, აქ ვარ, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა. სოფლე-
ბი აჯანყებულების ხელშია, ქალაქი ორადაა გაყოფილი, ხოლო კაკალი ჯე-
რაც უვნებელი და ხელუხლებელია. მისი რამდენიმე შესასვლელი საიმედო-
დაა გამაგრებული, ხოლო მთავარი ბაზა მთის მიუწვდომელ სიღრმეშია.
აჯანყებულებმა ყველა რაიონში დაამხეს კაპიტოლიუმის ხელისუფლება,
მაგრამ მე-2 რაიონს ჯერაც ვერ აკონტროლებენ.
ყოველდღე ყველაფერს ვაკეთებ აჯანყებულების დასახმარებლად: დაჭ-
რილების მოსანახულებლად დავდივარ; გადამღები ჯგუფის დახმარებით,
მოკლე პროპაგანდისტულ ვიდეოკლიპებს ვიღებ; ნამდვილ ბრძოლაში მო-
ნაწილეობა მეკრძალება, მაგრამ სამხედრო თათბირებზე უფრო ხშირად
მიწვევენ, ვიდრე მე-13 რაიონში. აქ ყოფნა მირჩევნია. თავს გაცილებით თა-
ვისუფლად ვგრძნობ, მკლავზე დღის განრიგი არ მახატია და ნაკლები მო-
მეთხოვება. მიწის ზედაპირზე ვცხოვრობ აჯანყებულთა სოფლებში ან მიმდე-
ბარე გამოქვაბულებში. მეტი უსაფრთხოებისთვის, ერთ ადგილას დიდხანს
არ მაჩერებენ. დღისით სანადიროდაც მიშვებენ, ოღონდ მცველი უნდა მახ-
ლდეს თან და შორს არ უნდა წავიდე. ვგრძნობ, რომ მთის სუფთა, გრილი

149
ჰაერი თანდათან მაღონიერებს და დაბინდულ გონებას მიწმენდს. თუმცა,
რაც უფრო უკეთ ვაზროვნებ, მით უფრო მტკივნეულად განვიცდი, რა უყვეს
პიტას.
სნოუმ პიტა მომტაცა, დაასახიჩრა ისე, რომ ვეღარ ვცნობ, და საჩუქრად
მიძღვნა. ჩემთან ერთად მე-2 რაიონში ბოგსი ჩამოვიდა და მითხრა, მართა-
ლია, იდეალური გეგმა გვქონდა, მაგრამ პიტა მაინც საეჭვოდ იოლად და-
ვიხსენით; მე-13 რაიონს რომც არ მოენდომებინა, პიტას კაპიტოლიუმი თა-
ვისით დაგვიბრუნებდაო. ბოგსის თქმით, სადმე ფრონტის ხაზზე ან სულაც
მე-13 რაიონში ჩამოაგდებდნენ ლენტშემოხვეულს და ჩემს მოსაკლავად
დაპროგრამებულს.
მხოლოდ ახლა ვხვდები, რამდენად ძვირფასია ჩემთვის ძველი პიტა.
რომ მოეკლათ, ასე ძლიერ მაშინაც არ დავაფასებდი. მენატრება მისი სიკე-
თე, სანდოობა და სითბო, რომლის უკანაც წარმოუდგენელი მგზნებარება
იმალებოდა. პრიმის, დედაჩემის და გეილის გარდა სხვას ვის ვუყვარვარ
უპირობოდ? მგონი, არავის. ხანდახან, როცა მარტო ვარ, ჯიბიდან მარგა-
ლიტს ამოვიღებ და ვცდილობ გავიხსენო ბიჭი, რომელმაც პური მაჩუქა;
რომლის ღონიერი მკლავები მატარებელში კოშმარული სიზმრებისგან მი-
ცავდა; როგორ მკოცნიდა არენაზე. ვცდილობ სახელი შევარქვა იმას, რაც
დავკარგე. მაგრამ რა აზრი აქვს? პიტა დავკარგე. მას ვეღარ დავიბრუნებ.
თუ ჩვენ შორის რამე არსებობდა, ყველაფერი გაქრა. პირობის შესრულება-
ღა დამრჩენია. სნოუ უნდა მოვკლა - დღეში ათჯერ ვახსენებ საკუთარ თავს.
მე-13 რაიონში პიტას განკურნებას კვლავ ცდილობენ. მე არაფერს ვე-
კითხები, მაგრამ პლუტარქე თავისით მატყობინებს სასიამოვნო სიახლეებს;
მაგალითად ასეთს: ქეთნის, კარგი ამბავი მაქვს! პიტა თითქმის დავარწმუ-
ნეთ, რომ მუტანტი არ ხარ! ან დღეს მომვლელის დაუხმარებლად შეჭამა
პუდინგი!
მერე ჰეიმიჩი მირეკავს და მისგან ვიგებ, რომ პიტას მდგომარეობა არ გა-
უმჯობესებულა, იმედის სხივი ისევ შენი დის იდეამ გაგვიჩინაო. პრიმს შეუთა-
ვაზებია, პიტა ხელახლა დავნექტროთო.
- შენთან დაკავშირებული დამახინჯებული მოგონებები ამოვუტივტივოთ
და მორფლინგის დიდი დოზა გავუკეთოთ. ერთ მოგონებაზე უკვე გამოვცა-
დეთ. ის ვიდეოჩანაწერი ვუჩვენეთ, არენაზე, გამოქვაბულში, პრიმის თხის
ამბავი რომ ვუამბე.

150
- იგრძნობა გაუმჯობესება? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- როგორ გითხრა, თუ უსაზღვრო დაბნეულობა უსაზღვრო შიშზე უკეთე-
სია, მაშინ კი, იგრძნობა, - მპასუხობს ჰეიმიჩი, - თუმცა, მე ამას მდგომარეო-
ბის გაუმჯობესებას ვერ დავარქმევ. რამდენიმე საათით მეტყველების უნარი
წაერთვა. გაშტერდა. გონს რომ მოეგო, მხოლოდ თხა იკითხა.
- გასაგებია.
- მანდ რა ხდება?
- არანაირი წინსვლა.
- მთის ასაღებად დამხმარე ძალას გიგზავნით, ბიტის და სხვა მისნაირ
ტვინიკოსებს, - ამბობს ჰეიმიჩი.
სულაც არ მიკვირს, ტვინიკოსების სიაში გეილის სახელსაც რომ ვამჩნევ.
ვიცოდი, რომ ბიტი მას წამოიყვანდა. არა იმიტომ, რომ გეილი ტექნოლო-
გიების ექსპერტია, უბრალოდ, ბიტი იმედოვნებს, რომ გეილი მთის დასაპ-
ყრობად რაიმეს მოიფიქრებს. გეილმა მეც შემომთავაზა, მე-2 რაიონში გა-
მოგყვებიო, მაგრამ არ მინდოდა, ბიტისგან მომეწყვიტა. ვუთხარი, სადაც სა-
ჭირო ხარ, იქ დარჩი-მეთქი. არ გამიმხელია, რომ მისი გვერდით ყოფნა პი-
ტას გამოტირებაში ხელს შემიშლიდა.
დამხმარე ძალა ნაშუადღევს ჩამოდის მე-2 რაიონში და გეილი მაშინვე
მპოულობს. ჩემი ახლანდელი სოფლის განაპირას ხის მორზე ჩამომჯდარი,
ბატს ვპუტავ. ჩემს ფეხებთან თორმეტი მოკლული ფრინველი გდია. ფრინვე-
ლები აქ გამოსაზამთრებლად მოფრინავენ და მათი მონადირება არ მი-
ჭირს. გეილი უსიტყვოდ ჯდება ჩემ გვერდით და ბატს ფრთებს აცლის.
- როგორ ფიქრობ, ამას გვაჭმევენ? - მეკითხება ბოლოს და ნახევრად
გაპუტულ ბატს მიჩვენებს.
- კი. უმეტესობა ბანაკის სამზარეულოში მიმაქვს, მაგრამ ერთი-ორს იმ
სახლში მატანენ, სადაც ღამეს ვათევ ხოლმე, - ვპასუხობ მე, - მადლიერების
ნიშანია.
- შენი შეფარება ისედაც დიდი პატივი არაა?
- მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ხმა გავრცელდა, კაჭკაჭჯაფარა ჯანმრთელო-
ბისთვის საზიანოაო.
კარგა ხანს ჩუმად ვაგრძელებთ ფრინველების პუტვას. დუმილს კვლავ
გეილი არღვევს.
- გუშინ პიტა ვნახე. მინიდან.

151
- მერე? - ვეკითხები მე.
- ეგოისტურმა აზრმა გამიელვა თავში.
- რომ მასზე აღარ უნდა იეჭვიანო? - ჩემი ხელის მკვეთრი მოძრაობა და
ბუმბულების კორიანტელში ვეხვევით.
- პირიქით, - გეილს თმიდან ბუმბულს მაძრობს, - ვიფიქრე, რომ... ჩემი
ტკივილი მისას ვერასდროს შეედრება. ვერ შევეჯიბრები, - ბუმბულს თითე-
ბით სრესს, - თუ პიტა არ გამოკეთდება, გამარჯვების შანსი არ მაქვს. შენ მას
ვერასდროს დაივიწყებ. თუ ჩემთან იქნები, სულ იფიქრებ, რომ პიტას უღა-
ლატე.
- ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს, როცა პიტას ვკოცნიდი და შენ ამას ხე-
დავდი.
გეილი დაჟინებით მაკვირდება.
- ეს რომ სიმართლე იყოს, სხვა ყველაფერს როგორმე ავიტანდი.
- ეს სიმართლეა, - ვეუბნები მე, - მაგრამ ისიც სიმართლეა, რაც პიტაზე
თქვი.
გეილი უკმაყოფილოდ ოხრავს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც გაპუ-
ტულ ბატებს სამზარეულოში ვტოვებთ და ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად
მივდივართ, კვლავ მის მკლავებში ვექცევი. გეილის ტუჩები მეალერსება და-
ლილავებულ კისერზე და მერე ჩემს ბაგეებს პოულობს. სწორედ ამ მომენ-
ტში გულის სიღრმეში ვხვდები, რომ პიტას მიმართ რა გრძნობაც უნდა
მქონდეს, ის სამუდამოდ დაკარგულია ჩემთვის. და მეც დაკარგული ვარ
მისთვის. მე-2 რაიონში მანამ დავრჩები, სანამ არ ავიღებთ, მერე კაპიტო-
ლიუმში წავალ, სნოუს მოვკლავ და ამით მორჩება ჩემი ამბავი. შეშლილი
პიტა ჩემს სიძულვილში მოკვდება ადრე თუ გვიან. ჰოდა, მეც ღამის ბინდში
ვკოცნი გეილს, რათა ავუნაზღაურო ყველა ის კოცნა, რომელზეც უარი ვუთ-
ხარი; ამას მნიშვნელობა მაინც აღარ აქვს; თანაც, მარტოობას ვეღარ გა-
ვუძლებ.
გეილის ალერსი, გემო და სიმხურვალე იმას მაინც მახსენებს, რომ ცოც-
ხალი ვარ და მისი კოცნა ძალიან მსიამოვნებს. აღარაფერზე ვფიქრობ და
თავდავიწყებით ვნებდები ემოციებს. უცებ გეილი ჩემს ტუჩებს სწყდება და
უკან იხევს. მინდა გაჩენილი ბზარი კვლავ ამოვავსო და მასთან ახლოს მი-
ვიდე, მაგრამ გეილი ნიკაპქვეშ მიდებს ხელს.
- ქეთნის!

152
თვალებს ვახელ და სამყარო თითქოს ნაწილებად იშლება. ეს ჩვენი ტყე
არ არის, არც ჩვენი მთებია და არც ჩვენი ბილიკი. დაბნეულობისგან ინსტინ-
ქტურად ვიდებ ხელს ნაიარევიან მარცხენა საფეთქელზე.
- ახლა შენ მაკოცე! - მთხოვს გეილი.
მე შემცბარი და გაშტერებული ვდგავარ მის წინ, სანამ ისევ გეილი არ იხ-
რება ჩემკენ და მკოცნის. ეს კოცნა ხანმოკლეა. გეილი ყურადღებით მაკ-
ვირდება.
- რა ხდება შენს თავში?
- არ ვიცი, - ჩურჩულით ვპასუხობ.
- თითქოს მთვრალს ვკოცნი. ეს არ ითვლება, - გეილი გახუმრებას ცდი-
ლობს. მერე მიწიდან ფიჩხს იღებს და მკლავებში მიწყობს. ეს რეალობაში
მაბრუნებს.
- რა იცი? - ვამბობ უხერხულობის დასაფარად, - ოდესმე გიკოცნია
მთვრალისთვის? - დარწმუნებული ვარ, გეილს მე-12 რაიონში კოცნაობა არ
დაჰკლებია. მსურველი ალბათ ბევრი ჰყავდა. სხვათა შორის, ამაზე აქამდე
არც დავფიქრებულვარ.
- არა, - უარის ნიშნად თავს აქნევს გეილი, - მაგრამ იოლი წარმოსადგე-
ნია.
- მაშ, სხვა გოგოებისთვის არასდროს გიკოცნია?
- ეგ არ მითქვამს. იცი რა, როცა გაგიცანი შენ მხოლოდ თორმეტი წლისა
იყავი. თანაც, ძალიან მომაბეზრებელი. შენთან ერთად ნადირობის გარდა
სხვა ცხოვრებაც მქონდა, - ამბობს გეილი და თვითონაც ფიჩხით იტვირთე-
ბა.
- მაინც, ვისთვის გიკოცნია? სად? - არ ვეშვები მე.
- ბევრისთვის მიკოცნია, ყველა აღარც მახსოვს. სკოლის უკან, წიდის ნა-
ყარზე, რა ვიცი, კიდევ ბევრგან.
- ჰაჰ, მაშ, მე როდის გავხდი შენი რჩეული? - ირონიულად ვეკითხები, -
კაპიტოლიუმში რომ წამიყვანეს?
- არა, მანამდე ექვსი თვით ადრე. ნაახალწლევს. ქურაში გრისი სის წვნი-
ანს ვხვრეპდით. დარიუსი გაჯავრებდა, კურდღელი ერთ კოცნაში გამიცვა-
ლეო. მაშინ მივხვდი, რომ... ვეჭვიანობდი, - მეუბნება გეილი.
მახსოვს ის დღე. დღის ოთხ საათზე უკვე ბნელოდა. ძალიან ციოდა. სა-
ნადიროდ ვიყავით, მაგრამ მოთოვა და ქალაქში დავბრუნდით. ქურა უამინ-

153
დობას გამოქცეული ხალხით იყო სავსე. ერთი კვირით ადრე ჩვენ მიერ და-
ხოცილი ველური ძაღლების ძვლებით გაკეთებული გრისი სის წვნიანი ჩვე-
ულებრივზე უგემური იყო, მაგრამ მთელი დღის უჭმელი, დახლზე ფეხმორ-
თხმით შემომჯდარი, მაინც სიამოვნებით ვხვრეპდი წყალწყალა წვნიანს. და-
რიუსი დახლის ბოძს მიყრდნობილი იდგა და ჩემივე ნაწნავით ლოყაზე მი-
ღიტინებდა. მიხსნიდა, წითური კაცები ძალიან ვაჟკაცურები ვართ და ჩემი
ერთი კოცნა არათუ ერთი, ორი კურდღელიც კი ღირსო. მე და გრისი სი გუ-
ლიანად ვიცინოდით, რადგან დარიუსი არ მეშვებოდა და ქურაში შეკრებილ
ქალებზე გვანიშნებდა, ამათ ჩემი ტუჩების დასაგემოვნებლად ერთ კურ-
დღელზე ძვირი გადაიხადესო.
- აი, იმ მწვანეშარფიანს ხედავ? მიდი და ჰკითხე, ჩემი თუ არ გჯერა.
ეს მილიარდი დღის წინ, აქედან მილიონი კილომეტრის მოშორებით
მოხდა.
- დარიუსი მხოლოდ ხუმრობდა.
- ალბათ. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, შენ მაინც ვერ მიხვდებოდი, -
მეუბნება გეილი, - თუნდაც პიტა აიღე. ან მე. ან ფინიკი. უკვე იმასაც ვშიშობ-
დი, რომ ფინიკმაც დაგადგა თვალი, თუმცა, როგორც ჩანს, ისევ სწორ გზას
დაუბრუნდა.
- ფინიკი კარგად არ გცნობია, თუ გგონია, რომ ვუყვარდი, - ვამბობ მე.
- ვიცი, რომ სასოწარკვეთილი იყო, - მხრებს იჩეჩს გეილი, - სასოწარკვე-
თილი ხალხი კი ხშირად სიგიჟეს სჩადის.
რატომღაც ისეთი განცდა მეუფლება, რომ მისიეს სიტყვები ჩემკენაა მო-
მართული.
მომდევნო დილას ექსპერტები და სპეციალისტები კაკლის პრობლემის
გადასაწყვეტად და გამოსავლის მოსაძებნად იკრიბებიან. თათბირზე მეც მი-
ბარებენ, თუმცა, სხვებს დიდად ვერაფრით ვეხმარები. საკონფერენციო მა-
გიდას თავს ვარიდებ და ფანჯრის რაფაზე ვჯდები. ფანჯრიდან იმ მთის ხედი
ჩანს, რომლის საკითხსაც განვიხილავთ. მე-2 რაიონელთა შუახნის სარდა-
ლი ლაიმი კაკლის ვირტუალურ ექსკურსიას გვიწყობს. გვიჩვენებს მის ინტე-
რიერსა და საფორტიფიკაციო ნაგებობებს; გვიყვება მთის აღების რამდენი-
მე უშედეგო მცდელობაზე. აქ ჩამოსვლის დღიდან ჩემი და ლაიმის გზები
რამდენჯერმე გადაიკვეთა და სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მას წინა-
თაც შევხვედრივარ.

154
თვალშისაცემი აღნაგობა აქვს. თითქმის ორმეტრიანი დაკუნთული ქა-
ლია. ამასობაში კაკლის მთავარ შესასვლელთან გამართული შეტაკების ვი-
დეოკლიპს გვიჩვენებენ. ვხედავ მებრძოლ ლაიმს და ვხვდები, რომ კიდევ
ერთი გამარჯვებულის გვერდით ვიმყოფები. ეს ის მე-2 რაიონელი ლაიმია,
რომელმაც თითქმის ოცდაათი წლის წინ გაიმარჯვა შიმშილის თამაშებში.
კვარტალური ჯახისთვის მზადებისას ეფიმ ლაიმის შიმშილის თამაშების ვი-
დეოჩანაწერიც გამოგვიგზავნა. სხვა შიმშილის თამაშების დროსაც მომიკ-
რავს მისთვის თვალი, თუმცა, ტელეეკრანზე იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე.
ჰეიმიჩისა და ფინიკისგან უკვე შევიტყვე, როგორ ექცევა კაპიტოლიუმი გა-
მარჯვებულებს. მიჩნდება კითხვა: ნეტა ლაიმს რა დაუშავეს?
ლაიმის პრეზენტაცია სრულდება და ექსპერტებისა და სპეციალისტების
შეკითხვების დრო დგება. გადის მრავალი საათი. მცირე ხნით ვისვენებთ,
ვსადილობთ და ისევ ვაგრძელებთ კაკლის ასაღებად მეტ-ნაკლებად რე-
ალური სტრატეგიის შემუშავებას. ბიტის მიაჩნია, რომ მტრის კომპიუტერულ
სისტემაში შეღწევას შეძლებს, რამდენიმე ჩანერგილი ჯაშუშის გამოყენება-
საც ფიქრობენ, მაგრამ ინოვაციურ იდეას ჯერჯერობით ვერავინ გვთავა-
ზობს. თანდათან საღამოვდება და კვლავ ძველ სტრატეგიას ვუბრუნდებით:
მთავარ შესასვლელებზე იერიშის მიტანას. ლაიმს აშკარად ეტყობა გაღი-
ზიანება. ამ გზით მთაში შეღწევა ხომ არაერთხელ სცადა და მრავალი ჯა-
რისკაცი სულ ტყუილად დაკარგა?!
- თუ კიდევ ვინმე იტყვის, მთავარ შესასვლელს შევუტიოთო, უჯობს,
ბრწყინვალე გეგმა დასახოს, რადგან ამ სამხედრო მისიის ხელმძღვანელო-
ბა თვითონ მოუწევს! - ყვირის ლაიმი ბოლოს.
გეილსაც მოჰბეზრდა ამდენ ხანს მაგიდასთან გაუნძრევლად ჯდომა და
ხან სათათბირო ოთახში სცემს ბოლთას, ხან ფანჯრის რაფაზე, გვერდით
მომიჯდება ხოლმე. თავიდანვე ლაიმს დაეთანხმა, შესასვლელების იერიში
უაზრობააო, და დისკუსიაში აღარ ჩაბმულა. მთელი საათია, ჩაფიქრებული
გაჰყურებს ფანჯრიდან კაკალს. ლაიმის ულტიმატუმს ხანგრძლივი სიჩუმე
მოსდევს, რომელსაც სწორედ გეილი არღვევს.
- ნუთუ ასეთი აუცილებელია კაკლის აღება? გაუვნებელყოფა არ იკმა-
რებს?
- მგონი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - ამბობს ბიტი, - რამე იდეა
გაქვს?

155
- წარმოიდგინეთ, რომ კაკალი ველური ძაღლების ბუნაგია, - აგრძელებს
გეილი, - შიგნით ვერ შეაღწევ. ორი არჩევანი გაქვს. ან ძაღლები ბუნაგში
უნდა გამოამწყვდიო, ან უნდა დააფრთხო და გარეთ გამორეკო.
- შესასვლელები რამდენჯერმე დავბომბეთ, - ამბობს ლაიმი, - მაგრამ ძა-
ლიან ღრმად არიან მთაში და მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომიათ.
- ეგ არ მიგულისხმია. საამისოდ თავად მთას გამოვიყენებთ.
ბიტი დგება და გეილთან ერთად იყურება ფანჯრის ჩარჩოში უშნოდ ჩას-
მული მინიდან.
- აი, იქ, ფერდობებზე. ხედავ? - ეკითხება გეილი.
- საზვავო გზები, - ჩუმად ამბობს ბიტი, - ძნელი იქნება. აფეთქებების სე-
რია უაღრესი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. როგორც კი აფეთქებე-
ბი დაიწყება, ზვავებს ვეღარ შევაკავებთ.
- ეს არც დაგვჭირდება, თუ კაკლის დაპყრობაზე უარს ვიტყვით, - ამბობს
გეილი, - მთავარია, მთა ჩაიკეტოს და გამოუსადეგარი გახდეს.
- ანუ, გვთავაზობ, ზვავი გამოვიწვიოთ და შესასვლელები ჩავხერგოთ? -
ინტერესდება ლაიმი.
- დიახ, - პასუხობს გეილი, - მტერი შიგ გამოვამწყვდიოთ, მატერიალური
საშუალებების მომარაგების გზა გადავუკეტოთ. მათ ჰოვერკრაფტებს გარეთ
გამოფრენის საშუალება არ მივცეთ.
სანამ ყველა გეილის შეთავაზებაზე ფიქრობს, ბოგსი კაკლის ესკიზებს აკ-
ვირდება და მოღუშული ამბობს:
- ასე ხომ ყველა შიგ მყოფი დაიღუპება? ვენტილაციის სისტემას შეხე-
დეთ. მეტისმეტად პრიმიტიულია. მე-13 რაიონის ვენტილაციის სისტემას
ვერც შეედრება. ჰაერი შიგნით მთის ფერდობებიდან შედის. ამ სავენტილა-
ციო ხვრელებს თუ ჩავხერგავთ, შიგნით ყველა გაიგუდება.
- მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბით გამოაღწევენ მოედნამდე, - ამბობს
ბიტი.
- ვერა, თუ იმ რკინიგზას ავაფეთქებთ, - მკვახედ ამბობს გეილი. მისი ჩა-
ნაფიქრი, მისი ნამდვილი ჩანაფიქრი ცხადი ხდება. მას კაკალში გამაგრებუ-
ლი ხალხისთვის სიცოცხლის შენარჩუნების არანაირი სურვილი არ აქვს.
არც მსხვერპლის დატყვევებას აპირებს.
ეს გეილის სასიკვდილო ხაფანგია.

156
15.

სათათბირო ოთახში თანდათან ყველა აცნობიერებს, რას გვთავაზობს


გეილი. ხალხის სახეზე განსხვავებულ რეაქციებს ვამჩნევ. ზოგი ნასიამოვნე-
ბი ჩანს, ზოგი - შეწუხებული; ზოგი კმაყოფილია, ზოგიც - უკმაყოფილო.
- იქ მომუშავეთა უმეტესობა მე-2 რაიონელია, - გულგრილად ამბობს ბი-
ტი.
- მერე რა? - ეპასუხება გეილი, - მათ მაინც ვეღარასდროს ვენდობით.
- დანებების შანსი მაინც უნდა მივცეთ, - ამბობს ლაიმი.
- როცა მე-12 რაიონი დაბომბეს, ჩვენთვის ამხელა პატივი არ დაუდიათ, -
ირონიულად შენიშნავს გეილი, - მაგრამ თქვენ ხომ უფრო თბილი ურთიერ-
თობა გაქვთ კაპიტოლიუმთან.
ლაიმს ისეთი გამომეტყველება აქვს, ასე მგონია, წამოხტება და გეილს
ტყვიას დაახლის ან მუშტს მაინც მოუქნევს. ლაიმი ნავარჯიშევია და ალბათ
მოერევა კიდეც, მაგრამ მისი სიბრაზე გეილს უფრო მეტად ახელებს და ყვი-
რის:
- ჩვენ თვალწინ ბავშვები ცეცხლში დაიწვნენ და ვერაფრით დავეხმარეთ!
თვალს ვხუჭავ და ამ სცენას წარმოვიდგენ. მოგონებები საჭირო ეფექტს
ახდენს ჩემზე. მინდა, იმ მთაში ყველა მოკვდეს. ამის ხმამაღლა თქმასაც ვა-
პირებ, მაგრამ... მე ხომ მე-12 რაიონელი გოგო ვარ და არა - პრეზიდენტი
სნოუ. ამას ვერ ვიზამ. გეილის იდეას ვერ მოვიწონებ და ამდენ ხალხს სა-
სიკვდილოდ ვერ გავწირავ.
- გეილ, - ხელს ვკიდებ და შემგონებლური ხმით მივმართავ, - კაკალი
ძველი მაღაროა. კარგად იცი, რა საშინელებაა მაღაროს აფეთქება.
ქვანახშირის საბადოების ხსენებაზე ყველა მე-12 რაიონელი გეგმას უფ-
რო მეტი სიფრთხილით ეკიდება.
- ჩვენი მამებივით სწრაფად მაინც არ დაიხოცებიან, - მპასუხობს გეილი, -
ნუთუ ყველას ეს აწუხებს? დარდობთ, რომ ჩვენი მტერი მყისვე არ აფეთ-
ქდება, ნაფლეთებად არ იქცევა და იმის გააზრება მოუწევს, რომ უჰაერო-
ბისგან მალე მოკვდება?
უწინ, როცა მხოლოდ მე-12 რაიონის ტყეში მონადირე ბავშვები ვიყავით,
გეილს ამაზე უარესი რამეებიც უთქვამს ჩემთვის. თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ
157
ცარიელი სიტყვები იყო. აქ კი ეს სიტყვები შეიძლება გამოუსწორებელ ბო-
როტმოქმედებად იქცეს.
- შენ არ იცი, მე-2 რაიონელები კაკალში როგორ აღმოჩნდნენ, - ვეუბნე-
ბი მას, - ბევრს ალბათ იძულებით დააწყებინეს მუშაობა. ბევრი ალბათ საკუ-
თარი სურვილის წინააღმდეგ იმყოფება იქ. ბევრი მათგანი ჩვენს სასარგებ-
ლოდ ჯაშუშობს.
- პირადად მე მზად ვარ, რამდენიმე ჩვენიანი გავწირო მრავალი მტრის
დასახოცად, - თავისას იჩემებს გეილი, - მე რომ იქ მყოფი ჯაშუში ვიყო,
უყოყმანოდ ვიტყოდი: გამოუშვით ზვავი!
ვიცი, გეილი სიმართლეს ამბობს. გეილი საერთო საქმისთვის თავს რომ
გაწირავს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჯაშუშები რომ ვიყოთ და მსგავსი არ-
ჩევანის წინაშე დავეყენებინეთ, ალბათ ჩვენც ასე მოვიქცეოდით. ყოველ
შემთხვევაში, მეც ასე მგონია, რომ თავს გავწირავდი. თუმცა, მთაში მყოფი
ხალხისა და მათი ახლობელ-ნათესავების მაგივრად ამ გადაწყვეტილების
მიღება დიდი სისასტიკე იქნება.
- შენ თქვი, ორი არჩევანი გვაქვსო, - გეილს მიმართავს ბოგსი, - ან
მტრის მთაში გამომწყვდევა, ან მათი დაფრთხობა და გარეთ გამორეკვა. ჩე-
მი აზრით, მთის შესასვლელები ზვავით უნდა ჩავხერგოთ, მაგრამ მიწისქვე-
შა რკინიგზის გვირაბით გასაქცევი გზა უნდა დავუტოვოთ. ხალხი მოედნამ-
დე გამოაღწევს, მოედანზე კი ჩვენ დავხვდებით.
- იმედია, მძიმედ შეიარაღებულები, - ამბობს გეილი, - დარწმუნებული
ბრძანდებოდეთ, უბრძოლველად არ დაგვნებდებიან.
- კი, შეიარაღებულები ვიქნებით, რომ მტერი დავატყვევოთ, - ეთანხმება
ბოგსი.
- მოდი, მე-13 რაიონსაც გავაცნოთ ჩვენი გეგმა, - გვთავაზობს ბიტი, - მო-
ვისმინოთ, პრეზიდენტი კოინი რას იტყვის.
- გვირაბის ჩახერგვას მოითხოვს, - დარწმუნებით ამბობს გეილი.
- სავარაუდოდ, ასეც მოხდება. მაგრამ იცი, პიტა თავის გამოსვლებში
სწორად გვაფრთხილებდა. ერთმანეთის ამოწყვეტის საფრთხეზეც უნდა ვი-
ფიქროთ. ამას წინათ დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობას ვით-
ვლიდი და... მგონი, ამ საკითხის წესიერად განხილვა ღირს.
საკითხის განსახილველად მხოლოდ რამდენიმე რჩეულს იწვევენ. მე და
გეილს გარეთ გვიშვებენ. გეილი სანადიროდ მიმყავს, რომ ორთქლი გამო-

158
უშვას, მაგრამ ის ცოტას ლაპარაკობს. შეიძლება ბრაზობს, რომ შევეწინააღ-
მდეგე.
პრეზიდენტ კოინს ურეკავენ და საღამოსთვის გადაწყვეტილება უკვე მი-
ღებულია.
კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმი მაცვია, მხარზე მშვილდი მაქვს გადაკიდებული
და ყურსასმენი მიკეთია, რომლითაც ჰეიმიჩი მიკავშირდება მე-13 რაიონი-
დან - იმ შემთხვევისთვის, თუ პროპაგანდისტული ვიდეოკლიპის გადასაღე-
ბად შესაფერისი მომენტი გაგვიჩნდება. მართლმსაჯულების სახლის სახუ-
რავზე ვიცდით. აქედან ჩვენი სამიზნე ნათლად მოჩანს.
თავიდან ჩვენს ჰოვერპლანებს კაკლის სარდლობა არად აგდებს, რად-
გან მათთვის ჩვენი ავიაცია იმდენადვე პრობლემურია, რამდენადაც თაფ-
ლის ქილას დახვეული ბუზები. აი, მთის სიმაღლეების რამდენჯერმე დაბომ-
ბვის შემდეგ კი ჰოვერპლანები მათ ყურადღებას იქცევს. თუმცა, როცა კაპი-
ტოლიუმის საზენიტო საშუალებებიდან ცეცხლს გვიხსნიან, უკვე გვიანია.
გეილის გეგმა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ბიტის მართალი უთ-
ქვამს: ზვავების შეკავება შეუძლებელია. მთის ფერდობები ბუნებრივად
არამდგრადია, მაგრამ აფეთქებებმა ლამის თხევადად აქცია. ჩვენ თვალწინ
კაკლის მთელი მონაკვეთები ინგრევა და ყოველგვარი კვალი იმისა, რომ
იქ ოდესმე ადამიანს ფეხი დაუდგამს, იშლება. ენაჩავარდნილები, სრულიად
უმწეონი და უმნიშვნელონი ვუყურებთ, როგორ მოგორავს ზემოდან ქვების
ტალღა და მთისქვეშეთის შესასვლელები ტონობით ლოდის ქვეშ იმარხება.
მტვრისა და ნამსხვრევების ღრუბელი ცას აბნელებს. კაკალი აკლდამად იქ-
ცა.
წარმომიდგენია, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შიგნით. სირენები გაჰკივის.
წყვდიადში ნათურები ბჟუტავს. ჰაერში მტვრის ბუღი დგას. შეშინებული ხალ-
ხი ყვირის, სიბნელეში გასასვლელს ეძებს, მაგრამ სასტარტო მოედნები და
სავენტილაციო შახტები მიწითა და ლოდებითაა ამოვსებული. დაწყვეტილი
ელექტროსადენები ჰაერში კონწიალობს, ცეცხლი და ნანგრევები ნაცნობ
დერეფნებსა და გზებს გაუვალ ლაბირინთებად აქცევს. ადამიანები ერთმა-
ნეთს ეჯახებიან, ხელს ჰკრავენ, ჭიანჭველებივით მიცოცავენ, ჩამოქცეული
მთა მათ გასრესით ემუქრება.
- ქეთნის! - ჰეიმიჩის ხმა ჩამესმის ყურში. პასუხის გაცემა მინდა, მაგრამ
თურმე ორივე ხელი პირზე ამიფარებია, - ქეთნის!

159
იმ დღეს, როცა მამაჩემი დაიღუპა, სკოლაში სირენები სადილობისას ჩა-
ირთო. ყველა მოსწავლე ნებართვის გარეშე წავიდა სკოლიდან. პასუხი არც
ერთისთვის არ მოუთხოვიათ. მაღაროში მომხდარი ავარიის დროს კაპიტო-
ლიუმიც კი ვერ გვაიძულებდა მისი კანონების თანახმად მოქმედებას. პრიმის
საკლასო ოთახისკენ გავიქეცი. დღესაც მახსოვს შვიდი წლის პრიმი, ფერ-
მიხდილი, მაგრამ წელში გამართული იჯდა მერხთან. მე მელოდა, რადგან
გაფრთხილებული მყავდა, თუ როდისმე სირენების ხმას გაიგონებ, შენს წა-
საყვანად მოვალ-მეთქი. ჩემი დანახვისთანავე წამოხტა, ქურთუკის სახელო-
ზე ჩამეჭიდა და ქუჩაში მაღაროს მთავარი შესასვლელისკენ დაძრული ხალ-
ხის ნაკადს შევუერთდით. შესასვლელთან გზა გადაეღობათ თოკით. სასო-
წარკვეთილი დედაჩემი წინ იდგა და თოკს ჩაჰფრენოდა. ახლა რომ ვუფიქ-
რდები, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ მას რაღაც ცუდი შეემთხვა. იმი-
ტომ, რომ სხვა შემთხვევაში დედაჩვენი თვითონ გვიპოვიდა ჩვენ და არა -
პირიქით.
ლიფტები ღრჭიალით მოძრაობდა ზემოთ-ქვემოთ და გამურული მაღა-
როელები დღის სინათლეზე გამოჰყავდა. მაღაროელთა ყოველი ჯგუფის
გამოჩენისას ხალხში შვებისა და ბედნიერების შეძახილები ისმოდა. ბედნიე-
რი ადამიანები თოკის ქვეშ ძვრებოდნენ და თავიანთი ქმრები, შვილები,
მშობლები, ძმები შინ მიჰყავდათ.
ჩვენ ზამთრის სუსხში ვიცდიდით. ამასობაში მოიღრუბლა და მიწა თოვ-
ლის მსუბუქმა ფიფქებმა დაფარა. ლიფტები სულ უფრო ნელა მოძრაობდა
და მაღაროდან სულ უფრო ცოტა ხალხი ამოჰყავდა. მე მუხლებზე დავეცი
და ხელები ნაცარში ჩავფალი, თითქოს ასე მიწის ქვეშ გამომწყვდეულ მამა-
ჩემს მივწვდებოდი. არა მგონია, როდისმე ამაზე უმწეოდ თუ შეიძლება თავი
იგრძნოს ადამიანმა. დაჭრილები, დაღუპულები. ლოდინი მთელი ღამე. უც-
ნობების მიერ მხრებზე შემოხვეული საბნები. თბილი სითხით სავსე ჭიქა,
რომლის გამოცლის სურვილიც არ გაქვს; და, ბოლოს, გამთენიისას, მაღა-
როელთა ბრიგადის უფროსის ნაღვლიანი გამომეტყველება, რაც მხოლოდ
ერთ რამეს ნიშნავს.
ეს რა ჩავიდინეთ? - შეძრწუნებული შევყურებ მთას.
- ქეთნის, გესმის ჩემი? - ჰეიმიჩი ამწუთას ალბათ გეგმას აწყობს, რომ აუ-
ცილებლად ის თავბორკილი დამიმაგროს თავზე.
- მესმის, - უღონოდ ვპასუხობ.

160
- თავშესაფარში შედი. შეიძლება კაპიტოლიუმმა საპასუხო იერიში განა-
ხორციელოს, თუ მისი ავიაციისგან რაიმე გადარჩა.
- კარგი, - ვპასუხობ მას.
ყველა, გარდა არტილერისტებისა, თავშესაფარში შედის. კიბეზე ჩასვლი-
სას, უზადო მარმარილოს თეთრ კედლებს ვეხები. რა ცივი და ლამაზია. კა-
პიტოლიუმშიც კი არ მინახავს რამე ისეთი, ამ ძველი შენობის ბრწყინვალე-
ბას რომ შეედრება. კედლის მყარი ზედაპირი ჩემი ხელისგულის სითბოს ის-
რუტავს. ქვა ადამიანს ყოველთვის ამარცხებს.
შესასვლელის დიდ დარბაზში ერთ-ერთ მაღალ სვეტთან ვჯდები. გამო-
ღებული კარიდან მოედნისკენ მიმავალი მარმარილოს საფეხურები მოჩანს.
მახსოვს, რა ცუდად ვიყავი, როცა ამ მოედანზე მე და პიტას შიმშილის თამა-
შებში გამარჯვება მოგვილოცეს. გამარჯვებულის ტურნემ გადამღალა, ამა-
ოდ ვცდილობდი რაიონებში მღელვარების დაცხრობას, სულ ქლოუვი და
კატონი მახსენდებოდა; განსაკუთრებით მუტანტებდასეული კატონის საშინე-
ლი, წელი და მტანჯველი სიკვდილი.
ჩემ გვერდით ბოგსი იცუცქება. ჩრდილში მისი კანი მკრთალი მეჩვენება.
- სარკინიგზო გვირაბი არ დაგვიბომბავს. შეიძლება ვინმემ გამოაღწიოს.
- და როგორც კი გამოჩნდებიან, ყველას დავცხრილავთ? - ვეკითხები მე.
- თუ აუცილებელი იქნება, - მპასუხობს ბოგსი.
- შეგვიძლია მატარებლები გავუგზავნოთ. დაჭრილების გამოყვანაში და-
ვეხმაროთ, - ვამბობ მე.
- არა. გადაწყდა, რომ გვირაბს ხელს არ ვახლებთ. გზა თავისუფალი იქ-
ნება და დაე, თვითონ გამოიყვანონ ხალხი. ამასობაში ჩვენი ჯარისკაცების
აქ გადმოყვანას მოვასწრებთ, - ამბობს ბოგსი.
რამდენიმე საათის წინ ეს მოედანი ნეიტრალური ტერიტორია იყო - აჯან-
ყებულებისა და მშვიდობისმყოფელთა ფრონტის ხაზი. როცა კოინმა გე-
ილის გეგმა მოიწონა, აჯანყებულებმა ცხარე იერიში მიიტანეს კაპიტოლიუ-
მურ ძალებზე და რამდენიმე კვარტალით უკან დაახევინეს, რათა კაკლის
დაცემის შემთხვევაში რკინიგზის სადგური ჩვენ გაგვეკონტროლებინა. ესეც
ასე, კაკალი დაეცა. თუ ვინმე გადარჩა, ამ მოედანზე გამოვა. ტყვიამფრქვევი
კაკანებს. ალბათ მშვიდობისმყოფელები ცდილობენ გზის ბრძოლით გაკაფ-
ვასა და ამხანაგების გადარჩენას. ტერიტორიის გასამაგრებლად და დასაცა-
ვად უფრო მეტი ჩვენი ჯარისკაცი მოჰყავთ.

161
- გაყინულხარ, საბანს მოგიტან, - აღნიშნავს ბოგსი და სანამ შევეწინააღ-
მდეგები, მიდის.
არ მინდა საბანი, თუნდაც მარმარილომ მთლიანად შეისრუტოს ჩემი სხე-
ულის სითბო.
- ქეთნის, - ყურსასმენში ისევ ჰეიმიჩის ხმა მესმის.
- გისმენ, - ვპასუხობ.
- პიტასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეა. ვფიქრობ, ამის მოსმენა
მოგინდება.
საინტერესო კარგს არ ნიშნავს. გამოდის, პიტა უკეთ არაა. თუმცა, სხვა
რა გზა მაქვს, ვუსმენ.
- ვიდეო ვაჩვენეთ, სახრჩობელა ხეს რომ მღერი. ეს ვიდეო ტელევიზიით
არ გადაგვიცია, ამიტომ კაპიტოლიუმი პიტას წინააღმდეგ ვერ გამოიყენებ-
და. პიტა ამბობს, სიმღერა ვიცანიო.
წამით თითქოს გული მიჩერდება. მერე ვიაზრებ, რომ ესეც კრაზანა-მა-
ძებრების შხამით გამოწვეული გაურკვევლობის შედეგია.
- შეუძლებელია, ჰეიმიჩ. ეს სიმღერა პიტასთვის არასდროს მიმღერია.
- შენგან კი არა, მამაშენისგან მოუსმენია. ერთხელ საცხობში მისულა ნა-
ნადირევის გადასაცვლელად და მაშინ უმღერია. პიტა ექვსი თუ შვიდი წლის
ყოფილა, მაგრამ სიმღერა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ყურადღებით ვუს-
მენდი, მაინტერესებდა, ჩიტები თუ შეწყვეტდნენ ჭიკჭიკსო, - ამბობს ჰეიმიჩი,
- ეტყობა, ჩიტები მართლაც გაჩუმდნენ.
ექვსი თუ შვიდი წლის. ეს ალბათ მანამდე მოხდა, სანამ დედაჩემი სიმღე-
რას აგვიკრძალავდა. დაახლოებით იმავე პერიოდში ვისწავლე მეც ეს სიმ-
ღერა.
- მამაჩემს მეც თან ვახლდი?
- არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, პიტას არ უხსენებიხარ. თუმცა, პირვე-
ლად მოხდა, რომ შენთან დაკავშირებულ მოგონებას მასში მენტალური კო-
ლაფსი არ გამოუწვევია, - ამბობს ჰეიმიჩი, - სულ არაფერს მაინც ჯობია,
ქეთნის.
მამაჩემი. დღეს ის ყველგანაა. მაღაროში იღუპება. პიტას დაბინდულ გო-
ნებაში სიმღერით ფანტავს ბურუსს. ირეკლება ბოგსის მზერაში, როცა ის
მზრუნველად მაფარებს საბანს. ო, როგორ მენატრება მამაჩემი!

162
გარეთ სროლის ხმა ძლიერდება. გეილი აჯანყებულებთან ერთად საბ-
რძოლველად მიიჩქარის. მე თან გაყოლას არ ვითხოვ, მაინც არ გამიშვე-
ბენ. თანაც, ბრძოლის ჟინი მაინც არ მაქვს, საკმარისად გამბედავი არ ვარ.
ნეტა პიტა იყოს აქ, ძველი პიტა, რომ თავისი ორატორული გამოსვლით
ყველა დაარწმუნოს, მათთვის, ვინც მთიდან გამოღწევას ცდილობს, ცეც-
ხლის გახსნა უსამართლობააო. რა მჭირს, ძველმა მოგონებებმა ზედმეტად
მგრძნობიარე გამხადა? ეს ხომ ომია? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოკ-
ლავ შენს მტერს?
სწრაფად ღამდება. მოედნის გასანათებლად ვეება, კაშკაშა პროჟექტო-
რებს რთავენ. რკინიგზის სადგურზეც მთელი სიმძლავრით უნდა ვარვარებ-
დეს ყველა ნათურა. მოედნის საპირისპირო მხრიდანაც კი ცხადად ვხედავ
გრძელი, ვიწრო შენობის შუშის ფასადს. არათუ მატარებლის, გვირაბიდან
ერთი ადამიანის გამოსვლაც არ გამოგრჩება. რაც უფრო მეტი დრო გადის,
მით უფრო მცირდება შანსი იმისა, რომ კაკალზე თავდასხმას ვინმე ცოცხა-
ლი გადაურჩა.
ნაშუაღამევს ქრესიდა მოდის და კოსტიუმზე სპეციალურ მიკროფონს მი-
მაგრებს.
- ეს რისთვისაა? - ვეკითხები მას.
ყურსასმენში ჰეიმიჩის ხმა მიხსნის:
- ვიცი, რომ ეს არ მოგეწონება, მაგრამ სიტყვით უნდა გამოხვიდე.
- სიტყვით გამოვიდე?
- სათქმელს მე გიკარნახებ, - მამშვიდებს ჰეიმიჩი, - შენ მხოლოდ გა-
იმეორე. მისმინე, მთაში სიცოცხლის ნიშანწყალი არა ჩანს. გავიმარჯვეთ,
მაგრამ ომი გრძელდება. ვიფიქრეთ, თუ მართლმსაჯულების სახლის კიბეზე
გამოხვალ და სახალხოდ განაცხადებ, რომ კაკალი დაეცა და მე-2 რაიონში
კაპიტოლიუმის ძალაუფლება დაემხო, ჯერაც მებრძოლი მტრის სამხედრო
ძალის ნარჩენები იარაღს დაყრის და დაგვნებდება.
სიბნელეში მოედანს გავცქერი.
- მათ სამხედრო ძალას საერთოდ ვერ ვხედავ.
- მაგიტომაც გიკეთია მიკროფონი,
- მეუბნება ჰეიმიჩი, - შენს ხმას ხალხი დინამიკებში გაიგონებს, ხოლო გა-
მოსახულებას ტელეეკრანებზე დაინახავს.

163
მოედანზე ორი დიდი ტელეეკრანია. გამარჯვების ტურნეში მინახავს. ური-
გო იდეა არ ჩანს, ამ საქმისთვის რომ ვვარგოდე. პროპაგანდისტული ვიდე-
ოკლიპების გადაღებისასაც ხომ სცადეს ჩემთვის სათქმელი ეკარნახათ, მაგ-
რამ ჩავფლავდი.
- შეგიძლია ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნო, ქეთნის, - ამბობს ბო-
ლოს ჰეიმიჩი.
- კარგი, ვეცდები, - ვპასუხობ მე.
უცნაური შეგრძნებაა, როცა გარეთ, კიბის თავზე დგახარ, სამხედრო კოს-
ტიუმი გაცვია და პროჟექტორი თავს დაგნათის, მაგრამ არსად ჩანს პუბლი-
კა, რომელიც მოგისმენს. თითქოს მთვარის წინაშე გამოვდივარ.
- დროზე მოვრჩეთ, - ამბობს ჰეიმიჩი, - და თავშესაფარში დაბრუნდი, თო-
რემ გარეთ ყოფნა საშიშია.
ქვემოთ, მოედანზე მდგარი ჩემი გადამღები ჯგუფის წევრები მანიშნებენ,
ჩვენ მზად ვართო. ჰეიმიჩს ვეუბნები, დაიწყე-მეთქი, მერე მიკროფონს
ვრთავ და ჰეიმიჩის ნაკარნახევ პირველ წინადადებას ვისმენ. მოედნის თავ-
ზე, ერთ-ერთ ეკრანზე, ჩემი უზარმაზარი გამოსახულება ჩნდება და მეც წარ-
მოვთქვამ:
- მე-2 რაიონელებო, მოგმართავთ ქეთნის ევერდინი. ახლა თქვენი მარ-
თლმსაჯულების სახლის კიბეზე ვდგავარ, სადაც...
ისმის საყვირის კივილი და ამ დროს რკინიგზის სადგურში ორი მატარე-
ბელი ერთდროულად შემოდის. ვაგონების კარები იღება და გარეთ კვამ-
ლში გახვეული ხალხი გამორბის. როგორც ჩანს, იციან, მოედანზე რომ ჩა-
უსაფრდებოდნენ და უმეტესობა მაშინვე ძირს წვება. ტყვიების წვიმა სადგურ-
ში ნათურებს ამსხვრევს. როგორც გეილმა იწინასწარმეტყველა, ისინი შეი-
არაღებულები მოვიდნენ. ღამის სიჩუმეს ოხვრა-კვნესა არღვევს.
ვიღაც კიბეზეც აქრობს შუქს და წყვდიადში მმალავს. სადგურში ხანძარი
მძვინვარებს. ეტყობა, ერთ-ერთ მატარებელს ცეცხლი უკიდია. მისი ფანჯრე-
ბიდან სქელი კვამლის ბოლქვები გამოდის. ხალხს სხვა გასაქცევი არსად
აქვს და მოედნისკენ მორბის ხველებ- ხველებით. თუმცა, იარაღს ხელს არ
უშვებენ. სასწრაფოდ თვალს ვავლებ მოედნის ირგვლივ მდგარი შენობების
სახურავებს. ყოველ მათგანზე აჯანყებული არტილერისტია გამაგრებული.
ტყვიამფრქვევების გაზეთილ ლულებზე მთვარის შუქი ირეკლება. სადგური-
დან ერთი ახალგაზრდა მობარბაცებს. ცალი ხელით გასისხლიანებულ ლო-

164
ყაზე ტილო მიუდია, მეორით ავტომატს მოათრევს. უცებ მუხლი ეკვეთება და
პირქვე ეცემა. მის ამომწვარ პერანგს და გაწითლებულ ხორცს ვამჩნევ. უეც-
რად ისიც მაღაროს აფეთქებაში მოყოლილ მაღაროელს ემსგავსება.
კიბეზე ჩავრბივარ, რომ დავეხმარო.
- შეჩერდით! - ვუყვირი აჯანყებულებს, - არ ისროლოთ! - ექო მთელ მოე-
დანს ედება, მიკროფონი ჩემს ხმას აძლიერებს, - შეჩერდით!
ახალგაზრდას ვუახლოვდები და წამოსაყენებლად ხელს ვუწვდი, მაგრამ
ის მუხლებზე დგება და ავტომატს მიმიზნებს.
ინსტინქტურად რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ და მშვილდს თავზემოთ
ვწევ, რომ ვუჩვენო, სამტროდ არ მოვსულვარ.
ახალგაზრდას ავტომატი ორივე ხელით ჩაუბღუჯავს. მის გაგლეჯილ
ლოყას ვამჩნევ. ეტყობა, ჩამოვარდნილი ქვა მოხვდა. შეტრუსული თმის,
დამწვარი ხორცისა და საწვავის სუნი ასდის. თვალებში ტკივილი და შიში
ჩასდგომია.
- გაშეშდი! - ჰეიმიჩის ჩურჩული მესმის ყურში.
მის ბრძანებას ვემორჩილები, რადგან ვხვდები, რომ ახლა შეიძლება
მთელი მე-2 რაიონი ან მთელი პანემი მე მიყურებდეს - კაჭკაჭჯაფარა სამიზ-
ნეში ამოიღო ადამიანმა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქეს.
ბიჭი ძლივს გასაგებად ლუღლუღებს:
- ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა გესროლო.
მთელი სამყარო თითქოს უკან იხევს. მხოლოდ მე დავრჩი. ვდგავარ და
თვალებში ვუყურებ გაშმაგებულ ბიჭს კაკლიდან, რომელიც მთხოვს, მიზეზი
მითხარი და სიცოცხლეს შეგინარჩუნებო. თუმცა, პირიდან მხოლოდ ეს
ამომდის: - ვერ გეტყვი.
წესით, ჩემს პასუხს გასროლა უნდა მოჰყვეს, მაგრამ ბიჭს ჩემი სიტყვები
აბნევს. მე თვითონაც ვიბნევი, რადგან ვხვდები, რომ სიმართლე ვთქვი.
კეთილშობილურ იმპულსს, რამაც მის დასახმარებლად გაქცევისკენ მი-
ბიძგა, სასოწარკვეთილება ცვლის.
- ვერ გეტყვი. და პრობლემაც ესაა, არა? - მშვილდს ქვემოთ ვწევ, - ჩვენ
თქვენი მაღარო ავაფეთქეთ. თქვენ ჩვენი რაიონი მიწასთან გაასწორეთ.
ყველანაირი მიზეზი გვაქვს ერთმანეთის დასახოცად. ჰოდა, მესროლე. კაპი-
ტოლიუმი გაახარე. კაპიტოლიუმის ნაცვლად მისი მონების ხოცვა მომბეზ-

165
რდა, - მშვილდს მიწაზე ვაგდებ და ფეხსაცმლის წვერს ვკრავ. მშვილდი
ქვის ფილებზე მისრიალებს და ბიჭის მუხლებთან ჩერდება.
- მე კაპიტოლიუმის მონა არ ვარ, - ბუტბუტებს ის.
- სამაგიეროდ, მე ვარ, - ვპასუხობ მე, - ამიტომაც მოვკალი კატონი... ხო-
ლო კატონმა თრეში მოკლა... თრეშმა - ქლოუვი... ქლოუვმა კი ჩემი მოკ-
ვლა სცადა. ასე გრძელდება დაუსრულებლად. საბოლოოდ ვინ იმარჯვებს?
ჩვენ არ ვიმარჯვებთ. რაიონები ვერ იმარჯვებს, მხოლოდ - კაპიტოლიუმი.
მომბეზრდა, მათი თამაშების უბრალო მონაწილე ვეღარ ვიქნები.
პიტა. სწორედ ეს სიტყვები მითხრა პირველი შიმშილის თამაშების დაწყე-
ბამდე საწვრთნელი ცენტრის სახურავზე. პიტა ამას ჯერ კიდევ მანამ მიხვდა,
სანამ არენაზე დავდგამდით ფეხს. იმედია, ახლა მიყურებს, ის ღამე ახსენ-
დება და როცა მოვკვდები, მაპატიებს.
- ლაპარაკი არ შეწყვიტო. უთხარი როგორ ჩამოიქცა მთა, - დაჟინებით
მთხოვს ჰეიმიჩი.
- ჩამოქცეული მთა რომ დავინახე, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს...
ხელახლა მათი მარიონეტი გავხდი. თქვენი, მე-2 რაიონელების დახოცვა
მაიძულეს. რატომ? მე-12 და მე-2 რაიონებს ერთმანეთში გასაყოფი არაფე-
რი გვქონდა, მხოლოდ კაპიტოლიუმი გვაიძულებდა ბრძოლას.
ბიჭი შემცბარი მომჩერებია. მე მის წინ მუხლებზე ვდგები და ხმადაბლა,
მაგრამ მტკიცედ მივმართავ: - მაშ, რატომ ებრძვი სახურავებზე გამაგრებულ
აჯანყებულებს? რატომ ებრძვი ლაიმს, თქვენს გამარჯვებულს? რატომ ებ-
რძვი შენს მეზობლებს ან ოჯახის წევრებს?
- არ ვიცი, - მპასუხობს ბიჭი, მაგრამ ავტომატის ლულას მაინც არ მაშო-
რებს.
ვდგები და თვალს ვავლებ მოედანს. სახურავებზე ჩასაფრებულ არტილე-
რისტებს მივმართავ.
- და თქვენ, მანდ, ზემოთ! მე მაღაროელთა ქალაქიდან ვარ. როდის აქე-
თაა, რომ ერთი მაღაროელი მეორეს მიწის ქვეშ სასიკვდილოდ სწირავს ან
ნანგრევებიდან ძლივძლივობით გამოღწეულს ქუჩაში კლავს?
- ვინ არის მტერი? - მეჩურჩულება ჰეიმიჩი.
- ეს ხალხი... - მოედანზე დაყრილ დაჭრილებზე ვანიშნებ, - თქვენი მტე-
რი არაა, - მკვეთრად ვტრიალდები რკინიგზის სადგურისკენ, - აჯანყებულე-
ბი თქვენი მტრები არ არიან! ყველას ერთი მტერი გვყავს და მას კაპიტო-

166
ლიუმი ჰქვია! სწორედ ახლა გვაქვს შანსი, მისი ძალაუფლება დავამხოთ,
მაგრამ ამისთვის ყველა რაიონის მოქალაქის დახმარება დაგვჭირდება!
კამერა ახლო ხედით მიღებს, როცა ხელს ვუწვდი ბიჭს, დაჭრილებსა და
მთელი პანემის აჯანყებულ მოსახლეობას.
- გთხოვთ, შემოგვიერთდით!
ჩემი სიტყვები ჰაერში ეკიდება. ტელეეკრანს შევყურებ იმედით, რომ შე-
რიგებული ხალხის მასას დავინახავ.
ამის მაგივრად კი ვხედავ, როგორ მესვრიან პირდაპირ ეთერში.

16.

ყოველთვის.
მორფლინგის ბინდში პიტას ჩურჩული მესმის და მის მოსაძებნად მივდი-
ვარ. ესაა ბუნდოვანი, იისფრად შეღებილი სამყარო მკვეთრი კონტურების
გარეშე და მრავალი სამალავით. მივარღვევ ღრუბლების სქელ კედელს,
მივყვები ძლივს შესამჩნევ ნაკვალევს. დარიჩინისა და კამის სუნი მცემს. ერ-
თგან ლოყაზე პიტას შეხებას ვგრძნობ და მინდა, დავიჭირო, მაგრამ გაფან-
ტული ნისლივით ხელიდან მისხლტება.
მე-13 რაიონის საავადმყოფოს რეანიმაციაში მოვდივარ გონს და ყველა-
ფერი მახსენდება. ხის ტოტზე ავძვერი და ელექტრულად დამუხტულ ღობეს
გადავახტი. მე-12 რაიონის ტერიტორიაზე დაშვებისას ფეხი ვიღრძე. საძილე
სიროფი დამალევინეს. პიტამ საწოლში ჩამაწვინა. სანამ ჩამეძინებოდა,
ვთხოვე, ჩემთან დარჩენილიყო. მაშინ რაღაც წაიჩურჩულა, მაგრამ ვერ გა-
ვიგე. ეტყობა, ჩემი ტვინის რომელიღაც ნაწილში მისი ერთსიტყვიანი პასუხი
ჩაიბეჭდა და ახლა სიზმარში ჩემს საწამებლად გონებაში ამოტივტივდა.
ყოველთვის.
მორფლინგი ყოველგვარ ემოციას აყუჩებს. ამგვარად, მწუხარების ნაც-
ვლად სიცარიელეს ვგრძნობ. იქ, სადაც ოდესღაც ყვავილები ყვაოდა, ახლა
ხმელი ბუჩქნარია. საუბედუროდ, ჩემს ორგანიზმში საკმარისი ტკივილგამა-
ყუჩებელი აღარ დარჩა, რომ მარცხენა გვერდში ტკივილი დამიცხროს. სწო-
რედ იქ მომხვდა ტყვია. ნეკნებზე მჭიდროდ შემოხვეულ სქელ დოლბანდს
ვეხები და მიკვირს, ჯერ კიდევ აქ რატომ ვარ.
167
სასხლეტისთვის თითი კაკლიდან გამოქცეულ, მუხლებზე დაცემულ ბიჭს
არ გამოუკრავს. ვიღაც სხვამ, უკან მდგარმა, მესროლა. სხეულში ტყვიის
შერჭობა არ მიგრძნია, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ურო ჩამცხეს.
ტყვიების ზუზუნში გონება დავკარგე. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ მხო-
ლოდ საწყლად ვოხრავ.
თეთრ ფარდას, რომელიც გვერდითა საწოლისგან მყოფს, განზე სწევენ
და იოანა მეისონს ვხედავ. თავიდან შიში მიპყრობს, რადგან არენაზე იოანა
თავს დამესხა. თავს ვახსენებ, რომ მან ეს ჩემს გადასარჩენად გააკეთა. ეს
შეთქმულთა გეგმის ნაწილი იყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულზე ვე-
ხატები. იქნებ სულაც კაპიტოლიუმისთვის თვალის ასახვევად მეპყრობოდა
უხეშად?
- ცოცხალი ვარ, - ხრინწიანი ხმით ვამბობ.
- კარგი ერთი, შე უტვინო, - იოანა ჩემი საწოლის კიდეზე მძიმედ ეშვება.
მკერდში ტკივილს ვგრძნობ. ჩემი დამანჭული სახის დანახვაზე იოანა ცალ-
ყბად იღიმის და ვხვდები, რომ ეს გულთბილი შეხვედრის სცენა არაა, -
რაო, ჯერ კიდევ გტკივა? - მერე მკლავიდან ნემსს მაძრობს და თავის
მკლავზე მიმაგრებულ კათეტერში ირჭობს, - რამდენიმე დღის წინ მორ-
ფლინგის დოზა შემიმცირეს. შეეშინდათ, იმ გადარეულ მე-6 რაიონელებს
არ დაემსგავსოსო. ჰოდა, როცა არავინ მიყურებდა, ცოტ-ცოტას გპარავდი.
იმედია, არ გეწყინება.
მეწყინება? როგორ უნდა მეწყინოს, როცა კვარტალური ჯახის დასრულე-
ბის შემდეგ პრეზიდენტმა სნოუმ წამებით ლამის მოკლა. მე ამის უფლება არ
მაქვს და იოანამ ეს კარგად იცის.
როგორც კი მორფლინგი მის სისხლში შედის, იოანა სიამოვნებისგან
კვნესის.
- მგონი, მე-6 რაიონელებმა გამოსავალს მიაგნეს. წამლით გაბრუვდი და
ტანი ყვავილებით მოიხატე. არც ისე ცუდი ცხოვრებაა. ყოველ შემთხვევაში,
ის ორი ბევრ ჩვენგანზე ბედნიერად ცხოვრობდა.
სანამ მე-13 რაიონიდან წასული ვიყავი, იოანა მოსუქებულა. გადაპარსულ
თავზე რბილი ღინღლი ამოსვლია და ზოგიერთი ნაიარევი დაუფარავს.
თუმცა, მგონი ჯერ ისევ უჭირს, რაკი მორფლინგს ჩემგან იპარავს.
- ჩემთან ყოველდღე ფსიქიატრი მოდის. ვითომ გამოკეთებაში მეხმარე-
ბა. მას, ვინც მთელი ცხოვრება ამ კურდღლების სოროში გაატარა, რატომ-

168
ღაც ჰგონია, რომ ჩემს დახმარებას შეძლებს. ნაღდი იდიოტია. ყოველ თე-
რაპიაზე ოცჯერ მაინც მახსენებს, რომ საფრთხე აღარ მემუქრება.
ვიღიმი. ძალიან სულელური სიტყვებია. მით უმეტეს, გამარჯვებულისთვის
სათქმელად. თითქოს ამქვეყნად უსაფრთხო ადგილი სადმე არსებობდეს.
- შენ რას მეტყვი, კაჭკაჭჯაფარა? თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობ?
- ვგრძნობდი, სანამ მესროდნენ!
- კარგი რა! ტყვია არც შეგხებია. ამაზე ცინამ იზრუნა.
კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმის ჯავშანი მახსენდება.
- კი, მაგრამ ძლიერი ტკივილი რომ ვიგრძენი? ნეკნები გამიტყდა?
- არა. უბრალოდ, მაგრად დაიჟეჟე და ელენთა გაგისკდა. ექიმებმა ვერა-
ფერი მოუხერხეს, - ხელებს უარის ნიშნად იქნევს იოანა, - არა უშავს, ელენ-
თა მაინც არ გჭირდება. თუ დაგჭირდება, ახალს გიშოვიან. შენთვის სიცოც-
ხლის შენარჩუნება ყველას მოვალეობაა.
- ამიტომაც გძულვარ?
- ნაწილობრივ, - აღიარებს იოანა, - რასაკვირველია, მშურს შენი. აუტანე-
ლიც ხარ. შენი იაფასიანი სასიყვარულო რომანითა და უმწეოთა ქომაგის
როლით განსაკუთრებით მაღიზიანებ.
- კაჭკაჭჯაფარა შენ უნდა ყოფილიყავი. ტექსტის კარნახი არ დაგჭირდე-
ბოდა, - ვაღიარებ მე.
- ეგრეა. თუმცა, მე არავის ვუყვარვარ.
- კი, მაგრამ, ხომ გენდნენ. აჯანყებულებს არენიდან ჩემს გაყვანაში დაეხ-
მარე... თანაც, შენი ეშინიათ.
- მე მხოლოდ მე-13 რაიონში თუ მიფრთხიან, კაპიტოლიუმს კი ამჟამად
მხოლოდ შენი ეშინია.
პალატაში გეილი შემოდის. იოანა კათეტერიდან ნემსს იძრობს და კვლავ
მე მიერთებს.
- შენს ბიძაშვილს ჩემი ნამდვილად არ ეშინია, - იოანა ვითომ საიდუმ-
ლოდ მანდობს. მერე ჩემი საწოლიდან დგება, კართან მიდის და გასვლისას
გეილს ფეხზე თეძოთი ეხახუნება, - ეგრე არაა, ლამაზო? - მისი ხარხარი
დერეფნიდან ისმის.
შუბლშეჭმუხნილი ვუყურებ გეილს, რომელიც ჩემს ხელს იღებს.
- მეშინია კი არა, შეძრწუნებული ვარ, - ირონიულად ამბობს გეილი.
ვიცინი, მაგრამ უეცარი ტკივილისგან სახე მეცვლება.

169
- ფრთხილად, - მეფერება გეილი, - სულ შარში როგორ უნდა ეხვეოდე?
- ამჯერად ჩემი ბრალი არ ყოფილა. ვიღაცამ მთა ააფეთქა.
უკან დახევის ნაცვლად, გეილი უფრო ახლოს მოდის და ყურადღებით
მაკვირდება.
- ფიქრობ, უსულგულო ვარ?
- ვიცი, არ ხარ. თუმცა, ვერ გეტყვი, რომ სწორად მოვიქეცით.
ახლა კი უკან იხევს. უკმაყოფილო ჩანს.
- ქეთნის, მითხარი, რა განსხვავებაა მტრის მიწის ქვეშ გასრესასა და ბი-
ტის ისრებით ცაში აფეთქებას შორის? შედეგი ხომ მაინც ერთია.
- რავიცი. ჯერ ერთი, მე-8 რაიონში თავს დაგვესხნენ. საავადმყოფო და-
ბომბეს...
- დიახ და ის ჰოვერპლანები მე-2 რაიონიდან მოფრინდნენ. იმ ჰოვერ-
პლანების ჩამოგდებით მორიგი იერიში აღვკვეთეთ.
- კი, მაგრამ ასე თუ იფიქრე... ნებისმიერ დროს ნებისმიერი პიროვნების
მოსაკლავად გამონახავ საბაბს. ამ ლოგიკით შიმშილის თამაშებში ბავშვების
გაგზავნაც გამართლებული იყო, რადგან რაიონებს აჯანყების სურვილს
უკარგავდა.
- ეს სრულიად სხვა რამეა, - მეუბნება გეილი.
- სულაც არა, - ვეწინააღმდეგები მე, - ეტყობა, ჩემნაირად რომ იფიქრო,
არენაზე უნდა იყო ნამყოფი.
- გასაგებია. ერთმანეთთან კამათი კარგად გამოგვდის, - ამბობს გეილი, -
ყოველთვის გამოგვდიოდა. შეიძლება, უკეთესიც კია. ისე, ჩვენ შორის დარ-
ჩეს და, მე-2 რაიონი უკვე ჩვენია.
- მართლა? - წამით გამარჯვების სიხარული მიპყრობს, მაგრამ მერე მო-
ედანზე შეგროვილი ხალხი მაგონდება, - მას შემდეგ, რაც მესროლეს,
ბრძოლა გაგრძელდა?
- ცოტა ხანს. კაკალში მომუშავე მე-2 რაიონელები კაპიტოლიუმელ ჯა-
რისკაცებს დაუპირისპირდნენ. აჯანყებულები უქმად ისხდნენ და უყურებდნენ.
არა მხოლოდ აჯანყებულები, მთელი ქვეყანა იჯდა და უყურებდა.
- ჰო, ეგ ყველაზე უკეთ გამოგვდის.
მეგონა, მნიშვნელოვანი ორგანოს დაკარგვის გამო რამდენიმე კვირა
წოლა მომიწევდა, მაგრამ ექიმები დაუყოვნებლივ ადგომასა და მოძრაობას
მაიძულებენ. პირველი რამდენიმე დღე მორფლინგიც კი ვერ მიყუჩებს, მაგ-

170
რამ ტკივილი თანდათან მიცხრება. აი, დაჟეჟილი გვერდები კი, როგორც
ჩანს, კიდევ კარგა ხანს შემაწუხებს. სულაც აღარ მეხალისება, იოანა ჩემს
მორფლინგს რომ ისხამს, მაგრამ უარს მაინც არ ვეუბნები.
ხმა გავრცელებულა, ქეთნისი მოკვდაო, და ჭორის გასაფანტად პალატა-
ში გადამღებ ჯგუფს მიგზავნიან. ვიდეოში ჩემს ნაკერებსა და დაჟეჟილობებს
ვაჩვენებ და რაიონებს გამარჯვებასა და გაერთიანებას ვულოცავ. ბოლოს
კაპიტოლიუმს ვემუქრები, მალე თქვენამდეც მოვაღწევთ-მეთქი.
ყოველდღე მიწის ზემოთ ვსეირნობ - ეს ჩემი სარეაბილიტაციო კურსის
ნაწილია. ერთ დღეს სასეირნოდ პლუტარქეც მომყვება და ვითარებას მაც-
ნობს. მე-2 რაიონი უკვე ჩვენი მოკავშირეა და აჯანყებულებს გადასაჯგუფებ-
ლად ხანმოკლე შესვენება აუღიათ. ახლა მარაგის შევსება, დაჭრილების
მკურნალობა და საჯარისო შენაერთების რეორგანიზება მიმდინარეობს.
როგორც მე-13 რაიონი შავბნელ ხანაში, ახლა კაპიტოლიუმია სრულიად
მოწყვეტილი გარესამყაროს და ატომური თავდასხმით იმუქრება, ოღონდ
მე-13 რაიონისგან განსხვავებით, კაპიტოლიუმს რეფორმირებისა და დამოუ-
კიდებლად არსებობის საშუალება და უნარი არ აქვს.
- ქალაქი მცირე ხანს როგორმე გაძლებს, - ამბობს პლუტარქე, - საგანგე-
ბო ვითარებისთვის მატერიალური საშუალებები კი ექნებათ მომარაგებული.
თუმცა, მე-13 რაიონსა და კაპიტოლიუმის მოქალაქეებს ერთმანეთისგან
მოთხოვნილებები განასხვავებთ. მე-13 რაიონი გაჭირვებას მიჩვეულია, კა-
პიტოლიუმში კი მხოლოდ Panem et Circenses სმენიათ.
- რას ნიშნავს? - პანემის გარდა არაფერი მეცნობა.
- ათასობით წლის წინანდელი ლათინური გამონათქვამია ერთ იმპერი-
აზე, რომელსაც რომი ერქვა, - მიხსნის პლუტარქე, - Panem et Circenses
პურსა და სანახაობას ნიშნავს. გამონათქვამის ავტორი გვეუბნება, რომ სავსე
მუცლისა და გასართობის სანაცვლოდ რომის მოქალაქეებმა პოლიტიკური
პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, თავიანთი ძალაუფლება დათმეს. კაპი-
ტოლიუმი მახსენდება. საკვების სიუხვე. უდიდესი გასართობი - შიმშილის თა-
მაშები.
- ესე იგი, რაიონები ამისთვის სჭირდებათ: კაპიტოლიუმის საჭმლითა და
გასართობით მოსამარაგებლად.
- დიახ, და სანამ პური და სანახაობა არ აკლდა, კაპიტოლიუმი თავის პა-
ტარა იმპერიას კარგად მართავდა. ამჯერად კაპიტოლიუმი მოქალაქეებს

171
ვეღარც პურს მიაწვდის და ვეღარც - სანახაობას. ყოველ შემთხვევაში, იმ-
დენს და ისეთს ვეღარ, როგორსაც იქაურები არიან მიჩვეული, - მიხსნის
პლუტარქე, - საკვები საკმარისად გვაქვს, მალე პროპაგანდისტულ გასარ-
თობ ვიდეოსაც გადავიღებთ. დარწმუნებული ვარ, ხალხს ძალიან მოეწონე-
ბა. ბოლოს და ბოლოს, ქორწილი ყველას უყვარს.
პლუტარქეს უეცარი შემოთავაზებით გაოგნებული, ვშეშდები. ჩემი და პი-
ტას დაქორწინებას გეგმავს? რა სიგიჟეა! რაც მე-13 რაიონში დავბრუნდი, იმ
ცალი მხრიდან გამჭვირვალე მინაში ერთხელაც არ გამიხედავს. ჰეიმიჩის
გარდა, ყველას ვუკრძალავ პიტას სახელის ხსენებას. ჰეიმიჩიც მხოლოდ პი-
ტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მელაპარაკება. პიტაზე სხვადასხვაგ-
ვარ მეთოდს ცდიან. მისი სრულად განკურნების შანსი არ არსებობს. და აი,
ხალხისთვის საჩვენებელი პროპაგანდისტული ვიდეოსთვის ჩემი და პიტას
დაქორწინებას აპირებენ!
- არა, არა, ქეთნის, შენ და პიტას კი არ გაქორწინებთ, - სასწრაფოდ მამ-
შვიდებს პლუტარქე, - ფინიკი და ენი ვიგულისხმე. შენ მხოლოდ ქორწილზე
გამოჩნდები და თავს მოაჩვენებ, თითქოს მათი ბედნიერება ძალიან გახა-
რებს.
- ესის იშვიათი შემთხვევაა, როცა თავის მოჩვენება არ დამჭირდება, პლუ-
ტარქე, - ვეუბნები მას.
მომდევნო სამი დღე ქორწილისთვის მზადებაში გადის. ამჯერადაც ცხა-
დად ჩანს მე-13 რაიონსა და კაპიტოლიუმს შორის მკვეთრი განსხვავება.
პრეზიდენტი კოინისთვის ქორწილი ორი ადამიანის მიერ ქაღალდის ფურ-
ცელზე ხელის მოწერასა და მათთვის ახალი ბინის გამოყოფას ნიშნავს,
პლუტარქესთვის - ასობით გამოპრანჭული ადამიანის სამდღიან ქეიფსა და
ზეიმს. სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს კოინისა და პლუტარქეს კამათს.
პლუტარქე ყოველი სტუმრისთვის, ყოველი მუსიკალური ნოტისთვის იბ-
რძვის. კოინი სუფრას, გართობას და ალკოჰოლს კრძალავს, რასაც აღ-
შფოთებული პლუტარქეს ღრიალი მოსდევს:
- მაშინ, რა აზრი აქვს ამ ვიდეოს გადაღებას, თუკი ქორწილში არავინ გა-
ერთობა?
თამაშის შემოქმედისთვის ხელმომჭირნეობის სწავლება ძალიან ძნელია.
ეს მცირე საზეიმო ღონისძიება მე-13 რაიონში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს.
აქ ხომ არანაირი დღესასწაული არ არსებობს. როცა განცხადება ქვეყნდება,

172
მე-4 რაიონელთა საქორწილო სიმღერისათვის ბავშვებს ვარჩევთო, ფაქ-
ტობრივად, ყველა ადგილობრივი ბავშვი მოდის. დეკორაციების გაკეთება-
შიც მოხალისეები გვეხმარებიან. სასადილოშიც საუბრის ერთადერთი თემა
მოახლოებული ქორწილია.
შეიძლება ხალხს არც ეზეიმება, მაგრამ რამე კარგი მოენატრა და ყვე-
ლას სურს ამ კარგის მონაწილე იყოს. იქნებ ამიტომაცაა, რომ, როცა პა-
ტარძლის კაბის შერჩევაზე მიდგება საქმე, აღელვებულ პლუტარქეს ვამშვი-
დებ, ენის მე-12 რაიონის გამარჯვებულის სოფელში წავიყვან და ჩემს სახ-
ლში ცინას დატოვებული საღამოს კაბებიდან რომელიმეს ავარჩევთ-მეთქი.
ჩემთვის შეკერილი ყველა საქორწილო კაბა კაპიტოლიუმში წაიღეს, მაგრამ
კაბები, რომლებიც გამარჯვებულის ტურნეში მეცვა, ჯერაც ჩემს სახლშია.
ენისთან ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან მასზე მხოლოდ ის ვიცი,
რომ ფინიკს უყვარს და ყველას შეშლილი ჰგონია. ჰოვერკრაფტში მასთან
ერთად ფრენისას ვასკვნი, რომ ენი ემოციურად გაუწონასწორებელი უფ-
როა, ვიდრე გიჟი. უადგილოდ იცინის და ლაპარაკისას ხანდახან მოულოდ-
ნელად ჩუმდება. მწვანე თვალებით ისე დაჟინებით აშტერდება რომელიმე
წერტილს, რომ უნებურად გაგირბის მზერა იქით, ნეტა რას უყურებსო. ზოგ-
ჯერ უმიზეზოდ ყურებზე ხელებს იფარებს, თითქოს საშინელი ხმაურის მოს-
მენა აღარ უნდაო. გასაგებია, უცნაური გოგოა, მაგრამ რახან ფინიკს უყ-
ვარს, ჩემთვის ესეც საკმარისია. ნებართვა ვითხოვე და ჩემი სტილისტებიც
თან მიმყავს. მოდური სამოსის შერჩევა მე აღარ მომიწევს. გარდერობის
კარს რომ ვაღებთ, ყველანი ვჩუმდებით - ტანსაცმლის ნაკეცებში იმდენად
ძლიერად იგრძნობა ცინას სული. ოქტავია მუხლებზე ეცემა და ლოყას კაბის
არშიას ადებს. თვალებიდან ცრემლი სდის.
- რამდენი ხანია, ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს, - ოხრავს ის.
მართალია, კოინი შიშობდა, ქორწილი მეტისმეტად ექსტრავაგანტური გა-
მოვა, ხოლო პლუტარქე შიშობდა - მოსაწყენიო, მაგრამ ქორწილით ყველა
კმაყოფილია. მე-13 რაიონელებისა და დევნილებისგან შერჩეულ სამას იღ-
ბლიან სტუმარს ყოველდღიური სამოსი აცვია. დეკორაციები შემოდგომის
ფოთლებით არის დამზადებული. საქორწილო სიმღერას ბავშვები ასრულე-
ბენ მე-12 რაიონიდან თავის საკრავიანად გამოქცეული მევიოლინეს აკომპა-
ნემენტის თანხლებით. კაპიტოლიუმური სტანდარტებით, უბრალო და ღარი-
ბული ქორწილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - მეფე-პატარძლის სი-

173
ლამაზეს მაინც ვერაფერი შეედრება. მართალია, მათ სამოსს არაფერი და-
ეწუნება (ენის მწვანე აბრეშუმის კაბა აცვია, მე-5 რაიონში რომ მეცვა, ხოლო
ფინიკს - პიტას გადაკეთებული კოსტიუმი), მაგრამ მათი სილამაზე ნათხოვა-
რი სამოსის დამსახურება სულაც არაა. რომელი კაბა ან კოსტიუმი აჯობებს
წყვილის გაცისკროვნებულ სახეებს, მათ ხომ ვერ წარმოედგინათ, რომ რო-
დესმე ეს დღე დაუდგებოდათ! საქორწილო ცერემონიას მე-10 რაიონელი
ვეტერინარი დალტონი უძღვება, რადგან მის სამშობლოშიც მსგავსი საქორ-
წილო ადათი-წესები აქვთ. თუმცა, ქორწილს მე-4 რაიონის უნიკალური
შტრიხებიც ამშვენებს. საქორწინო ფიცის დადებისას მეფე-პატარძალი გრძე-
ლი ბალახისგან დაწნული ბადის ქვეშ დგას, ერთმანეთს მლაშე წყლით უს-
ველებენ ტუჩებს და ისმის ძველი საქორწილო სიმღერა, რომელშიც ქორწი-
ნებას საზღვაო მოგზაურობას ადარებენ.
არა, თავის მოჩვენება ნამდვილად არ მჭირდება. გულწრფელად ვხარობ
მათი ბედნიერებით.
მათი კავშირის კოცნით გამტკიცების, ტაშისა და სიდრით წარმოთქმული
სადღეგრძელოს შემდეგ ისმის მუსიკა, რომლის გაგონებაზეც ყველა მე-12
რაიონელი მევიოლინესკენ ტრიალდება. შეიძლება პანემის ყველაზე მცი-
რერიცხოვანი და ღარიბი რაიონიდან ვართ, მაგრამ ბევრზე უკეთ ვცეკვავთ.
ქორწილისთვის ცეკვა არ დაგვიგეგმავს, მაგრამ პლუტარქე, რომელიც სა-
ოპერატოროდან გვხელმძღვანელობს, ალბათ თითებგადაჯვარედინებული
ნატრობდა, ნეტა ყველაფერმა კარგად ჩაიაროსო. და მართლაც, გრისი სი
გეილს ხელს ჰკიდებს და ოთახის შუაგულისკენ მიათრევს. მათ სხვებიც უერ-
თდებიან, ორ რიგად დგებიან და ცეკვას იწყებენ.
მე კუთხეში ვდგავარ და მუსიკის რიტმს ტაშს ვაყოლებ, როცა ვიღაცის
გაძვალტყავებული თითები იდაყვზე მჩქმეტს. იოანა მიბღვერს.
- შანსს ხელიდან უშვებ და სნოუს არ აჩვენებ, როგორ ცეკვავ?
იოანა მართალია. რა გამოხატავს გამარჯვებას უფრო ნათლად, თუ არა
მხიარულად მოფრთხიალე კაჭკაჭჯაფარა? ხალხში პრიმს ვპოულობ. ზამ-
თრის გრძელ ღამეებში სხვა საქმე მაინც არაფერი გვქონდა და ცეკვაში
ვვარჯიშობდით. ასე რომ, საკმაოდ კარგი წყვილი ვართ. პრიმს ვაწყნარებ,
ნუ გეშინია, ნეკნები აღარ მტკივა-მეთქი და მოცეკვავეების რიგში ჩვენს ად-
გილებს ვიკავებთ. რასაკვირველია, ტკივილი მაწუხებს, მაგრამ სნოუმ აუცი-

174
ლებლად უნდა მნახოს ჩემს დაიკოსთან მოცეკვავე. ამ სიამოვნებას ვერ მო-
ვიკლებ.
ცეკვა გარდაგვქმნის. მე-13 რაიონელ სტუმრებს ვასწავლით ნაბიჯებს. და-
ჟინებით მოვითხოვთ, მეფე-პატარძალმა გვიცეკვოს. ერთმანეთს ხელებს
ვკიდებთ და ცეკვა-ცეკვით დიდ წრეს ვკრავთ. დიდი ხანია, აქაურებს ამდენი
მხიარულება, ხალისი და ცეკვა-თამაში არ უნახავთ. რომ არა პლუტარქეს
ვიდეოკლიპისთვის დაგეგმილი ბოლო ღონისძიება, ალბათ ცეკვა მთელ
ღამეს გაგრძელდებოდა. ამ ბოლო ღონისძიებაზე არც მე ვიცოდი რამე. ეს
სიურპრიზია.
გვერდითა ოთახიდან ოთხი კაცი უშველებელ ტორტს მოაგორებს. სტუმ-
რების უმეტესობა გზას უთმობს ამ იშვიათ, თვალწარმტაც ხელოვნების ნი-
მუშს. აქაფებული ტალღებით მოსარკულ ლურჯ-მწვანე ზღვაში თევზები და
იალქნიანი ნავები, სელაპები და ზღვის ანემონები დაცურავენ. მე ხალხში
მივიკვლევ გზას და ტორტს ვუახლოვდები იმაში დასარწმუნებლად, რასაც
ერთი შეხედვით მივხვდი. ტორტი პიტას მორთულია - ეს ისევე ცხადია ჩემ-
თვის, როგორც ის, რომ ენის კაბა ცინას მოქარგულია.
თითქოს უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ეს იმდენს ნიშნავს! ჰეიმიჩს ბევრი
რამ დაუმალავს ჩემთვის. ბიჭი, მე რომ ბოლოს ვნახე, საწოლზე მიბმული
გამწარებული ყვიროდა და გათავისუფლებას ცდილობდა.
ის ვერასდროს შეძლებდა ყურადღების მოკრებას და ტორტის ასე იდეა-
ლურად მორთვას. ჰეიმიჩი მაშინვე ჩემ გვერდით ჩნდება, თითქოს ჩემს რე-
აქციას ელოდაო, და მთავაზობს:
- მოდი, ვილაპარაკოთ.
დერეფანში, კამერებისგან მოშორებით, ჰეიმიჩს ვეკითხები:
- პიტას რა სჭირს?
ჰეიმიჩი თავს აქნევს.
- არ ვიცი. არავინ იცის. ზოგჯერ ნორმალურად აზროვნებს, ზოგჯერ სრუ-
ლიად უმიზეზოდ აფრენს. ტორტის მორთვა მისთვის ერთგვარი თერაპიაა.
რამდენიმე დღე მუშაობდა ამაზე. რომ ვუყურებდი... ძველ პიტას ჰგავდა.
- მაშ, უკვე თავისუფლად დადის? - ამის გაფიქრებაზე რატომღაც ძალიან
ვღელავ.
- არა. როცა ტორტს რთავდა, თავზე მცველები ადგნენ. კვლავაც ჩაკეტი-
ლი ჰყავთ. თუმცა, მე ველაპარაკე.

175
- პირისპირ? არ გადარეულა?
- არა. თუმცა, ჩემზე ძალიან არის გაბრაზებული და არცთუ უმიზეზოდ. მე
ხომ ის შეთქმულების შესახებ არ გამიფრთხილებია, - ჰეიმიჩი წამით ჩუმდე-
ბა, თითქოს რაღაცის გამხელა უჭირსო, - მითხრა, ქეთნისის ნახვა მინდაო.
მე ჭიქურის იალქნიან ნავზე ვარ, ლურჯ-მწვანე ტალღები აქეთ-იქით მა-
ხეთქებს, ფეხქვეშ გემბანი მეცლება. ხელისგულებით კედელს ვეყრდნობი,
რომ არ წავიქცე. ეს გეგმის ნაწილი არ არის. პიტა მე-2 რაიონში ჩამოვწე-
რე. კაპიტოლიუმში წასვლას, სნოუს მოკვლასა და თავის გაწირვას ვაპირებ-
დი. იმ გასროლამ მხოლოდ მცირე ხნით შემაყოვნა. მითხრა, ქეთნისის ნახ-
ვა მინდაო არასდროს არ უნდა მომესმინა. სამწუხაროდ, მოვისმინე და უკან
დახევას აზრი აღარ აქვს.
შუაღამისას მისი საკნის კართან ვდგავარ. ეს საავადმყოფოს პალატაა.
ჯერ პლუტარქეს ველოდეთ, როდის დაასრულებდა ქორწილის გადაღებას.
პლუტარქე კმაყოფილია, მართალია, ბრწყინვალება აკლია, მაგრამ კარგი
მასალააო.
- ის, რომ კაპიტოლიუმი ამდენ ხანს მე-12 რაიონს არად აგდებდა, კარ-
გია, რადგან სპონტანურობა შეინარჩუნეთ. აუდიტორია ამას აუცილებლად
მოიწონებს. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა პიტა სახალხოდ გამოგიტ-
ყდა სიყვარულში ან როცა შენ კენკრის ოინი მოაწყვე. ტელემაყურებელს
ასეთი რამეები ძალიან ხიბლავს.
ნეტა პიტასთან განმარტოებით შეხვედრა შემეძლოს. ახლა მინის მეორე
მხარეს კალამ და ბლოკნოტმომარჯვებული ექიმები დგანან. ჰეიმიჩი ყურ-
სასმენში მეუბნება, მიდიო და პალატის კარს ვაღებ.
მწვანე თვალები მაშინვე დაჟინებით მაშტერდება. ორივე მკლავზე სამ-სა-
მი ღვედი აქვს გადაკრული. ვენაში მილი შეუერთებიათ, რომ თუ წონასწო-
რობიდან გამოვა, მაშინვე დამამშვიდებელი გაუკეთონ. პიტა გათავისუფლე-
ბას არ ცდილობს. დაღლილი მზერა აქვს. ისე მათვალიერებს, თითქოს ჯე-
რაც ბოლომდე ვერ დაუჯერებია, რომ მუტანტი არ ვარ. მისი საწოლიდან
ერთ მეტრში ვჩერდები. არ ვიცი, ხელები სად წავიღო, და მკერდზე ვიწყობ.
- გამარჯობა.
- გამარჯობა, - მესალმება პიტა ჩვეული ხმით. თითქმის ჩვეულით; ოდნავ
საყვედურნარევი და ეჭვიანი ხმა აქვს.
- ჰეიმიჩმა მითხრა, რომ ჩემთან ლაპარაკი გინდოდა.

176
- დასაწყისისთვის, ნახვა მაინც.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ელის, როდის გადავიქცევი მის თვალ-
წინ დუჟმორეულ მაქციად. ისე დაჟინებით მიყურებს, რომ სარკიანი კედლის-
კენ ვაპარებ თვალს, იქნებ ჰეიმიჩმა რამე მიკარნახოს-მეთქი, მაგრამ ყურ-
სასმენი დუმს.
- არც ისე დიდი ყოფილხარ, - ამბობს ის, - და არც განსაკუთრებულად -
ლამაზი.
ვიცი, რომ პიტამ ჯოჯოხეთი გამოიარა და ჯერაც არ მომჯობინებულა,
მაგრამ მისი სიტყვები გულზე მხვდება.
- მახსოვს, უწინ შენც ბევრად უკეთ გამოიყურებოდი.
ჰეიმიჩის მითითებას, უკან დაიხიეო, პიტას ხარხარი ახშობს.
- და არც თავაზიანი ყოფილხარ, ამას რომ მეუბნები. მე ხომ იმდენი რამ
გადავიტანე.
- ჰო. ჩვენც ბევრი რამ გადავიტანეთ. თანაც, თავაზიანობით შენ უფრო გა-
მოირჩეოდი, ვიდრე მე, - ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. არ ვიცი, რატომ
ვეუხეშები. ის ხომ აწამეს! ის ხომ დანექტრეს! რა მემართება? ცოტაც და
ალბათ, ყვირილს დავუწყებ. ჰოდა, სანამ დროა, აქედან უნდა გავიდე, მაგ-
რამ სასწრაფოდ ვამბობ: - ახლა თავს ცუდად ვგრძნობ. ვეცდები, ხვალ შე-
მოგიარო.
უკვე კართან ვდგავარ, როცა პიტას ხმა მეწევა.
- ქეთნის, მე პურის შემთხვევა მახსოვს.
პური. ერთადერთი რამ, რაც შიმშილის თამაშებამდე ერთმანეთთან გვა-
კავშირებდა.
- როგორც ჩანს, ის ვიდეოჩანაწერი გაჩვენეს, რომელშიც პურის ამბავს
ვყვები, - ვამბობ მე.
- არა. რა, ამის ვიდეოჩანაწერი არსებობს? მაშ, კაპიტოლიუმმა რატომ
არ გამოიყენა ჩემ წინააღმდეგ? - მეკითხება პიტა.
- იმ დღეს გადავიღეთ, როცა შენ გადაგარჩინეთ, - ვპასუხობ მე. ნეკნებსა
და მკერდზე ტკივილი მარწუხად მიჭერს. შევცდი, არ უნდა მეცეკვა, - აბა, რა
გახსოვს?
- შენ მახსოვხარ. წვიმაში, - ნაზად მპასუხობს პიტა, - ჩვენს სანაგვეში იქე-
ქებოდი. მე პური დავწვი. დედაჩემმა მცემა. პური ღორისთვის გამომატანა,
მაგრამ შენ მოგეცი.

177
- სულ ეს არის. მეტი არაფერი მომხდარა, - ვამბობ მე, - მომდევნო
დღეს, გაკვეთილების შემდეგ შენთვის მადლობის გადახდა მინდოდა, მაგ-
რამ არ ვიცოდი, რა მეთქვა.
- გაკვეთილების შემდეგ გარეთ გავედით. მინდოდა, ჩემკენ გამოგეხედა,
მაგრამ შენ თვალი ამარიდე და მერე... რატომღაც ბაბუაწვერა მოწყვიტე, -
მე თავს ვუქნევ. პიტას ესეც დაუნახავს. ხმამაღლა ამის შესახებ არასდროს
მისაუბრია, - ალბათ ძალიან მიყვარდი.
- გიყვარდი, - ხმა მებზარება და ჩახველებით ვცდილობ ამის დამალვას.
- შენ არ გყვარებივარ? - მეკითხება პიტა.
თავს ვხრი და იატაკს დავყურებ.
- ყველა ამბობს, რომ მიყვარდი. ყველა ამბობს, რომ სნოუმ სწორედ ამი-
ტომ გაწამა. ეგონა, ამით გამტეხდა.
- ეს პასუხი არ არის, - მეუბნება პიტა, - არ ვიცი, რა ვიფიქრო, როცა ვი-
დეოჩანაწერებს მაყურებინებენ. პირველ არენაზე ისე ჩანს, თითქოს კრაზა-
ნა-მაძებრებით ცდილობდი ჩემს მოკვლას.
- ყველას მოკვლას ვცდილობდი, - ვეუბნები მე, - ხეზე ამდევნეთ.
- იმ ვიდეოჩანაწერებში ბევრჯერ ვკოცნით ერთმანეთს. გულწრფელი არ
ჩანხარ. მოგწონდა ჩემი კოცნა? - მეკითხება პიტა.
- ზოგჯერ, - ვაღიარებ, - თუ იცი, რომ ამწუთას გვაკვირდებიან?
- ვიცი. გეილზე რას იტყვი? - აგრძელებს პიტა.
აი, ისევ ვბრაზდები. სულ არ მანაღვლებს, გამოკეთდება თუ არა... არც
მინის მეორე მხარეს მდგარი ხალხის თვალწინ პირად საკითხებზე საუბარი
მსურს.
- არც მისი კოცნაა ცუდი, - მოკლედ ვპასუხობ.
- და მე და გეილს არ გვაწუხებდა, რომ ორივეს გვკოცნიდი? - მეკითხება
პიტა.
- ეს არც ერთს არ მოგწონდათ. თუმცა, თქვენთვის ნებართვა არც მითხო-
ვია, - ვეუბნები მას.
პიტა ხელახლა იცინის. ცივად და აგდებულად.
- კაი თავხედი ყოფილხარ, ხომ იცი!
ჰეიმიჩი არ აპროტესტებს, როცა პალატიდან გამოვდივარ. დერეფანს მი-
ვუყვები. ნაკვეთურების ლაბირინთში მივიკვლევ გზას. სამრეცხაოში თბილ
მილს ვპოულობ და მის უკან ვიმალები. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ვხვდები,

178
რატომ ვარ ასეთი გაბრაზებული. ვხვდები და ეს იმდენად სამარცხვინო მი-
ზეზია, საკუთარ თავთან გამოტყდომა მიჭირს. მორჩა, დამთავრდა ის დრო,
როცა პიტას უსაზღვროდ და უპირობოდ ვუყვარდი. ბოლოს და ბოლოს,
ისეთი გამიცნო, როგორიც სინამდვილეში ვარ - უხეში, ეჭვიანი, ეგოისტი, სა-
შიში.
პიტამ უკვე იცის, რასაც წარმოვადგენ, და მძულს ამისათვის.

17.

ამას არ ველოდი! საავადმყოფოში ჰეიმიჩთან საუბრის შემდეგ ისეთი


გრძნობა მაქვს, თითქოს მომატყუეს. კიბეებზე კი არ მივდივარ, მივხტივარ
და სამეთაურო შტაბში პირდაპირ სამხედრო თათბირზე ვიჭრები.
- რას ნიშნავს, კაპიტოლიუმში არ მივდივარ? უნდა წავიდე! მე ხომ კაჭკაჭ-
ჯაფარა ვარ!
კოინი ტელეეკრანს თვალს არ აშორებს, ისე მეუბნება:
- როგორც კაჭკაჭჯაფარამ, შენს მთავარ მიზანს მიაღწიე: რაიონები კაპი-
ტოლიუმის წინააღმდეგ გააერთიანე. ნუ ღელავ, თუ ყველაფერი კარგად ჩა-
ივლის, კაპიტულაციის ცერემონიაზე ჩამოფრინდები.
კაპიტულაციისო?
- ასე ხომ ბრძოლას გამოვტოვებ. დაგვიანებული იქნება. თქვენ მე გჭირ-
დებით - ჩემზე უკეთესი მსროლელი არ გყავთ! - ჩემი მშვილდოსნობით
ტრაბახი დიდად არ მიყვარს, მაგრამ რაც ვთქვი, სიმართლესთან ახლო
დგას, - თანაც, გეილი ხომ მოდის?!
- გეილს ერთი წვრთნაც არ გაუცდენია, თუ ჩვენს დავალებას არ ასრუ-
ლებდა. სრულიად დარწმუნებულები ვართ, ბრძოლაში თავს გამოიჩენს, -
ამბობს კოინი, - შენ კი სულ რამდენ წვრთნას დასწრებიხარ?
არც ერთს. აი, რამდენს.
- მაგრამ ზოგჯერ ხომ ვნადირობდი? გარდა ამისა... ბიტისთან ერთად
წვრთნებსაც გავდიოდი სპეცშეიარაღების განყოფილებაში.
- ეს სულ სხვა რამეა, ქეთნის, - საუბარში ერთვება ბოგსი, - ყველამ ვი-
ცით, რომ ჭკვიანი, მამაცი და კარგი მშვილდოსანი ხარ, მაგრამ ბრძოლის

179
ველზე ჯარისკაცი გვჭირდება. შენ წარმოდგენა არ გაქვს ბრძანება როგორ
შეასრულო. ფიზიკურადაც არც ისე კარგ ფორმაში ხარ.
- რატომღაც მე-8 რაიონში ამას ყურადღებას არ აქცევდით. არც მე-2
რაიონში.
- არც ერთგან საბრძოლველად არ გაგვიგზავნიხარ, - პლუტარქე მკაცრი
მზერით მანიშნებს, ზედმეტი არაფერი წამოგცდესო.
პლუტარქე მართალია. მე-8 რაიონში ბომბდამშენების ჩამოგდება და მე-2
რაიონში ბრძოლაში ჩემი ჩარევა სპონტანურად, ნაჩქარევად და უნებარ-
თვოდ მოხდა.
- და ორივეგან დაშავდი, - მახსენებს ბოგსი.
უეცრად მისი პოზიციიდან ვხედავ საკუთარ თავს - პატარა, ჩვიდმეტი
წლის გოგოს, რომელსაც ნეკნები ჯერაც არ გამთელებია და ძლივს სუნ-
თქავს. დაუდევარი ვარ. არადისციპლინური. ბოლომდე გამოუჯანმრთელე-
ბელი. ჯარისკაცი კი არა, მოსავლელი ვარ.
- კაპიტოლიუმში აუცილებლად უნდა წავიდე, - ჩემსას არ ვიშლი.
- რატომ? - მეკითხება კოინი.
ვერ ვეტყვი, რომ სნოუზე პირადად უნდა ვიძიო შური და რომ მე-13 რაი-
ონში ახლანდელ პიტასთან ყოფნა ჩემთვის აუტანელია, მით უფრო მაშინ,
როცა გეილი საომრად მიემგზავრება. თუმცა, კაპიტოლიუმის წინააღმდეგ
საბრძოლველ მიზეზებს რა დალევს?
- მე-12 რაიონის გამო. კაპიტოლიუმმა მშობლიური რაიონი გამინადგურა.
პრეზიდენტი კოინი ფიქრობს. დაჟინებით მიყურებს.
- კარგი, სამ კვირას მოგცემ. დიდი დრო არაა, მაგრამ წვრთნები უნდა
გაიარო. თუ კომისია ვარგისად ჩაგთვლის, შენს საკითხს გადავხედავთ.
სულ ეს არის. მეტის იმედი არ უნდა მქონდეს. ჩემი ბრალია. დღის გან-
რიგს ყოველთვის ვარღვევდი. გარშემო იმდენი რამ ხდებოდა, პოლიგონზე
ავტომატით ძუნძული არ მეხალისებოდა და, აი, ურჩობისთვის მომეზღო.
საავადმყოფოში იოანას ვპოულობ. ისიც ჩემნაირ მდგომარეობაშია. ლა-
მისაა, გააფრინოს. სიტყვასიტყვით ვუმეორებ კოინის ნათქვამს.
- იქნებ შენც მიიღო მონაწილეობა წვრთნაში.
- კარგი. მთელი ეკიპაჟის დახოცვა და ჰოვერკრაფტის გატაცებაც რომ
დამჭირდეს, იმ დაწყევლილ კაპიტოლიუმში მაინც გავფრინდები, - ამბობს
იოანა.

180
- აჯობებს, წვრთნებისას ეგ ხმამაღლა არ წამოგცდეს, - ვურჩევ მე, - თუმ-
ცა, მიხარია, რომ თანამგზავრი მეყოლება.
იოანა იღიმის. როგორც ჩანს, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა.
მართალია, ცვლილება მცირეა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. რასაკვირვე-
ლია, მეგობრები არ ვართ, მაგრამ მოკავშირეები თამამად შეიძლება გვე-
წოდოს. ძალიან კარგი. მოკავშირე ნამდვილად დამჭირდება.
მომდევნო დილის რვის ნახევარზე, როცა საწვრთნელად გავდივართ,
მწარე რეალობის პირისპირ ვდგები. დამწყებთა კლასში ჩავურიცხივართ
თოთხმეტი-თხუთმეტი წლის მოზარდებთან ერთად, რაც ცოტათი საწყენია;
თუმცა, თანდათან ირკვევა, რომ ეს მოზარდები ჩვენზე ბევრად უკეთეს
ფორმაში არიან. გეილი და კაპიტოლიუმში გასაგზავნად შერჩეული სხვა ჯა-
რისკაცები წვრთნის განსხვავებულ, დაჩქარებულ კურსს გადიან. მოთელვის
(რაც მტკივნეულია!) შემდეგ კუნთების გამამაგრებელი რამდენიმესაათიანი
ვარჯიში გვაქვს (რაც კიდევ უფრო მტკივნეულია!) და ბოლოს, ხუთ კილო-
მეტრს გავრბივართ (ეს, საერთოდ, მომაკვდინებელია!). იოანას დაცინვის
მიუხედავად, კილომეტრ-ნახევრის გარბენის შემდეგ ვჩერდები.
- ნეკნები მტკივა და ფერდები ჯერაც დაჟეჟილი მაქვს, - ვუხსნი ჩვენს
მწვრთნელს, შუახნის გაუცინარ ქალს, რომელსაც ასე მივმართავთ: ჯარის-
კაცო იორკ.
- იცი რა, ჯარისკაცო ევერდინ, ეგ ნეკნები კიდევ ერთი თვე არ გაგიმ-
თელდება.
- ერთი თვე ვერ მოვიცდი, - ჯიუტად ვაქნევ თავს.
მწვრთნელი თავით ფეხებამდე მათვალიერებს.
- ექიმებმა მკურნალობის კურსი არ დაგინიშნეს?
- მკურნალობის კურსი არსებობს? - ვეკითხები მე, - მითხრეს, თავისით
გაგიმთელდებაო.
- გასაგებია, მაგრამ ექიმებს პროცესის დაჩქარებაც შეუძლიათ, თუ პირა-
დად ვთხოვ. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, იოლი არ იქნება.
- გთხოვთ, კაპიტოლიუმში აუცილებლად უნდა მოვხვდე.
ჯარისკაცი იორკი ზედმეტი კითხვების გარეშე ბლოკნოტში ინიშნავს რა-
ღაცას და საავადმყოფოში მგზავნის. ვყოყმანობ. წვრთნების გაცდენა აღარ
მინდა.
- შუადღის ვარჯიშებზე დავბრუნდები, - ვპირდები მწვრთნელს.

181
ჯარისკაცი იორკი გაბუტულივით მიყურებს.
გულმკერდში ოცდაოთხი ნემსის გაკეთების შემდეგ, საავადმყოფოს სა-
წოლზე გაშოტილი, კბილს კბილზე ვაჭერ, რომ როგორმე გავუძლო და
ექიმებს მორფლინგის გაკეთება არ ვთხოვო. ყოველი შემთხვევისთვის, წვე-
თოვანი ჯერაც აქ დგას. ბოლო დროს მორფლინგის გადასხმას აღარ მიკე-
თებენ, მაგრამ იოანასთვის დავატოვებინე. ახლა მის გატანას ვითხოვ და მი-
აქვთ. დღეს სისხლის ანალიზი ამიღეს და დარწმუნდნენ, რომ ტკივილგამა-
ყუჩებლისგან გაწმენდილი ვარ. თურმე მორფლინგისა და იმ წამლის ერ-
თად გამოყენება, რომელმაც ნეკნებზე ცეცხლი წამიკიდა, ჯანმრთელობას
აზიანებს. ექიმებმა თავიდანვე გამაფრთხილეს, მომდევნო რამდენიმე დღე
ძალიან გაგიჭირდებაო, მაგრამ უკან დახევაზე უარი ვთქვი.
მე და იოანას მძიმე ღამე გვაქვს. ძილზე საუბარი ზედმეტია. მგონი, არ
მეჩვენება და გულმკერდზე გადაკრული დამწვარი ხორცის სუნი მართლა
მცემს. იოანა აბსტინენციას ებრძვის. მას უკვე მოვუბოდიშე მორფლინგის მა-
რაგის ამოწურვის გამო. იოანამ მითხრა, არა უშავს, როდესმე ხომ მაინც უნ-
და შემეწყვიტაო, მაგრამ შუაღამის სამ საათზე მე-7 რაიონული ლანძღვა-გი-
ნების კორიანტელში მხვევს. გამთენიისას საწოლიდან მაგდებს, დროზე,
წვრთნებზე არ დაგვაგვიანდესო.
- არა მგონია, შევძლო, - ვწუწუნებ მე.
- შეძლებ. ორივენი შევძლებთ. ჩვენ შიმშილის თამაშების გამარჯვებულე-
ბი ვართ, ხომ გახსოვს? ნებისმიერ სირთულეს დავძლევთ და გადავრჩებით,
- მიღრენს იოანა.
ავადმყოფივით გამწვანებულა და ფოთოლივით თრთის. ტანსაცმელს
ვიცვამ. თუ ამ დილას გადავურჩებით, მართლაც გამარჯვებულები ვყოფილ-
ვართ. გარეთ კოკისპირულად წვიმს. იოანას ფერი აღარ ადევს სახეზე და
მგონი, აღარც სუნთქავს.
- ეს მხოლოდ წყალია. არ დაგვხოცავს, - ვამბობ მე.
იოანა კრიჭას კრავს და ტალახში მიაბოტებს. სანამ ვვარჯიშობთ და დავ-
რბივართ, ერთიანად ვილუმპებით. კილომეტრ-ნახევრის გარბენის შემდეგ
ისევ ვჩერდები. ერთი სული მაქვს, მაისური გავიძრო, რომ წვიმამ ნეკნებში
ხანძარი ჩამიქროს. ძლივძლივობით ვჭამ საველე ულუფას: დასველებულ
თევზსა და ჭარხლის წვნიანს. იოანა ნახევარი ჯამის შეხვრეპას ასწრებს და
გული ერევა. შუადღისას ავტომატის აწყობას გვასწავლიან. მე ჩემსას ვაწ-

182
ყობ, მაგრამ იოანას ხელები უცახცახებს და ნაწილები ძირს უცვივა. რო-
გორც კი იორკი ზურგს გვაქცევს, მაშინვე იოანას ვეხმარები. წვიმა არ წყდე-
ბა, მაგრამ შუადღისას პირობები ოდნავ უმჯობესდება, რადგან სასროლ მო-
ედანზე მივყავართ. ბოლოს და ბოლოს, რაღაცაში ვვარგივარ. მშვილდი-
დან ავტომატზე გადაწყობა მიჭირს, მაგრამ შეჯიბრებას ჯგუფში საუკეთესო
შედეგით ვასრულებ.
საავადმყოფოში შევდივართ თუ არა, იოანა ამბობს:
- ეს უნდა მორჩეს. საავადმყოფოში ვეღარ ვიცხოვრებთ. ყველას პაციენ-
ტები ვგონივართ.
ჩემთვის ეს პრობლემა არაა, ოჯახის ნაკვეთურში გადავალ, მაგრამ იო-
ანასთვის ბინა არ გამოუყვიათ. იოანა ექიმებთან მიდის და საავადმყოფო-
დან გაწერას ითხოვს, მაგრამ, ყოველდღიური ფსიქიატრიული სეანსების მი-
უხედავად, არ უშვებენ. ალბათ ექიმებმა მორფლინგზე მისი დამოკიდებულე-
ბის შესახებ შეიტყვეს და კიდევ უფრო განუმტკიცდათ აზრი, რომ იოანა ფსი-
ქიკურად გაუწონასწორებელია.
- მარტო არ იქნება. მეც მასთან ერთად ვიცხოვრებ, - ვეუბნები ექიმებს.
ზოგი წინააღმდეგია, მაგრამ ჰეიმიჩი მხარს გვიჭერს და უკვე საღამოს მე
და იოანა პრიმისა და დედაჩემის მოპირდაპირე ნაკვეთურში გადავდივართ.
დედაჩემი ექიმებს პირობას აძლევს, რომ თვალყურს გვადევნებს.
მე შხაპს ვიღებ. იოანა სველი ტანსაცმლით იწმენდს ტანს, მერე კი ოთახს
ზერელედ ათვალიერებს. ჩემი კომოდის უჯრას აღებს, მაგრამ ჩემს ნივთებს
ხედავს თუ არა, მაშინვე კეტავს.
- ბოდიში.
მახსენდება, რომ იოანას უჯრაში სახელმწიფოს კუთვნილი სამოსის გარ-
და, არაფერი უწყვია. ამქვეყნად არაფერი გააჩნია, საკუთარი რომ უწოდოს.
- არა უშავს. თუ გინდა ჩემი ნივთები დაათვალიერე.
იოანა მედალიონს ხსნის და დედაჩემის, პრიმისა და გეილის ფოტოებს
ათვალიერებს. მერე პარაშუტში გახვეულ მილტუჩას იღებს და ნეკზე იკე-
თებს.
- რომ ვუყურებ, უკვე მწყურდება, - ამბობს იოანა. მერე პიტას ნაჩუქარ
მარგალიტს პოულობს, - ეს... ?

183
- კი, ეგ არის, - თავს ვუქნევ მე, - როგორღაც გადარჩა, - პიტაზე საუბარი
არ მინდა. წვრთნები იმით არის კარგი, რომ პიტაზე საფიქრალად დროს არ
მიტოვებს.
- ჰეიმიჩი ამბობს, უკეთ არისო...
- შეიძლება, მაგრამ შეიცვალა.
- შენც შეიცვალე და მეც. ფინიკიც შეიცვალა, ჰეიმიჩიც და ბიტიც. აღარა-
ფერს ვამბობ ენი კრესტაზე. არენამ ყველა გადაგვაგვარა, ასე არ ფიქრობ?
თუ ისევ იმ გოგოდ წარმოგიდგენია თავი, საკუთარი დის ნაცვლად მოხალი-
სედ რომ გამოვიდა? - მეკითხება იოანა.
- არა, - ვპასუხობ მე.
- მგონი, ჩემი ფსიქიატრი არ ცდება. უკან ვეღარ დავბრუნდებით, მაგრამ
ცხოვრება ხომ უნდა გავაგრძელოთ, - იოანა ფრთხილად აბრუნებს ჩემს სუ-
ვენირებს უჯრაში და როგორც კი შუქი ქრება, ჩემ მოპირდაპირე საწოლზე
წვება, - არ გეშინია, რომ ამაღამ მოგკლავ?
- ვითომ მე არ შემეძლოს შენი მოკვლა, - ვპასუხობ მე.
მერე ორივეს გვეცინება. მოკვლა კი არა, ისეთი დაღლილები ვართ, დი-
ლას საწოლიდან თუ ავდექით, სასწაული იქნება.
თუმცა, ვდგებით. ყოველ დილას ვდგებით. კვირის ბოლოს ნეკნები ახა-
ლივით მაქვს, ხოლო იოანა თავის ავტომატს თვითონ აწყობს.
ჯარისკაცი იორკი მოწონებით გვიქნევს თავს, როცა საღამოს შინ წასას-
ვლელად ვემზადებით.
- ყოჩაღ, ჯარისკაცებო!
პოლიგონსა და ჯარისკაც იორკს უკან ვიტოვებთ და იოანა ამბობს:
- შიმშილის თამაშებში გამარჯვება უფრო იოლი იყო.
თუმცა, სახეზე კმაყოფილება ეტყობა.
სასადილოში ორივენი მხიარულად შევდივართ. იქ გეილი მიცდის, რომ
ჩემთან ერთად ჭამოს. ხორცის წვნიანის დიდი ულუფა უფრო კარგ განწყო-
ბაზე მაყენებს.
- ამ დილას ხორცის პირველი პარტია ჩამოვიდა, - მეუბნება გრისი სი, -
ნამდვილი ხორცია მე-10 რაიონიდან. ველური ძაღლისა არ გეგონოს.
- არ მახსოვს, ველური ძაღლის ხორცზე ოდესმე უარი გეთქვას, - ეპასუ-
ხება გეილი.

184
დელის, ენისა და ფინიკის გვერდით ვსხდებით. ქორწინების შემდეგ ფინი-
კი ძალიან შეიცვალა. სადღაა ის უზნეო კაპიტოლიუმელი გულთამპყრობე-
ლი, რომელიც კვარტალური ჯახის დაწყებამდე გავიცანი, ან იდუმალებით
მოცული მოკავშირე არენაზე, ანაც გულგატეხილი ახალგაზრდა, რომელიც
ძალების მოკრებაში დამეხმარა - მისი ადგილი სიცოცხლითა და ხალისით
აღსავსე კაცმა დაიკავა. ახლა აღარ უფრთხის დახვეწილი იუმორისა და ლა-
ღი ბუნების გამოვლინებას და სწორედ ამით არის ნამდვილად მომხიბვლე-
ლი. ენის ხელს არასდროს უშვებს. ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობენ;
ხელიხელჩაკიდებულები ჭამენ; მგონი, ცხოვრების ბოლომდე ხელიხელჩა-
კიდებულები ივლიან. ენი კრესტა ბედნიერების ღრუბელშია გახვეული. არის
მომენტები, როცა გონება ებინდება და ვერ გვამჩნევს, თითქოს სადღაც სხვა
სამყაროში იყოს, მაგრამ ფინიკის რამდენიმე სიტყვა მყისვე რეალობაში აბ-
რუნებს.
დელი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ დიდ ყურადღებას
არასდროს ვაქცევდი, ჩემს თვალში ძალიან ამაღლდა. მან გაიგონა, რა
მითხრა პიტამ ქორწილის ღამეს, მაგრამ არსად არაფერი წამოსცდენია. ჰე-
იმიჩი ამბობს, როცა პიტა შენს ლანძღვას იწყებს, დელი თავგამოდებით გი-
ცავს, მხარს გიჭერს და კაპიტოლიუმელებს ადანაშაულებსო. პიტა დელის
უფრო მეტად ენდობა, ვიდრე სხვებს, რადგან მას კარგად იცნობს. შეიძლება
დელი ზედმეტად მაქებს, მაგრამ მისი მაინც მადლიერი ვარ. სიმართლე ით-
ქვას, ცოტა შექება სულაც არ მაწყენს.
შიმშილისგან კუჭი მიხმება, ხოლო წვნიანი - ერთმანეთში არეული ხორ-
ცი, კარტოფილი, თალგამი და ხახვი - ისეთი გემრიელია, თავს ძლივს ვიკა-
ვებ, რომ ერთიანად არ შევსანსლო. სასადილოში ყველა ხალისიანადაა,
გემრიელ საჭმელს ხომ ადამიანის გუნების გამოკეთება შეუძლია! ხალხი უფ-
რო მეგობრული, კეთილი, მხიარული და იმედიანია; საჭმელი ყველას სი-
ცოცხლის სურვილს უღვიძებს. საჭმელი ნებისმიერ წამალსა და მკურნალო-
ბას ჯობია. ჰოდა, მეც ნელ-ნელა ვხვრეპ წვნიანს და საუბარში ვერთვები.
ფინიკი სასაცილო ამბავს გვიყვება, როგორ მოჰპარა კუმ ქუდი და ზღვაში
შეცურა. მე ვიცინი და მაშინღა ვამჩნევ, რომის აქ დგას, მაგიდის მეორე მხა-
რეს, იოანას გვერდით, ცარიელ სკამთან. დგას და მიყურებს. ლუკმა ყელში
მეჩხირება და ვახველებ.
- პიტა! - ეძახის მას დელი, - რა კარგია, რომ აქ ხარ და... აღარ წევხარ.

185
პიტას თან ორი ზორბა მცველი ახლავს. ლანგარი თითებით უხერხულად
უჭირავს, რადგან ხელებზე მოკლე ბორკილი ადევს.
- ეს რა ლამაზი სამაჯურები გიკეთია, - ამბობს იოანა.
- ჯერ ბოლომდე არ მენდობიან, - პასუხობს პიტა, - თქვენი თანხმობის გა-
რეშე, აქაც არ მსვამენ, - თავით გვანიშნებს მცველებისკენ.
- რა თქმა უნდა, შეუძლია დაჯდეს. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, - იოანა
ცარიელ სკამზე ატყაპუნებს ხელს. მცველები თავს უქნევენ და პიტა სკამზე
ჯდება, - მე და პიტა კაპიტოლიუმში მეზობელ საკნებში ვისხედით. ერთმანე-
თის კივილს კარგად გავეცანით.
ენი, რომელიც იოანას მეორე მხრიდან უზის, ყურებს იცობს და როგორც
ხანდახან სჩვევია, რეალობას ეთიშება. ფინიკი მას მხრებზე ხელს ხვევს და
იოანას თვალებს უბრიალებს.
- რა იყო? ჩემმა ფსიქიატრმა მითხრა, შენი აზრები თამამად გამოთქვიო.
ეს ჩემი თერაპიის ნაწილია, - თავს იმართლებს იოანა.
ჩვენს პატარა წვეულებაზე მდგომარეობა იძაბება. ფინიკი ენის რაღაცას
ეჩურჩულება და მერე ფრთხილად უშვებს ხელს. ხანგრძლივი სიჩუმე ისად-
გურებს. ხალხს ჭამის გარდა ვითომ აღარაფერი აინტერესებს.
- ენი, თუ იცი, რომ თქვენი საქორწილო ტორტი პიტამ მორთო? - მხი-
არულად ეკითხება დელი, - მე-12 რაიონში პიტას ოჯახს საცხობი ჰქონდა და
ტორტებს პიტა რთავდა ხოლმე.
ენი ფრთხილად უყურებს იოანას გვერდით მჯდარ პიტას.
- მადლობა, პიტა. ძალიან ლამაზი იყო.
- არაფრის, ენი, - ამბობს პიტა და მის ხმაში უწინდელი სინაზე გამოსჭვი-
ვის, რაც სამუდამოდ დაკარგული მეგონა. ასე ნაზად ჩემთვის არ მოუმარ-
თავს, მაგრამ მაინც.
- თუ გინდა, რომ გავისეირნოთ, დროა, წავიდეთ, - ენის ეუბნება ფინიკი
და მის ლანგარს თავისას ადებს, რომ ორივე ცალი ხელით წაიღოს, მეორე
კი ენის ჩაჰკიდოს, - გამიხარდა შენი დანახვა, პიტა.
- გაუფრთხილდი მას, ფინიკ, თორემ შეიძლება წაგართვა, - ეუბნება პიტა.
ამას ხუმრობად ჩავთვლიდით, ხმის ცივი ტონი რომ არა. ეს ტონი მხო-
ლოდ ცუდს გამოხატავს; ფინიკისადმი დაუფარავ უნდობლობას; მინიშნებას,
რომ პიტამ ენის დაადგა თვალი; რომ ენიმ შეიძლება ფინიკი მიატოვოს;
რომ მე საერთოდ არ ვარსებობ.

186
- პიტა, ნუ მანანებ, რომ სააქაოს მოგაბრუნე, - ლაღად ეუბნება ფინიკი და
სანამ ენისთან ერთად გავიდოდეს, შეწუხებული მიმზერს.
მათი წასვლის შემდეგ დელი პიტას საყვედურობს:
- პიტა, მან არაერთხელ გიხსნა სიკვდილისგან.
- მისთვის, - ჩემკენ იქნევს თავს, - აჯანყებისთვის და არა - ჩემთვის. მას-
თან ვალში არ ვარ.
ანკესზე არ უნდა წამოვეგო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ:
- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ დღეს შენ ცოცხალი ხარ, მეგსი კი - მკვდა-
რი. ეს რაღაცას ხომ ნიშნავს, არა?
- კი, ბევრი რამ რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ქეთნის, მაგრამ არ ნიშნავს.
რაღაც-რაღაცეები მაგონდება, მაგრამ შინაარსი ვერ გამომაქვს. არა მგო-
ნია, ამ მოგონებებისთვის კაპიტოლიუმს ხელი ეხლოს. მაგალითად, მატა-
რებელში გატარებული მრავალი ღამე მახსოვს, - ამბობს პიტა.
მორიგი მინიშნებები. რომ მატარებელში უფრო მეტი რამ მოხდა, ვიდრე
მგონია; რომ ის, რაც სინამდვილეში მოხდა - ჭკუიდან შეშლისგან პიტას შე-
მოხვეულმა მკლავებმა მიხსნა - თურმე აღარაფერს ნიშნავს. ყველაფერი
ტყუილია. პიტას მხოლოდ ვიყენებდი.
პიტა კოვზს იშვერს ჯერ ჩემკენ, მერე - გეილისკენ.
- მაშ, თქვენ ორნი უკვე ოფიციალური წყვილი ხართ თუ ხალხს ჯერ კი-
დევ უიღბლო შეყვარებულებით ატყუებენ?
- ჯერ კიდევ ატყუებენ?
პიტას მრისხანებისგან ხელები უთრთის და მუშტავს. მერე ისევ ხსნის.
ვგრძნობ, ჩემ გვერდით აღელვებულ გეილს როგორ ეჭიმება კუნთები. თუმ-
ცა, გეილი მშვიდად ამბობს:
- ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი.
- რას? - ეკითხება პიტა.
- როგორიც ხარ, - პასუხობს გეილი.
- უფრო დააკონკრეტე, მაინც როგორი გარ?
- ბოროტ მუტანტად გარდაქმნილი, - გეილის მაგივრად იოანა პასუხობს.
გეილი რძეს ბოლომდე სვამს და მეკითხება:
- მორჩი?
ვდგები და ლანგრების დასაბრუნებლად ერთად მივდივართ. სასადილოს
კართან მოხუცი კაცი მაჩერებს, რადგან ხელში ჯერაც პურის ნაჭერი მიჭი-

187
რავს. ეტყობა, გამომეტყველება მაქვს რაღაცნაირი, ან იმან იმოქმედა, რომ
პურის ნაჭერს არ ვმალავდი, რადგან მოხუცი არ მიბრაზდება. მაცლის, რო-
დის შევჭამ პურს და გზას მითმობს. ჩემს ნაკვეთურს ვუახლოვდებით, როცა
გეილი ამბობს:
- ამას არ ველოდი.
- ხომ გითხარი, ვძულვარ-მეთქი.
- მისი სიძულვილი... ჩემთვის ნაცნობია. მეც იმავეს განვიცდიდი, - აღია-
რებს გეილი, - როცა ეკრანზე ერთმანეთს კოცნიდით. ოღონდ მე ვიცოდი,
რომ უსამართლოდ მძულდი, პიტა კი ამას ვერ ხვდება.
უკვე ბინის კართან ვდგავართ.
- იქნებ ისეთს მხედავს, როგორიც სინამდვილეში ვარ? - ვამბობ მე, - წა-
ვედი, უნდა დავიძინო.
სანამ შევიდოდე, გეილი მკლავზე მკიდებს ხელს.
- მაშ, ახლა ასე ფიქრობ?
მე მხრებს ვიჩეჩ.
- ქეთნის, როგორც ძველ მეგობარს, დამიჯერე, პიტა ვერ ხედავს, სინამ-
დვილეში როგორიც ხარ, - მეუბნება გეილი, ლოყაზე მკოცნის და მიდის.
საწოლზე ვჯდები. ვცდილობ, სამხედრო ტაქტიკის წიგნიდან რამე წავი-
კითხო, მაგრამ მატარებელში პიტასთან ერთად გატარებული ღამეების მო-
გონებები ხელს მიშლის. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ იოანა შემოდის
და ჩემს საწოლზე იშხლართება.
- საუკეთესო მომენტი გამოტოვე. დელი პიტას გაუბრაზდა, ქეთნისს ასე
რატომ ექცეოდიო. რა წრიპინა ხმა ჰქონია. ასე მეგონა, თაგვს ჩხვლეტდნენ
ჩანგლით. მთელი სასადილო ჩვენ გვიყურებდა.
- მერე პიტამ რა ქნა? - ვეკითხები მე.
- თავის თავთან ლაპარაკი დაიწყო. მცველებმა წაიყვანეს. კარგი ის იყო,
რომ შეუმჩნევლად შევჭამე მისი წვნიანი.
იოანა გამობერილ მუცელზე იტყაპუნებს ხელს. მის ფრჩხილებქვეშ ჩამ-
ჯდარ ჭუჭყს ვამჩნევ. ნეტა მე-7 რაიონში საერთოდ არ ბანაობს ხალხი?
მომდევნო რამდენიმე საათი სამხედრო ტერმინებს ვეკითხებით ერთმა-
ნეთს. მერე დედაჩემისა და პრიმის სანახავად მივდივარ. ჩვენს ნაკვეთურში
დაბრუნებული, ბანაობის შემდეგ იოანას ვეკითხები:
- პიტას კივილი მართლა გესმოდა?

188
- ეს წამების ნაწილი იყო, - მპასუხობს იოანა, - გახსოვს, არენაზე ყბედი-
ჯაფარები? ოღონდ ამჯერად მართლა პიტა ყვიროდა. თან, ეს მხოლოდ
ერთ საათს არ გრძელდებოდა. წიკ-წიკ.
- წიკ-წიკ, - ჩურჩულით ვიმეორებ მე.
ვარდები, მუტანტი-მგლები, შეწირულები, კრემის დელფინები, მეგობრე-
ბი, კაჭკაჭჯაფარები, სტილისტები. მე.
ჩემს ღამის კოშმარებში ამჯერად ყველა კივის.

18.

წვრთნების გარდა აღარაფერი მახსოვს. ვვარჯიშობ ფიზიკურად, ვვარჯი-


შობ მწყობრში დგომაში, ვვარჯიშობ სხვადასხვა იარაღის სროლაში, ვსწავ-
ლობ სამხედრო ტაქტიკას. წვრთნებით ვსაზრდოობ, ვცოცხლობ და ვსუნ-
თქავ. რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად დამატებითი წვრთნები დამინიშნეს
და ეს მაიმედებს, რომ ბრძოლაში მონაწილეობა მაინც მომიწევს.
ჯარისკაცები ამ წვრთნებს უბრალოდ კვარტალს უწოდებენ, მაგრამ
მკლავზე მქბ მაწერია - მოდელირებული ქუჩის ბრძოლების აბრევიატურა.
მე-13 რაიონის სიღრმეში კაპიტოლიუმის ერთ-ერთი კვარტალის მოდელი
ააგეს. ინსტრუქტორი რვაკაციან რაზმებად გვყოფს და თითქოს მართლაც
კაპიტოლიუმის ქუჩებში ვიყოთ, სხვადასხვა დავალებას გვაძლევს: ხან პოზი-
ციები უნდა დავიკავოთ, ხან სამიზნე გავანადგუროთ, ხანაც - სახლი გავ-
ჩხრიკოთ. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თავი ნამდვილ ბრძოლაში
მგონია. თუ რამ ცუდი შეიძლება მოხდეს, ხდება. არასწორ ნაბიჯს გადადგამ
და ნაღმზე აფეთქდები, სახურავიდან სნაიპერი გესვრის, ავტომატი გეჭედე-
ბა, ატირებული ბავშვი ხაფანგში გიტყუებს, ბატალიონის მეთაურს, რომე-
ლიც მხოლოდ პროგრამის ხმაა, ყუმბარმტყორცნიდან ესვრიან და მისი
ბრძანებების გარეშე უნდა განაგრძო მოქმედება. ერთი მხრივ, იცი, რომ ყვე-
ლაფერი დადგმულია და მართლა არ მოკვდები. მაგალითად, თუ ფეხს
ნაღმს დაადგამ, აფეთქების ხმა ისმის და უნდა წაიქცე, ვითომ მოკვდი. თუმ-
ცა, სხვა მხრივ, ყველაფერი საკმაოდ რეალისტურია - მეტოქე ჯარისკაცებს
მშვიდობისმყოფელების ფორმები აცვიათ, საკვამლე ბომბები გაბნევს და
ა.შ. მხუთავი აირითაც კი გვწამლავენ. მხოლოდ მე და იოანა ვიკეთებთ აირ-
189
წინაღებს დროულად. ჩვენი რაზმის დანარჩენი წევრები ათიოდე წუთში კარ-
გავენ გონებას. არადა, ეს ვითომდა უვნებელი აირი ერთხელ ჩავისუნთქე და
მთელ დღეს საშინლად მტკიოდა თავი.
ქრესიდა და მისი ოპერატორები მე და იოანას სასროლ მოედანზე გვი-
ღებენ. ვიცი, რომ გეილსა და ფინიკსაც უღებენ. ამ მასალას ახალ პროპა-
განდისტულ ვიდეოკლიპებში გამოიყენებენ. ვიდეოკლიპებში ასახული იქნე-
ბა, როგორ ემზადებიან აჯანყებულები კაპიტოლიუმში შესაჭრელად.
ერთ დღეს დილის ვარჯიშზე პიტაც გვიერთდება. ხელბორკილი აღარ
ადევს, მაგრამ ორი მცველი ჯერჯერობით გვერდიდან არ შორდება. ნასადი-
ლევს სასროლი მოედნის გადაღმა ვამჩნევ, სხვა დამწყებებთან ერთად გა-
დის წვრთნებს. ნეტა რომელმა ჭკვიანმა გამოგზავნა აქ? ადამიანს, რომელ-
მაც დელისთან წაკამათებისას თავის თავს ლაპარაკი დაუწყო, იარაღთან რა
ესაქმება?
ამ შეკითხვას პლუტარქეს ვუსვამ, მაგრამ ის მამშვიდებს, ყველაფერი კა-
მერისთვისაა, ენის გათხოვების კადრები უკვე გავავრცელეთ, იოანა სამიზნე-
ებს რომ ტყვიას ახვედრებს, ესეც გადავიღეთ, ახლა მთელ პანემს პიტას ბე-
დი აინტერესებს; ყველამ უნდა ნახოს, რომ პიტა აჯანყებულებთან ერთად
იბრძვის და კაპიტოლიუმის მომხრე არ არისო.
- კარგი იქნება, შენ და პიტას ერთადაც თუ გადაგიღებთ. რამდენიმე კად-
რი გვჭირდება, - ამატებს პლუტარქე, - კოცნა აუცილებელი არაა, უბრა-
ლოდ, გაიღიმეთ, ვითომ გიხარიათ, რომ ისევ ერთად...
პლუტარქეს წინადადების დასრულებას არ ვაცლი. ეს არ მოხდება!
იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მღელვარედ
ვადევნებ თვალყურს კაპიტოლიუმზე იერიშისთვის მზადებას. მიმდინარეობს
სამხედრო აღჭურვილობისა და მარაგის მობილიზება, დივიზიების ფორმი-
რება. საბრძოლველად მიმავალ ჯარისკაცი იოლად იცნობა მოკლედ შეკ-
რეჭილი თმით. ბევრს საუბრობენ პირველ შეტევაზე, რომელიც კაპიტოლი-
უმთან დამაკავშირებელ გვირაბებზე უნდა განხორციელდეს.
რამდენიმე დღით ადრე, სანამ პირველი რაზმები გაემგზავრება, იორკი
მე და იოანას უეცრად გვეუბნება, გამოცდაზე ჩაგწერეთ და დაუყოვნებლივ
უნდა გამოცხადდეთო. გამოცდა ოთხნაწილიანია: დაბრკოლებების გადა-
ლახვა, რათა ფიზიკური მომზადება შეაფასონ, საომარი ტაქტიკის წერილო-
ბითი გამოცდა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შეფასება და მოდელი-

190
რებული საომარი სიტუაცია კვარტალში. პირველ სამ დავალებას აუღელ-
ვებლად და კარგად ვართმევ თავს, აი, კვარტალში კი მცირე ხნით გვაყოვ-
ნებენ. სანამ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობენ, ჯგუფში ერთმა-
ნეთს ინფორმაციას ვუცვლით. ერთი რამ ცხადია: ყველას სათითაოდ შეგ-
ვიშვებენ შიგნით. არავინ იცის, ვინ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება. ერთი
ბიჭი ჩუმად გვეუბნება, გამოცდა თითოეული ჩვენგანის სისუსტის გათვალის-
წინებით დაიგეგმაო.
ჩემი სისუსტის? ამ კარის შეღებაც არ მინდა. მყუდრო ადგილს ვპოულობ
და ვფიქრობ, გამოვიცნო, წინ რა მელის. ჩემი სისუსტეების გრძელი სია
მთრგუნავს. არასაკმარისი ღონე, წესიერად გაუწვრთნელი. აღარც კაჭკაჭჯა-
ფარას განსაკუთრებული სტატუსი მშველის, რადგან საქმე ბრძოლისუნარია-
ნი რაზმის შეკრებას ეხება. მოკლედ, ათასნაირად შეიძლება ჯვარს მაცვან.
იოანას ჩემზე სამი ჯარისკაცით ადრე იძახებენ. მას გასამხნევებლად თავს
ვუქნევ. ნეტა სიის სათავეში ვყოფილიყავი, ამდენი ფიქრისა და ნერვიულო-
ბისთვის დრო აღარ დამრჩებოდა. როცა მიძახებენ, არანაირი სტრატეგია
არ გამაჩნია, არ ვიცი, რას ვიზამ. კვარტალში ვხვდები, რომ წვრთნები ტყუ-
ილად არ გამივლია. ჩასაფრებაა. მაშინვე მშვიდობისმყოფელები მესხმიან
თავს. მე მათში უნდა გავიკაფო გზა, რომ ჩემი დაფანტული რაზმის წევრებს
შევხვდე. ნელ-ნელა მივიწევ ქუჩაში და სათითაოდ ვკლავ მშვიდობისმყოფე-
ლებს; ორს - ჩემგან მარცხნივ სახურავზე, ერთს - ჩემ წინ, შენობის შესას-
ვლელში. არც ისე რთული მისიაა, როგორც ველოდი. რატომღაც ეს სიმარ-
ტივე მაეჭვებს. ეტყობა, რაღაც გამომრჩა. მიზნამდე სულ რამდენიმე შენობა
მაშორებს, როცა ვითარება მძიმდება. კუთხიდან ექვსი მშვიდობისმყოფელი
გამორბის. მათთან გამკლავება გამიჭირდება. თუმცა, უცებ რაღაცას ვამჩნევ:
წყალსადინარ თხრილში ბენზინის ავზი გდია. ესეც ასე. აი, სად მცდიან. უნ-
და მოვისაზრო დაეს ავზი ავაფეთქო, რომ დავალება შევასრულო. ის არის,
ავზს უნდა ვესროლო, რომ ჩემი ბატალიონის მეთაური, რომელიც აქამდე
ჩუმად იყო, მიბრძანებს, მიწაზე დაწექიო. შინაგანი ხმა მკარნახობს, მის
ბრძანებას არ დავემორჩილო, სასხლეტს თითი გამოვკრა და მშვიდობის-
მყოფელები ჰაერში ავწიო, და უცებ ვხვდები, რა მიაჩნიათ სამხედროებს
ჩემს უდიდეს სისუსტედ - შიმშილის თამაშების პირველივე დღიდან, როცა იმ
ნარინჯისფერი ზურგჩანთის ასაღებად გავიქეცი, მე-8 რაიონში ბომბდამშენე-

191
ბის ჩამოგდებითა და ჩემი იმპულსური გაქცევით მოედნისკენ მე-2 რაიონში -
მე ბრძანებებს არ ვემორჩილები.
ისე ძლიერად და სწრაფად ვეცემი ძირს, რომ მგონი, მთელი კვირა ნიკა-
პიდან კენჭების სათითაოდ გამოძრობა მომიწევს. ბენზინის ავზს ვიღაც სხვა
აფეთქებს. მშვიდობისმყოფელები იღუპებიან. მე შეხვედრის ადგილას მივ-
დივარ. ერთ-ერთი ჯარისკაცი მილოცავს, ხელზე რიგით ნომერს - 451-ს -
მაშტამპავს და სამეთაურო შტაბში მგზავნის. სიხარულისგან თავბრუ მეხვევა.
დერეფნებში მივრბივარ, მოსახვევებში ფეხი მიცურავს, კიბის საფეხურებზე
მივხტივარ, რადგან ლიფტი ძალიან ნელი მეჩვენება. სამეთაურო შტაბის
კარს ლამის წიხლისკვრით ვაღებ და მაშინღა ვხვდები, რომ რაღაც უცნაური
ხდება. ახლა სამეთაურო შტაბში კი არ უნდა ვიყო, თმას უნდა მკრეჭდნენ.
მაგიდასთან ახალწვეულები კი არა, სამხედრო მაღალჩინოსნები და ბრძა-
ნების გამცემები სხედან.
ჩემს დანახვაზე ბოგსი ღიმილით იქნევს თავს.
- აბა, გვაჩვენე!
მე გაუბედავად ვუწვდი დაშტამპულ ხელს.
- ჩემთან ხარ. სნაიპერების რაზმში. წადი, დანარჩენებს შეუერთდი.
ბოგსი კედლის გასწვრივ მდგარ ჯარისკაცებზე მანიშნებს. გეილი, ფინიკი
და კიდევ ხუთი უცნობი. ჩემი რაზმი. არათუ საომრად მივდივარ, ჩემი მეგობ-
რების რაზმში ჩავირიცხე და ბოგსი მიმეთაურებს. მართალია, გახარებული
ვარ, მაგრამ თავდაჭერილი, ჯარისკაცული ნაბიჯით ვუერთდები დანარჩე-
ნებს.
ეტყობა, ჩვენი რაზმი მნიშვნელოვანიცაა, რაკი სამეთაურო შტაბში ვიმყო-
ფებით და კაჭკაჭჯაფარობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. პლუტარქე მა-
გიდის შუაგულში რომელიღაც ფართო, ბრტყელი პანელისკენ დახრილა და
გვიხსნის, რასთან მოგვიწევს კაპიტოლიუმში დაპირისპირება. ჩემი აზრით,
ცუდი პრეზენტაციაა. ფეხის წვერებზე ვდგავარ, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ,
პანელზე რა არის გამოსახული. საბედნიეროდ,
პლუტარქე ღილაკს აწვება. ჰაერში კაპიტოლიუმის ერთ-ერთი უბნის ჰო-
ლოგრაფული გამოსახულება ჩნდება.
- მაგალითად, ეს მშვიდობისმყოფელთა ერთ-ერთი ყაზარმის მიმდებარე
ტერიტორიაა. უმნიშვნელოს ვერ დავარქმევთ, მაგრამ არც სტრატეგიული
სამიზნეა. და მაინც, აბა, შეხედეთ, - პლუტარქე კლავიატურაზე რაღაც კოდს

192
კრეფს და ჰოლოგრამა ციმციმს იწყებს. სხვადასხვა ფერის შუქი სხვადასხვა
სიხშირით ინთება და ქრება - თითოეულ ციმციმა წერტილს კაფსული ჰქვია
და კონკრეტულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ეს შეიძლება ყველაფერი
იყოს; ბომბი ან მუტანტების ხროვა. ფრთხილად იყავით, თორემ ან ხაფან-
გში აღმოჩნდებით, ან დაიხოცებით. ზოგიერთი ეს კაფსული ჯერ კიდევ შავ-
ბნელ ხანიდან არსებობს. სიმართლეს ვიტყვი, ძალიან ბევრი მე თვითონ
შევქმენი. ეს პროგრამა ჩვენმა ერთ-ერთმა მომხრემ მოიპარა, როცა კაპი-
ტოლიუმიდან გამოვიქეცით. უახლესი ინფორმაციაა, რაც გაგვაჩნია. კაპიტო-
ლიუმში არ იციან ამის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლო თვეებში
ახალ კაფსულებს აამოქმედებდნენ. აი, რასთან მოგიწევთ დაპირისპირება.
უნებურად ვუახლოვდები მაგიდას და ჰოლოგრამიდან სულ რამდენიმე
სანტიმეტრში ვჩერდები. ხელს ვიშვერ და ერთ-ერთ ციმციმა, მწვანე წერ-
ტილს მუჭში ვიქცევ.
გვერდით ვიღაც მიდგება. ვგრძნობ, დაძაბულია. რა თქმა უნდა, ეს ფინი-
კია, რადგან მხოლოდ გამარჯვებული თუ დაინახავდა იმას, რასაც მე ვხედავ
- კაფსულებით მოფენილ არენას, რომელსაც თამაშის შემოქმედები აკონ-
ტროლებენ. ფინიკის თითები ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მყარად დაკი-
დებულ წითელ წერტილს ეხება.
- ქალბატონებო და ბატონებო...
ფინიკის ხმა ჩუმია, მაგრამ ჩემი მთელ ოთახში ისმის:
- ... 76-ე შიმშილის თამაშები დაიწყო!
ვიცინი. სასწრაფოდ. სანამ ვინმე გაიაზრებს, ამ სიტყვებში რა იგულისხმე-
ბა. სანამ შუბლს შეჭმუხნიან, პროტესტს გამოთქვამენ, ორს ორს მიუმატებენ
და გადაწყვეტენ, რომ კაპიტოლიუმს ახლოს არ უნდა გამაკარონ. არავის
სჭირდება თავის რაზმში გაბრაზებული, ფსიქოლოგიურად ტრავმირებული
და დაუმორჩილებელი გამარჯვებული.
- რა საჭირო იყო ჩემი და ფინიკის გაწვრთნა, პლუტარქე? - ვამბობ მე.
- ჰო, ამ საქმისთვის ჩვენ ორზე შესაფერისი ჯარისკაცი ძნელად თუ მო-
იძებნება, - ამაყად ამატებს ფინიკი.
- ეგ მეც მშვენივრად ვიცი, - საჩქაროდ ამბობს პლუტარქე, - ახლა კი
თქვენს ადგილებს დაუბრუნდით, ჯარისკაცო ოდეარ და ჯარისკაცო ევერ-
დინ. პრეზენტაცია უნდა დავასრულო.

193
მე და ფინიკი მწყობრში ვბრუნდებით. სხვების კითხვის გამომხატველ მზე-
რას ყურადღებას არ ვაქცევთ. პლუტარქე საუბარს აგრძელებს და მეც საქ-
მიან გამომეტყველებას ვიღებ. ხანდახან თავსაც ვიქნევ, ადგილს ვინაც-
ვლებ, რომ უკეთ დავინახო და ვცდილობ, კიდევ ცოტა ხანს მოვითმინო, სა-
ნამ ტყეში გავაღწევ და ხმამაღლა ვიყვირებ. ან შევიგინებ. ან ვიტირებ. ან
სამივეს ერთდროულად ვიზამ.
თუ ეს გამოცდა იყო, მე და ფინიკმა გამოცდა ჩავაბარეთ. პლუტარქეს
პრეზენტაცია სრულდება და სხდომა იშლება. უცებ მეუბნებიან, შენთან და-
კავშირებით სპეციალური ბრძანება გაიცაო, და ცოტათი ვფრთხები. თუმცა,
როგორც ირკვევა, საქმე მარტივადაა. თმას მოკლედ არ შემჭრიან, რადგან
კაპიტოლიუმის კაპიტულაციისას კაჭკაჭჯაფარა ძალიან უნდა ჰგავდეს იმ გო-
გოს, რომელიც ხალხმა არენაზე გაიცნო. ერთი სიტყვით, კამერებისთვის
ასეა საჭირო. მე მხოლოდ მხრებს ვიჩეჩ იმის საჩვენებლად, რომ სულ არ
მანაღვლებს, თმა გრძელი მექნება თუ მოკლე. დამატებითი კომენტარის გა-
რეშე მათავისუფლებენ სამეთაურო შტაბიდან. მე და ფინიკი დერეფანში ხე-
ლიხელჩაკიდებული მივდივართ.
- ენის რა ვუთხრა? - ჩუმად ამბობს.
- არაფერი, - ვპასუხობ მე, - დედაჩემისა და პრიმისთვის არაფრის თქმას
არ ვაპირებ, - ისიც საკმარისია, რომ ჩვენ ვიცით. რა საჭიროა ახლობლე-
ბისთვის გულის დამძიმება იმის გამხელით, რომ დაბრკოლებებით სავსე
არენაზე ვბრუნდებით?
- ენიმ რომ ის ჰოლოგრამა ნახოს...
- ვერ ნახავს, - ვაწყვეტინებ ფინიკს, - გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.
წესით, უნდა იყოს. თანაც, ეს ხომ ნამდვილი შიმშილის თამაშები არცაა. უფ-
რო მეტი ადამიანი გადარჩება. მე და შენ ზედმეტად მძაფრი რეაქცია გვქონ-
და, რადგან... კარგად იცი, რატომაც. იმედია, წამოსვლა არ გადაგიფიქრე-
ბია?
- რასაკვირველია, არა. მეც შენსავით ძალიან მინდა სნოუს მოკვლა.
- ეს სხვა თამაშებს არ ემგვანება, - მტკიცედ ვამბობ, რომ ფინიკთან ერ-
თად თავიც გავიმხნევო. მერე უცებ ვითარების რეალურ სილამაზეს ვიაზრებ,
- ამჯერად სნოუც თამაშების მონაწილე იქნება.
სანამ ფინიკი პასუხს გამცემს, ჰეიმიჩი მოდის. ის თათბირზე არ ყოფილა.
სულ სხვა სადარდებელი გასჩენია.

194
- იოანა საავადმყოფოში დააბრუნეს.
მეგონა, იოანა კარგად იყო, გამოცდა ჩააბარა, მაგრამ სნაიპერების რაზ-
მში ვერ მოხვდა. ნაჯახის სროლა კი კარგად ეხერხება, მაგრამ ავტომატისა
- საშუალოდ.
- დაშავდა? რა მოხდა? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- კვარტალში ყოფნისას რაღაც შეემთხვა. ხომ იცი, ამ გამოცდაზე ჯარის-
კაცის პოტენციური სისუსტის გამოვლინებას ცდილობენ. ჰოდა, ქუჩა დატბო-
რეს.
ვერაფერს ვხვდები. იოანა მშვენივრად ცურავს. ყოველ შემთხვევაში, მახ-
სოვს, კვარტალურ ჯახში ცურავდა. ფინიკივით - ვერა, მაგრამ ფინიკს ცურვა-
ში ბევრი ვერ შეედრება.
- მერე?
- კაპიტოლიუმში ასე აწამებდნენ. წყლით ასველებდნენ და ელექტრო-
დენს ურტყამდნენ, - მიხსნის ჰეიმიჩი, - ეტყობა, კვარტალში ეს გაახსენდა და
დაფრთხა. ვერ მიხვდა, სად იყო. დამამშვიდებელი გაუკეთეს.
მე და ფინიკმა მეტყველების უნარი დავკარგეთ. ვდგავართ და ჰეიმიჩს
შევყურებთ. აი, თურმე რატომ არ ბანაობს იოანა და რატომ ეზარებოდა იმ
დღეს გარეთ გასვლა, როცა წვიმდა. მაშინ ვიფიქრე, ეტყობა, ასე მორ-
ფლინგის ნაკლებობამ დააღონა-მეთქი.
- წადით, ინახულეთ, თქვენ გარდა, მეგობარი არ ჰყავს, - გვირჩევს ჰეიმი-
ჩი.
ეს უარესია. არ ვიცი, იოანასა და ფინიკს როგორი ურთიერთობა აქვთ,
მაგრამ პირადად მე იოანას წესიერად არც ვიცნობ. იოანას არც ოჯახი
ჰყავს, არც - მეგობრები; ერთი მე-7 რაიონული სუვენირიც კი არ აქვს, რომ
კომოდის უჯრაში, მე-13 რაიონული სამოსის გვერდით შეინახოს. საერთოდ
არაფერი არ აქვს.
- წავალ, პლუტარქეს შევატყობინებ. ძალიან ეწყინება, - აგრძელებს ჰე-
იმიჩი, - კაპიტოლიუმში რაც შეიძლება ბევრი გამარჯვებულის წაყვანას აპი-
რებს, კამერების წინაშე დასაყენებლად. ფიქრობს, რომ ტელევიზიისთვის
ასე უმჯობესია.
- შენ და ბიტიც მოდიხართ? - ვეკითხები მე.
- რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა და მიმზიდველი გამარჯვებულის, -
აზუსტებს ჰეიმიჩი, - ასე რომ, არა, ჩვენ აქ ვრჩებით.

195
ფინიკი მაშინვე იოანას სანახავად მიდის, მე ცოტა ხანს დერეფანში ვრჩე-
ბი და ბოგსის გამოსვლას ველოდები. ახლა ის ჩემი მეთაურია და თუ რამე
მჭირდება, მას უნდა ვთხოვო. ბოგსი თხოვნას მისრულებს. წერილობით ნე-
ბართვას მაძლევს, რომ ფიქრისა და ანალიზისას ტყეში წავიდე, ოღონდ -
ახლომახლო, მცველების მხედველობის არეში. ჩემს ნაკვეთურში მივრბი-
ვარ. თავიდან პარაშუტის წაღებას ვფიქრობ, მაგრამ ის ცუდ მოგონებებთან
მაკავშირებს. სამაგიეროდ, მე-12 რაიონიდან წამოღებულ ბინტს ვიღებ.
კვადრატული ფორმისაა, გამძლე; სწორედ ისაა, რაც მე მჭირდება.
ტყეში ფიჭვის ხეს ვპოულობ და ტოტიდან რამდენიმე მუჭა სურნელოვან
წიწვს ვწყვეტ. წიწვებს ბინტზე ვახვავებ, მერე ბინტის კიდეებს ტოტის ნატეხის
დახმარებით მაგრად ვნასკვავ და ვაშლისხელა ფუთა გამომდის.
ცოტა ხანს პალატის კართან ვჩერდები და აქედან ვაკვირდები იოანას.
მთელი მისი მრისხანება მისივე აგრესიულობის შედეგია. მის გარეშე კი ჩემ
წინაშეა სუსტი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დამამშვიდებლის ზემოქმე-
დებისგან თვალები ეხუჭება, მაგრამ ცდილობს, ძილს გაუძალიანდეს. ალ-
ბათ კოშმარების ეშინია. მის საწოლთან მივდივარ და ფუთას ვუწვდი.
- ეს რა არის? - ჩახლეჩილი ხმით მეკითხება. სველი თმის ღერები შუბ-
ლზე ეკლებივით აჰპრეხია.
- შენთვის გავაკეთე. უჯრაში შეინახავ, - იოანას ფუთას ხელში ვუდებ, -
დაყნოსე.
იოანას ფუთა ცხვირთან მიაქვს და გაუბედავად ყნოსავს.
- მშობლიური სახლის სუნი აქვს, - ამბობს და თვალები ცრემლით ევსება.
- ასეც ვიცოდი, შენ ხომ მე-7 რაიონიდან ხარ, - ვამბობ მე, - გახსოვს,
პირველად რომ შევხვდით? მაშინ ხეს ჰგავდი; სულ ცოტა ხნით, მაგრამ მა-
ინც.
უცებ მაჯაზე მაგრად მიჭერს ხელს.
- აუცილებლად უნდა მოკლა, ქეთნის.
ხელის გათავისუფლება მინდა, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებ.
- დაიფიცე. დაიფიცე შენთვის ძალიან ძვირფასი, - მთხოვს იოანა.
- ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, - ვეუბნები,
მაგრამ იოანა ხელს არ მიშვებს.
- შენი ოჯახის წევრები დაიფიცე, - დაჟინებით მოითხოვს.
- დედაჩემსა და პრიმს გეფიცები, - ვამბობ მე.

196
როგორც ჩანს, იოანას არ სჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე რამედ მიღირს.
ის ხელს მიშვებს და მე მაჯას ვისრეს:
- როგორ გგონია, აბა, კაპიტოლიუმში რისთვის მივდივარ, შე უტვინო?
ამაზე იოანას ოდნავ ეღიმება.
- საკუთარი ყურით უნდა მომესმინა, - ფიჭვის წიწვების პატარა ფუთას
ცხვირზე იდებს და თვალებს ხუჭავს.
დარჩენილი დღეები თვალის დახამხამებაში გადის. ხანმოკლე დილის
ვარჯიშის შემდეგ ჩემი რაზმი დაღამებამდე სასროლ მოედანზე გადის
წვრთნებს. ძირითადად ავტომატის სროლას მასწავლიან, თუმცა, დღეში
ერთ საათს სპეციალურ იარაღს ვუთმობთ და მე კაჭააჭჯაფარას მშვილდს
მაძლევენ, ხოლო გეილს - მძიმე, სამხედრო მიზნებისთვის გადაკეთებულ
მშვილდს. სამკაპი, რომელიც ბიტიმ ფინიკისთვის დაამზადა, მრავალფუნ-
ქციურია. მაგალითად, სამკაპის გატყორცნის შემდეგ ფინიკს ლითონის სამა-
ჯურის ღილაკზე დაწოლით მისი უკან დაბრუნება შეუძლია, ისე რომ თვი-
თონ ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევს - ეს სამკაპის ყველაზე გამორჩეული
ფუნქციაა.
ზოგჯერ მშვიდობისმყოფელების ფიტულებს ვესვრით, რომ მათი დამცავი
ჟილეტების სუსტ წერტილებს, ანუ ბზარს აბჯარში ადვილად მივაგნოთ. თუ
ტყვიას ხორცში მოარტყამ, ყალბი სისხლის შხეფებით ვჯილდოვდებით. ჩვე-
ნი სამიზნე ფიტულები სულ წითლად არის მოთხვრილი.
ჩვენი რაზმის ყველა წევრი მიზანში სროლისას სიზუსტით გამოირჩევა და
ეს დამაიმედებელია. ფინიკისა და გეილის გარდა, რაზმში კიდევ ხუთი მე-13
რაიონელი ირიცხება: ჯეკსონი, შუახნის მალი, რომელიც ბოგსის მოადგი-
ლეა, ცოტათი ზანტია, სამაგიეროდ, ისეთ რამეებს ახვედრებს, სხვები ოპტი-
კური სამიზნის გარეშე რომ ვერც კი ვამჩნევთ. ამბობს, შორსმხედველი ვა-
რო; აგრეთვე - დები ლიგები. ოც წელს ძლივს იქნებიან გადაცილებულები.
მათ 1-ლ ლიგს და მე-2 ლიგს ვუწოდებთ. სამხედრო უნიფორმებში ძალიან
ჰგვანან ერთმანეთს და თავიდან მათი გარჩევა მიჭირდა. თუმცა, ყურადღე-
ბით რომ დავაკვირდი, 1-ლი ლიგის თვალებში უჩვეულო ყვითელი ლაქები
შევამჩნიე. ჩვენი რაზმის ხოლო ორი წევრი მიჩელი და ჰოუმსია. ორივე
ზრდასრული მამაკაცია. ძალიან სიტყვაძუნწები კი არიან, მაგრამ ორმოც-
დაათი მეტრიდან შენს ჩექმებს მტვერს აადენენ.

197
ხანდახან სხვა რაზმების წვრთნებსაც ვუყურებ და ვამჩნევ, რომ არც მათი
წევრები ჩამოგვივარდებიან რამით. ეს ცოტათი მაბნევს, მაგრამ ერთ დი-
ლას პლუტარქე მოდის და გვიხსნის, რატომ გვაქვს ჩვენ სპეცრაზმის სტატუ-
სი.
- 451-ე რაზმის წევრებო, თქვენ სპეციალური მისიის შესასრულებლად
შეგკრიბეს, - იწყებს პლუტარქე. მე ტუჩს ვიკვნეტ და გულში ვლოცულობ, ეს
მისია სნოუს მოკვლა იყოს. პლუტარქე აგრძელებს: - სნაიპერი ბევრი
გვყავს, მაგრამ ოპერატორები - ცოტა. ამიტომაც, რვა თქვენგანი სხვებისგან
განგაცალკევეთ და ვარსკვლავური რაზმი გიწოდეთ. კაპიტოლიუმში შეჭრი-
სას ხალხი ეკრანზე თქვენს სახეებს იხილავს.
რაზმის ყველა წევრს იმედგაცრუების, გაკვირვებისა და სიბრაზის განცდა
ეუფლება.
- ანუ, ნამდვილ ბრძოლაში მონაწილეობას არ მივიღებთ? - უხეშად ეკით-
ხება პლუტარქეს გეილი.
- ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ ყოველთვის წინა ხაზზე არ იდგებით. თუმ-
ცა, ასეთ ბრძოლებში წინა ხაზი არც არსებობს, - პასუხობს პლუტარქე.
- ჩვენ ამაზე არ დავთანხმებულვართ, ბრძოლა გვინდა! - აპროტესტებს
ფინიკი და მას სხვებიც უერთდებიან. მხოლოდ მე არ ვიღებ ხმას.
- თქვენი მოვალეობაა, ომის მოგებაში ყველანაირად დაგვეხმაროთ, - ამ-
ბობს პლუტარქე, - გადაწყდა, რომ ყველაზე სასარგებლონი ტელეეკრანზე
იქნებით. არ გახსოვთ, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა კაჭკაჭჯაფარას
კოსტიუმში გამოწყობილმა ქეთნისმა? მდგომარეობა აჯანყებულთა სასარ-
გებლოდ შემოატრიალა. ვერ ხედავთ, ქეთნისი არც ახლა წუწუნებს? იმი-
ტომ, რომ მშვენივრად იცის, რა ძალა აქვს ტელევიზიას.
სინამდვილეში ქეთნისი იმიტომ არ წუწუნებს, რომ ვარსკვლავურ რაზმში
დარჩენას არ აპირებს, თუმცა, კაპიტოლიუმში რაზმის გარეშე ვერ ჩააღწევს
და ამას მშვენივრად ხვდება. გეგმის განხორციელება თუ უნდა, ჩუმად უნდა
იყოს. ოღონდ, მთლად დამყოლიც ვერ იქნება, თორემ შეიძლება რამე იეჭ-
ვონ.
- იმედია, მხოლოდ კამერების წინ თამაში არ მოგვიწევს, - ვამბობ მე, -
ასეთი ნიჭი ტყუილად ხომ არ უნდა დაიკარგოს?!
- ნუ ღელავ, - მამშვიდებს პლუტარქე, - ნამდვილი სამიზნეებიც მრავლად
გეყოლებათ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და საქმე არ გააფუჭოთ.

198
ისედაც ბევრი საზრუნავი მაქვს და თქვენი შემცვლელების მოსაძიებლად არ
მცალია. ახლა კი კაპიტოლიუმში გაფრინდით და ნამდვილი სანახაობა
გვიჩვენეთ!
დილით, გამგზავრებამდე, ჩემი ოჯახის წევრებს ვემშვიდობები. მათთვის
არ მითქვამს, რომ კაპიტოლიუმის თავდაცვითი სისტემა ძალიან ჰგავს არე-
ნის დაბრკოლებებს; არ მინდა, უფრო მეტად დავაფრთხო და დავამწუხრო.
ისიც საკმარისია, რომ ომში მივდივარ. დედაჩემი გულში მიკრავს და დიდ-
ხანს არ მიშვებს. მის ლოყაზე სისველეს ვგრძნობ. დედაჩემს მაშინ არ უტი-
რია, როცა პირველად გამაცილა შიმშილის თამაშებზე.
- ნუ ღელავ. უსაფრთხოდ ვიქნები. ნამდვილი ჯარისკაციც კი არ ვარ.
პლუტარქეს ტელეეკრანზე გამოსაჩენად ვჭირდები, - ვამშვიდებ დედას.
პრიმი საავადმყოფოს კარამდე მიმაცილებს.
- თავს როგორ გრძნობ? - მეკითხება ჩემი და.
- უკეთ, რადგან ვიცი, რომ აქ სნოუ ვერ მოგწვდებათ, - ვპასუხობ მე.
- მომდევნო შეხვედრისას მისგან სამუდამოდ თავისუფლები ვიქნებით, -
მტკიცედ ამბობს პრიმი. მერე კისერზე მხვევს ხელებს, - თავს გაუფრთხილ-
დი!
ერთი პირობა პიტასთან გამომშვიდობებასაც ვაპირებ, მაგრამ ბოლოს იმ
დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს ორივესთვის ცუდი იქნება. ამის ნაცვლად
უნიფორმის ჯიბეში მარგალიტს ვიცურებ - სახსოვრად იმ ბიჭისა, რომელმაც
პური მაჩუქა.
ჰოვერკრაფტს მაინცდამაინც მე-12 რაიონში მივყავართ. აქ, ნახანძრალი
ზონისგან მოშორებით, დროებითი სატრანსპორტო სადგური აუგიათ. სატ-
ვირთო ვაგონში გვსხამენ. ვაგონი ნაცრისფერუნიფორმიანი ჯარისკაცებითაა
სავსე. თავიანთ ზურგჩანთებზე თავჩამოდებულებს სძინავთ. ორდღიანი
მგზავრობის შემდეგ კაპიტოლიუმისკენ მიმავალ ერთ-ერთი მთის გვირაბში
გავდივართ. მომდევნო ექვს საათს ფეხით ვაგრძელებთ გზას. ვცდილობთ,
მანათობელი მწვანე ხაზის გასწვრივ ვიაროთ, რომლითაც უსაფრთხო მარ-
შრუტია მონიშნული.
გვირაბიდან აჯანყებულთა ბანაკში გავდივართ. ბანაკი იმ რკინიგზის სად-
გურიდან, სადაც წინათ მე და პიტა ჩამოვდიოდით ხოლმე, ათ კვარტალზეა
გადაჭიმული. ყველგან ჯარისკაცები დადიან. 451-ე რაზმისთვის ადგილია
გამოყოფილი. იქ კარვებს ვშლით. აქაურობას აჯანყებულები ერთი კვირის

199
წინ დაეპატრონენ, დიდი მსხვერპლის ფასად, აქედან მშვიდობისმყოფელები
განდევნეს. კაპიტოლიუმის სამხედრო ძალებმა ქალაქის სიღრმეში დაიხიეს
და იქ გადაჯგუფდნენ. წინ დანაღმული ქუჩები მოჩანს. ცარიელი ქუჩები მაც-
დურად გიზიდავს, მაგრამ სანამ ყველას არ გავწმენდთ ფარული კაფსულე-
ბისგან, წინ ვერ წავიწევთ.
მიჩელი ჰოვერპლანებით დაბომბვას უფრთხის. ბოლოს და ბოლოს, ღია
ცის ქვეშ გავშალეთ კარვები, მაგრამ ბოგსი ამშვიდებს, ეგ პრობლემა არაა,
კაპიტოლიუმის საავიაციო ძალების უდიდესი ნაწილი მე-2 რაიონში ან ქა-
ლაქში შეჭრის დროს განადგურდა და რაც შერჩათ, იმას გასანადგურებლად
ვერ გაიმეტებენო.
შესაძლოა, სნოუ და სანდო პირთა წრე უკანასკნელ წამს რომელიმე სა-
იდუმლო საპრეზიდენტო ბუნკერში გაფრენას აპირებს. აღარც ჩვენ ვიყენებთ
ავიაციას მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმმა საზენიტო რაკეტებით ჩვენი საჰაე-
რო იერიშის პირველი ტალღა წარმატებით მოიგერია. ეს ომი ქუჩებში გა-
იმართება. იმედია, ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანდება და ადა-
მიანური მსხვერპლიც მინიმალური იქნება. აჯანყებულებს სჭირდებათ კაპი-
ტოლიუმი, ისევე, როგორც კაპიტოლიუმს სჭირდებოდა მე-13 რაიონი. 451-ე
რაზმის წევრები სამი დღის შემდეგ მოწყენილობისგან ლამის ბანაკიდან გა-
იქცნენ. ქრესიდა და მისი ოპერატორები გვიღებენ, როგორ ვისვრით. მათ-
გან ვიგებთ, რომ დეზინფორმატორთა გუნდის წევრები ვართ. თუ აჯანყებუ-
ლები მხოლოდ პლუტარქეს კაფსულებს დაუწყებენ სროლას, კაპიტოლიუმი
ორ წუთში მიხვდება, რომ საიდუმლო ჰოლოგრამა გვაქვს. მტრისთვის კვა-
ლის ასარევად, ზედმეტ დროს ვხარჯავთ უსარგებლო სამიზნეების სროლა-
სა და ნგრევაში. ძირითადად ჭრელ-ჭრელი შენობების ფასადებს ვაფეთ-
ქებთ და ფერადი შუშების გროვას უფრო და უფრო ვზრდით. მგონი, ამ კად-
რებს ისე ამონტაჟებენ, თითქოს მნიშვნელოვან კაპიტოლიუმურ ობიექტებს
ვანადგურებდეთ. ხანდახან ნამდვილი სნაიპერის სამსახურის საჭიროება
ჩნდება და რვა ხელი ერთდროულად იწევა ზემოთ. სამწუხაროდ, მე, გეილ-
სა და ფინიკს დავალების შესასრულებლად არასდროს გვირჩევენ.
- შენი ბრალია, რომ ასეთი ფოტოგენური ხარ, - ვეუბნები გეილს.
კიდევ კარგი, მზერით ადამიანის მოკვლა შეუძლებელია...
მგონი, უფროსობამ წესიერად არც იცის, ჩვენ სამი რაში გამოგვიყენოს.
განსაკუთრებით - მე. კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმი წამოვიღე, მაგრამ ჯერ მხო-

200
ლოდ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილს მიღებენ. ზოგჯერ ავტომატს
ვისვრი, ზოგჯერ - მშვილდ-ისარს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კაჭ-
კაჭჯაფარას მთლიანად დაკარგვა არ უნდათ, მაგრამ ჩემი როლის რიგით
ჯარისკაცობამდე შემცირებას ცდილობენ. მე ეს დიდად არ მანაღვლებს. პი-
რიქით, ვხალისობ კიდეც. წარმომიდგენია, რა ცხარე კამათი მიმდინარეობს
ამ საკითხზე მე-13 რაიონში.
ხმამაღლა გამოვთქვამ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ბრძოლაში მო-
ნაწილეობის საშუალება არ გვეძლევა, თუმცა, სინამდვილეში, საკუთარი
გეგმის განხორციელებაზე ვფიქრობ. თითოეულ ჩვენგანს კაპიტოლიუმის ქა-
ღალდის რუკა მოგვცეს. ქალაქს თითქმის იდეალური კვადრატის ფორმა
აქვს. რუკა პატარ-პატარა კვადრატებადაა დაყოფილი. ზედა კიდის გას-
წვრივ ასოები წერია, გვერდითა კიდის გასწვრივ - ციფრები. თითოეულ ქუ-
ჩასა და გზაჯვარედინს გულდასმით ვიმახსოვრებ. თუმცა, ჩემი რუკა, მეთაუ-
რების რუკასთან შედარებით, ბავშვური გასართობია. თითოეულს ხელში და-
საჭერი მოწყობილობა აქვს, ე.წ. ჰოლო, რომელიც ზუსტად ისეთ ჰოლოგ-
რამებს უჩვენებს, სამეთაურო შტაბში რომ ვნახე. ჰოლოგრამაზე ნებისმიერ
სექტორს ადიდებ და აახლოებ და ხედავ, იქ რომელი კაფსული გელის. ჰო-
ლო კომპიუტერისგან დამოუკიდებელი მოწყობილობაა - ფაქტობრივად, გა-
უმჯობესებული რუკა - რადგან სიგნალებს ვერც გზავნის და ვერც იღებს.
თუმცა, რასაკვირველია, ჩემს ქაღალდის რუკაზე უკეთესია.
ჰოლო კონკრეტული მეთაურის ხმოვანი ბრძანებით ირთვება. ჩართული
ჰოლო რაზმის სხვა წევრების ხმაზეც რეაგირებს. ანუ, თუ, ვთქვათ, ბოგსი
დაიღუპება ან მძიმედ დაშავდება, მის მოწყობილობას სხვა დაეპატრონება.
თუ რაზმის რომელიმე წევრი სამჯერ ზედიზედ გაიმეორებს სიტყვას ძაღ-
ლთუთა, ჰოლო აფეთქდება და ხუთი მეტრის რადიუსში ყველაფერს ჰაერში
ასწევს. ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება, ვაითუ, რომელიმე მეთაური
ტყვედ ჩავარდეს. ყველა უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ ტყვეობაში ყოფნას
სიკვდილი გვირჩევნია.
ამგვარად, მე ბოგსის ჩართული ჰოლო უნდა მოვიპარო და სანამ შეამ-
ჩნევს, გავქრე. არადა, ბოგსის კბილის მოპარვა უფრო ადვილი იქნება, ვიდ-
რე მისი ჰოლოსი.
მეოთხე დილას ჯარისკაცი მე-2 ლიგი შეცდომით მონიშნულ კაფსულს
აფეთქებს. აჯანყებულები კაფსულიდან მუტანტი-ქინქლების ამოფრენას

201
ელიან, მაგრამ იქიდან გახურებული რკინის ისრების სეტყვა მოდის. ერთ-
ერთი ისარი მე-2 ლიგს ტვინში ერჭობა და ის მედიკოსების მოსვლამდე
იღუპება. პლუტარქე გვპირდება, შემცვლელს სწრაფად გამოვგზავნიო.
მომდევნო საღამოს რაზმის ახალი წევრი ჩამოდის. ხელბორკილი აღარ
ადევს, აღარც მცველები ახლავს თან. მხარზე გადაკიდებული ავტომატით
გამოდის რკინიგზის ბაქანზე. ყველა გაკვირვებული და დაბნეულია, თვალს
არავინ უჯერებს, მაგრამ ეს ნამდვილად პიტაა, ხელის ზურგზე მელნით 451
აწერია. ბოგსი მას ავტომატს ართმევს და უფროსობასთან დასარეკად მი-
დის.
- აზრი არ აქვს, - გვეუბნება პიტა, - თავად პრეზიდენტმა გამომგზავნა. მი-
სი აზრით, პროპაგანდისტულ ვიდეოებს უფრო მეტი სიმძაფრე უნდა შევმა-
ტოთ.
შეიძლება, უფრო მეტი სიმძაფრე მართლაც საჭირო იყოს, თუმცა კოინი
პიტას აქ მხოლოდ ამისთვის არ გამოგზავნიდა. მისი აზრით, მე მკვდარი
უფრო სასარგებლო ვიქნები მისთვის, ვიდრე ცოცხალი.

202
ნაწილი 3 - მკვლელი

19.

გაბრაზებული ბოგსი არასდროს მინახავს. არც მაშინ, როცა მის ბრძანე-


ბას არ დავემორჩილე, ზედ გადავარწყიე ან გეილმა ცხვირი გაუტეხა. ახლა
კი, პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, განრისხებული ბრუნდე-
ბა. უპირველეს ყოვლისა, თავის თანაშემწე ჯეკსონს ავალებს, პიტა ოცდა-
ოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს და ორი კაცი მცველად მიუჩი-
ნოს; მერე მეუბნება, გავისეირნოთო და დიდხანს მივაბიჯებთ კარვებს შო-
რის, სანამ ჩვენს რაზმს შორს არ ვიტოვებთ.
- ადრე თუ გვიან მაინც მომკლავს, - ვეუბნები ბოგსს, - მით უმეტეს, აქ, სა-
დაც მისი გადარევა არაერთ ცუდ მოგონებას შეუძლია.
- ყველანაირად ვეცდები მის შეკავებას, ქეთნის, - მპირდება ბოგსი.
- რაში სჭირდება კოინს ჩემი სიკვდილი?
- კოინი ამას უარყოფს, - მპასუხობს ბოგსი.
- მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მას ჩემი მოკვლა უნდა. ამასთან დაკავში-
რებით რაღაც მოსაზრება აუცილებლად გექნებათ.
ბოგსი დიდხანს და დაჟინებით მიყურებს და ბოლოს მპასუხობს:
- მხოლოდ ის ვიცი, რომ პრეზიდენტს არ მოსწონხარ. არც არასდროს
მოსწონდი. მას არენიდან პიტას დახსნა უნდოდა, მაგრამ არავინ დაეთანხმა.
მდგომარეობა იმან უფრო დაამძიმა, რომ სხვა გამარჯვებულებისთვის საჯა-
როდ იმუნიტეტი მიანიჭებინე. თუმცა, იმდენად კარგად ასრულებდი შენს
როლს, რომ ამაზეც ხუჭავდა თვალს.
- მაშ, რა ხდება? - არ ვეშვები ბოგსს.
- უახლოეს მომავალში ეს ომი დასრულდება. ახალ ლიდერს აირჩევენ, -
ამბობს ბოგსი.
- ბოგს, ყველამ იცის, რომ ჩემგან ლიდერი არ გამოვა.
- კი, ეგ ყველამ იცის, - მეთანხმება ბოგსი, - მაგრამ ვიღაცას ხომ დაუჭერ
მხარს. მერედა, ვინ იქნება ეს ვიღაც? პრეზიდენტი კოინი თუ ვინმე სხვა?
- არ ვიცი. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, - ვპასუხობ.

203
- თუ დაუფიქრებლად არ პასუხობ, რომ პრეზიდენტ კოინს ემხრობი, მა-
შინ საფრთხეს წარმოადგენ. შენ რევოლუციის სიმბოლო ხარ. ხალხზე დიდი
გავლენა გაქვს. შენ კი საჯაროდ არასდროს დაგიჭერია მხარი კოინისთვის,
მხოლოდ შემწყნარებლური ხარ მის მიმართ და მორჩა.
- ესე იგი, უნდა მომკლას და გამაჩუმოს, - ამ სიტყვების წარმოთქმისთანა-
ვე ვხვდები, რომ ეს სიმართლეა.
- კოინს რევოლუციას სიმბოლო აღარ სჭირდება, შენ შენი საქმე გააკეთე
- რაიონები გააერთიანე. ახალ პროპანგანდისტულ ვიდეოკლიპებს უშენო-
დაც გადაიღებენ. აჯანყების ცეცხლის კიდევ უფრო აგიზგიზება ერთადერთი
რამითღა შეგიძლია.
- სიკვდილით, - ჩუმად ვამბობ მე.
- დიახ. წამებულად შეგრაცხავენ და შენი სახელით ვიბრძოლებთ, - ამ-
ბობს ბოგსი, - მაგრამ სანამ ჩემთან ხარ, ეს არ მოხდება, ჯარისკაცო ევერ-
დინ. მინდა, რომ დიდხანს იცოცხლო.
- რატომ? - ეს ხომ ბოგსს პრობლემების მეტს არაფერს მოუტანს, - ვალ-
დებული არ ხართ, დამიცვათ.
- იმიტომ, რომ ეს დაიმსახურე, ახლა კი შენს რაზმს დაუბრუნდი, - მპასუ-
ხობს ბოგსი.
ვიცი, მადლიერი უნდა ვიყო ბოგსისა, რომელიც ჩემ დასაცავად რისკავს,
მაგრამ მხოლოდ გაღიზიანებას ვგრძნობ. ახლა როგორღა მოვპარო ჰო-
ლო და გავექცე? ისედაც დავალებული ვარ მისგან, რომ სიკვდილს გადა-
მარჩინა. როგორ ვუღალატო?!
პიროვნება, რომლის გამოც ეს დილემა წარმოიშვა, არხეინად შლის კა-
რავს. მისი დანახვა მაგიჟებს.
- ჩემი გუშაგობის ჯერი როდის მოვა? - ვეკითხები ჯეკსონს.
ჯეკსონი დაეჭვებით ჭუტავს თვალებს. ან შეიძლება ჩემს უკეთ შეთვალიე-
რებას ცდილობს.
- შენ საერთოდ არ იმორიგევებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მეეჭვება, საქმე საქმეზე თუ მიდგება, პიტასთვის სროლა
შეძლო.
ხმამაღლა და გარკვევით ვამბობ, რომ რაზმის ყველა წევრმა გაიგონოს:

204
- მე პიტას არც ვესვრი. პიტა აღარ არსებობს. იოანა მართალია. ეს იგივე
იქნება, რომელიმე კაპიტოლიუმელ მუტანტს ვესროლო.
პიტას დაბრუნების შემდეგ იმდენი დამცირება გადავიტანე, მსიამოვნებს
კიდეც მასზე საჯაროდ ცუდის თემა.
- ამ კომენტარის შემდეგ საერთოდ აღარ მაქვს შენი გუშაგად დანიშვნის
სურვილი, - მეუბნება ჯეკსონი.
- დანიშნე, - ზურგს უკან ბოგსის ხმა მესმის.
ჯეკსონი უკმაყოფილოდ აქნევს თავს და ინიშნავს:
- შუაღამის თორმეტი საათიდან დილის ოთხ საათამდე ჩემთან ერთად
იმორიგევებ.
სირენის ხმა გვაუწყებს, რომ სადილობის დროა. საველე სამზარეულოში
მე და გეილი რიგში ვდგებით.
- თუ გინდა, მოვკლავ! - პირდაპირ მთავაზობს გეილი.
- მაშინ ორივეს უეჭველად უკან გაგვაგზავნიან, - ვეპასუხები მე. მართა-
ლია, გაბრაზებული ვარ, მაგრამ მისი სისასტიკე მაკვირვებს, - პიტას თვი-
თონაც გავუმკლავდები.
- სანამ ქაღალდის რუკიანად ან ჰოლოიანად, თუ ხელში ჩაიგდე, აქედან
გაიპარები?
გეილს ჩემი მზადება არ გამოჰპარვია. იმედია, სხვებისთვისაც ასევე
თვალშისაცემი არ ყოფილა. თუმცა, გეილი სხვებზე უკეთ მიცნობს.
- უჩემოდ გაქცევას ხომ არ აპირებ? - მეკითხები ის.
აქამდე მართლაც უმისოდ გაქცევას ვაპირებდი. თუმცა, თუ ჩემი თანამო-
ნადირე გვერდით მეყოლება, ორივე ერთად თავს უკეთ დავიცავთ. ცუდი აზ-
რი არ არის.
- როგორც ჯარისკაცი ჯარისკაცს, გირჩევ, შენს რაზმში დარჩე. თუმცა,
ალბათ არ დამიჯერებ. ხომ ასეა?
- ასეა, - იღიმის გეილი, - თუ უჩემოდ გაპარვას მოინდომებ, მთელ ჯარს
ფეხზე დავაყენებ.
451-ე რაზმის წევრები და გადამღები ჯგუფი სასადილოდ ერთად ვსხდე-
ბით. მაგიდის ირგვლივ დაძაბული ატმოსფეროა. თავიდან ამის მიზეზი პიტა
მგონია, მაგრამ სადილობის მიწურულს ვამჩნევ, რომ რამდენიმე ადამიანი
მე მიმზერს მტრულად. მდგომარეობის ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ველო-
დი. დარწმუნებული ვარ, როცა პიტა გამოჩნდა, ყველა იმას წუხდა, რომ ის

205
ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, ჩემთვის. ამ არამეგობ-
რული დამოკიდებულების მიზეზს მაშინღა ვხვდები, როცა ჰეიმიჩი მირეკავს.
- რას აპირებ? - მეკითხება ჰეიმიჩი, - გინდა გამოიწვიო და თავს დაგეს-
ხას?
- რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ ის მინდა, თავი დამანებოს.
- არ შეუძლია. მით უფრო მას მერე, რაც კაპიტოლიუმში გადაიტანა, - მე-
უბნება ჰეიმიჩი, - შეიძლება კოინმა იმ იმედით გამოგზავნა, ქეთნისს მოკ-
ლავსო, მაგრამ პიტამ ეს არ იცის. ის ვერ ხვდება, რა დაემართა. პიტას ნუ
ადანაშაულებ...
- არ ვადანაშაულებ!
- კი, ადანაშაულებ. გამუდმებით სჯი იმისთვის, რაც მის კონტროლს არ
ექვემდებარება. მე იმას კი არ გთხოვ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში და-
ტენილი იარაღით არ იარო, მაგრამ მის ადგილას წარმოიდგინე თავი. და-
ფიქრდი, კაპიტოლიუმს რომ ტყვედ ჩაეგდე, ეწამებინე, დაენექტრე და მერე
პიტას მოკვლა გეცადა, პიტა ასე მოგექცეოდა? - მეკითხება ჰეიმიჩი.
ამაზე პასუხი არ მაქვს. არა, პიტა ასე არ მომექცეოდა. ის ყველა ღონეს
იხმარდა ჩემს დასაბრუნებლად. განზე არ გადგებოდა. არ მიმატოვებდა. ყო-
ველი შეხვედრისას მტრულად არ მომექცეოდა.
- მე და შენ შევთანხმდით, რომ პიტას გადავარჩენდით. გახსოვს? - მეკით-
ხება ჰეიმიჩი.
მე მაინც არაფერს ვპასუხობ და ჰეიმიჩი ეცადე, გაიხსენოთი მიკიდებს
ყურმილს.
შემოდგომის გრილ დღეს სუსხიანი ღამე ცვლის. რაზმის წევრების უმეტე-
სობა საძილე ტომრებში წვება. ზოგს ღია ცის ქვეშ სძინავს, ოღონდ ბანაკის
შუაგულში მდგარ გამათბობელთან ახლოს. ნაწილი კარვებს აფარებს თავს.
1-ლი ლიგი დის სიკვდილმა საბოლოოდ გატეხა და მისი მოგუდული ქვითი-
ნი ჩემს კარავშიც აღწევს. მე მობუზული ვწევარ და ჰეიმიჩის სიტყვებზე ვფიქ-
რობ. ჩემდა სამარცხვინოდ, სნოუს მოკვლის უზომო სურვილმა უფრო რთუ-
ლი პრობლემები გადამავიწყა. დანექტრილი პიტა ილუზიების სამყაროში
ჩავტოვე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვიპოვო იგი, მის რეალობაში დაბ-
რუნებაზე აღარაფერს ვამბობ. არანაირი გეგმა არ მაქვს. დანაღმულ არენა-
ზე გავლა, სნოუს მოძებნა და მისთვის თავში ტყვიის ჩაჭედება ბევრად უფ-
რო მარტივ საქმედ მეჩვენება.

206
შუაღამისას კარვიდან გავდივარ და ბანაკის შუაგულში გამათბობელთან
ახლოს, სკამზე ვჯდები. ჯეკსონთან ერთად ვმორიგეობ. ბოგსმა პიტას უბ-
რძანა, გარეთ დაეძინა, რომ ყველა ხედავდეს. თუმცა, პიტას არ სძინავს. სა-
ძილე ტომრის ელვაშესაკრავი მკერდამდე შეუკრავს, ტომრიანად წამომჯდა-
რა და თოკის გაკვანძვას ცდილობს. ეს თოკის ნაგლეჯი მეცნობა, ზუსტად
ისაა, ფინიკმა რომ მომცა იმ ღამეს ბუნკერში. პიტას ხელში მის დანახვაზე
ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ფინიკიც იმავეს მსაყვედურობს, რასაც ჰე-
იმიჩი: მე პიტას ზურგი ვაქციე. შეცდომის გამოსასწორებლად ახლა შესაფე-
რისი დროა. მთავარია, რამე ვუთხრა. სამწუხაროდ, სათქმელი ვერ მომი-
ფიქრებია. ჰოდა, მეც ჩუმად ვარ. ღამის სიჩუმეს მხოლოდ მძინარე ჯარისკა-
ცების ფშვინვა არღვევს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პიტა ამბობს:
- ბოლო რამდენიმე წელი შენთვის ალბათ ძალიან მტანჯველი იყო. სულ
იმაზე ფიქრობდი, უნდა მოგეკალი თუ არა. კი თუ არა. კი თუ არა.
უსამართლო ბრალდებაა. ლამისაა, მკვახედ მივახალო, მაგრამ ჰეიმიჩ-
თან ბოლო საუბარი მახსენდება და პიტას მიმართულებით პირველ გაუბე-
დავ ნაბიჯს ვდგამ.
- შენი მოკვლა არასდროს მინდოდა. ამის სურვილი ერთადერთხელ გა-
მიჩნდა, მაგრამ მაშინ მეგონა, პროფესიონალებს ჩემს მოკვლაში ეხმარებო-
დი. მას შემდეგ, ყოველთვის... მოკავშირედ მიმაჩნდი.
მოკავშირე - უსაფრთხო სიტყვაა. მართალია, ემოციური ვალდებულების-
გან დაცლილი, მაგრამ მუქარას არ შეიცავს.
- მოკავშირე, - ნელა იმეორებს პიტა, თითქოს მისი დაგემოვნება სურს, -
მეგობარი, შეყვარებული, მტერი, საცოლე, სამიზნე, მუტანტი, მეზობელი,
მონადირე, შეწირული, მოკავშირე - სია ძალიან გრძელია, ვერ გამირკვე-
ვია, ვინ ხარ, - თოკის ნაგლეჯი გამუდმებით იკვანძება და იხსნება, - პრობ-
ლემა ისაა, რომ სიმართლესა და გამოგონილს ერთმანეთისგან ვეღარ
ვარჩევ.
რითმული ფშვინვის შეჩერება იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ გარშემო
ხალხს აღარ სძინავს ან არც სძინებია. მე უფრო მეორე მგონია.
სიბნელიდან ფინიკის ხმა ისმის:
- ჰოდა, სხვას ჰკითხე და დაგეხმარება, პიტა. ენი ასე იქცევა.
- ვის სხვას? - მას ეკითხება პიტა, - ვინ არის სანდო?

207
- დასაწყისისთვის ჩვენ გვენდე. ჩვენ შენი რაზმის წევრები ვართ, - პასუ-
ხობს ჯეკსონი.
- თქვენ ჩემი ზედამხედველები ხართ, - აღნიშნავს პიტა.
- მართალია, - ამბობს ჯეკსონი, - მაგრამ შენ მრავალი მე-13 რაიონელი
იხსენი. ჩვენ ასეთ რამეებს არ ვივიწყებთ.
ჯეკსონის პასუხს სიჩუმე მოსდევს. ვცდილობ, წარმოვიდგინო, რა გრძნო-
ბაა, როცა ცხადსა და ილუზიებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებ. რას ვიგ-
რძნობდი, რომ არ ვიცოდე, პრიმსა და დედაჩემს ვუყვარვარ თუ არა; არ ვი-
ცოდე, სნოუ ჩემი მტერია თუ არა; ან არ ვიცოდე, ჩემ პირდაპირ მჯდარმა
ადამიანმა გადამარჩინა თუ სასიკვდილოდ გამწირა. ჩემი სიცოცხლე წამში
კოშმარად გადაიქცეოდა. უცებ ძლიერ მინდება, პიტას ყველაფერი ვუამბო;
ავუხსნა, ვინ არის ის ან ვინ ვარ მე და აქ როგორ აღმოვჩნდით. საუბედუ-
როდ, არ ვიცი, რით დავიწყო. არაფრად ვვარგივარ. სრულიად არაფრად.
ჩემი მორიგეობის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პიტა ისევ
ჩემკენ ტრიალდება.
- შენი საყვარელი ფერი... მწვანეა?
- კი, - ვპასუხობ და მაშინვე მახსენდება, რა დავამატო, - შენი კი - ნარინ-
ჯისფერი.
- ნარინჯისფერი? - დაეჭვებით იმეორებს პიტა.
- ღია ნარინჯისფერი - არა, ოდნავ უფრო მქრქალი. დაისივით, - ვამბობ
მე, - ყოველ შემთხვევაში, ერთხელ ასე მითხარი.
პიტა თვალებს ხუჭავს, თითქოს მქრქალი დაისის წარმოდგენა სურს. მე-
რე თავს მიქნევს:
- მადლობა.
- შენ მხატვარი ხარ. ხაბაზიც. ძილის წინ ფანჯრებს აღებ. უშაქრო ჩაის
სვამ და ფეხსაცმლის თასმებს ყოველთვის ორმაგად ნასკვავ, - ჩემდა უნებუ-
რად, ვამბობ და სანამ კიდევ უფრო დიდ სისულელეს ვიზამდე, მაგალითად,
ვიტირებდე, სასწრაფოდ კარავში ვბრუნდები.
დილით მე, გეილი და ფინიკი ოპერატორების თანხლებით შუშის ფასადე-
ბის დასამსხვრევად მივდივართ. ბანაკში რომ ვბრუნდებით, პიტა მე-13 რაი-
ონელების შუაში ზის. შეიარაღებული ჯარისკაცები მას მეგობრულად ელაპა-
რაკებიან. ჯეკსონს პიტას დასახმარებლად თამაში, მართალი თუ ტყუილი,
გამოუგონებია. პიტა რომელიმე შემთხვევას იხსენებს, ხოლო ჯარისკაცები

208
ეუბნებიან, ეს მართლა მოხდა თუ არა, თან მოკლე ახსნა-განმარტებასაც და-
ურთავენ ხოლმე.
- მე-12 რაიონელთა უმეტესობა ხანძარმა იმსხვერპლა.
- მართალი. მე-13 რაიონში ცხრაას ადამიანზე ნაკლებმა ჩამოაღწია.
- ხანძარი ჩემ გამო გაჩნდა.
- ტყუილი. პრეზიდენტმა სნოუმ მე-12 რაიონი ისევე, როგორც მე-13 რაი-
ონი შავბნელ ხანაში, აჯანყებულების დასაშინებლად გაანადგურა.
თავიდან ჯეკსონის იდეა მომწონს, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ძალიან
ბევრ რამეზე, რაც პიტას აეჭვებს, პასუხი მე მექნება გასაცემი. ჯეკსონი გუშა-
გებს ანაწილებს. მე, გეილს და ფინიკს მე-13 რაიონელ ჯარისკაცებთან გვაწ-
ყვილებს.
ამგვარად პიტას ყოველთვის ექნება მისთვის ნაცნობ ადამიანთან დალა-
პარაკების საშუალება. საუბარი ხანგრძლივი პაუზებით მიმდინარეობს. პიტა
ნებისმიერ წვრილმანზე ფიქრს დიდ დროს ანდომებს. მაგალითად, აინტე-
რესებს, სად ყიდულობდნენ მე-12 რაიონელები საპონს. მე-12 რაიონის შე-
სახებ ბევრ რამეს გეილისგან იგებს. ფინიკი შიმშილის თამაშებზე უყვება;
ფინიკი პიტას პირველ თამაშებში მენტორი იყო, მეორეში კი - მონაწილე.
თუმცა, პიტას ყველაზე მეტად ჩემთან დაკავშირებულ ამბებში გარკვევა სურს
და, მართალია, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებს ვეხებით, ჩვენი საუბარი
მაინც საკმაოდ მტკივნეული და მძიმეა. პიტა მეკითხება, რა ფერის კაბა მეც-
ვა მე-7 რაიონში, მიყვარს თუ არა ყველიანი ფუნთუშები, რა ერქვა ჩვენი მა-
თემატიკის მასწავლებელს დაწყებით კლასებში. ჩემი გახსენება მისთვის ძა-
ლიან დამღლელია. შესაძლოა, მას შემდეგ, რაც სნოუმ უყო, ეს შეუძლებე-
ლიცაა, მაგრამ მისი დახმარება რომ არ ვცადოთ, უსამართლობა იქნება.
მომდევნო შუადღეს გვატყობინებენ, საკმაოდ რთული პროპაგანდისტუ-
ლი ვიდეოკლიპის გადასაღებად უნდა მოვემზადოთო. პიტა ერთ რამეში
მართალია: კოინი და პლუტარქე ვარსკვლავური რაზმის ვიდეოკლიპების
ხარისხით უკმაყოფილონი არიან. ეკრანზე ძალიან უღიმღამოდ და არაე-
ფექტურად გამოვიყურებით. შეგვიძლია ეს დადგმულ ბრძოლებს დავაბრა-
ლოთ, მაგრამ თავის მართლება რას გვიშველის?! ჩვენ ტელევიზიისთვის
ვარგისი ვიდეომასალა გვჭირდება! ამიტომაც, დღეს გადასაღებ მოედნად
მთელი კვარტალი გამოგვიყვეს. აქ რამდენიმე გააქტიურებული კაფსული-
ცაა. ერთ-ერთი საარტილერიო ცეცხლს ხსნის, მეორე მტერს ბადეში ხვევს

209
და დასაკითხად ან სიკვდილით დასასჯელად მიათრევს, შემპყრობლის
ბრძანების მიხედვით. სხვა მხრივ, არაფრით გამორჩეული საცხოვრებელი
კვარტალია და არანაირი სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს.
გადამღები ჯგუფი საკვამლე ბომბების აფეთქებითა და სროლის ხმის
ეფექტების გამოყენებით დიდი საფრთხის იმიტაციის შექმნას აპირებს.
ყველანი, ოპერატორების ჩათვლით, ჯავშანჟილეტებს ვიცვამთ, თითქოს
პირდაპირ ომის შუაგულში მივდიოდეთ. ავტომატების გარდა, სპეციალური
შეიარაღებაც მიგვაქვს თან. ბოგსი პიტასაც უბრუნებს ავტომატს, ოღონდ
ყველას გასაგონად აფრთხილებს, რომ ფუჭი ვაზნებითაა დატენილი.
პიტა მხოლოდ მხრებს იჩეჩს.
- სროლა წესიერად მაინც არ მეხერხება.
პიტა რატომღაც პოლიდევკეს არ აშორებს თვალს. ეს ცოტათი გვაფ-
რთხობს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თითქოს რთული ამოცანა ამოხსნაო,
აღელვებული ამბობს:
- ავოქსი ხარ, არა? გეტყობა. ნერწყვს უცნაურად ყლაპავ. საპყრობილეში
ჩემთან ერთად ორი ავოქსი იჯდა, დარიუსი და ლავინია, მაგრამ მცველები
მათ, უბრალოდ, წითურებს ეძახდნენ. შიმშილის თამაშების დროს საწ-
ვრთნელ ცენტრში ჩვენი მსახურები იყვნენ, ამიტომ ისინიც დააპატიმრეს. ჩემ
თვალწინ ორივე წამებით მოკლეს. ლავინიას ბედმა გაუღიმა. მეტისმეტი მო-
უვიდათ და ელექტროდენის დარტყმისას გული გაუჩერდა. აი, ბიჭს კი რამ-
დენიმე დღის განმავლობაში კლავდნენ. სცემდნენ, სხეულის ნაწილებს აჭ-
რიდნენ. შეკითხვებს უსვამდნენ, მაგრამ ის ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ
ცხოველივით ღმუოდა. სინამდვილეში, მისგან არანაირი ინფორმაცია არ
სჭირდებოდათ, მხოლოდ ის უნდოდათ, მისი ტანჯვა-წამება მენახა, - პიტა
ჩვენს გაოგნებულ სახეებს აკვირდება, თითქოს ჩვენგან პასუხს ელის. ხმას
არავინ იღებს, ამიტომ თვითონ აგრძელებს: - მართალი თუ ტყუილი? - პა-
სუხი არ ისმის და ეს უფრო მეტად აღიზიანებს. პასუხს მკაცრად მოითხოვს: -
მართალი თუ ტყუილი?
- მართალი, - პასუხობს ბოგსი, - რამდენადაც ვიცი... ეს სიმართლეა.
- ასეც ვიცოდი, - იღუშება პიტა, - ძალიან პირქუში მოგონება იყო... - და
გვშორდება, თან ხელისა და ფეხის თითებზე რაღაცას ბურტყუნებს.
გეილს ჯავშანჟილეტზე ვადებ თავს, იქ, სადაც მისი მკერდი უნდა იყოს.
გეილი მკლავებს მხვევს და გულში მაგრად მიკრავს. ბოლოს და ბოლოს,

210
შევიტყვეთ იმ გოგოს სახელი, რომელიც მე-12 რაიონის ტყეში შეიპყრო კა-
პიტოლიუმმა. ისიც გავიგეთ, რა ბედი ეწია ჩვენს მეგობარ მშვიდობისმყო-
ფელს, რომელიც გეილს გამოექომაგა. ისინი ჩემ გამო დაიღუპნენ. მათ სა-
ხელებს ჩემს პირად მსხვერპლთა მრავალათასიან სიას ვამატებ. თავს ვწევ.
გეილს ყველაფერი სულ სხვანაირად მიუღია. გამომეტყველებაზე ეტყობა,
რომ მზადაა მთები მტვრად აქციოს და ქალაქები მიწასთან გაასწოროს. მი-
სი მზერა სიკვდილს მოასწავებს.
პიტას საშინელი მოგონებით დათრგუნვილები მივხოხავთ შუშის ნამ-
სხვრევებით მოფენილ ქუჩებში და მიზნისკენ მივიწევთ; კვარტალი უნდა და-
ვიპყროთ. ბოლოს და ბოლოს, მცირე, მაგრამ ნამდვილი დავალება მოგ-
ვცეს. ბოგსს გარს ვეხვევით, რომ ქუჩის ჰოლოგრამული გამოსახულება შე-
ვისწავლოთ. ტყვიამფრქვევის კაფსული გზის პირველ მესამედში, ერთ-ერთი
შენობის ტენტის ზემოთაა დამონტაჟებული. მთავარია, რამდენიმე ტყვია მო-
ვახვედროთ და ავტომატურად გააქტიურდება. ბადის კაფსული აქვეა, მომ-
დევნო მოსახვევში. სხეულის დეტექტორის გასააქტიურებლად ვინმე დაგ-
ვჭირდება. პიტას გარდა, ყველა მოხალისედ გამოდის. პიტამ წესიერად არც
იცის, რა ხდება. მე მესალასთან მგზავნიან, რომ ახლო კადრებისთვის მაკია-
ჟი გამიკეთოს.
ბოგსი მითითებას გვაძლევს, ვინ სად განვლაგდეთ. მერე ვიცდით, სანამ
ქრესიდა ოპერატორებს სათანადო პოზიციებს შეურჩევს. კასტორი წინ დგას,
პოლიდევკე - უკან, თან ორივე - ჩვენგან მხარმარცხნივ, რომ შემთხვევით
ერთმანეთს არ გადაუღონ. მესალა რამდენიმე საკვამლე ბომბს აფეთქებს.
რაკი ეს ერთდროულად სამხედრო მისიაცაა და გადაღებაც, ვაპირებ ვიკით-
ხო, ვის ვემორჩილებით, მეთაურს თუ რეჟისორს, როცა ქრესიდა ყვირის:
- დავიწყეთ!
ნელა მივუყვებით კვამლში გახვეულ ქუჩას, თითქოს კვარტალში გავდი-
ვართ წვრთნებს. თითოს ფანჯრების თითო რიგის აფეთქება ევალება, აი,
გეილს კი ნამდვილი სამიზნე მისცეს. ის კაფსულს ესვრის. როგორც კი იქი-
დან ტყვიების წვიმა მოდის, მსუბუქი და ლამაზი ნარინჯისფერი და ვარდის-
ფერი ქვებით მოკირწყლულ გზაზე ვწვებით, ზოგი შენობის კარს ეფარება.
მცირე ხნის შემდეგ ბოგსი გზის გაგრძელების ბრძანებას იძლევა.
სანამ წამოდგომას მოვასწრებდეთ, ქრესიდა გვაჩერებს, ჯერ ახლო კად-
რები უნდა გადავიღოთო. ხელახლა უნდა გავითამაშოთ ჩვენი რეაქციები.

211
ჰოდა, ჩვენც ძირს ვეცემით, ვიმანჭებით, მოფარებული ადგილებისკენ ვხტე-
ბით. ვიცით, რომ ამას სერიოზული საქმისთვის ვაკეთებთ, მაგრამ მაინც სუ-
ლელური შეგრძნებაა. როგორც ირკვევა, რაზმის ყველაზე ცუდი მსახიობი
მე არ ვყოფილვარ. ძნელია სიცილის შეკავება. მიჩელი სასოწარკვეთილე-
ბის გამოხატვას ცდილობს, მაგრამ კბილებს ისე აღრჭიალებს და ნესტოებს
ისე ბერავს, რომ ყველა ერთად ვხარხარებთ. ბოგსი ყველას მკაცრად
გვტუქსავს.
- გონს მოეგე, 451-ე რაზმო! - მტკიცედ ამბობს ის, თუმცა სახეზევე ეტყო-
ბა, რომ თვითონაც ძლივს იკავებს სიცილს, სანამ მომდევნო კაფსულს ყუ-
რადღებით აკვირდება. ჰოლოს ისე იმარჯვებს ხელში, რომ იმ ბურუსში სა-
იდანმე შუქი დაეცეს. მერე ჩვენკენ ტრიალდება და მარცხენა ფეხს ნარინჯის-
ფერ საკირწყლავ ქვაზე დგამს. მის ნაბიჯს მოქმედებაში მოჰყავს ნაღმი და
ბოგსს ორივე ფეხი სწყდება.

20.

ფერადი მინა იმსხვრევა და თითქოს მის უკან მიმალული რეალური, მა-


ხინჯი სამყარო ჩნდება. სიცილს კივილი ანაცვლებს, ქვებს სისხლის შხეფები
ალაქავებს, სატელევიზიო სპეცეფექტებს ნამდვილი კვამლი აბნელებს.
მეორე აფეთქება თითქოს თვით ჰაერს გლეჯს ნაფლეთებად. ყურები მი-
წივის. ვერ ვხვდები, სად რა აფეთქდა.
კიდურებმოგლეჯილ ბოგსთან პირველი მე მივრბივარ, რამე ისეთს ვეძებ,
რითაც სისხლის წითელი ნაკადის შეჩერებას შევძლებ. ამასობაში ჰოუმსიც
მორბის, მე განზე მწევს და სანიტრის ჩანთას ხსნის. ბოგსი მაჯაზე მავლებს
ხელს. მომაკვდავისთვის ფერფლს სახე კიდევ უფრო გაუნაცრისფერებია.
მგონია, მოკვდა, მაგრამ ბოგსი ბრძანებას მაძლევს:
- ჰოლო!
ჰოლო. ქვის ნამტვრევებში ვაფათურებ ხელს. ხანდახან ხორცის თბილ
ნაგლეჯებს ვეხები და ვკრთები. ბოგსის ჩექმასთან ერთად კიბის საფეხურებს
შორის გაჩხირულს ვპოულობ. ჰოლოს შიშველი ხელით ვწმენდ და მეთაურს
ვუბრუნებ.

212
ჰოუმსს მარცხენა ფეხზე ბინტი შემოუხვევია, მაგრამ უკვე სისხლითაა გაჟ-
ღენთილი. ბოგსს მარჯვენა ფეხი მუხლს ქვემოთ აქვს მოწყვეტილი და ჰო-
უმსი ახლა მას დასტრიალებს. რაზმის სხვა წევრები გადამღები ჯგუფის ირ-
გვლივ დგანან თავდაცვით პოზიციაში: აფეთქების ტალღამ მესალა კედელს
მიანარცხა და ფინიკი მის მოსულიერებას ცდილობს.
ჯეკსონი რაციით ბანაკს უკავშირდება და ყვირილით ითხოვს, მედიკოსები
გამოგზავნეთო, მაგრამ ვიცი, უკვე გვიანია. ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი
დედაჩემს და ვისწავლე, რომ როცა სისხლის გუბე გარკვეულ ზომას მიაღ-
წევს, დაჭრილის გადარჩენა შეუძლებელია. ბოგსის გვერდით ვიჩოქებ და
ვემზადები როლისთვის, რომელიც რუსთან და მე-6 რაიონელ მორფლინ-
გისტთან შევასრულე. ბოგსს ხელს არ გავუშვებ, სანამ სიცოცხლეს არ გამო-
ემშვიდობება. თუმცა, ბოგსი ორივე ხელით ჰოლოს ჩაჰფრენია. კლავიატუ-
რაზე ბრძანებას კრეფს და იდენტიფიცირებისთვის ეკრანს ცერა თითს ადე-
ბს. ეკრანზე გაჩენილი მოთხოვნის პასუხად ციფრებისა და ასოების კომბინა-
ციას ხმამაღლა წარმოთქვამს. ჰოლოდან მწვანე სხივი იფრქვევა და ბოგსს
სახეს უნათებს.
- მეთაურობისთვის უვარგისი ვარ. უმთავრეს საიდუმლო მასალებამდე
წვდომის ნებართვა გადაეცეს 451-ე რაზმის ჯარისკაც ქეთნის ევერდინს! - ამ-
ბობს ბოგსი და უკანასკნელი ძალებით ჩემკენ ატრიალებს ჰოლოს, - შენი
სახელი წარმოთქვი.
- ქეთნის ევერდინი! - ჩავძახი ეკრანს და უეცრად მწვანე ნათელში ვეხვე-
ვი. ვერ ვინძრევი და ვერც თვალს ვახამხამებ, ეკრანი კი ციმციმებს. რა ხდე-
ბა? მასკანერებს? მიღებს? მაბრმავებს? უცებ ნათელი ქრება და გონს მოსა-
გებად თავს აქეთ-იქით ვიქნევ, - რა მიყავით?
- უკან დახევისთვის მოემზადეთ! - ყვირის ჯეკსონი.
ფინიკი ყვირილით ეპასუხება და მიუთითებს კვარტალის ბოლოსკენ, სა-
იდანაც მოვედით. ქუჩაში გეიზერივით შავ, ზეთოვან ნივთიერებას ამოუხეთ-
ქია და შენობებს შორის გაუვალი კედელი წარმოუქმნია. არც სითხეა და
არც აირი, არც ბუნებრივ ნივთიერებას ჰგავს და არც - ხელოვნურს. თუმცა,
აშკარაა, რომ მომაკვდინებელია. უკან იმავე გზით ვეღარ დავბრუნდებით,
რომლითაც მოვედით.
ისმის ავტომატების გამაყრუებელი კაკანი. გეილი და 1-ლი ლიგი კვარტა-
ლის მეორე ბოლოსკენ მიიკვლევენ გზას. თავიდან ვერ ვხვდები, რას ეს-

213
ვრიან, მაგრამ ამასობაში ჩვენგან ათიოდე მეტრში კიდევ ერთი ნაღმი ფეთ-
ქდება: თურმე პრიმიტიული მეთოდით წმენდენ გზას ნაღმებისგან. მე და ჰო-
უმსი ბოგსს ხელებს ვჭიდებთ და გეილს კვალდაკვალ მივყვებით. აუტანელი
ტკივილისგან შეწუხებული ბოგსი კივის, მაგრამ გასაჩერებლად და უკეთესი
რამის მოსაფიქრებლად არ გვცალია, რადგან შენობებს შორის კედელი უფ-
რო იზრდება სქელდება და ტალღასავით მოგვდევს.
ვიღაც უკან მიმათრევს. ბოგსს ხელს ვუშვებ და მოკირწყლულ გზაზე ვეცე-
მი. თავზე გაშმაგებული, შეშლილი პიტა მადგას და, ილუზიების სამყაროში
გადავარდნილი, ავტომატის კონდახს მიქნევს, რომ თავი გამიტეხოს. მე გან-
ზე მივგორავ, კონდახის მიწაზე დარტყმის ხმა მესმის და ცალი თვალით ვხე-
დავ, როგორ ეცემა ძირს ორი სხეული; მიჩელი პიტას ეტაკება და მიწას
ალურსმავს. თუმცა, ისედაც ღონიერი პიტა კრაზანა-მაძებრების შხამს კიდევ
უფრო გადაურევია, ქვემოდან მიჩელს მუცელში ურტყამს წიხლებს და თავი-
დან იშორებს.
კაფსული აქტიურდება, ისმის ხაფანგის ხმამაღალი ტკაცანი. შენობებზე
მიმაგრებული ოთხი ბაგირი ზემოთ მიათრევს ბადეს, რომელშიც მიჩელია
გახვეული. მიჩელი წამში სისხლიანდება. ვერაფერს ვხვდები, მაგრამ უცებ
ეკლიან მავთულებს ვამჩნევ. ეკლები მეცნობა. ზუსტად ასეთივე ხვიარები ამ-
შვენებდა მე-12 რაიონზე გარშემორტყმულ მავთულხლართს. მიჩელს ვეძა-
ხი, არ გაინძრე-მეთქი და ამ დროს სქელი, კუპრივით შავი წყვდიადის სიმ-
ყრალე სულს მიხუთავს. აზვირთებული ტალღა, საცაა, ზედ დაგვეცემა.
გეილი და 1-ლი ლიგი ჯერ კუთხის შენობის კარის საკეტს ესვრიან, მერე
იმ ბადის ბაგირებს, რომელშიც მიჩელია გახვეული. სხვებს პიტა გაუკავები-
ათ. მე კვლავ ბოგსისკენ მივრბივარ და ჰოუმსის დახმარებით შენობაში მი-
ვათრევ. ვარდისფერი და თეთრი ხავერდით მორთულ მისაღებ ოთახში შევ-
რბივართ, იქიდან - საოჯახო ფოტოებით დამშვენებული ჰოლის გავლით -
სამზარეულოში, და ბოგსს მარმარილოს იატაკზე ვაწვენთ. ჩვენც მის გვერ-
დით ვეცემით. კასტორსა და პოლიდევკეს პიტა შემოჰყავთ. პიტა ფართხა-
ლებს და მათგან დასხლტომას ცდილობს. ჯეკსონი როგორღაც ხელბორ-
კილს ადებს მას, მაგრამ პიტას ეს უფრო მეტად აცოფებს და ამიტომ კარა-
დაში ამწყვდევენ.
მისაღებ ოთახში კარი ჯახუნით იღება. ხალხი გაურკვევლად ყვირის. ჰო-
ლიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის. შავმა ტალღამ შენობას ჩაუარა. სამზა-

214
რეულოში ფანჯრები ზანზარებს. ჰაერში კუპრის გულის ამრევი სუნი ტრია-
ლებს. ფინიკს მესალა შემოჰყავს. მათ ქრესიდა და 1-ლი ლიგი მოჰყვებიან
ხველებ-ხველებით.
- გეილ! - ვკივი გამწარებული.
გეილიც აქ არის. სამზარეულოს კარს წიხლით ხურავს და ძლივძლივო-
ბით ამბობს: - აირი მომწამვლელია!
კასტორი და პოლიდევკე პირსახოცებითა და წინსაფრებით გმანავენ
ღრიჭოებს, ხოლო გეილი ყვითელ ნიჟარაში არწყევს.
- მიჩელი? - ყვირის ჰოუმსი.
1-ლი ლიგი უარის ნიშნად იქნევს თავს.
ბოგსი ჰოლოს მაჩეჩებს ხელში. მისი ტუჩები მოძრაობს, მაგრამ რას ამ-
ბობს, არ მესმის. პირზე ყურს ვადებ, რომ მისი ხრინწიანი ჩურჩული გავიგო-
ნო.
- მათ ნუ ენდობი. უკან არ დაბრუნდე. პიტა მოკალი. გააკეთე ის, რისთვი-
საც აქ ჩამოხვედი.
თავს ვწევ, რომ ბოგსის სახე დავინახო.
- რა? ბოგს! ბოგს!
ბოგსი თვალღიაა, მაგრამ მკვდარი. ხელში მისი სისხლით მოთხვრილი
ჰოლო მიდევს.
პიტა კარადის კარს ჯერ ისევ წიხლებს ურტყამს, მაგრამ თანდათან ძალ-
ღონე ეცლება. საბოლოოდ, სიჩუმე ისადგურებს. ნეტა, პიტაც ხომ არ მოკ-
ვდა?
- მოკვდა? - მეკითხება ფინიკი და ბოგსზე მანიშნებს. თანხმობის ნიშნად
თავს ვუქნევ. ფინიკი განაგრძობს: - აქედან უნდა წავიდეთ. სასწრაფოდ. ახ-
ლახან მთელ ქუჩაზე გავააქტიურეთ კაფსულები. ალბათ სათვალთვალო კა-
მერებით შეგვამჩნიეს.
- უეჭველად, - ამბობს კასტორი, - ქუჩა სათვალთვალო კამერებით არის
სავსე. ეტყობა, ხელით გაააქტიურეს შავი ტალღა, როცა დაინახეს, ვიდეოს
რომ ვიღებდით.
- ჩვენი რადიოგადამცემები მაშინვე გამოირთო. როგორც ჩანს, ელექ-
ტრომაგნიტური ბომბი გამოიყენეს. არა უშავს, ბანაკს მაინც დავუკავშირდე-
ბით. მომეცი ჰოლო, - ჯეკსონი ხელს მიწვდის, მაგრამ მე უფრო მაგრად
ვიკრავ მოწყობილობას გულში.

215
- არა, ბოგსმა მე გადმომცა.
- რა სისულელეა! - უხეშად ამბობს ჯეკსონი. რასაკვირველია, ჰგონია,
რომ ჰოლო ახლა მისია. ის ხომ ბოგსის თანაშემწეა.
- ქეთნისი სიმართლეს ამბობს, - ამბობს ჰოუმსი, - ბოგსმა სიკვდილის წინ
საიდუმლო მასალებამდე წვდომის უფლებამოსილება გადასცა. თვითონ და-
ვინახე.
- რაო? ასე რატომ მოიქცა?! - უკვირს ჯეკსონს.
მართლაცდა, რატომ? ბოლო ხუთ წუთში იმდენი საშინელება მოხდა, ჯერ
კიდევ გონს ვერ მოვსულვარ - ბოგსი დასახიჩრდა, სისხლისგან დაიცალა
და მოკვდა. პიტამ გააფრინა და ჩემი მოკვლა სცადა. მიჩელი ეკლიან ბადე-
ში გაეხვია და მყრალმა შავმა ტალღამ ჩაყლაპა. ბოგსს დავყურებ. ო, რო-
გორ მინდა, ცოცხალი იყოს. უეცრად ვხვდები, რომ მხოლოდის იყო ჩემი
მომხრე, სხვა არავინ. მის ბოლო ბრძანებაზე ვფიქრობ.
მათ ნუ ენდობი. უკან არ დაბრუნდე. პიტა მოკალი. გააკეთე ის, რისთვი-
საც აქ ჩამოხვედი.
ნეტა რას გულისხმობდა? ვის არ ვენდო? აჯანყებულებს? კოინს? ხალხს,
ვინც ახლა ჩემ წინ ზის? უკან არ დავბრუნდები, მაგრამ ბოგსმა უნდა გამი-
გოს, რომ პიტას შუბლს ვერ გავუხვრეტ. თუ - კი? განა ეს აუცილებელია? ვი-
თომ ბოგსი მიხვდა, რომ ჯარიდან გაქცევასა და სნოუს მოკვლას ვაპირებ?
ყველაფერზე ერთად ვერ ვფიქრობ, ამიტომ მხოლოდ მისი პირველი
ორი ბრძანების შესრულებას ვიწყებ: არავის უნდა ვენდო და უფრო ღრმად
შევიდე კაპიტოლიუმში. რა მოვიმიზეზო? როგორ ვაიძულო სხვები, ჰოლო
არ წამართვან?
- იმიტომ, რომ პრეზიდენტ კოინის სპეციალურ დავალებას ვასრულებ.
ეტყობა, ეს მხოლოდ ბოგსმა იცოდა.
ჯეკსონს ჩემი პასუხი არ აკმაყოფილებს.
- რა უნდა ქნა?
სიმართლე უნდა ვუთხრა. უფრო დამაჯერებელს მაინც ვერაფერს მოვი-
ფიქრებ. ოღონდ სპეცდავალებას ნამდვილი მისიის სახე უნდა ჰქონდეს და
არა შურისძიების.
- პრეზიდენტი სნოუ უნდა მოვკლა, სანამ ომი ჩვენი მოსახლეობის რა-
ოდენობას მკვეთრად შეამცირებდეს.

216
- არ მჯერა, - ამბობს ჯეკსონი, - როგორც შენი მეთაური, მოვითხოვ, სა-
იდუმლო მასალების წვდომის უფლება გადმომცე.
- არა, ეს პრეზიდენტ კოინის ბრძანების პირდაპირი დარღვევა იქნება, -
ვპასუხობ მე.
ყველა ავტომატს იმარჯვებს. ნახევარი რაზმი მე მიმიზნებს, ნახევარი -
ჯეკსონს. ვიღაც უეჭველად მოკვდება, მაგრამ საქმეში ქრესიდა ერევა:
- ეს სიმართლეა. აქ ამიტომაც ვართ. პლუტარქეს უნდა, ეს ტელევიზიით
გადაიცეს. ფიქრობს, რომ თუ ხალხს ვუჩვენებთ, როგორ კლავს კაჭკაჭჯაფა-
რა პრეზიდენტ სნოუს, ომი დასრულდება.
ჯეკსონი ორჭოფობს და ჩაფიქრებული იშვერს ავტომატს კარადისკენ.
- მაშინ ამას რაღა უნდა აქ?
აი, აქ კი გამომიჭირა. აზრიანი არაფერი მომდის თავში იმის გასამარ-
თლებლად, თუ რატომ გამოგზავნა კოინმა ასეთ მნიშვნელოვან დავალება-
ზე შეშლილი, ჩემს მოსაკლავად დაპროგრამებული ბიჭი. ჩემს მონათხრობს
დამაჯერებლობა აკლდება.
ისევ ქრესიდა მშველის:
- ის, რომ შიმშილის თამაშების შემდგომი ორი ინტერვიუ სეზარ ფლიკერ-
მანთან პრეზიდენტ სნოუს რეზიდენციაში ჩაიწერა. პლუტარქეს აზრით, პიტა
რეზიდენციაში მეგზურობას გაგვიწევს, რადგან ჩვენ იქაურობას საერთოდ
არ ვიცნობთ.
ძალიან მაინტერესებს გავიგო, რატომ ცრუობს ჩემ გამო ქრესიდა; რა-
ტომ ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ჩემი ვითომდა სპეცდავალების
შესრულებაში უნდა დამეხმარონ.
- უნდა წავიდეთ! - ამბობს გეილი, - მე ქეთნისს მივყვები. თქვენ თუ გინ-
დათ, ბანაკში დაბრუნდით. ოღონდ სწრაფად! აქ დარჩენა სახიფათოა!
ჰოუმსი კარადას აღებს და უგონოდ მყოფ პიტას მხარზე იდებს.
- მე მზად ვარ!
- და ბოგსი? - გვეკითხება 1-ლი ლიგი.
- მას ვერ წავიყვანთ. დარწმუნებული ვარ, გაგვიგებდა, - ამბობს ფინიკი,
ბოგსს ავტომატს ხსნის და თვითონ იკიდებს მხარზე, - გაგვიძეხი, ჯარისკაცო
ევერდინ.
აზრზე არ ვარ, რაზმს საით გავუძღვე. ჰოლოს ვუყურებ, მაგრამ გინდ
ჩართული ყოფილა, გინდ - გამორთული, მაინც არ ვიცი, როგორ გამოვიყე-

217
ნო. არადა, ახლა ღილაკებზე დაჭერისა და ჰოლოს მუშაობის პრინციპებში
გარკვევის დრო არ არის.
- ამის გამოყენება არ ვიცი. ბოგსმა შენზე მითხრა, დაგეხმარებაო, - ვეუბ-
ნები ჯეკსონს, - მითხრა, მისი იმედი გქონდესო.
ჯეკსონი დაბღვერილი მართმევს ჰოლოს და კლავიატურაზე ბრძანებას
კრეფს. გზაჯვარედინი ჩნდება.
- ამ სამზარეულოდან პატარა ეზოში გავალთ, ეზოდან კი საცხოვრებელ
კორპუსს უკანა მხრიდან მივადგებით. ეს იმ გზაჯვარედინის ზედხედია, სადაც
ოთხი ქუჩა ერთმანეთს კვეთს.
გზაჯვარედინს მივშტერებივარ და ორიენტირებას ვცდილობ. რუკაზე ყვე-
ლა მხარეს კაფსულები ციმციმებს. ეს მხოლოდ ის კაფსულებია, რომელთა
არსებობის შესახებ პლუტარქემ იცის. ჰოლოგრამულ გამოსახულებაზე არ
გვინახავს, რომ ქუჩა, რომლიდანაც ამ სახლში შემოვედით, დანაღმული ყო-
ფილიყო; არც იმას ველოდით, რომ მიწიდან შავი გეიზერი ამოხეთქავდა ან
ბადე ეკლიანი იქნებოდა. თანაც, მშვიდობისმყოფელებმა ჩვენი ადგილმდე-
ბარეობის შესახებ შეიტყვეს და მათთანაც მოგვიწევს შეტაკება. აღელვებუ-
ლი, ტუჩს ვიკვნეტ. ვგრძნობ, რომ ყველა მე მიყურებს.
- აირწინაღები გაიკეთეთ. იმ გზით წავალთ, რომლითაც მოვედით.
რაზმის წევრები მაშინვე აპროტესტებენ. მე ხმას ვუწევ.
- ეს ტალღა იმდენად ძლიერი იყო, ამ ქუჩაზე სხვა კაფსულებსაც გაააქ-
ტიურებდა და შთანთქავდა.
დამაჯერებელი არგუმენტია. ყველა ჩუმდება. პოლიდევკე ძმას ხელით
რაღაცას ანიშნებს.
- ტალღამ ალბათ კამერებიც დააზიანა, - გვითარგმნის კასტორი, - ობიექ-
ტივებს დასვრიდა.
გეილი ცალ ფეხს სკამზე დგამს და ჩექმაზე მიმხმარ შავ ლაქას ათვა-
ლიერებს. მერე მაგიდიდან დანას იღებს და შავ ნივთიერებას იფხეკს.
- კოროზიული არ არის. მგონი, ჩვენს მოსაწამლად ან დასახრჩობად იყო
განკუთვნილი.
- იმედია, - ამბობს 1-ლი ლიგი.
ყველა აირწინაღს იკეთებს. ფინიკი პიტას უსიცოცხლო სახესაც ფარავს
აირწინაღით. ქრესიდა და 1-ლი ლიგი ძალაგამოცლილ მესალას უდგანან
მხარში.

218
ვიცდი, წინ ვინ წავა, მაგრამ მახსენდება, რომ ამიერიდან მე ვარ მათი წი-
ნამძღოლი. სამზარეულოს კარს იოლად ვაღებ. სასტუმრო ოთახი მთლი-
ანად და ჰოლის სამი მეოთხედი ბლანტი ნივთიერების ერთსანტიმეტრიან
ფენას დაუფარავს. ფეხსაცმლის წვერს ფრთხილად ვყოფ შიგ. სიმკვრივით
გელსა ჰგავს. ფეხს რომ ვწევ, ნივთიერება ოდნავ იწელება და ისევ პირვან-
დელ მდგომარეობაში ბრუნდება. სამ ნაბიჯს ვდგამ და უკან ვიხედები. ნაკვა-
ლევი არ რჩება. პირველი სასიხარულო ამბავი დღეისთვის.
სასტუმრო ოთახში გელის მასა ცოტათი უფრო სქელია. სახლის კარს ში-
შით ვაღებ და ველი, რომ შიგნით ლიტრობით უცხო ნივთიერება შემოიღ-
ვრება, მაგრამ გელი მკვრივია და ფორმას არ იცვლის.
ნარინჯისფერ-ვარდისფერი კვარტალი თითქოს პრიალა, შავ საღებავში
ამოავლეს და გასაშრობად გარეთ გამოიტანეს. მოკირწყლული გზა, შენო-
ბები, სახურავები ყველაფერი გელითაა დაფარული. ქუჩის თავზე ვეებერთე-
ლა ცრემლი ჰკიდია. მასში ორი სილუეტი იკვეთება: ავტომატის ლულა და
ადამიანის ხელი. მიჩელი. ტროტუარზე ვჩერდები და გიგანტურ წვეთს ვუყუ-
რებ, სანამ სხვები შემომიერთდებიან.
- თუ ვინმეს უკან წასვლა უნდა, სჯობს ახლავე დაბრუნდეს, სანამ გვიანი
არ არის, - ვამბობ მე, - მიზეზი არ მაინტერესებს, არაფერს გკითხავთ და
არც მეწყინება.
როგორც ჩანს, უკან დახევას არავინ აპირებს. მეც კაპიტოლიუმის სიღ-
რმეში მივიწევ. ვიცი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. აქ გელი უფრო
ღრმაა, თითქოს ათი სანტიმეტრის სისქის, და ყოველი ფეხის დადგმისას
ჭყაპუნობს. თუმცა, ნაკვალევი მაინც არ რჩება.
ეტყობა, ტალღა ძალიან დიდი და ძლიერი იყო. გზადაგზა დაზიანებული
შენობები გვხვდება. ფრთხილად კი მივაბიჯებ, მაგრამ მგონი, მართალი ვი-
ყავი, ტალღას სხვა კაფსულები გაუაქტიურებია. ერთი კვარტალი მკვდარი,
ოქროსფერი კრაზანა-მაძებრებით არის მოფენილი. ეტყობა, მხუთავმა აირ-
მა გაგუდა. კიდევ უფრო წინ მთელი შენობა დანგრეულა და ნანგრევები
გელს დაუფარავს. გზაჯვარედინამდე მივრბივარ და ხელის აწევით ვაჩერებ
სხვებს, სანამ გარემოს დავზვერავდე. ჩვენდა სასიკეთოდ, ტალღას ქუჩები
კაფსულებისგან გაუწმენდია. ასე ეფექტურად მათ გაუვნებელყოფას ვერც
ერთი აჯანყებული ვერ შეძლებდა. როგორც ჩანს, მეხუთე კვარტალში ტალ-
ღის დონემ მკვეთრად დაიკლო; აქ გელის სისქე სულ ერთი სანტიმეტრია

219
და მეზობლად მდგარი შენობის ლურჯი სახურავი მოჩანს. საღამოვდება.
დროა, თავშესაფარი ვიპოვოთ და გეგმა დავსახოთ. კვარტალის ცენტრთან
ერთ-ერთ მრავალბინიან სახლს ვირჩევ. ჰოუმსი ბინის საკეტს ამტვრევს და
ყველას შიგნით ვუშვებ. მე წუთით ქუჩაში ვრჩები და ვრწმუნდები, რომ ჩვენი
ნაკვალევი ქრება. მერე მეც ბინაში შევდივარ და კარს ვხურავ. ავტომატებზე
დამაგრებული ფანრებით ვანათებთ ვრცელ სასტუმრო ოთახს. ოთახს სარ-
კიანი კედლები აქვს და თავის ყოველი მიტრიალებისას საკუთარ ანარეკლს
ვხედავთ. გეილი ფანჯრებს ამოწმებს, რწმუნდება, რომ დაუზიანებელია და
აირწინაღს იხსნის.
- ყველაფერი კარგადაა. სუნი იგრძნობა, მაგრამ მძაფრად აღარ.
ბინა თითქმის ისევეა მოწყობილი, როგორც ჩვენი პირველი თავშესაფა-
რი. წინა ფანჯრები გელს ჩაუბნელებია, მაგრამ სამზარეულოს ფანჯრებიდან
მცირე დღის სინათლე მაინც აღწევს. ჰოლში ორი სააბაზანოიანი საძინებე-
ლია. სასტუმრო ოთახიდან ხვეული კიბე მეორე სართულისკენ მიიწევს, რო-
მელიც მთლიანად ღიაა. მეორე სართულზე ფანჯრები არ არის და ელექ-
ტრონათურები ანთია. ეტყობა, მფლობელმა ბინა სასწრაფოდ დაცალა.
ერთ-ერთი კედელი ვეებერთელა ტელევიზორს უკავია. ეკრანი გაშავებულია
და ოდნავ ბჟუტავს. ოთახში პლუშის სავარძლები და დივნები დგას. ჩვენც
სწორედ აქ ვსხდებით სულის მოსათქმელად.
ჰოუმსმა პიტა მუქლურჯ დივანზე მიაგდო.
ის უგონოდაა და ხელშებორკილი, მაგრამ ჯეკსონი ავტომატს მაინც უმიზ-
ნებს. ნეტა მას რა ჯანდაბა ვუყო? ან რაზმს რა ვუყო? და საერთოდ, რა ვუ-
ყო ამ ხალხს, გარდა ფინიკისა და გეილისა? ფინიკის და გეილის გარეშე
სნოუს მოძებნა გამიჭირდება, მაგრამ დანარჩენ ათ კაცს ვითომდა სპეცდავა-
ლების შესასრულებლად კაპიტოლიუმის სიღრმეში ვერ შევუძღვები, თუნდაც
ჰოლოს წაკითხვა შევძლო. რა იქნებოდა, ბანაკში გამეგზავნა, როცა ჯერ კი-
დევ მქონდა ამის შანსი? ვითომ ძალიან საშიში იყო? მათაც საფრთხეს შეუქ-
მნიდა და ჩემს გეგმასაც? მგონი, ბოგსისთვის არ უნდა დამეჯერებინა; ალ-
ბათ აგონიაში მყოფი რაღაცას ბოდავდა. ხომ არ აჯობებს სიმართლე გავამ-
ხილო, მეთაურობა ისევ ჯეკსონს გადავაბარო და ყველა ბანაკში დავბრუნ-
დეთ, სადაც კოინისთვის მომიწევს პასუხის გაცემა?
ამდენი ხალხი ტყუილუბრალოდ გავხვიე შარში... ტვინს ვიჭყლეტ, რომ
როგორმე გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ თავში აზრად არაფერი მომდის.

220
უფრო და უფრო მიმძიმს ამაზე ფიქრი. უცებ აფეთქებების სერია ოთახს
აზანზარებს.
- ეს შორს იყო, - გვამშვიდებს ჯეკსონი, - ოთხი-ხუთი კვარტალის მოშო-
რებით.
- იქ, სადაც ბოგსი დავტოვეთ, - ამბობს 1- ლი ლიგი.
მოულოდნელად ტელევიზორი ირთვება და მკვეთრ სიგნალს გამოსცემს,
არადა, არავინ მიახლოებია, არათუ არ შეხებია. ლამის მთელი რაზმი ფეხ-
ზე ხტება.
- ყველაფერი რიგზეა! - ყვირის ქრესიდა, - ეს სპეციალური გამოშვებაა.
ამ დროს ყველა კაპიტოლიუმური ტელევიზორი ავტომატურად ირთვება. ეკ-
რანზე ჩვენ ვჩნდებით იმ მომენტიდან, როცა ბოგსი ნაღმზე აფეთქდა. კომენ-
ტატორი მაყურებლებს გვიხსნის, რას უყურებენ. ჩვენ გადაჯგუფებას ვცდი-
ლობთ, ქუჩაში ამოხეთქილ შავ გელს გავურბივართ, ვითარებაზე კონ-
ტროლს ვკარგავთ. შემდეგ ნამდვილი ქაოსი იწყება.
მერე ტალღა სათვალთვალო კამერებს შთანთქავს და ვიდეოჩანაწერი
წყდება. სულ ბოლოს, კადრში გეილი ჩანს. ის ჰაერში ჩამოკიდებული მიჩე-
ლის ბადის ბაგირებს ესვრის და მათ გაწყვეტას ცდილობს.
კომენტატორი გეილს, ფინიკს, ბოგსს, პიტას, ქრესიდას და მე გვასახე-
ლებს.
- ციდან გადაღებული კადრები არ აქვთ. ეტყობა, ბოგსი არ ცდებოდა და
ბევრი ჰოვერკრაფტი აღარ დარჩათ, - ამბობს კასტორი.
მე ეს არ შემიმჩნევია, მაგრამ პროფესიონალი ოპერატორის თვალს არ
გამოეპარა.
რეპორტაჟი გრძელდება იმ მრავალბინიანი სახლის ეზოდან, რომელსაც
თავი შევაფარეთ. მშვიდობისმყოფელები ჩვენი ძველი სამალავის მოპირდა-
პირე სახლის სახურავზე იკავებენ პოზიციას და ბინებს ყუმბარებს ესვრიან.
იწყება აფეთქებების სერია, წეღან რომ მოგვესმა, მთელი შენობა ინგრევა
და მტვრის ბუღში ეხვევა.
მერე პირდაპირი ეთერი იწყება. რეპორტიორი მშვიდობისმყოფელებთან
ერთად სახურავზე დგას. მის უკან საცხოვრებელი კორპუსი იწვის. მეხანძრე-
ებს შლანგები მოუმარჯვებიათ და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ჩვენ
მკვდრებად გვაცხადებენ.
- ესეც საქმეა! - ამბობს ჰოუმსი.

221
მგონი, მართალია. კაპიტოლიუმი მაინც აღარ დაგვიწყებს დევნას. თუმცა,
წარმომიდგენია, ამას მე-13 რაიონში რომ გადასცემენ. დედაჩემს, პრიმს,
ჰეიზელს და მის შვილებს, ენის, ჰეიმიჩს და სხვა მე-13 რაიონელებს ეგონე-
ბათ, რომ დავიღუპეთ.
- საწყალი მამაჩემი. სულ ცოტა ხნის წინ ერთი ქალიშვილი დაკარგა და
ახლა... - ამბობს 1-ლი ლიგი.
კადრებს გამუდმებით იმეორებენ და ჩვენც ვუყურებთ და ვუყურებთ. კაპი-
ტოლიუმი გამარჯვებით ტკბება, განსაკუთრებით კი - ჩემი სიკვდილით. რე-
პორტაჟს მცირე ხნით წყვეტენ და გვიჩვენებენ ვიდეომონტაჟს იმაზე, თუ რო-
გორ იქცა კაჭკაჭჯაფარა აჯანყებულთა სიმბოლოდ. ეტყობა, ეს მასალა დი-
დიხნის წინ მოამზადეს, ისეა გაშალაშინებული. მერე კვლავ რეპორტიორები
ერთვებიან პირდაპირ ეთერში და განიხილავენ ჩემს დამსახურებულ, სასტიკ
აღსასრულს. რეპორტიორები გვემშვიდობებიან და გვპირდებიან, მოგვიანე-
ბით პრეზიდენტი სნოუ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებსო. ეკრანი შავ-
დება და ძველებურად ოდნავღა ბჟუტავს. აჯანყებულებს რეპორტაჟის შე-
ფერხება არ უცდიათ, რაც ნიშნავს, რომ ნანახი სიმართლე ჰგონიათ. თუ ეს
მართლაც ასეა, მაშინ მათგან დახმარებას აღარ უნდა ველოდოთ.
- ახლა, როცა უკვე დავიხოცეთ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? - ინტე-
რესდება გეილი.
- ეს ხომ ისედაც ცხადია? - პიტა შეუმჩნევლად მოსულა გონზე. არ ვიცი,
რამდენი ხანია, ეკრანს უყურებს, მაგრამ ისეთი საცოდავი სახე აქვს, ალბათ
ყველაფერი დაინახა, რაც ქუჩაში მოხდა. ნახა, რომ გააფრინა, ჩემთვის თა-
ვის გატეხა სცადა და მიჩელი კაფსულზე დააგდო. ის ძლივძლივობით ჯდება
დივანზე და გეილს მიმართავს, - ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება... ჩემი მოკ-
ვლა.

21.

ბოლო ერთ საათში უკვე მეორედ შემომთავაზეს პიტას მოკვლა.


- ნუ სულელობ, - ეუბნება პიტას ჯეკსონი.
- ახლახან ჩვენი რაზმის ერთ-ერთი წევრი მოვკალი! - ყვირის პიტა.

222
- კი არ მოკალი, წიხლი ჰკარი. არ იცოდი, რომ იმ ადგილას მახე იყო
დაგებული და ბადეში გაეხვეოდა, - ამბობს ფინიკი პიტას დასამშვიდებლად.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მიჩელი ხომ მკვდარია, არა? - პიტას
ცრემლები უსველებს სახეს, - არ მეგონა, ვერასდროს წარმომედგინა, თუ
ასე გადავირეოდი. ქეთნისი მართალია. მე ურჩხული ვარ. მუტანტი. სნოუმ
იარაღად მაქცია!
- ეს შენი ბრალი არაა, პიტა! - ეუბნება ფინიკი.
- თან ვერ წამიყვანთ, ადრე თუ გვიან, ვინმეს მაინც მოვკლავ, - პიტა
ჩვენს სახეებზე ყოყმანსა და გაურკვევლობას ხედავს, - შეიძლება ჩემს მიგ-
დებას აპირებთ, რადგან ჩემს სისხლში ხელის გასვრა არ გინდათ, მაგრამ
თუ ცოცხალს დამტოვებთ, ისევ კაპიტოლიუმი ჩაიბარებს ჩემს თავს. როგორ
გგონიათ, სნოუს ტყვეობაში დაბრუნებით კარგ სამსახურს გამიწევთ?
პიტა კვლავ სნოუს ტყვეობაში? ისე აწამებენ და გამოურეცხავენ ტვინს,
რომ მასში ბოლომდე ჩაკლავენ ნამდვილ პიტას.
რატომღაც სახრჩობელა ხის ბოლო სტროფი მახსენდება, რომელშიც ჩა-
მოხრჩობილი სატრფოს ეუბნება, მირჩევნია მოკვდე, ვიდრე სააქაოს გარ-
დაუვალი ბოროტების პირისპირ ცოცხალი დარჩეო:
იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში,
თოკის ყელსაბამით მომიდგე გვერდით?
თუმც, სახრჩობელა ხეს აქვს ცუდი სახელი,
შუაღამისას მის ტოტზე გელი!
- გპირდები, სანამ ეგ მოხდება, ჩემი ხელით მოგკლავ, - ეუბნება გეილი.
პიტა გეილის შეთავაზებაზე ფიქრობს, მერე უარის ნიშნად თავს აქნევს.
- ეს ხელს არ მაძლევს. იმ მომენტში რომ გვერდით არ იყო? მეც მომე-
ცით ის შხამიანი აბი, თქვენ რომ გაქვთ!
ძაღლთუთა. ერთ აბს ბანაკში დატოვებულ კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმის სა-
ხელოზე მიკერებულ საიდუმლო ჯიბეში ვინახავ, ერთი სამხედრო ფორმის
გულის ჯიბეში მიდევს. საინტერესოა, პიტას. რატომ არ მისცეს აბი? შეიძლე-
ბა კოინმა იფიქრა, რომ ჩემი მოკვლის ნაცვლად პიტა თავს მოიკლავდა.
გაურკვეველია, პიტას ახლავე სურს თავის მოკვლა (რათა ჩვენ აღარ გვეხ-
ვეწოს, მომკალითო) თუ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში იზამს, თუ კაპიტო-
ლიუმის ტყვეობაში აღმოჩნდება?! მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვა-
ლისწინებით, პირველი უფრო მგონია. რასაკვირველია, ეს ყველა ჩვენგანს

223
მძიმე ტვირთს ახსნიდა გულიდან: აღარც მისთვის შუბლის გახვრეტა მოგვი-
წევს და არც იმის შიში გვექნება, რომ ისევ დაებინდება გონება და რომელი-
მეს გვიმსხვერპლებს.
არ ვიცი, კაფსულების ბრალია, შიშის თუ იმის, რომ ბოგსი ჩემ თვალწინ
მოკვდა, მაგრამ თავი ისევ შიმშილის თამაშების არენაზე მგონია. თითქოს
არენიდან არც წამოვსულვარ. კიდევ ერთხელ ვიბრძვი არა მხოლოდ საკუ-
თარი თავის, არამედ პიტას გადასარჩენადაც. ო, როგორ გაუხარდება და
ესიამოვნება სნოუს, პიტა მე რომ მოვკლა და მთელი ჩემი უბადრუკი სიცოც-
ხლის ბოლომდე მისი სიკვდილი ჩემს სინდისზე იყოს!
- საქმე მარტო შენ არ გეხება, - ვეუბნები პიტას, - სპეცდავალების შესას-
რულებლად გამოგვგზავნეს და ჩვენი მისიისთვის შენ მნიშვნელოვანი ხარ, -
მერე რაზმის დანარჩენ წევრებს ვავლებ თვალს: - როგორ ფიქრობთ, აქ
საჭმლის შოვნა შეიძლება?
სანიტრის ჩანთას და ვიდეოკამერებს თუ არ ჩავთვლით, უნიფორმების და
ცეცხლსასროლი იარაღის გარდა არაფერი გვაქვს.
ნახევარი რაზმი პიტასთვის თვალყურის სადევნებლად და სნოუს ოფიცია-
ლური განცხადების სადარაჯოდ რჩება, მეორე ნახევარი საჭმლის მოსაპო-
ვებლად მიდის. ყველაზე მეტად თავს მესალა იჩენს; ის, ამ ბინის ლამის
ზუსტ ასლში ცხოვრობდა და ხვდება, სად გადამალავდა ბინის მფლობელი
საჭმელს. მაგალითად, საძინებელში, სარკის უკან ადვილად აგნებს სათავ-
სოს; ისიც იცის, რომ ჰოლში სავენტილაციო ცხაური ზედმეტი ძალისხმევის
გარეშე იხსნება. ამგვარად, მართალია, განჯინები ცარიელია, მაგრამ ოც-
დაათამდე კონსერვს და რამდენიმე ყუთ ნამცხვარს ვპოულობთ.
მე-13 რაიონში გაზრდილი ჯარისკაცები ზიზღით შეჰყურებენ საჭმლის ამ-
ხელა მარაგს.
- ეს ხომ არაკანონიერია?! - უკვირს 1-ლ ლიგს.
- პირიქით, კაპიტოლიუმში სულელად გთვლიან, თუ საჭმელს არ იმარა-
გებ, - პასუხობს მესალა, - კაპიტოლიუმელებმა ჯერ კიდევ კვარტალურ ჯა-
ხამდე დაიწყეს სასურსათე პროდუქტების მომარაგება.
- სხვები კი შიმშილობდნენ, - ამბობს 1- ლი ლიგი.
- დიახ, - თავს აქნევს მესალა, - აქ ასე იქცევიან.
- კიდევ კარგი, თორემ ვახშმის გარეშე დავრჩებოდით, - ხუმრობას ცდი-
ლობს გეილი, - თითოს თითო კონსერვი ერგება.

224
ჩვენი ზოგიერთი თანამებრძოლი ორჭოფობს, მაგრამ განაწილების ეს
მეთოდი სხვებზე უარესი არაფრითაა. სულაც არ მინდა მარაგის თერთმეტ
თანაბარ ნაწილად გაყოფა, რადგან პიროვნების ასაკი, სხეულის წონა და
ფიზიკური აქტივობაც გასათვალისწინებელია. გროვაში დიდხანს ვიქექები
და ისაა, ვირთევზას წვნიანზე უნდა შევაჩერო არჩევანი, რომ პიტა კონსერვს
მიწვდის.
- აი, გამომართვი.
მეც ვართმევ, არც ვიცი, რის კონსერვია. იარლიყზე ჩაშუშული თიკანი
აწერია.
გონების ზედაპირზე მოგონებები ამოდის და ლამისაა ავტირდე. მახსენ-
დება წვიმა ქვებს შორის, პიტასთან არშიყობის ჩემი მოუქნელი მცდელობები
და სუსხიან ჰაერში დატრიალებული ჩემი საყვარელი, კაპიტოლიუმური კერ-
ძის სურნელი. ო, როგორი მშივრები, მაგრამ როგორი ახლობლები ვიყა-
ვით მაშინ, როცა ჩვენი გამოქვაბულის წინ ვერცხლისფერ პარაშუტზე გამობ-
მული საჭმლით სავსე კალათა დაეშვა.
- მადლობა, - ვეუბნები პიტას და კონსერვს ვხსნი, - ქლიავის ჩირთან ერ-
თად ყოფილა.
თუნუქის თავსახურს კოვზად ვიყენებ. პირველ ლუკმას პირში ვიდებ და...
აქაურობა გემოთიც კი არენას მაგონებს.
უკვე გემრიელი კრემიანი ნამცხვრების ჭამაზე ვართ გადასული, როცა
ისევ მკვეთრი სიგნალის ხმა ისმის. ტელევიზორის ეკრანზე პანემის გერბი
ჩნდება და პანემის ჰიმნი ჟღერს. ჰიმნის დასრულებისთანავე მოკლულთა
ფოტოებს აჩვენებენ, როგორც არენაზე. ჯერ გადამღები ჯგუფის ოთხი წევ-
რით იწყებენ, მათ ბოგსის, გეილის, ფინიკის, პიტასა და ჩემი ფოტოები მოს-
დევს. მე-13 რაიონელების ფოტოების ჩვენებით თავი არ შეიწუხეს. შეიძლე-
ბა, წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არიან, ან იციან, რომ მაყურებლისთვის უმნიშ-
ვნელოები არიან; ბოლოს, თავად პრეზიდენტს აჩვენებენ. სამუშაო მაგიდას-
თან ზის, მის უკან სახელმწიფო დროშაა გაშლილი, პიჯაკის ლაცკანზე ახა-
ლი თეთრი ვარდი აქვს მიმაგრებული. ტუჩები უწინდელზე უფრო დაბერილი
აქვს; ეტყობა, ცოტა ხნის წინ მორიგი ოპერაცია გაიკეთა. გარდა ამისა, სტი-
ლისტებს აშკარად გადაუმლაშებიათ, მაკიაჟი ზედმეტი მოსვლიათ.
სნოუ მშვიდობისმყოფელებს ოპერაციის ბრწყინვალედ ჩატარებას ულო-
ცავს და ქვეყნისთვის საძულველი კაჭკაჭჯაფარას მოშორებისთვის ხოტბას

225
ასხამს. ჩემი სიკვდილით ომის კაპიტოლიუმის სასარგებლოდ დასრულებას
იმედოვნებს, აჯანყებულებს წინამძღოლი აღარ ჰყავთ და დემორალიზებუ-
ლები არიანო. ისე, საერთოდ ვინ ვიყავი მე? ერთი საბრალო, მერყევი გო-
გონა, რომელსაც მშვილდ-ისრის სროლის გარდა არაფერი ეხერხებოდა.
ჭკუით მე არ გამოვირჩეოდი, არც აჯანყების სულისჩამდგმელი ვყოფილვარ,
უბრალოდ, აჯანყების სიმბოლოდ გამომაცხადეს, რადგან ხალხს შიმშილის
თამაშებში ოინბაზობით დავამახსოვრე თავი. თუმცა, აჯანყებულებს ძალიან
ვჭირდებოდი, რადგან ისეთი არავინ ჰყავდათ, ვისაც ომში გაჰყვებოდნენ...
ალბათ სადღაც მე-13 რაიონში ბიტი ღილაკს დააწვა, რადგან ეკრანზე
პრეზიდენტ სნოუს ნაცვლად პრეზიდენტი კოინი ჩნდება. ის პანემის მოსახ-
ლეობას ესალმება და აჯანყებულთა ლიდერად ეცნობა. მერე ჩემს მოსახსე-
ნიებელ სიტყვას წარმოთქვამს. აქებს გოგონას, რომელიც საბადოში და შიმ-
შილის თამაშებში გადარჩა და მონების ქვეყანა თავისუფლებისთვის მებ-
რძოლთა ლაშქრად გადააქცია.
- ცოცხალი თუ მკვდარი, ქეთნის ევერდინი რევოლუციის სიმბოლო იქნე-
ბა. სისუსტის ჟამს, თუკი შედრკებით, გაიხსენეთ კაჭკაჭჯაფარა და მყისვე და-
გიბრუნდებათ ძალა საიმისოდ, რომ პანემი ტირანიისგან დაიხსნათ, - ამბობს
კოინი.
- არ ვიცოდი, ასეთი მნიშვნელოვანი თუ ვიყავი მისთვის, - ვამბობ მე.
გეილი ხარხარებს, სხვები კი გაოცებით მიყურებენ.
ეკრანზე ჩემი აშკარად რედაქტირებული ფოტო ჩნდება. ლამაზად და
მრისხანედ გამოვიყურები. ცეცხლის ალში ვარ გახვეული. არავითარი სიტ-
ყვები. არავითარი სლოგანი. ხალხს ახლა მხოლოდ ჩემი სახე სჭირდება.
ბიტი მართვის სადავეებს კაპიტოლიუმს უბრუნებს. ეკრანზე კვლავ მეტის-
მეტად თავშეკავებული სნოუ ბრუნდება. ჩემი აზრით, ის არ ელოდა, რომ
დღევანდელი ტრანსლაციის გაწყვეტას შეძლებდნენ. ამაღამ ამ მარცხის-
თვის ვიღაც სიკვდილით დაისჯება.
- ხვალ დილას, როცა ქეთნის ევერდინის გვამს ნანგრევებიდან გამოვი-
ტანთ, ნათლად დავინახავთ, რასაც წარმოადგენს კაჭკაჭჯაფარა; ერთი უბ-
რალო მკვდარი გოგონაა, რომელმაც ვერავინ იხსნა, საკუთარი თავიც კი.
- ერთი ეგაა, რომ მის გვამს ვერსად იპოვით, - ამბობს ფინიკი იმას, რა-
საც ამწუთას ალბათ ყველა ვფიქრობთ. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელდე-

226
ბა. როგორც კი ნანგრევებს ამოთხრიან და იქ თერთმეტი დაღუპულის გვამს
ვერ იპოვიან, კაპიტოლიუმელები მიხვდებიან, რომ გადავრჩით.
- სხვა თუ არაფერი, სასტარტო უპირატესობა მაინც გვაქვს, - ვამბობ მე.
უეცრად დაღლილობა მერევა. ერთი სული მაქვს, მწვანე პლუშის დივან-
ზე წამოვწვე და დავიძინო, კურდღლის ბეწვისა და ბატის ღინღლის საბანში
გავეხვიო. თუმცა, დაძინების მაგივრად ჯიბიდან ჰოლოს ვიღებ და ჯეკსონს
ვთხოვ, მასწავლოს მისით სარგებლობა, უფრო კონკრეტულად, უახლოესი
გზაჯვარედინის კოორდინატების შეყვანა - მოწყობილობის ძირითადი და-
ნიშნულებაც ხომ ესაა. ჰოლო ჩვენი სამალავის მიმდებარე ტერიტორიის
პროექციას გვიჩვენებს. გული მეკუმშება. ეტყობა, სტრატეგიულ სამიზნეებს
ვუახლოვდებით, რადგან კაფსულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდე-
ბა. ამდენ ციმციმა წერტილს შორის შეუმჩნევლად როგორ გავძვრებით? ეს
შეუძლებელია. და თუ შეუძლებელია, ჩიტებივით ბადეში გავმბმულვართ. ამ
ხალხთან უფროსობას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ თვალი მწვანე დივნის-
კენ გამირბის. ჰოდა, მეც ვამბობ:
- რამე იდეა გაქვთ?
- გამორიცხვის მეთოდით ხომ არ დაგვეწყო? - გვთავაზობს ფინიკი, - მა-
გალითად, ქუჩაში გასვლა გამორიცხულია.
- სახურავებიც ქუჩასავით საშიშია, - ამბობს 1-ლი ლიგი.
- უკან დახევის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, იმავე გზით წავალთ, რომლი-
თაც მოვედით, - ამბობს ჰოუმსი, - მაგრამ ეს მისიის ჩაფლავებას ნიშნავს.
- სპეცდავალება მთელი რაზმისთვის არც მოუციათ. თქვენდა სამწუხა-
როდ, ჩემ გვერდით აღმოჩნდით, - სინდისი მქენჯნის, რადგან ზემოთ აღნიშ-
ნული მისია მე გამოვიგონე.
- სადავო საკითხია. თუმცა, შენთან ვართ და ამას ვეღარ შევცვლით, - ამ-
ბობს ჯეკსონი, - ესე იგი, აქ ვერ დავრჩებით, ვერც წინ წავალთ და ვერც
განზე გადავუხვევთ. მგონი, ერთადერთი გზა გვრჩება.
- მიწისქვეშა.
მეზიზღება მიწისქვეშეთი - მაღაროები, გვირაბები და მე-13 რაიონი. მი-
წის ქვეშ ყოველთვის სიკვდილს ვუფრთხი. რა სასაცილოა - თუნდაც მიწის
ზედაპირზე მოვკვდე, მაინც მიწაში დამმარხავენ.
ჰოლო მიწისზედა კაფსულებსაც გვიჩვენებს და მიწისქვეშასაც. პროექცია-
ზე ჩანს, რომ მკაფიო და ცხადი ქუჩების ქვეშ დაკლაკნილი და გადახლარ-

227
თული გვირაბების ლაბირინთია. თუმცა, მიწის ქვეშ შედარებით ნაკლები
კაფსულია.
ორი ბინის იქით ვერტიკალური მილი ჩვენს სახლს გვირაბებთან აერ-
თებს. ამ მილამდე მისაღწევად შენობის გაყოლებაზე გამავალ სავენტილა-
ციო შახტაში უნდა შევძვრეთ. შახტაში კი ზედა სართულის კარადიდან მოვ-
ხვდებით.
- მაშ, კარგი, მოდი, აქაურობა მივალაგოთ, ვითომ არასდროს ვყოფილ-
ვართ, - ვამბობ და ჩვენი სტუმრობის ყოველგვარ კვალს ვშლით, ცარიელ
კონსერვებს ნაგავსაყრელ მილში ვუძახებთ, სავსეებს ჯიბეში ვიწყობთ. სის-
ხლით მოთხვრილ დივნის ბალიშებს ვაბრუნებთ, გელით დასვრილ იატაკს
ვწმენდთ. შესასვლელი კარის საკეტი გატეხილია, მაგრამ კარს ურდულით
ვკეტავთ. ერთი შეხებით მაინც არ გაიღება.
ბოლოს, პიტას საკითხიღა გვრჩება გადასაწყვეტი. პიტა ლურჯ დივანზე
ზის და არ ინძრევა.
- მე არ მოვდივარ. ან თქვენს ადგილმდებარეობას გავცემ, ან ვინმეს რა-
მეს დავუშავებ.
- სნოუს ხალხი გიპოვის, - აფრთხილებს ფინიკი.
- მაშინ აბი დამიტოვეთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავლევ, თუ მომაგნე-
ბენ.
- ეს გამოსავალი არ არის. წამოგვყევი, - სთხოვს ჯეკსონი.
- თორემ რა? მესვრით?
- გაგთიშავთ და ხელით წაგიღებთ, - საუბარში ჰოუმსი ერთვება, - რაც
შეგვანელებს და საფრთხეში ჩაგვაგდებს.
- გეყოთ კეთილობანას თამაში! ფეხებზე მკიდია, ვიცოცხლებ თუ არა! -
პიტა ჩემკენ ტრიალდება და მემუდარება: - ქეთნის, გთხოვ, ვერ ხედავ, რომ
აღარ მინდა ამაში მონაწილეობა?
პრობლემა ისაა, რომ ვხედავ. რატომ არ ვუშვებ? რატომ არ ვაძლევ აბს,
რატომ არ ვაძლევ ნებას, სასხლეტს თითი გამოჰკრას? არ მინდა პიტა მოკ-
ვდეს თუ არ მინდა სნოუმ გაიმარჯვოს? ნუთუ პიტა ჩემი პირადი თამაშების
უბრალო მონაწილედ ვაქციე? რა სისაძაგლეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე
ამაზე მაღლა ვდგავარ. ეს თუ სიმართლეა, უმჯობესი იქნება, პიტა აქ და ახ-
ლავე მოვკლა, მაგრამ ცუდია თუ კარგი, მე სიკეთე არ მამოძრავებს.

228
- დროს ვკარგავთ. ნებით მოგვყვები თუ გაგთიშოთ და ძალით წაგათრი-
ოთ?
პიტა სახეს ხელებში რგავს და ხანმოკლე ფიქრის შემდეგ დგება.
- ხელბორკილი მოვხსნათ? - მეკითხება 1-ლი ლიგი.
- არა, - უღრენს პიტა და შებორკილი ხელი მკერდთან ახლო მიაქვს.
- არა, - ვიმეორებ მე, - მაგრამ გასაღები მე მომეცით, - ჯეკსონი უსიტ-
ყვოდ მაძლევს გასაღებს. გასაღებს იმავე ჯიბეში ვიცურებ, რომელშიც მარ-
გალიტს ვინახავ.
ჰოუმსი სავენტილაციო შახტის რკინის კარს აღებს და კიდევ ერთ პრობ-
ლემას ვაწყდებით. ამ ვიწრო გასასვლელში ოპერატორები კამერებიანად
ვერ გაეტევიან. კასტორი და პოლიდევკე თავიანთ ბაკნებს იხსნიან და მხო-
ლოდ საგანგებო შემთხვევისთვის წამოღებულ სარეზერვო ვიდეოკამერებს
იტოვებენ. თითოეული ეს ვიდეოკამერა ფეხსაცმლის კოლოფისხელაა. მე-
სალა ბაკნებს კარადაში ყრის. ასეთი ნაკვალევის დატოვება შეიძლება?
თუმცა უკეთეს სამალავს მაინც ვერსად ვიპოვით.
შახტაში დაწალიკებულები მივდივართ, ჩანთები და იარაღი მკერდზე
გვაქვს მიკრული, მაგრამ მაინც სივიწროვეა. ერთი ბინიდან მეორეში გადავ-
დივართ. ამ ბინის ერთ-ერთი საძინებლის კარს ტუალეტის ნაცვლად კომუ-
ნალური ოთახი აწერია. კარი შედის ოთახში, რომელიც მილს უკავშირდება.
მრგვალი თავსახურის დანახვაზე მესალა იბღვირება. ეტყობა, წინა ცხოვ-
რებიდან ახსენდება რაღაც.
- აი, რატომ არავის უყვარს შუა ბინებში ცხოვრება. სულ მუშები მიდი-მო-
დიან. სააბაზანოც მხოლოდ ერთია. სამაგიეროდ, ქირა ბევრად იაფია, -
უცებ ფინიკის _ გაკვირვებულ მზერას ამჩნევს და ამბობს: - არაფერი, და-
ივიწყე.
თავსახური ადვილად იხსნება. რეზინისსაფეხურიანი ფართო კიბით ადვი-
ლად და სწრაფად მივიწევთ ქალაქის შიგნეულობისკენ. კიბის ძირში ვგროვ-
დებით და ნახევრად ბნელს ვაჩვევთ თვალს. ჰაერში საკანალიზაციო წყლე-
ბის, ქიმიკატებისა და ობის სუნი ტრიალებს.
გაოფლილი და გაფითრებული პოლიდევკე კასტორს მაჯაზე ეჭიდება,
თითქოს წონასწორობის შენარჩუნება უჭირსო.
- მას შემდეგ, რაც ავოქსად აქციეს, ჩემი ძმა აქ მუშაობდა, - გვიხსნის კას-
ტორი.

229
რასაკვირველია. სხვას ვის გამოგზავნიდნენ ამ ნესტიანი, მყრალი, სახი-
ფათო კაფსულებით სავსე გვირაბების გასარემონტებლად?
- ხუთი წელი და დიდძალი ქრთამი დაგვჭირდა ჩემი ძმის მიწის ზედაპირ-
ზე დასაბრუნებლად. ხუთი წელი მზე არ ენახა.
უკეთეს პირობებში და უფრო დასვენებულები რომ ვიყოთ და არც ამდენი
საშინელება გვქონდეს გადატანილი, რამე სათქმელს ვიპოვიდით, მაგრამ
ახლა ყველანი უხმოდ ვდგავართ და ერთმანეთს შევყურებთ.
ბოლოს და ბოლოს, ისევ პიტა მიმართავს პოლიდევკეს:
- მაშინ ბედი ჩვენი, რომ ახლა ჩვენ გვერდით ხარ.
კასტორი იცინის, პოლიდევკე იღიმება.
ნახევარი გვირაბი გავლილი გვაქვს, როცა ვიაზრებ, რით გამოირჩეოდა
პიტას პასუხი. ეს სიტყვები იმ ძველი პიტასი იყო, რომელიც ყოველთვის მო-
იფიქრებდა სათქმელს, როცა სხვები ჩუმად იყვნენ. წამით ისევ იმ მხიარულ,
ხუმარა და ცოტათი ირონიულ, მაგრამ არა სარკასტულ პიტას დაემსგავსა.
ახლა მცველებს, გეილსა და ჯეკსონს შორის ისევ თავჩაქინდრული და
მხრებჩამოყრილი მოაბიჯებს, მაგრამ წამიერად მე ნამდვილი პიტა დავინა-
ხე.
პიტას მართალი უთქვამს. პოლიდევკე ათ ჰოლოს ერთად ჯობია. მიწის
ქვეშ ფართო გვირაბების ქსელია, რომელიც მიწის ზემოთ მდებარე ქალა-
ქის გეგმას ზუსტად შეესაბამება - გვირაბი ყველა მთავარი ქუჩის, გამზირისა
თუ გზაჯვარედინის ქვეშ გადის. ამ ქსელს სატრანზიტოს უწოდებენ, რადგან
მისი მეშვეობით პატარა სატვირთო მანქანებს ქალაქის ერთი წერტილიდან
მეორემდე ტვირთი გადააქვთ. დღისით გვირაბებში კაფსულები გაუვნებელ-
ყოფილია, ღამღამობით კი - გააქტიურებული, და აქაურობა დანაღმულ
ველს ჰგავს. გარდა ამისა, ასობით დამატებით დერეფანი, კომუნალური შახ-
ტა, რკინიგზის ლიანდაგი და საკანალიზაციო მილი მრავალდონიან ლაბი-
რინთს წარმოქმნის. პოლიდევკემ კარგად იცის, სად რა საფრთხე ემუქრება
ახალმოსულს. მაგალითად, გვირაბის რომელ განშტოებაში უნდა გაიკეთო
აირწინაღი, რომელში გადის ელექტროსადენები
ან რომელში ბინადრობენ თახვისხელა ვირთხები. გვაფრთხილებს, პე-
რიოდულად საკანალიზაციო მილებში წყლის დიდი ნაკადი მოედინებაო,
ზუსტად ახსოვს, როდის სრულდება ავოქსი მუშების

230
ცვლა და ნესტიანი, ბნელი მილებით დაგვატარებს, რომ ლამის უხმაუ-
როდ მოძრავ სატვირთო მატარებლებს გაგვარიდოს; რაც მთავარია, გვირა-
ბებში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზეც იცის. ამ ჩაბნელებულ,
დაბურულ გვირაბებში, თუ სატრანსფერო ქსელს არ ჩავთვლით, ბევრი სათ-
ვალთვალო კამერა არ აყენია, მაგრამ მაინც ვფრთხილობთ.
პოლიდევკეს მეგზურობით საკმაოდ სწრაფად ვმოძრაობთ, ჩვენს მიწის-
ზედა მგზავრობასთან შედარებაც არაა. დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ
დაღლილობა გვერევა. ღამის სამი საათია და მცირეოდენი დროღა გვრჩე-
ბა, სანამ ჩვენს ცხედრებს დაკარგულად გამოაცხადებენ. კაპიტოლიუმელები
ალბათ მთელი კვარტალის ნანგრევებს გაჩხრეკენ, დევნილები შახტებიდან
ხომ არ გაიქცნენო და ჩვენზე ნადირობაც დაიწყება.
რაზმის წევრებს დასვენებას ვთავაზობ. არავინ აპროტესტებს. პოლიდევ-
კე ბერკეტებიანსა და ინდიკატორებიან, ზუზუნა მანქანა-მოწყობილობებით
სავსე პატარა, თბილ ოთახს პოულობს, თან თითებით გვიჩვენებს, ოთხ სა-
ათში აქედან უნდა წავიდეთო. ჯეკსონი მორიგეობის სიას ადგენს. რაკი პირ-
ველი მე არ ვიდარაჯებ, გეილსა და 1-ლ ლიგს შორის ვეკვეხები და ეგრევე
ვიძინებ.
როცა ჯეკსონი ნჯღრევა-ნჯღრევით მაღვიძებს, შენი მორიგეობის დროა-
ო, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სულ რამდენიმე წუთს მეძინა. დილის ექვსი
საათია. ერთ საათში გზა უნდა გავაგრძელოთ. ჯეკსონი კონსერვს მაძლევს,
შეჭამეო, თან მირჩევს, პოლიდევკეს ყურადღება მივაქციო, მთელ ღამეს
თვალი არ მოუხუჭავსო.
- აქ ვერ იძინებს, - მიხსნის ჯეკსონი.
მეტ-ნაკლებად ვიფხიზლებ თავს და კედელზე ზურგით მიყრდნობილი
ვჭამ მოხარშული კარტოფილისა და ლობიოს კონსერვს. პოლიდევკეს ღვი-
ძავს. ეტყობა, მთელი ღამე ტყვეობაში გატარებულ ხუთ წელიწადს იხსენებ-
და. მე ჰოლოს ვიმარჯვებ, კოორდინატები შემყავს და გვირაბების სკანირე-
ბას ვიწყებ. როგორც მოსალოდნელი იყო, კაპიტოლიუმის ცენტრის სიახ-
ლოვეს კაფსულების რაოდენობა მატულობს. მე და პოლიდევკე კარგა ხანს
ვაწკაპუნებთ ჰოლოზე და ვიმახსოვრებთ, სად რა ხიფათი გველის. მერე მე
თავბრუ მეხვევა, ჰოლოს პოლიდევკეს ვაძლევ და ისევ კედელს ვეყრდნო-
ბი. მძინარე ჯარისკაცებს, გადამღებ ჯგუფს და მეგობრებს დავყურებ და
გულში საკუთარ თავს ვეკითხები, რამდენი ჩვენგანი იხილავს კვლავ მზეს.

231
მზერა გადამაქვს პიტაზე, რომელსაც ზუსტად ჩემს ფეხებთან უდევს თავი,
და უცებ ვამჩნევ, რომ მასაც ღვიძავს. ნეტა შემეძლოს მისი აზრების წაკით-
ხვა, მის გონებაში შეღწევა და იქ ჩაბეჭდილი ტყუილების წაშლა! თუმცა,
ნატვრას აზრი არ აქვს და იმით ვკმაყოფილდები, რაც შემიძლია.
- უკვე ჭამე? - ვეკითხები პიტას.
ის თავის მსუბუქი გაქნევით მანიშნებს, არაო.
ქათმისა და ბრინჯის წვნიანის კონსერვს ვხსნი და ვაძლევ. თავსახურს
ჩემთვის ვიტოვებ, ვაითუ ვენების გადახსნა მოინდომოს. წამომჯდარი პიტა
კონსერვს იყუდებს და დაუღეჭავად ყლაპავს შიგთავსს. კონსერვის ძირი მან-
ქანა- მოწყობილობების შუქს ირეკლავს და უცებ მახსენდება შეკითხვა, რო-
მელიც გუშინდლიდან მოყოლებული მაწუხებს;
- პიტა, როცა გუშინ იკითხე, რაც დარიუსსა და ლავინიას შეემთხვა, მარ-
თალია თუ ტყუილიო, და ბოგსმა გიპასუხა, მართალიო, თქვი, რომ ასეც
იცოდი, რადგან ძალიან პირქუში მოგონება იყო. რა იგულისხმე?
- არც კი ვიცი, როგორ აგიხსნა, - მეუბნება პიტა, - თავიდან სრულ გაურ-
კვევლობაში ვიყავი. ახლა რაღაც-რაღაცეების დახარისხება შემიძლია. ერ-
თგვარ სტრუქტურას ვხედავ. მოგონებები, რომლებიც კრაზანა-მაძებრების
შხამით შემიცვალეს, უჩვეულო თავისებურებებით გამოირჩევა. მეტისმეტად
მძაფრი მოგონებებია, მეტისმეტად არამყარი. თუ გახსოვს, დანესტრილი
რას განიცდიდი?
- ხეები ზანზარებდა. უშველებელი ჭრელი პეპლები დაფრინავდნენ. თით-
ქოს ნარინჯისფერი ბუშტებით სავსე ორმოში ჩავვარდი, - ვიხსენებ მე.
- ზუსტად. თუმცა, დარიუსისა და ლავინიას შემთხვევაში, ყველაფერი
სხვანაირად იყო. მგონი, მაშინ შხამით ჯერ კიდევ არ ვიყავი მოწამლული, -
ამბობს პიტა.
- მშვენიერია, ტყუილ-მართლის ერთმანეთისგან გარჩევას თუ შეძლებ,
გეცოდინება, რაა სიმართლე.
- და ფრთებს თუ გამოვისხამ, ფრენასაც შევძლებ. ცუდი ისაა, რომ ადამი-
ანს ფრთები არ ეზრდება, - ამბობს პიტა, - ეს მართალია თუ ტყუილი?
- მართალი, - ვპასუხობ მე, - მაგრამ ადამიანს გადასარჩენად ფრთები არ
სჭირდება.
- კაჭკაჭჯაფარას ხომ სჭირდება?! - პიტა წვნიანს ბოლომდე ხვრეპს და
ცარიელ ქილას მიბრუნებს.

232
ფლუორესცენციურ შუქში თვალის უპეები დალურჯებულს მიუგავს.
- ცოტა დრო კიდევ გვაქვს, წაუძინე, - ვეუბნები მე.
პიტა მორჩილად წვება, მაგრამ ერთ-ერთი ინდიკატორის წინ და უკან
მოხტუნავე ისარს თვალს არ აშორებს. ფრთხილად მიმაქვს ხელი მისი შუბ-
ლისკენ, თითქოს დაჭრილ ცხოველს ვეპარებოდე და შუბლზე ჩამოყრილ
თმას უკან ვუწევ. ჩემი შეხება აკრთობს, მაგრამ არ გამირბის. მეც ნაზად ვე-
ფერები თმაზე. ბოლოს ჩემი ნებით მას არენაზე შევეხე.
- შენ კვლავ ჩემს გადარჩენას ცდილობ. მართალი თუ ტყუილი? - ჩურჩუ-
ლებს პიტა.
- მართალი... - ვპასუხობ მე, მაგრამ ეს მოკლე პასუხი არ კმარა, - იმი-
ტომ, რომ მე და შენ ყოველთვის ასე ვიქცევით. ერთმანეთს ვიცავთ.
პიტა თვალებს ხუჭავს და სულ მალე იძინებს.
შვიდს რამდენიმე წუთი უკლია, როცა მე და პოლიდევკე დანარჩენებს სა-
თითაოდ ვაღვიძებთ. როგორც ყოველთვის, გაღვიძებას თან სდევს მთქნა-
რება და ხვენეშა, თუმცა მე სხვა ხმაც ჩამესმის. სისინს ჰგავს, მილიდან გაპა-
რული ორთქლის სტვენას თუ შორეული მატარებლის გუგუნს...
რაზმის წევრებს ვაჩუმებ, რომ უკეთ გავიგონო ხმა. დიახ, სისინი ისმის,
ოღონდ ეს გაბმული სისინი არ არის. დანაწევრებულ ბგერებს ჰგავს, რომ-
ლისგანაც სიტყვა წარმოიქმნება. ეს ერთი სიტყვა გვირაბებში ექოდ გაისმის.
ერთი სიტყვა. ერთი სახელი. გამუდმებით მეორდება და მეორდება.
- ქეთნის!

22.

მორჩა, დროებითი მშვიდობა დასრულდა. ეტყობა, სნოუმ ნანგრევები ღა-


მითვე გააჩხრეკინა. ხანძრის ჩაქრობისთანავე ალბათ გათხრები დაიწყეს.
ჯერ ბოგსის გვამი იპოვეს და მცირე ხნით თავი ქუდში იგრძნეს. თუმცა, რაც
უფრო მეტი დრო გავიდა, და ნადავლის რაოდენობა არ გაიზარდა, რაღაც
იეჭვეს, ბოლოს კი მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. პრეზიდენტი სნოუ სახალ-
ხოდ თავს არავის გააბითურებინებს. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენს კვალს
მეორე ბინამდე მიჰყვნენ თუ არა, მათ იციან, რომ მიწის ქვეშ ჩავედით. ამი-

233
ტომაც რაღაც საშინელება დაგვადევნეს, სავარაუდოდ, ჩემზე დაგეშილი მუ-
ტანტების ხროვა.
- ქეთნის, - ხმის სიახლოვე მაკრთობს. მშვილდმოზიდული, გაშმაგებული
ვიყურები აქეთ-იქით და სამიზნეს ვეძებ.
- ქეთნის, - პიტას ტუჩები ოდნავ მოძრაობს, ხმა უეჭველად მან გამოსცა.
არადა, მეგონა, უკეთ იყო, ჩემთან დასაბრუნებელი გზა მოძებნა, მაგრამ
სნოუს შხამს მისი გონება ძლიერ მოუწამლავს.
- ქეთნის, - პიტა დაპროგრამებულია, რომ სისინზე მონადირეთა გუნდს
შეუერთდეს. სხვა გზა აღარ მრჩება. მშვილდს შიგ შუბლში ვუმიზნებ. თით-
ქმის ვერაფერს იგრძნობს. უცებ თვალებდაჭყეტილი და დაზაფრული ზეზე
ხტება, ჩემკენ ტრიალდება, ისე, რომ დამიზნებულ მშვილდ-ისარს საერთოდ
ვერ ამჩნევს, და ყვირის:
- ქეთნის, ახლავე წადი აქედან!
მე ვორჭოფობ. შეშფოთებული ჩანს, მაგრამ შეშლილის ხმა არ აქვს.
- რატომ? ამ ხმას რა გამოსცემს?
- ვერ გეტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ შენი მოკვლა უნდა, - ამბობს პიტა,
- გაიქეცი! გადი აქედან! წადი!
წამიერი ყოყმანის შემდეგ მშვილდ-ისარს ძირს ვუშვებ და ჩემ ირგვლივ
შემოკრებილთა აღელვებულ სახეებს ვაკვირდები.
- არ ვიცი, რა ხმაურობს, მაგრამ აშკარად მე მომდევს. მგონი, საუკეთესო
მომენტია, გავიყოთ.
- ჩვენ შენი მცველები ვართ! - აპროტესტებს ჯეკსონი.
- ჩვენ კი - შენი გადამღები ჯგუფი! - ამატებს ქრესიდა.
- მე არ მიგატოვებ, - ამბობს გეილი. გადამღები ჯგუფის წევრები მხო-
ლოდ ვიდეოკამერებით და პლანშეტებით არიან შეიარაღებული. ფინიკს
ორი ავტომატი და სამკაპი აქვს. ჩემი რჩევით, ერთ ავტომატს
კასტორს აძლევს, პიტას ავტომატის მჭიდში ნამდვილ ტყვიებს აწყობს და
პოლიდევკეს აიარაღებს. მე და გეილს მშვილდ-ისრები გვაქვს, ამიტომ
ჩვენს ავტომატებს ქრესიდასა და მესალას ვაძლევთ. ვუჩვენებთ, როგორ
დაუმიზნონ და სასხლეტს თითი როგორ გამოჰკრან
- მეტისთვის დრო აღარ გვრჩება, თან დახურულ სივრცეში ესეც საკმარი-
სია. დაუცველობას ნამდვილად სჯობს. უიარაღო მხოლოდ პიტაა, მაგრამ

234
ბიჭს, რომელიც მუტანტების ჯგროსთან ერთად ჩემს სახელს ჩურჩულებს, ია-
რაღი არაფერში სჭირდება.
გავდივართ. ოთახში არაფერს ვტოვებთ, ჩვენი სუნის გარდა. სუნის გასა-
ფანტად არც დრო გვაქვს და არც რამე საშუალება. მგონი, ის სისინა ურჩხუ-
ლებიც ჩვენს სუნს მოჰყვებიან, რადგან ხილული ნაკვალევი არსად დაგვი-
ტოვებია. ეტყობა, ამ მუტანტებს არაჩვეულებრივად კარგი ყნოსვა აქვთ, მაგ-
რამ წყლის მილებში ჩვენი კვალი დაკარგეს.
ზუზუნა ოთახში სისინი ისე გარკვევით და საზარლად არ ისმოდა, რო-
გორც გარეთ. მეორე მხრივ, შედარებით უკეთ ვხვდებით მათ ადგილმდება-
რეობას. ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამოგვრჩებიან. სნოუმ ისინი ალბათ იმ ადგი-
ლას ჩამოუშვა მიწის ქვეშ, სადაც ბოგსის გვამს მიაგნეს. წესით, მათზე ბევ-
რად წინ უნდა ვიყოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მუტანტები
ჩვენზე სწრაფები არიან. მახსენდება მგლის მსგავსი არსებები პირველ შიმ-
შილის თამაშებში და მაიმუნები კვარტალურ ჯახში, ასევე - ურჩხულები,
რომლებიც წლების განმავლობაში ტელევიზორში მინახავს, და ვცდილობ
წარმოვიდგინო, როგორ გამოიყურებიან ეს მუტანტები. ალბათ ჩემთვის გან-
საკუთრებით საშინელი სახე და ფორმა აქვთ.
მე და პოლიდევკემ ოთახში წინასწარ დავგეგმეთ მარშრუტი და რაკი ამ
მარშრუტს მუტანტებისგან შორს მივყავართ, გეზს არ ვიცვლით. თუ სწრაფად
ვივლით, იქნებ სნოუს რეზიდენციამდე მანამ მივაღწიოთ, სანამ მუტანტები
დაგვეწევიან. სამწუხაროდ, სისწრაფე დაუდევრობასაც იწვევს: ვიღაც ფეხს
გუბეში დგამს და დგაფუნი ისმის, ვიღაც ავტომატის ლულას შემთხვევით
წყლის მილს ურტყამს და აჟღარუნებს. მე მეტისმეტად ხმამაღლა გავყვირი
ბრძანებებს.
კიდევ სამი კვარტალი და მიტოვებულ რკინიგზის მონაკვეთს უკან ვიტო-
ვებთ. ამ დროს წივილ-კივილის ხმა გვეწევა. გვირაბის კედლებზე ხრინწიანი
ხრიალი სხლტება.
- ავოქსები, - ხმას მაშინვე ცნობს პიტა, - დარიუსიც ასე ხრიალებდა, რო-
ცა აწამებდნენ.
- ეტყობა, მუტანტებმა ავოქსებს მიაგნეს, - ამბობს ქრესიდა.
- გამოდის, მხოლოდ ქეთნისს არ მოსდევენ, - ასკვნის 1-ლი ლიგი.
- ალბათ ვინც გზაზე შემოხვდებათ, ეს მუტანტები ყველას ხოცავენ. სანამ
ქეთნისს არ იპოვიან, არ გაჩერდებიან, - ამბობს გეილი.

235
ბიტისთან მრავალსაათიანი მეცადინეობისა და წვრთნის შემდეგ ნამდვი-
ლად დაეჯერება.
და აი, კვლავ ჩვეულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩემ გამო ხალხი უნდა და-
იღუპოს. მეგობრებმა, მოკავშირეებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა კაჭ-
კაჭჯაფარასთვის თავი უნდა გაწირონ.
- გამიშვით, მარტო წავალ. მუტანტებს გავიტყუებ. ჰოლოს ჯეკსონს გადა-
ვაბარებ. მისიას უჩემოდ შეასრულებთ.
- ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ! - ბრაზობს ჯეკსონი.
- დროს ვკარგავთ! - ამბობს ფინიკი.
- უსმინეთ! - ჩურჩულებს პიტა.
წივილ-კივილი წყდება და ჩემი სახელის ძახილი გრძელდება. მეტისმე-
ტად ახლოს ისმის - უკნიდანაც და ქვემოდანაც:
- ქეთნის!
პოლიდევკეს მხარზე ხელს ვკრავ და გავრბივართ. ქვედა დონეზე დაშვე-
ბას ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. დაღმავალი კიბის საფეხუ-
რებთან ვჩერდებით და მე და პოლიდევკე ჰოლოგრამაზე ალტერნატიულ
გზას ვეძებთ. უცებ სული მეხუთება.
- აირწინაღები გაიკეთეთ! - ბრძანებას გასცემს ჯეკსონი.
აირწინაღები საჭირო არაა. ყველანი ჰაერით ვსუნთქავთ. მხოლოდ მე
მირევს გულს ეს მძაფრი სურნელი, რომელიც ქვემოდან ამოდის და კანა-
ლიზაციის სიმყრალესაც კი ფარავს. ვარდები. კანკალი მეწყება.
სურნელს ზურგს ვაქცევ და სატრანსფერო ქსელისკენ მივბარბაცებ. მო-
ჩანს გლუვი, ფილაქანდაგებული ქუჩები, როგორც მიწის ზემოთ, ოღონდ
მათ გარდიგარდმო სახლების ნაცვლად აგურის კედლებია. გზა, რომელზეც
სატვირთო მანქანები თავისუფლად მოძრაობენ და კაპიტოლიუმის ქუჩებში
საცობებს არ წარმოქმნიან. ქუჩები ახლა ცარიელია. ჩვენ გარდა არავინ
ჩანს. მშვილდს ვზიდავ და ფეთქებადი ისრით ვაფეთქებ პირველ კაფსულს,
რომელშიც ხორცის მჭამელი ვირთხების ბუდე იყო. მერე მომდევნო გზაჯვა-
რედინისკენ გავრბივარ. აქ ერთ არასწორი ნაბიჯს გადადგამ და ფეხქვეშ მი-
წა გამოგვეცლება, ე.წ. ხორცსაკეპში ჩავცვივდებით. სხვებს ხმამაღლა ვაფ-
რთხილებ, გვერდიდან არ მომცილდეთ-მეთქი. კუთხეში მოხვევას და ხორ-
ცსაკეპის იქიდან აფეთქებას ვგეგმავ, მაგრამ წინ სხვა მოუნიშნავი კაფსული

236
გველის. ყველაფერი უჩუმრად ხდება. ფინიკს რომ არ შევეჩერებინე, ვერც
შევამჩნევდი.
- ქეთნის! - მეძახის ფინიკი.
მაშინვე უკან ვტრიალდები და მშვილდს ვჭიმავ, მაგრამ რაღას ვუშველი?
გეილის გასროლილი ორი ისარი უკვე ისედაც ყრია ჭერიდან შემომავალი
ოქროსფერი სინათლის ფართო სხივის გვერდით. სხივში მესალა ქანდაკე-
ბასავით გაქვავებულა, ცალ ფეხზე დგას და თავი უკან გადაუგდია. პირი ღია
აქვს, მაგრამ მისი ყვირილი არ ისმის. სრულიად უმწეოები ვუყურებთ, ცვი-
ლის სანთელივით როგორ იღვენთება მისი სხეული.
- მას ვეღარ ვუშველით! - წინ მიგვერეკება პიტა, - ვეღარ!
საოცარია, მაგრამ ის ერთადერთია, ვისაც ჩვენი გამოფხიზლების უნარი
შერჩენია. არ ვიცი, როგორ ინარჩუნებს სიმტკიცეს მაშინ, როცა უნდა აფ-
რენდეს და ჩემთვის ტვინის გასხმევინებას ცდილობდეს. შეიძლება ეს ნების-
მიერ წამს მოხდეს. პიტას შეხებისთანავე ზურგს ვაქცევ შემზარავ ნეშტს, რო-
მელიც მესალასგან დარჩა და ისეთი სისწრაფით გავრბივარ, რომ მომდევ-
ნო გზაჯვარედინთან ძლივს ვჩერდები.
ისმის ტყვიამფრქვევის კაკანი და ზემოდან ბათქაში გვაწვიმს. აქეთ-იქით
ვიყურები და კაფსულს ვეძებ, რომ უცებ ჩვენკენ მომავალ მშვიდობისმყო-
ფელთა რაზმს ვხედავ. უკნიდან ხორცსაკეპი გვიღობავს გზას და საპასუხო
ცეცხლის გახსნის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია. მშვიდობისმყოფელები
რიცხობრივად ორჯერ გვჭარბობენ, მაგრამ ჩვენი ვარსკვლავური რაზმის
ექვსი წევრი ჯერ კიდევ ცოცხალია; ისინი, მეტოქისგან განსხვავებით, ერთ
ადგილას დგანან და სნაიპერული სიზუსტით ისვრიან.
თევზი კასრში, მახსენდება მამაჩემის სიტყვები, როცა მშვიდობისმყოფე-
ლების თეთრ უნიფორმას წითელი ლაქები ემჩნევა. მათი უმეტესობა უკვე
განადგურებულია და ძირს გდია, როცა გვერდითა გვირაბიდან უფრო მეტი
შემორბის. ეს ის გვირაბია, რომლიდანაც გულისამრევ სუნს გამოვექეცი...
ესენი მშვიდობისმყოფელები არ არიან.
თეთრი, ოთხკიდურიანი არსებები ადამიანს მხოლოდ სიმაღლით ჰგვა-
ნან, სხვა არაფრით. შიშვლები არიან, ქვეწარმავლის კუდები აქვთ, რკალი-
სებრი კისრები და წინ გამოშვერილი თავები. მშვიდობისმყოფელებს ესევი-
ან, ცოცხალსა თუ მკვდარს და მუზარადიან თავებს ჰგლეჯენ. როგორც ჩანს,
კაპიტოლიუმური წარმომავლობა აქაც ისევე უსარგებლოა, როგორც მე-13

237
რაიონში. მუტანტები მშვიდობისმყოფელებს წამში ანაკუწებენ და დაოთხი-
ლები მოხოხავენ.
- აქეთ! - ვყვირი მე, კედლის გასწვრივ გავრბივარ და მკვეთრად მარ-
ჯვნივ ვუხვევ. როგორც კი ყველა ჩემ გვერდით დგება, გზაჯვარედინს ვეს-
ვრი და კაფსულს ვააქტიურებ. მიწიდან რკინის ვეებერთელა კბილები ამო-
დის და ფილაქნებს მტვრად
აქცევს. მგონი, მუტანტებს გზა გადავუღობე.
თუმცა, რა ვიცი, ის მგლები და მაიმუნები, არენაზე რომ გადავეყარე, ძა-
ლიან შორს ხტებოდნენ.
სისინი მაყრუებს და ვარდების სუნი თავბრუს მახვევს.
პოლიდევკეს ვექაჩები.
- დაივიწყე მისია. მიწის ზედაპირისკენ უმოკლესი გზა რომელია?
ჰოლოგრამული რუკის შესასწავლად დრო აღარ გვრჩება. პოლიდევკეს
წინამძღოლობით ათიოდე მეტრს გავდივართ სატრანსფერო ქსელში და
რომელიღაც კარში შევდივართ. აქ ფილაქნები ბეტონით იცვლება. მივხო-
ხავთ ვიწრო, მყრალ მილში, რომელიც დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტ-
რის სიგანის შვერილით სრულდება. მთავარ საკანალიზაციო მილში აღმოვ-
ჩნდით. ჩვენგან ერთი მეტრით ქვემოთ კანალიზაციის, ნაგვისა და ქიმიური
ნარჩენების მომწამვლელი წვნიანი ბუყბუყებს. წყლის ზედაპირს ნაწილობ-
რივ ცეცხლი უკიდია, ზოგან კი საზარელი ოხშივარი ასდის. ერთი შეხედვით
მიხვდები, რომ შიგ თუ ჩავარდები, ვეღარ ამოხვალ. სრიალა შვერილზე
რაც შეიძლება სწრაფად მივაბიჯებთ და ბეწვის ხიდზე გადავდივართ. პოლი-
დევკე ნიშაში მიმაგრებულ კიბეზე ატყაპუნებს ხელს და ზევითა შახტისკენ
გვანიშნებს. აი, ისიც - მიწის ზედაპირზე ასასვლელი.
ერთი თვალის შევლება თანამებრძოლებისთვის და ვხვდები, რაღაც ისე
არაა.
- მოიცა! ჯეკსონი და 1-ლი ლიგი სად არიან?
- ხორცსაკეპთან დარჩნენ მუტანტების შესაკავებლად, - ამბობს ჰოუმსი.
- რა? - იმ ურჩხულებს ვერავის შევატოვებ. ხიდთან დაბრუნებას ვაპირებ,
მაგრამ ჰოუმსი მაჩერებს.
- თავგანწირვას წყალში ნუ ჩაუყრი, ქეთნის! მათ ვეღარ უშველი. შეხედე! -
ჰოუმსი მილისკენ მიმითითებს. შვერილზე უკვე მუტანტები მოცოცავენ.

238
- უკან დაიხიეთ! - ყვირის გეილი და ფეთქებადი ისრით ხიდის შორეულ
ხიმინჯს აფეთქებს. სანამ მუტანტები ზედ ფეხის დადგმას მოასწრებდნენ, საყ-
რდენმორყეული ხიდი აბუყბუყებულ ნაკადში ვარდება.
პირველად მეძლევა შანსი მათი წესიერად დათვალიერებისა. ადამიანის,
ხვლიკისა და რა ვიცი, კიდევ რის ნაჯვარები არიან. ქვეწარმავლის თეთრი,
მოტკეცილი კანი სისხლით მოსთხვრიათ, ხელ-ფეხზე გრძელი კლანჭები გა-
მობმიათ. გაშმაგებულები ცახცახებენ და ჩემს სახელს სისინებენ. იმდენად
სურთ ჩემი განადგურება, რომ ვერ ითმენენ და კლანჭებითა და ბასრი კბი-
ლებით ერთმანეთს ფლეთენ; ერთმანეთს კუდებს ურტყამენ. ჩემი სუნი ალ-
ბათ ისევე ზემოქმედებს მათზე, როგორც მათი - ჩემზე. ეტყობა, უფრო მეტა-
დაც, რადგან მომწამვლელ ნაკადს არ უფრთხიან და პირდაპირ მყრალ სა-
კანალიზაციო მილში ხტებიან.
ჩვენი ნაპირიდან ყველა ცეცხლს ხსნის. მე ყველანაირ ისარს ვისვრი -
ბასრებს, ცეცხლგამჩენებს, ფეთქებადს. მუტანტები მოკვდავები არიან, მაგ-
რამ ძნელად მოსაკლავები. როგორღაც კი ვხოცავთ, მაგრამ მათი რიცხვი
არ მცირდება. უფრო და უფრო მეტი მოცოცავს მილიდან და უყოყმანოდ
ხტება საკანალიზაციო მილში.
კარგი მუტანტი არ არსებობს. ყველას მიზანი ისაა, რამე დაგიშავოს. მა-
გალითად, მაიმუნები შენს მოკვლას ცდილობენ, კრაზანა-მაძებრები - ჭკუ-
იდან შეშლას. თუმცა, ყველაზე საშინელი და სასტიკი მუტანტების დანიშნუ-
ლება მსხვერპლის ფსიქოლოგიური დათრგუნვაა. მუტანტი მგლები მოკლუ-
ლი შეწირულების თვალებით გამოგზავნეს. ყბედი-ჯაფარები პრიმის კივილს
ჰბაძავდნენ, რომ მეფიქრა, ჩემს დას აწამებდნენ. სნოუს ვარდებს მსხვერ-
პლთა სისხლის სუნი ასდიოდა. ამ მძაფრმა სურნელმა კანალიზაციის სიმ-
ყრალეც კი გადაფარა. გულისცემა ამიჩქარა. სხეული გამიყინა. სული შემი-
ხუთა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სნოუ სახეში მასუნთქებს და მეუბნება,
სიკვდილის დროაო.
თანამებრძოლები რაღაცას მიყვირიან, მაგრამ მე არ ვპასუხობ. ვიღაცის
ძლიერი მკლავები მწევს, როცა მე ჩემს კოჭს კლანჭებით ჩაფრენილ მუ-
ტანტს ფეთქებადი ისრით თავს ვგლეჯ. კიბესთან ძალით მივყავარ, საფეხუ-
რებზე ხელებს მაჭიდებინებენ და აცოცდიო, მიბრძანებენ. ჩემი გახევებული
კიდურები ბრძანებას მექანიკურად ემორჩილება. მოძრაობას ნელ-ნელა
გონს მოვყავარ. ჩემ ზემოთ მხოლოდ ერთკაცს ვხედავ. ეს პოლიდევკეა. პი-

239
ტა და ქრესიდა მე მომყვებიან. ბაქანზე ავდივართ. ბაქნიდან მეორე კიბით
ვაგრძელებთ ზემოთ სვლას. ნესტიან საფეხურებზე გაოფლილი ხელისგუ-
ლები მიცურავს და მოჭიდება ძალიან მიჭირს. მომდევნო ბაქანზე საბოლო-
ოდ ვბრუნდები საზარელ რეალობაში. გაშმაგებული ვექაჩები ხალხს და კი-
ბეზე ასვლაში ვეხმარები...
რა ჩავიდინე? რისთვის გავწირე ეს ხალხი? კიბით ქვემოთ ჩაცოცებას
ვცდილობ, მაგრამ ჩემი ჩექმის ძირი ვიღაცას თავში ხვდება.
- ზემოთ! - მიღრენს გეილი.
კვლავ ზემოთ მივძვრები და გეილსაც ვეხმარები. მერე ძირს, სიბნელეში
ვიყურები, იქნებ კიდევ ვინმე მოდიოდეს-მეთქი. გეილი თავისკენ მაბრუნებს
და თავს უარის ნიშნად იქნევს. უნიფორმა ტანზე შემოხევია. კისერზე ღია
ჭრილობა აქვს.
ქვემოდან ადამიანის კივილი ისმის.
- ვიღაც ჯერაც ცოცხალია, - ვემუდარები გეილს.
- არა, ქეთნის, სხვა აღარავინ ამოვა, - მეუბნება გეილი, - იქ მხოლოდ მუ-
ტანტები არიან.
ამის დაჯერება არ მინდა. ქრესიდას ავტომატის ფანარს შახტაში ვანათებ.
შორს, ქვემოთ, ფინიკს ვარჩევ. სამ მუტანტს ერთდროულად იგერიებს. ის-
ისაა, ერთ-ერთმა მუტანტმა სასიკვდილოდ უნდა დაკბინოს, რომ რაღაც უც-
ნაური ხდება. თითქოს ფინიკი ვიყო, თვალწინ მთელი სიცოცხლე მიელვებს.
გემის ანძა. ვერცხლისფერი პარაშუტი. მოღიმარი მეგსი. ვარდისფერი ცა.
ბიტის სამკაპი. ენი კრესტა საქორწინო კაბაში, კლდეს შენარცხებული ზვირ-
თები... უცებ ყველაფერი ქრება.
ქამარში გარჭობილ ჰოლოს ვიღებ და ცრემლმორეული სამჯერ ვიმე-
ორებ:
- ძაღთლთუთა, ძაღლთუთა, ძაღლთუთა! მერე ჰოლოს ძირს ვაგდებ.
აფეთქება ბაქანს აზანზარებს და კედელს აკრულებს მუტანტებისა და ადა-
მიანის ხორცის ნაფლეთები გვაწვიმს.
ჟღრიალი გვაფხიზლებს. პოლიდევკე მილს თავსახურს ახურავს. პოლი-
დევკე, გეილი, ქრესიდა, პიტა და მე. მხოლოდ ჩვენ გადავრჩით. ადამიანუ-
რი ემოციები მოგვიანებით მოგვაწვება. ახლა მხოლოდ ცხოველური ინ-
სტინქტი მამოძრავებს, როგორმე ჩემი რაზმის დარჩენილი წევრები უნდა
გადავარჩინო.

240
- აქ ვერ დავრჩებით!
ვიღაცას ბინტი აღმოაჩნდა და გეილს კისერს ვუხვევთ. მასაც ფეხზე ვაყე-
ნებთ. მხოლოდ ერთი ადამიანი ზის კედელთან მობუზული.
- პიტა! - ვეძახი მე, მაგრამ ის არ მპასუხობს. გული ხომ არ წაუვიდა? მის
წინ ვიცუცქები და სახეზე აფარებულ შებორკილ ხელებს ძირს ვუწევ, - პიტა!
თვალები უძირო ჭებს მიუგავს. გუგები ისე გაფართოებია, რომ ლურჯი
გარსი აღარ უჩანს. ხელები დაუმუშტავს და დაჭიმული კუნთები გაჰქვავებია.
- აქ დამტოვეთ, - ჩურჩულებს ის, - ვეღარ გამოგყვებით.
- კი, გამოგვყვები! - ვეუბნები მე.
- ვერა, - თავს აქნევს პიტა, - ვგრძნობ, რომ წყობიდან გამოვდივარ. მეც
იმათსავით ჭკუიდან ვიშლები.
მუტანტებივით. გაცოფებული ნადირივით, რომელსაც ჩემთვის ყელის გა-
მოღადვრა სურს. და აი, აქ, ამ ვითარებაში, ნამდვილად მომიწევს მისი მოკ-
ვლა. და სნოუ გაიმარჯვებს. მხურვალე, მწარე სიძულვილი მიპყრობს. სნო-
უმ დღეს უკვე ბევრჯერ გაიმარჯვა.
შეიძლება ვრისკავ და თვითმკვლელობაზე მივდივარ, მაგრამ სხვა რა გა-
ვაკეთო, არ ვიცი. პიტასკენ ვიხრები და ტუჩებში ვკოცნი. პიტას მთელი სხე-
ული უთრთის, მაგრამ მე ტუჩებს არ ვაშორებ, სანამ უჰაერობისგან სუნთქვა
არ მეკვრის. მაჯებზე ხელებს ვკიდებ.
- გთხოვ, ნუ წაართმევინებ ჩემთვის შენს თავს.
პიტა მძიმედ ხვნეშის, თითქოს გონებაში კოშმარებს ებრძვისო.
- არა, არ მინდა...
კიდევ უფრო მაგრად ვუჭერ ხელებს.
- ჩემთან დარჩი!
გუგები პაწაწინა წერტილებივით უვიწროვდება და უეცრად თვალების
გარსი კვლავ ფერადდება, ნორმალურ ზომას იბრუნებს.
- ყოველთვის, - ჩურჩულებს პიტა.
პიტას წამოდგომაში ვეხმარები და პოლიდევკეს ვეუბნები:
- ქუჩამდე შორია?
ის ხელით მანიშნებს, რომ ქუჩა ზუსტად ჩვენ თავზემოთაა. ბოლო კიბეზე
ავდივარ, თავსახურს ვწევ და ვიღაცის კომუნალურ ოთახში ვხვდები. მილი-
დან ვძვრები თუ არა, ოთახის კარს ვიღაც ქალი აღებს. ქალს ეგზოტიკური
ფრინველებით მოქარგული ფირუზისფერი ხალათი აცვია. ფაფუკი მოვარ-

241
დისფრო-მოიისფრო თმა ღრუბელივით დაუყენებია და მოოქრული პეპლე-
ბით მოურთავს. პომადიანი ტუჩები ნახევრად შეჭმული სოსისის ცხიმით აქვს
მოთხუპნილი. სახეზე ეტყობა, რომ მიცნო და მშველელის მოსახმობად
პირს აღებს. უყოყმანოდ ვესვრი პირდაპირ გულში.

23.

ვის ეძახდა ქალი, არ ვიცი, რადგან როგორც ბინის გაჩხრეკის შემდეგ


ირკვევა, სრულიად მარტო იყო. შეიძლება კარის მეზობლისთვის ხმის მიწ-
ვდენა სურდა, ან უბრალოდ, შიშისგან აყვირებას აპირებდა. ასეა თუ ისე, ბი-
ნაში მისი დამხმარე არავინ ჩანს.
ეს ბინა იდეალური სამალავია, მაგრამ ახლა ამდენის ფუფუნება არ
გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში დაადგენენ, რომ ჩვენი რაზმის ზოგი-
ერთი წევრი გადარჩა? - ვეკითხები სხვებს.
- ვფიქრობ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აქ გაჩნდნენ, - მპასუხობს გე-
ილი, - იცოდნენ, რომ მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვაპირებდით. აფეთქება
ალბათ ცოტა ხნით დააბნევს და შეაფერხებს მათ, მაგრამ აუცილებლად ეც-
დებიან ამ გასასვლელის პოვნას.
ფანჯარასთან მივდივარ და ფარდის უკნიდან ვიჭყიტები, მაგრამ მშვიდო-
ბისმყოფელებს კი არა, თავიანთ საქმეებზე მოჩქარე ხალხს ვხედავ. მიწის-
ქვეშა გვირაბებით ევაკუირებული ზონები უკან მოვიტოვეთ და კაპიტოლიუ-
მის ბიზნეს-ცენტრში ამოვყავით თავი. ხალხმრავალი ქუჩა შეუმჩნევლად გაქ-
ცევის ერთადერთი შანსია. ჰოლო აღარ მაქვს, მაგრამ მყავს ქრესიდა. ისიც
ფანჯარასთან მოდის, მეუბნება, ამ ადგილს კარგად ვიცნობო. რაც მთავა-
რია, პრეზიდენტის რეზიდენცია აქედან სულ რამდენიმე კვარტალის მოშო-
რებით მდებარეობს.
ჩემი თანამებრძოლების შემხედვარე, ცხადია, რომ ახლა პრეზიდენტ
სნოუზე შეუმჩნევლად თავდასხმისთვის შესაფერისი დრო არ არის. გეილს
კისრიდან ჯერაც სისხლი სდის, მისი ჭრილობა არც კი გაგვიწმენდია. პიტა
ხავერდგადაკრულ დივანზე ჩამომჯდარა და კბილებში ბალიში მოუქცევია.
ან სიგიჟეს ებრძვის, ან აყვირებისგან თავის შეკავებას ცდილობს. პოლიდევ-
242
კეს მოჩუქურთმებული ბუხრის თავზე მიუდია შუბლი და ტირის. ქრესიდა
გვერდიდან არ მცილდება, მაგრამ ისეთი ფერმკრთალია, ტუჩებიც კი გაჰ-
ფითრებია. მეც მხოლოდ სიძულვილი მამოძრავებს, თორემ როგორც კი სა-
ამისო ძალასაც დავკარგავ, სრულებით უსარგებლო გავხდები.
- მოდი, მისი გარდერობები გავჩხრიკოთ, - ვთავაზობ სხვებს.
ერთ-ერთ საძინებელში ასობით ქალის კაბას, პალტოს, ფეხსაცმელს, ფე-
რად პარიკს და სახლის შესაღებად საკმარის კოსმეტიკურ საშუალებებს
ვპოულობთ. დერეფნის ბოლოს, მეორე საძინებელში, ასეთივე მრავალფე-
როვანი კომპლექტი გვხვდება, ოღონდ - მამაკაცისთვის. შეიძლება ამ ქალს
ქმარი ჰყავდა ან - საყვარელი, რომელიც, მისდა ბედად, ამ დილას სახლში
არ დაგვხვდა.
სხვებს მოვუწოდებ, ტანსაცმელი გამოიცვალონ. პიტას გასისხლიანებულ
მაჯებს ვამჩნევ და ჯიბიდან ხელბორკილის გასაღებს ვიღებ, მაგრამ პიტა
მისხლტება.
- არა, ნუ გამიხსნი. ეს მეხმარება, რომ არ გავაფრინო.
- ხელები დაგჭირდება, - ეუბნება გეილი.
- როცა ვგრძნობ, რომ ჭკუას ვკარგავ, ბორკილს მაჯებზე მაგრად ვიჭერ.
ტკივილი აზრების კონცენტრირებაში მეხმარება, - უხსნის პიტა.
ხელბორკილს აღარ ვხსნი.
საბედნიეროდ, გარეთ ცივა და უნიფორმებსა და იარაღს ქურთუკებისა და
პალტოების ქვეშ ვმალავთ. თასმებით გადაბმულ ჩექმებს კისერზე ვიკიდებთ
და მათაც ვმალავთ. მათ ნაცვლად სულელურ ფეხსაცმელს ვიცვამთ. რასაკ-
ვირველია, ყველაზე დიდ პრობლემას სახეები გვიქმნის. არსებობს დიდი
საფრთხე იმისა, რომ ქრესიდასა და პოლიდევკეს ძველი მეგობრები და
ნაცნობები შეხვდნენ, გეილი საინფორმაციო გამოშვებების და პროპაგან-
დისტული ვიდეოკლიპების გმირია, ხოლო მე და პიტას მთელი პანემი გვიც-
ნობს. ერთმანეთს მაკიაჟის გაკეთებაში ვეხმარებით; კოსმეტიკური საშუალე-
ბების სქელი ფენით ვიფარავთ სახეებს, მერე პარიკებსა და მზის სათვალეს
ვიკეთებთ. ქრესიდა მე და პიტას შარფს გვახვევს და ცხვირამდე გვიწევს.
დრო შეუჩერებლად გარბის, მაგრამ რამდენიმე წუთს მაინც ვყოვნდები
ბინაში და ჯიბეებს საკვებითა და მედიკამენტებით ვივსებ.
- ერთმანეთს ნუ მოვწყდებით, - ვამბობ კართან და ქუჩაში გავდივართ.
თოვა დაუწყია. გაღიზიანებული ხალხი გაპრანჭული კაპიტოლიუმური აქცენ-

243
ტით აჯანყებულებზე, შიმშილსა და ჩემზე საუბრობს. ქუჩის მეორე მხარეს გა-
დავდივართ და კიდევ რამდენიმე სახლს უკან ვიტოვებთ. კუთხეში ვუხვევთ
და პირდაპირ ჩვენკენ მომავალ ოცდაათამდე მშვიდობისმყოფელს ვხე-
დავთ. სამხედრო პირებს გზას ვუთმობთ და ნამდვილი მოქალაქეებივით ვე-
ლით, როდის ჩაივლიან.
- ახლა საით? - ჩურჩულით ვეკითხები ქრესიდას.
- მაცალე, მოვიფიქრო, - მპასუხობს ის.
ერთი კვარტალის გავლის შემდეგ სირენების კივილი ისმის. რომელიღაც
ბინის ფანჯარაში სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ. ტელევი-
ზორის ეკრანზე ჩვენი სახეები ჩნდება. როგორც ჩანს, ჯერ ზუსტად ვერ გა-
ურკვევიათ, ჩვენი რაზმის რომელი წევრი დაიღუპა, რადგან კასტორისა და
ფინიკის ფოტოებსაც აჩვენებენ. მალე უბრალო გამვლელიც კი ჩვენთვის
მშვიდობისმყოფელივით საშიში იქნება.
- ერთი ადგილი ვიცი. იდეალური სამალავი არაა, მაგრამ მაინც მოვსინ-
ჯოთ, - ამბობს უცებ ქრესიდა.
კიდევ რამდენიმე კვარტალის გავლის შემდეგ ჭიშკრით შევდივართ ეზო-
ში, რომელიც კერძო სახლისა უნდა იყოს. თუმცა სახლისკენ არ მივდივართ,
კარგად მოვლილ ეზოს ვკვეთთ და სხვა ჭიშკრიდან ორი გამზირის დამაკავ-
შირებელ მოკლე ხეივანში გავდივართ. ამ ვიწრო ქუჩაზე ორი პატარა მაღა-
ზიაა, ერთში მეორეული საქონელი იყიდება, მეორეში - სამკაულები. ხალხი
კანტიკუნტად დადის და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ქრესიდა მწივანა
ხმით ლაქლაქებს, ზამთრის სუსხიან თვეებში ბეწვის ქვედა საცვლები აუცი-
ლებელიაო.
- ჯერ ფასები ნახე! დამიჯერე, ცენტრალური ქუჩის მაღაზიებში ორჯერ
უფრო ძვირი ღირს!
მაღაზიის ჭუჭყიან ვიტრინაში ბეწვის ქვედასაცვლებიანი მანეკენები ჩაუმ-
წკრივებიათ. მაღაზია დაკეტილს ჰგავს, მაგრამ ქრესიდა ლამის ძალით
აღებს კარს და ზანზალაკების შეუწყობელი წკარუნი ისმის. ნახევრად ჩაბნე-
ლებულ, სტელაჟებით გაწყობილ ვიწრო მაღაზიაში ბეწვეულის სუნი მცემს.
ჩანს, მეპატრონეს ვაჭრობის საქმე ცუდად მისდის, რადგან მაღაზიაში ჩვენ
გარდა სხვა კლიენტი არ ჩანს. ქრესიდა მაღაზიის ბოლოში მოკუზული ფი-
გურისკენ მიდის. მე ქრესიდას მივყვები და გზადაგზა თაროებზე შემოწყო-
ბილ რბილ სამოსს ვუსვამ ხელს.

244
დახლს უკან ყველაზე უცნაური ადამიანი ზის, ვინც კი ცხოვრებაში მინა-
ხავს. ეს ქალი თვალსაჩინო ნიმუშია ცუდად დასრულებული ოპერაციისა,
რადგან თვით კაპიტოლიუმშიც კი მის სახეს მიმზიდველს ვერ უწოდებ. მაქ-
სიმალურად გადაჭიმულ სახის კანზე შავი და ვერცხლისფერი ზოლები და-
უხატავს. ცხვირი იმდენად გაუბრტყელებია, რომ არც კი ეტყობა, თუ აქვს.
კაპიტოლიუმში კატის ულვაშიანი ხალხი წინათაც მინახავს, მაგრამ ამსიგრძე
ულვაში არავის ჰქონია. მისი სახით გროტესკული, ნახევრად კატისებრი ნი-
ღაბი უნდობლად შემოგვყურებს.
ქრესიდა პარიკს იხსნის და თავის ტატუებს აჩენს.
- ტიგრის, დახმარება გვჭირდება, - ეუბნება გამყიდველ ქალს.
ტიგრისი. ეს სახელი მახსოვს. წინათ ეს ქალი (როცა უფრო ახალგაზრდა
და ნაკლებად შემზარავი სანახავი იყო) ტელევიზორში მინახავს, თუ არ
ვცდები, ძველი შიმშილის თამაშების დიზაინერი იყო, ოღონდ - რომელი
რაიონელებისა, არ მახსოვს. მე-12 რაიონელების ნამდვილად არ ყოფილა.
როგორც ჩანს, მეტისმეტად ბევრი ოპერაცია გაიკეთა და ასე დაიმახინჯა სა-
ხე.
აი, თურმე სად ასრულებენ ცხოვრებას უსარგებლო სტილისტები - ყვე-
ლასგან მოშორებით, იაფასიან, მდარე ხარისხის მაღაზიებში.
დაჟინებით ვუყურებ მის სახეს და ვფიქრობ, ნეტა ტიგრისი მშობლებმა
დაარქვეს და ამით სახის დამახინჯებისკენ უბიძგეს თუ ჯერ სტილი შეიცვალა
და სახელიც ზოლების შესაბამისად დაირქვა-მეთქი.
- პლუტარქემ მითხრა, რომ სანდო ხარ, - ეუბნება ქრესიდა.
მშვენიერია, პლუტარქეს კაცი ყოფილა. ესე იგი, თუ კაპიტოლიუმელებ-
თან არ ჩაგვიშვებს, ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ პლუტარქეს და, შე-
საბამისად, კოინს შეატყობინებს. არა, ტიგრისის მაღაზია იდეალური ნამდვი-
ლად არ არის, მაგრამ უკეთესი თავშესაფარი არ გვაქვს. იმედია, დახმარე-
ბაზე უარს არ გვეტყვის. ტიგრისი ხან ჩვენ გვიყურებს, ხან დახლზე შემოდე-
ბულ ძველ ტელევიზორს, თითქოს ვერ დაუჯერებია, რომ მართლა ჩვენ
ვართ.
მის დასახმარებლად შარფს და პარიკს ვიხსნი და ახლოს მივდივარ, რომ
ტელევიზორის ეკრანის შუქი სახეზე დამეცეს.
ტიგრისი ხმადაბლა ჩხავის. ჩვეულებრივ, ასე ბაია მესალმება ხოლმე. ტა-
ბურეტიდან დგება და ერთ-ერთი სტელაჟის უკან ქრება. ჭრაჭუნი ისმის. მერე

245
სტელაჟის უკნიდან ხელი გამოდის და ჩემკენო, გვიხმობს. ქრესიდა მე მიყუ-
რებს, თითქოს მეკითხება, დარწმუნებული ხარო, მაგრამ სხვა არჩევანი
გვაქვს? ამ მდგომარეობაში ქუჩაში გასვლა სიკვდილის ან შეპყრობის ტოლ-
ფასია. ტიგრისს კედლის ძირში ერთ-ერთი პანელი მოუხსნია. მის მიღმა
დამრეცი ქვის კიბის თავი მოჩანს. ტიგრისი ხელით მანიშნებს, შეძვერიო.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხაფანგს. წუთით პანიკა მიპყრობს და ტიგ-
რისს მოყავისფრო-მოყვითალო თვალებში შევყურებ. ვცდილობ, მივხვდე,
რატომ გვეხმარება. იქნებ გვატყუებს? ტიგრისი ცინა არ არის, სხვებისთვის
თავი გაწიროს. ეს ქალი კაპიტოლიუმის დაუდევრობის განსახიერებაა.
ოდესღაც შიმშილის თამაშების ვარსკვლავი იყო და... ახლა აღარ არის.
მაშ, რა არის მიზეზი? გულისწყრომა? სიძულვილი? შურისძიება?
სხვათა შორის, ეს აზრი მაწყნარებს. შურისძიების სურვილი დიდხანს და
მხურვალედ გიზგიზებს გულში. განსაკუთრებით მაშინ, თუ საკუთარი ანარეკ-
ლის ყოველ დანახვაზე ეს სურვილი გიძლიერდება.
- თამაშებიდან სნოუმ დაგითხოვა? - ვეკითხები ტიგრისს. ის უხმოდ მომ-
ჩერებია და უკმაყოფილოდ იქნევს კუდს.
- მე მის მოკვლას ვაპირებ, ხომ იცი, - ვამატებ მე.
ტიგრისს პირი უცნაურად ეღრიცება. მგონი, იღიმის. მისი ღიმილი მარ-
წმუნებს, რომ სრულ სიგიჟეს არ ჩავდივარ, და ხვრელში მივძვრები.
კიბის ნახევარს ჩავდივარ და უეცრად სახეზე კონწიალა ჯაჭვი მედება.
ჯაჭვს ვექაჩები და სამალავში ფლუორესცენციური ნათურები ინთება. უკარო
და უფანჯრო პატარა სარდაფში ვართ. ფართო კია, მაგრამ ღრმა - არა.
მგონი, ორ ნამდვილ სარდაფს შორის დარჩენილი ვიწრო ზოლია. ამ ადგი-
ლის არსებობას ვერც კი შეამჩნევ, თუ სამგანზომილებიან სივრცეში ორიენ-
ტირების კარგი უნარი და მახვილი თვალი არ გაქვს. სარდაფი ცივი და ნეს-
ტიანია, ყველგან ბეწვეულია დახვავებული. ამ ბეწვეულს ალბათ წლებია,
დღის სინათლე არ უნახავს. მეეჭვება, აქ ვინმემ მოგვაგნოს, თუ, რასაკვირ-
ველია, ტიგრისი არ გაგვცემს. მე ბეტონის იატაკზე ვდგავარ, ჩემი თანამებ-
რძოლები კი ჯერაც კიბეზე ჩამოდიან. ტიგრისი პანელს თავის ადგილზე აბ-
რუნებს. მერე ბორბლების ჭრაჭუნი ისმის. სტელაჟი კედელს მიადგეს. ტიგ-
რისი დახლს უკან მდგარ ტაბურეტს უბრუნდება. ჩვენ მისმა მაღაზიამ
გვშთანთქა.

246
კიდევ კარგი, თორემ გეილი ლამისაა, წაიქცეს. ბეწვეულის ლოგინს ვუ-
გებთ, იარაღს ვხსნით და დაწოლაში ვეხმარებით. სარდაფის კუთხეში, ნახე-
ვარი მეტრის სიმაღლეზე, ონკანია, მის ქვეშ კი - წყალსადინარი. ონკანს
ვხსნი. ბევრი ჟანგის შემდეგ ონკანიდან სუფთა წყალი მოდის. გეილს კისრის
ჭრილობას ვუწმენდთ. აშკარაა, მარტო შეხვევა ვერ უშველის, ჭრილობის
გაკერვა დასჭირდება. პირველადი დახმარების ჩანთაში ნემსი და სტერილუ-
რი ძაფი დევს, მაგრამ ქირურგი გვაკლია. ვფიქრობ, ტიგრისს ხომ არ ვუხმო
- ბოლოს და ბოლოს, დიზაინერია და კერვა ეხერხება - მაგრამ მაღაზიის
უმეთვალყურეოდ დატოვება მოუწევს, მან კი ისედაც ბევრი რამ გააკეთა
ჩვენთვის.
მოკლედ, ამ საქმისთვის სხვებზე კვალიფიციური მე ვარ და კრიჭაშეკრუ-
ლი ვადებ ჭრილობაზე უსწორმასწორო ნაკერს. მერე ზედ მალამოს ვუსვამ
და ვუხვევ. ბოლოს, ტკივილგამაყუჩებელს ვასმევ.
- დაისვენე. აქ უსაფრთხოდ ვართ.
გეილი ნათურასავით ითიშება.
სანამ ქრესიდა და პოლიდევკე ყველასთვის ამზადებენ ბეწვეულის ლო-
გინებს, მე პიტას იარებს ვსინჯავ. ფრთხილად ვუწმენდ დასისხლიანებულ მა-
ჯებს, ვუსვამ ანტისეპტიკურ საშუალებებს და ბინტით ვუხვევ.
- სუფთად უნდა გქონდეს, თორემ ინფექცია შეგეჭრება და...
- დედაჩემი ექიმი არ არის, მაგრამ მეც კი ვიცი, სისხლის მოწამვლა რა-
საც ნიშნავს, - ამბობს პიტა.
ეს სიტყვები წარსულში მაბრუნებს სულ სხვა ჭრილობასთან და სხვა სახ-
ვევებთან.
- მსგავსი რამ პირველ შიმშილის თამაშებშიც მითხარი. მართალი თუ
ტყუილი?
- მართალი, - მპასუხობს პიტა, - შენ ჩემთვის წამლის საშოვნელად სი-
ცოცხლე გარისკე?
- დიახ, - მხრებს ვიჩეჩ, - მაგრამ შენი წყალობით ვიყავი ცოცხალი.
- მართლა? - ეს კომენტარი აბნევს. ჩანს, რომელიღაც კაშკაშა მოგონება
მისი ყურადღების მიქცევას ცდილობს, იძაბება და ხელებს მუშტავს. მერე
უეცრად მთელი ძალ-ღონე ეცლება, - ძალიან დავიღალე, ქეთნის.
- დაიძინე, - ვეუბნები მე, მაგრამ პიტა უარზეა, სანამ ბორკილით კიბის
ერთ-ერთ საბჯენზე არ ვაბამ.

247
მგონია, რომ თავზემოთ ხელებაწეული უხერხულად იგრძნობს თავს, მაგ-
რამ თვალებს ხუჭავს და რამდენიმე წუთში ისიც იძინებს.
ქრესიდასა და პოლიდევკეს ჩემთვისაც დაუგიათ ლოგინი, საჭმელი და
მედიკამენტები გაუნაწილებიათ და ახლა მეკითხებიან, პირველი ვინ იდარა-
ჯებსო. გაფითრებული გეილისა და შებორკილი პიტასკენ გამირბის თვალი.
პოლიდევკეს უკვე რამდენიმე დღეა არ უძინია, ხოლო მე და ქრესიდამ სულ
რამდენიმე საათით ჩავთვლიმეთ. ახლა რომ მშვიდობისმყოფელები შემო-
იჭრნენ მაღაზიაში, ვირთხებივით მიგვიმწყვდევენ კუთხეში. დაუძლურებული
ქალ-ვეფხვის ანაბარა დავრჩით და იმის იმედადღა ვართ, რომ მას სნოუს
მოკვლის უზომო წყურვილი ახრჩობს.
- გუშაგობას აზრი მაინც არ აქვს. აჯობებს, ცოტა წავუძინოთ, - ვამბობ მე.
პოლიდევკე და ქრესიდა გულგრილად მიქნევენ თავს და სამივე ბეწვე-
ულში ვწვებით. ცეცხლი, რომელიც ჩემში მძვინვარებდა, ქრება და მასთან
ერთად ძალაც მელევა. რბილ, დაობებულ ბეწვეულში ვეხვევი და ძილს ვაძ-
ლევ თავს.
მხოლოდ ერთი სიზმარი მახსოვს. გრძელი და დამღლელი სიზმარია;
თითქოს მე-12 რაიონში ვბრუნდები; თითქოს სახლი, რომელსაც ვეძებ, არ
დანგრეულა, ხალხი ცოცხალია. ჩემთან ერთად მგზავრობს ეფი თრინკეტი,
რომელიც ვარდისფერი პარიკითა და მოდური სამოსით გამოირჩევა. გზაში
მის მიტოვებას რამდენჯერმე ვცდილობ, მაგრამ ეფი როგორღაც კვლავ ჩემ
გვერდით ჩნდება და როგორც ჩემი ესკორტი, დაჟინებით მოითხოვს, გრა-
ფიკს არ უნდა ჩამოვრჩეთო. თუმცა, გრაფიკი გამუდმებით იცვლება. ხან
ოფიციალურ ბეჭედს არ გვირტყამენ, ხან ეფის ფეხსაცმელს სტყდება ქუს-
ლი. მე-7 რაიონის ნაცრისფერ რკინიგზის სადგურში ხის სკამზე ჩამომ-
სხდრები დიდხანს ვუცდით მატარებელს, რომელიც არა და არ მოდის. რომ
ვიღვიძებ, თავს გამოწურულად ვგრძნობ. ასე სისხლისა და შიშის სამყაროში
ღამეული მოგზაურობებიც კი არ მღლიდა.
ჯერ მხოლოდ ქრესიდას გაუღვიძია. მეუბნება, რომ უკვე გვიანი ნაშუად-
ღევია. მოშუშული ძროხის ხორცის კონსერვს ვჭამ და ბევრ წყალს ვაყო-
ლებ. მერე სარდაფის კედელს ვეყრდნობი და წინა დღის მოვლენებს თან-
მიმდევრობით ვიხსენებ: ერთი სიკვდილიდან მეორემდე. დაღუპულებს თი-
თებზე ვითვლი. ერთი, ორი - ბოგსი და მიჩელი ქუჩაში დაიღუპნენ. სამი -
მესალა კაფსულმა გაადნო. ოთხი, ხუთი - 1-ლმა ლიგმა და ჯეკსონმა ხორ-

248
ცსაკეპთან თავი გაწირეს. ექვსი, შვიდი, რვა - კასტორი, ჰოუმსი და ფინიკი
ვარდისსურნელიანმა მუტანტმა ხვლიკებმა დაფლითეს. ოცდაოთხ საათში
რვა მოკლული. ვიცი, რომ ეს ნამდვილად მოხდა, მაგრამ მაინც მგონია,
რომ კასტორს ბეწვეულში სძინავს, ფინიკი რამდენიმე წუთში კიბეზე ჩამოირ-
ბენს, ხოლო ბოგსი აქედან თავის დაღწევის გეგმას დასახავს.
თუ მათ სიკვდილს დავიჯერებ, ვაღიარებ, რომ რვავე მე მოვკალი. კარ-
გი, მიჩელი და ბოგსი - ნამდვილი დავალების შესრულებისას დაიღუპნენ,
მაგრამ დანარჩენები ჩემ მიერ გამოგონილ მისიას და საფრთხისგან ჩემს
დაცვას შეეწირნენ.
სნოუს მოკვლის ჩემეული გეგმა სრულ სისულელედ მეჩვენება აქ, ამ სარ-
დაფში მჯდარს, სიცივისგან რომ ვკანკალებ, დანაკარგს ვითვლი და ვიღაც
ქალის სახლში მოპარულ მუხლებამდე ჩექმის ვერცხლისფერ ფოჩებს თი-
თებით ვეთამაშები. აჰ, ჰო, სულ დამავიწყდა - ეგ ქალიც მოვკალი. უკვე შეუ-
იარაღებელი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაზე გადავედი. მგონი, დროა, გა-
მოვტყდე.
როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველა იღვიძებს, სიმართლეს ვამხელ. ვაღი-
არებ, რომ სპეცდავალების შესახებ ვიცრუე და პირადი შურისძიების გამო
სხვები საფრთხეში ჩავაგდე. ჩემს აღსარებას ხანგრძლივი სიჩუმე მოსდევს.
ბოლოს გეილი ამბობს:
- ქეთნის, ყველამ ვიცოდით, რომ კოინს შენთვის პრეზიდენტ სნოუს მოკ-
ვლა არ დაუვალებია.
- თქვენ შეიძლება იცოდით, მაგრამ მე-13 რაიონელმა ჯარისკაცებმა არ
იცოდნენ, - ვეპასუხები მე.
- მართლა გგონია, რომ ჯეკსონმა დაგიჯერა? - მეკითხება ქრესიდა, - რა
თქმა უნდა, მას არ სჯეროდა, რომ კოინმა სპეციალური ბრძანება მოგცა.
მაგრამ ჯეკსონს ბოგსის სჯეროდა, ხოლო ბოგსს უნდოდა, რომ გზა გაგეგ-
რძელებინა.
- ბოგსისთვის ჩემი გეგმა არ გამიმხელია.
- შენი გეგმის შესახებ მთელმა სამეთაურო შტაბმა იცის! - მეპასუხება გე-
ილი, - ღიად განაცხადე, კაჭკაჭჯაფარობას მხოლოდ იმ პირობით დავთან-
ხმდები, თუ პრეზიდენტ სნოუს მომაკვლევინებთო.

249
რატომღაც ამ ორს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. კოინთან ომის დასრუ-
ლების შემდეგ სნოუს სიკვდილით დასჯის პრივილეგიაზე მოლაპარაკებას
და კაპიტოლიუმში უნებართვოდ შეჭრას საერთო არაფერი აქვს.
- ამას სულ სხვანაირად ვაპირებდი, - თავს ვიმართლებ, - რაც მოხდა,
სრული კატასტროფაა.
- პირიქით, ძალიან წარმატებული სამხედრო ოპერაცია განვახორცი-
ელეთ, - არ მეთანხმება გეილი, - მტრის ბანაკში შევიჭერით და ყველას ვაჩ-
ვენეთ, რომ კაპიტოლიუმის თავდაცვა გაურღვეველი სულაც არაა. ჩვენი
კადრები მთელმა კაპიტოლიუმმა ნახა. ჩვენ გამო მთელ ქალაქში ქაოსია.
გვეძებენ, მაგრამ ვერსად გვპოულობენ.
- დამიჯერე, პლუტარქე ახლა ალბათ ძალიან ბედნიერია, - ამატებს ქრე-
სიდა.
- იმიტომ, რომ პლუტარქეს არ ადარდებს, ვინ მოკვდება, - ვამბობ მე, -
მთავარია, მისი თამაშები იყოს წარმატებული.
ქრესიდა და გეილი ყველანაირად ცდილობენ ჩემს დარწმუნებას. პოლი-
დევკე თავის ქნევით უჭერს მათ მხარს. მხოლოდ პიტა არ ამბობს არაფერს.
- შენ რას ფიქრობ, პიტა? - ვეკითხები ბოლოს.
- მგონი... ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გაქვს, რამხელა შთაბეჭდილებას
ახდენ ხალხზე, - ამბობს პიტა, - გუშინ ვინც დაიღუპა, იდიოტები კი არ ყოფი-
ლან. მშვენივრად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ სჭეროდათ, რომ სნოუს
მოკვლა ნამდვილად შეგიძლია. ამიტომაც მოგყვებოდნენ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, პიტას სიტყვების მჯე-
რა. და თუ პიტა მართალია, როგორც მე მგონია, მაშინ სხვების წინაშე ვალ-
ში ვყოფილვარ. ამ ვალის გადახდა კი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება. მი-
ზანდასახული ვიღებ ფორმის ჯიბიდან ქაღალდის რუკას და იატაკზე ვშლი.
- ახლა სად ვართ, ქრესიდა?
რუკის მიხედვით, ტიგრისის მაღაზია სნოუს რეზიდენციიდან და ქალაქის
მთავარი მოედნიდან ხუთი კვარტალის მოშორებით მდებარეობს. აქედან
ფეხით სავალ მანძილზე უსაფრთხო ზონაა, სადაც კაფსულები გაუვნებელ-
ყოფილია. გადაცმულები და ტიგრისის ბეწვეულით შენიღბულები იქამდე
იოლად და შეუმჩნევლად მივაღწევთ, მაგრამ შემდეგ? პრეზიდენტის რეზი-
დენციას ალბათ კარგად იცავენ, სათვალთვალო კამერები დღედაღამ ჩარ-

250
თულია, ხოლო კაფსულების გააქტიურებას მხოლოდ ღილაკზე თითის და-
ჭერა სჭირდება.
- სნოუ გარეთ უნდა გამოვიტყუოთ,
- ამბობს გეილი, - მერე კი რომელიმე ჩვენგანი ბოლოს მოუღებს.
- საჯაროდ აღარ ჩნდება ხოლმე? - კითხულობს პიტა.
- არა მგონია, - თავს აქნევს ქრესიდა, - ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო
დროს სულ რეზიდენციიდან მიმართავს ხალხს. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმზე
იერიშამდე შეწყვიტა ხალხში გამოჩენა. ეტყობა, მას შემდეგ, რაც ფინიკმა
მრავალ დანაშაულში საჯაროდ ამხილა, ძალიან ფრთხილობს.
მართალია. სნოუ ახლა არა მხოლოდ კაპიტოლიუმელ ტიგრისებს
სძულთ, არამედ იმ ხალხსაც, ვინც შეიტყო, როგორ დახოცა პრეზიდენტმა
მათი ახლობლები. სასწაული უნდა მოხდეს, რომ სნოუ გარეთ გამოვიდეს.
მაგალითად...
- დარწმუნებული ვარ, ჩემთვის გამოვა, - ვამბობ მე, - თუ შემიპყრობენ,
ეცდება, რაც შეიძლება მეტ ხალხს აჩვენოს, მისი ტყვე რომ ვარ. ალბათ რე-
ზიდენციის კიბეზევე მოინდომებს ჩემს სიკვდილით დასჯას, - სხვებს ჩემი
სიტყვების გააზრებას ვაცლი, - გეილი ხალხში გაერევა და იქიდან შეუმჩნევ-
ლად ესვრის.
- არა, - თავს აქნევს პიტა, - ძალიან არაპროგნოზირებადი გეგმაა. სნოუმ
შეიძლება არც მოგკლას და ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, გაწამოს. ან
შენს სიკვდილით დასჯას არც დაესწროს. ან რეზიდენციაში მოგკლას და გა-
რეთ შენი გვამი გამოფინოს.
- შენ რას იტყვი? - ვეკითხები გეილს.
- ძალიან ექსტრემალური გეგმაა და აჩქარება არ ღირს, - მპასუხობს ის, -
ამ გეგმას მხოლოდ მაშინ მივმართავთ, თუ სხვა გზა აღარ დაგვრჩება. მა-
ნამდე კი სხვა რამ მოვიფიქროთ.
სრულ სიჩუმეში ტიგრისის ჩუმი ნაბიჯის ხმა ისმის. ალბათ უკვე მაღაზიას
კეტავს, დარაბები ჩამოსწია. რამდენიმე წუთის შემდეგ კიბის თავთან პანელს
განზე სწევენ.
- ამოდით, - ისმის კრუტუნა ხმა, - რამეს გაჭმევთ.
არ ვიცი, მართლა ასეთი ხმა აქვს თუ მრავალწლიანი მეცადინეობის შე-
დეგია, მაგრამ ტიგრისს ხმაც კატისებრი აქვს.

251
- პლუტარქეს ხომ არ დაკავშირებიხარ, ტიგრის? - ეკითხება ქრესიდა,
როცა ზემოთ ავდივართ.
- შეუძლებელია, - მხრებს იჩეჩს ტიგრისი, - ნუ ღელავთ, ისედაც მიხვდე-
ბა, რომ თავშესაფარში ხართ.
ვღელავ? პირიქით, მიხარია, რომ მე-13 რაიონის პირდაპირი ბრძანებე-
ბის თანახმად არ მომიწევს მოქმედება ან ბოლო ორ დღეში მიღებული გა-
დაწყვეტილებების გამო თავის მართლება.
მაღაზიის დახლზე გამხმარი პურის რამდენიმე ნატეხი, ობიანი ყველის
მოზრდილი ნაჭერი და ნახევარი ბოთლი მდოგვი დევს. ეს მახსენებს, რომ
დღესდღეობით კაპიტოლიუმში ბევრი შიმშილობს. თავს ვალდებულად
ვთვლი ტიგრისს ვუთხრა, ჩვენ ჩვენი საჭმელიც გვაქვს-მეთქი, მაგრამ ტიგ-
რისი ჩვენს პროტესტს ყურს არ უგდებს.
- მე თითქმის არაფერს ვჭამ, უმი ხორცის გარდა, - გვეუბნება ის.
ჩემი აზრით, ზედმეტად შეჭრილია როლში, მაგრამ ხმამაღლა არაფერს
ვამბობ. ყველიდან ობს ვფხეკ და დანარჩენები საჭმელს თანაბრად ვანაწი-
ლებთ.
ვჭამთ და თან უახლეს კაპიტოლიუმურ საინფორმაციო გამოშვებას ვუყუ-
რებთ. მთავრობამ უკვე იცის, რომ აჯანყებულთა რაზმისგან მხოლოდ ჩვენ
ხუთი გადავრჩით. ჩვენზე დიდი ჯილდოა დაწესებული. ხაზგასმით აღნიშნა-
ვენ, რამდენად საშიშები ვართ. გადმოსცემენ მშვიდობისმყოფელებთან ჩვე-
ნი შეტაკების კადრებს. თუმცა, იმ მომენტს, როცა მუტანტებმა მშვიდობის-
მყოფელები დაგლიჯეს, არ აჩვენებენ. სევდიან სიუჟეტს უძღვნიან ქალს,
რომელიც გულში ისარგარჭობილი იქვე გდია, სადაც დავტოვეთ. სხვათა
შორის, მისთვის მაკიაჟი გაუკეთებიათ, რომ ეკრანზე უკეთ გამოჩნდეს.
აჯანყებულები კაპიტოლიუმს საინფორმაციო გამოშვების ტრანსლირება-
ში ხელს არ უშლიან.
- აჯანყებულებს დღეს განცხადება არ გაუკეთებიათ? - ვეკითხები ტიგ-
რისს. ტიგრისი უარის ნიშნად თავს აქნევს, - ეტყობა, კოინი ჩემმა გადარჩე-
ნამ დააბნია და აღარ იცის, რა მომიხერხოს.
- არავინ იცის, შენ რა მოგიხერხოს, გოგონი, - ფხუკუნებს ტიგრისი. მერე
ერთ წყვილ ბეწვის წინდას უფასოდ მაძლევს. ასეთ საჩუქარზე უარი არ უნდა
თქვა. მით უმეტეს, როცა ცივ სარდაფში მალვა გიწევს.

252
ნავახშმევს ისევ სამალავში ჩავდივართ და ტვინს ვიჭყლეტთ, რომ რამე
მოვიფიქროთ. თავში წესიერი არაფერი მოგვდის, მაგრამ იმაზე კი ვთან-
ხმდებით, რომ ამიერიდან ქუჩაში ჯგუფურად ვეღარ ვივლით და სანამ პრე-
ზიდენტის გამოსატყუებლად ტყვედ ჩავბარდებოდე, ჯერ მის რეზიდენციაში
შეპარვა უნდა ვცადოთ. მეორე პუნქტზე არაფერს ვამბობ, რომ ხელახლა
არ წავკამათდეთ. თუ ტყვედ ჩაბარებას მოვინდომებ, სხვისი ნებართვა ან
დახმარება მაინც არ დამჭირდება.
გეილს სახვევს ვუცვლი, პიტას კვლავ კიბის საბჯენზე ვაბამ და ვიძინებთ.
რამდენიმე საათის შემდეგ ვიღვიძებ და მესმის, რომ ვიღაცეები ჩუმად ლა-
პარაკობენ. პიტა და გეილი. უჩუმრად ვუგდებ ყურს მათ დიალოგს.
- წყლისთვის გმადლობ, - ამბობს პიტა.
- არაფრის, - ჩურჩულებს გეილი, - ღამით ათჯერ მაინც ვიღვიძებ.
- იმის სანახავად, ქეთნისი ხომ არ გაქცეულა?
- დაახლოებით, - აღიარებს გეილი.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიალოგს პიტა აგრძელებს:
- ტიგრისმა უცნაური რამ თქვა ქეთნისზე. არავინ იცის, რა მოგიხერხოსო.
- ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, - ამბობს გეილი.
ორივე იცინის. უჩვეულო მოსასმენია მათი მეგობრული საუბარი. არადა,
მეგობრები ნამდვილად არ არიან და არც არასდროს ყოფილან. თუმცა,
არც მტრები არიან.
- ქეთნისს უყვარხარ, - ეუბნება პიტა, - ეს იმ დღეს მითხრა, რომ გაგამათ-
რახეს.
- არა მგონია, - პასუხობს გეილი, - კვარტალურ ჯახში შენ რომ გაკოცა,
ისე... ჩემთვის არასდროს უკოცნია.
- ეს დადგმული კოცნა იყო, - პიტას ხმაში ეჭვი იგრძნობა.
- არა, შენ მისი გული დაიპყარი. მისთვის ყველაფერი დათმე. ალბათ
მხოლოდ ასე თუ დააჯერებ ქეთნისს, რომ გიყვარს, - გეილი ხანგრძლივი
პაუზის შემდეგ აგრძელებს: - პირველ შიმშილის თამაშებში შენ მაგივრად
მოხალისედ უნდა გამოვსულიყავი და დამეცვა.
- ამას ვერ იზამდი. არასდროს გაპატიებდა. მის ოჯახზე უნდა გეზრუნა.
ოჯახი მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასია.
- ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ომის დასრულებას სამივე ერთად ცოცხა-
ლი ვეღარ მოვესწრებით. და თუ მოვესწრებით, ეს ქეთნისის პრობლემა იქ-

253
ნება. ჩვენ შორის არჩევანის გაკეთება მას მოუწევს, - გეილი ამთქნარებს, -
უნდა დავიძინოთ.
- ჰო, - ამბობს პიტა და ჯდება, - საინტერესოა, ვის აირჩევს.
- ო, ეგ კი მშვენივრად ვიცი, - ბეწვეულიდან ძლივს ისმის გეილის სიტყვე-
ბი, - ქეთნისი იმას აირჩევს, ვინც, მისი აზრით, გადარჩენაში დაეხმარება.

24.

ჟრუანტელი მივლის. მართლა ასეთი გულცივი და ანგარიშიანი ვარ? გე-


ილს არ უთქვამს, ქეთნისი იმას აირჩევს, ვისი დათმობაც გულს გაუტეხს ან
თუნდაც, ვის გარეშეც ვერ იცოცხლებსო. ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ
ვნება მამოძრავებს. ჩემი საუკეთესო მეგობარი წინასწარმეტყველებს, რომ
იმას ავირჩევ, ვინც გადარჩენაში დამეხმარება. ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ
ჩემს გადაწყვეტილებაზე არც სიყვარული იმოქმედებს, არც - ლტოლვა და
არც ის, თუ რამდენად შემეფერება ერთი ან მეორე. მხოლოდ გულგრილად
ვაფასებ იმას, თუ რის შემოთავაზება შეუძლიათ ჩემს პოტენციურ პარტნი-
ორებს. თითქოს მხოლოდ ერთი საკითხია გადასაწყვეტი: ვინ უფრო საჭი-
როა ჩემი დღეგრძელობისთვის - ხაბაზი თუ მონადირე! საშინელებაა, რომ
გეილმა ეს თქვა და პიტა დაეთანხმა. მით უმეტეს, როცა ჩემი ყველა განცდა
თუ ემოცია კაპიტოლიუმმა და აჯანყებულებმა წამართვეს და სათავისოდ გა-
მოიყენეს. ამწუთას მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავარ. გადასარჩენად არც
ერთი მჭირდება და არც - მეორე.
მეორე დილას მათზე გასანაწყენებლად არც დრო მაქვს და აღარც -
ენერგია. გარიჟრაჟზე ვსაუზმობთ ღვიძლის პაშტეტით და ლეღვისჯემიანი
ფუნთუშებით, თან ტიგრისის ტელევიზორის წინ ვიკრიბებით ბიტის უნებარ-
თვო ჩართვის საყურებლად. შავი ტალღით შთაგონებულ აჯანყებულთა სარ-
დლებს ახალი იდეა აქვთ. კაპიტოლიუმელთა მიტოვებულ ავტომობილებს
ქოქავენ და უმძღოლოდ უშვებენ ქუჩებში. მანქანებმა ყველა ვერა, მაგრამ
კაფსულების უმეტესობა გაააქტიურეს და გააუვნებელყვეს. ამ ტაქტიკის გა-
მოყენებით, აჯანყებულებს დილის ოთხ საათზე ერთდროულად სამი მხრი-
დან (რომელთაც უბრალოდ 1-ლ, მე-2 და მე-3 ხაზებს უწოდებენ) დაუწყიათ

254
კაპიტოლიუმის შუაგულში შეჭრა. შედეგად, რამდენიმე კვარტალი ერთიმეო-
რის მიყოლებით, დიდი დანაკარგების გარეშე აუღიათ.
- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, - ამბობს გეილი, - გასაკვირია კიდეც,
ამდენ ხანს როგორ იმუშავა. კაპიტოლიუმს შეუძლია კონკრეტული კაფსუ-
ლები გააუვნებელყოს და როცა სამიზნეები მოახლოვდებიან, ხელით გაააქ-
ტიუროს.
გეილის წინასწარმეტყველება სულ რამდენიმე წუთში სრულდება. ეკრან-
ზე გვიჩვენებენ მანქანას, რომელიც ერთ-ერთ კვარტალში შემოგზავნეს. მან-
ქანა ოთხ კაფსულს ააქტიურებს. მანქანას სამი მზვერავი მოჰყვება და უვნებ-
ლად მიდის ქუჩის ბოლომდე. თუმცა, მათ კვალდაკვალ შემოპარულ ოცამ-
დე აჯანყებულს ყვავილების მაღაზიის წინ აფეთქებული ვარდის ბუჩქები
ნაფლეთებად აქცევს.
- პლუტარქეს ალბათ ძალიან აცოფებს ის, რომ მართვის პანელთან თვი-
თონ არ ზის, - ამბობს პიტა.
ბიტი კაპიტოლიუმს ტრანსლაციის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
რეპორტიორი იმ კვარტალებს ასახელებს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუ-
აცია უნდა მოხდეს. ამ ინფორმაციის და წეღან ეკრანზე ნანახი კადრების
მეშვეობით ჩემს ქაღალდის რუკაზე მოწინააღმდეგე მხარეების მიახლოებით
პოზიციებს ვნიშნავ.
ქუჩაში ნაბიჯების ხმა ისმის. ფანჯარასთან მივდივარ და დარაბის ღრიჭო-
დან ვიჭვრიტები. ამომავალი მზის შუქში უჩვეულო სანახაობის მომსწრე
ვხდები. აჯანყებულების მიერ დაკავებული კვარტალებიდან დევნილები კა-
პიტოლიუმის ცენტრისკენ მიიჩქარიან. ყველაზე შეშინებულები ფლოსტებისა
და პიჟამების ამარა გამოქცეულან, ყველაზე მომზადებულები კი ტანსაც-
მლის სქელ ფენაში ჩაფუთნილან. მოაქვთ ყველაფერი, დაწყებული ფინიე-
ბითა და სამკაულების ზარდახშებით, და ქოთნის ყვავილებით დამთავრებუ-
ლი. ერთ რბილხალათიან კაცს გადამწიფებული ბანანი ჩაუბღუჯავს.
დაბნეული, ნახევრად მძინარე ბავშვები მშობლებს ბანცალ-ბანცალით
მისდევენ, უმეტესობა იმდენად შეცბუნებული ან გაკვირვებულია, რომ ტირი-
ლის თავიც არა აქვს. რამდენიმე ბავშვის სახე ჩემი ფანჯრის სიახლოვეს ჩა-
ივლის. ფართო, ყავისფერი თვალები. გულში ჩახუტებული საყვარელი თო-
ჯინა. შიშველი, ხეივნის უსწორმასწორო ასფალტზე სიარულისგან დალურ-

255
ჯებული პატარა ფეხები. მათ დანახვაზე დაბომბვისას დაღუპული მე-12 რაი-
ონელი ბავშვები მახსენდება. ფანჯარას ვშორდები.
ტიგრისი გვთავაზობს, დღეს თქვენთვის მე ვიჯაშუშებო, რადგან ის ერთა-
დერთია, ვის სანაცვლოდაც დიდძალი ჯილდო არ არის დაწესებული. ჩვენ
სარდაფში გვმალავს და ქალაქში გადის სასარგებლო ინფორმაციის შესაგ-
როვებლად.
სარდაფში ბოლთას ვცემ და დანარჩენებს ნერვებს ვუშლი. შინაგანი ხმა
მკარნახობს, რომ შეცდომას ვუშვებთ, დევნილების ტალღას უნდა გავყო-
ლოდით. უკეთესი კამუფლაჟი რაღა გვინდა? მეორე მხრივ, ქუჩაში გამოძე-
ვებული, უსახლკაროდ დარჩენილი ყოველი ადამიანი მორიგი წყვილი თვა-
ლია, რომელიც ქალაქში შემოპარულ ხუთ აჯანყებულს დაეძებს. და მაინც,
აქ მალვით რას მოვიგებთ? საკვების მცირე მარაგს ვანადგურებთ და ვუც-
დით... რას? როდის აიღებენ აჯანყებულები კაპიტოლიუმს? ამას შეიძლება
რამდენიმე კვირა დასჭირდეს და თუ აიღებენ, მე რა უნდა ვქნა? ქუჩაში ნამ-
დვილად ვერ გავვარდები მათ მისასალმებლად; ძაღლთუთას სამჯერ ზედი-
ზედ გამეორებას ვერც მოვასწრებ, კოინი მე-13 რაიონში მიკრავს თავს. აქ
იმისთვის არ მოვსულვარ და ამდენი ადამიანი იმისთვის არ დამიკარგავს,
რომ იმ ქალს ჩავბარდე. მე სნოუ უნდა მოვკლა. თანაც, ბოლო რამდენიმე
დღეში მომხდარი უბედურებების გამო, თავის მართლება მომიწევს. ზოგი-
ერთ რამეს თუ ნათელი მოეფინა, შეიძლება ჩემთვის საჯაროდ მოცემული
პირობა დაარღვიონ და გამარჯვებულებს იმუნიტეტი ჩამოართვან. ჩემი თავი
ჯანდაბას, მაგრამ სხვებს ეს ნამდვილად დასჭირდებათ. მაგალითად, პიტას,
რომელმაც მიჩელი კაფსულისკენ ისროლა და ბადეში გახვია. ეს ვიდეოჩა-
ნაწერში კარგად ჩანს. წარმომიდგენია, კოინის სამხედრო ტრიბუნალი ამის-
თვის რა განაჩენს გამოუტანს.
ნაშუადღევს მღელვარება გვიპყრობს.
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ტიგრისი არ ჩანს. განვიხილავთ სხვადასხვა
ვარიანტს: ხომ არ დაიჭირეს და დააპატიმრეს, ან ხომ არ ჩაგვიშვა, ან იქნებ
დევნილთა ტალღაში დაშავდა? თუმცა, საღამოს ექვს საათზე ზემოდან მისი
ნაბიჯის ხმა ისმის. რამდენიმე წუთის შემდეგ პანელს ხსნის. სარდაფში შემ-
წვარი ხორცის მადის აღმძვრელი სუნი შემოდის. ტიგრისს ჩვენთვის კარტო-
ფილიანი ლორი მოუმზადებია. რამდენი დღეა, ცხელი კერძი არ მიჭამია და
სანამ ტიგრისი თეფშზე გადმომიღებდეს, ლამისაა, ნერწყვმა დამახრჩოს.

256
ვჭამ და თან ტიგრისს ვუსმენ, რომელიც გვიყვება, როგორ იშოვა ხორცი.
მთავარი, რაც მამახსოვრდება, ისაა, რომ ბეწვის ქვედა საცვალი დღეს-
დღეობით ძვირფას სავაჭრო საქონლად ითვლება, განსაკუთრებით - მათ-
თვის, ვინც სახლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოიქცა. ბევრი ამწუთასაც
ქუჩაშია და ღამის გასათევ ადგილს ეძებს. ქალაქის ცენტრში მცხოვრებ
მდიდრებს თავიანთი დიდი ბინების კარები სულაც არ გაუღიათ დევნილე-
ბისთვის. პირიქით, დარაბებიც დახურეს, ვითომ შინ არ არიან. ახლა ქალა-
ქის მთავარი მოედანი დევნილებითაა გატენილი, ხოლო მშვიდობისმყოფე-
ლები კარდაკარ დადიან და ძალით იჭრებიან სახლებში, რომ დევნილები
გაანაწილონ. ტელევიზიით მშვიდობისმყოფელთა მეთაური გამოდის და
მოკლე განცხადებას აკეთებს, ამდენი კვადრატული მეტრი ფართის ბინის
მფლობელებმა ამდენი და ამდენი დევნილი უნდა შეიფაროთო. ის კაპიტო-
ლიუმის მოქალაქეებს ახსენებს, ამაღამ ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცე-
მა და პრეზიდენტი თქვენგან გულითად მასპინძლობას მოელისო. მერე ცუ-
დად დადგმულ სცენებს გვიჩვენებენ, როგორ ეგებებიან შეწუხებული მოქა-
ლაქეები მადლიერ დევნილებს. მშვიდობისმყოფელთა მეთაურის თქმით,
თავად პრეზიდენტმა რეზიდენციის დევნილთა მისაღებად გამზადების გან-
კარგულება გასცა. დასასრულს, ამატებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მა-
ღაზიის მფლობელებმაც უნდა გამოუყონ დევნილებს საცხოვრებელი ფარ-
თი.
- ეს შენც გეხება, ტიგრის, - ამბობს პიტა.
მართალია. თუ უფრო გაიზრდება დევნილთა რიცხვი, ტიგრისის პატარა
მაღაზიასაც მოადგებიან თავშესაფრის მთხოვნელები. აი, მაშინ კი ნამდვი-
ლად სარდაფში გამოვიმწყვდევით და სულ იმის შიშში ვიქნებით, რომ გვი-
პოვიან. რამდენი დღე დაგვრჩა? ერთი? ორი?
ეკრანზე მშვიდობისმყოფელთა მეთაური ბრუნდება ახალი მითითებებით.
როგორც ჩანს, წინა ღამეს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ბრბოს ცემით მო-
უკლავს ბიჭი, რომელიც პიტას მგვანებია. ამიერიდან აჯანყებულთა შემჩნე-
ვისთანავე ხელისუფლებას უნდა ეცნობოს. საეჭვო პირის ამოცნობასა და
დაპატიმრებაზე ჩვენ ვიზრუნებთო, ამბობს მეთაური. მერე მოკლულის ფო-
ტოს გვიჩვენებენ. შეღებილ თმას თუ არ ჩავთვლით, ის ბიჭი ისევე ჰგავს პი-
ტას, როგორც მე.
- ხალხი ჭკუიდან იშლება, - ჩურჩულებს ქრესიდა.

257
მერე აჯანყებულთა მოკლე საინფორმაციო მიმოხილვას ვუყურებთ. დღეს
კიდევ რამდენიმე კვარტალი დაუპყრიათ. მათ რუკაზე ვინიშნავ და ვსწავ-
ლობ.
- მე-3 ხაზი აქედან ოთხი კვარტალის მოშორებითაა. რატომღაც ეს უფრო
მაშინებს, ვიდრე ის, რომ მშვიდობისმყოფელები დევნილებისთვის თავშესა-
ფარს ეძებენ, - ვამბობ მე და შემდეგ ვამატებ: - ჭურჭელს დავრეცხავ.
- დაგეხმარები, - თეფშების ალაგებას იწყებს გეილი.
ვგრძნობ, რომ პიტა თვალს გვაყოლებს. ტიგრისის მაღაზიის მოცუცქნულ
სამზარეულოში ნიჟარას თბილი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი სითხით ვავ-
სებ.
- როგორ ფიქრობ, ეს სიმართლეა? - ვეკითხები გეილს, - სნოუ მართლა
შეიფარებს დევნილებს თავის რეზიდენციაში?
- ალბათ მოუწევს, - თავს მიქნევს გეილი, - თუნდაც იმისთვის, რომ მერე
ტელევიზიით აჩვენოს.
- ხვალ დილით წავალ, - ვამბობ მე.
- მეც გამოგყვები, - ამბობს გეილი, - სხვებს რა ვუყოთ?
- ქრესიდა და პოლიდევკე გამოგვადგებიან. მეგზურობას გაგვიწევენ...
მაგრამ პიტა ძალიან...
- არაპროგნოზირებადია, - ასრულებს გეილი, - როგორ ფიქრობ, ჯერ კი-
დევ სურს, რომ დავტოვოთ?
- როგორმე უნდა დავარწმუნოთ, რომ თან გამოყოლით საფრთხეში ჩაგ-
ვაგდებს, - ვპასუხობ მე, - იმედი მაქვს, დარჩება.
პიტა ჩვენს შეთავაზებას გონივრულად უდგება. ის გვეთანხმება, რომ მისი
სიახლოვე დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. უკვე იმედი მიჩ-
ნდება, რომ ყველაფერი გამოგვივა და პიტა ტიგრისის სარდაფში დაიმალე-
ბა, მაგრამ მოულოდნელად გვიცხადებს, მე მარტო წავალო.
- სად და რატომ? - უკვირს ქრესიდას.
- ზუსტად არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს, დივერსიული აქტის მოწყობა მა-
ინც შემიძლია. ხომ დაინახეთ, რა დაემართა იმ ბიჭს, მე რომ მგავდა, - ამ-
ბობს პიტა.
- და... მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე? - ვეკითხები მე.
- ანუ... მუტანტად რომ გადავიქცე? თუ ვიგრძენი, რომ თავს ვერ ვაკონ-
ტროლებ, აქ დაბრუნებას ვეცდები.

258
- სნოუმ რომ კვლავ შეგიპყროს? - ეკითხება გეილი, - იარაღიც კი არ
გაქვს.
- იღბალს მივენდობი, როგორც ყველა თქვენგანი.
ეს ორნი კარგა ხანს თვალს არ აშორებენ ერთმანეთს, მერე გეილი უბის
ჯიბიდან ძაღლთუთას აბს იღებს და პიტას აძლევს. პიტას აბი ხელისგულზე
უდევს, არც ჯიბეში იდებს, არც გეილს უბრუნებს.
- შენ რომ დაგჭირდეს? - ეკითხება ბოლოს.
- ჩემზე ნუ ღელავ. ბიტიმ მასწავლა, როგორ ავაფეთქო ხელით ფეთქება-
დი ისარი. თუ ეს არ გამომივა, დანაც მაქვს. და ქეთნისიც მყავს. კაპიტო-
ლიუმელებს ჩემს თავს ცოცხალს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს.
მშვიდობისმყოფელების მიერ დატყვევებული გეილის წარმოდგენაზე გო-
ნებაში ისევ ძველი მელოდია ჩამესმის: იქნება მოხვიდე იმ ხესთან ტყეში...
- გამოართვი, პიტა, - შეწუხებული მუჭს ვაკვრევინებ, - დამხმარე არავინ
გეყოლება.
მოუსვენრად გვძინავს. ერთმანეთის კოშმარები გვაღვიძებს, ყველანი ხვა-
ლინდელ გეგმებზე ვფიქრობთ. როგორც იქნა, დილის ხუთი საათი დგება
და მცირეოდენ შვებას ვგრძნობ. მოხდეს, რაც მოსახდენია, მთავარია, უქმად
მაინც აღარ ვისხდებით. ვჭამთ ყველაფერს, რაც შემოგვრჩა - დაკონსერვე-
ბულ ატამს, კრეკერებს, ლოკოკინებს - და ორაგულის კონსერვს ტიგრისს
ვუტოვებთ. ამით ვუხდით მწირ მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენ-
თვის გააკეთა. ეს კეთილი ჟესტი ტიგრისს გულს უჩუყებს. სახეს უცნაურად
მანჭავს და მერე საქმეზე გადადის. მომდევნო ერთ საათს ჩვენს გარდასახ-
ვას უთმობს. ყველას ჩვეულებრივ სამოსს გვაცმევს და ოსტატურად გვიმა-
ლავს უნიფორმებს. სამხედრო ჩექმებს ბეწვის რბილი ფლოსტებით გვიფა-
რავს. ქინძისთავებით გვიმაგრებს პარიკებს. სახიდან რამდენიმე დღის წინ
საჩქაროდ გაკეთებული თვალშისაცემი მაკიაჟის კვალს გვიშლის და ხელახ-
ლა გვიკეთებს მაკიაჟს. პალტოებისა და ქურთუკების ქვეშ იარაღს გვამალ-
ვინებს. მერე ხელჩანთებსა და სხვა წვრილმანს გვაძლევს, რომ ჩვენც დევ-
ნილებს დავემსგავსოთ.
- ბრწყინვალე სტილისტის ძალა ყოველთვის სათანადოდ უნდა დააფასო,
- ძნელი სათქმელია, მაგრამ პიტას ამ კომპლიმენტზე ტიგრისს ზოლებიანი
სახე მგონი, მართლაც უწითლდება.

259
ტელევიზიით ჩვენთვის სასარგებლო სიახლეებს არ გადმოსცემენ, მაგ-
რამ ქუჩები დღესაც დევნილებითაა გადაჭედილი. ხალხის ნაკადში შერევას
სამ ჯგუფად ვგეგმავთ. ჯერ ქრესიდა და პოლიდევკე წავლენ, გზასაც დაზვე-
რავენ და მეგზურობასაც გაგვიწევენ, მათ მე და გეილი გავყვებით და ვეცდე-
ბით, პრეზიდენტის რეზიდენციაში განაწილებულ დევნილთა შორის მოვ-
ხვდეთ. სულ ბოლოს პიტა წამოვა და თუ საჭირო გახდება, აურზაურს ატეხს.
ტიგრისი ფანჯრიდან იჭყიტება, შესაფერის მომენტს არჩევს, კარს აღებს
და პოლიდევკესა და ქრესიდას თავის ექნევით ანიშნებს, წადითო.
- თავს გაუფრთხილდით, - გვეუბნება ქრესიდა და პოლიდევკესთან ერ-
თად მაღაზიიდან გადის.
ჩვენ ერთ წუთში მივყვებით. გასაღებს ვიღებ, პიტას ხელბორკილს ვხსნი
და ჯიბეში ვიდებ. პიტა მაჯებს ისრესს და ხელებს მუშტავს. სასოწარკვეთი-
ლება მიპყრობს, თითქოს ისევ კვარტალურ ჯახში დავბრუნდი და ბიტიმ მე
და იოანას მავთულის ხვეულა მოგვცა.
- გთხოვ, სისულელეს ნუ ჩაიდენ, - გეუბნები პიტას.
- არა, სისულელეს მხოლოდ უკიდურესი ვითარებისთვის ვინახავ, - ამ-
ბობს ის.
კისერზე ვეკიდები. პიტა თავიდან ყოყმანებს, მაგრამ ბოლოს მაინც
მხვევს მკლავებს. მართალია, უწინდელივით ძლიერად არ მიხუტებს, მაგრამ
მისი მკლავები ძველებურად თბილი და ღონიერია. უამრავი რამ მახსენდება
- ის დრო, როცა მკაცრ რეალობას ამ მკლავებში ვემალებოდი. შეიძლება
მაშინ ამას ვერ ვაფასებდი, მაგრამ ახლა ტკბილად მახსენდება. სამწუხა-
როდ, ის დრო მოგონებად იქცა.
- მაშ, კარგი, - ვამბობ და ხელს ვუშვებ.
- დროა, - გვეუბნება ტიგრისი.
ტიგრისს ლოყაზე ვკოცნი, წითელკაპიუშონიან ქურთუკს ვიკრავ, შარფს
ცხვირამდე ვიწევ და გეილს გარეთ მივყვები.
სუსხიანი, ყინულივით ცივი ფიფქები შიშველ კანზე მკბენს. ამომავალი მზე
ბინდის გაფანტვას ამაოდ ცდილობს. მხოლოდ ახლოს მიმავალ თბილად
ჩაცმულ ფიგურებს ვარჩევ. ზუსტად ჩვენთვის შესაფერისი ამინდია. ერთი
ეგაა, რომ ქრესიდას და პოლიდევკეს ვერ ვხედავ. მე და გეილი თავჩაღუნუ-
ლები ვუერთდებით დევნილთა რიგებს. მესმის ტირილი, ოხვრა და სროლა
შორიდან - ის, რაც გუშინ ფანჯრიდან არ გამიგონია.

260
- სად მივდივართ, ძია? - ეკითხება აცახცახებული ბიჭუნა მამაკაცს, რომე-
ლიც პატარა სეიფს დაუმძიმებია.
- პრეზიდენტის სასახლეში. იქ საცხოვრებელ ადგილს გამოგვიყოფენ, -
ხვნეშის კაცი.
ხეივნიდან მთავარი გამზირისკენ ვუხვევთ.
- მარჯვნივ იარეთ! - ისმის ბრძანება.
ხალხში გარეულ მშვიდობისმყოფელებს ვხედავ. მსვლელობის მიმართუ-
ლებას აკონტროლებენ. მაღაზიის ვიტრინებიდან შეშინებული სახეები გვიყუ-
რებენ. მაღაზიებში დევნილების ტევა აღარ არის. შესახლება ამ ტემპით თუ
გაგრძელდა, სადილისთვის ტიგრისს ახალი მდგმურები ეყოლება. კარგია,
რომ დროზე მოვასწარით მაღაზიიდან წამოსვლა.
ინათა. ისევ თოვს. ჩვენგან ოცდაათი მეტრით დაწინაურებულ პოლიდევ-
კესა და ქრესიდას ვხედავ. ხალხის ნაკადს მიჰყვებიან. უკან ვტრიალდები,
პიტა თუ ჩანს სადმე. პიტას ვერსად ვამჩნევ. სამაგიეროდ, ვხედავ ყვითელ-
პალტოიან პატარა გოგოს, რომელიც ცნობისმოყვარედ მათვალიერებს. მე
გეილს იდაყვს ვკრავ და ნაბიჯს ვანელებ, რომ ჩვენ და იმ გოგოს შორის
ხალხის კედელი აღიმართოს.
- უნდა გავიყოთ, - ჩუმად ვეუბნები გეილს, - მგონი, ერთი გოგო...
გასროლის ხმა ისმის და ჩემ გვერდით რამდენიმე ადამიანი ეცემა. ჰაერს
კივილი კვეთს, როცა ავტომატების მეორე ჯერი ჩვენ უკან მომავალი ხალ-
ხის ჯგუფს ცხრილავს. მე და გეილი ასფალტზე ვწვებით და ხოხვით მივდი-
ვართ ათიოდე მეტრში მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიამდე. გარეთ გამოტა-
ნილი მაღალქუსლიანი ჩექმების დახლის უკან ვიმალებით.
- ვინ ისვრის? ხედავ? - გეილს ბუმბულებით მორთული ფეხსაცმლები უშ-
ლის ხელს.
ლავანდისფერ და მწვანე ტყავის ჩექმებს შორის მხოლოდ დაცხრილული
ხალხით მოფენილ ქუჩას ვხედავ. პატარა გოგო, მე რომ მიყურებდა, ქალ-
თან ჩაჩოქილა და კივილით სთხოვს, ადექიო. ტყვიების მორიგი ტალღა
გოგონას მკერდში ხვდება და მის ყვითელ პალტოს წითლად ალაქავებს.
გოგონა ზურგზე ეცემა. ვუყურებ მის პაწაწინა სხეულს და წამით მეტყველე-
ბის უნარს ვკარგავ. გეილი იდაყვს მკრავს.
- ქეთნის!
- ჩვენ ზემოთ არიან. სახურავიდან ისვრიან, - ვპასუხობ გეილს.

261
სროლა არ წყდება და ჩემ თვალწინ დათოვლილ ქუჩაში თეთრუნიფორ-
მიანი მშვიდობისმყოფელები ეცემიან.
- მშვიდობისმყოფელებს უმიზნებენ, მაგრამ სნაიპერის სიზუსტით არ გა-
მოირჩევიან. მგონი, აჯანყებულები ისვრიან.
გამოდის, ჩვენმა მოკავშირეებმა კაპიტოლიუმელთა თავდაცვითი ხაზი გა-
არღვიეს, მაგრამ რატომღაც ეს არ მახარებს. ყვითელმა პალტომ გამაოგნა
და გამაშეშა.
- ახლა რომ სროლა დავიწყოთ, მორჩა, მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ეს
ჩვენ ვართ, - ამბობს გეილი.
მართალია. მხოლოდ სახელგანთქმული მშვილდ-ისრებით ვართ შეიარა-
ღებული. ერთი ისარიც რომ გავისროლოთ, მტერიც და მოყვარეც მიხვდე-
ბა, ვინც ვართ.
- არა, - ვამბობ მტკიცედ, - სნოუმდე უნდა მივაღწიოთ.
- მაშინ დროზე მოვშორდეთ აქაურობას, სანამ მთელი კვარტალი ჰაერში
აუწევიათ, - ამბობს გეილი.
კედელ-კედელ მივუყვებით ქუჩას. ერთი ეგაა, კედლის ადგილას თითქმის
ყველგან მაღაზიის ვიტრინებია. ფანჯრის მინებზე გაოფლილი ხელისგულე-
ბი და პირდაღებული სახეებია აკრული. შარფს ლამის თვალებამდე ვიწევ.
პრეზიდენტ სნოუს ჩარჩოიანი ფოტოების გამოფენის უკან, აგურის კედელს
მიყრდნობილ დაჭრილ მშვიდობისმყოფელს ვპოულობთ. ის დახმარებას
გვთხოვს. გეილი მას საფეთქელზე მუხლს ურტყამს და ავტომატს ართმევს.
გზაჯვარედინზე მეორე მშვიდობისმყოფელს კლავს და ახლა ორივეს გვაქვს
ცეცხლსასროლი იარაღი.
- და ახლა ვინ ვართ? - ვეკითხები გეილს.
- სასოწარკვეთილი კაპიტოლიუმელები, - მპასუხობს ის, - მშვიდობისმყო-
ფელები თავისიანებად ჩაგვთვლიან, ხოლო აჯანყებულები, იმედია, სხვა
უფრო საინტერესო ხალხს ამოიღებენ მიზანში.
ამჟამინდელი როლის მართებულობა მაეჭვებს, მაგრამ ჩვენი ვინაობა
მომდევნო გზაჯვარედინთან ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. აქ საერ-
თოდ აღარავის ვინაობა აღარ აინტერესებთ, რადგან სახეში არავის უყურე-
ბენ. გზაჯვარედინი უკვე აჯანყებულებს დაუკავებიათ. ყველგან არიან: ქუჩაში,
სადარბაზოებში, მანქანებს ეფარებიან. ავტომატები მოუმარჯვებიათ და ჩახ-
ლეჩილი ხმით იძლევიან ბრძანებებს. ჩვენკენ მომავალი მშვიდობისმყოფე-

262
ლების ჯარის დასახვედრად ემზადებიან. შეუიარაღებელი და დეზორიენტი-
რებული დევნილები და დაჭრილები ორ ცეცხლს შუა არიან მოქცეულნი.
ჩვენ წინ კაფსული აქტიურდება და ორთქლის ნაკადს უშვებს. ორთქლი
გზად ყველას თუთქავს და ხოცავს. ქუჩებში სრული ქაოსია. ორთქლის ნარ-
ჩენების თოვლთან შეხებისას სქელი ბურუსი წარმოიშობა და ჩემი ავტომა-
ტის ლულის იქით ვეღარაფერს ვხედავ. ნებისმიერი, ვინც მოძრაობს - მშვი-
დობისმყოფელია, აჯანყებული თუ მოქალაქე - სამიზნეა. ყველა გაუაზრებ-
ლად ისვრის; არც მე ვარ გამონაკლისი. გულს ბაგაბუგი გაუდის. ძარღვებში
ადრენალინის დონე პიკს აღწევს. ყველა ჩემი მტერია, გარდა გეილისა, ჩე-
მი მონადირე მეწყვილისა, რომელიც უკნიდან მიცავს. სხვა რა გზა გვაქვს,
წინ მივიწევთ და ვინც შემოგვხვდება, ყველას ვესვრით. ყველგან დასის-
ხლიანებულ, დახოცილ ადამიანებს ვხედავ. გარშემო ისტერიკული კივილი
ისმის. ერთ-ერთ მოსახვევს რომ ვუახლოვდებით, ჩვენ თვალწინ მთელი
კვარტალი იისფრად ნათდება. უკან ვიხევთ, კიბეს ვეფარებით და იისფერ
შუქს თვალმოჭუტულები შევყურებთ.
იისფერ ნათელში მოქცეულ ხალხს რაღაც მოსდის. მათ რაღაცით უტე-
ვენ, მაგრამ... რით? ბგერით? ტალღით? ლაზერით? ხელიდან იარაღი უც-
ვივათ, ხელებს სახეზე იფარებენ, პირიდან, ცხვირის ნესტოებიდან, თვალე-
ბიდან და ყურებიდან სისხლი სდით. ზუსტად ერთ წუთში მათგან ცოცხალი
არავინ რჩება და ნათება ქრება. მე კრიჭაშეკრული მივრბივარ, გვამებს ვახ-
ტები, სისხლის გუბეებში ფეხი მიცურავს. ქარი სახეში თოვლს გვაყრის და
თვალებს გვიბნელებს, მაგრამ ჩვენკენ მომავალი ნაბიჯების ხმა მკაფიოდ
გვესმის.
- დაწექი! - ჩურჩულით ვეუბნები გეილს და სადაც ვართ, იქვე ვწვებით მი-
წაზე. სახით ვიღაცის ჯერ კიდევ თბილი სისხლის გუბეში ვეცემი. მკვდრის
როლს ვთამაშობ, გაუნძრევლად ვგდივარ, სანამ სამხედრო ჩექმების ბრა-
გაბრუგი მიწყდება. ზოგიერთი გვამებს თავს არიდებს, ზოგი ხელზე მაბიჯებს,
ზოგი - ზურგზე, ზოგი თავში წიხლს მირტყამს. როგორც კი ჯარისკაცები მი-
დიან, თვალს ვახელ და გეილს თავს ვუქნევ.
მომდევნო გზაჯვარედინზე უფრო მეტ შეძრწუნებულ დევნილს ვხვდებით,
ვიდრე ჯარისკაცს. გვგონია, რომ სულის მოთქმის საშუალება მოგვეცა, მაგ-
რამ უცებ ტკაცუნი ისმის, თითქოს ჯამის კიდეზე კვერცხი გატეხესო, ოღონდ
დარტყმის ხმა ათასჯერ უფრო ძლიერია. ვჩერდებით და აქეთ-იქით ვიყურე-

263
ბით, კაფსულს ვეძებთ. არსად არაფერი ჩანს. მერე ვამჩნევ, რომ ჩემდა უნე-
ბურად, ცალ მხარეს გადავიზნიქე.
- გაიქეცი! - ვუყვირი გეილს.
ახსნის დრო არაა, მაგრამ კაფსულის მოქმედების პრინციპი რამდენიმე
წამში ისედაც ყველასთვის ცხადი ხდება. კვარტალის შუაგულში ბზარი ჩნდე-
ბა. ასფალტი ორად იყოფა, კარის საგდულებივით ქვემოთკენ იზნიქება და
ხალხი გაჩენილ ღრმა ორმოში ცვივა.
ვერ გადამიწყვეტია, უმოკლესი გზით გავიქცე მომდევნო გზაჯვარედინის-
კენ თუ რომელიმე ქუჩისპირა სახლის კარი შევამტვრიო და შიგ დავიმალო.
შეუჩერებლად მივრბივარ. სულ უფრო მიჭირს წონასწორობის დაცვა და
საყრდენის პოვნა. თითქოს მოყინულ ფერდობზე ავრბივარ, რომელიც ყო-
ველ მომდევნო ნაბიჯში ციცაბოვდება. დანიშნულების ორივე პუნქტამდე -
გზაჯვარედინამდეც და შენობამდეც რამდენიმე მეტრიღა რჩება, როცა საგ-
დული ყირავდება. არჩევანი აღარ მაქვს, ბოლო ძალებს ვიკრებ და ორმოს
ზედ ვახტები. ამ დროს ფეხქვეშ მიწა მეცლება, მაგრამ ორმოს კიდეზე ხე-
ლების მოჭიდებას ვასწრებ. ჰაერში ჩამოკიდებული, საყრდენს ვერსად ვპო-
ულობ. თხუთმეტი მეტრით ქვემოდან გახრწნილი გვამის გულისამრევი სუნი
ამოდის. ბნელი ღრმულის ძირში შავი სხეულები დაცოცავენ და ჩავარდნი-
სას გადარჩენილებს სამუდამოდ ადუმებენ.
მოგუდული კივილი ამომდის პირიდან. დასახმარებლად არავინ მოდის.
ყინულივით ცივ კიდეზე თითები მიცურავს და ლამისაა, ჩავვარდე, როცა ვამ-
ჩნევ, რომ კაფსულს ორიოდე მეტრი მაშორებს. ნელ- ნელა მივცოცავ
ღრმულის კიდის გასწვრივ და ვცდილობ, ქვემოდან ამომავალ საწყალო-
ბელ კივილს არ ვუსმინო. როგორც იქნა, კაფსულს ვუახლოვდები, მარჯვენა
ფეხს ვწევ და რომელიღაც ბერკეტს ვეჭიდები. მერე გაჭირვებით ავდივარ
ზემოთ და აქოშინებული და აცახცახებული, საფარნე ბოძს ვებღაუჭები, რომ
არ წავიქცე.
- გეილ! - ღრმულში ვეძახი მეგობარს და სულ არ მანაღვლებს, რომ შე-
იძლება მიცნონ, - გეილ!
- აქეთ! - ჩემდა გასაკვირად, მარცხნიდან მპასუხობენ.
საგდულს შენობები საძირკვლიანად აუწევია. ათამდე ადამიანს შენობე-
ბამდე მიუღწევია და ახლა კარის სახელურებს, საკაკუნებელ რგოლებსა და
წერილების შესაყრელ ჭრილებს ეჭიდებიან. ჩემგან სამი კარის იქით გეილს

264
რკინის გისოსისთვის ჩაუვლია ხელები და კარს წიხლებს ურტყამს. კარი
რომ ღია იყოს, შიგნით თავისუფლად შევიდოდა, მაგრამ კარს არავინ უღე-
ბს.
- ფრთხილად! - ავტომატს ვიმარჯვებ, საკეტს ვესვრი და ანჯამებს მომ-
წყდარი კარი შიგნით ვარდება. გეილი სახლში ძვრება და იატაკზე უღონოდ
ეცემა. ამ მომენტში უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მისი გადარჩენა მოვა-
ხერხე. მაგრამ უეცრად გეილს თეთრხელთათმნიანი ხელები ბოჭავენ.
გეილის მზერა ჩემსას ხვდება. ტუჩებს ამოძრავებს და რაღაცას მეუბნება,
მაგრამ არაფერი მესმის. არ ვიცი, როგორ დავეხმარო. ვერ დავტოვებ, მაგ-
რამ ვერც მასთან მივალ. გეილი კვლავ პირს აღებს. მე უარის ნიშნად თავს
ვაქნევ, არაფერი მესმის-მეთქი. მშვიდობისმყოფელები გეილს სიღრმეში მი-
ათრევენ და მალე მიხვდებიან, ვინც შეიპყრეს.
- გაიქეცი! - მესმის მისი ყვირილი.
მას ზურგს ვაქცევ და გავრბივარ. სრულიად მარტო დავრჩი. გეილი შეიპ-
ყრეს. ქრესიდა და პოლიდევკე აქამდე ალბათ ათჯერ მოკვდებოდნენ. და
პიტა? ტიგრისის მაღაზიიდან წამოსვლის შემდეგ მისთვის თვალი არ მომიკ-
რავს. იმედია, ჭკუა ეყო და სამალავში დაბრუნდა; მიხვდა, რომ შეტაკება იწ-
ყებოდა და სანამ ჯერ კიდევ თავს აკონტროლებდა, სარდაფს შეაფარა თა-
ვი. დივერსიის განხორციელება აღარ დასჭირდა, ამაზე თავად კაპიტოლი-
უმმა იზრუნა. არც სატყუარა იქნება და აღარც ძაღლთუთას გადაყლაპავს.
გეილს აბი აღარ დარჩა. კი თქვა, ფეთქებად ისარს ხელით ავაფეთქებო,
მაგრამ მეეჭვება, ეს შეძლოს. მშვიდობისმყოფელები, უპირველეს ყოვლისა,
იარაღს წაართმევენ.
რომელიღაც სახლის სადარბაზოში შევრბივარ. თვალები ცრემლით
მაქვს სავსე. მესროლე - აი, რას მანიშნებდა გეილი. მისთვის უნდა მესრო-
ლა! ეს ჩემი მოვალეობა იყო. ამას ხომ ერთმანეთს უსიტყვოდ დავპირდით
მაგრამ მე ეს არ ვქენი და ახლა გეილს კაპიტოლიუმელები მოკლავენ, ან
აწამებენ, ან დანექტრავენ. შინაგანად ვტყდები და ნაწილებად ვიშლები. იმე-
დია, სანამ გეილს რამეს დაუშავებენ, კაპიტოლიუმი დაეცემა, კაპიტულაციას
გამოაცხადებს და ყველა პატიმარს გაათავისუფლებენ. თუმცა, სამწუხაროდ,
სანამ სნოუ ცოცხალია, ეს არ მოხდება.
ჩემ წინ ორმა მშვიდობისმყოფელმა ჩაირბინა, მაგრამ სადარბაზოში მი-
ყუჟული, ატირებული კაპიტოლიუმელი გოგონასთვის ყურადღება არ მიუქ-

265
ცევიათ. ყელში გაჩხერილ ბურთს ვყლაპავ, სახიდან ცრემლებს ვიწმენდ, სა-
ნამ ზედ შემყინვია და მხნეობას ვიკრებ. მაშ ასე, ჯერჯერობით ისევ უცნობი
დევნილი
ვარ. თუ იმ მშვიდობისმყოფელებმა, გეილი რომ შეიპყრეს, ისიც დაინა-
ხეს, როგორ გავიქეცი, მაშინ?... ქურთუკს ვიხდი და უკუღმა ვიცვამ, რომ წი-
თელი ფერი თვალში არავის მოხვდეს; მერე თავზე კაპიუშონს ვიფხატებ,
რომ სახე წესიერად არ გამომიჩნდეს. ავტომატი მკერდზე მაქვს მიკრული.
კვარტალს ვათვალიერებ. მხოლოდ რამდენიმე დაბნეულ დევნილს ვხედავ.
ორ ბერიკაცს მივყვები.
ისინი ვერც კი მამჩნევენ. მომდევნო გზაჯვარედინთან ბერიკაცები უეცრად
ჩერდებიან და კინაღამ ორივეს ვეჯახები. ეს კაპიტოლიუმის მთავარი მო-
ედანია. მას გარს მდიდრული, დიდი შენობები ერტყმის.
მოედნის მიღმა პრეზიდენტის სასახლე დგას, მოედანი ხალხითაა სავსე.
ზოგი წინ და უკან დადის, ზოგი მოთქვამს, ზოგიც ზის და ზედ ათოვს. პრეზი-
დენტის რეზიდენციისკენ გზას მივიკვლევ, ხან მიტოვებულ ნივთებს წამოვე-
დები, ხან ვიღაცის მოყინულ კიდურებს. შუა მოედნიდან ბეტონის ბარიკადს
ვამჩნევ, რომელიც პრეზიდენტის სასახლის წინ აუგიათ. კაცი იფიქრებს,
რომ ბარიკადი დევნილების შესაჩერებლად აღმართეს, მაგრამ მეტრ-ნახე-
ვარი სიმაღლის ოთხი კედლის მიღმა უამრავი ადამიანი ირევა. იქნებ ეს ის
დევნილები არიან, ვინც რეზიდენციაში დასაბინავებლად შეარჩიეს? თუმცა,
რაც უფრო ვუახლოვდები ბარიკადს, უფრო ნათლად ვხედავ, რომ კედლებს
შუა მხოლოდ ბავშვები არიან. ყველა შეშინებული და ხელფეხმოყინულია.
ჯგუფ-ჯგუფად დგანან ან ძირს სხედან და გაბრუებულები ქანაობენ. ბავშვები
პრეზიდენტის სასახლეში არ შეჰყავთ, მშვიდობისმყოფელების ალყაში არი-
ან მოქცეული. მაშინვე ვხვდები, რომ ჯარისკაცები ბავშვების უსაფრთხოებას
არ იცავენ. ბავშვების გადარჩენა რომ უნდოდეთ, სადმე ბუნკერში გადამა-
ლავდნენ. პირიქით, ბავშვები იცავენ პრეზიდენტ სნოუს. ბავშვები მისი ცოც-
ხალი ფარია. _ ჩოჩქოლი ისმის და ბრბო მარცხნივ გარბის. ხალხის ნაკადი
მაწვება და მეც მიმაქანებს.
- აჯანყებულები! აჯანყებულები! - მესმის ყვირილი. როგორც ჩანს, აჯანყე-
ბულებმა თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ფლაგშტოკს ვეჯახები და მაგრად ვე-
ჭიდები. თოკით ფლაგშტოკზე მივცოცავ და ჭყლეტას გავურბივარ. დიახ,
აქედან კარგად ვხედავ კაპიტოლიუმის მთავარ მოედანზე შემოჭრილ აჯან-

266
ყებულებს, რომლებიც დევნილებს კვლავ ქუჩებისკენ ერეკებიან. აქეთ-იქით
ვიყურები. სადღაც აუცილებლად იქნება კაფსულები, რომლებსაც გაააქტიუ-
რებენ. თუმცა, არსად არაფერი ფეთქდება. სინამდვილეში, აი, რა ხდება:
ბარიკადებად დასხმული ბავშვების თავზე უეცრად კაპიტოლიუმისგერბია-
ნი ჰოვერკრაფტი ჩნდება და ციდან პატარა, ვერცხლისფერი პარაშუტების
წვიმა მოდის. ბავშვებმა იციან, რაც მოაქვს ამ ვერცხლისფერ პარაშუტებს:
საჭმელი, მედიკამენტები და საჩუქრები. ამ ქაოსშიც კი ბავშვები ხტებიან და
პარაშუტებს აგროვებენ, გაყინული თითებით ხსნიან ზონრებს. ჰოვერკრაფ-
ტი ქრება. გადის ხუთი წამი და ოცი პარაშუტი ერთდროულად ფეთქდება.
ბრბოში წივილ-კივილი ისმის. თოვლი წითლად იღებება და მიწა ბავშვე-
ბის ნაწილებით იფარება. ბევრი ბავშვი მაშინვე იღუპება, სხვები ბარბაცებენ
და ხმაჩავარდნილები დაჰყურებენ თავიან პარაშუტებს, თითქოს მაინც იმედი
აქვთ, რომ შიგ რამე ძვირფასი იდება. ეტყობა, აფეთქებას არც მშვიდობის-
მყოფელები ელოდნენ, რადგან სასწრაფოდ იღებენ ბარიკადებს და ბავ-
შვებს გზას უთავისუფლებენ. გახსნილ ბარიკადებში თეთრუნიფორმიანები
შედიან, ოღონდ ესენი მშვიდობისმყოფელები კი არა, მედიკოსები არიან.
აჯანყებულთა მედიკოსები. ამ უნიფორმას ყველგან ვიცნობ. მედიკოსები ბავ-
შებში ირევიან. პირველადი დახმარების ჩანთებს ხსნიან. ჯერ მის ქერა ნაწ-
ნავს ვხედავ, მერე ატირებული ბავშვისთვის შემოსაცმელად თეთრ ხალათს
რომ იხდის - იხვის კუდივით ამოჩაჩულ პერანგს. ზუსტად ისეთი რეაქცია
მაქვს, როგორიც მკის დღეს, როცა ეფი თრინკეტმა მისი სახელი წაიკითხა.
ეტყობა, რამდენიმე წამით გრძნობა დავკარგე, რადგან გონს ფლაგშტოკის
ძირას მოვდივარ, მაგრამ არ მახსოვს, აქ როგორ აღმოვჩნდი. მერე უწინ-
დელივით ბრბოში გზას მივიკვლევ. ხმამაღლა ვეძახი, რომ ამ აურზაურში
გავაგონო. თითქმის მივედი, უკვე ბარიკადთან ვარ და მგონი, ჩემი ძახილი
ესმის, რადგან ჩემკენ ტრიალდება, მხედავს და ჩემს სახელს წარმოთქვამს.
ამ დროს დანარჩენი პარაშუტებიც
ფეთქდება.

25.

267
მართალი თუ ტყუილი? ცეცხლი მიკიდია. აფეთქებული პარაშუტებიდან
გამოტყორცნილი ცეცხლოვანი ბურთები ბარიკადს გადმოევლო და ხალხში
ჩაცვივდა. მიტრიალებას ვაპირებდი, როცა ერთ-ერთი მეც მომხვდა და ერთ
წამში მაქცია არსებად, რომელიც მზესავით ჩაუქრობელია - ზურგზე ცეცხლი
მომედო.
ცეცხლოვანი მუტანტი მხოლოდ ერთ რამეს გრძნობს: აგონიას. ვერც ვე-
რაფერს ხედავს, არც არაფერი ესმის, მხოლოდ სხეული ეწვის აუტანლად.
მგონი, დროდადრო გული მიმდის, მაგრამ ეს რას მიშველის, თუ ტკივილი
მაინც არ ცხრება? ცინას კაჭკაჭჯაფარა ვარ, აალებული, გაშმაგებით
ვფრთხიალებ და ვცდილობ, გავექცე იმას, რისგან გაქცევაც შეუძლებელია.
ტანზე ცეცხლოვანი ფრთები ამომდის, მაგრამ მათი ქნევა ცეცხლს უფრო
აღვივებს.
ბოლოს და ბოლოს, ფრთები მისუსტდება. სიმაღლეს ვკარგავ. გრავიტა-
ცია ფინიკის თვალების ფერი ზღვისკენ მიზიდავს. ზურგზე ვცურავ. ზურგზე
წყალქვეშაც ცეცხლი მიკიდია, მაგრამ აგონია უბრალო ტკივილში გადადის.
არ ვიცი, საით წავიდე და აი, ასე, დინებას მივყვები, როცა ისინი მოდიან.
მკვდრები.
ჩემთვის ძვირფასი ხალხი ჩემ თავზემოთ ცაში ჩიტებივით დაფრინავს.
ლივლივებენ, კამარას კრავენ, მეძახიან, შემოგვიერთდიო. ძალიან მინდა,
მეც მათთან ავფრინდე, მაგრამ ზღვის წყალი ფრთებს მიმძიმებს და ვეღარ
ვერევი. წყალში მოტივტივე ქერცლიანი არსებები ეშვებით მჯიჯგნიან, მლაშე
ხორცს მგლეჯენ. ზღვის სიღრმეში მიმათრევენ.
ციდან ვარდისფერი ფრინველი ეშვება, კლანჭებს მკერდში მავლებს და
ზემოთ მექაჩება.
არა, ქეთნის! არა! არ წახვიდე! - ჩემთვის საძულველი ხალხი მძლავრობს
და თუ ფრინველი არ გამიშვებს, ისიც ჩემთან ერთად დაიღუპება.
პრიმ, გამიშვი! - და პრიმიც მიშვებს.
წყალში ყველასგან მიტოვებული ვგდივარ. მხოლოდ ჩემი სუნთქვის ხმა
მესმის. გაჭირვებით ვისუნთქავ წყალს და მერე ვანთხევ. მინდა გავჩერდე,
სუნთქვას ვიკავებ, მაგრამ ზღვას თავისი გააქვს.
მაცალე სიკვდილი! მინდა სხვებს გავყვე! - ვემუდარები მას, რაც ზღვაში
მაკავებს, მაგრამ პასუხი არ ისმის.

268
ტყვეობაში გადის დღეები, წლები, შეიძლება საუკუნეებიც. მკვდარი ვარ,
მაგრამ სიკვდილის ნებას არ მაძლევენ. ცოცხალი ვარ, მაგრამ მკვდარს
არაფრით ვჯობივარ. ბოლოს და ბოლოს, სტუმარი მოდის, თანაც სასიამოვ-
ნო. მორფლინგი. ჩემს ძარღვებში მოძრაობს, ტკივილს მიცხრობს, სხეულს
მიმსუბუქებს, ზედაპირზე მაბრუნებს... კვლავ ქაფში ვტივტივებ.
ქაფი. თითის წვერებით ვგრძნობ ქაფს. შიშველ სხეულზე მელამუნება.
ტკივილი მაწუხებს, მაგრამ რეალობის შეგრძნებაც დამიბრუნდა. ყელი ჩახ-
ლეჩილი მაქვს. პირველ არენაზე რომ ვისვამდი, იმ დამწვრობის მალამოს
სუნი მცემს. დედაჩემის ხმა ჩამესმის. რეალობა მაშინებს და ისევ ზღვის სიღ-
რმეში დაბრუნება მინდება, რომ ყველაფერში იქ გავერკვე. თუმცა, დაბრუნე-
ბა შეუძლებელია. თანდათან საკუთარ თავთან შეგუება მიწევს. ის ვარ, რაც
ვარ - საშინლად დამწვარი გოგო, რომელსაც აღარც ფრთები აქვს, აღარც
ცეცხლი უკიდია და აღარც და ჰყავს. კაპიტოლიუმის საავადმყოფოს თეთრ
პალატაში ვწევარ და თავს ჯადოქარი ექიმები დამტრიალებენ. დამწვარ
კანს ახლით მიცვლიან, უჯრედებს აჯერებენ, რომ ჩემი ორგანიზმის შემად-
გენელი ნაწილები არიან, კიდურებს მაშლევინებენ და მაკეცვინებენ. გამუდ-
მებით მიმეორებენ, რომ იღბლიანი ვარ. თვალები და სახის უდიდესი ნაწი-
ლი არ დამზიანებია. ფილტვები მკურნალობას ექვემდებარება. მალე სრუ-
ლად გამოვჯანმრთელდები, ვითომ არც არაფერი დამმართნია.
როცა რბილი კანი საკმარისად მიუხეშდება საიმისოდ, რომ ზეწრებთან
შეხებას გაუძლოს, უფრო მეტი სტუმარი მოდის. მორფლინგი ცოცხლებსაც
უღებს კარს და მკვდრებსაც. მსტუმრობს გაყვითლებული და პირქუში ჰეიმი-
ჩი. ცინა ახალ კაბას მიკერავს. დელი ხალხის კეთილშობილებაზე მელაქ-
ლაქება. მამაჩემი სახრჩობელა ხის ოთხივე სტროფს მიმღერის და მაფ-
რთხილებს, დედაშენს (რომელსაც, როცა თავისუფალია, ჩემი საწოლის
გვერდით სავარძელში სძინავს) არ გაუმხილოო.
ერთ დღესაც ვიღვიძებ და ვიგებ, რომ უკვე გამოვჯანმრთელდი და სიზ-
მრების ქვეყანაში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ. პირით უნდა ვჭამო, კუნ-
თები ვავარჯიშო, ტუალეტში თვითონ გავიდე. პრეზიდენტ კოინის სტუმრობა
საბოლოოდ აგვარებს ამ საკითხს.
- ნუ ღელავ, - მეუბნება კოინი, - მისთვის ხელი არ მიხლია. შენ გიცდი.
ექიმებისდა გასაკვირად, მეტყველების უნარი დაკარგული მაქვს. მართა-
ლია, სახმო სიმები დამიზიანდა, მაგრამ ამის ბრალი არ უნდა იყოს. ბო-

269
ლოს, უფროსი ექიმი ავრელიუსი ასეთ თეორიას გვთავაზობს, რომ ავოქსად
ვიქეცი, ოღონდ ფსიქიკური დაზიანების შედეგად. მისი თქმით, ემოციურმა
ტრავმამ დამამუნჯა. მას მკურნალობის ასობით მეთოდს სთავაზობენ, მაგ-
რამ ექიმი ავრელიუსი ყველას იმას ეუბნება, ქეთნისს ახლა სიმარტოვე
სჭირდებაო. ამგვარად, მე არავის არაფერს ვეკითხები, მაგრამ ხალხი ზღვა
ინფორმაციას მაწვდის.
ომის შესახებ: იმ დღეს, როცა პარაშუტები აფეთქდა, კაპიტოლიუმი და-
ეცა. ახლა პანემს პრეზიდენტი კოინი მართავს. კაპიტოლიუმელთა წინააღ-
მდეგობის მცირე კერების ჩასაქრობად სამხედრო რაზმები გაიგზავნა.
პრეზიდენტ სნოუს შესახებ: ის პატიმრობაშია, გასამართლება და, დიდი
ალბათობით, სიკვდილი ელის.
ჩემი რაზმის შესახებ: ქრესიდა და პოლიდევკე ომისგან დანგრეული რაი-
ონების გადასაღებად გაუგზავნიათ; გეილი, რომელსაც გაქცევის მცდელო-
ბისას ორი ტყვია ესროლეს, მე-2 რაიონს მშვიდობისმყოფელების ნარჩენე-
ბისგან წმენდს; პიტა ჯერაც დამწვრობის განყოფილებაში წევს; როგორც
ჩანს, კაპიტოლიუმის მთავარ მოედნამდე მაინც მოაღწია.
ჩემი ოჯახის შესახებ: დედაჩემი მუშაობაში ეძებს შვებას.
მე სამუშაო არ მაქვს, მწუხარებას ვერსად გავურბივარ. მხოლოდ იმ იმე-
დით ვცოცხლობ, რომ კოინი პირობას შეასრულებას და სნოუს მე მოვკლავ.
შემდეგ კი ჩემთვის სიცოცხლე აზრს დაკარგავს.
ბოლოს, საავადმყოფოდან მწერენ და დედაჩემთან ერთად პრეზიდენტის
სასახლეში გამოყოფილ ბინაში გადავდივარ საცხოვრებლად. დედაჩემი შინ
იშვიათად მოდის, სამსახურში ჭამს და იძინებს. მე ჰეიმიჩი მივლის - თვალ-
ყურს მადევნებს, რომ ვჭამო და წამლები დავლიო. ეს არც ისე იოლი საქ-
მეა, რადგან მე-13 რაიონულ ძველ ჩვეულებებს დავუბრუნდი. უნებართვოდ
დავხეტიალობ პრეზიდენტის სასახლეში. შევდივარ საძინებლებში, კაბინე-
ტებში, სამეჯლისო დარბაზებსა და სააბაზანოებში. უცნაურ, პატარა სამალა-
ვებს ვეძებ. ვპოულობ ბეწვეულის გარდერობს, წიგნის კარადას ბიბლიოთე-
კაში, მივიწყებულ აბაზანას ძველი ავეჯით სავსე ოთახში. სიჩუმეში გახვე-
ული, სამაჯურს, რომელზეც ფსიქიკურად დეზორიენტირებული აწერია, გა-
ნუწყვეტლივ ვატრიალებ.
მე ქეთნის ევერდინი მქვია. ჩვიდმეტი წლის ვარ. ჩემი სამშობლო მე-12
რაიონია. მე-12 რაიონი აღარ არსებობს. მე კაჭაკაჭჯაფარა ვარ. მე კაპიტო-

270
ლიუმი დავამხე. პრეზიდენტ სნოუს ვძულვარ. მან ჩემი და მოკლა. ახლა მე
პრეზიდენტ სნოუს მოვკლავ. ამით შიმშილის თამაშები დასრულდება...
ხანდახან ისევ ჩემს ოთახში აღმოვჩნდები ხოლმე. ან მორფლინგის საჭი-
როება მიზიდავს იქ, ან ჰეიმიჩს მივყავარ ძალით. ვჭამ, წამლებს ვსვამ და
ბანაობაც მიწევს. წყლის არ მეშინია, სარკეში ცეცხლოვანი მუტანტის ანა-
რეკლის დანახვა მაფრთხობს. გადანერგილი კანი ჯერაც ახალშობილივით
ვარდისფერი მაქვს. დაზიანებული, მაგრამ მკურნალობას დაქვემდებარებუ-
ლი კანი ზოგან გაწითლებულია, ზოგან დამდნარი, გადარჩენილი მონაკვე-
თები თეთრი და ფერმკრთალია. საერთო ჯამში, ჭრელ საბანს ჰგავს. თავზე
თმა ნახევრად შემეტრუსა. მეორე ნახევარი უშნოდ შემჭრეს. ჩემი სიმახინჯე
პი არ მაფრთხობს, საკუთარი ანარეკლის დანახვაზე განცდილი ტკივილი
მახსენდება. და ისიც, თუ რამ გამოიწვია ეს ტკივილი და რა მოხდა მანამ,
სანამ ამ ტკივილს ვიგრძნობდი - ჩემი თვალით ვიხილე, როგორ აბრიალდა
ჩემი უმცროსი და ჩირაღდანივით.
თვალების დახუჭვა არ მშველის. სიბნელეში ცეცხლი უფრო ელვარედ
გიზგიზებს.
ხანდახან ექიმი ავრელიუსი შემომივლის ხოლმე. ის ძალიან მომწონს,
რადგან სისულელეებს არ მეუბნება, თითქოს ამიერიდან საფრთხე აღარ მე-
მუქრება, ან ჯერ ვერ ვხვდები, მაგრამ ერთ დღესაც კვლავ ბედნიერი ვიქნე-
ბი, ან პანემში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მხოლოდ იმას მეკით-
ხება, ლაპარაკი ხომ არ გინდაო, და რომ არ ვპასუხობ, სავარძელში
მჯდარს ეძინება. მგონი, ჩემთან იმიტომაც მოდის, რომ ცოტა წაუძინოს. ეს
შეხვედრები ორივეს გვაძლევს ხელს.
დათქმული თარიღი ახლოვდება, თუმცა, ზუსტად რამდენი საათი ან წუთი
დარჩა, ვერ გეტყვით. პრეზიდენტი სნოუ გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს
და სიკვდილი მიუსაჯეს. ეს ჰეიმიჩმა მიამბო, დერეფანში მცველები ლაპარა-
კობენო. ოთახში ჩემი კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმი შემოაქვთ. მოაქვთ მშვილ-
დიც, რომელიც უვნებლად გადარჩენილა. არ მოაქვთ ისრები. შეიძლება
იმიტომ, რომ ისრები დაზიანდა, ან არ უნდათ, რომ შეიარაღებული ვიყო.
იმას ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ხომ არ მოვემზადო, მაგ-
რამ თავში არაფერი მომდის.
ერთ ნაშუადღევს ფანჯარასთან, მოხატული შირმის უკან კარგა ხნის მალ-
ვის შემდეგ რბილი სავარძლიდან ვდგები და იმის ნაცვლად, რომ მარცხნივ

271
წავიდე, მარჯვნივ ვუხვევ. ეს პრეზიდენტის სასახლის უცხო ნაწილია და გზა
მებნევა.
განსხვავებით იმ ადგილისგან, სადაც მე ვარ დაბინავებული, აქ ხალხი არ
ჩანს, რომ დახმარება ვთხოვო. მეორე მხრივ, სიმარტოვე მომწონს კიდეც.
ნეტა უფრო ადრე მეპოვა. ირგვლივ სრული სიჩუმეა. სქელი ხალიჩები და
მძიმე გობელენები ყოველგვარ ხმაურს ახშობს. რბილი განათება. მქრქალი
ფერები. სიწყნარე. და უცებ ვარდის სუნი მცემს. მაშინვე ფარდის უკან ვიმა-
ლები, რადგან აკანკალებულს გაქცევის თავი არ მაქვს. შიშით ველი, რო-
დის გამოჩნდებიან მუტანტები, მაგრამ მუტანტები არსად ჩანან. მაშ, რის სუ-
ნია? ნამდვილი ვარდების? ნუთუ იმ ბაღთან ვარ, სადაც ეს საშინელი მცენა-
რე იზრდება? დერეფანში მივიპარები. სუნი უფრო და უფრო ძლიერდება.
ისეთივე არ არის, მუტანტებს რომ ასდიოდათ; ბევრად სუფთა და ნამდვი-
ლია, რადგან დენთისა და კანალიზაციის სიმყრალით არ არის გაჯერებუ-
ლი. კუთხეში ვუხვევ და ორ გაკვირვებულ მცველს ვხედავ. რასაკვირველია,
მშვიდობისმყოფელები არ არიან - მშვიდობისმყოფელები აღარ არსებობენ
- მაგრამ არც მოკლედ თმაშეკრეჭილ, ნაცრისფერუნიფორმიან მე-13 რაი-
ონელ ჯარისკაცებს ჰგვანან. ამ ორს, ქალსა და კაცს, აჯანყებულთა ძონძები
აცვია. ჩამომხმრები დგანან კართან, რომელიც ვარდების ოთახში შედის.
შესვლას ვაპირებ, მაგრამ ავტომატებით მიღობავენ გზას.
- იქ ვერ შეხვალთ, მის! - მეუბნება კაცი.
- ჯარისკაცო, - უსწორებს ქალი, - იქ ვერ შეხვალთ, ჯარისკაცო ევერდინ.
პრეზიდენტის ბრძანებაა.
მე მოთმინებით ვიცდი, როდის დასწევენ ავტომატებს და ჩემი ახსნა-გან-
მარტების გარეშე მიხვდებიან, რომ ამ კარს მიღმა არის ის, რაც მე ძალიან
მინდა. ვარდი. უბრალო ყვავილი, რომ სანამ სნოუს მოვკლავ, ლაცკანზე მი-
ვამაგრო. ჩემი სიახლოვე მცველებს აშფოთებს. ჰეიმიჩის მოხმობას აპირე-
ბენ, როცა ჩემ ზურგს უკან ძალი ხმამაღლა ამბობს:
- შეუშვით!
ხმა მეცნობა, მაგრამ მის პატრონს ვერ ვიხსენებ. ეს ხმა საბადოში არ გა-
მიგონია, არც მე-13 რაიონში და, მით უმეტეს, არც კაპიტოლიუმში. უკან
ვტრიალდები და მე-8 რაიონელთა სარდალ პეილორს ვხედავ. უარესად გა-
მოიყურება, ვიდრე საავადმყოფოში იყო. თუმცა, ყველამ ბევრი უბედურება
გადავიტანეთ.

272
- პირადად ვიღებ ჯარისკაც ევერდინზე პასუხისმგებლობას. შეუძლია, რაც
მოესურვება, ყველაფერი აიღოს იმ ოთახში, - ამბობს პეილორი და მცვე-
ლები სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებიან. ისინი პეილორის ჯარისკაცე-
ბი არიან და არა - კოინის. გზას მითმობენ.
მოკლე ჰოლის ბოლოს შუშის კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ. ვარდე-
ბის სურნელი ისე ძლიერდება, რომ სიმძაფრეს კარგავს, თითქოს ჩემს
ცხვირს მეტის შეგრძნება აღარ შეუძლია. ნესტიანი, რბილი ჰაერი გახურე-
ბულ კანს მიამებს. ულამაზესი ვარდებია. ბოლო არ უჩანს ხასხასა წითელ,
დაისივით ნარინჯისფერსა და ცისფერ რიგებს. მათ შორის მივაბიჯებ, ვარ-
დებს ვათვალიერებ, მაგრამ არ ვეხები, რადგან საკუთარ თავზე გამომიც-
დია, რაოდენ მომაკვიდინებელი შეიძლება იყოს მათი სილამაზე. უცებ ნაც-
ნობ ყვავილს ვამჩნევ, გვირგვინივით ამშვენებს ნატიფ, მოხდენილ ბუჩქს.
თვალწარმტაცი კოკორია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაფურჩქნილა.
მარცხენა ხელს სახელოთი ვიფარავ, სეკატორს ვიღებ და ყუნწის მოსაჭრე-
ლად ვემზადები, როცა ხმა მესმის:
- ძალიან ლამაზია.
ხელის მკვეთრი მოძრაობა და ყუნწი ღეროს სწყდება.
- სხვა ფერებიც კი ლამაზია, მაგრამ თეთრი იდეალურია, - ამბობს ხმა.
მას ჯერაც ვერ ვხედავ, მაგრამ ხმა მომიჯნავე ყვავილნარიდან ისმის.
კოკრიან ყუნწს სახელოში ჩამალული ხელით ვიღებ და ვტრიალდები. აი,
ისიც, კედელთან მდგარ სკამზე ჩამომჯდარა. როგორც ყოველთვის, სუფ-
თად და კოხტად აცვია, ოღონდ ამჯერად ხელბორკილებს, ხუნდებსა და
სათვალთვალო მოწყობილობებს დაუმძიმებია. კაშკაშა სინათლეში სიმ-
კრთალე და ავადმყოფური სიმწვანე გადაჰკრავს. სისხლით დალაქავებული
ცხვირსახოცი უჭირავს. ამ რთულ მდგომარეობაში მყოფსაც კი გველივით
ცბიერი თვალები ცივად უელვარებს.
- ვიმედოვნებდი, რომ ჩემს სამყოფელს მოაგნებდი.
სამყოფელს. მე მის სახლში შევიჭერი, როგორც თვითონ შემოძვრა შარ-
შან ჩემს სახლში და სისინით დამემუქრა, სისხლისა და ვარდის არომატი შე-
მომასუნთქა სახეში.
ეს ორანჟერეა ალბათ მისი საყვარელი ადგილია. შეიძლება ერთ დროს
თვითონ უვლიდა ამ მცენარეებს, დღეს კი აქაურობა მისი საპატიმროა. ამი-
ტომ შემაჩერეს მცველებმა და ამიტომ შემომიშვა პეილორმა.

273
მეგონა, კაპიტოლიუმის უღრმეს საპყრობილეში დაამწყვდევდნენ და ამ
სილამაზით ტკბობის საშუალებას არ მისცემდნენ. თუმცა, კოინმა აქ მოათავ-
სა. ალბათ პრეცედენტის შესაქმნელად. ამგვარად, თუ მომავალში თვითო-
ნაც დააშავებს რამეს, ყველა გაგებით მოეკიდება იმას, რომ პრეზიდენტები -
უსაძაგლესებიც კი - განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებენ. ბოლოს და
ბოლოს, ხომ შეიძლება ერთხელ კოინმაც დაკარგოს ძალაუფლება!
- იმდენი რამ გვაქვს განსახილველი, მაგრამ გული მიგრძნობს, შენი
სტუმრობა ხანმოკლე იქნება. ასე რომ, უმთავრესით დავიწყებ, - სნოუ ახვე-
ლებს და პირიდან უფრო მეტად გაწითლებულ ცხვირსახოცს იშორებს, -
მინდოდა, მეთქვა, რომ შენი დის გამო ძალიან ვწუხვარ.
წამლებისგან გაბრუებულსაც კი მკერდში მჭვალავს. მახსენდება, რომ
სნოუს სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. სამარეში მიმავალიც კი ჩემს განადგუ-
რებას ეცდება.
- სრულიად უაზროდ, სულ ტყუილად დაიღუპა. ყველასთვის ნათელი იყო,
რომ თამაში დასრულდა. სხვათა შორის, უკვე კაპიტულაციის გამოცხადებას
ვაპირებდი, როცა ის პარაშუტები ააფეთქეს.
სნოუ თვალის დაუხამხამებლად მომჩერებია, თითქოს ჩემი რეაქციის არც
ერთი წამის გამოტოვება არ სურს. მაგრამ მან ხომ რაღაც უცნაური მითხრა:
როცა ის პარაშუტები ააფეთქესო?
- ვერ იჯერებ, რომ ამის ბრძანება მე არ გამიცია, არა? მოქმედი ჰოვერ-
კრაფტი რომ მყოლოდა, გაქცევას ვეცდებოდი. განა ეს ცხადზე უცხადესი
არაა? ამას თავი დავანებოთ, პარაშუტების აფეთქება რაში მჭირდებოდა?
ორივემ ვიცით, ბავშვების დახოცვა უღირსობად არ მიმაჩნია, მაგრამ უყაი-
რათო ნამდვილად არ ვარ. უმიზეზოდ არავის ვკლავ. ხოლო ალყაში მოქ-
ცეული კაპიტოლიუმელი ბავშვების დასახოცად არანაირი მიზეზი არ მქონია.
სულ მცირეც კი.
ნეტა ხველების მეორე შეტევა დადგმული ხომ არაა, რომ თავისი სიტყვე-
ბის გააზრება მაცალოს? ტყუის. რა თქმა უნდა, ტყუის. თუმცა, არის მის ნათ-
ქვამში რაღაც, რაც ამ ტყუილისგან განცალკევებას ცდილობს.
- თუმცა, ვაღიარებ, კოინმა ბრწყინვალედ გათვალა. კაპიტოლიუმელებმა
იფიქრეს, რომ ჩვენსავე უმწეო შვილებს ვბომბავდი, და მათი 6დობა საბო-
ლოოდ დავკარგე. ამიტომ აჯანყებულებისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწე-
ვიათ. ის თუ იცი, რომ ბავშვების სიკვდილი პირდაპირ ეთერში გადაიცემო-

274
და? დარწმუნებული ვარ, ამაში პლუტარქეს ხელი ურევია. ამაშიც და პარა-
შუტების აფეთქებაშიც. თამაშის შემოქმედების უფროსისგან სხვას რას უნდა
მოელოდე, არა? - სნოუ პირის კუთხეებს იწმენდს, - რასაკვირველია, შენს
დას არ უმიზნებდა, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რამეებიც ხდება.
მე ახლა სნოუსთან არ ვარ, გონებით მე-13 რაიონის სპეცშეიარაღების
განყოფილებაში ვტრიალიებ, სადაც გეილი და ბიტი გეილის ხაფანგების ნა-
ხაზებსა და ესკიზებს აკვირდებიან. მათ თანაგრძნობის უნარზე ითამაშეს.
პირველმა ბომბმა მახეში გაბმულები იმსხვერპლა, მეორემ - მაშველები. გე-
ილის სიტყვები მახსენდება: მე და ბიტი სწორედ იმ წესებს ვიცავთ, რომლე-
ბითაც სნოუ ხელმძღვანელობდა, როცა პიტა დანექტრა.
- ... ჩემი შეცდომა ის იყო, რომ კოინის გეგმას გვიან მივხვდი. მან კაპი-
ტოლიუმსა და რაიონებს ერთმანეთი გაანადგურებინა, ხოლო მე-13 რაიონ-
მა ნაკაწრის გარეშე ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. დიახ, მას თავიდანვე ჩე-
მი ადგილის დაკავება უნდოდა. არც მიკვირს. სწორედ მე-13 რაიონმა დაიწ-
ყო აჯანყება, რასაც შავბნელი ხანა მოჰყვა. თუმცა, როცა იღბალმა მე-13
რაიონს ზურგი აქცია, სხვა რაიონები ბედის ანაბარა მიაგდო. სამწუხაროდ,
კოინს თვალყურს არ ვადევნებდი. მთელი ყურადღება შენზე, კაჭკაჭჯაფარა-
ზე გადმოვიტანე. არც შენ ადევნებდი თვალყურს კოინს. ვშიშობ, ორივე
მოგვატყუეს.
ამის დაჯერება არ მსურს. ამას ვერც მე გადავიტან. ჩემი დის სიკვდილის
შემდეგ პირველად ვიღებ ხმას:
- თქვენი არ მჯერა.
პრეზიდენტი სნოუ დამცინავი იმედგაცრუებით იქნევს თავს.
- ჩემო ძვირფასო მის ევერდინ, მე მეგონა, შევთანხმდით, რომ ერთმა-
ნეთს არ მოვატყუებდით.

26.

პეილორი დერეფანში ზუსტად იმავე ადგილას მხვდება, თითქოს არც გან-


ძრეულა, და მეკითხება:
- იპოვე ის, რასაც ეძებდი?

275
პასუხად თეთრ კოკორს ვუჩვენებ და ბარბაცით ვშორდები. ეტყობა, რო-
გორღაც ჩემს ოთახში დავბრუნდი, რადგან გონს რომ მოვდივარ, ონკანის
წყლით ჭიქას ვავსებ და შიგ ვარდს ვდებ. ცივ იატაკზე ვიჩოქებ და ყვავილს
თვალებმოჭუტული ვუყურებ, რადგან ფლუორესცენციურ განათებაში მის სი-
თეთრეზე კონცენტრირება რთულია. თითით ჩემს სამაჯურს ვექაჩები და მა-
ჯას ვიწვალებ. იმედი მაქვს, როგორც პიტას, ტკივილი არც მე გამაწყვეტი-
ნებს რეალობასთან კავშირს. უნდა გავუძლო. უნდა გავიგო, სინამდვილეში
რა მოხდა.
არსებობს ორად ორი ვარიანტი, ოღონდ მათთან დაკავშირებული დეტა-
ლებია განსხვავებული. პირველი ვარიანტი (რომელიც სიმართლედ მიმაჩ-
ნია) ისაა, რომ კაპიტოლიუმმა გამოგზავნა ჰოვერკრაფტი, ჩამოყარა პარა-
შუტები და ბავშვები სასიკვდილოდ გაწირა, რადგან იცოდა, რომ ქალაქში
შემოჭრილი აჯანყებულების მედიკოსები მათ დახმარებას შეეცდებოდნენ.
არსებობს ამის დამამტკიცებელი სამხილი. ჰოვერკრაფტზე კაპიტოლიუმის
გერბი იყო გამოსახული, კაპიტოლიუმს ამ ჰოვერკრაფტის ჩამოგდება არ
უცდია და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კაპიტოლიუმი რაიონებ-
თან საბრძოლველად ბავშვებს იყენებდა. მეორე ვარიანტი სნოუს მონაყო-
ლია, რომ აჯანყებულებმა კაპიტოლიუმური ჰოვერკრაფტით დაბომბეს ბავ-
შვები, რათა ომი სწრაფად დაესრულებინათ. თუმცა, თუ ეს სიმართლეა, კა-
პიტოლიუმმა მტერს ცეცხლი რატომ არ გაუხსნა? მოულოდნელობისგან და-
იბნენ? თუ თავის დაცვა აღარ შეეძლოთ? მე-13 რაიონისთვის ბავშვები ძა-
ლიან ძვირფასია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა. ვერ ვიტყვი,
რომ მეც ძალიან მაფასებდნენ. მას შემდეგ, რაც მათთვის უსარგებლო გავ-
ხდი, ზედმეტ ტვირთად ვიქეცი. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ომში მე ბავ-
შვად არავინ მიმიჩნევდა. არა, არ მჯერა. ამის უკან რომ მე-13 რაიონი იდ-
გეს, აფეთქების მეორე ტალღას თავის მედიკოსებს რატომღა შესწირავდა?
ამას არ იზამდნენ. ვერ იზამდნენ. სნოუ ტყუის. როგორც ყოველთვის, მანი-
პულირებს. იმედი აქვს, აჯანყებულებს დამაპირისპირებს და მათ გავანადგუ-
რებ. დიახ, რასაკვირველია, ასეა.
მაშ, რა მაეჭვებს? მაგალითად, ორჯერ ფეთქებადი ბომბები. საქმე ის კი
არაა, რომ კაპიტოლიუმს ასეთი ბომბები ვერ ექნებოდა, არამედ ის, რომ
ვიცი, მე-13 რაიონს ნამდვილად ჰქონდა, გეილისა და ბიტის გამოგონებუ-
ლი; ისიც ფაქტია, რომ სნოუს გაქცევა არ უცდია, არადა, თავის გადარჩენის

276
დიდოსტატია. ძნელი დასაჯერებელია, არ ჰქონდეს სურსათ-სანოვაგით სავ-
სე ბუნკერი, სადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა. და ბოლოს, კოინის
მისეული შეფასება. უდავოა, რომ კოინმა ზუსტად ის გააკეთა, რაც სნოუმ
მითხრა. კაპიტოლიუმი და რაიონები ერთმანეთთან აბრძოლა, თვითონ ბო-
ლოს ჩაერია და ძალაუფლება ხელთ იგდო. თუმცა, თუნდაც ასეთი გეგმა
ჰქონოდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ პარაშუტები კოინმა ჩამოყარა. გა-
მარჯვება უკვე ხელთ ჰქონდა. ყველაფერი ხელთ ჰქონდა.
ჩემ გარდა.
მახსენდება ბოგსის პასუხი, როცა გამოვტყდი, სნოუს შემცვლელზე არას-
დროს მიფიქრია-მეთქი: თუ დაუფიქრებლად არ პასუხობ, რომ პრეზიდენტ
კოინს ემხრობი, მაშინ საფრთხეს წარმოადგენ. შენ რევოლუციის სიმბოლო
ხარ. ხალხზე დიდი გავლენა გაქვს. შენ კი საჯაროდ არასდროს დაგიჭერია
მხარი კოინისთვის, მხოლოდ შემწყნარებლური ხარ მის მიმართ და მორჩა.
უეცრად ვიაზრებ, რომ პრიმი ჯერ თოთხმეტი წლისაც არ იყო და ჯარის-
კაცის წოდება არ ჰქონდა, მაგრამ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ეს როგორ
მოხდა? ეჭვიც არ მეპარება, ჩემს დას ფრონტის ხაზზე ყოფნა უნდოდა და
ისიც ვიცი, რომ თავის ასაკთან შედარებით ბევრად ნიჭიერი იყო. მიუხედა-
ვად ამისა, ცამეტი წლის ბავშვის ომში გასაგზავნად აუცილებლად ვიღაც მა-
ღალჩინოსნის ნებართვა იქნებოდა საჭირო. ვითომ ეს ბრძანება კოინმა გას-
ცა, რადგან იცოდა, პრიმის სიკვდილი საბოლოოდ ჭკუიდან შემშლიდა ან
მის მოკავშირედ მაქცევდა? ამის პირადად ნახვა არც დამჭირდებოდა, კაპი-
ტოლიუმის მთავარ მოედანს ყველა მხრიდან მრავალი კამერა იღებდა სა-
ბედისწერო მომენტის სამუდამოდ დასაფიქსირებლად.
არა, ეს უკვე სიგიჟეა, მგონი, პარანოია დამეწყო. ამ მისიის შესახებ ბევრს
ეცოდინებოდა. ინფორმაცია აუცილებლად გამოჟონავდა. თუ არა? ამის შე-
სახებ ვის ეცოდინებოდა კოინის, პლუტარქეს და ერთგული ან ადვილად და-
სამორჩილებელი ხალხის გარდა?
აუცილებლად უნდა გავერკვე ამ ყველაფერში, მაგრამ ყველა, ვისაც ვენ-
დობოდი, უკვე მკვდარია: ცინა, ბოგსი, ფინიკი, პრიმი. პიტა ცოცხალია, მაგ-
რამ მასაც მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლია. თანაც, ვინ იცის, მისი
ფსიქიკური მდგომარეობა როგორია. მრჩება გეილი. ის ახლა შორსაა, მაგ-
რამ თუნდაც ჩემ გვერდით იყოს, გავბედავდი მისთვის გულის გადაშლას?
მინიშნების გარეშე, რომ პრიმი მისმა შექმნილმა ბომბმა მოკლა, ჩემს აზრს

277
როგორ გავაგებინებდი? ამის წარმოდგენაც კი მიჭირს და ყველაზე მეტად
ამიტომაც ვფიქრობ, რომ სნოუ ტყუის.
ამგვარად, მხოლოდ ერთ ადამიანს თუ მივმართავ. ის შეიძლება ჩემს
მხარეს იყოს და იცოდეს კიდეც, სინამდვილეში რა მოხდა. ამ თემაზე ჰე-
იმიჩთან დალაპარაკება სარისკოა, ის ხომ არენაზე ჩემი სიცოცხლით თა-
მაშს არ შეუშინდა, მაგრამ მაინც არ მგონია, კოინთან დამაბეზღოს. როგო-
რი კონფლიქტიც უნდა გვქონდეს ერთმანეთში, მე და ჰეიმიჩი საერთო ენას
მაინც ვნახულობთ.
ვდგები, დერეფანში გავდივარ და მისი ოთახისკენ მივრბივარ. კაკუნზე
არავინ მპასუხობს და კარს უნებართვოდ ვაღებ. ფუ! რა უცებ ააქოთებს
ხოლმე თავის საცხოვრებელს. ყველგან ჭუჭყიანი თეფშები, დამტვრეული
არყის ბოთლები და დამსხვრეული ავეჯი ყრია. ეტყობა, სიმთვრალეში ისევ
სიგიჟემ წამოუარა. ახლა, ბინძური და აბურძგნილი, გათიშული გდია სა-
წოლზე.
- ჰეიმიჩ, - მის ფეხს ვანჯღრევ.
რა თქმა უნდა, ეს არ კმარა. კიდევ რამდენჯერმე ვანჯღრევ და მერე ერთ
დოქ წყალს ვაცლი თავზე. ჰეიმიჩი პირდაფჩენილი ხტება ფეხზე და დაუფიქ-
რებლად იქნევს დანას. ჩანს, სნოუს მმართველობის დასრულების მიუხედა-
ვად, მისი კოშმარები არ დასრულებულა.
- ა, შენ ხარ, - ამბობს ბოლოს და ხმაზე ვატყობ, ჯერაც მთვრალია.
- ჰეიმიჩ, - ვიწყებ მე.
- ოჰო, ერთი უყურეთ, კაჭკაჭჯაფარამ ენა ამოიდგა, - იცინის ჰეიმიჩი, -
პლუტარქეს ძალიან გაუხარდება, - ბოთლიდან არაყს წრუპავს, - სველი რა-
ტომ ვარ?
გრაფინს უჩუმრად ვაგდებ ჩემ ზურგს უკან დაყრილი გასარეცხი ტანსაც-
მლის გროვაში.
- ჰეიმიჩ, შენი დახმარება მჭირდება.
ჰეიმიჩი აბოყინებს და პირიდან არყის მყრალი სუნი ამოსდის.
- რა იყო, ძვირფასო? კვლავ ბიჭებთან გაქვს პრობლემები?
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჰეიმიჩის სიტყვები ახლა ჩვეულებრივზე მეტად
მწყინს. მგონი, წყენა სახეზეც ცხადად მეტყობა, რადგან ჰეიმიჩი ამას სიმ-
თვრალეშიც კი ამჩნევს და მობოდიშებას ცდილობს.
- კარგი, სულაც არ არის სასაცილო...

278
მე უკვე კართან ვდგავარ.
- უშნო ხუმრობა იყო-მეთქი! დაბრუნდი!
ბრაგვანი მესმის. ჰეიმიჩი ალბათ მომდევდა, მაგრამ წაბარბაცდა და და-
ეცა.
პრეზიდენტის სასახლის მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებში მივრბივარ და
ბოლოს აბრეშუმის ტანსაცმლით სავსე გარდერობში ვიმალები. ტანსაცმელს
საკიდრებიდან ძირს ვყრი და შიგ ვეფლობი. ჯიბეში მორფინის აბს ვპო-
ულობ და უწყლოდ ვყლაპავ, რომ ისტერიკა დავიოკო. თუმცა, მარტო აბი
საქმეს არ შველის. სადღაც შორიდან ჰეიმიჩი მეძახის, მაგრამ მთვრალია
და ვერ მპოულობს. თანაც, ეს ახალი სამალავია. აბრეშუმში ჩაფლულს, თა-
ვი პარკში გახვეული მუხლუხი მგონია, რომელმაც მეტამორფოზა უნდა გა-
ნიცადოს. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის და ღამდება, მეჩვენება, რომ
გამომწყვდეული ვარ და სლიპინა არტახები მახრჩობს; სანამ ლამაზ არსე-
ბად არ გარდავიქმნები, ვერ გავთავისუფლდები. გარდერობში ვწრიალებ,
ვიგრიხები, მინდა დასახიჩრებული სხეული მოვიშორო და უზადო ფრთები
გამოვისხა, მაგრამ, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, ბომბების აფეთქე-
ბით დამახინჯებულ, საძაგელ არსებად ვრჩები.
სნოუსთან შეხვედრამ ჩემს ძველ კოშმარებს გაუხსნა გზა. თითქოს კვლავ
კრაზანა-მაძებრები მნესტრავენ. საზარელი ხილვები დაუსრულებლად
გრძელდება; ზოგჯერ მგონია, რომ გავიღვიძე, მაგრამ ხანმოკლე შესვენე-
ბებს კოშმარების მორიგი ტალღა მოსდევს.
ბოლოს და ბოლოს, მცველები მპოულობენ.
მე გარდერობის იატაკზე აბრეშუმში გახვეული ვზივარ და ყელის ჩახლე-
ჩამდე ვკივი. მცველებს წინააღმდეგობას ვუწევ. როგორც იქნა, მარწმუნებენ,
შენს დასახმარებლად მოვედითო, აბრეშუმის ხლართებიდან მათავისუფლე-
ბენ და ჩემს ოთახში მივყავარ. ფანჯრიდან ვამჩნევ, რომ კაპიტოლიუმში
ნაცრისფერი, თოვლიანი დილა თენდება. ნამთვრალევი ჰეიმიჩი ერთი მუჭა
აბებითა და საჭმლით სავსე ლანგრით მიცდის. ჭამის თავი არც ერთს არ
გვაქვს.
ჩემი ხელახლა ალაპარაკების უბადრუკი და ამაო მცდელობის შემდეგ სა-
აბაზანოში მგზავნის. აბაზანა ღრმაა, ძირამდე სამი საფეხურია. ვიღაცას ჩემ-
თვის წყალი გაუმზადებია. ყელამდე ქაფიან წყალში ვჯდები და ვიცდი, რო-
დის იმოქმედებს დამამშვიდებლები. წუხელ ვარდს კოკორი გაუშლია და

279
ოთახში მისი მძლავრი სურნელი იგრძნობა. პირსახოცს ვიღებ, რომ ვარდს
გადავაფარო, როცა ჩუმი კაკუნი ისმის, კარი იღება და სააბაზანოში სამ ნაც-
ნობ სახეს ვხედავ. ცდილობენ, გაიღიმონ, მაგრამ ჩემი დასახიჩრებული სხე-
ულის დანახვაზე ვენიაც კი ვერ მალავს შოკს.
- სიურპრიზი! - წრიპინებს ოქტავია და ცრემლად იღვრება. მათ ნახვას არ
ველოდი. ეტყობა, სიკვდილით დასჯის დღე დადგა. სტილისტებმა კამერების
წინ გამოსასვლელად უნდა მომამზადონ, სილამაზის ნულოვან წერტილამ-
დე დამიყვანონ. რა გასაკვირია, რომ ოქტავია ტირის. ეს შეუსრულებელი
მისიასაა.
იმის შიშით, არაფერი ვავნოთო, კანზე ვერ მეხებიან და ტანს თვითონ
ვიმშრალებ. ვეუბნები, აღარ მტკივა-მეთქი, მაგრამ ჩემთვის ხალათის შემოს-
ხმისას ფლავიუსი მაინც კრთის.
საძინებელში მეორე სიურპრიზი მელის. ოქროსფერ პარიკსა და ტყავის
მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, ელეგანტურად, წელგამართუ-
ლი ზის სავარძელში. ხელში ბლოკნოტი უჭირავს. საერთოდ არ შეცვლილა,
მხოლოდ მზერა აქვს არაფრისმთქმელი.
- ეფი!
- გამარჯობა, ქეთნის, - ეფი დგება და ლოყაზე ისე მკოცნის, თითქოს
კვარტალური ჯახის წინაღამეს ჩვენი ბოლო შეხვედრიდან არაფერი შეც-
ვლილიყოს, - როგორც ჩანს, წინ კვლავ დიდი, დიდზე დიდი დღე გველის.
მოდი, შენ მოემზადე, მე კი თვალყურს ვადევნებ, რომ განრიგი არ დაირ-
ღვეს.
- კარგი, - ვეუბნები უკვე კარისკენ მიმავალს.
- ამბობენ, პლუტარქემ და ჰეიმიჩმა ძლივს იხსნეს სიკვდილისგანო, -
ჩურჩულებს ვენია, - შენი გაქცევის შემდეგ დააპატიმრეს და ამან უშველა.
ეფი თრინკეტი და აჯანყებული? ეს უკვე მეტისმეტია. თუმცა, სულაც არ
მინდა, კოინმა სიკვდილით დასაჯოს, და გონებაში ვინიშნავ, თუ საჭირო გახ-
დება, მოურიდებლად ვუწოდო ეფის ჩემი თანამზრახველი.
- კარგია, რომ პლუტარქემ თქვენ სამი კაპიტოლიუმიდან მოგიტაცათ.
- ჩვენ გარდა არც ერთი სტილისტი არ გადარჩენილა. კვარტალური ჯა-
ხის ყველა სტილისტი მკვდარია, - ვენია არ აკონკრეტებს, ისინი ვინ დახო-
ცა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ის ფრთხილად იღებს ჩემს ხელს და

280
ნაიარევებს აკვირდება, - რას ფიქრობ, ფრჩხილებზე რა ფერის ლაქი წაგის-
ვათ? წითელი თუ გიშრისფერი?
ფლავიუსი ჩემს თმაზე სასწაულს სჩადის. წინ მითანაბრებს, კეფაზე კი შე-
დარებით გრძელი კულულებით მოტვლეპილ ადგილებს მიფარავს. ჩემი სა-
ხე ცეცხლს გადაურჩა, ამიტომ ჩვეულებრივი პროცედურებით შემოიფარ-
გლებიან. ცინას კოსტიუმს მაცმევენ. ახლა მხოლოდ კისერსა და ხელის
მტევნებზე მიჩანს ნაიარევები. ოქტავია კაჭკაჭჯაფარას გულსაბნევს მკერდზე
მიმაგრებს და ყველანი რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევთ, რათა სარკეში ჩა-
ვიხედოთ. ვერ ვიჯერებ, რომ გარეგნულად ნორმალურად გამოვიყურები,
როცა შინაგანად ერთიანად განადგურებული ვარ.
კარზე კაკუნია და გეილი შემოდის.
- შეიძლება ერთი წუთით?
ჩემს სტილისტებს სარკეში ვუყურებ. არ იციან, სად წავიდნენ, და უხერხუ-
ლობისგან ერთმანეთს ეჯახებიან. მერე სააბაზანოში იკეტებიან. გეილი უკნი-
დან მიახლოვდება და ერთმანეთის ანარეკლს ვათვალიერებთ. რაიმე ხელ-
მოსაჭიდს ვეძებ, ნიშანწყალს იმ გოგოსი და ბიჭისა, რომლებიც ხუთი წლის
წინ შემთხვევით შეხვდნენ ტყეში და განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ვცდი-
ლობ, წარმოვიდგინო, რა ბედი ეწეოდა მათ, გოგო შიმშილის თამაშების
მონაწილედ რომ არ აერჩიათ; გოგოს ბიჭი რომ შეჰყვარებოდა და ცოლად
გაჰყოლოდა. მერე, როცა მათი და-ძმები წამოიზრდებოდნენ, ბიჭთან ერ-
თად ტყეში გაქცეულიყო და სამუდამოდ დაეტოვებინა მე-12 რაიონი. ნეტა
ბედნიერები იქნებოდნენ ტყეში თუ მათ შორის კაპიტოლიუმის ჩაურევლადაც
ჩამოწვებოდა ბნელი, ღრმა სევდა?
- ეს მოგიტანე, - გეილი კაპარჭს მიწვდის. შიგ ერთი ჩვეულებრივი ისარი
დევს, - სიმბოლურია. ამ ომში ბოლოჯერ შენ გაისვრი.
- მიზანს რომ ავაცილო?... კოინი უკან მომიტანს ამ ისარს თუ თვითონ გა-
უხვრეტს შუბლს სნოუს?
- არ ააცილებ! - გეილი კაპარჭს მხარზე მკიდებს.
პირისპირ ვდგავართ, მაგრამ ერთმანეთს თვალს ვერ ვუსწორებთ.
- საავადმყოფოში ჩემს სანახავად არ მოსულხარ, - გეილი ხმას არ მცემს
და ბოლოს, ვეკითხები: - შენი ბომბი იყო?
- არ ვიცი. არც ბიტიმ იცის... რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ყოველთვის
ასე იფიქრებ.

281
ელის, რომ მის ნათქვამს უარვყოფ. მინდა უარვყო, მაგრამ ეს სიმარ-
თლეა. ახლაც კი თვალწინ მიდგას ცეცხლმოკიდებული პრიმი, ვგრძნობ,
როგორ წვავს მხურვალე ალი. იმ მომენტს გეილისგან ვეღარასდროს გან-
ვაცალკევებ. ჩემი დუმილი ჩემი პასუხია.
- ეს ერთადერთი მოვალეობა მქონდა - შენი ოჯახის დაცვა, - ამბობს გე-
ილი, - მიზანში მოარტყი, კარგი? - ლოყაზე მეფერება და მიდის.
მინდა დავუძახო და ვუთხრა, რომ შევცდი; როგორმე შევეგუები ამ
ფაქტს, გავითვალისწინებ, რა ვითარებაში შექმნა მან ბომბი; იმასაც გავიხსე-
ნებ, რომ მეც მრავალი უპატიებელი დანაშაული ჩამიდენია; გავარკვევ სი-
მართლეს, თუ ვინ ჩამოყარა პარაშუტები; დავამტკიცებ, რომ ეს აჯანყებუ-
ლებს არ ჩაუდენიათ; მინდა, ვაპატიო გეილს, მაგრამ არ შემიძლია და ამი-
ტომ სამუდამოდ ამ ტკივილთან გამკლავება მომიწევს.
ეფი შემოდის, რომ საჩქაროდ რომელიღაც შეხვედრაზე წამიყვანოს.
მშვილდს ვიღებ და ბოლო წამს წყლიან ჭიქაში ჩადებული ვარდი მახსენდე-
ბა. სააბაზანოს კარს რომ ვაღებ, აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარ, თავჩაქინ-
დრულ და დამარცხებულ ჩემს სტილისტებს ვხედავ. მხოლოდ ჩემთვის არ
დაუნგრევიათ სამყარო.
- წავედით, - ვეუბნები მათ, - ხალხი გველოდება.
მეგონა, რეპეტიციაზე მივდიოდი, სადაც პლუტარქე მითითებას მომცემდა,
სად დავდგე და სნოუს როგორ ვესროლო. სინამდვილეში კი შეკრებაზე
მოვხვდი. მაგიდის ირგვლივ ექვსი ადამიანი ზის: პიტა, იოანა, ბიტი, ჰეიმიჩი,
ენი და ენობარია. ყველას მე-13 რაიონელ აჯანყებულთა ნაცრისფერი უნი-
ფორმა აცვია. მაინცდამაინც ბედნიერი არც ერთი არ ჩანს.
- რა ხდება? - ვინტერესდები მე.
- ზუსტად არ ვიცით, - მპასუხობს ჰეიმიჩი, - შიმშილის თამაშების გადარჩე-
ნილი გამარჯვებულები შეგვკრიბეს.
- მეტი აღარავინ ვართ? - ვამბობ მე.
- დიდებასაც თავისი ფასი აქვს, - ამბობს ბიტი, - ორ ცეცხლს შუა მოვ-
ხვდით. კაპიტოლიუმმა ის გამარჯვებულები დახოცა, ვისაც აჯანყებულთა მო-
კავშირეობას აბრალებდა, აჯანყებულებმა კაპიტოლიუმის მოკავშირეები და-
ხოცეს.
- აბა, ამას რა უნდა აქ? - ენობარიას უბღვერს იოანა.

282
- მას ე.წ. კაჭკაჭჯაფარასთან შეთანხმება იცავს, - ზურგს უკან მესმის კო-
ინის ხმა, - ქეთნის ევერდინმა აჯანყებულებს მხარდაჭერა იმ პირობით გამო-
უცხადა, რომ შეპყრობილ გამარჯვებულებს იმუნიტეტს მივანიჭებდით. ქეთ-
ნისმა თავისი სიტყვა შეასრულა, ჩვენ კი ჩვენსას შევასრულებთ.
ენობარია იოანას უღიმის.
- წინასწარ ნუ ზეიმობ, - ეუბნება იოანა, - მაინც დაგხოცავთ.
- გთხოვ, დაჯექი, ქეთნის, - კარს ხურავს კოინი.
მე ბიტისა და ენის შორის ვჯდები და სნოუს ვარდს ფრთხილად ვდებ მა-
გიდაზე. როგორც ყოველთვის, კოინი პირდაპირ საქმეზე გადადის:
- აქ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ საკამათო საკითხი გადავწყვიტოთ. დღეს
სნოუს სიკვდილით ვსჯით. ამბოლო დღეებში ასობით მისი თანამზრახველი
და პანემის მოსახლეობის მჩაგვრელი გავასამართლეთ და ახლა ისინიც
სიკვდილით დასჯას ელიან. თუმცა, რაიონებში იმდენი ტანჯვა-წამება და
დამცირება გადაიტანეს, რომ კაპიტოლიუმის მსხვერპლთათვის ჩვენ მიერ
გატარებული ღონისძიებები საკმარისი არაა. სიმართლე გითხრათ, პირდა-
პირ მოგვიწოდებენ, კაპიტოლიუმის ყველა მოქალაქე სიკვდილით დავსა-
ჯოთ. რასაკვირველია, ამას ვერ ვიზამთ, რადგან ქვეყნის მოსახლეობის რა-
ოდენობა მკვეთრად შემცირდება...
წყლიანი ჭიქის მიღმა პიტას ხელი გამრუდებულად მოჩანს. ხელზე იარე-
ბი აჩნევია. ახლა ორივენი ცეცხლოვანი მუტანტები ვართ. ჩემი მზერა მისი
შუბლისკენ ინაცვლებს, სადაც ცეცხლის ენებს მისი წარბები შეუტრუსავს,
მაგრამ თვალები უვნებლად დაუტოვებია. ის ლურჯი თვალები, რომლები-
თაც ჩუმ-ჩუმად მიყურებდა სკოლაში და თუ შევამჩნევდი, მაშინვე მზერას მა-
რიდებდა. როგორც ამწუთას.
- ... ამიტომ ალტერნატიული გამოსავალი მოვიფიქრეთ. ვინაიდან მე და
ჩემი კოლეგები კონსესუსამდე ვერ მივედით, შევთანხმდით, დაე, გამარჯვე-
ბულებმა გადაწყვიტონ. გეგმას ოთხკაციანი უმრავლესობა მოიწონებს და
დაამტკიცებს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს ვერავინ შეიკავებს, - ამ-
ბობს კოინი, - წინადადება ასეთია: კაპიტოლიუმის მოსახლეობის მთლიანად
გაჟლეტის ნაცვლად ბოლო, სიმბოლური შიმშილის თამაშები ჩავატაროთ,
რომელშიც კაპიტოლიუმის ყოფილ ხელისუფალთა შვილები მიიღებენ მო-
ნაწილეობას.
შვიდივე კოინისკენ ვტრიალდებით.

283
- რაა? - გაოცებას ვერ მალავს იოანა.
- მორიგ შიმშილის თამაშებს ჩავატარებთ, ოღონდ კაპიტოლიუმელი ბავ-
შვების მონაწილეობით, - ამბობს კოინი.
- გვეხუმრებით? - ეკითხება პიტა.
- არა. აგრეთვე დავამატებ, რომ თუ შიმშილის თამაშებს გავმართავთ,
საქვეყნოდ გაცხადდება, რომ ეს თქვენი თანხმობით ხდება. ოღონდ, თქვე-
ნივე უსაფრთხოებისთვის, მომხრეთა ვინაობას არ გავამხელთ, - გვეუბნება
კოინი.
- ეს პლუტარქეს იდეაა? - ეკითხება ჰეიმიჩი.
- ჩემი, - პასუხობს კოინი, - ასე ხალხს შურისძიების წყურვილს დავუკმაყო-
ფილებთ და მსხვერპლის რაოდენობაც ბევრად მცირე იქნება. დაიწყეთ კენ-
ჭისყრა!
- არა! - ყვირის პიტა, - რასაკვირველია, უარს ვამბობ! მორიგ შიმშილის
თამაშებს ვერ ჩავატარებთ!
- რატომაც არა? - ეპასუხება იოანა, - მე სამართლიან გადაწყვეტილებად
მიმაჩნია. სნოუს შვილიშვილი ჰყავს. თანახმა ვარ.
- მეც, - ლამის გულგრილად ამბობს ენობარია, - სამაგიეროს იმავეთი გა-
დავუხდით!
- ჩვენ სწორედ ამიტომ ავჯანყდით! დაგავიწყდათ? - პიტა ყველას სათი-
თაოდ გვაკვირდება, - ენი, რას იტყვი?
- პიტას ვეთანხმები და უარს ვამბობ, - ამბობს ენი, - ფინიკიც უარზე იქნე-
ბოდა, ცოცხალი რომ იყოს.
- მაგრამ არ არის, რადგან სნოუს მუტანტებმა მოკლეს, - ახსენებს იოანა.
- არა, - ამბობს ბიტი, - ეს ცუდი პრეცედენტი იქნება. ერთმანეთის მტრად
აღქმა უნდა შევწყვიტოთ. ამ ეტაპზე ჩვენს გადასარჩენად ერთობა აუცილე-
ბელია. არა.
- ქეთნისი და ჰეიმიჩი დარჩნენ, - ამბობს კოინი.
ნეტა მაშინაც, სამოცდათხუთმეტი წლის წინაც, ასე იყო? მაგიდასთან
მჯდარმა ადამიანთა ჯგუფმა კენჭისყრით გადაწყვიტა შიმშილის თამაშების
ჩატარება? აზრთა სხვადასხვაობა თუ წარმოიშვა? იქნებ ვიღაცა მოწყალე-
ბის გამოჩენას ითხოვდა, მაგრამ მისი ხმა რაიონელთა ბავშვების სიკვდილს
მოწყურებულების მოწოდებებმა ჩაახშო? სნოუს ვარდის სუნი ცხვირიდან
ყელში აღწევს და შიგნიდან მწვავს. ჩემთვის საყვარელი იმდენი ადამიანი

284
დაიღუპა, ჩვენ კი მორიგი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად შიმშილის
თამაშების გამართვას ვაპირებთ. არაფერი შეცვლილა. არასდროს არაფე-
რი შეიცვლება.
ორივე ვარიანტს ვწონი, ვფიქრობ მოსალოდნელ შედეგებზე და ბოლოს,
ვარდისთვის თვალის მოუშორებლად ვამბობ:
- თანახმა ვარ... პრიმისთვის.
- ჰეიმიჩ, შენი ხმა გადამწყვეტია, - ამბობს კოინი.
განრისხებული პიტა ჰეიმიჩს მოუწოდებს, ამ სისასტიკის მონაწილე ნუ
გახდებიო, მაგრამ ვგრძნობ, ჰეიმიჩი მე მიყურებს. დგება გადამწყვეტი მო-
მენტი. ახლა გაირკვევა, რამდენად ვგავართ ერთმანეთს და რამდენად ეს-
მის მას ჩემი.
- მე კაჭკაჭჯაფარას ვემხრობი, - ამბობს ის.
- შესანიშნავია. გადაწყვეტილება მიღებულია, - ამბობს კოინი, - ახლა კი
სიკვდილით დასჯის ცერემონიალისთვის მოვემზადოთ.
სანამ კოინი ოთახიდან გავა, ვარდიან ჭიქას ვუწვდი.
- თუ შეიძლება, ეს სნოუს მიაბნიეთ გულთან.
- რა თქმა უნდა, - მიღიმის კოინი, - შიმშილის თამაშებზეც აუცილებლად
ვეტყვი.
- გმადლობთ, - ვეუბნები მე.
ოთახში ხალხი შემოდის და გარს მეხვევა. კიდევ ერთხელ მპუდრავენ,
პლუტარქე მითითებებს მაძლევს და პრეზიდენტის სასახლის სადარბაზო კა-
რისკენ მივყავარ. კაპიტოლიუმის მთავარი მოედანი გადაჭედილია, მაგრამ
გვერდითა ქუჩებიდან მომავალი ხალხის ნაკადი არ წყდება. სასახლის წინ
თავ-თავიანთი ადგილები უკვე დაუკავებიათ ჯარისკაცებს, ოფიციალურ პი-
რებს, აჯანყებულთა წინამძღოლებს, გამარჯვებულებს. ისმის ტაში, რაც იმის
მაუწყებელია, რომ აივანზე პრეზიდენტი კოინი გამოვიდა. ეფი მხარზე ხელს
მითათუნებს და ზამთრის ცივი დღის სინათლეში გავდივარ. ხალხის გამაყ-
რუებელი ყიჟინის თანხლებით ჩემს პოზიციას ვიკავებ. მითითებისამებრ, ისე
ვდგები, რომ ხალხი პროფილში მხედავდეს, და ვიცდი. როცა გარეთ სნოუ
გამოჰყავთ, ბრბო ჭკუიდან იშლება. ხელებით ბოძზე აბამენ, რაც სრულიად
ზედმეტია, რადგან სნოუ ვერ გაიქცევა. გასაქცევი არსაით აქვს. ეს საწ-
ვრთნელი ცენტრის წინ აღმართული ფართო სცენა კი არა, პრეზიდენტის

285
სასახლის წინ მდებარე ვიწრო ტერასაა. რა გასაკვირია, რომ სროლაში წა-
ვარჯიშება არავინ მთხოვა. სნოუსგან სულ ათიოდე მეტრი მაშორებს!
ვგრძნობ, როგორ თრთის მშვილდი ჩემს ხელში. კაპარჭიდან ისარს ვი-
ღებ და ლარზე ვამაგრებ. ისარს ვარდს კი ვუმიზნებ, მაგრამ სნოუს სახეში
ვუყურებ. ის ახველებს და ნიკაპზე სისხლიანი დორბლი ჩამოსდის. ენით
ილოკავს დაბერილ, ფაფუკ ტუჩებს. მის მზერაში ვერანაირ ემოციას ვერ
ვამჩნევ, ვერც შიშს, ვერც სინანულს ან თუნდაც სიბრაზეს. ისეთივე დამცინა-
ვი სახე აქვს, როგორიც ჩვენი ბოლო საუბრისას ჰქონდა. თითქოს კვლავ ამ
სიტყვებს ამბობს: ჩემო ძვირფასო მის ევერდინ, მე მეგონა, შევთანხმდით,
რომ ერთმანეთს არ მოვატყუებდით.
სნოუ მართალია. ჩვენ შევთანხმდით.
ისარს ზემოთ მივმართავ და ვისვრი. პრეზიდენტი კოინი აივნიდან ვარდე-
ბა და მიწას ენარცხება. მკვდარი.

27.

გაოგნებული ბრბო დუმს. მხოლოდ ერთი ხმა მესმის: სნოუს ხარხარი.


ბუყბუყა ხითხითი, რომელსაც ქაფიანი სისხლის ამოხველება მოსდევს. წინ
იხრება და თავის სიცოცხლეს იფურთხება. მერე მცველები ეხვევიან გარს
და ვეღარ ვხედავ.
ყველა მხრიდან ნაცრისფერფორმიანები მიახლოვდებიან და ვცდილობ
წარმოვიდგინო, რა ელის პანემის ახალი პრეზიდენტის მკვლელს. დაკით-
ხვა, სავარაუდოდ, წამება და, ბოლოს, გარდაუვალი სიკვდილი. კიდევ ერ-
თხელ მომიწევს დამშვიდობება იმ რამდენიმე ადამიანთან, რომლებზეც ჯერ
კიდევ შემტკივა გული. დედაჩემი სრულიად მარტო დარჩება ამქვეყნად...
ყველაზე მეტად სწორედ ამის გაცნობიერება მეხმარება გადაწყვეტილების
მიღებაში.
- ღამე მშვიდობისა, - ვეუბნები ჩემს ხელში გაქვავებულ მშვილდს. მერე
მარცხენა ხელს ვწევ და თავს ვხრი, რომ კბილებით გავგლიჯო სახელოს-
თან მიკერებული პატარა ჯიბე, რომელშიც შხამიან აბს ვინახავ. თუმცა, ჩემი
კბილები ხორცში ესობა. გაკვირვებული ვწევ თავს და პიტას ლურჯ თვა-
ლებს ვაწყდები. ამჯერად მზერას არ მარიდებს. ხელზე, რომლითაც ძაღ-
286
ლთუთას აბი ჩაუბღუჯავს, ნაკბილარი აჩნევია და თითებს შორის სისხლი
მოთქრიალებს, - გამიშვი! - ვუღრენ და მისგან გათავისუფლებას ვცდილობ.
- არ შემიძლია, - ამბობს პიტა. ჯარისკაცები მექაჩებიან და პიტას მაშორე-
ბენ. ჩემი კოსტიუმის სახელოზე მიკერებული ჯიბე იხევა და იისფერი აბი მი-
წაზე ვარდება. ცინას უკანასკნელ საჩუქარს ჯარისკაცის ჩექმა თელავს. ვე-
ლურ ცხოველად გარდაქმნილი, წიხლს ვურტყამ, ვკბენ, ფრჩხილებით
ვფხაჭნი ხელებს, რომლებიც მბოჭავენ, და ყველანაირად ვცდილობ ჯარის-
კაცებისგან დასხლტომას. ჯარისკაცებს ხელში ავყავარ და ბრბოს თავზემოთ
ვექცევი. გეილს ვეძახი. ამდენ ხალხში ვერ ვხედავ, მაგრამ მან იცის, რაც
მინდა. ერთი ზუსტით გასროლით ყველაფერი დასრულდება. სამწუხაროდ,
ჩემკენ არც ისარი მოფრინავს, არც - ტყვია. იქნებ ვერ მხედავს? არა, შეუძ-
ლებელია. მთავარი მოედნის ირგვლივ ვეებერთელა ეკრანებია დამონტაჟე-
ბული და რაც ხდება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ის მხედავს, მან იცის,
მაგრამ არაფერს აკეთებს - როგორც მე არ გამიკეთებია არაფერი, როცა
გეილი შეიპყრეს მშვიდობისმყოფელებმა. უსუსური თავის გასამართლებელი
მიზეზი მონადირებისა და მეგობრებისთვის - ორივესთვის.
საკუთარი თავის ანაბარა ვრჩები.
პრეზიდენტის სასახლეში ხელბორკილს მადებენ და თვალებს მიხვევენ.
ჯარისკაცები გრძელ დერეფანში მიმარბენინებენ, ლიფტით სადღაც ავდი-
ვართ, მერე ჩავდივართ; ბოლოს რომელიღაც ოთახში შევდივართ, ხელი-
დან ბორკილს მხსნიან და წასვლისას კარს კეტავენ. თვალიდან მე თვითონ
ვიხსნი სახვევს. იატაკზე ხალიჩა აფენია. ეს ჩემი ძველი ბინაა საწვრთნელ
ცენტრში. სწორედ აქ ვცხოვრობდი პირველი შიმშილის თამაშებისა და
კვარტალური ჯახის დაწყებამდე. საწოლზე ზეწარგადაუკვრელი ლეიბი
დევს, ცარიელი გარდერობის კარი ღიაა, მაგრამ ჩემს ოთახს ყოველთვის
ვიცნობ.
გაჭირვებით ვდგები ფეხზე და კაჭკაჭჯაფარას კოსტიუმს ვიხდი. დაჟეჟილი
ვარ. ერთი-რი თითი მოტეხილი მაქვს. თუმცა, ჯარისკაცებთან ჯაჯგურისას
ყველაზე ძლიერ ჩემმა კანმა იზარალა. გადანერგილი ვარდისფერი კანი
ქაღალდის ხელსახოცივით დაფლეთილა და ლაბორატორიაში შექმნილი
უჯრედებიდან სისხლი ჟონავს. მედიკოსები არ მოდიან, მაგრამ მე აღარ მა-
დარდებს, მიშველიან თუ არა. ლეიბზე ვწვები და ველი, როდის დავიცლები
სისხლისგან.

287
სულ ტყუილად. საღამოსთვის სისხლდენა წყდება და მე გასივებული, გა-
დაყვლეფილი და წებოვანი ვრჩები. კოჭლობით შევდივარ სააბაზანოში და
უსაპნო და უშამპუნო, ნაზი შხაპის პროგრამას ვრთავ. თბილი წყლის ჭავლის
ქვეშ ვზივარ, მკლავები მუხლებზე მიდევს, თავი - ხელებზე.
მე ქეთნის ევერდინი მქვია. რატომ ვარ ცოცხალი? ახლა მკვდარი უნდა
ვიყო. ყველასთვის აჯობებს, რომ მოვკვდე...
საშხაპიდან გამოვდივარ და ჭილოფზე ვდგები. ცხელი ჰაერი გადაყვლე-
ფილ კანს მიმშრალებს. სუფთა ტანსაცმელი არ მაქვს. პირსახოციც კი არ
მაქვს, რომ შემოვიხვიო. ოთახში ვბრუნდები, მაგრამ კაჭკაჭჯაფარას კოს-
ტიუმიც გამქრალა. მის ნაცვლად ქაღალდის ხალათი მხვდება. საიდუმლო
სამზარეულოდან საჭმელი ამოუგზავნიათ. დესერტად მედიკამენტები აწყვია
ლანგარზე. ვჭამ, წამლებს ვსვამ, კანზე მალამოს ვისვამ და თვითმკვლე-
ლობის გზებზე ფიქრს ვიწყებ.
ისევ სისხლით დალაქავებულ ლეიბზე ვწვები. არ მცივა, მაგრამ 6აზ კანს
მხოლოდ ქაღალდი მიფარავს და თავს შიშვლად ვგრძნობ. ფანჯრიდან ვერ
გადავხტები - მინა მეტისმეტად სქელია. ჩინებული ყულფის გაკეთება შემიძ-
ლია, მაგრამ თოკს ვერაფერზე ჩამოვკიდებ. შემიძლია აბები შევაგროვო და
მერე სასიკვდილო დოზა გადავყლაპო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღე-
დაღამ მითვალთვალებენ. ალბათ ამწუთასაც პირდაპირ ეთერში მაჩვენებენ
და კომენტატორები ცდილობენ გააანალიზონ, რამ მიბიძგა კოინის მკვლე-
ლობისკენ. მოკლედ, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ჩემი მოკვლის
პრივილეგია კვლავაც კაპიტოლიუმის ხელშია.
დანებების გარდა არჩევანი არ მაქვს. გადავწყვიტე, ლეიბზე გაუნძრევ-
ლად ვიწვე. არ ვჭამ, არ ვსვამ და აღარც მედიკამენტებს ვიღებ. აი, ასე,
მარტივადაც შემიძლია მოვკვდე, აბსტინენციის სიმპტომები რომ არ მაწუხებ-
დეს. მე-13 რაიონისგან განსხვავებით, აქ მორფლინგის დოზა თანდათანო-
ბით კი არ უნდა შევამცირო, მისი მიღება საერთოდ უნდა შევწყვიტო. ეტყო-
ბა, საკმაოდ დიდ დოზას მიკეთებდნენ, რადგან მორფლინგის ნაკლებობით
გამოწვეულ ძლიერ ტკივილს თან მთელი სხეულის კანკალი და სიცივე ახ-
ლავს; ჩემი სიმტკიცე კვერცხის ნაჭუჭივით იმსხვრევა. ხალიჩაზე დაჩოქილი,
თითების ფათურით ვეძებ ძვირფას აბებს, რომლებიც ჯერ კიდევ მხნედ
მყოფმა გადავყარე.

288
თვითმკვლელობის გეგმა ოდნავ იცვლება: მორფლინგი მომკლავს ნელი
სიკვდილით. ცარიელ ძვლად და ტყავად ვიქცევი, გავყვითლდები და თვა-
ლები გადმომეკარკლება. უკვე რამდენიმე დღეა, ამ გეგმას მივყვები და საკ-
მაოდ შედეგიანადაც, როცა რაღაც მოულოდნელი ხდება: სიმღერას ვიწყებ.
ვმღერი ფანჯარასთან, საშხაპეში, ძილში. საათობით ვმღერი ბალადებს,
სასიყვარულო და მთიელთა სიმღერებს. ყველა ეს სიმღერა მამაჩემმა მას-
წავლა სიკვდილის წინ. მას შემდეგ სამღერად ხშირად არ მეცალა და არც
ამის ხალისი მქონია. საოცარია, რა კარგად მახსოვს სიმღერების ტექსტი და
მელოდია. თავიდან ხმა უხეში მაქვს და მაღალი ნოტების აღებისას მეხლი-
ჩება, მაგრამ თანდათან თბება და სასიამოვნო ხდება. ამ ხმის მოსასმენად
კაჭკაჭჯაფარებიც დადუმდებიან და მერე ყველა ერთად ამყვება სიმღერაში.
გადის დღეები, კვირები. ფანჯრის გარე რაფაზე თოვლის ფენა სქელდება.
მთელი ეს დრო მხოლოდ ჩემი ხმა მესმის.
ამდენ ხანს ნეტა რატომ არავინ მოდის? ერთი მკვლელი გოგოს სიკვდი-
ლით დასასჯელად ამდენი მზადება რა საჭიროა? თვითგანადგურებას ვაგ-
რძელებ. ასეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, შიმშილს ყველანაირად
ვებრძვი. ზოგჯერ ჩემში ცხოველური მხარე მძლავრობს და კარაქიანი პური
ან შემწვარი ხორცი მენატრება. თუმცა, მაინც ვიმარჯვებ. რამდენიმე დღე
თავს ცუდად ვგრძნობ და მგონია, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგა სიცოც-
ხლესთან გამომშვიდობების დრო, მაგრამ მერე ვაცნობიერებ, რომ მორ-
ფლინგის აბები შემიმცირეს. ჩემს მორფლინგზე დამოკიდებულებისგან გა-
თავისუფლებას ცდილობენ. რატომ? ნარკომანი კაჭკაჭჯაფარა უფრო ადვი-
ლი დასასჯელი არ იქნება? და უცებ საშინელი აზრი მიჩნდება: იქნებ სულაც
არ აპირებენ ჩემს მოკვლას? იქნებ ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები
აქვთ? იქნებ ჩემი ახლებურად გარდაქმნა, გაწვრთნა და გამოყენება სურთ?
ეს არ მოხდება!
თუ ამ ოთახში ვერ მოვიკლავ თავს, გათავისუფლებული, პირველსავე
შანსს გამოვიყენებ. ვეღარ გამასუქებენ. ხელახლა ვეღარ გამაკრიალებენ,
ჩამაცმევენ და გამალამაზებენ. რაოდენ საოცარი იარაღიც უნდა მოიგონონ,
ჩემს ხელში მათ ვერ გააცოცხლებენ, ტვინს ვეღარ გამომირეცხავენ დამის
გამოყენებას ვეღარ მაიძულებენ. არ მინდა რამე საერთო მქონდეს იმ ურ-
ჩხულებთან, რომლებიც თავიანთ თავს ადამიანებს უწოდებენ. მეც ამ საზიზ-
ღარი მოდგმისა ვარ. მგონი, პიტა მართალს ამბობდა, ადამიანები ერთმა-

289
ნეთს ვანადგურებთ და მალე დედამიწას სხვები დაეპატრონებიან. როგორ
შეიძლება კეთილგონიერი უწოდო არსებებს, რომლებიც ერთმანეთში მოსა-
რიგებლად თავიანთ შვილებს სასიკვდილოდ სწირავენ. რამდენიც უნდა ატ-
რიალოთ, შედეგი მაინც ერთია. სნოუს მიაჩნდა, რომ შიმშილის თამაშები
კონტროლის ეფექტიანი საშუალება იყო. კოინმა იფიქრა, რომ პარაშუტების
აფეთქებით ომის დასრულებას დააჩქარებდა. საბოლოოდ კი, ყველა წაგე-
ბული დარჩა, რადგან სამყაროში, სადაც ასეთი რამეები ხდება, მოგებული
არავინაა.
ბოლო ორი დღეა, ლეიბზე უჭმელ-უსმელი ვწევარ, მორფლინგის აბებ-
საც კი აღარ ვსვამ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ოთახის კარი იღება და ვიღაც
ჩემს საწოლს უახლოვდება. ეს ჰეიმიჩია.
- შენი სასამართლო პროცესი დასრულდა. წამოდი. შინ ვბრუნდებით.
შინ? რას ამბობს? ჩემი სახლი განადგურებულია. თანაც, თუნდაც ამ წარ-
მოსახვით სახლში დაბრუნება შეიძლებოდეს, იმდენად დასუსტებული ვარ,
ფეხზე ვერ ვდგები. ვიღაც უცნობი ხალხი შემოდის. წყალს მასმევენ და საჭ-
მელს მაჭმევენ. მბანენ და ტანსაცმელს მაცმევენ. ერთი ხელში მიყვანს და
თითქოს ნაჭრის თოჯინა ვიყო, მსუბუქად ავყავარ სახურავზე, სადაც ჰოვერ-
კრაფტი იცდის. ჰოვერკრაფტში სავარძელზე ღვედით მაბამენ. ჩემ პირდა-
პირ ჰეიმიჩი და პლუტარქე სხედან. რამდენიმე წამში უკვე ცაში ვართ.
პლუტარქე ასეთ კარგ განწყობაზე არასდროს მინახავს. ბედნიერებისგან
ბრწყინავს.
- ალბათ მილიონი შეკითხვა გაქვს!
მე ხმას არ ვიღებ, მაგრამ პლუტარქე მაინც მპასუხობს.
კოინის მკვლელობას არეულობა მოჰყვა. მღელვარების დაცხრობის შემ-
დეგ ჯერაც ბოძზე მიბმული სნოუ იპოვეს. ზუსტად არავინ იცის, ხარხარისას
დაიხრჩო თუ ბრბომ გადათელა. დიდად არც არავის აინტერესებს. სასწრა-
ფოდ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და პრეზიდენტად პეილორი აირჩიეს.
პლუტარქე კავშირგაბმულობის მინისტრად დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს,
რომ ტელე- და რადიომაუწყებლობაზე პასუხისმგებელია. პირველი დიდი
სატელევიზიო მოვლენა ჩემი სასამართლო პროცესი გახლდათ, რომლის
მთავარი მოწმე და ვარსკვლავი თავად პლუტარქე იყო. რასაკვირველია,
პლუტარქემ დამიცვა. თუმცა, ჩემს გადარჩენაში უდიდესი წვლილი ექიმ ავ-
რელიუსს მიუძღვის, რომელმაც თურმე ფსიქიკურად შერყეულ უმწეო გოგო-

290
ნად გამომაცხადა. ერთი პირობით გამათავისუფლეს, რომ კვლავ ექიმი ავ-
რელიუსის მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები; თუმცა, ჩვენი სეანსები ამიერი-
დან სატელეფონო იქნება, რადგან ექიმი ავრელიუსი ყველასგან მივიწყე-
ბულ და მიტოვებულ მე-12 რაიონში ცხოვრებას არ აპირებს, მე კი სწორედ
მე-12 რაიონში განუსაზღვრელი ვადით გადასახლება მომისაჯეს. სიმართლე
ისაა, რომ არავინ იცის, რა მომიხერხოს, მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა.
თუმცა, პლუტარქე ამბობს, თუ ომი კვლავ დაიწყება, შესაფერის როლს აუ-
ცილებლად გამოგიძებნითო, და გულიანად იცინის. სულაც არ ანაღვლებს,
მის ხუმრობებზე არავის რომ არ ეღიმება.
- მორიგი ომისთვის ემზადები, პლუტარქე? - ვეკითხები მე.
- ჯერ არა. ახლა სიამტკბილობის ხანა გვიდგას, როცა ყველა თანხმდება,
რომ წარსული საშინელებები აღარასდროს უნდა განმეორდეს, მაგრამ ხომ
იცი, რომ კოლექტიური აზროვნება სწრაფად იცვლება. ჩვენ მერყევი ხასი-
ათის, სულელი, ხანმოკლე მეხსიერების მქონე არსებები ვართ და თვითგა-
ნადგურების კარგი ნიჭი გვაქვს. თუმცა, ვინ იცის? იქნებ ეს გადამწყვეტი მო-
მენტიც იყოს, ქეთნის!
- როგორ?
- იქნებ ამჯერად ასე მალე აღარ დაგვავიწყდეს? იქნებ ადამიანის ევოლუ-
ციის მომსწრენი შევიქენით? დაფიქრდი ამაზე, - და ამატებს, რამდენიმე კვი-
რაში ახალი მუსიკალური გადაცემა გავა ეთერში და მონაწილეობას ხომ არ
მიიღებო; რამე მხიარულს თუ იმღერებ, კარგი იქნება, გადამღებ ჯგუფს სახ-
ლში გამოგიგზავნიო.
ცოტა ხნით მე-3 რაიონში ვეშვებით, რომ პლუტარქე ჩამოვსვათ. ახალ
სამაუწყებლო ტექნოლოგიაზე სასაუბროდ ბიტის ხვდება.
- არ დაიკარგო, - მემშვიდობება პლუტარქე.
როცა ისევ ღრუბლებში ავდივართ, ჰეიმიჩს ვეკითხები:
- შენ რატომღა ბრუნდები მე-12 რაიონში?
- ვერც ჩემთვის გამონახეს ადგილი კაპიტოლიუმში, - მპასუხობს ის.
თავიდან მისი სიტყვები სიმართლედ მეჩვენება, მაგრამ თანდათან მაეჭ-
ვებს. ჰეიმიჩს არავინ მოუკლავს. სადაც უნდა, იქ წავა. რახან მე-12 რაიონში
მოდის, ესე იგი, ასე უბრძანეს.
- მე უნდა მომხედო, ჩემი მენტორი იქნები, არა?
ჰეიმიჩი მხრებს იჩეჩს. უცებ ვხვდები, სინამდვილეში რაც ხდება.

291
- დედაჩემი არ ბრუნდება.
- არა, - ამბობს ჰეიმიჩი. პიჯაკის ჯიბიდან კონვერტს იღებს და მიწვდის.
კოხტა, მკაფიო ხელნაწერს დავყურებ, - მე-4 რაიონელებს ახალი საავად-
მყოფოს გახსნაში ეხმარება. უნდა, რომ მე-12 რაიონში ჩაფრენისთანავე და-
ურეკო, - მე ლამაზ ასოებს თითს ვაყოლებ, - კარგად იცი, დედაშენი რატო-
მაც ვერ დაბრუნდება, - კი, ვიცი. მამაჩემისა და პრიმის სიკვდილის შემდეგ
ამ ნანგრევებში ცხოვრება მისთვის აუტანელი იქნება. აი, ჩემთვის კი, რო-
გორც ჩანს, არა, - გაინტერესებს კიდევ ვინ არ დაბრუნდება შინ?
- არა, - ვპასუხობ მე, - მინდა, ეს სიურპრიზად დარჩეს.
გულისხმიერი მენტორივით ჰეიმიჩი სენდვიჩს მაჭმევს და მერე ვითომ
იჯერებს, რომ მძინავს. მერე სადღაც არყის ბოთლებს პოულობს და ჩანთა-
ში იწყობს. უკვე ღამეა, როცა გამარჯვებულის სოფლის მწვანე მინდორზე
ვეშვებით. სოფლის სახლების ნახევარში შუქი ანთია, მათ შორის, ჩემი და
ჰეიმიჩის სახლებშიც. პიტასაში არ ანთია. ვიღაცას ჩემი სახლის სამზარეუ-
ლოს ბუხარში ცეცხლი დაუნთია.
ბუხრის წინ საქანელა-სავარძელში ვჯდები, დედაჩემის წერილს ხელიდან
არ ვუშვებ.
- აბა, ნახვამდის, ხვალ გნახავ, - მემშვიდობება ჰეიმიჩი.
მიდის და მისი ბოთლების ჩხარუნი თანდათან წყდება.
- მეეჭვება, - ვჩურჩულებ მე.
სავარძლიდან ვერ ვდგები. სამზარეულოს გარდა, მთელი სახლი ცარი-
ელი, ბნელი და ცივია. ტანზე ძველ შალს ვიფარებ და ბუხარში ცეცხლს მივ-
ჩერებივარ. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა. რომ ვიღვიძებ, უკვე დილაა და
გრისი სი ღუმელზე ტაფებს არახუნებს. ტაფამწვარი და გახუხული პური მო-
აქვს და თვალს ადევნებს, რომ ბოლომდე შევჭამო. ცოტას ვლაპარაკობთ.
მისი პატარა შვილიშვილი, გოგონა, დედაჩემის საქსოვის კალათიდან ცის-
ფერი ძაფის გორგალს იღებს. გრისი სი შვილიშვილს ეუბნება, გორგალი
კალათში ჩადეო, მაგრამ მე ნებას ვრთავ, დაიტოვოს. ამ სახლში მაინც აღა-
რავინ ქსოვს. ნასაუზმევს გრისი სი ჭურჭელს რეცხავს და მიდის. თუმცა, სა-
დილის დროს ისევ ბრუნდება, რომ მაჭამოს. არ ვიცი, მეზობლურად მეხმა-
რება თუ მთავრობა ამაში ხელფასს უხდის, მაგრამ დღეში ორჯერ მოდის. ის
საჭმელს ამზადებს, მე ვჭამ. ჩემს მომდევნო ნაბიჯზე ვფიქრობ. ახლა აღა-
რაფერი მიშლის ხელს თვითმკვლელობაში. თუმცა, მაინც რაღაცას ვუცდი.

292
ზოგჯერ ტელეფონი რეკავს. წკრიალებს და წკრიალებს, მაგრამ ყურ-
მილს არ ვიღებ. ჰეიმიჩი არასდროს მსტუმრობს. შეიძლება აზრი შეიცვალა
და წავიდა. უფრო ის მგონია, რომ დღედაღამ მთვრალია. მხოლოდ გრისი
სი და მისი შვილიშვილი დადიან ჩემთან. ისე, მრავალთვიანი განდეგილო-
ბის შემდეგ, ეს ორიც კი ხალხმრავალ ბრბოდ მეჩვენება.
- ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. გარეთ გაისეირნე, - მეუბნება
გრისი სი, - სანადიროდ წადი.
რამდენი ხანია, სახლიდან არ გავსულვარ. მხოლოდ სამზარეულოსა და
რამდენიმე ნაბიჯში მდებარე პატარა საძინებელში შევდივარ. იგივე ტანსაც-
მელი მაცვია, რაც კაპიტოლიუმიდან წამოსვლისას მეცვა. ბუხართან ჯდომის
მეტს არაფერს ვაკეთებ. ბუხრის თავზე გაუხსნელი კონვერტები გროვდება.
- მშვილდ-ისარი არ მაქვს, - ვპასუხობ მე.
- ჰოლში შეიხედე, - მირჩევს გრისი სი.
მისი წასვლის შემდეგ ჰოლში გასვლას ვფიქრობ, მაგრამ მცირე ყოყმა-
ნის შემდეგ უარს ვამბობ. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ მაინც გავდივარ
სამზარეულოდან. უფეხსაცმლოდ, წინდების ამარა მივაბიჯებ ჰოლში, რომ
აჩრდილები არ გავაღვიძო. კაბინეტში, სადაც პრეზიდენტ სნოუსთან ჩაი მი-
ვირთვი, ყუთში მამაჩემის სანადირო ქურთუკს, ჩვენი მცენარეების წიგნს, ჩე-
მი მშობლების ქორწილის ფოტოს, საათის მექანიზმიან არენაზე ჰეიმიჩის
გამოგზავნილ მილტუჩას და პიტას ნაჩუქარ მედალიონს ვპოულობ. ორი
მშვილდი და ისრების კაპარჭი, რომელიც მე-13 რაიონის დაბომბვის ღამეს
გეილმა იხსნა, მაგიდაზე აწყვია. მამაჩემის სანადირო ქურთუკს ვიცვამ, სხვას
ყველაფერს ხელუხლებლად ვტოვებ და სასტუმრო ოთახში დივანზე ვიძი-
ნებ. საშინელი კოშმარი მესიზმრება: ღრმა სამარეში ვწევარ და ჩემი ყველა
მკვდარი ნაცნობი ბარით ნაცარს მაყრის. საკმაოდ გრძელი სიზმარია, თუ
დაღუპულთა სიის სიგრძეს გავითვალისწინებთ და, რაც უფრო ღრმად ვი-
მარხები, მით უფრო მიჭირს სუნთქვა. ვცდილობ ვიყვირო, მკვდრებს შეჩე-
რებას ვთხოვ, მაგრამ პირი და ცხვირი ნაცრით მევსება და ხმას ვეღარ ვი-
ღებ. ბარი კი არა და არ ჩერდება...
შეშინებული ვიღვიძებ. ფარდებს შორიდან დილის მკრთალი შუქი შემო-
დის. ბარის ჭრიალი არ წყდება. კოშმარიდან ბოლომდე გამოუფხიზლებე-
ლი, ჰოლში გავრბივარ და სადარბაზო კარს ბოლომდე ვაღებ, რათა
მკვდრებს მთელი ხმით ვუღრიალო, მაგრამ მის დანახვაზე ხმა მივარდება

293
და პირღია ვჩერდები. ფანჯრების ქვეშ მიწის თხრისგან სახე წამოსწითლე-
ბია. ურიკაზე ბუჩქები აწყვია.
- დაბრუნდი?!
- ექიმმა ავრელიუსმა გუშინდლამდე არ გამომიშვა კაპიტოლიუმიდან, -
მეუბნება პიტა, - სხვათა შორის, მთხოვა, შენთვის გადმომეცა, ყურმილი
აიღოს, თორემ მომბეზრდა ხალხის მოტყუება, ვითომ ჯერაც ქეთნისს
ვმკურნალობო.
ჯანმრთელად გამოიყურება. ჩემსავით ისიც გამხდარი და დამწვრობებით
დაფარულია, მაგრამ ლურჯი თვალები ნისლისგან გასწმენდია და აღარც
ნაწამების იერი აქვს. თუმცა, ოდნავ მიბღვერს. უხალისოდ ვცდილობ შუბ-
ლზე ჩამოყრილი თმების გადაწევას და უცებ ვიაზრებ, რა აბურდული და
აწეწილი მაქვს. რატომღაც თავს საფრთხეში ვგრძნობ.
- აქ რას აკეთებ?
- დილით ტყეში წავედი და ეს ბუჩქები ამოვთხარე. ვიფიქრე, სახლის გას-
წვრივ დავრგავთ-მეთქი. მის პატივსაცემად.
ბუჩქებს ვაკვირდები. ფესვებზე ჩამოკიდებულ მიწის გოროხებს ვხედავ და
სუნთქვა მეკვრის. გონებაში სიტყვა ვარდი მიტრიალებს. ის არის, პიტა უშვე-
რი სიტყვებით უნდა გამოვლანძღო, რომ მცენარის სახელი მახსენდება. ეს
ფურისულაა, ყვავილი, რომლის სახელიც ჩემს დას ერქვა. პიტას თანხმობის
ნიშნად თავს ვუქნევ, სასწრაფოდ სახლში შევდივარ და კარს ვკეტავ. თუმცა,
ბოროტება შიგნითაა და არა - გარეთ. უღონობისა და მღელვარებისგან
აკანკალებული, ზემოთ ავრბივარ. ბოლო საფეხურზე ფეხი მიცურავს და ია-
ტაკზე ვიშოტები. გაჭირვებით ვდგები და ჩემს საძინებელში შევდივარ.
ოთახში კვლავაც იგრძნობა სუსტი სურნელი. ის აქ არის, ლარნაკში. თეთრი
ვარდი გამხმარ ყვავილებს შორის. დამჭკნარა და ჩამომხმარა, მაგრამ სნო-
უს ორანჟერეაში მოყვანილს, ჯერაც შეუნარჩუნებია არაბუნებრივი სრულყო-
ფილება. ლარნაკს ვიღებ, სამზარეულოში ბარბაცით ჩავდივარ და ყვავი-
ლებს ბუხარში ვყრი. ვარდს ლურჯი ალი ეკიდება და ნთქავს. ცეცხლმა კი-
დევ ერთხელ იმარჯვა ვარდზე. ყოველი შემთხვევისთვის, ლარნაკს იატაკზე
ვამსხვრევ.
საძინებელში ვბრუნდები და ფანჯრებს ვაღებ, რომ ჰაერი სნოუს სიმყრა-
ლისგან გაიწმინდოს. სიმყრალე ჩემს სამოსსა და ფორებში რჩება. ვშიშ-
ვლდები. გახდისას სამოსს ზედ მიკრული სათამაშო კარტის ზომის კანის

294
ნაგლეჯები მიჰყვება. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალს ვარიდებ, შხაპის ქვეშ
ვდგები და თმიდან, ტანიდან და ტუჩებიდან ვარდის სუნს ვიცილებ. მთელ
სხეულს ვიხეხავ. კანი მივარდისფრდება და მექავება. სუფთა სამოსს ვპო-
ულობ ჩასაცმელად. აბურდული თმის დავარცხნას ნახევარ საათს ვუნდები.
გრისი სი სადარბაზო კარს აღებს. სანამ საუზმე მზადდება, ბანაობის წინ გახ-
დილ ძველ ტანსაცმელს ბუხარში ვწვავ. მერე, გრისი სის რჩევით, ფრჩხი-
ლებს დანით ვიჭრი.
საუზმობისას ვეკითხები:
- გეილი სად წავიდა?
- მე-2 რაიონში. კარგი სამსახური იშოვა. ხანდახან ტელევიზორში ვხედავ
ხოლმე, - მპასუხობს გრისი სი.
ჩემს გულში ვიქექები, მაგრამ არც სიბრაზეს ვგრძნობ, არც - სიძულვილს
და არც - მონატრებას. პირიქით, შვება მეუფლება.
- დღეს სანადიროდ მივდივარ, - ვამბობ უცებ.
- ძალიან კარგი, ახალი ხორცი არ გვაწყენდა, - მპასუხობს გრისი სი.
მშვილდ-ისრით შეიარაღებული, მდელოსკენ მივდივარ. ტყეში იქიდან შე-
ვალ. ქალაქის მოედანზე ხელთათმანიანი და აირწინაღიანი ხალხის ჯგუ-
ფებს ვხედავ. თოვლს თხრიან დამის საფარქვეშ ნაპოვნ ცხედრებს ცხენშებ-
მულ ურმებზე აწყობენ. ერთი ურემი მერის სახლის წინაა გაჩერებული. გე-
ილის ძველ მაღაროელ თანამშრომელს, ტომს ვცნობ. სულის მოსათქმე-
ლად შეჩერებულა და ტილოთი სახიდან ოფლს იწმენდს. მახსოვს, მე-13
რაიონში მოვკარი თვალი. ეტყობა, დაბრუნდა. ტომი მესალმება და მეც მას-
თან გამოლაპარაკებას ვბედავ:
- აქ ვინმე იპოვეს?
- მთელი ოჯახი და მათი ორი მოსამსახურე.
მეჯი. ჩუმი, კეთილი და მამაცი გოგონა. სწორედ მან მაჩუქა გულსაბნევი,
რომელმაც ახალი სახელი მომცა. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. ალბათ ამაღამ
კოშმარებში სხვებთან ერთად ისიც გამომეცხადება და პირს ნაცრით ამომივ-
სებს.
- მეგონა, რახან მერი იყო...
- მეეჭვება, მე-12 რაიონის მერობას მისი გადარჩენის შანსი გაეზარდა, -
ამბობს ტომი.

295
თავს ვუქნევ და გზას ვაგრძელებ. ვფრთხილობ, ურმისკენ თვალი არ გა-
მექცეს. მთელ ქალაქში და საბადოში იგივე ხდება. ყველგან ცხედრებს აგ-
როვებენ. ჩემი ძველი სახლის ნანგრევებთან გზა ურმებით იხერგება. მდე-
ლო გამქრალაან სრულებით გადასხვაფერებულა. ღრმა და განიერი ორმო
ამოუთხრიათ და შიგ დაღუპულებს ასაფლავებენ - ჩემი თანარაიონელების
საერთო სამარე. ორმოს გარს ვუვლი და ნაცნობი ადგილიდან შევდივარ
ტყეში. პრინციპში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, სად გავძვრები, მავთულ-
ხლართი ელექტრულად დამუხტული აღარ არის და ტყიდან მტაცებლები
რომ არ შემოიჭრნენ, გასამაგრებლად მისთვის ხის გრძელი ტოტები შეუყე-
ნებიათ. თუმცა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ხომ გაგიგიათ. ტბაზე წას-
ვლას ვაპირებდი, მაგრამ იმდენად სუსტად ვარ, ჩემი და გეილის შეხვედრის
ადგილამდე ძლივს მივდივარ. იმ ლოდზე ვჯდები, რომელზეც ქრესიდამ
ერთად გადაგვიღო. გვერდით მჯდარი გეილის გარეშე ლოდი ძალიან დიდი
მეჩვენება. რამდენჯერმე ვხუჭავ თვალებს და ათამდე ვითვლი იმის იმედით,
რომ როცა გავახელ, უხმოდ და უჩუმრად ჩემ წინ გაჩნდება, როგორც უწინ.
ბოლოს, თავს ვახსენებ, რომ გეილი ახლა მე-2 რაიონშია, კარგი სამსახური
აქვს და ალბათ სხვის ტუჩებს კოცნის.
ძველი ქეთნისის საყვარელი დღეა. ადრეული გაზაფხული. ხანგრძლივი
ზამთრის შემდეგ ტყეში ბუნება იღვიძებს. თუმცა, ენერგიის მოზღვავება, რო-
მელიც ფურისულების დანახვისას ვიგრძენი, თანდათან სუსტდება. მე-12
რაიონის ოღობესთან რომ ვბრუნდები, იმდენად დაღლილი ვარ, ფეხზე ვერ
ვდგები და ტომს დაღუპულთა ნეშტების ურმით მივყავარ შინ. სასტუმრო
ოთახში დივანზე მაწვენს. ვწევარ და შევყურებ შუადღის მზის შუქში მოფარ-
ფატე მტვრის ნაწილაკებს.
უცებ ჩხავილი მესმის და მკვეთრად ვატრიალებ თავს. თავიდან ვერ ვიჯე-
რებ, რომ რასაც ვხედავ, სინამდვილეა. აქ საიდან აღმოჩნდა? რომელიღაც
ველური მხეცის ბრჭყალების კვალი ატყვია, უკანა თათით კოჭლობს.
მთლად ჩამომხმარა. ესე იგი, მე-13 რაიონიდან მართლაც ფეხით უვლია.
შეიძლება იქაურებმა გამოაპანღურეს ან პრიმის გარეშე ვეღარ გაძლო და
მის მოსაძებნად დაბრუნდა.
- ამხელა გზა ტყუილად გამოიარე. ის აქ არ არის, - ვეუბნები მას. ბაია
ჩხავილით მპასუხობს, - აქ არ არის-მეთქი. იჩხავლე, რამდენიც გინდა.

296
პრიმს მაინც ვერ იპოვი, - ჩემი დის სახელის გაგონებაზე ბაია ყურს ცქვეტს
და იმედიანად კნავის, - გაეთრიე!
ბაია ჩემს ნასროლ ბალიშს იცილებს, - წადი აქედან! აქ არაფერი დაგ-
რჩენია! - კატაზე განრისხებული ერთიანად ვცახცახებ, - პრიმი აღარ დაბ-
რუნდება! აქ აღარასდროს დაბრუნდება! - მეორე ბალიშს ვიღებ და ამჯე-
რად ვდგები, რომ უფრო ზუსტად ვისროლო. და უეცრად, ლოყებს ცრემლე-
ბის ნიაღვარი მისველებს, - პრიმი მოკვდა, - ტკივილის დასაცხრობად მკერ-
დზე ვიჭდობ მკლავებს. ისევ ვჯდები, ბალიშს ვარწევ და ვტირი, - პრიმი
მოკვდა, შე სულელო. მოკვდა, - უცებ პირიდან სასოწარკვეთილი, ტირილ-
ნარევი ღიღინი ამომდის. ბაიაც ღნავის. რამდენიც უნდა ვუყვირო, არ მიდის.
შორიდან მივლის, სანამ მე გულამოსკვნილი ვტირი. თუმცა, ბაია ხვდება, უკ-
ვე იცის, რომ წარმოუდგენელი საშინელება მოხდა და თავის გადასარჩენად
მანამდე წარმოუდგენელი რამ უნდა ჩაიდინოს. რამდენიმე საათის შემდეგ
საწოლში გონს რომ მოვდივარ, ბაია გვერდით მიწევს და მთვარის შუქში
თვალები ყვითლად უელვარებს - ბნელი ღამისგან მიცავს.
დილით ბაია ვაჟკაცურად ითმენს, სანამ მე ჭრილობებს ვუწმენდ. თუმცა,
როცა თათში შერჭობილ ეკალს ვაძრობ, საწყლად კნავის. მეც მეტირება და
აი, კვლავ ორივე მოვთქვამთ; ოღონდ ამჯერად ერთმანეთს ვაწყნარებთ.
ბაიას ნუგეშით გულმოცემული დედაჩემის წერილს ვხსნი, მისი ტელეფონის
ნომერს ვკრეფ, ვურეკავ და მასთან ერთად ვაგრძელებ ტირილს. ამასობაში
გრისი სი და პიტა მოდიან. პიტას ახალგამომცხვარი, თბილი პური მოაქვს.
გრისი სი საუზმეს გვიმზადებს და მთელ ჩემს ლორს ბაიას ვაჭმევ.
მრავალი ფუჭად დაკარგული დღის შემდეგ ნელ-ნელა სიცოცხლეს ვუბ-
რუნდები. ექიმ ავრელიუსის რჩევით, ცხოვრების დინებას მივყვები და, ჩემდა
გასაკვირად, ერთხელაც ცხოვრება აზრს იბრუნებს. ექიმს ვუმხელ, წიგნის
დაწერის სურვილი მაქვს-მეთქი და მატარებლის მომდევნო რეისს კაპიტო-
ლიუმიდან დიდი ყუთით პერგამენტის ქაღალდი ჩამოაქვს.
წიგნის იდეა მცენარეების საოჯახო წიგნმა გამიჩინა. ამ ახალ წიგნშიც
ისეთ რამეებს ვწერ, რასაც მეხსიერებას ვერ ვანდობ. გვერდი პიროვნების
სურათით იწყება, ან ფოტოთი, თუ ასეთი რამ მოიპოვება; სხვა შემთხვევაში,
პიტას ესკიზს ან ნახატს ვიყენებ. შემდეგ მკაფიოდ და გარკვევით ჩამოვწერ
ყველა იმ დეტალს, რომელთა დავიწყებაც დანაშაული იქნება - მაგალითად,
როგორ ულოკავდა ლედი პრიმს ლოყას; როგორ იცინოდა მამაჩემი ან

297
როგორ მომიტანა პიტას მამამ ნამცხვრები; ვწერ, რა ფერის თვალები ჰქონ-
და ფინიკს; რის შეკერვა შეეძლო ცინას აბრეშუმის ნაჭრისგან; არ მავიწყდე-
ბა, ბოგსმა ჰოლო რომ გადააპროგრამა, თითის წვერებზე შემდგარი და
მკლავებგაშლილი რუ, თითქოს აფრენას რომ აპირებდა... და ასე შემდეგ.
მე და პიტა ფურცლებს ცრემლებით ვასველებთ და პირობას ვდებთ, რომ
მათ სახსოვრად დიდხანს ვიცოცხლებთ. ბოლოს ჰეიმიჩიც გვიერთდება და
იძულებითი მენტორობის ოცდასამ წელს და თავის შეგირდებს იხსენებს.
თანდათან ჩანაწერები მოკლდება. მხოლოდ უეცრად ამოტივტივებულ მო-
გონებებს ვამატებთ. გვერდებს შორის ფურისულას ან ბედნიერი მომენტების
სამახსოვრო ნივთებს ვინახავთ; მაგალითად, ფინიკის და ენის ახალშობილი
ბიჭის ფოტოს.
უქმად აღარ ვსხედვართ. პიტა აცხობს, მე ვნადირობ. ჰეიმიჩი სასმელის
გამოლევამდე ლოთობს, მერე, სანამ კაპიტოლიუმის მატარებელი ჩამოვა,
ბატებს უვლის. საბედნიეროდ, ბატებს დიდი მოვლა არ სჭირდება. მარტონი
აღარ ვართ. რამდენიმე ასეული ადამიანი ბრუნდება. რაც უნდა მომხდარი-
ყო, მე-12 რაიონი მაინც ჩვენი სამშობლოა. მაღაროები დაკეტილია, მაგრამ
ხალხი ნაცრითა და ფერფლით დაფარულ მიწას ამუშავებს და ყანას თესავს.
ახალი ქარხნის ასაშენებლად კაპიტოლიუმიდან სამშენებლო ტექნიკა ჩა-
მოჰყავთ. ამ ქარხანაში მედიკამენტებს დავამზადებთ. მდელოზე არავის
არაფერი დაუთესავს, მაგრამ კვლავ მწვანედ ბიბინებს.
მე და პიტა ისევ დავახლოვდით. ხანდახან, როცა თვალწინ მოგონებები
ჩაუქროლებს, სკამის საზურგეს ხელს ჩაავლებს და მაგრად ეჭიდება. მე
ღამღამობით მუტანტები და დაღუპული ბავშვების კივილი მაღვიძებს. თუმცა,
პიტა გვერდით მიწევს და მისი მკლავები მამშვიდებს. ბოლოს, მისი ტუჩებიც.
ერთ ღამეს, როგორც მაშინ, მეორე არენის პლაჟზე, კვლავ დაუკმაყოფი-
ლებლობის განცდა მეუფლება და ვხვდები, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც
მოხდებოდა. მე გადასარჩენად გეილის მრისხანებითა და სიძულვილით
აგიზგიზებული ცეცხლი არ მჭირდება. ცეცხლი თვითონაც საკმარისად მაქვს.
მე გაზაფხულის ბაბუაწვერა მჭირდება, სიმბოლო ხელახლა დაბადებისა და
არა - განადგურებისა; პირობა იმისა, რომ მძიმე დანაკარგების მიუხედავად,
ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი ისევ კარგად იქნება. ამის მოცემა კი
ჩემთვის მხოლოდ პიტას შეუძლია.

298
და როცა პიტა ჩურჩულით მეკითხება: - შენ მე გიყვარვარ. მართალი თუ
ტყუილი?
მე ვპასუხობ:
- მართალი.

299
ეპილოგი

ისინი მდელოზე თამაშობენ. შავთმიანი და ლურჯთვალება გოგონა ცეკ-


ვავს. ქერაკულულებიანი და ნაცრისფერთვალება ბიჭუნა ცდილობს, აჰყვეს,
მაგრამ პატარა, პუტკუნა ფეხები ეკეცება და ხშირ-ხშირად ეცემა. ხუთი, ათი,
თხუთმეტი წელი გავიდა, სანამ დავთანხმდებოდი. პიტას ძალიან უნდოდა
შვილები. როცა პირველად ვიგრძენი, როგორ შეინძრა ჩემში ჩემი გოგონა,
ძლიერმა შიშმა შემიპყრო. ეს შიში მხოლოდ ჩემი პირმშოს ხელში აყვანით
გამოწვეულმა ბედნიერებამ გამინელა. ბიჭუნას მუცლით ტარება შედარებით
გამიიოლდა, თუმცა, მასზეც საკმაოდ ვნერვიულობდი.
შეკითხვების დასმის დრო ჯერ მხოლოდ ახლა დგება. არენები გაანადგუ-
რეს და მემორიალური ძეგლები დადგეს. შიმშილის თამაშები აღარ იმარ-
თება. თუმცა, მათ შესახებ სკოლაში ასწავლიან და გოგონამ უკვე იცის, თა-
მაშებში ვინ მონაწილეობდა. ბიჭუნა ამას რამდენიმე წელიწადში შეიტყობს.
როგორ ვუამბო მათ იმ სამყაროს შესახებ ისე, რომ არ დავაფრთხო? ჩემი
შვილებისთვის ამ სიმღერაში უცხო და უცნაური არაფერია:
უღრან ველობზე, ტირიფის ძირას,
რბილ, მწვანე ბალიშზე თუ დადებ თავს,
გადაქანცულმა, დახუჭე თვალი.
ისევ რომ გაახელ, ინათებს ცაში.
აქ უსაფრთხოდ ხარ, ვერავინ გავნებ,
აქ გვირილები გაგითბობს ღამეს,
აქ აგიხდება ტკბილი სიზმრები,
ეს ადგილია დიდი სიკეთის.
ჩემმა შვილებმა არ იციან, რომ სასაფლაოზე თამაშობენ.
პიტა ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩვენ ერთმანეთი გვყავს და
წიგნიც გვაქვს. შვილებს ყველაფერს ავუხსნით და გავაგებინებთ ისე, რომ
არათუ დაფრთხნენ, უფრო მამაცები გახდნენ.
ერთ დღეს მათთვის ჩემი კოშმარების შესახებ სიმართლის გამხელა მო-
მიწევს. როგორ გაჩნდნენ კოშმარები და რატომ არასდროს ქრებიან; ვეტ-
ყვი იმასაც, რომ ხანდახან დილით ვიღვიძებ და სიცოცხლის ხალისი აღარ
მაქვს, რადგან მეშინია, რომ ყველაფერს დავკარგავ. ასეთ დღეებში გონება-
ში ყველა იმ სიკეთეს ჩამოვწერ, რომელთა მომსწრეც პირადად ვყოფილ-
300
ვარ. ერთგვარი თამაშია, რომელიც გამუდმებით მეორდება. ამ ოცი წლის
განმავლობაში ცოტა მოსაწყენიც კი გახდა.
თუმცა, უარესი თამაშებიც არსებობს.

301

You might also like