You are on page 1of 1595

1

2
3
ჯორჯ რ. რ. მარტინი
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

ხმლების გრიგალი

4
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა

ეძღვნება ფილისს,
რომელმაც გადამაწყვეტინა შემომეყვანა წიგნში დრაკონები

5
ქრონოლოგიის შესახებ

გმირები, რომელთა თვალთახედვიდანაც მოთხრობილია „ყინუ-


ლისა და ცეცხლის სიმღერა“, ზოგჯერ ასობით ან ათასობით მილით
არიან ერთმანეთს დაშორებული. ზოგი თავი ერთი დღის ამბებს
მოგვითხრობს, ზოგი – მხოლოდ ერთ საათში მომხდარ ამბებს;
სხვები შეიძლება, ორიოდე კვირასაც გადასწვდეს, ერთ თვეს, ნახე-
ვარ წელიწადს. ასეთი აგებულების გამო თხრობა ვერ იქნება ზუს-
ტად დროში თანმიმდევრული; ზოგჯერ მნიშვნელოვანი რაღაცები
ერთდროულადაც ხდება, ათასობით ლიგით დაშორებულ სხვადას-
ხვა ადგილებში.
– ამჯერად მის ხელთ არსებული წიგნიდან მკითხველი დაინა-
ხავს, რომ „ხმლების გრიგალის“ პირველი თავი იმდენად არ მოს-
დევს „მეფეთა ჯახის“ დამასრულებელ თავებს, რამდენადაც გადა-
ფარავს მათ. ვიწყებ იმით, რომ მზერას მივაპყრობ ზოგ ისეთ რამეს,
რაც პირველკაცთა მუშტზე, რივერანში, ჰარენჰალში და სამკბილა-
ზე ხდებოდა მაშინ, როცა მეფის საბიჯელში შავწყალას ბრძოლა გა-
იმართა, და მის შემდგომ....
ჯორჯ რ. რ. მარტინი

6
პროლოგი

დღე რუხი და სასტიკად ცივი იყო, და ძაღლები კვალის აღებას


უარობდნენ. დიდმა შავმა ძუკნამ ერთი კი დაყნოსა დათვის კვალს,
წამოიყეფა და კუდამოძუებული უკან, ხროვისკენ გაიძურწა. ძაღლე-
ბი საწყალობლად ეკვროდნენ ერთმანეთს მდინარის პირას, ყინუ-
ლოვანი ქარი კი ზედ აწყდებოდათ. მის შემოტევას ჩეტიც გრძნობ-
და, სუსხი შავი შალის და მოხარშული ტყავის ფენებშიც ატანდა.
ასეთ სიცივეში არც კაცს, არც ცხოველს არ დაედგომებოდა, მაგრამ
აგერ, აქ იყვნენ ყველანი. პირი მოეღრიცა და ლამის იგრძნო, ბრა-
ზით როგორ უწითლდებოდა კისერზე და ლოყებზე გამოყრილი მუ-
წუკები. ახლა კედელზე უნდა ვყოფილიყავი არხეინად, წყეული
ყორნებისთვის მომევლო და ბებერი მაისტერ აემონისთვის ცეცხლი
ამენთო ხოლმე. ეს ყველაფერი ბუშმა ჯონ სნოუმ წაჰგლიჯა, მან და
მისმა სქელმა ძმაკაცმა, სემ ტარლიმ. მათი ბრალი იყო, ახლა სად-
ღაც ავსულებიანი ტყის სიღრმეში რომ იყო ჩაკარგული და ყვერებს
იყინავდა ამ ძაღლების ხროვასთან ერთად.
– შვიდ ჯოჯოხეთში წასულხართ, – მაგრად დაქაჩა საბლები,
ძაღლების ყურადღება რომ მიექცია, – კვალს მიჰყევით, ნაბიჭვრე-
ბო. ეს დათვის კვალია. გინდათ ხორცი თუ არა? მიდით! – მაგრამ
მწევრები მხოლოდ აწკმუტუნდნენ და უფრო მიეკვრნენ ერთმანეთს.
ჩეტმა თავისი მოკლე შოლტი მათ თავზემოთ გაატკაცუნა და შავმა
ძუკნამ შემოჰღრინა. – ძაღლის ხორციც დათვის ხორცივით იჭმევა,
– გააფრთხილა იგი ჩეტმა, ყოველი სიტყვა გაყინულ სუნთქვად დი-
ოდა ჰაერში.
დებელ ლარკს მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ხე-
ლები იღლიებში ამოედო. შავი შალის ხელთათმანები ეცვა, მაგრამ

7
სულ იმას ჩიოდა, თითები მეყინებაო. – ვერ ინადირებ, ძაან ჩათლა-
ხურად ცივა, – თქვა მან, – ერთი, ამ დათვის პატრონი დედაც, მაგის
გამო ხომ არ გავიყინებით.
– ხელცარიელი ვერ დავბრუნდებით, – დაიბუხუნა პატარა პოლ-
მა თავისი ყავისფერი ქილვაშებიდან, ლამის მთელ სახეს რომ უფა-
რავდა, – ლორდ-მეთაურს ეს არ მოეწონება, – ფართო, აპრეხილი
ცხვირზე ცინგლი შეჰყინვოდა. სქელი ბეწვის თათმანით დაფარული
უზარმაზარი ტორით მაგრად ბღუჯავდა შუბის ტარს.
– მაგ ბებერი დათვის პატრონი დედაც, – აჰყვა დებელი კაცი. წა-
მახული ნაკვთები და დაცეცებული თვალები ჰქონდა, – დაგავიწ-
ყდა, მორმონტი გათენებამდე რომ მოკვდება? ვის ენაღვლება, რა
მოეწონება და რა არა?
პატარა პოლმა წვრილი შავი თვალები აახამხამა. იქნებ კიდევაც
დაავიწყდაო, გაიფიქრა ჩეტმა. საკმარისად შტერი იყო, რომ რაც-
გინდარა დავიწყებოდა. – რად გვინდა ამ ბებერი დათვის მოკვლა?
რატომ არ შეიძლება, უბრალოდ წავიდეთ და იმას თავი დავანებოთ?
– გგონია, ის დაგვანებებს თავს? – თქვა ლარკმა, – დაგვედევნე-
ბა. გინდა, დაგედევნოს, შე ქათმისტვინა?
– არა, – მიუგო პატარა პოლმა, – არ მინდა. რად მინდა.
– ესე იგი, მოკლავ? – ჰკითხა ლარკმა.
– ჰო, – ზორბა კაცმა შუბის ბოლო გაყინულ ნაპირს დასცხო, –
მოვკლავ. არ უნდა დაგვედევნოს.
ლარკმა იღლიიდან გამოიღო ხელები და ჩეტს მიუბრუნდა.
– ყველა მეთაური უნდა მოვკლათ-მეთქი, გეუბნები.
ჩეტს ამის მოსმენა ყელში ჰქონდა ამოსული.
– მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. ბებერი დათვი კვდება, კიდევ
– ბინდისკოშკელი ბლეინი. გრაბსი და აითანი, რაკი მათდა საუბე-

8
დუროდ გუშაგობა უწევთ, დაივენი და ბენენი – რაკი კვალში ჩადგო-
მა შეუძლიათ, და სერ გოჭი, ყორნების გამო. მეტი არა. ამათ წყნა-
რად დავხოცავთ, სანამ ეძინებათ. ერთი თუ დაიყვირეს, ყველანი
მატლების ლუკმად ვიქცევით, – მუწუკები რისხვით გასწითლებოდა,
– უბრალოდ, გააკეთე, რაც გევალება, და მიხედე, რომ შენმა ბიძაშ-
ვილებმა თავიანთი გასაკეთებელი ქნან. შენ კიდე, პოლ, ეცადე, არ
დაგავიწყდეს, რომ ყველაფერი გუშაგობის მესამე ჯერზე ხდება, მე-
ორეზე კი არა.
– მესამე ჯერი, – წარმოთქვა ზორბა კაცმა თმების და გაყინული
ცინგლების ქვემოდან, – მე და ჩუმალა. მახსოვს, ჩეტ.
იმ ღამით ბნელი მთვარე იქნებოდა; დროც ისე შეარჩიეს, რომ
გუშაგად რვა მათიანი მდგარიყო, ორიც კიდევ ცხენების დარაჯად
იქნებოდა. ამაზე უკეთ დროს ვერც იხელთებდნენ. თანაც, ველურე-
ბი უკვე ყოველდღე შეიძლებოდა წამოსდგომოდნენ. ჩეტი აპირებ-
და, მანამდე აქაურობას გვარიანად მოშორებოდა. ცოცხლად დარ-
ჩენას აპირებდა.
ჩრდილოეთით სამასი შეფიცული ძმა გაემართა: ორასი ციხეშა-
ვიდან და ასიც – ბინდის კოშკიდან. არავის ახსოვდა, როდისმე ასე
დიდი რეიდი მოწყობილიყო, მთელი ებგურის ძალის თითქმის მესა-
მედი გამოსულიყო. ბენ სტარკის, სერ ვაიმარ როისის და სხვა და-
კარგული აეშაგების პოვნას აპირებდნენ და ისიც უნდა გაერკვიათ,
ველურები რატომ ტოვებდნენ თავიანთ სოფლებს. სტარკზე და რო-
ისზე იმაზე მეტი ვერაფერი გაიგეს, რაც კედლიდან წამოსვლის დღეს
იცოდნენ, მაგრამ ის კი შეიტყვეს, სად გაიკრიფნენ ველურები ასე
ერთიანად – მათ ღმერთებისგან მიტოვებული ყინვის ეშვების და-
ჭირხლული ზეგნებისკენ გაეწიათ.
ისემც უქნიათ, ქვეყნის აღსასრულამდე მჯდარან იქ, და ჩეტი ამას
ერთ დამატებით მუწუკადაც კი არ ჩააგდებდა მაგრამ არა. დაბლა
9
ეშვებოდნენ. რძეწყალას მოუყვებოდნენ.
ჩეტმა გახედა. აი, ისიც, რძეწყალა. მდინარის ქვიან ნაპირებს ყი-
ნული მოსდებოდა, მისი მკრთალი, მოთეთრო წყლები დაუსრულე-
ბელ ნაკადად მოისწრაფოდა ყინვის ეშვებიდან. და ახლა მენს რა-
იდერი და მისი ველურებიც იმავე გზას მოუყვებოდნენ. სამი დღის
წინ ბანაკში მთლად გაქაფული თორენ სმოლვუდი დაბრუნდა. სანამ
იგი ბებერ დათვს უამბობდა, თუ რა ნახეს მისმა მზვერავებმა, მისი
რაზმის წევრმა, კეჯ თვალთეთრამ დანარჩენებს უამბო იგივე.
– ჯერ კარგა მაღლა არიან მთებში, მაგრამ აქეთ მოიწევენ, –
თქვა კეჯმა, თან ხელებს ითბობდა კოცონზე, – მეწინავედ ჰარმა
ძაღლისთავა ჰყავთ, ეგ ჩოფურა ძუკნა, ეგა. გოუდი მიეპარა მაგათ
ბანაკს და გარკვევით დაინახა, როგორ იჯდა ცეცხლთან. იმ შტერ
ტამბერჯონს უნდოდა, ქალი ისრით მოეხსნა, მაგრამ სმოლვუდს
ჭკუა ეყო, დაეშალა.
ჩეტმა გადააფურთხა.
– რამდენნი იყვნენ, იცი?
– ბევრი და იმაზეც მეტი. ოცი, ოცდაათი ათასი – დასათვლელად
არ გავჩერებულვართ. ჰარმას მეწინავე რაზმში ხუთასი ჰყავს, და
ყველა ცხენოსანი.
ცეცხლის გარშემო მდგარმა ძმებმა შეშფოთებით გადახედეს ერ-
თმანეთს.
ველურების ცხენოსანი ათეულიც კი იშვიათობა იყო, ხუთასი კი...
– სმოლვუდმა მე და ბენენი გაგვგზავნა, მეწინავეებისთვის რომ
შემოგვევლო და მთავარი ძალისთვის დაგვეხედა, – განაგრძო კეჯ-
მა, – იმათ ბოლო არ უჩანდათ. გაყინული მდინარესავით ზანტად
მოღოღავენ, ოთხ, ხურ მილს გადიან დღეში, მაგრამ როგორც ჩანს,
თავიანთ სოფლებში დაბრუნებას არ აპირებენ. ნახევარზე მეტი ქა-
ლები და ბალღებია, წინ კი საქონელს მოირეკავენ – თხებს,
10
ცხვრებს, ზუბრებსაც კი, ისინი მარხილებს მოითრევენ. მარხილებზე
ბეწვეული და გამოყვანილი ხორცი უწყვიათ, ქათმის გალიები, კა-
რაქის სადღვებლები და სართავი დაზგები, ყველაფერი, რაც კი აბა-
დიათ. ჯორები და ცხენები ისე ჰყავთ დატვირთული, იტყვი, საცაა
წელში გაწყდებიანო. ქალებიც ეგრე.
– რძეწყალას მოჰყვებიან? – იკითხა დებელმა ლარკმა.
– ეგრე არ ვთქვი?
რძეწყალა მათ პირველკაცთა მუშტთან ჩაატარებდა, ამ უძველეს
სიმაგრესთან, სადაც ღამის ებგურმა ბანაკი დასცა. კაცს თუ მისხა-
ლი, გონი შერჩენოდა, მიხვდებოდა, დროა, ავიბარგო და კედლის-
კენ მოვკურცხლოო. ბებერმა დათვმა მუშტი სარებით, თხრილებით
და რკინის ეკლებით გაამაგრებინა, მაგრამ ამისთანა ლაშქარს ეს
არ შეაჩერებდა. აქ თუ დარჩებოდნენ, მტერს ლუკმადაც არ ეყო-
ფოდნენ. თორენ სმოლვუდს კი შეტევა უნდოდა. ძვირფასი დონელ
ჰილი სერ მალადორ ლოკის საჭურველთმტვირთველი იყო, ორი
ღამის წინ კი სმოლვუდი ლოკის კარავში ეწვია. სერ მალადორი
ოტინ ვაითერსის აზრს ეთანხმებოდა, ისიც კედელზე დაბრუნებას
ემხრობოდა, მაგრამ სმოლვუდს მისი გადარწმუნება ეწადა.
– უმტკიცებდა, ეს კედლისმიღმელი მეფე ამსიშორეზე ჩრდი-
ლოეთით სულ არ მოგველისო, – უყვებოდა დანარჩენებს მის ნათ-
ქვამს ძვირფასი დონელი, – ეს მთელი მისი ვეებერთელა ლაშქარი
ფეხარეული ბრბოა, მუქთამჭამლებით სავსე, რომლებმაც არც კი
იციან, ხმალს ხელი საიდან უნდა მოავლონო. ერთი დარტყმა მთელ
რიხს გამოუბერტყავს თავებიდან, მოკურცხლავენ და ისევ თავიანთ
სოროებში შეძვრებიან ასე, ორმოცდაათი წლით მაინცო.
სამასი ოცდაათი ათასის წინააღმდეგ. ჩეტი ამას სრულ სიგიჟედ
თვლიდა, და კიდევ უარესი სიგიჟე ის იყო, რომ სერ მალადორი თო-

11
რენს დაეთანხმა და ახლა ორივე ერთად ბებერი დათვის დაყოლიე-
ბას აპირებდა.
– ძალიან დიდხანს თუ დავიცდით, ამ შემთხვევას დავკარგავთ
და სხვა დროს არც აღარასოდეს ჩაგვივარდება ხელში, – უმტკიცებ-
და სმოლვუდი ყველას, ვინც კი მოსმენას დაყაბულდებოდა. სერ
ოტინ ვაითერსი კი არ ეთანხმებოდა და ამბობდა: ჩვენ ის ფარი
ვართ, კაცთა სახელმწიფოებს რომ იფარავს. ტყუილუბრალოდ
ხმალს არავინ მოისვრის გვერდზეო, რაზეც თორენ სმოლვუდი მი-
უგებდა: ხმალდახმალ ბრძოლაში საუკეთესო თავდაცვა სწრაფი
ძგერებაა, მტერს რომ დასცემს, და არა ფარის უკან ბღუნძვაო.
მაგრამ ბრძანებას არ გასცემდა არც სმოლვუდი, არც ვაითერსი.
ეს მორმონტს უნდა ექნა, მორმონტი კი თავის სხვა მზვერავებს
ელოდა: ჯარმან ბაკველსა და მის რაზმს, რომლებიც გოლიათის კი-
ბეს აუყვნენ, და ქორინ ნახევარხელას და ჯონ სნოუს, რომლებიც ზუ-
ზუნა უღელტეხილის დასაზვერად წავიდნენ. ოღონდ ბაკველი და ნა-
ხევარხელა დაბრუნებას აგვიანებდნენ. ალბათ დაიხოცნენ. ჩეტმა
წარმოიდგინა, როგორ ეგდო სადღაც, მთის უკაცრიელ წვერზე,
ლურჯი და გაყინული ჯონ სნოუ, იმ ნაბიჭვარ საჯდომში კი ველურის
შუბი ჰქონდა გაჩრილი. ამ ფიქრმა ღიმილი მოჰგვარა. იმედია, იმ
წყეულ მგელსაც მიასიკვდილებენ.
– არანაირი დათვი აქ არ არის, – მოჭრა უეცრად, – ძველი კვა-
ლია, ესაა და ეს. წავედით უკან, მუშტისკენ.
ძაღლებმა ისე გაქაჩეს, ლამის წააქციეს – მათაც ძალიან უნდო-
დათ დაბრუნება. შეიძლება ეგონათ, გვაჭმევენო. ამაზე ჩეტს ეცინე-
ბოდა. უკვე სამი დღე იყო, ძაღლებისთვის არ ეჭმია, უნდოდა, დაემ-
შია და გაეავებინა. ამაღამ, სანამ სიბნელეში გასხლტებიან, ძაღ-
ლებს ცხენების მწკრივებს შორის აუშვებს, მას მერე, რაც ძვირფასი
დონელ ჰილი და ბრტყელტერფა კარლი საბლებს გადაჭრიან.
12
მთელ მუშტს აღავღავებული ძაღლები და დამფრთხალი ცხენები
მოედებიან, კოცონებზე ირბენენ, კედელს გადაახტებიან და კარვებს
გაქელავენ. მთელ ამ ალიაქოთში შეიძლება, საათები გასულიყო,
სანამ ვინმე შეამჩნევდა, რომ თოთხმეტი ძმა აკლდათ. ლარკს უნ-
დოდა, ორჯერ მეტიც ყოფილიყვნენ, მაგრამ განა რას უნდა მოელო-
დე ვიღაც შტერი, თევზის სუნად აქოთებული დებელისგან? არასწორ
ყურს ჩაუჩურჩულებდი სიტყვას და, მოხედვასაც ვერ მოასწრებდი,
ისე გაგაგდებინებდნენ თავს. არა, თოთხმეტი კარგი რაოდენობა
იყო, საკმარისი, რომ გაეკეთებინათ, რაც სჭირდებოდათ, და არც
იმდენი, რომ საიდუმლო ვერ შეენახათ. მათი უმრავლესობა ჩეტმა
თავად გადმოიბირა. თუნდაც ეს, პატარა პოლი. ყველაზე ჯანიანი კა-
ცი იყო კედელზე, თუმცა კი – მკვდარ ლოკოკინაზე უფრო ზანტი. ერ-
თხელ ველური მკლავების შემოჭერით გადაწყვიტა წელში. ხანჯა-
ლაც მათი იყო, მისივე საყვარელი იარაღის სეხნია, და ის პატარა
რუხი კაციც, ძმები ჩუმალას რომ ეძახდნენ. მას ახალგაზრდობაში
ასობით ქალი გაებახებინა და უყვარდა კვეხნა, როგორ ვერავის შე-
ეძლო მისი დანახვა, ან მისი ნაბიჯის გაგონება, სანამ ფეხებშორის
არ შეუგდებდა ხოლმე. გეგმაც ჩეტმა დააწყო. ჭკვიანი გახლდათ;
ოთხი არხეინი წელი მაისტერ აემონის მნედ ჰქონდა გატარებული,
სანამ იმ ნაბიჭვარმა ჯონმა არ გამოუძახა გარეთ, რომ ჩეტის საქმე
იმ თავისი ღორი ძმაკაცისთვის გაენაღდებინა. ამაღამ, სემ ტარლის
რომ მოკლავდა, აპირებდა, ჩაეჩურჩულებინა, სიყვარულით მომი-
კითხე ლორდი სნოუო, შიგ ყურში, მანამ, სანამ სერ გოჭს ყელს გა-
მოჭრიდა და იმ ქონის ნაკეცებში ბუყბუყით გადმოდინდებოდა სის-
ხლი. ჩეტმა ყორნების მოვლა იცოდა, ასე რომ, მათთან გამკლავება
არ გაუჭირდებოდა, იმაზე მეტად არა, ვიდრე ტარლისთან. დანის
ერთი შეხებაც იკმარებდა, იმ მშიშარას ქვეშ რომ ჩაესველებინა და
მოთქმა-ვედრება დაეწყო, შემიბრალეო. რამდენიც უნდა, ივედროს,
13
ეს არ უშველის. სემს ყელს რომ გამოსჭრის, მერე გალიებს დახსნის
და ფრინველებს გააფრთხობს, წერილმა კედლამდე რომ არ მიაღ-
წიოს. ჩუმალა და პატარა პოლი ბებერ დათვს მოკლავენ, ხანჯალა
ბლეინს მიხედავს, ლარკი და მისი ბიძაშვილები კი ბენენს და ბებერ
დაივენს მიაჩუმებენ, მერე მათ გაქცეულების კვალს რომ არ დაუწ-
ყონ ჩხრეკა. უკვე ორი კვირა იყო, საგზალს მალავდნენ, და ძვირფას
დონელს და ბრტყელტერფა კარლს ცხენები გამზადებული ეყოლე-
ბათ. მორმონტი რაკი მოკვდება, მეთაურად – ოტინ ვაითერსი დარ-
ჩება, ბებერი და უღონო კაცი, თანაც – მფრთხალი. მზე ჯერ ჩასული
არ იქნება, უკვე კედლისკენ მოკურცხლავს და არც ჩვენს დასადევ-
ნებლად გაიმეტებს ხალხს.
ძაღლები ხეებს შორის მიიკვლევდნენ გზას და მასაც ექაჩებოდ-
ნენ. ჩეტი ხედავდა სიმწვანეში ამოჩრილ მუშტს. ისეთი ბნელი დღე
იდგა, ბებერმა დათვმა ჩირაღდნები აანთებინა, ფართო წრედ ენ-
თნენ იმ ქვის ზღუდის გასწვრივ, გვირგვინად რომ ედგა ციცაბო ქვი-
ან გორაკს.
ნაკადული გადაიარეს. წყალი ყინულივით ცივი იყო და ზედაპირ-
ზეც ყინული ედებოდა.
– ვაპირებ, ზღვის ნაპირისკენ გავწიო, – გაუმხილა მათ დებელმა
ლარკმა, – ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ნავს ავიშენებთ და შინ,
დებზე გავცურავთ.
შინ კი გაიგებენ, დეზერტირები რომ ხართ და მაგ სულელ თავებს
დაგაყრევინებენ, გაიფიქრა ჩეტმა. ფიცის სიტყვების წარმოთქმის
მერე ღამის ებგურს ვეღარ დატოვებდი. შვიდ სამეფოში სადაც არ
უნდა გნახონ, დაგიჭერენ და მოგკლავენ. აი, უხელო ოლო ამბობდა,
უკან, ტიროშში გავცურავო, იმასაც ამბობდა, იქ ხელს არავინ მოგ-
კვეთავს რაღაცის აწაპნისთვის, არც გასაყინად გადაგხვეწენ მთელი

14
დარჩენილი სიცოცხლე იმის გამო, რომ მავანი რაინდი ცოლის ლო-
გინში გიპოვიდა. ჩეტი ფიქრობდა, მეც ხომ არ გავყვეო, მაგრამ
იმათ წკლაპუნა ენაზე ვერ ლაპარაკობდა. ან კი რა უნდა ეკეთებინა
ტიროშში? როკაპის ჭაობში გაზრდილმა, ხელობა არაფრის იცოდა.
მამამისმა მთელი ცხოვრება სხვისი მიწების დამუშავებასა და წურ-
ბელების გროვებაში გალია. გაშიშვლდებოდა ხოლმე, ისე, რომ სი-
შიშვლეს სქელი ტყავის ნაკუწიღა უფარავდა, და ჭაობის წყლებში
შევიდოდა. იქიდან ამოსულს მკერდიდან კოჭებამდე წურბელები ეს-
ხა. ზოგჯერ ჩეტს მათ მოძრობაში იხმარიებდა. ბიჭს ერთხელ ერთი
ცალი ხელისგულზე მიეკრო და მანაც ზიზღით მიასრისა კედელს. მა-
მამ ამის გამო დაასისხლიანა, ისე სცემა. მაისტერები თორმეტ წურ-
ბელაში ერთ პენის იხდიდნენ.
ლარკს შეეძლო, შინ დაბრუნებულიყო, თუ უნდოდა, და წყეულ
ტიროშელსაც, მაგრამ არა ჩეტს. როკაპის ჭაობს თვალითაც აღარა-
სოდეს, არაფრისდიდებით ნახავს. მას კრასტერის სიმაგრე მოუვიდა
თვალში. კრასტერი იქ ლორდივით ცხოვრობდა და ჩეტსაც ვითომ
რატომ არ უნდა ექნა იგივე? თავშესაქცევი ამბავი იქნებოდა: წურბე-
ლების მჭერის ძე ჩეტი ციხის მფლობელი ლორდი რომ გახდებოდა!
ღერბად შეეძლო, თორმეტი წურბელა აეღო, ვარდისფერ ველზე.
მაგრამ ან ლორდობას რატომ უნდა დასჯერებოდა? იქნებ, მეფეც
გამხდარიყო. მენს რაიდერმა ყვავად დაიწყო. მეც შემეძლო, მასა-
ვით მეფე გავმხდარიყავი და რამდენიმე ცოლი მყოლოდა. კრას-
ტერს ცხრამეტი ჰყავდა, იმ პატარა შვილების ჩაუთვლელად, ჯერ
ლოგინში ჩასაწვენად რომ არ ვარგოდნენ. ცოლების ნახევარი
კრასტერივით ბებერი და მახინჯი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა
აქვს. ბებრებს საჭმლის მზადებას და სახლის ლაგებას, სტაფილოე-
ბის ამოღებას და საღორეების ხვეტას დაავალებდა, ახალგაზრდები
კი ლოგინს გაუთბობდნენ და შვილებს გაუჩენდნენ. კრასტერი ვერ
15
გაუძალიანდებოდა, თუ მანამდე პატარა პოლი ჩაიხუტებდა.
ჩეტი მხოლოდ იმ ქალების სიახლოვეს იცნობდა, რომლებსაც
თხუნელქალაქში ყიდულობდა. ჭაბუკობაში სოფლის გოგოები
ერთს შეხედავდნენ მის დამუწუკებულ სახეს და ზიზღით შეტრიალ-
დებოდნენ ხოლმე. ყველაზე უარესი ფეთხუმი ბესა იყო. ეს გოგო
როკაპის ჭაობის ყველა ბიჭს უწვებოდა და ჩეტმაც იფიქრა, ვითომ
ჩემთანაც რატომ არაო? ერთ დილას ველური ყვავილებიც კი დაუკ-
რიფა, რომ გაიგო, უყვარსო, მაგრამ გოგომ სიცილი დააყარა და მი-
ახალა, უმალ მამაშენის წურბელებს ჩავუწვები ლოგინში, ვიდრე შე-
ნო. ოღონდ ჩეტმა დანა რომ ჩასცა, მერე აღარ ეცინებოდა. იმ წუთას
გოგოს სახის დანახვა ერთი სიამე იყო, ჰოდა, მეორედაც ჩასცა.
შვიდ წყაროსთან რომ დაიჭირეს, ბებერმა ლორდმა ვალდერმა თა-
ვიც კი არ შეიწუხა, მის გასასამართლებლად რომ მოსულიყო. თავი-
სი ერთ-ერთი ბუში გამოგზავნა, ვალდერ რივერსი, და ჩეტმა თვა-
ლის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, რომ უკვე კედლის გზას გაუყე-
ნეს იმ აქოთებულ შავ ეშმა იორენთან ერთად. ერთი ტკბილი წამის
სანაცვლოდ მთელი ცხოვრება წაართვეს.
მაგრამ ახლა აპირებდა, ცხოვრებაც დაებრუნებინა და კრასტე-
რის ქალებიც მიეღო. ის გარყვნილი ბებერი ველური მაგაში მართა-
ლი იყო. თუ ქალი გინდა, უნდა დაისაკუთრო, ყვავილები კი არ უნდა
ჩუქნო იმ იმედით, ეგება და ჩემი მუწუკები ვეღარ შენიშნოსო. ჩეტი
ამ შეცდომას მეტად აღარ ჩაიდენდა.
ყველაფერი გამოვა, მეასეჯერ აღუთქვა თავისთავს. თუ მოვა-
ხერხეთ და აქედან სუფთად გავძვერით. სერ ოტინი სამხრეთისკენ
გაქუსლავს, ბინდის კოშკისკენ, აქედან კედლამდე ეგ უმოკლესი
გზაა. ჩვენი დევნით თავს არ შეიწუხებს, ვაითერსი მაგის კაცი არაა,
უკან საღ-სალამათად დაბრუნების მეტი არც არაფერი ენდომება.
თორენ სმოლვუდი მაინც კი დაიჟინებდა, შევუტიოთო, მაგრამ სერ
16
ოტინს სიფრთხილე ძვლებში აქვს გამჯდარი და უფროსიც ისაა. და,
ასეც და ისეც, ჩვენ რომ წავალთ, მერე ამას მნიშვნელობაც არ ექნე-
ბა, სმოლვუდმა ვისაც უნდა, იმას შეუტიოს. რა გვენაღვლება? თუ
მათგან არავინ დაბრუნდება კედელზე, ჩვენც არავინ გამოგვიდგება
საძებრად, იფიქრებენ, რომ სხვებთან ერთად დავიხოცეთ. ეს აზრი
ახლა გაუჩნდა და მაცდუნებლადაც მოეჩვენა; მაგრამ იმისათვის,
რომ მეთაურობა სმოლვუდს რგებოდა, სერ ოტინი და სერ მალა-
დორ ლოკიც უნდა მოეკლათ, მათ კი ორივეს კარგად იცავდნენ,
დღისით თუ ღამით... არა, რისკი მეტისმეტად დიდი იყო.
– ჩეტ, – უთხრა პატარა პოლმა, ხეგუშაგებსა და ჯარისკაცა-ფიჭ-
ვებს შორის გაწოლილ ქვიან ნადირის ბილიკს რომ მისდევდნენ, –
ფრინველს რაღა ვუყოთ?
– რა ჯანდაბა ფრინველს? – ეს ბატისტვინაღა აკლდა, რაღაც
ფრინველზე ლაპარაკით.
– ბებერი დათვის ყორანს, – აუხსნა პატარა პოლმა, – პატრონს
თუ მოვკლავთ, ჩიტს ვინღა აჭმევს?
– ფეხებზე არ გკიდია? ჩიტიც მოკალი, თუ გინდა.
– ჩიტის მოკვლა სულ არ მინდა, – თქვა ზორბა კაცმა, – მაგრამ
მაგან ხო ლაპარაკი იცის. რომ თქვას, რა ვქენით?
დებელი ლარკი ახარხარდა.
– ამ პატარა პოლს ტვინზე გალავანი აკრავს, – დასცინა.
– მოკეტე, იცოდე, – დაემუქრა პოლი.
– პოლ, – მიმართა ჩეტმა, სანამ ზორბა კაცი ძალიან არ გაბრა-
ზებულიყო, – როდესაც მოხუცს ყელგამოჭრილს იპოვიან სისხლის
გუბეში მწოლარეს, ჩიტის თქმა აღარ დასჭირდებათ, მოკლულიაო.
პატარა პოლი ერთხანს ამაზე ფიქრობდა.
– მართალია, – დაეთანხმა ბოლოს, – მაშინ შეიძლება, ჩიტი მე

17
დავიტოვო? მომწონს. – შენი იყოს, – დაეთანხმა ჩეტი, ოღონდ გა-
ეჩუმებინა.
– რომ მოგვშივდება, შეგვიძლია, შევჭამოთ, – შესთავაზა ლარ-
კმა.
პატარა პოლი ისევ მოიღუშა.
– გირჩევნია, ჩემს ჩიტს შეჭმა არ დაუპირო, ლარკ. გირჩევნია.
ჩეტს ხეების მიღმიდან უკვე ლაპარაკის ხმები მოესმოდა.
– დახურეთ ეგ წყეული პირები ორივემ, გესმით? თითქმის მოვე-
დით.
გორაკს დასავლეთიდან მიადგნენ და გარშემო შემოუარეს, სამ-
ხრეთის ფერდისკენ გასწიეს, სადაც დაქანება ნაკლები იყო. ტყის პი-
რას ათიოდე კაცი ისრის სროლაში ვარჯიშობდა. ხის ზროებზე სა-
მიზნეები მოეხაზათ და მიზანში ისროდნენ.
– ნახეთ, – თქვა ლარკმა, – მშვილდიანი ღორი.
მართლაც, მათკენ ყველაზე ახლო მდგომი მშვილდოსანი თავად
სერ გოჭი იყო, ის სქელუა, ჩეტს მაისტერ აემონის თანაშემწის ადგი-
ლი რომ მოჰპარა. სემუელ ტარლის მხოლოდ დანახვამაც კი ბრა-
ზით აავსო. მაისტერის მნედ ყოფნა მისი ცხოვრების საუკეთესო ხანა
იყო. ბრმა მოხუცი არ იყო მომთხოვნი, თანაც მეტწილად კლიდასი
უვლიდა. ჩეტს ბევრი არაფერი ევალებოდა: საფრინველეს გამოწ-
მენდა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მიტანა... და აემონს მისთვის
ერთხელაც არ დაურტყამს. ჰგონია, შეუძლია, უბრალოდ შემობ-
რძანდეს და მე გარეთ გამიძახოს, მარტო იმიტომ, რომ ლორდის
შვილია და კითხვა იცის? აბა, ჩემი დანაც წაიკითხოს, სანამ იმით
ყელს გამოვჭრი. – თქვენ წადით, – უთხრა დანარჩენებს, – მე მინ-
და, ამას ვუყურო.
ძაღლები ექაჩებოდნენ, უნდოდათ, წასულებს გაჰყოლოდნენ,
ეგონათ, იქ, მაღლა, საჭმელი ელოდათ. ჩეტმა ძუკნას ჩექმის წვერი
18
ამოსცხო და ამან ძაღლები ცოტა დააშოშმინა.
ხეების მიღმიდან უყურებდა, სქელი ბიჭი როგორ ეჯაჯგურებოდა
ლამის თავის სიმაღლე მშვილდს, წითელი, მრგვალი სახე დაძაბუ-
ლობისგან მოსჭმუხვნოდა. მის წინ მიწაში სამი ისარი ერჭო. ტარ-
ლიმ ისარი მოარგო და მოზიდა, კარგა ხანს მოჭიმული ეჭირა, უმიზ-
ნებდა მერე გაუშვა. ისარი სიმწვანეში გაუჩინარდა. ჩეტმა ხმამაღლა
გაიცინა, მისმა მარცხმა გული მოფხანა.
– იმას ვეღარ ვიპოვით და მე დამაბრალებენ – განაცხადა ედ ტო-
ლეტმა, მკაცრმა ჭაღარა საჭურველთმტვირთველმა, რომელსაც
ყველა მწუხარე ედს ეძახდა, – ისე ხომ არაფერი დაიკარგება, თითი
ჩემკენ რომ არ გამოიშვირონ – სულ ასეა მას მერე, რაც ცხენი დავ-
კარგე. თითქოსდა ჩემი ბრალი ყოფილიყო ცხენი თეთრი იყო და
თოვდა – აბა, რა ეგონათ?
– ის ისარი ქარმა წაიღო, – თქვა გრენმა, ისიც ლორდ სნოუს მე-
გობარი იყო, – ეცადე, მშვილდი მყარად გეჭიროს, სემ.
– მძიმეა, – დაიწუწუნა სქელმა ბიჭმა, მაგრამ მეორე ისარს მაინც
დასწვდა ეს მაღლა წაუვიდა, მიზანზე ათი ფუტით ზემოთ შესრიალდა
ტოტებში. აა ია – უეჭველად, იმ ხეს ფოთოლი გააგდებინე, – უთხრა
მწუხარე ედმა, – შემოდგომა ისედაც ჩქარა დგება, ფოთლების ჩა-
მოყრაში მოხმარება არ სჭირდება, – მან ამოიოხრა, – ჩვენ ყველამ
ვიცით, შემოდგომას რა მოსდევს. ღმერთებო, ძალიან შემცივდა.
ბოლო ისარიც ისროლე, სემ, თორემ სადაცაა, ენა სასაზე მიმეყინე-
ბა სერ გოჭმა მშვილდი დახარა და ჩეტს მოეჩვენა ახლა აღრიალდე-
ბაო – ძალიან მძიმეა.
– მოარგე, მოზიდე და გაუშვი, – უთხრა გრენმა, მიდი.
სქელმა ბიჭმა მორჩილად ამოაძრო მიწიდან ბოლო ისარი, მო-
არგო თავის გრძელ მშვილდს, მოზიდა და გაუშვა. სწრაფად ისრო-

19
ლა, თვალმოხუჭულს საგულდაგულოდ არ უცქერია ისრის გას-
წვრივ, როგორც წინა ორ ჯერზე. ისარი ნახშირით დახატულ სილუ-
ეტს მკერდქვემოთ გაეწონა და ცახცახით გაჩერდა.
– მოვარტყი, – სერ გოჭის ხმაში გაოცება ისმოდა, – გრენ, და-
ინახე? ედ, შეხედე, მოვარტყი!
– შიგ ნეკნებში გაუყარე, – უთხრა გრენმა.
– მოვკალი? – ვერ ცხრებოდა სქელი ბიჭი.
ტოლეტმა მხრები აიჩეჩა.
– ფილტვს გაუხვრეტდი, ფილტვი რომ ჰქონოდა. ხეებს, რო-
გორც წესი, არ აქვთ ხოლმე, – სემს მშვილდი ხელიდან გამოართვა,
– თუმცა ამაზე უარესი ნასროლიც მინახავს. ხო, და ერთი-ორჯერ
მეც უარესად გამისვრია.
სერ გოჭს სახე გაებადრა. მისთვის რომ შეგეხედა, იფიქრებდი,
მართლაც რაღაც ქნაო. მაგრამ, ჩეტი და მისი ძაღლები რომ დაინა-
ხა, ღიმილი ერთბაშად ჩამოუჭკნა. – ახლა ხეს მოარტყი, – უთხრა
ჩეტმა, – ვნახოთ, რას იზამ, მენს რაიდერის ბიჭებისთვის რომ მოგი-
წევს სროლა. ასე კი არ დაგიდგებიან, ხელებგაშვერილები და ფოთ-
ლებაშრიალებულები, არა! პირდაპირ შენკენ გამოექანებიან ყიჟი-
ნით და, ნაძლევს ვდებ, ეგ შარვალი თუ არ ჩაისველო. რომელიმე
ზუსტად მაგ პატარა, ღორის თვალებს შორის ჩაგაჭედებს ტაბარს.
ბოლო ხმა, რასაც გაიგონებ რკინის ჯახანი იქნება შენს თავის ქალა-
ზე.
სქელი ბიჭი ცახცახებდა. მწუხარე ედმა მხარზე დაადო ხელი.
– ძმაო, – წარმოთქვა კუშტად, – ის, რომ შენ ასე მოგივიდა, სუ-
ლაც არ ნიშნავს, რომ სემუელსაც ეგრე დაემართება.
– რაზე მეუბნები, ტოლეტ?
– ტაბარზე, თავი რომ გაგიჩეხა. მართალია, რომ ნახევარი ტვინი
მიწაზე დაგექცა და შენმა ძაღლებმა შესანსლეს?
20
დიდმა, ტეტია გრენმა გადაიხარხარა და სემუელ ტარლიმაც კი
მოახერხა, ოდნავ გაეღიმა. ჩეტმა ახლო მდგარ ძაღლს წიხლი უთა-
ვაზა, საბლები მოქაჩა და აღმართს შეუყვა. იღიმე, რამდენიც გინდა,
სერ გოჭო. იმასაც ვნახავთ, ამაღამ ვინ გაიცინებს. იმასღა ნატრობ-
და, ნეტავ, ტოლეტის მოსაკლავი დროც მქონოდაო. ეგ დაღვრემი-
ლი ცხენისსიფათიანი ბრიყვი, ეგა.
ასასვლელი მუშტის ამ მხრიდანაც კი ციცაბო იყო, თუმცა სხვა
ფერდებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დაქანებული. ცოტა
რომ აიარეს, ძაღლები აყეფდნენ და საბლები გაქაჩეს, ეგონათ, მა-
ლე საჭმელს მივიღებთო. ამის ნაცვლად ჩეტმა მათ ჩექმა უთავაზა,
ერთ დიდ, ავ ძაღლს კი, რომელმაც კბილები გაუწკაპუნა, შოლტიც
გადაუჭირა. ძაღლები რომ დააბა, მეთაურისთვის ანგარიშის მოსახ-
სენებლად წავიდა.
– ის ნაკვალევი მართლაც ვნახეთ, როგორც გოლიათი ამბობდა,
მაგრამ ძაღლებმა კვალი არ აიღეს, – უთხრა მორმონტს, რომელიც
თავისი დიდი შავი კარვის წინ იდგა, – ასეთ ადგილას, მდინარეს-
თან, შეიძლება, ძველი კვალიც იყოს შერჩენილი. – ცუდია, –
ლორდ-მეთაურ მორმონტს მელოტი თავი და გაბურძგნილი ჭაღარა
წვერი ჰქონდა და ხმაშიც ეტყობოდა ის დაღლილობა, სახეზე რომ
ეხატა, – ახლა ყველას მოგვაღონიერებდა ცოტაოდენი ახალი ხორ-
ცი.
მის მხარზე შემომჯდარმა ყორანმა თავი გადახარა და გამოეხმა-
ურა:
– ხორცი. ხორცი. ხორცი.
შეგვეძლო, ის წყეული ძაღლები მოგვეხარშაო, გაიფიქრა ჩეტმა,
მაგრამ ენას კბილი დააჭირა, სანამ ბებერმა დათვმა არ დაითხოვა.
და ეს ბოლოჯერაა, ამისთვის თავის დაკვრა რომ მიწევს, კმაყოფი-

21
ლებით გაივლო გულში. ეჩვენებოდა, რომ უფრო მეტადაც კი აცივ-
და, თუმცა მანამდე დაიფიცებდა, ეს შეუძლებელიაო. ძაღლები გა-
ყინულ ტალახზე იდგნენ, საწყალობლად ეკვროდნენ ერთმანეთს და
ლამის იყო, ჩეტიც შემძვრალიყო მათ შორის; მაგრამ, ამის ნაც-
ვლად, სახეზე შავი შალის შარფი შემოიხვია, ისე, რომ ხვეულებს
შორის პირისთვის ნაპრალი დატოვა. იცოდა, თუ არ გაჩერდებოდა,
ნაკლებად შესცივდებოდა, ამიტომაც აუჩქარებლად შემოუარა გარ-
შემო ბანაკს, ფოთოლმწარას ღეჭავდა და ცოტ-ცოტას გუშაგად
მდგარ შავ ძმებსაც უწილადებდა, თან ისმენდა, რას ლაპარაკობ-
დნენ. დღის გუშაგებიდან არავინ იყო მისი შეთქმულების მონაწილე;
და მაინც, თვლიდა, რომ კარგი იქნებოდა, სცოდნოდა, რას ფიქრობ-
დნენ ისინი.
ისინი ძირითადად იმას ფიქრობდნენ, რომ მურტლად ციოდა.
ჩრდილები დაგრძელდა და ქარიც გაძლიერდა. წრიული ზღუდის
ქვებში მოძვრებოდა და გაწვრილებული ხმით მოთქვამდა.
– მეჯავრება ეს ხმა, – თქვა კაფანდარა გოლიათმა, – თითქოს
ბუჩქებში ჩვილი გდია და რძეს ითხოვს.
შემოვლას რომ მორჩა და ძაღლებთან დაბრუნდა, ნახა, რომ
ლარკი ელოდა.
– მეთაურები ისევ ბებერი დათვის კარავში არიან შეკრებილი,
გაცხარებით ლაპარაკობენ. – მაგის მეტი რა იციან, – მიუგო ჩეტმა,
– ეგენი ყველანი კეთილშობილები არიან, ბლეინის გარდა; ღვინის
მაგივრად სიტყვებით თვრებიან.
ლარკი ახლოს მიუდგა.
– ის ბატისტვინა ისევ ფრინველზე ლაპარაკობს, – გააფრთხილა
ჩეტი და მიმოიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ახლოს არავინ არისო,
– ახლა მეკითხება, იმ წყეული ჩიტისთვის მარცვალი თუ გვაქვს გა-
დანახული.
22
– ეგ ყორანია, – უთხრა ჩეტმა, – გვამებს ჭამს.
ლარკი გაიკრიჭა.
– მაგისას, შეიძლება?
ან შენსას. ჩეტს მიაჩნდა, რომ ზორბა ძმა უფრო მეტად გამოად-
გებოდათ, ვიდრე ლარკი.
– მორჩი პატარა პოლზე ჭრიჭინს. შენ შენს საქმეს იზამ, ის – თა-
ვისას. ტყეში უკვე ბინდი მოიპარებოდა, დებელი რომ მოიშორა და
ხმლის სალესად ჩამოჯდა. თათმანიანი ხელით უძნელდებოდა, მაგ-
რამ გახდას არ აპირებდა. ასეთ სიცივეში ნებისმიერი სულელი, ვინც
ფოლადს შიშველ ხელს წაავლებდა, ტყავსაც შეატოვებდა ზედ.
მზე რომ ჩავიდა, ძაღლები წკმუტუნს მოჰყვნენ. ჩეტმა მათთვის
წყალი და გინება გაიმეტა.
– კიდევ ნახევარი ღამეც და, იქეიფებთ, – უთხრა მათ. ამასობაში
ვახშმის სუნიც მოუვიდა.
სამზად კოცონთან დაივენი ღაღადებდა, როდესაც ჩეტი მზარე-
ულ ჰეიკისგან ხმელი პურის ყუას და ცერცვისა და ლორის შეჭამა-
დით სავსე ჯამს იღებდა. – ტყეში ნამეტანი სიჩუმეა, – ამბობდა ბებე-
რი მეტყევე, – არც ბაყაყები ყიყინებენ მდინარესთან, არც ბუები კი-
ვიან ბნელში. ეგეთი მკვდარი ტყე ჯერ არასოდეს გამიგია.
– მკვდარი ხმა შენს კბილებს აქვთ, – უთხრა ჰეიკმა.
დაივენმა თავისი ხის კბილები დააჩხაკუნა.
– არც მგლების ხმა ისმის. ადრე ისმოდა, ახლა – აღარ. სად წა-
ვიდნენ, როგორ გგონიათ?
– სადმე, სითბოში, – უთხრა ჩეტმა.
ცეცხლის პირას მჯდარი თორმეტიოდე ძმისგან ოთხი მისიანი
იყო. სანამ ჭამდა, ყოველ მათგანს ყურადღებით აკვირდებოდა, რომ
შეეტყო, რომელიმე ხომ არ შემდრკალაო. ხანჯალა მშვიდი ჩანდა,
ჩუმად იჯდა და ხმალს ლესავდა, ისევე, როგორც ყოველ საღამოს.
23
ძვირფასი დონელ ჰილიც არხეინად ლაზღანდარობდა. თეთრი კბი-
ლები და მსხვილი წითელი ტუჩები ჰქონდა, ყვითელი თმა კი მოხდე-
ნილ ჩქერებად ეყარა მხრებზე, და ამტკიცებდა, რომელიღაც ლანის-
ტერის ბუში ვარო. იქნებ კიდევაც იყო. ჩეტს ლამაზი ბიჭები არაფ-
რად ეპიტნავებოდა, არც ბუშები, მაგრამ ძვირფასი დონელი თით-
ქოს უკან დახევას არ აპირებდა. ჩეტს ნაკლებად ეიმედებოდა მეტყე-
ვე ხისხერხი, რომელსაც ძმებმა ეს სახელი ხვრინვის გამო უფრო შე-
არქვეს, თორემ ხეებთან ბევრი არაფერი აკავშირებდა. ამწუთას ისე
აფორიაქებული ჩანდა, იქნებ მეტად არც არასოდეს ეხვრინა. მას-
ლინი კიდევ იმაზე უარესადაც იყო. ჩეტი ხედავდა, როგორ ჩამოს-
დიოდა სახეზე ოფლი ამ გამყინავ ქარში. ოფლის ცვარი ცეცხლის
შუქზე ბრწყინავდა, წვრილ-წვრილი ძვირფასი თვლების დარად.
მასლინი არც ჭამდა, მხოლოდ ჩასჩერებოდა თავის წვნიანს, თით-
ქოს მისი სუნისგან ის-ის იყო, წამოაზიდებდა. ამაზე თვალი უნდა მე-
ჭიროსო, გაიფიქრა ჩეტმა.
– შეიკრიბეთ! – მოისმა უეცრად ათობით დაძახილი და ხმა სწრა-
ფად მოედო ბანაკის ყოველ კუთხეს, – ღამის ებგურის მებრძოლე-
ბო! მთავარ კოცონთან მოგროვდით! ჩეტმა შუბლშეკრულმა მოათა-
ვა წვნიანი და სხვებს მიჰყვა.
კოცონის წინ ბებერი დათვი იდგა, მის უკან სმოლვუდი, ლოკი,
ვაითერსი და ბლეინი გამწკრივებულიყვნენ. მორმონტს სქელი შავი
ქურქი მოესხა, მხარზე ყორანი ეჯდა და ბუმბულებს ისწორებდა. ეს
კარგს არაფერს მოასწავებდა. ჩეტი ლეგა ბიმარსა და რომელიღაც
ბინდისკოშკელს შორის ჩაეკვეხა. ტყეში მდგარი მზირების და გა-
ლავნის გუშაგების გარდა ყველა რომ შეიკრიბა, მორმონტმა ყელი
ჩაიწმინდა და გადააფურთხა. ფურთხი მანამდე გაიყინა, სანამ მიწა-
ზე დაეცემოდა.
– ძმებო, – წარმოთქვა მან, – ღამის ებგურის მეომრებო.
24
– მეომრებო! – დაიჩხავლა ყორანმა, – მეომრებო!
– ველურები სალაშქროდ გამოვიდნენ, ისინი მთებიდან ეშვები-
ან და რძეწყალას მოუყვებიან. თორენი ფიქრობს, რომ მათი მეწინა-
ვენი ათ დღეში მოგვადგებიან. მათი ყველაზე გამოცდილი მეომრე-
ბი ჰარმა ძაღლისთავას ახლავან მოწინავე რაზმში. დანარჩენები,
ალბათ, არიერგარდში იდგებიან, ან თავად მენს რაიდერის ამალას
გაამაგრებენ. სხვაგან, მთელი მარშის გასწვრივ, მათი მებრძოლები
მეჩხრად იდგებიან. მათ ჰყავთ ხარები, ჯორები, ცხენები... მაგრამ,
საკმაოდ ცოტა. უმრავლესობა ქვეითად ივლის, ცუდად შეიარაღებუ-
ლი და გაუწაფავები იქნებიან. იარაღად ფოლადის ნაცვლად უმეტე-
სად ქვა და ძვალი ექნებათ. სიარულში აფერხებთ ქალები, ბავშვები,
ცხვრისა და თხის ფარები და მთელი ავლადიდება, რაც კი მოეპოვე-
ბათ. ერთი სიტყვით, ბევრნი არიან, მაგრამ – იოლად მოსარეველ-
ნი... და არ იციან, აქ რომ ვართ ანუ უნდა ვილოცოთ, რომ არ იცოდ-
ნენ.
იციან, გაიფიქრა ჩეტმა შე წყეულო ჩირქის ტომარავ, ისე იციან,
რომ მზე მაღლა იყოს. ქორინ ნახევარხელა უკან არ დაბრუნებულა,
ასეა? არც ჯარმან ბაკველი. რომელიმე მათგანი ხელში თუ ჩაიგდეს,
გადასარევად იცი, რომ ველურებს აქამდე უკვე აჭიკჭიკებული ეყო-
ლებათ.
სმოლვუდი წინ წამოდგა.
– მენს რაიდერი აპირებს, კედელი გაარღვიოს და შვიდ სამეფოს
სისხლისმღვრელი ომი დაატეხოს. ჰოდა, ეს თამაში ორმაც შეიძლე-
ბა ითამაშოს. დილით იქით მივართმევთ ომს.
– განთიადისას მთელი ჩვენი შემადგენლობით დავიძვრებით, –
თქვა ბებერმა დათვმა, შეკრებილებს კი ბუტბუტმა გადაურბინა, –
ჩრდილოეთისკენ გავემართებით და დასავლეთისკენ მარყუჟზე

25
მოვტრიალდებით. იმ დროისთვის, ჩვენ რომ მოვბრუნდებით, ჰარ-
მას მეწინავეები მუშტს უკვე კარგად იქნებიან ჩაცდენილები. ყინვის
ეშვების მისადგომები სავსეა ვიწრო, დაკლაკნილი ველებით, პირ-
დაპირ ჩასაფრებისთვის რომ არის ზედგამოჭრილი. მათი მარში
მრავალ მილზე იქნება გაწელილი.
ჩვენ მათ ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დავეცემით,
ისე, რომ ფიცილს მოჰყვნენ, სამი ათასი იყვნენ, სამასი კი არაო.
– მწარედ დავცხებთ და გავეცლებით, სანამ მათი ცხენოსნები
დაწყობას მოასწრებენ შემოსატევად, თუ დაგვედევნენ, გავექცევით,
მერე მოვბრუნდებით და კოლონას ახლა სხვაგან შევუტევთ. დავუწ-
ვავთ ფორნებს, ფარებს გავუფანტავთ და დავხოცავთ, რამდენსაც
მოვახერხებთ. თავად მენს რაიდერს მოვკლავთ, თუ ვიპოვეთ. თუ
გატყდებიან და თავიანთ ქოხებში შეძვრებიან, ესე იგი, გავიმარ-
ჯვეთ. თუ არა, კედლამდე ასე მივრეკავთ და ვიზრუნებთ, რომ მათი
გზა გვამებით იყოს მოფენილი – ისინი ათასობით არიან! – დაიძახა
ვიღაცამ ჩეტის უკან.
– დავიხოცებით, – ეს მასლინის შიშით გაბზარული ხმა იყო.
– დავიხოცებით! – დაიჩხავლა მორმონტის ყორანმა და ფრთები
ააფართხუნა, – დავიხოცებით!
– ჰო, ბევრი დავიხოცებით, – დაეთანხმა ბებერი დათვი, – იქნებ,
ყველანიც. მაგრამ, როგორც სხვა ლორდ-მეთაურმა თქვა ათასი
წლის წინათ, ამიტომაც შეგვმოსეს შავი. გახსოვდეთ ფიცის სიტყვე-
ბი, ძმებო. ჩვენ ვართ მახვილები წყვდიადში, კედელზე მდგარი გუ-
შაგები ვართ.
– ცეცხლი ვართ, სიცივეს რომ გაფანტავს, – სერ მალადორ ლო-
კიმ ორლესული იშიშვლა.
– ნათელი, განთიადი რომ მოაქვს, – გაეპასუხნენ სხვები და
ხმლებმა კვლავ დატოვეს ქარქაშები.
26
მერე კი ყველამ იშიშვლა ხმალი, თითქმის სამასი ხმალი აღი-
მართა ცისკენ და ამდენივე ხმა დაირხა:
– საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს! ფარი, კაცთა სახელმწი-
ფოებს რომ იცავს!
ჩეტს სხვა გზა არ ჰქონდა, იმათ უნდა აჰყოლოდა. ჰაერში ნის-
ლად იდგა მათი სუნთქვა, ფოლადზე კი ცეცხლის ენები კრთოდა.
გულზე მოეშვა, როცა დაინახა, რომ ლარკი, ჩუმალა და ძვირფასი
დონელ ჰილიც ასე მოიქცნენ, თითქოს ისინიც დანარჩენებივით უტ-
ვინოები ყოფილიყვნენ. კარგია. არ არის საჭირო, ყურადღება მიიპ-
ყრო, როცა ჩვენი დრო ახლოვდება.
დაძახილი რომ მიწყდა, ისევ ჩაესმა წრიულ კედელს მომწყდარი
ქარის ხმა. ალი ბრუნავდა და ცახცახებდა, თითქოს მასაც სციოდა;
ჩამოწოლილ სიჩუმეში კი ბებერი დათვის ყორანმა ხმამაღლა დაიყ-
რანტალა და ერთხელაც თქვა:
– დავიხოცებით.
რა ჭკვიანი ჩიტიაო, გაიფიქრა ჩეტმა. მეთაურებმა ყველა დაით-
ხოვეს და გააფრთხილეს, ამაღამ კარგად ეჭამათ და გამოეძინათ.
ჩეტი ძაღლების მახლობლად ქურქებქვეშ შეძვრა, სულ ეფიქრებო-
და, რას შეეძლო მათთვის ხელის შეშლა. ვაითუ იმ წყეულმა ფიცმა
რომელიმე მისიანს გუნება უცვალოს? ან პატარა პოლს დაავიწყდეს
და მორმონტის მოკვლა მესამის ნაცვლად გუშაგობის მეორე ჯერზე
სცადოს? ან მასლინი შეშინდეს, ან ვინმემ რამე შეიტყოს, ან...
მიხვდა, რომ ტყეს უგდებდა ყურს. ქარი ბავშვივით მოთქვამდა,
დროდადრო ჩაესმოდა ადამიანების ლაპარაკი, ცხენის ჭიხვინი,
ცეცხლის ტკაცუნი. მაგრამ სხვა არაფერი. სიჩუმე იდგა.
თვალწინ ბესას სახე უკრთოდა. დანის შეყოფა კი არ მინდოდაო
შენთვისო, სურდა ეთქვა გოგოსთვის. მე ყვავილები დაგიკრიფე, ვე-

27
ლური ვარდები, ასფურცელები და ბაიები; მთელი დილა იმათ კრე-
ფაში გავლიე. გული დოლივით უბაგუნებდა, ისე ხმამაღლა, რომ ში-
შობდა, მძინარე ბანაკი არ გავაღვიძოო. პირის გარშემო წვერზე ყი-
ნული ჰქონდა მოდებული. ეს საიდანღა მოუვიდა თავში? ადრე ბესა-
ზე ფიქრისას მხოლოდ ის ახსენდებოდა, როგორი იყო, როცა კვდე-
ბოდა. ახლა რა დაემართა? სუნთქვა უჭირდა. ჩაეძინა? მუხლებზე წა-
მოიწია და ცხვირზე რაღაც სველი და ცივი მოედო. ჩეტმა ცას ახედა.
თოვდა.
გრძნობდა, ლოყებზე როგორ ეყინებოდა ცრემლები. ეს უნამუ-
სობააო, უნდოდა ეყვირა. თოვლი მთელ საგულდაგულოდ დაწყო-
ბილ გეგმებს უფუშავდა. ბარდნიდა, მსხვილი თეთრი ფიფქები ცვი-
ოდა გარშემო. თოვლში როგორ იპოვიან თავიანთ საგზლის სამა-
ლავს, ან იმ ნადირის ბილიკს, რომელსაც აღმოსავლეთისკენ უნდა
გაჰყოლოდნენ? ჩვენ სადევნად არც დაივენი ან ბენენი დასჭირდე-
ბათ, თუ ახალ თოვლში მოგვიხდება გაქცევა. თან თოვლი მიწის ოღ-
როჩოღროებს მალავს, მით უფრო – ღამით. ცხენმა შეიძლება, ფეს-
ვზე წაიბორძიკოს ან ქვაზე წაიმტვრიოს ფეხი. ჩავფლავდითო, მიხ-
ვდა. მანამდე ჩავფლავდით, ვიდრე დავიწყებდით. დავმარცხდით.
აღარ ეღირსება წურბელების მჭერის ვაჟს ლორდის ცხოვრება, არც
საკუთარი სიმაგრე ექნება, აღარც ცოლები, არც გვირგვინი. მხო-
ლოდ ველურის ხმალს მიიღებს ფაშვში და მერე – უსახელო სამა-
რეს. ეს ყველაფერი თოვლმა გამომაცალა ხელიდან... წყეულმა
თოვლმა...
ადრეც სნოუმ დაურღვია ცხოვრება და გეგმები. სნოუმ და მისმა
ხელის ღორმა. ჩეტი წამოდგა. ფეხები გაშეშებოდა. შორეული ჩი-
რაღდნები ბუნდოვან ნარინჯისფერ ციალად მოჩანდა ბარდნაში. ეჩ-
ვენებოდა, რომ უფერული, ცივი ხოჭოების გუნდი ესხმოდა თავს.

28
ხოჭოები ასხდებოდნენ მხრებზე, თავზე; ცხვირსა და თვალებში უფ-
რინდებოდნენ. გინებით ჩამოიფერთხა ისინი. სემუელ ტარლიო, გა-
ახსენდა უცებ. ჯერ კიდევ შემიძლია, სერ გოჭს გავუსწორო ანგარი-
შები. სახეზე შარფი შემოიხვია, ჩაჩი წამოიხურა და სწრაფი ნაბიჯით
გასწია იქით, სადაც იმ მხდალს ეძინა.
ისე უხვად ბარდნიდა, რომ კარვებს შორის გზა დაებნა, მაგრამ,
ბოლოს და ბოლოს, შენიშნა პატარა, მყუდრო ქარსაფარი, სქელ
ბიჭს კლდესა და ყორნების გალიებს შორის რომ გაემართა. ტარლი
შავი შალის საბნებისა და ბანჯგვლიანი ქურქების ბორცვის ქვეშ იყო
ჩაფლული. ქარი თოვლს აყრიდა და ნელ-ნელა ფარავდა.
რბილ, მომრგვალებულ გორაკს წააგავდა. ჩეტმა ხანჯალი ქარ-
ქაშიდან ამოაცურა და ფოლადმა იმედივით უჩუმრად გაიშრიალა
ტყავზე. ერთმა ყორანმა დაიყრანტალა. სნოუო, ჩაიბურტყუნა მე-
ორემ და შავი თვალით გამოიჭყიტა გისოსებს შორის. პირველმაც
სნოუო, კვერი დაუკრა. ჩეტმა გვერდულად ჩაუარა გალიას, სიფ-
რთხილით დგამდა ყოველ ნაბიჯს. მარცხენა ხელს სქელ ბიჭს პირზე
დააფარებს, ყვირილი რომ დაუხშოს, და მერე...
უუუუუუუუჰოოოოოოროოოო!
გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა და პირზე მომდგარი გი-
ნება შეიკავა, როდესაც ბანაკს ცახცახით მოედო საყვირის ხმა –
მკრთალი და შორეული, მაგრამ უტყუარი. ახლა არა, წყეული იყ-
ვნენ ღმერთები, ახლა არა! ბებერმა დათვმა მუშტის გარშემო მთელ
წრეზე ხეებში მზირები ჩამალა, ვინმეს მოახლოება რომ ემცნოთ.
ჯარმან ბაკველი დაბრუნდა გოლიათის კიბიდანო, მიხვდა ჩეტი, ან
ქორინ ნახევარხელა ჩამოვიდა ზუზუნა უღელტეხილიდან. საყვირის
ერთი დაძახილი ძმების დაბრუნებას იუწყებოდა. ეს თუ ნახევარხე-
ლა იყო, მას შეიძლება, ცოცხალი და საღ-სალამათი ჯონ სნოუც
ხლებოდა.
29
თვალებდასიებული სემ ტარლი წამოჯდა და გაოცებით მიაჩერ-
და თოვლს. ყორნები ხმამაღლა ყრანტალებდნენ და ჩეტს თავისი
ძაღლების ღავღავი ესმოდა. ნახევარ წყეულ ბანაკს ღვიძავს. თათ-
მანიანი თითები ხანჯლის ტარზე შემოეჭდო და უცდიდა, როდის მი-
ილეოდა დაძახილი. მაგრამ ჯერ მიმწყდარიც არ იყო, რომ კვლავ
მოისმა, უფრო ხმამაღლა, უფრო გრძლად:
უუუუუუუუუუუუუუუჰოოოოოოოოოოოოო!
– ღმერთებო, – ჩაესმა ჩეტს სემის ქვითინი. სქელი ბიჭი მუხლებ-
ზე წამოდგა, ფეხები მოსასხამსა და საბნებში ეხლართებოდა. წიხ-
ლით გადაყარა გვერდზე და იქვე, კლდეზე დაკიდებულ ჯაჭვის აბ-
ჯარს მისწვდა. თავზე ჩამოიმხო მისი ფართო კალთები, წვალებით
მოირგო და მხოლოდ მერეღა შეამჩნია იქვე მდგარი ჩეტი.
– ორჯერ იყო? – ჰკითხა, – მესიზმრა, რომ ორი დაძახილი გავი-
გონე...
– არ დაგსიზმრებია, – უთხრა ჩეტმა, – ორჯერ დასძახეს და ებ-
გურმა იარაღი უნდა აისხას. ორი დაძახილი მტრის მოახლოებას
ნიშნავს. ერთი ტაბარი მოაქვთ, ზედ გოჭიო, ასე აწერია, სქელო.
ორი დაძახილი ველურებს ნიშნავს, – იმ ფართო, მთვარესავით
მრგვალ სახეზე გამოსახული შიშის დანახვისას გადახარხარება მო-
უნდა, – მაგათი პატრონი დედებიც იხმაროს შვიდივე ჯოჯოხეთმა.
წყეული ჰარმა. წყეული მენს რაიდერი. წყეული სმოლვუდი, ასე
თქვა, არ მოგვადგებიან კიდევ... უუუუუუუუუუუუუუუჰოოოოოოოო-
ოოოროოო!
ხმა გაგრძელდა, გაგრძელდა, გაგრძელდა; გეგონებოდა, არა-
სოდეს მიჩუმდებაო. ყორნები ფართხალებდნენ და ჩხაოდნენ, გა-
ლიებში დაფრენდნენ და გისოსებს აწყდებოდნენ; მთელ ბანაკში ღა-
მის ებგურის მეომრები იღვიძებდნენ, აბჯარს ირგებდნენ, წელზე

30
ხმლებს ირტყამდნენ, ტაბარებს და მშვილდებს სწვდებოდნენ. სემუ-
ელ ტარლი იდგა და ცახცახებდა, სახე იმ ფიფქების ფერი ჰქონდა,
მის გარშემო ჰაერში რომ რიალებდა.
– სამი! – უკივლა ჩეტს, – სამი იყო, სამჯერ გავიგონე. სამჯერ
არასოდეს ჩაუბერავთ. ასეული, ათასეული წლებია, რაც არ ჩაუბე-
რავთ. სამი ნიშნავს...
– სხვებს, – ნახევრად სიცილით, ნახევრად ტირილით წარმოთ-
ქვა ჩეტმა და უცებ საცვალი დაუსველდა. გრძნობდა, როგორ დას-
დიოდა ფეხზე შარდი და შარვლის წინა ნაწილზე ადენილ ორთქლს
ხედავდა.

ჯეიმი

აღმოსავლეთის ქარი დაბურდულ თმას უშლიდა სერსეის თითე-


ბივით ნაზი, სურნელოვანი შეხებით. ესმოდა ჩიტების გალობა და
გრძნობდა, როგორ იძვროდა მდინარე ნავის ქვეშ, ნიჩბების მოსმა
კი მკრთალი ვარდისფერი განთიადისკენ მიაქროლებდათ. იმდენ
ხანს სიბნელეში ყოფნის მერე სამყარო ისე ტკბილი იყო, რომ ჯეიმი
ლანისტერს თავბრუ ესხმოდა. ცოცხალი ვარ და მზის სინათლით
ვარ მთვრალი. საფარიდან წამოფრენილი მწყერივით ანაზდეული
სიცილი მოსწყდა ბაგიდან.
– წყნარად, – დაიბუხუნა გოგომ და მოიღუშა. მის ფართო, უშნო
სახეს ეს ღუშვა ღიმილზე მეტად უხდებოდა. თუმცა ჯეიმის მისი ღი-
მილი არც ენახა. თავის შესაქცევად წარმოიდგინა, რომ გოგოს ამ
მოქლონებიანი ტყავის კურტაკის ნაცვლად სერსეის აბრეშუმები ეც-
ვა. გინდ ძროხას ჩააცვი აბრეშუმები და გინდ ამას. მაგრამ ამ ძრო-
ხას ნიჩბის მოსმა შეეძლო. უხეში ტილოს ყავისფერი ბრიჯიდან თით-

31
ქოს ქვისგან ნაკვეთი წვივები მოუჩანდა, მკლავებზე კი ნიჩბის ყოვე-
ლი მოსმისას გრძელი კუნთები ებურცებოდა. ნახევარი ღამე იყო,
უსვამდა, დაღლილობა კი ჯერაც არ ეტყობოდა, რასაც ვერ იტყოდი
კუზენ კლიოსზე, რომელიც მეორე ნიჩაბს უჯდა. რომ შეხედავ, ზორ-
ბა, ჯანიან გლეხის გოგოს ჰგავს, მაგრამ კეთილშობილივით ლაპა-
რაკობს და ხმალი და ხანჯალი არტყია. ოღონდ, თუ იცის მათი ხმა-
რება? ჯეიმი აპირებდა, გაერკვია ეს, როგორც კი ამ ბორკილებს მო-
იშორებდა.
მაჯებზე და კოჭებზე რკინის ხუნდები ედო და დაახლოებით ერთ
ფუტის სიგრძის ჯაჭვით იყო ერთმანეთზე გადაბმული. „თითქოს ჩემი
ლანისტერის სიტყვა არ კმაროდეს“, გაიხუმრა მან, ბორკილები
რომ დაადეს. იმ დროს უკვე ძალიან მთვრალი იყო, კეტლინ სტარ-
კის წყალობით. რივერანიდან გამოქცევის მხოლოდ ნაწყვეტები და
სურათები ახსოვდა. მედილეგესთან საქმე ცოტა გაჭირდა, მაგრამ
გოგო მას მოერია. ამის მერე უსასრულო კიბე აიარეს, წრიულად,
წრიულად მიუყვებოდნენ მაღლა. ფეხები ბამბასავით ჰქონდა და ერ-
თი-ორჯერ წაიბორძიკა, მერე კი გოგო გვერდში ამოუდგა და მკლავ-
ზე დაიყრდნო. რაღაც დროის მერე მგზავრის მოსასხამში გამოახვი-
ეს და ნავის ფსკერზე დააგდეს. ახსოვდა ლედი კეტლინის ხმა, რო-
დესაც ის ვიღაცებს უბრძანებდა, წყლის ჭიშკრის გისოსები აეწიათ.
სერ კლიოს ფრეის უკან, მეფის საბიჯელში ვაგზავნი დედოფლის-
თვის გადასაცემი ახალი პირობებითო, ისე გამოაცხადა, შეპასუხება
ვერავინ გაბედა.
მერე, ეტყობა, ჩაეძინა. ღვინომ ძილი მოჰგვარა და გაჭიმული
წოლაც ისე სასიამოვნო იყო – საკანში ამ ფუფუნებას ჯაჭვები არ ანე-
ბებდა. ჯეიმიმ დიდი ხნის წინ ისწავლა უნაგირზე თვლემა ხან-
გრძლივი სალაშქრო მგზავრობის დროს. აქ ძილი უფრო ადვილიც
იყო. ტირიონი სიცილით გაიგუდება, რომ გაიგებს, როგორ მეძინა
32
საკუთარი გამოქცევის დროს. ოღონდ ახლა ეღვიძა და ბორკილები
აწუხებდა. – მილედი, – დაუძახა გოგოს, – ამ ჯაჭვებს თუ მომხსნი,
ნიჩბების მოსმაში შევენაცვლებოდი.
გოგომ ისევ შეიკრა შუბლი. სახეა – ნუ იტყვი: მარტო ცხენის კბი-
ლები და მოღუშული ეჭვი.
– გექნება ეგ ჯაჭვები, მეფისმკვლელო – აპირებ, მეფის საბიჯე-
ლამდე ეგრე უსვა, გოგო?
– ბრიენს დამიძახებ. და არა გოგოს.
– მე სერ ჯეიმი მქვია. და არა მეფისმკვლელი.
– უარყოფ, რომ მეფე მოკალი?
– არა. შენ კი შენს სქესს უარყოფ? მაშინ შეიხსენი ეგ ბრიჯები და
მიჩვენე, – მან გოგოს მიამიტად შესცინა, – გეტყოდი, ხიფთანი შე-
იხსენი-მეთქი, მაგრამ, როგორც აქედან ვატყობ, ეგ ვერაფერსაც
ვერ დაგვიმტკიცებს სერ კლიოსი შეშფოთდა.
– კუზენ, ზრდილობა ნუ გავიწყდება ამ კაცში ლანისტერების სის-
ხლი გაწყალებულია. სერ კლიოსი მისი მამიდის და იმ უტვინო ემონ
ფრეის შვილი იყო, რომელიც ლორდ ტაივინ ლანისტერის წინაშე
შიშით ცახცახებდა იმ დღიდან მოყოლებული, რაც მისი და შეირთო.
როდესაც ლორდმა ვალდერ ფრეიმ ტყუპები რივერანის მხარეს
ჩართო ომში, სერ ემონმა მამის ერთგულებას ცოლის ერთგულება
არჩია. კასტერლის კლდემ ამით ვერც ვერაფერი მოიგოო, გაიფიქ-
რა ჯეიმიმ. სერ კლიოსი ქრცვინს ჰგავდა, ბატივით იბრძოდა და გა-
მორჩეულად გაბედული ცხვარივით მამაცი იყო. ლედი სტარკი მას
თავისუფლებას შეჰპირდა, თუ იგი ქალის გზავნილს ტირიონს გა-
დასცემდა, და სერ კლიოსმა საზეიმოდ აღუთქვა ვალის აღსრულება.
იმ საკანში ყველამ საკმაოდ ბევრი იფიცა, და ჯეიმიმ – ყველაზე
მეტი. ეს საფასური ლედი კეტლინმა მის გათავისუფლებაში მოით-

33
ხოვა. მან ზორბა გოგოს ხმლის წვეტი ჯეიმის გულზე მიაბჯინა და უთ-
ხრა:
– შემომფიცე, რომ აღარასოდეს აიღებ ხელში იარაღს სტარკის
ან ტალის წინააღმდეგ. შემომფიცე, რომ აიძულებ შენს ძმას, ამის-
რულოს დანაპირები, რომ ჩემს ასულებს საღ-სალამათს დამიბრუ-
ნებს. შემომფიცე, როგორც რაინდმა, როგორც ლანისტერმა, რო-
გორც მეფის ქეშიკთა შეფიცულმა ძმამ. შემომფიცე შენი დის სიცოც-
ხლის, შენი მამის სიცოცხლის, შენი ძის სიცოცხლის სახელით; შე-
მომფიცე ძველი და ახალი ღმერთების წინაშე, და მე გაგგზავნი უკან,
შენს დასთან. იუარე და, შენს სისხლს დავღვრი, – ჯეიმის ახსოვდა,
როგორ უჩხვლიტა ფოლადმა მისი სამოსი ძონძების ზემოდან, რო-
ცა ქალმა ხმლის წვეტი შემოატრიალა.
ნეტავ, რას იტყვის სეპტონი იმ ფიცის სიწმინდეზე, რომელიც გა-
ლეშილმა მთვრალმა, კედელზე მიჯაჭვულმა, მკერდზე ხმალმიბჯე-
ნილმა დადე? არა, ჯეიმის მართლაც რამედ კი არ ენაღვლებოდა ეს
ფუჭი წარმოდგენა, ან ის ღმერთები, რომლებსაც ვითომდა აღია-
რებდა. გაახსენდა ის ბადია, ლედი კეტლინმა მის საკანში რომ გა-
დააყირავა. უცნაური ქალია, თუ თავის გოგონებს ანდობს კაცს, ვი-
საც ღირსებად განავალი აქვს. თუმცა, რაც შეუძლია, ნაკლებს კი ან-
დობს. იგი ტირიონის იმედადაა, ჩემს იმედად კი არა.
– ბოლოს და ბოლოს, იქნებ, არც ისე სულელი ქალია, – თქვა
ხმამაღლა.
მისმა დამატყვევებელმა არასწორად გაიგო.
– სულელი არ ვარ. და არც ყრუ.
ჯეიმიმ თავაზიანად უპასუხა; ამ გოგოს დაცინვა ისე იოლი იყო,
რომ არც კი ეხალისებოდა.
– ჩემ თავს ველაპარაკებოდი; და შენზე არ მითქვამს. საკანში
ასეთ რამეებს იოლად ეჩვევი.
34
გოგომ შეუბღვირა, ნიჩაბს მიაწვა და უკან გამოქაჩა, მიაწვა და
გამოქაჩა, აღარაფერი უთქვამს.
ისეთივე ენაწყლიანია, როგორიც ლამაზი.
– ლაპარაკზე გეტყობა, კეთილშობილი უნდა იყო.
– მამაჩემი სელვინ ტართელია, ღმერთების წყალობით, შეღამე-
ბის ლორდი, – ესეც კი უწადინოდ მოახსენა.
– ტართი, – თქვა ჯეიმიმ, – როგორც მახსოვს, ვიწრო ზღვაში
ამოჩრილი შიშის მგვრელი, ვეებერთელა კლდეა. და შეღამება გრი-
გალის კიდესაა შეფიცული. როგორ მოხდა, რომ შენ რობ ვინტერ-
ფელელს ემსახურები?
– მე ლედი კეტლინს ვემსახურები. მან კი მიბრძანა, უხიფათოდ
ჩაგაბარო შენს ძმა ტირიონს მეფის საბიჯელში, და არა გელაზღან-
დარო მთელი გზა. გაჩუმდი. – სიჩუმით ყელამდე ვარ სავსე, ქალო.
– მაშინ სერ კლიოსს ელაპარაკე. მე ურჩხულებისთვის არაფერი
მაქვს სათქმელი. ჯეიმი ავიშვიშდა.
– აქ ურჩხულები არიან? წყალში იმალებიან? თუ იმ ტირიფნარ-
ში? მე კი ხმალი არ მაქვს!
– კაცი, რომელიც დას გააბახებს, თავის მეფეს მოკლავს და
უცოდველ ბავშვს სასიკვდილოდ გაიმეტებს, სხვა სახელს არ იმსა-
ხურებს.
უცოდველს? ის გაფუჭებული ბიჭი გვითვალთვალებდა. ჯეიმის
სერსეისთან განმარტოება სურდა ერთი საათით, სხვა არაფერი.
ჩრდილოეთში მოგზაურობა ერთ გაწელილ ტანჯვად ექცა. სულ
თვალწინ ჰყავდა და ვერ ეხებოდა, თან იცოდა, რომ რობერტი ყო-
ველ ღამით მთვრალი ენარცხებოდა მის ლოგინში. ტირიონი ძალას
არ ზოგავდა მის გასამხიარულებლად, მაგრამ ეს არ კმაროდა.
– სერსეიზე როცა ლაპარაკობ, ზრდილობა არ დაგავიწყდეს, გო-
გო, – გააფრთხილა. – ბრიენი მქვია, გოგო კი არა.
35
– რაში გენაღვლება, ურჩხული რას დაგიძახებს?
– ბრიენი მქვია, – გაიმეორა მან ჯიუტად.
– ლედი ბრიენი? – გოგო ისე უხერხულად შეიშმუშნა, რომ ჯეიმიმ
იგრძნო, სუსტ ადგილს მივაგენიო, – თუ სერ ბრიენი უფრო მოგ-
წონს? – ჯეიმიმ გაიცინა, – არა, არ მგონია. შეიძლება, მეწველ ძრო-
ხას აღვირი ამოსდო და აბჯარი ჩააცვა, სულ აბრეშუმის თოქალ-
თოებით დაამშვენო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმით საომრადაც
გაჭენდები. – კუზენ, გთხოვ, ასე უხეშად არ ილაპარაკო, – მოსასხა-
მის ქვეშ სერ კლიოსს იალმაგზე ფრეიების ტყუპი კოშკიც ეხატა და
ლანისტერების ლომიც, – შორი გზა გვაქვს გასავლელი და არ ღირს
ჩხუბი.
– როცა ვჩხუბობ, კუზენ, ამას ხმლით ვშვრები ხოლმე. ახლა
ქალბატონს ვესაუბრები. მითხარი, გოგო, ტართზე ყველა ქალი შენ-
სავით უშნოა? საცოდავი თქვენი კაცები, მაშინ. მაგრამ იქნებ, არც
კი იციან, როგორია ნამდვილი ქალი, თუ სულ იმ ზღვაში ამოჩრილ
საზარელ მთაზე ცხოვრობენ.
– ტართი ლამაზია, – ჩაიბუზღუნა გოგომ, თან შეუჩერებლად უს-
ვამდა ნიჩაბს, – საფირონის კუნძულს ეძახიან. დაჩუმდი, ურჩხულო,
თუ არ გინდა, ალიკაპი ამოგდო. – თვითონაც მეუზრდელება, ასე
არაა, კუზენ? – მიუბრუნდა ჯეიმი სერ კლიოსს, – ისე კი, უნდა გით-
ხრა, რკინის გული ჰქონია. ბევრი კაცი ვერ გაბედავდა, ჩემთვის ურ-
ჩხული ეძახა პირში.
თუმცა ზურგსუკან, უეჭველია, არ მაკლებდნენ.
სერ კლიოსმა ნერვიულად ჩაახველა.
– აშკარად, ლედი ბრიენს ეგ ტყუილები კეტლინ სტარკისგან
აქვს გაგონილი. სტარკებს იმედი არ აქვთ, რომ ხმლით დაგამარ-
ცხებენ ამიტომაც მოშხამული სიტყვებით გეომებიან.

36
მათ ხმლით დამამარცხეს, შე უნიკაპო კრეტინო ჯეიმიმ მრავალ-
მნიშვნელოვნად გაიღიმა. ასეთ ღიმილში ადამიანებს ყველაფერი
შეუძლიათ, ამოიკითხონ, თუ დააცადე. კუზენმა კლიოსმა მართლაც
მიირთვა ეს ნაგავი თუ მხოლოდ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას
ცდილობდა? ვისთან გვაქვს საქმე: პატიოსან ბატისტვინასთან თუ
ქლესასთან?
– თუ ვინმე იფიქრებს, რომ მეფის ქეშიკთა შეფიცული ძმა ბავშვს
რამეს ავნებს, მაშ, მას ღირსებისა არაფერი სცოდნია.
ქლესა. მართალი რომ ითქვას, ჯეიმიმ მერე ინანა ბრანდონ
სტარკის იმ ფანჯრიდან გადაგდება. მერე, ბიჭი რომ არ მოკვდა, სერ-
სეი გაუთავებლად უბურღავდა ტვინს.
– შვიდი წლის იყო, ჯეიმი, – ჩასჩიჩინებდა ხოლმე, – რომც მიმ-
ხვდარიყო, რა დაინახა, მოვახერხებდით, დაგვეშინებინა და ისე
გაგვეჩუმებინა.
– რას ვიფიქრებდი, თუ შენ...
– შენ არასოდეს ფიქრობ. ბიჭი თუ გამოფხიზლდა და უთხრა მა-
მამისს, რაც ნახა... – თუ თუ თუ, – მან ქალი მიიზიდა და მუხლებზე
ჩამოისვა, – თუ გამოფხიზლდა, ვიტყვით, რომ ყველაფერი ეზმანა.
ტყუისო, ვიტყვით. თუ ამითაც არაფერი ეშველა საქმეს, ავდგები და
ნედ სტარკს მოვკლავ.
– და მერე რა გგონია, რობერტი რას იზამს?
– რობერტმა რაც უნდა, ის ქნას. თუ საჭირო გახდა, საომრად გავ-
ყვები. „ომი სერსეის სარცხვინელისთვის“ – ასე დაარქმევენ მომ-
ღერლები.
– ჯეიმი, გამიშვი, – გაცეცხლდა სერსეი და წამოსადგომად გა-
იწია. მაგრამ ჯეიმიმ გაშვების ნაცვლად აკოცა. ქალი თავიდან შე-
ეწინააღმდეგა, მაგრამ მერე მის ბაგეს ბაგე გაუხსნა. ახსოვდა ღვი-

37
ნისა და მიხაკის გემო მის ენაზე. ქალი ათრთოლდა. ჯეიმიმ გულის-
პირზე ჩაავლო ხელი და გამოქაჩა, აბრეშუმი გაიხა და ძუძუები კა-
ბიდან გადმოუცვივდა, და სტარკი ბიჭი ერთხანს დავიწყებას მიეცა.
იქნებ, სერსეის მერე ისევ მოაგონდა ბიჭი და ის კაცი დაიქირავა,
ლედი კეტლინი რომ ამბობდა; სურდა, დანამდვილებით სცოდნოდა,
არასოდეს გაიღვიძებსო? მისი მოკვლა რომ ნდომოდა, მე გამგზავ-
ნიდა. და არა მგონია, მკვლელად ისეთი ვინმე შეერჩია, ამნაირ
ალიაქოთს რომ მოაწყობდა.
ნაკადის დაღმა ამომავალი მზე ქარით ატალღულ მდინარის ზე-
დაპირზე ლივლივებდა. სამხრეთი ნაპირი ჟღალი თიხისა იყო და შა-
რასავით მოსწორებული. დიდ ნაკადს უფრო მომცრო წყლები ერ-
თვოდა, ნაპირებს ეკვროდა დაძირული ხეების დამპალი ზროები.
ჩრდილო ნაპირი უფრო უდაბური ჩანდა. ციცაბო კლდოვანი ფლა-
ტეები იზიდებოდნენ მდინარიდან ოცი ფუტის სიმაღლეზე, თავებს
ზედ ნაზარდი წიფელი, მუხა და წაბლი უმკობდათ. წინ, მაღლა, ჯე-
იმიმ საგუშაგო კოშკი შენიშნა, რომელიც ნიჩბის ყოველ მოსმაზე
უფრო და უფრო მაღლდებოდა. ჯერ არც მიახლოებოდნენ, რომ უკვე
იცოდა, კოშკი მიტოვებული იდგა, მის დაშაშრულ ქვებს მცოცავი
ვარდი მოსდებოდა.
ქარი რომ შეიცვალა, სერ კლიოსი ზორბა გოგოს აფრის ამარ-
თვაში მიეხმარა. სამკუთხა ტილოზე წითელ-ლურჯი ზოლები ენაც-
ვლებოდა ერთმანეთს. ეს ტარლის ფერები იყო და უეჭველად უბე-
დურებას მოუტანდათ, მდინარეზე ლანისტერებს რომ გადაჰყროდ-
ნენ, მაგრამ სხვა აფრა არ ჰქონდათ. საჭეს ბრიენი მიუჯდა. ჯეიმიმ
საქარე ლარტყა გადააგდო ჯაჭვების ჟღრიალით. ამის მერე უფრო
სწრაფად გაცურეს, ახლა ქარი და ნაკადი ერთად მიაქანებდათ.
– კარგა ძალ გზას ავცდებოდით, ჩემი ძმის ნაცვლად მამაჩემთან
რომ მიგეყვანე, – შენიშნა ჯეიმიმ.
38
– ლედი კეტლინის ასულები მეფის საბიჯელში არიან. ან გოგო-
ნებთან ერთად დავბრუნდები, ან საერთოდ არ დავბრუნდები.
ჯეიმი სერ კლიოსს მიუბრუნდა.
– კუზენ, ერთი შენი დანა მათხოვე.
– არა, – დაიძაბა ქალი, – არ მინდა, ხელში იარაღი ჩაგიგდო, –
კლდესავით შეუვალი ხმა ჰქონდა.
ეშინია ჩემი, შებორკილისაც კი.
– კლიოს, ეტყობა, შენ უნდა გთხოვო, რომ გამპარსო. წვერი და-
მიტოვე, ოღონდ თავი გადამპარსე.
– გინდა, თავი გადაიხოტრო? – ჰკითხა კლიოს ფრეიმ.
– სახელმწიფო ჯეიმი ლანისტერს უწვერო და გრძელ, ოქროს-
ფერთმიან რაინდად იცნობს. მელოტი კაცი ბინძური ყვითელი წვე-
რით შეიძლება, შეუმჩნეველიც დარჩეთ. მირჩევნია, არ მიცნონ, სა-
ნამ შებორკილი ვარ.
ხანჯალი არც ისე ბასრი გამოდგა. კლიოსი შეუპოვრად ჭრიდა და
ჩეხავდა მოთელილ თმას და ნავიდან ყრიდა. წყლის ზედაპირზე ოქ-
როსფერი კულულები ტივტივებდა და ნელ-ნელა უკან რჩებოდა. და-
ბურდული თმა რომ მოსცილდა, ჯეიმის კისერზე ტილი დაუყვა. მან
დაიჭირა და ცერის ფრჩხილზე დაისრისა. სერ კლიოსმა თავიდან
მოაშორა ტილები და წყალში გადაყარა. ჯეიმიმ თავი წყალში ჩაყო
და სერ კლიოსს ხანჯალი გაალესინა, სანამ მოკლე ყვითელ ჯაგარს
მთლიანად მოაფხეკინებდა. ამის მერე წვერიც შემოკვეცეს.
წყალში არეკლილი კაცის სახეს ჯეიმი არ იცნობდა. არათუ მე-
ლოტი მოჩანდა, იმ დილეგში თითქოს ხუთი წელიც შემატებოდა. სა-
ხე გახდომოდა, თვალების ქვეშ ღრმულები გასჩენოდა და აქამდე
უცნობი ნაოჭებიც ეტყობოდა. ასე სერსეის ძალიან აღარ ვგავარ. ეს
არ მოეწონება.

39
შუადღისას სერ კლიოსს ჩაეძინა. მისი ხვრინვა იხვების სასიყვა-
რულო კრიახს წააგავდა. ჯეიმი გაიშოტა და გვერდით გაცურებულ
ქვეყნიერებას ათვალიერებდა. იმ ჩაბნელებული საკნის მერე ყველა
ლოდი, ყველა ხე სასწაულად ეჩვენებოდა.
ჩაუარეს რამდენიმე ერთთვალა ქოხს რომლებიც ისე შემოსკუ-
პებულიყვნენ მაღალ ბიჯგებზე, რომ წეროებს მოგაგონებდნენ. მათ-
ში მცხოვრებლების კვალიც არსად ჩანდა. მათ თავზემოთ ჩიტები
ფრენდნენ ან ნაპირზე მდგარი ხეებიდან ხმობდნენ და ჯეიმიმ წყალ-
ში გამკრთალ ვერცხლისფერ თევზებსაც მოჰკრა თვალი. ტარლის
კალმახები, ცუდი ნიშანიაო, გაიფიქრა, სანამ უარესი რამ არ დაინა-
ხა: ერთი მორი, რომელსაც გვერდით ჩაუარეს, მკვდარი კაცი აღ-
მოჩნდა, უსისხლო და გაბერილი. წაქცეული ხეების ფესვებში გახ-
ლართული მისი მოსასხამი კი უეჭველად ლანისტერების მეწამული
ფერისა იყო. ნეტავ, ამ მკვდარს ხომ არ ვიცნობდიო, გაიფიქრა. მდი-
ნარეთში კაცი ყველაზე მოხერხებულად სამკბილას კბილებით იმ-
გზავრებდა. მშვიდობიან დროს მათ შემოხვდებოდათ მეთევზეები
თავიანთი ნავებით, ნაკადს დაყოლილი, მარცვლეულით დატვირ-
თული ბარჟები, მოცურავე ფარდულებიდან ნემსებისა და ქსოვილე-
ბის გამყიდველი ვაჭრები, იქნებ, ჭყეტელად შეღებილ ჯამბაზების
გემსაც გადაჰყროდნენ, ასფერა იალქანი რომ გაეშალა და სოფლი-
დან სოფლამდე, ციხიდან ციხემდე აუყვებოდა მდინარეს.
ახლა კი ომს თავისი ხარკი აეღო. მიცურავდნენ სოფლების
გვერდით, მაგრამ სოფლელებს ვერ ხედავდნენ. მეთევზეებს ხეებს
შერჩენილი დაჭრილი და დაწყვეტილი, ცარიელი ბადეები თუ მოგა-
გონებდა. ცხენის დასარწყულებლად წყალთან ჩამოსული გოგონა
მაშინვე უკან გაჭენდა, როგორც კი მათ იალქანს მოჰკრა თვალი. მე-
რე თორმეტიოდე გლეხს ჩაუარეს, ისინი დამწვარი კოშკის ძირას
მიწას თხრიდნენ. ჩავლილებს უაზრო თვალებით მიაჩერდნენ და,
40
რომ მიხვდნენ, არაფრით გვემუქრებიანო, ისევ საქმეს მიუბრუნ-
დნენ.
წითელი კბილი ფართო და ნელი იყო, მისი ხვეულები და მოსახ-
ვევები ციცქნა, ტყიანი კუნძულებით იყო დალაქავებული და ხშირად
ხერგავდა ქვიშნარი მეჩეჩი ან წყალში ჩამალული კუნძები. მაგრამ
ბრიენს, ჩანდა, მახვილი თვალი ჰქონდა და ყოველთვის პოულობდა
გასავლელს. როდესაც ჯეიმიმ მდინარის ცოდნის გამო შეაქო, მან
ეჭვით შეხედა და უთხრა:
– ამ მდინარეს არ ვიცნობ. ტართი კუნძულია. ნიჩბის და აფრის
მოხმარება ცხენზე ჯდომაზე ადრეც კი ვისწავლე.
სერ კლიოსი წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა.
– ღმერთებო, როგორ მტკივა მკლავები. ნეტავ კი ეს ქარი არ
ჩადგებოდეს, – მან ჰაერი მოყნოსა, – წვიმის სუნი მცემს.
ჯეიმის ერთი გემრიელი წვიმა გაახარებდა. რივერანის დილე-
გებს სახელმწიფოში ყველაზე სუფთა ადგილი ნამდვილად არ ეთ-
ქმოდა. ახლა ალბათ გადაძველებული ყველის სუნი სდიოდა.
კლიოსმა თვალები მოჭუტა და ნაკადს გახედა.
– კვამლი.
ცისკენ აშვერილი წვრილი, რუხი თითი მათ თავისკენ უხმობდა.
რამდენიმე მილით ქვემოთ, მარჯვენა ნაპირიდან იზიდებოდა, ტრი-
ალებდა და იწეწებოდა. მის ქვეშ ჯეიმიმ გაარჩია დიდი შენობის ახ-
რჩოლებული ნაშთი და მკვდარი ქალებით დახუნძლული ნედლი მუ-
ხა.
ყვავები ის-ის იყო შესდგომოდნენ გვამების კორტნას. წვრილი
ბაწრები ღრმად ჩასჭეროდა სათუთ კისრებს, სხეულები ქარის შე-
მოქროლებაზე ირხეოდნენ და ტრიალებდნენ.
– ეს რაინდული საქციელი არ არის, – თქვა ბრიენმა მათი დანახ-

41
ვისას, – ასეთ მხეცურ ჟლეტას არც ერთი ნამდვილი რაინდი არ შე-
ურიგდება.
– ნამდვილი რაინდები რამდენჯერაც ომში მოხვდებიან, იმდენ-
ჯერ ამაზე უარესებს ხედავენ, გოგო, – უთხრა ჯეიმიმ, – და თვითონ
უარესსაც შვრებიან.
ბრიენმა საჭე ნაპირისკენ მიაბრუნა.
– უცოდველ მსხვერპლს ყვავების ლუკმად არ დავტოვებ.
– რა უსულგულო გოგოა. ჭამა ყვავებსაც უნდათ. დარჩი მდინა-
რეზე და გაანებე მაგ მკვდრებს თავი, ქალო.
ნაპირს სწორედ წყლისკენ გადმოხრილი იმ დიდი მუხის ქვეშ მი-
ადგნენ. ბრიენმა აფრა დაუშვა, შებორკილი ჯეიმი მოუქნელად გად-
მოცოცდა ნავიდან. წითელმა კბილმა ჩექმები აუვსო და დაგლეჯი-
ლი ბრიჯი გაუჟღინთა. იგი სიცილით დაეცა მუხლებზე, თავი წყალში
ჩაყო და გალუმპული, წყალჩამომდინარი გაიმართა. ხელები ტალა-
ხით დასვროდა და, ნაკადში რომ ჩაიბანა, უფრო წვრილი და ფერ-
მკრთალი ეჩვენა, ვიდრე ახსოვდა. ფეხებიც გახევებული ჰქონდა და
ნაბიჯს მყარად ვერ დგამდა. მეტისმეტად დიდი ხანი დავყავი ჰოს-
ტერ ტალის დილეგში.
ბრიენმა და კლიოსმა ნავი ნაპირზე აათრიეს. მათ თავზემოთ
ცხედრები ეკიდა, რაღაც საზარელ ნაყოფებად მწიფდებოდნენ.
– რომელიმემ უნდა ჩამოვხსნათ, – თქვა გოგომ.
– მე ავალ, – ჯეიმი ჟღრიალით გამოვიდა წყლიდან, – შენ ოღო-
ნდ ეს ჯაჭვები გოგოს სახე აეწია და ერთ-ერთ მკვდარ ქალს შესცქე-
როდა. ჯეიმი მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მიუახლოვდა – ერთი ფუტის
სიგრძის ჯაჭვი მეტს არ ანებებდა. ყველაზე მაღლა მოქანავე გვამის
კისერზე დაკიდებული უხეში აბრა რომ შენიშნა, გაიღიმა.
– „ისინი ლომებს უწვებოდნენ“, – წაიკითხა წარწერა, – ჰო, ქა-
ლო, მართალი ხარ, ძალიან არარაინდულად მოიქცნენ... მაგრამ
42
თქვენები, ჩემები კი არა. ნეტავი, ვინ იყვნენ ეს ქალები?
– ტავერნის გოგოები, – თქვა სერ კლიოს ფრეიმ, – ეს სახლი
სასტუმრო იყო, ახლა გამახსენდა. ჩემი ამალიდან რამდენიმე კაცმა
აქ ღამე გაათია, ბოლოჯერ რომ ვბრუნდებოდით რივერანში.
ქვის საძირკვლისა და ჩაქცეული, დანახშირებული კოჭების გარ-
და შენობიდან აღარაფერი დარჩენილიყო. ნაცარს ჯერ კიდევ ას-
დიოდა ბოლი.
საროსკიპოები და კახპები ჯეიმის თავისი ძმისთვის, ტირიონის-
თვის ჰქონდა დათმობილი – თავად სერსეის გარდა სხვა ქალი არა-
სოდეს სურვებია.
– ჩანს, ამ გოგოებმა მამაჩემის ჯარისკაცებს აამეს. შეიძლება,
საჭმელ-სასმელი მიართვეს. ამით დაიმსახურეს ეს მოღალატის სა-
ყელურები: კოცნის და კათხა ელის გამო, – მან მდინარეს აღმა-დაღ-
მა გახედა, რომ დარწმუნებულიყო, მარტონი ვართო, – ეს ბრაკენე-
ბის მიწებია. შეიძლება, ლორდმა იონოსმა ბრძანა მათი დახოცვა.
მამაჩემმა მას ციხესიმაგრე დაუწვა და ალბათ სულ არ ვუყვარვართ.
– ეს შეიძლება, მარქ პაიპერს ექნა, – თქვა სერ კლიოსმა, – ან
იმ ტყის მოჩვენებას, ბერიკ დონდარიონს, თუმცა მსმენია, ის მარტო
მებრძოლებს ხოცავსო. იქნებ, რუს ბოლტონის ჩრდილოელების
ნაქნარია?
– ბოლტონი მამაჩემმა დაამარცხა მწვანე კბილზე.
– მაგრამ არ გაუნადგურებია, – თქვა სერ კლიოსმა, – ლორდი
ტაივინი ფონების წინააღმდეგ რომ დაიძრა, ის ისევ სამხრეთით
მობრუნდა. რივერანში ამბობდნენ, რომ მან სერ ამორი ლორჩს ჰა-
რენჰალი წაჰგვარა.
ჯეიმის ამის გაგონება არ მოეწონა.
– ბრიენ, – მიმართა სახელით, იმ იმედით, უკეთ მოისმენსო, –
თუ ჰარენჰალი ლორდ ბოლტონს უჭირავს, მაშინ სამკბილასაც და
43
მეფის გზასაც, სავარაუდოდ, უთვალთვალებენ.
მოეჩვენა, რომ ქალის დიდ ცისფერ თვალებში ეჭვის ნასახი გაჩ-
ნდა.
– შენ მე გიცავ. მაშინ ჩემი მოკვლა მოუწევთ.
– არა მგონია, გაუჭირდეთ.
– მე შენსავით კარგი მებრძოლი ვარ თქვა მან თავის მართლე-
ბით, – მეფე რენლის რჩეულ შვიდთაგანი ვიყავი. თავისი ხელით მო-
მასხა ცისარტყელა-მცველის ზოლიანი აბრეშუმი.
– ცისარტყელა-მცველები? შენ და კიდევ ექვსი სხვა გოგო იყა-
ვით? ერთხელ მომღერლისგან გავიგონე, აბრეშუმის კაბაში ყველა
გოგო ლამაზიაო... მაგრამ რენლი შენ არც ერთხელ არ გერგო, ჰო?
ქალი გაწითლდა.
– სამარეები უნდა გავთხაროთ, – თქვა და ხეზე აძვრა ხის ქვედა
ტოტები საკმარისად მსხვილი იყო, ქალს ზედ დადგომა რომ შეს-
ძლებოდა. მან ფოთლებს შორის გაიარა, ხელში ხანჯალი ეჭირა და
გვამებს თოკებს უჭრიდა. ჩამოცვენილი სხეულებიდან ბუზები ფრინ-
დებოდნენ და ყოველი ჩამოგდებული გვამის მერე სუნი უფრო აუტა-
ნელი ხდებოდა.
– კახპებისთვის ასე თავის შეწუხება ნამეტანია, – დაიჩივლა სერ
კლიოსმა, – ნეტავ, რით უნდა გავთხაროთ? ნიჩბები არ გვაქვს, ჩემს
ხმალს კი მაგაში არ გამოვიყენებ, მე...
ბრიენმა წამოიყვირა. ხიდან ჩამოხტა, კი არ ჩამოცოცებულა.
– ნავისკენ. სწრაფად. იალქანი დავინახე.
რაც შეეძლოთ, სწრაფად გაიქცნენ, თუმცა ჯეიმი ვერ გარბოდა
და ნავშიც კუზენს მოუხდა მისი ათრევა ბრიენმა ნიჩბით უბიძგა ნა-
პირიდან და სასწრაფოდ ასწია აფრა.
– სერ კლიოს, შენც უნდა მოუსვა.

44
რაინდი დამორჩილდა. ნავმა წინ უფრო სწრაფად გასწია: ნაკა-
დი, ქარი და ნიჩბები ერთად მიაქანებდა. ბორკილდადებული ჯეიმი
იჯდა და მდინარეს აღმა ასცქეროდა. იმ იალქნის მხოლოდ წვერს
ხედავდა. წითელი კბილი იმგვარად იკლაკნებოდა, რომ გეგონებო-
და, ის გემი მინდვრების გადაღმა ჩრდილოეთისკენ მიცურავდა, მა-
შინ, როცა მათ სამხრეთისკენ ეჭირათ გეზი, მაგრამ ჯეიმიმ იცოდა,
რომ ეს მატყუარა შეგრძნება იყო. ორივე ხელი ასწია და თვალები
მოიჩრდილა.
– აგურისფერი და ცისფერი, – თქვა მან.
ბრიენმა უხმოდ გაამოძრავა ფართო პირი და მცოხნავ ძროხას
დაემგვანა.
– უფრო სწრაფად, სერ.
სასტუმრო მალევე გაუჩინარდა მათ უკან, აღარც იალქნის წვერი
მოჩანდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. მოსახვევს რომ შემოუვლი-
და, მდევარი ისევ გამოჩნდებოდა. – იმედი ვიქონიოთ, რომ კეთილ-
შობილი ტარლები მკვდარი კახპების დასამარხად შეჩერდებიან, –
ჯეიმის სულ არ ეჩქარებოდა საკანში დაბრუნება. ტირიონი ახლა რა-
მე ეშმაკურს მოიფიქრებდა, მაგრამ მე თავში მხოლოდ ხმალდახ-
მალ მისვლა მომდის.
თითქმის მთელი საათი მდევარს დამალობანას ეთამაშებოდნენ,
გარს უვლიდნენ მდინარის მოსახვევებს და პატარა ტყიან კუნძუ-
ლებს. როგორც კი იმედი გაუჩნდებოდათ, მდევარი როგორღაც ჩა-
მოვიტოვეთო, შორეული აფრა მაშინვე ისევ გამოჩნდებოდა ხოლ-
მე. სერ კლიოსი შეჩერდა.
– სხვებსაც წაუღიათ! – შეიკურთხა და შუბლიდან ოფლი მოიწ-
მინდა.
– მოუსვი! – უთხრა ბრიენმა.

45
– ჩვენ მდინარის გალერა მოგვდევს, – განაცხადა ჯეიმიმ, კარ-
გად რომ დააკვირდა. გემი თითქოს ყოველი მოსმის მერე იზრდებო-
და, – ყოველ მხარეს ცხრა ნიჩაბი აქვს. ანუ თვრამეტი კაცია. მეტი,
თუ მენიჩბეების გარდა მეომრებიც ჩასხეს. იალქანიც ჩვენსაზე დი-
დია. ვერ გავასწრებთ.
სერ კლიოსს ნიჩაბი ხელში შეაცივდა.
– თვრამეტიო, ამბობ?
– ექვსი ყოველ ჩვენგანზე. მე რვასაც ვიკისრებდი, მაგრამ ეს
ბორკილები როგორღაც მაფერხებს, – ჯეიმიმ მაჯები ასწია, – იქნებ,
ლედი ბრიენი იზამს სიკეთეს და ამიშვებს?
ქალმა ყურადღება არ მიაქცია, მთელ ძალას მოსმაში დებდა.
– მათზე ნახევარი ღამით ადრე გამოვედით, – თქვა ჯეიმიმ, –
ისინი გათენების მერე ნიჩბებს უსვამენ, ორ-ორს ასვენებენ რიგრი-
გობით. დაქანცულები იქნებიან. ახლა ჩვენი იალქნის დანახვამ ძა-
ლები შემატათ, მაგრამ ეს დიდხანს არ ეყოფათ. წესით, ბევრის და-
ხოცვას მოვახერხებთ.
სერ კლიოსმა თვალები დაჭყიტა.
– მაგრამ... თვრამეტნი არიან!
– სულ ცოტა. უფრო – ოცი, ოცდახუთი.
სერ კლიოსმა დაიგმინა.
– თვრამეტის დამარცხების იმედიც არ უნდა გვქონდეს.
– მე ვთქვი, დავამარცხებთო? ერთადერთი, რის იმედიც შეგვიძ-
ლია გვქონდეს, ეს ხმლით ხელში სიკვდილია – სრულიად გულ-
წრფელად ამბობდა. ჯეიმი ლანისტერს სიკვდილის არასოდეს შინე-
ბია.
ბრიენმა მოსმა შეწყვიტა. სელისფერი თმა ოფლისგან შუბლზე
მიჰკვროდა, სახე დაღრეჯოდა და ჩვეულებრივზე უფრო უშნო ჩანდა.

46
– შენ ჩემი დაცვის ქვეშ ხარ, – თქვა მან. ლამის დაიღრინა, ბრა-
ზით ხმა ისე დაჰბოხებოდა.
მისმა ასეთმა მძვინვარებამ ჯეიმი გააცინა. ნამდვილი ქოფაკი
კლეგეინია, ოღონდ ძუძუებიანიო, გაიფიქრა. ან იქნებოდა, წესიერი
ძუძუები რომ ჰქონოდა. – მაშინ დამიცავი, გოგო. ან გამათავისუფ-
ლე, რომ მე თვითონ დავიცვა თავი. გალერა სწრაფად მოუყვებოდა
ნაკადს, ხის დიდ ნემსიყლაპიას ჰგავდა. ნიჩბების გამალებულ მოს-
მას მის გარშემო წყალი თეთრად აექაფებინა. თვალდათვალ ახ-
ლოვდებოდა და მის გემბანზე უკვე კაცებიც შეგროვდნენ. მათ ხელ-
ში ფოლადი ელავდა და ჯეიმი მშვილდებსაც ხედავდა. მოისრები. ჯე-
იმის სძულდა მოისრები.
მათკენ მომქროლავი გალერის ცხვირთან ჯმუხი, მელოტი კაცი
იდგა, დაფანჩული ჭაღარა წარბები და დაკუნთული მკლავები ჰქონ-
და. აბჯარზე ჭუჭყიანი თეთრი იალმაგი ეცვა, რომელზედაც მკრთა-
ლი მწვანით ამოქარგული მტირალა ტირიფი მოუჩანდა, მაგრამ მო-
სასხამი ვერცხლის კალმახის ბროშით ჰქონდა შებნეული. რივერა-
ნის მცველთა მეთაური. თავის დროზე სერ რობინ რაიგერი გამორ-
ჩეულად ჩაუქი მებრძოლი იყო, მაგრამ მისი დრო უკვე წასულიყო;
ისიც ჰოსტერ ტალის ასაკისა გახლდათ და ისიც დაბერებულიყო თა-
ვის ლორდთან ერთად.
როდესაც ხომალდებს შორის ორმოცდაათი იარდიღა დარჩა, ჯე-
იმიმ ხელები პირთან მოიმრგვალა და წყლის გადაღმა გასძახა:
– გზა მშვიდობისას სათქმელად დამეწიე, სერ რობინ?
– დაგეწიე, რომ უკან წაგიყვანო, მეფისმკვლელო, – დაიბუხუნა
სერ რობინ რაიგერმა, – ის ოქროს ქოჩორი სად დაგიკარგავს?
– ვაპირებ, მტრები ჩემი თავის ბრწყინვით დავაბრმავო. შენზე
კარგად გაჭრა. სერ რობინს ეს სასაცილოდ არ მოსჩვენებია. ნავსა
და გალერას შორის მანძილი ორმოც იარდამდე შემცირდა.
47
– ნიჩბები და იარაღი წყალში გადაყარეთ და არავინ დაზიანდება
სერ კლიოსი შემოტრიალდა.
– ჯეიმი, უთხარი, რომ ლედი კეტლინმა გაგვათავისუფლა... ეს
ტყვეთა გაცვლაა, – კანონიერი...
ჯეიმიმ უთხრა, თუმცა რა აზრი ჰქონდა.
– რივერანს კეტლინ სტარკი არ მართავს, – გამოსძახა სერ რო-
ბინმა. მის აქეთიქით ოთხი მშვილდოსანი მოეწყო, ორი ფეხზე იდგა,
ორმა ჩაიმუხლა, – ხმლები წყალში გადაყარეთ!
– მე ხმალი არ მაქვს, – გაეპასუხა ჯეიმი, – მაგრამ, რომ მქონო-
და, შენ მუცელში გაძგერებდი, იმ ოთხ მხდალს კი ყვერებს დავაჭ-
რიდი.
პასუხად ისრები გამოფრინდნენ. ერთი ანძაში ჩაერჭო, ორმა აფ-
რა გახვრიტა, ერთი კი ფუტით ასცდა ჯეიმის.
მათ წინ წითელი კბილის შემდეგი ფართო რკალი გამოჩნდა.
ბრიენმა ნავი ცერად გადაატარა მოსახვევზე. რომ მობრუნდნენ, აფ-
რის რეი დატრიალდა, ქარით ავსებული აფრა გატკაცუნდა. მათ წინ,
შუა მდინარეში მოზრდილი კუნძული ამოზრდილიყო. ძირითადი ნა-
კადი მარჯვნიდან ევლებოდა, მარცხენა ტოტი კუნძულსა და ჩრდი-
ლო ნაპირის მაღალ ფლატეს შორის იყო მოქცეული. ბრიენმა საჭე
მოაბრუნა და ნავმა აფრის ფართქალით მარცხნისკენ გაჭრა წყალი.
ჯეიმი ქალის თვალებს აკვირდებოდა. ლამაზი თვალები აქვს, გა-
იფიქრა, და მშვიდი. ადამიანის თვალების კითხვა შეეძლო და იცო-
და, როგორი სახე აქვს შიშს. რაღაც გადაუწყვეტია, სასო კი არ წარ-
კვეთია.
მათგან ოცდაათი იარდის უკან გალერა მოსახვევში შემოდიოდა.
– სერ კლიოს, საჭე დაიჭი, – ბრძანა გოგომ, – მეფისმკვლელო,
ნიჩაბი აიღე და უყურე, კლდეს არ შევასკდეთ.
– როგორც მილედი მიბრძანებს, – ნიჩაბი ხმალი არაა, მაგრამ,
48
კარგად თუ მოიქნევ, მისი ფრთით კაცს შეიძლება, სახე გაუხეთქო,
ტარით კი ხმლის მოგერიებას შეძლებ.
სერ კლიოსმა ნიჩაბი ჯეიმის შეაჩეჩა და კიჩოსკენ გადაცოცდა.
კუნძულის თავს ჩაუარეს და მკვეთრად მოუხვიეს მარცხენა ტოტში,
ნავის აყენებულმა ტალღამ კლდის ზედაპირი ჩამობანა. კუნძულს
ხშირი ტყე ჰქონდა მოდებული – ტირიფების, მუხების, მაღალი ფიჭ-
ვების გადახლართული უღრანი მდინარის ნაკადზე ხშირ ჩრდილს
აფენდა, მეჩეჩებსა და დაძირული ხეების დამპალ ზროებს მალავდა.
მათ მარცხნივ ფრიალო კლდოვანი ფლატე იზიდებოდა და მის ძირ-
ში კლდიდან ჩამოცვენილი ლოდების გარშემო მდინარე თეთრად
ქაფდებოდა.
მზისგულიდან ჩრდილში შეცურეს, ხეების მწვანე კედელსა და
კლდოვანი რუხლეგა ფლატეს შორის მოეფარნენ გალერაზე მყოფ-
თა მზერას. რამდენიმე წამით ისრებისგან მოვისვენებთ, გაიფიქრა
ჯეიმიმ და ნავი სანახევროდ ჩაძირულ ლოდს მოარიდა.
ნავი შექანდა. წყნარი შხაპუნი მოესმა და, რომ მიიხედა, ბრიენი
ვეღარსად დაინახა. წუთის მერე ისევ შენიშნა, ფლატეს ქვეშ წყლი-
დან-რომ ამოყვინთა. ქალმა თავხელი გაიარა, რამდენიმე ლოდზე
გადაძვრა და კლდეზე აცოცება დაიწყო. სერ კლიოსი თვალებდაჭ-
ყეტილი, პირდაღებული უყურებდა. შტერი, გაიფიქრა ჯეიმიმ.
– გოგოს შეეშვი, – შეუტია კუზენს, – საჭეს მიხედე.
ხეების უკან იალქანი დაინახეს. მერე გალერა მთლიანად გამოჩ-
ნდა მოსახვევში, მისგან ოცდახუთი ფუტი აშორებდათ. შემობრუნე-
ბისას ცხვირი ძლიერად შეაქანა და მისი გემბანიდან ექვსი ისარი გა-
მოფრინდა, მაგრამ ყველა გვარიანად ასცდა მიზანს. ორივე ხომალ-
დი მოძრაობდა და მოისრებს ეს ხელს უშლიდა, მაგრამ ჯეიმიმ იცო-
და, რომ მიზანს საკმაოდ მალე გაასწორებდნენ. ბრიენი კლდის შუ-

49
ამდე აცოცებულიყო და წინ მიიწევდა, მოსაჭიდიდან მოსაჭიდზე იზი-
დებოდა. რაიგერი ნამდვილად დაინახავს, და რომ დაინახავს, იმ
მოისრებს ჩამოახსნევინებს. ჯეიმიმ გადაწყვიტა, მოესინჯა, მოხუცს
სიამაყე გონებას ხომ არ დაუბინდავსო.
– სერ რობინ! – გასძახა მისკენ, – დამიგდე ერთი წუთით ყური.
სერ რობინმა ხელი ასწია და მოისრებმა მშვილდები დახარეს.
– თქვი, რა გინდა, მეფისმკვლელო, ოღონდ სწრაფად.
ნავი ჩამოცვენილ ლოდებს შორის აქანავდა, და ჯეიმიმ გასძახა:
– მე ვიცი, როგორ ჯობს ყველაფრის გადაწყვეტა – ერთი-ერთზე
ბრძოლით. მე და შენ.
– დღეს კი არ დავიბადე, ლანისტერ.
– არა, მაგრამ, ეტყობა, დღეს მოკვდები, – ჯეიმიმ ხელები ასწია,
მისი ბორკილები რომ დაენახათ, – ჯაჭვებიანი შეგებრძოლები. რის
გეშინია?
– შენი არა, სერ. ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით მოგკლავდი,
მაგრამ ნაბრძანები მაქვს, უკან ცოცხალი მიგიყვანო, თუ შევძლებ.
მშვილდოსნებო, – მან სროლის ნიშანი მისცა, – მოარგეთ. მოზი-
დეთ. გაუ...
მათ შორის ოც იარდზე ნაკლები რჩებოდა. მოისრები ალბათ
აღარ ააცდენდნენ, მაგრამ, მშვილდები რომ მოზიდეს, მათ გარშემო
კენჭების წვიმა წამოვიდა. ქვები გემბანზე ცვიოდა, მუზარადებზე
სხლტებოდა და გემის გარშემო წყალზე შხაპუნებდა. მათ, ვინც უფ-
რო სხარტად მოვიდა გონს, მაღლა აიხედეს და დაინახეს, ფლატის
თავიდან როგორ მოწყდა ძროხისხელა ლოდი. სერ რობინმა შიშით
შეჰყვირა. ლოდი ჰაერში გადატრიალდა, ფლატის ზედაპირს და-
ეხეთქა, ორად გადასკდა და გემს დაელეწა. უფრო დიდმა ნატეხმა
ანძა გადაამტვრია, აფრა გაგლიჯა, ორი მშვილდოსანი მდინარეში
გადაყარა და ნიჩაბზე გადახრილ მენიჩბეს ფეხი მოსტეხა. ის, თუ რა
50
სისწრაფით დაიწყო გალერამ წყლით ავსება, მოწმობდა, რომ უფრო
მომცრო ნატეხმა გემს მუცელი შეუნგრია. მენიჩბის ყვირილი კლდე-
ებს აწყდებოდა, მოისრები კი ნაკადში ფართხალებდნენ. ეტყობა,
ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ჯეიმიმ გადაიხარხარა.
მდინარის ტოტიდან რომ გამოცურეს, იმ დროისთვის გალერა
ღრმულებს, მორევებსა და ხის ზროებს შორის იძირებოდა და ჯეიმი
ლანისტერმა ჩათვალა, რომ ღმერთები სწყალობდნენ. სერ რობინს
და მის სამგზის წყეულ მოისრებს მოუწევდათ, სველებს ეჩანჩალათ
რივერანამდე, თან იმ დიდ უშნო გოგოსაც ხომ დააღწია თავი. უკე-
თესად მე თავადაც ვერ მოვაწყობდი. ამ რკინებსაც რომ მოვიშო-
რებ... სერ კლიოსმა წამოიყვირა. ჯეიმიმ აიხედა და კლდის თავზე
გაქცეული ბრიენი დაინახა, მათზე კარგა წინ – სანამ ნავი მდინარის
რკალს მიჰყვებოდა, ქალმა კონცხი გადაჭრა. კლდეს მოსწყდა და
ლამის ნარნარად ჩაეშვა წყალში. უმადურობა იქნებოდა, გესურვა,
ნეტა, თავი ქვას დასცხოსო. სერ კლიოსმა ნავი მისკენ მიაბრუნა.
მადლობა ღმერთებს, ჯეიმის ჯერ კიდევ ეჭირა ნიჩაბი. ერთი კარგი
მოქნევა, ახლო რომ მოვა, და თავისუფალი ვიქნები.
ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ გოგოს ნიჩაბს უწვდიდა ბრიენი
ნიჩაბს ჩაეჭიდა და ჯეიმიმ იგი ნავში აათრია. წყალი ქალს თმებზე
ჩამოსდიოდა და მისი დამბალი ტანსაცმლიდან წვეთავდა, ნავში გუ-
ბეებს აყენებდა. სველი კიდევ უფრო უშნო ჩანდა. ვინ იფიქრებდა,
რომ ეს შესაძლებელი იყო.
– წყეული შტერი გოგო ხარ, – უთხრა ჯეიმიმ – შეგვეძლო, უშე-
ნოდ გაგვეცურა. მგონი, ჩემგან მადლობას ელი?
– შენგან მადლობები არ მჭირდება, მეფისმკვლელო დავიფიცე,
მეფის საბიჯელში უვნებლად ჩაგიყვანო.
– და აპირებ, მართლა აასრულო? – ჯეიმიმ სხივოსანი ღიმილი
შეაგება, – აი, საოცრება.
51
კეტლინი
სერ დესმონდ გრელი ტალების გვარს მთელი სიცოცხლე ემსა-
ხურებოდა. საჭურველთმტვირთველი იყო, კეტლინი რომ დაიბადა;
რაინდი იყო, გოგონა სიარულს, ცხენზე ჯდომას და ცურვას რომ
სწავლობდა, და ორთაბრძოლის ოსტატი – ქალის ქორწილის დღეს.
მის თვალწინ ლორდ ჰოსტერის პატარა კეტი ყმაწვილ ქალად იქცა,
დიდებული ლორდის ცოლი გახდა, მერე – მეფის დედა. ახლა კი ნა-
ხა, როგორ გადაიქცა იგი მოღალატედ.
როდესაც ქალის ძმა სერ ედმური საბრძოლველად წავიდა, მან
სერ დესმონდი რივერანის კასტელანად დაასახელა, ასე რომ, დამ-
ნაშავის დასჯაც მას ევალებოდა. უხერხულობის შესამსუბუქებლად
მან ლორდის მნე, პირუთვნელი ათერაის ვეინი იახლა თან. ორივე
იდგა და მას შემოჰყურებდა: სერ დესმონდი – მსუქანი, წითელსახა,
დაბნეული; და ათერაისი – დაღვრემილი, თხელი, მწუხარე. ორივე
მეორისგან მოელოდა ლაპარაკის დაწყებას. მათ მთელი სიცოცხლე
მამაჩემის სამსახურს შეალიეს, მე კი უმადურობით ვუპასუხე, გა-
იფიქრა დაღლილმა კეტლინმა.
– შენი ვაჟები, – წარმოთქვა ბოლოს სერ დესმონდმა, – მაის-
ტერმა ვაიმანმა გვითხრა. საბრალო ბიჭები. საშინელებაა. საშინე-
ლება. მაგრამ...
– ჩვენც ვგლოვობთ შენთან ერთად, მილედი, – უთხრა ათერაის
ვეინმა, – მთელი რივერანი წუხს შენთან ერთად, მაგრამ...
– ამ ამბავმა ალბათ ჭკუაზე შეგშალა, – ჩაურთო სერ დესმონ-
დმა, – ეს მწუხარების სიგიჟეა, დედის უგუნურება, ხალხი გაიგებს.
ვერ ხვდებოდი...
– ვხვდებოდი, – მტკიცედ წარმოთქვა კეტლინმა, – მესმოდა, რა-
საც ვაკეთებდი და ვიცოდი, რომ ეს ღალატი იყო. თქვენ თუ არ დამ-

52
სჯით, ხალხი იფიქრებს, რომ ჩემთან იყავით შეკრულები ჯეიმი ლა-
ნისტერის გათავისუფლების საქმეში. ეს მე ჩავიდინე და მხოლოდ
მე, და მხოლოდ მევე უნდა ვაგო მის გამო პასუხი. დამადეთ მეფის-
მკვლელის გამოთავისუფლებული ბორკილები და მე მათ სიამაყით
ვატარებ, თუ ასეა საჭირო.
– ხუნდები? – საბრალო სერ დესმონდი მარტო ამის უბრალოდ
გაფიქრებამაც კი შეაძრწუნა, – მეფის დედას, ჩემი მებატონის ასუ-
ლს? შეუძლებელია.
– იქნებ, – თქვა ათერაის ვეინმა, – მილედი დათანხმდება, თავი-
სავე ოთახებში იყოს დამწყვდეული სერ ედმურის დაბრუნებამდე?
მარტო დარჩეს და მისი მოკლული ვაჟებისთვის ილოცოს?
– დამწყვდეული, დიახ, – თქვა სერ დესმონდმა, – კოშკის საკან-
ში, ასე იყოს. – თუ უნდა დამამწყვდიოთ, მაშინ მამაჩემის ოთახებში
გამომკეტეთ, უკანასკნელი დღეები რომ შევუმსუბუქო.
სერ დესმონდმა აწონ-დაწონა მისი სიტყვები.
– კეთილი. სიმშვიდე და თავაზი არ მოგაკლდება, მაგრამ ციხე-
სიმაგრეში თავისუფლად სიარული გეკრძალება. თუ გჭირდება,
სეპტს ეწვიე ხოლმე, მაგრამ სხვა დროს ლორდ ჰოსტერის ოთახებ-
ში იყავი, სანამ ლორდი ედმური დაბრუნდებოდეს. – როგორც
გსურთ, – სანამ მათი მამა ცოცხლობდა, მისი ძმა ლორდი არ იყო,
მაგრამ კეტლინმა არ შეუსწორა, – მცველი დამიყენეთ, თუ საჭი-
როა, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, გაქცევას არ შევეცდები.
სერ დესმონდმა თავი დაუქნია, აშკარად გულს მოეშვა, ეს უხერ-
ხული საქმე რომ მოათავა, მაგრამ სევდიანი ათერაის ვეინი მცირე
ხნით შეყოვნდა მას მერე, რაც კასტელანი წავიდა.
– სამწუხაროა, ეს რომ ჩაიდინე, მილედი, და თან არაფრის გამო.
სერ დესმონდმა მათ სერ რობინ რაიგერი დაადევნა, მეფისმკვლე-
ლი რომ დააბრუნოს... ან, თუ არ გამოვა, მისი თავი მაინც.
53
კეტლინს ამის მოლოდინი ჰქონდა. დაე, მეომარმა ძალა მისცეს
შენს ხმლიან მარჯვენას, ბრიენ, შეავედრა ზეცას. რაც კი შეეძლო,
ქნა; ახლა იმედის მეტი აღარაფერი რჩებოდა.
მისი ნივთები გადაიტანეს მამამისის საძინებელში, რომლის
მთავარი დგამი დიდი ჩარდახიანი საწოლი იყო, რომელზედაც კეტ-
ლინი დაიბადა. მისი ბოძები მხლტომი კალმახის სახედ იყო ნაკვე-
თი. თავად ლორდი ნახევარი კიბით დაბლა მდებარე ოთახში გადა-
იყვანეს და ავადმყოფის სარეცელი იმგვარად დადგეს, რომ სახე მი-
სი მისაღების სამკუთხა აივნისკენ ჰქონოდა მიქცეული, საიდანაც
მოჩანდა მდინარეები, ლორდს ყოველთვის ასე ძალიან რომ უყვარ-
და.
კეტლინი რომ შევიდა, ლორდ ჰოსტერს ეძინა. ქალი აივანზე გა-
ვიდა და იქ დადგა, ცალი ხელით ქვის უხეშ მოაჯირს ეყრდნობოდა.
ციხის კონცხის ქვემოთ სწრაფი ქვაგორია მდორე წითელ კბილს
უერთდებოდა და კეტლინი საკმაოდ შორს ხედავდა მდინარის დაღ-
მა მიწებს. ზოლიანი აფრა თუ აღმოსავლეთიდან გამოჩნდება, ეს
უკან მობრუნებული სერ რობინი იქნება. იმწუთას წყლის ზედაპირი
ცარიელი იყო. ქალმა ღმერთებს მადლობა შესწირა ამის გამო და
ოთახში შებრუნდა, მამას დაუჯდა გვერდით.
კეტლინი ვერ იტყოდა, ლორდმა ჰოსტერმა იცოდა თუ არა, ქა-
ლიშვილი გვერდში რომ ჰყავდა, ან მისი სიახლოვე რაიმე შვებას თუ
ჰგვრიდა, მაგრამ მამასთან ყოფნა თავად მას ანუგეშებდა. ნეტავ,
რას იტყოდი, ჩემი დანაშაული რომ გაგეგო, მამა? შენც იმავეს იზამ-
დი თუ არა, მე და ლიზა რომ ვყოფილიყავით მტრის ხელში? თუ შენც
გამკიცხავდი და ჩემს საქციელს დედის უგუნურებად ჩათვლიდი?
ოთახში სიკვდილის სუნი იდგა. მძიმე სუნი, ტკბილი და მყრალი,
ძნელად მოსაშორებელი. ამ სუნმა თავისი დაკარგული ბიჭები გაახ-
სენა, მისი საყვარელი ბრანი და პატარა რიკონი, თეონ გრეიჯოის
54
ხელით დახოცილები, იმ თეონისა, ნედმა რომ აღზარდა. კეტლინი
ჯერაც გლოვობდა ნედს, და მუდამ იგლოვდა მას, მაგრამ შვილების
დაკარგვაც...
– ბავშვის დაკარგვა აუტანელი მწუხარებაა, – დაიჩურჩულა ჩუ-
მად, უფრო თავისთვის, ვიდრე მამის გასაგონად.
ლორდმა ჰოსტერმა თვალები გაახილა.
– ენძელა, – წამოიყეფა ტკივილისგან ჩახლეჩილი ხმით.
ვერ მცნობს. კეტლინი მიეჩვია, მამას ხან დედამისი რომ ეგონა,
ხან კი მისი და ლიზა, მაგრამ ენძელა მისთვის უცნობი სახელი იყო.
– კეტლინი ვარ, – უთხრა, – კეტი ვარ, მამა.
– მაპატიე... სისხლი... ო, გთხოვ... ენძელა...
იქნებ, მამამისის ცხოვრებაში სხვა ქალიც იყო? ვინმე, სოფელში
მცხოვრები ასული, რომელიც სიჭაბუკეში შეაცდინა? იქნებ, დედას
სიკვდილის მერე რომელიმე მოახლის მკლავებში იპოვა ნუგეში?
უცნაური ფიქრები იყო, შფოთის მომგვრელი. უცებ მოეჩვენა, რომ
საერთოდ არასოდეს იცნობდა მამას.
– ვინ არის ენძელა, მილორდ? გინდა, მოვაყვანინო, მამა? სად
ვნახო ეგ ქალი? ცოცხალია?
ლორდმა ჰოსტერმა დაიგმინა.
– მოკვდა, – კეტლინის ხელის მოსაძებნად მოაფათურა ხელი, –
სხვები გეყოლება... საყვარელი ბალღები, და კანონიერები.
სხვები? კეტლინი ჩაფიქრდა. დაავიწყდა, რომ ნედი მკვდარია?
ჯერაც ენძელას ელაპარაკება თუ ახლა მე მომმართავს? იქნებ, ლი-
ზას ან დედას?
რომ დაახველა, სისხლიანი ნერწყვი ამოუვიდა. კეტლინს თი-
თებზე ჩაეჭიდა. – ...კარგი ცოლი იყავი და ღმერთები დაგლოცა-
ვენ... ძეები... კანონიერი ძეები... აააჰ, – ტკივილის უეცარმა შეტევამ
ლორდ ჰოსტერს თითები დაუძაგრა. კეტლინს ფრჩხილები ჩააჭირა
55
ხელში და ყრუდ წამოიყვირა.
მაისტერი ვაიმანი სწრაფად მოვიდა, ყაყაჩოს რძის ულუფა შე-
აზავა და თავის ლორდს მის ჩაყლაპვაში მოეხმარა. სულ მალე
ლორდი ჰოსტერ ტალი ისევ ღრმა ძილში დაიძირა.
– ქალს ეძახდა, – თქვა კეტლინმა, – ენძელას.
– ენძელა? – მაისტერმა ცარიელი მზერა შეაგება.
– არავის იცნობ, ასე რომ ერქვას? მოახლე გოგოს, ახლომახლო
სოფელში მცხოვრებ ქალს? ან, იქნებ, წარსულში იცნობდი ვინმეს?
– კეტლინმა დიდხანს იცხოვრა რივერანიდან მოშორებით.
– არა, მილედი. შემიძლია, გავიკითხო, თუ საჭიროა. ათერაის
ვეინს უეჭველად ეცოდინება, ვინმე ეგეთი რივერანში თუ მსახურობ-
და. ენძელაო, ამბობ? მდაბიოები ხშირად არქმევენ თავიანთ ასუ-
ლებს ყვავილების სახელებს, – მაისტერი დაფიქრებული ჩანდა, –
ერთი ქვრივი ქალი იყო, ახლა მახსენდება, სასახლეში მოდიოდა
ხოლმე და ძველ ფეხსაცმელებს ეძებდა, ლანჩის გამოსაყენებლად.
ახლა, რომ ვიხსენებ, მგონი, ენძელა ერქვა. თუ ღიღილო? რაღაც
ასეთი.
– ია ერქვა, – თქვა კეტლინმა, რომელსაც ის მოხუცი ქალი ძა-
ლიან კარგად ახსოვდა. – მართლა? – მაისტერს დამნაშავის სახე
ჰქონდა, – ბოდიში მომითხოვია, ლედი კეტლინ, მაგრამ ვერ გავ-
ჩერდები. სერ დესმონდმა ბრძანა, რომ მხოლოდ მაშინ უნდა დაგე-
ლაპარაკოთ, როცა ამას ჩვენი მოვალეობა ითხოვს.
– მაშ, ისე უნდა მოიქცე, როგორც ბრძანა, – კეტლინი სერ დეს-
მონდს ვერ დაძრახავდა; ნდობის საბაბი მისთვის არ მიუცია და, უეჭ-
ველია, კასტელანი შიშობდა, ქალს არ გამოეყენებინა რივერანის
მცხოვრებთა ერთგულება მათი ბატონის ასულის მიმართ და კიდევ
რამე უბედურება არ დაეტრიალებინა. ომისგან მაინც დავისვენეო,
უთხრა თავისთავს, თუნდაც ცოტა ხნით.
56
მაისტერი რომ წავიდა, კეტლინმა შალის მოსასხამი მოიხურა და
ისევ აივანზე გავიდა. მდინარეებს მზე დაჰნათოდა, ოქროთი ფერავ-
და ციხესიმაგრის ძირას ჩავლილი წყლის ზედაპირს. კეტლინმა თვა-
ლები მოიჩრდილა და შიშით გახედა შორეთს, აფრა ხომ არ ჩანსო.
მაგრამ იქ არაფერი მოჩანდა, რაც ნიშნავდა, რომ მის იმედებს ჯე-
რაც შეეძლო, ეცოცხლა.
მთელი ის დღე უცქერდა, და დიდხანს დაღამების მერეც, სანამ
დგომით ფეხები არ ასტკივდა. შუადღის მერე ციხესიმაგრეში ყორა-
ნი მოფრინდა და ფართო შავი ფრთების ფართქალით დაეშვა საფ-
რინველეში. შავი ფრთები, შავი ამბებიო, გაიფიქრა კეტლინმა, ბო-
ლოს მოსული ფრინველი და მისი მოტანილი საზარელი ამბავი გა-
იხსენა.
მაისტერი ვაიმანი საღამოს დაბრუნდა ლორდ ტალის მოსავლე-
ლად და კეტლინს უბრალო ვახშამი მოუტანა: პური, ყველი და
მდოგვწასმული მოხარშული ხორცი. – ათერაის ვეინს ველაპარაკე,
მილედი. ის დარწმუნებულია, რომ მისი მსახურობის დროს რივე-
რანში არ უცხოვრია ქალს, სახელად ენძელას.
– დავინახე, ყორანი მოფრინდა. ჯეიმი ისევ დაატყვევეს? – ან
მოკლეს ნუ ქნან ღმერთებმა?
– არა, მილედი. მეფისმკვლელზე ახალი არაფერია – აბა, მაშ,
ისევ ბრძოლა იყო? ედმური განსაცდელშია? ან რობი? გევედრები,
ქენი სიკეთე, გამიქარვე შიში.
– მილედი, მე არ უნდა... – ვაიმანმა მიმოიხედა თითქოს უნდოდა
დარწმუნებულიყო, რომ მათ გარდა ოთახში სხვა აღარავინ იყო, –
ლორდმა ტაივინმა მდინარეთი დატოვა. ფონებთან სიწყნარეა.
– მაშ, ყორანი საიდან მოფრინდა?
– დასავლეთიდან, – მიუგო მან, ლორდ ჰოსტერის ლოგინს მი-
უბრუნდა და ქალს მზერა აარიდა.
57
– რობზეა რამე?
მაისტერი შეყოყმანდა.
– დიახ, მილედი.
– რაღაც ცუდი ამბავია, – ქალი ამას მაისტერის ქცევით ხვდებო-
და. რაღაცას უმალავდა, – მითხარი. რობის ამბავია? დაშავებულია?
– მკვდარი არ იყოს, ღმერთებო, გევედრები, არ მითხრა, რომ მოკ-
ვდა...
– მისი მოწყალება დაიჭრა, კრაგს რომ იღებდა, – უთხრა მაის-
ტერმა ვაიმანმა, ახლაც თავს არიდებდა პირდაპირ პასუხს, – მაგ-
რამ წერს, რომ საწუხარი არაფერია, და რომ მალე დაბრუნების იმე-
დი აქვს.
– დაიჭრა? რა ჭრილობაა? რამდენად მძიმე?
– წერს, წუხილად არც ღირსო.
– მე ყველანაირი ჭრილობა მაწუხებს. უვლიან?
– დარწმუნებული ვარ. უეჭველია, კრაგის მაისტერი იზრუნებს
მასზე.
– სად დაიჭრა?
– მილედი, ნაბრძანები მაქვს, არ გელაპარაკო. ბოდიშს ვითხოვ,
– ვაიმანმა თავისი წამლები წამოკრიფა და სასწრაფოდ გავიდა, და
კეტლინი ისევ მარტო დარჩა მამასთან. ყაყაჩოს რძე თავისას შვრე-
ბოდა და ლორდ ჰოსტერს ღრმად ეძინა. ღია პირის ერთი კუთხიდან
ნერწყვის წვრილი ზოლი გადმოსდიოდა და ბალიშს უსველებდა.
კეტლინმა ტილოს ნაჭერი აიღო და ფრთხილად მოსწმინდა. რომ შე-
ეხო, ლორდმა ჰოსტერმა დაიკვნესა.
– მაპატიე, – თქვა მან ისე ჩუმად, რომ ქალი ძლივს არჩევდა მის
სიტყვებს, – ენძელა... სისხლი... სისხლი... შემიწყალონ ღმერთებ-
მა.

58
მისი სიტყვები უცნაურად აშფოთებდა, თუმცა მათი აზრი ვერ გა-
ეგო. სისხლი, გაიფიქრა მან. სისხლშია საქმე? მამა, ვინ იყო ეს ქალი
და რა უქენი ასეთი, პატიება რომ გჭირდება?
იმ ღამით კეტლინს მოუსვენრად ეძინა, ბუნდოვან სიზმრებს ხე-
დავდა შვილებზე, მკვდრებსა და დაკარგულებზე. გათენებამდე კარ-
გა ხნით ადრე გაეღვიძა, ყურებში მამის სიტყვები ედგა. საყვარელი
ბავშვები, თან კანონიერი... რატომ იტყოდა ამას, თუ... იქნებ, ამ ენ-
ძელასთან ბუში ჩასახა? დაუჯერებელი იყო. მისი ძმა ედმური – კი
ბატონო. კეტლინს არ გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, ედმურს ათი
შვილი ჰყავსო მაგრამ არა მამამისს, არა ლორდ ჰოსტერ ტალის,
არასოდეს.
იქნებ, ენძელას საალერსო სახელად ეძახდა ლიზას, როგორც მე
– კეტს? ლორდ ჰოსტერს ადრე იგი თავის დაში ერეოდა. სხვები გე-
ყოლებაო, თქვა. საყვარელი ბავშვები, თან კანონიერები. ლიზას
ხუთჯერ მოსწყდა მუცელი, ორჯერ საარწივეში, სამჯერ – მეფის სა-
ბიჯელში მაგრამ ეს არასოდეს მოსვლია რივერანში, სადაც ლორდი
ჰოსტერი მის გვერდით იქნებოდა და ანუგეშებდა. არასოდეს, თუ...
თუ მაშინ ორსულად არ იყო, იმ პირველ ჯერზე...
კეტლინი და მისი და ერთ დღეს გათხოვდნენ და მამასთან დარ-
ჩნენ, როდესაც მათი ახალშერთული ქმრები რობერტის ამბოხს
შეუერთდნენ და საომრად გაჭენდნენ. მოგვიანებით, როდესაც დე-
დათა წესი შეუჩერდათ, ლიზა აღტაცებით ლაპარაკობდა ძეებზე,
რომლებიც, უეჭველია, ჩასახვოდათ. „შენი ბიჭი ვინტერფელის მემ-
კვიდრე იქნება, ჩემი კი – საარწივესი. ოჰ, საუკეთესო მეგობრები
იქნებიან, შენი ნედივით და ლორდ რობერტივით ძმები უფრო იქნე-
ბიან, ვიდრე დეიდაშვილები, მართლა, ზუსტად ვიცი“. ისე ბედნიერი
იყო!
მაგრამ ლიზას ცოტა ხანში მოუვიდა და მისი ხალისიც გაქრა.
59
კეტლინს ეგონა, რომ მაშინ ლიზას უბრალოდ ცოტა გადაუცდა, მაგ-
რამ თუ ორსულად იყო...
გაახსენდა, დას პირველად რომ დააჭერინა ხელში რობი: პატა-
რა, წითელსახიანი და აჩხავლებული, მაგრამ მაშინაც კი ღონიერი
და სიცოცხლით სავსე. როგორც კი დას მკლავებში ბავშვი ჩაუწვინა,
ლიზას ცრემლები წამოსცვივდა. ჩვილი საჩქაროდ დაუბრუნა კეტ-
ლინს და გაიქცა.
თუ ადრეც დაკარგული ჰყავდა ბავშვი, ეს ხსნიდა მამას სიტყვებს
და ბევრ სხვა რამესაც... ლიზას ქორწინება ლორდ ერინთან სწრა-
ფად გადაწყდა, ჯონი კი მაშინაც კი მოხუცი იყო, მათ მამაზე უფროსი.
მოხუცი და უმემკვიდრო. მანამდე ორი ცოლი უშვილო ჰყავდა, მისი
ძმისშვილი ბრანდონ სტარკთან ერთად მოკლეს მეფის საბიჯელში,
მისი ქველი ბიძაშვილი ზარების ომში მოკვდა. ერინების გვარის გა-
საგრძელებლად ახალგაზრდა ცოლი სჭირდებოდა... ახალგაზრდა
და დანამდვილებით ნაყოფიერი.
კეტლინი ადგა, კაბა მოიცვა, ჩაბნელებულ მისაღებამდე კიბე
ჩაიარა და მამას თავს დაადგა. უმწეო ძრწოლა ავსებდა.
– მამა, – უთხრა მწოლარეს, – მამა, მე ვიცი, რაც ქენი.
ის აღარ იყო უბიწო პატარძალი, ოცნებებით რომ ჰქონდა თავი
სავსე. ქვრივი იყო, მოღალატე, მგლოვიარე დედა, და ბრძენი, ბრძე-
ნი ამქვეყნიურად.
– აიძულე, ცოლად შეერთო, – წარმოთქვა ჩურჩულით, – ლიზას
შერთვა ის ფასი იყო, რაც ჯონ ერინს ტალების ხმლებსა და შუბებში
უნდა გადაეხადა.
რა გასაკვირია, მისი დის ქორწინება ასე უსიყვარულო რომ გა-
მოდგა. ერინები ამაყები იყვნენ და დიდად დაგიდევდნენ ღირსებას.
ლორდ ჯონს შეეძლო, შეერთო ლიზა იმისათვის, რომ ტალები ამ-

60
ბოხში ჩაერთო, აგრეთვე – ძის იმედით, მაგრამ გაუჭირდებოდა, შე-
ეყვარებინა ქალი, რომელიც მის სარეცელზე შებღალული და იძუ-
ლებით დაწვა. უეჭველია, კეთილი იქნებოდა მასთან; ვალის აღმას-
რულებელი, რასაკვირველია; მაგრამ ლიზას სითბო სჭირდებოდა.
მეორე დილით, საუზმის მერე, კეტლინმა კალამი და ქაღალდი
მოითხოვა და დასთან ერინის ველზე გასაგზავნი წერილის წერას
შეუდგა. წვალებით მოუყვა ლიზას ბრანსა და რიკონზე, მაგრამ ძი-
რითადად მამაზე დაწერა. ახლა, როდესაც უკანასკნელ წუთებს ით-
ვლის, მისი ფიქრები სულ შენ წინაშე ჩადენილ დანაშაულს დასტრი-
ალებს. მაისტერი ვაიმანი ამბობს, რომ ვერ ბედავს, უფრო ძლიერი
ყაყაჩოს რძე მისცეს. დროა, მამამ ფარ-ხმალი დადოს. დროა, მოის-
ვენოს. მაგრამ ის შეუპოვრად იბრძვის, არ ნებდება. მგონი, შენ გა-
მო. პატიება სჭირდება შენგან. ვიცი, საარწივედან რივერანამდე გზა
ომმა სახიფათო გახადა, მაგრამ რაინდების მძლავრ რაზმს ხომ შე-
უძლია, მშვიდობიანად გადმოგატაროს მთვარის მთები? ას კაცს, იქ-
ნებ, ათასსაც? და თუ ვერ მოხვალ, იქნებ, მოსწერო მაინც? ორიოდ
სიტყვით სიყვარული შემოუთვალო, მშვიდად რომ მოკვდეს? მოსწე-
რე, რაც გინდა, მე მას წავუკითხავ და გზას შევუმსუბუქებ.
კალამი რომ გადადო და დასაბეჭდად ცვილი მოითხოვა, კეტლი-
ნი უკვე გრძნობდა, რომ წერილი მეტისმეტად მცირე და მეტისმეტად
დაგვიანებული იყო. მაისტერი ვეიმანი თვლიდა, რომ ლორდი ჰოს-
ტერი ვერ გაატანდა, სანამ ყორანი საარწივემდე მიფრენას და უკან
დაბრუნებას მოასწრებდა. მაგრამ ის ადრეც იმავეს ამბობდა... ტა-
ლების კაცები იოლად არ ნებდებიან, რაგინდ უთანაბრო ბრძოლა-
ში.
პერგამენტი მაისტერს რომ გადასცა, კეტლინი სეპტში წავიდა და
სანთელი აუნთო ზეციურ მამას თავისი მამის სახელზე. მეორე სან-
თელი აუნთო დედაბერს, რომელმაც პირველი ყორანი გამოუშვა
61
მიწაზე, როდესაც სიკვდილის კარში შეიხედა, და მესამე – დედას,
ლიზასთვის და ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც ორივემ დაკარ-
გეს. იმ დღეს, მოგვიანებით, ლორდ ჰოსტერის საწოლთან რომ იჯდა
წიგნით და ისევ და ისევ კითხულობდა ერთსა და იმავე ფრაზას, ხმა-
მაღალი დაძახილები და ბუკების ჭექა მოესმა. სერ რობინიო, მაშინ-
ვე ეს გაიფიქრა და შეკრთა. აივანზე გავიდა, მაგრამ მდინარეებზე
არაფერი მოჩანდა, ოღონდ გარედან მოსული ხმები უფრო ცხადად
ჩაესმა: ბევრი ცხენის ხმა, აბჯრის ჩხარუნი, აქა-იქ – მისალმების ყი-
ჟინა. კეტლინი ციხის სახურავზე ამავალ ხვეულ კიბეს აუყვა. სერ
დესმონდს ჩემთვის სახურავზე გასვლა არ აუკრძალავსო, გაიფიქ-
რა.
ხმები ციხესიმაგრის მეორე ბოლოდან მოდიოდა, მთავარი კა-
რიბჭის მხრიდან. ცხაურის წინ, ბიძგებით რომ მიიწევდა მაღლა,
ადამიანების მომცრო ჯგუფი იდგა, იქით კი, მინდორში, ციხის გა-
რეთ, რამდენიმე ასეული მხედარი მოჩანდა. ქარმა დაუბერა და მა-
თი დროშები გაშალა, და ქალი შვებით აცახცახდა რივერანის
მხლტომი კალმახის დანახვისას. ედმური.
ორი საათი გავიდა, სანამ ის დასთან მოსვლას ჩათვლიდა საჭი-
როდ. იმ დროისთვის ყველგან ხმაურიანი შეხვედრების ალიაქოთი
იდგა: კაცები გულში იკრავდნენ ციხესიმაგრეში დარჩენილ ქალებს
და ბავშვებს. საფრინველიდან სამი ყორანი აფრინდა, შავი ფრთე-
ბით ჰაერს სცემდნენ და ცაში მაღლდებოდნენ. კეტლინი მათ მამის
აივანზე მდგარი უცქერდა. თმა დაიბანა, ტანთ გამოიცვალა და ძმის
დასახვედრად მოემზადა... მაგრამ ლოდინი მაინც ძნელი იყო.
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, კართან ხმები მოესმა, იგი დაჯდა
და ხელები მუხლებზე დაიკრიფა. ედმურს ჩექმები, საბარკულები და
იალმაგი წითელი შემხმარი ტალახით ჰქონდა დალაქავებული. მისი
შემხედვარე ვერაფრით იტყოდი, რომ ბრძოლა მოეგო. გამხდარი
62
და დაქანცული იყო, ფერმკრთალი ლოყები, გაბურდული წვერი, აპ-
რიალებული თვალები უჩანდა.
– ედმურ, – მიმართა შეშფოთებულმა კეტლინმა, – ცუდად გა-
მოიყურები. მოხდა რამე? ლანისტერებმა მდინარე გადმოლახეს?
– მოვიგერიე. ლორდი ტაივინი, გრეგორ კლეგეინი, ადამ მარ-
ბრანდი, ყველა უკან გავაბრუნე. მაგრამ სტანისმა... – მან სახე დაჯ-
ღანა.
– სტანისმა? რა სტანისმა?
– მეფის საბიჯელთან ბრძოლა წააგო, – წარმოთქვა მან დაღვრე-
მილმა, – მისი ფლოტი დაწვეს, ჯარი გაფანტეს.
ლანისტერების გამარჯვება ცუდი ამბავი იყო, მაგრამ კეტლინი
ძმის ასე ცხად შეშფოთებას არ იზიარებდა. მას ჯერ კიდევ ელანდე-
ბოდა ღამის კოშმარებში ის ლანდი, რენლის კარავში შემოსული
რომ ნახა, და მეფის ფოლადის საყელოდან გადმოდენილი სისხლი.
– სტანისი ლორდ ტაივინზე უკეთესი მოკავშირე არ ყოფილა.
– არ გესმის. ზენაბაღი ჯოფრის მიუდგა. დორნიც, ასევე. მთელი
სამხრეთი, – მან მაგრად მოკუმა პირი, – შენ კი მეფისმკვლელის
გაშვება ჩათვალე საჭიროდ. უფლება არ გქონდა.
– დედის უფლება მქონდა, – მშვიდი ხმით თქვა, თუმცა ზენაბა-
ღის ამბავი რობის იმედებს ნაცარტუტად აქცევდა. მაგრამ ახლა ამა-
ზე დაფიქრება არ შეეძლო. – უფლება არ გქონდა, – გაიმეორა ედ-
მურმა, – იგი რობის ტყვე იყო, მეფის ტყვე, და რობმა მისი დაცვა მე
დამავალა.
– ბრიენი დაიცავს. თავისი ხმლით შემომფიცა.
– ის ქალი?
– ის ქალი ჯეიმის მეფის საბიჯელში მიიყვანს და არიას და სანსას
უვნებლად დაგვიბრუნებს.
– სერსეი მათ არასოდეს დათმობს.
63
– სერსეი არა. ტირიონი. მან ამის ფიცი დადო, მთელი დარბაზის
წინაშე. მეფისმკვლელმაც იგივე შემომფიცა.
– ჯეიმის სიტყვას ფასი არ აქვს. ჭინკას რაც შეეხება, ამბობენ,
ომის დროს თავი ტაბარით გაუჩეხესო. მანამდე მოკვდება, სანამ შე-
ნი ბრიენი მეფის საბიჯელს მიაღწევდეს – თუ მოახერხა საერთოდ
მიღწევა.
– მოკვდება? – განა შეიძლებოდა, ღმერთები მართლაც ასე შე-
უბრალებლები ყოფილიყვნენ? მან ჯეიმის ასი ფიცი დაადებინა, მაგ-
რამ იმედებს მისი ძმის დანაპირებზე ამყარებდა.
ედმური მის სასოწარკვეთას არად აგდებდა.
– ჯეიმიზე პასუხს მე ვაგებდი, ჰოდა, ვაპირებ უკან დავიბრუნო
ყორნები გავგზავნე.
– ყორნები – ვისთან? რამდენი?
– სამი, – მიუგო ძმამ, – რომ ლორდ ბოლტონთან წერილმა ნამ-
დვილად მიაღწიოს. მდინარით ივლიან თუ გზით, რივერანიდან მე-
ფის საბიჯელში ჩასასვლელად მაინც ჰარენჰალს უნდა ჩაუარონ.
– ჰარენჰალს, – ამ სიტყვის უბრალო წარმოთქმამაც კი თითქოს
ოთახი ჩააბნელა. ძრწოლით ჩახრინწული ხმით წარმოთქვა: – ედ-
მურ, თუ იცი, რა ჩაიდინე?
– ნუ გეშინია, შენზე არაფერი მითქვამს. მივწერე, რომ ჯეიმი გა-
იქცა, და მის დაჭერაში ათას დრაკონს დავპირდი.
სულ უარესი და უარესი, გაიფიქრა სასოწარკვეთილმა კეტლინ-
მა. ჩემი ძმა ბრიყვია. უნებურმა, დაუპატიჟებელმა ცრემლებმა აუვ-
სო თვალები.
– თუ ეს გაქცევა იყო, – წარმოთქვა ჩუმად, – და არა მძევლების
გაცვლა, მაშ ლანისტერები რატომ მისცემენ ბრიენს ჩემს გოგო-
ნებს?
– მაქამდე საქმე არც მივა. მეფისმკვლელი ჩვენ დაგვიბრუნდება,
64
ამაზე მე ვიზრუნე. – ერთადერთი, რაზეც იზრუნე, ისაა, რომ ვეღარა-
სოდეს ვნახო ჩემი გოგონები. ბრიენს შეეძლო, უვნებლად ჩაეყვანა
ის მეფის საბიჯელში... თუ არავინ ინადირებდა მათზე. მაგრამ ახ-
ლა... – კეტლინს სიტყვა უწყდებოდა, – დამტოვე, ედმურ, – უფლება
არ ჰქონდა, ებრძანებინა მისთვის აქ, ამ ციხესიმაგრეში, რომელიც
მალე მისი ძმის გახდებოდა, მაგრამ ქალის ხმა შეუვალი იყო, – დამ-
ტოვე მამაჩემთან და ჩემს მწუხარებასთან, შენთვის სათქმელი აღა-
რაფერი მაქვს. წადი. წადი, – ისღა უნდოდა, დაწოლილიყო, თვალე-
ბი დაეხუჭა და დაეძინა, და ელოცა, რომ არაფერი დასიზმრებოდა.
არია
ცა მათ უკან წამომართული ჰარენჰალის გალავანივით იყო ჩაბ-
ნელებული. თანაბრად, გადაუღებლად წვიმდა, წვიმა მათი ცხენების
ნაბიჯებს ახშობდა და სახეებზე ჩამოსდიოდათ.
ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ, ტბას შორდებოდნენ, დაღარულ
სოფლის გზას მიუყვებოდნენ და აოხრებულ ყანებს, ტყეებს, მდინა-
რეებს გადადიოდნენ. წინ არია მიუძღოდათ და თავის მოპარულ
ცხენს სწრაფი, დაურიდებელი ჩორთით მიერეკებოდა, სანამ გარშე-
მო ხეები არ შემოეჯარათ. ღვეზელა და გენდრი როგორც შეეძლოთ,
მისდევდნენ. შორს მგლები ყმუოდნენ და არიას ღვეზელას ქოშინი
ჩაესმოდა. ხმას არავინ იღებდა. დროდადრო არია მხარსუკან გა-
იხედავდა ხოლმე, რომ ენახა, ბიჭები ძალიან ხომ არ ჩამორჩნენ და
მიჰყვებოდნენ თუ არა.
გამომყვებიანო, იცოდა. მან მოიპარა სამი ცხენი თავლებიდან,
რუკა და ხანჯალი – რუს ბოლტონის მისაღებიდან და უკანა კართან
მდგარი მცველი მოკლა, ყელი გამოჭრა, როდესაც მან გაცვეთილი
რკინის მონეტის ასაღებად დაიჩოქა – იმის, ჯეიქენ ჰაგარმა რომ
მისცა გოგონას. ვინმე იპოვის თავის სისხლში მწოლარე მკვდარს

65
და მაშინ კი ატყდება ერთი ყვირილი და ალიაქოთი. ლორდ ბოლ-
ტონს გააღვიძებენ და ჰარენჰალს დუროებიდან სარდაფებამდე გა-
დაჩხრეკენ, ნახავენ, რომ რუკა და ხანჯალიც გამქრალა, რამდენიმე
ხმალიც საიარაღოდან, პური და ყველი სამზარეულოდან, მცხობე-
ლი ბიჭი, მჭედლის შეგირდი და მერიქიფე, სახელად ნენი... ან
ქრცვინი, ან არი – გააჩნია, ვის ჰკითხავენ.
დრედფორტის ლორდი თავად არ დაედევნებათ. რუს ბოლტონი
საწოლში დარჩება, გაფითრებულ სხეულზე მისმული წურბელებით,
და იმ თავისი მოჩურჩულე, ჩუმი ხმით გასცემს ბრძანებებს. მდევარს
შეიძლება, მისი კაცი ვალტონი ჩაუდგეს სათავეში, აი, ის, რკინისფე-
ხებას რომ ეძახიან იმ საბარკულების გამო, მუდამ რომ უკეთია თა-
ვის გრძელ ფეხებზე. ან შეიძლება, ის დორბლიანი ვარგო ჰოუთი და
მისი ქირით მებრძოლები გამოუშვას, თავისთავს მამაც თანამებ-
რძოლებს რომ ეძახიან. სხვები მათ სისხლიან ჯამბაზებად მოიხსე-
ნიებენ, ოღონდ მხოლოდ ზურგსუკან, და ზოგჯერ – უფეხოებად, რა-
კი ლორდ ვარგოს ჩვევად აქვს, ხელები და ფეხები წაჰკვეთოს იმათ,
ვინც გაანაწყენებს.
თუ დაგვიჭერენ, ვარგო ხელებს და ფეხებს დაგვაჭრის, მერე კი
რუს ბოლტონი ტყავს გაგვაძრობს. მას ჯერ კიდევ პაჟის ტანსაცმელი
ეცვა და მკერდზე ლორდ ბოლტონის ემბლემა – დრედფორტის გატ-
ყავებული კაცი – ჰქონდა ამოქარგული. რამდენჯერაც უკან მიიხე-
დავდა, იმდენჯერ ეგონა, ახლა კი დავინახავ, ჩირაღდნების მდინა-
რე როგორ გადმოედინება ჰარენჰალის შორი კარიბჭიდან ან რო-
გორ ცოცხლდება ამოძრავებული ცეცხლებით მისი ვეება გალავნის
თავიო, მაგრამ არაფერი ჩანდა. ჰარენჰალი ძილს აგრძელებდა, სა-
ნამ წყვდიადში არ ჩაიკარგა და ხეებს არ მიეფარა.
პირველ მდინარეს რომ მიადგნენ, არიამ ცხენი მოაბრუნა და
გზიდან გადავიდა, წყლის მიმოხვეულ კალაპოტს გაუყვა მეოთხედი
66
მილის მანძილზე და მერეღა ამოვიდა მაღალ, ქვიან ნაპირზე. იმედი
ჰქონდა, მდევარი ძაღლებს თუ გამოიყოლებდა, ასე შეიძლებოდა,
კვალი დაეკარგათ. გზაზე ვერ დარჩებოდნენ. გზაზე სიკვდილია, უთ-
ხრა არიამ თავისთავს, ყველა გზაზე სიკვდილი გვისაფრდება.
გენდრი და ღვეზელა მის არჩევანს არ ედავებოდნენ. ბოლოს და
ბოლოს, მას რუკა ჰქონდა და ღვეზელას, ჩანს, არია ლამის ისეთსა-
ვე თავზარს სცემდა, როგორც სავარაუდო მდევარი. ბიჭმა ნახა არი-
ას მოკლული მცველი. ძალიანაც კარგი, ჩემი თუ ეშინია. ადგება და
იმას იზამს, მე რასაც ვეტყვი, და სისულელეების კეთებას არ დაიწ-
ყებს.
წესით, თვითონაც უფრო მეტად უნდა შინებოდა. ჯერ მხოლოდ
ათი წლის იყო, მოპარულ ცხენზე მჯდარი გაჩხიკული გოგო, წინ ბნე-
ლი ტყე ჰქონდა გასავლელი, უკან კი მოსდევდა მდევარი, რომელიც
ხალისით დააჭრიდა ფეხებს. მაგრამ რატომღაც იმაზე უფრო მშვი-
დად გრძნობდა თავს, ვიდრე ჰარენჰალში ყოფილა როდისმე. წვი-
მამ თითებიდან მცველის სისხლი ჩამოჰბანა, ზურგზე ხმალი ჰქონდა
მიკრული, წყვდიადში სწრაფ რუხ ლანდებად დაძრწოდნენ მგლები
და არია სტარკს არაფრის ეშინოდა. შიში ხმალზე უფრო ღრმად
ჭრის, ჩურჩულებდა თავისთვის და ჯეიქენის სიტყვებსაც, ვალარ
მორგულისო, იმეორებდა.
წვიმამ გადაიღო და ისევ წამოვიდა, ისევ გადაიღო და წამოვიდა,
მაგრამ კარგი მოსასხამები ჰქონდათ და არ სველდებოდნენ. არია
მათ აუჩქარებელი, თანაბარი ნაბიჯით ატარებდა. ხეების ქვეშ ძალი-
ან ბნელოდა, უფრო სწრაფად ვერ ივლიდნენ; არც ერთი ბიჭი არ იყო
გაწაფული ცხენოსანი, რბილი, ოღროჩოღრო მიწიდან კი სახიფა-
თოდ გამოჩრილიყო ფესვები და ქვები. კიდევ ერთი შარა გადაჭრეს,
მისი ღრმა თხრილები ჩამოდენილი წყლით იყო სავსე, მაგრამ არია
მასაც გაეცალა. უვალ ბორცვებზე ატარებდა აღმა-დაღმა, ჯაგებსა
67
და ღვიებში, ხეების ქვეშ გადახლართულ ბუჩქნარში, ვიწრო ხრამე-
ბის ფსკერების გასწვრივ, სადაც მიმავლებს სველი ფოთლებით
დამძიმებული ტოტები ეშხაპუნებოდათ სახეში.
გენდრის ფაშატს ერთხელ ტალახში ფეხი მოუცურდა, გავაზე და-
ეცა და მხედარი უნაგირიდან გადმოაგდო, მაგრამ არც ცხენი, არც
კაცი არ დაშავებულა; გენდრის სახეზე ის თავისი ჯიუტი გამომეტყვე-
ლება აღებეჭდა და მაშინვე ისევ ამხედრდა. ცოტა ხნის მერე სამ
მგელს წაადგნენ, მკვდარ შველს ფატრავდნენ. ღვეზელას ცხენმა
სუნი რომ იკრა, დაფრთხა და აიწყვიტა. ორი მგელიც გაიქცა, მაგ-
რამ მესამემ თავი ასწია და კბილები დაკრიჭა, ნადავლის დასაცავად
მოემზადა.
– უკან დაიხიე, – უთხრა არიამ გენდრის, – ნელა, რომ არ გააღი-
ზიანო.
ცხენები ნელა შემოატარეს გარშემო, სანამ მგელიც და მისი საკ-
ბილოც თვალს არ მოეფარნენ. მხოლოდ მაშინღა შეტრიალდნენ
ღვეზელას უკან გამოსადგომად, რომელიც გავეშებით ებღაუჭებო-
და უნაგირს, ცხენი კი ხეებს შორის მიქროდა. მოგვიანებით ჩაიარეს
დამწვარი სოფელი, ფრთხილად გაიკვლიეს გზა ქოხების გაშავე-
ბულ ჩონჩხებს შორის და გასცდნენ ვაშლის ხეების რიგზე დაკიდე-
ბული მკვდრების ძვლებს. ღვეზელამ მათ დანახვაზე ლოცვა დაიწ-
ყო, ჩუმი ჩურჩულით ისევ და ისევ ევედრებოდა დედას, დაეფარა
ისინი. არიამ ახედა სველი, დამპალი ტანსაცმლით დაფარულ
უხორცო მკვდრებს და საკუთარი ლოცვა წარმოთქვა. სერ გრეგო-
რი, გრძელდებოდა მისი ნუსხა, დანსენი, პოლივერი, რალფ საყვა-
რელი. ღიტინა და ქოფაკი, სერ ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი,
დედოფალი სერსეი. ვალარ მორგულისო, ამით დააბოლოვა, ქამ-
რის ქვეშ ჩამალულ მონეტას შეეხო, მერე კი ხელი გაიწოდა და ცხენ-

68
დაცხენ ჩავლილმა მკვდრებს შორის ტოტიდან ვაშლი მოწყვიტა. ნა-
ყოფი დარბილებული და გადამწიფებული იყო, მაგრამ სულ შეჭამა,
თავის მატლებიან-ყველაფრიანად.
დღე ალიონის გარეშე გათენდა. მათ გარშემო ცა ნელ ნელა გა-
ნათდა, მაგრამ მზისთვის თვალიც არ მოუკრავთ. შავი რუხმა შეცვა-
ლა და ფერები მორიდებით დაუბრუნდნენ ქვეყნიერებას. ჯარისკაცა
ფიჭვები პირქუშ მწვანედ იყვნენ ჩაცმულები, ფოთლოვანი ხეების
ჟღალი და მკრთალი ოქროსფერი უკვე გაყავისფრებას იწყებდა. შე-
ჩერდნენ მხოლოდ იმდენი ხნით, რომ ცხენები დაერწყულებინათ და
ცივი, ნაჩქარევი საუზმე გადაეყლაპათ. ღვეზელას მოპარული პური
გაგლიჯეს და ერთმანეთს ხმელი ყვითელი ყველის ნატეხები გადაა-
წოდეს.
– თუ იცი, საით მივდივართ? – ჰკითხა გენდრიმ.
– ჩრდილოეთისკენ, – მიუგო არიამ.
ღვეზელამ დაბნეულმა მიმოიხედა.
– ჩრდილოეთი საითაა?
– იქით, – ყველით მიათითა არიამ.
– მზე არ ჩანს. საიდან იცი?
– ხავსით. ხედავ, ხეების ცალ მხარეს რომ იზრდება? ეგ სამხრე-
თია.
– ჩრდილოეთში რა გვინდა? – დაინტერესდა გენდრი.
– სამკბილა, – არიამ მოპარული რუკა გაშალა და უჩვენა, – ხე-
დავ? სამკბილას რომ მივადგებით, ისღა გვინდა, აღმა ავუყვეთ, სა-
ნამ რივერანში მივიდოდეთ, აი, აქ, – მან თითი გააყოლა ბილიკს, –
იქამდე შორია, მაგრამ არ დავიკარგებით, თუ მდინარეს გავყვებით.
ღვეზელა რუკას უაზროდ დააჩერდა.
– რივერანი რომელია?
რივერანი კოშკად იყო დახატული, ორი მდინარის ქვაგორიასა
69
და წითელი კბილის – ლურჯ კლაკნილ ხაზებს შორის.
– აი, – არიამ თითი დაადო, – რივერანიო, აწერია.
– შენ ნაწერის კითხვა იცი? – ისე გაოცებულმა ჰკითხა, თითქოს
გოგონას ეთქვას, წყალზე დავდივარო.
არიამ თავი დაუქნია.
– რივერანს რომ მივაღწევთ, საფრთხე აღარ დაგვემუქრება –
მართლა? რატომ?
იმიტომ, რომ რივერანი ბაბუაჩემის ციხესიმაგრეა და ჩემი ძმა
რობიც იქ იქნებაო, უნდოდა, ეთქვა. მან ტუჩზე იკბინა და რუკა დაახ-
ვია.
– ვიქნებით და მორჩა. მაგრამ ჯერ იქამდე უნდა მივაღწიოთ.
ცხენზე პირველი ამხედრდა. არ მოსწონდა, ღვეზელას სიმარ-
თლეს რომ უმალავდა, მაგრამ თავის საიდუმლოს ვერ ანდობდა.
გენდრიმ კი იცოდა, მაგრამ ეს სხვა იყო. გენდრის საკუთარი სა-
იდუმლო ჰქონდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რა. იმ დღეს არიამ
უფრო სწრაფად იარა, როცა კი ბედავდა, ცხენები ჩორთით მიჰყავდა
და ზოგჯერ ნავარდზედაც გადაიყვანდა ხოლმე, წინ ბრტყელ მინ-
დორს თუ დალანდავდა. თუმცა ამას საკმაოდ იშვიათად ახერხებდა:
რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მხარე უფრო და უფრო ბორცვიანი ხდე-
ბოდა. ბორცვები არც ძალიან მაღლები იყო, არც მეტისმეტად ციცა-
ბო, მაგრამ ბოლო არ უჩანდათ და მგზავრები მალე დაიღალნენ
ერთ ფერდზე ასვლით და მეორიდან ჩამოსვლით. ბოლოს და ბო-
ლოს, მათ შორის სცადეს გზის გაკვლევა, ღელეების კალაპოტების
გასწვრივ და ტყიანი ველების ლაბირინთებში, სადაც ხეების ტოტები
მათ თავზემოთ ხშირ ჩარდახად იყო გადაწნული. დროდადრო არია
გენდრის და ღვეზელას წინ უშვებდა, თავად კი უკან ბრუნდებოდა
კვალის ასარევად და სმენად ქცეული აყურადებდა, დევნის პირვე-

70
ლივე ნიშანი რომ არ გამოჰპარვოდა. ძალიან ნელა მივდივართ, გა-
იფიქრა და ტუჩი კბილებში მოიქცია, ნამდვილად დაგვეწევიან. ერ-
თხელ, ქედის თხემზე შემდგარმა, დაინახა, მათ უკან როგორ გად-
მოდიოდნენ მდინარეზე მუქი ფიგურები, და ნამით შეშინდა, რუს
ბოლტონის მხედრები მოგვდევენო; მაგრამ, რომ დააკვირდა, მიხ-
ვდა, რომ ეს მგლების ხროვა იყო. მან პირთან მოიმრგვალა ხელები
და ყმუილით ჩასძახა დაბლა:
– აჰუუუუუუუუუუ, აჰუუუუუუუუუუ!
მგელთაგან ყველაზე ზორბამ თავი ასწია და ყმუილითვე გამოე-
პასუხა, მისი ხმის გაგონებაზე არიას შეაჟრჟოლა.
შუადღისას ღვეზელამ წუწუნი დაიწყო. ტრაკი დამეჟეჟაო, უთ-
ხრათ, უნაგირმა ფეხებს შორის კანი გამიხეხა, თანაც, ცოტა უნდა
დავიძინოო. ისე დავიღალე, ახლა ცხენიდან გადმოვვარდებიო არი-
ამ გენდრის შეხედა.
– ცხენიდან თუ გადმოვარდა, როგორ გგონია, პირველები ვინ
იპოვიან – მგლები თუ ჯამბაზები?
– მგლები, – მიუგო გენდრიმ, – უკეთესი ყნოსვა აქვთ.
ღვეზელამ პირი გააღო, მერე დახურა. ცხენიდან არ ჩამოვარ-
დნილა. ცოტა ხანში ისევ გაწვიმდა. მზისთვის თვალი ჯერაც არ მო-
ეკრათ. აცივდა, მკრთალი თეთრი ნისლები ფიჭვებს შორის იწელე-
ბოდნენ და შიშველი, გადამწვარი მინდვრების თავზე მიქროდნენ.
გენდრისაც თითქმის ღვეზელასავით უჭირდა, მაგრამ ზედმეტად ჯი-
უტი იყო, წუწუნს რომ მოჰყოლოდა. უნაგირზე მოუხერხებლად იჯდა,
გაბურდული შავი თმის ქვეშ სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება ეწერა,
მაგრამ არია ატყობდა, რომ ვერ იყო მარჯვე ცხენოსანი. არ უნდა
დამვიწყნოდაო, გაიფიქრა. თვითონ, რაც თავი ახსოვდა, სულ ჯირი-
თობდა – პატარაობისას პონებით, მერე ცხენებით, მაგრამ გენდრი
და ღვეზელა ქალაქელები იყვნენ, ქალაქებში კი უბრალო ხალხი
71
ფეხით დადის. იორენმა კი მისცათ ვირები, მეფის საბიჯელიდან რომ
წამოიყვანა ისინი, მაგრამ სამეფო გზაზე ფორნების უკან ვირით ჩაქ-
ჩაქი ერთია და სანადირო ცხენის ჭენება უღრან ტყეებსა და დამწვარ
მინდვრებზე – სულ სხვა.
არიამ იცოდა, მარტო ბევრად უფრო სწრაფად ივლიდა, მაგრამ
ამათ ვერ მიატოვებდა. ეს ორი მისი ხროვა იყო, მისი მეგობრები,
ცოცხალი მეგობრებისგან ესენიღა დარჩენოდა. და რომ არა არია,
ბიჭები ახლაც ჰარენჰალში იქნებოდნენ უსაფრთხოდ – გენდრი თა-
ვის სამჭედლოში დაღვრიდა ოფლს, ღვეზელა კი – სამზარეულოში.
ჯამბაზები თუ დაგვიჭერენ, მე მათ ვეტყვი, რომ ნედ სტარკის ასული
და ჩრდილოეთის მეფის და ვარ. ვუბრძანებ, ჩემს ძმასთან წამიყვა-
ნონ და არაფერი დაუშავონ ღვეზელას და გენდრის. თუმცა მათ შე-
იძლება, არ დაეჯერებინათ, და რომც დაეჯერებინათ... ლორდი
ბოლტონი მისი ძმის მებაირაღე იყო, მაგრამ არიას მაინც ჰქონდა
მისი შიში. არ დავანებებ ჩვენს დაჭერას, უხმო აღთქმა დადო მან. არ
დავანებებ.
მოგვიანებით, შუადღის მერე, ხეებიდან გამოვიდნენ და მდინა-
რის ნაპირზე აღმოჩნდნენ. ღვეზელამ აღტაცებით შეჰყვირა.
– სამკბილა! ახლა ისღა დაგვრჩენია, მდინარეს ავუყვეთ, რო-
გორც ამბობდი. თითქმის მისულები ვართ!
არიამ ტუჩი კბილებში მოიქცია.
– არა მგონია, ეს სამკბილა იყოს, – მდინარე წვიმას მოედიდები-
ნა მაგრამ ოცდაათ ფუტზე უფრო განიერი მაინც არ იქნებოდა სამ-
კბილა მას ბევრად უფრო განიერი ახსოვდა.
– ეს ძალიან პატარაა, სამკბილა არ იქნება, – უთხრა ბიჭებს თა-
ნაც, ჯერ იმდენიც არ გვივლია.
– როგორ არა, – შეედავა ღვეზელა, – მთელი დღე ვიარეთ და
თითქმის არ გავჩერებულვართ. ალბათ რამხელა გზა გავიარეთ.
72
– მოდი, კიდევ შევხედოთ რუკას, – თქვა გენდრიმ.
არია ჩამოხდა, რუკა აიღო და გაშალა. წვიმა ცხვრის ტყავზე აწ-
კაპუნდა და ნაკადულებად დასდინდა.
– მგონი, სადღაც აქ უნდა ვიყოთ, – თქვა მან და მიათითა, ბიჭები
კი რუკას მის მხარსუკნიდან დასჩერებოდნენ.
– მაგრამ, – უთხრა ღვეზელამ, – ესე გამოდის, საერთოდ არ
გვივლია. აგერ, ჰარენჰალი შენს თითთანაა, ლამის ეხები. ჩვენ კი
მთელი დღე ვიარეთ!
– სანამ სამკბილამდე მივაღწევდეთ, კიდევ ბევრი მილი უნდა გა-
ვიაროთ, – თქვა არიამ, – იქ მისასვლელად რამდენიმე დღე დაგ-
ვჭირდება. ეს რომელიღაც სხვა მდინარე უნდა იყოს, რომელიმე
ამათგანი, ნახე, – და ბიჭებს უჩვენა რამდენიმე უფრო ვიწრო ლურჯი
ხაზი, რომლებისთვისაც რუკის მხატვარს წვრილად დასახელებები
მიეწერა, – დარი, მწვანევაშლა, ქალისა... აგერ, პატარა ძეწნა, შე-
იძლება, სწორედ ეს მდინარეა.
ღვეზელამ ხაზს შეხედა, მერე – მდინარეს.
– მე ეს არც ისე პატარა მეჩვენება.
გენდრიმაც შუბლი შეიკრა.
– ის მდინარე, შენ რომ გვიჩვენებ, იმ მეორეში ჩაედინება, ხე-
დავ?
– დიდი ძეწნა, – წაიკითხა არიამ.
– ანუ დიდ ძეწნაში. და, შეხედე, დიდი ძეწნა სამკბილაში ჩაედი-
ნება, ასე რომ, შეგვიძლია, ჯერ ერთს გავყვეთ, მერე მეორეს, მაგ-
რამ მაშინ აღმა კი არა, დაბლა უნდა დავუყვეთ. მაგრამ თუ ეს მდი-
ნარე პატარა ძეწნა არ არის და აგერ ესაა... – ქოჩორაწყალი, – წა-
იკითხა არიამ.
– ხედავ, ეგ უხვევს და ტბაში ჩაედინება უკან ჰარენჰალისკენ მი-
დის, – მან თითი ხაზს გააყოლა.
73
ღვეზელას თვალები გაუფართოვდა.
– არა! იქ ნამდვილად დაგვხოცავენ!
– უნდა ვიცოდეთ, ეს რა მდინარეა, – გამოაცხადა გენდრიმ თა-
ვისი ყველაზე ჯიუტი ხმით, – უნდა ვიცოდეთ.
– ჰოდა, არ ვიცით, – ლურჯი ხაზების გვერდით სახელები კი ეწე-
რა, მაგრამ მდინარის ნაპირზე სახელის წასაწერად თავი არავის შე-
ეწუხებინა, – არ გავყვებით არც აღმა, არც დაღმა, – გადაწყვიტა
არიამ და რუკა დაახვია, – გადავჭრით და ჩრდილოეთისკენ წა-
ვალთ, როგორც ადრე.
– ცხენებმა ცურვა იციან? – ჰკითხა ღვეზელამ, – ღრმა ჩანს, არი.
გველები რომ იყვნენ?
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩრდილოეთისკენ მივდივართ? –
ჰკითხა გენდრიმ, – ეს გორაკები... მხარი თუ გვექცა – ხეებზე ხავ-
სი...
გენდრიმ მახლობელ ხეზე მიათითა – იმ ხეს ხავსი სამი მხრიდან
აქვს, იმაზე კიდევ ხავსი საერთოდ არ იზრდება. შეიძლება, დავიკარ-
გეთ, შეიძლება, წრეზე დავდივართ.
– შეიძლება, – დაეთანხმა არია, – მაგრამ ვაპირებ, მდინარეზე
მაინც გადავიდე. შეგიძლიათ, წამომყვეთ, შეგიძლიათ, აქ დარჩეთ,
– ისევ უნაგირზე აცოცდა, იმათ ზედაც არ უყურებდა. თუ არ უნდათ,
გამომყვნენ, მაშინ ადგნენ და რივერანი თვითონ იპოვონ. თუმცა,
უფრო საფიქრებელია, ჯამბაზებმა იპოვონ ესენი.
ნაპირის გასწვრივ ნახევარი მილი მაინც იარა, სანამ ისეთ ად-
გილს ნახავდა, გადასასვლელად უსაფრთხო რომ მოეჩვენა, მაგრამ
მისი ფაშატი აქაც კი უარობდა წყალში შესვლას. მდინარე, ეს იყო
თუ ის, მღვრიე და სწრაფი მოედინებოდა და შუაში ყველაზე ღრმა
ნაწილი ცხენს მუცელს ზემოთ უწევდა. წყალმა არიას ჩექმები აუვსო,
მაგრამ მან ცხენს ქუსლები შემოაჭდო და გაღმა ნაპირზე აიყვანა.
74
უკნიდან შხაპუნი და ფაშატის შეშინებული ჭიხვინი მოესმა. ანუ მოჰ-
ყვებოდნენ. კარგია. მობრუნდა და უცქერდა, როგორ წვალებით
გადმოჭრეს ბიჭებმა ნაკადი და მის გვერდით ამოვიდნენ, ფეხებიდან
წყალი ჩამოსდიოდათ.
– ეს სამკბილა არ იყო, – უთხრა მათ არიამ, – ნამდვილად.
მეორე მდინარე უფრო თავხელი და უფრო იოლად გადასალახი
გამოდგა. სამკბილა არც ის ყოფილა და არიასაც არავინ შეჰკამათე-
ბია, როცა თქვა, უნდა გადავიაროთო. ბინდდებოდა, როდესაც კი-
დევ ერთხელ შეჩერდნენ ცხენების დასასვენებლად და ყველით და
პურით წასახემსებლად.
– მცივა და სველი ვარ, – დაიწუწუნა ღვეზელამ, – ახლა ხომ ნამ-
დვილად შორს ვართ ჰარენჰალიდან. შეგვეძლო, ცეცხლი დაგვენ-
თო...
– არა! – ისე ერთდროულად თქვეს არიამ და გენდრიმ, ღვეზელა
ცოტათი შეხტა კიდევაც. არიამ გენდრის გახედა. ჩემთან ერთად
თქვა, როგორც ჯონმა იცოდა ხოლმე იქ, ვინტერფელში. ძმებიდან
ყველაზე მეტად ჯონი ენატრებოდა.
– შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, დავიძინოთ? – იკითხა ღვეზე-
ლამ, – ძალიან დავიღალე, არი, და ტრაკი მეწვის. მგონი, ბებერები
დამაჯდა.
– ბებერები მერე ნახე, თუ დაგიჭირეს, – მიუგო არიამ, – უნდა
ვიაროთ უნდა – მაგრამ თითქმის ბნელა, მთვარეც არ ჩანს – ადი
ისევ ცხენზე.
ნელი ნაბიჯით დაიძრნენ, გარშემო დღის ნათელი ილეოდა და
არიამ იგრძნო, რომ დაქანცულობა მასაც ერეოდა. ძილი მასაც ღვე-
ზელასავით სჭირდებოდა, მაგრამ დაძინებას ვერ გაბედავდნენ.
რომ დაეძინათ, შეიძლება, გაღვიძებულებს თავზე წამომდგარი ვარ-

75
გო დაენახათ, და მასთან ერთად – მასხარა შაგველი, უღალატო არ-
სვიკი, რორჯი და კბენია, სეპტონი ატი და მისი სხვა ურჩხულები.
მაგრამ ცოტა ხანში ცხენის ნაბიჯმა ისეთი თვლემა მოჰგვარა,
თითქოს აკვანში ირწეოდა. არიას ქუთუთოები დაუმძიმდა. სულ ერ-
თი წამით მოხუჭა თვალები, მერე უცებ ფართოდ დააჭყიტა. არ შე-
მიძლია დაძინება, უხმოდ უყვირა თავისთავს, არ შემიძლია, არა.
თვალებზე მოხრილი თითები მიიკაკუნა და მაგრად დაისრისა, რომ
არ მოხუჭვოდა. მერე აღვირს ჩააფრინდა და ცხენს ქუსლები შემოჰ-
კრა, მსუბუქ ჩორთზე გადაიყვანა. მაგრამ ვერც თვითონ, ვერც ცხენ-
მა ამ ნაბიჯს ვერ გაუძლეს და სულ ორიოდ წუთში ისევ ნაბიჯზე გა-
დავიდნენ. არიას მეორედ დაეხუჭა თვალები. ამჯერად ვერც ისე
სწრაფად გაახილა.
რომ გამოიხედა, აღმოაჩინა, რომ მისი ცხენი გაჩერებულიყო და
ბალახს წიწკნიდა, გენდრის კი მკლავზე წაევლო ხელი და აჯანჯღა-
რებდა.
– დაგეძინა, – უთხრა ბიჭმა.
– უბრალოდ, თვალებს ვასვენებდი.
– ესე იგი, დიდხანს ასვენებდი. შენი ცხენი წრეზე დადიოდა, მაგ-
რამ, სანამ არ გაჩერდა, ვერ მივხვდი, რომ გეძინა. ღვეზელაც შენს
დღეშია, ხის ტოტს მიაწყდა და გადმოვარდა, მისი ყვირილი მაინც
უნდა გაგეგონა. ამანაც კი ვერ გაგაღვიძა. უნდა გაჩერდე და დაიძი-
ნო.
– მეც იმდენ ხანს შემიძლია ვიარო, რამდენიც შენ, – დაამთქნა-
რა არიამ. – ტყუილი, – უთხრა გენდრიმ, – მიდი, იარე, თუ სულე-
ლივით გინდა მოქცევა, მე კი ვჩერდები. პირველ ჯერზე მე ვიქნები
გუშაგად. შენ დაიძინე.
– ღვეზელა?
გენდრიმ თითით უჩვენა. ღვეზელა უკვე მიწაზე იწვა, მოსასხამში
76
გამოხვეული სველ ფოთლებზე მოკუნტულიყო და წყნარად ხვრი-
ნავდა. მუჭში ყველის დიდი ნაჭერი ჩაებღუჯა, როგორც ჩანს, ლუკ-
მასა და ლუკმას შორის დასძინებოდა.
არია მიხვდა, რომ დავას აზრი არ ჰქონდა. გენდრი მართალი
იყო. ჯამბაზებსაც დაეძინებათო, უთხრა თავს; იმედია, ასეც იქნება.
ისე დაღლილი იყო, უნაგირიდან ჩამოსაძრომადაც კი თავისთვის
ძალის დატანება დასჭირდა, მაგრამ, სანამ წიფლის ქვეშ დასაწოლ
ადგილს მოძებნიდა, ცხენის დაბორკვა არ დავიწყებია. მიწა მაგარი
და სველი იყო. გაიფიქრა, ნეტავ, როდის იქნება, ისევ საწოლში რომ
დავიძინებ, ცხელი საჭმელი და ცეცხლი მექნება გასათბობადო. სა-
ნამ თვალებს დახუჭავდა, ხმალი ამოაგო და გვერდით დაიდო.
– სერ გრეგორი, – წარმოთქვა ჩურჩულით და მთქნარებით, –
დანსენი, პოლივერი, რალფ საყვარელი. ღიტინა და... ღიტინა... ქო-
ფაკი...
წითელი და ველური სიზმარი ესიზმრა. მასში ჯამბაზები იყვნენ,
სულ ცოტა, ოთხნი მაინც: ფერმკრთალი ლისელი და მუქი, დაუნდო-
ბელი იბენელი, ტაბარით რომ იბრძოდა, ნაიარევიანი დოთრაკელი
ცხენთაბატონი, სახელად იგო და დორნელი, რომლის სახელიც
არიამ არ იცოდა. გაუჩერებლად მოერეკებოდნენ ცხენებს წვიმაში,
ჟანგმოდებული ჯაჭვი და სველი ტყავი ემოსათ, ხმლები და ტაბარი
ჩხაკუნით ეხლებოდათ უნაგირებზე. ეგონათ, რომ არიას მოსდევ-
დნენ, გოგონამ ეს სიზმრის უცნაური, ბასრი უტყუარობით იცოდა,
მაგრამ ეშლებოდათ. არია მისდევდა მათ. სიზმარში პატარა გოგონა
როდი იყო; მგელი იყო, ვეება და მძლავრი, და როდესაც ხეებიდან
მათ წინ გამოხტა და ხმადაბალი ღრენით ეშვები დაკრიჭა, ცხენებს
და ადამიანებს ერთნაირად აუვიდათ შიშის მძაფრი სუნი. ლისელის
ცხენი ყალყზე შედგა და თავზარდაცემული აყვირდა, სხვებმა ადა-

77
მიანის ენაზე გადასძახეს ერთმანეთს, მაგრამ, სანამ რამეს იზამ-
დნენ, სხვა მგლები გამოშლიგინდნენ წყვდიადიდან და წვიმიდან –
დიდ ხროვად, მოსხლეტილები, სველები, მდუმარენი.
ბრძოლა ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი იყო. ბანჯგვლი-
ანმა კაცმა ტაბარის ჩამოხსნა ძლივს მოასწრო და დაეცა, მუქი კაცი
ისრის მორგებისას მოკვდა, ფერმკრთალმა ლისელმა კი გაქცევა
სცადა. მისი ძმები და დები კაცს დაეწივნენ, მოაბრუნეს, ყოველი
მხრიდან შემოადგნენ. მის ცხენს ფეხებზე კბენდნენ და მიწაზე და-
ნარცხებულ მხედარს ყელი გამოფატრეს.
მტკიცედ მხოლოდ ზანზალაკებიანი კაცი დაუხვდათ. მისმა ცხენ-
მა ერთ დას თავში ჩასცხო წიხლი, ხოლო კაცმა მეორე მგელი ლამის
შუაზე გადაკვეთა თავისი მორკალული ვერცხლისფერი კლანჭით,
თმა კი წყნარად უწკრიალებდა.
რისხვით ავსილი შეახტა ზურგზე და თავქვე ჩამოაგდო უნაგირი-
დან. ვარდნისას მისი ყბები კაცს მკლავზე მოევლო, კბილები ჩაეფ-
ლო ტყავში, შალსა და რბილ სხეულში. რომ დაეცნენ, მძვინვარედ
გაიქნია თავი და მკლავი მხარს მოსწყვიტა. აღტაცებით დაიქნია
პირში გაჩრილი კიდური და ცივ, შავ წვიმაში თბილი წითელი წვეთე-
ბი გაფანტა.

ტირიონი

ძველი რკინის ანჯამების ჭრიალმა გააღვიძა.


– ვინაა? – ამოიხიხინა. ხმა მაინც დაუბრუნდა, თუნდაც ასე ჩახ-
ლეჩილი და უხეში. ჯერ კიდევ სიცხე ჰქონდა და დაახლოებითაც არ
იცოდა, რა დრო იყო. ამჯერად რამდენ ხანს ეძინა? ძალიან სუსტად
გრძნობდა თავს, საზიზღრად სუსტად. – ვინაა? – ისევ დაიძახა, უფ-
რო ხმამაღლა. ღია კარიდან ჩირაღდნის შუქი შემოდიოდა, მაგრამ
78
ოთახში მხოლოდ ერთი სანთლის ნამწვი ენთო მისი საწოლის გვერ-
დით. მისკენ დაძრული ფიგურა რომ დაინახა, ტირიონი აცახცახდა.
აქ, მაეგორის სიმაგრეში, ყველა მსახური დედოფლისგან იღებდა
გასამრჯელოს, ასე რომ, ნებისმიერი სტუმარი შეიძლებოდა, სერსე-
ის მოგზავნილი იარაღი ყოფილიყო, სერ მანდონის დაწყებული საქ-
მის დასამთავრებლად მოსული.
კაცმა სანთლის შუქში შემოაბიჯა ჯუჯას გაფითრებული სახე და-
უთვალიერა და ჩაიხითხითა.
– პარსვისას გაგეჭრა, ხო?
ტირიონმა თითებით მოისინჯა ფართო ჭრილობა, თვალის ზე-
მოთ რომ ეწყებოდა, ცხვირის ნარჩენზე გადაუვლიდა და ყბასთან
სრულდებოდა. ნაწიბურები ჯერაც მგრძნობიარე და ცხელი იყო.
– ჰო, დიდი, საშინელი სამართებლით.
ბრონს ნახშირივით შავი, ახალდაბანილი თმა მკვეთრნაკვთე-
ბიანი სახიდან უკან გადაევარცხნა. რბილი, დამუშავებული ტყავის
მაღალი ჩექმები ეცვა, ფართო ქამარი ვერცხლით ჰქონდა შეჭედი-
ლი და ღია-მწვანე აბრეშუმის მოსასხამი ეხურა. კამზოლის მუქ რუხ
შალზე კაშკაშა მწვანე ძაფით ცერად ჰქონდა ამოქარგული ალმო-
დებული ჯაჭვი.
– სად იყავი? – პასუხი მოსთხოვა ტირიონმა, დაგიბარე... ალ-
ბათ, ორი კვირის წინ.
– ოთხი დღის წინ, უფრო სწორად, – უთხრა ქირით მებრძოლმა,
– ორჯერ ვიყავი მოსული და ამქვეყნიდან გასული დამხვდი.
– ბოლომდე არ გავსულვარ. თუმცა, ჩემს ძვირფას დაიკოს ცდა
არ დაუკლია, – იქნებ, ეს ხმამაღლა არ უნდა ეთქვა, მაგრამ ტირი-
ონს უკვე აღარ ენაღვლებოდა. მანდონის ღალატის უკან სერსეი იდ-
გა, ეს მთელი არსებით იცოდა, – ეგ რა სიმახინჯე გახატია მკერდზე?
ბრონი გაიბადრა.
79
– ჩემი რაინდული ემბლემაა. მწვანეცეცხლიანი ჯაჭვი კვამლის-
ფერ ველზე. შენი ლორდი-მამის ბრძანებით, მე ახლა სერ ბრონ შავ-
წყალელი ვარ, ჭინკა. გახსოვდეს, იცოდე.
ტირიონმა ბუმბულის ნაალს ხელები დააბჯინა და ცოტათი უკან
გაცოცდა, ბალიშებს მიეყუდა.
– რაინდობას მე შეგპირდი, არ გახსოვს? – ეს „ლორდი-მამის
ბრძანებით“ სულ არ ეპიტნავა. ლორდი ტაივინი დროს არ კარგავ-
და. მარჯვენას ხელის კოშკიდან შვილის გამობრძანების და იქ მამის
შესვლის მნიშვნელობას ყველა კარგად მიხვდებოდა. ახლა კიდევ
ეს, – ნახევარი ცხვირი მე დავკარგე, რაინდობა კი შენ გერგო. ღმერ-
თებს მოუწევთ, ბევრ რამეზე გამცენ პასუხი, – თქვა ქუშად, – მამა-
ჩემმა თავისი ხელით გაკურთხა?
– არა. იმათ, ვინც ჯალამბრების კოშკებთან ომს გადავურჩით,
მირონი არქისეპტონმა გვცხო და ქეშიკებმა გვაკურთხეს. სამი თეთ-
რი ხმალიღა დარჩა ამ პატივის მოსაგებად, ჰოდა, მთელმა დავიდა-
რაბამ ნახევარი დღე წაიღო.
– სერ მანდონი ბრძოლაში რომ დაიღუპა, ვიცი.
მდინარეში ჩააგდო პოდმა, სულ ერთი წამით ადრე, სანამ ის მო-
ღალატე ნაბიჭვარი ხმალს გულში გამიყრიდა.
– კიდევ ვინ? – ქოფაკი, – უთხრა ბრონმა, – ოღონდ არ მომკვდა-
რა, წავიდა. ოქროსმოსასხამიანები ამბობენ, იმან ჩაიჯვაო და მის
ნაცვლად მარბიელებს შენ უთავე.
რაც არცთუ ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. ტირიონმა იგ-
რძნო, როგორ მოეჭიმა ნაიარევის კანი, შუბლი რომ შეიკრა. მან
ბრონს სკამისკენ ანიშნა.
– ჩემს დას სოკო ვგონივარ. სიბნელეში მამყოფებს და ნეხვს მაჭ-
მევს. პოდი კარგი ბიჭია, მაგრამ ენაზე კასტერლის კლდის ხელა

80
კვანძი ადევს, თანაც, რასაც მიყვება, ნახევარიც არ მჯერა. სერ ჯეს-
ლინის მოსაყვანად გავგზავნე, ის კი დაბრუნდა და მითხრა, მკვდა-
რიაო.
– ისიც და მის გარდა ათასებიც, – ბრონი დაჯდა.
– როგორ? – დაეკითხა ტირიონი, მოსმენილმა კიდევ უფრო ცუ-
დად გახადა.
– ბრძოლაში. როგორც გავიგე, შენმა დამ ქეთელბლექები გაგ-
ზავნა, რომ მეფე უკან, წითელ ციხეში მოეყვანათ. ოქროსმოსასხა-
მიანებმა რომ დაინახეს, მეფე მიდისო, ნახევარმა იფიქრა, მე რაღა
მინდა აქო. რკინისხელა მათ წინ გადაუდგა და გალავნის თავზე დაბ-
რუნება უბრძანა. ამბობენ, კარგად მიაწვაო, და ლამის უკვე მზად იყ-
ვნენ, უკან მიბრუნებულიყვნენ, რომ ვიღაცამ კისერში ისარი დაარ-
ჭო. მაშინ უკვე ისე საშიში აღარ მოეჩვენათ, ცხენიდან ჩამოათრიეს
და მოკლეს.
კიდევ ერთი ვალი, სერსეიმ რომ უნდა გადამიხადოს.
– ჩემი დისშვილი, – თქვა მან, – ჯოფრი. საფრთხე ემუქრებოდა?
– ზოგ-ზოგზე მეტი არაფერი, და უმეტესობაზე ნაკლები.
– რამე დაუშავდა? დაიჭრა? თმა გაეჩეჩა, ფეხი წამოჰკრა,
ფრჩხილი მოსტყდა? – არა, რამდენადაც ვიცი.
– სერსეი გავაფრთხილე, რაც მოხდებოდა. ახლა ვინაა ოქროს-
მოსასხამიანების კაპიტანი?
– შენმა ლორდმა-მამამ ისინი ერთ თავის დასავლეთელ კაცს ჩა-
აბარა, ვიღაც რაინდს, ადამ მარბრანდი ჰქვია.
ოქროსმოსასხამიანები, წესით, უნდა აღშფოთებულიყვნენ, მე-
თაურად უცხოელი რომ დაუყენეს, მაგრამ სერ ადამ მარბრანდი
ჭკვიანურად შეარჩიეს. ჯეიმივით, ისიც იმათგანი იყო, ჯარისკაცები
სიხარულით რომ მიჰყვებიან. ქალაქის დაცვა დავკარგე. – პოდი შა-
გას მოსაძებნადაც გავგზავნე, მაგრამ არც აქ გაუმართლა.
81
– ქვის ყვავები ჯერაც მეფის ტყეში არიან. შაგას, როგორც ჩანს,
იქაურობა თვალში მოუვიდა. ტიმეტმა დაბუგულები შინისაკენ წაიყ-
ვანა და თან წაიყოლა მთელი ალაფი, რაც კი სტანისის ბანაკში მოკ-
რიბეს ბრძოლის მერე. ჩელა ერთ მშვენიერ დილას მდინარის კარს
მოადგა თორმეტ შავყურასთან ერთად, მაგრამ მამაშენის წითელ-
მოსასხამიანებმა გარეკეს ისინი, ქალაქის მცხოვრებლები კი ნეხ-
ვებს უშენდნენ მათ და ყიჟინებდნენ.
უმადურები. შავყურებმა მათ დასაცავად სიცოცხლე გაწირეს. სა-
ნამ ტირიონი დაბანგული იწვა და ზმანებებში დაბორიალებდა, მისი
სისხლი და ხორცი ერთმანეთის მიყოლებით აჭრიდა ჭანგებს..
– მინდა, ჩემს დასთან წახვიდე. მისი ძვირფასი შვილიკო ბრძო-
ლას ნაკაწრის გარეშე გადაურჩა, ასე რომ, სერსეის მძევლები აღარ
სჭირდება. დაიფიცა, რომ ალაიაიას გამოუშვებდა, როგორც კი...
– გამოუშვა. რვა თუ ცხრა დღის წინ, ოღონდ ჯერ გააშოლტინა.
ტირიონი წამოიწია, მხარში დაძგერებული ტკივილი არად ჩააგ-
დო.
– გააშოლტინა?
– ეზოში ბოძზე მიაკრეს და გაშოლტეს მერე ჭიშკარში გააგდეს,
შიშველი და დასისხლიანებული. გოგო კითხვას სწავლობდა, უაზ-
როდ გაიფიქრა ტირიონმა. სახეზე ნაიარევი ჭიმა და წუთით ეგონა,
ბრაზით თავი გამისკდებაო. მართალია, ალაიაია კახპა იყო, მაგრამ
ტირიონი იშვიათად შეხვედროდა მასზე უფრო მომხიბვლელ, მამაც,
ლმობიერ გოგოს. თავად არცერთხელ არ მიჰკარებია მას – ალაი-
აია მხოლოდ შაის დასამალი შირმა იყო. თავისი არხეინობის გა-
მოისობით, ტირიონი ერთხელაც არ დაფიქრებულა, გოგოს რად შე-
იძლებოდა, დასჯდომოდა ეს როლი.
– ჩემს დას დავპირდი, ტომენს ისე მოვექცევი, როგორც შენ
ალაიაიას-მეთქი, – გაიხსენა ხმამაღლა. ლამის გული არეოდა. –
82
ახლა როგორ გავშოლტო რვა წლის ბავშვი? – მაგრამ, ასე თუ არ
ქნა, გამარჯვება სერსეის დარჩება.
– ტომენი შენს ხელში აღარაა, – მიახალა ბრონმა, – დედოფალ-
მა რომ გაიგო, რკინისხელა მოკვდაო, ქეთელბლექები გაგზავნა
პრინცის მოსაყვანად და როსბიში ტრაკი არავის ეყო, მათთვის უარი
ეთქვა.
მორიგი დარტყმა; მაგრამ, უნდა გამოტყდეს, რომ გულზეც მოეშ-
ვა. ტომენი ძალიან უყვარდა.
– ქეთელბლექები ვითომ ჩვენები უნდა ყოფილიყვნენ არა? – შე-
ახსენა ბრონს ბრაზით.
– კიდევაც იყვნენ, სანამ დედოფლის მიცემულ ყოველ პენიში ორ
შენსას ვუხდიდი, მაგრამ ახლა მან ფასი გაზარდა. ბრძოლის მერე
ოსნი და ოსფრიდი რაინდებად აკურთხეს, ჩემი არ იყოს ღმერთებმა
იციან, რისთვის, მათი ბრძოლა კაციშვილს არ დაუნახავს.
ჩემი დაქირავებული მებრძოლები მღალატობენ ჩემს მეგობ-
რებს შოლტავენ და თავლაფს ასხამენ, მე კი ვგდივარ აქ და ვლპე-
ბიო, გაიფიქრა ტირიონმა. მეგონა, მოვიგე ეს წყეული ბრძოლა. გა-
ნა გამარჯვებას ასეთი გემო აქვს?
– მართალია, რომ სტანისი რენლის აჩრდილმა გაანადგურა?
ბრონმა ოდნავ ჩაიღიმა.
– ჯალამბრების კოშკებიდან მარტო მიწაზე დაცვენილ დროშებს
ვხედავდით და იმას, როგორ ყრიდნენ ჯარისკაცები შუბებს და გარ-
ბოდნენ, მაგრამ სახემსეებში და საროსკიპოებში ასობით ნახავ
ისეთ ხალხს, რომლებიც მოგიყვებიან, მათ თვალწინ როგორ მოკ-
ლა ლორდმა რენლიმ ეს თუ ის. სტანისის ჯარის დიდი ნაწილი თავი-
დანვე რენლისა იყო, ჰოდა, იმ ლაპლაპა მწვანე აბჯარს თვალი მოჰ-
კრეს თუ არა, მაშინვე ისევ მისკენ გადავიდნენ.

83
მთელი იმ დაწყობილი გეგმების მერე, მარბიელი რაზმის გაყვა-
ნის მერე, სახის გადაჩეხვის მერეც, ტირიონზე მეტი დიდება მკვდარ
კაცს ერგო. თუ რენლი მართლა მკვდარია. ამაშიც უნდა გაერკვეს.
– სტანისი როგორ გაიქცა?
– მაგის ლისელს გალერები გარეთ, ყურეში ეყენა შენი ჯაჭვის
იქით. ბრძოლა ცუდად რომ შემოუტრიალდათ, ისინი ყურის ნაპირს
მოადგნენ და, რამდენიც შეეძლოთ, აიყვანეს. ბოლოსკენ ხალხი უკ-
ვე ერთმანეთს ხოცავდა გემზე ასასვლელად.
– რობ სტარკისა რა ისმის, რას აკეთებდა ამასობაში?
– მაგის მგლები გზას ცეცხლით იკაფავენ ბინდისველისკენ. მა-
მაშენი ლორდ ტარლის გზავნის, მაგათ რომ მიხედოს. იმასაც ვფიქ-
რობ, ხომ არ გავყვე. ამბობენ, კარგი მეომარია და ალაფზეც გულუხ-
ვიო.
ბრონის დაკარგვაზე ფიქრი ბოლო წვეთი იყო.
– არა. შენი ადგილი აქაა. შენ მარჯვენის მცველთა კაპიტანი ხარ.
– შენ მარჯვენა აღარა ხარ, – მკვახედ მოაგონა ბრონმა, – მამა-
შენია, იმას კი თავისი წყეული დაცვა ჰყავს.
– იმათ რა მოუვიდათ, ჩემთვის რომ ქირაობდი?
– ზოგი ჯალამბრების კოშკებთან დაიხოცა. დანარჩენებს ბიძაშე-
ნი, სერ კევანი გაგვისწორდა და მოგვისროლა.
– რა კეთილია, – წარმოთქვა ტირიონმა მწარედ, – ეს ნიშნავს,
რომ ოქრო აღარ გიყვარს?
– საიდან მოიტანე.
– კარგია, – უთხრა ტირიონმა, – რადგანაც ისე მოხდა, რომ ჯერ
კიდევ მჭირდები. რა იცი სერ მანდონ მურზე? – ბრონმა გაიცინა.
– ვიცი, რომ დამხრჩვალია ხოშიანად.
– მისი დიდი ვალი მაქვს, მაგრამ როგორ დავუბრუნო? – ტირი-

84
ონმა სახეზე ხელი მოისვა, ნაიარევი მოისინჯა, – მართალი თუ გინ-
და, მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცი. – თევზის თვალები ჰქონდა და
თეთრი მოსასხამი ეცვა. კიდევ რა გინდა, იცოდე? – ყველაფერი, –
უთხრა ტირიონმა, – ჯერჯერობით, – მას სჭირდებოდა საბუთი, რომ
სერ მანდონი სერსეის კაცი იყო, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ვერ
ბედავდა. წითელ ციხეში კაცს უჯობდა, ენისთვის კბილი დაეჭირა:
კედლებში ვირთხები დაძვრებოდნენ, ფანჯრებთან ენაგრძელი ჩი-
ტუნები დაფრინავდნენ, და ობობები იცოდა კიდევ, – მომეხმარე, ავ-
დგე, – თქვა და თავის საღამურს დაუწყო ქაჩვა, – დროა, მამაჩემი
მოვინახულო, და დიდი ხანია, საჭიროა, ხალხს დავენახვო.
– და რა ლამაზი სანახავი ხარ! – გამოაჯავრა ბრონმა.
– ასეთ სახეზე ნახევარი ცხვირი გინდ აქეთ ყოფილა, გინდ იქით,
სულერთია. მაგრამ, ლამაზ სანახავზე გამახსენდა, მარჯერი ტაირე-
ლი უკვე ჩამოვიდა მეფის საბიჯელში?
– არა. მაგრამ აქეთ მოდის და მთელი ქალაქი გადარეულია მისი
სიყვარულით. ტაირელები ზენაბაღიდან სურსათს ეზიდებიან და გო-
გოს სახელით არიგებენ. ყოველდღე ასობით ურემს. ქალაქში ტა-
ირელების ათასობით კაცი დაიბღინძება, ხიფთნებზე ოქროს ვარდე-
ბი აკერიათ და ღვინის ყიდვა არც ერთს არ უწევს. ცოლებმა, ქვრი-
ვებმა თუ კახპებმა ერთნაირად დაივიწყეს ნამუსი და ყველა ღინ-
ღლიან ბიჭს, ვისაც ძუძუზე ოქროს ვარდი აკერია, გულში იკონებენ.
მე ზედ მაფურთხებენ, ტაირელებს კი ღვინოს ასმევენ. ტირიონი
საწოლიდან იატაკზე ჩამოცურდა. ფეხები მოუდუნდა, ოთახი შექან-
და და ბრონს მკლავზე ჩააფრინდა, იატაკს რომ არ დასკდომოდა.
– პოდ! – იყვირა, – პოდრიკ პეინ! სად ჯანდაბის იქით გადაიკარ-
გე? – ტკივილი უკბილო ძაღლივით ღრღნიდა. ტირიონს სძულდა სი-
სუსტე, განსაკუთრებით – საკუთარი. სისუსტის რცხვენოდა, სირ-
ცხვილი კი აბრაზებდა, – პოდ, მოეთრიე!
85
ბიჭმა მოირბინა. ფეხზე მდგარი და ბრონს ჩაფრენილი ტირიონი
რომ დაინახა, გაოცებით თვალები დააჭყიტა.
– მილორდ. ადექი. ეს... შენ... ღვინო გინდა? ძილის ღვინო? მა-
ისტერი მოვიყვანო? ამბობს, რომ უნდა იწვე.
– ისედაც ძალიან დიდხანს ვიწექი. სუფთა ტანსაცმელი მომიტა-
ნე.
– ტანსაცმელი?
– როგორ შეეძლო ამ ბიჭს, ასე გამჭრიახი და მარჯვე ყოფილიყო
ბრძოლაში და ასე დაბნეული ყოველთვის სხვა დროს – ტირიონი
ვერ ხვდებოდა.
– სამოსი, – გაუმეორა, – ტუნიკა, ხიფთანი, ბრიჯი, რეიტუზი. ჩემ-
თვის. რომ ჩავიცვა. რომ გავიდე ამ წყეული საკნიდან.
მის შესამოსად სამივე კარგად გაისარჯა. სახე საზარელი სანახა-
ვი კი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მძიმე ჭრილობა მხრისა და მკლავის
სახსარში მიეღო, სადაც ისარს მისივე ჯაჭვის პერანგი სხეულში ჩა-
ეჭედა. რამდენჯერაც მაისტერი ფრენკენი სახვევებს გამოუცვლიდა,
იმდენჯერ ფერშეცვლილი ხორციდან ისევ სდიოდა სისხლი და ჩირ-
ქი, და ყოველი მოძრაობა ტკივილად ეძგერებოდა ხოლმე.
ბოლოს და ბოლოს, ტირიონი დასჯერდა ბრიჯს და ფართხუნა სა-
ღამურ პერანგს, რომელიც თავისუფლად ეკიდა მხრებზე. ბრონმა
ფეხებზე ჩექმები წამოაცვა, პოდი კი დასაბჯენი ჯოხის მოსაძებნად
გაიქცა. მოსამაგრებლად ერთი ჭიქა ძილის ღვინო დალია. ღვინო
თაფლით იყო დამტკბარი და მხოლოდ იმდენი ყაყაჩოს რძე ჰქონდა
დამატებული, რომ ჭრილობების ტკივილი დროებით მაინც ასატანი
გაეხადა.
და მაინც, ურდული რომ ასწია, თავი უბრუოდა, დახვეულ ქვის
კიბეზე ჩასვლისას ფეხები უცახცახებდა. ცალ ხელში ჯოხი ეჭირა, მე-

86
ორით პოდს ეყრდნობოდა მხარზე და ისე მიდიოდა. კიბეზე ამომა-
ვალი მსახური გოგო შემოხვდათ და ისეთი დაჭყეტილი თვალები გა-
აყოლათ, თითქოს მოჩვენებას ხედავდა. ჯუჯა მკვდრეთით აღდგაო,
გაიფიქრა ტირიონმა. და, ერთი დახეთ, ადრინდელზე უფრო მახინ-
ჯიცაა. გაიქეცი, ჩაუკაკლე შენს დაქალებს.
მაეგორის სიმაგრე წითელი ციხის ყველაზე უფრო დაცული ად-
გილი იყო, ციხეციხეში, და გარს ფსკერზე სარებჩარჭობილი ღრმა
მშრალი ხანდაკი ერტყა. კარს რომ მიადგნენ, ხიდი აზიდული დახ-
ვდათ – ღამე იდგა. შესასვლელს სერ მერინ ტრანტი დარაჯობდა,
თეთრი აბჯარი და ქათქათა მოსასხამი ემოსა.
– დაუშვი ხიდი, – უბრძანა ტირიონმა.
– დედოფალმა ბრძანა, ღამღამობით ხიდი აწეული გვქონდეს, –
სერ მერინი მუდამ სერსეის კაცი იყო.
– დედოფალს სძინავს, მე კი მამაჩემთან მაქვს საქმე.
ლორდ ტაივინ ლანისტერის სახელს ჯადო ჰქონდა. სერ მერინ
ტრანტმა ბუზღუნით გასცა ბრძანება და ხიდი დაუშვეს. ხანდაკის გა-
დაღმა გუშაგად კიდევ ერთი ქეშიკი იდგა. სერ ოსმუნდ ქეთელბლექ-
მა მოახერხა და გაიღიმა, მისკენ გამოჩლახუნებული ტირიონი რომ
დაინახა.
– მომაგრდი, მილორდ?
– ბევრად. შემდეგი ბრძოლა როდისაა? ვეღარ ვითმენ.
მაგრამ, როდესაც პოდმა და მან ხვეულ კიბეს მიაღწიეს, ტირი-
ონმა სასოწარკვეთით ახედა საფეხურებს. ჩემით აქ ვერასოდეს ავა-
ლო, გამოუტყდა თავს. სიამაყე გადაყლაპა და ბრონს სთხოვა, ამიყ-
ვანეო, თან თავს ფუჭი იმედით იმშვიდებდა, ასე გვიან ვერავინ და-
ინახავს და ვერ იხალისებს, ვერ მოუყვება ყველას, ჯუჯა ბალღივით
ხელში ატატებული აჰყავდათ კიბეზეო.
გარე ეზო ათობით კარვით იყო მოფენილი.
87
– ტაირელების ხალხია, – განუმარტა პოდრიკ პეინმა, აბრეშუმი-
სა და ტილოს ლაბირინთში რომ მიიკვლევდნენ გზას, – კიდევ –
ლორდ როვანის და ლორდ რედვაინის. ყველა არ დაეტია. ანუ ციხე-
სიმაგრეში. ზოგმა ოთახები იქირავა. სასტუმროებში და ყველგან. აქ
ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. მეფის ქორწილისთვის, მეფე ჯოფრის.
შეძლებ მასზე დასწრებას, მილორდ?
– ვერაფერი გამაჩერებს, რომ არ დავესწრო, – ქორწილები ერ-
თი რამით მაინც სჯობს ომებს: ნაკლებად მოსალოდნელია, იქ ვინ-
მემ ცხვირი წაგაჭრას.
მარჯვენის კოშკის დარაბებმოხურულ ფანჯრებში ჯერაც ბჟუტავ-
და სინათლეები. კართან მდგარ ჯარისკაცებს მამამისის შინა დაც-
ვის მეწამული მოსასხამები ეცვათ და ლომისთხემიანი მუზარადები
ეხურათ. ტირიონი ორივეს იცნობდა და მათაც, რომ დაინახეს, ვინც
იყო, არ შეუჩერებიათ... თუმცა შეამჩნია: მის სახეზე დიდხანს ვერც
ერთმა ვერ შეაჩერა მზერა.
შიგნით შესულებს სერ ადამ მარბრანდი შემოეყარათ, კიბეზე ჩა-
მოდიოდა, ქალაქის დაცვის კაპიტნის მოკაზმული შავი სამკერდუ-
ლი ეკეთა და ოქროსფერი მოსასხამი ესხა. – მილორდ, – წარმოთ-
ქვა მან, – მიხარია, ფეხზე წამომდგარს რომ გხედავ. გავიგე... – ჭო-
რები, რომ პატარა საფლავს უკვე თხრიანო? მეც ასეთ ვითარებაში
ვარჩიე. ფეხზე წამოვმდგარიყავი. მე კი გავიგე, რომ ქალაქის დაც-
ვას სარდლობ. მოგილოცო თუ მოგისამძიმრო?
– ვშიშობ, ორივე, – სერ მარბრანდმა გაიღიმა, – დახოცილების
და დეზერტირების გამოკლებით, ორმოცდაოთხი ასეული დამრჩა.
მხოლოდ ღმერთებმა და ნეკამ იციან, ამდენს რა გზით გადავუხა-
დოთ, მაგრამ შენი და მიკრძალავს, ხალხი დავითხოვო. ჯერ კიდევ
გეშინია, სერსეი? ბრძოლა დასრულდა, ოქროსმოსასხამიანები ახ-
ლა ვეღარაფრით დაგეხმარებიან.
88
– მამაჩემისგან მოდიხარ? – ჰკითხა რაინდს.
– დიახ. ვშიშობ, საუკეთესო გუნებაზე მყოფი ვერ დავტოვე.
ლორდი ტაივინი თვლის, რომ ორმოცდაოთხი ასეული მცველი
სრულიად საკმარისია ერთი დაკარგული საჭურველთმტვირთვე-
ლის საპოვნელად, მაგრამ შენი კუზენი ტირეკი ჯერაც არსად ჩანს.
ტირეკი გარდაცვლილი ძია ტიგეტის ძე იყო, ცამეტი წლის ბიჭი.
ის ამბოხის დროს გაუჩინარდა, სულ ცოტა ხანში მას მერე, რაც ლე-
დი ერმესანდეზე იქორწინა, ძუძუთა ჩვილზე, ჰეიფორდების გვარის
უკანასკნელ გადარჩენილ მემკვიდრეზე. ის ალბათ პირველი პატარ-
ძალი იყო შვიდი სამეფოს ისტორიაში, რომელიც მანამ დაქვრივდა,
სანამ ძუძუს მოსწყვეტდნენ.
– ბიჭს ვერც მე მივაგენი, – აღიარა ტირიონმა.
– ბიჭი მატლების ლუკმაა, – თქვა ბრონმა თავისი ჩვეული ტაქ-
ტით, – რკინისხელაც ეძებდა, საჭურისიც კაი მძიმე ქისას აჩხრია-
ლებდა მპოვნელისთვის. მათაც არაფერი გამოუვიდათ. ხელი ჩაიქ-
ნიეთ მაგ საქმეზე, სერ.
სერ ადამმა ქირით მებრძოლს ამრეზით შეხედა.
– ლორდი ტაივინი უკან არასოდეს იხევს, როცა საქმე მის სის-
ხლსა და ხორცს ეხება. ბიჭს იპოვის, ცოცხალს ან მკვდარს, და მე ვა-
პირებ, ამაში დავეხმარო, – მან ისევ ტირიონს შეხედა, – მამაშენს
თავის მისაღებში ნახავ.
ჩემს მისაღებში, გაიფიქრა ტირიონმა.
– გზა არ შემეშლება.
იქამდე ისევ კიბე უნდა აევლოთ, მაგრამ ტირიონი ამჯერად თვი-
თონ ავიდა, მხოლოდ მხარზე ეყრდნობოდა პოდს. ბრონმა მის წინ
კარი გააღო. ლორდი ტაივინ ლანისტერი ფანჯრის ქვეშ იჯდა და ნავ-
თის ლამპის შუქზე რაღაცას წერდა. ურდულის ხმაზე გამოიხედა.
– ტირიონ, – მშვიდად გადადო კალამი.
89
– მიხარია, რომ გახსოვარ, მილორდ, – ტირიონმა პოდს ხელი
უშვა, ჯოხს დაეყრდნო და უფრო ახლოს მიჩლახუნდა. რაღაც ცუდა-
დაა საქმე, მიხვდა მაშინვე.
– სერ ბრონ, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – პოდრიკ. იქნებ, გა-
რეთ დაგეცადათ, სანამ ლაპარაკს მოვრჩებოდეთ.
ბრონის მზერა, მარჯვენას რომ შეაგება, ლამის უტიფარი იყო.
მაგრამ თავი დაუკრა და გავიდა, პოდრიკიც მიჰყვა. მათ უკან მძიმე
კარი მიიხურა და ტირიონ ლანისტერი მამასთან მარტო დარჩა. მი-
საღების ფანჯრებზე დარაბებიც მიეხურათ, მაგრამ ოთახში მაინც
საგრძნობი სუსხი იდგა. ნეტავ, რა ტყუილებით აავსო მამა სერსეიმ?
კასტერლის კლდის ლორდს მასზე ოცი წლით უმცროსი კაცის ჩა-
მოსხმული აღნაგობა ჰქონდა, თავისებური მკაცრი სილამაზეც კი
დაჰყვებოდა. ლოყებს ჯაგარა ქერა ბაკენბარდები უფარავდა, ჩარ-
ჩოდ ევლებოდა მის შეუვალ სახეს, მელოტ თავს, მტკიცე პირს. ყელ-
ზე ოქროს ხელებით ასხმული ჯაჭვი ჰქონდა შემოვლებული, ყოვე-
ლი ხელის თითები მომდევნოს მაჯაზე იყო ჩავლებული.
– რა ლამაზი ჯაჭვია, – უთხრა ტირიონმა.
თუმცა მე უფრო მიხდებოდა.
ლორდმა ტირიონმა მის გადაკრულ სიტყვას ყური არ ათხოვა.
– დაჯექი, ჯობია. რამდენად ჭკვიანურია, საწოლიდან რომ ადე-
ქი?
– წოლა მხდის ცუდად, – ტირიონმა იცოდა, მამამისს რარიგად
ეჯავრებოდა სისუსტე. ყველაზე ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა, – რა
საამო ოთახები გაქვს. დაიჯერებ? რომ ვკვდებოდი, ვიღაცამ მაეგო-
რის სიმაგრეში ერთ ვიწრო, ბნელ საკანში შემაგდო.
– წითელი ციხე ქორწილის სტუმრებითაა სავსე. ისინი რომ წავ-
ლენ, უფრო შესაფერის ბინას მოგიძებნით.
– ეს ბინა საკმაოდ მომწონდა. მაგ დიდებული ქორწილის დღე
90
უკვე დანიშნეთ? – ჯოფრი და მარჯერი ახალი წლის პირველ დღეს
დაქორწინდებიან, რომელიც, ისე დაემთხვა, რომ ახალი საუკუნის
პირველი დღეცაა. მათი ქორწილის ზეიმი ახალი ერის მომასწავებე-
ლი იქნება.
ახალი, ლანისტერების ერის, გაიფიქრა ტირიონმა – უჰ, დახე!
სამწუხაროდ, მაგ დღისთვის სხვა გეგმები მაქვს.
– აქ იმისთვის მოხვედი, რომ ოთახის სივიწროვეზე იწუწუნო და
უკბილო ხუმრობებით წამიღო ტვინი? მნიშვნელოვანი წერილები
მაქვს დასამთავრებელი.
– მნიშვნელოვანი წერილები. აბა რა.
– ზოგ ბრძოლას ხმალი და შუბი იგებს, სხვებს – კალამი და ყორ-
ნები. მორჩი ახლა მაგ გადაკრულ საყვედურებს, ტირიონ. სიკვდი-
ლის პირას რომ იყავი, იმდენად ხშირად გნახულობდი, რამდენადაც
ამის ნებას მაისტერი ბალაბარი მაძლევდა, – მან თითები წვეტად
შეატყუპა და ნიკაპი დააყრდნო, რატომ გააგდე ბალაბარი?
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– მაისტერი ფრენკენი ისე მოწადინებული არ არის, უგრძნობ-
ლად მამყოფოს. – ბალაბარი ქალაქში ლორდ რედვაინის ამალას
მოჰყვა. გამოცდილი მკურნალიაო, ამბობენ. სერსეიმ სთხოვა მას,
შენთვის მოეხედა. შიშობდა შენი სიცოცხლის გამო.
ანუ შიშობდა, რომ ცოცხალი დავრჩებოდი.
– უეჭველად მაგიტომ იყო, ჩემს საწოლს გვერდიდან რომ არ მო-
შორებია.
– ნუ ხარ ეგრე თავხედი. სერსეი სამეფო ქორწილის მზადებაშია,
მე ომში ვარ ჩაბმული, შენ კი აგერ უკვე ორი კვირაა, საფრთხე აღარ
გემუქრება, – ლორდი ტაივინი თავისი ღია-მწვანე თვალების აღუშ-
ფოთველი მზერით დააცქერდა შვილის დამახინჯებულ სახეს, –
თუმცა, მართალია, ჭრილობა საშინელია. რა სიგიჟე გეტაკა?
91
– მტერი ჭიშკარს ტარანით იყო მომდგარი. ჯეიმის რომ გაეყვანა
მარბიელები, ამას სიქველეში – ჯეიმის აზრადაც არ მოუვიდოდა,
შუა ბრძოლაში მუზარადი მოეხადა. იმედია, მოკალი ის კაცი, ვინც
ასე დაგჭრა?
– ო, ის ნაძირალა ნამდვილად მკვდარია, – ოღონდ სერ მანდო-
ნი პოდრიკ პეინმა მოკლა, მდინარეში ჩააგდო და ის თავისი აბჯრის
სიმძიმემ დაახრჩო, – მკვდარი მტერი მუდამ გვახარებს, – წარმოთ-
ქვა ხალისით, თუმცა მისი ნამდვილი მტერი სერ მანდონი არ ყოფი-
ლა. ის მხოლოდ იარაღი იყო, და დანამდვილებით ვიცი, ვის ხელს
ეპყრა იგი. ქალმა რაინდს უბრძანა, ტირიონი ბრძოლიდან არ უნდა
დაბრუნდესო. მაგრამ სამხილის გარეშე ლორდი ტაივინი ყურსაც
არ ათხოვებდა ასეთ ბრალდებას. – რა გინდა აქ, ამ ქალაქში, მამა?
ახლა ბრძოლის ველზე არ უნდა იყო, ლორდ სტანისს, რობ სტარკს
ან ვინმეს ებრძოდე?
– სანამ ლორდი რედვაინი თავის ფლოტს არ მოიყვანს, ჩვენ
დრაკონის ქვაზე შესატევად საკმარისი გემები არ გვყავს. მაგრამ მა-
გას ეშველება. სტანის ბარათეონის მზე შავწყალაზე ჩაესვენა. სტარ-
კი კი, ის ბიჭი, ჯერ კიდევ დასავლეთშია, მაგრამ ჩრდილოელების
დიდი ლაშქარი ჰელმან ტოლჰარტის და რობერტ გლოვერის მეთაუ-
რობით ბინდისველისკენ ეშვება. მათ შესახვედრად ლორდი ტარლი
გავგზავნე, ამასობაში კი სერ გრეგორი სამეფო გზას აუყვება, უკან
დასახევი რომ მოუჭრას. ტოლჰარტი და გლოვერი მათ შორის გამო-
ემწყვდევიან, სტარკის ძალის მესამედით. – ბინდისველისკენ? –
ბინდისველში ისეთს ვერაფერს ნახავდი, ასეთ რისკად რომ ღირე-
ბულიყო. ნუთუ ჭაბუკ მგელს, ბოლოს და ბოლოს, ფეხი დაუცდა?
– შენ ნურაფერზე იწუხებ. სახე მკვდარივით გაფითრებული
გაქვს, სახვევებში კი სისხლი ჟონავს. მითხარი, რა გინდა, და წადი,
დაწექი.
92
– რა მინდა... – ყელი ჩახლეჩილი და დაძაგრული ჰქონდა. რა
უნდოდა? იმაზე მეტი მინდა, რაც შენ შეგიძლია მომცე, მამა.
– პოდი მეუბნება, ნეკა ჰარენჰალის ლორდი გაგიხდია.
– ფუჭი ტიტულია, რადგანაც ციხესიმაგრე რუს ბოლტონს უჭი-
რავს, რობ სტარკის სახელით; მაგრამ ლორდ ბაელიშს პატივი სწყუ-
როდა. მან კარგი სამსახური გაგვიწია ტაირელებთან ქორწინების
საქმეში. ლანისტერი ვალს ყოველთვის იხდის.
კაცმა რომ თქვას, ტაირელთან ქორწინება ტირიონის მოფიქრე-
ბული იყო, მაგრამ ახლა აზრი არ ჰქონდა, ამის მტკიცებას მოჰყო-
ლოდა.
– ეს ტიტული შეიძლება, არც ისე ფუჭი იყოს, როგორც გგონია, –
გააფრთხილა მამა, – ნეკა უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. მაგრამ
იყოს, როგორცაა. რაღაც თქვი ვალების გასტუმრებაზე, არა?
– და შენ შენი ჯილდო გინდა, ასეა? ძალიანაც კარგი რა გინდა,
მოგცე? მიწები, ციხესიმაგრე, რამე თანამდებობა?
– პატარა წყეული მადლობა კარგი დასაწყისი იქნებოდა ლორდი
ტაივინი თვალის დაუხამხამებლად მიაჩერდა.
– ტაშისკვრას ჯამბაზები და მაიმუნები ითხოვენ. სხვათა შორის,
ეირისიც ეგრე იყო. შენ გააკეთე ის, რაც ნაბრძანები გქონდა, და,
დარწმუნებული ვარ, ძალ-ღონე არ დაგიშურებია. შენს წილ დამსა-
ხურებას არავინ უარყოფს.
– ჩემს წილ დამსახურებას? – ტირიონს რა ნესტოებიც დარჩენო-
და, ნამდვილად დაებერა, – მე გადავარჩინე შენი წყეული ქალაქი,
ასე მეჩვენება.
– ხალხის უმრავლესობას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ბრძო-
ლის ბედი ლორდ სტანისზე ჩემმა შეტევამ გადაწყვიტა. მამაცურად
იბრძოლეს ლორდებმა: ტაირელმა, როვანმა, რედვაინმა და ტარ-

93
ლიმაც, და, როგორც მითხრეს, შენმა დამ სერსეიმ დაავალა პირო-
მანებს ველური ცეცხლის დამზადება, რამაც გაანადგურა ბარათეო-
ნის ფლოტი.
– მე კიდევ ამასობაში ვიჯექი და ცხვირიდან ბეწვებს ვიპუტავდი
ხო? – ტირიონს ხმაში სიმწარე გაერია.
– შენი ჯაჭვი მახვილგონივრული ილეთი იყო და ჩვენი გამარჯვე-
ბისთვის გადამწყვეტი გამოდგა. ამის გაგონება გინდოდა? მითხრეს,
რომ ჩვენს დორნულ ალიანსსაც შენ უნდა გიმადლოდეთ. ალბათ
გეამება, შეიტყო, რომ მირცელა მზეშუბში უვნებლად ჩავიდა. სერ
ერის ოუკჰარტმა მოიწერა, რომ მან და პრინცესა არიანამ მაშინვე
გამონახეს საერთო ენა, და რომ პრინცი ტრისტანი მოხიბლულია მი-
სით. არ მომწონს, მარტელებს მძევალი რომ ჩავაბარეთ, მაგრამ,
როგორც ჩანს, სხვა გზა არ იყო. – მძევალი ჩვენც გვეყოლება, –
თქვა ტირიონმა, – საბჭოს წევრობაც გარიგების ნაწილი იყო. თუ
პრინცი დორანი თავისი ადგილის დასაკავებლად თან ჯარს არ მო-
იყოლებს, ის ჩვენს ხელთ იქნება.
– ნეტა, მარტელმა მარტო საბჭოში დაჯდომა მოითხოვოს, –
თქვა ლორდმა ტაივინმა, – შენ მას შურისძიებასაც დაჰპირდი.
– მე დავპირდი სამართალს.
– რაც გინდა, ის დაარქვი. მაინც სისხლზეა ლაპარაკი.
– ეგ კი არ გვიჭირს, არა? ბრძოლის დროს სისხლის ტბებს გადავ-
დიოდი, – ტირიონი ვერ ხედავდა მიზეზს, აქ ნართაულებით რატომ
უნდა ელაპარაკა, – თუ გრეგორ კლეგეინს ისე შეეთვისე, რომ მას-
თან განშორებას ვერ აიტან?
– სერ გრეგორს თავისი სარგებელი მოაქვს, ისევე, როგორც მის
ძმას მოჰქონდა. დროდადრო ყველა ლორდს სჭირდება ხოლმე მხე-
ცები... ეს კი უკვე აგითვისებია, თუ სერ ბრონს და შენს მთიელებს
გავიხსენებთ.
94
ტირიონს გაახსენდა ტიმეტის დაშანთული თვალი, შაგა თავისი
ცულით, ჩელა გამხმარი ყურების ყელსაბამით. და ბრონი. ყველაზე
მეტად – ბრონი.
– ტყეები სავსეა მხეცებით, – შეახსენა მამას, – შუკებიც.
– მართალია. შეიძლება, სხვა ძაღლებმაც კარგად ინადირონ.
უნდა დავფიქრდე მაგაზე. თუ სხვა არაფერი გაქვს სალაპარაკო...
– მნიშვნელოვანი წერილები, ხიი, – ტირიონი თავის ყანყალა
ფეხებზე წამოდგა, წამით თვალები დახუჭა, მოძალებული თავბრუს-
ხვევა რომ გაეჩერებინა, და კარისკენ გადადგა სუსტი ნაბიჯი. მოგ-
ვიანებით ფიქრობდა, მეორე ნაბიჯიც უნდა გადამედგა, მერე კი მე-
სამეცო. მაგრამ, ამის ნაცვლად, შემოტრიალდა.
– რა მინდა, მეკითხები? გეტყვი, რაც მინდა ის მინდა, რაც კანო-
ნით ჩემია. კასტერლის კლდე მინდა.
მამამისმა მაგრად მოკუმა პირი – და შენი ძმის უფლება? – – მე-
ფის ქეშიკებს ეკრძალებათ ცოლის მოყვანა, შვილების გაჩენა და
მამულების ქონა – ეს შენ ჩემსავით კარგად იცი. ჯეიმიმ იმ დღეს და-
კარგა კასტერლის კლდის ფლობის უფლება, რა დღესაც ის თეთრი
მოსასხამი მოიცვა, მაგრამ შენ ეს არასოდეს გიღიარებია. დიდი ხა-
ნია, ამის დრო დადგა. მე მინდა, წარდგე სახელმწიფოს წინაშე და
განაცხადო, რომ მე შენი ძე და კანონიერი მემკვიდრე ვარ.
ლორდ ტაივინს ოქროსფრად დაწინწკლული ღია-მწვანე თვალე-
ბი ჰქონდა, ისევე სხივოსანი, რამდენადაც ულმობელი.
– კასტერლის კლდე, – წარმოთქვა ცარიელი, ცივი უსიცოცხლო
ხმით. და დაამატა, – არასოდეს.
ეს სიტყვა მათ შორის დაეკიდა: ვეება, ბასრი, შხამიანი.
სანამ ვკითხავდი, პასუხი უკვე ვიცოდი, გაიფიქრა ტირიონმა.
თვრამეტი წელია, რაც ჯეიმი მეფის ქეშიკი გახდა, მაგრამ ამაზე არა-
სოდეს არაფერი მითქვამს. ეტყობა, ვიცოდი. ეტყობა, ყოველთვის
95
ვიცოდი.
– რატომ? – აიძულა თავს, ეკითხა, თუმცა იცოდა, რომ ინანებდა.
– კიდევაც მეკითხები? შენ, რომელმაც საკუთარი დედა მოკალი,
ამ ქვეყანას რომ ევლინებოდი? შენ ხარ ბოროტი, ცბიერი, ურჩი, ავი
არსება, რომელიც სავსეა შურით, ავხორცობით და ახლა – მზაკ-
ვრობითაც. ადამიანთა კანონები ნებას გაძლევს, ჩემი სახელი ატა-
რო და ჩემი დროშით იარო, რაკი ვერ ვამტკიცებ, რომ ჩემი არ ხარ.
ჩემთვის თავმდაბლობა რომ ესწავლებინათ, ღმერთებმა მომისა-
ჯეს, მეყურებინა, როგორ დაჩლახუნობ ჩემ გარშემო და გულზე გა-
ხატია ის ამაყი ლომი, რომელიც მამაჩემის და მისი მამის ემბლემა
იყო. მაგრამ ვერც ღმერთები, ვერც ადამიანები ვერასოდეს მაიძუ-
ლებენ, კასტერლის კლდე შენს საროსკიპოდ გადაგაქცევინო. – სა-
როსკიპოდ? – ყველაფერი ნათელი გახდა; ტირიონი მაშინვე მიხ-
ვდა, ასე რატომ იყო ლორდი აღრენილი, – სერსეი ალაიაიაზე მო-
გიყვა, – თქვა კბილების კრაჭუნით.
– ეგრე ჰქვია? უნდა გამოვტყდე, ყველა შენი ბოზის სახელი არ
მახსოვს. ის ვინ იყო, ბიჭობაში ცოლად რომ შეირთე?
– ტიშა, – გამომწვევად მიახალა.
– და ის ბანაკის კახპა, მწვანე კბილზე?
– რაში გაინტერესებს? – შეუბრუნა კითხვა, მის გასაგონად შაის
სახელის წარმოთქმაც არ უნდოდა.
– არც მაინტერესებს. ისიც კი არ მაინტერესებს ცოცხლები იქნე-
ბიან თუ დაიხოცებიან.
– იაია შენ გააშოლტვინე, – ეს კითხვა არ იყო.
– შენმა დამ მითხრა, რომ ჩემს შვილიშვილებს ემუქრებოდი, –
ყინულივით ცივი ხმით თქვა ლორდმა ტაივინმა, – მომატყუა?
ტირიონი არ უარყოფდა.
– დავემუქრე, ჰო. რომ ალაიაია დამეცვა. რომ ქეთელბლექებს
96
ძალა არ ეხმარათ. – კახპის პატიოსნების დასაცავად საკუთარ
გვარს საკუთარ სანათესავოს დაემუქრე? ეგრეა?
– შენ თვითონვე მასწავლე, რომ ხშირად კარგი მუქარა დარ-
ტყმაზე უკეთ ჭრის. ჯოფრის შემხედვარეს კი მეფხანებოდა ხელები
მწარედ. ხალხის გაშოლტვა თუ გინდა, მაგ ბიჭით დაიწყე. მაგრამ
ტომენი... ტომენს რამეს რატომ დავუშავებდი? კარგი ყმაწვილია, და
ჩემი სისხლი და ხორცია.
– დედაშენიც კი იყო, – ლორდი ტაივინი უცებ წამოიჭრა და ჯუჯა
შვილს თავზე დაადგა, – წადი, დაწექი, ტირიონ, და არასოდეს ხმა
აღარ ამოიღო, რა უფლებები გაქვს კასტერლის კლდეზე. ჯილდოს
მიიღებ, მაგრამ ისეთს, რასაც მე შენი სამსახურის და ადგილის შე-
საფერისად ჩავთვლი. და აღარ შეგეშალოს: ბოლოჯერ მოვითმინე
ის სირცხვილი, რაც შენ ლანისტერების გვარს მოუტანე. მორჩა კახ-
პები.
კიდევ ერთს ვიპოვი შენს საწოლში და ჩამოვახრჩობ.

დავოსი

დიდხანს უყურებდა მისკენ მომავალ იალქანს და ცდილობდა,


გადაეწყვიტა, სიცოცხლე ერჩივნა თუ სიკვდილი.
სიკვდილი უფრო იოლი იქნებოდა. უბრალოდ, შეცოცდებოდა
თავის გამოქვაბულში, გემს გაატარებდა და სიკვდილი თავად იპო-
ვიდა. უკვე დღეები იყო, ცხელება წვავდა, შიგნეულობას ყავისფერ
ლორწოდ უქცევდა და აცახცახებდა მშფოთვარე ძილისას. ყოველ
ახალ დღეს უფრო და უფრო დასუსტებული ხვდებოდა. დიდი ხანი
აღარ დარჩა, ეუბნებოდა ხოლმე თავისთავს.
თუ ცხელება არ მოკლავდა, წყურვილი ნამდვილად მოუღებდა
ბოლოს. აქ მტკნარი წყალი არ ჰქონდა, მხოლოდ წვიმა ავსებდა
97
დროდადრო კლდის ღრმულებს. მაგრამ სამი დღის წინ (თუ ოთხი?
ამ კლდეზე დღეების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელი იყო) მისი გუ-
ბურები ძველი ძვლებივით გამოხმა და გარშემო მწვანედ და რუხად
მოლივლივე ზღვის დანახვა ლამის აუტანელ განსაცდელად იქცა.
იცოდა, მლაშე წყლის სმას თუ დაიწყებდა, აღსასრული უფრო მალე
დადგებოდა, მაგრამ ლამის მოსვა ის პირველი ყლუპი, ისე გამოუშ-
რა ყელი. ანაზდეულმა ავდარმა გადაარჩინა. უკვე ისე იყო დასუსტე-
ბული, რომ ისღა შეეძლო, წვიმაში წოლილიყო თვალდახუჭული და
პირდაღებული და ეგრძნო, როგორ დასდიოდა წვეთები დამსკდარ
ტუჩებსა და გასივებულ ენაზე. მაგრამ ამის მერე ცოტა მოღონიერდა
და კუნძულის გუბურები, ღრმულები და ბზარებიც კიდევ ერთხელაც
აივსო სიცოცხლით.
მაგრამ ეს სამი დღის წინ მოხდა (ან იქნებ ოთხი) და ახლა წყალი
თითქმის მთლად გამქრალიყო. ნაწილი აორთქლდა, დანარჩენი
თვითონ ატლიკა. დილით ისევ ტალახის გემო ექნებოდა პირში და
ღრმულების ფსკერზე დარჩენილი სველი, ცივი ქვების ლოკვა მო-
უწევდა.
და თუ წყურვილი და ცხელება არა, შიმშილი ხომ მაინც მოკლავ-
და. მისი კუნძული ერთი შიშველი ქიმი იყო. მიქცევის დროს ზოგჯერ
პოულობდა ხოლმე ციცქნა კიბორჩხალებს იმ ქვიან ნაპირზე, სადაც
ბრძოლის მერე გამოირიყა. ისინი მტკივნეულად ჩქმეტდნენ თითებ-
ზე, სანამ ქვებზე დაამსხვრევდა, მერე კი მარწუხებიდან ხორცს ამო-
წუწნიდა, ბაკნიდან კი – შიგნეულობას.
მაგრამ მოქცევისას ნაპირი ყოველთვის იფარებოდა და დავოსს
კლდეზე უწევდა აცოცება, წყალს ისევ ყურეში რომ არ გაეტაცა. მოქ-
ცევისას ქიმი წყლის ზედაპირს თხუთმეტი ფუტით იყო აცილებული,
მაგრამ, ყურე რომ აღელდებოდა, შხეფები მასზე მაღლაც კი აღწევ-
და და მშრალი ვერაფრით გადაურჩებოდა, გამოქვაბულშიც რომ
98
შემძვრალიყო – რაც სინამდვილეში ერთი პატარა შეღრმავება უფ-
რო იყო თავზე წამოხურული კლდის ძირში. კლდეზე მღიერის გარდა
არაფერი იზრდებოდა და აქაურობას ზღვის ფრინველებიც კი არ
ეკარებოდნენ. დროდადრო თოლია თუ შემოჯდებოდა ქიმის თავზე
და დავოსი მათ დაჭერას ცდილობდა, მაგრამ ძალიან სწრაფები იყ-
ვნენ, საკმარისად ვერ უახლოვდებოდა. მერე ქვების სროლა დაუწ-
ყო, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, ძლიერად ვერ ტყორცნიდა და,
რომც მოერტყა, თოლიები ერთს შემოსჩხავლებდნენ ბრაზით და
მიფრინავდნენ.
მისი თავშესაფრიდან სხვა კლდეებიც მოჩანდა, მისაზე უფრო მა-
ღალი ქიმები. მათგან უახლოესი, ასე ატყობდა, წყალზემოთ კარგა
ორმოცდაათი ფუტის სიმაღლეზეც იყო აზიდული, თუმცა ამსიშორე-
დან დარწმუნებით ვერ იტყოდი. იმ კლდეს გამუდმებით ეხვეოდა
თოლიების გუნდი და დავოსი ხშირად ფიქრობდა იქამდე მიცურვაზე
და მათი ბუდეების მონადირებაზე; მაგრამ წყალი ცივი იყო, ძლიერი
და საშიში დინებებით დახაზული, და დავოსმა იცოდა, რომ იქამდე
მისაცურად ძალა არ ეყოფოდა. ეს გარდაუვალი სიკვდილი იყო,
ზღვის წყლის სმასავით.
ვიწრო ზღვაზე შემოდგომა ხშირად ნესტიანი და წვიმიანია – წარ-
სული წლებიდან ასე ახსოვდა. დღისით, მზე სანამ ანათებდა, სიცივე
არ აწუხებდა, მაგრამ ღამეები სუსხიანი ხდებოდა, ზოგჯერ ქარი
ამოვარდებოდა და ყურეს გადმოიქროლებდა, ქოჩორა ტალღებს
გამოირეკდა წინ და სულ ცოტა ხანში დავოსი გაწუწული აცახცახდე-
ბოდა ხოლმე. ცხელება და ციება ერთმანეთს ენაცვლებოდა და ბო-
ლო დროს განუწყვეტელი ხველა ტანჯავდა.
ერთადერთი მისი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ეს კი სულაც
არ კმაროდა. მიქცევისას ნაპირზე დროდადრო ტოტები და გემის
ნამსხვრევები ირიყებოდა, მაგრამ ცეცხლს ვერაფრით დაანთებდა.
99
ერთხელ სასოწარკვეთილმა ფიცრის ნაჭრების ერთმანეთზე გახა-
ხუნება სცადა, მაგრამ ხე დამპალი იყო და მთელი ამ შრომის შედე-
გად მხოლოდ ბებერები შერჩა. ტანსაცმელიც წყლით ჰქონდა გაჟ-
ღენთილი და ცალი ჩექმაც ყურეში დაკარგა, სანამ აქ გამოირიყებო-
და.
წყურვილი, შიმშილი, თავშესაფრის უქონლობა – აი, ვინ იყვნენ
მისი მხლებლები, ყოველი დღის ყოველ საათს, და საბოლოოდ ისი-
ნი მეგობრებადაც კი მიიღო. მალე მისი რომელიმე მეგობარი შეიბ-
რალებდა და ამ დაუსრულებელი წამებისგან დაიხსნიდა. ან, იქნებ,
ერთ დღესაც უბრალოდ შევიდოდა წყალში და გაცურავდა ნაპირის-
კენ, რომელიც, იცოდა, სადღაც ჩრდილოეთით იწვა, მისი თვალსა-
წიერის მიღმა.
ასე დასუსტებულისთვის იქამდე ძალიან შორი იყო, და მერე რა.
დავოსი ყოველთვის ზღვაზე ცხოვრობდა და სიკვდილსაც ზღვაზე
აპირებდა წყალქვეშა ღმერთები მელოდებიანო, უთხრა თავს.
დროა, მათთან მივიდე.
მაგრამ ახლა იალქანს ხედავდა. პატარა ლაქად აჩნდა ჰორი-
ზონტს, მაგრამ სულ უფრო იზრდებოდა. გემი ჩანდა იქ, სადაც წესით
გემი არ უნდა ყოფილიყო. დაახლოებით იცოდა თავისი კლდის ად-
გილსამყოფელი – ის შავწყალას ყურის ფსკერზე ამოზრდილი მთე-
ბის რიგიდან ერთ-ერთის მწვერვალი იყო. მათგან ყველაზე მაღალი
მოქცევას ასი ფუტით სცდებოდა, ათობით უფრო მომცრო მწვერვა-
ლი ოცდაათიდან სამოც ფუტამდე აზიდულიყო. მეზღვაურები მათ
თინუსების მეფის შუბებს ეძახდნენ და იცოდნენ, რომ წყლის ზედა-
პირზე ამოჩრილ ყოველ მწვერვალს ათობით მუხანათურად ჩასაფ-
რებული წყალქვეშა მთა ახლდა. ყველა გონიერი კაპიტანი მათ შო-
რიდან უვლიდა გვერდს.
დავოსი ჩაწითლებული თვალებით უცქერდა აფრის გამობერილ
100
მუცელს და ცდილობდა, ტილოში გაბმული ქარის ხმა გაეგონა. აქეთ
მოდის. თუ ცოტა ხანს კიდევ არ შეტრიალდება, მალე მის მწირ თავ-
შესაფარს ხმის მისაწვდენ მანძილზე ჩაუვლის. ეს შეიძლება, სიცოც-
ხლეს ნიშნავდეს. თუ მოინდომა სიცოცხლე. დანამდვილებით არ
იცოდა, უნდოდა თუ არა.
რისთვის ვიცოცხლო? ჰკითხა თავს და მზერა ცრემლებმა და-
უბინდა. შემიწყალონ ღმერთებმა, რისთვის? ჩემი ვაჟები დაიხოც-
ნენ: დეილი და ალარდი, მარიკი და მატოსი, იქნებ დევანიც. როგორ
უნდა იცოცხლოს მამამ ამდენი საღი ჭაბუკი ძის დაკარგვის მერე?
როგორ გავაგრძელებ სიცოცხლეს? ფუტურო ნაჭუჭიღა ვარ, კიბორ-
ჩხალა მოკვდა, შიგნით აღარაფერია. ღმერთებმა ეს არ იციან?
შავწყალა ჩქერს რომ აუყვნენ, მათ ზემოთ ნათლის უფლის ცეც-
ხლმოდებული გულის დროშა ფრიალებდა. დავოსი და შავი ბეთა
ბრძოლის მეორე რიგში იდგნენ, დეილის აჩრდილსა და ალარდის
ლედიმარიას შორის. მარიკი, მისი მესამე, მენიჩბეთა უფროსი იყო
მრისხანებაზე, პირველი რიგის ცენტრში, მათოსი კი მამის თანაშემ-
წედ მსახურობდა. წითელი ციხის გალავნის ქვეშ სტანის ბარათეო-
ნის გალერები ბიჭი-მეფე ჯოფრის უფრო მცირერიცხოვან ფლოტს
შეებნენ და ცოტა ხანი მდინარე აავსო ისრების ზუზუნმა და რკინის
ტარანების ჯახმა, ერთნაირად რომ ლეწავდნენ გემის მუცლებს თუ
ნიჩბებს.
მერე კი უზარმაზარი მხეცის ღრიალი გაისმა და გარშემო მწვანე
ალი ავარდა: ველური ცეცხლი, პირომანების ფსელი, ნეფრიტის დე-
მონი. მათოსი მის გვერდით იდგა შავი ბეთას გემბანზე, როდესაც
ხომალდი თითქოს წყლიდან ამოიზიდა. დავოსი მდინარეში აფარ-
თხალდა, დინებამ იგი ბრუნვა-ბრუნვით გაიტაცა დაღმა. მდინარის
აღმა ცას შეასკდა წყალს ავარდნილი, ორმოცდაათი ფუტის სიმაღ-

101
ლის ალი. ხედავდა ცეცხლმოდებულ შავ ბეთას, მრისხანებას, ათო-
ბით სხვა გემს, ხედავდა, ალში გახვეული კაცები როგორ ხტებოდ-
ნენ წყალში და იხრჩობოდნენ. აჩრდილი და ლედიმარია გაუჩინარ-
დნენ – ჩაიძირნენ, დაიმსხვრნენ ან ველური ცეცხლის საბურველის
მიღმა გაუჩინარდნენ, და მათ დასანახად დრო არც რჩებოდა, რად-
გან უკვე ლამის მიადგა მდინარის შესართავს, აქ კი ლანისტერებს
მსხვილი რკინის ჯაჭვი გაეჭიმათ. ნაპირიდან ნაპირამდე მდინარე
აალებული გემებით და ველური ცეცხლით იყო გადახერგილი. ამის
დანახვამ წამით თითქოს გული გაუჩერა, ახლაც ახსოვდა ის ხმა,
ალის ტკაცუნი, ორთქლის შიშინი, მომაკვდავი ადამიანების კივილი
და კიდევ ის საზარელი მხურვალება, სახეში რომ სცემდა, როდესაც
ნაკადი ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდა. მხოლოდ ის იყო საჭირო, არა-
ფერი ექნა. რამდენიმე წამიც რომ მოეცადა, ახლა თავის შვილებ-
თან ერთად იწვებოდა გრილ მწვანე შლამზე და სახეს დამშეული
თევზები დაუციცქნიდნენ. ამის ნაცვლად, მან ღრმად ჩაისუნთქა და
ჩაყვინთა, მდინარის ფსკერისკენ დაეშვა. ერთადერთ იმედად რჩე-
ბოდა, გამძვრალიყო მდინარის ზედაპირზე გაჭიმული ჯაჭვის, აალე-
ბული გემების და ველური ცეცხლის ქვეშ, მათ მიღმა ყურის უსაფ-
რთხოებას შეჰფარებოდა. დავოსი ყოველთვის კარგად ცურავდა, იმ
დღეს კი რკინის არაფერი ეცვა, მუზარადის გარდა, რომელიც შავ
ბეთასთან ერთად დაკარგა. მწვანე ბინდში მიცურავდა და ხედავდა,
როგორ ფართხალებდნენ მებრძოლები წყლის ქვეშ, როგორ ეზიდე-
ბოდათ ფსკერისკენ აბჯრისა თუ ჯაჭვის პერანგების სიმძიმე. დავოსი
მათ უკან იტოვებდა, მთელი ძალით იქნევდა ფეხებს, ნაკადის მდი-
ნარებას ეძლეოდა, თვალებს კი წყალი უვსებდა. ღრმად, უფრო
ღრმად ჩადიოდა იგი, კიდევ უფრო ღრმად. ყოველი მოსმის მერე
სუნთქვის შეკავება უფრო ძნელი ხდებოდა. ახსოვდა, ფსკერი რომ

102
დაინახა, რბილი და ბუნდოვანი, და პირიდან ჰაერის ბუშტები გამოე-
დინა.
ფეხზე მოედო რაღაც... ფესვი იყო, თევზი თუ მკვდარი კაცი, ვერ
იტყოდა. ჰაერი სჭირდებოდა, მაგრამ ეშინოდა. გასცდა უკვე ჯაჭვს,
გავიდა ყურეში? გემის მუცლის ქვეშ თუ ამოყვინთავდა, დაიხრჩო-
ბოდა, და ველური ცეცხლის მოტივტივე ლაქაში თუ ამოყოფდა
თავს, პირველივე ჩასუნთქვა ფილტვებს დაუნახშირებდა. მაღლა
ასახედად წყალში გადმოტრიალდა, მაგრამ მწვანე სიბნელის მეტი
არაფერი ჩანდა. ზედმეტად შემოტრიალდა და უცებ „ზევით“ და „ქვე-
ვით“ აერია. ძრწოლამ შეიპყრო. ხელები მდინარის ფსკერს დასცხო,
აბუქებულმა შლამმა თვალები დაუბრმავა. მკერდზე ყოველ წამს
თითქოს უზარმაზარი მარწუხები ეჭირებოდა. წყალი მობღუჯა, ფეხი
ჰკრა, გასრიალდა, მოტრიალდა; ფილტვები ჰაერს სთხოვდნენ, ის
კი იქნევდა და იქნევდა ფეხებს მდინარის შლამში ჩაკარგული, იქ-
ნევდა და იქნევდა, მანამდე იქნევდა, სანამ ძალა არ გამოელია.
მომსკდარი კივილისგან დაღებული პირი მარილიანმა წყალმა აუვ-
სო, და დავოს სივორთი მიხვდა, რომ იხრჩობოდა.
გონს რომ მოვიდა, მზე დაჰნათოდა, თავად შიშველი კლდის
ძირში ქვიან ნაპირზე იწვა, გარშემო ცარიელი ყურე-ეხვია, გვერ-
დით კი გატეხილი ანძა, დამწვარი იალქანი და გასივებული გვამი
ეყარა. ანძა, იალქანი და მკვდარი მორიგმა მოქცევამ წაიღო და და-
ვოსი მარტო დარჩა თავის კლდეზე თინუსების მეფის შუბებს შორის.
კონტრაბანდისტობის მრავალმა წელმა მეფის საბიჯელის გარ-
შემო წყლები უფრო ნაცნობი გახადა მისთვის, ვიდრე ნებისმიერი
სახლი, რომელიც კი ოდესმე ჰქონია, და იცოდა, რომ მისი თავშესა-
ფარი რუკებზე მხოლოდ წერტილად თუ იყო მონიშნული, ეს ის ად-
გილი იყო, რომელსაც პატიოსანი მეზღვაურები თავს არიდებენ...

103
თუმცა დავოსს თავად ჩაევლო აქ ერთი-ორჯერ კონტრაბანდისტო-
ბის დროს, შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო. აქ მკვდარს რომ მი-
პოვიან, თუკი მიპოვეს ოდესმე, იქნებ, კლდეს ჩემი სახელი დაარ-
ქვანო, გაიფიქრა. ხახვის კლდე, ასე უწოდებენ მას; ეს იქნება ჩემი
სამარის ქვა და ჩემი მემკვიდრეობა. მეტს არც იმსახურებდა. მამა
იცავს თავის შვილებსო, ამბობენ სეპტონები, დავოსი კი თავის ბი-
ჭებს ცეცხლში წაუძღვა. დეილი ვერასოდეს ჩაუსახავს ცოლს ძეს,
რომელსაც ევედრებოდნენ ღმერთებს, ხოლო ალარდის გოგო
ძველქალაქში, მისივე გოგო მეფის საბიჯელში და მისივე გოგო ბრა-
ავოსში, მალე ყველანი ცრემლს დაღვრიან. მათოსი ვერასოდეს იქ-
ნება საკუთარი გემის კაპიტანი, როგორც ოცნებობდა, მარიკი ვერ
ეღირსება რაინდობას.
როგორ შემიძლია, ვიცოცხლო ახლა, როცა ისინი დაიხოცნენ?
რამდენი მამაცი რაინდი და ძალმოსილი ლორდი დაიღუპა, ჩემზე
უკეთესი მებრძოლები, ჩემზე კეთილშობილები. შეძვერი შენს გა-
მოქვაბულში, დავოს. შეძვერი და მოიკუნტე, გემი კი ჩაგივლის და
აღარავინ აღარასოდეს შეგაწუხებს. იძინე შენს ქვის ბალიშზე, დაე,
თოლიებმა ამოგკორტნონ თვალები და კიბორჩხალები გაძღნენ შე-
ნი ხორცით. შენ რამდენი კიბორჩხალა გიჭამია, ვალი გაქვს მათი.
დაიმალე, კონტრაბანდისტო. დაიმალე, გაიტრუნე და მოკვდი.
იალქანი ლამის დაუპირისპირდა. ორიოდ წუთიც და, გემი ჩაუვ-
ლიდა, მერე კი შეეძლო, მშვიდად მომკვდარიყო.
ხელი ყელისკენ წაიღო და მოაფათურა – პატარა ტყავის ქისას
ეძებდა, რომელსაც მუდამ კისერზე ჩამოკიდებულს დაატარებდა
ხოლმე. მასში ელაგა ოთხი თითის ძვალი, რომლებიც მისმა მეფემ
წააჭრა იმ დღეს, რაინდად რომ აკურთხა. ჩემი იღბალი. დამოკლე-
ბული თითები მკერდზე ფათურობდნენ, სინჯავდნენ და ვერაფერს
პოულობდნენ. ქისა დაკარგულიყო, და მასთან ერთად – თითების
104
ძვლებიც. სტანისს არ ესმოდა, ძვლებს რატომ ინახავდა.
– ჩემი მეფის სამართლიანობა რომ მომაგონოს, – დაიჩურჩულა
დახეთქილი ტუჩებით. მაგრამ ახლა გამქრალიყვნენ. ცეცხლმა იღ-
ბალიც მომტაცა, შვილებთან ერთად. სიზმრებში ისევ ელანდებოდა,
რომ მდინარეს ცეცხლი ეკიდა და წყალზე დემონები ცეკვავდნენ,
ცეცხლოვანი შოლტები ეპყრათ ხელთ და მათი შემოკვრით ადამია-
ნები შავდებოდნენ, იწვოდნენ, – დედაო, შეგვიწყალე, – შეევედრა
დავოსი ზეცას, – დამიფარე, კეთილო დედავ, დაგვიფარე და გადაგ-
ვარჩინე. იღბალი დავკარგე, შვილები დავკარგე, – უკვე მოთქმით
ტიროდა, ლოყებზე დასდიოდა მლაშე ცრემლები, – ცეცხლმა მომ-
ტაცა ყველანი... ცეცხლმა...
იქნებ, მხოლოდ ქარი აშრიალდა კლდეზე, ან ზღვა მოეხალა ნა-
პირს, მაგრამ იმ წამს დავოს სივორთს პასუხი მოესმა.
– ცეცხლს შენ მოუხმე, – დაიჩურჩულა ქალის ხმამ, ნიჟარაში გა-
გონილი ტალღების ხმაურივით მკრთალი ხმით, სევდიანმა, წყნარ-
მა, – შენ დაგვწვი... დაგვწვი... დაგვწწწვი...
– ეს მან ქნა! – იყვირა დავოსმა, – დედავ, ნუ მიგვატოვებ. მან
დაგწვათ, წითელმა ქალმა, მელისანდრემ, მან! – თვალწინ ედგა ქა-
ლი: მისი კოხტად მოყვანილი სახე, წითელი თვალები, გრძელი სპი-
ლენძისფერი თმა, წითელი კაბა – აბრეშუმის და ატლასის კოცონი,
სიარულისას ცეცხლის ენებივით რომ უფრიალებდა. აღმოსავლე-
თიდან იყო მოსული, ასშაიდან, დრაკონის ქვას მიადგა და თავის გა-
დამთიელ ღმერთს შეუყენა დედოფალი სელისი და მისი ხალხი, მე-
რე მეფეც, თავად სტანის ბარათეონი. მეფე იქამდეც კი მივიდა, რომ
დროშაზე ცეცხლოვანი გული დაიხატა, რლორის, ნათლის უფლის,
ალისა და ჩრდილის ღმერთის ცეცხლოვანი გული. მელისანდრეს
ჩაგონებით, მან შვიდნი დრაკონის ქვის სეპტიდან გამოათრია და
ციხის კარიბჭის წინ დაწვა, ხოლო მერე გრიგალის კიდის საღვთო
105
ტყეც გადაწვა, მისი გულის ხეც კი არ დაინდო – პირქუშსახიანი, ვე-
ება თეთრი სარკმლისხე.
– მან ქნა, – გაიმეორა დავოსმა უღონოდ. მან ქნა, და შენც ქენი,
ხახვის რაინდო. ღამეს მოფარებულმა, საკუთარი ხელით შეაცურე
იგი გრიგალის კიდეში, იქ თავისი აჩრდილი-შვილი რომ ეშვა. უდა-
ნაშაულო არ ხარ, არა. მისი დროშით მოდიოდი და ანძაზეც მისი
დროშა გეკიდა. ხედავდი, როგორ იწვოდნენ შვიდნი დრაკონის ქვა-
ზე და არაფერი მოგიმოქმედებია. მან ცეცხლს მისცა მამის სამარ-
თლიანობა, დედის მოწყალება, დედაბრის სიბრძნე. მჭედელი და
უცხო, ქალწული და მეომარი – ყველა დაწვა თავისი ბოროტი ღმერ-
თის სადიდებლად, შენ კი იდექი და ხმაც არ ამოგიღია. მაშინაც კი,
როცა მან ბებერი მაისტერი კრესენი მოკლა, მაშინაც კი არაფერი
ქენი. აფრა ასი იარდის მიღმა იყო და სწრაფად მიქროდა ყურის გას-
წვრივ. ორიოდ წუთიც და – ჩაუვლიდა, დაშორდებოდა.
სერ დავოს სივორთმა კლდეზე დაიწყო აცოცება.
აკანკალებული ხელებით იზიდებოდა, თავი სიცხისგან უბრუ-
ოდა. ორჯერ დაუცდა დასახიჩრებული თითები სველ ქვაზე და ლა-
მის ჩამოვარდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა ისევ მოჭიდება. რომ
ჩამოვარდება, მოკვდება, მან კი უნდა იცოცხლოს. კიდევ ცოტა ხანს
მაინც. რაღაც ჰქონდა გასაკეთებელი.
კლდის წვერი ძალიან პატარა იყო, ხოლო თავად – ძალიან და-
სუსტებული, ამართულად რომ შეემაგრებინა თავი, ამიტომ დაცუც-
ქდა და გალეული მკლავები დაიქნია.
– ჰეი, მანდ, გემზე! – გაჰყვირა ქარში, – გემზე! აქეთ, აქეთ! –
აქედან ხომალდს უკეთ ხედავდა: მის ვიწრო, ზოლიან მუცელს,
ბრინჯაოს ქანდაკს ცხვირზე, გაბერილ აფრას. გემს გვერდზე სახე-
ლი ეწერა, მაგრამ დავოსმა კითხვა არ იცოდა, – გემზე! – იყვირა
ისევ, – მიშველეთ, მიშველეთ!
106
ცხვირის ჯიხურში მდგარმა მეზღვაურმა დაინახა და მისკენ გამო-
იშვირა თითი. სხვებიც მოადგნენ მოაჯირს და მისკენ დაიწყეს ყურე-
ბა. ცოტა ხანში გალერამ აფრა დაუშვა, მისი გვერდებიდან ნიჩბები
გამოცურდა და ხომალდი დავოსის თავშესაფრისკენ მობრუნდა. ძა-
ლიან დიდი იყო, კლდეს ახლოს ვერ მოადგებოდა, მაგრამ ოცდაათი
იარდის იქით შეჩერდა და ნავი დაუშვა. დავოსი თავის კლდეს ეკ-
ვროდა და უცქერდა, როგორ მოსრიალებდა ნავი მისკენ ოთხი კაცი
უსვამდა, მეხუთე ცხვირზე იჯდა.
– ეი, შენ, – შემოსძახა ამ მეხუთემ, სულ რამდენიმე ფუტიღა რომ
რჩებოდათ კუნძულამდე, – შენ, კლდეზე! ვინ ხარ?
კონტრაბანდისტი, რომელიც საკუთარ თავზე მაღლა ახტა, გა-
იფიქრა დავოსმა, ბრიყვი, რომელსაც ზედმეტად უყვარდა თავისი
მეფე, თავისი ღმერთები კი დაივიწყა. ყელი ჩახეხილი ჰქონდა, სიტ-
ყვების წარმოთქმა დავიწყებოდა. ენაზე უცხოდ ედებოდნენ სიტყვე-
ბი და კიდევ უფრო უცხოდ ჩაესმოდნენ ყურში.
– მე ვიბრძოდი. ვიყავი... კაპიტანი, რაინდი... რაინდი ვიყავი!
– დიახ, სერ, – უთხრა კაცმა, – და რომელ მეფეს ემსახურებოდი?
გალერა შეიძლება, ჯოფრისი ყოფილიყო, მიხვდა უცებ. ახლა
არასწორ სახელს თუ იტყოდა, გემი წავიდოდა და მას ბედის ანაბა-
რად მიაგდებდა. მაგრამ არა, ზოლიანი მუცელი ჰქონდა. ლისური
ხომალდი იყო, სალადორ საანის ხომალდი. დედამ გამოუგზავნა,
სახიერმა დედამ. მისთვის საქმე ჰქონდა დასავალებელი. სტანისი
ცოცხალიაო, მიხვდა მაშინ. ჯერ კიდევ მყავს მეფე. და ძეები, სხვა ძე-
ებიც მყავს, და ერთგული, მოსიყვარულე ცოლი. ეს როგორ დაივიწ-
ყა? მართლაც მოწყალე იყო დედა.
– სტანისს, – გასძახა ლისელს, – დიდება ღმერთებს, მეფე სტა-
ნისს ვემსახურები! – ჰო, – უპასუხა ნავში მჯდომმა, – ჩვენც.

107
სანსა

მოსაწვევი უწყინარი ჩანდა, მაგრამ, რამდენჯერაც გადაიკით-


ხავდა, სანსა მთელი სხეულით იძაგრებოდა. დედოფალი უნდა გახ-
დეს, ლამაზია, მდიდარია და ყველას უყვარს; მაშ, რად უნდა მო-
ესურვებინა მოღალატის ასულთან ვახშმობა? იქნებ, ცნობისმოყვა-
რეობის გამოო, ივარაუდა. იქნებ, მარჯერი ტაირელს სურდა, შეეფა-
სებინა მეტოქე, რომლის ადგილიც დაიკავა. ნეტავ, ხომ არ ბრაზობს
ჩემზე? ხომ არ ჰგონია, რომ მე ვარ მასზე გაბოროტებული?
სანსამ ციხესიმაგრის გალავნიდან უცქირა, როგორ ამოიარა
მარჯერი ტაირელმა და მისმა ამალამ ეაგონის მაღალი ბორცვი.
ჯოფრი თავის ახალ საპატარძლოს მეფის კართან შეხვდა და ქალაქ-
ში შემოიპატიჟა. მათ გვერდიგვერდ გაიარეს მოყიჟინე ბრბოში –
ჯოფრი მოოქრულ აბჯარში ბრწყინავდა, გოგონა ტაირელი კი
თვალწარმტაცი ჩანდა მწვანე კაბასა და მხრებიდან დაშვებულ, შე-
მოდგომის ყვავილებით მოქარგულ მოსასხამში. თექვსმეტი წლის
იყო, ნატიფი და მშვენიერი, წაბლისფერი თმა და თვალები ჰქონდა.
ხალხი მის სახელს გაიძახოდა, შვილებს უწვდიდა დასალოცად და
ცხენის ფლოქვებქვეშ ყვავილებს უფენდა. დედა და ბებია ფეხდაფეხ
მოჰყვებოდნენ მაღალი ეტლით, რომლის გვერდებიც ასობით გა-
დაწნულ ვარდად იყო გამოკვეთილი, ყოველი ყვავილი ოქროთი და-
ეფერათ და ბრწყინავდა. იგივე ხალხია, მე ცხენიდან რომ ჩამომათ-
რია და მომკლავდა, ქოფაკი რომ არა. სანსას არაფერი უქნია ისე-
თი, მდაბიორებს რომ სძულებოდათ, ისევ, როგორც არც მარჯერი
ტაირელს უქნია რამე ამ სიყვარულის მოსახვეჭად. ნეტავ, თუ უნდა,
რომ მეც მიყვარდეს? მოსაწვევს დააკვირდა, რომელიც მარჯერის
ხელით დაწერილს ჰგავდა. უნდა, რომ მეც დავლოცო? ნეტავ, ჯოფ-
რიმ თუ იცის ამ ვახშმის შესახებ? არ გაუკვირდებოდა, საერთოდაც
108
მისი მოწყობილი რომ ყოფილიყო. ამის გაფიქრებამ შიში მოჰგვა-
რა. თუ ეს მოწვევა ჯოფრის გეგმა იყო, მას რამე ბოროტი ხუმრობა
ექნებოდა მოფიქრებული უფროსი გოგონას წინაშე სანსას შესარ-
ცხვენად. ხომ არ უბრძანებს თავის ქეშიკებს, ისევ გააშიშვლონ სან-
სა? ბოლოს ეს რომ ქნა, მისმა ბიძამ, ტირიონმა შეაჩერა, მაგრამ ახ-
ლა ჭინკა ვეღარაფერს უშველიდა. ვერავინ მიშველის ჩემი ფლო-
რიანის გარდა. სერ დონტოსი შეჰპირდა, გაქცევაში დაგეხმარებიო,
მაგრამ ეს ჯოფრის ქორწილის ღამემდე ვერ მოხდებოდა. გეგმები
საიმედოდ მაქვს დაწყობილიო, არწმუნებდა თავდადებული რაინ-
დი, ახლა უკვე მასხარა. სხვა გზა არ იყო: მანამდე უნდა ვითმინო და
დღეები ვთვალო. და ჩემს შემცვლელთან ერთად ვივახშმო...
იქნებ, სანსა მარჯერი ტაირელს ცილს სწამებდა. იქნებ, ეს მიპა-
ტიჟება მხოლოდ უბრალო თავაზიანობა იყო. იქნებ, ჩვეულებრივი
ვახშამი იყო და სხვა არაფერი. მაგრამ ის ხომ წითელ ციხეში იმყო-
ფებოდა, მეფის საბიჯელში, მეფე ჯოფრი ბარათეონის, პირველის
მისი სახელისა, კარზე, და თუ სანსა სტარკს აქ რამე ესწავლა, ეს უნ-
დობლობა იყო. და მაინც, მიწვევას უნდა დასთანხმდეს. განა ვინ იყო
ახლა თავად: მოღალატის ასული და მეამბოხე ლორდის და, უარყო-
ფილი საცოლე. ჯოფრის სადედოფლოს უარს ვერ ჰკადრებდა.
ნეტავ, ქოფაკი აქ იყოს. ბრძოლის ღამეს სანდორ კლეგეინი სა-
ძინებელში მიადგა, – ქალაქიდან რომ გაეყვანა. მაგრამ სანსამ იუ-
არა. ზოგჯერ ღამით თვალგახელილი იწვა და ფიქრობდა, ჭკვიანუ-
რად თუ მოვიქეციო. მისი დალაქავებული თეთრი მოსასხამი კედ-
რის სკივრში ჰქონდა დამალული, თავისი აბრეშუმის საზაფხულო
კაბების ქვეშ. ვერ იტყოდა, რატომ ინახავდა. ესმოდა, ქოფაკზე რომ
ამბობდნენ, შიშმა დაჯაბნაო; შუა ბრძოლაში ისე დათვრა, რომ მისი
რაზმის მეთაურობა ჭინკას მოუხდაო. მაგრამ სანსას ესმოდა მისი.

109
მან იცოდა კლეგეინის დამწვარი სახის საიდუმლო. ცეცხლი იყო ერ-
თადერთი რამ, რისაც ქოფაკს ეშინოდა. იმ ღამით ველური ცეცხლი
მდინარესაც კი მოედო, ჰაერიც კი მწვანე ალებით აივსო. სანსა სა-
სახლეში იყო და იქაც კი ეშინოდა. გარეთ კი... ვერც კი წარმოედგი-
ნა, გარეთ რა ხდებოდა. ამოიოხრა, კალამი და მელანი აიღო და
მარჯერი ტაირელს თავაზიანი თანხმობის ბარათი მიწერა.
დათქმული საღამო რომ დადგა, მის წასაყვანად სხვა ქეშიკი მო-
ვიდა. ეს კაცი ისე განსხვავდებოდა სანდორ კლეგეინისგან, რო-
გორც... ვთქვათ, ყვავილი ძაღლისგან. მისი კარის ზღურბლზე მდგა-
რი სერ ლორასის დანახვამ სანსას გული აუჩქროლა. მასთან ასე ახ-
ლოს პირველად იყო მას მერე, რაც ყვავილების რაინდი მეფის სა-
ბიჯელში დაბრუნდა, მამამისის მოწინავე რაზმის სათავეში მდგარი.
წამით ვერც მიხვდა, რა ეთქვა.
– სერ ლორას, – მოახერხა ბოლოს, – ერთობ... მომხიბვლელად
გამოიყურები. მან შემცბარმა გაუღიმა.
– მილედი ძალიან კეთილია, და მშვენიერი. ჩემი და მოუთმენ-
ლად გელის.
– მეც მოუთმენლად ველოდი ამ ვახშამს.
– მარჯერიც, და ჩემი ლედი-ბებიაც, აგრეთვე, – მან მკლავი გა-
მოსდო და კიბისკენ წაიყოლა.
– ბებია? – სანსას უჭირდა, ევლო, ელაპარაკა და ეფიქრა ერ-
თდროულად, როცა სერ ლორასი მკლავზე ეხებოდა. აბრეშუმის
ქსოვილში მისი ხელის სითბო ატანდა. – ლედი ოლენა. ისიც თქვენ-
თან ერთად ივახშმებს.
– ოჰ, – წარმოთქვა სანსამ, მე მას ვესაუბრები, ის კი მე მეხება,
ჩემი მკლავი უჭირავს და მეხება, – მას ეკლების დედოფალს ეძახი-
ანო, მართალია?
– მართალია, – გაიცინა სერ ლორასმა. ყველაზე თბილი სიცილი
110
აქვსო, გაიფიქრა სანსამ, ჭაბუკმა კი განაგრძო: – თუმცა ჯობს, ასე
არ მიმართო, თორემ შეიძლება, დაიჩხვლიტო.
სანსა წამოწითლდა. ნებისმიერი ბრიყვი უნდა მიმხვდარიყო,
რომ არც ერთ ქალს არ ესიამოვნება, „ეკლების დედოფალი“ ეძა-
ხონ. შეიძლება, მართლაც ისეთი სულელი ვარ, როგორც სერსეი
ლანისტერი ამბობს. მთელი ძალ-ღონით ცდილობდა, რამე ჭკვიანუ-
რი და სასიამოვნო მოეფიქრებინა ჭაბუკი რაინდისთვის სათქმე-
ლად, მაგრამ აზრებმა მიატოვეს. კინაღამ უთხრა, რა ლამაზი ხარო,
თუმცა, გაახსენდა, რომ ეს უკვე ნათქვამი ჰქონდა. მაგრამ სერ ლო-
რასი მართლაც ლამაზი იყო. იმაზე მაღალი ჩანდა, ვიდრე მათი პირ-
ველი შეხვედრისას, ტანად კი ისეთივე მოქნილი და წერწეტა დარ-
ჩენილიყო, და სანსას არასოდეს ენახა სხვა ბიჭი, ასეთი ლამაზი
თვალები რომ ჰქონოდა. თუმცა ის ხომ ბიჭი არაა, კაცია უკვე, მეფის
ქეშიკ რაინდთაგანი. გოგონა თვლიდა, რომ თეთრი ფერი უფრო მე-
ტადაც უხდებოდა, ვიდრე ტაირელების მწვანე და ოქროსფერი. ახ-
ლა ერთადერთ ფერად ლაქად აჩნდა ბროში, რომლითაც მოსასხამი
ჰქონდა შებნეული: ზენაბაღის ოქროს ვარდი, მწვანე ნეფრიტის
ფოთლების ბუდეში ჩასმული.
სერ ბეილონ სუანმა მაეგორის სიმაგრის კარი დაუჭირა და გა-
ატარა. მასაც სულ თეთრები ეცვა, თუმცა ამ ტანსაცმელს სერ ლო-
რასის მოხდენილობით ნამდვილად ვერ ატარებდა. სარებიანი ხან-
დაკის იქით ორი ათეული ადამიანი ხმლების და ფარის მოხმარება-
ში ვარჯიშობდა. სასახლე ისე იყო გადატვირთული, რომ გარე ეზო
სტუმრების კარვებს დაუთმეს და სავარჯიშოდ პატარა შიდა ეზოები-
ღა რჩებოდა. ერთ-ერთ ტყუპისცალ რედვაინს უკან ახევინებდა სერ
ტალადი, ფარზე თვალები რომ ეხატა. მსუქანი სერ კენოს კაისელი,
ორლესულის ყოველ მოქნევაზე რომ ხვნეშოდა და ქოშინებდა, მედ-

111
გრად ედგა სერ ოსნი ქეთელბლექს, აი, ოსნის ძმა ოსფრიდი კი ულ-
მობლად უზაპუნებდა ბაყაყისნაირ საჭურველთმტვირთველს, მო-
როს სლინტს. ხმლები კი იყო ბლაგვი, მაგრამ სლინტი დილისთვის
მაინც მთლად დალილავებული იქნებოდა. სანსამ ამის დანახვაზე
თვალები დახუჭა. ბოლო ბრძოლის მერე მკვდრების დამარხვა
ძლივს მოასწრეს და ახლა უკვე შემდეგისთვის ვარჯიშობენ.
ეზოს განაპირას მარტო მდგომი რაინდი, რომელსაც ფარზე
წყვილი ოქროს ვარდი ეხატა, სამ მტერს უმკლავდებოდა. სანამ მი-
მავალნი უცქერდნენ, მან ერთს თავზე გასცხო ხმალი და უგონოდ
დააგდო.
– შენი ძმაა, სერ? – ჰკითხა სანსამ.
– დიახ, მილედი, – მიუგო სერ ლორასმა, – გარლანი ხშირად
ვარჯიშობს სამის პირისპირ, ზოგჯერ ოთხისაც. ამბობს, ბრძოლაში
იშვიათად იბრძვიან ერთი ერთზეო, ჰოდა, ურჩევნია, მზად იყოს.
– ალბათ ძალიან მამაცია.
– დიდი რაინდია, – უპასუხა სერ ლორასმა – მართალი თუ გინ-
და, ჩემზე უკეთე. სი ხმლოსანია, თუმცა მე შუბით ვჯობნი.
– მახსოვს, – უთხრა სანსამ, – დიდებულად ასპარეზობ.
– მილედი მეტად კეთილია, ამას რომ ამბობს. სად ნახა მან ჩემი
ასპარეზობა? – მარჯვენის ტურნირზე, არ გახსოვს? თეთრ საბრძო-
ლო ცხენზე იჯექი, აბჯარი კი ასობით სხვადასხვაგვარი ყვავილით
გქონდა მოხატული. მაშინ ვარდი მაჩუქე. წითელი ვარდი. იმ დღეს
სხვა გოგონებს თეთრი ვარდები ესროლე, – ამ ლაპარაკმა სანსა წა-
მოაწითლა, – ასე მითხარი, ვერა გამარჯვება ვერ შეგედრება მშვე-
ნებითო. სერ ლორასმა თავმდაბლად გაუღიმა.
– უბრალოდ, სიმართლეს ვამბობდი, ამას ხომ ყველა დაინახავს,
თვალს ვინც გაახელს.
არ ახსოვს, მიხვდა შემკრთალი სანსა. უბრალოდ, თავაზიანია
112
ჩემთან, თორემ არც მე ვახსოვარ, არც ვარდი და არაფერი. თავად
ხომ დარწმუნებული იყო, რომ ის ვარდი რაღაცას ნიშნავდა, რომ
ყველაფერსაც ნიშნავდა. წითელი ვარდი, თეთრი კი არა. – ეს მას
მერე იყო, სერ რობარ როისი რომ ჩამოაგდე ცხენიდან, – თქვა
იმედდაკარგულმა.
მან მკლავზე ხელი უშვა.
– სერ რობარ რიოსი გრიგალის კიდესთან მოვკალი, მილედი, –
არ იკვეხნიდა, სევდით თქვა.
ჰო, ისიც და მეფე რენლის კიდევ ერთი ცისარტყელა-მცველი.
სანსამ ეს ჭის გარშემო მოჭორავე ქალებისგან გაიგონა, მაგრამ ამ-
წუთას გადავიწყებოდა.
– როცა მეფე რენლი მოკლეს, ჰო? რა თავზარი იქნებოდა შენი
საბრალო დისთვის. – მარჯერისთვის? – მას ხმა დაეძაბა, – რასაკ-
ვირველია. თუმცა იგი მაშინ მწარეხიდთან იყო. არ უნახავს.
– მაინც, რომ გაიგებდა...
სერ ლორასმა თავისი ხმლის ტარს მსუბუქად გადაუსვა ხელი.
მოსაჭიდზე თეთრი ტყავი ეგო, კოტა თეთრი ალებასტრისა ჰქონდა.
– რენლი მკვდარია. რობარიც. რა აზრი აქვს მათზე ლაპარაკს?
მისმა მოჭრილმა კილომ სანსას უკან დაახევინა.
– მე... მილორდ, მე... არ მინდოდა შენი განაწყენება, სერ.
– ან კი როგორ უნდა გაგენაწყენებინე, – მიუგო სერ ლორასმა,
მაგრამ ხმაში სითბო მთლად დაშრეტოდა.
აღარც მკლავზე გამოუდვია ხელი.
ხვეული საფეხურები დამძიმებული სიჩუმით აიარეს.
ოჰ, რად ვახსენე სერ რობარი? ყველაფერი გავაფუჭე. ახლა გაბ-
რაზებულია ჩემზე. სურდა, რაღაც ეთქვა ისეთი, საქმეს რომ გამოას-
წორებდა, მაგრამ ყველა სიტყვა, რაც კი აზრად მოსდიოდა, ტლანქი
და უღონო იყო. გაჩუმდი, თორემ უარესს იზამ, უთხრა თავისთავს.
113
ლორდი მეის ტაირელი და მისი სახლობა სამეფო სეპტის უკან
დაებინავებინათ, მოგრძო, სახურავდაქანებულ სიმაგრეში, რო-
მელსაც ქალწულის აკლდამა ერქვა მას მერე, რაც მეფე ბეილორ
კურთხეულმა მასში თავისი დები გამოკეტა, მათი დანახვისას ავ-
ხორცული აზრები რომ არ მოჰგვროდა. მაღალ ხის კართან ორი
მცველი იდგა, მოოქრული ზარადები ეხურათ და ოქროსფერი ატ-
ლასით შემოქობილი მწვანე მოსასხამები ეცვათ, მკერდზე ზენაბა-
ღის ოქროს ვარდი ჰქონდათ ამოქარგული, ორივენი შვიდ-შვიდი
ფუტის სიმაღლისანი იყვნენ, ბეჭგანიერები და წელწვრილები, დი-
დებულად ჩამოსხმულები. მიახლოებულ სანსას მათი სახეების გარ-
ჩევაც კი გაუჭირდა. ერთნაირად მძლავრი ყბები, ლურჯი თვალები
და ხშირი წითური ულვაშები ჰქონდათ.
– ესენი ვინ არიან? – ჰკითხა სერ ლორასს, წუთით თავისი უხერ-
ხული შეკითხვაც გადაავიწყდა.
– ბებიას პირადი დაცვაა, – მიუგო მან, – დედამ მათ ერიკი და
არიკი დაარქვათ, მაგრამ ბებია ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და
მარჯვენას და მარცხენას ეძახის. მარჯვენამ და მარცხენამ კარი გა-
აღეს. შიგნით შესულებმა თავად მარჯერი ტაირელი დაინახეს, გო-
გონამ მათ შესახვედრად მოკლე კიბე ჩამოირბინა.
– ლედი სანსა, – შესძახა მან, – რა კარგია, რომ მოხვედი. კეთი-
ლი იყოს შენი მობრძანება! სანსამ თავისი მომავალი დედოფლის
წინაშე დაიჩოქა.
– დიდი პატივია ჩემთვის, თქვენო მოწყალებავ.
– არ ჯობია, მარჯერი დამიძახო? ადექი, გეთაყვა. ლორას, წა-
მოაყენე ლედი სანსა. შეიძლება, სანსა დაგიძახო?
– როგორც გენებოს.
სერ ლორასმა სანსას ხელი მიაშველა. მარჯერიმ ძმას ლოყაზე
აკოცა და დაითხოვა, და სანსას ხელი ჩაჰკიდა.
114
– წამო, ბებია გელოდება, მასზე კი, მოთმინებით აღსავსე ქალ-
ბატონიაო, ვერ იტყვი. ბუხარში ცეცხლი ტკაცუნებდა, იატაკზე სურ-
ნელოვანი ჭილი იყო დაფენილი. გრძელ ხარიხა-მაგიდას თორმეტი
ქალი შემოსხდომოდა.
სანსამ მხოლოდ ლორდ ტაირელის მაღალი, დიდებული ცოლი
იცნო – ლედი ალირი, რომელსაც გრძელ ვერცხლისფერ ნაწნავზე
სპეკალებიანი სალტეები ჰქონდა შემოჭერილი. მარჯერიმ დანარჩე-
ნები წარუდგინა. აქ იყო სამი ტაირელი კუზინა: მეგა, ალა და ელი-
ნორი, სამივე დაახლოებით სანსას ასაკისა. მკერდსავსე ლედი ჯანა,
ლორდ ტაირელის და, ერთ-ერთ მწვანევაშლა ფოსოვეის იყო მით-
ხოვილი; დახვეწილი, თვალნათელი ლედი ლეონიტეც ფოსოვეი
იყო, ის სერ გარლანის ცოლი გახლდათ. სეპტა მაისტერისას უშნო,
ჩოფურა სახე ჰქონდა, მაგრამ მხიარული ჩანდა. ფერმკრთალ, მოხ-
დენილ ლედი გრეისფორდს მალე ბავშვი ეყოლებოდა, ლედი ბალ-
ვერი კი თავად იყო ბავშვი, ასე, რვა წლისა. „მერი“ – ასე უნდა მიგე-
მართა დაუდგრომელი, პუტკუნა მერედით კრეინისთვის, და არამც
და არამც – ლედი მერივეთერისთვის, მგზნებარე, შავთვალა მირე-
ლი ლამაზმანისთვის.
სულ ბოლოს მარჯერიმ სანსა მაგიდის თავში მჯდარ დამჭკნარ,
თეთრთმიან თოჯინა-ქალს დაუყენა წინ.
– პატივი მაქვს, გაგაცნო ჩემი ბებია, ლედი ოლენა, ქვრივი აწ
გარდაცვლილი ლუთორ ტაირელის, ზენაბაღის ლორდისა, რომ-
ლის ხსოვნაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი ნუგეშია.
მოხუც ქალს ვარდის წყლის სუნი უდიოდა. რა მოცუცქნულია.
მასში სულ არაფერი იყო ჩხვლეტია.
– მაკოცე, ბავშვო, – უთხრა ლედი ოლენამ და სანსას მაჯაზე მო-
ქაჩა თავისი რბილი, დახალული ხელით, – რა კეთილი ხარ, ჩემთან
და ჩემი სულელი ქათმების გუნდთან ერთად ვახშმობა რომ ინებე.
115
სანსამ მოხუც ქალს დამჯერედ აკოცა ლოყაზე.
– ეს თქვენ ბრძანდებით კეთილი, რომ მომიწვიეთ, მილედი.
– მე ვიცნობდი შენს პაპას, ლორდ რიკარდს, თუმც არცთუ ახ-
ლოს.
– იგი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა.
– ეს ვიცი, ბავშვო. ამბობენ, შენი ტალი პაპაც კვდებაო. ლორდი
ჰოსტერი, ალბათ გეტყოდნენ, უკვე მოხუცდა, თუმცა ჩემსავით ბებე-
რი არაა. ასეც და ისეც, ბოლოს ყველა ჩვენგანისთვის ღამდება, და
ეს ჩემთვის სულ მალე მოხდება. შენ ეს ბევრზე უკეთ იცი, საბრალო
ბავშვო. ვიცი, ბევრი მწუხარება შეგხვდა. ვწუხვართ შენი დანაკლი-
სის გამო.
სანსამ მარჯერის გახედა.
– ლორდ რენლის სიკვდილის შეტყობამ დამაღონა, თქვენო
მოწყალებავ. ძლიერ თავაზიანი იყო.
– რა კეთილი ხარ, ამას რომ მეუბნები – მიუგო მარჯერიმ.
ბებიამ ჩაიფრუტუნა.
– თავაზიანი, დიახ, და მომხიბვლელი, და სუფთა-გაპიწკინებუ-
ლი. იცოდა, როგორ უნდა ჩაეცვა, როგორ გაეღიმა, როგორ ებანა-
ვა, და რატომღაც აზრად მოუვიდა, რომ ამ ყველაფრის გამო მეფე-
დაც გამოდგებოდა. ნამდვილად, ბარათეონებს სულ უცნაური აზრე-
ბი მოსდიოდათ ხოლმე თავში. ვფიქრობ, ეს ტარგარიენების სის-
ხლისგან მოსდგამთ, – ისევ ჩაიფრუტუნა, – ერთხელ ჩემი მითხოვე-
ბა უნდოდათ ტარგარიენისთვის, მაგრამ მალევე მოვუღე ამ ლაპა-
რაკს ბოლო.
– რენლი მამაცი და ქველი იყო, ბებია, – უთხრა მარჯერიმ, – ის
მამასაც მოსწონდა და ლორასსაც.
– ლორასი ძალიან ახალგაზრდაა, – გადაჭრით თქვა ლედი

116
ოლენამ, – და ძალიან კარგად გამოსდის კაცების ჩამოყრა ცხენები-
დან. თუმცა ამით ჭკუა არ ემატება. რაც შეეხება მამაშენს, გლეხის
ქალად რომ დავბადებულიყავი და დიდი ხის კოვზი მქონოდა, იქნებ
იმის ჩარაკუნებით მაინც მომეხერხებინა მის გასივებულ თავში ცო-
ტა აზრი ჩამედო. – დედა, – უსაყვედურა ლედი ალირიმ.
– ჩუ, ალირი, ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები. და ნურც დედას მე-
ძახი. მე რომ გამეჩინე, ნამდვილად მეხსომებოდა. ბრალი მარტო
შენი ქმრის დაბადებაში მიმიძღვის, ლორდ სულელ ზენაბაღელისა.
– ბებია, – უთხრა მარჯერიმ, – აბა, რას ამბობ, რას იფიქრებს
სანსა ჩვენზე? – იფიქრებს, რომ ცოტაოდენი ტვინი მოგვეპოვება.
ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც, – დედაბერი ისევ სანსას მიუბრუნდა, –
ვაფრთხილებდი, ეს ღალატია-მეთქი, რობერტს ორი ძე ჰყავს, რენ-
ლის კი უფროსი ძმა – რანაირად შეიძლება, რამე უფლება განაცხა-
დოს იმ მახინჯ რკინის სკამზე? აბა-აბაო, მეუბნება ჩემი ვაჟბატონი,
არ გინდა, შენი ძვირფასი გოგონა დედოფალი იყოს? თქვენ, სტარ-
კები, ადრე მეფეები იყავით, ერინები და ლანისტერებიც, და ბარა-
თეონებიც კი, ქალების ხაზით, მაგრამ ტაირელები მეფისნაცვლებზე
მეტი არასოდეს ყოფილან, სანამ ეაგონ დრაკონი არ მოფრინდა და
საწიერის კანონიერი მეფე ცეცხლის ველზე არ შებრაწა. მართალი
თუ გინდა, ჩვენი უფლება ზენაბაღზეც კი, ცოტა არ იყოს, საეჭვოა,
რაზეც გაუთავებლად ზუიან ის საშინელი ფლორენტები. ამას რა
მნიშვნელობა აქვსო, შენ მკითხავ, და, რასაკვირველია, არც აქვს,
თუ ჩემი შვილისნაირი შტერი არ ხარ. რომ გაიფიქრებს, ერთ დღე-
საც შეიძლება ვიხილო, როგორ უდევს ჩემს შვილიშვილს ტრაკი
რკინის ტახტზეო, მეისი ისე იფუყება, გეგონება... რააო? რა ჰქვია
იმას... მარჯერი, შენ ხომ გონიერი ხარ, უთხარი შენს საბრალო, გა-
მოჩერჩეტებულ ბებიას, რა ჰქვია იმ უცნაურ თევზს, ზაფხულის კუნ-
ძულებთან რომ ცხოვრობს და, თუ უჩხვლიტე, იფუყება და ათჯერ
117
უფრო დიდი ხდება?
– ფუყია თევზი ჰქვია, ბებია.
– ჰო-ჰო. ზაფხულისკუნძულელები სხვას რას დაარქმევდნენ,
იმათ ხომ ფანტაზია არა აქვთ. მართალი თუ გინდა, ჩემმა ვაჟმა ემ-
ბლემად ეგ ფუყია თევზი უნდა აიღოს. შეუძლია, გვირგვინი მიახა-
ტოს, როგორც ბარათეონებმა უქნეს თავიანთ ირემს, იქნებ, ამან
მთლად გააბედნიეროს. მე თუ მკითხავ, მთელი ამ სისხლიანი სისუ-
ლელისგან კარგა შორს უნდა დაგვეჭირა თავი, მაგრამ, ძროხა თუ
მოწველე, მერე რძეს უკან, ცურში ვეღარაფრით შეუშხაპუნებ. მას
მერე, რაც ლორდმა ფუყია თევზმა რენლის გვირგვინი დაადგა თავ-
ზე, ჩვენ უკვე ყელამდე გვქონდა შეტოპილი, ჰოდა, ა, ბატონო, ახლა
აქ ვართ, საქმის ბოლომდე მისაყვანად. რას იტყვი ამაზე, სანსა?
სანსამ პირი გააღო და ისევ დამუწა. თავს თვითონაც ფუყია თევ-
ზად გრძნობდა. – ტაირელები გართ მწვანეხელას ჩამომავლები
არიან – ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
ეკლების დედოფალმა ჩაიფრუტუნა.
– ისევე, როგორც ფლორენტები, როვანები, ოუკჰარტები და სამ-
ხრეთის დიდებული გვარების ნახევარი. ამბობენ, გართს უყვარდა
ნაყოფიერ მიწაში თესლის ჩაგდებაო. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩ-
ნდა, რომ მარტო ხელები არ ჰქონია მწვანე.
– სანსა, – ჩაერიათ ლედი ალირი, – ალბათ, გშია. ერთად ხომ
არ გავსინჯოთ შემწვარი ტახი და ლიმონის ნამცხვრები?
– ლიმონის ნამცხვრები ყველაზე მეტად მიყვარს, – აღიარა სან-
სამ.
– ასე გვითხრეს, – განაცხადა ლედი ოლენამ, რომელიც გაჩუმე-
ბას სულაც არ აპირებდა, – ის ვიღაც ვარისი, მგონი, ფიქრობდა,
ამის შეტყობინების გამო მადლობელი უნდა დავრჩენოდით. სიმარ-
თლე თუ გინდა, არასოდეს მესმოდა, რა საჭიროა საჭურისები. ეგენი
118
ხომ ისეთი კაცები არიან, რომლებსაც მოაჭრეს, თუკი რამ სახეირო
ჰქონდათ. ალირი, მოატანინებ საჭმელს თუ აპირებ, შიმშილით მომ-
კლა? აგერ, სანსა, ჩემთან დაჯექი, მე ნაკლებად მოსაწყენი ვარ,
ვიდრე ეგენი ყველა. იმედია, მასხარები გიყვარს.
სანსამ კაბა ჩამოისწორა და დაჯდა.
– მე მგონი... მასხარები, მილედი? ანუ... ხუმარები, ჭრელა-ჭრუ-
ლები რომ აცვიათ? – ბუმბულები, ამჯერად. აბა, ვისზე გგონია, ვამ-
ბობდი? ჩემს შვილზე? თუ ამ მომხიბლავ ქალბატონებზე? არა, ნუ
წითლდები, შენი თმის პატრონი ასე მთლად ბროწეულს ემსგავსები.
მართალი თუ გინდა, ყველა კაცი მასხარაა, მაგრამ ისინი, ჭრელა-
ჭრულები რომ აცვიათ, უფრო სახალისოები არიან, ვიდრე გვირგვი-
ნიანები. მარჯერი, ბავშვო, დაუძახე ლაკლაკას, ვნახოთ, იქნებ, გა-
ვაღიმოთ ლედი სანსა. დანარჩენები დასხედით, ყველაფერი მე უნ-
და გითხრათ? სანსა ალბათ ფიქრობს, რომ ჩემს შვილიშვილს ამა-
ლად ცხვრის ფარა ჰყავს.
ლაკლაკამ კერძს შემოესწრო. მასხარა მწვანე და ყვითელი ბუმ-
ბულის სამოსში გამოწყობილიყო, თავზეც ფართხუნა ბიბილო გად-
მოჰკიდებოდა. უშველებელი, ზონზროხა კაცი იყო, მთვარე-ბიჭზე
სამჯერ დიდი. დარბაზში მალაყებით შემოიჭრა, მაგიდაზე ახტა და
სანსას წინ უზარმაზარი კვერცხი დადო.
– გატეხე, მილედი! – უთხრა. სანსამ დაუჯერა, კვერცხიდან
ათიოდე ყვითელი წიწილა გადმოხტა და სხვადასხვა მხარეს გა-
იფანტა.
– დაიჭით! – იყვირა ლაკლაკამ. პატარა ლედი ბალვერმა ერთს
ხელი სტაცა და გაუწოდა, მასხარამ კი თავი უკან გადახარა, წიწილა
ფართო, ალისფერ პირში ჩაიტენა და თითქოს ერთ ლუკმად გადაყ-
ლაპა. რომ დააბოყინა, ცხვირიდან ციცქნა ყვითელი ბუმბულები გა-
მოუფრინდა. ლედი ბალვერი სასოწარკვეთით აწივლდა, მაგრამ
119
ცრემლები სიხარულის წამოძახილმა შეუცვალა, როდესაც წიწილა
მისი სახელოდან გამოძვრა და მკლავზე ჩამოირბინა.
მსახურებმა პრასის და სოკოს წვნიანი შემოიტანეს, ლაკლაკამ
ჟონგლიორობა წამოიწყო, ლედი ოლენა კი წინ გადმოიწია და იდაყ-
ვებით მაგიდას დაეყრდნო. – იცნობ ჩემს ძეს, სანსა? ლორდ ფუყია
თევზ ზენაბაღელს?
– დიდებული ლორდი ბრძანდება, – ზრდილობიანად მიუგო სან-
სამ.
– დიდებული ბრიყვი ბრძანდება, – განაცხადა ეკლების დედო-
ფალმა, – მამამისიც ბრიყვი იყო. ჩემი ქმარი, განსვენებული ლორ-
დი ლუთორი. ოჰ, სხვაგვარად არ გამიგო, ძალიანაც მიყვარდა. კე-
თილი კაცი იყო და ვერც ლოგინში დაიწუნებდი, მაგრამ მაინც საში-
ნელი ბრიყვი იყო. მოახერხა და შევარდნებით ნადირობისას კლდე-
ზე გადაიჩეხა. ამბობენ, ცას აჰყურებდა და ვერ შეამჩნია, ცხენს საით
მიჰყავდაო. ახლა კი ჩემი შვილიც იმავეს სჩადის, ოღონდ ბედაურის
ნაცვლად ლომს შემოაჯდა. ლომზე შეჯდომა ადვილია, აი, ჩამოს-
ვლა გაგიჭირდება-მეთქი, გავაფრთხილე, მაგრამ ის მხოლოდ ხით-
ხითებს. როდისმე ბიჭი თუ გეყოლა, სანსა,– ხშირ-ხშირად მიბერტყე
ხოლმე, დედის ნათქვამი რომ გაიგონოს. მე მხოლოდ ერთი ბიჭი
მყავდა და თითქმის არ მიცემია, ჰოდა, ახლა ლაკლაკას უფრო უგ-
დებს ყურს, ვიდრე მე. ლომი კალთაში ჩასასმელი კატა ნუ გეგონება-
მეთქი, ვეუბნები, ის კი – აბა-აბა, დედაო, ამას მპასუხობს. მე რომ
მკითხო, ამ სახელმწიფოში ძალიან ბევრ აბა-აბას გაიძახიან. მთე-
ლი ეს მეფეები ბევრად უკეთესს იზამდნენ, ხმლები რომ დადონ და
დედებს მოუსმინონ. სანსა მიხვდა, რომ პირი ისევ ღია ჰქონდა. ადგა
და ერთი კოვზი წვნიანით გამოივსო, სანამ ლედი ალირი და სხვა ქა-
ლები იცინოდნენ ლაკლაკაზე, რომელიც ფორთოხლებს აბურთა-
ვებდა ჰაერში თავით, იდაყვებით და გასივებული გავით.
120
– მინდა, ამ მეფე-ბიჭზე სიმართლე მითხრა, – უცებ მიახალა ლე-
დი ოლენამ, – ამ ჯოფრიზე.
სანსა კოვზს ჩაებღაუჭა. სიმართლე? . არ შემიძლია ნუ მკითხავ,
გთხოვ. არ შემიძლია.
– მე... მე... მე...
– შენ, ჰო. უკეთ ვის ეცოდინება? ყმაწვილი საკმაოდ მეფურად გა-
მოიყურება, ეს ნამდვილად. ცოტა ზედმეტადაა გართული საკუთარი
თავით, მაგრამ ეს ლანისტერული სისხლის ბრალი შეიძლება იყოს.
თუმცა მასზე რაღაც-რაღაც უსიამოვნო ამბებიც გვსმენია. სიმარ-
თლეა? ეს ბიჭი ცუდად გეპყრობოდა?
სანსამ მღელვარედ მიმოიხედა. ლაკლაკამ მთლიანი ფორთო-
ხალი ჩაიტენა პირში, დაღეჭა და გადაყლაპა, მერე ლოყაზე შემოიკ-
რა ხელი და ცხვირიდან კურკები წამოყარა. ქალები კისკისებდნენ.
მსახურები შემოდიოდნენ და გადიოდნენ და ქალწულის აკლდამა
თეფშებისა და დანა-ჩანგლის წკარუნით იყო სავსე. ერთი წიწილა
ისევ მაგიდაზე შემოხტა და პირდაპირ ლედი გრეისფორდის წვნიან-
ში გაირბინა. თითქოს ზედაც არავინ უყურებდა, მაგრამ სანსას მა-
ინც ეშინოდა.
ლედი ოლენა მოთმინებას კარგავდა.
– ლაკლაკას რას მისჩერებიხარ? კითხვა დაგისვი და პასუხს ვე-
ლი. ენა ლანისტერებმა მოგტაცეს, ბავშვო?
სერ დონტოსმა გააფრთხილა, თავისუფლად მხოლოდ საღვთო
ტყეში ელაპარაკა. – ჯოფი... მეფე ჯოფრი, ის... მისი მოწყალება ძა-
ლიან მომხიბლავია და... ლომივით მამაცია.
– ჰო, ყველა ლანისტერი ლომია, ტაირელები კი, ქარებს რომ უშ-
ვებენ, ვარდის სუნი დგება, – გაღიზიანდა დედაბერი, – მაგრამ, კე-
თილი თუა? ჭკვიანი თუა? მართალი გული აქვს, მოწყალე ხელი? რა-

121
ინდი თუა, როგორც მეფეს შეეფერება? თუ იზრუნებს მარჯერიზე, ნა-
ზად თუ მოეპყრობა, თუ დაიცავს მის ღირსებას, როგორც საკუთარს?
– დიახ, – იცრუა სანსამ, – იგი ძალიან... ლამაზია.
– ეგ უკვე მითხარი. იცი, ბავშვო, ზოგი ამბობს, რომ შენ ლაკლა-
კაზე მეტი ჭკუა არ მოგეკითხება, და მეც ლამისაა, დავიჯერო. იმედი
მაქვს, ჩემს მარჯერის შევაგნებინე, რა ფასი აქვს სილამაზეს. ჯამბა-
ზის კუილზე ნაკლები. ეირიონ ცეცხლოვანიც ლამაზი იყო, მაგრამ
ამას ხელი არ შეუშლია, ურჩხულიც ყოფილიყო. საკითხავი ისაა,
ჯოფრი როგორია? – მან გვერდით ჩავლილ მსახურს სტაცა ხელი, –
მე პრასი არ მიყვარს. ეს წვნიანი წაიღე და ყველი მომიტანე.
– ყველს ნამცხვრების მერე მოგართმევთ, მილედი.
– ყველს მაშინ მომართმევთ, როცა მომინდება, რომ მომარ-
თვათ, მე კი ახლავე მინდა, – დედაბერი ისევ სანსას მოუბრუნდა, –
შეშინებული ხარ, ბავშვო? ნუ გეშინია, აქ მხოლოდ ქალები ვართ.
სიმართლე მითხარი, არაფერი დაგიშავდება.
– მამაჩემი ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, – ჩუმად თქვა სან-
სამ, მაგრამ სიტყვების ამოთქმა მაინც გაუჭირდა.
– ლორდი ედარდი, დიახ, მართლისმთქმელის სახელი ჰქონდა.
მაგრამ მაინც ღალატი დასწამეს და თავი მოაჭრეს, – მოხუცი ქალის
ბასრი, ხმლის წვეტივით ელვარე თვალები სანსას თითქოს ბურ-
დღავდა.
– ჯოფრი, – წარმოთქვა სანსამ, – ეგ ჯოფრიმ ქნა. დამპირდა,
რომ გულმოწყალე იქნებოდა, და მამაჩემს თავი მოაჭრა. თქვა, რომ
მოწყალედ მოიქცა, მერე გალავანზე ამიყვანა და მიჩვენა. თავი. უნ-
დოდა, რომ მეტირა, მაგრამ... – ერთბაშად გაჩუმდა და პირზე ხელი
აიფარა. ძალიან ბევრი ვთქვი, შემიწყალონ ღმერთებმა. შეიტყობენ,
გაიგონებენ, ვინმე დამაბეზღებს.

122
– მერე? განაგრძე,. – ეს უკვე მარჯერი იყო, თავად ჯოფრის მო-
მავალი დედოფალი. სანსამ არ იცოდა, გოგონამ უკვე რამდენი მო-
ისმინა.
– არ შემიძლია, – რომ უთხრას, რომ უთხრას ჯოფრის? მაშინ
ნამდვილად მომკლავს, ან სერ ილინს მიმცემს, – მე არ ვაპირებდი...
მამაჩემი მოღალატე იყო, ჩემი ძმაც მოღალატეა, მე მოღალატის
სისხლი მიდგას, გეხვეწებით, ნუ მაიძულებთ, კიდევ ვთქვა რამე.
– დამშვიდდი, ბავშვო, – უბრძანა ეკლების დედოფალმა.
– შეშინებულია, ბებია, ხომ ხედავ.
დედაბერმა ლაკლაკას მოუხმო.
– მასხარა! გვიმღერე რამე. რამე გრძელი. „დათვი და ტურფა
ასული“ კარგი იქნება. – კარგი იქნება! – დაეთანხმა ზორბა ხუმარა,
– მართლაც კარგი იქნება! თავზე დამდგარმა ვიმღერო, მილედი?
– ხმა უფრო საამო გაგიხდება?
– არა.
– მაშინ ფეხებზე იდექი. რად გვინდა ქუდი გადმოგივარდეს. ასე
მახსოვს, თმას არასოდეს იბან.
– როგორც მილედი მიბრძანებს, – ლაკლაკამ მდაბლად დაუკრა
თავი, საზარლად დააბოყინა, მერე გაიმართა, ღიპი გადმოაგდო და
დაიღრიალა:
– დათვი იყო ერთი, დათვი, დათვი, მურა დათვი, ბანჯგვლიანი
დათვი...
ლედი ოლენა წინ წამოიხარა.
– მაშინაც კი, ჯერ კიდევ შენზე პატარა რომ ვიყავი, უკვე ყველამ
კარგად იცოდა, წითელ ციხეში კედლებსაც რომ ყურები ასხიათ. ჰო-
და, ძალიანაც კარგი, უსმინონ სიმღერას, ამასობაში კი ჩვენ, გოგო-
ები, თავისუფლად წავიჭორავებთ.
– მაგრამ, – თქვა სანსამ, – მან იცის, ის ყოველთვის...
123
– ხმამაღლა იმღერე! – დაუყვირა ეკლების დედოფალმა ლაკ-
ლაკას, – ჩემი ბებერი ყურები ლამის ყრუა, ხომ იცი. რას მეჩურჩუ-
ლები, შე სქელო მასხარავ? ჩურჩულისთვის კი არ გიხდიან გასამ-
რჯელოს. იმღერე!
– ... დათვი! – დაიგრგვინა ლაკლაკამ, მისი ბოხი ხმა ჭერის კო-
ჭებიდან აირეკლა და აგუგუნდა, – ბაზრობაზე წამოდიო, უთხრეს,
წამო! ბაზრობაზე?! მაგრამ მე ხომ დათვი ვარო?! თანაც მურა დათვი,
შავი, ბანჯგვლიანი!
დამჭკნარმა მოხუცმა ქალმა გაიღიმა.
– ზენაბაღში ყვავილებს შორის ბევრი ობობა ცხოვრობს. სანამ
თავისთვის არიან, არ ვუშლით, ქსოვონ თავიანთი პატარა ქსელები.
მაგრამ სახლში თუ შემოცოცდებიან, ვსრესთ, – იგი სანსას ხელზე
მოეფერა, – ახლა კი, ბავშვო, მითხარი სიმართლე. რა კაცია ეს
ჯოფრი, ვინც თავს ბარათეონს უწოდებს, მაგრამ ასე ჩამოჰგავს ლა-
ნისტერს?
– დაითანხმეს შავი დათვი, გაუყენეს გზას, აედევნა სამი ბიჭი და
ცანცარა თხა. ბაზრობამდე, ბაზრობამდე მიბუქნავდა დათვი გზაზე!
სანსას გული ყელში მოებჯინა. ეკლების დედოფალი ისე ახლოს
იყო მასთან, რომ მოხუცებულის მომჟავო სუნთქვას გრძნობდა. მისი
დაკორძილი, წვრილი თითები მაჯაზე ჩხვლეტდა. მეორე მხარეს
მარჯერი ეჯდა და ისიც ყურს უგდებდა.
– მხეცია, – დაიჩურჩულა ისე მთრთოლვარე ხმით, რომ თავა-
დაც ძლივს ესმოდა, – ჯოფრი ურჩხულია. ყასბის ბიჭზე მოიტყუა და
მამაჩემს ჩემი მგელი მოაკვლევინა. როდესაც რამით არ მოვეწონე-
ბი, მეფის ქეშიკებს ჩემს თავს აცემინებს. ავი და ბოროტია, მილედი,
იცოდე. და დედოფალიც, ასევე.
ლედი ოლენა ტაირელმა და მისმა შვილიშვილმა ერთმანეთს გა-
დახედეს.
124
– აჰ, – წარმოთქვა მოხუცებულმა, – რა სამწუხაროა.
ოჰ, ღმერთებო, გაიფიქრა შეძრწუნებულმა სანსამ, მარჯერი თუ
არ გაჰყვება, ჯოფრი შეიტყობს, რომ ეს ჩემი ბრალია.
– გევედრებით! – ამოთქვა დათუთქული ხმით, – არ გააუქმოთ
ეს ქორწილი – ნუ გეშინია, ლორდ ფუყია თევზს მტკიცედ აქვს გან-
ზრახული, მარჯერი დედოფალი გახდეს. ტაირელის სიტყვას კი უფ-
რო მეტი ფასი აქვს, ვიდრე კასტერლის კლდის მთელ ოქროს. ყო-
ველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო. მაგრამ მაინც გმადლობ სი-
მართლისთვის, ბავშვო.
...ბაზრობამდე, ბაზრობამდე მიბუქნავდა დათვი გზაზე! – ლაკ-
ლაკა ხტოდა, ღრიალებდა და ფეხებს აბარტყუნებდა..
– სანსა, არ გინდა, ზენაბაღში გვეწვიო? – როდესაც მარჯერი ტა-
ირელი იღიმებოდა, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ლორასს, – ახლა
ყველა შემოდგომის ყვავილი გაფურჩქნილია, გვაქვს კორომები და
შადრევნები, დაჩრდილული ეზოები და მარმარილოს კოლონადე-
ბი. ჩვენს ლორდ-მამას კარზე ყოველთვის ჰყავს მომღერლები, და
ისეთები კი არა, ლაკლაკა რომაა; სტვირზე, ვიოლინოზე, არფაზე
დამკვრელები. საუკეთესო ცხენები გვყავს და სასეირნო ნავებიც
გვაქვს მანდერზე საცურაოდ. შევარდნებით ნადირობ, სანსა?
– ცოტათი, – უთხრა გოგონამ.
– ო, რა ტკბილი იყო, უმანკო და ქორფა, ასულს თმაში თითქოს
თაფლის ფიჭა ჰქონდა!
– ზენაბაღს შენც ისე შეიყვარებ, როგორც მე მიყვარს ვიცი, –
მარჯერიმ სანსას სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, – ერთხელ
რომ ნახავ, იქიდან წამოსვლა არ მოგინდება. და იქნებ, არც მოგი-
წიოს.
– თმაში! თმაში! თითქოს თაფლი ჰქონდა!
– ჩუ, ბავშვო, – შეუტია ეკლების დედოფალმა, – სანსას ისიც კი
125
არ უთქვამს, რომ ჩვენთან სტუმრობას ისურვებდა.
– ოჰ, როგორ არ ვისურვებდი, – თქვა სანსამ. ზენაბაღი ისეთ ად-
გილს ჰგავდა, სულ მუდამ რომ ოცნებობდა, იმ მოკაზმულ, ჯადოს-
ნურ სამეფო კარს ჰგავდა, რომელსაც, როგორც ოდესღაც ეგონა,
მეფის საბიჯელში იპოვიდა.
– ... თმაში ჰქონდა თაფლი და იმ თაფლის სუნმა – ხვატიანი ზაფ-
ხულის და გაზაფხულის სუნთქვამ გადარია დათვი, მურა, ბანჯგვლი-
ანი!
– მაგრამ დედოფალი, – განაგრძო სანსამ, – არ გამიშვებს...
– გაგიშვებს. ზენაბაღის გარეშე ლანისტერები ჯოფრის თავის
ტახტს ვერ შეუნარჩუნებენ. თუ ჩემი შვილი, ლორდი ბრიყვი
სთხოვს, სხვა გზა არ ექნება, თხოვნა უნდა შეუსრულოს.
– სთხოვს? – ჰკითხა სანსამ ლედი ოლენამ შუბლი შეიკრა.
– ვერ ვხედავ აუცილებლობას, ასარჩევად მივცე საქმე. რასაკ-
ვირველია, ჩვენს ნამდვილ განზრახვაზე არაფერი იცის.
– სუნი ეცა იმდაგვარი, ზაფხულსა და თაფლს რომ ასდის.
სანსამ წარბები შეჭმუხნა.
– ჩვენს ნამდვილ განზრახვაზე, მილედი?
– რომ იყნოსა, იღრიალა, სუნი გაითავისა, მურა დათვმა, შავმა
დათვმა: თაფლის სუნი ასდისო!
– რომ წარმატებით გაგათხოვოთ, – თქვა მოხუცებულმა, ლაკ-
ლაკა კი გაჰყვიროდა ძველ, ძველ სიმღერას, – ჩემს შვილიშვილზე.
მისთხოვდეს სერ ლორასს, ოჰ... სანსას სუნთქვა შეეკრა. გაახ-
სენდა საფირონისფერ ელვარე აბჯარში გამოწყობილი სერ ლორა-
სი, ვარდი რომ გადაუგდო. სერ ლორასი თეთრ აბრეშუმში, ესოდენ
სუფთა, უბიწო, ლამაზი. ღიმილისას მისი ტუჩის კუთხეებთან გაჩენი-
ლი ფოსოები. მისი ტკბილი სიცილი, მისი ხელის სითბო. მხოლოდ
ხვდებოდა, რას იგრძნობდა, ტუნიკას თუ აუწევდა და მის გლუვ კანს
126
მიეალერსებოდა; ფეხის თითებზე თუ აიწევდა და აკოცებდა, თითებს
ჩაუყრიდა იმ სქელ, წაბლისფერ კულულებში და ღრმა წაბლისფერ
თვალებზე ჩამოუსვამდა. კისერზე სიწითლე ამოუყვა.
– ქალწულმა კი: ტურფა ვარო, ქორფა ვარო, მურა დათვთან, ამ
შავ დათვთან არ ვიცეკვებ, არო!
– მოინდომებ ამას, სანსა? – ჰკითხა მარჯერიმ, – მე და არასო-
დეს მყოლია, მხოლოდ ძმები მყავს. ო, გთხოვ, დაგვთანხმდი, თქვი,
რომ თანახმა იქნები, ჩემს ძმას გაჰყვე. სიტყვები თავისთავად დაუს-
ხლტნენ პირიდან.
– დიახ. თანახმა ვიქნები. ყველაფერზე მეტად ამას ვისურვებდი.
გავყვე სერ ლორასს, მიყვარდეს...
– ლორასს? – ლედი ოლენა გაღიზიანებული ჩანდა, – ნუ სულე-
ლობ, ბავშვო. მეფის ქეშიკები არ ქორწინდებიან. ვინტერფელში
არაფერი გასწავლეს? ჩემს შვილიშვილ ვილასზე ვლაპარაკობდით.
მართალია, შენთვის ცოტათი ხნიერია, მაგრამ მაინც სანაქებო ბი-
ჭია. სიბრიყვისა არაფერი სცხია და თანაც, ზენაბაღის მემკვიდრეა.
სანსას თავი უბრუოდა. ერთ წამს გული ლორასზე ოცნებამ აუვ-
სო, მეორე წამს კი ყველაფერი ხელიდან გამოსტაცეს. ვილასი? ვი-
ლასი?
– მე, – თქვა შტერულად. თავაზი ქალის აბჯარია. არ უნდა შე-
ურაცხყო ისინი, ფრთხილად თქვი, რასაც იტყვი, – მე არ ვიცნობ სერ
ვილასს. მასთან შეხვედრის სიამოვნება არასოდეს მქონია, მილე-
დი. იგი... ისიც ისეთივე ქველი რაინდია, როგორც მისი ძმები?
– ... დათვმა ასწია მაღლა, ჰაერში აიყვანა! თანაც, მურა დათვმა,
შავმა, ბანჯგვლიანმა!
– არა, – თქვა მარჯერიმ, – ფიცი არასოდეს დაუდვია.
ბებიამ შუბლი შეკრა.

127
– უთხარი გოგოს სიმართლე. საბრალო ბიჭი ხეიბარია, სიმარ-
თლე ესაა.
– საჭურველთმტვირთველი რომ იყო, მაშინ დაშავდა, თავის
პირველ ტურნირზე, – გამოუტყდა მარჯერი, – ცხენი ზედ დაეცა და
ფეხი დაულეწა.
– სულ იმ გველაძუა დორნელის ბრალია, იმ ობერინ მარტელის.
და მისი მაისტერის. – მე რაინდს ველოდი, ლოდინში ვდნებოდი, შენ
კი, წადი, დათვო, შავო, ბანჯგვლიანო! მურა დათვი ხარო, ბან-
ჯგვლიანი ხარო!
– ვილასს ფეხი არ უვარგა, თორემ გული კეთილი აქვს, – თქვა
მარჯერიმ, – პატარა რომ ვიყავი, წიგნებს მიკითხავდა ხოლმე და
ვარსკვლავებს მიხატავდა. შენც ისე შეიყვარებ მას, როგორც ჩვენ
გვიყვარს, სანსა.
– თმიდან ზაფხულის თაფლს ულოკავდა დათვი. ფართხალებდა
და კიოდა მშვენიერი ქალი, მაგრამ დათვმა თმიდან უკვე ლოკა
თაფლი. თმიდან!
თმიდან აულოკა თაფლი!
– როდის შეიძლება, შევხვდე? – იკითხა სანსამ ყოყმანით.
– მალე, – დაჰპირდა მარჯერი, – ზენაბაღში რომ ჩამოხვალ, ჩე-
მი და ჯოფრის ქორწილის მერე. ბებია წაგიყვანს.
– წაგიყვან, – თქვა მოხუცებულმა, სანსას ხელზე მოუთათუნა და
რბილი, ნაოჭიანი ღიმილი მიანათა, – დიახაც, წაგიყვან.
– თმიდან! თმიდან! თმიდან თაფლი ალოკა. მაშინ გოგომ დაიკ-
ვნესა, ამღერდა და აროკდა. „რა ტკბილია, რა საამო ჩემი მურა
დათვიო!“ უკანა გზას ერთად გაჰყვნენ დათვი და ის ქალიო! – დაიღ-
რიალა ლაკლაკამ ბოლო სტრიქონი, ახტა და ორივე ფეხზე ერთად
დახტა ისე, რომ მაგიდაზე მდგარი ღვინის ჭიქები შეყანყალდა. ქა-
ლები აკისკისდნენ და ტაში დაუკრეს.
128
– მეგონა, ეს საშინელი სიმღერა არასოდეს გათავდებოდა, –
თქვა ეკლების დედოფალმა, – მაგრამ დახე, ჩემი ყველიც მოაქვთ.

ჯონი

სამყარო რუხი წყვდიადი იყო, ფიჭვის, ხავსის და სიცივის სუნი


ჰქონდა. შავ მიწას მკრთალი ნისლი ასდიოდა, მხედრები კი გაფან-
ტულ ლოდებსა და გაძვალტყავებულ ხეებს შორის მიიკვლევდნენ
გზას, დაღმა, ნანატრი კოცონებისკენ, რომლებიც სპეკალებივით
წინწკლავდნენ დაბლა გადაშლილ მდინარის ველს. ცეცხლი იმდენ-
გან ენთო, რომ ჯონ სნოუ ვერც ითვლიდა. ასობით ენთო, ათასობით,
მოციმციმე შუქები მეორე მდინარედ გასდევდა ყინულოვანი, თეთ-
რი რძეწყალას ნაპირებს. მარჯვენა ხელზე თითები გაეშალა და შე-
ეკრა.
ქედს დროშების და ბუკების გარეშე ჩამოჰყვნენ, სიჩუმეს მხო-
ლოდ მდინარის შორეული ბუტბუტი, ფლოქვების ჩქამი და ჩხარპე-
რანგას ძვლის აბჯრის ტკაცატკუცი არღვევდა. სადღაც მაღლა არწი-
ვი კრავდა ირაოს ფართო ლურჯ-რუხი ფრთებით, დაბლა კი მიდი-
ოდნენ კაცები, ძაღლები და ცხენები და ერთი თეთრი მგელსაზარა.
ფერდობზე ფლოქვით ასხლეტილი ქვა დაგორდა და ჯონმა დაინახა,
როგორ მიაბრუნა ლანდმა თავი უეცარი ხმისკენ. იგი მხედრებს
მთელი დღე მოშორებით მოსდევდა, მაგრამ, როცა მთვარე ჯარის-
კაცა ფიჭვებს ასცდა, ახლო მოირბინა ხტომით, წითელი თვალების
გიზგიზით. ჩხარპერანგას ძაღლები, როგორც ყოველთვის, ერთსუ-
ლოვანი ღრენით და ყეფით შეეგებნენ, მაგრამ მგელსაზარამ ისინი
აინუნშიაც არ ჩააგდო. ექვსი დღის წინ, როდესაც ველურები ღამის
გასათევად დაბანაკდნენ, ყველაზე ზორბა ქოფაკმა უკნიდან შეუტია,

129
მაგრამ ლანდი მიუტრიალდა, თეძოზე კბილი გაჰკრა და გასის-
ხლიანებული ძაღლი წკავწკავით გაექცა. მას მერე დანარჩენი ხრო-
ვა ახლოს აღარ ეკარებოდა.
ჯონ სნოუს ცხენმა ჩუმად დაიჭიხვინა, მაგრამ მოფერებამ და
დაყვავებამ მალე, ვე დაამშვიდა. ნეტავ, საკუთარი შიშების დაწყნა-
რებაც ასე იოლად შეეძლოს. ყველაფერი შავი ეცვა, ღამის ებგურის
შავით იყო შემოსილი, მაგრამ წინაც, უკანაც მტრები ედგნენ. ველუ-
რები, და მე მათთან ერთად მივდივარ. იგრიტს ქორინ ნახევარხე-
ლას მოსასხამი ეცვა. ლენილს აბჯარი ერგო, დიდ შუბისქალს, რაგ-
ვილს – მისი ხელთათმანები, ერთ-ერთ მშვილდოსანს – ჩექმები.
ქორინის მუზარადი დაბალმა უშნო კაცმა მოიპოვა, გრძელშუბა
რიკს რომ ეძახდნენ, მაგრამ იმ ვიწრო თავზე ცუდად მოაჯდა, ამი-
ტომ ისიც იგრიტს მისცა. ჩხარპერანგას კი აბგაში ქორინის ძვლები
ეყარა, ებენის სისხლიანი თავიც იქ ეგდო – ისინი ჯონთან ერთად გა-
ვიდნენ ზუზუნა უღელტეხილის დასაზვერად. დაიხოცნენ, ყველა
მოკვდა ჩემ გარდა, და მეც მკვდარი ვარ ამქვეყნისთვის.
იგრიტს მის უკან მოჰყავდა ცხენი. წინ გრძელშუბა რიკი ედგა.
ძვალთა ბატონმა ისინი მცველებად მიუჩინა.
– ყვავი რომ გაგიფრინდეთ, თქვენს ძვლებსაც მოვხარშავ, – გა-
აფრთხილა ისინი, გზას რომ გაუდგნენ, და მუზარადად ჩამოფხატუ-
ლი გოლიათის თავის ქალას მობრეცილი კბილების უკნიდან გაუღი-
მა.
– შენ თვითონ გინდა, უდარაჯო? – შეუტია იგრიტმა, – ჩვენ თუ
დაგვავალე, მოგვეშვი ახლა და ვიზამთ როგორმე.
მართლაც თავისუფალი ხალხი იყო, ჯონი ამას ხედავდა. ჩხარპე-
რანგა კი ჰყავდათ მეთაურად, მაგრამ შეპასუხებას არავინ ერიდე-
ბოდა.
ველურების მეთაურმა ჯონი მტრული მზერით გაზომა.
130
– შეიძლება, სხვები გააბრიყვე, ყვავო, მაგრამ არ გეგონოს, მენ-
სი გაასულელო. ერთს შეგხედავს და მიხვდება შენს ტყუილებს. მე-
რე კი შენს მგელს ჩემს ქურქად ვაქცევ, შენ კიდევ მაგ რბილ მუცელს
გაგიჭრი და შიგ ქრცვინს ჩაგაკერებ. ჯონმა მარჯვენას თითები გაშა-
ლა და მომუჭა, მაგრამ გრძელშუბა რიკს გაეცინა. – ამ თოვლში
ქრცვინს სად ნახავ?
იმ პირველ ღამეს, ცხენზე გატარებული გრძელი დღის მერე, ისი-
ნი რომელიღაც უსახელო მთის თავზე მომცრო ტაფობში დაბანაკ-
დნენ. კოცონს უსხდნენ, რომ გათოვდა. ჯონი უცქერდა, როგორ დნე-
ბოდნენ ალის თავზე გადაქროლილი ფიფქები.
ტანთ ჩაცმული შალის, ქურქის, ტყავის ფენების ქვეშ მაინც
ძვლებამდე გაყინული რჩებოდა. ჭამას რომ მორჩა, იგრიტი გვერ-
დით მიუჯდა, ჩაჩი წამოეწია, ხელები კი გასათბობად სახელოებში
ჰქონდა შეყოფილი.
– მენსი რო გაიგებს, ნახევარხელას რა უქენი მაშინვე მიგიღებს
უთხრა ჯონს. – მიმიღებს რად?
– ერთ ჩვენგანად, – დამცინავი სიცილით მოუგო მან, – ხომ არ
გგონია, პირველი ყვავი ხარ, კედლიდან გადმოფრენილი? გულში
ყველას თავისუფლება გენატრებათ. – და, თავისუფალი რომ ვიქნე-
ბი, – აუჩქარებლად წარმოთქვა ჯონმა, შემეძლება, წავიდე?
– რა თქმა უნდა, – მობრეცილი კბილების მიუხედავად, ნათელი
ღიმილი ჰქონდა, – ჩვენ კიდევ შეგვეძლება, მოგკლათ. საშიშია, თა-
ვისუფალი რომ ხარ, მაგრამ მისი გემო მაინც მოსწონთ ხოლმე, –
ხელთათმნიანი ხელი ფეხზე დაადო, მუხლს ზემოთ, – აი, ნახავ.
ვნახავ, გაიფიქრა ჯონმა. ვნახავ, გავიგონებ, ვისწავლი და მერე
კედელზე მივიტან ამბად. ველურები მას ფიცის გამტეხად თვლიდ-
ნენ, მაგრამ გულით იგი კვლავ ღამის ებგურის მებრძოლი იყო და იმ

131
ბოლო დავალებას ასრულებდა, ქორინ ნახევარხელამ რომ დააკის-
რა. სანამ მოვკლავდი.
ფერდობის ძირში ღელეს წაადგნენ, გორაკებიდან რძეწყალას-
თან შესართავად რომ ჩარბოდა. სულ ქვა და შუშა იყო, მაგრამ გა-
ყინული ზედაპირის ქვეშიდან მდინარის წყლის ჩხრიალი ისმოდა.
ჩხარპერანგამ თხელი ყინულის მტვრევით გადაიარა ნაკადი, სხვე-
ბიც მიჰყვნენ.
წყლიდან ამოსულებს გარს მენს რაიდერის გარემარბები შემო-
ადგნენ. ჯონმა ერთი შეხედვით შეაფასა ისინი: რვა ცხენოსანი იყო,
კაცებიც და ქალებიც, ქურქები და მოხარშული ტყავი ეცვათ, აქა-იქ
მუზარადი ან აბჯრის რომელიმე ნაწილიც მოუჩანდათ. ყველა შუბე-
ბით და ცეცხლში წვეტგამაგრებული სარებით იყო შეიარაღებული,
მხოლოდ მათ მეთაურს, მსუქან და აცრემლებულთვალებიან ქერა
კაცს ეკავა ბასრი ფოლადის დიდი, მორკალული ცელი. მოტირალი,
იცნო მაშინვე. შავი ძმები ამ კაცზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ჩხარპე-
რანგას, ჰარმა ძაღლისთავასა და ალფინ ყვავისმკვლელის მსგავ-
სად, ესეც განთქმული მარბიელი იყო.
– ძვალთა ბატონიო, – წარმოთქვა მოტირალმა მათი დანახვი-
სას. მერე ჯონი და მისი მგელი შენიშნა, – ესენი ვინღა არიან?
– ყვავი გადმოფრინდა ჩვენკენ, – მიუგო ჩხარპერანგამ, რო-
მელსაც ერჩივნა, მისთვის „ძვალთა ბატონი“ ეწოდებინათ, რაკი ის
ჩხაკუნა ძვლის აბჯარი ეცვა, – შეეშინდა, რომ მისი ძვლებიც მე შემ-
ხვდებოდა, როგორც ნახევარხელასი.
– მაგან ნახევარხელა მოკლა, – ჩაურთო გრძელშუბა რიკმა, –
მაგან და მაგის მგელმა. – და ორელსაც იგივე უქნა, – თქვა ჩხარპე-
რანგამ.
– ეგ ბიჭი უარგია, ან რაღაც ეგეთი, – ჩაერიათ რაგვილი, ზორბა
შუბისქალი, – მაგის მგელმა ნახევარხელას ფეხი გამოჰგლიჯა.
132
მოტირალის ჩაწითლებული, ცრემლმომდგარი თვალები ისევ
ჯონს დააკვირდნენ. – ჰო? კი აქვს რაღაც მგლური, ახლა რომ და-
ვაკვირდი. მიუყვანეთ მენსს, ეგება და დაიტოვოს, – ცხენი შემოაბ-
რუნა და გაჭენდა, მისი მხედრებიც მიჰყვნენ. ქარი ცივად, მძიმედ
ქროდა,. როდესაც რძეწყალას ველი გადაჭრეს და ერთ მწკრივად
ჩამდგარებმა გაიარეს მდინარისპირა ბანაკი. ლანდს ჯონთან ახ-
ლოს ეჭირა თავი, მაგრამ მისი სუნი წინ მაცნესავით უძღოდათ და
მალე ველურების ძაღლები ღრენა-ყეფით შემოერტყნენ გარს. ლე-
ნილმა უღრიალა, წყნარადო, მაგრამ იმათ ყური არ უგდეს.
– რაღაც ძალიან არ ეპიტნავებათ ეს შენი მხეცი, – უთხრა ჯონს
გრძელშუბა რიკმა. – ისინი ძაღლები არიან, ეს კი – მგელი. იციან,
რომ მათნაირი არაა.
და არც მე ვარ თქვენნაირი. მაგრამ თავისი ვალი უნდა ხსომებო-
და, საქმე, ქორინ ნახევარხელამ რომ დააკისრა, ერთად როცა უს-
ხდნენ იმ ბოლო კოცონს: მოღალატედ ეჩვენებინა თავი და გამოერ-
კვია, რას ეძებდნენ ველურები ყინვის ეშვების ცივ, ხრიოკ უდაბურე-
ბაში. „რაღაც ძალასო“, ასე უთხრა ქორინმა ბებერ დათვს, მაგრამ
მანამდე მოკვდა, სანამ გამოარკვევდა, რა იყო ეს ძალა ან იპოვა თუ
არა იგი მენს რაიდერმა იმ თავის ამოთხრილ ორმოში.
მდინარის გასწვრივ, ფორნებს, ურმებსა და მარხილებს შორის,
სამზადი კოცონები იყო გაჩაღებული. ბევრს კარვები გაეშალა –
ტყავითა და თექით შეკერილი კარვები. სხვები კლდეებზე მოდგმულ
უხეშ ჩარდახებს შეჰფარებოდნენ ან თავიანთი ფორნების ქვეშ ეძი-
ნათ. ჯონმა დაინახა, ერთ-ერთ კოცონთან მჯდარი კაცი ხის შუბებს
ცეცხლში როგორ უმაგრებდა წვეტებს და იქვე აწყობდა. იქით ორი
წვეროსანი ჭაბუკი კვერთხებით ბრძოლაში ვარჯიშობდა, ცეცხლის
აქეთ-იქიდან აფრინდებოდნენ ერთმანეთს და ხვნეშოდნენ, როდე-
საც მოქნეული მოხვდებოდათ. შორიახლოს წრეში იჯდა თორმეტი
133
ქალი და ისრებზე ბუმბულებს აკრავდა.
ჩემი ძმების დასახოცი ისრები, გაიფიქრა ჯონ სნოუმ. მამაჩემის
ხალხის, ვინტერფელის, უღრანის მტკიცის და ბოლო კერიის მცხოვ-
რებლების დასახოცი ისრებია.
ჩრდილოეთისთვის გამოთლილი ისრები.
მაგრამ ბანაკი მხოლოდ საომარ საქმეებში როდი იყო ჩაფლუ-
ლი. ჯონი ხედავდა მოცეკვავე ქალებსაც, ჩვილის ტირილიც ჩაესმა,
მის ცხენს კი წინ პატარა ბიჭმა გადაურბინა, თავიდან ბოლომდე
ქურქებში გამოხვეულმა და თამაშისგან აქოშინებულმა.
ცხვრები და თხები თავისუფლად დასეირნობდნენ, ხარები კი ბა-
ლახის ძებნაში მდინარის ნაპირებზე დაბორიალებდნენ. ერთი სამ-
ზადი კოცონიდან შემწვარი ცხვრის სუნი მოდიოდა, მეორის თავზე
ხის შამფურზე წამოცმული მთლიანი ტახი ტრიალებდა. ჩხარპერან-
გა მაღალი, მწვანე ჯარისკაცა ფიჭვებით გარშემორტყმულ მინდორ-
ზე ჩამოქვეითდა.
– აქ გავჩერდებით, – უთხრა ლენილს, რაგვილს და სხვებს, –
ცხენებს აჭამეთ, მერე – ძაღლებს, მერე თქვენ თვითონ ჭამეთ. იგ-
რიტ, გრძელშუბა, წამოიყვანეთ ყვავი, მენსმა რომ შეხედოს. მერე
გამოვწელოთ.
აქედან დარჩენილი გზა ფეხით გაიარეს, ჩაუარეს ისევ კოცო-
ნებს, ისევ კარვებს, ლანდი უკან მისდევდათ. ჯონს ამდენი ველური
არასოდეს ენახა. ალბათ არც არავის უნახავსო, იფიქრა. ბანაკს ბო-
ლო არ უჩანსო, უთხრა თავისთავს, მაგრამ აქ ერთი კი არა, ასი ბა-
ნაკი უფროა, და ერთიმეორეზე უფრო სუსტად გამაგრებული. მრავა-
ლი ლიგის მანძილზე გაჭიმულ ველურებს დაცვა თითქმის არ ჰყავ-
დათ, მხოლოდ გარემარბთა პატარა ჯგუფები უვლიდნენ ბანაკს გარ-
შემო. ყოველი ჯგუფი, გვარი თუ სოფელი, სადაც მოსურვებოდა, იქ

134
გაჩერებულიყო: როცა დაინახეს, სხვებიც გაჩერდნენო, ან უბრა-
ლოდ, შესაფერისი ადგილი იპოვეს. თავისუფალი ხალხი. მისი ძმე-
ბი რომ წამოსდგომოდნენ ასე არეულებს, ბევრი ველური ამ თავი-
სუფლების ფასს საკუთარი სიცოცხლით გადაიხდიდა. რიცხვით
სჯაბნიდნენ, მაგრამ ღამის ებგურს წესრიგი ჰქონდა. ბრძოლაში კი
ათიდან ცხრა შემთხვევაში წესრიგი იმარჯვებს რიცხობრიობაზეო,
უთხრა ჯონს ერთხელ მამამ.
მეფის კარავი რომელი იყო, არ შეგეშლებოდა. აქამდე დანა-
ხულთაგან ყველაზე დიდს სამჯერ აღემატებოდა, შიგნიდან კი ჰან-
გის ხმა ისმოდა. პატარა კარვების მსგავსად, ისიც ერთმანეთზე გა-
დაკერებული ბეწვიანი ტყავებისგან შეეკერათ, მაგრამ მენსი რა-
იდერის კარავი ერთიანად თოვლის დათვების ბანჯგვლიანი თეთრი
ქურქებისა იყო. წვეტიან სახურავს ამშვენებდა უზარმაზარი რქები,
რომლებიც ერთ-ერთი იმ გოლიათი ცხენირმისა უნდა ყოფილიყო,
ოდესღაც თავისუფლად რომ დაეხეტებოდნენ მთელ შვიდ სამეფო-
ში, პირველკაცთა დროს.
აქ მაინც დახვდათ მცველები: ორი კარვის შესასვლელთან იდგა,
მაღალ შუბებს ეყრდნობოდნენ და მკლავზე მრგვალი ტყავის ფარი
ჰქონდათ მიბმული. როდესაც ერთმა ლანდი დაინახა, შუბი დახარა
და თქვა:
– ეს მხეცი აქ რჩება.
– ლანდი, დარჩი, – უბრძანა ჯონმა. მგელსაზარა დაცუცქდა.
– გრძელშუბა, მხეცს უყურე, – ჩხარპერანგამ კარავი გააღო და
ჯონს და იგრიტს ანიშნა, შესულიყვნენ.
კარავი ცხელი და კვამლიანი იყო. ოთხივე კუთხეში ცეცხლმოკი-
დებული ტორფით სავსე ბადიები იდგა და ჰაერს ბუნდოვანი მოწი-
თალო შუქით ავსებდა. იატაკზეც ქურქები ეფინა. ჯონმა სრულიად

135
მარტოდ იგრძნო თავი, აქ რომ იდგა თავისი შავი სამოსით და ელო-
და, რას მოინებებდა მოღალატე, რომელსაც თავი კედლისმიღმელ
მეფედ გამოეცხადებინა.
კვამლიან წითელ ბინდს თვალი რომ შეაჩვია, დაინახა ექვსი
ადამიანი, რომელთაგან ზედაც არავინ უყურებდა. შავგვრემანი
ახალგაზრდა კაცი და ლამაზი ქერა ქალი საერთო ყანწით თაფლუჭს
სვამდნენ. ორსული ქალი მაყალთან იდგა და შამფურზე აცმულ ქათ-
მებს წვავდა, ჭაღარათმიანი, დაძონძილმოსასხამიანი კაცი ფეხ-
მორთხმით იჯდა ბალიშზე და მღეროდა:
დორნელი კაცის ცოლი ხომ მშვენებით მზეს ედრებოდა, მისი
კოცნით და ალერსით ზამთრის ყინული დნებოდა.
დორნელის შავი ხმალი კი ბასრი იყო და უდრეკი, და მის საზა-
რელ კოცნასაც მეორედ არ ისურვებდი.
ჯონმა იცოდა ეს სიმღერა, თუმცა უცნაური იყო მისი გაგონება აქ,
კედლის მიღმა მდგარ ბანჯგვლიან ტყავის კარავში, დორნის წითე-
ლი მთებიდან და თბილი ქარებიდან ათი ათასი ლიგის მოშორებით.
ჩხარპერანგამ თავისი ჩაყვითლებული მუზარადი მოიხადა, იდგა
და სიმღერის დასრულებას უცდიდა. ძვლისა და ტყავის აბჯარს თუ
გახდიდი, ტანმორჩილი კაცი შეგრჩებოდა, გოლიათის თავის ქალას
მუზარადის ქვეშ კი ჩვეულებრივი სახე გამოუჩნდა: დაკოხილი ნიკა-
პი, თხელი ულვაში და მოყვითალო, ჩაცვენილი ახლო-ახლო ჩასმუ-
ლი თვალები და გადაბმული წარბები ჰქონდა, შუბლზე წამახულად
ჩამოზრდილი მუქი თმა საფეთქლებთან შესთხელებოდა.
დორნელის ცოლი მღეროდა, თან ნებივრობდა ტალღებში,
დორნელის ხმალმაც იცოდა ჰანგი – სიცოცხლის წამღები.
მაყლის გვერდზე დაბალი, მაგრამ უსაშველოდ მხარბეჭიანი კა-
ცი იჯდა და შამფურიდან ქათამს ჭამდა. ცხელი ცხიმი ნიკაპზე ჩამოს-

136
დიოდა და თოვლივით ქათქათა წვერში ეღვრებოდა, მაგრამ ის მა-
ინც კმაყოფილი იღიმებოდა. მსხვილ მაჯებზე განიერი, რუნებამოკ-
ვეთილი ოქროს სალტეები შემოეჭდო და შავი, მძიმე ჯაჭვის პერან-
გი ეცვა, რომელიც, ნამდვილად, მოკლული აეშაგისთვის გაეხადა.
რამდენიმე ფუტით მოშორებით იდგა უფრო მაღალი და თხელი კა-
ცი, ბრინჯაოს ქერცლებდაკერებული ტყავის პერანგი რომ ეცვა, და
წარბშეკრული დაჰყურებდა რუკებს. ზურგზე ტყავის ქარქაშით სა-
ორხელე ხმალი გადაეკიდა. შუბივით გამართული იდგა, ერთიანად
ძარღვებით იყო შეკრული, სახეგაპარსულს და მელოტს, გამოკვე-
თილი სწორი ცხვირი და ღრმა რუხი თვალები ჰქონდა. იქნებ, ლამა-
ზიც კი ყოფილიყო, ყურები რომ ჰქონოდა, მაგრამ არ ჰქონდა – ყინ-
ვას შეეწირა თუ მტრის მახვილს, ჯონი ვერ იტყოდა ამის გამო კაცს
თავი ვიწრო და წაწვეტებული მოუჩანდა.
თეთრწვერაც და მელოტიც, ორივენი მეომრები იყვნენ, ჯონი
ამას ერთი შეხედვით მიხვდა. ეს ორნი ჩხარპერანგაზე ბევრად უფ-
რო სახიფათონი არიან. არ იცოდა, მათგან რომელი იყო მენს რა-
იდერი.
გულგანგმირულს, მიწაზე მწოლს, თვალის ჩინი უქრებოდა, პირ-
ში ცივი ფოლადის და სისხლის გემო ერეოდა.
ძმებმა გვერდით დაუჩოქეს, მათი ლოცვა ცას სწვდებოდა, ჭაბუკ-
მა კი გაიცინა, გული მაინც უმღეროდა.
ძმებო, კაცი როცა ჩნდება, უკვე იცის რომ მოკვდება; არას ვნაღ-
ვლობ, თუმც დორნელმა სიცოცხლის მზე დამიბნელა, მაგრამ მისი
ტურფა ცოლის გემო იქაც თან გამყვება „დორნელის ცოლის“ ბოლო
სტრიქონებიც რომ მიწყდა, მელოტმა უყურო კაცმა რუკებს თვალი
მოსწყვიტა და მრისხანედ დაუბღვირა ჩხარპერანგას და იგრიტს,
რომლებსაც შუაში ჯონი ჩაეყენებინათ.
– რა არის ეს? – იკითხა, – ყვავი?
137
– შავი ნაბიჭვარი, ორელი რომ გამოგვიფატრა, უთხრა ჩხარპე-
რანგამ, – და წყეული უარგი, ასევე.
– ყველას დახოცვა გქონდათ დავალებული – ეს ჩვენკენ გადმო-
ვიდა, – აუხსნა იგრიტმა, – თავისი ხელით მოკლა ქორინ ნახევარ-
ხელა. – ამ ბიჭმა? – უყურო კაცი ამ ამბავმა გააბრაზა, – ნახევარხე-
ლა მე უნდა მრგებოდა. სახელი გაქვს ყვავო?
– ჯონ სნოუ, თქვენო მოწყალებავ, – ნეტავ, მუხლის მოყრაც ევა-
ლებოდა?
– თქვენო მოწყალებავ? – უყურო კაცმა დიდ თეთრწვერას შეხე-
და, – ხედავ? მეფე ვგონივარ.
წვერიანმა ისე გაიცინა, რომ გარშემო ქათმის ნაკუწები მიმო-
ფანტა. პირიდან დიდი ტორის ზურგით მოიწმინდა ცხიმი.
– ალბათ ბრმაა. ვის გაუგია უყურო მეფე? გვირგვინი ხომ კისერ-
ზე ჩამოეცმებოდა! ჰაა? – ჯონს ფართოდ შესცინა და თითები ბრიჯზე
შეიწმინდა, – ნისკარტი დახურე, ყვავო. შემოტრიალდი, იქნებ, ნახო
ის, ვისაც ეძებ.
ჯონი შეტრიალდა.
მომღერალი წამოდგა.
– მე ვარ მენს რაიდერი, – თქვა და ბარბითი გვერდზე გადადო,
– შენ კი ნედ სტარკის ბუში ხარ, ვინტერფელელი სნოუ.
გაოგნებულმა ჯონმა ერთხანს ხმა ვერ ამოიღო, მერე კი ცოტა
გონს მოეგო. – საიდან... საიდან იცი? – ჰკითხა.
– მაგ ამბავს ცოტა მერე მოვყვეთ, – უთხრა მენს რაიდერმა, –
სიმღერა თუ მოგეწონა? – კარგია. ადრეც მსმენია.
– ძმებო, ყველა კაცი კვდება, ბოლო თან გვდევს დღიდან შო-
ბის,– უზრუნველად გაიმეორა კედლისმიღმელმა მეფემ, – მაგრამ
იქაც თან გამყვება გემო მისი ტურფა ცოლის. მითხარი, ჩემი ძვალ-

138
თა ბატონი მართალს ამბობს? შენ მოკალი ჩემი ძველი ძმაკაცი, ნა-
ხევარხელა?
– მოვკალი.
თუმცა ამაში მისი დამსახურება მეტი იყო, ვიდრე ჩემი.
– ბინდის კოშკი ძველებურად საშიში აღარასოდეს მოგვეჩვენე-
ბა, – მეფეს ხმაში მწუხარება დაეტყო, – ქორინი ჩემი მტერი იყო.
მაგრამ ჩემი ძმაც იყო, ოდესღაც. მაშ... მადლობა უნდა გითხრა მისი
მოკვლისთვის, ჯონ სნოუ? თუ შეგაჩვენო? – დამცინავად გაუღიმა
ჯონს.:
კედლისმიღმელი მეფე მეფეს სულ არ ჰგავდა, დიდად ველურსაც
კი არ ჰგავდა. საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, თხელსახიანი.
გამჭოლი ყავისფერი თვალები და გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა,
რომელიც მეტწილად გასჭაღარავებოდა. არც გვირგვინი ედგა თავ-
ზე, არც ოქროს სალტეები ება მკლავებზე, არც კისერზე ეკიდა პა-
ტიოსანი თვლები, ვერცხლიც კი არსად უბზინავდა. შალი და ტყავი
ეცვა და მისი ერთადერთი გამორჩეული სამოსი იყო დაფლეთილი
შავი შალის მოსასხამი, რომელზეც გრძელი ნაფხრეწები წითელი
აბრეშუმის საკერებლებით დაეფარათ.
– მადლობა უნდა მითხრა შენი მტრის მოკვლისთვის, – მიუგო
ბოლოს ჯონმა, – და შემაჩვენო შენი მეგობრის მოკვლისთვის.
– ჰაა! – დაიგრგვინა თეთრწვერამ, – კარგი პასუხია!
– გეთანხმები, – მენს რაიდერმა ჯონს ახლო მოუხმო, – ჩვენგანი
თუ გახდები, ჯობია, გვიცნობდე. ის კაცი, მე რომ გეგონე, სტირია,
თენთა მაგნარი. „მაგნარი“ ძველ ენაზე „ლორდს“ ნიშნავს, – უყურო
კაცი ჯონს ცივად უმზერდა, მენსი კი თეთრწვერას მიუტრიალდა, –
ჩვენი მძვინვარე ქათმიჭამია ჩემი ერთგული ტორმუნდია. ქალი...
ტორმუნდი ფეხზე წამოდგა.
– გაჩე. სტირი ხომ მოიხსენე ტიტულით, ჩემიც თქვი.
139
მენს რაიდერმა გაიცინა.
– კი ბატონო. ჯონ სნოუ, შენ წინ დგას ტორმუნდ გოლიათების
რისხვა, ენამჭევრი, მებუკე და საფარის მლეწველი. იგია აგრეთვე
ტორმუნდ მეხისმუშტა, დათვების ქმარი, ჭიაფერი დარბაზის თაფ-
ლუჭის მეფე, ღმერთებთან მოუბარი და მამა უშქართა. – ასე ჯობია,
– თქვა ტორმუნდმა, – მობრძანდი, სნოუ. რომ იცოდე, უარგები
თვალში მომდიან, თუმცა სტარკები – არა.
– მაყალთან რომ ქალი დგას, დალაა, – განაგრძო მენს რაიდერ-
მა. ორსულმა ქალმა მორცხვად გაიღიმა, – როგორც დედოფალს,
ისე მოექეცი, ის ჩემს ბავშვს ატარებს, – და დარჩენილი ორისკენ
მიბრუნდა, – ეს მზეთუნახავი მისი დაა, ვალი. გვერდით ჭაბუკი ჯარ-
ლი რომ უზის, ეგ მისი ბოლო გასართობია.
– არა კაცის გასართობი მე არ ვარ, – შეუტია მოღუშულმა ჯარ-
ლმა.
– ჰოდა, ვალიც არაა კაცი, – ჩაიფრუტუნა თეთრწვერა ტორმუნ-
დმა, – აქამდე კი უნდა შეგემჩნია, ბიჭი.
– ესეც ჩვენ, ჯონ სნოუ, – უთხრა მენს რაიდერმა, – კედლისმიღ-
მელი მეფე და მისი კარი, სულ ეგაა. ახლა შენზე გვითხარი რამე. სა-
იდან მოხვედი?
– ვინტერფელიდან, – უთხრა ჯონმა, – ციხეშავის გავლით.
– და რამ მოგიყვანა რძეწყალაზე, შინიდან ასე შორს? – ჯონის
პასუხს არ დაუცადა, ჩხარპერანგას შეხედა, – რამდენნი იყვნენ?
– ხუთი. სამი მოვკალით და ეს ბიჭი აქაა. ერთი მთებში წავიდა,
იქ ცხენი ვერ მიჰყვებოდა. რაიდერმა ისევ ჯონს გაუსწორა თვალი.
– მარტო ხუთნი იყავით? თუ ახლომახლო შენი სხვა ძმებიც და-
სუნსულებენ? – ოთხნი და ნახევარხელა ვიყავით. ქორინი ოც ჩვე-
ულებრივ კაცს უდრიდა. კედლისმიღმელ მეფეს მის პასუხზე გაეღი-
მა.
140
– ზოგი ასეც მიიჩნევდა. და მაინც... ციხეშავიდან წამოსულ ბიჭს
რა უნდა ბინდისკოშკელ აეშაგებთან? ეგ როგორ გამოვიდა?
ჯონს ამაზე პასუხი მოფიქრებული ჰქონდა.
– ლორდ-მეთაურმა ნახევარხელასთან გამოსაწვრთნელად გამ-
გზავნა, მან კი დაზვერვაში წამომიყვანა.
მაგნარმა სტირმა ამის გაგონებაზე წარბი შეიკრა – დაზვერვაო,
ამბობ... ყვავები ზუზუნა უღელტეხილზე რის დასაზვერად უნდა მო-
ვიდნენ?
– სოფლები ცარიელი იყო, – სიმართლე თქვა ჯონმა, – თითქოს
მთელი თავისუფალი ხალხი სადღაც გაქრაო.
– გაქრა, ხო, – თქვა მენს რაიდერმა, – და არა მხოლოდ თავისუ-
ფალი ხალხი. ვინ გითხრა, სად ვიყავით, ჯონ სნოუ?
ტორმუნდმა ჩაიფრუტუნა.
– კრასტერი ეტყოდა, თუ არა, მე ვიყო პატარძალი. გეუბნებოდი,
მენს, ეგ არსება ერთი თავით უნდა დავამოკლოთ-მეთქი.
მეფემ თეთრწვერას უკმაყოფილოდ შეხედა.
– ტორმუნდ, როდისმე სცადე, დაფიქრდე, სანამ რამეს იტყოდე.
ვიცი, კრასტერმა რომ უთხრათ. ჯონს ვკითხე, რომ შემემოწმებინა,
მართალს თუ იტყოდა.
– ჰაა, – გადააფურთხა ტორმუნდმა, – ისევ ნეხვში ჩავდგი ფეხი,
– მან ჯონს შეხედა და გაიღრიჭა, – გაიგე, ბიჭი, აი, რატომაა, რომ
ეგ მეფეა და მე არა. სმაშიც ვჯობნი, ჩხუბშიც, სიმღერაშიც, ჩემი ასოც
მაგისაზე სამჯერ დიდია, მაგ რამ მენსი ეშმაკია. ყვავად გაიზარდა,
ხომ იცი, ყვავები კი ეშმაკი ფრინველები არიან.
– ბიჭს მარტო დაველაპარაკები, ძვალთა მილორდო, – უთხრა
მენსიმ ჩხარპერანგას, – დაგვტოვეთ, ყველამ.
– რაო, მეც? – იკითხა ტორმუნდმა.
– შენ მით უმეტეს, – უთხრა მენსიმ.
141
– სადაც ჩემი ყოფნა არ უნდათ, იქ არ ვჭამ, – ტორმუნდი ფეხზე
წამოდგა, – მე და ეს ქათმები გტოვებთ, – მაყლიდან კიდევ ერთი
ქათამი დაითრია, მოსასხამის სარჩულზე დაკერებულ ჯიბეში ჩა-
იდო, ჰააო, თქვა და თითების ლოკვით გავიდა. დანარჩენებიც მიჰ-
ყვნენ, ყველა, დალას გარდა.
– დაჯექი, თუ გინდა, – უთხრა რაიდერმა, ისინი რომ გავიდნენ,
– მშიერი ხარ? ტორმუნდმა ორი ქათამი მაინც დაგვიტოვა.
– სიამოვნებით გეახლები, თქვენო მოწყალებავ. მადლობა.
– თქვენო მოწყალებავ? – მეფემ გაიღიმა, – თავისუფალი ხალ-
ხისგან ასეთ მიმართვას ხშირად ვერ ეღირსები. უმრავლესობა
მენსს მეძახის, ზოგი – დიდ მენსს. თაფლუჭს დალევ?
– სიამოვნებით.
მეფემ სასმელი თავად ჩამოასხა, დალამ კი დაბრაწული ქათამი
ორად გაჭრა და თითოეულს ნახევარი მიართვა.
ჯონმა თათმანები გაიძრო და ხელით შეუდგა ჭამას, ყველა
ძვალს საგულდაგულოდ წუწნიდა.
– ტორმუნდმა მართალი თქვა, – მენს რაიდერმა პური გადატეხა,
– შავი ყვავი ეშმაკი ფრინველია, ასეა... მაგრამ მე მაშინ ვიყავი ყვა-
ვი, როცა შენ დალას მუცელში მჯდარ ბალღზე დიდი არ იქნებოდი,
ჯონ სნოუ. ასე რომ, გაფრთხილდი, ჩემთან ეშმაკობა არ გაგივა.
– როგორც იტყვი, თქვენო... მენს.
მეფემ გაიცინა.
– თქვენო მენს. რატომაც არა? დაგპირდი, მერე ამბავს მოგიყვე-
ბი, თუ როგორ გიცანი-მეთქი. ჯერ ვერ მიხვდი?
ჯონმა თავი გაიქნია.
– ჩხარპერანგამ შეგატყობინა?
– ფრინველით? ჩვენ არ გვყავს გაწვრთნილი ყორნები. არა, სა-
ხეზე გცნობ. ადრეც მინახავხარ. ორჯერ.
142
თავიდან ეს უაზრობად ეჩვენა, მაგრამ მერე, რომ დაფიქრდა,
მიხვდა.
– ღამის ებგურის ძმა რომ იყავი...
– კარგია! ჰო, პირველად ეგრე იყო. პატარა ბიჭი იყავი, მე კი
მთლად შავები მეცვა, ერთ-ერთი ვიყავი იმ თორმეტი ცხენოსანი
მხლებლიდან, ძველ ლორდ-მეთაურს, ქორგაილს რომ მოჰყვა ვინ-
ტერფელში, როცა ის მამაშენის სანახავად მოვიდა. ეზოს გარშემო
გალავანზე დავდიოდი და ზედ წაგადექით შენ და შენს ძმა რობს. წი-
ნაღამით მოეთოვა, თქვენ კი ჭიშკრის ზემოთ თოვლის დიდი მთა მო-
გექუჩებინათ და ელოდით, როდის გაივლიდა დაბლა ვინმე.
– მახსოვს, – გაიცინა გაოცებულმა ჯონმა, – ჭაბუკი შავი ძმა გა-
ლავნის თავზე, კი... მაშინ დაიფიცე, არავის ვეტყვიო.
– და შევასრულე კიდეც, ეგ ფიცი მაინც.
– ის თოვლი სქელ ტომს დავაბერტყეთ. მამაჩემის მცველებიდან
ყველაზე მოუქნელი იყო. – ამის მერე ტომმა მათ მთელ ეზოში სდია,
სანამ სამივე შემოდგომის ვაშლებივით არ აწითლდნენ, – მაგრამ,
თქვი, ორჯერ გნახეო. მეორედ როდის იყო? – როდესაც ვინტერ-
ფელში მეფე რობერტი მოვიდა, მამაშენის მეფის მარჯვენად დასა-
ნიშნად, – უზრუნველად წარმოთქვა კედლისმიღმელმა მეფემ.
ჯონს თვალები გაუფართოვდა.
– შეუძლებელია.
– ეგრე იყო. როდესაც მამაშენმა გაიგო, მეფე მოდისო, კედელზე
თავის ძმას, ბენჯენს, ამბავი შემოუთვალა, რათა ნადიმზე ისიც მისუ-
ლიყო. შავი ძმები და თავისუფალი ხალხი იმაზე მეტად ურთიერთო-
ბენ ერთმანეთთან, ვიდრე გგონია, ჰოდა, სულ მალე ამბავმა ჩემს
ყურამდეც მოაღწია. ძალიან მაცდური შესაძლებლობა იყო. ბიძაშე-
ნი სახეზე არ მიცნობდა, მამაშენს კი, წესით, არ უნდა ხსომებოდა ის
ჭაბუკი ყვავი, რამდენიმე წლის წინ რომ ჰქონდა თვალი მოკრული.
143
მინდოდა, თვითონ მენახა, ეს რობერტი რა ჩიტი იყო – მეფე მეფეს;
და ბიძაშენი ბენჯენისთვისაც შემევლო თვალი. ის მაშინ პირველი
აეშაგი და მთელი ჩემი ხალხის რისხვა იყო. ასე რომ, შევკაზმე ჩემი
უსწრაფესი ცხენი და გამოვჭენდი.
– მაგრამ, – შეედავა ჯონი, – კედელი...
– კედელს ჯარის შეკავება შეუძლია, მარტო კაცისა კი არა. თან
ბარბითი და ვერცხლით სავსე აბგა წამოვიღე, ყინულზე გრძელი
ყორღანის მახლობლად გადმოვძვერი, მერე ფეხით ვიარე, რამდე-
ნიმე ლიგით გავცდი ახალ ძღვენს სამხრეთისკენ და იქ ცხენი ვიყი-
დე. საბოლოოდ, რობერტზე ბევრად უფრო ჩქარა ვიარე, რომელიც
იმ უზარმაზარი ბორბლებიანი სახლით მოდიოდა, დედოფალი რომ
არ შეწუხებულიყო. ვინტერფელიდან ერთი დღის სავალზე შევხვდი
და მის ამალას შევერიე. თავისუფალი მხედრები და ზღუდის რაინ-
დები ყოველთვის ეტორღიალებიან ხოლმე მეფეს მოგზაურობისას,
იმ იმედით, რომ მის სამსახურში ჩადგნენ, ჩემი ბარბითის ხათრით
კი გულღიად მიმიღეს, – მან გაიცინა, – მე ყველა უხამსი სიმღერა
ვიცი, რაც კი ოდესმე შეთხზულა კედლის გინდ ჩრდილოეთით, გინდ
სამხრეთით. ჰოდა, ეგ იყო. იმ ღამით, მამაშენი რობერტს რომ ანა-
დიმებდა, მე მისი დარბაზის ბოლოში ვიჯექი სხვა თავისუფალ მხედ-
რებთან ერთად და ვუსმენდი, ძველქალაქელი ორლანდი როგორ
უკრავდა არფაზე და მღეროდა მეფეზე, ზღვის ფსკერზე რომ ეპოვა
განსასვენებელი. მე ვიგემე მამაშენის პურ-ღვინო, შევხედე მეფის-
მკვლელს და ჭინკას... და შევნიშნე ლორდ ედარდის ბავშვებიც და
მგლის ლეკვებიც, მათ კუდში რომ დასდევდნენ.
– ბეილ ბარდი, – წარმოთქვა ჯონმა, ის ამბავი გაახსენდა, იგ-
რიტმა რომ უამბო ყინვის ეშვებში იმ ღამეს, კინაღამ რომ მოკლა.
– ეგრე რომ იყოს... არ უარვყოფ, ეს საქციელი ბეილის გმირო-

144
ბამ რომ ჩამაგონა... მაგრამ, ასე მახსოვს, შენი არც ერთი და არ მო-
მიპარავს. ბეილი თვითონ თხზავდა სიმღერებს, მისი ცხოვრებაც
სიმღერები იყო. მე მხოლოდ ვმღერი იმას, რაც ჩემზე უკეთესებს შე-
უთხზავთ. კიდევ დაგისხა?
– არა, – უთხრა ჯონმა, – რომ ეპოვეთ? დაეჭირეთ?
– მაშინ მამაშენი თავს მომჭრიდა, – მენსმა მხრები აიჩეჩა, –
თუმცა, რაკი მის სუფრაზე პური გავტეხე, უკვე სტუმრის უფლებით
ვიყავი დაცული. სტუმარ-მასპინძლობის კანონები პირველი ადა-
მიანებივით ძველი და გულის ხეებივით წმინდაა, – მათ შორის ჩად-
გმულ ტაბლას, გატეხილ პურს და ქათმის ძვლებს მიათითა, – აქ შენ
ხარ სტუმარი და ჩემი ხელით სიკვდილი არ გემუქრება... ამაღამ მა-
ინც. ასე რომ, მართალი მითხარი, ჯონ სნოუ. მხდალი ხარ, ვინც შიშ-
მა გახადა მოღალატე, თუ სხვა რამ მიზეზმა მოგიყვანა ჩემს კარავ-
ში?
როგორიც უნდა ყოფილიყო სტუმარ-მასპინძლობის ადათები,
ჯონ სნოუმ იცოდა, რომ თხელ ყინულზე დადიოდა. არასწორ ნაბიჯს
გადადგამდა და, ისეთ ყინულოვან წყალში ჩავარდებოდა, გულსაც
რომ გაუჩერებდა. ყოველი სიტყვა აწონე, სანამ იტყოდე, უთხრა
თავს. გრძელი ყლუპი მოსვა, მოსაფიქრებლად დრო რომ მოეგო.
ყანწი გვერდზე რომ გადადო, მერეღა წარმოთქვა:
– მითხარი, შენ რად გატეხე ფიცი, და მე გეტყვი, მე რატომ ვქენი.
მენს რაიდერმა გაიღიმა, ჯონსაც ამის იმედი ჰქონდა. მეფე აშკა-
რად ის კაცი იყო, მსმენელი რომ უყვარდა.
– უეჭველია, მოსმენილი გექნება ჩემი დეზერტირობის ამბები.
– ზოგი ამბობს, გვირგვინის გამო გაიქცაო. ზოგი ამბობს, ქალის-
თვისო. სხვები ამბობენ, რომ ველურის სისხლი გქონდა.
– ველურის სისხლი პირველკაცთა სისხლია, სტარკებსაც ეგ და-
უდით ძარღვებში. გვირგვინი კი... სად ხედავ გვირგვინს?
145
– ქალს ვხედავ, – ჯონმა დალას გახედა.
მენსმა ქალს ხელი ჩაჰკიდა და მიიზიდა.
– ჩემი ქალბატონი უდანაშაულოა. მამაშენის ციხესიმაგრიდან
უკანა გზას რომ დავადექი, მას მაშინ შევხვდი. ნახევარხელა ბებერი
მუხისგან იყო გათლილი, მაგრამ მე ხორციელი ვარ და ქალების
მშვენების დიდი მოტრფიალე... როგორც ღამის ებგურის სამი მე-
ოთხედი. არიან ძმები, დღესაც შავი რომ მოსავთ, მაგრამ ათჯერ
იმაზე მეტი ქალი ჰყოლიათ, ვიდრე მე, საბრალო მეფეს. კიდევ სცა-
დე გამოცნობა, ჯონ სნოუ.
ჯონი წუთით დაფიქრდა.
– ნახევარხელა ამბობდა, რომ ველურების ჰანგები გიყვარდა.
– მიყვარდა. ახლაც მიყვარს. ახლა უფრო ახლო ხარ სწორ პა-
სუხთან. მაგრამ მთლად მიზანში ვერ მოარტყი, – მენს რაიდერი წა-
მოდგა, მოსასხამი შეიხსნა და მერხზე გადაკიდა, – ამის ბრალი იყო.
– მოსასხამის?
– ღამის ებგურის შეფიცული ძმის შავი მოსასხამის ბრალი, –
თქვა კედლისმიღმელმა მეფემ, – ერთ დღეს, რეიდისას, მშვენიერი
დიდი ცხენირემი მოვკალით.
ვატყავებდით და იმის სისხლის სუნმა ბუნაგიდან ბინდისკატა გა-
მოიტყუა. კი მოვიგერიე, მაგრამ მან მოასწრო და მოსასხამი დამიფ-
ხრიწა. ხედავ? აქ, აქ და აქ? – მან ჩაიხითხითა, – მკლავი და ზურგიც
დამიფლითა და იმ ცხენირემზე უარესად მდიოდა სისხლი. ძმები ში-
შობდნენ, რომ მანამდე მოვკვდებოდი, სანამ ბინდის კოშკში მაის-
ტერ მულინამდე მივაღწევდით, ამიტომ ადგნენ და წამიღეს ველუ-
რების სოფელში, სადაც, იცოდნენ, რომ მოხუცი ბრძენი ქალი ცხოვ-
რობდა, რომელსაც მკურნალობის საქმისა რაღაც გაეგებოდა. ქა-
ლი მომკვდარიყო, მაგრამ იმისმა ასულმა მომხედა. ჭრილობები გა-
მისუფთავა, გამიკერა და ფაფებით და წამლებით მკვებავდა, სანამ
146
ისე არ მოვღონიერდი, რომ ცხენზე ჯდომა შემძლებოდა. ჩემი დაფ-
ხრეწილი მოსასხამიც დააკერა რაღაც ასშაური მეწამული აბრეშუ-
მით, რომელიც ბებიამისს გაყინულ ნაპირზე გამორიყული გემის
ნამსხვრევებში ეპოვა. ეს გოგონას უძვირფასესი განძი და ჩემთვის
მორთმეული ძღვენი იყო, – მან მოსასხამი ისევ მხრებზე მოიგდო, –
მაგრამ ბინდის კოშკში ახალი შავი მოსასხამი მომცეს, შავზე შავი,
შავქობამოყოლებული, რომელიც ჩემს შავ ბრიჯს და შავ ჩექმებს,
შავ ხიფთანს და შავ ჯაჭვის პერანგს ეხამებოდა. ახალ მოსასხამზე
არ იყო არც ნაცვეთები, არც ნახევები, არც ცრემლის კვალი... და,
რასაკვირველია, არ იყო წითელი. ღამის ებგურის მებრძოლებს შა-
ვი აცვიათო, მკაცრად შემახსენა სერ დენის მალისტერმა, თითქოს
დავიწყებული მქონოდა. ასე თქვა, შენი ძველი მოსასხამი დასაწვა-
ვად თუ გამოდგებაო.
მეორე დილას გამოვიქეცი... იქ, სადაც კოცნა დანაშაული არ
იყო და კაცს შეეძლო, როგორიც უნდოდა, ისეთი მოსასხამი მოეცვა,
– მან საკინძი შეიბნია და ისევ დაჯდა, – შენ, ჯონ სნოუ?
ჯონმა ისევ მოსვა. მხოლოდ ერთ რამეს თუ დამიჯერებს.
– ხომ თქვი, ვინტერფელში ვიყავიო, იმ ღამით, მამაჩემი მეფე
რობერტს რომ აქეიფებდა?
– ასე ვთქვი, იმიტომ, რომ კიდევაც ვიყავი.
– ესე იგი, ყველა გვნახე. პრინცი ჯოფრი და პრინცი ტომენი,
პრინცესა მირცელა, ჩემი ძმები: რობი, ბრანი და რიკონი, ჩემი დები
– არია და სანსა. ნახე, როგორ გაიარეს შუა დარბაზში, როცა ყველა
მათ შესცქეროდა, და იმ მაგიდასთან დასხდნენ, მეფე-დედოფლის
დასაჯდომი შემაღლების ქვეშ რომ იდგა.
– მახსოვს.
– და ის თუ დაინახე, მე სად ვიჯექი, მენს? – ჯონი წინ გადაიხარა,
– დაინახე, სად მიუჩინეს ადგილი ბუშს?
147
მენს რაიდერი ჯონს დიდხანს ჩასცქეროდა სახეში.
– ვფიქრობ, აჯობებს, ახალი მოსასხამი გიშოვოთ, – უთხრა მე-
ფემ და ხელი გაუწოდა.

დენერისი

უძრავი, ლურჯი წყლის ზედაპირზე გალერებიდან დოლების გა-


მოზომილი, ნელი ბაგუნი და ნიჩბების წყნარი შხაპუნი მოედინებო-
და. მათ კვალში ჩასდგომოდა ვეება ხომალდი, წინ მიმავალ გალე-
რებზე დაჭიმული ბაგირებით იყო ჩაბმული. ბელერიონის იალქნები
უქმად ეკიდა, უნიათოდ ეთრეოდა ანძებზე. და მაინც, გემის ცხვირზე
მდგარ დენერის ტარგარიენს, უღრუბლო ლურჯ ცაში ერთმანეთს
გადევნებულ თავის დრაკონებს რომ შესცქეროდა, ამაზე ბედნიე-
რად თავი ჯერ არასოდეს ეგრძნო. მისი დოთრაკები ზღვას „შხამიან
წყალს“ ეძახდნენ, არ ენდობოდნენ არანაირ სითხეს, რის დალევაც
მათ ცხენებს არ შეეძლოთ. იმ დღეს, როცა სამმა ხომალდმა ქართში
ღუზები ასწია, ისეთ დღეში იყვნენ, იტყოდი, პენტოსში კი არა, ჯოჯო-
ხეთში გაუწევიათო. დენის მამაცი, ჭაბუკი სისხლისმიერი მხედრები
გაუჩინარებულ ნაპირს გაფართოებული თვალებით გასცქეროდნენ
და თითოეულს მტკიცედ გადაეწყვიტა, შიში არ დასტყობოდა დანარ-
ჩენი ორის წინაშე, ხოლო მისი მოახლეები, ირი და ჟიქვი, სასოწარ-
კვეთილი ებღაუჭებოდნენ მოაჯირს და უმცირეს ღელვაშიც კი რწყე-
ვით კვდებოდნენ. დენის ციცქნა ხალასარის დანარჩენი წევრები
გემბანის ქვეშ იყვნენ შეყუჟული და თავიანთ აფორიაქებულ ცხენებ-
თან ყოფნა ერჩივნათ გემების ირგვლივ გადაშლილი უმიწო, საზა-
რელი ქვეყნიერების ცქერას. ექვსი დღე ქარაშოტი ეხვიათ გარს და
მაშინ დენერისს ესმოდა ხოლმე მათი ხმა: რამდენჯერაც კი ბელე-
რიონი იყალყებოდა ან შექანდებოდა, ცხენები წიხლებს იქნევდნენ
148
და ჭიხვინებდნენ, მხედრები კი გაწვრილებული, აცახცახებული
ხმით იწყებდნენ ლოცვას.
მაგრამ დენის ვერანაირი ქარიშხალი ვერ შეაშინებდა. დენერის
გრიგალით შობილი, ასე უწოდებდნენ მას, რადგანაც იმ დღეს მოევ-
ლინა ქვეყნიერებას ჩხავილით, როდესაც გარეთ ვესტეროსის ხსოვ-
ნაში უდიდესი გრიგალი ბობოქრობდა, იმდენად მძვინვარე, რომ
ციხის კედლებიდან ქიმერები მოგლიჯა და მამამისის ფლოტი ნაფო-
ტებად აქცია.
ვიწრო ზღვამ ხშირი ღელვა იცოდა, დენის კი ჯერ კიდევ ბავშვო-
ბაში ორმოცდაათჯერ მაინც ჰქონდა იგი გადალახული, როდესაც
ერთი თავისუფალი ქალაქიდან მეორეში გარბოდა და ერთი ნაბი-
ჯით ასწრებდა უზურპატორის დაქირავებულ მკვლელებს. მას უყ-
ვარდა ზღვა. მოსწონდა ჰაერის მკვეთრი, მლაშე სუნი, ფართო
თვალსაწიერები, მხოლოდ ლაჟვარდოვანი ცის თაღი რომ ზღუდავ-
და. მათ წინაშე პატარა იყო, მაგრამ თავისუფალიც. მოსწონდა დელ-
ფინები, ხანდახან ბელერიონს რომ აედევნებოდნენ გვერდში და
ვერცხლის შუბებივით მოაპობდნენ ტალღებს, და მფრინავი თევზე-
ბი, დროდადრო თვალს რომ შეასწრებდა ხოლმე. მეზღვაურებიც კი
მოსწონდა, მათი სიმღერები და ამბები. ერთხელ, ბრაავოსში რომ
მიცურავდნენ, როდესაც უცქერდა, ეკიპაჟი როგორ კეცავდა ფართო
მწვანე აფრას მოახლოებული ქარიშხლის წინ, ისიც კი იფიქრა, რა
კარგი იქნებოდა, მეზღვაური რომ ვყოფილიყავიო. მაგრამ ფიქრები
თავის ძმას რომ გაუზიარა, ვისერისმა ისე დაქაჩა თმა, რომ აატირა.
– შენ დრაკონის სისხლთაგანი ხარ! – უყვირა დას, – დრაკონი
ხარ, ვიღაც აქოთებული თევზი კი არა!
რა სულელი იყო, ამაზე რომ ამიყვირდა, გაიფიქრა დენიმ, და
ბევრი სხვა რამის გამოც. მეტი სიბრძნე და მოთმინება რომ ჰქონო-

149
და, დღეს ის გაცურავდა დასავლეთისკენ კუთვნილი ტახტის დასაბ-
რუნებლად. დენერისი ახლა კი ხვდებოდა, ვისერისი ბრიყვი და ავი
რომ იყო, მაგრამ ხანდახან მაინც ენატრებოდა ხოლმე. ენატრებო-
და არა ის ბოროტი და სუსტი კაცი, რადაც ვისერისი ბოლოს გადაიქ-
ცა, არამედ ძმა, რომელიც პატარას ზოგჯერ ლოგინში შეიკოტრია-
ლებდა ხოლმე, ბიჭი, რომელიც შვიდი სამეფოს ისტორიას უყვებო-
და და აუწერდა, რამდენად უკეთ იცხოვრებდნენ, როცა ის გვირ-
გვინს დაიბრუნებდა.
დენის გვერდით კაპიტანი ამოუდგა.
– ნეტავ, ამ ბელერიონსაც თავის სეხნიასავით ფრენა შეეძლოს,
თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ბუშ ვალირიულზე, რომელიც უშურ-
ველად იყო შეზავებული პენტოსური აქცენტით, – მაშინ არც ნიჩბები
დაგვჭირდებოდა, არც გაწევა, აღარც ქარისთვის ლოცვა.
– ეგრეა, კაპიტან, – მიუგო დენერისმა ღიმილით უხაროდა, ამ
კაცის გული რომ მოიგო. კაპიტანი გროლეო ბებერი პენტოსელი
იყო, თავისი ბატონის, ილირიო მოპატისის დარად, და ქალიშვილი-
ვით აფეთებდა აზრი, რომ თავის გემზე სამი დრაკონი უნდა აეყვანა.
ხომალდის გვერდებზე ახლაც ეკიდა ზღვის წყლით სავსე ნახევარი
ასეული სათლი, ცეცხლის ჩასაქრობად რომ მოემარაგებინათ. თა-
ვიდან გროლეო ითხოვდა, დრაკონები გალიაში დაემწყვდიათ და
დენიც დაეთანხმა, რათა კაპიტანს გული მშვიდად ჰქონოდა. მაგრამ
ტყვეობით ისე იტანჯებოდნენ, რომ გადაიფიქრა და გალიიდან გამო-
უშვა.
ახლა ამით კაპიტანი გროლეოც კი კმაყოფილი იყო. ცეცხლი
მხოლოდ ერთხელ გაჩნდა, ისიც პატარა, და უცებვე ჩააქრეს. სამა-
გიეროდ, ბელერიონზე ახლა ბევრად ნაკლები ვირთხა ბუდობდა,
ვიდრე ადრე, როცა ჯერ კიდევ სადულეონი ერქვა. გემის მეზღვაუ-
რებს კი, თავიდან იმდენადვე შეშინებული რომ იყვნენ, რამდენადაც
150
დაინტერესებული, ნელ-ნელა უცნაური და მძაფრი სიამაყე გაუჩ-
ნდათ „თავიანთი“ დრაკონების გამო. ახლა სულყველას კაპიტნიდან
დაწყებული და კოკის შეგირდით დამთავრებული, უყვარდა ცქერა,
როგორ დაფრინავდნენ ისინი ცაში... თუმცა დენერისივით ძლიერ
მაინც არავის.
ისინი ჩემი შვილები არიან, უთხრა თავისთავს, და თუ მაეგიმ
მართალი მითხრა, მათ გარდა სხვა შვილი არც არასდროს მეყოლე-
ბა.
ვისერიონს ქერცლები ახალი ნაღების ფერისა ჰქონდა, რქები,
ფრთის ძვლები და ზურგის ქიმი მუქ ოქროდ უბრწყინავდა მზეზე. რე-
იგალი ზაფხულის მწვანით და შემოდგომის ბრინჯაოთი იყო დაფე-
რილი. გემის თავზე ფართო წრეებად დაცურავდნენ, ზემოთ და ზე-
მოთ იწევდნენ, ყოველი მათგანი სხვებზე მაღლა ასვლას ლამობდა.
დენიმ ისწავლა, რომ დრაკონები ყოველთვის ზემოდან ამჯობინებენ
თავდასხმას. რომელიმე მათგანი თუ მოახერხებდა და მეორე დრა-
კონსა და მზეს შორის მოექცეოდა, მყისვე ფრთებს შეიკეცავდა და
დაბლითას წივილით აცხრებოდა. მერე, შერკინებულები, ერთად
ცვიოდნენ ციდან, ერთ ქერცლიან ბურთად შეკრულები, ყბებს ატკა-
ცუნებდნენ და კუდებს იქნევდნენ. პირველად რომ ქნეს ასე, დენის
შეეშინდა, ერთმანეთი არ დაეხოცათ, მაგრამ დრაკონები ასე მხო-
ლოდ ერთობოდნენ.
ზღვაში ჩატყეპებულები ერთმანეთს გასცილდებოდნენ და ისევ
მაღლა იწევდნენ წივილით და სისინით, სხეულებიდან ორთქლად
ასდიოდათ მარილიანი წყალი, ფრთებით ჰაერს ფხოჭნიდნენ. დრო-
გონიც ცაში იყო, მაგრამ არ ჩანდა. ალბათ რამდენიმე მილით ჩა-
მორჩა ან გაასწროთ და ნადირობს.
მის დროგონს სულ შია. შია და სწრაფად იზრდება. კიდევ ერთი
წელიწადიც, ან იქნებ ორიც, და ისე გაიზრდება, რომ მასზე შეჯდომა
151
შემეძლება. მერე კი აღარ დამჭირდება გემები დიდი, მარილიანი
ზღვის გადასაცურად. მაგრამ ეს დრო ჯერ – არ დამდგარიყო. რეიგა-
ლი და ვისერიონი მომცრო ძაღლებისხელა იყვნენ, დროგონი მათ-
ზე მხოლოდ ცოტათი იყო დიდი, და ნებისმიერი ძაღლი ალბათ მათ-
ზე მეტს აიწონიდა. მხოლოდ ფრთების, კისრებისა და კუდებისგან
შედგებოდნენ და უფრო მსუბუქები იყვნენ, ვიდრე ჩანდნენ. ასე რომ,
დენერის ტარგარიენი ისევ ხეს, ქარს და ტილოს უნდა მინდობოდა
შინ წასასვლელად.
ხე და ტილო აქამდე საკმაოდ კარგად ემსახურნენ, მაგრამ ქარმა
დააღალატა. ექვსი დღე და ექვსი ღამე იყო, აღარც იძვროდნენ, ახ-
ლამეშვიდე დღეც გათენდა, მათ იალქანს კი ჯერაც არაფერი ბერავ-
და. საბედნიეროდ, მაგისტრ ილირიოს გამოგზავნილი ხომალდები-
დან ორი სავაჭრო გალერა იყო, თითოს ორასი ნიჩაბი ჰქონდა და
მკლავმაგარი მენიჩბეები ჰყავდა. ბელერიონი კი სხვაგვარი გემი
იყო: უზარმაზარი, ფართო რამ, უშველებელი ტრიუმით და ვეება
იალქნებით, მაგრამ წყნარ ამინდში სრულიად უმწეო რჩებოდა. ვე-
იგარმა და მერექსისმა ჩაიბეს იგი და მიათრევდნენ, მაგრამ ასე კუ-
სავით მიღოღავდნენ. სამივე გემს უამრავი მგზავრი და მძიმე ტვირ-
თი გადაჰქონდა.
– დროგონს ვერ ვხედავ, თქვა სერ ჯორაჰმა და დენს გვერდით
დაუდგა, – ისევ დაიკარგა?
– დაკარგულები ჩვენ ვართ, სერ. ჩემი არ იყოს, არც დროგონს
მოსწონს ეს ღოღვა და წყალში ჭყაპუნი, – დანარჩენ ორზე უფრო გა-
ბედულმა შავმა დრაკონმა პირველად მოსინჯა წყალზე ფრთების
გაშლა, პირველი გადაფრინდა გემიდან გემზე, პირველი ჩაიკარგა
მიმქროლ ღრუბელში... და პირველმა მოკლა. მფრინავ თევზებს
წყლიდან ამოხტომისთანავე ცეცხლის ალში ახვევდა, იტაცებდა და
ყლაპავდა. – რამხელა გაიზრდება? – დაინტერესდა დენი, – არ იცი?
152
– შვიდ სამეფოში ზღაპრებს ჰყვებიან დრაკონებზე, რომლებიც
იმხელები იზრდებოდნენ, რომ ზღვიდან გოლიათი კრაკენების ამო-
ტაცება შეეძლოთ.
დენერისმა გაიცინა.
– რა საოცარი სანახავი იქნება!
– ეს მხოლოდ ზღაპარია, ხალესი, – უთხრა ლტოლვილმა რაინ-
დმა, – ისინი მოგვითხრობენ ბრძენ ბებერ დრაკონებზეც, ათასობით
წელს რომ ცხოვრობენ.
– და რამდენ ხანს ცხოვრობს დრაკონი? – დენიმ აიხედა და და-
ინახა, როგორ გადაუქროლა ვისერიონმა გემს და ფრთების ქნევით
შეურხია მომჩვარული აფრები.
სერ ჯორაჰმა მხრები აიჩეჩა.
– დრაკონის დღეების რიცხვი ბევრად აღემატება ადამიანისას,
ასე გვაჯერებენ ძველი სიმღერები... მაგრამ შვიდი სამეფო ყველაზე
უკეთ ტარგარიენების დრაკონებს იცნობდა. მათ ომისთვის ზრდიდ-
ნენ და სიცოცხლესაც ომი უსწრაფებდათ.
დრაკონის მოკვლა იოლი საქმე არაა, მაგრამ შესაძლებელია.
საჭურველთმტვირთველი თეთრწვერა, გემის ცხვირთან რომ
იდგა და ცალი ხელის თხელი თითები თავის ძელქვის კვერთხზე
ჰქონდა შემოჭდობილი, მათკენ მობრუნდა და თქვა:
– ბელერიონ შავი ძრწოლა ორასი წლის იყო, როცა მოკვდა, ჯე-
ჰერიეს მშვიდობისმყოფლის მეფობის დროს. იმხელა იყო, მთლი-
ანი ზუბრების ყლაპვა შეეძლო.
დრაკონი ზრდას არასოდეს წყვეტს, თქვენო მოწყალებავ, თუ
საჭმელი და თავისუფლება აქვს, – მას არსტანი ერქვა, მაგრამ
მძლავრმა ბელვასმა თეთრწვერა შეარქვა მისი თეთრი ბაკენბარ-
დების გამო, და ახლა თითქმის ყველა ასე ეძახდა. სერ ჯორაჰზე მა-
ღალი იყო, თუმცა მასავით დაკუნთული – ვერა. თვალები ცისფერი
153
ჰქონდა, გრძელი წვერი კი – თოვლივით ქათქათა და აბრეშუმივით
რბილი.
– თავისუფლება? – ჰკითხა დაინტერესებულმა დენიმ, – რას გუ-
ლისხმობ?
– მეფის საბიჯელში შენმა წინაპრებმა თავიანთ დრაკონებს
უზარმაზარი გუმბათოვანი სასახლე აუგეს. დრაკონების ხაროს ეძა-
ხიან. ახლაც დგას რეინისის ბორცვზე, თუმცა უკვე მთლად დანგრე-
ულია. იქ ცხოვრობდნენ სამეფო დრაკონები ძველ დროში, და შიგ-
ნიდან ის მთლიანად ღრუ იყო. ისეთი ფართო რკინის კარი ჰქონდა,
რომ მასში ოცდაათი ცხენოსანი რაინდი გვერდიგვერდ გადიოდა.
და მაინც, ცნობილია, რომ ხაროს დრაკონებიდან ვერც ერთმა ვერ
მიაღწია წინაპრების ზომას. მაისტერები ამბობენ, ეს იმიტომ, რომ
კედლები ერტყათ და თავზე გუმბათი ეხურათო.
– კედლების გამო პატარები რომ ვრჩებოდეთ, გლეხები ყველა-
ნი პატარები იქნებოდნენ და მეფეები – ყველა გოლიათივით ზორ-
ბები, – შეედავა სერ ჯორაჰი, – მაგრამ მე მინახავს ქოხებში დაბა-
დებული დიდი კაცები და სასახლეებში გაზრდილი ჯუჯები.
– კაცი კაცია, – მიუგო თეთრწვერამ, – დრაკონი – დრაკონი.
სერ ჯორაჰმა აგდებით ჩაიფრუტუნა.
– რა ბრძნული ნათქვამია, – ლტოლვილ რაინდს ბერიკაცი
თვალში არ მოსდიოდა და ეს თავიდანვე არ დაუმალავს, – ან კი რა
იცი დრაკონებზე?
– ბევრი არაფერი, მართალია. მაგრამ ერთხანს მეფის საბიჯელ-
ში ვმსახურობდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეფე ეირისი იჯდა რკინის
ტახტზე, და გამივლია დრაკონების თავის ქალების ქვეშ, მისი სატახ-
ტო დარბაზის კედლებიდან რომ იცქირებოდნენ. – ვისერისი მიყვე-
ბოდა მაგ თავისქალებზე, – თქვა დენიმ, – უზურპატორმა ისინი ჩა-

154
მოხსნა და სადღაც გადამალა. ვერ ძლებდა, ზემოდან რომ დაჰყუ-
რებდნენ, მიტაცებულ ტახტზე როცა იჯდა, – მან თეთრწვერას ანიშ-
ნა, მიახლოებოდა, – ჩემი მეფე-მამა გინახავს? – მეფე ეირის მეორე
თავისი ასულის დაბადებამდე მოკვდა.
– მქონდა ეგ დიდი პატივი, თქვენო მოწყალებავ.
– კეთილი და ლმობიერი იყო?
თეთრწვერა ძალიან ცდილობდა, დაემალა, რას ფიქრობდა, მაგ-
რამ სახეზე ყველაფერი ცხადად ეხატა.
– მისი მოწყალება... ხშირად სასიამოვნო ადამიანი იყო.
– ხშირად? – გაიღიმა დენიმ, – მაგრამ ყოველთვის არა?
– მას შეეძლო, ძლიერ დაუნდობელი ყოფილიყო მათ მიმართ,
ვისაც მტრებად თვლიდა.
– ბრძენი კაცი მეფეს მტრად არასოდეს გაიხდის, – თქვა დენიმ,
– ჩემს ძმას, რეიგარსაც იცნობდი?
– ჩემთვის უთქვამთ, რომ პრინც რეიგარს ხეირიანად არც არა-
ვინ იცნობდა. თუმცა მე გამიმართლა და ტურნირზე ვნახე იგი, და
ხშირად გამიგონია, როგორ უკრავდა თავის ვერცხლისსიმება ქნარ-
ზე.
სერ ჯორაჰმა ისევ ჩაიფრუტუნა.
– ათას სხვა ხალხთან ერთად რომელიმე ჭირნახულის დღესას-
წაულზე. ცოტა ხანში იმასაც იტყვი, რომ მისი საჭურველთმტვირ-
თველი იყავი.
– მაგას არ ვიბრალებ, სერ. პრინც რეიგარის საჭურველთმტვირ-
თველი მაილს მოტონი იყო, და რიჩარდ ლონმაუთი, მის მერე. რო-
დესაც დეზები მოიპოვეს, მან თავად აკურთხა ისინი რაინდებად და
ამის მერეც გვერდიდან არ მოშორებიან. პრინცს ჭაბუკი ლორდი კო-
ნინგტონიც უყვარდა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ხნის მეგობარი
არტურ დეინი იყო.
155
– აისის მახვილი! – წარმოთქვა აღტაცებულმა დენიმ, – ვისერი-
სი მიამბობდა ხოლმე მის საოცარ თეთრ ხმალზე. თქვა, სერ არტური
ერთადერთი რაინდი იყო მთელ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენს
ძმას შეედრებოდაო.
თეთრწვერამ თავი დაუკრა.
– მე არ შემფერის პრინც ვისერისის სიტყვებში დაეჭვება.
– მეფის, – შეუსწორა დენიმ, – ის მეფე იყო, თუმცა არასოდეს
უმეფია. ვისერისი, მესამე მისი სახელისა. მაგრამ ამით რას ამბობ?
– ბერიკაცის პასუხი ის არ იყო, რასაც დენი მოელოდა, – სერ ჯო-
რაჰმა რეიგარს ერთხელ უკანასკნელი დრაკონი უწოდა. ეს ნიშნავს,
რომ სწორუპოვარი მებრძოლი უნდა ყოფილიყო, არა?
– თქვენო მოწყალებავ, – მიუგო თეთრწვერამ, – დრაკონის ქვის
პრინცი მძლეთამძლე მეომარი იყო, მაგრამ...
– განაგრძე, – მოსთხოვა დენიმ, – ჩემთან შეგიძლია, თავისუფ-
ლად ილაპარაკო. – როგორც მიბრძანებ, – მოხუცებული თავის
ძელქვის კვერთხს დაეყრდნო, შუბლზე ნაოჭები დააჩნდა, – სწორუ-
პოვარი მეომარი... ლამაზი სიტყვებია, თქვენო მოწყალებავ, მაგ-
რამ სიტყვებით ბრძოლას ვერ იგებენ.
– ხმლებით იგებენ ბრძოლას, – შეუტია სერ ჯორაჰმა, – პრინცმა
რეიგარმა კი ხმლის ქნევა იცოდა.
– იცოდა, სერ, მაგრამ... ასობით ტურნირი და იმაზე მეტი ომი მი-
ნახავს, ვიდრე ვისურვებდი, და ვიტყვი: რაც უნდა ძლიერი, სწრაფი
ან გაწაფული იყოს რაინდი, მოიპოვებიან სხვებიც, ვინც ტოლს არ
დაუდებენ. კაცი ერთ ტურნირს მოიგებს, მეორეში კი უცებვე ჩამოაგ-
დებენ ცხენიდან. დამარცხება შეიძლება, სრიალა ბალახმა მოგიტა-
ნოს, ან წინადღით მირთმეულმა ვახშამმა. ქარის შეცვლამ შეიძლე-
ბა, გამარჯვება გარგუნოს, – მან სერ ჯორაჰს გახედა, – ან მშვენიე-
რი ქალბატონის მოცემულმა ნიშანმა, მკლავზე რომ გაბია.
156
მორმონტი მოიღუშა.
– დაუკვირდი, რას ლაპარაკობ, ბერიკაცო!
დენიმ იცოდა, რომ არსტანს ნანახი ჰქონდა სერ ჯორაჰის ასპა-
რეზობა ლანისპორტში, ტურნირზე, რომელშიც მორმონტმა მოიგო,
მკლავზე კი ქალბატონის ნიშანი ჰქონდა შებმული. მაშინ ქალბატო-
ნიც მოიგო: ლინეს ჰაიტაუერი, მისი მეორე ცოლი, კეთილშობილი
და მშვენიერი... მაგრამ ქალმა გაანადგურა იგი და მიატოვა, და ამის
გახსენება ახლაც მწარე იყო მისთვის.
– დაწყნარდი, ჩემო რაინდო, – დენიმ ჯორაჰს მკლავზე დაადო
ხელი, – ნამდვილად, არსტანს შენი შეურაცხყოფა არ უნდოდა.
– როგორც იტყვი, ხალესი, – სერ ჯორაჰის ხმაში უკმაყოფილება
ისმოდა.
დენი ისევ საჭურველთმტვირთველს მიუბრუნდა.
– რეიგარზე ცოტა რამ ვიცი. მხოლოდ ის, რასაც ვისერისი მიყვე-
ბოდა, ის კი პატარა ბიჭი იყო, როცა ჩვენი ძმა მოკვდა. როგორი იყო
სინამდვილეში?
ბერიკაცი მცირე ხანს ფიქრობდა.
– შემძლე. ეს ყველაფერზე მეტად ეტყობოდა. მიზანდასახული,
წინდახედული, პასუხისმგებელი, თავდაჯერებული. მასზე ერთ ამ-
ბავს ჰყვებიან მაგრამ, უეჭველია, ის სერ ჯორაჰმაც იცის.
– მე შენგან მინდა, მოვისმინო.
– როგორც გნებავს, – უთხრა თეთრწვერამ – პატარაობისას
პრინცი რეიგარი მეტისმეტად წიგნის ჭია იყო. კითხვა ისე ადრე და-
იწყო რომ ამბობდნენ, დედოფალმა რაელამ ალბათ წიგნები და სან-
თელი გადაყლაპა, ორსულად რომ იყოო.
რეიგარს სხვა ბავშვების თამაშები არ აინტერესებდა. მაისტერე-
ბი კვირვობდნენ მის გონიერებას, მამამისის რაინდები კი დროდად-
რო მწარედ გაიხუმრებდნენ ხოლმე, ბეილორ კურთხეული ისევ
157
მოგვევლინა ამქვეყნადო. თუმცა ერთ დღეს პრინცმა რეიგარმა თა-
ვის გრაგნილებში რაღაც ისეთი იპოვა, რამაც სრულიად შეცვალა
იგი. არავინ იცის, რა შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო, მაგრამ ერთ სის-
ხამ დილითაც ბიჭი გამოცხადდა ეზოში, სადაც რაინდები აბჯრებს
ირგებდნენ, მივიდა სერ ვილემ დარისთან, ორთაბრძოლის ოსტატ-
თან, და უთხრა: „ხმალი და აბჯარი მჭირდება. როგორც ჩანს, მეომა-
რი უნდა გავხდე“.
– და გახდა! – წარმოთქვა აღტაცებულმა დენიმ.
– ნამდვილად, – თეთრწვერამ თავი დაუკრა, – ბოდიში მომით-
ხოვია, თქვენო მოწყალებავ, მეომრებზე ვამბობდით, და მე ვხედავ,
მძლავრი ბელვასი ამდგარა. უნდა მოვემსახურო.
დენიმ კიჩოს გახედა. საჭურისი შუა გემზე ტრიუმიდან მოძვრებო-
და, თავისი აღნაგობის კვალობაზე მეტად სხარტად. ბელვასი დაბა-
ლი, მაგრამ განიერი იყო, ქონისა და კუნთების თხუთმეტზოდიანი
გროვა, დიდი ყავისფერი ღიპი გამკრთალებული თეთრი ნაიარევე-
ბით ჰქონდა დასერილი. ფართხუნა შარვალი ეცვა, ყვითელი აბრე-
შუმის სარტყელი ეხვია და უაზროდ ციცქნა, რკინისმოქლონებიანი
ტყავის ჟილეტი ჰქონდა შემოცმული.
– მძლავრი ბელვასი მშიერია! – ღრიალებდა ყველას გასაგონად
და კონკრეტულად არავისთვის, – მძლავრი ბელვასი ახლა შეჭამს!
– შემობრუნდა და გემის ცხვირთან ჯიხურში არსტანი შენიშნა, –
თეთრწვერა! საჭმელს მოუტან მძლავრ ბელვასს!.
– შეგიძლია, წახვიდე, – უთხრა დენიმ საჭურველთმტვირ-
თველს. მან ისევ თავი დაუკრა და იმ კაცის მოსავლელად გასცილ-
და, რომელსაც ემსახურებოდა.
სერ ჯორაჰს უხეში, მართალი სახე მოეღუშა და ისე უცქერდა.
მორმონტი დიდი და ჩადგმული იყო, ძლიერი ყბა და ფართო მხარ-

158
ბეჭი ჰქონდა. ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ მასზე საიმე-
დო მეგობარი დენის სხვა არ ჰყოლია.
– ბრძნულად მოიქცევი, ამ ბერიკაცს მაინცდამაინც თუ არ უგდებ
ყურს, – უთხრა დენის, როცა თეთრწვერა სმენის საწიერს გასცდა.
– დედოფალმა ყველას უნდა მოუსმინოს, – შეახსენა დენიმ – კე-
თილშობილს თუ მდაბიოს, ძლიერსა თუ სუსტს, ქველსა და უღირსს.
ერთი ხმა შეიძლება გეცრუოს, მაგრამ მრავალში ყოველთვის იპო-
ვი სიმართლეს, – ეს მან წიგნში ამოიკითხა. – მაშ, ჩემს ხმასაც უს-
მინე, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა რაინდმა, – ეს არსტან თეთ-
რწვერა რაღაცას გატყუებს. ძალიან ბებერია საიმისოდ, რომ საჭურ-
ველთმტვირთველი იყოს, და ძალიან ენამჭევრი, იმ ხისთავიან სა-
ჭურისს რომ ემსახურებოდეს. დენის უნდა ეღიარებინა, რომ ეს მარ-
თლაც უცნაური ჩანდა. ყოფილი მონა მძლავრი ბელვასი მირინის
საბრძოლო ხაროებში იყო გამოზრდილი და გამოწვრთნილი. მა-
გისტრმა ილირიომ იგი დენის დასაცავად გამოგზავნა – თავად ბელ-
ვასი ასე ამბობდა, და მართალიც იყო, დენის დაცვა სჭირდებოდა.
რკინის ტახტზე წამომჯდარი უზურპატორი მამულებსა და ლორდის
ტიტულს დაჰპირდა ნებისმიერს, ვინც კი დენის მოკლავდა. ერთხელ
უკვე სცადეს, მისთვის მოწამლული ღვინო დაელევინებინათ. რაც
უფრო მეტად მიუახლოვდებოდა ვესტეროსს, მით უფრო საფიქრებე-
ლი იყო, რომ კვლავ შეეცდებოდნენ მის მოკვლას. ქართში გრძნე-
ულმა პაიატ პრიმ მას მწუხარე კაცი მიუგზავნა, რათა შური ეძია იმ
უკვდავთა გამო, დენიმ რომ დაწვა მტვრის სახლში. ამბობენ, გრძნე-
ულები წყენას არასოდეს ივიწყებენ, მწუხარე კაცებს კი მკვლელო-
ბაში ხელი არასოდეს ეცარებათო. დოთრაკების უმრავლესობაც მი-
სი მოქიშპე იქნებოდა. ხალ დროგოს კოები ახლა საკუთარ ხალასა-
რებს მთავრობდნენ და, მათ თუ გადაეყრებოდა, წამითაც კი არც ერ-
თი არ დაიხევდა უკან, დენის პატარა ჯგუფს თავს დაესხმოდა, მის
159
ხალხს დახოცავდა და მონებად აქცევდა, თავად დენის კი ვაის დოთ-
რაკში წაათრევდა, რათა მას თავისი კუთვნილი ადგილი დაეჭირა
დოშ ხალინის დაჩამიჩებულ დედაბრებს შორის. დენის იმედი ჰქონ-
და, რომ ზარო ზოან დაქსოსი არ მტრობდა, მაგრამ ქართელი ვაჭა-
რი მისი დრაკონებს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა. და კიდევ იყო
ქვაით ბინდელი, უცნაური, წითელნიღბიანი ქალი თავისი გამოცანა-
რჩევებით. ისიც მტერი იყო თუ მხოლოდ და მხოლოდ სახიფათო მე-
გობარი? დენიმ არ იცოდა.
სერ ჯორაჰმა მომწამვლელისგან გადამარჩინა, არსტან თეთ-
რწვერამ – მანტიკორასგან. იქნებ, მორიგ განსაცდელში მძლავრმა
ბელვასმა დამიფაროს. ზორბა და სქელ მებრძოლს მკლავები მომ-
ცრო ხეებს უგავდა, ხოლო მისი დიდი, მორკალული არახი ისეთი
ბასრი იყო, რომ სახესაც გაიპარსავდა, რომც მომხდარიყო და იმ
ქოსა, ყავისფერ ლოყებზე ბალანი ამოზრდოდა. მაგრამ თან ბავშვუ-
რიც იყო. დენი მასზე უკეთეს მცველს ისურვებდა.
– საბედნიეროდ, სერ ჯორაჰი და ჩემი სისხლისმიერები მყვანან.
და ჩემი დრაკონები, ნუ დამავიწყდება. თავის დროზე დრაკონები მი-
სი ყველაზე უფრო მძლავრი მცველები გახდებოდნენ, როგორც ეა-
გონ დამპყრობლისა და მისი დებისთვის იყვნენ სამასი წლის წინ.
თუმცა ამჟამად საფრთხე მეტი მოჰქონდათ, ვიდრე მფარველობ-
დნენ. მთელ სამყაროში სამად სამი ცოცხალი დრაკონი არსებობდა
და სამივე დენისა იყო. საოცრები იყვნენ, საზარლები და ფასმიუწ-
ვდომები. გონებაში საპასუხო სიტყვებს წონიდა, როდესაც უცებ კი-
სერზე გრილი შემობერვა იგრძნო და ვერცხლისფერ-ოქროვანი
თმის კულული შუბლზე ჩამოეშალა.
თავზემოთ ტილო აშრიალდა, შეინძრა და უცებ მთელ ბელერი-
ონზე ყვირილი ატყდა.
– ქარი! – ყვიროდნენ მეზღვაურები, – ქარი დაბრუნდა, ქარი!
160
დენიმ აიხედა და დაინახა, დიდი ხომალდის აფრები როგორ
ალივლივდნენ და გაიბერნენ, როგორ ჟღრიალით დაიჭიმნენ ბაწ-
რები და ამღერდნენ – უკვე ექვსი გრძელი დღე იყო, რაც მათი ტკბი-
ლი ხმა არ სმენოდათ. კაპიტანი გროლეო კიჩოსკენ გაექანა, გზა-
დაგზა ყვირილით გასცემდა ბრძანებებს. პენტოსელთაგან ზოგი ან-
ძებს შეესია, სხვები სიხარულით ყიჟინებდნენ. მძლავრმა ბელვას-
მაც კი დაიგრგვინა და წაუცეკვა.
– ღმერთები მოწყალენი არიან! – თქვა დენიმ, – ხედავ, ჯორაჰ?
ისევ გავუდექით გზას.
– დიახ, – მიუგო მან, – მაგრამ საით, ჩემო დედოფალო?
ქარი მთელ დღეს ქროდა – თავიდან თანაბრად, აღმოსავლეთი-
დან, შემდეგ კი – წყვეტილად. მზე წითელ დაფიონში ჩაიძირა. ვეს-
ტეროსი ჩემგან ჯერაც ნახევარი ქვეყნიერების იქითაა, შეახსენა დე-
ნიმ თავისთავს, მაგრამ ყოველი საათი მაახლოებს მასთან. ცდი-
ლობდა, წარმოედგინა, რას იგრძნობდა, პირველად რომ დაინახავ-
და მიწას, რომლის მბრძანებლადაც იყო გაჩენილი. ყველა ნაპირზე
უფრო მშვენიერი ნაპირი იქნება, ვიცი. სხვაგვარად შეუძლებელია.
მაგრამ გვიან ღამით, როცა ბელერიონი წყვდიადს მიაპობდა,
დენი კი ფეხმორთხმით იჯდა თავის საწოლზე კაპიტნის კაიუტაში და
დრაკონებს აჭმევდა – ზღვაზეც კიო, ასე თქვა თავაზიანმა გროლე-
ომ, დედოფლები კაპიტნებზე უპირატესნი არიანო – კარზე მოური-
დებელი კაკუნი გაისმა. ირის საწოლის ფერხთით, იატაკზე ეძინა
(სამნი ვიწრო ტახტზე ვერ ეტეოდნენ, ამ ღამით კი ჟიქვის ჯერი იყო,
რბილ ქვეშაგებზე დაეძინა ხალესისთან ერთად), მაგრამ კაკუნმა
გააღვიძა და კარის გასაღებად წავიდა. დენიმ საბანი მოქაჩა და იღ-
ლიებქვეშ შეიკეცა. შიშველი იყო და ასე გვიან მომსვლელს არ
ელოდა.
– შემო, – თქვა მან, როდესაც გარეთ, აქანავებული ლამპრის
161
ქვეშ, სერ ჯორაჰი დაინახა.
ყარიბმა რაინდმა თავი დახარა და შემოვიდა.
– თქვენო მოწყალებავ, ბოდიში, ძილს რომ გიფრთხობ.
– არ მეძინა, სერ. შემოდი და ნახე! – დენიმ მუხლებზე დადგმუ-
ლი ჯამიდან დამარილებული ღორის ხორცი ამოიღო და მაღლა ას-
წია, ისე, მის დრაკონებს რომ დაენახათ. სამივე მშიერი თვალით მი-
აჩერდა. რეიგალმა მწვანე ფრთები გაშალა და დაუნიავა, ვისერიო-
ნი კი დენის ხელის მოძრაობას კისერს აყოლებდა და თეთრი გვე-
ლივით არხევდა.
– დროგონ, – წყნარად წარმოთქვა დენიმ, – დრაკარის, – და
ხორცი გადაუგდო. დროგონი კობრაზე უფრო სწრაფად გამოიჭრა
წინ, პირიდან ცეცხლი გასცვივდა: ნარინჯისფერი, მეწამული, შავი,
და ხორცი მანამდე შეწვა, სანამ ის დაცემას დაიწყებდა. შავი და ბას-
რი კბილები რომ მოავლო ლუკმას, რეიგალმა მისკენ წასწია თავი,
თითქოს ძმისთვის ნადავლის გამოტაცება უნდაო, მაგრამ დროგონ-
მა ჩაყლაპა და იწივლა. უფრო მომცრო მწვანე დრაკონმა იმედგაც-
რუებით დაისისინა.
– მორჩი, რეიგალ, – უთხრა გაჯავრებულმა დენიმ და თავში წა-
მოარტყა, – ამის წინა ხომ შენ გერგო. სიხარბე არ დავინახო, – მან
სერ ჯორაჰს გაუღიმა, – მაყალზე ხორცის ბრაწვა აღარ მიწევს.
– ვხედავ. დრაკარის?
ამის გაგონებაზე სამივე დრაკონმა მისკენ მიაბრუნა თავი, ვისე-
რიონმა კი ღიაოქროსფერი ცეცხლი გადმოაფრქვია და სერ ჯორაჰს
საჩქაროდ უკან დაახევინა.
დენიმ ჩაიხითხითა.
– ფრთხილად ამ სიტყვასთან, სერ, თორემ წვერს მოგატრუსა-
ვენ. ეგ მაღალ ვალირიულზე „დრაკონის ცეცხლს“ ნიშნავს. ისეთი

162
ბრძანება მინდოდა შემერჩია, შემთხვევით რომ არავის წარმოეთ-
ქვა.
მორმონტმა თავი დაუქნია.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა დენის, – შეიძლება, ორიოდ
სიტყვა გითხრა პირისპირ? – რასაკვირველია. ირი, დაგვტოვე ცოტა
ხნით, – მან ჟიქვის შიშველ მხარზე დაადო ხელი და შეანჯღრია, –
შენც, საყვარელო. სერ ჯორაჰს ჩემთან უნდა ლაპარაკი. – დიახ, ხა-
ლესი, – შიშველი ჟიქვი მთქნარებით გადმოგორდა ტახტის კიდეზე,
ხშირი შავი თმა თავის გარშემო გაბურძგვნოდა. სწრაფად ჩაიცვა და
ირის გაედევნა. დენიმ დარჩენილი ხორცი დრაკონებს მისცა, თა-
ვადვე რომ გაეყოთ ერთმანეთში ჩხუბითა და ალიაქოთით, და თავის
გვერდით საწოლს დაუტყაპუნა ხელი, – ჩამოჯექი, კარგო სერ, და
მითხარი, რა გაშფოთებს.
– სამი რამ, – სერ ჯორაჰი დაჯდა, – მძლავრი ბელვასი. ეს არ-
სტან თეთრწვერა. და ილირიო მოპატისი, ვინც ეგენი გამოგზავნა.
– ისევ? – დენიმ საბანი უფრო მაღლა აიქაჩა და ცალი კუთხე
მხარზე შემოიგდო, – და რატომ?
– ქართში გრძნეულებმა გითხრეს, რომ სამჯერ გიღალატებდნენ
– გაახსენა ყარიბმა რაინდმა. ვისერიონი და რეიგალი ერთმანეთს
კბენდნენ და კაწრავდნენ.
– ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ ოქროსთვის და ერთხელ
სიყვარულისთვის, – დენის ყველაფერი კარგად ახსოვდა, – პირვე-
ლი მირი მაზ დური იყო.
– რაც ნიშნავს, რომ ორი მოღალატე აწი გელის... ამასობაში ეს
ორიც გამოჩნდა. და ეს მაშფოთებს, დიახაც. არ დაგავიწყდეს, რო-
ბერტი ლორდობას იძლეოდა შენს მოკვლაში. დენი წინ გადაიხარა
და ვისერიონს კუდზე დაქაჩა, მწვანე ძმისთვის რომ მოეცილებინა.
მკერდიდან საბანი ჩამოუცურდა, დენიმ სასწრაფოდ დასტაცა ხელი
163
და ისევ მოიფარა, – უზურპატორი მკვდარია, – წარმოთქვა მან.
– მაგრამ მის ნაცვლად მისი ძე მეფობს, – სერ ჯორაჰი დენის
თვალებში ჩააცქერდა, – ერთგული ძე კი ყოველთვის იხდის მამის
ვალებს. სისხლის ვალსაც კი.
– იმ ბიჭს, ჯოფრის, შეიძლება, კიდევაც უნდოდეს ჩემი სიკვდი-
ლი... თუ გაახსენდა, ცოცხალი რომ ვარ. მაგრამ რა შუაში არიან
ბელვასი და არსტანი? ბერიკაცი ხმალსაც კი არ ატარებს. ხომ გინა-
ხავს.
– დიახ. და ისიც მინახავს, იმ თავის კვერთხს რა მარჯვედ იქნევს.
გახსოვს, როგორ მოკლა ის მანტიკორა ქართში? ყელსაც ასევე იო-
ლად ჩაგილეწავდა.
– კი, მაგრამ ხომ არ ჩამილეწა. წესით, იმ შხამიან მანტიკორას
უნდა მოვეკალი. მან კი გადამარჩინა.
– ხალესი, აზრად თუ მოგსვლია, რომ ეგ თეთრწვერა და ბელვა-
სი შეიძლება, შეკრულები იყვნენ მკვლელთან? იქნებ, შენი ნდობის
მოსაპოვებლად შეითქვნენ?
დენის უცაბედ გაცინებაზე დროგონი ასისინდა, ვისერიონი კი
ილუმინატორის თავზე გადებულ ქანდარაზე შეფართხუნდა.
– მათმა შეთქმულებამ გაჭრა.
ღარიბ რაინდს არ ეცინებოდა.
– ეს ილირიოს გემებია, ილირიოს კაპიტნები, ილირიოს მეზ-
ღვაურები... და მძლავრი ბელვასი და არსტანიც მისი ხალხია, შენი
კი არა.
– მაგისტრი ილირიო წარსულშიც მმფარველობდა. მძლავრი
ბელვასი ამბობს, ტიროდა, შენი ძმის სიკვდილი რომ შეიტყოო.
– ჰო, – მიუგო ჯორაჰმა, – მაგრამ ვისერისის ბედი ატირებდა თუ
ის გეგმები ანაღვლებდა, მასზე რომ დააწყო?

164
– გეგმების შეცვლა არ დასჭირდება. მაგისტრი ილირიო ტარგა-
რიენების მეგობარია, თანაც მდიდარია...
– ის მდიდრად არ დაბადებულა. როგორც ვხედავ, სიკეთის თეს-
ვით ამქვეყნად არავინ მდიდრდება. გრძნეულებმა თქვეს, მეორე
ღალატი ოქროსთვის იქნებაო. რა უყვარს ილირიო მოპატისს ოქ-
როზე მეტად?
– თავისი ტყავი, – კაიუტის მეორე მხარეს დროგონი შეინძრა და
ხახიდან ორთქლი გამოუშვა, – მირი მაზ დურმა მიღალატა. ამის გა-
მო მე იგი ცოცხლად დავწვი. – მირი მაზ დური შენს ხელთ იყო. პენ-
ტოსში შენ იქნები ილირიოს ხელში. ეს სულ სხვა რამაა. მაგისტრს
მე შენსავით კარგად ვიცნობ. ცბიერი კაცია, და ჭკვიანი... – რკინის
ტახტის მოპოვება თუ მინდა, გვერდში ჭკვიანი ხალხი მჭირდება.
სერ ჯორაჰმა ჩაიფრუტუნა.
– ის სირაჯიც ჭკვიანი იყო, შენი მოწამვლა რომ უნდოდა. ჭკვიანი
კაცები პატივმოყვარულ გეგმებს აწყობენ ხოლმე.
დენიმ ფეხები საბნის ქვეშ შეიკეცა.
– შენ დამიცავ. შენ და ჩემი სისხლისმიერი მხედრები.
– ოთხი კაცი? ხალესი, შენ ამბობ, რომ ილირიო მოპატისს ძალი-
ან კარგად იცნობ და დავუშვათ, ეს ასეა. მაგრამ ამავე დროს ჯიუტად
იახლოებ ადამიანებს, რომლებზეც საერთოდ არაფერი იცი, იმ გა-
ბერილი საჭურისის და ამქვეყნად ყველაზე ბებერი საჭურველ-
თმტვირთველის არ იყოს. პაიატ პრი და ზარო ზოან დაქსოსი მაინც
გამოგადგეს გაკვეთილად.
ჩემთვის კეთილი უნდა, გაიფიქრა დენიმ. რასაც კი აკეთებს, სიყ-
ვარულის გამო აკეთებს.
– მე მგონია, რომ დედოფალი, რომელიც არავის ენდობა, და დე-
დოფალი, ყველას რომ ენდობა, ერთნაირი სულელები არიან. მარ-
თალია, საფრთხილოა ყველა, ვისაც კი ჩემს სამსახურში ვიღებ, მე
165
ეს მესმის; მაგრამ როგორ უნდა მოვიპოვო შვიდი სამეფო ასეთი
საფრთხეების გარეშე? ვესტეროსს ერთი ყარიბი რაინდისა და სამი
დოთრაკი სისხლისმიერი მხედრის ამარა ხომ ვერ დავიპყრობ?
რაინდმა ჯიუტად მოკუმა პირი.
– შენი გზა სახიფათოა, არ უარვყოფ. მაგრამ ბრმად თუ მიენდო-
ბი ყველა ცრუპენტელას და ხრიკების მხლართავს, ვინც კი გზად გა-
დაგეყრება, მაშინ შენც შენი ძმის ბედი გეწევა.
დენი გააბრაზა მისმა სიკერპემ.
– მძლავრ ბელვასს საკუთარ საუზმემდე მისაღწევი ხრიკებიც
ვერ დაუხლართავს. ან არსტან თეთრწვერამ რა ტყუილები მითხრა?
– იგი ის არაა, რადაც თავს გაჩვენებს. იმაზე თამამად გელაპა-
რაკება, ვიდრე ნებისმიერი საჭურველთმტვირთველი გაგიბედავდა.
– ჩემი ბრძანებით მელაპარაკა ასე პირდაპირ. ჩემს ძმას იცნობ-
და.
– შენს ძმას უამრავი ხალხი იცნობდა. თქვენო მოწყალებავ, ვეს-
ტეროსში მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური მცირე საბჭოს წევრია და
მეფეს რჩევით და ხმლით ერთნაირად ემსახურება. თუ მე პირველი
ვარ შენს ქეშიკთა შორის, გევედრები, მიგდე ყური. მეც მაქვს გეგმა
შენთვის.
– აბა? მითხარი.
– ილირიო მოპატისს უნდა, პენტოსში გიყოლიოს, თავის ჭერ-
ქვეშ. ძალიანაც კარგი, წადი მასთან... მაგრამ მაშინ, როცა შენ მო-
გინდება, და თან, მარტო არა. ვნახოთ, რამდენად ერთგული და
მორჩილები არიან ეს შენი ახალი მსახურები. გროლეოს უბრძანე,
გემი მონებით მოვაჭრის ყურისკენ მიაბრუნოს.
დენი ამ გეგმამ სრულიადაც არ აღაფრთოვანა. რაც კი რამ გა-
ეგო ადამიანებით ვაჭრობაზე იუნკაიში, მირინსა თუ ასტაპორში, –
ამ დიდ მონათმფლობელურ ქალაქებში, – ყველაფერი ძრწოლას
166
ჰგვრიდა.
– მონებით მოვაჭრის ყურეში რა დამრჩენია?
– ლაშქარი, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – მძლავრი ბელვასი ასე ძა-
ლიან თუ მოგწონს, მაგისნაირი ასობით იშოვი მირინის საბრძოლო
ხაროებში... მაგრამ მე აფრებს ასტაპორისკენ მივმართავდი. ასტა-
პორში შეუბღალავნი შეგიძლია იყიდო.
– მონები, ბრინჯაოს წაწვეტებული ქუდებით რომ დადიან? – დე-
ნის ნანახი ჰყავდა შეუბღალავი მცველები თავისუფალ ქალაქებში,
მაგისტრებს, არქონტებსა და დინასტებს რომ ეყენათ ჭიშკრებთან, –
შეუბღალავნი რად მინდა? ცხენზე ჯდომაც კი არ იციან, და უმეტესო-
ბა სქელია.
– ის შეუბღალავნი, პენტოსში და მირში რომ გეყოლება ნანახი,
შინა დაცვა იყო. ეგ იოლი სამსახურია, საჭურისები კი ყოველთვის
არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილი. ერთადერთ სიამედ ჭამაღა დარ-
ჩენიათ. ყველა შეუბღალავზე რამდენიმე შინა მონის მიხედვით იმ-
სჯელო – ეგ იგივეა, ყველა საჭურველთმტვირთველი არსტან თეთ-
რწვერასნაირი გეგონოს, თქვენო მოწყალებავ. გსმენია ქოჰორელი
სამი ათასის ამბავი?
– არა, – დენის საბანი მხრიდან ჩამოუცურდა და უკანვე დააბრუ-
ნა.
– ეს ოთხასი თუ მეტი წლის წინ მოხდა, როცა დოთრაკები პირ-
ველად მოჭენდნენ აღმოსავლეთიდან, გზად შემხვედრი ყველა ქა-
ლაქის ძარცვით და რბევით. მათ ხალს ტემო ერქვა. მისი ხალასარი
სიმრავლით დროგოსას ვერ შეედრებოდა, თუმცა ისიც კარგა დიდი
იყო. ორმოცდაათი ათასი მაინც იქნებოდნენ. ამათგან ნახევარი
ნაწნავიანი მეომრები იყვნენ და თმაში ზანზალაკები ებათ.
ქოჰორელებმა იცოდნენ დოთრაკების მოახლოების შესახებ.

167
მათ გაამაგრეს გალავანი, ქალაქის საკუთარ მცველთა რიცხვი გაა-
ორმაგეს და, ამის გარდა, ორი თავისუფალი რაზმი დაიქირავეს:
კაშკაშა ალმები და მეორე ძენი. მერე დაფიქრდნენ და ასტაპორშიც
გაგზავნეს ხალხი სამი ათასი შეუბღალავის საყიდლად. მაგრამ იქი-
დან ქოჰორში დაბრუნებას კარგა ხანი სჭირდებოდა. ქალაქს მიახ-
ლოებულებმა კვამლისა და მტვრის ბუღი დაინახეს და ბრძოლის
შორეული გუგუნი მოესმათ. შეუბღალავებმა ქალაქს რომ მიაღწიეს,
მზე უკვე ჩასული იყო. გალავნის ძირას მგლები და ყვავები ნადი-
მობდნენ ქოჰორელთა მძიმე კავალერიის ნეშტებზე. კაშკაშა ალმე-
ბი და მეორე ძეები გაქცეულიყვნენ, როგორც საერთოდ ქირით მებ-
რძოლებს სჩვევიათ, როდესაც მოწინააღმდეგე შეუდარებლად
ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე. დაბნელებისას დოთრაკებმა საკუ-
თარ ბანაკებს მიაშურეს დასალევად, საცეკვაოდ და სანადიმოდ,
მაგრამ არავინ ეჭვობდა, რომ დილას დაბრუნდებოდნენ, დალეწავ-
დნენ ქალაქის კარს, გალავანს აიღებდნენ და იალაფებდნენ, გააბა-
ხებდნენ, დაიმონებდნენ, როგორც მოესურვებოდათ.
მაგრამ, რომ ინათა და ტემო და მისი სისხლისმიერები ხალა-
სარს ბანაკიდან გამოუძღვნენ, ქალაქის კართან შავი თხის დროშე-
ბის ქვეშ სამი ათასი შეუბღალავი დახვდათ დარაზმული. ასე მცირე
რაზმს სულ იოლად შემოუვლიდნენ გვერდებიდან, მაგრამ დოთრა-
კებს ხომ იცნობ? დამხვდურები ხომ ქვეითები იყვნენ, ქვეითები კი
აუცილებლად უნდა გადათქერო.
დოთრაკებმა შეუტიეს. შეუბღალავებმა ფარები შეატყუპეს, შუბე-
ბი დახარეს და გაუძლეს ოცი ათასი აყვირებული, ნაწნავიანი მხედ-
რის შელეწვას.
თვრამეტჯერ შეასკდნენ დოთრაკები და თვრამეტჯერ დაილეწ-
ნენ იმ ფარებსა და შუბებზე, როგორც ზღვის ტალღები კლდოვან ნა-
პირზე. სამჯერ გაგზავნა ტემომ თავისი მშვილდოსნები და ისრები
168
წვიმდა სამი ათასის თავზე, მაგრამ შეუბღალავებმა მხოლოდ ასწიეს
ფარები და თავზე გადაიფარეს. ბოლოს მათგან ექვსი ასეულიღა
დარჩა... მაგრამ იმ ველზე თორმეტ ათასზე მეტი დოთრაკი დაეცა,
მათ შორის – ხალი ტემო, მისი სისხლისმიერები, მისი კოები და მისი
ყველა ძე. მეოთხე დღეს დილით ახალი ხალი გადარჩენილებს ქა-
ლაქის კართან მიუძღვა საპატიო მსვლელობით. ყოველმა მამაკაც-
მა სათითაოდ მოიჭრა ნაწნავი და სამი ათასის ფერხთით დააგდო.
მას მერე ქოჰორის ქალაქის დაცვა მხოლოდ შეუბღალავებისგან
შედგება, ყოველ მათგანს ხელთ უპყრია მაღალი შუბი, რომელზეც
ადამიანის თმის ნაწნავი ჰკიდია. აი, რას იპოვი ასტაპორში, თქვენო
მოწყალებავ. იქ გადმოდი ნაპირზე და პენტოსში ხმელეთით გასწიე.
ჰო, უფრო დიდხანს მოუნდები... მაგრამ, მაგისტრ ილირიოსთან
პურს რომ გატეხ, ზურგს ათასი ხმლოსანი გაგიმაგრებს, და არა მხო-
ლოდ ოთხი.
ჭკვიანურიაო, გაიფიქრა დენიმ, მაგრამ...
– ათას მონა ჯარისკაცს რით ვიყიდი? ერთადერთი ძვირფასი
ნივთი, რაც გამაჩნია, ის გვირგვინია, ტურმალინის საძმომ რომ მა-
ჩუქა.
– დრაკონები ასტაპორშიც ისეთივე საოცრება იქნება, როგორც
ქართში იყო. იქნებ, მონებით მოვაჭრეებმა ქართელებივით აგავსონ
საჩუქრებით. თუ არა და... ამ გემებზე მარტო შენი დოთრაკები და
მათი ცხენები კი არ არიან. ქართში ისინი სავაჭრო საქონლითაც და-
იტვირთნენ, მე თავად ჩავედი ტრიუმებში და ვნახე. აბრეშუმის ქსო-
ვილის თოფები და ვეფხვის ტყავის ბარდანები, ქარვისა და ნეფრი-
ტის ნაკეთობები, საფირონი, მური... მონები იაფი ღირს, თქვენო
მოწყალებავ. ვეფხვის ტყავი კი ძვირია.
– ეს ილირიოს ვეფხვის ტყავებია.
– ილირიო კი ტარგარიენების მეგობარია.
169
– მით უმეტეს, ხომ არ გავძარცვავ.
– რა საჭიროა მდიდარი მეგობრები, თუ ისინი საკუთარ სიმდიდ-
რეს არ მოგახმარენ, ჩემო დედოფალო? მაგისტრი ილირიო ამაზე
უარს თუ გეტყვის, ესე იგი, ისიც ზარო ზოან დაქსოსია, ოღონდ ოთ-
ხღაბაბიანი. და თუ გულწრფელად ერთგულია შენი საქმისა, მაშინ
სამ გემ სავაჭრო საქონელს არ დაგიჭერს. უკეთესში რაში მოიხმარს
ამ ვეფხვის ტყავებს, ვიდრე შენი ჯარის საფუძვლის ჩაყრაა?
მართალია. დენის სულ უფრო და უფრო იპყრობდა აღტაცება.
– ასე შორ სავალზე ბევრი ხიფათი დაგვხვდება...
– ხიფათი ზღვასაც აქვს. სამხრეთ გეზზე მეკობრეები თარეშო-
ბენ, ვალირიის ჩრდილოეთით კი მბოლავ ზღვას დემონები აშფოთე-
ბენ. მორიგმა ქარიშხალმა შეიძლება, ერთმანეთს დაგვაცილოს ან
დაგვძიროს, შეიძლება, კრაკენმა ჩაგვითრიოს... ან შეიძლება, ისევ
წყნარ ამინდში მოვყვეთ და წყურვილით დავიხოცოთ ქარის ლო-
დინში. ფეხით სვლისას სხვა ხიფათები გველის, დედოფალო, მაგ-
რამ არა უარესი.
– და კაპიტანმა გროლეომ უარი რომ თქვას გადახვევაზე? ან არ-
სტანი, მძლავრი ბელვასი – ისინი რას იზამენ?
სერ ჯორაჰი წამოდგა.
– იქნებ, სწორედ დროა, ეგ გაარკვიო.
– ჰო! – გადაწყვიტა დენიმ, – ეგრე ვიზამ! – მან საბანი გადაიგდო
და საწოლიდან ჩამოხტა, – ახლავე ვნახავ კაპიტანს და ვუბრძანებ,
ასტაპორისკენ გასწიოს, – სკივრისკენ დაიხარა, სახურავი ახადა და
ხელში მოყოლილი პირველივე სამოსი, ფართხუნა ქვიშაბრეშუმის
შარვალი ამოიტაცა, – მომაწოდე ჩემი მონეტებიანი ქამარი, – უბ-
რძანა ჯორაჰს და ქვიშაბრეშუმი თეძოებზე ამოიწია, – და ჩემი ჟი-
ლეტი... ამის თქმისას შემობრუნდა.
სერ ჯორაჰმა მკლავები მოხვია.
170
– ოჰ, – დენიმ სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რაინდმა მი-
იზიდა და ბაგით ბაგეზე დაეწაფა. ოფლის, მარილის და ტყავის სუნი
ჰქონდა, მისი ჟილეტის რკინის მოქლონები კი შიშველ მკერდზე მი-
ეჭირა, როდესაც კაცმა ტანზე მიიკრა. ერთი ხელი მხრებზე ჰქონდა
მოხვეული, მეორე კი ზურგზე ჩაუცურა, და ქალმა პირი გააღო, თუმ-
ცა სულაც არ აპირებდა. ჩხვლეტია წვერი აქვს, გაიფიქრა, თუმცა
ტკბილი ბაგე. დოთრაკები წვერს არ იზრდიდნენ, მხოლოდ გრძელი
ულვაშები ჰქონდათ, და დენისთვის აქამდე მხოლოდ ხალ დროგოს
ეკოცნა. ჯორაჰი ამას არ უნდა სჩადიო. დეს. მისი დედოფალი ვარ,
მისი ქალი კი არა.
კოცნა ხანგრძლივი იყო, თუმცა დენი ვერ იტყოდა, რამდენ ხანს
გაგრძელდა. რომ დასრულდა, სერ ჯორაჰმა მას ხელი უშვა და დე-
ნიმ სწრაფად დაიხია უკან. – შენ... არ უნდა...
– არ უნდა მეცადა ამდენ ხანს, – სიტყვა ჩამოართვა რაინდმა, –
ქართში უნდა მეკოცნა, ვაის ტოლოროში. წითელ უდაბნოში უნდა
მეკოცნა, ყოველღამ, ყოველდღე.
შენ დაბადებული ხარ, რათა გკოცნონ, ხშირად, კარგად, – მკერ-
დიდან თვალს ვერ წყვეტდა.
დენიმ ხელები აიფარა, სანამ კერტები გასცემდნენ.
– მე... არ შეგშვენის. მე შენი დედოფალი ვარ.
– ჩემი დედოფალი, – დაუდასტურა რაინდმა, – და ყველაზე მა-
მაცი, საყვარელი და უმშვენიერესი ქალი ხარ, ვინც კი მინახავს. დე-
ნერის...
– თქვენო მოწყალებავ!
– თქვენო მოწყალებავ, – დაუთმო რაინდმა, – დრაკონს სამი
თავი აქვს, გახსოვს? მას მერე, რაც ეს გაიგე მტვრის სახლის გრძნე-
ულებისგან, ამაზე იმტვრევდი თავს. აი, რას ნიშნავს ეს: ბელერიონ-
ზე, მერექსისსა და ვეიგარზე ეაგონი, რეინისი და ვისენია სხედან.
171
ტარგარიენების სამთავა დრაკონი – ეს სამი დრაკონი და სამი მხე-
დარია.
– ჰო, – უთხრა დენერისმა, – მაგრამ, ჩემი ძმები დაიხოცნენ.
– რეინისი და ვისენია ეაგონის ცოლებიც იყვნენ, არა მხოლოდ
მისი დები. ძმები არ გყავს, მაგრამ ქმრები შეგიძლია შეირთო. და
მართალს გეტყვი, დენერის, მთელ ქვეყნიერებაზე არ მოიპოვება კა-
ცი, რომელიც ჩემსავით ერთგული იქნებოდა შენი.
ბრანი
ქედი ციცაბოდ მაღლდებოდა, კლდისა და მიწის გრძელ ნაკეცად
იყო გაწოლილი და კლანჭის ფორმა ჰქონდა. ფერდობებს ქვემო ნა-
წილში ხეები მოჰბღაუჭებოდნენ, – ფიჭვები, კუნელი და იფანი, –
მაგრამ უფრო მაღლა მიწა შიშველი იყო, ქედის თხემი მკვეთრად იკ-
ვეთებოდა ღრუბლიან ცაზე.
გრძნობდა, როგორ ეძახდა მაღალი კლდე. აღმა მირბოდა, თა-
ვიდან მსუბუქად მინავარდობდა, მერე უფრო სწრაფი, უფრო მაღა-
ლი კამარებით მიიწევდა წინ. მისი ძლიერი ფეხები აღმართს ნთქავ-
დნენ. მისი ჩაქროლებისას თავზემოთ ტოტებიდან ჩიტები ფრთხე-
ბოდნენ, ფართხუნით იჭრებოდნენ ცაში. ესმოდა, როგორ მღეროდა
ქარი ფოთლებს შორის, როგორ ექაქანებოდნენ ერთმანეთს ციყვე-
ბი, ხეების ქვეშ დაცემული რკოს ხმაც კი ესმოდა. სუნები მღეროდ-
ნენ მის გარშემო, ეს სიმღერა პირთამდე ავსებდა ამ მშვენიერ, მწვა-
ნე ქვეყნიერებას. თათების ქვეშიდან ხვინჭა დასცვივდა, ბოლო რამ-
დენიმე ფუტი რომ დაძლია და თხემზე შედგა. მაღალი ფიჭვების თავ-
ზე უზარმაზარი, წითელი მზე ეკიდა, მის ქვემოთ კი ხეები და გორა-
კები იშლებოდნენ, იშლებოდნენ, სადამდეც კი მისი თვალი თუ
ყნოსვა სწვდებოდა. შორს, მაღლა ქორი კრავდა ირაოს, მუქად აჩ-
ნდა ვარდისფრად შეფაკლულ ცას. პრინცო. თავში ანაზდად შემოეჭ-

172
რა ადამიანის ხმა, თუმცა გრძნობდა, სწორად ეძახდა. მწვანის პრინ-
ცი, მგლისტყის პრინცი. ძლიერი, სწრაფი და მძვინვარე იყო და ყვე-
ლაფერი, რაც კი ცხოვრობდა ამ მშვენიერ მწვანე სამყაროში, მის
წინაშე შიშით თრთოდა. დაბლა, ტყის ძირას, რაღაც შეინძრა ხეებს
შორის. ნაცრისფრად გაიელვა, წამით გაკრთა და ისევ გაქრა, მაგ-
რამ ეს კმაროდა, ყურები რომ დაეცქვიტა. იქ, დაბლა, სწრაფი მწვა-
ნე ნაკადის პირას სხვა გაქცეული სხეულიც დალანდა. იცოდა,
მგლები იყვნენ. მისი პატარა ნათესავები, მსხვერპლს რომ ჩასდგო-
მოდნენ კვალში. ახლა პრინცი სხვებსაც ხედავდა, ქარის ფეხებზე
შემდგარ აჩრდილებს. ხროვაა. ოდესღაც მასაც ჰყავდა თავისი ხრო-
ვა. ხუთნი იყვნენ, და მეექვსეც, განზე რომ ეჭირა თავი. სადღაც
ღრმად მის არსებაში ცოცხლობდა ხმები, ადამიანებმა რომ მიანი-
ჭეს თითოეულს ერთმანეთისგან გასარჩევად, მაგრამ მათ ამ ხმების
ჟღერადობით როდი არჩევდა. მათი სუნები ახსოვდა, თავისი და-
ძმის სუნები. ყველას ერთმანეთის მსგავსი სუნი ჰქონდა; ხროვის სუ-
ნი, მაგრამ იმავდროულად, თითოეული მაინც განსხვავდებოდა მე-
ორისგან.
პრინცი გრძნობდა, რომ მისი ავი ძმა, მოგიზგიზე მწვანე თვალე-
ბი რომ ჰქონდა, ახლოს იყო, თუმცა უკვე ბევრ ნადირობას ჩაევლო
ისე, რომ არსად გადაჰყრია. მაგრამ მზის ყოველი ჩასვლა მასთან
უფრო და უფრო აშორებდა, ეს კი ბოლო ძმა იყო. დანარჩენები
შორს გაფანტულიყვნენ, ქარაშოტით გატაცებული ფოთლების და-
რად. თუმცა ზოგჯერ გრძნობდა მათ, თითქოს ჯერაც მის გვერდით
ყოფილიყვნენ და მხოლოდ ლოდის უკან ან ხეების სიხშირის მიღმა
მიჰფარებოდნენ თვალს. მათი სუნი არ სცემდა, არც მათი ყმუილი
ესმოდა ღამღამობით, თუმცა ზურგს უკან მათ ყოფნას გრძნობდა...
ყველას, იმ დის გარდა, რომელიც დაკარგეს. მის გახსენებაზე კუდი

173
დაუშვა. ახლა ოთხნი არიან, ხუთნი აღარ. ოთხნი და ერთიც – თეთ-
რი, უხმო. ეს ტყე მათი იყო, ეს თოვლიანი ფერდობები და კლდოვანი
გორაკები, მაღალი მწვანე ფიჭვები და ოქროსფოთლიანი მუხები,
სწრაფი ნაკადები და თეთრი ჭირხლით შემოქობილი ლურჯი ტბები.
მაგრამ მისმა დამ მიატოვა ტყე-ღრე, კაცის ხელით ნაშენები კლდის
დარბაზებში დასახლდა, სადაც სხვა მონადირეები მბრძანებლობ-
დნენ, იმ დარბაზებში შესულისთვის კი ძნელი იყო გზის უკან გამოკ-
ვლევა.
მგელ-პრინცს ეს ახსოვდა.
ქარმა უეცრად პირი იცვალა.
ირემი, შიში და სისხლი. მსხვერპლის სუნმა შიმშილი გაუღვივა.
პრინცმა ისევ მოყნოსა ჰაერი, მიბრუნდა და ადგილს მოსწყდა, ნა-
ვარდით გაუყვა ქედის თხემს, ნახევრად ღია ხახით. ქედის მეორე
ფერდი უფრო ციცაბო იყო, ვიდრე ის, რომელსაც ამოუყვა, მაგრამ
იგი შეუცდომელი ნაბიჯით გადაქროდა ქვებიდან ფესვებზე, ძირს
დაფენილ ნეშოზე, დაღმა ფერდზე და ხეებს შორის, გრძელი კამარე-
ბით მიიკეცავდა მანძილს. სუნი იზიდავდა, აჩქარებდა.
რომ მიაღწია, ირემი დაბლა ეგდო და კვდებოდა. გარს პრინცის
რვა მომცრო, რუხი ნათესავი ეხვია. ხროვის წინამძღოლები უკვე ჭა-
მას შესდგომოდნენ – ხვადი და მისი ძუ, რიგრიგობით გლეჯდნენ
ხორცს მსხვერპლის წითლად მოთხვრილი მუცლიდან. დანარჩენე-
ბი მოთმინებით იცდიდნენ, მხოლოდ ნაბოლარა დასუნსულებდა
მოუსვენრად სხვებისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, თავდახ-
რილი და კუდამოძუებული. ის ყველაზე ბოლოს შეჭამდა, იმას, რაც
მის ძმებს გადარჩებოდათ.
პრინცი ქარის საწინააღმდეგოდ მორბოდა, ამიტომ ვერ იყნო-
სეს, სანამ მათი ნადიმიდან ექვსი ნაბიჯის მოშორებით წაქცეულ
მორზე არ შეხტა. პირველად ნაბოლარამ შენიშნა, საწყალობლად
174
დაიწკნავლა და გაიძურწა. მისი თანახროველები ხმისკენ მობრუნ-
დნენ და ღრენით დაკრიჭეს კბილები, ყველამ, წინამძღოლი ხვადი-
სა და ძუს გარდა.
მგელსაზარამ მათ ღრენას ხმადაბალი გამაფრთხილებელი
ღრენით უპასუხა და თავადაც გამოაჩინა კბილები. თავის ნათესა-
ვებზე უფრო მსხვილი იყო, ძვალტყავა ნაბოლარას ორჯერ აღემატე-
ბოდა, წინამძღოლებს – ერთნახევარჯერ. შუა გუნდში ჩახტა და სამი
მათგანი მაშინვე შედრკა, ბუჩქებში გაუჩინარდა. ერთმა კი კბილე-
ბის კაპუნით შეუტია. შეტევას პირისპირ დაუხვდა, მგლის ფეხი ყბებ-
ში მოიგდო და აწკმუვლებული, დაკოჭლებული, გვერდზე მოისრო-
ლა.
ამის მერე მოწინააღმდეგედ წინამძღოლიღა დარჩა, ზორბა რუხი
ხვადი, დრუნჩზე მსხვერპლის ახალი სისხლი რომ ეცხო. დრუნჩის
ბალანში თეთრიც გარეოდა, ჩანს, ხნიერიც იყო, მაგრამ, ხახა რომ
დააღო, მტკიცე, ქათქათა კბილებიდან დასდინდა წითელი დორ-
ბლი.
არ ეშინია, გაიფიქრა პრინცმა, ჩემსავით. კარგი ბრძოლა გამოვა
ერთმანეთს ეძგერნენ.
დიდხანს იბრძოდნენ, ერთად გორავდნენ ამოჩრილ ფესვებსა და
ქვებზე, ნეშოსა და მსხვერპლის გაშლილ შიგნეულზე, ეშვებით და
კლანჭებით ფლეთდნენ ერთმანეთს, შორდებოდნენ, წრეზე ბრუნავ-
დნენ, მერე ისევ ეცემოდნენ ერთმანეთს. პრინცი უფრო დიდი და
ბევრად ღონიერი იყო, მაგრამ ხნიერს ხროვა ჰყავდა. ძუ არ შორდე-
ბოდათ, ჰაერს ყნოსავდა, იღრინებოდა და რამდენჯერაც მისი მეწ-
ყვილე გასისხლიანებული მოსწყდებოდა მეტოქეს, იმდენჯერ შუაში
უხტებოდათ. დროდადრო სხვა მგლებიც ეძგერებოდნენ ხოლმე და
მათგან გატრიალებულ პრინცს ხან ფეხზე კბენდნენ, ხან – ყურზე.

175
ერთმა ისე გააბრაზა, რომ შავ რისხვად მიუბრუნდა და ყელი გამო-
ღადრა. ამის მერე სხვები აღარ ეკარებოდნენ.
და როცა მწვანე და ოქროვან ტოტებში მზის ბოლო წითელი სხი-
ვები ჩამოიწურა, სწორედ იმ დროს, ხნიერი მგელი ქანცგაცლილი
დაწვა მიწაზე, გვერდზე გადაგორდა, და დაუცველი ყელი და მუცე-
ლი მიუშვირა. ეს მორჩილებას ნიშნავდა.
პრინცმა დაყნოსა და ბეწვიდან სისხლი აულოკა. ბებერმა მგელ-
მა ჩუმად რომ დაიწკმუვლა, მგელსაზარამ მისგან თავი იბრუნა ძა-
ლიან შიოდა მსხვერპლი კი მისი იყო. – ჰოდორ.
უეცარი ხმის გაგონებაზე შეჩერდა და დაიღრინა მგლები უყუ-
რებდნენ მწვანე და ყვითელი თვალებით, რომლებშიც დღის ბოლო
შუქი ირეკლებოდა. არც ერთს ხმა არ გაუგონია. ეს უცნაური ქარი
მხოლოდ მის ყურში უბერავდა დრუნჩი ირმის მუცელში ჩარგო და
დიდი ლუკმა გამოგლიჯა – ჰოდორ, ჰოდორ.
არა, გაიფიქრა. არა, არ მინდა. ეს ბიჭის ფიქრი იყო, მგლის არა
მის გარშემო ტყე მუქდებოდა, ბოლოს მხოლოდ ხეთა ჩრდილები და
მისი ნათესავების თვალთა ელვარება დარჩა. ხოლო იმ თვალების
მიღმა და უკან დაინახა დიდი კაცის მოღიმარი სახე და ქვის თაღო-
ვანი ოთახი, რომლის კედლებიც გვარჯილით იყო დალაქავებული.
ენიდან გაუქრა სისხლის მსუყე, თბილი გემო. არა, არა, ნუ, ჭამა მინ-
და, მე მინდა... – ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ, – გა-
აბა ჰოდორმა, თან მის მხარზე ედო ხელი და ფრთხილად ანჯღრევ-
და, წინ-უკან, წინუკან ცდილობდა, ნაზად ექნა, როგორც ყოველ-
თვის, მაგრამ ჰოდორი შვიდი ფუტის სიმაღლის იყო და ძალებს ვერ
ზომავდა, ამიტომ მისი უზარმაზარი ტორები ბრანს კბილს კბილზე
არაკუნებინებდა. – არა! – უყვირა ბრაზით, – ჰოდორ, შემეშვი, აქ
ვარ, აქ ვარ!
შეცბუნებული ჰოდორი გაჩერდა.
176
– ჰოდორ?
ტყე და მგლები გაქრა. ბრანი უკან დაბრუნდა, რომელიღაც უძვე-
ლესი, ათასი წლის წინ მიტოვებული საგუშაგო კოშკის ნესტიან სარ-
დაფში. ახლა კოშკიც აღარ ეთქმოდა. ჩამოცვენილ ქვებსაც კი ისე
მოსდებოდა ხავსი და სურო, რომ დანახვა გაგიჭირდებოდა, სანამ
ზედ არ წაადგებოდი. ბრანმა აქაურობას დაქცეული კოშკი დაარქვა;
თუმცა სარდაფში ჩასასვლელი მირამ იპოვა.
– ძალიან დიდი ხნით იყავი წასული, – ჟოჟენ რიდი ცამეტისა
იყო, ბრანზე სულ რაღაც ოთხი წლით უფროსი. დიდად არც სიმაღ-
ლით აღემატებოდა, იქნებ ორი თუ სამიოდ გოჯით, მაგრამ ისეთი სე-
რიოზული ლაპარაკი იცოდა, უფრო დიდი და ბრძენი ჩანდა, ვიდრე
იყო. ვინტერფელში ბებერმა ნენმა მას „პატარა ბაბუ“ შეარქვა.
ბრანმა წარბშეკვრით შეხედა.
– მინდოდა, მეჭამა.
– მირა მალე დაბრუნდება და ვახშამს მოიტანს.
– ბაყაყები ყელში ამომივიდა, – მირა ყელის მცხოვრები ბაყაყი-
ჭამია იყო, ასე რომ, ბრანი ვერ დაემდურებოდა ამდენი ბაყაყის ჭე-
რის გამო, მაგრამ მაინც... – ირმის ჭამა მინდოდა, – წამით გაახსენ-
და მისი გემო, სისხლი და უმი, მსუყე ხორცი, და პირი მოუწყლიანდა.
ვიბრძოლე მის მოსაპოვებლად და გავიმარჯვე. გავიმარჯვე. – ხეები
მონიშნე? – ბრანი გაწითლდა. ჟოჟენი ყოველთვის ავალებდა რაღა-
ცის გაკეთებას, როცა მესამე თვალი გაეხსნებოდა და ზაფხულის
ტყავში ჩასახლდებოდა ხოლმე. ხის ქერქის მოფხოჭნას, კურდღლის
დაჭერას და შეუჭმელად უკან მოტანას, ქვების მწკრივად დალაგე-
ბას. სისულელეები.
– დამავიწყდა.
– შენ სულ გავიწყდება.

177
მართალი იყო. ბრანი აპირებდა ჟოჟენის დავალების შესრულე-
ბას, მაგრამ, მგელი რომ ხდებოდა, ეს რაღაცები მნიშვნელოვანი
აღარ ეჩვენებოდა. ყოველთვის იყო რამე სანახავი და საყნოსი, მთე-
ლი მწვანე სამყარო წინ ეშლებოდა სანადიროდ. და სირბილი შეეძ-
ლო! არაფერი იყო სირბილზე უკეთესი, მსხვერპლის კვალში სირბი-
ლის გარდა. – პრინცი ვიყავი, ჟოჟენ, – უთხრა უფროს ბიჭს, – ტყე-
ების პრინცი.
– ხარ კიდევაც პრინცი, – რბილად შეახსენა ჟოჟენმა, – გახსოვს,
არა? მითხარი, ვინ ხარ.
– ხომ იცი, – ჟოჟენი მისი მეგობარი და მასწავლებელი იყო, მაგ-
რამ ზოგჯერ ბრანს მისი ცემა უნდებოდა.
– მინდა, წარმოთქვა ეგ სიტყვები. მითხარი, ვინ ხარ.
– ბრანი, – წარმოთქვა კუშტად. ბრან დალეწილი, – ბრანდონ
სტარკი, – ხეიბარი ბიჭი, – ვინტერფელის პრინცი, – დამწვარი და
დაქცეული ვინტერფელის, გაფანტული და დახოცილი მცხოვრებ-
ლებით. მინის ბაღები დამსხვრეული იყო და დაბზარული კედლები-
დან ცხელი წყალი მოჩქეფდა, ორთქლი ასდიოდა მკრთალი მზის
სხივქვეშ. როგორ შეიძლება, იმ ადგილის პრინცი იყოს, რომელიც,
ვინ იცის, ვეღარასოდეს ნახოს.
– ზაფხული ვინღაა?
– ჩემი მგელსაზარაა, – ბრანმა გაიღიმა, – მწვანე ქვეყნის პრინ-
ცი.
– ბრანი ბიჭია და ზაფხული – მგელი. ესე იგი, ორი ხარ?
– ორი, – მან ამოიოხრა, – და ერთი, – ეჯავრებოდა, ჟოჟენი ასე
რომ გაკერპდებოდა ხოლმე. ვინტერფელში ყოფნისას მთხოვდა,
მენახა ჩემი მგლის სიზმრები, ახლა კი, როცა ვიცი, როგორ უნდა
ამის გაკეთება, ყოველთვის უკან მიხმობს.
– გახსოვდეს ეს, ბრან. გახსოვდეს შენი თავი, თორემ მგელი
178
შთაგნთქავს. როცა ერთდებით, არ კმარა, ზაფხულის ტყავში ჩასახ-
ლებულმა ირბინო, ინადირო და იყმუვლო. ჩემზე ზრუნავს, იფიქრა
ბრანმა.
ზაფხულის ტყავში ცხოვრება საკუთარ ცხოვრებაზე მეტად მოს-
წონდა. რა ყრია მაქციობაში, თუ არ შეგიძლია, ის იყო, რაც გინდა?
– გეხსომება? და შემდეგში ხე მონიშნე. სულერთია, რომელი,
ოღონდ გააკეთე. – მე ვიზამ. მეხსომება. შემიძლია, ახლავე დავ-
ბრუნდე და მოვნიშნო, თუ გინდა. ახლა არ დამავიწყდება, – მაგრამ
ჯერ ირემს შევჭამ და იმ პატარა მგლებთან ცოტას კიდევ ვიჩხუბებ.
ჟოჟენმა თავი გააქნია.
– არა. ჯობს, დარჩე და ჭამო. შენი პირით. უარგს არ შეუძლია,
მისი მხეცის შეჭმულით იცოცხლოს.
საიდან იცი? გაიფიქრა განაწყენებულმა ბრანმა. შენ უარგი არა-
სოდეს ყოფილხარ, არ იცი, ეგ რა არის.
ჰოდორი უეცრად ფეხზე წამოიჭრა, თაღოვან ჭერს ლამის თავი
აარტყა.
– ჰოდორ! – იყვირა მან და კარისკენ გაიჭრა. მირამ მანამდე შე-
მოაღო იგი, სანამ ვეება მეჯინიბე მიირბენდა, – ჰოდორ, ჰოდორ, –
წარმოთქვა ბიჭმა კრეჭით. მირა რიდი თექვსმეტი წლის იყო, უკვე
ქალი ეთქმოდა, მაგრამ ძმას სიმაღლით არ აღემატებოდა. ყველა
კრანოგელი ტანმორჩილიაო, უთხრა ერთხელ ბრანს, როცა მან
ჰკითხა, უფრო მაღალი რატომ არ ხარო. წაბლისფერთმიანი, წაბ-
ლისფერთვალა და ბიჭივით უმკერდო, ისეთი რბილი გრაციით მოძ-
რაობდა, რომ ბრანი უცქერდა და შურდა ხოლმე. მირას გრძელი და
ბასრი ხანჯალი ეკიდა წელზე, მაგრამ საყვარელ იარაღად წვრილი
სამკაპა ბაყაყის შუბი და ნაქსოვი ბადე ჰქონდა, რომლებსაც ბრძო-
ლისას ცალ-ცალ ხელში იჭერდა.

179
– ვის შია? – იკითხა და ნადავლი ასწია: ორი მომცრო, ვერ-
ცხლისფერი კალმახი და ექვსი მსუქანი, მწვანე ბაყაყი.
– მე, – თქვა ბრანმა. მაგრამ არა ბაყაყები. ვინტერფელში, სანამ
ეს ცუდი ამბები დატრიალდებოდა, ვალდერები ამბობდნენ ხოლმე,
ბაყაყებს თუ შეჭამ, კბილები გაგიმწვანდება და იღლიებში ხავსი
ამოგივაო. ნეტავ, ვალდერები ცოცხლები თუ არიანო, გაიფიქრა.
ვინტერფელში მათი გვამები არ უნახავს... მაგრამ იქ ბევრი გვამი
იყო, შენობებში კი არც შეუხედავთ.
– ესე იგი, უნდა გაჭამოთ. დამეხმარები ამათ გაწმენდაში, ბრან?
ბრანმა თავი დაუქნია. მირაზე ვერ გაბრაზდებოდი. თავის ძმაზე
ბევრად უფრო ხალისიანი იყო და თითქმის ყოველთვის შეეძლო
ბრანის გაცინება. არასოდეს არაფერი აშინებდა და არ აბრაზებდა.
ჰო, ჟოჟენის გარდა, ზოგჯერ... ჟოჟენ რიდს ლამის ყველას შეშინება
შეეძლო. ყველაფერს მწვანეს იცვამდა, ხავსისფერი თვალები ჰქონ-
და და მწვანე სიზმრებს ხედავდა. რაც კი ჟოჟენს ესიზმრებოდა, ყვე-
ლაფერი ცხადდებოდა. იმის გარდა, რომ მე მნახა მკვდარი, მე კი
ცოცხალი ვარ. თუმცა, რაღაც მნიშვნელობით, კიდევაც იყო მკვდა-
რი.
ჟოჟენმა ჰოდორი შეშის მოსატანად გაგზავნა და, სანამ მირა და
ბრანი თევზებს და ბაყაყებს წმენდდნენ, პატარა კოცონი აანთო.
კარდალად მირას მუზარადს ხმარობდნენ, წვრილად დაჭრილი ნა-
დავლი ცოტაოდენ წყალში ჩაყარეს, ჰოდორის ნაპოვნი ველური
ხახვი დაამატეს და ბაყაყის წვნიანი გამოუვიდათ. ირემს ვერ შეედ-
რება, მაგრამ ცუდი არააო, დაასკვნა ბრანმა, როცა ჭამდა.
– მადლობა, მირა, – უთხრა გოგონას, – მილედი.
– არაფრის, თქვენო მოწყალებავ.
– რომ გათენდება, – გამოუცხადათ ჟოჟენმა, – ჯობია, დავიძ-
რათ.
180
ბრანმა შენიშნა, როგორ დაიძაბა მირა.
– მწვანე სიზმარი ნახე?
– არა.
– აბა, მაშინ რატომ უნდა წავიდეთ? – პასუხი მოსთხოვა დამ, –
დაქცეულ კოშკში კარგად ვართ. გარშემო არც სოფლებია, ტყე ნა-
დირითაა სავსე, მდინარეებში და ტბებში თევზები და ბაყაყებია...
თანაც, აქ ვერავინ გვიპოვის.
– ეს ის ადგილი არაა, სადაც უნდა ვიყოთ.
– სამაგიეროდ, აქ უსაფრთხოდ ვართ.
– უსაფრთხო ჩანს, ვიცი, – დაეთანხმა ჟოჟენი, – მაგრამ როდემ-
დე? ვინტერფელში ბრძოლა იყო, მკვდრები ვნახეთ. ბრძოლა ომებს
ნიშნავს. მოულოდნელად რომელიმე ჯარმა რომ ჩაგვიგდოს ხელ-
ში...
– ეგ შეიძლება, რობის ჯარი იყოს, – თქვა ბრანმა, – რობი სამ-
ხრეთიდან მალე დაბრუნდება, ვიცი. თავის ბაირაღებთან ერთად
მოვა და რკინელებს კუდით ქვას ასროლინებს.
– შენს მაისტერს სიკვდილის წინ რობზე არაფერი უთქვამს, – შე-
ახსენა ჟოჟენმა, – ქვიან ნაპირზე რკინელები არიანო, ასე თქვა, და
აღმოსავლეთით – ბოლტონის ბუშიო. მოათ კაილინი და უღრანის
ციხე დაეცა, კერვინის მემკვიდრე მკვდარია, ტორენის მტკიცის კას-
ტელანიცო. ყველგან ომიაო, ამბობდა, ყოველი კაცი თავის მეზო-
ბელს ებრძვისო.
– მაგაზე უკვე ბევრჯერ ვთქვით, – უთხრა დამ, – კედლისკენ და
იმ შენი სამთვალა ყვავისკენ გინდა წასვლა – კეთილი და პატიოსა-
ნი, მაგრამ კედლამდე ძალიან შორია, ბრანს კი ჰოდორის გარდა
ფეხები არ გააჩნია. ცხენები რომ გვყავდეს... – არწივები რომ ვი-
ყოთ, გავფრინდებოდით კიდევაც, – მოუჭრა ჟოჟენმა, – მაგრამ არ
გვაქვს ფრთები, ისევე, როგორც ცხენები არ გვყავს.
181
– ცხენების მოპოვება შეიძლება, – თქვა მირამ, – შუა მგლისტყე-
შიც კი არიან მეტყევეები, მოიჯარადეები, მონადირეები. ზოგს ცხე-
ნიც ეყოლება.
– და რომც ჰყავდეთ, მოვიპაროთ? ქურდები ვართ? ისღა გვაკ-
ლია, ხალხმა დევნა დაგვიწყოს.
– შეგვიძლია, ვიყიდოთ, – თქვა გოგონამ, – გავცვალოთ რამე-
ში.
– ერთი შეგვხედე, როგორები ვართ, მირა. ხეიბარი ბიჭი მგელ-
საზარასთან ერთად, ჭკუასუსტი გოლიათი და ორი კრანოგელი ყე-
ლიდან ათასი ლიგის მოშორებით, გვიცნობენ, ამბავი გავარდება.
სანამ ბრანი მკვდარია, მას ხიფათი არ ემუქრება. ცოცხალს მაშინვე
დევნას დაუწყებენ ისინი, ვისაც საბოლოოდ და დანამდვილებით უნ-
და მისი მოკვლა, – ჟოჟენი ცეცხლთან მივიდა და ნაღვერდალი ჩხი-
რით გაქექა, – სადღაც ჩრდილოეთში კი სამთვალა ყვავი გველო-
დება. ბრანს ჩემზე ბრძენი მასწავლებელი სჭირდება.
– როგორ, ჟოჟენ? – ჰკითხა დამ, – კი მაგრამ, როგორ?
– ფეხით, – მიუგო მან, – ნაბიჯ-ნაბიჯ.
– რუხწყალადან ვინტერფელამდე გზა აღარ და აღარ გათავდა,
თან მაშინ ცხენებით ვიარეთ. შენ გინდა, უფრო გრძელი გზა გავია-
როთ ფეხით, ისე, რომ არც კი ვიცით, სად მთავრდება ის. კედლის
იქითო, ამბობ. შენსავით, იქ არც მე ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ
„კედლის მიღმა“ ძალიან ვრცელი ადგილია, ჟოჟენ. სამთვალა ყვა-
ვები ბევრი არიან თუ მარტო ერთია? როგორ უნდა ვიპოვოთ?
– იქნებ, მან თვითონ გვიპოვოს.
სანამ მირა პასუხს მოასწრებდა, ღამის წყვდიადის სიშორიდან
მოსული ყმუილი ჩაესმათ. ! – – ზაფხულია? – იკითხა ჟოჟენმა, თან
აყურადებდა.
– არა, – ბრანი თავისი მგელსაზარას ხმას ცნობდა.
182
– დარწმუნებული ხარ? – ჩაეკითხა პატარა ბაბუ.
– კი, – ზაფხული დღეს შორს წავიდა და განთიადამდე უკან არ
დაბრუნდებოდა. ჟოჟენი შეიძლება მწვანე სიზმრებს ხედავდეს, მაგ-
რამ მგელი და მგელსაზარა ვერ გაურჩევია. უკვირდა, ყველანი ასე
რატომ უჯერებდნენ ჟოჟენს. ის არ იყო ბრანივით პრინცი, არც ჰო-
დორივით დიდი და ძლიერი, არც მირასავით მარჯვე მონადირე, მაგ-
რამ რატომღაც ყოველთვის ის ასწავლიდათ, რა უნდა ექნათ.
– უნდა მოვიპაროთ ცხენები, მირა როგორც ამბობს, – თქვა
ბრანმა, – და ამბერებთან წავიდეთ, ბოლო კერიაში, – ცოტა ხნით
დაფიქრდა, – ან შეგვიძლია, ნავი მოვიპაროთ და თეთრ დაშნას და-
ვუყვეთ თეთრი ნავსადგურის ქალაქამდე. იქაური ლორდი სქელი
მანდერლია, ის ჭირნახულის ზეიმზე კარგად მექცეოდა. გემების
აგება უნდოდა. იქნებ, კიდევაც ააგო რამდენიმე, მაშინ შეგვეძლე-
ბოდა, რივერანში გაგვეცურა და რობი შინ მოგვეყვანა მთელ მის
ჯართან ერთად. მერე უკვე სულერთი იქნებოდა, ვინ გაიგებდა, ცოც-
ხალი რომ ვარ. რობი ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებდა.
– ჰოდორ! – ამოაბოყინა ჰოდორმა, – ჰოდორ, ჰოდორ.
თუმცა მის გარდა ბრანის გეგმა არავის მოსწონებია. მირამ გა-
უღიმა, ჟოჟენმა კი შუბლი შეიკრა. ისინი ბრანის სურვილებს არასო-
დეს უგდებდნენ ყურს, თუმცა კი ბრანი სტარკი იყო და თანაც პრინ-
ცი, ყელელი რიდები კი სტარკების მებაირაღეები იყვნენ.
– ჰოოოოდორ, – წარმოთქვა ჰოდორმა რწევით, – ჰოოოოო-
ოდორ, ჰოოოოოოდორ, ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ.
ხანდახან ასე ერთობოდა ხოლმე, სხვადასხვანაირად წარმოთ-
ქვამდა თავის სახელს, ისევ და ისევ, გაუთავებლად. ზოგჯერ ისე
წყნარად იჯდა, კიდევაც დაგავიწყდებოდა, ახლო რომ იყო. ჰოდორს
რას გაუგებდი.
– ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ! – იყვირა.
183
ბრანი მიხვდა, აღარ მორჩებაო.
– ჰოდორ, – უთხრა ბიჭს, – არ გინდა, გახვიდე და ხმალაობაში
ივარჯიშო? მეჯინიბე ბიჭს სულ დავიწყებული ჰქონდა თავისი ხმალი,
მაგრამ ახლა გაახსენდა. – ჰოდორ! – ამოიძახა და თავისი ხმლის
ასაღებად წავიდა. მათ სამი ხმალი წამოიღეს ვინტერფელის აკლდა-
მებიდან, სადაც ბრანი და მისი ძმა რიკონი თეონ გრეიჯოის რკინე-
ლებს დაემალნენ. ბრანმა თავისი ბიძის, ბრანდონის, ხმალი დაისა-
კუთრა, მირამ მის ბაბუას, ლორდ რიკარდს ააცალა მახვილი მუხ-
ლებიდან. ჰოდორის ხმალი ბევრად უფრო ძველი იყო: რკინის მძი-
მე, დიდი ნაჭერი, საუკუნეთა მანძილზე მოუვლელობით დაბლაგვე-
ბული და ჟანგმოდებული. შეეძლო, საათობით ექნია იგი და არ გა-
ჩერებულიყო. დაცვენილი ქვების სიახლოვეს დამპალი ხე ეგდო და
ჰოდორმა იგი სანახევროდ დაანაფოტა.
გარეთ რომ გავიდა, მერეც კი ესმოდათ კედლის იქიდან, ჰოდო-
რო, რომ ღრიალებდა და ხეს კაფავდა. საბედნიეროდ, მგლისტყე
თვალუწვდენელი იყო და, წესით, ისე ახლოში არავინ უნდა ყოფი-
ლიყო, ვინც მისი ღრიალს გაიგონებდა.
– ჟოჟენ, რას გულისხმობ, მასწავლებელიო, რომ ამბობ? –
ჰკითხა ბრანმა, – ჩემი მასწავლებელი შენ ხარ. ჰო, ვიცი, ხე არასო-
დეს მომინიშნავს, მაგრამ შემდეგში გავაკეთებ. მესამე თვალი ამე-
ხილა, როგორც გინდოდა...
– ისე ფართოდ აგეხილა, რომ მეშინია, შიგ არ ჩავარდე და მთე-
ლი შენი დარჩენილი დღეები ტყიურ მგლად არ გალიო.
– არ ვიზამ, გპირდები.
– ბიჭი მპირდება. მგელს თუ ემახსოვრება დანაპირები? შენ დარ-
ბიხარ ზაფხულთან ერთად, ნადირობთ ერთად, კლავთ... მაგრამ შენ
მეტად ემორჩილები მის ნებას, ვიდრე იგი – შენსას.
– უბრალოდ, დამავიწყდა, – დაიჩივლა ბრანმა, – ცხრა წლის
184
ვარ, მეტის არა. რომ გავიზრდები, უკეთ გამომივა. ფლორიან მასხა-
რა და ეიმონ დრაკონის რაინდიც კი არ ყოფილან დიდი რაინდები,
ცხრა წლის რომ იყვნენ.
– მართალია, – თქვა ჟოჟენმა, – და ბრძნული ნათქვამი იქნებო-
და, დღე ჯერაც რომ იზრდებოდეს... მაგრამ ასე არ არის. ვიცი, ზაფ-
ხულის ბავშვი ხარ. მითხარი სტარკების თქმა.
– ზამთარი მოდის, – მხოლოდ წარმოთქმაზეც კი შეამცივნა.
ჟოჟენმა მძიმედ დაუქნია თავი.
– დამესიზმრა ფრთოსანი მგელი, მიწაზე ქვის ჯაჭვით რომ იყო
მიბმული, და მის გასათავისუფლებლად მოვედი. ჯაჭვები უკვე აგეხ-
სნა, მაგრამ მაინც არ დაფრინავ. – მაშინ, შენ მასწავლე, – ბრანს
ჯერაც ეშინოდა სამთვალა ყვავის, რომელიც ზოგჯერ სიზმარში ეც-
ხადებოდა, გაუთავებლად უნისკარტებდა თვალებს შორის და იფრი-
ნეო, უჩიჩინებდა, – შენ მწვანე მჭვრეტელი ხარ.
– არ ვარ, – უთხრა ჟოჟენმა, – მხოლოდ სიზმარა ბიჭი ვარ. მწვა-
ნე მჭვრეტელებს მეტი შეეძლოთ. უარგებიც იყვნენ, შენსავით, და
მათგან უდიდესებს შეეძლოთ, ტყავში ჩასახლებოდნენ ნებისმიერ
სულიერს, რაც კი ფრენს, ცურავს ან ცოცავს, სარკმლისხის თვალე-
ბით ცქერა და სიტყვების მიღმა დაფარული სიმართლის დანახვა შე-
ეძლოთ. ღმერთები მრავალ ძღვენს გვაძლევენ, ბრან. ჩემი და მო-
ნადირეა. მას შეუძლია, სწრაფად ირბინოს და ისე უძრავად იდგეს,
რომ თვალთაგან გაუჩინარდეს. აქვს მახვილი სმენა, გამჭრიახი
მზერა და უტყუარი ხელი შუბის და ბადის ხმარებისას. შლამში სუნ-
თქვა და ხიდან ხეზე ფრენა შეუძლია. მე აქედან არაფერი ვიცი, ზუს-
ტად შენსავით ვარ. მე ღმერთებმა მწვანე სიზმრები მიძღვნეს, შენ
კი... შენ შეგიძლია, ჩემზე მეტი იყო, ბრან. შენ ფრთოსანი მგელი ხარ
და არავინ იცის, რამსიშორეს და რამსიმაღლეს შეძლებდი ფრე-

185
ნას... რომ გყოლოდა ვინმე, ვინც ამას გასწავლიდა. როგორ შემიძ-
ლია, დაგეხმარო იმ ძღვენის მართვაში, რომლისაც არაფერი გამე-
გება? ყელის მცხოვრებლებს გვახსოვს პირველი ადამიანები და
ტყის შვილები, მათი მეგობრები რომ იყვნენ... მაგრამ უამრავი რა-
მაა დავიწყებული და უამრავი კი არც არასოდეს გვცოდნია.
მირამ ბრანის ხელი აიღო.
– აქ თუ დავრჩებით და დავიმალებით, ომის დასრულებამდე უხი-
ფათოდ იქნები. თუმცა ვერაფერს ისწავლი, იმის გარდა, რაც ჩემს
ძმას შეუძლია გასწავლოს, და ხომ გაიგე, რას ამბობს თვითონ. აქე-
დან თუ წავალთ ბოლო კერიაში თავშესაფრის საძებრად ან კედლის
იქით, შეიძლება დაგვიჭირონ. ვიცი, ჯერ მხოლოდ პატარა ბიჭი ხარ,
მაგრამ ჩვენი პრინციც ხარ, ჩვენი მებატონის ძე და ჩვენი მეფის კა-
ნონიერი მემკვიდრე. ჩვენ ერთგულება შემოგფიცეთ მიწით და
წყლით, ბრინჯაოთი და რკინით, ყინულით და ცეცხლით. ხიფათი შე-
ნია, ბრან, და ძღვენიც შენია. ვფიქრობ, არჩევანიც შენ უნდა გააკე-
თო. ჩვენ შენი მსახურები ვართ და გემორჩილებით, – მან ფართოდ
გაიღიმა, – ამაში მაინც.
– შენ ამბობ, – უთხრა ბრანმა, – რომ იმას იზამთ, რასაც გეტ-
ყვით? მართლა? – მართლა, ჩემო პრინცო, – უთხრა გოგონამ, – ასე
რომ, კარგად დაფიქრდი. ბრანი შეეცადა, ყველაფერი კარგად
აეწონ-დაეწონა, როგორც მამამისი იზამდა. დიდჯონის ბიძები – ჰო-
თერ ბოზთარისხვა და მორს ყვავისმკვნეტელი მძვინვარე ვინმეები
იყვნენ, მაგრამ ფიქრობდა, რომ ერთგულები იქნებოდნენ. და კარ-
სტარკებიც. კარჰოლდი მტკიცე ციხე იყო, მამა ყოველთვის ასე ამ-
ბობდა, ამბერებთან ან კარსტარკებთან ხიფათი არ დაგვემუქრებაო.
ან შეიძლება, სამხრეთით წავიდნენ, სქელ ლორდ მანდერლის-
თან. ვინტერფელში ის ბევრს იცინოდა და ბრანს სხვა ლორდებივით
სიბრალულის თვალით არ შესცქეროდა. კერვინის ციხესიმაგრე
186
თეთრ ნავსადგურზე ახლოს იყო, მაგრამ მაისტერმა ლუვინმა უთ-
ხრათ, კლეი კერვინი მოკლესო. უცებ მიხვდა, რომ შესაძლო იყო,
ამბერები, კარსტარკები და მანდერლიებიც დაეხოცათ. თავადაც
ხომ მკვდარი იქნებოდა, რკინელებს ან ბოლტონის ბუშს რომ დაეჭი-
რათ.
აქ თუ დარჩებოდნენ, დაქცეული კოშკის ქვეშ ჩამალულები, მათ
ვერავინ მიაგნებდა. ბრანი ცოცხალი იქნებოდა. და ხეიბარი.
უცებ მიხვდა, რომ ტიროდა. შტერი აღუა, გაიფიქრა თავისთავზე.
სულ ერთი იყო: საითაც არ უნდა გაეწია – კარჰოლდში, თეთრ ნავ-
სადგურში თუ რუხწყალას გუშაგში, იქ მისული მაინც ხეიბარი იქნე-
ბოდა. მან ხელები მუშტად შეკრა. – ფრენა მინდა, – უთხრა და-ძმას,
– გთხოვთ, ყვავთან წამიყვანეთ.

დავოსი

გემბანზე რომ ამოვიდა, დრიფტმარკის წაგრძელებული წვეტი


მათ უკან თვალს ეფარებოდა, წინ კი ზღვიდან დრაკონის ქვა იწყებ-
და ამოჩენას. მთის მწვერვალიდან კვამლის ნაცრისფერი ზოლი
იზიდებოდა და კუნძულის სამყოფელს ამხელდა. დრაკონის მთა
შფოთავს ამ დილით, გაიფიქრა დავოსმა, ან იქნებ მელისანდრე
წვავს კიდევ ვინმეს.
მისი ფიქრები სულ მელისანდრეს დასტრიალებდა, სანამ შაი-
ალას ცეკვა შავწყალას ყურეს გადაჭრიდა და საყლაპავს გამოივლი-
და უტეხ პირქარებთან ბრძოლით. მასის კაუჭის ბოლოში, წვეტის სა-
გუშაგო კოშკზე დანთებული კოცონი ქალის ყელზე შებმულ ლალს
აგონებდა, ხოლო როდესაც ალიონის და დაისის შუქით სამყარო
წითლდებოდა, ცაზე გაცურებულ ღრუბლებს მისი მოშარიშურე სა-
მოსის აბრეშუმების და ატლასების ფერი ედებოდა.
187
ქალიც დრაკონის ქვაზე დახვდებოდა, მთელი თავისი მშვენებით
და ძალით მოსილი, თავის ღმერთთან, თავის აჩრდილებთან და და-
ვოსის მეფესთან ერთად. წითელი ქურუმი ქალი ყოველთვის სტანი-
სის ერთგული ეჩვენებოდა – აქამდე. მან გახედნა მეფე, როგორც
ადამიანი ცხენს ხედნის ხოლმე. ძალაუფლებამდეც მიაჭენებდა,
რომ მოეხერხებინა, და ამის საფასურად ცეცხლს მისცა ჩემი შვილე-
ბი. ამიტომ მე ცოცხლად ამოვჭრი გულს მკერდიდან და ვნახავ, ის
გული როგორღა იწვის. მან კაპიტნის მიცემული წვრილი ლისური
დაშნის ტარს წაავლო ხელი.
კაპიტანი ძალიან კეთილად ეპყრობოდა. ხორეინ სათმანტისი
ერქვა, გემის მფლობელ სალადორ საანის მსგავსად, ისიც ლისელი
იყო. ძვლოვანი, ამინდით დაშაშრული სახე ჰქონდა და ლისელების-
თვის ჩვეული ღია-ცისფერი თვალებით იცქირებოდა, მაგრამ ცხოვ-
რების დიდი ნაწილი შვიდ სამეფოში ვაჭრობას შეალია. როცა შეიტ-
ყო, რომ მის მიერ ზღვის ტყვეობიდან დახსნილი კაცი სახელგან-
თქმული ხახვის რაინდი იყო, მას საკუთარი ტანსაცმელი და საკუთა-
რი კაიუტა დაუთმო და წყვილი ახალი ჩექმაც აჩუქა, რომლებიც
თითქმის ზუსტად მოერგო. დავოსს თავისი სუფრაც უშურველად გა-
უზიარა, მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვიდა. დავოსის კუჭმა
ვერ აიტანა ხამანწკები, სალამურები და სხვა მდიდრული კერძები,
კაპიტანმა ხორეინმა რომ შესთავაზა და პირველივე ასეთი ხემსის
მერე მთელი დანარჩენი დღე გემის მოაჯირს იყო გადაკიდებული
ხან ერთი, ხან მეორე ბოლოთი.
დრაკონის ქვა ნიჩბის ყოველი მოსმის მერე იზრდებოდა. დავოსი
უკვე ხედავდა მთის მოხაზულობას და მის ფერდზე – დიდ შავ ციტა-
დელს, ქიმერებითა და დრაკონის კოშკებით. შაიალას ცეკვის
ცხვირზე დამაგრებული ბრინჯაოს ქანდაკი ტალღებს მიაპობდა და

188
მარილიან შხეფების ფრთებს მიიყოლებდა. დავოსი მოაჯირს დაეყ-
რდნო. გადატანილმა განსაცდელმა ძალიან დაასუსტა. დიდხანს თუ
იდგა ფეხზე, მუხლები აუცახცახდებოდა ხოლმე, ზოგჯერ დაუოკებე-
ლი ხველა შემოუტევდა და სისხლიან ნახველს აფურთხებდა. არა-
ფერია, ეუბნებოდა თავს. ღმერთებმა იმიტომ ხომ არ დამიხსნეს
ცეცხლისა და ზღვისგან, რომ ფაღარათს მოვეკალი.
მენიჩბეების დოლის გუგუნს, აფრის ტკაცუნს და ნიჩბების გამო-
ზომილ შხაპუნს და ჭრიალს წარსულში, სიჭაბუკის დღეებში გადაჰ-
ყავდა, როდესაც ნისლიან დილას გაგონილი ამ ხმებისგან გულში
შიში ეპარებოდა. ეს ხმები მოხუცი სერ ტრისტიმუნის ზღვის გუშაგის
მოახლოებას იუწყებოდა, ზღვის გუშაგს კი კონტრაბანდისტისთვის
სიკვდილი მოჰქონდა იმ დღეებში, როცა რკინის ტახტზე ეირის ტარ-
გარიენი იჯდა. მაგრამ ეს სხვა ცხოვრებაში იყოო, გაიფიქრა. ეს ხახ-
ვის გემამდე იყო, გრიგალის კიდემდე, მანამ, სანამ სტანისი თითებს
დამიმოკლებდა. ომამდე და წითელი კომეტის მოსვლამდე იყო, მა-
ნამ, სანამ სივორთი ან რაინდი გავხდებოდი. იმ დღეებში სულ სხვა
კაცი ვიყავი, სანამ სტანისი ამამაღლებდა.
კაპიტანმა ხორეინმა უამბო, როგორ განადგურდა სტანისის იმე-
დები. იმ ღამით, მდინარე რომ იწვოდა, ლანისტერებმა მას ფლანგი-
დან შეუტიეს და ასობით მისმა მოღალატე მებაირაღემ მეფეს სწო-
რედ მაშინ აქცია ზურგი, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა
ისინი.
– მეფე რენლის აჩრდილიც უნახავთ, – უთხრა კაპიტანმა, – მარ-
ჯვნივ თუ მარცხნივ კაფავდა მტერს და ლომი-ლორდის მეწინავეებს
მოუძღოდა. ამბობენ, ველური ცეცხლი არაამქვეყნიური შუქით აბ-
ზინებდა მის მწვანე აბჯარს, მუზარადზე ირმის რქები კი ოქროს
ალით იწვოდაო.

189
რენლის აჩრდილი. ნეტავ, მისი შვილებიც თუ დაბრუნდებიან აჩ-
რდილებად.
ზღვაზე იმდენი საოცრება ენახა, რომ ვერ იტყოდა, აჩრდილები
არ არსებობენო. – ერთგული არავინ დარჩა? – ჰკითხა კაპიტანს.
– ცოტაოდენი კი, – მიუგო მან, – დედოფლის ნათესავები, ძირი-
თადად. ბევრი გაჯ მოვიყვანეთ მელა-და-ყვავილის ნიშნით, თუმცა
ბევრად მეტი ნაპირზე დაგვრჩა, ყველანაირი ემბლემით. ახლა დრა-
კონის ქვაზე ფლორენტია მეფის მარჯვენა. მთას თავზე ვარდისფერი
ჯანღი შემოხვეოდა და სულ უფრო მაღლდებოდა. აფრა მღეროდა,
დოლი ცემდა, ნიჩბები რბილად უსვამდნენ და ცოტა ხანში ნავსად-
გურშიც შესრიალდნენ. რა სიცარიელეა, გაიფიქრა დავოსმა და გა-
ახსენდა, როგორი იყო იგი ადრე, ყველა ნავმისადგომზე გემები
რომ ება, ზოგიც კიდევ ღუზაზე იდგა ტალღისმჭრელის გადაღმა. ხე-
დავდა, სალადორ საანის ფლაგმანი ვალირიელი იმ ნავმისადგომზე
მიებათ, სადაც ოდესღაც მრისხანება და მისი დები დგებოდნენ. მის
აქეთ-იქით ჩამდგარ ხომალდებსაც ლისური ზოლიანი მუცლები
ჰქონდათ. ამაოდ ეძებდა ლედი მარიას ან აჩრდილის კვალს.
ნავსადგურში შესულებმა აფრა დაუშვეს და ნიჩბებით შევიდნენ
დოკში. გემს რომ აბამდნენ, კაპიტანი მიუახლოვდა და უთხრა:
– ჩემს პრინცს დაუყოვნებლივ სურს შენი ნახვა.
დავოსმა სცადა, ეპასუხა, მაგრამ ხველამ შეუტია. მოაჯირს დაეყ-
რდნო და წყალში გადააფურთხა.
– მეფე, – ამოთქვა ბოლოს, – მეფესთან უნდა მივიდე, – იმიტომ,
რომ სადაც მეფეა, მელისანდრესაც იქ ვიპოვი.
– მეფესთან არავინ მიდის, – მტკიცედ მიუგო ხორეინ სათმან-
ტისმა, – სალადორ საანი გეტყვის. ჯერ მასთან უნდა მიხვიდე.
დავოსს კამათის ძალა გამოსცლოდა. თავიღა დაუქნია.
სალადორ საანი თავის ვალირიელზე არ იყო. მეოთხედი მილის
190
მოშორებით, სხვა ნავმისაბმელზე ნახეს, დიდმუცელა პენტოსური
ხომალდის, უხვი მოსავლის, ტრიუმში საქონელს ითვლიდა ორ სა-
ჭურისთან ერთად. ერთს ფარანი ეჭირა, მეორეს კი – ცვილის ფირ-
ფიტა და სტილუსი.
– ოცდაჩვიდმეტი, ოცდათვრამეტი, ოცდაცხრამეტი, – ითვლიდა
ძველი თაღლითი, როცა დავოსი და კაპიტანი ლუკში ჩაძვრნენ.
დღეს ღვინისფერი ტუნიკა და ვერცხლისფერი ნაყშებით მოხატული
თეთრი ტყავის მაღალი ჩექმები ჩაეცვა. ჭურჭელს სახურავი მოხადა,
დაყნოსა, დააცემინა და თქვა:
– უხეში დაფქულია და დაბალი ხარისხისაა, როგორც ჩემი ცხვი-
რი მაუწყებს. დატვირთვის ოქმში ორმოცდასამი ქილა წერია. ნეტავ,
დანარჩენები სად წავიდა? ამ – პენტოსელებს ხომ არ ჰგონიათ,
თვლა არ ვიცი? – დავოსის დანახვაზე უცებ და, – პილპილი მიწვავს
თვალს თუ ცრემლი მომადგა? ნუთუ ხახვის რაინდი დამდგარა ჩემ
წინ? არა, რანაირად, ჩემი მეგობარი დავოსი ცეცხლმოდებულმა
მდინარემ ჩანთქა, ყველა ამას ამბობს. რად დაბრუნებულა ჩემი სუ-
ლის შესაშფოთებლად? – აჩრდილი არ ვარ, სალა.
– აბა, რა ხარ? ჩემი ხახვის რაინდი ასე ჩამომხმარი და ფერდა-
კარგული არასოდეს ყოფილა, – სალადორ საანმა სანელებლებით
სავსე ქილებსა და ქსოვილების თოფებს შორის გამოიკვლია გზა და
დავოსი მხურვალედ ჩაიკრა გულში, მერე ორივე ლოყა დაუკოცნა
და შუბლზეც ემთხვია, – მაგრამ ჯერაც თბილი ხარ, სერ, და შენს გუ-
ლისცემასაც ვგრძნობ. ნუთუ ეს მართალია? ზღვამ გადაგყლაპა და
უკანვე ამოგაფურთხა!
დავოსს თავნაკუწა გაახსენდა, პრინცესა შირინის სულელი მას-
ხარა. ოდესღაც ისიც დაიძირა ზღვაში, უკან კი შეშლილი დაბრუნდა.
მეც შეშლილი ხომ არ ვარ? თათმნიან ხელში ჩაახველა და თქვა:

191
– ჯაჭვის ქვეშ გამოვცურე და ზღვამ თინუსების მეფის შუბზე გამ-
რიყა. იქ მოვკვდებოდი, შაიალას ცეკვა რომ არ მომდგომოდა.
სალადორ საანმა კაპიტანს მხრებზე მოხვია მკლავი.
– ყოჩაღ, ხორეინ. ვფიქრობ, ამისთვის კარგად დასაჩუქრდები.
მაიზო მარ, ქენი სიკეთე, ჩემი მეგობარი დავოსი მეპატრონის კაი-
უტაში მიაცილე და მიხაკიანი ცხელი ღვინო მიართვი, ამ ხველის ხმა
არ მომწონს. ცოტა ლაიმიც ჩააწურე შიგ. თეთრი ყველიც მიუტანე
და ის დახეთქილი მწვანე ზეთისხილიც, წეღან რომ დავთვალეთ! და-
ვოს, მეც სულ მალე მოვალ, ჩვენს კეთილ კაპიტანს ორიოდ სიტყვას
ვეტყვი და მაშინვე. შემინდობ, ვიცი. ზეთისხილი სულ არ შეჭამო,
თორემ ვიჩხუბებ! დავოსი საჭურისთაგან უფროსს გაჰყვა და მან ხო-
მალდის ცხვირზე მოწყობილ ფართო და მდიდრულად მორთულ
კაიუტაში შეიყვანა. იატაკზე სქელი ხალიჩები ფანჯრებში ფერადი
მინა იყო ჩასმული და ტყავის თითო სავარძელზე სრულიად მოხერ-
ხებულად მოთავსდებოდა სამი დავოსისნაირი კაცი. სულ მალე გაჩ-
ნდა ყველი და ზეთისხილიც, ცხელ-ცხელი წითელი ღვინით სავსე
თასიც მოუტანეს. დავოსმა იგი ხელისგულებში მოიქცია და სიამოვ-
ნებით მოსვა. მკერდში ჩაღვრილმა სითბომ ხველა ჩაუყენა.
– სალადორ საანიც მალევე მოვიდა.
– ღვინის გამო უნდა შემინდო, მეგობარო. ეს პენტოსელები სა-
კუთარ ფსელსაც დალევდნენ, წითელი რომ იყოს.
– ჩემს ყელს მოუხდება, – თქვა დავოსმა, – ცხელი ღვინო დათ-
ბუნებასაც ჯობსო, დედაჩემი ამბობდა.
ჯანი დათბუნებაც დაგჭირდება, ასე მგონია. მთელი ეს ხანი შუბზე
იჯექი, ვაი, ჩემს თავს. მოგწონს ეს დიდებული სავარძელი? თავს არ
იჩაგრავს, არა?
– ვინ? – ჰკითხა დავოსმა ყლუპებს შორის.
– ილირიო მოპატისი. ბაკენბარდებიანი ვეშაპია, გეუბნები. ეს
192
სავარძლები მის ზომაზეა დამზადებული, თუმცა პენტოსიდან იშვია-
თად თუ გამოძვრება ხოლმე ამათში ჩასაჯდომად. მე მგონი, სქელი
კაცი ყველგან მოხერხებულად ზის, იმიტომ, რომ თავისი ბალიშები
სულ თან დააქვს.
– პენტოსურ გემზე საიდან მოხვდი? – ჰკითხა დავოსმა, – ისევ
მეკობრე ხომ არ გახდი, მილორდ? – ცარიელი თასი გვერდზე გადა-
დო.
– უნამუსო ცილისწამებაა. სალადორ საანზე მეტი ვინ უზარალე-
ბიათ მეკობრეებს? მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რაც მეკუთვნის. ბევრი
ოქრო დაედოთ ვალად, მართალი რომ გითხრა, ჰოდა, მონეტების
ნაცვლად ერთი კოხტა პერგამენტი მიბოძეს, სულ ახალთახალი.
მასზე ლორდ ალესტერ ფლორენტის, მეფის მარჯვენის, სახელი და
ბეჭედი ზის. მე შავწყალას ყურის ლორდობა მებოძა და ჩემს საბა-
ტონო წყლებში ჩემი ბატონური ნებართვის გარეშე ვერანაირი ხო-
მალდი ვერ იცურებს, დიახაც. და როცა ეს კანონის დამრღვევები
ცდილობენ, ღამეში გამეპარონ და ასე აარიდონ თავი ჩემთვის კა-
ნონიერი ბაჟის გადახდას, მაშ, რით სჯობიან კონტრაბანდისტებს?
ჰოდა, მაქვს კიდევაც უფლება, შევიპყრო ისინი, – ძველმა მეკობრემ
გადაიხარხარა, – მაგრამ თითებს კი არავის ვაჭრი. რად მინდა თი-
თის წანაჭრები? გემები მიმაქვს, ტვირთი, აქა-იქ გამოსასყიდს ვით-
ხოვ – ყველაფერს გონივრულ ფარგლებში, – მან დავოსს ყურადღე-
ბით შეხედა, – არ მომწონხარ, მეგობარო. ეს ხველა... და ძალიან
გამხდარი ხარ, ძვლები მოგიჩანს ტყავის ქვეშ. შენს ქისასაც ვერ
ვხედავ, თითების – ძვლები რომ გეყარა.
დავოსი ძველი ჩვევით წასწვდა ტყავის ქისას და ხელში არაფერი
მოჰყვა. – მდინარეში დავკარგე, – ჩემი იღბალიც.
– ის მდინარე რაღაც საშინელება იყო, – დასერიოზულდა სალა-

193
დორ საანი, – ყურეში ვიდექი და მარტო დანახულითაც ვცახცახებ-
დი.
დავოსმა დაახველა, გადააფურთხა და ისევ დაახველა.
– დავინახე, შავი ბეთა რომ იწვოდა, და მრისხანებაც, – ბოლოს
და ბოლოს გაბედა და იკითხა ჩახლეჩილი ხმით, – ჩვენი გემებიდან
ცეცხლს ვერც ერთმა ვერ დააღწია თავი? – მისი არსების ნაწილს ჯე-
რაც არ დაეკარგა იმედი.
– ლორდი სტეფონი, დაკონკილი ჯენა, ელვის ხმალი, მოცინარი
ლორდი და კიდევ ზოგი პირომანების ფსელს აღმა ასცდნენ, კი. არ
დამწვარან, მაგრამ იმ ჯაჭვის გამო ვერც გამოიქცნენ. რამდენიმე
დანებდა. უფრო მეტი შავწყალას აჰყვა აღმა, ბრძოლას გაეცალა და
მერე მათივე მეზღვაურებმა ჩაძირეს, ლანისტერებს რომ არ ჩაეგ-
დოთ ხელში. ასე გავიგე, დაკონკილი ჯენა და მოცინარი ლორდი ჯე-
რაც მდინარეზე მეკობრეობენო, მაგრამ ვინ იცის?
– ლედი მარია? – ჰკითხა დავოსმა, – მრისხანება?
სალადორ საანმა დავოსს მაჯაზე დაადო ხელი და მოუჭირა.
– არა. ეგენი არა. ვწუხვარ, მეგობარო. კარგი კაცები იყვნენ შენი
დაილი და ალარდი. მაგრამ ერთი სანუგეშო შემიძლია გითხრა: შე-
ნი ჭაბუკი დევანი მათ შორის იყო, ბოლოს ვინც წამოვიყვანეთ. ამ-
ბობენ, ეს მამაცი ბიჭი მეფეს გვერდიდან არ მოსცილებიაო.
დავოსს ერთბაშად ლამის თავბრუ დაეხვა, ისეთი შვება იგრძნო.
ეშინოდა, დევანზე რამე ეკითხა.
– დედა მოწყალეა. უნდა წავიდე ბიჭთან სალა. უნდა ვნახო.
– ჰო, – უთხრა სალადორ საანმა, – და რისხვის კონცხზეც გენ-
დომება გაცურო, ცოლის და ორი პატარის სანახავად. ალბათ ახალი
გემიც გჭირდება.
– გემს მისი მოწყალება მომცემს, – თქვა დავოსმა.
ლისელმა თავი გაიქნია.
194
– მის მოწყალებას გემები აღარ გააჩნია, სალადორ საანს კი ბევ-
რი ჰყავს. მეფის გემები მდინარეზე დაიწვა, ჩემი – არა. ერთს მოგ-
ცემ, ძველო მეგობარო. ხომ იცურებ ჩემთვის? ბრაავოსში, მირში,
ვოლანტისში შესრიალდები ღამის წყვდიადში, მთლად უხილავი, და
უკან გამოცურავ აბრეშუმებით და სუნელებით დატვირთული. ქი-
სებს დავიტენით, ო, როგორ!
– ძალიან კეთილი ხარ, სალა, მაგრამ მე ჩემი მეფის წინაშე ვარ
ვალდებული, და არა შენი ქისის წინაშე. ომი გაგრძელდება. სტანისი
ჯერაც შვიდი სამეფოს კანონიერი მემკვიდრეა, ყველა არსებული კა-
ნონით.
– ყველა არსებული კანონი ვერაფერს გშველის, თუ ყველა გემი
დაგეწვება, ასე მგონია. შენი მეფე კი... იცი, მგონი, შეცვლილი დაგ-
ხვდება, სამწუხაროდ. ბრძოლის მერე აღარავის ნახულობს, იმ თა-
ვის ქვის დოლშია შეკეტილი. მის ნაცვლად დარბაზს დედოფალი სე-
ლისი უძღვება ბიძამისთან, ლორდ ალესტერთან ერთად, ვინც თავს
მარჯვენას უწოდებს. მეფის ბეჭედი დედოფალმა ბიძამისს მისცა, მი-
სივე დაწერილ წერილებზე დასასმელად, თუნდაც იმ ჩემს მშვენიერ
პერგამენტზეც. მაგრამ – მათი სამეფო ძალიან პატარაა, ღარიბი და
კლდოვანი, დიახ. ოქრო სულ არ აქვთ, სულ ცოტაც კი არა, ერთგულ
სალადორ საანს რომ გადაუხადონ, რაც ეკუთვნის; რაინდებიც ისი-
ნიღა დარჩნენ, რომლებიც ბოლოს გამოვიყვანეთ ნაპირიდან, და
აღარც გემები ჰყავთ, ჩემი პატარა, მამაცი ფლოტის გარდა.
დავოსი მოულოდნელი ხველის შეტევამ მოკრუნჩხა. სალადორ
საანი დასახმარებლად წამოდგა, მაგრამ მან ხელის გაქნევით ანიშ-
ნა, არ მინდაო, და ცოტა ხანში სული მოითქვა.
– არავის? – ამოიხვნეშა ბოლოს – რას ნიშნავს, არავის ნახუ-
ლობსო? – საკუთარი ხმა თვითონაც კი დამბალი და დამძიმებული
ეჩვენა წუთით კაიუტა გაბუნდოვანდა და დატრიალდა.
195
– არავის, იმის გარდა, – თქვა სალადორ საანმა და დავოსს არ
სჭირდებოდა, ეკითხა, ვის გულისხმობდა, – მეგობარო, ასე თავს
იღლი. ახლა საწოლი გჭირდება, სალადორ საანი კი არა. საწოლი
და ბევრი საბანი, კიდევ – მკერდის დათბუნება და კიდევ ღვინო და
მიხაკები.
დავოსმა თავი გაიქნია.
– არაფერი მიჭირს. მითხარი, სალა, უნდა ვიცოდე. მელისან-
დრეს გარდა არავის? ლისელმა ხანგრძლივი, ეჭვიანი მზერით გა-
ზომა, მერე კი უწადინოდ განაგრძო: – მცველები სხვას არავის უშ-
ვებენ მასთან, თავად დედოფალს და მის პატარა ასულსაც კი. მსახუ-
რებს მიაქვთ საჭმელი, რომელსაც არავინ ეკარება, – იგი წინ გადაი-
ხარა და ხმა დაიდაბლა, – უცნაური საუბრები მომწვდა ყურს, მთაში
გაღვიძებულ მშიერ ცეცხლებზე, და იმაზე, თუ როგორ ჩადიან სტა-
ნისი და წითელი ქალი ერთად ალის საცქერლად. ამბობენ, მთის გუ-
ლისკენ ჭებია გათხრილი და საიდუმლო კიბეები ეშვება ისეთი გა-
ვარვარებული ადგილებისკენ, სადაც მხოლოდ იმ ქალს შეუძლია
დაუწველად სიარულიო. ეს საკმარისზე მეტია, რომ ისე დამაფ-
რთხოს, ზოგჯერ ჭამის თავიც არ მქონდეს.
მელისანდრე. დავოსს გააჟრჟოლა.
– ეს წითელმა ქალმა უქნა, – თქვა, – მან გამოგზავნა ცეცხლი
ჩვენს ჩასანთქმელად, რომ სტანისი დაესაჯა მისი დათხოვნის გამო,
ესწავლებინა, რომ მისი ჯადოსნობის გარეშე გამარჯვების იმედი არ
უნდა ჰქონდეს.
ლისელმა მათ შუაში მდგარი ჯამიდან მსხვილი ზეთისხილი ამო-
არჩია.
– მარტო შენ როდი ამბობ ასე, მეგობარო. მაგრამ, შენ ადგილას,
ამას ასე ხმამაღლა არ გავიმეორებდი ხოლმე. დრაკონის ქვა სავსეა
დედოფლის ხალხით, იმათ კი მახვილი სმენა და ბასრი ხანჯლები
196
აქვთ, – მან ზეთისხილს პირში გადაუძახა. – ხანჯალი მეც მაქვს. კა-
პიტანმა ხორეინმა მაჩუქა, – მან დაშნა ამოზიდა და მათ შორის მა-
გიდაზე დადო, – მელისანდრეს გულის ამოსაჭრელად, თუ აქვს სა-
ერთოდ გული. სალადორ საანმა კურკა გადმოაფურთხა.
– დავოს, კარგო დავოს, ასეთ რამეებს ნუ ამბობ, თუნდაც ხუმრო-
ბით.
– არ ვხუმრობ. მის მოკვლას ვაპირებ – თუკი შესაძლებელია მი-
სი მოკვლა მოკვდავთა იარაღით. დავოსი ამაში არ იყო დარწმუნე-
ბული. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩაუგდო ბებერმა მაის-
ტერმა კრესენმა ქალს ღვინოში საწამლავი, მაგრამ, როცა ორივემ
შესვა მოწამლული სასმელი, მაისტერი მოკვდა, წითელი ქურუმი ქა-
ლი კი – არა... მომღერლები ამბობენ, ცივი ფოლადი დემონებსაც
კლავსო. – ასე ლაპარაკი საშიშია, მეგობარო, – გააფრთხილა სა-
ლადორ საანმა, – ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ გამომჯობინებულხარ.
ცხელებამ ტვინი აგიდუღა, ასეა. ჯობია, საწოლში ჩაგაწვინოთ და
დიდხანს დაგასვენოთ, სანამ არ მომაგრდები.
ანუ – სანამ გადაწყვეტილების სიმტკიცე არ შემისუსტდება. და-
ვოსი წამოდგა. აცხელებდა და ცოტათი თავბრუც ესხმოდა, მაგრამ
ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. – შენ ქვეშქვეშა ბებერი თაღლითი
ხარ, სალადორ საან, მაგრამ მაინც კარგი მეგობარი ხარ.
ლისელმა წაწვეტებულ ვერცხლისფერ წვერზე ჩამოისვა ხელი.
– ჰოდა, ამ დიდებულ მეგობართან დარჩები, არა?
– არა, წავალ; – დავოსმა დაახველა.
– წახვალ? შეხედე ერთი შენს თავს! ახველებ, ცახცახებ, ჩამომ-
ხმარი და დაუძლურებული ხარ. სად წახვალ, რომ მიდიხარ?
– სასახლეში. ჩემი საწოლი იქაა, და ჩემი შვილიც.
– და წითელი ქალიც, – ეჭვით თქვა სალადორ საანმა, – ისიც სა-
სახლეშია. – ისიც, – დავოსმა დაშნა ისევ ქარქაშში ჩააცურა.
197
– შენ ხახვის რაინდი ხარ, მიპარვის და დანის ძგერების რა გაგე-
გება? თანაც სული ძლივს გიდგას, წესიერად ხანჯალიც კი ვერ გიჭი-
რავს ხელში. იცი, რა მოგივა, თუ დაგიჭირეს? სანამ ჩვენ მდინარეზე
გვეკიდა ცეცხლი, დედოფალი მოღალატეებს წვავდა. ბნელეთის
მსახურებიო, ასე დაარქვა საბრალოებს, წითელი ქალი კი მღერო-
და, კოცონს რომ დაანთებდნენ.
დავოსს არ გაჰკვირვებია. ვიცოდი, გაიფიქრა, სანამ მეტყოდა,
მანამდე ვიცოდი. – ლორდი სანგლასი ამოიყვანა დილეგიდან, –
მიხვდა თვითონ, – და ჰაბარდ რამბტონის ვაჟები.
– ზუსტად, და დაწვა, და შენც ეგ მოგელის. წითელ ქალს თუ მოკ-
ლავ, შურის საძიებლად დაგწვავენ, და თუ ვერ მოკლავ, მაინც დაგ-
წვავენ, მცდელობის გამო. ის იმღერებს, შენ კი იბღავლებ და მერე
მოკვდები. არადა, ეს-ესაა, სიცოცხლეს დაუბრუნდი! – ამიტომაც
დავუბრუნდი, – თქვა დავოსმა, – მაგის გასაკეთებლად. ასშაელ მე-
ლისანდრეს და მის საქმეებს რომ ბოლო მოვუღო. სხვა რის გამო
ამომაფურთხა ზღვამ? შავწყალას ყურეს შენც ჩემსავით კარგად იც-
ნობ, სალა. არც ერთ ჭკუადამჯდარ კაპიტანს აზრად არ მოუვა, გემი
თინუსების მეფის შუბებში გაატაროს და მუცელი გამოიბრდღვნას.
შაიალას ცეკვას, წესით, ჩემ ახლო არასოდეს უნდა ჩაევლო. – ქარი,
– არ ეპუებოდა სალადორ საანი, – ავი ქარი ამოვარდა, ესაა და ეს.
ქარმა ძალიან სამხრეთით გაიტაცა.
– და ქარი ვინ გამოგზავნა? სალა, დედა დამელაპარაკა.
ბებერმა ლისელმა თვალების ხამხამით შეხედა.
– დედაშენი ცოცხალი აღარაა...
– წმინდა დედა. მან მე შვიდი ძე მიბოძა, მე კი ქალს მისი დაწვა
დავანებე. ის დამელაპარაკა. მითხრა, რომ ცეცხლს ჩვენ მოვუხმეთ.
აჩრდილებსაც ჩვენ მოვუხმეთ.
მე შევიყვანე მელისანდრე გრიგალის კიდის წიაღში და ვნახე,
198
როგორ შვა მან ძრწოლა, – დავოსს ჯერ კიდევ ეზმანებოდა ღამის
კოშმარებში გაძვალტყავებული შავი ხელები, ქალს თეძოებზე რომ
ებჯინებოდნენ, როცა აჩრდილი გაბერილი მუცლიდან გამოსაძრო-
მად იქაჩებოდა, – მან მოკლა კრესენი, ლორდი რენლი და მამაცი
მებრძოლი, სახელად კორტნი პენროუსი, და ჩემი ძეებიც მან დახო-
ცა. დროა, ახლა ის მოკლას ვინმემ.
– ვინმემ! – თქვა სალადორ საანმა, – ჰო, ზუსტადაც, ვინმემ. მაგ-
რამ შენ არა. შენ ბავშვივით სუსტი ხარ, არც ბრძოლა იცი. დარჩი,
გეხვეწები, კიდევ ვილაპარაკოთ, რამე შეჭამე, მერე კი შეიძლება,
ბრაავოსში გავცუროთ და უსახო კაცი დავიქირაოთ ამის გასაკეთებ-
ლად, კარგი? მაგრამ შენ არა, შენ უნდა დაჯდე და რამე შეჭამო. ასე
ხომ კიდევ უფრო აძნელებს, გაიფიქრა დაქანცულმა დავოსმა, არა-
და, თავიდანვე უსაშველოდ ძნელი იყო.
– მუცელი შურისძიებით მაქვს სავსე, სალა. საჭმლისთვის ად-
გილს არ მიტოვებს. გამიშვი ახლა. ჩვენი მეგობრობის ხათრით, იღ-
ბალი მისურვე და გამიშვი. სალადორ საანი ფეხზე წამოდგა.
– იცი, რა, არ ხარ შენ ნამდვილი მეგობარი და ეგ არის. რომ მოკ-
ვდები, ვინ წაუღებს შენს ფერფლსა და ძვლებს შენს ლედი-ცოლს და
ვინ ეტყვის, რომ ქმარი და ოთხი ძე დაკარგა? ვინ და მწუხარე ბებე-
რი სალადორ საანი, სხვა ვინ. მაგრამ, მოხდეს, რაც მოსახდენია,
სერ რაინდო, გაიქეცი საფლავში ჩასაწოლად. მოვბოჭავ შენს
ძვლებს და წავუღებ შენს ძეებს, რომლებსაც ტოვებ, ქისებში ჩაყა-
რონ და კისერზე ჩამოიკიდონ, – ბრაზით გაუქნია ხელი, რომლის
ყველა თითზეც ბეჭედი ეკეთა, – წადი, წადი, წადი! დავოსს ასე წას-
ვლა არ უნდოდა.
– სალა...
– წადი. ან ჯობია, დარჩი, მაგრამ თუ მიდიხარ, წადი.
წავიდა.
199
უხვი მოსავლიდან დრაკონის ქვის კარიბჭემდე დიდხანს და ეუ-
ლად იარა. ნავსადგურის მახლობელი ქუჩები, სადაც ადრე ჯარისკა-
ცები, მეზღვაურები და მდაბიოები ირეოდნენ, ახლა ცარიელი და მი-
ტოვებული ჩანდა. სადაც ოდესღაც აჭყვიტინებულ გოჭებს და ტიტ-
ლიკანა ბავშვებს უქცევდა გვერდს, ახლა ვირთხები დაშლიგინებ-
დნენ. ფეხები თითქოს ბამბისა ჰქონდა, ორჯერ კი ისეთმა ხველამ
წამოუარა, რომ გაჩერება და დასვენება დასჭირდა. დასახმარებ-
ლად არავინ მისულა, ფანჯარაშიც კი არავის გამოუჭყეტია, რა ხდე-
ბაო. ფანჯრებზე დარაბები იყო მიხურული, კარები – აჭედილი, და
ყოველ მეორე სახლზე სამგლოვიარო ნიშანი მოჩანდა. შავწყალას
ჩქერს ათასები აუყვნენ, უკან კი ასობით დაბრუნდნენ, ფიქრობდა
დავოსი. ჩემი შვილები მარტონი არ დახოცილან. დედამ შეიწყალოს
ყველა.
ციხესიმაგრის ჭიშკარს რომ მიაღწია, ისიც დაკეტილი დახვდა.
დავოსმა რკინით შეჭედილ ხეზე მუშტით დააბრახუნა. პასუხი რომ
ვერ მიიღო, წიხლი დასცხო, ისევ, ისევ. ბოლოს ბარბიკანის თავზე
მეარბალეტე გამოჩნდა, ორ აღმართულ ქიმერას შორის იცქირებო-
და.
– ვინ ხარ?
დავოსმა თავი გადასწია და ხელები პირთან მოიმრგვალა.
– სერ დავოს სივორთი ვარ, მისი მოწყალების ნახვა მინდა.
– მთვრალი ხარ? წადი აქედან და მორჩი მაგ ბრახუნს.
სალადორ საანმა გააფრთხილა. დავოსმა სხვა გზა მოსინჯა.
– მაშინ ჩემს შვილს შეატყობინე. დევანს, მეფის საჭურველ-
თმტვირთველს. მცველმა შუბლი მოჭმუხნა.
– ვინ ვარო, რა თქვი?
– დავოსი, – იყვირა მან, – ხახვის რაინდი თავი გაუჩინარდა და

200
წამის მერე ისევ გამოჩნდა, – წადი აქედან. ხახვის რაინდი მდინარე-
ზე მოკვდა. მისი გემი დაიწვა.
– გემი დაიწვა, – დაეთანხმა დავოსი, – მაგრამ რაინდი ცოცხა-
ლია და აგერ დგას. ჯეითი ჯერაც კარიბჭის კაპიტანია?
– ვინა?
– ჯეით ბლექბერი. ის კარგად მიცნობს.
– არასოდეს გამიგია. ალბათ, მოკვდა.
– აბა, მაშინ ლორდი ჩიტერინგი.
– ეგ ვიცი. შავწყალაზე დაიწვა.
– ნემსკავა ვილი? ტახი ჰალი?
– ორივე მოკვდა, – უთხრა არბალეტიანმა მაგრამ სახეზე უცებ
ეჭვი გამოეხატა, – დაიცა, – და ისევ გაქრა.
დავოსი იცდიდა. დაიღუპა, ყველა დაიღუპა, ფიქრობდა გაბრუე-
ბული. ახსენდებოდა, სქელ ჰალს მუდამ გადმოგდებული რომ ჰქონ-
და თეთრი ღიპი გაქონილი კამზოლის ქვეშ; გრძელი ნაიარევი ვი-
ლის სახეზე, სათევზაო ნემსკავმა რომ დაუტოვა; როგორ უხდიდა ჯე-
ითი ქუდს ყველა ქალს, ხუთი წლის იქნებოდა თუ ორმოცდაათის, კე-
თილშობილი თუ მდაბიო. დაიხრჩვნენ ან დაიწვნენ, ჩემს შვილებ-
თან და ათასობით სხვასთან ერთად, წავიდნენ ახლა ჯოჯოხეთში
რომ დასვან მეფე ტახტზე.
უცებ მეარბალეტე დაბრუნდა.
– გვერდითა გასასვლელთან მიდი და შემოგიშვებენ.
დავოსი დამორჩილდა. მცველებს, რომლებმაც შეუშვეს, არ იც-
ნობდა. შუბები ეჭირათ, მკერდზე კი ფლორენტების მელა-და-ყვავი-
ლები ეხატათ. მათ ქვის დოლისკენ არ წაუყვანიათ, როგორც მო-
ელოდა, არამედ დრაკონის კუდის თაღქვეშ გაატარეს და ეაგონის
ბაღში ჩაიყვანეს.
– აქ დაიცადე, – უთხრა სერჟანტმა.
201
– მისმა მოწყალებამ იცის, რომ დავბრუნდი? – ჰკითხა დავოსმა.
– ჩათლახი ვიყო, თუ ვიცოდე. დაიცადე-მეთქი, – წავიდა და შუ-
ბოსნებიც გაიყოლა. ეაგონის ბაღში ფიჭვის საამო სუნი ტრიალებდა
და ყოველ მხარეს მაღალი, მუქი ხეები იდგა. ველური ვარდებიც ყვა-
ოდნენ, მაღალი ეკლის ღობეები ამართულიყო და ჭანჭრობიან მინ-
დორზე შტოში იზრდებოდა. აქ რატომ მომიყვანეს?
მერე მოესმა ზანზალაკების მსუბუქი წკარუნი, ბავშვის კისკისი
და უცებ ბუჩქებიდან თავნაკუწა გამოხტა, რაც შეეძლო, სწრაფად მი-
ძუნძულებდა, პრინცესა შირინი კი ფეხდაფეხ მისდევდა.
– დაბრუნდი ახლა! – მისძახოდა გოგონა, – ნაკუწა, დაბრუნდი!
მასხარამ დავოსი რომ დაინახა, ერთბაშად შედგა. თუნუქის ირ-
მისრქიან მუზარადზე დაკიდებული ზანზალაკები წკარ-წკურ, აწკრი-
ალდნენ. ცალი ფეხიდან მეორეზე მოჰყვა ხტომას და ამღერდა:
– მასხარის სისხლი, მეფეთა სისხლი, გოგონას თეძოზე სისხლი,
სტუმრებსაც ჯაჭვები, ნეფესაც ჯაჭვები, ენკი-ბენკი-სიკლი...
ამ დროს შირინი ლამის წამოეწია, მაგრამ ბოლო წუთს მასხარა
გვიმრის ბუჩქს გადაახტა და ხეებს შორის გაუჩინარდა. პრინცესაც
მიჰყვა. მათმა დანახვამ დავოსს ღიმილი მოჰგვარა.
მობრუნდა და მოემზადა, თათმანიან ხელში ჩაეხველებინა, მაგ-
რამ ცოცხალი ღობიდან კიდევ ვიღაც პატარა არსება გამოიჭრა, ზედ
შეასკდა და წააქცია. ბიჭიც წაიქცა, მაგრამ მაშინვე წამოხტა.
– აქ რას აკეთებ? – მოსთხოვა პასუხი და ტანი ჩამოიფერთხა. სა-
ყელოზე გიშრისფერი თმა სცემდა, თვალები კი გამაოგნებლად
ლურჯი ჰქონდა, – რომ მოვრბივარ, გზაზე არ უნდა გადამიდგე.
– არ უნდა გადაგიდგე, – დაეთანხმა დავოსი. მუხლებზე წამოწე-
ვას შეეცადა და ისევ ხველამ შეუტია.
– ცუდად ხარ? – ბიჭმა მკლავში ჩაავლო ხელი და ფეხზე წამოა-
ყენა, – მაისტერს დავუძახო?
202
დავოსმა თავი გაიქნია.
– ხველაა. გამივლის.
ბიჭმა დაუჯერა.
– ურჩხულებს და მზეთუნახავებს ვთამაშობდით, – აუხსნა და-
ვოსს, – მე ურჩხული ვიყავი. ბავშვური თამაშია, მაგრამ ჩემს კუზი-
ნას მოსწონს. რა გქვია?
– სერ დავოს სივორთი.
ბიჭმა ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– მართლა? მთლად რაინდს არ ჰგავხარ.
– მე ხახვის რაინდი ვარ, მილორდ.
ბიჭს ლურჯი თვალები გაუფართოვდა.
– შავი გემი რომ ჰყავს?
– იცი ეგ ამბავი?
– შენ ბიძაჩემ სტანისს თევზი მოუტანე საჭმელად, მაშინ მე ჯერ
კიდევ არ ვიყავი დაბადებული, ლორდ ტაირელს ალყაში რომ ჰყავ-
და მოქცეული, – ბიჭი წინ გამოეჭიმა, – მე ედრიკ სტორმი ვარ, – გა-
მოუცხადა, – მეფე რობერტის შვილი.
– აბა რა, – დავოსი ამას თითქმის მაშინვე მიხვდა. ბიჭს ფლო-
რენტების პარტყუნა ყურები გამოჰყოლოდა, მაგრამ თმა, თვალები,
ყბა, ყვრიმალები – ყველაფერი ბარათეონების ჰქონდა.
– მამაჩემს იცნობდი? – ჰკითხა ედრიკ სტორმმა.
– ბევრჯერ მინახავს, შენს ბიძას კარზე რომ ვეახლებოდი ხოლ-
მე, მაგრამ არასოდეს გვისაუბრია.
– მამაჩემმა ბრძოლა მასწავლა, – ამაყად მოახსენა ბიჭმა, –
თითქმის ყოველ წელს მოდიოდა ჩემს სანახავად და ზოგჯერ ერთად
ვვარჯიშობდით ხოლმე. ბოლო დღეობაზე საომარი ურო გამომიგ-
ზავნა, ზუსტად თავისი უროსნაირი, ოღონდ პატარა. მაგრამ ის გრი-

203
გალის კიდეზე დამატოვებინეს. მართალია, ბიძაჩემმა სტანისმა თი-
თები რომ მოგაჭრა? – მხოლოდ ბოლო ფალანგები. თითები მაქვს,
ოღონდ უფრო მოკლე.
– მიჩვენე.
დავოსმა თათმანი წაიძრო. ბიჭმა ყურადღებით შეისწავლა მისი
ხელი.
– ცერი არ დაგიმოკლა?
– არა, – დავოსმა დაახველა, – დამიტოვა.
– საერთოდ არ უნდა მოეკვეთა თითები, – დაასკვნა ბიჭმა, – ცუ-
დად მოიქცა. – კონტრაბანდისტი ვიყავი.
– ჰო, მაგრამ მისთვის თევზი და ხახვი შემოაპარე.
– ლორდმა სტანისმა ხახვისთვის რაინდად მაკურთხა, კონტრა-
ბანდისტობისთვის კი თითები წამაჭრა, – ისევ ჩაიცვა ხელთათმანი.
– მამაჩემი თითებს არ მოგკვეთდა.
– როგორც იტყვი, მილორდ, – რობერტი მართლაც სულ სხვა კა-
ცი იყო, სტანისს არ ჰგავდა. ბიჭი მამის ალი-კვალია. ჰო, და – რენ-
ლისაც. ამ ფიქრმა ააფორიაქა. ბიჭი კიდევ რაღაცის თქმას აპირებ-
და, როცა ნაბიჯის ხმა გაიგონეს. დავოსი მიტრიალდა. ბალის ბი-
ლიკს სერ აქსელ ფლორენტი მოუყვებოდა, მას დალიანდაგებულ
ქურთუკებში გამოწყობილი თორმეტი მცველი მოსდევდა. მკერდზე
ყველას ნათლის უფლის ცეცხლოვანი გული ეხატათ. დედოფლის
ხალხია, გაიფიქრა დავოსმა. ისევ გათანგა ხველამ.
სერ აქსელი დაბალი და დაკუნთული იყო, კასრივით მკერდი,
სქელი მკლავები და მობრეცილი ფეხები ჰქონდა, ყურებში კი ბალა-
ნი ეზრდებოდა. დედოფლის ბიძა ათ წელს იყო დრაკონის ქვის კას-
ტელანი და დავოსს მუდამ თავაზიანად ექცეოდა, რაკი იცოდა, რომ
მას ლორდი სტანისი სწყალობდა. მაგრამ ახლა მის ხმაში არც თა-
ვაზი, არც სითბო არ ისმოდა, როცა წარმოთქვა:
204
– სერ დავოსი. არ დამხრჩვალა. როგორ მოხდა?
– ხახვი ტივტივებს, სერ. მოხვედი, რომ მეფესთან წამიყვანო?
– მოვედი, რომ დილეგში ჩაგაგდო, – სერ აქსელმა ხელით ანიშ-
ნა მცველებს, – შეიპყარით და ხანჯალი ჩამოართვით. აპირებს,
ჩვენს ქალბატონზე იხმაროს.
ჯეიმი
სასტუმრო პირველმა ჯეიმიმ შენიშნა. მთავარი შენობა სამხრე-
თის ნაპირს შემოვლებოდა იქ, სადაც მდინარე უხვევდა; გრძელი და
დაბალი ფრთები ისე გაეშალა წყლის გასწვრივ, თითქოს ზემოდან
გამოცურებული მგზავრები გულში უნდა ჩაეკრა. ქვედა სართული
რუხი ქვისა ჰქონდა, ზედა – შეთეთრებული ხის, და ფიქლის სახურა-
ვი ეფარა. თავლებსაც ხედავდა და ვაზით დამძიმებულ ხეივანსაც.
– საკვამურებიდან კვამლი არ ამოდის, – შენიშნა მან, როცა მიუ-
ახლოვდნენ, – არც სინათლე ჩანს ფანჯრებში.
– ბოლოჯერ რომ ჩამოვიარე, სასტუმრო ჯერაც ღია იყო, – თქვა
სერ კლიოს ფრეიმ, – მშვენიერ ელს ხარშავდნენ. იქნებ, სარდაფებ-
ში ჯერ კიდევ დარჩა რამე. – იქ შეიძლება, ხალხი იყოს, – თქვა ბრი-
ენმა, – დამალული. ან დახოცილები. – გვამების გეშინია, გოგო? –
ჰკითხა ჯეიმიმ.
მან თვალი თვალში გაუყარა.
– მე მქვია...
– ბრიენი, ჰო. არ გინდა, ერთი ღამე საწოლში დაიძინო, ბრიენ?
უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, ვიდრე ღია მდინარეზე, და თანაც
ჭკვიანური იქნება, გავიგოთ, რა მოხდა აქ.
ბრიენს არ უპასუხია, მაგრამ წუთის მერე საჭეს მიაწვა და ნავი
ხის გახუნებული ნავმისადგომისკენ მიმართა. სერ კლიოსი აფრის
დასაშვებად წამოდგა.

205
სადგომს რბილად რომ მიეჯახნენ, გადაძვრა და ნავი მიაბა. ჯე-
იმიც მიჰყვა, ჯაჭვები მოძრაობას უზღუდავდა.
ნავსაბმელის ბოლოში რკინის ჭოკზე აქერცლილი აბრა ეკიდა,
მასზე დაჩოქილი მეფე იყო გამოსახული, ხელები მორჩილების ნიშ-
ნად შეეტყუპებინა. ჯეიმიმ ერთი კი შეხედა და გადაიხარხარა.
– ამაზე უკეთეს სასტუმროს ვერც ვინატრებდით.
– რამე განსაკუთრებული ადგილია? – იკითხა დაეჭვებულმა გო-
გომ.
– ეს სასტუმრო დაჩოქილი კაცია, მილედი, და სწორედ იმ ად-
გილზე დგას, სადაც ჩრდილოეთის უკანასკნელმა მეფემ მუხლი მო-
უყარა ეაგონ დამპყრობელს და მორჩილება გამოუცხადა. სავარა-
უდოდ, აბრაზე სწორედ ის ხატია.
– მას მერე, რაც ორი მეფე ცეცხლის ველზე დაეცა, ტორენი თა-
ვის ლაშქარს სამხრეთით გამოუძღვა, – თქვა ჯეიმიმ, – მაგრამ, ეა-
გონის დრაკონი და მისი ჯარის სიდიდე რომ იხილა, სიბრძნის გზა
არჩია და ის დამზრალი მუხლები მოიდრიკა, – ცხენის ჭიხვინის გა-
გონებაზე შედგა, – თავლაში ცხენებია. ერთი მაინც, – მეტი არც მინ-
და გოგოს უკან მოსატოვებლად, – მოდი, ვნახოთ, ვინაა შინ, არა? –
პასუხისთვის არ დაუცდია, ჟღარუნით დაუყვა ნავმისადგომს, კარს
მხარი მიაბჯინა, შეაღო... ...და მოზიდულ არბალეტს შეეჩეხა. მის
უკან თხუთმეტიოდე წლის ჩაფსკვნილი ბიჭი იდგა.
– ლომი, თევზი თუ მგელი? მოსთხოვა პასუხი.
– დედლის იმედი გვქონდა, – ჯეიმის მოესმა, როგორ შემოჰ-
ყვნენ თანამგზავრები, – არბალეტი მხდალების იარაღია.
– და მაინც შეუძლია, გულში ისარი გაგიყაროს.
– შესაძლოა. მაგრამ, სანამ გადატენიდე, ჩემი კუზენი ნაწლავებს
დაგაყრევინებს – ნუ აშინებ ბიჭს, – უთხრა სერ კლიოსმა.
– არაფერს დაგიშავებთ, – უთხრა გოგომ, – და ფულიც გვაქვს,
206
საჭმელსა და სასმელში რომ გადავიხადოთ, – ქისიდან ვერცხლის
მონეტა ამოაძვრინა.
ბიჭმა ეჭვით შეხედა ფულს, მერე – ჯეიმის ბორკილებს.
– ეს შებორკილი რატომ გყავთ?
– რამდენიმე მეარბალეტე-მოვკალი, – უთხრა ჯეიმიმ, – ელი
გაქვთ?
– კი, – ბიჭმა ოდნავ დაუშვა არბალეტი, – ხმლები შემოიხსენით
და ძირს დაყარეთ, მერე იქნებ გაჭამოთ კიდევაც, – იგი გვერდულად
მიუახლოვდა წაწვეტებულ ფანჯარას და გაიხედა, რათა ენახა, გა-
რეთ კიდევ ხომ არ იდგნენ მათიანები, – ტალების აფრაა, – აღნიშნა
გემის დანახვისას.
– რივერანიდან მოვედით, – ბრიენმა ქამრის აბზინდა შეიხსნა და
ჟღარუნით ჩამოაგდო იატაკზე. სერ კლიოსმაც მიბაძა.
სარდაფის კარიდან ავადმყოფური შესახედაობის მქონე, სახე-
დაკენკილმა და ფერმკრთალმა კაცმა გამოაბიჯა, ხელში ყასბის მძი-
მე ყამა ეჭირა.
– სამი ხართ, არა? სამის სამყოფი ცხენის ხორცი გვაქვს ცხენი
ბებერი და ძარღვიანი იყო, მაგრამ ხორცი ჯერ ახალია.
– პური გაქვთ? – ჰკითხა ბრიენმა.
– ხმელი პური და ძველი ქერის კვერები გვაქვს ჯეიმი გაიკრიჭა.
– რა პატიოსანი მეპატრონეა. ვინც გინდა, ყველა ძველ პურს და
ძარღვიან ხორცს შემოგტენის, მაგრამ ასე პირდაპირ კი არ გამო-
გიტყდება.
– მე არ ვარ სასტუმროს მეპატრონე ის უკანა ეზოში დავმარხე,
თავის ცოლთან ერთად.
– შენ დახოცე?
– რომ დამეხოცა, გეტყოდით? – კაცმა გადააფურთხა, – ალბათ,
მგლებმა ქნეს ეგ, ან ლომებმა, რა განსხვავებაა? მე და ჩემმა ცოლმა
207
მკვდრები ვიპოვეთ. ახლა ვთვლით, რომ აქაურობა ჩვენია.
– სადაა აბა შენი ცოლი? – ჰკითხა სერ კლიოსმა.
კაცმა ეჭვით გამოხედა.
– რაში გაინტერესებს? აქ არაა... არც თქვენ იქნებოდით აქ,
თქვენი ვერცხლის გემო რომ არ მომწონდეს.
ბრიენმა მონეტა გადაუგდო. მან ჰაერში დაიჭირა, კბილით მო-
სინჯა და შეინახა. – კიდევ აქვს, – გამოუცხადა არბალეტიანმა ბიჭ-
მა.
– აქვს და ჰქონდეს. ბიჭო, ჩადი დაბლა და ცოტა ხახვი მომიტანე.
ბიჭმა არბალეტი მხარზე შეიგდო, ბოლოჯერ კუშტად გამოხედათ
და სარდაფში ჩაძვრა.
– შენი შვილია? – ჰკითხა სერ კლიოსმა – არა, ერთი ბიჭია, მე
და ცოლმა შემოვუშვით. ჩვენ ორი გვყავდა, მაგრამ ერთი ლომებმა
მოკლეს, მეორე ფაღარათმა შეიწირა. ამ ბიჭს კიდევ დედა სისხლი-
ანმა ჯამბაზებმა მოუკლეს. ისეთი დროა, კაცს სჭირდება ვინმე, თვა-
ლი ეჭიროს, სანამ თვითონ სძინავს, – მან დანა მაგიდებისკენ გაიქ-
ნია, – შეგიძლიათ, დასხდეთ. ცეცხლი არ ენთო, მაგრამ ჯეიმი ბუ-
ხართან ყველაზე ახლო მდგარ სკამზე დაჯდა და გრძელი ფეხები მა-
გიდის ქვეშ გაჭიმა. მის ყოველ მოძრაობას ჯაჭვების ჟღარუნი ახ-
ლდა. რა საძაგელი ხმაა. სანამ ამ ამბის ბოლოში გავალთ, ამ ჯაჭ-
ვებს გოგოს ყელზე მოვახვევ და ვნახოთ, მერე როგორდა მოეწონე-
ბა ისინი.
კაცმა, რომელიც არ იყო სასტუმროს მეპატრონე, სამი უზარმაზა-
რი ცხენის მწვადი დაბრაწა და ღორის ქონში ხახვი მოდაღა, რამაც
თითქმის გადაწონა ქერის კვერების სიძველე. ჯეიმიმ და კლიოსმა
ელი დალიეს, ბრიენმა – ჭიქა სიდრი. ბიჭს მოშორებით ეჭირა თავი,
სიდრის კასრზე შემოსკუპებულს მუხლებზე შეყენებული არბალეტი
ედო. მზარეულმაც ჩამოისხა ტოლჩაში ელი და მათ მიუჯდა.
208
– რა ამბებია რივერანიდან? – ჰკითხა სერ კლიოსს, რომელიც
მათ მეთაურად მიიჩნია. სერ კლიოსმა, სანამ უპასუხებდა, ბრიენს
შეხედა.
– ლორდი ჰოსტერი ვერაა კარგად, მაგრამ მის ვაჟს წითელი კბი-
ლის ფონები უჭირავს და ლანისტერებს არ ატარებს. ბრძოლები
იყო.
– ბრძოლები ყველგანაა. საით მიემართებით, სერ?
– მეფის საბიჯელში, – სერ კლიოსმა პირიდან ცხიმი მოიწმინდა.
მათმა მასპინძელმა ჩაიფრუტუნა.
– აი, სამი სულელი. იქიდან ბოლოს რაც გავიგე, ისაა, რომ ქა-
ლაქის გალავანს მეფე სტანისი იყო მიმდგარი. ამბობენ, ასი ათასი
კაცი ახლავს და ჯადოსნური ხმალი აქვსო. ჯეიმიმ მაჯებს შორის გაბ-
მულ ჯაჭვს ჩასჭიდა ხელები და მაგრად მოატრიალა. ნატრობდა, მა-
თი გაგლეჯის ძალა ჰქონოდა. მაშინ კი ვუჩვენებდი სტანისს, სად ჩა-
აგოს თავისი ჯადოსნური ხმალი.
– თქვენ ადგილზე, მეფის გზიდან თავს შორს დავიჭერდი, – გა-
ნაგრძობდა კაცი, – მსმენია, იქ ცუდი და ცუდზე უარესი ხდებაო.
მგლებიც დაძრწიან და ლომებიც, გაპარტახებული, სახლებიდან აყ-
რილი ხალხიც ჯგუფ-ჯგუფად ესხმის თავს ყველას, ვისაც კი დაიჭე-
რენ.
– ავაზაკები, – ზიზღით წარმოთქვა სერ კლიოსმა, – ეგეთები ვე-
რასოდეს გაბედავენ, შეიარაღებულ კაცებს შეჰბედონ.
– ბოდიში, სერ, მაგრამ მე ერთ შეიარაღებულ კაცს ვხედავ, ქალ-
თან და შებორკილ ტყვესთან ერთად.
ბრიენმა მზარეულს შეუბღვირა. ამ გოგოს მართლაც ეჯავრება,
რომ შეახსენებენ, გოგო ხარო, გაიფიქრა ჯეიმიმ და ისევ გადაგრიხა
ჯაჭვი. მისი რგოლები ცივად და მაგრად ეჭირებოდა კანზე, რკინას
ნირსაც ვერ უცვლიდა. ბორკილებმა მაჯები გადაუხეხა.
209
– ვაპირებ, სამკბილას ზღვამდე ჩავყვე, – უთხრა გოგომ მასპინ-
ძელს, – ქალის ტბაში ცხენებს ვიშოვით და ბინდისველის გზით როს-
ბიში ჩავალთ. ასე ყველაზე უარეს ბრძოლებს გვერდს ავუვლით.
მასპინძელმა თავი გაიქნია.
– ქალის ტბამდე მდინარით ვერანაირად ვერ ჩააღწევთ. აქედან
ოცდაათი მილით ქვემოთ ერთი-ორი გემი დაიწვა და ჩაიძირა, და
მათ გარშემო ნაკადი მიილამა. იქ ავაზაკებმა ბუდე მოიწყვეს და ყვე-
ლას, ვინც ჩავლას შეეცდება, თავს ესხმიან. ქვემოთაც ეგეთივე ამ-
ბავია, ხტუნია ქვების და წითელი ირმის კუნძულის გარშემო.
ელვა-ლორდიც უნახავთ იმ ადგილებში. სადაც უნდა, იქ გადა-
დის და გადმოდის, მდინარეზე წუთითაც არ ჩერდება.
– ეგ ელვა-ლორდი ვინღაა?? – ჰკითხა კლიოს ფრეიმ.
– ლორდი ბერიკი, სერ. ასე იმიტომ ეძახიან, რომ უცებ ატყდება
თავს ყველას, როგორც ელვა მოწმენდილი ციდან. ამბობენ, სიკ-
ვდილი არ ეკარებაო.
ყველას მიეკარება სიკვდილი, ხმალი თუ გაუყარე, გაიფიქრა ჯე-
იმიმ.
– მირელი თოროსი ჯერაც მასთანაა?
– დიახ. წითელი ჯადოსანი. გამიგონია, საოცარი ძალები აქვსო.
აბა რა, მას ჰქონდა იმის გამძლეობა, რობერტ ბარათეონს სმაში
გასჯიბრებოდა, ამით კი ბევრი ვერ დაიკვეხნიდა. ჯეიმიმ ერთხელ
გაიგონა, თოროსი მეფეს რომ ეუბნებოდა, წითელი ქურუმი იმიტომ
გავხდი, რომ ანაფორას ღვინის ლაქები არ ეტყობაო. რობერტმა მა-
შინ ისე გადაიხარხარა, სერსეის აბრეშუმის მანტია სულ ელით გა-
წუწა. – მე კი არაფერს ვამტკიცებ, – თქვა მან, – მაგრამ, იქნებ, სამ-
კბილა არ იყოს ჩვენთვის ყველაზე უხიფათო გზა?
– მეც მაგას გეუბნებით, – დაეთანხმა მზარეული, რომც გასცდეთ

210
წითელი ირმის კუნძულს და არც ლორდ ბერიკს და წითელ ჯადო-
სანს გადაეყაროთ, წინ კიდევ ლალის ფონიც გექნებათ გასავლელი.
ბოლოს რაც გავიგე, ფონი წურბელა-ლორდის მგლებს უჭირავთ,
მაგრამ მას მერე დრო გავიდა. ახლა იქ შეიძლება, ისევ ლომები იყ-
ვნენ, ან ლორდი ბერიკი, ან კიდევ ვინმე.
– ან არავინ, – ივარაუდა ბრიენმა.
– თუ მილედის ნებავს, ეს საკუთარ ტყავზე შეამოწმოს, მე ვინ
მკითხავს... მაგრამ თქვენი რომ ვიყო, მდინარეს შევეშვებოდი, ხმე-
ლეთით მოვჭრიდი. მთავარ გზებს თუ მოერიდებით და ღამღამობით
ხეების ქვეშ გაათენებთ, დამალულები... არა, მე წამოყოლას მაინც
არ ვინდომებდი, მაგრამ ასე შეიძლება გაძვრეთ. ზორბა გოგო ყოყ-
მანობდა.
– ცხენები დაგვჭირდება.
– ცხენები არიან, – შენიშნა ჯეიმიმ, – თავლიდან ერთის ხმა გა-
ვიგონე. – დიახაც არიან, – თქვა სასტუმროს მეპატრონემ, რომე-
ლიც არ იყო სასტუმროს მეპატრონე, – ზუსტად სამი, მაგრამ არ იყი-
დება.
ჯეიმის გაეცინა.
– რასაკვირველია, არა. მაგრამ მაინც გვიჩვენებ.
ბრიენი მოიღუშა, მაგრამ კაცმა, რომელიც არ იყო სასტუმროს
მეპატრონე, ჯიქურ გაუსწორა მის მზერას თვალი და ცოტა ხანში გო-
გომ უწადინოდ, მაგრამ მაინც უთხრა, მიჩვენეო, და ყველანი წა-
მოდგნენ.
თავლებიდან ისეთი სუნი მოდიოდა, ჩანდა, დიდი ხანი იყო, არა-
ვის გამოესუფთავებინა. ასობით მსხვილი შავი ბუზი ირეოდა ნამჯა-
ში, ბაგიდან ბაგაზე დაზუზუნებდა და ყველგან დახორავებულ ცხენის
პატივზე დაცოცავდა. ცხენი კი სამად სამი იყო, თუმცა სულ სხვადას-
ხვანაირები: მძიმე, ყავისფერი მუშა ცხენი, ბეხრეკი თეთრი იაბო,
211
ცალი თვალით რომ დაბრმავებულიყო, და რაინდის ლურჯა და ფიც-
ხი საფერხე.
– ეს სამი ცხენი საიდან გყავს? – დაინტერესდა ბრიენი.
– სასაპალნე თავლაში დამხვდა, მე და ჩემი ცოლი ამ სასტუმრო-
ში რომ მოვედით, – უთხრა კაცმა, – იმასთან ერთად, ახლა რომ ჭა-
მეთ. იაბო ერთ ღამეს თავისით მოეხეტა, საფერხე კი ბიჭმა დაიჭირა,
უმხედროდ დარბოდა, უნაგირი და აღვირი ჯერაც ზედ ჰქონდა. აგერ,
ნახეთ.
უნაგირი ვერცხლით იყო მოვარაყებული. ქსოვილის საფარი თა-
ვიდან უჯრულა ვარდისფერი და შავი იყო, მაგრამ ახლა თალხი ფე-
რი დასდებოდა. ჯეიმიმ ვერ იცნო მისი თავდაპირველი ფერები, მაგ-
რამ სისხლის ლაქების ცნობა არ გასჭირვებია. – რას იზამ, ამას პატ-
რონი ალბათ მალე ვერ მოიკითხავს, – მან ცხენს ფეხები დაუთვა-
ლიერა, იაბოს კბილები დაუთვალა, – ლურჯაში ოქროს ფული მი-
ეცი, თუ უნაგირიანად მოგცემს, – ურჩია ბრიენს, – ერთი ვერცხლიც
– სასაპალნეში. თეთრის წაყვანაში კი აქეთ გადაგვიხადოს.
– საკუთარ ცხენზე ასე უპატივცემულოდ ნუ ლაპარაკობ, – გო-
გომ ლედი კეტლინის მიცემული ქისა გახსნა და სამი ოქროს მონეტა
ამოიღო, – თითოში თითო დრაკონს მოგცემ.
კაცმა თვალები დაახამხამა და ხელი გაიწოდა, მაგრამ შეყოყ-
მანდა და ხელი უკან გასწია.
– რა ვიცი... ოქროს დრაკონზე ვერ შევჯდები, აქედან წასვლამ
თუ მომიწია. ვერც შევჭამ, თუ მომშივდა.
– ჩვენი ნავიც აიღე, – უთხრა ქალმა, – მდინარეზე გაცურავ, გინ-
და აღმა, გინდ დაღმა, როგორც გინდა.
– გამასინჯე ერთი ეგ ოქრო, – კაცმა მისი ხელისგულიდან ერთი
მონეტა აიღო და კბილით მოსინჯა, – ჰოო. მგონი, ნამდვილია. სამი
ოქრო და ნავი?
212
– გაყაჩაღებს თვალსა და ხელს შუა, გოგო, – კეთილად უთხრა
ჯეიმიმ.
– საგზალიც დამჭირდება, – ბრიენმა მის სიტყვებს ყურადღება
არ მიაქცია, – ყველაფერი, რაც კი გაქვს, და მინდა, რომ მომცე.
– ქერის კვერები მაქვს კიდევ, – კაცმა დარჩენილი ორი დრაკო-
ნიც ააცალა ხელიდან, მუჭში ააჩხრიალა და მათ ხმაზე გაიბადრა, –
ჰო, და შებოლილი დამარილებული თევზიც, მაგრამ ეგ კიდევ ერთი
ვერცხლი დაგიჯდება. საწოლებსაც ფასი აქვს. ამაღამ დარჩენა გენ-
დომებათ.
– არა, – მაშინვე უთხრა ბრიენმა.
კაცმა წარბი შეკრა.
– ქალო, ღამით ხომ არ ივლი უცხო მხარეში უცნობი ცხენებით?
ან რამე საფლობში შეეხეტები, ან ცხენს ფეხს მოსტეხ.
– ამაღამ მთვარე იქნება, – თქვა ბრიენმა, – გზის გაგნება არ
გაგვიჭირდება. მასპინძელმა მისი სიტყვები აწონ-დაწონა.
– ვერცხლი თუ არ გაქვს, მაშ, იქნებ, რამდენიმე სპილენძადაც
გაგიხერხოთ საწოლები და ერთი-ორი საბანი, თბილად რომ იყოთ.
მგზავრებს კარში კი არ ვყრი, ხომ გესმით, არა?
– კარგი სიტყვაა, – თქვა სერ კლიოსმა.
– საბნები ახალგარეცხილია, ჩემმა ცოლმა მიხედა, სანამ წავი-
დოდა. ერთ რწყილსაც ვერსად იპოვით, სიტყვას გაძლევთ, – მან
კვლავ ღიმილით ააჩხარუნა მონეტები. სერ კლიოსს მის შემოთავა-
ზება აშკარად აცდუნებდა.
– წესიერი საწოლი ყველას მოგვიხდებოდა, მილედი, – უთხრა
ბრიენს, – დასვენებულები დილით უფრო სწრაფადაც ვივლით, –
მხარდაჭერისთვის კუზენს გადახედა.
– არა, კუზენ, გოგო სწორს ამბობს. სიტყვა გვაქვს მიცემული, წინ
კი მრავალი ლიგა გვიდევს. უნდა წავიდეთ.
213
– მაგრამ, – უთხრა კლიოსმა, – შენ თვითონ თქვი...
– ის მაშინ, – როცა სასტუმრო ცარიელი მეგონა, – ახლა სავსე
მუცელი მაქვს, მთვარის შუქზე მგზავრობა კი სწორედაც რომ გვარ-
გებს, – მან გოგოს გაუღიმა, – მაგრამ, თუ არ აპირებ, იმ სასაპალნე
ცხენზე ფქვილის ტომარასავით გადამკიდო, ჯობია, ამ ჯაჭვებს რამე
მოვუხერხოთ. გადაბმული კოჭებით ცხენზე ჯდომა ძნელია. ბრიენი
მოღუშული დააჩერდა ჯაჭვს. კაცმა, რომელიც არ იყო სასტუმროს
მეპატრონე, ყბა მოისრისა.
– თავლის უკან სამჭედლოა.
– მიჩვენე, – უთხრა ბრიენმა.
– ჰო, – გაუხარდა ჯეიმის, – და, რაც მალე, უკეთესი. ჩემი აზრით,
აქ ზედმეტად ბევრი ცხენის ნეხვია. სულ არ მინდა, ფეხი შიგ ჩავკრა,
– მან გოგოს დაჟინებით შეხედა, ფიქრობდა, ნეტავ, საკმარისად
გამჭრიახი თუ არის, რომ მიმიხვდესო.
იმედი ჰქონდა, იქნებ ხელებზეც შემხსნას რკინებიო, მაგრამ
ბრიენი ჯერ კიდევ არ ენდობოდა. მან კოჭის ჯაჭვი შუაში გაწყვიტა
ფოლადის სატეხით, რომელსაც ბლაგვ ბოლოზე რამდენიმეჯერ
დასცხო მჭედლის ურო. ჯეიმიმ რომ შესთავაზა, ხელის ჯაჭვიც გაწ-
ყვიტეო, ყურადღება არ მიუქცევია.
– მდინარეს დაუყევით და ექვს მილში დამწვარ სოფელს მიადგე-
ბით, – ეუბნებოდა მასპინძელი, თან ცხენების შეკაზმვასა და ბარგის
შეკვრაში ეხმარებოდათ. ამჯერად რჩევით ბრიენს მიმართავდა, –
იქ გზა იყოფა. სამხრეთით თუ გაუხვევთ, სერ ვარენის კოშკს მიად-
გებით, სერ ვარენი წავიდა და მოკვდა, ჰოდა, არ ვიცი, ახლა იქ ვინ
დგას, მაგრამ მაგ ადგილს ჯობია, ერიდოთ. უმჯობესი იქნება, ტყის
ბილიკებს გაჰყვეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.
– ეგრე ვიზამთ, – მიუგო გოგომ, – მადლობა მომიხსენებია.
რაც მთავარია, შენი ოქრო ხომ მიიღო უკვე. ჯეიმის ეს ხმამაღლა
214
აღარ უთქვამს. ეს ზორბა უშნო ძროხა მის ნათქვამს მაინც არად აგ-
დებს.
ქალი სასაპალნე ცხენზე თავად შეჯდა, საფერხე სერ კლიოსს
მისცა. როგორც დაჰპირდა, ცალთვალა იაბო ჯეიმის ერგო, რამაც
დაასამარა მისი ყველანაირი განზრახვა, ცხენისთვის ქუსლები შე-
მოეკრა და გოგო უკან ჩამოეტოვებინა.
კაცი და ბიჭი გამოვიდნენ და გზაზე დამდგარ მგზავრებს თვალი
გაადევნეს. კაცმა იღბალი უსურვათ და უთხრა, უკეთეს დროს ისევ
გამოევლოთ, ბიჭი კი უხმოდ იდგა და ის თავისი არბალეტი იღლიაში
ამოეჩარა.
– შუბი ან ურო იშოვე, – უთხრა მას ჯეიმიმ, – უფრო გამოგადგე-
ბა.
ბიჭი უნდოდ შეაჩერდა. მიეცი ასეთს მეგობრული რჩევა. მხრები
აიჩეჩა, ცხენი მიაბრუნა და უკან აღარც მიუხედავს.
სერ კლიოსი მოდიოდა და მოწუწუნებდა, დაკარგული ლოგინი
ჯერაც ვერ მოენელებინა. აღმოსავლეთისკენ გაუყვნენ მთვარის შუ-
ქით განათებულ ნაპირს. წითელი კბილი აქ ძალიან ფართოდ იშლე-
ბოდა, მაგრამ თავხელი იყო, ნაპირები შლამიანი და შამბიანი ჰქონ-
და. ჯეიმის ცხენი მშვიდად მიცუხცუხებდა, თუმცა საბრალო ბებრუ-
ცუნა სულ საღი თვალისკენ უხვევდა ხოლმე. კარგი იყო ისევ შეჯდო-
მა. არ ამხედრებულიყო მას მერე, რაც რობ სტარკის მოისრებმა
ცხენი მოუკლეს მოჩურჩულე ტყეში.
დამწვარ სოფელს რომ მიატანეს, თვალწინ ერთმანეთზე უარესი
გზები დაუდგათ. ვიწრო შარა ღრმად დაეღარა ფერმერების ურმებს,
რომლითაც მარცვლეულს მდინარისკენ მიეზიდებოდნენ ხოლმე.
ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა და მალევე
იკარგებოდა შორს ამოზრდილ ხეებს შორის, მეორე კი, უფრო სწო-

215
რი და ქვიანი, სამხრეთისკენ იყო გაწოლილი. ბრიენი ერთსაც დააკ-
ვირდა, მეორესაც, და ცხენი სამხრეთისკენ მიაბრუნა. ჯეიმი სასია-
მოვნოდ გაოცდა: თავადაც ასე გადაწყვეტდა. – მაგრამ სასტუმროს
მეპატრონემ ამ გზაზე გვითხრა, არ გაჰყვეთო, – შეედავა სერ კლი-
ოსი.
– ის სასტუმროს მეპატრონე არ ყოფილა, – გოგო უშნოდ იდო
უნაგირზე, მაგრამ ეტყობოდა, რომ საიმედოდ იჯდა, – ზედმეტად
ზრუნავდა ჩვენს გზაზე, და ის ტყეც.. ეგეთი ადგილები ყოველთვის
ავაზაკების ბუდეა ხოლმე. შეიძლება, მახეში გვაგზავნიდა. – ჭკვიანი
გოგო, – ჯეიმიმ ბიძაშვილს გაუღიმა, – ჩვენს მასპინძელს ამ გზაზე
მეგობრები მოეძევება-მეთქი, ვიტყოდი. ისინი, რომელთა ცხენებიც
იმ თავლას დაუვიწყარ სურნელს ანიჭებენ.
– შეიძლება, მდინარის ამბავიც მოიტყუა, ეს ცხენები რომ შემოე-
საღებინა, – თქვა გოგომ, – მაგრამ ვერ გავრისკავდი. ლალის ფონ-
თან და გზაჯვარედინზე უეჭველად იდგებიან ჯარისკაცები.
მაშ, შეიძლება, უშნო კია, მაგრამ მთლად შტერი არ უნდა იყოს.
ჯეიმიმ ქალს ძუნწად გაუღიმა.
ქვის კოშკის ზედა ფანჯრებიდან გამომჭვირვალმა მოწითალო
შუქმა მგზავრებს შორიდანვე დაანახვა მისი სამყოფელი და ბრიენმა
ისინი მინდვრებზე გადაიყვანა. სიმაგრე კარგა გვარიანად რომ მო-
იტოვეს უკან, მხოლოდ მას მერეღა შემობრუნდნენ ისევ და გზა მო-
ნახეს. ნახევარი ღამე გავიდა, სანამ გოგო გადაწყვეტდა, გაჩერება
საშიში აღარ იქნებაო, უკვე სამივე მოღვენთილი იჯდა უნაგირებზე.
მდორე რუს გვერდით მუხების და იფნების კორომს შეაფარეს თავი.
გოგომ ცეცხლი არ დაანთებინა და ძველი ქერის კვერებს და მარი-
ლიან თევზს დასჯერდნენ. უცნაურად მშვიდი ღამე იდგა. შავი ხავერ-
დის ცაზე ნახევარი მთვარე ეკიდა, გარშემო ვარსკვლავები ეხვივ-
ნენ. შორს მგლები ყმუოდნენ. ერთმა მათმა ცხენმა დაიჭიხვინა. სხვა
216
ხმა არ ისმოდა. ამ ადგილს ომი არ შეხებიაო, გაიფიქრა ჯეიმიმ. ხა-
რობდა, აქ რომ იყო, ცოცხალი რომ იყო, სერსეისთან რომ ბრუნდე-
ბოდა. – პირველი მე დავდგები გუშაგად, – უთხრა ბრიენმა სერ
კლიოსს და ფრეიმ მალე წყნარი ფშვინვა ამოუშვა.
ჯეიმი მუხის ტანს მიეყუდა და ფიქრობდა, ნეტავ, ახლა სერსეი და
ტირიონი რას შვრებიანო.
– და-ძმა გყავს, მილედი?
ბრიენმა უნდოდ გადმოხედა.
– არა. მამაჩემის ერთადერთი შვილი ვარ.
ჯეიმიმ ჩაიხითხითა.
– ძეო, უნდა გეთქვა. ძედ არ მიაჩნიხარ? ასულად ნამდვილად
ვერ გამოდგები. ქალმა უსიტყვოდ აქცია ზურგი, ხმლის ტარზე მაგ-
რად ჰქონდა თითები შემოჭერილი. რა უბადრუკი არსებაა. რაღა-
ცით ტირიონს აგონებდა, თუმცა ერთი შეხედვით გეგონებოდა, შე-
უძლებელია, ორი ადამიანი ასე განსხვავებული იყოს ერთმანეთის-
განო. იქნებ, სწორედ ძმის გახსენებამ ათქმევინა:
– წყენინება არ მინდოდა, ბრიენ, მაპატიე.
– შენი დანაშაულები უპატიებელია, მეფისმკვლელო.
– ისევ მასე მეძახი, – ჯეიმიმ ზანტად დაქაჩა თავისი ჯაჭვი, – ასე
რატომ ბრაზობ? რამდენადაც ვიცი, შენთვის არაფერი დამიშავებია.
– სხვებს დაუშავე. იმათ, ვისი დაცვის ფიციც გქონდა დადებული.
სუსტებს, უცოდველებს...
– მეფეს? – ბოლო-ბოლო საქმე ისევ ეირისზე მიდგებოდა ხოლ-
მე, – ნუ განსჯი იმას, რაც არ გესმის, გოგო.
– მე მქვია...
– ...ბრიენი, ჰო. ვინმეს უთქვამს შენთვის, რომ იმდენადვე მო-
საწყენი ხარ, რამდენადაც უშნო?
– ჩემს გაბრაზებას ტყუილად ცდილობ, მეფისმკვლელო.
217
– უჰ, კი მოვახერხებდი, რომ არ მეზარებოდეს.
– რატომ დადე ფიცი? – პასუხი მოსთხოვა ქალმა, – რატომ ჩაიც-
ვი ის თეთრი მოსასხამი, თუ აპირებდი, გეღალატა ყველაფრისთვის,
რასაც კი ის ნიშნავდა?
რატომ? რა შეიძლება, უთხრას ისეთი, რასაც გაიგებდა?
– ბავშვი ვიყავი. თხუთმეტი წლისა. ამ ასაკში ეს ყველასთვის დი-
დი პატივია. – ეს პასუხი არ არის, – უთხრა მან დაცინვით.
სიმართლე არ მოგეწონება. მეფის ქეშიკი სიყვარულის გამო
გახდა, რასაკვირველია. მათმა მამამ სერსეი მეფის კარზე თორმეტი
წლისა დაიბარა, იმ იმედით, რომ მისთვის სამეფო ქორწინებას მო-
ახერხებდა. სერსეი ხელის ყველა მთხოვნელს უარს ეუბნებოდა,
მარჯვენის კოშკში აცხოვრებდა თავის გვერდით და იცდიდა, სანამ
გაიზრდებოდა, დაქალდებოდა და კიდევ უფრო გამშვენიერდებო-
და. უეჭველია, უცდიდა, როდის წამოიზრდებოდა პრინცი ვისერისი,
ან იქნებ რეიგარის ცოლი გადაჰყოლოდა ლოგინობას. ელია დორ-
ნელი მრთელი ჯანით არასოდეს გამოირჩეოდა.
ჯეიმიმ ამასობაში ოთხი წელი გაატარა სერ სამნერ კრეიკჰოლის
საჭურველთმტვირთველად და მეფის ტყის საძმოს წინააღმდეგ
ბრძოლაში დეზებიც დაიმსახურა.
მაგრამ უკან, კასტერლის კლდისკენ მომავალმა ცოტა ხნით მე-
ფის საბიჯელში რომ შეიარა, უფრო თავისი დის სანახავად, სერსეიმ
იგი გვერდით გაიყვანა და უჩურჩულა, რომ ლორდი ტაივინი აპი-
რებდა, ძისთვის ლიზა ტალი შეერთო და საქმე იქამდეც კი იყო მი-
სული, რომ მათმა მამამ ლორდი ჰოსტერი ქალაქშიც მიიწვია მზი-
თევზე მოსალაპარაკებლად. მაგრამ, თუ ჯეიმი თეთრს შეიმოსავდა,
მას შეეძლებოდა, მუდამ დის გვერდით ყოფილიყო. ბებერი სერ
ჰარლან გრანდისონი ძილში გაპარულიყო – სწორედ რომ შესაფე-
რისი სიკვდილი იყო კაცისთვის, ვისაც ემბლემად მძინარე ლომი
218
ჰქონდა. ეირისს მის შესაცვლელად ჭაბუკი რაინდი სჭირდებოდა,
ჰოდა, რატომაც არ უნდა დაეჭირა მძინარე ლომის ადგილი მოღრი-
ალეს?
– მამა ამაზე არასოდეს დათანხმდება, – შეედავა ჯეიმი.
– მეფე მას არც ჰკითხავს. მერე კი, საქმე გაკეთებული რომ იქნე-
ბა, ამის წინააღმდეგ ვერ წავა, ღიად მაინც. ეირისმა სერ ილინ პეინს
ენა ამოგლიჯა მხოლოდ იმიტომ, რომ დაიკვეხნა, სინამდვილეში,
შვიდ სამეფოს მარჯვენა მართავსო. პეინი მარჯვენის მცველთა კა-
პიტანია და მაინც, მამამ ვერ გაბედა, მეფეს შესწინააღმდეგებოდა.
ვერც ამაში შეეწინააღმდეგება.
– მაგრამ, – თქვა ჯეიმიმ, – კასტერლის კლდე?
– კლდე გირჩევნია თუ მე?
ჯეიმის ის ღამე გუშინდელივით ახსოვდა. გველთევზას შუკაზე
ერთ ძველ სასტუმროში გაათიეს, ჩასაფრებულ თვალთაგან მოშო-
რებით. სერსეი მასთან უბრალო მოსამსახურე გოგოსავით ჩაცმული
მივიდა, რამაც უფრო მეტადაც კი აღაგზნო. ჯეიმის და ასე ვნებიანი
არასოდეს ენახა. რამდენჯერაც კი ჩათვლემდა, ქალი ისევ და ისევ
აღვიძებდა. დილისთვის კასტერლის კლდე უკვე მცირე ფასად ეჩვე-
ნა, მუდამ დის გვერდით ყოფნაში გადასახდელად. დათანხმდა და
სერსეიმ აღუთქვა, დანარჩენს მე მოვაგვარებო.
მთვარის ერთი მობრუნების შემდეგ კასტერლის კლდეზე სამეფო
ყორანი მოფრინდა და წერილმა აუწყა, რომ მეფის ქეშიკად იყო არ-
ჩეული. უბრძანებდნენ, მეფეს ხლებოდა ჰარენჰალში დიდ ტურნირ-
ზე – ფიცის დასადებად და მოსასხამის შესამოსად. ჯეიმი შემოსვამ
ლიზა ტალისგან დაიხსნა, მაგრამ სხვა არაფერი მომხდარა ისე, რო-
გორც გეგმავდნენ. მამამისი ასეთი განრისხებული არასოდეს ყოფი-
ლა. ღიად ვერ აპროტესტებდა – სერსეიმ ეს სწორად ივარაუდა; მაგ-
რამ მან უარი თქვა მარჯვენის თანამდებობაზე რაღაც უმნიშვნელო
219
საბაბით, კასტერლის კლდეზე დაბრუნდა და ასულიც თან წაიყოლა.
ერთად ყოფნის ნაცვლად, სერსეიმ და ჯეიმიმ ადგილები გაცვალეს
და ახალგამომცხვარი ქეშიკი მარტო დარჩა კარზე, შეშლილი მეფის
მცველად, ამასობაში კი მისი მამის სკამმა დანის პირზე სიარულში
ნაკლებად გაწაფული ოთხი კაცი გამოიცვალა. მარჯვენები ისეთი
სისწრაფით ინიშნებოდნენ და ემშვიდობებოდნენ სკამს, რომ ჯეიმის
მათ სახეებზე უკეთ მათი ემბლემები დაამახსოვრდა. სიუხვისრქიანი
და მოცეკვავეგრიფონებიანი მარჯვენები განდევნეს; ლახტი-და-
ხანჯლიანი მარჯვენა ველურ ცეცხლში ამოავლეს და ცოცხლად დაწ-
ვეს. ბოლო მარჯვენა ლორდი როსარტი იყო, ემბლემად ანთებული
ჩირაღდანი ჰქონდა. არცთუ კარგი არჩევანი იყო, მისი წინამორბე-
დის ბედს თუ გაითვალისწინებდი, მაგრამ ალქიმიკოსი ბრძანდებო-
და და მეტწილად სწორედ იმის წყალობით ამაღლდა, რომ მეფესა-
ვით ცეცხლზე იყო გადარეული ეგ როსარტი უნდა დამეხრჩო, კი არ
უნდა გამომეშიგნა.
ბრიენი ჯერაც პასუხს უცდიდა. ჯეიმიმ უთხრა:
– იმხელა არ ხარ, რომ ეირის ტარგარიენი გცნობოდა...
გოგოს ამის გაგონებაც არ უნდოდა:
– ეირისი შეშლილი და ბოროტი იყო, ამას არავინ უარყოფს. მაგ-
რამ მაინც მეფე იყო. გვირგვინოსანი და მირონცხებული. და შენ მი-
სი დაცვის ფიცი გქონდა დადებული. – მე ვიცი, რისი ფიციც დავდე.
– და რაც ქენი, – ზემოდან დასცქეროდა ეს ექვსფუტიანი დაჭორ-
ფლილი, წარბშეკრული, ცხენისკბილება საფრთხობელა.
– ჰო, და ისიც, შენ რა ქენი. ჩვენ აქ ორივენი მეფისმკვლელები
ვართ, თუ მართალია, რაც მსმენია.
– მე რენლისთვის არაფერი დამიშავებია. მოვკლავ ყველას,
ვინც ამას დამწამებს. – მაშ, კლიოსით დაიწყე. და მერეც კარგა
ბლომად გეყოლება დასახოცი, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს.
220
– ტყუილია ეგ. ლედი კეტლინი იქ იყო, მისი მოწყალება რომ
მოკლეს, იმანაც ნახა. აჩრდილი მოვიდა. სანთლები დაიღვენთა და
აცივდა, და სისხლი...
– ვაჰ, რა კარგია, – გაიცინა ჯეიმიმ, – ვაღიარებ, ჩემზე სწრაფად
აზროვნებ. მე რომ მნახეს, ჩემს მკვდარ მეფეს რომ ვედექი თავზე,
აზრადაც არ მომივიდა, მეთქვა: – არა, არა, ეს მე არ მიქნია, აჩ-
რდილმა ქნა, საზარელმა ცივმა აჩრდილმა, – მან ისევ გაიცინა, –
მითხარი ახლა, როგორც მეფისმკვლელმა მეფისმკვლელს: სტარ-
კებმა გადაგიხადეს მის მოკვლაში თუ სტანისმა? თუ თვიური გქონ-
და და იმით მოითხვარე?
გოგოს მაგ დროს ხელში ხმალი არ უნდა დააკავებინო.
წამით ჯეიმის მოეჩვენა, რომ ბრიენი დაარტყამდა. ერთი ნაბიჯი-
თაც რომ მომიახლოვდეს, იმ ხანჯალს ქარქაშიდან ამოვაცლი და
მუცელში შევთხრი. ფეხი შეიკეცა, წამოსახტომად მოემზადა, მაგ-
რამ გოგო არ განძრეულა.
– რაინდად ყოფნა იშვიათი და ძვირფასი ძღვენია, – თქვა მან, –
მით უფრო, მეფის ქეშიკ რაინდად ყოფნა. ეს ძღვენი ცოტას თუ
ეღირსება, შენ კი აბუჩად აიგდე და წაბილწე იგი.
ძღვენი, რომელსაც ასე ნატრობ, გოგო, და არასოდეს გეღირსე-
ბა.
– ჩემი რაინდობა ჩემით მოვიპოვე. არავის უჩუქნია. ტურნირში
ხელჩართული ბრძოლა ცამეტი წლისამ მოვიგე, როდესაც ჯერ კი-
დევ საჭურველთმტვირთველი ვიყავი. თხუთმეტი წლისა სერ არტურ
დეინის მხარდამხარ გავჭენდი მეფის ტყის საძმოს წინააღმდეგ და
მან ბრძოლის ველზევე მაკურთხა რაინდად. სწორედ რომ იმ თეთ-
რმა მოსასხამმა წამბილწა მე და არა პირიქით. და ნუ გშურს. რა ჩემი
ბრალია, ღმერთებმა ჭუჭუ რომ არ მოგაბეს.

221
ბრიენის მზერა ზიზღით იყო სავსე. სიხარულით ამკუწავდა, თავი-
სი ძვირფასი ფიცი-მტკიცები რომ არ აკავებდესო, გაიფიქრა. ყე-
ლამდე ვარ სავსე ამ უსუსური სიქველით და ქალის ბრალდებებით.
გოგოს სიტყვა აღარ უთქვამს, ისე გავიდა განზე. ჯეიმი მოსასხამის
ქვეშ მოიკუნტა და სერსეის დასიზმრება ინატრა.
მაგრამ, თვალები რომ დახუჭა, წინ ეირის ტარგარიენი დაუდგა.
მარტო იყო, თავის სატახტო ოთახში ბოლთას სცემდა და ფუფხით
და ჭრილობებით დაფარულ ხელებს იციცქნიდა. ის სულელი წარა-
მარა იჭრებოდა რკინის ტახტის პირებსა და წვეტებზე. ჯეიმი მეფის
კარით შესხლტა დარბაზში, თავისი ოქროვანი აბჯარი ეცვა, ხელში
ხმალი ეკავა, ოქროს აბჯარი, თეთრი კი არა, მაგრამ ეს არასოდეს
არავის გახსენებია. ნეტა, ის წყეული მოსასხამიც მომეძრო.
როდესაც ეირისმა მისი ხმლის პირზე სისხლი შენიშნა, ჰკითხა,
ხომ ლორდი ტაივინის სისხლიაო. „ეგ მოღალატე უნდა მოკვდეს. მი-
სი თავი მჭირდება, შენ მომიტან მის თავს, თორემ შენც ყველასთან
ერთად შეიბრაწები. ყველა მოღალატესთან ერთად. როსარტი ამ-
ბობს, გალავნის შიგნით არიანო! აპირებს, თბილი დახვედრა მოუწ-
ყოს. ვისი სისხლია? ვისია?“ „როსარტის“, მიუგო ჯეიმიმ. მაშინ ის
იისფერი თვალები გაუფართოვდა და გაოგნებულს მეფური ყბა ჩა-
მოუვარდა. ქვეშ ჩაისვარა, შებრუნდა და რკინის ტახტისკენ გაიქცა.
კედლებზე მიმაგრებული თავის ქალები ღრუ თვალებით უცქერ-
დნენ, როგორ ჩამოათრია ჯეიმიმ საფეხურებიდან თავად უკანასკნე-
ლი დრაკონი-მეფე, ღორივით აჭყივლებული და ფეხსალაგივით
აქოთებული. ყელის ერთი გადასერვა დასჭირდა მის მოთავებას. გა-
ახსენდა, მაშინ რომ გა– – იფიქრა, რა იოლი ყოფილაო. მეფე უფრო
ძნელად უნდა კვდებოდეს. როსარტი შეეცადა მაინც, შებმოდა, ისე
კი, კაცმა რომ თქვას, მართლა ალქიმიკოსივით იბრძოდა. უცნა-
ურია, რომ არავინ დაინტერესებულა, როსარტი ვინ მოკლა... თუმცა
222
რა, ის ხომ არავინ იყო, მდაბიორი, ორკვირიანი მარჯვენა, შეშლი-
ლი მეფის მორიგი გიჟური ახირება.
სერ ელის ვესტერლინგი, ლორდი კრეიკჰოლი და მამამისის
სხვა რაინდებიც სწორედ იმ დროს შემოცვივდნენ დარბაზში; ჯეიმი
ვეღარ შეძლებდა, იქიდან გამქრალიყო და ვინმე კვეხნიასთვის და-
ეთმო მთელი დიდება თუ ბრალი. ბრალი იქნებოდა, მაშინვე მიხვდა,
როგორც კი დაინახა, როგორ უცქერდნენ... თუმცა, შესაძლოა, მათ
თვალებში შიში ჩანდა – ლანისტერი იყო თუ არა, მაინც ეირისის
ერთ-ერთი შვიდთაგანი ერქვა.
– ციხე ჩვენია, სერ, და ქალაქიც, – მოახსენა როლანს კრეიკ-
ჰოლმა, თუმცა ეს მხოლოდ სანახევრო სიმართლე იყო. ტარგარიე-
ნის ერთგული ხალხი ჯერაც იხოცებოდა ხვეულ კიბეებსა და საიარა-
ღოში, გრეგორ კლეგეინი და ამორი ლორჩი მეაგორის სიმაგრის
გალავანზე ადიოდნენ, ნედ სტარკს კი თავისი ჩრდილოელები ქა-
ლაქში მაშინ შემოჰყავდა მეფის კარით, მაგრამ კრეიკჰოლს ეს ვერ
ეცოდინებოდა. ეირისი მოკლული რომ დახვდა, ამით გაოცებული
არ ჩანდა: ჯეიმი ლორდ ტაივინის ძე ბევრად ადრე იყო, ვიდრე მეფის
ქეშიკად დაასახელებდნენ.
– ყველას უთხარი, რომ შეშლილი მეფე მკვდარია, – უბრძანა
მას ჯეიმიმ, – შეიწყალეთ ყველა, ვინც დანებდება, და ტყვედ აიყვა-
ნეთ.
– ახალი მეფეც გამოვაცხადო? – ჰკითხა კრეიკჰოლმა და ჯეიმიმ
ცხადად გაიგონა მისი შეკითხვა: იქნება ეს მამაშენი, რობერტ ბარა-
თეონი, თუ აპირებ, ახალი დრაკონი-მეფის დასმა სცადო? წუთით
დრაკონის ქვაზე გაქცეულ ვისერისზე იფიქრა, მერე – რეიგარის პა-
ტარა ძეზე, ეაგონზე, ახლაც მეაგორის სიმაგრეში რომ იყო დედას-
თან ერთად. ახალი ტარგარიენი მეფე, და მამაჩემი – მისი მარჯვენა.

223
როგორ აყმუვლდებიან მგლები, გრიგალის ლორდი კი ბრაზით გა-
იგუდება. წუთით ყოყმანობდა, ფიქრი მაცდური ეჩვენა, სანამ ისევ
იატაკზე სისხლის გუბეში დაგდებულ სხეულს არ დახედა. იმ ორშიც
ამის სისხლიაო, გაიფიქრა მაშინ.
– გამოაცხადე, ვინც გეპრიანება და ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, –
უთხრა კრეიკჰოლს. მერე რკინის ტახტზე ავიდა და დაჯდა, ხმალი
მუხლებზე დაისვენა. ელოდა, ვინ მოვიდოდა, ვინ განაცხადებდა უფ-
ლებას მეფობაზე ისე მოხდა რომ პირველი მოსული ედარდ სტარკი
აღმოჩნდა.
არც შენ გქონდა ჩემი განსჯის უფლება, სტარკ სიზმრად ალმო-
დებული მკვდრები ეხვივნენ გარს, მობრიალე მწვანე ცეცხლით იყ-
ვნენ მოსილი. ჯეიმი მათ გარშემო ცეკვავდა ოქროს ხმლით ხელში,
მაგრამ ერთს რომ დასცემდა, მის ნაცვლად ორი ჩნდებოდა.
ბრიენმა ფერდში წიხლის მირტყმით გააღვიძა. ქვეყნიერება ჯე-
რაც სიბნელეში იყო ჩაძირული და წვიმა დაწყებულიყო. ისაუზმეს
ქერის კვერებით, დამარილებული თევზით და სერ კლიოსის მოგ-
როვებული მაყვლით, და ცხენებზე მზის ამოსვლამდე შესხდნენ.

ტირიონი

საჭურისი ატმისფერი აბრეშუმის ხალათის ფრიალით და ლიმო-


ნის სურნელის ფრქვევით შემოვიდა კარში, თან თავისთვის ღიღი-
ნებდა. ბუხართან მჯდარი ტირიონი რომ დაინახა, შედგა და ერთბა-
შად დადუმდა.
– მილორდ ტირიონ, – დაიწრიპინა ბოლოს და ნერვიულად ჩა-
იკისკისა.
– ანუ გახსოვარ? მე უკვე ეჭვი შემეპარა.

224
– რა კარგია, ასე მოღონიერებულს და კარგადმყოფს რომ გხე-
დავ, – ვარისმა თავისი ყველაზე ქლესური ღიმილი შეაგება, – თუმ-
ცა, ვაღიარებ, არ ველოდი მენს დანახვას ჩემს მოკრძალებულ ოთა-
ხებში.
– მოკრძალებული, მართლაც. ზედმეტადაც, სიმართლე თუ გინ-
და, – ტირიონი ელოდა, მამამისი როდის დაიბარებდა ვარისს თა-
ვისთან, რომ მის ოთახებს სწვეოდა. საჭურისის საცხოვრებელი მწი-
რი და პატარა იყო, ჩრდილოეთის კედლის ქვეშ შეყუჟული სამი
მყუდრო ოთახისგან შედგებოდა, – იმედი მქონდა, აქ ცხელ-ცხელი
საიდუმლოებებით სავსე კასრები დამხვდებოდა და თავს შევიქცევ-
დი ლოდინისას, მაგრამ წამლად ერთი ფურცელიც არ ჩანს, – ტირი-
ონმა საიდუმლო გასასვლელებიც დაძებნა, იცოდა, რომ ობობას წე-
სით შეუმჩნევლად მოსვლა-წასვლის გზები უნდა ჰქონოდა, მაგრამ
ამაშიც ხელი მოეცარა, – შენს სურაში უბრალო წყალი ესხა, შემიწ-
ყალონ ღმერთებმა, – განაგრძო მან, – შენი საძინებელი სენაკი კუ-
ბოსავით ვიწროა, და ეს საწოლი... მართლაც ქვისაა, თუ მხოლოდ
ასე ჩანს?
ვარისმა კარი მიხურა და ჩარაზა.
– წელის ტკივილები მტანჯავს, მილორდ, და მაგარ ზედაპირზე
წოლას ვარჩევ. – მე კი შენზე ვიტყოდი, ბუმბულის ქვეშაგების მოყ-
ვარული კაცია-მეთქი. – მოულოდნელობებით ვარ სავსე. გაჯავრე-
ბული ხარ ჩემზე, ბრძოლის მერე რომ მიგატოვე?
– რას ამბობ, ჩემი ოჯახის წევრივით მომექეცი.
– ეს იმიტომ კი არ მომივიდა, რომ არ მენაღვლებოდი, ჩემო კარ-
გო ლორდ. მე ისე საჩოთირო თანამდებობა მაქვს, თან შენი ნაიარე-
ვიც ისეთი საშინელი სანახავია... განზრახ ხაზგასმით შეაცახცახა, –
საბრალო ცხვირი...
ტირიონმა უკმაყოფილოდ მოისინჯა ნაიარევი.
225
– ალბათ ახალი უნდა გამეკეთებინა, ოქროსი. შენ როგორ
ცხვირს მირჩევდი, ვა, რის? შენნაირს, საიდუმლოებების მოყნოსვა
რომ შემეძლოს? თუ ოქრომჭედელს ვუთხრა, რომ მამაჩემისნაირი
მინდა? – მან გაიღიმა, – ჩემი კეთილშობილი მამა ისე გულმოდგი-
ნედ მუშაობს, რომ ლამის ვეღარც ვხედავ. მითხარი, მართალია,
რომ გრანდ-მაისტერ პაიცელს მცირე საბჭოში აღდგენას უპირებს?
– მართალია, მილორდ.
– ამას ჩემს ძვირფას დაიკოს უნდა ვუმადლოდე? – პაიცელი მისი
დის კაცი იყო, ტირიონმა მას აართვა თანამდებობა, წვერი, ღირსება
და ბნელ საკანში უკრა თავი, – სულაც არა, მილორდ. მადლობა
ძველქალაქის არქიმაისტერებს უთხარი, იმათ, რომლებიც პაიცე-
ლის აღდგენის მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ გრანდ-მაისტე-
რის დანიშვნა ან მოხსნა მხოლოდ კონკლავს შეუძლია.
წყეული ბრიყვები, გაიფიქრა ტირიონმა.
– ასე მახსოვს, მეაგორ ბოროტის ჯალათმა სამი მოხსნა თავისი
ცულით – მართალია, – დაუდასტურა ვარისმა, – მეორე ეაგონმა კი
გრანდ-მაისტერი ჯერარდისი დრაკონს აჭამა.
– სამწუხაროდ, დრაკონი არ მყავს. ალბათ შემეძლო პაიცელი
ველურ ცეცხლში ამომევლო და ცეცხლი წამეკიდებინა: ციტადელი
ამას უფრო მომიწონებდა?
– ასე ტრადიციებს ნაკლებად დაარღვევდი, – ჩაიხითხითა საჭუ-
რისმა, – საბედნიეროდ, სიბრძნემ გადასძალა, კონკლავი დაყა-
ბულდა პაიცელის გადაყენებას და მისი შემცვლელის შესარჩევად
შეიყარა. კონკლავმა სათანადოდ განიხილა მაისტერ ტურქვინის
(თოკის მგრეხავის შვილის) და მაისტერ ერეკის (ზღუდის რაინდის
ბუშის) კანდიდატურები, რითაც კმაყოფილებით ცხადყო, რომ მათ
ორდენში უნარები მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმომავლობა, და გადაწ-

226
ყვიტა, ჩვენთვის მაისტერი გორმონი გამოეგზავნა, ზენაბაღელი ტა-
ირელი. ეს რომ შენს ლორდ-მამას მოვახსენე, მან მოცდა აღარ
ისურვა. ტირიონმა იცოდა, კონკლავი ძველქალაქში იკრიბებოდა,
დახურულ კარს მიღმა; მისი გადაწყვეტილებები საიდუმლოდ მიიჩ-
ნეოდა ესე იგი, ვარისს ჩიტუნები ციტადელშიც ჰყავს.
– გასაგებია. ჰოდა, მამაჩემმა გადაწყვიტა, ვარდისთვის გაფურ-
ჩქვნა არც ეცლია, – უნებურად მანაც ჩაიხითხითა, – პაიცელი გომ-
ბეშოა. მაგრამ ჯობია, ლანისტერების გომბეშო გყავდეს, ვიდრე ტა-
ირელების, ასე არაა?
– გრანდ-მაისტერი პაიცელი მუდამ თქვენი გვარის დიდი მეგო-
ბარი იყო, – ტკბილად წარმოთქვა ვარისმა, – იქნებ იმან განუგეშოს
რომ სერ ბოროს ბლოუნტსაც აღუდგინეს ღირსება.
სერსეიმ სერ ბოროსს თეთრი მოსასხამი იმის გამო გააძრო რომ
პრინც ტომენის დასაცავად არ მოკვდა, როცა იგი ბრონმა შეიპყრო
როსბის გზაზე. მას ტირიონის მეგობარი ნამდვილად არ ეთქმოდა,
მაგრამ ამის მერე სერსეიც ალბათ არანაკლებ ეჯავრებოდა. ესეც
საქმეა.
– ბლოუნტი უიმედო მხდალია, – წარმოთქვა კეთილად.
– არა, მართლა? რას არ გაიგებ. მაგრამ მეფის ქეშიკები, ტრადი-
ციულად, მთელი სიცოცხლე მსახურობენ. იქნებ, სერ ბოროსმა მო-
მავალში გამოავლინოს სიმამაცე უაღრესად ერთგული რომ იქნება,
უეჭველია.
– მამაჩემისთვის, – ხაზი გაუსვა ტირიონმა.
– რაკი მეფის ქეშიკებს განვსჯით... ნეტავ, შენი ეს სასიხარულო
მოულოდნელი სტუმრობა შემთხვევით რამით ხომ არ უკავშირდება
სერ ბოროსის დაცემულ ძმას, ქველ სერ მანდონ მურს? – საჭურისმა
უმარილით შეფეთქილ ლოყაზე ჩამოისვა ხელი, – შენი მსახური
ბრონი ბოლო დროს მის მიმართ დიდ ინტერესს ავლენს.
227
ბრონმა რაც შეძლო, ყველაფერი გაარკვია სერ მანდონზე, მაგ-
რამ, უეჭველია, ვარისმა ბევრად მეტი იცის... მთავარია, გამხელა
გადაწყვიტოს.
– როგორც ჩანს, მეგობრები არ ჰყოლია, – ფრთხილად წარ-
მოთქვა ტირიონმა. – სამწუხაროა, – თქვა ვარისმა, – ო, რა სამწუ-
ხაროა. ერინის ველზე კარგად თუ დაძებნით, იქნებ, ერთი-ორი ნა-
თესავი აღმოუჩინოთ, მაგრამ აქ... მეფის საბიჯელში იგი ლორდმა
ერინმა ჩამოიყვანა და რობერტმა თეთრი მოსასხამით შემოსა, მაგ-
რამ, ვფიქრობ, დიდად არც ერთს არ უყვარდა. არც ის კაცი გახ-
ლდათ, რომელსაც ტურნირებზე ბრბო ყიჟინით ხვდება, თუმცა უდა-
ვოდ ჩაუქი იყო. ეგ კი არა, დიდი სითბოთი მისი ძმაქეშიკებიც არ ეპ-
ყრობოდნენ. სერ ბარისტანმა ერთხელ თქვა, ამ კაცს ხმლის გარდა
მეგობარი არ ჰყავს და ვალის გარდა სხვა არაფრით ცხოვრობსო...
მაგრამ, იცი, არა მგონია, სელმი ამას საქებრად ამბობდა, რაც, რომ
დაფიქრდე, უცნაურია, არა? შეიძლება ითქვას, რომ მეფის ქეშიკი
სწორედ ამ თვისებებით ფასობს: ისინი ცხოვრობენ არა საკუთარი
თავისთვის, არამედ მეფისთვის. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მამაცი
სერ მანდონი უზადო თეთრი რაინდი იყო. და სიკვდილითაც ისე მოკ-
ვდა, როგორც მეფის ქეშიკს შეჰფერის: ხმლით ხელში, მეფის სის-
ხლისა და ხორცის დაცვისას, – საჭურისმა ქლესურად გაუღიმა და
ყურადღებით შეაცქერდა.
გინდა თქვა, მეფის სისხლისა და ხორცის მოკვლის მცდელობი-
სასო, გაიფიქრა ტირიონმა. ვერ ხვდებოდა, ვარისმა იმაზე ბევრად
მეტი თუ იცოდა, ვიდრე ამბობდა. ტირიონისთვის ახალი არაფერი
უთქვამს – ბრონმაც თითქმის იგივე შეატყობინა. მას კი სერსეისთან
კავშირის პოვნა სჭირდებოდა, რაიმე ნიშანი იმისა, რომ სერ მანდო-
ნი იარაღი იყო მისი დის ხელში. რაც გვინდა, ყოველთვის იმას რო-
დი ვიღებთ, გაიფიქრა მწარედ, რამაც გაახსენა...
228
– აქ სერ მანდონის გამო არ მოვსულვარ.
– რა თქმა უნდა, – საჭურისმა ოთახი გადაჭრა და თავის წყლიან
სურასთან მივიდა, – შენც მოგართვა, მილორდ? – ჰკითხა, ჭიქას
რომ ივსებდა.
– ჰო, ოღონდ არა წყალი, – მან ხელები დაიკრიფა გულზე, – მინ-
და, შაი მომიყვანო. ვარისმა წყალი მოსვა.
– ჭკვიანური საქციელი იქნება, მილორდ? საყვარელი, ძვირფასი
ბავშვი. რა სირცხვილი იქნება, მამაშენმა რომ ტირიონს არ გაჰ-
კვირვებია, ვარისმა რომ იცოდა.
– არა, არ იქნება ჭკვიანური, ეს წყეული სიგიჟე იქნება. მინდა,
ბოლოჯერ ვნახო, სანამ აქედან გავამგზავრებდე. ვერ ავიტან, ასე
ახლო მყავდეს.
– მესმის.
აბა, საიდან? ტირიონმა გოგო წინადღით ნახა, მას ხვეულ კიბეზე
წყლით სავსე სათლი აჰქონდა. დაინახა, ჭაბუკმა რაინდმა როგორ
შესთავაზა სიმძიმის ჩამორთმევა. გოგონამ რაინდს ისე გაუღიმა და
შეეხო მკლავზე, რომ ტირიონს გულ-მუცელი გაუქვავდა. ერთმა-
ნეთს ორიოდ გოჯის მანძილზე აუქციეს გვერდი, ტირიონი ჩადიოდა
კიბეზე, გოგო – ადიოდა. ისე ახლოს იყო, რომ მისი თმის სუფთა,
ცინცხალი სუნი ეცა. „მლორდ“, უთხრა და ოდნავ ჩაიმუხლა, და ტი-
რიონს სწყუროდა, ხელი ეტაცა და იქვე ჩაეკოცნა, მაგრამ ამის ნაც-
ვლად ცივად დაუკრა თავი და გაეცალა. – რამდენჯერმე ვნახე იგი,
– უთხრა ვარისს, – მაგრამ ვერ ვბედავ, დაველაპარაკო, ეჭვი მაქვს,
ჩემს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებენ.
– ბრძნული ეჭვია, ჩემო კეთილო ლორდ.
– ვინ? – ტირიონმა თავი დახარა.
– ქეთელბლექები მოახსენებენ ხოლმე შენს ძვირფას დაიკოს.

229
– როცა გამახსენდება, რამდენი მაქვს მაგ არამზადებისთვის გა-
დახდილი... როგორ გგონია, შეიძლება, რომ მეტი ოქროს ხათრით
სერსეის ზურგი აქციონ?
– შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამაზე ნაძლევს
არ ჩამოვიდოდი. ისინი ახლა რაინდები არიან, სამივე, და შენი და
მათ შემდგომ დაწინაურებას დაჰპირდა, – საჭურისს ანცი ხითხითი
დასცდა, – და უფროსი, მეფის ქეშიკი ოსმუნდი, ოცნებობს გარკვე-
ულ სხვა... წყალობაზე. დედოფლის ყველა მონეტას შენ შეიძლება,
შენი შეუთანადო, მაგრამ მას მეორე ქისაც აქვს, რაც სრულიად და-
უშრეტელია.
შვიდ ჯოჯოხეთსაც წაუღია, გაიფიქრა ტირიონმა.
– გგონია, სერსეი ოსმუნდ ქეთელბლექს აძლევს?
– ო, ღმერთებო, არა, ეს საშინლად სახიფათო იქნებოდა, არ მე-
თანხმები? არა, დედოფალი მხოლოდ მიანიშნებს... იქნებ ხვალ
მოხდეს, ან იქნებ ქორწილის მერე... მერე კი ღიმილით, ჩურჩულით,
უხამსი ჟესტით აბამს... გვერდით ჩავლისას მის მკლავზე მკერდის
ოდნავ გახახუნებით... მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თავისას შვრება.
მაგრამ აბა რა ესმის საჭურისს ასეთი რამეების? – ენის წვერმა
მფრთხალი ვარდისფერი ცხოველივით გადაირბინა მის ქვედა ტუჩ-
ზე.
როგორმე რომ შევძლო, ვუბიძგო, გადასცდნენ ამ ჩუმჩუმელა
არშიყობას და მერე მოვახერხო, მამაჩვენი ერთად მწოლებს წაად-
გეს... ტირიონმა ცხვირზე ფუფხი მოისინჯა. ვერ ხვდებოდა, როგორ
შეიძლებოდა ამის მოხერხება მაგრამ იქნებ მერე მოსვლოდა თავში
რამე გეგმა.
– მხოლოდ ქეთელბლექები?
– ნეტა ეგრე იყოს, მილორდ. ვშიშობ, ბევრი თვალი დაგყვება.
შენ ხარ... როგორ ვთქვა? გამორჩეული? და, გულისტკივილით უნდა
230
მოგახსენო, არც ისე ბევრს უყვარხარ. იანოს სლინტის ვაჟები სიხა-
რულით დაგაბეზღებენ, მამის შური რომ იძიონ, ჩვენს ძვირფას
ლორდ პეტირს კი მეფის საბიჯელის თითქმის ყველა საროსკიპოში
მეგობრები ჰყავს. თუ არ მოერიდები რომელიმე მათგანში სტუმრო-
ბას, ლორდი მაშინვე შეიტყობს და სულ მალე – მამაშენიც.
საქმე იმაზე უარესადაა, ვიდრე მეგონა.
– და მამაჩემი? იმას ვინ ჰყავს მოჩენილი ჩემს სათვალთვალოდ?
საჭურისს ამჯერად ხმამაღლა გაეცინა.
– ვინ და მე, მილორდ.
ტირიონსაც გაეცინა. იგი იმდენად ბრიყვი არ იყო, რომ ვარისს
აუცილებელზე მეტად მინდობოდა – მაგრამ საჭურისმა უკვე იმდენი
იცოდა შაიზე, რაც გოგოს ჩამოსახრჩობად საკმარისზე მეტიც იყო.
– შაი კედლებში გამოატარე და ისე მოიყვანე ჩემთან, ყველა
თვალს მოფარებული. როგორც ადრე ქენი.
ვარისმა ხელები მოიფშვნიტა.
– ო, მილორდ, უდიდესი სიამოვნებით, მაგრამ... მეფე მეაგორს
არ სურდა, ვირთხებს მის საკუთარ კედლებშიც ერბინათ, თუ გესმის,
რასაც ვამბობ. მან საიდუმლო გასასვლელის დატანება მოითხოვა,
საიმდროოდ, თუ როდისმე მტერი სიმაგრეში მოიმწყვდევდა, მაგ-
რამ ის კარი სხვა ტალანებს არ უერთდება. კი შევძლებ, შენი შაი
დროებით მომეტაცა ლედი ლოლისისთვის, მაგრამ შენს საძინე-
ბელში ვერაფრით მოვიყვან ისე, რომ ვერავინ დაგვინახოს.
– მაშინ სადმე სხვაგან მომიყვანე.
– მაგრამ სად? სადაა უხიფათო ადგილი?
– სად და აქ, – გაიკრიჭა ტირიონი, – დროა, ის შენი ქვასავით
საწოლი რამე კარგისთვის გამოვიყენოთ.
საჭურისმა პირი დააღო. მერე ჩაიხითხითა.
– ლოლისი ბოლო დროს იოლად იღლება. უკვე დიდი მუცელი
231
აქვს. ასე მგონია, მთვარის ამოსვლის დროს უკვე ღრმად ეძინება.
ტირიონი სკამიდან გადმოხტა.
– მაშ, მთვარის ამოსვლისას. მიხედე, რომ ღვინო გქონდეს. და
ორი სუფთა ჭიქა. ვარისმა თავი დაუკრა.
– როგორც მილორდი მიბრძანებს, ისე ვიზამ.
დღის დარჩენილი დრო ფისში ჩარჩენილი მატლივით ნელა მი-
იზლაზნებოდა. ტირიონი სასახლის ბიბლიოთეკაში ავიდა და შეეცა-
და, თავი როინართა ომების ბელდერაკისეული ისტორიით შეექცია,
მაგრამ თვალწინ სულ შაის ღიმილი ედგა და სპილოებს ვეღარ ხე-
დავდა. შუადღისას წიგნი გადადო და აბაზანის გამზადება მოითხო-
ვა. სხეული იხეხა, სანამ წყალი არ გაუცივდა, მერე კი პოდს ბაკენ-
ბარდები შეასწორებინა. ეს წვერი ნამდვილი უბედურება იყო: ყვი-
თელი, თეთრი და შავი თმის ბურდები უხეშ ლაქებად მოსდებოდა
და, უკეთეს შემთხვევაში, შეუხედავი ეთქმოდა, მაგრამ სამაგიეროდ
სახის ნაწილს მაინც უფარავდა, ეს კი კარგი იყო.
საკმარისად გავარდისფერებულ-გაკრეჭილმა ახლა თავის გარ-
დერობს გადახედა. შეარჩია ლანისტერული მეწამული ფერის ატ-
ლასის ვიწრო ბრიჯი და თავისი საუკეთესო კამზოლი – მძიმე შავი
ხავერდი, რომელსაც ლომისთავა მოქლონები ამშვენებდა. ოქროს
ხელების ჯაჭვსაც დაიკიდებდა, მამამისს რომ არ მოეტაცა მისგან,
სანამ თვითონ მომაკვდავი იწვა. უკვე მთლიანად გამოწყობილი
მიხვდა, რა ბრიყვულადაც იქცეოდა. შვიდმა ჯოჯოხეთმა წაგიღოს,
ქონდრისკაცო, ტვინიც იმ ცხვირს გააყოლე? ვინც არ უნდა დაგინა-
ხოს, გაუკვირდება, ნეტავ, საჭურისთან წასასვლელად სადარბაზო
ტანსაცმელი რად ჩაუცვამსო. ტირიონმა გინებით გაიძრო ტანთ და
ხელახლა ჩაიცვა, ახლა უფრო უბრალოდ: შეარჩია შავი შალის ბრი-
ჯი, ძველი თეთრი ტუნიკა და გახუნებული ყავისფერი ტყავის კურტა-

232
კი. რა მნიშვნელობა აქვს, უთხრა თავისთავს, სანამ მთვარის ამოს-
ვლას უცდიდა. რაც უნდა ჩაიცვა, მაინც ქონდრისკაცი ხარ. ვერასო-
დეს იქნები იმ რაინდივით მაღალი, კიბეზე რომ შეგხვდა. ვერასო-
დეს გექნება მასავით სწორი და გრძელი ფეხები, მკვრივი მუცელი
და ფართო, ვაჟკაცური ბეჭები.
მთვარე სასახლის გალავანს რომ ასცდა, მან პოდრიკ პეინს უთ-
ხრა, რომ ვარისის მონახულებას აპირებდა.
– დიდი ხნით მიდიხარ, მილორდ? – ჰკითხა ბიჭმა.
– იმედია.
წითელი ციხე ხალხით იყო სავსე, ტირიონს შეუმჩნევლად დარ-
ჩენის იმედი ვერ ექნებოდა. კართან სერ ბეილონ სუანი იდგა გუშა-
გად, ხიდზე სერ ლორას ტაირელი იცავდა. ტირიონი ორივესთან შე-
ჩერდა ტკბილად გამოსალაპარაკებლად. ყვავილების რაინდის
თეთრ სამოსში დანახვა უჩვეულო იყო, ადრე ხომ იგი სულ ცისარ-
ტყელას ფერებად ელვარებდა ხოლმე.
– რამდენი წლის ხარ, სერ ლორას? – ჰკითხა ტირიონმა.
– ჩვიდმეტის, მილორდ.
ჩვიდმეტისაა, თვალწარმტაცი და მასზე უკვე ლეგენდები დადის.
შვიდი სამეფოს გოგონების ნახევარს მისი საყვარლობა უნდა, ყვე-
ლა ბიჭი კი მის ადგილზე ყოფნას ნატრობს.
– თუ მომიტევებ ამ კითხვას, სერ: რად უნდა ინდომოს ვინმემ,
ჩვიდმეტი წლის ასაკში მეფის ქეშიკი გახდეს?
– პრინცმა ეიმონ დრაკონის რაინდმა ჩვიდმეტი წლისამ დადო
ფიცი, – მიუგო სერ ლორასმა, – შენი ძმა ჯეიმი კი უფრო ახალგაზ-
რდაც კი იყო.
– მათი მიზეზები ვიცი. შენ რამ გაიძულა? მერინ ტრანტის და ბო-
როს ბლოუნტის დარი მნათობების გვერდით სამსახურის პატივი

233
გხიბლავს? – მან ბიჭს დაცინვით გაუღიმა, – მეფის სიცოცხლის დაც-
ვისთვის საკუთარს სწირავ. უარს ამბობ მამულებსა და ტიტულებზე,
ქორწინების და შვილების ყოლის იმედს ეთხოვები...
– ტაირელების გვარს ჩემი ძმები გააგრძელებენ – უთხრა სერ
ლორასმა, – აუცილებელი არ არის, მესამე შვილიც დაქორწინდეს
ან შვილები იყოლიოს.
– აუცილებელი არ არის, მაგრამ ზოგს ეს სასიამოვნოდ მიაჩნია.
სიყვარულზე რას იტყვი?
– მზე რომ ჩავა, მას სანთელი ვერ შეცვლის.
– ეს სიმღერის სიტყვებია? – ტირიონმა ღიმილით გადახარა თა-
ვი, – დიახ, მართლაც ჩვიდმეტის ყოფილხარ, ახლა ნათელია.
სერ ლორასი დაიძაბა.
– დამცინი?
ფიცხი ყმაწვილია.
– არა. თუ შეურაცხყოფად მიიღე, ბოდიში მითხოვია. ოდესღაც
მეც მყავდა სიყვარული და ჩვენც გვქონდა ჩვენი სიმღერა – ასული
მიყვარდა, მშვენი, ვით ზაფხული, მზის სხივი უკრთოდა თმაში. მან
სერ ლორასს საღამო მშვიდობისა უსურვა და თავის გზაზე გასწია.
საძაღლეების მახლობლად შეჭურვილი ადამიანები ორ ძაღლს
აჩხუბებდნენ. ტირიონი საყურებლად გაჩერდა და დაინახა, უფრო
მომცრომ როგორ აახია ნახევარი დრუნჩი უფრო მოზრდილს, და
მისმა შენიშვნამ, დამარცხებული ახლა სანდორ კლეგეინს ჰგავსო,
მოკლე ხრინწიანი ხარხარი დაიმსახურა. ამის მერე, იმ იმედით,
რომ მოთვალთვალის ეჭვები გაფანტა, მან ჩრდილოეთ კედლისკენ
გასწია და მოკლე კიბით საჭურისის უბრალო საცხოვრებლისკენ და-
ეშვა. დასაკაკუნებლად ხელი რომ ასწია, კარი გაიღო.
– ვარის? – ტირიონმა შიგნით შეაბიჯა, – აქ ხარ?

234
ბინდს ერთადერთი სანთელი ანათებდა და ჰაერს ჟასმინის სურ-
ნელით ავსებდა. – მილორდ, – სინათლეში ქალმა შემოაბიჯა. ფუშ-
ფუშა და რბილი იყო, მრგვალი, ვარდისფერი სახე და მუქი კულუ-
ლები ჰქონდა. ტირიონი უკან გახტა, – ხომ რიგზეა ყველაფერი?
ვარისია, მიხვდა აღრენილი ჯუჯა.
– ერთ საშინელ წამს მომეჩვენა, რომ შაის ნაცვლად ლოლისი
მომიყვანე. სად არის?
– აქაა, მლორდ, – მან ზურგსუკნიდან თვალებზე ააფარა ხელე-
ბი, – აბა, გამოიცანი, რა მაცვია?
– არაფერი?
– ო, რა მიხვედრილი ხარ, – გოგომ ტუჩები დაბუსხა და თვალე-
ბიდან ხელები მოაშორა, – საიდან მიხვდი?
– არაფერი რომ გაცვია, მშვენიერი ხარ.
– მართლა?
– ჰო, ჰო.
– მაშ, არ ჯობია, ლაპარაკის ნაცვლად მომეფერო?
– ჯერ ლედი ვარისი მივაბრძანოთ აქედან. მე ის ქონდრისკაცი
არ ვარ, მაყურებელი რომ უყვარს.
– წავიდა, – უთხრა შაიმ.
ტირიონი შებრუნდა და ოთახი მოათვალიერა. შაი მართალს ამ-
ბობდა. საჭურისი გამქრალიყო, თავის კაბებიან-ყველაფრიანად.
გამოდის, ფარული კარი სადღაც აქვეა. მეტი დაფიქრება ვერ მოას-
წრო, შაიმ თავი მიატრიალებინა და აკოცა. სველი, მწყურვალი პირი
ჰქონდა და თითქოს ვერც კი ამჩნევდა მის ნაიარევს, ან უხეშ ფუფხს
იქ, სადაც ადრე ცხვირი იყო. ტირიონს თითებქვეშ თბილ აბრეშუმად
მოჰყვებოდა მისი კანი. მარცხენა კერტზე ცერი რომ გადაუსვა, მა-
შინვე გაუმაგრდა.
– ჩქარა, – მოითხოვდა ქალი კოცნასა და კოცნას შორის, როცა
235
ტირიონი თავის ზონრებს წაეტანა შესახსნელად, – ოჰ, ჩქარა, ჩქა-
რა, ჩემში მინდიხარ, ჩემში, ჩემში. ბოლომდე გახდაც ვერ მოასწრო.
შაიმ შარვლიდან ასო ამოუძვრინა, იატაკისკენ უბიძგა და შეაჯდა.
მასში რომ შესრიალდა, გოგომ იკივლა, შემდეგ კი ფიცხლად ახტუ-
ნავდა ტირიონზე.
– ჩემო გოლიათო, ჩემო გოლიათო, ჩემო გოლიათო, – კვნესო-
და, რამდენჯერაც კი შეხტებოდა. ტირიონი ისე იყო აღგზნებული,
რომ მეხუთე ბიძგზე იხუვლა, მაგრამ შაის არ სწყენია. მისი ჭავლი
რომ იგრძნო, უხამსად გაიღიმა, წინ გადაიხარა და დაცვარულ შუბ-
ლზე აკოცა.
– ჩემო გოლიათო ლანისტერ, – ჩაჰბუტბუტა ყურში, – დარჩი
ჩემში, საყვარელო, მომწონს, რომ გგრძნობ.
და ტირიონი არ განძრეულა, მხოლოდ მკლავები შემოხვია
ქალს. რა სიამეა მისი გულში ჩაკვრა, მის მკლავებში წოლაო, გა-
იფიქრა. როგორ შეიძლება, ასეთი სიტკბოება დანაშაული იყოს და
ჩამოხრჩობას იმსახურებდეს?
– შაი, – უთხრა ქალს, – საყვარელო, ეს ჩვენი ბოლო ერთად
ყოფნა უნდა იყოს. ძალიან სახიფათოა. ჩემმა ლორდმა-მამამ შენზე
რომ გაიგოს...
– მომწონს შენი ნაიარევი, – შაიმ ნაწიბურს თითი გააყოლა, –
მძვინვარე და ძლიერ შესახედაობას გაძლევს.
ტირიონმა გაიცინა.
– ანუ ძალიან მაუშნოვებს.
– მლორდი ჩემთვის არასოდეს იქნება უშნო, – მან აკოცა ფუფ-
ხზე, გაგლეჯილ ცხვირს რომ უფარავდა.
– რა დროს ჩემს სახეზე ფიქრია. თუ მამაჩემი...
– მე მისი არ მეშინია. მლორდი ახლა დამიბრუნებს ჩემს სამკაუ-
ლებს და აბრეშუმებს? შენ რომ ბრძოლაში დაშავდი, მე ვარისს
236
ვკითხე, თუ შემეძლო მათი აღება, მაგრამ არ მომცა. რა ბედი
ეწეოდათ, რომ მომკვდარიყავი?
– არ მოვმკვდარვარ. აქ ვარ.
– ვიცი, – შაი ღიმილით გაიზნიქა მასზე, თეძოების რხევას მოჰ-
ყვა, – ზუსტად იქ, სადაც შენი ადგილია, – მერე პირი წყენით გაბუს-
ხა, – კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოლიავო ლოლისს, ახლა ხომ უკ-
ვე კარგად ხარ?
– არ მისმენდი? – უთხრა ტირიონმა, – თუ გინდა, დარჩი ლო-
ლისთან მაგრამ აჯობებს, ქალაქიდან თუ წახვალ.
– არ მინდა წასვლა. შენ დამპირდი, რომ ბრძოლის მერე ისევ
სახლში გადამიყვანდი, – საშოთი ცოტათი მოუჭირა და ტირიონის
ასომ კვლავ იწყო გამაგრება მასში, – ლანისტერები ვალს ყოველ-
თვის იხდიანო, ასე მითხარი.
– შაი, დასწყევლოს ღმერთებმა, გაჩე. მისმინე. უნდა წახვიდე.
ქალაქი ტაირელებითაა სავსე, მე კი განუწყვეტლივ მითვალთვალე-
ბენ. არ გესმის, რა ხიფათი გელის.
– შეიძლება, მეფის საქორწილო ლხინზე მოვიდე? ლოლისი არ
წამოვა. ვუთხარი, მეფის სატახტო დარბაზში გასაბახებლად არავინ
დაგეძგერება-მეთქი, მაგრამ ის ხომ შტერია, – შაი გვერდზე გადა-
გორდა და ტირიონის მამაკაცობის ნიშანი წყნარი, სველი ხმით გა-
მოხტა მისგან, – საიმონი ამბობს, მომღერალთა შეჯიბრი იქნებაო,
კიდევ ჯამბაზები, და მასხარების ტურნირიც კი მოეწყობაო!
ტირიონს ლამის დაავიწყდა შაის სამგზის წყეული მომღერალი.
– საიმონს საიდან ელაპარაკე?
– ლედი ტანდას ვუთხარი მასზე, და იმანაც დაიქირავა, ლოლისს
რომ დაუკრას. მუსიკა ამშვიდებს ხოლმე, ბავშვი ხტუნვას როცა იწ-
ყებს. საიმონი ამბობს, ლხინზე მოცეკვავე დათვი და არბორული
ღვინოები იქნებაო. არასოდეს მინახავს, დათვი როგორ ცეკვავს.
237
– როგორ და ჩემზე უარესად, – ტირიონს მომღერლის ამბავი
აფიქრებდა, დათვის კი არა. ერთი გაუფრთხილებელი სიტყვაც რომ
ჩააწვეთოს საჭირო ყურს, შაის ჩამოკიდებენ.
– საიმონი ამბობს, სამოცდაჩვიდმეტ კერძს შემოიტანენ და ერ-
თი დიდი ღვეზელი ასი მტრედით იქნება დატენილიო, – ვერ ცხრე-
ბოდა შაი, – ქერქს რომ გაჭრიან, ისინი გამოფრთხიალდებიან და
გაფრინდებიანო.
– მერე კი ჭერის კოჭებზე ჩამოსხდებიან და სტუმრებს დაასკო-
რავენ, – ტირიონს ადრეც ნაგემი ჰქონდა ამ საქორწილო ღვეზლის
სიმწარე. მტრედებს განსაკუთრებით მასზე მოსწონდათ დასკინ-
ტვლა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ეჩვენებოდა. – არ შეიძლება,
ჩემი აბრეშუმები და ხავერდები ჩავიცვა და ლხინზე მოახლესავით
კი არა, ქალბატონივით მივიდე? ვერავინაც ვერ მიხვდება, რომ სი-
ნამდვილეში არ ვარ.
ყველაც მიხვდება, გაიფიქრა ტირიონმა.
– ლედი ტანდას შეიძლება გაუკვირდეს, ლოლისის მოახლეს ამ-
დენი სამკაული საიდან აქვსო.
– საიმონი ამბობს, იქ ათასობით სტუმარი იქნებაო. ის მე ვერც კი
დამინახავს. მაგიდის ბოლოში სადმე ბნელ ადგილს მოვძებნი, ჰო-
და, შენ საპირფარეშოში რომ წახვალ, გამოვიპარები და შეგხვდები,
– ასოზე ხელი ჩასჭიდა და ნაზად მოუჭირა, – კაბის ქვეშ საცვალს არ
ჩავიცვამ და მლორდს ჩემი გახდაც კი არ დასჭირდება, – თითებით
ეთამაშებოდა, ხელს ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებდა, – ან, თუ მოუნ-
დება, ასე ვუზამ, – და პირით წასწვდა.
ტირიონი სულ მალე ისევ მზად იყო. ამჯერად ბევრად უფრო დიდ-
ხანს გაძლო. – რომ გაათავა, შაი ისევ ზედ ააცოცდა და შიშველი მი-
სი მკლავის ქვეშ მოკალათდა. – ხომ დამრთავ ნებას, რომ მოვიდე?
– შაი, – დაიკვნესა ტირიონმა, – საშიშია.
238
მაშინ შაი გაჩუმდა და ხმა საერთოდ აღარ გაუღია. ტირიონი ცდი-
ლობდა, სხვა რამეებზე ელაპარაკა, მაგრამ ნაწყენი თავაზის კე-
დელს აწყდებოდა, რომელიც ისეთივე ყინულოვანი და შეუვალი
იყო, როგორც ის, ჩრდილოეთში, რომელზედაც ოდესღაც გაისეირ-
ნა. შემიწყალონ ღმერთებმა, გაიფიქრა დაღლილმა, თან სანთელს
უცქერდა, რომელიც ჩაიწვა და დაიღვენთა, აბა, როგორ დავანებო,
ისევ ისე მოხდეს, ტიშას მერე? მართლა ისეთი უტვინო ვარ, მამაჩემს
რომ ვგონივარ? სიხარულით დაჰპირდებოდა ყველაფერს, რასაც
გოგონა სთხოვდა, სიხარულით წაუძღვებოდა ხელკავით თავის სა-
ძინებელში და მისცემდა იმ ხავერდებსა და აბრეშუმებს, ქალს ასე
ძალიან რომ უყვარდა. მისი ნება რომ ყოფილიყო, ჯოფრის ქორწი-
ლის ლხინზე გვერდით მოისვამდა და რამდენსაც მოისურვებდა, იმ-
დენს აცეკვებდა დათვებთან. მაგრამ მის ჩამოხრჩობას ვერ გადაი-
ტანდა.
სანთელი ბოლომდე რომ ჩაიწვა, ტირიონმა თავი გამოითავი-
სუფლა და ახალი აანთო. მერე კედლებს დაუარა, ყველა ქვას სათი-
თაოდ უკაკუნებდა, ფარულ კარს ეძებდა. შაი იჯდა, ფეხები მოეკეცა,
ზედ მკლავები შემოეხვია, და ტირიონს თვალს ადევნებდა. ბოლოს
უთხრა:
– საწოლის ქვეშაა. საიდუმლო კიბე.
ტირიონმა ეჭვით შეხედა.
– საწოლის ქვეშ? ეგ ხომ მთლიანი ქვაა. ნახევარ ტონას იწონის.
– ვარისი სადღაც ხელს აჭერს და საწოლი ჰაერში იწევა. ვკითხე,
ეს როგორ-მეთქი, და მითხრა, ჯადოქრობააო.
– ჰო, – გაეცინა ტირიონს, – წონის საწინააღმდეგო შელოცვა.
შაი წამოდგა.
– უკან უნდა დავბრუნდე. ზოგჯერ ბავშვი ფეხს მიარტყამს ხოლ-
მე, ლოლისს ეღვიძება და მეძახის.
239
– ვარისი ალბათ მალე უნდა დაბრუნდეს შეიძლება, ყველაფერი
ესმის, რასაც კი ვამბობთ, – ტირიონმა სანთელი დადო. ბრიჯზე წი-
ნიდან სველი ლაქა აჩნდა, მაგრამ სიბნელეში წესით შეუმჩნეველი
უნდა ყოფილიყო. შაის უთხრა, ჩაიცვი და საჭურისს დაელოდეო.
– დაველოდები, – დაჰპირდა იგი, – შენ ჩემი ლომი ხარ, ხომ?
ჩემი გოლიათი ლანისტერი?
– ვარ, – უთხრა ტირიონმა, – და შენ ხარ...
– ...შენი კახპა, – შაიმ ტუჩებზე თითი დაადო, – ვიცი. სიხარუ-
ლით ვიქნებოდი შენი ქალბატონი, მაგრამ ეგ ვერასოდეს მოხდება.
თორემ ლხინზე წამიყვანდი. არა უშავს. მე მომწონს, შენი კახპა რომ
ვარ, ტირიონ. უბრალოდ, გყავდე, ჩემო ლომო, – და უსაფრთხოდ
გყავდე.
– მეყოლები, – დაჰპირდა ტირიონი. შტერო, შტერო, ჩასძახა ში-
ნაგანმა ხმამ. რატომ უთხარი ასე? აქ იმიტომ მოხვედი, რომ ქალა-
ქიდან გაგემგზავრებინა. ამის ნაცვლად ერთხელაც აკოცა.
უკანა გზა გრძელი და ეული მოეჩვენა. პოდრიკ პეინს ტირიონის
საწოლის ფეხებთან გაშლილ ქვეშაგებში ეძინა, და მან ბიჭი გააღვი-
ძა.
– ბრონი, – უთხრა მას.
– სერ ბრონი? – პოდმა გამოსაფხიზლებლად თვალები მოიფ-
შვნიტა, – ოჰ. მოვიყვანო? მილორდ?
– არა, მოყვანა რად მინდა. იმისთვის გაგაღვიძე, რომ წავიჭო-
რაოთ, რანაირად იცვამს, – მიუგო ტირიონმა, მაგრამ სარკაზმი არ
დაუფასეს. პოდი მხოლოდ გაოცებული მისჩერებოდა, სანამ მან ხე-
ლები ცისკენ არ აღაპყრო და უთხრა, – ჰო, იპოვე. აქ მომიყვანე. ახ-
ლავე.
– ბიჭმა საჩქაროდ ჩაიცვა და ლამის სირბილით გავიდა ოთახი-
დან. ნეტავ, მართლა ასე საშინელი ვარ? საღამური გადაიცვა და
240
ღვინო დაისხა.
უკვე მესამე ჭიქას სვამდა და ნახევარი ღამეც გალეული იყო, რო-
ცა პოდი ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა, თან ქირით მებრძოლ რა-
ინდს მოიყოლებდა.
– იმედია, ბიჭს მიზეზი ჰქონდა, ჩატაიასგან გამოვეთრიე, – თქვა
ბრონმა და დაჯდა.
– ჩატაიასგან? – გაღიზიანდა ტირიონი.
– კარგია, რაინდი რომ ხარ. აღარ გჭირდება, იაფი საროსკიპოე-
ბი ეძებო, – გაიკრიჭა ბრონი, – ახლა, ბატონო, ალაიაია და მირეი
ერთ საწოლში წვანან, შუაში კი სერ ბრონი უწევთ.
ტირიონს ისღა დარჩენოდა, თავისი ბრაზი თავისთვის შეენახა.
ბრონს ნებისმიერი სხვა კაცის თანაბარი უფლება ჰქონდა, ალაიაი-
ასთან ეკოტრიალა, მაგრამ... მე მისთვის ხელიც არ დამიკარებია,
თუმცა ძალიანაც სასურველი იყო, მაგრამ ბრონმა ხომ ეს არ იცო-
და. არ უნდა მისდგომოდა ამ გოგოს. თავად ჩატაიასთან მისვლას
ვერ ბედავდა. რომ მისულიყო, სერსეი იზრუნებდა, რომ ეს მათ მამას
გაეგო, და იაიას გაშოლტვაზე უარესი რამ დაემართებოდა. მან გო-
გონას ბოდიშის ნიშნად ვერცხლის და ნეფრიტის ყელსაბამი და მისი
შესაფერისი წყვილი სამაჯური გაუგზავნა, მაგრამ სხვა მხრივ...
აზრი არ აქვს.
– ერთი მომღერალია, თავისთავს საიმონ ვერცხლისენას ეძა-
ხის, – დაღლილად უთხრა ტირიონმა, დანაშაულის გრძნობა გვერ-
დზე გადადო, მიჩქმალა – ზოგჯერ ლედი ტანდას ასულს უმღერის
ხოლმე.
– მერე?
მოკალიო, შეეძლო ეთქვა, მაგრამ იმ კაცს არაფერი დაუშავებია,
მხოლოდ რამდენიმე სიმღერა იმღერა, ესაა და ეს. და შაის ლამაზი
თავი მტრედებით და მოცეკვავე დათვებით გამოუტენა.
241
– იპოვე, – უთხრა ამის ნაცვლად, – იპოვე, სანამ სხვას უპოვია.

არია

არია მკვდრის ბოსტანში სტაფილოებს თხრიდა, როცა სიმღერა


მოესმა.
გოგონა გაშეშდა, ყური მიუგდო. ქვასავით უძრავი. სამი ძარ-
ღვიანი სტაფილო ხელში შეაცივდა. სისხლიან ჯამბაზებზე და რუს
ბოლტონის მებრძოლებზე გაიფიქრა და ზურგზე შიშის ჟრჟოლა და-
უყვა. ეს უსამართლობა იქნება, ახლა რომ მოგვადგნენ, როცა უკვე
სამკბილაც ვიპოვეთ, როცა უკვე ლამის სამშვიდობოს ვიგრძენით
თავი. მაგრამ ჯამბაზები რატომ იმღერებდნენ?
სიმღერა მდინარიდან ამოდიოდა, აღმოსავლეთის მხრიდან მცი-
რე აღმართს ამოსდევდა.
– თოლიაქალაქში ლამაზი ქალია, ჰეი-ჰო, ჰეი-ჰო...
არია წამოდგა, ხელიდან სტაფილოები ეკონწიალებოდა. რო-
გორც ჩანდა, მომღერალი მდინარის გზას მოსდევდა. იქით, კომ-
ბოსტოებში ჩაცუცქულ ღვეზელას სახეზე ეტყობოდა, რომ სიმღერა
მანაც გაიგონა. გენდრი დამწვარი ქოხის ჩრდილში წამოწვა დასა-
ძინებლად და ვერაფერსაც ვერ გაიგონებდა.
– ქალი კი არა, ქვეყნის თვალია, ჰეი-ჰო, ჰეი-ჰო, – არიას მდინა-
რის წყნარ ჩხრიალში თითქოს ჩანგის ხმაც მოესმა.
– გაიგონე? – ჰკითხა ღვეზელამ ხრინწიანი ჩურჩულით, გულში
კომბოსტოები ჰქონდა ჩაკრული, – ვიღაც მოდის.
– წადი, გენდრი გააღვიძე, – უთხრა არიამ, – მხარზე წაავლე და
შეანჯღრიე, არ უყვირო.
გენდრი იოლი გასაღვიძებელი მყო, ღვეზელას კი არ ჰგავდა,
რომელსაც წიხლები და ყვირილი სჭირდებოდა.
242
– მისი ალერსი მომიპარია, ჰეი-ჰო, ჰეი-ჰო, – ყოველი სიტყვა
უფრო ხმამაღლა ისმოდა.
ღვეზელამ მკლავები დაუშვა, კომბოსტოები რბილი ბრაგვანით
დაცვივდა მიწაზე. – უნდა დავიმალოთ.
სად? დამწვარი ქოხი და მისი სარეველამოდებული ბოსტანი ზედ
სამკბილას პირას იყო. მდინარის გასწვრივ რამდენიმე ტირიფი იდ-
გა, ლამიან თავხელს კი შამბი ჰქონდა მოდებული, მაგრამ სხვა
მხრივ აქაურობა მთლად შიშველი იყო. ვიცოდი, ტყიდან არაფრით
უნდა გამოვსულიყავით, გაიფიქრა არიამ. მაგრამ ძალიან იყვნენ
დამშეულები, ბოსტანი კი მაცდური სატყუარა აღმოჩნდა. ჰარენჰა-
ლიდან მოპარულ პურსა და ყველს ექვსი დღის წინ მოუღეს ბოლო,
უღრან ტყეში.
– გენდრი და ცხენები ქოხის უკან გაიყვანე, – გადაწყვიტა არიამ.
ერთი კედლის ნაწილი ჯერაც იდგა, საკმარისად დიდიც იყო ორი ბი-
ჭის და სამი ცხენის დასამალად. ოღონდაც ცხენებმა არ დაიჭიხვი-
ნონ, მომღერალმა კი ბოსტანში არ მოინდომოს შემოვლა.
– შენ რას იზამ?
– მე ხესთან დავიმალები. შეიძლება, მარტო ერთი იყოს. თუ გა-
დამეკიდება, მოვ – კლავ. წადი!
ღვეზელა წავიდა, არიამ სტაფილოები დაყარა და მოპარული
ხმალი მხარსუკნიდან ამოაძვრინა. ქარქაში ზურგზე ჰქონდა მიკრუ-
ლი: ეს ორლესული მოზრდილი კაცისთვის იყო გამოჭედილი და,
წელზე თუ ჩამოიბამდა, მიწაზე ეთრეოდა. თან ძალიან მძიმეაო, გა-
იფიქრა და ახლაც ნემსი ინატრა, როგორც ყოველთვის, როცა კი ამ
მოუქნელ ხმალს ხელს შეავლებდა ხოლმე. მაგრამ ეს ხმალი იყო,
ამით კაცის მოკვლა შეიძლებოდა და ეს კმაროდა.
ფეხაკრეფით მიირბინა მსხვილ, ბებერ ტირიფთან, გზის მოსახ-

243
ვევთან რომ იზრდებოდა, და მიწამდე დათრეული ტოტების საბურ-
ველის შიგნით ცალ მუხლზე დაეშვა ბალახსა და შლამზე. მომღერ-
ლის ხმა ახლოვდებოდა. ძველო ღმერთებო, ხის ღმერთებო, დამმა-
ლეთ და ისე ქენით, რომ გვერდი აგვიაროს. ამ დროს ცხენმა და-
იჭიხვინა და სიმღერა ერთბაშად შეწყდა. გაიგონაო, მიხვდა არია,
მაგრამ იქნებ მარტოა, ან, თუ არა, იქნებ მათაც ისე ეშინოდეთ ჩვენი,
როგორც ჩვენ გვეშინია მათი. – გაიგონე? – წარმოთქვა კაცის ხმამ,
– იმ კედლის უკან რაღაც იმალება-მეთქი, ვიტყოდი.
– აჰა, – დაეთანხმა მეორე, უფრო ბოხი, ხმა, – როგორ გგონია,
რა უნდა იყოს, ჩუბინო?
ესე იგი, ორნი არიან. არიამ ტუჩზე იკბინა. აქედან, სადაც ჩამუხ-
ლულიყო, ტირიფის გამო მათ ვერ ხედავდა. მაგრამ ყველაფერი ეს-
მოდა.
– დათვი, – მესამე ხმა. თუ ისევ პირველი?
– დათვს ბევრი ხორცი აქვს, – თქვა ბოხმა ხმამ, – და ბევრი ქო-
ნიც, შემოდგომაზე. კაი საჭმელია, კარგად თუ შეწვი.
– იქნებ მგელი იყოს. ან ლომი.
– ოთხფეხა? თუ ორფეხა?
– რა მნიშვნელობა აქვს.
– არავითარი, რამდენადაც ვიცი. ჩუბინო, რას უპირებ მაგ შენს
ისრებს? – კედლის იქით გადავისვრი. იმის უკან რამე თუ იმალება,
მაშინვე გამოხტება. უყურე.
– მაგრამ თუ იქ ვინმე პატიოსანი კაცი იმალება? ან ვინმე საბრა-
ლო ქალი, ძუძუთა ბავშვით?
– პატიოსანი კაცი გამოვიდოდა და დაგვენახვებოდა. მალვას
მარტო ავაზაკი დაიწყებს.
– ჰო, მართალია. მიდი მაშინ, ისროლე.
არია ფეხზე წამოხტა.
244
– არ გაბედოთ! – და ხმალი მოუღერა. ახლა ხედავდა, სამნი იყ-
ვნენ. მხოლოდ სამნი. სირიოს სამზე მეტის გამკლავება შეეძლო,
არიას კი ღვეზელა და გენდრი მიეშველებოდნენ, ალბათ. მაგრამ
ისინი ბიჭები არიან, ესენი – კაცები.
ქვეითად იყვნენ, მათ გატალახიანებულ ტანსაცმელს მგზავრო-
ბის კვალი ეტყობოდა. მომღერალი მაშინვე გამოარჩია ჩანგით,
რომელიც ისე მიეკრა გულზე, როგორც დედა იხუტებს შვილს. ტან-
მორჩილი კაცი იყო, ორმოცდაათი წლისას ჰგავდა, დიდი პირი, წვე-
ტიანი ცხვირი და შეთხელებული ყავისფერი თმა ჰქონდა. გახუნე-
ბულ მწვანე ტანსაცმელზე აქა-იქ ძველი ტყავის საკერებლები ედო,
თეძოზე სასროლი დანების აცმა ეკიდა, ზურგზე კი ცული გადაეგდო.
მის გვერდით მდგარი კაცი მთელი ფუტით უფრო მაღალი იყო და
ჯარისკაცს ჩამოჰგავდა. მოქლონებიან ტყავის ქამარზე ორლესული
და ხანჯალი ეკიდა, პერანგში ერთმანეთზე გადადებული ფოლადის
რგოლები ჰქონდა ჩაკერებული, თავზე კი წაწვეტებული, შავი რკი-
ნის ზარადი ეხურა. ჭიანი კბილები და გაბურძგნილი ყავისფერი წვე-
რი ჰქონდა, მაგრამ თვალს ყველაზე მეტად მისი ჩაჩიანი ყვითელი
მოსასხამი იტაცებდა. სქელი და მძიმე, აქა-იქ ბალახით თუ სის-
ხლით დალაქავებული, კიდეებშემოძენძილი და მარჯვენა მხარზე
ირმის ტყავით დაკერებული ვეება მოსასხამი კაცს რაღაც უზარმა-
ზარ ყვითელ ფრინველს ამსგავსებდა.
მესამე ყმაწვილი იყო, თავისი მშვილდივით წვრილი, თუმცა ია-
რაღს სიმაღლით მთლად ვერ უტოლდებოდა. თმაწითელას და ჭორ-
ფლიანს, მოქლონებიანი აბჯარი, მაღალი ჩექმები, უთითებო ტყავის
ხელთათმანები ეცვა, მხარზე კი კაპარჭი ეკიდა. ისრებზე რუხი ბატის
ფრთები ეგო, ექვსი ცალი მის წინ ერჭო მიწაში, პატარა ღობის
მსგავსად.
სამივენი ხმლით ხელში გზაზე გადამდგარ არიას მიაჩერდნენ.
245
მერე მომღერალმა ზანტად გამოჰკრა სიმს.
– ბიჭო, – უთხრა არიას, – მოაშორე ახლა ეგ ხმალი, თუ არ გინ-
და, ვავა იყოს. ძაან დიდია შენთვის, ბიჭო, და თანაც, ენგაი სამ ისა-
რს გაგიყრის, სანამ ჩვენამდე მოაღწევდე. – ვერ გამიყრის, – უთხრა
არიამ, – და გოგო ვარ.
– გოგო, ესე იგი, – მომღერალმა თავი დაუკრა, – უკაცრავად.
– გზას გაჰყევით. უბრალოდ, ჩაუარეთ აქაურობას, და იმღერეთ,
რომ ვიცოდეთ, სად ხართ. გასწით, თავი დაგვანებეთ და არ დაგხო-
ცავთ.
ჭორფლიანმა მშვილდოსანმა გაიცინა.
– ლიმ, არ დაგვხოცავს, გაიგონე?
– გავიგონე, – თქვა ლიმმა, ბოხხმიანმა ჯარისკაცმა.
– ბავშვო, – უთხრა მომღერალმა, – გადადე ეგ ხმალი, ჩვენ კი
უსაფრთხო ადგილას წაგიყვანთ და ცოტა მუცელსაც ამოგივსებთ
საჭმლით. აქეთ მგლები იცის, კიდევ – ლომები და უარესი რამებიც.
ისეთი ადგილი არაა, პატარა გოგოებმა მარტო რომ ისეირნონ.
– მარტო არაა, – ქოხის უკნიდან ამხედრებული გენდრი გამოვი-
და, თან ღვეზელა მოსდევდა და არიას ცხენს მოიყოლებდა. თავის
ჯაჭვის პერანგში და ხმლით ხელში გენდრი ლამის მამაკაცს ჰგავდა
და საშიშიც ჩანდა. ღვეზელა კი ჰგავდა ღვეზელას, – ქენით, რო-
გორც გითხრათ, და თავი დაგვანებეთ, – გააფრთხილა ისინი გენ-
დრიმ. – ორი და სამი, – დათვალა მომღერალმა, – სულ ეს ხართ?
და კიდევ ცხენები, მშვენიერი ცხენები. სად მოიპარეთ?
– ჩვენებია, – არია მათ თვალს არ აშორებდა. მომღერალი ისევ
ყურადღებას უფანტავდა ლაპარაკით, მაგრამ ყველაზე საშიში
მშვილდოსანი იყო. მიწიდან ისარს თუ ამოაძრობს...
– გვეტყვით, რა გქვიათ, როგორც ეს პატიოსან ხალხს შეეფერე-
ბა? – ჰკითხა მომღერალმა ბიჭებს.
246
– მე ღვეზელა ვარ, – მაშინვე მიაგება ღვეზელამ.
– ჰე, რა კარგია, – გაიღიმა კაცმა, – ასე გემრიელსახელიან ბიჭს
ყოველდღე კი ვერ ნახავ. და შენს მეგობრებს რა ჰქვიათ ცხვრის სუ-
კები და წინწილა?
გენდრიმ უნაგირიდან ჩამოჰბღვირა.
– რატომ უნდა გითხრათ, რა მქვია? თქვენი სახელები არ ვიცი
და...
– კეთილი, თუ ასეა, მე ტომ შვიდნაკადა ვარ, მაგრამ ტომ შვიდ-
სიმას მეძახიან, ან ტომ შვიდას. ეს შავკბილება ბუმბერაზი ლიმია,
ანუ ლიმონისმოსასხამიანი, შემოკლებით. ყვითელია, ხომ ხედავთ,
და მჟავეცაა, დამიჯერეთ. და ყმაწვილი, გვერდში რომ მიდგას, ენ-
გაია, ანუ ჩუბინი, ასე ვეძახით.
– აბა, თქვენ ვინღა ხართ? – პასუხი მოითხოვა ლიმმა იმ ბუბუნა
ხმით, ტირიფის ტოტებში შემალულმა არიამ რომ გაიგონა.
არია არ აპირებდა, ასე იოლად გაემხილა თავისი სახელი.
– წიწილა დამიძახე, თუ გინდა, არ მენაღვლება.
ბუმბერაზმა გაიცინა.
– ხმლიანი წიწილა, – თქვა მან, – ეგეთს ხშირად კი ვერ ნახავ.
– მე ბუღა ვარ, – არიას მიბაძა გენდრიმ. გოგონას არ გაუკვირ-
და, „ცხვრის სუკს“ სახელად „ბუღა“ რომ არჩია.
ტომ შვიდსიმამ ჩანგი ააჟღერა.
– ღვეზელა, წიწილა და ბუღა. ლორდ ბოლტონს გამოექეცით
სამზარეულოდან, ჰო? – საიდან მიხვდი? – ჰკითხა შეშფოთებულმა
არიამ.
– მკერდზე მისი ემბლემა გახატია, პატარავ.
არიას ეს სულ დაავიწყდა. მოსასხამის ქვეშ ჯერ კიდევ პაჟის კამ-
ზოლი ეცვა და მკერდზე გატყავებული კაცი ჰქონდა ამოქარგული –
პატარას ნუ მეძახი!
247
– რატომ? – ჰკითხა ლიმმა, – პატარა ხომ ხარ?
– ადრე რომ ვიყავი, იმაზე დიდი ვარ. არ ვარ ბავშვი, – ბავშვები
ხალხს არ ხოცავენ, მას კი მოუკლავს.
– მესმის, წიწილა. არცერთი არ იქნებით ბავშვი ბოლტონისები
თუ ხართ.
– არ ვართ მისი, – ღვეზელამ არასოდეს იცოდა, როდის ჯობდა,
ენაზე კბილი და. ეჭირა, – უკვე ჰარენჰალში ვიყავით, ის რომ მოვი-
და, ესაა და ეს.
– ესე იგი, გამოდის, ლომის ბოკვერები ხართ? – ჰკითხა ტომმა.
– არც ეგ. არავისები ვართ. თქვენ?
– ჩვენ მეფის ხალხი ვართ, – თქვა ენგაი ჩუბინმა.
– რომელი მეფის? – მოიღუშა არია.
– მეფე რობერტის, – უთხრა ყვითელმოსასხამიანმა ლიმმა.
– იმ ბებერი ლოთის? – აგდებით იკითხა გენდრიმ, – ის ხომ მოკ-
ვდა, ტახმა გამოფაშვა, ყველამ იცის.
– ჰო, ბიჭო, – უთხრა ტომ შვიდსიმამ, – სამწუხაროდ, – და ჩანგი
სევდიანად დააკვნესა.
არიამ არ დაუჯერა. მეფის ჯარისკაცებზე მეტად ავაზაკებს ჰგავ-
დნენ, ისე იყვნენ ჩამოკონკილები. ცხენებიც კი არ ჰყავდათ. მეფის
ხალხს ცხენები ეყოლებოდა, მაგრამ ღვეზელა დაუზარლად აჭიკ-
ჭიკდა:
– ჩვენ რივერანს ვეძებთ, – თქვა მან, – რამდენი დღის სავალ-
ზეა, არ იცით? არია მზად იყო, მოეკლა.
– წყნარად, სანამ ეგ შტერი პირი ქვებით ამომივსია.
– რივერანი აქედან შორსაა, მდინარის აღმა, – თქვა ტომმა, –
გრძელი და მშიერი გზის გავლა მოგიწევთ. იქნებ, ცხელი საჭმელი
გენებათ, გზას ვიდრე გაუდგებოდეთ? აქედან არც ისე შორს ჩვენს
მეგობრებს სასტუმრო აქვთ. ჩხუბის ნაცვლად შეგვეძლო, ელს და
248
ღვინოს შემოვსხდომოდით.
– სასტუმრო? – ცხელი საჭმლის გახსენებამ არიას მუცელი აუ-
ბუყბუყა, მაგრამ ამ ტომს არ ენდობოდა. ვინც კეთილად გელაპარა-
კება, ყველა მართლა შენი მეგობარი კი არაა, – ახლოაო, ამბობ?
– ორი მილით აღმა, – უთხრა ტომმა, – ჰა-ჰა, ერთ ლიგაში.
გენდრიც მასავით დაეჭვებული ჩანდა.
– მეგობრებსო, რას ნიშნავს? – ჰკითხა ფრთხილად.
– მეგობრებს. დაგავიწყდა, მეგობრები ვინ არიან?
– სასტუმროს მეპატრონეს შამა ჰქვია, – ჩაურთო ტომმა, – მწა-
რე ენა და მკაცრი თვალი აქვს, ეს ნამდვილად, მაგრამ გულკეთი-
ლია. და პატარა გოგოები უყვარს. – მე პატარა გოგო არ ვარ, – ბრა-
ზით თქვა არიამ, – კიდევ ვინაა იქ? შენ თქვი, მეგობრებსო..
– შამას ქმარი და ერთი ობოლი ბიჭი, რომელიც შეიფარეს. არა-
ფერს დაგიშავებენ. ელს დაგალევინებენ, დიდი თუ ხარ. ახალი პუ-
რი და შეიძლება, ცოტა ხორციც ჰქონდეთ, – ტომმა ქოხისკენ გაიხე-
და, – და კიდევ ის, რაც ბებერი პეიტის ბოსტნიდან მოიპარე. – არა-
ფერიც არ მოგვიპარავს, – თქვა არიამ.
– აბა, ბებერი პეიტის შვილი ხარ? თუ და? თუ ცოლი? ვერ მომატ-
ყუებ, წიწილა. ბებერი პეიტი ჩემი ხელით დავმარხე, სწორედ იმ ტი-
რიფის ქვეშ, შენ რომ იმალებოდი, და იმას არაფრით არ წააგავხარ,
– მან ჩანგი წუხილით დააკვნესა, – გასულ წელს ბევრი კაი კაცი
დავმარხეთ, მაგრამ შენი დამარხვა არ გვინდა ამ ჩემს ჩანგს გეფი-
ცები. ჩუბინო, უჩვენე.
არიამ თვალიც ვერ შეასწრო, როგორ მოზიდა ჩუბინმა ლარი
ისარმა ზედ ყურთან ჩაუწუილა და მის უკან ტირიფში ჩაერჭო.
მშვილდოსანს უკვე მეორე ისარი ჰქონდა მორგებული და მოზიდუ-
ლი. ადრე ეგონა, იცოდა, რას გულისხმობდა სირიო, „გველივით
სწრაფი“ და „ზაფხულის აბრეშუმივით გლუვიო“, რომ ეუბნებოდა,
249
მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ცდებოდა. მის უკან ისარი ფუტკარივით
ზუზუნებდა. – ამაცილე, – უთხრა ჩუბინს.
– სულელი ხარ, ასე თუ გგონია, – თქვა ენგაიმ, – ჩემი ისრები
ზუსტად იქ მიდიან, სადაც ვაგზავნი.
– ეგრეა, – კვერი დაუკრა ლიმ ლიმონისმოსასხამიანმა.
მშვილდოსანსა და მისი ხმლის წვეტს შორის თორმეტი ნაბიჯი
იყო. შანსი არ გვაქვსო, მიხვდა არია. ნატრობდა, მასავით მშვილდი
ჰქონოდა და მისი მოხმარება სცოდნოდა. წარბშეკრულმა ხმალი
დასწია, სანამ წვეტი მიწას არ დაედო.
– წამოვალთ, ვნახავთ, რა სასტუმროა, – დაყაბულდა. ცდილობ-
და, რიხიანი სიტყვებით დაეფარა ეჭვი, გულს რომ უღრღნიდა, –
თქვენ წინ წადით, ჩვენ კი ცხენებით მოგყვებით, რომ ვხედავდეთ,
რას შვრებით.
ტომ შვიდსიმამ თავი მდაბლად დაუკრა.
– წინ, უკან, ჩვენთვის სულერთია. წავედით, ბიჭებო, გზა ვუჩვე-
ნოთ. ენგაი, აკრიფე ეგ ისრები, აქ აღარ დაგვჭირდება.
არიამ ხმალი ჩააგო და გზის გადაღმა ცხენებზე მსხდარ მეგობ-
რებთან მივიდა, სამ უცნობს მაინც შორიდან მოუარა.
– ღვეზელა, წამოიღე ის კომბოსტოები, – უთხრა, უნაგირს რომ
მოევლო, – და სტაფილოებიც.
ამჯერად ბიჭი არ შესდავებია. როგორც მან მოინდომა, ისე მიდი-
ოდნენ, ნელი ნა– – ბიჯით მიჰყავდათ ცხენები დაღარულ შარაზე სა-
მი ქვეითისგან თორმეტიოდე ნაბიჯის მოშორებით. მაგრამ ცოტა
ხანში როგორღაც წამოეწივნენ წინ მიმავლებს და აღარც ჩამორჩე-
ნილან. ტომ შვიდსიმა ნელა მიაბიჯებდა და გზადაგზა თავის ჩანგს
მიაჟღრიალებდა.
– იცით სიმღერები? – ჰკითხა მათ, – ძალიან მიყვარს ვინმესთან

250
ერთად მღერა, თუ მოვახერხე. ლიმი ჰანგს ვერ იმახსოვრებს, ჩვენ-
მა მშვილდოსანმა კი მხოლოდ მარშული ბალადები იცის, ას ტაეპზე
ნაკლები არცერთი რომ არაა.
– მარშებზე ნამდვილ სიმღერებს ვმღერით, – არ სწყენია ენგაის.
– სისულელეა მღერა, – თქვა არიამ, – რომ მღერი, ხმაურობ.
შორიდანვე გავიგეთ, რომ მოდიოდით. შეგვეძლო, დაგვეხოცეთ.
ტომმა გაიღიმა, ჩანდა, არ ეთანხმებოდა.
– სიმღერით სიკვდილზე უარესი რამებიც შეიძლება მოგივიდეს.
– სადმე მგლები რომ ყოფილიყვნენ, გვეცოდინებოდა, – დაიბუ-
ხუნა ლიმმა, – ან ლომები. აქ ჩვენი ტყეებია.
– თქვენ არ იცოდით, ჩვენ სად ვიყავით, – უთხრა გენდრიმ.
– იცი, ბიჭო, ეგრე დარწმუნებულიც ნუ იქნები, – უთხრა ტომმა,
– ზოგჯერ კაცმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს.
ღვეზელა უნაგირზე შეწრიალდა.
– მე ვიცი სიმღერა დათვზე, – თქვა მან, – ნაწილი მაინც.
ტომმა თითებით სიმებზე გადაირბინა.
– მაშ, დათვზე ვიმღეროთ, ღვეზელა ბიჭო, – მან თავი უკან გადა-
იგდო და ამღერდა, – დათვი იყო ერთი, დათვი, დათვი, მურა დათვი,
ბანჯგვლიანი დათვი...
ღვეზელამ გატაცებით ააყოლა ხმა, უნაგირზე რხევაც კი დაიწყო
რიტმში. არია გაოცებით მიაშტერდა. კარგი ხმა ჰქონდა და კარგა-
დაც მღეროდა. არასოდეს არაფერი გამოსდიოდა კარგად, ცხობის
მეტიო, გაიფიქრა.
ცოტაც გაიარეს და გზა გადაუღობათ მცირე ნაკადმა, სამკბილა-
ში რომ ჩაედინებოდა. გადასვლისას, მათმა სიმღერამ ლელიანი-
დან იხვი წამოაფრთხო. ენგაი გაჩერდა, სადაც იდგა, მშვილდი ჩა-
მოიხსნა, ისარი მოარგო და იხვი ჩამოაგდო. ფრინველი ნაპირის
მახლობლად თავხელში დაეცა. ლიმმა თავისი ყვითელი მოსასხამი
251
მოიხსნა და მუხლამდე წყალში გააბიჯა ამოსაღებად, თან წუწუნებ-
და.
– როგორ გგონია, შამას შეიძლება, იმ თავის სარდაფებში ლი-
მონი მოეძევებოდეს? – ჰკითხა ენგაიმ ტომს, თან გინებით და შხა-
პაშხუპით მიმავალ ლიმს უცქერდა, – ერთხელ ერთმა დორნელმა
გოგომ შემიწვა იხვი ლიმონებით, – სევდიანი ხმა ჰქონდა. ნაკადი
რომ გადაიარეს, ტომმა და ღვეზელამ სიმღერა განაგრძეს. იხვი
ლიმს ქამარზე ჰქონდა ჩამობმული ყვითელი მოსასხამის ქვეშ. სიმ-
ღერა როგორღაც მანძილს ამოკლებდა. დიდი ხანი არ გასულა და
მათ წინ სასტუმრო გამოჩნდა, მდინარის ნაპირას ამოიზიდა იქ, სა-
დაც სამკბილა ფართოდ უხვევდა ჩრდილოეთისკენ. არია ეჭვით ათ-
ვალიერებდა მოახლოებულ შენობას. ავაზაკების ბუნაგს იქაურობა
მართლაც არ წააგავდა. სტუმართმოყვრული ჩანდა, შინაურულიც
კი, იმ შეთეთრებული ზედა სართულით, ფიქლის სახურავითა და
საკვამურიდან ამოზიდული ზანტი კვამლით. მის გარშემო თავლები
და სხვა დამხმარე ნაგებობები იდგა, უკან ფანჩატური, ვაშლის ხე-
ები, მომცრო ბაღი მოჩანდა. სასტუმროს საკუთარი ნავმისაბმელიც
კი ჰქონდა, რომელიც მდინარეში შეჭრილიყო, და...
– გენდრი, – დაუძახა ბიჭს ხმადაბლა, მაგრამ დაჟინებით, – ნავი
აქვთ. შეგვეძლო, აქედან რივერანამდე მდინარით აგვეცურა. მგო-
ნი, ასე უფრო მალე მივალთ, ვიდრე ცხენებით.
გენდრი დაეჭვებული ჩანდა.
– როდისმე ნავი გიმართავს?
– აფრას ასწევ, – თქვა არიამ, – და ქარი მიგაქროლებს.
– თუ ქარი იქით არ უბერავს?
– მაშინ ნიჩბებს მოუსვამ.:
– ნაკადის საწინააღმდეგოდ? – გენდრიმ წარბები შეყარა, – ნე-
ლა არ გამოვა? და თუ ნავი გადაიხრება და წყალში ჩავცვივდებით?
252
თანაც, ეს ჩვენი ნავი არაა, სასტუმროსია. შეგვეძლო, წაგვეყვანა.
არიამ ტუჩზე იკბინა და არაფერი უთქვამს. თავლების წინ ჩამოხ-
დნენ. სხვა ცხენები არ ჩანდნენ, მაგრამ არიამ რამდენიმე სადგომში
ახალი ნაკელი შენიშნა.
– ერთმა ჩვენგანმა ცხენებს უნდა უდარაჯოს, – თქვა შეფიქრია-
ნებულმა.
ტომმა მისი ნათქვამი გაიგონა.
– არაა საჭირო, წიწილა. წამო, ჭამე, ეგენი უსაფრთხოდ იქნებიან
– მე დავრჩები, – გენდრიმ მომღერლის სიტყვებს ყურადღება არ მი-
აქცია, – რომ შეჭამ, მოდი და შემცვალე.
არიამ თავი დაუქნია და ღვეზელას და ლიმს მიჰყვა. ხმალი ჯერაც
ქარქაშით ეკრა ზურგზე, ხელი კი ახლო ეჭირა რუს ბოლტონისთვის
მოპარული ხანჯლის ტარ – თან: ვაითუ, არ მოსწონებოდა, რაც შიგ-
ნით დახვდებოდა.
კარის ზემოთ გამოკიდებულ აბრაზე ძველი დროის მეფე ეხატა,
რომელსაც მუხლი მოეყარა. შიგნით, საერთო ოთახში, იდგა ძალი-
ან მაღალი და უშნო ქალი კუთხოვანი ნიკაპით, დოინჯი შემოეყარა
და შემოსულებს თვალს არ აცილებდა.
– ნუ გაიჭედე მანდ, ბიჭო, – შეუღრინა არიას, – თუ გოგო ხარ?
ვინც არ უნდა იყო, კარს ხერგავ. ან გადი ან შემოდი. ლიმ, რა გით-
ხარი იატაკზე? სულ ტალახში ხარ მოთხვრილი.
– იხვი მოვკალით, – ლიმმა ნანადირევი სამშვიდობო დროშასა-
ვით გაუწოდა. ქალმა ხელიდან გამოსტაცა.
– ანუ ენგაიმ მოკლაო, ამას გულისხმობ. ჩექმები გაიხადე-მეთ-
ქი, ყრუ ხარ თუ უბრალოდ სულელი? – იგი მიბრუნდა, – კაცო! – და-
იძახა ხმამაღლა, – ამო, ბიჭები დაბრუნდნენ. კაცო!
სარდაფის კიბეს ბუზღუნით ამოუყვა კაცი, დალაქავებული მო-

253
სასხამი რომ მოეგდო. ქალზე მთელი თავით დაბალი იყო. დაკოხი-
ლი სახე და მომჩვარული მოყვითალო კანი ჰქონდა, რომელზეც
ახალი ნაყვავილარი ეტყობოდა.
– აქ ვარ, ქალო, მორჩი ღრიალს. ახლა რაღა ამბავია?
– ეს ჩამოკიდე, – უთხრა ქალმა და იხვი გაუწოდა.
ენგაიმ ფეხი მოინაცვლა.
– ვფიქრობდით, რომ შეგვეჭამა ეგ, შამა. ლიმონებით. თუ გაქვს
ლიმონი. – ლიმონები. და ლიმონები საიდან? თუ აქაურობა დორნს
ჰგავს რამით, შე ჭორფლიანო შტერო? გაირბინე, შენს გახარებას,
უკანა ბაღში და ერთი კალათა ლიმონები დაგვიკრიფე, ცოტა ზეთის-
ხილი და ბროწეულებიც მოაყოლე, – მან ჩუბინს თითი დაუქნია, –
თუმცა შეიძლება, ლიმის მოსასხამით შევაზავო, ოღონდ იხვი ჯერ
რამდენიმე დღე ეკიდოს. ბოცვერს შეჭამთ, ან არაფერს. შამფურზე
შემწვარი ბოცვერი ყველაზე სწრაფად გამზადდება, მშივრები თუ
ხართ. თუ ჩათუშული გინდათ, ხახვით და ელით?
არიამ ლამის იგრძნო ბოცვრის გემო.
– ჩვენ ფული არ გვაქვს, მაგრამ ცოტა სტაფილო და კომბოსტო
მოვიტანეთ და გაგიცვლით.
– მართლა? აბა, სადაა?
– ღვეზელა, მიეცი კომბოსტოები, – უთხრა არიამ და ისიც და-
მორჩილდა, თუმცა ქალს ისეთი სიფრთხილით მიუახლოვდა, თით-
ქოს ის რორჯი, კბენია ან ვარგო ჰოუთი ყოფილიყო.
ქალმა ბოსტნეული ყურადღებით დაათვალიერა, ბიჭი კი – უფრო
გულმოდგინედაც. – ღვეზელი სადღაა?
– აქ. მე. ასე მქვია. იმას კიდევ... ისა... წიწილა.
– ჩემს სახლში ეგ არ გაგივათ. მე მჭამელებს და საჭმელებს სხვა-
დასხვა სახელებს ვარქმევ, გარჩევა რომ შეიძლებოდეს. კაცო!

254
კაცი გარეთ გადიოდა, მაგრამ მის დაძახილზე მაშინვე შემობ-
რუნდა.
– იხვი დავკიდე. ახლა რაღა გინდა, ქალო?
– გარეცხე ეს ბოსტნეული. დანარჩენები კი დასხედით, სანამ
ბოცვერი იქნება. ბიჭი დასალევს მოგიტანთ, – თავისი გრძელი
ცხვირის ზემოდან დახედა არიას და ღვეზელას, – ბავშვებს ელს არ
ვასმევ ხოლმე, მაგრამ სიდრი გათავდა, ძროხა არ მყავს და რძეც არ
არის, მდინარის წყალს კი ომის გემო აქვს, იმდენი მკვდარი მოაქვს
ზემოდან. აბა, მკვდარი ბუზებით სავსე წვნიანი რომ მომერთმია,
შეხვრეპდით?
– არი კი, – თქვა ღვეზელამ, – ანუ წიწილა.
– ლიმიც, – ეშმაკურად გაიღიმა ენგაიმ.
– ლიმს თავი გაანებეთ, – უთხრა შამამ, – ყველას ერგება ელი,
– და სამზარეულოსკენ გაიჭრა.
ენგაი და ტომ შვიდსიმა ბუხართან მდგარ მაგიდას მიუსხდნენ,
ლიმი ამასობაში თავის ვრცელ მოსასხამს კავზე კიდებდა. ღვეზელა
მძიმედ დაებერტყა კარის გვერდით მიდგმულ მერხზე, არიაც მას მი-
უჯდა.
ტომმა ჩანგი ჩამოიხსნა.
– ეული სასტუმრო ტყის გზაზე მოჩანს, – დაამღერა და აუჩქარე-
ბელი ჰანგი შეუთანადა, მომდევნო სიტყვებს ეძებდა, – დიასახლისი
გომბეშოს მოჰგავს...
– მოკეტე ახლა, თორემ ბოცვრებსაც ვერ მივიღებთ, – გააფ-
რთხილა ლიმმა, – ხომ იცი, როგორია:
არია ღვეზელასკენ დაიხარა.
– ნავის მართვა იცი? – ჰკითხა. სანამ ის პასუხს მოასწრებდა,
თხუთმეტიოდე წლის ჩაფსკვნილი ბიჭი შემოვიდა და ელით სავსე

255
ტოლჩები შემოიტანა. ღვეზელამ კრძალვით აიღო თავისი კუთვნი-
ლი, ორივე ხელში დაიჭირა, მოსვა და გაიბადრა. ასეთი გაბადრული
ღვეზელა არიას ჯერ არც ენახა.
– ელი, – დაიჩურჩულა მან, – და ბოცვერი.
– აბა, მეფეს გაუმარჯოს! – ხალისიანად დაიძახა ენგაი ჩუბინმა
და ტოლჩა ასწია, – შვიდთა დაიფარონ მეფე!
– ყველა, თორმეტივე, – ჩაიბურტყუნა ლიმ ლიმონისმოსასხამი-
ანმა. დალია და პირიდან ქაფი ხელის ზურგით მოიწმინდა.
კაცი წინა კარიდან შემოცუხცუხდა, წინსაფრით გარეცხილი ბოს-
ტნეული მოჰქონდა. – თავლაში უცხო ცხენებია, – გამოაცხადა,
თითქოს ამათ არ სცოდნოდათ.
– დიახ, – მიუგო ტომმა და ჩანგი გადადო, – და იმათზე უკეთესე-
ბი, შენ რომ ვიღაცებს მიართვი.
კაცმა გაჯავრებით დაყარა ბოსტნეული მაგიდაზე.
– კი არ მივართვი, სარფიანად გავყიდე, თან ნავიც ვიშოვე. ცხე-
ნები კიდე თქვენ უნდა დაგებრუნებინათ.
ვიცოდი, ყაჩაღები რომ იყვნენ, გაიფიქრა არიამ. ხელი მაგიდის
ქვეშ ჩააცურა და ხანჯლის ტარი მოისინჯა. ჩვენს გაძარცვას თუ შე-
ეცდებიან, ინანებენ.
– იმათ ჩვენთან არ ჩამოუვლიათ, – თქვა ლიმმა.
– მე თქვენკენ გამოვგზავნე. ალბათ მთვრალები იყავით, ან გე-
ძინათ.
– ჩვენ? მთვრალები? – ტომმა ელი მოყლურწა, – რას ამბობ.
– შენ თვითონვე შეგეძლო, დაგებრუნებინა, – უთხრა ლიმმა.
– რა, მარტო მე და ბიჭს? ორჯერ გითხარით, ბებრუცუნა კრავის
ველში გადავიდა, ფერნს ამშობიარებდა. და, როგორც ჩანს, ის საბ-
რალო გოგო რომელიღაც თქვენგანმა გაბერა, – მან ტომს კიცხვით
შეხედა; – ნაძლევს ვდებ, შენ იქნებოდი, მაგ შენი ჩანგით და გულში
256
ჩამწვდომი სიმღერებით მიადექი და საბრალო ფერნიც საცვლები-
დან ამოხტა. – თუ სიმღერა ასულს მოანდომებს, გაშიშვლდეს და
კანზე მზის თბილი ამბორი იგრძნოს, ეს რა, მომღერლის ბრალია?
თანაც იმას ენგაი მოსწონდა. „შეიძლება, შენს მშვილდს ხელი მოვ-
კიდო?“ ასე ეკითხებოდა ხოლმე. „ო, რა გლუკვი და მაგარია. შეიძ-
ლება, ცოტა გამოვქაჩო?“
კაცმა ჩაიფრუტუნა.
– შენ იყავი თუ ენგაი, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. ცხენები კი
თქვენი საქმეც ისევეა, როგორც ჩემი. ხო იცით, რომ სამნი იყვნენ.
ერთ კაცს სამისთვის რა მექნა? – სამი, – გამოაჯავრა ლიმმა, –
ოღონდ ერთი ქალი იყო, მეორეს კი ბორკილები ედოო, თვითონ
თქვი.
კაცი დაე ჯღანა.
– ქალი ვეებერთელა იყო და კაცივით ეცვა. ის კიდე, ბორკილე-
ბიანი... იმის გამოხედვა არ მომეწონა.
ენგაიმ ტოლჩის ზემოდან გაუღიმა.
– ვინმეს გამოხედვა თუ არ მომწონს, თვალში ისარს ვარჭობ.
არიას გაახსენდა ისარი, ყურთან რომ ჩაუზუზუნა. მოუნდა,
მშვილდით სროლა სცოდნოდა.
კაცმა წარბი არ შეიხარა.
– წყნარად იყავი, უფროსები რომ ლაპარაკობენ. სვი შენი ელი
და ენას კბილი დააჭირე, თორემ ბებრუცუნას მოგიქსევ, თავისი ციც-
ხვით.
– უფროსები ბევრს ლაყბობენ, მე კიდევ, ელი დალიეო, შეხსენე-
ბა არ მჭირდება, – და დასტურად დიდი ყლუპი მოსვა.
არიამაც მას მიბაძა. რამდენი დღე იყო, ნაკადულების და გუბეე-
ბის წყალს სვამდა, მერე – მღვრიე სამკბილას, და ახლა ელი ისევე

257
გემრიელი ეჩვენებოდა, როგორც ის ღვინო, ზოგჯერ მამა რომ მო-
აწრუპებდა ხოლმე. სამზარეულოდან სუნი მოდიოდა და პირს უწ-
ყლიანებდა, მაგრამ ფიქრით ჯერ კიდევ ნავს დასტრიალებდა. მისი
მართვა უფრო გაუჭირდებოდათ, ვიდრე მოპარვა. თუ დავიცდით,
სანამ ყველა დაიძინებს... ბიჭი შემოვიდა, თან დიდი მრგვალი პურე-
ბი მოჰქონდა. არიამ ხარბად წაატეხა ყუა და ბარაქიანი ლუკმა მო-
აგლიჯა. თუმცა ძნელი დასაღეჭი აღმოჩნდა, ჩაცომებული და კოშ-
ტებიანი, ძირიც მიმწვარი ჰქონდა. ღვეზელამაც გასინჯა და მაშინვე:
დაიჯღანა.
– ცუდი პურია, – თქვა მან, – დამწვარია, თან მაგარიცაა.
– წვნიანში როცა აწობ, უკეთესია, – უთხრა ლიმმა.
– არაფერიც, – შეეპასუხა ენგაი, – უბრალოდ, მასე შეიძლება,
კბილი აღარ მოგტეხოს.
– გინდათ, ეგ ჭამეთ, გინდათ, მშივრები დარჩით, უთხრა მათ
კაცმა, – არა, ვგავარ მე ხაბაზს? ერთი მანახვა, თქვენ როგორს გა-
მოაცხობდით.
– მე გამოვაცხობდი უკეთესს, – თქვა ღვეზელამ, – ეგ იოლია.
ცომი ძალიან ბევრი ზილე, ამიტომაცაა, ასე ძნელად რომ იღეჭება,
– მან ისევ მოსვა ელი და გატაცებით მოჰყვა ლაპარაკს პურებზე,
ღვეზლებზე და ფუნთუშებზე, ანუ იმაზე, რაც ძალიან უყვარდა. არიამ
თვალები გადაატრიალა.
ტომი მის პირდაპირ მიუჯდა მაგიდას.
– წინწილა, – უთხრა მან, – თუ არი, თუ რაც არის შენი ნამდვილი
სახელი, აჰა, ეს შენ, – მაგიდაზე მათ შორის პერგამენტის ბინძური
ნაგლეჯი დადო. არიამ ეჭვით შეხედა. – ეს რაა?
– სამი ოქროს დრაკონია შენი ცხენების ყიდვა გვინდა არია და-
იძაბა.
– ეგ ჩვენი ცხენებია.
258
– ანუ თქვენ თვითონ მოიპარეთ, ხო? ნუ გრცხვენია, გოგო. ომი
ბევრ პატიოსან კაცს ხდის ქურდად, – ტომმა დაკეცილ პერგამენტს
თითები მოუთათუნა, – კარგ ფასს გაძლევ. მართალი თუ გინდა,
მეტს, ვიდრე საერთოდ ცხენი შეიძლება ღირდეს... ღვეზელამ პერ-
გამენტს ხელი სტაცა და გაშალა.
– ეს ოქრო არაა, – დაიჩივლა ხმამაღლა, – მარტო ნაწერია.
– დიახ, – თქვა ტომმა, – სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ ომის მერე
ამას ოქროდ ვაქცევთ, ენდეთ მეფის ჯარისკაცის სიტყვას.
არიამ სკამი მაგიდიდან გააჩოჩა და ადგა.
– მეფის ჯარისკაცები კი არა, ყაჩაღები ხართ.
– ნამდვილი ყაჩაღები რომ გენახა, გეცოდინებოდა, რომ ისინი
არაფერსაც არ იხდიან, ქაღალდითაც კი არა. ჩვენთვის კი არ გვინ-
და შენი ცხენები, ბავშვო, სახელმწიფოს სიკეთისთვის გვჭირდება,
უფრო სწრაფად რომ ვიაროთ და გადავიხადოთ ის ბრძოლები, რაც
გადასახდელია. მეფის ბრძოლები. ნუთუ მეფეს უარს ეტყვი? ყველა
მას შესცქეროდა: ჩუბინი, დიდი ლიმი, სახეჩაყვითლებული კაცი თა-
ვისი ცბიერი თვალებით. შამაც კი სამზარეულოს კარში ჩამდგარიყო
და ალმაცერად გამოსცქეროდა. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც აპირე-
ბენ ცხენების წართმევასო, მიხვდა.
მაშინ რივერანამდე ფეხით მოგვიწევს ჩანჩალი, თუ...
– ქაღალდი არ გვინდა, – არიამ ღვეზელას პერგამენტი წაჰგლი-
ჯა, – გყავდეთ ჩვენი ცხენები, თუ იმ ნავს მოგვცემთ, გარეთ რომ გი-
ბიათ. ოღონდ, თუ გვიჩვენებთ, როგორ უნდა ვმართოთ.
ტომი წუთით შეაცქერდა და უშნო პირი საბრალობელ ღიმილად
მოეღრიცა. მერე ხმამაღლა გადაიხარხარა. ენგაიც აჰყვა. და ყველა
სიცილს მოჰყვა: ლიმ ლიმონისმოსასხამიანი, შამა და კაცი, მომსა-
ხურე ბიჭიც კი, რომელიც კასრების უკნიდან გა!

259
მოვიდა იღლიაში ამოდებული არბალეტით. არიას უნდოდა, ეყ-
ვირა მათთვის, მაგრამ ამის ნაცვლად გაიღიმა...
– მხედრები! – მოისმა გენდრის დაძახილი, აღელვებისგან ხმა
გასწვრილებოდა. – კარი მოფრიალდა და თავად ისიც გამოჩნდა, –
ჯარისკაცები, – ქოშინებდა იგი, – მდინარეს მოუყვებიან, თორმეტნი
არიან!
ღვეზელა წამოხტა და თავისი ტოლჩა გადააყირავა, მაგრამ ტომს
და დანარჩენებს წარბიც არ შეუხრიათ.
– არაა საჭირო, ჩემს იატაკზე აქციო ეს კარგი ელი, – თქვა შამამ,
– დაჯექი, ბიჭო, და დაწყნარდი, მალე ბოცვერი იქნება. შენც, გოგო.
ადრე თუ რამე დაგიშავდათ, ეგ უკვე ძველი ამბავია, ახლა კი მეფის
ხალხთან ხართ. როგორც შეგვიძლია, დაგიცავთ. არია პასუხად
მხარსუკან ხმლის ტარს წასწვდა, მაგრამ ნახევრამდეც არ ჰქონდა
ამოზიდული, რომ ლიმმა მაჯაში დაბღუჯა.
– ახლა კი მორჩი ამეებს, – მკლავი მოუტრიალდა და არიას თი-
თები გაეშალა. კაცს დაკოჟრილი და საზარლად ღონიერი ხელი
ჰქონდა. ისევ! გაიფიქრა არიამ. იგივე მეორდება, რაც სოფელში და-
მემართა ჩიზიკთან, რაფთან და მთაკაცთან. ესენიც აპირებდნენ,
მისთვის ხმალი წაერთმიათ და ისევ თაგვად გადაექციათ. თავისუ-
ფალი ხელი თავის ტოლჩას შემოაჭდო და ლიმს სახეში გაუქანა.
ელი გადმოიქცა და თვალებში შეეშხეფა, არიამ გაიგონა, როგორ
გაიჭახუნა გატეხილმა ცხვირმა და წამსკდარი სისხლი დაინახა.
ლიმმა დაიღრიალა და ხელები სახისკენ წაიღო, არია კი გაუშვა. –
გავიქცეთ! – იყვირა მან და ადგილს მოწყდა.
მაგრამ ლიმი მაშინვე ისევ დააცხრა, მისი გრძელი ფეხების ერ-
თი ნაბიჯი არიას სამს უდრიდა. არია იგრიხებოდა და წიხლებს იქ-
ნევდა, მაგრამ მან იოლად ასწია გოგონა და ჰაერში გამოკიდებული
ეჭირა, სახეზე კი სისხლი ჩამოსდიოდა.
260
– მორჩი, პატარა შტერო! – უყვირა და შეაჯანჯღარა, – ახლავე
მორჩი!
გენდრი არიას საშველად დაიძრა, მაგრამ მას ხანჯალამოღებუ-
ლი ტომი დაუდგა წინ. ახლა კი გაქცევა უკვე გვიანი იყო – არიას გა-
რედან ცხენების ხმა და კაცების ლაპარაკი მოესმა. მაშინვე კარი გა-
იღო და ოთახში მედიდურად შემოაბიჯა ლიმზე უფრო ზორბა ტირო-
შელმა, მის გრძელ და ხშირ წვერს ბოლოები კაშკაშა მწვანე ჰქონ-
და, მაგრამ სახესთან ახლოს ჭაღარად წამოზრდოდა. მას ორი
მშვილდოსანი მოსდევდა, აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ დაჭრილ
კაცს და მოჰყავდათ. დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოლაგდნენ.
ამათზე უფრო დაკონკილი ჯგუფი არიას არასოდეს ენახა, მაგრამ
ხმლები, ტაბარები და მშვილდები კი ჩინებული მოჰქონდათ. ერთი-
ორმა გაკვირვებით შეხედა, მაგრამ სიტყვა არავის დაუძრავს. ცალ-
თვალა კაცმა, ჟანგიანი ზარადი რომ ეხურა, ჰაერი მოყნოსა და სახე
გაებადრა, ყვითელ, გაფშეკილთმიანი მშვილდოსანი კი ხმამაღლა
ითხოვდა ელს. მათ ლომისზარადიანი შუბოსანი მოჰყვებოდა, მერე
კოჭლობით მოაბიჯებდა ხნიერი კაცი, მერე – ბრაავოსელი ქირით
მებრძოლი, მერე... – ჰარვინ? – დაიჩურჩულა არიამ. ის იყო! წვერი-
სა და გაბურდული თმის ქვეშ მოჩანდა სახე ჰალენის ძისა, რომე-
ლიც არიას პონით დაატარებდა ეზოში, ჯონთან და რობთან ერთად
კვინტინს უტევდა და ნადიმებზე ზედმეტს ყლურწავდა ხოლმე. ად-
რინდელზე უფრო გამხდარი ჩანდა, თითქოს უფრო გამკაცრებული,
და ვინტერფელში წვერი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ნამდვილად ის
იყო – მამამისის მეომარი. – ჰარვინ! – არია დაიკლაკნა და წინ მი-
აწყდა, ცდილობდა, ლიმის რკინის მარწუხს დასხლტომოდა, – მე
ვარ, ჰარვინ, ვერ მცნობ, ვერა? – ცრემლები წასკდა და ბავშვივით
ატირდა, ზუსტად ვინმე სულელი პატარა გოგოსავით აღრიალდა, –

261
ჰარვინ, მე ვარ! – ჰარვინმა შეხედა და მერე მზერა მის მკერდზე ამო-
ქარგულ გატყავებულ კაცზე გადაიტანა.
– საიდან მიცნობ? – ეჭვით შეიკრა შუბლი, – გატყავებული კა-
ცი... ვინ ხარ, ლორდ წურბელას ხელის ბიჭი?
არია წუთით დაიბნა, ვერ გადაეწყვიტა, რა ეპასუხა. იმდენი სახე-
ლი ჰქონდა. იქნებ არია სტარკი მხოლოდ ესიზმრა?
– გოგო ვარ, – უთხრა ქსუტუნით, – ლორდ ბოლტონის მერიქი-
ფე ვიყავი, მაგრამ იმან ვაცთან დამიპირა დატოვება, ჰოდა, მეც გა-
მოვიქეცი, გენდრისთან და ღვეზელასთან ერთად. შენ მიცნობ! პო-
ნით მასეირნებდი, პატარა რომ ვიყავი ჰარვინს თვალები გაუფარ-
თოვდა.
– შემიწყალონ ღმერთებმა! – წარმოთქვა გაოგნებულმა, –
არია-ფეხშიბლანდია? ლიმ, გაუშვი.
– მაგან ცხვირი გამიტეხა! – ლიმმა იგი უპატივცემულოდ ჩამო-
აგდო ძირს, – ვინ ბრძანდება, შვიდ ჯოჯოხეთშიც წასულა?
– მარჯვენის ასულია, – ჰარვინი მის წინაშე ცალ მუხლზე დაეშვა,
– ვინტერფელელი არია სტარკია.

კეტლინი

რობია, მიხვდა მაშინვე, როგორც კი საძაღლეში ალიაქოთი ატ-


ყდა.
მისი ვაჟი რივერანში დაბრუნდა და რუხი ქარი მოიყოლა. მხო-
ლოდ ვეება რუხი მგელსაზარას სუნს შეიძლებოდა, ასე გადარეუ-
ლად აეყეფებინა ძაღლები. კეტლინმა იცოდა, რომ შვილი მასთან
მივიდოდა. იმ პირველი შეხვედრის მერე ედმური აღარ გაჰკარებია,
ერჩივნა, დრო მარქ პაიპერთან და პატრეკ მალისტერთან გაეტარე-

262
ბინა, რაიმუნდ მგოსნის ლექსებისთვის ესმინა ქვის წისქვილთან გა-
მართული ბრძოლის შესახებ. მაგრამ რობი ედმური არ არის. ის მო-
ვა და მნახავს.
უკვე რამდენიმე დღე იყო, გადაუღებლად წვიმდა. ეს ცივი, რუხი
თავსხმა კეტლინის გუნებას ეხამებოდა. მამამისს ყოველი ჩავლილი
დღე უფრო ასუსტებდა, სულ უფრო უბინდავდა გონებას. გამოღვიძე-
ბული მხოლოდ ენძელაზე ლუღლუღებდა და პატიებას ითხოვდა.
ედმური ერიდებოდა, სერ დესმონდ გრელი კი ჯერაც უკრძალავდა
სასახლეში თავისუფლად სიარულს, თუმცა თვითონაც იტანჯებოდა
ამის გამო. კეტლინი მხოლოდ სერ რობინ რაიგერის და მისი ხალ-
ხის დაბრუნებამ გაამხნევა. დაქანცულები და წყლით დამბალები
დაბრუნდნენ, ეტყობოდათ, უკანა გზა ფეხით გამოევლოთ. მეფის-
მკვლელმა როგორღაც მოახერხა, მათი გალერა ჩაეძირა და გაჰ-
ქცეოდათო, გაუმხილა მაისტერმა ვაიმანმა. კეტლინმა იკითხა, თუ
შეიძლებოდა, სერ რობინს დალაპარაკებოდა და მისგან შეეტყო, რა
მოხდა, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს.
რაღაც კიდევ არ იყო რიგზე. იმ დღეს, მისი ძმა რომ დაბრუნდა,
მათი დავის მერე რამდენიმე საათში, კეტლინს ეზოდან გაჯავრებუ-
ლი ხმები მოესმა. სახურავზე ავიდა და დაინახა, რომ ციხესიმაგრის
მთავარ კარიბჭესთან მეომრები იკრიბებოდნენ. თავლებიდან ცხე-
ნები გამოჰყავდათ, ლაგამ-უნაგირს ადგამდნენ. ისმოდა ყვირილი,
თუმცა კეტლინი შორს იყო და სიტყვებს ვერ არჩევდა. რობის თეთრი
დროშა მიწაზე ეგდო, ერთმა რაინდმა ცხენი მოაბრუნა და, კარიბ-
ჭისკენ გაჭენებულმა, მგელსაზარას დროშა გადათქერა. რამდენი-
მემ მას მიბაძა. ეს ხალხი ედმურთან ერთად იბრძოდა ფონებზე, გა-
იფიქრა კეტლინმა. ასე რამ გააბრაზა ისინი? აბუჩად აიგდო ისინი
ჩემმა ძმამ, რამით შეურაცხყო? მოეჩვენა, რომ იცნო სერ პერვინ
ფრეი, რომელიც მას მწარე ხიდამდე და გრიგალის კიდემდე მიჰყვა
263
და მასთან ერთადვე დაბრუნდა რივერანში; და რაინდის ბუში ნახე-
ვარძმა მარტინ რივერსიც, თუმცა ამსიმაღლიდან უჭირდა გარჩევა.
ციხესიმაგრის კარიდან ორმოცამდე კაცი გავიდა, საით გაემარ-
თნენ, კეტლინმა არ იცოდა.
ისინი არ დაბრუნებულან. არც მაისტერმა ვაიმანმა უთხრა, ვინ
იყვნენ, სად წავიდნენ ან ასე რამ გააბრაზათ.
– აქ მამაშენის მისახედად ვარ, სხვა არაფრისთვის, მილედი, –
ასე უთხრა, – შენი ძმა მალე რივერანის ლორდი იქნება. რის შეტყო-
ბინებასაც ისურვებს, თავადვე უნდა გითხრას.
მაგრამ ახლა რობი დაბრუნდა დასავლეთიდან, და გამარჯვებით
დაბრუნდა. იგი შემინდობს, გაიფიქრა კეტლინმა. უნდა შემინდოს.
ჩემი შვილია და არია და სანსა მისთვისაც სისხლი და ხორცი არიან.
ამ ოთახებიდან გამომიშვებს და მაშინ გავიგებ, რა მოხდა.
სერ დესმონდი რომ ეახლა, ქალს უკვე მოესწრო, ებანავა, გა-
მოწყობილიყო და თავისი მოწითურო თმა დაევარცხნა.
– მეფე რობი დაბრუნდა დასავლეთიდან, მილედი, – უთხრა რა-
ინდმა, – და გიბრძანებს, სეფედარბაზში ეახლო.
კეტლინი ამ წუთს ნატვრით და შიშით ელოდა. ორი ძე დავკარგე
თუ სამივე? ამას მალევე შეიტყობდა.
შესულებს დარბაზი ხალხით სავსე დაუხვდათ. ყველა შემაღლე-
ბისკენ მიბრუნებულიყო, მაგრამ კეტლინი მათ ზურგებითაც ცნობ-
და: ლედი მორმონტს მისი საკერებლიანი ჯაჭვის პერანგით, დიდ-
ჯონსა და მის ვაჟს, ერთი თავით რომ აღემატებოდნენ ყველა იქ
მყოფს, თეთრთმიან ლორდ იასონ მალისტერს, მოხრილ მკლავზე
ფრთიანი მუზარადი რომ ჩამოედო, ტიტოს ბლექვუდს თავის დიდე-
ბულ ყორნისფრთიან მოსასხამში... ამათგან ნახევარს ახლა ჩემი
ჩამოხრჩობა ენდომება. მეორე ნახევარმა შეიძლება, მხოლოდ თვა-
ლი ამარიდოს. შფოთვით გრძნობდა, რომ ვიღაც კიდეც აკლდათ.
264
შემაღლებაზე რობი იდგა. აღარ არის ბავშვი, გაიფიქრა და გული
ტკივილმა მოუწურა. თექვსმეტისაა, კაცია უკვე. ომმა სახიდან სილ-
ბო ჩამორეცხა, გაახდუნა და მტკიცე გამომეტყველება შესძინა. წვე-
რი მოეპარსა, მაგრამ მოწითურო თმა მხრებზე სცემდა. ბოლო
დროის წვიმებს მისთვის ჯაჭვი დაეჟანგა და თეთრ მოსასხამსა და
იალმაგზე ლეგა ლაქები დაეჩნია. ან, იქნებ, ეს სისხლის ლაქები
იყო. თავზე ხმლების გვირგვინი ედგა, რკინისა და ბრინჯაოსგან
რომ გაუჭედეს. ახლა უფრო მოხერხებულად ახურავს. ისე ახურავს,
როგორც მეფეს შეჰფერის.
ედმური ხალხით სავსე შემაღლების ქვემოთ იდგა, თავი მოედ-
რიკა, რობი კი მის გამარჯვებას ასხამდა ხოტბას.
– ...ქვის წისქვილთან დაცემულები არასოდეს მიეცემიან დავიწ-
ყებას. რა გასაკვირია, რომ ლორდი ტაივინი სტანისთან საომრად
გაიქცა. ჩრდილოელები და მდინარელები ერთნაირად დაადგნენ
ყელზე, – ამას სიცილი და მოწონების შეძახილები მოჰყვა, მაგრამ
რობმა ხელი ასწია სიჩუმის მოთხოვნით, – თუმცა უნდა ვიცოდეთ:
ლანისტერები ისევ გამოილაშქრებენ და კიდევ გვექნება ბრძოლები
მოსაგები, სანამ სამეფო მშვიდობას მოიპოვებდეს.
– ჩრდილოეთის მეფე! – იღრიალა დიდჯონმა და აბჯრიანი მუშტი
ზეატყორცნა. – სამკბილას მეფე! – გაეპასუხნენ მდინარის ლორდე-
ბი. დარბაზი მუშტების ცემამ და ფეხების ბრაგუნმა ააზრიალა.
– ამ ალიაქოთში კეტლინი და სერ დესმონდი ცოტა ვინმემ თუ შე-
ნიშნა, მაგრამ მათ მუჯლუგუნებით მიახედეს თავიანთ გვერდზე
მდგომები და მალე ქალის გარშემო სიჩუმემ დაისადგურა. კეტლინს
თავი მაღლა აეწია და არ იმჩნევდა მასზე მიპყრო; ბილ მრავალ მზე-
რას. რაც უნდათ, ის იფიქრონ. მხოლოდ რობის განაჩენს აქვს მნიშ-
ვნელობა.

265
– კეტლინი ანუგეშა შემაღლებულზე სერ ბრინდენ ტალის დაკო-
ხილი სახის და: ნახვამ. მისთვის უცნობი ბიჭი, ეტყობა, რობის სა-
ჭურველთმტვირთველი იყო. მის – უკან იდგა ჭაბუკი რაინდი, ქვი-
შისფერ იალმაგზე ემბლემად ნიჟარები ეხატა, და შედარებით უფ-
როსი მეორე რაინდიც, რომლის ღერბიც თეთრ-მწვანედ დაზოლილ
ველზე გავლებულ ზაფრანისფერ სარტყელზე გამოსახული სამი სა-
პილპილე იყო. მათ შორის იდგა სანდომიანი ხნიერი ლედი და ლა-
მაზი ასული, რომელიც მისი შვილი უნდა ყოფილიყო. თან სანსას
ასაკის კიდევ ერთი გოგონა ახლდათ. კეტლინმა იცოდა, რომ ნიჟა-
რები რომელიღაც მცირე გვარის ემბლემა იყო; უფროსი კაცის ემ-
ბლემას ვერ ცნობდა. ტყვეები არიან? მაგრამ რობი ტყვეებს შემაღ-
ლებაზე რატომ დააყენებდა?
ათერაის ვეინმა კვერთხი იატაკს დასცხო და სერ დესმონდი კეტ-
ლინს წინ გამოუძღვა. რობმა ისე რომ შემხედოს, როგორც ედმურ-
მა, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. მაგრამ ძის თვალებში ბრაზი არ ჩანდა,
არამედ რაღაც სხვა... იქნებ, ავის მოლოდინი? არა, ეს უაზრობა იყო.
რისა უნდა ეშინოდეს? ის ხომ ჭაბუკი მგელი იყო, ჩრდილოეთის და
სამკბილას მეფე.
კეტლინს პირველი ბიძა მიესალმა. შავი თევზი, როგორც ყო-
ველთვის, არად აგდებდა, რას ფიქრობდნენ სხვები. იგი შემაღლე-
ბიდან ჩამოხტა და კეტლინი მკლავებში მოიქცია. როცა უთხრა, რა
კარგია, კეტ, შინ რომ გხედავო, ქალმა ძლივს შეიმაგრა თავი.
– შენც, ძია, – დაიჩურჩულა.
– დედა.
კეტლინმა თავის მაღალ, მეფურ შვილს ახედა.
– თქვენო მოწყალებავ, ღმერთებს შევთხოვდი შენს მშვიდობით
დაბრუნებას. მესმა, დაჭრილი ყოფილხარ.
– კრაგს რომ ვუტევდით, მკლავში ისარი მომხვდა, – უთხრა
266
რობმა, – თუმცა უკვე კარგად შეხორცდა. საუკეთესოდ მომიარეს –
მაშ, მადლობა ღმერთებს, – კეტლინმა ღრმად ჩაისუნთქა. თქვი.
ამას ვერ ასცდები, – გეტყოდნენ, რაც ჩავიდინე. ის თუ გითხრეს, რა-
ტომ ვქენი?
– გოგონების გამო.
– ხუთი შვილი მყავდა. ახლა სამი მყავს.
– დიახ, მილედი, – ლორდმა რიკარდ კარსტარკმა დიდჯონს
გვერდი აუქცია და წინ წამოდგა. რაღაც პირქუშ აჩრდილს ჰგავდა
თავის შავ ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი, აწეწილი გრძელი, ჭაღა-
რა წვერით, ვიწრო და ცივი სახით, – მე კი ერთი ძე მყავს, ადრე კი
სამი მყავდა. შურისძიება გამომტაცე ხელიდან.
კეტლინმა აუღელვებლად გაუსწორა მზერა.
– ლორდ რიკარდ, მეფისმკვლელის სიკვდილი შენს შვილებს სი-
ცოცხლეს ვერ დაუბრუნებდა. მისმა დანდობამ შეიძლება, ჩემების
სიცოცხლე იყიდოს.
ლორდი მისმა სიტყვებმა ვერ ანუგეშა.
– ჯეიმი ლანისტერმა გაგასულელა. ცარიელი სიტყვებით სავსე
ტომარა იყიდე, სხვა არაფერი. ჩემი ტორენი და ჩემი ედარდი მეტს
იმსახურებდნენ შენგან. – მორჩი, კარსტარკ, – დაიბუხუნა დიდჯონ-
მა და მკლავები ფართო მკერდზე დაიკრიფა, – ეს დედის უგუნურება
იყო, ქალები ეგეთები არიან.
– დედის უგუნურება? – ლორდი კარსტარკი ლორდ ამბერს მიუბ-
რუნდა, – მე მაგას ღალატს ვეძახი.
– კმარა, – ამის თქმისას რობი სულ ერთი წამით ბრანდონს უფ-
რო ჰგავდა, ვიდრე მამამისს, – არავის მივცემ უფლებას, ვინტერფე-
ლის ქალბატონს ჩემს გასაგონად მოღალატე უწოდოს, ლორდო რი-
კარდ, – კეტლინს რომ მიუბრუნდა, ხმა ლმობიერი გაუხდა, – მეფის-

267
მკვლელის დილეგში დასაბრუნებლად ჩემი სურვილი რომ კმარო-
დეს, დავაბრუნებდი. ისე გაათავისუფლე, არც ვიცოდი და არც თა-
ნახმა ვიყავი... მაგრამ ვიცი, რაც ქენი, სიყვარულის გამო ქენი. არი-
ასთვის და სანსასთვის, და ბრანსა და რიკონზე გლოვის გამო. უკვე
ვისწავლე, სიყვარული მუდამ ბრძენი როდია. მან შეიძლება, დიდი
უგუნურება ჩაგვადენინოს, მაგრამ გულის ხმას მივდევთ... საითაც
არ უნდა მიგვიძღოდეს იგი. ხო ასეა, დედა?
ეს ვქენი განა?
– თუ გულმა უგუნურება ჩამადენინა, სიხარულით ვზღავ, რითაც
კი შემიძლია, ლორდ კარსტარკისა და შენ წინაშე.
ლორდ კარსტარკს შეუვალი სახე ჰქონდა.
– განა შენი საზღაური გაათბობს ტორენსა და ედარდს ცივ სამა-
რეებში, რომლებშიც ისინი მეფისმკვლელმა ჩააწვინა? – მან მხრით
გაიკვალა გზა დიდჯონსა და ლედი მეგი მორმონტს შორის და დარ-
ბაზიდან გავიდა.
რობი მის შესაჩერებლად არ განძრეულა.
– შეუნდე, დედა.
– თუ შენ შემინდობ.
– მე უკვე შეგინდე. ვიცი, რას ნიშნავს, გიყვარდეს ისე ძლიერად,
რომ სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდე.
კეტლინმა თავი დაუკრა.
– გმადლობ, – ეს შვილი მაინც არ დამიკარგავს.
– სალაპარაკო გვაქვს, – განაგრძო რობმა, – მე, შენ და ჩემს ბი-
ძებს. ამაზე და... სხვა საკითხებზე. მოურავო, დარბაზობის დასრუ-
ლება გამოაცხადე.
ათერაის ვეინმა კვერთხი იატაკზე დააბრაგუნა, დარბაზობის
გაყრა გამოაცხადა და მდინარეთის ლორდებიც და ჩრდილოელე-

268
ბიც კარისკენ დაიძრნენ. კეტლინი მხოლოდ მაშინ მიხვდა, ვინ აკ-
ლდათ. მგელი. მგელი აქ არაა. სადაა რუხი ქარი? იცოდა, რომ
მგელსაზარა რობთან ერთად დაბრუნდა, ძაღლების ღავღავი გა-
იგონა, მაგრამ ის აქ არ იყო, მისი ძის გვერდით, სადაც უნდა ყოფი-
ლიყო.
თუმცა, სანამ მოასწრებდა და რობს ჰკითხავდა, უცებ თანამ-
გრძნობელთა წრეში აღმოჩნდა. ლედი მორმონტმა ხელი ჩაჰკიდა
და უთხრა:
– მილედი, სერსეი ლანისტერს ჩემი ორი ასული რომ ჰყოლოდა
ტყვედ, მეც იმავეს ჩავიდენდი.
დიდჯონმა წესს და რიგს აღარ დასდია, კეტლინი თავისი უზარმა-
ზარი ბალნიანი ტორებით დაბღუჯა და იატაკს მოსწყვიტა.
– შენმა მგლის ლეკვმა ერთხელ უკვე მიჩეჩქვა მეფისმკვლელი,
და, თუ საჭირო გახდა, ისევ იზამს.
გალბარტ გლოვერი და ლორდი იასონ მალისტერი უფრო ცივად
შეხვდნენ, იონოს ბრაკენის სალამი კი ლამის ყინულოვანი იყო,
თუმცა მათ სიტყვებს თავაზი არ აკლდა. ბოლოს ძმა მიუახლოვდა.
– მეც ვლოცულობ შენი გოგონებისთვის, კეტ. იმედი მაქვს, ამაში
ეჭვი არ გეპარება.
– არა, რასაკვირველია, – კეტლინმა ძმას აკოცა, – ამის გამოც
მიყვარხარ და გემადლიერები.
მისალმებები ჩათავდა და სეფედარბაზი დაცარიელდა. დარჩნენ
მხოლოდ რობი, სამი ტალი და ექვსი უცნობი, რომელთა იქ ყოფნის
მიზეზი კეტლინს ვერ გაეგო. დაკვირვებით შეათვალიერა ისინი.
– მილედი, სერ, თქვენ ჩემი ვაჟის ახალი მოკავშირეები ხართ?
– ახალი, დიახ, – მიუგო ჭაბუკმა რაინდმა, ნიჟარები რომ ეხატა,
– მაგრამ უაღრესად თავდადებულები და ძლიერ ერთგულები, რა-
საც, იმედი მაქვს, შენც დაგიმტკიცებთ, მილედი.
269
რობი აღელვებული ჩანდა.
– დედა, ნება მიბოძე, წარმოგიდგინო ლედი სიბილი, კრაგის
ლორდის, გავინ ვესტერლინგის ცოლი, – ხნიერი ქალი წინ წამოდგა
საზეიმო სახით, – მისი ქმარი ერთი მათგანი იყო, ვინც მოჩურჩულე
ტყეში ტყვედ ავიყვანეთ.
ჰო, ვესტერლინგი, გაიფიქრა კეტლინმა. მათ დროშაზე ექვსი ნი-
ჟარაა გამოსახული, თეთრი ქვიშისფერზე. ლანისტერებს შეფიცული
ერთი მომცრო გვარია.
რობმა სხვა უცნობებიც გამოიხმო რიგრიგობით.
– სერ როლფ სპაისერი, ლედი სიბილის ძმა. იგი კრაგის კასტე-
ლანი იყო, ციხე რომ ავიღეთ, – საპილპილეებიანმა რაინდმა ქედი
მოიდრიკა. ჯმუხი იყო, გატეხილი ცხვირი და მოკლედ შემოკვეცილი
წვერი ჰქონდა და საკმაოდ ჩაუქი ჩანდა, – ლორდ გავინისა და ლე-
დი სიბილის შვილები: სერ რეინალდ ვესტერლინგი, – ნიჟარებიან-
მა რაინდმა ხშირი ულვაშის ქვეშ გაუღიმა. ახალგაზრდა, გამხდარი,
მოუხეშავი იყო, ელვარე კბილები და წაბლისფერი თმის სქელი ფა-
ფარი ჰქონდა, – ელენია, – პატარა გოგონა სწრაფი ჩამუხვლით მი-
ესალმა, – როულამ ვესტერლინგი, ჩემი საჭურველთმტვირთველი,
– ბიჭმა მუხლის მოყრა დააპირა, მაგრამ დაინახა, რომ სხვა არავინ
იჩოქებდა, და მანაც მხოლოდ თავი დაუკრა.
– ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, – წარმოთქვა კეტლინ-
მა. რობმა კრაგის მხარდაჭერა მოიპოვა? მაშინ ვესტერლინგების აქ
ყოფნა გასაგები ხდებოდა. კასტერლის კლდე ასეთ ღალატს იოლად
არ ეგუებოდა. ასე იყო მას შემდეგ, რაც ლორ.
დი ტაივინი იმდენად მოიზარდა, რომ საომრად წასვლა შეძლო...
სულ ბოლოს წინ დამორცხვებული ასული წამოდგა. რობმა მას
ხელი ჩაჰკიდა. – დედა, – თქვა მან, – დიდი პატივი მაქვს, წარმო-
გიდგინო ლედი ჯეინ ვესტერლინგი. ლორდ გავინის უფროსი ასული
270
და ჩემი... ჰო... ქალბატონი-მეუღლე.
პირველი ფიქრი, რამაც კეტლინს თავში გაურბინა, იყო: არა, შე-
უძლებელია, შენ ჯერ ბავშვი ხარ. მეორე: თანაც, სხვისთვის გაქვს
სიტყვა მიცემული.
მესამე ფიქრად კი გაუელვა: შემიწყალოს დედამ, რობ, ეს რა ჩა-
იდინე?
მაშინღა ეწვია დაგვიანებული მიხვედრა. სიყვარულის გამო ჩა-
დენილი უგუნურებანი? ისე მარჯვედ მომინადირა, როგორც ბოცვე-
რი კაკანათით. ეს საქციელი უკვე წინდაწინ შევუნდე. მის სინანულს
მწუხარე აღტაცება ერთვოდა: ასეთი გამჭრიახობით სცენის დად-
გმას მხოლოდ ოსტატი მეთოჯინე თუ შეძლებდა... ან მეფე. კეტლინს
ისღა დარჩენოდა, ჯეინ ვესტერლინგის ხელები ხელში მოექცია.
– ახალი ასული შევიძინე, – თქვა მან, იმაზე უფრო დაძაბულად
გამოუვიდა, ვიდრე აპირებდა. შეშინებულ გოგონას ორივე ლოყაზე
აკოცა, – კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს დარბაზში, ჩვენს კე-
რიასთან.
– გმადლობ, მილედი. გპირდები, რობისთვის კარგი და ერთგუ-
ლი ცოლი ვიყო. და, რამდენადაც შევძლებ, ბრძენი დედოფალი.
დედოფალი. დიახ, ეს ლამაზი პატარა გოგო დედოფალია, ეს არ
უნდა დავივიწყო. მართლაცდა, ლამაზი იყო: წაბლისფერი თმა და
ნაზად მოყვანილი სახე ჰქონდა, თბილად იღიმებოდა. თხელია, მაგ-
რამ თეძოსრული, შენიშნა კეტლინმა. ბავშვების გაჩენა მაინც არ გა-
უჭირდება.
სანამ კიდევ რამე ითქმებოდა, წინ ლედი სიბილი წამოდგა:
– სტარკების გვართან დაკავშირება ჩვენთვის დიდი პატივია, მი-
ლედი, მაგრამ ძალიან დაღლილებიც ვართ. მოკლე ხანში გრძელი
გზა გამოვიარეთ. იქნებ, ნება დაგვრთოთ, დაგცილდეთ და ჩვენ-
ჩვენს ოთახებში მოვისვენოთ, შენ კი შვილს დაე ლაპარაკები.
271
– ასე აჯობებს, – რობმა ჯეინს აკოცა, – მოურავი შესაფერის ბი-
ნებს გამოგინახავთ. – მიგიყვანთ მასთან, – შესთავაზა სტუმრებს
სერ ედმურ ტალიმ.
– დიდად დაგვავალებ, – უთხრა ლედი სიბილმა.
– მეც წავიდე? – ჰკითხა ბიჭმა, როულამმა, – მე ხომ შენი საჭურ-
ველთმტვირთველი ვარ.
რობს გაეცინა.
– ჰო, მაგრამ ახლა საჭურველის ტვირთვა არ მჭირდება.
– ააა.
– მისი მოწყალება თექვსმეტი წელიწადი ძლებდა უშენოდ, რო-
ულამ, – უთხრა ნიჟარებიანმა სერ რეინალდმა, – მგონი, კიდევ რამ-
დენიმე საათიც არ გაუჭირდება, უმცროს ძმას მაგრად ჩასჭიდა ხელი
და დარბაზიდან გაიყვანა.
– შენი ცოლი მომხიბლავია, – უთხრა კეტლინმა, მარტონი რომ
დარჩნენ, – და ვესტერლინგებიც ღირსეული ხალხი ჩანს... თუმცა
ლორდი გავინი ტაივინ ლანისტერსაა შეფიცული, ასე არაა?
– კი. იასონ მალისტერმა იგი მოჩურჩულე ტყეში ტყვედ აიყვანა
და გამოსასყიდის მოლოდინში სიგარდში ამყოფებდა. რასაკვირვე-
ლია, ახლა მას გავათავისუფლებ, თუმცა შესაძლოა, არ ისურვოს
ჩემ გვერდით დადგომა. სამწუხაროდ, მისი თანხმობის გარეშე ვი-
ქორწინეთ, და ეს კავშირი მას დიდ საფრთხეში აგდებს. კრაგი მტკი-
ცე ციხე არ არის. ჩემი სიყვარულის გამო ჯეინმა შეიძლება, ყველა-
ფერი დაკარგოს. – შენ კი, – ფრთხილად წარმოთქვა კეტლინმა, –
ფრეიები დაკარგე.
შვილის შეკრულმა შუბლმა კეტლინს ბევრი რამ უთხრა. ახლა
მიხვდა იმ ჯავრიანი ხმების მიზეზს, მიხვდა, რად გაქუსლეს ასე საჩ-
ქაროდ პერვინ ფრეიმ და მარტინ რივერსმა, წასვლისას რად გათე-
ლეს ტალახში რობის დროშა.
272
– შეიძლება, ვიკითხო, რამდენი ხმლოსანი მოჰყვა შენს ცოლს,
რობ?
– ორმოცდაათი. აქედან თორმეტი რაინდია, – მძიმედ წარმოთ-
ქვა. ან რა იყო გასაკვირი: როდესაც ტყუპებთან დადეს ქორწინების
ხელშეკრულება, ბებერმა ლორდმა ვალდერ ფრეიმ რობს ათასი
ცხენოსანი რაინდი და სამი ათასამდე ქვეითი გამოაყოლა, – ჯეინი
ისეთივე ჭკვიანია, რამდენადაც ლამაზი. და კეთილიცაა. ლმობიერი
გული აქვს.
ხმლები გჭირდება, ლმობიერი გულები კი არა. რამ ჩაგადენინა
ეს, რობ? როგორ შეიძლებოდა, ასე განუსჯელად, ასე სულელურად
მოქცეულიყავი? როგორ შეგეძლო, ყოფილიყავი ასე... ასე... პატა-
რა? მაგრამ აქ საყვედურები ვერაფერს უშველიდა. – მითხარი, რო-
გორ მოხდა, – ესღა უთხრა შვილს.
– მე მისი ციხესიმაგრე დავიპყარი, მან კი – ჩემი გული, – გაიღი-
მა რობმა, – კრაგში გარნიზონი თითქმის არ იდგა, ჰოდა, ერთ ღამე-
ში ავიღეთ შეტევით. შავი ვალდერი და პატარა ჯონი გალავანზე გა-
დავიდნენ, მე კი მთავარი კარიბჭე ტარა! ნით შევლეწე. სულ ცოტა
ხნით ადრე, ვიდრე სერ როლფი ციხეს ჩაგვაბარებდა, მკლავში ისა-
რი მომხვდა. თავიდან თითქოს უბრალო ჭრილობა ჩანდა, მაგრამ
მერე გამიმიზეზდა. ჯეინმა საკუთარ საწოლში ჩამაწვინა და მივლი-
და, სანამ ცხელებამ გამიარა. მაშინაც ჩემთან იყო, როცა დიდჯონმა
შემატყობინა... ვინტერფელის ამბები. ბრანზე და რიკონზე, – ეტყო-
ბოდა, რომ ძმების სახელების წარმოთქმა გაუჭირდა, – იმ ღამით
მან... მანუგეშა, დედა.
კეტლინმა ზუსტად იცოდა, რა ნუგეში შესთავაზა მის ძეს ჯეინ ვეს-
ტერლინგმა. – და მეორე დღესვე მასზე იქორწინე.
რობმა თვალი გაუსწორა, ერთდროულად ამაყიც იყო და მწუხა-
რეც.
273
– ეს იყო ერთადერთი ღირსეული გამოსავალი. კეთილი და საყ-
ვარელია, დედა, კარგი ცოლი იქნება.
– შესაძლოა. მაგრამ ლორდ ფრეის ეს ვერ დააშოშმინებს.
– ვიცი, – თქვა მისმა შვილმა განადგურებული ხმით, – ყველა-
ფერი უკუღმართად გავაკეთე, ბრძოლების გარდა, ჰო? მეგონა, ყვე-
ლაზე ძნელი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ... შენთვის რომ მესმინა და
თეონი მძევლად მყოლოდა, ჩრდილოეთი ახლაც ჩემი იქნებოდა,
ბრანი და რიკონიც ვინტერფელში იქნებოდნენ უხიფათოდ.
– იქნებ, ასეც ყოფილიყო. იქნებ, არც. გამორიცხული არ არის,
ლორდ ბეილონს მაინც წამოეწყო ომი. ბოლოს რომ გაიწია გვირ-
გვინისკენ, ეს ორი ძის სიცოცხლედ დაუჯდა. შესაძლოა, ეფიქრა,
რომ ამჯერად ერთი შვილით უფრო იაფად გამოვიდოდა, – კეტლინი
მკლავზე შეეხო, – შენი დაქორწინების მერე ფრეიებმა რა ქნეს?
რობმა თავი გაიქნია.
– სერ სტევრონთან იქნებ მომეხერხებინა საზღაურზე ლაპარაკი,
მაგრამ სერ რაიმანი ქვასავით შეუგნებელია, შავი ვალდერი კი...
ნამდვილად გეტყვი, მაგისთვის სახელი მხოლოდ წვერის ფერის გა-
მო არ შეურქმევიათ. იქამდეც კი მივიდა, რომ თქვა, ჩემი და არც
ქვრივის ცოლობას იუარებდაო. მოვკლავდი ამისთვის, ჯეინი რომ
არ შემვედრებოდა, შეიწყალეო.
– ფრეიების სახლი შენ უაღრესად შეურაცხყავი, რობ.
– ეგ არაფრით არ მსურდა. სერ სტევრონი მოკვდა ჩემთვის,
ოლივარი კი ისეთი ერთგული საჭურველთმტვირთველი იყო, ნების-
მიერი მეფე რომ ინატრებდა. მას ჩემთან დარჩენა სურდა, მაგრამ
სერ რაიმანმა ისიც თან წაიყოლა, სხვებთან ერთად. მთელი თავიან-
თი ძალა გაიყოლეს. დიდჯონი მაჯერებდა, შეუტიეო.
– საკუთარ ხალხს უნდა შებრძოლებოდი, მტრებს შორის მოქცე-
ული? – ჰკითხა კეტლინმა, – ეს ბოლოს მოგიღებდა.
274
– ჰო. ვიფიქრე, იქნებ, მოგვეხერხებინა და ლორდ ვალდერის
ასულებისთვის სხვა საქმროები გამოგვეძებნა. სერ ვენდელ მან-
დერლი მზადაა, რომელიმე შეირთოს, და დიდჯონმაც მითხრა, ჩემს
ბიძებს უნდათ, ისევ დაქორწინდნენო. თუ ლორდი ვალდერი გონიე-
რებას მოუხმობს...
– ის გონიერი არ არის, – თქვა კეტლინმა, – ამაყია და მარცხს
ვერ იტანს. ეს შენც იცი. მას მეფის ბაბუობა უნდოდა, ორი ჭაღარა
ყაჩაღით და შვიდ სამეფოში უმსუქნესი კაცის მეორე ძით ვერ მო-
თაფლავ. შენ არა მარტო ფიცი გატეხე, არამედ მათ ღირსებას იმი-
თაც მოსცხე ჩირქი, რომ საცოლე ნაკლებად დიდებული გვარიდან
შეარჩიე. რობი აიჯაგრა.
– ვესტერლინგები ფრეიებზე კეთილშობილები არიან. უძველესი
გვარია, პირველ ადამიანთა ჩამომავლები. კლდის მეფეებს ზოგჯერ
ვესტერლინგები მოჰყავდათ ცოლად, დაპყრობამდე, და იყო სხვა
ჯეინ ვესტერლინგი, რომელიც სამასი წლის წინ მეფე მეაგორს ჰყავ-
და დედოფლად.
– და ეს ყველაფერი ლორდ ვალდერს მხოლოდ მარილს მოაყ-
რის ჭრილობაზე.
მას ყოველთვის ახელებდა, რომ ძველი გვარები ფრეიებს მუდამ
ზემოდან დასცქეროდნენ, როგორც ახალგამოჩეკილებს. მის მონა-
ყოლს თუ დაუჯერებ, მისთვის ეს პირველი შეურაცხყოფა არაა. ჯონ
ერინმა არ ისურვა მისი შვილიშვილების აღსაზრდელებად აყვანა,
მამაჩემმა კი უარი უთხრა შემოთავაზებაზე, ედმურისთვის მისი რო-
მელიმე ასული შეერთო, – მან დარბაზში შემოსული ძმის მხარეს
ანიშნა თავით. – თქვენო მოწყალებავ, – თქვა ბრინდენ ტალიმ, –
იქნებ ჯობდეს, ლაპარაკი უფრო მყუდრო ადგილას განვაგრძოთ?
– ჰო, – რობს დაღლილი ხმა ჰქონდა, – ჭიქა ღვინისთვის ახლა
კაცს მოვკლავდი. მისაღებ ოთახში ავიდეთ.
275
კიბეს რომ აუყვნენ, კეტლინმა ჰკითხა ის, რაც დარბაზში შემოს-
ვლის წუთიდან აშფოთებდა:
– რობ, სად არის რუხი ქარი?
– ეზოშია, ცხვრის კანჭით ერთობა. მეძაღლეს დავავალე, რომ
კარგად ეჭმია. – ადრე გვერდიდან არ იშორებდი.
– დარბაზში მგლის ადგილი არაა. ხომ გინახავს, როგორ მოუს-
ვენრადაა ხოლმე. იღრინება და იჯაგრება. ბრძოლაში ადრეც არ უნ-
და წამეყვანა. იმდენი ხალხი დახოცა, ადამიანის ახლა სულ აღარ
ეშინია. ჯეინი მის სიახლოვეს სულ ნემსებზე ზის, დედამისს კი საერ-
თოდ თავზარს სცემს.
ჰოდა, სწორედ ესაა საქმე, გაიფიქრა კეტლინმა.
– ის შენი არსების ნაწილია, რობ. ვისაც მისი ეშინია, ესე იგი, შე-
ნი ეშინია. – მე მგელი არ ვარ, რასაც არ უნდა მეძახდნენ, – რობს
ხმაში ბრაზი გამოერია, – რუხმა ქარმა კრაგთან კაცი მოკლა, ერ-
თიც – აშმარკში, და ექვსი თუ შვიდი – ხარჯვარედინთან. რომ გენა-
ხა...
– მე ვნახე, ბრანის მგელმა ვინტერფელში კაცს როგორ გამოგ-
ლიჯა ყელი, – მოუჭრა კეტლინმა, – და მისი მადლობელი დავრჩი.
– ეგ სულ სხვაა. იმ რაინდს, კრაგთან რომ მოკლა, ჯეინი მთელი
სიცოცხლე იცნობდა. რა გასაკვირია, რომ ეშინია. რუხ ქარს არც მი-
სი ბიძა მოსდის თვალში. სულ ეშვებს აჩენს, რამდენჯერაც სერ
როლფი მიუახლოვდება.
კეტლინს სხეულში ჟრჟოლამ დაუარა.
– მოიშორე სერ როლფი. დაუყოვნებლივ.
– სად გავგზავნო? კრაგში, რათა ლანისტერებმა მისი თავი სარ-
ზე წამოაგონ? ჯეინის უყვარს იგი, მისი ბიძაა, თან კარგი რაინდია.
როლფ სპაისერისნაირი რაც მეტი მეყოლება, მით უკეთესი. არ ვა-
პირებ, განვდევნო მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მგელს მისი სუნი
276
არ მოსწონს.
– რობ, – კეტლინი შედგა და მკლავზე მოჰკიდა ხელი, – ოდეს-
ღაც გითხარი, თეონ გრეიჯოი გვერდიდან არ მოგეცილებინა, და ყუ-
რი არ მიგდე. ახლა მაინც დამიჯერე. მოიშორე ეგ კაცი გვერდიდან.
განდევნე-მეთქი, არც გეუბნები. გამონახე რამე საქმე, რის შესრუ-
ლებასაც მამაცი კაცი სჭირდება, რამე საპატიო ვალდებულება – სუ-
ლერთია, რა... მაგრამ ახლოს არ იყოლიო!
რობი მოიღუშა.
– რუხ ქარს ყველა ჩემი რაინდი ხომ არ დავასუნინო? იქნებ, არც
სხვების სუნი მოეწონოს.
– თუ რუხ ქარს ვინმე არ მოეწონა, არც მე მინდა, ის კაცი შენ
გვერდით იყოს. ეს მგლები უბრალო მგლები არ არიან, რობ. ეს უნ-
და გესმოდეს. ვფიქრობ, ღმერთებმა გამოგვიგზავნეს ისინი. მამაშე-
ნის ღმერთებმა, ჩრდილოეთის ძველმა ღმერთებმა, ხუთი მგლის
ლეკვი, რობ, ედარდ სტარკის ხუთი შვილისთვის.
– ექვსი, – თქვა რობმა, – ჯონსაც ერგო მგელი. მე ვიპოვე ისინი,
გახსოვს? ვიცი, რამდენი იყვნენ და საიდან მოვიდნენ. მეც შენსავით
ვფიქრობდი, რომ ისინი ჩვენი მცველები იყვნენ, ჩვენი მფარველე-
ბი, სანამ...
– სანამ? – ჩაეკითხა კეტლინი.
რობმა პირი მტკიცედ მოკუმა.
– სანამ არ მითხრეს, რომ თეონმა ბრანი და რიკონი დახოცა. რა
არგეს თავიანთმა მგლებმა? მე კი პატარა აღარ ვარ, დედა. მეფე ვარ
და შემიძლია, თავი დავიცვა, – რობმა ამოიხვნეშა, – სერ როლფს
რამეს დავავალებ და სადმე გავგზავნი. მისი სუნის გამო კი არა –
შენს დასამშვიდებლად. ისედაც ბევრი სიმწარე ნახე. კეტლინს გულ-
ზე მოეშვა. სანამ სხვები კიბის მოსახვევში გამოჩნდებოდნენ, ძეს
მსუბუქად აკოცა ლოყაზე. იმწუთას რობი ისევ მისი შვილი იყო და
277
არა მისი მეფე. ლორდ ჰოსტერის მისაღები პალატი სეფედარბაზის
თავზე მოთავსებული მომცრო ოთახი იყო და ვიწრო წრეში სათათ-
ბიროდ უკეთ გამოდგებოდა. რობი საკარცხულში ჩაჯდა, გვირგვინი
მოიხადა და იატაკზე გვერდით დაიდო, კეტლინმა კი ზარი დარეკა
და ღვინო მოითხოვა. ედმური ბიძას დაწვრილებით მოუთხრობდა
ქვის წისქვილთან ბრძოლის ამბებს. შავმა თევზმა მსახურებს მოს-
ვლა და წასვლა დააცადა, მხოლოდ ამის მერეღა ჩაიწმინდა ყელი
და თქვა:
– მგონი, ყველა უკვე ყელამდე ვართ სავსე შენი კვეხნით, ძმის-
წულო.
ედმური შეცბა.
– კვეხნით? რის თქმა გინდა?
– მე ვამბობ, რომ მის მოწყალებას. მადლობა უნდა გადაუხადო
თავშეკავებისთვის. ეს წარმოდგენა სეფედარბაზში იმის ხათრით აი-
ტანა, რომ შენივე ხალხის წინაშე შენთვის სირცხვილი არ ეჭმია. მის
ნაცვლად მე რომ ვყოფილიყავი, ტყავს გაგაძრობდი ფონებთან ჩა-
დენილი მაგ სისულელის გამო, ქებას კი არ მოვყვებოდი.
– იმ ფონების დასაცავად ბევრმა კარგმა მეომარმა დადო თავი,
ძია, – ედმური შეურაცხყოფილი ჩანდა, – რა, ჭაბუკი მგლის გარდა
გამარჯვების უფლება არავის აქვს? საშენო დიდება ხომ არ მივიტა-
ცე, რობ?
– თქვენო მოწყალებავ, – ცივად შეუსწორა რობმა, – შენს მეფედ
მაღიარე, ძია. თუ ესეც დაგავიწყდა?
– ნაბრძანები გქონდა, რივერანი დაგეჭირა ედმურ, სხვა არაფე-
რი, უთხრა შავმა თევზმა.
– რივერანიც დავიჭირე-და ლორდ ტაივინსაც მოვდე ცხვირში.
– ეგ კი ქენი, – დაეთანხმა რობი, – მაგრამ ცხვირის დასისხლია-
ნებით ომი არავის მოუგია, ასეა? ერთხელ მაინც თუ დაფიქრდი და
278
ჰკითხე საკუთარ თავს, ხარჯვარედინის მერე ასე დიდხანს რატომ
დავყოვნდით დასავლეთში? ხომ იცოდი, რომ ლანისპორტზე ან კას-
ტერლის კლდეზე შესატევად საკმარისი ძალები არ მყავდა?
– მერე რა... იქ სხვა ციხესიმაგრეებიც არის... ოქრო, საქონე-
ლი...
– გგონია, საალაფოდ დავრჩით? – არ დაიჯერა რობმა, – ძია, მე
მინდოდა, ლორდი ტაივინი დასავლეთისკენ დაძრულიყო.
– ჩვენ ყველა ცხენოსნები ვიყავით, – თქვა სერ ბრინდენმა, –
ლანისტერების ჯარი მეტწილად ქვეითია. ვაპირებდით, ლორდი ტა-
ივინი ჯერ სანაპიროზე გვერბენინებინა წინ და უკან, მერე უკნიდან
მოგვევლო და კარგი დაცვითი პოზიცია დაგვეჭირა ოქროს გზის გა-
დაღმა, ერთ ისეთ ადგილას, რომელიც ჩემმა მზვერავებმა შეარჩიეს
და ყველანაირად ხელსაყრელი იყო ჩვენთვის. იქ თუ დაგვესხმოდა
თავს, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებოდა. თუ არ შემოგვიტევდა, მაშინ
მომწყვდეული აღმოჩნდებოდა დასავლეთში, იმ ადგილიდან ათა-
სობით ლიგის მოშორებით, სადაც საჭირო იყო მისი ყოფნა. მთელი
ეს ხანი ჩვენ მისი მიწა გამოგვკვებავდა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს
მიწას ეკვება იგი.
– ლორდი სტანისი აპირებდა, მეფის საბიჯელს დასცემოდა, –
თქვა რობმა, – იქნებ, ერთი სისხლიანი დარტყმით მოეცილებინა
ჩვენთვის ჯოფრიც, დედოფალიც და ჭინკაც. მერე კი იქნებ მასთან
ზავი ჩამოგვეგდო.
ედმურმა ჯერ ბიძას შეხედა, მერე – დისწულს.
– ჩემთვის ეგ არ გითქვამთ., – მე გითხარი, რივერანი დაგეჭირა,
უთხრა რობმა, – ამ ბრძანების რომელი ნაწილი იყო გაუგებარი?
– ლორდი ტაივინი წითელ კბილზე რომ შეაჩერეთ, – თქვა შავმა
თევზმა, – სწორედ საკმარისი ხნით დააყოვნეთ, რომ მწარე ხიდი-

279
დან მოსულ მხედრებს მასთან მიეღწიათ და მოეთხროთ, რა ხდებო-
და აღმოსავლეთში. ლორდმა ტაივინმა მაშინვე მოაბრუნა ჯარი,
შავწყალას სათავეებთან მათის როვანსა და რანდილ ტარლის შეუ-
ერთდა და შეუჩერებელი მარშით იარა ყირამალა ჩანჩქერებამდე,
სადაც მეის ტაირელი დახვდა თავისი ორი ვაჟით და ბარჟების ფლო-
ტით. ისინი მდინარეს დაუყვნენ, ქალაქიდან ნახევარი დღის სავალ-
ზე გადმოსხდნენ და სტანისს ზურგიდან შეუტიეს. კეტლინს გაახსენ-
და მეფე რენლის სამეფო კარი, მწარე ხიდთან რომ ნახა. ქარში აფ-
რიალებული ათასობით ოქროს ვარდი, დედოფალ მარჯერის მორ-
ცხვი ღიმილი და ალერსიანი სიტყვები, მისი ძმა – ყვავილების რა-
ინდი, საფეთქლებზე შემოვლებული სისხლიანი სახვევით. თუ ქა-
ლის მკლავებში ჩავარდნა გეწერა, ჩემო ძეო, რატომ არ შეიძლებო-
და, ეს მარჯერი ტაირელის მკლავები ყოფილიყო? ზენაბაღის სიმ-
დიდრეს და ძლიერებას შეიძლებოდა, გადაეწყვიტა იმ ბრძოლის ბე-
დი, ჯერაც წინ რომ ჰქონდათ. და იქნებ, მარჯერის სუნი რუხ ქარსაც
მოსწონებოდა.
ედმური შემცბარი ჩანდა.
– მე არ ვაპირებდი... რობ, ამის გამოსყიდვის შესაძლებლობა
უნდა მომცე. მომ: დევნო ბრძოლაში მოწინავეებს მე ვუსარდლებ!
გამოსყიდვის, ძმაო? თუ დიდების მოხვეჭის? გაიფიქრა კეტლინ-
მა.
– მომდევნო ბრძოლა, – გაიმეორა რობმა, – ეგეც მალე მოგვი-
წევს. ჯოფრი რომ დაქორწინდება, უეჭველია, ისევ მოგვიწევს ლა-
ნისტერებთან შებმა და ამჯერად ტაირელებიც მათთან იქნებიან. და
შეიძლება, ფრეიებთანაც მომიხდეს ომი, თუ შავი ვალდერი თავისას
არ მოიშლის.
– სანამ მამაშენის ციხეში თეონ გრეიჯოი ზის და ხელები შენი

280
ძმების სისხლით აქვს შეღებილი, ყველა სხვა მტერი მოიცდის, – უთ-
ხრა კეტლინმა ძეს, – შენი უპირველესი ვალი საკუთარი ხალხის
დაცვაა. დაიბრუნე ვინტერფელი, თეონი კი ყვავის გალიით ჩამოკი-
დე, ნელა რომ მოკვდეს. თუ არადა, სამუდამოდ მოიხადე ეგ გვირ-
გვინი, რობ, რადგანაც ხალხი გაიგებს, რომ შენ არ ხარ ნამდვილი
მეფე.
რობის მზერამ კეტლინი მიახვედრა, რომ ძალიან დიდი ხანი
იყო, არავის გაებედა – მისთვის ასე მკვახე შეპასუხება.
– ვინტერფელის დაცემა რომ შემატყობინეს, მინდოდა, დაუყოვ-
ნებლივ ჩრდილოეთისკენ წავსულიყავი, – თქვა მან, მის ხმაში თა-
ვის მართლება გამოსჭვიოდა, – ბრანის და რიკონის დახსნა მინდო-
და, მაგრამ ვიფიქრე... ვერც წარმომედგინა, თეონი მათ რამეს თუ
დაუშავებდა, მართლა. ეს რომ მეფიქრა...
– ახლა ფიქრი გვიანია, დასახსნელად წასვლაც, – უთხრა კეტ-
ლინმა, – შურისძიებაღა დაგვრჩენია.
– ჩრდილოეთიდან ბოლო ცნობა ის იყო, რომ სერ როდრიკმა
ტორენის მტკიცის სიახლოვეს რკინელები დაამარცხა და კერვინე-
ბის ციხესთან ლაშქარს კრებდა, ვინტერფელის დასაბრუნებლად, –
თქვა რობმა, – შეიძლება, უკვე ქნა კიდევაც ეგ საქმე. დიდი ხანია,
იქიდან ამბავი არ მოსულა. და სამკბილას რაღა მოუვა, მე თუ ჩრდი-
ლოეთისკენ გავწიე? მდინარის ლორდებს ვერ ვთხოვ, თავიანთი
ხალხი მიატოვონ.
– არა, – უთხრა კეტლინმა, – ისინი მათი მიწების დასაცავად და-
ტოვე, ჩრდილოეთი კი ჩრდილოელებით დაიბრუნე.
– და ჩრდილოელებს ჩრდილოეთში როგორ მიიყვან? – ჰკითხა
ედმურმა, – დაისის ზღვაზე რკინელები არიან. მოათ კაილინიც გრე-
იჯოიებს უჭირავთ. მოათ კაილინი კი სამხრეთიდან ჯერ ვერავის

281
აუღია. მის წინააღმდეგ გალაშქრებაზე ფიქრიც კი სიგიჟეა. ჩვენ შე-
იძლება, ყრილზე მოვემწყვდეთ: წინ რკინისკუნძულელები დაგ-
ვხვდნენ, უკნიდან კი გავეშებული ფრეიები მოგვდგნენ.
– ფრეიები უნდა შემოვირიგოთ, – თქვა რობმა, – მათთან ერ-
თად ჯერ კიდევ გვრჩება გამარჯვების იმედი, თუნდაც მცირე. მათ გა-
რეშე კი საქმე უიმედოა. ვაპირებ, ლორდ ვალდერს მივცე, რასაც კი
მოითხოვს... ბოდიში, პატივი, მამულები, ოქრო... ხომ შეიძლება,
რამემ მაინც მოალბოს?
– რამემ არა, – უთხრა კეტლინმა, – ვინმემ.

ჯონი

– ჰა, როგორია? არიან დიდები? – ტორმუნდს ფართო სახეზე


ფიფქები ასხდებოდა, თმასა და წვერში ადნებოდა.
გოლიათები ნელა მიირწეოდნენ მამონტების ზურგზე, ორ-ორად
დაწყობილები მიედინებოდნენ გზად. ასეთი საოცრებით დამფრთხა-
ლი ცხენი ჯონს გვერდზე გაუხტა, მაგრამ მამონტებმა შეაშინეს თუ
მათმა მხედრებმა, ძნელი სათქმელი იყო. ლანდმაც კი დაიხია ერთი
ნაბიჯით და უხმო ღრენით ეშვები გამოაჩინა. მგელსაზარა დიდი
იყო, მაგრამ მამონტები ბევრად უფრო დიდები იყვნენ და თანაც –
მრავლის უმრავლესი.
ჯონმა ცხენს თავი დაუჭირა და შეაკავა, რძეწყალას გასწვრივ მო-
რიალე ქარბუქიდან და თეთრი ნისლებიდან ამოჩენილი გოლიათე-
ბის დათვლა რომ მოეხერხებინა. ორმოცდაათს გვარიანად იყო გა-
დაცდენილი, როცა ტორმუნდმა რაღაც უთხრა და თვლა აერია. ასო-
ბით იყვნენ. რამდენსაც არ უნდა ჩაევლო, ბოლო მაინც არ უჩანდათ,
მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
ბებერი ნენის ზღაპრებში გოლიათები ვეებერთელა ადამიანები
282
იყვნენ, ისინი უზარმაზარ ციხესიმაგრეებში ცხოვრობდნენ, უშველე-
ბელი ხმლებით იბრძოდნენ და იმხელა ჩექმებით დააბოტებდნენ,
რომ შიგ ბიჭი ჩაიმალებოდა. ესენი სხვანაირები იყვნენ, დათვებს
უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ადამიანებს, და მათივე მამონტებივით ბალ-
ნიანები ჩანდნენ. ასე, ამხედრებულებზე, ძნელი იყო, გეთქვა, სინამ-
დვილეში რამსიმაღლეები იყვნენ. ალბათ ათ ფუტს უწევენ, ან თორ-
მეტსო, გაიფიქრა ჯონმა. – იქნებ თოთხმეტსაც, მაგრამ მეტს არა.
დაქანებული მკერდები შეიძლება, ადამიანსაც უგავდათ, მაგრამ
მკლავები ზედმეტად დაბლა დასთრევდათ და ტანის ქვედა ნაწილი
ზედას ერთნახევარჯერ მაინც აღემატებოდა სიგანით. მკლავებზე
უფრო მოკლე, თუმცა ძალიან მსხვილი ფეხები ესხათ და ჩექმები სა-
ერთოდ არ ეცვათ. – ფართო, გატყლაპული შავი ტერფები გამაგრე-
ბოდათ და გარქოვანებოდათ. უზარმაზარი, უკისრო თავები პირდა-
პირ ბეჭებიდან ამოზრდოდათ, მიჭყლეტილი და ცხოველური სახეე-
ბი ჰქონდათ. მძივისხელა, ვირთხის თვალები ლამის ჩაჰკარგოდათ
გახეშეშებული კანის ნაკეცებში, მაგრამ განუწყვეტლივ ქსუტუნებ-
დნენ და რასაც ხედავდნენ, ერთ იმდენს ყნოსვით იგებდნენ. ტყავები
კი არ აცვიათო, მიხვდა ჯონი ეს ბალანია. ტანს ბანჯგვლები უფარავ-
დათ, წელსქვემოთ უფრო ხშირი, წელზემოთ – უფრო მეჩხერი. სა-
ზარლად ყარდნენ, მაგრამ შეიძლება, ეს მამონტების სუნი იყო. და
ჩაჰბერა ჯორამუნმა ზამთრის ბუკს, და გამოაღვიძა მიწაში მძინარე
გოლიათები. მზერით ეძებდა იმათ ათფუტიან ხმლებს, მაგრამ მხო-
ლოდ კეტებს ხედავდა. ეს კეტებიც უბრალოდ ხმელი ხის ტოტები
იყო, ზოგს ჯერაც ზედ შერჩენოდა ჩამოლეწილი გვერდითა გამონა-
ზარდები. ზოგს კეტის ბოლოზე თასმებით ქვის ბურთი დაეკრა და
უზარმაზარი ლახტი გაეკეთებინა. სიმღერაში არაფერი იყო ნათქვა-
მი იმაზე, ბუკს მათი ისევ დაძინება თუ შეეძლო.

283
მათკენ მომავალი ერთი გოლიათი სხვებზე უფრო ხნიერს ჰგავ-
და. რუხი, ჭაღარაშერეული ბალანი ჰქონდა და მისი მამონტიც,
სხვებზე უფრო ზორბა, მხედარივით რუხ-თეთრი იყო. მათ რომ გა-
უსწორდა, ტორმუნდმა რაღაც შესძახა უხეშ, ჟღრიალა ენაზე, რომე-
ლიც ჯონს არ ესმოდა. გოლიათმა პირი გახსნა, უზარმაზარი, ოთ-
ხკუთხა კბილები გამოაჩინა და გამოსცა ხმა, ბოყინს და ბუხუნს ერ-
თად რომ წააგავდა. იცინისო, მიხვდა უცებ ჯონი. მამონტმა თავი მი-
აბრუნა და ორი მხედარი შეათვალიერა. ცალმა მსხვილმა ეშვმა ამ-
ხედრებულ ჯონს თავზემოთ გადაუარა, ცხოველმა ჩაიარა და მდინა-
რის გასწვრივ რბილ ტალახსა და ახალ თოვლში ვეება ნაფეხურები
დატოვა. გოლიათმა რაღაც ჩამოსძახათ იმავე უხეშ ენაზე, რომლი-
თაც ტორმუნდმა მიმართა.
– ეს მაგათი მეფე იყო? – ჰკითხა ჯონმა.
– გოლიათებს მეფეები არ ჰყავთ, ისევე, როგორც მამონტებს, ან
თოვლის დათვებს, ან რუხი ზღვის ვეშაპებს. ეს მაგ მარ ტუნ დოჰ ვე-
გი იყო. მაგ ძალოვანი. თუ მოგინდება, შეგიძლია, მუხლი მოუყარო.
ხომ ვიცი, თქვენ, მუხლიჩოქიებს, მუხლები გეფხანებათ, ერთი სული
გაქვთ, რომელიმე მეფეს დაუჩოქოთ. ოღონდ ფრთხილად იყავი,
ფეხი არ დაგადგას. გოლიათები ბეცები არიან და იმ სიმაღლიდან
შეიძლება, ვერც შეამჩნიოს პაწია ყვავი თავის ფეხებთან.
– რა უთხარი? ძველ ენაზე დაელაპარაკე?
– ჰო. ვკითხე, მამაშენზე ხომ არ ზიხარ, ისე ძალიან ჰგავხართ
ერთმანეთს-მეთქი. ოღონდ მამას უკეთესი სუნი უდის-მეთქი.
– და იმან რა გიპასუხა?
ტორმუნდ მეხისმუშტამ გაიღიმა და ღრიჭოიანი კბილები გამოა-
ჩინა.
– ასე მკითხა, გვერდში შენი ასული ხომ არ მოგდევს, ეგეთი ვარ-

284
დისფერი და ნაზი ლოყებითო, – ველურმა მკლავიდან თოვლი ჩა-
მოიბერტყა და ცხენი შეაბრუნა, – შეიძლება, უწვერო კაცი არც უნა-
ხავს აქამდე. წამო, ვბრუნდებით. მენსი ცეცხლებს ყრის, ჩემს ად-
გილზე თუ ვერ მნახა.
ჯონი მიტრიალდა და ტორმუნდს უკან, კოლონის თავისკენ, მიჰ-
ყვა. მხრებიდან მძიმედ ეშვებოდა ახალი მოსასხამი. ის ცხვრის გა-
ურეცხავი ტყავებისგან იყო შეკერილი, ისე, რომ მატყლის მხარე
შიგნით მოექციათ – ველურებს ასე ერჩივნათ.
თოვლსაც კარგად აკავებდა და ღამითაც კარგად ათბობდა, მაგ-
რამ ჯონმა თავისი შავი მოსასხამიც დაიტოვა, დაკეცილი ედო უნა-
გირის ქვეშ.
– მართალია, რომ ერთხელ გოლიათი მოკალი? – ჰკითხა ტორ-
მუნდს გზად. ლანდი უხმოდ მოხტოდა მათ გვერდით და ახლად და-
დებულ თოვლზე თათების ანაბეჭდს ტოვებდა.
– და რატომ უნდა შეგეპაროს ეჭვი, რომ ვიზამდი? ზამთარი იდგა,
მე კიდევ ნახევრად ბიჭი ვიყავი, და მიქროდა, როგორც ყველა ბიჭს.
ძალიან შორს წავედი, ცხენი მომიკვდა და ქარბუქში მოვყევი. ნამ-
დვილ ქარბუქში, ასე პატარა მტვრის ბუქში კი არა. ჰაა! ვიცოდი, მა-
ნამდე გავიყინებოდი, ვიდრე ჩადგებოდა. ამიტომაც ავდექი, ვიპოვე
მძინარე გოლიათი, მუცელი გავუჭერი და შიგ შევძვერი. ქალი გო-
ლიათი გამოდგა და მართლაც თბილად მამყოფა, მაგრამ ყროლმა
კინაღამ ბოლო მომიღო.
ყველაზე უარესი ის იყო, რომ გაზაფხულზე გაეღვიძა და თავისი
შვილი ვეგონე. მთელი სამი თვე ძუძუ მაწოვა, სანამ გამოვექცეოდი.
ჰაა! თუმცა დროდადრო გოლიათის რძის გემო მომენატრება ხოლ-
მე.
– თუ ძუძუს გაჭმევდა, ესე იგი, არ მოგიკლავს.

285
– არც მომიკლავს, მაგრამ ახლა ამაზე ლაყაფს არ მოჰყვე, იცო-
დე. „ტორმუნდ გოლიათების რისხვა“ ბევრად უკეთ ჟღერს, ვიდრე
„ტორმუნდ გოლიათის ბაია“, და სიმართლეც ესაა, თუ გინდა.
– და სხვა სახელები საიდან დაგერქვა? – ჰკითხა ჯონმა, – მენსმა
მებუკეც გიწოდა, ხო? ჭიაფერი დარბაზის თაფლუჭის მეფე, დათვე-
ბის ქმარი, მამა უშქართა? – განსაკუთრებით „მებუკე“ აინტერესებ-
და, მაგრამ ასე პირდაპირ კითხვას ვერ ბედავდა. და ჩაჰბერა ჯორა-
მუნმა ზამთრის ბუკს, და გამოაღვიძა მიწაში მძინარე გოლიათები.
მიწიდან ამოვიდნენ თავიანთი მამონტებიანად? იქნებ, მენს რა-
იდერმა ჯორამუნის ბუკი იპოვა და ტორმუნდ მებუკეს მისცა ჩასაბე-
რად?
– ყველა ყვავი ეგეთი ცნობისმოყვარეა? – ჰკითხა ტორმუნდმა,
– კაი, მოგიყვები. მაშინ სხვა ზამთარი იდგა, კიდევ უფრო ცივი, ვიდ-
რე ის, გოლიათის მუცელში რომელიც გავატარე, და დღედაღამ
თოვდა. შენი თავისხელა ფიფქები მოდიოდა, ესეთი პაწიები კი არა.
ისე თოვდა, მთელი სოფელი ნახევრად ჩამარხა. მე ჩემ ჭიაფერდარ-
ბაზში ვიჯექი, ერთი კასრი თაფლუჭის მეტი გვერდით არავინ მყავდა
და იმის დალევის გარდა სხვა რა გზა დამრჩენოდა. რაც მეტს ვსვამ-
დი, მით მეტს ვფიქრობდი ახლოში მცხოვრებ ერთ ქალზე. კაი, ძლი-
ერი ქალი იყო, იმხელა ძუძუები არავისზე გექნება ნანახი. ის ქალი,
ხო, კარგი ქოფაკი ვინმე იყო, მაგრამ, თუ უნდოდა, თბილი ალერსიც
იცოდა, შუა ზამთარში კი კაცს სითბო სჭირდება.
რაც მეტს ვსვამდი, იმ ქალზე მით მეტი მეფიქრებოდა, და რაც
მეტს ვფიქრობდი, სულ უფრო მიდგებოდა და ბოლოს უკვე გაძლე-
ბაც აღარ შემეძლო. ჰოდა, ვქენი სისულელე, თავიდან ფეხებამდე
ქურქებში გამოვეხვიე, სიფათი შალის სახვევით მოვიბლანდე და წა-
ვედი იმის საძებნელად. ისე მაგრად თოვდა, რომ ერთი-ორჯერ მხა-

286
რი მეცვალა, ქარიც ძვლებში მატანდა, ისე უბერავდა, მაგრამ ბო-
ლოს და ბოლოს იმ ქალსაც წავაწყდი, ასე შეფუთულ-შეხვეული. ქა-
ლი საზიზღარ ხასიათზე იყო და, ხელი რომ წავავლე, ძალიან შემო-
მიტია. რაღა მექნა, შევათრიე სახლში, შემოვახიე ის ქურქები, მაგ-
რამ, ესე რომ ვქენი, ოო, იმაზე უფრო მხურვალეც გამოდგა, ვიდრე
მახსოვდა, და ძველებურად მაგრა გავერთეთ. მერე მე დამეძინა. მე-
ორე დღეს, რომ გამეღვიძა, თოვლს გადაეღო და მზე ანათებდა, მაგ-
რამ ისეთი გავხდი, ეგ ვერ გამახარებდა. სულ დაგლეჯილ-დაკაწრუ-
ლი ვიყავი, ნახევარი ასო წაჭმული მქონდა, ჩემ იატაკზე კიდე დედა-
ლი დათვის ტყავი ეგდო. და მალე თავისუფალ ხალხში ხმა გავარდა,
ტყეში ტიტველი დათვი დაიარება და უკან ძალიან უცნაური ბელები
დასდევსო. ჰაა! – მსხვილ ბარძაყზე დაიკრა ხელი, – ნეტა კი ისევ
მაპოვნინა. იმ დათვთან წოლა ძაან მომეწონა. ეგრე არც ერთი ქალი
არ შემწინააღმდეგებია, არც ეგეთი ჯანიანი ძეები უჩუქნია.
– და რას იზამდი, რომ გენახა? – ჰკითხა ჯონმა ღიმილით, – ხომ
თქვი, ასო წამაჭამაო.
– მარტო ნახევარი. ჩემი ნახევარი კი სხვა ყველა კაცისაზე ორ-
ჯერ გრძელია, – ტორმუნდმა ჩაიფრუტუნა, – ახლა შენ მითხარი,
მართალია, რომ ასოებს გაჭრიან, კედელზე როცა მიჰყავხართ?
– არა, – იუკადრისა ჯონმა.
– მე კი მგონია, მართალი უნდა იყოს. აბა, ისე იგრიტს კაცი უარს
ეტყოდა? ასე მგონია, სულაც არ შეგეწინააღმდეგება. გოგოს უნდი-
ხარ, კარგად ჩანს.
ზედმეტად კარგად, გაიფიქრა ჯონმა, და, ეტყობა, ამას უკვე ნახე-
ვარი კოლონა ხედავს. ჩამოცვენილ ფიფქებს დაუწყო ცქერა, ტორ-
მუნდს მისი გაწითლება რომ არ შეემჩნია. მე ღამის ებგურის მებ-
რძოლი ვარ, შეახსენა თავს. მაშინ ასე გოგოსავით რატომ წითლდე-
ბა?
287
დღეების დიდ ნაწილს იგრიტთან ატარებდა, და ღამეებსაც, აგ-
რეთვე. მენს რაიდერი კარგად ხედავდა, რომ ჩხარპერანგა „გად-
მოფრენილ ყვავს“ არ ენდობოდა, ამიტომ მას მერე, რაც ჯონს
ცხვრის ტყავის ახალი მოსასხამი მისცა, ისიც შესთავაზა, იქნებ
ტორმუნდ გოლიათების რისხვის ჯგუფთან ერთად სიარული გერჩივ-
ნოსო. ჯონი სიხარულით დათანხმდა. მეორე დღესვე იგრიტმა და
გრძელშუბა რიკმაც დატოვეს ჩხარპერანგა და ტორმუნდს შეუერ-
თდნენ.
– თავისუფალი ხალხი ვინც უნდა, იმის რაზმს უერთდება, – უთ-
ხრა გოგონამ, – ჩვენ კი ეგ ძვლების ტომარა უკვე ყელში ამოგვივი-
და.
ყოველ ღამით, დაბანაკებისას, იგრიტი თავის საძილე ქურქებს
ჯონის გვერდით შლიდა, სულერთი იყო, ცეცხლთან ახლოს წვებოდა
თუ მოშორებით. ერთხელ, რომ გაეღვიძა, გოგონა ზედ მიკრული
დახვდა, მკლავი მის მკერდზე ჰქონდა გადმოდებული. ჯონი დიდ-
ხანს იწვა, მის სუნთქვას აყურადებდა და ცდილობდა, არად ჩაეგდო
თავისი დაძაგრული საზარდული. აეშაგები გასათბობად ხშირად
იძინებდნენ საერთო საბნის ქვეშ, მაგრამ, ჯონი ეჭვობდა, რომ იგრი-
ტი მხოლოდ სითბოს არ ეძებდა. ამის მერე ჯონი მის მოსაშორებ-
ლად ლანდს იხმარებდა. ბებერი ნენი ჰყვებოდა ხოლმე ზღაპრებს
რაინდებსა და მათ ქალბატონებზე, რომლებიც ერთ საწოლში იძი-
ნებდნენ და ღირსების დასაცავად შუაში ხმალი ედოთ, მაგრამ სა-
ამისოდ მგელსაზარა აქამდე ალბათ არავის გამოეყენებინა.
იგრიტი მარცხს მაინც არ ეგუებოდა. წინადღით ჯონი შეცდა და
ინატრა, ნეტავ, დასაბანად ცხელი წყალი მქონდესო.
– ცივი ჯობია, – მაშინვე უთხრა გოგომ, – თუ გყავს ვინმე, ვინც
მერე გაგათბობს. მდინარე ჯერ ბოლომდე არაა გაყინული. მიდი.
ჯონს გაეცინა.
288
– გინდა, გავიყინო და მოვკვდე?
– ყველა ყვავს ასე ეშინია კანის დახორკვლის? ცოტა ყინული
რას გიზამს? მეც შენთან ერთად ჩამოვხტები, თუ არ გჯერა.
– და მერე მთელი დღე ტანზე მიყინული სველი ტანსაცმლით ივ-
ლი? – შეედავა ჯონი.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. ტანსაცმლიანი კი არ უნდა ჩახტე.
– საერთოდაც არ ჩავხტები, – გადაჭრით უთხრა ჯონმა და სწო-
რედ ტორმუნდ მეხისმუშტას დაძახილიც მოესმა (სინამდვილეში
არც ეძახდა, მაგრამ არა უშავს). ველურები იგრიტს ლამაზად
თვლიდნენ, მისი თმის გამო. თავისუფალ ხალხში წითური თმა იშ-
ვიათობა იყო, ასეთებზე ამბობდნენ, ცეცხლის ნაკოცნიაო – რაც, მა-
თი აზრით, იღბლიანობას მოასწავებდა. შეიძლება, კიდევაც მოჰ-
ქონდა იღბალი, წითური ხომ ნამდვილად ეთქმოდა, მაგრამ ისეთი
გაბურდული იყო, რომ ჯონს სულ უნდოდა ეკითხა, მხოლოდ დაზამ-
თრებისას და გამოზაფხულებისას ივარცხნიო? ჯონმა იცოდა, რომე-
ლიმე ლორდის კარზე იგრიტი სრულიად უბრალო გოგოდ ჩაით-
ვლებოდა. მრგვალი, გლეხური სახე, პაჭუა ცხვირი და ცოტა მობრე-
ცილი კბილები ჰქონდა, თვალები კი ზედმეტად შორიშორ ეჯდა.
ჯონმა ეს ყველაფერი პირველივე დანახვისას შენიშნა, მაშინ, როცა
მის ყელზე ხანჯალი ჰქონდა მიბჯენილი. თუმცა მოგვიანებით უკვე
სხვა რამებსაც ამჩნევდა. გოგო ისე იღიმებოდა, მობრეცილ კბი-
ლებს უკვე ვეღარც ამჩნევდი. და თვალები იქნებ შორიშორსაც ეჯდა,
მაგრამ ლამაზი ლურჯ-რუხი ფერისა ჰქონდა და მათში ათასობით
ნაპერწკალი უხტოდა. ხანდახან დაბალი, ჩახლეჩილი ხმით ამღერ-
დებოდა და ჯონს გულს უჩქროლებდა მისი სიმღერა. და ზოგჯერ,
როცა კოცონთან იჯდა მუხლებზე მკლავებშემოხვეული, ცეცხლის
ალი უკრთოდა წითელ თმაში და უსიტყვო ღიმილით უცქერდა
ჯონს... ჰო, ესეც უჩქროლებდა რაღაც-რაღაცებს.
289
მაგრამ იგი ღამის ებგურის მებრძოლი იყო და ფიცი ჰქონდა და-
დებული. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფლები მამულს, არ ვშობ შვი-
ლებს. ეს სიტყვები გულის ხის წინაშე წარმოთქვა, მამამისის ღმერ-
თების წინაშე. მათ ვეღარ გადათქვამდა... ვერც თავშეკავების მი-
ზეზს გაუმხელდა ტორმუნდ მეხისმუშტას, დათვების მამას. – არ
მოგწონს ეგ გოგო? – ჰკითხა ტორმუნდმა, კიდევ ოციოდე მამონტს
რომ ჩაუარეს. ამათ ზურგზე გოლიათების ნაცვლად მაღალ ხის კოშ-
კურებში მჯდარი ველურები შეესვათ.
– არა, მაგრამ... – რა ვუთხრა, რომ დამიჯეროს? – ძალიან ახალ-
გაზრდა ვარ, ცოლის შერთვა არ მეჩქარება.
– ცოლის შერთვა? – ტორმუნდმა გაიცინა, – ცოლზე ვინ გეუბნე-
ბა? სამხრეთში როგორაა, კაცმა ყველა ქალი ცოლად უნდა შეირ-
თოს, ვისთანაც კი დაწვება? ჯონმა იგრძნო, რომ ისევ წითლდებოდა.
– ის გამომესარჩლა, თორემ ჩხარპერანგა მომკლავდა. მე მას
უღირსად არ მოვექცევი.
– შენ ახლა თავისუფალი კაცი ხარ, იგრიტი კი თავისუფალი ქა-
ლია. რა უღირსობაა, ერთად თუ დაწვებით?
– შეიძლება, დავაორსულო.
– დიახაც, იმედია. გამოვა ღონიერი ბიჭი ან ცეცხლის ნაკოცნი
ლამაზი, ხითხითა გოგო – რა არის ამაში ცუდი?
ჯონმა არ იცოდა, რაღა ეთქვა.
– ბიჭი... ბავშვი ბუში იქნება.
– ბუშები სხვა ბავშვებზე უფრო სუსტები არიან? უფრო ჭირიანე-
ბი, უფრო შტერები?
– არა, მაგრამ...
– შენ თვითონაც ხომ ბუში ხარ. და თუ იგრიტს ბავშვი არ ენდო-
მება, წავა ვინმე ტყის გრძნეულთან და თვიურის ჩაის დალევს. შენ
შენსას იზამ, დანარჩენი იმისი საქმეა.
290
– მე ბუშს არ ჩავსახავ.
ტორმუნდმა გაბურძგნილი თავი გაიქნია – რა უაზროები ხართ
ეს მუხლიჩოქიები. რატომ მოიტაცე გოგო, თუ არ გინდოდა? – მოვი-
ტაცე? არა...
– როგორ არა. მოკალი ორი კაცი, რომლებთანაც იყო, და გოგო
წაიყოლე. რა ჰქვია ამას?
– ტყვედ ჩავიგდე.
– შენ აიძულე, დაგნებებოდა.
– ჰო, მაგრამ... ტორმუნდ, გეფიცები, არასოდეს მივკარებივარ.
– ზუსტად იცი, რომ არაფერი წაუჭრიათ? – ტორმუნდმა მხრები
აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, ამ სიგიჟეს ვერასოდეს გავუგებო, – ახლა
კი თავისუფალი კაცი ხარ, მაგრამ გოგო თუ არ გინდა, მაშინ წადი
და დედალი დათვი მაინც იპოვე. თუ კაცი თავის ასოს არ ხმარობს,
სულ უპატარავდება და უპატარავდება. ერთ დღესაც მოფსმა მოუნ-
დება და ვეღარ იპოვის.
ჯონმა ამაზე ვერაფერი უპასუხა. რა გასაკვირია, რომ შვიდი სა-
მეფოს მცხოვრებლები ველურებს ლამის ადამიანებადაც არ
თვლიდნენ. მათ არ გააჩნდათ არც კანონები, არც ღირსება, თუნდაც
უბრალო წესიერებაც კი. გაუთავებლად ჰპარავდნენ ერთმანეთს
რაღაცებს, ცხოველებივით წყვილდებოდნენ, ქორწინებას გაბახება
ერჩივნათ და ქვეყნიერებას უკანონო ბავშვებით ავსებდნენ. მაგრამ
მას თანდათან მოსწონდა ტორმუნდ გოლიათების რისხვა, მერე რა,
რომ ტყუილების დიდი და იყო. გრძელშუბაც მოსწონდა. და იგრი-
ტი... არა, იგრიტზე არ ვიფიქრებ. თუმცა ტორმუნდსა და გრძელშუ-
ბას გვერდით სხვანაირი ველურებიც მოდიოდნენ. ისეთები, როგო-
რიც იყვნენ ჩხარპერანგა და მოტირალი – მათთვის კაცისთვის ყე-
ლის გამოჭრას და შეფურთხებას ერთი ფასი ჰქონდა; როგორიც იყო
ჰარმა ძაღლისთავა – ეს დაგვაჯული ქალი-კოჭი, ლოყები თეთრი
291
ხორცის ნაჭრებს რომ უგავდა, ძაღლები სძულდა და ორ კვირაში
ერთხელ რომელიმეს კლავდა, რაკი დროშად ახალი თავი სჭირდე-
ბოდა. ან უყურო სტირი, თენთა მაგნარი, რომელიც საკუთარ ხალხს
ღმერთად უფრო მიაჩნდა, ვიდრე ბატონად; ვარამირ ექვსტყავა, პა-
ტარა, გახვლიკული კაცი, რომელსაც ცხენად ველური თეთრი დათ-
ვი ჰყავდა, უკანა თათებზე შემდგარი ცამეტი ფუტის სიმაღლეს რომ
უწევდა. და, სადაც უნდა წასულიყვნენ, დათვს და ვარამირს უკან სა-
მი მგელი და ერთი ბინდისკატა დაჰყვებოდა. ჯონი მას მხოლოდ ერ-
თხელ გადაეყარა და მეტი არც უნდოდა; იმ კაცის დანახვაც კი კმა-
როდა, რომ აჯაგრულიყო, და ლანდსაც აეჯაგრა ქეჩო დათვის და იმ
ტანგრძელი, შავ-თეთრი კატის დანახვისას.
აქ ვარამირზე უარეს მოდგმასაც შეხვდებოდი, ავსულებიანი
ტყის უკიდურესი ჩრდილოეთიდან, ყინვის ეშვების ფარული ველე-
ბიდან და უფრო საოცარი ადგილებიდანაც მოსულ ხალხს: გაყინუ-
ლი ნაპირის მცხოვრებლებს, ლომვეშაპების ძვლებით გაკეთებულ
ეტლებში ავი ძაღლები რომ ჰყავდათ შებმული და ისე დაიარებოდ-
ნენ; საზარელ ყინულისმდინარელ ტომებს, რომლებსაც კაციჭამიო-
ბას სწამებდნენ; გამოქვაბულის ბინადრებს, რომლებიც სახეებს
ლურჯად, იისფრად და მწვანედ იღებავდნენ. ჯონმა საკუთარი თვა-
ლით ნახა ფეხჩლიქა ადამიანები, უჩექმოდ რომ მოაბიჯებდნენ
მწკრივში, მოხარშული ტყავივით მაგარი, შიშველი ფეხისგულებით.
სნარკების და გრუმკინებისთვის თვალი არ მოუკრავს, მაგრამ არ
გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, ტორმუნდი მათ ვახშმად მიირთმევ-
სო.
ჯონის აზრით, ველურების ლაშქარში მყოფთა ნახევარს მთელი
სიცოცხლე ისე ჰქონდა გატარებული, კედლისთვის თვალიც არ მო-
ეკრა, და მათ უმრავლესობას საერთო ენაზე სიტყვაც არ ესმოდა. ან

292
რა საჭირო იყო. მენს რაიდერი ლაპარაკობდა ძველ ენაზე, სიმღე-
რებსაც კი მღეროდა. თავის ბარბითს აჟღრიალებდა და ღამეებს უც-
ნაური ველური ჰანგით ავსებდა.
მენსმა წლები შეალია ამ უზარმაზარი, ღოღიალა ლაშქრის შექ-
მნას: ელაპარაკებოდა ამ ტომის დედას თუ იმ ტომის მაგნარს; ერთ
სოფელს ტკბილი სიტყვით მოიპოვებდა, მეორეს – სიმღერით, მესა-
მეს – ალესილი ხმლით; ერთმანეთთან დააზავებდა ჰარმა ძაღლის-
თავას და ძვლების ბატონს, ფეხჩლიქებს და ღამითმავლებს, გაყინუ-
ლი ნაპირის ლომვეშაპა ხალხს და დიდი ყინულოვანი მდინარეების
კაციჭამია ტომებს – ერთ უზარმაზარ შუბად ჭედდა ასობით სხვადას-
ხვა მახვილს და ეს შუბი შვიდი სამეფოს გულისკენ ჰქონდა დამიზნე-
ბული. მას არ გააჩნდა არც გვირგვინი, არც კვერთხი, არ ემოსა დი-
ბა-ატლასი, მაგრამ ჯონისთვის ცხადი იყო, რომ მენს რაიდერი ნამ-
დვილი მეფე იყო და არა მხოლოდ წოდებით.
ჯონი ველურებს ქორინ ნახევარხელას ბრძანებით შეუერთდა.
იარე მათთან ერთად, ჭამე მათთან ერთად, იბრძოლე მათთან ერ-
თად და დააკვირდიო, უთხრა აეშაგმა წინაღამით, ვიდრე მოკვდებო-
და. ჯონიც აკვირდებოდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი შეიტყო. ნახე-
ვარხელა თვლიდა, რომ ველურები ცივ და ხრიოკ ყინვის ეშვებში
რაღაც იარაღის, რაღაც ძალის საძებრად იყვნენ, რაღაც საზარელი
გრძნეულების მოსაპოვებლად, რაც კედელს დასცემდა... მაგრამ,
თუ კიდევაც იპოვეს ასეთი რამ, დაუფარავად არავინ იკვეხნიდა და
არც ჯონს უჩვენებდა, ნახეო. არც მენს რაიდერი უმხელდა თავის
გეგმებს თუ სტრატეგიებს. იმ პირველი ღამის მერე მხოლოდ შორი-
დან თუ მოჰკრავდა ხოლმე თვალს.
მოვკლავ, თუ საჭიროა. ეს გამოსავალი ჯონს სულაც არ ახარებ-
და: ასეთ მკვლელობაში არაფერი იქნებოდა ღირსეული და თანაც,

293
თავადაც უეჭველად შეეწირებოდა. მაგრამ ვერ დაანებებდა ველუ-
რებს, კედელი გაერღვიათ, ვინტერფელსა და ჩრდილოეთს თავს
დასტყდომოდნენ, დამუქრებოდნენ ყორღანეთსა და ნაკადულეთს,
თეთრ ნავსადგურს და ქვიან ნაპირს, მერე კი ყელამდეც მიეღწიათ,
რვა ათასი წლის განმავლობაში სტარკების გვარის მამაკაცები ცოც-
ხლობდნენ და კვდებოდნენ იმისათვის, რომ თავიანთი ხალხი ამ ვე-
ლურებისა და მძარცველების შემოსევებისგან დაეფარათ... და, ბუ-
შია თუ არა, მის ძარღვებშიც იგივე სისხლი ჩქეფს. თანაც, ბრანი და
რიკონი ჯერ კიდევ ვინტერფელში არიან. იქ არის მაისტერი ლუვინი,
სერ როდრიკი, ბებერი ნენი, ფარლენ მეძაღლე, მიკენი თავისი ქუ-
რით და გეიგი თავისი ღუმლებით... ყველა, ვისაც კი ვიცნობდი, ვინც
კი ოდესმე მიყვარდა. თუ საჭირო გახდებოდა, მოეკლა კაცი, რომე-
ლიც აღტაცებას ჰგვრიდა და ლამის მოსწონდა კიდეც, და ამით ისი-
ნი ჩხარპერანგასა და ჰარმა ძაღლისთავასგან, და თენების უყურო
მაგნარისგან დაეხსნა – ჯონი უკან არ დაიხევდა.
და მაინც, მამამისის ღმერთებს ევედრებოდა, აერიდებინათ მის-
თვის ეს ბნელი საქმე. ლაშქარი წინ ძალიან ნელა იძვროდა, მწირი
ავლა-დიდებით დატვირთული ველურები თან მიერეკებოდნენ
მთელ ფარებს, მიჰყავდათ ბავშვები, თოვლმა კი მათი სვლა კიდევ
უფრო მეტადაც შეანელა. კოლონის დიდი ნაწილი უკვე გამოსცდე-
ნოდა ყინვის ეშვების ძირას გაფანტულ ბორცვებს და ახლა რძეწყა-
ლას დასავლეთ ნაპირზე მოჩოჩავდა ზანტად, როგორც ცივი ზამ-
თრის დილას პურზე დადენილი თაფლი, მდინარის კალაპოტს ავსუ-
ლებიანი ტყის გულისკენ მიუყვებოდა.
და ჯონმა იცოდა: სადღაც წინ და უკვე ახლოს ხეების კენწეროე-
ბის ზემოთ პირველკაცთა მუშტი იყო ამოჩრილი, მასზე კი ღამის ებ-
გურის სამას შავ ძმას დაედო ბინა – შეიარაღებულებს, ცხენებზე ამ-
ხედრებულებს, მომლოდინეებს. ბებერმა დათვმა ნახევარხელას
294
გარდა სხვა მზვერავებიც გაგზავნა მთაში და, უეჭველია, ამ დროის-
თვის ჯარმან ბაკველი ან თორენ სმოლვუდიც დაბრუნებულები იქ-
ნებოდნენ და ნათქვამი ექნებოდათ, რა უახლოვდებოდათ ყინვის
ეშვებიდან.
მორმონტი არ გაიქცეოდაო, ფიქრობდა ჯონი. საამისოდ ძალიან
ბებერია და კედლიდან ზედმეტად შორსაა წამოსული. შეუტევს, არ
დაგიდევს მათ რიცხოვნობას. ახლა უკვე მალე, ერთ დღეც იქნება
და, გაიგონებს საომარი საყვირების ჭექას და დაინახავს, როგორ
მწკრივად დაექანებიან მათკენ მხედრები, შავი მოსასხამების ფრი-
ალით და ამოწვდილი ხმლებით. რასაკვირველია, სამასი კაცი მათ-
ზე ასჯერ მეტ მტერს ვერ დახოცავდა, მაგრამ, ჯონის აზრით, ეს აუცი-
ლებელი არც იქნებოდა. არ არის საჭირო ათასების მოკვლა, ერთი-
საც კმარა. მათ ერთად მხოლოდ მენსი აჩერებს, სხვა არაფერი.
კედლისმიღმელი მეფე ძალას არ ზოგავდა, მაგრამ ველურები
მაინც უიმედოდ მოუწესრიგებლები იყვნენ და ეს მათ ძალიან ასუს-
ტებდა. რამდენიმე ლიგის მანძილზე გაწელილ მათ ლაშქარში აქა-
იქ მოიძებნებოდნენ მებრძოლები, რომლებიც ღამის ებგურის არ-
ცერთ ძმას არ დაუდებდნენ ტოლს, მაგრამ მათ მესამედზე მეტი
მწკრივის ამა თუ იმ ბოლოში იყო თავმოყრილი – ჰარმა ძაღლისთა-
ვას მეწინავე ჯგუფში ან არიერგარდში, გოლიათებთან, ზუბრებთან
და ცეცხლმტყორცნებთან ერთად. სხვა მესამედი თავად მენსის სი-
ახლოვეს გადაადგილდებოდა, ცენტრთან ახლოს, ისინი იცავდნენ
ფორნებს, მარხილებს და ძაღლშებმულ ურმებს, რომლებითაც მოჰ-
ქონდათ ლაშქრის სურსათის და მარაგების დიდი წილი, ყველაფე-
რი, რაც კი ზაფხულის ბოლო მოსავლიდან დარჩენოდათ. დანარჩე-
ნები მცირე რაზმებად იყვნენ დაყოფილები და ჩხარპერანგას, ჯარ-
ლის, ტორმუნდ გოლიათების რისხვის, მოტირლის და მათ მსგავსთა
თაოსნობით გარემარბებად ან მომმარაგებლებად მსახურობდნენ,
295
ან დაუცხრომლად დაქროდნენ კოლონის აღმა-დაღმა და ცდილობ-
დნენ, მწკრივს ასე თუ ისე მოწესრიგებულად ემოძრავა – ესენი
შოლტები იყვნენ. და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ცხენზე ასი
ველურიდან მხოლოდ ერთი თუ იჯდა. ბებერი დათვი ისე გაივლიდა
მათში, როგორც ცული კარაქში. მერე კი მენსის სხვა გზა არ ექნებო-
და, თავისი ცენტრით მტერს უკან უნდა დასდევნებოდა და საფრთხის
მოგერიებას ცდილიყო. თუ ამის მერე გამართულ ბრძოლაში მენსი
დაეცემა, კედელს კიდევ ასი წელი აღარაფერი დაემუქრებაო, ფიქ-
რობდა ჯონი. თუ არა და... მან მარჯვენა, ხმლის ხელის თითები მო-
მუჭა და გაშალა. გრძელი კლანჭი უნაგირზე ეკიდა, გრძელი ბუში-
ხმლის ქვისგან ნაკვეთი, მგლისთავა კოტა და რბილი ტყავის ტარი
იქვე, ხელმისაწვდომზე ეგულებოდა.
ტორმუნდის რაზმს რამდენიმე საათის მერეღა დაეწივნენ, ამ
დროს უკვე მძიმედ ბარდნიდა. ლანდი გზად ჩამოშორდათ, მსხვერ-
პლის სუნს აედევნა და ჩამოთოვლილ ტყეში გაუჩინარდა. მგელსა-
ზარა დაბრუნდებოდა, როდესაც ღამის სათევად ბანაკს გაშლიდნენ,
ან განთიადს მაინც არ გადააცილებდა. რაც უნდა შორს ეწანწალა,
ლანდი ყოველთვის ბრუნდებოდა უკან... და, როგორც ჩანს, იგრი-
ტიც.
– აბა? – დაუძახა გოგომ, ჯონი რომ დაინახა, – ახლა დაგვიჯერე,
ჯონ სნოუ? ნახე მამონტებზე შემჯდარი გოლიათები?
– ჰაა! – შესძახა ტორმუნდმა, ვიდრე ჯონი უპასუხებდა, – ყვავი
გაგვიმიჯნურდა! ცოლად შერთვა უნდა!
– გოლიათის? – ახარხარდა გრძელშუბა რიკი.
– არა, მამონტის! – დაიბუხუნა ტორმუნდმა, – ჰაა!
ჯონმა ცხენი ნაბიჯზე გადაიყვანა და იგრიტი გვერდში აედევნა.
მისი თქმით, ჯონზე სამი წლით უფროსი იყო, თუმცა სიმაღლეში ნა-
ხევარი ფუტით ჩამორჩებოდა; მაგრამ, რამხელაც უნდა ყოფილიყო,
296
დიდად შეუპოვარი ვინმე კი ბრძანდებოდა. ქვაგველმა მას „შუბის
ქალი“ უწოდა, ზუზუნა უღელტეხილზე რომ შეიპყრეს. მართალია,
იგრიტის საყვარელი იარაღი რქის და სარკმლისხის მრუდე მშვილ-
დი იყო, სახელად „შუბის ქალი“ მაინც შეეფერებოდა. ჯონს იგი ცო-
ტათი თავის უმცროს დას, არიას, აგონებდა, ოღონდ არია მასზე პა-
ტარა და ალბათ უფრო გამხდარიც იყო. თუმცა იგრიტზე ვერც იტყო-
დი, სქელი იყო თუ გამხდარი, იმდენი ქურქი და ტყავი ეცვა. – ბოლო
გოლიათი იცი? – ჰკითხა იგრიტმა და პასუხს არც დაუცადა, ისე გა-
ნაგრძო, – მაგის სწორად სამღერად ჩემზე უფრო ბოხი ხმა უნდა
გქონდეს, – და ამღერდა, – ოოოო, უკანასკნელი გოლიათი ვარ, მი-
წის პირიდან აღგვილია დღეს ჩემი მოდგმა, ტორმუნდ გოლიათების
რისხვამ გაიგონა და გაიბადრა.
– რომ დავიბადე, გოლიათების საბრძანისი იყო მაშინ ქვეყანა
მთელი, – გრგვინვით გამოსძახა თოვლის ფარდის იქიდან. მათ
გრძელშუბა რიკიც ჩაერთო:
– ჩემი ტყეები მიიტაცა, მთები და წყლები მიითვისა პატარა ხალ-
ხმა.
– ჩემი ველები შემოზღუდა გრძელი გალავნით, მდინარეებში
გაწყვიტა თევზი – მიუმღერეს იგრიტმა და ტორმუნდმა რიგრიგო-
ბით, სიმღერის შესაფერისი გოლიათური ხმებით.
მომღერლებს ტორმუნდის ძეებმა, ტორეგმა და ტორმუნდმაც
შეუერთეს ბოხი ხმები, მერე მათი და მუნდაც აჰყვათ და ყველა და-
ნარჩენიც. სხვებმა ტყავის ფარებზე შუბები ააბრახუნეს, რიტმი რომ
შეენარჩუნებინათ, და მალე მთელი რაზმი სიმღერით მიიწევდა წინ:
მაღალი ალი მათ დაანთეს ქვის დარბაზებში, ქვის დარბაზებში
გამოჭედეს შუბები ხმელი, ეს მაშინ იყო, მე რომ მთებში ვეხეტებოდი
და თანამგზავრად მარტოდმარტო ცრემლები მდევდა. დღისით ძაღ-
ლებით დამეძებდნენ, ღამღამობით კი ჩირაღდნებით მასევდნენ
297
მდევარს; პატარა კაცებს ხომ მაღლები ვერ დაერქმევათ ვერასო-
დეს, ვიდრე ამქვეყნად, ამ მზისქვეშეთში თუნდაც ერთი გოლიათი
მაინც დარჩება!
ვაი რომ, მიწის პირიდან აღგვილ მოდგმის უკანასკნელი ვარ გო-
ლიათი!
ამიტომ კარგად დაისწავლე, არ დაივიწყო ჩემი სიტყვები:
დადგება დრო და დასრულდება ჩემი სიმღერა, და მდუმარება
დამკვიდრდება მაშინ, როცა აღარ ვიქნები.
სიმღერა რომ დასრულდა, იგრიტს ლოყებზე ცრემლები ჩამოს-
დიოდა.
– რატომ ტირი? – ჰკითხა ჯონმა, – ეს ხომ სიმღერაა და მეტი არა-
ფერი. ასობით გოლიათი არსებობს, ახლახან ჩემი თვალით ვნახე.
– როგორ არა, ასობით, – თქვა მან ცხარედ, – არაფერი გესმის,
ჯონ სნოუ. შენ... ჯონ! ჯონი ფრთების უეცარ ხმაზე შებრუნდა. თვა-
ლებში რუხ-ლურჯი ბუმბულები შეეფეთა და სახეზე ბასრი ჭანგები
ეძგერა. ანაზდად, მწვავედ მოედო წითელი ტკივილი, ფრთები კი სა-
ფეთქლებთან უფართხუნებდა. ნისკარტი დაინახა, მაგრამ ხელის
აწევა ან იარაღის მომარჯვება არ დასცალდა. უკან გადაქანდა, ფეხი
უზანგიდან გამოუძვრა, მისი ცხენი დამფრთხალი გაიჭრა წინ, ცო-
ტაც და, ჯონი ჩამოვარდებოდა, არწივი კი მაინც არ ეშვებოდა, სახე-
ზე ჩაჰფრენოდა, ჭანგებით კაწრავდა, ფართქალებდა, ყიოდა და
უნისკარტებდა. სამყარო ამოტრიალდა, ბუმბულების, ცხენის სხე-
ულის, სისხლის ქაოსად იქცა; მერე კი მიწა ამოქანდა და დაეძგერა.
გონს რომ მოვიდა, სახით მიწაში იყო ჩამხობილი, პირში ტალა-
ხისა და სისხლის გემო ედგა, დაჩოქილი იგრიტი კი მზრუნველად
დახრილიყო მისკენ, ხელში ძვლის ხანჯალი ეჭირა. ჯონს ჯერ კიდევ
ესმოდა ფრთების ხმა, თუმცა არწივს ვერ ხედავდა. ნახევარი სამყა-
რო ბნელი იყო.
298
– თვალი, – თქვა უეცარი შიშით და ხელი სახისკენ წაიღო.
– სისხლია, სხვა არაფერი, ჯონ სნოუ. თვალს ააცილა, მხოლოდ
კანი აგაგლიჯა ცოტათი.
სახე ტკივილისგან უფეთქავდა. ტორმუნდი თავს ედგა და ღმუ-
ოდა – ეს მარჯვენა თვალით დაინახა, როცა მარცხენიდან სისხლს
იწმენდდა. მერე გაისმა ფლოქვების ცემა, ყვირილი და ძველი ძვლე-
ბის ჩხარაჩხური.
– შე ძვლების ტომარა! – დაიგრგვინა ტორმუნდმა, – მოაცილე
აქედან ეგ შენი ჯოჯოხეთის ყვავი!
– აგე, ჯოჯოხეთის ყვავი ვინ არის! – ჩხარპერანგამ ჯონზე მიათი-
თა, – ტალახში გდია და სისხლი სდის, მოღალატე ძაღლივით! – არ-
წივი ჩამოფართხუნდა და ჩამოჯდა გოლიათის გატეხილ თავის ქა-
ლაზე, ჩხარპერანგას მუზარადად რომ ეხურა, – მაგის წასაყვანად
მოვედი!
– მაშინ მოდი და წაიყვანე! – მიაგება ტორმუნდმა, – მაგრამ გირ-
ჩევნია, ხელში ხმალი გეჭიროს, მეც ეგრე დაგიხვდები და იმიტომ.
იქნებ, შენი ძვლები მოვხარშო, შენი თავის ქალა კი ჩასაფსმელად
გამომადგება. ჰაა!
– ახლა თუ გიჩხვლიტე და დაგფუშე, იმ გოგოზე უფრო პატარაც
დამრჩები!
განზე გადექი, თორემ მენსი გაიგებს, რასაც შვრები!
იგრიტი წამოდგა.
– რა, მენსი ითხოვს, მოვიდესო?
– აბა, მე რა ვთქვი? წამოაყენეთ ერთი მაგ შავ ფეხებზე!
მოღუშულმა ტორმუნდმა ჯონს დახედა.
– მენსი თუ გიბარებს, ჯობია, წახვიდე.
იგრიტი წამოდგომაში მოეხმარა.
– დაკლული ტახივით სდის სისხლი. ნახე, ორელმა ეს ლამაზი
299
სახე როგორ მოუქცია. შეიძლებოდა, ფრინველს იგი სძულებოდა?
ჯონმა ველური ორელი მოკლა, მაგრამ მოკლულის რაღაც ნაწილი
არწივში იყო ჩასახლებული. ოქროსფერი თვალები ცივი სიავით შე-
მოსცქეროდნენ.
– წამოვალ, – თქვა ჯონმა. მარცხენა თვალში ისევ სისხლი ჩას-
დიოდა, ლოყაზე კი ტკივილის ცეცხლი ეკიდა. ხელით რომ მოისინ-
ჯა, შავი ხელთათმანი სისხლით დაელაქა, – ჯერ ცხენს დავიჭერ, –
ცხენზე მეტად ლანდის გვერდში ყოლა უნდოდა, მაგრამ მგელსაზა-
რა არსად ჩანდა. ახლა შეიძლება, რამდენიმე ლიგის იქით ცხენი-
რემს ყელს ღადრავდეს. იქნებ, ასე ჯობს კიდეც.
ცხენი გაფრთხა, ჯონი რომ მიუახლოვდა, მის სახეზე ჩამოდე-
ნილმა სისხლმა შეაშინა, მაგრამ ჯონმა რამდენიმე წყნარი სიტყვით
დაამშვიდა და აღვირზე მისწვდა უნაგირს რომ მოევლო, თავბრუ და-
ეხვა. უნდა მივხედო ამ ჭრილობებსო, გაიფიქრა: მაგრამ მერე ვი-
ზამ. ნახოს კედლისმიღმელმა მეფემ, რა მიქნა მისმა არწივმა. მარ-
ჯვენა ხელი მომუჭა და გაშალა; მერე გრძელ კლანჭს დასწვდა და
ბუში-ხმალი მხარსუკან გადაიკიდა, მერე შემობრუნდა, ჩორთით
მიუახლოვდა ძვლების ბატონს და მის ჯგუფს.
იგრიტიც მათთან ერთად უცდიდა, ცხენზე იჯდა და სახეზე შე-
უპოვრობა ეწერა, – მეც მოვდივარ.
– დაეტიე, – ჩხარპერანგას სამკერდულის ძვლები ერთმანეთზე
აჩხაკუნდა, – გადმოფრენილი ყვავის წასაყვანად მოვედი, სხვა არ
მჭირდება.
– თავისუფალი ქალი სადაც უნდა, იქ მიდის, – მიუგო იგრიტმა.
ქარი ჯონს თვალებში თოვლს აყრიდა. გრძნობდა, სახეზე რო-
გორ ეყინებოდა სისხლი.
– ახლა ვიდაოთ თუ წავიდეთ?
– წავედით, – თქვა ძვალთა ბატონმა.
300
მოღუშულებმა ჩაიარეს ქარბუქში ორი მილი კოლონის გას-
წვრივ, მერე სატვირთო ურმებს შორის მოჭრეს გზა და რძეწყალაში
გატოპეს იქ, სადაც მდინარე ფართო რკალად უხვევდა აღმოსავლე-
თისაკენ. მდინარის თავხელებს ყინულის თხელი ქერქი ფარავდა.
ცხენები ყოველ ნაბიჯზე ფლოქვით ამსხვრევდნენ ამ ქერქს, სანამ
ათი იარდის იქით უფრო ღრმა ნაკადს არ მიაღწიეს. აღმოსავლეთ
ნაპირზე თითქოს უფრო უხვადაც კი ბარდნიდა და ნამქერებიც უფ-
რო ღრმა იყო. ქარიც კი უფრო ცივია. და ღამეც წვება.
მაგრამ ამ ქარბუქშიც კი არაფერში ამერეოდა მაღალი, თეთრი
გორაკის მოხაზულობა, ხეების კენწეროებს ზემოთ რომ ილანდებო-
და. პირველკაცთა მუშტი.
ჯონს ზემოდან არწივის დაძახილი მოესმა. ჯარისკაცა ფიჭვიდან
ყორანმა ჩამოხედა და დაიყრანტალა. ბებერმა დათვმა შემოუტიათ?
ფოლადის ჩხარისა და გაფრენილი ისრების ზუზუნის ნაცვლად მხო-
ლოდ ცხენის ფლოქვების ქვეშ აჭრაჭუნებული თოვლის წყნარი ხმა
ესმოდა.
მდუმარედ შემოუარეს გორაკს და მიადგნენ სამხრეთ ფერდობს,
სადაც ასასვლელი უფრო იოლი იყო. სწორედ აქ დაინახა ჯონმა
მკვდარი ცხენი, თოვლში სანახევროდ ჩამარხული რომ ეგდო გო-
რაკის ძირას. ცხოველს მუცლიდან ნაწლავები გადმოსცვენოდა და
გაყინული გველებივით ეყარა, ერთი ფეხი კი არ ჰქონდა. მგლებიო,
მაშინვე გაიფიქრა ჯონმა, მაგრამ მიხვდა, რომ ცდებოდა. მგლები
ჭამენ იმას, რასაც კლავენ.
ფერდობზე სხვა ცხენებიც ეყარა, ფეხები უცნაურად მოჰქცე-
ოდათ, უსინათლო თვალებით სიკვდილს მისჩერებოდნენ. ველურე-
ბი მათ ბუზებივით შესეოდნენ, უნაგირებს, აღვირებს, ტვირთს და აბ-
ჯარს აცლიდნენ და სხეულებს ქვის ცულებით კაფავდნენ.
– ადი, – უთხრა ჯონს ჩხარპერანგამ, – მენსი წვერზეა.
301
წრიული ზღუდის გარეთ ჩამოქვეითდნენ და ქვებს შორის დატო-
ვებულ მობრეცილ ღიობში გაძვრნენ. წამახულ სარებზე, რომლებიც
ბებერმა დათვმა ყველა შესასვლელის შიგნით დაასობინათ, ბან-
ჯგვლიანი ყავისფერი ცხენის ჩონჩხი ეგო. სიკვდილის წინ ცხოველი
გარეთ ლამობდა გასვლას, და არა შიგნით შეღწევას. მხედრის კვა-
ლიც არსად ჩანდა.
შიგნით მეტი და უარესი სანახავი დახვდა. ჯონს არასოდეს ენახა
ვარდისფერი თოვლი. ქარი ყოველი მხრიდან უტევდა, მძიმე ცხვრის
ტყავის მოსასხამს ქაჩავდა. ყორნები ფართხუნით ინაცვლებდნენ
ერთი მკვდარი ცხენიდან მეორეზე. გარეული ყორნები არიან თუ
ჩვენები? ჯონი ამას ვერ იტყოდა. ნეტავ, სად არის ახლა საბრალო
სემიო, გაიფიქრა. ან რად არის ქცეული.
მისი ჩექმის ქუსლის ქვეშ გაყინული სისხლის კოშტმა გაიხრაშუ-
ნა. ველურები მკვდარ ცხენებს ფოლადის და ტყავის ყველა ნამცეცს
აცლიდნენ, ფლოქვებიდან ნალებსაც კი აძრობდნენ. რამდენიმე
მათ ბარგში იქექებოდა, იარაღს და საკვებს ეძებდნენ. ჯონმა ჩეტის
ერთ ძაღლს ჩაუარა, უფრო სწორად, მის ნარჩენს, ნახევრადგაყინუ-
ლი სისხლის გუბეში რომ ეგდო.
ბანაკის მეორე ბოლოში ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კარავი და
მენს რაიდერიც იქ დახვდათ. შავი შალისა და წითელი აბრეშუმის
მოსასხამის ქვეშ შავი ჯაჭვის პერანგი და ბეწვის ბრიჯი მოუჩანდა,
თავზე კი დიდი, ბრინჯაო-რკინის მუზარადი ეხურა, საფეთქლებთან
გაშლილი ყორნის ფრთებით. თან ჯარლი და ჰარმა ძაღლისთავა ახ-
ლდნენ. სტირიც იქ იყო და ვარამირ ექვსტყავაც, თავის მგლებთან
და ბინდისკატასთან ერთად.
მენსმა ჯონს პირქუშად და ცივად შეხედა.
– სახეზე რა გჭირს?
– ორელმა თვალის ამოთხრა დაუპირა, – მიუგო იგრიტმა.
302
– მე მაგას ვკითხე. თუ ენა გადაყლაპა? ალბათ ჯობდა, ეგრე ექნა,
მეტ ტყუილებს ვეღარ გვეტყოდა.
მაგნარმა სტირმა გრძელი დანა იშიშვლა.
– იქნებ, ბიჭმა ცალი თვალით უკეთ დაინახოს, ვიდრე ორით ხე-
დავდა.
– გინდა, თვალი შეგრჩეს, ჯონ? – ჰკითხა კედლისმიღმელმა მე-
ფემ, – თუ გინდა, მითხარი, აქ რამდენნი იყვნენ. და ეცადე, ამჯერად
სიმართლე მითხრა, ვინტერფელის ბუშო.
ჯონს ყელი გაშრობოდა.
– მილორდ... აქ რა...
– არ ვარ მე შენი ლორდი, – უთხრა მენსმა, – და რა მოხდა, ისიც
ნათელია. შენი ძმები დაიხოცნენ. საკითხავი ესაა – რამდენი?
ჯონს სახე ეწვოდა, ისევ ბარდნიდა და ფიქრი უძნელდებოდა.
რაც არ უნდა მოგთხოვონ, უკან არ დაიხიოო, უთხრა ქორინმა. სიტ-
ყვები ყელში ეჩხირებოდა, მაგრამ თავს დააძალა და წარმოთქვა:
– სამასნი ვიყავით.
– ვიყავით? – მკაცრად ჩაეკითხა მენსი.
– იყვნენ. სამასნი იყვნენ. – რაც არ უნდა მოგთხოვონო, უთხრა
ნახევარხელამ, მაშ, რატომ ვგრძნობ, რომ მხდალივით ვიქცევი? –
ორასი ციხეშავიდან, ასი – ბინდის კოშკიდან.
– ახლა უფრო მართალ ჰანგზე ჭიკჭიკებ, ვიდრე იქ, ჩემს კარავ-
ში, – მენსმა ჰარმა ძაღლისთავას შეხედა, – რამდენი ცხენი ვიპო-
ვეთ?
– ასზე მეტი, – მიუგო ზორბა ქალმა, – ორასზე ნაკლები. აღმო-
სავლეთისკენ კიდევ ყრია დახოცილები, ძნელი სათქმელია, რამდე-
ნი, – ზურგსუკან მედროშე ედგა, ხელში ძაღლისთავიანი ჭოკი ეჭი-
რა. თავი სულ ახალი მოჭრილი იყო, ჯერაც სისხლი სდიოდა.
– არ უნდა მოგეტყუებინე, ჯონ სნოუ, – უთხრა მენსმა.
303
– ვიცი, – სხვა რა ეთქვა?
ველურების მეფე სახეზე აკვირდებოდა.
– აქ ვინ იყო მეთაური? მართალი მითხარი. რიკერი? სმოლვუ-
დი? ვაითერსი არა, ქაფი არ ეყოფოდა. ეს ვისი კარავი იყო?
უკვე ძალიან ბევრი ვთქვი.
– მისი ცხედარი არ გიპოვიათ?
ჰარმამ ჩაიფრუტუნა, ქედმაღლობა ორთქლად დასდინდა ნეს-
ტოებიდან.
– რა შტერებია ეს შავი ყვავები.
– კიდევ ერთხელ შეკითხვით მიპასუხებ და, შენს თავს ჩემს
ძვლების ბატონს ვაჩუქებ, – აღუთქვა ჯონს მენს რაიდერმა, – ვინ
იყო მეთაური?
ერთი ნაბიჯიც, გაიფიქრა ჯონმა. ერთი ფუტით ახლოს. ხელი
გრძელი კლანჭის ტართან უფრო ახლო გადადო. ენას კბილს თუ და-
ვაჭერ...
– ერთი წასწვდი მაგ ბუშ ხმალს და მანამდე გაგაგდებინებ ბუშ-
თავს, ვიდრე ამოგებას მოასწრებდე, – უთხრა მენსმა, – მოთმინებას
მაკარგვინებ, ყვავო. – უთხარი, – დააძალა იგრიტმა, – უკვე მკვდა-
რია, ვინც არ უნდა ყოფილიყო. ჯონი მოიღუშა, ამის გამო ლოყაზე
შემხმარი სისხლი გადაუსკდა. რა ძნელია, გაიფიქრა სასოწარკვე-
თილმა. როგორ უნდა ვითამაშო მოღალატე, თუ მოღალატე არ გავ-
მხდარვარ? ქორინს ამაზე არაფერი უთქვამს. მაგრამ მეორე ნაბიჯი-
ყოველთვის პირველზე იოლია.
– ბებერი დათვი.
– ის ბერიკაცი? – ჰარმას ხმაზე ეტყობოდა, რომ არ დაიჯერა, –
თვითონვე მოვიდა? მაშინ, ციხეშავს ვინ მართავს?
– ბოუენ მარში, – ამჯერად ჯონმა მაშინვე მიაგება პასუხი. არა-
ფერზე უკან არ უნდა დაიხიო.
304
მენსმა გაიცინა.
– ასე თუა, ომი მოგვიგია და ეგაა. ბოუენმა ხმლების თვლა უკეთ
იცის, ვიდრე მათი გამოყენება.
– ბებერი დათვი სარდლობდა, – თქვა ჯონმა, – ეს ადგილი მაღა-
ლი და მტკიცე იყო, და იმან კიდევ უფრო გაამტკიცა. თხრილები გა-
უკეთა და სარები დაარჭო, საკვები და წყალი მოიმარაგა. მზად
იყო...
– ...ჩემთან შესახვედრად? – დააბოლოვა მენსმა, – დიახაც, ყო-
ფილა. რომ გავბრიყვებულიყავი და ამ გორაკისთვის შემეტია, ყო-
ველ ყვავს ხუთ კაცს თუ შევაკლავდი, ჩავთვლიდი, გამიმართლა-
მეთქი, – პირი მტკიცედ მოკუმა, – მაგრამ, როცა მკვდრები სია-
რულს იწყებენ, კედლები, სარები და ხმლები ვერაფერს გშველიან.
მკვდარს ვერ შეებრძოლები, ჯონ სნოუ. ეს ამბავი ჩემსავით კარგად
არავინ იცის, – შეღამებულ ცას ახედა და თქვა, – ყვავები შეიძლება,
იმაზე მეტად დაგვეხმარნენ, ვიდრე აპირებდნენ. მიკვირდა, თავს
რომ არავინ გვესხმოდა. მაგრამ ჯერ კიდევ ასობით ლიგა გვაქვს გა-
სავლელი, სიცივე კი მატულობს. ვარამირ, გაგზავნე შენი მგლები,
მოარული მკვდრების კვალი მოყნოსონ, მოულოდნელად არ წამოგ-
ვადგნენ. ძვლების ბატონო, გუშაგები გააორმაგე, და იზრუნე, ყვე-
ლას ჰქონდეს ჩირაღდანი და ტალკვესი. სტირ, ჯარლ, თქვენ გათე-
ნებისთანავე გადიხართ.
– მენს, – უთხრა ჩხარპერანგამ, – ყვავის ძვლები მინდა.
იგრიტი ჯონს წინ ჩაუდგა.
– არ შეიძლება, კაცი მოკლა იმიტომ, რომ მოიტყუა იმათ დასა-
ცავად, ვინც მისი ძმები იყვნენ.
– ისინი ჯერ კიდევ მაგის ძმები არიან, – განაცხადა სტირმა.
– არ არიან, – დაიჟინა იგრიტმა, – მე არ მომკლა, თუმცა იმათ
ასე დაავალეს. და ნახევარხელაც მოკლა, ხომ ყველამ ვნახეთ.
305
ჯონის სუნთქვა ჰაერს ნისლად ერეოდა. რომ ვიცრუო, მიმიხვდე-
ბა. მან მენსს თვალი გაუსწორა, ხელი მომუშტა და გაშალა.
– შენი მოცემული მოსასხამი მაცვია, თქვენო მოწყალებავ –
ცხვრის ტყავის მოსასხამი! – თქვა იგრიტმა, – და, უკვე ბევრი ღამეა,
მაგ მოსასხამის ქვეშ ვხვანცალებთ!
ჯარლმა გადაიხარხარა და ჰარმა ძაღლისთავასაც კი ჩაეცინა.
– ეგრეა საქმე, ჯონ სნოუ? – ჰკითხა მომლბალმა მენს რაიდერმა,
– შენზე და მაგაზე? კედლის მიღმა იოლი იყო, გზა კვალი აგბნეოდა.
ჯონი აღარ ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო, ერთმანეთისგან გა-
ერჩია ღირსება და სირცხვილი, სწორი და მრუდე. შემინდე, მამა.
– კი, – წარმოთქვა.
მენსმა თავი დაუქნია.
– კარგია. მაშინ, დილით ჯარლს და სტირს გაჰყვები. ორივენი.
დანაშაულია, გათიშო ორი გული, რომ ძგერს და ცოცხლობს ისე,
ვით ერთი?
– სად გავყვებით? – ჰკითხა ჯონმა.
– კედლის იქით. დროა, შენი ერთგულება სიტყვების გარდა სხვა
რამითაც დაამტკიცო, ჯონ სნოუ.
მაგნარს არ გახარებია.
– რად მინდა ყვავი?
– ეგ კარგად იცნობს ებგურს და იცნობს კედელს, – მიუგო მენ-
სმა, – და ციხეშავის ამბები უკეთ იცის, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგან-
მა. შტერი თუ არ ხარ, მიხვდები, რაში გამოიყენო.
სტირი მოიღუშა.
– შეიძლება, გული ჯერაც შავი ჰქონდეს.
– მაშინ ამოჭერი, – მენსი ჩხარპერანგას მიუბრუნდა, – ჩემო
ძვალთა ბატონო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, კოლონამ უნდა იაროს.
თუ კედელს მორმონტზე ადრე მივაღწევთ, მოგებულები ვართ.
306
– ივლიან, – ჩხარპერანგას ბოხი, ჯავრიანი ხმა ჰქონდა.
მენსმა თავი დაუქნია და გასცილდა, ჰარმა და ექვსტყავაც გაჰ-
ყვნენ. უკან ვარამირის მგლები და ბინდისკატა აედევნენ. ჯონი და
იგრიტი ჯარლთან, ჩხარპერანგასა და მაგნართან დარჩნენ. ორი
უფროსი ველური ჯონს დაუფარავი მტრობით შესცქეროდა, ჯარლმა
კი უთხრა:
– ხომ გაიგე, გათენებისას გავდივართ. რამდენიც შეგიძლია, იმ-
დენი საჭმელი წამოიღე, ნადირობის დრო არ გვექნება. და მიხედე
მაგ სახეს, ყვავო. რას გიგავს. – მივხედავ, – უთხრა ჯონმა.
– ჯობია, ტყუილებს არ ამბობდე, გოგო, – უთხრა ჩხარპერანგამ
იგრიტს, გოლიათის თავის ქალაში თვალები უელვარებდა.
ჯონმა გრძელი კლანჭი იშიშვლა.
– მოგვცილდი, თუ არ გინდა, შენც ის მიიღო, რაც ქორინს ერგო.
– აქ მგელი არ გყავს, რომ გიშველოს, ბიჭო, – ჩხარპერანგა თა-
ვის ხმალს მისწვდა. – დარწმუნებული ხარ? – გაიცინა იგრიტმა.
წრიული კედლის ქვებზე ლანდი შემომდგარიყო, თეთრი ბეწვი
უბზინავდა. ხმას არ იღებდა, მაგრამ მის მუქწითელ თვალებში სის-
ხლი ილანდებოდა. ძვლების ბატონმა ნელა მოაშორა ხმალს ხელი,
უკან დაიხია და გინებით გაშორდათ.
ჯონი და იგრიტი მუშტიდან რომ ეშვებოდნენ, ლანდი მათი ცხე-
ნების გვერდით მიძუნძულებდა. რძეწყალას რომ გადადიოდნენ,
ჯონმა მაშინღა დაიგულა თავი ისე სამშვიდობოს, რომ ეთქვა:
– მე არ მითხოვია, ჩემ გამო ტყუილი გეთქვა.
– არც მითქვამს, – უთხრა გოგომ, – უბრალოდ, რაღაც გამოვ-
ტოვე.
– შენ თქვი, რომ...
– რომ ბევრი ღამე გავატარეთ ერთად შენი მოსასხამის ქვეშ. ხომ

307
არ მითქვამს, როდის დავიწყეთ, – მან ლამის მორცხვი ღიმილი მი-
აგება ჯონს, – ამაღამ ლანდს დასაძინებლად სხვა ადგილი გამოუნა-
ხე, ჯონ სნოუ. მენსმა მართალი თქვა. საქმე სიტყვებზე უფრო ნაღ-
დია.

სანსა

– ახალი კაბა? – იკითხა სანსამ, დაეჭვებული და გაოცებული


იყო.
– ყველა იმ კაბაზე ლამაზი იქნება, რაც კი აქამდე გცმია, მილე-
დი, – აღუთქვა მოხუცმა ქალმა და კვანძებიანი თოკით სანსას თე-
ძოების ზომა აუღო, – მთლად აბრეშუმი და მირული მაქმანი იქნება,
სარჩულად ატლასი ედება. ძალიან მომხიბვლელი იქნები. თავად
დედოფალმა ბრძანა.
– რომელმა დედოფალმა? – მარჯერი ჯოფის დედოფალი ჯერ არ
გამხდარა, მაგრამ რენლისი ხომ იყო. თუ ეკლების დედოფალს გუ-
ლისხმობდა? თუ...
– დედოფალმა-რეგენტმა, რასაკვირველია.
– დედოფალმა სერსეიმ?
– აბა, სხვამ ვინ? უკვე მრავალი წელია, პატივს მდებს და კაბებს
მე მიკვეთავს, – დედაბერმა თოკი სანსას ფეხს ჩამოაყოლა, – მისმა
მოწყალებამ მითხრა, რომ ახლა უკვე ქალი ხარ და პატარა გოგო-
სავით არ უნდა გეცვას. გაშალე მკლავი.
სანსამ მკლავი ასწია. ახალი კაბა მართლაც სჭირდებოდა. გა-
სულ წელს სამი გოჯი მოიმატა სიმაღლეში, საკმაოდ ბევრი რამ კი
ბოლით მოსპო, ლეიბის დაწვას რომ ლამობდა თავისი პირველი გა-
ფურჩქვნის დღეს.
– შენც დედოფალივით მშვენიერი მკერდი გექნება, – უთხრა
308
ქალმა, სანსას თოკი მკერდზე რომ შემოატარა, – ასე ნუ მალავ.
ამ სიტყვებზე სანსა წამოწითლდა. მაგრამ ბოლოჯერ ცხენებით
სასეირნოდ რომ მიდიოდნენ, მან ვერ შეძლო, ბოლომდე შეებნია
კურტაკი და მეჯინიბე ბიჭი თვალებდაჭყეტილი დააცქერდა, ცხენზე
შეჯდომაში რომ ეხმარებოდა. ზოგჯერ ამჩნევდა, რომ კაცებიც აჩერ-
დებოდნენ მკერდზე, ზოგი ტუნიკა კი ისე ვიწრო ჰქონდა, შიგ ძლივს
სუნთქავდა.
– რა ფერის იქნება? – ჰკითხა მკერავ ქალს.
– ფერი მე მომანდე, მილედი. ნახავ, მოგეწონება. ნამდვილად
მოგეწონება. საცვლები და წინდებიც გექნება, სარაფნები, მანტიები
და მოსასხამები, ყველაფერი, რაც შეჰფერის... კეთილშობილ და
ლამაზ ყმაწვილ ლედის.
– მეფის ქორწილისთვის უკვე მზად იქნება?
– ო, უფრო ადრეც, ბევრად ადრე, მისი მოწყალება ასე გვავა-
ლებს. ექვსი მკერავი ქალი და თორმეტი შეგირდი გოგო მყავს, და
ყველა ამაზე ვმუშაობთ, სხვა საქმეები გადავდეთ. ბევრ ქალბატონს
გავანაწყენებთ, მაგრამ დედოფალმა ასე გვიბრძანა.
– მის მოწყალებას მადლობა მოახსენეთ ასეთი ზრუნვისთვის, –
თავაზიანად უთხრა სანსამ, – ძალიან კეთილად მექცევა.
– მისი მოწყალება ძლიერ გულუხვია, – დაეთანხმა მკერავი ქა-
ლი, წამოკრიფა თავისი ნივთები და წავიდა.
მაგრამ რატომ? მარტო დარჩენილი სანსა თავს იმტვრევდა. ამ
საჩუქარმა შეაშფოთა. ნამდვილად, ეს კაბა როგორღაც მარჯერის
უკავშირდება, ან მის ბებიას.
მარჯერი უზომოდ კეთილი იყო და მისმა ჩამოსვლამ ყველაფერი
შეცვალა. სანსას მისი სეფექალებიც კეთილად ექცეოდნენ. იმდენი
ხანი იყო, სხვა ქალებთან დრო აღარ გაეტარებინა, რომ ლამის და-
ვიწყებოდა, რამხელა სიამოვნება მოჰქონდა ამას, ლედი ლეონიტე
309
არფაზე დაკვრას ასწავლიდა, ლედი ჯანა ყველა რჩეულ ჭორს ატყო-
ბინებდა. მერი კრეინს ყოველთვის ჰქონდა მოსაყოლი რამე საინტე-
რესო ამბავი, ლედი ბალვერი კი არიას აგონებდა, თუმცა ეს ნაკლე-
ბად ველური იყო.
სანსას ასაკის იყვნენ კუზინები ელინორი, ალა და მეგა, ისინიც
ტაირელები, ოღონდ გვარის უმცროსი ოჯახების შვილები. „ბუჩქის
ქვედა ტოტების ვარდები ვართ“, ხუმრობდა გონიერი, წერწეტა ელი-
ნორი. ის უკვე გაფურჩქნილი ასული იყო, მეგა და ალა კი ჯერ პატა-
რა გოგონებს ჰგავდნენ.
კუზინებმა სანსა ისე მიიღეს, თითქოს მთელი სიცოცხლე იცნობ-
დნენ. მთელ შუადღეებს ერთად ატარებდნენ, ქარგავდნენ ან საუბ-
რობდნენ, თან ლიმონის ნამცხვრებს და თაფლიან ღვინოს შეექცე-
ოდნენ, საღამოობით ფილებით თამაშობდნენ, ერთად გალობდნენ
სასახლის სეპტში... და ხშირად ერთი ან ორი მათგანი შერჩევით
მარჯერისთან ერთად იძინებდა და ნახევარ ღამეს ჩურჩულში ატა-
რებდნენ. ალას ტკბილი ხმა ჰქონდა და, თუ დაიყოლიებდნენ, ჩანგს
იღებდა და სარაინდო და დაკარგული სიყვარულის სიმღერებს მღე-
როდა. მეგამ სიმღერა არ იცოდა, მაგრამ სიგიჟემდე უყვარდა კოც-
ნა. გამოტყდა, მე და ალა ხანდახან კოცნობანას ვთამაშობთო, მაგ-
რამ ეს სულ სხვა იყო, ვიდრე კაცის კოცნა, მით უფრო, მეფისა. სანსა
ფიქრობდა, ნეტავ, მეგა რას იფიქრებდა, მისთვის ქოფაკს ისე რომ
ეკოცნა, როგორც მე მაკოცაო. კლეგეინი მასთან ბრძოლის ღამეს
მივიდა, ღვინის და სისხლის სუნით აქოთებული. მაკოცა და მოკ-
ვლით დამემუქრა, და მაიძულა, მისთვის მემღერა.
– მეფე ჯოფრის ისე ლამაზი ტუჩები აქვს, – თავდავიწყებით რატ-
რატებდა მეგა, – ოჰ, საბრალო სანსა, ალბათ როგორ დაგემსხვრა
გული მისი დაკარგვით! ალბათ როგორ ტიროდი!

310
ჯოფრი იმდენს მატირებდა, ვერც კი წარმოიდგენო, უნდოდა ეთ-
ქვა სანსას, მაგრამ ახლა ლაკლაკა არ მღეროდა, მისი ხმა რომ გა-
დაეფარა, ამიტომაც პირი მოკუმა და ენას კბილი დააჭირა.
ელინორი კი ჭაბუკ საჭურველთმტვირთველზე, ლორდ ემბროუ-
სის ვაჟზე იყო დანიშნული. ისინი დაქორწინდებოდნენ, როგორც კი
ვაჟი დეზებს მოიპოვებდა. შავწყალას ბრძოლაში ვაჟს ელინორის
ნიშანი ებნია და მირელი მეარბალეტე და მალენდორის შეჭურვილი
მებრძოლი მოკლა.
– ალინმა თქვა, რომ ელინორის მიცემულმა ნიშანმა შიში და-
ავიწყა, – თქვა მეგამ, – ამბობს, საბრძოლო ყიჟინად მის სახელს გა-
ვიძახოდიო, ხომ სულის შემძვრელია? მინდა, როდისმე ვინმე ფა-
ლავანმა ჩემი ნიშანიც შეიბას და ასი კაცი მოკლას, – ელინორმა
ამაზე უთხრა, გაჩუმდიო, მაგრამ თან ნასიამოვნებიც ჩანდა.
ბავშვები არიან, გაიფიქრა სანსამ. პატარა სულელი გოგონები
არიან, ელინორიც კი ასეთია. მათ არასოდეს უნახავთ ბრძოლა, კა-
ცის სიკვდილი, არაფერი იციან. მათი ოცნებები სიმღერებით და
ზღაპრებით იყო სავსე, ისე, როგორც მისი, სანამ ჯოფრი მამამისს
თავს მოსჭრიდა. სანსას ებრალებოდა ისინი. სანსას შურდა მათი.
მარჯერი კი სხვანაირი იყო. ეს მომხიბვლელი და ნაზი არსება რაღა-
ცით თავის ბებიასაც ჰგავდა. წინადღით მან სანსა შევარდნებით სა-
ნადიროდ წაიყვანა. ბრძოლის მერე ახლა პირველად გავიდა ქალა-
ქიდან. მკვდრები დაეწვათ ან დაემარხათ, მაგრამ – ტალახის კარზე
სტანისის ტარანს ნაჭდევები და ნახეთქები დაეტოვებინა და შავწყა-
ლას ორივე ნაპირის გასწვრივაც დალეწილი გემები მოჩანდა, და-
ნახშირებული ანძები – გრძელი შავი თითებივით ამოჩრილიყვნენ
თავხელიდან. წყალზე ბრტყელძირა ბორანიღა მოძრაობდა, რომ-
ლითაც მეორე ნაპირზე გადავიდნენ. მეფის ტყეს რომ მიაღწიეს, ნაც-
რის, ნახშირის და ხმელი ხეების უდაბურება შემოეფეთათ. მაგრამ
311
ყურის გარშემო ჭაობებში მრავლად ბუდობდნენ წყლის ფრინველე-
ბი და სანსას მიმინომ სამი იხვი დაიჭირა, მარჯერის შევარდენმა კი
– გაფრენილი ყარყატი.
– ვილასს მთელ შვიდ სამეფოში ყველაზე უკეთესი ფრინველები
ჰყავს, – უთხრა მარჯერიმ, როცა ისინი მცირე ხნით მარტონი დარ-
ჩნენ, – ზოგჯერ არწივსაც კი ანადირებს. თვითონაც ნახავ, სანსა, –
ხელი ჩასჭიდა და მოუჭირა, – დაიკო.
დაიკო. სანსას ოცნებად ჰქონდა, მარჯერისნაირი და ჰყოლოდა:
ლამაზი და ალერსიანი, მთელი ქვეყნიერების მშვენებებით შემკუ-
ლი. არია დად სრულებით არ ვარგოდა. როგორ შეიძლება, ნება
მივცე, ჩემი და ჯოფრის გაჰყვეს ცოლად? სანსას ამის გაფიქრებისას
თვალები ცრემლებით აევსო.
– მარჯერი, გთხოვ, ეს არ უნდა ჩაიდინო, – უძნელდებოდა ამ
სიტყვების წარმოთქმა, – არ უნდა მისთხოვდე. ჯოფრი ისეთი არ
არის, რადაც თავს გაჩვენებს.
დაგტანჯავს.
– არა მგონია, – მარჯერიმ თავდაჯერებით გაიღიმა, – გაბედული
ხარ, რომ მაფრთხილებ, მაგრამ ნუ გეშინია. ჯოფი გატუტუცებული
და ამპარტავანია და მჯერა, მართლაც ისეთი ბოროტია, როგორც
შენ ამბობ, მაგრამ მამა სანამ ამ ქორწინებაზე დათანხმდებოდა, აი-
ძულა, ლორასი თავის ქეშიკად დაესახელებინა. შვიდი სამეფოს უძ-
ლიერესი რაინდი დღედაღამ მფარველად მეყოლება, როგორც
პრინცი აემონი იცავდა ნაერისს. ჰოდა, ჩვენს პატარა ლომს უჯობს,
კარგად მოიქცეს, ხომ ასეა? – მან გაიცინა და თქვა, – მოდი, დაიკო,
უკან, მდინარისკენ გავჭენდეთ. ჩვენს მცველებს საერთოდ გავაგი-
ჟებთ, – პასუხისთვის არ დაუცდია, ცხენს ქუსლები შემოჰკრა და
გაქროლდა.
რა მამაცია, გაიფიქრა უკან მიდევნებულმა სანსამ... და მაინც,
312
ეჭვები მოსვენებას არ აძლევდა. სერ ლორასი დიდებული რაინდი
იყო, ყველამ იცოდა. მაგრამ ჯოფრის სხვა ქეშიკებიც ჰყავდა, ოქ-
როსმოსასხამიანებიც და მეწამულმოსასხამიანი მცველებიც, და
რომ გაიზრდებოდა, მთელი ჯარის სარდალი იქნებოდა. ეაგონ უღი-
რსს დედოფალ ნაერისისთვის არაფერი დაუშავებია, იქნებ მათი
ძმის, დრაკონის რაინდის შიშითაც... მაგრამ როდესაც მის სხვა ქე-
შიკს მეფის ერთ-ერთი სატრფო შეუყვარდა, მათ ორივეს თავები წა-
აცალა.
სერ ლორასი ტაირელია, შეახსენა სანსამ თავს. ის მეორე რაინ-
დი კი ტოინი იყო, მის ძმებს არ გააჩნდათ ჯარები, საკუთარი ხმლე-
ბის გარდა, შურს ვერაფრით იძიებდნენ. მაგრამ რაც მეტს ფიქრობ-
და ამაზე, მით უფრო მეტად იბნეოდა. ჯოფს შესაძლოა, ცოტა ხნით
თავი შეეკავებინა, იქნებ, ერთ წელსაც გაეძლო, მაგრამ ადრე თუ
გვიან ნამდვილად გამოაჩენდა კლანჭებს და მაშინ... სახელმწიფოს
იქნებ მეორე მეფისმკვლელი მიეღო, ქალაქში ომი ატყდებოდა,
ლომის ჯარისკაცები და ვარდის ჯარისკაცები ერთმანეთს შეებმე-
ბოდნენ და ქუჩები სისხლით აივსებოდა.
სანსას უკვირდა, რომ მარჯერი ამას ვერ ხვდებოდა. ჩემზე უფრო-
სია, უფრო ბრძენიც უნდა იყოს. და მამამისმა, ლორდმა ტაირელმაც
უეჭველია, იცის, რასაც სჩადის. უბრალოდ, მე ვარ სულელი.
როდესაც მან სერ დონტოსს უთხრა, ზენაბაღში მივემგზავრები,
ვილას ტაირელს უნდა გავყვე ცოლადო, ეგონა, ყოფილი რაინდი
დამშვიდდებოდა და გაახარებდა მისი ბედი. ამის ნაცვლად მკლავში
ჩაავლო ხელი და უთხრა:
– არაფრის დიდებით! – ხმა ისევე გაჰბზარვოდა შიშით, როგორც
ღვინით, – მე შენ გეტყვი, ეს ტაირელები იგივე ლანისტერები არიან,
ოღონდ ყვავილებიანი. გევედრები, თავიდან გამოიგდე ეს სისულე-

313
ლე, აკოცე შენს ფლორიანს და დაჰპირდი, რომ როგორც ვაპირებ-
დით, ისე მოიქცევი. ჯოფრის ქორწილის ღამე უკვე აღარც ისე შორ-
საა, თმაზე ვერცხლის ბადე დაიხურე და ისე ქენი, როგორც დაგარი-
გე, ამის მერე კი გავიქცეთ, – იგი შეეცადა, გოგოსთვის ლოყაზე
ეკოცნა სანსა ხელიდან დაუსხლტა და განზე გადგა.
– არ ვიზამ. არ შემიძლია. რამე აირევა და ისე არ მოხდება, რო-
გორც საჭიროა. როდესაც გაქცევა მინდოდა, შენ არ წამიყვანე, ახ-
ლა კი აღარ მჭირდება. დონტოსი ბრიყვულად შეაჩერდა.
– მაგრამ ყველაფერი მომზადებულია, საყვარელო. გემი, რომე-
ლიც შინ წაგიყვანს, ნავი, რომელიც გემამდე მიგაცურებს. შენმა
ფლორიანმა ეს ყველაფერი მოუგვარა თავის საყვარელ ჯონქვილს.
– ვწუხვარ, ამდენ დავიდარაბაში რომ გაგხვიე, – უთხრა სანსამ,
– მაგრამ ნავები და გემები აღარ მჭირდება.
– მაგრამ ეს ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვისაა.
– ზენაბაღში უხიფათოდ ვიქნები. ვილასი დამიცავს.
– მაგრამ ის შენ არ გიცნობს, – არ ცხრებოდა დონტოსი, – და არ
ეყვარები. ჯონქვილ, ჯონქვილ, გაახილე ეგ ლამაზი თვალები, ამ ტა-
ირელებს შენ არაფერში ენაღვლები. მათ შენს უფლებებზე უნდათ
ქორწინება.
– ჩემს უფლებებზე? – სანსა წუთით დაიბნა.
– საყვარელო, – მიმართა დონტოსმა, – შენ ვინტერფელის მემ-
კვიდრე ხარ, – ისევ ჩაავლო მკლავში ხელი და ევედრებოდა, არ ექ-
ნა, რასაც აპირებდა, მაგრამ სანსა გამოუსხლტა და აბარბაცებული
დატოვა გულის ხის ქვეშ. მას მერე საღვთო ტყეში აღარც მისულა.
მაგრამ არც მისი სიტყვები დავიწყებია. ვინტერფელის მემკვიდ-
რე, უტრიალებდა თავში ღამით, უკვე საწოლში მწოლს. შენს უფლე-
ბებზე უნდათ ქორწინება. სანსა სამ ძმასთან ერთად გაიზარდა. არა-

314
სოდეს უფიქრია, რომ მემკვიდრეობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ახ-
ლა, ბრანი და რიკონი რომ დაიხოცნენ... მაგრამ, რობი ხომ ცოცხა-
ლია? ის უკვე დიდი კაცია, მალე ცოლსაც შეირთავს და ძეც ეყოლე-
ბა. ესეც რომ არა, ვილას ტაირელს ზენაბაღი აქვს, ვინტერფელი რა-
ღად უნდა?
ზოგჯერ მის სახელს ბალიშს ჩასჩურჩულებდა ხოლმე, მხოლოდ
იმიტომ, რომ ყური დაეგდო, როგორ ჟღერდა. ვილას, ვილას, ვი-
ლას. ვილასიც ისევე კარგი სახელია, როგორც ლორასიო, თვლი-
და. ცოტათი უგავდათ კიდევაც ჟღერადობა. რა უშავდა, ფეხი თუ არ
უვარგოდა? ვილასი ზენაბაღის ლორდი იქნებოდა, სანსა კი – მისი
ლედი. წარმოიდგინა, როგორ ისხდებოდნენ ერთად ბაღში და მუხ-
ლებზე დასმულ ლეკვებთან ითამაშებდნენ, ან სასეირნო ნავით მან-
დერის ნაკადს დაუყვებოდნენ, ბარბითის სიმების ჟღერას აყოლილ
სიმღერას დაუგდებდნენ ყურს, ძეებს თუ გავუჩენ, შეიძლება, შევუყ-
ვარდე კიდევაც. ვაჟებს ედარდს, ბრანდონსა და რიკონს დაარქმევ-
და და ყველას სერ ლორასივით ქველებს აღზრდიდა. და ლანისტე-
რების სიძულვილს ასწავლიდა. სანსას ოცნებებში მისი შვილები
ზუსტად მის დაღუპულ ძმებს ჰგავდნენ. ის კი არა, ზოგჯერ გოგონაც
კი იყო მათ შორის და ის არიას ჰგავდა. თუმცა მისი ოცნება ვილასზე
დიდხანს ვერ ყოვნდებოდა; ფიქრებში ისევ და ისევ უბრუნდებოდა
სერ ლორასს – ჭაბუკს, თავაზიანს, ლამაზს. ასე არ უნდა ფიქრობდე
მასზე, უმეორებდა თავს. თორემ, როცა შეხვდებით, ვილასმა შეიძ-
ლება, შენიშნოს იმედგაცრუება შენს თვალებში, და მაშინ როგორ-
ღა შეგირთავს ცოლად, თუ ეცოდინება, რომ მისი ძმა გიყვარს? ვი-
ლას ტაირელი მასზე ორჯერ უფროსი იყო, სანსა ამას მუდმივად ახ-
სენებდა თავისთავს; კოჭლიც იყო და იქნებ მამამისივით სქელი და
სახეაჭარხლებულიც ყოფილიყო. მაგრამ, სილამაზით დაიწუნებო-
და თუ არა, სანსას მის გარდა სხვა ფალავანი ვერ ეყოლებოდა.
315
ერთხელ დაესიზმრა, რომ მაინც მარჯერი კი არა, თვითონ მიჰ-
ყვებოდა ცოლად ჯოფრის, და ქორწინების ღამეს იგი ჯალათ ილინ
პეინად იქცა. აცახცახებულს გამოეღვიძა. არ სურდა, მარჯერიც მა-
სავით დატანჯულიყო, მაგრამ გულს უხეთქავდა იმის გაფიქრებაც
კი, რომ ტაირელებს შეიძლებოდა, უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ
ამ ქორწინებაზე. ხომ გავაფრთხილე, ჯოფრიზე სიმართლე ხომ ვუთ-
ხარი. შეიძლება, მარჯერიმ მას არ დაუჯერა. ჯოფი მის გვერდით მუ-
დამ უზადო რაინდივით იქცეოდა, როგორც ოდესღაც სანსასთან. მა-
ლე გამოამჟღავნებს თავის ნამდვილ ბუნებას. ქორწილის მერე მა-
ინც, თუ მანამდე არა. სანსამ გადაწყვიტა, რომ სეპტში წავიდოდა და
ზეციურ დედას სანთელს დაუნთებდა, შეევედრებოდა, დაეფარა
მარჯერი ჯოფრის სიავისგან. და იქნებ მეომრის წინაშეც დაენთო
სანთელი, ლორასისთვის.
ბეილორის დიდ სეპტში გამართულ ქორწინების ცერემონიალზე
ახალ კაბას ჩავიცვამო, გადაწყვიტა სანსამ, მკერავი ბოლო ზომებს
რომ უღებდა. ალბათ, სერსეიც სწორედ ამიტომ აკერინებს ჩემთვის
– ქორწილში გაქუცული რომ არ ვჩანდეო, შემდგომ, ნადიმზე, უკვე
სხვა რამ უნდა სცმოდა, მაგრამ გადაწყვიტა, ამისთვის ჩემი რომე-
ლიმე ძველი კაბაც გამოდგებაო. ასე ჯობდა: ვაითუ, სუფრასთან
ახალ კაბაზე საჭმელი ან ღვინო გადასხმოდა? ზენაბაღში რომ წა-
ვალ, ახალ კაბას თან წავიღებ. უნდოდა, ვილას ტაირელს ლამაზი
სჩვენებოდა. დონტოსი მართალსაც რომ ამბობდეს და ვილასს მე კი
არა, ვინტერფელი უნდოდეს, მაინც შეიძლება, შევუყვარდე ის, ვინც
ვარ. სანსამ სხეულზე მაგრად შემოიხვია მკლავები. ნეტავ, როდის
იქნება მზად კაბა? ერთი სული ჰქონდა, ჩაეცვა.

არია

316
გაწვიმდებოდა, მერე გადაიღებდა, მაგრამ მოქუფრული ცა უფ-
რო ხშირად ეფარათ თავზე, ვიდრე მოწმენდილი, და ყველა მდინა-
რე მოდიდებული იყო. მესამე დღის დილას არიამ შეამჩნია, რომ
ხავსი ხეებზე არასწორ მხარეს იზრდებოდა. – არასწორად მივდი-
ვართ, – უთხრა გენდრის, სხვებზე უფრო ხავსიან თელას რომ ჩაუ-
არეს, – სამხრეთისკენ მივდივართ. ხედავ, ხავსი როგორაა ხეზე მო-
დებული? გენდრიმ თვალებიდან გადაიყარა ხშირი შავი თმა და
თქვა:
– გზას მივყვებით. ეგაა და ეგ. გზა აქ სამხრეთისკენ მიდის.
მთელი დღე სამხრეთისკენ მივდიოდითო, უნდოდა ეთქვა არიას.
და გუშინაც, იმ კალაპოტს რომ მივუყვებოდით. მაგრამ წინადღით
დიდად არ დაჰკვირვებია, ამიტომ დანამდვილებით ვერ იტყოდა.
– მე მგონი, დავიკარგეთ, – უთხრა ხმადაბლა, – მდინარეს არ
უნდა მოვცილებოდით. ნაკადს უნდა მივყოლოდით და ეგ იქნებოდა.
– მდინარე უხვევს და იკლაკნება, – უთხრა გენდრიმ, – ნამდვი-
ლად, ეს უფრო მოკლე გზა იქნება. რამე საიდუმლო, ავაზაკების გზა.
ლიმი, ტომი და სხვები აქ უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობენ.
მართალს ამბობდა. არიამ ტუჩზე იკბინა.
– მაგრამ ხავსი...
– ისე წვიმს, სულ მალე ყურებზე მოგვედება ხავსი, – დაიწუწუნა
გენდრიმ. – მარტო იმ ყურზე, სამხრეთისკენ რომელიც გვექნება, –
ჯიუტად განაცხადა არიამ. აზრი არ ჰქონდა, გეცადა, ბუღა რამეში გა-
დაგერწმუნებინა. და მაინც, ერთადერთ მეგობრად ახლა ესღა დარ-
ჩენოდა, მას მერე, რაც ღვეზელა გამოაკლდათ.
– შამა ამბობს, რომ პურის მცხობლად ვჭირდები, – უთხრა იმ
დღეს, გზას რომ უნდა დასდგომოდნენ, – მეც დამღალა ამ წვიმებმა,
დაჟეჟილმა უკანალმა და სულ შიშით კანკალმა. აქ ელი აქვთ, ბოც-
ვრებს მაჭმევენ, პურიც უკეთესი იქნება, როცა მე გამოვაცხობ. აი,
317
ნახავ, უკან რომ დაბრუნდები. ხომ დაბრუნდები? ომი რომ დამთავ-
რდება? – მერე გაახსენდა, ვის ელაპარაკებოდა, და დაუმატა, – მი-
ლედი, – და გაწითლდა.
არიას არ ეგონა, ომი როდისმე თუ დამთავრდებოდა, მაგრამ თა-
ვი დაუქნია. – ბოდიში, მაშინ რომ გცემე, – უთხრა ბიჭს. ღვეზელა
სულელი და მშიშარა იყო, მაგრამ მეფის საბიჯელიდან მთელი გზა
მასთან ერთად გამოიარა და მიეჩვია, – და ცხვირი რომ გაგიტეხე.
– ლიმსაც გაუტეხე, – გაიკრიჭა ღვეზელა, – მაგარი იყო.
– ლიმს ეგრე არ ჰგონია, – მოიღუშა არია. და წასვლის დროც
მოვიდა. როცა ღვეზელამ ჰკითხა, თუ შეიძლება, მილედის ხელზე
ვემთხვიოო, არიამ მხარში მუშტი მიარტყა, – ეგრე ნუ მეძახი. შენ
ღვეზელა ხარ, მე კი – არი.
– აქ ღვეზელა არ მქვია. შამა ბიჭოო, მეძახის. ისევე, როგორც
იმას, მეორეს. დიდი გაუგებრობა გველის.
ღვეზელა იმაზე მეტად ენატრებოდა, ვიდრე იფიქრებდა, მაგრამ
ამ დარდს ნაწილობრივ ჰარვინი უქარვებდა. არიამ მას უამბო მამა-
მის ჰალენზე, თუ როგორ იპოვა იგი მომაკვდავი წითელი ციხის თავ-
ლებთან იმ დღეს, იქიდან რომ გამოიქცა. – ყოველთვის იმას ამბობ-
და, საჯინიბოში მოვკვდებიო, – თქვა ჰარვინმა, – მაგრამ ყველას
გვეგონა, რომელიმე ურჩი ულაყი გამოასალმებდა სიცოცხლეს, და
არა ლომების ხროვა.
არიამ უამბო იორენზე და იმაზე, თუ როგორ გამოიქცნენ მეფის
საბიჯელიდან. მოუყვა, რა შეემთხვათ მერე, მაგრამ გამოტოვა იმ
მეჯინიბე ბიჭის ამბავი, ნემსით რომ მოკლა, და მცველის ამბავი, რო-
მელსაც ჰარენჰალიდან წამოსვლისას ყელი გამოსჭრა. ჰარვინის-
თვის მოყოლა ლამის მამისთვის მოყოლას ნიშნავდა, არიას კი გუ-
ლიც გაუსკდებოდა, მამამისს ზოგი მისი თავგადასავალი რომ
სცოდნოდა.
318
არც ჯეიქენ ჰაგარზე უთქვამს რამე, არც იმ სამ სიკვდილზე, რო-
მელიც მას ვალად დაედო და გადაუხადა. მის მიცემულ რკინის მო-
ნეტას არია ქამარში ჩატანებულს ინახავდა, მაგრამ ხანდახან ღამით
ამოიღებდა ხოლმე და იხსენებდა, როგორ ჩამოადნა და შეეცვალა
კაცს სახე, ხელი რომ ჩამოისვა.
– ვალარ მორგულის, – დაიჩურჩულებდა ხოლმე მხოლოდ თა-
ვის გასაგონად, – სერ გრეგორი, დანსენი, პოლივერი, რაფ საყვა-
რელი. ღიტინა და ქოფაკი. სერ ილინი, სერ მერინი, დედოფალი
სერსეი, მეფე ჯოფრი.
ჰარვინმა უთხრა, იმ ოცი კაციდან, ლორდმა ედარდმა ბერიკ
დონდარიონთან ერთად რომ გაგზავნა, ექვსიღა დავრჩით და ისიც
აქეთ-იქით გავიფანტეთო.
– ეს მახე იყო, მილედი. ლორდმა ტაივინმა თავისი მთაკაცი წი-
თელი კბილის გადმოღმა იმისთვის გამოგზავნა, რომ ლორდი მამა-
შენი მიეტყუებინა. ფიქრობდა, ლორდი ედარდი თავად დაიძვრებო-
და დასავლეთისკენ გრეგორ კლეგეინთან გასასწორებლად. ასე
რომ მოქცეულიყო, მოკლავდა ან ტყვედ აიყვანდა და ჭინკაში გა-
დაცვლიდა, რომელიც იმ დროს ლედი-დედაშენის ტყვე იყო. ოღონდ
მეფისმკვლელმა არაფერი იცოდა ლორდ ტაივინის გეგმის შესახებ
და, როდესაც გაიგო, ჩემი ძმა დატყვევებულიაო, მამაშენს მეფის სა-
ბიჯელის ქუჩაში დაესხა თავს.
– მახსოვს, – უთხრა არიამ, – იორი მოკლა, – იორი გოგონას
ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა, თუ არ ეუბნებოდა, ფეხებში ნუ
მებლანდებიო.
– ჰო, იორი მოკლა, – დაუდასტურა ჰარვინმა, – მამაშენს კი ფე-
ხი მოსტყდა, ცხენი რომ დაეცა ზედ. ამიტომ ლორდი ედარდი დასავ-
ლეთისკენ ვეღარ წავიდა. სანაცვლოდ ლორდი ბერიკი გაგზავნა,

319
ოცი მისივე კაცი გააყოლა, ოციც – ვინტერფელელი, მეც, მათ შო-
რის. მაგრამ სხვებიც გვახლდნენ. თოროსი და სერ რეიმუნ დარი,
თავიანთ ხალხთან ერთად, კიდევ – სერ გლეიდენ ვაილდი და ლორ-
დი, სახელად ლოთარ მალერი. მაგრამ გრეგორი ჯამბაზების ფონ-
თან გველოდა, ორივე ნაპირზე ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. წყალ-
ზე რომ გადავდიოდით, წინიდანაც და უკნიდანაც ერთდროულად
დაგვესხა თავს. მე თვითონ დავინახე, მთაკაცმა რეიმუნ დარი რო-
გორ მოკლა, ერთი საზარელი დარტყმით, ისე, რომ იდაყვში მკლავი
წააწყვიტა და ცხენიც მიაკლა, რომელზედაც დარი იჯდა. გლეიდენ
ვაილდიც იქ მოკვდა, მასთან ერთად, ლორდი მალერი კი ცხენიდან
ჩამოაგდეს და დაიხრჩო. ორივე მხრიდან ლომები გვიტევდნენ და
ვიფიქრე, მეც სხვებთან ერთად განწირული ვარ-მეთქი, მაგრამ
ალინმა გვიბრძანა და მწყობრი აღგვადგენინა. ვინც კი ჯერ კიდევ
ცხენებზე ვისხედით, თოროსის გარშემო შევიკრიბეთ და მტერს შო-
რის გზა გავიკაფეთ. იმ დილით ექვსი ოცეული ვიყავით, დაბნელე-
ბისას კი ორი ოცეულიღა დავრჩით. თანაც, ლორდი ბერიკი მძიმედ
იყო დაჭრილი. თოროსმა იმ ღამით მკერდიდან შუბის ფუტიანი ნამ-
ტვრევი ამოაცალა და გაჩენილ ნახვრეტში ადუღებული ღვინო ჩაას-
ხა. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ მისი ულორდესობა გან-
თიადამდე ვერ გაატანდა. მაგრამ თოროსმა მასთან ერთად მთელი
ღამე ილოცა კოცონის პირას და, რომ გათენდა, ბერიკი ცოცხალი
და წინა დღესთან შედარებით უფრო მოღონიერებულიც დაგვხვდა.
ორი კვირა გავიდა, სანამ ცხენზე შეჯდომას მოახერხებდა, მაგრამ
მისი გაუტეხლობა ჩვენც ძალას გვმატებდა. გვითხრა, რომ ჩვენი
ომი ჯამბაზების ფონთან კი არ დამთავრებულა, არამედ სწორედ იქ
დაიწყო, და რომ ათწილად ვზღავდით ყველას სიცოცხლეს, ვინც იქ
დავკარგეთ.
ამასობაში ბრძოლამ გვერდზე ჩაგვიქროლა. მთაკაცის ხალხი
320
ლორდ ტაივინის ჯარის მხოლოდ მეწინავეები აღმოჩნდნენ. მათ წი-
თელი კბილი გადალახეს და მდინარეთში შეიჭრნენ, გზად ყველა-
ფერს წვავდნენ, რასაც გადააწყდებოდნენ. ჩვენ ისე ცოტანი ვიყა-
ვით, მათი ჩამორჩენილების შეფუცხუნება თუ შეგვეძლო, მაგრამ
ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ მეფე რობერტის ჯარს შევუერთდე-
ბოდით, როდესაც იგი ლორდ ტაივინის ჯანყის ჩასახშობად გამოი-
ლაშქრებდა. მხოლოდ მერეღა შევიტყვეთ, რომ რობერტი მოკვდა,
ლორდი ედარდიც, და რომ რკინის ტახტზე სერსეი ლანისტერის ნა-
შიერი ავიდა. ამ ამბავმა მთელი ქვეყნიერება ყირაზე დააყენა. აი,
ნახე: ჩვენ ხომ მეფის მარჯვენამ ტაივინის ყაჩაღებთან გასასწორებ-
ლად გაგვგზავნა, ახლა კი ყაჩაღები ჩვენ გამოვდიოდით, ხოლო მე-
ფის მარჯვენა ლორდი ტაივინი იყო. მაშინ ზოგმა დანებება მოინდო-
მა, მაგრამ ლორდ ბერიკს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ჩვენ მაინც
მეფის მხედრები ვართო, თქვა მან, ლომები კი მეფის ხალხს აწიო-
კებენო. თუ არ შეგვიძლია, რობერტისთვის ვიბრძოლოთ, მისი ხალ-
ხი მაინც დავიცვათ, სანამ ყველა არ დავიხოცებითო. ასეც მოვიქე-
ცით, მაგრამ ამასობაში უცნაური რამ დაგვემართა. რამდენ კაცსაც
ვკარგავდით, მის სანაცვლოდ ორი ჩნდებოდა. რამდენიმე რაინდი
ან საჭურველთმტვირთველიც შემოგვიერთდა, კეთილშობილი წარ-
მომავლობის ადამიანები, მაგრამ უმრავლესობა უბრალო ხალხი
იყო, მიწის მუშები, უსაქმურები, სასტუმროს მეპატრონეები, მსახუ-
რები და ხარაზები, ორი სეპტონიც კი გვყავს. ყველანაირი კაცები,
ქალებიც, ბავშვები, ძაღლები...
– ძაღლები? – ჰკითხა არიამ.
– ჰო, – ფართოდ გაიღიმა ჰარვინმა, – ერთ ჩვენს ბიჭს ისეთი ავი
ძაღლები ჰყავს, მსგავსი არ გენახოს.
– მე მინდა ერთი კარგი ავი ძაღლი, – ნატვრით თქვა არიამ, –

321
ლომისმკვლელი ძაღლი, – მას ოდესღაც ჰყავდა მგელსაზარა, ნი-
მერია, მაგრამ ქვების სროლით გააგდო თავისგან, რომ დედოფალ
სერსეის არ მოეკლა. ნეტავ, მგელსაზარას ლომის მოკვლა შეუძ-
ლია?
იმ დღეს ისევ გაწვიმდა და გვიან საღამომდე არ გადაუღია. სა-
ბედნიეროდ, ავ ავაზაკებს ყველგან ჰყავდათ საიდუმლო მეგობრები
და არ სჭირდებოდათ, ღია ცის ქვეშ დაბანაკებულიყვნენ ან სადმე,
ფოთლის მოწურწურე ჭერქვეშ ეძებნათ თავშესაფარი, როგორც
არიას, ღვეზელას და გენდრის უწევდათ ხშირად.
იმ ღამით დამწვარ, მიტოვებულ სოფელში გაჩერდნენ. უფრო
სწორად მიტოვებული ჩანდა, სანამ ჯეკ იღბლიანამ თავის მონადი-
რის საყვირს ორჯერ მოკლედ და ერთხელ გრძლად არ ჩაჰბერა. მა-
შინ ნანგრევებიდან და ფარული სარდაფებიდან ყველა ჯურის ხალ-
ხი გამოეფინა. მათ ჰქონდათ ელი, ვაშლის ჩირი და ძველი ქერის
პური, ავაზაკებმა კი თან მიიტანეს ბატი, ენგაიმ რომ ჩამოაგდო
გზად, და იმღამინდელი ვახშამი ლამის ქეიფად იქცა.
არია ფრთას ხორცის ბოლო ნაკუწებს აცლიდა, როცა ერთი სოფ-
ლელი ლიმ ლიმონისმოსასხამიანს მიუბრუნდა და უთხრა:
– ორი დღის წინ აქ მხედრებმა ჩაიარეს, მეფისმკვლელს ეძებ-
დნენ.
ლიმმა ჩაიფრუტუნა.
– უჯობდათ, რივერანში ეძებნათ. ყველაზე ღრმა დილეგში, ყვე-
ლაზე ნესტიანში, ისეთში, კაცს რომ მოეწონება, – ცხვირი გაჭყლე-
ტილ ვაშლს უგავდა, წითელი, გადატყაული და გასივებული ჰქონდა,
და ხასიათზეც ვერ იყო.
– არა, – უთხრა სხვა დამხვდურმა, – გაიქცა.
მეფისმკვლელი. არიამ იგრძნო, კისერზე როგორ დაბურძგლა.
სუნთქვა შეიკრა და ყური მიუგდო.
322
– ვითომ მართალი იქნება? – იკითხა ტომ შვიდამ.
– მე არ მჯერა, – თქვა ცალთვალა კაცმა, ჟანგიანი მრგვალი ჩაჩ-
ქანი რომ ეხურა. დანარჩენი ავაზაკები მას ჯეკ იღბლიანას ეძახ-
დნენ, თუმცა ცალი თვალით დაბრმავება არიას დიდი იღბალი არ
ეგონა, – იმ დილეგების გემო კი ვიცი. როგორ გამოიქცა? სოფლე-
ლები ამაზე მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ. მწვანეწვერამ თავისი ჭაღა-
რამწვანე ბაკენბარდები ჩამოიფარცხა და თქვა:
– მგლები სისხლში ჩაიხრჩობიან, თუ მეფისმკვლელმა ისევ აიშ-
ვა. თოროსს უნდა ვუთხრათ. ნათლის უფალი მას ლანისტერს ცეც-
ხლში დაანახვებს.
– ცეცხლი აქაც კარგი გვინთია, – ღიმილით თქვა ენგაიმ.
მწვანეწვერამ გაიცინა და მშვილდოსანს მსუბუქად შემოსცხო
ყურში.
– ქურუმს ვგავარ, ჩუბინო? პილო ტიროშელი ცეცხლში რომ იყუ-
რება, წვერს იტრუსავს ხოლმე.
ლიმმა თითები გაიტკაცუნა და თქვა:
– მაშინ, იქნებ, ლორდმა ბერიკმა მოახერხოს ჯეიმი ლანისტე-
რის შეპყრობა... – რომ დაიჭიროს, ჩამოახრჩობს, ლიმ? – ჰკითხა
ერთმა სოფლელმა ქალმა, – ეგეთი ლამაზი კაცის ჩამოხრჩობა აფ-
სუსი კია.
– ჯერ გაასამართლებს! – თქვა ენგაიმ, – ხომ იცით, ლორდი ბე-
რიკი ჯერ ყოველთვის ასამართლებს. მერეღა ჩამოკიდებს ხოლმე,
– დაუმატა ღიმილით.
გარშემო სიცილი ატყდა. მერე ტომმა თავისი ჩანგის სიმებს ჩა-
მოჰკრა თითები და წყნარად ამღერდა:
მეფისტყეში ბინადრობდა საძმო – ბანდა ავაზაკთა, ქვეყნის რის-
ხვა, მოჩვენება ბილიკთა თუ შარაგზათა.

323
მათგან ვერვინ გადამალა ვერც ოქრო და ვერც ასული ო, მეფის-
ტყის საძმო იყო საშიში და თავგასული.
კუთხეში, გენდრისა და ჰარვინს შორის მშრალად და თბილად
ჩამჯდარი არია ერთხანს სიმღერას უსმენდა, მერე თვალები დახუჭა
და ძილს მისცა თავი. სახლი ესიზმრა; რივერანი კი არა, ვინტერფე-
ლი. მაგრამ ეს ცუდი სიზმარი იყო. მარტო იდგა ციხესიმაგრის გა-
რეთ, მუხლამდე ტალახში. წინ აღმართულ რუხ გალავანს ხედავდა.
ჭიშკართან მისვლა დააპირა, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯის
გადადგმა წინაზე უფრო უჭირდა, ციხეც თანდათან ბუნდოვანდებო-
და მის თვალწინ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, გრანიტით კი არა, კვამ-
ლით აგებულს არ დაემსგავსა. სიზმარში მგლებიც იყვნენ, რუხი,
მოსხლეტილი სხეულები ხეებს შორის დაძრწოდნენ მის გარშემო,
თვალები უელავდათ. რამდენჯერაც კი მათ შეხედავდა, არიას სის-
ხლის გემო ახსენდებოდა.
მეორე დილით გზიდან გადავიდნენ და მინდორი გადაჭრეს. ქარი
ამოვარდა, ხმელ, ყომრალ ფოთლებს ატრიალებდა მათი ცხენების
ფლოქვების გარშემო, მაგრამ ამჯერად არ წვიმდა. როდესაც ღრუბ-
ლებიდან მზემ გამოანათა, მისმა სიკაშკაშემ არიას თვალი მოსჭრა
და მანაც საჩრდილობლად ჩაჩი წამოიფარა.
უცებ აღვირი მოზიდა.
– არასწორად მივდივართ!
გენდრიმ დაიგმინა.
– ისევ ხავსები? – მზეს შეხედე, – თქვა მან, – სამხრეთისკენ მივ-
დივართ! – არიამ თავის ხურჯინში მოაფათურა ხელი და რუკა ამო-
აძვრინა, – სამკბილას არ უნდა მოვშორებოდით. შეხედე! – რუკა გა-
შალა და ფეხზე გაისწორა. ახლა ყველა მას უცქერდა, – შეხედე, აგე-
რაა რივერანი, მდინარეებს შორის.
– იცი, რა, – უთხრა ჯეკ იღბლიანამ, – კი ვიცით, სადაა რივერანი.
324
ყველამ ვიცით. – რივერანში არ მიდიხარ, – მიახალა ლიმმა.
თითქმის მისული ვიყავი, გაიფიქრა არიამ. უნდა მიმეცა ცხენები.
დანარჩენ გზას ფეხით გავივლიდი. მერე სიზმარი გაახსენდა და ტუჩ-
ზე იკბინა.
– ოჰ, ნუ იბუტები, ბავშვო, – უთხრა ტომ შვიდსიმამ, – არაფერი
დაგიშავდება, სიტყვას გაძლევ.
– მატყუარას სიტყვას!
– არავის არ მოუტყუებიხარ, – უთხრა ლიმმა, – არაფერს არ
დაგპირებივართ, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რა გიქნათ.
ოღონდ მეთაური ლიმი არ იყო, არც ტომი; ტიროშელი მწვანეწ-
ვერა მეთაურობდა. არია შებრუნდა და სახეში მიაჩერდა.
– წამიყვანე რივერანში და დაგაჯილდოებენ, – უთხრა სასოწარ-
კვეთილმა.
– პატარავ, – მიუგო მწვანეწვერამ, – გლეხ კაცს შეუძლია, ჩვე-
ულებრივი ციყვი დაიჭიროს, ტყავი გააძროს და კარდალაში ჩაუძა-
ხოს; მაგრამ თუ ხეზე ოქროს ციყვს იპოვის, მაშინ თავის ლორდს წა-
უცუნცულებს, თუ არადა, ინანებს.
– მე ციყვი არ ვარ, – შეუტია არიამ.
– ხარ, – გაიცინა მწვანეწვერამ, – პატარა ოქროს ციყვი ხარ,
რომელიც ელვალორდის სანახავად მიდის, სურს ეს თუ არა, მაინც.
ის იტყვის, რა გიყოთ. ნაძლევს ვარ, უკან, შენს ქალბატონ-დედას-
თან გაგგზავნის, ზუსტად ისე, როგორც შენ გინდა.
ტომ შვიდსიმამ კვერი დაუკრა.
– დიახ, ლორდი ბერიკი ეგრე იქცევა ხოლმე. შენც სამართლია-
ნად მოგექცევა, აი, ნახავ, თუ არა.
ლორდი ბერიკ დონდარიონი. არიას გაახსენდა, რაც კი ჰარენ-
ჰალში გაეგონა ლანისტერებისგან თუ სისხლიანი ჯამბაზებისგან.
ტყის მოჩვენება ლორდი ბერიკი.
325
ლორდი ბერიკი, რომელიც მოკლა ვარგო ჰოუთმა, მანამდე –
სერ ამორი ლორჩმა და ორჯერ კიდევ – მთაკაცმა. სახლში თუ არ
გამგზავნის, იქნებ მეც მოვკლა. – რატომ უნდა ვნახო ლორდი ბერი-
კი? – იკითხა წყნარად.
– კეთილშობილი ტყვეები მასთან მიგვყავს ხოლმე.
ტყვე. არიამ სუნთქვა შეიკავა, რომ დაწყნარებულიყო. დამდგა-
რი წყალივით მშვიდი. ცხენებზე შემსხდარ ავაზაკებს გადახედა და
ცხენს თავი შემოუბრუნა. ახლა კი გველივით სწრაფად, გაიფიქრა,
როდესაც თავის ცხენს გვერდებში ქუსლები შემოსცხო. ზუსტად
მწვანეწვერასა და ჯეკ იღბლიანას შორის გასხლტა და გენდრის გა-
ოგნებულ სახეს მოჰკრა თვალი, როდესაც მისი ფაშატი გვერდზე
გახტა და გზიდან ჩამოეცალა. მერე კი თავდავიწყებით მიქროდა
ტრიალ ველზე.
ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი – ახ-
ლა სულერთი იყო. რივერანისკენ გზას მერეც გაიგნებდა, ამათ რომ
დაუძვრებოდა ხელიდან. არია უნაგირზე დაიხარა და ცხენი გააჭენა.
უკან დარჩენილი ავაზაკები იგინებოდნენ და არიას დაბრუნდიო, უყ-
ვიროდნენ. ძახილს არად აგდებდა, მაგრამ უკან რომ მიიხედა, და-
ინახა, რომ ოთხნი დაედევნენ: ენგაი, ჰარვინი და მწვანეწვერა
გვერდიგვერდ მოქროდნენ, ლიმი კი ცოტათი ჩამორჩენოდათ, გა-
მოჭენებულს ფართო ყვითელი მოსასხამი უფრიალებდა.
– ირემივით ჩქარა, – უთხრა ცხენს, – გაიქეცი ახლა, გაიქეცი!
არია ლეგა მინდორზე მიქროდა, წელამდე ბალახსა და ხმელი
ფოთლების გროვებში, რომლებიც ირეოდა და იფანტებოდა, როდე-
საც ცხენს ზედ გადააჭენებდა.
ხელმარცხნივ ტყეს ხედავდა. იქ შემიძლია, მდევარს დავეკარგო.
მინდორს ცალი მხრიდან მშრალი არხი ჩამოუდიოდა, მაგრამ არია

326
მას შეუჩერებლად გადაევლო და თელებს, ურთხელებსა და წიფ-
ლებს შორის შეიჭრა. სწრაფად გაიხედა მხარსუკან და დარწმუნდა,
რომ ენგაი და ჰარვინი ჯერაც ფეხდაფეხ მოსდევდნენ. მწვანეწვერა
ჩამორჩა, ლიმი კი საერთოდ აღარ ჩანდა.
– უფრო სწრაფად, – უთხრა ცხენს, – შეგიძლია, შენ შეგიძლია.
ორ თელას შორის ჩაიქროლა და არც შეჩერებულა, რომ ენახა,
რომელი მხრიდან ჰქონდათ ხავსი მოდებული. დამპალ მორს გადა-
ახტა და გარს შემოურბინა დალეწილი ტოტებით აჯაგრულ წაქცეულ
ხეს. ამას მცირე ფერდობზე არბენა და მეორე მხარეს დაშვება – შე-
ნელება და კვლავ სიჩქარის აკრეფა – მოჰყვა. ცხენის ნალებმა კა-
ჟის ფილებს ნაპერწკლები დააყრევინა. წვერზე რომ ააღწია, ისევ
უკან გაიხედა. ჰარვინი ენგაის წინ ჩასდგომოდა, თუმცა ორივე თავ-
დაუზოგავად მოქროდა. მწვანეწვერა, როგორც ჩანს, უიმედოდ ჩა-
მორჩა.
გზა ღელემ გადაუღობა. არია შხაპუნით დაუყვა სველი, ყომრა-
ლი ფოთლებით შეხუთულ ნაკადს. რამდენიმე ფოთოლი ცხენს ფე-
ხებზე აეკრა, მეორე მხარეს რომ ავიდნენ. აქ ხეების ქვეშ ნაზარდი
ბუჩქნარი უფრო ხშირი იყო, მიწიდან კი იმდენი ფესვი და ქვა ამოჩ-
რილიყო, რომ ძალაუნებურად სვლა შეანელა, მაგრამ, რამდენადაც
ბედავდა, მაინც მიერეკებოდა ცხენს. წინ ისევ ბორცვი დახვდა, ამჯე-
რად უფრო ციცაბო. ისევ აიარა, ისევ დაეშვა მეორე მხარეს. ნეტავ,
რამხელაა ეს ტყე? იცოდა, რომ მდევარზე უფრო სწრაფი ცხენი ჰყავ-
და, რუს ბოლტონის ერთ-ერთი საუკეთესო მერანი მოიტაცა ჰარენ-
ჰალის თავლებიდან, მაგრამ ასეთ ადგილებში მისი სისწრაფე ვერ
გამოადგებოდა. ისევ ველზე უნდა გავიდე. გზა უნდა მოვნახო. ამის
ნაცვლად ნადირის ბილიკს მიაგნო. ვიწრო და უსწორმასწორო იყო,
მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. ჭენებით გაუყვა, სახეში ტოტები ეტ-
ყლაშუნებოდა. ერთი ჩაჩზე გამოედო და უკან დაქაჩა, და წამით
327
ეგონა, მდევარი წამომეწიაო. ბუჩქებიდან მისი გადარეული ჭენებით
დამფრთხალი მელაკუდა გამოხტა. ნადირის ბილიკმა მეორე ღე-
ლესთან გაიყვანა. თუ იგივე იყო? წრეზე ხომ არ შემობრუნდა? ამის
გარკვევის დრო არ იყო, მის უკან ხეებში ლიწინით მომავალი ცხე-
ნების ხმა ესმოდა. სახეს ეკლები უკაწრავდნენ, იმ კატების მსგავ-
სად, მეფის საბიჯელში რომ დასდევდა ხოლმე. თხმელის ტოტები-
დან ბეღურები აიშალნენ. მაგრამ აქ ხეები შეთხელდა და უცებ ისევ
გამოვარდა ტყიდან. წინ სველი, ბალახით და ველური თავთავებით
დაფარული ფართო, სწორი მინდორი გადაეშალა. არიამ ისევ გა-
აჭენა ცხენი. გაიქეცი, გაიფიქრა, რივერანისკენ გაიქეცი, შინ გაიქე-
ცი. ჩამოიტოვა მდევარი? სწრაფად მიიხედა და ჰარვინი დაინახა, ექ-
ვსი იარდით უკან მოჰყვებოდა და ეწეოდა. არა, გაიფიქრა არიამ,
არა, ის ამას არ იზამს, ეს უსამართლობაა.
ორივე ცხენი გაქაფული იყო, ორივეს ძალა ეცლებოდა, როცა
ჰარვინი გაუსწორდა, გადაიზნიქა და აღვირზე უტაცა ხელი. არია უკ-
ვე თავადაც ქოშინებდა. იცოდა, რომ წააგო.
– ცხენს ნამდვილი ჩრდილოელივით აჭენებ, მილედი, – უთხრა
ჰარვინმა, როცა ორივე ცხენი შეაჩერა, – შენი მამიდაც ასე იყო. ლე-
დი ლიანა. მაგრამ, ხომ გახსოვს მამაჩემი მეჯინიბეთუხუცესი იყო.
არიამ წყენით სავსე მზერა შეაგება.
– მეგონა, მამაჩემს ემსახურებოდი.
– ლორდი ედარდი მოკვდა, მილედი. ახლა მე ელვა-ლორდს ვე-
კუთვნი, და ჩემს ძმებს.
– რომელ ძმებს? – როგორც არიას ახსოვდა, ბებერ ჰალენს სხვა
ძეები არ ჰყოლია, – ენგაის, ლიმს, ტომ შვიდას, ჯეკს და მწვანეწვე-
რას, ყველას. შენი ძმა რობისთვის ავი არ გვინდა, მილედი... მაგრამ
მისთვის არ ვიბრძვით. მას თავისი ჯარი ჰყავს და ბევრმა დიდებულ-
მა ლორდმა მოუყარა მუხლი. უბრალო ხალხს ჩვენ მეტი არავინ
328
დარჩა, – მან დაკვირვებით შეხედა, – თუ გესმის, რასაც გეუბნები?
– კი, – კარგად გაიგო, რომ ჰარვინი რობს არ ემსახურებოდა. და
რომ თვითონ მისი ტყვე იყო. ღვეზელასთან უნდა დავრჩენილიყავი.
შეიძლებოდა, პატარა ნავი გვეშოვა და რივერანამდე მიგვეცურა.
ჯობდა, ისევ წიწილა ყოფილიყო. წიწილას არავინ აიყვანდა ტყვედ,
არც ნენს, არც ქრცვინს, არც ობოლ ბიჭს, არის. მგელი ვიყავი, გა-
იფიქრა არიამ, ახლა კი ისევ ერთი შტერი პატარა ლედი ვარ.
– ახლა წყნარად წამომყვები უკან, – ჰკითხა ჰარვინმა, – თუ გაგ-
კოჭო და ცხენზე გადაკიდებული წაგიღო?
– წყნარად წამოგყვები, – მიუგო არიამ ბღვერით. ჯერჯერობით.

სემუელი

სემმა სლუკუნით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს ბოლოა, სულ


ბოლო, მეტს ვეღარ ვივლი, ვეღარ. მაგრამ ფეხი მაინც დაიძრა. ჯერ
ერთი, მერე მეორე. ნაბიჯი გადადგეს, კიდევ ნაბიჯი, და სემმა გა-
იფიქრა: ეს ჩემი ფეხები არაა, ვიღაც სხვისია, ვიღაც სხვა მიდის, ეს
მე ვერ ვიქნები. დაბლა რომ დაიხედავდა, არჩევდა, როგორ მიბარ-
ბაცებდნენ თოვლში ეს უფორმო, მოუქნელი რაღაცები. შავი ჩექმე-
ბი მქონდაო, თითქოს გაახსენდა, მაგრამ გარშემო თოვლი შემოეკ-
რათ და ახლა უფორმო თეთრი ბურთები გახდნენ. ყინულისგან გა-
კეთებული ორი ოჩოფეხი.
ეს თოვა ხომ არასოდეს გადაიღებს. უკვე მუხლზემოთ იდო და
წვივებზე თოვლი თეთრი აბჯარივით შეჰყინვოდა. ფეხებს მიათრევ-
და, ბარბაცებდა. მძიმე ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდა, რაღაც სა-
ზარელ კუზიანს ამგვანებდა. და დაქანცული იყო, მთლად ღონეგა-
მოცლილი. ვეღარ ვივლი, შემიწყალოს დედამ, აღარ შემიძლია.
ყოველ მეოთხე თუ მეხუთე ნაბიჯზე ხმლის სარტყლის ამოქაჩვა
329
უწევდა. ხმალი მუშტზე დაკარგა, მაგრამ ქარქაში ქამარს მაინც დაბ-
ლა უჩაჩავდა. ორი მახვილი მაინც ჰქონდა: დრაკონის მინის დაშნა,
ჯონმა რომ მისცა, და ფოლადის დანა, ხორცს რომლითაც ჭრიდა
ხოლმე. ძლივს მიათრევდა მთელ ამ სიმძიმეს, მუცელი კი იმხელა
და ისეთი მრგვალი ჰქონდა, ამოქაჩვა რომ დავიწყებოდა, ქამარი
ჩაცურდებოდა და კოჭებში გაებლანდებოდა, რაც უნდა მჭიდროდ
ეცადა შემოჭერა. ერთხელ სცადა, მუცლის ზემოთ შემოერტყა, მაგ-
რამ მაშინ ლამის იღლიებამდე აუვიდა. გრენი კინაღამ სიცილით
დაიხრჩო, ეს რომ დაინახა, მწუხარე ედმა კი უთხრა:
– ერთ კაცს ვიცნობდი, ხმალი კისერზე ჯაჭვით ჰქონდა ჩამოკი-
დებული, შენსავით. ერთხელ წაბორძიკდა და ტარი ცხვირში შეერ-
ჭო.
სემიც ბორძიკობდა. თოვლში ქვები და ფესვები იმალებოდა,
ზოგჯერ – გაყინულ მიწაში გაჩენილი ღრმა ხვრელები. შავმა ბერ-
ნარმა ერთში ჩააბიჯა და ფეხი მოიტეხა სამი დღის წინ, ან იქნებ ოთ-
ხი, ან... მართლა არ იცოდა, რამდენი ხანი იყო გასული. ლორდ-მე-
თაურმა ამის მერე ბერნარი ცხენზე შესვა.
სემმა სლუკუნით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. ეჩვენებოდა, რომ
ეცემოდა, კი არ მიაბიჯებდა, დაუსრულებლად ეცემოდა და ეცემო-
და, მაგრამ მიწაზე არასოდეს ვარდებოდა, უბრალოდ წინ ეცემოდა
და ეცემოდა. უნდა გავჩერდე, ძალიან მტკივა ყველაფერი. ძალიან
მცივა და ძალიან დაღლილი ვარ, დაძინება მჭირდება, სულ ცოტა
ხნით დაძინება ცეცხლის პირას, და ერთი ლუკმა ისეთი საჭმელი, გა-
ყინული რომ არ იქნება. მაგრამ, რომ გაჩერდეს, მოკვდება. ეს იცო-
და. ეს კარგად იცოდა ყველამ, რავდენიც დარჩნენ. მუშტიდან რომ
გამოიქცნენ, ორმოცდაათნი იყვნენ, იქნებ მეტიც. მაგრამ ზოგს
თოვლში გზა დაებნა, რამდენიმე დაჭრილი სისხლისგან დაიცა-
ლა,... და სემს ზოგჯერ ყვირილი ესმოდა ხოლმე უკნიდან, ზურგის
330
მცველების მხრიდან, ერთხელ საზარელი კივილიც გაიგონა. მაშინ
იყო, რომ გაიქცა, ოცი თუ ოცდაათი იარ. დი გაირბინა, რაც შეეძლო,
ჩქარა და შორს ირბინა, ნახევრადგაყინული ფეხებით მიკვალავდა
თოვლს. აქამდე ჯერ კიდევ ირბენდა, ფეხებში ღონე რომ შერჩენო-
და, ჩვენ უკან არიან, ჯერ კიდევ კვალში გვიდგანან, სათითაოდ
გვიგდებენ ხელში. სლუკუნით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. იმდენი
ხანი იყო, სციოდა, რომ უკვე დავიწყებოდა კიდეც, გათბობა რას ნიშ-
ნავდა. სამი წყვილი წინდა ეცვა, ცხვრის მატყლის ორმაგი ტუნიკის
ქვეშ სხეულს საცვლების ორი ფენა უფარავდა, ამაზე კი სქელი, და-
ლიანდაგებული ქურთუკი შემოეცვა, რომელიც ჯაჭვის პერანგის ცივ
ფოლადს არიდებდა. ჯაჭვზე ფართო იალმაგი ეცვა, მერე – სამფენა
მოსასხამი, რომელიც ნიკაპთან მჭიდროდ ჰქონდა შებნეული ძვლის
ღილით. მისი ჩაჩი შუბლზე ეფხატებოდა. თხელ შალისა და ტყავის
ხელთათმანებზე ზემოდან სქელი ბეწვის საფუხრები წამოეცვა, სა-
ხის ქვედა ნაწილზე ხილაბანდი მოეხვია და ჩაჩის ქვეშ მატყლის-
სარჩულიანი, მჭიდროდ მომდგარი ქუდიც ეხურა, ყურების შესამა-
ლად. და მაინც, სიცივე მთელ სხეულში ჰქონდა გამჯდარი. განსა-
კუთრებით ფეხის თითები ეყინებოდა. ახლა ტერფებს ვერც კი
გრძნობდა, მაგრამ გუშინ ისე სტკიოდა, რომ დგომაც კი უჭირდა,
არათუ სიარული. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ლამის იყო, ეყვი-
რა. ეს გუშინ ხდებოდა? არ ახსოვდა. მუშტის მერე არ სძინებია, თვა-
ლიც არ მოუხუჭავს მას მერე, რაც საყვირმა დასჭექა. თუ სიარული-
სას არ ჩათვლიმა. შეიძლება, კაცს ეძინოს და თან იაროს? სემმა ეს
არ იცოდა, ან დავიწყებოდა.
სლუკუნით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი. მის გარშემო თოვლი
ბრუნავდა. ის ხან თეთრი ციდან ცვიოდა, ხან – შავი ციდან, მაგრამ
სხვა მხრივ დღე და ღამე არ გაირჩეოდა. თოვლი მხრებზე მეორე მო-
სასხამივით ჰქონდა მოსხმული, სქლად იდო მის ზურგზე მოგდებულ
331
ფუთაზეც და კიდევ უფრო ამძიმებდა, უფრო ძნელად სატარებელს
ხდიდა. უსაშველოდ სტკიოდა წელი, თითქოს ვიღაცამ დანა ჩასცა
და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ჭრილობაში უტრიალებდა. ჯაჭვის
სიმძიმისგან მხრები გაშეშებოდა. რას არ მისცემდა, ოღონდ კი გა-
ეძრო ეს ჯაჭვი, მაგრამ ეშინოდა. ესეც რომ არა, მის მოსაშორებლად
მოსასხამი და იალმაგიც უნდა გაეძრო, მაშინ კი სიცივე მოუღებდა
ბოლოს.
ნეტავ, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი... მაგრამ არ იყო, და ნატ-
ვრას რა აზრი ჰქონდა. სემი სუსტი იყო, თანაც მსუქანი, ისე უსაშვე-
ლოდ მსუქანი, რომ საკუთარ წონასაც ძლივს მიათრევდა, ჯაჭვი კი
საერთოდაც დაუძლეველი ტვირთი იყო მისთვის. ასე ეგონა, მხრებს
მიხეხავსო, თითქოს არც ყოფილა ქსოვილის ფენები ფოლადსა და
კანს შორის. ერთადერთი, რაც შეეძლო, ეს ტირილი იყო, და რომ
ტიროდა, ცრემლები ლოყებზე ეყინებოდა. სლუკუნით გადადგა კი-
დევ ერთი ნაბიჯი. იქ, სადაც ფეხს ადგამდა, თოვლის ქერქი ჩატეხი-
ლი ხვდებოდა, თორემ ალბათ საერთოდ ვერ დაიძვრებოდა. მარ-
ცხნივაც და მარჯვნივაც, ცოტა მოშორებით, მდუმარე ხეებს შორის
დროდადრო კრთოდა ჩირაღდნების შუქი, ბარდნაში ბუნდოვან ნა-
რინჯისფერ ორეოლებს რომ დამსგავსებოდა. როცა თავს აბრუნებ-
და, სემი ხედავდა მათ, უხმოდ რომ მისრიალებდნენ ტყეში, წინ და
უკან, ზემოთ-ქვემოთ ცახცახებდნენ. ბებერი დათვის ცეცხლის
წრეო, ახსენებდა თავს, და ვაი მას, ვინც წრეს დატოვებს. რომ მიდი-
ოდა, წინ წასულ ჩირაღდნებს მისდევდა, მაგრამ მათაც ჰქონდათ
ფეხები, უფრო გრძელი, უფრო ღონიერი, და სემი მათ ვერასოდეს
დაეწეოდა.
გუშინ ივედრებოდა, ერთი მეჩირაღდნე მე ვიქნებიო, იმის მიუხე-
დავად, რომ მაშინ კოლონის კიდეში უნდა ევლო, სიბნელესთან ახ-

332
ლოს. ცეცხლი სწყუროდა, ცეცხლს ნატრობდა. ცეცხლი რომ მქონო-
და, არ შემცივდებოდა. მაგრამ ვიღაცამ შეახსენა, რომ თავდაპირ-
ველად მას ჰქონდა ჩირაღდანი, ოღონდ თოვლში ჩააგდო და ცეც-
ხლი ჩაუქრა. სემს არ ახსოვდა, როგორ გააგდო ჩირაღდანი, მაგრამ
ალბათ მართალს ეუბნებოდნენ. ძალიან სუსტი იყო, მკლავს გაშვე-
რილს დიდხანს ვერ დაიჭერდა. ედმა შეახსენა ჩირაღდნის ამბავი
თუ გრენმა? არც ეს ახსოვდა. სქელი, სუსტი და არაფრის მაქნისი,
ახლა უკვე ტვინიც მომეყინა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ხილაბანდი კი მოიხვია ცხვირ-პირზე, მაგრამ ახლა ის ცინგლე-
ბით ჰქონდა დაფარული და ისე გახევებოდა, სემი შიშობდა, ალბათ
სახეზე მიმეყინაო. სუნთქვაც კი ჭირდა, ჰაერი კი ისეთი ცივი იყო,
რომ მისი ჩაყლაპვა სტკენდა.
– შემიწყალოს დედამ, – ბუტბუტებდა ჩუმი, ხეშეში ხმით გაყინუ-
ლი ნიღბის ქვეშ, – შემიწყალოს დედამ. შემიწყალოს დედამ. შემიწ-
ყალოს დედამ, – ყოველი ვედრებისას თითო ნაბიჯს დგამდა, თოვ-
ლში მიათრევდა ფეხებს, – შემიწყალოს დედამ. შემიწყალოს დე-
დამ. შემიწყალოს დედამ.
მისი საკუთარი დედა აქედან ათასობით ლიგის იქით იყო, უსაფ-
რთხოდ იჯდა რქის მთის ციხეში სემის დებთან და უმცროს ძმა დი-
კონთან ერთად. ზეციური დედის მსგავსად, ვერც ის გაიგებს ჩემს
ხმას. დედა ძალმოსილი იყო, ამას ამბობდა ყველა სეპტონი, მაგრამ
კედლის მიღმა შვიდთა ძალა არ გააჩნდათ. აქ ძველი ღმერთები
მბრძანებლობდნენ, ხეების, მგლების და თოვლის უსახელო ღმერ-
თები. – შემიწყალეთ, – დაიჩურჩულა სემმა, მიმართავდა ყველას,
ვინც კი შეისმენდა მის ვედრებას, სულერთია, ძველი ღმერთი იქნე-
ბოდა იგი თუ ახალი, ან თუნდაც დემონი, – ო, შემიწყალეთ. შემიწ-
ყალეთ. შემიწყალეთ.
შეწყალებას მასლინიც ითხოვდა. ახლა უცბად რატომ გაახსენდა
333
იგი? სულ არ უნდოდა, ასეთი რამ ხსომებოდა. მასლინმა უკან და-
იხია, ხმალი გააგდო, ევედრებოდა, ნებდებოდა, თავისი სქელი შავი
ხელთათმანიც კი წაიძრო და მაღლა შემართა, თითქოს აბჯრის სა-
ფუხარი ყოფილიყო. ჯერ კიდევ შეწყალებას ითხოვდა, როდესაც მო-
არულმა მკვდარმა ყელში ხელი წაავლო და ისე ასწია ჰაერში, ლა-
მის თავი წააგლიჯა. მკვდრისთვის უცხოა სიბრალულის გრძნობა,
ხოლო სხვები... არა, ამაზე არ უნდა ვიფიქრო, ნუ ფიქრობ, ნუ გახ-
სოვს, მხოლოდ იარე, იარე, იარე.
სლუკუნით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი.
თოვლის ქერქის ქვეშ ჩამალულ ფესვს ფეხი წამოსდო, წაიბორ-
ძიკა და მძიმედ დაეცა ცალ მუხლზე, ისე მაგრად, რომ ენა მოიკვნი-
ტა. პირში სისხლის გრძნობდა, მუშტის მერე ასე თბილი არც არაფე-
რი გაესინჯა. ეს აღსასრულია, ფიქრა სემმა. ახლა, რაკი დაეცა,
ასადგომად ძალა ალბათ არ ეყოფოდა. ხის ტოტს ჩაებღაუჭა, წა-
მოდგომა სცადა, მაგრამ გახევებული ფეხები ვერ იჭერდნენ. ჯაჭვი
მეტისმეტად მძიმე იყო, თვითონ კი – მეტისმეტად სქელი, მეტისმე-
ტად სუსტი, მეტისმეტად დაღლილი.
– ფეხზე ადექი, გოჭო, – შეუღრინა ვიღაცამ და გვერდით ჩაუარა,
მაგრამ სემმა მას ყური არ უგდო. უბრალოდ, ჩავწვები თოვლში და
თვალებს დავხუჭავ, არც ისე ცუდი იქნება, აქ თუ მოვკვდი. ალბათ
ამაზე მეტად ვეღარ შესცივდებოდა, ცოტა ხანში კი ვეღარც წელის
ტკივილს იგრძნობდა, ვერც ბეჭების საზარელ ტეხვას, ისევე, რო-
გორც უკვე ვერ გრძნობდა ფეხებს. პირველი მკვდარი არ ვიქნები,
ჩემზე ამას ვერ იტყვიან. მუშტზე ასობით დაიხოცნენ, მის გარშემო
ყველგან ხალხი იხოცებოდა, და მას მერეც დაიხოცა მათი ხალხი,
სემმა თავად ნახა. ცახცახით გაუშვა ხეს ხელი და თოვლში ჩაეშვა.
იცოდა, თოვლი სველი და ცივი იყო, მაგრამ ამდენი სამოსის ქვეშ

334
ამას თითქმის ვერ გრძნობდა. აჰყურებდა გაცრეცილ, თეთრ ცას, სა-
იდანაც ფიფქები ცვიოდა და ეფინებოდა მუცელზე, მკერდზე, ქუთუ-
თოებზე. თოვლი სქელი თეთრი საბანივით დამფარავს. თოვლის
ქვეშ ეთბილება, და თუ ვინმე გამიხსენებს, იტყვიან, რომ ღამის ებ-
გურის მებრძოლად მოვკვდი. ვალი ავასრულე. ვერავინ იტყვის,
რომ ფიცი გავტეხე. სქელი ვარ, სუსტი ვარ და მხდალი ვარ, მაგრამ
ვალი ავასრულე.
მისი საქმე ყორნები იყო. ამიტომ წამოიყვანეს თან. არ უნდოდა
წამოსვლა, თქვა კიდევაც, რომ არ უნდოდა, ისიც ყველას უთხრა, რა
მხდალი ვინმეც ბრძანდებოდა. მაგრამ მაისტერი აემონი ძალიან ბე-
ბერი იყო და თანაც ბრმა, ამიტომ მოუწიათ, ყორნების მოსავლე-
ლად სემი გაეგზავნათ. მუშტზე რომ დაბანაკდნენ, ლორდ-მეთაურმა
ბრძანება მისცა.
– შენ მებრძოლი არ ხარ. ეს ორივემ კარგად ვიცით, ბიჭო. თუ
მოხდა და თავს დაგვესხნენ, არც იფიქრო, ვინმეს საწინააღმდეგო
უმტკიცო. ფეხებში მოგვედები და მეტი არაფერი. შენ წერილი უნდა
გაგზავნო. და, იცოდე, ჩემთან არ მოირბინო საკითხავად, წერილში
რა ეწეროსო. შენ თვითონ დაწერე და ერთი ფრინველი ციხეშავში
გაუშვი, მეორე – ბინდის კოშკში, – ბებერმა დათვმა თათმანიანი თი-
თი სემს სახეში მიაშვირა, – არ მენაღვლება, ისეც რომ შეგეშინდეს,
რომ ქვეშ ჩაისვარო, არ მენაღვლება, ასობით ველურიც რომ მოძ-
ვრებოდეს კედელზე და შენი სისხლი სწყუროდეთ, შენ იმ ფრინვე-
ლებს მაინც გაგზავნი. თორემ, ვფიცავ, შვიდივე ჯოჯოხეთში დაგძებ-
ნი და განანებ, – მორმონტის ყორანმა კი ზემოთ-ქვემოთ დაიქნია
თავი და აყრანტალდა: – განანებ, განანებ.
სემი ნანობდა. ნანობდა, რომ არ იყო უფრო მამაცი, უფრო ძლი-
ერი, რომ არ შეეძლო ხმალაობა, რომ უკეთესი ძმა არ გამოდგა დი-
კონისთვის და გოგონებისთვის. ენანებოდა, რომ მოკვდებოდა,
335
თუმცა მუშტზე უკეთესი მეომრებიც დაეცნენ, ძლიერები და შეუპოვ-
რები, მასავით მოწრუწუნე ბიჭები კი არა. ჯოჯოხეთში ბებერი დათ-
ვის შიში მაინც აღარ ექნებოდა. გავუშვი ფრინველები. ეს მაინც გა-
ვაკეთე, როგორც საჭირო იყო. მან წერილები წინდაწინ დაწერა,
მოკლე, უბრალო ბარათები, რომელიც პირველკაცთა მუშტზე თავ-
დასხმას იტყობინებოდა, მერე კი საიმედოდ შეინახა თავის პერგა-
მენტის აბგაში, იმ იმედით, რომ მათი გაგზავნა არასოდეს დასჭირ-
დებოდა. საყვირებმა რომ დასჭექეს, სემს ეძინა. თავიდან იფიქრა,
მათი ხმა დამესიზმრაო, მაგრამ, თვალები რომ გაახილა, დაინახა,
რომ ბანაკს ათოვდა, შავი ძმები მშვილდებს და შუბებს იღებდნენ და
წრიული კედლისკენ გარბოდნენ. ახლოს მხოლოდ ჩეტი იდგა, მაის-
ტერ აემონის ძველი მნე, მუწუკებიანი სახე რომ ჰქონდა, კისერზე კი
დიდი ცხიმგროვა ამობურცვოდა. სემს არასოდეს ენახა კაცის სახეზე
ისეთი შიში, ჩეტს რომ შენიშნა, როცა ხეებს შორის კვნესით გამოიჭ-
რა ის მესამე დაყვირება. – მომეხმარე, ფრინველები გავუშვა, – შე-
ევედრა სემი, მაგრამ ყოფილი მნე შებრუნდა და გაიქცა, ხელში გა-
შიშვლებული ხანჯალი ეჭირა. ძაღლები ჰყავს მისახედიო, გაახსენ-
და სემს. შეიძლება, ლორდ-მეთაურს მისთვისაც აქვს მიცემული რა-
მე ბრძანება.
ხელთათმანში თითებს ძლივს ამოძრავებდა და შიშით და სიცი-
ვით ერთნაირად აცახცახებდა, მაგრამ პერგამენტების აბგა იპოვა
და თავისი დაწერილი წერილები ამოაძვრინა. ყორნები ყურისწამ-
ღებად ჩხაოდნენ და, ციხეშავის გალია რომ გააღო, ერთი სახეში შე-
მოაფრინდა. კიდევ ორი გაექცა, სანამ სემი ერთის შეპყრობას მო-
ახერხებდა, და მანაც ისე ჩაუნისკარტა, რომ ხელთათმნის ქვეშ ხე-
ლიდან სისხლი ადინა. მაგრამ პერგამენტის პატარა გრაგნილის
შებმა როგორღაც მაინც მოახერხა. საომარი საყვირი უკვე დადუმე-

336
ბულიყო, მაგრამ მუშტზე ხმამაღალი ბრძანებები ისმოდა და ფოლა-
დის ზრიალი იდგა.
– გაფრინდი! – შესძახა სემმა და ყორანი ჰაერში შეაგდო.
ბინდის კოშკის გალიაში ყორნები ისე გადარეულები გაჰკიოდ-
ნენ და აწყდებოდნენ გალიას, რომ სემს კარის გაღების ეშინოდა,
მაგრამ თავი დაძლია და გააღო. ამჯერად გარეთ გამომსხლტარი
პირველივე ყორანი დაიჭირა. წუთის მერე ფრინველი უკვე ცისკენ
აიჭრა ფიფქებს შორის, თან შეტევის ამბავი მიჰქონდა.
რაც ევალებოდა, შესრულებული იყო. ამის მერე ბოლომდე შე-
იმოსა მოუქნელი, დამფრთხალი თითებით; ქუდი დაიფხატა, იალმა-
გი და ჩაჩიანი მოსასხამი ჩაიცვა და ხმლის ქამარიც შემოირტყა,
მართლაც მჭიდროდ შემოირტყა, რომ არ ჩავარდნოდა. მერე ბარ-
გის ფუთა იპოვა და მთელი თავისი ნივთები შიგ ჩაყარა: სათადარი-
გო საცვლები და მშრალი წინდები, დრაკონის მინის ისრისპირები
და შუბის პირი, ჯონმა რომ მისცა, მისივე ნაჩუქარი ძველი საყვირი,
თავისი პერგამენტები, მელნები და კალმები, თავისი ხელით დახა-
ტული რუკები და ქვასავით მაგარი ნივრიანი ძეხვი, კედლიდან მო-
ყოლებული რომ ინახავდა. ყველაფერი შეკრა და ფუთა ზურგზე მო-
იგდო. გაახსენდა, ლორდ-მეთაურმა მითხრა, ქვის ზღუდეს ნუ მიაწ-
ყდები დასაცავადო, მაგრამ არც მასთან არ უნდა მიმერბინა. ღრმად
ჩაისუნთქა და მიხვდა, რომ არ იცოდა, ამის მერე რაღა ექნა. ახსოვს,
თავგზააბნეული რომ ბრუნავდა წრეზე და, როგორც ყოველთვის,
უფრო და უფრო იპყრობდა შიში. ძაღლები ყეფდნენ და ცხენები ხმა-
მაღლა ჭიხვინებ. დნენ, მაგრამ თოვლი ხმებს ახშობდა და გეგონე-
ბოდა, ეს ყველაფერი შორიდან მოისმოდა. სემი სამი იარდის იქით
უკვე ვერაფერს ხედავდა, იმ ჩირაღდნებსაც კი ვერ არჩევდა, მთის
წვერზე მოვლებული ქვიანი ზღუდის გასწვრივ რომ ენთოთ. შეიძლე-
ბო. და, ჩირაღდნები ჩამქრალიყო? ამაზე ფიქრი თავზარს სცემდა.
337
საყვირმა სამჯერ გრძლად დასჭექა, სამი გრძელი ჩაბერვა სხვების
მოსვლას მოასწავებდა. მოასწავებ. და ტყის თეთრ მავალებს, ცივ
აჩრდილებს, ზღაპრებიდან გამოსულ საშინელებებს, რომელთა ამ-
ბების მოსმენაზეც ბავშვობაში შიშით აცახცახებდა, გოლიათურ ყი-
ნულის ობობებზე შემსხდარებს, სისხლს მოწყურებულებს...
მოუქნელად ამოზიდა ხმალი, ხელში დაიპყრო და მძიმედ გაბაჯ-
ბაჯდა თოვაში, გვერდით ყეფით ჩაურბინა ძაღლმა და რამდენიმე
ბინდისკოშკელი დაინახა – დიდი, წვერიანი კაცები, ტაბარებით და
რვაფუტიანი შუბებით რომ იყვნენ შეიარაღებული, მათ გვერდით
თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა, ამიტომაც უკან გაჰყვა კედ-
ლამდე. როდესაც დაინახა, რომ ქვის წრის თავზე ჯერაც ენთო ჩი-
რაღდნები, შვებით აცახცახდა.
შავ ძმებს ხმლები და შუბები მომარჯვებული ჰქონდათ, ჩამოცვე-
ნილ ფიფქებს უცქერდნენ, იცდიდნენ. გვერდით ჩაუარათ სერ მალა-
დორ ლოკმა, თავზე დაფიფქული მუზარადი ეხურა. სემი სხვებზე
კარგა უკან იდგა, გრენს ან მწუხარე ედს ეძებდა. ახსოვდა, როგორ
გაიფიქრა, თუ უნდა მოვკვდე, მეგობრების გვერდით მაინც მოვ-
კვდეო. მაგრამ გარშემო ვისაც ხედავდა, არავის იცნობდა: ეს ბინ-
დისკოშკელი მეომრები იყვნენ, მათ მეთაურ აეშაგს ბლეინი ერქვა.
– აგერ, მოდიან, – გაიგონა ერთ-ერთი ძმის ნათქვამი.
– მოარგე, – თქვა ბლეინმა, ოცი შავი ისარი ამოიღეს კაპარჭე-
ბიდან და ამდენსავე ლარს მოარგეს.
– შეგვიწყალონ ღმერთებმა, ასობით არიან, – ჩუმად წარმოთქვა
ვიღაცამ. – მოზიდე, – თქვა ბლეინმა, და დაუმატა, – გეჭიროთ.
სემი ვერ ხედავდა, ვინ მოდიოდა, და არც უნდოდა დანახვა. ღა-
მის ებგურის მეომრები მათი ჩირაღდნების უკან იდგნენ, მოზიდული
მშვილდები ეჭირათ, იმ ბნელ, სრიალა ფერდობზე კი რაღაც ამო-
დიოდა თოვაში.
338
– გეჭიროთ, – თქვა ისევ ბლეინმა, – გეჭიროთ, გეჭიროთ, – და
მერე: – გაუშვი! ისრები ჩურჩულით გაფრინდნენ.
კანტიკუნტად გაისმა ზღუდესთან მდგარი მეომრების ყიჟინა,
მაგრამ ხმები მალევე მიწყდა.
– არ ჩერდებიან, მილორდ, – უთხრა ბლეინს მშვილდოსანმა, და
მეორემაც დაი ძახა: – კიდევ! იქით გაიხედეთ, ხეებიდან გამოდიან,
– და სხვამაც დაამატა: – გვიწყალონ ღმერთებმა, ეგე, მოძვრებიან.
ლამის აქ არიან, ჩვენამდე მოატანეს! სემი ამ დროს უკვე უკან იხევ-
და და ცახცახებდა, როგორც ხეზე შერჩენილი უკანასკნელი ფოთო-
ლი ქარის წამოქროლებაზე. სიცივით და შიშით თანაბრად თრთო-
და. იმ ღამით ძალიან ციოდა. ახლანდელზე უფრო მეტადაც. თოვლი
ლამის თბილია. ახლა უკეთ ვარ. ცოტა დასვენება მინდა. შეიძლება,
ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბო და ისევ შევძლო სიარული. ცოტა ხან-
ში.
თავთან ცხენმა ჩაუარა: ბანჯგვლიან რუხ ცხოველს ფაფარში
თოვლი ეყარა, ფლოქვებზე კი ყინული გადაჰკვროდა. სემი უცქერ-
და, როგორ მიუახლოვდა იგი, როგორ გასცილდა. თოვის ფარდი-
დან ახლა მეორე გამოჩნდა, მას შაოსანი კაცი მოუძღოდა. გზად
სემს რომ გადააწყდა, შეუკურთხა და ცხენი გარს შემოატარა. ნეტავ,
ცხენი მყავდესო, გაიფიქრა. ცხენი რომ მყოლოდა, ვივლიდი. ვიჯდე-
ბოდი და უნაგირზე ცოტას კიდევაც ჩავთვლემდი. მაგრამ ცხენების
უმრავლესობა მუშტზე დაკარგეს, იმათ კი, რომლებიც დარჩენო-
დათ, მათ საკვებს, ჩირაღდნებსა და დაჭრილებს მოეზიდებოდნენ.
სემი დაჭრილი არ იყო. მხოლოდ სქელი და სუსტი იყო, და ყველაზე
დიდი მშიშარა მთელ შვიდ სამეფოში.
ისეთი მხდალი იყო! ლორდი რანდილი, მამამისი, ყოველთვის
ამას ამბობდა, და ვერ შეედავებოდი. სემი მის მემკვიდრედ დაიბადა,

339
მაგრამ ვერ ივარგა, ამიტომაც მამამ იგი კედელზე გაგზავნა. მის უმ-
ცროს ძმა დიკონს ერგება ტარლის მამულები და ციხე, ორლესული
გულთამსვრელიც, რომელიც ქვის მთის ლორდებს ამაყად ერტყათ
წელზე საუკუნეების განმავლობაში. გაიფიქრა, ნეტავ, დიკონი
ცრემლს თუ დაღვრის სადღაც თოვლებში, სადღაც ქვეყნიერების კი-
დის მიღმა დაღუპულ ძმაზეო. ან რატომ იტირებდა? მხდალი კაცი რა
დასატირებელია. ასჯერ გაუგონია, მამამისი დედას ამას რომ ეუბნე-
ბოდა. ეს ბებერმა დათვმაც კარგად იცოდა.
– ისრებს ცეცხლი წაუკიდეთ! – ღრიალებდა იმ ღამით მუშტზე
ლორდ-მეთაური, როდესაც უეცრად გამოჩნდა, ცხენზე ამხედრებუ-
ლი, – ცეცხლი ესროლეთ! – მაშინღა შენიშნა იქვე მდგარი აცახცა-
ხებული სემი, – ტარლი! გასწი აქედან! შენი ადგილი ყორნებთანაა!
– მე... მე... წერილები გავგზავნე.
– კარგია, – და მორმონტის მხარზე მჯდარმა ყორანმაც ჩამოსძა-
ხა: – კარგია, კარგია.
ქურქით და აბჯრით მოსილი ლორდ-მეთაური უზარმაზარი ჩან-
და. მუზარადის შავი რკინის ცხაურის მიღმა შეუპოვრად უკვესავდა
თვალები.
– აქ ყველას ფეხებში ედები. გასწი ისევ შენს გალიებთან. კიდევ
თუ დამჭირდა წერილის გაგზავნა, არ მინდა, საძებნელი გამიხდე.
მიხედე, ფრინველები მზად გყავდეს, – პასუხისთვის არ დაუცდია,
ცხენი მოაბრუნა და ჩორთით დაჰყვა ზღუდეს, – ცეცხლი!
ცეცხლი ესროლეთ!
სემს ორჯერ თქმა არ სჭირდებოდა. მაშინვე ფრინველებს მიაშუ-
რა, ჩქარობდა, არ ზოგავდა თავის სქელ ფეხებს. წერილი წინასწარ
უნდა დავწეროო, გაიფიქრა, რომ ფრინველი დაუყოვნებლივ გავუშ-
ვათ, როგორც კი დაგვჭირდებაო. ჩვეულებრივზე დიდი ხანი მოან-

340
დომა პაწია კოცონის ანთებას, გაყინული მელნის შესათბობად. მე-
რე ცეცხლის გვერდით ქვაზე ჩამოჯდა და წერას შეუდგა.
თოვლსა და სიცივეში დაგვესხნენ თავს, მაგრამ ცეცხლოვანი ის-
რებით მოვიგე. რიეთ, წერდა სემი და ყურში ჩაესმოდა თორენ
სმოლვუდის მჭექარე „მოარგე, მოზიდე, გაუშვი“. გაფრენილი ისრე-
ბის ხმა დედის ლოცვასავით საამო სასმენი იყო, – დაიწვი, მკვდარო
ნაბიჭვარო, დაიწვი! – წაიმღერა დაივენმა და ჩაიცინა. ძმები ყიჟი-
ნას სცემდნენ და იგინებოდნენ. ყველა უსაფრთხოდ ვართ, დაწერა.
ჯერ კიდევ პირველკაცთა მუშტზე ვიმყოფებით. სემს დიდი იმედი
ჰქონდა, რომ ყველანი მასზე უკეთესი მოისრები იყვნენ.
ეს წერილი გვერდით გადადო და ახალი სუფთა პერგამენტი
აიღო. ჯერ კიდევ ვიბრძვით მუშტზე, მძიმედ ბარდნის, დაწერა სემმა
და ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა: – მაინც მოდიან!
უცნობია, ბრძოლა რით დამთავრდება, მიაწერა წერილს.
– შუბები, – თქვა ვიღაცამ. შეიძლება, სერ მალადორი იყო, მაგ-
რამ სემი დარწმუნებით ვერ იტყოდა. მოარულმა მკვდრებმა შემოგ-
ვიტიეს მუშტზე, თოვაში, დაწერა ისევ, მაგრამ ცეცხლით მოვიგერი-
ეთ ისინი. თავი მიატრიალა. ბარდნაში მხოლოდ შუა ბანაკში დან-
თებულ უზარმაზარ კოცონს ხედავდა, მის გარშემო მხედრები ირე-
ოდნენ. ეს რეზერვიაო, მიხვდა, მზად არიან, ცხენდაცხენ დაატყდნენ
ყველაფერს, რაც კი ზღუდეს გამოარღვევს. ხმლების ნაცვლად ჩი-
რაღდნებით შეიარაღებულიყვნენ და კოცონის ალზე უკიდებდნენ.
ყოველი მხრიდან მოარული მკვდრები გვახვევია, დაწერა სემმა,
როდესაც ჩრდილოეთის მხრიდან მოესმა ყვირილი. ერთდროულად
გვიტევენ სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. შუბები და ხმლები ვე-
რას აკლებთ, მხოლოდ ცეცხლი აჩერებთ. – გაუშვი, გაუშვი, გაუშვი!
– გაჰკიოდა ხმა ღამეში, და სხვა ხმამ იყვირა: – ეს რამოდენაა! – და

341
მესამე გამოეხმაურა: – გოლიათი! – მეოთხემ კი დაიჟინა: – დათ-
ვია, დათვი!
ცხენმა იყვირა, ძაღლები აღავღავდნენ და ისეთი ალიაქოთი ატ-
ყდა, რომ სემი სიტყვებს ვეღარ არჩევდა. უფრო სწრაფად წერდა, ბა-
რათს ბარათზე ავსებდა. მკვდარი ველურები და გოლიათი, ან იქნებ
დათვი, გვიტევენ, ყოველი მხრიდან. გაიგონა ფოლადის ხეზე დაჯა-
ხების ხმა, რაც მხოლოდ ერთს მოასწავებდა. მკვდრები ქვის ზღუდეს
გადმოვიდნენ. ბანაკის შიგნით იბრძვიან. თორმეტმა ამხედრებულ-
მა ძმამ გვერდით ჩაუქროლა, აღმოსავლეთ კედლისკენ მიქროდ-
ნენ, ხელში ყველას ალმოდებული მუგუზალი ეჭირა. ლორდ-მეთაუ-
რი მორმონტი მათ ცეცხლით დახვდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ვიმარ-
ჯვებთ. ჩვენს პოზიციას ვინარჩუნებთ. მტრის რიგებში გზას ვიკა-
ფავთ და კედლისკენ მივემართებით. მუშტზე ვართ გამომწყვდეუ-
ლები და სასტიკად გვიტევენ.
ერთი ბინდისკოშკელი ბარბაცით გამოვიდა სიბნელიდან და სე-
მის ფეხებთან დაეცა. სანამ მოკვდებოდა, ცეცხლთან ახლოს მი-
ფორთხდა. წავაგეთ, დაწერა სემმა, ბრძოლა წაგებულია. ყველანი
წაგებული ვართ. რატომ უნდა ახსოვდეს ბრძოლა მუშტზე? არ უნდო-
და, ხსომებოდა. ოღონდ ეს არა. ცდილობდა, გაეხსენებინა დედა,
უმცროსი დაიკო ტალა, ან ის გოგო, გილი, კრასტერის სიმაგრეში.
ვიღაცას ხელი ჩაევლო მხარზე და ანჯღრევდა.
– ადექი, – უთხრა ხმამ, – სემ, არ შეიძლება, აქ დაიძინო. ადექი
და იარე. არ მეძინა, ვიხსენებდი.
– წადი, – უთხრა, მისი სიტყვები ცივ ჰაერში იყინებოდა, – კარ-
გად ვარ. მინდა, დავისვენო.
– ადე, – გრენის ხმაა, უხეში და ჩახლეჩილი. სემს თავზე დას-
დგომოდა, შავ სამოსზე თოვლი ჰქონდა შეყინული.
– არავითარი დასვენებაო, ბებერმა დათვმა. ასე მოკვდები.
342
– გრენ, – სემს გაეღიმა, – არა, მართლა, აქ კარგად ვარ. შენ წა-
დი. ცოტას კიდევ დავისვენებ და დაგეწევით.
– ვერ დაგვეწევი, – გრენს პირის გარშემო ხშირ ყავისფერ წვერ-
ზე ყინული ჰქონდა მოდებული. ეს ბერიკაცს ამგვანებდა, – გაიყინე-
ბი, ან სხვები ჩაგიგდებენ ხელში. სემ, ადე!
სემს გაახსენდა, კედლიდან წამოსვლის წინა ღამით პიპი თავი-
სებურად რომ დასცინოდა გრენს, ეუბნებოდა, საუკეთესო აეშაგი იქ-
ნები, იმიტომ, რომ ისეთი შტერი ხარ, ვერაფერი შეგაშინებსო. გრე-
ნი ცხარედ უარყოფდა, როგორ ვერ შემაშინებსო, სანამ მიხვდებო-
და, პიპი რას ამბობდა. ჯმუხი, სქელკისერა და ღონიერი იყო – სერ
ალისერ თორნიმ მას „კამეჩი“ შეარქვა, ისე, როგორც სემს „სერ
გოჭს“ ეძახდა, ჯონს კი „ლორდ სნოუს“. მაგრამ სემს გრენი ყოველ-
თვის კარგად ექცეოდა. თუმცა ეს მხოლოდ ჯონის დამსახურება იყო.
ჯონი რომ არა, ჩემთან არავინ იმეგობრებდა. ახლა კი ჯონი წავიდა,
ზუზუნა უღელტეხილზე დაიკარგა ქორინ ნახევარხელასთან ერთად,
ალბათ მოკვდა. სემი დაიტირებდა მკვდარ მეგობარს, მაგრამ მის-
თვის დაღვრილი ცრემლებიც ყინულად იქცეოდა. ახლა თვალებს
ლამის ვეღარც ახელდა.
მათ გვერდით ჩირაღდნიანი მაღალი ძმა შეჩერდა და ერთი სა-
უცხოო წამით სემმა სახეზე ცეცხლის სითბო იგრძნო.
– შეეშვი, – უთხრა კაცმა გრენს, – თუ ვერ მოდის, წასულია მაგის
საქმე. ძალები შენთვის შეინახე, გრენ.
– ადგება, – მიუგო გრენმა, – მხოლოდ ხელის შეშველება უნდა.
კაცმა გზა განაგრძო, სანატრელი სითბოც თან გაიყოლა. გრენმა
სემის წამოყენება სცადა.
– მტკივა, – დაიჩივლა სემმა, – გაჩერდი. გრენ, ხელს მტკენ. გა-
ჩე.
– ძაან საზიზღრად მძიმე ხარ, – გრენმა სემს იღლიებში შეუყარა
343
ხელები, მოქაჩა და ფეხზე დააყენა. მაგრამ, როგორც კი ხელი უშვა,
სქელი ბიჭი ისევ თოვლში ჩაჯდა. გრენმა წიხლი მისცხო, კარგა გემ-
რიელმა დარტყმამ ჩექმაზე აკრული თოვლი შემოამსხვრია და გარ-
შემო გაფანტა, – ადე! ისევ მიარტყა, – ადე და იარე! უნდა წამოხვი-
დე. სემი გვერდზე გადაიქცა, წიხლებისგან თავდასაცავად მოიკუნ-
ტა. ამდენი შალის, ტყავის და ჯაჭვის ქვეშ დარტყმებს თითქმის ვერ
გრძნობდა, მაგრამ მაინც სწყინდა. მე გრენი ჩემი მეგობარი მეგონა.
მეგობარს წიხლი არ უნდა დაარტყა. თავს რატომ არ გამანებებენ?
დასვენება მინდა, სხვა არაფერი, დასვენება და ცოტა წაძინება, და
შეიძლება, ცოტათი მოკვდომაც.
– ჩირაღდანს თუ გამომართმევ, სქელ ბიჭს მე წამოვიღებ.
უეცრად სემი ცივ ჰაერში აიჭრა, მოსწყდა თავის ძვირფას, რბილ
თოვლს; მიწის ზემოთ ცურავდა. მუხლებქვეშ მკლავი ჰქონდა ამო-
დებული, მეორე მკლავს მისი. ზურგი ეჭირა. სემმა თავი ასწია და
თვალები დაახამხამა. სულ ახლოს სახე დალანდა – ფართო და უხე-
ში სახე, ბრტყელი ცხვირი, წვრილი მუქი თვალები და ჯაგარა. ყავის-
ფერი წვერი. ეს სახე ადრეც ენახა, მაგრამ დრო დასჭირდა, სანამ გა-
იხსენებდა. პოლი. პატარა პოლი. ჩირაღდნის სიმხურვალით დამ-
დნარი თოვლი თვალებში ჩასდინდა.
– შეგიძლია, ატარო? – გაიგონა გრენის შეკითხვა.
– ერთხელ მოზვერი ვატარე, ამაზე მძიმე იყო. დედამისს მივუყ-
ვანე, ძუძუ რომ მოეწოვა.
სემს პატარა პოლის გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე თავი უხტოდა.
– მორჩი, – ჩაიბურტყუნა უღონოდ, – დამსვი. ბავშვი კი არ ვარ.
ღამის ებგურის მებრძოლი ვარ, – სემი ატირდა, – მაცალეთ სიკვდი-
ლი.
– დაწყნარდი, სემ, – უთხრა გრენმა, – ძალები დაზოგე. შენს

344
დებზე და ძმაზე იფიქრე. მაისტერ აემონზე. შენს საყვარელ საჭმელ-
ზე. იმღერე, თუ გინდა. – ხმამაღლა?
– შენთვის.
სემმა ასობით სიმღერა იცოდა, მაგრამ ახლა ვერცერთი ვერ გა-
იხსენა. თავიდან ყველა სიტყვა გამოებერტყა. ისევ წამოისლუკუნა
და თქვა:
– არცერთი სიმღერა არ ვიცი, გრენ. ვიცოდი, მაგრამ ახლა
აღარ.
– კი იცი, – მიუგო გრენმა, – „დათვი და ტურფა ასული“ არ იცი?
ეგ ყველამ იცის. დათვი იყო ერთი, დათვი, დათვი! მურა დათვი, ბან-
ჯგვლიანი დათვი!
– არა, ეგ არა, – შეევედრა სემი. იმ დათვს, მუშტზე რომ ამოვიდა,
გახრწნილ სხეულზე ბანჯგვლები საერთოდ არ შერჩენოდა. დათვებ-
ზე ფიქრიც არ უნდოდა, – არ მინდა სიმღერა. გთხოვ, გრენ.
– მაშინ შენს ყორნებზე იფიქრე.
– ისინი ჩემები არ იყვნენ, – ლორდ-მეთაურის ყორნები იყვნენ,
ღამის ებგურის ყორნები, – ისინი ციხეშავს და ბინდის კოშკს ეკუთ-
ვნოდნენ.
პატარა პოლმა შუბლი შეიკრა.
– ჩეტმა მითხრა, ბებერი დათვის ყორანი შენი იყოსო, აი, ის, რო-
მელიც ლაპარაკობს. მისთვის საჭმელიც მოვაგროვე და ყველაფე-
რი, – მან თავი გაიქნია, – მაგრამ დამავიწყდა. საჭმელი იქვე დავ-
ტოვე, სადაც დავმალე.
მან მძიმედ გასწია წინ, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას პირიდან
თეთრი სუნთქვა ამოსდიოდა. მერე უცებ იკითხა:
– შეიძლება, ერთი შენი ყორანი ავიყვანო? ერთადერთი. ლარკს
არასოდეს შევაჭმევინებ.

345
– გაფრინდნენ, – მიუგო სემმა, – სამწუხაროდ. ახლა უკან, კედ-
ლისკენ მიფრინავენ. მან ფრინველები გაათავისუფლა, როდესაც
ისევ გაიგონა საყვირის ხმა, რომელიც ღამის ებგურს ამხედრებას
უბრძანებდა. ორი მოკლე და ერთი გრძელი ჩაბერვა ამხედრების
მოწოდება იყო. მაგრამ ცხენებზე მაშინ უნდა შემსხდარიყვნენ, თუ
მუშტს ტოვებდნენ, ეს კი ნიშნავდა, რომ ბრძოლა წააგეს. შიში ისე
ეძგერა, რომ სემმა გალიების გახსნის გარდა სხვა ვერაფერი მო-
ახერხა. მხოლოდ მერე, ცაში აჭრილ ბოლო ყორანს რომ უცქერდა,
მიხვდა, რომ არცერთი ახალდაწერილი ბარათი არ გაუგზავნია. –
არა, – დაიწრიპინა თავზარდაცემულმა, – ო, არა, არა!
თოვლი ბარდნიდა და ბუკები ჭექდა. აჰუუ, აჰუუ, აჰუუუუუუუუუ,
გაჰყვიროდნენ ისინი, ცხენებზე, ცხენებზე, ცხენებზე! სემმა დაინახა,
რომ ორი ყორანი ლოდზე შემოჯდა, და მათკენ გაქანდა, მაგრამ
ფრინველები ზანტად გაფრთხიალდნენ აბუქებულ თოვლში, გა-
ეცალნენ. სემმა ერთს მისდია, საკუთარი ამონასუნთქი სქელ ღრუბ-
ლად ედებოდა სახეზე; წაბორძიკდა და აღმოაჩინა, რომ ქვის ზღუ-
დეს ათიოდ ფუტიღა აშორებდა.
ამის მერე... ახსოვდა, ქვებზე როგორ გადმოდიოდნენ მკვდრები,
სახეში და ყელში გაჩრილი ისრებით. ზოგი შეაბჯრული იყო, ზოგი –
ლამის შიშველი... უმეტესობა ველურები იყვნენ, მაგრამ რამდენი-
მეს გამოხუნებული შავი ტანსაცმელი ეცვა. ახსოვდა, ერთმა ბინ-
დისკოშკელმა მოარულ მკვდარს უფერულ, რბილ მუცელში შუბი აძ-
გერა და ზურგში გაატანა, მაგრამ მას სიარული არ შეუწყვეტია, შუ-
ბის ტარს მოჰყვა, გამოიწოდა თავისი შავი ხელები და ძმას თავი შე-
მოუტრიალა ისე, რომ პირიდან სისხლი წასკდა. სემი ლამის დარ-
წმუნებული იყო, რომ პირველად მაშინ ჩაისველა. არ ახსოვდა, რო-
გორ გამორბოდა, მაგრამ ალბათ გაიქცა, რადგან, გონს რომ მოვი-
და, ნახევარი ბანაკის მოშორებით იდგა ცეცხლთან, ბებერ სერ
346
ოტინ ვაითერსთან და რამდენიმე მშვილდოსანთან ერთად. სერ
ოტინი თოვლში დაჩოქილიყო და გარშემო ალიაქოთს აკვირდებო-
და, სანამ უმხედრო ცხენმა არ მოირბინა და სახეში წიხლი არ ჩას-
ცხო. მშვილდოსნებს მისთვის ზედ არ შეუხედავთ, ბნელში მორიალე
აჩრდილებს ცეცხლოვან ისრებს უშენდნენ. სემმა დაინახა, როგორ
მოხვდა ისარი ერთ მკვდარს, როგორ მოედო ცეცხლი, მაგრამ მას
უკან მოჰყვებოდა ათობით სხვა ლანდი და უზარმაზარი თეთრი სხე-
ული, რაც ალბათ დათვი უნდა ყოფილიყო, ხოლო მშვილდოსნებს
სულ მალე ისრები გაუთავდათ.
მერე კი სემმა აღმოაჩინა, რომ ცხენზე იჯდა. ეს არ იყო მისი ცხე-
ნი, არც ის ახსოვდა, როგორ შეჯდა. შეიძლება, ის ცხენი იყო, სერ
ოტინს სახე რომ ჩაულეწა. ბუკები ჯერაც ჭექდნენ, სემმა ცხენს ქუს-
ლები შემოჰკრა და ხმისკენ მიაბრუნა.
ამ არეულობაში, ქაოსსა და თოვაში მან იპოვა მწუხარე ედი,
ცხენზე იჯდა და შუბზე უბრალო შავი დროშა ეგო.
– სემ, – უთხრა, რომ დაინახა, – არ შეგიძლია, გამაღვიძო? სა-
შინელი კოშმარი მესიზმრება.
მეტი და მეტი მეომარი ჯდებოდა ცხენებზე. მათ საომარი საყვი-
რები უხმობდა. – დასავლეთის კედლის იქით არიან, მილორდ, –
დაუყვირა თორენ სმოლმუდმა ბებერ დათვს, თან ცხენის დაოკებას
ცდილობდა, – რეზერვს გავგზავნი... – არა! – მორმონტს მთელი ძა-
ლით უნდა ეღრიალა, ბუკების ხმაში მისი სიტყვები რომ გაეგოთ, –
უკან მოუხმე, უნდა გავაღწიოთ, – უზანგებზე წამოიმართა, შავი მო.
სასხამი ქარში უფრიალებდა, მის აბჯარზე ცეცხლი ირეკლებოდა, –
შუბისპირი – დაიღრიალა, – სოლად დაეწყვეთ, მივდივართ. სამ-
ხრეთ ფერდზე ვეშვებით, მერე – აღმოსავლეთისკენ!
– მილორდ, სამხრეთის ფერდზე მოდებულები არიან!
– სხვები ძალიან ციცაბოა, – უთხრა მორმონტმა, – ჩვენ უნდა...
347
მისი ცხენი გამკივანი ჭიხვინით აიყალყა და მხედარი ლამის
გადმოაგდო, თოვლიდან დათვი რომ გამობაჯბაჯდა. სემმა ისევ ჩა-
ისველა. არ მეგონა, რამე შერჩენილი თუ მქონდა. დათვი მკვდარი
იყო, უფერული და გახრწნილი, ბალანი და ტყავი ჩამოლპობოდა,
მარჯვენა ტორი კი ძვლამდე დასწვოდა, მაგრამ მაინც წინ მოიწევდა.
მხოლოდ თვალები ჰქონდა ცოცხალი. კაშკაშა ლურჯი თვალები,
როგორც ჯონი ჰყვებოდა. გაყინული ვარსკვლავებივით უკაშკაშებ-
და. თორენ სმოლვუდმა შეუტია, ორლესული ნარინჯისფრად და
წითლად უელავდა ცეცხლის შუქზე. ერთი მოქნევით დათვს ლამის
თავი წააცალა. მერე კი დათვმა წააწყვიტა მას თავი. – წინ! – დაიყ-
ვირა ლორდ-მეთაურმა და შებრუნდა.
ზღუდეს ჭენებით მიაღწიეს. ადრე სემს ყოველთვის ეშინოდა ცხე-
ნის გადახტუნების, მაგრამ, როდესაც მათ წინ დაბალი ქვის კედელი
გაილანდა, მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ცხენს ქუსლები შემოს-
ცხო, თვალები დახუჭა და ასლუკუნდა, და ცხენმა ზღუდეზე გადაიტა-
ნა, როგორღაც, როგორღაც, ცხენმა ზღუდეზე გადაიტანა. მის მარ-
ჯვნივ მხედარი მიწას დაენარცხა ფოლადის, ტყავის და აკივლებული
ცხენის სხეულის გროვად, წაქცეულს მკვდრები დაეხვივნენ და
მხედრების სოლი ისევ შეიკრა. ჭენებით ჩაიღვარნენ ფერდობზე, გა-
მოწვდილი შავი ხელების, მოგიზგიზე ლურჯი თვალების და დატრია-
ლებული თოვლის კორიანტელში. ცხენები ბორძიკობდნენ და ეცე-
მოდნენ, მეომრები უნაგირებიდან ცვიოდნენ, ჰაერში ჩირაღდნები
ტრიალებდნენ, ტაბარები და ხმლები მკვდარ სხეულებს ჩეხდნენ, და
სემუელ ტარლი ქვითინებდა, სასოწარკვეთილი ეჭიდებოდა თავის
ცხენს იმგვარი ძალით, რომელიც არასოდეს ეგონა, რომ მოეპოვე-
ბოდა.
გაფრენილი შუბისპირის შუაში მიაჭენებდა ცხენს, ორივე მხრი-

348
დან ძმები ჩასდგომოდნენ, მის წინ და უკანაც ძმები იდგნენ. ერ-
თხანს მათთან ერთად ძაღლიც მირბოდა, თოვლიან ფერდობზე მიხ-
ტოდა ცხენებს შორის ან მათ გვერდით, მაგრამ ბოლომდე ვერ მის-
დიათ. მოარულ მკვდრებს ცხენდაცხენ აწყდებოდნენ, ფლოქვებით
თელავდნენ, მაგრამ ისინი მაინც ეტანებოდნენ ხმლებს, უზანგებს,
ცხენების ფეხებს. სემმა დაინახა, ერთმა როგორ გამოფატრა ცხენი
მარჯვენა ხელით, მარცხენით კი ამასობაში უნაგირზე ეკიდა.
უცებ გარშემო ხეები შემოეჯარა და სემმა ყინულმოდებულ მდი-
ნარეზე გადაიშხაპუნა, უკან კი ხოცვა-ჟლეტის ხმები მინელდა. შვე-
ბით სუნთქვაშეკრულმა უკან მიიხედა... ამ დროს შაოსანი კაცი გა-
მოხტა ბუჩქებიდან და სემი უნაგირიდან დაითრია, – ვინ იყო, სემმა
ვერც დაინახა, – წამში მოევლო უნაგირს და გაქროლდა. დადევნება
რომ სცადა, ფეხები ფესვებში გაეხლართა, სახით დაელეწა მიწას და
ასე დარჩა, ბალღივით აქვითინებული, სანამ მწუხარე ედმა არ იპო-
ვა.
პირველკაცთა მუშტიდან ბოლო ამის ხსოვნა შემორჩა. მერე, სა-
ათების შემდგომ, იგი აცახცახებული იდგა სხვა გადარჩენილთა შო-
რის, რომელთაგან ნახევარი ცხენით იყო, ნახევარი – ქვეითად. ამ
დროს მუშტს უკვე რამდენიმე მილით დასცილებოდნენ, თუმცა სემს
არ ახსოვს, როგორ. დაივენმა ხუთი სასაპალნე ცხენი წამოიყვანა
გორაკიდან, ისინი მძიმედ იყვნენ დატვირთული საკვებით, ნავთით
და ჩირაღდნებით, და სამი აქამდეც მოჰყოლოდა. ბებერმა დათვმა
ტვირთი გადაანაწილა, რათა რომელიმე ერთი ცხენის დაკარგვა
ნაკლები ზარალი ყოფილიყო. ჯანსაღი მეომრები ჩამოაქვეითა,
ცხენებზე დაჭრილები შესვა, მწკრივი მოაწყო და გვერდების და
ზურგის დასაცავად მეჩირაღდნეები დააყენა. უნდა ვიარო, მეტი არა-
ფერი, უთხრა სემმა თავისთავს, როდესაც შინისკენ პირველი ნაბი-
ჯები გადადგა. მაგრამ ერთი საათიც არ გასულიყო, რომ ბორძიკი
349
და ჩამორჩენა დაიწყო...
ხედავდა, ახლაც უკან რჩებოდნენ. ახსოვდა, როგორ უთხრა ერ-
თხელ პიპმა, მთელ ებგურში ყველაზე ღონიერი კაცი პატარა პო-
ლიაო. ალბათ ასეცაა, რაკი მე მატარებს. და მაინც, თოვლი უფრო
და უფრო ღრმავდებოდა, მიწა უფრო უსწორმასწორო ხდებოდა, პო-
ლი კი სულ უფრო მოკლე ნაბიჯებს ადგამდა. მეტი და მეტი ცხენოსა-
ნი უსწრებდათ, დაჭრილი მხედრები სემს უაზრო, უინტერესო თვა-
ლებით შესცქეროდნენ. რამდენიმე მეჩირაღდნემაც ჩაუარათ.
– უკან რჩებით, – უთხრა მათ ერთმა. მეორეც დაეთანხმა.
– არავინ დაგიცდის, პოლ. დაუტოვე გოჭი მკვდრებს.
– დამპირდა, ჩიტს მოგცემო, – თქვა პატარა პოლმა, თუმცა სემი
არ დაჰპირებია, მართლა არა. ჩემი არ არის და, როგორ მივცემ. –
მოლაპარაკე ჩიტი მინდა, ხელიდან ფეტვს რომ ვაჭმევ, ისეთი.
– წყეული სულელი, – თქვა მეჩირაღდნემ და წავიდა.
ამის მერე ცოტა ხანში გრენი ერთბაშად შეჩერდა.
– მარტოები ვართ, – თქვა ხრინწიანი ხმით, – სხვა ჩირაღდნებს
ვერ ვხედავ. ეს ზურგის მცველი იყო?
პატარა პოლმა არ იცოდა. ზორბა კაცმა ამოიხვნეშა და მუხლებ-
ზე დაეცა. მკლავები უცახცახებდა, სემი ფრთხილად რომ დაუშვა
თოვლზე.
– ვეღარ გატარებ. წაგიყვანდი, მაგრამ აღარ შემიძლია, – ერ-
თიანად აძაგძაგებდა. ხეებში ქარმა დაიკვნესა, სახეში თოვლი შე-
აფრქვიათ. ისე ციოდა, სემს ეგონა, შიშველი ვარო. თვალით ჩირაღ-
დნებს დაუწყო ძებნა, მაგრამ გამქრალიყო, ყველა გაუჩინარებული-
ყო. მხოლოდ ერთი დარჩა, ის, გრენს რომელიც მოჰქონდა, ალი
მკრთალ ნარინჯისფერ აბრეშუმად ეხვიათ თავს. მის მიღმა წყვდი-
ადი იყო ჩაწოლილი. ეს ჩირაღდანი მალე ჩაიწვება, გაიფიქრა სემ-

350
მა, ჩვენ კი მთლად მარტონი ვართ, უსაჭმელოდ, უმეგობროდ, უცეც-
ხლოდ.
მაგრამ ცდებოდა. მთლად მარტონი არ ყოფილან.
მაღალი, მწვანე გუშაგას ტოტებმა წყნარი, სველი ტყლაშუნით
დაიფერთხეს ტვირთი. გრენი შებრუნდა, ჩირაღდანი წინ გაიშვირა.
– ვინ მოდის?
წყვდიადიდან ცხენის თავი გამოვიდა. სემს წუთით გულზე მოეშ-
ვა, სანამ ცხენი მთლიანად არ დაინახა. თრთვილი შეყინული ოფ-
ლივით უბზინავდა ტანზე, გაფატრული მუცლიდან კი გაფიჩხული შა-
ვი შიგნეულობა დასთრევდა. ზურგზე ყინულივით გაფითრებული
მხედარი ეჯდა. სემმა ყელში ამოისლუკუნა. ისე იყო შეშინებული,
ისევ ჩაიფსამდა, მაგრამ სხეულში სიცივე გასჯდომოდა, ისეთ სასტიკ
სუსხს გაეთანგა, თითქოს საშარდე ბუშტიც ჩაჰყინვოდა. სხვა ნატი-
ფად ჩამოცურდა უნაგირიდან და თოვლზე დადგა. ხმალივით წერწე-
ტა და რძესავით თეთრი იყო. მისი აბჯარი მოძრაობისას ლივლივებ-
და და ფერს იცვლიდა, ფეხს კი ახალი თოვლის ქერქი არ ჩაუტეხავს.
პატარა პოლმა ზურგზე დაკრული გრძელტარა ტაბარი ჩამოიხ-
სნა.
– რას ერჩოდი მაგ ცხენს? ეგ მაუნის ცხენი იყო.
სემმა თავის ხმალს წაატანა ხელი, მაგრამ ქარქაში ცარიელი
დახვდა. მუშტზე დავკარგეო, გვიანღა გაახსენდა.
– გადი აქედან! – წინ წადგა გრენი, ჩირაღდანი მოსულისკენ
ჰქონდა გაშვერილი, – გადი, თორემ დაგწვავ! – ქმნილებას ალით
შეუტია.
სხვის ხმალი მკრთალი ცისფერი ნათლით ელვარებდა. იგი
გრენს მიუბრუნდა, ელვასავით სხარტად მოიქნია იარაღი. როდესაც
ყინულივით მოცისფრო პირმა ალი გაკვეთა, მკვეთრი ჭრიალი სემს
ნემსივით ეძგერა ყურში. ჩირაღდნის თავი გვერდით გადავარდა და
351
ღრმა ნამქერში გაუჩინარდა, ცეცხლი უმალ ჩაქრა. გრენს ხელში
მოკლე ხის ჯოხიღა შერჩა. მან ჯოხი გინებით ესროლა სხვას, პატარა
პოლი კი ტაბარით წინ გაიჭრა.
ძრწოლა, რომელიც მაშინ სემს დაეუფლა, ადრე განცდილ ყვე-
ლა შიშზე უფრო ძლიერი იყო, სემუელ ტარლის კი ყველანაირი შიში
ენახა.
– შემიწყალე, დედაო, – ტიროდა იგი, თავზარდაცემულს ძველი
ღმერთები სულ დავიწყნოდა, – დამიფარე, მამავ, ოჰ, ოჰ, – თითე-
ბით ხანჯალს წააწყდა ქამარზე და ხელში დაბღუჯა. მოარული
მკვდრები ნელი, მოუქნელი არსებები იყვნენ, მაგრამ სხვა ქარს
აყოლილი ფიფქივით მსუბუქად იძვროდა. პოლის ტაბარს გაეცალა
აბჯრის ლივლივით; ბროლის ხმალი შემოატრიალა და ძალდაუტა-
ნებლად შეასრიალა პოლის ჯაჭვის რკინის რგოლებში, ტყავსა და
შალში, ძვალსა და ხორცში. წვერი ზურგიდან სისინით გამოეჩარა,
პოლმა ოჰო, თქვა და ტაბარი გაუვარდა. გამოჩრილ ხმალზე
სისხლს ორთქლი ასდიოდა, ზორბა კაცმა სცადა, მკვლელს ხელე-
ბით მისწვდომოდა და ლამის წაეტანა კიდევაც, სანამ დაეცემოდა.
მისმა წონამ სხვას ის უცნაური, მოელვარე ხმალი ხელიდან გააგდე-
ბინა.
მიდი ახლა! მორჩი ტირილს და იბრძოლე, შე აღუა! იბრძოლე,
მხდალო! ეს მამამისის ხმა იყო, ალისერ თორნის ხმა, მისი ძმა დი-
კონის და ბიჭი რასტის ხმა. მხდალო მხდალო, მხდალო. ისტერიკუ-
ლად ჩაიხითხითა, როდესაც გაიფიქრა, ნეტავ, ჩემგანაც მოარულ
მკვდარს თუ გააკეთებენო; უზარმაზარ სქელ თეთრ მკვდარს, რომე-
ლიც მუდამ ბორძიკობს საკუთარ მკვდარ ფეხებზე? მიდი, სემ. ჯონის
ხმა იყო? ჯონი მოკვდა. შეგიძლია ამის გაკეთება, შეგიძლია, მიდი.
და აი, სემი წინ გაბარბაცდა, სინამდვილეში უფრო ეცემოდა, ვიდრე

352
გარბოდა, თვალები დახუჭა და ორივე ხელით ბრმად აძგერა ხანჯა-
ლი თავის წინ. მოესმა ტკაცანი, კაცის ფეხქვეშ ჩამსხვრეული ყინუ-
ლის ხმას რომ ჰგავდა, და ისე ყურისწამღები ღრჭიალი, რომ სემი
უკან წაბორძიკდა, შეფუთულ – ყურებზე აიფარა ხელები და მაგრად
დაეცა უკანალზე.
თვალები რომ გაახილა, სხვას აბჯარი ნაკადულებად ეღვენთე-
ბოდა ფეხებზე, მკრთალი ცისფერი სისხლი კი სისინით, ორთქლის
ფრქვევით სდიოდა ყელში გაჩრილი დრაკონის მინის ხანჯლის ქვე-
შიდან. დანას ორი ძვლისფერი ხელი წაატანა ამოსაძრობად, მაგ-
რამ თითებზე, რომლითაც ობსიდიანს შეეხო, კვამლი აუვიდა. სემი
გვერდზე გადაგორდა, თვალები ფართოდ ჰქონდა დაჭყეტილი. სხვა
იჭმუჭნებოდა და იღვენთებოდა, ჰაერში იხსნებოდა. ოციოდ წამში
მისი სხეული განქარდა, მსუბუქ თეთრ ნისლად შეერია ტყეს. ახლა
მიწაზე იდო თითქოს რძისფერი მინით ჩამოსხმული თეთრი, მოელ-
ვარე ჩონჩხი, და ისიც დნებოდა. საბოლოოდ მხოლოდ დრა:
კონის მინის ხანჯალი დარჩა, რომელსაც ისე ასდიოდა ორთქლი,
თითქოს ცოცხალია და ოფლად იღვრებაო. გრენი მის ასაღებად და-
იხარა და მაშინვე ისევ გააგდო. – დედავ, რა ცივია!
– ობსიდიანი, – სემი გაჭირვებით წამოიმართა მუხლებზე, –
დრაკონის მინასაც ეძახიან. დრაკონის მინა. დრაკონის, – ახითხით-
და, ატირდა, ორად მოიკეცა და მთელი თავისი სიმამაცე თოვლზე
გადმოარწყია.
გრენმა სემი ფეხზე წამოაყენა, პატარა პოლს გულისცემა შე-
უმოწმა და თვალები დაუხუჭა, მერე ისევ ხანჯალს დასწვდა. ამჯე-
რად უკვე შეძლო მისი დაჭერა. – შენ გქონდეს, – უთხრა სემმა, –
შენ ჩემსავით მშიშარა არ ხარ.
– ისე მშიშარა ხარ, რომ სხვა მოკალი, – გრენმა დანით მიათი-
თა, – იქით გაიხედე, ხეებში. ვარდისფერი შუქი. განთიადია, სემ.
353
განთიადი. ესე იგი, აღმოსავლეთი იქითაა. იქით თუ წავალთ, მორ-
მონტს დავეწევით.
– როგორც იტყვი, – სემმა ჯერ მარცხენა ფეხი მიარტყა ხეს, თოვ-
ლი რომ ჩამოებერტყა, მერე მარჯვენა, – შევეცდები, – ნაბიჯი გა-
დადგა და დაიჯღანა, – ძალიან მოვინდომებ, – კიდევ ერთი ნაბიჯი
გადადგა.

ტირიონი

ლორდ ტაივინს ხელების ჯაჭვი ოქროსფრად უციმციმებდა ტუნი-


კის მუქ ღვინისფერ ხავერდზე. შემოსულს გარს ლორდი ტაირელი,
ლორდი რედვაინი და ლორდი როვანი შემოეხვივნენ. სათითაოდ
მიესალმა მათ, წყნარად გამოელაპარაკა ვარისს, არქისეპტონს ბე-
ჭედზე აკოცა, სერსეის – ლოყაზე, გრანდ-მაისტერ პაიცელს ხელი
ჩამოართვა და გრძელი მაგიდის თავში, მეფის ადგილზე დაჯდა, თა-
ვის ასულსა და ძმას შორის.
ტირიონი მაგიდის ბოლოში, პაიცელის ძველ ადგილზე იჯდა, ბა-
ლიშებით ამაღლებული სკამიდან მთელ მაგიდას კარგად ხედავდა.
უადგილოდ დარჩენილი პაიცელი სერსეის გვერდით გადაჯდა, ჯუ-
ჯისგან რაც შეიძლება შორს, ოღონდ ისე, რომ მთლად მეფის ად-
გილზეც არ დამჯდარიყო. გრანდ-მაისტერი მოხანხალე ჩონჩხად
ქცეულიყო, მძიმედ ეყრდნობოდა გრეხილ ხელჯოხს და სიარული-
სას ცახცახებდა. წაგრძელებული ქათმის კისრიდან, იქ, სადაც
ოდესღაც დიდებული თეთრი წვერი ეფინა, ახლა რამდენიმე ჭაღარა
ბუწუწი ამოსჩროდა. ტირიონი სინდისის ქენჯნის გარეშე უცქერდა.
დანარჩენებს ადგილების გამოძებნა თავად მოუხდათ. აქ იყვნენ
ლორდი მეის ტაირელი – მძიმე, ჩადგმული კაცი ხუჭუჭი ყავისფერი
თმითა და ნიჩბის ფორმის შეჭაღარავებული წვერით; არბორელი
354
პაქსტერ რედვაინი, ბეჭებში მოხრილი და გამხდარი, მელოტ თავზე
რკალად ჰქონდა შემოყოლებული სტაფილოსფერი თმის ბუსუსები;
მათის როვანი, ოქროს ტყის ლორდი, სუფთად გაპარსული, წარმო-
სადეგი და მუდამ ოფლად გაღვრილი; და არქისეპტონი, კაფანდარა
კაცი, ნიკაპზე მოდებული თხელი თეთრი წვერით. ძალიან ბევრი უც-
ხო სახეა, გაიფიქრა ტირიონმა, ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე. თა-
მაში გამოიცვალა, სანამ მე საწოლში ვლპებოდი, და წესებსაც არა-
ვინ ამიხსნის.
ო, დიახ, ლორდები საკმაოდ თავაზიანები იყვნენ, თუმცა ატყობ-
და, მისი დანახვისას რა უხერხულად გრძნობდნენ თავს.
– ის შენი ჯაჭვი ფრიად გონებამახვილური რამ იყო, – ხალისია-
ნად მოახსენა მეის ტაირელმა. ლორდმა რედვაინმაც კვერი დაუკ-
რა:
– ოღონდაც, ოღონდაც, ზენაბაღის მილორდი ჩვენს სათქმელ-
საც ამბობს, – ისიც ძალიან მხიარული ჩანდა.
ერთი ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც უთხარით ეგ, მწარედ გა-
იფიქრა ტირიონმა. უთხარით წყეულ მგოსნებს, რენლის აჩრდილზე
რომ მოჰყვებიან მღერას.
ბიძამისი კევანი ყველაზე გულითადად მოექცა, ლოყაზეც კი აკო-
ცა და უთხრა: – ლანსელმა მითხრა, რა მამაცი იყავი, ტირიონ. შენზე
ძალიან ბევრ კარგს ამბობს. ეგრე უჯობს, თორემ მეც მაქვს მასზე
სათქმელი რაღაც-რაღაცები. ტირიონმა ძალით გაიღიმა და თქვა:
– ჩემი კუზენი ძლიერ კეთილია. ჭრილობა ურჩება, იმედია?
სერ კევანი მოიღუშა.
– ერთ დღეს თუ მოღონიერდება, მეორე დღეს... უარესადაა
ხოლმე. შენი და ხშირად ნახულობს, რომ გაამხნევოს და ილოცოს
მისთვის.

355
მაგრამ რისთვის ლოცულობს, რომ იცოცხლოს თუ რომ მოკ-
ვდეს? სერსეიმ უსირცხვილოდ მოიხმარა მათი კუზენი, როგორც სა-
წოლში, ისე მის გარეთ. ქალს, უეჭველია, იმედი ჰქონდა, ამ პატარა
საიდუმლოს ლანსელი სამარეში ჩაიტანდა – ახლა, როცა მათი მამა
უკვე აქ იყო და ლანსელიც უკვე აღარაფერში სჭირდებოდა. მაგრამ
იმდენს იზამდა, რომ მოკლავდა კიდევაც? დღეს მისი მნახველი ვე-
რაფრით იტყოდა, რომ შეიძლებოდა, სერსეი ასეთი შეუბრალებელი
ყოფილიყო. თავად მომხიბვლელობის განსახიერება ჩანდა, ლორდ
ტაირელს ეარშიყებოდა ჯოფრის საქორწილო ლხინზე საუბრისას,
ლორდ რედვაინს ტყუპი ძეების სიჩაუქეს უქებდა, მოუხეშავ ლორდ
როვანს ხუმრობით და ღიმილით ულბობდა გულს, არქისეპტონს
რწმენაზე ეჟღურტულებოდა.
– ქორწილისთვის მზადებით დავიწყებთ? – იკითხა სერსეიმ,
ლორდი ტაივინი რომ დაჯდა.
– არა, – მიუგო მამამ, – ომით. ვარის.
საჭურისმა შემპარავად გაიღიმა.
– უნუგბარესი ამბები მაქვს თქვენთვის ყველასთვის, მილორდე-
ბო. გუშინ განთიადისას ჩვენი მამაცი ლორდი რანდილი რობეტ
გლოვერს წაადგა ბინდისველის მახლობლად და ზღვასთან მიიმ-
წყვდია. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები აქვს, მაგრამ საბოლო-
ოდ ჩვენმა ერთგულმა კაცმა გაიმარჯვა. ამბობენ, რომ სერ ჰელმან
ტოლჰარტი მკვდარია, ათასობით სხვა მტერთან ერთად. რობეტ
გლოვერი გადარჩენილებს უკან, ჰარენჰალისკენ მიუძღვის, მათ
რიგებში საშინელი არეულობაა და სულ არ ელიან, რომ გზად ქველ
სერ გრეგორს გადაეყრებიან.
– მადლობა ღმერთებს! – თქვა პაქსტერ რედვაინმა, – ეს მეფე
ჯოფრის დიდი გამარჯვებაა! ჯოფრი რაღა შუაშიაო, გაიფიქრა ტირი-
ონმა.
356
– და სავალალო დამარცხებაა ჩრდილოეთისთვის, ნამდვილად,
– განსაჯა ნეკამ, – მაგრამ მასში რობ სტარკს მონაწილეობა არ მი-
უღია. ჭაბუკი მგელი ჯერაც ბრძოლაში დაუმარცხებელია.
– რა არის ჩვენთვის ცნობილი სტარკის გეგმებსა და გადაადგი-
ლებებზე? – იკითხა მათის როვანმა, როგორც სჩვეოდა, მიკიბ-მო-
კიბვის გარეშე.
– უკან, რივერანში გაიქცა თავისი ალაფიანად, დასავლეთში
აღებული ციხეები მიატოვა, – გამოაცხადა ლორდმა ტაივინმა, –
ჩვენი კუზენი სერ დავენი მისი განსვენებული მამის ჯარის ნარჩენებს
ლანისპორტში კრებს. მზად რომ იქნებიან, იგი სერ ფორლის შეუერ-
თდება ოქროს ეშვზე. როგორც კი სტარკი ბიჭი ჩრდილოეთისკენ გა-
ემართება, სერ ფორლი და სერ დავენი რივერანისკენ დაეშვებიან.
– დარწმუნებული ხარ, რომ ლორდი სტარკი ჩრდილოეთისკენ
აპირებს წასვლას? – ჰკითხა ლორდმა როვანმა, – მოათ კაილინში
რომ რკინელები არიან, მაინც? აქ მაის ტაირელი ალაპარაკდა:
– განა არსებობს რამე უფრო უაზრო, ვიდრე სამეფოს გარეშე
დარჩენილი მეფეა? არა, ცხადია, ბიჭმა მდინარეთი უნდა დატოვოს,
თავისი ძალები ისევ რუს ბოლტონის ჯართან შეაერთოს და მოათ
კაილინს ისე დაატყდეს თავს. მე ასე ვიზამდი. ტირიონმა ამის გაგო-
ნებისას ენაზე იკბინა. რობ სტარკმა ერთ წელიწადში იმაზე მეტი
ბრძოლა მოიგო, ვიდრე ზენაბაღის ლორდს ოც წელიწადში მოეგო.
ტაირელის რეპუტაცია ემყარებოდა რობერტ ბარათეონზე ერთ სა-
თუო გამარჯვებას აშფორდთან, ბრძოლაში, რომელიც მეტწილად
ლორდ ტარლის მეწინავე რაზმმა მოიგო, ვიდრე მთავარი ჯარი მო-
უსწრებდა. გრიგალის კიდის ალყა, რომელსაც მართლაც მეის ტა-
ირელი მეთაურობდა, ერთ წელიწადს გაგრძელდა და შედეგი არ
ჰქონია, და სამკბილას ბრძოლის მერე ზენაბაღის ლორდმა მორჩი-
ლად დაუშვა თავისი დროშები ედარდ სტარკის წინაშე.
357
– რობ სტარკს მკაცრი წერილი უნდა მივწერო, – ამბობდა ნეკა,
– როგორც მე მესმის, მაგის ბოლტონს ჩემს სეფედარბაზში თხები
უყენია, ეს მართლაც რომ მეტისმეტია. სერ კევან ლანისტერმა ყელი
ჩაიწმინდა.
– რაც შეეხება სტარკებს... ბეილონ გრეიჯოიმ, რომელიც ახლა
თავს კუნძულებისა და ჩრდილოეთის მეფეს უწოდებს, წერილი მოგ-
ვწერა და მოკავშირეობის პირობები შემოგვთავაზა.
– მოკავშირეობას კი არა, ერთგულებას უნდა გვთავაზობდეს, –
უკმაყოფილოდ განაცხადა სერსეიმ, – რა უფლებით ირქმევს მეფეს?
– დაპყრობის უფლებით, – უთხრა ლორდმა ტირიონმა, – მეფე
ბეილონმა ყელს ყულფივით წაუჭირა თითები. რობ სტარკის მემ-
კვიდრეები დაიხოცნენ, ვინტერფელი დაეცა, მოათ კაილინი, უღრა-
ნის ციხე და ქვის ნაპირის დიდი ნაწილი კი რკინელებს უჭირავთ. და-
ისის ზღვას მეფე ბეილონის დრაკარები ფლობენ და საკმაოდ კარგი
პოზიციები აქვთ იმისათვის, რომ დაემუქრონ ლანისპორტს, ბაზრო-
ბის კუნძულს და ზენაბაღსაც კი, თუ გამოვიწვევთ.
– და თუ მივიღებთ მის მოკავშირეობას? – იკითხა ლორდმა მა-
თის როვანმა, – რა პირობებს გვთავაზობს?
– სურს, რომ მეფედ ვაღიაროთ და რაც კი ყელის ჩრდილოეთი-
თაა, ყველაფერი საკუთრებად დავუდგინოთ.
ლორდმა რედვაინმა გაიცინა.
– რა არის ყელის ჩრდილოეთით ისეთი, რაც კი შეიძლება, ჭკუ-
ათმყოფელ კაცს უნდოდეს? თუ გრეიჯოი თოვლსა და ქვებში ხმლებ-
სა და გემებს იძლევა, მიეცითმეთქი, გეტყოდით, და სარფიან გარი-
გებად ჩავთვლიდი.
– მართალია, – დაეთანხმა მეის ტაირელი, – მე ასე მოვიქცე-
ოდი. დაე, მეფე ბეილონმა ჩრდილოელებს მოუღოს ბოლო, სანამ
ჩვენ სტანისს მივხედავთ.
358
ლორდ ტაივინს სახეზე ვერ შეატყობდი, რას ფიქრობდა.
– ლიზა ერინთანაც მოსაგვარებელია საქმე. ჯონ ერინის ქვრივი,
ჰოსტერ ტალის ასული, კეტლინ სტარკის და... მისი დის ქმარი სიკ-
ვდილის წინ შეთქმულებას ამზადებდა სტანის ბარათეონთან ერ-
თად.
– ოჰ, – ხალისიანად განაცხადა მეის ტაირელმა, – ქალებს ომის
ძალა არ გააჩნიათ. იყოს-მეთქი, ვიტყოდი, არა მგონია, რამით შეგ-
ვაწუხოს.
– ვეთანხმები, – თქვა რედვაინმა, – ლედი ლიზა ბრძოლებში არ
ჩართულა, არც უღალატია ცხადად.
ტირიონი სკამზე შეინძრა.
– მან მე საკანში გამომკეტა და მომიწყო სამსჯავრო, რომელზეც
ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე წყდებოდა, – აღნიშნა მან და ხმაში სიმწა-
რე დაეტყო, – არც მეფის საბიჯელში დაბრუნებულა ჯოფრისთვის
ერთგულების შესაფიცად, როგორც ეს ნაბრძანები ჰქონდა. მილორ-
დებო, მომეცით მეომრები, და ლიზა ერინს მე მოვუვლი, – ამაზე მე-
ტად ვერაფერი ასიამოვნებდა, გარდა, შესაძლოა, სერსეის დახრჩო-
ბისა. ხანდახან ჯერ კიდევ ესიზმრებოდა საარწივეს ციური საკნები
და ცივ ოფლში გაღვრილი იღვიძებდა. მეის ტარიელმა გულღიად
გაუღიმა, მაგრამ მის ღიმილში ტირიონი აგდებულ განწყობას
გრძნობდა.
– იქნებ ჯობდეს, ბრძოლები მებრძოლებს მიანდო, – უთხრა ზე-
ნაბაღის ლორდმა, – შენზე უფრო ჩაუქებსაც დაუღუპავთ მთვარის
მთებში მრავალრიცხოვანი ლაშქარი, ან სისხლიან კარიბჭეზე შე-
ულეწავთ. შენი ფასი კარგად ვიცით, მილორდ. რა საჭიროა ბედთან
თამაში?
ბრაზმორეული ტირიონი ბალიშებიდან წამოიწია, მაგრამ, სანამ
პასუხს გასცემდა, მამამისმა დაასწრო.
359
– ტირიონი სხვა საქმეებისთვის მჭირდება. მაგრამ მჯერა, საარ-
წივეს გასაღები შესაძლოა, ლორდ პეტირს მოეპოვებოდეს.
– ო, დიახაც, მაქვს, – თქვა ნეკამ, – აგერ, ფეხებს შორის, – რუხ-
მწვანე თვალები ანცად უბრწყინავდა, – მილორდებო, თქვენი ნე-
ბართვით, ვაპირებ, ველზე გავემგზავრო და ლედი ლიზა ერინი მო-
ვიპოვო. მისი მეუღლე რომ გავხდები, ერინის ველს წვეთი სისხლის
დაქცევის გარეშე ჩაგაბარებთ.
ლორდი როვანი დაეჭვებული ჩანდა.
– ლედი ლიზა დაგთანხმდება?
– რამდენჯერმე უკვე დამთანხმდა, ლორდ მათის, და ჩივილები
არა ჰქონია. – საყვარლობა, – თქვა სერსეიმ, – სხვა რამაა, ვიდრე
ქორწინება. ლიზა ერინისნაირმა ძროხამაც კი შეიძლება, განსხვა-
ვება შენიშნოს.
– ნამდვილად. რივერანის ასულს არ შეეფერება, თავისზე ამდე-
ნად დაბალი წარმოშობის კაცს მისთხოვდეს, – ნეკამ ხელები გაშა-
ლა, – თუმცა... ერინის ქალბატონს და ჰარენჰალის ლორდს შორის
ქორწინება უკვე ისე დაუჯერებელი აღარაა, ჰო? ტირიონს არ გამოჰ-
პარვია, როგორ გადახედეს ერთმანეთს პაქსტერ რედვაინმა და მე-
ის ტაირელმა.
– იქნებ, კარგი გეგმაც იყოს – თქვა ლორდმა როვანმა, – თუ
დარწმუნებით იცით, რომ ამით ქალი მისი მეფური მოწყალების ერ-
თგული დარჩება.
– მილორდებო, – გამოაცხადა არქისეპტონმა, – შემოდგომა
კარზე მოგვდგომია და ყველა კეთილი ნების ადამიანი დაქანცულია
ომით. თუ ლორდ ბაელიშს შეუძლია, ველზე ისევ მეფის მშვიდობა
დაამყაროს ისე, რომ სისხლი არ დაღვაროს, უეჭველია, ღმერთები
მის საქმეს აკურთხებენ.
– შეუძლია კი? – იკითხა ლორდმა რედვაინმა, – საარწივეს
360
ლორდი ახლა ჯონ ერინის ვაჟია. ლორდი რობერტი.
– ის პატარა ბიჭია, – თქვა ნეკამ, – მე ვიზრუნებ, რომ იგი ჯოფ-
რის ერთგულ მსახურად და ჩვენს სანდო მეგობრად გაიზარდოს.
ტირიონი დააკვირდა ამ გამხდარ კაცს, წაწვეტებული წვერი და
უტიფარი რუხმწვანე თვალები რომ ჰქონდა. ჰარენჰალის ლორდო-
ბა ფუჭი პატივია? გაგაცურეს, მამაჩემო? თავის ციხეში ფეხიც რომ
არასოდეს შედგას, ტიტული ამ ქორწინებას შესაძლებელს ხდის,
რაც ნეკამ მთელი ეს ხანი მშვენივრად იცოდა.
– მტრები არ გვაკლია, – თქვა სერ კევან ლანისტერმა, – თუ
ველზე ომს თავიდან ავიცილებთ, მაგას რა ჯობია. მე იმ აზრისა ვარ,
რომ ვნახოთ, რას შეძლებს ლორდი პეტირი.
ტირიონმა ხანგრძლივი გამოცდილებით იცოდა, რომ სერ კევანი
საბჭოში თავისი ძმის გამხმოვანებელი იყო. მას არასოდეს გაუფიქ-
რებია ისეთი რამ, რაც მანამდე ლორდ ტაივინს არ მოსვლოდა აზ-
რად. ყველაფერი წინდაწინ გადაეწყვიტათ, დაასკვნა მან, და ეს
მსჯელობა მხოლოდ წარმოდგენა იყო.
ცხვრები თანხმობით პეტელებდნენ, ვერც ხვდებოდნენ, რა მარ-
ჯვედ გაპარსეს, ასე რომ, შედავება ტირიონს ხვდა წილად.
– როგორ შეძლებს სამეფო ტახტი ვალების გადახდას ლორდ პე-
ტირის გარეშე? ის ჩვენი მონეტების ჯადოქარია, მას ვერავინ შეც-
ვლის ნეკამ გაიღიმა.
– ჩემი პატარა მეგობარი ძლიერ კეთილია. მე გროშების თვლის
გარდა არაფერს ვაკეთებ, როგორც ამას მეფე რობერტი ამბობდა.
ამის გაკეთება ნებისმიერ გონიერ ვაჭარსაც შეუძლია... ხოლო ლა-
ნისტერი, კასტერლის კლდის ოქროს მადლის მპყრობელი, უეჭვე-
ლია, ბევრად მაჯობებს.
– ლანისტერი? – ტირიონს გულმა რეჩხი უყო.

361
ლორდმა ტაივინმა ოქროსფრად დაწინწკლული თვალები შვი-
ლის სხვადასხვაფერ მზერას გაუსწორა.
– შენ ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი ხარ.
– მართლაც! – ფიცხლად გამოეხმაურა სერ კევანი, – დარწმუნე-
ბული ვარ, დიდებული მეჭურჭლეთუხუცესი იქნები.
ლორდი ტაივინი ისევ ნეკას მიუბრუნდა.
– თუ ლიზა ერინი ქმრად შეგირთავს და მეფის მშვიდობის კალ-
თის ქვეშ დაბრუნდება, ჩვენ ლორდ რობერტს აღმოსავლეთის მცვე-
ლად ყოფნის პატივს აღვუდგენთ.
როდის შეგიძლია წასვლა?
– დილითვე, თუ ქარები გვაცლიან. ჯაჭვის იქით ბრაავოსული გა-
ლერა დგას, მასზე ტვირთს ნავებით ეზიდებიან. თინუსების მეფე. მის
კაპიტანს ვნახავ და მგზავრობაზე შევუთანხმდები.
– მაშინ მეფის ქორწილს გამოტოვებ, – უთხრა მეის ტაირელმა.
პეტირ ბაელიშმა მხრები აიჩეჩა.
– მიქცევები და საცოლეები კაცს არ უცდიან ხოლმე. შემოდგო-
მის ქარიშხლები რომ დაიწყება, მგზავრობა ბევრად უფრო სახიფა-
თო გახდება. და თუ დავიხრჩობი, ჩემი, როგორც სასიძოს ღირსებე-
ბიდან ბევრი აღარაფერი დარჩება.
ლორდ ტაირელს ჩაეცინა.
– ნამდვილად. ჯობია, არ დაყოვნდე.
– დაე, ღმერთებმა ზურგის ქარი გამოგიგზავნონ, – უთხრა არქი-
სეპტონმა, – მთელი მეფის საბიჯელი შენი წარმატებისთვის ილო-
ცებს.
ლორდმა რედვაინმა წარბებს შორის ცხვირზე წაივლო თითები.
– დავუბრუნდეთ გრეიჯოისთან მოკავშირეობის საკითხს? ჩემი
აზრით, მის სასარგებლოდ ბევრი რამის თქმა შეიძლება. გრეიჯოის
დრაკარები ჩემს ფლოტს შეავსებს და საკმარისი საზღვაო ძალა
362
გვექნება, რათა დრაკონის ქვას შევუტიოთ და სტანის ბარათეონის
მოთხოვნები დავასრულოთ.
– ამჟამად ლორდ გრეიჯოის დრაკარებს არ სცალიათ, – თავა-
ზიანად მიუგო ლორდმა ტაივინმა, – ისევე, როგორც ჩვენ. გრეიჯოი
მოკავშირეობის სანაცვლოდ ნახევარ სამეფოს ითხოვს, მაგრამ რას
გაგვიკეთებს სამაგიეროდ? სტარკებს ეომება? ამას უკვე ისედაც აკე-
თებს. რატომ გადავიხადოთ ფასი იმაში, რაც უკვე უფასოდ მოგვცა?
ჩემი აზრით, პაიკის ლორდის საკითხში საუკეთესო გადაწყვეტილე-
ბა იქნება, რომ არაფერი ვქნათ. დრო გავა და შეიძლება, უკეთესი
გარიგებაც შედგეს. ისეთი, რომელიც მეფისგან ნახევარი სამეფოს
გაცემას არ მოითხოვს.
ტირიონი ყურადღებით აკვირდებოდა მამას. რაღაცას არ ამ-
ბობს. გაახსენდა ის საშური წერილები, ლორდი ტაივინი რომ წერდა
იმ ღამეს, ტირიონმა კასტერლის კლდე რომ მოსთხოვა. რა თქვა მა-
შინ? ზოგ ომს ხმლები და შუბები იგებს, სხვებს – კალამი და ყორნე-
ბიო... ნეტავ, ვისთან იქნება „უკეთესი გარიგება“ და რა უკეთეს ფასს
მოითხოვს? – იქნებ, ახლა ისევ ქორწილს მივუბრუნდეთ, – თქვა
სერ კევანმა.
არქისეპტონმა ილაპარაკა, თუ როგორ მშვენდებოდა ბეილო-
რის დიდი სეპტი, სერსეი დაწვრილებით მოჰყვა, როგორ დაგეგმა
ნადიმი. სატახტო დარბაზში ათას სტუმარს გაუმასპინძლდებიან,
მაგრამ უფრო მეტს გარეთ, ეზოებში დასხამენ. გარეთა და შუა ეზო-
ებში აბრეშუმის საჩრდილობლებს გამართავენ, იდგება მაგიდები
და ელის კასრები ყველასთვის, ვინც დარბაზში ვერ მოთავსდება.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა გრანდ-მაისტერმა პა-
იცელმა, – რაც შეეხება სტუმრების რიცხვს... მზეშუბიდან ყორანი
მოფრინდა. როგორც ვთქვით, მეფის საბიჯელისკენ სამასი დორნე-

363
ლი მხედარი მოემართება და ფიქრობენ, მეფის ქორწილამდე ჩამო-
ვიდნენ.
– კი მაგრამ, როგორ მოდიან? – სიტყვა გააწყვეტინა მეის ტა-
ირელმა, – მათ ჩემი მიწის გადმოლახვის ნებართვა არ უთხოვიათ,
– ტირიონმა შენიშნა, სქელი კისერი რომ აუჭარხალდა. დორნე-
ლებს და ზენაბაღელებს ერთმანეთი გულზე დიდად არასოდეს ეხა-
ტებოდათ. საუკუნეების განმავლობაში აურაცხელი სასაზღვრო ომი
ჰქონდათ გადახდილი და მთებისა და ჭაობების გაღმა-გამოღმა
თავდასხმებს მშვიდობიან დროსაც კი არ ერიდებოდნენ. მას მერე,
რაც დორნი შვიდი სამეფოს ნაწილი გახდა, მტრობაც შესუსტდა...
სანამ დორნის პრინცმა, რომელსაც წითელ ასპიტს უწოდებდნენ, ზე-
ნაბაღის ჭაბუკი მემკვიდრე არ დაასახიჩრა ტურნირზე. სახალისო
იქნება ყურება, მამაჩემი ამას როგორ მოაგვარებსო, გაიფიქრა
ქონდრისკაცმა. – პრინცი დორანი ჩემმა შვილიშვილმა მოიწვია, –
მშვიდად უპასუხა ლორდმა ტაივინმა, – მან არა მხოლოდ ჩვენი ზე-
იმი უნდა გაიზიაროს, არამედ საბჭოში თავისი ადგილიც უნდა და-
იკავოს, აგრეთვე მოითხოვოს მართლმსაჯულება, რომელიც არ
აღირსა რობერტმა მისი დის ელიასა და დისწულების დახოცვის თა-
ობაზე. ტირიონი აკვირდებოდა ლორდ ტაირელის, რედვაინის და
როვანის სახეებს, ფიქრობდა, ამ სამიდან რომელიმეს თუ ეყოფა სი-
მამაცე, თქვას, კი მაგრამ, ლორდ ტაივინ, განა შენ არ მიართვი რო-
ბერტს ლანისტერების მოსასხამში გახვეული მათი სხეულებიო? ეს
არც ერთს არ უთქვამს, მაგრამ სახეებზე კი ცხადად ეწერათ. რედვა-
ინმა იოლად მოინელა, მაგრამ როვანი ლამის დამხრჩვალიყო.
– როდესაც მეფე შენს მარჯერის შეირთავს, მირცელა კი – პრინც
ტომენს, ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი გავხდებით, – შეახსენა სერ
კევანმა მეის ტაირელს, – ძველი მტრობა წარსულში უნდა დარჩეს,
ხომ მეთანხმებით, მილორდ?
364
– ეს ჩემი ასულის ქორწილია.
– ...და ჩემი შვილიშვილის, – მტკიცედ წარმოთქვა ლორდმა ტა-
ივინმა, – ძველი შუღლი აქ უადგილოა, ნამდვილად.
– დორან მარტელთან არანაირი შუღლი არ გამაჩნია, – ამტკი-
ცებდა ლორდი ტაირელი, თუმცა მის ხმაში არცთუ მცირე უკმაყოფი-
ლება ისმოდა, – თუ მას სურს, საწიერი მშვიდობიანად გადმოლა-
ხოს, ამისთვის მხოლოდ ნებართვა უნდა მთხოვოს.
ნაკლებად სავარაუდოა, გაიფიქრა ტირიონმა. იგი ძვლის გზას
აუყვება, ზაფხულის დარბაზის მახლობლად აღმოსავლეთისკენ გა-
უხვევს და მეფის გზაზე გამოვა. – სამასი დორნელის გამო გეგმების
შეცვლა არ მოგვიწევს, – თქვა სერსეიმ, – შეგვიძლია, მეომრებს
ეზოში გავუმასპინძლდეთ, ლორდებისთვის სატახტო დარბაზში
რამდენიმე მერხი კიდევ ჩავაკვეხოთ და პრინც დორანს შემაღლე-
ბაზე გამოვუნახოთ საპატიო ადგილი.
ოღონდ ჩემ გვერდით არა, წაიკითხა ტირიონმა მეის ტაირელის
თვალებში, მაგრამ ზენაბაღის ლორდს არაფერი უთქვამს, მხოლოდ
ოდნავ დაუკრა თავი.
– იქნებ, უკვე შეიძლება, უფრო სასიამოვნო საკითხებზე გადავი-
დეთ, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – უამრავ ადამიანს გამარჯვების
ნაყოფი ელის.
– ამას რა ჯობია, – გაეპასუხა ნეკა, რომელსაც უკვე კიდევაც გა-
დაეყლაპა თავისი წილი ნაყოფი, ჰარენჰალი.
ყოველი ლორდი თავისას ითხოვდა: ამ ციხეს თუ იმ სოფელს,
გზებსა და მამულებს, მცირე მდინარეს თუ ტყეს, ბრძოლის შედეგად
უმამოდ დარჩენილი ამა თუ იმ ქვეშევრდომის აღმზრდელად დანიშ-
ვნას. საბედნიეროდ, მოსავალი უხვად მოეწიათ და ობლები და ცი-
ხესიმაგრეები ყველას ეყოფოდა. სიები ვარისს ჰქონდა. სტანისის

365
და მისი ნათლის უფლის ალმოდებული გულის დროშებქვეშ ორ-
მოცდაშვიდი მომცრო ლორდი და ექვსას ცხრამეტი რაინდი გამოე-
სალმა სიცოცხლეს, რამდენიმე ათას უბრალო მეომართან ერთად.
ყველა მათგანი მოღალატე იყო, მათ შთამომავლებს სამემკვიდრო
ჩამოერთვათ, მათი მამულები და ციხესიმაგრეები ერთგულ მსახუ-
რებს გადაეცათ.
ყველაზე უხვი მოსავალი ზენაბაღს ერგო. ტირიონმა მეის ტაირე-
ლის ფართო ღიპს შეავლო თვალი და გაიფიქრა, ეს ხომ მადას არ
უჩივისო. ტაირელი ითხოვდა ლორდ ალესტერ ფლორენტის მამუ-
ლებს და ციხეებს, აგრეთვე – მისსავე მებაირაღეებს, რომლებსაც
შეეშალათ და თავდაპირველად რენლის მიემხრნენ, მერე კი – სტა-
ნისს. ლორდი ტაივინი სიამოვნებით დაყაბულდა. მწარე ხიდის სი-
მაგრე და მისი ყველა მამული და შემოსავალი ლორდ ტაირელის მე-
ორე ვაჟს, სერ გარლანს, ერგო და თვალის დახამხამებაში დიდე-
ბულ ლორდად აქცია. მისი უფროსი ძმა, რასაკვირველია, თავად ზე-
ნაბაღის მემკვიდრე გახდებოდა.
ლორდ როვანსაც ერგო მამულები, თუმცა უფრო ნაკლები, და
განჩინდა მამულები ლორდ ტარლისთვის, ლედი ოუკჰარტისთვის,
ლორდი ჰაიტაუერისთვის და სხვა, იქ არმყოფი ღირსეული თანამებ-
რძოლებისთვის. ლორდი რედვაინი მხოლოდ იმას ითხოვდა, ოც-
დაათი წლით მოეხსნათ მისთვის გადასახადები, რომლებიც ნეკას
და მის მოხელეებს დაედოთ არბორის საუკეთესო ზვრებისთვის. ეს
რომ მიიღო, განაცხადა, კმაყოფილი ვარო, და ყველას შესთავაზა,
არბორული ოქროსფერის კასრს მოვატანინებ და კეთილი მეფე
ჯოფრის და მისი სულგრძელი მარჯვენას სადღეგრძელო შევსვათო.
აქ კი სერსეის მოთმინების ფიალა აევსო.
– ჯოფრის ხმლები სჭირდება, სადღეგრძელოები კი არა, – თქვა

366
მან ბრაზით, – მის სახელმწიფოს ჯერ კიდევ აშფოთებენ უზურპატო-
რობის მოსურნენი და თვითმარქვია მეფეები.
– მაგრამ, ვფიქრობ, ასე დიდხანს არ გაგრძელდება, – ქლესუ-
რად შეჰღიმა ვარისმა. – რამდენიმე საკითხიღა დაგვრჩა, მილორ-
დებო, – სერ კევანმა ქაღალდებს ჩახედა, – სერ ადამმა არქისეპტო-
ნის გვირგვინის რამდენიმე ბროლი იპოვა. როგორც ჩანს, ქურდებ-
მა კრისტალები ამოტეხეს და ოქრო გადაადნეს.
– ჩვენს ზეციურ მამას მოეხსენება მათი ცოდვები და ყოველ მათ-
განს განსჯის, – სასოებით წარმოთქვა არქისეპტონმა.
– ნამდვილად ასე იქნება, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – და მაინც,
მეფის ქორწილზე გვირგვინი უნდა გედგას. სერსეი, მოიხმე შენი ოქ-
რომჭედლები, გვირგვინის შეცვლაზე უნდა ვიზრუნოთ, – ასულის
პასუხს არ დაუცადა, მაშინვე ვარისს მიუბრუნდა, – შენ გაქვს რამე
მოსახსენებელი?
საჭურისმა სახელოდან პერგამენტი გამოაძვრინა.
– თითებთან კრაკენი დაინახეს, – ჩაიხითხითა მან, – გრეიჯოი კი
არა, ნამდვილი კრაკენი. იბენურ ვეშაპმჭერს დაესხა თავს და
ფსკერზე ჩაითრია. საფეხურა ქვებზე ბრძოლებია და ტიროშსა და
ლისს შორის, ეტყობა, ახალი ომი მწიფდება. ორივეს მი. რის მიმ-
ხრობის იმედი აქვს. ნეფრიტის ზღვიდან მოსული მეზღვაურები ჰყვე-
ბიან, რომ ქართში სამთავა დრაკონი გამოიჩეკა და ქალაქის საოც-
რებადაა ქცეული... – დრაკონები და კრაკენები არ მაინტერესებს,
რამდენი თავიც არ უნდა ებათ, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – შენს
მოენეებს შემთხვევით ჩემს ძმისშვილზე ხომ არ შეუტყვიათ რამე?
– ვაი, რომ ჩვენი საყვარელი ტირეკი უკვალოდ გაუჩინარდა,
საბრალო მამაცი ბიჭი, – ვარისი ლამის ატირებულიყო.
– ტაივინ, – მიმართა სერ კევანმა, სანამ ლორდი ტაივინი თავის
უკმაყოფილებას გზას მისცემდა, – რამდენიმე ოქროსმოსასხამიანი,
367
ბრძოლის დეზერტირი, უკან, ყაზარმებში დაბრუნდა და ისევ სამსა-
ხურში ჩადგომა სურთ. სერ ადამი კითხულობს, როგორ მოვექცეო.
– მათ სიმხდალეს შეიძლებოდა ჯოფრი საფრთხეში ჩაეგდო, –
თქვა სერსეიმ მაშინვე, – მე მათ სიკვდილით დასჯას მოვითხოვ.
ვარისმა ამოიოხრა.
– მათ უეჭველად დაიმსახურეს სიკვდილი, თქვენო მოწყალებავ,
ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ, იქნებ, უფრო ბრძნული იქნებოდა,
თუ ღამის ებგურში გავგზავნიდით? ბოლო დროს კედლიდან შემაშ-
ფოთებელი ამბები მოგვდის. ველურები ამოძრავდნენ...
– ველურები, კრაკენები, დრაკონები, – ჩაიხითხითა მეის ტა-
ირელმა, – დარჩა ვინმე, ვინც არ ამოძრავებულა?
ლორდმა ტაივინმა მისი სიტყვები არად ჩააგდო.
– უმჯობესია, დეზერტირები სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად
გამოვიყენოთ. მუხლები დაუმსხვრიეთ უროთი. ასე ვეღარასოდეს
გაიქცევიან. არც სხვას მოუნდება გაქცევა, მათ ქუჩაში სამათხოვ-
როდ გამოსულებს რომ დაინახავს. – მაგიდას გახედა, კიდევ ვინმე
ხომ არ ფიქრობს სხვანაირადო.
ტირიონს გაახსენდა კედელზე სტუმრობა, კიბორჩხალები,
ლორდ მორმონტთან და მის ოფიცრებთან ერთად რომ მიირთვა. ბე-
ბერი დათვის წუხილი და შიშიც გაახსენდა.
– იქნებ, ჯობდეს, მუხლები მხოლოდ რამდენიმეს გადავუმტვრი-
ოთ. ვთქვათ, იმათ, სერ ჯესლინი ვინც მოკლა. ჩვენი აზრი ასეც გა-
საგები იქნება. დანარჩენები შეგვიძლია, მარშს გავუგზავნოთ. ებგუ-
რი სულს ღაფავს, თუ კედელი დაეცემა... – მაშინ ჩრდილოეთს ვე-
ლურები წალეკავენ, – მის ნაცვლად დაასრულა მამამისმა, – და
სტარკებსაც და გრეიჯოიებსაც ახალი მტერი გამოუჩნდებათ. რო-
გორც ჩანს, მათ აღარ სურთ, რკინის ტახტს ემორჩილებოდნენ, მაშ,
რა უფლებით უნდა ელოდნენ დახმარებას? მეფე რობსაც და მეფე
368
ბეილონსაც ჩრდილოეთის მბრძანებლობა სურთ. მაშ, კიდეც დაიც-
ვან იგი, თუ შეუძლიათ. ხოლო თუ ვერ ახერხებენ, მაშინ ეს მენს რა-
იდერი შესაძლოა, სასარგებლო მოკავშირეც კი აღმოჩნდეს ლორ-
დმა ტაივინმა ძმას გადახედა, – კიდევ რამეა?
სერ კევანმა თავი გაიქნია.
– მოვრჩით. მილორდებო, მისი მოწყალება მეფე ჯოფრი უეჭვე-
ლია, ისურვებს, ყველას მადლობა მოგახსენოთ თქვენი სიბრძნისდა
კეთილი რჩევისათვის.
– მე მსურს, ჩემს შვილებს ცალკე დაველაპარაკო, – თქვა ლორ-
დმა ტაივინმა, როდესაც დანარჩენები წასასვლელად წამოდგნენ, –
შენც, კევან.
დანარჩენი მრჩევლები მორჩილად დაემშვიდობნენ, პირველი
ვარისი გავიდა, ბოლოს – ტაირელი და რედვაინი. როდესაც ოთახ-
ში ოთხი ლანისტერის გარდა არავინ დარჩა, სერ კევანმა კარი მი-
ხურა.
– მეჭურჭლეთუხუცესი, – წარმოთქვა ტირიონმა დაძაბულობით
გაწვრილებული ხმით, – ნეტავ, ეს ვიღას მოუვიდა თავში?
– ლორდ პეტირს, – მიუგო მამამ, – მაგრამ ჩვენ ძალიანაც გვაწ-
ყობს, ხაზინა ლანისტერის ხელში იყოს. შენ თვითონ გინდოდა საპა-
სუხისმგებლო სამუშაო. გეშინია, რომ ვერ შეძლებ?
– არა, – მიუგო ტირიონმა, – მე ხაფანგის შიში მაქვს. ნეკა გამ-
ჭრიახი და პატივმოყვარეა. არ ვენდობი. არც შენ გირჩევ, ენდო.
– მან ზენაბაღი გადმოიბირა, – წამოიწყო სერსეიმ.
– ...და ნედ სტარკი მოგყიდათ, ვიცი. ჩვენც ასევე უკანმოუხედა-
ვად გაგვყიდის. საჭირო ხელში ჩავარდნილი მონეტაც ხმალივით
სახიფათოა.
ბიძა კევანმა უცნაურად შეხედა.
– ოღონდ ჩვენთვის არა. კასტერლის კლდის ოქრო...
369
– ...მიწიდან მოიპოვება. ნეკა ოქროს არსაიდან აჩენს, თითების
გატკაცუნებით. – ასე სასარგებლო უნარი შენ ერთიც არ გაგაჩნია,
ძამიკო, – დაიკრუტუნა სერსეიმ სიავით გაჟღენთილი ტკბილი ხმით.
– ნეკა ცრუპენტელაა...
– ...და თან შავიაო, თქვა ყორანმა ყვავზე.
ლორდმა ტაივინმა მაგიდას დასცხო ხელი.
– კმარა! ამ უხამს კინკლაობას აღარ ავიტან. ორივე ლანისტერე-
ბი ხართ და, კეთილი ინებეთ, შესაბამისად მოიქეცით.
სერ კევანმა ხმა ჩაიწმინდა.
– მირჩევნია, საარწივე პეტირ ბაელიშმა მართოს, ვიდრე ლედი
ლიზას ხელის რომელიმე სხვა მთხოვნელმა. იონ როისი, ლინ კორ-
ბრი, ჰორტონ რედფორტი... ყველა თავისებურად სახიფათოა. და
ამპარტავანი. ნეკა შეიძლება, გამჭრიახია, მაგრამ მას არც კეთილ-
შობილი წარმომავლობა აქვს, არც იარაღის მოხმარება იცის. ვე-
ლის ლორდები ასეთ კაცს თავისიანად არასოდეს მიიღებენ, – მან
ძმას გადახედა. ლორდმა ტაივინმა თავი რომ დაუქნია, განაგრძო,
– და ესეცაა: ლორდი პეტირი კვლავ და კვლავ გვიდასტურებს ერ-
თგულებას. გუშინ მან შეგვატყობინა ტაირელების შეთქმულებაზე,
რომლებიც აპირებენ, სანსა სტარკი ვითომდა სტუმრად წაიყვანონ
ზენაბაღში და იქ ლორდ მეისის უფროს ვაჟს, ვილასს შერთონ.
– ნეკამ შეგატყობინა? – ტირიონი მაგიდაზე გადაიხარა, – და
არა ჩვენმა მოენეთუხუცესმა? რა საინტერესოა.
სერსეიმ ბიძას ეჭვით გადახედა.
– სანსა ჩემი მძევალია. ჩემი ნებართვის გარეშე ის არსადაც არ
წავა.
– ლორდმა ტაირელმა თუ გთხოვა, მოგიწევს ნების დართვა, –
აუხსნა მამამისმა, – უარის თქმა იგივეა, რომ გამოაცხადო, არ გენ-
დობიო. შეურაცხყოფილი დაგრჩება. – დაე. რაში გვენაღვლება?
370
წყეული შტერი, გაიფიქრა ტირიონმა.
– საყვარელო დაიკო, – აუხსნა მოთმინებით, – ტაირელს თუ შე-
ურაცხყოფ, ამით შეურაცხყოფ რედვაინს, ტარლის, როვანს, ჰა-
იტაუერსაც და იქნებ იმის ფიქრიც კი დააწყებინო, ჩვენთვის უფრო
შესაფერისი ბატონი რობ სტარკი ხომ არ იქნებოდაო. – არ დავუშ-
ვებ, ვარდი და მგელსაზარა ერთ ლოგინში ჩაკოტრიალდნენ, – გა-
ნაცხადა ლორდმა ტაივინმა, – ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.
– როგორ? – ჰკითხა სერსეიმ.
– ქორწინებით. დავიწყოთ შენით.
ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ სერსეი წუთით ხმას ვერ იღებდა,
მხოლოდ თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა მამას. მერე ლოყები
აუწითლდა, თითქოს სილა გააწნესო.
– არა. აღარ. მაგას არ ვიზამ.
– თქვენო მოწყალებავ, – თავაზიანად მიმართა სერ კევანმა, –
ახალგაზრდა ქალი ხარ, ჯერაც მშვენიერი და ნაყოფიერი. ნამდვი-
ლად არ ისურვებ, მთელი სიცოცხლე მარტომ გაატარო. ხოლო ახა-
ლი ქორწინება ამ სისხლის აღრევაზე ლაპარაკს ერთხელ და სამუ-
დამოდ მოუღებდა ბოლოს.
– სანამ არ იქორწინებ, სტანისს ამით საბაბს აძლევ, კვლავ გა-
ნაგრძოს თავისი საზიზღარი ცილისწამება, – უთხრა ასულს ლორ-
დმა ტაივინმა, – ახალი ქმარი გჭირდება ლოგინში, ვინც შვილებს
გაგაჩენინებს.
– სამი შვილი სრულიად საკმარისია. მე შვიდი სამეფოს დედო-
ფალი ვარ და არა საჯიშე ფაშატი! დედოფალი-რეგენტი ვარ!
– შენ ჩემი შვილი ხარ და რასაც გიბრძანებ, იმას იზამ.
სერსეი წამოდგა.
– არ მსურს აქ ჯდომა და სმენა, რას...
– იჯდები, თუ გინდა, რამე მაინც გეთქმოდეს შენი მომავალი
371
ქმრის არჩევისას, – მშვიდად უთხრა ლორდმა ტაივინმა.
როდესაც შეყოყმანდა, მერე კი დაჯდა, ტირიონი მიხვდა, რომ ქა-
ლი უკვე დამარცხდა, თუმცა მაინც ამაყად განაცხადა:
– აღარ გავთხოვდები!
– გათხოვდები და ბავშვებსაც გააჩენ. რაც მეტ ბავშვს გააჩენ,
მით მეტად დაამტკიცებ სტანისის სიცრუეს, – მამის თვალებმა ქალი
თითქოს სკამს მიალურსმა, – მეის ტაირელს, პაქსტერ რედვაინს და
დორან მარტელს ცოლად მათზე ახალგაზრდა ქალები ჰყავთ, რომ-
ლებიც, საფიქრებელია, ქმრებზე დიდხანს იცოცხლებენ. ბეილონ
გრეიჯოის ცოლი ხნიერი და ავადმყოფია, მაგრამ ეს ქორწინება
ვალდებულს გაგვხდის, რკინის კუნძულები მოკავშირეებად გავიხა-
დოთ, მე კი ჯერაც ვეჭვობ, ეს რამდენად ბრძნული საქციელი იქნება.
– არა, – წარმოთქვა სერსეიმ გაფითრებული ტუჩებით, – არა,
არა, არა.
ტირიონმა ვერ შეძლო, ბოლომდე დაემალა სახეზე გადაფენილი
ღიმილი, როდესაც პაიკზე გადახვეწილი და წარმოიდგინა. ის იყო,
ამაზე ლოცვაზე ხელი უნდა ჩამექნია, რომ რომელიღაც კეთილი
ღმერთი ამას მიწყალობებს.
– შეიძლება, ობერინ მარტელი შესაფერისი იყოს, მაგრამ ტა-
ირელები ამაზე განაწყენდებიან. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ვაჟებზე
გადავიდეთ. ალბათ არ იუარებ, შენზე ახალგაზრდა კაცს მისთხოვ-
დე?
– მე ვიუარებ ნებისმიერ ქორწინებას...
– ვიფიქრე ტყუპ რედვაინებზე, თეონ გრეიჯოიზე, კვენტინ მარ-
ტელზე და კიდევ სხვებზეც. მაგრამ ჩვენი და ზენაბაღის მოკავში-
რეობა გამოდგა ის ხმალი, რომელმაც სტანისი დაგვამარცხებინა.
იგი უნდა განვავრცოთ და გავამყაროთ. სერ ლორასმა თეთრი შე-
იმოსა, სერ გევანს კი ერთ-ერთი ფოსოვეი ჰყავს ცოლად, მაგრამ
372
რჩება უფროსი ვაჟი, ის ბიჭი, რომელსაც სანსა სტარკზე უპირებენ
დაქორწინებას. ვილას ტაირელი. ტირიონს სერსეის უმწეო მრისხა-
ნება მდაბალ სიამოვნებას ანიჭებდა. – ანუ ხეიბარი, – თქვა მან.
მამამ გამყინავი მზერა მიაპყრო.
– ვილასი ზენაბაღის მემკვიდრეა და ყველა ამბობს, რომ იგი
გულკეთილი, თავაზიანი ჭაბუკია, წიგნების კითხვა და ვარსკვლავე-
ბის ჭვრეტა უყვარს. აგრეთვე უყვარს ცხოველების შეჯვარება და
მთელ შვიდ სამეფოში საუკეთესო მწევრები, შევარდნები და ცხენე-
ბი ჰყავს.
მშვენიერი წყვილია, ფიქრობდა ტირიონი. სერსეისაც უყვარს
შეჯვარება. საბრალო ვილას ტაირელი ეცოდებოდა და ვერ მიმ-
ხვდარიყო, დის დაცინვა უნდოდა თუ ეტირებოდა მის გამო.
– მე ტაირელების მემკვიდრეს ვამჯობინებდი, – დაასკვნა ლორ-
დმა ტაივინმა, – მაგრამ შენ თუ სხვა გირჩევნია, შენს საბუთებსაც
მოვისმენდი.
– რა კეთილი ხარ, მამა, – ყინულოვანი თავაზით წარმოთქვა
სერსეიმ, – ისეთი ძნელი არჩევნის წინაშე მაყენებ. ვისი ჩაწვენა
მირჩევნია ლოგინში – ბებერი რვაფეხასი თუ ხეიბარი მეძაღლის?
მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე დამჭირდება. ახლა წავალ, შენი
ნებართვით.
დედოფალი ხარ, უნდოდა ეთქვა ტირიონს. ის უნდა ითხოვდეს
შენგან წასვლის ნებართვას.
– წადი, – უთხრა მამამ, – ნერვებს რომ მოითოკავ, ისევ დავი-
ლაპარაკებთ. გახსოვდეს შენი ვალი.
სერსეი მოზიდული გაიქცა დარბაზიდან, ყველა ხედავდა, რო-
გორ იყო განრისხებული. მაგრამ ბოლოს მაინც ისე იზამს, როგორც
მამა უბრძანებს. ეს მაშინ დაამტკიცა, რობერტს რომ მისთხოვდა.

373
თუმცა აქ ჯეიმიც გასათვალისწინებელია. სერსეის პირველი ქორწი-
ნებისას მათი ძმა ბევრად ახალგაზრდა იყო, მეორე ქორწინებას იქ-
ნებ ისე იოლად აღარ შერიგებოდა. უბედურ ვილას ტაირელს ამ გა-
რიგების შედეგად შესაძლოა, შიგნეულში გაყრილი ხმალი რგებო-
და, რაც ზენაბაღსა და კასტერლიც კლდეს შორის კავშირს საკმაოდ
შებღალავდა. რამე უნდა მეთქვა, მაგრამ რა? უკაცრავად, მამა, მაგ-
რამ მაგას უნდა, ჩვენს ძმას მისთხოვდეს-მეთქი?
– ტირიონ.
მან თვინიერად გაიღიმა.
– ჰეროლდი ასპარეზზე მიხმობს?
– შენი სისუსტე ბოზებში წანწალია, – შესავლის გარეშე მიახალა
ლორდმა ტაივინმა, – მაგრამ შეიძლება, ამაში ჩემი ბრალიც იყოს.
რაკი პატარა ბიჭის სიმაღლე დარჩი, მე იოლად დავივიწყე, რომ სი-
ნამდვილეში უკვე კაცი ხარ და მამაკაცური საჭიროებებიც გაქვს.
დიდი ხანია, დროა, ცოლი შეირთო.
მე მყავდა ცოლი, დაგავიწყდა? ტირიონს პირი მოეღრიცა. ხმა,
რომელიც დასცდა, სანახევროდ სიცილი იყო, სანახევროდ – ღრე-
ნა.
– შენს ქორწინებაზე ფიქრი გახალისებს?
– იმის წარმოდგენა მიხარია, რა დაცემა ნეფე ვიქნები, – შეიძ-
ლება, სწორედ ცოლი იყო ის, რაც სჭირდებოდა. ქალი თუ მამულებს
და სასახლეს მოიყოლებდა, მაშინ ტირიონს ექნებოდა ამქვეყნად
ადგილი, სადაც წავიდოდა და მოშორდებოდა ჯოფრის კარს... და
სერსეის და მამამისს.
მეორე მხრივ, იყო შაი. მას ეს ამბავი არ გაუხარდება, რაც უნდა
ამტკიცოს, რომ თანახმაა, ჩემი კახპა იყოს.
მაგრამ მამამისს ამ აზრს ვერ შეაცვლევინებდა, ამიტომაც ტი-
რიონი უკეთ მოკალათდა თავის ბალიშებზე და თქვა:
374
– შენ აპირებ, სანსა სტარკი მომათხოვო. მაგრამ განა ტაირელე-
ბი ამ ქორწინებას შეურაცხყოფად არ მიიღებენ, თუ გოგო თავის-
თვის უნდათ?
– ლორდი ტაირელი ჯოფრის ქორწილამდე სტარკ გოგოზე არა-
ფერს იტყვის. თუ სანსას მანამდე შეირთავ, შეურაცხყოფა რატომ იქ-
ნება, თავის განზრახვაზე ხომ არაფერი ექნება ნათქვამი?
– ნამდვილად, – კვერი დაუკრა სერ კევანმა, – მერე კი უკმაყო-
ფილებას იმით გავუქარვებთ, რომ ვილასს სერსეის შევთავაზებთ.
ტირიონმა ცხვირის ნარჩენი მოისინჯა. ნაწიბური ზოგჯერ აუტან-
ლად სტკიოდა. – მისმა მოწყალება მეფურმა ნაგავმა მამის სიკვდი-
ლის მერე სანსას ცხოვრება ტანჯვად უქცია. და ახლა, როცა, ბოლოს
და ბოლოს, გოგონამ ჯოფრის თავი დააღწია, აპირებ, მე შემრთო
იგი. ეს გამორჩეულად ბოროტი საქციელია. შენთვისაც კი, მამაჩე-
მო. – რატომ, აპირებ, ცუდად მოექცე? – მამამისი შეწუხებული სუ-
ლაც არ ჩანდა, მე მაგ გოგოს გაბედნიერება კი არ მაქვს გადაწყვე-
ტილი, და არც შენ გავალებ ამას. ჩვენი სამხრეთული კავშირი შეიძ-
ლება, კასტერლის კლდესავით მტკიცე იყოს, მაგრამ ჩრდილოეთი
მოსაპოვებელი გვრჩება, იქითკენ გზა კი სანსა სტარკზე გადის. – ის
ჯერ კიდევ ბავშვია.
– შენი და ამტკიცებს, უკვე გაიფურჩქნაო. თუ ასეა, მაშასადამე,
დაქალებულა, და გასათხოვრად მზადაა. შენი მოვალეობა იქნება,
მისი ქალწულობა ირგუნო, რათა ვერავინ თქვას, ქორწინება არ
დამტკიცებულაო. ამის მერე, თუ გინდა, მოიცადე ერთი-ორი წელი,
სანამ ისევ დაიწვენდე – მაინც მისი ქმარი გერქმევა.
ერთადერთი ქალი, რომელიც ახლა მჭირდება, შაია, გაიფიქრა
ტირიონმა; სანსა კი, რაც არ უნდა თქვა, ჯერ ბავშვია.
– თუ შენ ის გინდა, რომ გოგო ტაირელებს არ ჩაუგდო ხელში,

375
არ ჯობია, დედამისთან დააბრუნო? შეიძლება, ამის მერე რობმა მუხ-
ლის მოყრა გადაწყვიტოს.
მამამ ქედმაღლურად გადახედა.
– რივერანში თუ გაგზავნი, დედამისი მაშინვე ბლექვუდს ან მა-
ლისტერს მიათხოვებს, ამით სამკბილაზე მისი ძის კავშირები რომ
გაამყაროს. ჩრდილოეთში თუ გაუშვებ, მთვარე ერთხელაც არ შე-
იცვლება, და უკვე რომელიმე მანდერლის ან ამბე!! რის ცოლი იქნე-
ბა. არადა, აქ, კარზეც არანაკლებ სახიფათოა მისი ყოფნა, როგორც
ტაირელების ამბით გაირკვა. ლანისტერს უნდა გაჰყვეს და, რაც შე-
იძლება, მალე. – ვინც სანსას შეირთავს, შეეძლება, ვინტერფელზე
განაცხადოს უფლება, ცოლის სახელით, – ჩაურთო ბიძამ, – ამაზე
არ გიფიქრია?
– თუ გოგოს შენ არ შეირთავ, მე მას რომელიმე შენს კუზენს მი-
ვათხოვებ, – უთხრა მამამ, – კევან, როგორ გგონია, ლანსელი საკ-
მაოდ მოღონიერდა, რომ დავაქორწინოთ? სერ კევანი შეყოყმანდა.
– თუ გოგოს საწოლთან მივუყვანთ, ფიცის სიტყვების წარმოთ-
ქმას შეძლებს... მაგრამ ქორწინების დამტკიცებას – ვერა... რომე-
ლიმე ტყუპისცალი გამოდგებოდა, მაგრამ ორივე სტარკებს ჰყავთ
რივერანში. ჯენას ბიჭი, ტიონიც მათ ჰყავთ, თორემ ისიც შეიძლებო-
და.
ტირიონმა აცალა, დაესრულებინათ ეს წარმოდგენა. იცოდა,
მისთვის იყო გათამაშებული. სანსა სტარკი. ნაზად მოსაუბრე, სურ-
ნელოვანი სანსა, რომელსაც უყვარდა აბრეშუმები, სიმღერები, რა-
ინდობა და მაღალი, ლამაზი, ქველი რაინდები. ასე ეგონა, ისევ გე-
მების ხიდზე აღმოვჩნდი და ფეხქვეშ გემბანი მერყევაო. – შენ ჯილ-
დო მთხოვე იმისთვის, რაც ბრძოლაში გააკეთე, – ჯიქურ შეახსენა
ლორდმა ტაივინმა, – ეს შენი შანსია, ტირიონ, ამაზე უკეთესი ალ-
ბათ არც აღარასო: დეს მოგეცემა, – თითები მოუთმენლად ააკაკუნა
376
მაგიდაზე, – ოდესღაც ვაპირებდი, შენი ძმისთვის ლიზა ტარლი შე-
მერთო, მაგრამ ეირისმა ჯეიმი ქეშიკად გამოირჩია, სანამ გარიგება
შედგებოდა. როდესაც ლორდ ჰოსტერს შევთავაზე, ლიზა ჯეიმის
ნაცვლად შენთვის მოეთხოვებინა, მომიგო, ჩემი ასულისთვის
მთლიანი კაცი მინდაო. ჰოდა, შერთო ჯონ ერინს, რომელიც გოგო-
ნას ბაბუად შეეფერებოდა. ტირიონი ამის გამო მადლობელი უფრო
იყო, ვიდრე განაწყენებული, როცა ფიქრობდა, რად იქცა ლიზა ერი-
ნი.
– როდესაც შენი თავი დორნს შევთავაზე, მომიგეს, ეს წინადადე-
ბა შეურაცხმყოფელიაო, – განაგრძობდა ლორდი ტაივინი, – მომ-
დევნო წლებში იგივე პასუხი მივიღე იონ როისისგან და ლეიტონ ჰა-
იტაუერისგან. ბოლოს იქამდე დავეშვი, რომ თანახმა ვიყავი, ის
ფლორენტი გოგო შეგერთო, რომელსაც რობერტმა საკუთარი ძმის
საქორწილო სარეცელზე მოსტაცა ქალწულობა, მაგრამ მამამისმა
არჩია, მის სამსახურში მდგომი რაინდისთვის მიეთხოვებინა. სტარ-
კის გოგოს თუ უარობ, სხვა ცოლს გამოგინახავ. სახელმწიფოში
სადმე უსათუოდ მოინახება რომელიმე წვრილი ლორდი, რომელიც
სიხარულით დათმობს ასულს, ოღონდ კასტერლის კლდის მეგობა-
რი გახდეს. ლედი ტანდა ლოლისს მთავაზობდა...
ტირიონს გააჟრჟოლა.
– უმალ მოვიჭრი და თხებს ვაჭმევ.
– მაშინ, გაახილე თვალები. სტარკი გოგო ახალგაზრდაა, სა-
ქორწილო ასაკს მიღწეული, თვინიერი, უკეთილშობილესი ჩამო-
მავლობის მქონე, და ჯერაც ქალწულია.
არც ულამაზოა. რაღა გაფიქრებს?
მართლაც რა?
– ახირებული კაცი ვარ. გაგიკვირდება, მაგრამ მირჩევნია, ჩემს
ცოლს ჩემთან დაწოლა უხაროდეს.
377
– შენ თუ გგონია, შენს ბოზებს უხარიათ შენთან წოლა, იმაზე მე-
ტი სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე, – უთხრა ლორდმა ტაივინ-
მა, – იმედი გამიცრუე, ტირიონ.
მეგონა, ეს გარიგება გაგახარებდა.
– დიახ, მამა, ყველამ ვიცით, ჩემი გახარება რამდენს ნიშნავს
შენთვის. მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. ჩრდილოეთისკენ გზაო, ამ-
ბობ? ჩრდილოეთი ახლა გრეიჯოიებს უჭირავთ, მეფე ბეილონს კი
ასული ჰყავს. მაშ, რატომ სანსა სტარკი და არა გრეიჯოი? – მამას
ოქროსფრად დაწინწკლულ ცივ მწვანე თვალებში ჩახედა.
ლორდმა ტაივინმა თითები წვეტად შეატყუპა და ზედ ნიკაპი და-
აყრდნო.
– ბეილონ გრეიჯოი ალაფზე მეტს ფიქრობს, ვიდრე მართვაზე.
დაე, დატკბეს შემოდგომის გვირგვინით და ჩრდილოეთის ზამთა-
რიც იწვნიოს. ქვეშევრდომებს ეგ თავს ვერ შეაყვარებს. გაზაფხული
რომ მოვა, ჩრდილოელებს ყელში ეყოლებათ კრაკენები ამოსული.
როდესაც ედარდ სტარკის შვილიშვილს მიიყვან თავისი სამემკვიდ-
როს მოსათხოვნად, ლორდები და უბრალო ხალხი როგორც ერთი,
ისე აღ.
დგებიან, ბავშვი თავისი წინაპრების საკარცხულში რომ ჩააბ-
რძანონ. იმედია, ქალის დაორსულება შეგიძლია.
– მგონია, რომ შემიძლია, – გაბრაზდა ტირიონი, – ოღონდ, უნ-
და ვაღიარო, ვერ დავამტკიცებ. თუმცა ვერავინ დამაბრალებს, არც
ცდილხარო. ჩემს პაწია თესლებს იმდენად ხშირად ვფანტავ, რამდე-
ნადაც კი ვახერხებ......
– სანარცხეებსა და არხებში, – სიტყვა ჩამოართვა ლორდმა ტა-
ივინმა, – და მდაბიო მიწაზე, სადაც მხოლოდ ბუში სარეველა იკი-
დებს ფესვს. დროა, საკუთარი ბაღი იქონიო, – იგი ფეხზე ადგა, –
კასტერლის კლდე შენი არასოდეს იქნება, ამას გპირდები. მაგრამ
378
სანსა სტარკს თუ შეირთავ, ძალიანაც შესაძლებელია, ვინტერფელი
მოიპოვო. ტირიონ ლანისტერი, ვინტერფელის ლორდი-მფარველი.
ამის გაფიქრებაზე უცნაურმა სუსხმა აიტანა.
– კეთილი და პატიოსანი, მამა, – წარმოთქვა აუჩქარებლად, –
მაგრამ შენს ჭილში დიდი შავი ტარაკანი დაძვრება. სავარაუდოდ,
რობ სტარკსაც, ჩემი არ იყოს, შეუძლია ქალის დაორსულება, და
ერთი ნაყოფიერი ფრეის შერთვის პირობა აქვს დადებული. ხოლო
როგორც კი ჭაბუკ მგელს ნაყარი ეყოლება, სანსას გაჩენილი ლეკვი
უკვე აღარაფრის მემკვიდრე აღარ გამოვა.
ლორდ ტაივინს წარბიც არ შეუხრია.
– რობ სტარკი არც ერთ ნაყოფიერ ფრეის არ დააორსულებს,
სიტყვას გაძლევ. ჯერჯერობით საჭიროდ არ ჩავთვალე, რამდენიმე
ახალი ამბავი მეუწყებინა საბჭოსთვის, თუმცა, უეჭველია, ჩვენი კე-
თილი ლორდები მალე ყველაფერს შეიტყობენ.
ჭაბუკმა მგელმა გავინ ვესტერლინგის უფროსი ასული შეირთო
ცოლად.
ტირიონს წუთით ვერ დაეჯერებინა, რომ მამის სიტყვები სწორად
გაიგო.
– ფიცი გატეხა? – იკითხა განცვიფრებულმა, – ფრეიები მოის-
როლა რისთვის? – სიტყვები აღარ ყოფნიდა.
– თექვსმეტი წლის ქალწულია, ჯეინი ჰქვია, – თქვა სერ კევანმა,
– ლორდი გავინი მას ვილემისთვის ან მარტინისთვის მთავაზობდა,
მაგრამ მე უარი ვუთხარი. გავინი კარგი კაცია, მაგრამ ცოლად სი-
ბილ სპაისერი ჰყავს. არ უნდა მოეყვანა, არაფრით. ვესტერლინგებს
ღირსება ყოველთვის უფრო ჭარბად ჰქონდათ, ვიდრე საღი აზრი.
ლედი სიბილის ბაბუა ზაფრანით და პილპილით ვაჭრობდა, ლამის
ისეთივე მდაბიო იყო, როგორც ის კონტრაბანდისტია, სტანისს რომ

379
ჰყავს. ბებიაც ვიღაც უცნაური ქალი იყო, აღმოსავლეთიდან ჩამოყ-
ვანილი. საშინელი ბებრუხანა, მგონი, ქურუმი ქალი. მაეგიო, ასე
ეძახდნენ. მის ნამდვილ სახელს ვერავინ წარმოთქვამდა. ნახევარი
ლანისპორტი მასთან დარბოდა წამლების, სასიყვარულო ჯადოების
და ეგეთებისთვის, – მან მხრები აიჩეჩა, – ნამდვილად, უკვე დიდი
ხნის მკვდარი იქნება. ჯეინი კი მშვენიერი ბავშვი იყო, თუმცა მხო-
ლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მაგრამ ასე საეჭვო სისხლი...
ტირიონმა ოდესღაც კახპაზე იქორწინა, ასე რომ, ბოლომდე ვერ
იზიარებდა ბიძის შეშფოთებას, დარიჩინით მოვაჭრის შვილიშვი-
ლის ცოლად შერთვას რომ წარმოიდგენდა. და მაინც... მშვენიერი
ბავშვიო, სერ კევანმა თქვა, თუმცა, ბევრი საწამლავიც შეიძლება,
ტკბილი გეჩვენოს. ვესტერლინგები ძველი გვარი იყო, მაგრამ სი-
ამაყე მეტი მოეპოვებოდათ, ვიდრე ძალა. არ გაუკვირდებოდა, რომ
გაეგო, ლედი სიბილმა ოჯახში მეტი სიმდიდრე მიიტანა, ვიდრე მის-
მა კეთილშობილმა ქმარმაო. ვესტერლინგების მაღაროები წლების
წინ გამოიფიტა, საუკეთესო გაყიდეს ან დაკარგეს, კრაგი კი ნანგრე-
ვი უფრო იყო, ვიდრე სიმაგრე. თუმცა კი, ამაღელვებელი ნანგრევი,
ამაყად ამოჩრილი ზღვის ზემოთ.
– გაოცებას ვარ, – გამოტყდა ტირიონი, – მეგონა, რობ სტარკს
მეტი ჭკუა ჰქონდა. – თექვსმეტი წლის ბიჭია, – თქვა ლორდმა ტა-
ივინმა, – ამ ასაკში ჭკუა ნაკლებად ფასობს – ვნებას, სიყვარულსა
და ღირსებასთან შედარებით.
– მან ფიცი გატეხა, მოკავშირე შეარცხვინა, წმინდა პირობას
უღალატა. რა ღირსებაა ამაში?
– მან გოგოს ღირსება თავისას არჩია, – მიუგო სერ კევანმა, –
ქალწულობა რომ აართვა, სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
– უფრო კარგს უზამდა, ბუშით რომ მიეტოვებინა, – თქვა დაბნე-

380
ულმა ტირიონმა, ვესტერლინგები ასე ყველაფერს კარგავდნენ: მა-
მულებს, ციხესიმაგრეს, სიცოცხლესაც კი. ლანისტერი ვალს ყო-
ველთვის იხდის.
– ჯეინ ვესტერლინგი დედამისის შვილია, – თქვა ლორდმა ტა-
ივინმა, – რობ სტარკი კი – მამამისის.
ვესტერლინგების ღალატმა მამამისი ისე არ განარისხა, რო-
გორც ტირიონი მოელოდა. ლორდი ტაივინი მოყმეებს ღალატს არ
პატიობდა. ჯერ კიდევ ბიჭი ეთქმოდა, ამაყი კასტამირელი რეინისე-
ბი და ტარბეკისდარბაზელი ტარბეკების უძველესი გვარი რომ მოს-
პო, დედაწულიანად ამოჟლიტა. მომღერლებმა ამაზე ერთი პირქუში
სიმღერაც კი შეთხზეს. რამდენიმე წლის მერე, როცა მართალციხის
ლორდი ფარმანი ეურჩა, ლორდმა ტაივინმა მას დესპანი გაუგზავნა
და წერილის ნაცვლად ბარბითი გაატანა. მის დარბაზში აჟღერებუ-
ლი „კასტამირის წვიმა“ რომ მოისმინა, ლორდი ფარამირი მაშინვე
მოლბა და მებატონეს აღარასოდეს შესწინააღმდეგებია. და, სიმღე-
რაც რომ არა, რეინისის და ტარბეკის დალეწილი ციხეები უსიტ-
ყვოდ იუწყებოდნენ, თუ რა ბედი ელოდა მას, ვინც კასტერლის
კლდის ძლიერებას აბუჩად აიგდებდა.
– კრაგი კასტამირისა და ტარბეკის დარბაზიდან არც ისე შორ-
საა, – აღნიშნა ტირიონმა, – კაცი იფიქრებდა, ვესტერლინგები იქ
ერთხელ მაინც ჩაივლიდნენ და ჭკუას ისწავლიდნენო.
– იქნებ, კიდევაც ჩაიარეს, – მიუგო ლორდმა ტაივინმა, – კასტა-
მირის ამბები კარგად იციან, დამიჯერე.
– ვესტერლინგები და სპაისერები ისეთი ბრიყვები არიან, რომ
სჯერათ, მგელი ლომს დაამარცხებსო?
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად ლორდმა ტირიონ
ლანისტერმა ლამის გაიღიმა. საბოლოოდ არც გაუღიმია, მაგრამ
ღიმილის ეს დაპირებაც კი საკმაოდ საზარელი სანახავი იყო.
381
– უდიდესი სულელები ხშირად უფრო ჭკვიანები გამოდგებიან
ხოლმე, ვიდრე ისინი, ვინც მათ დასცინოდა, – თქვა მან. და დაუმა-
ტა, – შეირთავ სანსა სტარკს, ტირიონ. თან მალე.

კეტლინი

ცხედრები მხრებზე შემოდებული შემოიტანეს და შემაღლების


წინ დაასვენეს. ჩირაღდნებით განათებულ დარბაზში სიჩუმე ჩამოწ-
ვა და ამ მდუმარებაში კეტლინს ციხის მეორე ბოლოდან რუხი ქარის
ყმუილი ჩაესმა. სისხლის სუნი სცემსო, გაიფიქრა; ქვის კედლების
და ხის კარების მიღმა, ღამისა და წვიმის მიღმაც ცნობს სიკვდილის
და ნგრევის სუნს.
რობის მარცხნივ იდგა, საკარცხულის გვერდით, და წამით ლა-
მის ეგონა, ჩემს მკვდრებს ვხედავ, ჩემს ბრანს და რიკონსო. ეს ბიჭე-
ბი ბევრად უფროსები იყვნენ, მაგრამ სიკვდილმა დააპატარავა ისი-
ნი. შიშვლები, სველები, ისე პატარები ჩანდნენ, ისე უძრავები, რომ
გახსენებაც კი უჭირდა, როგორი იყვნენ ცოცხლები.
ქერა ბიჭს წვერის მოშვება დაეპირებინა. ატმის ბუსუსის მსგავსი
ღინღლი უფარავდა ლოყებს და ყბას დანით გამოღადრული ყელის
ზემოთ. გრძელი ოქროსფერი თმა სველი ჰქონდა, თითქოს აბანო-
დან გამოათრიესო. ეტყობოდა, მშვიდად მომკვდარიყო, შეიძლება
ძილშიც, მაგრამ მის წაბლისფერთმიან კუზენს სიცოცხლის შესა-
ნარჩუნებლად ებრძოლა. მკლავებზე ნასერები ეტყობოდა, რო-
გორც ჩანს, მახვილს უხვედრებდა, და წითელი სისხლი ჯერაც სდი-
ოდა მკერდზე, მუცელზე, ზურგზე დაჩნეული უამრავი ჭრილობიდან,
უენო პირებს რომ მოჰგავდა, თუმცა წვიმას ლამის გაებანა და გა-
ესუფთავებინა.

382
რობმა დარბაზში შემოსვლამდე გვირგვინი დაიხურა და ბრინ-
ჯაო მუქად ელავდა ჩირაღდნების შუქზე. მკვდრებს რომ დასცქერო-
და, თვალებს ჩრდილები უფარავდა. ისიც ბრანს და რიკონს ხედავს?
ატირდებოდა, მაგრამ ცრემლები გამოლეოდა. მკვდარი ბიჭები ხან-
გრძლივ ტყვეობას გაეფითრებინა, თან ორივე ისედაც თეთრგვრე-
მანი იყო. მათ გლუვ თეთრ კანზე სისხლი შემაძრწუნებლად წით-
ლად მოჩანდა, ცქერაც კი ჭირდა. სანსასაც შიშველს დააწვენენ რკი-
ნის ტახტის ძირას, რომ მოკლავენ, მერე? მისი კანიც ასე თეთრი იქ-
ნება, მისი სისხლიც ასე წითელი? გარედან წვიმის გაუთავებელი
ჩხრიალი და მგლის მოუსვენარი ყმუილი ისმოდა.
რობს ხელმარჯვნივ დედის ძმა ედმური ედგა, ცალი ხელით მამის
სკამს ეყრდნობოდა, ნამძინარევი სახე შესივებოდა. ისიც გააღვი-
ძეს, როგორც კეტლინი, შუაღამისას კარზე მოუბრახუნეს და უხეშად
გაუწყვიტეს სიზმრები. ტკბილ სიზმრებს ხედავდი, ძმაო? მზის სხივი,
სიცილი და ასულის ალერსი გეზმანებოდა? ღმერთებს ვევედრები,
ასე იყოს. თავად ბნელი, ძრწოლით აღსავსე სიზმრები ჰქონდა. დარ-
ბაზში რობის კაპიტნები და მებაირაღე ლორდები შეგროვებულიყ-
ვნენ, ზოგი შეაბჯრული და იარაღასხმული იყო, სხვები დაუვარცხნე-
ლები და სანახევროდ ჩაცმულები მოჩანდნენ. სერ რეინალდი და
მისი ბიძა სერ როლფიც აქ იყვნენ, თუმცა რობმა გადაწყვიტა, თავი-
სი დედოფალი ამ სანახაობისთვის მოერიდებინა. კრაგი არაა შორს
კასტერლის კლდიდან, გაახსენდა კეტლინს. იქნებ, ჯეინი ბავშვობა-
ში ამ ბიჭებთან ერთად თამაშობდა კიდეც.
უცქერდა ჭაბუკი საჭურველთმტვირთველების, ტიონ ფრეის და
ვილემ ლანისტერის ცხედრებს და უცდიდა, რას იტყოდა მისი ძე.
თითქოს ძალიან დიდი დრო გავიდა, სანამ რობი უსიცოცხლო
სხეულებს თვალს მოსწყვეტდა.
– პატარა ჯონ, – თქვა მან, – უთხარი მამაშენს, შემოიყვანოს.
383
პატარა ჯონი უსიტყვოდ შებრუნდა ბრძანების შესასრულებლად,
მისი ნაბიჯები ყრუდ დაირხა ვრცელ ქვის დარბაზში.
დიდჯონმა ტყვეები კარში რომ შემოიყვანა, კეტლინმა შენიშნა,
როგორ დაიხია უკან ზოგმა დამხვდურმა, თითქოს შეიძლებოდა,
ღალატი გადასდებოდათ – შეხებით, მზერით, დახველებით. ტყვეები
და მცველები ერთმანეთს ჰგავდნენ: ბრგე მეომრებს ხშირი წვერი
და გრძელი თმა ჰქონდათ. დიდჯონის ორი კაცი და მათი სამი ტყვე
დაჭრილი იყო. მხოლოდ იმით თუ განასხვავებდი ერთმანეთისგან,
რომ ზოგს შუბები მოემარჯვებინა, სხვებს კი ცარიელი ქარქაშები
ეკიდათ. ყველას ჯაჭვი ან ფოლადის რგოლებით ნაკერი პერანგები
ეცვა, მძიმე ჩექმები და სქელი, შალის ან ბეწვის მოსასხამები ჰქონ-
დათ. ჩრდილოეთი მტკიცე და ცივია და შეწყალება არ იცისო, უთხრა
ნედმა, როდესაც კეტლინი პირველად მივიდა ვინტერფელში ათასი
წლის წინ. – ხუთი, – თქვა რობმა, როდესაც სველი, მდუმარე ტყვე-
ები წინ დაუყენეს, – ყველანი აქ არიან?
– რვანი იყვნენ, – დაიბუხუნა დიდჯონმა, – ორი აყვანისას მოვ-
კალით, ერთიც კვდება.
რობი ტყვეების სახეებს დააცქერდა.
– რვა კაცი გახდა საჭირო ორი უიარაღო საჭურველთმტვირთვე-
ლის მოსაკლავად. ედმურ ტალიმ ხმა ამოიღო:
– ჩემი ორი კაცის მკვლელებიც არიან, დახოცეს, კოშკში რომ შე-
ეღწიათ. დელფი და ელვუდი.
– ეს მკვლელობა არ იყო, სერ, – განაცხადა ლორდმა რიკარდმა.
არც მაჯაზე შემოჭერილ თოკს აგდებდა რამედ, არც სახეზე ჩამოდე-
ნილ სისხლს, – ყველა, ვინც კი მამასა და მის შურისძიებას შორის
ჩადგება, სიკვდილს იმსახურებს.
მისი სიტყვები კეტლინს ყურში უგუგუნებდა, უხეშად, დაუნდობ-

384
ლად, როგორც საომარი დაფდაფების ცემა. ყელი ქვასავით გაშრო-
ბოდა. ეს მე ჩავიდინე. ეს ორი ბიჭი იმისთვის მოკვდა, რომ ჩემს გო-
გონებს ეცოცხლათ.
– მე ვნახე, როგორ დაიხოცნენ შენი შვილები იმ ღამით, მოჩურ-
ჩულე ტყეში, – უთხრა რობმა ლორდ კარსტარკს, – ტორენი ტიონ
ფრეის არ მოუკლავს. ვილემ ლანისტერს ედარდი არ დაუმარცხე-
ბია. მაშ, ამას შურისძიებას როგორღა უწოდებ? ეს უგუნურება და და-
უნდობელი მკვლელობა იყო. შენი ძეები ღირსეულად დაეცნენ
ბრძოლის ველზე, ხმლით ხელში.
– ისინი დაიხოცნენ, – თქვა ლორდმა რიკარდმა, უკან მისხლი-
თაც არ იხევდა, – მეფისმკვლელმა დახოცა ისინი. ეს ორი მისი ჯი-
შისა იყო. სისხლს მხოლოდ სისხლი ზღავს.
– ბავშვების სისხლი? – რობმა ცხედრებს მიათითა, – რამდენი
წლისანი იყვნენ? თორმეტის, ცამეტის? საჭურველთმტვირთველები.
– საჭურველთმტვირთველები ყველა ბრძოლაში იხოცებიან.
– ბრძოლაში დიახაც იხოცებიან. ტიონ ფრეიმ და ვილემ ლანის-
ტერმა მოჩურჩულე ტყეში იარაღი დაყარეს. ტყვეები იყვნენ, საკანში
გამოკეტილები, მძინარე, უიარაღოები... ბავშვები. შეხედე!
ლორდმა კარსტარკმა მათ ნაცვლად კეტლინს შეხედა.
– დედაშენს უთხარი, შეხედოს. მანაც დახოცა ისინი, ისევე, რო-
გორც მე. კეტლინმა რობის სკამის საზურგეს ჩასჭიდა ხელი. ეჩვენე-
ბოდა, რომ დარბაზი თვალწინ უტრიალებდა. სადაც იყო, გული
აერეოდა.
– დედაჩემს ამ ამბავთან არაფერი აქვს საერთო, – ბრაზით თქვა
რობმა, – ეს შენ ჩაიდინე. შენ ხარ მკვლელი. შენ ხარ მოღალატე.
– ეს როგორ, ლანისტერების დახოცვა ღალატია, მათი გაშვება
კი არა? – ჯიქურ იკითხა კარსტარკმა, – თუ მის მოწყალებას დაავიწ-
ყდა, რომ კასტერლის კლდესთან ვომობთ? ომში მტრებს ხოცავენ.
385
მამაშენს შენთვის ეს არ უსწავლებია, ბიჭო? – ბიჭო? – დიდჯონმა
რიკარდ კარსტარკს ისე შემოსცხო აბჯრიანი მუშტი, რომ მუხლებზე
დააჩოქა.
– თავი დაანებე! – რობის ხმაში ბრძანება ისმოდა. ამბერი ტყვეს
გასცილდა. ლორდმა კარსტარკმა მოტეხილი კბილი გადმოაფურ-
თხა.
– ჰო, ლორდო ამბერ, მეფეს დაანებე ჩემი თავი. აპირებს, გამ-
თათხოს, სანამ მაპატიებდეს. მოღალატეებს ეგრე უშვრება ჩვენი
ჩრდილოეთის მეფე, – სველი, წითელი ღიმილით გაიღიმა, – თუ
ჩრდილოეთის დამკარგავი მეფე უნდა გიწოდო, თქვენო მოწყალე-
ბავ? დიდჯონმა გვერდით მდგარ კაცს შუბი გამოსტაცა და მხარზე შე-
იგდო.
– ნება მომეცი, გამოვფაშვო, სირ. ვნახოთ, ამისთანა რა შიგანი
აქვს.
დარბაზის კარი ჯახუნით გაიღო და შემოვიდა შავი თევზი, მოსას-
ხამზე და მუზარადზე წყალი ჩამოსდიოდა. მას ტალის აბჯროსნები
შემოჰყვნენ. გარეთ კი ელვა ბზარავდა ცას და კოკისპირული შავი
წვიმა იღვრებოდა რივერანის ქვებზე. სერ ბრინდენმა მუზარადი მო-
იხადა და ცალ მუხლზე დაეშვა.
– თქვენო მოწყალებავ, – ესღა თქვა, მაგრამ მისი პირქუში ხმა
ბევრად მეტს ამბობდა.
– სერ ბრინდენს განმარტოებით მოვუსმენ, მისაღებ ოთახში, –
რობი წამოდგა, – დიდჯონ, ჩემს დაბრუნებამდე ლორდი კარსტარკი
აქ გყავდეს, დანარჩენი შვიდი კი ჩამოახრჩვე.
დიდჯონმა შუბი დახარა.
– მკვდრებიც?
– ჰო. ეგეთებს ბიძაჩემის მდინარეებს არ წავაბილწინებ. დაე,
ყვავები გამოკვებონ, ერთი ტყვე მუხლებზე დაეცა.
386
– შემიწყალე, სირ. მე არავინ მომიკლავს, მხოლოდ კართან ვი-
დექი მოთვალყურედ, რობი წამით დაფიქრდა.
– იცოდი, რას აპირებდა ლორდი რიკარდი? დაინახე ამოზიდუ-
ლი ხანჯლები? გაიგონე ყვირილი, კივილი, შეწყალების ვედრება?
– დიახ, მაგრამ მე არაფერი მიქნია. მხოლოდ მზირი ვიყავი, ვფი-
ცავ...
– ლორდ ამბერ, – თქვა რობმა, – ეს მხოლოდ მზირი იყო. სულ
ბოლოს ეგ დაკიდე, რომ უმზიროს, დანარჩენები როგორ დაიხოცე-
ბიან. დედა, ძია, წამომყევით, თუ შეიძლება, – შებრუნდა და გავიდა,
დიდჯონის მეომრები კი ტყვეებს შემოეხვივნენ და შუბის წვერებით
გაირეკეს დარბაზიდან. გარეთ მეხმა იგრიალა, ისე ხმამაღლა, თით-
ქოს ციხესიმაგრე ჩამოენგრათ თავზე. ნეტავ, ეს სამეფოს დაქცევის
ხმა ხომ არ არისო, გაიფიქრა კეტლინმა.
მისაღებ ოთახში ბნელოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჭექა-ქუხილის
ხმას დამატებით კიდევ ერთი კედლის სისქე ახშობდა. შემოვიდა
მსახური, ნავთის ლამპა შემოიტანა და ცეცხლის ანთება დააპირა,
მაგრამ რობმა იგი დაითხოვა და ლამპა დაიტოვა. ოთახში მაგიდები
და სკამები იდგა, მაგრამ მხოლოდ ედმური ჩამოჯდა, და ისიც ადგა,
როცა მიხვდა, სხვები არ სხდებიანო. რობმა გვირგვინი მოიხადა და
თავის წინ მაგიდაზე დადო.
შავმა თევზმა კარი მიხურა.
– კარსტარკები წავიდნენ.
– ყველა? – რობს ხმა ბრაზმა შეუგუბა თუ სასოწარკვეთამ? ამას
დარწმუნებით კეტლინიც კი ვერ იტყოდა.
– ყველა მებრძოლი, – მიუგო სერ ბრინდენმა, – რამდენიმე ბა-
ნაკის თანამგზავრი და მსახური დატოვეს, დაჭრილებთან ერთად.
სიმართლის გასარკვევად დავკითხეთ, რამდენიც საჭირო იყო. და-
ღამებისთანავე დაიწყეს წასვლა, თავიდან თითო-თითო ან ორორი
387
იპარებოდნენ, მერე უფრო დიდ ჯგუფებადაც. დაჭრილებს და მსახუ-
რებს დაავალეს, კოცონები ანთებული ჰქონოდათ, მათი გაპარვა
რომ ვერ გაგვეგო, მაგრამ, რომ გაწვიმდა, ამასაც აღარ ჰქონდა აზ-
რი.
– რივერანიდან რომ გავლენ, ისევ შეიკვრებიან და დაეწყობიან?
– ჰკითხა რობმა. – არა. გაფანტულები არიან და ნადირობენ. ლორ-
დმა კარსტარკმა დაიფიცა, რომ თავის ასულს ცოლად მისცემს ნე-
ბისმიერს, მდაბიოს თუ დიდებულს, ვინც კი მას მეფისმკვლელის
თავს მიუტანს.
დაგვიფარონ ღმერთებმა. კეტლინმა ისევ გულისრევა იგრძნო.
– სამასამდე მხედარი და ორი ამდენი ცხენი ღამეში ჩაიკარგა, –
რობმა საფეთქლები დაისრისა იქ, სადაც გვირგვინმა ნაზ კანზე ნაჭ-
დევები დაუტოვა, – კარჰოლდის მთელი ცხენოსანი ძალა დავკარ-
გეთ.
მე დავკარგე. მე, შემინდონ ღმერთებმა. ჯარისკაცობა არ იყო სა-
ჭირო, რომ დაე – ნახა, რა ხაფანგში იყო რობი გამომწყვდეული. ამ-
ჟამად რივერანი მას ეჭირა, მაგრამ ყოველი მხრიდან მტრებით იყო
გარშემორტყმული, გარდა აღმოსავლეთისა, სადაც ლიზა შემომ-
ჯდარიყო მაღლა, თავის მთის წვერზე. სამკბილაც კი აღარ იყო და-
ცული, რაკი გადასალახის ლორდი ერთგულების ფიცით აღარ ეკ-
ვროდათ. ახლა კარსტარკების დაკარგვაც...
– ეს ამბავი რივერანიდან არ უნდა გავიდეს, – თქვა მისმა ძმამ,
ედმურმა, – ლორდი ტაივინი... ლანისტერებმა ვალის გადახდა
იციანო, სულ ამას ამბობენ. შეგვიწყალოს დედამ, რომ გაიგებს...
სანსა. კეტლინს ფრჩხილები ხელისგულებში ჩაეჭირა, ისე მაგ-
რად მომუჭა თითები. რობმა ედმური სუსხიანი მზერით გაზომა.
– გინდა, მკვლელის გარდა, მატყუარადაც მაქციო, ძია?

388
– ტყუილი კი არ უნდა ვთქვათ. უბრალოდ, არაფერი ვთქვათ. და-
მარხე ბიჭები და ენას კბილი დავაჭიროთ, სანამ ომი არ ჩამთავრდე-
ბა. ვილემი სერ კევან ლანისტერის შვილი იყო, ლორდ ტაივინის
ძმისწული. ტიონი ლედი ჯენას ძე იყო და გვარად – ფრეი. ტყუპებსაც
უნდა დავუმალოთ ეს ამბავი, სანამ...
– სანამ მოკლულებს არ გავაცოცხლებთ? – მოუჭრა ბრინდენ
შავმა თევზმა, – სიმართლე კარსტარკებთან ერთად გაიქცა, ედმურ.
გვიანია ეგ თამაში.
– მე მათი მამების წინაშე სიმართლის ვალი მაქვს, – თქვა რობ-
მა, – და მართლმსაჯულების. დიახ, მართლმსაჯულებისაც, – მან და-
ხედა თავის გვირგვინს, ბრინჯაოს მუქ ბზინვას და რკინის ხმლების
წრეს, – ლორდი რიკარდი მეურჩა. მიღალატა. სხვა გზა არ მაქვს,
ბრალი უნდა დავდო და დავსაჯო. ღმერთებმა იციან, რას იზამენ რუს
ბოლტონთან მყოფი კარსტარკების ქვეითები როცა გაიგებენ, მათი
მებატონე ღალატის გამო რომ დავსაჯე. ბოლტონი უნდა გავაფ-
რთხილოთ.
– ლორდ კარსტარკის მემკვიდრეც ჰარენჰალში იყო, – შეახსენა
სერ ბრინდენმა, – უფროსი ვაჟი, ლანისტერებმა მწვანე კბილზე
ტყვედ რომ აიყვანეს.
– ჰარიონი. ჰარიონი ჰქვია, – რობმა მწარედ გაიცინა, – მეფეს
უჯობს, იცოდეს თავისი მტრის სახელი, ასე არაა?
შავმა თევზმა მზერით გამსჭვალა იგი.
– ნამდვილად იცი, რომ ჭაბუკი კარსტარკი ამის გამო მტრად მო-
გეკიდება? – აბა, რას იზამს? მამამისის მოკვლას ვაპირებ, არა მგო-
ნია, მადლობა მითხრას. – იქნებ, კიდევაც გითხრას. არიან ძეები,
მამები რომ სძულთ, შენ კი მას ერთი დარტყმით კარჰოლდის ლორ-
დად გახდი.
რობმა თავი გაიქნია.
389
– ჰარიონი ეგეთი რომც იყოს, იგი ცხადად ვერასოდეს შეუნდობ-
და მამამისის მკვლელს. საკუთარი მეომრები აუმხედრდებოდნენ.
ისინი ხომ ჩრდილოელები არიან, ძია. ჩრდილოეთს ყველაფერი ახ-
სოვს.
– მაშინ შეუნდე, – ურჩია ედმურ ტალიმ.
რობი აშკარა გაოცებით მიაჩერდა.
ამ მზერამ ედმური წამოაჭარხალა.
– ანუ, სიცოცხლე აჩუქე-მეთქი, ვიგულისხმე. მე ეს ყველაფერი
შენზე მეტად როდი მომწონს, სირ. მან მეც დამიხოცა ხალხი. საბრა-
ლო დელფი ახლაღა მომჯობინდა სერ ჯეიმისთან მიღებული ჭრი-
ლობისგან. კარსტარკი უეჭველად უნდა დაისაჯოს. ვთქვათ, ხუნდებ-
ში იყოლიე.
– მძევლად? – თქვა კეტლინმა. იქნებ, ეს საუკეთესო გადაწყვე-
ტილება ყოფილიყო, – ჰო, მძევლად! – ძმა დის ვარაუდს, როგორც
თანხმობას, ისე ჩაეჭიდა, – უთხარი ძეს, რომ, სანამ გიერთგულებს,
მამამისს არაფერი დაუშავდება. თორემ... ახლა ფრეიების იმედი
აღარ უნდა გვქონდეს, რომც შევპირდე, ყველა შენს ასულს ცოლად
შევირთავ და შენს საკაცესაც მე ვათრევო. კარსტარკებიც თუ დავ-
კარგეთ, რის იმედად უნდა დავრჩეთ?
– რის იმედად, – რობმა მძიმედ ამოისუნთქა და თვალებიდან
თმები გადაიწია, – სერ როდრიკისგან არაფერი ისმის, ვალდერ
ფრეის ჩვენს ახალ შეთავაზებაზე არ უპასუხნია და საარწივეც ხმას
არ ძრავს, – დედას მიუბრუნდა, – შენი და არასოდეს გვიპასუხებს?
რამდენჯერ უნდა მივწერო? არ მჯერა, რომ მასთან ვერც ერთმა
ფრინველმა ვერ მიაღწია.
კეტლინი ხვდებოდა, რომ მის შვილს ნუგეში უნდოდა; უნდოდა,
მოესმინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ მის მეფეს
სიმართლე სჭირდებოდა.
390
– ფრინველებმა მასთან მიაღწიეს. თუმცა, შეიძლება, ისიც გით-
ხრას, არ მოფრენილანო, თუ აქამდე მიდგა საქმე. იქიდან დახმარე-
ბას ნუ ელი, რობ. ლიზა მამაცი არასოდეს ყოფილა. პატარაობისას,
როგორც კი რამეს დააშავებდა, გარბოდა და იმალებოდა. ალბათ
ფიქრობდა, მამაჩემი თუ ვერ მიპოვის, დაავიწყდება და აღარ გამიწ-
ყრებაო. დღემდე ასეთია. მეფის საბიჯელიდან შიშმა გააქცია, ყვე-
ლაზე უხიფათო ადგილს მიაშურა და ახლა ზის თავის მთაზე იმის
იმედით, რომ ყველას დაავიწყდება. – ველის რაინდებს შეეძლოთ,
ამ ომის ბედი გადაეწყვიტათ, – თქვა რობმა, – მაგრამ თუ ლიზას
ბრძოლა არ უნდა, ნუ იბრძოლებს. მე მხოლოდ იმას ვთხოვდი, ჩვენ-
თვის სისხლიანი კარიბჭე გაეხსნა და თოლიაქალაქში გემები მო-
ეცა, რომლებიც ჩრდილოეთში წაგვიყვანდნენ. მთის გზა შეიძლება,
მძიმე იყოს, მაგრამ ყელის გავლა ბრძოლით უფრო ძნელი იქნება.
თეთრ ნავსადგურში რომ გადმოვმჯდარიყავი, მოათ კაილინს გვერ-
დიდან მოვუვლიდი და რკინელებს ნახევარ წელიწადში გამოვყრი-
დი ჩრდილოეთიდან.
– ეგ ვერ გამოვა, სირ, – უთხრა შავმა თევზმა, – კეტი მართალს
ამბობს. ლედი ლიზა ზედმეტად მხდალია საიმისოდ, რომ ველზე ჯა-
რი შეუშვას. ნებისმიერი ჯარი. სისხლიანი კარიბჭე დახშული იქნება.
– სხვებსაც წაუღიათ ლიზა მაშინ, – შეიკურთხა იმედდაკარგულ-
მა რობმა, – და წყეული რიკარდ კარსტარკიც. და თეონ გრეიჯოი,
ვალდერ ფრეი, ტაივინ ლანისტერი და ყველა დანარჩენიც, მათთან
ერთად. შემინდონ ღმერთებმა, ნეტავ, ვინმეს ოდესმე მეფობა რა-
ტომ ნდომებია? როდესაც ყველა ჩრდილოეთის მეფე, ჩრდილოე-
თის მეფეო, გაიძახოდა, მე საკუთარ თავს ვუთხარი... შევფიცე...
რომ კარგი მეფე ვიქნებოდი, მამაჩემივით ღირსეული, ძლიერი, სა-
მართლიანი, მეგობრებისთვის ერთგული და მამაცი, როცა მტერს
შევეყრებოდი... ახლა კი მტერი მეგობრისგან ვეღარ გამირჩევია.
391
ასე როგორ აირია ყველაფერი? ლორდი რიკარდი ჩემ მხარდამხარ
იბრძოდა ყველა ბრძოლაში. მოჩურჩულე ტყეში მისმა ძეებმა სი-
ცოცხლე შემომწირეს. ტიონ ფრეი და ვილემ ლანისტერი ჩემი მტრე-
ბი იყვნენ. მაგრამ ახლა მათ გამო ჩემი მკვდარი მეგობრების მამა
უნდა მოვკლა, – მან გვერდით მყოფებს გადახედა, – განა ლანისტე-
რები დამიმადლებენ ლორდ რიკარდის მოჭრილ თავს? ან ფრეიები?
– არა, – როგორც ყოველთვის, პირდაპირ მიახალა ბრინდენ შავმა
თევზმა. – ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა შეიწყალო ლორდი
რიკარდი და მძევლად გყავდეს, – აჯერებდა ედმური.
რობი ორივე ხელით დასწვდა ბრინჯაოსა და რკინის მძიმე გვირ-
გვინს, ასწია და ისევ დაიხურა. და უცებ ისევ მეფედ იქცა.
– ლორდი რიკარდი მოკვდება.
– მაგრამ რატომ, – შეედავა ედმური, – თვითონვე თქვი...
– ვიცი, რაც ვთქვი, ძია. ეს არ ცვლის იმას, რის გაკეთებაც მავა-
ლია, – გვირგვინის ხმლები მტკიცედ, შავად მოჩანდა მის შუბლზე,
– ბრძოლაში იქნებ თავადაც დამეხოცა ტიონი და ვილემი, მაგრამ
ეს ბრძოლა არ ყოფილა. თავიანთ საწოლებში ეძინათ, შიშვლებს და
უიარაღოებს, საკნებში, რომლებშიც მე დავატუსაღე. რიკარდ კარ-
სტარკს მხოლოდ ფრეი და ლანისტერი არ მოუკლავს. მან ჩემი ღირ-
სება მოკლა. განთიადისას გავუსწორდები.
რუხი და სუსხიანი დილა რომ გათენდა, ჭექა-ქუხილი ჩადგა და
გაბმულ თქეშად იქცა, მაგრამ საღვთო ტყე მაინც ხალხით იყო სავ-
სე. მდინარეთის ლორდები და ჩრდილოელები, დიდებულები და
მდაბიოები, რაინდები, ქირით მებრძოლები და მეჯინიბეები ერთად
იდგნენ ხეებს შორის და ღამით დაწყებული ბნელი ცეკვის დასას-
რულს უცქერდნენ. ედმურმა ბრძანება გასცა და გულის ხის წინ სა-
ქონდაქრე აღმართეს. თავებზე წვიმა და ფოთლები აცვიოდათ, რო-

392
დესაც დიდჯონის მეომრებმა ჯერაც ხელებშებოჭილი ლორდი რი-
კარდ კარსტარკი შეგროვებულ ხალხში გამოატარეს. მისი ჯარისკა-
ცები უკვე რივერანის გალავნიდან გადმოეკიდებინათ გრძელი თო-
კებით და გაშავებულ სახეებზე წვიმა დასდიოდათ.
გრძელი ლიუ ჯალათის კუნძის გვერდით იცდიდა, მაგრამ რობმა
მას გრძელტარა ტაბარი გამოართვა და უთხრა, გვერდზე გადექიო.
– ეს ჩემი გასაკეთებელია, – უთხრა ჯალათს, – იგი ჩემი განჩი-
ნებით კვდება. ჩემი ხელითაც უნდა მოკვდეს.
ლორდმა რიკარდ კარსტარკმა მოკლედ დაუკრა თავი.
– ამისთვის მადლობა მომიხსენებია. მაგრამ სხვა არაფრის-
თვის, – სასიკვდილოდ გრძელ შავ იალმაგში გამოწყობილიყო, რო-
მელსაც გულზე მისი გვარის თეთრი სხივოსანი მზე ეხატა, – პირ-
ველკაცთა სისხლი ისევე დის ჩემს ძარღვებში, როგორც შენში, ბი-
ჭო. კარგი იქნება, თუ ამას არ დაივიწყებ. პაპაშენის სახელი დამარ-
ქვეს. მე მამაშენისთვის ბაირაღები გავშალე მეფე ეირისის წინააღ-
მდეგ, და შენთვის – მეფე ჯოფრის წინააღმდეგ. ხარჯვარედინთან და
მოჩურჩულე ტყეში, აგრეთვე – ბანაკების ბრძოლაში მხარდამხარ
გამოგყევი, სამკბილაზე კი ლორდ ედარდს მედექი გვერდში. ჩვენ
ძმები ვართ, სტარკები და კარსტარკები.
– ამ ძმობას ხელი არ შეუშლია, გეღალატა, – უთხრა რობმა, –
და ვერც ახლა გადაგარჩენს. დაიჩოქე, მილორდ.
კეტლინმა იცოდა, ლორდი რიკარდი მართალს ამბობდა. კარ-
სტარკები კარლოც სტარკის ჩამომავლები იყვნენ, ვინტერფელის
უმცროსი ძისა, რომელმაც ათასი წლის წინ მეამბოხე ლორდი დაამ-
ხო და მისი გმირობის წილი მამულები ებოძა. ციხეს, რომელიც აა-
შენა, კარლის ციხე ეწოდა, მაგრამ მალე კარჰოლდად გადაკეთდა
და საუკუნეების განმავლობაში კარჰოლდის სტარკები კარსტარკე-
ბი გახდნენ. – სულერთია, ძველი თუ ახალი ღმერთების წინაშე, –
393
უთხრა ლორდმა რიკარდმა კეტლინის ძეს, – არა კაცი არ არის ისე
დაწყევლილი, როგორც ძმისმკვლელი. – დაიჩოქე, მოღალატევ, –
გაუმეორა რობმა, – თუ ძალით დაგადებინონ თავი? ლორდმა კარ-
სტარკმა დაიჩოქა.
– ღმერთები განგსჯიან, როგორც შენ მე განმსაჯე, – და თავი კუნ-
ძზე დადო. – რიკარდ კარსტარკ, კარჰოლდის ლორდო, – რობმა
მძიმე ტაბარი ორივე ხელით ასწია, – ღმერთების და ადამიანების
წინაშე, დამნაშავედ მიცნიხარ მკვლელობასა და ღალატში. ჩემი სა-
ხელით მოგისჯი სიკვდილს. ჩემივე ხელით გასალმებ სიცოცხლეს.
სიკვდილის წინ გაქვს რამე სათქმელი?
– მომკალი, და წყეული იყავ. არ ხარ შენ ჩემი მეფე.
ტაბარი დაბლა დაქანდა. მძიმე და კარგად გალესილმა იარაღმა
ერთი დარტყმით მოკლა სიკვდილმისჯილი, მაგრამ თავის სხეული-
დან მოშორებას სამი მოქნევა დასჭირდა და საქმე რომ მოთავდა,
მკვდარიცა და ცოცხალიც ერთნაირად იყვნენ სისხლით მოსვრილე-
ბი. რობმა ზიზღით დააგდო ტაბარი ძირს და უსიტყვოდ მიბრუნდა
გულის ხისკენ. იდგა და ცახცახებდა, ხელები ნახევრად მოემუჭა,
ლოყებზე წვიმა დასდიოდა. შეუნდონ ღმერთებმა, უხმოდ ლოცუ-
ლობდა კეტლინი. ჯერ კიდევ ბიჭია, – სხვა გზა კი არ ჰქონდა.
იმ დღეს შვილი თვალით აღარ უნახავს. მთელი დილა იწვიმა,
მდინარეების ზედაპირს უშხაპუნებდა და საღვთო ტყის მოლს ტალა-
ხად და გუბეებად აქცევდა. შავმა თევზმა ასი კაცი დარაზმა და კარ-
სტარკებს გაედევნა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ბევრს მოიყოლებ-
და უკან.
– იმასღა ვლოცულობ, მათი ჩამოხრჩობა არ მომიხდეს, – თქვა
სერ ბრინდენმა, რომ მიდიოდა. მისი წასვლის მერე კეტლინი მამას-
თან წავიდა, კვლავ ლორდ ჰოსტერის საწოლთან რომ ჩამომჯდარი-
ყო.
394
– ბევრი აღარ დარჩა, – გააფრთხილა მაისტერმა ვაიმანმა იმ
დღეს, – უკანასკნელი ძალები ეცლება, თუმცა ჯერ კიდევ იბრძვის.
– ის მუდამ მებრძოლი იყო, – თქვა კეტლინმა, – საყვარელი, ჯი-
უტი კაცი. – ჰო, – უთხრა მაისტერმა, – მაგრამ ამ ბრძოლას ვეღარ
მოიგებს. დროა, ფარხმალი დაყაროს. დანებების დროა.
დანებების, გაიფიქრა კეტლინმა, მშვიდობის დამყარების. მაის-
ტერი მის მამას ელაპარაკებოდა თუ მის ძეს?
საღამოს მის მოსანახულებლად ჯეინ ვესტერლინგი მოვიდა.
ყმაწვილი დედოფალი მოკრძალებულად შევიდა მისაღებში.
– ლედი კეტლინ, არ მინდა შენი შეწუხება...
– სასურველი სტუმარი ხარ, თქვენო მოწყალებავ, – კეტლინი
ქარგავდა, მაგრამ ახლა ნემსი გადადო.
– ჯეინი დამიძახე, გთხოვ. არ ვგრძნობ თავს „მოწყალედ“.
– და მაინც, ხარ. მობრძანდი, თქვენო მოწყალებავ.
– ჯეინი, – გოგონა ბუხართან ჩამოჯდა და აღელვებულმა გაის-
წორა კაბის კალთები.
– როგორც გნებავს. რით შემიძლია, გემსახურო, ჯეინ?
– რობი... – წარმოთქვა გოგონამ, – ისე უბედურია, ისე... ისე ჯავ-
რიანი და უნუგეშო. არ ვიცი, რა ვქნა.
– ძნელია, კაცს სიცოცხლე წაართვა.
– ვიცი. მე ვუთხარი, ჯალათისთვის უნდა დაევალებინა. როდე-
საც ლორდი ტაივინი კაცს სიკვდილს უსჯის, მხოლოდ ბრძანებს
ამას. ასე უფრო იოლია, არა?
– კი, – უთხრა კეტლინმა, – მაგრამ ჩემმა ლორდმა ქმარმა თა-
ვის ძეებს ასწავლა, რომ მოკვლა არასოდეს უნდა ეიოლებოდეთ.
– აჰ, – დედოფალმა ჯეინმა ტუჩები დაისველა, – რობს მთელი
დღეა, არაფერი უჭამია. როლამს მისთვის ჩინებული ვახშამი მოვა-
ტანინე: ტახის ნეკნები, ჩათუშული ხახვი და ელი, მაგრამ მან პირიც
395
არაფერს დააკარა. მთელი დილა წერილს წერდა და მითხრა, არ შე-
მაწუხოო, მაგრამ, რომ დაასრულა, წერილი დაწვა. ახლა ზის და რუ-
კებს ჩასცქერის. ვკითხე, რას ეძებ-მეთქი, მაგრამ არ უპასუხნია.
მგონი, არც გაუგონია, რა ვკითხე. ტანსაცმელიც კი არ გამოიცვალა.
მთელი დღე სველ და სისხლიან სამოსში გაატარა. მე მინდა, კარგი
ცოლობა გავუწიო, მართლა მინდა, მაგრამ არ ვიცი, რით დავეხმა-
რო. როგორ გავახალისო, როგორ ვანუგეშო. არ ვიცი, რა სჭირდე-
ბა. გთხოვ, მილედი, შენ მისი დედა ხარ, მითხარი, რა გავაკეთო.
მითხარი, რა გავაკეთო. კეტლინი ალბათ ამასვე იკითხავდა, მამა-
მისი კარგად რომ ყოფილიყო და მოსმენა შესძლებოდა. მაგრამ
ლორდი ჰოსტერი უკვე აღსრულებულიყო, ან მალე აღესრულებო-
და. მისი ნედიც. ბრანი და რიკონიც, დედაც და ბრანდონიც – დიდი
ხნის წინ. მხოლოდ რობი დარჩენოდა, რობი და გოგონების დაბრუ-
ნების სულ უფრო და უფრო მცირე იმედი.
– ზოგჯერ, – ნელა წარმოთქვა კეტლინმა, – ყველა საკეთებელს
ის სჯობია, არაფერი გააკეთო. ვინტერფელში რომ გადავსახლდი,
პირველ ხანებში, რამდენჯერაც კი ნედი საღვთო ტყეში მიდიოდა
თავისი გულის ხის ქვეშ დასაჯდომად, მე ნაწყენი ვრჩებოდი. ვიცო-
დი, მისი სულის ნაწილი იმ ხეში იყო, ნაწილი, რომელსაც მე ვერა-
სოდეს ვეზიარებოდი. მაგრამ მალე მივხვდი, რომ იმ ნაწილის გარე-
შე ის ნედი აღარ იქნებოდა. ჯეინ, ბავშვო, შენც ჩემსავით ჩრდილო-
ეთზე იქორწინე... ჩრდილოეთში კი ზამთრები იცის, – გაღიმება სცა-
და, – მომთმენი იყავი. გამგები. მას უყვარხარ და სჭირდები და მა-
ლევე დაგიბრუნდება. იქნებ, ამაღამაც. დახვდი, როცა მოვა, მხო-
ლოდ ეს შემიძლია, გითხრა.
ყმაწვილი დედოფალი გულისყურით უსმენდა.
– ეგრე ვიზამ, – თქვა მან, როცა კეტლინი ლაპარაკს მორჩა, –
დავხვდები, – წამოდგა, – უნდა წავიდე. შეიძლება, მომისაკლისა.
396
ვნახავ. მაგრამ, თუ ჯერაც რუკებს დაჰყურებს, მოვიცდი.
– ეგრე ქენი, – უთხრა კეტლინმა, მაგრამ, გოგონა კარს რომ
მიუახლოვდა, რაღაც გაახსენდა, – ჯეინ, – მიადევნა სიტყვა, – რობს
სხვა რამეც სჭირდება შენგან, თუმცა შეიძლება, ეს ჯერ თავადაც არ
იცოდეს. მეფეს მემკვიდრე უნდა ჰყავდეს. გოგონამ გაიღიმა.
– დედაც ასე მეუბნება. სასმელს მიმზადებს, ბალახს, რძეს და
ელს აზავებს, უფრო ნაყოფიერი რომ გავხდე. ყოველ დილით ვსვამ.
რობს ვუთხარი, რომ მჯერა, ტყუპებს გავუჩენ. ედარდს და ბრან-
დონს. მგონი, გაუხარდა. ჩვენ... ყოველდღე ვცდილობთ, მილედი.
ზოგჯერ ორჯერ ან მეტჯერაც, – გოგო მომხიბლავად წამოწითლდა,
– სულ მალე დავორსულდები, გპირდები. ზეციურ დედას ვევედრები
ყოველღამ.
– კარგია. მეც შევუერთებ ჩემს ლოცვას. ძველი და ახალი ღმერ-
თების მიმართ. გოგონა რომ გავიდა, კეტლინი ისევ მამისკენ მიბ-
რუნდა და შუბლზე თხელი თეთრი თმა შეუსწორა.
– ედარდი და ბრანდონი, – ამოთქვა წყნარად, – და, შეიძლება,
მერე ჰოსტერიც. გაგიხარდებოდა? – ბერიკაცს არ უპასუხნია, მაგ-
რამ კეტლინი ამას არც ელოდა. სახურავზე ახმაურებული წვიმის ხმა
მამამისის სუნთქვას ერთვოდა, კეტლინი კი ჯეინზე ფიქრობდა. გო-
გონას, ეტყობა, მართლაც კეთილი გული აქვს, როგორც რობი ამ-
ბობდა. და კარგი თეძოები, რაც, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც
კი იყოს.
ჯეიმი
ორი დღე სამეფო გზას მიუყვებოდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხა-
რეს. ირგვლივ ყველაფერი გაპარტახებულიყო: გაშავებულ ყანებს
და ბაღებს ბოლო არ უჩანდა, დაბუგული ხეების ზროები ცხენოსან-
თა შეტევის შესაკავებლად დასობილი სარებივით გასჩროდნენ სივ-
რცეს. ხიდებიც დამწვარი იყო, მდინარეები კი შემოდგომის წვიმებს
397
მოედიდებინა, ამიტომ ფონის ძიებაში ნაპირებს უნდა აჰყოლოდნენ.
ღამეებს მგლების ყმუილი ავსებდა, მაგრამ ადამიანები არ შეხვედ-
რიათ.
ქალისტბაში ლორდ მოტონის წითელი ორაგული ჯერაც ფრი-
ალებდა ბორცვზე მდგარი ციხის თავზე, მაგრამ ქალაქის გალავანი
მიტოვებული იყო, კარიბჭე – დალეწილი, სახლები და დუქნები –
დამწვარი და გაძარცული. რამდენიმე გაგარეულებული ძაღლის მე-
ტი სულიერი არავინ ჩანდა, და ისინიც მათი ხმის გაგონებაზე საჩქა-
როდ გაიძურწნენ. ქალაქს იმ ტბის სახელი ერქვა, რომელშიც, თუ
ლეგენდას ვირწმუნებდით, მასხარა ფლორიანმა პირველად მოჰ-
კრა თვალი ჯონქვილს, თავის დებთან ერთად რომ ბანაობდა. ახლა
ტბა ისე შეეხუთა მასში ჩაყრილ გახრწნილ გვამებს, რომ წყალი
მღვრიე რუხ-მწვანე წვნიანად ქცეულიყო.
ჯეიმიმ ერთი შეხედა და ამღერდა:
– ექვსი ასული ტბის ნათელ წყალში...
– რას შვრები? – ჰკითხა ბრიენმა.
– ვმღერი. „ექვსი ასული ტბაში“ – ნამდვილად მოსმენილი გექ-
ნება. ისინიც მორცხვი, პატარა ქალები იყვნენ. შენ გგავდნენ. თუმ-
ცა, ნამდვილად, უფრო ლამაზები იქნებოდნენ.
– წყნარად, – გოგომ ისე შეხედა, რომ ეტყობოდა, სიამოვნებით
ჩატოვებდა ტბაში გვამებთან ერთად.
– ჯეიმი, გთხოვ, – შეევედრა კუზენი კლიოსი, – ლორდი მოტონი
რივერანსაა შეფიცული, არ გვინდა, იმ ციხიდან გამოვიტყუოთ. ნან-
გრევებში სხვა მტრებიც შეიძლება იმალებოდნენ...
– ამ გოგოსი თუ ჩვენი? საკითხავი ესაა, კუზენ. ერთი სული
მაქვს, ვნახო, თუ შეუძლია იმ ხმლის ქნევა, ზედ რომ აბია.
– თუ არ დაწყნარდები, იძულებული ვიქნები, ალიკაპი ამოგდო,
მეფისმკვლელო. – ხელები გამიხსენი და მეფის საბიჯელამდე ხმას
398
არ ამოვიღებ. ამაზე სამართლიანი გარიგება რა გინდა, გოგო?
– ბრიენ! მე მქვია ბრიენი! – მისმა ხმამ სამი ყვავი დააფრთხო,
ისინი ცაში აიჭრნენ. – ბანაობა არ გინდა, ბრიენ? შენ ქალი ხარ,
აგერ – ტბორი. მე ზურგს დაგბან, – პატარაობისას კასტერლის
კლდეზე სერსეის უხეხავდა ხოლმე ზურგს.
გოგომ ცხენს თავი შეუტრიალა და ჩორთით გასცილდა ტბას. ჯე-
იმი და კლიოსიც მიჰყვნენ, გასცდნენ ქალისტბის ნაცარტუტას. ნახე-
ვარი მილის მერე მწვანემ ისევ იწყო სამყაროში შემორევა. ჯეიმი
ამან გაახარა. გადამწვარი მიწების შემხედვარეს სულ ეირისი ახსენ-
დებოდა.
– ბინდისველის გზას ირჩევს, – ჩაიბურტყუნა სერ კლიოსმა, –
სანაპიროთი წასვლა უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
– უფრო უსაფრთხო, მაგრამ უფრო ნელიც. მე ბინდისველს ვემ-
ხრობი, კუზენ, მართალი თუ გინდა, თავი მომაბეზრე, – იქნებ, სანა-
ხევროდ ლანისტერი იყო, მაგრამ ჩემი და მაინც ვერ ხარ.
თავის ტყუპისცალთან დიდხანს განშორებას ვერასოდეს უძლებ-
და. ბავშვობაშიც ერთმანეთს საწოლებში შეუძვრებოდნენ ხოლმე
და ასე ჩახუტებულებს ეძინათ. დედის წიაღშიც კი ერთმანეთს ეკ-
ვროდნენ. ბევრად ადრე, ვიდრე და გაიფურჩქნებოდა ან ჯეიმი და-
კაცდებოდა, მათ ნანახი ჰქონდათ ფაშატების და ულაყების სიახლო-
ვე მინდვრებში ან მწევრების ხურვება საძაღლეებში და თამაშით
იმეორებდნენ იმავეს. ერთხელ დედის მოახლემ ამ საქმიანობისას
წაასწროთ... ჯეიმის დაზუსტებით არ ახსოვდა, მაშინ რას აკეთებ-
დნენ, მაგრამ ლედი ჯოანას თავზარი კი დაეცა. მან მოახლე დაით-
ხოვა, ჯეიმის საძინებელი კასტერლის კლდის მეორე ბოლოში გა-
დაიტანა, სერსეის კარს მცველი დაუყენა და ორივეს სასტიკად აუკ-
რძალა იმავეს გამეორება, თორემ იძულებული იქნებოდა, ყველა-
ფერი მათი ლორდი მამისთვის მოეხსენებინა. თუმცა ამის ტყუილად
399
ეშინოდათ: ცოტა ხანში დედა ტირიონის გაჩენას გადაჰყვა. ჯეიმის
არც ახსოვდა, როგორი იყო დედამისი.
იქნებ, სტანის ბარათეონმა და სტარკებმა მას კეთილი საქმე უქ-
ნეს. სისხლის აღრევის ამბავი მთელ შვიდ სამეფოს მოსდეს, ასე
რომ, დასამალიც აღარაფერი ჰქონდათ. რატომაც არ შეიძლება, და-
უფარავად შევირთო სერსეი და ყოველღამე დავწვე მასთან? დრა-
კონებს ყოველთვის თავიანთი დები მოჰყავდათ ცოლებად. სეპტო-
ნები, ლორდები და მდაბიოები ასობით წელი პატიობდნენ ამას ტარ-
გარიენებს, ჰოდა, ლანისტერებისთვისაც იგივე ქნან. რასაკვირვე-
ლია, ეს გააცამტვერებს ჯოფრის უფლებას გვირგვინზე, მაგრამ, ბო-
ლოს და ბოლოს, რობერტს რკინის ტახტი ხმლებმა მოუპოვა და
ხმლებსვე შეეძლოთ მისი შენარჩუნება ჯოფრისთვის, იმის მიუხედა-
ვად, თუ ვისი შვილი იყო იგი. ჩვენ შეგვიძლია, იგი მირცელაზე და-
ვაქორწინოთ, მას მერე, რაც სანსას დედამისს გავუგზავნით. ეს სა-
ხელმწიფოს დაანახვებდა, რომ ლანისტერები მათ კანონებზე მაღ-
ლა დგანან, ღმერთებივით და ტარგარიენებივით.
ჯეიმის გადაწყვეტილი ჰქონდა სანსას დაბრუნება, და უმცროსი
გოგონასი, აგრეთვე, თუ მისი მოძებნა მოხერხდებოდა. ეს არ იყო
წახდენილი ღირსების აღდგენის მცდელობა, მაგრამ უზომოდ ახა-
ლისებდა იმის წარმოდგენა, როგორ შეასრულებდა პირობას მაშინ,
როცა მისგან ყველა ღალატს მოელოდა.
გადათელილ ქერის ყანას და დაბალ ქვის ღობეს რომ ჩაუარეს,
ჯეიმის უკნიდან წყნარი ჩქამი მოესმა, თითქოს ათამდე ფრინველი
ერთად აფრინდა ცაშიო.
– დაიხარეთ! – იყვირა და ცხენის კისერზე გაწვა. ცხენმა დაიჭიხ-
ვინა და ყალყზე შედგა, ისარი გავაში ჰქონდა მოხვედრილი. ჯეიმიმ
დაინახა, სერ კლიოსი უნაგირიდან რომ გადაქანდა და დაიგრიხა:
ფეხი უზანგში გაება. მისმა რაშმა მოკურცხლა და აყვირებული ფრეი
400
თრევით, მიწაზე თავის ხათქუნით გაიტაცა.
ჯეიმის ცხენი მძიმედ გაძუნძულდა, ქოშინებდა და ტკივილისგან
სრუტუნებდა. მხედარმა კისერი უკან მიღრიცა, ბრიენს შეხედა. ქა-
ლი ჯერაც ცხენზე იჯდა, ერთი ისარი ზურგში ჰქონდა გარჭობილი,
მეორე – ფეხში, მაგრამ თითქოს ვერც გრძნობდა. დაინახა, როგორ
იშიშვლა ხმალი და შებრუნდა, მოისრებს ეძებდა.
– კედლის უკან! – დაუძახა ჯეიმიმ, თან თავის სანახევროდ ბრმა
ცხენს ეჭიდავებოდა, ბრძოლისკენ რომ მიებრუნებინა. აღვირი იმ
წყეულ ჯაჭვებში გაებლანდა, სივრცე კი ისევ ისრებმა აავსო.
– შეუტიე! – დაიძახა და ცხენს ქუსლები შემოჰკრა, აჩვენა, აი,
ასეო. ბებერმა საბრალო ცხენმა საიდანღაც ძალა მოიკრიბა და გა-
ქანდა. წამიც და, ქერის ყანაში მიქროდა, ნამჯის ბუღს აყენებდა. ჯე-
იმიმ ის იყო გაიფიქრა, გოგოს უჯობს, უკან მომყვეს, სანამ ისინი მიხ-
ვდებიან, უიარაღო და შებორკილი კაცი გვიტევსო, და მოდევნებუ-
ლი ფლოქვების ხმაც გაიგონა.
– შეღამება! – იყვირა მან, გვერდით რომ ჩაუქროლა მუშა ცხე-
ნით, თან თავის ორლესულს იქნევდა, – ტართი! ტართი!
რამდენიმე ბოლო ისარმა უვნებლად ჩაუზუზუნათ; მერე მშვილ-
დოსნები შემობრუნდნენ და გაიქცნენ, როგორც საერთოდ გარბიან
ხოლმე დახმარების გარეშე დარჩენილი მოისრები რაინდთა შეტე-
ვის წინაშე. ბრიენმა კედელთან აღვირი მოზიდა. ჯეიმი რომ წამო-
ეწია, თავდამსხმელები უკვე ტყეს შერეოდნენ ოციოდ იარდის იქით.
– გადაიფიქრე შებრძოლება?
– გარბოდნენ.
– დასახოცად ყველაზე შესაფერისი დროა.
ბრიენმა ხმალი ჩააგო.
– რატომ შეუტიე?
– მშვილდოსნები მანამდე არიან გულადები, სანამ კედლების
401
უკან იმალებიან და შორიდან გესვრიან, მაგრამ ზედ თუ წაადგები,
გარბიან. კარგად იციან, რაც დაემართებათ, თუ დაეწევი. იცი, ზურ-
გში ისარი გარჭვია. და ფეხშიც. მაჩვენე, მივხედავ.
– შენ?
– აბა, ვინ? კუზენი კლიოსი ბოლოს რომ დავინახე, ცხენი მისი
თავით ხნულს ავლებდა. თუმცა ალბათ მაინც უნდა ვიპოვოთ. ასე თუ
ისე, თავისებურად მაინც ლანისტერია.
კლიოსი ჯერ კიდევ უზანგში გახლართული იპოვეს. ერთი ისარი
მკლავში ჰქონდა გაყრილი, მეორე – მკერდში, მაგრამ მოკვლით
მიწაზე ხეთქებას მოეკლა. კეფა სისხლით გადაგლესილი და დარბი-
ლებული ჰქონდა, ჯეიმიმ ხელი რომ დააჭირა., კანქვეშ ძვლის ნამ-
ტვრევები აუმოძრავდა.
ბრიენმა დაიჩოქა და მისი ხელი აიღო.
– ჯერ კიდევ თბილია.
– მალე გაგრილდება. მისი ცხენი და ტანსაცმელი მინდა. დამ-
ტანჯა ამ ძონძებმა, და რწყილებმა.
– შენი კუზენი იყო, – გოგო გაოგნდა.
– იყო, – დაეთანხმა ჯეიმი, – ნუ გეშინია, კუზენები ბლომად
მყავს. მაგის ხმალიც მე მომე. ვინმე ხომ უნდა შეგენაცვლოს გუშა-
გობისას.
– უიარაღოდაც მშვენივრად იგუშაგებ, – ბრიენი წამოდგა.
– ხეზე მიბმული? შეიძლება. ან შეიძლება, ავდგე და შევეთქვა
ავაზაკების მორიგ ბანდას და ეგ შენი სქელი ყელი გამოვაჭრევინო,
გოგო.
– იარაღს არ მოგცემ. და მე მქვია...
– ბრიენი, ვიცი. ფიცს დავდებ, არაფერი გატკინო, თუ გეშინია.
– შენს ფიცს ფასი არ აქვს. ეირისსაც შეჰფიცე.

402
– როგორც ვიცი, შენ ჯერ არავინ შეგიწვავს აბჯრიანად. და ორი-
ვეს ის გვინდა, მე მთელი და საღ-სალამათი ჩავიდე მეფის საბიჯელ-
ში, ასე არაა? – მან კლიოსის გვერდით ჩაიცუცქა და ხმლიანი ქამ-
რის შეხსნა დაუპირა.
– მოშორდი მაგას. ახლავე. მორჩი.
ჯეიმი დაიღალა. დაღალა ქალის ამდენმა ეჭვმა, მისგან შეურაც-
ხყოფის ატანამ, მისმა მოღრეცილმა კბილებმა, ფართო ჭორფლიან-
მა სახემ და უღიმღამო თხელმა თმამ. ყური არ უგდო მის აკრძალ-
ვას, კუზენის ორლესულს ტარზე სტაცა ორივე ხელი, გვამს ფეხი და-
აჭირა და გამოქაჩა. ხმალი ქარქაშიდან რომ ამოაცურა, ჯეიმი უკვე
ტრიალდებოდა, გარშემო და მაღლა შემართა სწრაფ, მომაკვდინე-
ბელ კამარად. ფოლადი მჟღერი, სისხლის გამყინავი ჟრიალით ეძ-
გერა ფოლადს: ბრიენს მოესწრო და დროულად ეშიშვლა თავისი
მახვილი. ჯეიმიმ გაიცინა.
– კარგია, გოგო.
– ხმალი მომე, მეფისმკვლელო.
– ახლავე, – ჯეიმი წამოხტა და შეუტია, ხმალი სიცოცხლით აელ-
ვარდა მის ხელებში. ბრიენი უკან გახტა, მოიგერია, მაგრამ ჯეიმი
მიჰყვა, სულის მოთქმა არ აცალა. ერთი დარტყმის მოგერიებას,
ვერ ასწრებდა, რომ მეორე ატყდებოდა. ხმალი ხმალს ხვდებოდა,
სცილდებოდა, ისევ ხვდებოდა. ჯეიმის სისხლი უმღეროდა. ამის-
თვის იყო გაჩენილი; არასოდეს გრძნობდა სიცოცხლეს ისე სავსედ,
როგორც ბრძოლისას, როცა ყოველი მოქნევის უკან სიკვდილი იყო
ჩასაფრებული. თან, რაკი მაჯები გადაჯაჭვული მაქვს, გოგომ ერ-
თხანს შეიძლება, წინააღმდეგობაც კი გამიწიოს. ბორკილი აიძუ-
ლებდა, ორივე ხელით სჭეროდა იარაღი; რასაკვირველია, წონა და
საწიერი ნაკლები ჰქონდა, ვიდრე ნამდვილ საორხელე ხმალს ექნე-

403
ბოდა, მაგრამ მერე რა? იმსიგრძე კი იყო, ამ ტართელი ბრიენის აღ-
სასრულს მისწვდენოდა.
მაღლა, დაბლა, პირდაპირ; დარტყმას დარტყმაზე აყრიდა. მარ-
ცხნიდან, მარჯვნიდან, ხელუკუღმა, ისე სწრაფად იქნევდა, რომ
ხმლების შეჯახებისას ნაპერწკლები ცვიოდა, აკვრა, გვერდული,
მხრიდან მოქნევა, განუწყვეტლივ უტევდა, მისკენ იწევდა, ნაბიჯი და
განზე გასვლა, დარტყმა და ნაბიჯი, ნაბიჯი და დარტყმა, ჩეხვა, მოქ-
ნევა, სწრაფად, უფრო სწრაფად, სწრაფად...
...სანამ სუნთქვაშეკრულმა უკან არ გადადგა ნაბიჯი და ხმლის
წვერი მიწაზე არ დაუშვა, გოგოსაც ამოსუნთქვის დრო მისცა.
– ცუდი არაა, – აღიარა, – გოგოს კვალობაზე.
ქალმა ნელა, ღრმად ჩაისუნთქა, ჯეიმის თვალს არ აცილებდა.
– შენი დაზიანება არ მინდა, მეფისმკვლელო.
– ვითომც შეგეძლოს, – ხმალი ისევ თავზემოთ შეიგდო და ისევ
მიეძალა ჯაჭვების ჟღარუნით.
ჯეიმი ვერ იტყოდა, რამდენ ხანს უტევდა. შეიძლება, წუთებმა
განვლო, შეიძლება, საათებმა: ხმლები რომ ცოცხლდებოდა, დრო
იძინებდა. მან ბრიენი მოაცილა თავისი კუზენის ცხედარს, გზა გა-
დაატარა, ხეებს შორის შეიყვანა. ერთხელ ბრიენმა ფესვს წამოსდო
ფეხი და ჯეიმიმ იფიქრა, ახლა კი დაუდგა აღსასრულიო, მაგრამ და-
ცემის ნაცვლად ცალ მუხლზე დაეშვა და ხმალი არ მოუცდენია.
დროულად შემართა მახვილი და დაუხვედრა დარტყმას, რომელსაც
შეეძლო, მხრიდან საზარდულამდე ჩაეჩეხა იგი. მერე თავად შე-
უტია, ისევ, ისევ და თანდათან კვლავ წამოიმართა.
ცეკვა გაგრძელდა. ჯეიმიმ იგი მუხასთან მიიმწყვდია, შეიკურ-
თხა, ქალმა თავი რომ დაიძვრინა, და ჩამოცვენილი ფოთლებით სა-
ნახევროდ შეხუთული თავხელი ღელე გადაატარა. ფოლადი რეკდა,
ფოლადი მღეროდა, –ფოლადი კიოდა, ნაპერწკლებს ყრიდა და
404
დაქროდა, და ქალმა ყოველ დარტყმაზე ღორივით ღრუტუნი დაიწ-
ყო, თუმცა ჯეიმი მაინც ვერაფრით მისწვდენოდა. ქალს თითქოს
გარს რკინის გალია ერტყა და ყველა დარტყმას არიდებდა.
– სულ არაა ცუდი, – თქვა, როდესაც წამით შეჩერდა სულის მო-
სათქმელად, და ქალს მარჯვნიდან მოუარა.
– გოგოს კვალობაზე?
– ვთქვათ, თუნდაც საჭურველთმტვირთველის კვალობაზე.
ახალბედა საჭურველთმტვირთველის, – წყვეტილი, ქოშინა სიცი-
ლით გაიცინა, – მოდი, მოდი, საყვარელო, ჯერ კიდევ უკრავენ. შე-
იძლება, ეს ცეკვა მიბოძოთ, მილედი?
ქალი ხვნეშით დაატყდა თავს და უცებ ჯეიმის მოუხდა, დარტყმის
მოგერიებაზე ეფიქრა. ერთმა მისმა შემოქნევამ შუბლი გაკენწლა
და მარჯვენა თვალზე სისხლი დასდინდა. სხვებმაც წაიღონ ეს ქალი,
და რივერანიც, მასთან ერთად! ჯეიმის ძალა და ოსტატობა დალპა
და დაიჟანგა იმ წყეულ დილეგში, ეს ჯაჭვებიც, ეხმარებაო, ვერ იტ-
ყოდი. თვალი დაეხუჭა, მხრები ამდენი გარჯით უბუჟდებოდა, მაჯები
კი ჯაჭვის, ბორკილის და ხმლის წონამ აატკივა. ორლესული ყოვე-
ლი მოქნევის მერე უფრო და უფრო მძიმდებოდა და ჯეიმიმ იცოდა,
რომ ადრინდელივით სხარტად ვეღარ იქნევდა, ვერც ადრინდელი-
ვით მაღლა სწევდა.
ეს ჩემზე ღონიერია.
ამის მიხვედრამ სიცივე ჩაუღვარა სხეულში. რობერტი იყო მასზე
ღონიერი, ნამდვილად. თეთრი ბუღა გეროლდ ჰაიტაუერიც, თავისი
ძლიერების მწვერვალზე ყოფნისას, და სერ არტურ დეინი. ცოც-
ხლებს შორის დიდჯონი ამბერი სჯობდა ღონით, ალბათ კრეიკჰო-
ლელი ტახისჯანა და ორივე კლეგეინი, დანამდვილებით. მთაკაცის
ღონეს საერთოდაც არაადამიანური ეთქმოდა. მაგრამ ამას მნიშ-
ვნელობა არ ჰქონდა. სისწრაფით და ხმალაობით ჯეიმის ყველა
405
მათგანის დამარცხება შეეძლო, მაგრამ ეს ქალი იყო. ვეებერთელა
ზონზროხა ქალი, მართალია, მაგრამ მაინც... წესით, ახლა ის უნდა
ყოფილიყო დაქანცული.
ამის ნაცვლად მან ჯეიმი ისევ ნაკადში შეაგდო ყვირილით:
– დამნებდი! ხმალი დააგდე!
ჯეიმს ფეხქვეშ ლიპი ქვა მოხვდა. რომ იგრძნო, ვიქცევიო, ეს ფე-
ხის დაცდენა ქვემოდან საძგერებლად გამოიყენა. ხმლის წვეტი გას-
ცდა ბრიენის დახვედრებულ ფოლადს და ბარძაყის ზედა ნაწილში
გაჰკრა. წითელი ყვავილი გაიფურჩქნა და ჯეიმი წამით ტკბებოდა
მისი სისხლის ცქერით, სანამ მუხლით ქვას არ დაეხეთქა. ტკივილმა
ლამის თვალი დაუბნელა. ბრიენი შხაპუნით მიეჭრა და ხმალი ფეხის
კვრით გააგდებინა. – დამნებდი!
ჯეიმი მხრებით მიეხალა ფეხებზე და წააქცია, ზემოდან დაიმხო.
გორავდნენ, წიხლებს იქნევდნენ და ერთმანეთს მუშტებს უბრაგუ-
ნებდნენ, სანამ, საბოლოოდ, ბრიენი ზემოდან არ მოაჯდა. ჯეიმიმ
მოახერხა, ქარქაშიდან ხანჯალი ამოერთვა, მაგრამ, სანამ მუცელ-
ში ძგერებას მოასწრებდა, ქალმა მაჯა დაუჭირა და ხელები თავზე-
მოთ ისე დაახეთქებინა ქვაზე, რომ ეგონა, მკლავი ბუდიდან ამომიგ-
დოო. მეორე ხელი ქალმა სახეზე დააფარა.
– დამნებდი! – თავი დააწევინა, წყლის ქვეშ გააჩერა, ისევ ამოს-
წია, – დამნებდი! ჯეიმიმ სახეში წყალი შეაფურთხა. ბიძგი, შხაპუნი,
და ისევ წყლის ქვეშ მოექცა, უმწეოდ იქნევდა ფეხებს, ჰაერს ეძებდა.
ისევ ამოიყვანა.
– დამნებდი, თორემ დაგახრჩობ!
– და ფიცს გატეხ? – შეუღრინა ჯეიმიმ, – ჩემსავით?
ქალმა გაუშვა და ჯეიმი ისევ შხაპუნით ჩაიძირა.
ტყეში კი ხრინწიანი ხარხარი ატყდა.
ბრიენი წამოხტა. წელქვემოთ ერთიანად ტალახით და სისხლით
406
იყო მოთხვრილი, ტანსაცმელი მოჰქცეოდა, სახე გასწითლებოდა.
ისეთია, თითქოს ლოგინში წაასწრეს, ბრძოლისას კი არა. ჯეიმი
ქვებზე გადაცოცდა უფრო თავხელი წყლისკენ და შებორკილი ხე-
ლებით თვალიდან სისხლი ჩამოირეცხა. შეიარაღებული კაცები ნა-
კადის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყვნენ. რა გასაკვირია, ისე
ვხმაურობდით, დრაკონსაც გავაღვიძებდით. – კეთილად გნახეთ,
მეგობრებო! – დაუძახა მხიარულად, – ბოდიში, თუ შეგაწუხეთ.
ცოლს ვსჯიდი და წამასწარით.
– მე მგონი, იქით გსჯიდა, – ის კაცი, პასუხი რომელმაც გასცა,
სქელი და ჯანიანი იყო და რკინის ზარადის საცხვირე უცხვირობას
მთლიანად ვერ უფარავდა.
ეს ის ყაჩაღები არ არიან, სერ კლიოსი რომ მოკლესო, მიხვდა
უცებ ჯეიმი. სულ დარჩეული ნაძირლები შემოხვეოდნენ: შავგვრემა-
ნი დორნელები და ქერა ლისელები, დოთრაკები ზანზალაკებიანი
ნაწნავებით, ბანჯგვლიანი იბენელები, ნახშირივით შავი ზაფხულის-
კუნძულელები, ბუმბულებიანი მოსასხამით. ჯეიმი იცნობდა ამათ.
მამაცი თანამებრძოლები.
ბრიენმა ხმის დაძვრა მოახერხა.
– ასი ირემი მაქვს...
დაფლეთილ ტყავისმოსასხამიანმა, გვამივით გაფითრებულმა
კაცმა უთხრა:
– უპირველესად მაგას ვინებებთ, მილედი.
– მერე კი სარცხვინელს, – უთხრა უცხვირო კაცმა, – ისიც ისე-
თივე უშნო ხომ ვერ იქნება, რაც დანარჩენი.
– შემოატრიალე და ტრაკში უქენი, რორჯ, – ურჩია დორნელმა
შუბოსანმა, რომელსაც მუზარადზე წითელი აბრეშუმის ხილაბანი
ჰქონდა შემოხვეული, – მასე სიფათს ვერ დაუნახავ.
– და ჩემი ყურების სიამოვნება მოვაკლო? – თქვა უცხვირომ,
407
სხვებმა კი გაიცინეს. გოგო იქნებ უშნო და ჯიუტი იყო, მაგრამ მაინც
არ იმსახურებდა, ასეთ ნაძირლებს ჯგუფად ეხმარათ.
– აქ უფროსი ვინაა? – ხმამაღლა იკითხა ჯეიმიმ.
– ეგ პატივი მე მეკუთვნის, სერ ჯეიმი, – გვამს თვალების გარშე-
მო წითელი კანტი გასდევდა, თხელი და მყიფე თმა ჰქონდა. ხელე-
ბისა და სახის გაფითრებული კანის ქვეშ მუქი ძარღვები უჩანდა, –
არსვიკი ვარ. უღალატო არსვიკს მეძახიან. – იცი, მე ვინ ვარ?
ქირით მებრძოლმა თავი დაუკრა.
– მამაცი თანამებრძოლების გაცურება მარტო წვერით და გადა-
პარსული თავით ძნელია.
ანუ სისხლიანი ჯამბაზების. ჯეიმის ესენი უფრო მეტად როდი
მოსდიოდა თვალში, ვიდრე გრეგორ კლეგეინი ან ამორი ლორჩი.
ძაღლებიო, ასე ეძახდა მამამისი ყველას, და ძაღლებადვე იყენებდა,
მსხვერპლზე მისაქსევად და მათ გულში შიშის ჩასასახლებლად.
– თუ მცნობ, არსვიკ, ისიც იცი, რომ ჯილდოს გარეშე არ დაგტო-
ვებ. ლანისტერი ვალს მუდამ იხდის. ეს გოგო კი კეთილშობილია და
მასში კარგი გამოსასყიდის აღება შეიძლება.
იმან თავი გვერდზე გადახარა.
– მართლა? რა იღბალია.
არსვიკის ცბიერ ღიმილში ჯეიმის რაღაც არ მოსწონდა.
– გაიგე, რაც გითხარი. ვაცი სადაა?
– აქედან რამდენიმე საათის სავალზე. უეჭველია, გაუხარდება
შენი დანახვა, მაგრამ პირში ვაცს არ დავუძახებდი. ლორდ ვარგოს
ღირსების გათელვა აბრაზებს ხოლმე.
როდის აქეთ გაუჩნდა ღირსება ამ დორბლიან ველურს?
– უეჭველად მემახსოვრება, რომ შევხვდები. ნეტავ, რის ლორ-
დია?
– ჰარენჰალის. ასე დაჰპირდნენ.
408
ჰარენჰალის? მამაჩემს ჭკუა გამოეცალა? ჯეიმიმ ხელები ასწია.
– ეს ჯაჭვები მომხსენით.
არსვიკმა პილპილივით მშრალად ჩაიქირქილა.
აქ რაღაც ცუდადაა საქმე. ჯეიმის შეშფოთება არ დასტყობია,
მხოლოდ გაიღიმა, – რამე სასაცილო ვთქვი?
უცხვირო გაიკრიჭა.
– ეგეთი სასაცილო არაფერი მინახავს, მას მერე, რაც კბენიამ იმ
სეპტას ძუძუები მოაჭამა.
– შენ და მამაშენმა ძალიან ბევრი ბრძოლა წააგეთ, – განუცხადა
დორნელმა, – მოგვიწია, ჩვენი ლომის ფაფარი მგლის ტყავზე გაგ-
ვეცვალა.
არსვიკმა ხელები გაშალა.
– ტიმეონი გულისხმობს, რომ მამაცი თანამებრძოლები ლანის-
ტერების ქირით აღარ იბრძვიან. ახლა ჩვენ ლორდ ბოლტონს და
ჩრდილოეთის მეფეს ვემსახურებით. ჯეიმიმ ცივად, ქედმაღლურად
გაუღიმა.
– და ჩემზე ამბობენ, ღირსების ნაცვლად ნეხვი აქვსო?
არსვიკი ამ შენიშვნამ დაამწუხრა. მის ნიშანზე ორმა ჯამბაზმა ჯე-
იმის მკლავებში ჩასჭიდა ხელები და რორჯმა მას აბჯრიანი ხელი
ჩასცხო მუცელში. ჯეიმი გმინვით მოიკეცა და გაიგონა, როგორ აღ-
შფოთდა გოგო:
– შეჩერდით, მას არაფერი არ უნდა დაუშავდეს! ჩვენ ლედი კეტ-
ლინმა გამოგვგზავნა, ეს ტყვეების გაცვლაა, ეგ ჩემი დაცვის ქვეშ იმ-
ყოფება...
რორჯმა ისევ ჩასცხო და სუნთქვა შეუგუბა. ბრიენმა ღელის
ფსკერზე დაძირული ხმლისკენ დაყვინთა, მაგრამ ჯამბაზები მანამ-
დე დაესივნენ, სანამ მახვილს ხელში მოიგდებდა. ისეთი ღონიერი

409
იყო, მის დაშოშმინებას ოთხი კაცი დასჭირდა. რომ მორჩნენ, გო-
გოს ისევე გასივებული და დასისხლიანებული სახე ჰქონდა, რო-
გორც ალბათ ჯეიმის, და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. ყველაფერმა
ამან სულაც არ გაალამაზა. ფეხარეული და სისხლმდინარე ტყვეები
ისევ ტყეში გაათრიეს, მათ ცხენებთან, ბრიენი კოჭლობდა კიდეც ჯე-
იმის ხმლით მიღებული ჭრილობის გამო. ჯეიმის შეებრალა იგი. ამა-
ღამ უეჭველად გამოეთხოვებოდა ქალწულობას. ის უცხვირო ნაბიჭ-
ვარი ნამდვილად იხმარდა და ზოგი სხვაც ჩადგებოდა რიგში. დორ-
ნელმა ისინი ზურგმიყრდნობილები მიაბა ბრიენის სასაპალნე ცხენ-
ზე, სხვა ჯამბაზებმა კი ამასობაში სერ კლიოს ფრეი გააშიშვლეს და
მისი ნივთები გაინაწილეს. რორჯს ერგო სისხლიანი იალმაგი, მასზე
გამოსახულ, მეოთხედებად დაყოფილ ღერბზე ლანისტერების და
ფრეიების ამაყი სიმბოლოები გვერდიგვერდ იწონებდა თავს. ის-
რებს თანაბრად დაეხვრიტათ ლომებიც და კოშკებიც.
– იმედია, კმაყოფილი ხარ, გოგო, – უჩურჩულა ჯეიმიმ ბრიენს,
დაახველა და სისხლი გადმოაფურთხა, – რომ შეგეიარაღებინე, ვე-
რასოდეს დაგვატყვევებდნენ. მას არ უპასუხნია. ვირივით ჯიუტია ეს
ძუკნა, გაიფიქრა ჯეიმიმ. მაგრამ მამაცი კია. ამას ვერ წაართმევდა.
– ღამით რომ დავბანაკდებით, გაგაბახებენ და არაერთხელ, გა-
აფრთხილა ქალი, – გირჩევნია, არ გაუძალიანდე. თუ იჩხუბებ, ერ-
თი-ორ კბილზე მეტ რამეს დაკარგავ. ზურგით იგრძნო, ბრიენს ზურ-
გი რომ დაეძაგრა.
– ქალი რომ ყოფილიყავი, ეგრე იზამდი?
ქალი რომ ვყოფილიყავი, სერსეი ვიქნებოდი.
– ქალი რომ ვყოფილიყავი, ვაიძულებდი, მოვეკალი. მაგრამ არ
ვარ, – მან ცხენს ფეხი შემოჰკრა და ჩორთზე გადაიყვანა, – არსვიკ!
სიტყვა მაქვს სათქმელი! გვამივით გაფითრებულმა, დაგლეჯილ
ტყავის მოსასხამში გახვეულმა ქირით მებრძოლმა წამით აღვირი
410
მოზიდა, მერე მათ ცხენს გვერდით გაჰყვა.
– რა გინდა, სერ? და, იცოდე, წესიერად ილაპარაკე, თორემ ისევ
დაისჯები. – ოქრო, – უთხრა ჯეიმიმ, – გიყვარს ოქრო?
არსვიკი ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა.
– რაღაცებში გამოდგება, ვაღიარებ.
ჯეიმიმ არსვიკს შეთქმულივით გაუღიმა.
– კასტერლის კლდის მთელი ოქრო. ვაცს რატომ უნდა ჩაუგდო
ხელში? რატომაც არ უნდა წაგვიყვანო მეფის საბიჯელში და თავად
აიღო ჩემი გამოსასყიდი? და ამისიც, თუ გინდა. ტართს საფირონის
კუნძული ჰქვია, ასე მითხრა ერთხელ ერთმა ასულმა, – გოგო ამაზე
შეტოკდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– მოღალატე გგონივარ?
– აბა რა. სხვა რა ხარ?
არსვიკი სულ ერთ წამს დაფიქრდა.
– მეფის საბიჯელი აქედან შორსაა, თან მამაშენიც იქაა. ლორდი
ტაივინი შეიძლება გაგვიბრაზდეს, ჰარენჰალი ლორდ ბოლტონს
რომ მივყიდეთ.
იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ჩანს. ჯეიმის ერთი სული ჰქონდა, ეს უბე-
დური ჩამოეხრჩო, ისე, რომ ჯიბე-უბე ოქროებით ჰქონოდა გამოტე-
ნილი.
– მამაჩემს მე მოველაპარაკები. მოგიხერხებ მეფის შეწყალებას
ყველა იმ დანაშაულის გამო, რაც კი ჩაგიდენია. რაინდობას მოგი-
ხერხებ.
– სერ არსვიკი, – წარმოთქვა მან, ჟღერას აყურადებდა, – რო-
გორ იამაყებდა ჩემი საყვარელი ცოლი, ამას რომ გაიგებდა. რომ არ
მომეკლა, – მან ამოიოხრა, – და მამაც ლორდ ვარგოს რა ეშველე-
ბა?
– გინდა „კასტამირის წვიმები“ გიმღერო? ვაცი ისე მამაცი ვეღარ
411
იქნება, მამაჩემი ხელში რომ ჩაიგდებს.
– და როგორ იზამს? მამაშენს იმსიგრძე ხელები აქვს, რომ შეუძ-
ლია, ჰარენჰალის გალავანს გადმოაწვდინოს და დაგვითრიოს?
– კი, თუ დასჭირდა, – მეფე ჰარენის უშველებელი, სულელური
ციხე ადრე დაცემულიყო და კვლავაც შეიძლება, დაეცეს, – თუ ისე
სულელი ხარ, რომ გგონია, ვაცი ლომს მოერევა?
არსვიკი გადმოიხარა და ზანტად გაულაწუნა სახეში. მისი ცხადი,
არხეინი უტიფრობა უარესი ასატანი იყო, ვიდრე დარტყმა. არ ეში-
ნია ჩემი, მიხვდა ჯეიმი და ტანში დაზრინა.
– საკმარისი ილაპარაკე, მეფისმკვლელო. მართლაც რამხელა
სულელი უნდა ვიყო, შენნაირი ფიცის გამტეხის დაპირებები რომ
ვჭამო, – ცხენს ქუსლები მოსცხო და სწრაფად დაწინაურდა.
ეირისი, დანანებით გაიფიქრა ჯეიმიმ. ყველა ისევ და ისევ ეი-
რისს ადგება. ცხენის ნაბიჯს აყოლილი ირწეოდა და ხმალს ნატრობ-
და. ორი ხმალი მთლად უკეთესი იქნებოდა. ერთი გოგოსთვის და
ერთი ჩემთვის. დავიხოცებოდით, მაგრამ ამათგან ნახევარს თან წა-
ვიყოლებდით ჯოჯოხეთში.
– რატომ უთხარი, ტართი საფირონის კუნძულიაო? – უჩურჩულა
ბრიენმა, როცა არსვიკი ხმის საწიერს გასცდა, – იფიქრებს, რომ მა-
მაჩემს ბლომად პატიოსანი თვლები აქვს.
– ილოცე, რომ ეგრე იფიქროს.
– ყველა სიტყვას ტყუილს ამბობ, მეფისმკვლელო? ტართს „სა-
ფირონის კუნძული“ მისი წყლების სილურჯის გამო შეერქვა.
– უფრო ხმამაღლა იყვირე, გოგო, მგონი, არსვიკს არ გაუგია.
რაც უფრო ადრე გაიგებენ, რა მცირე გამოსასყიდი ელით შენში, მით
მალე დაგიწყებენ ხმარებას. აქ ვინც არის, ყველა ზედ შეგაჯდება,
მაგრამ რა გენაღვლება? დახუჭე თვალები, გაშალე ფეხები და წარ-
მოიდგინე, რომ ყველა მათგანი ლორდი რენლია.
412
საბედნიეროდ, ამან ცოტა ხნით მოაკეტინა.
ვარგო ჰოუთი რომ იპოვეს, დღე ლამის გასული იყო. ის ათიოდე
სხვა მამაც თანამებრძოლთან ერთად მომცრო სეპტს ძარცვავდა.
ტიხრული ფანჯრები დალეწილი იყო, ღმერთების ხის ქანდაკებები
მზის გულზე გამოეთრიათ. მათი მისვლისას ყველაზე სქელი დოთ-
რაკი, რაც კი ჯეიმის ენახა, დედას ეჯდა მკერდზე და დანის წვერით
ქალცედონის თვალებს თხრიდა. შორიახლოს რტოგაშლილი წაბ-
ლის ხიდან თავდაყირა ეკიდა გამხდარი, შემელოტებული სეპტონი.
სამი მამაცი თანამებრძოლი მას ისრის სამიზნედ ხმარობდა. ერთი
მათგანი, როგორც ჩანს, ჩუბინი იყო: მკვდარს ორივე თვალში ისა-
რი ერჭო.
ქირით მებრძოლებმა არსვიკი და მისი ტყვეები რომ შენიშნეს,
ნახევარ დუჟინ სხვადასხვა ენაზე ატყდა ყვირილი. ვაცი სამზად კო-
ცონს მისჯდომოდა და ნახევრად შემწვარ ფრინველს ჭამდა შამფუ-
რიდან, ცხიმი და სისხლი თითებზე და გრძელ ბაწარივით წვერზე
დასდიოდა. ხელები ტუნიკაზე შეიწმინდა და წამოდგა.
– მეფისმკვლელო, – წაიჩლიფინა მან, – ჩეფი ტყვე ხარ.
– მილორდ, მე ტართელი ბრიენი ვარ, – წამოიძახა გოგომ, –
ლედი კეტლინ სტარკმა მიბრძანა, სერ ჯეიმი მისი ძმისთვის ჩამება-
რებინა მეფის საბიჯელში. ვაცმა მას გულგრილად გახედა.
– გააჩუფეთ.
– მისმინე, – შეევედრა ბრიენი, სანამ რორჯი მასა და ჯეიმიზე გა-
დაჭერილ თოკებს ჭრიდა, – ჩრდილოეთის მეფის სახელით, იმ მე-
ფისა, თქვენ რომ ემსახურებით, გთხოვ, ყური მიგდე...
რორჯმა იგი ცხენიდან გადმოათრია და წიხლებით ცემა დაუწყო.
– იცოდე, ძვლები არ დაუმტვრიო, – დაუძახა არსვიკმა, – ეგ ცხე-
ნისსიფათა ძუკნა თავისი წონა საფირონები ღირს.

413
დორნელმა ტიმეონმა და აყროლებულმა იბენელმა ჯეიმი უნაგი-
რიდან გადმოათრიეს და უხეშად უბიძგეს კოცონისკენ. რომ მიათ-
რევდნენ, ძნელი არ იქნებოდა რომელიმესთვის ხმლის ამოცლა,
მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ, თვითონ კი ჯერაც ბორკილი ეკეთა.
შეიძლება, ერთი ან ორი დასცეს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მოკ-
ლავენ ამის გამო. ჯეიმი კი მზად არ იყო, ამწუთასვე მომკვდარიყო;
მით უმეტეს, ტართელი ბრიენისნაირი ვინმესთვის.
– რა ჩინეფული თხეა, – კისერზე ერთმანეთზე გადადებული მო-
ნეტების ჯაჭვი ეკეთა, ყველანაირი ზომისა და ფორმის მონეტები: ჩა-
მოსხმულები და გამოჭედილები, მათზე გამოსახული იყო მეფეები,
ჯადოქრები, ღმერთები და დემონები, და ყველანაირი უჩვეულო
ცხოველი.
ეს ყველა იმ ქვეყნის მონეტებია, სადაც კი უომია, გაახსენდა ჯე-
იმის. ამ კაცის გასაღები მისი სიხარბე იყო. თუ ერთხელ გამოიცვა-
ლა პატრონი, მეორედაც გამოიცვლიდა. – ლორდ ვარგო, სისულე-
ლე ქენი, მამაჩემის სამსახური რომ მიატოვე, მაგრამ ჯერ კიდევ არ
არის გვიანი, საქმე გამოასწორო. ჩემში კარგ ფასს გადაიხდის, ხომ
იცი. – აფა რა, – დაეთანხმა ვარგო ჰოუთი, – კასტერლის კლდის
ოქროს ნახევარი მინდა. მაგრამ ჯერ ტერილს მივწერ, – და რაღაც
თქვა თავის ლიპ, თხისებურ ენაზე. არსვიკმა მას ზურგში უბიძგა,
მწვანე და ვარდისფერ ნაკუწა სამოსში ჩაცმულმა მასხარამ კი ფეხი
გამოჰკრა და მოცელა. მიწაზე რომ დაეცა, ერთ-ერთმა მშვილდო-
სანმა ჯეიმის მაჯებს შორის გაბმულ ჯაჭვს ჩაავლო ხელი და მკლავე-
ბი წინ გააშლევინა. სქელმა დოთრაკმა დანა გვერდზე გადადო და
იშიშვლა დიდი მორკალული არახი – საზარლად ბასრი ცელი-ხმა-
ლი, ცხენთაბატონებს რომ უყვართ.
ჩემი შეშინება უნდათ. მასხარა ჯეიმის ზურგზე შეახტა, დოთრაკი

414
კი მისკენ წამობაჯბაჯდა. ვაცს უნდა, ქვეშ ჩავიფსა და შეწყალებას ვე-
ვედრო, მაგრამ ამ სიამოვნებას არასოდეს მივანიჭებ. იგი კასტერ-
ლისკლდელი ლანისტერი იყო, მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური;
ვერც ერთი ქირით მებრძოლი შიშით ვერ ააყვირებდა.
არახის პირზე ვერცხლად გაირბინა მზის სხივმა, მახვილი ლამის
თვალშეუსწრებლად სწრაფად დაქანდა. და ჯეიმიმ იყვირა.

არია

პატარა ოთხკუთხა ციხე ნახევრად დანგრეული იყო, ისე, რო-


გორც ის დიდი, ჭაღარა რაინდი, იქ რომ ცხოვრობდა.
ისეთი ბებერი იყო, რომ მათ შეკითხვებს ვერც იგებდა. სულერ-
თია, რაც უნდა ეთქვათ, მხოლოდ იღიმოდა და ბურტყუნებდა:
– ხიდი დავიცავი სერ მაირანდისგან. ჟღალი თმა და შავი ზნე
ჰქონდა, მაგრამ ძვრაც ვერ მიყო. ექვსგან დავიჭერი, სანამ მოვკა-
ლი. ექვსგან!
მაისტერი, მას რომ უვლიდა, საბედნიეროდ, ახალგაზრდა კაცი
იყო. მას მერე, რაც ბებერმა რაინდმა თავის სავარძელში ჩათვლი-
მა, მან ისინი გვერდზე გაიყვანა და უთხრა:
– მგონი, აჩრდილს დაეძებთ. დიდი ხნის წინ მოფრინდა ფრინვე-
ლი, ნახევარი წელი მაინც იქნება. ლორდი ბერიკი ლანისტერებმა
შეიპყრეს ღმერთების თვალის მახლობლად. ჩამოახრჩვეს.
– დიახ, ჩამოახრჩვეს, მაგრამ თოროსმა ჩამოჭრა, სანამ მოკ-
ვდებოდა, – ლიმის გატეხილი ცხვირი ძველებურად წითელი და გა-
სივებული არ ჩანდა, მაგრამ მრუდედ უხორცდებოდა და სახეს მოღ-
რეცილს უჩენდა, – ბატონი ლორდის მოკვლა იოლი საქმე არ არის,
დიახაც.

415
– და არც მისი პოვნაა ადვილი, როგორც ჩანს, – უთხრა მაის-
ტერმა, – ფოთლების ქალბატონს ჰკითხეთ?
– ვკითხავთ, – თქვა მწვანეწვერამ.
მეორე დილით, ციხის უკან პატარა ქვის ხიდი რომ გადაიარეს,
გენდრიმ იკითხა, ეს ხომ არაა ის ხიდი, რომლისთვისაც ბერიკაცი
იბრძოდაო. არავინ იცოდა. – ალბათ ესაა, – თქვა ჯეკ იღბლიანამ, –
სხვა ხიდებს ვერ ვხედავ.
– მაგაზე სიმღერა რომ ყოფილიყო, დანამდვილებით გვეცოდი-
ნებოდა, – თქვა ტომ შვიდსიმამ, – ერთი კარგი სიმღერა, და გავი-
გებდით, ვინ იყო სერ მაინარდი და ასე ძალიან რატომ სჭირდებოდა
ხიდზე გადმოსვლა. საბრალო ბებერ ლაიჩესტერს შეიძლება, დრა-
კონის რაინდივით გაეთქვა სახელი, ჭკუა რომ ეხმარა და მგოსანი
ჰყოლოდა. – ლორდ ლაიჩესტერის შვილები რობერტის ამბოხში
დაიხოცნენ, – დაიბუხუნა ლიმმა, – ზოგი ერთ მხარეს, ზოგი – მე-
ორე. მას მერე თავი მთლად რიგზე ვერა აქვს. ამას ვერანაირი წყე-
ული სიმღერა ვერ უშველის.
– რას გულისხმობდა მაისტერი, ფოთლების ქალბატონს ჰკითხე-
თო, რომ თქვა? – ჰკითხა არიამ ენგაის.
მშვილდოსანმა გაიღიმა.
– მოიცადე და ნახავ.
სამი დღის მერე, ყვითელ ტყეში რომ მიდიოდნენ, ჯეკ იღბლიანამ
საყვირი ჩამოხსნა და ჩაბერვით ადრინდელისგან განსხვავებული
ნიშანი მისცა. ხმა ჯერ არ მიმწყდარიყო, რომ ტოტებიდან ბაწრის კი-
ბე ჩამოიშალა.
– დაბორკეთ ცხენები და ავიდეთ, – თქვა ტომმა, სიტყვებს სანა-
ხევროდ სიმღერით წარმოთქვამდა. ისინი ტოტებში შემალულ სო-
ფელში აძვრნენ. თოკის ქუჩებით ჩაატარეს წითელი და ოქროსფერი

416
კედლების უკან შეყუჟულ პატარა, ხავსით დაფარულ სახლებს შო-
რის და მიჰგვარეს ფოთლების ქალბატონს, ჯოხივით გამხდარ თეთ-
რთმიან და ჯვალოსკაბიან ქალს.
– ახლა, შემოდგომა რომ მოდგა, აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდე-
ბით, – თქვა მან, – ცხრა დღის წინ ჰეიფორდის გზას თორმეტი მგე-
ლი ჩამოუყვა, რაღაცას ეძებდნენ. ზემოთ რომ ამოეხედათ, შეიძლე-
ბოდა, დავენახეთ კიდევაც.
– ლორდი ბერიკი არ გინახავს? – ჰკითხა ტომ შვიდსიმამ.
– მოკვდა, – ქალს დარდიანი ხმა ჰქონდა, – მთაკაცმა დაიჭირა
და ხანჯალი თვალში ჩასცა. ჩვენ გლახაკმა ძმამ გვითხრა. მას კი
უამბო კაცმა, რომელმაც თავისი თვალით ნახა.
– ძველი ამბავია და თანაც ტყუილი, – თქვა ლიმმა, – ელვა-
ლორდი ეგეთი ადვილი მოსაკლავი არ არის. სერ გრეგორმა შეიძ-
ლება, თვალი გამოთხარა, მაგრამ კაცი ამით არ კვდება, ეგე, იღბა-
ლაც გეტყვით.
– რა ვიცი, მე არ მოვმკვდარვარ, – თქვა ცალთვალა ჯეკ იღბლი-
ანამ, – მამაჩემმა მოახერხა და ლორდ პაიპერის გზირს ჩამოახრჩო-
ბინა თავი, ჩემი ძმა ვატი კედელზე გაგზავნეს, სხვა ძმები ლანისტე-
რებმა დახოცეს. თვალი – ეგ არაფერია.
– დაიფიცებ, რომ ცოცხალია? – ქალმა ლიმს მკლავზე წაავლო
ხელი, – დალოცვილი იყავი, ლიმ, ასეთი კარგი ამბავი უკვე ნახევა-
რი წელია, არ გაგვიგია. დაიფაროს იგი მეომარმა, და წითელი ქუ-
რუმიც, მასთან ერთად.
მეორე ღამეს სეპტის გატრუსულ ჩონჩხს შეეფარნენ დამწვარ სო-
ფელში, სახელად საცეკვაო რომ ერქვა. მის ტიხრული მინის ფან-
ჯრებში ნამსხვრევებიღა იყო ჩარჩენილი და ხნიერმა სეპტონმა, მათ
რომ მიეგება, უთხრათ, რომ მძარცველებმა დედის ძვირფასი კაბა,
დედაბრის მოოქრული ფარანი და მამის ვერცხლის გვირგვინიც კი
417
გაიტაცეს.
– ქალწულს ძუძუები მოკვეთეს, თუმცა ხე იყო, სხვა არაფერი, –
თქვა მან, – და თვალებიც, თვალები გიშრის, ლაზურიტისა და სადა-
ფის ჰქონდა და დანით ამოჩიჩქნეს.
– ვინ ქნა? – ჰკითხა ლიმ ლიმონისმოსასხამიანმა, – ჯამბაზებმა?
– არა, – მიუგო ბერიკაცმა, – ჩრდილოელები იყვნენ. ველურები,
ხეებს რომ აღმერთებენ. თქვეს, მეფისმკვლელს ვეძებთო.
არიამ მისი ნათქვამი გაიგონა და ტუჩზე იკბინა. გრძნობდა, გენ-
დრი რომ უყურებდა. ამის გამო ბრაზობდა და რცხვენოდა.
სეპტის ქვეშ, სარდაფში, აბლაბუდებს, ფესვებსა და დამტვრეულ
ღვინის კასრებს შორის თორმეტი კაცი ცხოვრობდა, მაგრამ ლორდ
ბერიკზე არც მათ იცოდნენ რამე. მათმა მეთაურმაც კი, გაჭვარტლუ-
ლი აბჯარი რომ ეცვა და მოსასხამზე ტლანქი ელვის ბროში ებნია,
არაფერი იცოდა. როდესაც მწვანეწვერამ დაინახა არია როგორ
მისჩერებოდა, გაიცინა და უთხრა:
– ელვა-ლორდი ყველგანაა და არსადაა, ციდა ციყვო.
– ციყვი არ ვარ, – თქვა მან, – მალე ლამის ქალი ვიქნები. ერთი
და ათის ვიქნები, – მაშინ ფრთხილად იყავი, ცოლად არ შეგირთო!
– დააპირა, ნიკაპის ქვეშ მოეღიტინებინა, მაგრამ არიამ დარტყმით
გააწევინა ის შტერული ხელი.
ლიმი და გენდრი იმ ღამით მასპინძლებს ფილებით ეთამაშებოდ-
ნენ, ტომ შვიდსიმა კი სულელურ სიმღერას მღეროდა დიდმუცელა
ბენსა და არქისეპტონის ბატზე, ენგაიმ არიას თავისი მშვილდი მო-
ასინჯინა, მაგრამ, რამდენიც უნდა დაეკბინა ტუჩები, ლარი ვერაფ-
რით მოზიდა.
– უფრო მსუბუქი მშვილდი გინდა, მილედი, – უთხრა ჭორფლი-
ანმა მშვილდოსანმა, – რივერანში გამომშრალ ხეს თუ ვიპოვით, შე-
იძლება, დაგიმზადო.
418
ტომმა ყური მოჰკრა მის ნათქვამს და სიმღერა შეწყვიტა.
– რა პატარა სულელი ხარ, ჩუბინო. რივერანში თუ წავალთ, მხო-
ლოდ მისი გამოსასყიდის მისაღებად წავალთ, და დრო არ გვექნება,
დაჯდე და მშვილდები ამზადო.
მადლობა თქვი, მთელი ტყავით თუ გამოასწრებ იქიდან. შენ ჯერ
წვერის პარსვაც კი არ გქონდა დაწყებული, ლორდი ჰოსტერი ავა-
ზაკებს რომ ახრჩობდა. ის მისი ვაჟი კიდევ... კაცი, რომელსაც მუსი-
კა სძულს, სანდო არაა-მეთქი, სულ ვამბობ. – მუსიკა კი არ სძულს,
– უთხრა ლიმმა, – შენ სძულხარ, შტერო.
– სრულიად უმიზეზოდ. გოგოს ძალიანაც უნდოდა, რომ დაეკა-
ცებინა. რა ჩემი ბრალია, ისე თუ დათვრა, რომ თავი აღარაფრის
ჰქონდა?
ლიმმა გატეხილ ცხვირში ჩაიფრუტუნა.
– შენ შეთხზე მაგაზე სიმღერა თუ თავის ხმაზე შეყვარებულმა
რომელიმე სხვა წყეულმა ტრაკმა?
– მარტო ერთხელ ვიმღერე, – თავი იმართლა ტომმა, და ვინ
თქვა, რომ სიმღერა მასზე იყო? ის იყო სიმღერა თევზზე.
– უმაქნის თევზზე, – სიცილით თქვა ენგაიმ.
არიას არაფრად ენაღვლებოდა, რაზე იყო ტომის შტერული სიმ-
ღერები. ის ჰარვინს მიუტრიალდა.
– რას ამბობს, გამოსასყიდიო?
– ცხენები გვჭირდება ძალიან, მილედი. აბჯარიც. ხმლები, ფარე-
ბი, შუბები. ყველაფერი, რაც კი შეიძლება, ფულით იყიდო. ჰო, და
კიდევ მარცვალი, დასათესად. ზამთარი მოდის, ხომ გახსოვს? – ნი-
კაპზე ამოსდო თითი, – პირველი დიდებული ტყვე კი არ იქნები, რო-
მელშიც გამოსასყიდი გვაქვს აღებული. და არც უკანასკნელი, იმე-
დია. არიამ იცოდა, მართალს რომ ეუბნებოდა. რაინდებს სულ ატ-
ყვევებდნენ და მერე გამოისყიდიდნენ ხოლმე, ზოგჯერ – ქალებსაც.
419
მაგრამ რა მოხდებოდა, თუ რობი მათ არ გადაუხდიდა? არია არ იყო
სახელგანთქმული რაინდი, მეფეებმა კი დებზე წინ სახელმწიფო უნ-
და დააყენონ. ან მისი ლედი-დედა რას იტყოდა? მოინდომებდა მის
უკან მიღებას იმის მერე, რაც ჩაედინა? არიამ ტუჩი კბილებში მოიქ-
ცია და დაფიქრდა. მეორე დღეს მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მა-
ღალი გული ერქვა. ისეთი აზიდული ბორცვი იყო, რომ არიას ეგონა,
მისი წვერიდან ნახევარ სამყაროს ხედავდა. კორტოხზე მრგვლად
შემოვლებოდა ვეებერთელა თეთრი კუნძები – ესღა დარჩენილიყო
ოდესღაც მძლავრი სარკმლისხეების წრისგან. არიამ და გენდრიმ
მათ დასათვლელად გორაკს შემოუარეს. ოცდათერთმეტი ცალი
იყო, ზოგი ისეთი ფართო, რომ არიას საწოლად გამოადგებოდა. მა-
ღალი გული ტყის შვილების წმინდა ადგილი იყოო, უთხრა ტომ
შვიდსიმამ, და მათი ჯადოსნობის ნაწილი აქ ჯერ კიდევ არის შემორ-
ჩენილიო.
– აქ მძინარეს არასოდეს არაფერი დაუშავდება, – თქვა მომღე-
რალმა. არიამ იფიქრა, ალბათ, მართლა ასეაო. ბორცვი ისეთი მა-
ღალი იყო, გარშემო გაშლილი მხარე კი იმდენად ბრტყელი, რომ
მტერი შეუმჩნევლად ვერ მოგადგებოდა.
უბრალო ხალხი აქაურობას ამიტომაც ერიდებაო, აუხსნა ტომმა.
ამბობდნენ, აქ ბუდობენ იმ ტყის შვილების აჩრდილები, რომლებიც
დაიხოცნენ, როცა ანდალთა მეფემ, ერეგ მეფისმკვლელად წოდე-
ბულმა, მათი კორომი გაკაფაო. არიამ იცოდა ტყის შვილების ამბე-
ბი, ანდალთა ამბებიც, მაგრამ მოჩვენებები მას არ აფრთხობდნენ.
პატარა რომ იყო, ხშირად ჩადიოდა ვინტერფელის აკლდამებში და
ტახტებზე მჯდომ ქვის მეფეებს შორის „მოდი ჩემს სასახლეშის“ და
„ურჩხულებს და მზეთუნახავებს“ თამაშობდა.
მაგრამ იმ ღამით მაინც დაბურძგლა კისერზე. ჩაძინებული გრი-

420
გალმა გამოაღვიძა. ქარმა საბანი გადახადა და ტრიალით გადააგ-
დო ბუჩქებში. ასაღებად რომ მიირბინა, ხმები ჩაესმა.
მათი ჩანავლული კოცონის გვერდით ტომი, ლიმი და მწვანეწვე-
რა იდგნენ და ციდა ქალს ელაპარაკებოდნენ. არიაზე ერთი ფუტით
დაბალი და ბებერ ნენზე უფრო მოხუცი იყო, მოკუნცხული და დანაო-
ჭებული, დაკორძილ შავ ხელჯოხს იბჯენდა. იმსიგრძე ჭაღარა თმა
ჰქონდა, ლამის მიწაზე დასთრევდა. ქარმა რომ დაუბერა, მსუბუქ
ღრუბლად აუფრიალა თავის გარშემო. კანი თმაზე უფრო თეთრიც
ჰქონდა, რძის ფერი ედო და არიას ეჩვენებოდა, რომ წითელი თვა-
ლებით იცქირებოდა, თუმცა ბუჩქებიდან კარგად არ ჩანდა.
– ძველმა ღმერთებმა გაიღვიძეს და დაძინებას არ მაცლიან, –
გაიგონა დედაბრის სიტყვები, – მეზმანა აჩრდილი ცეცხლოვანი გუ-
ლით, ოქროს ხარირემი რომ დაკლა, ჰო. უსახო კაცი მეზმანა, აქა-
ნავებულ ხიდზე იდგა და იცდიდა. მხარზე დამხრჩვალი ყვავი ეჯდა,
ფრთებზე წყალმცენარეები ეკიდა. აღრიალებული მდინარე მეზმანა
და ქალი, რომელიც თევზი იყო. მკვდარი მოჰყვებოდა ტალღებს,
ლოყებზე წითელი ცრემლები შერჩენოდა, მაგრამ თვალები რომ გა-
აღო, ო, მე ძრწოლით გამეღვიძა. ეს ყოველივე მეზმანა, და მრავა-
ლი სხვაც. ძღვენი თუ მომიტანეთ, სიზმრებში რომ გადამიხადოთ?
– სიზმრები, – დაიბუხუნა ლიმ ლიმონისმოსასხამიანმა, – რა
ყრია სიზმრებში? თევზი-ქალები და დამხრჩვალი ყვავები. წუხელ
მეც მესიზმრა, რომ ჩემს ნაცნობ ტავერნის გოგოს ვკოცნიდი. გადა-
მიხდი ამაში, ბებერო?
– გოგო მკვდარია, – დაუსისინა ქალმა, – ახლა იმას მატლები
თუ აკოცებენ, – მერე ტომ შვიდსიმას მიუბრუნდა, – ან მომე ჩემი
სიმღერა, ან წადით აქედან. მაშინ მგოსანმა უმღერა ქალს, სევდით
და ისე წყნარად, რომ არიას მხოლოდ სიტყვების ნაწყვეტები ესმო-

421
და, თუმცა ჰანგი ნაცნობი ეჩვენა. სანსას ნამდვილად ეცოდინებო-
და, რა სიმღერაა. მისმა დამ ყველა სიმღერა იცოდა, ცოტა დაკვრაც
შეეძლო და ტკბილად მღეროდა. მე მარტო სიტყვებს თუ ვყვიროდი
ხოლმე.
მეორე დღეს პატარა თეთრი ქალი აღარსად ჩანდა. ცხენებს რომ
კაზმავდნენ, არიამ ტომ შვიდსიმას ჰკითხა, ტყის შვილები ისევ თუ
ცხოვრობენ მაღალ გულზეო. მომღერალმა ჩაიცინა.
– დაინახე, ხო?
– მოჩვენება იყო?
– მოჩვენება იწუწუნებს, სახსრები მიჭრაჭუნებსო? არა, ის მხო-
ლოდ ბებერი ჯუჯაქალია. თუმცა უცნაური ვინმე კი არის და ავი თვა-
ლი აქვს. მაგრამ ისეთი რამები იცის, რისი ცოდნაც არაფერში სჭირ-
დება, და ზოგჯერ შეიძლება, კიდევაც გითხრას, თვალში თუ მოუხ-
ვალ.
– შენ თვალში მოსდიხარ? – ეჭვით ჰკითხა არიამ.
მომღერალს გაეცინა.
– ყურში მაინც. თუმცა სულ ერთსა და იმავე წყეულ სიმღერას
მამღერებს. არა, ცუდი სიმღერა კი არაა, მაგრამ სხვებიც ვიცი, ამა-
სავით კარგები, – მან თავი გაიქნია, – რაც მთავარია, ახლა კვალზე
ვდგავართ. დაგენაძლევები, მალე ნახავ თოროსს და ელვა-
ლორდს.
– მისი ხალხი თუ ხართ, რატომ გემალებათ?
ტომმა ამაზე მხოლოდ თვალები აატრიალა, მაგრამ ჰარვინმა
უპასუხა:
– კი არ გვემალება, მილედი, მაგრამ ის მართალია, რომ ლორ-
დი ბერიკი ბევრს დადის აქეთ-იქით და იშვიათად ჰყვება, რას აპი-
რებს. ასე ვერავინ გასცემს. ამჟამად ალბათ ასობით ადამიანი ვართ

422
მას შეფიცული, იქნებ ათასებიც, მაგრამ საჭირო არაა, ყველამ კუდ-
ში ვდიოთ. მასე გარშემო ყველაფერს გადავჭამდით და ვიშიმში-
ლებდით, ან რომელიმე უფრო დიდი ლაშქარი გაგვჟლეტდა. ასე კი,
პატარა ჯგუფებად გაფანტულებს, შეგვიძლია, ათობით ადგილას ერ-
თდროულად შევუტიოთ და, სანამ გონს მოვლენ, უკვე სადღაც სხვა-
გან გავჩნდეთ. და თუ რომელიმე ჩვენგანს დაიჭერენ და დაჰკითხა-
ვენ, ვერ ვიტყვით, სადაა ლორდი ბერიკი, რაც უნდა გვიქნან. – ჰარ-
ვინი შეყოყმანდა, – თუ იცი, რას ნიშნავს დაკითხვა?
არიამ თავი დაუქნია.
– მაგას ღიტინს ეძახდნენ. პოლივერი, რალფი და ეგენი, და მო-
უყვა სოფელზე ღმერთების თვალთან, სადაც ის და გენდრი დაიჭი-
რეს, და იმ შეკითხვებზე, ღიტინა რომ უსვამდა დასაკითხებს. „არის
თუ არა სოფელში დამალული ოქრო?“ ყოველთვის ამით იწყებდა
ხოლმე, „ვერცხლი, ძვირფასი თვლები? არის სადმე კიდევ სურსა-
თი? სად არის ლორდი ბერიკ დონდარიონი? სოფლელებიდან მას
ვინ ეხმარებოდა? რომ წავიდა, საით გაემართა? რამდენი კაცი ჰყავ-
და თან? რამდენი რაინდი, რამდენი მშვილდოსანი, რამდენი ხმლო-
სანი? რით იყვნენ შეიარაღებულები? რამდენი იყო ცხენოსანი? რამ-
დენი დაჭრილი ჰყავდა? რა თქვი, საით წავიდნენო?“ ამის გახსენე-
ბისას კვლავ ჩაესმა მათი კივილი, ისევ ეცა სისხლის, ქაქის და დამ-
წვარი ხორცის სიმყრალე.
– კითხვებს სულ ერთნაირებს სვამდა, – მოღუშულმა უთხრა ყა-
ჩაღებს, – მაგრამ ყოველდღე სხვანაირად უღიტინებდა.
– ასეთი რამის გადატანა არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს, –
თქვა ჰარვინმა, არია ლაპარაკს რომ მორჩა, – როგორც გავიგეთ,
მთაკაცმა ქვის წისქვილთან ხალხის ნახევარი დაკარგა. შეიძლება,
ეგ ღიტინა ამწუთას წითელ კბილში მოტივტივებს, სახეს კი თევზები
უჭამენ. თუ არადა, ეს კიდევ ერთი დანაშაულია, რომელზეც პასუხის
423
გაცემა მოუწევთ. გამიგია, როგორ თქვა ლორდმა ბერიკმა, ეს ომი
მაშინ დაიწყო, როცა მარჯვენამ იგი გაგზავნა, რათა გრეგორ კლე-
გეინზე მეფის სამართალი აღესრულებინა, და რომ სწორედ ამით
აპირებს ომის დასრულებას, – მან არიას თანაგრძნობით მოუთათუ-
ნა მხარზე ხელი, – ჯობია, შეჯდე, მილედი. რკოს დარბაზამდე გრძე-
ლი გზა გვაქვს სავალი, მაგრამ სამაგიეროდ მის ბოლოს თავზე ჭერი
და მუცლებში კარგი ვახშამი გვექნება.
მთელი დღე იარეს, უკვე შებინდებისას ფონით გადავიდნენ პატა-
რა მდინარეზე და მიადგნენ რკოს დარბაზს, მის ქვის გალავანსა და
დიდ მუხის ციხეს. მისი პატრონი აქ არ იყო, თავისი მებატონის,
ლორდ ვენსის ამალაში იბრძოდა და ციხესიმაგრის კარიბჭე ჩარა-
ზული დახვდათ. მაგრამ ქალბატონი ტომ შვიდსიმას ძველი მეგობა-
რი ბრძანდებოდა და ენგაიმ ისიც თქვა, ოდესღაც საყვარლებიც ყო-
ფილანო. ენგაის ხშირად არიას მხარდამხარ მიჰყავდა ცხენი, ასაკი-
თაც, გენდრის თუ არ ჩავთვლიდით, ყველა დანარჩენზე უფრო ახ-
ლო იყო მასთან და დორნის მარშების საშინელ ამბებს უყვებოდა
ხოლმე. მაგრამ არია არ ბრიყვდებოდა. ჩემი მეგობარი კი არ არის.
უბრალოდ, არ მცილდება, თვალი რომ მადევნოს, ისევ რომ არ გა-
ვიქცე. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თვალყურის დევნება არიამაც იცო-
და. სირიო ფორელმა ასწავლა.
ლედი სმოლვუდი ყაჩაღებს საკმაოდ თბილად შეხვდა, თუმცა გა-
თათხა კიდევაც, პატარა გოგოს ამ ომში რას დაათრევთო. კიდევ უფ-
რო მეტადაც გაბრაზდა, როდესაც ლიმს წამოსცდა, არია კეთილშო-
ბილი რომ იყო.
– ამ საბრალო ბავშვს ბოლტონის ძონძები ვინ ჩააცვა? – მკაც-
რად იკითხა მან, – ეს გერბი... რამდენი ვინმეა ისეთი, თვალის და-
ხამხამებაში რომ ჩამოახრჩობს, მკერდზე გატყავებული კაცი რად
გახატიაო.
424
არია დაუყოვნებლივ ააბრძანეს ზედა სართულზე, აბაზანაში მო-
ათავსეს და ქაფქაფა წყალში დაალბეს. ლედი სმოლვუდის მოახლე-
ებმა ისე მაგრად გახეხეს, თითქოს თვითონვე უპირებდნენ გატყავე-
ბას. რაღაც ყვავილისსუნიანი სუნამოც კი ჩააწვეთეს წყალში.
ამის მერე დააძალეს, გოგოს რამეები ჩაეცვა: ყავისფერი შალის
წინდები და მსუბუქი ტილოს პერანგი, ზემოდან კი ღია-მწვანე კაბა
გადააცვეს, რომელსაც ზედატანზე ყავისფერი ძაფით რკოები ჰქონ-
და ამოქარგული და ქობაზეც რკოები მიუყვებოდა.
– ჩემი ბებიდა დედის სახლის სეპტაა ძველქალაქში, – უთხრა
ლედი სმოლვუდმა არიას, როდესაც მოახლეები კაბის თასმებს უბ-
ნევდნენ ზურგზე, – ომი რომ დაიწყო, ჩემი ასული მასთან გავგზავნე.
რომ დაბრუნდება, ეს კაბები უკვე დაპატარავებული ექნება. ცეკვა
თუ გიყვარს, ბავშვო? ჩემი კარელინი კარგად ცეკვავს. და მშვენივ-
რად მღერის. შენ რის კეთება გიყვარს?
არიამ ფეხის წვერი გაუსვა ჭილს.
– ნემსით მუშაობა.
– ძალიან ამშვიდებს, ჰო?
– მე როგორც ვშვრები – არა, – უთხრა არიამ.
– არა? მე კი ყოველთვის მამშვიდებდა. ღმერთები ყველას ჩვენ-
ჩვენს ნიჭს გვიძღვნიან და ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ იგიო, ბებიდა
მუდამ ასე ამბობდა ხოლმე. ყველა საქმე ლოცვა იქნება, თუ შეძლე-
ბისდაგვარად კარგად გავაკეთებთ. განა ძვირფასი ფიქრი არ არის?
გახსოვდეს, როცა ამიერიდან ნემსს აიღებ ხელში. ამისთვის ყოველ-
დღე იცლი?
– ვიცლიდი, სანამ ნემსი არ დავკარგე. ახალი ძველივით კარგი
არაა.
– ასეთ ჟამს, ახლა რომ გვიდგას, ყველა უნდა ვეცადოთ, რაც შე-
იძლება, კარგად ვაკეთოთ, რაც საკეთებელია, – ლედი სმოლვუდმა
425
კაბის ზედატანი უკეთ მოარგო, – ახლა ნამდვილ ყმაწვილ ლედის
ჰგავხარ.
მე ლედი არ ვარ, უნდოდა ეთქვა არიას, მგელი ვარ.
– მე არ ვიცი, ვინ ხარ, ბავშვო, – უთხრა ქალმა, – და იქნებ ასეც
ჯობდეს. ვფიქრობ, ვიღაც გამორჩეული უნდა იყო, – არიას საყელო
გაუსწორა, – ამგვარ ჟამს უჩინრად ყოფნა ჯობია. ნეტავ შემეძლოს,
ჩემთან დაგიტოვო. თუმცა ეს მთლად უხიფათო ვერ იქნება. გალავა-
ნი კი მაქვს, მაგრამ მის დასაცავად მეომრები მაკლია, – ქალმა
ამოიოხრა.
ამასობაში, სანამ არიას ბანდნენ, ვარცხნიდნენ და აცმევდნენ,
დარბაზში ვახშამიც გაშალეს. გენდრიმ ერთი შეხედა და ისეთი სი-
ცილი წასკდა, რომ ღვინო ცხვირიდან გადმოუვიდა, და ვერ დაწ-
ყნარდა, სანამ ჰარვინმა ყურში არ წამოსცხო. საჭმელი უბრალო,
მაგრამ მაწიერი იყო: ცხვრის ხორცი და სოკო, თალხი პური, ცერ-
ცვის პუდინგი და შემწვარი ვაშლი ყვითელი ყველით. როდესაც
თეფშები მოასუფთავეს და მსახურები დაითხოვეს, მწვანეწვერამ
ხმა დაიდაბლა და იკითხა, ქალბატონს ელვა-ლორდზე ხომ არაფე-
რი სმენიაო.
– მსმენია? – გაიღიმა ქალმა, – ორი კვირაც არ გასულა, რაც აქ
იყვნენ. ისინი და კიდევ ათიოდე კაცი, ცხვარს მოერეკებოდნენ. თვა-
ლებს არ ვუჯერებდი. თოროსმა სამი ცალი დამიტოვა მადლობის
ნიშნად. ერთი ამ საღამოს შევჭამეთ.
– თოროსი ცხვარს მწყემსავდა? – გადაიხარხარა ენგაიმ.
– ნამდვილად, უცხო სანახავი იყო, მაგრამ თოროსი ამტკიცებ-
და, მე, როგორც ქურუმმა, სამწყსოს მოვლა კარგად ვიციო.
– ჰო, მოვლაც და პარსვაცო, – ჩაიხითხითა ლიმმა.
– ამაზე საუკეთესო სიმღერა შეიძლება შეთხზას კაცმა, – ტომმა
თავისი ჩანგის სიმს გამოჰკრა თითი.
426
ლედი სმოლვუდმა გამანადგურებელი მზერა ესროლა.
– კი, ისეთმა კაცმა, რომელიც „მხედრიონს“ „დონდარიონს“ არ
გაურითმავს, შეიძლება. ან არ უმღერის მაზრის ყოველ მწველავს:
ო, ჩემო ტკბილო გოგონა, ჩაწექი ამ ბალახებშიო, და ორ მათგანს
გაბერილს არ ტოვებს.
– მე „შენი მშვენება შემასვის“ ვმღეროდი, – თავი იმართლა
ტომმა, – მწველავებს ამის მოსმენა ყოველთვის უხარიათ. ერთ კე-
თილშობილ ლედისაც კი უხაროდა, ასე მახსოვს. მე იმისთვის ვუკ-
რავ, რომ ხალხს ვასიამოვნო.
ქალს ნესტოები დაებერა.
– მდინარეთი სავსეა ასულებით, შენ რომ ასიამოვნე, და ყველა
ენძელას ჩაის სვამს. ამხელა კაცმა წესით კი უნდა იცოდე მუცელზე
დაღვრა. ცოტა ხანში ხალხი „ტომ შვიდშვილას“ დაგიძახებს.
– შვიდს რამდენი წლის წინ ავცდი. მშვენიერი ბიჭები არიან, ყვე-
ლას ბულბულივით ტკბილი ხმა აქვს, – აშკარა იყო, ეს თემა არ
ანაღვლებდა.
– ბატონმა ლორდმა გითხრა, საით მიემართებოდა, მილედი? –
ჰკითხა ჰარვინმა. – ლორდი ბერიკი თავის გეგმებზე არასოდეს ლა-
პარაკობს, მაგრამ ახლა დაღმა, ქვის სეპტის და სამგროშიანი ტყის
მახლობლად შიმშილია. მე იქ დავძებნიდი, – ქალმა ღვინო მოსვა,
– ალბათ ჯობია, იცოდეთ, ნაკლებად სასიამოვნო სტუმრებიც მყავ-
და. ჩემს კარიბჭეს მგლების ხროვა მოადგა ყმუილით, ფიქრობდნენ,
რომ ჯეიმი ლანისტერს ვმალავდი.
ტომმა სიმების კენკვას თავი მიანება.
– ანუ მართალია, რომ მეფისმკვლელი ისევ თავისუფალია?
ლედი სმოლვუდმა წარბშეკრულმა შეხედა.
– არა მგონია, მას დასდევნებოდნენ, ისევ რივერანის ქვეშ რომ
ყოფილიყო დაბმული.
427
– რა მიუგო მათ მილედიმ? – იკითხა ჯეკ იღბლიანამ.
– რა და, ვუთხარი, შიშველი მიწევს საწოლში, მაგრამ ისე გავაძ-
ვრე სიქა, დაბლა ვერ ჩამოდის-მეთქი. ერთს ეყო თავხედობა და
მატყუარა დამიძახა, ასე რომ, ცოტა წაკინკლავების მერე აქედან მი-
ვაბრძანეთ. ვფიქრობ, შავძირა მოსახვევისკენ გაემართნენ. არია
მოუსვენრად აწრიალდა სკამზე.
– ვინ ჩრდილოელები იყვნენ, მეფისმკვლელს რომ ეძებდნენ?
ლედი სმოლვუდს, ჩანს, გაუკვირდა, არიამ ხმა რომ ამოიღო.
– სახელები არ უთქვამთ, ბავშვო, მაგრამ შავი სამოსი ეცვათ,
გულზე კი სხივოსანი მზე ეხატათ.
თეთრი მზე შავზე ლორდ კარსტარკის გერბიაო, გაიფიქრა
არიამ. ისინი რობიც ხალხი იყო. ნეტავ, ისევ ახლომახლო თუ
არიან? ყაჩაღებს თუ გაექცეოდა და იმათ იპოვიდა, შეიძლება, დე-
დასთან წაეყვანათ რივერანში...
– ის თუ თქვეს, ლანისტერი როგორ გაგვექცაო? – იკითხა ლიმ-
მა.
– კი თქვეს, – მიუგო ლედი სმოლვუდმა, – მართალია, მე არ და-
ვიჯერე. ამბობდნენ, ლედი კეტლინმა გაუშვაო.
ტომი ამან ისე გააოცა, რომ ისევ გამოჰკრა სიმს.
– აბა, რას ამბობ. ეს სიგიჟეა.
ტყუილია, გაიფიქრა არიამ. ეს სიმართლე ვერ იქნება.
– მეც ეგრე ვიფიქრე, – თქვა ლედი სმოლვუდმა.
აქ ჰარვინს არია გაახსენდა.
– ეს საშენო ლაპარაკი არ არის, მილედი.
– არა, მე მინდა, მოვისმინო.
ყაჩაღები მტკიცედ იდგნენ თავისაზე.
– გეყოფა ახლა, ციდა ციყვო, – უთხრა მწვანეწვერამ, – მოიქეცი
როგორც კარგ პატარა ლედის შეჰფერის, და წადი, ეზოში ითამაშე,
428
სანამ ჩვენ ლაპარაკს მოვრჩებით. მიდი!
არია გაბრაზებული გავიდა და კარსაც გაიჯახუნებდა, ასე მძიმე
რომ არ ყოფილიყო. რკოს დარბაზი სიბნელეს მოეცვა. გალავნის
გასწვრივ რამდენიმე ჩირაღდანი ენთო, ეს იყო და ეს. პატარა ციხის
კარიბჭე ჩარაზული დახვდა. ჰარვინს კი დაჰპირდა, გაქცევას აღარ
ვეცდებიო, მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ ისინი დედამისზე ტყუილე-
ბის ლაპარაკს დაიწყებდნენ.
– არია? – გენდრიც მას გამოჰყვა, – ლედი სმოლვუდმა თქვა,
სამჭედლო გვაქვსო. ვნახოთ?
– როგორც გინდა, – საქმე მაინც არაფერი ჰქონდა.
– ეს თოროსი, – თქვა გენდრიმ, საძაღლეებს რომ ჩაუარეს, –
იგივე თოროსია, მეფის საბიჯელში სასახლეში რომ ცხოვრობდა?
წითელი ქურუმი, სქელი, თავგადაპარსული? – მგონი, ხო, – არია
თოროსს მეფის საბიჯელში ერთხელაც არ გამოლაპარაკებია, მაგ-
რამ იცოდა, ვინც იყო. ის და ჯალაბარ ზო რობერტის კარის ყველაზე
უფრო, თვალში საცემი ვიღაცები ბრძანდებოდნენ და თან თოროსი
მეფე რობერტის დიდი მეგობარიც იყო.
– მე არ ვემახსოვრები, მაგრამ ჩვენს სამჭედლოში მოდიოდა
ხოლმე, – სმოლვუდების სამჭედლო რაღაც ხანი იყო, აღარ გამოე-
ყენებინათ, თუმცა მჭედელს თავისი იარაღები კედელზე კოხტად ჩა-
მოკიდებული დაეტოვებინა. გენდრიმ სანთელი აანთო და გრდემ-
ლზე დადო, თვითონ კი მარწუხებს წაავლო ხელი, – ჩემი ოსტატი
ყოველთვის ებუზღუნებოდა იმ ცეცხლოვანი ხმლების გამო, კარგ
ფოლადს ასე არ უნდა მოექცეო, ამბობდა, თუმცა თოროსი კარგ ფო-
ლადს არც ხმარობდა. უბრალოდ რამე იაფ ხმალს ველურ ცეცხლში
ამოავლებდა და ალს უკიდებდა. ალქიმიკოსების ფოკუსია და სხვა
არაფერიო, ჩემი ოსტატი ამბობდა, მაგრამ ცხენებს და ზოგ ახლად
გამომცხვარ რაინდს კი აფრთხობდა ხოლმე.
429
არიამ ტუჩზე იკბინა, ცდილობდა, გაეხსენებინა, მამამისს რამე
ეთქვა თოროსზე თუ არა.
– მაინცდამაინც ქურუმივით არ იქცევა, ხო?
– არ იქცევა, ხო, – დაეთანხმა გენდრი, – ოსტატი მოტი ამბობდა,
თოროსს მეფე რობერტის დათრობაც კი შეუძლიაო. რაც ერთი, ის
მეორეო, ამბობდა, ორივე ღორმუცელა და ლოთიაო.
– მეფეს ლოთი არ უნდა ეძახო, – იქნებ რობერტი ბევრს სვამდა,
მაგრამ მამამისის მეგობარი იყო.
– მე თოროსზე ვამბობ, – გენდრი მარწუხით წასწვდა, თითქოს
სახეზე უნდა წაავლოსო, მაგრამ არიამ ხელის გაკვრით მოიშორა, –
ქეიფები და ტურნირები უყვარდა, და მეფე რობერტსაც ამიტომ ჩა-
უვარდა გულში. თანაც, ეს თოროსი მამაცი იყო. პაიკის გალავანი
რომ დაეცა, ნაპრალში პირველი ის შევარდა. მაშინაც თავისი ცეც-
ხლოვანი ხმლით იბრძოდა, ყოველ მოქნევაზე რკინელებს ალში ახ-
ვევდა. – ნეტა, ცეცხლოვანი ხმალი მქონდეს, – არია ბევრ ადამიანს
სიამოვნებით გახვევდა ცეცხლის ალში.
– ეგ ფოკუსია და სხვა არაფერი-მეთქი, გეუბნები. ველური ცეც-
ხლი ფოლადს აფუჭებს. ჩემი ოსტატი თოროსს ყოველი ტურნირის
მერე ახალ ხმალს ჰყიდდა. ყოველ ჯერზე ფასზე ჩხუბობდნენ, – გენ-
დრიმ მარწუხები ადგილზე დაკიდა და ურო ჩამოიღო, – ოსტატმა
მოტმა თქვა, დროა, პირველი ხმალი გაჭედოო. ფოლადის მშვენიე-
რი ნაჭერი მომცა და მეც ერთი სული მქონდა, იმ ხმალს შევდგომო-
დი. მაგრამ ამ დროს იორენი მოვიდა და ღამის ებგურში წამიყვანა.
– თუ გინდა, ახლაც კი შეგიძლია, ხმლები ჭედო, – უთხრა არიამ,
– შეგიძლია, რობისთვის ამზადო იარაღი, რივერანში რომ მივალთ.
– რივერანი, – გენდრიმ ურო დადო და არიას შეხედა, – ახლა
სხვანაირი ხარ. ნამდვილ პატარა გოგოს ჰგავხარ.
– მუხის ხეს ვგავარ, ამ შტერული რკოებით.
430
– თუმცა ლამაზია. ლამაზი მუხა, – ახლოს მივიდა და ჰაერი დაყ-
ნოსა, – კარგი სუნიც კი აგდის.
– შენ კი არა. შენ აქოთებული ხარ, – არიამ ხელი ჰკრა, გრდემ-
ლზე მიაგდო და გაქცევა დააპირა, მაგრამ გენდრიმ მოასწრო და
მკლავი დაუჭირა. მან ფეხებს შორის ამოსცხო და დააგდო, მაგრამ
ბიჭმა ისიც დაითრია და ერთად გაგორდნენ სამჭედლოს იატაკზე.
გენდრი ძალიან ღონიერი იყო, მაგრამ არია სისწრაფით სჯობდა.
რამდენჯერაც ცდილობდა მის დაოკებას, გოგო უსხლტებოდა და
მუშტს ურტყამდა. გენდრის მისი დარტყმები აცინებდა და ამით აცო-
ფებდა. ბოლოს ბიჭმა მისი ორივე მაჯა ცალ ხელში მოიქცია და მე-
ორით ღიტინი დაუწყო, ამიტომ არიამ ფეხებს შორის მუხლი ამოს-
ცხო და გაუსხლტა. ორივე ამოგანგლული იყო და კაბას ცალი სახე-
ლო ჩამოხეოდა. მის სულელურ რკოებიან კაბას.
– ახლა ხომ აღარ ვარ ისე ლამაზი! – დაუყვირა ბიჭს.
დარბაზში რომ დაბრუნდნენ, ტომი მღეროდა:
თივთიკის ლოგინს, ჩემს სარეცელს დაგიგებ თბილად, დაგაწ-
ვენ, მოგრთავ აბრეშუმით, ნათელ გვირგვინით, იქნები ჩემი ქალბა-
ტონი და სიყვარული, მე კი ბატონი შევიქმნები, შენი მფარველი.
ჰარვინმა ერთი კი შეხედა შემოსულებს და სიცილი წასკდა, ენგა-
იმ კი იმ თავისი შტერული ჭორფლიანი ღიმილით გაიღიმა და თქვა:
– ეს ნამდვილად კეთილშობილი ლედია?
მაგრამ ლიმ ლიმონისმოსასხამიანმა გენდრის თავში წამოარ-
ტყა.
– ჩხუბი თუ გინდა, მე მეჩხუბე! ეგ გოგოა, და მაგაზე ორჯერ უფ-
როსი ხარ! ხელი არ ახლო, გამიგე?
– მე დავიწყე, – თქვა არიამ, – გენდრი მარტო მელაპარაკებოდა.
– შეეშვი ბიჭს, ლიმ, – გამოსძახა ჰარვინმა, – ეჭვიც არ მეპარე-
ბა, არია დაიწყებდა. ვინტერფელშიც ზუსტად ეგრე იყო.
431
ტომმა არიას თვალი ჩაუკრა და დაამღერა:
ჩემთან არ გელის არა საფრთხე, მე ხმლით დაგიცავ!
და იღიმოდა, კისკისებდა ასული სწრაფად გაუსხლტა: მე თივთი-
კი არად მინდაო.
ფოთლებს ჩავიცვამ, თმას ბალახით შევიკონავო, მაგრამ, თუკი
გსურს, ტყის მიჯნური იყავი ჩემი.
ხოლო მე თავად – მე ვიქნები ტყის სატრფო შენი.
– ფოთლების კაბა არ მაქვს, – თქვა ლედი სმოლვუდმა და თბი-
ლად გაუღიმა, – მაგრამ კარელინს კიდევ დარჩა კაბები, რომლებიც
შეიძლება გამოგადგეს. წამო, ბავშვო, მაღლა ავიდეთ და ვნახოთ,
რას ვიპოვით.
ეს წინანდელზე უარესიც იყო: ლედი სმოლვუდმა მოითხოვა,
არიას ისევ ებანავა, თან თმაც შეუკვეცა და დავარცხნა. ამჯერად ია-
სამნისფერი, პაწია მარგალიტებით მორთული კაბა ჩააცვა. ერთა-
დერთი ხეირი მასში ის იყო, რომ არავინ მოსთხოვდა, ასეთი ნაზ-ნა-
ტიფი კაბით ცხენზე შეჯექიო. ამიტომ მეორე დილით, საუზმის მერე
ლედი სმოლვუდმა მას ბრიჯი, ქამარი და ტუნიკა მისცა, აგრეთვე –
რკინის მოქლონებით მოჭედილი ყავისფერი ირმის ტყავის ქურთუ-
კი.
– ეს ჩემი ვაჟის ნივთებია, – უთხრა არიას, – შვიდი წლის იყო,
რომ მოკვდა. – რა სამწუხაროა, მილედი, – არიას უცებ შეებრალა
იგი და შერცხვა, – ვწუხვარ, ის რკოებიანი კაბაც რომ გავხიე. ლამა-
ზი იყო.
– ჰო, ბავშვო. და შენც ლამაზი ხარ. მამაცი იყავი.

დენერისი

432
სიამაყის პლაცას შუაში იდგა წითელი აგურის შადრევანი, რომ-
ლის წყალსაც გოგირდის სუნი უდიოდა, მის ცენტრში კი ბრინჯაოს-
გან გამოჭედილი უზარმაზარი ჰარპია იყო ამართული. ოცი ფუტის
სიმაღლის ქანდაკებას ქალის სახე ჰქონდა, მოოქრული თმა, სპი-
ლოს ძვლის თვალები და სპილოს ძვლისავე წაწვეტებული კბილე-
ბი. ბარაქიანი ძუძუებიდან ყვითლად მოჩქეფდა წყალი. მკლავების
ნაცვლად ღამურას თუ დრაკონის ფრთები გაეშალა, არწივის ფეხე-
ბი ჰქონდა, უკან კი მორიელის მორკალული, შხამიანი კუდი ება.
გისის ჰარპია, გაიფიქრა დენიმ. ძველი გისი ხუთი ათასი წლის
წინ დაეცა, სწორად თუ ახსოვდა; მისი ლეგიონები ახალი ვალირიის
ლაშქარმა დალეწა, მისი აგურის გალავნები დაიქცა, მისი ქუჩები და
შენობები დრაკონის ცეცხლმა ფერფლად და ნაცრად აქცია, მისი ყა-
ნებიც კი მარილით, გოგირდით და თავის ქალებით დაიფარა. გისის
ღმერთები მოკვდნენ, მისი ხალხიც ამოწყდა. ეს ასტაპორელები უჯი-
შო ნარჩენიღა არიანო, სერ ჯორაჰმა თქვა. გისური ენაც კი მეტწი-
ლად დავიწყებას იყო მიცემული: მონების ქალაქები დამპყრობლე-
ბის ენაზე, მაღალ ვალირიულზე, ლაპარაკობდნენ; ანუ იმაზე, რა-
დაც გადააკეთეს ეს ენა.
მაგრამ ძველი იმპერიის სიმბოლო ჯერაც აქ იდგა, თუმცა ამ
ბრინჯაოს ურჩხულს ჭანგებში მძიმე ჯაჭვი ეჭირა, რომლის ორსავე
ბოლოზეც გახსნილი ბორკილი ეკიდა. გისის ჰარპიას კი ელვა ეკავა.
ეს ასტაპორის ჰარპიაა.
– ამ ვესტეროსელ კახპას უთხარი, აქეთ მოიხედოს, – უკმაყოფი-
ლო ბუზღუნით უთხრა მონებით მოვაჭრე კრაზნის მო ნაკლოზმა მო-
ნა გოგოს, თარჯიმნად რომ ჰყავდა, – ხორცით ვვაჭრობ, ლითონით
კი არა. ეს ბრინჯაო არ იყიდება. უთხარი, ჯარისკაცებს შეხედოს. წე-
სით, დასავლელი ველურის ბეცმა იისფერმა თვალებმაც კი უნდა შე-
ნიშნონ, რა დიდებული საქონელი მაქვს.
433
კრაზნისის მაღალი ვალირიული გისისთვის დამახასიათებელი
ღრენით იყო დამახინჯებული და მონით მოვაჭრის ჟარგონით შეზა-
ვებული. მისი ნათქვამი დენიმ საკმაოდ კარგად გაიგო, მაგრამ გა-
იღიმა და მიამიტად შეხედა მონა გოგოს, აქაოდა, რა თქვაო. – კე-
თილი მაისტერი კრაზნისი გეკითხება, განა დიდებულები არ
არიანო? – გოგო საერთო ენაზე კარგად ლაპარაკობდა, მით უფრო,
რომ ვესტეროსში ფეხი არასოდეს დაედგა. ათ წელზე მეტის არ იქ-
ნებოდა, მრგვალი და ბრტყელი სახე, მუქი კანი და ნაათელის ოქ-
როსფერი თვალები ჰქონდა. მის მოდგმას მშვიდობიან ხალხს უწო-
დებენ და მათ ყველა საუკეთესო მონებად მიიჩნევდა.
– შეიძლება, გამომადგნენ, – მიუგო დენიმ. სერ ჯორაჰმა ურჩია,
ასტაპორში ყოფნისას მხოლოდ დოთრაკულად და ვესტეროსულად
ილაპარაკეო. ჩემი დათვი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ერთი შეხედვით
ჩანს, – მითხარი, როგორ იწვრთნებიან. – ვესტეროსელ ქალს ისინი
მოსწონს, მაგრამ არ აქებს, ფასი რომ დაუგდოს, – უთხრა მთარ-
გმნელმა თავის ბატონს, – აინტერესებს, როგორ იწვრთნებიან.
კრაზნის მო ნაკლოზმა თავი დააკანტურა. ამ მონებით მოვაჭრეს
ისეთი სურნელი უდიოდა, თითქოს ჟოლოებში ებანავა, აპრეხილი
შავ-წითელი წვერი კი ზეთით უბზინავდა. ჩემზე დიდი ძუძუები აქვსო,
გაიფიქრა დენიმ. ამას კარგად ხედავდა სიფრიფანა ზღვისფერი აბ-
რეშუმის ოქროსფოჩებიან ტოკარში, რომელიც კაცს ტანზე შემოეხ-
ვია და ცალ მხარზე გადაეგდო. მარცხენა ხელით ტოკარს იმაგრებ-
და სიარულისას, მარჯვენაში კი მოკლე ტყავის მათრახი ეჭირა.
– ყველა ვესტეროსელი ღორი ეგეთი უმეცარია? – დაიჩივლა
მან, – ქვეყანამ იცის, რომ შეუბღალავნი შუბის და ფარ-დაშნის ოს-
ტატები არიან, – მან დენის ფართოდ გაუღიმა, – უთხარი, რის ცოდ-
ნაც უნდა, მონა, და დროზე ქენი. ცხელი დღეა. ამას მაინც არ ტყუ-

434
ოდა. უკან მდგარ ორ მონა გოგონას მათ თავზემოთ ზოლიანი აბრე-
შუმის საჩრდილობელი ეჭირა, მაგრამ დენის ჩრდილშიც უბრუოდა
თავი, კრაზნისს კი ღვარად სდიოდა ოფლი. სიამაყის პლაცა განთია-
დის მერე მზის გულზე იხრუკებოდა. დენი სანდლების სქელი ძირი-
თაც კი გრძნობდა ფეხქვეშ გავარვარებული წითელი აგურის სიც-
ხეს. მათ ლივლივით ასდიოდა სიცხის ბუღი და პლაცას გარშემო აღ-
მართულ ასტაპორის საფეხურიან პირამიდებს ზმანების საბურველ-
ში ხვევდა.
მაგრამ შეუბღალავნიც თუ გრძნობდნენ სიცხეს, ამას ვერაფრით
შეატყობდი. ისე იდგნენ, ისინიც აგურისგან ნაშენი გეგონებოდა. ყა-
ზარმიდან ათასი ცალი გამოიყვანეს, დენის რომ დაეთვალიერები-
ნა. ათ ასკაციან მწკრივად მოწყობილიყვნენ შადრევნის და მისი
ბრინჯაოს ჰარპიას წინ, ყველა გაჭიმული იდგა, უძრავი თვალებით
სულ წინ იცქირებოდნენ. სხეულს მხოლოდ თეძოებზე შემოკრული
თეთრი ტილოს ნაჭერი უფარავდათ, თავზე კი ეხურათ კონუსური
ბრინჯაოს მუზარადები, ერთი ფუტის სიგრძის ბასრი წვეტი რომ აგ-
ვირგვინებდა. კრაზნისმა მათ უბრძანა, ძირს დაეწყოთ შუბები და
ფარები, ხმლის ქამრები შემოეხსნათ და დალიანდაგებული ტუნიკე-
ბიც გაეძროთ, რათა ვესტეროსის დედოფალს უკეთ დაენახა მათი
სხეულების მოსხლეტილი სიმტკიცე.
– პატარებს ირჩევენ, სიმაღლის, სისწრაფის, ძალის მიხედვით,
– უთხრა მას მო ნა გოგონამ, – წვრთნას ხუთი წლიდან იწყებენ. ყო-
ველდღე, გათენებიდან დაღამებამდე ვარჯიშობენ, სანამ სრულყო-
ფილად არ ისწავლიან დაშნის, ფარის და სამი შუბის ხმარებას. ვარ-
ჯიში უკიდურესად მკაცრია, თქვენო მოწყალებავ. სამიდან მხოლოდ
ერთი ბიჭი რჩება ცოცხალი. ეს ყველამ იცის. შეუბღალავნი ამბობენ,
რომ იმ დღეს, როდესაც ამ წვეტიან მუზარადებს დაახურავენ, სიძნე-

435
ლე უკან აქვთ მოტოვებული, რადგან, რა დავალებაც არ უნდა და-
ეკისროთ, წვრთნაზე უფრო მძიმე მაინც აღარაფერი იქნება.
კრაზნის მო ნაკლოზმა საერთო ენაზე სავარაუდოდ ერთი სიტ-
ყვაც არ იცოდა, მაგრამ გოგოს უსმენდა, თავს აკანტურებდა და
დროდადრო თავისი მათრახის ბოლოს წაჰკრავდა ხოლმე.
– უთხარი, რომ ესენი აქ უკვე დღე-ღამეა, დგანან უჭმელ-უსმე-
ლი. უთხარი, რომ თუ ვუბრძანებ, ასე იდგებიან, სანამ მუხლი არ მო-
ეკვეთებათ და როდესაც ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი მკვდარი და-
ეცემა ამ აგურებზე, ბოლო მაინც გაუნძრევლად იდგება და არ გა-
ტოკდება, სანამ მასაც არ ეწვევა სიკვდილი. აი, ასეთი მამაცები
არიან. ასე უთხარი.
– მე ამას სიმამაცეს კი არა, სიგიჟეს ვეძახი, – თქვა არსტან თეთ-
რწვერამ, როდესაც პატარა გაუღიმარი თარჯიმანი ლაპარაკს მორ-
ჩა. თავისი ძელქვის კვერთხის ბოლოს აგურზე აკაკუნებდა, კაკ-კუკ,
თითქოს ამით უნდოდა უკმაყოფილების გამოთქმა. ბერიკაცს ასტა-
პორში გამოცურვა არ უნდოდა; არც ამ მონების ჯარის ყიდვა უჯდე-
ბოდა ჭკუაში. დედოფალმა ყველა მხარეს უნდა მოუსმინოს, სანამ
გადაწყვეტილებას მიიღებდეს. დენიმ ამიტომ მოიყვანა იგი სიამაყის
პლაცაზე, და არა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. დაცვით მისი სის-
ხლისმიერებიც კარგად დაიცავდნენ. სერ ჯორაჰ მორმონტი ბელე-
რიონზე დატოვა, თავისი ხალხის და თავისი დრაკონების მცველად.
არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, დრაკონები ტრიუმში გა-
მოკეტა. ძალიან სახიფათო იქნებოდა, ქალაქის თავზე ფრენა რომ
დაენებებინა: ამქვეყნად უამრავი ადამიანი იყო, ვინც სიხარულით
დახოცავდა მათ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დრაკონის მკვლე-
ლი დარქმეოდა.
– რა თქვა ამ სუნიანმა ბერიკაცმა? – პასუხი მოსთხოვა თარჯი-
მანს მონებით მოვაჭრემ. რომ გადაუთარგმნეს, გაიღიმა და თქვა, –
436
უთხარი ამ ველურებს, რომ ჩვენ ამას მორჩილებას ვეძახით. შეუბ-
ღალავებზე უფრო ძლიერები, სწრაფები და ახოვნები სხვებიც შეიძ-
ლება იყვნენ. ზოგი, იქნებ, ხმლის, შუბის და ფარის ხმარებაშიც გა-
უტოლდეს. მაგრამ ზღვებს შორის ვერც ერთ მიწაზე ვერ ნახავთ მათ-
სავით მორჩილებს. – ცხვრებიც მორჩილები არიან, – თქვა არსტან-
მა, ეს რომ გადაუთარგმნეს. ცოტაოდენი ვალირიული მანაც იცოდა,
თუმცა დენის ვერ გაეტოლებოდა, მაგრამ თავს ისიც უმეცრად აჩვე-
ნებდა.
კრაზნის მო ნაკლოზს ეს რომ მოახსენეს, მან ფართო თეთრი კბი-
ლები გადმოყარა. – ჩემი ერთი სიტყვა კმარა და ეს ცხვრები მის
მყრალ, ბებერ შიგნეულს ამ აგურებზე გამოწელავენ, – თქვა მან, –
მაგრამ ამას ნუ ეტყვი. უთხარი, ეს არსებები ცხვრები კი არა, ძაღ-
ლები უფრო არიანო. იმ თავიანთ შვიდ სამეფოში ძაღლებს და ცხე-
ნებს თუ ჭამენ?
– ღორების და ძროხების ჭამა ურჩევნიათ, თქვენო ბრწყინვალე-
ბავ.
– ძროხა. ფუ. ბინძური ველურების საჭმელი.
დენიმ ყური არ უგდო და ნელა დაუყვა მონა ჯარისკაცების
მწკრივს.
გოგონები აბრეშუმის ჩარდახით უკან მიჰყვნენ და მოუჩრდი-
ლეს, მაგრამ მის წინ მდგარ ათას კაცს ამგვარი საფარი არ გააჩნდა.
ნახევარზე მეტს დოთრაკების და ლაზარინების სპილენძის კანი და
ნუშის თვალები ჰქონდა, მაგრამ დენი მათ შორის თავისუფალი ქა-
ლაქის მცხოვრებლებსაც ხედავდა, ფერმკრთალ ქართელებსაც,
შავკანიან ზაფხულისკუნძულელებსაც და სხვებსაც, ვის წარმომავ-
ლობასაც ვერ ცნობდა. ზოგს კი კრაზნის მო ნაკლოზივით ქარვის
ელფერდაკრული კანი და უხეში შავ-წითელი თმა ჰქონდა, რაც გი-
სის უძველეს ხალხს გამოარჩევდა, მათ, ვინც თავს ჰარპიას ძეებს
437
უწოდებდნენ. თავისიანებსაც კი ყიდიან. ამას არ უნდა გაეკვირვები-
ნა. დოთრაკებიც იმავეს სჩადიოდნენ, როდესაც ბალახის ზღვაზე ხა-
ლასარი ხალასარს გადაეყრებოდა ხოლმე.
ზოგი ჯარისკაცი მაღალი იყო, ზოგი – დაბალი. თოთხმეტიდან
ოც წლამდე ასაკისანი იქნებოდნენ. სუფთა ლოყები და ერთნაირად
მშვიდი, თუმც სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდათ: შავი თუ ყავის-
ფერი, ცისფერი, რუხი თუ ქარვისფერი. ერთი კაცივით არიან, გა-
იფიქრა დენიმ, და გაახსენდა, რომ ისინი საერთოდაც არ იყვნენ კა-
ცები. შეუბღალავები ყველანი საჭურისები იყვნენ.
– რატომ ასაჭურისებთ? – ჰკითხა კრაზნისს მონა გოგონას დახ-
მარებით, – გამიგონია, რომ სრული მამაკაცი საჭურისზე ღონი-
ერია.
– ბავშვობაში დასაჭურისებულ ჯარისკაცს ვერასოდეს ექნება
თქვენი ვესტეროსელი რაინდის უხეში ძალა, ეს მართალია, – თქვა
კრაზნისმა ამ კითხვის პასუხად, – ხარიც კი ღონიერია, მაგრამ საბ-
რძოლო ხაროებში ყოველდღე იხოცებიან. ეგერ, სამი დღის წინ ერ-
თი ცხრა წლის გოგომ მოკლა ჯოთიელის ხაროში. უთხარი, შეუბღა-
ლავებს ძალაზე უკეთესი რამ აქვთ-თქო. დისციპლინა აქვთ. ჩვენ
ძველი იმპერიის ნირზე ვიბრძვით, დიახ. მათში კვლავ შეისხა ხორ-
ცი ძველი გისის ფეხმოუცვლელმა ლეგიონმა – ყოვლად მორჩილ-
მა, ყოვლად ერთგულმა და ყოვლად უშიშმა.
დენიმ მოთმინებით მოისმინა თარგმანი.
– ყველაზე უფრო მამაც კაცსაც კი აშინებს სიკვდილი და ხეიბრო-
ბა, – თქვა არსტანმა, როცა გოგომ ლაპარაკი დაასრულა. მისი სიტ-
ყვების გამგონე კრაზნისმა ისევ გაიღიმა.
– უთხარი მაგ ბებერს, რომ ფსელის სუნი ასდის და უჯოხოდ ფეხ-
ზეც ვერ დამდგარა.
– მართლა ასე ვუთხრა, თქვენო ბრწყინვალებავ?
438
კრაზნისმა მათრახით უჩხვლიტა.
– რას ამბობ, გოგო ხარ თუ ბატი, ასეთ სისულელეს რომ მეკით-
ხები? უთხარი, რომ შეუბღალავნი კაცები არ არიან. რომ სიკვდილი
მათთვის არაფერია, დახეიბრება კი – არაფერზეც ნაკლები. – იგი
გაჩერდა ერთი მკვრივად ასხმული შეუბღალავის წინ, რომელიც
ლაზარინს ჰგავდა, და მკვეთრად დაიქნია მათრახი. ცალ სპილენ-
ძისფერ ლოყას სისხლის ზოლი დაეტყო. საჭურისმა თვალები და-
ახამხამა და უძრავადვე დარჩა, სახეზე სისხლი სდიოდა.
– კიდევ გინდა? – ჰკითხა კრაზნისმა.
– თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს.
ძნელი იყო თავის მოჩვენება, რომ არ ესმოდა. დენიმ კრაზნისს
მკლავზე დაადო ხელი, ვიდრე ის მათრახის მეორედ ამართვას მო-
ასწრებდა.
– უთხარი კეთილ ბატონს, რომ ვხედავ, რა ძლიერები არიან მისი
შეუბღალავები და რა მამაცურად იტანენ ტკივილს.
კრაზნისმა მისი სიტყვები ვალირიულ ენაზე რომ მოისმინა, ჩა-
იხითხითა.
– უთხარი ამ დასავლელ კახპას, რომ სიმამაცე აქ არაფერ შუ-
აშია.
– კეთილი ბატონი ბრძანებს, რომ ეს სიმამაცე არ ყოფილა,
თქვენო მოწყალებავ. – უთხარი, ეგ ბოზის თვალები კარგად გაახი-
ლოს.
– გევედრება, რომ ყურადღებით უცქირო, თქვენო მოწყალებავ.
კრაზნისი მწკრივში მომდევნო საჭურისს დაუდგა წინ. ამ მაღალ
ჭაბუკს ლისელის ცისფერი თვალები და სელისფერი თმა ჰქონდა.
– შენი ხმალი, – უთხრა მას. საჭურისმა ჩაიმუხლა, მახვილი ქარ-
ქაშიდან ამოიღო და ტარით წინ შესთავაზა. ეს დაშნა იყო, ძგერების-

439
თვის უფრო გამოდგებოდა, ვიდრე ჩეხვისთვის, მაგრამ პირი სამარ-
თებელივით ბასრი უჩანდა.
– ადე, – უბრძანა კრაზნისმა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – საჭურისი ადგა, კრაზნის მო ნაკ-
ლოზმა კი აუჩქარებლად გაუსვა ხმალი ტანზე და მუცელსა და ნეკ-
ნებს შორის წვრილი წითელი ზოლი დააჩნია. მერე ხმლის წვეტი
ფართო ვარდისფერი კერტის ქვეშ შეარჭო და წინ და უკან აამოძრა-
ვა.
– რას შვრება? – ჰკითხა დენიმ გოგოს, კაცს სისხლმა მკერდზე
რომ დაუწყო დენა. – უთხარი მაგ ძროხას, ზმუილს მორჩეს, – თქვა
კრაზნისმა ისე, რომ თარგმნისთვის არც დაუცდია, – ეს ამ ჯარის-
კაცს ბევრს არაფერს დააკლებს. კაცს ძუძუ არაფერში სჭირდება, სა-
ჭურისს – მით უმეტეს, – კერტი წვრილ კანზე დაეკიდა. მან დაშნა
მოიქნია და ნაფლეთი ტრიალით დაეცა აგურებზე, სხეულზე კი უხ-
ვად სისხლმდინარი წითელი ლაქა დატოვა. საჭურისი არ განძრე-
ულა, სანამ კრაზნისმა ხმალი არ გაუწოდა, ტარით მისკენ, – აჰა,
მოვრჩი.
– ეს შეუბღალავი მოხარულია, რომ გემსახურა.
კრაზნისი დენის მოუბრუნდა.
– ხომ ხედავ, ტკივილს არ გრძნობენ.
– ეს რანაირად? – ჰკითხა თარჯიმნის დახმარებით.
– სიმამაცის ღვინო, – მიუგო კრაზნისმა, – ოღონდ მართლა ღვი-
ნო კი არაა, ის მზადდება მომაკვდინებელი ღამისბინდით, მძორის
ბუზის ჭუპრით, შავი ლოტოსის ფესვით და ბევრი სხვა საიდუმლო
რაღაცით. დასაჭურისების დღიდანვე ყოველი ჭამის დროს მაგას
სვამენ და ყოველი განვლილი წლის კვალდაკვალ ნაკლებს და ნაკ-
ლებს გრძნობენ. ეს მათ ბრძოლაში უშიშარს ხდის. მათი წამებაც შე-

440
უძლებელია. უთხარი ამ ველურს, რომ მისი საიდუმლო შეუბღალა-
ვის ხელში მუდამ დაცული იქნება. შეუძლია, თავისი საბჭოს ან თუნ-
დაც თავისი საძინებლის მცველებად დააყენოს ისინი და არასოდეს
ინაღვლოს, რას შეიძლება, მოჰკრან ყური. იუნკაისა და მირინში და-
საჭურებისას, როგორც წესი, ბიჭებს კვერცხებს აჭრიან, მაგრამ
ასოს უტოვებენ. ასეთი არსება შვილს ვერ ჩასახავს, მაგრამ ხშირად
ხდება, რომ მამაკაცურად გამოსადეგი რჩება. ამას კარგი არაფერი
მოაქვს. ჩვენ კი ასოსაც ვაჭრით, არაფერს ვუტოვებთ. შეუბღალავე-
ბი დედამიწაზე ყველაზე უბიწო არსებები არიან, – მან დენის და არ-
სტანს ისევ გაუღიმა თავისი ფართო, თეთრი ღიმილით, – მსმენია,
რომ მზის დასავლის სამეფოებში კაცები საზეიმო ფიცს დებენ, უბი-
წოება შეინარჩუნონ და შვილები არ იყოლიონ, მხოლოდ თავისი
მოვალეობის აღსასრულებლად იცხოვრონ. ასე არაა?
– ასეა, – მიუგო არსტანმა, კითხვა რომ მოახსენეს, – ბევრი ასე-
თი ორდენი არსებობს. ციტადელის მაისტერები, სეპტონები და სეპ-
ტები, შვიდთა რომ ემსახურებიან, მიცვალებულთა მდუმარე დები,
მეფის ქეშიკები და ღამის ებგურის ძმები... – საბრალოები, – ამოი-
ოხრა მონებით მოვაჭრემ მას მერე, რაც უთარგმნეს, – კაცს არ უნდა
აიძულო ამის გადატანა. მთელი ცხოვრება სტანჯავთ ცდუნება, ამას
ყველა ბრიყვი მიხვდება. და, უეჭველია, უმეტესობა კიდევაც ნებდე-
ბა თავის ბუნებას. ჩვენი შეუბღალავები ასე არ არიან. ისინი საკუ-
თარ ხმლებზე არიან დაქორწინებულები იმგვარად, რომ თქვენი შე-
ფიცული ძმები ვერც შეედრებიან. მათ ვერა ქალი, ვერა კაცი ვერ აც-
დუნებს.
გოგომ უფრო თავაზიანად გადმოსცა მისი ნაუბარი.
– კაცის ცდუნება სხვა გზითაც შეიძლება, ხორციელი გზის გარ-
და, – შეედავა არსტან თეთრწვერა, ბოლომდე რომ მოუსმინა.
– კაცის კი, მაგრამ შეუბღალავის არა. ალაფი ქალზე მეტად კი
441
არ ხიბლავთ. საკუთარი იარაღის გარდა არაფერი გააჩნიათ. სახე-
ლებსაც კი არ ვუტოვებთ.
– არაფერი ჰქვიათ? – დენიმ პატარა თარჯიმანს წარბშეკვრით
შეხედა, – განა შესაძლებელია, რასაც კეთილი ბატონი ამბობს? სა-
ხელები არ აქვთ?
– ასეა, თქვენო მოწყალებავ.
კრაზნისი შეჩერდა გისელის წინ, რომელიც შეიძლებოდა, მისი
უფრო მაღალი და გამხდარი ძმა გგონებოდა, და თავისი მათრახი
მის ფეხებთან დადებული ხმლის ტარზე მიმაგრებულ ბრინჯაოს პა-
ტარა წრეს დაუკაკუნა.
– აი, ამის სახელი. ჰკითხე ვესტეროსელ კახპას, თუ იცის გისური
იეროგლიფების კითხვა, – როცა დენი გამოტყდა, არ ვიციო, მონე-
ბით მოვაჭრე შეუბღალავს მიუბრუნდა:
– რა ჰქვია?
– ამ შეუბღალავს წითელი რწყილი ჰქვია, თქვენო ბრწყინვალე-
ბავ.
გოგომ მათი სიტყვა-პასუხი საერთო ენაზე გადათარგმნა.
– გუშინ რა გერქვა?
– შავი ვირთხა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– გუშინწინ?
– რუხი რწყილი, თქვენო ბრწყინვალებავ.
– იმის წინ?
– ამ შეუბღალავს არ ახსოვს, თქვენო ბრწყინვალებავ. შეიძლე-
ბა, ლურჯი გომბეშო. ან ლურჯი მატლი.
– უთხარი, რომ სულ ასეთი რამები ჰქვიათ, – უბრძანა გოგოს
კრაზნისმა, – ეს ახსენებთ, რომ თავისთავად მხოლოდ მავნებლები
არიან. სახელების წრეები ყოველი დღის ბოლოს ცარიელ თასში იყ-
რება და ყოველ დილით ისევ იღებენ, რომელიც მოხვდებათ.
442
– აი, კიდევ სიგიჟე, – თქვა არსტანმა, ეს რომ გაიგონა, – როგორ
შეიძლება, კაცს ყოველდღე ახალი სახელი ახსოვდეს?
– ვინც ვერ ახერხებს, წვრთნისას გამოიხშირებიან ხოლმე.
იმათსავით, ვისაც არ შეუძლია, მთელი დღე სრული აღჭურვილო-
ბით ირბინოს, ღამით მთაზე აძვრეს, ნაკვერჩხალზე გაიაროს ან ბავ-
შვი მოკლას.
დენის ამის გაგონებაზე პირი მოექცა. შემატყო, თუ ბრმაცაა და
არა მარტო ბოროტი? სწრაფად შებრუნდა და შეეცადა, სახეზე არა-
ფერი შემჩნეოდა, სანამ თარგმანი არ მოისმინა. მერე კი ჰკითხა:
– ვის ბავშვებს კლავენ?
– წვეტიანი ქუდის მოსაპოვებლად შეუბღალავი მოვალეა, აი-
ღოს ვერცხლის მარკა, წავიდეს მონათა ბაზარზე, იპოვოს რომელი-
მე აჩხავლებული ახალშობილი და დედის თვალწინ მოკლას. ამგვა-
რად ვრწმუნდებით, რომ მასში სისუსტის ნატამალიც აღარაა დარ-
ჩენილი.
დენის ლამის გული წასვლოდა. სიცხის ბრალია, აჯერებდა თავს.
– დედას ხელიდან გლეჯთ ჩვილს, მის თვალწინ კლავთ და მწუ-
ხარების საზღაურად ვერცხლის მონეტას აძლევთ?
რომ გადაუთარგმნეს, კრაზნის მო ნაკლოზმა ხმამაღლა გაიცი-
ნა.
– რა გულჩვილი და წუწუნა შტერია. უთხარი ვესტეროსელ კახ-
პას, რომ მარკა ბავშვის მფლობელისთვისაა, დედისთვის კი არა. შე-
უბღალავებს ქურდობა ეკრძალებათ, – მან მათრახი ფეხზე მიიტყა-
პუნა, – უთხარი, რომ ეს გამოცდა ცოტას თუ ჩაუგდია. უნდა ითქვას,
რომ ძაღლები უფრო უჭირთ. დასაჭურისების დღეს ყველა ბიჭს
ლეკვს ვაძლევთ. პირველი წლის ბოლოს მისი დახრჩობა ევალე-
ბათ. ვინც ვერ შვრება, ვკლავთ და გადარჩენილ ძაღლს ვაჭმევთ. ეს,

443
როგორც დავრწმუნდით, კარგი მაგალითია სხვებისთვის. ამის გამ-
გონე არსტან თეთრწვერამ კვერთხის ბოლო აგურებზე ააკაკუნა. კაკ
კუკ კაკ. ნელა და თანაბრად. კაკ კუკ კაკ. გვერდზე გაიხედა, თითქოს
კრაზნისის ყურება აღარ შეეძლო.
– კეთილი ბატონი ამბობს, რომ ამ საჭურისებს ვერც ფულით,
ვერც ხორცით ვერ აცდუნებ, – უთხრა დენიმ გოგოს, – მაგრამ რო-
მელიმე ჩემი მტერი ჩემი ღალატის – ფასად თავისუფლებას რომ
შეჰპირდეს...
– უთხარი, რომ იქვე მოკლავენ და მის თავს მიუტანენ, – მიუგო
მონებით მოვაჭრემ, – სხვა მონები შეიძლება, იპარავდნენ ან აგრო-
ვებდნენ ვერცხლს იმ იმედით, რომ თავისუფლებას იყიდიან, მაგრამ
შეუბღალავებს არ სჭირდებათ თავისუფლება; ამ პატარა ჭაკმა სა-
ჩუქრადაც რომ მიართვათ. საკუთარი ვალის გარდა სხვა ცხოვრება
მათ არ გააჩნიათ. ჯარისკაცები არიან, მეტი არაფერი.
– სწორედ ჯარისკაცები მჭირდება, – აღიარა დენიმ.
– უთხარი, რომ მაშინ ასტაპორში სწორად ჩამოსულა. ჰკითხე,
რამხელა ჯარის ყიდვა უნდა.
– რამდენი გასაყიდი შეუბღალავი გყავთ?
– რვა ათასი სრულიად გაწვრთნილი ჯარისკაცი ახლავე შეგვიძ-
ლია, გადავცეთ, ოღონდ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ რაზმებად
ვყიდით. ათასეულს ან ასეულს. ადრე ათეულსაც ვყიდდით, შინა
მცველებად, მაგრამ არასაიმედო აღმოჩნდა. ათი ძალიან ცოტაა.
მათ სხვა მონებთან უწევთ ტრიალი, თავისუფალ ადამიანებთანაც
კი, და ივიწყებენ, ვინ და რანი არიან, – კრაზნისმა დაიცადა, სანამ
ეს საერთო ენაზე ითარგმნებოდა, და განაგრძო, – ამ მათხოვარ დე-
დოფალს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი საოცრება იაფად არ იშოვება.
იუნკაისა და მირინში მონა ჯარისკაცი შეიძლება, მათ ხმლებზე უფ-
რო იაფადაც იყიდო, მაგრამ შეუბღალავები ამქვეყნად საუკეთესო
444
ქვეითი მებრძოლები არიან და თითოეული მათგანი მრავალწლია-
ნი წვრთნის ნაყოფია. უთხარი, რომ შეუბღალავი ჰგავს ვალირიულ
ფოლადს, რომელსაც გაუთავებლად კეცავენ და ჭედენ მრავალი
წლის განმავლობაში, სანამ დედამიწაზე ყველაზე უფრო მტკიცე და
დრეკად ხმალს არ მიიღებენ.
– ვიცი ვალირიული ფოლადის შესახებ, – თქვა დენიმ, – ჰკითხე
კეთილ ბატონს, შეუბღალავებს თუ ჰყავთ თავიანთი მეთაურები.
– მეთაური თავად უნდა დაუნიშნო. ჩვენ მათ მორჩილებისთვის
ვწვრთნით და არა ფიქრისთვის. ჭკუას თუ ეძებს, გადამწერლები
იყიდოს.
– და აღჭურვილობა?
– ხმლები, ფარები, შუბები, სანდლები და ტუნიკები მოჰყვებათ,
– უთხრა კრაზნისმა, – და წვეტიანი ქუდებიც, რასაკვირველია. ია-
რაღს აისხამენ, მაგრამ შენ უნდა მისცე.
დენის კითხვები აღარ დარჩენოდა. მან არსტანს შეხედა.
– ამქვეყნად დიდხანს გიცხოვრია, თეთრწვერა. ახლა, ესენი
რომ ნახე, რას იტყვი?
– ვიტყვი, არა-მეთქი, თქვენო მოწყალებავ, – დაუყოვნებლივ მი-
უგო ბერიკაცმა. – რატომ? დაუფარავად მითხარი, – დენი ხვდებო-
და, რას ეტყოდა მოხუცი, მაგრამ უნდოდა, მონა გოგონას რომ მო-
ესმინა, რათა მერე კრაზნის მო ნაკლოზსაც გაეგო. – ჩემო დედოფა-
ლო, – უთხრა არსტანმა, – ათასობით წელია, შვიდ სამეფოში მონე-
ბი აღარ ყოფილან. მონობა ძველ თუ ახალ ღმერთებს ერთნაირად
მიაჩნიათ სიბილწედ. ბოროტებად. თუ ვესტეროსს მონათა ჯარის სა-
თავეში მდგარი მოევლინები, ბევრი კარგი ადამიანი თუნდაც მხო-
ლოდ ამიტომ წავა შენ წინააღმდეგ. ამით დიდად ავნებ შენს საქმეს
და შენი გვარის ღირსებას.
– მაგრამ რაღაც ჯარი ხომ უნდა მყავდეს, – უთხრა დენიმ, – ბიჭი
445
ჯოფრი რკინის ტახტს არ დამითმობს, რაც უნდა თავაზიანად ვთხო-
ვო.
– როცა დრო მოვა და შენს ბაირაღებს გაშლი, ნახევარი ვესტე-
როსი გვერდში დაგიდგება, – აღუთქვა თეთრწვერამ, – შენს ძმა
რეიგარს ჯერაც დიდი სიყვარულით იხსენებენ.
– და მამაჩემს? – ჰკითხა დენიმ.
ბერიკაცი შეყოყმანდა და მერე თქვა:
– მეფე ეირისიც ახსოვთ. მან სახელმწიფოს მრავალწლიანი
მშვიდობა მოუვლინა. თქვენო მოწყალებავ, მონები არ გჭირდება.
მაგისტრი ილირიო დაგიცავს და თავისთან გამყოფებს, სანამ დრა-
კონები გაიზრდებიან. ის ვიწრო ზღვის გადაღმა საიდუმლო დესპა-
ნებს გაგზავნის, რათა შეიტყონ, რას ფიქრობენ დიდებული ლორდე-
ბი შენს დაბრუნებაზე.
– ის დიდებული ლორდები, რომლებმაც მამაჩემი მეფის-
მკვლელს შეატოვეს და უზურპატორ რობერტს მოუყარეს მუხლი?
– ისინიც კი, ვინც მას მოუყარა მუხლი, შეიძლება, გულის სიღ-
რმეში დრაკონების დაბრუნებას ნატრობდნენ.
– შეიძლება, – გაიმეორა დენიმ. რა არასაიმედო სიტყვაა ეს „შე-
იძლება“. ნებისმიერ ენაზე. ისევ კრაზნის მო ნაკლოზს და მის მონა-
გოგოს მიუბრუნდა.
– კარგად უნდა მოვიფიქრო.
მონებით მოვაჭრემ მხრები აიჩეჩა.
– უთხარი, სწრაფად იფიქროს. სხვა მყიდველებიც ბევრი მყავს.
სამი დღის წინ სწორედ ეს შეუბღალავები ვუჩვენე მეკობრეების მე-
ფეს, და აპირებს, ყველა იყიდოს. – მეკობრეს მხოლოდ ასი უნდო-
და, თქვენო ბრწყინვალებავ, – გაიგონა დენიმ მონა გოგოს სიტყვე-
ბი. პატრონმა მას მათრახის ბოლო წაჰკრა.

446
– მეკობრეები ყველა მატყუარაა. ყველას იყიდის. უთხარი, გო-
გო.
დენიმ იცოდა, რომ ასზე მეტს იყიდდა, თუ იყიდდა საერთოდ.
– შეახსენე შენს კარგ ბატონს, ვინ ვარ. შეახსენე, რომ მე ვარ დე-
ნერის გრიგალით შობილი, დრაკონების დედა, დაუწველი, ვესტე-
როსის შვიდი სამეფოს კანონიერი დედოფალი. ჩემი სისხლი ეაგონ
დამპყრობლის სისხლია, მანამდე კი – ძველი ვალირიისა. მაგრამ
გაბერილმა და სურნელოვანმა მონებით მოვაჭრემ მერეც არ შეიხა-
რა წარბი, რაც ეს სიტყვები მის მახინჯ ენაზე უთარგმნეს.
– ძველი გისი იმპერიას მართავდა, როდესაც ვალირიელები ჯერ
კიდევ ცხვრებს ექაქუნებოდნენ, – დაუღრინა საბრალო პატარა
თარჯიმანს, – და ჩვენ ჰარპიას შვილები ვართ, – მან მხრები აიჩეჩა,
– ენას ტყუილად ვიღლი ქალებზე. სულერთია, გინდ აღმოსავლელი
იყოს, გინდ დასავლელი, ვერაფერს გადაწყვეტენ, სანამ თავზე არ
გადაჰყვები, ხოტბას არ შეასხამ და ტკბილეულობით არ გამოყეყავ.
კაი, თუ ეს მელის, ეგრე იყოს. უთხარი ამ კახპას, რომ, თუ ჩვენს
მშვენიერ ქალაქში მეგზური სჭირდება, კრაზნის მო ნაკლოზი სიხა-
რულით დაეხმარება... და იხმარს კიდევაც, თუ იმაზე მეტად ქალია,
ვიდრე ეტყობა.
– კეთილი ბატონი კრაზნისი სიამოვნებით დაგათვალიერები-
ნებს ასტაპორს, სანამ ფიქრობ, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა თარ-
ჯიმანმა.
– გავასინჯებ ძაღლის ტვინის ლაბას და წითელი რვაფეხისა და
დაუბადებელი ლეკვების ჩათუშულს, – მან ტუჩები მოილოკა.
– ამბობს, აქ ბევრი გემრიელი კერძის გასინჯვა შეიძლებაო.
– უამბე, რა ლამაზია პირამიდები ღამით, – დაიღრინა მონებით
მოვაჭრემ, – უთხარი, რომ თაფლს ავულოკავ ძუძუებიდან, ან ჩემი-

447
დან ავალოკინებ, თუ ურჩევნია. – ასტაპორი ყველაზე ლამაზი შეღა-
მებისასაა, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მონა-გოგომ, – კეთილი
ბატონები ყველა ტერასაზე აბრეშუმის ფარნებს ანთებენ და ყველა
პირამიდა ფერადი სინათლეებით ელვარებს. მატლს სასეირნო ხო-
მალდები მიუყვებიან, წყნარ ჰანგს უკრავენ და პატარა კუნძულებს
სტუმრობენ ხემსის, ღვინისა და სხვა სიამეების საძიებლად.
– ჰკითხე, ჩვენი საბრძოლო ხაროების ნახვა თუ უნდა, – დაუმა-
ტა კრაზნისმა, – დოუქვორის ხაროში ამ საღამოს კარგ რამეს დგა-
მენ. დათვი და სამი პატარა ბიჭი იქნებიან. ერთ ბიჭს თაფლში ამო-
ავლებენ, ერთს სისხლში და ერთს – დამპალ თევზებში, და შეგვეძ-
ლება, ფსონი დავდოთ, პირველს რომელს შეჭამს.
კაკ კუკ კაკ, ჩაესმა დენის. არსტან თეთრწვერას სახეზე არაფერი
ეწერა, მაგრამ მის რისხვას მისი კვერთხი ამჟღავნებდა. კაკ კუკ კაკ.
დენიმ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა. – ბელერიონზე ჩემი დათვი
მყავს, – უთხრა თარჯიმანს, – და შეიძლება, შემჭამოს, თუ დროზე
არ დავბრუნდი.
– ხედავ, – უთხრა კრაზნისმა, როცა დენის სიტყვები უთარგმნეს,
– ქალი თვითონ კი არ წყვეტს, კაცთან მირბის. ყოველთვის ასეა!
– მადლობა მოახსენე კეთილ ბატონს, ასე მომთმენი და გულის-
ხმიერი რომ იყო, – თქვა დენიმ, – და უთხარი, რომ ვიფიქრებ ყვე-
ლაფერზე, რაც კი აქ შევიტყვე, – მან არსტან თეთრწვერას მკლავი
გაუწოდა, რათა მას პლაცას გავლით ტახტრევნამდე მიეცილებინა.
აგო და ჟოგო აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და გაჰყვნენ ფეხმრუდი და
ყინჩი სვლით, როგორითაც იძულებულია, იაროს ყველა ცხენთაბა-
ტონმა, როცა ჩამოქვეითებას და მიწაზე ჩვეულებრივი მოკვდავივით
სიარულს აიძულებენ.
დენი წარბშეკრული შეძვრა თავის ტახტრევანში და არსტანს მო-
უხმო, შეჰყოლოდა. მასავით მოხუცმა ადამიანმა ამ სიცხეში ფეხით
448
არ უნდა იაროს. გზას რომ გაუდგნენ, ფარდები არ ჩამოუფარებია.
წითელი აგურით ანაგებ ამ ქალაქს მზე ისე აჭერდა, რომ ნიავის ყო-
ველი წამოქროლება სანატრელი იყო, თუნდაც რომ წმინდა, წითე-
ლი მტვრის ბუქები მოეყოლებინა. თანაც, მინდა, ქუჩებს ვხედავდე.
ასტაპორი უცნაური ქალაქი იყო, თავად დენისთვისაც კი, ვინც
მტვრის სახლშიც შესულიყო და მთების დედის ძირში სამყაროს სა-
შოშიც ებანავა. ყველა ქუჩა ისეთივე წითელი აგურით იყო მოფენი-
ლი, როგორიც სიამაყის პლაცას ფარავდა. აგურითვე იყო ნაშენები
საფეხუროვანი პირამიდები, ღრმა საბრძოლო ხაროები მათი წრი-
ული, ერთმანეთის ქვემოთ განლაგებული დასაჯდომებით, გოგირ-
დის წყაროები და ბნელი ღვინის გამოქვაბულები და უძველესი გა-
ლავანიც, ყველაფერ ამას გარს რომ ერტყა. რამდენი აგურიაო, გა-
იფიქრა, და რა ძველი და გამოფიტულიო. მათი წითელი მტვერი ყვე-
ლაფერს ედებოდა და ქარის ყოველ წამობერვაზე არხებს მოჰყვე-
ბოდა. რა გასაკვირია, რომ ბევრი ასტაპორელი ქალი სახეს რიდით
იფარავდა: აგურის მტვერი თვალებს ქვიშაზე უარესად წვავდა.
– გზა! – ყვიროდა ტახტრევნის წინ ცხენით მიმავალი ჟოგო, –
გზა მიეცით დრაკონების დედას! – მაგრამ როცა მან დენის ნაჩუქა-
რი დიდი, ვერცხლისტარიანი მათრახი გაშალა, ქალი ტახტრევნი-
დან გადაიხარა და არ ქნაო, უთხრა.
– აქ არა, სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – უთხრა მის ენაზე, – ამ
აგურებს ისედაც მეტისმეტად ბევრჯერ სმენიათ მათრახის ხმა.
იმ დილით ნავსადგურიდან რომ გამოვიდნენ, ქუჩები თითქმის
ცარიელი დახვდათ და მათში ხალხი არც ახლა მომრავლებულიყო.
გვერდით სპილომ ჩაუარათ, ზურგზე ხვეული ცხაურის ტახტრევანი
ედგა. შიშველი, კანაქერცლილი ბიჭი მშრალ აგურის არხში იჯდა,
ცხვირში იჩიჩქნებოდა და მოღუშული დასცქეროდა ქუჩაზე მოფუს-

449
ფუსე ჭიანჭველებს. ფლოქვების ხმაზე თავი ასწია და მიაჩერდა ცხე-
ნოსანი მცველების კოლონას, წითელი მტვრის ბუქის და მყიფე სი-
ცილის თანხლებით რომ ჩაიარეს ჩორთით. ყვითელი აბრეშუმის
მოსასხამებზე დაკერებული სპილენძის დისკოები მზეებივით უკაშ-
კაშებდათ, ტუნიკები დაქარგული ტილოსი ჰქონდათ, წელქვემოთ კი
ნაკეცებიანი ტილოს ქვედაკაბები და სანდლები ეცვათ. თავშიშვლე-
ბი იყვნენ და თითოეულს იმგვარად დაევარცხნა, გაეპოხა და რაღაც
უჩვეულო ფორმად დაეწნა უხეში შავ-წითელი თმა, რომ თავზე რქე-
ბი, ფრთები, ფარფლები და ჩაჭიდებული ხელებიც კი ამოზრდოდათ,
რაც მეშვიდე ჯოჯოხეთიდან გამოქცეული დემონების ჯგუფს ამგვა-
ნებდათ. შიშველმა ბიჭმა ერთხანს უყურა მათ დენისთან ერთად,
მაგრამ მალე ჩაიარეს და ისიც ისევ თავის ჭიანჭველებს და ცხვირს
მიუბრუნდა.
ძველი ქალაქიაო, ფიქრობდა დენი, მაგრამ არც ისე ხალხმრავა-
ლია, თავისი დიდების დღეებში რომ იქნებოდა, ხალხმრავლობით
ქართთან, პენტოსთან ან ლისთან ახლოსაც ვერ მოვაო.
გზაჯვარედინზე მისი ტახტრევანი უეცრად შეჩერდა და გაატარა
ერთმანეთზე ჩაბმულ მონათა მწკრივი, რომელთაც ზედამხედველი
შოლტის ტკაცუნით მიერეკებოდა. დენიმ შენიშნა, რომ ესენი შეუბ-
ღალავები არ იყვნენ, უფრო ჩვეულებრივები ჩანდნენ, ღია ყავისფე-
რი კანი და შავი თმა ჰქონდათ. მათ შორის ქალებსაც მოჰკრა თვა-
ლი, თუმცა ბავშვებს – არა. ყველა შიშველი იყო. მათ თეთრ სახედ-
რებზე შემჯდარი ორი ასტაპორელი მოსდევდა: წითელ აბრეშუმის
ტოკარში გამოხვეული კაცი და რიდემობურული ქალი, რომლის
ფართო ცისფერი ტილოს სამოსს ლაზურიტის ნამცეცები ამშვენებ-
და. შავ-წითელ თმაში სპილოს ძვლის სავარცხელი ებნია. კაცმა რა-
ღაც ჩასჩურჩულა და გაიცინა, აინუნშიაც არ აგდებდა დენის, რო-
გორც თავის მონებს ან მათ ზედამხედველს, ჯმუხ და ბეჭგანიერ
450
დოთრაკს, ხუთკუდიანი მათრახი რომ ეჭირა, მკერდზე კი ამაყად
ამოესვირინგებინა ჰარპია და ჯაჭვი. – აგურით და სისხლით არის
ასტაპორი ნაშენები, – ჩაილაპარაკა მის გვერდით თეთრწვერამ, –
აგურის და სისხლისაა მისი ხალხიც.
– ეგ რა არის? – ჰკითხა დაინტერესებულმა დენიმ.
– ძველი ლექსია, მაისტერმა მასწავლა ბიჭობაში. არ ვიცოდი,
რა მართალ ამბავს ჰყვებოდა. ასტაპორის აგურები მისი ამშენებე-
ლი მონების სისხლმა გააწითლა. – იოლი დასაჯერებელია, – თქვა
დენიმ.
– მაშ, დატოვე ეს ადგილი, სანამ შენც აგურად არ გქცევია გული.
ამაღამვე გაცურე, საღამოს მიქცევას გაჰყევი.
ნეტავ შემეძლოს, იფიქრა დენიმ.
– სერ ჯორაჰი ამბობს, რომ ასტაპორიდან ჯარით უნდა წავიდე.
– სერ ჯორაჰი თავად ვაჭრობდა მონებით, თქვენო მოწყალებავ,
– შეახსენა ბერიკაცმა, – პენტოსში, მირსა და ტიროშში შეიძლება
ქირით მებრძოლების დაქირავება. კაცს, რომელიც ფულის ხათრით
კლავს, ღირსება არ გააჩნია, მაგრამ ისინი მონები მაინც არ არიან.
იქ ეძებე ჯარი, გევედრები.
– ჩემი ძმა იყო პენტოსშიც, მირშიც, ბრაავოსშიც, თითქმის ყვე-
ლა თავისუფალ ქალაქში. მაგისტრები და არხონები მას ღვინით და
დაპირებებით უმასპინძლდებოდნენ, ამასობაში კი მისი სული შიმ-
შილით მოკვდა. კაცს არ შეუძლია, მთელი სიცოცხლე მათხოვრის
ჯამიდან ჭამოს და კაცად დარჩეს. მე ჩემი წილი ქართში მივირთვი
და მეყო. პენტოსში ჯამით ხელში აღარ მივალ.
– ჯობს, მათხოვრად მიხვიდე, ვიდრე მონათმფლობლად, – უთ-
ხრა არსტანმა. – ასე ის ამბობს, ვინც არასოდეს ყოფილა ან ერთი,
ან მეორე, – დენის ნესტოები დაებერა, – თუ იცი, რას ნიშნავს, რომ
გაგყიდიან, საჭურველთმტვირთველო? მე ვიცი. ჩემმა ძმამ ხალ
451
დროგოს მიმყიდა ოქროს გვირგვინის დაპირების ფასად. დიახ,
დროგომ მას დაადგა კიდევაც ოქროს გვირგვინი, თუმცა ისე არა,
როგორც ვისერისს უნდოდა, მე კი... ჩემმა მზე-და-ვარსკვლავებმა
დედოფლად გამხადა, მაგრამ სხვა კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლე-
ბოდა, სულ სხვაგვარად მომხდარიყო. გგონია, დამავიწყდა, როგო-
რია, როცა გეშინია?
თეთრწვერამ თავი დაუკრა.
– თქვენო მოწყალებავ, შენი შეურაცხყოფა არ მინდოდა.
– მე მხოლოდ ტყუილი შეურაცხმყოფს, და არა მართალი რჩევა,
– დენიმ არსტანს გულის გასაკეთებლად ლაქებიან ხელზე მოუთა-
თუნა, – დრაკონის ხასიათი მაქვს, ესაა და ეს. ამან არ უნდა შეგაში-
ნოს.
– ვეცდები, დავიმახსოვრო, – გაიღიმა თეთრწვერამ.
სანდომიანი სახე აქვს და მასში დიდი ძალაა, გაიფიქრა დენიმ.
ვერ გაეგო, სერ ჯორაჰი ბერიკაცს ასე ეჭვით რატომ უცქერდა. ხომ
არ ეჭვიანობს, რომ შეიძლება, თანამოსაუბრედ სხვა კაციც გავიხა-
დო? უნებურად ფიქრით დაუბრუნდა იმ ღამეს ბელერიონზე, როცა
ღარიბმა რაინდმა აკოცა. ეს არაფრით არ უნდა ექნა. ჩემზე სამჯერ
უფროსია, ჩემთან შედარებით ძალიან დაბალი ჩამომავლობისაა და
მე ამის ნება არ მიმიცია. ნამდვილმა რაინდმა არასოდეს უნდა აკო-
ცოს დედოფალს მისი ნებართვის გარეშე. ამის მერე დენი სერ ჯო-
რაჰთან მარტო აღარ რჩებოდა, გემზე ყველგან მოახლეებს დაიყო-
ლებდა თან, ზოგჯერ კი – სისხლისმიერებსაც. უნდა, ისევ მაკოცოს,
თვალებზე ვატყობ.
თვითონ რა უნდოდა, დენი ვერ იტყოდა, მაგრამ ჯორაჰის კოცნამ
რაღაც გააღვიძა მასში, ის, რაც ხალი დროგოს სიკვდილის მერე მი-
ძინებული იყო. თავის ვიწრო ტახტზე მწოლი ზოგჯერ ფიქრობდა, რა
იქნებოდა, მოახლის ნაცვლად კაცი რომ სწოლოდა გვერდით, და ეს
452
ფიქრი უჩვეულოდ აღაგზნებდა. ზოგჯერ თვალებს ხუჭავდა და ოცნე-
ბობდა მასზე, მაგრამ ამ დროს ჯორაჰი არასოდეს წარმოუდგებოდა.
მისი საყვარელი ყოველთვის მორმონტზე ბევრად ახალგაზრდა და
ლამაზი იყო, თუმცა სახე სულ ბუნდოვანი და ცვლადი ჰქონდა.
ერთხელ ამგვარი ფიქრებით ძილგამფრთხალმა დენიმ ხელი
ფეხებს შორის ჩაიცურა და შეკრთა, სისველე რომ იგრძნო. სუნ-
თქვაშეკრულმა გაასრიალა თითები ქვედა ბაგეებს შორის, ფრთხი-
ლად, გვერდით მძინარე ირი რომ არ გაეღვიძებინა. მერე ერთი სა-
ამო ალაგი იპოვა და იქ შეჩერდა, ჯერ მსუბუქად ეხებოდა, მერე უფ-
რო მძაფრად. და მაინც, ის შვება, რომელსაც ელტვოდა, ხელიდან
უსხლტებოდა. კუთხეში მისი დრაკონები შეინძრნენ, ერთმა წამოიყ-
ვირა, ირიმაც გაიღვიძა და დაინახა, რასაც აკეთებდა.
დენიმ იცოდა, რომ სახე გაუწითლდა, მაგრამ სიბნელეში ირი
ამას ვერ შეატყობდა. მოახლემ უსიტყვოდ დაადო ხელი მკერდზე,
მერე გადმოიხარა და კერტი პირში მოიქცია. მეორე ხელი მუცლის
სათუთ ბორცვს გადააცოცდა, რბილ ოქრო-ვერცხლა თმაში გაიარა
და დენის ფეხებს შორის აფათურდა. სულ რამდენიმე წამში დენის
ფეხები დაეძაგრა, მკერდი წამოემართა და მთელი სხეულით აცახ-
ცახდა. და შეჰკივლა. თუ ეს დროგონი იყო? ირის სიტყვაც არ უთ-
ქვამს, როგორც კი საქმე მოათავა, გადაბრუნდა და ისევ დაიძინა.
მეორე დღეს დენის ეს ამბავი სიზმარივით ახსოვდა. და, ასეც და
ისეც, ჯორაჰი ამასთან არაფერ შუაშია. მე დროგო მინდა, ჩემი მზე-
და-ვარსკვლავები, შეახსენა დენიმ თავს. არა ირი და არა სერ ჯორა-
ჰი, მხოლოდ დროგო. მაგრამ დროგო მკვდარი იყო. დენის ეგონა,
ეს გრძნობებიც დროგოსთან ერთად მოკვდა იქ, წითელ უდაბნოში,
მაგრამ ერთი მოღალატე კოცნა საკმარისი გახდა მათ გასაცოც-
ხლებლად.
არაფრით არ უნდა ეკოცნა ჩემთვის. თავს მეტისმეტად ბევრის
453
უფლება მისცა და მე ამის ნება დავრთე. ეს აღარასოდეს უნდა მოხ-
დეს. პირი მტკიცედ მოკუმა და თავი გაიქნია, ნაწნავში ჩაბნეული
ზანზალაკიც წყნარად აწკარუნდა.
ყურის სიახლოვეს ქალაქი უკეთესი სანახავი იყო. ნაპირს აგუ-
რის პირამიდები გასდევდა, მათგან ყველაზე მაღალი ოთხასი ფუ-
ტის სიმაღლეს აღწევდა. მათ ფართო ტერასებზე ყველანაირი ხე,
ლიანა და ყვავილი ხარობდა და იქიდან მობერილ სიოს სიმწვანის
სურნელი მოჰყვებოდა. კარიბჭეზე კიდევ ერთი უზარმაზარი ჰარპია
იჯდა, ეს წითელი გამომწვარი თიხისა იყო და თვალდათვალ იფ-
შვნებოდა, მორიელის კუდისგან მოკლე რიკიღა დარჩენოდა. თიხის
კლანჭებით ძველი, ჟანგით შეჭმული რკინის ჯაჭვი დაებღუჯა.
წყლისპირას უფრო გრილოდა კიდევაც. ლპობად ხიმინჯებზე ტალ-
ღების ტყლაშუნი უცნაურ დამამშვიდებელ ხმად მოისმოდა.
აგომ ტახტრევნიდან გადმოსვლისას ხელი შეაშველა. მძლავრი
ბელვასი მსხვილ ხიმინჯზე იჯდა და შემწვარი ყავისფერი ხორცის
დიდ ნაჭერს ნთქავდა.
– ძაღლი, – თქვა გახარებულმა, დენი რომ დაინახა, – ასტაპორ-
ში კარგი ძაღლებია, პატარა დედოფალო. შეჭამ? – ცხიმიანი პირით
გაუღიმა და ხორცი გაუწოდა. – მადლობა, ბელვას, არ მინდა, – დე-
ნის ძაღლის ხორცი ნაჭამი ჰქონდა სხვაგან, სხვა დროს, მაგრამ ახ-
ლა შეუბღალავებზე და მათ სულელურ ლეკვებზე ფიქრს თავიდან
ვერ იცილებდა. ზორბა საჭურისს გვერდით ჩაუქროლა და ლატანით
ბელერიონის გემბანზე ავიდა.
სერ ჯორაჰ მორმონტი იქ იდგა და ელოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – დაუკრა დენის თავი, – მონებით მო-
ვაჭრეები იყვნენ და წავიდნენ. თორმეტი გადამწერელი და ამდენივე
მზიდავი მონა ახლდათ. ჩვენი ხომალდების თითოეული ფუტი გა-

454
დაჩხრიკეს და აღწერეს ყველაფერი, რაც კი გვაქვს, – დენის კიჩოს-
კენ მიჰყვა, – რამდენი კაცი ჰყავთ გასაყიდი?
– არც ერთი, – ნეტავ, მორმონტზე ბრაზობდა თუ ამ ქალაქზე, მის
პირქუშ სიცხეზე, ყროლზე, ოფლებზე და ჩამოფშვნილ აგურებზე? –
საჭურისებს ყიდიან, კაცებს კი არა. ის საჭურისებიც აგურისები
არიან, დანარჩენი ასტაპორივით. ვიყიდო რვა ათასი აგურის საჭუ-
რისი, უძრავი და მკვდარი თვალებით, რომლებიც წვეტიანი ქუდის
ხათრით ჩვილებს ხოცავენ და საკუთარ ძაღლებს ახრჩობენ? სახე-
ლებიც კი არ აქვთ. ასე რომ, კაცებიო, ნუ იტყვი მათზე, სერ.
– ხალესი, – თქვა მისი რისხვით შემკრთალმა მორმონტმა, – შე-
უბღალავებს ბავშვობაში არჩევენ და წვრთნიან...
– მათ წვრთნაზე რაც მინდოდა, უკვე ყველაფერი გავიგე, – დე-
ნიმ იგრძნო, თვალებს როგორ უვსებდა მოულოდნელი და უნებური
ცრემლები. მისი ხელი მოწყვეტით აიჭრა მაღლა და სერ ჯორაჰს მა-
გარი სილა შემოჰკრა. ან ეს უნდა ექნა, ან ეტირა. მორმონტმა ლო-
ყაზე მიიდო ხელი.
– თუ ჩემს დედოფალს ვაწყენინე...
– დიახაც. ძალიან მაწყენინე. ჩემი ერთგული რაინდი რომ ყოფი-
ლიყავი, არასოდეს მომათრევდი ამ ბოროტ საღორეში!
ჩემი ერთგული რაინდი რომ ყოფილიყავი, არასოდეს მაკოცებ-
დი, არც მკერდზე დამაჩერდებოდი ასე, არც...
– როგორც თქვენი მოწყალება ბრძანებს. ვეტყვი კაპიტან გრო-
ლეოს, მოემზადოს და საღამოს მოქცევისას გავცუროთ ნაკლებად
ბოროტ საღორეში.
– არა, – უთხრა დენიმ. გროლეო მათ თვალს ადევნებდა კაპიტ-
ნის ბუდრუგანიდან, მისი ეკიპაჟიც უცქერდა. თეთრწვერა, სისხლის-
მიერები, ჟიქვი... ყველამ მიატოვა საქმიანობა სილის შემოკვრის
ხმაზე, – მე მინდა, ახლავე გავცურო, მოქცევისას კი არა, გავცურო
455
შორს, სწრაფად, და უკან არასოდეს მოვიხედო. მაგრამ აქ რვა ათა-
სი აგურის საჭურისი ჰყავთ გასაყიდი და მე როგორმე უნდა მოვა-
ხერხო მათი ყიდვა, – ეს რომ თქვა, მიატოვა ჯორაჰი და დაბლა ჩა-
ვიდა.
კაპიტნის კაიუტის ხის ჩუქურთმიანი კარის უკან მოუსვენარი
დრაკონები ელოდნენ. დროგონმა თავი ასწია და დაიწივლა, ნეს-
ტოებიდან თეთრი კვამლი გამობერა. ვისერიონი კი მასთან მიფარ-
თხუნდა და სცადა, მხარზე შემოსჯდომოდა, როგორც პატარაობისას
აკეთებდა.
– არა, – უთხრა დენიმ და დაუპირა, მხრის შერხევით ფრთხი-
ლად ჩამოეგდო, – უკვე ძალიან დიდი ხარ ამისთვის, საყვარელო, –
მაგრამ დროგონმა თავისი თეთრ-ოქროსფერი კუდი მკლავზე შემო-
ახვია, შავი კლანჭებით სახელოზე რინდა და მოებღაუჭა. დენი უმწე-
ოდ ჩაეშვა გროლეოს ფართო ტყავის სავარძელში და აკისკისდა.
– სულ გადაირივნენ, რომ წახვედი, ხალესი, – უთხრა ირიმ, – ვი-
სერიონმა ჭანგებით კარს ნაფოტები ააცალა, ხედავ? დროგონმა კი
გაქცევა დააპირა, როცა მონებით მოვაჭრეები მოვიდნენ მათ სანა-
ხავად. კუდში რომ ჩავეჭიდე დასაჭერად, მობრუნდა და მიკბინა, –
მან დენის ხელზე დაჩნეული ნაკბილარები აჩვენა.
– რომელიმე ხომ არ ეცადა, კარი გამოეწვა და ისე გაქცეულიყო?
– დენის ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.
– არა, ხალესი. დროგონმა კი გადმოაფრქვია ცეცხლი, მაგრამ
ჰაერში. მონებით მოვაჭრეები შიშით ახლოც ვერ მიეკარნენ.
დენიმ აკოცა ირის ხელზე, სადაც დროგონმა უკბინა.
– ვწუხვარ, რომ გატკინა. დრაკონები პატარა კაიუტაში არ უნდა
ჩაკეტო – დრაკონები ამით ცხენებს ჰგვანან, – თქვა ირიმ, – და
მხედრებსაც. ცხენები ჭიხვინებენ იქ, დაბლა, და ხის კედლებს წიხ-
ლებს ურტყამენ. მესმის ხოლმე. და ჟიქვი ამბობს, ბებერი ქალები
456
და პატარა ბავშვებიც ყვირიანო, როცა შენ აქ არ ხარ. არ მოსწონთ
ეს წყლის ურემი. არ მოსწონთ შავი მლაშე ზღვა.
– ვიცი, – თქვა დენიმ, – მართლა ვიცი.
– ჩემი ხალესი მოწყენილია?
– ჰო, – გამოტყდა დენი. მოწყენილიც და დაბნეულიც.
– ხომ არ ვაამო ხალესის?
დენი ერთი ნაბიჯით მოშორდა.
– არა. ირი, არ უნდა შვრებოდე ამას. იმ ღამეს რაც მოხდა, შენ
რომ გაგეღვიძა... შენ ხარჭა-მონა არ ხარ, მე გაგათავისუფლე, გახ-
სოვს? შენ...
– მე დრაკონების დედის მოახლე ვარ, – თქვა გოგონამ, – დიდი
პატივია, ჩემს ხალესის თუ ვაამებ.
– არ მინდა, – მტკიცედ უთხრა დენიმ და მიტრიალდა, – ახლა
დამტოვე. მარტო მინდა ყოფნა. უნდა ვიფიქრო.
დენი გემბანზე რომ გამოვიდა, მონით მოვაჭრის ყურეზე უკვე
ბინდი წვებოდა. მოაჯირთან დადგა და ასტაპორს გახედა. აქედან
ლამის ლამაზიც ჩანსო, გაიფიქრა. ცაზე ვარსკვლავები ინთებოდა,
მიწაზე – აბრეშუმის ფარნები, როგორც კრაზნისის თარჯიმანი უყვე-
ბოდა. აგურის პირამიდები მთლად ციალებდნენ. მაგრამ დაბლა
ბნელა, ქუჩებში, პლაცებზე და საბრძოლო ხაროებში. და ყველაზე
მეტად ბნელა ყაზარმებში, სადაც ვიღაც ბიჭუნა ნასუფრალით უმას-
პინძლდება ლეკვს, მამაკაცობის წართმევის დღეს რომ აჩუქეს.
გვერდით წყნარი ნაბიჯის ხმა მოესმა.
– ხალესი, – მისი ხმაა, – შეიძლება, გულახდილად გელაპარა-
კო?
დენი არ მიბრუნებულა. ახლა მისი დანახვა არ შეეძლო. რომ შე-
ეხედა, შეიძლება, ისევ დაერტყა. ან ატირებულიყო. ან ეკოცნა. და
ვერასოდეს გაიგებდა, რა იქნებოდა ამათგან სწორი, რა იქნებოდა
457
შეცდომა ან სიგიჟე.
– თქვი, რაც გაქვს სათქმელი, სერ.
– როდესაც ეაგონ დრაკონი ვესტეროსზე გადმოვიდა, ველის,
კლდის და საწიერის მეფეები სიხარულით როდი გამოიქცნენ მისკენ
გვირგვინების საჩუქებლად რკინის ტახტზე ჯდომას თუ აპირებ, მა-
სავით უნდა დაიპყრო იგი – მახვილით და დრაკონის ცეცხლით. და
ეს ნიშნავს, რომ ხელები სისხლითაც გაგესვრება. სისხლი და ცეც-
ხლი, გაიფიქრა დენიმ. ტარგარიენების გვარის თქმა. მთელი სი-
ცოცხლე იცნობდა ამ სიტყვებს.
– ჩემი მტრების სისხლს სიხარულით დავღვრი. უცოდველთა
სისხლი სხვა რამაა, რვა ათას შეუბღალავს მთავაზობენ. რვა ათას
მოკლულ ჩვილს. რვა ათას მომხრჩვალ ძაღლს.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ჯორაჰ მორმონტმა, – მე ვნახე
მეფის საბიჯელი რბევის მერე. იმ დღეს ჩვილებიც დახოცეს, მოხუ-
ცებიც და ბავშვებიც. ვერ დათვლი, იმდენი ქალი გააბახეს. ყოველ
კაცში ველური მხეცი თვლემს და, როდესაც ამ კაცს ხმალს ან შუბს
აძლევ ხელში და საომრად აგზავნი, ეს მხეცი იღვიძებს. სისხლის სუ-
ნიც საკმარისია მის გასაღვიძებლად. მაგრამ მე არასოდეს მსმენია,
რომ შეუბღალავებს ეძალადათ ან მშვიდობიანი მოქალაქეები და-
ეხოცათ, ან თუნდაც გაეძარცვათ ვინმე. შეიძლება, აგურის ჯარისკა-
ცები არიან, შენ როგორც ამბობ, მაგრამ შენ თუ იყიდი, ამის მერე
ისინი მხოლოდ იმ ძაღლებს დახოცავენ, რომლის სიკვდილსაც შენ
მოისურვებ. შენ კი გყავს რამდენიმე ძაღლი, რომლის სიკვდილიც
გინდა, ასე მახსოვს.
უზურპატორის ძაღლები.
– ჰო, – დენიმ გახედა რბილ ფერად სინათლეებს და გრილ, მა-
რილიან ნიავს მიუშვირა სახე, – ქალაქების ძარცვაზე ამბობდი.

458
მითხარი, სერ – დოთრაკებს რატომ არასდროს გაუძარცვავთ ეს ქა-
ლაქი? – მან თითი გაიშვირა, – შეხედე ამ გალავანს. აქედანაც ჩანს,
სად იფშვნება. იქ, და იქ. კოშკებზე მცველებს თუ ხედავ? მე ვერა.
იმალებიან, სერ? დღეს ის ჰარპიის ძეებიც ვნახე, ის მაგათი ამაყი,
კეთილშობილი მეომრები. ტილოს ქვედაკაბები ეცვათ და ყველაზე
საშიშ იარაღად საკუთარი თმა ჰქონდათ. მომცრო ხალასარსაც კი
შეეძლო, კაკალივით გაეტეხა ეს ასტაპორი და ნაჭუჭიდან მთელი
დამპალი ხორცი გამოეჩიჩქნა. მაშ, მითხარი, ეს მახინჯი ჰარპია რა-
ტომ არ ზის ღმერთების გზის პირას ვაის დოთრაკში, სხვა მოტაცე-
ბულ ღმერთებთან ერთად?
– დრაკონის თვალი გაქვს, ხალესი, ეს ნათელია.
– პასუხი მინდა, ქების შესხმა კი არა.
– ორი მიზეზია. ასტაპორის მამაცი დამცველები რომ დიდი ვერა-
ფერი არიან, ეგ მართალია. ძველი გვარების და მძიმე ქისების მქო-
ნენი, გისელი გამშოლტავებივით იცვამენ და თავი ისე მოაქვთ,
თითქოს ჯერ კიდევ უკიდეგანო იმპერიას მართავდნენ. ყოველი
მათგანი მაღალი რანგის ოფიცერია. დღესასწაულებზე ხაროებში
საჩვენებელ ომებს მართავენ, რათა ყველას დაანახვონ, რა დიდე-
ბული სარდლები არიან, მაგრამ ამ დროსაც მხოლოდ საჭურისები
იხოცებიან. და მაინც, ყველა მტერმა, ვინც ასტაპორის გაძარცვას
ისურვებს, უნდა იცოდეს, რომ შეუბღალავებთან მოუწევს შეტაკება.
მონებით მოვაჭრეები მთელ გარნიზონს გამოიყვანენ ქალაქის და-
საცავად.
დოთრაკებს შეუბღალავების წინააღმდეგ არ გაულაშქრებიათ
მას მერე, რაც ქოჰორის კარიბჭესთან დააწყვეს ნაწნავები.
– მეორე მიზეზი რაღაა? – ჰკითხა დენიმ – ვინ დაეცემა თავს ას-
ტაპორს? – ჰკითხა სერ ჯორაჰმა, – რინი და იუნკაი მისი მეტოქეები

459
არიან, მაგრამ არა მტრები; ვალირიას ბედისწერამ უწია, აღმოსავ-
ლეთით, ხმელეთის სიღრმეში სულ გისელები ცხოვრობენ, გორაკე-
ბის იქით კი ლაზარიაა. კრავი-ხალხი, როგორც მათ შენი დოთრაკე-
ბი უწოდებენ, უკიდურესად თვინიერი ხალხი.
– ჰო, – დაეთანხმა დენერისი, – მაგრამ მონების ქალაქების
ჩრდილოეთით დოთრაკების ზღვაა, და ორი ათეული მძლავრი ხა-
ლი, რომლებსაც ქალაქების რბევას და მოქალაქეების მონებად გა-
რეკვას არაფერი ურჩევნიათ.
– სად გარეკავენ მონებად? რა ყრია მონებში, მონებით მოვაჭრე-
ებს თუ დახოცავ? ვალირია აღარ არსებობს, ქართი წითელი უდაბ-
ნოს მიღმაა, ცხრა თავისუფალი ქალაქი კი ათასობით ლიგის იქითაა
დასავლეთში. და, ეჭვი არ შეგეპაროს, ჰარპიას შვილები ყველა ჩავ-
ლილ ხალს გულუხვად ასაჩუქრებენ, როგორც ამას მაგისტრები
სჩადიან პენტოსში, ნორვოსსა და მირში. იციან, თუ ცხენთაბატო-
ნებს აქეიფებენ და ძღვენს მიართმევენ, ისინი მალე ისევ თავიანთ
გზაზე გაჭენდებიან. ეს ომზე უფრო იაფი უჯდებათ და ბევრად უფრო
საიმედო ხერხიცაა.
ომზე უფრო იაფია, გაიფიქრა დენიმ. დიახ, შეიძლება, ასეც იყოს.
ნეტავ, თვითონაც ასე იოლად შეეძლოს საქმის მოგვარება. რა კარ-
გი იქნებოდა, მეფის საბიჯელში მიცურებულიყო თავის დრაკონებ-
თან ერთად, ჯოფრისთვის ერთი სკივრი ოქრო გადაეხადა და ისიც
წასულიყო.
– ხალესი! – შეახსენა თავი სერ ჯორაჰმა კარგა ხნის დუმილის
მერე და მსუბუქად შეეხო იდაყვზე. დენიმ მკლავი გაიქნია და მოიცი-
ლა.
– ვისერისი იმდენ შეუბღალავს იყიდდა, რამდენზეც ფული ეყო-
ფოდა. მაგრამ შენ ერთხელ მითხარი, რომ მე რეიგარს ვგავარ...
– მახსოვს, დენერის.
460
– თქვენო მოწყალებავ, – შეუსწორა დენიმ, – პრინცი რეიგარი
ბრძოლაში თავისუფალ ადამიანებს მიუძღოდა, მონებს კი არა.
თეთრწვერამ მითხრა, რომ თავისი საჭურველთმტვირთველები
თვითონვე აკურთხა რაინდებად და მათ გარდა ბევრი სხვაც.
– დრაკონის ქვის პრინცისგან რაინდობის მიღება უდიდესი პატი-
ვი იყო.
– მაშინ მითხარი: როდესაც კაცს მხარზე ხმალს ახებდა, რას ეუბ-
ნებოდა? წადი და სუსტები დახოცეო? თუ: წადი და დაიცავი ისინიო?
სამკბილაზე იმ მამაცმა მეომრებმა, რომლებზეც ვისერისი ამბობს,
რომ ჩვენი დრაკონის დროშის ქვეშ დაეცნენ, რატომ დადეს თავი?
იმიტომ, რომ რეიგარის სიმართლისა სჯეროდათ, თუ იმიტომ, რომ
ნაყიდი ან დაქირავებული იყვნენ? – დენი მორმონტს მიუბრუნდა,
მკლავები გულზე დაიკრიფა და პასუხს დაელოდა.
– ჩემო დედოფალო, – ნელა წარმოთქვა ზორბა კაცმა, – ყველა-
ფერი, რასაც ამ.– ნა ბობ, მართალია. მაგრამ რეიგარი დამარცხდა
სამკბილაზე. წააგო ბრძოლა, წააგო ომი, წააგო სამეფო და წააგო
საკუთარი სიცოცხლე. მისი სისხლი მდინარ წყალს გაჰყვა სამკერ-
დულიდან ამოცვენილ ლალებთან ერთად, რობერტ უზურპატორმა
კი მის ცხედარზე ცხენი გადაატარა და რკინის ტახტი მიიტაცა. რე-
იგარი ქველად იბრძოდა, კეთილშობილურად იბრძოდა, ღირსებით
იბრძოდა. და რეიგარი მოკვდა.

ბრანი

მთის მიმოხვეულ ველებზე, რომლებსაც ახლა მიუყვებოდნენ,


გზები არ გადიოდა. რუხი ქვის მწვერვალებს შორის უძრავი ლურჯი
ტბები იწვა – გრძელი, ღრმა, ვიწრო; და უკიდეგანო ფიჭვის ტყეების

461
მწვანე ბინდი იდგა. შემოდგომის ფოთლების ჟანგისფერი და ყვითე-
ლი უფრო და უფრო შემცირდა, მგლისტყე რომ დატოვეს და ძველი
კაჟის ბორცვებს შეუყვნენ, და სულ გაქრა, ის ბორცვები მთებად რომ
იქცა. ახლა თავს გოლიათური რუხ-მწვანე ხეგუშაგები დასდგომოდ-
ნენ, ნაძვი და სოჭი, ჯარისკაცა ფიჭვები, და ბოლო არ უჩანდათ. მათ
ქვეშ ბუჩქები მხოლოდ მეჩხრად ხარობდნენ, მიწა კი მუქი მწვანე
წიწვებით იყო მოფენილი.
ერთი-ორჯერ, გზა რომ დაკარგეს, მხოლოდ ის დასჭირდათ, მოწ-
მენდილ, ცივ ღამეს დალოდებოდნენ, როცა ღრუბლები ხელს არ შე-
უშლიდათ, ცაში აეხედათ და ყინულის დრაკონი ეპოვათ. დრაკონის
თვალის ცისფერი ვარსკვლავი ჩრდილოეთის მიმართულებას მი-
ანიშნებდა, როგორც ეს ერთხელ ოშამ უთხრა. ბრანს ოშა რომ ახ-
სენდებოდა, სულ იმას ფიქრობდა, ნეტავ, სად არისო. წარმოიდგენ-
და, რომ უსაფრთხოდ იჯდა თეთრ ნავსადგურში რიკონთან და ბურ-
ძგლა ძაღლთან ერთად, გველთევზებს და ცხელ ასთაკვის ღვეზელს
შეექცეოდა სქელი ლორდ მანდერლის დარბაზში. ან, იქნებ, ისინი
ბოლო კერიაში თბებოდნენ დიდჯონის ბუხრებთან? თავად ბრანის
ცხოვრება გაუთავებელ სუსხიან დღეებად იქცა, როცა ჰოდორის
ზურგზე კალათით მოკიდებული აღმადაღმა მიუყვებოდა ფერდო-
ბებს.
– აღმა და დაღმა, – ამოიოხრებდა ხოლმე მირა სიარულისას, –
მერე დაღმა და აღმა. მერე აღმა და ისევ დაღმა. მეჯავრება ეს შენი
უაზრო მთები, პრინცო ბრან. – გუშინ თქვი, რომ მოგწონდა.
– დიახაც, ვთქვი. ჩემი ლორდი-მამა მიყვებოდა მთებზე, მაგრამ
დღემდე არც ერთი არ მენახა. ისე მომწონს, სიტყვით ვერ გამომით-
ქვამს.
ბრანი დაეჯღანა.
– მაგრამ ამწუთას თქვი, მეჯავრებაო.
462
– რატომ არ შეიძლება, ორივე იყოს? – მირამ ხელი გაიწვდინა
და ცხვირზე უჩქმიტა. – იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა რამეებია.
როგორც ღამე და დღე, ან ყინული და ცეცხლი.
– თუ ყინულს შეუძლია, დაგწვას, – წარმოთქვა ჟოჟენმა ჩვეული
სერიოზულობით, – მაშინ სიყვარულის და სიძულვილის შეთავსე-
ბაც შეიძლება. მთაა თუ ჭაობი, მნიშვნელობა არ აქვს. მიწა ერთია.
– ერთია, – დაეთანხმა და, – მაგრამ გადანაოჭებული.
მთის მაღალი ველები იშვიათად თუ ანებივრებდნენ მათ იმით,
რომ ზუსტად ჩრდილოეთისკენ ყოფილიყვნენ გაჭიმულები, და ხში-
რად აღმოჩნდებოდა, რომ გრძელ ლიგებს გადიოდნენ არასაჭირო
მიმართულებით. ზოგჯერ იძულებული ხდებოდნენ, გავლილი გზა
უკანვე გამოევლოთ.
– სამეფო გზას რომ გავყოლოდით, ახლა უკვე კედელთან ვიქნე-
ბოდით, – ახსენებდა ბრანი რიდებს. უნდოდა, ეპოვა სამთვალა ყვა-
ვი და ფრენა ესწავლა. ერთი ორმოცდაათჯერ მაინც გაიმეორა ეს,
სანამ მირამ დაცინვა არ დაუწყო: ბრანთან ერთად ისიც ამბობდა
ხოლმე.
– მეფის გზას რომ გავყოლოდით, არც ასე მშივრები ვიქნებო-
დით, – მერე ამის თქმა დაიწყო. დაბლა, ბორცვებს შორის საჭმელი
არ შემოჰკლებიათ. მირა კარგი მონადირე იყო და თევზაობა კიდევ
უფრო უკეთაც გამოსდიოდა, თავისი სამკბილა შუბით იტაცებდა
თევზებს მდინარეებიდან. ბრანს უყვარდა მისი ცქერა, აღტაცებას
ჰგვრიდა მისი სისწრაფე და სიმარჯვე, შუბს წყალში რომ ჩასცემდა
და უკან მის წვერზე აფართხალებული კალმახი რომ ამოჰქონდა. და
ზაფხულიც ნადირობდა მათთვის. მგელსაზარა თითქმის ყოველ ღა-
მეს გაქრებოდა ხოლმე, მაგრამ განთიადამდე ყოველთვის ბრუნდე-
ბოდა და, როგორც წესი, რამე მოჰქონდა: ციყვი ან კურდღელი.
თუმცა აქ, მთაში, მდინარეები უფრო პატარა და ყინულოვანი იყო
463
და ნადირიც შემცირდა. მირა ახლაც ნადირობდა და თევზაობდა,
როცა ახერხებდა, მაგრამ უძნელდებოდა, და ზოგჯერ ზაფხულიც კი
ვერაფერს ინადირებდა. ხშირად ცარიელი კუჭებით უწევდათ დაძი-
ნება.
მაგრამ ჟოჟენი დაჟინებით ითხოვდა, რომ გზიდან კარგა მოშო-
რებით ევლოთ. – გზაზე რომ დგახარ, მგზავრებსაც ხვდები, – ამ-
ბობდა იმ თავისი ჩვეული ტონით, – მგზავრებს კი თვალები აქვთ და
ხედავენ, პირები აქვთ და ლაპარაკობენ, ამბებს ჰყვებიან ხეიბარ
ბიჭზე, მის გოლიათზე და მგელზე, გვერდით რომ მიჰყვებათ, – ჟო-
ჟენივით გაკერპება არავის შეეძლო, ჰოდა, ისინიც მიდიოდნენ უგ-
ზოდ, ყოველდღე სულ უფრო მაღლა მიიწევდნენ და ცოტა უფრო
ჩრდილოეთით ინაცვლებდნენ.
ზოგჯერ წვიმდა, ზოგჯერ ქარი ქროდა, ერთხელ კი ისეთ თოვ-
ლჭყაპიან ქარაშოტში მოჰყვნენ, რომ ჰოდორიც კი შიშით ზმუოდა.
დარიან დღეებში ეჩვენებოდათ, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ
ისინი იყვნენ სულიერები.
– აქ, მაღლა, არავინ ცხოვრობს? – ჰკითხა ერთხელ მირამ, რო-
ცა ვინტერფელისხელა გრანიტის შვერილს შემოუარეს.
– კი ცხოვრობენ ვიღაცები, – მიუგო ბრანმა, – ამბერები უფრო
სამეფო გზის აღმოსავლეთით ცხოვრობენ, მაგრამ ზაფხულში
ცხვრები მაღალ საძოვრებზე ამოჰყავთ.
მთების დასავლეთით, ყინულის ყურის გასწვრივ ვალები ცხოვ-
რობენ, ჰარკლიები – ჩვენ უკან, გორაკებში; კნოტებს, ლიდლებს,
ნორიებს და ზოგ ფლინტებსაც კი აქ, ზეგნებზე უდევთ ბინა, – მისი
მამის დედის დედა მთიელი ფლინტი იყო. ერთხელ, სანამ ჩამოვარ-
დებოდა, ბებერმა ნენმა უთხრა, რომ სწორედ მისი სისხლის გამო
იყო, ბრანი ასე რომ გიჟდებოდა ცოცვაზე. თუმცა ბებია მის დაბადე-
ბამდე წლების და წლების წინ მოკვდა, მამამისის დაბადებაზე უფრო
464
ადრეც.
– ვალები? – ჰკითხა მირამ, – ჟოჟენ, ვალი არ იყო, მამაჩვენთან
ერთად რომ ომობდა?
– თეო ვალი, – ჟოჟენი აღმართზე სიარულის გამო ქოშინებდა, –
სათლებიო, ასე ეძახდნენ.
– ეს მაგათი ემბლემა იყო, – უთხრა ბრანმა, – სამი ყავისფერი
სათლი ცისფერ ველზე, თეთრი და რუხი უჯრულა კიდით. ლორდი
ვალი ერთხელ მოვიდა ვინტერფელში, ერთგულების დასადასტუ-
რებლად და მამასთან სასაუბროდ, და ფარებზე სათლები ეხატა.
თუმცა ნამდვილი ლორდი არც არის. არა, კი არის, მაგრამ უბრა-
ლოდ ვალს ეძახიან, ასევე – კნოტს, ნორის და ლიდლის. ვინტერ-
ფელში ლორდებს ვეძახდით, მაგრამ მათი საკუთარი ხალხი – არა.
ჟოჟენი სულის მოსათქმელად შედგა.
– როგორ გგონია, ამ მთიელებმა იციან, აქ რომ ვართ?
– იციან, – ბრანს ნანახი ჰქონდა, როგორ უთვალთვალებდნენ
ისინი. საკუთარი კი არა, ზაფხულის მახვილი თვალით, რომელსაც
თითქმის არაფერი გამოეპარებოდა, – ისინი არაფერს დაგვიშავე-
ბენ, თუ ჩვენ მათი ცხენების და თხების მოპარვას არ შევეცდებით.
არც ცდილან. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ მთიელს, როდესაც უცებ
წამოშენილმა ყინულოვანმა წვიმამ სასწრაფოდ თავშესაფრის პოვ-
ნა აიძულათ. საფარი ზაფხულმა მოუნახათ, ყნოსვით მიაგნო პატა-
რა გამოქვაბულს მაღალი ხეგუშაგას რუხ-მწვანე ტოტების უკან,
მაგრამ როცა ჰოდორმა ქვის წამოხურული თაროს ქვეშ დაყვინთა,
ბრანმა სიღრმეში მოწითალო ციალს მოჰკრა თვალი და მიხვდა,
რომ მარტონი არ იყვნენ.
– შემო და გათბი, – გამოსძახა კაცის ხმამ, – ადგილი საკმარი-
სია, ყველას შეგვიფარებს. იგი შესულებს ქერის კვერებით და სის-

465
ხლის ძეხვით გაუმასპინძლდა და პატარა ტიკიდან ელიც მოასმევი-
ნა, მაგრამ სახელი არ უთქვამს. მართალია, არც მათი უკითხავს.
ბრანმა ჩათვალა, ლიდლი იქნებაო. კაცს ციყვის ტყავის მოსასხამს
ოქროსა და ბრინჯაოსგან გამოჭედილი გირჩის ბროში უმაგრებდა,
ლიდლებს კი მათი ფარების თეთრ ნახევარზე გირჩი ეხატათ.
– კედლამდე შორია? – ჰკითხა ბრანმა, წვიმის გადაღებას სანამ
უცდიდნენ. – ყორნისთვის მისაფრენად არც ისე, – მიუგო ლიდლმა,
თუ მართლაც ის იყო, – უფრთოებისთვის უფრო შორია.
ბრანმა წამოიწყო:
– დარწმუნებული ვარ, ახლა იქ ვიქნებოდით...
– სამეფო გზას რომ გავყოლოდით, – დაასრულა მირამ მასთან
ერთად.
ლიდლმა დანა ამოიღო და ჯოხის ჩორკნას შეუდგა.
– სანამ ვინტერფელში სტარკი იჯდა, ყმაწვილ ქალს შეეძლო,
დედიშობილას ევლო სამეფო გზაზე და უბატონოდ ხმასაც არავინ
გასცემდა; მგზავრებს კი ყველა სასტუმროსა და სიმაგრეში ცეცხლი,
პური და მარილი მაინც დახვდებოდა. მაგრამ ახლა ღამეები უფრო
ცივია და კარებიც ჩარაზეს. მგლისტყეში რვაფეხა გაჩნდა, სამეფოგ-
ზაზე კი გატყავებული კაცები დადიან და კითხულობენ, უცხოს ხომ
არ ჩაუვლიაო. რიდებმა ერთმანეთს გადახედეს.
– გატყავებული კაცები? – იკითხა ჟოჟენმა.
– ბუშის ბიჭები, ხო. თითქოს მკვდარი იყოო, მაგრამ ახლა აღა-
რაა.
ვერცხლს იხდის მგლის ტყავშიო და შეიძლება, ოქროც გაიმე-
ტოს, ერთ სხვა ცოცხალ მკვდარზეც თუ ჩააწვეთებენ სიტყვას, – ეს
რომ თქვა, ბრანს და მის გვერდით გაწოლილ ზაფხულს შეხედა, – იმ
კედელზე კი აი, რას გეტყვით, – განაგრძო კაცმა, – მე იქ არ წავი-
დოდი. ბებერმა დათვმა ებგური ავსულებიან ტყეში წაიყვანა, უკან კი
466
მხოლოდ მისი ყორნები დაბრუნდნენ ისე, რომ წერილიც არ მოუტა-
ნიათ. შავი ფრთები, შავი ამბებიო, დედაჩემი იტყოდა ხოლმე, მაგ-
რამ როცა ფრინველები უამბოდ ბრუნდებიან, ეს უფრო შავადაც კი
მეჩვენება, – ცეცხლი ჯოხით გაქექა, – ვინტერფელში სტარკი რომ
იჯდა, სულ სხვანაირად იყო საქმე. მაგრამ ბებერი მგელი მოკვდა,
ჭაბუკი მგელი სამხრეთში წავიდა სატახტოთა თამაშის სათამაშოდ,
ჩვენ კი მხოლოდ აჩრდილები დაგვრჩა.
– მგლები დაბრუნდებიან,– დინჯად წარმოთქვა ჟოჟენმა.
– საიდან იცი, ბიჭო?
– დამესიზმრა.
– ზოგჯერ დედაჩემი მესიზმრება ხოლმე, ის, ცხრა წლის წინ რომ
დავმარხე, – თქვა კაცმა, – მაგრამ, რომ მეღვიძება, დაბრუნებული
არ მხვდება.
– სიზმრებიცაა და სიზმრებიც, მილორდ.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა.
ის ღამე ერთად გაათიეს, რადგანაც წვიმას დაბნელებამდე არ გა-
დაუღია და გამოქვაბულიდან გასვლა მხოლოდ ზაფხულმა მოისურ-
ვა. როდესაც ცეცხლი ჩაიღველფა, ბრანმა მას წასვლის ნება დარ-
თო. მგელს სისველე ისე არ აწუხებდა, როგორც ადამიანებს, ღამე
კი ეძახდა. მთვარის სხივმა სველი ტყე ვერცხლის ფერებად შეღება
და რუხი მწვერვალები ააქათქათა. ბნელში ბუები ოხრავდნენ და უხ-
მოდ დაფრენდნენ ფიჭვებს შორის, თეთრი ჯიხვები კი მთის ფერ-
დობზე არბოდნენ. ბრანმა თვალები დახუჭა და თავი მისცა მგლის
სიზმარს, შუაღამის სუნებსა და ხმებს.
მეორე დილით რომ გაიღვიძეს, ცეცხლი ჩამქრალიყო და ლიდ-
ლი წასულიყო, მაგრამ მათთვის თეთრ-მწვანე ქსოვილში ფაქიზად
შეხვეული ძეხვი და რამდენიმე ქერის კვერი დაეტოვებინა. ზოგ
კვერში ფიჭვის კაკლები იყო ჩამცხვარი, ზოგში – მაყვალი. ბრანმა
467
ორივენაირი ჭამა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რომელი უფრო მოს-
წონდა. ერთ დღესაც ვინტერფელში ისევ სტარკები იქნებიან, უთხრა
მან თავისთავს, მაშინ კი დაიბარებდა ლიდლებს და ყოველი კაკლი-
სა და მაყვლისთვის ერთიასად მიუზღავდა.
იმ დღეს მათი ბილიკი უფრო ადვილი სავალი გამოდგა, შუადღი-
სას კი ღრუბლებში მზემაც გამოანათა. ბრანი ჰოდორის ზურგზე იჯ-
და თავის კალათაში და თითქმის კმაყოფილი იყო. ერთხელ კიდეც
ჩათვლიმა, ზორბა მეჯინიბის ნაბიჯით და მისი ღიღინით დარწეულ-
მა. მირა მსუბუქად შეეხო მკლავზე და გააღვიძა.
– ნახე, – უთხრა და ცისკენ თავისი ბაყაყის შუბი გაიშვირა, – არ-
წივი. ბრანმა თავი ასწია და დაინახა. ფრინველს რუხი ფრთები გა-
ეშალა და უძრავად ტივტივებდა ქარზე. თვალი გააყოლა მის ირაოს
ცაში და იფიქრა, ნეტავ, როგორია, ასე იოლად რომ დასრიალებ
სამყაროს თავზეო. ცოცვასაც კი სჯობია. შეეცადა, არწივს მისწვდო-
მოდა, დაეტოვებინა თავისი უაზრო ხეიბარი სხეული და ცაში აჭრი-
ლიყო მასთან შესაერთებლად, როგორც ზაფხულს უერთდებოდა
ხოლმე. მწვანე მჭვრეტელებს შეეძლოთ ამის გაკეთება. წესით, მა-
საც უნდა გამოუვიდეს. ცდილობდა და ცდილობდა, სანამ არწივი შუ-
ადღის ოქროსფერ ჯანღში არ გაუჩინარდა.
– გაფრინდა, – თქვა დანანებით.
– სხვებსაც ვნახავთ, – უთხრა მირამ, – აქ, ამ მთებში ცხოვრო-
ბენ.
– ალბათ.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა.
– ჰოდორ, – დაეთანხმა ბრანი.
ჟოჟენმა გირჩას გაჰკრა ფეხი.
– მგონი, ჰოდორს მოსწონს, სახელს რომ ეძახი.
– მართლა ჰოდორი კი არ ჰქვია, – აუხსნა ბრანმა, – უბრალოდ,
468
სულ ამ სიტყვას ამბობს. სინამდვილეში, ვალდერი ჰქვია, ბებერმა
ნენმა მითხრა. ამის ბებიის ბებია იყო თუ რაღაც ასეთი, – ბებერი ნე-
ნის გახსენებამ დაასევდიანა, – როგორ გგონია, რკინელები მოკ-
ლავდნენ? – ნენის სხეული ვინტერფელში არ უნახავთ. ახლა, რომ
იხსენებდა, საერთოდ არც ერთი ქალი არ უნახავთ მკვდარი, – მას
არასოდეს დაუშავებია ვინმესთვის რამე, თეონისთვისაც კი. მარტო
ზღაპრებს ჰყვებოდა. თეონს, წესით, ეგეთი ვინმესთვის ხელი არ უნ-
და ეხლო, ხო?
– ზოგი სხვებს მხოლოდ იმიტომ უშავებს რამეს, რომ შეუძლია,
– თქვა ჟოჟენმა. – თანაც, ვინტერფელში ის ხოცვა-ჟლეტა თეონს არ
მოუწყვია, – დასძინა მირამ, – ძალიან ბევრი რკინელი იყო დახო-
ცილი, – მან ბაყაყის შუბი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, –
გახსოვდეს ბებერი ნენის ზღაპრები, ბრან. გახსოვდეს, როგორ ჰყვე-
ბოდა, გახსოვდეს მისი ხმა. სანამ გემახსოვრება, მისი არსების ნა-
წილი ყოველთვის იცოცხლებს შენში.
– მემახსოვრება, – აღუთქვა ბრანმა. კარგა ხანს უსიტყვოდ მი-
უყვებოდნენ აღმართს, დაკლაკნილ ნადირის ბილიკს მისდევდნენ,
რომელიც ორ ქვიან მწვერვალს შორის გაწოლილ მაღალ უნაგირზე
გადადიოდა, მათ გარშემო ფერდობებს გაწლიკული ჯარისკაცა ფიჭ-
ვები შეჰფენოდნენ. ბრანი შორს მთის კალთაზე კისრისტეხით მორ-
ბენალი მდინარის ყინულოვან ციმციმს ხედავდა. უსმენდა ჟოჟენის
მძიმე სუნთქვას და ჰოდორის ფეხქვეშ წიწვების ხრაშუნს.
– თქვენ თუ იცით ამბები? – ჰკითხა უცებ რიდებს.
მირამ გაიცინა.
– ცოტა კი.
– ჰოდორ, – წაიღიღინა ჰოდორმა.
– ხომ არ მოჰყვებოდი? – შესთავაზა ბრანმა, – სიარულ-სია-
რულში. ჰოდორს მოსწონს რაინდების ამბები. მეც.
469
– ყელზე რაინდები არ არიან, – თქვა ჟოჟენმა.
– წყალზემოთ არ არიან, – შეუსწორა დამ, – ჭაობი კი სავსეა
მკვდარი რაინდებით, – მართალია, – დაეთანხმა ჟოჟენი, – იქ არი-
ან ანდალები და რკინელები, ფრეიები და სხვა ბრიყვები, მთელი ეს
ამაყი მეომრები, რუხწყალას დასაპყრობად რომ დაირაზმნენ. ვერა-
ვინ შეძლო მისი პოვნა. ყელზე შემოდიოდნენ, მაგრამ უკან ვეღარ
აღწევდნენ. და ადრე თუ გვიან ჭაობებში შეეხეტებოდნენ, ფოლადის
სიმძიმით იძირებოდნენ და იხრჩობოდნენ თავიანთი აბჯრიანად.
წყალქვეშ მწოლი დამხრჩვალი რაინდების წარმოდგენაზე
ბრანს გააჟრჟოლა. თუმცა საყვედური არ დასცდენია; უყვარდა ასე-
თი ჟრჟოლა.
– იყო ერთი რაინდი, – თქვა მირამ, – ცრუ გაზაფხულის წელს.
მცინარი ხის რაინდს ეძახდნენ. ის შეიძლება, კრანოგელი იყო.
– ან არ იყო, – ჟოჟენს სახეზე ლაქებად ეფინა მწვანე ჩრდილები,
– პრინც ბრანს ეს ამბავი ნამდვილად ასჯერ მაინც აქვს მოსმენილი.
– არა, – თქვა ბრანმა, – არ მსმენია. და, რომც ვიცოდე, რა მნიშ-
ვნელობა აქვს. ზოგჯერ ბებერი ნენი ადრე მოყოლილს ისევ გვიამ-
ბობდა ხოლმე, მაგრამ მაინც მოგვწონდა, თუ კარგი ზღაპარი იყო.
ძველი ამბები ძველ მეგობრებს ჰგავსო, ასე ამბობდა. მათ დრო-
დადრო უნდა ეწვიო ხოლმეო.
– მართალია, – სიარულისას მირას ფარი ზურგზე ეკრა, გზაზე
გადმოშვერილ ტოტებს კი ბაყაყის შუბით სწევდა განზე. ბრანმა ის
იყო, იფიქრა, სულაც არ აპირებს ამბის მოყოლასო, რომ წამოიწყო,
– ერთხელ ყელზე ერთი უცნაური ბიჭი ცხოვრობდა. ტანმორჩილი
იყო, როგორც ყველა კრანოგელი, მაგრამ სიმამაცე და გამჭრიახო-
ბა არ აკლდა და ღონეც მოსდევდა. ნადირობდა, თევზაობდა, ხეებზე
დაცოცავდა და ასე გაიზარდა, და ჩემი ხალხის ყველა ჯადოსნობაც
შეისწავლა.
470
ბრანი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს ზღაპარი ადრე არ
სმენოდა.
– მწვანე სიზმრებს თუ ხედავდა, ჟოჟენივით?
– არა, – უთხრა მირამ, – მაგრამ შლამში სუნთქვა და ფოთლებ-
ზე სირბილი შეეძლო და ერთი სიტყვის დაჩურჩულებით მიწას
წყლად, წყალს კი მიწად აქცევდა. შეეძლო ხეებთან ლაპარაკი, სიტ-
ყვების თხზვა და სასახლეების გაჩენა და გაქრობა. – ნეტავ, მეც შე-
მეძლოს, – თქვა ბრანმა საწყლად, – ხის რაინდს როდის ხვდება? მი-
რა დაეჭყანა.
– მალე, თუ ერთი პრინცი გაჩუმდება.
– უბრალოდ, ვიკითხე.
– ბიჭი კრანოგის მაგიას იცნობდა, – განაგრძო მან, – მაგრამ მე-
ტი სწყუროდა. იცი, ჩვენები სახლს იშვიათად ტოვებენ ხოლმე. მცი-
რე ხალხი ვართ და ჩვენი წესჩვეულებები ზოგს უცნაური ეჩვენება,
ჰოდა, დიდი ხალხი ყოველთვის კეთილად არ გვეპყრობა. მაგრამ ეს
ბიჭი სხვებზე მამაცი იყო და ერთ დღესაც, უკვე კაცობის ასაკში შე-
სულმა, გადაწყვიტა, კრანოგიდან წასულიყო და სახეების კუნძული
მოენახულებინა.
– სახეების კუნძულზე არავინ მიდის, – შეედავა ბრანი, – იქ მწვა-
ნე ადამიანები ცხოვრობენ.
– სწორედ მწვანე ადამიანების პოვნა უნდოდა. ამიტომაც ჩაიცვა
ბრინჯაოსფარფლებიანი პერანგი, ჩემნაირი, აიღო ტყავის ფარი და
სამკაპა შუბი, ჩემსავით, და ტყავის პატარა ნავით მწვანე კბილს და-
უყვა.
ბრანმა თვალები დახუჭა და სცადა, პატარა ტყავის ნავში მჯდარი
კაცი დაენახა. მის წარმოდგენაში კრანოგელი ჟოჟენს ჰგავდა, ოღო-
ნდ მასზე უფროსი და უფრო ღონიერი იყო და მირასავით ეცვა.
– ტყუპებს ღამეში ჩაუარა, რათა ფრეიები არ დასხმოდნენ თავს.
471
სამკბილას რომ მიაღწია, მდინარიდან ამოვიდა, ნავი თავზე დაიდო
და გზას ფეხით გაუდგა. ბევრი დღე იარა, მაგრამ საბოლოოდ მიად-
გა ღმერთების თვალს, ნავი ტბაზე დაუშვა და ნიჩბით გააცურა სახეე-
ბის კუნძულისკენ.
– ნახა მწვანე ადამიანები?
– კი, – მიუგო მირამ, – მაგრამ ეგ სხვა ამბავია და ჩემი მოსაყო-
ლი არაა. ჩემმა პრინცმა რაინდები მოითხოვა.
– მწვანე კაცებიც კარგია.
– მართალია, – დაეთანხმა მირა, მაგრამ მათზე აღარაფერი უთ-
ქვამს, – მთელი ის ზამთარი კრანოგელმა კუნძულზე გაატარა, მაგ-
რამ, გაზაფხული რომ დადგა, ჩაესმა, დიდი ქვეყნიერება რომ უხ-
მობდა, და მიხვდა, წასვლის დრო დამდგარიყო.
ტყავის ნავი იქვე დახვდა, სადაც დატოვა, ასე რომ, ყველას გა-
მოეთხოვა და ნაპირისკენ გაცურა. ნიჩაბს უსვამდა და უსვამდა, და
საბოლოოდ ტბის გვერდით აღმართული ციხესიმაგრის შორეული
კოშკები დაინახა. რაც უფრო უახლოვდებოდა ნაპირს, კოშკები მით
უფრო მაღლდებოდა, სანამ არ მიხვდა, რომ მთელ ქვეყანაზე უდი-
დეს ციხესიმაგრეს ხედავდა.
– ჰარენჰალი! – მაშინვე მიხვდა ბრანი, – ეგ ჰარენჰალი იყო!
მირამ გაიღიმა.
– იყო კი? მისი გალავნის ძირას მან დაინახა სხვადასხვაფერი
კარვები, ქარში მოტკაცუნე კაშკაშა დროშები და შეჯავშნულ ცხენებ-
ზე მჯდარი აბჯრიანი რაინდები.
შემწვარი ხორცის სუნი ეცა, სიცილის ხმა და ჰეროლდების საყ-
ვირების ჭექა ჩაესმა. ის იყო, დიდი ტურნირი უნდა დაწყებულიყო,
და მასზე შესარკინებლად მთელი ქვეყნის რაინდებს მოეყარათ თა-
ვი. თავად მეფეც იქ ბრძანდებოდა, თავის შვილთან, დრაკონ-პრინ-
ცთან ერთად. მოსულიყვნენ თეთრხმლიანებიც, რათა მათ რიგებში
472
ახალი ძმის ჩადგომას მისალმებოდნენ. იქ იყო გრიგალის ლორდი
და ვარდის ლორდიც. კლდის დიდი ლომი მეფეს გასწყრომოდა და
არ მოსულიყო, მაგრამ ტურნირზე მაინც ბევრი მისი მებაირაღე და
რაინდი იყო შეკრებილი. კრანოგელს ასეთი დიდებულება ადრე
არასოდეს ენახა და იცოდა, რომ შეიძლებოდა, მეტად ვერც ვეღარა-
სოდეს ეხილა. მისი არსების ნაწილს დაუოკებლად მოსწყურდა, თა-
ვადაც ჩართულიყო მასში. ბრანისთვის ეს გრძნობა კარგად იყო
ნაცნობი. პატარა ბიჭობაში რაინდად ყოფნის მეტზე არც არაფერზე
უოცნებია. მაგრამ ეს მანამდე იყო, ვიდრე ჩამოვარდებოდა და ფე-
ხებს დაკარგავდა.
– ტურნირის გახსნაზე დიდი ციხესიმაგრის მებატონის ასული
იყო სიყვარულის და სილამაზის დედოფალი. ხუთმა რაინდმა დადო
მისი გვირგვინის დაცვის ფიცი: მისმა ოთხმა ჰარენჰალელმა ძმამ
და მისმა სახელგანთქმულმა ბიძამ, მეფის ქეში კმა თეთრმა რაინ-
დმა.
– ლამაზი იყო?
– ლამაზი იყო, – მიუგო მირამ და ქვას გადაახტა, – მაგრამ იქ
მასზე ლამაზებიც იყვნენ. ვთქვათ, დრაკონი-პრინცის ცოლი, რო-
მელსაც ამალად თორმეტი სეფექალი ახლდა. რაინდები მათ ნიშანს
სთხოვდნენ, თავიანთ შუბებზე შესაბმელად. – ეს ამბავი სიყვარულ-
ზე არაა, ხო? – ეჭვით იკითხა ბრანმა, – ჰოდორს ეგეთები დიდად არ
უყვარს.
– ჰოდორ, – დაეთანხმა ჰოდორი.
– მაგას ისეთები უყვარს, რომელშიც რაინდები ურჩხულებს ებ-
რძვიან.
– ზოგჯერ რაინდები თვითონ არიან ურჩხულები, ბრან. პატარა
კრანოგელი მინდორს გადადიოდა, გაზაფხულის თბილი დღით

473
ტკბებოდა და არავის არაფერს უშავებდა, როდესაც სამი საჭურველ-
თმტვირთველი წამოადგა თავს. თხუთმეტზე მეტის არც ერთი არ იქ-
ნებოდა, მაგრამ მაინც სამივე მასზე მაღალი და ზორბა იყო. იქაუ-
რობა საკუთარ სამყაროდ მიაჩნდათ და კრანოგელს იქ ყოფნის უფ-
ლება არ ჰქონდა. შუბი ხელიდან გამოსტაცეს და ძირს დააგდეს, თან
ბაყაყიჭამიას ეძახდნენ. – ვალდერები იყვნენ? – პატარა ვალდერ
ფრეის შეეძლო, ზუსტად ასე მოქცეულიყო. – სახელი არც ერთს არ
უთქვამს, მაგრამ მან დაიმახსოვრა მათი სახეები, რათა შემდეგ შუ-
რი ეძია. რამდენჯერაც კი წამოდგომას დააპირებდა, იმდენჯერ ისევ
მიწაზე აგდებდნენ და დაცემულს წიხლებს ურტყამდნენ. მაგრამ მე-
რე ყვირილი ჩაესმათ. ეს მამაჩემის კაცია, თქვენ ვისაც ურტყამთო,
ყმუოდა ძუ მგელი.
– ოთხფეხა თუ ორფეხა?
– ორფეხა, – მიუგო მირამ, – ძუ მგელი იმათ სატურნირე ხმლით
დაერია და გაყარა. კრანოგელი დაბეჟილი იყო და სისხლი სდიოდა,
ამიტომ მან თავის ბუნაგში წაიყვანა, ჭრილობები რომ მოებანა და
ტილოთი გადაეხვია. იქ კრანოგელი ძუს ხროვის ძმებს შეხვდა: ვე-
ლურ მგელს, რომელიც მეთაური იყო, მის გვერდით მდგარ წყნარ
მგელს და ლეკვს, ოთხთაგან ყველაზე უმცროსს.
იმ საღამოს ჰარენჰალში ტურნირის გახსნის აღსანიშნავი ნადიმი
უნდა გამართულიყო და ძუ მგელმა დაიჩემა, კრანოგელიც უნდა და-
ესწროსო. ისიც ხომ დიდებული იყო, მასაც ისევე ეკუთვნოდა ადგი-
ლი სუფრასთან, როგორც ნებისმიერ სხვას. მგლის ასულისთვის უა-
რის თქმა იოლი საქმე არ იყო, ამიტომაც დათანხმდა, ლეკვს მის-
თვის სამეფო ლხინის შესაფერისი სამოსი მოენახა, და დიდ სასახ-
ლეში შევიდა. ჰარენის ჭერქვეშ ჭამა და სვა მან მგლებთან და ბევრ
მათ შეფიცულ ხმალთან ერთად: ყორღანის კაცებთან, ცხენირმებ-

474
თან, დათვებთან და თევზკაცებთან. დრაკონმა-პრინცმა ისეთი სევ-
დიანი სიმღერა იმღერა, რომ მგლის ასულმა ქსუტუნი დაიწყო, მაგ-
რამ როდესაც ლეკვმა-ძმამ ტირილის გამო დასცინა, თავზე ღვინო
გადაასხა. ილაპარაკა შავმა ძმამ და რაინდებს მოუწოდა, ღამის ებ-
გურს შეერთებოდნენ. გრიგალის ლორდმა ღვინის თასის შეჯიბრში
თავის ქალას და კოცნის რაინდი დაამარცხა. კრანოგელმა ნახა,
მშვენიერი ასული, მოცინარი იისფერი თვალები რომ ჰქონდა, რო-
გორ ეცეკვა თეთრ ხმალს, წითელ გველს და გრიფონების ლორდს,
ბოლოს კი – წყნარ მგელს... მას მერე, რაც ველურმა მგელმა სთხო-
ვა ძმის ნაცვლად, რომელიც ისეთი მორიდებული იყო, რომ ასულ-
თან მისვლა ვერ გაებედა.
ამ მხიარულებაში პატარა კრანოგელმა თვალი მოჰკრა თავის
სამ თავდამსხმელს. ერთი სამკაპის რაინდს ემსახურებოდა, ერთი –
მაჩვზღარბას, ხოლო მესამე რაინდს იალმაგზე ორი კოშკი ეხატა –
ამ ემბლემას ყველა კრანოგელი კარგად იცნობს. – ფრეიები, – თქვა
ბრანმა, – გადასალახელი ფრეიები.
– ჰო, მაშინაც ეგრე იყო, – დაეთანხმა მირა, – მგლის ასულმაც
დაინახა ისინი და თავის ძმებს უჩვენა. „შემიძლია, გიშოვო ცხენი და
შენი შესაფერისი აბჯარი“, – შესთავაზა ლეკვმა. პატარა კრანოგელ-
მა მადლობა უთხრა, მაგრამ პასუხი არ მიუცია. ლამის იყო, გული
გახეთქვოდა. კრანოგელები სხვა ხალხზე უფრო პატარები არიან,
მაგრამ სიამაყე არანაკლები მოსდგამთ. ეს ჭაბუკი კი რაინდი არ
იყო, როგორც ყველა მისიანი. ჩვენ ნავში უფრო ხშირად ვსხდებით,
ვიდრე ცხენზე და ჩვენი ხელი ნიჩაბს უფროა მიჩვეული, ვიდრე შუბს.
გულით უნდოდა, შური ეძია, მაგრამ ეშინოდა, რომ მხოლოდ თავს
გაიმასხარავებდა და საკუთარ ხალხს შეარცხვენდა. წყნარმა მგელ-
მა პატარა კრანოგელს იმ ღამით თავის კარავში შესთავაზა ადგილი,
მაგრამ, სანამ დაიძინებდა, ჭაბუკმა მუხლი მოიყარა ტბის პირას,
475
წყლის მიღმა გაიხედა, იქით, საითაც სახეების კუნძული ეგულებო-
და, და ჩრდილოეთის და ყელის ძველ ღმერთებს ევედრა.
– მამაშენს ეს ამბავი არასოდეს მოუყოლია? – ჰკითხა ჟოჟენმა.
– ამბებს ბებერი ნენი ჰყვებოდა. მირა, განაგრძე, აქ ხომ არ გა-
ჩერდები. ალბათ, ჰოდორიც იმავეს გრძნობდა.
– ჰოდორ, – თქვა მან. და მერე: – ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ ჰო-
დორ.
– კარგი, – თქვა მირამ, – თუ გინდა, გავაგრძელო...
– ჰო. მოჰყევი.
– ასპარეზობას ხუთ დღე უნდა დასთმობოდა, ასე იყო დაგეგმი-
ლი, – განაგრძო მან, – კიდევ უნდა გამართულიყო დიდი შვიდმხრი-
ვი ხელჩართული ბრძოლა, შეჯიბრი მოისრობასა და ცულის ტყორ-
ცნაში, დოღი და მომღერლების ტურნირი...
– მაგას თავი გაანებე, – ბრანი მოუსვენრად აწრიალდა ჰოდო-
რის ზურგზე, – ასპარეზობაზე მოჰყევი.
– როგორც პრინცი ბრძანებს. სიყვარულის და სილამაზის დედო-
ფალი ციხესიმაგრის ასული იყო, მის გვირგვინს ოთხი ძმა და ბიძა
იცავდა, მაგრამ ჰარენჰალის ოთხივე ვაჟი პირველსავე დღეს და-
მარცხდა. ცოტა ხანს მათი დამმარცხებლები ფალავნობდნენ, სანამ
ისინი სხვებმა არ დაამარცხეს. ისე მოხდა, რომ პირველ დღეს მაჩ-
ვზღარბა რაინდმა მოიპოვა ადგილი ფალავნებს შორის, მეორე
დღის დილას კი სამკაპა რაინდმა და ორი კოშკის რაინდმაც გაიმარ-
ჯვეს. მაგრამ ამ მეორე დღის შუადღე რომ გადაიხარა და ჩრდილები
დაგრძელდა, ასპარეზზე იდუმალი რაინდი გამოჩნდა.
ბრანმა საქმის ცოდნით დაუქნია თავი. ტურნირებზე ხშირად
ჩნდებოდნენ იდუმალი რაინდები, მათ სახეებს მუზარადები უფარავ-
დათ, ფარები კი ან მოუხატავი ჰქონდათ, ან რამე უცხო ემბლემა იყო

476
ზედ გამოსახული. ზოგჯერ ესენი შენიღბული სახელგანთქმული ფა-
ლავნები იყვნენ. დრაკონის რაინდმა ერთხელ ტურნირი ცრემლე-
ბის რაინდის სახელით მოიგო, რათა შესძლებოდა, მეფის სატრფოს
ნაცვლად თავისი და დაესახელებინა სიყვარულისა და სილამაზის
დედოფლად. ბარისტან მამაციც ორჯერ გამოეწყო იდუმალი რაინ-
დის აბჯარში, პირველად მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ ათი წლისა იყო.
– ნამდვილად, პატარა კრანოგელი იქნებოდა.
– არავინ იცის, – თქვა მირამ, – მაგრამ იდუმალი რაინდი ტან-
დაბალი იყო და ცუდად მორგებული, შეკოწიწებული აბჯარი ეცვა.
ფარზე ძველი ღმერთების გულის ხე ჰქონდა გამოსახული, თეთრი
სარკმლისხე, მოცინარი წითელი სახით.
– იქნებ, სახეების კუნძულიდან მოვიდა, – თქვა ბრანმა, – მწვანე
იყო? – ბებერი ნენის ზღაპრებში მფარველებს მუქი მწვანე კანი
ჰქონდათ და თმის ნაცვლად თავზე ფოთლები ეზრდებოდათ. ზოგ-
ჯერ ირმის რქებიც ესხათ ხოლმე, მაგრამ ბრანი ვერ ხვდებოდა,
იდუმალი რაინდი მუზარადს როგორ დაიხურავდა, რქები რომ ჰქო-
ნოდა, – ნაძლევს დავდებ, ძველმა ღმერთებმა გამოგზავნეს.
– შეიძლება, მართლაც მათ გამოგზავნეს. იდუმალმა რაინდმა
მეფის წინ დახარა თავისი შუბი და გაემართა საასპარეზოს ბოლოს-
კენ, სადაც ხუთ ფალავანს ედგა კარვები. ხომ იცი, რომელ სამსაც
გამოიწვევდა.
– მაჩვზღარბა რაინდს, სამკაპა რაინდს და ორი კოშკის რაინდს,
– ბრანს იმდენი სარაინდო ამბავი ჰქონდა მოსმენილი, ეს არ შეეშ-
ლებოდა, – პატარა კრანოგელი იყო, ხომ გითხარი!
– ვინც უნდა ყოფილიყო, ძველმა ღმერთებმა მკლავში ძალა მის-
ცეს. პირველი მაჩვზღარბა რაინდი დაეცა, მერე – სამკბილა რაინდი
და ბოლოს – ორი კოშკის რაინდი. ისინი დიდად არავის უყვარდა,
ამიტომ მაყურებლად შეკრებილი უბრალო ხალხი მხურვალედ
477
გულშემატკივრობდა მცინარი ხის რაინდს – ახალ ფალავანს მალე-
ვე შეერქვა ეს სახელი. როდესაც დამარცხებულმა მეტოქეებმა ცხე-
ნების და აბჯრის გამოსყიდვა მოინდომეს, მცინარი ხის რაინდმა მუ-
ზარადის მოუხდელად უთხრა მათ ბუბუნა ხმით: „თქვენს საჭურველ-
თმტვირთველებს ღირსეულად მოქცევა ასწავლეთ და გამოსასყი-
დად ესეც იკმარებს“. მას მერე, რაც დამარცხებულმა რაინდებმა
მკაცრად დასაჯეს თავიანთი საჭურველთმტვირთველები, მათ ცხე-
ნები და აბჯრები დაუბრუნდათ. ამგვარად, პატარა კრანოგელის
ლოცვა ისმინეს... მწვანე ადამიანებმა, ძველმა ღმერთებმა თუ ტყის
შვილებმა – ვინ იცის?
კარგი ამბავიაო, დაასკვნა ბრანმა მას მერე, რაც ერთი-ორ წუთს
მასზე ფიქრობდა. – მერე რა მოხდა? მცინარი ხის რაინდმა ტურნირი
მოიგო და პრინცესა შეირთო ცოლად?
– არა, – უთხრა მირამ, – იმ ღამით დიდ ციხესიმაგრესთან გრი-
გალის ლორდმა და თავის ქალას და კოცნის რაინდმა დაიფიცეს, მუ-
ზარადს ავხდით და გამოვააშკარავებთ, ვინც არისო, და თავად მე-
ფეც კი აქეზებდა მებრძოლებს, გამოეწვიათ იგი, რადგანაცო, განაც-
ხადა, ის მუზარადი ჩემთვის კეთილის მსურველის სახეს როდი ფა-
რავსო. მაგრამ მეორე დილით, როდესაც ჰეროლდებმა ბუკებს ჩაჰ-
ბერეს და მეფე თავის ადგილზე დაბრძანდა, მხოლოდ ორი ფალავა-
ნიღა გამოჩნდა. მცინარი ხის რაინდი გაუჩინარებულიყო. მეფე გან-
რისხდა და თავისი ძე, დრაკონი პრინციც კი გაგზავნა მის მოსაძებ-
ნად, მაგრამ მათ მხოლოდ მისი მოხატული ფარი იპოვეს, ხეზე და-
კიდებული რომ დაეტოვებინა. საბოლოოდ ის ტურნირი დრაკონმა
პრინცმა მოიგო.
– ოჰ, – ბრანი კარგა ხანს ჩაუფიქრდა ამბავს, – კარგი ზღაპარი
იყო. მაგრამ კრანოგელი სამ ცუდ რაინდს უნდა დაეჩაგრა, მათ სა-

478
ჭურველთმტვირთველებს კი არა. მაშინ პატარა კრანოგელი ყვე-
ლას დახოცავდა. ის ნაწილი, გამოსასყიდებზე, სულელური იყო.
ტურნირი იდუმალ რაინდს უნდა მოეგო, ყველა, ვინც კი გამოიწვევ-
და, დაემარცხებინა და მგლის ასული სიყვარულის და სილამაზის
დედოფლად დაესახელებინა.
– ის კი გახდა დედოფალი, – თქვა მირამ, – მაგრამ ეგ უფრო სევ-
დიანი ამბავია. – ბრან, ამაზე ადრე ნამდვილად არ გსმენია? – ჰკით-
ხა ჟოჟენმა, – ლორდ-მამას შენთვის არასოდეს მოუყოლია?
ბრანმა თავი გაიქნია. დღე უკვე საღამოსკენ იხრებოდა და მთის
კალთებზე გრძელი ჩრდილები მოცოცავდნენ, ფიჭვებში აცურებ-
დნენ შავ თითებს. თუ პატარა კრანოგელმა შეძლო სახეების კუნ-
ძულზე მისვლა, იქნებ, მეც შევძლო. ყველა ზღაპარი ერთხმად ამ-
ბობდა, რომ მწვანე ადამიანები უცნაურ მაგიურ ძალებს ფლობდნენ.
იქნებ, მათი დახმარებით გავლა მოეხერხებინა, იქნებ, რაინდადაც
კი ექციათ. პატარა კრანოგელი ხომ აქციეს რაინდად, თუნდაც ერთი
დღითო, გაიფიქრა. ერთი დღეც საკმარისი იქნებოდა.

დავოსი

საკანში თბილოდა, დილეგი არ შეიძლება, ასე თბილი იყოს.


თუმცა ბნელი კი იყო. გარეთა კედელში ჩამაგრებული ჩირაღ-
დნიდან უძველეს რკინის ცხაურში მოციმციმე ჟღალი შუქი იღვრე-
ბოდა, მაგრამ საკნის უკანა ნახევარი სიბნელეში იყო ჩაძირული.
ნესტიც იდგა, რაც სრულიად მოსალოდნელია დრაკონის ქვის
მსგავს კუნძულზე, სადაც ზღვა არსაიდან არაა შორს. და იყვნენ ვირ-
თხები, იმდენი, რამდენიც ნებისმიერ დილეგში შეიძლება ნახო კაც-
მა და იმაზე ცოტა მეტიც.
ოღონდ სუსხიაო, დავოსი ვერ დაიჩივლებდა. დრაკონის ქვის
479
უზარმაზარი შენობის ქვეშ გლუვ ქვის დერეფნებში ყოველთვის თბი-
ლოდა და დავოსს სმენოდა, რომ, რაც უფრო დაბლა ჩადიოდი, სით-
ბო სულ უფრო მატულობდა. ციხის ქვეშ კარგა ღრმად ვარო, ხვდე-
ბოდა და, ხელისგულს რომ მიაბჯენდა, საკნის კედელი ხშირად თბი-
ლი ეჩვენებოდა. შეიძლება, ძველი ზღაპრები არ ტყუიან და ციხე
მართლაც ჯოჯოხეთის ქვითაა აგებული.
აქ რომ მოიყვანეს, ავად იყო. ხველება, ბრძოლის მერე რომ დას-
ჩემდა, გაუუარესდა, და ამას ცხელებაც დაემატა. ტუჩებზე სისხლია-
ნი ბებერები დააჯდა, საკნის სითბო კი მის შემცივნებას ვერაფერს
შველოდა. ახსოვს, რომ გაიფიქრა, დიდხანს ვერ გავატანო. მალე
მოვკვდები, აქ, სიბნელეში.
დავოსი მალე მიხვდა, რომ ამაშიც მოტყუვდა, როგორც ბევრ
სხვა რამეში. ბუნდოვნად ახსოვდა მზრუნველი ხელები და მტკიცე
ხმა, და ჭაბუკი მაისტერ პილოსის სახე, ზემოდან რომ დასცქეროდა.
ცხელი ნივრის წვნიანი და ყაყაჩოს რძე დაალევინეს, ტკივილი და
ჟრჟოლა რომ დახსნოდა. ყაყაჩომ დააძინა და, სანამ ეძინა, წურბე-
ლები დაასხეს, ცუდი სისხლი რომ გამოეწოვათ. ანუ თავად ასე და-
ასკვნა, გამოღვიძებულმა მკლავებზე წურბელების კვალი რომ შე-
ნიშნა. მალე ხველამ გაუარა, ბებერები გაუქრა, მის წვნიანში კი თევ-
ზის თეთრი ხორცი, სტაფილო და ხახვი გაჩნდა. და ერთ დღესაც მიხ-
ვდა, რომ მას მერე, რაც ფეხქვეშ შავი ბეთა შეერყა და მდინარეში
გადაისროლა, ასე მოღონივრებული არც ყოფილა.
ორი მედილეგე ჰყავდა მიჩენილი. ერთი ფართო და დაბალი
იყო, სქელი მხარბეჭი და დიდი, ძლიერი ხელები ჰქონდა. რკინის
მოქლონებით დაფარული ტყავის კურტაკი ეცვა და დღეში ერთხელ
დავოსისთვის ჯამით შვრიის ფაფა მიჰქონდა. ზოგჯერ კერძს თაფ-
ლით ატკბობდა ან შიგ ცოტაოდენ რძეს ასხამდა. მეორე მედილეგე

480
უფრო ხნიერი იყო, მხრებში მოხრილი და სახეჩაყვითლებული, გა-
ზინთული თმა და მეჭეჭებიანი კანი ჰქონდა. თეთრი ხავერდის კამ-
ზოლი ეცვა, მკერდზე ოქრომკედით ვარსკვლავების წრე ჰქონდა
ამოქარგული. სამოსი ტანზე ცუდად ადგა, მოკლე და განიერი ჰქონ-
და, თან დასვრილი და დახეული იყო. მას ხორცი და ბოსტნეული ან
თევზის ჩათუშული მოჰქონდა, ერთხელ კი ნახევარი სალამურას
ღვეზელიც კი მიართვა. სალამურა ისე მსუყე იყო, ვერ მოინელა,
მაგრამ მაინც, ტუსაღის კვალობაზე ანებივრებდნენ.
დილეგში არც მზე, არც მთვარე არ აღწევდა, სქელ ქვის კედლებ-
ში არც ერთი ფანჯარა არ იყო გამოჭრილი. ღამის და დღის გარჩევა
მხოლოდ მედილეგეების მიხედვით თუ შეეძლო. არც ერთი მათგანი
არ ელაპარაკებოდა, თუმცა იცოდა, რომ მუნჯები არ იყვნენ – ზოგ-
ჯერ ესმოდა, გუშაგის შეცვლისას ერთმანეთს მოკლედ რომ შეესიტ-
ყვებოდნენ. ტუსაღისთვის თავიანთი სახელებიც კი არ უთქვამთ,
ამიტომ თავად შეარქვა: დაბალს და ღონიერს ფაფას ეძახდა, მოხ-
რილს და ყვითელს – სალამურას, ღვეზლის ხათრით. დღეების
ცვლას მათი მოტანილი საკვების და საკნის გარეთ დანთებული ჩი-
რაღდნის შეცვლის მიხედვით ითვლიდა.
სიბნელეში დიდხანს ყოფნით კაცი თავს ეულად გრძნობს და
ადამიანის ხმა ენატრება. დავოსი მედილეგეებს ელაპარაკებოდა,
როცა კი ისინი საკანში შემოდიოდნენ საჭმლის მოსატანად ან სა-
ნარცხე სათლის გასაცლელად. იცოდა, რომ მის ვედრებას, გამათა-
ვისუფლეთო, ისინი არ შეიწყნარებდნენ. ამის ნაცვლად რაღაცებს
ეკითხებოდა, იმ იმედით, რომ ერთ დღესაც რომელიმე უპასუხებდა.
– რა ისმის ომზე? – კითხულობდა იგი, ან: – მეფე როგორაა?
ეკითხებოდა თავის ძე დევანზე, პრინცესა შირინზე და სალადორ
საანზე.
– როგორი ამინდია? შემოდგომის ქარიშხლები უკვე დაიწყო?
481
გემები ჯერ კიდევ ცურავენ ვიწრო ზღვაზე?
სულერთი იყო, რას ეკითხებოდა; პასუხს არასოდეს სცემდნენ,
თუმცა ფაფა ზოგჯერ თვალს გაუსწორებდა და წამით დავოსს იმედი
უჩნდებოდა, რომ ხმასაც ამოიღებდა. სალამურა ამასაც კი არ შვრე-
ბოდა. მისთვის ადამიანი არ ვარო, ფიქრობდა დავოსი, ქვის ლოდი
ვარ, რომელიც ჭამს, ჯვამს და ლაპარაკობს. ცოტა ხანში გადაწყვი-
ტა, რომ ფაფა ბევრად უფრო მოსდიოდა თვალში. ფაფამ ის მაინც
იცოდა, რომ დავოსი ცოცხალი იყო და რაღაც უცნაურად კეთილიც
ჩანდა. დავოსი ფიქრობდა, რომ იგი ვირთხებს აჭმევდა – ალბათ,
ამიტომაც იყვნენ ამდენი. ერთხელ მოეჩვენა, რომ გაიგონა, მედი-
ლეგე პატარა ბავშვებივით რომ მიმართავდა მათ, მაგრამ შეიძლე-
ბა, ეს მხოლოდ ეზმანა.
ხვდებოდა, აქ მოსაკვდომად არ ჩამაგდესო. ცოცხლად მინახა-
ვენ რაღაც მიზნებისთვის. თუ რისთვის, ამაზე ფიქრი არ ახარებდა.
ლორდი სანგლასი ერთხანს დრაკონის ქვის დილეგში ჰყავდათ
დამწყვდეული, ასევე – სერ ჰაბარდ რამბტონის ძეები; ყველამ ცეც-
ხლში დაასრულა სიცოცხლე. დავოსი იჯდა, გისოსებს მიღმა ჩირაღ-
დანს უმზერდა და ფიქრობდა, ზღვისთვის უნდა მიმეცა თავიო. ან ის
აფრა უნდა ჩამეტარებინა და ჩემს კლდეზე დამელია სული. მერჩივ-
ნა, კიბორჩხალებს შევეჭამე, ვიდრე ცეცხლს.
ერთხელაც, ვახშმობას რომ ასრულებდა, დავოსმა იგრძნო, რომ
უცნაური შუქი მიადგა. გისოსს გახედა და დაინახა – იქ იდგა, თავისი
მოელვარე მეწამულით და ყელზე შებმული მსხვილი ლალით, წითე-
ლი თვალები ისე უკაშკაშებდა, როგორც ჩირაღდანი, რომლის შუქ-
შიც იყო გაღვრილი.
– მელისანდრე, – უთხრა მშვიდად, თუმცა სიმშვიდეს ვერ
გრძნობდა.

482
– ხახვის რაინდო, – მიუგო მან, ასევე მშვიდად, თითქოს სასახ-
ლის კიბეზე ან ეზოში შეხვედრილიყვნენ და თავაზიანად ესალმე-
ბოდნენ ერთმანეთს, – თავს კარგად გრძნობ?
– უკეთ, ვიდრე ვიყავი.
– რამე გაკლია?
– ჩემი მეფე. ჩემი ძე. ისინი მაკლია, – ჯამი გვერდზე გადადო და
წამოდგა, – ჩემს დასაწვავად მოხვედი?
მისი უცნაური წითელი თვალები გისოსის იქიდან აკვირდებოდ-
ნენ.
– ავი ადგილია, არა? ბნელი და მყრალი. კეთილი მზე აქაურობას
არ ანათებს, არც ნათელი მთვარე, – მან კედელში ჩამაგრებული ჩი-
რაღდნისკენ გაიშვირა ხელი, – შენსა და წყვდიადს შორის მხოლოდ
ეს დგას, ხახვის რაინდო. ეს პატარა ცეცხლი, რლორის მოძღვნილი.
ჩავაქრო?
– არა, – დავოსი გისოსს მიუახლოვდა, – გთხოვ, – ალბათ ვერ
გაუძლებდა სრულ წყვდიადში, მხოლოდ ვირთხების გარემოცვაში
ყოფნას.
წითელ ქალს ტუჩები ღიმილად აეპრიხა.
– მაშ, ჩანს, ცეცხლი შეგყვარებია.
– ჩირაღდანი მჭირდება, – ხელები მომუჭა და გაშალა. ამას არ
შევევედრები. არა. – მე ამ ჩირაღდანივით ვარ, სერ დავოს. ორივე
რლორის იარაღები ვართ. ერთადერთი მიზნით ვართ შექმნილები:
წყვდიადი შევაკავოთ. გჯერა?
– არა, – იქნებ, უნდა ეცრუა და ის ეთქვა, რის გაგონებაც ქალს
უნდოდა, მაგრამ დავოსი მეტისმეტად იყო სიმართლის თქმას ჩვე-
ული, – შენ წყვდიადის დედა ხარ. ეს ვნახე გრიგალის კიდის ქვეშ,
როცა ჩემ თვალწინ შობე.

483
– ნუთუ მამაც სერ ხახვს ასე აშინებს გვერდით ჩავლილი ჩრდი-
ლი? მაშ, გული გაიკეთოს. ჩრდილები მხოლოდ მაშინ ცოცხლობენ,
თუ მათ სინათლე დაბადებს, მეფის ცეცხლი კი ისეა ჩაშრეტილი,
რომ მე ვერ ვბედავ, ავიღო მისგან, რათა კვლავ ჩავსახო ძე. ამას შე-
იძლება, მოეკლა კიდევაც იგი, – მელისანდრემ ახლო მოიწია, –
თუმცა სხვა კაცთან... კაცთან, ვისი ცეცხლიც ჯერაც ცხელი და მაღა-
ლია... თუ გსურს, მართლაც ემსახურო შენი მეფის საქმეს, ერთ ღა-
მესაც საძინებელში მეწვიე. ისეთ სიამეს მოგანიჭებდი, როგორიც
არასოდეს შეგიცნია, და შენი სიცოცხლის ცეცხლით შევქმნიდი. –
...საშინელებას. – დავოსმა მისგან უკან დაიხია, – შენგან არაფერი
მინდა, მილედი. არც შენი ღმერთისგან. დამიფარონ შვიდთა.
მელისანდრემ ამოიოხრა.
– გუნცერ სანგლასი ვერ დაიფარეს. დღეში სამჯერ ლოცულობ-
და და ფარზე შვიდი შვიდქიმა ვარსკვლავი ეხატა, მაგრამ, როდესაც
მისკენ რლორმა გაიწვდინა ხელი, მისი ლოცვები კივილად იქცა,
თავად კი დაიწვა. რატომ ებღაუჭები ამ ცრუ ღმერთებს?
– მე მათ მთელი სიცოცხლე ვცემდი თაყვანს.
– მთელი სიცოცხლე, დავოს სივორთ? მაშ, შეგიძლია თქვა, რომ
ეს სენი სიცოცხლესავით ჩავლილი ამბავია, – მან დანანებით გაიქ-
ნია თავი, – შენ არასოდეს გეშინოდა, მეფეებისთვის სიმართლე მი-
გეხალა პირში. საკუთარ თავს რადღა ატყუებ? თვალები გაახილე,
სერ რაინდო.
– რა გინდა, რომ დამანახვო?
– ის, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი. ჭეშმარიტება შენ გარ-
შემოა და მარტივი დასანახია. ღამე ბნელია და ძრწოლითაა სავსე,
დღე კი ნათელი და მშვენიერია და იმედი მოაქვს. ერთი შავია, მე-
ორე – თეთრი. არის ყინული და არის ცეცხლი. სიძულვილი და სიყ-
ვარული. მწარე და ტკბილი. მამრი და მდედრი. ტკივილი და სიამე.
484
ზამთარი და ზაფხული. ბოროტი და კეთილი, – მისკენ გადმოდგა ნა-
ბიჯი, – სიკვდილი და სიცოცხლე. ყველგან დაპირისპირებაა. ყველ-
გან ომია.
– ომი? – ჰკითხა დავოსმა.
– ომი, – დაუდასტურა ქალმა, – ორია, ხახვის რაინდო. შვიდი კი
არა, ერთი კი არა, ასი ან ათასი კი არა. ორი! როგორ გგონია, ნახე-
ვარი სამყარო იმისთვის გამოვიარე, რომ მორიგი ამპარტავანი მე-
ფე მორიგ ცარიელ ტახტზე დამესვა? ომი ჟამის დასაბამიდანაა გა-
ჩაღებული და ყველა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, სად იდგება.
ერთ მხარეს რლორია, ნათლის უფალი, ცეცხლის გული, ალისა და
ჩრდილის ღმერთი. მის წინააღმდეგ დგას დიადი სხვა, რომლის სა-
ხელი ვერ ითქმება, წყვდიადის მბრძანებელი, ყინულის სული, ღა-
მის და ძრწოლის ღმერთი. ჩვენ ბარათეონსა და ლანისტერს, გრე-
იჯოისა და სტარკს შორის კი არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს
ან სიკვდილს. წყვდიადს ან ნათელს, – მან საკნის გისოსი თავისი
თხელი თითებით დაბღუჯა. ყელზე დაბნეული მსხვილი ლალი თით-
ქოს საკუთარი ცეცხლით ფეთქავდა, – ასე რომ, მითხარი, სერ და-
ვოს სივორთ, და მართლად მითხარი: შენი გული რლორის კაშკაშა
ნათელში იწვის თუ არა? თუ შავი და ცივია და მატლებითაა შეჭმუ-
ლი? – ხელი გისოსებს შორის გამოიწვდინა და სამი თითი მკერდზე
დაადო, თითქოს უნდოდა, მისი სიმართლე შეეგრძნო ხორცის, შა-
ლისა და ტყავის ქვეშ.
– ჩემი გული, – აუჩქარებლად წარმოთქვა დავოსმა, – ეჭვები-
თაა სავსე.
მელისანდრემ ამოიოხრა.
– ეეჰ, დავოს. კარგი რაინდი ბოლო წუთამდე პირდაპირია, თა-
ვისი ცხოვრების ბნელ ჟამსაც კი. კარგია, რომ არ მომატყუე. გავი-

485
გებდი. სხვის მსახურები ხშირად მალავენ შავ გულებს კაშკაშა ცეც-
ხლის მიღმა, ამიტომ რლორი თავის ქურუმებს სიყალბის მიღმა
ჭვრეტის ძალას აძლევს, – ქალი მსუბუქი ნაბიჯით დაშორდა საკანს,
– რატომ აპირებდი ჩემს მოკვლას?
– გეტყვი, – უთხრა დავოსმა, – თუ შენ მეტყვი, ვინ გამცა.
ამას მხოლოდ სალადორ საანი თუ იზამდა, მაგრამ მაინც ახლაც
კი ლოცულობდა, ასე არ ყოფილიყო.
წითელმა ქალმა გაიცინა.
– არავის გაუციხარ, ხახვის რაინდო. შენი განზრახვა ჩემს ცეც-
ხლში ვიხილე. ცეცხლში.
– თუ მაგ ცეცხლში მომავლის ჭვრეტა შეგიძლია, რატომ მოხდა,
რომ შავწყალაზე დავიწვით? შენ ჩემი ძეები ცეცხლს მიეცი... ჩემი ძე-
ები, ჩემი გემები, ჩემი ხალხი, ყველაფერი დაიწვა...
მელისანდრემ თავი გაიქნია.
– ცილს მწამებ, ხახვის რაინდო. ის ჩემი ცეცხლი არ ყოფილა.
თქვენ გვერდით რომ ვყოფილიყავი, ბრძოლა სხვაგვარად დას-
რულდებოდა. მაგრამ მის მოწყალებას გარს ურწმუნოები ეხვია და
მისი ამპარტავნება მის რწმენაზე უფრო ძლიერი გამოდგა. სავალა-
ლოდ დაისაჯა, მაგრამ ეს შეცდომა გაკვეთილადაც გამოადგა.
მაშ, ჩემი ძეები მხოლოდ მეფის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთი-
ლი იყო? დავოსმა იგრძნო, როგორ დაეჭიმა პირი.
– ახლა თქვენს შვიდ სამეფოში ღამე დგას, – განაგრძობდა წი-
თელი ქალი, – მაგრამ მალე მზე ისევ ამოვა. ომი გრძელდება, და-
ვოს, და ზოგი მალე გაიგებს, რომ ნაცარში გახვეული ღადრიდანაც
კი შეიძლება, დიდი კოცონი აინთოს. ბებერი მაისტერი სტანისს რომ
უცქერდა, მხოლოდ კაცს ხედავდა. შენ მეფეს ხედავ. ორივე ცდებით.
იგი უფლის რჩეულია, ცეცხლის მეომარია. მე ვიხილე იგი წყვდი-
ადის წინააღმდეგ ბრძოლის სარდლად, ცეცხლის ალში ვიხილე იგი.
486
ცეცხლი არ ტყუის, თორემ ახლა შენ აქ არ იქნებოდი. ეს წინასწარ-
მეტყველებაშიც წერია. როცა წითელ ვარსკვლავს სისხლი დასდინ-
დება და წყვდიადი გახშირდება, აზორ აჰაი კვლავ იშვება კვამლის
და მარილის შუაგულში, ქვაში მძინარე დრაკონების გასაღვიძებ-
ლად. სისხლიანი ვარსკვლავი მოგვევლინა და წავიდა, დრაკონის
ქვა კი კვამლის და მარილის შესაყარი ადგილია. სტანის ბარათეონი
ხელახლა დაბადებული აზორ აჰაია! – წითელი თვალები წყვილი
კოცონივით უგიზგიზებდა და დავოსს თითქოს სულის სიღრმეში ჩას-
ცქეროდა, – შენ ჩემი არ გჯერა. რლორის ჭეშმარიტებაში ახლაც კი
გეპარება ეჭვი... მაგრამ მაინც უკვე ემსახურე მას და კვლავაც მოემ-
სახურები. აქ დაგტოვებ, რათა იფიქრო ყველაფერზე, რაც გითხარი.
და რადგანაც რლორია ყოველივე სიკეთის წყარო, ჩირაღდანსაც
დაგიტოვებ.
ღიმილით და მეწამული კალთების ფრიალით გაშორდა საკანს.
მისი წასვლის მერე მხოლოდ მისი სურნელი დაყოვნდა ერთხანს. და
ჩირაღდანიც დარჩა. დავოსი საკნის იატაკზე დაეშვა და მუხლებზე
მკლავები შემოიხვია. გარს ჩირაღდნის მოტორტმანე შუქი ეღვრე-
ბოდა. მელისანდრეს ფეხის ხმა რომ მიწყდა, ვირთხების წრიპინიღა
მოისმოდა. ყინული და ცეცხლიო, გაიფიქრა. შავი და თეთრი. ბნელი
და ნათელი. დავოსი მისი ღმერთის ძალას ვერ უარყოფდა. მან იხი-
ლა მელისანდრეს საშოდან გამომძვრალი აჩრდილი და ქურუმმა
ქალმა ისეთი რამები იცოდა, რაც, წესით, ვერსაიდან ვერ უნდა გა-
ეგო. ჩემი განზრახვა თავის ცეცხლში დაინახა. კარგი იყო იმის შეტ-
ყობა, რომ სალას არაფერი ეთქვა მისთვის, მაგრამ იმის გაფიქრე-
ბამ, რომ წითელი ქალი მის საიდუმლოებებს თავისი ცეცხლის მეშ-
ვეობით უთვალთვალებდა, უსაშველოდ ააფორიაქა. და რას გულის-
ხმობდა, როცა თქვა, რომ უკვე ვემსახურე მის ღმერთს და კვლავაც

487
მოვემსახურები? არც ეს მოსწონდა. თვალები ააპყრო და ჩირაღ-
დანს მიაჩერდა. დიდხანს უცქერდა, თვალის დაუხამხამებლად უც-
ქერდა ალის ცეკვას და ციმციმს. ცდილობდა, დაენახა მათ მიღმა,
თვალი მოეკრა, რა ცხოვრობდა ცეცხლოვანი ფარდის იქით... მაგ-
რამ ცეცხლის გარდა იქ არაფერი იყო და მალე თვალები აუცრემ-
ლდა.
თვალაბმული და დაღლილი დავოსი ჩალაზე მოიკუნტა და თავი
ძილს მისცა.
სამი დღის მერე – ანუ ფაფა სამჯერ ერგო, სალამურა კი ორჯერ
– დავოსმა საკნის გარედან შემომავალი ხმები გაიგონა. მაშინვე წა-
მოჯდა, ქვის კედელზე ზურგმიყრდნობილმა ჯაჯგურს მიუგდო ყური.
ეს სიახლე იყო, ცვლილება იყო მის ერთფეროვან სამყაროში. ხმა
მარცხნიდან მოდიოდა, იქიდან, სადაც დღის სინათლისკენ ამავალი
საფეხურები იწყებოდა. მამაკაცის ხმა ივედრებოდა და ყვიროდა. –
...სიგიჟეა! – ამბობდა კაცი, თვალსაწიერზე რომ გამოჩნდა. მას მო-
ათრევდა ორი მცველი, მკერდზე ცეცხლოვანი გულები რომ ეხატათ.
წინ ფაფა მოუძღოდათ, ხელში გასაღებების აცმას ათამაშებდა, უკან
კი სერ აქსელ ფლორენტი მოსდევდათ. – აქსელ, – მიმართა სასო-
წარკვეთილმა ტუსაღმა, – იმ სიყვარულის სახელით, ჩვენ რომ გვა-
კავშირებს, გააშვებინე ჩემი თავი! ნუ აკეთებთ ამას, მე მოღალატე
არ ვარ! – ხნიერი კაცი იყო, მაღალი და თხელი, შეჭაღარავებული
თმა, წაწვეტებული წვერი და შიშით მოქცეული სანდომიანი სახე
ჰქონდა, – სად არის სელისი, სად არის დედოფალი? მის ნახვას მო-
ვითხოვ. სხვებსაც წაუღიხართ ყველა! გამიშვით! მცველები მის ყვი-
რილს არაფრად აგდებდნენ.
– აქ? – იკითხა საკნის წინ გაჩერებულმა ფაფამ. დავოსი ფეხზე
წამოდგა. წამით იფიქრა, კარი რომ გაიღება, ხომ არ ვეძგეროო,

488
მაგრამ ეს სიგიჟე იქნებოდა. ისინი ბევრნი იყვნენ, მცველებს ხმლე-
ბი ჰქონდათ, ფაფა კი ხარივით ღონიერი იყო. სერ აქსელმა მედი-
ლეგეს მოკლედ დაუქნია თავი.
– დაე, მოღალატეებმა ერთმანეთის სიახლოვით ისიამოვნონ.
– მოღალატე არ ვარ! – დაიხავლა ტუსაღმა, ფაფა კარს რომ
აღებდა. მართალია, სადა, რუხი შალის კამზოლი და შავი ბრიჯი ეც-
ვა, ლაპარაკზე შეატყობდი, რომ კეთილშობილი უნდა ყოფილიყო.
წარმომავლობა აქ ვერაფერს არგებს, გაიფიქრა დავოსმა. ფაფამ
გისოსიანი კარი მოაფრიალა, სერ აქსელმა თავი დააქნია და მცვე-
ლებმა თავიანთი ტყვე მოწყვეტით შეისროლეს საკანში. კაცი წა-
ბორძიკდა და დაეცემოდა კიდეც, დავოსს რომ არ დაეჭირა. ის მა-
შინვე გაუსხლტა და წაბარბაცდა უკან, კარისკენ, რომელიც ფერ-
მკრთალი, მოვლილი ცხვირის წინ მოუჯახუნეს.
– არა! – იყვირა მან, – არაააა!
ფეხებში ძალა ერთბაშად გამოეცალა, რკინის გისოსები დაბღუ-
ჯა და ნელა დაცურდა იატაკზე. სერ აქსელი, ფაფა და მცველები უკვე
წასასვლელად შებრუნდნენ. – არ გაქვთ ამის უფლება! – მისძახოდა
ტუსაღი მათ ზურგებს, – მე მეფის მარჯვენა ვარ!
დავოსმა ახლაღა იცნო იგი.
– შენ ალესტერ ფლორენტი ხარ.
კაცმა თავი მიაბრუნა.
– ვინ...
– სერ დავოს სივორთი.
ლორდმა ალესტერმა თვალები აახამხამა.
– სივორთი... ხახვის რაინდი. მელისანდრეს მოკვლა გინდოდა.
დავოსი ამას არ უარყოფდა.
– გრიგალის კიდეზე წითელ-ოქროსფერი აბჯარი გეცვა, სამკერ-

489
დული ლაზურიტის ყვავილებით გქონდა მოოჭვილი, – მან ხელი გა-
იწოდა და კაცს წამოდგომაში მიეხმარა.
ლორდმა ალესტერმა ტანსაცმლიდან ბინძური ნამჯა ჩამოიბერ-
ტყა.
– მე... ბოდიში უნდა მოვიხადო ჩემი გარეგნობის გამო, სერ. ყვე-
ლა სკივრი დამეკარგა, როცა ლანისტერებმა ჩვენი ბანაკი გაძარ-
ცვეს. გამოქცეულს ტანზე აბჯარი და თითებზე ბეჭდებიღა შემრჩა.
ბეჭდები ჯერაც უკეთიაო, შენიშნა დავოსმა, რომელმაც თავისი
თითებიც კი დაკარგა.
– ახლა ჩემი ნაჭრევებიანი ხავერდის კამზოლი და მოოჭვილი
მოსასხამი ნამდვილად ვინმე მზარეულის შეგირდს ან მეჯინიბეს აც-
ვია და იმით დაკუნტრუშობს მეფის საბიჯელში, – განაგრძო დაბნე-
ულმა ლორდმა ალესტერმა, – მაგრამ ომს მუდამ ახლავს სიმწარე.
უეჭველია, დანაკარგები შენც გექნება.
– გემი დავკარგე, – უთხრა დავოსმა, – მთელი ჩემი ეკიპაჟი. ოთ-
ხი ძე.
– დაე... ნათლის უფალი უძღოდეთ წყვდიადში უკეთესი ქვეყნის-
კენ, – უთხრა კაცმა.
დაე, მამამ სიმართლით განსაჯოს ისინი და შეიწყალოს დედამ,
გაიფიქრა დავოსმა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს. დრაკონის ქვაზე
ახლა შვიდთათვის ადგილი არ მოიპოვებოდა.
– ჩემი ძე ახლა მწარე ხიდთანაა და ხიფათი არ ემუქრება, – გა-
ნაგრძო ლორდმა, – მაგრამ მრისხანებაზე ძმისწული დავკარგე.
სერ ირმი, ჩემი ძმის, რიამის, შვილი. სწორედ სერ ირმი ფლორენტი
შეუძღვა მათ ბრმად შავწყალასჩქერზე, სრული სვლით, ისე, რომ
მდინარის შესართავთან ამოზრდილი ორი პატარა ქვის კოშკისთვის
ზედაც არ შეუხედავს. დავოსს იგი ნამდვილად არ დაავიწყდებოდა.
– ჩემი ძე მარიკი შენი ძმისშვილის მენიჩბეთა უფროსი იყო, –
490
დავოსს თვალწინ დაუდგა ველური ცეცხლის ალში გახვეული მრის-
ხანება, – უკანასკნელად ასეთს მოჰკრა თვალი, – გადარჩენილებზე
ხომ არაფერი შეგიტყვიათ?
– მრისხანება დაიწვა და ყველა მასზე მყოფი ჩაიძირა, – თქვა
ლორდმა, – შენი ვაჟი და ჩემი ძმისწული დაიღუპნენ, უამრავ სხვა
კარგ მეომართან ერთად. იმ დღეს მთელი ომი წავაგეთ, სერ.
ეს კაცი დამარცხებულია. დავოსს გაახსენდა, რას ამბობდა მე-
ლისანდრე ნაცარში გახვეულ ღადარზე. რა გასაკვირია, ლორდი აქ
რომ აღმოჩნდა.
– მისი მოწყალება არასოდეს დანებდება, მილორდ.
– სიბრიყვეა, ეს სიბრიყვეა, – ლორდი ალესტერი ისევ იატაკზე
დაჯდა, თითქოს დგომის ძალაც არ შერჩენოდა, – სტანის ბარათეო-
ნი ვერასოდეს დაჯდება რკინის ტახტზე. სიმართლის თქმა განა ღა-
ლატია? მწარე, მაგრამ მაინც სიმართლეა. მისი ფლოტი აღარ არსე-
ბობს, ლისური გემების გარდა, სალადორ საანი კი ლანისტერების
პირველივე იალქნის დანახვაზე მოკურცხლავს. ლორდების უმრავ-
ლესობა, სტანისს რომ უჭერდნენ მხარს, ან ჯოფრის მხარეს გადა-
ვიდნენ ან დაიხოცნენ...
– ვიწრო ზღვის ლორდებიც? ისინი, ვინც დრაკონის ქვას არიან
შეფიცული? ლორდმა ალესტერმა სუსტად ჩაიქნია ხელი.
– ლორდი სელტიგარი ტყვედ ჩაიგდეს და მან მუხლი მოიდრიკა.
მონფორდ ველარიონი თავის გემთან ერთად დაიღუპა, სანგლასი
წითელმა ქალმა დაწვა, ლორდი ბარ ემონი კი თხუთმეტი წლისაა,
სქელია და უღონო. ეგეც შენი ვიწრო ზღვის ლორდები. სტანისს
ფლორენტების გვარის ძალაღა შერჩა, მის წინააღმდეგ კი მთელი
ზენაბაღის, მზეშუბის და კასტერლის კლდის ძლიერებაა, ახლა კი –
გრიგალის ლორდების უმრავლესობაც. ერთადერთ იმედადღა
გვრჩება, მშვიდობიანი გზით დავინარჩუნოთ რამე. მხოლოდ ამის
491
გაკეთებას ვცდილობდი. შემიწყალონ ღმერთებმა, ამას ღალატს
როგორ ეძახიან?
დავოსი შუბლშეკრული იდგა.
– მილორდ, რა ჩაიდინე?
– ღალატი არა. ეს ღალატი არ იყო. მისი მოწყალება არავისზე
ნაკლებ არ მიყვარს. ჩემი ძმისწული მისი დედოფალია და მე მეფის
ერთგული დავრჩი მაშინაც, როცა უფრო ჭკვიანებმა ზურგი აქციეს.
მე მისი მარჯვენა ვარ, მეფის მარჯვენა, როგორ შეიძლება, მოღალა-
ტე ვიყო? მხოლოდ ის მინდოდა, ჩვენი სიცოცხლე გადამერჩინა და...
ღირსებაც... დიახ, – მან ტუჩები მოილოკა, – ერთი წერილი დავწე-
რე. სალადორ საანი იფიცებოდა, რომ ჰყავდა ადამიანი, ვინც შეძ-
ლებდა, წერილი მეფის საბიჯელში ჩაეტანა ლორდ ტაივინისთვის.
ბატონი ლორდი... გონიერი ადამიანია, ჩემი პირობები კი... პირო-
ბები სამართლიანი იყო. ძალიანაც სამართლიანი. – რა პირობებს
სთავაზობდი, მილორდ?
– აქ სიბინძურეა, – თქვა უცებ ლორდმა ალესტერმა, – და ეს სუ-
ნი... რა სუნია? – სათლიდან, – მიუგო დავოსმა და ხელით უჩვენა, –
აქ საპირფარეშო არ გვაქვს. რა პირობები იყო?
ბატონი ლორდი თავზარდაცემული მიაჩერდა სათლს.
– რომ ლორდი სტანისი უარს იტყოდა რკინის ტახტზე უფლების
გამოცხადებაზე და გადათქვამდა ყველაფერს, რაც კი ჯოფრის ბუ-
შობაზე ჰქონდა ნათქვამი, იმ პირობით, რომ მას კვლავ მიეცემოდა
მეფის. მშვიდობა და დამტკიცებული იქნებოდა დრაკონის ქვისა და
გრიგალის კიდის ლორდად. მეც ფიცს ვდებდი, რომ იმავეს ვიზამდი,
წყალნათელის ციხის და მთელი ჩვენი მამულების დაბრუნების ფა-
სად. ვფიქრობდი... ლორდი ტაივინი ჩემი შეთავაზების გონივრუ-
ლობას დაინახავდა. სტარკებთან ხომ აქვს საქმე მოსაგვარებელი,

492
და რკინელებთან, კიდევ. ვთავაზობდი, შეთანხმების გასამტკიცებ-
ლად შირინი ჯოფრის ძმისთვის, ტომენისთვის, შეგვერთო, – მან თა-
ვი გაიქნია, – პირობები... ამაზე უკეთესს, ჩანს, ვერც ვეღირსებით.
ამას ხომ ნამდვილად შენც ეთანხმები?
– დიახ, – უთხრა დავოსმა, – მეც კი ვეთანხმები. – თუ სტანისი
ძეს არ შობდა, ამ ქორწინების შედეგად დრაკონის ქვა და გრიგალის
კიდე ერთ დღეს ტომენს გადაეცემოდა, რაც, უეჭველია, ლორდ ტაი-
ვინს გაახარებდა. ამას გარდა, ლანისტერებს შირინი მძევლად ეყო-
ლებოდათ იმის თავდებად, რომ სტანისი აღარ აჯანყდებოდა, – და
რა გითხრა მისმა მოწყალებამ, როდესაც ეს პირობები შესთავაზე?
– ის ყოველთვის იმ წითელ ქალთან ერთადაა... ვშიშობ, საღ გო-
ნებაზე ვერაა. ეს ლაპარაკი ქვის დრაკონზე... სიგიჟეა, გეუბნები,
ნამდვილი სიგიჟე. ვერაფერი უნდა გვასწავლოს ეირიონ მოგიზგი-
ზეს, ცხრა მაგის, ალქიმიკოსების ამბებმა? ვერაფერი ვისწავლეთ
ზაფხულის დარბაზის ამბებიდან? ამ დრაკონებზე ოცნებას არასო-
დეს არაფერი კარგი არ მოჰყოლია-მეთქი, ასე ვუთხარი აქსელს. ჩე-
მებურად ჯობდა, უფრო საიმედო გზა ესაა. და სტანისმა მე მომცა თა-
ვისი ბეჭედი, მომცა მართვის უფლება. მარჯვენა მეფის ხმით ლაპა-
რაკობს.
– არა ამ საქმეში, – დავოსი მლიქვნელი არასოდეს ყოფილა და
სიტყვების შერბილებაც კი არ უცდია, – სტანისი არ დანებდება, რაკი
იცის, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია. არც ჯოფრიზე ნათქვამ
სიტყვებს გადათქვამს, რადგან მათი სიმართლე სჯერა. ქორწინება-
ზე კი გეტყვი, რომ ტომენიც ისევე სისხლის აღრევის შედეგად გაჩ-
ნდა, როგორც ჯოფრი, და მისი მოწყალება უმალ შირინის სიკვდილს
დასთანხმდება, ვიდრე ამისთანაზე მის მითხოვებას.
ფლორენტს შუბლზე ძარღვმა დაუწყო ფეთქვა.
– სხვა გზა არ აქვს.
493
– ცდები, მილორდ. შეუძლია არჩიოს, მეფედ მოკვდეს – და
ჩვენც – მასთან ერთად? ეს გსურს, ხახვის რაინდო?
– არა. მაგრამ მე მეფის კაცი ვარ და მისი ნებართვის გარეშე
არავის დავუზავდები. ლორდი ალესტერი უმწეოდ მიაჩერდა. დიდ-
ხანს უცქერდა, მერე კი ტირილი დაიწყო.

ჯონი

ბოლო ღამე ბნელი და უმთვარო იყო, თუმცა ცა კი მოიწმინდა.


– მე მთაზე ავალ, ლანდს მოვძებნი, – უთხრა მან გამოქვაბულის
პირას მსხდარ თენებს, მათაც ხვნეშით გაატარეს.
რამდენი ვარსკვლავიაო, გაიფიქრა, ფიჭვებს, ნაძვებსა და იფ-
ნებს შორის ფერდობზე რომ მიძვრებოდა. ვინტერფელში მაისტერ-
მა ლუვინმა ბიჭობისას ვარსკვლავების რუკა ასწავლა. ჯონმა იცოდა
თორმეტი ზეციური სახლის სახელი და ყოველი მათგანის მმართვე-
ლი; შეეძლო ეპოვა რწმენის შვიდი ცდომილი და ძველ მეგობრებად
მიაჩნდა ყინულის დრაკონი, ბინდის კატა, მთვარის ქალწული და
დილის მახვილი. ამათ იგრიტიც მასავით იცნობდა, თუმცა სხვებს –
არა. ჩვენ ერთსა და იმავე ვარსკვლავებს ავცქერით და სულ სხვა-
დასხვა რამეებს ვხედავთ. მეფის გვირგვინი, იგრიტისთვის რომ გეგ-
დო ყური, აკვანი იყო; რაში – რქიანი ლორდი, წითელ ცდომილს,
რომელსაც სეპტონები მჭედლის ვარსკვლავად თვლიდნენ, აქ ქურ-
დი ერქვა. და როდესაც ქურდი მთვარის ასულში შედის, ქალის მო-
სატაცებლად ხელსაყრელი დროაო, ამტკიცებდა იგრიტი.
– იმ ღამით როგორც იყო, შენ რომ მომიტაცე. ქურდი მაშინ ძა-
ლიან კაშკაშებდა. – შენს მოტაცებას არ ვაპირებდი, – უთხრა ჯონმა,
– ისიც კი არ ვიცოდი, გოგო თუ იყავი, სანამ ყელზე დანა არ მოგაბ-
ჯინე.
494
– თუ კაცს მოკლავ ისე, რომ არ აპირებდი, ის მაინც მკვდარია, –
არ იშლიდა იგრიტი. ჯონს ასეთი ჯიუტი არავინ ენახა, შეიძლება, თა-
ვისი პატარა დის, არიას, გარ: და. ნეტავ, ჯერ კიდევ ჩემი დაა? ან თუ
იყო როდისმე? ჯონი ნამდვილი სტარკი არასოდეს ყოფილა. მხო-
ლოდ ლორდ ედარდის უდედო ბუში იყო და ვინტერფელში თეონ
გრეიჯოიზე მეტი ადგილი არც ეკუთვნოდა. და ესეც კი დაკარგა. რო-
დესაც ღამის ებგურის ჯარისკაცი ფიცის სიტყვებს წარმოთქვამს, იგი
ძველ ოჯახს ტოვებს და ახალს უერთდება, მაგრამ ჯონ სნოუმ ახალი
ძმებიც დაკარგა.
ლანდი გორაკის წვერზე იპოვა, როგორც ელოდა. თეთრი მგელი
არასოდეს ყმუოდა, მაგრამ მაინც რაღაც ეზიდებოდა სიმაღლეების-
კენ, იჯდა ხოლმე დაცუცქული. ცხელი სუნთქვა თეთრ ნისლად სდი-
ოდა დრუნჩიდან, წითელი თვალები კი ვარსკვლავებს მისჩერებოდ-
ნენ.
– შენც გაქვს დარქმეული მაგათთვის სახელები? – ჰკითხა ჯონ-
მა, მგელსაზარას გვერდით ცალ მუხლზე დაეშვა და კისერზე, სქელი
თეთრი ბალნის ქვეშ დაფხანა, – კურდღელი? ირემი? ძუმგელი?
ლანდმა სახე აულოკა, მისმა უხეშმა, სველმა ენამ გაუხეხა ფუფ-
ხები, არწივის ჭანგებით გაგლეჯილ ადგილებზე რომ შერჩენოდა. იმ
ფრინველმა ორივეს დაგვატყო ნიშანიო, გაიფიქრა ჯონმა.
– ლანდი, – უთხრა წყნარად, – ხვალ დილით ჩვენ გადავალთ. აქ
არც საფეხურებია, არც ჯალამბარი და გალია, გადაღმა ვერაფრით
გადაგიყვან. დაშორება მოგვი. წევს. გესმის?
სიბნელეში მგლის წითელი თვალები შავად ჩანდა. მდუმარედ
დასუნა კისერზე და ცხელი ორთქლი მიასუნთქა. ველურები ჯონ
სნოუს უარგს ეძახდნენ, მაგრამ, თუ იყო კიდევაც, სუსტი მაქცია იყო.
არ იცოდა, როგორ მოერგო მგლის ტყავი, როგორც ამას ორელი
შვრებოდა არწივთან, სანამ მოკვდებოდა. ჯონს ერთხელ ესიზმრა,
495
რომ ლანდი იყო და რძეწყალას ველს დასცქეროდა, სადაც მენს
რაიდერს თავისი ხალხი მოეგროვებინა, და ეს სიზმარი სიმართლე
აღმოჩნდა. მაგრამ ახლა სიზმარს არ ხედავდა და სიტყვების გარდა
სხვა ხერხი არ დარჩენოდა.
– შენ მე ვერ გამომყვები, – უთხრა ჯონმა, მგლის თავი ხელებში
მოიქცია და ღრმად ჩახედა თვალებში, – ციხეშავში უნდა წახვიდე.
გესმის? ციხეშავი. იპოვი? გზას შინისაკენ მონახავ? ყინულს უნდა
გაჰყვე, სულ აღმოსავლეთისკენ, ამომავალი მზისკენ, და იპოვი. ცი-
ხეშავში გიცნობენ და იქნებ შენმა მისვლამ გააფრთხილოს ისინი, –
ფიქრობდა, ლანდისთვის გაფრთხილების წერილი გაეტანებინა,
მაგრამ არც მელანი ჰქონდა, არც პერგამენტი, კალამიც კი არა, და
თან საშიში იყო, ბარათი არავის ეპოვა, – ციხეშავში ისევ შეგხვდე-
ბი, მაგრამ იქამდე შენით უნდა მიხვიდე. ცოტა ხანი ცალ-ცალკე უნ-
და ვინადიროთ. მარტოებმა.
მგელსაზარა ჯონს დაუსხლტა და ყურები დაცქვიტა. და უცებ მო-
კურცხლა. დაბურდულ ბუჩქებში გაიშლიგინა, წაქცეულ ხეს გადაახ-
ტა და გორაკის კალთაზე დაქანდა, თეთრ ზოლად გაევლო ხეებს შო-
რის. ციხეშავისკენ გაემართა? თუ კურდღელს გაედევნა? ნეტავ
სცოდნოდა. ეშინოდა, რომ ისეთივე უმაქნისი უარგი აღმოჩნდებო-
და, როგორი შავი ძმა და ჯაშუშიც აღმოჩნდა.
ხეებში ფიჭვის წიწვების სუნით გაჯერებული ქარი კვნესოდა,
ჯონს გახუნებულ შავ ტანსაცმელს უქაჩავდა. ხედავდა სამხრეთით
აღმართულ მაღალ, ბნელ კედელს, მუქ ჩრდილს, ვარსკვლავებს
რომ ყლაპავდა. გარშემო გადაშლილი უსწორმასწორო, ბორცვიანი
მხარე აფიქრებინებდა, რომ სადღაც ბინდის კოშკსა და ციხეშავს
შორის იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, პირველთან უფრო ახლოს.
უკვე რამდენიმე დღე იყო სამხრეთისკენ მიიწევდნენ ღრმა ტბებს

496
შორის, რომლებიც გრძელ თითებად გაწვდილიყვნენ ვიწრო ველე-
ბის ფსკერებზე, კაჟიანი ქედები და ფიჭვით დაფარული გორაკები კი
ერთმანეთს ეჯაგრებოდნენ მათ ორსავე მხარეს. ასეთი გარემო
მგზავრობას ანელებდა, მაგრამ კარგ საფარს უქმნიდა მათ, ვისაც
შეუმჩნევლად მოუნდებოდა კედელთან მიახლოება.
ველურ მზვერავებს, მაგალითად. ჩვენსავით. ჩემსავით.
კედლის მიღმა შვიდი სამეფო იყო, და ყველაფერი ის, რისი დაც-
ვის ფიციც დაედო მან წარმოთქვა ფიცის სიტყვები, თავდებად საკუ-
თარი სიცოცხლე და ღირსება დადო! და ახლა წესით იქ, კედელზე
უნდა მდგარიყო გუშაგად. პირთან საყვირი უნდა მიეტანა და ღამის
ებგური იარაღის ასასხმელად გაეღვიძებინა. მაგრამ საყვირი არ
ჰქონდა. ალბათ, არც ისე ძნელი იქნებოდა, რომელიმე ველურის-
თვის მოეპარა, მაგრამ რას მიაღწევდა ამით? რომც ჩაებერა, არავინ
იყო მისი გამგები. კედელი ასობით ლიგის სიგრძის იყო, ებგური კი
სავალალოდ შემცირებულიყო. სამი სიმაგრის გარდა ყველა ცარიე-
ლი იდგა; აქედან ორმოცი მილის მანძილზე შეიძლებოდა, ჯონის
გარდა არც ერთი სხვა ძმა არ ყოფილიყო. თუ თავად ჯერ კიდევ ეთ-
ქმოდა ძმა...
უნდა მეცადა მენს რაიდერის მოკვლა იქ, მუშტზე, თუნდაც რომ
ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ქორინ ნახევარხელა ასე იზამ-
და. მაგრამ ჯონი მაშინ შეყოყმანდა და შემთხვევა ხელიდან გაუშვა.
მეორე დღეს მაგნარ სტირთან, ჯარლთან და ასზე მეტ რჩეულ თენ-
თან თუ სხვა მხედრებთან ერთად გზას გაუდგა. თავს უთხრა, რომ
მხოლოდ შემთხვევას ელოდა, რომ, როგორც კი დროს იხელთებდა,
გასხლტებოდა და ციხეშავისკენ გაჭენდებოდა. დრო კი ვერ იხელ-
თა. ღამღამობით, როგორც წესი, ველურების დაცარიელებულ სოფ-
ლებში ჩერდებოდნენ და სტირი ცხენების სადარაჯოდ თორმეტ თა-
ვის თენს მაინც აყენებდა. ჯარლი ეჭვით უთვალთვალებდა. იგრიტი
497
კი არც დღისით და არც ღამით გვერდიდან არ სცილდებოდა.
ორი გული, რომ ძგერს და ცოცხლობს ისე, ვით ერთი. მწარედ
ჩაესმოდა მენს რაიდერის დაცინვით ნათქვამი სიტყვები. ჯონი იშ-
ვიათად ყოფილა ასე არეული. სხვა გზა არ მაქვსო, უთხრა თავს პირ-
ველად, როცა იგრიტი საძილე ტყავების ქვეშ შემოუსრიალდა. უარს
თუ ვეტყვი, მიხვდება, რომ ვთვალთმაქცობ. მე ვთამაშობ როლს,
რომლის თამაშიც ნახევარხელამ დამავალა.
მისმა სხეულმა დაკისრებული საკმაოდ მონდომებით ითამაშა:
გოგონას ტუჩებს მიკრულმა მისმა ტუჩებმა, ძუძუს მოსაძებნად ტყა-
ვის პერანგის ქვეშ შეცურებულმა მისმა ხელმა, მისმა მამაკაცობის
ნიშანმა, რომელიც მაშინვე გაუმაგრდა, როგორც კი გოგონამ თავი-
სი ბორცვი გაუხახუნა ტანსაცმლის ზემოდან. ჩემი ფიციო, გაიხსენა
ჯონმა და მოაგონდა სარკმლისხეების კორომი, სადაც წარმოთქვა
იგი, წრედ მდგარი ცხრა მსხვილი თეთრი ხე, მათი ნაკვეთი წითელი
სახეები – მზირალი, მოყურიადე. მაგრამ გოგოს თითები უკვე თას-
მებს უხსნიდნენ, მის ენას გრძნობდა ტუჩებით, მისი ხელები საცვალ-
ში ჩაუცურდა და ამოუღო, და ჯონს თვალწინ უკვე აღარ ედგა სარ-
კმლისხეები, არამედ მხოლოდ ის, იგრიტი. ქალმა კისერზე უკბინა,
ჯონმა კი ცხვირი ჩარგო მის ყელთან, მის ხშირ წითელ თმებში. იღ-
ბლიანიო, გაიფიქრა, იღბლიანია, ცეცხლის ნაკოცნი.
– ხომ კარგია? – ჩასჩურჩულა გოგომ, თავის წიაღში რომ შეუძ-
ღვა. მთლად დასველებული იყო იქ, ქვემოთ, და არ იყო ქალწული,
მაგრამ ჯონს არ ენაღვლებოდა.
თავისი ფიცი, გოგოს უბიწოება, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნე-
ლობა. იყო მხოლოდ მისი მხურვალება, მისი პირი, მისი თითები,
მკერდზე რომ ეალერსებოდა. – ხომ სასიამოვნოა? – უთხრა ისევ, –
ასე ჩქარა არა, ო, ნელა, ჰო, ასე. ახლა აქ, აქ, ჰო, რა კარგია. არა-
ფერი გესმის, ჯონ სნოუ, მაგრამ მე გიჩვენებ. ახლა მაგრად. ჰოოო.
498
როლი, შეახსენა ჯონმა თავს ამის მერე. როლს ვთამაშობ. ერ-
თხელ უნდა მექნა, რათა დამემტკიცებინა, რომ ფიცს გადავედი. მი-
სი ნდობა უნდა მომეპოვებინა, მეტად ეს აღარ უნდა მოხდეს. ის ჯერ
კიდევ ღამის ებგურის ძმა და ედარდ სტარკის ძე იყო. მან ქნა ის, რაც
უნდა ექნა, დაამტკიცა, რაც უნდა დამტკიცებულიყო. თუმცა დამტკი-
ცება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. იგრიტს მის გვერდით ჩაეძინა,
თავი მის მკერდზე ედო, და ესეც საამო იყო, სახიფათოდ საამო. ჯონ-
მა ისევ გაიხსენა სარკმლისხეები და სიტყვები, მათ წინ რომ წარ-
მოთქვა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და სხვა გზა არ იყო. ერთხელ
მამაჩემიც შეცდა, როცა ქორწინების ფიცი დაარღვია და ბუში ჩასა-
ხა. ჯონმა თავს ფიცი მისცა, რომ თავადაც ასე იქნებოდა. ეს აღარა-
სოდეს განმეორდებოდა.
ეს იმ ღამით ორჯერ განმეორდა და ერთხელაც დილით, როცა
იგრიტს გაეღვიძა და ჯონი აღგზნებული დახვდა. ველურები უკვე იღ-
ვიძებდნენ და ზოგმა კიდევაც შენიშნა, რა ხდებოდა ქურქების ქვეშ.
ჯარლმა უთხრა, დროზე მორჩით, სანამ თქვენთვის წყალი გადამის-
ხამსო. ახურებული ძაღლებივითო, გაიფიქრა ჯონმა მოგვიანებით.
ნუთუ ამად გადაიქცა? მე ღამის ებგურის მებრძოლი ვარ, ამტკიცებ-
და მის არსებაში სუსტი ხმა, რომელიც ყოველღამ სულ უფრო სუს-
ტდებოდა და, როცა იგრიტი ყურზე კოცნიდა ან კისერზე კბენდა,
ჯონს საერთოდ არ ესმოდა ის. ნეტავ, მამაჩემსაც ასე მოუვიდა? ჩემ-
სავით სუსტი იყო, როცა ღირსება აიყარა დედაჩემის საწოლში? უცებ
შეამჩნია, რომ გორაკის ფერდობზე რაღაც ამოდიოდა მისკენ. წა-
მით იფიქრა, ლანდი ხომ არ ბრუნდებაო, მაგრამ მგელსაზარა ასე
არასოდეს ხმაურობდა. ჯონმა გრძელი კლანჭი ერთი რბილი მოძ-
რაობით იშიშვლა, მაგრამ ხელთ მხოლოდ თენი შერჩა, მსხვილი,
ბრინჯაოსმუზარადიანი კაცი.
– სნოუ, – უთხრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა, – წამო. მაგნარი
499
ამბობს, – თენები ძველ ენაზე ლაპარაკობდნენ და მათგან უმრავ-
ლესობამ საერთო ენის რამდენიმე სიტყვა თუ იცოდა.
ჯონს დიდად არ ენაღვლებოდა, რას ამბობდა მაგნარი, მაგრამ
აზრი არ ჰქონდა ისეთ კაცთან დავას, რომელსაც თითქმის არც ეს-
მოდა მისი. ამიტომაც გორაკიდან ჩამოჰყვა.
გვირაბში შესასვლელი ნაპრალი, რომელშიც ძლივს ეტეოდა
ცხენი, სანახევროდ დამალული იყო ჯარისკაცა ფიჭვის უკან. პირი
ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეულო ასე რომ, შიგნით დანთებული
კოცონების ციმციმს კედლიდან ვერ შენიშნავდნენ. ამაღამ კედლის
თავზე შემთხვევით რომც გაევლო გუშაგს, გორაკების, ფიჭვების და
სანახევროდ გაყინულ ტბებზე ვარსკვლავთა სხივის ყინულოვანი
ციმციმის მეტს ვერაფერს დაინახავდა. მენს რაიდერმა თავისი შეტე-
ვა კარგად დაგეგმა. კლდის შიგნით ტალანი ოცი ფუტით ეშვებოდა
და მერე ვინტერფელის სეფედარ-ბაზისხელა სივრცედ იშლებოდა.
სვეტებს შორის სამზადი კოცონები ენთო, მათი კვამლი ქვის ჭერის-
კენ იზიდებოდა და ჭვარტლავდა. ცხენები ერთი კედლის გასწვრივ
იდგნენ დაბორკილები, თავხელი ტბორის გვერდით. იატაკის ცენ-
ტრში გაჩენილი ხვრელი, როგორც ჩანს, დაბლა კიდევ უფრო დიდ
გამოქვაბულში ჩადიოდა თუმცა სიბნელის გამო დანამდვილებით
ვერაფერს იტყოდი. ჯონს სადღაც ქვემოდანაც მოესმოდა მიწისქვე-
შა მდინარის წყნარი ჩხრიალი.
ჯარლიც მაგნართან იყო, მენსმა ორივე მეთაურად დაასახელა.
ჯონმა თავიდანვე შენიშნა, რომ სტირს ეს სულაც არ ეპიტნავა. მენს
რაიდერმა შავგვრემან ჭაბუკს ვალის „გასართობი“ უწოდა, ვალი კი
დალას, მენსის დედოფლის, და იყო, რაც ჯარლს თითქმის კედლის-
მიღმელი მეფის ქვისლად ხდიდა მაგნარს აშკარად არ მოსწონდა
ძალაუფლების ვინმესთვის განაწილება. ასი თენი ჰყავდა წამოყვა-

500
ნილი, ჯარლის ხალხზე ხუთჯერ მეტი, და ხშირად ისე იქცეოდა, თით-
ქოს მეთაური მხოლოდ ის ყოფილიყო. მაგრამ ჯონმა იცოდა, რომ
ყინულზე ეს ჭაბუკი კაცი გადაატარებდათ. თუმც ოც წელზე მეტის არ
იქნებოდა, ჯარლი უკვე რვა წელი იყო, რაც მარბიელობდა, და კე-
დელზე უკვე ათჯერ მაინც გადასულიყო ალფინ ყვავისმკვლელთან
და მოტირალთან, ბოლო დროს კი – თავის საკუთარ ჯგუფთან ერ-
თად.
მაგნარი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– ჯარლმა გამაფრთხილა, რომ იქ, მაღლა, ყვავების პატრული
დადის. მითხარი, რაც კი იცი ამ გუშაგებზე.
მითხარიო, უთხრა ჯონს, და არა გვითხარიო, თუმცა ჯარლი
გვერდით ედგა. ყველაზე მეტად ის უნდოდა, ეუარა ამ მკვახე ბრძა-
ნების შესრულება, მაგრამ იცოდა, რომ სტირი სულ მცირე დაუმორ-
ჩილებლობისთვის სიცოცხლეს გამოასალმებდა და მასთან ერთად
იგრიტსაც, იმ დანაშაულისთვის, მისი ქალი რომ იყო.
– თითოეულ საპატრულო ჯგუფში ოთხი კაცია, ორი აეშაგი და
ორიც მშენებელი, – თქვა მან, – მშენებლები აკვირდებიან ნაპრა-
ლებს, დნობას და სხვა დაზიანებებს, აეშაგები კი უყურებენ, მტერი
ხომ არსად ჩანს. ჯორებით დადიან.
– ჯორებით? – უყურო კაცმა შუბლი შეიკრა, – ჯორები სწრაფები
არ არიან. – არ არიან, მაგრამ ყინულზე უფრო საიმედოდ დადიან.
პატრული ხშირად დადის კედლის თავზე, ციხეშავიდან მოშორებით
კი ზედა ბილიკები დიდი ხანია, აღარ მოუხრეშავთ. ჯორებს აღმო-
სავლეთის გუშაგში ამრავლებენ და საგანგებოდ ყინულისთვის
წვრთნიან.
– ხშირად დადიან კედლის თავზე? ყოველთვის არა?
– არა. ოთხიდან ერთი ჯგუფი ძირს მიუყვება, ყინულის საძირ-
კველთან ნაპრალები რომ იპოვოს ან გათხრის კვალი აღმოაჩინოს.
501
მაგნარმა თავი დაუქნია.
– შორეულ თენშიც კი ვიცით არსონ წერაყინის და მისი გვირაბის
ამბავი. ეს ამბავი ჯონმაც იცოდა. არსონ წერაყინს კედელი უკვე შუ-
ამდე ჰქონდა გათხრილი, როდესაც მისი გვირაბი ღამის ფორტის აე-
შაგებმა იპოვეს. მათ მთხრელი არ შეუწუხებიათ, მხოლოდ გამოსას-
ვლელი ამოუქოლეს ყინულით, ქვით და თოვლით. მწუხარე ედი ამ-
ბობდა ხოლმე, კედელს ყურს თუ მიადებ, გაიგონებ, არსონი დღესაც
როგორ აკაკუნებს თავის წერაყინსო.
– პატრული როდის გამოდის? რა სიხშირით?
ჯონმა მხრები აიჩეჩა.
– სხვადასხვანაირად. მსმენია, რომ ლორდ-მეთაური ქორგაი-
ლი ციხეშავიდან ზღვისპირა აღმოსავლეთის გუშაგში ყოველ მესამე
დღეს აგზავნიდა ჯგუფს, ციხეშავიდან ბინდის კოშკში კი – ყოველ მე-
ორე დღეს. თუმცა მის დროს ებგურს მეტი ხალხი ჰყავდა. ლორდ-
მეთაურ მორმონტს ურჩევნია, ცვალოს პატრულის გასვლის დღეები
და მათი რიცხვი, რათა მათი მისვლა-მოსვლა მტრისთვის უფრო
ძნელი გასათვლელი იყოს. და ზოგჯერ ბებერი დათვი ორი კვირით
ან მთვარის ერთი მობრუნებით მოზრდილ რაზმსაც აგზავნიდა რო-
მელიმე მიტოვებულ ციხეში, – ჯონმა იცოდა, რომ ეს ტაქტიკა ბიძა-
მისმა შეიმუშავა, მტრის დასაბნევად.
– ქვის კარში ამჟამად ხალხი არის? – ჰკითხა ჯარლმა, – ან რუხ
გუშაგში? ესე იგი, ამ ორ ციხეს შორის ვართ, არა? ჯონი შეეცადა, უტ-
ყვი სახე ჰქონოდა. – მე რომ წამოვედი კედლიდან, ხალხი მხოლოდ
აღმოსავლეთის გუშაგში, ციხეშავში და ბინდის კოშკში იყო დარჩე-
ნილი. მას მერე რა შეიძლებოდა ექნათ ბოუენ მარშს ან სერ დენისს,
ვერ ვიტყვი.
– ციხეებში რამდენი ყვავი დარჩა? – ჰკითხა სტირმა.

502
– ხუთასი ციხეშავში. ორასი ბინდის კოშკში, აღმოსავლეთის გუ-
შაგში კი ალბათ სამასი, – ჯონმა რაოდენობას სამასი კაცი წაუმატა.
ასე იოლად რომ შეიძლებოდეს... ჯარლი არ გაბრიყვებულა..
– იტყუება, – უთხრა სტირს, – ან იმათაც ათვლის, მუშტზე რომ
დაკარგეს. – ყვავო, – გააფრთხილა მაგნარმა, – მენს რაიდერი კი
ნუ გგონივარ. თუ მომატყუებ, ენას ამოგაცლი.
– ყვავი არ ვარ და არ მოვითმენ, ვინმემ მატყუარა დამიძახოს, –
ჯონმა სახმლე ხელის თითები გაშალა და მომუჭა.
თენების მაგნარი ჯონს თავისი ცივი რუხი თვალებით ზომავდა.
– მათ რიცხვს საკმაოდ მალე გავიგებთ, – თქვა წუთის მერე, –
წადი. კიდევ თუ გამიჩნდა კითხვები, დაგიძახებენ.
ჯონმა ოდნავ დაუკრა თავი და წავიდა. ყველა ველური სტირის-
ნაირი რომ ყოფილიყო, მათი ღალატი უფრო გაუადვილდებოდა.
მაგრამ თენები სხვა თავისუფალ ხალხს არ ჰგავდნენ. მაგნარი ამ-
ტკიცებდა, რომ ისინი უკანასკნელი პირველი ადამიანები იყვნენ და
თავის ხალხს რკინის ხელით მართავდა. თენის პატარა მხარე ყინ-
ვის ეშვების ჩრდილო მწვერვალებს შორის შეყუჟული მაღალი ზეგა-
ნი იყო, გარს კი გამოქვაბულის ბინადრები, ფეხჩლიქები, გოლია-
თები და ყინულის მდინარეების პირას მცხოვრები კაციჭამია ტომები
ეხვივნენ. იგრიტმა უთხრა, თენები შეუპოვარი მეომრები არიან,
მაგნარი კი ღმერთად მიაჩნიათო. ჯონს ამის სჯეროდა. ჯარლის!
ჰარმასა და ჩხარპერანგასგან განსხვავებით, სტირი თავისი ხალ-
ხისგან სრულ მორჩილებას ითხოვდა და, უეჭველია, სწორედ ამ
დისციპლინის გამოც აირჩია იგი მენსმა კედლის იქით გასაგზავნად.
ჯონმა ჩაუარა თენებს, თავიანთ მომრგვალებულ ბრინჯაოს მუ-
ზარადებზე რომ ჩამომსხდარიყვნენ სამზადი ცეცხლების გარშემო.
რა იქნა იგრიტი? გოგოს ნივთები მის ნივთებთან ეწყო, მაგრამ თა-
ვად არსად ჩანდა.
503
– ჩირაღდანი აიღო და იქით წავიდა, – უთხრა გრიგ თხამ და გა-
მოქვაბულის სიღრმისკენ მიუთითა.
ჯონი თითს მიჰყვა და გამოქვაბულის ბოლოს სვეტების და სტა-
ლაქტიტების ბინდიან ლაბირინთში მოექცა. აქ არ არისო, გაიფიქრა
და გოგოს სიცილიც გაიგონა. ხმისკენ შებრუნდა, მაგრამ ათი ნაბი-
ჯის იქით ჩიხი ბოლოვდებოდა და ვარდისფერთეთრ ნაღვენთ ქვას
ებჯინებოდა. დაბნეულმა დააპირა, საიდანაც მოვიდა, ისევ იქ დაბ-
რუნებულიყო, და უცებ სველი კლდის გამონაშვერის ქვეშ შავი
ხვრელი შენიშნა. ჩაიმუხლა, მიაყურადა და წყლის სუსტი ხმა მოეს-
მა.
– იგრიტ?
– აქ ვარ, – უპასუხა გოგომ, ხმას სუსტი ექო სდევდა.
ჯონს ათიოდე ნაბიჯის გაცოცება მოუხდა, სანამ მის გარშემო გა-
მოქვაბული გაიშალა. ფეხზე რომ წამოდგა, ცოტა ხნით თვალის გაჩ-
ვევა დასჭირდა. იგრიტს ჩირაღდანი მოეტანა, მაგრამ სხვა არაფერი
ანათებდა. გოგო პატარა ჩანჩქერის გვერდით იდგა, წყალი კლდეში
გაჩენილი ნაპრალიდან გადმოდიოდა და ფართო, ბნელ ტბაში ეშვე-
ბოდა. მომწვანო წყალზე ნარინჯისფერი და ყვითელი ალები ირეკ-
ლებოდა. – აქ რას შვრები? – ჰკითხა გოგოს.
– წყლის ხმა გავიგონე. მინდოდა მენახა, გამოქვაბული სადამდე
ჩადიოდა, – მან ჩირაღდნით მიათითა, – იქით ტალანი მიდის. ასი
ნაბიჯი გავიარე, ვიდრე მოვბრუნდებოდი. – ჩიხია?
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. მივდიოდი და მივდიოდი და მივ-
დიოდი. ამ გორაკებში ასობით გამოქვაბულია და იქ, სიღრმეში, ყვე-
ლა ერთდება. თქვენი კედლის ქვეშაც კი გადის გზა. გორნის გზა.
– გორნი, – თქვა ჯონ სნოუმ, – კედლისმიღმელი მეფე იყო.
– ჰო, – დაეთანხმა იგრიტი, – თავის ძმა გენდელთან ერთად, სა-

504
მი ათასი წლის წინ. იმათ თავისუფალი ხალხის ლაშქარი გამოქვა-
ბულებით გაატარეს და ებგურმა ყურიც არ შეიბერტყა. მაგრამ, მი-
წიდან რომ ამოვიდნენ, ვინტერფელის მგლები დაეცნენ. – ბრძოლა
იყო, – გაახსენდა ჯონს, – გორნმა ჩრდილოეთის მეფე მოკლა, მაგ-
რამ ძემ აიტაცა მამის დროშა, მისი თავიდან მოხდილი გვირგვინი
დაიხურა და ახლა მან დასცა გორნი ბრძოლაში.
– ომის ხმამ გააღვიძა თავიანთ ციხეებში ჩამჯდარი ყვავები, ისი-
ნი გამოვიდნენ, შავად მოედვნენ იქაურობას და თავისუფალ ხალხს
ზურგიდან დაარტყეს.
– ჰო. გენდელს სამხრეთიდან მეფე უტევდა, ამბერები აღმოსავ-
ლეთიდან, ებგური კი – ჩრდილოეთიდან. ისიც მოკვდა.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. გენდელი არ მომკვდარა. ყვავებში
ბრძოლით გაიკაფა გზა და თავის ხალხს უკან, ჩრდილოეთში გაუძ-
ღვა, კვალში კიდე აყმუვლებული მგლები ედგნენ. მაგრამ გენდელ-
მა გამოქვაბულები გორნივით კარგად არ იცოდა და არასწორ მხა-
რეს გაუხვია, – მან ჩირაღდანი გაიქნია და ჩრდილები დაიძრნენ, ახ-
ტუნავდნენ, – ღრმად ჩაეშვა, უფრო ღრმად, ღრმად, და ამოსვლა
რომ დააპირა, ის გზები, ნაცნობი რომ ეჩვენებოდა, ცის მაგივრად
ქვის ჭერს მიებჯინნენ. მალე ჩირაღდნებმა ქრობა დაიწყო, ერთმა-
ნეთის მიყოლებით, სანამ სრულ სიბნელეში არ დარჩნენ. გენდელის
ხალხი მას მერე არავის უნახავს, მაგრამ წყნარ ღამეებში შეიძლება
გაიგონო, მისი შვილისშვილისშვილები როგორ ტირიან გორაკების
ქვეშ, როგორ ეძებენ ამოსასვლელ გზებს. გესმის?
ჯონს მხოლოდ წყლის ჩხრიალი და ცეცხლის ჩუმი ტკაცუნი ესმო-
და.
– ის კედლის ქვეშ გამავალი გზაც დაიკარგა?
– ზოგმა ეძება. ისინი, ვინც ძალიან ღრმად დაეშვნენ, გენდელის

505
შვილებს წააწყდნენ, გენდელის შვილებს კი სულ შიათ, – მან გაიღი-
მა, ფრთხილად ჩაამაგრა ჩირაღდანი ამოღრუტნულ კლდეში და ჯო-
ნისკენ წამოვიდა, – სიბნელეში ხორცის გარდა სხვა საჭმელი არ
არის, – დაიჩურჩულა და კისერზე უკბინა. ჯონმა თმებზე დაყნოსა და
მისი სუნი შეისრუტა.
– ბებერი ნენივით ამბობ, ბრანს საშინელ ზღაპრებს რომ უყვე-
ბოდა, ისე. იგრიტმა მხარზე წაჰკრა მუშტი.
– მე ვარ ბებრუხანა?
– ჩემზე ბებერი ხარ.
– ჰო, და უფრო ბრძენიც. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ, – გვერდზე
გადგა და მხრებიდან კურდღლის ბეწვის ჟილეტი ჩამოიგდო.
– რას შვრები?
– გიჩვენებ, რა ბებერიც ვარ, – ირმის ტყავის კვართზე თასმები
შეიხსნა, გვერდზე მიაგდო და სამივე შალის პერანგი ერთად გადა-
იძრო თავზე, – მინდა, რომ მნახო. – ჩვენ არ უნდა...
– უნდა, – ძუძუები უხტოდა, როცა ცალ ფეხზე დადგა ჩექმის წა-
საძრობად, მერე კი მეორე ფეხზე გადასკუპდა მეორის გასახდელად.
კერტები ფართო ვარდისფერ წრეებად აჩნდა, – შენც, – უთხრა
ჯონს, ცხვრის ტყავის ბრიჯი რომ ჩაიძრო, – ყურება თუ გინდა, უნდა
მეჩვენო კიდევაც. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ.
– ვიცი, რომ მინდიხარ, – გაიგონა ჯონმა თავისი ხმა და ამ დროს
ყველა ფიცი და მთელი ღირსება გადავიწყებული ჰქონდა. გოგო დე-
დიშობილა ედგა წინ და ჯონს გარშემორტყმული კლდეებივით გა-
უმაგრდა. აქამდე ორმოცდაათჯერ მაინც ეგემა გოგო, მაგრამ მუდამ
ქურქების ქვეშ, გარს შემოხვეულ ხალხს შორის. არასოდეს ენახა,
რა ლამაზი იყო იგი. წვრილი, მაგრამ გემრიელად დაკუნთული ფე-
ხები ჰქონდა, ბარკლებს შორის თმა კიდევ უფრო წითლად უკაშკა-
შებდა, ვიდრე თავზე. იქნებ, ამის გამო უფრო მეტად იღბლიანიც
506
იყო? მან ქალი თავისკენ მიიზიდა.
– მიყვარს შენი სუნი, – უთხრა, – შენი წითელი თმა მიყვარს. შე-
ნი პირი მიყვარს და ის, როგორ მკოცნი. შენი ღიმილი მიყვარს. შენი
ძუძუები მიყვარს, – დაუკოცნა ჯერ ერთი, მერე მეორე, – შენი გაჩ-
ხიკული ფეხები მიყვარს და ისიც, რაც მათ შორისაა, – დაიჩოქა,
რომ იქ ეკოცნა, ჯერ მსუბუქად, ბორცვზე; მაგრამ იგრიტმა ფეხები
მცირედ გაშალა, ჯონმა მისი ვარდისფერი სიღრმე დაინახა და იქაც
აკოცა, სი გემოც იგრძნო. გოგომ დაიკვნესა.
– თუ მთლიანად ასე ძალიან გიყვარვარ, რატომ ხარ ჯერაც ჩაც-
მული? – თქვა ჩურჩულით, – არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. არა... ოჰ.
ოჰ. ოოჰჰ.
ამის მერე ლამის მორცხვი იყო, ან იმდენად მორცხვი, რამდენა-
დაც კი იგრიტი როდისმე ყოფილა.
– ის, რაც მიქენი, – თქვა, როდესაც ერთად იწვნენ თავიანთი
ტანსაცმლის გროვაზე, – შენი... პირით, – იგი შეყოყმანდა, – ეგ...
მაგას ლორდები უშვრებიან თავიანთ ქალბატონებს იქ, სამხრეთში?
– არა მგონია, – ჯონისთვის არასოდეს არავის უთქვამს, რას უშ-
ვრებოდნენ ლორდები თავიანთ ქალბატონებს, – უბრალოდ... მო-
მინდა იქ მეკოცნა, ესაა და ეს. გეტყობა, მოგეწონა.
– კი. ცოტა არ იყოს. ეგეთი რამე შენთვის არავის უსწავლებია?
– არავის, – გამოუტყდა ჯონი, – მარტო შენ.
– ქალწული, – გამოაჯავრა გოგომ, – უბიწო იყავი.
ჯონმა ხუმრობით უჩქმიტა კერტზე.
– მე ღამის ებგურის ძმა ვიყავი, – ვიყავიო, ჩაესმა საკუთარი
ნათქვამი. ახლა ვინღა იყო? ამაზე დაფიქრება არ უნდოდა, – შენ კი
იყავი ქალწული?
იგრიტი იდაყვზე წამოიწია.
– მე ცხრამეტის ვარ, შუბისქალი ვარ და ცეცხლის ნაკოცნი ვარ.
507
ქალწული როგორ ვიქნებოდი?
– ვისთან?
– ერთი ბიჭი იყო ნადიმზე, ხუთი წლის წინ. თავის ძმებთან ერ-
თად სავაჭროდ მოვიდა, იმასაც ჩემნაირი თმა ჰქონდა, ცეცხლის ნა-
კოცნი, ჰოდა, ვიფიქრე, იღბლიანი იქნება-მეთქი. მაგრამ სუსტი ვინ-
მე იყო. ჩემს მოსატაცებლად რომ დაბრუნდა, გრძელშუბამ მკლავი
მოსტეხა და გააქცია, და იმასაც აღარც უცდია, ერთხელაც აღარ.
– ანუ გრძელშუბა არ ყოფილა? – ჯონს გულზე მოეშვა. მოსწონ-
და გრძელშუბა, მისი უშნო სახე და მეგობრული ქცევა.
იგრიტმა დაარტყა.
– რა საზიზღრობაა. შენ დაწვები შენს დასთან?
– გრძელშუბა შენი ძმა არაა.
– ჩემი სოფლელია. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. ნამდვილი კაცი
ქალს შორიდან იტაცებს, გვარის გასაძლიერებლად. ქალი თუ ძმებ-
თან, მამებთან ან თანატომელებთან წვება, ღმერთებს აწყრობს და
ისინიც წყევლიან, სუსტ და ავადმყოფ ბავშვებს აძლევენ. მახინჯებ-
საც კი.
– კრასტერი თავის შვილებს ირთავს, – შენიშნა ჯონმა.
იგრიტმა ისევ დაარტყა.
– კრასტერი თქვენიანი უფროა, ვიდრე ჩვენიანი. მისი მამა ყვავი
იყო, რომელმაც თეთრიხის სოფელში მოიტაცა ქალი, დაწვა მასთან
და მერე ისევ უკან, კედელზე გაფრინდა. ერთხელ ქალი ციხეშავში
მივიდა, ყვავისთვის თავისი შვილი რომ ეჩვენებინა, მაგრამ ძმებმა
საყვირებს ჩაჰბერეს და გამოაქციეს. კრასტერს შავი სისხლი აქვს
და მძიმე წყევლა ადევს, – მან თითები მსუბუქად ჩამოაყოლა მუ-
ცელზე, – მე. შინოდა, რომ შენც ასე იზამდი. უკან, კედელზე გაფრინ-
დებოდი. არც იცოდი, გექნა მერე, უკვე რომ მომიტაცე.
ჯონი წამოჯდა.
508
– იგრიტ, მე შენ არ მომიტაცებიხარ.
– დიახაც, მომიტაცე. კლდიდან ჩამოხტი და ორელი მოკალი და,
სანამ ჩემს ცულს ავიღებდი, ყელზე დანა მომადე. მეგონა, რომ იქვე
დამისაკუთრებდი ან მოგკლავდი, ან ერთსაც იზამდი და მეორესაც,
მაგრამ შენ არაფერიც არ ქენი. და როდესაც მოგიყევი ბაილ ბარდის
ამბავი, როგორ მოწყვიტა მან ვინტერფელის ვარდი, ვიფიქრე, ახლა
კი ნამდვილად მიხვდება და მომწყვეტს-მეთქი, მაგრამ ნურას უკაც-
რავად. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ, – მორცხვად გაუღიმა, – თუმცა
შეიძლება, რაღაცებს კიდევაც სწავლობ.
ჯონმა უცებ შენიშნა, რომ შუქი შეიცვალა, და მიმოიხედა.
– ჯობია, ავიდეთ. ჩირაღდანი ლამის ჩაიწვა.
– ყვავს გენდელის შვილების ეშინია? – ჰკითხა იგრიტმა სიცი-
ლით, – მაღლა ასვლას რა უნდა, მე კი შენთან საქმე ჯერ არ მომი-
თავებია, ჯონ სნოუ, – მიიზიდა, ისევ ტანსაცმელზე დააწვინა და ზე-
მოდან შემოაჯდა, – გინდა...
– რა? – წააქეზა ჯონმა. ჩირაღდანი უკვე პარპალებდა.
– ისევ ისე ქნა? – ამოთქვა იგრიტმა, – პირით? ლორდივით მა-
კოცო? მე კი... მე ვნახავ, მართლა თუ მოგწონს.
ჩირაღდანი რომ ჩაქრა, იმ დროს ჯონს ეს უკვე აღარ ენაღვლე-
ბოდა.
მოგვიანებით ისევ შეიპყრო დანაშაულის გრძნობამ, მაგრამ ნაკ-
ლებად, ვიდრე ადრე. ეს თუ უღირსობაა, ღმერთებმა რატომ გახა-
დეს ასე საამო?
რომ მოათავეს, გამოქვაბულში სრული სიბნელე იწვა. მხოლოდ
ასასვლელი ტალანის პირთან ილანდებოდა ზედა გამოქვაბულის
კოცონებიდან გამომკრთალი ბუნდოვანი შუქი. სიბნელეში ფათუ-
რით და ერთმანეთზე ჯახებით ჩაიცვეს, იგრიტმა ტბაში ჩაჰკრა ფეხი

509
და წყლის სიცივისგან შეჰკივლა. ჯონმა რომ გაიცინა, ისიც თან ჩა-
ითრია. ბნელში ძიძგილაობდნენ და შხაპუნებდნენ, მერე ჯონმა ისევ
მკლავებში მოიქცია და აღმოჩნდა, რომ ჯერ სულაც არ მოეთავები-
ნათ.
– ჯონ სნოუ, – უთხრა იგრიტმა, როცა ჯონმა მის წიაღში ჩაღვარა
თავისი ვნება, – ახლა არ გაინძრე, საყვარელო. მომწონს, რომ
გგრძნობ ჩემში. მოდი, ნუ დავბრუნდებით სტირთან და ჯარლთან.
მოდი, დაბლა ჩავიდეთ, სიღრმეში, და გენდელს შვილებთან ვიც-
ხოვროთ. მინდა, არასოდეს გავიდე ამ გამოქვაბულიდან, ჯონ სნოუ.
არასოდეს.

დენერისი

– ყველა? – ეჭვით ჰკითხა მონა გოგონამ, – თქვენო მოწყალე-


ბავ, იქნებ ამ უღირსმა ყურებმა სწორად ვერ გაიგო შენი ნათქვამი?
დაფერდებულ სამკუთხა კედლებში წამახული ფანჯრები იყო ჩას-
მული და მათ ფერად მინებში გრილი მწვანე შუქი იღვრებოდა. ტე-
რასაზე გამავალ კარში სიო შემოქროდა და გარეთ გაშენებული ბა-
ღებიდან ხილისა და ყვავილების სურნელი მოჰქონდა.
– სწორად გაიგონე, – უთხრა დენიმ, – ყველას ყიდვა მინდა. უთ-
ხარი კეთილ ბატონებს, თუ შეიძლება.
ამ დღეს არჩია, ქართის სამოსი ჩაეცვა. მუქი იისფერი აბრეშუმი
მისი თვალების იისფერს გამოკვეთდა. კაბა მარცხენა ძუძუს უჩენდა.
სანამ ასტაპორელი კეთილი ბატონები ხმადაბლა თათბირობდნენ
ერთმანეთთან, დენიმ ვერცხლის მაღალი ჭიქიდან ხურმის მწკლარ-
ტე ღვინო მოსვა. მათი საუბრიდან ყველა სიტყვას ვერ არჩევდა, მაგ-
რამ სიხარბე კარგად ესმოდა.
რვა მოვაჭრიდან თითოეულს ორი ან სამი პირადი მონა ახლდა...
510
თუმცა გრაზდანს, უხუცესს, ექვსი მოჰყვა. იმისათვის, რომ მათხოვ-
რად. არ გამოჩენილიყო, დენიმ თავისი ამალაც იახლა: ქვიშაბრე-
შუმის შარვლებსა და ფერად ჟილეტებში გამოწყობილი ირი და ჟიქ-
ვი, მოხუცი თეთრწვერა და მძლავრი ბელვასი და თავისი სისხლის-
მიერები. სერ ჯორაჰი უკან ედგა და სიცხით ითანგებოდა მწვანე
იალმაგში, რომელსაც მკერდზე მორმონტების შავი დათვი ჰქონდა
ამოქარგული. მისი ოფლის სუნი თითქოს თავხედურად ეპასუხებო-
და ასტაპორელთაგან დაფრქვეულ ნელსურნელებას.
– ყველა, – დაიღრინა კრაზნის მო ნაკლოზმა, რომელსაც დღეს
ატმების სუნი უდიოდა. მონა გოგომ მისი სიტყვები ვესტეროსის სა-
ერთო ენაზე გაიმეორა, – ათასეული რვა ცალი გვყავს. ამათი ყიდვა
უნდა მთლიანად? არის კიდევ ექვსი ასეული, რომელიც, რომ შეივ-
სება, მეცხრე ათასეულს შეადგენს. იმათაც აიღებს?
– ავიღებ, – თქვა დენიმ, როცა კითხვა გადაუთარგმნეს, – რვა
ათასეულს, ექვს ასეულს... და იმათაც, ვინც ჯერ კიდევ იწვრთნებიან.
რომლებსაც ქუდები ჯერ არ მოუპოვებიათ.
კრაზნისი ისევ მიუბრუნდა თავის ამხანაგებს. ისევ მოითათბირეს
რაღაც. თარჯიმანმა დენის ჩამოუთვალა მათი სახელები, მაგრამ
ყველას დამახსოვრება ძნელი იყო. მათგან ოთხს გრაზდანი ერქვა,
ალბათ იმ გრაზდან დიდის საპატივცემულოდ, ვინც ძველი გრისი
დააარსა ჟამთა გარიჟრაჟზე. ყველა ერთმანეთს ჰგავდა: სქელი,
ხორცსავსე კაცები იყვნენ, ქარვის კანი, ფართო ცხვირები, მუქი
თვალები ჰქონდათ, ჯაგარა შავი თმა ესხათ, ან მუქი წითელი, ან
წითლისა და შავის უცნაური ნაზავი, რომელიც გრისელებს გამოარ-
ჩევდა. ყველანი ტოკარებში იყვნენ გამოხვეული – მისი ჩაცმის უფ-
ლება მხოლოდ ასტაპორის თავისუფალ მოქალაქეებს ეძლეოდათ.
ტოკარის ფოჩები ადამიანის გავლენას და წონას მიუთითებსო,
უთხრა დენის კაპიტანმა გროლეომ. პირამიდის ამ გრილ, მწვანე
511
ოთახში მყოფ მოვაჭრეთაგან ორს ვერცხლისფოჩება ტოკარი ეცვა,
ხუთს ოქროს ფოჩები ჰქონდა, ხოლო ერთი, უხუცესი გრაზდანი,
მსხვილი თეთრი მარგალიტების ფოჩით იწონებდა თავს და ადგი-
ლის ყოველ მონაცვლებაზე ან ხელის აწევაზე წყნარად ჩხაკუნებდა.
– სანახევროდ გაწვრთნილ ბიჭებს ვერ გავყიდით, – ეუბნებოდა
ერთი ვერცხლისფოჩა გრაზდანი სხვებს.
– რატომ ვერა, თუ კარგი ოქრო აქვს, – თქვა მასზე სქელმა და
ოქროსფოჩიანმა კაცმა.
– ისინი შეუბღალავები არ არიან. თავიანთი ჩვილები ჯერ არ და-
უხოცავთ. ბრძოლის ველზე რომ შედრკნენ, ჩვენ შეგვარცხვენენ. და
ხვალვე ხუთი ათასი ახალი ბიჭიც რომ დავასაჭურისოთ, ათი წელი
გავა, ვიდრე გასაყიდად გამოსადეგი გახდებიან. რა პასუხს გავცემთ
შემდეგ მყიდველს, შეუბღალავების საძებრად რომ მოვა? – ვეტ-
ყვით, რომ მოცდა მოუწევს, – თქვა სქელმა კაცმა, – დღევანდელი
ოქრო მირჩევნია ხვალინდელს.
დენი აცდიდა, მოელაპარაკათ, ხურმის ღვინოს წრუპავდა და
ცდილობდა, გულგრილი და არაფრის გამგები სახე ჰქონოდა. ყვე-
ლას მივიღებ, სულერთია, რა ფასად, უთხრა თავისთავს. ქალაქში
ასამდე მონით მოვაჭრე ცხოვრობდა, მაგრამ მის წინ შეკრებილი
რვა მათგან უმსხვილესი იყო. როცა ხარჭებს, მიწის მუშებს, გადამ-
წერლებს, ხელოსნებს და მასწავლებლებს ყიდდნენ, ეს ადამიანები
ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ, მაგრამ მათი წინაპრები ძვე-
ლადვე შეეკვრნენ ერთმანეთს შეუბღალავების შექმნისა და გაყიდ-
ვის საქმეში. აგურით და სისხლით არის ასტაპორი ნაშენები, აგურის
და სისხლისაა მისი ხალხიც.
საბოლოოდ გადაწყვეტილება კრაზნისმა გამოაცხადა:
– უთხარი, რომ რვა ათასს მივყიდით, თუ საკმარისი ოქრო აღ-
მოაჩნდება. და ექვს ასეულსაც, თუ სურს. უთხარი, ერთ წელიწადში
512
დაბრუნდეს, და კიდევ ორ ათასს გავუმზადებთ.
– ერთ წელიწადში ვესტეროსში ვიქნები, – თქვა დენიმ, თარჯი-
მანს რომ მოუსმინა, – მე ახლა მჭირდება. შეუბღალავები კარგად
არიან გაწვრთნილი, მაგრამ მაინც ბევრი მათგანი დაეცემა ბრძო-
ლაში. ბიჭები დამჭირდება, რათა მათი ხელიდან დაცვენილი ხმლე-
ბი აიღონ, – მან ღვინო გვერდით გადადო და მონა გოგოსკენ დაიხა-
რა. – უთხარი კეთილ ბატონებს, რომ ის პატარებიც კი მინდა, ჯერ
კიდევ რომ ჰყავთო ლეკვები. უთხარი, რომ გუშინ დასაჭურისებულ
ბიჭში იმდენივეს გადავიხდი, რამდენსაც მუზარადიან შეუბღალავ-
ში.
გოგომ უთხრა მათ. პასუხად მაინც უარი მიიღო.
დენიმ გაგულისებით შეიკრა შუბლი.
– კარგი, მაშ. უთხარი, რომ ორმაგს გადავიხდი, ყველას თუ მომ-
ცემენ.
– ორმაგს? – ოქროსფოჩიან სქელს ლამის დორბლები წამოუვი-
და.
– ეს პატარა კახპა მართლა შტერია, – თქვა კრაზნის მო ნაკლოზ-
მა, – სამმაგი მოვთხოვოთ, მე მითქვამს. ისეა მოწადინებული, რომ
გადაიხდის. ყველა მონაში ათმაგი ვთხოვოთ, დიახ.
სამკუთხაწვერიანი მაღალი გრაზდანი საერთო ენაზე ლაპარა-
კობდა, თუმცა მონა გოგოსავით კარგად ვერა.
– თქვენო მოწყალებავ, – აბურდღუნდა იგი, – ვესტეროსი არის
მდიდარი, მაგრამ შენ არ არის დედოფალი ჯერ. შეიძლება, არასო-
დეს იქნება დედოფალი. შეუბღალავებიც კი შეიძლება წააგონ ომი
შვიდი სამეფოს ველურ რკინის რაინდებთან.
მე გახსენებ, ასტაპორის კეთილი ბატონები არ ყიდიან ხორცს
დაპირებებზე. აქვს შენ ოქრო და საქონელი, საკმარისი რომ არის ამ
საჭურისების საყიდლად, რომელიც უნდა?
513
– ამის პასუხი თქვენ ჩემზე უკეთ იცით, კეთილო ბატონებო, – მი-
უგო დენიმ, – თქვენმა ხალხმა დაიარა ჩემი გემები და აღწერეს ქარ-
ვის ყოველი მძივი, ზაფრანის ყველა ქილა. რამდენი მაქვს?
– საკმარისი არის ერთი ათასისთვის, – მიუგო კეთილმა ბატონ-
მა ქედმაღლური ღიმილით, – მაგრამ ორმაგს იხდი, ამბობს. მაშ,
სულ ხუთი ასეული მოგდის. – შენი ლამაზი გვირგვინი შეიძლება,
კიდევ ერთ ასეულს ეყოს, – თქვა სქელმა ვალირიულ ენაზე, – სამ-
დრაკონიანი გვირგვინი.
დენიმ დაიცადა, სანამ მის სიტყვებს უთარგმნიდნენ.
– გვირგვინი არ იყიდება, – როდესაც ვისერისმა მათი დედის
გვირგვინი გაყიდა, უკანასკნელი ხალისიც გამოეცალა და მრისხა-
ნებაღა შერჩა, – არც ჩემს ხალხს ვაქცევ მონებად, არც მათ ნივთებს
და ცხენებს გავყიდი. მაგრამ ჩემი გემები შეგიძლიათ, წაიყვანოთ.
დიდი ხომალდი ბელერიონი და გალერები ვეიგარი და მერექსისი,
– დენიმ გროლეო და სხვა კაპიტნები გააფრთხილა, რომ შეიძლე-
ბოდა, ასე მომხდარიყო, თუმცა ისინი სასტიკად აპროტესტებდნენ,
– სამი კარგი გემი რამდენიმე საწყალ საჭურისზე უფრო ძვირი კია.
სქელი გრაზდანი დანარჩენებს მიუბრუნდა. ისევ მოჰყვნენ ხმა-
დაბლა თათბირს. – ორი ათასეული, – თქვა სამკუთხაწვერიანმა, –
ეს ძალიან ბევრია, მაგრამ კეთილი ბატონები გულუხვებია და შენ
ძალიან სჭირდება.
ორი ათასი არ ეყოფოდა იმისთვის, რასაც აპირებდა. ყველა უნ-
და მოვიპოვო. დენიმ იცოდა, რა უნდა ექნა, თუმცა ამას ისეთი მწარე
გემო დაჰყვებოდა, რომ ხურმის ღვინოც კი ვერ უქარვებდა. დიდ-
ხანს და ბევრი იფიქრა და სხვა გზა ვერ ნახა. ერთადერთი გამოსა-
ვალი ეს მაქვს.
– ყველა მომყიდეთ, – თქვა მან;, – და დრაკონს მოგცემთ.

514
მის გვერდით მდგომმა ჟიქვიმ ხმით შეისუნთქა. კრაზნისმა ამხა-
ნაგებს გაუღიმა. – ხომ გითხარით? ყველაფერსაც მოგვცემს.
თეთრწვერა გაოგნებული უცქერდა და ყურებს არ უჯერებდა.
კვერთხზე ჩაჭიდებული ხელი აუცახცახდა.
– არა, – დენის წინ ცალ მუხლზე დაეშვა, – თქვენო მოწყალებავ,
გევედრები, ტახტი დრაკონებით მოიპოვე, მონებით არა. ეს არ უნდა
ქნა...
– ჩემთვის ჭკუის სწავლებას არ უნდა ბედავდე. სერ ჯორაჰ, გამა-
შორე თეთრწვერა, მორმონტმა ბერიკაცს უხეშად ჩაავლო ხელი
იდაყვში, ბიძგით წამოაყენა და ტერასაზე გაუძღვა.
– უთხარი კეთილ ბატონებს, რომ ვწუხვარ ამ მოულოდნელი ჩა-
რევის გამო, – უთხრა დენიმ მონა გოგონას, – უთხარი, რომ მათ პა-
სუხს ველი.
თუმცა კარგად იცოდა, რას უპასუხებდნენ. ამას მათი თვალების
ელვარება და ძნელად დაფარული ღიმილი ეუბნებოდა. ასტაპორს
ათასობით საჭურისი ჰყავდა, კიდევ მეტი მონაბიჭი ელოდა დასაჭუ-
რისების რიგს, დრაკონი კი მთელ ქვეყნიერებაზე სამად სამი იპოვე-
ბოდა. ხოლო გისელები დრაკონს სულიმწარედ ნატრობდნენ. ან კი
როგორ არ ინატრებდნენ? ძველი გისი სამყაროს სინორჩის ჟამს
ხუთჯერ შეება ვალირიას და ხუთჯერვე სასტიკად დამარცხდა, რად-
განაც სამემკვიდროს დრაკონები ჰყავდა, იმპერიას კი – არა.
უხუცესი გრაზდანი სავარძელში შეირხა და მისი მარგალიტები
წყნარად მიეხალა ერთმანეთს.
– დრაკონს ჩვენ ავარჩევთ, – თქვა გაწვრილებული, მკვეთრი
ხმით, – შავი ყველაზე დიდი და საღია.
– დროგონი ჰქვია, – თავი დაუქნია დენიმ.
– მთელი შენი საქონელი, შენი გვირგვინისა და სადედოფლო სა-
მოსის გარდა; სამი გემი; და დრაკონი.
515
– შევთანხმდით, – თქვა დენიმ საერთო ენაზე.
– შევთანხმდით, – გაეპასუხა ბებერი გრაზდანი დამტვრეული ვა-
ლირიულით. სხვებმა გამოძახილივით გაიმეორეს მარგალიტისფო-
ჩიანი მოხუცის ნათქვამი. – შევთანხმდით, – გადათარგმნა მონა
გოგონამ, – შევთანხმდით. შევთანხმდით. რვაჯერ შევთანხმდით.
– შეუბღალავები თქვენს ველურ ენას საკმაოდ მალე ისწავლიან,
– დაურთო კრაზნის მო ნაკლოზმა, როცა ყველაფერი მოთავდა, –
მაგრამ მანამდე მათთან სალაპარაკოდ მონა დაგჭირდება. მიიღე ეს
საჩუქრად, სარფიანი გარიგების ნიშნად.
– მივიღებ, – თქვა დენიმ.
მონა-გოგომ ვაჭრის და დენის სიტყვები გადათარგმნა. საკუთარ
გაჩუქებაზე რამეს თუ ფიქრობდა, არაფრით გაუმჟღავნებია.
არც არსტან თეთრწვერას დაუძრავს ხმა, როცა დენიმ ტერასაზე
გვერდით ჩაუქროლა. მდუმარედ მიჰყვა კიბეზე დაშვებულს, მაგრამ
დენის ესმოდა, როგორ კაკუნობდა მისი ძელქვის კვერთხი წითელ
აგურებზე. ბერიკაცს ამ რისხვის გამო ვერ დაძრახავდა. უდიდესი სი-
ბილწე ჩაიდინა. დრაკონების დედამ თავისი ყველაზე ძლიერი შვი-
ლი გაყიდა. ამის გაფიქრებაც კი ცუდად ხდიდა.
მაგრამ დაბლა, სიამაყის პლაცის წითელ აგურებზე რომ შედგეს
ფეხი და მონებით მოვაჭრეთა პირამიდასა და საჭურისების ყაზარ-
მებს შორის აღმოჩნდნენ, დენი ბერიკაცს მიუბრუნდა.
– თეთრწვერა, მე მჭირდება შენი რჩევა და არ უნდა შეგეშინდეს
დაუფარავად მითხრა შენი აზრი... როცა მარტონი ვართ. მაგრამ
არასოდეს შემედავო უცხოთა თვალწინ. გასაგებია?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – მიუგო მან მწუხარედ.
– მე ბავშვი არ ვარ, – უთხრა დენიმ, – დედოფალი ვარ.
– მაგრამ დედოფალიც შეიძლება შეცდეს. ასტაპორელებმა გა-

516
გაცურეს, თქვენო მოწყალებავ. დრაკონი ნებისმიერ ლაშქარზე მე-
ტი ღირს. ეს ეაგონმა სამასი წლის წინ დაამტკიცა ცეცხლის ველზე.
– ვიცი, რაც დაამტკიცა ეაგონმა. და ვაპირებ, ზოგი რამ მეც და-
ვამტკიცო – დენი ტახტრევნის გვერდით თვინიერად მდგარ მონა-
გოგოს მიუბრუნდა, – სახელი გაქვს თუ შენც ყოველდღე ახალი უნ-
და ამოიღო რამე კასრიდან?
– ეგ მხოლოდ შეუბღალავების წესია, – უთხრა გოგომ. მერე
უცებ მიხვდა, რომ დენიმ მაღალ ვალირიულზე მიმართა, – ოჰ.
– ოჰ გქვია?
– არა. თქვენო მოწყალებავ, შეუნდე ამას ეს უნებლიე წამოძახი-
ლი. შენს მონას მასანდი ჰქვია, მაგრამ...
– მასანდი მონა აღარაა. ამწუთიდანვე გათავისუფლებ. წამო, ჩე-
მი ტახტრევნით იმგზავრე, მინდა, დაგელაპარაკო, – რახარო ჩაჯ-
დომაში მიეხმარათ და დენიმ სიცხის და მტვრის შესაკავებლად
ფარდები ჩამოუშვა, – ჩემთან თუ დარჩები, მოახლედ მომემსახურე-
ბი, – უთხრა გოგოს, რომ დაიძრნენ, – გვერდით მეყოლები თარჯიმ-
ნად, როგორც კრაზნისთან იყავი. მაგრამ, როცა კი მოისურვებ, შე-
გიძლია, წახვიდე, თუ გყავს მამა ან დედა, ვისთან დაბრუნებაც გირ-
ჩევნია.
– ეს დარჩება, – უთხრა გოგომ, – ეს... მე... წასასვლელი არსად
მაქვს. ეს... მე სიხარულით ვიქნები შენს სამსახურში.
– მე შემიძლია, მოგცე თავისუფლება, მაგრამ არა უსაფრთხო-
ება, – გააფრთხილა დენიმ, – მთელი ქვეყანა უნდა გადავლახო და
ვიომო. შეიძლება, მოგშივდეს. შეიძლება, ავად გახდე. შეიძლება,
მოგკლან.
– ვალარ მორგულის, – უთხრა მასანდიმ მაღალ ვალირიულზე.
– ყოველი კაცი უნდა მოკვდეს, – დაეთანხმა დენი, – მაგრამ ჩვენ

517
შეგვიძლია, ვილოცოთ, რომ კიდევ დიდხანს არ მოგვეწიოს სიკვდი-
ლი, – ბალიშებზე გადაწვა და გოგოს ხელი აიღო, – ეს შეუბღალავე-
ბი მართლა უშიშრები არიან?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.
– შენ ახლა მე მემსახურები. მართალია, რომ ისინი ტკივილს არ
გრძნობენ? – სიმამაცის ღვინო ამ გრძნობას აქრობს. ჩვილს რომ
კლავენ, საიმდროოდ უკვე წლებია გასული, რაც სვამენ.
– და მორჩილები არიან?
– მორჩილება სისხლში აქვთ გამჯდარი. რომ უბრძანო, არ ისუნ-
თქოო, ეს უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე დაუმორჩილებლობა.
დენიმ თავი დაუქნია.
– და რომ აღარ დამჭირდებიან?
– თქვენო მოწყალებავ?
– როდესაც ომს მოვიგებ და მამაჩემის ტახტს მოვიპოვებ, ჩემი
რაინდები ხმლებს ჩააგებენ და თავიანთ ციხეებში დაბრუნდებიან,
თავიანთ ცოლებთან, შვილებთან, დედებთან... თავიანთ ცხოვრებას
დაუბრუნდებიან. ამ საჭურისებს კი საკუთარი ცხოვრება არ აქვთ. რა
უნდა ვუყო რვა ათას საჭურისს, როდესაც საომარი აღარ მექნება?
– შეუბღალავები კარგი მცველები და ჩინებული გუშაგები არიან,
თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მასანდიმ, – და ასე კარგად გაწ-
ვრთნილი ჯარის მყიდველის პოვნა არასოდესაა ძნელი.
– ამბობენ, ვესტეროსში კაცით არ ვაჭრობენო.
– მაპატიე, თქვენო მოწყალებავ, მაგრამ შეუბღალავები კაცები
არ არიან. – რომ გავყიდო, საიდან მეცოდინება, რომ მათ ჩემ წინა-
აღმდეგ არ გამოიყენებენ? – ხაზგასმით ჰკითხა დენიმ, – იზამენ
ამას? იბრძოლებენ ჩემ წინააღმდეგ, მეც კი არ დამინდობენ?
– იბრძოლებენ, თუ ბატონი უბრძანებთ. ისინი კითხვებს არ სვა-
მენ, თქვენო მოწყალებავ. ყველა შეკითხვა გამოაცალეს. ისინი
518
მორჩილებენ, – გოგო შეწუხებული ჩანდა, – როდესაც... როდესაც
აღარ დაგჭირდებიან... თქვენს მოწყალებას შეუძლია უბრძანოს, სა-
კუთარ ხმლებზე დაეგონ.
– და ამასაც კი იზამენ?
– დიახ, – მასანდის ხმა ჩაუწყდა, – თქვენო მოწყალებავ.
დენიმ ხელზე ხელი მოუჭირა.
– თუმცა შენ გირჩევნია, რომ ეს არ მოვთხოვო. რატომ? რაში გე-
ნაღვლება? – ეს არ... მე... თქვენო მოწყალებავ – მითხარი.
გოგომ მზერა დახარა.
– მათგან სამნი ოდესღაც ჩემი ძმები იყვნენ, თქვენო მოწყალე-
ბავ.
– მაშინ, იმედია, შენი ძმებიც შენსავით მამაცები და გონიერები
არიან. დენი ისევ გადაწვა ბალიშებზე და ტახტრევნის რწევას ბო-
ლოჯერ გაჰყვა ბელერიონისკენ, თავისი სამყაროს მისალაგებლად.
და დროგონთან დასაბრუნებლად. პირქუშად მოკუმა პირი. დღეს
გრძელი, ბნელი, ქარიანი ღამე მოჰყვა. დენიმ დრაკონებს აჭამა,
როგორც ყოველთვის, მაგრამ თვითონ ყელში ლუკმა არ გადასდი-
ოდა. ცოტა ხანს იტირა მარტომ, თავის კაიუტაში, მერე კი ცრემლები
შეიშრო, რომ ისევ გროლეოსთან ედავა. – მაგისტრი ილირიო აქ არ
არის, – უთხრა ბოლოს კაპიტანს, – და რომც იყოს, მაინც ვერ გადა-
მათქმევინებდა. შეუბღალავები ამ გემებზე მეტად მჭირდება და ამა-
ზე ლაპარაკი აღარ მინდა.
ბრაზმა მისგან მწუხარება და შიში განდევნა, ჯერჯერობით მაინც.
მოგვიანებით თავის კაიუტაში მოუხმო სისხლისმიერებს და სერ ჯო-
რაჰს. მხოლოდ მათ ენდობოდა ბოლომდე.
ამის მერე აპირებდა, დაეძინა, დილით კარგად დასვენებული
რომ ყოფილიყო, მაგრამ ერთი საათი რომ იწრიალა დახუთულ კაი-

519
უტაში, მიხვდა, რომ ტყუილად წვალობდა. გარეთ, კართან, აგო დახ-
ვდა, მშვილდზე ახალ ლარს აგებდა აქანავებული ნავთის სანათის
შუქზე. გვერდით ფეხმორთხმული რახარო ეჯდა და სალესით არახს
აფხავებდა. დენიმ უთხრა, საქმე განეგრძოთ, და გემბანზე ავიდა ღა-
მის გრილი ჰაერის ჩასასუნთქად. ეკიპაჟიც საქმით იყო გართული
და მის მარტოობას არავინ არღვევდა, მაგრამ მალე სერ ჯორაჰი მი-
ვიდა და გვერდით დაუდგა. ყოველთვის ახლოა ხოლმე, გაიფიქრა
დენიმ. ძალიან კარგად მიცნობს.
– ხალესი. უნდა გეძინოს. ხვალ ცხელი და მძიმე დღე იქნება, და-
მიჯერე. ძალა უნდა მოიკრიბო.
– გახსოვს იროა?
– ლაზარელი გოგო?
– მხედრები აბახებდნენ, მაგრამ მე შევაჩერე ისინი და გოგოს
მფარველად მოვევლინე. ოღონდ, როცა ჩემი მზე-და-ვარსკვლავები
მოკვდა, მაგომ გოგო დაიბრუნა, ისევ იხმარა და მოკლა. აგომ თქვა,
მისი ბედი ეგ ყოფილაო.
– მახსოვს, – თქვა სერ ჯორაჰმა.
– დიდხანს ვიყავი მარტო, ჯორაჰ. სულ მარტო, მხოლოდ ძმა
მყავდა. პატარა და დამფრთხალი არსება ვიყავი. ვისერისს წესით
უნდა დავეცავი, მაგრამ ამის ნაცვლად უარესად მტკენდა და მაში-
ნებდა. ასე არ უნდა ექნა. ის ჩემთვის მხოლოდ ძმა არ ყოფილა, ჩემი
მეფეც იყო. რისთვის ქმნიან ღმერთები მეფეებს და დედოფლებს, თუ
არა იმათ დასაცავად, ვისაც თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა?
– ზოგი მეფე თვითონ ქმნის თავისთავს. რობერტმა ეგრე ქნა.
– ის ნამდვილი მეფე არ ყოფილა, – ქედმაღლურად უთხრა დე-
ნიმ, – ის სამართალს არ ამკვიდრებდა. სამართალი – აი, რისთვის
არსებობენ მეფეები.

520
სერ ჯორაჰს ამაზე პასუხი არ გააჩნდა. მხოლოდ გაიღიმა და მსუ-
ბუქად შეეხო თმაზე. ეს კმაროდა.
იმ ღამით ესიზმრა, რომ რეიგარი იყო და სამკბილასკენ მიემარ-
თებოდა. ოღონდ ცხენზე კი არა, დრაკონზე იჯდა. მდინარის გადაღ-
მა უზურპატორის აჯანყებული ლაშქარი დაინახა, მთლად ყინულით
იყვნენ შეჭურვილები, მაგრამ დენიმ ისინი დრაკონის ცეცხლში გახ-
ვია და თრთვილივით გაადნო, ნადნობი სამკბილას შეერთო და მო-
ადიდა. მისი არსების მცირე ნაწილმა იცოდა, რომ ეს სიზმარი იყო,
მაგრამ მეორე ნაწილი გამარჯვებით ხარობდა. ასეც უნდა ყოფილი-
ყო. რაც ცხოვრება მეგონა, სიზმრის კოშმარი იყო, და ახლაღა გა-
ვიღვიძე.
უცებ თავისი კაიუტის წყვდიადში გამოეღვიძა, ჯერ კიდევ გამარ-
ჯვებით იყო აღტაცებული. თითქოს ბელერიონიც მასთან ერთად გა-
მოფხიზლდა და დენის მოესმა ხის წყნარი ჭრიალი, გემის მუცელზე
წყლის შხაპუნი, ნაბიჯების ხმა თავზემოთ გემბანზე. და კიდევ რაღაც.
კაიუტაში მასთან ერთად ვიღაც იყო.
– ირი? ჟიქვი? – მოახლეებმა არ უპასუხეს. ბნელოდა და ვერა-
ფერს ხედავდა, მაგრამ მათი სუნთქვა ესმოდა, – ჯორაჰ, შენ ხარ?
– სძინავთ, – უთხრა ქალმა, – ყველას სძინავს, – ხმა ძლიერ ახ-
ლოს ისმოდა, – დრაკონებსაც კი სჭირდებათ ძილი.
თავს მადგას.
– ვინ ხარ? – დენი წყვდიადს ჩააჩერდა. თითქოს გაარჩია ჩრდი-
ლი, სხეულის სულ მკრთალი მონახაზი, – რა გინდა ჩემგან?
– გახსოვდეს. ჩრდილოეთით რომ წახვიდე, სამხრეთისკენ უნდა
გაემგზავრო, დასავლეთს რომ მიაღწიო, აღმოსავლეთს უნდა მი-
მართო. წინ წასასვლელად უკან უნდა დაიხიო, სინათლის მისაწვდე-
ნად კი ბნელში უნდა გაიარო.
– ქვაითი? – დენი საწოლიდან გადმოხტა და კარი გამოაღო.
521
ლამპის მკრთალმა, ყვითელმა სხივმა აავსო კაიუტა და ირი და ჟიქ-
ვი ნამძინარევი სახეებით წამოსხდნენ.
– ხალესი? – წაიბუტბუტა ჟიქვიმ და თვალები მოისრისა. ვისერი-
ონმა გაიღვიძა, ხახა დააღო და ალის ჭავლმა ჩაბნელებული კუთ-
ხეებიც გაანათა. წითელი ნიღბიანი ქალის კვალიც კი არსად ჩანდა.
– ხალესი, შეუძლოდ ხარ? – ჰკითხა ჟიქვიმ.
– სიზმარი, – დენიმ თავი გაიქნია, – სიზმარი ვნახე, ესაა და ეს.
დაიძინეთ. ყველამ დავიძინოთ, – მაგრამ, როგორც არ ეცადა, ვე-
რაფრით დაიძინა.
უკან თუ მივიხედავ, დავიღუპები, უთხრა დენიმ თავს მეორე დი-
ლით, ნავსადგურის კარიდან ასტაპორში რომ შედიოდა. ვერ ბედავ-
და, საკუთარი თავისთვის შეეხსენებინა, სინამდვილეში რა მცირე
და უმნიშვნელო ამალა მისდევდა, თორემ მთელი სიმამაცე გამოეც-
ლებოდა. დღეს ვერცხლაზე შეჯდა, ძუის შარვალი და მოხატული
ტყავის ჟილეტი ჩაიცვა, ერთი ბრინჯაოსმონეტებიანი ქამარი წელზე
შემოირტყა, ორი კი ძუძუებს შორის გადაიჯვარედინა. ირიმ და ჟიქ-
ვიმ თმა დაუწნეს და ციცქნა ვერცხლის ზანზალაკი ჩაუბნიეს, რომ-
ლის წკარუნი ქართის უკვდავებზე მღეროდა, თავიანთ მტვრის სა-
სახლეში რომ ამოიბუგნენ.
ასტაპორის წითელი აგურის ქუჩები იმ დილით ლამის ხალხით
იყო სავსე. მონები და მსახურები გზის პირას იყვნენ გამწკრივებუ-
ლი, მონებით მოვაჭრეებს და მათ ქალებს კი ტოკარები შემოეცვათ
და თავიანთი საფეხურებიანი პირამიდებიდან იცქირებოდნენ. ბო-
ლოს და ბოლოს, ისინი არც ისე განსხვავდებიან ქართელებისგანო,
გაიფიქრა დენიმ. უნდათ, დრაკონებს მოჰკრან თვალი, თავიანთ
შვილებს და შვილიშვილებს რომ მოუყვნენო. მაშინ იმაზეც დაფიქ-
რდა, ამათგან ვინმეს ეყოლება კი როდისმე შვილებიო.
წინ აგო მიუძღოდა თავისი მაღალი დოთრაკული მშვილდით
522
ხელში. მძლავრი ბელვასი მისი ფაშატის მარჯვნივ მიაბიჯებდა, გო-
გონა მასანდი – მარცხნივ. ჯაჭვსა და იალმაგში ჩაცმული სერ ჯორაჰ
მორმონტი უკან მოჰყვებოდა და ყველას უბღვერდა. ვინც კი ზედმე-
ტად მიუახლოვდებოდა. რახარო და ჟოგო ტახტრევანს იცავდნენ.
დენიმ ბრძანა, სახურავი მოეხადათ. სამივე დრაკონი დაბლა, ძირზე
იყო ჯაჭვით დაბმული. მათთან ერთად ისხდნენ ირი და ჟიქვი, რო-
გორმე დრაკონები რომ დაემშვიდებინათ. მაგრამ ვისერიონი კუდს
ბრაზით იქნევდა და ნესტოებიდან კვამლი სდიოდა. რეიგალიც რა-
ღაც საფრთხეს გრძნობდა. სამჯერ დააპირა აფრენა, მაგრამ ჟიქვიმ
მსხვილი ჯაჭვით მოქაჩა და დააკავა. დროგონი მორკალულიყო, კუ-
დი და ფრთები შემოეკეცა. მხოლოდ თვალებზე თუ ეტყობოდა, რომ
არ ეძინა. დანარჩენებიც მიჰყვებოდნენ: გროლეო, სხვა ორი კაპი-
ტანიც და მათი ეკიპაჟები, და ოთხმოცდასამი დოთრაკი, ვინც იმ ასი
ათასისგან დარჩენილიყო, ოდესღაც დროგოს ხალასარს რომ შეად-
გენდა. დენიმ ყველაზე მოხუცები და სუსტები შუაგულში ჩააყენა, მე-
ძუძურ დედებთან, პატარა გოგონებთან და იმ პატარა ბიჭებთან ერ-
თად, ჯერ თმის დაწვნაც რომ არ დაეწყოთ. დანარჩენები – მეომრე-
ბი, როგორებიც დარჩენოდა – კოლონის კიდეში მოდიოდნენ და
თან მოიყოლებდნენ თავიანთ უხალისო რემას, ასიოდე გაძვალტყა-
ვებულ ცხენს, რომლებიც წითელ უდაბნოსაც გადაურჩნენ და შავ
მლაშე ზღვასაც.
დროშა უნდა შემეკერინებინა, გაიფიქრა დენიმ, თავის ჩამოკონ-
კილ ხალხს ასტაპორის მიმოხვეული მდინარის აყოლებაზე როცა
მიუძღოდა. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა:
მოლივლივე შავი აბრეშუმი და ზედ გამოსახული ტარგარიენების
სამთავა, ოქროსცეცხლისმფრქვეველი დრაკონი. დროშა, როგო-
რიც შეიძლებოდა, რეიგარს სჭეროდა. სანაპირო უცნაურად მშვიდი
იყო. ასტაპორელები ამ ფართო, ზანტ და დაკლაკნილ მდინარეს
523
მატლს უწოდებდნენ. წყალზე აქა-იქ ციდა ტყიანი კუნძულები მოჩან-
და. ერთზე მოთამაშე ბავშვები შენიშნა, ისინი ნატიფ მარმარილოს
ქანდაკებებს შორის დარბოდნენ. მეორეზე საყვარლები კოცნიდნენ
ერთმანეთს მაღალი, მწვანე ხეების ჩრდილში და დენის მის ქორ-
წილში მოქეიფე დოთრაკების ურცხვობა გაახსენეს. რაკი არაფერი
ეცვათ, ვერც გაარჩევდი, მონები იყვნენ თუ თავისუფლები.
ბრინჯაოს ჰარპიათი შემკული სიამაყის პლაცა ძალიან პატარა
იყო საიმისოდ, დენის ნაყიდი ყველა შეუბღალავი რომ დაეტია. ამის
ნაცვლად ისინი მოაწყვეს სასჯელის პლაცაზე, რომელიც ასტაპო-
რის მთავარ კარიბჭეს ესაზღვრებოდა. ასე დენის შეეძლო, შეძენის-
თანავე გაეყვანა ისინი ქალაქიდან.
აქ ბრინჯაოს ქანდაკებები არ იდგა. იყო მხოლოდ ხის ფიცარნა-
გი, რომელზეც ურჩ მონებს აწამებდნენ, ტყავს აძრობდნენ და ახ-
რჩობდნენ.
– კეთილი ბატონები დასჯილებს ისე ათავსებენ, რომ ქალაქში
შემოსული ახალი მონა პირველად მათ ხედავს, – უთხრა დენის მა-
სანდიმ, პლაცაზე რომ მივიდნენ. ერთი შეხედვით დენის მოეჩვენა,
რომ მათ ჯოგოს ნაის ზორსებივით დაზოლილი კანი ჰქონდათ. მერე
ვერცხლა უფრო ახლო მიუშვა და ფუთფუთა შავი ზოლების ქვეშ შიშ-
ველ წითელ ხორცს მოჰკრა თვალი. ბუზები, ბუზები და მატლები.
ურჩი მონები გაფცქვნილები იყვნენ, ისე, როგორც ადამიანი ვაშლს
გაფცქვნიდა – გრძელ, დახვეულ ზოლად. ერთ კაცს მკლავი თითე-
ბიდან იდაყვამდე ჰქონდა ბუზებით გადაშავებული, ქვეშ კი წითლად
და თეთრად მოუჩანდა ხორცი.
– ამან რა ქნა?
– თავის პატრონზე ხელი აღმართა.
დენის ლამის იყო, გულ-მუცელი ამოსტრიალებოდა. ვერცხლა

524
მოაბრუნა და ჩორთით გამოსწია პლაცას შუაგულისკენ და ჯარის-
კენ, რომელიც ასე ძვირად იყიდა. მწკრივებად, ერთმანეთზე მიჯრი-
ლები იდგნენ მისი ქვის ნახევარკაცები, აგურის გულები რომ ჰქონ-
დათ: რვა ათასი და ექვსი ასეული სრულად გაწვრთნილი შეუბღა-
ლავი, წვეტიანი ბრინჯაოს ქუდებით; და მათ უკან ხუთი ათასზე მეტი,
თავდაუბურავები, მაგრამ შუბებით შეიარაღებულები. ხედავდა,
რომ მთლად უკანები ჯერ კიდევ ბიჭები იყვნენ, თუმცა ისინიც სხვე-
ბივით უძრავად და გაჭიმულები იდგნენ. კრაზნის მო ნაკლოზი და
მისი ამხანაგები იქ დახვდნენ. სხვა კეთილშობილი ასტაპორელები
მათ უკან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ვერცხლის ჭიქებიდან ღვინოს
წრუპავდნენ. მათ შორის მონები დადიოდნენ და ზეთისხილით,
ალუბლით და ლეღვით სავსე სინები დაჰქონდათ. უხუცესი გრაზდა-
ნი ტახტრევან-სავარძელში იჯდა, რომელიც ოთხ ზორბა სპილენ-
ძისფერ მონას ეჭირა. პლაცას კიდეს ექვსი ამხედრებული შუბოსანი
უვლიდა და საყურებლად შეგროვებულ ბრბოს აკავებდა. მათ მო-
სასხამებზე დაკერებულ გაპრიალებულ სპილენძის ფირფიტებზე
თვალისმომჭრელად ირეკლებოდა მზის სხივი, მაგრამ დენი მხო-
ლოდ იმას ამჩნევდა, რა მოუსვენრობა შეჰყროდა მათ ცხენებს.
დრაკონების ეშინიათ. უნდა ეშინოდეთ კიდევაც.
კრაზნისი მონის დახმარებით უნაგირიდან ჩამოცოცდა. თავად
ხელები დაკავებული ჰქონდა: ერთით ტოკარს ბღუჯავდა, მეორეში
კი მოჩუქურთმებული მათრახი ეჭირა.
– აგერ არიან, – მან მასანდის შეხედა, – უთხარი, რომ ყველა მი-
სია... თუ გადახდა შეუძლია.
– შეუძლია, – თქვა გოგომ.
სერ ჯორაჰმა ბრძანებით შესძახა და სავაჭრო საქონლის გამო-
ზიდვას შეუდგნენ. ვეფხვის ტყავების ექვსი ბარდანა, სამი ათასი თო-
ფი საუკეთესო აბრეშუმი. ზაფრანის, მურის, პილპილის და ილის
525
ქოთნები, ონიქსის ნიღაბი, თორმეტი ნეფრიტის მაიმუნი, წითელი,
შავი და მწვანე მელნის კასრები, იშვიათი შავი ამეთვისტოებით სავ-
სე ზარდახშა, მარგალიტების ზარდახშა, კურკაგამოცლილი და მატ-
ლით დაჩურთული ზეთისხილით სავსე კასრი, დამარილებული
მღვიმის თევზებიანი თორმეტი კასრი, დიდი თითბრის გონგი და მას-
ზე საცემი ჩაქუჩი, ჩვიდმეტი სპილოს ძვლის თვალი და უზარმაზარი
სკივრი, რომელიც დენისთვის უცნობ ენებზე დაწერილი წიგნებით
იყო სავსე. და სხვა და სხვა და სხვა. დენის ხალხმა ეს ყველაფერი
მონებით მოვაჭრეთა წინ დაალაგა. სანამ საფასური გამოჰქონდათ
და ალაგებდნენ, კრაზნის მო ნაკლოზმა დენის ჯარის გამოყენების
შესახებ კიდევ ორიოდე რჩევა უბოძა.
– ესენი ჯერ კიდევ უმწიფრები არიან, – თქვა მასანდის დახმარე-
ბით, – უთხარი ვესტეროსელ ბოზს, რომ ჭკუას იზამს, თუ მალევე
აგემებს სისხლს. აქედან იქამდე გზად ბევრი პატარა ქალაქი შეხ-
ვდებათ, გასაძარცვად ზედგამოჭრილები. რა ალაფსაც კი მოიპო-
ვებს, ყველაფერი თვითონ დარჩება. შეუბღალავებს ოქრო და პა-
ტიოსანი თვლები არაფრად ენაღვლებათ. და ტყვეებს თუ აიყვანს,
რამდენიმე მცველიც იკმარებს იმათ ასტაპორში გადმოსაყვანად.
ჯანსაღებს კარგ ფასად ვიყიდით. და ვინ იცის, მისი გამოგზავნილი
ბიჭებიდან ათ წელიწადში ზოგი იქნებ შეუბღალავიც გახდეს. ასე
რომ, ყველა მოგებული დარჩება.
ბოლოს საქონელის გროვაზე დასამატებლად აღარაფერი დარ-
ჩათ. დოთრაკები ისევ ამხედრდნენ და დენიმ თქვა:
– მხოლოდ ამის წამოღება მოვახერხეთ. დანარჩენი გემებზე
დაგხვდებათ: უამრავი ქარვა, ღვინო და შავი ბრინჯი. და თვითონ გე-
მებიც თქვენია. ასე რომ, დარჩა მხოლოდ...
– ...დრაკონი, – დაასრულა სამკუთხაწვერიანმა გრაზდანმა, რო-
მელიც საერთო ენას ამტვრევდა.
526
– აგერ ისიც, გიცდით, – სერ ჯორაჰი და ბელვასი დენის მხარ-
დამხარ მიუახლოვდნენ ტახტრევანს, რომელშიც დროგონი და მისი
ძმები ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ჟიქვიმ ჯაჭვის ბოლო გამოხ-
სნა და დენის მიაწოდა. რომ გამოქაჩა, შავმა დრაკონმა თავი ასწია,
დაისისინა და ღამის და მეწამულის ფრთები გაშალა. კრაზნის მო
ნაკლოზს სახე გაებადრა, ფრთების ჩრდილი რომ დაეცა.
დენიმ მონებით მოვაჭრეს დროგონის ჯაჭვის ბოლო გადასცა.
მან სამაგიეროდ მათრახი უძღვნა. ტარი შავი დრაკონის ძვლის
ჰქონდა, ჩუქურთმებიანი და ოქროთი მოზარნიშებული იყო. ცხრა
გრძელი, წვრილი კუდი ება, თითოეულს ბოლოში მოოქრული
კლანჭი ეკიდა. ოქროს კოტა ქალის თავის ფორმისა იყო, ქალს სპი-
ლოს ძვლის წაწვეტებული კბილები ჰქონდა.
– ჰარპიას თითები, – ასე უწოდა კრაზნისმა შოლტს.
დენიმ მათრახი ხელში შეატრიალა. რა მსუბუქი ნივთია და რა
მძიმე წონა აქვს. – მაშ, აღსრულდა? ისინი ჩემები არიან?
– აღსრულდა, – დაეთანხმა ვაჭარი და დროგონის ტახტრევნი-
დან გადმოსათრევად მაგრად მოქაჩა ჯაჭვს.
დენი ვერცხლაზე ამხედრდა. გრძნობდა, როგორ ეხლებოდა გუ-
ლი მკერდზე.
უზომოდ ეშინოდა. ჩემი ძმა იზამდა ამას? ნეტავ, პრინცი რეიგა-
რიც ასე შფოთავდა, როცა სამკბილას გადაღმა უზურპატორის და-
რაზმული ჯარი და ქარში გაშლილი მათი დროშები დაინახა?
დენი უზანგებზე წამოიწია და ჰარპიას თითები თავზემოთ ასწია,
ყველა შეუბღალავს კარგად რომ დაენახა.
– აღსრულდა! – დაიყვირა, რაც შეეძლო ხმამაღლა, – თქვენ ჩე-
მები ხართ! – ფაშატს ქუსლები შემოსცხო და ნავარდით დაჰყვა წინ
პირველ მწკრივს, – ახლა თქვენ დრაკონს ეკუთვნით! ნაყიდი ხართ
და თქვენი საფასური გადახდილია! აღსრულდა! აღსრულდა!
527
დენიმ დაინახა, ბებერმა გრაზდანმა მკვეთრად რომ მოაბრუნა
ჭაღარა წვერი, გაიგონა, ვალირიულზე რომ ვლაპარაკობ. დანარჩე-
ნი მონით მოვაჭრეები მას არ უსმენდნენ. ისინი კრაზნისს და დრა-
კონს შემოხვეოდნენ და ყვირილით აძლევდნენ რჩევებს. ასტაპორე-
ლი ჯაჭვს ქაჩავდა და ეზიდებოდა, მაგრამ დროგონი ტახტრევნიდან
ფეხსაც არ იცვლიდა. დაღებული ხახიდან რუხი კვამლი სდიოდა,
გრძელი კისერს ხან მოხრიდა, ხან გამართავდა, მონებით მოვაჭრის
სახეზე წაწვდომას რომ ლამობდა. დროა, სამკბილა გადავლახო,
გაიფიქრა დენიმ, შემობრუნდა და თავისი ვერცხლა უკან გამოაჭენა.
სისხლისმიერები მჭიდროდ შემოადგნენ გარშემო. – ვხედავ, გაგი-
ჭირდათ, – შენიშნა ახლოს მისულმა.
– არ მომყვება, – თქვა კრაზნისმა.
– ამას თავის მიზეზი აქვს. დრაკონი მონა არ არის, – და დენიმ
მონებით მოვაჭრეს სახეზე მთელი ძალით გადაუჭირა შოლტი.
კრაზნისმა წამოიყვირა და უკან გაბარბაცდა, სისხლი წითლად ჩა-
მოუყვა ლოყებზე და ნელსურნელოვან წვერში ჩასდინდა.
ჰარპიას თითების ერთმა დარტყმამ თითქოს ნამსხვრევებად უქ-
ცია სახე, მაგრამ დენი ზიანის დასათვალიერებლად არ შეჩერებუ-
ლა.
– დროგონ, – წაიმღერა ხმამაღლა, ლაღად, შიში მთლად გადა-
ვიწყებოდა, – დრაკარის. შავმა დრაკონმა ფრთები გაშალა და და-
იგრგვინა.
მოგიზგიზე მუქი ალის შუბი კრაზნისს სახეში ეძგერა. თვალები
გაულღვა და ლოყებზე ჩამოსდინდა, თმაზე და წვერზე გადასმული
ზეთი კი ისე აბრიალდა, რომ წამით მონებით მოვაჭრეს საკუთარ სა-
ხეზე ორჯერ მაღალი ცეცხლის გვირგვინი ედგა თავს. დამწვარი
ხორცის უეცარმა სიმყრალემ მისი ნელსურნელებაც კი გადაფარა
და მისმა ბღავილმა ყველა სხვა ხმა ჩაახშო.
528
და უცებ სასჯელის პლაცა სისხლსა და ქაოსში დაინთქა. კეთილი
ბატონები ყვიროდნენ, ბარბაცებდნენ, ხელს ჰკრავდნენ ერთმანეთს
და სიჩქარეში ტოკარის ფოჩებზე იბიჯებდნენ. დროგონი ლამის ზან-
ტად, შავი ფრთების ცემით მიაფრინდა კრაზნისს. მონებით მოვაჭ-
რეს მეორედ რომ მიაფრქვია ცეცხლი, ირიმ და ჟიქვიმ ვისერიონი
და რეიგალიც აუშვეს და უცებ ჰაერში სამი დრაკონი ერთად დატრი-
ალდა.
დენი შესახედად რომ მიბრუნდა, ასტაპორის ამაყი, დემონისთა-
ვა მეომრების მესამედი იმასღა ლამობდა, თავიანთი დამფრთხალი
ცხენებიდან არ ჩამოცვენილიყვნენ, მესამედი კი კაშკაშა სპილენძის
ბრდღვიალით უკანმოუხედავად გარბოდა. ერთმა იმდენ ხანს შე-
იმაგრა თავი უნაგირზე, რომ ხმლის ამოღებაც კი მოასწრო, მაგრამ
აგოს შოლტი კისერზე შემოეხვია და ხმა ჩაუწყვიტა. მეორემ რახა-
როს არახს შესწირა მკლავი და სისხლის ფრქვევით გაჭენდა. აგო
მშვიდად იჯდა, ლარზე ისრებს არგებდა და ტოკარებისკენ უშვებდა.
ოქროს, ვერცხლის თუ უბრალო ფოჩები არაფრად ენაღვლებოდა.
მძლავრმა ბელვასმაც იძრო არახი, დაატრიალა და შეუტია.
– შუბოსნებო! – გაიგონა დენიმ ერთი ასტაპორელის დაძახილი.
ეს გრაზდანი იყო, უხუცესი გრაზდანი, მარგალიტებიანი ტოკარით,
– შეუბღალავნო! დაგვიცავით, შეაჩერეთ ისინი, დაიცავით თქვენი
ბატონები! შუბოსნებო! ხმლოსნებო!
რახარომ პირში ისარი რომ გაუყარა, მისი მონები შედრკნენ,
ტახტრევანს ხელი უშვეს და გაიქცნენ, ბატონი კი უპატივცემულოდ
დააბერტყეს მიწას. ბერიკაცი საჭურისების პირველ მწკრივთან მი-
ხოხდა, მისი სისხლი გუბედ დადგა აგურებზე. შეუბღალავებმა არც
კი დახედეს, როგორ მოკვდა. მწკრივად მიჯრილი მწკრივზე, იდ-
გნენ.
და არ განძრეულან. ღმერთებმა ისმინეს ჩემი ლოცვა.
529
– შეუბღალავნო! – დენიმ ჭენებით ჩაუარა რაზმს წინ. ზურგსუკან
ოქრო-ვერცხლა ნაწნავი უფრიალებდა, მისი ზანზალაკი ყოველ ნა-
ბიჯზე რეკდა, – დახოცეთ კეთილი ბატონები, დახოცეთ ჯარისკაცე-
ბი, დახოცეთ ყველა, ვისაც კი ტოკარი აცვია ან მათრახი უპყრია,
მაგრამ არაფერი დაუშავოთ თორმეტ წლამდე ბავშვებს და ჯაჭვები
დაუმსხვრიეთ ყველა მონას, რომელსაც ნახავთ, – მან ჰარპიას თი-
თები მაღლა შემართა... და განზე გადააგდო, – თავისუფლება! –
დასძახა წკრიალა ხმით, – დრაკარის! დრაკარის!
– დრაკარის! – შემოსძახეს მათ პასუხად, ამაზე უფრო ტკბილად
დენის ყურს ჯერ არაფერი მისწვდენოდა, – დრაკარის! დრაკარის!
გარშემო ყველგან მონით მოვაჭრეები დარბოდნენ, მოთქვამ-
დნენ, ივედრებოდნენ და იხოცებოდნენ, მტვრიანი ჰაერი კი შუბებით
და ცეცხლით იყო სავსე.

სანსა

იმ დილით, მისი ახალი კაბა მზად რომ უნდა ყოფილიყო, მსახურ-


მა გოგონებმა სანსას ცხელი, ქაფქაფა წყლით აუვსეს აბაზანა და თა-
ვიდან ფეხებამდე იმდენი ხეხეს, სანამ ვარდისფრად არ გააკრი-
ალეს. თავად სერსეის მოახლემ მოკვეცა ფრჩხილები და დაუხვია
მოწითურო თმა, ისე, რომ კულულები რბილ ხვეულებად სცემდა
ზურგზე. მოახლემ დედოფლის საყვარელი სუნამოებიც მოუტანა.
სანსამ მკვეთრი ტკბილი სუნი აირჩია, რომელშიც ყვავილების მიღ-
მა ლიმონიც გახსენებდა თავს. მოახლემ თითები დაისველა და სან-
სას ყურებს უკან შეეხო, ნიკაპის ქვეშ და მერე, მსუბუქად, კერტებ-
ზეც. მკერავთან ერთად თავად სერსეიც მოვიდა და უცქერდა, რო-
გორ მოსავდნენ სანსას ახალი კაბით. საცვლები მთლად აბრეშუმი

530
იყო, კაბა – სპილოსძვლისფერი ფარჩა და ვერცხლიქსოვილი, სარ-
ჩულად კი ვერცხლისფერი ატლასი ედო. გრძელი, წაწვეტებული სა-
ხელოების ბოლოები ლამის იატაკამდე უწევდა, მკლავებს რომ ჩა-
მოუშვებდა. და ეს ნამდვილად ქალის კაბა იყო, პატარა გოგოსი კი
არა. ზედატანი ლამის მუცლამდე იყო ჩაჭრილი და მტრედისფერი
მირული მაქმანით შევსებული. კალთები გრძელი და აფუებული
იყო, წელი კი ისე წვრილი, რომ სანსამ სუნთქვა შეიკრა, თასმებს
რომ უბნევდნენ. ახალი ფეხსაცმელებიც მოუტანეს, რუხი ირმის ტყა-
ვის მაშიები ტერფებზე მიჯნურივით ეკვროდნენ.
– ძალიან ლამაზი ხარ, მილედი, – უთხრა მკერავმა, სანსა რომ
გამოაწყო. – ვარ, ხომ მართალია? – ჩაიკისკისა სანსამ და დატრი-
ალდა, ქვედაკაბები მის გარშემო გაიშალა, – ო, დიახ, – ერთი სული
ჰქონდა, ვილასს სჩვენებოდა ასე. შემიყვარებს, შემიყვარებს აუცი-
ლებლად... ვინტერფელი სულ გადაავიწყდება, მე რომ დამინახავს,
ამას მე მივხედავ.
დედოფალი მუშტრის თვალით აკვირდებოდა.
– პატიოსანი თვლები დაამშვენებდა, მგონი. ჯოფრის ნაჩუქარი
მთვარის სპეკალები – ახლავე, თქვენო მოწყალებავ, – უპასუხა მო-
ახლემ.
როდესაც სანსას ყურებზე და ყელზე მთვარის ქვები დაეკიდა, დე-
დოფალმა თავი დაიქნია.
– ჰო. ღმერთები მოწყალეები იყვნენ შენთვის, სანსა. ლამაზი
გოგო ხარ. ლამის უხამსობაა, ასეთი ტურფა უმანკოება იმ ქიმერას
დავახარჯოთ.
– რომელ ქიმერას? – სანსას ვერაფერი გაეგო. ვილასს გულის-
ხმობს? საიდან გაიგო? არავინ იცოდა მისი, მარჯერის და ეკლების
დედოფლის გარდა... ჰო, და კიდემ დონტოსის, მაგრამ ის არ ით-
ვლებოდა.
531
სერსეი ლანისტერმა უპასუხოდ დატოვა.
– მოსასხამი, – ბრძანა და ქალებმაც მიართვეს: თეთრი ხავერ-
დის მარგალიტებით დახუნძლული გრძელი მოსასხამი. ზედ ვერ-
ცხლის ძაფით შეუპოვარი მგელსაზარა ჰქონდა ამოქარგული. სანსა
უცაბედმა ძრწოლამ შეიპყრო.
– მამაშენის ფერები, – უთხრა სერსეიმ, როცა მოსასხამი მოაც-
ვეს და ყელთან ვერცხლის ძეწკვით დაუმაგრეს.
პატარძლის მოსასხამი. სანსამ ყელზე წაივლო ხელი. ახლავე
მოიგლეჯდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
– პირს თუ დახურავ, უფრო ლამაზი იქნები, სანსა, – უთხრა სერ-
სეიმ, – წამო ახლა, სეპტონი იცდის. და ქორწილის სტუმრებიც.
– არა, – წამოცდა სანსას, – არა.
– დიახ. შენ სამეფო ტახტის აღსაზრდელი ხარ. მამის მაგივრად
მეფე გყავს, რადგანაც შენი ძმა ღირსებააყრილი მოღალატეა. ეს
ნიშნავს, რომ მეფეს სრული უფლება აქვს, განაგოს შენი ხელი. ჩემს
ძმა ტირიონს მიჰყვები ცოლად.
ჩემი მემკვიდრეობა, გაიფიქრა თავბრუდასხმულმა. მასხარა
დონტოსი ბოლოს და ბოლოს არც ისე სულელი აღმოჩნდა; მან გან-
ჭვრიტა, რა და როგორ. სანსამ უკან დაიხია.
– არ გავყვები.
მე ვილასს უნდა გავყვე, ზენაბაღის ლედი უნდა ვიყო, გთხოვ...
– მესმის, რომ არ გიხარია. იტირე, თუ გინდა. შენს ადგილზე ალ-
ბათ თმებს დავიგლეჯდი. საზიზღარი პატარა ჭინკაა, ნამდვილად,
მაგრამ მაინც გაჰყვები.
– ვერ მაიძულებთ.
– რასაკვირველია, გაიძულებთ. შეგიძლია, წყნარად წამოხვიდე
და წარმოთქვა ფიცი, როგორც ეს ლედის შეჰფერის, ან შეგიძლია,
იფართხალო, იკივლო და მეჯინიბე ბიჭებს საჭორაო მისცე, მაგრამ
532
მაინც გათხოვდები და ქმარს ლოგინშიც ჩაუწვები, – დედოფალმა
კარი გააღო. მეფის ქეშიკების თეთრ ფარფლებიან აბჯრებში გამოწ-
ყობილი სერ მერინ ტრანტი და სერ ოსმუნდ ქეთელბლექი გარეთ
იცდიდნენ, – ლედი სანსა სეპტამდე მიაცილეთ, – უთხრა მათ, – ხე-
ლით წაიღეთ, თუ საჭიროა, მაგრამ ეცადეთ, კაბა არ გაუხიოთ, ძა-
ლიან ძვირფასია...
სანსა გაქცევას შეეცადა, მაგრამ სერსეის მოახლემ მანამდე და-
იჭირა, სანამ ორი ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა. სერ მერინ
ტრანტმა ისე შეხედა, სანსას მუხლები მოეკვეთა, მაგრამ ქეთელ-
ბლექმა ლამის ნაზად წაავლო ხელი და უთხრა:
– ქენი, რასაც გეუბნებიან, საყვარელო, ეს არც ისე საშინელი იქ-
ნება. მგლები მამაცები უნდა იყვნენ, ასე არაა?
მამაცი. სანსამ ღრმად ჩაისუნთქა. მე სტარკი ვარ, დიახ, შემიძ-
ლია, მამაცი ვიყო. ყველა მას შესცქეროდა, როგორც მაშინ, ეზოში,
როცა სერ ბოროს ბლაუნტმა ტანსაცმელი შემოახია. იმ დღეს ცემას
ჭინკამ გადაარჩინა, სწორედ იმ კაცმა, ახლა მას რომ ელოდა. ის
სხვებივით ცუდი არაა, უთხრა თავს.
– წამოვალ.
– ვიცოდი, ასე იზამდი.
მერე არც ახსოვდა, როგორ გამოვიდა ოთახიდან, როგორ ჩავი-
და კიბეზე და როგორ გადაიარა ეზო. მთელ ძალას, რაც შერჩენოდა,
იმას ახარჯავდა, რომ როგორმე ერთი ფეხი მეორის წინ დაედგა.
გვერდში სერ მერინი და სერ ოსმუნდი მიჰყვებოდნენ, მასავით თეთ-
რი მოსასხამები ეცვათ, ოღონდ მარგალიტების და მგელსაზარას
გარეშე, მგელსაზარა მამამისის ნიშანი იყო. სასახლის სეპტის კიბე-
ზე თავად ჯოფრი უცდიდა,. სერსეიმ გაიღიმა.
მეფე დიდებული იყო მეწამულ და ოქროვან სამოსში, თავზე
გვირგვინი ედგა. – დღეს მე შენი მამა ვარ, – გამოუცხადა სანსას.
533
– არ ხარ, – იფეთქა სანსამ, – ვერც ვერასოდეს იქნები.
მეფეს სახე მოეღრუბლა.
– ვარ. შენი მამა ვარ და ვისაც მინდა, იმას მიგათხოვებ. ნებისმი-
ერს. მეღორეს გაჰყვები, თუ გეტყვი, და საღორეში დაწვები იმასთან
ერთად, – მწვანე თვალები ხალისით აუციმციმდა, – ან, იქნებ, ილინ
პეინს მივცე შენი თავი, ის უფრო მოგეწონება? სანსას გული ჩაწყდა.
– გთხოვ, თქვენო მოწყალებავ, – შეევედრა ჯოფრის, – თუ რო-
დისმე ოდნავ მაინც გიყვარდი, ნუ შემრთავ ბიძაშენს.
სეპტის კარიდან ტირიონ ლანისტერმა გამოაბიჯა.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მან ჯოფრის, – დამტოვე წუთით
მარტო სანსასთან, თუ ინებებ.
მეფე აპირებდა, ეუარა, მაგრამ დედამ მკაცრად შეხედა. ისინი
განზე გადგნენ. ტირიონს ოქროს ხვეულებით მოჩითული შავი ხა-
ვერდის კამზოლი ეცვა, ჩექმები სიმაღლეში სამ გოჯს მატებდა, კი-
სერზე ლალის და ლომის თავებისგან შემდგარი ჯაჭვი ეკიდა. მაგ-
რამ სახეზე ახალი, წითელი ნაიარევი ეტყობოდა, ცხვირი კი საზარე-
ლი ფუფხით ჰქონდა დაფარული.
– ძალიან ლამაზი ხარ, სანსა, – უთხრა გოგონას.
– მადლობა, ასე რომ მეუბნები, მილორდ, – არ იცოდა, კიდევ რა
ეთქვა. ხომ არ უნდა ვუთხრა, რომ ისიც ლამაზია? ან სულელი ვეგო-
ნები, ან მატყუარა. სანსამ მზერა დახარა და ენას კბილი დააჭირა.
– მილედი, საკუთარ ქორწილზე წესით ასე არ უნდა მოდიოდე.
ამის გამო ბოდიში მომითხოვია. და იმის გამო, ასე უცბად და სა-
იდუმლოდ რომ მოხდა ყველაფერი. ჩემმა ლორდმა-მამამ გადაწ-
ყვიტა, რომ ასე იყო საჭირო, სახელმწიფო მოსაზრებით: თორემ უფ-
რო ადრე გეახლებოდი, როგორც ვაპირებდი, – უფრო მიუახლოვდა
სანსას, – ვიცი, ეს ქორწინება შენ არ გითხოვია. არც მე. ოღონდ, მე
თუ უარს ვიტყოდი, მაშინ ჩემს კუზენს, ლანსელს, მიგათხოვებდნენ.
534
შეიძლება, ასე გერჩივნოს. ის ასაკით უფრო შეგეფერება და უფრო
ლამაზი შესახედიცაა. ასე თუ გიჯობს, თქვი, და მე ამ სანახაობას ბო-
ლოს მოვუღებ.
არც ერთი ლანისტერი არ მირჩევნია, უნდოდა ეთქვა სანსას. ვი-
ლასი მინდა, ზენაბაღი, ლეკვები და ხომალდი მინდა, და ძეები, სა-
ხელად ედარდი, ბრანი და რიკონი. მაგრამ მერე გაახსენდა, რა უთ-
ხრა დონტოსმა საღვთო ტყეში. ტაირელი თუ ლანისტერი, რა გან-
სხვავებაა, მათ მე კი არ ვუნდივარ, მხოლოდ ჩემი მემკვიდრეობა
სურთ. – კეთილი ბრძანდები, მილორდ, – თქვა ფარხმალდაყრილ-
მა, – მე ტახტის აღსაზრდელი ვარ და ჩემი ვალია, მასზე ვიქორწინო,
ვისაც მეფე მიბრძანებს.
ის თავისი სხვადასხვა თვალებით აკვირდებოდა.
– მე ვიცი, რომ ყმაწვილი ქალები ჩემნაირ ქმრებზე არ ოცნებო-
ბენ, სანსა, – უთხრა ლმობიერად, – მაგრამ არც ჯოფრი ვარ.
– არა, – უთხრა სანსამ, – შენ კეთილი იყავი ჩემ მიმართ, მახ-
სოვს.
ტირიონმა სქელი, კოტიტა ხელი გაუწოდა.
– მაშინ წამოდი. ავასრულოთ, რაც გვევალება.
მაშინ სანსამ ხელში ჩაუდო ხელი და ტირიონმა იგი საქორწილო
საკურთხეველთან მიიყვანა, სადაც დედასა და მამას შორის სეპტო-
ნი უცდიდათ, მათ სამუდამოდ შესაერთებლად. სანსამ დაინახა მას-
ხარას სამოსში გამოწყობილი სერ დონტოსი, გაფართოებული თვა-
ლებით რომ შესცქეროდა. სერ ბეილონ სუანი და სერ ბოროს ბლა-
უნტიც იქ იყვნენ, მეფის ქეშიკთა ქათქათა აბჯრებით, მაგრამ სერ
ლორასი არ ჩანდა. არც ერთი ტაირელი აქ არ არის, მიხვდა უცებ
სანსა. მაგრამ მრავლად იყვნენ სხვა დამსწრეები: საჭურისი ვარისი,
სერ ადამი მარბრანდი, ლორდი ფილიპ ფუტი, სერ ბრონი, ჯალაბარ
ზო, ათეული სხვაც. ლორდი ჯაილსი ახველებდა, ლედი ერმესანდე
535
ხელში ატატებული ეჭირათ, ლედი ტანდას ორსული ასული კი უმი-
ზეზოდ ტიროდა. იტიროს, იფიქრა სანსამ. დღეს იქნებ მეც ვიტირო.
ცერემონიამ სიზმარივით ჩაიარა. სანსა აკეთებდა ყველაფერს,
რაც მოეთხოვებოდა. ლოცვები, ფიცი, გალობა ერთმანეთს ცვლი-
და, მაღალი სანთლები იწვოდა და ასობით მოციმციმე შუქს მის თვა-
ლებში ჩამდგარი ცრემლი ათასებად აქცევდა. საბედნიეროდ, ვერა-
ვინ ამჩნევდა, მამამისის ფერებში გამოხვეული სანსა საკურთხევ-
ლის წინ რომ ტიროდა; ან ამჩნევდნენ, მაგრამ არ იმჩნევდნენ. თით-
ქოს ჯერ არც კი დაეწყოთ და უკვე მოსასხამების გამოცვლის დრო
მოვიდა.
როგორც სახელმწიფოს მამა, ჯოფრი ლორდ ედარდის მოვა-
ლეობას ასრულებდა. სანსა შუბივით ამართული იდგა, როდესაც
ჯოფრის ხელები მხრებზე შემოეხვა სამაგრის შესახსნელად. ერთი
ხელი მკერდზე გაუსვა და ოდნავ მოუჭირა. მერე აბზინდა გაიხსნა და
ჯოფმა მისი საპატარძლო მოსასხამი მეფური სილაღით და სახეზე
ღიმილგადაფენილმა მიაგდო გვერდით.
ბიძამისს უარესად გამოსდიოდა საქმე. საქორწილო მოსასხამი,
რომელიც მას ეჭირა, გრძელი და მძიმე იყო, მეწამული ხავერდი უხ-
ვად იყო მოქარგული ლომებით და ოქროვანი ატლასისა და ლალე-
ბის ქობა დაუყვებოდა. ოღონდ სკამის მოტანა ვერავინ მოიფიქრა,
ტირიონი კი თავის პატარძალზე ფუტ-ნახევრით დაბალი იყო.
ზურგსუკან რომ დაუდგა, სანსამ იგრძნო, ქვედაკაბაზე რომ და-
ქაჩა. უნდა, რომ ჩავიმუხლოო, მიხვდა და წამოწითლდა. ამან საბო-
ლოოდ დათრგუნა. ასე არ უნდა ხდებოდეს, ათასჯერ ეოცნება საკუ-
თარ ქორწილზე და ყოველთვის წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ
დაუდგებოდა უკან მაღალი, ძლიერი მეუღლე, თავისი მფარველო-
ბის მოსასხამში გამოახვევდა და ნაზად დაუკოცნიდა ლოყებს, წინ
რომ გადმოიხრებოდა აბზინდის შესაბნევად.
536
კიდევ უფრო დაჟინებით დაქაჩეს კალთაზე. არ ვიზამ. რატომ უნ-
და დავინდო მისი გრძნობები, როცა ჩემი არავის ენაღვლება?
ჯუჯამ მესამედ დაქაჩა. სანსამ ჯიუტად მოკუმა ტუჩები, ვითომ ვე-
რაფერს ხვდებოდა. მათ უკან ვიღაცამ ჩაიხითხითა. დედოფალიაო,
გაიფიქრა სანსამ, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. უკვე
ყველა იცინოდა, ჯოფრი კი – ყველაზე ხმამაღლა.
– დონტოს, დაოთხდი, – უბრძანა მეფემ, – ბიძაჩემს თავის პა-
ტარძალზე ასაცოცებლად საფეხური სჭირდება.
ჰოდა, მისმა ლორდმა-ქმარმა ამგვარად შემოსა იგი ლანისტე-
რების ფერებში – მასხარას ზურგზე დამდგარმა.
სანსა რომ მიბრუნდა, პატარა კაცი ქვემოდან შემოსცქეროდა,
პირი მაგრად მოეკუმა, სახე მისი მოსასხამივით წითელი ჰქონდა.
სანსას უცებ შერცხვა თავისი სიჯიუტის. კალთები ჩამოისწორა და
მის წინ ჩაიმუხლა, და მათი თავები ერთ სიმაღლეზე აღმოჩნდა.
– ეს კოცნა იყოს თავდები ჩემი სიყვარულისა, და მიმიღიხარ
ჩემს ლორდად და მეუღლედ.
– ეს კოცნა იყოს თავდები ჩემი სიყვარულისა, – ჩახლეჩილი
ხმით უპასუხა ქონდრისკაცმა, – და მიმიღიხარ ჩემს ლედიდ და მე-
უღლედ, – წინ გადაიხარა და მათი ტუჩები წამით შეერთდნენ.
რა უშნოა, გაიფიქრა სანსამ, როდესაც მისი სახე მიუახლოვდა.
ქოფაკზე უფრო უშნოც კია. სეპტონმა თავისი კრისტალი მაღლა ას-
წია და წყვილს ცისარტყელას სხივი დაეფინა.
– ღმერთებისა და ადამიანების წინაშე, – თქვა მან, – საზეიმოდ
გამომიცხადებია ტირიონ ლანისტერი და სანსა სტარკი ცოლ-ქმრად
და იყვნენ ერთ ხორც, ერთ გულ, ერთ სულ, ან და მარადის, და წყე-
ული იყოს ის, ვინც მათ შორის ჩადგეს გასათიშად. სანსამ ტუჩზე იკ-
ბინა, ტირილი რომ არ წასკდომოდა.

537
საქორწილო სუფრა მცირე დარბაზში გაეშალათ. ალბათ, ორ-
მოცდაათი სტუმარი იქნებოდა: სეპტში დამსწრეებს ლანისტერების
ქვეშევრდომები და მოკავშირეები დაემატნენ. სანსამ ახლა კი და-
ინახა ტაირელები. მარჯერიმ მას სევდიანად შეხედა, ხოლო როცა
დარბაზში მარჯვენასა და მარცხენას შორის ჩამდგარი ეკლების დე-
დოფალი შემოცუხცუხდა, მას სანსასკენ არც გაუხედავს. ელინორს,
ალას და მეგასაც გადაეწყვიტათ, მისკენ არ გაეხედათ. მეგობრები,
მწარედ გაიფიქრა სანსამ. მისი ქმარი ბევრს სვამდა და თითქმის
არაფერს ჭამდა. როდესაც ვინმე სადღეგრძელოს წარმოსათქმე-
ლად დგებოდა, ყურს უგდებდა და მოკლედ დაუკრავდა ხოლმე
თავს, სხვა დროს კი სახე ქვისგან გამოთლილს უგავდა. ნადიმი
თითქოს აღარასოდეს დამთავრდებოდა. სანსას პირი არაფრისთვის
დაუკარებია. უნდოდა, მალე დამთავრებულიყო, თუმცა მისი დასას-
რულიც აშინებდა. რადგანაც ნადიმის მერე ჩაწვენის ჯერი დადგებო-
და. კაცები მას ხელით წაიღებდნენ საქორწილო სარეცელზე, გზა-
დაგზა გახდიდნენ და მოურიდებლად იხუმრებდნენ იმაზე, თუ რა
ელოდა საბნის ქვეშ, ქალები კი იმავე პატივს ტირიონს მიაგებდნენ.
საწოლში შიშვლებს რომ ჩაყრიდნენ, მერეღა დატოვებდნენ მარტო-
ებს, თუმცა სტუმრები მაინც საქორწილო ოთახთან იდგებოდნენ და
კარს იქიდან უხამს რჩევებს მიაწვდიდნენ. სანსას ადრე ეს თავგადა-
სავალი საოცრად ურცხვი და ამაღელვებელი ეჩვენებოდა, მაგრამ
ახლა, თავად რომ დადგა ამის წინაშე, მხოლოდ ძრწოლა იპყრობ-
და. ვერ აიტანდა, მისთვის ტანსაცმელი რომ შემოეხიათ, და ზუსტად
იცოდა, რომ პირველივე შეხუმრებაზე ცრემლებს გადმოყრიდა.
დაკვრა რომ დაიწყეს, თვინიერად შეეხო ტირიონს ხელზე და უთ-
ხრა:
– მილორდ, ცეკვას გავუძღვეთ?
მას პირი მოეღრიცა.
538
– მეჩვენება, რომ ერთი დღისთვის უკვე ყველა საკმაოდ ვახალი-
სეთ, არა? – როგორც იტყვი, მილორდ, – სანსამ ხელი უკან გასწია.
მათ ნაცვლად ცეკვას ჯოფრი და მარჯერი გაუძღვნენ. როგორ შე-
იძლება, ურჩხული ასე ლამაზად ცეკვავდეს? მას ხშირად უოცნებია,
როგორ იცეკვებდა თავის ქორწილში, ყველას თვალი მისკენ და მი-
სი მშვენიერი ლორდისკენ იქნებოდა მიპყრობილი. მის ოცნებებში
ყველას ღიმილი ეფინა სახეზე. ახლა ჩემი ქმარიც კი არ იღიმება. მე-
ფეს და მის საცოლეს მალე სხვა სტუმრებიც აჰყვნენ. ელინორი თა-
ვის ჭაბუკ საჭურველთმტვირთველთან ცეკვავდა, მეგა – პრინც ტო-
მენთან. ლედი მერივეთერი, შავთმიანი და დიდთვალება მირელი
მზეთუნახავი, ისე გამომწვევად ტრიალებდა, რომ მალე დარბაზში
მყოფი ყველა კაცი მას მიაჩერდა. ლორდი და ლედი ტაირელები უფ-
რო თავშეკავებულად ცეკვავდნენ. სერ კევან ლანისტერმა გამოიწ-
ვია ლედი ჯანა ფოსოვეი, ლორდ ტაირელის და. მერი კრეინი საცეკ-
ვაოდ ყარიბ პრინცს ჯალაბარ ზოს გაჰყვა, რომელიც დიდებული
ჩანდა თავის ბუმბულოვან სამოსში. სერსეი ლანისტერი ჯერ ლორდ
რედვაინს ეცეკვა, მერე ლორდ როვანს, ბოლოს კი – საკუთარ მა-
მას, რომელიც მოქნილი, უხალისო გრაციით ტრიალებდა.
სანსა იჯდა, მუხლებზე ხელები დაეწყო და უცქერდა, როგორ
ტრიალებდა დედოფალი, როგორ იცინოდა და ქერა თმას აფრია-
ლებდა. ყველას აჯადოებს, გაიფიქრა ბუნდოვნად. როგორ მძულს.
გვერდზე გაიხედა, სადაც მთვარე-ბიჭი დონტოსს ეცეკვებოდა.
– ლედი სანსა, – შემაღლების გვერდით სერ გარლან ტაირელი
იდგა, – დამდებ პატივს? თუ შენი ლორდიც თანახმა იქნება?
ჭინკას სხვადასხვაფერი თვალები დაუწვრილდა.
– მილედი იცეკვებს იმასთან, ვისთანაც ისურვებს.
იქნებ ჯობდა, ქმრის გვერდით დარჩენილიყო, მაგრამ ისე ძალი-

539
ან უნდოდა ცეკვა... სერ გარლანი კი მარჯერის, ვილასის, მისი ყვა-
ვილების რაინდის ძმა იყო. – ახლა ვხვდები, თუ რატომ გიწოდებენ
გარლან თავაზიანს, სერ, – უთხრა და ხელზე დაეყრდნო.
– მილედი მოწყალეა, ასე რომ ამბობს. ეს სახელი ჩემმა ძმამ ვი-
ლასმა დამარქვა, ჩემს დასაცავად.
– დასაცავად? – სანსამ გაოცებით შეხედა.
სერ გარლანს გაეცინა.
– მსუქანი პატარა ბიჭი ვიყავი, სამწუხაროდ, ჩვენ კი გვყავდა ბი-
ძა, რომელსაც სახელად გართ სქელი შერჩა. ამიტომ ვილასმა გა-
დაწყვიტა, თავად შეერჩია მეტსახელი, თუმცა მანამდე მაშინებდა,
გარლან გოგრუჭას, გარლან გოგონას და გარლან ქიმერას დაგარ-
ქმევო.
ეს ისე საყვარელი და სულელური იყო, რომ სანსას მაინც გაეცი-
ნა. მერე ამის გამო უცნაურად მადლობელი დარჩა.
სიცილმა ისევ იმედი ჩაუსახა, თუნდაც მცირე ხნით. იგი ღიმი-
ლით გაედევნა ჰანგს, დაიკარგა ნაბიჯებსა და ტრიალში, ფლეიტის
და სტვირების ჟღერაში, დოლის ბაგუნში... და დროდადრო – სერ
გარლანის მკლავებში, როდესაც ცეკვა მათ ერთად შეყრიდა ხოლ-
მე.
– ჩემი ლედი-ცოლი ძალიან წუხს შენ გამო, – უთხრა მან ჩუმად
ერთი ასეთი შეხვედრისას. – ლედი ლეონიტე ძლიერ გულისხმი-
ერია. უთხარი, რომ არა მიჭირს რა.
– პატარძალი საკუთარ ქორწილში „არა მიჭირსზე“ უკეთ უნდა
იყოს, – მის ხმაში თანაგრძნობა ისმოდა, – სადაც იყო, ატირდებო-
დი.
– სიხარულის ცრემლებით, სერ.
– შენი თვალები შენი სიტყვების სიცრუეს გასცემს, – სერ გარ-
ლანმა შემოატრიალა და ახლოს მიიზიდა, – მილედი, მე მინახავს,
540
როგორ შესცქერი ჩემს ძმას. ლორასი ქველი და ლამაზია, და ჩვენ
ყველას ძალიან გვიყვარს... მაგრამ შენი ჭინკა უკეთესი ქმარი იქნე-
ბა. ვფიქრობ, იგი იმაზე დიდი კაცია, ვიდრე ჩანს.
ჰანგმა ისინი მანამდე გაყარა, ვიდრე სანსა პასუხის გაცემას მო-
ასწრებდა. ახლა წინ სახეაჭარხლებული და გაოფლილი მეის ტა-
ირელი დაუდგა, მერე – ლორდი მერივეთერი, შემდეგ კი პრინცი
ტომენი.
– მეც მინდა ცოლის შერთვა, – უთხრა პუტკუნა პატარა პრინცუ-
კამ, რომელიც სულ რაღაც ცხრისა იყო, – ბიძაჩემზე მაღალი ვარ!
– კი ხარ, – დაეთანხმა სანსა, სანამ წყვილები ისევ შეიცვლე-
ბოდნენ. სერ კევანმა უთხრა, ლამაზი ხარო, ჯალაბარ ზომ ისეთი
რამ უთხრა, რაც სანსამ ვერ გაიგო, რადგანაც სამხრეთის კუნძულე-
ბის ენაზე ლაპარაკობდა, ლორდმა რედვაინმა კი ბევრი პუტკუნა
ბავშვი და ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრება უსურვა. მერე კი ცეკვამ
ჯოფრის პირისპირ დააყენა.
სანსა დაიძაბა, მისი ხელი რომ შეეხო, მაგრამ მეფე უფრო მტკი-
ცედ ჩაეჭიდა და ახლოს მიიზიდა.
– ნუ ხარ ასე ნაღვლიანი. ბიძაჩემი უშნო და დაგვაჯულია, მაგრამ
მე ხომ მაინც გყავარ.
– შენ მარჯერი უნდა შეირთო!
– მეფეს შეუძლია, სხვა ქალიც ჰყავდეს. კახპები. მამაჩემს ეგრე
ჰყავდა. რომელიღაც ეაგონსაც ეგრე. მესამეს თუ მეოთხეს. უამრავი
კახპა და უამრავი ბუში ჰყავდა, – მუსიკის ხმაზე რომ შემოტრიალ-
დნენ, ჯოფრიმ სველი პირით აკოცა, – ბიძაჩემი, როცა ვუბრძანებ,
მაშინ მოგიყვანს ჩემს საწოლში.
სანსამ თავი გაიქნია.
– არ მომიყვანს.

541
– მოგიყვანს, თუ არადა, თავს მოვჭრი. იმ მეფე ეაგონს რომე-
ლიც უნდოდა, ის ქალი ჰყავდა, გათხოვილიც და გაუთხოვარიც.
საბედნიეროდ, ისევ შეცვლის დრო იყო. თუმცა ფეხები დაუძა-
ბუნდა და ლორდმა როვანმა, სერ ტალადმა და ელინორის საჭურ-
ველთმტვირთველმა ალბათ იფიქრეს, რა ტლანქი მოცეკვავე ყოფი-
ლაო. და როცა ისევ სერ გარლანთან დაბრუნდა, ცეკვაც გათავდა.
შვება მხოლოდ ცოტა ხნით ეღირსა. როგორც კი მუსიკა მიწყდა,
სანსამ გაიგონა, ჯოფრი რომ ამბობდა:
– დროა, ჩავაწვინოთ! გავაძროთ ტანზე და ვნახოთ, ამ ძუ მგელს
რა აქვს ბიძაჩემისთვის მისაცემი!
დანარჩენები ხმამაღლა აყვირდნენ.
სანსას ქონდრისკაცმა ქმარმა თავის ღვინის თასს მოსწყვიტა
თვალი.
– არავითარი ჩაწვენა.
ჯოფრიმ სანსას მკლავში ჩაავლო ხელი.
– იზამ, მე თუ გიბრძანებ!
ჭინკამ ხანჯალი მაგიდას დაარჭო, მახვილი აცახცახდა და გა-
ჩერდა.
– მაშინ მოგიწევს, საკუთარ პატარძალს ხის ჯოხით მოემსახუ-
რო. დაგაცვედანებ, გეფიცები.
გაოგნებული სიჩუმე ჩამოწვა. სანსა ჯოფრის მოშორდა, მაგრამ
მას მაგრად ეჭირა და კაბის სახელო გაიფხრიწა. ეს არავის შეუმჩნე-
ვია. დედოფალი სერსეი მამას მიუბრუნდა.
– გაიგონე, რა თქვა?
ლორდი ტაივინი სკამიდან წამოდგა.
– მგონი, ჩვენი ჩაწვენის გარეშეც იოლას გავლენ. ტირიონ, მჯე-
რა, მეფის დამუქრება გულშიც არ გაგივლია.
სანსამ დაინახა, მის ქმარს როგორ დაუმანჭა რისხვამ სახე.
542
– წამოვროშე, – თქვა მან, – ეს უხეირო ხუმრობა გახლდა, სირ.
– შენ დამემუქრე, დაგყვერავო! – დაიკივლა ჯოფრიმ.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ტირიონმა, – მაგრამ
მხოლოდ იმიტომ, რომ მშურს შენი მეფური მამაკაცობის ნიშნის. ჩე-
მი ძლიერ პატარა და გვაჯია, – სახე ავმა ღიმილმა მოუქცია, – და
თუ ენას ამომაძრობ, სრულიად მომისპობ შესაძლებლობას, ვასია-
მოვნო ჩემს ლამაზ ცოლს, რომელიც შენ შემრთე.
სერ ოსმუნდ ქეთელბლექს სიცილი წასკდა. ვიღაც სხვამაც ჩა-
იხითხითა. მაგრამ არც ჯოფს, არც ლორდ ტაირელს არ გასცინები-
ათ.
– თქვენო მოწყალებავ, – თქვა ლორდმა, – ჩემი ძე მთვრალია,
ხომ ხედავ. – ვარ, – აღიარა ჭინკამ, – მაგრამ ისე მთვრალიც არა,
რომ საკუთარი ცოლი ლოგინში ვერ ჩავიწვინო, – იგი შემაღლები-
დან ჩამოხტა და სანსა უხეშად დაბღუჯა, – წამო, ცოლო, დროა, დავ-
ლეწოთ შენი კარიბჭე. „შემო ციხესიმაგრეში“ უნდა გეთამაშო.
სახეაწითლებული სანსა მცირე დარბაზიდან გაჰყვა. სხვა რა გზა
მაქვს? ტირიონი ჩლახუნით დადიოდა, მით უფრო მაშინ, როცა
სწრაფად ცდილობდა გავლას, ღმერთებმა შეიბრალეს და არც ჯოფ-
რი, არც სხვა ვინმე არ გაჰყოლიათ.
საქორწილო ღამის საპატივცემულოდ მათ ლოგინი მარჯვენის
კოშკის ზედა საძინებელში გაუშალეს. ტირიონმა ფეხით მიხურა კა-
რი.
– საწოლთან მაგიდაზე არბორული ოქროსფერი დგას დოქით,
სანსა. გეთაყვა, დამისხი ერთი ჭიქა.
– განა გონივრული იქნება, მილორდ?
– არაფერი იქნება ამაზე გონივრული. ხომ ხედავ, არ ვარ მარ-
თლა მთვრალი. მაგრამ ვაპირებ, დავთვრე.
სანსამ ორივესთვის შეავსო თასი. უფრო იოლი იქნება, თუ მეც
543
დავთვრები. ფართო ბალდახინიანი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და
სამი გრძელი ყლუპით ნახევარი თასი გამოცალა. უეჭველია, ჩინე-
ბული ღვინო იყო, მაგრამ აფორიაქებული მის გემოს ვერც გრძნობ-
და. სასმელმა თავბრუ დაახვია.
– უნდა გავიხადო, მილორდ?
– ტირიონ, – მან თავი გვერდზე გადახარა, – მე ტირიონი მქვია,
სანსა. – ტირიონ. მილორდ. მე გავიხადო თუ გინდა, თვითონ გამხა-
დო? – კიდევ მოსვა ღვინო.
ტირიონი მისგან შებრუნდა.
– პირველად რომ ვიქორწინე, ჩვენ ორნი და მთვრალი სეპტონი
ვიყავით, და კიდევ – რამდენიმე ღორი, დამსწრეებად. ერთ-ერთი
დამსწრე ქორწილის სუფრაზე მივირთვით. ტიშა დაბრაწულ კანს
მაჭმევდა, მე კი თითებიდან ცხიმს ვულოკავდი და სიცილით ვიხ-
რჩობოდით, ლოგინში რომ ჩავხტით.
– ადრეც გყავდა ცოლი? მე... დამავიწყდა.
– არ დაგვიწყნია. არც იცოდი.
– ვინ იყო, მილორდ? – საოცარია, მაგრამ მართლა აინტერესებ-
და.
– ლედი ტიშა, – ტირიონს პირი მოეღრიცა, – ვერცხლისპეშვის
გვარიდან. მათი ღერბია ერთი ოქროს მონეტა და ასი ვერცხლის,
სისხლიან ზეწარზე. ჩვენი ქორწინება ხანმოკლე იყო... როგორც,
ალბათ, ასე მოკლე კაცს შეეფერება.
სანსა თავის ხელებს დააჩერდა და არაფერი უთქვამს.
– რამდენი წლის ხარ, სანსა? – ჰკითხა ტირიონმა.
– ცამეტის ვიქნები, მთვარე რომ შემობრუნდება.
– შემიწყალონ ღმერთებმა, – ჯუჯამ ისევ მოსვა ღვინო, – რას
იზამ, საუბრით უფრო დიდი ვერ გახდები. შევუდგეთ, მილედი? თუ
გესიამოვნება?
544
– მე მესიამოვნება, ჩემს ლორდ ქმარს ვასიამოვნო.
ამან, როგორც ჩანს, ტირიონს ბრაზი მოჰგვარა.
– თავაზიანობის უკან ისე იმალები, თითქოს ციხესიმაგრის გა-
ლავანი გერტყას. – თავაზიანობა ლედის აბჯარია, – თქვა სანსამ.
მისი სეპტა სულ ასე ეუბნებოდა ხოლმე.
– მე შენი ქმარი ვარ. ახლა შეგიძლია, აბჯარი გაიხადო.
– და ტანსაცმელიც?
– ეგეც, – ღვინიანი თასი მისკენ გაიქნია, – ლორდმა-მამამ მიბ-
რძანა, ეს ქორწინება დავამტკიცო.
სანსას თითები უცახცახებდა, კაბის შეხსნა რომ დაიწყო. თითე-
ბის მაგივრად ათი ჯოხი ება და ყველა გადამტვრეული იყო. მაგრამ
როგორღაც მოერია თასმებს და ღილებს და მისი მოსასხამი, კაბა,
პერანგი იატაკზე დაეფინა, სანსამ საცვლებიდანაც ამოაბიჯა და
მკლავებსა და ფეხებზე ხორკლებმა დააყარა. სულ იატაკს დასჩერე-
ბოდა, რცხვენოდა, მისთვის შეეხედა, მაგრამ, სულ რომ გაიხადა და
აიხედა, დაინახა, რომ ის თვალს არ აშორებდა. ეჩვენებოდა, რომ
მის მწვანე თვალში წადილს ხედავდა, შავში კი – რისხვას. სანსამ არ
იცოდა, რომელი უფრო აშინებდა. – ბავშვი ხარ, – უთხრა მან.
– უკვე გავიფურჩქნე, – სანსამ მკერდზე ხელები აიფარა.
– ბავშვი ხარ, – გაიმეორა, – მაგრამ მსურხარ. გაშინებს ეს, სან-
სა?
– დიახ.
– მეც. ვიცი, უშნო ვარ...
– არა, მი...
ტირიონი წამოდგა.
– ნუ მატყუებ, სანსა. მახინჯი ვარ, დაჩეხილი და მოკლე, მაგ-
რამ... – სანსა გრძნობდა, ტირიონი სიტყვებს რომ ეძებდა, – ...ლო-
გინში, სანთლები რომ ჩაქრება, არც ერთ სხვა კაცზე უარესი არ ვარ.
545
სიბნელეში ყვავილების რაინდი ვარ, – მან ღვინო მოსვა, – გულუხ-
ვი ვარ. ერთგული მათთვის, ვინც ჩემი ერთგულია. დავამტკიცე,
რომ მხდალი არ ვარ. და ბევრზე უფრო ჭკვიანი ვარ, ჭკუაც ხომ ღირ-
სებაა. კეთილიც კი შემიძლია ვიყო. სამწუხაროდ, სიკეთე ლანისტე-
რებს არ მოგვდგამს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემში სადღაც რაღაც სიკეთე
არის. მე შემეძლო... შემიძლია, კარგი ვიყო შენთვის.
მასაც ჩემსავით ეშინია, მიხვდა სანსა. იქნებ, ამას კეთილადაც
უნდა განეწყო მის მიმართ, მაგრამ ასე არ მოხდა. მხოლოდ სიბრა-
ლულს გრძნობდა, სიბრალული კი სურვილს კლავს. ტირიონი შეს-
ცქეროდა, ელოდა, რომ რამე ეთქვა, მაგრამ სანსას სიტყვები გამო-
ლეოდა. მხოლოდ იდგა და ცახცახებდა.
როდესაც მიხვდა, რომ გოგონას მისთვის პასუხი არ ჰქონდა, ტი-
რიონ ლანისტერმა ბოლომდე გამოცალა ღვინო.
– მესმის, – თქვა მწარედ, – ჩაწექი ლოგინში, სანსა. უნდა ვქნათ,
რაც გვევალება, სანსა ბუმბულის ნაალზე აცოცდა, სხეულზე მის მზე-
რას გრძნობდა. საწოლიც გვერდით მაგიდაზე სურნელოვანი თაფ-
ლის სანთელი ენთო, ზეწარზე კი ვარდის ფურცლები იყო მიმოფან-
ტული. საბანს მოქაჩა, სხეული რომ დაეფარა, მაგრამ არაო, გაიგო-
ნა ტირიონის ხმა.
სიცივისგან ცახცახებდა, მაგრამ დამორჩილდა. თვალები დახუ-
ჭა და იცდიდა. წუთის მერე გაიგონა, მისი ქმარი ჩექმებს იძრობდა,
და გახდილი ტანსაცმლის შარიშური ჩაესმა. როდესაც კაცი საწოლ-
ზე ამოხტა და ხელი მკერდზე დაადო, სანსა შეკრთა. თვალდახუჭუ-
ლი იწვა, ყველა კუნთი დაძაგვროდა, ეშინოდა, შიშით შეპყრობილი
ელოდა, აწი რაღა მოხდებოდა. ისევ შეეხება? აკოცებს? უკვე უნდა
გაუშალოს ფეხები? არ იცოდა, რა მოეთხოვებოდა.
– სანსა, – ხელი მოშორდა, – გაახილე თვალები.
სანსა დაჰპირდა, რომ დამორჩილდებოდა. თვალები გაახილა.
546
ტირიონი შიშველი იჯდა მის ფერხთით. იქ, სადაც ფეხები უერთდე-
ბოდა, მყარი, მაგარი ასო ჰქონდა ამოჩრილი უხეში ყვითელი თმი-
დან, მაგრამ ამის გარდა მის სხეულზე სხვა არაფერი იყო სწორი და
გამართული.
– მილედი, – უთხრა ტირიონმა, – მიმზიდველი ხარ, უდავოდ,
მაგრამ... ვერ ვიზამ ამას. წყეული იყოს მამაჩემი. მოვიცდით. მთვა-
რის მობრუნებამდე, ერთი წელი, მთელი ზამთარი, რამდენიც დაგ-
ვჭირდება. სანამ უკეთ არ გამიცნობ და იქნებ ცოტა ნდობაც გაგიჩ-
ნდეს ჩემი. – ამ ღიმილით ალბათ, სანსასთვის გულის გაკეთება უნ-
დოდა, მაგრამ უცხვირო ღიმილმა კიდევ უფრო საშინელი და ამაზ-
რზენი სანახავი გახადა.
შეხედე, უთხრა სანსამ თავს, შეხედე შენს ქმარს, თავიდან ფეხამ-
დე. სეპტა მორდეინი ამბობდა, ყველა ადამიანი ლამაზიაო. დაინახე
მისი სილამაზე, ეცადე. უყურებდა მის მობრეცილ ფეხებს, გამობურ-
ცულცხოველურ შუბლს, მწვანე თვალს და შავ თვალს, ცხვირის ხე-
შეშ კორძს და მორკალულ ვარდისფერ ნაიარევს, შავი და ოქროს-
ფერი თმის აბურდულ გროვას, მისი წვერი რომ ერქვა. ასოც კი უშნო
ჰქონდა, სქელი და დაძარღვული, იისფერი გაბერილი თავით. რა-
ღაც სწორად არ ხდება, სამართლიანად არ ხდება, რა შევცოდე ასე-
თი, ღმერთები ამას რომ მიშვრებიან, რა? – ლანისტერის ღირსებას
ვიმოწმებ, – უთხრა ტირიონმა, – რომ არ შეგეხები, სანამ თავად არ
ისურვებ ამას.
მთელი სიმამაცის მოკრება დასჭირდა, იმ სხვადასხვა თვალებში
რომ ჩაეხედა და ეკითხა:
– და თუ არასოდეს ვისურვებ მაგას, მილორდ?
პირი ისე შეუხტა, თითქოს სანსას სილა გაეწნას.
– არასოდეს?
კისერი ისე ჰქონდა გაშეშებული, თავი ძლივს დაუქნია.
547
– რას იზამ, – თქვა მან, – მაგიტომაც შეუქმნეს ღმერთებმა კახ-
პები ჩემისთანა ჭინკებს, – კოტიტა თითები მუშტად შეკრა და საწო-
ლიდან ჩაცოცდა.

არია

ქვის სეპტი დიდი ქალაქი იყო, არიას მეფის საბიჯელიდან წამოს-


ვლის მერე ამხელა დასახლება არც ენახა. ჰარვინმა უთხრა, აქ მა-
მაშენმა სახელგანთქმული ბრძოლა მოიგოო.
– შლეგი მეფის მეომრები რობერტს მისდევდნენ, უნდოდათ, მა-
ნამდე დასწეოდნენ, სანამ ის მამაშენთან შეერთებას მოახერხებდა,
– უამბო ჰარვინმა, როცა კარიბჭისკენ მიდიოდნენ, – დაჭრილი იყო,
რამდენიმე მეგობარი უვლიდა, როცა ლორდმა კონინგტონმა, მარ-
ჯვენამ, ქალაქი აიღო დიდი ჯარით და ყველა სახლის ჩხრეკას შეუდ-
გა. თუმცა, სანამ რობერტს იპოვიდნენ, ლორდი ედარდი და პაპაშე-
ნი ქალაქს მოადგნენ და გალავანს შემოუტიეს. ლორდმა კონინ-
გტონმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ქუჩებსა და შუკებში იბ-
რძოდნენ, სახურავებზეც კი, და ყველა სეპტონმა ზარების რეკვა
ატეხა, რათა მდაბიორებს სახლების კარები ჩაერაზათ. რობერტი
საფრიდან გამოვიდა და ბრძოლაში ჩაება, ზარების ხმა რომ გაიგო-
ნა. ამბობენ, იმ დღეს ექვსი კაცი მოკლაო. ერთი მაილს მოტონი
იყო, სახელოვანი რაინდი, რომელიც ადრე პრინც რეიგარის საჭურ-
ველთმტვირთველად იყო ნამყოფი.
მარჯვენასაც მოკლავდა, მაგრამ ბრძოლაში ერთმანეთს არ გა-
დაჰყრიან. თუმცა კონინგტონმა მძიმედ დაჭრა პაპაშენი და მოკლა
სერ დენის ერინი, მთელი ველის უსაყვარლესი რაინდი. მაგრამ,
რომ დაინახა, ბრძოლა წაგებულიაო, თავის ფარზე გამოსახული
გრიფონებივით სწრაფად გაუფრინდა მტერს. ზარების ბრძოლა, ასე
548
შეარქვეს მერე. რობერტი სულ ამბობდა, რომ ის მამაშენმა მოიგო
და არა თვითონ. იქაურობას რომ გადახედა, არიამ იფიქრა, აქ იმის
მერეც ყოფილა ბრძოლებიო. ქალაქის ჭიშკარი ახალი, გაურანდავი
ხისა იყო. გალავანთან მიყრილი დანახშირებული ფიცრები მოგით-
ხრობდათ, თუ რა დაემართა ძველს.
ქვის სეპტი საგულდაგულოდ იყო ჩარაზული, მაგრამ როდესაც
კარიბჭის კაპიტანმა მოსულები დაინახა, გვერდითა კარი გაუღო.
– საჭმლის საქმე როგორ გაქვთ? – ჰკითხა ტომმა, რომ შევიდ-
ნენ.
– ახლა უკეთ. მონადირემ ცხვრების ფარა მორეკა, შავწყალას
გადაღმაც რაღაცების ყიდვა შეიძლება. მდინარის სამხრეთით მოსა-
ვალი არ გადაუწვავთ. ხო, კი არიან ისეთები, რაც გვაქვს, იმის წაღ-
ლეტვაც რომ უნდათ. ხან მგლები, ხან ჯამბაზები. ვისაც საჭმელი არ
სჭირდება, ალაფი უნდა ან ქალები, და ვისაც არც ოქრო უნდა და
არც გოგოები, იმ წყეულ მეფისმკვლელს ეძებს. ამბობენ, ლორდ ედ-
მურს პირდაპირ თითებიდან გაუსხლტაო.
– ლორდ ედმურს? – წარბი შეიკრა ლიმმა, – აბა, ლორდი ჰოს-
ტერი მომკვდარა? – მოკვდა ან კვდება. გგონია, ლანისტერი შეიძ-
ლება, შავწყალასკენ მიდიოდეს? მეფის საბიჯელამდე ეგრე ყველაზე
ახლო გზააო, მონადირე იფიცება, – კაპიტანს პასუხისთვის არ და-
უცდია, – ძაღლები გაიყვანა, აქაურობა რომ მოაყნოსინოს. ჯეიმი
ლანისტერი თუ სადმე აქვეა, იპოვიან. ის ძაღლები მინახავს, დათ-
ვებს გლეჯენ, გგონია, ლომის სისხლი მოეწონებათ?
– დაღეჭილი გვამი ვის რა ჯანდაბად უნდა, – თქვა ლიმმა, – მო-
ნადირემ ეს ჩემზე ნაკლებად არ იცის.
– დასავლელებმა რომ გაიარეს, მონადირეს ცოლი და და გაუბა-
ხეს, მისი ყანები გადაწვეს, ცხვრების ნახევარი შეუჭამეს, მეორე ნა-
ხევარი კი ტყუილად დახოცეს. ექვსი ძაღლიც მოუკლეს და ლეშები
549
ჭაში ჩაყარეს. ვიტყოდი, დაღეჭილი გვამი ძალიანაც კარგად უნდა-
მეთქი. იმასაც და მეც.
– ურჩევნია, არ ქნას, – თქვა ლიმმა, – მეტს არაფერს ვიტყვი.
ურჩევნია, არ ქნას, შენ კიდევ წყეული შტერი ხარ.
არია ჰარვინსა და ენგაის შორის ჩამდგარი მიუყვებოდა ქუჩებს,
რომლებშიც ოდესღაც მამამისი იბრძოდა. ხედავდა ბორცვზე მდგარ
სეპტს, მის ქვემოთ კი – რუხი ქვით აგებულ მტკიცე ციხეს, რომელიც
ასე დიდი ქალაქისთვის ძალიან პატარა ეჩვენებოდა. მაგრამ ყოვე-
ლი მესამე სახლი, რომელსაც ჩაუვლიდნენ, შავად იყო შიგნიდან
ამომწვარი და არც ხალხი ჩანდა.
– ქალაქელები ყველანი დაიხოცნენ?
– არა, უბრალოდ, გვემალებიან, – ენგაიმ სახურავზე მდგარი
ორი მშვილდოსანი უჩვენა, მერე ლუდსახარშის ნანგრევების უკან
მიმალული რამდენიმე სახეგამურული ბიჭი დაანახვა. ცოტა რომ
გაიარეს, ხაბაზმა დარაბიანი ფანჯარა გამოაღო და ლიმს გადმოსძა-
ხა. მის ხმაზე სხვებიც გამოვიდნენ საფრებიდან და ქვის სეპტის ქუ-
ჩები ნელ-ნელა გამოცოცხლდა.
ქალაქის შუაში საბაზრო მოედანზე მხლტომი კალმახის ფორმის
წყარო იდგა, პირიდან წყალი სდიოდა და თავხელ გუბურაში ჩაედი-
ნებოდა. ქალები სათლებს და სურებს ავსებდნენ. რამდენიმე ფუტის
მოშორებით მოჭრაჭუნე ხის ბოძებზე რკინის თორმეტი გალია ეკი-
და. ყვავის გალიებიო, იცნო არიამ. ყვავები გარეთ დაფრინავდნენ,
წყალში ჭყუმპალაობდნენ ან გალიებს ზემოდან ასხდნენ; შიგნით კა-
ცები იყვნენ. ლიმი მოიღუშა და აღვირი მოზიდა.
– ამას რაღა ჰქვია ახლა, მითხარით ერთი?
– მართლმსაჯულება, – უთხრა წყაროსთან მდგომმა ქალმა.
– რა, ბაწრები გაგითავდათ?
– ეს სერ ვილბერტის ბრძანებით ქენით? – იკითხა ტომმა.
550
ახლო მდგომმა კაცმა მწარედ გაიცინა.
– სერ ვილბერტი ლომებმა მოკლეს ერთი წლის წინ. მისი ვაჟები
ყველანი ჭაბუკ მგელთან არიან, დასავლეთში სუქდებიან. გგონია,
ჩვენნაირები რამეში ენაღვლებათ? ეს მგლები შლეგმა მონადირემ
დაიჭირა.
მგლები. არიას ხელ-ფეხი გაუცივდა. რობის ხალხი. და მამაჩე-
მის. რაღაც ძალა გზიდავდა მათკენ. გალიები ისე ვიწრო იყო, ტუსა-
ღი ვერც დაჯდებოდა, ვერც მობრუნდებოდა. შიშვლები იყვნენ, მზის,
ქარისა და წვიმისგან დაუცველები. პირველ სამ გალიაში მკვდრები
ისხდნენ. ლეშიჭამია ყვავებს მათთვის თვალები ამოეჭამათ, მაგრამ
ცარიელი ბუდეები თითქოს არიას აედევნენ. რიგში მეოთხე კაცი შე-
ინძრა, არიამ რომ ჩაუარა. პირის გარშემო გაბურდული წვერი სის-
ხლით და ბუზებით ჰქონდა სავსე. რომ დაილაპარაკა, ბუზები აფრინ-
დნენ და მისი თავის გარშემო მოჰყვნენ ტრიალს.
– წყალი, – კი არ თქვა, დაიხავლა, – გევედრები... წყალი...
მომდევნო გალიაში მჯდომმა კაცმა ამ ხმის გაგონებაზე თვალე-
ბი გაახილა. – აქეთ, – თქვა მან, – აქეთ, მე. – ბერიკაცი იყო, ჭაღარა
წვერი ჰქონდა, მელოტ თავზე კი ბებრული ლაქები ეტყობოდა.
მოხუცის მერე გალიაში ისევ მკვდარი იყო: ზორბა ჟღალწვერა
კაცი, რომელსაც მარცხენა ყურს და საფეთქლის ნაწილს ჩამპალი
ნაცრისფერი სახვევი უფარავდა. მაგრამ ყველაზე უარესი ფეხებს
შორის სჭირდა, სადაც სისხლშემხმარი და მატლებით აფუთფუთებუ-
ლი ხვრელის გარდა არაფერი აჩნდა. მის იქით სქელი კაცი მოჩან-
და. ყვავის გალია ისე ვიწროდ ადგა, გასაკვირი იყო, როგორ შეტე-
ნეს შიგ. რკინა მტკივნეულად ეჭირებოდა მუცელში და ცხაურებს
შორის ხორცი ჰქონდა გამობურცული. რამდენიმე დღე მზის გულზე
ყოფნას თავიდან ფეხებამდე მწარედ შეებრაწა. რომ შეინძრა, გა-
ლია აჭრიალდა და აქანავდა და არიამ მის ტანზე დაინახა თეთრი
551
ზოლები, სადაც გისოსებს კანთან მზე არ მიეშვათ.
– ვისი ხალხი იყავით? – ჰკითხა მათ არიამ.
მისი ხმის გაგონებაზე სქელმა კაცმა თვალები გაახილა. ისეთი
წითელი სახე ჰქონდა, თვალები სისხლით სავსე ჯამში ჩაყრილ მო-
ხარშულ კვერცხებს მიუგავდა. – წყალი... ყლუპი...
– ვისი? – ისევ ჰკითხა არიამ.
– მოეშვი, ბიჭო, – უთხრა მას ქალაქელმა, – შენ ეგენი არაფერ-
ში გენაღვლება. გზა გააგრძელე.
– რა ქნეს? – ახლა მას ჰკითხა არიამ.
– ყირამალა ჩანჩქერებთან რვა კაცი დახოცეს, – მიუგო მან, –
მეფისმკვლელი უნდოდათ, მაგრამ იქ არ დახვდათ, ამიტომ ძალა-
დობას და მკვლელობას მიჰყვეს ხელი, – მან ცერით ანიშნა გვამზე,
რომელსაც ფეხებს შორის ასოს ნაცვლად მატლები ჰქონდა, – აი, ეგ
ძალადობდა. ახლა გასწი.
– ერთი ყლუპი, – ჩამოსძახა სქელმა კაცმა, – შემიბრალე, ბიჭო,
ერთი ყლუპი... ბერიკაცმა მკლავი ასწია და გისოსს ჩაეჭიდა. გალია
მკვეთრად შექანდა. – წყალი, – ამოიგმინა წვერში ბუზებჩამსხდარ-
მა.
არია უცქერდა მათ ბინძურ თმას, გაბურდულ წვერს და ჩაწით-
ლებულ თვალებს, მათ გამომშრალ, დახეთქილ, სისხლმდინარ ტუ-
ჩებს. მგლები, გაიფიქრა ისევ. ეს მისი ხროვა იყო? როგორ შეიძლე-
ბოდა, ეს რობის ხალხი ყოფილიყო? უნდოდა, დაერტყა მათთვის.
უნდოდა, ეტკინა. ტირილი უნდოდა. ეჩვენებოდა, რომ ყველა მას
მისჩერებოდა, ცოცხლებიც, მკვდრებიც, ერთნაირად. ბერიკაცმა გი-
სოსებიდან სამი თითი გამოყო.
– წყალი, – უთხრა არიას, – წყალი.
არია ცხენიდან ჩამოხტა. ისინი ვერაფერს დამიშავებენ, იხოცე-

552
ბიან. საძილე გორგლიდან ტოლჩა ამოაძვრინა და წყაროსთან მი-
ვიდა.
– აბა, რას შვრები, ბიჭო? – შეუტია ქალაქელმა კაცმა, – მათთან
არაფერი გესაქმება. არიამ ტოლჩა თევზის პირისკენ ასწია. წყალი
თითებზე დაეშხეფა და სახელოზე დაუყვა, მაგრამ არ განძრეულა,
სანამ პირთამდე არ აავსო. გალიებისკენ რომ მიბრუნდა, ქალაქე-
ლი კაცი მის შესაჩერებლად დაიძრა.
– მოშორდი მაგათ, ბიჭო...
– გოგოა, – უთხრა ჰარვინმა, – დაანებე თავი.
– ჰო, – აჰყვა ლიმი, – ლორდი ბერიკი კაცებს გალიებში არ
სვამს წყურვილისგან დასახოცად. წესიერად ვერ ჩამოკიდეთ?
– ეგენი ყირამალა ჩანჩქერებზე რასაც აკეთებდნენ, იმაში წესიე-
რების ნასახიც არ ეყარა, – მიაყოლა ქალაქელმა ღრენით.
ცხაურები ძალიან ვიწრო იყო, შიგ ტოლჩას ვერ შეყოფდა, მაგ-
რამ ჰარვინმა და გენდრიმ ასწიეს. არიამ ჰარვინის თითებგადაწ-
ნულ პეშვზე დააბიჯა, გენდრის მხრებზე შეადგა და გალიის თავზე ჩა-
ეჭიდა გისოსებს. სქელმა კაცმა სახე მიაბრუნა და ლოყა რკინას მი-
აჭირა, და არიამ წყალი დაასხა. ის ხარბად დაეწაფა ნაკადს, თავზე,
ლოყებსა და ხელებზე რომ დასდიოდა, მერე კი გისოსებიდან სისვე-
ლე ალოკა. არიასაც აულოკავდა თითებს, უკან რომ არ გამოეწია.
ორ სხვასაც ასევე მოექცა, ამასობაში მის საცქერლად ბრბო შემოგ-
როვდა.
– შლეგი მონადირე შეიტყობს ამას, – დაემუქრა კაცი, – და არ
მოეწონება. ძალიან არ მოეწონება.
– რაც ხდება, ეს კიდევ უფრო ნაკლებადაც მოეწონება, – ენგაიმ
მშვილდს ლარი გაუბა, კაპარჭიდან ისარი ამოიძრო, მოარგო, მოს-
წია და გაუშვა. სქელი კაცი აცახცახდა, ისარი ღაბაბებს შორის რომ
გაერჭო, მაგრამ გალიაში ვერ დაეცა. კიდევ ორმა ისარმა დანარჩენ
553
ორ ჩრდილოელსაც მოუღო ბოლო. ბაზრის მოედანზე მხოლოდ
წყლის ჩხრიალი და ბუზების ზუზუნიღა ისმოდა.
ვალარ მორგულის, გაიფიქრა არიამ.
საბაზრო მოედნის აღმოსავლეთ კიდეზე უბრალო სასტუმრო იდ-
გა, კირით შეთეთრებული კედლები და დამსხვრეული ფანჯრები
ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ნახევარი სახურავი დასწვოდა, მაგრამ
ხვრელი უკვე შეეკეთებინათ. კარის ზემოთ ხის აბრა ეკიდა, ჩაკბეჩი-
ლი ატმის ფორმა ჰქონდა. ისინი წაფერდებულ თავლასთან ჩამოხ-
დნენ და მწვანეწვერამ ომახიანად მოუხმო მეჯინიბეებს.
მკერდსავსე და თმაწითელი სასტუმროს მეპატრონე მათი დანახ-
ვისას სიხარულისგან აწკმუტუნდა და მოსულებს მაშინვე ჩქმეტა და-
უწყო.
– მწვანეწვერა, ხო? თუ ჭაღარაწვერა? შემიწყალოს დედამ, რო-
დის მოასწარი ასე დაბერება? ლიმ, ეს შენ ხარ? ისევ ის დაძონძილი
მოსასხამი გაცვია? ხომ ვიცი, რატომ არასოდეს არ რეცხავ, ვიცი. გე-
შინია, რომ მთელი ფსელი გამოერეცხება და გავიგებთ, რომ სინამ-
დვილეში მეფის ქეშიკი რაინდი ხარ! და ტომ შვიდა, შე ხუნტრუცა ბე-
ბერო თხა! შვილის სანახავად მოხვედი? ჰოდა, დაგაგვიანდა, იმ წყე-
ულ მონადირეს გაჰყვა. და არ მითხრა, რომ შენი არ არის!
– ჩემი ხმა არ აქვს, – უღონოდ შეედავა ტომი.
– სამაგიეროდ, შენი ცხვირი აქვს. და კიდევ სხვა რაღაცებიც, გო-
გოების ლაპარაკს რომ უსმინო, – ამასობაში გენდრი შენიშნა და
ლოყაზე უჩქმიტა, – შეხედე ამ ლამაზ მოზვერს. მოიცა, ელისმა და-
გინახოს ეს მკლავები. ჰო, და გოგოსავით გაწითლებაც სცოდნია.
არა უშავს, ელისი გადაგაჩვევს, აი, ნახავ, თუ არა.
არიას არასოდეს ენახა ასე წამოჭარხლებული გენდრი.
– ენძელა, დაანებე ბუღას თავი, ეგ კარგი ბიჭია, – უთხრა ტომ

554
შვიდსიმამ, – შენგან წყნარი ღამის სათევის გარდა არაფერი გვინ-
და.
– შენ მარტო შენზე ილაპარაკე, მგოსანო, – ენგაიმ თავისავით
ჭორფლიან ზორბა მსახურ გოგოს წელზე შემოხვია ხელი.
– საწოლები გვაქვს, – უთხრა წითელთმიანმა ენძელამ, – ატამში
საწოლები არასოდეს გვაკლდა. მაგრამ მანამდე ყველანი აბაზანაში
ჩაბრძანდებით. ბოლოს აქ რომ გაჩერდით, თქვენი ტილები მე და-
მიტოვეთ! – მან მწვანეწვერას მკერდში მუშტი მისცხო, – შენები კი-
დე მწვანეები იყვნენ! ჭამა გინდათ?
– თუ გაქვს იმდენი, რომ გვიწილადო, არ ვიუარებდით, – ვერ შე-
ეწინააღმდეგა ტომი.
– როდის იყო, რამეს უარობდი, ტომ? – აკისკისდა ქალი, – შენს
მეგობრებს ცოტა ცხვრის ხორცს შევუწვავ, შენ კი – ბებერ ხმელ
ვირთხას. ამასაც არ იმსახურებ, მაგრამ ერთი-ორ სიმღერას თუ იკ-
ნავლებ, იქნებ, მოვლბე კიდეც. დაჩაგრულები ყოველთვის მებრა-
ლებოდა. შემოდით, შემოდით. კას, ლანა, ჩაიდნები დაადგით. ჯი-
ზენ, მომეხმარე, ტანსაცმელი გავაძრო, ამის დამდუღვრაც მოგვი-
წევს.
მან ყველა თავისი მუქარა შეასრულა. არია ცდილობდა, დაერ-
წმუნებინა, ორი კვირაც არ გასულა, რაც ორჯერ მაბანავეს რკოს
დარბაზშიო, მაგრამ თმაწითელ ქალს ამის გაგონებაც არ უნდოდა.
ორმა მომსახურე გოგონამ სულ ციმციმ აარბენინა კიბე, თან იმაზე
ენაძლევებოდნენ ერთმანეთს, გოგო იყო თუ ბიჭი. იმან, რომელსაც
ჰელი ერქვა, მოიგო, ამიტომ მეორეს მოუწია, ცხელი წყალი მოეტა-
ნა და არია უხეში ჯაგრისით გაეხეხა, ისე, რომ ლამის ტყავიც გააძ-
რო. მერე მოსტაცეს მთელი ტანსაცმელი, რაც კი ლედი სმოლვუდმა
მისცა, და სანსას თოჯინასავით გამოპრანჭეს ტილოსა და მაქმანებ-
ში. მაგრამ ბოლოს, როცა მოათავეს, ეღირსა, ქვემოთ ჩასულიყო და
555
ეჭამა.
საერთო ოთახში მჯდარ და თავის სულელურ გოგოს კაბებში გა-
მოწყობილ არიას გაახსენდა, რას ეუბნებოდა სირიო ფორელი ცქე-
რასა და ხედვაზე. როდესაც უცქერდა, არია ხედავდა იმაზე მეტ მომ-
სახურე გოგონას, ვიდრე ნებისმიერ სასტუმროში იქნებოდა საჭი-
რო, და მათგან უმრავლესობა ახალგაზრდა და სანდომიანი იყო.
რომ შეღამდა, ბევრმა კაცმა დაიწყო ატამში მიმოსვლა, ისინი დიდ-
ხანს არ ყოვნდებოდნენ საერთო ოთახში, მას მერეც კი, რაც ტომმა
ჩანგი აიღო და „ექვსი ასული ტბის ნათელ წყალში“ იმღერა. ხის კიბე
ძველი და ციცაბო იყო და რაღაცნაირად განწირულივით ჭრიალებ-
და, როდესაც რომელიმე კაცს გოგო ზემოთ მიჰყავდა ხოლმე.
– ნაძლევს ვდებ, ეს საროსკიპოა, – ჩასჩურჩულა მან გენდრის.
– შენ არც კი იცი, რაა საროსკიპო.
– ვიცი, – დაიჟინა არიამ, – სასტუმროსავითაა, ოღონდ გოგო-
ებით.
გენდრიმ ისევ დაიწყო გაწითლება.
– მაშ, შენ აქ რა გინდა? – შეუტია არიას, – საროსკიპო წყეული
კეთილშობილი ლედის ადგილი რომ არ არის, ყველამ იცის.
ერთი გოგო გენდრის გვერდით მიუჯდა.
– ვინაა კეთილშობილი ლედი? ეს პატარა და გაჩხიკული? – მან
არიას შეხედა და გაიცინა, – მე თვითონ მეფის ასული ვარ.
არიამ იცოდა, რომ სასაცილოდ იგდებდნენ.
– არ ხარ. – რატომაც არა, შეიძლება, კიდევაც ვიყო, – გოგომ
მხრები რომ აიჩეჩა, ცალ მკლავზე კაბა ჩამოუცურდა, – ამბობენ, მე-
ფე რობერტი დედაჩემთან გორაობდა, აქ რომ იმალებოდა, ჯერ კი-
დევ ბრძოლამდე. არც სხვა გოგოებისთვის დაუკლია, მაგრამ ლეს-
ლინი ამბობს, დედაშენი ყველაზე უფრო მოსწონდაო.

556
არიამ გაიფიქრა, გოგოს მართლაც ძველი მეფისნაირი თმა აქ-
ვსო: ხშირი და ნახშირივით შავი. თუმცა ეს არც არაფერს ნიშნავდა.
გენდრისაც ასეთივე თმა ჰქონდა. შავი თმა ბევრ ადამიანს აქვს.
– მე ზარა მქვია, – უთხრა გოგომ გენდრის, – ასე ბრძოლის აღ-
სანიშნავად დამარქვეს. დაგენაძლევები, შენი ზარის დარეკვაც შე-
მიძლია. გინდა?
– არა, – შეუბღვირა გენდრიმ.
– დაგენაძლევები, გინდა, – გოგომ მკლავზე ხელი ჩამოუსვა, –
თოროსის და ელვა-ლორდის მეგობრებს ფასს არ ვართმევ.
– არა-მეთქი, – გენდრი ერთბაშად წამოდგა და ღამეში გავიდა.
ზარა არიას მიუბრუნდა.
– გოგოები არ მოსწონს?
არიამ მხრები აიჩეჩა.
– უბრალოდ, სულელია. მუზარადების გაპრიალება და ხმლებზე
ჩაქუჩების რტყმა მოსწონს.
– ოჰ, – ზარამ მხარზე კაბა გაისწორა და ჯეკ იღბლიანასთან გა-
დაინაცვლა. სულ მალე მის მუხლებზე იყო დასკუპებული, კისკისებ-
და და მისი ჭიქიდან ღვინოს სვამდა. მწვანეწვერას ორი გოგო ჰყავ-
და, თითო მუხლზე თითო. ენგაი გაუჩინარებულიყო თავის ჭორ-
ფლიან გოგოსთან ერთად, არც ლიმი ჩანდა. ტომ შვიდსიმა ცეც-
ხლთან იჯდა და მღეროდა:
– ასული, შროშანი წყლის...
არია სვამდა გაზავებულ ღვინოს, თმაწითელმა ქალმა რომ მის-
ცა, და უსმენდა. მოედნის გადაღმა ყვავების გალიებში მკვდრები
ლპებოდნენ, ატამში კი ყველა მხიარულობდა. თუმცა ეჩვენებოდა,
რომ ზოგი სტუმარი როგორღაც ნაძალადევად იცინოდა.
კარგი დრო იყო, გამძვრალიყო და ცხენი მოეპარა, მაგრამ ვერ
ხვდებოდა, ეს რაში გამოადგებოდა. ქალაქის ჭიშკრის იქით მაინც
557
ვერსად წავიდოდა. კაპიტანი არაფრით არ გამატარებს, და რომც გა-
მატაროს, ჰარვინი დამედევნება, ან ის მონადირე თავისი ძაღლე-
ბით. ნატრობდა, რუკა ჰქონოდა, რომ ენახა, ქვის სეპტი რამსიშო-
რეს იყო რივერანიდან.
ჭიქა რომ გამოცალა, არია უკვე ამთქნარებდა. გენდრი უკან არ
დაბრუნებულა. ტომ შვიდსიმა მღეროდა, ორი გული, რომ ძგერს და
ცოცხლობს, ისე, ვით ერთიო, და ყოველი სტროფის ბოლოს სხვა-
დასხვა გოგოს კოცნიდა. კუთხეში, ფანჯარასთან, ლემი და ჰარვინი
ისხდნენ და ხმადაბლა ელაპარაკებოდნენ თმაწითელა ენძელას. –
გაატარა ღამე ჯეიმის საკანში, – გაიგონა ქალის სიტყვები, – თვი-
თონ და იმ გოგომაც, რენლი რომელმაც მოკლა. სამმა ერთად, და
დილით ლედი კეტლინმა სიყვარულის საფასურად გაუშვა, – მან
ხრინწიანად ჩაიხითხითა.
ტყუილია, გაიფიქრა არიამ. ასე არასოდეს იზამდა. ერთდროუ-
ლად ნაღვლიანი, ბრაზიანი და მარტოსული იყო. გვერდით ვიღაც
ბერიკაცი მიუჯდა.
– რაო, შენც პატარა ლამაზი ატამი ხარ? – მისი სუნთქვის სუნი
ლამის გალიებში ჩამოკიდებული მკვდრების სუნივით მყრალი იყო,
პატარა ღორის თვალებს კი არიას მთელ სხეულზე დააცოცებდა, –
ჩემს ტკბილ ატამს რა ჰქვია?
წამით დაავიწყდა, ვინ უნდა ყოფილიყო. სულაც არ იყო ვიღაც
ატამი, მაგრამ ვერც არია სტარკი იქნებოდა, ამ ვიღაც აქოთებული
ლოთისთვის მაინც.
– მე...
– ჩემი დაა, – გენდრიმ ბერიკაცს მძიმე ტორი ჩამოსდო მხარზე
და მოუჭირა, – თავი დაანებე.
კაცი საჩხუბრად მიბრუნდა, მაგრამ გენდრის ზომა რომ დაინახა,
გადაიფიქრა. – შენი დაა, არა? შენ რანაირი ძმა ხარ? ატამში ჩემს
558
დას არასოდეს არ მოვიყვანდი, არ ვიზამდი მაგას, – მერხიდან ადგა
და ბუზღუნით გაეცალა, ახალი ნაცნობის საძებრად წავიდა.
– ეგ რატომ თქვი? – წამოხტა არია, – სულაც არ ხარ ჩემი ძმა.
– მართალია, – უპასუხა მან ბრაზით, – ძაან მდაბიო ვარ, კე-
თილშობილი მილედის ნათესავი ვერ ვიქნები.
არია მისმა განრისხებულმა ხმამ შეაცბუნა.
– მაგას კი არ ვამბობდი.
– სწორედ ამას, – გენდრი მერხზე დაჯდა და პეშვებში ღვინის ჭი-
ქა მოიქცია, – წადი. მინდა, მშვიდად დავლიო ეს ღვინო. მერე შეიძ-
ლება წავიდე, ის შავთმიანი გოგო ვიპოვო და ზარები ავუჟღრიალო.
– მაგრამ...
– გითხარი, წადი-მეთქი, მილედი.
არია შებრუნდა და გაეცალა. შტერი ბუღასტვინა ნაბიჭვარი, აი,
ვინ არის. რამდენიც უნდა, იმდენი ზარი აჟღარუნოს, რაში მენაღ-
ვლება.
მათი საძინებელი კიბის თავში იყო, სახურავის ქვეშ. იქნებ ატამ-
ში საწოლები არ აკლდათ, მაგრამ მათთვის მხოლოდ ერთი გაიმე-
ტეს, თუმცა დიდი კი იყო – ლამიც მთელ ოთახს ავსებდა და ძველი
ჩალის ლეიბი, ეტყობოდა, ყველა მათგანს დაიტევდა. ოღონდ ჯერ
მთელი საწოლი მხოლოდ არიას ეკუთვნოდა. მისი ტანსაცმელი
კედლის კაუჭზე ეკიდა, გენდრის და ლიმის ნივთებს შორის. არიამ
გაიხადა ტილო და მაქმანები, პერანგიც გაიძრო, საწოლში შეძვრა
და საბნებში ჩაეფლო. – დედოფალი სერსეი, – ჩასჩურჩულა ბა-
ლიშს, – მეფე ჯოფრი, სერ ილინი, სერ მერინი. დანსენი, რაფი და
პოლივერი. ღიტინა, ქოფაკი და სერ გრეგორ მთაკაცი, – ზოგჯერ ასე
ცვლიდა ხოლმე სახელების მიმდევრობას. ეს ეხმარებოდა, უკეთ
ხსომებოდა, ვინ იყვნენ ისინი და რა ჩაიდინეს. იქნებ, ზოგი უკვე
მკვდარია, გაიფიქრა არიამ. შეიძლება, სადმე რკინის გალიებში
559
სხედან და თვალებს ყვავები უკორტნიან. როგორც კი თვალები და-
ხუჭა, მაშინვე ეწვია ძილი. იმ ღამით მგლები ესიზმრებოდა, სველ
ტყეში დაძრწოდა, ჰაერი კი წვიმის, ლპობის და სისხლის სუნით იყო
გაჟღენთილი. ოღონდ სიზმარში ეს კარგი სუნები იყო და არიამ იცო-
და, რომ არაფრის შიში არ უნდა ჰქონოდა. ძლიერი, სწრაფი და შე-
უპოვარი იყო, გარს თავისი ხროვა ეხვია, თავისი დები და ძმები. ერ-
თად მოინადირეს დამფრთხალი ცხენი, ყელი გამოღადრეს და ღრე-
ობა მოაწყვეს. და როდესაც ღრუბლებში მთვარე ამოჩნდა, მან თავი
ასწია და აყმუვლდა.
მაგრამ, რომ გათენდა, ძაღლების ყეფამ გააღვიძა.
მთქნარებით წამოჯდა. მის მარცხნივ გენდრი იღვიძებდა, მარ-
ჯვნივ კი ხმამაღლა ხვრინავდა ლიმი, მაგრამ გარედან შემოსული
ყეფის ხმა ყველაფერს ახშობდა. ორმოცდაათი ძაღლი მაინც უნდა
ყოფილიყო. არია საბნის ქვეშიდან გამოძვრა და ლიმს, ტომს და ჯეკ
იღბლიანას გადაახტა, ფანჯრამდე რომ მისულიყო. დარაბები რომ
გამოხსნა, ქარი, სისველე და სიცივე ერთად შემოიჭრა ოთახში. რუ-
ხი, ღრუბლიანი დღე იდგა. დაბლა, მოედანზე, ძაღლები ყეფდნენ,
წრეზე დარბოდნენ, იღრინებოდნენ და ყმუოდნენ. მთელი ხროვა
იყო: დიდი შავი მასტიფები და გამხდარი მწევრები, შავ-თეთრი ნა-
გაზები და ისეთები, არიას ადრე რომ არასდროს ენახა: გაბურძგნი-
ლი ხალიანი მხეცები გრძელი, ყვითელი ეშვებით. სასტუმროსა და
წყაროს შორის ათამდე მხედარი იჯდა ცხენებზე და უყურებდა, მოქა-
ლაქეებმა სქელი კაცის გალია რომ გააღეს და მკლავზე ქაჩავდნენ,
სანამ მისი გაბერილი გვამი ძირს არ დაებერტყა. ძაღლები მაშინვე
მისცვივდნენ, ძვლებიდან ხორცის ნაჭრებს აგლეჯდნენ.
არიამ გაიგონა, როგორ გაიცინა ერთმა მხედარმა.
– აგერ შენი ახალი ციხესიმაგრე, წყეულო ლანისტერის ნაბიჭვა-
რო, – წარმოთქვა მან, – ცოტა ვიწროა შენნაირებისთვის, მაგრამ
560
შეგტენით, ნუ გეშინია.
მის გვერდით მდუმარე ტყვე იჯდა, მაჯებზე მჭიდროდ ჰქონდა
დახვეული ბაწარი. ზოგი ქალაქელი ნეხვს ესროდა, მაგრამ ის წარ-
ბსაც არ იხრიდა.
– იმ გალიაში დალპები, – ყვიროდა მისი დამატყვევებელი, –
ყვავები თვალებს ამოგკორტნიან, სანამ ჩვენ შენს მშვენიერ ლანის-
ტერულ-ოქროს დავხარჯავთ! და ყვავები თავიანთ საქმეს რომ მო-
ითავებენ, რაც დარჩება, შენს ჩათლახ ძმას გავუგზავნით! თუმცა
არა მგონია, გიცნოს.
მისმა ხმამ ნახევარი ატამი გამოაღვიძა. გენდრი არიას გვერდით
გაეკვეხა ფანჯარაში, მათ უკნიდან დედიშობილა ტომი წამოადგათ.
– რა წყეული ყვირილია? – დაიჩივლა ლიმმა საწოლიდან, –
კაცს გამოძინებას არ დააცდიან.
– სადაა მწვანეწვერა? – ჰკითხა ტომმა.
– ენძელასთან სძინავს, – უთხრა ლიმმა, – და რა?
– იპოვე, ჯობია. ჩუბინიც. შლეგი მონადირე დაბრუნდა და კიდევ
ერთი გალიის მუშტარი მოიყვანა.
– ლანისტერი, – თქვა არიამ, – გავიგონე, ლანისტერიო, თქვა.
– მეფისმკვლელი დაიჭირეს? – იკითხა გენდრიმ.
მოედანზე მდგარ ტყვეს გასროლილი ქვა ლოყაში მოხვდა და
თავი მოაბრუნებინა. მეფისმკვლელი არაა, გაიფიქრა არიამ, როცა
მისი სახე დაინახა. ღმერთებმა, ბოლოს და ბოლოს, ისმინეს მისი
ვედრება.

ჯონი

ლანდი გაიქცა, როცა ველურებს გამოქვაბულიდან ცხენები გა-

561
მოჰყავდათ. გაიგო, რაც ვუთხარი ციხეშავზე? ჯონმა დილის ცინცხა-
ლი ჰაერი შეისუნთქა და გადაწყვიტა, იმედი არ დაეკარგა. აღმოსავ-
ლეთის ცა ჰორიზონტთან ვარდისფერი იყო, მაღლა – მტრედისფე-
რი. სამხრეთით ჯერ კიდევ ეკიდა დილის მახვილი, კაშკაშა თეთრი
ვარსკვლავი მის ტარში ალმასივით ბრწყინავდა, მაგრამ ჩაბნელე-
ბული ტყის შავი და რუხი ისევ მწვანე და ოქროსფერი, წითელი და
მრეში ხდებოდა. ჯარისკაცა ფიჭვების და მუხების, იფნებისა და ხე-
გუშაგების ზემოთ კი აღმართულიყო კედელი, თეთრი და მოციმციმე
ყინული ზედაპირზე მოდებულ ჭუჭყსა და მტვერს დაელაქავებინა.
მაგნარმა თორმეტი კაცი აღმოსავლეთით გაგზავნა, ამდენივე – და-
სავლეთით, რაც შეიძლება მაღალ გორაკზე რომ ასულიყვნენ და
ეთვალთვალათ, აეშაგები ხომ არ გამოჩნდებოდნენ ტყეში ან გუშა-
გები – კედელზე. თენებს ბრინჯაოთი შეჭედილი რქის საომარი საყ-
ვირები ჰქონდათ და იმით გააფრთხილებდნენ, ებგურის ძმებს თუ
მოჰკრავდნენ თვალს. დანარჩენი ველურები ჯარლს ჩაუდგნენ
კვალში, მათთან ერთად – ჯონი და იგრიტიც. ჭაბუკ მარბიელს დი-
დების ჟამი ელოდა.
ხშირად გაიგონებდი, კედელი შვიდასი ფუტის სიმაღლისააო,
მაგრამ ჯარლმა ისეთი ადგილი იპოვა, სადაც ყინული ერთდროუ-
ლად ამაზე მაღალიც იყო და ამაზე დაბალიც. მათ წინ ყინული ციცა-
ბოდ იზიდებოდა ხეებიდან უზარმაზარი ქარაფის მსგავსად და მისი
ქარით გამოკვეთილი ქონგურები რვაასი, ზოგან იქნებ ცხრაასი ფუ-
ტის სიმაღლეზეც იყო ამართული; მაგრამ ეს მატყუარა შთაბეჭდი-
ლებააო, მიხვდა ჯონი, როცა მიუახლოვდნენ. ბრანდონ მშენებელმა
საძირკვლის უზარმაზარი აგურები მაღლობებზე დააწყო, სადაც კი
შეძლო, აქ კი გორაკები მრავლად და არათანაბრად იდგნენ.
ჯონმა ერთხელ გაიგონა, ძია ბენჯენი რომ ამბობდა, ციხეშავი-
დან აღმოსავლეთით კედელი ხმალს ჰგავს, დასავლეთით კი –
562
გველსო. მართალიც იყო. კედელი ერთ ვეება, ამოკუზულ გორაკზე
ადიოდა, მერე ველზე ექანებოდა, დაახლოებით ერთი ლიგის მან-
ძილზე გრანიტის ქედის ბასრ ქიმს ასდევდა, გაივლიდა დაკბილულ
თხემს, კიდევ უფრო ღრმა ველზე დაეშვებოდა, მერე კი სულ მაღლა
და მაღლა მიიწევდა, გორაკიდან გორაკს ევლებოდა და მთიან და-
სავლეთში იკარგებოდა. ჯარლმა ქედს რომ მიუყვებოდა, იმ ყინულ-
ზე გადაწყვიტა შეტევა. აქ კედლის თავი თუმცა კი რვაასი ფუტით ას-
ცდენოდა ტყის ძირს, მაგრამ სიმაღლის მესამედი მაინც მიწა და ქვა
იყო, და არა ყინული. ფერდობი მეტისმეტად ციცაბო იყო ცხენების-
თვის, ლამის პირველკაცთა მუშტივით ძნელად ასასვლელი, მაგრამ
ფრიალო ყინულის კედელთან შედარებით მაინც ბევრად უფრო იო-
ლად გაივლებოდა. თანაც, ფერდობი უხვად იყო ტყით შემოსილი და
მიმავლებს კარგად ფარავდა. ოდესღაც შაოსანი ძმები ყოველდღე
გადიოდნენ ნაჯახებით და მოახლოებულ ხეებს კაფავდნენ, მაგრამ
ის დღეები დიდი ხნის წინ გარდასულიყო და აქ ტყე ყინულს მთლად
ზედ მისდგომოდა.
ეტყობოდა, დღე ნოტიო და ცივი იქნებოდა და კედლის ძირას, იმ
მრავალი ტონა ყინულის სიახლოვეს, უფრო მეტი სიცივე და სისვე-
ლე დახვდებოდათ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, თენები მით უფ-
რო კარგავდნენ რიხს. ჯონი მიხვდა, რომ ადრე არასოდეს ენახათ
კედელი, მაგნარსაც კი. ის მათ აშინებდა. შვიდ სამეფოში ამბობ-
დნენ, რომ კედელი ქვეყნიერების კიდეს საზღვრავდა. ეს ამათთვი-
საც ასე იყო.
ოღონდ გააჩნია, საით დგახარ.
და მე საით ვდგავარ? ჯონმა არ იცოდა. იგრიტთან რომ დამდგა-
რიყო ამისთვის სულით ხორცამდე ველური უნდა გამხდარიყო. იგ-
რიტს თუ მიატოვებდა და თავის ვალს დაუბრუნდებოდა, მაგნარს შე-

563
იძლებოდა, გოგოსთვის გული ამოეჭრა. და თუ მასაც თან წაიყვან-
და... ვთქვათ და წაჰყოლოდა, რაც ძალიან სათუო იყო... მაინც ცი-
ხეშავში ხომ ვერ მიიყვანდა, ძმებს შორის ხომ ვერ აცხოვრებდა? დე-
ზერტირს და ველურს შვიდ სამეფოში გულითადად არსად დახვდე-
ბოდნენ. იქნებ, მართლა გენდელის შვილების საძებნელად უნდა
წავსულიყავით. თუმცა ისინი ალბათ შეგვჭამდნენ, თავისთან კი არ
მიგვიღებდნენ.
ჯონი ხედავდა, რომ კედელი ჯარლის მარბიელებს არ აფრთხობ-
და. ყინულზე ყოველი მათგანი ადრეც გადასულიყო. ქედის ძირას
რომ ჩამოქვეითდნენ, ჯარლმა რამდენიმე სახელი დაიძახა და მის
გარშემო თერთმეტი კაცი შეგროვდა. ყველა ახალგაზრდა იყო. ყვე-
ლაზე უფროსი ოცდახუთზე მეტის არ იქნებოდა, ათიდან ორი კი ჯონ-
ზე უმცროსიც ჩანდა. თუმცა ყველა გამხდარი და ძლიერი იყო; მათი
ძარღვიანი ღონე ჯონს ქვაგველს აგონებდა, იმ ძმას, რომელიც ნა-
ხევარხელამ ფეხით გაუშვა უკან, კედლისკენ, როცა ჩხარპერანგა
მისდევდათ.
ზედ კედლის ძირას ველურები გაემზადნენ, კანაფის თოკების
მსხვილი გორგლები მხარიღლივ გადაიკიდეს და რბილი ირმის ტყა-
ვის უცნაური ჩექმები ამოიცვეს. ჩექმებს წინ გამოჩრილი წვეტები
მოუჩანდა – ჯარლს და ორ სხვას რკინისა ჰქონდათ, ზოგს – ბრინჯა-
ოსი, მაგრამ უმეტესობა წაწვეტებულ ძვალს დასჯერებოდა. ერთ თე-
ძოზე პატარა ქვისთავიანი ჩაქუჩები ეკიდათ, მეორეზე – სოლებით
სავსე ტყავის ჩანთები. წერაყინებად ჰქონდათ ბოლოწაწვეტებული
ირმის რქები, რომლებზეც ტყავშემოხვეული ხის ტარები დაეგოთ.
ჯარლი და თერთმეტი მცოცველი სამ ოთხკაციან ჯგუფად განაწილ-
დნენ.
– მენსი დაგვპირდა, პირველად ასული ჯგუფის ყველა კაცს თი-
თო ხმალს მივცემო, – უთხრა ჯარლმა დანარჩენებს, – სამხრეთულ,
564
ციხესიმაგრეში ნაჭედი ფოლადის ხმალს; და ამ ასვლაზე სიმღერას
რომ შეთხზავს, მათ სახელებსაც ჩართავს. სხვა რაღა უნდა თავისუ-
ფალ კაცს? წავედით, და მაჩანჩალა სხვებმა წაიღონ! სხვებმა წა-
იღონ ყველანი, გაიფიქრა ჯონმა, როცა უცქერდა, როგორ აუყვნენ
ისინი ქედის ციცაბო ფერდს და ხეებს შორის გაუჩინარდნენ. ეს პირ-
ველად როდი გადადიოდნენ ველურები კედელზე, ან თუნდაც მე-
ასედ. პატრული წელიწადში ორჯერ-სამჯერ აწყდებოდა მცოცვე-
ლებს, აეშაგები კი დროდადრო ჩაცვენილების დალეწილ ცხედრებს
პოულობდნენ. აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ისინი უფრო ხში-
რად ნავებს აგებდნენ, სელაპების ყურე რომ გადაეცურათ. დასავ-
ლეთში ზღვის ბნელ სიღრმეში ჩაეშვებოდნენ, რათა ბინდის კოშკის-
თვის შემოევლოთ; მაგრამ ორ ბოლოს შორის კედლის იქით გას-
ვლის ერთადერთი გზა მასზე გადაძრომა იყო და ბევრი მარბიელი
ასეც იქცეოდა. ოღონდ უკან ცოტანიღა ბრუნდებოდნენ, გაიფიქრა
ჯონმა პირქუში სიამაყით. კლდეზე გადასასვლელად თავიანთი ცხე-
ნების მიტოვება უხდებოდათ და ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდე-
ლი მარბიელი პირველსავე შეხვედრილ ცხენს დახარბდებოდა
ხოლმე. მაშინ ატყდებოდა ყვირილი და განგაში, ყორნები იწყებ-
დნენ ფრენას და ხშირად ღამის ებგური მანამდე იჭერდა მათ და ახ-
რჩობდა, სანამ ისინი ალაფით და მოტაცებული ქალებით უკან გა-
დასვლას მოასწრებდნენ. ჯონმა იცოდა, რომ ჯარლი ამ შეცდომას
არ დაუშვებდა, მაგრამ სტირი როგორღა მოიქცეოდა? მაგნარი
მმართველია, მარბიელი კი არა. ამ თამაშის წესები შეიძლება არც
იცოდეს.
– ეგერ არიან, – თქვა იგრიტმა, ჯონმა აიხედა და დაინახა პირ-
ველი მცოცველი, ხის კენწეროებს რომ ასცდა. ეს ჯარლი იყო. მან
იპოვა ხეგუშაგა, რომელიც კედელს ეყრდნობოდა, თავისი ჯგუფი
მის ტანს ააყოლა და მანძილი მოიგო. ასე ახლოს ტყე არაფრით არ
565
უნდა მიგვეშვა. უკვე სამას ფუტს ასცდნენ ისე, რომ ყინულს არც მიჰ-
კარებიან. თვალმოუშორებლად უცქერდა, ველურმა წერაყინის
მოკლე, მკვეთრი დარტყმებით როგორ გამოთხარა ხელის მოსაჭი-
დი და კედელზე გადავიდა. წელზე შემოხვეული თოკით თავის მომ-
დევნო კაცზე იყო გადაბმული, რომელიც ჯერ კიდევ ხეზე მიცოცავ-
და. ჯარლმა ნაბიჯ-ნაბიჯ აინაცვლა მაღლა, სადაც ფეხის მოსაჭიდს
ვერ პოულობდა, იქ თავისი წვეტიანი ჩექმებით ტეხდა საფეხურებს.
გუშაგას ათი ფუტით რომ ასცდა, ყინულის ვიწრო ლავგარდანზე შე-
ჩერდა, წერაყინი ქამარზე დაიკიდა, ჩაქუჩი აიღო და ნაპრალში რკი-
ნის პალო შეარჭო. მეორე კაცი მის კვალდაკვალ კედელზე გადავი-
და, მესამე კი ამასობაში ხეს მოექცა კენწეროზე. დანარჩენ ორ
ჯგუფს ასე მოსახერხებელი ხეები არ დახვდა და მალე თენებმა ბურ-
ტყუნი დაიწყეს, ნეტავ, ტყეში ხომ არ დაიკარგნენო. ჯარლის მთელი
ჯგუფი უკვე კედელზე იყო გადასული და კენწეროებს რვა ფუტით აც-
დენილი, როცა დანარჩენი ორი მოწინავე გამოჩნდა. ჯგუფები ერ-
თმანეთს ოცი იარდით მაინც იყვნენ დაშორებული. ჯარლის ოთხეუ-
ლი შუაში მიცოცავდა. მათგან მარჯვნივ გუნდს გრიგ თხა მიუძღოდა,
რომელსაც სხვებისგან გრძელი ქერა ნაწნავი გამოარჩევდა. მარ-
ცხენა გუნდის მოწინავეს, ძალიან გამხდარ კაცს, ეროკი ერქვა.
– რას ზოზინობენ, – ხმამაღლა დაიჩივლა მაგნარმა, მაღლა
აცოცებულებს რომ აკვირდებოდა, – ყვავები სულ დაავიწყდათ? უნ-
და დაუჩქარონ, სანამ ვუპოვივართ! ჯონმა თავი შეიკავა, რომ არ
შეჰპასუხებოდა. ძალიან კარგად ახსოვდა ზუზუნა უღელტეხილი და
მთვარის შუქზე ცოცვა ქვაგველთან ერთად. იმ ღამით რამდენჯერმე
ჩასწყდა გული შიშით და ბოლოს უკვე მკლავები და ფეხები სტკიოდა
და ხელები სანახევროდ მოყინული ჰქონდა. თან იქ კლდეზე ცოცავ-
დნენ და არა ყინულზე. კლდე მყარია. ყინული ყოველთვის არასაი-
მედო რამ იყო, ახლა კი, როცა კედელი ტიროდა, მცოცველის ხელის
566
სითბოც კი კმაროდა მის გასადნობად. უზარმაზარი ლოდები სიღ-
რმეში იქნებ ქვასავით იყო ჩაყინული, მაგრამ ზედაპირი სრიალა ექ-
ნებოდათ, ზედ წყალი იწანწკარებდა და ზოგან ფაშარი, ჰაერშეპა-
რული ყინულიც დახვდებოდათ. რაც არ უნდა თქვა ველურებზე, მა-
მაცობას ვერ დაუკარგავ. და მაინც, ჯონს იმედი ჰქონდა, რომ სტი-
რის შიში გამართლდებოდა. თუ ღმერთები მოწყალეები არიან, აქ
პატრული ჩაივლის და ბოლოს მოუღებს იმას, რაც ხდება. არანაირი
კედელი არ დაგიფარავსო, უთხრა ერთხელ მამამ, ვინტერფელის
გალავანს რომ მიჰყვებოდნენ, კედელი მხოლოდ იმდენადაა მტკი-
ცე, რამდენადაც მისი დამცველი ადამიანებიო. ველურები ას ოცნი
იყვნენ, მაგრამ მათ მოსაშორებლად ოთხი დამცველიც იკმარებდა,
რამდენიმე ზუსტად გასროლილი ისარი ან საჭირო ადგილას ჩამოყ-
რილი ქვები.
მაგრამ კედლის დამცველები არ გამოჩენილან. არც ოთხი, არც
ერთი. მზე ცაზე მაღლდებოდა, ველურები – კედელზე. შუადღემდე
ჯარლის ოთხეული სხვებზე გვარიანად წინ მიდიოდა, მერე კი ცუდ
ყინულს მიადგნენ. ჯარლმა თოკი ქარით გამოკვეთილ შვერილზე
გადააგდო და იმით იმაგრებდა თავს, როცა უცებ მთელი კბილი ჩა-
მოტყდა, დაბლა ჩაზვავდა და ისიც თან ჩაიყოლა. კაცის თავისხელა
ყინულის ნატეხები მის დაბლა მდგომებს დააცვივდა, მაგრამ მათ
მოსაჭიდებზე თავი შეიმაგრეს, პალოებმაც გაუძლო და ჯარლი თო-
კის ბოლოზე დაეკიდა.
სანამ მისი გუნდი ამ მარცხს გაუმკლავდებოდა, გრიგ თხის ხალ-
ხი ლამის გაუსწორდათ. ეროკის ოთხეული საკმაოდ უკან რჩებოდა:
ის ადგილი, სადაც მათ უწევდათ ცოცვა, გლუვი და გადალესილი
ჩანდა, ნადნობი ყინულით იყო დაფარული და ზედ მიმდგარი მზის-
გან კაშკაშებდა. გრიგის ნაწილი უფრო მუქად მოჩანდა, უფრო

567
თვალსაჩინო შვერილები ეტყობოდა: გრძელი გასწვრივი ლავგარ-
დნები, სადაც ყინულის ზედა ლოდი ზუსტად არ იყო მორგებული ქვე-
დაზე, ნაპრალები და ღრმულები; ვერტიკალურ შეერთებებს შორის
ბუხრებიც კი ჩანდა, ქარს და წყალს იმხელა ღრუები გამოეთხარა,
რომ შიგ კაცი შეიმალებოდა.
ჯარლი მალე ისევ მაღლა გაუძღვა თავისიანებს. მისი და გრიგის
ოთხეული თითქმის გვერდიგვერდ მიდიოდნენ, ეროკი ორმოცდა-
ათიოდე ფუტით ჩამორჩებოდათ.
ირმის რქის წერაყინები ჩეხდნენ და ფშვნიდნენ, დაბლა მდგარ
ხეებს მოელვარე ნამსხვრევებს აფრქვევდნენ. ქვის ჩაქუჩები პალო-
ებს ყინულში ასობდნენ თოკების დასამაგრებლად. რკინის სოლები
შუა გზაზე გამოელიათ და ახლა რქას და წამახულ ძვალს ხმარობ-
დნენ. და მცოცველები ისევ, ისევ, ისევ, ბევრჯერ ურტყამდნენ ჩექმის
წვეტს მყარ ყინულს ერთი საფეხურის გამოსაღრუტნად. ალბათ, ფე-
ხებს ვეღარც გრძნობენო, იფიქრა ჯონმა, მეოთხე საათი რომ დაიწ-
ყო. რამდენ ხანს შეეძლოთ ამის გაძლება? ისიც მაგნარივით მოუს-
ვენრად შესცქეროდა და თენების სარ. მარი საყვირის შორეულ ხმო-
ბას აყურადებდა. მაგრამ საყვირები დუმდა და ღამის ებგური არსად
ჩანდა.
მეექვსე საათისთვის ჯარლმა ისევ გაუსწრო გრიგ თხას და მისია-
ნები მანძილს უფრო და უფრო ზრდიდნენ.
– მენსის ნებიერას, ჩანს, ხმალი უნდა, – თქვა მაგნარმა და თვა-
ლები მოიჩრდილა. მზე მაღლა იდგა ცაზე და კედლის ზედა მესამედი
ქვემოდან ბროლივით ცისფრად მოჩანდა, მზე ისე ალაპლაპებდა,
რომ ცქერისას თვალებს სტკენდა. ჯარლის და გრიგის ოთხეულები
იმ კაშკაშში არც ჩანდნენ, თუმცა ეროკის გუნდი ჯერაც ჩრდილში
იყო. ზემოთ ასვლის ნაცვლად გვერდულად იძვროდნენ დაახლოე-

568
ბით ხუთასი ფუტის სიმაღლეზე, ბუხრისკენ მიიწევდნენ. ჯონი მათ აკ-
ვირდებოდა, როცა მოესმა უეცარი ტკაცანი, რომელმაც თითქოს ყი-
ნულს ჩამოურბინა, მას კი განგაშის ძახილი მოჰყვა. მერე უცებ ჰა-
ერი ნამსხვრევებით, კივილით და ჩამოცვენილი ადამიანებით აივ-
სო, ერთი ფუტის სისქის და კარგა ფართო ფილა კედელს მოსწყდა
და ტრიალით, მსხვრევით, გრგვინვით დაექანა ძირს, გზად რაც შეხ-
ვდა, ყველაფერი თან წაიყოლა. ქედის ძირამდეც, ხეებს შორისაც კი
მოაღწია რამდენიმე დაგორებულმა ნამსხვრევმა. ჯონმა იგრიტს ხე-
ლი დასტაცა, დაბლა დააგდო და გადაეფარა, ერთ თენს კი ნამ-
სხვრევი სახეში მოხვდა და ცხვირი გაუტეხა.
მაღლა რომ აიხედეს, ჯარლი და მისი გუნდი აღარსად იყო. ხალ-
ხი, თოკები, პალოები – ყველაფერი დაიკარგა. ექვსასი ფუტის ზე-
მოთ არაფერი ჩანდა. კედელს იქ, სადაც წამის წინ მცოცველები იყ-
ვნენ მიკრულები, ჭრილობა დასტყობოდა, ახლა ზედ გაპრიალებუ-
ლი მარმარილოსავით გლუვი და თეთრი ყინული მოჩანდა და მზეზე
ელვარებდა. შორს და დაბლა, იქ, სადაც ვიღაც გაყინულ შვერილს
დასკდომოდა, მკრთალი წითელი ლაქა მოჩანდა.
კედელი თვითონვე იცავს თავს, გაიფიქრა ჯონმა და იგრიტი წა-
მოაყენა.
ჯარლი ხეზე იპოვეს, წვეტიან ტოტზე იყო დაგებული და ჯერაც
ჩაბმული რჩებოდა სამ კაცთან, დაბლა რომ ეყარნენ დალეწილები.
ერთი ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ ფეხები და ხერხემალი, აგრეთვე
თითქმის ყველა ნეკნი დამსხვრეული ჰქონდა. შემიწყალეთო,
სთხოვა მიახლოებულებს. ერთმა თენმა დიდი ქვის ლახტით გა-
უხეთქა თავი. მაგნარმა ბრძანება გასცა და მისმა ხალხმა კოცონის-
თვის შეშის შეგროვება დაიწყო.
გრიგ თხამ კედლის თავს რომ ააღწია, მკვდრები უკვე იწვოდნენ.

569
როცა ეროკის ოთხეულიც მათ შეუერთდა, ჯარლისა და მისი გუნ-
დისგან ძვლები და ფერფლიღა იყო დარჩენილი.
ამასობაში მზე უკვე ჩადიოდა, ამიტომ მცოცველებს დრო აღარ
დაუკარგავთ: მკერდზე შემოხვეული ბაწრები შემოიხსნეს, ერთმა-
ნეთზე გადააბეს და ერთი ბოლო დაბლა ჩამოუშვეს. ჯონს თავზარი
დასცა იმის გაფიქრებამ, რომ ამ თოკით ხუთას ფუტზე უნდა აცოცე-
ბულიყო, მაგრამ მენსს უკეთ დაეგეგმა. ჯარლის მარბიელებმა
უზარმაზარი თოკის კიბე გაშალეს, რომელსაც კაცის მკლავის სისქე
დაწნული კანაფის საფეხურები ჰქონდა, და მცოცველების თოკს მი-
აბეს. ეროკმა, გრიგმა და სხვებმა ხვნეშით და ქოშინით აათრიეს იგი
მაღლა, თავზე პალოებით ჩაამაგრეს და თოკი ისევ დაუშვეს, მე-
ორის ამოსაზიდად. სულ ხუთი კიბე იყო.
როცა ყველა მიაბეს, მაგნარმა ძველ ენაზე მოკლე ბრძანება გას-
ცა და ხუთი თენი ერთად აუყვა კიბეებს. კიბითაც კი არ იყო იოლი
ასაძრომი. იგრიტი ერთხანს უცქერდა მათ წვალებას.
– მეჯავრება ეს კედელი, – თქვა ჩუმად და ბრაზით, – გრძნობ, რა
ცივია? – ყინულისაა, – აუხსნა ჯონმა.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. ეს კედელი სისხლითაა აგებული.
და ჯერ არც გამძღარიყო სისხლით. მზის ჩასვლამდე კიბეებიდან
ორი თენი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა, მაგრამ მათ მე-
რე აღარავინ დაშავებულა.
ჯონმა რომ ააღწია, შუაღამე დგებოდა. ცას ისევ ვარსკვლავები
მოსდებოდა, ცოცვით დაზაფრული იგრიტი კი ცახცახებდა.
– კინაღამ ჩავვარდი, – უთხრა თვალცრემლიანმა, – ორჯერ.
სამჯერ. კედელი ჩემს ჩაგდებას ლამობდა, ვგრძნობდი, – ერთი
ცრემლი დაუსხლტა და ლოყაზე ჩამოუგორდა. – ახლა საფრთხე
უკან მოვიტოვეთ, – ჯონი ცდილობდა, თავდაჯერებული სჩვენებო-
და, – ნუ გეშინია, – შეეცადა, წელზე მკლავი შემოეხვია.
570
იგრიტმა ხელი ისე მაგრად მიარტყა მკერდზე, რომ შალის, ჯაჭ-
ვის, ტყავის ქვეშაც კი გაატანა ტკენამ.
– არ შემშინებია. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ!
– მაშ, რატომ ტირი?
– შიშის გამო არა! – გაცხარებით დაჰკრა ქუსლი ყინულს და ამო-
ამტვრია, – იმიტომ ვტირი, რომ ზამთრის საყვირი ვერ ვიპოვეთ. ნა-
ხევარი ასეული სამარე გავთხარეთ და ყველა აჩრდილი ქვეყნად
ამოვუშვით, მაგრამ ჯორამუნის საყვირს ვერ მივაგენით, ეს ცივი სა-
შინელება რომ დაგვენგრია!

ჯეიმი

ხელზე ცეცხლი ეკიდა.


ახლაც, ახლაც, მას მერე, რაც უკვე დიდი ხნის წინ ჩაექროთ ჩი-
რაღდანი, რომლითაც სისხლიანი მაჯა მოუწვეს, მრავალი დღის მე-
რეც გრძნობდა, ცეცხლი როგორ უმსჭვალავდა მკლავს, თითები კი
ალში ეგრიხებოდა, თითები, რომლებიც აღარ ჰქონდა.
ადრეც დაჭრილიყო, მაგრამ ასე – არასოდეს. ვერასოდეს წარ-
მოედგინა, რომ ასეთი ტკივილი არსებობდა. ზოგჯერ უნებურად ბა-
გიდან სწყდებოდა ძველი ლოცვები, რომლებიც ბავშვობაში ესწავ-
ლა და მას მერე არც გახსენებოდა, ლოცვები, რომლებიც პირვე-
ლად სერსეისთან ერთად წარმოეთქვა კასტერლის კლდის სეპტში
დაჩოქილს. ზოგჯერ ტიროდა კიდევაც, სანამ ჯამბაზების სიცილი არ
გაიგონა. ამის მერე თვალები გაიშრო და გული გაიქვავა, და ლოცუ-
ლობდა, სხეულში გამჯდარ ცხელებას ცრემლები გაეხმო მისთვის.
ახლა ვიცი, რას გრძნობდა ტირიონი, როცა დასცინოდნენ ხოლმე.
მეორედ რომ გადმოვარდა ცხენიდან, მათ მაგრად გადააბეს

571
ბრიენ ტართელს და ისევ ერთ ცხენზე შესვეს. ერთხელ, იმის ნაც-
ვლად, რომ გოგოს ზურგზე სახემიბჯენილი მიებათ, პირისპირ შეკ-
რეს.
– მიჯნურები, – ხმამაღლა ამოიოხრა შაგველმა, – რა მშვენიე-
რები არიან. დიდი ულმობლობა იქნება ამ ქველი რაინდის და მისი
ქალბატონის დაშორება, – მერე თავისი გამკივანი სიცილი დააყარა
და თქვა, – ოჰ, მაგრამ განა რომელია რაინდი და რომელი – ქალ-
ბატონი?
ხელი რომ მქონდეს, სულ მალე გაიგებდი, გაიფიქრა ჯეიმიმ. თო-
კებისგან მკლავები სტკიოდა და ფეხები დაუბუჟდა, მაგრამ ცოტა
ხანში ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთელი მისი სამყარო არარ-
სებულ ხელში ჩაბუდებული მფეთქავი ტკივილი და მის მკერდზე მიკ-
რული ბრიენიღა იყო. ეს თბილი მაინცააო, ცდილობდა, თავი ენუგე-
შებინა, თუმცა გოგოს სუნთქვა ისევე საზიზღრად ყარდა, როგორც
მისი საკუთარი.
ჯეიმის ხელი მუდამ მათ შორის იყო. არსვიკმა მოჭრილი მტევანი
თოკით ჩამოაბა კისერზე, და ისიც ეკიდა მის მკერდთან, ბრიენის ძუ-
ძუებს ეხლებოდა, თავად კი დროდადრო გრძნობას კარგავდა და
ისევ ფხიზლდებოდა. მარჯვენა თვალი ისე ჰქონდა დაბუშტული,
რომ ვერ ახელდა, ბრიენისგან მიღებული ჭრილობა გაუმიზეზდა,
მაგრამ ყველაზე მეტად ხელი სტკიოდა. გადანაჭრიდან სისხლი და
ჩირქი სდიოდა და არარსებული ხელი ცხენის ყოველ ნაბიჯზე უფეთ-
ქავდა.
ყელი ისე ჰქონდა ჩამწვარი, რომ ვერაფერს ჭამდა, მაგრამ სვამ-
და ღვინოს, როცა აძლევდნენ, და წყალს, როცა მხოლოდ წყალს
იმეტებდნენ. ერთხელ ჭიქა მიაწოდეს და მანაც, აცახცახებულმა, ერ-
თბაშად გამოცალა, მამაცი თანამებრძოლები კი ხმამაღლა და
ხრინწით აროხროხდნენ.
572
– ცხენის ფსელი დალიე, მეფისმკვლელო, – უთხრა რორჯმა. ჯე-
იმის ისე სწყუროდა, რომც სცოდნოდა, მაინც დალევდა, მაგრამ
მოგვიანებით ყველაფერი უკან ამოარწყია. მათ ბრიენს დაავალეს,
მისთვის წვერიდან ნარწყევი ჩამოებანა, მაშინაც ბრიენს გაასუფთა-
ვებინეს, უნაგირზე მჯდომმა რომ ჩაისვარა.
ერთ ნესტიან დილას, როცა ოდნავ ღონივრად იგრძნო თავი, სი-
გიჟემ შეიპყრო, მარცხენა ხელით დორნელის ხმალს მისწვდა და
მოუქნელად ამოაცალა ქარქაშიდან. დაე, მომკლანო, გაიფიქრა,
ბრძოლაში მაინც მოვკვდები, ხმლით ხელშიო. მაგრამ არაფერი გა-
მოუვიდა. შაგველი კუნტრუშით მიუახლოვდა და მკვირცხლად გახ-
ტა განზე, ჯეიმიმ ხმალი რომ აძგერა. ბარბაცით გადადგა ნაბიჯი, გა-
მეტებით მოუქნია მასხარას, მაგრამ ის ტრიალებდა, იხრებოდა და
გვერდზე ხტებოდა, ჯამბაზები კი იდგნენ და ხორხოცებდნენ მის უმ-
წეობაზე. ქვას ფეხი რომ წამოსდო და ჩაიკეცა, მასხარა მიახტა და
თავზე სველად აკოცა.
ბოლოს რორჯმა გადააგდო გვერდზე და, ხმლის აწევას რომ ლა-
მობდა, უღონო თითებიდან წიხლით გამოაცალა იარაღი.
– თათათილო იყო, – უთხრა ვარგო ჰოუთმა, – მაგრამ, კიდე თუ
ითამ, მეორე ხელთ მოგატრი, ან ფეხთ.
ჯეიმი მერე ზურგზე გაშოტილი იწვა, ღამის ცას ასჩერებოდა და
ცდილობდა, არ ეგრძნო ტკივილი, ყოველ განძრევაზე რომ აუყვე-
ბოდა მარჯვენა მკლავზე. ღამე უცნაურად ლამაზი იყო. მთვარე ნა-
ტიფ ნამგლად ეკიდა ცაზე და ასე ხშირი ვარსკვლავებიც არასოდეს
ენახა. ზენიტზე მეფის გვირგვინი იდგა, ხედავდა ყალყზე შემდგარ
ულაყს და იქით – გედს. მთვარის ასული, ამჯერადაც მორცხვი, ნა-
ხევრად მოჰფარებოდა ფიჭვებს. როგორ შეიძლება, ასეთი ღამე ლა-
მაზი იყოსო, ჰკითხა თავს. რად უნდათ ვარსკვლავებს, ჩემნაირებს
უყურონ?
573
– ჯეიმი, – უჩურჩულა ბრიენმა, ისე ჩუმად, რომ ეგონა, მეჩვენე-
ბაო, – ჯეიმი, რას შვრები?
– ვკვდები, – მიუგო მან.
– არა, – უთხრა ქალმა, – არა, უნდა იცოცხლო.
გაცინება უნდოდა.
– ნუ მასწავლი, რა უნდა ვქნა, გოგო. თუ მომინდება, მოვკვდები.
– ასე მშიშარა ხარ?
ამ სიტყვებმა გააოგნა. ჯეიმი ლანისტერი იყო, მეფის ქეშიკი რა-
ინდი, მეფისმკვლელი. მშიშარა მისთვის ჯერ არავის უწოდებია. სხვა
რაღაცებს, კი ბატონო, ეძახდნენ: ფიცის გამტეხს, ცრუს, მკვლელს.
ამბობდნენ, რომ ბოროტი იყო, მოღალატე, განუსჯელი. მაგრამ მში-
შარაო, არავის უთქვამს.
– სხვა რა შემიძლია ვქნა?
– იცოცხლო, – უთხრა ქალმა, – იცოცხლო, იბრძოლო და შური
იძიო, – მაგრამ ეს ხმამაღლა თქვა. რორჯმა გაიგონა მისი ხმა, თუ
სიტყვები არა, მოვიდა, წიხლი მისცხო და უყვირა, ენა ჩაეგდო, თუ
უნდოდა, შერჩენოდა ეს ენა.
მშიშარა, გაიფიქრა ჯეიმმა, ბრიენი კვნესის შეკავებას რომ ცდი-
ლობდა. ასეა? მათ სახმლე ხელი მომაჭრეს. სულ ეს ვიყავი, ჩემი
სახმლე ხელი? შემიწყალონ ღმერთებმა, ასეა?
გოგო მართალს ამბობდა. არ ჰქონდა სიკვდილის უფლება. სერ-
სეი ელოდებოდა. მას ჯეიმი დასჭირდებოდა. ტირიონიც ელოდა, მი-
სი უმცროსი ძმა, რომელსაც უპირობოდ უყვარდა. მტრებიც ელოდ-
ნენ: ჭაბუკი მგელი, რომელმაც მოჩურჩულე ტყეში დაამარცხა და ამ-
დენი ხალხი დაუხოცა, ედმურ ტალი, რომელმაც ბნელში და ბორკი-
ლებში ამყოფა, ეს მამაცი თანამებრძოლებიც.
რომ გათენდა, თავს ძალა დაატანა და ჭამა. დამბალი ქერი მის-

574
ცეს, ცხენების საჭმელი, მაგრამ ყველა ლუკმა გადაყლაპა. საღამო-
საც შეჭამა და მეორე დღესაც. იცოცხლე, შეუძახებდა ხოლმე თავს,
როდესაც ფაფას ლამის იყო, დაეხრჩო, იცოცხლე სერსეისთვის, ტი-
რიონისთვის. იცოცხლე შურისძიებისთვის. ლანისტერი ვალებს ყო-
ველთვის იხდის. მოჭრილი ხელი ფეთქავდა, ეწვოდა და მყრალი სუ-
ნი უდიოდა. მეფის საბიჯელში რომ მივალ, ახალ ხელს გამოვაჭედი-
ნებ, ოქროსას, და ერთ მშვენიერ დღეს ვარგო ჰოუთს იმით გამოვ-
ღადრავ ყელს.
დღეები და ღამეები ტკივილის ჯანღში ერთმანეთში გაიქნენ. უნა-
გირზე მჯდომს ეძინა ხოლმე, ბრიენზე მიბჯენილს, ნესტოები საკუ-
თარი ხრწნადი ხელის სიმყრალით ჰქონდა სავსე, ღამით კი უძი-
ლოდ იწვა მაგარ მიწაზე, ცხადის კოშმარში ჩარჩენილი. ასე დასუს-
ტებულს, მაინც ყოველთვის ხეზე აბამდნენ ხოლმე. იმის ცოდნა,
რომ მისი ახლაც კი ძალიან ეშინოდათ, რაღაც ცივ კმაყოფილებას
ანიჭებდა. ბრიენი ყოველთვის მის გვერდით იყო ხოლმე მიბმული.
დიდი, მკვდარი ძროხასავით იწვა გაკოჭილი და ხმას არ იღებდა.
გოგომ საკუთარ თავში ციხესიმაგრე აიგო. სულ მალე გააბახებენ,
მაგრამ იმ გალავნის შიგნით ვერც მიეკარებიან. ჯეიმის გალავანი კი
დაქცეულიყო. მათ მოსტაცეს ხელი, მისი სახმლე ხელი, უიმისოდ კი
აღარაფერი რჩებოდა. მეორე ხელი არაფერში გამოადგებოდა მას
მერე, რაც ფეხი აიდგა, მარცხენა მხოლოდ ხმლის დასაჭერად ჰქონ-
და, სხვა არაფრისთვის. მარჯვენამ გახადა რაინდად. მარჯვენამ გა-
ხადა კაცად.
ერთ დღეს გაიგონა, არსვიკმა ჰარენჰალზე რომ თქვა რაღაც, და
გაახსენდა, რომ იქით მიემართებოდნენ. ამან ხმამაღლა გააცინა,
რის გამოც ტიმეონმა სახეზე გრძელი, წვრილი შოლტი გადაუჭირა.
ლოყიდან სისხლი წამოუვიდა, მაგრამ ხელის ტკივილთან შედარე-
ბით არც კი უგრძნია.
575
– რამ გაგაცინა? – ჩურჩულით ჰკითხა გოგომ იმ ღამით.
– თეთრი მოსასხამი ჰარენჰალში მომცეს, – უჩურჩულა პასუ-
ხად, – ვენტის დიდ ტურნირზე. უნდოდა, ყველასთვის ეჩვენებინა
თავისი უზარმაზარი ციხესიმაგრე და თავისი დიდებული ძეები. მეც
მინდოდა, ყველას ვჩვენებოდი. ჯერ მხოლოდ თხუთმეტის ვიყავი,
მაგრამ იმ დღეს ვერავინ დამამარცხებდა. ეირისმა ასპარეზობის ნე-
ბა არ მომცა, – მან ისევ გაიცინა, – დამითხოვა იქიდან. ოღონდ ახ-
ლა ვბრუნდები. მისი სიცილი გაიგონეს. იმ ღამით წიხლები და მუშ-
ტები ჯეიმის ერგო. ვერც ამას გრძნობდა, სანამ რორჯმა ჩექმა გადა-
ნაჭერზე არ მიარტყა, მაშინ კი გული წაუვიდა. ამის მომდევნო ღამე
იყო, როცა, ბოლოს და ბოლოს, მათგან სამი ყველაზე უარესი მოად-
გათ: შაგველი, უცხვირო რორჯი და სქელი დოთრაკი ზოლო, ის, რო-
მელმაც ხელი მოსჭრა. რომ მოახლოვდნენ, ზოლო და რორჯი და-
ობდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი. მასხარა რომ ბოლო იქნე-
ბოდა, გადაწყვეტილი ამბავი ჩანდა. შაგველმა შესთავაზათ, ორივე
პირველები იყავით და ქალს წინიდან და უკნიდან ერთად მიადექი-
თო. ზოლოს და რორჯს ეს ჭკუაში დაუჯდათ, მაგრამ მერე იმაზე და-
იწყეს ჩხუბი, ვინ წინიდან იქნებოდა და ვინ – უკნიდან.
ამასაც დაასახიჩრებენ, ოღონდ შიგნით, იქ, სადაც თვალით არ
ჩანს.
– გოგო, – უჩურჩულა, სანამ ზოლო და რორჯი ერთმანეთს აგი-
ნებდნენ, – მიუგდე მაგათ ხორცი, შენ კი შორს წადი. უფრო მალე
დამთავრდება და ნაკლებადაც ისიამოვნებენ.
– რასაც მე მივცემ, იმით ეგენი ვერ ისიამოვნებენ, – გამოწვევით
უჩურჩულა პასუხად.
სულელი, ჯიუტი, მამაცი გოგო. ჯეიმიმ იცოდა, რომ აპირებდა,
თავი შეეკლა მათთვის. მერედა, მე რა? ასე ხისთავიანი რომ არ ყო-
ფილიყო, ხელი ჯერაც ზედ მექნებოდა. მაგრამ ჩაესმა საკუთარი
576
სიტყვები, გოგოს რომ ეუბნებოდა:
– აკეთონ, რაც უნდათ, შენ კი შიგნით დაიმალე, – თვითონ ასე
ქნა, როდესაც მის თვალწინ სტარკები კვდებოდნენ, როცა ლორდი
რიკარდი საკუთარ აბჯარში იბრაწებოდა, მისმა ძემ ბრანდონმა კი
თავი დაიხრჩო, მამის-გადარჩენას რომ ცდილობდა, – რენლიზე
იფიქრე, თუ გიყვარდა. ტართზე იფიქრე, მთებზე და ზღვებზე, ტბებზე,
ჩანჩქერებზე, რაც კი გაქვთ იმ თქვენს საფირონის კუნძულზე, იფიქ-
რე... მაგრამ რორჯს ამასობაში დავა მოეგო.
– შენზე უშნო ქალი ცხოვრებაში არ მინახავს, – უთხრა ბრიენს,
– მაგრამ ნუ გგონია, უფრო ვერ დაგაუშნოვო. გინდა ჩემნაირი ცხვი-
რი? მეჩხუბე და გექნება. ორი თვალიც ძალიან ბევრია. წკმუტს გავი-
გებ და, ერთს ამოგთხრი და შეგაჭმევ, მერე კი სათითაოდ კბილებს
ჩამოგიღებ.
– მიდი, რა, რორჯ, – შეევედრა შაგველი, – უკბილებოდ მთლად
ბებრუცუნა დედაჩემს დაემსგავსება, – და ჩაიხითხითა, – მე კიდე
სულ მინდოდა, ჩემი საყვარელი ბებერი დედისთვის ტრაკში შემეცა.
ჯეიმიმ ჩაიცინა.
– რა სასაცილო მასხარაა. გამოცანას გეტყვი, შაგველ. რაში
ედარდება, იყვირებს თუ არა? მოიცა, მოიცა, ვიცი. საფირონები! –
რაც შეეძლო, ხმამაღლა დაიყვირა.
რორჯმა ისევ გინებით მისცხო ფეხი ჭრილობაზე. ჯეიმიმ შეჰყმუვ-
ლა. ახსოვდა, რომ გაიფიქრა, არც კი ვიცოდი, ამქვეყნად ასეთი ტკი-
ვილი თუ არსებობდაო. ვერ იტყოდა, რამდენ ხანს იყო უგონოდ.
ტკივილმა უკან რომ დააბრუნა, უკვე არსვიკი და თავად ვარგო ჰო-
უთი მოსულიყვნენ.
– აფას ხელი არ ახლოთ! – ყვიროდა ვაცი და ზოლოს დორ-
ბლებს აფრქვევდა, – ქალტული უდა იყოს, თტერებო! ერთი თომარა

577
თაფიროდები ღირთ! – და ამის მერე ვაცი ყოველღამ მცველს უყე-
ნებდათ, თავისიანებისგან დასაცავად.
ორმა ღამემ უსიტყვოდ ჩაიარა, სანამ გოგომ, ბოლოს და ბო-
ლოს, გამბედაობა მოიკრიბა და უჩურჩულა:
– ჯეიმი? რატომ დაიყვირე?
– ანუ „საფირონები“ რატომ დავიყვირე? ტვინი გაანძრიე, გოგო.
იხმარეთ-მეთქი, რომ მეყვირა, ესენი რამედ ჩააგდებდნენ?
– სულ არ უნდა გეყვირა.
– ცხვირიანიც ძნელი საყურებელი ხარ. თანაც, მინდოდა, ვაცის-
თვის „თაფიროდები“ მეთქმევინებინა, – ჯეიმიმ ჩაიცინა, – გაგიმარ-
თლა, ასე მატყუარა რომ ვარ. ღირსეული კაცი საფირონების კუნძუ-
ლის შესახებ სიმართლეს იტყოდა.
– და მაინც, – უთხრა ქალმა, – მადლობა, სერ.
ხელი ისევ უფეთქავდა. კბილები გააღრჭიალა და უთხრა:
– ლანისტერი ვალს ყოველთვის იხდის. ეს რობინ რაიგერზე
დაყრილი ლოდების სამაგიერო იყო.
ვაცს სურდა, ზარ-ზეიმით შესულიყო ციხეში, ამიტომაც, ჰარენჰა-
ლის კარიბჭემდე ერთი მილი რომ დარჩათ, ჯეიმი ცხენიდან ჩამოს-
ვეს. წელზე ბაწარი მოაბეს, მეორე ბაწრით ბრიენს შეუკრეს მაჯები;
თოკების ბოლოები ვარგო ჰოუთის უნაგირის კეხზე ჩააბეს. ისინი
გვერდიგვერდ მიბორძიკობდნენ ქოჰორელის ზოლიანი ზორსის
უკან.
ჯეიმის მრისხანება აძლევდა სიარულის ძალას. ხელის გადანა-
ჭერზე შემოხვეული ტილო რუხი და ჩირქით აყროლებული იყო.
არარსებულ თითებს ყოველ ნაბიჯზე ახალი ტკივილი უძაგრავდა. მე
იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ამათ ჰგონიათ. მაინც ჯერ კიდევ ლანის-
ტერი ვარ. ჰარენჰალსაც მიაღწევდა და შემდეგ მეფის საბიჯელსაც.
იცოცხლებდა. და ამ ვალს სარგებლით გადავიხდი.
578
შავი ჰარენის ვეებერთელა ციხის კლდეებივით აღმართულ გა-
ლავანს რომ მიაღწიეს, ბრიენმა მკლავზე მოუჭირა ხელი.
– ეს ციხე ლორდ ბოლტონს უჭირავს. ბოლტონები სტარკების მე-
ბაირაღეები არიან.
– ბოლტონები თავიანთ მტრებს ტყავს აძრობენ, – ჯეიმის ამ
ჩრდილოელზე მხოლოდ ეს ახსოვდა. ტირიონს კი ამქვეყნად ყვე-
ლაფერი ეცოდინებოდა დრედფორტის ლორდზე, მაგრამ ტირიონი
აქედან ათასობით ლიგის იქით იყო, სერსეისთან. სანამ სერსეი
ცოცხალია, მე სიკვდილის უფლება არ მაქვს, უთხრა თავს. ერთად
დავიხოცებით, როგორც დავიბადეთ ერთად.
გალავნის გარეთ მდგარი სახლებისგან ნაცარი და გაჭვარტლუ-
ლი ქვებიღა დარჩენილიყო, ტბის პირას კი, სადაც ლორდმა ვენტმა
დიდი ტურნირი გამართა ცრუ გაზაფხულის წელს, მრავალი კაცი და
ცხენი დაბანაკებულიყო. საასპარეზო მოედანს რომ გადადიოდნენ,
ჯეიმის ბაგე მწარე ღიმილმა მოუბრიცა: საპირფარეშოს ორმო სწო-
რედ იმ ადგილას გაეთხარათ, სადაც ოდესღაც მან მეფის წინ მუხლი
მოიყარა და ფიცის სიტყვები წარმოთქვა. ვერასოდეს ვიფიქრებდი,
თუ ტკბილი ასე უცებ იქცეოდა მწარედ. ეირისმა იმ ერთი ღამით
დატკბობაც კი არ მაცალა. პატივი მომაგო, მერე კი ზედ შემაფურ-
თხა.
– დროშები, – შენიშნა ბრიენმა, – გატყავებული კაცი და ტყუპი
კოშკი, ხედავ? მეფე რობს შეფიცულები. იქ, კარიბჭის თავზე, რუხი
ჩანს თეთრზე. მგელსაზარას დროშა აქვთ გაშლილი.
ჯეიმიმ თავი ასწია შესახედად.
– მართლაც, შენი წყეული მგელია, – დაეთანხმა ბრიენს, – და
აქეთ-იქით – თავები. ჯარისკაცები, მსახურები და ბანაკის მადევრე-
ბი შეიკრიბნენ და ყიჟინით მიაცილებდნენ. ხალიანი ძუკნა აედევ-

579
ნათ ყეფითა და ღრენით, სანამ ერთმა ლისელმა შუბზე არ ააგო ცხო-
ველი და კოლონის თავისკენ არ გაჭენდა.
– მეფისმკვლელის დროშა მომაქვს! – იყვირა და მკვდარი ძაღ-
ლი ჯეიმის თავზემოთ დაიქნია.
ჰარენჰალის გალავანი ისეთი სქელი იყო, რომ კარიბჭეში გავ-
ლისას გეგონებოდა, ქვის გვირაბში მივდივარო. ვარგო ჰოუთმა
ორი თავისი დოთრაკი წინ გაგზავნა, ლორდ ბოლტონისთვის მათი
დაბრუნება რომ შეეტყობინებინა, ამიტომ გარე ეზო ცნობისმოყვა-
რეებით იყო სავსე. მათ გზა მისცეს ბარბაცით მომავალ ჯეიმის, რო-
მელსაც წელზე შემოჭერილი თოკი ქაჩავდა, როცა კი ნაბიჯს შეანე-
ლებდა.
– გაფარეფთ მეფითმკვლელთ, – წარმოთქვა ვარგომ თავისი
ბოხი, ჩლიფინა ხმით. ჯეიმის წელზე შუბმა უბიძგა და წააქცია.
ვარდნას უნებურად ხელები შეაშველა. გადანაჭერი მიწას რომ
შეეჯახა, ტკივილმა თვალი დაუბნელა, მაგრამ როგორღაც მოახერ-
ხა და ცალ მუხლზე წამოიწია.
მის წინ ფართო ქვის კიბე ჰარენჰალის ერთ-ერთი უზარმაზარი
კოშკის შესასვლელისკენ ადიოდა. ზედ ხუთი რაინდი და ჩრდილოე-
ლი იდგნენ და ჩამოსცქეროდნენ.
უფერულთვალებიანი ლორდი შალით და ქურქებით იყო მოსი-
ლი, ხუთს ჯაჭვი და აბჯრები ემოსა, იალმაგებზე ტყუპი კოშკი ეხა-
ტათ.
– შეუპოვარო ფრეიებო, – განუცხადა მათ ჯეიმიმ, – სერ დან-
ველ, სერ ეინის, სერ ჰოსტინ, – ლორდ ვალდერის ძეებს სახეზე
ცნობდა: ბოლოს და ბოლოს, მამიდა ჰყავდა ერთზე გათხოვილი, –
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
– რის გამო, სერ? – ჰკითხა სერ დანველ ფრეიმ.
– თქვენი ძმისწულის, სერ კლიოსის სიკვდილის გამო, – მიუგო
580
ჯეიმიმ, – ისიც ჩვენ გვახლდა, სანამ ყაჩაღებმა ისრებით არ დაცხრი-
ლეს. არსვიკმა და მისმა ბანდამ მკვდარი გაძარცვეს და მგლებს და-
უტოვეს საჭმელად.
– მილორდებო! – წინ წამოდგა ბრიენი, – მე ვხედავ თქვენს
დროშებს. ყური მიგდეთ, თქვენი დადებული ფიცის სახელით!
– ვინაა, რომ ლაპარაკობს? – პასუხი მოსთხოვა სერ ეინის ფრე-
იმ.
– ლანითტერით ძიძა.
– მე ტართელი ბრიენი ვარ, ლორდ სელვინ მწუხრის ვარსკვლა-
ვის ასული, და თქვენსავით სტარკების გვარს ვარ შეფიცული.
სერ ეინისმა მის ფეხებთან დააფურთხა.
– აი, შენი ფიცი. ჩვენ რობ სტარკის სიტყვას ვენდეთ, მან კი გვი-
ღალატა. რა საინტერესოა. ჯეიმი მიბრუნდა, რომ დაენახა, ბრიენი
ამ ბრალდებას როგორ შეხვდებოდა, მაგრამ გოგო ლაგამამოდებუ-
ლი ჯორივით თავისას მიერეკებოდა. – ღალატზე არაფერი მსმენია,
– მაჯებზე შემოხვეული ბაწრით შუბლი მოიწმინდა, – ლედი კეტ-
ლინმა დამავალა, ლანისტერი მეფის საბიჯელში მიმეყვანა მისი
ძმისთვის...
– რომ ვიპოვეთ, დახრჩობას კი უპირებდა, – თქვა უღალატო არ-
სვიკმა.
ქალი გაწითლდა.
– ბრაზმა მოთმინება დამაკარგვინა, მაგრამ არაფრით არ მოვ-
კლავდი. ის რომ მოკვდეს, ლანისტერები ჩემი ქალბატონის ასუ-
ლებს დახოცავენ.
– ეს ჩვენ რაში უნდა გვენაღვლებოდეს, – სერ ეინისს წარბიც არ
შეჰხრია. – ისევ რივერანს მივყიდოთ, – განაცხადა სერ დანველმა.
– კასტერლის კლდეს მეტი ოქრო აქვს, – შეედავა ერთი ძმა.

581
– მოვკლათ! – თქვა მეორემ, – მისი თავი ნედ სტარკის თავის სა-
ნაცვლოდ! მასხარა შაგველმა მალაყი გაჭიმა კიბის ძირას და ამ-
ღერდა:
– იყო ერთი ლომი, ის ცეკვავდა დათვთან ვაი, ვაი...
– თხნარად, მათხარა, – ხელი წაჰკრა ვარგო ჰოუთმა, – მეფით-
მკვლელი დათვით არ არით. თემია.
– რომ მოვკლათ, არავისიც არ იქნება, – ისე ჩუმად თქვა რუს
ბოლტონმა, რომ მის მოსასმენად ყველა ჩაჩუმდა, – და, უმორჩილე-
სად გთხოვ, მილორდ, გაიხსენო, რომ შენ არ ხარ ბატონი ჰარენ-
ჰალში, სანამ მე ჩრდილოეთისკენ არ გავწევ. ცხელებისგან ჯეიმის
თავბრუ ესხმოდა და შიშიც მთლად გადავიწყებოდა.
– ეს დრედფორტის ლორდი ბრძანდება? ბოლოს, როგორც გა-
ვიგე, მამაჩემისგან მოცოცხე კუდამოძუებულმა. რამდენი დღე ირ-
ბინე, მილორდ?
ბოლტონის მდუმარება ასჯერ უფრო შიშისმგვრელი იყო, ვიდრე
ვარგო ჰოუთის ჩლიფინა სიავე. დილის ნისლივით უფერული მისი
თვალები მეტს ფარავდა, ვიდრე ამჟღავნებდა. ჯეიმის არ მოსწონდა
ეს თვალები. იმ დღეს აგონებდნენ, ნედ სტარკი რკინის ტახტზე
მჯდარს რომ წაადგა. დრედფორტის ლორდმა ბოლოს ტუჩები მოჭი-
მა და წარმოთქვა:
– ხელი დაგიკარგავს.
– არა, – უთხრა ჯეიმიმ, – აგერ მაქვს, კისერზე მკიდია.
რუს ბოლტონი ჩამოსწვდა, თოკს ხელი სტაცა და ხელი ვაცს მი-
უგდო.
– მოაშორე. საზიზღრობაა ამის ყურება.
– ამათ მით ლორდ მამათ გავუგზავნი. ვეტყვი, ორათი ათათი
თრაკონი გამომიგზავნოთ, თორე მეფითმკვლელთ ნატილ-ნატილ

582
დავუფრუნეფთ. იმით ოქროთ რომ ავიღეფთ, თერ ჯეიმით კარ-
სტარკთ მივუყვანთ და იმით ათულთაც წამოვიყვანთ, – მამაცმა თა-
ნამებრძოლებმა ერთხმად გადაიხარხარეს.
– მშვენიერი გეგმაა, – ისე თქვა რუს ბოლტონმა, როგორც თა-
ნამეინახეს ეტყოდა, მშვენიერი ღვინოაო, – მაგრამ ლორდი კარ-
სტარკი თავის ასულს არ მოგცემთ. მეფე რობმა ერთი თავით და-
ამოკლა, ღალატისა და მკვლელობის გამო. ლორდი ტაივინი კი მე-
ფის საბიჯელში რჩება და იქვე იქნება ახალ წლამდე, იმ დრომდე,
როცა მისი შვილიშვილი ზენაბაღის ასულს შეირთავს.
– ვინტერფელის, – უთხრა ბრიენმა, – ვინტერფელისო, უნდა
გეთქვა. მეფე ჯოფრი სანსა სტარკზეა დანიშნული.
– აღარ. შავწყალას ბრძოლამ ყველაფერი შეცვალა. ვარდი და
ლომი შეკავშირდნენ, სტანის ბარათეონის ლაშქარი დალეწეს და
მისი ფლოტი ნაცრად აქციეს.
გაფრთხილებდი, არსვიკ, გაიფიქრა ჯეიმიმ, და შენც, ვაცო. ლო-
მების წინააღმდეგ თუ ჩამოდიხარ ფსონს, ქისაზე მეტსაც წააგებ.
– ჩემს დაზე რა ისმის? – იკითხა.
– კარგადაა. ასევე, შენი... დისწულიც, – ბოლტონი შეყოვნდა,
სანამ „დისწულიო“, იტყოდა, რითაც მიანიშნა, ვიციო, – შენი ძმაც
ცოცხალია, თუმცა ბრძოლაში დაიჭრა, – მოქლონებიან ტყავის აბ-
ჯარში ჩაცმულ პირქუშ ჩრდილოელს მოუხმო, – სერ ჯეიმი ქაიბან-
თან წაიყვანე. ქალს კი ხელები გაუხსენი, – ბრიენის მაჯებს შორის
თოკი რომ გადაიჭრა, უთხრა, – უმორჩილესად გთხოვ, შემინდო,
მილედი. ასეთ შფოთიან ჟამს ძნელია მტრისა და მოყვრის გარჩევა.
ბრიენმა მაჯა მოისრისა, იქ, სადაც ბაწარს კანი სისხლამდე გა-
ეხეხა.
– მილორდ, ამ ხალხმა ჩემთვის ნამუსის ახდა სცადა.

583
– მართლაც? – ლორდმა ბოლტონმა უფერული თვალებით ვარ-
გო ჰოუთს გახედა, – გამწყრალი ვარ ამის გამო. და სერ ჯეიმის ხე-
ლის გამოც.
ეზოში მდგარ ყოველ მამაც თანამებრძოლზე ხუთი ჩრდილოელი
და ამდენივე ფრეი მოდიოდა. ვაცი შეიძლება სხვებივით გამჭრიახი
არ ყოფილიყო, მაგრამ ამდენი თვლა კი იცოდა. და ენას კბილი და-
აჭირა.
– ხმალი წამართვეს, – თქვა ბრიენმა, – აბჯარი...
– აქ აბჯარი არ დაგჭირდება, მილედი, – უთხრა ლორდმა ბოლ-
ტონმა, – ჰარენჰალში ჩემი დაცვის ქვეშ იმყოფები. ამაბელ, ლედი
ბრიენს შესაფერისი ოთახი გამოუნახე. ვალტონ, სერ ჯეიმის და-
უყოვნებლივ მიხედე, – პასუხისთვის არ დაუცდია, მიბრუნდა და კი-
ბე აიარა, ბეწვმოვლებული მოსასხამი უკან მიჰყვა. ჯეიმიმ და ბრი-
ენმა ერთი გადახედეს ერთმანეთს და მათაც ცალ-ცალკე წაუძღვნენ
სადღაც.
საყვავის ქვეშ მოთავსებულ მაისტერის ოთახში თმაშევერ-
ცხლილმა, მამობრივად მზრუნველმა კაცმა, ქაიბანი რომ ერქვა,
ხმამაღლა შეისრუტა ჰაერი, ჯეიმის ხელის გადანაჭრიდან ტილო
რომ შემოხსნა.
– ასე ცუდადაა საქმე? მოვკვდები?
ქაიბანმა ჭრილობას თითი დააჭირა და ცხვირი მოჭმუხნა, ჩირქი
რომ გადმოდინდა. – არა. თუმცა რამდენიმე დღეში... – მან ჯეიმის
სახელო შემოაჭრა, – ლპობა გავრცელდა. ხედავ, რა რბილია ხორ-
ცი? ეს ყველაფერი უნდა მოვჭრა. ყველაზე საიმედო გზა მკლავის
მოკვეთა იქნებოდა.
– მაშინ შენ მოკვდები, – აღუთქვა ჯეიმიმ, – ჭრილობა გაწმინდე
და გაკერე. ვცდი, ქაიბანმა შუბლი შეიკრა.
– შემეძლო, ზედა ნაწილი დამეტოვებინა, იდაყვთან გადამეჭრა,
584
მაგრამ... – მკლავზე რამეს თუ მომჭრი, გირჩევნია, მეორე ხელიც
მიაყოლო, თორემ მერე იმით დაგახრჩობ.
ქაიბანმა თვალებში ჩახედა. დანახულმა უკან დაახევინა.
– კეთილი. მხოლოდ დამპალ ხორცს მოგაჭრი. ვცადოთ, ხრწნა
ადუღებული ღვინით, ჭინჭრის საფენებით, მოგვის თესლით და პუ-
რის ობით შევაჩეროთ. იქნებ, საკმარისი აღმოჩნდეს. პასუხისმგებე-
ლი შენ ხარ. ყაყაჩოს რძე დაგჭირდება...
– არა, – ჯეიმი თავს დაძინების ნებას ვერ მისცემდა. გაღვიძე-
ბულს იქნებ მკლავი აღარ ჰქონოდა, ეს კაცი რასაც არ უნდა დაჰპირ-
დებოდა.
ქაიბანი გაოცდა.
– მტკივნეული იქნება.
– მაშინ ვიყვირებ.
– ძალიან მტკივნეული.
– ძალიან ხმამაღლა ვიყვირებ.
– ღვინოს მაინც დალევ?
– ისიც მკითხე, არქისეპტონი ლოცულობს ხოლმეო?
– იქნებ, არც ლოცულობდეს. ღვინოს მოვიტან. დაწექი, მკლავის
მიბმა დამჭირდება. ქაიბანი ჯამით და ბასრი დანით შეიარაღდა და
ჭრილობის გასუფთავებას შეუდგა, ჯეიმი კი მაგარ ღვინოს სვამდა
და ნაწილსაც ზედ ისხამდა. მარცხენა ხელმა პირის გზა თითქოს არ
იცოდა, მაგრამ ამას სიკეთეც ახლდა: ღვინიანი წვერის სუნი ჩირქის
სიმყრალეს ახშობდა.
გახრწნილი ხორცის მოჭრის დრო რომ დადგა, აღარაფერმა უშ-
ველა. ჯეიმი კიდევაც ყვიროდა, ჯანსაღ მუშტს მაგიდას უბრახუნებ-
და, ისევ და ისევ. ქაიბანმა ჩამოჭრილ ხორცზე მდუღარე ღვინო რომ
დაასხა, ისევ იყვირა. მტკიცე გადაწყვეტილების და სიფრთხილის
მიუხედავად, ერთხანს მაინც დაკარგა გრძნობა. გონს რომ მოეგო,
585
მაისტერი მკლავს ნემსით და ძარღვით უკერავდა.
– მაჯაზე გადმოსაფარებლად კანის ნაკუწი დავტოვე.
– ესეთები აქამდეც გიკეთებია, – უღონოდ ჩაიბუტბუტა ჯეიმიმ.
პირში მოკვნეტილი ენიდან წამოსული სისხლის გემო ედგა.
– ვარგო ჰოუთს ვინც მსახურობს, იმას მოჭრილი ხელ-ფეხი არ
უკვირს. სადაც კი მიდის, ყველგან მაგას ტოვებს.
ეს ქაიბანი მხეცს არ ჰგავსო, იფიქრა ჯეიმიმ. გამხდარი იყო,
წყნარად საუბრობ. და და თბილი ყავისფერი თვალები ჰქონდა.
– მაისტერი მამაც თანამებრძოლებს რანაირად შეუერთდა?
– ციტადელმა ჯაჭვი ჩამომართვა, – ქაიბანმა ნემსი გადადო, –
თვალზე რომ გაქვს ჭრილობა, ეგეც მისახედია. ჭრილობა გამიზეზე-
ბულია.
ჯეიმიმ თვალი დახუჭა და ღვინოს და ქაიბანს აცალა, მისთვის
ეწამლათ.
– მომიყევი ბრძოლის ამბები, – ქაიბანი ჰარენჰალის ყორნების
მომვლელი იყო და ახალ ამბებს პირველი შეიტყობდა.
– ლორდი სტანისი მამაშენსა და ცეცხლს შორის მოემწყვდა. ამ-
ბობენ, ჭინკამ მდინარესაც კი წაუკიდა ცეცხლიო.
ჯეიმის ნანახი ჰქონდა, როგორ სწვდებოდა ცას უმაღლეს კოშ-
კებზე უფრო მაღალი მწვანე ცეცხლის ენები, ქუჩებში კი ალმოდებუ-
ლი ადამიანები წიოდნენ. ეს სიზმრად მინახავს. თითქმის სახალისო
ამბავი გამოდიოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ვისაც გაუზიარებდა.
– გაახილე თვალი, – ქაიბანმა ქსოვილის ნაჭერი თბილ წყალში
ჩააწო და შემხმარი სისხლი მოალბო. ქუთუთო გასივებული ჰქონ-
და, მაგრამ ნახევრამდე გახელა მაინც შეძლო. თავს ქაიბანის სახე
დასდგომოდა.
– ეს როგორ მოგივიდა? – ჰკითხა მაისტერმა.
– გოგომ მიქნა.
586
– ცუდად ეარშიყე, მილორდ?
– ეგ გოგო ჩემზე მოსული და შენზე უშნოა. ჯობია, იმასაც მიხე-
დო. ჯერ კიდევ კოჭლობს იმ ფეხით, ბრძოლისას რომ გავუხვრიტე.
– მოვიკითხავ. ეგ ქალი შენი ვინ არის?
– მფარველი, – ჯეიმის სიცილი წასკდა, თუმცა ეს სტკენდა.
– ბალახებს დავფხვნი და ღვინოში შეურიე, ცხელება რომ დაგი-
ვარდეს. დილით მოდი და თვალზე წურბელას დაგასვამ, ცუდი სის-
ხლი რომ გამოგიღოს.
– წურბელა. გადასარევია.
– ლორდ ბოლტონს წურბელები ძალიან უყვარს, – მკაცრად გა-
ნუცხადა ქაიბანმა. – კი, – უთხრა ჯეიმიმ, – წესით, უნდა უყვარდეს.

ტირიონი

მეფის კარის გარეთ ტალახის, ნაცრის და დამწვარი ძვლების


გარდა არაფერი იყო, მაგრამ ქალაქის გალავნის ძირას უკვე ცხოვ-
რობდნენ ვიღაცები, სხვებს კი ურიკები და კასრები მოედგათ და
თევზით ვაჭრობა გაეჩაღებინათ. ცხენით მიმავალი ტირიონი
გრძნობდა მათ მზერას: ცივს, ბოღმიანს, მტრულს. მასთან გამოლა-
პარაკებას ან გზაზე გადადგომას ვერავინ ბედავდა, რაკი გვერდით
გაპოხილ შავ ჯაჭვში ჩაცმული ბრონი მიჰყვებოდა. თუმცა, მარტო
რომ ვყოფილიყავი, ჩამომათრევდნენ და სახეს ქვით ჩამიჭეჭყავ-
დნენ, როგორც პრესტონ გრინფილდს უქნეს.
– ვირთხებზე უფრო სწრაფად ბრუნდებიან, – დაიჩივლა მან, –
ერთხელ ხომ გადავუწვით აქაურობა, ჭკუას მაინც არ სწავლობენ.
– რამდენიმე ათეული ოქროსმოსასხამიანი მომეცი და დავხო-
ცავ ყველას, – უთხრა ბრონმა, – მკვდრები უკან ვეღარ დაბრუნდე-
ბიან.
587
– ვერა, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები მოვლენ. დაანებე თავი...
ოღონდ, თუ ისევ დაიწყებენ გალავანზე ქოხების მიდგმას, მაშინვე
დაუნგრიე. ომი ჯერ არ დამთავრებულა, ამ სულელებს რაც უნდა
ეგონოთ, – წინ უკვე ტალახის კარი შენიშნა, – დღეისათვის მეყო,
რაც ვნახე. დილით დავბრუნდებით გილდიის ოსტატებთან ერთად
და მათ გეგმებს გავარჩევთ, – ტირიონმა ამოიოხრა. მართალია,
აქაურობა მე გადავწვი და სამართლიანია, მევე ავაშენო.
წესით, ეს საქმე ბიძამისს უნდა დაჰკისრებოდა, მაგრამ მტკიცე,
უტეხ, დაუღალავ სერ კევან ლანისტერს ვეღარ იცნობდი მას მერე,
რაც რივერანიდან ყორანი მოფრინდა და მისი ძის მკვლელობის ამ-
ბავი მოიტანა. ვილემის ტყუპისცალი მარტინიც რობ სტარკს ჰყავდა
ტყვედ, მათი უფროსი ძმა ლანსელი კი ჯერაც ლოგინად იყო ჩავარ-
დნილი, გამიზეზებული ჭრილობა არაფრით უხორცდებოდა. ერთი
ძე დაკარგა, დანარჩენი ორი სასიკვდილო საფრთხეში ეგულებოდა
და სერ კევანი მწუხარებას და შიშს დაებეჩავებინა. ლორდი ტაივინი
ყოველთვის ეყრდნობოდა თავის ძმას, მაგრამ ახლა სხვა გზა არ
ჰქონდა, კვლავ თავისი ქონდრისკაცი შვილი უნდა ამოეყენებინა
გვერდში.
აღდგენა მართლაც რომ ძვირი დაუჯდებოდათ, მაგრამ ვერა-
ფერს გააწყობდი: მეფის საბიჯელი სახელმწიფოს უმთავრესი ნავ-
სადგური იყო, მას მხოლოდ ძველქალაქი თუ გაუწევდა მეტოქე-
ობას. მდინარე, რაც შეიძლება მალე, ისევ უნდა გახსნილიყო ნაოს-
ნობისთვის. და სად უნდა ვიშოვო ეს წყეული ფული? ლამის ნეკა მო-
ნატრებოდა, რომელმაც ორი კვირის წინ გაცურა ჩრდილოეთისკენ.
ის ლიზასთან კოტრიალობს და მის გვერდით დაბრძანებული ველს
მართავს, მე კი ამასობაში მისი დაყრილი ნაგავი უნდა ვხვეტო. ეს
კია, მამამისი მნიშვნელოვან საქმეს ანდობდა. კასტერლის კლდის

588
მემკვიდრედ არ მასახელებს, მაგრამ, რაშიც კი შეძლებს, მიყენებ-
სო, გაიფიქრა ტირიონმა. ამ დროს ტალახის კარიდან ოქროსმოსას-
ხამიანების კაპიტანმა დაუქნია ხელი.
კარიბჭის შიგნით ბაზრის მოედანს ჯერაც დაჰყურებდა სამი კახ-
პა, მაგრამ ახლა უქმად იდგნენ, ლოდები და კუპრიანი კასრებიც გა-
ეტანათ. მათ მაღალ ხის ტანებზე ახლა ბავშვები დაცოცავდნენ, ჯვა-
ლოსტანსაცმლიანი მაიმუნებივით მოსდებოდნენ გაშვერილ მკლა-
ვებს და ერთმანეთს უკიჟინებდნენ.
– მომაგონე, სერ ადამს ვუთხრა, აქ რამდენიმე ოქროსმოსასხა-
მიანი დააყენოს, – უთხრა ტირიონმა ბრონს, ორ ტრებუჩეტს შორის
რომ გაიარეს, – რომელიმე სულელი ბიჭი ჩამოვარდება და კისერს
მოიტეხს, – ზევიდან ყვირილი მოისმა და მათ წინ ერთი ფუტის მო-
შორებით ქაქის გროვა დაეტყეპა. ტირიონის ფაშატი ყალყზე შედგა
და ლამის გადმოაგდო, – თუმცა, – თქვა ისევ, ცხენი რომ დააოკა, –
გაუშვი, ეს ტილიანი ღლაპები ნესვებივითაც დამსკდარან ქვაფე-
ნილზე.
ავ გუნებაზე იყო, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ქუჩის ბიჭ-
ბუჭებს მისი ქაქში გასვრა უნდოდათ. ქორწინება ყოველდღიურ ტან-
ჯვად ექცა. სანსა სტარკი ქალწულად რჩებოდა და, როგორც ჩანდა,
ეს მთელმა სასახლემ იცოდა. ამ დილით ცხენებზე რომ სხდებოდ-
ნენ, გაიგონა, მის უკან როგორ ხითხითებდა ორი მეჯინიბე ბიჭი. ლა-
მის ეჩვენებოდა, რომ ცხენებიც კი ხითხითებდნენ მის დანახვაზე.
თავი საფრთხეში ჩაიგდო, საქორწინო სარეცლის რიტუალი რომ აე-
რიდებინა, და იმედი ჰქონდა, მისი საძინებლის ამბავი საიდუმლო
დარჩებოდა, მაგრამ ეს იმედი სულ მალე გაუქარწყლდა. ან სანსა
აღმოჩნდა ისე სულელი, რომ ეს რომელიმე თავისი მოახლისთვის
გაემხილა, რომლებიც, ყველა, როგორც ერთი, სერსეის ჯაშუშები
იყვნენ, ან ვარისის და მისი ჩიტუნების ბრალი იყო.
589
ან კი ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ისედაც ყველა დასცინოდა.
ერთადერთი ადამიანი მთელ სასახლეში, რომელსაც მისი ქორწი-
ნება სამხიარულო არ ეჩვენებოდა, მისი ლედი-მეუღლე იყო. სანსა
დღითი დღე უფრო და უფრო იტანჯებოდა. ტირიონი სიხარულით შე-
აღწევდა მისი თავაზიანობის აბჯარში, რათა რამენაირად ენუგეშე-
ბინა იგი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. არანაირი სიტყვები არ
შესძენდნენ ტირიონს მის თვალში მშვენებას, არც ლანისტერობას
ჩამოართმევდნენ. ის შერთეს ცოლად ცხოვრების ბოლომდე, გო-
გონას კი სძულდა იგი.
ფართო საწოლზე მასთან ერთად გატარებული ღამეებიც ტანჯვის
წყარო იყო. შიშველი ვეღარ წვებოდა, როგორც აქამდე სჩვეოდა.
მისი ცოლი ძალიან კარგად იყო აღზრდილი საიმისოდ, რომ უხეში
სიტყვა ეკადრებინა, მაგრამ ტირიონს ვერ აეტანა ქმრის სხეულის
დანახვისას მის თვალებში გაჩენილი ზიზღი. ტირიონმა სანსასაც სა-
ღამური პერანგით დაძინება უბრძანა. ხვდებოდა, რომ სურდა იგი.
ვინტერფელი მინდა, დიახ, მაგრამ სანსაც მინდა, ბავშვია ის თუ ქა-
ლია, როგორცაა. მინდა, რომ დავამშვიდო. მისი სიცილის გაგონება
მინდა. მინდა, რომ სურვილით მოვიდეს ჩემთან, მანდოს თავისი სი-
ხარული და მწუხარება, თავისი ვნება. პირი მწარე ღიმილმა მოუბ-
რიცა. ჰო, და კიდევ მინდა, ჯეიმივით მაღალი ვიყო და სერ გრეგორ
მთაკაცივით ძლიერი, მაგრამ რა ხეირი!
უნებურად მისი ფიქრები შაის გადასწვდა. ტირიონს არ უნდოდა,
ახალი ამბავი ქალს სხვისგან შეეტყო, ამიტომ ქორწილის წინაღა-
მით ვარისს მისი მოყვანა უბრძანა. ისევ საჭურისის ოთახში შეხ-
ვდნენ ერთმანეთს. როცა შაიმ ქურთუკის თასმების შეხსნა დაუწყო,
ტირიონმა ხელები დაუჭირა და მოიშორა.
– მოიცა, – უთხრა, – რაღაც უნდა გითხრა. ხვალ დილით ვიქორ-
წინებ...
590
– სანსა სტარკზე. ვიცი.
ტირიონს ხმა ჩაუწყდა. მაშინ ჯერ სანსამაც კი არ იცოდა.
– საიდან იცოდი? ვარისმა გითხრა?
– ლოლისი სეპტში რომ მიმყავდა, გავიგონე, ერთი პაჟი სერ ტა-
ლადს რომ ეუბნებოდა. იმან კი მომსახურე გოგოსგან იცოდა, რო-
მელმაც მოისმინა, სერ კევანი მამაშენს რომ ელაპარაკებოდა, – შა-
იმ ხელები გაითავისუფლა და კაბა გადაიძრო. როგორც ყოველ-
თვის, ქვეშ არაფერი ეცვა, – მე არ მენაღვლება. ის ერთი პატარა გო-
გოა და მეტი არაფერი. სწრაფად გაბერავ და მე დამიბრუნდები.
ტირიონს სინამდვილეში ნაკლები გულგრილობის იმედი ჰქონ-
და. იმედი გქონდა, მწარედ დასცინა თავს, მაგრამ ახლა ზუსტად იცი.
შაის რაც შეუძლია, იმაზე მეტი სიყვარული ცხოვრებაში არ გეღირ-
სება.
ტალახის გზა ხალხით იყო სავსე, მაგრამ ჯარისკაცებიც და მდა-
ბიოებიც ჭინკას და მის ამალას გზას უთმობდნენ. თვალებჩაცვენი-
ლი ბავშვები ფეხებში ებლანდებოდნენ, ზოგი უხმო ვედრებით შე-
მოსცქეროდა, სხვები ხმამაღლა ითხოვდნენ მოწყალებას. ტირიონ-
მა ქისიდან მუჭით ამოიღო სპილენძის ფული და გადაყარა, ბავშვები
ხელისკვრით და ყვირილით გაედევნენ ნაწყალობევს. იღბალი
რომლებსაც გაუღიმებდათ, ამ საღამოს ხმელი პურის ყუის ყიდვას
შეძლებდნენ. ტირიონს არასოდეს ენახა ასე ხალხმრავალი ბაზარი.
ტაირელების შემოტანილი სანოვაგის მიუხედავად, ფასები უსაშვე-
ლოდ მაღალი რჩებოდა. ნესვი ექვსი სპილენძის მონეტა ღირდა,
ერთ ბუშელ ხორბალში ვერცხლის ირემს ითხოვდნენ, ხარის ფერ-
დში ან ექვს გამხდარ გოჭში – დრაკონს. მაგრამ მყიდველები მაინც
იყვნენ. ყოველ ფორანს და დახლს გარშემო ჩამომხმარი კაცები და
დაძონძილი ქალები ეხვია, კიდევ უფრო დაძონძილები კი დაღვრე-
მილები იცქირებოდნენ ქუჩების კუთხეებიდან.
591
– აქეთ, – თქვა ბრონმა, კაუჭის შუკის ძირს რომ მიადგნენ, – თუ
კიდევ აპირებ.. – ვაპირებ, – მდინარის სანაპიროს დათვალიერება
კარგი საბაბი იყო, მაგრამ ტირიონს დღეისთვის სხვა მიზანი ჰქონ-
და. სულ არ ეხალისებოდა, მაგრამ გასაკეთებელი იყო.
ეაგონის მაღალ ბორცვს დაშორდნენ და ვისენიას ბორცვის ძი-
რას დახლართული უფრო ვიწრო ქუჩების ლაბირინთში შევიდნენ.
წინ ბრონი მიუძღოდა. ტირიონმა ერთი-ორჯერ უკან მიიხედა, ხომ
არავინ მოგვყვებაო. მაგრამ ჩვეულებრივი ბრბოს გარდა არავინ
ჩანდა: მედროგე ცხენს შოლტავდა, დედაბერი ფანჯრიდან ღამის
ქოთანს ცლიდა, ორი ბიჭუნა ჯოხებით ხმალაობდა, სამ ოქროსმო-
სასხამიანს ტუსაღი მიჰყავდა... ყველა უწყინარი ჩანდა, მაგრამ ყო-
ველი მათგანი შეიძლებოდა, მისი დამღუპველი აღმოჩენილიყო. ვა-
რისს ყველგან ჰყავდა მოენეები.
კუთხეში შეუხვიეს, მერე ისევ და ცხენები ნელა ჩაატარეს წყა-
როსთან მდგომ ქალებთან. ბრონმა ქუჩის მოსახვევი შემოატარა,
შუკაში შეუძღვა და ჩამოქცეული თაღის ქვეშ გააძვრინა. გადაიარეს
დამწვარი სახლის ნანგრევი და ცხენები ქვის დაბალ კიბეზე აატა-
რეს. ღარიბული სახლები ახლო-ახლო იდგა. ბრონი მიმოხვეული
შუკის დასაწყისთან შეჩერდა. ამ ვიწრო გასასვლელში გვერდიგ-
ვერდ ორი მხედარიც ვერ ჩადგებოდა.
– იქ ორი ქოხია და მერე ჩიხს მიადგები. შენ რომ გინდა, ის სარ-
დაფი მეორეშია. ტირიონი ცხენიდან ჩამოხტა.
– აქ არავინ შემოვიდეს ან გავიდეს, სანამ წასული ვარ. დიდხანს
არ გავჩერდები, – ხელი მოსასხამის ქვეშ ჩაიყო, დარწმუნდა, რომ
ოქრო ნამდვილად იქ, ფარულ ჯიბეში ჰქონდა. ოცდაათი დრაკონი.
მისნაირი კაცისთვის მთელი წყეული ქონებაა. სწრაფად აუყვა ქუ-
ჩას, უნდოდა, მალე მოეთავებინა.

592
ღვინის სარდაფი პირქუში ალაგი იყო, ბნელი და ნესტიანი. კედ-
ლები გვარჯილას გაეთეთრებინა, ჭერი ისე დაბლა ეკიდა, რომ
ბრონს თავის დახრა მოუწევდა, კოჭებისთვის რომ არ აერტყა. ტი-
რიონ ლანისტერს ეს არ ემუქრებოდა. დღის ამ დროს წინა ოთახში
გაურანდავი ფიცრების დაბალი თეჯირის უკან სკამზე მხოლოდ ერ-
თი უსიცოცხლოთვალებიანი ქალი იჯდა. მან ტირიონს მჟავე ღვინით
სავსე ჭიქა გაუწოდა და უთხრა:
– უკანა ოთახში.
უკანა ოთახში უფრო მეტადაც ბნელოდა დაბალ მაგიდაზე, ღვი-
ნის დოქის გვერდით, სანთელი ციმციმებდა. მის მიღმა მჯდარი კაცი
საშიში სულ არ ჩანდა: დაბალი იყო – თუმცა ტირიონს ყველა კაცი
ზემოდან დაჰყურებდა შეთხელებული ყავისფერი თმა და ვარდისფე-
რი ლოყები ჰქონდა, ძვლის ღილებით შეკრულ ირმის ტყავის ქურ-
თუკს შემრგვალებული ღიპი უქაჩავდა. სათუთი ხელებით ეკავა
თორმეტსიმა ჩანგი – ორლესულზე უფრო მრისხანე იარაღი.
ტირიონი მის პირისპირ ჩამოჯდა.
– საიმონ ვერცხლისენა.
კაცმა თავი დახარა. კეფა მელოტი ჰქონდა.
– მილორდ მარჯვენა.
– ცდები, მარჯვენა მამაჩემია. სამწუხაროდ, ახლა თითიც კი
აღარ ვარ.
– ისევ წახვალ წინ, დარწმუნებული ვარ. შენნაირი კაცი. ძვირ-
ფასმა ლედი შაიმ შემატყობინა, რომ ახლახან დაქორწინებულხარ.
ნეტავ, ადრე დაგებარებინე. ჩემთვის თქვენს სუფრაზე მღერა დიდი
პატივი იქნებოდა.
– ჩემს ცოლს ყველაზე ნაკლებად ახალი სიმღერები სჭირდება,
– უთხრა ტირიონმა, – შაი კი, ორივემ ვიცით, რომ ლედი არაა, და
მადლობელი დაგრჩებოდი, თუ მის სახელს არასოდეს წარმოთქვამ
593
ხმამაღლა.
– როგორც მარჯვენა მიბრძანებს, – უთხრა საიმონმა.
ბოლოჯერ რომ ნახა, ამ კაცისთვის ტირიონის ერთი მკაცრი სიტ-
ყვაც კმაროდა, ჭირის ოფლში რომ გაღვრილიყო, მაგრამ ახლა
მომღერალი რაღაცას გაეთამამებინა. სავარაუდოდ, იმას, დოქში
რაც ესხა. ან, იქნებ, ამ სიმამაცის მიზეზი ტირიონი იყო? დავემუქრე,
მაგრამ არაფერი ამისრულებია, ამიტომ უწყინარი ვგონივარ. ტირი-
ონმა ამოიოხრა.
– მსმენია, ძლიერ ნიჭიერი მომღერალი ხარ.
– მადლობა მომიხსენებია ქებისთვის, მილორდ.
ტირიონმა გაუღიმა.
– ვფიქრობ, დროა, შენი ხმა თავისუფალ ქალაქებსაც მისწვდეს.
ბრაავოსში, პენტოსსა და ლისში სიმღერა უზომოდ უყვართ და გუ-
ლუხვად აჯილდოებენ მას, ვინც სმენას დაუტკბობთ, – ღვინო მოსვა.
საზიზღარი, მაგრამ მაგარი სასმელი იყო, – ყველაფერს აჯობებდა,
ცხრავე ქალაქი მოგევლო. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,
შენი სიმღერის სმენით დატკბეს. ყოველ ქალაქში ერთი წელი იკმა-
რებდა, – ხელი მოსასხამში ჩაიყო, სადაც დამალული ოქრო ეგულე-
ბოდა, – ახლა ნავსადგური დაკეტილია და გემზე დასაჯდომად ბინ-
დისველში მოგიწევს ჩასვლა, მაგრამ ჩემი მსახური ბრონი ცხენს გი-
შოვის, მე კი პატივად ჩავთვლიდი, თუ მგზავრობის საფასურის გა-
დახდის უფლება მექნებოდა.
– მაგრამ, მილორდ, – შეედავა საიმონი, – შენ ჩემი სიმღერა
არასოდეს მოგისმენია. გევედრები, წუთით ყური დამიგდე, – მარ-
ჯვედ გადაურბინა სიმებს და სარდაფი წყნარმა ჰანგმა აავსო. საიმო-
ნი ამღერდა.
ვიწრო შუკებში იგი გაჭენდა, მაღალ ბორცვიდან დაეშვა დაბლა,
იმ იდუმალი პაემანისთვის არ დაერიდა მანძილს და ავდარს.
594
ის ქალი იყო მისი საუნჯე, მისი შერცხვენა და ნეტარება, ჯაჭვს და
სამკვიდროს მის ერთ კოცნაში, მის მოხვევნაში გაიმეტებდა.
– კიდევ გრძელდება, – თქვა კაცმა, – კიდევ ბევრია. რეფრენი
გამორჩეულად კარგი მგონია: „რადგან ცივია ხელი ოქროსი, ქალის
ხელი კი – თბილი“.
– კმარა, – ტირიონმა მოსასხამიდან ხელი ამოაძვრინა და არა-
ფერი ამოაყოლა, ამ სიმღერის გაგონებაც არ მინდა. არასოდეს.
– არა? – საიმონ ვერცხლისენამ ჩანგი გადადო და ღვინო მოსვა,
– რა სამწუხაროა. და მაინც, ყველა კაცს აქვს თავისი სიმღერაო, ამ-
ბობდა ჩემი ბებერი ოსტატო დაკვრას რომ მასწავლიდა. სხვებს შე-
იძლება, უფრო მოეწონოთ ჩემი ნამღერი. დედოფალს, მაგალითად.
ან შენს ლორდ-მამას.
ტირიონმა ცხვირის ნაიარევი მოისრისა.
– მამაჩემს მომღერლებისთვის არ სცალია, ჩემი და კი არც ისე
გულუხვია, როგორიც შეიძლება გეჩვენოს. ბრძენმა კაცმა იქნებ სი-
ჩუმით მეტი ხეირი ნახოს, ვიდრე სიმღერით. – ამაზე უფრო გასაგე-
ბად რაღა ეთქვა?
საიმონმა, როგორც ჩანს, უცებ გაუგო.
– ჩემი ფასი ძვირი არ მოგეჩვენება, მილორდ.
– კარგია, – ტირიონი დაეჭვდა, რომ საქმე ოცდაათ ოქროს დრა-
კონად ვერ გაიჩარხებოდა, – მითხარი.
– მეფე ჯოფრის საქორწილო ლხინზე, – უთხრა მომღერალმა, –
მომღერლების შეჯიბრი გაიმართება.
– ჯამბაზებიც იქნებიან, მასხარებიც, მოცეკვავე დათვებიც.
– მხოლოდ ერთი მოცეკვავე დათვი იქნება, მილორდ, – უთხრა
საიმონმა, რომელიც, ცხადი იყო, ტირიონზე უფრო ყურადღებით
ადევნებდა თვალს სერსეის სამზადისს, – აი, მომღერალი კი – შვი-
დი. გალიონ კაიელი, ბეთანი თითმარჯვე, ეიმონ კოსტეინი, ალრიკ
595
აისენელი, ჰამიშ მეარფე, კოლიო ქვაინისი და ორლანდ ძველქალა-
ქელი იბრძოლებენ მოოქრული და ვერცხლისსიმა ბარბითის მოსა-
პოვებლად...
მაგრამ უცნაურია, რომ არ მიუწვევიათ ის, რომელიც ოსტატო-
ბით ამათ ყველას აღემატება.
– გამოვიცნობ, ვინაა ასეთი. საიმონ ვერცხლისენა?
საიმონმა მოკრძალებით გაიღიმა.
– მე მზად ვარ, ჩემი ქადილი მეფისა და მისი კარის წინაშე დავა-
საბუთო. ჰამიში ბებერია და ხშირად არც ახსოვს, რას მღერის. და
კოლიო, იმ თავისი გაუგებარი ტიროშული აქცენტით! სამიდან ერთ
სიტყვას თუ გაარჩევ, გაგმართლებია.
– ლხინი ჩემმა ძვირფასმა დამ მოამზადა. რომც გიშოვო მოსაწ-
ვევი, უცნაურად გამოჩნდება. შვიდი სამეფო, შვიდი ფიცი, შვიდი გა-
მოსვლა, სამოცდაჩვიდმეტი კერძი... და რვა მომღერალი? რას
იფიქრებს არქისეპტონი?
– ძალიან ღვთისმოსავ კაცად არ გთვლიდი, მილორდ.
– ღვთისმოსაობაში არაა საქმე. დადგენილი წესები უნდა შეს-
რულდეს.
საიმონმა ღვინო მოსვა.
– და მაინც... მომღერლის ცხოვრება საკმაოდ სახიფათოა. ჩვენ
სალუდეებსა და ღვინის სარდაფებში ვიღვწით, ჩხუბისთავების და
ლოთების წინაშე. შენი დის შერჩეული შვიდიდან ვინმეს რამე რომ
მოსწეოდა, იმედი მაქვს, მის შემცვლელად დამიძახებდით, – მან
მორიდებით გაიღიმა, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ჩანდა.
– ექვსი მომღერალი ნამდვილად ისევე უაზრობა იქნება, რო-
გორც რვა. გავიკითხავ, სერსეის შერჩეულები ჯანს ხომ არ უჩივიან.
რომელიმე მათგანის შეცვლა თუ გახდა საჭირო, ბრონი მოგნახავს.
– დიდებულია, მილორდ, – საიმონს შეეძლო, აქ გაჩუმებულიყო,
596
მაგრამ, გამარჯვებით ფრთაშესხმულმა, დაამატა, – მეფე ჯოფრის
ქორწილის ღამეს მაინც ვიმღერებ, მილორდ. თუ კარზე მიმიწვევენ,
შევეცდები, მეფეს ჩემი საუკეთესო თხზულებები შევთავაზო, სიმღე-
რები, რომლებიც ათასჯერ მიმღერია და ვიცი, რომ ნამდვილად
მოსწონთ. მაგრამ სადმე უბადრუკ ღვინის სარდაფში თუ მომიწია
მღერა... მაშინ ეს ჩემი ახალი სიმღერის მოსასინჯად კარგი შემ-
თხვევა იქნებოდა. რადგან ცივია ხელი ოქროსი, ქალის ხელი კი –
თბილი.
– ეგ საჭირო არ იქნება, – თქვა ტირიონმა, – ლანისტერის სიტ-
ყვას გაძლევ, ბრონი მალევე მოგაკითხავს.
– კეთილი და პატიოსანი, მილორდ, – შემელოტებული, მუცელ-
გამობერილი მომღერალი ისევ დასწვდა თავის ჩანგს.
ბრონი ცხენებთან ერთად ქუჩის შესასვლელთან ელოდა. იგი ტი-
რიონს უნაგირზე შეჯდომაში მოეხმარა.
– როდის უნდა წავიყვანო ბინდისველში?
– აღარ უნდა, – ტირიონმა ცხენი შემოაბრუნა, – სამი დღე აცა-
ლე, მერე უთხარი, ჰამიშ მეარფემ ხელი მოიტეხა-თქო. უთხარი,
კარზე ეს სამოსი არ გამოგადგება და ახლავე ახლის მოსაზომად წა-
მოდი-თქო. მაშინვე წამოგყვება, – ტირიონი დაიჯღანა, – იქნებ, მი-
სი ენა გამოგადგეს, მაინც ვერცხლისაა. დანარჩენი კაციშვილმა არ
უნდა იპოვოს.
ბრონი გაიკრიჭა.
– რწყილიან ფსკერზე ერთი სახემსე ვიცი, სანელებლიან შეჭა-
მანდს აკეთებენ ყველანაირი ხორცისგანო, ამბობენ.
– ისე ქენი, რომ მე იქ არასოდეს ვჭამო, – ტირიონმა ცხენი ჩორ-
თზე გადაიყვანა. დაბანა უნდოდა, რაც შეიძლება ცხელი წყლით.
მაგრამ ამ უბრალო სიამესაც კი ვერ ეღირსა. როგორც კი თავის
ოთახებში დაბრუნდა, პოდრიკ პეინმა მოახსენა, მარჯვენის კოშკში
597
გიბარებენო.
– მის ულორდესობას სურს შენი ნახვა. მარჯვენას. ლორდ ტაი-
ვინს.
– მახსოვს, მარჯვენა ვინაა, პოდ. ცხვირი დავკარგე, გონება კი
არა.
ბრონმა გაიცინა.
– ახლა ბიჭს თავს ნუ მოაჭამ.
– რატომ? მაინც არაფერში იყენებს, – თავად კი ის აფიქრებდა,
ახლა რაღა ვქენიო. ან, უფრო საფიქრებელია, რა ვერ ვქენიო.
ლორდ ტაივინის მიპატიჟება არასოდეს იყო უწყინარი: ნამდვილად,
მამამისი არასოდეს დაუძახებდა უბრალოდ სავახშმოდ ან ჭიქა ღვი-
ნის ერთად დასალევად.
რამდენიმე წუთის მერე მამამისის მისაღებში რომ შევიდა, ჩაეს-
მა:
– ალუბლის ხის ქარქაში, წითელტყავგადაკრული და ლომისთა-
ვა ოქროს მოქლონების რიგით მორთული. იქნებ, თვალებად ძოწი
ჩავუსვათ...
– ლალები, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – ძოწს ცეცხლი აკლია.
ტირიონმა ხმა ჩაიწმინდა.
– მილორდ. მეძახდი?
მამამისმა ახედა.
– ჰო. მოდი ერთი, შეხედე, – მაგიდაზე მათ შორის მუშამბის ხვე-
ულა იდო, ლორდ ტაივინს კი ხელში ორლესული ეჭირა, – ჯოფრის
საქორწილო საჩუქარია, – უთხრა ტირიონს. ფანჯრის რომბისებურ
შუშებში შემოღვრილმა შუქმა ხმლის პირი წითელ-შავად ააელვა-
რა, როდესაც ლორდმა ტაივინმა შეატრიალა და ფხას გახედა; ტარი
და ვადა კი ოქროდ ენთო, – სტანისზე და მის ჯადოსნურ ხმალზე ამ-
დენი სულელური მითქმა-მოთქმა რომაა ატეხილი, ვიფიქრე, რომ
598
ჯობდა, ჯოფრისაც რამე გამორჩეული ჰქონოდა. მეფეს მეფური ია-
რაღი უნდა ამშვენებდეს.
– ეს ხმალი ჯოფისთვის ძალიან დიდია, – თქვა ტირიონმა.
– გაიზრდება და მოირგებს. აჰა, მოსინჯე, რა წონა აქვს, – იარა-
ღი ტარით წინ გაუწოდა ხმალი იმაზე ბევრად მსუბუქი იყო, ვიდრე
მოელოდა. ხელში რომ შეატრიალა, მიხვდა, რატომაც. მხოლოდ
ერთი ლითონი შეიძლებოდა, გაჭედილიყო ასე თხლად და მაინც შე-
ენარჩუნებინა საბრძოლო სიმტკიცე. და არაფერში შეგეშლებოდა
ეს ჯავ არიც, მრავალათასჯერ გადაკეცილ ფოლადს რომ ამხელდა.
– ვალირიული ფოლადი?
– დიახ, – ლორდი ტაივინი უაღრესად კმაყოფილი ჩანდა.
როგორც იქნა, ეღირსე, მამა? ვალირიული ფოლადის ხმლები
იშვიათი და ძვირფასი რამ იყო, თუმცა ამქვეყნად ათასობით ასეთი
მახვილი არსებობდა, ალბათ ორასი მაინც შვიდ სამეფოშიც მოიპო-
ვებოდა. ლორდ ტაივინს მუდამ ხინჯად ჰქონდა, რომ ლანისტერების
გვარს არც ერთი ასეთი ხმალი არ გააჩნდა. კლდის ძველი მეფეები
ფლობდნენ ამგვარ იარაღს, მაგრამ დიდი საორხელე ხმალი ელვა-
რე ღრიალი მაშინ დაიკარგა, როცა მეორე მეფე ტომენმა იგი უკან,
ვალირიაში წაიღო თავისი უგუნური თავგადასავლების საძიებელ
გზაზე. ის უკან აღარ დაბრუნებულა; აღარ დაბრუნებულა არც ძია გე-
რი, ტირიონის ყველაზე უმცროსი და თავზეხელაღებული მამისძმა,
რომელიც აგერ უკვე რვა წელი ხდებოდა, რაც დაკარგული ხმლის
საძებნელად წასულიყო.
ლორდმა ტაივინმა სამჯერ მაინც სცადა ვალირიული ორლესუ-
ლის ყიდვა გაღატაკებული მცირე გვარებისგან, მაგრამ ყოველთვის
მტკიცე უარით უპასუხეს.
წვრილ ლორდთა ჩამომავლები ხალისით დათმობდნენ საკუ-
თარ ასულებს, ლანისტერს რომ ეთხოვა, ძველ საგვარეულო
599
ხმლებს კი თავს დაჰკანკალებდნენ.
ტირიონს ვერ გაეგო, სად იშოვეს ამ ხმლის დასამზადებელი ფო-
ლადი. ძველი ვალირიული ფოლადის ხელახლა გაჭედვა ცოტა ოს-
ტატ მეიარაღეს თუ შეეძლო, მისი დამზადების საიდუმლო კი მაშინ
დაიკარგა, ძველ ვალირიას ბედისწერამ რომ უწია. – უცნაური ფე-
რებია, – აღნიშნა მან, პირი მზის სხივზე რომ შეატრიალა. ვალირიუ-
ლი ფოლადი, როგორც წესი, მუქი რუხი ფერისა იყო, ლამის შავი –
ისევე, როგორც ამ ხმალში. მაგრამ ნაკეცებს შორის ასევე ძლიერ
ჩამუქებული წითელი იყო შერეული. ორი ფერი ერთმანეთს ედებო-
და და არ კი ერეოდა, ყოველი ზოლი ცხადად გაირჩეოდა, თითქოს
ფოლადის ნაპირზე ერთმანეთს ღამის და სისხლის ტალღები მის-
დევდნენ, – ეს ნაყში როგორ მიიღეთ? ასეთი არასოდეს მინახავს.
– არც მე, მილორდ, – თქვა მეიარაღემ, – ვაღიარებ, ამ ფერის
მიღებას როდი ვლამობდი, არც ის ვიცოდი, რომ ასე ზოლებად გა-
მომივიდოდა. შენმა ლორდმა-მამამ თქვენი გვარის მეწამული მო-
ითხოვა და მე ლითონს სწორედ ეგ ფერი დავუმატე. მაგრამ ვალი-
რიული ფოლადი ჯიუტი რამაა. ამბობენ, რომ ამ ძველ ხმლებს მეხ-
სიერება მოსდევთ და იოლად არ იცვლებიან. უამრავი ხერხი ვიხმა-
რე და დროდადრო წითელს ვამკვეთრებდი, მაგრამ ფერი სულ მუქ-
დებოდა, თითქოს ფოლადი მას სხივს აცლიდა. და ზოგმა ნაკეცმა წი-
თელი საერთოდ არ აიღო, როგორც ხედავთ, თუ მილორდ ლანის-
ტერები უკმაყოფილონი არიან, რასაკვირველია, ისევ ვცდი, იმდენ-
ჯერ, რამდენჯერაც მომთხოვთ, მაგრამ...
– არაა საჭირო, – თქვა ლორდმა ტაივინმა, – ესეც გამოდგება.
– მეწამული ხმალი მზეზე ლამაზად იკაშკაშებდა, მაგრამ, მარ-
თალი თუ გინდა, მე ეს ფერები უფრო მომწონს, – თქვა ტირიონმა, –
რაღაც ავის მომასწავებელი მშვენება აქვს... და ამ ხმალს ყველას-

600
გან გამორჩეულს ხდის. ალბათ, მთელ ქვეყანაზე მეორე ასეთი ხმა-
ლი არ არსებობს.
– არის კიდევ ერთი, – მეიარაღე მაგიდისკენ გადაიხარა და მუ-
შამბის ხვეულა გახსნა, მეორე ორლესული გამოაჩინა.
ტირიონმა ჯოფრის ხმალი დადო და ეს აიღო. პირველის ტყუპი
თუ არა, ახლო ბიძაშვილი იქნებოდა. ეს უფრო მსხვილი და მძიმე
იყო, ნახევარი გოჯით ფართო და სამი გოჯით უფრო გრძელი, მაგ-
რამ ორივე მახვილს ერთნაირი წმინდა მოყვანილობა და უცხო ფე-
რი გამოარჩევდა, სისხლისა და ღამის ეს ტალღოვანება. მეორე
ხმალს ტარიდან წვეტამდე სამი ღრმა ღარი გასდევდა, მეფის ხმალს
კი მხოლოდ ორი ჰქონდა. ჯოფრისა უფრო მოჩუქურთმებული იყო,
ვადის მხრებისთვის ლომის ტორების ფორმა მიეცათ, რომლებსაც
ლალის ჭანგები ჰქონდათ გამოშვებული. მაგრამ ორივე ხმალს სა-
უცხოოდ დამუშავებული წითელი ტყავის ტარი ჰქონდა, კოტად კი
ოქროს ლომის თავები ეგოთ.
– საუცხოოა, – ტირიონის გაუწაფავ ხელშიც კი ხმალი თითქოს
ცოცხლობდა, – ასეთი ბალანსი ადრე არასოდეს მიგრძნია.
– ეს ჩემი ძისთვისაა.
რა საკითხავია, თუ რომელი ძისთვის. ტირიონმა ჯეიმის ხმალი
მაგიდაზე ჯოფრის საჩუქრის გვერდით დადო. ნეტავ, რობ სტარკი ჯე-
იმის იმდენ ხანს აცოცხლებს, ამის დაჭერა რომ მოასწროს? მამაჩ-
ვენი ამაში დარწმუნებულია, თორემ რად გამოაჭედვინებდა ამ
ხმალს?
– კარგი სამუშაო გასწიე, ოსტატო მოტ, – უთხრა ლორდმა ტა-
ივინმა მეიარაღეს, – ჩემი მოურავი იზრუნებს შენს გასამრჯელოზე.
და, არ დაგავიწყდეს, ქარქაში ლა ლებით გააწყო.
– ეგრე ვიზამ, მილორდ. ძალიან გულუხვი ბრძანდები, – კაცმა
ხმლები მუშამბაში გაახვია, ხვეული იღლიის ქვეშ ამოიდო და ცალ
601
მუხლზე დაეშვა, – ჩემთვის პატივია მეფის მარჯვენის სამსახური.
ხმლებს ქორწილის წინა დღეს მოგართმევთ. – აუცილებლად.
მცველებმა მეიარაღე რომ გააცილეს, ტირიონი სკამზე აცოცდა.
– მაშ, ასე... ერთი ხმალი ჯოფს, ერთი ხმალი ჯეიმის, ქონდრის-
კაცს კი ხანჯალიც არ ერგო. ასეა, ჰო, მამა?
– ფოლადი ორი ხმლის სამყოფი იყო, სამის არა. ხანჯალი თუ
გინდა, საიარაღოდან აიღე. რობერტის სიკვდილის მერე ასი ცალი
მაინც დარჩა. გერიონმა მას საქორწილო ძღვენად მოოქრული ხან-
ჯალი მისცა, სპილოს ძვლის ტარი და საფირონის კოტა რომ ჰქონ-
და. კარზე მოსული დესპანებიდანაც ყოველი მეორე ცდილობდა, მი-
სი გული მოოჭვილი ხანჯლებით და ვერცხლით მოვარაყებული
ხმლებით მოეგო.
ტირიონს გაეღიმა.
– უფრო ასიამოვნებდნენ, თავიანთი ასულები რომ მიერთმიათ.
– ნამდვილად. ჯონ ერინისგან ბიჭობაში ნაჩუქარი სანადირო
ხანჯლის გარდა სხვა მახვილი არც არასოდეს უხმარია, – ლორდმა
ტაივინმა ხელი გაიქნია და მეფე რობერტსა და მის ხანჯლებზე ლა-
პარაკს მორჩა, – მდინარის სანაპიროზე რა დაგხვდა? – ტალახი, –
მიუგო ტირიონმა, – და ერთი-ორი მკვდარი, რომელთა დასამარხა-
დაც თავი არავინ შეიწუხა. ნავსადგურის გახსნამდე შავწყალა უნდა
გაიწმინდოს, დაძირული გემები უნდა დაიმტვრეს ან ზემოთ ამოიზი-
დოს. ნავმისადგომების სამი მეოთხედი შესაკეთებელია, რამდენიმე
კი – თავიდან ასაგები. თევზის ბაზარი სრულიად მომსპარია, მდინა-
რის კარიც და მეფის კარიც დალეწილია სტანისის ტარანებით და გა-
მოსაცვლელია. რა დაჯდება, ამაზე ფიქრიც კი მაშინებს, – თუ მარ-
თლაც ოქროს ჯვამ, მამა, ის დროა, საპირფარეშო მონახო და საქმეს
შეუდგეო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა.
– შენ იშოვი საჭირო ოქროს.
602
– მე ვიშოვი? სად? ხაზინა ცარიელია, ეს უკვე გითხარი. ჯერ ბო-
ლომდე არ გადაგვიხდია ალქიმიკოსებისთვის იმ ველური ცეცხლის
საფასური, არც მჭედლებისთვის – ჯაჭვის ფასი, სერსეიმ კი ჯოფის
ქორწილის ხარჯის ნახევარი გვირგვინს დააკისრა, იმ ქორწილის,
სადაც იქნება სამოცდაჩვიდმეტი წყეული კერძი, ათასი სტუმარი,
ცოცხალი მტრედებით დაჩურთული ღვეზელი, მომღერლები, ჯამბა-
ზები...
– ხელგაშლილობას თავისი დანიშნულება აქვს. კასტერლის
კლდის ძალა და სიმდიდრე მთელ სახელმწიფოს უნდა ვუჩვენოთ.
– მაშ, იქნებ კასტერლის კლდემ გადაიხადოს კიდევაც.
– რატომ? მე ვნახე ნეკას დავთრები. გვირგვინის შემოსავალი
ათჯერ აღემატება ეირისის დროინდელს.
– ისევე, როგორც გვირგვინის ხარჯები. რობერტს ფული ისევე
არ ენანებოდა, როგორც საკუთარი. ასო. ნეკა უამრავ ვალს იღებდა.
მათ შორის, შენგანაც. დიახ, შემოსავალი დიდია, მაგრამ ნეკას აღე-
ბული ვალების ვახშის დაფარვასაც ძლივს ჰყოფნის. შენ ხომ არ აპა-
ტიებდი გვირგვინს ლანისტერების ვალს?
– სისულელეებს ნუ ამბობ.
– მაშინ, იქნებ, შვიდი კერძიც იკმარებდა. სამასი სტუმარი ათა-
სის ნაცვლად. და, როგორც მესმის, ქორწინება მოცეკვავე დათვის
გარეშეც შეიძლება, ისეთივე მტკიცე გამოდგეს.
– ტაირელები ძუნწებად ჩაგვთვლიან. ქორწილიც იქნება და სა-
ნაპიროც. თუ შენ არ შეგიძლია ფულის გამოძებნა, თქვი, და ისეთ
ხაზინადარს ვიშოვი, რომელსაც შეეძლება.
ტირიონს სულ არ უნდოდა, ასე მალე და ასე შერცხვენილი გაეგ-
დოთ.
– მივაგნებ ფულს.
– მიაგნებ, – აღუთქვა მამამ, – და, სანამ მაგაზე ფიქრობ, ნახე,
603
იქნებ, შენი ცოლის ლოგინსაც მიაგნო.
ანუ ხმები მის ყურსაც მისწვდა.
– უკვე მივაგენი, მადლობა. ავეჯია, ფანჯარას და ბუხარს შორის
დგას, ხავერდის ბალდახინი აქვს და ბატის ღინღლის ლეიბები.
– მიხარია, რომ გცოდნია. ახლა, იქნებ, ეცადო და შეიცნო ის ქა-
ლი, ვინც შენთან ერთად წვება შიგ.
ქალი? ბავშვიო, უნდა გეთქვა.
– ობობამ ჩაგჩურჩულა ყურში თუ ჩემს ტკბილ დაიკოს ვუმად-
ლოდე? – თუ გაიხსენებდი, რა ამბები ხდებოდა სერსეის საბნის
ქვეშ, შეიძლება, იმედიც გაგჩენოდა, ჩემს ლოგინში ცხვირს აღარ
ჩაყოფსო, – მითხარი, სანსას ყველა მოახლე სერსეის მსახური რა-
ტომაა? ყელში ამოვიდა ჯაშუშები საკუთარ საძინებელში.
– თუ შენი ცოლის მოახლეები არ მოგწონს, დაითხოვე და შენ
ვინც გინდა, ის აიყვანე – შენი ნებაა. მე შენი ცოლის ქალწულობა
მადარდებს, მისი მოახლეები კი არა. შენი ეს... მორიდებულობა სა-
გონებელში მაგდებს. თითქოს კახპებთან ლოგინში არ გიჭირდა.
სტარკის გოგო რა, სხვანაირადაა მოწყობილი?
– რატომ გაინტერესებს ასე ძალიან, ჩემს სირს სად და როგორ
ვყოფ? – გაცხარდა ტირიონი, – სანსა ჯერ პატარაა.
– საკმარისად დიდია საიმისოდ, რომ ვინტერფელის ქალბატონი
გახდეს, მისი ძმა რომ მოკვდება. ირგუნე მისი ქალწულობა და ერთი
ნაბიჯით მიუახლოვდები ჩრდილოეთის მოპოვებას. დააორსულე და
ჩათვალე, რომ უკვე მოპოვებულიც გაქვს. რა საჭიროა, გაგახსენო,
რომ ქორწინება, რომელიც არ დამტკიცებულა, შეიძლება გაუქ-
მდეს?
– აუქმებს ან არქისეპტონი, ან რწმენის საბჭო. ჩვენი ახლანდე-
ლი არქისეპტონი კი კარგად გაწვრთნილი სელაპივითაა, ნიშნის მი-
ცემისას რომ ყეფს. უმალ მთვარე-ბიჭი გააუქმებს ჩემს ქორწინებას,
604
ვიდრე ის.
– იქნებ ჯობდა, სანსა სტარკი მთვარე-ბიჭისთვის მიმეცა იმას მა-
ინც ეცოდინებოდა, რა უნდა ექნა ცოლისთვის.
– ტირიონი სავარძლის სახელურებს ჩააფრინდა – მეყო, რაც ჩე-
მი ცოლის ქალწულობაზე ვთქვით. მაგრამ, რაკი ქორწილებზე
ვმსჯელობთ, რატომ არაფერი მესმის ჩემი დის მოსალოდნელ გათ-
ხოვებაზე? როგორც მახსოვს...
ლორდმა ტაივინმა სიტყვა შეაწყვეტინა:
– მეის ტაირელმა მისი მემკვიდრე ვილასისთვის სერსეის შერ-
თვა იუარა.
– ჩვენს ტკბილ სერსეიზე თქვა უარი? – ამან ტირიონი ბევრად
უკეთეს ხასიათზე დააყენა.
– ამ ქორწინებაზე პირველად რომ ველაპარაკე, ლორდ ტაი-
რელს თითქოს ჭკუაში დაუჯდა. მაგრამ მეორე დღესვე სხვანაირად
ალაპარაკდა. იმ ბებრუხანას ამბავია თავის შვილს უმოწყალოდ
აქეზებს. ვარისი ირწმუნება, ასე უთხრა, რომ შენი და მეტისმეტად
ბებერი და ნახმარია მისი ძვირფასი ცალფეხა შვილიშვილისთვის. –
სერსეი ალბათ აღტაცებული დარჩა, – გაიცინა ტირიონმა ლორდმა
ტაივინმა ცივად შეხედა.
– არ იცის. და ვერც გაიგებს. ყველასთვის აჯობებდა, ქორწინება
არც შეგვეთავაზებინა გახსოვდეს ეს, ტირიონ. შეთავაზება არც ყო-
ფილა.
– რა შეთავაზება? – ტირიონს ეჭვი გაუჩნდა, რომ ლორდი ტა-
ირელი ამ უარს ინანებდა.
– შენი და გათხოვდება. საქმე ისაა, ვისზე. რამდენიმეზე ვიფიქ-
რე... – სანამ იტყოდა, კარზე კაკუნი გაისმა. მცველმა თავი შემოყო
და გრანდ-მაისტერ პაიცელის მოსვლა მოახსენათ.
– შემოვიდეს, – თქვა ლორდმა ტაივინმა.
605
პაიცელი ჯოხზე დაყრდნობილი შემოფლატუნდა. წუთით შეჩერ-
და და ტირიონს ისე გადახედა, რძეს აჭრიდა. ოდესღაც დიდებული
თეთრი წვერი, ვიღაცას ასე დაუდევრად რომ მოეპარსა, ახლა მეჩ-
ხერი და თხელი ეზრდებოდა და ნიკაპის ქვეშ შეუხედავ ვარდისფერ
ღაბაბებს ვეღარ უფარავდა.
– მილორდ მარჯვენავ, – ბერიკაცი ისე მოიდრიკა წელში, ცოტაც
და, დაეცემო – ციხეშავიდან ისევ მოფრინდა ყორანი. ცალკე ხომ არ
გვეთათბირა?
– არაა საჭირო, – ლორდმა ტაივინმა გრანდ-მაისტერს ანიშნა,
დამჯდარიყო, – ტირიონს შეუძლია, დარჩეს.
ოოო, შემიძლია? ტირიონმა ცხვირი მოისრისა. უცდიდა, რას იტ-
ყოდა.
პაიცელმა ყელი ჩაიწმინდა და ხველა აუტყდა.
– წერილი ისევ ბოუენ მარშისგანაა, ამის წინაც მან გამოგზავნა.
კასტელანმა. წერს, რომ ლორდმა მორმონტმა შეატყობინათ, სამ-
ხრეთისკენ ურიცხვი ველური მოემართებაო.
– შეუძლებელია, კედლის მიღმა მიწებზე ურიცხვი ხალხი ცხოვ-
რობდეს, – გადაჭრით უთხრა ლორდმა ტაივინმა, – და ამაზე ადრეც
გვაფრთხილებენ, ძველი ამბავია. – ეს ბოლო ამბავი ახალია, მი-
ლორდ. მორმონტმა ფრინველი ავსულებიანი ტყიდან გამოგზავნა,
იტყობინებოდა, რომ უტევდნენ. მას მერე კიდევ დაბრუნდნენ ყორ-
ნები, მაგრამ წერილი არც ერთს აღარ მოუტანია. ეს ბოუენ მარში
შიშობს, რომ ლორდი მორმონტი მოკლულია, მთელ თავის რაზ-
მთან ერთად.
ტირიონს მოსწონდა ბებერი ჯეორ მორმონტი, მისი მოუხეშაობა,
მისი მოლაპარაკე ყორანი.
– დანამდვილებით ასეა? – იკითხა – დანამდვილებით არა, – მი-

606
უგო პაიცელმა, – მაგრამ მორმონტის რაზმიდან უკან არავინ დაბ-
რუნებულა. მარში ვარაუდობს, რომ ველურებმა ისინი დახოცეს და
ამის მერე უკვე კედელსაც შემოუტევენ, – ანაფორა მოიჩხრიკა და
ქაღალდი იპოვა, – აი, მისი წერილი, მილორდ, ხუთივე მეფეს ევედ-
რება. ხალხი უნდა, რაც კი შეგვიძლია, რომ გავუგზავნოთ.
– ხუთ მეფეს, – გაწყრა ლორდი ტაივინი, – ვესტეროსს ერთი მე-
ფე ჰყავს. იმ შაოსან ბრიყვებს, წესით, ეს არ უნდა დაევიწყებინათ,
თუ სურთ, მისმა მოწყალებამ ყური უგდოთ. პასუხს რომ მისწერ, უთ-
ხარი, რომ რენლი მკვდარია, დანარჩენები კი მოღალატეები და
თვითმარქვიები არიან.
– უეჭველია, გაუხარდებათ, ამას რომ შეიტყობენ. კედელი მთე-
ლი ქვეყნის იქითაა და ახალი ამბები მათთან ხშირად დაგვიანებით
აღწევს, – პაიცელმა თავი დააკანტურა, – რა შევუთვალო მარშს იმ
ხალხზე, რომლებსაც ითხოვს? ხომ არ მოგვეწვია საბჭო...
– არ არის საჭირო. ღამის ებგური ქურდების, მკვლელების და
ბუში ტეტიების ხროვაა, მაგრამ ასე მგონია, საქმე შეიცვლებოდა, იქ
სათანადო წესრიგი რომ დაგვემყარებინა. თუ მორმონტი მართლაც
მკვდარია, შავმა ძმებმა ახალი ლორდ-მეთაური უნდა აირჩიონ.
პაიცელმა ტირიონს გახედა.
– მშვენიერი აზრია, მილორდ. მე ვიცი შესაფერისი კაცი. იანოს
სლინტი. ტირიონს ეს აზრი სულაც არ მოეწონა.
– შავი ძმები თავიანთ მეთაურს თვითონ ირჩევენ, – შეახსენა
მათ, – ლორდი სლინტი კედელზე ახალი კაცია. ვიცი, მე თვითონ
გავგზავნე იქ. ვითომ, რატომ აირჩევენ იმას მთელ დუჟინ უკეთეს მე-
თაურებს შორის?
– იმიტომ, – თქვა მამამისმა ისეთი ხმით, თითქოს ეუბნებოდა, ეს
რა მიამიტი ხარო, – რომ თუ იმას არ აირჩევენ, ვისაც ვეტყვით, კე-

607
დელი ჩამოდნება, ვიდრე ისინი თუნდაც ერთ ახალ კაცს მიიღებ-
დნენ.
ჰო, ეს გაჭრის. ტირიონი წინ გადაიხარა.
– იანოს სლინტი არ გამოდგება, მამა. ბინდის კოშკის მეთაური
გვიჯობს. ან აღმოსავლეთის გუშაგის.
– ბინდის კოშკის მეთაური სიგარდელი მალისტერია. აღმოსავ-
ლეთის გუშაგი რკინელებს უჭირავთ, – ცხადი იყო, ლორდ ტაივინს
ხელს არც ერთი არ აძლევდა. – იანოს სლინტი ყასბის შვილია, –
შეახსენა ტირიონმა მამამისს, – შენ თვითონ მითხარი.
– მახსოვს, რაც გითხარი. მაგრამ ციხეშავი ჰარენჰალი არაა.
არც ღამის ებგურია მეფის საბჭო. ყველა საქმეს თავისი იარაღი
სჭირდება, და ყველა იარაღს გამოენახება საქმე.
ტირიონი ბრაზმა აიტანა.
– ლორდი იანოსი ერთი ფუყე აბჯარია, რომელიც იმას მიეყიდე-
ბა, ვინც უფრო მეტს მისცემს.
– მით უკეთესი. ჩვენზე მეტს ვინ მისცემს? – იგი პაიცელს მიუბ-
რუნდა, – გაგზავნე ყორანი. დაწერე, რომ მეფე ჯოფრი ღრმად დაამ-
წუხრა ლორდ-მეთაური მორმონტის სიკვდილმა; ნანობს, რომ ებ-
გურს ჯარისკაცებს ახლა ვერ მიაშველებს, რადგან ჯერ კიდევ მრა-
ვალი მეამბოხე და უზურპატორი ებრძვის. უთხარით, რომ ალბათ
ყველაფერი შეიცვლება, ტახტს საფრთხე რომ აღარ დაემუქრება...
თუკი ებგურის ხელმძღვანელობა მეფისთვის სრულიად სანდო იქ-
ნება. დასასრულ, მარშს სთხოვე, მისი მოწყალების გულითადი მო-
კითხვა გადასცეს მის ერთგულ მეგობარს და მსახურს... ლორდ ია-
ნოს სლინტს.
– დიახ, მილორდ, – პაიცელმა ისევ დააკანტურა თავისი დამ-
ჭკნარი თავი, – დავწერ, როგორც მარჯვენა მიბრძანებს. დიდი სი-
ამოვნებით.
608
წვერი კი არა, თავი უნდა მომეჭრა, გაიფიქრა ტირიონმა. სლინტი
კი თავის ძვირფას მეგობარ ალარ დიმს უნდა მიჰყოლოდა საჭყუმ-
პალაოდ. საიმონ ვერცხლისენასთან მაინც ხომ აღარ მოუვიდა იგი-
ვე სულელური შეცდომა. ხედავ, მამა? უნდოდა ეყვირა, ხედავ, რა
უცბად ვსწავლობ?

სემუელი

მაღლა, ფიცარნაგზე, ქალი ყვირილით მშობიარობდა, დაბლა


კი, ცეცხლის პირას, კაცი კვდებოდა. სემუელ ტარლი ვერ იტყოდა,
რომელი უფრო მეტ შიშს ჰგვრიდა. საბრალო ბენენს უამრავი ქურქი
დააფარეს და ცეცხლიც დააგიზგიზეს, მაგრამ ის მაინც ამას იმეო-
რებდა:
– მცივა. გთხოვთ. მცივა.
სემმა სცადა, ხახვის წვნიანი ეჭმია, მაგრამ ის ვერ ყლაპავდა.
წვნიანი მაშინვე ტუჩებზე და ნიკაპზე დასდიოდა.
– ეს მოთავებულია, – კრასტერი სასაუზმე ძეხვის ბედზეც ალბათ
ასევე დარდობდა ხოლმე, – მე რომ მკითხო, ის ჯობია, გულში ხან-
ჯალს სჩრიდე, ვიდრე პირში კოვზს.
– კი არ მახსოვს, – გოლიათი, რომელსაც სინამდვილეში ბედვი-
კი ერქვა, ხუთ ფუტზე უფრო მაღალი არ იქნებოდა, მაგრამ შეუპოვა-
რი პატარა კაცი კი იყო, – მკვლელო, კრასტერს რჩევა ვკითხეთ?
სემი ამ სახელის გაგონებაზე მოიბუზა, მაგრამ თავი მაინც გაიქ-
ნია. ისევ აავსო კოვზი, ბენენს პირთან მიუტანა და სცადა, ტუჩებს
შორის ჩაესხა.
– საჭმელი და ცეცხლი, – ამბობდა გოლიათი, – შენთვის სხვა
არაფერი გვითხოვია. და საჭმელი მაინც გენანება.

609
– მადლობა თქვი, რომ ცეცხლიც არ მენანება, – კრასტერი სქე-
ლი კაცი იყო, კიდევ უფრო ასქელებდა აყროლებული ცხვრის ტყა-
ვები, დღედაღამ გაუხდელად რომ ეცვა, ფართო, ბრტყელი ცხვირი
ჰქონდა, ცალ მხარეს პირი დაბლა ეღრიცებოდა და ერთი ყური აკ-
ლდა. და თუმც მის მოთელილ თმას და გაბურდულ წვერს შეჭაღარა-
ვებული კი არა, უფრო ჭაღარაც ეთქმოდა, ამ ძლიერ, მსხვილსახ-
სრიან ხელებს აშკარად ისევ შეეძლოთ კისრების მოგრეხა, – რაც
შემეძლო, გაჭამეთ, მაგრამ თქვენ, ყვავები, სულ მშივრები ხართ.
ღვთისმოსავი კაცი ვარ, თორემ ახლავე გარეთ გაგყრიდით. გგონი-
ათ, ძალიან მჭირდება, აქ, ჩემს იატაკზე იხოცებოდეთ? გგონიათ,
მჭირდება თქვენი მშიერი პირები? – ველურმა გადააფურთხა, – ყვა-
ვები. როდის იყო, შავ ჩიტს კაცის სახლში სიკეთე მოჰქონდა, გეკით-
ხებით? არ ყოფილა ეგეთი. არ ყოფილა.
ბენენს პირის კუთხიდან ისევ გადმოუვიდა წვნიანი. სემმა თავისი
სახელოს კუთხით მოწმინდა. აეშაგს თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ
ვერაფერს ხედავდა. – მცივა, – თქვა ისევ ძლივს გასაგონად. მაის-
ტერს იქნებ შესძლებოდა მისი გადარჩენა, მაგრამ მაისტერი არ
ჰყავდათ. კეჯ თვალთეთრამ ცხრა დღის წინ მოჰკვეთა დასახიჩრე-
ბული, სისხლის და ჩირქის გროვად ქცეული ტერფი, რისგანაც სემს
ლამის იყო, გული წაუვიდა, მაგრამ ეს არ კმაროდა, უკვე გვიანი
იყო.
– მცივა, – გაიმეორეს გაფითრებულმა ტუჩებმა.
დარბაზში იატაკზე ჩაცუცქული ან გაურანდავ მერხებზე ჩამომ-
ჯდარი ოციოდე ჩამოძონძილი შავი ძმა იმავე წყალწყალა ხახვის
სუპს სვამდა ფინჯნებიდან და ხმელი პურის ნატეხებს ღრღნიდა. ორი
ძმა ბენენზე უარესად დაჭრილიც კი ჩანდა. ფორნიო უკვე რამდენიმე
დღე იყო, ბოდავდა, სერ ბიამს კი მხრიდან საზიზღარი ყვითელი

610
ჩირქი სდიოდა. ციხეშავიდან რომ წამოვიდნენ, ლეგა ბერნარს ჩან-
თებით მოჰქონდა მირული ცეცხლი, მდოგვის მალამო, დაფქული
ნიორი, ენძელა, ყაყაჩო, მეფის გროში და სხვა სამკურნალო მცენა-
რეები. ტკბილი ძილიც კი ჰქონდათ, რომელიც კაცს უმტკივნეულო
სიკვდილს ანიჭებდა. მაგრამ ლეგა ბერნარი მუშტზე მოკვდა და მა-
ისტერ აემონის წამლების მოძებნა არავის გახსენებია. მზარეული
ჰეიკიც ასე თუ ისე ერკვეოდა ბალახებში, მაგრამ ჰეიკიც დაკარგეს.
ასე რომ, დაჭრილების მოვლა გადარჩენილ მნეებს დაევალათ, მათ
კი ცოტა თუ შეეძლოთ. აქ მშრალად მაინც არიან და ცეცხლი აქვთ.
თუმცა მეტი საჭმელი სჭირდებათ. ყველას სჭირდებოდა მეტი საჭმე-
ლი. კაცები უკვე რამდენიმე დღე იყო, ბუზღუნებდნენ. ბრტყელტერ-
ფა კარლი წარამარა იმეორებდა, კრასტერს დამალული მარაგი ექ-
ნებაო და ძველქალაქელი გართიც მხარს უბამდა, როცა ლორდ-მე-
თაურს არ ესმოდა. სემს უნდოდა, რაღაც უფრო ყუათიანი გამოეთ-
ხოვა დაჭრილებისთვის მაინც, მაგრამ ვერ გაებედა. კრასტერს ცივი
და ბოროტი თვალები ჰქონდა და რამდენჯერაც სემისკენ გაიხედავ-
და, თითები ოდნავ ეკრუნჩხებოდა, თითქოს მუშტებად შეკვრას ლა-
მობენო.
ნეტავ, თუ იცის, ბოლოს აქ ყოფნისას გილის რომ დაველაპარა-
კე? თუ უთხრა გოგომ, თან წაყვანას რომ დავპირდი? იქნებ ცემით
გამოსძალა სიმართლე?
– მცივა, – თქვა ბენენმა, – გთხოვ. მცივა...
კრასტერის დარბაზი ჩახუთული და კვამლიანი იყო, მაგრამ სემ-
საც კი სციოდა. და დაღლილი იყო, უსაშველოდ დაღლილი. ძილი
სჭირდებოდა, მაგრამ, როცა კი თვალებს დახუჭავდა, ელანდებოდა
თოვლის ბუქი და მისკენ ბარბაცით მომავალი მკვდრები, შავი ხე-
ლები და კაშკაშა ლურჯი თვალები რომ ჰქონდათ.
ფიცარნაგზე ხმამაღლა, სულის შემძვრელად ასლუკუნდა გილი,
611
მისი ხმა ექოდ დაირხა გრძელ და დაბალ, უფანჯრებო დარბაზში.
– გაიჭინთე, – გაიგონა სემმა კრასტერის ხნიერი ცოლის ხმა, –
უფრო. უფრო. იყვირე, თუ გინდა, – გილიმ იკივლა, ისე ხმამაღლა,
რომ სემს სახე მოეჭმუხნა. კრასტერმა თავი მიაბრუნა და თვალების
ბრიალით გახედა ფიცარნაგს.
– ამოვიდა ყელში ეგ წივილი! – ასძახა ქალებს, – რამე ძონძი
მიეცით ჩასაკბეჩად, თორემ ამოვალ და გაილახება.
იზამსო, ხვდებოდა სემი. კრასტერს ცხრამეტი ცოლი ჰყავდა,
მაგრამ იმ ფიცარნაგზე თუ ავიდოდა, შეწინააღმდეგებას ვერავინ გა-
უბედავდა. ვერც შავი ძმები შეედავნენ ორი ღამის წინ, როცა მან
ერთ-ერთი პატარა გოგო სცემა. კი იბურდღუნეს, მართალია. კლავ-
სო, აღშფოთდა მწვანისელი გართი, ბრტყელტერფა კარლმა კი გა-
იცინა და თქვა, ეგ პატარა შაქარყინული თავისთვის თუ არ უნდა,
ჩემთვის მოეცაო, შავი ბერნარი ბრაზით ჩუმად იგინებოდა, როსბე-
ლი ალანი კი ადგა და გარეთ გავიდა, აღარაფერი რომ არ გაეგონა.
– მისი სახლია და წესებსაც თვითონ ადგენს, – შეახსენა მათ აე-
შაგმა რონელ ჰარკლიმ, – კრასტერი ღამის ებგურთან მეგობრობს.
მეგობარიც ასეთი უნდაო, გაიფიქრა სემმა, თან გილის მოგუ-
დულ შეყვირებებს უგდებდა ყურს. კრასტერი შეუბრალებელი იყო,
თავის ცოლებს და ასულებს რკინის ხელით მართავდა, მაგრამ მისი
ციხე ებგურს თავშესაფარს აძლევდა.
– გაყინული ყვავები, – ჩაიფრუტუნა კრასტერმა, როდესაც ის შა-
ვი ძმები, რომლებიც თოვლს, მოარულ მკვდრებს და სასტიკ სიცი-
ვეს გადარჩენოდნენ, მის კარში შელასლასდნენ, – ჩრდილოეთით
უფრო დიდი გუნდი რო მიფრინავდა?
მაგრამ თავის იატაკზე ადგილი დაუთმო, მისცათ ჭერი თოვლის-
გან დასაცავად, ცეცხლი გასაშრობად, მისმა ცოლებმა კი მოსულებს
ცხელი ღვინო დაალევინეს და მუცლებში ცოტაოდენი სითბო მაინც
612
ჩაეღვარათ. წყეული ყვავებიო, ასე ეძახდა, მაგრამ აჭმევდა კიდეც,
თუმცა კი მწირად.
აქ სტუმრები ვართ, შეახსენა სემმა თავს. გილი კრასტერისაა. მი-
სი ასულია, მისი ცოლია. მის სახლში მისი წესებია. სემი პირველად
რომ მოხვდა კრასტერის ციხეში, გილი მიადგა და შველა სთხოვა,
სემმა კი გოგოს თავისი შავი მოსასხამი ათხოვა, მუცლის დასამალა-
ვად, ჯონ სნოუს საძებრად რომ წავიდა. რაინდებმა ქალები და ბავ-
შვები უნდა დაიცვან. შავ ძმათა შორის მხოლოდ ზოგი იყო რაინდი,
და მაინც... ფიცი ყველამ დავდეთ, გაიფიქრა სემმა. მე ვარ ფარი,
კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს. ადამიანი ადამიანია, თუნდაც
რომ ველური იყოს. უნდა დავეხმაროთ გილის. უნდა დავეხმაროთ.
გილი თავისი შვილის ბედზე შიშობდა: ეშინოდა, რომ ბიჭი ეყოლე-
ბოდა. კრასტერი თავის ასულებს ზრდიდა და ცოლებად ისვამდა,
მაგრამ მის სამფლობელოში არც კაცები, არც ბიჭები არსად ჩან-
დნენ. გილიმ ჯონს უთხრა, კრასტერი თავის ძეებს ღმერთებს აძლევ-
სო. ღმერთები თუ მოწყალენი არიან, გილის გოგონას მისცემენ,
ლოცულობდა სემი.
ზემოთ, ფიცარნაგზე, გილიმ ყვირილი შეიკავა.
– ეგრე, – უთხრა ქალმა, – ახლა კიდევ გაიჭინთე. აი, ვხედავ ბი-
ჭის თავს. გოგოს, უმწეოდ გაიფიქრა სემმა. გოგოს თავს, გოგოს.
– ცივა, – სუსტად დაიჩივლა ბენენმა, – გთხოვთ. ძალიან მცივა.
სემმა ჯამი და კოვზი გვერდზე გადადო, მომაკვდავს კიდევ ერთი
ქურქი დაახურა, ცეცხლს კი ერთი შეშა შემატა. გილიმ იკივლა და
გახშირებულ სუნთქვას მოჰყვა. კრასტერი მაგარ შავ ძეხვს ღრღნი-
და.
– ქალები, – დაიჩივლა მან, – ისე წივიან... ერთი სქელი ნეზვი
მყავდა, ერთხელ რვა გოჭი ისე დაყარა, ერთხელაც არ დაუხვნეშია,

613
– ღეჭვა-ღეჭვით მოაბრუნა თავი და აგდებით გადახედა სემს, – ლა-
მის შენსავით სქელი იყო. მკვლელო, – აუტყდა სიცილი. სემი მეტს
ვეღარ გაუძლებდა. ბორძიკით გაშორდა ცეცხლის ორმოს, მოუქნე-
ლად აბიჯებდა ან გვერდს უქცევდა მაგრად დატკეპნილ მიწის იატაკ-
ზე მძინარე, ჩაცუცქულ, მომაკვდავ ადამიანებს. კვამლის, კივილის,
კვნესისგან ლამის გული წასვლოდა. თავი დახარა, კარის ნაცვლად
დაკიდებულ ირმის ტყავებში გაძვრა და შუადღის ნათელში გააბიჯა.
ღრუბლიანი დღე იყო, მაგრამ ჩაბნელებული დარბაზიდან გამო-
სულს სინათლემ თვალი მოსჭრა. გარშემო მდგარი ხეების ტოტებს
და ოქროსა და ჟანგისფერ გორაკებს თოვლი შერჩენოდა, მაგრამ
ადრინდელზე უფრო ცოტა. ქარიშხალმა გადაიარა, კრასტერის ცი-
ხეში გატარებული დღეები კი... შეიძლება, თბილი არ ეთქმოდა, მაგ-
რამ არც ისე გამთოშავი იყო. სემს ესმოდა სქელი მიწური სახურავის
კიდეებზე ჩამოყოლებული ლოლუებიდან მომდინარე წვეთების
წყნარი წკაპაწკუპი. ღრმად, ცახცახით ჩაისუნთქა და მიმოიხედა.
დასავლეთისკენ ცხენების რიგებს შორის უხელო ოლო და ტიმ
სტოუნი დადიოდნენ, გადარჩენილ ცხოველებს აჭმევდნენ და არ-
წყულებდნენ.
დაღმართის ძირას სხვა ძმები კლავდნენ და ატყავებდნენ იმ
ცხოველებს, რომლებიც ისე დასუსტებულიყვნენ, რომ გზას ვეღარ
განაგრძობდნენ. შუბოსნები და მშვილდოსნები გუშაგებად იდგნენ
მიწის ყრილის უკან – კრასტერს მათ მიღმა გადაშლილი ტყისგან
სხვა არც არაფერი იცავდა. თორმეტიოდე ცეცხლის ორმოდან რუხ-
ცისფერი კვამლის სქელი თითები იზიდებოდა. სემს ტყიდან ხის კაფ-
ვის ხმა ესმოდა – ძმები შეშას იმარაგებდნენ, მთელი ღამე ცეცხლის
შენახვას რომ ჰყოფნოდა. ღამეები ცუდი დრო იყო. როცა სიბნელე
წვებოდა. და სიცივე.

614
რაც კრასტერთან იყვნენ, თავს არავინ დასხმიათ – არც მკვდრე-
ბი, არც სხვები. არც დაგვესხმიანო, თქვა კრასტერმა.
– ღვთისმოსავ კაცს ამის შიში არ უნდა ჰქონდეს. იმ მენს რა-
იდერსაც ეგრე ვუთხარი, აქ რომ მოსუნსულდა. ყურიც არ მიგდო,
თქვენ, ყვავებიც ხო ეგრე შვრებით, ხმლების და წყეული ცეცხლების
იმედად ხართ. ეგ არ გიშველით, თეთრი სიცივე რომ მოვა. მაშინ
მხოლოდ ღმერთები გიშველიან. ჯობია, ღმერთები არ განარისხოთ.
თეთრ სიცივეზე გილიც ჰყვებოდა, და მაშინ უთხრა, რა შესაწირავს
მიართმევდა ხოლმე კრასტერი თავის ღმერთებს. სემმა ეს რომ გა-
იგო, მისი მოკვლა მოუნდა. კედლის გადაღმა კანონი არ კანონობს,
შეახსენა თავს, კრასტერი კი ღამის ებგურის მეგობარია. შელესილი
წნული დარბაზის უკნიდან წყვეტილი შეძახილები ისმოდა. სემი სა-
ნახავად წავიდა. ერთმანეთში აზელილ დამდნარ თოვლსა და ტა-
ლახში მიაბიჯებდა.
მწუხარე ედი კი ამტკიცებდა, ეს კრასტერის მძღნერიაო, მაგრამ
უფრო სქელი ჩანდა, სემს ჩექმებზე ისე ექაჩებოდა, ლამის წაეძრო.
ბოსტნის და ცარიელი ცხვრის ბაკების უკან ათიოდე შავი ძმა ის-
რებს უშენდა ნამჯით და თივით მოწყობილ სამიზნეს. მოხდენილ ქე-
რა მნეს, ძვირფას დონელს რომ ეძახდნენ, ის-ის იყო, ისარი ორმოც-
დაათი იარდის მოშორებით მდგარი სამიზნის გულთან მოეხვედრე-
ბინა.
– აბა, მაჯობე, ბერიკაცო, – თქვა მან.
– დიახაც, გაჯობებ, – მოხრილი, წვერშეჭაღარავებული, გრძელ-
კიდურება ალმარი ნიშნულთან დადგა და წელზე ჩამოკიდებული კა-
პარჭიდან ისარი ამოიღო. ახალგაზრდობაში იგი ყაჩაღი იყო, ავად
სახელგავარდნილი მეფის ტყის საძმოს ამტკიცებდა, რომ ოდესღაც
მეფის ქეშიკ თეთრ ბუღას ხელი გაუხვრიტა ისრით, რათა დორნის

615
პრინცესას კოცნა მოეტაცა. მან ქალს სამკაულებიც მოსტაცა და ოქ-
როს დრაკონებით სავსე ზარდახშაც, მაგრამ, რომ გადაყლურწავდა,
სწორედ იმ კოცნაზე უყვარდა კვეხნა.
ზაფხულის აბრეშუმივით გლუვი მოძრაობით მოარგო ისარი და
მოზიდა მშვილდი, მერე კი გაუშვა. ისარი მიზანს დონელ ჰილის
მორტყმულზე ერთი გოჯით უფრო შიგნით მოხვდა.
– ვარგა, ბიჭი? – ჰკითხა და უკან დაიხია.
– კარგია, – უხალისოდ აღიარა ჭაბუკმა, – გვერდითი ქარი და-
გეხმარა. მე რომ ვისროლე, უფრო ძლიერად ქროდა.
– ესე იგი, მაგის მიხედვით უნდა გესროლა. კარგი თვალი და
მტკიცე ხელი გაქვს, მაგრამ მეფისტყელი კაცის დასაჯაბნად ეგ ვერ
გეყოფა. მშვილდის მოზიდვა მეისრე დიკმა მასწავლა, იმისნაირი
მშვილდოსანი კი არავინ ყოფილა. აბა, მომიყოლია შენთვის ბებერ
დიკზე?
– მარტო სამასჯერ, – ციხეშავის ყველა მობინადრემ წვრილად
იცოდა ძველი დროის ყაჩაღების დიადი ბანდის ამბები. იცნობდნენ
საიმონ ტოინს და ღიმილა რაინდს, გრძელკისერა ოსვინ სამჯერდა-
კიდულს, ვენდა თეთრ შველს, მეისრე დიკს, მუცელა ბენს და ყველა
დანარჩენს. დონელმა მიიხედ-მოიხედა, ეძებდა, რით დაეძვრინა
თავი, და ტალახში ჩამდგარი სემი შერჩა ხელში.
– მკვლელო, მოდი ერთი, გვიჩვენე, სხვა როგორ მოკალი, – და
ურთხელის მაღალი მშვილდი გაუწოდა.
სემი გაწითლდა.
– ისრით არა, ხანჯლით, დრაკონის მინა...
იცოდა, რაც მოხდებოდა, მშვილდი რომ აეღო. მიზანს ააცდენდა
და ისარს ყრილის მიღმა, ტყეში გადაისროდა. მერე კი სიცილს და-
აყრიდნენ.
– არა უშავს, – უთხრა როსბელმა ალანმა, ისიც კარგი ჩუბინი
616
იყო, – ყველას ძალიან გვინდა, მკვლელის ნასროლი ვნახოთ. ხო,
ბიჭებო?
ამდენს ვეღარ გაუძლებდა: მათ დამცინავ სიცილს, მწარე ოხუნ-
ჯობას, აბუჩად ამგდებ გამოხედვას. შემობრუნდა და უკან წამოვიდა,
მაგრამ მარჯვენა ფეხი ტალახში ჩაეფლო და მის ამოქაჩვას რომ
ლამობდა, ჩექმა წასძვრა. მოუწია, ჩაემუხლა მის ამოსათრევად,
ყურში კი სიცილი ჩაესმოდა. სანამ მოახერხა და იქაურობას მოშორ-
და, მდნარმა თოვლმა უკვე ყველა მის წინდაში გაატანა და ფეხის
თითები დაუსველა. უვარგისი ვარო, გაიფიქრა. თავს უბედურად
გრძნობდა. მამაჩემი მართალი იყო. უფლება არ მაქვს, ცოცხალი ვი-
ყო, როცა ამდენი მამაცი კაცი დაიხოცა. გრენი შემორაგულის კარის
სამხრეთით ცეცხლის ორმოს უვლიდა. წელზემოთ გაშიშვლებული-
ყო და კუნძებს აპობდა. მუშაობით სახე ასწითლებოდა, კანზე ოფლი
დასდიოდა. მაგრამ ფრატუნით მოახლოებულ სემს ფართოდ გაუღი-
მა.
– შენი ჩექმა სხვებმა წაიღეს, მკვლელო?
შენც?
– ტალახში ჩამრჩა. ნუ მეძახი, რა, მასე.
– რატომ? – გრენი ალალად გაკვირვებული ჩანდა, – კარგი სა-
ხელია, შენ კიდევ დაიმსახურე.
კიპი გრენს ყოველთვის დასცინოდა, ციხის გალავანივით შეუვა-
ლი ხარო, ჰოდა, სემმაც მოთმინებით განუმარტა.
– იგივეა, რომ მშიშარა მეძახო, ოღონდ სხვანაირად, – თან მარ-
ცხენა ფეხზე იდგა და მარჯვენას თავის ტალახიან ჩექმაში ტენიდა, –
დამცინიან, როგორც ბედვიკს დასცინიან, „გოლიათს“ რომ ეძახიან.
– მაგრამ ის ხომ გოლიათი არ არის, – თქვა გრენმა, – პოლიც
არასოდეს ყოფილა პატარა. შეიძლება, მარტო მაშინ, ძუძუთა ბალ-
ღი რომ იყო, იმის მერე კი – აღარ. შენ კი მართლა მოკალი სხვა, ასე
617
რომ, იგივე არაა.
– მე უბრალოდ... მე არ... მაშინ შემეშინდა!
– ჩემზე მეტად არა. ეგ მარტო პიპი ამბობს მასე, რომ ისე სულე-
ლი ვარ, ვერაფრის შემეშინდება. მეც მეშინია ხოლმე, როგორც ყვე-
ლა სხვას, – გრენი დაიხარა, ნაპობები წამოკრიფა და ცეცხლში ჩა-
ყარა, – მე ჯონისაც სულ მეშინოდა, როცა მასთან ჩხუბი მიწევდა. ძა-
ლიან სწრაფი იყო და ისე იბრძოდა, თითქოს მოკვლას მიპირებდა,
– მწვანე, სველი შეშა ალში აბოლდა, სანამ ცეცხლი მოედებოდა, –
მაგრამ ეს არასოდეს მითქვამს. ხანდახან ვფიქრობ, ყველა მხო-
ლოდ თავს აჩვენებს, თითქოს მამაცი იყოს, სინამდვილეში კი ეგეთი
არც არავინ ვართ. შეიძლება, სწორედ თავის მოჩვენებით მამაცდე-
ბი, არ ვიცი. გეძახონ მკვლელი, რაში გენაღვლება? – შენ ხომ არ
მოგწონდა, სერ ალისერი კამეჩს რომ გეძახდა.
– ის ამით ამბობდა, რომ დიდი და სულელი ვარ, – გრენმა წვერი
მოიფხანა, – აი, პიპს თუ უნდა, მეძახოს კამეჩი. ან შენ, ან ჯონმა. კა-
მეჩი უშიშარი და ძლიერი ცხოველია, და რა არის აქ ცუდი? მეც დიდი
ვარ და კიდევ ვიზრდები. არ გირჩევნია, სემ მკვლელი იყო, ვიდრე
სემ გოჭი?
– რატომ არ შეიძლება, უბრალოდ სემ ტარლი ვიყო? – იგი მძი-
მედ დაეშვა სველ კუნძზე, გრენს ჯერ კიდევ რომ არ დაეპო, – სხვა
დრაკონის მინამ მოკლა. მე კი არა, დრაკონის მინამ.
დანარჩენებსაც ასე უთხრა. ყველას უთხრა. იცოდა, ზოგმა არ
დაუჯერა. ხანჯალამ სემს თავისი ხანჯალი უჩვენა და უთხრა, რკინა
რომ მაქვს, მინა რაში მინდაო; შავ ბერნარს და სამივე გართს არ და-
უმალავთ, რომ ეს ამბავი დიდად არ სჯეროდათ, დისტონელმა რო-
ლიმ კი დაუფარავად განაცხადა:
– ალბათ ბუჩქებში ფაჩუნი გაიგონე და ხანჯალი მოუქნიე, მაგ-

618
რამ თურმე იქ პატარა პოლი ყოფილა მოსაჯმელად ჩაცუცქული, ჰო-
და, შენც გამოიგონე რაღაცები.
მაგრამ დაივენმა ყური უგდო, მწუხარე ედმაც, და სემს და გრენს
დააძალეს, ლორდ-მეთაურისთვისაც ეთქვათ. მორმონტი მოღუშუ-
ლი უსმენდა და ყველა წვრილმანს ეკითხებოდა, მაგრამ მასავით
წინდახედული კაცი ასეთ შესაძლებლობას გვერდზე არ მოისვრიდა.
სემს სულ გამოართვა მთელი დრაკონის მინა, რაც კი მოეპოვებო-
და, თუმცა ეს ძალიან ცოტა იყო. სემს ტირილი უნდოდა, როცა ახ-
სენდებოდა განძი, ჯონმა მუშტის ძირას რომ იპოვა: ხანჯლისპირები
და შუბისპირები, და ორასი თუ სამასი ისრის პირი. ჯონმა თავის-
თვის, სემისთვის და ლორდ-მეთაურისთვის ხანჯლები დაამზადა,
ამის გარდა, სემს შუბისპირი, ძველი გატეხილი საყვირი და რამდე-
ნიმე ისრისპირიც მისცა, ეს იყო და ეს.
ასე რომ, ახლა ჰქონდათ მორმონტის ხანჯალი და ის, სემმა
გრენს რომ მისცა, კიდევ – ცხრამეტი ისარი და გრძელი ძელქვის
შუბი, დრაკონის მინის შავი წვეტით. გუშაგები შუბს ერთმანეთს გა-
დასცემდნენ მორიგეობისას, მორმონტმა კი ისრები საუკეთესო
მშვილდოსნებს გაუნაწილა. ბუზღუნა ბილმა, რუხბუმბულა გართმა,
რონელ ჰარკლიმ, ძვირფასმა დონელ ჰილმა და როსბელმა ალანმა
სამ-სამი მიიღეს, ალმერმა კი – ოთხი. მაგრამ, მიზნისთვის ყველა
ისარიც რომ მოეხვედრებინათ, მალე მაინც ისევ ცეცხლოვანი ისრე-
ბის ამარა დარჩებოდნენ. მუშტზე ასობით ისარი ისროლეს, მაგრამ
მკვდრები მაინც მოდიოდნენ.
საკმარისი არ იქნებაო, ფიქრობდა სემი. ტალახით და მდნარი
თოვლით დაფარული ეს დაფერდებული ეზო მოარულ მკვდრებს
ვერ შეაჩერებს, მათ მუშტის ბევრად უფრო ციცაბო კალთები აიარეს
და ქვის ზღუდესაც გადააცოცდნენ. და მათ წინააღმდეგ მწყობრად

619
დარაზმული სამასი შავი ძმის მაგივრად აქ მკვდრებს ორმოცდაერ-
თი გასავათებული გადარჩენილი დახვდებათ, რომელთაგან ცხრა
ისეა დაშავებული, რომ ვერც იბრძოლებს. მუშტიდან გამოღწეული
სამოცდარაღაც ძმიდან გრიგალს ორმოცდაოთხმა დარჩენილმა შე-
აფარა თავი კრასტერის ციხეში, მაგრამ ჭრილობებისგან სამი უკვე
მოკვდა და მეოთხეც მალე ბენენი იქნებოდა.
– გგონია, მკვდრები წავიდნენ? – ჰკითხა სემმა გრენს, – რატომ
არ მოდიან ჩვენს დასახოცად?
– მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა ცივა.
– ჰო, – თქვა სემმა, – მაგრამ მოარული მკვდრები მოჰყვებიან
სიცივეს თუ სიცივე მოჰყვება მოარულ მკვდრებს?
– რა მნიშვნელობა აქვს? – გრენის ნაჯახი კუნძს ნაფოტებს აყრე-
ვინებდა, – ერთად მოდიან, და ესაა მთავარი. ახლა კიდევ, როცა ვი-
ცით, იმათ დრაკონის მინა რომ ხოცავს, შეიძლება, საერთოდაც
აღარ მოგვეკარონ. შეიძლება, ახლა შეეშინდათ ჩვენი! სემს ძალიან
უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ მკვდარს შიში
ისევე მოეკითხებოდა, როგორც ტკივილი, ან სიყვარული თუ მოვა-
ლეობა. ფეხებზე მკლავები შემოიხვია, შალის, ტყავის და ქურქის სა-
მოსის ფენების ქვეშ ოფლი ასხამდა. დრაკონის მინის ხანჯალმა ის
უფერული არსება გააქრო, მართალია... მაგრამ გრენი ისე ლაპარა-
კობდა, თითქოს ობსიდიანი მოარულ მკვდრებსაც იმავეს დამარ-
თებდა. ეს ჯერ არ ვიცითო, გაიფიქრა. სინამდვილეში, არც არაფერი
ვიცით. ნეტავ ჯონი ყოფილიყო აქ. გრენი კი უყვარდა, მაგრამ მას
ჯონივით ვერ დაელაპარაკებოდა. ჯონი მკვლელს არ დამიძახებდა,
ვიცი. და მასთან გილის ბავშვზე დალაპარაკება შემეძლებოდა. მაგ-
რამ ჯონი ქორინ ნახევარხელასთან ერთად გაემართა და მათგან
აღარაფერი სმენიათ. დრაკონის მინის ხანჯალი მასაც ჰქონდა, მაგ-
რამ მოიფიქრებდა მის ხმარებას? იქნებ, მკვდარი და გაყინული წევს
620
სადმე, ხევში... ან, მთლად უარესი, მოკვდა და დადის?
ვერ მიმხვდარიყო, ღმერთებს რატომ უნდა წაეყვანათ ჯონ სნოუ
და ბენენი, სემი კი, ასე მშიშარა და მოუქნელი, დაეტოვებინათ. წე-
სით, მუშტზე უნდა მომკვდარიყო, სადაც სამჯერ ჩაისველა და ხმა-
ლიც მიაკარგა. და ტყეში ხომ ნამდვილად მოკვდებოდა, პატარა
პოლს ხელში აყვანილი რომ არ წამოეყვანა. ნეტავ, ეს ყველაფერი
სიზმარი იყოს. მაშინ ხომ გაღვიძება შემეძლებოდა. რა კარგი იქნე-
ბოდა, გაჰღვიძებოდა და ისევ პირველკაცთა მუშტზე ყოფილიყო,
გარშემო ისევ ჰყოლოდა ყველა ძმა, ჯონი და ლანდიც კი იქ ყოფი-
ლიყვნენ. ან, მთლად უკეთესი, კედლის აქეთ გაჰღვიძებოდა, ციხე-
შავში, და საერთო ოთახში წასულიყო, სადაც სამთითა ჰობი ხორ-
ბლის სქელ ფაფას დაუდგამდა, შიგ დიდი კოვზით კარაქს ჩაუგდებ-
და და ცოტა თაფლსაც დაუმატებდა. ამაზე ფიქრმაც კი ცარიელი მუ-
ცელი აუბუყბუყა.
– სნოუ.
სემმა აიხედა. ლორდ-მეთაურის ყორანი ცეცხლს დასტრიალებ-
და თავს, ფართო შავი ფრთებით სცემდა ჰაერს.
– სნოუ, – დაიყრანტალა ფრინველმა, – სნოუ, სნოუ.
სადაც კი ფრინველი გამოჩნდებოდა, იქ მორმონტიც მალე მივი-
დოდა ხოლმე. ლორდ-მეთაური ხეების ქვემოდან გამოვიდა, ამხედ-
რებული მოაბიჯებდა ბებერ დაივენსა და მელისსახა აეშაგ რონელ
ჰარკლს შორის, რომელსაც ახლა თორენ სმოლვუდის ადგილი და-
ეკავებინა. ჭიშკართან მცველმა შესძახა, ბებერმა დათვმა კი ბურ-
დღუნით მიუგო:
– დალახვროს შვიდმა ჯოჯოხეთმა, ვინ გგონიათ, მოდის? თვა-
ლები სხვებმა ამოგაცალეს? – ჭიშკრის ბოძებს შორის გაიარა, რომ-
ლებზეც ვერძისა და დათვის თავის ქალები ეკიდა. აქ აღვირი მოზი-
და, მუჭი ჰაერში ასწია-და დაუსტვინა. დაძახილზე ყორანი გაწვდილ
621
ხელზე დააფრინდა.
– მილორდ, – გაიგონა სემმა რონელ ჰარკლის სიტყვები, – მხო-
ლოდ ოცდაორი ცხენი გვყავს, და მათგან ნახევარი ალბათ კედლამ-
დე ვერც მიაღწევს.
– ვიცი, – დაიბუზღუნა მორმონტმა, – მაინც უნდა წავიდეთ. კრას-
ტერმა ეს გასაგებად გვითხრა, – მან დასავლეთს გახედა, სადაც მზე
მუქი ღრუბლების გროვებში ჩაიმალა, – ღმერთებმა სული მოგვათ-
ქმევინეს, მაგრამ რამდენი ხნით? – მორმონტი უნაგირიდან ჩამოხ-
ტა და ყორანი ისევ ჰაერში შეისროლა. უცებ სემი დაინახა, – ტარ-
ლი! – მე? – სემი მძიმედ წამოდგა.
– მე? – ყორანი ბერიკაცს თავზე დააჯდა, – მე?
– ტარლი არ გქვია? აქ სადმე ძმა გყავს? ჰო, შენ. პირი დახურე
და წამო. – წამოვიდე? – წრიპინით დასცდა სემს.
ლორდ-მეთაურმა მორმონტმა გამანადგურებელი მზერა შეავ-
ლო.
– შენ ღამის ებგურის მებრძოლი ხარ. ეცადე, ყველა ჩემს შემო-
ხედვაზე არ ჩაისვარო ხოლმე. წამო-მეთქი, – ტალახში თხლაფუნა
ხმით გაიარა და სემი გაჩქარებით მიჰყვა უკან, – იმ შენს დრაკონის
მინაზე ვფიქრობდი.
– ჩემი არაა, – უთხრა სემმა.
– ჯონ სნოუს დრაკონის მინაზე, კარგი. თუ დრაკონის მინის ხან-
ჯალი ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება, რატომ გვაქვს მხოლოდ ორი ცა-
ლი? კედლის ყოველ მებრძოლს ფიცის წარმოთქმის დღეს ერთი
ასეთი იარაღი უნდა გადაეცეს.
– არ ვიცოდით...
– არ ვიცოდით! მაგრამ ოდესღაც უნდა გვცოდნოდა. ღამის ებ-
გურმა დაივიწყა თავისი ნამდვილი დანიშნულება, ტარლი. შვიდასი
ფუტის სიმაღლის კედელს იმისთვის არ აგებენ, რომ ტყაპუჭებიან
622
ველურებს ქალების მოტაცებაში ხელი შეუშალონ. კედელი ადამი-
ანთა სამფლობელოს დასაცავად იყო აგებული... და არა სხვა ადა-
მიანების წინააღმდეგ, ველურები კი ყველანი ადამიანები არიან,
კაცმა რომ თქვას. ძალიან ბევრმა წელმა ჩაიარა, ტარლი, ბევრმა
ასეულმა და ათასეულმა წელმა. ნამდვილი მტერი გადაგვავიწყდა.
ახლა კი, ისევ რომ მოგვადგა, ჩვენ დავიწყებული გვაქვს, როგორ
უნდა ვებრძოლოთ. დრაკონის მინას მართლა დრაკონები ამზადე-
ბენ, როგორც მდაბიორები ამბობენ?
– მ-მაისტერებს მიაჩნიათ, რომ არა, – სემმა, – მაისტერები ამ-
ბობენ, ის მიწის ცეცხლში იბადებაო. ობსიდიანს უწოდებენ.
მორმონტმა ჩაიფრუტუნა.
– თუ უნდათ, ლიმონის ნაზუქი დაურქმევიათ. რაკი, როგორც შენ
ამბობ, ჩვენს მტერს კლავს, ეგეთი მეტი მჭირდება.
სემმა წაიბორძიკა.
– ჯონმა მეტი იპოვა მუშტზე. ასობით ისრისპირი, შუბისპირე-
ბიც...
– ეგ მითხარი. ეგ აქ არაფერში გამოგვადგება. მუშტზე რომ მოვ-
ხვდეთ, ის იარაღი გვჭირდება, რაც არ გვექნება, სანამ წყეულ მუშ-
ტზე არ მოვხვდებით. და ველურებიც არ დაგავიწყდეს. დრაკონის მი-
ნა სადმე სხვაგან უნდა ვიშოვოთ. სემს ველურები ლამის გადაავიწ-
ყდა, მას მერე იმდენი რამ მოხდა.
– დრაკონის მინის ხანჯლებს ტყის შვილები ხმარობდნენ, – თქვა
მან, – იმათ ეცოდინებათ, სად შეიძლება ობსიდიანის პოვნა.
– ტყის შვილები დაიხოცნენ ყველანი, – უთხრა მორმონტმა, –
ნახევარი პირველმა ადამიანებმა დახოცეს ბრინჯაოთი, ანდალებმა
კი რკინით ბოლო მოუთავეს. დრაკონის მინის ხანჯალი რატომ...
ბებერმა დათვმა სიტყვა გაწყვიტა, როცა კარზე ჩამოფარებული

623
ირმის ტყავებიდან კრასტერი გამოძვრა. ველურმა გაიღიმა და ჩამ-
პალი კბილები გამოაჩინა.
– ვაჟი მყავს.
– ვაჟი, – დაიყრანტალა მორმონტის ყორანმა, – ვაჟი, ვაჟი.
ლორდ-მეთაურს უძრავი სახე ჰქონდა.
– სასიხარულოა.
– მაშ, გიხარია? მე გამიხარდება, როცა შენც და შენიანებიც აქე-
დან წახვალთ. დიდი ხანია, დროა, ასე მგონია.
– როგორც კი ჩვენი დაჭრილები მომჯობინდებიან...
– ამაზე მეტად ვეღარ მომჯობინდებიან, ბებერო ყვავო, და ეს
ორივემ კარგად ვიცით. ისინიც იცი, ვინც კვდებიან, ჰოდა, გამოჭერი
წყეული ყელები და მორჩი ამით. ან დატოვე, თუ ტრაკი არ გყოფნის,
და მე თვითონ მოვუვლი.
ლორდ-მეთაური მორმონტი აიჯაგრა.
– თორენ სმოლვუდი ამბობდა, რომ შენ ებგურის მეგობარი
ხარ...
– კი, – უთხრა კრასტერმა, – უკვე მოგეცით ყველაფერი, რის მო-
ცემაც შემეძლო, მაგრამ ზამთარი მოდის, გოგომ კი ახალი ჭყავანა
და მჭამელი პირი ჩამომკიდა კისერზე.
– ჩვენ წავიყვანთ, – დაიწრიპინა ვიღაცამ.
კრასტერმა თავი მიაბრუნა. თვალები დაუწვრილდა და სემს ფე-
ხებზე დააფურთხა. – რა თქვი, მკვლელო?
სემმა პირი გააღო და ისევ დამუწა.
– მე... მე... იმის თქმა მინდოდა, რომ... თუ შენ არ გინდა... მჭამე-
ლი პირი... ზამთარი რომ მოდის, ჩვენ... ჩვენ წავიყვანდით და...
– ჩემი ძე. ჩემი სისხლი და ხორცი. გგონია, ყვავებს მივცემ?
– მე ვიფიქრე... – შენ ძეები არ გყავს, შენ იმათ ყრი, გილიმ თქვა,
ტყეში ტოვებ, ამიტომაა, რომ აქ მარტო ქალები გყავს, და გოგოები,
624
რომლებიც იზრდებიან და შენი ცოლები ხდებიან.
– გაჩუმდი, სემ, – უთხრა ლორდ-მეთაურმა მორმონტმა, – საკ-
მარისია, რაც თქვი. ზედმეტიც. შედი.
– მ-მილორდ...
– შედი!
გაწითლებული სემი ირმის ტყავებში შეძვრა და ისევ დარბაზის
სიბნელეში აღმოჩნდა. მორმონტი უკან მიჰყვა.
– რამხელა უტვინო ხარ! – უთხრა ბერიკაცმა ჩახლეჩილი და
გაბრაზებული ხმით, – კრასტერმა ბავშვი რომც მოგვცეს, მოგვიკ-
ვდება, სანამ კედელს მივაღწევდეთ. ჩვილი ბავშვი მოსავლელად
ახლა ისევე გვჭირდება, როგორც ცოტა მეტი თოვლი. თუ მაგ დიდ
ძუძუებში რძე გიდგას? თუ დედასაც წამოიყვან?
– იმას უნდა წამოსვლა, – უთხრა სემმა, – შემეხვეწა...
მორმონტმა ხელი ასწია.
– ამაზე ლაპარაკიც აღარ მინდა, ტარლი. ათასჯერ გითხრეს,
კრასტერის ცოლებს არ გაეკაროთო.
– ის მისი ასულია, – წამოიკნავლა სემმა.
– მიდი, ბენენს მიხედე. ახლავე. სანამ გავბრაზდი.
– დიახ, მილორდ, – აცახცახებული სემი მოშორდა.
მაგრამ ცეცხლთან რომ მივიდა, დაინახა, რომ გოლიათი ბენენს
ქურქის მოსასხამს თავზე აფარებდა.
– ამბობდა, მცივაო, – უთხრა პატარა კაცმა, – იმედია, სადაც წა-
ვიდა, თბილა. – ის ჭრილობა...
– ჭრილობა არა ისა, – ხანჯალამ გვამს ფეხის წვერი წაჰკრა, –
ტერფი ჰქონდა დაზიანებული. ჩემს სოფელში ერთ კაცს ვიცნობდი,
იმანაც დაკარგა ტერფი. ორმოცდაცხრა წლამდე იცხოვრა.
– სიცივე, – თქვა სემმა, – ვერაფრით ვერ გათბა.
– ვერაფრით ვერ ჭამა, – შეუსწორა ხანჯალამ, – წესიერად არ
625
გამძღარა. იმ ნაბიჭვარმა კრასტერმა შიმშილით მოკლა.
შეშინებულმა სემმა მიმოიხედა, მაგრამ კრასტერი არ დაბრუნე-
ბულიყო. რომ გაეგონა, საქმე შეიძლება, ცუდად წასულიყო. ამ ვე-
ლურს ნაბიჭვრები სძულდა, თუმცა აეშაგები ამბობდნენ, რომ თვი-
თონაც ბუში იყო, ველურ ქალს ვიღაც, უკვე დიდი ხნის წინ მკვდარმა
ყვავმა რომ გაუკეთაო.
– კრასტერს თავისებიც ბლომად ჰყავს საჭმევი, – თქვა გოლი-
ათმა, – ყველა ეს ქალი. რაც შეეძლო, მოგვცა.
– არც დაიჯერო. აქედან რომ წავალთ, კასრს გახსნის და შაშხით
და თაფლუჭით იქეიფებს. და დაგვცინებს, ჩვენ კი თოვლში ვიშიმში-
ლებთ. ერთი წყეული ველურია, ბოლოს და ბოლოს, მაგათგან ებგუ-
რის მეგობარი არავინაა, – ბენენის გვამს მიარტყა ფეხი, – ამას
ჰკითხე, თუ არ გჯერა.
აეშაგის გვამი მზის ჩასვლისას დაწვეს, სწორედ იმ კოცონში,
გრენი რომ ანთებდა. ტიმ სტოუნმა და ძველქალაქელმა გართმა გა-
შიშვლებული ცხედარი გამოიტანეს და ორჯერ გაიქნიეს, სანამ ალ-
ში ჩააგდებდნენ. გადარჩენილმა ძმებმა გაინაწილეს მისი ტანსაცმე-
ლი, იარაღი, აბჯარი და ყველაფერი, რაც კი რამ ებადა. ციხეშავში
ღამის ებგური თავის მკვდრებს სათანადო წესით და რიგით მარხავ-
და.
ოღონდ ახლა ციხეშავში არ იყვნენ. დამწვარი ძვლები კი მო-
არულ მკვდრად აღარ დაბრუნდებოდნენ.
– მას ბენენი ერქვა, – თქვა ლორდ-მეთაურმა, როცა სხეულს
ცეცხლი მოედო, – მამაცი კაცი და კარგი აეშაგი იყო. ის ჩვენთან მო-
ვიდა... საიდან მოვიდა? – თეთრი ნავსადგურიდან, – დაიძახა ვიღა-
ცამ.
მორმონტმა თავი დაუქნია.

626
– თეთრი ნავსადგურიდან მოვიდა ჩვენთან და თავისი ვალის-
თვის არასოდეს უღალატია. ფიცს აღასრულებდა, როგორც შეეძ-
ლო, შორ გზებს ლაშქრავდა, შეუპოვრად იბრძოდა. მისთანას ვეღა-
რასოდეს შევხვდებით.
– ახლა კი გასრულდა მისი გუშაგობა, – წარმოთქვეს ძმებმა სა-
ზეიმოდ, ერთხმად. – ახლა კი მისი გუშაგობა გასრულდა, – გაეპა-
სუხა მათ მორმონტი.
– გასრულდა, – ამოიძახა ყორანმა, – გასრულდა.
სემს ყურები გასწითლებოდა და კვამლი ცუდად ხდიდა. ცეცხლს
რომ უცქერდა, ეჩვენებოდა, რომ დაინახა, როგორ წამოჯდა ბენენი,
მუშტები შეკრა გარსმოვლებულ ცეცხლთან საბრძოლველად, მაგ-
რამ ეს მხოლოდ წამით, სანამ აბუქებული კვამლი ყველაფერს და-
ფარავდა. თუმცა ყველაფერზე უარესი სუნი იყო. უბრალოდ მყრა-
ლი, არასასიამოვნო სუნი რომ ყოფილიყო, გაუძლებდა, მაგრამ მი-
სი მკვდარი ძმის სუნი ისე ძალიან ჰგავდა შემწვარი ღორის ხორცის
სუნს, რომ სემს პირი მოუწყლიანდა. ეს ისეთი საზარელი იყო, რომ,
როგორც კი ჩიტმა გასრულდაო, წამოიძახა, დარბაზის უკან გაიქცა
და არხში არწყია.
იქვე იდგა, ტალახში დაჩოქილი, როცა მწუხარე ედი წაადგა
თავს.
– მატლებს თხრი, სემ? თუ ცუდად ხარ?
– ცუდად ვარ, – სუსტად გაეპასუხა სემი და პირი სახელოთი მო-
იწმინდა, – სუნი... – რას ვიფიქრებდი, ბენენს ასეთი კარგი სუნი თუ
ექნებოდა, – განაგრძობდა ედი თავისი ჩვეული პირქუში ხმით, –
ლამის ნაჭერი ჩამოვათალე. ვაშლის საწებელი რომ გვქონოდა, ვი-
ზამდი. ღორის ხორცი ვაშლის საწებლით მიყვარს, – ედმა თასმები
შეიხსნა და ასო ამოიღო, – ჯობია, არ მოკვდე, თორემ ალბათ ვერ
გავუძლებ. შენ ბევრად უფრო კრაწუნად დაიბრაწები, ვიდრე ბენენი,
627
მე კი კრაწუნებზე თავს ვერ ვიკავებ, – ამოიოხრა და ყვითელი, ორ-
თქლადენილი შარდი თაღად გადაუშვა, – გაიგე? გათენებისას გავ-
დივართ. მზე იქნება თუ თოვლი, მაინცო, ბებერმა დათვმა მითხრა.
მზე თუ თოვლი. სემმა შიშით ახედა ცას.
– თოვლი? – დაიწრიპინა, – ჩვენ... ისევ უნდა ავმხედრდეთ? ყვე-
ლა?
– არა, რატომ, ზოგს ფეხით მოუწევს, – დაიფერთხა და თასმის
შებნევას შეუდგა, – ეხლა ეს დაივენი ამბობს, სხვებივით მკვდარი
ცხენების ჭენება უნდა ვისწავლოთო. ამტკიცებს, ასე ნაკლები საკვე-
ბი დაგვჭირდებაო. რამდენს შეჭამს რო მკვდარი ცხენი? მაგრამ
სულ არ მომწონს ეგ აზრი. თუ ისწავლიან, მკვდარი ცხენები როგორ
ატარონ, მერე ჩვენ მოგვდგებიან. პირველს მე მომდგებიან. „ედ“,
ასე მეტყვიან, რომ მოკვდი, კი არ უნდა წამოკოტრიალდე აქ, ადე ახ-
ლა და ეს შუბი აიღე, ამაღამ გუშაგობა გიწევს. თუმცა ჯერ ადრეა
დარდი. შეიძლება, მანამდე მოვკვდე, ვიდრე ისწავლიან.
შეიძლება, ჩვენ ყველანი მოვკვდეთ, და იმაზე ადრე, ვიდრე გვინ-
და, გაიფიქრა სემმა და ძლივძლიობით წამოდგა.
კრასტერმა რომ გაიგო, მისი დაუპატიჟებელი სტუმრები დილით
წასვლას აპირებდნენ, ლამის გულისხმიერი გახდა. ან იმდენად გუ-
ლისხმიერი, როგორიც კი ოდესმე კრასტერი ყოფილა.
– დიდი ხანია, დროა, – განაცხადა მან, – თქვენი ადგილი აქ
არაა, ეგ უკვე გითხარით. და მაინც, ღირსეულად გაგაცილებთ, ქე-
იფით. კი არადა, ვახშმით. ჩემი ცოლები შეწვავენ თქვენს დაკლულ
ცხენებს, მე კი ცოტაოდენ ლუდს და პურს გამოვნახავ, – სახეზე თა-
ვისი ფართო ღიმილი გადაეფინა, – რა ჯობია ლუდს და ცხენის
ხორცს. თუ ზედ ვერ ჯდები, შეჭამე მაინცო, მითქვამს.
ცოლებმა და ასულებმა მერხები და გრძელი მორის მაგიდები გა-

628
მოათრიეს და მზადებას შეუდგნენ. გილის გარდა სემი მათ ერთმა-
ნეთისგან ვერ არჩევდა. ზოგი ბებერი იყო, ზოგი ახალგაზრდა, ზო-
გიც ჯერ მთლად ბავშვი, მაგრამ თითქმის ყველა კრასტერის შვილე-
ბი იყვნენ და ერთნაირები ჩანდნენ. საქმიანობისას წყნარად გამოე-
ლაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ შაოსან კაცებს ხმას
არ სცემდნენ.
კრასტერს ერთადერთი სკამი ჰქონდა და იმაშიც თვითონ იჯდა.
უსახელო ტყაპუჭი ეცვა, სქელი მკლავები ჭაღარა ბალნით ჰქონდა
დაფარული და ერთ მაჯაზე ოქროს წნული რგოლი ეკეთა. ლორდ-
მეთაური მერხის თავში დაჯდა მის მარჯვნივ დანარჩენი ძმებიც ერ-
თმანეთის პირისპირ ჩამოსხდნენ. თორმეტიოდე გარეთ დარჩა, ჭიშ-
კარს გუშაგობდნენ და ცეცხლს არ აქრობდნენ.
სემი გრენსა და ობოლ ოზს შორის მოთავსდა, მუცელი უბუყბუ-
ყებდა. კრასტერის ცოლები ცხენის ხორცს ცეცხლზე ატრიალებ-
დნენ, ცხიმი ნაკვერჩხალზე წვეთავდა და სუნმა ისევ ნერწყვი მო-
ადინა, მაგრამ ამან ბენენი გაახსენა. მართალია, ძალიან შიოდა,
იცოდა, რომ გული აერეოდა, ერთი ლუკმაც რომ გაესინჯა. როგორ
შეუძლიათ, ჭამონ საბრალო ერთგული ცხენები, რომლებმაც ამსი-
შორეს ატარეს თავიანთი მხედრები? კრასტერის ცოლებმა ხახვები
რომ შემოიტანეს, ერთს ხარბად დასტაცა ხელი. ცალი მხარე მომპა-
ლი და შავი ჰქონდა, მაგრამ ის ნაწილი ჩამოჭრა და საღი ნახევარი
უმად შეჭამა. პურიც ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ორი ცალი. ალმერ-
მა კიდევ რომ მოითხოვა, ქალმა თავი გაიქნია. უთანხმოებაც მაშინ
დაიწყო. – ორი პური? – დაიჩივლა ბრტყელტერფა კარლმა მერხის
ბოლოდან, – სულელი ხარ, ქალო? მეტი პური გვჭირდება!
ლორდ-მეთაურმა მკაცრად შეხედა.
– აიღე, რასაც გაძლევენ, და მადლობა თქვი. გერჩივნა, გარეთ
გრიგალში მჯდარიყავი და თოვლი გეჭამა?
629
– ისედაც იქ ვიქნებით მალე, – ბრტყელტერფა კარლმა ბებერი
დათვის რისხვის წინაშე უკან არ დაიხია, – მე მირჩევნია, კრასტერის
მარაგები ვჭამო. მილორდ. კრასტერს თვალები დაუწვრილდა.
– თქვენ, ყვავებს, ისედაც საკმარისი გაჭამეთ. ქალები მყავს გა-
მოსაკვები. ხანჯალამ ცხენის ხორცის ნაჭერი წამოაგო დანაზე.
– ეგე, ესე იგი, აღიარებ, რომ საიდუმლო მარაგი გაქვს. სხვანაი-
რად ზამთარს როგორ გაატან?
– მე ღვთისმოსავი კაცი ვარ... წამოიწყო კრასტერმა.
– შენ ძუნწი კაცი ხარ, – უთხრა კარლმა, – და მატყუარა.
– შაშხი, – სასოებით წარმოთქვა ძველქალაქელმა გართმა, –
ბოლოს აქ რომ ვიყავით, ღორები დაგვხვდა. ნაძლევს ვარ, სადღაც
შაშხი აქვს დამალული. შებოლილი და დამარილებული შაშხი, ლო-
რი...
– ძეხვი, – გამოეხმაურა ხანჯალა, – შავები და გრძელები რომაა,
ქვასავითაა ხოლმე, წლები ინახება. ნაძლევს ვარ, სადმე სარდაფში
ასობით აქვს ჩამოკიდებული. – ქერი, – ივარაუდა უხელო ოლომ, –
ფეტვი. შვრია.
– ფეტვი, – თქვა მორმონტის ყორანმა და ფრთები ააფართხუნა,
– ფეტვი ფეტვი ფეტვი ფეტვი ფეტვი!
– კმარა! – მორმონტის ხმამ ფრინველის ჩხავილი ხმა გადაფა-
რა, – დაწყნარდით ყველა. რას სულელობთ!
– ვაშლები, – თქვა მწვანისელმა გართმა, – ხრაშუნა შემოდგო-
მის ვაშლებით სავსე კასრები. გარეთ ვაშლის ხეები დგას, მე ვნახე.
– გამხმარი კენკრა. კომბოსტოები. ფიჭვის კაკლები.
– ფეტვი. ფეტვი. ფეტვი.
– დამარილებული ცხვრის ხორცი. აქ ცხვრის ბაკებია. ალბათ
რამდენი კასრი აქვს სავსე ცხვრის ხორცით, ხომ ნამდვილად ექნე-
ბა?
630
კრასტერი ამ დროს უკვე მზად იყო, ყველა შამფურზე აეგო.
ლორდ-მეთაური მორმონტი ფეხზე ადგა.
– სიჩუმე. ასეთი ლაპარაკი აღარ გავიგონო...
– მაშინ ყურები პურით ამოიქოლე, ბერიკაცო, – ბრტყელტერფა
კარლიც წამოდგა, – თუ უკვე ჩასანსლე შენი წყეული ლუკმა?
სემმა დაინახა, ბებერ დათვს სახე რომ გაუწითლდა.
– დაგავიწყდა, ვინ ვარ? დაჯექი, ჭამე და გაჩუმდი. გიბრძანებ.
ხმას არავინ იღებდა. არავინ ინძრეოდა. ყველა ლორდ-მეთაურს
და ზორბა დიდფეხება აეშაგს შესცქეროდა, ისინიც ერთმანეთს მის-
ჩერებოდნენ მაგიდის აქეთიქიდან. სემს მოეჩვენა, რომ კარლი პირ-
ველი შედრკა და, თუმცა იღუშებოდა, უკვე დაჯდომას აპირებდა...
...მაგრამ კრასტერი წამოხტა, ხელში კი ტაბარი ეჭირა. დიდი, შა-
ვი ფოლადის ტაბარი, მორმონტმა რომ დაუტოვა სტუმრის ძღვენად.
– არა, – დაიღრინა მან, – არ დაჯდები. არავინ, ვინც ძუნწს მეძა-
ხის, არ დაიძინებს ჩემ ჭერქვეშ და არც ჩემს მაგიდასთან შეჭამს. გა-
ეთრიე, შე მახინჯო. შენც, შენც და შენც, – ტაბარის თავი რიგრიგო-
ბით მიაშვირა ხანჯალას, გართს და გართს, – გაეთრიეთ და სიცივე-
ში დაიძინეთ, ცარიელი მუცლებით, თქვენ ყველამ, ან... – წყეული
ნაბიჭვარი! – გაიგონა სემმა რომელიღაც გართის გინება. რომელი
იყო, არ დაუნახავს.
– ვინ მეძახის ნაბიჭვარს? – დაიღრიალა კრასტერმა, მარცხენა
ხელით მაგიდიდან ხორციანი სინი და ღვინის ჭიქები გადახვეტა და
მარჯვენით ტაბარი შემართა. – ყველამ იცის, რომ ეგ ხარ, – უპასუხა
კარლმა.
ტაბარმომარჯვებული კრასტერი ისე სწრაფად გადაევლო მაგი-
დას, სემი ვერც დაიჯერებდა, ასეთი რამ შესაძლებელი თუ იყო. ქალ-
მა იკივლა, მწვანისელმა გართმა და ობოლმა ოზმა დანები იშიშ-
ვლეს. კარლმა უკან დაიხია და იატაკზე მწოლ დაჭრილ სერ ბიამს
631
წამოსდო ფეხი. კრასტერი გინების ფრქვევით დაეღირა, წამის მერე
კი უკვე სისხლს აფრქვევდა: ხანჯალა თმებში ჩაეჭიდა, თავი გადა-
უწია და ერთი გრძელი დასმით ყელი ყურიდან ყურამდე გადაუხსნა.
მერე უხეშად უბიძგა და ველური წინ გადავარდა, პირქვე ჩაემხო სერ
ბიამის გარდიგარდმო. უგონო ბიამმა ტკივილისგან შეჰყვირა,
კრასტერი კი საკუთარ სისხლში ჩაიხრჩო, თითებიდან ტაბარი გა-
უცურდა. კრასტერის ორი ცოლი კიოდა, მესამე იწყევლებოდა, მე-
ოთხე ძვირფას დონელს მიაფრინდა და თვალების ამოკაწვრა და-
უპირა. მან ქალი იატაკზე მიაგდო. ბრაზით ფერშეცვლილი ლორდ-
მეთაური კრასტერის გვამს დაადგა თავს. – ღმერთები დაგვწყევლი-
ან, – იყვირა მან, – არ არსებობს იმაზე უფრო ბილწი დანაშაული,
კაცს სტუმარი საკუთარ დარბაზში რომ მოკლავს! კერიის ყველა კა-
ნონით, ჩვენ...
– კედლის გადაღმა კანონები არ არსებობს, ბერიკაცო. დაგავიწ-
ყდა? – ხანჯალამ კრასტერის ერთ ცოლს მკლავში ჩაავლო ხელი და
სისხლიანი ხანჯლის წვერი ნიკაპის ქვეშ მიაბჯინა, – გვიჩვენე, სად
მალავდა საჭმელს, თორემ შენც იგივე დაგემართება, ქალო!
– ხელი უშვი! – მორმონტი მისკენ დაიძრა, – ამის გამო თავს და-
კარგავ, შე... მწვანისელი გართი წინ გადაუდგა, უხელო ოლომ კი
უკნიდან დაქაჩა.
– ზედმეტს ნუ ლაპარაკობ! – გააფრთხილა ბერიკაცი. პასუხად
ლორდ-მეთაურმა ხანჯალზე იტაცა ხელი. ოლოს ერთი ხელი ჰქონ-
და, მაგრამ სწრაფი. ბერიკაცს დაუსხლტა, მორმონტს მუცელში ჩას-
ცა მახვილი და გაწითლებული უკანვე ამოაძრო. მერე კი მთელი
სამყარო შეიშალა.
მერე, დიდი ხნის მერე, სემი გამოერკვა და აღმოაჩინა, რომ ფეხ-
მორთხმით ზის იატაკზე, მორმონტის თავი კი მუხლებზე უდევს. არ

632
ახსოვდა, აქ რანაირად მოხვდნენ, საერთოდ თითქმის არაფერი ახ-
სოვდა, რა მოხდა მას მერე, რაც ბებერ დათვს ხანჯალი აძგერეს.
აგონდებოდა, მწვანისელმა გართმა ძველქალაქელი გართი რომ
მოკლა, მაგრამ რატომ – აღარ იცოდა. დისტონელი როლი, კრასტე-
რის ცოლების მოსაპოვებლად კიბეზე რომ მიძვრებოდა, ფიცარნა-
გიდან ჩამოგორდა და კისერი მოიტეხა. გრენი... გრენმა უყვირა და
გაულაწუნა, მერე კი გოლიათთან, მწუხარე ედთან და რამდენიმე
სხვასთან ერთად გარეთ გავარდა. კრასტერი ჯერ კიდევ სერ ბიამზე
იყო გადამხობილი, მაგრამ დაჭრილი რაინდი აღარ კვნესოდა. მა-
გიდას მიმსხდარი ოთხი შაოსანი კაცი დახრაკულ ცხენის ხორცს
ჭამდა, ოლო კი იმავე მაგიდაზე ეწყვილებოდა ატირებულ ქალს.
– ტარლი, – დალაპარაკება რომ სცადა, ბებერ დათვს პირიდან
სისხლი გადმოსდინდა და წვერში ჩაეღვარა, – ტარლი. წადი. წადი.
– სად, მილორდ? – უსიცოცხლო, ცარიელი ხმა ჰქონდა. არ მე-
შინია. უჩვეულო გრძნობა იყო, – არსადაა წასასვლელი.
– კედელი. კედლისკენ გასწიე. ახლავე.
– ახლავე, – დაიყრანტალა ყორანმა, – ახლა ახლა, – ფრინვე-
ლი ბერიკაცის მკლავს აუყვა, მკერდზე დააჯდა და წვერის ღერი მო-
ქაჩა.
– საჭიროა, წახვიდე. უნდა უთხრა.
– რა ვუთხრა, მილორდ? – თავაზიანად ჩაეკითხა სემი.
– ყველაფერი. მუშტი. ველურები. დრაკონის მინა. ეს. ყველაფე-
რი, – ძლიერ სუსტად სუნთქავდა, ჩურჩულითღა ლაპარაკობდა, –
უთხარი ჩემს ძეს. ჯორაჰს. უთხარი, შავი შეიმოსოს. ჩემი სურვილია.
უკანასკნელი სურვილი.
– სურვილი? – ყორანმა თავი გვერდზე გადახარა, მძივივით თვა-
ლები უბრწყინავდა, – ფეტვი? – იკითხა.

633
– ფეტვი არ მაქვს, – სუსტად ამოთქვა მორმონტმა, – ჯორაჰს უთ-
ხარი. ვაპატიე. ჩემს ძეს, გთხოვ. წადი.
– ძალიან შორია, – თქვა სემმა, – კედლამდე ვერაფრით ვერ მი-
ვაღწევ, მი – ძალიან დაღლილი იყო. ისღა უნდოდა, დაეძინა, ეძინა
და ეძინა, არასოდეს გაღვიძებოდა... და იცოდა, აქ რომ დარჩენი-
ლიყო, სულ მალე ხანჯალას ან უხელო ოლოს ან ბრტყელტერფა
კარლს ბრაზი მოაწვებოდა მისი დანახვისას და სურვილსაც აუსრუ-
ლებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ენახათ, როგორ მოკვდებოდა, –
მირჩევნია, შენთან დავრჩე. ხედავ, აღარ მეშინია. შენი ან... არც
არაფრის.
– ჯობია, გეშინოდეს, – გაიგონა ქალის ხმა.
თავზე კრასტერის სამი ცოლი წამოსდგომოდა. ორ ჩამომხმარ
ბებერ ქალს ვერ ცნობდა, მაგრამ მათ შორის გილი იდგა, თავიდან
ბოლომდე ტყავებით იყო მოფუთნული, ხელში კი თეთრი და ლეგა
ბეწვების ფუთა ეჭირა, რომელშიც ალბათ ჩვილი გამოეხვია.
– ჩვენ კრასტერის ცოლებს ხმას არ უნდა ვცემდეთ, – უთხრა მათ
სემმა, – ასე გვიბრძანეს.
– ეგ მორჩა უკვე, – უთხრა მარჯვენა ბებერმა.
– ყველაზე შავი ყვავები დაბლა სარდაფში საჭმელს სანსლავენ,
– უთხრა მარცხენა ბებერმა, – ან მაღლა წვანან ახალგაზრდებთან.
ოღონდ მალე დაბრუნდებიან. ჯობია, მაგ დროს უკვე წასული იყო.
ცხენები გაიქცნენ, მაგრამ დაიაჰმა ორი ცალი დაიჭირა.
– შენ თქვი, რომ დამეხმარები, – გაახსენა გილიმ.
– მე გითხარი, ჯონი დაგეხმარება-მეთქი. ჯონი მამაცია, კარგად
იბრძვის, მაგრამ მგონი, უკვე მკვდარი უნდა იყოს. მე მხდალი ვარ.
და მსუქანი. თანაც, ლორდი მორმონტი დაშავებულია. ვერ ხედავთ?
ლორდ-მეთაურს ვერ მივატოვებ.
– ბავშვო, – უთხრა ბებერმა, – ამ ბებერმა ყვავმა შენზე ადრე
634
დაგვტოვა. შეხედე. მორმონტის თავი ჯერაც მის მუხლებზე ედო,
თვალები ღია დარჩენოდა, ტუჩები კი აღარ უმოძრავებდა. ყორანმა
თავი დახარა და დაიყრანტალა, მერე სემს ახედა. – ფეტვი?
– არა. არა აქვს ფეტვი, – სემმა ბებერ დათვს თვალები დაუხუჭა
და სცადა, ლოცვა გაეხსენებინა, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი უტ-
რიალებდა, – დედავ, შეგვიწყალე. დედავ, შეგვიწყალე. დედავ, შეგ-
ვიწყალე.
– დედაშენი ვერაფერს გიშველის, – უთხრა მარცხენა ბებერმა, –
ვერც ეს ბერიკაცი. აიღე მაგის ხმალი, მაგის დიდი, თბილი ბეწვის
მოსასხამი, მაგის ცხენიც წაიყვანე, თუ იპოვი. და წადი.
– გოგო არ მოიტყუება, – უთხრა მარჯვენა ბებერმა, – ჩემი გო-
გოა და ცემით ადრიდანვე გამოვუბერტყე ტყუილები. ამბობს, რომ
გითქვამს, დაგეხმარებიო. ქენი, რასაც ფერნი გეუბნება, ბიჭო. წაიყ-
ვანე გოგო, ჩქარა.
– ჩქარა, – უთხრა ყორანმა, – ჩქარა ჩქარა ჩქარა.
– სად? – იკითხა საგონებელში ჩავარდნილმა სემმა, – სად უნდა
წავიყვანო? – სადმე, სადაც თბილა, – ერთხმად უთხრა ორივე ბე-
ბერმა.
გილი ტიროდა.
– მე და ბავშვი. გთხოვ. შენი ცოლი ვიქნები, როგორც კრასტე-
რის ვიყავი. გთხოვ, სერ ყვავო. ბიჭია, ზუსტად ისე, ნელამ რომ თქვა.
შენ თუ არ წაიყვან, ისინი წაიყვანენ. – ისინი? – იკითხა სემმა, ყო-
რანმაც თავი გვერდზე გადახარა და გამოეხმაურა. – ისინი ისინი
ისინი.
– ამ ბიჭის ძმები, – უთხრა მარცხენა ბებერმა, – კრასტერის ვა-
ჟები. თეთრი სიცივე დგება, ყვავო. ძვლებით ვგრძნობ. ეს საბრალო
ბებერი ძვლები არ ტყუიან. ამ ბიჭის ძმები მალე მოგვადგებიან.

635
არია

თვალები წყვდიადს გაეჩვია. როდესაც ჰარვინმა თავიდან ჩაჩი


გადააძრო, ღრუ გორაკის გულში გაფანტულმა მოწითალო შუქმა
არიას რაღაც სულელი ბუსავით დააბლეტინა თვალები.
შუაში მიწის იატაკში უზარმაზარი საცეცხლე ორმო იყო ამოთ-
ხრილი, მისი ალები რხევით და ტკაცუნით იზიდებოდნენ ბოლით და-
ლაქავებული ჭერისკენ. კედლებში თანაბრად მოჩანდა მიწა და
კლდე, მათში მსხვილი თეთრი ფესვები იყო გამოჩრილი ათასობით
უძრავი, უფერული გველივით. ამ ფესვებს შორის არიას თვალწინ
ადამიანები გამოჩნდნენ: ჩრდილებიდან გამოდიოდნენ ტყვეების
სანახავად, ჩაშავებული გამოქვაბულების პირებიდან აბიჯებდნენ,
ყოველ მხარეს ნაპრალებიდან და ღრუებიდან ხტებოდნენ. ერთგან,
ცეცხლის გადაღმა, ფესვები თითქოს საფეხურებად ადიოდნენ მიწა-
ში გამოღრუტნული შემაღლებისკენ, სადაც სარკმლისხის ბარდებში
ლამის ჩაკარგული კაცი იჯდა.
ლიმმა გენდრის ჩაჩი გადააძრო.
– ეს რა ადგილია? – იკითხა ბიჭმა.
– ძველი ადგილია, ღრმა და საიდუმლო. თავშესაფარი, სადაც
ვერ შემოაღწევენ ვერც მგლები, ვერც ლომები.
ვერც მგლები, ვერც ლომები. არიას დაბურძგლა. გაახსენდა თა-
ვისი სიზმარი, სისხლის გემო, კაცს მკლავი რომ მოაგლიჯა.
მართალია, დიდი ცეცხლი ენთო, შუქი მთელ გამოქვაბულს მა-
ინც ვერ სწვდებოდა – ვერ იტყოდი, სად იწყებოდა ან სად მთავრდე-
ბოდა იგი. შესასვლელებს მიღმა ტალანები შეიძლება, ორი ფუტის
სიღრმისა იყო, შეიძლება, ორ მილზეც გრძელდებოდა. არია ხედავ-
და კაცებს, ქალებს და ბავშვებს, ყველანი ყურადღებით შემოსცქე-
როდნენ. მწვანეწვერამ უთხრა:
636
– აგერ ჯადოქარი, ციდა ციყვო. ახლა გიპასუხებენ, რაც გაინტე-
რესებს, – მან ცეცხლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც ტომ შვიდსიმა
იდგა და ელაპარაკებოდა მაღალ გამხდარ კაცს, ძველი აბჯრის ნარ-
ჩენები რომ გადაეცვა ძველ ვარდისფერ ანაფორაზე. ეს მირელი
თოროსი ვერ იქნებოდა. არიას ახსოვდა მსუქანი წითელი ქურუმი,
მისი გადატკეცილი სახე და ლაპლაპა მელოტი თავი. ამას ჩამომხმა-
რი სახე და გაბურძგნილი შეჭაღარავებული თმის ფაფარი ჰქონდა.
ტომის რაღაც ნათქვამზე არიას შეხედა და გოგოს მოეჩვენა, რომ
მასთან მოსვლა დააპირა. მაგრამ ამ დროს შლეგი მონადირე გა-
მოჩნდა, თავისი ტყვე შუქის წრეში მიწაზე მიაგდო და არია და გენ-
დრი ყველას გადაავიწყდა.
მონადირე ჯმუხი კაცი იყო, დაკერებულ ყავისფერ ტყავებში ჩაც-
მული, თმაშემელოტებული, მოკლენიკაპა და მოჩხუბარი. ქვის სეპ-
ტში არიას ეგონა, რომ ლიმს და მწვანეწვერას ნაკუწებად დაგლეჯ-
და, როცა ისინი ყვავის გალიებთან მიადგნენ და მოითხოვეს, ტყვე
ელვა-ლორდთან წაეყვანათ. გარშემო ძაღლები ეხვეოდნენ, სუნავ-
დნენ და იღრინებოდნენ. მაგრამ ტომ შვიდამ ისინი დაკვრით დააწ-
ყნარა, ენძელამ მოედანი გადმოიარა და წინსაფრით ძვლები და
ცხვრის ქონები მოიტანა, ლიმმა კი მონადირეს საროსკიპოს ფანჯა-
რაში ენგაი დაანახვა, მოზიდული მშვილდით რომ იდგა.
შლეგმა მონადირემ ყველას აგინა და ქლესები ეძახა, მაგრამ,
ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა, თავისი ნადავლი ლორდ ბერიკის-
თვის მიეყვანა გასასამართლებლად.
მათ ტყვეს მაჯები შეუკრეს, კისერზე ყულფი მოაბეს და თავზე ტო-
მარა ჩამოაცვეს, მაგრამ ამ კაცში მაინც საფრთხე იყო ჩაბუდებული.
არია ამას შორიდანაც გრძნობდა.
თოროსი – თუ ეს თოროსი იყო – ტყვის და დამტყვევებლისკენ
წავიდა და ცეცხლისგან მოშორებით შეხვდა.
637
– როგორ დაიჭირე? – ჰკითხა ქურუმმა.
– ძაღლებმა სუნი აიღეს. მთვრალს ეძინა ტირიფის ქვეშ, თუ და-
იჯერებ.
– ძაღლებმა ძაღლის ტყავი დახიეს? – თოროსი ტყვეს მიუბრუნ-
და და თავიდან ტომარა გადააძრო, – მობრძანდი ჩვენს უბრალო
დარბაზში, ძაღლო. რობერტის სატახტო დარბაზივით დიდებული
არაა, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესი ხალხი ვართ შეკრებილი. სან-
დორ კლეგეინის დამწვარ სახეს მოციმციმე ალები მოწითალო
ჩრდილებად ეფინებოდა და უფრო საზარელიც კი ჩანდა, ვიდრე
დღის სინათლეზე. მაჯებზე შემოჭერილ ბაწარს რომ მოქაჩა, შემხმა-
რი სისხლის ქერცლები დასცვივდა. ქოფაკს პირი მოებრიცა.
– გიცნობ, – მიმართა თოროსს.
– მიცნობდი. ხელჩართულ ბრძოლაში ჩემს ცეცხლოვან ხმალს
აგინებდი ხოლმე, მაგრამ სამჯერ კი დაგჯაბნე იმ ხმლით.
– მირელი თოროსი. ადრე თავს იპარსავდი.
– გულის სიმდაბლის ნიშნად, მაგრამ სინამდვილეში ამაოებით
სავსე გული მქონია. თანაც, სამართებელი ტყეში დავკარგე, – ქუ-
რუმმა მუცელზე დაიტყაპუნა ხელი, – იმაზე ნაკლები ვარ, ვიდრე ვი-
ყავი, მაგრამ მეტიც. უდაბურ ადგილებში ცხოვრება კაცს ახდუნებს.
ნეტავ, ისეთი თერძი მაშოვნინა, კანს რომ მომარგებდა ტანზე. მაშინ
ისევ ახალგაზრდას ვემსგავსებოდი და მშვენიერი ასულები კოცნით
დამახრჩობდნენ. – მარტო ბრმები, ქურუმო.
ყაჩაღები აროხროხდნენ, ყველაზე ხმამაღლა თოროსი იცინო-
და.
– ზუსტად. მაგრამ მე აღარ ვარ ის ვითომ ქურუმი, შენ რომ იც-
ნობდი. ჩემს გულში ნათლის უფალმა გამოიღვიძა. ბევრი მიძინებუ-
ლი ძალა იღვიძებს და ქვეყნიერებას ედება. ცეცხლის ალში ვხედავ
მათ.
638
ქოფაკი დიდად არ აღტაცებულა.
– ერთი, შენი ალებისაც, და შენიც, – გარშემო მდგომთ მოავლო
თვალი, – წმინდა კაცს ასეთი უცნაური ამხანაგები ეკადრება?
– ესენი ჩემი ძმები არიან, – უბრალოდ მიუგო თოროსმა.
ლიმ ლიმონისმოსასხამიანი წინ წამოდგა. აქ მხოლოდ ის და
მწვანეწვერა იყვნენ ისე მაღლები, ქოფაკისთვის პირისპირ რომ ეც-
ქირათ.
– ფრთხილად იყეფე, ძაღლო. შენი სიცოცხლე ჩვენ ხელთაა.
– მაშინ ჯობია, თითებიდან მძღნერი მოიწმინდოთ, – გაიცინა
ქოფაკმა, – რამდენი ხანია, ამ ხვრელში იმალებით?
ენგაი ჩუბინი გაცხარდა, სიმხდალე რომ დასწამეს.
– ერთი ვაცს ჰკითხე, როგორ ვიმალებოდით, ქოფაკო. შენს ძმას
ჰკითხე. წურბელა-ლორდს ჰკითხე. ყველას სისხლი გავუშრეთ.
– თქვენა? ნუ მაცინებთ. მეღორეებს ჰგავხართ, მებრძოლებს კი
არა.
– ზოგი კიდევაც ვიყავით მეღორე, – თქვა დაბალმა კაცმა, რო-
მელსაც არია არ იცნობდა, – ზოგი ტყავს თრიმლავდა, ზოგი მომღე-
რალი იყო, ზოგიც – ხურო. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ომი დაიწყებო-
და.
– მეფის საბიჯელიდან რომ წამოვედით, ზოგი ვინტერფელის
ხალხი ვიყავით, ზოგი – დარის ან შავი ნავსადგურის, მალერის ან
ვაილდის ხალხი. რაინდები ვიყავით, საჭურველთმტვირთველები
და ჯარისკაცები, ლორდები და მდაბიოები, და მხოლოდ ჩვენი მიზა-
ნი გვაერთიანებდა, – ხმა მაღლიდან, სარკმლისხის ფესვებს შორის
ჩამჯდარი კაცისგან მოისმა, – ექვსი ოცეული გავედით, შენს ძმამდე
მეფის სამართალი რომ მიგვეტანა, – მოსაუბრე დაგრეხილ საფეხუ-
რებს ჩამოუყვა, – ექვსი ოცეული მამაცი, უღალატო კაცი, რომლებ-

639
საც ვარსკვლავებიან მოსასხამში გამოწყობილი მასხარა მიუძღო-
დათ, – საფრთხობელა-კაცი იყო, ვარსკვლავებით დაწინწკლული
დაფლეთილი შავი მოსასხამი ეცვა, რკინის სამკერდული ასობით
ბრძოლის ნაჭდევით ჰქონდა დაღარული. სახეს თითქმის მთლად
უფარავდა სქელი წითურ-ოქროსფერი თმა, მხოლოდ მარცხენა
ყურს ზემოთ ეტყობოდა შიშველი ადგილი, სადაც მისთვის თავი გა-
ეხეთქათ, – ჩვენი იმ რაზმიდან ოთხმოცზე მეტი დაიხოცა, მაგრამ
სხვებმა აიტაცეს ხმლები, რომლებიც ჩვენს ძმებს დაუცვივდათ, –
იატაკზე რომ დადგა, ყაჩაღები გაიწ-გამოიწივნენ და გზა დაუთმეს.
არიამ დაინახა, რომ ცალი თვალი აკლდა, მის ბუდეზე დაჭმუჭნილ-
დანაწიბურებული კანი გადაჰკვროდა, კისრის გარშემო კი შავი
რგოლი აჩნდა, – მათთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც
შეგვიძლია, რობერტისა და სახელმწიფოსთვის.
– რობერტისთვის? – ჰკითხა ქოფაკმა ეჭვით.
– ჩვენ ნედ სტარკმა გაგვგზავნა, – თქვა მრგვალზარადიანმა ჯეკ
იღბლიანამ, – მაგრამ ბრძანება რკინის ტახტზე მჯდომმა მოგვცა,
ასე რომ, სინამდვილეში მისი კი არა, რობერტის წარგზავნილები ვი-
ყავით.
– რობერტი ახლა მატლების მეფეა. მაგიტომ ჩაძვერით მიწაში,
მისთვის დარბაზობის მოსაწყობად?
– მეფე მოკვდა, – დაეთანხმა საფრთხობელა რაინდი, – მაგრამ
ჩვენ მაინც მეფის ხალხი ვართ, თუმცა სამეფო დროშა ჯამბაზების
ფონთან დავკარგეთ, როცა შენი ძმის ყასბები დაგვეცნენ თავს, –
მან მკერდზე მიიდო შეკრული მუშტი, – რობერტი მკვდარია, მაგრამ
მისი სახელმწიფო რჩება. და ჩვენ ვიცავთ მას.
– იცავ? – აგდებით ჩაიფრუტუნა ქოფაკმა, – და ვითომ რატომ,
დონდარიონ? დედაშენია?
დონდარიონი? ბერიკ დონდარიონი ლამაზი იყო; სანსას დაქალ
640
ჯეინის უყვარდა. ჯეინი პულიც კი არ იყო ისე ბრუციანი, ეს კაცი ლა-
მაზი რომ მოსჩვენებოდა. მაგრამ არიამ ისევ რომ შეხედა, სამკერ-
დულის დაბზარულ მინანქარზე იისფრად გამოსახული ორკაპა ელ-
ვის ნარჩენი დაუნახა.
– ეგ თქვენი სახელმწიფო კლდეები, ხეები და მდინარეებია, – ამ-
ბობდა ქოფაკი, – კლდეებს რა დაცვა სჭირდება? რობერტი ასე არ
ფიქრობდა. რასაც ვერ იხმარდა, ვერ შეებრძოლებოდა ან ვერ და-
ლევდა, ყველაფერი ბეზრდებოდა, და წესით, თქვენც ასე უნდა
იყოთ... მამაცო თანამებრძოლებო.
გამოქვაბულის დარბაზს რისხვის ტალღამ გადაურბინა.
– კიდევ გვიწოდებ მაგ სახელს, ძაღლო, და მაგ ენას ჩაგაყლა-
პებ, – ლიმმა ორლესული ამოზიდა.
ქოფაკმა მის იარაღს აგდებით შეხედა.
– რა მამაცი კაცია, შებორკილ ტყვეზე მახვილს იძრობს. გამიხ-
სენი ხელები, რატომ ვერ ბედავ? მაშინ ვნახავდით, რა გულადიც
ხარ, – თავის უკან მდგარ შლეგ მონადირეს შეხედა, – და შენ? თუ
მთელი რიხი საძაღლეებში დაგრჩა?
– არა. აი, შენ კი ყვავის გალიაში უნდა დამეტოვებინე, – მონა-
დირემ ხანჯალი ამოიღო, – ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
ქოფაკმა სიცილით უპასუხა.
– ჩვენ აქ ძმები ვართ, – განაცხადა მირელმა თოროსმა, – წმინ-
და ძმები, სახელმწიფოს შეფიცულები, ჩვენს ღმერთს და ერთმა-
ნეთს შეფიცულები.
– უდროშო საძმო, – ტომ შვიდსიმამ სიმს გამოჰკრა, – ღრუმთის
რაინდები. – რაინდები? – კი არ თქვა, ჩაიღრინა კლეგეინმა, – დონ-
დარიონი რაინდია, მაგრამ დანარჩენები? უფრო უბადრუკი ავაზაკე-
ბი და საწყალი ხროვა არც მინახავს. თქვენზე უკეთესებს ვჯვამ ყო-
ველდღე.
641
– ნებისმიერ რაინდს შეუძლია, სხვა გახადოს რაინდად, – თქვა
საფრთხობელამ, ბერიკ დონდარიონი რომ იყო, – და შენ წინ მდგარ
ყოველ კაცს მხარზე ხმალი შეხებია. ჩვენ დავიწყებული საძმო
ვართ.
– გამიშვით ჩემს გზაზე და მეც დაგივიწყებთ, – ჩაიხიხინა კლეგე-
ინმა, – მაგრამ ჩემს მოკვლას თუ აპირებთ, მიდით, რაღა. ხმალი წა-
მართვით, ცხენი, ოქრო, ყველაფერი წამგლიჯეთ. ახლა სიცოცხლეც
და მოვრჩეთ... მაგრამ ამ ფარისევლურ აბდაუბდას ნუღა მასმენი-
ნებთ.
– მალე მოკვდები, ძაღლო, – დაჰპირდა თოროსი, – მაგრამ ეს
მკვლელობა კი არა, სამართლის აღსრულება იქნება.
– კი, – კვერი დაუკრა შლეგმა მონადირემ, – და ეს იმაზე უფრო
გულმოწყალე ბედი იქნება, რასაც კი იმსახურებ იმ სიკეთისთვის,
შენნაირებმა რომ ჩაიდინეთ. ლომებიო, თავს ასე ეძახით. შერერსა
და ჯამბაზების ფონთან ექვსი და შვიდი წლის გოგონებს აბახებდით,
ძუძუთა ბალღებს ორად ჭრიდით დედების თვალწინ. არც ერთი ლო-
მი ასეთი სისასტიკით არ კლავს.
– არც შერერთან, არც ჯამბაზების ფონთან არ ვყოფილვარ, –
უთხრა ქოფაკმა, – ეგ მკვდარი ბავშვები ვინმე სხვას დაულაგეთ
კართან.
პასუხი თოროსმა გასცა:
– უარყოფ, რომ კლეგეინების გვარი მკვდარ ბავშვებზე აღზევ-
და? მე ვნახე, როგორ დააწყვეს მათ პრინცი ეაგონი და პრინცესა რე-
ინისი რკინის ტახტის წინ. წესით, თქვენს გერბზე ორი სისხლიანი
ბავშვი უნდა ეხატოს მაგ მახინჯი ძაღლების ნაცვლად.
ქოფაკს პირი მოეღრიცა.
– ჩემი ძმა გგონივარ? კლეგეინად გაჩენა უკვე დანაშაულია?
– მკვლელობაა დანაშაული.
642
– ვინ მოვკალი?
– ლორდი ლოთარ მარტელი და სერ გლადენ ვაილდი, – უთხრა
ჰარვინმა.
– ჩემი ძმები ლისტერი და ლენოკსი, – განაცხადა ჯეკ იღბლი-
ანამ.
– უხუცესი ბეკი და მეწისქვილის ბიჭი მაჯი, დონელვუდიდან, –
დაიძახა ჩრდილში მდგომმა მოხუცმა ქალმა.
– მერიმანის ქვრივი, ასე ტკბილი ალერსი რომ იცოდა, – დაურ-
თო მწვანეწვერამ. – ის სეპტონები შლამიან ტბორთან.
– სერ ენდრიუ ჩარლტონი. მისი საჭურველთმტვირთველი ლუ-
კას რუტი. ფილდსტოუნის და მაუსდაუნის წისქვილის მცხოვრები
ყველა კაცი, ქალი და ბავშვი.
– ლორდი და ლედი დედინგები, ისე მდიდრები იყვნენ...
ტომ შვიდსიმამ ჩამოთვლა განაგრძო:
– ალინ ვინტერფელელი, ჯოთ მშვილდმარდი, პატარა მატი და
მისი და რანდა, ანვილ რინი. სერ ორმონდი. სერ დადლი. მორაი-
ელი პეიტი, შუბისტყელი პეიტი, ბებერი პეიტი და შერმერის ჭალელი
პეიტი. ბრმა ვაილ მეჩუქურთმე. დიასახლისი მირაი. მირაი კახპა.
ბესა მეფუნთუშე. სერ რაიმუნ დარი, ლორდი დარი, ყმაწვილი ლორ-
დი დარი. ბრაკენის ბუში. მეისრე ვილი. ჰარსლი. დიასახლისი ნო-
ლა... – კმარა, – ქოფაკს ბრაზით დაეძაგრა სახე, – ძალიან ხმაუ-
რობთ. ეს სახელები არაფერს ნიშნავს. ვინ იყვნენ ეგენი?
– ადამიანები, – უთხრა ლორდმა ბერიკმა, – დიდებული და უბ-
რალო, ჭაბუკი და მოხუცი ადამიანები. კარგები და ცუდები, რომლე-
ბიც ლანისტერების შუბების წვერებზე ააგეს ან ლანისტერების
ხმლებით გამოფატრეს.
– ჩემს ხმალს არ გაუფატრავს ისინი. წყეული მატყუარაა, ვინც
სხვაგვარად იტყვის.
643
– შენ კასტერლისკლდელ ლანისტერებს ემსახურები, – უთხრა
თოროსმა.
– ვემსახურებოდი. მეც და ათასი სხვაც. ყოველი ჩვენგანი და-
ნარჩენების დანაშაულებზე აგებს პასუხს? – კლეგეინმა გადააფურ-
თხა, – ისე, შეიძლება, მართლაც რაინდები ხართ. იტყუებით რაინ-
დებივით, ალბათ მკვლელობაც რაინდებივით იცით.
ლიმი და ჯეკ იღბლიანა აუყვირდნენ, მაგრამ დონდარიონმა ხე-
ლი ასწია და სიჩუმე მოითხოვა.
– თქვი, რას გულისხმობ, კლეგეინ.
– რაინდი – ეს ხმალი და ცხენია. დანარჩენი: ფიცის სიტყვები,
წმინდა მირონი და ქალბატონების ხელსახოცები – ეს ყველაფერი
ხმალზე მობმული აბრეშუმის ზორტებია. შეიძლება, ზორტებჩამო-
კონწიალებული ხმალი უფრო ლამაზი იყოს, მაგრამ იმით მოკლუ-
ლი კაცი ზუსტად ისეთივე მკვდარია. ჰოდა, დაგიჯვით ზორტებზე და
ტრაკში შეიტენეთ ეგ თქვენი ხმლები. მეც თქვენნაირი ვარ. სხვაობა
ისაა, რომ მე არ ვიტყუები, თუ ვინ ვარ. ასე რომ, მომკალით, მაგრამ
მკვლელს ნუ მეძახით, აქ რომ დამდგარხართ და ერთმანეთს უმტკი-
ცებთ, არა, ჩვენი განავალი არ ყარსო. გამიგეთ?
არია ისე სწრაფად გაძვრა მწვანეწვერას გვერდით, რომ იმან
თვალიც ვერ შეასწრო. – მკვლელი ხარ! – უწივლა ქოფაკს, – მიკა
მოკალი, და არ თქვა, არაო. შენ მოკალი! ქოფაკი მიაჩერდა, ეტყო-
ბოდა, რომ საერთოდ ვერ ცნობდა.
– ეგ მიკა ვინღა იყო, ბიჭო?
– ბიჭი არ ვარ! მიკა იყო ბიჭი. ყასბის ბიჭი იყო და შენ მოკალი.
იორიმ თქვა, რომ ლამის შუაზე გადაჭერი, იმას კი ხმალიც არ ჰქო-
ნია, – არია გრძნობდა, რომ ახლა ყველა მას უყურებდა: ქალები,
ბავშვები და კაცები, თავს ღრუმთის რაინდებს რომ ეძახდნენ.
– ეს ვინღაა? – იკითხა ვიღაცამ.
644
პასუხი ქოფაკმა გასცა.
– შვიდი ჯოჯოხეთი! უმცროსი და. ჯოფს ის ლამაზი ხმალი მდინა-
რეში რომ ჩაუგდო, – დაყეფებასავით ჩაიცინა, – თუ იცი, მკვდარი
რომ ხარ?
– მკვდარი შენ ხარ! – მიახალა არიამ.
ჰარვინმა მკლავში ჩაავლო ხელი, უკან რომ გაეყვანა, ლორდმა
ბერიკმა კი იკითხა:
– გოგომ მკვლელი გიწოდა. უარყოფ, რომ ყასბის ბიჭი მიკა მო-
კალი?
ზორბა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– მე ჯოფის შეფიცული ფარი ვიყავი. ყასბის ბიჭი მემკვიდრე
პრინცს დაესხა თავს. – ტყუილია! – არია ჰარვინს გაუსხლტა, –
თავს მე დავესხი, ჯოფრის დავარტყი და ლომის ეშვი მდინარეში გა-
დავაგდე. მიკა მაშინვე გაიქცა, მე როგორც ვუთხარი. – შენ ნახე, ბი-
ჭი როგორ დაესხა თავს პრინც ჯოფრის? – ჰკითხა ქოფაკს ლორდმა
ბერიკ დონდარიონმა.
– ეგ მეფის მემკვიდრის სიტყვით გავიგე. პრინცების დაკითხვა
ჩემი საქმე არ არის, – კლეგეინმა ხელები არიასკენ გაიშვირა, –
ამის ღვიძლმა დამ თქვა იგივე, თქვენი საყვარელი რობერტის წინა-
შე რომ წარდგა.
– სანსა მატყუარაა, – თქვა არიამ და ისევ გაბრაზდა დაზე, – მა-
გან რომ თქვა, ეგრე არ ყოფილა. არ ყოფილა.
თოროსმა ლორდი ბერიკი გვერდზე გაიყვანა. ისინი იდგნენ და
ჩურჩულით რაღაცაზე ბჭობდნენ, არია კი ბრაზით დუღდა. უნდა მოკ-
ლან. მე ვლოცულობდი და მის სიკვდილს ვივედრებოდი, ასჯერ,
ათასჯერ.
ბერიკ დონდარიონმა ისევ ქოფაკს მიმართა:

645
– შენ ბრალად მკვლელობა გედება, მაგრამ აქ მყოფთაგან და-
ნამდვილებით არავინ იცის, ეს ბრალდება ცრუა თუ არა, ასე რომ,
ჩვენ ვერ განგსჯით. ეს ახლა მხოლოდ ნათლის უფალს თუ ხელეწი-
ფება. ბრძოლის სამსჯავროს გისჯი.
ქოფაკი ეჭვით მოიღუშა, თითქოს ყურებს არ უჯერებდა.
– სულელი ხარ თუ შეშლილი?
– არც ერთი, არც მეორე. მე სამართლიანი ლორდი ვარ. ხმლით
დაამტკიცე შენი უცოდველობა და გაგიშვებთ.
– არა, – იყვირა არიამ, სანამ ჰარვინი პირზე ხელს ააფარებდა.
არა, ეს არ შეიძლებოდა, კლეგეინი თავს დაიხსნიდა. ყველამ იცო-
და, რომ ქოფაკს ხმლით ხელში წინ ვერავინ აღუდგებოდა. სასაცი-
ლოდ აიგდებს ყველასო, გაიფიქრა.
და მართლაც, გამოქვაბულის კედლებმა აირეკლა მისი გაგრძე-
ლებული, ხრინწიანი სიცილი, ზიზღით რომ იყო გაჟღენთილი.
– მაშ, რომელი? – მან ლიმ ლიმონისმოსასხამიანს შეხედა, – ეს
უშიშარი კაცი, ფსელისფერი მოსასხამი რომ მოუცვამს? არა? მაშ
შენ, მონადირევ? ძაღლებს რომ ურტყამ წიხლებს, ახლა ჩემზე სცა-
დე, – მერე მწვანეწვერა დაინახა, – შენ კი კარგა ზორბა ჩანხარ, ტი-
როშელო, წინ წამოდექი. თუ თვითონ ამ პატარა გოგოს აჩხუბებთ
ჩემთან? – მან ისევ გაიცინა, – აბა, ვის უნდა სიკვდილი?
– მე შემებრძოლები, – თქვა ლორდმა ბერიკ დონდარიონმა.
არიამ მასზე მოსმენილი ყველა ზღაპარი გაიხსენა. მისი მოკვლა
შეუძლებელიაო, გაიფიქრა მწარე იმედით. შლეგმა მონადირემ სან-
დორ კლეგეინის მაჯებზე შემოხვეული თოკი ჩაჭრა.
– ხმალი და აბჯარი მინდა, – ქოფაკმა გადაყვლეფილი მაჯა მო-
ისრისა.
– ხმალს მოგცემთ, – განუცხადა ლორდმა ბერიკმა, – მაგრამ აბ-
ჯრად საკუთარი უცოდველობა გექნება.
646
კლეგეინს პირი მოეღრიცა.
– ჩემი უცოდველობა შენი სამკერდულის წილ, ასეა?
– ნედ, მომახსნევინე სამკერდული.
არიას კანზე დაბურძგლა, ლორდმა ბერიკმა მამამისის სახელი
რომ წარმოთქვა, მაგრამ ეს ნედი ერთი პატარა ბიჭი იყო, ქერათმია-
ნი საჭურველთმტვირთველი, ათი ან თორმეტი წლის თუ იქნებოდა.
სწრაფად წამოდგა წინ და გახსნა სამაგრები, რომლებიც დაჭყლე-
ტილ ფოლადს მარშელი ლორდის სხეულზე იჭერდა. მის ქვეშ და-
ბამბული სამოსი სიძველეს და ოფლს დაელპო და ლითონი რომ მო-
შორდა, ისიც ჩამოვარდა. გენდრიმ ხმით შეისუნთქა.
– შემიწყალოს დედამ.
ლორდ ბერიკს კანის ქვეშ მკაფიოდ ეტყობოდა ნეკნები. მკერ-
დზე, ზუსტად მარცხენა ძუძუს თავზე მოჭმუჭნილი ნახვრეტი უჩანდა
და, რომ შებრუნდა და ხმალი და ფარი მოითხოვა, არიამ ზურგზეც
დაუნახა შესატყვისი ნაიარევი. მის სხეულში შუბს გაუვლია. ეს ქო-
ფაკმაც შენიშნა. შეშინებულია? არიას უნდოდა, სიკვდილამდე ძა-
ლიან შეშინებოდა, ისე, როგორც ალბათ მიკას ეშინოდა.
ნედმა ლორდ ბერიკს ხმლის სარტყელი და გრძელი შავი იალმა-
გი მიაწოდა წესით, ეს სამოსი აბჯრის ზემოდან უნდა სცმოდა, ამი-
ტომ სხეულზე თავისუფლად ედგა, მკერდზე კი მისი გვარის იისფერი
ორკაპა ელვა მოუჩანდა. მან ხმალი ქარქაშიდან ამოიღო და სარ-
ტყელი ისევ საჭურველთმტვირთველს მიაწოდა.
თოროსმა ქოფაკს მისი სარტყელი მიუტანა.
– ძაღლებს ღირსება მოეძევებათ? – ჰკითხა ქურუმმა, – არც
იფიქრო, აქედან ბრძოლით გაიკაფო გზა, ან რომელიმე ბავშვი
მძევლად აიყვანო... ენგაი, დენეტ, კაილ, რამე ამგვარს თუ შეატ-
ყობთ, მაშინვე დაცხრილეთ, – სამმა მშვილდოსანმა ისრები ლარს
რომ მოარგო, თოროსმა კლეგეინს მერეღა მიაწოდა სარტყელი.
647
ქოფაკმა ხმალი ამოიტაცა და ქარქაში განზე მიაგდო. შლეგმა
მონადირემ მუხის ფარი მისცა, ერთიანად რკინით შეჭედილი და
ყვითლად შეღებილი რომ იყო, ზედ კი კლეგეინების სამი შავი ძაღ-
ლი ეხატა. ბიჭმა ნედმა ლორდ ბერიკს მისი ფარი მიართვა, რომე-
ლიც ისე იყო დაჩეხილი და დაჭეჭყილი, რომ იისფერი ელვა და ზედ
გაფანტული ვარსკვლავები ლამის წაშლილიყო.
მაგრამ როცა ქოფაკმა მოწინააღმდეგისკენ ნაბიჯი გადადგა, მი-
რელმა თოროსმა იგი შეაჩერა.
– ჯერ ვილოცებთ, – ცეცხლისკენ შებრუნდა და მკლავები ამარ-
თა, – ნათლის უფალო, გადმოგვხედე!
მთელ გამოქვაბულში უდროშებო საძმოს წევრებმა ხმა აიმაღ-
ლეს მის პასუხად: – ნათლის უფალო, დაგვიცავი.
– ნათლის უფალო, დაგვიფარე წყვდიადში.
– ნათლის უფალო, მოგვაქციე სხივოსანი პირი.
– დაანთე შენი ალი ჩვენ შორის, რლორ, – წარმოთქვა წითელმა
ქურუმმა, – გვიჩვენე ამ კაცის სიმართლე ან სიცრუე. დაამარცხე, თუ
ბრალეულია, და ძალა მიანიჭე მის ხმალს, თუ მართალია. ნათლის
უფალო, მოგვანიჭე სიბრძნე.
– რადგანაც ბნელია ღამე, – წაიმღერეს დანარჩენებმა, ჰარვინი
და ენგაიც სხვებივით მოწადინებით გამოეპასუხნენ, – და ძრწოლი-
თაა სავსე.
– ეს გამოქვაბულიც ბნელია, – თქვა ქოფაკმა, – მაგრამ ძრწო-
ლა აქ მე გახლავართ. იმედია, შენი ღმერთი საამო სანახავია. მალე-
ვე შეხვდები მას.
გაუღიმარმა ლორდმა ბერიკმა ორლესულის პირი მარცხენა ხე-
ლისგულზე დაიდო და აუჩქარებლად ჩამოისვა განაჭერიდან მუქი
სისხლი გადმოდინდა და ფოლადი დაფერა.
და უცებ ხმალი აგიზგიზდა.
648
– შვიდ ჯოჯოხეთშიც დახრაკულხარ, – შეიკურთხა ქოფაკმა, –
შენც და შენი თოროსიც, – მან წითელ ქურუმს გახედა, – ამას რომ
მოვითავებ, შემდეგი შენ იქნები, მირელო!
– ყოველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამ, შენს ბრალს აცხა-
დებს, ძაღლო, – მიუგო თოროსმა; ლიმი, მწვანეწვერა და ჯეკ იღ-
ბლიანა კი ხმამაღალი ყვირილით აგინებდნენ და ემუქრებოდნენ
კლეგეინს. თავად ლორდი ბერიკი უხმოდ იცდიდა, დამდგარი წყა-
ლივით მშვიდი, მარცხენით ფარი ეპყრა, მარჯვენაში კი ხმალი უგიზ-
გიზებდა. მოკალი, გაიფიქრა არიამ, გთხოვ, აუცილებლად უნდა
მოკლა! ქვემოდან განათებული სახე სიკვდილის ნიღაბს უგავდა,
ამოთხრილი თვალის ადგილი წითელ, ავ ჭრილობად უჩანდა. ხმა-
ლი წვერიდან ვადამდე ბრიალებდა, მაგრამ დონდარიონი მის
მხურვალებას თითქოს ვერ გრძნობდა. ისე უძრავად იდგა, ქვისგან
გამოკვეთილი გეგონებოდა.
მაგრამ, ქოფაკმა რომ შეუტია, სხარტად ამოძრავდა.
ცეცხლოვანი ხმალი მაღლა აიჭრა და ცივ ფოლადს დახვდა,
ალის გრძელი კუდები ისე გაჰყვა კვალად, სწორედ ქოფაკის ნახსე-
ნები ზორტები გეგონებოდა. ფოლადმა ფოლადზე გაიწკრიალა.
პირველ მოქნევას რომ დაუხვედრა ხმალი, კლეგეინმა უმალვე თა-
ვად მოუქნია მოწინააღმდეგეს, მაგრამ გზად ლორდ ბერიკის ფარი
დახვდა და ამომტყდარი ნაფოტები გარშემო მიმოიფანტა. ძლი-
ერად, სწრაფად მოუნაცვლა დარტყმა დარტყმას, ქვემოდან თუ ზე-
მოდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, დონდარიონი კი ყოველ მოქ-
ნევას თავის ხმალს უხვედრებდა. მისი ხმლის გარშემო ალები ბრი-
ალებდა, მის კვალს წითელი და ყვითელი ლანდები დაჰყვებოდა.
ლორდ ბერიკის ყოველი მოძრაობა კიდევ მეტად აღვივებდა და
აკაშკაშებდა ალებს და ბოლოს უკვე ისე ჩანდა, თითქოს ელვა-
ლორდი ცეცხლის გამოქვაბულში იდგა. – ეს ველური ცეცხლია? –
649
ჰკითხა არიამ გენდრის.
– არა, ეს სხვაა. ეს...
– ...მაგიაა? – მის ნაცვლად დაასრულა არიამ. ქოფაკი იხევდა.
ახლა ლორდი ბერიკი უტევდა, ჰაერს ცეცხლოვანი თოკებით ქსე-
ლავდა, მასზე ზორბა კაცზე იწევდა. კლეგეინმა ერთი მაღალი დარ-
ტყმა ფარით მოიგერია და ზედ გამოსახულ ძაღლს თავი გაუქრა. პა-
სუხად რომ შეუტია, დონდარიონმა თავისი ფარი შეაგება და ხელუ-
კუღმა მოუქნია ცეცხლოვანი მახვილი. ავაზაკთა საძმო თავიანთ მე-
თაურს აქეზებდა.
– შენია! – ესმოდა არიას, – ეგრე, ეგრე მაგას!
ქოფაკმა თავთან ახლო დარტყმა აისხლიტა, სახეზე მოდებული
სიცხე რომ იგრძნო, დაიღრიჯა. დაიხვნეშა, შეიგინა და გაეცალა.
ლორდი ბერიკი სულის მოთქმის დროს არ აძლევდა. ფეხდაფეხ მიჰ-
ყვებოდა ზორბა კაცს, მკლავს წამითაც არ აჩერებდა. ხმლები ჯახა-
ნით ეხლებოდა ერთმანეთს, სხლტებოდნენ და კვლავ ეჯახებოდნენ,
ელვიან ფარს ნაფოტები სცვიოდა, ძაღლები კი ერთხელ, მეორედ,
მესამედ მოლოკა ცეცხლის ენამ. ქოფაკი მარჯვნივ დაიძრა, მაგრამ
დონდარიონმა სწრაფი გვერდზე გასვლით მოუჭრა გზა და მეორე
მხარეს წაიყვანა... საცეცხლე ორმოს ავბედითი წითელი ალებისკენ.
კლეგეინი უკან იხევდა, სანამ ზურგზე სიცხე არ იგრძნო. ზურგსუკან
სწრაფად ნასროლმა მზერამ დაანახვა, იქ რაც ელოდა, და ეს კინა-
ღამ თავის დაკარგვად დაუჯდა, ლორდმა ბერიკმა კვლავ რომ შე-
უტია.
არია ხედავდა სანდორ კლეგეინის გადათეთრებულ თვალებს.
კაცი მძლავრად დაიძრა წინ, სამი ნაბიჯი წინ, ორი უკან, მერე მარ-
ცხნივ, სადაც ლორდმა ბერიკმა გზა მოუჭრა, ისევ ორი ნაბიჯი წინ,
ერთი უკან, ჩხაკ-ჩხაკ, დიდ მუხის ფარებს ატყდებოდა და ატყდებო-
და დარტყმები. ქოფაკს სწორი მუქი თმა ოფლით გაპრიალებულ
650
შუბლზე ჰქონდა მიკრული. ღვინის ცვარიო, გაიფიქრა არიამ, რაკი
გაახსენდა, მთვრალი რომ დაიჭირეს. ეჩვენებოდა, მის თვალებში
ჩასახულ შიშს ვხედავო. დამარცხდება, აღტაცებით უთხრა თავს,
ლორდ ბერიკის ცეცხლოვანი ხმალი კი ტრიალებდა და ჩეხდა. ელ-
ვა-ლორდმა ერთი მძლავრი შეტევით დაიბრუნა მთელი მანძილი,
რაც ქოფაკს მოეპოვებინა და აბარბაცებული კლეგეინი ისევ ზედ სა-
ცეცხლე ორმოს კიდეზე შეაყენა. ჰო, ჰო, მოკვდება! არია ფეხისწვე-
რებზე შედგა, უკეთ რომ დაენახა.
– წყეულო ნაბიჭვარო! – იკივლა კლეგეინმა, უკნიდან ბარკლებ-
ზე ცეცხლის სიმხურვალე რომ იგრძნო. მტერს შეუტია, მძიმე ხმალს
უფრო, უფრო დაუოკებლად იქნევდა, ცდილობდა, უფრო ტანმორჩი-
ლი მოწინააღმდეგე უხეში ძალით დაეთრგუნა, ხმალი, ფარი ან
მკლავი დაელეწა მისთვის. მაგრამ დონდარიონის დახვედრებული
მახვილის ალი თვალწინ აუბრიალდა და, ცეცხლს თავი რომ მოარი-
და ფეხი დაუცდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. ლორდი ბერიკი უმალ
თავს წაადგა, ზემოდან დაქნეულმა ხმალმა ზუზუნით გაკვეთა ჰაერი
და ცეცხლის კუდები გაიყოლა. მძიმედ აქოშინებულმა კლეგეინმა
ძლივს მოასწრო ფარის შემართვა და გამოქვაბულში მეხივით გა-
ვარდა გაპობილი მუხის ხმამაღალი ტკაცანი.
– ფარზე ცეცხლი წაეკიდა, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა გენდრიმ.
არიამაც მაშინვე დაინახა: ამოტეხილ ყვითელ საღებავს ალის ენები
მოედო და სამი შავი ძაღლი ჩანთქა.
სანდორ კლეგეინი ბრძოლით წამოდგა ფეხზე და თავგანწირვით
შეუტია. სანამ ლორდმა ბერიკმა ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხია, ქო-
ფაკი, როგორც ჩანს, ვერც ხვდებოდა, რომ სახესთან აბრიალებული
ცეცხლი მისივე ალმოდებული ფარი იყო. მერე საზარელი ღრი-
ალით დასცხო ხმალი გახეთქილ მუხას და ბოლომდე დალეწა. ფარი

651
შუაზე გადაიპო, ერთი ცეცხლმოდებული ნახევარი გვერდზე გადა-
ვარდა, მეორე კი არ ეშვებოდა, ჯერაც მკლავზე ეკიდა. მის მოსაშო-
რებლად ხელს იქნევდა და ეს ცეცხლს უფრო მეტადაც აღვივებდა.
სახელოსაც მოედო ცეცხლი და ახლა მთელი მარცხენა მკლავი უბ-
რიალებდა.
– მოათავე! – აქეზებდა მწვანეწვერა ლორდ ბერიკს, სხვებმა კი
ხმაშეწყობით წამოიწყეს: – დამნაშავეა!
არიაც სხვებთან ერთად გაჰყვიროდა:
– დამნაშავეა, დამნაშავეა, მოკალი, დამნაშავეა!
ზაფხულის აბრეშუმივით გლუვი ნაბიჯით მიცურდა ბერიკი ახ-
ლოს, მის წინ მდგარი კაცისთვის ბოლო რომ მოეღო. ქოფაკმა და-
იხავლა, ორივე ხელით შემართა ხმალი და მთელი ძალით დაალეწა
მოწინააღმდეგეს. ლორდმა ბერიკმა დარტყმას იოლად შეაგება ხმა-
ლი...
– არაააა! – იწივლა არიამ.
...მაგრამ ცეცხლოვანი ხმალი ორად გადატყდა, ქოფაკის ცივი
ფოლადი ლორდ ბერიკის სხეულში ჩაეშვა ყელისა და მხრის შესა-
ყართან და გულის ფიცრამდე ჩაჩეხა. ცხელ, შავ ნაკადად იხუვლა
სისხლმა.
სანდორ კლეგეინი უკან გახტა, ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა. ფარის
ნარჩენი მოიგლიჯა და გინებით მიყარა, მერე კი მიწაზე გაგორდა,
მკლავზე მოდებული ცეცხლი რომ ჩაექრო. ლორდ ბერიკს ნელა მო-
ეკვეთა მუხლები, თითქოს ლოცვად დგებაო. პირი რომ გააღო, მხო-
ლოდ სისხლი გადმოსდინდა. პირქვე ჩაემხო, ქოფაკის ხმალი ჯერაც
სხეულში ჰქონდა გაჩრილი. მიწამ მისი სისხლი შეიწოვა.
ღრუმთის გულში ჩქამი არ ისმოდა, მხოლოდ ცეცხლი ტკაცუნობ-
და წყნარად და ქოფაკი სლუკუნებდა, ფეხზე ადგომას რომ ცდილობ-

652
და. არიას ახლა მხოლოდ მიკა და ის სულელური ლოცვები ახსოვ-
და, რომელშიც ქოფაკის სიკვდილს ივედრებოდა. ღმერთები თუ არ-
სებობენ, რატომ არ გაიმარჯვა ლორდმა ბერიკმა? თვითონ ხომ
იცოდა, ქოფაკი დამნაშავე რომ იყო.
– გევედრებით, – იხავლა სანდორ კლეგეინმა, დასახიჩრებულ
მკლავს გულზე იკრავდა, – დამწვარი ვარ. დამეხმარეთ. ვინმე. და-
მეხმარეთ, გევედრებით, – ტიროდა იგი.
არიამ გაოგნებით შეხედა. პატარა ბავშვივით ტირისო, გაიფიქ-
რა.
– მელი, მოუარე მაგის დამწვრობებს, – თქვა თოროსმა, – ლიმ,
ჯეკ, დამეხმარეთ, ლორდ ბერიკს მივხედო. ნედ, შენც წამოდი, ჯო-
ბია, – წითელმა ქურუმმა დაცემული ლორდის სხეულიდან ქოფაკის
ხმალი ამოაძრო და წვეტით ჩაარჭო სისხლით დამბალ მიწაში. ლიმ-
მა დონდარიონს მკლავებქვეშ შეუცურა დიდი ხელები, ჯეკ იღბლია-
ნა კი ფეხებზე მოეჭიდა. ცეცხლს შემოატარეს და ერთ-ერთი დერეფ-
ნის წყვდიადში ჩაიკარგნენ. თოროსი და ბიჭი ნედი უკან მიჰყვნენ.
შლეგმა მონადირემ გადააფურთხა.
– გეუბნებით, ისევ ქვის სეპტში წავათრიოთ და ყვავის გალიაში
ჩავსვათ. – ჰო, – დაეთანხმა არია, – მაგან მიკა მოკლა. მართლა
მოკლა.
– რა ავი ციყვია, – ჩაიბუტბუტა მწვანეწვერამ.
ჰარვინმა ამოიოხრა.
– რლორმა უდანაშაულოდ სცნო.
– რულორი ვინღაა? – წესიერად ვერც კი წარმოთქვა.
– ნათლის უფალი. თოროსმა გვასწავლა, რომ...
არიას არ ენაღვლებოდა, რა ასწავლა მათ თოროსმა. მწვანეწვე-
რას ქარქაშიდან ხანჯალი ამოსტაცა და განზე გასხლტა, სანამ ის და-

653
იჭერდა. გენდრიც წაეტანა, მაგრამ არია გენდრის სისხარტით ყო-
ველთვის სჯობდა.
ტომ შვიდსიმა და რამდენიმე ქალი ქოფაკს ფეხზე აყენებდნენ.
მისი მკლავის დანახვამ არიას თავზარი დასცა. იქ, სადაც სხეულს
ტყავის ღვედი ედებოდა, ვარდისფერი ზოლი მოჩანდა, მაგრამ მის
ზემოთ და ქვემოთ, იდაყვიდან მაჯამდე, ერთიანად დახეთქილ და
წითელ ხორცს სისხლი სდიოდა. გოგონას თვალი რომ გაუსწორა,
პირი მოეღრიცა.
– ასე ძალიან გინდა ჩემი სიკვდილი? მაშ, შენი ხელით მომკალი,
მგლის გოგო. მაძგერე. ცეცხლს მაინც სჯობია, – კლეგეინი ცდი-
ლობდა, ფეხზე მდგარიყო, მაგრამ, რომ ამოძრავდა, მკლავიდან
დამწვარი ხორცი მოსძვრა და მუხლები მოეკეცა. ტომმა ჯანსაღი
მკლავით დაიჭირა და ფეხზე შეამაგრა.
ეს მკლავიო, გაიფიქრა არიამ, და კიდევ სახე. მაგრამ ეს ხომ ქო-
ფაკი იყო, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში დაწვას იმსახურებდა. ხელში ხან-
ჯალი დაუმძიმდა. უფრო მაგრად დაბღუჯა.
– მიკა შენ მოკალი, – თქვა ისევ, იწვევდა, რომ უარეყო დანაშა-
ული, – უთხარი ამათ. შენ მოკალი. მოკალი.
– მოვკალი, – მას მთელი სახე მოექცა, – ცხენდაცხენ დავეწიე,
გადავთელე და ორად გადავჭერი, თან ვიცინოდი. ვუყურებდი, შენი
და როგორ დაასისხლიანეს ცემით, ისიც ვნახე, მამაშენს როგორ
მოჭრეს თავი.
ლიმმა არიას მაჯაში ჩაავლო ხელი და ამოუტრიალა, ხანჯალი
გამოაცალა. არიამ ფეხი მოუქნია, მაგრამ მახვილი ვეღარ დაიბრუ-
ნა.
– ჯოჯოხეთშიც წასულხარ, ქოფაკო! – უკივლა სანდორ კლეგე-
ინს უმწეო, უიარაღო რისხვით, – ჯოჯოხეთშიც წასულხარ!
– იქ უკვე ნამყოფია, – წარმოთქვა ჩურჩულივით ჩუმმა ხმამ.
654
არია მიტრიალდა. მის უკან ლორდი ბერიკ დონდარიონი იდგა,
სისხლიანი ხელით თოროსის მხარს იყო ჩაფრენილი.

კეტლინი

დაე, ზამთრის მეფეებს ეძინოთ მიწის ქვეშ მათ ცივ აკლდამებში,


გაიფიქრა კეტლინმა. ტალები მდინარისგან იხვეჭდნენ ძალას და
მდინარესვე უბრუნდებოდნენ, მათი ცხოვრება რომ გასრულდებო-
და.
მოელვარე ვერცხლის საჭურველში, ჯაჭვ-აბჯარში გამოწყობი-
ლი ლორდი ჰოსტერი ვიწრო ხის ნავზე დაასვენეს. ქვეშ ლურჯ-წი-
თელ ტალღებად მოლივლივე მოსასხამი ეფინა. იალმაგიც ლურჯ-
წითლად ჰქონდა დაყოფილი. თავის გვერდით მოათავსეს მუზარა-
დი, რომლის ქიმს ვერცხლისა და ბრინჯაოსქერცლებიანი კალმახი
აგვირგვინებდა. მკერდზე შეღებილი ხის ხმალი დაადეს და თითები
ტარზე შემოაჭდობინეს. ჯაჭვის საფუხრები დამჭკნარ ხელებს უფა-
რავდა და ლამის ისევ მძლავრს აჩენდა. მძიმე მუხა-და-რკინის ფარი
მარცხნივ დაუსვენეს, სანადირო რქა – მარჯვნივ. ნავი ნარიყი შე-
შით, კვარებით და პერგამენტის ნაკუწებით აავსეს და ქვებიც ჩაალა-
გეს, წყალზე მყარად რომ მჯდარიყო. ანძაზე მისი დროშა, რივერა-
ნის მხლტომი კალმახი, ფრიალებდა.
სამგლოვიარო ნავის მდინარესთან ჩატანა შვიდს დაევალა,
ღმერთის შვიდი სახისთვის პატივის მისაგებად. მათგან ერთ-ერთი
რობი იყო, ლორდ ჰოსტერის მებატონე ლორდი. მას ახლდნენ
ლორდები ბრაკენი, ბლექვუდი, ვენსი და მალისტერი, სერ მარქ პა-
იპერი... და კოჭლი ლოთარ ფრეი, რომელიც ტყუპებიდან მოვიდა
პასუხით, ასე რომ ელოდნენ. ამალად მიჰყვებოდა ორმოცი მეომა-
რი, რომელთაც მიუძღოდა ვალდერ რივერსი, ლორდ ვალდერის
655
უფროსი ბუში, მკაცრი, შეჭაღარავებული კაცი, მძლავრი მეომრის
სახელი რომ ჰქონდა გავარდნილი. მათმა ჩამოსვლამ, ლორდ ჰოს-
ტერის მიცვალებიდან ორიოდ საათში, ედმური საშინლად განარის-
ხა.
– ვალდერ ფრეი უნდა გაატყავო და შაყი ჰკრა! – ყვიროდა იგი,
– მოსალაპარაკებლად ხეიბარს და ბუშს გვიგზავნის, ახლა მითხა-
რი, ამით ჩვენი შეურაცხყოფა არ უნდოდაო!
– დარწმუნებული ვარ, ლორდმა ვალდერმა დესპანი გულდას-
მით შეარჩია, – მიუგო კეტლინმა, – ეს უგვანი ქცევაა, თავისებური
შურისძიება, მაგრამ გაიხსენე, ვისთან გვაქვს საქმე. მოსვლა-გვიან
ლორდ ფრეისთან, მამა როგორც ეძახდა. ეგ კაცი თავშეუკავებელი,
შურიანი და, რაც მთავარია, ამპარტავანია.
საბედნიეროდ, მისმა ძემ მის ძმაზე მეტი კეთილგონიერება გა-
მოავლინა. რობი ფრეიებს დიდი თავაზით შეხვდა, მათ ამალას ყა-
ზარმებში გამოუნახა ადგილი და სერ დესმონდს სთხოვა, თავისი
ადგილი ლოთარისთვის დაეთმო, რათა მას ლორდ ჰოსტერის ბო-
ლო მგზავრობაში გაცილების პატივი რგებოდა. ჩემმა ძემ მისი წლე-
ბისთვის შეუფერებელი მარტივი სიბრძნე შეიძინა. ფრეიების გვარ-
მა იქნებ მიატოვა ჩრდილოეთის მეფე, მაგრამ გადასალახის ლორ-
დი რივერანის მებაირაღეთაგან კვლავ ყველაზე ძალმოსილი იყო,
ლოთარი კი აქ მისი სახელით მოვიდა.
შვიდმა კაცმა ლორდი ჰოსტერი წყლის კიბეზე ჩაასვენა, წყალში
დაძირულ საფეხურებზეც დაეშვნენ, ცხაურს კი უკვე მაღლა სწევ-
დნენ. ლოთარ ფრეი, ფაფუკი, მსუქანი კაცი, მძიმედ სუნთქავდა, ნა-
ვი ნაკადს რომ მისცეს. იასონ მალისტერი და ტიტოს ბლექვუდი,
რომლებსაც ნავის ცხვირი ეჭირათ, მკერდამდე მდინარეში იდგნენ
და ხომალდს მიმართულებას აძლევდნენ.
კეტლინი ქონგურებთან იდგა, იცდიდა და უცქერდა, როგორც
656
ბევრჯერ უცდია და უცქერია წარსულში. მის ქვემოთ ჩქარი და დაუ-
ოკებელი ქვაგორია შუბივით ესობოდა ფართო წითელ კბილს, მისი
ცისფერ-თეთრი ჩქერი უფრო წყალუხვი მდინარის მღვრიე წითელ-
მრეშ ნაკადს ერეოდა. წყლების თავზე დილის ნისლი ეკიდა, აბლა-
ბუდასავით თხელი და ხსოვნასავით განქარებადი.
ბრანი და რიკონი ელიან, მწუხარედ გაიფიქრა კეტლინმა, რო-
გორც მე ვუცდიდი ოდესღაც.
ვიწრო ნავმა წყლის კარის წითელი ქვის თაღის ქვეშ გაცურა,
ქვაგორიას დაუდგრომელ ნაკადს აყოლილმა სიჩქარეს უმატა და
შესართავის ჩქერებისკენ გაეშურა. ციხესიმაგრის მაღალ გალავანს
რომ გასცდა, ნავის ოთხკუთხა აფრა ქარმა გაბერა და კეტლინის
მზერას მამის მუზარადზე ამსხლტარი სხივი მისწვდა. ლორდ ჰოს-
ტერ ტალის საჭე უტყუარ გეზზე იდგა და იგი უშფოთველად მიცურავ-
და შუა მდინარეში, ამომავალი მზისკენ.
– დროა, – მოითხოვა ბიძამ. გვერდით მდგომმა მისმა ძმამ ედ-
მურმა (ახლა უკვე ლორდმა ედმურმა, ნეტავ, რამდენი ხანი დამჭირ-
დება მისაჩვევად?) მშვილდს ისარი მოარგო. საჭურველთმტვირ-
თველმა მის წვერს ჩირაღდანი შეუნთო. ედმურმა შეიცადა, სანამ
ცეცხლი მოედებოდა, მერე ასწია დიდი მშვილდი, ლარი მოზიდა და
გაისროლა. ისარი ჟღრიალით აიჭრა მაღლა. კეტლინმა თვალი და
გული გააყოლა მის გაფრენას, მაგრამ ისარი წყნარი შიშინით ჩაეშ-
ვა წყალში ლორდ ჰოსტერის ნავის უკან.
ედმურმა ჩუმი ხმით შეიკურთხა.
– ქარია, – თქვა და მეორე ისარი აიღო, – კიდევ.
ჩირაღდნიდან ცეცხლი ისრის წვერთან მობმულ ნავთიან ქსო-
ვილს მოედო, ედმურმა ასწია, მოზიდა და გაუშვა. მაღლა და შორს
გაფრინდა ისარი. ზედმეტად შორს. იგი მდინარეში ნავიდან თორმე-
ტი იარდის მიღმა გაუჩინარდა მდინარეში და ცეცხლიც მყის ჩაქრა.
657
ედმურს კისერზე მისი წვერისფერი სიწითლე ამოუყვა. – ერთხე-
ლაც, – ბრძანა და კაპარჭიდან მესამე ისარი ამოიღო. ესეც თავისი
მშვილდის ლარივითაა მოჭიმული, გაიფიქრა კეტლინმა.
როგორც ჩანს, ეს სერ ბრინდენმაც შენიშნა.
– ნება მომეცი, მილორდ, – შესთავაზა ძმისშვილს.
– ვიზამ, – დაიჟინა ედმურმა. ისარი აანთებინა, მშვილდი ასწია,
ღრმად ჩაისუნთქა, მოზიდა. ერთხანს თითქოს ყოყმანობდა, ცეც-
ხლი კი ტკაცანით ამოუყვა ღეროს. ბოლოს ისროლა. მაღლა, მაღ-
ლა აფრინდა ისარი, მერე კვლავ დაბლა ჩაუხვია, ვარდებოდა, ვარ-
დებოდა... და სისინით ჩაუქროლა გაბერილ აფრას.
მცირედ ასცდა, სულ ერთ მტკაველზე, მაგრამ ასცდა.
– დასწყევლონ სხვებმა! – შეიკურთხა ედმურმა. ნავი ლამის გას-
ცდა ისრის საწიერს, მდინარის ნისლებში ხან შეცურდებოდა, ხან
თავს აღწევდა. ედმურმა უსიტყვოდ გადასცა მშვილდი ბიძას.
– სწრაფად, – თქვა სერ ბრინდენმა, ისარი მოარგო, გააჩერა ჩი-
რაღდნის თავზე, მოზიდა და გაუშვა მანამ, სანამ კეტლინი დარწმუნ-
დებოდა, რომ ცეცხლი ნამდვილად მოედო... მაგრამ გაფრენილ
ისარს თვალი რომ გააყოლა, დაინახა ჰაერში მკრთალ წითურ კუ-
დად გადევნებული ალი. ნავი ნისლებში ჩაიკარგა. დაბლა დაშვებუ-
ლი ცეცხლოვანი ისარიც ჩაყლაპა ბურუსმა... მაგრამ მხოლოდ წა-
მით. მერე, იმედივით ანაზდად, მათ თვალწინ წითელი ყვავილი გა-
იფურჩქნა. აფრებს ცეცხლი მოედო და ნისლი ვარდისფრად და ნა-
რინჯისფრად ააციალა. კეტლინმა სულ მცირე ხნით ცხადად დაინახა
მოგიზგიზე ცეცხლით მოხაზული მთელი ნავი.
დამელოდე, პატარა კეტ, ჩაესმა მისი ჩურჩული.
კეტლინს არ მიუხედავს, ისე გაიწვდინა ხელი ძმის ხელის მოსა-
ძებნად, მაგრამ ედმური გასცილდა, მარტო დადგა ქონგურების
უმაღლეს ადგილას. მის ნაცვლად ბიძამ ჩაჰკიდა ხელი, თავისი
658
ძლიერი თითები თითებში ჩააწნა. ერთად უცქერდნენ, როგორ პა-
ტარავდებოდა მცირე კოცონი და ალმოდებული ნავი შორეთში უჩი-
ნარდებოდა. და გაქრა... იქნებ, ჯერ კიდევ მიუყვებოდა ნაკადს, იქ-
ნებ, დაილეწა და ჩაიძირა. აბჯრის სიმძიმე ლორდ ჰოსტერს ფსკერ-
ზე ჩაიყოლებს, მდინარის რბილ შლამში მოასვენებს, წყლის დარბა-
ზებში, სადაც ტალებს საუკუნო დარბაზობა აქვთ გამართული და
უკანასკნელ ქვეშევრდომებად თევზთა გუნდები დარჩენიათ.
როგორც კი ცეცხლმოდებული ნავი გაუჩინარდა, ედმური წავი-
და. კეტლინს უნდოდა, მოხვეოდა, თუნდაც წუთით; მასთან ერთად
დამჯდარიყო და ერთი საათი, ან მთელი ღამე, ან მთვარის მობრუ-
ნებამდე ელაპარაკათ განსვენებულზე და ეგლოვათ. მაგრამ თავა-
დაც ძმასავით კარგად იცოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო: ედმური
ახლა რივერანის ლორდი გახდა, ახლა გარს რაინდები ეხვეოდნენ,
უსამძიმრებდნენ და ერთგულებას აღუთქვამდნენ, და ჩრდილავ-
დნენ ისეთ მცირე რამეს, როგორიც დის მწუხარებაა. ედმური მათ
უსმენდა, თუმცა ერთი სიტყვაც არ აღწევდა მის ყურამდე.
– ისრის აცილება სირცხვილი არაა, – ხმადაბლა უთხრა ბიძამ
კეტლინს, – ედმურს ეს უნდა ვუთხრათ. იმ დღეს, ლორდი მამაჩვენი
რომ დაუყვა მდინარეს, ჰოსტერმაც ააცილა.
– პირველი ისარი, – კეტლინი მაშინ ძალიან პატარა იყო და თა-
ვად არ ახსოვდა, მაგრამ ლორდი ჰოსტერი ხშირად ჰყვებოდა ხოლ-
მე ამ ამბავს, – მეორე აფრას მოხვდა, – ქალმა ამოიოხრა. ედმური
არ იყო ისე ძლიერი, როგორიც ჩანდა. სიკვდილი მათ მამას ხსნად
მოევლინა, მაგრამ ძემ ეს მაინც ძნელად გადაიტანა. წინა ღამით
შემთვრალმა ედმურმა ვეღარ გაუძლო და ატირდა. ჩაუდენელი ქმე-
დებების, უთქმელი სიტყვების სინანული აწამებდა. არ უნდა წავსუ-
ლიყავი ფონებთან საომრად, უთხრა დას, თან ცრემლად იღვრებო-

659
და; მამის სარეცელთან უნდა დავრჩენილიყავი – მეც შენსავით მას-
თან უნდა ვყოფილიყავი, – ნანობდა იგი, – თქვა რამე ჩემზე სიკვდი-
ლის წინ? მართალი მითხარი, კეტ. მიკითხა?
ლორდ ჰოსტერის ბოლო სიტყვა იყო „ენძელა“, მაგრამ კეტლინს
ამის გამხელა არ შეეძლო.
– შენი სახელი დაიჩურჩულა, – იცრუა მან, ძმამ კი მადლიერე-
ბით დაუქნია თავი და ხელზე აკოცა. მწუხარების და დანაშაულის
გრძნობის ღვინოში ჩაკვლას რომ არ ცდილიყო, იქნებ, მაშინ არ
გასჭირვებოდა უტყუარად სროლაო, გაიფიქრა კეტლინმა და ამოი-
ოხრა, მაგრამ ვერც ამის თქმას გაბედავდა.
შავმა თევზმა ის ქონგურებიდან დაბლა ჩააცილა, სადაც რობი
იდგა თავის მებაირაღეებს შორის, გვერდს კი ყმაწვილი დედოფალი
უმშვენებდა. დედა რომ დაინახა, რობმა უსიტყვოდ ჩაიკრა იგი გულ-
ში.
– ლორდი ჰოსტერი მეფესავით დიდებული ჩანდა, მილედი, – ჩა-
იბუტბუტა ჯეინმა, – ნეტავ, შემძლებოდა მისი გაცნობა.
– მე კი უკეთ მცნობოდა იგი, – დაურთო რობმა.
– მასაც ეს ენდომებოდა, – თქვა კეტლინმა, – რივერანსა და ვინ-
ტერფელს მრავალი ლიგა აშორებს ერთმანეთს, – და მრავალი მთა,
მდინარე და ჯარია რივერანსა და საარწივეს შორის, როგორც ჩანს.
ლიზას მის წერილებზე არ უპასუხებია. მეფის საბიჯელიც დუმდა. ამ
დროისთვის, იმედია, ბრიენმა და სერ კლიოსმა მათ ტყვესთან ერ-
თად ქალაქამდე მიაღწიეს კიდეც. იქნებ, ბრიენი უკვე უკანა გზასაც
კი ადგა მის გოგონებთან ერთად. სერ კლიოსმა დაიფიცა, რომ ჭინ-
კას ყორანს გამოაგზავნინებდა, როგორც კი ტყვეები გაიცვლებოდა.
ფიცი დადო! ყორნები შინამდე ყოველთვის ვერ აღწევდნენ. შეიძ-
ლებოდა, ფრინველი ვინმეს ისრით ჩამოეგდო და ვახშმად შეეწვა.
წერილი, რომელიც გულს დაუმშვიდებდა, შესაძლო იყო, ამწუთას
660
რომელიმე ჩაბჟუტული კოცონის გვერდით გდებულიყო ყორნის გა-
მოხრულ ძვლებთან ერთად. რობს სამძიმრის სათქმელად სხვებიც
ელოდნენ, ამიტომ კეტლინი მოთმინებით გადგა გვერდით. ლორდი
იასონ მალისტერი, დიდჯონი და სერ როლფ სპაისერი რიგრიგობით
გაესაუბრნენ მეფეს. მაგრამ ლოთარ ფრეი რომ მიუახლოვდა, ძეს
სახელოზე დაქაჩა. რობი მობრუნდა და ლოთარს დაუგდო ყური.
– თქვენო მოწყალებავ, – ლორდი ლოთარი ოცდაათ წელს კარ-
გა გადაცილებული, მსუქანი კაცი იყო. ახლო-ახლო ჩასმული თვა-
ლები, წვეტიანი წვერი და მხრებზე კულულებად დაყრილი მუქი თმა
ჰქონდა. დაბადებისას მოქცეული ფეხის გამო კოჭლ ლოთარს ეძახ-
დნენ. ბოლო თორმეტი წელი მამის მოურავად მსახურობდა, – ძლი-
ერ არ გვწადია, ამ მწუხარების ჟამს შემოგეჭრათ, მაგრამ იქნებ ამა-
ღამ აუდიენცია გვიბოძოთ?
– სიამოვნებით, – მიუგო რობმა – არასოდეს მსურდა ჩვენ შო-
რის მტრობის ჩამოგდება. – არც მე მსურდა მის მიზეზად გახდომა,
– თქვა დედოფალმა ჯეინმა.
ლოთარ ფრეიმ გაიღიმა.
– მესმის, ისევე, როგორც ჩემს ლორდ-მამას. დამავალა მეთქვა,
რომ თავადაც ყოფილა ჭაბუკი და კარგად ახსოვს, როგორ შეიძლე-
ბა, კაცს ტურფა ასულმა თავგზა დააკარგვინოს.
კეტლინს დიდად ეეჭვებოდა, ლორდ ვალდერს ასეთი რამ ეთქვა,
ან როდესმე თავგზა დაეკარგა ტურფა ასულის გამო. გადასალახის
ლორდმა შვიდი ცოლი გაისტუმრა იმქვეყნად და ახლა მერვე ჰყავ-
და, მაგრამ მათზე მხოლოდ როგორც ხარჭებზე და საჯიშე ფაშატებ-
ზე, ისე ლაპარაკობდა ხოლმე. მაგრამ ნათქვამი სამართლიანი იყო
და კეტლინი ამგვარ სიტყვა-პასუხს ვერ დაიწუნებდა. ვერც რობი.
– ლორდი-მამაშენი უაღრესად გულმოწყალეა, – მიუგო დეს-
პანს, – მოუთმენლად ველოდები ჩვენს საუბარს.
661
ლოთარმა თავი დაუკრა, დედოფალს ხელზე ეამბორა და გაეცა-
ლათ. ამასობაში სხვებიც მოგროვდნენ, მათაც ჰქონდათ სათქმელი.
რობი ყველას გამოელაპარაკა, ზოგს მადლობა მოახსენა, ზოგს გა-
უღიმა, როგორც წესი და რიგი იყო. მხოლოდ მას მერე, ბოლო კაციც
რომ წავიდა, ისევ მიუბრუნდა კეტლინს.
– სალაპარაკო გვაქვს. წამომყვები, გავიაროთ?
– როგორც ბრძანებ, თქვენო მოწყალებავ.
– ეს ბრძანება არ ყოფილა, დედა.
– მაშ, სიამოვნებით წამოვალ, – რივერანში დაბრუნების მერე ძე
გულისხმიერად ეპყრობოდა, მაგრამ იშვიათად მოინახულებდა
ხოლმე. მას თუ თავის ყმაწვილ დედოფალთან ყოფნა ერჩივნა, კეტ-
ლინი ამის გამო ბრალს ვერ დასდებდა. ჯეინის დანახვა ღიმილს
ჰგვრის, მე კი საკუთარი მწუხარების გარდა არაფერი მაქვს მისთვის
გასაზიარებელი. ჩანდა, რობს თავისი ცოლისძმებიც მოსწონდა:
ყმაწვილი როლამი, თავისი საჭურველთმტვირთველი, და სერ რე-
ინალდი, თავისი მედროშე. ისინი მას დანაკარგს უცვლიანო, მიხვდა
კეტლინი, როდესაც ყველა ერთად ნახა. როლამმა ბრანის ადგილი
დაიჭირა, რეინალდი კი ნაწილობრივ თეონია, ნაწილობრივ – ჯონ
სნოუ. მხოლოდ ვესტერლინგების გვერდით ყოფნისას ხედავდა
რობს გაღიმებულს ან მისი სიცილი ჩაესმოდა, ისეთი, ბიჭობაში რომ
იცოდა. სხვებისთვის იგი ჩრდილოეთის მეფე იყო, თავს გვირგვინის
სიმძიმე უდრეკდა მაშინაც კი, როცა შუბლს არაფერი უფარავდა.
რობმა ნაზად აკოცა ცოლს, აღუთქვა, ჩვენს ოთახებში მოგაკითხა-
ვო, და დედასთან ერთად გასწია. საღვთო ტყისკენ მიემართებოდა.
– ლოთარი კეთილგანწყობილი მეჩვენა, ეს საიმედო ნიშანია.
ფრეიები გვჭირდება. – ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან იქნებიან.
რობმა თავი დაუქნია. მისმა მოღრუბლულმა სახემ, დადრეკილ-
მა მხრებმა გული აუკვნესა. გვირგვინი სრესსო, გაიფიქრა. ძალიან
662
ცდილობს, რომ კარგი მეფე იყოს, მამაცი, ღირსეული და გონიერი
იყოს, მაგრამ ეს ტვირთი ბიჭისთვის მეტისმეტად მძიმეა. რობი რო-
გორც შეეძლო, უძლებდა, მაგრამ ბედის დარტყმას დარტყმა მოს-
დევდა, ზედიზედ, გაუთავებლად. როდესაც ბინდისველის ბრძოლის
შესახებ შეატყობინეს, სადაც ლორდმა რანდილ ტარლიმ რობეტ
გლოვერი და სერ ჰელმან ტოლჰარტი დალეწეს, წესით, უნდა გან-
რისხებულიყო. ამის ნაცვლად ვერაფერს მიმხვდარი სახით შეაჩერ-
და და იკითხა:
– ბინდისველი, ვიწრო ზღვასთან? ბინდისველთან რა უნდოდათ?
– მერე შემცბარმა თავი გაიქნია, – ჩემი ქვეითების მესამედი ბინ-
დისველის გამო დავკარგე? – ჩემი ციხესიმაგრე რკინელებს უჭი-
რავთ, ახლა კი ჩემი ძმა ლანისტერებმა ჩაიგდეს ხელში, – თქვა
გალბარტ გლოვერმა, ხმა სასოწარკვეთით დაჰბოხებოდა. რობეტ
გლოვერმა ბრძოლიდან გამოაღწია, მაგრამ ცოტა ხნის მერე სამე-
ფოგზის მახლობლად შეიპყრეს.
– მალე დავიბრუნებთ, – დაჰპირდა მეფე, – მარტინ ლანისტერს
შევთავაზებ გასაცვლელად. ლორდი ტაივინი დათანხმდება, თავისი
ძმის ხათრით, – მარტინი სერ კევანის ძე იყო, ლორდ კარსტარკის
მიერ მოკლული ვილემის ტყუპისცალი. კეტლინმა იცოდა, რომ ის
მკვლელობა ჯერაც აშფოთებდა მისი ძის ძილს. მარტინს დაცვა გა-
უსამმაგა, მაგრამ მაინც შიშობდა მისი სიცოცხლის გამო.
– მეფისმკვლელი სანსაში მაშინ უნდა გამეცვალა, პირველად
რომ მარწმუნებდი, – უთხრა რობმა, გალერეას რომ მიუყვებოდნენ,
– ყვავილების რაინდისთვის მასზე დაქორწინება რომ შემეთავაზე-
ბინა, შეიძლებოდა, ტაირელები ჯოფრის კი არა, ჩვენი მოკავშირეე-
ბი ყოფილიყვნენ. ამაზე უნდა მეფიქრა.
– მაშინ ბრძოლებზე ფიქრობდი, და სწორს შვრებოდი. მეფესაც
კი არ შეუძლია, ყველაფერზე ერთად იფიქროს.
663
– ბრძოლები, – ჩაიბურტყუნა რობმა და გარეთ, ხეების ქვეშ გა-
უძღვა, – ყველა ბრძოლა მოვიგე, და მაინც, როგორღაც ომს ვაგებ,
– ცას ახედა, თითქოს იქ პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო დაწერი-
ლი, – ვინტერფელი რკინელებს უჭირავთ, მოათ კაილინიც, ასევე.
მამა მკვდარია, ბრანი და რიკონიც, იქნებ არიაც. ახლა კიდევ მამა-
შენიც. კეტლინი სასოწარკვეთის ნებას ვერ მისცემდა. ამ ბალღამის
გემო თავად მისთვისაც ზედმეტად კარგად იყო ნაცნობი.
– მამაჩემი უკვე დიდი ხანია, კვდებოდა. ამას ვერაფერს უშველი-
დი. შეცდომები დაუშვი, რობ, მაგრამ რომელ მეფეს არ დაუშვია? ნე-
დი შენით იამაყებდა. – დედა, რაღაც უნდა შეგატყობინო.
კეტლინს გული გაუჩერდა. რაღაც ისეთია, რაც ანგრევს. რაღაც,
რის ჩემთვის თქმაც ეშინია. ბრიენისა და მისი დავალების გარდა ვე-
რაფერზე ფიქრობდა. – მეფისმკვლელი?
– არა, სანსა.
მკვდარია, გაიფიქრა კეტლინმა. ბრიენმა დაკისრებული ვერ შე-
ასრულა, მეფისმკვლელი მოკვდა, სერსეიმ კი სამაგიეროდ ჩემი
საყვარელი გოგონა მომიკლა. წამით სიტყვაც ვერ დაეძრა.
– ის... მიგვატოვა, რობ?
– მიგვატოვა? – შეკრთა რობი, – მოკვდა? ოჰ, დედა, არა, ეგ არა,
კი არაფერი მოსვლია, ოღონდ... წუხელ ყორანი მოფრინდა, მაგრამ
თავს ვერ მოვერიე, მეთქვა შენთვის, სანამ მამაშენი არ გავამგზავ-
რეთ, – რობმა ხელი დაუჭირა, – ტირიონ ლანისტერს მიათხოვეს.
კეტლინი თითებზე ჩააფრინდა.
– ჭინკას.
– ჰო.
– დაიფიცა, რომ თავის ძმაში გამიცვლიდა, – წარმოთქვა მან.
სხეული თითქოს გაჰქვავებოდა, – სანსასაც და არიასაც, ორივეს.
დაგვიბრუნებდა მათ, თუ თავის ძვირფას ჯეიმის მივცემდით, სამეფო
664
კარის წინაშე დაიფიცა. როგორ შეირთო მას მერე, რაც ღმერთების
და ადამიანების წინაშე ასე ჰქონდა ნათქვამი?
– ის მეფისმკვლელის ძმაა. ფიცის გატეხა სისხლში აქვთ, – რობ-
მა ხმლის ტარს შეავლო თითები, – რომ შემეძლოს, იმ მახინჯ თავს
წავაცლიდი. სანსა მაშინ ქვრივი იქნებოდა და გათავისუფლდებო-
და. სხვა გზას ვერ ვხედავ. მათ აიძულეს, სეპტონის წინაშე ფიცის
სიტყვები წარმოეთქვა, და მეწამული მოსასხამი მოაცვეს.
კეტლინს გაახსენდა მობრეცილი პატარა კაცი, გზაჯვარედინის
სასტუმროში რომ შეიპყრო და საარწივემდე წაათრია.
– უნდა დამეცლია ლიზასთვის, მთვარის კარიდან გადაეგდო. ჩე-
მი საბრალო, ტკბილი სანსა... რატომ უნდა ექნათ მისთვის ასეთი
რამ?
– ვინტერფელის გამო, – მაშინვე უთხრა რობმა, – ახლა, ბრანი
და რიკონი რომ აღარ არიან, სანსაა ჩემი მემკვიდრე. მე თუ რამე
მომივიდა...
კეტლინმა მისი ხელი დაბღუჯა.
– შენ არაფერი მოგივა. არაფერი. მე მაგას ვერ გადავიტან. მათ
წამართვეს ნედი და შენი საყვარელი ძმები. სანსა გათხოვილია,
არია დაიკარგა, მამაჩემი მოკვდა... შენ რამე რომ დაგემართოს, შე-
ვიშლები, რობ. შენ გარდა აღარაფერი დამრჩა. შენ გარდა მთელ
ჩრდილოეთს აღარავინ დარჩა.
– ჯერ არ მოვმკვდარვარ, დედა.
უცებ კეტლინი შიშმა შეიპყრო.
– არ არის აუცილებელი, ომში სისხლის ბოლო წვეთამდე იბ-
რძოლო, – თავადაც კი ჩაესმოდა, რა სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა
მის ხმაში, – პირველი მეფე არ იქნები, მუხლი ვისაც მოუყრია. პირ-
ველი სტარკიც კი არ იქნები.
რობმა პირი მოკუმა.
665
– არა. არასოდეს.
– ეგ სამარცხვინო არაა. ბეილონ გრეიჯოიმ მოუდრიკა მუხლი
რობერტს, როცა მისი ჯანყი დამარცხდა. ტორენ სტარკმა არჩია, ეა-
გონ დამპყრობლის წინაშე დაეჩოქა, ვიდრე თავისი ჯარი მის ცეც-
ხლში შეეყარა.
– ეაგონმა მეფე ტორენს მამა მოუკლა? – რობმა ხელები გამოს-
ტაცა, – არასოდეს-მეთქი.
ახლა ბიჭივით იქცევა, მეფესავით კი არა.
– ლანისტერებს ჩრდილოეთი არ სჭირდებათ. პატივის მიგებას
და მძევალს დასჯერდებიან... ჭინკა კი მაინც დაიტოვებს სანსას, რაც
უნდა ვქნათ, ასე რომ, მძევალი უკვე ჰყავთ. რკინელები უფრო შე-
უვალი მტრები აღმოჩნდებიან, აი, ნახავ. ჩრდილოეთის შენარჩუნე-
ბის იმედი რომ იქონიონ, გრეიჯოიებმა ცოცხალი არ უნდა დატოვონ
სტარკების არც ერთი ჩამომავალი, ვისაც კი უფლების გამოცხადება
შეეძლება. თეონმა ბრანი და რიკონი დახოცა, ასე რომ, ახლა შენი
მოკვლაღა დარჩენიათ... და ჯეინის, ჰო. ხომ არ გგონია, ლორდი ბე-
ილონი მას ცოცხალს დატოვებს და შენი მემკვიდრეების გამოჩენის
შიშში იქნება?
რობი ცივად უცქერდა.
– მეფისმკვლელი ამიტომ გაუშვი? ლანისტერებთან დასაზავებ-
ლად?
– ჯეიმი სანსას გამო გავათავისუფლე... და არიას გამოც, თუ ჯერ
კიდევ ცოცხალია. ეს შენც იცი. მაგრამ მშვიდობის ყიდვის იმედიც
მიღვიოდა, ნუთუ ეს ასე ცუდია? – ჰო, – უთხრა რობმა, – ლანისტე-
რებმა მამა მომიკლეს.
– გგონია, მე ეს დამავიწყდა?
– არ ვიცი. დაგავიწყდა?

666
კეტლინს ბრაზით არასოდეს უცემია თავისი შვილები, მაგრამ მა-
შინ რობს კინაღამ დაარტყა. თავს ძალა დაატანა და გაიხსენა, ალ-
ბათ რა დამფრთხალი და მარტოსული იყო მისი ძე.
– ჩრდილოეთის მეფე შენ ხარ, შენი გადასაწყვეტია. მე მხოლოდ
გკითხე, რას ფიქრობდი იმაზე, რაც გითხარი. მომღერლები ძალიან
აქებენ ბრძოლებში მამაცურად დაცემულ მეფეებს, მაგრამ შენი სი-
ცოცხლე სიმღერაზე უფრო ძვირფასია. ჩემთვის მაინც, მისთვის,
ვინც ეგ სიცოცხლე გაჩუქა, – კეტლინმა თავი დახარა, – ნებას მომ-
ცემ, წავიდე?
– დიახ, – რობი შებრუნდა და ხმალი იშიშვლა. რის გაკეთებას
აპირებდა, კეტლინი ვერ ხვდებოდა. ახლოს არ იყო მტერი, ვერავის
შეებრძოლებოდა. მხოლოდ ორნი იდგნენ მაღალ ხეებსა და ჩამოც-
ვენილ ფოთლებს შორის. არსებობს ბრძოლები, რომლებსაც
ხმლით ვერ მოიგებო, უნდოდა ეთქვა კეტლინს, მაგრამ შიშობდა,
რომ მეფე ამ სიტყვებს ყურს არ ათხოვებდა.
რამდენიმე საათის მერე, როდესაც თავის საძინებელში იჯდა და
კერავდა, ყმაწვილმა როლამ ვესტერლინგმა მოირბინა და ვახშამზე
მოუხმო. კარგიაო, გულს მოეშვა კეტლინს. შიშობდა, ვაითუ ჩვენი
შელაპარაკების შემდეგ რობმა ვახშამზე ჩემი ნახვა არ ისურვოსო.
– რა ყოჩაღი საჭურველთმტვირთველი ხარ, – სევდით უთხრა
როლამს. ბრანიც ასეთი იქნებოდა.
სუფრაზე რობი თუ ცივი იყო, ედმური კი პირქუში, კოჭლმა ლო-
თარმა ორივეს ნაცვლად გამოიდო თავი. თავაზად იღვრებოდა,
თბილად იხსენებდა ლორდ ჰოსტერს, გულითადი სამძიმარი უთხრა
კეტლინს ბრანის და რიკონის დაკარგვის გამო, შეაქო ედმური ქვის
წისქვილთან გამარჯვებისთვის და რობს მადლობა გადაუხადა იმ
„სწრაფი და უტყუარი სამართლისთვის“, რიკარდ კარსტარკს რომ
განუსაჯა. ლოთარის ბუში ძმა ვალდერ რივერსი მისგან სრულიად
667
განსხვავდებოდა. ეს უხეში, მოღუშული კაცი, ლორდ ვალდერის ეჭ-
ვიანი სახე რომ დაჰყოლოდა, ხმას იშვიათად იღებდა და ყურადღება
ძირითადად მის წინ მაგიდაზე დალაგებული საჭმელ-სასმლისკენ
ჰქონდა მიპყრობილი.
როდესაც ყველა არაფრისმთქმელი სიტყვა ითქვა, დედოფალმა
და დანარჩენმა ვესტერლინგებმა ბოდიშის მოხდით დატოვეს დარ-
ბაზი, მაგიდა აალაგეს და ლოთარ ფრეიმ ხმა ჩაიწმინდა.
– სანამ იმ საკითხზე გადავიდოდეთ, რამაც აქ მოგვიყვანა, ერთი
რამ უნდა გითხრათ, – თქვა მძიმედ, – ვშიშობ, სამწუხარო ამბავია.
იმედი მქონდა, თქვენთვის მისი შეტყობინება მე არ დამეკისრებო-
და, მაგრამ, როგორც ჩანს, ვალდებული ვარ. ჩემმა ლორდმა-მამამ
თავისი შვილიშვილებისგან წერილი მიიღო.
კეტლინი ისე იყო დანთქმული საკუთარ დარდში, რომ ლამის გა-
დაავიწყდა ორი ფრეი, აღსაზრდელებად რომ მიიღო. აღარ, შეევედ-
რა ღმერთებს. შემიწყალოს დედამ, კიდევ რამდენ დარტყმას შეიძ-
ლება, გავუძლოთ? როგორღაც უკვე იცოდა, რომ მისი სიტყვები კი-
დევ ერთ მახვილს გაუყრიდა გულში.
– ვინტერფელში მყოფი შვილიშვილებისგან? – ძლივს იკითხა, –
ჩემი აღსაზრდელებისგან? – ვალდერის და ვალდერისგან, ჰო. მაგ-
რამ ისინი ახლა დრედფორტში იმყოფებიან. მწუხარებით მავსებს
თქვენთვის ამის თქმა, მაგრამ ბრძოლა იყო. ვინტერფელი დაიწვა.
– დაიწვა? – რობს ხმაზე ეტყობოდა, რომ ვერ დაეჯერებინა.
– თქვენმა ჩრდილოელმა ლორდებმა სცადეს, ციხესიმაგრე რკი-
ნელებისთვის წაერთმიათ. თეონ გრეიჯოიმ რომ ნახა, ნადავლი
დავკარგეო, მისი გადაწვა ბრძანა.
– ბრძოლაზე არაფერი შეგვიტყვია, – თქვა სერ ბრინდენმა.
– ჩემი ძმისშვილები ყმაწვილები არიან, ნამდვილად, მაგრამ

668
ისინი ამ ამბავს შეესწრნენ. წერილი დიდმა ვალდერმა დაწერა, თუმ-
ცა ხელი მისმა ბიძაშვილმაც მოაწერა. როგორც ჰყვებიან, სასტიკი
სისხლისღვრა ყოფილა. თქვენი კასტელანი მოკლეს. სერ როდრიკი
ერქვა, არა?
– სერ როდრიკ კასელი, – თქვა გაბრუებულმა კეტლინმა. ეს
ძვირფასი, ერთგული, მამაცი კაცი. ლამის თვალწინ ედგა, როგორ
იქაჩავდა უტეხ თეთრ ბაკენბარდებს, – ჩვენი დანარჩენი სახლობა?
– სამწუხაროდ, რკინელებმა ბევრი დახოცეს.
რისხვით დამუნჯებულმა რობმა მაგიდას მუშტი დასცხო და სახე
მიაბრუნა, ფრეიებს მისი ცრემლები რომ არ დაენახათ.
მაგრამ დედამ დაინახა ისინი. სამყარო ყოველდღე უფრო და უფ-
რო ბნელდება. კეტლინის ფიქრი სერ როდრიკის პატარა ასულ
ბეთს, მოუღლელ მაისტერ ლუვინს და ხალისიან სეპტონ ჩეილის გა-
დასწვდა; მიკენს სამჭედლოში, ფარლენს და პალას საძაღლეებში,
ბებერ ნენს და სულელ ჰოდორს. გული სტკიოდა.
– ღმერთებო, ოღონდ ყველა არა.
– არა, – უთხრა კოჭლმა ლოთარმა, – ქალები და ბავშვები და-
იმალნენ, ჩემი ძმისშვილები ვალდერი და ვალდერიც მათთან ერ-
თად. ვინტერფელი რომ დაიქცა, გადარჩენილები დრედფორტში წა-
იყვანა ლორდ ბოლტონის ძემ.
– ბოლტონის ძემ? – რობს დაძაგრული ხმა ჰქონდა.
– ბუშმა ძემ, ასე მგონია, – ხმა ამოიღო ვალდერ რივერსმა.
– რემზი სნოუმ არა? ლორდ რუსს სხვა ბუშიც ჰყავდა? – რობმა
შუბლი მოჭმუხნა, – ეგ რემზი მხეცი და მკვლელი იყო, და მხდალის
სიკვდილით მოკვდა. მე ასე მითხრეს.
– მაგაზე ვერაფერს ვიტყვი. ყველა ომს ბევრი შეცდომა სდევს.
ბევრ ყალბ ამბავს ვიგებთ. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი

669
ძმისშვილი ამბობს, ბოლტონის ბუშმა ძემ გადაარჩინა ვინტერფე-
ლის ქალები და პატარებიო. ახლა ყველა გადარჩენილი დრედფორ-
ტსაა შეფარებული და საფრთხე არ ემუქრებათ.
– თეონი, – თქვა უცებ რობმა, – თეონ გრეიჯოის რა მოუვიდა?
მოკლეს?
კოჭლმა ლოთარმა ხელები გაშალა.
– ვერაფერს გეტყვი, თქვენო მოწყალებავ. ვალდერს და ვალ-
დერს მის ბედზე არაფერი მოუწერიათ. იქნებ, ლორდმა ბოლტონმა
იცოდეს, თუ თავისი ძისგან შეიტყო რამე.
– უეჭველად ვკითხავთ, – თქვა სერ ბრინდენმა.
– ვხედავ, ყველა როგორ განიცდით. ვწუხვარ, ახალი დარდი
რომ მოგიტანეთ. იქნებ, ხვალამდე გადავდოთ. ჩვენი საქმე მოიც-
დის, სანამ გონს მოიკრეფდეთ... – არა, – თქვა რობმა, – მინდა, მო-
ვაგვაროთ ჩვენი საკითხი.
კეტლინის ძმა ედმურმა კვერი დაუკრა.
– მეც. ჩვენს შეთავაზებაზე პასუხი თუ მოგვიტანე, მილორდ?
– დიახ, – ლოთარმა გაიღიმა, – ლორდმა-მამამ მიბრძანა, თქვე-
ნი მოწყალებისთვის მომეხსენებინა, რომ იგი დასთანხმდება ჩვენს
გვარებს შორის ამ ახალ საქორწილო გარიგებას და კვლავ განაახ-
ლებს ჩრდილოეთის მეფის ერთგულებას იმ პირობით, რომ მისი მე-
ფური მოწყალება ბოდიშს მოიხდის ფრეიების სახლისთვის მიყენე-
ბული შეურაცხყოფის გამო, თავად მისი მეფური პირით, ლორდის
წინაშე.
ბოდიში საკმაოდ მცირე ფასი იყო, მაგრამ კეტლინს ლორდ ვალ-
დერის უმნიშვნელო მოთხოვნაზე მაშინვე გულმა რეჩხი უყო.
– მე დიდად ნაამები ვარ, – თავაზიანად მიუგო რობმა, – არასო-
დეს მსურდა ჩვენ შორის ნაპრალის გაჩენა, ლოთარ. ფრეიებმა თავ-

670
დადებით იბრძოლეს ჩემთვის. ვისურვებდი, კვლავაც ვიყოლიო ისი-
ნი გვერდში.
– უაღრესად კეთილი ბრძანდები, თქვენო მოწყალებავ. თუ იღებ
ამ პირობას, დავალებული მაქვს, ლორდ ტალის შევთავაზო ჩემი
დის, ლედი როსლინის ხელი. როსლინი თექვსმეტი წლის ქალწუ-
ლია, იგი ჩემი ლორდი-მამის უმცროსი ასულია ლედი ბეთანი როს-
ლინის, მისი მეექვსე ცოლისგან. იგი თვინიერი ბუნებისაა და მუსი-
კის ნიჭი აქვს.
ედმური სკამზე შეწრიალდა.
– იქნებ, აჯობებდა, თუ მანამდე შევხვდებოდი...
– ქორწილში შეხვდებით, – მკვახედ მიუგო ვალდერ რივერსმა,
– თუ ლორდ ტალის უნდა, მანამდე კბილები გაუსინჯოს?
ედმურმა თავი შეიკავა.
– მისი კბილების თაობაზე სიტყვაზეც დაგიჯერებდით, მაგრამ
კარგი იქნებოდა, მისთვის თვალი მაინც შემევლო, ცოლად სანამ შე-
ვირთავდი.
– ახლავე უნდა დათანხმდე, მილორდ, – უთხრა ვალდერ რივერ-
სმა, – სხვაგვარად, მამაჩემის შეთავაზებას უკან წავიღებთ.
კოჭლმა ლოთარმა ხელები გაშალა.
– ჩემს ძმას ჯარისკაცული სიტლანქე მოსდგამს, მაგრამ რასაც
ამბობს, მართალია. ჩვენი ლორდი-მამას სურვილია, ქორწილი და-
უყოვნებლივ შედგეს.
– დაუყოვნებლივ? – ედმურს ისეთი უბედური ხმა ჰქონდა, რომ
კეტლინს უღირსმა ეჭვმა გაურბინა, ედმურს ომის მერე ნიშნობის გა-
უქმება ხომ არ ჰქონდა გულშიო.
– ლორდ ვალდერს ხომ არ დაავიწყდა, რომ ვომობთ? – მკაც-
რად იკითხა ბრინდენ შავმა თევზმა.
– ნამდვილად არა, – თქვა ლოთარმა, – ამიტომაც დაიჟინა, რომ
671
ახლავე დაქორწინდნენ, სერ. ომში კაცები იხოცებიან, ახალგაზრდა
და ჯანსაღი კაცებიც კი. რა გამოვა ჩვენი კავშირიდან, თუ ლორდი
ედმური მანამდე დაიღუპება, ვიდრე როსლინს შეირთავდეს? თან,
მამაჩემის ასაკიც გასათვალისწინებელია. ოთხმოცდაათს გადაცი-
ლებულია და, სავარაუდოდ, ამ ომის დასასრულს ვერ იხილავს. კე-
თილშობილი გული დაუწყნარდებოდა, თუ, სანამ ღმერთები წაიყ-
ვანდნენ, თავის ძვირფას როსლინს საიმედო ხელში ნახავდა; მშვი-
დად მოკვდებოდა, რაკი ეცოდინებოდა, რომ გოგონას ძლიერი ქმა-
რი ჰყავს, ვინც იზრუნებს მასზე, დაიცავს მას. ჩვენ ყველას გვინდა,
ლორდი ვალდერი მშვიდად მოკვდეს. კეტლინი სულ უფრო მეტად
შფოთავდა ამ გარიგების გამო.
– ჩემმა ძმამ ეს-ესაა, მამა დაკარგა. დრო სჭირდება, რომ გამო-
იგლოვოს. – როსლინი მხიარული გოგონაა, – თქვა ლოთარმა, –
ლორდ ედმურს მწუხარებასთან გასამკლავებლად შეიძლება, სწო-
რედ ის სჭირდებოდეს.
– თან, მამაჩემს აღარ მოსწონს ეს გაგრძელებული ნიშნობები, –
დაურთო ბუშმა ვალდერ რივერსმა, – ნეტავ, რატომ.
რობმა სუსხიანი მზერა შეავლო.
– მესმის, რასაც გულისხმობ, რივერს. ბოდიში მომითხოვია.
– როგორც თქვენი მოწყალება ბრძანებს, – კოჭლი ლოთარი ად-
გა და ბუში ძმის დახმარებით კოჭლობით გავიდა ოთახიდან.
ედმური ბობოქრობდა.
– ეს იგივეა, მითხრან, რომ ჩემს პირობას ფასი არ აქვს. რატომ
უნდა დავრთო ნება იმ ბებერ ქრცვინს, თავად შემირჩიოს საცოლე?
ლორდ ვალდერს ამ როსლინის გარდა სხვა ასულებიც ჰყავს. შვი-
ლიშვილებიც ჰყავს. ჩემთვისაც შენსავით უნდა მოეცა არჩევნის უფ-
ლება. მე მისი მებატონე ვარ, უნდა უხაროდეს, რომ ვთანხმდები,
მათგან რომელიმე შევირთო.
672
– ის ამაყი კაცია, ჩვენ კი შეურაცხვყავით იგი, – თქვა კეტლინმა.
– სხვებსაც წაუღიათ მაგის სიამაყე! არ მოვითმენ, საკუთარ დარ-
ბაზში სირცხვილი მაჭამონ. მე ვამბობ არას!
რობმა დაქანცული მზერა მიაპყრო.
– მე არ გაიძულებ. ამ საქმეში არაფერს გიბრძანებ. მაგრამ,
უარს თუ იტყვი, ლორდი ფრეი ამას მორიგ წყენად მიიღებს და მისი
შემორიგების იმედი აღარ დაგვრჩება. – არც ეგრეა საქმე, – არ
ტყდებოდა ედმური, – ფრეის რომელიმე თავისი ასულის ქმრად იმ
დღიდან ვუნდოდი, რა დღესაც დავიბადე. ამისთანა შემთხვევას არ
გაუშვებს თავისი ხარბი ხელებიდან. ლოთარი მას ჩვენს პასუხს რომ
მიუტანს, ის უკანვე მოიქლესება და ნიშნობასაც დაჰყაბულდება...
თანაც, ჩემს არჩეულ ასულზე. – რაღაც დროის მერე შესაძლოა, ეგ-
რე მოხდეს, – უთხრა ბრინდენ შავმა თევზმა, – მაგრამ შეგვიძლია
მოცდა, სანამ ლოთარი წინ და უკან ივლის შეთავაზებების გასაც-
ვლელ-გამოსაცვლელად?
რობმა ხელები მომუჭა.
– აუცილებლად უნდა მოვხვდე უკან, ჩრდილოეთში. ჩემი ძმები
მკვდრები არიან, ვინტერფელი დამწვარია, ჩემი ქვეშევრდომები
დახოცეს... ღმერთებმა იციან, ამ ბოლტონის ბუშს რა აქვს გულში
ჩადებული, ან თეონი ჯერაც ცოცხალი და თავისუფალი თუა. არ შე-
მიძლია, აქ გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუცადო ქორწილს, რო-
მელიც შედგება ან არ შედგება.
– უნდა შედგეს, – თქვა კეტლინმა, თუმცა ამის აღიარება სულ არ
ახარებდა, – შენზე მეტად კი არ მსურს ვალდერ ფრეისგან შეურაც-
ხყოფის მოთმენა და მისი წუწუნის ყურისგდება, ძმაო, მაგრამ აქ
სხვა გზას ვერ ვხედავ. ამ ქორწინების გარეშე რობის საქმე წაგებუ-
ლია. ედმურ, უნდა დავთანხმდეთ.
– უნდა დავთანხმდეთ? – გამოეპასუხა აღრენილი ძმა, – რაღაც
673
ვერ ვატყობ, სთავაზობდე, მეცხრე ლედი ფრეი გავხდებიო, კეტ.
– მერვე ლედი ფრეი ცოცხალი და ჯანმრთელია, როგორც ვიცი,
– მიუგო ქალმა. მადლობა ღმერთებს. თორემ, ლორდ ვალდერის
ამბავი რომ იცოდა, იოლად შეიძლებოდა, საქმე ამაზეც მიმდგარი-
ყო.
შავმა თევზმა თქვა:
– შვიდ სამეფოში ჩემზე ნაკლები ალბათ არავის ეთქმის იმაზე,
ვინ ვინ უნდა შეირთოს, ძმისწულო. მაგრამ შენ რაღაცას ამბობდი,
ფონების ბრძოლას გამოვისყიდიო. – მე სხვაგვარ გამოსყიდვას
ვგულისხმობდი. მეფისმკვლელთან პირისპირ შებრძოლებას. სას-
ჯელად შვიდი წელიწადი გლახაკ ძმად ყოფნას. მზის დასავლის
ზღვის გადაცურვას შეკრული ფეხებით, – რომ დაინახა, არავის გა-
ეღიმაო, ხელები შემართა, – სხვებმაც წაგიღონ ყველანი! კარგი, შე-
ვირთავ იმ გოგოს. გამოსასყიდად!
დავოსი
ლორდმა ალესტერმა ერთბაშად ასწია თავი.
– ხმები, – თქვა მან, – გესმის, დავოს? ვიღაც მოდის ჩვენთან.
– სალამურა, – უთხრა დავოსმა, – ჩვენი ვახშმის დროა, – წინა
საღამოს სალამურამ მათ ხბოს და შაშხის ღვეზლის ნახევარი და
თაფლუჭით სავსე დოქი მოართვა. ამის გახსენებაზეც კი მუცელი აუ-
ბუყბუყდა.
– არა, ერთზე მეტია.
მართალს ამბობს. ორი კაცი მაინც ლაპარაკობდა. ფეხის ხმა
სულ უფრო ახლო გაისმოდა. დავოსი წამოდგა და ცხაურთან მივი-
და.
ლორდმა ალესტერმა ტანსაცმლიდან ჩალა ჩამოიბერტყა.
– მეფემ ჩემს წასაყვანად გამოგზავნა ხალხი. ან დედოფალმა,

674
ჰო, სელისი არ მოითმენს, მე, მისი სისხლი და ხორცი, აქ ვლპებო-
დე.
გამოჩნდა სალამურა, ხელში გასაღებების ასხმა ეჭირა. უკან სერ
აქსელ ფლორენტი და ოთხი მცველი მოჰყვებოდნენ. ჩირაღდნის
ქვეშ გაჩერდნენ, სანამ სალამურა საჭირო გასაღებს იპოვიდა.
– აქსელ, – უთხრა ლორდმა ალესტერმა, – მადლობა ღმერ-
თებს. მეფემ გამოგგზავნა ჩემთან თუ დედოფალმა?
– შენთან არავინ მოსულა, მოღალატევ, – უთხრა სერ აქსელმა.
ლორდი ალესტერი ისე გახტა უკან, თითქოს სილა შემოეკრათ.
– არა, გეფიცები, ღალატი არ ჩამიდენია. ყურს რად არ მიგდებ?
მისმა მოწყალებამ ნება რომ დამრთოს, ავუხსნა...
სალამურამ ბოქლომში დიდი რკინის გასაღები შეყო, გადაატ-
რიალა და საკანი გააღო. დაჟანგებულმა ანჯამებმა აღშფოთებით
გაიჭრიალეს.
– შენ, – უთხრა დავოსს, – წამო.
– სად? – დავოსმა სერ აქსელს შეხედა, – მართალი მითხარი,
სერ, ჩემს დაწვას აპირებ?
– გიბარებენ. სიარული შეგიძლია?
– შემიძლია, – დავოსმა საკნიდან გამოაბიჯა. ლორდმა ალეს-
ტერმა სასოწარკვეთილმა შეჰყვირა, სალამურამ კარი ისევ რომ მი-
უჯახუნა.
– ჩირაღდანი წამოიღე, – უბრძანა სერ აქსელმა მედილეგეს, –
მოღალატე უკუნეთს დაუტოვე.
– არა, – შესძახა მისმა ძმამ, – აქსელ, გევედრები, ნუ წაიღებ სი-
ნათლეს, შემიწყალონ ღმერთებმა...
– ღმერთებმა? არის მხოლოდ რლორი და სხვა, – სერ აქსელმა
ხელის მკვეთრი გაქნევით ანიშნა, მისმა ერთმა მცველმა ჩირაღდა-

675
ნი სამაგრიდან ამოაძრო და კიბეს აუყვა. – მელისანდრესთან მიგ-
ყავარ? – იკითხა დავოსმა.
– ისიც იქ იქნება, – უთხრა სერ აქსელმა, – მეფეს იგი არასოდეს
სცილდება. მაგრამ შენ თავად მისმა მოწყალებამ დაგიბარა.
დავოსმა მკერდისკენ წაიღო ხელი, სადაც ოდესღაც ღვედზე იღ-
ბალი ეკიდა ტყავის ქისით. აღარ მაქვსო, გაახსენდა; ოთხი თითის
წვერიც აკლდა, მაგრამ მათი სიგრძე მაინც იკმარებს, ქალის ყელს
რომ შემოსწვდესო, გაიფიქრა. მით უფრო, ასე წვრილ ყელს.
მაღლა ადიოდნენ, ერთ მწკრივად მიუყვებოდნენ კიბეს. გაუთ-
ლელი მუქი ქვა გრილი იყო შეხებისას, წინ ჩირაღდნების შუქი მიუძ-
ღოდათ, მათი ჩრდილები კი პატრონების გვერდით მისდევდნენ კე-
დელს. მესამედ რომ მოუხვიეს, მიადგნენ რკინის კარს, სიბნელეში
რომ იღებოდა, კიდევ ხუთჯერ მობრუნებისას – მორიგ ასეთსავე
კარს. დავოსი მიხვდა, რომ ახლა უკვე ახლოს იყვნენ მიწის ზედა-
პირთან, იქნებ, ასცდნენ კიდეც. შემდეგი კარი ხის იყო, მაგრამ მის
მერეც აღმა მიუყვებოდნენ კიბეს. აქ კედლებში უკვე საისრე ხვრე-
ლები დაეტანებინათ, მაგრამ ქვის სქელ წყობაში დღის შუქის ნასა-
ხიც არ აღწევდა. გარეთ ღამე იდგა.
ფეხები უკვე სტკიოდა, სერ აქსელმა მძიმე კარს რომ უბიძგა და
დავოსს ხელით ანიშნა, შედიო. მის მიღმა მაღალი ქვის ხიდი ევლე-
ბოდა სიცარიელეს და გადადიოდა ციხის შუა კოშკისკენ, რომელსაც
ქვის დოლი ერქვა. კამარებში, ხიდის სახურავი რომ ეჭირათ, დაუდ-
გრომელი ქარი ქროდა და დავოსმა მისი გადავლისას მლაშე წყლის
სურნელი იგრძნო. ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვები სუფთა, ცივი ჰა-
ერით აივსო. ქარო და წყალო, მომეცით ძალა, ილოცა გულში. დაბ-
ლა, ეზოში, უზარმაზარი კოცონი ენთო, წყვდიადში ჩაბუდებული
ძრწოლა რომ მოეთოკა, მის გარშემო კი დედოფლის მსახურები
შეკრებილიყვნენ და გალობით ადიდებდნენ თავიანთ ახალ წითელ
676
ღმერთს.
შუა ხიდს რომ მიაღწიეს, სერ აქსელი უცებ შეჩერდა. მოკლედ
ანიშნა ხელით და მისი მცველები ხმის საწიერზე დაშორდნენ.
– ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ჩემს ძმასთან ერთად დაგწვავ-
დი, – უთხრა დავოსს, – ორივენი მოღალატეები ხართ.
– ის მითხარი, სინამდვილეში რას იზამ. მეფე სტანისს არაფრით
ვუღალატებ. – უღალატებ. უღალატე კიდევაც. ამას სახეზე გატყობ.
და ცეცხლშიც დავინახე. რლორმა ამ უნარით დამაჯილდოვა. ლედი
მელისანდრეს მსგავსად, მეც მიჩვენებს ცეცხლში მომავალს. სტა-
ნის ბარათეონი დაჯდება რკინის ტახტზე. მე ვნახე ეს. და ვიცი, ამის-
თვის რა უნდა გაკეთდეს. მისმა მოწყალებამ თავის მარჯვენად უნდა
გამხადოს ჩემი მოღალატე ძმის ნაცვლად. და შენ ამას ეტყვი.
ვეტყვი კი? დავოსმა არაფერი უპასუხა.
– დედოფალი ჩემი დანიშვნის მომხრეა, – განაგრძო სერ აქსელ-
მა, – შენი ძველი მეგობარი ლისელიც კი, მეკობრე საანი, ამავეს ამ-
ბობს. მან და მე ერთად დავაწყვეთ გეგმა. მაგრამ მისი მოწყალება
უმოქმედოდაა. ის დამარცხება შიგნიდან ხრავს, სულში გაჩენილი
შავი მატლივით. ვისაც გვიყვარს იგი, გვევალება, ვუჩვენოთ, რა უნ-
და ქნას. თუ მისი საქმის ერთგული ხარ, როგორც ამბობ, კონტრა-
ბანდისტო, შენც ჩვენ აგვიბამ ხმას. უთხარი, რომ მარჯვენად მხო-
ლოდ მე გამოვადგები, უთხარი, და როცა გავცურავთ, გპირდები,
რომ ახალი გემი გექნება.
გემი. დავოსი მის წინ მდგომი კაცის სახეს დააკვირდა. სერ აქ-
სელს ფლორენტების დიდი ყურები ჰქონდა, ზუსტად დედოფალი-
ვით. მათგან, ისევე, როგორც ნესტოებიდან, ჯაგარა თმა ეზრდებო-
და. ღაბაბზეც ბღუჯა-ბღუჯა წვერი მოსდებოდა.
ფართო ცხვირი, წამოზიდული შუბლი ჰქონდა, ახლო-ახლო ჩამ-

677
ჯდარი თვალებით მტრულად შემოსცქეროდა. გემზე უფრო მეტი სი-
ამოვნებით კოცონს მიბოძებდა, თვითონვე თქვა, მაგრამ თუ ამ სამ-
სახურს გავუწევ...
– თუ გუმანში გაქვს, მიღალატო, – უთხრა სერ აქსელმა, –
გთხოვ, გაიხსენო, რომ დიდი ხნის მანძილზე დრაკონის ქვის კასტე-
ლანი გახლდი. ციხის გარნიზონი ჩემი ხალხია. მეფის თანხმობის
გარეშე იქნებ ცეცხლს ვერ მიგცე, მაგრამ ვინ იტყვის, რომ ფეხი არ-
სად დაგიცდება? – მან მსუქანი ხელი დავოსს კისერზე ჩაავლო და
მთელი ტანით უბიძგა ხიდის პარაპეტისკენ, წელამდე რომ სწვდებო-
დათ, მერე უფრო ღონივრად მიაწვა და სახე ეზოს თავზე გადააშვე-
რინა, – გაიგონე, რაც გითხარი?
– გავიგონე, – უთხრა დავოსმა. და შენ ბედავ, მე მიძახო მოღა-
ლატე?
სერ აქსელმა ხელი უშვა.
– კარგია, – და გაიღიმა, – მისი მოწყალება გველის. ჯობია, არ
დავაყოვნოთ. სტანის ბარათეონი მათ ქვის დოლის წვერში მოთავ-
სებულ დიდ მრგვალ ოთახში დახვდა, მოხატული მაგიდის პალატა
რომ ერქვა. იმ მაგიდის უკან იდგა, რომლის გამოც დარბაზს სახელი
დარქმეოდა: ხის მძიმე დაფა ჯერ კიდევ ეაგონ დამპყრობლის დროს
გამოეთალათ ვესტეროსის მოყვანილობის მიხედვით და მისი რუ-
კის შესაბამისადაც მოეხატათ. მეფის გვერდით რკინის მაყალი იდ-
გა, მასზე წითლად ღვიოდა ნაკვერჩხალი. ოთხი მაღალი, წაწვეტე-
ბული ფანჯარა გადაჰყურებდა ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავ-
ლეთსა და დასავლეთს. მათ მიღმა ღამე და ვარსკვლავიანი ცა მო-
ჩანდა. დავოსს ესმოდა ქარის ქროლა და, უფრო სუსტად, ზღვის ხმა-
ური. – თქვენო მოწყალებავ, – უთხრა სერ აქსელმა, – ხახვის რაინ-
დი მოვიყვანე. – მაგას ვხედავ, – სტანისს რუხი შალის ტუნიკა ეცვა,

678
მხრებზე მუქი წითელი მოსასხამი მოეგდო, უბრალო შავი ტყავის ქა-
მარზე ხმალი და ხანჯალი ეკიდა. შუბლზე ედგა წითელ-ოქროსფერი
გვირგვინი, რომლის წვეტებსაც ცეცხლის ენების ფორმა ჰქონდა.
საშინელი შესახედავი იყო. ათი წლით უფროსი ჩანდა იმ კაცზე, და-
ვოსმა გრიგალის კიდეზე რომ დატოვა, როცა შავწყალასა და მათი
საბედისწერო ბრძოლისკენ გამოსცურა.
მეფის მოკლედ შეკრეჭილი წვერი ჭაღარა ღერებს დაექსელა და
წონაში ორი თუ მეტი ზოდი დაეკლო. მსუქანი არასოდეს ყოფილა,
მაგრამ ახლა კანის ქვეშ შუბებივით ამოსჩროდა ძვლები, თითქოს
გარეთ გამოჭრას ლამობენო. გვირგვინიც კი ზედმეტად ხალვათად
ედგა თავზე. თვალები ღრმა ქვაბულებში ჩაკარგულ ლურჯ ჭებად
ჰქცეოდა, სახის კანქვეშ კი თავის ქალას მოყვანილობა მოუჩანდა.
მაგრამ დავოსის დანახვისას ტუჩზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბი-
ნა.
– ესე იგი, ზღვამ დამიბრუნა ჩემი თევზის და ხახვის რაინდი.
– ეგრე ქნა, თქვენო მოწყალებავ, – იცის თუ არა, მის დილეგში
რომ ვიჯექი? დავოსი ცალ მუხლზე დაეშვა.
– წამოდექი, სერ დავოს, – უბრძანა სტანისმა, – მაკლდი, სერ.
კარგი რჩევა მჭირდებოდა, შენ კი სხვანაირს არც იძლევი. მაშ, მარ-
თლად მომახსენე: რა სასჯელს იმსახურებს ღალატი?
მისი კითხვა ჰაერში გამოეკიდა. საშიში კითხვაა, გაიფიქრა და-
ვოსმა. თანასაკნელის განსჯას მთხოვს? თუ საკუთარი თავის? ღა-
ლატის შესაფერისი სასჯელი მეფეებს ყველა სხვაზე უკეთ მოეხსენე-
ბათ.
– ღალატი? – ამოთქვა ბოლოს სუსტი ხმით.
– აბა სხვა რაა, როცა უარყოფ საკუთარ მეფეს და მისი კუთვნი-
ლი ტახტის მიტაცებას ლამობ? ისევ გეკითხები: კანონით ღალატს
რა სასჯელი ეკუთვნის?
679
დავოსს სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ეპასუხა.
– სიკვდილი, – თქვა მან, – მაგ დროს სასჯელი სიკვდილია,
თქვენო მოწყალებავ. – ყოველთვის ეგრე იყო. მე არ... ბოროტი კა-
ცი არ ვარ, სერ დავოს. შენ კარგად მიცნობ. დიდი ხანია, მიცნობ. ეს
ჩემი დაწესებული არაა. მუდამ ასე ყოფილა. ეაგონის ჟამიდან და
უფრო ადრეც. დეიმონ ბლექფაირი, ძმები ტოინები, ორბი-მეფე,
გრანდ-მაისტერი ჰარეთი... მოღალატეები ყოველთვის სიცოც-
ხლით ზღავდნენ... რეიენრა ტარგარიენიც კი. ის მეფის ასული და
ორი მეფის დედა იყო, მაგრამ მოღალატის სიკვდილით მოკვდა,
რადგან ძმის გვირგვინის მიტაცება სცადა. ეს კანონია. კანონი, და-
ვოს. გულბოროტება კი არა.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – ჩემზე არ ამბობს. დავოსს უცებ
ბნელში დარჩენილი თანამოსაკნე შეებრალა. იცოდა, არაფერი უნ-
და ეთქვა, მაგრამ დაღლილი და მწუხარე იყო... და, თითქმის მო-
ულოდნელად, საკუთარი სიტყვები ჩაესმა: – სირ, ლორდი ფლო-
რენტი ღალატს არ განიზრახავდა.
– კონტრაბანდისტები ამ საქციელს სხვა რამეს ეძახიან? მე იგი
მარჯვენად გავხადე, ის კი მზად იყო, ჩემი უფლებები ცერცვის შეჭა-
მანდის ფასად გაეყიდა. მზად იყო, შირინიც კი მიეცა მათთვის. ჩემი
ერთადერთი შვილი სისხლის აღრევით დაბადებულ ბუშს უნდა მის-
თხოვებოდა, – მეფეს ბრაზმა ხმა დაუბოხა, – ჩემს ძმას ერთგულე-
ბის მოხვეჭის ნიჭი ჰქონდა. მტრებთანაც კი. ზაფხულის დარბაზთან
ერთ დღეში სამი ბრძოლა მოიგო და ლორდები გრანდისონი და კა-
ფერინი გრიგალის კიდეზე ტყვეებად მორეკა. დარბაზში მათი დრო-
შები გამოკიდა, როგორც ალაფი. კაფერინის თეთრი ნუკრები სის-
ხლით იყო დალაქავებული, გრანდისონის მძინარე ლომი კი ლამის
ორად გაეფხრიწათ. მაგრამ იმავე საღამოს ერთად დასხდნენ იმ

680
დროშების ქვეშ და რობერტთან ჭამეს და სვეს. რობერტმა სანადი-
როდაც კი წაიყოლა. ესენი ეირისთან შესახრუკად წათრევას გიპი-
რებენ-მეთქი, ვუთხარი, რომ დავინახე, ეზოში ცულების სროლით
რომ იქცევდნენ თავს. მათთვის ხელში ცული არ უნდა მიგეცა-მეთ-
ქი. რობერტმა ამაზე მხოლოდ გაიცინა. მე გრანდისონს და კაფე-
რინს დილეგში ჩავყრიდი, იმან კი მეგობრებად გაიხადა. ლორდი
კაფერინი აშფორდის ციხესთან მოკვდა რობერტისთვის ბრძოლი-
სას, რანდილ ტარლიმ აჩეხა. ლორდი გრანდისონი კი სამკბილაზე
დაიჭრა და ერთი წლის მერე იმ ჭრილობამ მოკლა. ჩემმა ძმამ მათ
თავი შეაყვარა, მე კი ხალხს თითქოს მხოლოდ ღალატს შთავაგო-
ნებ. ჩემს საკუთარ სისხლსა და ხორცს თუ მოყვარეებსაც კი. ძმა, პა-
პა, ბიძაშვილები, ცოლის ბიძა...
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა სერ აქსელმა, – გევედრები, მი-
ბოძე უფლება, რომ დავამტკიცო: ყველა ფლორენტი არ იმსახურებს
უნდობლობას.
– სერ აქსელი მირჩევს, განვაახლო ეს ომი, – უთხრა დავოსს მე-
ფე სტანისმა, – ლანისტერებს მიაჩნიათ, რომ მოთავებული და გატე-
ხილი მტერი ვარ, და ლამის ყველა შეფიცულმა ლორდმა ზურგი მაქ-
ცია. თავად ლორდმა ესტერმონტმა, დედაჩემის მამამ, ჯოფრის მო-
უყარა მუხლი. ის მცირენი, ვინც ჩემთან დარჩნენ, სიმტკიცეს კარგა-
ვენ. სმაში და სამორინეებში გაჰყავდათ დღეები და ნაცემი წუნკალი
ძაღლებივით ილოკავენ ჭრილობებს.
– ბრძოლა მათ კვლავ აუნთებს გულებს, თქვენო მოწყალებავ, –
უთხრა სერ აქსელმა, – დამარცხება ავადმყოფობაა, მისი წამალი კი
გამარჯვებაა.
– გამარჯვება, – მეფეს პირი მოექცა, – გამარჯვებაცაა და გამარ-
ჯვებაც, სერ. მაგრამ უამბე სერ დავოსს შენი გეგმის შესახებ. მაინ-
ტერესებს, რას იტყვის იგი შენს განზრახვაზე.
681
სერ აქსელი დავოსს მიუბრუნდა. ალბათ, ასევე იყურებოდა ქედ-
მაღალი ლორდი ბელგრეივი იმ დღეს, როცა მეფე ბეილორ კურთხე-
ულმა უბრძანა, გლახაკს დაწყლულებული ფეხები დაბანეო. მაგრამ
ბრძანებას დამორჩილდა.
გეგმა, რომელიც სერ აქსელს და სალადორ საანს ჩაეფიქრები-
ნათ, მარტივი იყო. დრაკონის ქვიდან რამდენიმე საათში შეიძლებო-
და, მიცურებულიყავი კლანჭის კუნძულამდე, სელტიგარების უძვე-
ლეს, ზღვით მოსაზღვრულ ციხეში. ლორდი არდრიან სელტიგარი
შავწყალაზე ცეცხლოვანი გულის ქვეშ იბრძოდა, მაგრამ, ტყვედ
რომ ჩავარდა, დაუყოვნებლივ ჯოფრისკენ გადავიდა. ახლაც კი მე-
ფის საბიჯელში იმყოფებოდა.
– უეჭველია, ისე ეშინია მისი მოწყალების რისხვის, რომ დრაკო-
ნის ქვას ახლოც ვერ ეკარება, – განაცხადა სერ აქსელმა, – და
სწორსაც შვრება. ამ კაცმა თავის კანონიერ მეფეს უღალატა.
სერ აქსელი სთავაზობდათ, სალადორ საანის ფლოტით და შავ-
წყალას გადარჩენილი ჯარით – სტანისს დრაკონის ქვაზე თხუთმეტი
ასეული ჯარისკაცი ჯერ კიდევ რჩებოდა, მათგან ნახევარი ფლორენ-
ტებისა იყვნენ – ლორდ სელტიგარის პირისმტეხლობის საზღაური
მოეპოვებინათ. კლანჭის კუნძულს მცირე გარნიზონი იცავდა, მისი
სასახლე კი, როგორც ცნობილი იყო, პირთამდე გახლდათ სავსე მი-
რული ხალიჩებით, ვოლანტისის მინით, ოქროსა და ვერცხლის ფი-
ლებით, მოოჭვილი თასებით; იქ მოიპოვებოდა საუცხოო შევარდნე-
ბი, ვალირიული ფოლადის ტაბარი, საყვირი, ზღვის ჯურღმულები-
დან ურჩხულების მოხმობა რომ შეეძლო, ლალით სავსე სკივრები
და იმდენი ღვინო, კაცი ას წელიწადშიც რომ ვერ გამოცლიდა. სელ-
ტიგარი, თუმც მომჭირნე კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი, თავს
არ იჩაგრავდა.
– ვამბობ, ციხესიმაგრე დავწვათ, ხალხი ამოვხოცოთ-მეთქი, –
682
დაასრულა ფლორენტმა, – კლანჭის კუნძული ნაცრის და ძვლების
უდაბნოდ ვაქციოთ, რომელზეც ლეშიჭამია ყვავებს თუ შეეძლებათ
ცხოვრება, რათა სახელმწიფომ დაინახოს, რა ელის მათ, ვინც ლა-
ნისტერებს უწვება.
სტანისმა სერ აქსელის სიტყვას მდუმარედ მოუსმინა, მხოლოდ
ნელა ატოკებდა ყბას აქეთ-იქით. ის რომ დაჩუმდა, თქვა:
– ჩემი აზრით, ამის გაკეთება შესაძლებელია. რისკი მცირეა.
ჯოფრის საზღვაო ძალა არ გააჩნია, სანამ რედვაინი არბორიდან არ
გამოცურავს. იქაური ალაფი დაგვეხმარებოდა, რაღაც დროით იმ
ლისელი მეკობრე სალადორ საანის ერთგულება გვეყიდა. თავის-
თავად კლანჭის კუნძული უსარგებლოა, მაგრამ მისი აოხრება
ლორდ ტაივინს დაანახვებდა, რომ ჩემი საქმე ჯერ არ დასრულებუ-
ლა, – მეფე ისევ დავოსს მიუბრუნდა, – გულახდილად მითხარი,
სერ. რას ფიქრობ სერ აქსელის განზრახვაზე? გულახდილად უთხა-
რი, სერ. დავოსს გაახსენდა ბნელი საკანი, ლორდ ალესტერთან
რომ იზიარებდა, გაახსენდა სალამურა და ფაფა. მოაგონდა, რას
დაჰპირდა სერ აქსელი ეზოს თავზე გამოკიდებულ ხიდზე. გემი თუ
ფეხის დაცდენა, რა ერჩივნა? მაგრამ ამას ხომ სტანისი ეკითხებო-
და.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა ნელა, – ვთვლი, რომ ეს
სიბრიყვე იქნება... და ლაჩრობა.
– ლაჩრობა? – ლამის იყვირა სერ აქსელმა, – არავის აქვს უფ-
ლება, ჩემი მეფის წინაშე ლაჩარი მიწოდოს!
– ჩუმად, – უბრძანა სტანისმა, – სერ დავოს, განაგრძე, მოვის-
მენ, რას ფიქრობ. დავოსი მიბრუნდა და სერ აქსელს პირისპირ და-
უდგა.
– ამბობ, სახელმწიფოს უნდა ვუჩვენოთ, რომ არ გვაქვს ბოლო
მოღებულიო. დავარტყათ. ვეომოთ, დიახ... მაგრამ რომელ მტერს?
683
კლანჭის კუნძულზე ვერც ერთ ლანისტერს ვერ ნახავთ.
– მოღალატეებს ვნახავთ, – უთხრა სერ აქსელმა, – თუმცა, შე-
საძლოა, ზოგი სახლთან უფრო ახლოც ვიპოვო. თუნდაც ამ ოთახში.
დავოსმა ყურიც არ უგდო.
– მჯერა, რომ ლორდმა სელტიგარმა ჯოფრის მართლაც მოუყა-
რა მუხლი. ის მოხუცი კაცია, თავისი დრო უკვე მოლია, ისღა უნდა,
საკუთარ სასახლეში დაასრულოს ცხოვრება და თავისი ჩინებული
ღვინო წრუპოს მოოჭვილი თასებიდან, – ისევ სტანისს მიმართავდა,
– მაგრამ გეახლა, რომ მოუხმე, სირ. მოვიდა და გემები და ხმლები
მოიყოლა. გვერდით გედგა გრიგალის კიდესთან, როცა ლორდი
რენლი შემოგვადგა ჯარით, და მისმა გემებმა შავწყალაზეც შეცუ-
რეს. მისი მებრძოლები იბრძოდნენ შენთვის, ხოცავდნენ, წვავდნენ
შენთვის. კლანჭის კუნძული ცუდადაა გამაგრებული, ჰო. ქალებს,
ბავშვებს და მოხუცებს უჭირავთ. და რატომ? იმიტომ, რომ მათი
ქმრები, ძეები და მამები შავწყალაზე ჩაიხოცნენ, აი, რატომ. ნიჩბე-
ბის მოსმის დროს დაიხოცნენ, ან ხმლებით ხელში, შენი დროშების
ქვეშ ბრძოლისას. სერ აქსელი კი გვთავაზობს, მათ დატოვებულ
სახლებს დავატყდეთ თავს, მათი ქვრივები გავაბახოთ და ბავშვები
ამოვუწყვიტოთ. ეს უბრალო ადამიანები მოღალატეები არ არიან...
– არიან, – არ ტყდებოდა სერ აქსელი, – სელტიგარის ყველა მე-
ომარი კი არ დახოცილა შავწყალაზე. ასობით ჩავარდა ტყვედ მათ
ლორდთან ერთად და იმასავით მუხლი მოიდრიკეს.
– იმასავით, – გაიმეორა დავოსმა, – ეს მისი ქვეშევრდომები იყ-
ვნენ. შეფიცული ქვეშევრდომები. სხვა რა გზა ჰქონდათ?
– ყველა კაცს აქვს სხვა გზა. შეეძლოთ, უარი ეთქვათ მუხლის
მოყრაზე. ზოგი ასეც მოიქცა და შეეწირა კიდევაც ამას. მაგრამ მარ-
თალი, ერთგული კაცის სიკვდილით მოკვდნენ.

684
– ყველა ერთნაირად ძლიერი არაა, – დავოსი თავადაც ხვდებო-
და, არცთუ დამაჯერებლად რომ უპასუხა. სტანის ბარათეონი რკი-
ნის ნების კაცი იყო და სხვას სისუსტეს არც უგებდა, არც პატიობდა.
ვმარცხდებიო, გაიფიქრა უიმედოდ.
– ყოველი კაცის ვალია, თავის კანონიერ მეფეს უერთგულოს,
თუნდაც რომ მისი ლორდი ფიცის გამტეხი აღმოჩნდეს, – განაცხადა
სტანისმა ისეთი ხმით, ეტყობოდა, შედავებას რომ არ მოელოდა.
დავოსი რაღაც საოცარმა თავზეხელაღებულობამ შეიპყრო, ლა-
მის სიგიჟის მონათესავე უკანმოუხედაობით შეეპასუხა.
– ისე, როგორც შენ უერთგულე ეირისს, როდესაც შენმა ძმამ ბა-
ირაღები გაშალა? გაოცებით სავსე სიჩუმე ჩამოწვა. მერე სერ აქ-
სელმა იყვირა:
– ღალატი! – და ქარქაშიდან ხანჯალი იშიშვლა, – თქვენო მოწ-
ყალებავ, პირში გახლის ასეთ ურცხვობას!
დავოსს ესმოდა, სტანისი კბილებს რომ აკრაჭუნებდა. მეფეს
ლურჯი, დაბერილი ძარღვი უფეთქავდა შუბლზე. ერთმანეთს თვალ-
ში თვალი გაუყარეს.
– მოაშორე მახვილი, სერ აქსელ. და დაგვტოვე.
– როგორც თქვენს მოწყალებას სურს...
– მსურს, რომ დამტოვო, უთხრა სტანისმა, – გამშორდი და მე-
ლისანდრე გამომიგზავნე. – როგორც მიბრძანებ, – სერ აქსელმა
მახვილი ჩააგო, თავი დაუკრა და კარისკენ გაეჩქარა. გაცხარებული
მიაბიჯებდა, ჩექმების იატაკზე ბრახუნით.
– შენ ყოველთვის ზედმეტად ენდობოდი ჩემს თავშეკავებულო-
ბას, – გააფრთხილა სტანისმა დავოსი, მარტო რომ დარჩნენ, – ენაც
ისე იოლად შემიძლია დაგიმოკლო, როგორც თითებს ვუქენი, კონ-
ტრაბანდისტო.
– მე შენი ქვეშევრდომი ვარ, თქვენო მოწყალებავ. ასე რომ, ენაც
685
შენია, რასაც გინდა, იმას უზამ.
– ეგრეა, – უთხრა უფრო მშვიდად, – და სიმართლის თქმისთვის
გამოვიყენებ, თუმცა ზოგჯერ სიმართლე მწარე სამსალაა. ეირისი,
რომ იცოდე... ძნელი არჩევანი იყო. ჩემი სისხლი და ხორცი თუ ჩემი
მებატონე. ჩემი ძმა თუ ჩემი მეფე, – სახე დაეღრიჯა, – როდისმე გი-
ნახავს რკინის ტახტი? საზურგეზე ჩაყოლებული წვეტები, დაბრეცი-
ლი ფოლადის ფხები, ჩახლართული და ერთმანეთში შემდნარი
ხმლების და ხანჯლების დაკბილული ბოლოები? იოლი დასაჯდომი
არ გახლავს, სერ. ეირისი ისე ხშირად იჭრებოდა, ხალხი ფუფხის მე-
ფეს ეძახდა, მეაგორ ბოროტი კი იმ ტახტზე მოკლეს. ტახტმა მოკ-
ლაო, ზოგი ასეც ჰყვება. ეს ის სავარძელი არაა, რომელშიც კაცი მო-
ისვენებს. ხშირად მიკვირს, ჩემს ძმას რად უნდოდა იგი ასე მწარედ?
– მაშ, შენ რადღა გინდა? – ჰკითხა დავოსმა.
– ეს მინდა-არ მინდას ამბავი არაა. ტახტი მეკუთვნის, როგორც
რობერტის მემკვიდრეს. კანონი ესაა. ჩემ მერე ის ჩემს ასულს უნდა
გადაეცეს, თუ სელისი ბოლოს და ბოლოს, ძეს არ მომცემს, – სამი
თითი მსუბუქად ჩამოუსვა მაგიდას, წლებით ჩამუქებული გლუკვი,
მტკიცე ლაქის ფენებს, – მე მეფე ვარ. ნდომა აქ არაფერ შუაშია. მე
ვალდებულება მაქვს ჩემი ასულის წინაშე. სახელმწიფოს წინაშე.
რობერტის წინაშეც კი. ვიცი, დიდად არ ვუყვარდი, მაგრამ ჩემი ძმა
იყო. ლანისტერის ქალმა რქები დაადგა და სამასხარაო გახადა. იქ-
ნებ, მოკლა კიდევაც, როგორც ჯონ ერინი და ნედ სტარკი. ასეთი და-
ნაშაულები უნდა განისაჯოს. სერსეით და მისი ნაშიერებით უნდა და-
ვიწყოთ. მაგრამ მხოლოდ უნდა დავიწყოთ. ვაპირებ, მთელი კარი
გავწმინდო. როგორც რობერტს უნდა ექნა სამკბილას მერე. სერ ბა-
რისტანმა ერთხელ მითხრა, რომ მეფე ეირისის კარმა ლპობა ვარი-
სით დაიწყო. მაგ საჭურისისთვის არ უნდა ეპატიებინა. არც მეფის-

686
მკვლელისთვის. რობერტს ჯეიმისთვის, სულ ცოტა, თეთრი მოსას-
ხამი უნდა გაეხადა და კედელზე გაეშვა, როგორც ლორდი სტარკი
მოითხოვდა. ამის ნაცვლად, ჯონ ერინს უგდო ყური. მე მაშინ ჯერაც
გრიგალის კიდეზე ვიყავი ალყაში და არაფერი მკითხა, – ერთბაშად
მიბრუნდა და დავოსს მახვილი მზერა სტყორცნა, – ახლა კი სიმარ-
თლე მითხარი. ლედი მელისანდრეს მოკვლა რატომ გინდოდა?
ანუ იცის. დავოსი ტყუილს ვერ ეტყოდა.
– ჩემი ოთხი ძე დაიწვა შავწყალაზე. მან ცეცხლს მისცა ისინი.
– ტყუილად სდებ ბრალს. ის ცეცხლი მისი ანთებული არ იყო.
ჭინკა შეაჩვენე, პირომანები შეაჩვენე, შტერი ფლორენტი შეაჩვენე,
ვინც ჩემი ფლოტი ხაფანგის ხახაში შეაცურა. ან მე შემაჩვენე ჩემი
ჯიუტი სიამაყის გამო, ქალი მაშინ რომ დავითხოვე, როცა ყველაზე
მეტად მჭირდებოდა. მაგრამ არა მელისანდრე. ის ჩემს ერთგულ
მსახურად რჩება.
– მაისტერი კრესენი იყო ერთგული მსახური. ქალმა მოკლა იგი,
ისევე, როგორც კორტნი პენროუსი და შენი ძმა რენლი.
– რა სულელივით ლაპარაკობ, – დაიჩივლა მეფემ, – მან რენ-
ლის აღსასრული ცეცხლში იხილა, ასეა, მაგრამ მის სიკვდილში
ჩემზე მეტად არ აქვს ხელი გარეული. ქურუმი ქალი ჩემთან იყო. შე-
ნი დევანიც ასე გეტყვის. ჰკითხე, ჩემი თუ არ გჯერა. მელისანდრე
დაინდობდა რენლის, რომ შესძლებოდა. თავად მაჯერებდა, შევ-
ხვედროდი და ღალატის გამოსყიდვის ბოლო შანსი მიმეცა. და შენ-
ზეც მელისანდრემ მითხრა, აქ მომეყვანე, თუმცა კი სერ აქსელს
სურდა, რლორისთვის მიეცა შენი თავი, – მან ოდნავ გაიღიმა, – გა-
გიკვირდა?
– კი. მელისანდრემ იცის, რომ არც მისი, არც მისი წითელი
ღმერთის მეგობარი არ ვარ.
– მაგრამ ჩემი მეგობარი ხარ. ესეც იცის, – მან დავოსი ახლოს
687
მიიხმო, – ბიჭი ავადაა. მაისტერმა პილოსმა წურბელები დაასხა.
– ბიჭი? – მაშინვე დევანზე, მეფის საჭურველთმტვირთველზე,
გაიფიქრა, – ჩემი ძე, სირ?
– დევანი? კარგი ბიჭია. ბევრი რამით გგავს. ავად რობერტის ბუ-
შია, გრიგალის კიდიდან რომ წამოვიყვანეთ.
ედრიკ სტორმი.
– ეაგონის ბაღში გამოველაპარაკე.
– როგორც მელისანდრეს უნდოდა. როგორც იხილა, – სტანისმა
ამოიოხრა, – მოგხიბლა ბიჭმა? ეგ ნიჭი არ აკლია. მამისგან დაჰყვა,
სისხლში აქვს. იცის, რომ მეფის ძეა, მაგრამ ურჩევნია, დაივიწყოს,
ბუში რომ არის. და რობერტს აღმერთებს, რენლიც ეგრე იყო პატა-
რაობისას. ჩემი მეფური ძმა გრიგალის კიდეზე მისვლისას მოყვა-
რულ მამას თამაშობდა, და საჩუქრებიც... ხმლები, პონები და ქურ-
ქით ამოგებული მოსასხამები. ყველა საჭურისის გაგზავნილი იყო.
ბიჭი წითელ ციხეში მადლობის წერილებს გზავნიდა, რობერტი კი
იცინოდა და ვარისს ეკითხებოდა, წელს რაღა გაუგზავნეო. რენლიც
მასზე უკეთესი როდი იყო. ბიჭის აღზრდა კასტელანებს და მაისტე-
რებს დააკისრა და ბავშვმა ყოველი მათგანი სრულიად მოაჯადოვა.
პენროუსმა მის მოცემას სიკვდილი არჩია, – მეფემ კბილები გააღ-
რჭიალა, – ახლაც კი ვბრაზობ ამაზე. როგორ შეეძლო ეფიქრა, რომ
ბიჭს რამეს დავუშავებდი? მე ხომ რობერტის გვერდით დგომა ვარ-
ჩიე? ის მძიმე ჟამი რომ დადგა. ღირსებას სისხლი და ხორცი ვარჩიე.
ბიჭის სახელს არ ახსენებს. დავოსს ეს აშფოთებდა.
– იმედი მაქვს, პატარა ედრიკი მალე გამომჯობინდება.
სტანისმა ხელი ჩაიქნია, ვითომდა, საშიში არაფერიაო.
– გაცივდა, ესაა და ეს. ახველებს, ამცივნებს და სიცხე აქვს. მა-
ისტერი პილოსი მალე მოაკეთებს. თავისთავად ბიჭი არავინაც
არაა, ხომ გესმის, მაგრამ მის ძარღვებში ჩემი ძმის სისხლი ჩქეფს.
688
მეფის სისხლში ძალააო, ის ასე ამბობს.
დავოსს კითხვა არ სჭირდებოდა, „ის“ ვინ იყო.
სტანისმა მოხატულ მაგიდას დაადო ხელი.
– შეხედე, ხახვის რაინდო. სახელმწიფო, რომელიც კანონიერად
მეკუთვნის. ჩემი ვესტეროსი, – ხელი მოატარა მასზე, – შვიდ სამე-
ფოზე ლაპარაკი სისულელეა. ეაგონი ამას სამასი წლის წინ მიხვდა,
ამავე ადგილას რომ იდგა, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ. ეს მაგიდა
მისი ბრძანებით მოხატეს. მდინარეები და ყურეები გამოსახეს, ბორ-
ცვები და მთები, ციხესიმაგრეები, ქალაქები და საბაზრო დაბები,
ტბები, ჭაობები და ტყეები... მაგრამ საზღვრები – არა. ყველაფერი
ერთიანია. ერთი სახელმწიფო, მხოლოდ ერთი მეფის ხელით სა-
მართავად.
– ერთი მეფე, – დაეთანხმა დავოსი, – ერთი მეფე მშვიდობას
ნიშნავს.
– მე ვესტეროსში სამართლიანობას დავამყარებ. იმას, რაშიც
სერ აქსელს, ომისა არ იყოს, არაფერი გაეგება. კლანჭის კუნძული
არაფერს შემძენდა... და ბოროტი საქმე იქნებოდა, შენ როგორც
თქვი. ღალატი სელტიგარმა უნდა ზღოს, თავად. და, მეფობას რომ
შევუდგები, ზღავს კიდეც. ყოველი კაცი იმას მოიმკის, რაც თესა, დი-
დებული ლორდი იქნება ეს თუ უმდაბლესი სანარცხის ვირთხა. და
ზოგი თითების წვერებზე მეტს დაკარგავს, ამას გპირდები. მათ ჩემს
სამეფოს სისხლი ადინეს და ამას არ დავივიწყებ, – მეფე სტანისი მა-
გიდიდან მობრუნდა, – დაიჩოქე, ხახვის რაინდო.
– თქვენო მოწყალებავ?
– შენი ხახვისა და თევზის გამო ოდესღაც რაინდად გაგხადე.
ამისთვის კი ვაპირებ, ლორდობა გიბოძო.
ამისთვის? დავოსს ვერაფერი გაეგო.

689
– შენს რაინდად ყოფნა მყოფნის, თქვენო მოწყალებავ. არც ვი-
ცი, ლორდივით როგორ მოვიქცე.
– კარგია. ლორდივით მოქცევა ტყუილებს ნიშნავს. ეს კარგად
გავიგე. ახლა კი დაიჩოქე. მეფე გიბრძანებს.
დავოსმა მუხლი მოიყარა, სტანისმა კი ორლესული იშიშვლა.
ნათლისმფენი – მელისანდრემ ასე უწოდა გმირთა წითელ ხმალს,
შვიდი ღმერთით დანთებული კოცონიდან ამოღებულს. მახვილი
ქარქაშიდან რომ ამოცურდა, ოთახი თითქოს უფრო მეტად განათ-
და. ფოლადი ელავდა: ხან ნარინჯისფრად, ხან ყვითლად, ხან წით-
ლად. მის გარშემო ჰაერი ციმციმებდა, ასე კაშკაშა ნაპერწკალი არც
ერთ პატიოსან თვალს არ ექნებოდა, მაგრამ დავოსის მხარს ყველა
სხვა ორლესულის მსგავსად შეეხო.
– სერ დავოს სივორთების გვარიდან, – თქვა მეფემ, – ხარ შენ
ჩემი ერთგული და მისანდობელი ქვეშევრდომი, ან და მარადის?
– ვარ, თქვენო მოწყალებავ.
– შემომფიცავ, ერთგულად მემსახურო მთელი სიცოცხლე, მარ-
თალი რჩევა მომცე და დაუხანებლად მმორჩილებდე, დაიცვა ჩემი
და ჩემი სახელმწიფოს უფლებები ყველა მტრისგან, დიდ თუ მცირე
ბრძოლებში, დაიცვა ჩემი ხალხი და დასაჯო, ვინც წინ აღმიდგება.
– ვფიცავ, თქვენო მოწყალებავ.
– მაშ, წამოდექი, დავოს სივორთ, და წამოდექი წვიმისტყის
ლორდად, ვიწრო ზღვის ადმირალად და მეფის მარჯვენად.
გაოგნებული დავოსი ვერც კი განძრეულიყო. ამ დილით დილეგ-
ში გაიღვიძა. – თქვენო მოწყალებავ, ნუ... არ ვარ მეფის მარჯვენო-
ბისთვის შესაფერისი კაცი. – შენზე უფრო შესაფერისი არავინ მყავს,
– სტანისმა ნათლისმფენი ჩააგო, დავოსს ხელი გაუწოდა და წამოა-
ყენა.

690
– მდაბიო წარმოშობის ვარ, – შეახსენა დავოსმა, – კონტრაბან-
დისტი წარჩინებას რომ მიაღწია. შენი ლორდები არასოდეს იქნები-
ან ჩემი მორჩილი.
– მაშინ ახალ ლორდებს გავიჩენთ.
– მაგრამ... კითხვა არ ვიცი... არც წერა...
– მაისტერი პილოსი წაგიკითხავს. წერა კი... ჩემმა ბოლო მარ-
ჯვენამ წერას გადააყოლა თავი. შენგან მხოლოდ ის მინდა, რასაც
აქამდეც ვიღებდი. სიმართლე. ერთგულება. მსახურება.
– ნამდვილად იქნება ვინმე უფრო შესაფერი... რომელიმე დიდე-
ბული ლორდი... სტანისმა ჩაიფრუტუნა.
– ბარ ემონი, ის პატარა ბიჭი? ჩემი მოღალატე პაპა? სელტიგარ-
მა ზურგი მაქცია, ახალი ველარიონი ექვსი წლისაა, ახალმა სან-
გლასმა კი ვოლანტისში გაცურა მას მერე, ძმა რომ დავუწვი, – ბრა-
ზით გაიქნია ხელი, – რამდენიმე ღირსეული კაცი კი დამრჩა, მარ-
თალია. სერ გილბერტ ფარინგს ახლაც გრიგალის კიდე უჭირავს
ჩემთვის, ორას ერთგულ მეომართან ერთად. ლორდი მორიგენი,
ღამის ჰანგის ბუში, ჭაბუკი ჩიტერინგი, ჩემი კუზენი ენდრიუ... მაგ-
რამ შენსავით არავის ვენდობი, წვიმისტყის ლორდო. შენ იქნები ჩე-
მი მარჯვენა. ბრძოლაში გვერდით შენ მინდა მედგე. კიდევ ერთი
ბრძოლა ყველას ბოლოს მოგვიღებს, გაიფიქრა დავოსმა. ლორდი
ალესტერი ამას სწორად ხვდებოდა.
– თქვენი მოწყალება მართალ რჩევას ითხოვს. სიმართლეს თუ
ვიტყვით... ლანისტერებთან შესაბრძოლებელი ძალა არ გაგვაჩნია.
– მისი მოწყალება დიდ ბრძოლას გულისხმობს, – წარმოთქვა
ქალის ხმამ, აღმოსავლური კილოთი რომ იყო გაჯერებული. კარ-
თან თავის წითელ აბრეშუმებსა და მბზინვარე ატლასებში გამოწყო-
ბილი მელისანდრე იდგა, ხელებით თავდახურული ვერცხლის სინი

691
ეჭირა, – ეს პატარა ომები ბავშვური კინკლაობაა იმასთან შედარე-
ბით, რაც გველის. ის, ვისი სახელიც არ ითქმის, რაზმავს თავის ძა-
ლებს, დავოს სივორთ, ბილწ, ბოროტ და განუზომლად მძლავრ ძა-
ლებს. მალე დადგება სიცივე და ღამე, დასასრული რომ არ აქვს, –
მან ვერცხლის სინი მოხატულ მაგიდაზე დადო, – თუ გულმართალი
ადამიანები არ შეებრძოლებიან მას. ადამიანები, ვისაც ცეცხლი
აქვთ გულად.
სტანისი ვერცხლის სინს დააჩერდა.
– მან ეს მეც მიჩვენა, ლორდ დავოს. ცეცხლის ალში.
– შენ ეს იხილე, სირ? – სტანის ბარათეონს ასეთ საგანზე ტყუ-
ილის თქმა არ სჩვეოდა.
– საკუთარი თვალით. ბრძოლის მერე, სასოწარკვეთაში დაძი-
რულს, ლედი მელისანდრემ მთხოვა, ბუხრის ცეცხლში ჩამეხედა.
საკვამურში მძლავრი წევა იყო და ალიდან ნაპერწკლები მაღლა
მიქროდნენ. ვუცქერდი და ვუცქერდი, თავს ნახევრად სულელად
ვგრძნობდი, მაგრამ მან მითხრა, უფრო ღრმად ჩამეხედა, და... ნა-
ცარი თეთრი იყო, მაღლა ასდევდა ცხელ ჰაერს, მაგრამ თან გეგო-
ნებოდა, რომ დაბლა ცვივაო. თოვლი-მეთქი, ვიფიქრე. მერე ჰაერში
ნაპერწკლები დატრიალდნენ, ჩირაღდნების წრედ გადაიქცნენ და
მე ცეცხლის მიღმა ტყეში ამოზიდული მაღალი გორაკი დავინახე.
ნაკვერჩხლები ჩირაღდნების უკან მდგარ შაოსან კაცებად გადაიქ-
ცნენ, თოვლში კი რაღაც სხეულები იძვროდნენ. ხომ მხურვალე იყო
ცეცხლი, მაგრამ ისე შემცივდა, რომ ავცახცახდი, და მაშინ ხილვა
გაქრა, ცეცხლი კვლავ უბრალო ცეცხლად იქცა. მაგრამ ის, რაც ვნა-
ხე, ნამდვილი იყო, ამის თავდებად საკუთარ სამეფოს დავდებდი.
– დადე კიდევაც, – თქვა მელისანდრემ.
მეფის ხმაში ისეთი დარწმუნება ისმოდა, რომ დავოსს შიშით გუ-
ლი მოეწურა. – გორაკი ტყეში... სხეულები თოვლში... მე არ...
692
– ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა დაიწყო, – თქვა მელისანდრემ, –
ქვიშა შუშაში ახლა უფრო ჩქარა იყრება და დედამიწაზე ადამიანის
ყოფნის ჟამი სადაცაა ამოიწურება. გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ,
თორემ ყველანაირი იმედი ფუჭია. მთელი ვესტეროსი მისმა ერთმა,
ჭეშმარიტმა მეფემ უნდა მართოს, აღთქმულმა პრინცმა, დრაკონის
ქვის ლორდმა და რლორის რჩეულმა.
– თუ მასეა, რლორი ახირებულად ირჩევს, – მეფე დაიჯღანა,
თითქოს წამხდარ ლუკმას გაუსინჯა გემოო, – რატომ მე და არა ჩემი
ძმები? რენლი და მისი ატამი. სიზმრად ვხედავ, როგორ ჩამოსდის
წვენი პირზე, როგორ სდის სისხლი ყელიდან. თავისი ძმის გვერდით
საკუთარი ვალი რომ აღესრულებინა, ლორდ ტაივინს გავანადგუ-
რებდით. ასეთი გამარჯვებით რობერტიც კი იამაყებდა. რობერტი...
– კბილები ისევ გაუსვ-გამოუსვა ერთმანეთს, – ისიც სტუმრობს ჩემს
სიზმრებს. იცინის, სვამს. იკვეხნის. ყველაზე უკეთ ეგენი შეეძლო.
ეგ, და კიდევ ბრძოლა. მე ვერასოდეს ვერაფრით ვჯობნიდი. ნათ-
ლის უფალს თავის ფალავნად რობერტი უნდა გაეხადა. მე რატომ?
– იმიტომ, რომ მართალი კაცი ხარ.
– მართალი კაცი, – სტანისმა თავდახურულ ვერცხლის სინს თი-
თი შეახო, – წურბელებიანი. – დიახ, – უთხრა მელისანდრემ, – მაგ-
რამ ერთხელაც გეტყვი, ამით ვერ მიაღწევ, რაც გსურს.
– შენ დაიფიცე, ასე გამოვაო, – მეფეს ბრაზი დაეტყო.
– გამოვა... და არ გამოვა.
– მაინც რომელი?
– ორივე.
– გასაგებად მითხარი, ქალო.
– როდესაც ცეცხლი უფრო გარკვევით იტყვის, მეც ვიტყვი. ალში
სიმართლეა, მაგრამ ყოველთვის იოლი დასანახი როდია, – ქალის

693
ყელზე შებმული მსხვილი ლა ლი მაყლის შუქს ისრუტავდა და ცეც-
ხლად ღვიოდა, – მომეცი ბიჭი, თქვენო მოწყალებავ. ასე უფრო სარ-
წმუნო იქნება. უკეთესი იქნება. მომეცი ბიჭი და მე ქვის დრაკონს გა-
ვაღვიძებ.
– გითხარი, არა-მეთქი.
– ის მხოლოდ ერთი ბუში ბიჭია, მის საპირწონედ კი დგას ვესტე-
როსის ყველა ბიჭი და გოგონა. ყველა ბავშვი, ვინც კი შეიძლება,
როდისმე დაიბადოს ამქვეყნად ყველა სამეფოში.
– ბიჭი უცოდველია.
– ბიჭმა შენი საქორწილო სარეცელი შებღალა, ასე რომ არა, შენ
ნამდვილად გეყოლებოდა საკუთარი ძეები. მან სირცხვილი გაჭამა.
– ეგ რობერტმა ქნა. ბიჭმა კი არა. ჩემი ასული მას შეეთვისა. და
ის ჩემი სისხლი და ხორცია.
– შენი ძმის სისხლი და ხორცი, – შეედავა მელისანდრე, – მეფის
სისხლი და ხორცი. მხოლოდ მეფის სისხლს შეუძლია ქვის დრაკო-
ნის გაღვიძება.
სტანისმა კბილები გააღრჭიალა.
– ამის გაგონება აღარ მინდა. დრაკონები მოთავებული ამბავია.
ტარგარიენებმა რამდენჯერ სცადეს მათი აღდგინება. და თავები გა-
იმასხარავეს. ან დაიხოცეს. ამ ღმერთისგან დავიწყებულ კლდეზე
მასხარად თავნაკუწაც გვეყოფა. წურბელები გაქვს. ქენი, რაც საქნე-
ლია.
– როგორც მეფე მიბრძანებს, – მელისანდრემ უკმაყოფილოდ
დაუკრა თავი.
მარჯვენა ხელი მარცხენა სახელოში შეიცურა და მაყალს იქიდან
ამოღებული ერთი მუჭა ფხვნილი დააყარა. ქვანახშირი აგუგუნდა.
უფერული ალები რომ დაიკლაკნა, წითელმა ქალმა ვერცხლის სინი
აიღო და მეფეს მიართვა. დავოსი უცქერდა, როგორ ახადა ხუფი. მის
694
ქვეშ სამი დიდი და შავი, სისხლით გატიკნილი წურბელა იდო. ბიჭის
სისხლიაო, მიხვდა დავოსი. მეფის სისხლი.
სტანისმა ხელი გაიწვდინა და წურბელას თითები მოავლო.
– თქვი სახელი, – უბრძანა მელისანდრემ.
წურბელა მეფის ხელში იკლაკნებოდა, ცდილობდა, თითზე მოჰ-
კიდებოდა.
– უზურპატორი, – თქვა მან, – ჯოფრი ბარათეონი, – წურბელა
ცეცხლში ჩააგდო, ის შემოდგომის ფოთოლივით დაეხვა და დაიწვა.
სტანისმა მეორე აიღო..
– უზურპატორი, – ახლა უფრო ხმამაღლა წარმოთქვა, – ბეილონ
გრეიჯოი, – წურბელა მსუბუქად შეისროლა მაყალზე, სხეული გას-
კდა, მისგან გადმომსკდარი სისხლი აშიშინდა და აბოლდა.
მეფეს ხელში ბოლო წურბელა ეჭირა. ამას ცოტა ხანს დასცქე-
როდა და თითებს შორის ატრიალებდა.
– უზურპატორი, – წარმოთქვა ბოლოს, – რობ სტარკი, – და წურ-
ბელა ალში ჩააგდო.
ჯეიმი
ჰარენჰალის აბანო ერთი ბნელი, ორთქლიანი, ჭერდაბალი
ოთახი იყო, სადაც მიჯრით ელაგა ფართო ქვის აბაზანები. ჯეიმი შიგ-
ნით რომ შეიყვანეს, ერთ-ერთში ბრიენი დახვდათ ჩამჯდარი, ლამის
ბრაზით რომ იხეხავდა მკლავს.
– ცოტა ნელა, გოგო, – დაუძახა ჯეიმიმ, – მასე ტყავს აიძრობ.
ბრიენმა ჯაგრისი დააგდო და ძუძუები დაიფარა ხელებით, ზომით
კლეგეინისას რომ არ ჩამოუვარდებოდა. წაწვეტებული პატარა კერ-
ტები, რომლებსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა, ათი წლის გოგო-
ნას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე მის ფართო, დაკუნთულ მკერდს.
– აქ რა გინდა? – მოსთხოვა პასუხი შემოსულს.
– ლორდმა ბოლტონმა დაიჩემა, ჩემთან ერთად უნდა ივახშმოო,
695
მაგრამ ჩემი ტილების მიწვევაზე უარი თქვა, – ჯეიმიმ მარცხენა ხე-
ლით თავისი მცველი დაქაჩა, – გამახდევინე ეს მყრალი ძონძები, –
ცალი ხელით შარვლის თასმასაც კი ვერ იხსნიდა. კაცი უხალისოდ,
მაგრამ მაინც დამორჩილდა, – ახლა წადი, – უთხრა ჯეიმიმ, მისი
ტანსაცმელი სველ ქვის იატაკზე რომ დაიყარა, – ტართელ მილედის
არ სურს, შენნაირი ნაძირლები იდგნენ და ძუძუებზე მიშტერებოდ-
ნენ, – მერე ხელის გადანაჭერი ნაჯახისსახა ქალს მიუშვირა, ბრიენს
რომ ეხმარებოდა, – შენც. გარეთ დაიცადე. კარი ერთია, გოგო კი
ძალიან დიდია, საკვამურში გაძრომა რომ სცადოს.
მორჩილების ჩვევამ თავისი ქნა, ქალი მცველს გარეთ გაედევნა
და აბანოში ორნიღა დარჩნენ. აბაზანები, როგორც თავისუფალი ქა-
ლაქების წესია, იმხელა იყო, ექვს ან შვიდ კაცსაც დაიტევდა, და ჯე-
იმი გოგოსთან ჩაძვრა, თუმცა ნელა და მოუქნელად. ორივე თვალი
გახელილი ჰქონდა, თუმცა მარჯვენა მაინც შესივებული რჩებოდა,
ქაიბანის და მისი წურბელების მცდელობის მიუხედავად. ჯეიმი თავს
ას ოცი წლისად გრძნობდა, რაც ბევრად სჯობდა იმას, ჰარენჰალში
მოსვლისას როგორიც იყო. ბრიენი მისგან განზე გაიწია.
– აქ სხვა აბაზანებიცაა.
– ესეც გამომადგება, – ფრთხილად ჩაეშვა ორთქლადენილ
წყალში და ნიკაპამდე დაიძირა, – ნუ გეშინია, გოგო. ბარკლები
მთლად იისფერი და მწვანე გაქვს, და სულ არ მაინტერესებს, რაც
მათ შორისაა, – მარჯვენა ხელი კიდეზე ჩამოდო, რაკი ქაიბანმა გა-
აფრთხილა, დოლბანდი მშრალი დარჩესო. იგრძნო, ფეხებიდან და-
ძაბულობა რომ ჩამოეხსნა, მაგრამ თავი უბრუოდა, – გული თუ წა-
მივიდა, ამომათრიე. აბაზანაში ჯერ არც ერთი ლანისტერი არ დამ-
ხრჩვალა და არ მინდა, პირველი ვიყო.
– რატომ უნდა მენაღვლებოდეს, როგორ მოკვდები?

696
ჯეიმის გაეღიმა, როცა დაინახა, ქალს სქელ, თეთრ კისერზე სი-
წითლე რომ ამოუყვა. – მორცხვო ასულო, როგორ გგონია, რა
გაქვს ისეთი, რაც არ მინახავს? – ბრიენის დაგდებულ ჯაგრისს წას-
წვდა, თითებში მოიქცია და ტანის ხეხვას შეუდგა. ესეც კი ძნელად,
უხერხულად გამოსდიოდა. მარცხენა ხელით არაფერი მემარჯვება.
წყალი კი მაინც გამუქდა, კანზე შემხმარი ჭუჭყი რომ მოაცილა. გო-
გო ისევ ზურგშექცევით ეჯდა, ფართო მხრებზე კუნთები დაბურცული
და დაძაგრული ჰქონდა.
– ჩემი მოჭრილი ხელის დანახვა გაღონებს? – ჰკითხა ჯეიმიმ, –
არადა, უნდა გიხაროდეს. ის ხელი დავკარგე, რომლითაც მეფე მოვ-
კალი. ხელი, რომელმაც სტარკი ბიჭი კოშკიდან გადმოაგდო. ხელი,
რომელსაც დას ფეხებშორის შევუცურებდი ხოლმე, მისი სისველე
რომ მეგრძნო, – გადანაჭერი გოგოს სახეში შესჩარა, რა გასაკვი-
რია, რენლი რომ ვერ გადარჩა, შენ თუ იცავდი.
ბრიენი ისე წამოხტა ფეხზე, თითქოს ჯოხი გადაუჭირესო, და აბა-
ზანაში ცხელი წყალი ააჩქეფა. კიდეზე რომ გადადიოდა, ჯეიმიმ ფე-
ხების შეერთების ადგილას ხშირი ქერა ბუჩქი დაუნახა. გაოცებულ-
მა იგრძნო, რომ წყლით დაფარული ასო შეუთამაშდა. მართლაც ძა-
ლიან დიდი ხანია, სერსეი არ მინახავს. საკუთარი სხეულის პასუხით
შეფიქრიანებულმა გვერდზე გაიხედა.
– უმადურად მოვიქეცი, – ჩაილუღლუღა, – ხეიბარი და გამწარე-
ბული კაცი ვარ. მაპატიე, გოგო. ისევე კარგად მიცავდი, როგორც
ამას ნებისმიერი კაცი მოახერხებდა, და ბევრზე უკეთაც.
ქალმა სიშიშვლე პირსახოცით დაიფარა.
– სასაცილოდ მიგდებ?
ამან ისევ გააბრაზა.
– რა ციხის გალავანივით შეუვალი ხარ? ბოდიში მოგიხადე. დამ-
ღალა შენთან ბრძოლამ. რას იტყვი ზავზე?
697
– ზავი ნდობას ემყარება. გინდა, რომ ვენდო...
– მეფისმკვლელს, ჰო. ფიცის გამტეხს, საბრალო და სევდიანი
ეირის ტარგარიენი რომ მოკლა, – ჯეიმიმ ჩაიფრუტუნა, – მე ეირისი
კი არა, რობერტი მენანება. „გავიგე, შენთვის მეფისმკვლელი და-
ურქმევიათ“, მითხრა მისი მეფედ კურთხევის ნადიმზე, „იცოდე, ჩვე-
ვაში არ გადაგივიდეს“. და გაიცინა. რობერტს რატომ არავინ ეძახის
ფიცის გამტეხს? მთელი სახელმწიფო აანგრია, მაგრამ რატომღაც
მარტო ჩემს ღირსებას აქვს ნეხვის ფასი.
– რობერტმა რაც ქნა, სიყვარულის გამო ჩაიდინა, – ბრიენს ფე-
ხებზე წყალი ჩამოსდიოდა და ტერფების ქვეშ გუბედ დგებოდა.
– რობერტმა რაც ქნა, ამპარტავნების, ქალის სარცხვინელის და
ლამაზი ცხვირპირის გამო ჩაიდინა, – ჯეიმიმ მუშტი შეკრა... ან შეკ-
რავდა, ხელი რომ ჰქონოდა. მკლავში დაცინვასავით მწარე ტკივი-
ლი ეძგერა.
– სახელმწიფოს გადასარჩენად იბრძოლა.
სახელმწიფოს გადასარჩენად.
– იცოდი, რომ ჩემმა ძმამ შავწყალას ჩქერს ცეცხლი წაუკიდა?
ველური ცეცხლი წყალზეც იწვის. ეირისი მაგაში იბანავებდა ხოლ-
მე, რომ გაებედა. ყველა ტარგარიენი ჭკუას კარგავდა ცეცხლზე, –
ჯეიმის თავი უბრუოდა. აქაური სიცხის ბრალია, სისხლიც მოწამლუ-
ლი მაქვს, სიცხეც არ გამნელებია. მე მე არ ვარ. წყალში ჩაეშვა, სა-
ნამ ნიკაპამდე არ დაიფარა, – ჩემი თეთრი მოსასხამი შევბღალე...
იმ დღეს ჩემი ოქროს აბჯარი მეცვა, მაგრამ...
– ოქროს აბჯარი? – ქალის ხმა სუსტად, შორიდან ისმოდა.
ჯეიმი სიცხეში, მოგონებებში ტივტივებდა.
– მოცეკვავე გრიფონებმა ზარების ბრძოლა რომ წააგეს, ეირის-
მა განდევნა იგი, – რატომ ვყვები ამ სისულელეს და სიმახინჯეს? –
მეფემ, ბოლოს და ბოლოს, შეიგნო, რომ რობერტი ერთი უბრალო
698
ყაჩაღი ლორდი კი არ იყო, არამედ უდიდესი საფრთხე, რაც კი ტარ-
გარიენების გვარს დეიმონ ბლექფაირის მერე დამუქრებოდა. მეფემ
ლევინ მარტელს მოურიდებლად შეახსენა, რომ ელია მას ჰყავდა,
და გაგზავნა, მეფის გზაზე მომავალი ათი ათასი დორნელისთვის
რომ ესარდლა. ჯონ დარი და ბარისტან სელმი ქვის სეპტში გაჭენ-
დნენ, გრიფონების გაფანტული მეომრების შესაკრებად, პრინცი რე-
იგარი კი სამხრეთიდან დაბრუნდა და მამამისი დაიყოლია, სიამაყე
გადაეყლაპა და მამაჩემისთვის მოეწოდებინა. მაგრამ კასტერლის
კლდიდან ყორანი არ დაბრუნებულა და ამან მეფე კიდევ უფრო შე-
აშინა. ისედაც ყველგან მოღალატეები ელანდებოდა და ვარისიც იქ-
ვე ჰყავდა, რომ მიეთითებინა, მეფეს ვინმე საეჭვო თუ გამორჩებო-
და. მაშინ მისმა მოწყალებამ თავის ალქიმიკოსებს უბრძანა, მთელ
მეფის საბიჯელში განეთავსებინა ველური ცეცხლის სამალავები. ბე-
ილორის სეპტისა და რწყილიანი ფსკერის ქოხების ქვეშ, თავლები-
სა და საწყობების, ქალაქის შვიდივე კარის ქვეშ, თავად წითელი ცი-
ხის სარდაფებშიც კი. ყველაფერი ძალიან საიდუმლოდ ხდებოდა,
სულ რამდენიმე ოსტატი პირომანის ხელით. ისინი საკუთარ მორჩი-
ლებსაც კი არ ენდობოდნენ და არ იხმარიებდნენ. დედოფალი უკვე
წლები იყო, არაფერს ამჩნევდა, რეიგარი კი ლაშქრის შეკრებით
იყო გართული. მაგრამ ეირისის ახალი ურო-და-ხანჯლოვანი მარ-
ჯვენა მთლად სულელი არ ყოფილა და რომ ხედავდა, როსარტი, ბე-
ლისი და გარიგასი დღედაღამ სასახლეში რომ დაძვრებოდნენ, ეჭ-
ვები გაუჩნდა. ჩელსტიდი, აი, რა ერქვა, ლორდი ჩელსტიდი, – უცებ
გაახსენდა, ამბის თხრობისას, – მე ეგ კაცი ლაჩარი მეგონა, მაგრამ
იმ დღეს, ეირისს რომ შეედავა, საიდანღაც მოიკრიბა სიმამაცე. ყვე-
ლაფერი ქნა, რომ გადაეთქმევინებინა. უხსნიდა, ხუმრობდა, აში-
ნებდა, ბოლოს კი ევედრა. რომ ვერაფერმა გაჭრა, თანამდებობის
ჯაჭვი მოიხსნა და იატაკზე დაანარცხა. ეირისმა ამის გამო ცოცხლად
699
დაწვა და მისი ჯაჭვი როსარტს, თავის საყვარელ პირომანს, ჩამოჰ-
კიდა. იმას, რიკარდ სტარკი რომ შებრაწა საკუთარ აბჯარში. და
მთელი ეს ხანი მე რკინის ტახტის ძირას ვიდექი ჩემი თეთრი აბ-
ჯრით, ცხედარივით უძრავად, და ჩემს მებატონეს და მის სასიქადუ-
ლო საიდუმლოებებს ვიცავდი.
ჩემი შეფიცული ძმები აქეთ-იქით იყვნენ გაფანტული, მაგრამ მე
რეიგარი გვერდიდან არ მიცილებდა. მე მამაჩემის შვილი ვიყავი,
ჰოდა, არ მენდობოდა. იქ უნდა ვყოლოდი, სადაც ვარისს ჩემი
თვალთვალი შეეძლებოდა, დღისით თუ ღამით. ჰოდა, ყველაფერიც
მესმოდა, – გაახსენდა, როგორ უელავდა თვალები როსარტს, რუ-
კები რომ გაშალა და უჩვენებდა, სუბსტანცია სად და სად უნდა მო-
ეთავსებინათ. არც გარიგასი და ბელისი ჩამორჩებოდნენ, – რეიგა-
რი რობერტს სამკბილაზე შეხვდა და იცი, იქ რაც მოხდა. ამ ამბავმა
მეფის კარს რომ მოაღწია, ეირისმა დედოფალი დრაკონის ქვაზე გა-
ამგზავრა პრინც ვისერისთან ერთად. პრინცესა ელიაც უნდა წასუ-
ლიყო, მაგრამ მეფემ აუკრძალა. აიკვიატა, პრინცმა ლევინმა რეი-
გარს უღალატა სამკბილაზეო, მაგრამ ფიქრობდა, დორნი ჩემი ერ-
თგული დარჩება, თუ ელია და ეაგონი ახლო მეყოლებაო. გავიგონე,
როსარტს რომ ეუბნებოდა, მოღალატეებს ჩემი ქალაქი უნდათ, მე
კი ფერფლის გარდა არაფერსაც არ მივართმევო. მერე კი იმეფოს
რობერტმა დამწვარ ძვლებზე და დაბუგულ ხორცზეო. ტარგარიენე-
ბი თავიანთ მკვდრებს არ მარხავენ, წვავენ ხოლმე. ეირისი აპირებ-
და, გვარში ყველაზე დიდი სამგლოვიარო კოცონი ჰქონოდა. თუმ-
ცა, მართალი რომ გითხრა, მგონია, სინამდვილეში სიკვდილს არც
აპირებდა. ეირიონ ცეცხლოვანისა არ იყოს, ეირისიც ფიქრობდა,
რომ ცეცხლი მას გარდასახავდა... რომ აღდგებოდა, დრაკონად
ქცეული, და ყველა მტერს ნაცარტუტად აქცევდა.
ნედ სტარკი რობერტის მეწინავეებთან ერთად სამხრეთისკენ
700
მოისწრაფოდა, მაგრამ ქალაქს მამაჩემის ლაშქარმა უფრო ადრე
მოაღწია. პაიცელმა მეფე დააჯერა, რომ დასავლეთის მცველი მის
საშველად იყო მოსული, და მანაც კარიბჭე გაუღო. სწორედ ამ ერ-
თხელ უნდა დაეჯერებინა ვარისისთვის, მაგრამ ყური არ უგდო. მა-
მაჩემს ომისგან თავი განზე ეჭირა, ეირისზე იბოღმებოდა იმის გამო,
რაც მან უქნა, და გადაწყვეტილი ჰქონდა, ლანისტერები გამარჯვე-
ბულის მხარეს დამდგარიყვნენ. სამკბილას ბრძოლამ გადააწყვეტი-
ნა.
წითელი ციხის დაცვა მე დამეკისრა, თუმცა ვიცოდი, წაგებული
რომ გვქონდა. ეირისთან კაცი გავგზავნე და მტერთან პირობების
შეთანხმების ნებართვა ვთხოვე. ჩემმა შიკრიკმა მეფის ბრძანება
მომიტანა: „მამაშენის თავი მომართვი, მოღალატე თუ არ ხარ“. ეი-
რისს დანებების გაგონებაც არ უნდოდა. ლორდი როსარტიც მასთა-
ნააო, შიკრიკმა მითხრა. ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა.
როსარტს რომ წავადექი, ის უბრალო ჯარისკაცივით იყო ჩაცმუ-
ლი და უკანა კარისკენ მიეჩქარებოდა. ჯერ ის მოვკალი. მერე ეირი-
სი მივაყოლე, სანამ პირომანებთან სხვა ვინმეს გაგზავნიდა. რამდე-
ნიმე დღის მერე ის პირომანებიც ვიპოვე და ისინიც დავხოცე. ბე-
ლისმა ოქრო შემაძლია, გარიგასი კი შეწყალებას მევედრებოდა.
რა გინდა, ხმალი არის კიდეც ცეცხლზე უფრო გულმოწყალე, თუმცა
არა მგონია, რომ გარიგასმა დამიფასა ეს სიკეთე.
წყალი შეგრილდა. ჯეიმიმ თვალები რომ გაახილა, თავისი სახ-
მლე ხელის გადანაჭერი დაინახა. ხელი, რომელმაც მეფისმკვლე-
ლად მაქცია. ვაცმა ერთბაშად წარსტაცა დიდებაც და სირცხვილიც.
რა დამიტოვა? ახლა ვინ ვარ?
გოგო სასაცილო სანახავი იყო, პირსახოცი თავის ციცქნა ძუძუ-
ებთან ჰქონდა დაბღუჯული, ქვემოდან კი მსხვილი თეთრი ფეხები
მოუჩანდა.
701
– ჩემმა ამბავმა ენა ჩაგიგდო? მიდი, მაგინე, ან მაკოცე, ან მატ-
ყუარა მეძახე. რამე ქენი.
– ეს თუ მართალია, რატომ არავინ იცის?
– მეფის ქეშიკი რაინდები ფიცს დებენ, რომ თავიანთი მეფის სა-
იდუმლოს შეინახავენ. ფიცს ხომ არ გავტეხდი? – ჯეიმიმ გაიცინა, –
როგორ გგონია, ვინტერფელის უკადრი ლორდი ისურვებდა ჩემი
უსუსური განმარტებების ყურისგდებას? ესოდენ ღირსეული კაცი.
ერთი შემხედა და მაშინვე დამნაშავედ მცნო, – ჯეიმი ფეხზე წამოიჭ-
რა, წყალი ცივად ჩამოსდინდა მკერდზე, – რა უფლებით განსჯის
მგელი ლომს?
რა უფლებით? – ძალუმად შეაცახცახა და, გადმოძრომას რომ
ლამობდა, ხელის გადანაჭერი აბაზანის კიდეს დასცხო.
ტკივილმა მთელ სხეულში დაუარა... და აბანო უეცრად თვალწინ
გაუცურდა. ბრიენმა დაიჭირა, სანამ დაეცემოდა. მკლავი ხორკლე-
ბით ჰქონდა დაფარული, სველი და ცივი იყო, მაგრამ ღონე მოსდევ-
და და უფრო ნაზიც იყო, ვიდრე ჯეიმი წარმოიდგენდა. სერსეიზე უფ-
რო ნაზიაო, გაიფიქრა, ქალს იგი აბაზანიდან რომ გადმოჰყავდა და
მოღვენთილი ასოსავით დუნე ფეხებზე ლამობდა მის დაყენებას.
– მცველებო! – გაიგონა გოგოს დაძახილი, – მეფისმკვლელი!
ჯეიმი, გაიფიქრა მან, მე ჯეიმი მქვია.
გონს რომ მოვიდა, სველ იატაკზე იწვა, მცველები, გოგო და ქა-
იბანი კი თავს დასდგომოდნენ და შეშფოთებით დასცქეროდნენ.
ბრიენი შიშველი იყო, მაგრამ ეს იმწუთას არც ახსოვდა.
– ცხელი აბაზანის ბრალი იქნება, – ეუბნებოდა მათ მაისტერი ქა-
იბანი. არა, ეს მაისტერი არ არის, ჯაჭვი ხომ ჩამოართვეს, – სისხლი
ჯერაც მოწამლული აქვს და უჭმელობითაა გამოფიტული. რას აჭ-
მევდით?
– მატლებს, ფსელს და ნარწყევს, – გამოუცხადა ჯეიმიმ.
702
– ხმელ პურს და ქერის ფაფას, – ამტკიცებდა მცველი, – თუმცა
თვითონ არ ჭამდა. ჩვენ რა უნდა გვექნა?
– დაბანეთ, ჩააცვით და მეფის კოცონის კოშკში ხელით მოიტა-
ნეთ, საჭირო თუ გახდა, – თქვა ქაიბანმა, – ლორდი ბოლტონი ამ-
ბობს, რომ ამ საღამოს მასთან ერთად უნდა ივახშმოს. დრო ცოტაღა
დარჩა.
– მოუტანეთ სუფთა ტანსაცმელი, – თქვა ბრიენმა, – დავბან და
ჩავაცმევ. დანარჩენებმა სიხარულით დაუთმეს ეს საქმე. ჯეიმი ასწი-
ეს და კედელთან ქვის მერხზე ჩამოსვეს. ბრიენი წავიდა, ისევ რომ
აეღო თავისი პირსახოცი, და დაბრუნებულმა თან მაგარი ჯაგრისიც
მოიყოლა, მისი ხეხვა რომ დაესრულებინა. ერთმა მცველმა ქალს
თავისი სამართებელი მისცა, ჯეიმისთვის წვერი რომ შეეკვეცა. ქა-
იბანი დაბრუნდა და უხეში ტილოს საცვლები, შავი შალის სუფთა
ბრიჯი, ფართო მწვანე ტუნიკა და თასმით შესაბნევი ტყავის ქურთუკი
მოიტანა. ჯეიმს უკვე ნაკლებად ესხმოდა თავბრუ, თუმცა თავს ძვე-
ლებურად მოუქნელად გრძნობდა. გოგოს დახმარებით ჩაცმა მო-
ახერხა.
– ახლა ვერცხლის სარკის გარდა აღარაფერი მაკლია.
წყეულმა მაისტერმა ბრიენსაც მოუტანა ახალი სამოსი დალაქა-
ვებული ვარდისფერი ატლასის კაბა და ტილოს პერანგი.
– ბოდიში, მილედი. ჰარენჰალში შენი ზომა ქალის სამოსი მხო-
ლოდ ეს აღმოჩნდა. თვალითაც შეატყობდი, რომ ეს კაბა ვისთვისაც
იყო შეკერილი, მას უფრო წვრილი მკლავები, უფრო მოკლე ფეხები
და ბევრად უფრო სავსე მკერდი ჰქონდა. ნატიფი მირული მაქმანი
ბრიენის კანზე დაჩნეულ დალურჯებებს თითქმის ვერ ფარავდა. და,
სხვა რომ არაფერი, ეს სამოსი გოგოს სასაცილოს აჩენდა. ჩემზე
ფართო მხარბეჭი და უფრო მსხვილი კისერი აქვსო, გაიფიქრა ჯე-
იმიმ. რა გასაკვირია, ჯაჭვის ჩაცმა რომ ურჩევნია. არც ვარდისფერი
703
იყო სამისო ფერი. ათი ათასი ბოროტი ოხუნჯობა მოადგა პირზე,
მაგრამ ამჯერად ენას კბილი დააჭირა. ჯობს, არ გავაბრაზო: ცალი
ხელით ვეღარ გავუმკლავდები.
ქაიბანს თან მათარაც მოეტანა.
– ეს რა არის? – ჰკითხა ჯეიმიმ, როცა უჯაჭვო მაისტერმა მათა-
რაში ჩასხმული სითხის დალევა დააძალა.
– ძმარში დაყენებული ძირტკბილაა, თაფლით და მიხაკით. ძა-
ლას შეგმატებს და თავბრუსხვევას მოგიხსნის.
– ისეთი წამალი მომეცი, ახალ ხელს რომ ამომიყვანს, – თქვა
ჯეიმიმ, – ეგეთი მჭირდება.
– დალიე, – ბრიენს არ გაეღიმა, და ჯეიმიმაც დალია.
ნახევარი საათი გავიდა, სანამ ისე მოღონივრდა, რომ ფეხზე
დადგომა შეძლო. აბანოს ბნელი, ნესტიანი სითბოს მერე გარეთ გა-
მოსვლა სილის შემოკვრად მოეჩვენა. – მილორდი სადაცაა, ძებნას
დაუწყებდა, – უთხრა მცველმა ქაიბანს, – ამასაც და ქალსაც. ხელით
წავიყვანო?
– სიარული ჯერ კიდევ შემიძლია. ბრიენ, მკლავი მომაშველე.
ჯეიმი ქალს ჩაეჭიდა და მცველების თანხლებით ჯერ ეზო გადაჭ-
რეს, მერე კი უზარმაზარ ქარიან დარბაზში შეიყვანეს, რომელიც მე-
ფის საბიჯელის სატახტო დარბაზზე უფრო დიდიც კი იყო. კედლებს
უზარმაზარი ბუხრები მიუყვებოდა, ვერც დაითვლიდი, იმდენი იყო
და თითოეული ათიოდე ფუტის სიმაღლისა იქნებოდა, მაგრამ ცეც-
ხლი არ დაენთოთ და დარბაზში ძვლების გამყინავი სიცივე იდგა.
ბეწვისმოსასხამიანი თორმეტი მცველი ორი ზედა აივნისკენ ამავალ
კიბეს და კარს იცავდა. და ამ უზარმაზარი სიცარიელის შუაში, ფიქ-
ლის გლუკვი იატაკის თვალუწვდენელი ველით გარშემორტყმულ
ხარიხა-მაგიდასთან დრედფორტის ლორდი იცდიდა, მას მხოლოდ
მერიქიფე ემსახურებოდა.
704
– მილორდ, – მიმართა ბრიენმა, მის წინაშე რომ წარდგნენ.
რუს ბოლტონს ქვასავით უღიმღამო, რძესავით მუქი თვალები და
ობობასავით წყნარი ხმა ჰქონდა.
– სასიამოვნოა, რომ მოღონიერდი და შეძელი, დამეწვიო, სერ.
მილედი, დაბრძანდი, – მან ხელით ანიშნა მაგიდაზე გაშლილ ყველ-
ზე, პურზე, ცივ ხორცსა და ხილზე, – წითელ ღვინოს შესვამთ თუ
თეთრს? მთლად საუკეთესო მოსავლის არ მოგვეპოვება, სამწუხა-
როდ. სერ ამორიმ ლედი ვენტის მარნები ლამის გამოაშრო. – ნამ-
დვილად, ამიტომ მოკალი, – ჯეიმი სწრაფად დაჯდა შეთავაზებულ
სკამზე, ბოლტონს რომ არ შეემჩნია, რა ძალაგამოცლილი იყო, –
თეთრი სტარკებმა სვან. მე წითელს გეახლებით, როგორც ლანის-
ტერს შეეფერება.
– მე წყალი მირჩევნია, – თქვა ბრიენმა.
– ელმარ, სერ ჯეიმის წითელი ღვინო მიართვი, ლედი ბრიენს –
წყალი, მე კი ჰიპოკრასი დამისხი, – ბოლტონმა მათი მხლებლები
ხელის აქნევით დაითხოვა და ისინიც უხმო სალმით გასცილდნენ.
ჯეიმიმ ჩვევით ღვინისკენ მარჯვენა ხელი წაიღო. გადანაჭერი
თასს მოხვდა, შეაქანა და სუფთა ტილოს სუფრას მკვეთრი წითელი
ლაქები დაეშხეფა; ჯეიმიმ მარცხენით დაიჭირა იგი, სანამ წაიქცე-
ოდა. ბოლტონმა თითქოს ვერც შენიშნა მისი მოუქნელობა. ჩრდი-
ლოელი შავ ქლიავს გადასწვდა და პატარა, სწრაფი ლუკმებით შე-
ჭამა. – ეს გასინჯე, სერ ჯეიმი. ძალიან ტკბილია და კუჭის მოქმედე-
ბასაც ხელს უწყობს. ლორდმა ვარგომ სასტუმროდან გამოიტანა
ისინი, სანამ შენობას დაწვავდა. – კუჭის მოქმედება გადასარევი
მაქვს, ის ვაცი ლორდი არაა და შენს ქლიავებზე მეტად ის მაინტერე-
სებს, რა გაქვს განზრახული.
– შენ რას გიპირებ? – რუს ბოლტონის ტუჩებს მკრთალი ღიმილი
შეეხო, – შენ სახიფათო ნადავლი ხარ, სერ. სადაც უნდა წახვიდე,
705
ყველგან არეულობა მიგაქვს. აქაც კი, ჩემს ხალისიან სახლ ჰარენ-
ჰალშიც, – ლამის ჩურჩულებდა, – და, როგორც ჩანს, რივერანშიც.
იცი, რომ ედმურ ტალი შენს დამჭერს ათას ოქროს დრაკონს ჰპირ-
დება?
სულ რაღაც?
– ჩემი და ათჯერ მეტს გადაიხდის.
– გადაიხდის კი? – ისევ ის ღიმილი, წამით გამკრთალი და უმალ
გამქრალი, – ათი ათასი ოქროს დრაკონი დიდი ფულია. რასაკვირ-
ველია, ლორდ კარსტარკის შეთავაზებაც გასათვალისწინებელია.
იგი თავისი ასულის ხელს ჰპირდება ნებისმიერს, ვინც მას შენს თავს
მიუტანს.
– პირიქით რომ იყოს? ჩემი ხელი, მისი თავი. შენს ვაცს დაავალე
ეგ საქმე. ბოლტონმა წყნარად ჩაიცინა.
– ჰარიონ კარსტარკი აქ ტყვედ იყო, ციხე რომ ავიღე. იცოდი ეს?
კარჰოლდის ხალხი, ვინც მე მახლდა, სულ მას მივეცი და გლოვერ-
თან ერთად გავუშვი. იმედი მაქვს, ბინდისველზე არაფერი დაემარ-
თება... თორემ ლორდ რიკარდის შთამომავლებიდან ელის კარ-
სტარკიღა დარჩება, – კიდევ ერთი ქლიავი შეარჩია, – შენდა საბედ-
ნიეროდ, ცოლი არ მჭირდება. ტყუპებში ყოფნისას ლედი ვალდა
ფრეი შევირთე.
– ქერა ვალდა? – ჯეიმი მოუხერხებლად იჭერდა პურს ხელის გა-
დანაჭრით და მარცხენით მის მოტეხვას ცდილობდა.
– სქელი ვალდა. მილორდ ფრეიმ მზითვად პატარძლის წონა
ვერცხლი შემომთავაზა, მეც ამის მიხედვით შევარჩიე. ელმარ, სერ
ჯეიმის პური მოუტეხე.
ბიჭმა პურს მუშტისხელა ნაჭერი მოაგლიჯა და ჯეიმის მიაწოდა.
ბრიენმაც მოიტეხა პური.
– ლორდ ბოლტონ, – მიმართა კითხვით, – ამბობენ რომ აპირებ,
706
ჰარენჰალი ვარგო ჰოუთს მისცე.
– ეს ფასი მოითხოვა, – თქვა ლორდმა ბოლტონმა, – ვალებს
მხოლოდ ლანისტერები კი არ იხდიან. და, ასეც და ისეც, მე აქაურო-
ბა მალე უნდა დავტოვო. ედმურ ტალი ლედი როსლინს ირთავს ტყუ-
პებში და ჩემი მეფე მიბრძანებს, მეც დავესწრო. – ედმური ირთავს
ცოლს? – იკითხა ჯეიმიმ, – არა რობ სტარკი?
– მისი მოწყალება მეფე რობი უკვე დაქორწინდა, – ბოლტონმა
ქლიავის კურკა მუჭში გადმოაფურთხა და გვერდით გადადო, – კრა-
გელ ვესტერლინგზე. როგორც მითხრეს, ქალს ჯეინი ჰქვია. უეჭვე-
ლია, გეცნობება იგი, სერ. მამამისი მამაშენის მებაირაღეა.
– მამაჩემის მებაირაღეები კარგა ბლომად არიან და მათგან
თითქმის ყველას ჰყავს ასული, – ჯეიმიმ ცალი ხელით აიღო ღვინის
თასი, თან ჯეინის გახსენებას ცდილობდა. ვესტერლინგები ძველი
გვარი იყო, ძალმოსილებაზე მეტი სიამაყე მოსდგამდათ.
– არ იქნება მართალი, – ჯიუტად წარმოთქვა ბრიენმა, – მეფე
რობმა ფრეის შერთვის ფიცი დადო. ის ფიცს არასოდეს გატეხდა,
ის...
– მისი მოწყალება თექვსმეტი წლის ბიჭია, – რბილად წარმოთ-
ქვა რუს ბოლტონმა, – და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დაგაეჭვებთ ჩემი
ნათქვამი, მილედი.
ჯეიმის ლამის შეებრალა რობ სტარკი. მან ბრძოლის ველზე მო-
გებული ომი საძინებელში წააგო, საბრალო ბრიყვი.
– ლორდ ვალდერს როგორ მოსწონს, კალმახით რომ უმასპინ-
ძლდებიან, მგლის ნაცვლად? – იკითხა მან.
– ო, კალმახით გემრიელი ვახშამი გამოდის, – ბოლტონმა უფე-
რული თითი თავისი მერიქიფესკენ გაიშვირა, – თუმცა ჩემი საბრა-
ლო ელმარი ცარიელი დარჩა. მას არია სტარკი უნდა შეერთო, მაგ-

707
რამ კეთილ მამა ფრეის მოუწია, ეს ნიშნობა გაეუქმებინა მეფე რო-
ბის ღალატის მერე.
– არია სტარკზე რამე ისმის? – ბრიენი წინ გადაიხარა, – ლედი
კეტლინი შიშობდა, რომ... გოგონა ცოცხალია?
– ო, დიახ, – თქვა დრედფორტის ლორდმა.
– დანამდვილებით იცი, მილორდ?
ლორდმა ბოლტონმა მხრები აიჩეჩა.
– არია სტარკი ერთხანს დაკარგული იყო, მართალია, მაგრამ
ახლა მოიძებნა. ვაპირებ, იგი მშვიდობიანად დავაბრუნო ჩრდილო-
ეთში.
– ისიც და მისი დაც, ორივე, – თქვა ბრიენმა, – ტირიონ ლანის-
ტერი მისი ძმის სანაცვლოდ ორივე გოგონას დაბრუნებას შეგვპირ-
და.
ამან დრედფორტის ლორდი თითქოს გაამხიარულა.
– მილედი, არავის უთქვამს შენთვის? ლანისტერები იტყუებიან.
– ეს ჩემი გვარის ღირსების აბუჩად აგდებაა? – ჯეიმიმ ჯანსაღი
ხელით ყველის დანა აიღო, – წვეტი არ აქვს და ბლაგვია, – თქვა და
პირზე ცერი გაუსვა, – მაგრამ თვალში მაინც დაგჭრის, – შუბლი ოფ-
ლმა დაუცვარა. იმედი ჰქონდა, რომ არ ეტყობოდა, თუ რა სუსტად
გრძნობდა თავს.
ლორდ ბოლტონის ბაგეს კვლავ ეწვია მკრთალი ღიმილი.
– იმ კაცის კვალობაზე, პურის მოსატეხად დამხმარე რომ სჭირ-
დება, რიხით ლაპარაკობ. გარშემო ჩემი მცველები გვახვევია, არ
დაგავიწყდეს.
– გარშემო, მაგრამ ნახევარი ლიგის იქით, – ჯეიმიმ დარბაზის
უსასრულო ბოლოს გახედა, – სანამ აქამდე მოაღწევდნენ, შენც ეი-
რისივით მკვდარი იქნები. – რაინდულ საქციელს ვერ დავარქმევთ,

708
მასპინძელს მისივე ყველით და ზეთისხილით გაწყობილ სუფრას-
თან ემუქრებოდე, – გაკიცხა დრედფორტის ლორდმა, – ჩრდილო-
ეთში სტუმარ-მასპინძლობის წესები ჯერაც წმინდად მიგვაჩნია.
– მე აქ სტუმარი კი არა, ტყვე ვარ. შენმა ვაცმა ხელი მომაჭრა.
თუ გგონია, რომ ეგ შენი ქლიავები ამას დამავიწყებს, მწარედ შემ-
ცდარხარ.
ამან რუს ბოლტონს უკან დაახევინა.
– იქნებ, კიდევაც შევცდი. იქნებ, ჯობდეს, ედმურ ტალის საქორ-
წილო საჩუქრად მიგგვარო... ან შენი თავი გამოვკიდო გალავანზე,
როგორც შენი და მოექცა ედარდ სტარკს.
– არ გირჩევდი. კასტერლის კლდე იოლად არაფერს ივიწყებს.
– ჩემს გალავანსა და შენს კლდეს შორის ათასობით ლიგის მან-
ძილზე მთები, ზღვები და ჭაობებია გადაჭიმული. ლანისტერების
მტრობა ბოლტონებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
– ლანისტერების მეგობრობა შეიძლება ნიშნავდეს ბევრს, – ჯე-
იმის მოეჩვენა, რომ იცოდა, ახლა რა თამაშსაც თამაშობდნენ. მაგ-
რამ გოგომაც თუ იცის? ვერც კი გაებედა, შეეხედა და გაეგო.
– არა მგონია, შენ ის მეგობარი იყო, ბრძენი კაცი რომ ისურვებ-
და, – რუს ბოლტონმა ბიჭი მოიხმო, – ელმარ, ჩვენს სტუმრებს შემ-
წვარი ხორცი ჩამოუჭერი.
პირველი ნაჭერი ბრიენს მიართვეს, მაგრამ მას ჭამა არ დაუწყია.
– მილორდ, – თქვა მან, – სერ ჯეიმი ლედი კეტლინის ასულებზე
უნდა გაიცვალოს. უნდა გაგვათავისუფლოთ და ჩვენს გზაზე გაგვიშ-
ვათ.
– რივერანიდან მოსულმა ყორანმა გაქცევის ამბავი მოიტანა,
გაცვლის კი არა. და თუ შენ ამ ტყვეს გაქცევაში დაეხმარე, მაშინ
ბრალად ღალატი გედება, მილედი. ზორბა გოგო ფეხზე წამოდგა.
– მე ლედი სტარკს ვემსახურები.
709
– მე კი – ჩრდილოეთის მეფეს. ან ჩრდილოეთის დამკარგავ მე-
ფეს, ზოგი ახლა ასეც უწოდებს. მას კი სერ ჯეიმის ლანისტერების-
თვის დაბრუნება არც დაუპირებია. – დაჯექი და ჭამე, ბრიენ, – ურჩია
ჯეიმიმ, როცა ელმარმა წინ მუქი, სისხლიანი მწვადი დაუდო, –
ბოლტონი ჩვენს მოკვლას რომ აპირებდეს, თავის ძვირფას ქლია-
ვებს არ დაგვახარჯავდა და კუჭის მოქმედებას საფრთხეში არ ჩაიგ-
დებდა, – ხორცს დააჩერდა და მიხვდა, რომ ცალი ხელით მის დაჭ-
რასაც ვერ მოახერხებდა. ახლა სტარკის გოგოზე ნაკლები ვღირვა-
რო, გაიფიქრა. ვაცმა გაცვლა თანაბარი გახადა, თუმცა მეეჭვება,
ლედი კეტლინმა მადლობა უთხრას, როცა სერსეი მის ნაშიერებს
ასეთსავე დღეში ჩაყრილებს დაუბრუნებს. ამის გაფიქრებამ სახე
მოუჭმუხნა. ნაძლევს ვარ, ეგეც მე დამბრალდება.
რუს ბოლტონი თავის ხორცს გულდასმით ჭრიდა, თეფშზე სის-
ხლი იღვრებოდა. – ლედი ბრიენ, დაჯდები, თუ გეტყვი, რომ ვიმე-
დოვნებ, სერ ჯეიმი თავის გზაზე გავუშვა, სწორედ ისე, როგორც შენი
და ლედი სტარკის სურვილიცაა?
– მე... მაშ, გაგვიშვებ? – გოგოს დაეჭვებული ხმა ჰქონდა, მაგ-
რამ დაჯდა, – კარგია, მილორდ.
– დიახ. თუმცა ლორდმა ვარგომ ერთი პატარა... სირთულე შე-
მიქმნა, – მან თავისი უფერული თვალები ჯეიმის მიაპყრო, – თუ იცი,
ჰოუთმა ხელი რატომ მოგჭრა? – უყვარს ხელების მოჭრა და იმი-
ტომ, – ჯეიმის გადანაჭერზე შემოხვეული ტილო სისხლით და ღვი-
ნით დაულაქავდა, – ფეხების მოჭრაც მოსწონს. როგორც ჩანს, მი-
ზეზი დიდად არ სჭირდება.
– და მაინც, მიზეზი ჰქონდა. ვაცი იმაზე უფრო გამჭრიახია, ვიდრე
ჩანს. მამაცი თანამებრძოლებისნაირი კრებულის მეთაურობას
დიდხანს ვერავინ შეძლებს, თუ თავში ცოტა ტვინი არ უდევს, –
ბოლტონმა ხორცის ნაჭერი დანის წვერზე წამოაცვა, პირში ჩაიდო,
710
მონდომებით დაღეჭა და გადაყლაპა, – ლორდმა ვარგომ ლანისტე-
რებს ზურგი იმიტომ აქცია, რომ მე მას ჰარენჰალი შევთავაზე – ეს
ჯილდო კი ათასჯერ მეტი იყო იმაზე, რის იმედიც ლორდ ტაივინის-
გან შეიძლებოდა ჰქონოდა. ვესტეროსში ის უცხო კაცია და არ იცო-
და, რომ ეს მოწამლული ჯილდოა.
– ჰარენ შავის წყევლა? – დასცინა ჯეიმიმ.
– ტაივინ ლანისტერის წყევლა, – ბოლტონმა თასი გაიშვირა და
ელმარმა უსიტყვოდ შეუვსო, – ჩვენს ვაცს რჩევა ტარბეკებისთვის
ან რეინიებისთვის უნდა ეკითხა. ისინი გააფრთხილებდნენ, შენი
ლორდი-მამა მოღალატეებს როგორ უსწორდება. – ტარბეკები და
რეინიები აღარ არიან, – თქვა ჯეიმიმ.
– სწორედ მაგის თქმა მინდა. ლორდ ვარგოს, უეჭველია, იმედი
ჰქონდა, რომ მეფის საბიჯელთან სტანისი გაიმარჯვებდა და ლანის-
ტერების დაცემაში გაწეული წვლილის სამადლობლად ამ ციხესი-
მაგრის მფლობელობას დაუმტკიცებდა, – მან მშრალად ჩაიხითხი-
თა, – სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც სტანის ბარათეონზე სმენია
რამე. იმას შეიძლებოდა, კიდევაც მიეცა მისთვის ჰარენჰალი გაწეუ-
ლი სამსახურის ფასად... მაგრამ დანაშაულების საზღაურად ყულ-
ფსაც მოაყოლებდა.
– ყულფი ბევრად უფრო ლმობიერი საჩუქარი იქნება იმასთან შე-
დარებით, რასაც მამაჩემისგან მიიღებს.
– ამასობაში თვითონაც მიხვდა მაგას. სტანისი დამარცხდა, რენ-
ლი მკვდარია და ახლა მხოლოდ სტარკის გამარჯვება თუ იხსნის
ლორდ ტაივინის შურისძიებისგან, მაგრამ ამის შესაძლებლობა
სულ უფრო სავალალოდ მცირდება.
– მეფე რობმა ყველა ბრძოლა მოიგო, – გადაჭრით განუცხადა
ბრიენმა. სიტყვა-პასუხშიც ისევე ჯიუტად ერთგული იყო, როგორც
ქცევით.
711
– ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ დაკარგა ფრეიები, კარსტარ-
კები, ვინტერფელი და ჩრდილოეთი. სამწუხაროა, რომ ჭაბუკი მგე-
ლი ასე ახალგაზრდაა. თექვსმეტი წლის ბიჭებს ყოველთვის ჰგონი-
ათ, რომ უკვდავები და. დაუმარცხებლები არიან, მასზე უფროსი კა-
ცი, ასე მგონია, მუხლს მოიყრიდა. ომს ყოველთვის მშვიდობა მოჰ-
ყვება, მშვიდობას კი შენდობები მოსდევს... რობ სტარკებისთვის მა-
ინც. მაგრამ არა ვარგო ჰოუთისნაირებისთვის, – ბოლტონმა ჯეიმის
ოდნავ გაუღიმა, – ის ორივე მხარემ გამოიყენა, მაგრამ მის სიკ-
ვდილზე ცრემლს არც ერთი არ დაღვრის. მამაცი თანამებრძოლები
შავწყალას ბრძოლაში არ ჩაბმულან, მაგრამ მაინც დაიხოცნენ იქ.
– შემინდობ, თუ მაგის გამო ძაძებს არ ჩავიცვამ?
– სულ არ გეცოდება ჩვენი გარეწარი, განწირული ვაცი? მაგრამ
ალბათ ღმერთებს ებრალებათ... აბა, რატომ ჩაგაგდეს მის ხელში?
– ბოლტონმა ხორცის მორიგი ნაჭერი გაღეჭა, – კარჰოლდი ჰარენ-
ჰალზე უფრო პატარა და ღარიბია, მაგრამ სამაგიეროდ იქამდე ლო-
მის კლანჭები ვერ სწვდება. ელის კარსტარკს თუ შეირთავდა, ჰო-
უთი მართლა ლორდი გახდებოდა. მამაშენისთვის ოქროს დაცინ-
ცვლას თუ მოახერხებდა, ხომ კარგი, მაგრამ ლორდ კარსტარკს
შენს თავს მაინც მიართმევდა, ლორდ ტაივინს რამდენიც უნდა გა-
დაეხადა. ჯილდოდ ქალს და საიმედო თავშესაფარს მიიღებდა. მაგ-
რამ იმისათვის, რომ გაგყიდოს, უნდა შეგინარჩუნოს, მდინარეთი კი
სავსეა იმ ხალხით, ვინც სიამოვნებით მოგიტაცებდა. გლოვერი და
ტოლჰარტი დამარცხდნენ ბინდისველზე, მაგრამ მათი ლაშქრის
ნაშთები ჯერაც იქვეა გაფანტული, მთაკაცი დაეძებს და ხოცავს.
ათასობით კარსტარკი რივერანის სამხრეთსა და აღმოსავლეთს
ჩხრეკს შენს ძებნაში. ყველგან მოდებული არიან დარის ქვეშევ-
რდომები, რომლებიც ულორდოდ და უკანონოდ დარჩნენ, ოთხფეხა

712
მგლების ხროვები და ელვა-ლორდის ყაჩაღების ბანდები. დონდა-
რიონი სიამოვნებით დაგკიდებდათ შენ და ვაცს ერთსა და იმავე ხე-
ზე, – დრედფორტის ლორდმა სისხლი პურის ნატეხით მოწმინდა
თეფშიდან, – ერთადერთი ადგილი, სადაც ლორდ ვარგოს შენი
უსაფრთხოდ მოთავსების იმედი ექნებოდა, ჰარენჰალია, მაგრამ აქ
მის მამაც თანამებრძოლებს ბევრად სჭარბობენ ჩემი ქვეშევრდომე-
ბი და სერ ეინისი და მისი ფრეიები. უეჭველია, მას ეშინოდა, რომ
შეიძლებოდა, მე სერ ედმურთან დამებრუნებინე რივერანში... ან,
კიდევ უარესი, მამაშენთან გამეგზავნე. რომ დაგასახიჩრა, ამის მე-
რე შენ, როგორც მებრძოლი, მისთვის საშიში აღარ იყავი; მამაშენ-
თან გასაგზავნი საზარელი ნიშანი მოიპოვა; და ჩემს თვალში შენი
ფასი შეამცირა. ის ხომ ჩემი კაცია, მე კი მეფე რობის ვარ. ამგვარად,
მისი დანაშაული მეც მეკისრება, ყოველ შემთხვევაში, მამაშენმა შე-
იძლება, ასე ჩათვალოს. და სწორედ ამაშია ჩემი... მცირე სიძნელე,
– იგი ჯეიმის შეაცქერდა თავისი უფერული და უძრავი, მომლოდინე,
ცივი თვალებით.
გასაგებია.
– გნებავს, რომ ბრალეული მოგხსნა. ვუთხრა მამაჩემს, რომ
ჩემს ხელთან შენ არაფერ შუაში ხარ, – ჯეიმიმ გაიცინა, – მილორდ,
გამგზავნე სერსეისთან და როგორსაც გინდა, ისეთ ტკბილ სიმღე-
რას ვუგალობებ იმაზე, თუ როგორ მამასავით მივლიდა ლორდი
ბოლტონი, – იცოდა, სხვა პასუხს თუ გასცემდა, ბოლტონი ისევ ვა-
ცის ხელში ჩააგდებდა, – ხელი რომ მქონდეს, მივწერდი კიდევაც,
თუ ვით დამახეიბრა ვესტეროსში მამაჩემისვე ჩამოთრეულმა ქი-
რით მებრძოლმა და ვით დამიხსნა კეთილშობილმა ლორდმა ბოლ-
ტონმა.
– შენს სიტყვას დავენდობი, სერ.
ასეთი რამ ხშირად როდი მესმის.
713
– როდის შეგვეძლება წასვლა? და რა გზით ფიქრობ, ამ მგლებს,
ყაჩაღებს და კარსტარკებს შორის უხიფათოდ გამატარო?
– წახვალ, როგორც კი ქაიბანი იტყვის, რომ უკვე საკმარისად
მოღონიერდი, თან გაგყვება ნარჩევი მეომრების ამალა ჩემი კაპიტ-
ნის, ვალტონის მეთაურობით. მას რკინისფეხებას ეძახიან. უტეხი
ერთგულების მქონე ჯარისკაცია. ვალტონი საღ-სალამათად მიგა-
ცილებს მეფის საბიჯელამდე.
– იმ პირობით, რომ ლედი კეტლინის ასულებიც საღ-სალამათე-
ბი ჩაგვბარდებიან, – თქვა გოგომ, – მილორდ, ვალტონის და მისი
რაზმის დაცვას სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ გოგონები ჩემი პა-
სუხისმგებლობაა.
დრედფორტის ლორდმა გულგრილად გადახედა.
– გოგონების ბედი აღარ უნდა განაღვლებდეს, მილედი. ლედი
სანსა ქონდრისკაცის ცოლია, ახლა მათ მხოლოდ ღმერთები თუ
გაყრიან.
– ცოლია? – იკითხა თავზარდაცემულმა ბრიენმა, – ჭინკა? მაგ-
რამ... მან ფიცი დადო, მთელი სამეფო კარის თვალწინ, ღმერთების
და ადამიანების წინაშე... რა მიამიტია. სიმართლე თუ გინდა, ჯეიმიც
თითქმის მასავით გაოცდა, მაგრამ ეს უკეთ დაფარა. სანსა სტარკი?
ტირიონი ამას უნდა გაეხარებინა. გაახსენდა, რა ბედნიერი იყო მისი
ძმა თავის პატარა მეიჯარადის გოგოსთან... ორი კვირის განმავლო-
ბაში.
– თუ რა დაიფიცა ან არ დაიფიცა ჭინკამ, ამას ახლა მნიშვნელო-
ბა აღარ აქვს, – თქვა ლორდმა ბოლტონმა, – მით უფრო, შენთვის,
– გოგო ლამის შეურაცხყოფილი ჩანდა. შეიძლება, ბოლოს და ბო-
ლოს, იგრძნო კიდევაც ხაფანგის ფოლადის კბილები, როცა რუს
ბოლტონმა მცველები მიიხმო, – სერ ჯეიმი მეფის საბიჯელისკენ
გზას გააგრძელებს. ვშიშობ, შენზე არაფერი მითქვამს. ჩემი მხრივ,
714
უსინდისობა იქნებოდა, ლორდი ვარგოსთვის მისი ორივე ნადავლი
წამეგლიჯა, – დრედფორტის ლორდი მორიგ ქლიავს გადასწვდა, –
შენ ადგილზე რომ ვიყო, მილედი, ნაკლებს ვინაღვლებდი სტარკებ-
ზე და ბევრად მეტს – საფირონებზე.

ტირიონი

ხედავდა მათ აფრიალებულ დროშებს, როცა მხედრები გრძელ,


მტვრის ღრუბელში გახვეულ კოლონად გამოსცდნენ ცოცხალი ტყის
სიმწვანეს. იქიდან მდინარემდე მხოლოდ შიშველი შავი ხეებიღა
მოჩანდა – ტირიონის ომის ნაშთი. ეს რამდენი დროშააო, უკმაყო-
ფილოდ გაიფიქრა. მოახლოებული ცხენები ფლოქვებით ნაცარს
აბუქებდნენ – ტაირელის მოწინავე რაზმიც ასეთ ბუღში მოქროდა,
სტანისს რომ დაარტყა გვერდიდან. როგორც ჩანდა, მარტელს
დორნის ლორდების ნახევარი თან წამოეყოლებინა. სცადა, ამის
რამე სასიკეთო ახსნა მოეძებნა, და არაფერი გამოუვიდა.
– რამდენი დროშა დათვალე? – ჰკითხა ბრონს.
ქირით მებრძოლმა რაინდმა თვალები მოიჩრდილა.
– რვა... არა, ცხრა..
ტირიონი უნაგირზე შებრუნდა.
– პოდ, მოდი ერთი აქ. ამიწერე, რა გერბებს ხედავ, და მითხარი,
რომელი რომელ გვარს ეკუთვნის.
პოდრიკ პეინმა ცხენი ახლო მოაყენა. მას სამეფო დროშა ეჭირა,
ჯოფრის ირემლომის დიდი ემბლემით, და მის წონას ეჭიდავებოდა.
ბრონს ტირიონის დროშა ეპყრა, ლანისტერების ოქროვანი ლო-
მი მეწამულ ველზე. გამაღლდა ბიჭიო, შეამჩნია ტირიონმა, როცა
პოდრიკი უკეთ გასახედად უზანგებზე წამოიწია. მალე ისიც, ყველა

715
სხვასავით, ზემოდან დამხედავს. ბიჭმა ტირიონის ბრძანებით ბეჯი-
თად იმეცადინა დორნულ ჰერალდიკაში, მაგრამ, როგორც ყოველ-
თვის, ახლაც ღელავდა.
– ვერ ვხედავ. ქარში ფრიალებენ.
– ბრონ, უთხარი ბიჭს, რას ხედავ.
ბრონი დღეს მართლაც რაინდს ჰგავდა, ახალი კამზოლი და მო-
სასხამი ეცვა, მკერდზე ალმოდებული ჯაჭვი ეხატა.
– წითელი მზე ნარინჯისფერზე, – დაიძახა მან, – ზურგში გაყრი-
ლი შუბით. – მარტელი, – მაშინვე თქვა პოდრიკ პეინმა და აშკარად
გულზე მოეშვა, – მზეშუბელი მარტელები, მილორდ. დორნის პრინ-
ცი.
– მაგას ჩემი ცხენიც იცნობდა, – არ აღფრთოვანებულა ტირი-
ონი, – კიდევ უთხარი, ბრონ.
– იისფერი დროშა ყვითელი ბურთებით.
– ლიმონებით? – იმედიანად ჩაეკითხა პოდრიკი, – იისფერი ვე-
ლი ზედ მოფანტული ლიმონებით· დოლტების გვარი? იქიდან... ლი-
მონის ხიდან.
– შესაძლოა. კიდევა ჩანს დიდი შავი ჩიტი ყვითელზე. კლანჭებში
რაღაც თეთრი თუ ვარდისფერი უჭირავს, დროშა ფრიალებს და კარ-
გად ვერ ვარჩევ.
– ბლექმონტების ორბს კლანჭებში ჩვილი აქვს მოგდებული, –
თქვა პოდმა, – შავმთელი ბლექმონტები, სერ.
ბრონმა გაიცინა.
– ისევ წიგნებს კითხულობ? წიგნები ხმალაობისთვის საჭირო
თვალს გაგიფუჭებენ, ბიჭო. თავის ქალასაც ვხედავ. შავი დროშაა.
– მენვუდების გვირგვინოსანი თავის ქალა, ძვლისფერი და ოქ-
როსფერი შავ ველზე, – ყოველი სწორი პასუხის მერე პოდი უფრო
თავდაჯერებული ხდებოდა, – მეფისსამარელი მენვუდები.
716
– სამი შავი ობობა?
– მორიელებია, სერ. ქვიშაქველი ქორგაილების გვარი, სამი შა-
ვი მორიელი წითელ ველზე:
– წითელი და ყვითელი, შუაში დაკბილული ხაზით.
– ჯოჯოხეთის ტყის ცეცხლები. ალერების გვარი.
ტირიონს ბიჭის პასუხები მოეწონა. ენას თუ ამოიდგამს, სულელი
სულაც არაა. – მიდი, პოდ, – წააქეზა, – ყველას თუ გამოიცნობ, რა-
ღაცას გაჩუქებ.
– წითელ-შავი ფენებიანი ნამცხვარი, შუაში ოქროს ხელით.
– ალირიონების გვარი ღვთის წყალობიდან.
– წითელი ქათამი გველს ჭამს, რაღაც ეგეთია.
– გარგალენები, მლაშე ნაპირიდან. ბასილისკოა, სერ. ბოდიში.
ქათამი არაა. წითელია, ნისკარტით შავი გველი უჭირავს.
– კარგია! – შესძახა ტირიონმა, – ერთიც, ბიჭი!
ბრონმა მოახლოებული დორნელების მწკრივებს გადახედა.
– ბოლო არის ოქროს ბუმბული მწვანე უჯრულა ველზე.
– ოქროს კალამი, სერ. ტორელი ჯორდაინები.
ტირიონმა გაიცინა.
– ცხრავე, ყოჩაღ. ყველას მეც კი ვერ ვიტყოდი, – იცრუა, მაგრამ
ეს ბიჭს გააყოყოჩებდა, რაც იმას ძალიან არგებდა.
როგორც ჩანდა, მარტელს სახიფათო მხლებლები მოეყოლები-
ნა. პოდის მიერ დასახელებული გვარებიდან ერთიც კი არ იყო მცი-
რე ან უმნიშვნელო. სამეფო გზას დორნის ცხრა უდიდესი ლორდი
მოუყვებოდა – თავად ან მისი მემკვიდრე მაინც, და ტირიონი რა-
ტომღაც ფიქრობდა, რომ ამხელა გზა მოცეკვავე დათვის სანახავად
არ გამოევლოთ· ეს რაღაცას ნიშნავს. და რაღაც ისეთს, რაც არ მომ-
წონს. იფიქრა, შეცდომა ხომ არ დავუშვი, მირცელა მზეშუბში რომ
გავამგზავრეო.
717
– მილორდ, – უთხრა პოდრიკმა მორიდებით, – ტახტრევანი არ
აქვთ.
ტირიონმა მკვეთრად მიაბრუნა თავი. ბიჭი მართალს ამბობდა.
– დორან მარტელი ყოველთვის ტახტრევნით მგზავრობს, –
თქვა ბიჭმა, – ხის ნაჩუქურთმალი ტახტრევნით, რომლის აბრეშუ-
მის ფარდებზეც მზეები ხატია.
ეს ტირიონსაც სმენოდა. პრინცი დორანი ორმოცდაათს გადაცი-
ლებული იყო და ნიკრისის ქარი აწუხებდა. იქნებ, უნდოდა, უფრო
სწრაფად ემოძრავაო, აჯერებდა ტირიონი თავს. ან იქნებ შიშობდა,
რომ მისი ტახტრევანი ძალიან მაცდური სამიზნე აღმოჩნდებოდა ყა-
ჩაღებისთვის, ან მეტისმეტად უხერხული სატარებელი იქნებოდა
ძვლის გზის უღელტეხილებზე. შეიძლება, ნიკრისი ახლა ნაკლებად
აწუხებს. მაშ, რატომ ეთანაღრება გული ასე ძალიან?
ასე ლოდინი აუტანელი იყო.
– დროშები წინ, – ბრძანა უცებ, – მათ შესახვედრად წავალთ, –
ცხენს დეზები შემოსცხო. აქეთ-იქიდან ბრონი და პოდი მიჰყვნენ.
დორნელებმა მათკენ წასულები რომ დაინახეს, მათაც ააჩქარეს
ცხენები, ლივლივით გამოიყოლეს გაშლილი დროშები. მოკაზმულ
უნაგირებზე მათებური მრგვალი ლითონის ფარები ეკიდათ, ბევრს
მოკლე სატყორცნი შუბების შეკვრა ან დორნული ორთაღიანი
მშვილდები მოჰქონდა, რომლითაც ჭენებისასაც მარჯვედ ისროდ-
ნენ.
პირველი მეფე დერონის დაკვირვებით, სამგვარი დორნელები
არსებობდნენ. იყვნენ მლაშის დორნელები, რომლებიც სანაპიროე-
ბის გასწვრივ ცხოვრობდნენ, უდაბნოების და გრძელი მდინარისპი-
რა ველების მცხოვრები ქვიშის დორნელები და ქვის დორნელები,
რომლებიც თავიანთ სიმაგრეებს წითელი მთების უღელტეხილებსა
და ზეგნებზე აგებდნენ. მლაშის დორნელების ძარღვებში ყველაზე
718
მეტი როინარული სისხლი ჩქეფდა, ქვის დორნელებში – ყველაზე
ნაკლები.
დორანის ამალაში სამივენაირი დორნელები მოჩანდა. მლაშის
დორნელები მოქნილები და მუქები იყვნენ, გლუვი ზეთისხილისფე-
რი კანი ჰქონდათ და გრძელი თმა ქარში ეშლებოდათ. ქვიშის დორ-
ნელები მათზე უფრო მუქებიც იყვნენ, სახეები ცხელი დორნული
მზით ჰქონდათ გარუჯული. მზის დაკვრის თავიდან ასაცილებლად
ისინი მუზარადებზე გრძელ ფერად ხილაბანდებს იხვევდნენ. ქვის
დორნელები, ანდალთა და პირველ კაცთა ძეები, სხვებზე ზორბები
და თეთრგვრემანები იყვნენ, წაბლისფერი ან ქერა თმა ჰქონდათ და
მზეს მათი სახის კანი დაეჭორფლა ან დაეწვა, მაგრამ არ კი ჩაემუ-
ქებინა. ლორდებს დიბა-აბრეშუმი ემოსათ, მოოჭვილი ქამრები და
გაფრიალებული სახელოები ამშვენებდათ. აბჯარი უხვად ჰქონდათ
შემკული მინანქარით და გაპრიალებული სპილენძით, მოელვარე
ვერცხლით და რბილი წითელი ოქროთი მოზარნიშებული. ისხდნენ
წითელ და ოქროსფერ ცხენებზე, რამდენიმე თოვლივით თეთრიც
ჰყავდათ; ერთიმეორეზე უფრო მოსხლეტილი და სწრაფი ცხენები
იყვნენ, გრძელი კისრები და ვიწრო, ლამაზი თავები ჰქონდათ.
დორნის სახელგანთქმული ქვიშის რაშები ტანად ჩამოუვარდებოდ-
ნენ ჩვეულებრივ საომარ ცხენს და ვერც მძიმე აბჯრის ზიდვაში გა-
ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, შეუძლიათ, მთელ დღეს, ღამეს
და კიდე მომდევნო დღესაც გაუჩერებლად ირბინონ და დაღლა არ
დაეტყოთო. დორნელების მეთაური მოაჭენებდა ცოდვასავით წკვა-
რამ ულაყს, ცეცხლისფერი ძუა-ფაფარი რომ ჰქონდა. უნაგირზე ისე
იჯდა, თითქოს ამისათვის იყო დაბადებული, მაღალს, ტანადს და
მოხდენილს მხრებზე ღია-წითელი აბრეშუმის მოსასხამი უფრია-
ლებდა, მისი პერანგი სპილენძის დისკოების ერთმანეთზე გადადე-
ბული რიგებით იყო შეაბჯრული და ჭენებისას ათასი ახალმოჭრილი
719
მონეტასავით უბრდღვიალებდა. მის მაღალ, მოოქრულ ჩაჩქანს
შუბლზე სპილენძის მზე მოუჩანდა, ზურგზე გადაგდებული მრგვალი
ფარის გაპრიალებულ ლითონის პირზე მარტელების მზე-და-შუბი
ჰქონდა გამოსახული.
მზე-მარტელიო, გაიფიქრა ტირიონმა, მხედარმა მის წინ აღვირს
რომ მოზიდა, მაგრამ რასაც მოველოდი, იმაზე ათი წლით უფრო
ახალგაზრდა, ბევრად უფრო წარმოსადეგი და ბევრად უფრო შე-
უპოვარიაო. ამ დროს უკვე იცოდა, ვისთანაც ექნებოდა საქმე. ნე-
ტავ, ომის დაწყებას რამდენი დორნელი სჭირდებაო, ჰკითხა თავს.
ერთიც კმარა. მაგრამ ისღა დარჩენოდა, გაეღიმა.
– კეთილად მობრძანდით, მილორდებო. გვაცნობეს თქვენი მო-
ახლოების შესახებ და მისმა მოწყალება მეფე ჯოფრიმ მიბრძანა, გა-
მოვსულიყავი და მის ნაცვლად შეგგებებოდით. ჩემი ლორდი-მამა
მეფის მარჯვენაც სალამს გითვლით, – მან გულითადი დაბნეულობა
გაითამაშა, – თქვენგან პრინცი დორანი ვინ ბრძანდება?
– ჩემს ძმას ჯანმრთელობამ მზეშუბში დარჩენა აიძულა, – პრინ-
ცისწულმა მუზარადი მოიხადა. პირქუში, დაღარული სახე ჰქონდა,
წვრილი მორკალული წარბების ქვეშ ფართო და კუპრის ტბორები-
ვით შავი, მოელვარე თვალები მოუჩანდა. მბზინვარე შავ თმაში
მხოლოდ რამდენიმე ვერცხლის ღერი გამორეოდა, თუმცა საფეთ-
ქლებთან შესთხელებოდა და შუბლზე დარჩენოდა წამახულ წვეტად,
რომელიც ასევე წამახული ცხვირისკენ ეშვებოდა. უეჭველია, მლა-
შის დორნელია, – პრინცმა დორანმა გამომგზავნა, რათა მის ნაც-
ვლად დავჯდე მეფე ჯოფრის საბჭოში, თუ მისი მოწყალების ნებაც
იქნება.
– მისი მოწყალება პატივად ჩათვლის, რჩევა მიიღოს ესოდენ სა-
ხელოვანი მეომრისაგან, როგორიც პრინცი ობერინ დორნელია, –
უთხრა ტირიონმა, თავად კი ფიქრობდა, ეს სისხლის მდინარეებს
720
მოასწავებსო, – და შენს კეთილშობილ მხლებლებსაც სიამოვნებით
მივესალმებით.
– ნება მიბოძე, გაგაცნო ისინი, მილორდ ლანისტერ. სერ დიზი-
ელ დოლტი, ლიმონის ხიდან. ლორდი ტრიმონდ გარგალენი. ლორ-
დი ჰარმენ ალერი და მისი ძმა სერ ულვიკი. სერ რაიონ ალირიონი
და მისი ძე დეიმონ სანდი, ღვთის წყალობის ბუში. ლორდი დაიგოს
მანვუდი, მისი ძმა სერ მილესი და მისი ძეები მორსი და დიკონი. სერ
ერონ ქორგაილი. და ნურავინ დამწამებს, თითქოს ქალბატონებს
ვივიწყებდე: მერია ჯორდაინი, ტორის მემკვიდრე. ლედი ლარა
ბლექმონტი, მისი ასული ჯინესა, მისი ძე პიროსი, – თხელი ხელი ას-
წია ბოლოში მდგარი შავთმიანი ქალისკენ და წინ გამოიხმო, – ეს კი
ელარია სენდია, ჩემი საყვარელი.
ტირიონმა ლამის დაიკვნესა. მისი საყვარელი და თანაც ბუში.
სერსეის ბნედა დაემართება, პრინცი ქორწილში მის წამოყვანას თუ
მოინდომებს. თუ ქალს სადმე ბნელ და უღირს კუთხეში მიუჩენს ად-
გილს, მისი და, სავარაუდოდ, წითელი ასპიტის რისხვას დაიტეხს
თავს. გვერდით თუ მიუსვამს საპატიო მაგიდასთან, მაშინ შემაღლე-
ბულზე მსხდომი ყველა სხვა ქალბატონი შეურაცხყოფილი დარჩე-
ბა. პრინცი დორანი მაინცდამაინც უთანხმოებას ეძებს?
პრინცმა ობერინმა ცხენი შეაბრუნა და თავისი დორნელების პი-
რისპირ დადგა. – ელარია, ლორდებო და ლედებო, რაინდებო, ნა-
ხეთ, მეფე ჯოფრის რარიგ ვუყვარვართ. მისმა მოწყალებამ დიდი პა-
ტივი დაგვდო და საკუთარი ბიძა ჭინკა შეგვაგება, რათა მან მეფის
კარზე მიგვაცილოს.
ბრონმა ჩაიფრუტუნა, სიცილი რომ შეეკავებინა, და ტირიონსაც,
სხვა რა გზა ჰქონდა, ხალისიანი დამხვდური უნდა გაეთამაშებინა.
– არა მხოლოდ, მილორდებო. ეს ჩემნაირი პატარა კაცისთვის

721
დაუძლეველი ტვირთი იქნებოდა, – ამასობაში მხლებლებმაც მოაღ-
წიეს და ახლა მას უნდა დაესახელებინა ისინი, – ნება მომეცით, წარ-
მოგიდგინოთ სერ ფლემენტ ბრაქსი, ჰორნვილის მემკვიდრე. როს-
ბელი ლორდი ჯაილსი. სერ ადამ მარბრანდი, ქალაქის დაცვის მე-
თაური. ჯალაბარ ზო, წითელი ყვავილის ველის პრინცი. სერ ჰარის
სვიფტი, ბიძაჩემ კევანის მამა ქორწინებით. სერ მერლონ კრეიკჰო-
ლი. სერ ფილიპ ფუტი და სერ ბრონ შავწყალელი, სტანისის ამბოხის
წინააღმდეგ ჩვენი ბოლო ბრძოლის გმირები. და ჩემი საჭურველ-
თმტვირთველი, ჭაბუკი პოდრიკი პეინების გვარიდან, – კარგი,
მჟღერი სახელები იყო და ტირიონმაც სხაპასხუპით ჩამოთვალა,
მაგრამ მათი პატრონები ვერც დიდებულებით, ვერც წონით ვერ და-
უდებდნენ ტოლს პრინც ობერინის მხლებლებს და ეს ორივემ კარ-
გად იცოდა.
– მილორდ ლანისტერ, – უთხრა ლედი ბლექმონტმა, – გრძელი
და მტვრიანი გზა გამოვიარეთ და დასვენება და მომაგრება გვჭირ-
დება. იქნებ, გზა განვაგრძოთ და ქალაქს მივიდეთ?
– ახლავე, მილედი, – ტირიონმა ცხენს თავი შეუბრუნა და სერ
ადამ მარბრანდს გასძახა. ცხენოსანმა ოქროსმოსასხამიანებმა,
რომლებიც მისი საპატიო დაცვის უდიდესი ნაწილი გახლდათ, სერ
ადამის ბრძანებაზე სხარტად მიაბრუნეს ცხენები და კოლონა მდი-
ნარისა და მის მიღმა გაშლილი მეფის საბიჯელისკენ გაემართა.
ობერინ ნიმეროს მარტელი, მის უკან, გზის გარდიგარდმო მოწყო-
ბილ ოქროსმოსასხამიანთა მწკრივებიდან მოუთმენლად დაიჭიხვი-
ნა ცხენმა. ტირიონს ლორდ ჯაილსის ხველაც ესმოდა. მას არ უთხო-
ვია ჯაილსი, არც სერ ადამი, არც ჯალაბარ ზო და დანარჩენები, მაგ-
რამ მის ლორდ-მამას მიაჩნდა, რომ დორან მარტელი შესაძლოა,
განაწყენებულიყო, შავწყალაზე მის გადასაცილებლად მხოლოდ

722
ჯუჯა რომ გამოსულიყო. ჯოფრი თავად უნდა შეჰგებებოდა დორნე-
ლებსო, ფიქრობდა ცხენზე მჯდარი ტირიონი, მაგრამ, უეჭველია, ის
ყველაფერს ჩასვრიდა. ბოლო დროს მეფე დაეჩვია დორნელებზე
ანეკდოტების მოყოლას, რომლებიც მეის ტაირელის ჯარისკაცების-
გან ჰქონდა აკრეფილი. რამდენი დორნელი სჭირდება ცხენის და-
ჭედვას?
ცხრა. ერთი ჭედავს, რვას ცხენი ჰყავს აყვანილი. ტირიონს რა-
ტომღაც ეგონა, რომ დორან მარტელს ამაზე არ გაეცინებოდა.
ჩაიბუტბუტა თავისთვის ტირიონმა, მოსულს გვერდში რომ ამო-
უდგა. დორნელი წითელი ასპიტი. და რა შვიდი ჯოჯოხეთი უნდა ვუ-
ყო, ნეტა?
მართალია, ამ კაცს მხოლოდ ამბად იცნობდა, მაგრამ ამბები ში-
შის მომგვრელი იყო. თექვსმეტი წლისაც არ იქნებოდა, როცა პრინ-
ცი ობერინი ლორდ აირონვუდის საყვარლის ლოგინში იპოვეს. ბე-
ბერი ლორდი ზორბა ვინმე იყო, მძვინვარე სახელი ჰქონდა გავარ-
დნილი და სიფიცხე მოსდგამდა. ამას შედეგად ორთაბრძოლა მოჰ-
ყვა, მაგრამ პრინცის ასაკის და მაღალი წარმომავლობის გათვა-
ლისწინებით, დათქმული იყო, ბრძოლა მხოლოდ პირველ სის-
ხლამდე გასტანდა. ორივე მებრძოლი დაიჭრა და ღირსება აღდგა.
მაგრამ პრინცი ობერინი მალევე მომჯობინდა, ხოლო ლორდი აი-
რონვუდი გამიზეზებულმა ჭრილობამ შეიწირა. მოგვიანებით ხმა გა-
ვარდა, ობერინი მოწამლული ხმლით იბრძოდაო, და ამის მერე მე-
გობრებისთვისაც და მტრებისთვისაც წითელი ასპიტი შეერქვა.
ოღონდ ეს მრავალი წლის წინ მოხდა. თექვსმეტი წლის ბიჭი ახ-
ლა ორმოცს გადაცილებული მამაკაცი გამხდარიყო და მისი ამბა-
ვიც მას მერე კიდევ უფრო ბნელი შეიქნა. მან თავისუფალ ქალაქებ-
ში იმოგზაურა, საწამლავები შეისწავლა და, ჭორებს თუ ვირწმუნებ-

723
დით, უფრო ბნელ ხელოვნებებსაც ეზიარა. ციტადელშიც განისწავ-
ლებოდა, მაისტერის ჯაჭვის ექვსი რგოლიც კი გაჭედა, ვიდრე არ
მობეზრდა.
ვიწრო ზღვის გადაღმა სადავო მიწებზე ჯარისკაცად იყო და მე-
ორე ძეებს შეუერთდა, სანამ თავის რაზმს შექმნიდა. მისი ტურნირე-
ბი, ომები, ორთაბრძოლები, ცხენები, ავხორცობა... ამბობდნენ,
რომ საყვარლებად კაცებიც ჰყავდა და ქალებიც და მისი ბუში ასუ-
ლები მთელ დორნს იყო მოფენილი. ხალხი მის გოგონებს ქვიშის
გველუკებს ეძახდა. ტირიონს როგორც სმენოდა, პრინც ობერინს
ვაჟი არ ჰყოლია. და, კიდევ, ზენაბაღის მემკვიდრეც მან დაასახიჩ-
რა.
ტაირელის ქორწილში ამაზე უფრო ნაკლებად სასურველი სტუ-
მარი მთელ შვიდ სამეფოში ვერ მოინახებაო, გაიფიქრა ტირიონმა.
პრინც ობერინის გამოგზავნა მეფის საბიჯელში, როცა ქალაქს მეის
ტაირელი, მისი ორი ვაჟი და ათასობით მათი შეჭურვილი ქვეშევ-
რდომი სტუმრობდა, სახიფათო გამოწვევა იყო, თავად პრინც ობე-
რინივით სახიფათო. ერთი გადაბრუნებული სიტყვა, უდროო ხუმ-
რობა, გამოხედვაც კი კმარა და ჩვენი დიდებული მოკავშირეები ერ-
თმანეთს ყელში წასწვდებიან. – ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერ-
თმანეთს, – სხვათა შორის უთხრა დორნელმა პრინცმა ტირიონს,
სამეფოგზას რომ მიუყვებოდნენ გვერდიგვერდ ნაცრით დაფარული
მინდვრების და ხეების ჩონჩხების გასწვრივ, – თუმცა, არა მგონია,
გახსოვდეს. მაშინ კიდევ უფრო პატარაც კი იყავი.
ტირიონს არ მოსწონდა დამცინავი კილო, მის ხმას რომ დაჰ-
კრავდა, მაგრამ არ აპირებდა, დორნელს აჰყოლოდა.
– როდის, მილორდ? – ჰკითხა თავაზიანი ცნობისმოყვარეობით.
– ო, დიდი ხნის წინათ, როცა დორნს დედაჩემი მართავდა, შენი
ლორდი-მამა კი სხვაგვარი მეფის კარზე იყო მარჯვენა.
724
არც ისე სხვაგვარის, რომ იცოდე, გაიფიქრა ტირიონმა.
– მაშინ კასტერლის კლდეს ვეწვიე დედაჩემთან, მის მეუღლეს-
თან და ჩემს და ელიასთან ერთად. მე თოთხმეტი თუ თხუთმეტი
წლის ვიყავი, ელია, შესაბამისად, ერთი წლით უფროსი. შენი და-ძმა
რვა თუ ცხრა წლის იყვნენ, როგორც მახსოვს, შენ კი ის იყო, დაიბა-
დე.
უცნაური დროა სტუმრობისთვის. ტირიონის დედა მის დაბადე-
ბას გადაჰყვა, ასე რომ, მარტელებს კასტერლის კლდე მწარედ
მგლოვიარე დახვდებოდათ. მით უფრო, მისი ლორდი. ტაივინ ლა-
ნისტერი იშვიათად ახსენებდა თავის ცოლს, მაგრამ ტირიონს ბიძე-
ბისგან სმენოდა, თუ როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი. მაშინ მა-
მამისი ეირისის მარჯვენა იყო და ბევრი იმასაც ამბობდა, შვიდ სამე-
ფოს ლორდი ტაივინ ლანისტერი მართავს, ხოლო თავად ლორდ
ტაივინს – ლედი ჯოანაო.
– ცოლის სიკვდილის მერე იგი სულ სხვა კაცი გახდა, ჭინკა, –
უთხრა ერთხელ ძია გერიმ, – მისი საუკეთესო ნაწილიც ქალთან ერ-
თად მოკვდა, – გერიონი ლორდ ტიტოს ლანისტერის ოთხ ვაჟთაგან
უმრწემესი იყო და ბიძებს შორის ტირიონს იგი ყველაზე მეტად უყ-
ვარდა.
მაგრამ გერი ახლა აღარ იყო, ზღვების იქით გადაიკარგა, ლედი
ჯოანა კი ტირიონმა თავად ჩაიყვანა სამარეში.
– მოგეწონა კასტერლის კლდე, მილორდ?
– არც ისე. მამაშენს, სანამ იქ ვიყავით, ზედაც არ შემოუხედავს,
მას მერე, რაც სერ კევანს უბრძანა, ჩვენს შექცევაზე ეზრუნა. საკან-
ში, რომელიც გამომიყვეს, ბუმბულის ლოგინი მქონდა, იატაკზე კი
მირული ნოხები ეფინა, მაგრამ ბნელი და უფანჯრო ოთახი იყო, ზუს-
ტად დილეგივით, რომ დაფიქრდებოდი, მაშინ ელიასაც ასე ვუთხა-
რი. თქვენი ცა ნაცრისფერი იყო, თქვენი ღვინოები – ზედმეტად
725
ტკბილი, ქალები – ზედმეტად თავშეკავებულები, საჭმელი – მეტად
უმარილო... და შენ კი – საერთოდაც ყველაზე დიდი იმედგაცრუება.
– მე ის იყო, დავიბადე. რას მოელოდი ჩემგან?
– საზარლობას, – მიუგო შავთმიანმა პრინცმა, – პატარა იყავი,
მაგრამ სახელგანთქმული. შენ რომ დაიბადე, მაშინ ძველქალაქში
ვიყავით და პირზე ყველას მხოლოდ ის ეკერა, თუ რა ურჩხული გა-
უჩნდა მეფის მარჯვენას და ეს ნიშანი რას შეიძლება მოასწავებდეს
სახელმწიფოსთვის.
– შიმშილობას, ჭირს და ომებს, უეჭველია, – ტირიონმა მწარედ
გაიღიმა, – სულ ეგაა ხოლმე: შიმშილობა, ჭირი, ომები. ჰო, და კი-
დევ ზამთარი და გრძელი, დაუსრულებელი ღამე.
– ყველაფერ მაგას, ჰო, – დაეთანხმა პრინცი ობერინი, – და მა-
მაშენის დაცემასაც. ლორდმა ტაივინმა მეფე ეირისზე მეტადაც აღი-
მაღლა თავიო, გავიგონე ერთი გლახაკი ძმის ქადაგება, მაგრამ მე-
ფეზე მაღლა მხოლოდ ღმერთი უნდა იდგესო. შენ მისი წყევლა იყა-
ვი, ღმერთების მიერ გამოგზავნილი სასჯელი, რათა შეეგნო, რომ
არც ერთ სხვა კაცს არაფრით აღემატებოდა.
– აი, ამდენს ვცდილობ, მაგრამ ის უარზეა, რამე შეიგნოს, –
ამოიოხრა ტირიონმა, – მაგრამ განაგრძე, გთხოვ. მიყვარს, ხალხი
ამბებს კუდს რომ გამოაბამს ხოლმე. – ალბათ, რაკი იმასაც ამბობ-
დნენ, რომ თავად გქონდა კუდი – ურჩი და დახვეული, როგორც
გოჭს. რომ უსაშველო, ტანზე ბევრად დიდი თავი გქონდა, რომ ხში-
რი შავი თმითა და წვერით დაიბადე, რომ ავი თვალი გქონდა და
ლომის კლანჭები გესხა. გრძელი ეშვების გამო პირს ვერ ხურავდი,
ფეხებს შორის კი გოგოს და ბიჭის ნიშნები ერთად გქონდა.
– რამდენად უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება, კაცს საკუთარი
თავის ხმარება რომ შეეძლოს, არა? და რამდენიმე შემთხვევა მახ-
სენდება, როცა კლანჭები და ეშვები ძალიანაც გამომადგებოდა. და
726
მაინც, არ მესმის, რით დარჩი უკმაყოფილო. ბრონმა ჩაიხითხითა,
მაგრამ ტირიონის სიტყვებზე ობერინს მხოლოდ გაეღიმა. – ჩვენ
ალბათ თვალსაც ვერ მოგკრავდით, რომ არა შენი ძვირფასი დაიკო.
სუფრასთან ან დარბაზებში არასოდეს გამოჰყავდით, თუმცა ღამღა-
მობით ზოგჯერ გვესმოდა, კლდის სიღრმეებში როგორ ღნაოდა ჩვი-
ლი. აი, ტირილი კი მართლა საზარლად ხმამაღლა შეგეძლო. სა-
ათობით ღნაოდი და ქალის ძუძუს გარდა არაფერი გაწყნარებდა. –
ეგ ხომ ახლაც ასეა.
ამჯერად ობერინსაც გაეცინა.
– მაგაში მეც გგავარ. ლორდმა გარგალენმა ერთხელ მითხრა,
იმედი მაქვს, ხელში ხმლით მოვკვდებიო, მე კი მივუგე, მაგას მირ-
ჩევნია, იმქვეყნად წასვლისას ძუძუ მეჭიროს-მეთქი.
ტირიონი გაიკრიჭა.
– ჩემს დაზე ამბობდი რაღაცას?
– სერსეი ელიას დაჰპირდა შენს ჩვენებას. გემით გამგზავრების
წინადღეს, სანამ დედაჩემი და მამაშენი დახურულ ოთახში საუბ-
რობდნენ, მან და ჯეიმიმ საბავშვო ოთახში ჩაგვიყვანეს. შენს ძიძას
არ უნდოდა ჩვენი შეშვება, მაგრამ სერსეი არ შეეპუა. „ეს ჩემი ძმაა“,
უთხრა ქალს, „შენ კი მხოლოდ მეწველი ძროხა ხარ, და ვერ მეტყვი,
რა უნდა ვაკეთო და რა არა. წყნარად იყავი, თორემ მამაჩემს შენ-
თვის ენას ამოვაცლევინებ. ძროხას ენა არ სჭირდება, ჯიქანიც ეყო-
ფა“.
– მისმა მოწყალება დედოფალმა თავაზიანობა სიყრმიდან შეით-
ვისა, – თქვა ტირიონმა, რომელიც გაოცებას იყო, სერსეიმ მასზე ჩე-
მიაო, რომ თქვა. იციან ღმერთებმა, მას მერე აზრადაც არ მოსვლია,
თავისად დავესაკუთრებინე.
– სერსეიმ საფენებიც კი შემოგხსნა, უკეთ რომ გვენახე, – განაგ-
რძო დორნელმა პრინცმა, – ავი მხოლოდ ერთი თვალი გქონდა,
727
თავზე კი თხელი შავი ბუსუსები გეზრდებოდა. შეიძლება, თავი ჩვე-
ულებრივზე დიდი იყო... მაგრამ არ ჩანდა არც კუდი, არც ეშვები და
კლანჭები, ფეხებს შორის კი მხოლოდ ციცქნა ვარდისფერი ჭუჭუ
გქონდა. მთელი იმ საზარელი მითქმა-მოთქმის მერე ლორდ ტაივი-
ნის წყევლა ერთი საძაგელი, წითელი და ფეხებდაბრეცილი ჩვილი
აღმოჩნდა. ელიამ დაიწრიპინა კიდეც, ზუსტად ისე, გოგონები ბავ-
შვის დანახვისას რომ წრიპინებენ, უეჭველია, გაგონილი გექნება.
საყვარელ კნუტებზე ან მხიარულ ლეკვებზე როგორც შვრებიან
ხოლმე. დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით დაგარწევდა ხელში,
თუმცა ასე უშნო იყავი. როცა მე ვთქვი, რომ არც ისე საზარელი ურ-
ჩხული იყავი, შენმა დამ მომიგო, მაგან დედაჩემი მოკლაო, და პა-
ტარა ჭუჭუ ისე მოგიგრიხა, თითქოს მოგლეჯას გიპირებდა. შენ აჩ-
ხავლდი, და სანამ შენმა ძმამ ჯეიმიმ არ უთხრა, თავი დაანებე, ნუ
სტკენო, არ მოგეშვა. „რა მნიშვნელობა აქვს, როგორია“, გვითხრა
მერე ჩვენ, „ყველა ამბობს, მალე მოკვდებაო. აქამდეც კი არ უნდა
ეცოცხლა“.
მათ თავზემოთ მზე კაშკაშებდა და შემოდგომის საამო, თბილი
დღე იდგა, მაგრამ ტირიონს ამის გაგონებაზე ტანში გასცრა. ჩემი
ტკბილი დაიკო. ცხვირის ნაიარევი მოიფხანა და დორნელს თავისი
„ავი თვალი“ მიაპყრო. ვითომ რატომ უნდა მიამბობდეს ასეთ ამ-
ბავს? მცდის თუ უბრალოდ სერსეივით ჭუჭუს მიგრეხს, რომ ამაჩხავ-
ლოს? – არ დაგავიწყდეს, ეს ამბავი მამაჩემსაც უამბო. ჩემსავით ნა-
ამები დაგრჩება. განსაკუთრებით, კუდის ხსენებით. ისე, კი მქონდა,
მაგრამ მომაჭრა.
პრინც ობერინს ჩაეცინა.
– ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე უფრო თავშესაქცევი გამხდარ-
ხარ.
– ჰო, მაგრამ მე ვაპირებდი, უფრო მაღალი გავმხდარიყავი.
728
– თავშექცევაზე გამახსენდა: ლორდ ბაკლერის მოურავი საინ-
ტერესო რამეს მოჰყვა. ამბობდა, რომ ქალების სარცხვინელზე გა-
დასახადი დაგიწესებია. – ეს მეძავის მომსახურების გადასახადია, –
თქვა გაღიზიანებულმა ტირიონმა. ეს წყეულმა მამაჩემმა მოიგონა,
– მხოლოდ ერთი გროში ყოველ ეეე... აქტზე. მეფის მარჯვენამ გა-
დაწყვიტა, რომ ეს ქალაქის ზნეობას გააუმჯობესებდა, – და ჯოფრის
ქორწილსაც აანაზღაურებდა. რასაკვირველია, როგორც ხაზინა-
დარს, ყველაფერი ტირიონს დაბრალდა. ბრონმა უთხრა, ქუჩებში ამ
გადასახადს „ჯუჯას გროშს“ ეძახიანო. „აბა, ასწი ფეხები ნახევარკა-
ცას გასამდიდრებლად!“ ყვიროდნენ საროსკიპოებსა და ღვინის
სარდაფებში, ქირით მებრძოლს თუ დაუჯერებდი.
– უნდა ვიზრუნო, რომ ქისაში გროშები არ შემომაკლდეს. გადა-
სახადი პრინცსაც კი ეკისრება.
– კახპებში გასეირნება რად გინდა? – ტირიონმა მხარსუკან გა-
ხედა სხვა ქალებს შორის მომავალ ელარია სენდს, – შენი საყვარე-
ლი გზაში მოგბეზრდა?
– არა, რასაკვირველია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო,
– პრინცმა ობერინმა მხრები აიჩეჩა, – მაგრამ საერთო ლამაზი ქე-
რა ქალი არასოდეს გვყოლია და ელარიას აინტერესებს. ხომ არ იც-
ნობ ვინმეს?
– მე ცოლიანი კაცი ვარ, – მერე რა, რომ ცოლთან არ ვწვები, –
კახპებს აღარ ვსტუმრობ, – თუ არ მომინდა, ჩამომხრჩვალი ვნახო
ისინი.
ობერინმა ერთბაშად შეცვალა საუბრის თემა.
– ამბობენ, მეფის საქორწილო სუფრაზე სტუმრებს სამოცდაჩ-
ვიდმეტ კერძს მიართმევენ. – გშია, ჩემო პრინცო?
– არა, მწყურია. დიდი ხანია. ოღონდ ღვინო არა. გევედრები,
მითხრა, სამართალს როდისღა მოგვართმევენ?
729
– სამართალს, – დიახ, ამისთვის მოვიდა, მაშინვე უნდა მივ-
მხვდარიყავი, – შენი და შენთვის ძვირფასი იყო?
– მე და ელია ბავშვობაში განუყრელები ვიყავით, ზუსტად შენი
და-ძმასავით. ღმერთებო, იმედია, მთლად ასეც არა.
– ომების და ქორწილების გამო ვეღარ მოვიცალეთ, პრინც ობე-
რინ. ვშიშობ, ჯერ ვერავინ გამონახა დრო, თექვსმეტი წლის წინან-
დელი მკვლელობა გამოეძიებინა, რაც არ უნდა საზარელი ყოფი-
ლიყო იგი. ოღონდ, რასაკვირველია, ვიზამთ, როგორც კი შევ-
ძლებთ. ნებისმიერი დახმარება, რასაც კი დორნი შემოგვთავაზებს
მეფის მშვიდობის აღდგენის საქმეში, მხოლოდ დააჩქარებს ჩემი
ლორდი-მამის მიერ გამოძიებას... – ქონდრისკაცო, – უთხრა წი-
თელმა ასპიტმა, აშკარად უფრო მკვახე ხმით, – ნუ გამბერავ მაგ
ლანისტერული ტყუილებით. ცხვრები გგონივართ თუ სულელები?
ჩემი ძმა სისხლის მოყვარული კაცი არაა, მაგრამ ეს თექვსმეტი წე-
ლიწადი მხოლოდ ძილში კი არ გაუტარებია. რობერტის ტახტზე ას-
ვლის მეორე წელს მზეშუბში ჯონ ერინი ჩამოვიდა და, ეჭვი არ შეგე-
პაროს, წვრილადაც დაიკითხა. ისიც და კიდევ ასი სხვაც. აქ რაღაც
სამასხარაო გამოძიებისთვის კი არ მოვსულვარ. ელიასა და მისი
შვილების სიკვდილის გამო სამართლის საძიებლად მოვედი და კი-
დევაც მივიღებ. დავიწყებ იმ მოდღლეზილი გრეგორ კლეგეინით...
მაგრამ, სავარაუდოდ, მასზე არ შევჩერდები. სიკვდილის წინ ეგ
მთა-არაკაცი ჩამოფქვავს, ვისგან მიიღო ბრძანება – დიდად დამა-
ვალებ, ამას მამაშენს თუ შეატყობინებ, – ობერინმა გაიღიმა, – ერ-
თმა ბებერმა სეპტონმა ოდესღაც თქვა, რომ მე ღმერთების გულ-
მოწყალების ცოცხალი დასტური ვარ. იცი, რატომ, ჭინკა?
– არა, – ფრთხილად აღიარა ტირიონმა.
– რატომ და, ღმერთები ბოროტები რომ ყოფილიყვნენ, დედაჩე-

730
მის პირმშოდ მე გავჩნდებოდი, დორანი კი მისი მესამე შვილი იქნე-
ბოდა. მე სისხლისმსმელი კაცი ვარ, ხომ ხედავ. და ახლა ჩემთან მო-
გიწევთ საქმის დაჭერა, და არა ჩემს მომთმენ, წინდახედულ, ნიკრი-
სიან ძმასთან.
ტირიონი ხედავდა, ნახევარი მილით წინ მზე რომ დაჰნათოდა
შავწყალას ჩქერს და მის მიღმა – მეფის საბიჯელის კოშკებს, გალა-
ვანს და ბორცვებს.
უკანაც გაიხედა და სამეფო გზაზე ფეხდაფეხ მოდევნებულ მო-
ციმციმე კოლონას შეავლო თვალი.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს უკან დიდი ლაშქარი მოგდევდეს, –
უთხრა პრინცს, – მე კი მხოლოდ ას მხედარს ვხედავ. ამჩნევ ქალაქს
ეგერ იქ, მდინარის ჩრდილოეთით? – ნაგვის გროვას, თქვენ მეფის
საბიჯელს რომ ეძახით?
– სწორედ.
– არა მარტო ვხედავ, მგონი, უკვე მისი სუნიც მცემს.
– მაშ, კარგად დაყნოსე, მილორდ. ნესტოები კარგად გამოივსე.
დარწმუნდები, რომ ნახევარი მილიონი კაცი ასზე ბევრად უფრო
ყარს. ოქროსმოსასხამიანების სუნიც გცემს? თითქმის ხუთი ათასი
არიან. კიდევ ოცი ათასიც მამაჩემის საკუთარი შეფიცული ხმლები
მოგროვდება. და ვარდებიც აქ არიან. ვარდებს საამო სურნელი ას-
დით, ხომ ასეა? მით უფრო, როცა ბევრი ერთადაა. ორმოცდაათი,
სამოცი, სამოცდაათი ათასი ვარდი ქალაქშია დაბინავებული ან მის
გარეთ დგას ბანაკად. ზუსტად არც კი ვიცი, რამდენი დარჩა, მაგრამ
მაინც იმდენია, დათვლისაც მეშინია. მარტელმა მხრები აიჩეჩა.
– ძველ დორნში, სანამ დერონზე დავქორწინდებოდით, იცოდ-
ნენ ხოლმე თქმა: მზეს ყველა ყვავილი თავს უხრისო. ვარდები წინ
თუ გადამეღობებიან სიამოვნებით გავთელავ ფეხქვეშ.
– როგორც ვილას ტაირელი გათელე?
731
დორნელმა ის პასუხი არ გასცა, რასაც ტირიონი მოელოდა.
– ნახევარი წელიც არ არის, ვილასისგან წერილი მივიღე. ორი-
ვეს კარგი ცხენები გვიყვარს, ეს საერთო გვაქვს. ასპარეზობისას
რაც შეემთხვა, ამის გამო არასოდეს ყოფილა ჩემზე განაწყენებული.
მე ზუსტად სამკერდულში ვაძგერე, მაგრამ გადმოვარდნისას ფეხი
უზანგში გაეჭედა და ზემოდან თავისივე ცხენი დაეცა. ამის მერე მა-
ისტერიც კი გავუგზავნე, მაგრამ მან ისღა მოახერხა, რომ ბიჭმა ფეხი
არ დაკარგა. მუხლის გამრთელება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამაში
თუ ვინმე იყო დამნაშავე, ისევ მხოლოდ მისი მასხარა მამა. ვილას
ტაირელი მართლა ყვავილივით ქორფა იყო და ასეთ მოასპარეზე-
ებს შორის არაფერი ესაქმებოდა. სქელმა ვარდმა სულ ჭყინტი შე-
ტენა ტურნირებში, ისევე, როგორც ორი მომდევნო ძმა. ახალი ლეო
გრძელეკალას გამოზრდა უნდოდა, ხელში კი ხეიბარი შერჩა.
– არიან ისეთებიც, ვინც გეტყვიან, რომ სერ ლორასი უკვე სჯაბ-
ნის ლეო გრძელეკალასო. – რენლის ვარდის კოკორი? არა მგონია.
– ნუ გგონია, – უთხრა ტირიონმა, – მაგრამ სერ ლორასმა ბევრი
სახელოვანი რაინდი დაამარცხა, მათ შორის – ჩემი ძმა ჯეიმიც.
– ანუ ცხენიდან ჩამოყარა ტურნირზე. შენ ის მითხარი, ბრძო-
ლებში ვინ დახოცა, ჩემი შეშინება თუ გინდა.
– სერ რობარ როისი და სერ ემონ ქაი – ეს ორი. და, ამბობენ,
შავწყალაზე საოცრებებს სჩადიოდა, ლორდ რენლის აჩრდილის
გვერდით რომ იბრძოდაო.
– ანუ იმ ხალხმა, ეს საოცრებები რომ ნახა, აჩრდილიც იხილა,
ასეა? – უზრუნველად გადაიხარხარა დორნელმა.
ტირიონი ერთხანს უსიტყვოდ უმზერდა.
– ჩატაიას სახლში აბრეშუმის ქუჩაზე არის რამდენიმე გოგო,
რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. დენსის თაფლისფერი თმა აქვს.
მირეი თეთრ-ოქროვანია. ჩემი რჩევა იქნება, რომელიმე მათგანი
732
გვერდიდან არ მოიცილო, მილორდ.
– არ მოვიცილო? – პრინცმა ობერინმა წვრილი შავი წარბები აწ-
კიპა, – ვითომ რატომ, კეთილო ჭინკავ?
– ხომ თქვი, ძუძუთი ხელში მინდა მოვკვდეო, – ტირიონი ჩორ-
თით დაწინაურდა, შავწყალას სამხრეთ ნაპირზე მომლოდინე ბორ-
ნებისკენ გასწია. უკვე ყელში ამოუვიდა ეს დორნული ვითომდა მახ-
ვილსიტყვაობა. ალბათ მაინც ჯობდა, მამას ჯოფრი გამოეგზავნა. ის
პრინც ობერინს ჰკითხავდა, თუ იცი, დორნელი ნეხვისგან რით გან-
სხვავდებაო. ამის გაფიქრებაზე სახეზე უნებლიე ღიმილი გადაეფი-
ნა. არ უნდა დააკლდეს იმ მომენტს, წითელ ასპიტს მეფის წინაშე
რომ წარადგენენ.

არია

სახურავზე რომელიც იჯდა, ის პირველი მოკვდა. საკვამურთან


იყო ჩაცუცქული მათგან ორასი იარდის დაშორებით და განთიადის-
წინა ბინდში მკრთალ ლანდად მოჩანდა, მაგრამ, ცამ გაბაცება რომ
დაიწყო, შეინძრა, გაიზმორა და ადგა. ენგაის ნასროლი ისარი მკერ-
დში გაეწონა, მოღვენთილი დაგორდა დაქანებულ ფიქლის სახუ-
რავზე და სეპტრის კარის წინ დაეცა.
ჯამბაზებს იქ ორი გუშაგი ეყენათ, მაგრამ ჩირაღდნის გამო ღამე-
ში ვერაფერს ხედავდნენ და ყაჩაღებმა ახლო მიპარვა მოახერხეს.
კაილმა და ღარმა ერთად გაუშვეს ისრები. ერთი მცველი ყელში
გარჭობილმა ისარმა დააგდო, მეორეს – მუცელში უწია. ამას ჩი-
რაღდანი გაუვარდა და ცეცხლი მასვე წაეტანა. ტანსაცმელი რომ
აუბრიალდა, იყვირა და მალვასაც მაშინ მორჩნენ. თოროსის შეძა-
ხილზე ყაჩაღებმა ერთად შეუტიეს.
არია ცხენზე შემჯდარი ადევნებდა თვალს. ტყიანი ქედის თხემზე
733
იდგნენ, რომელიც გადასცქეროდა სეპტრის, წისქვილს, ლუდსა-
ხარშს, აგრეთვე – თავლებს, სარეველიან პარტახს, დამწვარ ხეებს
და მათ გარშემო ალაფულ მიწას. ხეები მეტწილად უკვე გაშიშვლე-
ბულიყვნენ და აქა-იქ შერჩენილი დამჭკნარი ფოთლები ხედვას არ
ზღუდავდა. ლორდმა ბერიკმა მათ სადარაჯოდ უწვერული დიკი და
მაჯი დატოვა. არიას აცოფებდა, ვიღაც პატარა სულელი ბავშვივით
რომ დატოვეს, მაგრამ, კიდევ კარგი, არც გენდრი წაუყვანიათ. არი-
ას შედავება არც უცდია. ეს ბრძოლა იყო, ბრძოლისას კი მორჩილე-
ბაა საჭირო.
აღმოსავლეთი ცისკიდური ოქროდ და ვარდისფრად ღვიოდა,
თავზემოთ კი ნახევარი მთვარე იცქირებოდა დაბალი, გაქცეული
ღრუბლებიდან. ცივი ქარი ქროდა და არიას წყლის ჩხრიალი და წის-
ქვილის დიდი ხის ბორბლის ჭრიალი ესმოდა. განთიადის ჰაერში
წვიმის სუნი იდგა, მაგრამ წვეთები ჯერ არ ცვიოდა. დილის ჯანღი
ალმოდებულმა ისრებმა გაკვეთეს, ცეცხლის მკრთალი კუდები გა-
იყოლეს და სეპტრის ხის კედელში ჩაერჭვნენ. რამდენიმემ დახშუ-
ლი ფანჯრებიც შელეწა და შიგნით შეაღწია და მალე დამტვრეული
დარაბებიდან კვამლის წვრილმა ხვეულებმა იწყო დენა.
სეპტრიდან ერთად გამოიჭრა ორი ჯამბაზი, ხელში ტაბარები ეჭი-
რათ. ენგაი და სხვა მშვილდოსნები მზად დახვდნენ. ერთი მაშინვე
მოკვდა, მეორემ დახრა მოასწრო და ისარი მხარში ეძგერა. ბარბა-
ცით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ მაშინვე ლამის ერთდროუ-
ლად ეძგერა კიდევ ორი ისარი. მათმა პირებმა ისე გაატანა სამკერ-
დულში, თითქოს ფოლადისგან კი არა, აბრეშუმისგან ყოფილიყო
გამოჭედილი. კაცი მძიმედ დაეცა. ენგაის ისრებს ზოგს სადგისივით
წვეტები ეგო, ზოგს – ფართო პირები. სადგისები აბჯრის სამკერ-
დულშიც ატანდა. მშვილდით სროლა უნდა ვისწავლოო, გაიფიქრა
არიამ. ხმლით ბრძოლა ძალიან მოსწონდა, მაგრამ ახლა ხედავდა,
734
ისრებიც რა გამოსადეგი იარაღი იყო.
სეპტრის დასავლეთ კედელს ალი ედებოდა, გატეხილი ფანჯრი-
დან კვამლის სქელი ნაკადი იღვრებოდა. მეორე ფანჯრიდან მი-
რელმა მეარბალეტემ გამოყო თავი, ისროლა და ისევ დაყვინთა,
არბალეტის გადასახვევად. არიას თავლებიდან მომავალი ბრძო-
ლის ხმაც ესმოდა, ყვირილს ცხენების ხმამაღალი ჭიხვინი და ფო-
ლადის ჩხაკუნი ერთვოდა. დახოცეთ სუყველა, გაიფიქრა ცხარედ.
ისე მაგრად იკბინა ტუჩზე, რომ სისხლის გემო იგრძნო. სათითაოდ
ამოხოცეთ.
მეარბალეტე ისევ გამოჩნდა, მაგრამ სროლა ვერც მოასწრო,
თავთან სამმა ისარმა ისე გაუზუზუნა. ერთი მის მუზარადზე ასხლტა.
კაცი გაუჩინარდა, არბალეტიან-ყველაფრიანად. არია მეორე სარ-
თულის ზოგ ფანჯარაშიც ხედავდა ცეცხლს. ჰაერში კვამლი და დი-
ლის ნისლები შავ და თეთრ ბოლქვებად ერეოდა ერთმანეთს. ენგაი
და სხვა მშვილდოსნები მიზნის უკეთ მოსაძებნად მალვით უახლოვ-
დებოდნენ სეპტრის. მერე შენობამ თითქოს იხუვლა და ჯამბაზებმა
გაბრაზებული ჭიანჭველებივით დაიწყეს შიგნიდან დენა. კარში ორი
იბენელი გამოვარდა, წინ მაღლა აწეულ ბალნიან ყავისფერ ფარებს
მოიძღვანიებდნენ, მათ მოჰყვა დოთრაკი, დიდი მორკალული არა-
ხით ხელში და ნაწნავში ჩამაგრებული ზანზალაკებით, იმას მოსდია
შემზარავი სვირინგებით დაფარულმა სამმა ვოლანტისელმა ქირით
მებრძოლმა. სხვები ფანჯრებიდან მოცოცავდნენ და მიწაზე ხტებოდ-
ნენ. არიამ დაინახა, რაფაზე ცალფეხგადმოყოფილ კაცს როგორ გა-
ეწონა მკერდში ისარი და ყვირილით ჩამოვარდა. კვამლი სულ უფ-
რო სქელდებოდა. არბალეტის თუ მშვილდის ისრები წინ და უკან
დაფრინავდნენ. კაილი ლარს მორიგ ისარს არგებდა, როცა შავაბ-
ჯრიანმა კაცმა მუცელში შუბი გაურჭო. გაიგონა, როგორ შესძახა
ლორდმა ბერიკმა. თხრილებიდან და ხეების უკნიდან მისი რაზმის
735
სხვა წევრებიც გამოხტნენ, ყველას იარაღი ჰქონდა მომარჯვებული.
არია ხედავდა, როგორ ფრიალებდა ლიმის ჭყეტელა ყვითელი მო-
სასხამი, როცა მან ცხენდაცხენ გადათქერა კაილის მკვლელი. თო-
როსი და ლორდი ბერიკი ყველგან ასწრებდნენ ყოფნას, მათი ხმლე-
ბი ცეცხლოვან ქარბორბალებს ჩამოჰგავდა. წითელმა ქურუმმა
ტყავის ფარი გააპო, მისმა ცხენმა კი ფარის პატრონს სახეში ჩასცხო
წიხლი. დოთრაკი ყიჟინით მიეჭრა ელვა-ლორდს და ცეცხლოვანი
ხმალი მის არახს შეეჯახა. ხმლები გადაჯვარედინდა, დასცილდა,
ისევ შეეხალა ერთმანეთს. დოთრაკის თმას ცეცხლი მოედო, წამის
მერე კი სიცოცხლესაც გამოესალმა. არიამ ნედიც დაინახა, ბიჭი
ელვა-ლორდის მხარდამხარ იბრძოდა. რა უსამართლობაა, ის სულ
ცოტათია ჩემზე უფროსი, ჩემთვისაც უნდა მოეცათ ბრძოლის ნება.
ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. მამაცი თანამებრძოლე-
ბი მალე დახოცეს ან იარაღის დაყრა აიძულეს. ორმა დოთრაკმა მო-
ახერხა, ცხენებს მოხტომოდა და გაქცეულიყო, ისიც იმიტომ, რომ
ლორდმა ბერიკმა გაუშვა.
– წავიდნენ, ჰარენჰალში ამბავი მიიტანონ, – თქვა მან, ხელში
ჯერაც ცეცხლოვანი ხმალი ეჭირა, – წურბელა ლორდს და მის ვაცს
კიდევ რამდენიმე უძილო ღამეს გავატარებინებ.
ჯეკ იღბლიანა, ჰარვინი და მთვარისქალაქელი მერიტი ცეც-
ხლმოდებულ სეპტრიში შეცვივდნენ, ტყვეები რომ დაეძებნათ. ცოტა
ხანში კვამლიდან და ცეცხლიდან ამოჩნდნენ და თან რვა ლეგა ძმა
გამოიყოლეს, მათგან ერთი ისე სუსტად იყო, რომ მერიტს მხარზე
გადაკიდებული მოჰქონდა. მათ ერთი სეპტონიც ახლდა, მხრებდა-
ქანებულს და შემელოტებულს რუხ ანაფორაზე შავი ჯაჭვი ჰქონდა
გადაცმული.
– სარდაფის კიბის ქვეშ ვიპოვე შემალული, – თქვა ჯეკმა ხველე-
ბით.
736
თოროსმა მის დანახვაზე გაიღიმა.
– შენ ატი ხარ.
– სეპტონი ატი. ღვთის კაცი.
– შენნაირები ნეტა რომელ ღმერთს სჭირდება? – დაუღრინა
ლიმმა.
– ცოდვილი ვარ, – მოთქვამდა სეპტონი, – ვიცი, ვიცი. შემინდე,
მამავ. ო, უდიდესი ცოდვილი ვარ.
არიას სეპტონი ატი ჰარენჰალიდან ახსოვდა. მასხარა შაგველი
ამბობდა, რომ მას მერე, რაც თავის მორიგ ბიჭს მოკლავდა, იგი ყო-
ველთვის მოთქვამდა და ღმერთებს შენდობას ევედრებოდა. ზოგ-
ჯერ სხვა ჯამბაზებს თავსაც კი აშოლტინებდა. მათ ეს ძალიან სასა-
ცილო ეჩვენებოდათ.
ლორდმა ბერიკმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, დაშრიტა მისი ცეც-
ხლი.
– მომაკვდავებს ტანჯვა შეუმოკლეთ, დანარჩენებს ხელ-ფეხი შე-
უკარით, გავასამართლებთ, – ბრძანა მან და ასეც მოიქცნენ.
სამსჯავრო სწრაფი იყო. ყაჩაღები წინ წამოდგებოდნენ და ჰყვე-
ბოდნენ მამაცი თანამებრძოლების საქმეებს: თუ როგორ აოხრებ-
დნენ ქალაქებსა და სოფლებს, როგორ წვავდნენ ჭირნახულს, აბა-
ხებდნენ და ხოცავდნენ ქალებს, ასახიჩრებდნენ და აწამებდნენ მა-
მაკაცებს. რამდენიმემ სეპტონ ატის მსხვერპლი ბიჭები ახსენა. სეპ-
ტონი განუწყვეტლივ ტიროდა და ლოცულობდა.
– მე ერთი სუსტი ლერწამი ვარ, – უთხრა ლორდ ბერიკს, – მეო-
მარს ვევედრები, ძალა შემძინოს, მაგრამ ღმერთებმა სუსტი შემ-
ქმნეს. შემინდეთ ჩემი სისუსტე. ბიჭები, ტკბილი ბიჭები... მათ ზიანს
არასოდეს განვიზრახავდი.
სეპტონი ატი მალე მაღალ თელას დაეკიდა, დედიშობილა კონ-

737
წიალებდა და ნელა დაქანაობდა. მას სათითაოდ მიჰყვნენ სხვა მა-
მაცი თანამებრძოლებიც. რამდენიმე შეეწინააღმდეგათ, ფეხებს იქ-
ნევდნენ და ფართხალებდნენ, კისერზე ყულფი რომ ჩამოაცვეს. ერ-
თი მეარბალეტე ძლიერი მირული აქცენტით გაუთავებლად ყვირო-
და: „მე ჯარისკაცი, მე ჯარისკაცი!“ მეორე ჰპირდებოდათ, განძის
სამყოფელს მიგასწავლითო; მესამე უხსნიდათ, თუ რა კარგი ყაჩაღი
დადგებოდა მისგან. ყველა რიგრიგობით გააშიშვლეს, შეკრეს და
ჩამოახრჩვეს. ტომ შვიდსიმა თავის ჩანგზე სამგლოვიარო ჰანგს აკ-
ვნესებდა, თოროსი კი ნათლის უფალს ევედრებოდა, ჟამის დასას-
რულამდე ცეცხლში ეტანჯა მათი სულები.
ჯამბაზების ხეო, გაიფიქრა არიამ, ტოტებზე ჩამოკონწიალებულ
სხეულებს რომ უცქერდა. მათი თეთრი კანი აბრიალებული სეპტრის
ცეცხლებს პირქუში წითლით დაეფერა. ყვავები უკვე გროვდებოდ-
ნენ, თითქოს არსაიდან ჩნდებოდნენ. ესმოდა, როგორ შესჩხაოდ-
ნენ და შეჰყრანტალებდნენ ერთმანეთს, და გაიფიქრა, ნეტავ, რას
ამბობენო.
არიას სეპტონ ატის ისე არ ეშინოდა, როგორც რორჯის და კბე-
ნიასი ან ჰარენჰალში დარჩენილი ზოგი სხვისაც, მაგრამ მისი სიკ-
ვდილი მაინც ახარებდა. ქოფაკიც უნდა ჩამოეხრჩოთ ან თავი მოეჭ-
რათ. ამის მაგივრად კი, მისდა დასანანად, ყაჩაღებმა უწამლეს სან-
დორ კლეგეინის დამწვარ მკლავს, დაუბრუნეს ხმალი, ცხენი და აბ-
ჯარი და ღრუმთიდან რამდენიმე მილის მოშორებით გაუშვეს. მარ-
ტო ოქრო წაართვეს. სეპტრი მალე ჩაიქცა კვამლისა და ალის მოგუ-
გუნე კორიანტელში, მისმა კედლებმა ვეღარ გაუძლეს მძიმე ფიქ-
ლის სახურავის წონას. რვა ლეგა ძმა მორჩილად უცქერდა მის დაქ-
ცევას. მხოლოდ ჩვენ გადავრჩითო, თქვა მათმა უხუცესმა, რომელ-
საც კისერზე პატარა რკინის ჩაქუჩი ეკიდა მჭედლის თაყვანისცემის
ნიშნად.
738
– ომამდე ორმოცდაოთხი ვიყავით და შეძლებული, აყვავებული
სეპტრი გვქონდა. ხარი და თორმეტი მეწველი ძროხა გვყავდა, ასი
სკა ფუტკარი, ვენახი და ვაშლის ბაღი გვედგა. მაგრამ ლომებმა რომ
ჩაიარეს, მთელი ღვინო და რძე წაგვართვეს, ძროხები დაგვიხოცეს,
ვენახი კი გადაგვიწვეს. ამის მერე... აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ
მოგვადგნენ. ცრუ სეპტონი უბრალოდ ბოლო იყო. ერთი მხეცი ჰყავ-
დათ... რაც კი ვერცხლი გვქონდა, მივეცით, მაგრამ ის დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ოქროს ვმალავდით, ჰოდა, მისი ხალხი სათითაოდ
გვხოცავდა, უფროსი ძმა რომ გამოეტეხათ.
– თქვენ რვანი გადარჩით? – ჰკითხა ენგაი ჩუბინმა.
– სირცხვილით ვიწვი, – თქვა ბერიკაცმა, – ჩემ გამო. როცა ჩემი
სიკვდილის ჯერი დადგა, ვუთხარი, სად ვმალავდით ოქროს.
– ძმაო, – უთხრა მირელმა თოროსმა, – სირცხვილი მარტო
ისაა, რომ მაშინვე არ უთხარით.
იმ ღამით ყაჩაღები პატარა მდინარის პირას მდგარ ლუდსახარ-
შში დაბინავდნენ. მათ მასპინძლებს თავლის იატაკის ქვეშ სურსათი
ჰქონდათ დამალული და მოსულებს მწირი ვახშამი გაუზიარეს: ქე-
რის პური, ხახვი და კომბოსტოს წყალწყალა სუპი, სულ ოდნავ ნივ-
რის გემოც რომ დაჰკრავდა. არიას გაუმართლა და თავის ჯამში სტა-
ფილოს ნათალიც იპოვა. ძმებს ყაჩაღებისთვის სახელები არ უკით-
ხავთ. იციანო, გაიფიქრა არიამ. ან კი როგორ არ ეცოდინებათ?
ლორდ ბერიკს სამკერდულზე, ფარზე და მოსასხამზე ელვა ეხატა,
თოროსს თავისი წითელი ანაფორა ეცვა, უფრო სწორად, მისი ნარ-
ჩენები. ერთმა ძმამ, ჭაბუკმა მორჩილმა, იმდენი გაბედა, რომ წი-
თელ ქურუმს უთხრა, არ ელოცა თავისი ცრუ ღმერთის მიმართ, სა-
ნამ მათ ჭერქვეშ იმყოფებოდნენ.
– ერთი მაგისიც, – შეიკურთხა ლიმ ლიმონისმოსასხამიანმა, –
ეგ ჩვენი ღმერთიცაა, თქვენ კი თქვენს წყეულ სიცოცხლეს ჩვენ უნდა
739
გვიმადლოდეთ. და ვითომ რატომაა ცრუ? იქნებ, თქვენს მჭედელს
დალეწილი ხმლის შეკეთება შეეძლოს, მაგრამ დალეწილ კაცს გა-
ამრთელებს?
– კმარა, ლიმ, – უბრძანა ლორდმა ბერიკმა, – მათ ჭერქვეშ მათ
წესებს დავიცავთ. – მზე არ ჩაქრება, ერთი-ორ ლოცვას თუ გამოვ-
ტოვებთ, – თვინიერად დაეთანხმა თოროსი, – მე კი ვიცი ეგ.
თავად ლორდ ბერიკს არ უჭამია. არიას არასოდეს ენახა, მას რა-
მე ეჭამოს, თუმცა დროდადრო ჭიქა ღვინოს სვამდა ხოლმე. რო-
გორც ჩანს, არც უძინია. ხშირად ხუჭავდა საღ თვალს, თითქოს და-
ქანცულობისგან, მაგრამ, თუ დაელაპარაკებოდი, მაშინვე ახელდა.
მარშელ ლორდს ახლაც თავისი დაძონძილი შავი მოსასხამი და და-
ჭეჭყილი სამკერდული ეცვა, აქა-იქ ამომტვრეული მინანქრის ელ-
ვით შემკული. ამ სამკერდულს ძილშიაც კი არ იხსნიდა. დაბურული
შავი ფოლადი უფარავდა იმ საზარელ ჭრილობას, ქოფაკმა რომ და-
უტოვა, ისევე, როგორც შავი შალის ხილაბანდი – ყელზე შემოვლე-
ბულ შავ ზოლს. მაგრამ ვერაფრით მალავდა საფეთქელთან ჩაჭ-
ყლეტილ თავს, ან ამოთხრილი თვალის ადგილას გაჩენილ გადატ-
ყავებულ წითელ ღრმულს, ან მისი თავის ქალას მოყვანილობას სა-
ხის ქვეშ.
არია ფრთხილად უთვალთვალებდა და ახსენდებოდა ყველა და-
უჯერებელი ამბავი, ჰარენჰალში რომ ჰყვებოდნენ მასზე. ლორდმა
ბერიკმა ალბათ იგრძნო მისი შიში. თავი მოატრიალა და გოგონა ახ-
ლოს მიიხმო.
– გაშინებ, ბავშვო?
– არა, – არიამ ტუჩი კბილებში მოიქცია, – ოღონდ... ისა... მეგო-
ნა, ქოფაკმა მოგკლა, მაგრამ...
– დაიჭრა, – თქვა ლიმმა, – საზარელი ჭრილობა იყო, ჰო, მაგ-
რამ თოროსმა გაამრთელა. მასზე უკეთესი მკურნალი არ არსებობს.
740
ლორდმა ბერიკმა ლიმს უცნაურად შეხედა თავისი საღი თვა-
ლით, მეორეში კი არანაირი გამომეტყველება არ ედგა, მხოლოდ
ნაიარევი და შემხმარი სისხლი მოუჩანდა.
– საუკეთესო მკურნალია, – დაეთანხმა დაღლილი ხმით, – ლიმ,
მგონი, გუშაგის შეცვლის დროა. გეთაყვა, მიხედე მაგ საქმეს.
– დიახ, მილორდ, – ლიმი ფართო ნაბიჯით გავიდა ქარიან ღამე-
ში და ფრიალით გაიყოლა ფართო ყვითელი მოსასხამი.
– ზოგჯერ მამაცი კაციც კი ძალით იბრმავებს თავს, როცა დანახ-
ვის ეშინია, – თქვა ლორდმა ბერიკმა, ლიმი რომ გავიდა, – თოროს,
უკვე რამდენჯერ მომაბრუნე? წითელმა ქურუმმა თავი დახარა.
– რლორი გაბრუნებს, მილორდ. ნათლის უფალი. მე მხოლოდ
იარაღი ვარ მის ხელში.
– რამდენჯერ? – არ მოეშვა ლორდი ბერიკი.
– ექვსჯერ, – უხალისოდ მიუგო თოროსმა, – და ყოველ ჯერზე
სულ უფრო მიძნელდება. სულ უფრო წინდაუხედავი ხდები, მი-
ლორდ. ნუთუ სიკვდილი ასე ტკბილია?
– ტკბილი? არა, მეგობარო, არ არის ტკბილი.
– მაშ, ნუ ესწრაფვი ასე ძალიან. ლორდი ტაივინი ზურგიდან სარ-
დლობს ჯარს. ლორდი სტანისიც. შენც ბრძნულად იზამდი, ასევე
რომ მოქცეულიყავი. მეშვიდე სიკვდილმა შეიძლება, ორივე შეგვი-
წიროს.
ლორდმა ბერიკმა თითები შეივლო მარცხენა ყურის ზემოთ, სა-
დაც საფეთქელი ჰქონდა ჩაჭყლეტილი.
– აქ სერ ბარტონ კრეიკჰოლმა გამიტეხა მუზარადი ლახტით და
თავიც მიაყოლა, – ხილაბანდი შემოიხსნა და ყელზე შემოვლებული
დალურჯება გამოაჩინა, – ეს ნიშანი მანტიკორამ დამადო ჩქარ ჩან-
ჩქერებთან. საბრალო მელუდე და მისი ცოლი შეიპყრო, ჩათვალა,

741
რომ ჩემი ხალხი იყვნენ, და ქვეყანას მოსდო, რომ ორივეს ჩამოახ-
რჩობდა, თუ მე არ ჩავბარდებოდი. რომ მივედი, ისინი მაინც ჩამო-
ახრჩო, მათ შორის კი მე დამკიდა სახრჩობელაზე, – თვალის წითე-
ლი ღრმულისკენ წაიღო თითი, – აქ მუზარადის ცხაურში მთაკაცის
ხანჯალმა გამოატანა, – ტუჩებზე დაღლილმა ღიმილმა გადაურბინა,
– ანუ სამჯერ მოვკვდი კლეგეინების ხელით. შეიძლება, გეფიქრა,
რომ ჭკუას ვისწავლიდი.
არიამ იცოდა, რომ ლორდი ხუმრობდა, მაგრამ თოროსს არ გას-
ცინებია. მან ლორდ ბერიკს მხარზე დაადო ხელი.
– ჯობს, მაგ ამბებს ასე დაწვრილებით არ ჩხრეკდე.
– როგორ შემიძლია, დაწვრილებით ვჩხრიკო ის, რაც ლამის არ
მახსოვს? ოდესღაც მარშებში ციხესიმაგრე მქონდა, და იყო ქალი,
რომლის შერთვის აღთქმა მქონდა დადებული, მაგრამ დღეს იმ ცი-
ხესიმაგრეს ვერც მივაგნებ, ვერც იმას გეტყვი, რა ფერის თმა ჰქონ-
და იმ ქალს. რაინდად ვინ მაკურთხა, ძველო მეგობარო? რა საჭმე-
ლი მიყვარდა? ყველაფერი ხელიდან მისხლტება. ზოგჯერ მგონია,
რომ იმ ნახშირის ტყის სისხლიან ბალახზე დავიბადე, პირში ცეც-
ხლის გემო მქონდა, მკერდში კი – ხვრელი. ჩემი დედა შენ ხარ, თო-
როს?
არია მირელ ქურუმს მიაჩერდა, მის გაბურძგნილ თმას, ვარდის-
ფერ ძონძებს და ძველი აბჯრის ნაკუწებს. ლოყებს და ნიკაპის ქვეშ
მომჩვარულ კანს რუხი ჯაგარი უფარავდა. არ ჰგავდა ბებერი ნენის
ზღაპრების ჯადოქრებს, მაგრამ მაინც... – უთავო კაცის გაცოცხლე-
ბას თუ შეძლებდი? – ჰკითხა თოროსს, – მარტო ერთხელ, ექვსჯერ
კი არა. შეძლებდი?
– მე ჯადოქარი არ ვარ, ბავშვო. მაშინ, პირველად, ბატონ
ლორდს მკერდში გამჭოლი ხვრელი ჰქონდა და პირიდან სისხლი
სდიოდა, და ვიცოდი, რომ მისი გადარჩენის იმედი აღარ იყო. ჰოდა,
742
როცა მისმა საბრალო გაგლეჯილმა მკერდმა ბორგვა შეწყვიტა, უფ-
ლის ამბორი მივუძღვენი, უკანასკნელ გზაზე რომ გამეცილებინა.
პირი ცეცხლით ავივსე და ალი ჩავბერე – ყელში, ფილტვებში, გულ-
სა და სულში. ამას „უკანასკნელი ამბორი“ ჰქვია და მრავალჯერ მი-
ნახავს, მხცოვანი ქურუმები როგორ სძღვნიან მას გარდაცვლილ
უფლის მონებს. მე თვითონაც მიქნია ეგ, როგორც ყველა ქურუმის
ვალია. მაგრამ ადრე არასოდეს მინახავს, ცეცხლით ავსების მერე
მკვდარი კაცი შენძრეულიყო ან თვალები გაეხილა. იგი მე როდი
აღვადგინე, მილედი. ეგ უფალმა ქნა. რლორი მის სიკვდილს ჯერ არ
განიზრახავდა. სიცოცხლე სითბოა, სითბო კი ცეცხლია, ცეცხლი კი
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისგანაა.
არიამ იგრძნო, თვალებს ცრემლები რომ უვსებდა. თოროსი
ბევრ სიტყვას ამბობდა, მაგრამ ყველა ერთად „არას“ ნიშნავდა, ეს
კი გაიგო.
– მამაშენი კარგი კაცი იყო, – თქვა ლორდმა ბერიკმა, – ჰარვინ-
მა ბევრი რამ მიამბო მასზე. მისი ხათრით სიხარულით ვიტყოდი
უარს შენს გამოსასყიდზე, მაგრამ ოქრო ძალიან გვჭირდება.
არიამ ტუჩი კბილებში მოიქცია. ალბათ, მართალს ამბობს. იცო-
და, ლორდმა ბერიკმა ქოფაკის ოქრო მწვანეწვერას და მონადირეს
მისცა, რათა მათ მანდერის სამხრეთით სურსათი შეეძინათ.
– ბოლო მოსავალი დაიწვა, ახლანდელი იტბორება, ზამთარი კი
კარზე გვაქვს მომდგარი, – გაიგონა, როგორ ეუბნებოდა მათ, როცა
დავალების შესასრულებლად აგზავნიდა, – ხალხს პური და თესლი
სჭირდება, ჩვენ – ხმლები და ცხენები. ჩემი ჯარისკაცები გუთნის
ცხენებით და ჯორებით დადიან, მათი მტრები კი საომარ რაშებზე
სხედან.
ოღონდ არიამ არ იცოდა, რობი მასში რამდენს გადაიხდიდა. ახ-
ლა რობი მეფე იყო, ის ბიჭი კი არა, ოდესღაც ვინტერფელში რომ
743
დატოვა თმაში ჩამდნარი ფიფქებით. და რომ იცოდეს, არიას რა
აღარ ჰქონდა ჩადენილი, რომ იცოდეს მეჯინიბე ბიჭის, ჰარენჰალის
კარისკაცის და სხვა ამბები...
– თუ ჩემს ძმას ჩემი გამოსყიდვა არ მოუნდება, მაშინ?
– რატომ გგონია, რომ არ მოუნდება? – ჰკითხა ლორდმა ბერიკ-
მა.
– რა ვიცი, – თქვა არიამ, – თმა გაწეწილი მაქვს, ფრჩხილები –
ჭუჭყიანი, ფეხისგულები – გამაგრებული, – რობს ასეთი რამეები იქ-
ნებ არც არაფრად ჩაეგდო, მაგრამ დედა ჩააგდებდა. ლედი კეტ-
ლინს ყოველთვის უნდოდა, არიაც სანსას დამსგავსებოდა, მასავით
ემღერა, ეცეკვა, ექარგა და თავაზიანად ელაპარაკა. ამის გაფიქრე-
ბამ არიას მოანდომა, თითებით თმის დავარცხნა ეცადა, მაგრამ ერ-
თიანად აბურდული და შეთელილი ჰქონდა და ყველაფერი მხო-
ლოდ რამდენიმე ღერის ამოგლეჯით დამთავრდა, – ლედი სმოლვუ-
დის მოცემული კაბა მოვსპე, კერვაც ძალიან კარგად არ ვიცი, – ისევ
მოიკვნიტა ტუჩი, – ანუ სულ ვერ ვკერავ კარგად. სეპტა მორდეინი
ჩემზე ამბობდა, მჭედლის ხელები აქვსო.
გენდრი ახორხოცდა.
– ეგ ნაზი პატარა თათუნები? – წამოიძახა მან, – უროს ვერც კი
დაიჭერდი. – დავიჭერდი, რომ მინდოდეს! – შეუტია არიამ.
თოროსმა ჩაიხითხითა.
– გადაიხდის, ბავშვო. მაგის ნუ გეშინია.
– ჰო, მაგრამ რომ არ გადაიხადოს? – არ ეშვებოდა არია.
ლორდმა ბერიკმა ამოიოხრა, – მაშინ დროებით ლედი სმოლ-
ვუდთან გაგგზავნი, ან, იქნებ, ჩემს საკუთარ ციხესიმაგრეში შავ ნავ-
სადგურში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს არ დაგვჭირდება.
მე არ შემიძლია, მამა გაგიცოცხლო, არც თოროსს აქვს ამის ძა-
ლა; მაგრამ იმას მაინც შევძლებ, რომ საღ-სალამათი დაგაბრუნო
744
დედის მკლავებში.
– შემომფიცავ? – ჰკითხა არიამ. იორენიც დაჰპირდა, შინ დაგაბ-
რუნებო, მაგრამ ამის ნაცვლად ისე ქნა, რომ მოკლეს.
– ჩემს რაინდულ ღირსებას გეფიცები, – საზეიმოდ დაჰპირდა
ელვა-ლორდი. წვიმდა, ლუდსახარშში ლემი რომ დაბრუნდა. ბურ-
დღუნით იგინებოდა, ყვითელი მოსასხამიდან ჩამოდენილი წყალი
კი იატაკზე გუბეებს აყენებდა. ენგაი და ჯეკ იღბლიანა კართან მიმ-
სხდარიყვნენ და კამათელს აგორებდნენ, მაგრამ რაც უნდა ეთამა-
შათ, ცალთვალა ჯეკს იღბალი მაინც არ სწყალობდა. ტომ შვიდსი-
მამ ჩანგს სიმი გამოუცვალა და იმღერა „დედის ცრემლები“, „ვი-
ლამს ცოლი დაუსველდა“, „ლორდი ჰარტი წვიმიან დღეს გაჭენდა“
და „კასტამირის წვიმები“.
და ვითომ ვინ ხარ, აღმოთქვა ლორდმა, რომ ასე მდაბლად თავი
დაგიკრა?
თუმცა სხვაგვარი ქურქით მოსილი, კატა ხარ მაინც, მე ვიცი,
ვინც ხარ. ლომი კლანჭებით მუდამ იცნობა, ოქროს ქურქი აქვს მას
თუ წითელი და ჩემი კლანჭიც, მილორდ, გრძელია, და ისე ბასრი,
როგორაც შენი.
ასე ამბობდა, ასე ამბობდა მაღალი ლორდი კასტამირისა.
ახლა მის დარბაზს ქარი დასტირის და ვალალება ისმის წვიმისა,
არავინ დარჩა მისი გამგონი, ვალალება რომ ისმის წვიმისა.
ბოლოს ტომს წვიმიანი სიმღერები გამოელია და ჩანგი გვერდზე
გადადო. ამის მერე ლუდსახარშის ფიქლის სახურავზე ახმაურებუ-
ლი წვიმის ხმაღა ისმოდა. კამათლის თამაში დაასრულეს, არია ჯერ
ცალ ფეხზე იდგა, მერე მეორეზე და უსმენდა, როგორ წუწუნებდა მე-
რიტი, ჩემმა ცხენმა ნალი დაკარგაო.
– თუ გინდა, დაგიჭედავ, – უთხრა უცებ გენდრიმ, – მე ჯერ მხო-
ლოდ შეგირდი ვიყავი, მაგრამ ჩემი ოსტატი ამბობდა, შენი ხელი
745
უროს საჭერადაა შექმნილიო. ცხენების დაჭედვაც შემიძლია, გარ-
ღვეული ჯაჭვის პერანგის გაახლებაც და ჩაჭყლეტილი აბჯრის გას-
წორებაც. დარწმუნებული ვარ, ხმლის გაჭედვასაც მოვახერხებდი.
– რას ამბობ, ბიჭო? – ჰკითხა ჰარვინმა.
– თქვენთვის მჭედლად ვიმუშავებ, – გენდრი ლორდ ბერიკის
წინ ცალ მუხლზე დაეშვა, – თუ მიმიღებ, მილორდ, გამოგადგებოდი.
დამიმზადებია იარაღები, დანები და ერთხელ მუზარადიც გამოვჭე-
დე, რომელიც სულ არ იყო ცუდი. მთაკაცის ერთმა კაცმა წამართვა,
როცა დაგვიჭირეს.
არიამ ტუჩზე იკბინა. ესეც მიტოვებას მიპირებს.
– გიჯობს, ლორდ ტალის ემსახურო რივერანში, – უთხრა ლორ-
დმა ბერიკმა, – მე მუშაობის საფასურს ვერ გადაგიხდი.
– არც არავინ მიხდიდა. მჭირდება სამჭედლო, საჭმელი, ადგი-
ლი, სადაც დავიძინებ. ამას ვიმყოფინებ, მილორდ.
– მჭედელს ყველგან სიხარულით მიიღებენ. გაწაფულ მეიარა-
ღეს – მით უფრო. ჩვენთან დარჩენა რად გინდა?
არია ხედავდა, გენდრიმ სულელი სიფათი რომ მოჭმუხნა და და-
ფიქრდა.
– იქ, ღრუმთაში, მომეწონა, რასაც ამბობდით ძმებზე და იმაზე,
მეფე რობერტის ხალხი ვართო. ისიც მომეწონა, ქოფაკი რომ გაასა-
მართლეთ. ლორდი ბოლტონი ხალხს ახრჩობდა ან თავებს სჭრიდა,
ლორდი ტაივინი და სერ ამორიც ასევე იქცეოდნენ. მირჩევნია,
თქვენთვის ვიმუშაო.
– ჩვენ უამრავი აბჯარი გვაქვს ისეთი, შეკეთება რომ სჭირდება,
მილორდ, – შეახსენა ჯეკმა ლორდ ბერიკს, – როგორც წესი,
მკვდრებს ვხდით ხოლმე და ყველაზე ის ხვრელები რჩება, საიდანაც
სიკვდილმა შეაღწია.
– ჭკუა გაკლია, მგონი, ბიჭო, – უთხრა ლიმმა, – ჩვენ ყაჩაღები
746
ვართ. მეტწილად, მდაბიო არამზადები, მისი ულორდესობის გარ-
და. არ გეგონოს, ჩვენი ამბავი ტომის სულელურ სიმღერებს ჰგავ-
დეს. პრინცესებს კოცნას ვერ მოსტაცებ, ვერც ტურნირებზე გაჭენ-
დები მოტაცებული აბჯრით. ჩვენიანი თუ გახდები, მაგ თავს ბოლო-
ბოლო ყულფში გაყოფ ან სარზე წამოცმულს რომელიმე ციხის გა-
ლავანზე გადგამენ. – იმაზე უარესი არაა, თქვენ რაც გელით, – უთ-
ხრა გენდრიმ.
– ნამდვილად, – ხალისიანად შესძახა ჯეკ იღბლიანამ, – ყველას
გველიან ყვავები. მილორდ, ბიჭი უშიშარი ჩანს, ჩვენ კი ძალიანაც
გვჭირდება, რასაც გვთავაზობს. მიიღეო, ჯეკი ასე გეტყვის.
– და მალე, – სიცილით ურჩია ჰარვინმა, – სანამ ცხელებას გა-
უვლია და ისევ ჭკუაში ჩავარდნილა.
ლორდ ბერიკს ბაგეზე სუსტმა ღიმილმა გადაურბინა.
– თოროს, ხმალი მომაწოდე.
ელვა-ლორდს ამჯერად ხმალი არ აუგიზგიზებია, მხოლოდ მსუ-
ბუქად დაადო გენდრის მხარზე.
– გენდრი, დებ ფიცს ღმერთთა და კაცთა წინაშე, დაიცვა ისინი,
ვისაც არ შეუძლია თავის დაცვა, დაიფარო ქალები და ბავშვები, და-
ემორჩილო შენს კაპიტანს, შენს მებატონე ლორდს და შენს მეფეს,
მამაცურად იბრძოლო, როცა საჭიროა და შეასრულო შენზე დაკის-
რებული ყველა ვალდებულება, რა მძიმე, მოკრძალებული ან სახი-
ფათოც არ უნდა იყოს იგი?
– ვფიცავ, მილორდ.
მარშების ლორდმა ხმალი მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე გადა-
დო და თქვა: – ადექი, სერ გენდრი, ღრუმთის რაინდო, და კეთილი
იყოს შენი შემოსვლა ჩვენს საძმოში.
კარის მხრიდან უხეში, ხრინწიანი სიცილი მოისმა.
ტანსაცმლიდან წვიმა დასდიოდა. დამწვარი მკლავი ფოთლებით
747
და ტილოთი ჰქონდა შეხვეული და კანაფის სარტყლით მკერდზე
მჭიდროდ მიკრული, მაგრამ სახეზე დაჩნეული ძველი დამწვრობები
შავად უპრიალებდა მათი პატარა ცეცხლის შუქზე.
– კიდევ რაინდებს აცხობ, დონდარიონ? – ღრენით წარმოთქვა
დაუპატიჟებელმა სტუმარმა, – ამის გამო, წესით, ისევ უნდა მოგ-
კლა.
ლორდმა ბერიკმა ცივი მზერა გაუსწორა.
– იმედი მქონდა, ბოლოჯერ უკვე გნახეთ, კლეგეინ. როგორ გვი-
პოვე?
– რა უნდოდა. იმხელა ბოლს უშვებთ, ძველქალაქში ჩანს.
– გუშაგებს რა სჭირთ?
კლეგეინს პირი მოეღრიცა.
– იმ ორ ბრმას? შეიძლება, დავხოცე კიდევაც. რას იზამდი, ასე
რომ მექნა? ენგაიმ მშვილდს ლარი გაუბა. ღარიც იმავეს შვრებოდა.
– ეგრე ძალიან გინდა სიკვდილი, სანდორ? – ჰკითხა თოროსმა,
– გიჟი უნდა იყო, ან მთვრალი, აქ რომ მოგვდიე.
– მთვრალი რით, წვიმით? ბოზისშვილებო, ერთი ჭიქა ღვინის
სამყოფი ოქროც არ დამიტოვეთ.
ენგაიმ ისარი მოზიდა.
– ჩვენ ყაჩაღები ვართ. ყაჩაღები ყაჩაღობენ. სიმღერებიც ამას
გვიამბობს, ტომს ზრდილობიანად თუ სთხოვ, იქნებ, გიმღეროს კი-
დეც ამაზე. მადლობა თქვი, რომ არ მოგკალით.
– სცადე აბა, ჩუბინო. მაგ შენს კაპარჭს წაგართმევ და ისრებს
ჭორფლიან ხმელ ტრაკში შეგტენი.
ენგაიმ მშვილდი მოიმარჯვა, მაგრამ ლორდმა ბერიკმა ხელი ას-
წია, სანამ გაისროდა.
– აქ რისთვის მოხვედი, კლეგეინ?
– ის რომ დავიბრუნო, რაც ჩემია.
748
– შენი ოქრო?
– აბა, სხვა რა? შენი სიფათის სანახავად კი არ მოვსულვარ, დონ-
დარიონ. ახლა შენ ჩემზე უფრო უშნოც კი ხარ. და მძარცველი რაინ-
დიც, როგორც ჩანს.
– ოქროს სამაგიეროდ ხელწერილი მოგეცი, – აუღელვებლად
უთხრა ლორდმა ბერიკმა, – ომის დამთავრების მერე დაბრუნებას
დაგპირდი.
– იმ ქაღალდით ტრაკი გამოვიხოცე. ოქრო მინდა.
– არ მაქვს. მწვანეწვერას და მონადირეს სამხრეთში გავატანე,
მანდერის გადაღმა მარცვლეულის და თესლების საყიდლად.
– იმათ გამოსაკვებად, ვისაც თქვენ მოსავალი გადაუწვით, –
თქვა გენდრიმ. – ახლა მაგ ზღაპარს ვყვებით, ესე იგი? – სანდორ
კლეგეინმა ისევ გაიცინა, – იცი, იმ ფულით მეც ზუსტად მაგის გაკე-
თებას ვაპირებდი. მახინჯი გლეხების ჯოგის და იმათი მუწუკებიანი
ნაშიერების გამოკვებას.
– იტყუები, – უთხრა გენდრიმ.
– ბიჭს პირი ჰქონია, ვატყობ. ამათ რატომ უჯერებ და მე არა? შე-
უძლებელია, სიფათზე არ მოგწონდე და იმიტომ, – კლეგეინმა არი-
ას გადახედა, – ამასაც გარაინდებას უპირებ, დონდარიონ? პირვე-
ლი რვა წლის გოგო-რაინდი იქნება?
– თორმეტი წლის ვარ, – რიხით იცრუა არიამ, – და, რომ მინდო-
დეს, რაინდიც გავხდებოდი. შენც მოგკლავდი, ოღონდ ლიმმა ხან-
ჯალი წამართვა, – ამის გახსენებამ ისევ გააბრაზა.
– ეგ ლიმს მოჰკითხე, მე კი არა. მერე კუდი ამოიძუე და გაიქეცი.
იცი, ძაღლები მგლებს რას უშვრებიან?
– მეორედ მოგკლავ. შენს ძმასაც მოვკლავ!
– არა, – კლეგეინს მუქი თვალები დაუწვრილდა, – მაგას არ
იზამ, – ისევ ლორდ ბერიკს მიუბრუნდა, – იცი რა, მოდი, ჩემი ცხენი
749
აკურთხე რაინდად. დარბაზში არასოდეს ჯვამს და სხვებზე მეტად არ
იწიხლება – იმსახურებს რაინდობას. თუ მაგის მოპარვასაც აპირებ?
– ჯობია, შეჯექი ზედ და გაგვეცალე, – გააფრთხილა ლიმმა.
– წავალ, ჩემს ოქროს თუ მომცემთ. თქვენმავე ღმერთმა თქვა,
რომ უდანაშაულო ვარ...
– ნათლის უფალმა შენ სიცოცხლე გაჩუქა, – გამოუცხადა მი-
რელმა თოროსმა, – ახლად მოვლენილ ბეილორ კურთხეულად კი
არ გამოუცხადებიხარ, – წითელმა ქურუმმა ხმალი ამოაგო და არი-
ამ დაინახა, რომ ჯეკს და მერიტსაც ეშიშვლათ იარაღი. ლორდ ბე-
რიკს ჯერ კიდევ ეპყრა ხმალი, რომლითაც გენდრი აკურთხა. იქნებ,
ახლა მოკლან. ქოფაკს ისევ მოეღრიცა პირი.
– ერთი ჩვეულებრივი ქურდბაცაცები ხართ.
ლიმმა შეუბღვირა.
– შენი მეგობარი ლომები შედიან სოფლებში, პირწმინდად მი-
აქვთ მთელი სურსათი და ფული, რასაც კი მოიხელთებენ და ამას
„მარაგის შევსებას“ უწოდებენ. მგლებიც იმავეს შვრებიან, ჰოდა,
ჩვენ რით ვართ ნაკლები? შენ არავის გაუძარცვიხარ, ძაღლო. უბრა-
ლოდ, შენით მარაგი შევავსეთ.
სანდორ კლეგეინმა სათითაოდ შეხედა სახეში ყველას, თითქოს
მათ დამახსოვრებას ლამობსო. მერე კი სიტყვაც აღარ უთქვამს, ისე
გავიდა სიბნელეში და კოკისპირულ წვიმაში, საიდანაც მოსულიყო.
საგონებელში ჩავარდნილი ყაჩაღები იდგნენ და იცდიდნენ.
– გავალ, ვნახავ, რა უქნა ჩვენს გუშაგებს, – სანამ გავიდოდა,
ჰარვინმა ფრთხილად გაიხედა კარიდან, რათა დარწმუნებულიყო,
იქვე ჩასაფრებული ქოფაკი რომ არ ელოდა.
– ამ წყეულმა ნაბიჭვარმა ან საიდან იშოვა ამდენი ოქრო? –
იკითხა ლიმმა, დაძაბული დუმილი რომ დაერღვია.
ენგაიმ მხრები აიჩეჩა.
750
– მარჯვენის ტურნირი მოიგო. მეფის საბიჯელში, – მოისარმა
ფართოდ გაიღიმა, – იქ მეც კაი ფული ვიშოვე, მაგრამ მერე დენსი,
ჯეიდი და ალაიაია გავიცანი. იმათ მასწავლეს შემწვარი გედის გემო
და არბორულ ღვინოში ბანაობა.
– მიაფლანგე, ხო? – გაიცინა ჰარვინმა.
– სულ არა. ეს ჩექმები და ეს მშვენიერი ხანჯალი ვიყიდე.
– მამული უნდა გეყიდა და რომელიმე ის გოგო პატიოსან ქალად
გექცია, – უთხრა ჯეკ იღბლიანამ, – თალგამს მოიყვანდი და შვი-
ლებს მოამრავლებდი. – დამიფაროს მეომარმა! ფლანგვა აი, ეგ იქ-
ნებოდა: ოქროს გაცვლა თალგამებზე, – მე მიყვარს თალგამი, –
თქვა ნაწყენმა ჯეკმა, – ახლავე შევჭამდი მოთუშულ თალგამს.
მირელი თოროსი მათ კინკლაობას ყურს არ უგდებდა.
– ქოფაკი ოქროთი სავსე ქისებზე მეტ რამეს გამოეთხოვა, –
თქვა დაფიქრებით, – მან ბატონი და ხუხულაც დაკარგა. ლანისტე-
რებთან ვეღარ დაბრუნდება, ჭაბუკი მგელი არასოდეს მიიღებს, რო-
გორც ჩანს, არც ძმა შეხვდება დიდი სიხარულით. ასე მგონია, ამ ოქ-
როს გარდა აღარც არაფერი ჰქონდა დარჩენილი.
– ჯოჯოხეთსაც წაუღია, – შეიკურთხა ვატი მეწისქვილემ, – აბა,
მოვა და მძინარეებს დაგვხოცავს.
– არა, – ლორდმა ბერიკმა ხმალი ჩააგო, – სანდორ კლეგეინი
ყველას სიამოვნებით დაგვხოცავდა, მაგრამ არა მძინარეებს. ენგაი,
დილით ბოლოში იარე ქოსა დიკთან ერთად. თუ დაინახეთ, კლეგეი-
ნი ისევ მოგვდევს, ცხენი მოუკალით.
– კარგი ცხენია, – დაენანა ენგაის.
– ჰო, – დაეთანხმა ლიმი, – ჯობია, ის წყეული მხედარი მოვ-
კლათ. ცხენი გამოგვადგება. – მეც ლიმის მხარეს ვარ, – თქვა ღარ-
მა, – მოდი, ძაღლს რამდენიმე ბუმბული დავარჭოთ, ეს რიხს გამო-
აცლიდა.
751
ლორდმა ბერიკმა თავი გაიქნია.
– კლეგეინმა ღრუმთაში სიცოცხლე მოიპოვა. მე ამ მონაპოვარს
არ წავართმევ. – მილორდი ბრძენია, – უთხრა თოროსმა სხვებს, –
ძმებო, ორთაბრძოლის სამსჯავრო წმინდა რამაა. თქვენ გაიგონეთ,
როგორ შევთხოვე რლორს, განესაჯა, და მისი ცეცხლოვანი თითის-
გან გადამტვრეული ლორდ ბერიკის ხმალიც ნახეთ, თითქოს გვა-
ნიშნა, ბრძოლის შეწყვეტა მსურსო. ჩანს, ნათლის უფალს ჯოფრის
ქოფაკი ჯერაც რაღაც განზრახვის ასასრულებლად სჭირდება.
ჰარინი მალევე შემობრუნდა.
– რბილთათას ღრმად ეძინა, მაგრამ არაფერი სჭირდა.
– მოიცა, მოვიგდო ხელში, – დაიმუქრა ლიმი, – ახალ საკუარს
გამოვუჭრი. მაგის გამო შეიძლებოდა, ყველა დავხოცილიყავით.
იმ ღამით მშვიდად არავის ეძინა, რაკი იცოდნენ, რომ სადღაც იქ-
ვე, სიბნელეში, სანდორ კლეგეინი დაძრწოდა. არია ცეცხლის ახ-
ლოს მოიკუნტა, თბილად და მყუდროდ, მაგრამ ძილი არ ეკარებო-
და. ჯეიქენ ჰაგარის მიცემული მონეტა ამოიღო და მოსასხამის ქვეშ
მწოლმა ჩამუჭა. მისი ხელში ჭერა ძალას მატებდა, ახსენებდა, რო-
გორ იყო ჰარენჰალის აჩრდილი. მაშინ ერთი დაჩურჩულებით კაცის
მოკვლა შეეძლო. მაგრამ ახლა ჯეიქენი წასული იყო. მან მიატოვა
არია. ღვეზელამაც მიატოვა, მალე გენდრიც დატოვებს. ლუმი მოკ-
ვდა, იორენი მოკვდა, სირიო ფორელი მოკვდა, მამამისიც კი მოკ-
ვდა, ჯეიქენმა კი ეს შტერული რკინის გროში მისცა და გაქრა. – ვა-
ლარ მორგულის, – დაიჩურჩულა წყნარად და თითები ისე მოუჭირა,
რომ მონეტის მაგარი კიდეები ხელისგულში ჩაეჭირა, – სერ გრეგო-
რი, დანსენი, პოლივერი, რალფ საყვარელი. ღიტინა და ქოფაკი.
სერ ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი, დედოფალი სერსეი, – სცადა,
წარმოედგინა, მკვდრები როგორები იქნებოდნენ, მაგრამ მათი სა-
ხეების გახსენება გაუჭირდა. ქოფაკს ხედავდა, მის ძმა მთაკაცსაც,
752
ჯოფრის და დედამისის სახე ხომ არასოდეს დაავიწყდებოდა... მაგ-
რამ რალფი, დანსენი და პოლივერი, თვით ღიტინაც კი, მკრთალად-
ღა აგონდებოდა, ისეთი ჩვეულებრივი სახეები ჰქონდათ.
ბოლოს და ბოლოს, ძილმა წაიღო, მაგრამ ღამის სიბნელეში
უეცრად ცახცახით გამოეღვიძა. ცეცხლისგან მუგუზლებიღა დარჩე-
ნილიყო, მაჯი კართან იდგა, გარეთ კიდევ ერთი გუშაგი დადიოდა.
წვიმას გადაეღო და არიას მგლების ყმუილი ესმოდა. რა ახლოს
არიანო, გაიფიქრა, და რამდენნი. ისე ისმოდა, თითქოს თავლებთან
დადიოდნენ, ათობით იყვნენ, იქნებ, ასობითაც. იმედია, ქოფაკს შე-
ჭამენ. გაახსენდა მისი ნათქვამი მგლებსა და ძაღლებზე.
დილა რომ გათენდა, სეპტონი ატი ჯერაც ხის ტოტზე ქანაობდა,
მაგრამ ლეგა ძმები ნიჩბებით გამოსულიყვნენ წვიმაში და სხვა და-
ხოცილებს დაბალ სამარეებს უთხრიდნენ. ლორდმა ბერიკმა მათ
თავშესაფრისთვის და საჭმლისთვის მადლობა გადაუხადა და ვერ-
ცხლის ირმებით სავსე ქისა მისცა, სეპტრი ხელახლა რომ გაემარ-
თათ. ჰარვინი, ლამაზი ლუკი და ვატი მეწისქვილე დასაზვერად გა-
ვიდნენ, მაგრამ ვერც მგლები, ვერც ქოფაკი ვერ იპოვეს.
არია უნაგირს ღვედს რომ უჭერდა, გენდრი მიუახლოვდა, რომ
ეთქვა, ცუდია, რომ ვშორდებითო. არიამ უზანგში ფეხი შეყო და უნა-
გირს მოევლო, რათა ბიჭისთვის ზემოდან ეცქირა და არა ქვემოდან.
შეგეძლო, რივერანში ხმლები გეჭედა ჩემი ძმისთვისო, გაიფიქრა,
მაგრამ მხოლოდ ეს უთხრა:
– თუ გინდა, ვიღაც შტერული ყაჩაღი რაინდი იყო და ბოლოს ჩა-
მოგახრჩონ, რაში მენაღვლება? მე გამომისყიდიან და რივერანში
ვიქნები, ჩემს ძმასთან.
საბედნიეროდ, იმ დღეს არ უწვიმია და კარგადაც იარეს.

ბრანი
753
კოშკი კუნძულზე იდგა, მისი ორეული უძრავ ცისფერ წყალში
ირეკლებოდა. ქარის წამოქროლებაზე ტბის ზედაპირი ტალღებად
იქოჩრებოდა, ისინი თამაშში გართული ბიჭებივით მისდევდნენ ერ-
თმანეთს. ტბის ნაპირის გაყოლებაზე მიჯრით ჩარიგებულიყვნენ მუ-
ხები, მათ ქვეშ მიწა ჩამოცვენილ რკოებს დაეფარა. ხეებს მიღმა კი
სოფელი იყო, უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩენილიყო.
მთისპირა ბორცვებიდან ჩამოსვლის მერე ეს პირველი სოფელი
იყო, რომელსაც გადაეყარნენ. მირა დაწინაურდა და დაზვერა, ნან-
გრევებში ხომ არავინ იმალებოდა. მუხებსა და ვაშლის ხეებს შორის
გასხლტა ბადით და შუბით ხელში და სამი წითელი ირემი წამოაფ-
რთხო, რომლებმაც უკანმოუხედავად გაქუსლეს ბუჩქებში. ზაფხულ-
მა მათ თვალი ჰკიდა და უკან გაენთო. ბრანმა გაქცეულ მგელსაზა-
რას თვალი გაადევნა და წუთით ყველაფერზე მეტად მოესურვა, მის
ტყავში შემსხლტარიყო და თან გაჰყოლოდა, მაგრამ მირა უკვე
ხელს უქნევდათ, წამოდითო. უხალისოდ მიატოვა ზაფხულზე ფიქრი
და ჰოდორს უბიძგა, სოფლისკენ წასულიყო. ჟოჟენიც მათ გაჰყვა.
ბრანმა იცოდა, რომ აქედან კედლამდე ბალახოვანი მხარე იყო
გადაშლილი: სახნავი მინდვრები და დაბალი ბორცვები, ზეგანი ვა-
კეები და დაბლობის ჭაობები. აქ სიარული ბევრად უფრო იოლი იქ-
ნებოდა, ვიდრე უკან მოტოვებულ მთებში, მაგრამ გაშლილი სივრცე
მირას აფრთხობდა.
– თითქოს შიშველი ვიყო, – გამოტყდა იგი, – აქ ვერსად დაიმა-
ლები.
– ეს მიწები ვისია? – ჰკითხა ბრანს ჟოჟენმა.
– ღამის ებგურის, – მიუგო მან, – ამ ადგილებს ძღვენი ჰქვია.
ახალი ძღვენი, ამის ჩრდილოეთით კი ბრანდონის ძღვენია, – ამ ად-
გილების ისტორია ბრანს მაისტერმა ლუვინმა ასწავლა, – ბრანდონ
754
მშენებელმა კედლის სამხრეთით ოცდახუთი ლიგის მანძილზე მთე-
ლი მიწა ღამის ებგურს უბოძა, რომ... რომ იმით თავი გამოეკვებათ,
– ამაყი იყო, რომ ახსოვდა, – ზოგი მაისტერი ამბობს, ეს სხვა ბრან-
დონი იყოო, მშენებელი კი არა, მაგრამ მაინც ბრანდონის ძღვენი
გამოდის. ათასი წლის მერე კეთილი დედოფალი ელისანი ეწვია კე-
დელს, თავის დრაკონ ვერცხლისფრთაზე ამხედრებული მიფრინდა,
და ღამის ებგურის საქმე ისეთ სიქველედ მიიჩნია, რომ ძველ მეფეს
მათი მიწები გააორმაგებინა, ორმოცდაათი ლიგა გახადა. და იმას
ახალი ძღვენი დაერქვა, – ბრანმა ხელი გაიქნია, – აქაურობას. ყვე-
ლაფერს.
ბრანი ხვდებოდა, რომ სოფელი დიდი ხნის წინ მიეტოვებინათ.
ყველა სახლი წაქცევაზე იყო. სასტუმროც კი. ეტყობოდა, თავის
დროზეც დიდი ვერაფერი სასტუმრო იქნებოდა, მაგრამ ახლა მისგან
ვაშლის ხეებს შორის ამოჩრილი ქვის საკვამური და ორი დაბზარუ-
ლი კედელიღა დარჩენილიყო. ერთი ხე შიგ საერთო ოთახში იზ-
რდებოდა, იატაკი სველი ყავისფერი ფოთლებით და დამპალი ვაშ-
ლებით იყო მოფენილი. ჰაერი მათ სუნს გაეჟღინთა: სიდრის თით-
ქმის აუტანლად მძაფრ სუნს. მირამ რამდენიმე ვაშლში თავისი ბა-
ყაყის შუბი ჩაასო, უნდოდა, საღი ეპოვა, მაგრამ ყველა გაშავებული
და ჭიანი დახვდა.
წყნარი ადგილი იყო, უძრავი, მშვიდი და ლამაზი, მაგრამ ბრანს
ცარიელი სასტუმრო რაღაცნაირ სევდას ჰგვრიდა. როგორც ჩანს,
ჰოდორიც იმავეს გრძნობდა.
– ჰოდორ? – წარმოთქვა შეწუხებულმა, – ჰოდორ? ჰოდორ?
– კარგი ადგილია, – ჟოჟენმა მუჭით მიწა აიღო და თითებით გას-
რისა, – სოფელი, სასტუმრო, ტბაში – ძლიერი სიმაგრე, ეს ვაშლის
ხეები... მაგრამ ხალხი სადაა, ბრან? რატომ მიატოვეს ასეთი ადგი-
ლი?
755
– ველურების შიშით, – უთხრა ბრანმა, – ველურები კედელზე ან
მთებით გადმოდიოდნენ სარბევად, საძარცვად და ქალების მოსა-
ტაცებლად. თუ დაგიჭერენ, შენი თავის ქალასგან თასს დაამზადე-
ბენ და იმით სისხლს შესვამენო, ბებერი ნენი ამბობდა. ღამის ებგუ-
რი აღარაა ისე ძლიერი, როგორც ბრანდონის ან დედოფალ ელისა-
ნის დროს იყო, ჰოდა, უფრო მეტნი გადმოდიან. კედლის ახლოს
სოფლებს ისე არბევდნენ, რომ ხალხი სამხრეთით გადასახლდა,
მთებში ან ამბერების მამულებზე, სამეფოგზის აღმოსავლეთით.
დიდჯონის ხალხსაც არბევდნენ ხოლმე, მაგრამ ისე არა, როგორც
ძღვენის მცხოვრებლებს.
ჟოჟენ რიდმა ნელა მიაბრუნა თავი და მხოლოდ მისთვის გასაგებ
ჰანგს მიაყურადა. – აქ უნდა შევეფაროთ. ძლიერი ქარიშხალი გვი-
ახლოვდება.
ბრანმა ცას ახედა. მშვენიერი, ცინცხალი შემოდგომის დღე იდ-
გა, მზიანი და თითქმის თბილი, მაგრამ დასავლეთით მართლაც მუ-
ქი ღრუბლები ამოჩნდნენ და თითქოს ქარიც ძლიერდებოდა.
– სასტუმროს სახურავი არ აქვს და კედელიც ორიღაა, – შენიშნა
მან, – ჯობია, ციხეში შევიდეთ.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა. ალბათ, ეთანხმებოდა.
– ნავი არ გვაქვს, ბრან, – მირა ბაყაყის შუბით ფოთლებს ჩხვე-
რავდა ისე, გასართობად.
– იქ ყრილია. ქვის ყრილი, წყალში ჩამალული. იმაზე შეგვიძლია
გავიაროთ, – ანუ დანარჩენებს შეეძლოთ გავლა. თვითონ ჰოდო-
რის ზურგზე მჯდარს მოუწევდა გადასვლა, მაგრამ სამაგიეროდ
მშრალი დარჩებოდა.
რიდებმა ერთმანეთს გადახედეს.
– საიდან იცი? – ჰკითხა ჟოჟენმა, – აქ ნამყოფი ხარ, ჩემო პრინ-
ცო?
756
– არა. ბებერმა ნენმა მითხრა. ციხეს ოქროს გვირგვინი ადგას,
ხედავ? – მან ტბის შუაგულისკენ გაიშვირა თითი. ქონგურებზე ჯე-
რაც გაირჩეოდა აქერცლილი ოქროსფერი საღებავი, – დედოფალ-
მა ელისანმა ღამე აქ გაათია, ჰოდა, მის საპატივცემულოდ ქონგუ-
რები ოქროსფრად შეღებეს.
– ყრილი? – ჟოჟენი ტბას აკვირდებოდა, – ნამდვილად იცი?
– ნამდვილად, – უთხრა ბრანმა.
მირამ გზის დასაწყისი იოლად იპოვა, რაკი იცოდა, რა უნდა ეძებ-
ნა. სამი ფუტის სიგანის ქვის ბილიკი პირდაპირ ტბაში შედიოდა. გო-
გონა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუძღოდათ წინ, გზას თავისი ბაყა-
ყის შუბით სინჯავდა. ხედავდნენ, ბილიკი სად ამოდიოდა წყლიდან
და ქვის მოკლე კიბის საფეხურებად ადგებოდა ციხის კარს. ბილიკის
დასაწყისი, საფეხურები და კარი ერთ ხაზზე იყო განლაგებული და
გეგონებოდა, ყრილი პირდაპირ მიემართებაო, მაგრამ არა: წყლის
ქვეშ იგი უხვევდა, კუნძულის სიმრგვალეს ლამის მესამედზე მიუყვე-
ბოდა, სანამ უკან გამობრუნდებოდა. მოსახვევები მოულოდნელი
იყო, გრძელი ბილიკი კი ნიშნავდა, რომ ყველა, ვინც კი ციხეს მიუ-
ახლოვდებოდა, დიდხანს იქნებოდა კოშკიდან გამოსროლილი ის-
რების სამიზნე. დაძირული ქვები სრიალაც იყო: ჰოდორს ორჯერ კი-
ნაღამ ფეხი დაუცდა და ჰოდორო, შიშით შეჰყვირა, სანამ წონასწო-
რობას აღიდგენდა. მეორე წაბორძიკებამ ბრანი შეაშინა: ჰოდორი
მისი კალათიანად წყალში რომ ჩავარდნილიყო, შეიძლებოდა, და-
ეხრჩო იგი, მით უმეტეს, თუ ზორბა მეჯინიბე დაფრთხებოდა და ბიჭი
დაავიწყდებოდა, როგორც ზოგჯერ მოსდიოდა ხოლმე. იქნებ ჯობ-
და, სასტუმროში დავრჩენილიყავით, ვაშლის ხის ძირასო, გაიფიქ-
რა, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო.
საბედნიეროდ, მეტად აღარ წაბორძიკებულან და წყალი ჰო-
დორს წელს ზემოთ არც შემოსდგომია, თუმცა რიდებს მკერდამდე
757
სწვდებოდა. მალე კუნძულსაც მიაღწიეს, კიბეს ციხის კარისკენ აუყ-
ვნენ. კარი ჯერაც მტკიცე იყო, თუმცა მისი მძიმე მუხის ფიცრები
წლების განმავლობაში დაბრეცილიყო და მჭიდროდ არ იხურებო-
და. მირამ ბოლომდე გააღო იგი, დაჟანგული რკინის ანჯამები აჭრი-
ალდა. ზედა წირთხლი დაბალი აღმოჩნდა.
– დაიხარე, ჰოდორ, – უთხრა ბრანმა და მანაც დაუჯერა, მაგრამ
თავი მაინც მიარტყმევინა, – მეტკინა, – დაიჩივლა ბიჭმა.
– ჰოდორ, – უთხრა ჰოდორმა და გაიმართა.
ბნელ შესასვლელში აღმოჩნდნენ, რომელიც ისეთი ვიწრო იყო,
ოთხივე ერთად ძლივს ეტეოდა. კოშკის შიდა კედელში ჩაშენებული
საფეხურები მათ მარცხნივ ზემოთ მიემართებოდა, მარჯვნივ კი –
ქვემოთ, მაგრამ ორივე რკინის ცხაურით იყო დაგმანული. ბრანმა
აიხედა და ზუსტად თავზემოთაც რკინის ცხაური დაინახა. საკლავი
ხვრელი. კიდევ კარგი, მაღლა არავინაა, ადუღებულ ზეთს არავინ
დაასხამთ. ცხაურები ჩაკეტილი იყო, მაგრამ რკინას წითლად მოს-
დებოდა ჟანგი. ჰოდორმა მარცხენა კარს ხელი ჩაავლო და მოქაჩა,
თან ძალდატანებისგან ხვნეშოდა. ძვრაც ვერ უქნა. მერე მიაწვა,
მაგრამ არც ეს გამოუვიდა. რკინის გისოსი ანჯღრია, ფეხი ურტყა,
ზედ მიეხეთქა, აჩხაკუნა, ანჯამებს უზარმაზარი მუშტები დასცხო და
ჰაერში ჟანგის ფანტელები ააყენა, მაგრამ რკინის კარი არც შენძრე-
ულა. არც სარდაფში მიმავალი კარი დაჰყვათ.
– ვერ შევალთ, – მხრები აიჩეჩა მირამ.
საკლავი ხვრელი ზედ ჰოდორის ზურგზე კალათში მჯდომი ბრა-
ნის თავს ზემოთ იყო. ხელები ასწია, გისოსს დაეჭიდა და მოქაჩა.
ცხაური ჭერიდან გამოვარდა და მტვერი და დაფშხვნილი ქვის ნამ-
ტვრევები გადმოიყოლა.
– ჰოდორ! – იყვირა ჰოდორმა. მძიმე რკინის ჩამოვარდნილი

758
ცხაური ისევ თავში მოხვდა ბრანს და, რომ მოიცილა, ჟოჟენის ფე-
ხებთან დაეცა. მირამ გაიცინა. – ერთი შეხედე, პრინცო, – თქვა მან,
– ჰოდორზე ღონიერი ყოფილხარ!
ბრანი გაწითლდა.
ჰოდორმა მირა და ჟოჟენი პირდაღებულ ხვრელში ასვა. კრანო-
გელებმა ბრანს მკლავებში ჩაავლეს ხელი და ისიც მაღლა აზიდეს.
ჰოდორის აყვანა კი გაჭირდა. იგი ისეთი მძიმე იყო, რიდები ბრანი-
ვით ვერ აიყვანდნენ. ბოლოს ბრანმა მეჯინიბე ბიჭს უთხრა, წასული-
ყო და დიდი ქვები მოეძებნა. კუნძულზე ასეთები ბლომად ეყარა და
ჰოდორმა მოახერხა, იმდენი დაეხვავებინა ერთმანეთზე, რომ ზედ
შემდგარი ხვრელის ჩამოფშვნილ კიდეებს მისწვდომოდა და ამ-
ძვრალიყო.
– ჰოდორ, – ბედნიერი ქშენით ამოთქვა და ყველას გაუღიმა.
ისინი ვიწრო, ბნელი და ცარიელი საკნების ლაბირინთში აღმოჩ-
ნდნენ, მაგრამ მირამ კიბისკენ გზა გაიგნო და ყველანი საფეხურებს
აუყვნენ, რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მათ გარშემო უფრო ნათდე-
ბოდა: მესამე სართულზე სქელ გარე კედლებში საისრეები მოჩან-
და, მეოთხეზე ნამდვილი ფანჯრები იყო გაჭრილი, მეხუთე და ყვე-
ლაზე მაღალი სართული კი ერთი მრგვალი პალატა აღმოჩნდა, რო-
მელსაც სამი მხრიდან პატარა ქვის აივნებზე გამავალი კარები
ჰქონდა დატანებული. მეოთხე მხარეს საპირფარეშო ოთახი იყო,
მისი სანარცხე მილი პირდაპირ ტბაში ეშვებოდა.
სახურავზე ასულებს ცა უკვე მთლად ჩამობურული დახვდათ, და-
სავლეთის ღრუბლები კი გაშავებულიყვნენ. ისე ძლიერი ქარი უბე-
რავდა, რომ ბრანის მოსასხამი ფართხუნებდა და ტკაცუნებდა.
– ჰოდორ, – გაეპასუხა ჰოდორი ქსოვილის ხმას.
მირა შემობზრიალდა.
– თითქოს გოლიათი ვარ და მთელ სამყაროს გადავცქერი!
759
– ყელზე ამ კოშკზე ორჯერ მაღალი ხეებიც იზრდება, – შეახსენა
ძმამ.
– ჰო, მაგრამ მათ გარშემო ისეთივე მაღალი ხეები დგას, – მი-
უგო მირამ, – ყელზე სამყარო დავიწროებულია და ცა ბევრად უფრო
პატარაა. აქ... გრძნობ ქარს, ძმაო? და ნახე, ქვეყნიერება რამხელაა!
მართალს ამბობდა, აქედან მზერა შორს აღწევდა. სამხრეთით
მთისწინა გორაკები მოჩანდა, მათ რუხ-მწვანე მთები ამოსდგომოდ-
ნენ უკან. ყველა სხვა მხარეს, სადამდეც კი თვალი სწვდებოდა, ახა-
ლი ძღვენის ბორცვები გაშლილიყო.
– მეგონა, აქედან კედელს დავინახავდით, – თქვა იმედგაცრუე-
ბულმა ბრანმა, – უაზრობაა, რასაკვირველია, იქამდე კიდევ ორ-
მოცდაათი ლიგაა, – ამის თქმაზეც კი დაღლილობა იგრძნო და შეს-
ცივდა კიდევაც, – ჟოჟენ, რას ვიზამთ, კედელს რომ მივაღწევთ? ბი-
ძაჩემი სულ ამბობდა, ძალიან მაღალიაო. შვიდასი ფუტის სიმაღლი-
საა და ისეთი სქელია, რომ მისი კარიბჭეები ყინულში გაყვანილ
გვირაბებს ჰგავს. როგორ უნდა გადავიდეთ ზედ, სამთვალა ყვავი
რომ ვიპოვოთ?
– როგორც ვიცი, კედლის გასწვრივ მიტოვებული ციხეებიცაა, –
მიუგო ჟოჟენმა, – სიმაგრეები, ღამის ებგურმა რომ ააგო, მაგრამ
ახლა ცარიელია. იქნებ, რომელიმე ციხესთან შევძლოთ გასვლა.
ბებერი ნენი ამათ მოჩვენება-ციხეებს ეძახდა. მაისტერმა ლუვინ-
მა ერთხელ ბრანს კედლის გასწვრივ აგებული ყველა ფორტის დას-
წავლა დაავალა. ძნელი საქმე იყო: ებგურს სულ ცხრამეტი ციხე
ჰქონდა, თუმცა ჩვიდმეტზე მეტი არასოდეს ყოფილა ხალხით შევსე-
ბული. მეფე რობერტის ვინტერფელში სტუმრობის აღსანიშნავ ნა-
დიმზე ბრანმა მათი სახელები ძია ბენჯენს ჩამოუთვალა – ჯერ აღ-
მოსავლეთიდან დასავლეთით, მერე დასავლეთიდან აღმოსავლე-
თით. ბენჯენ სტარკმა გაიცინა და უთხრა:
760
– ჩემზე უკეთ იცი ეგენი, ბრან. წესით, შენ უნდა იყო პირველი აე-
შაგი. მე კი აქ დავრჩები შენ მაგივრად, – თუმცა ეს მანამდე იყო, სა-
ნამ ბრანი ჩამოვარდებოდა. სანამ დაილეწებოდა. როდესაც ხეიბ-
რად გამოიღვიძა, ძია უკვე ციხეშავში დაბრუნებულიყო. – ბიძაჩემი
ამბობდა, კარიბჭეს ყინულით და ლოდებით ქოლავენ, ციხეს რომ
ტოვებენო, – თქვა ბრანმა.
– ესე იგი, მოგვიწევს, ისევ გავაღოთ, – თქვა მირამ.
ბრანი შეშფოთდა.
– არ შეიძლება. ვაითუ, მერე იქიდან ავი არსებები გამოვიდნენ.
უბრალოდ, ციხეშავში მივიდეთ და ლორდ-მეთაურს ვუთხრათ, გაგ-
ვატაროს.
– თქვენო მოწყალებავ, – მიმართა ჟოჟენმა, – ციხეშავს უნდა ვე-
რიდოთ, როგორც სამეფოგზას ვერიდეთ. იქ ასობით ადამიანია.
– ღამის ებგურის მებრძოლები, – თქვა ბრანმა, – მათ ფიცი აქვთ
დადებული, ომებში და ეგეთ რამეებში არ ჩაერიონ.
– კი, – დაეთანხმა ჟოჟენი, – მაგრამ ერთი ფიცის დამრღვევიც
კმარა, რომ შენი საიდუმლო რკინელებს ან ბოლტონის ბუშს მიჰყი-
დოს. თან ზუსტად არც ვიცით, რომ ებგური ჩვენს გატარებაზე თანახ-
მა იქნება. შეიძლება, თავისთან დაგვტოვონ ან უკან გაგვგზავნონ.
– მაგრამ მამაჩემი ღამის ებგურთან მეგობრობდა, ბიძაჩემი კი
პირველი აეშაგია. მან შეიძლება, ისიც იცოდეს, სად ცხოვრობს სამ-
თვალა ყვავი. და ჯონიც ციხეშავშია, – ბრანს იმედი ჰქონდა, რომ
ჯონსაც ნახავდა და ბიძასაც. ვინტერფელში ბოლოს მოსულმა შავმა
ძმებმა ამბავი მოიტანეს, რომ ბენჯენ სტარკი დაზვერვაზე წავიდა და
დაიკარგა, მაგრამ ახლა . ნამდვილად დაბრუნებული იქნება, – ნაძ-
ლევს ვარ, ებგური ცხენებსაც კი მოგვცემს, – განაგრძობდა თავი-
სას.

761
– ჩუ, – ჟოჟენმა თვალები მოიჩრდილა და ჩამავალი მზისკენ გა-
იხედა, – შეხედე. იქ რაღაცაა... მგონი, მხედარი. ხედავთ?
ბრანმაც მოიჩრდილა თვალები, მაგრამ სხივმა მაინც მოჭრა და
მოიჭუტა. ჯერ ვერაფერი დაინახა, თუმცა მერე რაღაც მოძრაობა შე-
ნიშნა. თავიდან იფიქრა, მაგრამ არა. კაცი იჯდა ცხენზე. ძალიან
შორს იყო, მეტს ვერაფერს გაარჩევდი – ჰოდორ? – ჰოდორმაც და-
იდო ხელი თვალების ზემოთ, ოღონდ სხვა მხარეს იყურებოდა, –
ჰოდორ?
– არ ჩქარობს, – თქვა მირამ, – მაგრამ თითქოს ამ სოფლისკენ
მოემართება. – ჯობია, შიგნით შევიდეთ, სანამ დავუნახივართ, –
თქვა ჟოჟენმა.
– ზაფხული სადღაც იქაა, სოფელთან, – შეედავა ბრანი.
– ზაფხულს არაფერი მოუვა, – აღუთქვა მირამ, – ერთი კაცია და-
ქანცულ ცხენზე, რა უნდა დაუშავოს.
ქვის სახურავს უკვე პირველი მსხვილი წვეთები ეცემოდა, როცა
ისინი მის ქვეშ ოთახს შეეფარნენ. კარგად მოასწრეს – ცოტა ხანში
წვიმამ მოუხშირა. სქელი კედლების მიღმიდანაც კი ესმოდათ, რო-
გორ შხაპუნობდა იგი ტბის ზედაპირზე. ცარიელ მრგვალ ოთახში ია-
ტაკზე ისხდნენ, მათ გარშემო კი ბინდი წვებოდა. ჩრდილოეთის აი-
ვანი მიტოვებულ სოფელს გადასცქეროდა. მირა იატაკზე გართხმუ-
ლი გაცოცდა გარეთ, რათა ენახა, მხედარი რას შვრებოდა.
– სასტუმროს ნანგრევებს შეეფარა, – თქვა შემობრუნებულმა, –
როგორც ჩანს, ბუხარში ცეცხლს ანთებს.
– ნეტავ, ჩვენც გვქონდეს ცეცხლი, – თქვა ბრანმა, – მცივა. დაბ-
ლა დამტვრეული ავეჯი დავინახე. შეიძლება, ჰოდორს დავაჩეხი-
ნოთ და გავთბეთ.
ჰოდორს მისი სიტყვები ჭკუაში დაუჯდა.
– ჰოდორ, – თქვა იმედით.
762
ჟოჟენმა თავი გაიქნია.
– ცეცხლი ბოლს ნიშნავს. ამ კოშკიდან ასული კვამლი შორიდან
გამოჩნდება. – თუ იქნება ვინმე დამნახავი, – შეედავა და.
– სოფელში ხომ არის კაცი.
– ერთი კაცი.
– ერთი კაცი კმარა, ბრანი მის მტრებს რომ ჩააბაროს, თუ მოღა-
ლატეა. გუშინდლიდან ნახევარი იხვი დაგვრჩა. ვჭამოთ და დავიძი-
ნოთ. დილით ის კაცი თავის გზაზე წავა და ჩვენც ასე მოვიქცევით.
ჟოჟენმა, როგორც ყოველთვის, თავისი გაიტანა. მირამ იხვი ოთ-
ხად გაანაწილა. მან ფრინველი ბადეში გააბა, როცა ის, გოგონასგან
წამომფრთხალი, აფრენას აპირებდა. ისე გემრიელი არ იყო, რო-
გორც გუშინ, შამფურიდან ახლად ჩამოღებული, ცხელი და კრაწუნა,
მაგრამ მშივრები მაინც არ დარჩენილან. ბრანმა და მირამ მკერდი
გაინაწილეს, ჟოჟენს თეძო ერგო. ჰოდორმა ფრთა და ბარკალი ჩა-
სანსლა, ჰოდორო, ბურდღუნებდა და ყოველი ლუკმის მერე თითე-
ბიდან ცხიმს ილოკავდა. ახლა ბრანის ჯერი იყო, ამბავი მოეყოლა,
მანაც ბრანდონ სტარკზე უამბო მათ, იმაზე, ბრანდონ გემისმგებელი
რომ ერქვა და დაისისკენ რომ გაცურა.
ბატი და ამბავი რომ მოთავდა, უკვე ბნელდებოდა, წვიმა კი არ
წყდებოდა. ბრანმა გაიფიქრა, ნეტავ, ზაფხული სადამდე გაიქცა და
ირემი თუ დაიჭირაო.
კოშკი რუხმა ბინდმა აავსო და ნელ-ნელა წყვდიადად ჩამუქდა.
ჰოდორი აწრიალდა და ბოლთა დასცა, კედლებს გარშემო უვლიდა
და ყოველ წრეზე საპირფარეშოში შესახედად ჩერდებოდა, თითქოს
ავიწყდებოდა, იქ რა იყო. ჟოჟენი ჩრდილოე. თის აივანთან იდგა,
ბინდში შემალული, და ღამეს და წვიმას გასცქეროდა. სადღაც
ჩრდილოეთისკენ ცაზე ელვა გაიკლაკნა და კოშკის ოთახი წამით
გაანათა. ჰოდორი წამოხტა და შეშინებულმა დაიზმუვლა. ბრანმა
763
რვამდე დაითვალა, სანამ ქუხილს ელოდა. რომ დაიგრგვინა, ჰო-
დორო, იყვირა ჰოდორმა. იმედია, ზაფხულს არ ეშინია, გაიფიქრა
ბრანმა. ჰოდორის არ იყოს, ელჭექი ვინტერფელის საძაღლეებში
მცხოვრებ ძაღლებსაც ყოველთვის აფრთხობდა. უნდა წავიდე, და-
ვამშვიდო...
ისევ იკვესა ელვამ და ამჯერად ქუხილი ექვსი დათვლის მერე გა-
ისმა. ჰოდორმა ისევ იყვირა.
– ჰოდორ! ჰოდორ! – თავის ხმალს დასტაცა ხელი, თითქოს ქა-
რიშხალთან აპირებდა შებმას.
– დაწყნარდი, ჰოდორ, – უთხრა ჟოჟენმა, – ბრან, უთხარი, არ
იყვიროს. შეგიძლია, ხმალი გამოართვა, მირა?
– ვცდი.
– ჩუ, ჰოდორ, – უთხრა ბრანმა, – დაწყნარდი ახლა. ნუ ჰოდო-
რობ. დაჯე.
– ჰოდორ? – მან ორლესული მირას მორჩილად მისცა, მაგრამ
სახეზე გაოგნება ეხატა.
ჟოჟენი ისევ ღამისკენ მიბრუნდა და ყველამ გაიგონა, ბიჭმა უცებ
სუნთქვა რომ შეიკრა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მირამ.
– სოფელში ხალხია.
– ის კაცი, ჩვენ რომ დავინახეთ?
– სხვები. შეიარაღებულები. ტაბარი დავინახე, შუბები, – ჟოჟენს
ახლა ეტყობოდა, რომ მართლაც პატარა ბიჭი იყო, – ელვის შუქზე
დავინახე, ხეების ქვეშ მოდიოდნენ. – რამდენი?
– ბევრი. იმდენი, რომ ვერ დავთვალე.
– მხედრები?
– არა.
– ჰოდორ, – ჰოდორს ხმაში შიში ეტყობოდა, – ჰოდორ. ჰოდორ.
764
ბრანს, ცოტა არ იყოს, თვითონაც ეშინოდა, თუმცა არ უნდოდა,
მირას წინაშე გამომტყდარიყო.
– აქ რომ მოვიდნენ?
– არ მოვლენ, – მირა გვერდით მიუჯდა, – აქ რა უნდათ?
– თავის შესაფარებლად, – ჟოჟენს ხმაზე ეტყობოდა, რომ იღუ-
შებოდა, – მირა, შეგიძლია, ჩახვიდე და კარი ჩარაზო?
– მიხურვაც ვერ მოვახერხე. ხე ძალიან დაბრეცილია. მაგრამ იმ
რკინის ცხაურებს ვერ გამოსცდებიან.
– შეიძლება, მოახერხონ. კლიტე გატეხონ, ან ანჯამები. ან საკ-
ლავ ხვრელში ამოძვრნენ, ჩვენსავით.
ცას ელვა გადაევლო და ჰოდორი ასლუკუნდა. მერე ტბას ქუხილ-
მა გადაუგრგვინა. – ჰოდორ! – იღრიალა ბიჭმა, ყურებზე ხელები აი-
ფარა და ბორძიკით წრეზე სირბილს მოჰყვა, – ჰოდორ! ჰოდორ! ჰო-
დორ!
– არა! – უღრიალა ბრანმაც, – ნუ ჰოდორობ!
ამან არ გაჭრა.
– ჰოდოოორ! – დაიგმინა ჰოდორმა. მირამ სცადა, დაეჭირა იგი
და დაემშვიდებინა, მაგრამ ბიჭი ძალიან ძლიერი იყო, გოგო მხრის
ერთი შერხევით გვერდზე მიაგდო, – ჰოოოდოოოორ! – შესძახა
ისევ, ელვამ ცა რომ გადაანათა, და ახლა უკვე ჟოჟენიც აყვირდა,
ბრანს და მირას უყვიროდა, გააჩუმეთო.
– გაჩუმდი! – უკივლა ბრანმა შეშინებული ხმით და გვერდით
ჩარბენილი ჰოდორის ფეხს ამაოდ წასწვდა, გაიწია მისკენ, გაიწია.
ჰოდორი შებარბაცდა და პირი დახურა. ნელა გაიქნია თავი
აქეთ-იქით, ისევ იატაკზე დაეშვა და ფეხმორთხმით ჩაჯდა. ქუხილის
ხმა თითქოს არც გაუგონია. ოთხივენი ბნელ კოშკში ისხდნენ და
სუნთქვას ძლივს ბედავდნენ.
– ბრან, რა ქენი? – უჩურჩულა მირამ.
765
– არაფერი, – ბრანმა თავი გაიქნია, – არ ვიცი, – მაგრამ რაღაც
ქნა. მისკენ გავიწიე, როგორც ზაფხულისკენ ვიწევი ხოლმე. წამით
თვითონ გახდა ჰოდორი. ამან შეაშინა.
– ტბის იქით რაღაც ხდება, – თქვა ჟოჟენმა, – მგონი, დავინახე,
კაცი კოშკისკენ იშვერდა თითს.
არ შემეშინდება. ის ვინტერფელის პრინცი იყო, ედარდ სტარკის
ძე, ლამის უკვე კაცი და თანაც, უარგი, ვიღაც პატარა ბავშვი კი არა,
რიკონივით. ზაფხულს არ შეეშინდებოდა. – ალბათ, უბრალოდ ამ-
ბერები არიან, – თქვა მან, – ან შეიძლება, კნოტები, ნორიები ან
ფლინტები ჩამოვიდნენ მთებიდან, იქნებ ღამის ებგურის ძმებიც კი
იყვნენ. შავი მოსასხამები აცვიათ, ჟოჟენ?
– ღამით ყველა მოსასხამი შავი ჩანს, თქვენო მოწყალებავ. ელ-
ვა ძალიან სწრაფად ქრება, ვერ ვარჩევ, რა აცვიათ.
– შავი ძმები რომ იყვნენ, ცხენებზე ისხდებოდნენ, არა? – ეჭვით
იკითხა მირამ. ბრანს სხვა რამ გაახსენდა.
– სულერთია, – თქვა თავდაჯერებით, – რომც უნდოდეთ, ჩვენ-
თან ვერ მოაღწევენ. თუ ნავი არ აქვთ ან ყრილის შესახებ არ იციან.
– ყრილი! – მირამ ბრანს თმა აუჩეჩა და შუბლზე აკოცა, – ჩვენი
ჭკვიანი პრინცი! მართალს ამბობს, ჟოჟენ, ყრილზე არ ეცოდინებათ.
რომც იცოდნენ, ამ ღამეში და წვიმაში გზას ვერ გამოიგნებენ.
– მაგრამ ღამე გათავდება. დილამდე თუ დარჩებიან... – ჟოჟენმა
აღარ დაასრულა. რამდენიმე წუთის მერე თქვა: – პირველი კაცის
დანთებულ ცეცხლს აღვივებენ, – ცა ელვამ გაბზარა, კოშკი სინათ-
ლემ აავსო და ოთხივე გამოაჩინა. ჰოდორი წინ და უკან ირწეოდა
და ზუოდა.
ამ ნათელ წამს ბრანმა ზაფხულის შიში იგრძნო. ორი თვალი და-
ხუჭა და მესამე გაახილა, ბიჭის სხეული მოსასხამივით გასძვრა და
კოშკი დატოვა...
766
...და წვიმაში აღმოჩნდა, მუცელი ირმის ხორცით ჰქონდა სავსე,
ბუჩქებში იკუნტებოდა, თავზემოთ კი ცა ილეწებოდა და ზანზარებდა.
დამპალი ვაშლების და სველი ფოთლების სუნი ლამის ახშობდა
ადამიანების სუნს, მაგრამ ის მაინც იგრძნობოდა. ესმოდა ლითო-
ნის ტყავის ჩხაკუნი და ხრჭიალი, ხეების ქვეშ მოარულ ადამიანებს
ხედავდა. გვერდით ბორძიკით ჩაუარა ჯოხიანმა კაცმა, ტყავი თავზე
წამოეხურა, რაც აბრმავებდა და აყრუებდა. მგელმა შორიდან შე-
მოუარა, სველი ძეძვის უკან გაძვრა და ვაშლის ხეების შიშველი ტო-
ტების ქვეშ გავიდა. ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი, წვი-
მის, ფოთლების და ცხენის სუნის მიღმა კი შიშის ბასრი, წითელი
ყროლი სცემდა...

ჯონი

მიწა ფიჭვის წიწვებით და ყომრალი ფოთლებით იყო მოფენილი,


ეს მწვანე-მრეში ნოხი ბოლო წვიმებს გაეჟღინთა და მათ ნაბიჯებს
ჭყაპაჭყუპი გაჰქონდა. გარშემო ვეება შიშველი მუხები, მაღალი ხე-
გუშაგები და ჯარისკაცა ფიჭვების ლაშქარი შემოხვეოდათ. მათ თავ-
ზემოთ გორაკზე კიდევ ერთი გოდოლი იდგა, ძველი და ცარიელი,
ლამის წვერამდე მოსდებოდა სქელი მწვანე ხავსი.
– ეს ვინ ააგო, მთლად ქვის? – ჰკითხა იგრიტმა, – ვინმე მეფემ?
– არა. ვიღაც ადამიანებმა, ვინც აქ ცხოვრობდა.
– რა მოუვიდათ?
– დაიხოცნენ ან გადაიხვეწნენ, – ბრანდონის ძღვენს ათასობით
წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ, მაგ-
რამ მას მერე, რაც ებგური დაკნინდა, მინდვრების მოსახნავად,
ფუტკრების მომვლელად თუ ბოსტნების გასაშენებლად მცირე მუშა-
ხელიღა დარჩა და ველურმა ბუნებამ ბევრი მინდორი და დარბაზი
767
უკანვე დაიბრუნა. ახალ ძღვენში იყო მთელი სოფლები, რომელთა
იჯარაც, საქონლის თუ მუშახელის სახით, შავ ძმებს კვებავდა და მო-
სავდა. მაგრამ ახლა ისინიც გამქრალიყო.
– რა სულელები არიან, ასეთი ციხესიმაგრე რომ მიატოვეს, –
თქვა იგრიტმა. – ეს უბრალო კოშკია. აქ ოდესღაც ვიღაც მცირე
ლორდის ჩამომავალი ცხოვრობდა თავის ოჯახთან და რამდენიმე
ქვეშევრდომთან ერთად. მარბიელების თავდასხმისას სახურავზე
სანიშნე ცეცხლს ანთებდა. ვინტერფელში ამაზე სამჯერ უფრო მაღა-
ლი კოშკებია.
იგრიტს ეტყობოდა, რომ ფიქრობდა, ჯონი ყველაფერს იგონებ-
სო.
– როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ამსიმაღლე რამე ააგონ ისე,
რომ ქვების ასაწევად გოლიათები არ ჰყავდეთ?
ლეგენდები ირწმუნებოდნენ, ბრანდონ მშენებელს ვინტერფე-
ლის აგებაში გოლიათებიც ეხმარებოდნენო, მაგრამ ჯონს ახლა ამა-
ზე ლაპარაკი არ უნდოდა.
– ადამიანებს უფრო მაღალი შენობების აგებაც შეუძლიათ.
ძველქალაქის კოშკი კედელზე უფრო მაღალია, – გრძნობდა, რომ
გოგომ არ დაუჯერა. რომ შემეძლოს, ვინტერფელი ვუჩვენო... სათ-
ბურში ყვავილი მოვუწყვიტო, სეფედარბაზში ვანადიმო, ტახტზე
მჯდარი ქვის მეფეები გავაცნო. ცხელ ტბორებში ვიბანავებდით და
გულის ხის ქვეშ მივეცემოდით სიყვარულს, ძველი ღმერთების
მფარველი მზერის წინაშე.
ტკბილი ოცნებაა... მაგრამ ვინტერფელი მისი არ იყო, ვინმეს-
თვის რომ ეჩვენებინა. ის მის ძმას ეკუთვნოდა, ჩრდილოეთის მე-
ფეს. თვითონ სნოუ იყო, სტარკი კი არა. ბუში, ფიცის გამტეხი, მოღა-
ლატე...

768
– იქნებ, მერე აქ დავბრუნდეთ და იმ კოშკში ვიცხოვროთ, – უთ-
ხრა იგრიტმა, – გინდა, ჯონ სნოუ? მერე?
მერე. ეს სიტყვა შუბივით ეძგერა. ომის მერე. დაპყრობის მერე.
მას მერე, რაც ველურები კედელს დააქცევენ...
მისი ლორდი-მამა ოდესღაც განიზრახავდა ახალი ლორდების
აღზევებას და მათ ჩასახლებას მიტოვებულ ციხესიმაგრეებში – ეს
ველურების წინააღმდეგ აღმართული ფარი იქნებოდა. ამისათვის
ებგურს ძღვენის დიდი ნაწილის დათმობა მოუწევდა, მაგრამ ძია
ბენჯენი მიიჩნევდა, რომ ლორდ-მეთაურის დაყოლიება შესაძლებე-
ლი იქნებოდა, თუ ახალი ლორდები გადასახადს ვინტერფელს კი
არა, ციხეშავს გადაუხდიდნენ. – ოღონდ ეს გაზაფხულის ამბავია, –
თქვა ლორდმა ედარდმა, – ზამთრის პირზე ხალხს ჩრდილოეთში
მამულების დაპირებითაც ვერ შემოიტყუებ.
ზამთარი უფრო სწრაფად რომ დამდგარიყო და დასრულებული-
ყო და მას წესისამებრ გაზაფხულიც ადრევე მოჰყოლოდა, შეიძლე-
ბოდა, რომელიმე ეს გოდოლი მე მემართა მამაჩემის სახელით. მაგ-
რამ ლორდი ედარდი მკვდარი იყო, მისი ძმა ბენჯენი დაიკარგა:
ფარს, რომელზეც ისინი ერთად ფიქრობდნენ, გამოჭედვა არ ეღირ-
სა. – ეს მიწები ებგურს ეკუთვნის, – თქვა ჯონმა.
იგრიტს ნესტოები დაებერა.
– აქ არავინ ცხოვრობს.
– თქვენმა მარბიელებმა გაყარეს და იმიტომ.
– ესე იგი, მხდალები ყოფილან. ეს მიწები რომ ნდომებოდათ,
დარჩებოდნენ და დაიცავდნენ.
– შეიძლება, დაიღალნენ ან შეშინდნენ. დაიღალნენ ყოველღამ
კარების ჩარაზვით და შიშით, ვაითუ ჩხარპერანგამ ან ვინმე მისნა-
ირმა კარი დაგვილეწოს და ცოლები მოგვტაცოსო. დაღალათ მო-
სავლის და მთელი საბადებლის კარგვამ. უფრო ადვილია, ადგე და
769
გაეცალო მარბიელებს, – მაგრამ თუ კედელი დაეცემა, მთელი
ჩრდილოეთი მარბიელების სათარეშო გახდება.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. ცოლებს კი არა, ასულებს იტაცე-
ბენ. მტაცებლები კი თქვენ ხართ. მთელი ქვეყნიერება მიიტაცეთ და
კედელი ააგეთ, თავისუფალი ხალხი რომ არ შემოგეშვათ.
– ეგრე ვქენით? – ჯონს ზოგჯერ ავიწყდებოდა, იგრიტი რა ველუ-
რიც იყო, მაგრამ გოგო აუცილებლად შეახსენებდა ხოლმე, – ეგ
როგორ იყო?
– ღმერთებმა ქვეყანა ყველა ადამიანისთვის შექმნეს. მაგრამ მე-
რე მოვიდნენ მეფეები თავიანთი გვირგვინებით და ფოლადის ხმლე-
ბით და თქვეს, ეს ყველაფერი ჩვენიაო. ხეები ჩემია, ამბობდნენ ისი-
ნი, თქვენ ვაშლი არ მოწყვიტოთ. მდინარე ჩემია, აქ თევზი არ და-
იჭიროთ. ტყეც ჩემია, არ ინადიროთ. ჩემი მიწა, ჩემი წყალი, ჩემი სა-
სახლე, ჩემი ასული, შენ კი ხელები გასწი, თორემ წაგაჭრი, მაგრამ
თუ მუხლს მომიყრი, იქნებ დაგასუნინო ყველაფერი. თქვენ ჩვენ
მტაცებლებს გვეძახით, მაგრამ მტაცებელი მამაცი, ჭკვიანი და
სწრაფი მაინც უნდა იყოს. მუხლიჩოქიას კი მარტო მუხლის მოყრა
ევალება.
– ჰარმა და ძვლების ტომარა თევზის და ვაშლების წასაღებად არ
მოდიან. ისინი ხმლებს და ტაბარებს იპარავენ. სანელებლებს, აბრე-
შუმებს, ბეწვეულს. მიაქვთ ყოველი მონეტა, ყოველი ბეჭედი და მო-
ოჭვილი თასი, რასაც კი იპოვიან, ზაფხულში – ღვინის კასრები და
ზამთარში – ხორცით სავსე კასრები, ქალებს კი ყოველთვისაც იტა-
ცებენ და კედლის მიღმა მიათრევენ.
– და მერე რა? მირჩევნია, ვინმე ძლიერმა კაცმა მომიტაცოს,
ვიდრე მამაჩემმა მიმცეს ვინმე ფაფასუას.
– ახლა ასე ამბობ, მაგრამ რა იცი? ვინმე ისეთი თუ მოგიტაცებს,
ვინც გეჯავრება? – თუ მომიტაცა, ესე იგი, სწრაფი, მარჯვე და მამაცი
770
ყოფილა. შვილებიც ძლიერები და გამჭრიახები გამოუვა. ეგეთი კა-
ცი რატომ უნდა მეჯავრებოდეს?
– თუ არასოდეს ბანაობს და დათვივით ყარს?
– მაშინ მდინარეში ჩავაგდებ ან თავზე სათლით წყალს გადავას-
ხამ. და თანაც სულ არაა საჭირო, კაცს ყვავილების სუნი ასდიოდეს.
– ყვავილებს რას ერჩი?
– არაფერს, მაგრამ ფუტკრებს ჰქონდეთ. მე კი საწოლში აი, ეს
მინდა, – იგრიტმა ხელი მისი ბრიჯის შესაბნევისკენ წაიღო.
ჯონმა მაჯა დაუჭირა.
– თუ კაცი, რომელმაც მოგიტაცა, ბევრს სვამს? – არ ეშვებოდა
გოგოს, – უხეში და ბოროტი რომ იყოს? – უფრო მაგრად მოუჭირა,
რომ გაეგებინებინა, რას ამბობდა, – შენზე ღონიერი რომ იყოს და
ცემით გასისხლიანებდეს?
– მაშინ ძილში ყელს გამოვჭრიდი. არაფერი გესმის, ჯონ სნოუ,
– იგრიტი გველთევზასავით დაიკლაკნა და გასხლტა.
ერთი რამ კი მესმის. მესმის, რომ ძვლებამდე ველური ხარ. ხან-
დახან იოლი იყო ამის დავიწყება, როდესაც იცინოდნენ ან ერთმა-
ნეთს კოცნიდნენ. მაგრამ მერე რო! მელიმე მათგანი რამეს იტყოდა
ან რამეს იზამდა და ჯონს მაშინვე ახსენდებოდა, მათ სამყაროებს რა
კედელიც ჰყოფდა.
– კაცი შეიძლება, ქალს ფლობდეს ან დანას ფლობდეს, – უთხრა
იგრიტმა, – მაგრამ ორივეს ერთად ფლობა არავის შეუძლია. ამას
ყველა პატარა გოგო დედამისისგან სწავლობს, – მან გამომწვევად
ასწია ნიკაპი და წითელი თმა გაიქნია, – და ადამიანებს არ შეუძლი-
ათ, ფლობდნენ მიწას, ისევე, როგორც არ ფლობენ ზღვას ან ცას.
თქვენ, მუხლიჩოქიები, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, მაგრამ მენსი
გიჩვენებთ, რომ ეს ასე არაა.

771
გულადი კვეხნა კი იყო, მაგრამ ფუჭი. ჯონმა მიიხედა, რათა დარ-
წმუნებულიყო, მაგნარი ახლო არსადააო. ეროკი, ძირმაგარა და კა-
ნაფა დანი რამდენიმე იარდით უკან მოჰყვებოდნენ, მაგრამ მათ
ყურს არ უგდებდნენ. ძირმაგარა თავის საჯდომზე წუწუნებდა. – იგ-
რიტ, – უთხრა ჯონმა ხმადაბლა, – მენსი ამ ომს ვერ მოიგებს.
– მოიგებს! – დაიჟინა გოგომ, – არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. შენ
არასოდეს გინახავს, როგორ იბრძვის თავისუფალი ხალხი!
ველურები გმირებივით იბრძოდნენ, ან დემონებივით – გააჩნია,
ვის უსმენდი, მაგრამ საბოლოოდ ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავდა.
უკანმოუხედავი სიმამაცით იბრძოდნენ და ყოველი კაცი სახელსა
და დიდებაზე სანადიროდ იყო გამოსული. – ეჭვიც არ მეპარება,
რომ ყველანი ძალიან მამაცები ხართ, მაგრამ საქმე ბრძოლაზე
რომ მიდგება, სიმამაცეს დისციპლინა ყოველთვის სჯობნის. საბო-
ლოოდ მენსიც დამარცხდება, როგორც მანამდე ყველა კედლის-
მიღმელი მეფე მარცხდებოდა. და ის რომ დამარცხდება, თქვენ და-
იხოცებით. ყველანი.
იგრიტი ისე გაბრაზებული ჩანდა, რომ ჯონმა იფიქრა, ახლა და-
მარტყამსო. – დავიხოცებით-თქო, – უთხრა, – შენც. ახლა შენ ყვავი
აღარ ხარ, ჯონ სნოუ. მე დავიფიცე, არ არის-მეთქი, და გირჩევნია,
არც იყო, – ხესთან მიიმწყვდია და აკოცა დაურიდებლად, ტუჩებში,
მთელი ჩამოძონძილი რაზმის თვალწინ. ჯონმა გაიგონა, გრიგ თხა
როგორ აქეზებდა გოგოს. ვიღაც სხვამაც გაიცინა. ჯონმა მაინც უპა-
სუხა მის კოცნას. როცა ერთმანეთს მოსწყდნენ, იგრიტი აწითლებუ-
ლი იყო.
– შენ ჩემი ხარ, – უჩურჩულა ჯონს, – ჩემი, მე კი შენი ვარ. ყველა
უნდა მოკვდეს, ჯონ სნოუ. მაგრამ მანამდე ჯერ ვიცოცხლებთ.
– ჰო, – ჯონს ხმა უწყდებოდა, – მანამდე ვიცოცხლებთ.
ამაზე გოგომ ფართოდ გაუღიმა და უჩვენა მობრეცილი კბილები,
772
რომლებიც ჯონს უკვე როგორღაც მოსწონდა კიდევაც. სულით ხორ-
ცამდე ველურიაო, ისევ გაიფიქრა ჯონმა თითქოს გულ-მუცელში
გამჯდარი მტკივნეული, სევდისმგვრელი გრძნობით. სახმლე ხელის
თითები მომუჭა-გაშალა და გაიფიქრა, ნეტავ, რას იზამდა იგრიტი,
ჩემი გულისნადები რომ იცოდესო. გასცემდა გოგო, თუ ჯონი დაის-
ვამდა და უამბობდა, რომ თავად ჯერაც ნედ სტარკის შვილი და ღა-
მის ებგურის მებრძოლი იყო? იმედი ჰქონდა, რომ არა, მაგრამ ცდა
ვერ გაებედა. მეტისმეტად ბევრი სიცოცხლე ეკიდა იმაზე, როგორ-
ღაც მიაღწევდა თუ არა ციხეშავს მაგნარზე ადრე... თუ საერთოდ მო-
ახერხებდა და თავს დააღწევდა ველურებს.
კედლის სამხრეთ მხარეს რუხ გუშაგთან, ორასი წლის წინ მიტო-
ვებულ ციხესთან დაეშვნენ. უზარმაზარი ქვის საფეხურების ნაწილი
საუკუნის წინ ჩამოქცეულიყო, მაგრამ ჩამოსვლა მაინც აცოცებაზე
ბევრად უფრო იოლი გამოდგა. აქედან სტირმა ისინი ძღვენის სიღ-
რმისკენ დაძრა და ამით ებგურის გუშაგებს აარიდა თავი. გრიგ თხამ
ისინი რამდენიმე მიტოვებულ სოფელთან გაატარა. აქა-იქ ცას ქვის
თითებივით გასჩროდა გოდლები, ადამიანი კი ერთხელაც არ შეხ-
ვედრიათ. ცივ და სველ გორაკებს და ქარიან ველებს შორის მიაბი-
ჯებდნენ ყველა თვალს მოფარებულები, უჩინრები.
რაც უნდა მოგთხოვონ, უკან არ დაიხიოო, უთხრა ნახევარხე-
ლამ. იარე მათთან ერთად, ჭამე მათთან ერთად, იბრძოლე მათთან
ერთად, რამდენ ხანსაც დაგჭირდეს. მან მრავალი ლიგა გამოიარა
მათ გვერდით ცხენდაცხენ თუ ფეხით, მათი პური და მარილი გაიზია-
რა და მას და იგრიტს საბანიც საერთო ეხურათ, მაგრამ ისინი ჯერ
კიდევ არ ენდობოდნენ. თენები დღით თუ ღამით თვალს არ აცილებ-
დნენ, ღალატის მცირე მინიშნებაზეც ჩასაფრებული იყვნენ. ჯონი
მათგან გაღწევას ვერ ახერხებდა, მალე კი უკვე გვიანი იქნებოდა.
იბრძოლე მათთან ერთადო, უთხრა ქორინმა, სანამ საკუთარი
773
ნებით შეეწირებოდა გრძელ კლანჭს... მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დას-
ჭირვებოდა. შავი ძმის სისხლს თუ დავღვრი, ჩემი საქმე წასული იქ-
ნება. მაშინ საბოლოოდ გადავსულვარ კედლის მიღმა და უკან და-
საბრუნებელი გზაც აღარ დამრჩება.
ყოველი დღის ბოლოს, რომ ჩერდებოდნენ, მაგნარი ჯონს მიიხ-
მობდა და ციხეშავზე მახვილ კითხვებს უსვამდა. ჯონი ტყუოდა, რო-
ცა კი ბედავდა, რამდენჯერმე თავი უმეცრადაც მოაჩვენა, მაგრამ
მას გრიგ თხა და ეროკიც უსმენდნენ, მათ კი ბევრი რამ იცოდნენ და
ჯონს უნდა ეფრთხილა: ზედმეტად აშკარა ტყუილი გასცემდა. სიმარ-
თლე კი საშინელი იყო. ციხეშავს თავად კედლის გარდა სხვა დაცვა
არ გააჩნდა. ხის ღობე, მიწის ყრილიც კი არ ჰქონდა შემოვლებული.
„ციხესიმაგრე“ მხოლოდ კოშკების და ციხეების გროვა იყო, რო-
მელთაგან ორი მესამედი დიდი ხნის წინ დაიქცა. მისი გარნიზონი-
დან კი ორასი კაცი ბებერმა დათვმა წაიყოლა რეიდში. მათგან ვინმე
უკან დაბრუნდა? ჯონმა არ იცოდა. შეიძლება, ციხეში ოთხასი კაცი
რჩებოდა, მაგრამ უმეტესად მშენებლები ან მნეები და არა აეშაგები.
თენები გამობრძმედილი მეომრები იყვნენ და ჩვეულებრივ ვე-
ლურებზე უფრო გაწვრთნილები ჩანდნენ; უეჭველია, მენსმა სწო-
რედ ამიტომ შეარჩია ისინი. ციხეშავის დამცველებს შორის კი იქნე-
ბოდნენ ბრმა მაისტერი აემონი და მისი ნახევრად ბრმა მნე კლიდა-
სი, ცალხელა დონალ ნოი, ლოთი სეპტონი კელადარი, ყრუ დიკ ფო-
ლარდი, სამთითა მზარეული ჰობი, ბებერი სერ ვინტონ სტაუტი, აგ-
რეთვე – ჰალდერი, გომბეშო, პიპი, ალბეტი და დანარჩენი ბიჭები,
ჯონთან ერთად ვინც იწვრთნებოდნენ. მათ წითელსახა ბოუენ მარში
უსარდლებდა, ეს სქელი ლორდ-მოურავი, რომელიც ლორდ მორ-
მონტის არყოფნაში ციხის კასტელანად იყო დანიშნული. მწუხარე
ედი მარშს ზოგჯერ „ბებერ ბროწეულს“ ეძახდა, რაც მას ისევე ზუს-
ტად ესადაგებოდა, როგორც „ბებერი დათვი“ – მორმონტს.
774
– ეგ ის კაცია, წინ რომ უნდა გეყენოს, ბრძოლის ველზე მტერი
შენზე რომ მოდის, – იტყოდა ედი თავისი ჩვეული უკმაყოფილო
ხმით, – ზუსტად დაგითვლიდა, რამდენი არიან. დათვლაში მხეცია.
მაგნარი ციხეშავს მოულოდნელად რომ დაეცეს, იქ ნამდვილ სა-
საკლაოს მოაწყობს, ბიჭებს მძინარეებს დახოცავენ ისე, რომ ვერც
მიხვდებიან, მტერი რომ დაესხათ. ჯონმა უნდა გააფრთხილოს ისი-
ნი, მაგრამ როგორ? მას არასოდეს გზავნიდნენ სურსათის მოსაპო-
ვებლად ან სანადიროდ, მარტოს გუშაგადაც არ აყენებდნენ. იგრი-
ტის ბედიც აშინებდა. თან ვერ წაიყვანდა, მაგრამ რომ დაეტოვებინა,
მაგნარს ჯონის ღალატი შესაძლოა, გოგოსთვის ეზღვევინებინა.
ორი გული, რომ ძგერს და ცოცხლობს ისე, ვით ერთი...
ყოველღამ საერთო საძილე ქურქებში იწვნენ, ჯონი მიეჩვია,
რომ მისი თავი მკერდზე ედო და ნიკაპზე წითელი თმა უღიტინებდა.
მისი სუნი ჯონის არსების ნაწილი გახდა. მისი მობრეცილი კბილები,
ხელისგულში მოქცეული მისი მკერდი, მისი პირის გემო... ჯონის სი-
ხარულის და სასოწარკვეთის წყარო იყო. ხშირად იწვა ხოლმე,
გვერდზე იგრიტის თბილი სხეული ეკვროდა, და ფიქრობდა, ნუთუ
ლორდი-მამაჩემიც ასე არეული იყო ჩემს დედასთან, ვინც უნდა ყო-
ფილიყო იგიო? იგრიტმა მახე დამიგო, მენს რაიდერმა კი შიგ შემაგ-
დო.
ველურებთან გატარებული ყოველი დღე მის გასაკეთებელ საქ-
მეს სულ უფრო სამძიმოს ხდიდა. ჯონი აპირებდა, როგორმე გზა გა-
მოენახა ამ ადამიანების საღალატოდ და, ამას რომ ჩაიდენდა, ისინი
დაიხოცებოდნენ. არ სურდა მათი მეგობრობა, ისევე, როგორც იგ-
რიტის სიყვარული არ სურვებია. და მაინც... თენები ძველ ენაზე ლა-
პარაკობდნენ და ჯონს იშვიათად თუ გადაუგდებდნენ სიტყვას, მაგ-
რამ ჯარლის მარბიელები, ისინი, კედელზე ვინც აცოცდნენ, სხვანაი-
რები იყვნენ. ჯონს არ უნდოდა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც იცნობდა
775
მათ: გამხდარ, წყნარ ეროკს და გულღია გრიგ თხას, ბიჭებს, სახე-
ლად ქვორტსა და ბოჯერს, თოკის მგრეხელ კანაფა დანს. ყველაზე
უარესი დელი იყო, ჯონის კბილა ცხენისსახიანი ჭაბუკი, რომელიც
მეოცნებე ხმით გაუთავებლად ლაპარაკობდა თავის ველურ გოგო-
ზე, რომლის მოტაცებასაც აპირებდა.
– იღბლიანია, შენი იგრიტივით. ცეცხლის ნაკოცნია, – ამბობდა
იგი.
ჯონი ენაზე კბილს აჭერდა და არაფერს პასუხობდა. არაფერი უნ-
დოდა სცოდნოდა დელის გოგოზე ან ბოჯერის დედაზე, ან იმ ადგილ-
ზე ზღვის პირას, სადაც ჰენკ მუზარადა დაბადებულიყო, ან იმაზე,
რომ გრიგ თხა სახეების კუნძულზე მწვანე კაცებთან სტუმრობაზე
ოცნებობდა. არ უნდოდა, შეეტყო ძირმაგარას საჯდომზე ამოსული
მუწუკის შესახებ, გაეგო, თუ რამდენი ელის დალევა შეეძლო ქვის-
ცერას, რომ ქვორტს უმცროსი ძმა ეხვეწებოდა, ჯარლს არ გაჰყვეო.
ქვორტი თოთხმეტ წელზე მეტის არ იქნებოდა, თუმცა უკვე ცოლი
მოეტაცა და ბავშვს ელოდა.
– შეიძლება, რომელიმე ციხესიმაგრეშიც კი გაჩნდეს, – იკვეხნი-
და ბიჭი, – სასახლეში დაიბადოს ლორდივით! – იგი ერთობ აღტა-
ცებული იყო ნანახი „ციხესიმაგრეებით“ – ასე ეძახდა საგუშაგო
კოშკებს.
ნეტავ, ლანდი სად არისო, ფიქრობდა ჯონი. წავიდა ციხეშავში
თუ ტყეებში დარბოდა მგლების ხროვასთან ერთად? ვეღარ გრძნობ-
და თავის მგელსაზარას, სიზმრებშიც კი ვერ სწვდებოდა. თითქოს
საკუთარი არსების რაღაც ნაწილი მოჰკვეთოდა. იგრიტის გვერდით
მწოლიც კი თავს ეულად გრძნობდა. არ უნდოდა მარტო სიკვდილი.
იმ დღეს ხეები შეთხელდა და მცირედ დაბორცვილ ველებზე აღ-
მოსავლეთისკენ აიღეს გეზი. მათ გარშემო წელამდე ბალახი იზ-

776
რდებოდა, ველური ხორბლის ტევრი დინჯად ირხეოდა ქარის შე-
მოქროლებაზე, მაგრამ თბილი და ნათელი დღე იდგა. თუმცა მერე
მზის დასავალთან ღრუბლებმა დაიწყეს შეყრა. მათ მალე ჩანთქეს
წითელი მზე და ლენმა ჭექა-ქუხილის მოახლოება იწინასწარმეტ-
ყველა. დედამისი ტყის გრძნეული იყო და მარბიელები აღიარებ-
დნენ, რომ მასაც ჰქონდა ამინდის წინასწარ ცნობის ნიჭი.
– აქ ახლოს სოფელია, – უთხრა მაგნარს გრიგ თხამ, – ორი, სა-
მი მილის იქით. იქ შეგვიძლია, თავი შევაფაროთ.
სტირი უმალ დათანხმდა.
უკვე დაბნელებული იყო და ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა, როდე-
საც სოფლამდე მიაღწიეს. ის ტბის პირას იყო გაშენებული და იმდე-
ნი ხნის წინ მიეტოვებინათ, რომ სახლების უმრავლესობა დაქცეუ-
ლიყო. პატარა ხის სასტუმროც კი, რომელიც მგზავრებისთვის
ოდესღაც საამო სანახავი იქნებოდა, უსახურავო და ნახევრად დაქ-
ცეული იდგა. აქ კარგ თავშესაფარს ვერ ვიშოვითო, უსიხარულოდ
გაიფიქრა ჯონმა. როცა კი ელვა გაკვესავდა, ტბაში კუნძულიდან
ამომართულ გოდოლს ხედავდა, მაგრამ ნავების გარეშე იქამდე
ვერ მიაღწევდნენ.
ეროკი და დელი წინ დაიძრნენ ნანგრევების დასაზვერად, მაგ-
რამ დელი თითქმის მაშინვე დაბრუნდა. სტირმა კოლონა შეაჩერა
და ათიოდე თენი შუბმომარჯვებული გაგზავნა წინ. ახლა ჯონმაც და-
ინახა ცეცხლის ციმციმი, სასტუმროს საკვამურს წითლად რომ ფე-
რავდა. აქ მარტონი არ ვართ. მუცელში გველივით დაეგორგლა ში-
ში. გაიგონა ცხენის ჭიხვინი, მერე – ყვირილი. იარე მათთან ერთად,
ჭამე მათთან ერთად, იბრძოლე მათთან ერთად, უთხრა ქორინმა.
მაგრამ ბრძოლა დასრულდა.
– მარტო ერთია, – უთხრა უკან დაბრუნებულმა ეროკმა, – მოხუ-
ცი კაცია ცხენით. სტირმა ძველ ენაზე ბრძანება გასცა და თენების
777
ორი ათეული სოფლის გარშემო გუშაგად დადგა, სხვებმა კი სახლე-
ბი გაჩხრიკეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, ბალახსა და ქვების გრო-
ვებში აღარავინ იმალებაო. დანარჩენები უსახურავო სასტუმროში
შეგროვდნენ, ცეცხლთან ახლოს დასადგომად ერთმანეთს მუჯლუ-
გუნებს ჰკრავდნენ. ჩამომტვრეული ტოტები, რომლებსაც მოხუცი
წვავდა, კვამლს უფრო მეტს აყენებდა, ვიდრე სითბოს, მაგრამ ასეთ
ქარიშხლიან, წვიმიან ღამეში მცირე სითბოც სანატრელი იყო. ორმა
თენმა მოხუცი მიწაზე დააგდო და ტანსაცმელს უჩხრეკდნენ. ერთს
მისი ცხენი ეჭირა, სამი კი ხურჯინებში იქექებოდა.
ჯონი იქაურობას გაეცალა. ქუსლქვეშ დამპალი ვაშლი გაუღრა-
ჭუნდა. სტირი მოკლავს იმ კაცს. მაგნარმა ეს რუხ გუშაგში თქვა: უნ-
და დაეხოცათ ყველა მუხლიჩოქია, ვისაც კი გადაეყრებოდნენ, რა-
თა მათ განგაში არ აეტეხათ. იარე მათთან ერთად, ჭამე მათთან ერ-
თად, იბრძოლე მათთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ უსიტყვოდ და უმ-
წეოდ უნდა იდგეს და უყუროს, როგორ გამოსჭრიან ბერიკაცს ყელს?
სოფლის კიდესთან ჯონი სტირის დაყენებულ გუშაგს გადაეყარა.
თენმა რაღაც ჩაიღრინა ძველ ენაზე და შუბით უკან, სასტუმროსკენ
მიუთითა. დაბრუნდი შენს ადგილზეო, მიხვდა ჯონი. მაგრამ სად იყო
მისი ადგილი?
წყლისკენ გაემართა და ჩამოქცეული ქოხის გადმოწოლილი, შე-
კირული კედლის ქვეშ თითქმის მშრალი ადგილი იპოვა. იგრიტმაც
აქ მიაგნო ჯონს, რომელიც იჯდა და წვიმით გაშოლტილ ტბას გაჰყუ-
რებდა.
– ვიცი, ეს რა ადგილია, – უთხრა გოგოს, გვერდით რომ მიუჯდა,
– ის კოშკი... წვერზე შეხედე, რომ იელვებს, და მითხარი, რას და-
ინახავ.
– კარგი, თუ გინდა, – უთხრა გოგომ და დაამატა, – ზოგი თენი
ამბობს, იქიდან ხმები ისმისო. ყვირილიო.
778
– ქუხილის ხმაა.
– ყვირილიო, ისინი ამბობენ. შეიძლება, იქ მოჩვენებები არიან?
სიმაგრე პირქუში, ავის მომასწავებელი ჩანდა, იდგა თავის ქვის
კუნძულზე ამოზიდული და ქარიშხალს უმკლავდებოდა, მის გარშე-
მო კი წვიმა ტბას სერავდა.
– შეგვიძლია, წავიდეთ და შევამოწმოთ, – შესთავაზა გოგოს, –
არა მგონია, ამაზე მეტად დავსველდეთ.
– გავცუროთ? ამ ქარიშხალში? – გაეცინა გოგოს, – გინდა, მო-
მატყუო და გამახდევინო, ჯონ სნოუ?
– მაგისთვის მოტყუება როდის მჭირდებოდა? – გამოაჯავრა ჯონ-
მა, – თუ ცურვა არ იცი? – თვითონ ჯონი კარგად ცურავდა, ბიჭობაში
ისწავლა ვინტერფელის ფართო ხანდაკში.
იგრიტმა მკლავზე უჩქმიტა.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ. სანახევროდ თევზი ვარ, მაგასაც
განახვებ. – ნახევრად თევზი, ნახევრად თხა, ნახევრად ცხენი... რამ-
დენი ნახევარი გაქვს, იგრიტ, – ჯონმა თავი გაიქნია, – ოღონდ გა-
ცურვა არ მოგვიწევს, ეს ის ადგილი თუა, მე რომ მგონია. მივალთ
იქამდე.
მის მხარზე მიკრული იგრიტი გაიწია და შეხედა.
– წყალზე გავივლით? ეს რა, სამხრეთული ჯადოქრობაა?
– არაა ჯადოქ... – წამოიწყო ჯონმა, მაგრამ უცებ ცას ვეება ელვა
მოსწყდა და ტბის ზედაპირს შეეხო. სულ რაღაც წამით დღესავით
ინათა. ისე ძლიერად იქუხა, რომ იგრიტმა შეჰყვირა და ყურებზე ხე-
ლები აიფარა.
– შეხედე? – ჰკითხა ჯონმა, ქუხილმა რომ გადაიგრგვინა და ღამე
ისევ ჩაშავდა, – დაინახე?
– ყვითელი, – თქვა გოგომ, – ამას ამბობდი? წვერზე დამდგარი
ქვებიდან ზოგი ყვითელი იყო.
779
– მაგ ქვებს ქონგურებს ვეძახით. ისინი ყვითლად დიდი ხნის წინ
შეღებეს. ეს დედოფლის გვირგვინია.
ტბის გადაღმა კოშკი ისევ შავად მოჩანდა, ბუნდოვან ლანდად
აჩნდა ტბას. – აქ დედოფალი ცხოვრობდა? – ჰკითხა იგრიტმა.
– დედოფალმა აქ ღამე გაათია, – ეს ზღაპარი მას ბებერმა ნენმა
უამბო, მაგრამ მაისტერმა ლუვინმა დაუმოწმა, ასე იყოო, – ელისან-
მა, მეფე ჯეჰერიეს მშვიდობისმყოფლის ცოლმა. მას მოხუცი მეფე
შეარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს იმეფა, თუმცა, რკინის
ტახტზე რომ ავიდა, ახალგაზრდა იყო. მაშინ მთელი სახელმწიფოს
მოვლა მოიწადინა. ვინტერფელში რომ მოვიდა, დედოფალი, ექვსი
დრაკონი და ნახევარი სამეფო კარი მოიყოლა თან. მეფეს ჩრდი-
ლოეთის მცველთან სათათბირო ჰქონდა, ელისანმა კი მოიწყინა,
ჰოდა, შეაჯდა თავის დრაკონ ვერცხლისფრთას და ჩრდილოეთით
კედლის სანახავად გაფრინდა. ეს სოფელი ერთ-ერთი ის ადგილი
იყო, სადაც გაჩერდა. მოგვიანებით სოფლელებმა თავიანთი სიმაგ-
რის წვერი ოქროსფრად შეღებეს, იმ ოქროს გვირგვინისთვის რომ
დაემსგავსებინათ, რომელიც დედოფალს მათთან გატარებულ სა-
ღამოს ეხურა.
– მე დრაკონი არასოდეს მინახავს.
– არავის უნახავს. ბოლო დრაკონი ასი თუ მეტი წლის წინ მოკ-
ვდა. მაგრამ რაც გიამბე, მანამდე მოხდა.
– დედოფალი ელისანიო, ამბობ?
– მერე კეთილ დედოფალ ელისანს ეძახდნენ. კედლის ერთ ცი-
ხესიმაგრესაც მისი სახელი ჰქვია: დედოფლის კარი. მის სტუმრო-
ბამდე თოვლის კარი იყო.
– თუ მართლა კეთილი იყო, ეს კედელი უნდა დაენგრია.
არა, გაიფიქრა ჯონმა. კედელი სახელმწიფოს იცავს. სხვების-
გან... და შენგან და შენნაირებისგანაც, საყვარელო.
780
– ერთი მეგობარი მყავდა, ისიც სულ დრაკონებზე ოცნებობდა.
ქონდრისკაცი. იმან მითხრა...
– ჯონ სნოუ! – თავზე შუბლშეკრული თენი წამოადგათ, – მაგნა-
რი ეძახის. ჯონმა გაიფიქრა, შეიძლება, ეს იგივე კაცია, გამოქვაბუ-
ლის გარეთ რომ მიპოვა კედელზე გადმოსვლის წინადღესო, მაგ-
რამ ზუსტად ვერ იტყოდა. ჯონი წამოდგა და იგრიტიც გაჰყვა. სტირი
ამის გამო სულ უკმაყოფილოდ იჭმუხნებოდა ხოლმე, მაგრამ, რამ-
დენჯერაც იგრიტის დათხოვნას დააპირებდა, გოგო იმდენჯერ ახსე-
ნებდა, რომ თავისუფალი ქალი იყო და არა მუხლიჩოქია. სადაც უნ-
დოდა, იქ მივიდოდა და წამოვიდოდა. მაგნარი საერთო ოთახის ია-
ტაკში ამოზრდილი ხის ძირას დახვდათ. ტყვე ბუხრის წინ იყო დაჩო-
ქილი, გარს ხის შუბები და ბრინჯაოს ხმლები ერტყა. მოახლოებულ
ჯონს უცქერდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. წვიმა კედლებზე ჩამო-
დიოდა და აქა-იქ შერჩენილ ფოთლებზე შხაპუნებდა, ცეცხლს კი
სქელი კვამლი სდიოდა. – ეს კაცი უნდა მოკვდეს, – თქვა მაგნარმა
სტირმა, – ქენი, ყვავო.
ბერიკაცს არაფერი უთქვამს. მხოლოდ შესცქეროდა ველურებს
შორის მდგარ ჯონს. ამ წვიმასა და ბოლში, მხოლოდ ცეცხლის შუქ-
ზე, ვერ შეამჩნევდა, რომ ჯონს ყველაფერი შავი ეცვა – ცხვრის ტყა-
ვის მოსასხამის გარდა. თუ შეამჩნევდა? ჯონმა ქარქაშიდან გრძელი
კლანჭი ამოიღო. ფოლადს წვიმა დაედინა და ცეცხლის სხივი პირ-
ქუშ ნარინჯისფერ ზოლად ასხლტა პირზე. რა პაწაწინა კოცონია და
ადამიანის სიცოცხლედ ღირს. გაახსენდა, ქორინ ნახევარხელას
სიტყვები, ზუზუნა უღელტეხილზე ცეცხლი რომ დალანდეს. აქ, მთებ-
ში, ცეცხლი სიცოცხლეაო, თქვა მან, მაგრამ შეიძლება, სიკვდილიც
მოგიტანოსო. ოღონდ ეს მაღლა, ყინვის ეშვებში ხდებოდა, კედლის
მიღმა გაშლილ უკანონო ველურეთში. ეს კი ძღვენის მიწები იყო, მას

781
ღამის ებგური და ვინტერფელის ძალა იცავდა. აქ კაცს უნდა შეეძ-
ლოს, თავისუფლად დაანთოს ცეცხლი და ამას არ შეეწიროს.
– რატომ ყოყმანობ? – ჰკითხა სტირმა, – მოკალი და მოათავე.
ტყვეს ხმა არც ახლა გაუღია. შემიწყალეთო, შეეძლო ეთქვა; ან:
ხომ წამართვით ცხენი, ფული, საგზალი; სიცოცხლე მაინც დამიტო-
ვეთო; ან: გევედრებით, მე ხომ თქვენთვის არაფერი დამიშავებიაო.
ათასი რამ შეეძლო ეთქვა, ეტირა, ღმერთებს შევედრებოდა. თუმცა
ახლა აღარაფერი უშველიდა. შეიძლება, ეს თავადაც იცოდა. ჰოდა,
სიტყვასაც არ ძრავდა და საყვედურით და ვედრებით შეჰყურებდა
ჯონს. რაც უნდა მოგთხოვონ, უკან არ დაიხიო. იარე მათთან ერთად,
ჭამე მათთან ერთად, იბრძოლე მათთან ერთად... მაგრამ ეს ბერი-
კაცი არ ეწინააღმდეგებოდათ. უბრალოდ, არ გაუმართლა, ესაა და
ეს. ვინ იყო, საიდან მოდიოდა, საით მიემართებოდა თავისი საწყა-
ლი, ზურგჩაზნექილი ცხენით... ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ
ჰქონდა. ბებერიაო, უთხრა ჯონმა თავს. ორმოცდაათი, იქნებ სამო-
ცი წლისაცაა. უკვე ბევრზე მეტი აქვს ნაცხოვრები. თენები მას მაინც
მოკლავენ, რაც არ უნდა ვთქვა და ვქნა, მას ვერაფერი გადაარჩენს.
გრძელი კლანჭი ხელში ტყვიასავით დამძიმებოდა, იმსიმძიმე იყო,
აწევა უჭირდა. კაცი ისევ მას მისჩერებოდა ჭასავით ფართო და შავი
თვალებით. ამ თვალებში ჩავვარდები და დავიხრჩობი. მაგნარიც
უცქერდა და ჯონი ლამის გემოთი გრძნობდა მის უნდობლობას. ეს
კაცი უკვე მკვდარია. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ხელი მოკლავს თუ
სხვისი? ერთი სწრაფი და ზუსტი მოქნევა და მორჩება. გრძელი
კლანჭი ვალირიული ფოლადისგან იყო გაჭედილი. ყინულივით.
ჯონს სხვა სიკვდილი გაახსენდა: დაჩოქილი დეზერტირი, მისი გაგო-
რებული თავი, სისხლის სიკაშკაშე თოვლზე... მამის ხმალი, მამის
სიტყვები, მამის სახე... – მიდი, ჯონ სნოუ, – წააქეზა იგრიტმა, – უნ-
და მოკლა. რომ დაამტკიცო, ყვავი კი არა, თავისუფალი კაცი ხარ.
782
– კოცონთან მჯდარი ბერიკაცის მოკვლით?
– ორელიც კოცონთან იჯდა. ის კი მალე მოკალი, – გოგო უტეხი
მზერით უცქერდა, – მეც მოკვლას მიპირებდი, სანამ არ დაინახე, ქა-
ლი რომ ვიყავი. მე კი მეძინა. – ეგ სხვაა. თქვენ მებრძოლები იყა-
ვით... გუშაგები.
– ჰო, თქვენ კი, ყვავებს, არ გინდოდათ, რომ ვინმეს დაენახეთ.
ახლა ჩვენ არ გვინდა, დაგვინახონ. მოკალი.
ჯონმა კაცს ზურგი შეაქცია.
– არა.
მაგნარი წინ დაუდგა – მაღალი, აუღელვებელი, სახიფათო.
– კი-მეთქი. აქ მე მემორჩილებით.
– თენები გემორჩილებიან, თავისუფალი ხალხი კი არა.
– აქ მე თავისუფალ კაცს ვერ ვხედავ. ყვავს ვხედავ და ყვავის
ცოლს.
– არ ვარ მე ყვავის ცოლი! – იგრიტმა ხანჯალი იშიშვლა. სამი
სწრაფი ნაბიჯით მიეჭრა ბერიკაცს, თავი თმით გადაუწია და ყური-
დან ყურამდე გადაუხსნა ყელი. კაცს სიკვდილისასაც კი არ უყვირია.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ! – დასჭყივლა გოგომ და სისხლია-
ნი ხანჯალი ფეხებთან მიუგდო.
მაგნარმა ძველ ენაზე რაღაც თქვა. შეიძლება, თენებს ეუბნებო-
და, ჯონი იქვე მოეკლათ, თუმცა ვეღარასოდეს გაიგო, მართლაც ასე
იყო თუ არა. ციდან მეხი ჩამოიჭრა, მწველი თეთრ-ცისფერი ელვა
ტბაში მდგარ კოშკს დაატყდა. გარშემო მისი მძვინვარების სუნი
დადგა და მას მოყოლილმა ქუხილმა თითქოს მთელი ღამე შეაზან-
ზარა.
და მათ შორის სიკვდილმა ისკუპა.
ელვის კვესებამ ჯონს თვალი მოსჭრა, მაგრამ მზერა მაინც ჰკიდა
ჩაქროლილ აჩრდილს წამით ადრე, სანამ კივილს გაიგონებდა.
783
პირველი თენი ბერიკაცივით მოკვდა, მისი გამოფატრული ყელიდან
სისხლმა იფეთქა. მერე ელვა ჩაქრა და აჩრდილი დატრიალდა, აღ-
რინდა და წყვდიადში კიდევ ერთი კაცი დაეცა უსულოდ.
გაისმა გინება, ყვირილი, ტკივილის გმინვა. ჯონმა დაინახა, ძირ-
მაგარა უკან წაბორძიკდა და სამი კაცი წააქცია. ლანდიო, გაიფიქრა
ჯონმა ერთი განუსჯელი წამით. ლანდი კედელს გადმოევლო. მერე
ელვამ ღამე გაანათა და ჯონმა დაინახა დელის მკერდზე დამდგარი
მგელი, ხახიდან სისხლი რომ სდიოდა. რუხი. რუხი იყო. დაიქუხა და
სიბნელე ჩამოწვა. თენები სიბნელეს შუბებით ჩხვლეტდნენ, მგელი
კი მათ შორის დაქროდა. სისხლის სუნით გაგიჟებული ფაშატი ყალ-
ყზე დადგა და ფლოქვები გაიქნია. ჯონ სნოუს გრძელი კლანჭი ჯე-
რაც ხელში ეჭირა. და ერთბაშად მიხვდა, რომ ამაზე უკეთესი შემ-
თხვევა არასოდეს მიეცემოდა.
მგლისკენ მიბრუნდა და პირველი შემოფეთებული კაცი ჩაჩეხა,
მეორე გვერდზე მიაგდო, მესამე გაკვეთა. ამ ქაოსში გაიგონა, ვიღა-
ცამ როგორ დაიძახა მისი სახელი, მაგრამ იგრიტი იყო თუ მაგნარი,
ვერ გაარჩია. თენმა, ცხენის დაოკებას რომ ლამობდა, ვერც შენიშნა
იგი. გრძელი კლანჭი ბუმბულივით მსუბუქი იყო. კაცს კანჭის უკანა
მხარეს მოუქნია და იგრძნო, ფოლადმა ძვლამდე რომ გაატანა. ვე-
ლური რომ დაეცა, ცხენმა მოკურცხლა, მაგრამ ჯონმა როგორღაც
მოახერხა, თავისუფალი ხელით ფაფარში სწვდომოდა და ზურგზე
მოვლებოდა. კოჭზე ვიღაცის ხელი წაეტანა, მან ხმალი დაიქნია და
დაინახა, ბოჯერის სახე სისხლის ჭავლში გაუჩინარდა. ცხენი აიყალ-
ყა და გაჭენდა. ერთი ფლოქვი რომელიღაც თენს ჭახანით ეძგერა
საფეთქელში. მერე კი მიქროდნენ. ჯონს არც უცდია, ცხენი ემართა.
იმასღა ახერხებდა, როგორღაც თავი შეემაგრებინა მის ზურგზე, ტა-
ლახში, წვიმასა და ქუხილში რომ მიგელავდნენ. სახეზე სველი ბა-

784
ლახი გადაეჭირა და ყურთან შუბმა ჩაუზუზუნა. ცხენი თუ წაიბორძი-
კებს და ფეხს მოიტეხს, ისინი დამეწევიან და მომკლავენო, გაიფიქ-
რა, მაგრამ ძველი ღმერთები მასთან იყვნენ და ცხენი არ წაქცეულა.
ცის შავ გუმბათზე ელვა გაიკლაკნა და ველებს ქუხილმა გადაუგ-
რგვინა. ზურგს უკან ძახილი დაჩუმდა და მიწყდა.
რამდენიმე გრძელი საათის მერე წვიმამ გადაიღო. ჯონი მარ-
ტოდმარტო აღმოჩნდა მაღალი შავი ბალახის ზღვაში. მარჯვენა
ბარძაყში ღრმა ტკივილი უფეთქავდა. დაიხედა და გაოცებულმა და-
ინახა გამოჩრილი ისარი. როდის მოხვდა? ისარს ხელი ჩაავლო და
გამოსწია, მაგრამ პირი ღრმად შესულიყო ხორცში და გამოქაჩვი-
სას მტანჯველი ტკივილი ეძგერა. სცადა, გაეხსენებინა სასტუმროში
დატრიალებული სიგიჟე, მაგრამ მხოლოდ მხეცი აგონდებოდა:
მოსხლეტილი, რუხი და საზარელი. ჯონს არასოდეს ენახა ასე სწრა-
ფად მოძრავი ცხოველი. რუხი ქარივით... შეიძლებოდა, რობი დაბ-
რუნებულიყო ჩრდილოეთში?
ჯონმა თავი გაიქნია. პასუხი არ ჰქონდა. ძნელი იყო ფიქრი...
მგელზე, ბერიკაცზე, იგრიტზე, ამაზე...
ძლივს ჩამოცოცდა ფაშატის ზურგიდან. დაჭრილი ფეხი ჩაეკეცა
და ძლივს შეიმაგრა ყვირილი. ეს საშინელი ტკივილი იქნება. მაგ-
რამ ისარი უნდა ამოიღოს და ლოდინი არაფერს უშველის. ჯონმა
ბუმბულებთან მოავლო ხელი, ღრმად ჩაისუნთქა და ისარს წინ უბიძ-
გა. დაიგმინა, მერე შეიკურთხა. ისე სტკიოდა, რომ შეჩერდა, დაკ-
ლული ღორივით სისხლისგან ვიცლებიო, გაიფიქრა, მაგრამ ამას
ვერაფერს უშველიდა, სანამ ისარს არ ამოაძრობდა. დაიჯღანა და
ისევ სცადა... და, აცახცახებული, ისევ გაჩერდა. ერთხელაც. ამჯე-
რად იყვირა, მაგრამ, რომ გაჩერდა, ისრის პირი უკვე ბარძაყის წინა
მხარეს ჰქონდა ამოჩრილი. ჯონმა სისხლიანი ბრიჯი გადასწია, უკეთ
რომ მოევლო ხელი, დაიჯღანა და ისარი ნელა ამოიძრო ფეხიდან.
785
გასაოცარია, გონება როგორ არ დაკარგა.
მერე მიწაზე თავის ნადავლს ბღუჯავდა და სისხლი სდიოდა. ისე
იყო დასუსტებული, განძრევასაც ვერ ახერხებდა. ცოტა ხანში მიხ-
ვდა, რომ, თუ თავს ძალას არ დაატანდა და არ იმოქმედებდა, სის-
ხლისგან დაიცლებოდა. ჯონი მიცოცდა თავხელ მდინარესთან, სა-
იდანაც ცხენი წყალს სვამდა, ჭრილობა ცივი წყლით მოიბანა და
მაგრად შეიკრა მოსასხამიდან ჩამოხეული ქსოვილით. ისარიც გა-
რეცხა და ხელებში შეატრიალა. ბუმბული ნაცრისფერია თუ თეთრი?
იგრიტი თავის ისრებზე ღია-ნაცრისფერ ბატის ბუმბულებს აგებდა.
მან მესროლა, რომ გავრბოდი? ჯონი ამის გამო გოგოს ვერ დაადა-
ნაშაულებდა. ნეტავ, მე მიმიზნებდა თუ ცხენსო, გაიფიქრა. ფაშატი
რომ დაცემულიყო, ჯონი განწირული იქნებოდა.
– კიდევ კარგი, გზად ჩემი ფეხი დახვდა, – ჩაიბუტბუტა თავის-
თვის.
ერთხანს დაისვენა და ცხენს აცალა, ებალახა. ფაშატი შორს არ
მიდიოდა. ეს კარგი იყო. ასე დაკოჭლებული მის დაჭერას ვერაფ-
რით შეძლებდა. ფეხზე ძლივს წამოდგა და ცხენს ზურგზე შეაბობოღ-
და. ნეტავ, როგორ მოვახერხე, შევჯდომოდი – უუზანგოდ, უუნაგი-
როდ, თან ცალ ხელში ხმლით? ამასაც ვერ მიმხვდარიყო. შორს ხმა-
დაბლა დაიგრგვინა, მაგრამ მის თავზემოთ ღრუბლები იფანტებო-
და. ჯონი ცას აკვირდებოდა, სანამ ყინულის დრაკონი არ იპოვა, მე-
რე ფაშატი ჩრდილოეთით მიაბრუნა, კედლისკენ და ციხეშავისკენ.
ბარძაყში დავლილმა ტკივილმა სახე დაუღრიჯა, ბერიკაცის ცხენს
ქუსლები რომ შემოჰკრა. შინ ვბრუნდებიო, გაიფიქრა. მაგრამ, ეს
თუ მართალია, რად ვგრძნობ ასეთ სიცარიელეს?
განთიადამდე იარა, ციდან კი თვალებივით დაჰყურებდნენ ვარ-
სკვლავები.

786
დენერისი

მისმა დოთრაკმა მზვერავებმა მოახსენეს, რა ელოდა წინ, მაგ-


რამ დენის სურდა, თავად ენახა. სერ ჯორაჰ მორმონტიც გაჰყვა,
ცხენდაცხენ გაიარეს წიფლის ტყე და დამრეცი ქვიშაქვის ქედი ავ-
ლეს.
– ახლოს დგანან, – გააფრთხილა მორმონტმა, თხემს რომ მიუ-
ახლოვდნენ.
დენიმ თავის ფაშატს აღვირი მოქაჩა და გადახედა ველს, რო-
მელზედაც იუნკაის ლაშქარი გაშლილიყო და გზას უღობავდა. თეთ-
რწვერამ ასწავლა, როგორ გამოეთვალა მტრის რიცხვი.
– ხუთი ათასი, – თქვა მაშინვე.
– ალბათ, – დაუდასტურა სერ ჯორაჰმა, – ფლანგებზე ქირით
მებრძოლები დგანან. ცხენოსანი შუბოსნები და მოისრები, რომ-
ლებსაც ხმლები და ტაბარებიც აქვთ ახლო ბრძოლისთვის. მარცხე-
ნა ფრთა მეორე ძეებს უკავიათ, მარჯვენა – ქუხილის ყვავებს. ხუ-
თას-ხუთასი კაცი იქნება თითოში. ხედავ მათ დროშებს?
იუნკაის ჰარპიას ჯაჭვის ნაცვლად კლანჭებში შოლტი და რკინის
საყელური ეკავა. მაგრამ ქირით მებრძოლებს მათი დასაცავი ქალა-
ქის დროშების ქვეშ საკუთარიც გამოეფინათ: მარჯვნივ მოჩანდა
ოთხი ყვავი გადაჯვარედინებულ ელვებს შორის, მარცხნივ – გადამ-
ტვრეული ხმალი.
– ცენტრში თავად იუნკაელები დგანან, – შენიშნა დენიმ. მათი
კაპიტნები შორიდან ასტაპორელებისგან არ გაირჩეოდნენ: ამათაც
მაღალი, კაშკაშა მუზარადები ეხურათ და ბრჭყვიალა სპილენძის
დისკოებით დაფარული მოსასხამები ეცვათ, – ესენი მონა-ჯარისკა-
ცებს სარდლობენ?
– მეტწილად, ჰო. მაგრამ ეგენი შეუბღალავებს ვერ შეედრებიან.
787
იუნკაი სასარეცლე მონების გაწვრთნითაა სახელგანთქმული, და
არა მეომრების.
– რას იტყვი? შეგვიძლია ამ ჯარის დამარცხება?
– იოლად, – უთხრა სერ ჯორაჰმა.
– მაგრამ არა უსისხლოდ, – ასტაპორის აგურმა უხვად სვა სის-
ხლი ქალაქის დაცემის დღეს, თუმცა დენისა და მისიანების სისხლი
იმ ღვარში ნაკლებად ერია, – ჩვენ შეიძლება, აქ ბრძოლა მოვიგოთ,
მაგრამ ქალაქი მაინც ვერ ავიღოთ. – ომში რისკი ყოველთვისაა, ხა-
ლესი. ასტაპორი არხეინი და იოლი ასაღები იყო, იუნკაი კი წინას-
წარ გაფრთხილებულია.
დენი დაფიქრდა. მონებით მოვაჭრეთა ლაშქარი მის ჯარზე მცი-
რერიცხოვანი ჩანდა, მაგრამ ქირით მებრძოლები ცხენდაცხენ იყ-
ვნენ. დენიმ დიდხანს იმოგზაურა დოთრაკებთან ერთად და ამიტომ
საღად აფასებდა, თუ რა შეეძლოთ, მოეწიათ ცხენოსან მეომარებს
ქვეითი ჯარისთვის. შეუბღალავები ალბათ გაუძლებენ მათ შემოტე-
ვას, მაგრამ ჩემს აზატებს ამოხოცავენ.
– მონებით მოვაჭრეებს ლაპარაკი უყვართ, – თქვა მან, – შეუთ-
ვალე, რომ ამ საღამოს მათ ჩემს კარავში მივიღებ და მოვუსმენ. და
ქირით მებრძოლთა კაპიტნებიც მოიწვიე. ოღონდ ერთად არა. ქუხი-
ლის ყვავები შუადღისას მოვიდნენ, მეორე ძეები – ორი საათის მე-
რე.
– როგორც ინებებ, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – მაგრამ თუ არ მოვ-
ლენ...
– მოვლენ. დრაკონების ნახვა მოუნდებათ და ისიც დააინტერე-
სებთ, რა მაქვს სათქმელი. მათგან უფრო გონიერები კი ამაში ჩემი
ძალის შეფასების შესაძლებლობას დაინახავენ, – დენიმ თავისი
ვერცხლა ფაშატი მოატრიალა, – მათ ჩემს კარავში დაველოდები.

788
დენის ჩამოწოლილი ცა და ცივი ქარი მიაცილებდა თავის ლაშ-
ქრამდე. ღრმა არხი, მის ბანაკს რომ ერტყმოდა, სანახევროდ გათ-
ხრილი დახვდა, ტყე კი სავსე იყო შეუბღალავებით, რომლებიც წიფ-
ლის ხეებს ტოტებს ასხეპდნენ, სარებად რომ წაემახათ. საჭურისები
გაუმაგრებელ ბანაკში ვერ დაიძინებდნენ, ყოველ შემთხვევაში, რუ-
ხი მატლი ასე ამბობდა. თავადაც იქვე იდგა და მუშაობას თვალყურს
ადევნებდა. დენი წამით შეჩერდა და გამოელაპარაკა.
– იუნკაიმ საომრად შემოიკრა სახვევი თეძოზე.
– კარგია, თქვენო მოწყალებავ. ამათ სისხლი სწყურიათ.
როცა დენიმ შეუბღალავებს უბრძანა, თავად აერჩიათ საკუთარი
მეთაურები, უმაღლეს სარდლად დიდმა უმრავლესობამ რუხი მატ-
ლი დაასახელა. დენიმ მას სერ ჯორაჰი მიუჩინა, სარდლობა რომ ეს-
წავლებინა, და ყარიბი რაინდი ამბობდა, ჭაბუკი საჭურისი ხისტი,
მაგრამ პატიოსანია, სწრაფად სწავლობს, მოუღლელია და უყურად-
ღებოდ მცირე წვრილმანიც არ რჩებაო.
– ბრძენმა ბატონებმა ჩვენ წინააღმდეგ მონების ლაშქარი და-
რაზმეს.
– იუნკაიში მონა შვიდი კვნესის გზას და თექვსმეტ სასიამო მიდ-
გომას სწავლობს, თქვენო მოწყალებავ. შეუბღალავები სამი შუბის
გზას შეისწავლიან. შენს რუხ მატლს იმედი აქვს, გიჩვენოს ეს.
ერთ-ერთი პირველი, რაც დენიმ ასტაპორის დაცემის მერე გა-
აკეთა, ის იყო, რომ შეუბღალავებისთვის ყოველდღე ახალი სახე-
ლის მინიჭების ადათი გააუქმა. თავისუფლად დაბადებულთა უმრავ-
ლესობამ თავდაპირველი სახელები დაიბრუნა – იმათ მაინც, რომ-
ლებსაც ახსოვდათ. სხვებმა გმირების ან ღმერთების სახელები და-
ირქვეს, ზოგმა იარაღის, პატიოსანი თვლების ან ყვავილების სახე-
ლიც კი აირჩია, რამაც, დენის აზრით, ბევრი ძალიან უცნაურსახე-

789
ლიანი ჯარისკაცი გააჩინა. რუხი მატლი კი რუხ მატლად დარჩა. რო-
ცა დენიმ ჰკითხა, რატომო, მან მიუგო:
– იღბლიანი სახელია. სახელი, რომლითაც ეს ვინმე დაიბადა,
დაწყევლილი იყო. მონად რომ ჩავარდა, ძველი სახელი ერქვა. მაგ-
რამ რუხი მატლი იმ დღეს დაერქვა, დენერის გრიგალით შობილმა
რომ გაათავისუფლა.
– ბრძოლა თუ გაიმართა, დაე, რუხმა მატლმა სიჩაუქესთან ერ-
თად სიბრძნეც გამოიჩინოს, – უთხრა მას დენიმ, – დაინდეთ ყველა
მონა, ვინც კი გაიქცევა ან იარაღს დაყრის. რაც ნაკლებს დავხო-
ცავთ, მერე მით მეტი გადმოვა ჩვენკენ.
– ეს ვინმე დაიმახსოვრებს.
– ვიცი, რომ დაიმახსოვრებს. შუადღისას ჩემს კარავში მოდი.
მინდა, ჩემს სხვა მეთაურებთან ერთად შენც იქ იყო, როცა ქირით
მებრძოლთა კაპიტნებს შევხვდები. – დენიმ ვერცხლას ქუსლები შე-
მოჰკრა და ბანაკისკენ გაემართა.
შეუბღალავების მიერ მოვლებული საზღვრის შიგნით მწყობრ
მწკრივებად იდგა კარვები, შუაში კი მისი საკუთარი ოქროსფერი
სამყოფელი აღმართულიყო. ამ ბანაკის შორიახლო მეორე გაშლი-
ლიყო: ხუთჯერ უფრო მრავალრიცხოვანი, გაწელილი და არეულ-
დარეული. მეორე ბანაკს არც თხრილი გააჩნდა, არც კარვები, არც
გუშაგები ან ცხენების საბმელი რიგი. ვისაც კი ცხენი ან ჯორი მო-
ეპოვებოდა, მის გვერდითვე იძინებდა იმის შიშით, არავინ მომპა-
როსო. თხები, ცხვრები და მოშიმშილე ძაღლები თავისუფლად და-
სეირნობდნენ ქალების, ბავშვებისა და ბერიკაცების თავყრილობა-
ში. დენიმ ასტაპორი ჩააბარა ყოფილი მონების საბჭოს, რომელსაც
მკურნალი, სწავლული და ქურუმი ჩაუდგნენ სათავეში. დენის აზ-
რით, ყველანი ბრძენი და სამართლიანი კაცები იყვნენ. და მაინც,
ათობით ათასმა ასტაპორში დარჩენას არჩია, მას გაჰყოლოდნენ
790
იუნკაიში. მე მათ ქალაქი ვაჩუქე, მაგრამ უმრავლესობა ისე იყო
დამფრთხალი, ვერ გაბედა მისი მიღება.
აზატების აჩაჩულ-დაჩაჩული ლაშქარი დენის ჯარს სჭარბობდა,
მაგრამ მისთვის სარგებელზე მეტი სიძნელე მოჰქონდა. შეიძლება,
ასიდან ერთს ვირი, აქლემი ან ხარი ჰყოლოდა; უმრავლესობას რო-
მელიმე მოვაჭრისგან ნაალაფარი იარაღი მოეპოვებოდა, მაგრამ
ბრძოლისთვის საჭირო ჯანი ათიდან ერთს თუ მოსდევდა, გაწ-
ვრთნილი კი საერთოდაც არავინ იყო. სადაც გაივლიდნენ, იქაურო-
ბას კალიასავით პირწმინდად გადაჭამდნენ ხოლმე. მაგრამ დენის
არ შეეძლო, მიეტოვებინა ისინი, როგორც ამას სერ ჯორაჰი და სის-
ხლისმიერები აჯერებდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ თავისუფლები
არიან. ახლა ვერ ვეტყვი, ოღონდ ჩემთან ყოფნის თავისუფლება არ
გაქვთ-მეთქი. მათი სამზადი კოცონებიდან ადენილ კვამლს შეხედა
და ლამის ამოიოხრა. მას იქნებ ამქვეყნად საუკეთესო ქვეითი ჯარი
ჰყავდა, მაგრამ ყველაზე უარესი ჯარიც მისი იყო. არსტან თეთრწვე-
რა დენის კარვის შესასვლელთან იდგა, მძლავრი ბელვასი კი იქვე
მოლზე იჯდა ფეხმორთხმით, ჯამით ლეღვები ეჭირა და ჭამდა. ამ
ლაშქრობაში დენის დაცვა მათ დაეკისრა. ჟოგო, აგო და რახარო
სისხლისმიერი მხედრების გარდა დენის კოებიც იყვნენ და ახლა
ისინი დოთრაკების მეთაურებად უფრო სჭირდებოდა, ვიდრე პირად
მცველებად. მისი ციდა ხალასარი ოცდაათზე ოდნავ მეტ ცხენოსან
მეომარს ითვლიდა და მათგან უმრავლესობა ჯერ უნაწნავო ბიჭები
და დაფეხვილი ბერიკაცები იყვნენ; მაგრამ დენის მხოლოდ ეს ცხე-
ნოსნები ჰყავდა და ვერ წარმოედგინა, მათ გარეშე რას მოახერხებ-
და. შეუბღალავები იქნებ ამქვეყნად საუკეთესო ქვეითები იყვნენ,
როგორც ამას სერ ჯორაჰი ამტკიცებდა, მაგრამ მათ მზვერავები და
წინამარბებიც სჭირდებოდათ.

791
– იუნკაი ომს განიზრახავს, – უთხრა დენიმ თეთრწვერას, კარავ-
ში რომ შევიდნენ. ირიმ და ჟიქვიმ იატაკი ხალიჩებით დაფარეს, მა-
სანდიმ კი სურნელოვანი ჩხირები აანთო, მტვრიანი ჰაერი რომ და-
ეტკბო. დროგონი და რეიგარი ბალიშებზე მოკალათებულიყვნენ და
ეძინათ, ვისერიონი კი დენის ცარიელი აბაზანის კიდეზე შემომჯდა-
რიყო, – მასანდი, ეს იუნკაელები რა ენაზე ლაპარაკობენ, ვალირი-
ულად?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ. მათი კილო ასტაპორელებისგან
განსხვავდება, მაგრამ ისე ჰგავს, რომ იოლი გასაგებია. აქაური მო-
ნით მოვაჭრეები თავს „ბრძენ ბატონებად“ მოიხსენიებენ.
– ბრძენ? – დენი ფეხმორთხმით დაჯდა ბალიშზე, ვისერიონმა კი
თავისი თეთროქროსფერი ფრთები გაშალა და მის გვერდით დაფ-
რინდა, – ვნახავთ, რა ბრძენებიც არიან, – თქვა და დრაკონს რქებს
უკან ქერცლიანი თავი დაფხანა.
სერ ჯორაჰ მორმონტი ერთი საათის მერე დაბრუნდა, თან ქუხი-
ლის ყვავების სამი კაპიტანი ახლდა. გაპრიალებულ მუზარადებს შა-
ვი ბუმბულები უმშვენებდათ და აცხადებდნენ, რომ ყველას თანაბა-
რი ღირსება და ძალაუფლება მოეპოვებოდათ. დენი მათ აკვირდე-
ბოდა, სანამ ირი და ჟიქვი ღვინოს ასხამდნენ. პრენდალ ნა გეზნი
ჯმუხი გისელი იყო, ფართო სახე და ჭაღარაშერეული მუქი თმა
ჰქონდა; სალორ მელოტს ქართელის ფერმკრთალ ლოყაზე დაკ-
ლაკნილი ნაიარევი გასდევდა; დარიო ნაჰარისი კი ტიროშელის
კვალობაზეც კი ზედმეტად მოელვარე ჩანდა: სამად გაყოფილი წვე-
რი ლურჯად შეეღება, ამავე ფერის ჰქონდა გამჭოლი თვალებიც და
ხუჭუჭი თმაც, საყელომდე რომ სცემდა. წაწვეტებული ულვაშები ოქ-
როთი დაეფერა. მის სამოსში ყვითლის ყველა ელფერი შერეოდა
ერთმანეთს: კარაქისფერი მირული მაქმანი ფუშფუშა ქაფად ეშვე-
ბოდა საყელოსა და სამაჯურებზე, კამზოლზე ბაბუაწვერას ფორმის
792
თითბრის მედალიონები ეკერა, მაღალ ტყავის ჩექმებზე კი ბარძაყე-
ბამდე ამოუყვებოდა ოქროვანი ნაყში. რბილი ყვითელი ტყავის
ხელთათმანები მოოქრული. რგოლებისგან ასხმულ ქამარში გაეჩა-
რა, ფრჩხილები კი ლურჯი მინანქრით დაეფარა. მაგრამ ქირით მებ-
რძოლთა სახელით პრენდალ ნა გეზნი ლაპარაკობდა.
– კარგს იზამ, შენს ბრბოს აქედან თუ მოაშორებ, – თქვა მან, –
ასტაპორი ღალატით აიღე, მაგრამ იუნკაი ასე იოლად როდი დაეცე-
მა.
– თქვენი ხუთასი ქუხილის ყვავი ჩემი ათი ათასი შეუბღალავის
პირისპირ დგას, – თქვა დენიმ, – მე ყმაწვილი ქალი ვარ და ომის
არაფერი გამეგება, მაგრამ ასეთი განსხვავება თქვენთვის არცთუ
სახარბიელო მეჩვენება.
– ქუხილის ყვავები მარტონი კი არ დაგიდგებიან წინ.
– ქუხილის ყვავები საერთოდ არ დამიდგებიან წინ. ისინი პირვე-
ლივე ელვის დანახვისთანავე გაფრინდებიან. იქნებ, ჯობდეს, ახლა-
ვე გარბოდეთ. მსმენია, ქირით მებრძოლები უპიროები არიანო.
თქვენ რად გარგებთ ერთგულება, როცა მეორე ძეები ბატონს გამო-
იცვლიან?
– ეს არ მოხდება, – წარბშეუხრელად განუცხადა პრენდალმა, –
და რომც მოხდეს, სულერთი იქნება. მეორე ძეები არავინაც არ
არიან. ჩვენ იუნკაის მხნე მებრძოლების გვერდით ვიბრძვით.
– თქვენ იბრძვით ხარჭა-ბიჭების გვერდით, რომლებსაც შუბები
ჩამოურიგეს, – დენიმ თავი მიაბრუნა და ნაწნავში ჩაბნეულმა ორმა
ზანზალაკმა წყნარად გაიწკარუნა, – ბრძოლა თუ გაჩაღდა, მერე
შეწყალება აღარ მთხოვოთ. ხოლო ახლა თუ გადმოხვალთ ჩემკენ,
თქვენ შეგრჩებათ ოქრო, იუნკაიმ რომ გადაგიხადათ, და ალაფშიც
შეგეძლებათ წილის დადება, მოგვიანებით კი, ჩემს სამეფოში რომ
ჩავალ, მეტი გასამრჯელოც გერგებათ. ბრძენი ბატონებისთვის თუ
793
იბრძოლებთ, მაშინ თქვენი გასამრჯელო სიკვდილი იქნება. ხომ არ
გგონიათ, იუნკაი კარიბჭეს გაგიღებთ, როცა ჩემი შეუბღალავები გა-
ლავნის ძირას სასაკლაოს მოგიწყობენ?
– ქალო, ვირივით ყროყინებ და არც ჭკუა გაგაჩნია მასზე მეტი.
– ქალოო? – დენიმ ჩაიკისკისა, – ეს საწყენად მითხარი? საპასუ-
ხო სილას გაგაწნიდი, კაცად რომ გაგდებდე, – დენერისმა მას თვა-
ლი გაუსწორა, – მე დენერის გრიგალით შობილი ვარ, ტარგარიენ-
თა გვარის ჩამომავალი, დაუწველი, დრაკონების დედა, დროგოს
მხედრების ხალესი და ვესტეროსის შვიდი სამეფოს დედოფალი. –
ვინ ხარ და, ცხენთაბატონის კახპა, სხვა არაფერი. რომ დაგამარ-
ცხებ, ჩემს ულაყთან შეგაჯვარებ.
მძლავრმა ბელვასმა არახი ამოზიდა.
– მძლავრი ბელვასი ამის მყრალ ენას პატარა დედოფალს მიარ-
თმევს, თუ უნდა. – არა, ბელვას. მე ამ ხალხს უსაფრთხოების სიგე-
ლი მივეცი, – დენიმ გაიღიმა, – ეს მითხარი – ქუხილის ყვავები მო-
ნები არიან თუ თავისუფალი ადამიანები? – ჩვენ თავისუფალ კაცთა
საძმო ვართ, – მიუგო სალორმა.
– კარგია, – დენი წამოდგა, – დაბრუნდით და შეატყობინეთ
თქვენს ძმებს, რაც გითხარით. მაშინ იქნებ ზოგმა არჩიოს, სიკვდი-
ლის ნაცვლად ოქრო და დიდება მიითვალოს. პასუხი დილით მომე-
ცი.
ქუხილის ყვავების კაპიტნები ერთად წამოდგნენ.
– ჩვენი პასუხია არა, – თქვა პრენდალ ნა გეზნმა. კარვიდან გა-
სულს მისი ამხანაგებიც უკან მიჰყვნენ... მაგრამ დარიო ნაჰარისმა
გასვლისას უკან მოიხედა და თავაზიანი თავის დაკვრით გამოემშვი-
დობა.
ორი საათის მერე მეორე ძეთა სარდალი მარტო ეწვიათ. ზორბა

794
ბრაავოსელი იყო, ღია-მწვანე თვალები და ლამის წელამდე დაშვე-
ბული, გაბურძგნილი ჟღალ-ოქროვანი წვერი ჰქონდა. მერო ერქვა,
მაგრამ თავისთავს ტიტანის ბუშს უწოდებდა. მერომ ერთბაშად გა-
დაყლურწა მისთვის დასხმული ღვინო, პირი ხელის ზურგით შეიწ-
მინდა და დენის გახედა.
– ნამდვილად, ჩემი ქალაქის სიამის სახლში შენი ტყუპი და მყავს
ნახმარი. თუ შენ იყავი?
– არა მგონია. ასეთი დიდებული კაცი უეჭველად მემახსოვრებო-
და.
– მართალია. ტიტანის ბუში ჯერ არც ერთ ქალს არ დავიწყნია, –
ბრაავოსელმა თასი ჟიქვის გაუწოდა, – რას იტყვი, გაიძრობ ტანზე
და კალთაში ჩამიჯდები? თუ მასიამოვნებ, იქნებ ავდგე და მეორე ძე-
ები შენ მხარეს ვაომო.
– თუ მეორე ძეებს ჩემ მხარეს აომებ, იქნებ არ დაგკოდო.
დიდ კაცს ხარხარი აუტყდა.
– გოგონი, ერთხელ ერთმა ქალმა უკვე დამიპირა დაკოდვა, კბი-
ლებით. ახლა იმას კბილები აღარ აქვს, ჩემი მახვილი კი ადრინდე-
ლივით გრძელი და მსხვილია, გინდა, ამოვიღო და გიჩვენო?
– რა საჭიროა. ჩემი საჭურისები რომ წაგაჭრიან, მერე წყნარად
დავათვალიერებ, – დენიმ ღვინო მოსვა, – თუმცა, ყმაწვილი ქალი
ვარ და ომის არაფერი გამეგება. ამიხსენი, როგორ აპირებ ათი ათა-
სი შეუბღალავის დამარცხებას შენი ხუთასი კაცით. გამოუცდელი კი
ვარ, მაგრამ ეს სხვაობა შენთვის სახარბიელო არ მეჩვენება. – მე-
ორე ძეებს უარესი სხვაობის დროსაც გაუმარჯვიათ.
– მეორე ძეები უარესი სხვაობის დროს გაქცეულან. ქოჰორში,
როცა სამი ათასი გაუმკლავდა მტერს. თუ იტყვი, არაო?
– ეს მრავალი წლის წინ იყო, მანამ, სანამ მეორე ძეებს სათავეში
ტიტანის ბუში ჩაუდგებოდა.
795
– ანუ მათი სიმამაცის წყარო შენ ხარ? – დენი სერ ჯორაჰს მიუბ-
რუნდა, – ომი რომ ატყდება, ეს პირველი მოკალი.
ყარიბმა რაინდმა გაიღიმა.
– სიხარულით, თქვენო მოწყალებავ.
– თუმცა, – უთხრა დენიმ მეროს, – შეგეძლოთ, ახლავე გაქცეუ-
ლიყავით. ჩვენ არ დაგაკავებთ. აიღე იუნკაის ოქრო და წადი.
– როდისმე ბრაავოსის ტიტანი რომ გენახა, შტერო გოგო, გეცო-
დინება, რომ მას კუდი არ აქვს, რომ ამოიძუოს.
– მაშ, დარჩი და ჩემთვის იბრძოლე.
– კი ღირს შენთვის ბრძოლა, ხომ იცი, – თქვა ბრაავოსელმა, –
და სიამოვნებით გაკოცნინებდი ჩემს მახვილზე, ჩემი ნება რომ
იყოს. მაგრამ იუნკაის ოქრო აღებული მაქვს და წმინდა სიტყვაც მი-
მიცია.
– ოქროს დაბრუნება შეიძლება, – უთხრა დენიმ, – მე იმდენსა-
ვეს და კიდევ მეტსაც გადაგიხდი. სხვა ქალაქებიც ასაღები მაქვს, ნა-
ხევარი სამყაროს მიღმა კი მთელი სამეფო მელის. ერთგულად მემ-
სახურე და მეორე ძეებს აღარასოდეს დასჭირდებათ გასამრჯელოს
ძიება.
ბრაავოსელმა ხშირი ჟღალი წვერი მოიქაჩა.
– ეგ და კიდევ კოცნაც, ჰო? ან კოცნაზე მეტიც? ჩემსავით დიდე-
ბული კაცისთვის? – შეიძლება.
– მგონი, შენი ენის გემო მომეწონება.
დენი გრძნობდა, როგორ ბრაზობდა სერ ჯორაჰი. ჩემს შავ დათვს
არ მოსწონს კოცნებზე ლაპარაკი.
– იფიქრე იმაზე, დღეს რაც გითხარი. დილით პასუხს მეტყვი?
– გეტყვი, – ტიტანის ბუშს სახეზე ღიმილი გადაეფინა, – შეიძლე-
ბა, ამ ჩინებული ღვინით სავსე დოქი წავუღო ჩემს კაპიტნებს?

796
– თუნდ კასრი წაიღე. ასტაპორის კეთილი ბატონების სარდაფე-
ბიდან ფორნებით გამოვზიდე.
– მაშ, ერთი ფორანი მომეცი. შენი კეთილგანწყობის ნიშნად.
– დიდად გწყურებია.
– მე საერთოდ დიდი ვარ. და ბევრი ძმა მყავს ტიტანის ბუში მარ-
ტო არ სვამს, ხალესი.
– წაიღე ფორანი, თუ დამპირდები, რომ ჩემს სადღეგრძელოს
შესვამ.
– შევთანხმდით! – დაიროხროხა მან, – შევთანხმდით და კიდევ
შევთანხმდით! სამჯერ შევსვამ შენს სადღეგრძელოს და პასუხს მზის
ამოსვლისას მოგიტან. მაგრამ, როცა მერო წავიდა, არსტან თეთ-
რწვერამ უთხრა:
– ამ კაცს ვესტეროსშიც კი ცუდი სახელი აქვს გავარდნილი. ნუ
შეგაცდენს მისი ქცევა, თქვენო მოწყალებავ. ამაღამ სამჯერ შესვამს
შენს სადღეგრძელოს, დილით კი ნამუსს აგხდის.
– ბერიკაცი ამჯერად მართალს ამბობს, – თქვა სერ ჯორაჰმა, –
მეორე ძეები ძველი რაზმია და არც სიჩაუქე აკლიათ, მაგრამ მეროს
მეთაურობისას ლამის მამაც თანამებრძოლებზე უარესი გახდნენ.
ეს კაცი ისევე სახიფათოა თავისი დამქირავებლისთვის, როგორც
მისი მტრისთვის. ამიტომაცაა აქ. არც ერთი თავისუფალი ქალაქი
მას აღარ ქირაობს.
– ის კი არ მაინტერესებს, რა სახელი აქვს გავარდნილი, მისი ხუ-
თასი ცხენი მჭირდება. და ქუხილის ყვავებზე რას იტყვი, მქონდეს
იმედი?
– არა, – პირდაპირ მიახალა სერ ჯორაჰმა, – ის პრენდალი წარ-
მოშობით გისელია. ალბათ ასტაპორში ნათესავები ჰყავდა.
– ცუდია. კეთილი, იქნებ, ბრძოლა არც დაგვჭირდეს. დავიცა-
დოთ და ვნახოთ, რას გვეტყვიან იუნკაელები.
797
იუნკაის დესპანები მზის ჩასვლისას გამოჩნდნენ: საუცხოო შავ
ცხენებზე მსხდომი ორმოცდაათი კაცი და ერთიც – თეთრი აქლემის
მხედარი. მუზარადები მათ თავებზე ორჯერ უფრო მაღალი იყო, რა-
თა ქვეშ მოქცეული გაპოხილი თმის ახირებული ხვეულები და კოშ-
კები არ დაეზიანებინა. ტილოს ქვედაკაბები და ტუნიკები მუქ ყვით-
ლად ჰქონდათ შეღებილი, მოსასხამებზე კი სპილენძის დისკოები
ეკერათ.
თეთრ აქლემზე მჯდომმა კაცმა თავი გრაზდან მო ერაზად წარუდ-
გინათ. გამხდარი და მტკიცე იყო და ისევე იღიმებოდა, როგორც
კრაზნისი, სანამ იმას დროგონი სახეს გამოუწვავდა. თმა მარტორ-
ქას რქად ედგა შუბლზე, მის ტოკარს კი მირული ოქროს მაქმანის
ფოჩი ამშვენებდა.
– ძველი და სახელოვანია იუნკაი, ქალაქთა დედოფალო, – წა-
მოიწყო მან, როცა დენი მის კარავში შესულს მიესალმა, – მტკიცეა
ჩვენი გალავანი, ჩვენი კეთილშობილები ამაყნი და შეუპოვარნი
არიან, უბრალო ხალხი უშიშარია. ჩვენს ძარღვებში ძველი გისის
სისხლი დის, იმ იმპერიის, რომელიც უკვე ბებერი იყო, როცა ჩვილი
ვალირია ჯერ არტახებში ჩხაოდა. ბრძნულად მოიქეცი, მოლაპარა-
კება რომ არჩიე, ხალესი. აქ იოლ გამარჯვებას ვერ მოიპოვებ.
– კარგია. ჩემს შეუბღალავებს ბრძოლა ენატრებათ, – რუხ
მატლს გადახედა და მანაც თავი დაუქნია.
გრაზდანმა მხრები აიჩეჩა.
– სისხლი თუ გწყურია, დაე, იდინოს. გავიგე, შენი საჭურისები
გაგითავისუფლებია. თავისუფლება შეუბღალავს ისევე სჭირდება,
როგორც ქუდი – ქაფშიას, – ამის თქმისას რუხ მატლს გაუღიმა, მაგ-
რამ საჭურისი ქვისგან გამოკვეთილს ჰგავდა, – მათგან ვინც გადარ-
ჩებიან, ისევ მონებად ვაქცევთ და ასტაპორის დასახსნელად გამო-
ვიყენებთ. ნუ გეეჭვება, რომ შეგვიძლია, შენც მონად გაგხადოთ.
798
ლისსა და ტიროშში მოიპოვება სიამის სახლები, სადაც მამაკაცები
ბევრს გადაიხდიან უკანასკნელი ტარგარიენის ლოგინში ჩასაწვე-
ნად.
– კარგია, რომ იცი, ვინც ვარ, – მშვიდად უთხრა დენიმ.
– მე თავი მომაქვს ველური და უგუნური დასავლეთის ცოდნით,
– გრაზდანმა ხელები გაშალა დასტურის ნიშნად, – მაგრამ რად უნ-
და ველაპარაკოთ ერთმანეთს ესოდენ მკვახედ? მართალია, ასტა-
პორში ველურობა ჩაიდინე, მაგრამ იუნკაელები უაღრესად შემ-
ნდობი ხალხი ვართ. საომარი ჩვენთან როდი გაქვს, თქვენო მოწყა-
ლებავ. რად უნდა შეალეწო შენი ძალა ჩვენს ურყევ გალავანს, როცა
ყოველი ჯარისკაცი გჭირდება შორეულ ვესტეროსში მამის ტახტის
მოსაპოვებლად? ამ მცდელობაში იუნკაი მხოლოდ გამარჯვებას გი-
სურვებს. და ამის ნიშნად ძღვენიც მოგართვი, – ხელი ხელს შემოჰ-
კრა და მისი ამალიდან ორი კაცი წინ წამოდგა, თან ბრინჯაოთი და
ოქროთი შეჭედილი მძიმე კედრის სკივრი მოიტანეს და დენის ფე-
ხებთან დაუდგეს, – ორმოცდაათი ათასი ოქროს მარკა, – აუღელ-
ვებლად წარმოთქვა გრაზდანმა, – შენია, მიიღე იუნკაის ბრძენი ბა-
ტონებისგან მეგობრობის ნიშნად. ნებით მოცემული ოქრო ხომ ნამ-
დვილად სჯობს სისხლით მოპოვებულ ალაფს? ასე რომ, ამას გეტ-
ყვი, დენერის ტარგარიენო: აიღე ეს სკივრი და წადი.
დენიმ სკივრს ჩუსტით შემოსილი პატარა ფეხით ახადა თავი.
მართლაც ოქროს მონეტებით იყო სავსე, როგორც დესპანმა მოახ-
სენა. მუჭა აივსო და თითებს შორის ჩამოიცალა. დაცვენისას
ბრჭყვიალებდნენ და კაშკაშებდნენ. მათგან უმეტესი ახლად იყო
მოჭრილი, ცალ მხარეს საფეხურებიანი პირამიდა ჰქონდათ ამოტ-
ვიფრული, მეორე მხარეს – გისის ჰარპია.
– რა ლამაზია. ნეტავ, რამდენ ასეთ სკივრს ვნახავ, თქვენს ქა-
ლაქს რომ ავიღებ? გრაზდანმა ჩაიცინა.
799
– არც ერთს, რადგან ქალაქს ვერ აიღებ.
– მეც მაქვს საჩუქარი შენთვის, – მან სკივრს ჯახუნით დაახურა
თავი, – სამი დღე. მესამე დღის დილით თქვენი მონები გარეთ გამო-
უშვით. ყოველ კაცს, ქალს და ბავშვს უნდა მისცეთ იარაღი და იმდე-
ნი საკვები, სამოსი, ფული და ნივთები, რამდენის ზიდვასაც შეძლე-
ბენ. წამოსაღები თავად უნდა აირჩიონ თავიანთი ბატონების ქონე-
ბიდან, როგორც მრავალწლიანი სამსახურის გასამრჯელო. როდე-
საც ყველა მონა გამოვა, კარიბჭეებს გახსნით და ჩემს შეუბღალა-
ვებს ქალაქის გასაჩხრეკად შეუშვებთ, რათა დავრწმუნდე, რომ მო-
ნობაში არავინ დარჩენილა. ასე თუ მოიქცევით, იუნკაის არ დავწვავ
და არც გავძარცვავ და მის მოქალაქეთაგან არავის არაფერი და-
უშავდება. ბრძენი ბატონები მათთვის სასურველ მშვიდობას მოიპო-
ვებენ და დაამტკიცებენ, რომ მართლაც ბრძენები არიან. რას იტყვი?
– ვიტყვი, რომ შეშლილი ხარ.
– მართლა? – დენიმ მხრები აიჩეჩა და თქვა, – დრაკარის.
დრაკონები გამოეპასუხნენ. რეიგარი ასისინდა და ბოლი გამო-
უშვა, ვისერიონმა კბილები გააწკაპუნა, დროგონმა კი შავ-წითელი
ცეცხლის ხვეული გადმოაფრქვია. ცეცხლი გრაზდანის ტოკარს მის-
წვდა და აბრეშუმი წამის უმალ აბრიალდა. ოქროს მარკები ხალიჩა-
ზე დაიფანტა, როცა დესპანი სკივრს წამოედო. ყვირილით იგინებო-
და და მკლავებზე ხელებს იცემდა, ამასობაში თეთრწვერამ თავზე
წყლით სავსე სურა დააცალა, ცეცხლი რომ ჩაექრო.
– შენ დაიფიცე, რომ უსაფრთხოების სიგელი მექნებოდა! – იყვი-
რა იუნკაელმა დესპანმა.
– ყველა იუნკაელი ასე წუწუნებს, ტოკარი რომ შეეტრუსება? ახა-
ლს გიყიდი... თუ სამ დღეში მონებს მომგვრით. თუ არა და, დროგო-
ნი უფრო ცეცხლოვან კოცნას გაჩუქებს, – დენიმ ცხვირი აიბზუა, –
ფუ, ჩაგისვრია. წაიღე შენი ოქრო და წადი, და იზრუნე, რომ ბრძენმა
800
ბატონებმა ჩემი შენათვალი შეიტყონ.
გრაზდან მო ერაზმა თითი მიაშვირა.
– ინანებ ამ ქედმაღლობას, კახპავ. გპირდები, ეს პატარა ხვლი-
კები ვერ დაგიფარავენ. ერთ ლიგაზეც კი რომ მოეკარონ იუნკაის,
ჰაერს ისრების წვიმით ავავსებთ. გგონია, ძალიან ძნელია დრაკო-
ნის მოკვლა?
– მონით მოვაჭრის მოკვლაზე უფრო ძნელი კია. სამი დღე, გრაზ-
დან. უთხარი ყველას. მესამე დღის ბოლოს იუნკაიში შემოვალ, სუ-
ლერთია, ნებით გამიღებთ კარს თუ არა.
იუნკაელები ბანაკიდან რომ გავიდნენ, უკვე სრულიად დაღამე-
ბულიყო. ბნელი ღამე იქნებოდა: უმთვარო, უვარსკვლავო, დასავ-
ლეთიდან მობერილი სუსხიანი, ნოტიო ქარით. კარგი ბნელი ღამეა-
ო, გაიფიქრა დენიმ. გარშემო ყველგან ანთებული კოცონები ჩანდა,
პატარა წითელ ვარსკვლავებად გაფანტულიყვნენ გორაკსა და ველ-
ზე.
– სერ ჯორაჰ, მოუხმე ჩემს სისხლისმიერებს.
მათ მოლოდინში დენი ბალიშებში ჩაჯდა და გარს დრაკონები შე-
მოისხა. ყველანი რომ მოგროვდნენ, თქვა:
– შუაღამიდან ერთი საათის მერე შესაფერი დრო იქნება.
– ჰო, ხალესი, – მიუგო რახარომ, – რისთვის შესაფერისი?
– შეტევის დასაწყებად.
სერ ჯორაჰ მორმონტი მოიღუშა.
– ქირით მებრძოლებს უთხარი...
– ...რომ დილით პასუხი ეთქვათ. ამაღამინდელ ღამეზე არაფერს
შევპირებივარ. ქუხილის ყვავები ჩემს შეთავაზებაზე იმსჯელებენ.
მეორე ძეები მეროსთვის მიცემული ღვინით იქნებიან მთვრალები.
იუნკაელებს კი ჰგონიათ, რომ სამი დღე კიდევ აქვთ. ჩვენ მათ სიბ-
ნელის საფარქვეშ ჩავიგდებთ ხელში.
801
– მზვერავები ეყოლებათ ჩვენთვის მოჩენილი.
– და სიბნელეში ისინი ასობით ანთებულ კოცონს დაინახავენ, –
შეეპასუხა დენი, – თუკი ხედავენ რამეს საერთოდ.
– ხალესი, – უთხრა ჟოგომ, – იმ მზვერავებს მე მივხედავ. ისინი
ხომ მხედრები არ არიან, მარტო ცხენიანი მონები არიან, ესაა და ეს.
– ეგრეა, – დაეთანხმა დენი, – ვფიქრობ, სამი მხრიდან უნდა შე-
ვუტიოთ. რუხო მატლო, შენი შეუბღალავები მარჯვნიდან და მარ-
ცხნიდან დაარტყამენ, ჩემი კოები კი ცხენოსნებს სოლად შეჭრიან
მათ ცენტრში. მონა ჯარისკაცები ამხედრებულ დოთრაკებს წინ ვერ
დაუდგებიან, – დენიმ გაიღიმა, – თუმცა მე ყმაწვილი ქალი ვარ და
ომის ბევრი არაფერი გამეგება. რას ფიქრობთ, მილორდებო?
– მე ვფიქრობ, რომ რეიგარ ტარგარიენის და ხარ, – უთხრა სერ
ჯორაჰმა მწარე ნახევარღიმილით.
– დიახ, – გაეპასუხა არსტან თეთრწვერა, – და თანაც – დედო-
ფალი.
დეტალების განხილვას ერთი საათი მოანდომეს. ახლა ყველაზე
სახიფათო დრო დგებაო, გაიფიქრა დენიმ, როცა მისი მეთაურები
თავიანთ რაზმებთან წავიდნენ. ისღა დარჩენოდა, ელოცა, რომ ღა-
მის წყვდიადს მტრისგან კარგად დაეფარა მათი სამზადისი.
შუაღამისას კარგა მაგარი შიში ჭამა, როცა სერ ჯორაჰმა კარში
მდგომ მძლავრ ბელვასს გვერდი აუქცია და კარავში შემოეჭრა.
– შეუბღალავებმა დაიჭირეს ქირით მებრძოლი, ბანაკში შემო-
პარვას რომ ლამობდა. – ჯაშუში? – დენი შეშინდა. ერთი თუ დაიჭი-
რეს, ნეტავ, რამდენმა შეძლო, გაეღწია? – ამბობს, ძღვენით მოვე-
დიო. ეს ის ყვითელი მასხარაა, ლურჯთმიანი.
დარიო ნაჰარის.
– ის. მაშ, მოვუსმენ, რა აქვს სათქმელი.

802
ყარიბმა რაინდმა ტყვე რომ მოჰგვარა, დენიმ თავს ჰკითხა, ნე-
ტავ, თუ შეიძლება, ორი კაცი ასე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგა-
ნო. ტიროშელი თეთრი იყო, სერ ჯორაჰი – შავგვრემანი; ის – მოქ-
ნილი, რაინდი – მოუხეშავი; იმას ხშირი კულულები ამშვენებდა, ეს
კი მელოტდებოდა; იმას გლუვი კანი ჰქონდა, გაბანჯგვლული მორ-
მონტისგან განსხვავებით. და მისი რაინდი უბრალოდ იცვამდა, მა-
შინ, როცა ტიროშელი მორთულობით ფარშევანგსაც კი დაჩრდი-
ლავდა, თუმცა ახლა, აქ მოსასვლელად, კაშკაშა ყვითელ სამოსზე
სქელი შავი მოსასხამი მოეცვა. ცალ მხარზე მძიმე ჯვალოს ტომარა
მოეგდო.
– ხალესი, – შეჰყვირა დენის, – ძღვენი და სასიხარულო ამბავი
მოგიტანე. ქუხილის ყვავები შენია, – რომ გაიღიმა, პირში ოქროს
კბილმა გაუელვა, – და დარიო ნაჰარისიც! დენი ყოყმანობდა. თუ ეს
ტიროშელი საჯაშუშოდ მოვიდა, მისი სიტყვები შეიძლებოდა, მხო-
ლოდ თავის გადარჩენის მცდელობა ყოფილიყო და სხვა არაფერი.
– პრენდალ ნა გეზნი და სალორი ამაზე რას ამბობენ?
– ბევრს არაფერს, – დარიომ ტომარა მოაპირქვავა და სალორ
მელოტისა და პრენდალ ნა გეზნის თავები დენის ხალიჩაზე დაგორ-
და, – ესეც ჩემი ძღვენი დრაკონების დედოფალს.
ვისერიონმა პრენდალის კისრიდან გადმოდენილი სისხლი დაყ-
ნოსა და გამოისროლა ცეცხლის ბურთი, რომელიც მკვდარს სახეში
მიეფრქვა, გაფითრებული ლოყები დაუბუგა და დაუბუშტა. შემწვარი
ხორცის სუნზე დროგონი და რეიგარიც შეიშმუშნენ. – ეს შენ ქენი? –
დენის ლამის გული არეოდა.
– სხვამ ვინ? – თუ დრაკონები აფრთხობდნენ კიდევაც, დარიო
ნაჰარისი ამას ოსტატურად მალავდა. თაგვთან მოთამაშე სამ კნუტ-
საც ალბათ ამდენსავე ყურადღებას მიაქცევდა.
– რატომ?
803
– იმიტომ, რომ ასე ლამაზი ხარ, – დიდი და ძლიერი ხელები
ჰქონდა და ეს უტეხი ლურჯი თვალები და მოზრდილი კეხიანი ცხვი-
რი რაღაცით დიდებული მტაცებელი ფრინველის შეუპოვრობას გა-
გახსენებდა, – პრენდალმა ბევრი ილაპარაკა და ცოტა თქვა, – მის
მდიდრულ ტანსაცმელს ნახმარობა ეტყობოდა: ჩექმებს მარილიანი
ლაქები დაჩნეოდა, ფრჩხილების მინანქარი დახეთქოდა, მაქმანი
ოფლს გაეწება და მოსასხამზე გაცვეთილი ბოლო მოუჩანდა, – სა-
ლორი კი ისე იჩიჩქნიდა ცხვირს, თითქოს ოქროს ჟღვინტები ჰქო-
ნოდა, – მაჯებგადაჯვარედინებული იდგა, ხელისგულები მახვილე-
ბის ტარებზე დაესვენებინა: მარცხენა თეძოზე მოხრილი დოთრაკუ-
ლი არახი ეკიდა, მარჯვენაზე კი – მირული სტილეტი. მათი ტარები
ერთნაირ ოქროსფერ ქალებს გამოსახავდა: შიშველსა და მაცდუ-
რად მომხიბლავს.
– ამ ლამაზი ხმლების მოხმარება თუ იცი? – ჰკითხა დენიმ.
– პრენდალი და სალორი დამემოწმებოდნენ, მკვდრებს ლაპა-
რაკი რომ შეეძლოთ. დღე, როცა ქალს არ მოვეალერსები, მტერს
არ მოვკლავ და გემრიელად არ გეახლები, ნაცხოვრებად არ მიმაჩ-
ნია... ხოლო ჩემი ნაცხოვრები დღეების რიცხვი ცის ვარსკვლავები-
ვით უთვალავია. მკვლელობას მშვენიერებად ვაქცევ და მრავალ
ჯამბაზსა თუ ცეცხლზე მოცეკვავეს დასცდენია ღმერთების საყვედუ-
რი იმის გამო, რომ სანახევროდაც ვერ მიტოლდებოდნენ სისწრა-
ფით თუ მოქნილობით. ჩამოგითვლიდი ჩემგან მოკლულ კაცებს,
მაგრამ სანამ გავასრულებდი, შენი დრაკონები ციხეებისხელა გაიზ-
რდებოდნენ, იუნკაის გალავნები ყვითელ მტვრად იქცეოდა, და
დადგებოდა, ჩაივლიდა და კვლავ დადგებოდა ზამთარი.
დენიმ გაიცინა. მოსწონდა, როგორ ბაქიბუქობდა დარიო ნაჰა-
რისი.
– ამოაგე ხმალი და შემომფიცე, რომ მემსახურები.
804
დარიოს არახი თვალის დახამხამებაში ამოფრინდა ქარქაში-
დან. მორჩილება იმავე სიფიცხით მიიღო, რაც მის მთელ არსებაში
გამოსჭვიოდა. ღრმად დაიდრიკა, სახე მის ფეხებს მიუახლოვა.
– ჩემი ხმალი შენია, ჩემი სიცოცხლე შენია. ჩემი სიყვარული შე-
ნია. ჩემი სისხლი, ჩემი სხეული, ჩემი სიმღერები – ყველაფერი შენ
გეკუთვნის. ვიცოცხლებ და მოვკვდები შენი ბრძანებით, მშვენიერო
დედოფალო.
– მაშ, იცოცხლე, – უთხრა დენიმ, – და ამაღამ ჩემთვის იბრძო-
ლე.
– ეს ბრძნული განზრახვა არ იქნება, ჩემო დედოფალო, – სერ
ჯორაჰმა დარიო ცივი, მტკიცე მზერით გაზომა, – ეს კაცი აქ დატოვე
და მცველები მიუჩინე, სანამ ბრძოლა არ დასრულდება.
დენი წუთით დაფიქრდა, მერე თავი გაიქნია.
– თუ მას ქუხილის ყვავების ჩვენკენ გადმოყვანა შეუძლია, მაშინ
მოულოდნელობა განაღდებული გვაქვს.
– ხოლო თუ გიღალატებს, მოულოდნელობას დაემშვიდობე.
დენიმ ისევ დახედა ქირით მებრძოლს. მან ისე გაუღიმა, რომ ქა-
ლი გაწითლდა და სახე მიაბრუნა.
– არ მიღალატებს.
– საიდან იცი?
დენიმ მიათითა გაშავებულ ხორცის გროვაზე, რომელსაც დრა-
კონები ლუკმალუკმა გლეჯდნენ და ნთქავდნენ.
– ამას მისი გულწრფელობის დასტურად ვიღებ. დარიო ნაჰარის,
მოამზადე შენი ქუხილის ყვავები, ზურგიდან დაარტყან იუნკაელებს,
შეტევა რომ დაიწყება. შეგიძლია, მშვიდობით დაბრუნდე უკან?
– თუ გამაჩერეს, ვიტყვი, რომ დაზვერვაზე ვიყავი და არაფერი
დამინახავს, – ტიროშელი წამოდგა, თავი დაუკრა და გაქრა.
სერ ჯორაჰ მორმონტი შეყოვნდა.
805
– თქვენო მოწყალებავ, – მიახალა უხეშად, – ეს შეცდომა იყო.
ამ კაცზე არაფერი ვიცით...
– ვიცით, რომ ჩინებული მებრძოლია.
– ანუ ჩინებული მკვეხარა.
– მას ქუხილის ყვავები ჩვენკენ გადმოჰყავს. – თან რა ლურჯი
თვალები აქვს. – ხუთასი არც მაინცდამაინც ერთგული ქირით მებ-
რძოლი.
– ამგვარ ჟამს ყველანაირი ერთგულება საეჭვოა, – შეახსენა დე-
ნიმ. და კიდევ ორჯერ უნდა მიღალატონ, ერთხელ ოქროსთვის და
ერთხელ სიყვარულისთვის.
– დენერის, მე შენზე სამჯერ უფროსი ვარ, – უთხრა სერ ჯორაჰმა,
– მინახავს, რა ცრუები არიან ადამიანები. ნდობის ღირსი მათგან ძა-
ლიან ცოტაა და დარიო ნაჰარისი ასეთთა შორის არ მეგულება. მის
წვერსაც კი ცრუ ფერი აქვს.
ამან დენი გააბრაზა.
– ხოლო შენ ალალი წვერი გაქვს, ამის თქმა გინდა? შენ ხარ ის
ერთადერთი კაცი, ვისაც როდისმე შეიძლება ვენდო?
სერ ჯორაჰი გაქვავდა – ეგ არ მითქვამს.
– ყოველდღე მაგას მეუბნები. პაიატ პრი მატყუარაა; ზარო ხრი-
კებს ხლართავს, ბელვასი ბაქიაა, არსტანი მკვლელია... თუ გგონია,
ჯერაც პატარა მიამიტი ქალწული ვარ და სიტყვების მიღმა ნათქვამი
არ მესმის?
– თქვენო მოწყალებავ...
დენი არ ცხრებოდა.
– შენსავით ერთგული მეგობარი მე სხვა არ მყოლია, ვისერისზე
უკეთესი ძმობა გამიწიე. შენ ჩემი პირველი ქეშიკი ხარ, ჩემი ჯარის
სარდალი, ჩემი ყველაზე ღირებული მრჩეველი, ჩემი სანდო მარჯვე-
ნა. პატივს გცემ და გაფასებ – მაგრამ არ მსურხარ, ჯორაჰ მორმონტ,
806
და დამღალა შენმა მცდელობებმა, ამქვეყნად ყველა კაცი გამარი-
დო, რათა სხვა გზა არ მქონდეს და ჩემს სურვილს წინ მხოლოდ შენ
დახვდე. არაფერი გამოგივა, და ეს ვერ მაიძულებს, შეგიყვარო.
მორმონტი წამოწითლდა, დენიმ ლაპარაკი რომ დაიწყო, მაგრამ
როცა დაასრულა, რაინდს სახე კვლავ გაფითრებული ჰქონდა. ქვა-
სავით უძრავად იდგა.
– თუ დედოფალი მიბრძანებს, – უთხრა მოკლედ და ცივად.
დენის მდუღარება კი ორივეს ეყოფოდა.
– დიახ, – მიუგო პასუხად, – გიბრძანებს. ახლა კი გასწი და მიხე-
დე შენს შეუბღალავებს, სერ. ბრძოლა გაქვს მოსაგები.
მორმონტი რომ წავიდა, დენი დრაკონების გვერდით მოწყვეტით
დაეცა ბალიშებს. არ აპირებდა, სერ ჯორაჰთან ასე მკვახედ ელაპა-
რაკა, მაგრამ რაინდის გაუთავებელმა ეჭვიანობამ მასში ბოლოს და
ბოლოს დრაკონი გამოაღვიძა. მაპატიებს, უთხრა თავისთავს. მე მი-
სი მებატონე ვარ. დენი მიხვდა, რომ მაინც ეფიქრებოდა, იქნებ, და-
რიოზე მართალი მითხრაო. უცებ თავი ძალიან მარტოსულად იგ-
რძნო. მირი მაზ დურმა აღუთქვა, რომ ბავშვი არასოდეს ეყოლებო-
და. ტარგარიენების გვარი ჩემით გასრულდება. ამ ფიქრმა დაანაღ-
ვლიანა.
– თქვენ უნდა იყოთ ჩემი შვილები, – უთხრა დრაკონებს, – ჩემი
სამი შეუპოვარი შვილი. არსტანი ამბობს, დრაკონები ადამიანებზე
მეტს ცოცხლობენო, ჰოდა, ჩემი სიკვდილის მერე თქვენ იცოც-
ხლებთ.
დროგონმა კისერი მოიღრიცა, მისთვის ხელზე რომ წაეკბინა. ძა-
ლიან ბასრი კბილები ჰქონდა, მაგრამ ასე თამაშისას ერთხელაც არ
გაუკაწრავს. დენიმ გაიცინა და გადააკოტრიალა, სანამ დრაკონმა
არ იღრიალა, კუდს კი შოლტივით იქნევდა. დენი ამჩნევდა, როგორ
გაზრდილიყო. ხვალ კიდევ უფრო გრძელი იქნება. ახლა სწრაფად
807
იზრდებიან, და როცა საბოლოოდ გაიზრდებიან, ფრთები გამომეს-
ხმება. დრაკონზე ამხედრებული შეძლებდა, თავის ჯარს საბრძოლ-
ველად გასძღოლოდა, როგორც ეს ასტაპორში ჩაიდინა. მაგრამ ჯერ
პატარები იყვნენ, მხედარს ვერ ზიდავდნენ. შუაღამე დადგა და გა-
დაიარა, ბანაკში სიწყნარე ჩამოწვა. დენი თავის მოახლეებთან ერ-
თად კარავში იჯდა, არსტან თეთრწვერა და მძლავრი ბელვასი კი
მცველებად იდგნენ. ყველაფერზე ძნელი ლოდინია. დენი თავს ისევ
ბავშვად გრძნობდა, ასე უქმად რომ იჯდა კარავში, როცა მისი ბრძო-
ლის ბედი უმისოდ წყდებოდა.
საათები კუსავით მიზოზინებდნენ. ჟიქვიმ ბეჭები დაუზილა და
დაძაბულობა გაუქარვა, მაგრამ აფორიაქებული დენი მაინც ვერ
იძინებდა. მასანდიმ შესთავაზა, მშვიდობიანი ხალხის იავნანას გიმ-
ღერებო, მაგრამ დენიმ თავი გაიქნია. – არსტანი მომიყვანე.
ბერიკაცი რომ მოვიდა, დენი რაკარის ტყავში გამოხვეული დახ-
ვდა. მისი ძველი სუნი ჯერ კიდევ დროგოს ახსენებდა ხოლმე.
– ვერ ვიძინებ, როცა ჩემ გამო ხალხი იხოცება, თეთრწვერა, –
უთხრა მოხუცს, – თუ შეიძლება, კიდევ მიამბე რამე ჩემს ძმა რე-
იგარზე. მომეწონა ის ამბავი, გემზე რომ მომიყევი: როგორ გადაწ-
ყვიტა, მეომარი უნდა ვიყოო.
– თქვენი მოწყალება ძლიერ კეთილია.
– ვისერისი ამბობდა, რომ ჩვენმა ძმამ ბევრი ტურნირი მოიგო.
არსტანმა პატივისცემით დაუკრა თავი.
– მისი მოწყალების სიტყვებს მე ვერ შევედავები...
– მაგრამ? – ჩაეკითხა დენერისი, – მითხარი. გიბრძანებ.
– პრინც რეიგარის სიჩაუქე უეჭველი იყო, მაგრამ საასპარეზოდ
იშვიათად თუ გამოვიდოდა. მას არასოდეს უყვარდა იარაღის სიმ-
ღერა ისე, როგორც რობერტს ან ჯეიმი ლანისტერს. ტურნირებს მის-
თვის სიხარული არასოდეს მოჰქონდა: ეს იყო დავალება, სამყარო
808
რომ აკისრებდა. დავალებას თავს კარგად ართმევდა, იმიტომ, რომ
საერთოდ ყველაფერს კარგად აკეთებდა. ამგვარი ბუნება ჰქონდა.
მაგრამ ეს სიხარულს არ ანიჭებდა. ამბობდნენ, თავისი ქნარი ბევ-
რად ურჩევნია თავის შუბსო.
– ზოგ ტურნირში მაინც გაიმარჯვებდა, – თქვა იმედგაცრუებულ-
მა დენიმ.
– სიჭაბუკეში მისმა მოწყალებამ ბრწყინვალედ იასპარეზა გრი-
გალის კიდის ტურნირში, დაამარცხა ლორდი სტეფონ ბარათეონი,
ლორდი იასონ მალისტერი, დორნელი წითელი ასპიტი და იდუმალი
რაინდი, რომელიც სახელგავარდნილი საიმონ ტოინი აღმოჩნდა,
მეფისტყის ყაჩაღების მეთაური. იმ დღეს სერ არტურ დეინთან შერ-
კინებაში თორმეტი შუბი დალეწა.
– ანუ იმან გაიმარჯვა?
– არა, ეს პატივი ერგო სხვა მეფის ქეშიკ რაინდს, რომელმაც
პრინცი რეიგარი ბოლო შერკინებაში ჩამოაგდო ცხენიდან.
დენის არ უნდოდა მოსმენა, როგორ ჩამოაგდეს რეიგარი.
– აბა რა ტურნირები მოიგო ჩემმა ძმამ?
– თქვენო მოწყალებავ, – ბერიკაცი შეყოყმანდა, – მან ყველაზე
დიდ ტურნირში გაიმარჯვა.
– რომელში? – პასუხი მოსთხოვა დენიმ.
– ტურნირში, რომელიც ლორდმა ვენტმა გამართა ჰარენჰალში,
ღმერთების თვალის გვერდით, ცრუ გაზაფხულის წელს. ღირსახსო-
ვარი მოვლენა იყო. რაინდთა ორთაბრძოლების გარდა, იქ გაიმარ-
თა ძველებური ხელჩართული ბრძოლა რაინდების შვიდ ჯგუფს შო-
რის, აგრეთვე – შეჯიბრი ისრის სროლასა და ტაბარების ტყორცნა-
ში, დოღი, მომღერლების შეჯიბრი, ჯამბაზების წარმოდგენა და მრა-
ვალი ნადიმი და სანახაობა. ლორდი ვენტი არა მხოლოდ მდიდარი,
ხელგაშლილიც იყო. მის მიერ შეპირებულმა მდიდრულმა პრიზებმა
809
ასობით მონაწილე მოიზიდა. თავად მეფე-მამაშენი მივიდა ჰარენ-
ჰალში, თუმცა უკვე მრავალი წელი არ გამოსულიყო წითელი ციხი-
დან. შვიდი სამეფოს უდიდესი ლორდები და მძლეთამძლე ფალავ-
ნები შეიკრიბნენ იმ ტურნირზე და დრაკონის ქვის პრინცმა ყველა
დაჯაბნა.
– ეს ხომ ის ტურნირი, იყო, რომელზეც მან ლიანა სტარკი სიყვა-
რულისა და სილამაზის დედოფლად გამოაცხადა, – თქვა დენიმ, –
იქ იყო პრინცესა ელიაც, მისი ცოლი, მაგრამ ჩემმა ძმამ გვირგვინი
მაინც სტარკ გოგოს დაადგა, მერე კი კიდევაც მოსტაცა საქმროს. ეს
რატომ ქნა? დორნელი ქალი განა ასე ცუდად ექცეოდა? – მე ვერ
განვსჯი, რა ჰქონდა გულში შენს ძმას, თქვენო მოწყალებავ. პრინ-
ცესა ელია კეთილი და მოწყალე ქალბატონი იყო, თუმცა ჯანმრთე-
ლობა ყოველთვის სუსტი მოსდევდა.
დენიმ ლომის ტყავი უფრო მჭიდროდ მოიხვია მხრებზე.
– ვისერისმა ერთხელ მითხრა, ყველაფერი შენი ბრალია, ასე
გვიან რომ დაიბადეო, – ახსოვდა, რა ცხარედ უარყოფდა ამ ბრალ-
დებას და ისიც კი გაბედა, რომ ვისერისს უთხრა, მაშინ შენი ბრალი
ყოფილა, გოგოდ რომ არ დაიბადეო. ძმამ ამ თავხედობისთვის მწა-
რედ სცემა, – ასე ამბობდა, დროზე რომ დაბადებულიყავი, ელიას
ნაცვლად რეიგარი შენ შეგირთავდა და ყველაფერი სხვაგვარად იქ-
ნებოდაო. რეიგარი თავის ცოლთან ბედნიერი რომ ყოფილიყო, მა-
შინ სტარკი გოგო აღარ დასჭირდებოდაო. – იქნებ, ასეცაა, თქვენო
მოწყალებავ, – თეთრწვერა წამით შეყოვნდა, – მაგრამ, ასე მგონია,
რეიგარი ბედნიერებას ვერ ეთავსებოდა.
– როგორი პირქუში გამოგყავს, – დაიჩივლა დენიმ.
– პირქუში არა, მაგრამ... პრინც რეიგარს ნაღველი სდევდა,
გრძნობდა... – ბერიკაცი ისევ შეყოყმანდა.
– მითხარი, – დააძალა დენიმ, – რას გრძნობდა?
810
– ...განწირულობას. მწუხარებაში დაიბადა, ჩემო დედოფალო,
და ის ჩრდილი მთელი ცხოვრება თავს ადგა.
ვისერისმა რეიგარის დაბადებაზე მხოლოდ ერთხელ მოუთხრო.
ალბათ, ეს ამბავი მასაც მეტისმეტად ამწუხრებდა.
– ზაფხულის დარბაზის ჩრდილი სდევდა, არა?
– დიახ. და მაინც, პრინცს ყველაზე მეტად სწორედ ეგ ადგილი
უყვარდა. დროდადრო მიდიოდა იქ და თან მხოლოდ თავის ქნარს
იახლებდა. იქ მეფის ქეშიკი რაინდებიც კი არ მიჰყვებოდნენ. უყვარ-
და დაქცეულ დარბაზში მთვარისა და ვარსკვლავების ქვეშ ძილი,
უკან დაბრუნებულს კი ყოველთვის ახალი სიმღერა მოჰქონდა.
რომ მოგესმინა, როგორ უკრავდა თავის ვერცხლისსიმებიან არ-
ფას და შემოღამებაზე, ცრემლებსა და მეფეთა სიკვდილზე მღერო-
და, იმასღა იფიქრებდი, უეჭველად თავისთავზე და თავის საყვარელ
ადამიანებზე მღერისო.
– უზურპატორი? ისიც უკრავდა სევდიან სიმღერებს?
არსტანმა ჩაიცინა.
– რობერტი? რობერტს ისეთი სიმღერები უყვარდა, რომ გააცი-
ნებდა, და რაც უფრო უხამსი იყო, მით უკეთესი. თვითონ მხოლოდ
სიმთვრალეში მღეროდა და მაშინაც „ელის კასრი“, „ოცდარვა კათ-
ხა“ ან „დათვი და ტურფა ასული“ თუ მოადგებოდა ენაზე. რობერტი
ძალიან...
დრაკონებმა ერთად ასწიეს თავები და დაიღრიალეს.
– ცხენები! – დენი წამოხტა, ხელებით ლომის ტყავს ჩაჰფრენო-
და. გაიგონა, გარეთ როგორ დაიბუხუნა რაღაც მძლავრმა ბელვას-
მა, მერე სხვების ლაპარაკიც და ბევრი ცხენის ჩქამიც მოესმა, – ირი,
მიდი და ნახე, ვინ...
კარვის ფარდა გადაიწია და სერ ჯორაჰ მორმონტი შემოვიდა.

811
მტვრიანი და სისხლის შხეფებიანი იყო, მაგრამ ბრძოლიდან უვნე-
ბელი გამოსულიყო. ყარიბი რაინდი დენის წინ ცალ მუხლზე დაეშვა
და უთხრა:
– თქვენო მოწყალებავ, გამარჯვების ამბავი მოგიტანე. ქუხილის
ყვავები ჩვენკენ გადმოვიდნენ, მონები შედრკნენ და გაიქცნენ, მე-
ორე ძეები კი, როგორც თავადვე თქვი, ისე დათვრნენ, ბრძოლის-
თვის აღარ ვარგოდნენ. ორასი მკვდარია, უმეტესად – იუნკაელები.
მონებმა შუბები დაყარეს და გაიქცნენ, ქირით მებრძოლები კი დაგ-
ვნებდნენ. რამდენიმე ათასი ტყვე გვყავს.
– ჩვენ რამდენი დავკარგეთ?
– ათამდე კაცი. თუა მაგდენი.
დენიმ ახლაღა გაიღიმა.
– წამოდექი, ჩემო კეთილო, მამაცო დათვო. გრაზდანი აიყვა-
ნეთ? ან ტიტანის ბუში? – გრაზდანი იუნკაიში წავიდა, შენი პირობე-
ბის გადასაცემად, – სერ ჯორაჰი ადგა, – მერო გაიქცა, როცა მიხ-
ვდა, რომ ქუხილის ყვავები სხვა მხარეს იბრძვიან. ხალხი დავადევ-
ნე, შორს ვერ გაგვექცევა.
– კარგია, – თქვა დენიმ, – ქირით მებრძოლი იქნება თუ მონა,
ყველა შეიწყალეთ, ვინც კი ერთგულებას შემომფიცავს. თუ მეორე
ძეები საკმაოდ ბევრნი შემოგვიერთდებიან, მათი რაზმი დაუშლელი
დატოვე.
მეორე დღეს დენიმ იუნკაიმდე დარჩენილი სამი ლიგაც გაიარა.
ქალაქი წითლის ნაცვლად ყვითელი აგურით იყო ნაშენი; სხვა
მხრივ, ესეც ასტაპორი გეგონებოდა, ისეთივე ჩამოფშვნილი გალავ-
ნით, იგივე მაღალი, საფეხუროვანი პირამიდებით და – კარიბჭეზე
ჩამომჯდარი ჰარპიით. გალავანს და კოშკებს მეარბალეტეები და
მეშურდულენი შესეოდნენ. სერ ჯორაჰმა და რუხმა მატლმა მისი ჯა-
რი მოაწყვეს, ირიმ და ჟიქვიმ კარავი გაშალეს, დენი დაბრძანდა და
812
ცდა დაიწყო.
მესამე დღის დილით ქალაქის კარი გადაიხსნა და იქიდან მონე-
ბის ნაკადმა იწყო დენა. დენი მათ შესახვედრად ვერცხლაზე ამხედ-
რდა. ჩავლილ ადამიანებს პატარა მასანდი ეუბნებოდა, რომ თავი-
სუფლება მათ უბოძა დენერის ტარგარიენმა, დაუწველმა, ვესტერო-
სის შვიდი სამეფოს დედოფალმა და დრაკონების დედამ.
– მისა! – შესძახა დენის შავგვრემანმა კაცმა. მხრებზე პატარა
გოგონა ეჯდა და მანაც იგივე სიტყვა შესძახა წვრილი ხმით, – მისა,
მისა!
დენიმ მასანდის შეხედა.
– რას იძახიან?
– ეს გისურია, ძველი წმინდა ენა. „დედას“ ნიშნავს.
დენის გული მოეწურა. ვერასოდეს დავბადებ ცოცხალ ბავშვსო,
გაახსენდა. ხელი რომ ასწია, უცახცახებდა. შეიძლება, გაიღიმა კი-
დევაც. ალბათ, გაიღიმა, რადგანაც კაცსაც ღიმილი გადაეფინა და
ისევ დაიძახა, მას კი სხვებიც აჰყვნენ.
– მისა! – ყვიროდნენ ისინი, – მისა! მისა! – უღიმოდნენ, ხელებს
იწვდიდნენ მისკენ, უჩოქებდნენ.
– მაილა! – ეძახდა ზოგი, – აილალა! ქათი! ტატო! – ყვიროდნენ
სხვები, მაგრამ სხვადასხვა ენაზე წარმოთქმული სიტყვა ერთსა და
იმავეს ნიშნავდა. დედა. დედას მეძახიან.
დაძახილი ძალას იკრებდა, ვრცელდებოდა, იზრდებოდა. ისე
ხმამაღალი გახდა, რომ დენის ცხენი დააფრთხო, ფაშატმა უკან და-
იხია, თავი გააქნია და ვერცხლარუხი კუდი გააშხაპუნა. ძახილი იზ-
რდებოდა, გეგონებოდა, იუნკაის ყვითელ გალავანსაც შეარყევსო.
კარიბჭიდან მეტი და მეტი მონა მოედინებოდა და გამოსულებიც
იტაცებდნენ ყვირილს. ახლა ისინი დენისკენ მორბოდნენ, ერთმა-

813
ნეთს განზე სწევდნენ, ბორძიკობდნენ, სურდათ, შეხებოდნენ ხელ-
ზე, ცხენის ფაფარს მოჰფერებოდნენ, დენის ტერფისთვის ეკოცნათ.
მისი საბრალო სისხლისმიერები ყველას მოზღვავებას ვერ აკავებ-
დნენ და მძლავრი ბელვასიც კი შიშით ხვნეშოდა და ბურდღუნებდა.
სერ ჯორაჰი არწმუნებდა, წასულიყო, მაგრამ დენის გაახსენდა,
რა ეზმანა უკვდავების სახლში.
– არაფერს დამიშავებენ, – უთხრა რაინდს, – ისინი ჩემი შვილე-
ბი არიან, ჯორაჰ, – გაიცინა, ცხენს ქუსლები შემოჰკრა და მათკენ
გაემართა, მის თმაში ჩაბნეული ზანზალაკები გამარჯვების სიმღე-
რას მღეროდნენ. ჯერ ნაბიჯით მიდიოდა, მერე ჩორთით, ბოლოს კი
გაჭენდა, უკან გაფრიალებული ნაწნავი მიჰყვა. გათავისუფლებულ-
მა მონებმა გზა მისცეს.
– დედა! – იძახდა ასობით პირი, ათასობით, ათეულათასობით, –
დედა! – მღეროდნენ ისინი და გვერდით ჩაქროლილს თითებით
ეტანებოდნენ ფეხებზე, – დედა, დედა, დედა!

არია

შორს ამოზიდულ, შუადღის მზით ოქროსფრად გაღვრილ მაღალ


გორაკს რომ მოჰკრა თვალი, არიამ იგი მაშინვე იცნო. მაღალ გულ-
თან დაბრუნებულიყვნენ. მზის ჩასვლისას მთას უკვე მწვერვალზე
მოექცნენ და დაბანაკდნენ ადგილზე, სადაც ხიფათი არ დაემუქრე-
ბოდათ. არიამ სარკმლისხეების კუნძების წრეს ლორდ ბერიკის სა-
ჭურველთმტვირთველ ნედთან ერთად შემოუარა, მერე ერთ-ერთზე
შედგნენ და უცქირეს, როგორ ჩაიშრიტა დასავლეთით დღის ბოლო
შუქიც. აქედან ჩრდილოეთში ატეხილ ჭექა-ქუხილს ხედავდა, მაგ-
რამ მაღალი გულის მწვერვალი წვიმაზე მაღლა იყო აზიდული. თუმ-
ცა ქარს ვეღარ ასცდენოდა: ისე ძლიერად უბერავდა, რომ არიას
814
ეგონა, ვიღაც ედგა უკან და მოსასხამს ქაჩავდა. ოღონდ, რომ მიტ-
რიალდა, ვერავინ დაინახა.
მოჩვენებებიო, გაახსენდა: მაღალ გულზე მოჩვენებები ცხოვ-
რობდნენ. გორაკის თავზე დიდი კოცონი დაანთეს, მირელი თორო-
სი ფეხმორთხმით მიუჯდა და ალს ჩააშტერდა, თითქოს ცეცხლის
გარდა ამქვეყნად სხვა აღარაფერი არსებობდა.
– რას შვრება? – ჰკითხა არიამ ნედს.
– ზოგჯერ ცეცხლში რაღაცებს ხედავს ხოლმე, – მიუგო საჭურ-
ველთმტვირთველმა, – წარსულს. მომავალს. აქედან შორს მომ-
ხდარ ამბებს.
არია ცეცხლს დააცქერდა, აინტერესებდა, თვითონაც თუ დაინა-
ხავდა იმას, რასაც წითელი ქურუმი ხედავდა, მაგრამ მხოლოდ თვა-
ლები აუცრემლიანდა და მალე გვერდზე გაიხედა. გენდრიც წითელ
ქურუმს უყურებდა.
– მართლა შეგიძლია იქ მომავლის დანახვა? – ჰკითხა უცებ.
თოროსმა ცეცხლს თვალი მოაცილა და ამოიოხრა.
– აქ არა. ახლა ვერა. მაგრამ ზოგჯერ ჰო, ნათლის უფალი ხილ-
ვებს მიგზავნის. გენდრი დაეჭვებული ჩანდა.
– ჩემმა ოსტატმა თქვა, რომ ლოთი და ცრუპენტელა ხარ, რომ
შენზე უარესი ქურუმი არც არსებულა.
– რა ბოროტია, – ჩაიცინა თოროსმა, – მართალია, მაგრამ ბო-
როტი. ვინ იყო ეგ შენი ოსტატი, ბიჭო? გიცნობდი?
– ოსტატი მეიარაღე ტობო მოტის შეგირდი ვიყავი, ფოლადის ქუ-
ჩაზე. მისგან ხმლებს ყიდულობდი ხოლმე.
– ეგრეა. რაც ღირდა, იმაზე ორჯერ მეტს მღლეტდა, მერე კი
მთათხავდა, ცეცხლს რატომ უკიდებო, – თოროსმა გაიცინა, – მარ-
თალს ამბობდა შენი ოსტატი. ვერ ვიყავი მთლად უმწიკვლო ქურუ-
მი. რვა ძმას შორის ყველაზე უმცროსი დავიბადე, ჰოდა, მამაჩემმა
815
წითელ ტაძარში გამამწესა, თუმცა ჩემი ნებით მაგ გზას არ ავირჩევ-
დი. ვლოცულობდი, შელოცვებსაც წარმოვთქვამდი, მაგრამ იმავე
დროს სამზარეულოს დარბევებსაც ვმეთაურობდი და დროდადრო
ჩემს ლოგინში გოგოებსაც პოულობდნენ ხოლმე.
გაფუჭებული გოგოები, რა ვიცი, იქ როგორ ჩნდებოდნენ. თუმცა
ენების სწავლა მიადვილდებოდა. და, ცეცხლს რომ ჩავყურებდი,
ხანდახან რაღაცებს ვხედავდი ხოლმე.
ოღონდ მაინც, ჩემგან წვალება მეტი იყო, ვიდრე სარგებელი,
ამიტომაც ადგნენ და საბოლოოდ მეფის საბიჯელში გამგზავნეს, რა-
თა შვიდთაგან გაბრიყვებულ ვესტეროსში უფლის ნათელი მომეტა-
ნა. მეფე ეირისს ცეცხლი ისე უყვარდა, ფიქრობდნენ, იქნებ, მოიქცეს
კიდეცო. ვაი, რომ მისმა პირომანებმა ჩემზე უკეთესი ფოკუსები
იცოდნენ. ოღონდ მეფე რობერტს ვუყვარდი. პირველად რომ ჩავები
ხელჩართულში ჩემი ცეცხლიანი ხმლით, კევან ლანისტერის ცეც-
ხლი ყალყზე შედგა და მხედარი ჩამოაგდო, მისმა მოწყალებამ კი
იმდენი იცინა, ლამის გასკდა, – წითელი ქურუმი ამის გახსენებამ გა-
აღიმა, – თუმცა, ხმალს მასე არ უნდა მოვქცეოდი, შენი ოსტატი მა-
ქაც მართალი იყო.
– ცეცხლი ნთქავს, – მათ უკან ლორდი ბერიკი იდგა და მის ხმაში
რაღაც ისეთი ისმოდა, რამაც თოროსი მყის დაადუმა, – ნთქავს, და
რომ მოათავებს, მერე აღარაფერი რჩება. არაფერი.
– ბერიკ. ძვირფასო მეგობარო, – წითელმა ქურუმმა ელვა-
ლორდს მკლავზე დაადო ხელი, – რას ამბობ?
– ისეთს არაფერს, ადრე რომ არ მეთქვას. ექვსჯერ, თოროს? ექ-
ვსი ძალიან ბევრია, – თქვა და ერთბაშად გაბრუნდა.
იმ ღამით ქარი ლამის მგელივით ყმუოდა, სადღაც აღმოსავლე-
თით კი ნამდვილი მგლები დაძრწოდნენ და ქარს სიმღერას ასწავ-

816
ლიდნენ. ღარი, ენგაი და მთვარისქალაქელი მერიტი გუშაგად იდ-
გნენ. ნედს, გენდრისა და ბევრ დანარჩენს ღრმად ეძინათ, როცა
არიამ თვალი მოჰკრა პატარა, მოთეთრო ფიგურას, ცხენების უკან
რომ მოიპარებოდა, თხელი თეთრი თმა ქარში უფრიალებდა და და-
კორძილ ხელჯოხს ეყრდნობოდა. ქალი სამ ფუტზე მაღალი არ იქნე-
ბოდა. კოცონის ცეცხლზე თვალები ჯონის მგელივით წითლად უელ-
ვარებდა. ისიც ხომ ლანდი იყო. არია ახლო მიიპარა და ჩაცუცქდა,
რომ ეცქირა.
ლორდ ბერიკთან თოროსი და ლიმი იყვნენ, როცა ჯუჯა ქალი მი-
უპატიჟებლად ჩამოჯდა ცეცხლთან. ცხელი ღადრის მსგავსი თვალე-
ბით გახედა მათ.
– ნაკვერჩხალმა და ლიმონმა ისევ დამდეს პატივი მობრძანე-
ბით, და მისმა მოწყალებამ, გვამების ბატონმა.
– ავი სახელია. ხომ გთხოვე, ნუღარ იტყვი-მეთქი.
– დიახაც, მთხოვე. მაგრამ ჯერაც ახალი სიკვდილის სიმყრალე
გიდის, მილორდ, – ერთადერთი კბილიღა შერჩენოდა, – მომეცით
ღვინო, თორემ წავალ. ბებერი ძვლები მაქვს. ქარი რომ ქრის, სახ-
სრები მტკივა, ამსიმაღლეზე კი ქარი სულ ქრის. – ვერცხლის ირემს
მოგართმევ შენი სიზმრების საფასურად, მილედი, – უთხრა ლორ-
დმა ბერიკმა თავაზით, – და კიდევ ერთსაც, თუ ჩვენთვის ახალი ამ-
ბები გაქვს. – ვერცხლის ირემს ვერ შევჭამ, ვერც ზედ შევჯდები. სიზ-
მრებში ერთი ტიკი ღვინო მომეცი, ახალი ამბების ფასად კი იმ ყვი-
თელმოსასხამიანმა ახმახმა მაკოცოს, – დედაბერმა ჩაიხითხითა, –
ჰო, სველი პირით, ცოტაც ენით. რამდენი ხანია, რამდენი... მაგას
ლიმონის გემო ექნება, მე კი – ძვლების. ძალიან ბებერი ვარ. – დი-
ახაც, – ჩაიბუზღუნა ლიმმა, – რა დროს შენი ღვინო და კოცნებია.
ხმალს შემოგცხებ ბრტყლად, ბებერო, ჩემგან სხვას ვერაფერს
ეღირსები.
817
– თმა ბღუჯებად მცვივა და ათასი წელია, ჩემთვის აღარავის
უკოცნია. ძნელია, ასე ბებერი იყო. კეთილი, მაშინ სიმღერას დავ-
ჯერდები. ტომ შვიდას სიმღერა, ახალი ამბების საფასურად.
– გიმღერებს ტომი, – დაჰპირდა ლორდი ბერიკი. ტიკი თავადვე
მიაწოდა. ჯუჯა ქალი ხარბად დაეწაფა, ღვინო ნიკაპზე ჩამოეწუწა.
მერე ტიკი დასწია, პირი დამჭკნარი ხელის ზურგით მოიწმინდა და
თქვა, – მჟავე ღვინო მწარე ამბების წილ, ამაზე სამართლიანი გარი-
გება რაღა იქნება? მეფე მოკვდა, საკმარისად გემწარათ? არიას გუ-
ლი ყელში მიებჯინა.
– რომელი წყეული მეფე მოკვდა, ბებერო? – პასუხი მოსთხოვა
ლიმმა.
– სველი. კრაკენი მეფე, მილორდებო. მკვდარი მესიზმრა და კი-
დევაც მოკვდა, და რკინის რვაფეხები ერთმანეთს დაერივნენ. ო, და
კიდევ ლორდი ჰოსტერ ტალიც მოკვდა, მაგრამ ეგ უკვე იცით, ჰო?
მეფეების დარბაზში მარტოკა ზის ვაცი და ცახცახებს, მას დიდი ძაღ-
ლი აცხრება, – ბებერი ქალი ისევ ღვინოს დაეწაფა, ტიკი მოჭყლიტა,
პირთან რომ მიიტანა.
დიდი ძაღლი. ქოფაკს გულისხმობს? ან, იქნებ, მის ძმას, ცხენო-
სან მთაკაცს? არიამ არ იცოდა. ორივეს ერთნაირი გერბი ჰქონდა:
ყვითელ ველზე გაქცეული სამი შავი ძაღლი. მათგან ნახევარი, ვის
სიკვდილსაც არია ლოცვებში ივედრებოდა, სერ გრეგორის ხალხი
იყო: პოლივერი, დანსენი, რალფ საყვარელი, ღიტინა და თვითონ
სერ გრეგორი. შეიძლება, ლორდმა ბერიკმა ისინი ყველა ჩამოახ-
რჩოს.
– წვიმაში აყმუვლებული მგელი მესიზმრა, მაგრამ მისი გლოვა
არავის ესმოდა, – ამბობდა ჯუჯაქალი, – მესიზმრა ისეთი ჯახანი და
ჟღრიალი, რომ მეგონა, თავი გამისკდებოდა: დოლები, საყვირები,

818
სტვირები და კივილი ისმოდა, მაგრამ ყველაზე მწუხარე ხმები ზან-
ზალაკების წკრიალი იყო. მესიზმრა ნადიმად მჯდომი ასული, თმაში
ჰყავდა იისფერი გველები, რომელთა კბილებიდან შხამი წვეთავდა.
მერე ისევ მესიზმრა იგივე ასული, მან თოვლით აგებულ ციხესიმაგ-
რეში ველური გოლიათი მოკლა, – მკვეთრად მიატრიალა თავი და
სიბნელეში ზუსტად არიას გაუღიმა, – მე ვერ დამემალები, ბავშვო.
ბარემ ახლო მოდი.
არიას კისერზე ცივი შეხება დაუყვა. შიში ხმალზე ღრმად ჭრისო,
გაახსენა თავს. ადგა და ფრთხილად მიუახლოვდა ცეცხლს, მოზი-
დული მიაბიჯებდა, გასაქცევად მზად იყო.
ჯუჯაქალი დაბინდული წითელი თვალებით დააკვირდა.
– გხედავ, – დაიჩურჩულა მან, – გხედავ, მგლის ბალღო. სის-
ხლის ბალღო. მეგონა, სიკვდილის სუნი ლორდს უდიოდა, – ტირი-
ლი აუვარდა, პატარა სხეული უცახცახებდა, – სასტიკი ხარ, ჩემს გო-
რაზე რომ მოხვედი, სასტიკი. მწუხარებით ყელამდე ავივსე ზაფხუ-
ლის დარბაზში, შენი აღარ მჭირდება. განვედ აქედან, ბნელო გუ-
ლო. განვედ!
მის ხმაში ისეთი შიში ისმოდა, რომ არიამ უკან დაიხია და გა-
იფიქრა, ხომ არ შეიშალაო.
– ბავშვს ნუ აშინებ, – გაუწყრა თოროსი, – ეგ არავის არაფერს
უშავებს. ლიმ ლიმონისმოსასხამიანს თითი გატეხილი ცხვირისკენ
გაექცა.
– ეგრე ძალიანაც ნუ დაიფიცებ.
– გოგო ჩვენ გამოგვყვება, – დაამშვიდა ლორდმა ბერიკმა პატა-
რა ქალი, – რივერანში მიგვყავს, დედამისთან.
– არა, – თქვა ჯუჯამ, – არ მიგყავთ. მდინარეები ახლა შავ თევზს
უჭირავს. დედამისი თუ გინდათ, ტყუპებში ეძებეთ. იმიტომ, რომ იქ
ქორწილი უნდა გაიმართოს, – ისევ ხითხითს მოჰყვა, – შენს
819
ცეცხლს ჩახედე, წითელო ქურუმო, და ნახავ. ოღონდ ახლა არა, აქ
არა, აქ ვერაფერს დაინახავ. ეს ადგილი ჯერაც ძველი ღმერთები-
საა... ისინი აქ ბინადრობენ, ჩემსავით, დამჭკნარი და ძალამიხდი-
ლები, მაგრამ ჯერაც ცოცხლები. არც ცეცხლი უყვართ. რადგანაც
მუხას ახსოვს რკო, რკოს მუხა ეზმანება, კუნძი კი ერთშიც და მეორე-
შიც ცოცხლობს. და მათ ახსოვთ, როგორ მოვიდნენ პირველი ადა-
მიანები და მუჭით ცეცხლი მოიტანეს, – ნარჩენი ღვინო ოთხი გრძე-
ლი ყლუპით გამოსცალა, ტიკი გვერდით მიაგდო და თავისი ჯოხი
ლორდ ბერიკს მიაშვირა, – ახლა კი გადამიხადეთ. მოიტა სიმღერა,
ხომ დამპირდი.
ასე რომ, ლემმა ქურქებქვეშ მძინარე ტომი გააღვიძა და მთქნა-
რებაატეხილი თავისი ჩანგიანად ცეცხლთან მოაბრძანა.
– იგივე სიმღერა გინდა? – ჰკითხა ქალს.
– ო, დიახ. ჩემი ჯენის სიმღერა. სხვა რომელი?
ტომი ამღერდა, ჯუჯაქალმა კი თვალები დახუჭა და წინ და უკან
ქანაობას მოჰყვა, სიმღერის სიტყვებს ბუტბუტებდა და ტიროდა. თო-
როსმა არიას მაგრად ჩაჰკიდა ხელი და გვერდზე გაიყვანა.
– აცალე, წყნარად დატკბეს თავისი სიმღერით, – უთხრა გოგოს,
– მაგის მეტი აღარაფერი დარჩა.
არაფრის დაშავებას არ ვაპირებდი, გაიფიქრა არიამ.
– ტყუპებზე რას ამბობდა? დედაჩემი რივერანშია, არა?
– იყო, – წითელმა ქურუმმა ნიკაპი მოისრისა, – ქორწილიო,
თქვა. ვნახავთ. მაგრამ, დედაშენი სადაც უნდა იყოს, ლორდი ბერი-
კი იპოვის.
ცოტა ხანში ცა გადაიხსნა. ელვამ იკვესა, გორაკებს ქუხილმა გა-
დაურბინა და კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. ჯუჯაქალი ისევე ანაზ-
დად გაქრა, როგორც გამოჩნდა, ყაჩაღებმა კი ტოტები მოაგროვეს
და სახელდახელო თავშესაფარი გამართეს. მთელი ღამე წვიმდა და
820
დილით ნედმა, ლიმმა და ვატი მეწისქვილემ გაციებულებმა გაიღვი-
ძეს. ვატიმ ლუკმა ვერ შეირჩინა, ისე არწყევდა, ხოლო ყმაწვილ
ნედს მორიგეობით აცხელებდა და აციებდა, კანი კი ოფლით ჰქონდა
გაწებილი. ჩრდილოეთისკენ ნახევარი დღის სავალზე მიტოვებული
სოფელიაო, უთხრა ღარმა ლორდ ბერიკს; იქ უკეთეს თავშესაფარს
ვიპოვით და წვიმებს გადავატარებთო. ყველა ისევ უნაგირებზე
აცოცდა და ცხენები თავქვე დაუშვეს.
წვიმა არ ნელდებოდა. ტყეებსა და მინდვრებში მიდიოდნენ, ფო-
ნით გადადიოდნენ მოდიდებულ მდინარეებს, სადაც წყალი ცხენებს
მუცლებამდე სწვდებოდა.
არიამ მოსასხამის ჩაჩი წამოიხურა და მოიკუნტა, სულ დამბალი
იყო და ცახცახებდა, მაგრამ მტკიცედ გადაეწყვიტა, მედგრად ყოფი-
ლიყო. მალე მერიტი და მაჯიც ვატივით ძლიერად ახველებდნენ,
საბრალო ნედი კი ყოველი გავლილი მილის მერე უფრო საწყლდე-
ბოდა.
– მუზარადი რომ მახურავს, წვიმა ფოლადს ურახუნებს და თავს
მატკივებს, – დაიჩივლა მან, – მაგრამ რომ ვიხდი, თმა მისველდება,
სახეზე მეკვრის და პირში მიძვრება.
– დანა ხომ გაქვს, – ასწავლა გენდრიმ, – თმა ასე ძალიან თუ
გაწვალებს, გაიხოტრე ეგ წყეული თავი.
ნედი მას თვალში არ მოსდიოდა. არიას კი საჭურველთმტვირ-
თველი მოსწონდა: შეიძლება, ცოტა ზედმეტად მორცხვი, მაგრამ კე-
თილი ბიჭი იყო. არიას ყოველთვის ესმოდა, დორნელები პატარები
და შავგვრემანები არიან, შავი თმა და წვრილი შავი თვალები აქ-
ვთო, მაგრამ ნედი დიდი ლურჯი თვალებით იცქირებოდა, ისეთი მუ-
ქით, ლამის იისფერი გეგონებოდა. თმა კი ქერა ჰქონდა, უფრო სე-
ლისფერი, ვიდრე თაფლის. – რამდენი ხანია, რაც ლორდ ბერიკის
საჭურველთმტვირთველი ხარ? – ჰკითხა არიამ ბიჭს, ცოტათი მაინც
821
რომ გაერთო.
– თავის პაჟად ამიყვანა, მამიდაჩემზე რომ დაინიშნა, – ნედმა
დაახველა, – მაშინ შვიდი წლის ვიყავი, მაგრამ, ათის რომ გავხდი,
საჭურველთმტვირთველობა მომანდო. ერთხელ ჯილდო ავიღე, სა-
მიზნეებზე ასპარეზობისას.
– შუბის ხმარება არასოდეს მომისინჯავს, მაგრამ ხმალაობაში
გაჯობებ, – უთხრა არიამ, – ვინმე მოგიკლავს?
ამან ბიჭი შეაცბუნა.
– ჯერ თორმეტის ვარ.
მე რვის ვიყავი, ბიჭი რომ მოვკალიო, ლამის უთხრა არიამ, მაგ-
რამ მერე მიხვდა, რომ ჯობდა, ენაზე კბილი დაეჭირა.
– ბრძოლებში ხომ მონაწილეობდი.
– კი, – როგორც ჩანდა, ეს დიდად არ ეამაყებოდა, – ჯამბაზების
ფონთანაც ვიყავი. ლორდი ბერიკი მდინარეში რომ ჩავარდა, მე ნა-
პირზე ავათრიე, რომ არ დამხრჩვალიყო, და ხმლით ხელში თავზე
დავადექი. თუმცა ბრძოლამ არ მომიწია. მას მკერდიდან გადატეხი-
ლი შუბი ჰქონდა ამოჩრილი, ჰოდა, აღარავინ მოგვეკარა. კვლავ
რომ დავეწყვეთ, მწვანე გერგენი მომეხმარა, ბატონი ლორდი ისევ
ცხენზე აგვეთრია.
არიას თვალწინ დაუდგა ის მეფის საბიჯელელი მეჯინიბე. მის მე-
რე ჰარენჰალში მცველს გამოსჭრა ყელი, კიდევ სერ ამორის ჯარის-
კაცებიც დახოცა იმ ტბისპირა სიმაგრეში. ვერ ხვდებოდა, უნდა ჩა-
ეთვალა თუ არა ვისი და ჩიზიკი, ან ისინი, ქრცვინის სუპის გამო რომ
დაიხოცნენ... უცებ ძალიან დასევდიანდა.
– მამაჩემსაც ნედი ერქვა, – უთხრა ბიჭს.
– ვიცი. მარჯვენის ტურნირზე ვნახე. მინდოდა, მივსულიყავი და
დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, – მო-
სასხამში გამოხვეული ნედი ცახცახებდა – მხრებზე მოსხმული ღია-
822
იისფერი დამბალი ნაჭერი ბევრს ვერაფერს შველოდა, – შენც იყავი
იმ ტურნირზე? შენი და კი დავინახე. სერ ლორას ტაირელმა მას ვარ-
დი მიართვა.
– მითხრა, – ყველაფერი თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ მომ-
ხდარიყო, – მის დაქალს, ჯეინი პულის, შენი ლორდი ბერიკი შეუყ-
ვარდა.
– მან მამიდაჩემს მისცა სიტყვა, – ნედი შეიშმუშნა, – თუმცა, ეს
მანამდე იყო. მანამდე, სანამ...
...მოკვდებოდა? გაიფიქრა არიამ, ნედს ხმა რომ ჩაუწყდა და
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისმოდა, როგორ ჭყაპუნებდა ტა-
ლახში მათი ცხენების ფლოქვები. – მილედი? – გამოელაპარაკა
ბოლოს ნედი, – შენ ხომ გყავს უკანონო ძმა... ჯონ სნოუ?
– ის ღამის ებგურშია, კედელზე, – იქნებ, ჯობდეს, კედელზე წავი-
დე რივერანის ნაცვლად. ჯონს არ ენაღვლება, ვინ მოვკალი ან ვი-
ვარცხნი თუ არა თმას, – ჯონი მე მგავს, თუმცა კი ბუშია. თმებს მიჩე-
ჩავდა და „პატარა დაიკოს“ მეძახდა ხოლმე, – არიას ყველაზე მე-
ტად ჯონი ენატრებოდა. მისი სახელის წარმოთქმამაც კი დაანაღ-
ვლიანა, – შენ საიდან იცი ჯონ სნოუ?
– ის ჩემი ძუძუმტე ძმაა.
– ძმა? – არიას ვერაფერი გაეგო, – შენ ხომ დორნელი ხარ. შენ
და ჯონი ნათესავები რანაირად იქნებით?
– ძუძუმტეა. ღვიძლი ძმა კი არა. პატარა რომ ვიყავი, ლედი-დე-
დაჩემს რძე არ ჰქონდა, ჰოდა, ვილა მაწოვებდა ძუძუს.
არია დაიბნა.
– ვილა ვინღაა?
– ჯონ სნოუს დედა. არ უთქვამს? ის ჩვენ მრავალი წლის მანძილ-
ზე გვემსახურებოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ მე დავიბადებო-
დი.
823
– ჯონი დედამისს არ იცნობდა. მისი სახელიც კი არ იცოდა, –
არია ნედს ყურადღებით დააცქერდა, – შენ იცნობდი? მართლა? –
ხომ არ მამასხარავებს? – თუ მატყუებ, სახეში ჩაგცხებ.
– ვილა ჩემი ძიძა იყო, – სერიოზულად მიუგო მან, – ჩემი საგვა-
რეულოს ღირსებას გეფიცები.
– შენ საგვარეულო გაქვს? – სისულელე ჰკითხა. ბიჭი საჭურ-
ველთმტვირთველი იყო, ცხადია, საგვარეულოც ექნებოდა, – ვინ
ხარ?
– მილედი? – დაირცხვინა ნედმა, – მე ედრიკ დეინი ვარ... მოწ-
ყვეტილი ვარსკვლავის ლორდი.
მათ უკან მომავალმა გენდრიმ დაიგმინა.
– ლორდები და ლედები, – ამოთქვა დაცინვით. არია უნაგირი-
დან წასწვდა ბილიკთან მდგარ ხეს, დამჭკნარი მაჟალო მოწყვიტა
და გენდრის გაუქანა. ვაშლი სქელ, ხარის შუბლზე აუხტა.
– ოუ, – თქვა მან, – მეტკინა, – თვალის ზემოთ კანი მოისინჯა, –
ნეტა, რომელი ლედი ესვრის ხალხს მაჟალოებს?
– ცუდი ლედი, – არიამ უცებ ინანა, რაც ქნა. ისევ ნედს მიუბრუნ-
და, – ბოდიში, რომ არ ვიცოდი, ვინ იყავი. მილორდ.
– ჩემი ბრალია, მილედი, – ბიჭი ძალიან თავაზიანი იყო.
ჯონს დედა ჰყავდა. ვილა, მას ვილა ჰქვია. უნდა დაემახსოვრები-
ნა, რომ შესძლებოდა, ეთქვა მისთვის, როცა ნახავდა. ნეტავ, ისევ
თუ დამიძახებს, პატარა დაიკოო, გაიფიქრა. ისე პატარა აღარ ვარ.
სხვანაირად მაინც ხომ დამიძახებს. იქნებ, რივერანში რომ მივალ,
წერილი მივწერო ჯონს და ვუთხრა, რა თქვა ნედ დეინმა.
– ერთი არტურ დეინი იყო, – გაახსენდა მას, – ის, აისის მახვილს
რომ ეძახდნენ. – მამაჩემი სერ არტურის უფროსი ძმა იყო. ლედი
აშარა ჩემი მამიდა იყო. თუმცა მას არ ვიცნობდი. მან ბაციქვის

824
ხმლიდან ზღვაში გადაიგდო თავი, სანამ მე დავიბადებოდი. – რა-
ტომ ქნა ეგ? – შეკრთა არია.
ნედი თითქოს ყოყმანობდა. შეიძლება, ეშინოდა, რომ არია მა-
საც ესროდა რამეს. – შენს ლორდ-მამას არასოდეს მოუყოლია მას-
ზე? – ჰკითხა გოგოს, – ლედი აშარა დეინზე, მოწყვეტილი ვარ-
სკვლავის ქალბატონზე?
– არა. იცნობდნენ ერთმანეთს?
– მანამდეც, სანამ რობერტი მეფე გახდებოდა. ლედი აშარა მა-
მაშენს და მის ძმებს ჰარენჰალში შეხვდა, ცრუ გაზაფხულის წელს.
– აჰა, – არია ვერ ხვდებოდა, რა ეთქვა, – და ზღვაში რატომ გა-
დახტა?
– გაბზარული გულის გამო.
სანსა ამოიოხრებდა და ნამდვილი სიყვარულით გულაჩუყებული
ცრემლსაც მოიდენდა, მაგრამ არიამ გაიფიქრა, რა სისულელეაო.
თუმცა, ამას ნედს ხომ ვერ ეტყოდა მის საკუთარ მამიდაზე.
– გული ვინ გაუბზარა?
ნედი შეყოყმანდა.
– შეიძლება, მე არ უნდა ვამბობდე...
– მითხარი.
ნედმა უხერხულად შეხედა.
– მამიდაჩემი ალირია ამბობს, რომ ლედი აშარას და მამაშენს
ჰარენჰალში ერთმანეთი შეუყვარდათ...
– არ არის ეგრე. მამაჩემს დედაჩემი უყვარდა.
– ეჭვი არ მეპარება, მაგრამ...
– მის გარდა არავინ ჰყვარებია.
– აბა, ის ბუში კომბოსტოში ჰყოლია ნაპოვნი, – უკნიდან სიტყვა
შეაწიათ გენდრიმ. არიამ ინატრა, კიდევ ჰქონოდა მაჟალო, სახეში
რომ ეთხლიშა.
825
– მამაჩემი ღირსების კაცი იყო, – თქვა ბრაზით, – და თანაც, შენ
კი არ გელაპარაკებოდით. არ გინდა, ისევ ქვის სეპტში დაბრუნდე და
იმ გოგოს შტერული ზარები აჟღრიალო? – გენდრიმ ეს ცალ ყურში
შეუშვა და მეორედან გამოუშვა.
– მამაშენმა აღზარდა მაინც თავისი ბუში, მამაჩემივით კი არ
მოქცეულა. მე მისი სახელიც კი არ ვიცი. ნამდვილად, ვიღაც აქოთე-
ბული ლოთი იქნებოდა, იმათსავით, დედაჩემი რომ მოათრევდა
ხოლმე სახლში სალუდეებიდან. რამდენჯერაც კი გავაბრაზებდი, იმ-
დენჯერ მეუბნებოდა, მამაშენი აქ რომ იყოს, ცემით დაგასისხლია-
ნებდაო. მასზე მეტი არც არაფერი ვიცი. მაგრამ, ალბათ, ის უკვე
მკვდარია, მამაშენიც მკვდარია, ჰოდა, რაღა მნიშვნელობა აქვს,
ვისთან წოლილა?
არიასთვის ამას ჰქონდა მნიშვნელობა, თუმცა ვერ იტყოდა, რა-
ტომ. ნედი ცდილობდა, ბოდიში ეთქვა მისი აღელვებისთვის, მაგრამ
არიას ამის მოსმენაც არ უნდოდა. ცხენს ქუსლები შემოჰკრა და
ორივე უკან ჩამოიტოვა. ენგაი ჩუბინი რამდენიმე იარდით წინ მიდი-
ოდა. მას რომ წამოეწია, ჰკითხა:
– დორნელები იტყუებიან ხოლმე, არა?
– განთქმულები არიან მაგით, – მშვილდოსანმა გაუცინა, – რა
თქმა უნდა, ისინი იმავეს გეტყვიან ჩვენზე, მარშელებზე, ასე რომ...
და რა მოხდა? ნედი კარგი ყმაწვილია... – შტერი ცრუპენტელაა და
მეტი არაფერი, – არია ბილიკიდან გადავიდა, დამპალ მორს გადა-
ახტა და ღელე გადაიშხაპუნა. ყურადღებას არ აქცევდა, უკნიდან ყა-
ჩაღები რას მოსძახოდნენ. კიდევ რაღაცას მომატყუებენ. გაიფიქრა,
ხომ არ გავექცეო, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ და აქაურობას ძა-
ლიან კარგად იცნობდნენ. რა აზრი აქვს გაქცევას, თუ მაინც დაგიჭე-
რენ?
ბოლოს და ბოლოს ჰარვინი ამოუდგა გვერდში.
826
– ნეტავ, საით გაგიწევია, მილედი? არ გირჩევ გაქცევას. ამ ტყე-
ებში მგლები იცის, და უფრო უარესი არსებებიც.
– მაგათი სულ არ მეშინია, – უთხრა არიამ, – ის ნედი ამბობს...
– ჰო, მითხრა. ლედი აშარა დეინზე. ეგ ძველი ამბავია. მეც მო-
მისმენია ეგ ვინტერფელში, შენხელა რომ ვიყავი, – მან მტკიცედ
უტაცა ხელი აღვირზე და ცხენი მოაბრუნა, – არ ვიცი, ამ ამბავში რა-
მე სიმართლე თუა. მაგრამ რომც იყოს, მერე რა? როდესაც ნედმა ის
დორნელი ლედი გაიცნო, მისი ძმა ბრანდონი ჯერაც ცოცხალი იყო
და ლედი კეტლინი მას უნდა შეერთო, ასე რომ, მამაშენის ღირსება
ამით არ შელახულა. ისე არაფერი ახელებს სისხლს, როგორც ტურ-
ნირი, ჰოდა, შეიძლება, ღამით კარავში კიდევაც ითქვა რამე ჩურჩუ-
ლით, ვინ იცის? სიტყვები, კოცნა, იქნებ, მეტიც... მაგრამ რა არის
ამაში ცუდი? გაზაფხული დგებოდა, ან ასე ეგონათ მაშინ, და მათგან
არც ერთი არავის ყოფილა შეპირებული.
– მაგრამ ქალმა რომ თავი მოიკლა, – ყოყმანით თქვა არიამ, –
ნედი ამბობს, კოშკიდან ზღვაში გადახტაო.
– ეგრე ქნა, – დაეთანხმა ჰარვინი, – მაგრამ ეს მწუხარების გამო
გააკეთა, დარწმუნებული ვარ. ძმა დაკარგა, აისის მახვილი, – მან
თავი გააქნია, – ნუ აღვიძებ მაგ ამბებს, მილედი. ისინი ყველანი და-
იხოცნენ უკვე. ნუ აღვიძებ... და, გთხოვ, რივერანში რომ მივალთ,
დედაშენს ამაზე არაფერი უთხრა.
სოფელი სწორედ იქ დახვდათ, სადაც ღარი ჰპირდებოდათ. ისი-
ნი რუხ ქვის თავლას შეეფარნენ. შენობას სახურავის ნახევარიღა
შერჩენოდა, მაგრამ ეს სოფლის ყველა სხვა ოთახზე ნახევარი სახუ-
რავით მეტი იყო. ეს ხომ სოფელი არაა, აქ მხოლოდ შავი ქვები და
ძველი ძვლებია.
– აქ ვინც ცხოვრობდნენ, ლანისტერებმა დახოცეს? – იკითხა
არიამ, როდესაც ენგაის ცხენების გამშრალებაში ეხმარებოდა.
827
– არა, – ბიჭმა თითით უჩვენა, – ნახე, ქვებზე რა სქლადაა ხავსი
მოდებული. დიდი ხანია, ადგილიდან არავის დაუძრავს. იქ კიდევ
კედელზე ხეა ამოსული, ხედავ? აქაურობა დიდი ხნის წინ გადაწვეს.
– აბა მაშინ, ვინ ქნა? – იკითხა გენდრიმ.
– ჰოსტერ ტალიმ, – ღარი მხრებში მოხრილი, გამხდარი და შე-
ჭაღარავებული კაცი იყო, აქეთ მხარეში დაბადებული, – ეს ლორდ
გუდბრუკის სოფელი იყო. როდესაც რივერანი რობერტს შეუდგა,
გუდბრუკი მეფის ერთგული დარჩა, ჰოდა, ლორდი ტალი ცეცხლით
და მახვილით დაატყდა თავს. სამკბილას ბრძოლის მერე გუდბრუ-
კის ძე რობერტს და ლორდ ჰოსტერს დაუზავდა, მაგრამ ამან
მკვდრებს აღარაფერი უშველა.
სიჩუმე ჩამოწვა. გენდრიმ სწრაფად გადახედა არიას, მერე შებ-
რუნდა და თავისი ცხენის წმენდა განაგრძო. გარეთ წვიმა ასხამდა
და ასხამდა.
– მე თუ მკითხავთ, ცეცხლი გვჭირდება, – განაცხადა თოროსმა,
– ღამე ბნელია და ძრწოლითაა სავსე. და სველიცაა, ხო? ძაალიან
სველი.
ჯეკ-იღბლიანამ ბაგას მშრალი შეშა ჩამოაჩეხა, ღარმა და მერიტ-
მა კი ჩალა მოაგროვეს. თოროსმა კვესს თავად გაჰკრა, ლემმა კი
ცეცხლი თავისი დიდი ყვითელი მოსასხამით გააღვივა, სანამ კოცო-
ნი არ აგიზგიზდა. მალე თავლაში ლამის დაცხა. თოროსი ფეხმორ-
თხმით ჩამოჯდა ცეცხლის პირას, ალს თვალებით ჭამდა, ისე, რო-
გორც მაღალი გულის წვერზე. არია ყურადღებით შესცქეროდა. ერ-
თხელ თოროსმა ბაგე გაატოკა და გოგონას თითქოს მოესმა, რივე-
რანიო, რომ წარმოთქვა. ლიმი ხველებით სცემდა ბოლთას, მას
ფეხდაფეხ ასდევნებოდა გრძელი ჩრდილი. ტომ შვიდამ ჩექმები გა-
იძრო და ტერფები დაიზილა.
– გიჟი ვარ, ისევ რივერანში რომ მივდივარ, – აწუწუნდა იგი, –
828
ტალები ბებერი ტომისთვის ყოველთვის თარსები იყვნენ. იმ მთების
გზაზეც ლიზამ გამგზავნა, სადაც მთვარის მთების ველურებმა დამი-
ჭირეს და ოქროც წამართვეს, ცხენიც და მთელი ტანსაცმელიც.
ველზე ზოგი რაინდი დღესაც მოგიყვება, როგორ მივადექი სისხლი-
ან კარიბჭეს ისე, რომ სიშიშვლეზე მისაფარებლად ჩანგიღა დამრჩე-
ნოდა. სანამ კარს გამიღებდნენ, „დღეს ბიჭუნას დღეობაა“ და „უსირ-
ცხვილო მეფე“ მამღერეს. თავს იმითღა ვიმშვიდებდი, რომ სამი კა-
ცი სიცილით დაიხრჩო. მას მერე საარწივეში არც ვყოფილვარ და
არც „უსირცხვილო მეფეს“ ვიმღერებ, რაგინდ ოქროც არ უნდა შე-
მაძლიონ, მთელი კასტერლის...
– ლანისტერები, – თქვა თოროსმა, – მოღრიალე წითელი და
ოქროსფერი, – ფეხზე წამოხტა და ლორდ ბერიკთან მივიდა. ლიმი
და ტომიც მაშინვე მათ შეუერთდნენ. არია ვერ არჩევდა, რას ლაპა-
რაკობდნენ ისინი, მაგრამ მომღერალი დროდადრო მისკენ იხედე-
ბოდა, ლიმი კი ერთხელ ისე გაგულისდა, რომ კედელს მუშტი დას-
ცხო. ლორდმა ბერიკმაც მაშინ ანიშნა არიას, მოგვიახლოვდიო.
არიას სულ არ უნდოდა მისვლა, მაგრამ ჰარვინმა წელზე ხელი და-
ადო და წინ უბიძგა. მან ორი ნაბიჯი გადადგა და, შიშით შეპყრობი-
ლი, გაჩერდა.
– მილორდ, – ელოდა, რას ეტყოდა ლორდი ბერიკი.
– უთხარი, – უბრძანა თოროსს ელვა-ლორდმა.
წითელი ქურუმი მის გვერდით დაცუცქდა.
– მილედი, უფალმა რივერანის ხილვა მომივლინა. ის ცეცხლის
ზღვაში ამოზიდულ კუნძულს ჰგავდა. ალები ჰგავდნენ კამარაშეკ-
რულ ლომებს, გრძელი მეწამული ჭანგები რომ ჰქონდათ. და რო-
გორ ღრიალებდნენ! ლანისტერების ზღვა იდგა, მილედი. რივერანს
მალე თავს დაესხმიან.
არიას მოეჩვენა, რომ თოროსმა მუცელში მუშტი ჩასცხო.
829
– არა!
– საყვარელო, – დაუყვავა თოროსმა, – ცეცხლი არ ტყუის. ზოგ-
ჯერ არასწორად ვხსნი დანახულს, ბრმა სულელი ვარ და იმიტომ.
მაგრამ ამჯერად არა მგონია, მეშლებოდეს. ლანისტერები მალე რი-
ვერანს ალყაში მოაქცევენ.
– რობი მათ დაამარცხებს, – დაიჟინა არიამ, – დაამარცხებს, ეგ
ადრეც ქნა. – შენი ძმა შეიძლებ, წასული იყოს, – უთხრა თოროსმა,
– და დედაშენიც. ცეცხლში ისინი არ დამინახავს. ქორწილში, რო-
მელზეც დედაბერმა გვითხრა, ტყუპებში იქნებაო... იმას ამბების გა-
გების თავისი ხერხები აქვს. რომ სძინავს, ყურში სარკმლისხეები
ჩასჩურჩულებენ. თუ ამბობს, რომ დედაშენი ტყუპებში წავიდა...
არია ტომს და ლიმს მიუბრუნდა.
– თქვენ რომ არ დაგეჭირეთ, უკვე იქ ვიქნებოდი. შინ ვიქნებოდი.
ლორდმა ბერიკმა მისი ბრაზი არაფრად ჩააგდო.
– მილედი, – უთხრა დაღლილი თავაზით, – პაპაშენის ძმას სახე-
ზე ცნობ? სერ ბრინდენ ტალის, შავ თევზს რომ უწოდებენ? ან იქნებ
ის გიცნობს შენ?
არიამ საწყლად გააქნია თავი. დედისგან სმენოდა სერ ბრინდენ
შავ თევზზე, მაგრამ თავად როდისმე თუ შეხვედროდა კიდევაც მას,
ისე პატარა იყო, რომ არ ახსოვდა. – შავი თევზი გოგოში, რომელ-
საც არ იცნობს, კარგ ფასს არ გადაიხდის, – თქვა ტომმა, – ეს ტალე-
ბი პირქუში, ეჭვიანი ვინმეები არიან, ალბათ იფიქრებს, ყალბ საქო-
ნელს მაპარებენო.
– ჩვენ დავაჯერებთ, – შეედავა ლიმი, – თვითონ გოგო, ან ჰარ-
ვინი. რივერანი უფრო ახლოა. მე ვიტყოდი, მივიყვანოთ იქ, ავიღოთ
ოქრო და მოვრჩეთ გოგოს ამბავს.
– და ლომებმა ციხესიმაგრეში რომ გამოგვიჭირონ? – იკითხა
ტომმა, – ერთი სული აქვთ, მისი ულორდესობა კასტერლის კლდის
830
წვერიდან გადმოკიდონ გალიით. – არ ვაპირებ, ხელში ჩავუვარდე,
– თქვა ლორდმა ბერიკმა. ბოლო სიტყვა უთქმელად გაიყინა ჰაერ-
ში. ცოცხლად. სიტყვა, რომელიც მის ბაგეს არ დასცდენია, მაგრამ
ყველამ გაიგონა, არიამაც კი, – და მაინც, იქ ბრმად წასვლა არ უნდა
გავბედოთ. უნდა ვიცოდე, სად დგას ჯარი – მგლების თუ ლომების,
ორივე. შამას ეცოდინება რამე, ლორდ ვენსის მაისტერს კი – მასზე
მეტიც. რკოს დარბაზი აქედან შორს არაა. ლედი სმოლვუდი დრო-
ებით შეგვიფარებს, სანამ მზვერავებს გავგზავნით და...
მისი სიტყვები ყურში დოლის ბრაგუნივით ჩაესმოდა და არია
უცებ მიხვდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა. რივერანში უნდოდა,
რკოს დარბაზში კი არა; დედა და თავისი ძმა რობი უნდოდა, და არა
ლედი სმოლვუდი ან ვიღაც ბიძა, რომელსაც არც კი იცნობდა. შებ-
რუნდა და კარისკენ გაექანა, და როცა ჰარვინი მკლავზე წაეტანა,
გველივით სხარტად გაუსხლტა.
თავლის გარეთ ჯერაც წვიმდა და დასავლეთისკენ შორეული
ელვა კვესავდა. არია რაც შეეძლო, სწრაფად მირბოდა. არ იცოდა,
საით მიემართებოდა, მარტო უნდოდა ყოფნა, ამ ხმებისგან მოშო-
რებით, მათი ფუჭი სიტყვებისგან და გატეხილი პირობებისგან შორს.
რივერანში წასვლა მინდოდა, სხვა არაფერი. მისი ბრალი იყო, ჰა-
რენჰალიდან გენდრი და ღვეზელა რომ წამოიყვანა. მარტო უკეთ
იქნებოდა. მარტო რომ ყოფილიყო, ყაჩაღები ვერ დაიჭერდნენ და
ახლა უკვე რობთან და დედასთან იქნებოდა. ისინი არც არასოდეს
ყოფილან ჩემი ხროვა. რომ ყოფილიყვნენ, არ მიმატოვებდნენ. ტა-
ლახიანი წყლის გუბეში გადაიტყლაშუნა. ვიღაც ეძახდა, ალბათ
ჰარვინი ან გენდრი, მაგრამ ხმები ქუხილმა ჩაახშო, რომელმაც გა-
ელვების მერე წამშივე გადაიგრგვინა ბორცვებზე. ელვა-ლორდი,
გაიფიქრა არიამ ბრაზით. იქნებ ვერ კვდება, მაგრამ ტყუილი კარ-
გად შეუძლია.
831
მისგან მარცხნივ ცხენმა დაიჭიხვინა. არია თავლას ჯერ ორმოც-
დაათი იარდითაც არ იქნებოდა მოცილებული, მაგრამ უკვე ძვლე-
ბამდე დამბალიყო. დაქცეული სახლის კუთხესთან ჩაუხვია, იფიქრა,
ხავსიანმა კედლებმა იქნებ წვიმისგან დამიფაროსო, და კაცს ლამის
ზედ შეასკდა. მკლავზე მაგრად შემოეჭდო ჯავშნიანი ხელი.
– მტკენ, – უთხრა არიამ და დაიკლაკნა, რომ დასხლტომოდა, –
გამიშვი, ვაპირებდი დაბრუნებას, მე...
– დაბრუნებას? – სანდორ კლეგეინის სიცილი ქვაზე რკინის
ღრჭიალს ჰგავდა, – ეგ დაივიწყე, მგლის გოგო. შენ ჩემი ხარ, – ცა-
ლი ხელითვე აიტაცა ჰაერში და ფეხებაფართხალებული თავისი
ცხენისკენ წაიღო. ცივი წვიმა ორივეს უშხაპუნებდა და არიას ყვი-
რილს ახშობდა, და გოგონას ახლა ისღა ახსოვდა, რა ჰკითხა ქო-
ფაკმა. იცი, ძაღლები მგლებს რას უშვრებიან?

ჯეიმი

სიცხეებს ბოლომდე ჯერ არ გაევლო, მაგრამ მოჭრილი ხელი


სუფთად უხორცდებოდა და ქაიბანმა თქვა, რომ მის მკლავს საფ-
რთხე აღარ ემუქრებოდა. ჯეიმი – წასვლას ჩქარობდა, უნდოდა, ჰა-
რენჰალიც, სისხლიანი ჯამბაზებიცა და ტართელი ბრიენიც უკან მო-
ეტოვებინა. წითელ ციხეში მას ნამდვილი ქალი ელოდა.
– ქაიბანს შენთან ერთად ვგზავნი, მეფის საბიჯელამდე გზაში
რომ მოგხედოს, – უთხრა რუს ბოლტონმა გამგზავრების დილას, –
სანუკვარ იმედად აქვს, რომ მამაშენი მადლობის ნიშნად ციტადელს
აიძულებს, ჯაჭვი დაუბრუნონ.
– ყველას გვაქვს სანუკვარი იმედები. ხელს თუ ამომიყვანს, მა-
მაჩემი გრანდ-მაისტერად გახდის.

832
ჯეიმის ესკორტს რკინისფეხება ვალტონი სარდლობდა: მოური-
დებელი, უხეში, ჯარისკაცად გაჩენილი კაცი. ჯეიმის მთელი ცხოვ-
რება მისი მსგავსების გვერდით ჰქონდა ნამსახურები. ვალტონის-
ნაირი კაცები დახოცავდნენ თავიანთი ბატონის ბრძანებით, გააბა-
ხებდნენ ქალებს, ბრძოლის მერე სისხლი რომ აუჩქროლდებოდათ,
იალაფებდნენ, როცა კი შეძლებდნენ; მაგრამ ომის დამთავრების-
თანავე სახლებს დაუბრუნდებოდნენ, ხმლებს გუთანზე გადაცვლიდ-
ნენ, მეზობლის გოგოს ცოლად შეირთავდნენ და წრიპინა ბალღების
ხროვას გაზრდიდნენ. ასეთი კაცები ბრძანებას უსიტყვოდ ასრულე-
ბენ, მაგრამ მათთვის უცხოა ის ღრმა და სასტიკი ბოროტება, მამაც
თანამებრძოლებს რომ მოსდგამდათ.
ჰარენჰალიდან ორივე რაზმი ერთსა და იმავე დილით გამოვიდა,
მათ თავზე წამოხურული ცივი, რუხი ცა წვიმით იმუქრებოდა. სერ ეი-
ნის ფრეი სამი დღით ადრე გაემგზავრა, ჩრდილოეთისკენ გაემართა
სამეფო გზაზე დასადგომად. ბოლტონიც იქით ეშურებოდა.
– სამკბილა მოდიდებულია, – უთხრა მან ჯეიმის, – გადასვლა
ლალის ფონთანაც კი გაჭირდება. გადასცემ მამაშენს ჩემს გული-
თად მოკითხვას?
– იმ პირობით, რომ შენ რობ სტარკს მომიკითხავ.
– ასე ვიზამ.
ეზოში შეკრებილი რამდენიმე მამაცი თანამებრძოლი მათ წას-
ვლას თვალს ადევნებდა. ჯეიმი ჩორთით მიუახლოვდა მათ.
– ზოლო. რა გულისხმიერი ხარ, რომ მაცილებ. პიგ. ტიმეონ. მო-
გენატრებით? ბოლოჯერ ხომ არ გამეხუმრები, შაგველ? გზად დამ-
დგარს გული რომ გამინათდეს? და რორჯ, არ მაკოცებ გამოსამშვი-
დობებლად?
– წადი შენი, სახიჩარო, – შეუკურთხა რორჯმა.
– როგორც მეტყვი. ოღონდ არ მოიწყინოთ, მე დავბრუნდები.
833
ლანისტერი ვალებს ყოველთვის იხდის, – ჯეიმიმ ცხენი მოაბრუნა
და რკინისფეხება ვალტონსა და მის ორ ასეულს შეუერთდა.
ლორდმა ბოლტონმა საგზაოდ რაინდივით გამოაწყო, თუმცა
მოჭრილი ხელი ასეთ საომარ სამოსს სასაცილოს ხდიდა. ამხედრე-
ბულ ჯეიმის ქამარზე ხმალი და ხანჯალი ება, უნაგირზე ფარი და მუ-
ზარადი ეკიდა, მუქი ყავისფერი იალმაგის ქვეშ ჯაჭვი ეცვა. მართა-
ლია, ბოლტონს ჭკუა ეყო, რომ სამოსზე გერბად ლანისტერის ლომი
არ გამოესახა, ან სადა თეთრი ემბლემა, რაც ჯეიმის, როგორც მე-
ფის ქეშიკთა შეფიცულ ძმას, ეკუთვნოდა. ჯეიმიმ საიარაღოში დაჩე-
ხილი და დაჭყლეტილი ძველი ფარი იპოვა, აქერცლილ საღებავზე
ჯერაც რომ გაირჩეოდა ლოთსტონების დიდი შავი ღამურა, ვერ-
ცხლისა და ოქროს ველზე რომ გაეშალა ფრთები. ლოთსტონებს ჰა-
რენჰალი ვენტებამდე ეჭირათ და მაშინ მძლავრი გვარიც იყო, მაგ-
რამ წლების წინ ამოწყდნენ და უარზე არავინ იყო, მათი გერბი ჯე-
იმის ეტარებინა. ასე არავის ბიძაშვილი, არავის მტერი, არავის შე-
ფიცული ხმალი არ იქნებოდა... –ერთი სიტყვით, არავინ იქნებოდა.
ჰარენჰალიდან უფრო მომცრო, აღმოსავლეთის კარით გავიდ-
ნენ და ექვსი მილის მერე რუს ბოლტონსა და მის ლაშქარსაც და-
შორდნენ. სამხრეთისკენ გაუხვიეს და ერთხანს ტბისპირა გზას გა-
უყვნენ. ვალტონი აპირებდა, რაც შეიძლება დიდხანს არ გასულიყო
სამეფო გზაზე, ღმერთების თვალის მახლობლად სოფლის გზებითა
და ნადირის ბილიკებით სიარულს არჩევდა.
– სამეფო გზით უფრო სწრაფად ვივლით, – ჯეიმის უნდოდა, რაც
შეიძლება, მალე დაბრუნებულიყო სერსეისთან. თუ იჩქარებდნენ,
იქნებ, ჯოფრის ქორწილისთვისაც კი მიესწრო. !
– მე უსიამოვნებები არ მჭირდება, – უთხრა რკინისფეხებამ, –
ღმერთებმა უწყიან, სამეფო გზაზე ვის შეიძლება, გადავეყაროთ.

834
– ისეთს არავის, ვისი შიშიც შეიძლება გქონდეს, ასე არაა? ორა-
სი კაცი გყავს. – ჰო. მაგრამ სხვებს შეიძლება, მეტი ჰყავდეთ.
მლორდმა მიბრძანა, საღ-სალამათი ჩაგაბარო ლორდ-მამას, და
ასეც ვაპირებ.
ამ გზაზე გამოვლილი ვარ, გაიფიქრა ჯეიმიმ რამდენიმე მილის
მერე, როდესაც ტბის პირას მიტოვებულ წისქვილს ჩაუარეს. აქაუ-
რობას ახლა სარეველა მოსდებოდა, მაშინ კი აქ მეწისქვილის ასუ-
ლი იდგა, მან მორცხვად შეჰღიმა ჯეიმის, თვითონ მეწისქვილემ კი
დაუძახა: „ტურნირზე იქით უნდა წახვიდე, სერ!“ თითქოს არ ვიცოდი,
საით უნდა წავსულიყავი.
მეფე ეირისმა ჯეიმის შემოსვა სანახაობად აქცია. ახალმა ძმამ
ფიცის სიტყვები მეფის კარვის წინ წარმოთქვა, ნახევარი სახელმწი-
ფოს თვალწინ, თეთრაბჯრიანმა და მწვანე ბალახზე დაჩოქილმა.
როდესაც სერ გეროლდ ჰაიტაუერმა ფეხზე წამოაყენა და მხრებზე
თეთრი მოსასხამი მოაცვა, ისეთი ყიჟინა ატყდა, რომ ჯეიმის ახლაც,
ამდენი წლის მერეც არ დავიწყნოდა. მაგრამ იმავე ღამით ეირისი
მოიღუშა და გამოაცხადა, აქ, ჰარენჰალში, შვიდი ქეშიკი არაფრად
მჭირდებაო. ჯეიმის ებრძანა, მეფის საბიჯელში დაბრუნებულიყო იქ
დარჩენილი დედოფლისა და პატარა პრინც ვისერისის მცველად.
მართალია, თეთრი ბუღა მზად იყო, ეს მოვალეობა მას ეკისრა, რა-
თა ჯეიმის ლორდ ვენტის ტურნირში მონაწილეობა შესძლებოდა,
მეფემ იუარა. „აქ ის დიდებას არ მოიხვეჭს“, თქვა მეფემ, „ახლა ის
ჩემია, ტაივინის კი არა. როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, ისე მომემ-
სახურება. მე მეფე ვარ. მე ვბრძანებ, ის კი დამემორჩილება“.
ჯეიმი მაშინ პირველად მიხვდა. თეთრი მოსასხამი მისთვის
ხმლისა და შუბის მარჯვედ ხმარებაში არ მიუციათ, არც იმ საგმირო
საქმეთა გამო, მეფისტყის საძმოსთან ბრძოლისას რომ ჩაედინა. ეი-

835
რისმა იგი მამამისის ჯინაზე აირჩია, იმისთვის, რომ ლორდ ტაივი-
ნისთვის მემკვიდრე წაეგლიჯა.
ახლაც კი, ამდენი წლის მერე, მწარე იყო ამაზე ფიქრი. ხოლო იმ
დღეს, როდესაც თავის ახალ მოსასხამში გამოწყობილი, სამხრე-
თისკენ მიემართებოდა ცარიელი სასახლის სადარაჯოდ, ლამის აუ-
ტანლად მწარე ეჩვენებოდა. რომ შესძლებოდა, მაშინვე და იქვე მო-
იგლეჯდა იმ მოსასხამს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მას უკვე
წარმოთქმული ჰქონდა ფიცის სიტყვები ნახევარი სახელმწიფოს
თვალწინ, მეფის ქეშიკის სამსახური კი მთელი სიცოცხლე გრძელ-
დებოდა.
ქაიბანმა გვერდით ამოუყენა ცხენი.
– ხელი გაწუხებს?
– უხელობა მაწუხებს, – ყველაზე ძნელი დილაობით იყო ხოლმე.
სიზმრებში ჯეიმი მთელი იყო; ყოველი განთიადისას, ბურანში მყო-
ფი, გრძნობდა, როგორ ამოძრავებდა თითებს. საშინელი სიზმარი
ვნახე, იმედით ჩასჩურჩულებდა მისი არსების ნაწილი, რომელიც ჯე-
რაც უარზე იყო, სიმართლე დაეჯერებინა; კოშმარი ვნახე, ესაა და
ეს. მაგრამ მერე იღვიძებდა.
– როგორც ვხვდები, წუხელ სტუმარი გყავდა, – უთხრა ქაიბანმა,
– იმედია, ისიამოვნე?
ჯეიმიმ ცივად შეხედა.
– ქალმა არ მითხრა, ვინ გამოგზავნა.
მაისტერმა თავმდაბლად გაიღიმა.
– ცხელებამ თითქმის გაგიარა, ჰოდა, ვიფიქრე, რომ მცირე წა-
ვარჯიშება მოგიხდებოდა. პია საკმაოდ გაწაფულია, ხომ დამეთან-
ხმები? და ისე... მოწადინებული.
მართლაც რომ ასეთი იყო. ისე სხარტად შემოსხლტა კარში და
ამოსრიალდა ტანსაცმლიდან, რომ ჯეიმის ლამის ისიც სიზმარი
836
ეგონა.
ქალი საბნის ქვეშ რომ შეუცურდა და მისი ჯანსაღი ხელი ძუძუზე
დაიდო, ჯეიმი მერეღა აღიგზნო. მართლაც რომ მშვენიერი პატარა
არსება იყო.
– სულ პატარა გოგო ვიყავი, ლორდ ვენტის ტურნირზე რომ ჩა-
მოხვედი და მეფემ მოსასხამი გიბოძა, – გამოუტყდა კაცს, – ისე ლა-
მაზი იყავი, მთლად თეთრებში გამოწყობილი! და ყველა გაქებდა,
შენზე ამბობდნენ, უმამაცესი რაინდიაო. ზოგჯერ კაცთან რომ ვარ,
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ შენ მაწევხარ ზემო-
დან, შენი გლუვი კანით, ოქროს კულულებით. ოღონდ არასოდეს
მიფიქრია, რომ მართლა მეყოლებოდი.
ამის მერე მისი მოშორება არ იყო იოლი საქმე, მაგრამ ჯეიმიმ ეს
მაინც გააკეთა. მე მყავს ქალი, შეახსენა თავს.
– ყველას უგზავნი გოგოებს, ვისაც კი წურბელებს დაასხამ? –
ჰკითხა ქაიბანს. – უფრო ხშირად ლორდი ვარგო აქეთ მიგზავნის
ხოლმე იმათ. უნდა, რომ შევამოწმო, სანამ... კეთილი, იმასღა ვიტ-
ყვი, რომ ოდესღაც, უგუნურად მიეცა სიყვარულს და აღარ სურს ამის
გამეორება. მაგრამ შიში ნუ გაქვს, პია სრულიად ჯანმრთელია. ისე-
ვე, როგორც ის შენი ტართელი ასული.
ჯეიმიმ გამომცდელად შეხედა.
– ბრიენი?
– ჰო. ჯანიანი გოგოა. და მისი უმანკოება ჯერაც ხელუხლებელია.
ყოველ შემთხვევაში, გასულ ღამეს ასე იყო, – ჩაიქირქილა ქაიბან-
მა.
– შენთან გასასინჯად გამოგზავნა?
– რასაკვირველია. ის... წუნიაა, ასე ვთქვათ.
– ეს გამოსასყიდს ეხება? – ჰკითხა ჯეიმიმ, – მამამისი ითხოვს
დადასტურებას, რომ ქალი ჯერაც ხელუხლებელია?
837
– არ გაგიგია? – ქაიბანმა მხრები აიჩეჩა, – ლორდ სელვინისგან
ფრინველი მოვიდა. ჩემი წერილის პასუხად. მწუხრის ვარსკვლავი
სამას დრაკონს იძლევა მისი ასულის დაბრუნებაში. მე ლორდ ვარ-
გოს ვუთხარი, რომ ტართზე საფირონები არ არის, მაგრამ მან ყური
არ მიგდო. დარწმუნებულია, რომ მწუხრის ვარსკვლავი გაცურებას
უპირებს.
– სამასი დრაკონი რაინდისთვისაც კარგი გამოსასყიდია. ვაცმა
კი უნდა აიღოს, რასაც სთავაზობენ.
– ვაცი ჰარენჰალის ლორდია, ჰარენჰალის ლორდს კი ვაჭრობა
არ შეჰფერის. ამ ამბავმა ჯეიმი გააღიზიანა, თუმცა წინდაწინვე უნდა
სცოდნოდა, ასე რომ იქნებოდა. ტყუილმა ცოტახანს მაინც დაგიფა-
რა, გოგო. ამისაც მადლობელი იყავი.
– ქალწულობაც თუ ისე მაგარი აქვს, როგორც სხვა ყველაფერი,
ვაცი სირს წაიტეხს, შედებას თუ დაუპირებს, – გაიხუმრა უგემურად.
ბრიენი საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რომ რამდენიმე გაბახებას
ცოცხალი გადარჩენოდა, თუმცა, თუ ძალიან გააფთრებით შეეწინა-
აღმდეგება, ვარგო ჰოუთმა შეიძლება, ხელების და ფეხების წაჭრა
დაუწყოს. და ასე რომც ქნას, მე რა მენაღვლება? იქნებ, ხელი ახლაც
ზედ მბმოდა, ჩემი კუზენის ხმალი რომ დაეთმო და სისულელეებს არ
მოჰყოლოდა. თვითონაც ხომ ლამის წააცალა ფეხი იმ პირველი
მოქნევით, მაგრამ მერე არც ქალმა დააყარა კარგი დღე. შეიძლება,
ჰოუთმა არც იცის, ქალი რა უსაშველოდ ღონიერია. უჯობს, ფრთხი-
ლად იყოს, თორემ იმ გაწვრილებულ კისერს წააწყვეტს. განა სეირი
არ იქნება?
ქაიბანის სიახლოვემ დაღალა. ჯეიმი კოლონის თავისკენ გათო-
ხარიკდა. პატარა, მრგვალი ჩრდილოელი, სახელად ნეიჯი, რკინის-
ფეხებას წინ მიდიოდა და მშვიდობის დროშა მიჰქონდა: ცისარტყე-
ლა-დროშა, რომელსაც შვიდი გრძელი კუდი დასთრევდა, ტარის
838
თავზე კი შვიდქიმა ვარსკვლავი ეგო.
– თქვენ, ჩრდილოელებს, სხვანაირი სამშვიდობო დროშა არ უნ-
და გქონდეთ? – ჰკითხა ჯეიმიმ ვალტონს, – შვიდნი განა რას ნიშ-
ნავს თქვენთვის?
– სამხრეთულ ღმერთებს, – მიუგო მან, – მაგრამ ახლა ხომ სამ-
ხრეთული მშვიდობა გვინდა, მამაშენს უსაფრთხოდ რომ ჩაგაბა-
როთ.
მამაჩემი. ნეტავ, ლორდმა ტაივინმა თუ მიიღო ვაცის წერილი გა-
მოსასყიდის მოთხოვნით, ჯეიმის გახრწნილი ხელითურთ ან მის გა-
რეშე? რა ფასი აქვს მეომარს მისი სახმლე ხელის გარეშე? კასტერ-
ლის კლდის ოქროს ნახევარი? სამასი დრაკონი? თუ არაფერი? მა-
მამისს უაზრო გულჩვილობა არასოდეს მოსდგამდა. ტაივინ ლანის-
ტერის მამამ, ლორდმა ტიტოსმა, ერთხელ ურჩი მებაირაღე, ლორ-
დი ტარბეკი დაატუსაღა. უშიშარმა ლედი ტარბეკმა პასუხად სამი
ლანისტერი შეიპყრო, მათ შორის – ლორდი სტაფორდი, რომლის
დაც მაშინ კუზენ ტაივინზე იყო დანიშნული.
„დამიბრუნე ჩემი ლორდი და სიყვარული, თორემ ეს სამი პასუხს
აგებს ყველა იმ ზიანზე, რაც მას მიადგება“, მისწერა მან კასტერლის
კლდეს. ჭაბუკმა ტაივინმა მამას შესთავაზა, დათანხმებულიყო და
ლორდი ტარბეკი სამ ნაჭრად გაეგზავნა უკან. მაგრამ ლორდი ტი-
ტოსი უფრო დამნდობი ლომი გახლდათ, ჰოდა, ლედი ტარბეკმა ასე
რამდენიმე წელიწადს კიდევ აცოცხლა თავისი ხისთავიანი ლორდი,
სტაფორდმა კი ცოლიც მოიყვანა, შვილებიც ეყოლა და ხარჯვარე-
დინამდეც მიატანა. ხოლო ტაივინ ლანისტერი კვლავ იგივე იყო,
კასტერლის კლდესავით უცვლელი და მარადიული. ახლა კი მარტო
ჯუჯა კი არა, ხეიბარი შვილიც გყავს, მილორდ. რა საძულველი ხვედ-
რი იქნება ეს შენთვის...

839
გზამ ისინი დამწვარ სოფელში გაატარა. ხანძრის მერე წელიწა-
დი ან ცოტა მეტი იქნებოდა გასული. ქოხები გაშავებული და ჩაქცეუ-
ლები იდგნენ, გარშემო მინდვრებს და ყანებს კი წელამდე ბალახი
მოსდებოდა. რკინისფეხებამ გაჩერების ბრძანება გასცა, ცხენების-
თვის წყალი რომ დაელევინებინათ. ეს ადგილიც ვიციო, გაიფიქრა
ჯეიმიმ, წყაროსთან რომ იცდიდა. იქ, სადაც ახლა მხოლოდ საძირ-
კვლის ქვები და ბუხრის მილი მოჩანდა, ადრე პატარა სასტუმრო იდ-
გა, რომელშიც ჯეიმიმ ელის დასალევად შეიარა. შავთვალა მომსა-
ხურე გოგონამ ყველი და ვაშლები მიართვა, სასტუმროს მეპატრო-
ნემ კი ფული არ გამოართვა. „ჩემთვის პატივია, მეფის ქეშიკ რაინდს
ვუმასპინძლო, სერ“, უთხრა კაცმა, „ამას ჩემს შვილიშვილებსაც მო-
ვუყვები“. ჯეიმიმ ბალახიდან ამოჩრილ საკვამურს შეხედა და გა-
იფიქრა, ნეტავ, თუ ეყოლა შვილიშვილებიო. მოუყვა მათ, რომ მე-
ფისმკვლელმა ოდესღაც მისი ელი შესვა და მისი ყველი და ვაშლები
მიირთვა, თუ სირცხვილით ვერც აღიარა, რომ ჩემნაირს უმასპინ-
ძლა? მაგრამ ამას ალბათ ვეღარც შეიტყობდა: იმან, ვინც სასტუმრო
დაწვა, უთუოდ შვილიშვილებიც დახოცა. იგრძნო, არარსებული თი-
თები მუშტად შეეკრა. რკინისფეხებამ რომ თქვა, ცეცხლი ხომ არ
დავანთოთ და ხომ არ წავიხემსოთო, ჯეიმიმ თავი გაიქნია.
– აქაურობა არ მომწონს. გზა გავაგრძელოთ.
საღამოს ტბას მოსცილდნენ და მუხებისა და თელების ტყეში გა-
წოლილ დაღარულ ბილიკს მისდიეს. რკინისფეხებამ ბანაკის გაშლა
რომ გადაწყვიტა, ჯეიმის ხელის გადანაჭერს უკვე ყრუ ტკივილი უღ-
რღნიდა. კიდევ კარგი, ქაიბანს ტიკით ძილის ღვინო წამოეღო. სანამ
ვალტონი გუშაგებს აყენებდა, ჯეიმი ცეცხლის პირას გაიშოტა და
დახვეული დათვის ტყავი ბალიშად მიაყრდნო კუნძს. გოგო ეტყოდა,
სანამ დაიძინებ, უნდა ჭამოო, მაგრამ ჯეიმი ახლა დაღლილი მეტად

840
იყო, ვიდრე მშიერი. თვალები დახუჭა და ინატრა, სერსეი დასიზმრე-
ბოდა. ცხელებიანი სიზმრები ყველა ისე მძაფრი იყო...
შიშველი და მარტო იდგა გარსშემორტყმულ მტრებში, ახლოს
შემოსდგომოდა ქვის კედლებიც. იცოდა, კასტერლის კლდეზე იყო.
თავზემოთ მის უსაშველო წონას გრძნობდა. შინ იყო. შინ იყო და
მრთელი იყო.
მარჯვენა ხელი ასწია და თითები მოკუმშა, მათი ძალა რომ ეგ-
რძნო. ეს ქალთან წოლასავით სასიამოვნო იყო. ხმალაობასავით
სასიამოვნო. ხუთი თითი. დაესიზმრა, რომ დაასახიჩრეს, მაგრამ ეს
არ იყო მართალი. შვებით თავბრუ დაეხვა. ჩემი ხელი, ჩემი კარგი
ხელი. ახლა, მრთელი რაკი იყო, ვერაფერს დაუშავებდნენ.
მის გარშემო თორმეტი ბნელი ფიგურა იდგა, თავზე წამოფარე-
ბული ჩაჩები სახეებს უმალავდათ. ხელში შუბები ეჭირათ.
– ვინ ხართ? – პასუხი მოსთხოვა მათ ჯეიმიმ, – კასტერლის
კლდეზე რა გესაქმებათ? არ უპასუხიათ, მხოლოდ შუბების წვერე-
ბით უბიძგეს. სხვა გზა არ ჰქონდა, მათ უნდა დაჰყოლოდა. ხვეულ
დერეფანს დაუყვა, პირდაპირ კლდეში ნაკვეთ ვიწრო საფეხურებს,
დაღმა, დაღმა. მაღლა უნდა ავიდეო, უთხრა თავისთავს. მაღლა, და
არა დაღმა. დაბლა რატომ ჩავდივარ? მიწის ქვეშ ბედისწერა ჩასაფ-
რებოდა, ეს სიზმრის უტყუარობით იცოდა; იქ რაღაც ბნელი და საზა-
რელი იყო დაყურსული, რაღაც, მას რომ მოელოდა. ჯეიმიმ სცადა,
გაჩერებულიყო, მაგრამ შუბები წინ უბიძგებდნენ. ხმალი რომ მქონ-
დეს, ვერაფერს დამიშავებდნენ.
საფეხურები ერთბაშად დასრულდა ყრუ სიბნელეში. ჯეიმი მის
წინ გადაშლილ ვეება სივრცეს გრძნობდა. მოწყვეტით შეჩერდა, სი-
ცარიელის კიდეზე აქანავდა. წელში შუბის წვერი მიებჯინა და უფ-
სკრულში ისროლა. ჯეიმიმ დაიყვირა, მაგრამ შორს არ ჩავარდნი-

841
ლა. ოთხზე დაეცა რბილ ქვიშაზე, თავხელ წყალში. დაბლა, კასტერ-
ლის კლდის სიღრმეში წყლიანი გამოქვაბულები ჰქონდათ, მაგრამ
ეს ჯეიმისთვის უცნობი იყო.
– ეს რა ადგილია?
– შენი ადგილია, – გამოეპასუხა ხმა. ასობით ხმა იყო, ათასო-
ბით, დღეთა განთიადის ჟამს მცხოვრები ლან გამჭრიახიდან მოყო-
ლებული, ყველა ლანისტერის ხმა შეერთებულიყო. მაგრამ ყველა-
ზე უფრო მჭექარედ მისი მამის ხმა ისმოდა, ლორდ ტაივინის გვერ-
დით კი ჯეიმის და იდგა, ფერმკრთალი და მშვენიერი, ხელში ანთე-
ბული ჩირაღდანი ეჭირა. იქვე მოჩანდა ჯოფრიც, მათი საერთო ძე,
მათ უკან კი ათამდე ბნელი, ოქროსთმიანი ფიგურა ჩამდგარიყო.
– დაო, მამამ ჩვენ აქ რატომ მოგვიყვანა?
– ჩვენ? ეს შენი ადგილია, ძმაო. ეს შენი წყვდიადია, – მღვიმეში
მისი ჩირაღდნის გარდა სხვა სინათლე არ ენთო. სერსეი წასასვლე-
ლად შებრუნდა.
– დარჩი ჩემთან! – შეევედრა ჯეიმი, – ნუ დამტოვებ აქ მარტო, –
მაგრამ ისინი უკვე მიდიოდნენ, – ნუ დამტოვებ სიბნელეში! – აქ,
დაბლა, რაღაც საზარელი ცხოვრობდა, – ხმალი მაინც მომეცით!
– ხმალი უკვე მოგეცი, – უთხრა ლორდმა ტაივინმა.
ხმალი ფეხებთან ედო. ჯეიმიმ წყლის ქვეშ ხელი მოაფათურა, სა-
ნამ თითები ტარს არ შემოაჭდო. სანამ ხმალი მაქვს, ვერავინ ვერა-
ფერს დამიშავებს. ხმალი რომ ასწია, მის წვერზე მკრთალი ალი აენ-
თო და ფხას ამოუყვა, ტარიდან ერთი მტკაველის დაშორებით შე-
ჩერდა. ცეცხლმა ფოლადის ფერი შეიძინა და ვერცხლა-ცისფერი
შუქით ენთო, წყვდიადმა კი უკან დაიხია.
ჯეიმი ოდნავ ჩაჯდა, მიაყურადა და წრეზე შემობრუნდა, მზად
იყო, შებმოდა, წყვდიადიდან რაც კი გამოვიდოდა. ჩექმებში კოჭამ-

842
დე ჩაუდგა ყინულივით ცივი წყალი. წყალს ერიდე, გაიფიქრა ჯე-
იმიმ. მის სიღრმეში შეიძლება, რაღაც არსებები იმალებოდნენ...
უკნიდან ხმამაღალი შხაპუნი მოესმა. ჯეიმი ხმისკენ შებრუნდა...
მაგრამ სუსტ შუქზე მხოლოდ ტართელი ბრიენი დაინახა, ქალს ხე-
ლები მძიმე ჯაჭვით ჰქონდა შებორკილი. – მე დავიფიცე, რომ დაგი-
ცავდი, – ჯიუტად თქვა გოგომ, – ფიცი დავდე, – შიშველი იყო, ხე-
ლები ჯეიმისკენ გაიშვირა, – სერ. გთხოვ. ქენი სიკეთე.
ფოლადის რგოლები აბრეშუმივით იოლად გაიჭრა.
– ხმალი, – შეევედრა ბრიენი და უცებ ხმალიც გაჩნდა – ქარქა-
შით, ყაწიმით, ყველაფრიანად. ქალმა ქამარი სქელ წელზე შემოირ-
ტყა. შუქი ისე სუსტი იყო, რომ ჯეიმი მას ძლივს ხედავდა, თუმცა
ორიოდ ფუტით თუ იყვნენ ერთმანეთს დაშორებული. ამ შუქზე შეიძ-
ლება, მზეთუნახავი გეგონოსო, გაიფიქრა. ამ შუქზე ლამის რაინდი
გეგონებოდა. ბრიენის ხმალიც აციალდა, ისიც მოვერცხლილ ცის-
ფრად აენთო. წყვდიადმა ცოტათი მეტად დაიხია უკან.
– ცეცხლი ენთება, სანამ ცოცხლები იქნებით, – გაიგონა ჯეიმიმ
სერსეის დაძახილი, – რომ ჩაქრება, თქვენც ჩაქრებით.
– დაო! – იყვირა ჯეიმიმ, – დარჩი ჩემთან. დარჩი!
პასუხად ნელ-ნელა მიმწყდარი ნაბიჯების ხმა ჩაესმა.
ბრიენმა თავისი ორლესული აქეთ-იქით გაიქნია, უცქერდა, რო-
გორ ირხეოდა და ციმციმებდა ვერცხლის ალები. მის ფეხქვეშ
ბრტყელი შავი წყლის ზედაპირზე ანთებული ხმლის ანარეკლი
ელავდა. ბრიენი ძველებურად მაღალი და ძლიერი იყო, მაგრამ ჯე-
იმის ეჩვენებოდა, რომ ახლა უფრო ქალური სხეული ჰქონდა.
– იქ, დაბლა, დათვი ჰყავთ? – ბრიენი ნელა, ფრთხილად დაიძ-
რა, ხელში ხმალი ჰქონდა მომარჯვებული, ნაბიჯი გადადგა, შემობ-
რუნდა, მიაყურადა, – მღვიმის ლომი? მგელსაზარები? თუ დათვი?
მითხარი, ჯეიმი. რა ცხოვრობს იქ? რა ცხოვრობს წყვდიადში?
843
– ბედისწერა, – დათვი რომ არ იყო, იცოდა. არც ლომი, – ბედის-
წერა, სხვა არაფერი. ხმლების მოვერცხლილ ცისფერ შუქზე ზორბა
გოგო ფერმკრთალი და შეუპოვარი მოჩანდა.
– არ მომწონს ეს ადგილი.
– არც მე მომწონს, – მათი ხმლები შუქის მცირე კუნძულს აჩენ-
და, მაგრამ გარშემო ყველგან წყვდიადის უკიდეგანო ზღვა იშლებო-
და, – ფეხები სველი მაქვს.
– შეგვიძლია, იმ გზით დავბრუნდეთ უკან, რომლითაც აქ მოგ-
ვიყვანეს. მხრებზე თუ ამაცოცდები, იმ გვირაბში ასასვლელს იო-
ლად მისწვდები.
მაშინ შემეძლება, სერსეის მივდიო. იგრძნო, ამის გაფიქრებაზე
რომ აღეგზნო, და მიბრუნდა, ბრიენს რომ არ დაენახა.
– უსმინე, – ქალმა მხარზე დაადო ხელი და ამ უეცარ შეხებაზე
ჯეიმის გააჟრჟოლა. რა თბილია, – რაღაც გვიახლოვდება, – ბრიენ-
მა ხმალი ასწია და მის მარცხნივ მიათითა, – იქ.
ჯეიმი სიბნელეს ჩააჩერდა და ბოლოს მანაც დაინახა. წყვდიადში
რაღაც იძვროდა, კარგად ვერ არჩევდა...
– მხედარია. არა, ორი. ორი ცხენოსანი, გვერდიგვერდ.
– აქ, კლდის ქვეშ? – ეს უაზრობა იყო. მაგრამ მათკენ მაინც მო-
დიოდა ბაც ცხენებზე შემსხდარი ორი მხედარი, ცხენებიც და კაცე-
ბიც შეაბჯრულები იყვნენ. საომარი რაშები ნელი ნაბიჯით ამოდი-
ოდნენ წყვდიადიდან. ჩქამსაც არ იღებენო, მიხვდა უცებ ჯეიმი. არც
შხაპუნი ისმოდა, არც აბჯრის ჩხარი, არც ფლოქვის ცემა. ედარდ
სტარკი გაახსენდა, ეირისის სატახტო დარბაზს რომ მოუყვებოდა,
მდუმარებით შემობურული. მხოლოდ მისი თვალები მეტყველებ-
დნენ: ლორდის თვალები, ცივი, რუხი და განკითხვით სავსე.
– სტარკ, შენ ხარ? – დაუძახა ჯეიმიმ, – წინ წამოდექი. შენი ცოც-
ხლის არ მეშინოდა, არც მკვდრის შემეშინდება.
844
ბრიენმა მკლავზე შეახო ხელი.
– სხვებიც არიან.
ახლა ისინიც დაინახა. ჯეიმის ეჩვენებოდა, რომ მთლად თოვლის
აბჯრები ეცვათ, მხრებზე წვრილ ენებად ასდიოდათ ნისლი. მუზარა-
დის ცხაურები დაშვებული ჰქონდათ, მაგრამ ჯეიმი ლანისტერს არ
სჭირდებოდა მათი სახეების დანახვა, რომ ეცნო. ხუთი მისი ძმა იყო.
ოსველ ვენტი და ჯონ დარი. ლევინ მარტელი, დორნის პრინცი. თეთ-
რი ბუღა, გეროლდ ჰაიტაუერი. სერ არტურ დეინი, აისის მახვილი.
მათ გვერდით კი, ჯანღის და ჯავრის გვირგვინდადგმული, ზურგსუ-
კან გაშლილი გრძელი თმით მოაბიჯებდა რეიგარ ტარგარიენი,
დრაკონის ქვის პრინცი და რკინის ტახტის კანონიერი მემკვიდრე.
– ვერ შემაშინებთ! – დაიძახა ჯეიმიმ და შებრუნდა, როცა მხედ-
რები ორად გაიპნენ და აქეთ-იქიდან ამოუდგნენ. ვერ მიმხვდარიყო,
რომელ მხარეს უჯობდა მიტრიალება, – სათითაოდ შეგებრძოლე-
ბით ან ყველას ერთად, სულერთია. მაგრამ გოგოს ვინღა შეებრძო-
ლება? ბრაზდება ხოლმე, ისე თუ დატოვეს.
– მე დავიფიცე, რომ მას დავიცავდი, – უთხრა ქალმა რეიგარის
აჩრდილს, – წმინდა ფიცი დავდე.
– ჩვენ ყველამ დავდეთ ფიცი, – მწუხარედ თქვა სერ არტურ დე-
ინმა.
აჩრდილები ცხენების ლანდებიდან დაქვეითდნენ. ორლესულე-
ბი რომ იშიშვლეს, ჩქამიც არ გაუღია.
– ქალაქის დაწვას აპირებდა, – თქვა ჯეიმიმ, – რობერტს ნაცრის
მეტი რომ არაფერი შეხვედროდა.
– ის შენი მეფე იყო, – უთხრა დარიმ.
– ფიცი დადე, რომ დაიცავდი მას, – უთხრა ვენტმა.
– და ბავშვებსაც, – თქვა პრინცმა ლევინმა.
პრინცი რეიგარი ცივი ალით გიზგიზებდა – ხან თეთრად, ხან
845
წითლად, ხან შავად.
– ჩემი ცოლი და შვილები შენ დაგიტოვე.
– ვერც ვიფიქრებდი, რომ მათ რამეს დაუშავებდნენ, – ჯეიმის
ხმალი ახლა უფრო სუსტად ანათებდა, – მე მეფესთან ვიყავი...
– კლავდი მეფეს, – თქვა სერ არტურმა.
– ყელს სჭრიდი, – თქვა პრინცმა ლუვინმა.
– მეფეს, რომელსაც შეჰფიცე, რომ მისთვის მოკვდებოდი, –
თქვა თეთრმა ბუღამ. ხმლის პირის გასწვრივ მოდებული ალები იბ-
ჟუტებოდნენ და ჯეიმის გაახსენდა, რა უთხრა სერსეიმ. არა. ძრწო-
ლამ ყელში წაუჭირა თითები. მერე მისი ხმალი ჩაქრა და მხოლოდ
ბრიენისღა ენთო, აჩრდილები კი თავს დაატყდნენ.
– არა, – წარმოთქვა ჯეიმიმ, – არა, არა, არა. არააააააა!
გულამოვარდნილს გამოეღვიძა და ხეების კორომში, ვარსკვლა-
ვებიან სიბნელეში აღმოჩნდა. პირში ნაღვლის გემო ედგა და ოფ-
ლში გაღვრილი ცახცახებდა, ერთდროულად სციოდა და სცხელო-
და კიდეც. სახმლე ხელზე რომ დაიხედა, დაინახა, რომ მისი მაჯა მა-
ხინჯ გადანაჭერზე შემოხვეული ტყავით და ტილოთი ბოლოვდებო-
და. თვალები უნებურმა ცრემლებმა აუვსო. ხომ ვგრძნობდი,
ვგრძნობდი ჩემი თითების ძალას, ხმლის ტარის უხეშ ტყავს. ჩემი ხე-
ლი...
– მილორდ, – ქაიბანი მის გვერდით იყო ჩამუხლული, მამობრი-
ვი სახე თანაგრძნობით შეჭმუხვნოდა, – რა მოხდა? გავიგონე, რომ
იყვირე.
თავს რკინისფეხება ვალტონი ადგათ, მაღალი და კუშტი.
– რა ხდება? რატომ იყვირე?
– დამესიზმრა... სიზმარი იყო, სხვა არაფერი, – ჯეიმი მის გარშე-
მო გაშლილ ბანაკს მიაჩერდა, ჯერ ვერ გაეგო, სად იყო, – წყვდიად-
ში ვიყავი, მაგრამ ხელი მქონდა, – გადანაჭერზე დაიხედა და ლამის
846
ისევ ამოუბრუნდა გულ-მუცელი. კლდის ქვეშ ის ადგილი არ არსე-
ბობსო, გაიფიქრა. ცარიელი მუცელი სჭვალავდა, თავი კი უგუგუ-
ნებდა კუნძზე დებისგან.
ქაიბანმა შუბლი მოუსინჯა.
– ჯერ კიდევ სიცხე გაქვს.
– ცხელებიანი სიზმარი, – ჯეიმი წამოიწია, – დამეხმარეთ, – რკი-
ნისფეხება ჯანსაღ ხელში ჩაეჭიდა და წამოაყენა.
– დალევ კიდევ ძილის ღვინოს? – ჰკითხა ქაიბანმა.
– არა. ამ ღამით ისედაც ბევრი სიზმარი ვნახე, – ნეტავ, რა დრო
დარჩა გათენებამდე? საიდანღაც იცოდა, რომ, თვალებს თუ დახუ-
ჭავდა, ისევ იმ ბნელ და წყლიან ადგილას აღმოჩნდებოდა.
– მაშ, ყაყაჩოს რძე? და რამე, სიცხის დასაგდები? ჯერ კიდევ სუს-
ტად ხარ, მილორდ. ძილი გჭირდება. დასვენება.
სწორედ მაგის გაკეთებას არ ვაპირებ. კუნძზე, რომელზედაც ჯე-
იმის თავი ედო, მთვარის მკრთალი სხივი ეფინა. ხავსი ისე სქლად
ფარავდა, რომ ადრე ვერც შენიშნა, მაგრამ ახლა ხედავდა, რომ ხე
თეთრი იყო. ამან ვინტერფელი და ნედ სტარკის გულის ხე მოაგონა.
სტარკი იქ არ ყოფილაო, გაიფიქრა. ის არ დამსიზმრებია. მაგრამ
კუნძი მკვდარი იყო, ისევე, როგორც ნედ სტარკი და ყველა დანარ-
ჩენიც, პრინცი რეიგარი და სერ არტური და ბავშვები. და ეირისი. ეი-
რისი ყველაზე მეტად მკვდარია.
– მოჩვენებების არსებობის თუ გჯერა, მაისტერ? – ჰკითხა ქაი-
ბანს.
მას სახეზე უცნაური გამომეტყველება გაუჩნდა.
– ერთხელ, ციტადელში ყოფნისას, ცარიელ ოთახში შევედი და
ცარიელი სკამი დავინახე. მაგრამ ვიცოდი, რომ იქ ქალი იყო ნამყო-
ფი, სულ რაღაც ორიოდე წუთის წინ. სკამის ბალიში ჩაზნექილი დამ-
ხვდა, ქსოვილი – თბილი, ჰაერში კი მისი სუნი იდგა. თუ ოთახიდან
847
გასვლისას იქ ჩვენს სუნს ვტოვებთ, უეჭველია, ჩვენი სულების რა-
ღაც ნაწილი რჩება, ამ ქვეყნიდან რომ მივდივართ? – ქაიბანმა ხე-
ლები გაშალა, – თუმცა არქიმაისტერებს ჩემი აზრები არ მოსწონ-
დათ. არა, მარვინს კი მოსწონდა, მაგრამ სხვას არავის.
ჯეიმიმ თმა თითებით გადაივარცხნა.
– ვალტონ, – თქვა მან, – ცხენები შეკაზმე. უკან დაბრუნება მინ-
და.
– უკან? – რკინისფეხება ეჭვით აკვირდებოდა.
ჰგონია, გავგიჟდი. და შეიძლება, მართალიცაა.
– ჰარენჰალში რაღაც დამრჩა.
– ახლა ჰარენჰალი ლორდ ვარგოს უჭირავს. მას და მის სისხლი-
ან ჯამბაზებს. – შენ მასზე ორჯერ მეტი ხალხი გყავს.
– თუ შენს თავს მამაშენს არ ჩავაბარებ, როგორც ნაბრძანები
მაქვს, ლორდი ბოლტონი ტყავს გამაძრობს. ჩვენ მეფის საბიჯელში
მიგვეჩქარება.
იყო დრო, ჯეიმი ამას ღიმილით და მუქარით უპასუხებდა, მაგრამ
ცალხელა ხეიბარი ხალხს მაინცდამაინც თავზარს ვერ სცემს. ნეტავ,
ჩემი ძმა რას იზამდა? ტირიონი რამეს მოიფიქრებდა.
– ლანისტერები ტყუიან, რკინისფეხებავ. ლორდ ბოლტონს შენ-
თვის ეს არ უთქვამს? ვალტონმა ეჭვით შეკრა შუბლი.
– და თუ მითხრა?
– ჰარენჰალში თუ არ დამაბრუნებ, სიმღერა, რომელსაც მამა-
ჩემს ჩავჭიკჭიკებ, შეიძლება ისეთი არ იყოს, დრედფორტის ლორდს
რომ მოეწონებოდა. შეიძლება, ისიც კი ვთქვა, რომ ჩემთვის ხელის
მოჭრა ბოლტონმა ბრძანა, რკინისფეხება ვალტონმა კი ხმალი მო-
იქნია.
ვალტონი გაოგნებული მზერით მიაჩერდა.
– ეგრე არ ყოფილა.
848
– არა, მაგრამ მამაჩემი ვის დაუჯერებს? – ჯეიმიმ თავს ძალა და-
ატანა, გაეღიმა, ისე, როგორც მაშინ იღიმებოდა, ამქვეყნად არაფ-
რის შიში რომ არ ჰქონდა, – ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუ ახლა
უკან წავალთ. მალე ისევ ჩვენს გზაზე დავდგებით და მეფის საბი-
ჯელში ისე ტკბილად ვიგალობებ, ყურებს არ დაუჯერებ. მადლობის
ნიშნად ლამაზ გოგოს და ოქროთი კარგად გატენილ ქისას მიიღებ.
– ოქროს? – ვალტონს ეს ჭკუაში დაუჯდა, – რამდენ ოქროს?
ჩავიგდე ხელში.
– და რამდენი გინდა?
და მზის ამოსვლისთვის ჰარენჰალამდე ნახევარი გზა უკვე გავ-
ლილი ჰქონდათ. ჯეიმი ცხენს ბევრად უფრო სწრაფად მიერეკებო-
და, ვიდრე წინადღით, რკინისფეხება და მისი ჩრდილოელები კი
იძულებული იყვნენ, მისთვის ნაბიჯი აეწყოთ. და მაინც, სანამ ტბის-
პირა ციხესიმაგრეს მიაღწევდნენ, უკვე შუადღეც დადგა. წვიმის
მომლოდინე, ჩამუქებული ცის ქვეშ შავად და ავის მომასწავებლად
აზიდულიყო ვეება გალავანი და ხუთი უზარმაზარი კოშკი. ციხე
მკვდარს ჰგავდა: გალავანზე არავინ იდგა, დიდი კარიბჭე დახურუ-
ლი და ჩარაზული იყო. მაგრამ ბარბიკანის თავზე მომჩვარული ეკი-
და მარტოსული დროშა. ჯეიმიმ იცოდა, რომ ზედ ქოჰორის შავი ვაცი
იქნებოდა გამოსახული. ჯეიმიმ პირთან ხელი მოიმრგვალა და შეს-
ძახა: – ჰეი, თქვენ! ჭიშკარი გააღეთ, თორემ წიხლით ჩამოვიღებ!
ქაიბანი და რკინისფეხებც რომ აყვირდნენ, ქონგურებიდან მერე-
ღა გადმოყო თავი ვიღაცამ. თვალებდაჭყეტილი დააჩერდა მოსუ-
ლებს, მერე გაუჩინარდა. ცოტა ხანში გაიგონეს, როგორ სწევდნენ
მაღლა ცხაურს. კარიბჭე გადაიხსნა და ჯეიმი ლანისტერმა ცხენი გა-
ლავანში გაატარა, საკლავ ხვრელებს აღარც ახედა, მათ ქვეშ რომ
გაიარა. ეშინოდა, რომ ვაცი მათ არ შეუშვებდა, მაგრამ, როგორც

849
ჩანს, მამაც თანამებრძოლებს ისინი ჯერაც მოკავშირეებად მიაჩ-
ნდათ. უტვინოები.
გარე ეზო უკაცრიელი იყო. სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ
გრძელ, ფიქლით დახურულ თავლებთან მოჩანდა, ჯეიმის კი ამჯე-
რად ცხენები არ აინტერესებდა. აღვირი მოზიდა და მიმოიხედა.
სადღაც, აჩრდილების კოშკის უკნიდან, ხმაური და ნახევარ დუჟინ
ენაზე დაძახილები მოისმოდა. რკინისფეხებამ და ქაიბანმა აქეთი-
ქიდან ამოუყენეს ცხენები.
– აიღე, რისთვისაც დაბრუნდი, და წავიდეთ ისევ, – თქვა ვალ-
ტონმა, – ჯამბაზებთან უსიამოვნება არ მჭირდება.
– შენს ხალხს უთხარი, ხელი ხმლის ტარზე ედოთ, და ჯამბაზებს
თვითონ არ მოუნდებათ შენთან უსიამოვნება. ორი ერთზე ვართ,
ხომ გახსოვს? – ჯეიმიმ მკვეთრად შეატრიალა თავი შორიდან მოსუ-
ლი ღრიალის ხმაზე, სუსტად, მაგრამ მძვინვარედ რომ ისმოდა. ერ-
თბაშად მიხვდა, რაც ხდებოდა. დავიგვიანეთ? თითქოს შიგნეულობა
ჩასწყდა. ცხენს დეზები შემოსცხო და გარე ეზო გადაჭრა, თაღიანი
ქვის ხიდის ქვეშ გაიქროლა, გოდების კოშკს შემოუარა და შირიმის
ეზოში შევარდა.
ქალი დათვის ხაროში ჩაეგდოთ.
მეფე შავ ჰარენს ნებავდა, დათვების ბრძოლებიც კი ფუფუნებით
მოეწყო. ხარო ათი იარდის სიფართის და ხუთი იარდის სიღრმის
იყო, კედლები ქვით ამოეყვანათ, იატაკზე ქვიშა ეფინა და გარს მარ-
მარილოს მერხების ექვსი რიგი ევლებოდა. ჯეიმი მოუქნელად რომ
ჩამოხტა უნაგირიდან, შენიშნა, მამაცი თანამებრძოლები დასაჯდო-
მების მხოლოდ მეოთხედს ავსებდნენ. ქირით მებრძოლები ისე გა-
ეტაცა დაბლა გამართულ სანახაობას, რომ მათი მისვლა მხოლოდ
მხოლოდ პირისპირ მჯდომებმა შენიშნეს.
ბრიენს იგივე ცუდად მორგებული კაბა ეცვა, რომელიც რუს
850
ბოლტონთან ვახშმობისთვის მისცეს. არც ფარი, არც სამკერდული,
ჯაჭვის პერანგი, თუნდაც მოხარშული ტყავი არ იცავდა – მხოლოდ
ვარდისფერი ატლასი და მირული მაქმანი.
ალბათ ვაცს იგი ქალად ჩაცმული უფრო სახალისო ეჩვენებოდა.
ნახევარი კაბა უკვე ნაფლეთებად ეკიდა, მარცხენა მკლავზე კი დათ-
ვის ნაჭანგარიდან სისხლი სდიოდა. მაგრამ ხმალი მაინც მიუციათ.
გოგოს ის ცალ ხელში ეჭირა, ცდილობდა, მასა და დათვს შორის
მანძილი შეენარჩუნებინა. ამას აზრი არ აქვს, ორმო ძალიან პატა-
რაა. უნდა შეუტიოს და სწრაფად მოუღოს ბოლო. ბასრი ფოლადით
ნებისმიერ დათვს გაუმკლავდები. მაგრამ გოგოს თითქოს ეშინოდა
მიახლოების. ჯამბაზები მას აგინებდნენ და უხამს რჩევებს აძლევ-
დნენ.
– ეს ჩვენი საქმე არ არის, – გააფრთხილა ჯეიმი რკინისფეხებამ,
– ლორდმა ბოლტონმა გოგო მათ მისცა და უთხრა, რაც გინდათ, ის
უყავითო.
– ბრიენი ჰქვია, – ჯეიმიმ საფეხურები ჩაიარა, ათიოდე გაოცე-
ბულ ჯამბაზს აუქცია გვერდი. ვარგო ჰოუთი ყველაზე ქვედა რიგში,
ლორდის ლოჟაში გამოჭიმულიყო. – ლორდო ვარგო, – ხმამაღლა
დაუძახა ჯეიმიმ, ყვირილის ხმა რომ გადაეფარა. ქოჰორელს ლამის
ღვინო გადასცდა.
– მეფითმკვლელი? – სახის მარცხენა ნახევარი უშნოდ ჰქონდა
გადახვეული, ყურთან დოლბანდი წითლად დალაქავებულიყო.
– ამოიყვანე ქალი.
– ნუ ეთრები, მეფითმკვლელო, თუ მეორე ხელით არ მოგბეზრე-
ბია, – მან ღვინის თასით ანიშნა, – თენმა დედალმა თხენირემმა ყუ-
რი მომატამა. რა გათაკვირია, რომ მამამითი ეგეთ არანორმალურ-
თი ფულთ არ იდლევა.

851
ღრიალმა ჯეიმი მიახედა. ატოტილი დათვი რვა ფუტის სიმაღლი-
სა იყო, ნამდვილი ბალნიანი გრეგორ კლეგეინიაო, გაიფიქრა, თუმ-
ცა ჭკუა ალბათ ამას უფრო უჭრის. ეგაა, დათვი იმსიშორეს ვერ
სწვდებოდა, როგორც მთაკაცის საორხელე ხმალს შეეძლო.
დათვმა მძვინვარედ დაიღრიალა და გრძელი ყვითელი ეშვები
გამოაჩინა, მერე ისევ დაოთხდა და ბრიენისკენ გაექანა. ახლა შე-
გიძლია, გაიფიქრა ჯეიმიმ. დასცხე! ჩქარა! ამის ნაცვლად ქალმა
ხმლის წვეტი აძგერა მისკენ ისე, რომ ვერაფერი დაუშავა. დათვი
გასცილდა, მერე ისევ ბურდღუნით შემობრუნდა. ბრიენი მარცხნივ
გასრიალდა და დათვს ისევ სახისკენ აძგერა ხმალი. ცხოველმა თა-
თი ასწია და ხმალი მოიგერია.
დათვი ფრთხილობსო, მიხვდა ჯეიმი. სხვა ადამიანებთან უკვე
უბრძოლია. იცის, რომ ხმალმა და შუბმა შეიძლება, დააზიანოს. მაგ-
რამ ეს დიდხანს ვერ გააჩერებს. – მოკალი! – დაუყვირა, მაგრამ მი-
სი ხმა სხვების ღრიალში ჩაიკარგა. ბრიენმა თუ გაიგონა კიდევაც,
არაფერი შესტყობია. ის ხაროს გარს უვლიდა, ზურგით კედლისკენ.
ძალიან ახლოს დგას. დათვი კედელზე თუ მიიმწყვდევს...
ცხოველი ტლანქად შემობრუნდა, ზედმეტად შორიდან და ზედმე-
ტად სწრაფად. ბრიენმა კატასავით სხარტად შეიცვალა მიმართულე-
ბა. აი, ასეთი მახსოვდა. ქალი დათვს მიეჭრა და ზურგზე დაჰკრა.
ცხოველი ისევ ღრიალით აიყალყა. ბრიენმა უკან დაიხია. სისხლი
რატომ არ ჩანს? და უცებ მიხვდა. ჯეიმი ჰოუთს მიუბრუნდა. – სავარ-
ჯიშო ხმალი მიეცი.
ვაცმა ყროყინით გაიცინა და ღვინო და დორბლი შეაწუწა.
– რათაკვირველია.
– მე გადავიხდი მაგის წყეულ გამოსასყიდს. ოქროს, საფირო-
ნებს, რაც გინდა. ამოიყვანე იქიდან.
– ეგ ქალი გინთა? მიდი მათინ, ამოიყვანე.
852
ასეც მოიქცა.
ჯანსაღი ხელი მარმარილოს მოაჯირს დააყრდნო და გადაევლო,
ქვიშაზე დაცემული კი გაკოტრიალდა. მისი დაცემის ხმაზე დათვი
შემობრუნდა, ჰაერი მოყნოსა და ფრთხილად დააკვირდა ახალ თავ-
დამსხმელს. ჯეიმი ცალ მუხლზე წამოიწია. კეთილი და პატიოსანი;
ახლა რაღა შვიდი ჯოჯოხეთის ჯანდაბა ვქნა? მუჭი ქვიშით აივსო.
– მეფისმკვლელი? – გაიგონა ბრიენის გაოგნებული ხმა.
– ჯეიმი, – გაიმართა და ქვიშა დათვს სახეში შეაყარა. დათვმა
ტორები ჰაერში აასავსავა და დაიგრგვინა.
– აქ რას შვრები?
– რაღაც სისულელეს. უკან დამიდექი, – გარსმოვლით გაემარ-
თა ქალისკენ, მასა და დათვს შორის ჩადგა.
– შენ დამიდექი უკან. მე ხმალი მაქვს.
– უწვეტო და უფხო ხმალი. დამიდექი-მეთქი უკან! – ქვიშაში ნა-
ხევრად ჩამალული რაღაც დაინახა და საღი ხელი სტაცა. ადამიანის
ყბის ძვალი აღმოჩნდა, ცოტაოდენი მომწვანო, მატლებით აფუთფუ-
თებული ხორცი ჯერაც ზედ შერჩენოდა. რა მშვენიერებაა. ნეტავ, ვი-
სი სახე მიჭირავს ხელში. დათვი გვერდიდან უახლოვდებოდა, ამი-
ტომ ჯეიმმა მკლავი გაიქნია და ძვალი თავის ხორციან-მატლიანად
თავში გაუქანა, მაგრამ კარგა ერთი იარდით ააცილა. მარცხენა ხე-
ლიც უნდა წამეჭრა, მაინც არაფერში მარგია.
ბრიენი შეეცადა, მისთვის გარშემო შემოერბინა, მაგრამ ჯეიმიმ
ფეხი დაუდო, ქალი ქვიშაზე დაეცა, არაფრისმქნელ ხმალს ხელიდან
არ უშვებდა. ჯეიმი თავს დაადგა, დათვი კი მათკენ გამოექანა.
ლარმა გაიჟღრიალა და უცებ ნადირს მარცხენა თვალის ქვეშ
ბუმბულიანი ისარი ამოეზარდა. დაღებული პირიდან სისხლი და
დორბლი დასდინდა, და მეორე ისარიც მოხვდა, ამჯერად ფეხში.
დათვი აღრიალდა, აღრიალდა. ისევ დაინახა ჯეიმი და ბრიენი და
853
ბარბაცით წამოვიდა მათკენ. ისევ დასხლიტეს არბალეტები, ისრები
ტყავსა და ხორცში ატანდა. ასე ახლოდან მოისრები ძნელად თუ აა-
ცილებდნენ. ლახტებივით მძლავრად ეხლებოდნენ ისრები, მაგრამ
დათვმა მაინც გადმოდგა ნაბიჯი. საბრალო, უტვინო და მამაცი მხე-
ცი. მათკენ რომ გამოექანა, ჯეიმი ყვირილით გახტა გვერდზე და ფე-
ხით ქვიშა შეაყარა. დათვი მისკენ შებრუნდა და ორი ისარიც ზურგზე
დაერჭო. ბოლოჯერ დაიბუხუნა, უკანა ფეხებზე ჩაჯდა, მერე სის-
ხლით გაწებილ ქვიშაზე გაიჭიმა და მოკვდა.
ბრიენმა მუხლებზე წამოიწია, ხმალს ბღუჯავდა და წყვეტილად
სუნთქავდა. რკინისფეხებას მოისრები არბალეტებს ახვევდნენ და
ისრებს უმარჯვებდნენ, სისხლიანი ჯამბაზები კი გინებით და ყვირი-
ლით იმუქრებოდნენ. ჯეიმიმ დაინახა, რომ რორჯს და სამთათას უკ-
ვე ეშიშვლათ ხმლები, ზოლო კი თავის შოლტს შლიდა.
– თემი დათვი მოკალით! – დაიკივლა ვარგო ჰოუთმა.
– შენც იმავეს გაგიხერხებ, ჭკუით თუ არ იქენი, – მიუგდო რკი-
ნისფეხებამ, – გოგო თან მიგვყავს.
– ბრიენი ჰქვია, – თქვა ჯეიმიმ, – ბრიენი, ტართელი ქალწული.
იმედია, ჯერაც ქალწული ხარ?
ქალს ფართო უშნო სახე გაუწითლდა.
– ჰო.
– ეს კარგია, – უთხრა ჯეიმიმ, – თორემ მე მხოლოდ ქალწულებს
დავიხსნი ხოლმე. ჰოუთს კი უთხრა:
– გამოსასყიდს მიიღებ. ჩვენთვის, ორივესთვის. ლანისტერი ვა-
ლებს ყოველთვის იხდის. ახლა თოკი მოიტანე და ამოგვიყვანე აქე-
დან.
– დახოცე ეს ბოზიშვილები, ჰოუთ, – დაიღრინა რორჯმა, – თო-
რემ ინანებ, ნეტა მექნაო!
ქოჰორელი ყოყმანობდა. ხალხის ნახევარი გალეშილი ჰყავდა,
854
ჩრდილოელები კი სრულიად ფხიზლები იყვნენ, თანაც – ორჯერ
მეტნი. ზოგ მეარბალეტეს უკვე გადაეტენა კიდევაც თავისი იარაღი.
– ამოიყვანეთ, – თქვა ჰოუთმა, მერე კი ჯეიმის მიმართა, – გა-
თავტყვიტე, მოტყალე ვიყო. უთხარი თენთ ლორდ-მამათ.
– ვეტყვი, მილორდ, – ოღონდ ეს არაფერს გიშველის.
ჰარენჰალს ნახევარი ლიგით რომ გასცდნენ და გალავანზე
მდგარი მოისრები ვეღარ მისწვდებოდნენ, რკინისფეხებამ მერეღა
იფეთქა.
– გადაირიე, მეფისმკვლელო? სიკვდილი გინდოდა? დათვს შიშ-
ველი ხელებით ვერავინ გაუმკლავდება!
– ერთი შიშველი ხელით და მეორე შიშველი გადანაჭერით, – შე-
უსწორა ჯეიმიმ, – მაგრამ იმედი მქონდა, რომ შენ მოკლავდი ნა-
დირს, სანამ ნადირი მე მომკლავდა. თორემ ლორდი ბოლტონი
ფორთოხალივით გაგფცქვნიდა, ასე არაა?
რკინისფეხებამ, უტვინო ლანისტერიო, შეიკურთხა, ცხენს დეზი
ჰკრა და კოლონის თავისკენ გაჭენდა.
– სერ ჯეიმი? – ამ დასვრილ ვარდისფერ ატლასსა და დაფხრე-
წილ მაქმანშიც კი ბრიენი კაბიან კაცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალს,
– მადლობა მომიხსენებია, მაგრამ... უკვე შორს იყავი წასული. რა-
ტომ დაბრუნდი?
ენაზე ათასი ოხუნჯობა მოადგა, ერთიმეორეზე უფრო დაუნდობე-
ლი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– დამესიზმრე, – უთხრა ქალს.

კეტლინი

რობი თავის ყმაწვილ დედოფალს სამჯერ დაემშვიდობა. ერ-


თხელ – საღვთო ტყეში, გულის ხის წინ, ღმერთების და ადამიანების
855
დასანახად. მეორედ – იქ, სადაც ჯეინიმ ხანგრძლივი ჩახუტებით და
კიდევ უფრო ხანგრძლივი კოცნით დააყენა გზაზე. და ბოლოს – ქვა-
გორიადან ერთი საათის სავალზე, სადაც გოგონა გაქაფული ცხე-
ნით დაეწიათ და თავის ჭაბუკ მეფეს ევედრა, თან წამიყვანეო. რობი
ამან ააღელვა, მაგრამ შეაცბუნა კიდეც. ნოტიო და რუხი დღე იდგა,
წვიმამ ცრა დაიწყო და ახლა ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა, შეჩე-
რების ბრძანება გაეცა, რათა წვიმაში მდგარიყო და ცრემლიანი
ყმაწვილი ცოლი ნახევარი ჯარის წინ ენუგეშებინა. ალერსიანად
ელაპარაკება, გაიფიქრა კეტლინმა, მათ რომ უყურებდა; მაგრამ გუ-
ლის სიღრმეში ბრაზი უდუღს.
სანამ მეფე და დედოფალი ლაპარაკობდნენ, რუხი ქარი მათ
გარშემო დაძუნძულებდა, მხოლოდ დროდადრო შეჩერდებოდა,
ქურქიდან წყალი რომ გაებერტყა და წვიმისთვის შეეღრინა. როდე-
საც, ბოლოს და ბოლოს, რობმა ჯეინის უკანასკნელად აკოცა, მის
რივერანში დასაბრუნებლად ათეული გამოყო და ისევ ამხედრდა,
მგელი ლარს მოწყვეტილი ისარივით გაიჭრა წინ.
– ვხედავ, დედოფალ ჯეინის სინაზით სავსე გული აქვს, – უთხრა
კეტლინს კოჭლმა ლოთარ ფრეიმ, – ჩემს დებს ჰგავს ამით. მე, მა-
გალითად, ნაძლევს ჩამოვიდოდი, რომ როსლინი ამწუთას ტყუპებს
ცეკვით უვლის გარშემო და ღიღინებს: „ლედი ტალი, ლედი ტალი,
ლედი როსლინ ტალი“. დილით რივერანის წითელი და ლურჯი ფე-
რების ქსოვილები ეჭირება სახესთან, რომ ნახოს, როგორი იქნება
თავის საპატარძლო მოსასხამში, – იგი უნაგირზე შებრუნდა და ედ-
მურს გაუღიმა, – შენ კი უჩვეულოდ მშვიდი ხარ, ლორდო ტალი. ნე-
ტავ, რა გრძნობები გიპყრობს?
– თითქმის ისეთივე, ქვის წისქვილთან რომ მქონდა, სანამ სა-
ომარი საყვირები დასჭექდნენ, – მიუგო ედმურმა და მხოლოდ სანა-
ხევროდ ხუმრობდა.
856
ლოთარმა ხალისიანად გაიცინა.
– ვილოცოთ, რომ შენი ქორწილიც ისევე კეთილად დაგვირ-
გვინდეს, მილორდ. და დაგვიფარონ ღმერთებმა, ასე თუ არ მოხდა.
კეტლინმა ცხენს ქუსლები შემოჰკრა და ძმა და კოჭლი ლოთარი ერ-
თმანეთთან დატოვა.
ჯეინის რივერანში დარჩენა კეტლინმა დაიჩემა, თუმცა რობს ერ-
ჩივნა, ცოლი გვერდით ჰყოლოდა. ლორდ ვალდერს ქორწილში დე-
დოფლის მიუსვლელობა შესაძლოა, დამცირებად მიეჩნია, თუმცა,
ისიც შესაძლებელი იყო, მისი იქ ყოფნა სხვაგვარი შეურაცხყოფა
ყოფილიყო, რაც ბერიკაცის ჭრილობას მარილს მოაყრიდა.
– ვალდერ ფრეის მწარე ენა და კარგი მახსოვრობა აქვს, – გა-
აფრთხილა ქალმა შვილი, – არ მეეჭვება, რომ საკმარისად ძლიერი
ხარ და შეძლებ, ბერიკაცის საყვედურები აიტანო მისი მოკავშირეო-
ბის ხათრით, მაგრამ მამაშენის შვილი ვერ მოახერხებ, მშვიდად იჯ-
დე იქ, ჯეინის პირისპირ თუ შეურაცხყოფს.
რობი ამას ვერ უარყოფდა. და მაინც, ამის გამო ჩემზე ნაწყენია,
გაიფიქრა დაღლილმა. უკვე ენატრება ჯეინი და მისი არსების რაღაც
ნაწილი მის აქ არყოფნაში მე მადანაშაულებს, თუმცა იცის, რომ
კარგი რჩევა მივეცი.
კრაგიდან წამოყოლილი ექვსი ვესტერლინგისგან რობის გვერ-
დით მხოლოდ ერთი რჩებოდა: სერ რეინალდი, ჯეინის ძმა, მეფის
მედროშე. იმ დღესვე, როცა ლორდ ტაივინისგან ტყვეების გაცვლის
თანხმობა მოვიდა, რობმა ჯეინის ბიძა როლფ სპაისერი ყმაწვილი
მარტინ ლანისტერის ოქროს ეშვზე მისაყვანად გაგზავნა. ეს კარგად
მოეწყო: მის ძეს მარტინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩამოსცილდა,
გალბარტ გლოვერი დაამშვიდა ცნობამ, რომ მისი ძმა რობეტ გლო-
ვერი ბინდისველში გემზე დასვეს, სერ როლფს მნიშვნელოვანი და
საპატიო ვალი დაეკისრა... და რუხი ქარი ისევ მეფის გვერდით იყო,
857
ანუ თავის ადგილზე.
ლედი ვესტერლინგი რივერანში დარჩა შვილებთან: ჯეინისთან,
მის უმცროს და ელენიასთან და ყმაწვილ როლამთან, რობის საჭურ-
ველმტვირთველთან ერთად, რომელიც მწარედ წუხდა, რომ არ წა-
იყვანეს. მაგრამ ესეც ჭკვიანური საქციელი იყო. ადრე რობის სა-
ჭურველზე ზრუნავდა ოლივარ ფრეი, რომელიც უეჭველად იქნებო-
და თავისი დის ქორწილში. მისი შემცვლელის ჩაყვანა უგუნურებაც
იქნებოდა და სისასტიკეც. ხოლო რეინალდი ხალისიანი ჭაბუკი რა-
ინდი იყო და დაიფიცა, რომ ვალდერ ფრეის მხრიდან ვერანაირი შე-
ურაცხყოფა ვერ გაანაწყენებდა. ვილოცოთ, რომ შეურაცხყოფის
გარდა, სხვა არაფერთან გამკლავება არ დაგვჭირდეს.
თუმცა კეტლინს ამის გამო შიში თავს არ ანებებდა. მისი ლორ-
დი-მამა სამკბილას მერე ვალდერ ფრეის აღარ ენდობოდა და ქალს
ეს არასოდეს ავიწყდებოდა. დედოფალი ჯეინი ყველაზე უკეთ რივე-
რანის მაღალი, მტკიცე გალავნის მიღმა და შავი თევზის გვერდით
იქნებოდა დაცული. რობმა რაინდისთვის ახალი ტიტულიც კი შექმნა
და სამხრეთის მარშების მცველი უწოდა. თუ ვინმეს შეეძლო სამკბი-
ლას დაჭერა, სერ ბრინდენს შეეძლო. და მაინც, კეტლინს აკლდა
გვერდში ბიძის უტეხი სახე და რობსაც დააკლდებოდა მისი რჩევები.
სერ ბრინდენს წილი ედო ყველა გამარჯვებაში, რომელიც კი კეტ-
ლინის ძემ მოიპოვა. მის ნაცვლად მზვერავებისა და წინამარბების
სარდლობა გალბარტ გლოვერმა ჩაიბარა. კარგი კაცია, ერთგული
და შეუდრეკელი, მაგრამ შავი თევზის უბადლოობა აკლია.
გლოვერის მზვერავების ფარის უკან რობის ლაშქარი რამდენი-
მე მილის სიგრძეზე იყო გაჭიმული. მეწინავეებს დიდჯონი მიუძღო-
და. კეტლინი ძირითად კოლონაში იდგა ხოლმე, გარს დინჯ საომარ
ცხენებზე ამხედრებული რჩეული მეომრები ეხვია. ამას სატვირთო

858
მწკრივი მოსდევდა, სურსათით, ცხენების საკვებით, საბანაკე აღ-
ჭურვილობით, საქორწილო საჩუქრებით და დაჭრილ-ავადმყოფე-
ბით დატვირთული ფორნები, რომელსაც ფხიზლად იცავდნენ სერ
ვენდელ მანდერლი და თეთრი ნავსადგურის რაინდები. მათ ცხვრე-
ბისა და თხების ფარები და საქონლის ჯოგი მოჰყვებოდათ, რომლის
მერეც ფეხებდაწყლულებული ბანაკის მადევრები მოაბიჯებდნენ.
სულ ბოლოს კი რობინ ფლინტი და მისი არიერგარდი იდგა. უკან
ასობით ლიგის მანძილზე მტერი არ ეგულებოდათ, მაგრამ რობი
სიფრთხილეს არ კარგავდა. სულ ოცდათხუთმეტი ასეული იყვნენ,
ოცდათხუთმეტი ასეული, რომლებმაც სისხლი ღვარეს მოჩურჩულე
ტყეში, რომლებმაც ხმლები სისხლით შეღებეს ბანაკების ბრძოლა-
ში, ხარჯვარედინთან, აშმარკთან და კრაგთან, და ლანისტერების
დასავლეთის ოქროთი მდიდარ გორაკებს შორის. მის ძმას, ედმურს,
მეგობართა საკმაოდ მოკრძალებული ამალა ახლდა – სამკბილას
ლორდები დარჩნენ, რათა მდინარეთი დაეცვათ, სანამ მეფე ჩრდი-
ლოეთს დაიბრუნებდა. წინ ედმურის საცოლე და რობის მორიგი
ბრძოლა იყო... მე კი მელის ორი მკვდარი ძე, ცარიელი სარეცელი
და მოჩვენებებით სავსე ციხესიმაგრე. უსიხარულო მომავალი იყო.
ბრიენ, სად ხარ? დამიბრუნე ჩემი გოგონები, ბრიენ. საღ-სალამათე-
ბი დამიბრუნე.
თქორი, რომელმაც რივერანიდან გამოაცილათ, შუადღისთვის
წყნარ, გაბმულ წვიმად გადაიქცა და დაღამების მერეც კარგა ხანს
არ გადაუღია. მეორე დღეს ჩრდილოელებს მზისთვის თვალიც არ
მოუკრავთ, ტყვიისფერი ცის ქვეშ მიჰყავდათ ცხენები და, თვალებში
წყალი რომ არ ჩასვლოდათ, თავებზე მოსასხამის ჩაჩები წამოეფა-
რებინათ. უხვი წვიმა გზებს ტალახად, ყანებს კი ჭაობებად აქცევდა,
მდინარეებს ადიდებდა და ხეებს ფოთლებს აყრევინებდა. გამუდმე-
ბული შხაპუნი უმიზნო საუბრებს საძნელოს ხდიდა და ადამიანები
859
მხოლოდ მაშინ იღებდნენ ხმას, როცა მართლაც რამე ჰქონდათ
სათქმელი, ეს კი საკმაოდ იშვიათად ხდებოდა.
– ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ვჩანვართ, მილედი, – უთ-
ხრა მის გვერდით ცხენით მიმავალმა მეგი მორმონტმა. კეტლინი
თანდათან შეეთვისა ლედი მეგის და მის უფროს ასულს, დეისის.
როგორც ჩანდა, მათ სხვებზე უკეთ გაუგეს ჯეიმი ლანისტერის გაშ-
ვება. ასული მაღალი და გამხდარი იყო, დედა – მოკლე და ჯმუხი,
მაგრამ ერთნაირად იყვნენ გამოწყობილი ჯაჭვსა და ტყავში, ფარებ-
ზე და იალმაგებზე კი მორმონტების შავი დათვი ეხატათ. კეტლინს
მიაჩნდა, რომ ეს ლედისთვის უცნაური სამოსი იყო, მაგრამ დეისი
და ლედი მეგი უფრო თავდაჯერებულები ჩანდნენ – როგორც ქალე-
ბი თუ როგორც მეომრები – ვიდრე ტართის ასული იყო ხოლმე.
– მე ყველა ბრძოლაში ჭაბუკი მგლის მხარდამხარ ვომობდი, –
ხალისიანად წარმოთქვა დეისი მორმონტმა, – მას ჯერ არცერთხელ
არ წაუგია.
ჰო, მაგრამ ამ ბრძოლების გარდა სხვა ყველაფერი წააგო, გა-
იფიქრა კეტლინმა, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმა არ ივარგებდა.
ჩრდილოელებს სიმამაცე არ აკლდათ, მაგრამ ისინი შინიდან შორს
იყვნენ და ჭაბუკი მეფის ძალის რწმენის გარდა, სხვა საყრდენი თით-
ქმის არ გააჩნდათ. ეს რწმენა უნდა დაეცვა, რადაც უნდა დასჯდომო-
და. უფრო ძლიერი უნდა ვიყოო, გაიფიქრა. რობის ხათრით ძალა
უნდა მოვიკრიბო. სასოს თუ წარვიკვეთ, ჩემი საწუხარი მთლიანად
ჩანმთქავს. ახლა ყველაფერი ამ ქორწინებაზე იყო დამოკიდებული.
თუ ედმური და როსლინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მოსვლა-გვი-
ან ლორდ ფრეის გული მოულბებოდა და იგი თავის ძალას კვლავ
რობისას შეუერთებდა... მაშინაც კი, რის იმედი უნდა გვქონდეს, ლა-
ნისტერსა და გრეიჯოის შორის მოქცეულს? კეტლინს ამაზე დაფიქ-

860
რებაც ვერ გაებედა, თუმცა რობი სხვაზე თითქმის არაფერზე ფიქ-
რობდა. კეტლინი ხედავდა, როგორ უკირკიტებდა იგი რუკებს, როცა
ბანაკად დადგებოდნენ ხოლმე, როგორ ეძებდა გეგმას, რაც ჩრდი-
ლოეთს დააბრუნებინებდა.
მის ძმა ედმურს სხვა საზრუნავი ჰქონდა.
– ალბათ ლორდ ვალდერის ასულები მას არ ჰგვანან, არა? –
იკითხა მან, როცა კეტლინთან და თავის მეგობრებთან ერთად იჯდა
მაღალ ზოლიან კარავში.
– იმდენი სხვადასხვანაირი დედა ჰყავდათ, რომ ზოგი გოგონა
მაინც ლამაზი ეყოლება, – უთხრა სერ მარქ პაიპერმა, – მაგრამ ის
ბებერი ნაძირალა ლამაზს რატომ მოგცემს?
– არც რატომ, – გაეპასუხა ედმური პირქუშად.
კეტლინს ამდენის გაძლება აღარ შეეძლო.
– ლამაზი სერსეი ლანისტერიცაა, – წარმოთქვა მკვახედ, – უფ-
რო ჭკვიანური იქნებოდა, გენატრა, რომ როსლინი ძლიერი და ჯან-
საღი იყოს, გონიერი და ერთგული გამოდგეს, – თქვა ეს და კარვი-
დან გავიდა.
ედმურმა ეს არ აპატია. მთელი მეორე დღე მის სიახლოვეს გაურ-
ბოდა და მარქ პაიპერთან, ლაიმონ გუდბრუკთან, პატრეკ მალის-
ტერთან და ჭაბუკ ვენსებთან ყოფნას არჩევდა. ისინი თუ კიცხავენ,
მხოლოდ ხუმრობითო, გაიფიქრა კეტლინმა, როდესაც იმ დღეს
უსიტყვოდ ჩაუქროლეს გვერდით. მე ედმურთან მუდამ ზედმეტად
მკაცრი ვიყავი, ახლა კი მწუხარება ჩემს ყოველ სიტყვას უარესად
ამძაფრებს. ნანობდა, ძმას რომ უსაყვედურა. ისედაც კოკისპირუ-
ლად წვიმდა, მისი მხრიდან დამატება საჭირო აღარ იყო. და განა
დიდი დანაშაულია, კაცს ლამაზი ცოლი უნდოდეს? გაახსენდა თავი-
სი პირველი ბავშვური იმედგაცრუება ედარდ სტარკის პირველი და-
ნახვისას. ისიც მისი ძმის, ბრანდონ სტარკის მსგავსი, ოღონდ უფრო
861
ახალგაზრდა წარმოედგინა, მაგრამ ცდებოდა. ნედი უფრო დაბალი,
ნაკლებად ლამაზი და ძალიან კუშტი იყო. თავაზიანად ესაუბრებო-
და, მაგრამ მისი სიტყვების მიღმა გრძნობდა სიცივეს, რაც სრული-
ად უცხო იყო ბრანდონისთვის, რომელსაც ხალისიც მრისხანებასა-
ვით მგზნებარე სჩვეოდა. მაშინაც კი, როცა მისი ქალწულება ირგუ-
ნა, მათი სიყვარული მოვალეობა უფრო იყო, ვიდრე სურვილი. მაგ-
რამ იმ ღამით რობი ჩავსახეთ: მეფე გავაჩინეთ ერთად. ხოლო ომის
შემდეგ, ვინტერფელში, მე ვიგემე სიყვარული, რომელსაც ვერც ერ-
თი ქალი ვერ დაიწუნებდა – მას მერე, რაც ნედის პირქუში სახის
მიღმა ნაზი და ლმობიერი გული ვიპოვე. რატომაც არ შეიძლება, ედ-
მურმაც იგივე იპოვოს თავის როსლინთან.
ღმერთებმა ისე ინებეს, რომ მათი გზა მოჩურჩულე ტყეში გადიო-
და – იქ, სადაც რობმა თავისი პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა.
ისინი ვიწრო ველის ძირზე გაწოლილ დაკლაკნილ მდინარეს მიჰ-
ყვებოდნენ, როგორც ჯეიმი ლანისტერის მეომრები იმ საბედისწე-
რო ღამეს. მაშინ უფრო თბილოდაო, გაახსენდა კეტლინს, ხეები ჯე-
რაც მწვანედ იყო შემოსილი, მდინარე კი კალაპოტიდან არ იღვრე-
ბოდა. ახლა ნაკადს ჩამოცვენილი ფოთლები ფარავდა, დამბალ
გროვებად ელაგა ლოდებსა და ფესვებს შორის და ხეებს, რომლე-
ბიც ოდესღაც რობის ჯარს მალავდნენ, მწვანე შესამოსელი ყავის-
ფრად დაწინწკლულ უღიმღამო ოქროსფერზე და ჟანგისა და შემხმა-
რი სისხლის მსგავს წითელზე გაეცვალათ. მწვანედ ნაძვები და ჯა-
რისკაცა ფიჭვებიღა რჩებოდნენ, მუქი შუბებივით გასჩროდნენ
ღრუბლების ჩამოწოლილ მუცლებს.
მას მერე არა მხოლოდ ხეები დაიხოცნენო, გაიფიქრა კეტლინმა.
მოჩურჩულე ტყის ბრძოლისას ჯერაც ცოცხალი ნედი დილეგში იჯდა
ეაგონის მაღალი ბორცვის ქვეშ, ბრანსა და რიკონს საიმედოდ იცავ-

862
და ვინტერფელის გალავანი. თეონ გრეიჯოი რობის მხარეს იბრძო-
და და იკვეხნიდა, კინაღამ მეფისმკვლელის ხმალს შევაგებე ჩემი
ხმალიო. ლორდ კარსტარკის ძეების ნაცვლად თეონი რომ მომ-
კვდარიყო, რამდენი უბედურება აგვცდებოდა?
ომის ველზე რომ ჩაიარეს, კეტლინმა სისხლისმღვრელი ბრძო-
ლის ნიშნები დალანდა: წვიმით ავსებული მუზარადი, დალეწილი
შუბი, ცხენის ძვლები. აქ დაცემული მეომრების ცხედრებზე ქვის
ყრილები აეგოთ, მაგრამ ლეშიჭამიებს მაინც მიეგნოთ მათთვის.
ლოდებს შორის კაშკაშა ქსოვილს და პრიალა ლითონს ჰკიდა თვა-
ლი. ერთხელ დაინახა, სახე რომ შემოსჩერებოდა, გახრწნილი ყა-
ვისფერი ხორცის ქვემოდან უკვე თავის ქალა ილანდებოდა.
ამის დანახვისას გაიფიქრა, ნეტავ, ნედმა სად განისვენაო. მდუ-
მარე დებმა იგი ჩრდილოეთით წაასვენეს, მათ ჰალის მოლენი და
მცირერიცხოვანი საპატიო დაცვა მიაცილებდა. მიაღწია ნედმა ვინ-
ტერფელს, ციხესიმაგრის ქვეშ ბნელ აკლდამებში რომ ჩასვენებუ-
ლიყო თავისი ძმის, ბრანდონის გვერდით? თუ მოათ კაილინის კარი
მანამდე ჩაირაზა, სანამ ჰალი და დები გავლას მოასწრებდნენ?
ველის ძირას, მოჩურჩულე ტყის შუაგულში გაწოლილ დაკლაკ-
ნილ ბილიკს ოცდათხუთმეტი ასეული მხედარი მიუყვებოდა, მაგრამ
კეტლინს ასეთი სიმარტოვე იშვიათად თუ ეგრძნო. ყოველი გავლი-
ლი ლიგა სულ უფრო აშორებდა რივერანს და უნებურად გაიფიქრა,
ნეტავ, როდისმე ისევ თუ ვნახავ იქაურობასო. თუ ისიც სამუდამოდ
დაკარგა, როგორც უამრავი სხვა რამ?
ხუთი დღის მერე მზვერავები დაბრუნდნენ და გააფრთხილეს,
რომ მოდიდებულ წყლებს ბაზრობის ქალაქთან ხის ხიდი წაეღო.
გალბარტ გლოვერმა და ორმა მისმა მამაცმა მეომარმა სცადეს,
ვერძის ფონთან გადაეცურათ ლურჯი კბილის გავეშებული ჩქერი.
ორი ცხენი და ერთი მხედარი წყალმა გაიტაცა და დაახრჩო. თავად
863
გლოვერმა მოახერხა, ლოდს მოსჭიდებოდა, სანამ ამოიყვანდნენ.
– მდინარე ასე მოდიდებული გაზაფხულის მერე არ ყოფილა, –
თქვა ედმურმა, – და, წვიმები თუ გაგრძელდა, კიდევ მოიმატებს.
– აღმა, ძველქვის ახლოს, არის ხიდი, – გაახსენდა კეტლინს,
რომელიც ამ მხარეში ხშირად მოგზაურობდა მამასთან ერთად, – ის
უფრო ძველი და პატარაა, მაგრამ, თუ არ წაუღია...
– იქ ხიდი აღარაა, მილედი, – უთხრა გალბარტ გლოვერმა, –
ბაზრობის ქალაქის ხიდამდე უფრო ადრეც მოგლიჯა.
რობმა კეტლინს შეხედა.
– სხვა ხიდი არის სადმე?
– არა. ფონებზე კი ვერ გადავალთ, – კეტლინი დაფიქრდა, –
ლურჯ კბილს თუ ვერ გადავდივართ, მოგვიწევს, გარშემო შემოვუ-
აროთ, შვიდნაკადათი და როკაპის ჭაობით გავიდეთ.
– იქ ჭაობები და ცუდი გზები დაგხვდება, თუ დაგვხვდა საერთოდ,
– გააფრთხილა ედმურმა, – ნელა ვივლით, მაგრამ ალბათ როდის-
მე მივაღწევთ.
– ლორდი ვალდერი, უეჭველია, გველოდება, – თქვა რობმა, –
ლოთარმა მას რივერანიდან ფრინველი გაუგზავნა, იცის, რომ მივ-
დივართ.
– ჰო, მაგრამ ეგ კაცი ფხუკიანი და ბუნებით ეჭვიანია, – თქვა კეტ-
ლინმა, – ეს დაყოვნება შესაძლოა, განზრახულ შეურაცხყოფად მი-
იღოს.
– კეთილი და პატიოსანი, მე დაყოვნებისთვისაც მოვუხდი ბო-
დიშს. ძალიან თავმდაბალი მეფე ვიქნები, ყოველ ამოსუნთქვაზე
შენდობას შევევედრები ხოლმე, – რობმა პირი მოიღრიცა, – იმე-
დია, ბოლტონმა მოასწრო სამკბილაზე გადასვლა მოდიდებამდე.
სამეფო გზა პირდაპირ ჩრდილოეთისკენ მიემართება, უფრო იო-
ლად ივლიდა. ქვეითადაც კი ტყუპებში ჩვენამდე მივიდოდა.
864
– მერე, როცა ჯარებს შეაერთებთ და ჩემს ძმას დააქორწინებთ,
მერე რაღას აპირებ? – ჰკითხა კეტლინმა.
– ჩრდილოეთს, – რობმა რუხ ქარს ყურებს უკან დაფხანა.
– ყრილით? მოათ კაილინის წინააღმდეგ?
შვილმა მას გამოუცნობი ღიმილი შეაგება.
– ერთ-ერთი გზა ეგაა, – უთხრა, და კეტლინი მიხვდა, რომ მეტს
არაფერს ეტყოდა. ბრძენი მეფე თავისთავთან თათბირობს, შეახსე-
ნა თავს.
ძველქვას რვა გადაუღებლად წვიმიანი დღის მერე მიაღწიეს და
ბანაკი ლურჯ კბილზე გადამდგარი გორაკის თავზე გაშალეს, უძვე-
ლესი მდინარის მეფეების დაქცეული სიმაგრის ნანგრევებში. ძველი
გალავნის და ციხეების ადგილას ჯერაც მოჩანდა ბალახში ჩაფლუ-
ლი საძირკვლები, მაგრამ დანარჩენი ქვები უკვე დიდი ხნის წინ გა-
ეზიდათ იქაურ მოსახლეებს საკუთარი ბეღლების, სეპტებისა და სი-
მაგრეების ასაშენებლად. მაგრამ იმ ადგილის ცენტრში, რაც ოდეს-
ღაც სასახლის ეზო უნდა ყოფილიყო, იფნის კორომში ჯერაც ესვენა
დიდი, ჩუქურთმიანი საფლავის ქვა, რომელიც სანახევროდ დაეფა-
რა ყომრალ ბალახს.
საფლავის ქვის ზედაპირი მის ქვეშ მწოლი კაცის მინამგვანი გა-
მოეკვეთათ, მაგრამ წვიმებსა და ქარს თავისი ექნათ. ჩანდა, რომ
მეფეს წვერი ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი სახე გადაშლოდა და ნაკ-
ვთები აღარ გაირჩეოდა, ბუნდოვნადღა ილანდებოდა პირი, ცხვი-
რი, თვალები და შუბლზე დადგმული გვირგვინი. თითები მკერდზე
დასვენებული ქვის საომარი უროს ტარზე შემოეჭდო. ოდესღაც
უროზე რუნები იქნებოდა ამოკვეთილი, რომელიც მის სახელსა და
ამბავს აუწყებდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი საუკუნეებს გადაეშა-
ლა. ქვაც დაბზარული იყო და კუთხეები ეფშვნებოდა, აქა-იქ მღი-

865
ერის თეთრი ლაქები მოსდებოდა, ასკილის ბარდები კი მეფეს ფეხე-
ბიდან ლამის მკერდამდე ასცოცდებოდა.
კეტლინმა რობი აქ იპოვა, დაღვრემილი იდგა მოხშირებულ ბინ-
დში და გვერდში მხოლოდ რუხი ქარი ჰყავდა. წვიმას, როგორც იყო,
გადაეღო, და თავზე არაფერი ეხურა.
ამ ციხესიმაგრეს სახელი აქვს? – ჰკითხა წყნარად, დედა მასთან
რომ ავიდა. – მდაბიორები ჩემს ბავშვობაში ძველქვას ეძახდნენ,
მაგრამ უეჭველია, სხვა რამე ერქმეოდა, როცა მეფეთა დარბაზი
იყო, – ერთხელ აქ გაშალეს ბანაკი, როცა ის და მამამისი სიგარდის-
კენ მიემართებოდნენ. მაშინ პეტირიც გვახლდა...
– ერთი სიმღერაა, – გაახსენდა რობს, – ძველქველი ჯენი, თმაში
ყვავილით. – საბოლოოდ ყველანი სიმღერებად ვიქცევით. თუ გაგ-
ვიმართლა, – იმ დღეს კეტლინი თამაშისას ჯენი იყო, თმაში ყვავი-
ლებიც კი ჰქონდა ჩაწნული. პეტირი კი ვითომ – მისი ნემსიყლაპიე-
ბის პრინცი. კეტლინი თორმეტზე მეტის არ იქნებოდა, პეტირი კი
სულ პატარა ბიჭი იყო.
რობი ქვას აკვირდებოდა.
– ეს ვისი საფლავია?
– აქ განისვენებს ტრისტიფერი, მეოთხე მისი სახელისა, მეფე
მდინარეთა და ბორცვთა, – მამამ ერთხელ უამბო მისი ამბავი, – იგი
სამკბილადან ვიდრე ყელამდე მეფობდა, ჯენსა და მის პრინცამდე
ათასობით წლით ადრე, იმ ჟამს, როცა პირველკაცთა სამეფოები
ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდა ანდალთა შემოტევის წინაშე. სა-
მართლის უროს უწოდებდნენ. ასი ბრძოლა გადაიხადა და ოთხმოც-
დაცხრამეტი მოიგო – მომღერლები ასე ამბობენ; და ეს ციხე რომ
ააგო, მასზე მტკიცე სიმაგრე მაშინ მთელ ვესტეროსში არ მოიპოვე-
ბოდა, – მან შვილს მხარზე დაადო ხელი, – იგი თავის – მეასე ბრძო-

866
ლაში მოკვდა, მაშინ, როცა მის წინააღმდეგ შვიდი ანდალი მეფე შე-
იკრა. მეხუთე ტრისტიფერი მას ვერ შეედრებოდა და მალე სამეფო
დაიქცა, მას ციხეც და მთელი საგვარეულოც მიჰყვა. ტრისტიფერ მე-
ხუთესთან ერთად გაწყდა მადების გვარი, რომელიც ათასობით წე-
ლი მართავდა მდინარეთს, სანამ ანდალები მოვიდოდნენ. – მემ-
კვიდრემ მას უმტყუნა, – რობმა ხეშეშ, გაცვეთილ ქვას ხელი გადა-
უსვა, – იმედი მქონდა, ჯეინი ორსული დამეტოვებინა... საკმაოდ
ხშირად ვცდილობდით, მაგრამ ზუსტად არ ვიცი...
– ეს ყოველთვის პირველ ჯერზე არ გამოდის, – თუმცა შენზე ასე
გამოვიდაო, გაიფიქრა, – ზოგჯერ მეასეზეც კი არა. ძალიან ახალ-
გაზრდა ხარ.
– ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მეფე ვარ, – თქვა მან, – მეფეს მემ-
კვიდრე უნდა ჰყავდეს. მე თუ მოვკვდები მორიგ ბრძოლაში, სამეფო
ჩემთან ერთად არ უნდა მოკვდეს. კანონით ჩემი მომდევნო მემ-
კვიდრე სანსაა, ასე რომ, ჩრდილოეთი და ვინტერფელი მას უნდა
გადაეცეს, – პირი მტკიცედ მოეკუმა, – მას და მის ლორდქმარს. ტი-
რიონ ლანისტერს. ამას ვერ დავუშვებ. ამას არ დავუშვებ. ამ ჯუჯას
ჩრდილოეთი ხელში არ უნდა ჩაუვარდეს.
– არ უნდა ჩაუვარდეს, – დაეთანხმა კეტლინი, – უნდა დაასახე-
ლო მემკვიდრე იმ დრომდე, სანამ ჯეინი ძეს გაჩუქებდეს, – წუთით
დაფიქრდა, – მამაშენის მამას დაძმა არ ჰყოლია, მაგრამ მამამისს
ჰყავდა და, რომელიც გვარის მცირე შტოს წარმომადგენელ ლორდ
რაიმან როისის უმცროს ძეს გაჰყვა ცოლად. მათ სამი ასული ეყო-
ლათ, ყველანი ველის ლორდისწულებს მისთხოვდნენ. ვეინვუდს და
კორბრის, ეს ზუსტად მახსოვს. უმცროსი... შეიძლება, ტემპლტონი
იყო, მაგრამ...
– დედა, – რობს ხმა გაუმკაცრდა, – გავიწყდება. მამაჩემს ოთხი
ძე ჰყავდა. არ დავიწყნია. ამის გახსენებაც არ უნდოდა, მაგრამ არ
867
ავიწყდებოდა.
– სნოუ სტარკი არ არის.
– ჯონი უფრო მეტადაა სტარკი, ვიდრე ვიღაც ველელი ლორდი,
რომელსაც ვინტერფელი თვალითაც არ უნახავს.
– ჯონი ღამის ებგურის ძმაა, ფიცი აქვს დადებული, რომ არ ეყო-
ლება ცოლი და არ ექნება მამულები. შავით შემოსილები სიცოც-
ხლის ბოლომდე მსახურებენ. – როგორც მეფის ქეშიკი რაინდები.
ამას ლანისტერებისთვის ხელი არ შეუშლია, თეთრი მოსასხამები
გაეხადათ სერ ბარისტან სელმისა და სერ ბოროს ბლაუნტისთვის,
როცა აღარ დასჭირდათ ისინი. მე თუ ებგურს ჯონის ნაცვლად ას
კაცს გავუგზავნი, დარწმუნებული ვარ, მოახერხებენ ფიცისგან მის
გათავისუფლებას.
ეს გადაწყვეტილი აქვს. კეტლინმა იცოდა, რა გაჯიუტება შეეძლო
მის შვილს. – ბუშს მემკვიდრეობის უფლება არ აქვს.
– თუ სამეფო განკარგულებით არ დაუკანონდა, – თქვა რობმა,
– ამის კიდევ უფრო მეტი მაგალითი არსებობს, ვიდრე შეფიცული
ძმის გათავისუფლების.
– მაგალითი, – მწარედ წარმოთქვა კეტლინმა, – დიახ, ეაგონ მე-
ოთხემ სიკვდილის წინ ყველა თავისი ბუში კანონიერი გახადა. და
რამდენი ტკივილი, მწუხარება, ომი და მკვლელობა მოიტანა ამან?
ვიცი, რომ შენ ჯონს ენდობი. მაგრამ შეგიძლია, მის ძეებსაც ენდო?
ან კიდევ იმათ ძეებს? ბლექფაირის შთამომავალები ხუთი თაობის
განმავლობაში არ აძლევდნენ ტარგარიენებს მოსვენებას, სანამ ბა-
რისტან მამაცმა მათი უკანასკნელი ნაშიერიც არ მოკლა საფეხურა
ქვებზე. ჯონს თუ მემკვიდრეობას დაუკანონებ, მერე ისევ ბუშად ვე-
ღარ გახდი. თუ დაქორწინდა და ძე ეყოლა, მერე შენი და ჯეინის
ვერც ერთი ძე თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. – ჯონი ჩემს ძეს
არასოდეს არაფერს დაუშავებს.
868
– ისევე, როგორც თეონმა არ დაუშავა ბრანს და რიკონს?
რუხი ქარი მეფე ტრისტიფერის ლუსკუმაზე შეხტა და ეშვები დაკ-
რიჭა. თავად რობს უძრავი სახე ჰქონდა.
– ეს სასტიკი და უსამართლო ნათქვამია. ჯონი თეონი არ არის.
– ანუ შენ გინდა, რომ არ იყოს. დებზე არ გიფიქრია? მათ უფლე-
ბას რას უშვრები? გეთანხმები, რომ ჩრდილოეთი ჭინკას არ უნდა
გადაეცეს, მაგრამ არიაზე რას იტყვი? კანონით სანსას მერე ის
დგას... შენი ღვიძლი და, კანონიერი... – ...და მკვდარი. მას მერე,
რაც მამას თავი მოჰკვეთეს, არია არავის უნახავს და არც მისი ამბა-
ვი სმენია. თავს რატომ იტყუებ? არია დაიღუპა, ბრანივით და რიკო-
ნივით, და სანსასაც მოკლავენ, როგორც კი ჯუჯა მისგან ბავშვს მიი-
ღებს. ჯონის გარდა სხვა ძმა აღარ მყავს. შთამომავლის გარეშე თუ
მოვკვდები, მინდა, ჩრდილოეთის მეფე ჩემ მერე ის გახდეს. იმედი
მქონდა, ამ არჩევანში მხარს დამიჭერდი. – არ შემიძლია, – უთხრა
კეტლინმა, – სხვა რაშიც გინდა, რობ. რაშიც გინდა. მაგრამ ამაში
არა... ამ სიბრიყვეში. არ მთხოვო.
– არ მჭირდება, გთხოვო. მეფე მე ვარ, – რობი შებრუნდა და წა-
ვიდა, რუხი ქარიც ქვიდან ჩამოხტა და გაედევნა.
რა ჩავიდინე? გაიფიქრა ტრისტიფერის საფლავთან მდგარმა და-
ქანცულმა კეტლინმა. ჯერ ედმური გავანაწყენე, ახლა კი – რობი,
არადა, სიმართლის თქმის მეტი არაფერი მიქნია. ნუთუ კაცები ისე
სუსტები არიან, რომ სიმართლის ატანა არ შეუძლიათ? შეიძლებო-
და, იქვე ატირებულიყო, მაგრამ მის ნაცვლად ცა ატირდა. ძლივს მი-
ათრია ფეხები თავის კარვამდე და იქ მარტო დაჯდა სიჩუმეში.
ამის მომდევნო დღეებში რობი ყველგან და ერთდროულად ას-
წრებდა ყოფნას: მეწინავეებს მიუძღოდა დიდჯონთან ერთად, რუხ
ქართან ერთად ზვერავდა გზას, რობინ ფლინტთან და მის არიერ-
გარდთან მიჭენდებოდა. ჯარისკაცები ამაყად ამბობდნენ, ჭაბუკი
869
მგელი ყოველ დილით პირველი დგება და ღამით დასაძინებლად
უკანასკნელი წვებაო, კეტლინი კი ფიქრობდა, ნეტავ, საერთოდ თუ
სძინავსო. თავის მგელსაზარას დაემსგავსა, მასავით გახდა და შიმ-
შილი ჩაუდგა მზერაში.
– მილედი, – მიმართა მეგი მორმონტმა, ისევ გაბმულ წვიმაში
რომ მიჰყავდათ ცხენები, – ისეთი მწუხარე ჩანხარ. რამე ცუდი მოხ-
და?
ლორდი-მეუღლე მომიკვდა, მამაც, ასევე. ორი ჩემი ძე დახოცეს,
ჩემი ასული მოღალატე ჯუჯას შერთეს, რათა მისი მურტალი შვილე-
ბი აჩინოს, ჩემი მეორე ასული გაუჩინარდა და ალბათ მკვდარია, ჩე-
მი ბოლო ძე და ერთადერთი ძმა კი ნაწყენი არიან ჩემზე. განა რა
უნდა მომხდარიყო? ოღონდ ლედი მეგი ამდენი სიმართლის გაგო-
ნებას ალბათ არ მოისურვებდა.
– რა უგემური წვიმაა, – თქვა ამის მაგივრად, – ბევრი განსაცდე-
ლი გადავიტანეთ, წინ კი მეტი ხიფათი და მწუხარება გველის. ჩვენ
მას გულადად უნდა შევეგებოთ, საყვირების მედგარი ჭექით და გაშ-
ლილი დროშებით. ეს წვიმა კი გვთრგუნავს. სველი დროშები მომ-
ჩვარული კიდია, ჯარისკაცები კი ჩაჩების ქვეშ იკუნტებიან და ერ-
თმანეთს ლამის აღარც ელაპარაკებიან. ეს ავი წვიმა სისხლს გვიყი-
ნავს მაშინ, როცა ყველაზე მეტად აგიზგიზებული გულები გვჭირდე-
ბა.
დეისი მორმონტმა ცას ახედა.
– მირჩევნია, ციდან წყალი მოდიოდეს, ვიდრე ისრები.
კეტლინს მაინც გაეღიმა.
– ვფიქრობ, თქვენ ჩემზე მამაცები ხართ. თქვენს დათვის კუნ-
ძულზე ყველა ქალი ასე შეუპოვარია?
– ძუ დათვები არიან, კი, – დაეთანხმა ლედი მორმონტი, – სხვა

870
გზა არც გვქონდა. ძველად ხან რკინელები დაგვეცემოდნენ თავიან-
თი დრაკარებით, ხანაც ველურები გვესხმოდნენ გაყინული ნაპირი-
დან. კაცები ხშირად სათევზაოდ იყვნენ ხოლმე გასულები. მარტო
დარჩენილ ცოლებს თავისა და ბავშვების დაცვა უხდებოდათ, თო-
რემ მოიტაცებდნენ.
– ჩვენს ჭიშკარზე დათვის ტყავში ჩაცმული ქალია გამოკვეთი-
ლი, – თქვა დეისიმ, – ცალ მკლავზე ბავშვი უწევს და ძუძუს აწოვებს.
მეორე ხელში კი ტაბარი უჭირავს. ამ ქალზე ვერ იტყვი, ნამდვილი
ლედიაო, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა. – ჩემმა ძმისწულმა ჯო-
რაჰმა ერთხელაც ნამდვილი ლედი მოიყვანა შინ, – თქვა ლედი მე-
გიმ, – ტურნირზე მოიპოვა. აი, იმას ეჯავრებოდა ის ქალი ჭიშკარზე.
– ისიც და ყველაფერიც, – თქვა დეისიმ, – თმა ოქრომკედს უგავდა,
იმ ლინესს. კანი – ნაღებს. მაგრამ იმ ნაზი ხელებით ტაბარს ვერ და-
იჭერდა.
– და არც ძუძუები ჰქონდა ისეთი, ბალღი რომ გამოეკვება, – მო-
ურიდებლად განაცხადა დედამისმა.
კეტლინმა იცოდა, ვისზე ლაპარაკობდნენ: ჯორაჰ მორმონტს თა-
ვისი მეორე ცოლი ვინტერფელის ნადიმებზე მოჰყავდა ხოლმე, ერ-
თხელ ორი კვირით სტუმრადაც დარჩნენ. გაახსენდა, რა ნორჩი იყო
ლედი ლინესი, რა მშვენიერი და რა უბედური. ერთ საღამოს, მას მე-
რე, რაც რამდენიმე თასი ღვინო შესვა, იგი კეტლინს გამოუტყდა,
ჩრდილოეთი ძველქალაქელი ჰაიტაუერისთვის შეუფერებელი ად-
გილიაო.
– ოდესღაც ერთი რივერანელი ტალიც ასე ფიქრობდა, – უთხრა
კეტლინმა ლმობიერად, უნდოდა, ენუგეშებინა, – მაგრამ მერე და
მერე მან აქ ბევრი რამ იპოვა ისეთი, რაც შეიყვარა.
ახლა კი ის ყველაფერი დაკარგულიაო, ფიქრობდა. ვინტერფე-
ლი და ნედი, ბრანი და რიკონი, სანსა, არია, ყველაფერი ხელიდან
871
გამოეცალა. მხოლოდ რობი რჩება. იქნებ, ბოლოს და ბოლოს მასში
ძალიან ბევრი აღმოჩნდა ლინეს ჰაიტაუერისეული, და ძლიერ მცი-
რე – სტარკებისა? იქნებ, ტაბარის ქნევა რომ მცოდნოდა, უკეთ და-
მეცვა ისინი?
დღე დღეს მისდევდა, წვიმა კი არ იღებდა. მთელი ლურჯი კბილი
აიარეს, გასცდნენ შვიდნაკადას, სადაც მდინარე ღელეებად და ნა-
კადულებად იქსაქსებოდა, მერე კი როკაპის ჭაობში შევიდნენ, სა-
დაც ლაპლაპა მწვანე ტბორები დაუდევარ მგზავრს ჩასაყლაპად ჩა-
საფრებოდნენ, რბილი მიწა კი ცხენების ფლოქვებს დედას მკერდს
მიკრული მშიერი ბავშვის სიხარბით იწოვდა. წინ ზოზინით მიიწევ-
დნენ. ფორნების ნახევარი შლამში ჩატოვეს, მათი ტვირთი ჯორებსა
და სასაპალნე ცხენებზე გადაანაწილეს.
ლორდი იასონ მალისტერი მათ როკაპის ჭაობში დაეწიათ. და-
ღამებამდე ერთი საათი კიდევ რჩებოდა, მაგრამ რობმა დაუყოვნებ-
ლივ გაჩერება ბრძანა, კეტლინს კი სერ რეინალდ ვესტერლინგი
ეახლა, მეფის კარვამდე რომ მიეცილებინა. შვილი მაყლის გვერ-
დით მჯდარი დახვდა, მუხლებზე რუკა გაეშალა. მის ფეხებთან რუხ
ქარს ეძინა. თან ახლდნენ დიდჯონი, გალბარტ გლოვერი, მეგი მორ-
მონტი, ედმური და კიდევ ერთი კაცი, რომელსაც კეტლინი არ იც-
ნობდა – მსუქანი და შემელოტებული, შეშინებულს რომ ჰგავდა. ეს
ლორდი არააო, მაშინვე მიხვდა ქალი, როგორც კი თვალი მოჰკრა.
მეომარიც კი არაა.
იასონ მალისტერი წამოდგა და კეტლინს სკამი შესთავაზა. ყა-
ვისფერი თმა ლამის სანახევროდ გასჭაღარავებოდა, მაგრამ სი-
გარდის ლორდი ჯერაც ლამაზი კაცი იყო: მაღალი და გამხდარი,
მტკიცედ ნაკვეთ სახეს სუფთად იპარსავდა, მაღალი ყვრიმალები და
შეუდრეკელი ლურჯ-რუხი თვალები ჰქონდა.
– ლედი სტარკ, შენი ნახვა ყოველთვის მახარებს. იმედი მაქვს,
872
კეთილი ამბავი მოგიტანეთ.
– კეთილი ამბები ძალიან გვჭირდება, მილორდ, – კეტლინი დაჯ-
და და თავზემოთ გადაჭიმულ ტილოზე წვიმის წვეთების შხაპუნს მი-
უგდო ყური.
რობმა დაიცადა, სანამ სერ რეინალდი შესასვლელს ფარდას ჩა-
მოაფარებდა· – ღმერთებმა ისმინეს ჩვენი ვედრება, მილორდებო.
ლორდმა იასონმა აქ მოგვიყვანა მირაჰემის კაპიტანი, ძველქალა-
ქელი ვაჭარი. კაპიტანო, უამბე ყველას, რაც მე მომახსენე.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – შეშფოთებულმა კაცმა ტუჩები
გაილოკა, სანამ სიგარდში მივცურდებოდი, ბოლოს პაიკზე ვიდექი,
ლორდისპორტში. ნახევარ წელიწადზე მეტია, რკინელები იქიდან
არ მიშვებდნენ. მეფე ბეილონის ბრძანებით, მაგრამ, მოკლედ რომ
ვთქვათ, მეფე მოკვდა.
– ბეილონ გრეიჯოი? – კეტლინს წამით გული გაუჩერდა, – ამ-
ბობ, ბეილონ გრეიჯოი მოკვდაო?
გაქუცულმა პატარა კაპიტანმა თავი დაუქნია.
– მოგეხსენებათ, როგორი არის პაიკი: ნაპირზეა, მისი ნაწილი
კი ზღვაში ამოჩრილ კლდეებზე და კუნძულებზეა, რაც ერთმანეთს
ხიდებითაა გადაბმული. როგორც ლორდისპორტში გავიგე, დასავ-
ლეთიდან ქარი მოვარდა, წვიმა და ჭექა-ქუხილი, ბებერი მეფე კი
ერთ ამ ხიდზე გადადიოდა, როცა ქარი დაეტაკა და ნამსხვრევებად
აქცია. ორი დღის მერე გამოირიყა, მთლად გაბერილი და დამ-
სხვრეული. ასე გავიგე, თვალები კიბორჩხალებმა ამოსჭამესო.
დიდჯონმა გადაიხარხარა.
– იმედია, სამეფო კიბორჩხალები იყვნენ, ასეთი მეფური ლაბა
უბრალო რამემ ხომ არ ჭამა?
კაპიტანმა თავი დააკანტურა.
– დიახ, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა, არა! – ის
873
წინ გადაიხარა, – მისი ძმა დაბრუნდა.
– ვიქტარიონი? – ჰკითხა გაკვირვებულმა გალბარტ გლოვერმა.
– ეურონი. ყვავისთვალას ეძახიან. მაგაზე საშინელ მეკობრეს
აფრა ჯერ არ გაუშლია. მრავალ წელს გადაკარგული იყო, მაგრამ
ლორდი ბეილონი ჯერ არც გაციებულიყო, რომ გამოცხადდა, ლორ-
დისპორტს მოადგა თავისი მდუმარებით. გემს შავი აფრები და წი-
თელი მუცელი აქვს, ეკიპაჟად კი სულ მუნჯები არიან. ასე გავიგე, ას-
შაიში იყო და დაბრუნდაო. მაგრამ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, უკვე
დაბრუნდა, პირდაპირ პაიკში შებრძანდა და საჯდომი ზღვისქვის
სკამზე ჩამოსდო, ლორდი ბოტლი კი ზღვის წყლით სავსე კასრში და-
ახრჩო, შედავება რომ გაუბედა. ამასობაში მე მირაჰემზე გავიქეცი
და ღუზა ავწიე, იმედი მქონდა, ამ არეულობაში გავიპარებოდი. ასეც
მოხდა, ჰოდა, ახლა აქ გახლავართ.
– კაპიტან, – უთხრა რობმა, კაცი ლაპარაკს რომ მორჩა, – მად-
ლობა მომიხსენებია და ჯილდოს გარეშე არ დაგტოვებთ. ლორდი
იასონი ისევ უკან, შენს გემზე დაგაბრუნებს, თათბირს რომ მოვათა-
ვებთ. ახლა კი გთხოვ, გარეთ დაგვიცადო.
– ეგრე ვიზამ, თქვენო მოწყალებავ. ეგრე ვიზამ.
როგორც კი კაცი გავიდა, დიდჯონი ახარხარდა, მაგრამ რობმა
თვალი გაუსწორა და დააჩუმა.
– ეურონ გრეიჯოი სამეფო კაცი არაა, თუკი რასაც თეონი ჰყვე-
ბოდა მასზე, სანახევროდ მაინც მართალია. კანონიერი მემკვიდრე
თეონია, თუ მკვდარი არაა...
მაგრამ ვიქტარიონი რკინის ფლოტს სარდლობს. არა მგონია,
მოათ კაილინში დარჩეს, როცა ეურონ ყვავისთვალა ზღვისქვის
სკამზე ზის. პაიკზე უნდა დაბრუნდეს. – იქ ასულიცაა, – შეახსენა
გალბარტ გლოვერმა, – ის, უღრანის ციხე რომ უჭირავს, და რობე-
ტის ცოლი და ბავშვი ჰყავს.
874
– უღრანის ციხეში თუ დარჩა, სხვა არც არაფრის დაჭერის იმედი
აღარ უნდა ჰქონდეს, – თქვა რობმა, – ის, რაც ძმაზე ვთქვით, ასულს
მეტადაც ეხება. შინ დასჭირდება გაცურვა, ეურონი რომ გააგდოს და
საკუთარი უფლება განაცხადოს, – მეფე ლორდ იასონ მალისტერს
მიუბრუნდა, – სიგარდში ფლოტი გყავს?
– ფლოტი, თქვენო მოწყალებავ? ექვსი დრაკარი და ორი საომა-
რი გალერაა. მეკობრეებისგან ჩემი სანაპიროების დასაცავად კმა-
რა, მაგრამ რკინის ფლოტს ვერ შეებმება.
– მაგას არც გთხოვ. მე მოველი, რომ რკინელები პაიკისკენ გა-
ცურავენ. თეონმა მიამბო, მისი ხალხი როგორ აზროვნებს. ყოველი
კაპიტანი მეფეა თავის გემზე. ყველა მოისურვებს, მასაც ეთქმოდეს
სიტყვა მომავალი მეფის დასმისას. მილორდ, ორი შენი დრაკარი
მჭირდება, არწივების კონცხს რომ შემოუაროს და ყელს აუყვეს
რუხწყალას გუშაგამდე.
ლორდი იასონი ყოყმანობდა.
– სველი ტყიდან ათობით ნაკადი გამოდის, ყველა თავხელი და
შლამიანია და არც რუკებზეა აღნიშნული. იმათ მე მდინარეებს არც
კი ვუწოდებდი. მათი კალაპოტები მუდამ გადაადგილდება და იც-
ვლება. მეჩეჩებს, ხერგილებს და დამპალი ხეების გროვებს გვერდს
ვერ აუქცევ. რუხწყალას გუშაგი კი ადგილს იცვლის. ჩემმა გემებმა
როგორ იპოვონ?
– მდინარეს ჩემი დროშებით აუყევით. კრანოგელები თავად გი-
პოვიან. ორი გემი იმისთვის მინდა, უფრო დარწმუნებული რომ ვი-
ყო, ჩემი წერილი ჰოულანდ რიდამდე რომ მიაღწევს. ერთს ლედი
მეგი გაჰყვება, მეორეს – გალბარტი. – მათ მიუბრუნდა, რომლებიც
დაასახელა, – თქვენ ჩრდილოეთში დარჩენილ ჩემს ლორდებს წაუ-
ღებთ წერილებს, მაგრამ მათში ყველა ბრძანება ყასიდი იქნება – იმ
შემთხვევისთვის, ტყვედ თუ ჩაგიგდეს. ასე თუ მოხდა, უნდა თქვათ,
875
რომ ჩრდილოეთისკენ გეჭირათ გეზი. დათვის კუნძულისკენ ან ქვი-
ანი ნაპირისკენ, – მან რუკაზე დააკაკუნა თითი, – მოათ კაილინი გა-
საღებია. ლორდმა ბეილონმა ეს იცოდა და ამიტომაც გაგზავნა იქ
ვიქტარიონი გრეიჯოის უმთავრეს ძალებთან ერთად.
– სამემკვიდრო ბრძოლები იქნება თუ რა, რკინელები ისე ბრიყ-
ვები არ არიან, მოათ კაილინი რომ მიატოვონ, – თქვა ლედი მეგიმ.
– არ არიან, – დაეთანხმა რობი, – სავარაუდოდ, ვიქტარიონი
გარნიზონის დიდ ნაწილს დატოვებს. და მაინც, რამდენ კაცსაც კი წა-
იყვანს თან, იმდენით ნაკლებ მტერთან მოგვიწევს ბრძოლა. თანაც,
იგი ბევრ კაპიტანს წაიყოლებს, ესეც გასათვალისწინებელია. მე-
თაურებს. მათი მხარდაჭერა დასჭირდება, თუ ზღვისქვის სკამზე
დაჯდომას ფიქრობს.
– ყრილით შეტევა არ გამოვა, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა
გალბარტ გლოვერმა, – ძლიერ ვიწრო მისასვლელია. ვერ გავიშ-
ლებით. მოათი ჯერ არავის აუღია. – სამხრეთიდან არ აუღიათ, – და-
აზუსტა რობმა, – მაგრამ ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ერ-
თდროულად თუ შევუტევთ და რკინელებს ზურგიდან დავარტყამთ
მაშინ, როდესაც ისინი ყრილზე, თავიანთი აზრით, ჩემი მთავარი ძა-
ლის მოგერიებით იქნებიან გართულები, მაშინ შეიძლება, გამარ-
ჯვების იმედიც გვქონდეს.
ლორდ ბოლტონს და ფრეიებს რომ შევუერთდები, უკვე თორმეტ
ათასზე მეტი კაცი მეყოლება. ვაპირებ, ისინი სამ ნაწილად გავყო და
ყრილზე გავგზავნო ნახევარი დღის შუალედით. თუ გრეიჯოები ყე-
ლის სამხრეთით იყურებიან, დაინახავენ, რომ მთელი ჩემი ძალა
უკანმოუხედავად მიუყვება ყრილს. არიერგარდს რუს ბოლტონი გა-
უძღვება, მე კი ცენტრს ვუსარდლებ. დიდჯონ, შენ მეწინავეებს წაიყ-
ვან მოათ კაილინის წინააღმდეგ. ისე მძვინვარედ უნდა დაატყდე,
რომ რკინელებს არ ეცალოთ, იფიქრონ, ჩრდილოეთიდან ხომ არ
876
გვეპარება ვინმეო.
დიდჯონმა ჩაიცინა.
– თქვენ, უკნიდან მოპარვას ვინც აპირებთ, გიჯობთ, იჩქაროთ,
თორემ ჩემები მანამ შეესევიან იმ კედლებს და მოათს მანამ აიღე-
ბენ, სანამ თქვენ იქ ცხვირებს გამოყოფდეთ. მერე, იქ რომ მოსეირ-
ნდებით, ციხეს ხონჩით მოგართმევთ.
– ამ საჩუქარს სიხარულით მივიღებდი, – თქვა რობმა.
ედმურმა წარბშეკვრით შეხედა.
– ამბობ, რკინელებს ზურგიდან დავეცემიო, სირ, მაგრამ რო-
გორ აპირებ, მათ ჩრდილოეთიდან მოექცე?
– ყელზე არის გზები, რომლებიც არც ერთ რუკაზე არაა დატანი-
ლი, ძია. გზები, რომლებსაც მხოლოდ კრანოგელები იცნობენ –
ვიწრო ბილიკები ჭაობებს შორის, და წყლიანი ბილიკები ლაქაშებ-
ში, რომლებსაც მხოლოდ ნავით თუ გაჰყვები, – იგი თავის ორ შიკ-
რიკს მიუბრუნდა, – ჰოულანდ რიდს უთხარით, რომ მეგზურები გა-
მომიგზავნოს, ორ დღეში მას მერე, რაც ყრილზე შევდგები. შუა ნა-
წილთან გამოგზავნოს, იქ, სადაც ჩემი დროშებით ივლიან. ტყუპები-
დან სამი ლაშქარი გავა, მაგრამ მოათ კაილინს ორიღა მიაღწევს.
ჩემი ლაშქარი ყელზე გაუჩინარდება, მერე კი ცხელების წყალზე
გაჩნდება. ბიძაჩემის ქორწილის მერე სწრაფად თუ ვივლით, წლის
ბოლოსთვის უკვე საჭირო ადგილზე ვიქნებით. მოათს სამი მხრიდან
დავეცემით ახალი საუკუნის პირველ დღეს, როცა რკინელებს წი-
ნადღით დალეული თაფლუჭისგან თავები ექნებათ გასიებული.
– მომწონს ეს გეგმა, – თქვა დიდჯონმა, – ძალიანაც მომწონს.
გალბარტ გლოვერმა ფიქრიანად მოისრისა პირი.
– საფრთხე არსებობს. თუ კრანოგელები გიმტყუნებენ...
– ადრინდელზე უარესად მაინც ვეღარ ვიქნებით. მაგრამ ისინი
არ გვიმტყუნებენ. მამაჩემმა იცოდა ჰოულანდ რიდის ფასი, – რობმა
877
რუკა დაახვია და მერეღა შეხედა კეტლინს, – დედა.
კეტლინი დაიძაბა.
– ჩემთვისაც გაქვს ამაში საქმე?
– შენი საქმეა, არაფერი დაგიშავდეს. ყელზე ჩვენი მგზავრობა
სახიფათო იქნება და ჩრდილოეთში ბრძოლების გარდა არაფერი
გველის. მაგრამ ლორდმა მალისტერმა გულისხმიერად შემოგვთა-
ვაზა, სიგარდის გალავანს შეგაფაროს, სანამ ომი დასრულდებო-
დეს. ვიცი, იქ არაფერი გაგიჭირდება.
ჯონ სნოუს გამო რომ შევეწინააღმდეგე, იმისთვის მსჯის? თუ
იმისთვის, რომ ქალი ვარ, და, კიდევ უარესი, დედა ვარ? მერეღა
გაიაზრა, რომ ყველა მას უცქერდა. იცოდნენო, მიხვდა. ან რა უნდა
გაჰკვირვებოდა. მეფისმკვლელის გაშვებით მეგობრები არ შემატე-
ბია და არაერთხელ სმენია, დიდჯონი როგორ ამბობდა, ბრძოლის
ველზე ქალს რა უნდაო.
როგორც ჩანს, ბრაზმა წამოაწითლა, რადგანაც გალბარტ, გლო-
ვერმა მიმართა, სანამ თავად იტყოდა რამეს.
– მილედი, მისი მოწყალება ბრძნულად მსჯელობს. აჯობებს, არ
წამოგვყვე. – სიგარდი გაიხარებს შენი სტუმრობით, ლედი კეტლინ,
– უთხრა ლორდმა მალისტერმა. – ანუ ტუსაღი ვიქნები, – თქვა კეტ-
ლინმა.
– საპატიო სტუმარი, – არ დაეთანხმა ლორდი იასონი.
კეტლინმა ძეს შეხედა.
– ლორდ იასონის წყენინება არ მინდა, – თქვა თავშეკავებით, –
მაგრამ, თუ წამოყოლა მეკრძალება, მაშინ მირჩევნია, რივერანში
დავბრუნდე.
– რივერანში ცოლი დავტოვე. მინდა, დედა სხვაგან მყავდეს.
შენს მთელ განძს ერთ ქისაში თუ ჩადებ, ამით მძარცველს საქმეს
გაუადვილებ. ქორწილის მერე შენ სიგარდში წახვალ, ასეთია მეფის
878
ბრძანება. – რობი წამოდგა და ამით კეტლინის ბედიც გადაწყდა. მე-
რე პერგამენტის ფურცელი აიღო ხელში, – კიდევ ერთიც. იმედია,
ლორდმა ბეილონმა თავის შემდეგ დიდი არეულობა დატოვა. მე
იმავეს არ ვიზამ. მაგრამ ჯერ ძე არ მყავს, ჩემი ძმები, ბრანი და რი-
კონი, დაიხოცნენ, ჩემი და კი ლანისტერს ჰყავს ცოლად. დიდხანს
და ბევრი ვიფიქრე, ჩემი მემკვიდრე ვინ ყოფილიყო. ახლა კი, ვით
ჩემს ერთგულ და უღალატო ლორდებს, გიბრძანებთ, თქვენი ბეჭდე-
ბი დაასვათ ამ სიგელს, ჩემი გადაწყვეტილების დასამოწმებლად.
მართლაც რომ მეფეა, გაიფიქრა ფარხმალდაყრილმა კეტლინ-
მა. ისღა დარჩენოდა, იმედი ჰქონოდა, რომ მოათ კაილინის ხაფან-
გიც ისე უტყუარად იმოქმედებდა, როგორც ეს, რომელშიც შვილმა
ამწუთას თავად ის მოიმწყვდია.

სემუელი

თეთრიხე, გაიფიქრა სემმა. ღმერთებო, თეთრიხე იყოს. თეთრი-


ხე ახსოვდა. ის დატანილი იყო რუკებზე, მან რომ დახატა, ჩრდი-
ლოეთისკენ როცა მიემართებოდნენ. ეს სოფელი თეთრიხე თუ იყო,
ეცოდინებოდა, სად იყვნენ. გევედრებით, წესით, ის უნდა იყოს. ისე
ძალიან უნდოდა, ყოფილიყო, რომ ცოტათი თავისი ფეხებიც კი და-
ავიწყდა, დაავიწყდა ატკივებული წვივები და წელი და ყინვით გა-
ფიჩხული თითები, რომლებსაც ვეღარც კი გრძნობდა. ლორდი
მორმონტი, კრასტერი, მოარული მკვდრები და სხვებიც კი დაავიწ-
ყდა. თეთრიხე, ევედრებოდა სემი ყველა ღმერთს, ვისაც კი შეიძლე-
ბოდა, ესმინა მისი.
მაგრამ ველურების ყველა სოფელი ერთმანეთს ჰგავდა. ამის შუ-
აგულში უზარმაზარი სარკმლისხე იზრდებოდა... მაგრამ თეთრი ხის
დანახვა არ ნიშნავდა, რომ ეს სოფელი თეთრიხე იყო. თეთრიხის
879
სარკმლისხე განა ამაზე დიდი არ იყო? შეიძლება, არასწორად ახ-
სოვდა. ძვლისფერ ზროში გამოკვეთილი სახე წაგრძელებული და
ნაღვლიანი ჩანდა, თვალებიდან შემხმარი წვენის წითელი ცრემლე-
ბი სდიოდა. ჩრდილოეთისკენ რომ მივდიოდით, მაშინაც ასეთი სახე
ვნახეთ? სემს არ ახსოვდა. ხის გარშემო გაფანტულიყო რამდენიმე
მიწისსახურავიანი, ცალთვალი ქოხი, მორებით აგებული და ხავ-
სმოდებული გრძელი დარბაზი, ქვის წყარო, ცხვრების ბაკი... მაგ-
რამ არც ცხვრები, არც ხალხი არსად ჩანდა. ველურები მენს რაი-
დერს გაჰყვნენ ყინვის ეშვებში და რაც ებადათ, სახლების გარდა,
ყველაფერი თან წაზიდეს. სემი ამისთვისაც მადლიერი იყო. ღამე ახ-
ლოვდებოდა და კარგი იქნებოდა, ამ ერთხელ მაინც ჭერქვეშ დაეძი-
ნათ. ისე დაიქანცა, ეჩვენებოდა, რომ უკვე ნახევარი სიცოცხლე იყო,
მოდიოდა. ჩექმები ნაწილებად ეშლებოდა, ფეხებზე გაჩენილი ბებე-
რები დაუსკდა და დაუკოჟრდა, მაგრამ ახლა კოჟრების ქვეშ კიდევ
ახალი ბებერები გაუჩნდა, ფეხის თითები კი წაეყინა.
მაგრამ სემმა იცოდა, რომ უნდა ევლო ან მომკვდარიყო. გილი
მშობიარობის მერე ჯერაც არ მომაგრებულიყო, თან ბავშვი მოჰყავ-
და: ცხენი სემზე მეტად სჭირდებოდა. მეორე ცხენი კრასტერის ციხი-
დან წამოსვლის მესამე დღეს მოუკვდათ. ან ამდენ ხანს როგორ გაძ-
ლო საბრალო, ნაშიმშილარმა ცხოველმა? საბოლოოდ, ალბათ, სე-
მის წონამ მოუღო ბოლო. შეიძლებოდა, ეცადათ, ორივენი ერთად
შემსხდარიყვნენ, მაგრამ სემს ეშინოდა, დარჩენილ ცხენსაც იგივე
არ მოსვლოდა. ჯობია, ფეხით ვიარო.
სემმა გილი დარბაზში დატოვა ცეცხლის დასანთებად, სანამ თა-
ვად ქოხებს მოათვალიერებდა. გოგოს ცეცხლის ანთება მასზე უკეთ
გამოსდიოდა. სემი ვერასოდეს ახერხებდა კვარის აბჟუტებას და ბო-
ლოჯერ, კაჟისთვის ნაპერწკლის დაყრევინებას რომ ცდილობდა,
თავისივე ხანჯლით ხელი გაიჭრა. გილიმ ჭრილობა შეუხვია, მაგრამ
880
ხელი მაინც სტკიოდა და ადრინდელზე უფრო მოუქნელიც კი გახ-
დომოდა. სემმა იცოდა, რომ ჭრილობის გაწმენდა და გადახვევა იყო
საჭირო, მაგრამ დახედვისაც კი ეშინოდა. თან ისე ციოდა, რომ ხელ-
თათმანების გახდაზე ფიქრიც არ უნდოდა.
არ იცოდა, ცარიელ სახლებში რის პოვნის იმედი ჰქონდა. იქნებ,
ველურებს რამე საჭმელი დარჩათ. უნდა შეეხედა. ჩრდილოეთისკენ
რომ მიდიოდნენ, თეთრიხის ქოხები ჯონმა დაათვალიერა. ერთ
ქოხში სემს ბნელი კუთხიდან ვირთხების შარიშური მოესმა, მაგრამ
ძველი ჩალის, ძველი სუნების და საკვამლე ხვრელის ქვეშ დარჩე-
ნილი ნაცრის გარდა, არსად არაფერი დახვედრია. მერე ისევ სარ-
კმლისხეს მიუბრუნდა და ერთხანს დააკვირდა მასზე ამოჭრილ სა-
ხეს. ის სახე არ არის, მაშინ რომ ვნახეთო, აღიარა. ეს სიდიდით იმ
სარკმლისხის ნახევარიც არაა. ამ წითელ თვალებს სისხლის ცრემ-
ლები სდით – მაშინდელზე არც ეს ახსოვდა. სემი მძიმედ დაეშვა
მუხლებზე. – ძველო ღმერთებო, ისმინეთ ჩემი ლოცვა. მამაჩემის
ღმერთები შვიდნი იყვნენ, მაგრამ ებგურის ფიცი თქვენ წინაშე წარ-
მოვთქვი. დაგვეხმარეთ. მგონი, დავიკარგეთ. შიმშილი და სიცივე
გვტანჯავს. არ ვიცი, ახლა რა ღმერთები მწამს, მაგრამ... გევედრე-
ბით, თუ არსებობთ, დამეხმარეთ. გილის პატარა შვილი ჰყავს, –
სხვა ვერაფერი მოიფიქრა სათქმელად. ბინდი ხშირდებოდა, სარ-
კმლისხის ფოთლები წყნარად შრიალებდა, თითქოს ათასობით სის-
ხლისფერ ხელს უქნევდა. ვერ ხვდებოდა, ისმინეს მისი ჯონის ღმერ-
თებმა თუ არა.
გილისთან რომ დაბრუნდა, მას ცეცხლი უკვე გაეჩაღებინა, სით-
ბოსთან მიმჯდარს ქურქები გადაეხსნა და ჩვილს ძუძუს აწოვებდა.
ისიც ჩვენსავით მშიერიაო, გაიფიქრა სემმა. დედაბრებმა მათთვის
კრასტერის მარაგებიდან სურსათი გამოაპარეს, მაგრამ ახლა თით-
ქმის ყველაფერი გასთავებოდათ. სემი უსუსური მონადირე იყო
881
რქის მთის ტყეებშიც კი, იქ, სადაც უამრავი ნადირი ბინადრობდა და
სადაც მწევრები და მარეკები ეხმარებოდნენ. აქ კი, უკიდეგანო ცა-
რიელ ტყეში, ნამდვილად ვერაფერს დაიჭერდა. ტბებსა და ნახევ-
რად გაყინულ მდინარეებში თევზაობაც სცადა, მაგრამ ესეც სასტიკი
მარცხით დამთავრდა.
– რამდენი დაგვრჩა, სემ? – ჰკითხა გილიმ, – ჯერაც შორს ვართ?
– არც ისე. უფრო ახლოს, ვიდრე ადრე ვიყავით, – სემმა მხრები-
დან ფუთა ჩამოიხსნა, მოუქნელად ჩაჯდა იატაკზე და სცადა, ფეხები
მოერთხა. სიარულისგან ზურგი ისე სტკიოდა, რომ სიამოვნებით მი-
აყრდნობდა რომელიმე ხის ბოძს, ჭერს რომ იმაგრებდა, მაგრამ
ცეცხლი დარბაზის შუაგულში ენთო, საკვამლე ხვრელის ქვეშ, მას
კი მოხერხებულად ჯდომას ისევ სითბო ერჩივნა, – კიდევ რამდენი-
მე დღეც და, მივალთ.
სემს თავისი რუკები თან ჰქონდა, მაგრამ ეს სოფელი თეთრიხე
თუ არ იყო, ისინი არაფერში გამოადგებოდა. იმ ტბის შემოსავლე-
ლად ზედმეტად აღმოსავლეთით გადავუხვიე, ან ძალიან დასავლე-
თით დავიჭირე უკან დასაბრუნებლადო, აწვალებდა ფიქრი. ტბები
და მდინარეები შესჯავრდა. აქ არანაირი ხიდები, წყალზე არანაირი
გადასასვლელები არ არსებობდა, რაც ნიშნავდა, რომ ტბებისთვის
გარს უნდა შემოევლოთ, მდინარეებზე კი ფონები ეძებნათ. უფრო
იოლი იყო, ნადირის ბილიკს მიჰყოლოდი, ვიდრე ბუჩქებში გებღო-
ტიალა, უფრო იოლი იყო ქედის შემოვლა, ვიდრე მასზე აცოცება. ბე-
ნენი ან დაივენი რომ ყოფილიყო ჩვენთან ერთად, ახლა უკვე ციხე-
შავში ვისხდებოდით და საერთო დარბაზში ცეცხლზე გვექნებოდა
ფეხები მიფიცხებული. მაგრამ ბენენი მკვდარი იყო, დაივენი კი
გრენთან, მწუხარე ედთან და დანარჩენებთან ერთად წავიდა.
კედელი სამასი მილის სიგრძის და შვიდასი ფუტი სიმაღლისააო,
ახსენებდა სემი თავს. სულ სამხრეთისკენ თუ ივლიდნენ, ადრე თუ
882
გვიან უეჭველად იპოვიდნენ. დღისით მიმართულებას მზის მიხედ-
ვით განსაზღვრავდა, მოწმენდილ ღამეებში კი შეეძლოთ, ყინულის
დრაკონის კუდს მიჰყოლოდნენ, თუმცა მას მერე, რაც მეორე ცხენი
მოუკვდათ, ღამღამობით თითქმის აღარც დადიოდნენ. სავსემთვა-
რეობის დროსაც კი ხეების ქვეშ ძალიან ბნელოდა და იოლად შეიძ-
ლებოდა, სემს ან დარჩენილ ერთადერთ ცხენს ფეხი წაეტეხა. წე-
სით, უკვე კარგა სამხრეთით უნდა ვიყოთ. წესით.
იმაზე კი, რამდენად აღმოსავლეთით ან დასავლეთით გადაუხვი-
ეს, ვერაფერს იტყოდა. კედელს კი მიაღწევენ, კარგი... ერთ დღეში
ან ორ კვირაში, ამაზე მეტი ხომ აღარ მოუნდებოდათ, ნამდვილად,
ნამდვილად... მაგრამ რა ადგილას? მათ ციხეშავის ჭიშკართან
სჭირდებოდათ გასვლა, სხვა გზით კედელში ასობით ლიგის მან-
ძილზე ვერსად გააღწევდნენ.
– კედელი მართლა იმხელაა, როგორც კრასტერი ამბობდა? –
ჰკითხა გილიმ. – უფრო დიდია, – სემი ცდილობდა, ხალისიანი ხმა
ჰქონოდა, – იმხელაა, რომ იმის იქით აშენებული ციხესიმაგრეები
არც ჩანს. მაგრამ არიან, აი, ნახავ. კედელი ყინულისაა, მაგრამ ცი-
ხესიმაგრეები ქვით და ხითაა აშენებული. არის მაღალი კოშკები,
ღრმა სარდაფები და უზარმაზარი საერთო დარბაზი, სადაც ბუხარში
დღისით და ღამით ცეცხლი ანთია. იქ, შიგნით ისე ცხელა, გილი,
რომ ვერც დაიჯერებ. – შეიძლება, ცეცხლთან დავდგე? ჩემს ბიჭთან
ერთად? დიდხანს კი არა, მარტო სანამ გავთბებით?
– ცეცხლთან რამდენიც გინდა, იმდენ ხანს შეგიძლია იდგე. საჭ-
მელს და სასმელსაც მოგცემენ: ცხელ სანელებლიან ღვინოს და ხახ-
ვით ჩათუშულ ირმის ხორცს, და კიდევ – ჰობის პურს, ღუმელიდან
ახლად გამოღებულს, რომელიც ისეთი ცხელი იქნება, შეიძლება,
თითებიც დაგწვას, – ამის თქმაზე სემმა ხელთათმანი წაიძრო და
ცეცხლს ხელები მიუშვირა, მაგრამ მალე ინანა. თითები ყინვით
883
ჰქონდა დაბუჟებული, ახლა კი, მგრძნობელობა რომ დაუბრუნდა,
ისე ასტკივდა, ლამის ატირებულიყო, – ხანდახან რომელიმე ძმა
მღერის ხოლმე, – განაგრძო, ტკივილი რომ დაევიწყებინა, – ყვე-
ლაზე კარგად დარეონი მღეროდა, მაგრამ ის აღმოსავლეთის გუ-
შაგში გაგზავნეს. თუმცა ჰალდერი დარჩა. და გომბეშოც. ამას სინამ-
დვილეში გომბერი ჰქვია, მაგრამ გომბეშოს ჰგავს, ამიტომაც ვეძა-
ხით ასე. სიმღერა უყვარს, თუმცა საშინელი ხმა აქვს.
– შენ იცი სიმღერა? – გილიმ ახლა მკერდის მეორე მხარე მო-
იშიშვლა და ჩვილს მეორე ძუძუ მისცა. სემი გაწითლდა.
– მე... კი ვიცი რამდენიმე სიმღერა. პატარა რომ ვიყავი, მიყვარ-
და მღერა. ვცეკვავდი კიდევაც, თუმცა ჩემს ლორდ-მამას არ მოს-
წონდა, ამას რომ ვაკეთებდი. ამბობდა, კუნტრუში თუ გინდა, ეზოში
ჩადი და ხმალი აიღე ხელშიო.
– არ იმღერებ რამე სამხრეთულ სიმღერას? ბავშვისთვის?
– კი, თუ გინდა, – სემი წუთით დაფიქრდა, – ამ სიმღერას ჩვენი
სეპტონი გვიმღერდა მე და ჩემს დებს, პატარები რომ ვიყავით და ძი-
ლის დრო მოგვივიდოდა.
„შვიდთა სიმღერა“ ჰქვია, – ხმა ჩაიწმინდა და წყნარად ამღერდა:
მამის სახეა მკაცრი და მძლავრი, მორჭმით ზის, მრუდსა და მარ-
თალს განსჯის, წონის ცხოვრებას მოკლეს თუ ხანგრძლივს და უყ-
ვარს ყველა პატარა ბავშვი. დედა სიცოცხლეს გვიბოძებს ძღვენად,
ის მფარველია ყოველი ქალის, მისი ღიმილი ტანჯვას განდევნის და
უყვარს ყველა თავისი ბავშვი.
მეომარი სცემს მტერს და ამარცხებს, სადაც კი წავალთ, ის ყველ-
გან თან გვდევს, ხმლითა და ფარით, შუბით და მშვილდით ყოველ-
თვის იცავს პატარა ბავშვებს. დედაბერია მოხუცი ბრძენი, ჩვენს ბე-
დისწერას გათვლის და განჭვრეტს, მაღლით მნათობი ოქროს ლამ-
პარით წინ გვიძღვის ყველგან პატარა ბავშვებს. მჭედელი შრომობს
884
დღითა და ღამით, ალაგებს კაცთა სამყაროს საქმეს, ჩაქუჩით, გუთ-
ნით, გიზგიზა ცეცხლით უშენებს ყველას – პატარა ბავშვებს. ქალწუ-
ლი ცეკვავს ცის კამარაზე, მიჯნურთ თვალებში სიცოცხლეს ანთებს,
ღიმილით ჩიტებს ასწავლის ფრენას და სიზმრებს ჩუქნის პატარა
ბავშვებს. შვიდია ღმერთი, რომელთაც შეგვქმნეს, ვინც აყურადებს
ვედრებას ამდენს, დახუჭე თვალები, არ დაეცემი, გვხედავენ მუდამ
პატარა ბავშვებს...
სემს გაახსენდა, ბოლოჯერ დედასთან ერთად რომ იმღერა ეს
სიმღერა, მაშინ პატარა დიკონს აძინებდნენ. მამას მოესმა მათი ხმა
და გაბრაზებული შემოუვარდათ. – აღარ გავიგო ასეთი რამები, –
მკაცრად მიმართა ცოლს ლორდმა რანდილმა, – ერთი ბიჭი უკვე
დაღუპე ამ ნაზნუზა სეპტონური სიმღერებით, ახლა ამ პატარასაც
გინდა, იგივე უქნა? – მერე სემს შეხედა და უთხრა, – წადი, დებს უმ-
ღერე, ისე თუ ვერ ძლებ. ჩემს ძეს არ მიეკარო.
გილის ბავშვს ჩაეძინა. ისეთი ციცქნა და ისეთი ჩუმი იყო, რომ
სემს ეშინოდა, რამე არ მოუვიდესო. სახელიც კი არ ჰქონდა. სემმა
გილის ჰკითხა, რატომ არაფერს არქმევო, მან კი მიუგო, ორ წლამ-
დე ბავშვს სახელს არ ვურჩევთ, რადგან ხშირად იხოცებიანო.
გოგომ მკერდი დაიფარა.
– ლამაზი სიმღერა იყო, სემ. რა კარგად მღერი.
– შენ დარეონს უნდა უსმინო. თაფლივით ტკბილი ხმა აქვს.
– იმ დღეს, კრასტერმა რომ შემირთო, ყველაზე ტკბილი თაფლუ-
ჭი დავლიეთ. მაშინ ზაფხული იყო და ასე არ ციოდა, – გილიმ კით-
ხვით შეხედა, – მარტო ექვს ღმერთზე მღერი ხოლმე? კრასტერი ყო-
ველთვის გვეუბნებოდა, სამხრეთელებს შვიდი ღმერთი ჰყავთო.
– შვიდი გვყავს, – დაეთანხმა სემი, – მაგრამ უცხოზე არვინ მღე-
რის, – უცხოს სახე სიკვდილის ნიღაბი იყო. სემი მისმა ხსენებამაც
კი ააფორიაქა, – რამე უნდა ვჭამოთ. ორიოდ ლუკმა.
885
რამდენიმე შავი, შეშასავით გაქვავებული ძეხვის გარდა, სხვა
აღარაფერი დარჩენოდათ. სემმა თავისთვის და გილისთვის რამდე-
ნიმე თხელი ნაჭერი ჩამოთალა.
მაჯა ეტკინა, მაგრამ ისე შიოდა, რომ გაუძლო. დიდხანს თუ და-
ღეჭავდი, ძეხვის ნაჭრები რბილდებოდა და კარგი გემოც ჰქონდა.
კრასტერის ცოლები მას ნივრით ანელებდნენ.
ჭამას რომ მორჩნენ, სემმა ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა,
ცხენისთვის რომ მიეხედა. ჩრდილოეთიდან სუსხიანი ქარი უბერავ-
და და ხეებზე შერჩენილი ფოთლები შარიშურით აცილებდნენ, მათ
ქვეშ რომ გაივლიდა. მდინარეზე მოდებული თხელი ყინული ჩატე-
ხა, ცხენს წყალი რომ დაელია. აჯობებს, შიგნით თუ შევიყვან. არ უნ-
დოდა, დილით გაეღვიძა და გაყინული ცხენი ეპოვნა. ასეც რომ მომ-
ხდარიყო, გილი მაინც ივლიდა. გოგო ძალიან მამაცი იყო, სემს კი
არ ჰგავდა. ნეტავ, ციხეშავს რომ მიაღწევდნენ, მერე რაღა უნდა უქ-
ნას. გილი სულ იმეორებდა, რომ სემის ცოლი იქნებოდა, ის თუ
ისურვებდა, მაგრამ შავ ძმებს ცოლები არ ჰყავდათ; თანაც, სემი
რქისმთელი ტარლი იყო, ველურს მაინც ვერ შეირთავდა. რამეს მო-
ვიფიქრებ. კედლამდე ცოცხლები თუ მივაღწევთ, დანარჩენს მნიშ-
ვნელობა აღარ ექნება, სულ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
ცხენის დარბაზამდე მიყვანა არ გასჭირვებია, მისი კარში შეყვა-
ნა კი გაძნელდა, მაგრამ სემმა თავისი გაიტანა. გილი უკვე თვლემ-
და. სემმა ცხენი კუთხეში მიაყენა, დაბორკა, ცეცხლს რამდენიმე ღე-
რი შეშა შეუკეთა, მძიმე მოსასხამი მოიხსნა და ველური ქალის
გვერდით შეწვა ქურქის ქვეშ. მისი მოსასხამი იმხელა იყო, რომ სა-
მივეს ფარავდა და მათი სხეულების სითბოს ინარჩუნებდა.
გილის რძის, ნივრის და ძველი ბეწვეულის სუნი ასდიოდა, მაგ-
რამ სემი ამას უკვე მისჩვეოდა. მისი აზრით, ეს სასიამოვნო სუნები

886
იყო. მოსწონდა გოგოს გვერდით ძილი. ეს იმ ძველ დროს აგონებ-
და, როცა რქის მთაში თავის ორ დასთან ერთად იწვა ფართო სა-
წოლზე. ამას ბოლო მოეღო, როცა ლორდმა რანდილმა გადაწყვი-
ტა, ეს ჩემს ვაჟს გოგოსავით ანაზებსო. თუმცა, ჩემს ცივ საკანში მარ-
ტო ძილმა სულაც ვერ გამხადა მამაცი ან უდრეკი. ნეტავ, რას იტყო-
და მამაჩემი, ახლა რომ დავენახე? წარმოიდგინა, როგორ ეტყოდა:
მე სხვა მოვკალი, მილორდ. ობსიდიანის ხანჯლით განვგმირე და
შეფიცული ძმები ახლა სემ მკვლელს მეძახიან. მაგრამ მის ოცნება-
შიც კი ლორდი რანდილი მხოლოდ ეჭვით იკრავდა შუბლს.
იმ ღამით უცნაური სიზმრები ეწვია. კვლავ ქვის მთაში იყო, ციხე-
სიმაგრეში, მაგრამ მამა არსად ჩანდა. ეს ახლა სემის ციხესიმაგრე
გამხდარიყო. ჯონ სნოუც მასთან იყო, ბებერი დათვი ლორდი მორ-
მონტიც, გრენი, მწუხარე ედი, პიპი და გომბეშო, და ებგურის სხვა
ძმებიც, მაგრამ შავის ნაცვლად ფერადი სამოსი ეცვათ. სემი მათთან
ერთად უჯდა საპატიო მაგიდას და ყველას აქეიფებდა, შემწვარ
ხორცს მამამისის საორხელე ხმლით, გულთამსვრელით ჭრიდა.
სუფრას ტკბილი ნამცხვრები და დათაფლული ღვინო ამშვენებდა,
სიმღერები და ცეკვა არ წყდებოდა და ყველა თბილად იყო. ნადიმი
რომ დასრულდა, სემი დასაძინებლად გაემართა, ოღონდ არა
ლორდის საძინებელში, რომელშიც დედამისი და მამამისი ცხოვ-
რობდნენ, არამედ იმ ოთახში, რომელშიც ოდესღაც დებთან ერთად
ეძინა. ოღონდ ახლა დების ნაცვლად დიდ და რბილ ლოგინში გილი
ელოდა, დიდი ქურქის გარდა არაფერი ეცვა, ძუძუებიდან კი რძე
სდიოდა. სემს ერთბაშად გაეღვიძა, შეციებულსა და დაზაფრულს.
ცეცხლი წითელ ღადრად ქცეულიყო. ისე ციოდა, თითქოს ჰა-
ერიც კი გაყინულიყო. კუთხეში მდგარი ცხენი ჭიხვინებდა და უკანა
ფლოქვებს მორებს ურტყამდა. გილი ცეცხლთან იჯდა, გულში ბავ-
შვი ჰყავდა ჩაკრული. სემი რწევით წამოჯდა, ღია პირიდან თეთრად
887
ამოსდიოდა სუნთქვა. დარბაზი წკვარამ და უფრო წკვარამ ჩრდი-
ლებს ჩაებნელებინა. სემს მკლავებზე ბეწვი აებურძგნა.
არაფერია, უთხრა თავისთავს. მცივა, ესაა და ეს.
მერე კი კართან ჩაწოლილ ჩრდილთაგან ერთი შეინძრა. დიდი
ჩრდილი.
ჯერ კიდევ სიზმრად ვარ, შეევედრა ღმერთებს სემი. ო, ღმერთე-
ბო, ჯერ კიდევ მეძინოს, კოშმარი იყოს. ის მკვდარია, მკვდარი, ვნა-
ხე, როგორ მოკვდა. – ბავშვის წასაყვანად მოვიდა, – ტიროდა გი-
ლი, – მისი სუნი სცემს. ახალშობილს სიცოცხლის ძლიერი სუნი ას-
დის. სიცოცხლის წასაღებად მოვიდა.
ვეება მუქი ჩრდილი კარში შემოსასვლელად დაიხარა, დარბაზ-
ში შემოაბიჯა და მათკენ გამოლასლასდა. ცეცხლის ბუნდოვან შუქზე
ჩრდილი პატარა პოლად იქცა. – წადი, – ამოიჩხავლა სემმა, – აქ
არაფრად გვჭირდები.
პოლს ნახშირისფერი ხელები ჰქონდა, რძისფერი სახე, თვალე-
ბი კი ხასხასა ლურჯად უელვარებდა. წვერზე თეთრად მოსდებოდა
ჭირხლი, ცალ მხარზე კი ყორანი ეჯდა, ლოყას უკორტნიდა და
მკვდარ თეთრ ხორცს ჭამდა. სემმა ჩაისველა და იგრძნო, როგორ
დასდინდა ფეხებზე სითბო.
– გილი, ცხენი დააწყნარე და გარეთ გაიყვანე. მიდი.
– შენ... – წამოიწყო გოგომ.
– მე ხანჯალი მაქვს. დრაკონის მინის ხანჯალი, – რომ წამოდგა,
ტანსაცმელში ხელი მოიფათურა და ხანჯალი ამოიღო. ადრე რაც
ჰქონდა, ის გრენს მისცა, მაგრამ, საბედნიეროდ, გაახსენდა, მორ-
მონტისა წამოეღო, კრასტერის ციხიდან რომ მოდიოდა. მაგრად
დაბღუჯა და ცეცხლს მოსცილდა, გილის და ბავშვს მოსცილდა.
– პოლ? – უნდოდა, მხნედ ეთქვა, მაგრამ წრიპინი დასცდა, – პა-
ტარა პოლ. მცნობ? სემი ვარ, სქელი სემი, მშიშარა სემი. ტყეში რომ
888
მოვდიოდით, შენ გადამარჩინე. ხელში ამიყვანე და მოგყავდი, რო-
ცა ნაბიჯის გადადგმა აღარ შემეძლო. ამის გაკეთებას ვერავინ შეძ-
ლებდა, შენ კი შეძელი, – სემმა უკან დაიხია, ხელში ხანჯალი ეკავა
და ქსუტუნებდა. რა მშიშარა ვარ. – ნურაფერს დაგვიშავებ, პოლ.
გთხოვ. რად გინდა ჩვენი მოკვლა?
გილი მიწის მაგარ იატაკზე უკან-უკან გაცოცდა. მკვდარმა მისკენ
მიაბრუნა თავი, მაგრამ სემმა არაო, შეჰყვირა და ისიც კვლავ მას
მოუტრიალდა. მხარზე მჯდარმა ყორანმა თეთრი, დაგლეჯილი ლო-
ყიდან ხორცის ნაჭერი ამოჰკორტნა. სემმა ხანჯალი წინ დაიჭირა,
თან მჭედლის საბერველივით ქშენდა. დარბაზის მეორე ბოლოში
გილიმ ცხენამდე მიაღწია. ღმერთებო, მომეცით სიმამაცე. ამ ერ-
თხელ, მცირე სიმამაცე მაინც მომეცით. მხოლოდ იმდენი, გილიმ
გაქცევა რომ მოასწროს.
პატარა პოლი მისკენ დაიძრა. სემი უკან იხევდა, სანამ უხეშ მო-
რების კედელს არ მიებჯინა. ორი ხელით დაბღუჯა ხანჯალი, მტკი-
ცედ რომ სჭეროდა. მკვდარს, როგორ ჩანდა, დრაკონის მინა არ
აშინებდა. იქნებ, არც იცოდა, რა იყო. ნელა იძვროდა, მაგრამ პატა-
რა პოლი მკვირცხლი არც სიცოცხლეში ყოფილა. მის უკან გილი
ცხენს ჩასჩურჩულებდა, რომ დაეწყნარებინა, და კარისკენ მიჰყავ-
და. მაგრამ ცხენს ალბათ მკვდრის უცნაური, ცივი სუნი სცემდა. უცებ
გაჯიუტდა, ყალყზე შედგა და ფლოქვები გაყინულ ჰაერს დაუშინა.
პოლი ხმისკენ შებრუნდა და სემი თითქოს სულ გადაავიწყდა. არც
ფიქრის, არც ლოცვის, არც შიშის დრო აღარ იყო. სემუელ ტარლი
წინ გაიჭრა და ხანჯალი პატარა პოლს ზურგში ჩასცა. ნახევრად შებ-
რუნებულ მკვდარს მისი მიახლოება არ შეუნიშნავს. ყორანმა დაიჩ-
ხავლა და აფრინდა.
– მკვდარი ხარ! – დასჭყივლა სემმა, – მკვდარი ხარ! მკვდარი! –

889
ხანჯალს ურტყამდა და ყვიროდა, ისევ და ისევ, პოლის მძიმე შავ მო-
სასხამში უზარმაზარ ხვრელებს ჭრიდა. შალის ქვეშ რკინის ჯაჭვს
დაძგერებული დრაკონის მინის ნამსხვრევები აქეთ-იქით ცვიოდა.
სემის ყვირილი თეთრ ნისლად ერეოდა შავ ჰაერს. მან უსარგებ-
ლო მახვილი ხელიდან გააგდო და სწრაფად გადადგა ნაბიჯი უკან,
პატარა პოლი რომ მოუტრიალდა. სანამ მოასწრებდა და იშიშვლებ-
და მეორე ხანჯალს, ფოლადისას, რომელიც ყველა ძმას ჰქონდა,
მკვდარმა შავი ხელები ნიკაპის ქვეშ შემოაჭდო. გაიქეცი, გილი, გა-
იქეციო, უნდოდა ეყვირა, მაგრამ, პირი რომ გააღო, ხრიალიღა დას-
ცდა. დაცეცებული თითებით როგორღაც მიაგნო ხანჯალს, მაგრამ
მკვდარს მუცელში რომ ჩასცა, წვერი რკინის რგოლებზე ასხლტა,
მახვილი შეტრიალდა და ხელიდან გაუვარდა. პატარა პოლის თი-
თები სულ უფრო მჭიდროდ ეჭდობოდა ყელზე. ხელებმა მოტრიალე-
ბა იწყეს. თავის მოგლეჯას მიპირებსო, გაიფიქრა სასოწარკვეთილ-
მა სემმა. ყელი გათოშილი ჰქონდა, ფილტვებზე ცეცხლი ედებოდა.
მუშტი ჩასცხო, მერე მაჯებზე დაქაჩა, მაგრამ ამაოდ. ფეხებს შორის
ამოსცხო წიხლი, მაგრამ ვითომც არაფერი. მთელი ქვეყნიერები-
დან ორი ლურჯი ვარსკვლავიღა დარჩა, საზარელი ტკივილი და ისე-
თი სასტიკი სიცივე, რომ თვალებზე ცრემლები ეყინებოდა. სემი და-
იკლაკნა და გაიქაჩა... და უცებ წინ მიაწყდა.
პატარა პოლი დიდი და ძლიერი იყო, მაგრამ სემს მაინც მასზე
დიდი წონა ჰქონდა, თან მოარული მკვდრები ზანტები იყვნენ, ეს
სემმა მუშტზეც ნახა. უეცარმა ბიძგმა პოლს უკან გადაადგმევინა ნა-
ბიჯი და მკვდარიც და ცოცხალიც ერთად დაეცნენ მიწას. დაცემის ძა-
ლამ ცალი ხელი სემს ყელიდან მოაგლიჯა და მან ჩასუნთქვა მოას-
წრო, სანამ შავი თითები უკან დაბრუნდებოდნენ. პირი სისხლის გე-
მომ აუვსო. კისერი მიაბრუნა, ხანჯალს ეძებდა, და მკრთალ წითელ

890
ციალს მოჰკრა თვალი. ცეცხლი! მხოლოდ ნაცარი და ნაღვერდალი-
ღა იყო დარჩენილი, მაგრამ მაინც... ვერ სუნთქავდა, ვერც ფიქრობ-
და... გვერდულად გაიქაჩა, პოლი თან წაათრია... მკლავებს მიწის
იატაკზე აფართხუნებდა, მოებღაუჭა, გაიწია, ნაცარი გაქექა, სანამ
რაღაც ცხელს არ წააწყდა... მომწვარი შეშის ნაჭერს, შავში წითლად
რომ უღვიოდა ნაკვერჩხალი... თითები შემოაჭდო და პოლს ისეთი
ძალით ჩასთხარა პირში, რომ იგრძნო, როგორ ჩაილეწა კბილები.
მაგრამ მკვდარი თითები მაინც არ მოდუნებულან. სემმა უკანას-
კნელად გაიხსენა დედა, რომელსაც უყვარდა, და მამა, რომელსაც
უმტყუნა. დარბაზი ტრიალებდა მის გარშემო, როცა პოლის ჩალეწი-
ლი კბილებიდან ამოსული კვამლი დაინახა. მერე მკვდარ კაცს სა-
ხეზე ცეცხლი მოედო და თითები მოეშვა.
სემმა ჰაერი ჩაისუნთქა და დაქანცული გადაგორდა გვერდზე.
მკვდარი იწვოდა, წვერიდან გამდნარი ჭირხლი მოწვეთავდა, მის
ქვეშ ხორცი გაუშავდა. სემმა გაიგონა ყორნის ჩხავილი, მაგრამ
პოლს ხმა არ დასცდენია. დაღებული პირიდან მხოლოდ ალი ამოუ-
ვარდა. თვალები კი... თვალები აღარ იყო, აღარ ჩანდა ლურჯი ნა-
თება. სემი კართან მიცოცდა. ჰაერი ისე ცივი იყო, რომ ჩასუნთქვა
სტკენდა, მაგრამ ეს ტკივილი ტკბილი და საამო ეჩვენა. კარის წირ-
თხლქვეშ დაყვინთა და გარეთ გავიდა. – გილი? – გასძახა სიბნე-
ლეს, – გილი, მოვკალი. გილ... – გოგოს სარკმლისხეზე მიებჯინა
ზურგი, გულში ჩვილს იკრავდა. გარშემო მკვდრები შემოხვეოდნენ.
ათი მკვდარი იყო, ოცი, მეტი... ზოგი ადრე ველურები იყვნენ და ახ-
ლაც ტყავი და ქურქები ეცვათ... მაგრამ უფრო მეტი ოდესღაც მისი
ძმები ყოფილიყვნენ. სემმა იცნო დებელი ლარკი, ჩუმალა, რაილსი.
ჩეტს კისერზე ამომჯდარი ცხიმგროვა გაშავებოდა, მუწუკებზე ყინუ-
ლის თხელი ფენა გადაჰკვროდა. ის კი ჰეიკს ჰგავდა, თუმცა ნახევა-

891
რი თავი აკლდა და ზუსტად ვერ იტყოდი. საბრალო ცხენი უკვე გაეგ-
ლიჯათ და წითლად შეღებილი ხელებით ექაჩებოდნენ ნაწლავებს.
ცხოველს მუცლიდან მკრთალი ორთქლი ასდიოდა.
სემმა დაისლუკუნა.
– ეს რა სამართალია...
– სამართალია, – ყორანი მხარზე დააჯდა, – სამართალი, სამარ-
თალი, – ფრთები ააფართხუნა და გილისთან ერთად დაიკივლა. გო-
გოს მკვდრები ლამის ზედ მისდგომოდნენ. სემმა გაიგონა, როგორ
აშრიალდა სარკმლისხის მუქი წითელი ფოთლები, ერთმანეთს გა-
დაუჩურჩულეს ენაზე, რომელიც მან არ იცოდა. თითქოს ვარსკვლა-
ვებმაც კი გამოიღვიძეს და მათ გარშემო მდგარი ხეები ერთბაშად
აკვნესდნენ და აჭრიალდნენ. სემ ტარლის აჭრილი რძის ფერი და-
ედო და თვალები ლამბაქებივით დაეჭყიტა. ყორნები! ისინი სარ-
კმლისხეზე ისხდნენ, ასობით, ათასობით, ძვლისფერი ტოტები და-
ეხუნძლათ, ფოთლებს შორის იჭყიტებოდნენ. დაინახა, როგორ და-
აღეს ნისკარტები და დაიჩხავლეს, დაინახა, როგორ გაშალეს შავი
ფრთები. ყრანტალით, ფართხუნით ღრუბლად დააცხრნენ
მკვდრებს. ჩეტის სახის წინ დატრიალებდნენ და ლურჯ თვალებს
უკორტნიდნენ, დებელს ბუზებივით დაეხვივნენ, ჰეიკის გახეთქილი
თავიდან ტვინს კენკავდნენ. იმდენნი იყვნენ, სემმა ცისკენ რომ აი-
ხედა, მთვარე ვეღარ დაინახა.
– წადი, – უთხრა მხარზე შემომჯდარმა ფრინველმა, – წადი. წა-
დი.
სემი გაიქცა, პირიდან ყინვის ფთილები სდიოდა. გარშემო
მკვდრები ხელებით იგერიებდნენ შავ ფრთებს და ბასრ ნისკარტებს
და დაბლა ცვიოდნენ უცნაური სიჩუმით, არც ხვნეშა, არც ყვირილი
არ დასცდენიათ. მაგრამ სემს ყორნები ზედაც არ უყურებდნენ. მან
გილის ხელი ჩასჭიდა და სარკმლისხეს მოაცილა.
892
– უნდა წავიდეთ.
– მაგრამ სად? – გილი სემს აედევნა, ხელში ბავშვი ეჭირა, – ცხე-
ნი მოგვიკლეს, ახლა როგორ...
– ძმაო! – დაძახილმა გაკვეთა ღამე, გაკვეთა ათასობით ყორნის
ჩხავილი. ხეების ძირას მოჩანდა კაცი, თავიდან ფეხებამდე შავ-რუხ
მოსასხამში იყო შეფუთული და ცხენირემზე იჯდა, – აქეთ! – დაუძახა
მხედარმა. სახეს ჩაჩი უფარავდა. შავი აცვია. სემმა გილი მისკენ გა-
იყოლა. ცხენირემი დიდი იყო, დიდი კი არა, უზარმაზარი, ქედი ათი
ფუტის სიმაღლეს უწევდა და რქებიც ლამის ამსიგანეზე ჰქონდა გაშ-
ლილი. ცხოველმა დაიჩოქა, მათ შესხდომა რომ მოეხერხებინათ. –
მოდი, – თქვა მხედარმა, ხელთათმანიანი ხელი ჩამოიწოდა, გილი
აზიდა და უკან შემოისვა. მერე სემს მიუბრუნდა.
მადლობა, – ამოიქოშინა ბიჭმა. გამოწვდილ ხელს რომ ჩაეჭიდა,
მერეღა მიხვდა, რომ მხედარს ხელთათმანები არ ეცვა. შავი და ცივი
ხელი ჰქონდა, ქვასავით მტკიცე თითები.

არია

ქედის თხემზე რომ ააღწიეს და მდინარე დაინახეს, სანდორ კლე-


გეინმა ერთბაშად მოზიდა აღვირი და შეიგინა.
შავი, რკინის ციდან წვიმა მოედინებოდა და მწვანე-ლეგა მდინა-
რეს ათი ათასი ხმლით ჩხვლეტდა. ერთი მილი მაინც იქნება სიგანე-
შიო, გაიფიქრა არიამ. მოდიდებული წყლიდან ასობით ხის კენწერო
იყო ამოჩრილი, მათი ტოტები ცას წყალში ჩავარდნილი კაცის
მკლავებივით ებღაუჭებოდნენ. ნაპირს დამბალი ფოთლების სქელი
ფენა მოსდებოდა. მოშორებით კი, შუა ნაკადში, არიამ რაღაც თეთ-
რსა და გასივებულს მოჰკრა თვალი, ირემს ან მკვდარ ცხენს, სწრა-
ფად რომ მისდევდა ჩქერებს. სმენის საწიერზე დაბალი გრგვინვაც
893
ისმოდა, ისეთი ხმა, ძაღლი დაღრენამდე რომ გამოსცემს.
არია უნაგირზე აწრიალდა და იგრძნო, ქოფაკის ჯაჭვის რგოლე-
ბი ზურგზე რომ მიეჭირა. ორივე მხრიდან კაცის მკლავები შემორ-
ტყმოდა. მარცხენა, დამწვარ მკლავზე ფოლადის სამკლავე ეკეთა
დასაცავად, მაგრამ გოგონამ ნახა, როგორ იცვლიდა ის სახვევს, და
იცოდა, რომ ჭრილობა ჯერაც მოუშუშებელი იყო და სითხე სდიოდა.
მაგრამ დამწვრობები თუ სტკიოდა კიდევაც, სანდორ კლეგეინი ამას
არ იმჩნევდა.
– ეს შავწყალას ჩქერია? – იმსიშორეს იარეს წვიმასა და სიბნე-
ლეში, უგზოუკვლო ტყეებსა და უსახელო სოფლებში, რომ არია
სრულიად ვერ ხვდებოდა, სად იყვნენ. – ეს ის მდინარეა, რომელზეც
უნდა გადავიდეთ, სხვა არ არის საჭირო, რომ იცოდე, – კლეგეინი
ხანდახან პასუხს სცემდა, მაგრამ გააფრთხილა, იცოდე, არ შემედა-
ვოო. საერთოდაც, პირველივე დღეს ბევრ რამეზე გააფრთხილა.
„კიდევ თუ დამარტყამ, ხელებს ზურგსუკან შეგიკრავ“, უთხრა მაშინ,
„თუ იყვირებ ან ისევ კბენას დამიპირებ, ალიკაპს ამოგდებ. შეგვიძ-
ლია, ერთად ვისხდეთ უნაგირზე ან შემიძლია, გასაყიდი ღორივით
გადაგკიდო ცხენზე. თვითონ აირჩიე“. არიამ ცხენზე ჯდომა არჩია,
მაგრამ პირველად რომ გაშალეს ბანაკი, დაიცადა, სანამ კლეგეინი,
მისი აზრით, დაიძინებდა, და დიდი წვეტიანი ქვა დაითრია, მისთვის
მახინჯი თავი რომ გაეჩეჩქვა. ჩრდილივით უჩუმრად, ეუბნებოდა
თავს, მისკენ რომ მიიპარებოდა, მაგრამ, ეტყობა, საკმარისად ჩუ-
მად არ გამოუვიდა. ქოფაკს სულაც არ ეძინა. ან იქნებ გაეღვიძა. ასე
იყო თუ ისე, თვალები გაახილა, პირი მოღრიცა და ქვა ისე წაართვა,
თითქოს არია ძუძუთა ბავშვი ყოფილიყო. გოგომ ისღა მოახერხა,
მისთვის წიხლი ჩაეცხო.
– ამ ერთხელ გპატიებ, – უთხრა მან გოგოს, ქვა ბუჩქებში რომ
მოისროლა, – მაგრამ თუ ისე შტერი ხარ, რომ კიდევ ცდი, მაშინ
894
მოგცხებ.
– რატომ არ აიღებ და მომკლავ, როგორც მიკას უქენი? – უკივ-
ლა არიამ. მაშინ ჯერ კიდევ ეურჩებოდა, გაბრაზებული უფრო იყო,
ვიდრე შეშინებული.
მან პასუხად პერანგის გულისპირში ჩასჭიდა ხელი და სახე ლა-
მის თავის დამწვარ სახეზე მიაბჯენინა.
– კიდევ ერთხელ იტყვი მაგ სახელს და ისე გცემ, ინატრებ, ნეტა
მოვეკალიო. ამის მერე ყოველღამე, დასაძინებლად რომ წვებოდა,
გოგოს ცხენის საბანში ახვევდა და გარშემო თოკს ახვევდა, ისე,
რომ არია საფენებში გამოკრული ჩვილივით იყო გაკოჭილი.
ალბათ შავწყალააო, გადაწყვიტა არიამ, მდინარეზე აშხაპუნე-
ბულ წყალს რომ უცქერდა. ქოფაკი ჯოფრის ძაღლი იყო და არიას
უკან, წითელ ციხეში მიათრევდა ჯოფრისთვის და დედოფლისთვის
მისაცემად. გოგონა ნატრობდა, მზე ამოსულიყო, რომ მიმხვდარი-
ყო, საით მიდიოდნენ. ამ ხეებზე მოდებული ხავსის ყურებამ სულ და-
აბნია. შავწყალა მეფის საბიჯელთან ასე ფართო არ ყოფილა, მაგ-
რამ ეს მანამდე, სანამ წვიმები დაიწყებოდა.
– ფონები ყველგან გამქრალი იქნება, – თქვა სანდორ კლეგეინ-
მა, – გადაცურვას კი არც დავაპირებ.
მდინარეზე ვერ გადავალთ, გაიფიქრა არიამ. ლორდი ბერიკი
ნამდვილად დაგვეწევა. კლეგეინი თავის ზორბა შავ ულაყს ძლიერ
მიერეკებოდა, სამჯერ დაბრუნდა უკან, მდევარი რომ ჩამოეშორები-
ნა, ერთხელ ნახევარი მილის მანძილზე მოდიდებულ მდინარესაც
კი აუყვა... მაგრამ არია რამდენჯერაც უკან მიიხედავდა, ყაჩაღების
დანახვის იმედი ჰქონდა. სცადა, მათთვის საქმე გაეიოლებინა და
ხეების ზროებზე თავის სახელს კაწრავდა, რამდენჯერაც ბუჩქებში
მოსაშარდად გადადიოდა, მაგრამ მეოთხე ჯერზე კლეგეინმა წაას-
წრო და ამას ბოლო მოეღო. არა უშავსო, ფიქრობდა არია, თოროსი
895
თავის ცეცხლებში დამინახავს და მიპოვისო. მაგრამ მან ვერ იპოვა.
ჯერ მაინც ვერა, და თუ მდინარეზე გადავიდოდნენ...
– ჰაროვეის ქალაქი აქედან შორს აღარ უნდა იყოს, – თქვა ქო-
ფაკმა, – სადაც ლორდი რუტი ბებერი მეფე ანდაჰარის წყალზემა-
ვალ ორთავა ცხენს ინახავს. იქნებ, ცხენდაცხენ გადავიდეთ.
არიას არაფერი სმენოდა ბებერ მეფე ანდაჰარზე. არც ორთავა
ცხენი ენახა, მით უფრო ისეთი, წყალზე სიარული რომ შესძლებოდა,
მაგრამ ენას კბილი დააჭირა. ქოფაკმა ცხენს თავი შეუბრუნა და ქე-
დის გასწვრივ გათოხარიკდა, ნაკადის დაღმა მიმართულებით. ასე
წვიმა ზურგიდან მაინც ეხლებოდათ. აქამდე თვალებში ესხმებოდა
და სანახევროდ აბრმავებდა, ლოყებზე კი ისე დასდიოდა, თითქოს
ტირისო. მგლები არასოდეს ტირიან, შეახსენა არიამ თავს.
შუადღე დიდი ხნის გადასული არ იქნებოდა, მაგრამ ცა ისე ჩაშა-
ვებულიყო, თითქოს ღამდებაო. უკვე ვეღარც ითვლიდა, რამდენი
დღე გავიდა, მზე რომ არც ენახათ. არია ძვლებამდე იყო დამბალი,
უნაგირისგან საჯდომი დაებეჟა, ცხვირიდან ცინგლი სდიოდა და ყვე-
ლაფერი სტკიოდა. სიცხეც ჰქონდა და ზოგჯერ სასტიკად ამცივნებ-
და, მაგრამ როცა ქოფაკს უთხრა, ავად ვარო, მან მხოლოდ შეუღრი-
ნა. – ცხვირი მოიწმინდე და პირი დახურე, – უთხრა გოგოს. ახლა
კლეგეინს ნახევარჯერ უნაგირზევე ეძინა ხოლმე, თავის ულაყს ან-
დობდა, თავად მიჰყოლოდა დაღარულ სოფლის გზას ან ნადირის
ბილიკს. ცხენი დიდი და მძიმე იყო, ლამის საომარი ულაყივით მა-
ღალი, მაგრამ მასზე ბევრად უფრო სწრაფი. ქოფაკი მას უცხოს ეძახ-
და. არიამ ერთხელ მისი გატაცება სცადა, როცა კლეგეინი ხეს აფ-
სამდა; იფიქრა, გავექცევი, სანამ ჩემს დაჭერას მოასწრებსო. ცხენმა
მაშინ ლამის სახე მოაკბიჩა. თავის პატრონთან ბებერი იაბოსავით
თვინიერი იყო, მაგრამ ისე თავისი ბალანივით შავი ზნე ჰქონდა.
არიას არასოდეს ენახა ცხენი, ასე დაუფიქრებლად რომ გიკბენდა ან
896
წიხლს ჩაგაზელდა.
რამდენიმე საათი იარეს მდინარის გასწვრივ, ორი ტალახიანი,
უფრო მომცრო ნაკადი გადაიშხაპუნეს, სანამ იმ ადგილს მიაღწევ-
დნენ, კლეგეინმა რომ ახსენა. – ლორდ ჰაროვეის ქალაქი, – თქვა
მან და მერე, რომ დაინახა, დასცდა, – ეს რა შვიდი ჯოჯოხეთია!
ქალაქი დაძირული და მიტოვებული იყო. წყალი მდინარის კა-
ლაპოტიდან გადმოსულიყო, ჰაროვეის ქალაქის ადგილას თიხით
შელესილი სასტუმროს ზედა სართული, დაძირული სეპტის შვიდ-
ფერდა გუმბათი, მრგვალი გოდლის ზედა ორი მესამედი, რამდენი-
მე დაფეხვილი ისლის სახურავი და საკვამურების ტყეღა დარჩენი-
ლიყო. მაგრამ არიამ დაინახა, რომ კოშკიდან ბოლი ამოდიოდა,
ერთი თაღოვანი ფანჯრის ქვეშ კი ფართო ბრტყელძირა ნავი იყო
ჯაჭვით მიბმული. ნავს თორმეტი სანიჩბე ჰქონდა, ცხვირზე და კიჩო-
ზე კი ხისგან გამოთლილი წყვილი ცხენის თავი ემაგრა. ორთავა
ცხენიო, მიხვდა არია. გემბანის შუაში მიწისსახურავიანი ხის სახლი
იდგა და როდესაც ქოფაკმა პირთან ხელები მოიმრგვალა და გასძა-
ხა, შიგნიდან ორი კაცი გამოვიდა. მესამე კოშკის ფანჯარაში გამოჩ-
ნდა, ხელში მოზიდული არბალეტი ეჭირა.
– რა გინდა? – გამოსძახა ბობოქარი, ლეგა წყლის გამოღმა.
– გადაგვიყვანეთ! – გასძახა ქოფაკმა პასუხად. ნავზე მდგარმა
კაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ერთი მათგანი, შეჭაღარავე-
ბული, სქელმკლავება და წელში მოხრილი, მოაჯირს მოადგა.
– ეს ფასი ღირს!
– ჰოდა, გადავიხდი.
რით? გაუკვირდა არიას. ყაჩაღებმა კლეგეინს ოქრო წაართვეს,
მაგრამ შეიძლება, ლორდმა ბერიკმა მას ცოტაოდენი ვერცხლი ან
სპილენძი დაუტოვა. მდინარეზე გადასვლა რამდენიმე სპილენძის
ფულზე მეტი არ უნდა ღირდეს...
897
მებორნეები ისევ თათბირობდნენ. ბოლოს წელში მოხრილი მიბ-
რუნდა და დაიყვირა. გამოჩნდა კიდევ ექვსი კაცი, წვიმისგან თავდა-
საცავად ჩაჩები წამოეფარებინათ. კიდევ რამდენიმე ფანჯრიდან
გადმოძვრა და გემბანზე დახტა. მათგან ნახევარი ისე ჰგავდა წელში
მოხრილ კაცს, რომ ალბათ მისი ნათესავები იყვნენ. რამდენიმემ
ჯაჭვი გახსნა და გრძელი ჭოკები აიღო, სხვებმა მძიმე, ფართო ნიჩ-
ბები ჩაამაგრეს ბუდეებში. ბორანი შექანდა და ნელა გამოცოცდა
თავხელისკენ, ნიჩბები მდოვრედ იძვროდნენ მის ორთავ მხარეს.
სანდორ კლეგეინი გორაკზე ჩავიდა და მათკენ გაემართა.
ნავის ცხვირი ფერდობს რომ მიეჯახა, მებორნეებმა ცხენის თა-
ვის ქანდაკების ქვეშ ფართო კარი გააღეს და მუხის მძიმე ლატანი
გადმოდეს. უცხო წყლის პირას შეყოვნდა, მაგრამ კლეგეინმა ცხენს
ქუსლები შემოსცხო და ფიცარზე შეაგდო. წელში მოხრილი კაცი
გემბანზე ელოდათ.
– დასველდით, სერ? – ჰკითხა ღიმილით.
ქოფაკს პირი მოეღრიცა.
– მე თქვენი ნავი მჭირდება, შენი წყეული ენაკვიმატობა კი არა,
– ჩამოქვეითდა და არიაც ჩამოსვა, გვერდით დაიყენა. ერთი მენავე
უცხოს აღვირს წასწვდა, – არ ვიზამდი, – გააფრთხილა კლეგეინმა,
ცხენმა წიხლი რომ გაიქნია. კაცი უკან გახტა, წვიმით გალიპულ ია-
ტაკზე ფეხი აუსხლტა და გინებით დაეზნეყვა უკანალზე. მოკუზული
მებორნე აღარ იღიმოდა.
– თუ გადაგიყვანთ, – უთხრა კუშტად, – ეს ოქროს ფული დაგიჯ-
დება. ერთიც ცხენში უნდა მოგვცე. ერთიც ბიჭში.
– სამი დრაკონი? – კლეგეინმა გაიცინა, – სამ დრაკონად მთელ
წყეულ ბორანს ვიყიდი.
– შარშან ალბათ იყიდდი. მაგრამ ახლა მდინარე ისეთია, მეტი

898
ნიჩბები და ჭოკები მჭირდება, ზღვაში რომ არ გაგვიტაცოს. ნება შე-
ნია. სამი დრაკონი, თუ არადა, მოგიწევს, მაგ ჯოჯოხეთის ცხენს
წყალზე სიარული ასწავლო.
– მიყვარს პატიოსანი მძარცველები. იყოს, როგორც ამბობ. სამი
დრაკონი... როცა უვნებლად გადაგვსვამთ ჩრდილოეთ ნაპირზე.
– ახლავე მომე, თორემ არსადაც არ წავალთ, – კაცმა სქელი,
დაკოჟრილი ხელისგული გაუწოდა.
კლეგეინმა ჟღრიალით მოაბოშა ორლესული ქარქაშში.
– ნება შენია. ოქრო ჩრდილო ნაპირზე ან ფოლადი – სამხრეთზე.
მებორნემ ქოფაკს ახედა. არია მიხვდა, რომ დანახული არ მო-
ეწონა. უკან თორმეტი ჯანიანი კაცი ედგა, ნიჩბები და ჭოკები რომ
მოემარჯვებინათ, მაგრამ მის დასახმარებლად არავინ იქაჩებოდა.
ერთად სანდორ კლეგეინს მოერეოდნენ, თუმცა ალბათ სამ ან ოთხ
მათგანს მაინც მოკლავდა, სანამ დასცემდნენ.
– საიდან უნდა ვიცოდე, რომ გაქვს? – ჰკითხა ცოტა ხანში კაცმა.
არ აქვს, უნდოდა ეყვირა არიას. ამის ნაცვლად ტუჩზე იკბინა.
– რაინდის სიტყვას გაძლევ, – კლეგეინს არ გაღიმებია.
რაინდიც არ არის. არც ეს უთქვამს.
– ეგრე იყოს, – მებორნემ გადააფურთხა, – წავედით მაშინ, დაბ-
ნელებამდე გადაგიყვანთ. მიაბი ცხენი, არ მჭირდება, შუა გზაში და-
მიფრთხეს. შენ და შენს შვილს გათბობა თუ გინდათ, სახლში მაყა-
ლი დგას.
– არ ვარ მაგის შტერი შვილი! – თქვა გაცეცხლებულმა არიამ. ეს
იმაზე უარესი იყო, ბიჭი რომ ეგონათ. ისე ბრაზობდა, შეიძლება, ეთ-
ქვა კიდევაც, ვინ იყო სინამდვილეში, მაგრამ სანდორ კლეგეინმა
ქეჩოსთან საყელოში წაავლო ხელი და ცალი ხელით ასწია გემბანი-
დან.
– რამდენჯერ უნდა გითხრა, დახურე ეგ წყეული პირი-მეთქი? –
899
ისე შეაჯანჯღარა, რომ კბილები აარაკუნებინა, მერე ხელი გაუშვა
და ჩამოაგდო, – შედი და გათბი, როგორც ეს კაცი გეუბნება.
არია ასე მოიქცა. დიდი რკინის მაყალი წითლად ღუოდა და ოთა-
ხს პირქუში, მახრჩობელა სიცხით ავსებდა. ესიამოვნა მის გვერდით
დადგომა, ხელების გათბობა.
ცოტა შეშრა კიდევაც, მაგრამ, როგორც კი იგრძნო, ფეხქვეშ გემ-
ბანი რომ შეინძრა, ისევ გარეთ გამოსხლტა წინა კარით.
ორთავა ცხენი ნელა დაიძრა თავხელში, დაძირული ჰაროვეის
საკვამურებსა და სახურავის წვერებს შორის გაიკვლია გზა. თორმე-
ტი კაცი ნიჩბებით მუშაობდა, ოთხს კი გრძელი ჭოკები ეჭირა და
ნავს ლოდებს, ხეებსა და დაძირულ სახლებს არიდებდა, ძლიერ ახ-
ლო თუ მიცურდებოდნენ. წელში მოხრილი კაცი მესაჭე იყო. გემბა-
ნის გლუვ ფიცრებზე წვიმა კაკუნებდა და წინა და უკანა ცხენის თავე-
ბიდან იშხეფებოდა. არია ისევ გაიწუწა, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა.
უნდოდა, ეცქირა. დაინახა, რომ არბალეტიანი კაცი ისევ ისე იდგა
კოშკის ფანჯარაში. მან თვალი გააყოლა დაბლა გაცურებულ ბო-
რანს. გაიფიქრა, ნეტავ, ეს თუ არის ლორდი რუტი, ქოფაკმა რომ ახ-
სენაო. კი არ ჰგავდა ლორდს. მაგრამ ასე არც თვითონ ჰგავდა ლე-
დის. ქალაქს რომ გასცდნენ და ნამდვილ მდინარეში შევიდნენ, ნა-
კადი ბევრად გაძლიერდა. წვიმის ნაცრისფერ ჯანღში არიამ გაარ-
ჩია გადაღმა მდგარი ქვის სვეტი, რომელიც ნამდვილად ბორნის მი-
სადგომს აღნიშნავდა, მაგრამ მაშინვე შენიშნა ისიც, რომ უკვე გას-
ცდნენ მას, წყალმა დაღმა გაიტაცათ. მენიჩბეები ახლა უფრო გამა-
ლებით უსვამდნენ, მდინარის სიშმაგეს ერკინებოდნენ. ფოთლები
და დამტვრეული ტოტები ისე სწრაფად ჩაუქროლებდნენ გვერდით,
თითქოს სკორპიონით ყოფილიყვნენ გატყორცნილები. ჭოკებიანი
კაცები მოაჯირზე გადახრილიყვნენ და ირიდებდნენ, რაც კი ზედმე-
ტად მიუახლოვდებოდათ. აქ ქარიც უფრო ძლიერად ქროდა.
900
აღმა ახედვას როგორც კი დააპირებდა, არიას სახეში წვიმის ნა-
კადი ატყდებოდა. უცხო ჭიხვინებდა და ფლოქვებს აბაკუნებდა,
ამოძრავებული გემბანი აგიჟებდა. კიდეზე თუ გადავხტები, მდინარე
ისე გამიტაცებს, ქოფაკი ვერც მიხვდება, რომ წავუვედი. უკან მიიხე-
და და დაინახა, რომ კლეგეინი თავის შეშინებულ ცხენს დასტრია-
ლებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. გასაქცევად ამაზე უკეთესი
შემთხვევა აღარ ექნებოდა. თუმცა, შეიძლება, დავიხრჩო. ჯონი ეუბ-
ნებოდა, თევზივით ცურავო, მაგრამ ამ მდინარეში თევზსაც კი გა-
უჭირდებოდა. და მაინც, მეფის საბიჯელს დახრჩობა სჯობდა. ჯოფრი
გაიხსენა და ნელ-ნელა ნავის ცხვირისკენ გადაინაცვლა. ტალახის-
ფერ მდინარეს წვიმა ეშხაპუნებოდა, წყალს კი არა, წვნიანს ჰგავდა.
ნეტავ, რამდენად ცივია? რაც ვარ, იმაზე მეტად ვეღარ დავსველდე-
ბი. არიამ მოაჯირზე დადო ხელი.
მაგრამ უეცარმა ყვირილმა თავი მიატრიალებინა. ჭოკებმომარ-
ჯვებული მებორნეები წინ მიაწყდნენ. არია უცებ ვერ მიხვდა, რა ხდე-
ბოდა. მერე დაინახა: ფესვებიანად მოთხრილი ხე, ვეება და შავი,
პირდაპირ მათკენ მოექანებოდა. ჩახლართული ფესვები და ტოტები
წყლიდან ამოეჩარა და მოიწევდა, თითქოს დიდი კრაკენი იწვდიდა
მათკენ მკლავებს. მენიჩბეებმა გამალებით იწყეს უკან დახევა, ცდი-
ლობდნენ, თავიდან აეცილებინათ შეჯახება, რომელსაც შეეძლო,
ხომალდი გადაეყირავებინა ან მუცელი შეენგრია მისთვის. ბერი-
კაცმა საჭე მოაბრუნა და ცხვირზე ამოზრდილი ცხენის თავი დინების
მიმართულებით შებრუნდა, მაგრამ ძალიან ნელა. შავად და ყომრა-
ლად აპრიალებული ხე ტარანივით მოქროდა მათკენ.
ხომალდის ცხვირამდე ათი ფუტიც არ დარჩენოდა, როცა ორმა
მენავემ როგორღაც მოახერხა და ჭოკები მიაბჯინა. ერთი იმგვარი
ტკაცანით გადაიმტვრა, გეგონებოდა, მათ ფეხქვეშ ბორანი ილეწე-
ბაო, მაგრამ მეორემ შეძლო, ხისთვის ძლიერად ებიძგა, იმდენად,
901
რომ ნავს აარიდა. ხემ ბორანს რამდენიმე დუიმის მანძილზე ჩაუქ-
როლა, ტოტები ჭანგებივით გაეფხაჭუნა ცხენის თავს. უკვე ეგონათ,
აგვცდაო, როცა ურჩხულმა ალმაცერად გაჰკრათ ერთი ზედა ტოტი.
ბორანი შეზანზარდა, არიას ფეხი დაუცდა და მაგრად დაეცა ცალ
მუხლზე, იმ კაცს, ჭოკი რომ გადაემტვრა, ნაკლებად გაუმართლა და
ყვირილით გადავარდა კიდის გადაღმა. აღრიალებული შავი წყალი
თავზე გადაეფარა და, სანამ არია ფეხზე წამოდგომას მოასწრებდა,
გაქრა. მეორე მენავემ თოკის ხვეულს სტაცა ხელი, მაგრამ ვისთვი-
საც უნდა გადაეგდო, აღარ ჩანდა.
იქნებ, სადმე დაღმა გამორიყოსო, სცადა თავის დარწმუნება
არიამ, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, ფუჭი იმედი რომ იყო. ცურვის
ყოველგვარი ხალისი დაკარგა.
სანდორ კლეგეინმა რომ უღრიალა, ქოხში შედი, სანამ დამიჟე-
ჟიხარო, მორჩილად წავიდა. ბორანი ამასობაში ისევ ძველ გეზზე
დადგომას ცდილობდა, ებრძოდა მდინარეს, რომელიც ზღვაში ჩათ-
რევას უპირებდა.
როდესაც ბოლოს და ბოლოს ნაპირზე გამოაღწიეს, ჩვეულ მი-
სადგომს ორი მილით იყვნენ ჩაცდენილები. ნავი ნაპირს ისე მძლავ-
რად მიენარცხა, რომ მეორე ჭოკი გაუტყდათ და არია ლამის ისევ
დაეცა. სანდორ კლეგეინმა ისე შესვა უცხოზე, თითქოს თოჯინის წო-
ნა ჰქონოდა. მენავეები გაშტერებული, დაქანცული თვალებით შეჰ-
ყურებდნენ – ყველანი, წელში მოხრილი კაცის გარდა, რომელმაც
ხელი გაიწოდა..
– ექვსი დრაკონი, – მოსთხოვა ქოფაკს, – სამი გადმოყვანისაა,
სამიც იმ დაღუპული კაცისთვის.
სანდორ კლეგეინმა ქისა მოიჩხრიკა და მენავეს ხელისგულში
დაჭმუჭნული პერგამენტის ნაკუწი ჩაუკუჭა.
– აჰა. ათი აიღე.
902
– ათი? – დაიბნა მებორნე, – ეს რაღაა?
– მკვდარი კაცის ხელწერილია, დაახლოებით ცხრა ათასი დრა-
კონი ღირს, – ქოფაკი უნაგირს მოევლო არიას უკან და კაცს ავად
ჩამოჰღიმა, – აქედან ათი შენია. დანარჩენზე როდისმე მოგაკითხავ,
ასე რომ, იცოდე, არ მიადგე და არ ხარჯო. კაცი პერგამენტს დააც-
ქერდა.
– ნაწერები. ნაწერი რაში მარგია? შენ ოქროს დამპირდი. რაინ-
დის სიტყვაო, ასე თქვი. – რაინდებს სიტყვა არ დაეჯერებათ. დროა,
იცოდე ეს, ბერიკაცო, – ქოფაკმა უცხოს დეზები შემოჰკრა და წვიმა-
ში გაჭენდა. მებორნეებმა გინება მიაყოლეს და ერთი-ორმა ქვებიც
ესროლა. კლეგეინს არად ჩაუგდია არც მათი სიტყვები, არც ნასრო-
ლი ქვები, და მალე ხეების ბინდში ჩაიკარგნენ, ზურგსუკან მდინა-
რის გრიალიც მიწყდა.
– დილამდე ბორანს უკან აღარ გადაიყვანენ, – თქვა კლეგეინმა,
– თანაც, ესენი ქაღალდზე დაწერილ პირობებს საფასურად აღარ
მიიღებენ, ვინც არ უნდა მიადგეთ. შენი მეგობრები თუ გამოგვეკი-
დებიან, მოუწევთ, მაგარი ცურვა იცოდნენ. არია მოიბღუნძა და ენას
კბილი დააჭირა. ვალარ მორგულის, გაიფიქრა მოღუშულმა. სერ
ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი, დედოფალი სერსეი. დანსენი, პო-
ლივერი, რალფ საყვარელი, სერ გრეგორი და ღიტინა. და ქოფაკი,
ქოფაკი, ქოფაკი. წვიმამ რომ გადაიღო და ცა მოიწმინდა, არია ისე
ცახცახებდა და აცემინებდა, რომ კლეგეინი ღამის გასათევად შე-
ჩერდა და ცეცხლის დანთებაც კი სცადა. მაგრამ მოგროვებული შე-
შა ძალიან სველი აღმოჩნდა. რამდენიც არ ეცადა, ნაპერწკალი ვერ
გააღვივა. ბოლოს გაჯავრებულმა ფეხი გაჰკრა ყველაფერს და გა-
ფანტა. – შვიდ წყეულ ჯოჯოხეთშიც წასულა, – შეიკურთხა მწარედ,
– მეჯავრება ცეცხლი.

903
მუხის ქვის ქვეშ სველ ქვებზე ისხდნენ, ფოთლებიდან ჩამოცვე-
ნილი წვეთების აუჩქარებელ წკაპუნს უგდებდნენ ყურს და ცივად
ივახშმეს ხმელი პურით, ძველი ყველით და შებოლილი ძეხვით. ქო-
ფაკმა ხორცი ხანჯლით დაჭრა და თვალები მოწკურა, როცა შეამ-
ჩნია, არია მის მახვილს რომ უყურებდა.
– არც იფიქრო.
– არც მიფიქრია, – იცრუა არიამ.
ქოფაკმა ჩაიფრუტუნა, ნამდვილად არ დაუჯერა; მაგრამ ძეხვის
სქელი ნაჭერი მაინც მისცა. არია კბილებით ჩააფრინდა ლუკმას,
თან კაცს თვალს არ აშორებდა. – შენი და არასოდეს მიცემია, – უთ-
ხრა ქოფაკმა, – მაგრამ შენ კი გცემ, თუ მაიძულებ. მორჩი იმაზე
ფიქრს, როგორ მომკლა. არც ერთი ხერხი არ გაჭრის.
არიას ამაზე არაფერი ჰქონდა სათქმელი. ძეხვს ღრღნიდა და
კაცს ცივად უმზერდა. ქვასავით მტკიცეო, გაიფიქრა.
– შენ სახეში მაინც მიყურებ. ამას ვერ დაგიკარგავ, პატარა ძუ
მგელო. მოგწონს? – არა. დამწვარი და უშნოა.
კლეგეინმა ხანჯლის წვერით ყველის ნაჭერი მიაწოდა.
– პატარა შტერი ხარ. რას გარგებს, რომ გამექცე? ვინმე უარესი
დაგიჭერს და ეგ იქნება.
– ვერ დამიჭერს, შეედავა არია, – და უარესი არავინ არ არის.
– შენ ჩემს ძმას არ იცნობ. გრეგორმა ერთხელ ხვრინვის გამო
მოკლა კაცი. თავისი საკუთარი კაცი, – რომ ჩაიღიმა, სახის დამწვა-
რი ნაწილი მოეჭიმა და პირი უცნაურად და უსიამოდ მოეღრიცა. იმ
მხარეს ტუჩები არ ჰქონდა და ყურიდანაც კუნძიღა დარჩენოდა.
– დიახაც ვიცნობ, – შეიძლება, მთაკაცი მართლაც უარესიაო, ახ-
ლაღა დაფიქრდა არია, – იმასაც, დანსენს და პოლივერს, რალფ
საყვარელს და ღიტინას.
ქოფაკს გაოცება შეეტყო.
904
– როგორ მოხდა, რომ ნედ სტარკის პატარა ძვირფასმა ასულმა
ეგ ბანდა გაიცნო? გრეგორს თავისი შინაური ვირთხები მეფის კარზე
არასოდეს მიჰყავს ხოლმე. – სოფელში გავიცანი, – არიამ ყველი
შეჭამა და და პურის ყუას გადასწვდა, – ტბისპირა სოფელში, სადაც
დაგვიჭირეს გენდრი, მე და ღვეზელა. ლუმი მწვანეხელაც დაიჭი-
რეს, მაგრამ რალფ საყვარელმა მოკლა, იმიტომ, რომ იმას ფეხი
სტკიოდა. კლეგეინს პირი შეუტოკდა.
– დაგიჭირა? ჩემმა ძმამ დაგიჭირა? – ამან გულიანად გააცინა,
საზარელი ხმით იცინოდა, თითქოს თან გრუხუნებს, თან იღრინე-
ბაო, – გრეგორი აზრზე არ იყო, რა ჩაიგდო ხელში, ჰო? არ იცოდა,
თორემ აფართხალებულს და აწივლებულს ისევ მეფის საბიჯელში
მიგათრევდა და სერსეის მუხლებზე დაგაგდებდა. ძალიან მაგარია.
აუცილებლად ვეტყვი ამას, სანამ გულს ამოვჭრიდე.
პირველად კი არ ლაპარაკობდა მთაკაცის მოკვლაზე.
– ის ხომ შენი ძმაა, – ყოყმანით უთხრა არიამ.
– არასოდეს გნდომია ძმის მოკვლა? – კლეგეინმა ისევ გაიცინა,
– ან დის? – ალბათ, რაღაც შეატყო სახეზე და მისკენ გადაიხარა, –
სანსა. ეგრეა, ხო? ძუკნა მგელს ლამაზი ჩიტუნას მოკვლა უნდა.
– არა, – მიახალა არიამ, – მე შენი მოკვლა მინდა.
– იმიტომ, რომ შენი პატარა ძმაკაცი ორად გავჩეხე? არხეინად
იყავი, იმაზე ბევრად მეტი დამიხოცავს. შენ გგონია, რომ ამის გამო
რაღაც ურჩხული ვარ. კარგი, შეიძლება ასეცაა, მაგრამ სამაგიე-
როდ შენი და გადავარჩინე სიკვდილს. იმ დღეს, ბრბომ ცხენიდან
რომ გადმოათრია, მე მისკენ გზა გავიკაფე და ციხესიმაგრეში და-
ვაბრუნე, თორემ იმასაც იგივე დაემართებოდა, რაც ლოლის სტოკ-
ვორთს მოუვიდა.
და სანსამ მიმღერა. არ იცოდი, ხო? შენმა დამ ტკბილად მიმღე-
რა.
905
– იტყუები, – არ დააყოვნა არიამ.
– შენ ბევრი რამე გგონია, ვიციო, მაგრამ არაფერიც არ იცი. შავ-
წყალა? რომელ შვიდ ჯოჯოხეთში ვართ, რა გგონია? სად მივდი-
ვართ, როგორ გგონია?
ხმაში დაცინვა ისმოდა და არია შეყოყმანდა.
– უკან, მეფის საბიჯელში, – თქვა ბოლოს, – ჯოფრისთან და დე-
დოფალთან მიგყავარ, – უცებ მიხვდა, ისე ჰკითხა, რომ ეს მართალი
არ იქნებოდა. მაგრამ რამე ხომ უნდა ეთქვა?
– შტერი და ბრმა პატარა ძუკნა მგელი, – რკინის ღრჭიალივით
უხეში და მაგარი ხმა ჰქონდა, – ჯანდაბას ჯოფრი, ჯანდაბას დედო-
ფალი და ჯანდაბას ის მობრეცილი პატარა ქიმერა, მისი ძმა რომ
ჰქვია. მოვრჩი მე მაგ ქალაქს, მაგათ მეფის ქეშიკობას, მოვრჩი ლა-
ნისტერებს. რა ესაქმება ძაღლს ლომებთან, გეკითხები? – წყლიან
ტიკს გადასწვდა და დაეწაფა. პირი რომ მოიწმინდა, ტიკი არიას გა-
დააწოდა და უთხრა, – ის მდინარე სამკბილა იყო, გოგო. სამკბილა,
შავწყალა კი არა. წარმოიდგინე რუკა, თუ შეგიძლია. დილით სამე-
ფო გზაზე გავალთ. ამის მერე სწრაფად ვივლით, პირდაპირ ტყუპე-
ბისკენ. დედაშენს მე ჩავაბარებ შენს თავს. ის კეთილშობილი ელვა-
ლორდი კი არა, არც ის გაიძვერა ცეცხლოვანი ქურუმი; არამედ მე,
ურჩხული, – არიას სახის დანახვაზე გაიღრიჯა, – შენ გგონია, გამო-
სასყიდის სუნს მარტო შენი ყაჩაღი მეგობრები არჩევენ? დონდარი-
ონმა ოქრო წამართვა, ჰოდა, მე შენ წამოგიყვანე. შენ იმაზე ორჯერ
მეტი ღირხარ, რაც იმათ წამართვეს. შეიძლება, მეტიც მოეცათ, ლა-
ნისტერებისთვის რომ მიმეყიდე, რის შიშიც გქონდა. მაგრამ ასე არ
ვიზამ. ძაღლსაც კი ბეზრდება, სულ წიხლებს რომ უქნევენ. თუ ამ ჭა-
ბუკ მგელს ბაყაყის სამყოფი ტვინი მაინც აქვს, ლორდობას მიბო-
ძებს და შემევედრება, ჩემს სამსახურში ჩადექიო. მე მას ვჭირდები,

906
თუმცა შეიძლება, ეს ჯერ არ იცოდეს. იქნებ, მისი ხათრით გრეგო-
რიც კი მოვკლა, ეგ ხომ მოეწონება.
– შენ არასოდეს აგიყვანს, – შეუტია არიამ, – შენ – არა.
– მაშინ გამოვართმევ იმდენ ოქროს, რამდენის ზიდვასაც შევ-
ძლებ, პირში დავცინებ და ჩემს გზაზე წავალ. თავისთან თუ არ დამი-
ტოვებს, ჭკვიანურს იზამდა, რომ მოვეკალი, მაგრამ ასე არ მოიქცე-
ვა. ძალიან მამამისის შვილია, როგორც მსმენია. მით უკეთესი ჩემ-
თვის. ასეც და ისეც მოგებული დავრჩები. შენც ასევე, ძუ მგელო. ასე
რომ, მოეშვი ღრენას და კბენას, ამომივიდა უკვე ყელში. პირი არ
მოაღო და ქენი, როგორც მე გეტყვი, და შეიძლება ბიძაშენის წყეულ
ქორწილსაც კი მივუსწროთ.

ჯონი

ფაშატი დაქანცული იყო, მაგრამ ჯონს არ შეეძლო, დაესვენები-


ნა. მაგნარისთვის უნდა მიესწრო კედელთან. უნაგირი რომ ჰქონო-
და, გზადაგზა ჩათვლემდა. მაგრამ არ ჰქონდა და მღვიძარესაც კი
უძნელდებოდა, არ ჩამოვარდნილიყო. დაჭრილი ფეხი სულ უფრო
მეტად სტკიოდა. ვერ ბედავდა, დიდხანს დაესვენა და ჭრილობის-
თვის მოშუშების დრო მიეცა. რამდენჯერაც ამხედრდებოდა, იარა
იმდენჯერ თავიდან იხსნიდა პირს.
აღმართის თავზე რომ ააღწია და გორაკებსა და ველებზე გაწო-
ლილი, ჩრდილოეთისკენ კლაკვნით მიმავალი მუქი, დაღარული სა-
მეფო გზა დაინახა, ფაშატს კისერზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:
– ახლა ამ გზას გავყვებით და ესაა, გოგონი. მალე კედელთან მი-
ვალთ.
ფეხი შეშასავით ჰქონდა გახევებული და ცხელებით ისე იყო გაბ-

907
რუებული, რომ ორჯერ აღმოაჩინა, არასწორი მიმართულებით მივ-
დივარო.
მალე კედელთან მივალ. წარმოიდგინა, მისი მეგობრები როგორ
სვამდნენ ცხელ ღვინოს საერთო დარბაზში. ჰობი თავის ქვაბებთან
იქნებოდა, დონალ ნოი – სამჭედლოში, მაისტერი აემონი – თავის
ოთახებში საფრინველეს ქვეშ. და ბებერი დათვი? სემი, გრენი, მწუ-
ხარე ედი, ხისკბილებიანი დაივენი... ჯონს ისღა დარჩენოდა, ელო-
ცა, ვინმე მაინც გადარჩენილიყო მუშტზეო.
არც იგრიტზე ფიქრი შორდებოდა. ახსენდებოდა მისი თმის სუნი,
მისი სხეულის სითბო... და მისი სახის გამომეტყველება, ბერიკაცს
ყელი რომ გამოსჭრა. სწორი არ იყო მისი შეყვარებაო, ჩასძახოდა
ხმა. არასწორი მისგან წამოსვლა იყოო, ედავებოდა მეორე ხმა. ჯო-
ნი ფიქრობდა, ნეტავ, მამაჩემიც ასე თუ იტანჯებოდა, დედაჩემი რომ
მიატოვა და ლედი კეტლინთან დაბრუნდაო. მას ლედი კეტლინის-
თვის ჰქონდა ერთგულება აღთქმული, მე კი ღამის ებგურისთვის
მაქვს.
ისეთი სიცხიანი იყო, რომ ლამის მთლად გაიარა თხუნელქალა-
ქი, სანამ მიხვდებოდა, სად იმყოფებოდა. სოფლის დიდი ნაწილი მი-
წის ქვეშ იყო ჩამალული. მცხრალი მთვარის შუქზე მხოლოდ რამ-
დენიმე მომცრო ქოხი ჩანდა. საროსკიპო ფეხსალაგისხელა ფარდუ-
ლი იყო, მისი წითელი ფარანი ქარში ჭრიალებდა და სიბნელიდან
შემონათებულ ჩასისხლიანებულ თვალს ჰგავდა. ჯონი მის მახლობ-
ლად თავლაში ჩამოქვეითდა, ნახევრად ჩამოვარდა ფაშატის ზურ-
გიდან და ყვირილით გააღვიძა ორი მეჯინიბე. – დასვენებული ცხენი
მჭირდება, უნაგირიანი და აღვირიანი, – ისე უთხრა, რომ შედავება
ვერ გაუბედეს და ყველაფერი მოუტანეს. ღვინიანი ტიკი და რუხი პუ-
რიც მისცეს. – გააღვიძეთ სოფელი, – უთხრა მათ, – გააფრთხილეთ.
კედლის სამხრეთით ველურები არიან გადმოსული. მოაგროვეთ,
908
რაც გაბადიათ, და ციხეშავისკენ გასწიეთ, – ტკივილისგან კბილები
გააღრჭიალა, მათ მიცემულ შავ ცხენზე რომ აცოცდა, და ჩრდილოე-
თისკენ გაეჩქარა.
აღმოსავლეთ ცაზე ვარსკვლავებმა ქრობა რომ დაიწყეს, მის წინ,
ხეების ზემოთ, დილის ნისლების ზემოთ აზიდული კედელი გამოჩ-
ნდა. ყინულზე თეთრად სხლტებოდა მთვარის სხივი. ცხენს მიერეკე-
ბოდა და მიერეკებოდა, მიჰყვებოდა ტალახიან, პრიალა გზას, სანამ
ყინულის ვეება ქარაფის ქვეშ დამსხვრეული სათამაშოებივით მიყ-
რილ ქვის კოშკებს და ხის დარბაზებს არ მოჰკრა თვალი. კედელი
ამასობაში ვარდისფრად და მეწამულად ააელვარა მზის პირველმა
სხივებმა.
პირველ შენობებს ისე ჩაუარა, რომ არც ერთი გუშაგი არ შეხმია-
ნებია. არავინ გამოსულა, წინ რომ გადასდგომოდა. ციხეშავი რუხი
გუშაგივით მიტოვებულს ჰგავდა. ეზოების ქვაფენილის ბზარებში
ლეგა ბალახი იზრდებოდა. ძველი თოვლი კაჟის ყაზარმების სახუ-
რავს ფარავდა და ნამქერად იდგა ჰარდინის კოშკის ჩრდილოეთ კე-
დელთან – ამ კოშკში ჯონს ეძინა ხოლმე, სანამ ბებერი დათვის მო-
ურავი გახდებოდა. ლორდ-მეთაურის კოშკს ჭვარტლის ხაზები ეტ-
ყობოდა იქ, სადაც ფანჯრებიდან კვამლს ედინა. ხანძრის მერე მორ-
მონტი მეფის კოშკში გადაბარგდა, მაგრამ ჯონმა სინათლეებს ვერც
იქ მოჰკრა თვალი. დაბლიდან ვერ არჩევდა, შვიდასი ფუტით მაღ-
ლა, კედლის თავზე გუშაგი დადიოდა თუ არა, მაგრამ არც ერთი
მცველი არ მოჩანდა უზარმაზარ მიმოხვეულ კიბეზე, ყინულის კედ-
ლის სამხრეთ პირს ხის დიდი ელვასავით რომ ასდევდა.
თუმცა საიარაღოს საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. თხელი
იყო, ლამის არც აჩნდა ჩრდილოეთის რუხ ცას, მაგრამ ესეც კმარო-
და. ჯონი ჩამოხდა და კოჭლობით იქით გაემართა. ღია კარიდან ზაფ-

909
ხულის ცხელი სუნთქვასავით გადმოიღვარა სითბო. ცალხელა დო-
ნალ ნოი ქურასთან იდგა და საბერველს ამუშავებდა. კარის ხმაზე
გამოიხედა.
– ჯონ სნოუ?
– სხვა ვინ, – ცხელების, დაქანცულობის, დაჭრილი ფეხის, მაგ-
ნარის, ბერიკაცის, იგრიტის, მენსის, ყველაფრის მიუხედავად –
ჯონმა გაიღიმა. კარგი იყო დაბრუნება, კარგი იყო ნოის, მისი ღიპის,
ქინძისთავით აკეცილი სახელოს, ჯაგარმოდებული ლოყების და-
ნახვა.
მჭედელმა საბერველს ხელი უშვა.
– სახეზე რა გჭირს?
ჯონს სახე ლამის დავიწყებოდა კიდევაც.
– მაქცია ეცადა, თვალი ამოეთხარა.
ნოი მოიღუშა.
– მე კი მეგონა, ეს სახე ბოლოჯერ უკვე ნანახი მქონდა. გავიგეთ,
მენს რაიდერისკენ გადასულხარ.
ჯონი კარს ჩაეჭიდა, რომ არ ჩაკეცილიყო.
– ვინ გითხრათ?
– ჯარმან ბაკველმა. ორი კვირის წინ დაბრუნდა. მისი მზვერავე-
ბი ამტკიცებენ, რომ საკუთარი თვალით გნახეს, ველურების რაზ-
მთან ერთად მიდიოდი და ცხვრის ტყავის მოსასხამი გეცვა, – ნოიმ
შეათვალიერა, – ვხედავ, ეს ბოლო მაინც მართალია.
– ყველაფერი მართალია, – აღიარა ჯონმა, – იმდენად, რამდე-
ნადაც.
– აბა, ხმალს უნდა ვიღებდე შენს გამოსაფატრად?
– არა. ბრძანებას ვასრულებდი. ქორინ ნახევარხელას უკანას-
კნელ ბრძანებას. ნოი, სადაა გარნიზონი?
– კედელს იცავს შენი ველური მეგობრებისგან.
910
– ჰო, მაგრამ სად?
– ყველგან. ტბისპირა ხის გუშაგთან ჰარმა ძაღლისთავა ნახეს,
ჩხარპერანგა – გრძელ ყორღანთან, მოტირალი – ყინულის სამან-
თან. კედლის მთელ გაყოლებაზე... ხან აქ არიან, ხან – იქ, ხან დე-
დოფლის კართან მოცოცავენ, ხან რუხ გუშაგთან ჭიშკარს ჩეხავენ,
ხან აღმოსავლეთის გუშაგთან გროვდებიან... მაგრამ, როგორც კი
შავ მოსასხამს თვალს მოჰკრავენ, გარბიან. მეორე დღეს სადმე
სხვაგან ჩნდებიან. ჯონმა გმინვა დაიოკა.
– ხრიკია. მენსს უნდა, გავიფანტოთ, ვერ ხვდები? – ბოუენ მარში
კი მის დაკრულზე ცეკვავს, – ჭიშკარი აქაა. თავდასხმაც აქ იქნება.
ნოიმ ოთახი გადმოიარა.
– ფეხი სულ გასისხლული გაქვს.
ჯონმა დაბნეულმა დაიხედა დაბლა. მართალს ამბობდა. ჭრილო-
ბა ისევ გაეხსნა. – ისრის ჭრილობაა...
– ველურის ისრის, – ეს შეკითხვა არ იყო. ნოის ერთი მკლავი
ჰქონდა, მაგრამ ძლიერი და დაკუნთული. ეს მკლავი ჯონს იღლიაში
ამოსდო, რომ შეემაგრებინა, – რძესავით ხარ გაფითრებული და
თან სიცხით იწვი. აემონთან მიმყავხარ.
– მაგის დრო არაა. ველურები კედლის სამხრეთით არიან, დე-
დოფლის გვირგვინის მხრიდან გვიახლოვდებიან, ჭიშკარი უნდა
გახსნან.
– რამდენნი? – ნოიმ ჯონი ლამის ხელში აყვანილი მიიყვანა კარ-
თან.
– ას ოცი, თან, ველურების კვალობაზე, კარგად არიან შეიარა-
ღებული. ბრინჯაოს აბჯრები აქვთ, ზოგი ფოლადისაც. აქ რამდენი
კაცია დარჩენილი?
– ორმოცდარაღაც, – უთხრა დონალ ნოიმ, – სახიჩრები და სუს-
ტები, კიდევ – რამდენიმე ჭყინტი ბიჭი, ჯერაც გასაწვრთნელები.
911
– მარში თუ წასულია, კასტელანად ვინ დატოვა?
მეიარაღემ გაიცინა.
– სერ ვინტონი, უშველონ ღმერთებმა. ციხესიმაგრის უკანასკნე-
ლი რაინდია. მაგრამ საქმე ისაა, რომ სტაუტს ეს, ჩანს, დაავიწყდა,
და არავინ იქაჩება, გავახსენოთო. ალბათ, ახლა ჩემზე უფრო მე-
თაური აქ არც არავინაა. მე, ყველაზე აუტანელი სახიჩრებს შორის.
ეს მაინც იყო კარგი ამბავი. ცალმკლავა მეიარაღე გონიერი,
მტკიცე და ომებში გამოცდილი კაცი იყო. აი, სერ ვინტონ სტაუტი
კი... მართალია, არავინ უარყოფდა, რომ ოდესღაც ძლიერი მებ-
რძოლი იყო, მაგრამ უკვე ოთხმოცი წელი დაეყო აეშაგად და ძალაც
და გონებაც ერთნაირად გამოსცლოდა. ერთხელ ვახშმობისას ჩა-
ეძინა და კინაღამ საკუთარ ჯამში ჩაიხრჩო, ცერცვის წვნიანში.
– მგელი სად გყავს? – ჰკითხა ნოიმ, ეზოს რომ გადადიოდნენ.
– ლანდი. მომიწია, დამეტოვებინა, კედელზე რომ გადმოვდი-
ოდი. იმედი მქონდა, აქ მოაღწევდა.
– სამწუხაროა. აქ მისთვის თვალი არ მოგვიკრავს, – მაისტერი
საყვავეს ქვეშ ხის სიმაგრეში ცხოვრობდა. მის კარამდეც მიჩლახუნ-
დნენ. მეიარაღემ კარს ფეხი მიარტყა. – კლიდას!
წუთის მერე გარეთ მოხრილმა, მხრებჩამოყრილმა შაოსანმა
კაცმა გამოიხედა. ჯონის დანახვაზე წვრილი, ჩაწითლებული თვა-
ლები დააჭყიტა.
– დააწვინე ბიჭი, მე მაისტერს მოვიყვან.
ბუხარში ცეცხლი ენთო და ოთახში შეხუთული ჰაერი იდგა. სით-
ბომ ჯონს ძილი მოჰგვარა. როგორც კი ნოიმ დაუშვა და ზურგზე და-
აწვინა, თვალები დახუჭა, გარშემო დატრიალებული ქვეყნიერება
რომ გაეჩერებინა. ესმოდა, ჭერში როგორ ყრანტალებდნენ და ჩი-
ოდნენ ყორნები.
– სნოუ, – ამბობდა ერთი ფრინველი, – სნოუ სნოუ სნოუ.
912
ეს სემმა ასწავლაო, გაახსენდა ჯონს. ნეტავ, სემუელ ტარლიმ უვ-
ნებლად მოაღწია შინამდე თუ მხოლოდ ფრინველები დაბრუნდნენ?
მაისტერი აემონიც მალე მოვიდა. ნელა მოძრაობდა, ცალი და-
ლაქავებული ხელით კლიდასს მკლავზე ეყრდნობოდა და პატარა,
ფრთხილი ნაბიჯებით მოფლატუნებდა. წვრილ კისერზე მძიმედ ეკი-
და ჯაჭვი, ოქროს და ვერცხლის რგოლები რკინას, ტყვიას, კალასა
და სხვა ლითონის რგოლებს შორის ელავდნენ.
– ჯონ სნოუ, – თქვა მან, – რომ მომაგრდები, ყველაფერს მიამ-
ბობ, რაც კი ნახე და ქენი. დონალ, ქვაბით ღვინო შედგი ცეცხლზე,
ჩემი რკინებიც ცეცხლში ჩადე. უნდა გავარვარდეს. კლიდას, ის შენი
ბასრი დანა დამჭირდება.
მაისტერი ას წელზე მეტი ხნის იყო: დაპატარავებული, ფარატინა,
უთმო და სრულიად ბრმა. მაგრამ თუ მისი ლიბრიანი თვალები ვე-
რაფერს ხედავდნენ, გონება ისევ ძველებურად უჭრიდა.
– ველურები მოდიან, – უთხრა ჯონმა, კლიდასმა ბრიჯის ტოტს
დანა რომ ააყოლა და გასერა სქელი შავი ნაჭერი, ძველ სისხლს
რომ გაეხევებინა და ახალს გაეჟღინთა, – სამხრეთიდან. ჩვენ კე-
დელზე გადმოვედით...
მაისტერმა აემონმა დაყნოსა უხეში სახვევი, კლიდასმა ჭრილო-
ბას რომ ააჭრა. – ჩვენ?
– მეც მათთან ერთად ვიყავი. ქორინ ნახევარხელამ მიბრძანა,
მათკენ გადავსულიყავი, – ჯონი შეიჭმუხნა, მაისტერმა ჭრილობა
თითებით რომ მოუსინჯა, – თენების მაგნარი... აააჰ, მტკივა, – კბი-
ლები ერთმანეთს დააჭირა, – სად არის ბებერი დათვი? – ჯონ... მი-
ჭირს ამის თქმა, მაგრამ ლორდ-მეთაური მორმონტი კრასტერის ცი-
ხეში მოკლეს, მისმავე შეფიცულმა ძმებმა.
– ძმებ... ჩვენებმა? – აემონის სიტყვებმა საკუთარ თითებზე ბევ-
რად მეტად ატკინა. გაახსენდა, ბოლოჯერ რომ ნახა ბებერი დათვი,
913
კარვის წინ მდგარი, მხარზე კი ყორანი ეჯდა და ფეტვს ითხოვდა.
მორმონტი აღარაა? ამის შიში მას მერე ჰქონდა, რაც მუშტზე ბრძო-
ლის კვალი ნახა, მაგრამ მაინც თავზარი დაეცა, – ვინ? ვინ უღალა-
ტა? – ძველქალაქელმა გართმა, უხელო ოლომ, ხანჯალამ... ქურ-
დებმა, მხდლებმა და მკვლელებმა. წინდაწინვე უნდა გვცოდნოდა,
რომ საქმეს ეს პირი უჩანდა. ებგური ის არაა, ადრე რაც იყო. ძალიან
ცოტა პატიოსანი კაცი დარჩა, ნაძირლები რომ შეაკავონ, – დონალ
ნოიმ მაისტერის დანებს ცეცხლში გვერდი უცვალა, – თორმეტმა პა-
ტიოსანმა კაცმა გამოაღწია. მწუხარე ედმა, გოლიათმა, შენმა ძმა-
კაცმა კამეჩმა. იმათ გვიამბეს, რაც მოხდა.
მხოლოდ თორმეტმა? ციხეშავიდან ლორდ-მეთაურ მორმონტს
ორასი კაცი გაჰყვა, ღამის ებგურის ორასი საუკეთესო მებრძოლი.
– ანუ ეს ნიშნავს, რომ ლორდ-მეთაური ახლა მარშია? – ბებერი
ბროწეული გულისხმიერი კაცი და მოწესრიგებული პირველი მო-
ურავი იყო, მაგრამ სრულიად შეუფერებელი გახლდათ ველურების
ლაშქართან შესარკინებლად.
– ჯერჯერობით ჰო, სანამ არჩევნები გვექნებოდეს, – თქვა მაის-
ტერმა აემონმა, – კლიდას, მათარა მომიტანე.
არჩევნები. ახლა, როცა ქორინ ნახევარხელა და ჯარემი რიკერი
დაიხოცნენ, ბენ სტარკი კი დაიკარგა, ვინღა დარჩა ასარჩევი? ცხა-
დია, არც ბოუენ მარში და არც სერ ვინტონ სტაუტი ამისთვის არ გა-
მოდგებოდნენ. ნეტავ, თორენ სმოლვუდი თუ გადაურჩა მუშტს, ან
სერ ოტინ ვაითერსი? არა, ალბათ კოტერ პაიკს ან სერ დენის მა-
ლისტერს აირჩევენ. მაინც რომელს? ბინდის კოშკის და აღმოსავ-
ლეთის გუშაგის მეთაურები კარგი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ
ძლიერ განსხვავდებოდნენ: სერ დენისი თავაზიანი და წინდახედუ-
ლი იყო, ხნიერი და რაინდული; პაიკი უფრო ახალგაზრდა იყო, ბუ-
შად გაჩენილი და უხეში ენის მქონე, და ზედმეტად უშიშარი. და, რაც
914
უარესია, ერთმანეთი სძაგდათ. ბებერი დათვი მათ ერთმანეთს ახ-
ლო არ აკარებდა, კედლის საპირისპირო ბოლოებში ჰყავდა გამწე-
სებული. ჯონმა იცოდა, რომ მალისტერებს სისხლში ჰქონდათ გამ-
ჯდარი, რკინელებს რომ არ უნდა მინდობოდნენ.
ტკივილმა თავისი საწუხარი გაახსენა. მაისტერმა ხელზე მოუჭი-
რა ხელი.
– კლიდასი ყაყაჩოს რძის მოსატანად წავიდა.
ჯონი წამოჯდომას შეეცადა.
– არ მჭირდება...
– გჭირდება, – მტკიცედ უთხრა ეამონმა, – გეტკინება.
დონალ ნოიმ ოთახი გადმოჭრა და ჯონი ძალით დააწვინა.
– წყნარად იყავი, თორემ დაგაბამ. – ცალი ხელითაც კი მჭედე-
ლი ისე უმკლავდებოდა, თითქოს ჯონი პატარა ბავშვი ყოფილიყო.
კლიდასმა მწვანე მათარა და მრგვალი ქვის თასი მოიტანა. მაის-
ტერმა აემონმა სასმისი პირთამდე გაავსო. – დალიე.
ჯონმა ტუჩი მოიკვნიტა, ტკივილის მოთმენას რომ ცდილობდა.
ამის გამო ამ სქელ, თეთრ წამალს სისხლის გემო დაჰყვებოდა.
ძლივს შეიმაგრა თავი, რომ არ ამოერწყია.
კლიდასმა თბილი წყლით სავსე ტაშტი მოიტანა და მაისტერმა
აემონმა ჭრილობიდან სისხლი და ჩირქი ჩამოჰბანა. ფრთხილობ-
და, მაგრამ ოდნავი შეხებაც კი ჯონს ლამის აყვირებდა.
– მაგნარს გაწვრთნილი მებრძოლები ჰყავს და ბრინჯაოს აბჯრე-
ბი აქვთ, – უთხრა მათ ჯონმა. რომ ლაპარაკობდა, ფეხზე ნაკლებად
ფიქრობდა.
– მაგნარი სკაგოსის ლორდია, – თქვა ნოიმ, – პირველად რომ
მოვხვდი კედელზე, აღმოსავლეთის გუშაგში სკაგოსელებიც იყვნენ.
მახსოვს, მასზე რომ ლაპარაკობდნენ. – მე მგონი, ჯონი ამ სიტყვას

915
მისი უფრო ძველი მნიშვნელობით ხმარობს, – თქვა მაისტერმა აე-
მონმა, – გვარს კი არა, ტიტულს ასახელებს. ძველი ენის სიტყვაა. –
ჰო, და „ლორდს“ ნიშნავს, – დაეთანხმა ჯონი, – სტირი იმ ადგილის
მაგნარია, თენი რომ ჰქვია, ის ყინვის ეშვების ჩრდილოეთ კიდეზეა.
მას ასამდე თავისიანი ახლავს და კიდევ ოცი მარბიელიც, რომლე-
ბიც ძღვენს ჩემსავით კარგად იცნობენ.
ოღონდ მენსმა საყვირი ვერ იპოვა, კიდევ კარგი. ზამთრის საყ-
ვირი, მაგისთვის იყო, მიწას რომ თხრიდა რძეწყალას აღმა.
მაისტერი აემონი გაჩერდა, ქსოვილი, რომლითაც ჭრილობას
ბანდა, ხელში შერჩა. – ზამთრის საყვირი ძველი ლეგენდაა. კედ-
ლისმიღმელ მეფეს მართლა სჯერა, რომ ის არსებობს?
– იმათ ყველას სჯერათ, – უთხრა ჯონმა, – იგრიტმა თქვა, ასო-
ბით საფლავი გავთხარეთო... მეფეების და გმირების საფლავები,
მაგრამ ვერ...
– იგრიტი ვინაა? – ჩაეკითხა დონალი.
– თავისუფალი ქალია, – როგორ აუხსნას, ვინაა იგრიტი? თბი-
ლია, მარჯვე და ხალისიანი, კაცის კოცნაც ემარჯვება და ყელის გა-
მოჭრაც, – ისიც სტირთანაა, მაგრამ არ... ყმაწვილია, სინამდვილე-
ში ჯერ ბავშვია, ველურია, მაგრამ... – მან ბერიკაცი ცეცხლის დან-
თების გამო მოკლა. ჯონს თითქოს ენა გასქელებოდა, ძლივს აბრუ-
ნებდა პირში. ყაყაჩოს რძე გონებას უბინდავდა, – მასთან ფიცი გავ-
ტეხე. არ მინდოდა, მაგრამ... – არ იყო სწორი. სწორი არ იყო მისი
სიყვარული, სწორი არ იყო მისგან წამოსვლა... – ვერ გავუძელი. ნა-
ხევარხელამ მიბრძანა, იარე მათთან ერთად, დააკვირდი, უკან არ
დაიხიოო, მე...
თავი თითქოს სველი მატყლით ჰქონდა სავსე.
მაისტერმა აემონმა ისევ დაყნოსა ჯონის ჭრილობა. მერე სის-
ხლიანი ქსოვილი ტაშტში ჩადო და თქვა:
916
– დონალ, ცხელი დანა მომაწოდე, თუ შეიძლება. მინდა, რომ უძ-
რავად გააჩერო. არ ვიყვირებ, გადაწყვიტა ჯონმა, წითლად გავარ-
ვარებული დანა რომ დაინახა. მაგრამ ეს სიტყვაც გატეხა. დონალ
ნოი აკავებდა, კლიდასი კი მაისტერის ხელს მიმართავდა. ჯონი არ
ინძრეოდა, მხოლოდ მუშტს ურტყამდა მაგიდას, კვლავ, კვლავ და
კვლავ. ტკივილი ისე უზარმაზარი იყო, რომ თავად პატარა, სუსტი და
უმწეო იდგა მის შუაგულში, წყვდიადში მტირალ ბავშვად ქცეული-
ყო. იგრიტ, გაიფიქრა მან, როცა დამწვარი ხორცის სუნი ეცა და ყუ-
რებში საკუთარი კივილი უგუგუნებდა. იგრიტ, სხვანაირად არ შე-
მეძლო. წამით ტკივილმა უკან იწყო დახევა, მაგრამ მერე რკინა ისევ
შეეხო და ჯონმა გონება დაკარგა.
ქუთუთოები აახამხამა. სქელ შალში გამოხვეული იწვა და ტორ-
ტმანებდა. განძრევა არ შეეძლო, მაგრამ სადღაც მიცურავდა. წამით
მოეჩვენა, რომ გვერდით იგრიტი ედგა და ნაზი ხელებით უვლიდა.
ბოლოს თვალები დახუჭა და დაიძინა.
მეორე გამოღვიძება ასევე ალერსიანი არ ყოფილა. ოთახში ბნე-
ლოდა, საბნების ქვეშ კვლავ დაბრუნებულიყო ტკივილი, ფეხში
ჩხვლეტდა და უმცირეს მოძრაობაზეც ცხელ დანად ეძგერებოდა.
ჯონმა ეს კარგად შეიგნო, როცა დააპირა, მოესინჯა, ფეხი ჰქონდა
თუ არა. ყვირილი შეიკავა და ისევ ხელები მომუშტა.
– ჯონ? – სანთელი მოახლოვდა. კარგად ნაცნობი დიდყურა სახე
დასცქეროდა, – არ უნდა გაინძრე.
– პიპ? – ჯონმა ხელი გაუწოდა, იმანაც ხელი სტაცა და მოუჭირა,
– მეგონა, წასული იყავი...
– ბებერ ბროწეულთან ერთად? არა, გადაწყვიტა, რომ ძალიან
პატარა და გამოუცდელი ვარ. გრენიც აქაა.
– მეც აქ ვარ, – გრენი საწოლს მეორე მხრიდან ამოუდგა, – მე
დამეძინა. ჯონს ყელი უშრებოდა.
917
– წყალი, – ამოთქვა წვალებით. გრენმა სავსე თასი და პირთან
მიუტანა, – მე ვნახე, მუშტზე რა ხდებოდა, – თქვა, როცა მოსვა, –
სისხლი და მკვდარი ცხენები... ნოიმ თქვა, უკან თორმეტი დაბრუნ-
დაო. ვინ?
– დაივენი დაბრუნდა. გოლიათი, მწუხარე ედი, ძვირფასი დო-
ნელ ჰილი, ალმერი, მემარცხენე ლიუ, რუხბუმბულა გართი. კიდევ
ოთხი თუ ხუთი კაცი. მე.
– სემი?
გრენმა გვერდზე გაიხედა.
– სემმა ერთი სხვა მოკლა, ჯონ. მე თვითონ ვნახე. შენი მიცემუ-
ლი დრაკონის მინის ხანჯალი ჩასცა და ამის მერე სემ მკვლელი შე-
ვარქვით. იმას არ მოსწონდა. სემ მკვლელი. ჯონს ძნელად წარმო-
ედგინა სემ ტარლიზე ნაკლებად მებრძოლი ადამიანი.
– რა მოუვიდა?
– დავტოვეთ, – გრენს უბედური ხმა ჰქონდა, – ვანჯღრევდი და
ვუყვიროდი, სილაც კი გავაწანი. გოლიათმა სცადა, აეყენებინა, მაგ-
რამ ვერ მოერია. ხომ გახსოვს, წვრთნის დროს როგორ მოიკუნტე-
ბოდა ხოლმე მიწაზე, იწვა და სლუკუნებდა? კრასტერის ციხეში ხმა-
საც კი აღარც იღებდა. ხანჯალა და ოლო კედლებს ლეწავდნენ და
საჭმელს ეძებდნენ, გართი და გართი ერთმანეთს ებრძოდნენ, სხვე-
ბი კრასტერის ცოლებს აბახებდნენ. მწუხარე ედი მიხვდა, რომ ხან-
ჯალას ბანდა ყველა ერთგულ კაცს ჩახოცავდა, რომ ჩვენ არ მოგვე-
ყოლა, რაც ქნეს, ისინი კი ორი იყვნენ ერთზე. სემი ბებერ დათვთან
დავტოვეთ. ფეხს არ იცვლიდა, ჯონ.
შენ მისი ძმა იყავი, ლამის წამოსცდა ჯონს. როგორ დაუტოვე ვე-
ლურებს და მკვლელებს?
– შეიძლება, ჯერაც ცოცხალი იყოს, – თქვა პიპმა, შეიძლება,
ყველა გაგვაოცოს და ხვალ მოგვადგეს.
918
– და მენს რაიდერის თავი მოგვიტანოს, ჰო, – ჯონი ხვდებოდა,
რომ გრენი ცდილობდა, ხალისიანად ელაპარაკა, – სემ მკვლელი!
ჯონმა ისევ სცადა წამოჯდომა. ეს ახლაც ისეთივე შეცდომა აღ-
მოჩნდა, როგორც პირველ ჯერზე. წამოიყვირა და შეიკურთხა.
– გრენ, მიდი, მაისტერი აემონი გააღვიძე, – უთხრა პიპმა, – უთ-
ხარი, ჯონს ყაყაჩოს რძე სჭირდებაო.
ჰო, გაიფიქრა ჯონმა.
– არა, – თქვა, – მაგნარი...
– ვიცით, – უთხრა პიპმა, – კედელზე გუშაგებს ნაბრძანები აქვთ,
სამხრეთისკენაც იყურონ, და დონალ ნოიმ რამდენიმე კაცი ქარის-
კუზა ქედზე გაამწესა, სამეფო გზას რომ უთვალთვალონ. მაისტერმა
აემონმა აღმოსავლეთის გუშაგში და ბინდის კოშკშიც გაგზავნა
ფრინველები.
მაისტერი აემონი საწოლთან მოფრატუნდა, ცალი ხელით გრენს
ეყრდნობოდა მხარზე.
– ჯონ, ნუ იწვალებ თავს. კარგია, რომ გაიღვიძე, მაგრამ სხეულს
გამოჯანსაღება უნდა აცალო. ჩვენ ჭრილობაში ადუღებული ღვინო
ჩაგასხით და ჭინჭრის, მდოგვის თესლისა და ობიანი პურის სალბუ-
ნი დაგადეთ, მაგრამ თუ არ მოასვენე... – არ შემიძლია, – ჯონმა ტკი-
ვილი დასძლია და წამოჯდა, – მალე მენსი მოგვადგება... ათასობით
მეომარი, გოლიათები, მამონტები... ვინტერფელს შეატყობინეთ?
მეფეს? – შუბლიდან ოფლი მოსწვეთავდა. წამით თვალები დახუჭა.
გრენმა პიპს უცნაურად შეხედა.
– არ იცის.
– ჯონ, – უთხრა მაისტერმა აემონმა, – სანამ წასული იყავი, ბევ-
რი რამ მოხდა და მათში კარგი ძვირად თუ ურევია. ბეილონ გრეიჯო-
იმ ისევ დაიდგა გვირგვინი და თავისი დრაკარები ჩრდილოეთს შე-
მოასია. საითაც არ უნდა გაიხედო, მეფეები სოკოებივით იზრდებიან
919
და ყველა მათგანს ვთხოვეთ დახმარება, ოღონდ არც ერთი არ მო-
სულა. მათ ხმლებს უფრო საშური საქმეები აკისრიათ, ჩვენ კი შორს
ვართ და დაგვივიწყეს. ხოლო ვინტერფელი... გამაგრდი, ჯონ... ვინ-
ტერფელი აღარ არსებობს...
– არ არსებობს? – ჯონი აემონის თეთრ თვალებს და დამჭკნარ
სახეს მიაჩერდა, – ვინტერფელში ჩემი ძმები არიან. ბრანი და რი-
კონი...
მაისტერმა შუბლზე დაადო ხელი.
– ძალიან ვწუხვარ, ჯონ. შენი ძმები თეონ გრეიჯოის ბრძანებით
დახოცეს, მას მერე, რაც მან ვინტერფელი აიღო მამამისის სახე-
ლით. როდესაც მამაშენის მებაირაღეები ციხის დაბრუნებას შე-
ეცადნენ, მან გადაწვა იგი.
– შენი ძმების შური ნაძიებია, – უთხრა გრენმა, – ბოლტონის ძემ
ყველა რკინელი დახოცა და ამბობენ, თეონ გრეიჯოის ნელ-ნელ ატ-
ყავებს იმის გამო, რაც მან ჩაიდინაო. – ვწუხვარ, ჯონ, – პიპმა მხარ-
ზე მოუჭირა ხელი, – ყველანი ვწუხვართ.
ჯონს თეონ გრეიჯოი არასოდეს მოსწონდა, მაგრამ ის მათი მამის
აღზრდილი იყო. კვლავ ტკივილმა გაუმსჭვალა ფეხი და უცებ ისევ
ზურგზე მწოლი აღმოჩნდა. – აქ რაღაც შეცდომაა, – თქვა ჯიუტად, –
დედოფლის გვირგვინთან მგელსაზარა ვნახე, რუხი იყო... რუხი...
იმან მიცნო, – ბრანი თუ მოკვდა, შეიძლებოდა, მისი არსების ნაწი-
ლი მის მგელში ჩასახლებულიყო, როგორც ორელი ცხოვრობდა
თავის არწივში?
– დალიე, – გრენმა ბაგესთან თასი მიუტანა. ჯონმა დალია. თავი
მგლებით და არწივებით ჰქონდა სავსე, ძმების სიცილის ხმებით.
თავსწამომდგარი სახეები გაბაცდა და გაბუნდოვანდა. მკვდრები
ვერ იქნებიან. თეონი ამას არ იზამდა. და ვინტერფელი... რუხი გრა-
ნიტი, მუხა და რკინა, კოშკებს დახვეული ყვავების გუნდები, საღვთო
920
ტყეში ცხელი ტბორებიდან ადენილი ორთქლი, ტახტებზე მჯდომი
ქვის მეფეები... როგორ შეიძლება, ვინტერფელი აღარ არსებობ-
დეს?
სიზმრებმა რომ წაიღო, ისევ შინ აღმოჩნდა. ცხელ გუბურებში
ჭყუმპალაობდა დიდი თეთრი სარკმლისხის ძირას, რომელსაც მა-
მამისის სახე ჰქონდა. იგრიტიც იქვე იყო, იცინოდა და ტყავებს იხდი-
და, სანამ დედიშობილა არ დარჩა. ცდილობდა, ეკოცნა ჯონისთვის,
მაგრამ მას არ შეეძლო აქ, მამის თვალწინ. ის ვინტერფელის შთა-
მომავალი იყო, ღამის ებგურის მებრძოლი. ბუშის მამა არ ვიქნები,
უთხრა გოგოს. არ ვიქნები. არ ვიქნები.
– არაფერი გესმის, ჯონ სნოუ, – უჩურჩულა მან, ცხელ წყალში
კანი ჩამოადნა, ძვლებიდან ხორცი ჩამოსცილდა, სანამ მხოლოდ
თავის ქალა და ჩონჩხი არ დარჩა, გუბურაში კი წითლად არ აბუყ-
ბუყდა შესქელებული წყალი.

კეტლინი

მწვანე კბილის ხმა მანამ გაიგონეს, სანამ დაინახავდნენ. განუწ-


ყვეტელი გრგვინვა რაღაც დიდი მხეცის ღრენასავით ისმოდა. მდი-
ნარე ბობოქარ ნაკადად მიქროდა, ნახევარჯერ უფრო ფართო იყო,
ვიდრე გასულ წელს, როცა რობმა აქ თავისი ჯარი გაყო და მდინა-
რეზე გადასვლის საფასურად ფრეის შერთვის ფიცი დადო. მაშინ
ლორდი ვალდერი და მისი ხიდი უსაშველოდ სჭირდებოდა, ახლა კი
უფრო მეტადაც სჭირდება. კეტლინს გული ავი წინათგრძნობით ევ-
სებოდა, მღვრიე მწვანე ჩქერებს რომ უმზერდა. ამას ფონით ვერ გა-
დავალთ, ვერც გადავცურავთ, წყლის დავარდნამდე კი მთვარემ ერ-
თი სრული შემობრუნება შეიძლება მოასწროს.
ტყუპებს რომ მიუახლოვდნენ, რობმა გვირგვინი დაიხურა და
921
კეტლინსა და ედმურს მოუწოდა, ცხენები მის გვერდიო ჩაეყენები-
ნათ. მისი დროშა, ყინულისფერ ველზე გამოსახული მგელსაზარა,
სერ რეინალდ ვესტერლინგს მიჰქონდა.
კარიბჭის კოშკები წვიმიდან მოჩვენებებივით ამოჩნდნენ, მათი
ბუნდი, რუხი ლანდები მიახლოების კვალად სულ უფრო მყარდებო-
და. ფრეიების სიმაგრე ერთი კი არა, ორი ციხე იყო, სარკეში არეკ-
ლილებივით იდგნენ ნაკადის მოპირდაპირე ნაპირებზე და ერთმა-
ნეთთან ფართო თაღიანი ხიდი აერთებდათ. კამარის შუიდან ამოზი-
დული იყო წყალში მდგარი კოშკი, მის ქვეშ სწრაფად მიედინებოდა
ნაკადი. ნაპირებიდან კოშკების გარშემო არხები იყო გაჭრილი ხან-
დაკად, რაც ორივე ტყუპისცალს კუნძულად ხდიდა. ახლა წვიმებს
ხანდაკები თავხელ ტბებად ექცია.
აბობოქრებული წყლის გადაღმა კეტლინი აღმოსავლეთის ციხე-
სიმაგრის გარშემო დაბანაკებულ ათასობით კაცს ხედავდა, მათი
დროშები დამხრჩვალი კატებივით ეკიდა კარვებთან დარჭობილ შუ-
ბებზე. წვიმის გამო ფერებისა და ნახატების გარჩევა შეუძლებელი
იყო. უმეტესობა რუხად ჩანდა, მაგრამ ამ ცის ქვეშ მთელ ქვეყნიერე-
ბას რუხი ფერი ედო.
– ყველა ნაბიჯს დააკვირდი, რობ, – გააფრთხილა შვილი, –
ლორდ ვალდერს სათუთი კანი და მწარე ენა აქვს და უეჭველია, ზო-
გი მისი შვილი მამას დაემსგავსებოდა. არ უნდა წამოეგო მათ სიტ-
ყვებს.
– ვიცი, ფრეიები რანი არიან, დედა. ვიცი, რამდენად გავანაწყენე
და რა ძალიან მჭირდებიან. სეპტონივით კეთილგონიერი ვიქნები.
კეტლინი მოუსვენრად შეინძრა უნაგირზე.
– მისვლისას წახემსება თუ შემოგვთავაზეს, უარი არაფრით არ
თქვა. აიღე, რასაც მოგართმევენ, და ყველას დასანახად ჭამე და
შესვი. თუ არაფერი მოგართვეს, პური, ყველი და ღვინო მოითხოვე.
922
– სველი უფრო ვარ, ვიდრე მშიერი...
– რობ, დამიჯერე. მის პურს და ღვინოს რომ იგემებ, ამით სტუმ-
რის უფლებას მოიპოვებ და სტუმარმასპინძლობის კანონი დაგი-
ცავს მის ჭერქვეშ.
რობი ამან გაახალისა, კი არ შეუშინებია.
– მთელი ჯარი მახლავს თან დასაცავად, დედა, პურისა და ღვი-
ნის იმედად ყოფნა არ მჭირდება. მაგრამ ლორდი ვალდერი თუ ინე-
ბებს, მატლებში ჩათუშული ყვავი მომართვას, შევჭამ და დამიმა-
ტეთ-მეთქი, მოვითხოვ.
დასავლეთ კარიბჭიდან ოთხი ამხედრებული ფრეი გამოვიდა,
სქელი, რუხი შალის მოსასხამებით იყვნენ შეფუთულები. კეტლინმა
იცნო სერ რაიმანი, გარდაცვლილი სერ სტევრონის, ლორდ ვალდე-
რის პირმშოს ვაჟი. ახლა, მამის სიკვდილის მერე, ტყუპების მემ-
კვიდრე რაიმანი იყო. ჩაჩის ქვეშ მსუქანი, ფართო, უგუნური სახე
მოუჩანდა. დანარჩენი სამი მხედარი, როგორც ჩანს, მისი ძეები იყ-
ვნენ, ლორდ ვალდერის შვილიშვილები.
ედმურმა ვარაუდი დაუდასტურა.
– ყველაზე უფროსი ედვინია, ის ფერმკრთალი გამხდარი კაცი,
კუჭში შეკრულს რომ ჰგავს. ის, ძარღვიანი და წვეროსანი შავი ვალ-
დერია, საზიზღარი რამაა. წაბლაზე რომ ჭაბუკი ზის და საცოდავი სა-
ხე აქვს, ის პეტირია, ძმები პეტირ მუწუკას ეძახიან. რობზე ერთი თუ
ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ლორდმა ვალდერმა ათი წლის ასაკ-
ში დააქორწინა ორჯერ უფროს ქალზე. ღმერთებო, იმედია, როსლი-
ნი მაგის ცოლს არ ჰგავს.
შეჩერდნენ და მასპინძლებს აცალეს, მიახლოებოდნენ. რობის
დროშა მომჩვარული ეკიდა ტარზე, წვიმის უწყვეტი შხაპუნი კი მათ
მარჯვნივ მოდიდებული მწვანე კბილის გრუხუნს ერთვოდა. რუხი
ქარი წინ ჩაუდგათ, კუდი გაშეშებული მიჰქონდა, მუქი ოქროვანი
923
თვალები მოეწკურა და მოსულებს აკვირდებოდა. ფრეიები ექვსიო-
დე იარდზე რომ მოახლოვდნენ, კეტლინს ჩაესმა მისი ღრენა, მდი-
ნარის ქუხილისგან ლამის რომ არ გაირჩეოდა. რობი შეშინებული
ჩანდა.
– რუხი ქარი, ჩემთან. ჩემთან!
მაგრამ მგელსაზარა ღრენით გადახტა წინ.
სერ რაიმანის საფერხემ შეშინებული ჭიხვინით დაიხია უკან, პე-
ტირ მუწუკას ცხენი კი ყალყზე დადგა და მხედარი გადმოაგდო. ცხე-
ნის დაოკება მხოლოდ შავმა ვალდერმა შეძლო და ხმლის ტარს წას-
წვდა.
– არა! – იყვირა რობმა, – რუხი ქარი, აქეთ. აქეთ!
კეტლინმა ცხენს დეზი შემოჰკრა და მგელსაზარასა და მხედრებს
შორის ჩადგა. მისი ფაშატის ფლოქვებმა ტალახი გააშხეფა, რუხი
ქარის წინ რომ შეიჭრა. მგელი გაეცალა და მერეღა უგდო ყური რო-
ბის ძახილს.
– სტარკები დანაშაულს ასე გამოისყიდიან? – დაიძახა შავმა
ვალდერმა, ხელში გაშიშვლებული ხმალი ეჭირა, – ვერაფერიშვი-
ლი დახვედრაა მგლის მოქსევა. ამისთვის მოხვედით?
სერ რაიმანი ჩამოხდა და პეტირ მუწუკას წამოდგომაში მიეხმა-
რა. ყმაწვილი ტალახიანი იყო, მაგრამ არაფერი დაშავებოდა.
– მოვედი, რათა ბოდიში მოვიხადო თქვენი გვარის წინაშე სიტ-
ყვის გატეხვისთვის, და ბიძაჩემის ქორწილს დავესწრო, – რობი უნა-
გირიდან ჩამოხტა, – პეტირ, ჩემს ცხენზე შეჯექი. შენმა უკვე ლამის
თავლებამდე მიირბინა.
პეტირმა მამას შეხედა და თქვა:
– შემიძლია, რომელიმე ძმას შემოვუჯდე უკან.
ფრეიები მოსულებს პატივით არ ეგებებოდნენ.
– დაიგვიანეთ, – განაცხადა სერ რაიმანმა.
924
– წვიმებმა შეგვაყოვნეს, – უთხრა რობმა, – ფრინველი გამო-
გიგზავნეთ.
– ქალს ვერ ვხედავ.
ყველა მიხვდა, რომ სერ რაიმანი ჯეინ ვესტერლინგს გულის-
ხმობდა. ლედი კეტლინმა ბოდიშის ნიშნად გაიღიმა.
– დედოფალი ჯეინი ამდენმა მგზავრობამ დაქანცა, სერ. უეჭვე-
ლია, სიამოვნებით გესტუმრებათ უფრო დალაგებულ დროს.
– პაპაჩემს ეს არ ესიამოვნება, – შავმა ვალდერმა ხმალი ჩააგო,
მაგრამ უწინდებურად მტრულად ლაპარაკობდა, – ამ ქალბატონზე
ბევრი სმენია და სურდა, თავისი თვალით ეხილა იგი.
ედვინმა ხმა ჩაიწმინდა.
– მოსასვენებელი ოთახები წყლის კოშკში გაგიმზადეთ, თქვენო
მოწყალებავ, – უთხრა რობს ფრთხილი თავაზით, – ასევე ლორდ
ტალის და ლედი სტარკს. თქვენს მებაირაღე ლორდებსაც ვეპატიჟე-
ბით ჩვენს ჭერქვეშ და ვთხოვთ, საქორწილო ლხინს დაესწრონ.
– ჩემი ჯარისკაცები? – იკითხა რობმა.
– ჩემი ლორდი პაპა სწუხს, რომ ვერ შეძლებს ამხელა ლაშქრის
გამოკვებას და დაბინავებას. ჩვენი საკუთარი რეკრუტებისთვისაც
გაგვიჭირდა სურსათის და ცხენების საკვების მოძიება. და მაინც,
შენს ჯარს უყურადღებოდ არ დავტოვებთ. თუ მდინარეზე გადმოვ-
ლენ და ბანაკს ჩვენ გვერდით გაშლიან, იმდენ ღვინოს და ელს გა-
მოვიტანთ, რომ ყველა შეძლებს, ლორდი ედმური და მისი პატარძა-
ლი ადღეგრძელოს. გაღმა ნაპირზე სამი დიდი სანადიმო კარავი
გავშალეთ, წვიმას თავი რომ შეაფარონ.
– ლორდი ვალდერი მეტად გულისხმიერია. ჩემი ჯარისკაცები
მადლობელი დარჩებიან. დიდხანს მოუწიათ წვიმაში მგზავრობამ.
ედმურ ტალიმ ცხენი წინ წამოაყენა.
– როდის შევეყრები ჩემს საცოლეს?
925
– შინ გელის, – აღუთქვა ედვინ ფრეიმ, – ვიცი, შეუნდობ დარ-
ცხვენას. საბრალო ასული ამ დღეს დიდი მღელვარებით ელოდა.
მაგრამ იქნებ ჭერქვეშ შევეფაროთ და ისე განვაგრძოთ საუბარი?
– მართლაც, – სერ რაიმანი ისევ ამხედრდა და პეტირ მუწუკა თა-
ვის უკან აზიდა ცხენზე, – მომყევით, თუკი ინებებთ, მამაჩემი გვე-
ლოდება, – ცხენს თავი ტყუპებისკენ შეუბრუნა.
ედმური კეტლინს ამოუდგა გვერდში.
– მოსვლა-გვიან ლორდ ფრეის შეიძლებოდა, ეკადრა და თავად
შეგვგებებოდა, – დაიჩივლა დასთან, – მე მისი მებატონე და სასიძო
ვარ, რობი კი მისი მეფეა. – ოთხმოცდათერთმეტის რომ გახდები,
ძმაო, მერე ნახე, როგორი ხალისით გახვალ წვიმაში საჭენაოდ, –
მაგრამ თვითონაც ეჭვობდა, მისი მოუსვლელობა მხოლოდ ამის
ბრალი არ უნდა იყოსო. ლორდი ვალდერი, როგორც წესი, გარეთ
დახურული ტახტრევნით გადიოდა, რაც წვიმისგანაც დაიცავდა.
განზრახ აბუჩად აგდებაა? თუკი ასეა, ეს იყო პირველი იმათგან, წინ
რომ ელოდათ.
კარიბჭესთან ისევ შეყოვნდნენ. რუხი ქარი შუა ასაწევ ხიდზე
შედგა, წვიმა ჩამოიფერთხა და ცხაურს შეჰყმუვლა. რობმა მოუთ-
მენლად დაუსტვინა.
– რუხი ქარი, რა არის? ჩემთან!
მაგრამ მგელსაზარამ ეშვები გამოაჩინა. არ მოსწონს აქაურო-
ბაო, გაიფიქრა კეტლინმა. რობს დასჭირდა, მგლის გვერდით ჩა-
ეცუცქა და დაეყვავებინა, შიგნით შესვლაზე რომ დაეყოლიებინა.
ამასობაში კოჭლი ლოთარი და ვალდერ რივერსიც წამოეწივნენ. –
წყლის ხმა აფრთხობს, – თქვა რივერსმა, – ნადირმა იცის, რომ მო-
დიდებულ მდინარეს უნდა ერიდოს.
– მშრალი ხუხულა და ცხვრის კანჭი ისევ დაამშვიდებს, – ხალი-

926
სიანად წარმოთქვა ლოთარმა, – დავუძახო ჩვენს მეძაღლეთუხუ-
ცესს?
– ეს მგელსაზარაა, ძაღლი კი არა, – უთხრა რობმა, – და სახი-
ფათოა ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ენდობა. სერ რეინალდ,
დარჩი მასთან. ლორდ ვალდერის დარბაზში ასეთს არ შევიყვან.
გონივრულად იქცევაო, გაიფიქრა კეტლინმა. ასე რობი ვესტერ-
ლინგსაც მოარიდებდა ლორდ ვალდერის თვალს.
ბებერი ვალდერ ფრეის ნიკრისის ქარი და მყიფე ძვლები თავი-
სას შვრებოდა. სტუმრებს საკარცხულში მჯდარი შეხვდა, გარშემო
ბალიშები ჰქონდა შემოწყობილი, მუხლებზე კი ყარყუმის კაბა ეფი-
ნა. სავარძელი შავი მუხისა იყო, ზურგი ხიდით შეერთებული ორი
მტკიცე კოშკის სახედ ჰქონდა გამოკვეთილი და მისი სიმსხო და სი-
დიდე ბერიკაცს მახინჯ ბავშვს ამსგავსებდა. ლორდი ვალდერი რა-
ღაცით მტაცებელ ფრინველს წააგავდა და კიდევ უფრო მეტად –
ქრცვინს. ბებრულად დალაქავებული მელოტი თავი გაძვალტყავე-
ბული მხრებიდან ამოსჩროდა გრძელი ვარდისფერი კისრით. შე-
ვარდნილი ნიკაპის ქვეშ მომჩვარული კანი ეკიდა, თვალები აცრემ-
ლებული და დაბინდული ჰქონდა, უკბილო პირი კი გამუდმებით
უტოკავდა, სიცარიელეს ისე წუწნიდა, როგორც ჩვილი წოვს დედის
ძუძუს.
ლორდ ვალდერის საკარცხულის გვერდით მერვე ლედი ფრეი
იდგა. სკამის ფერხთით იჯდა ლორდის შედარებით ახალგაზრდა ას-
ლი – ორმოცდაათიოდე წლის მხრებში მოხრილი კაცი, რომლის
ლურჯი შალისა და რუხი ატლასის ძვირფას სამოსს ახირებულ იერს
ანიჭებდა ციცქნა სპილენძის ზანზალაკებით მორთული გვირგვინი
და საყელო. მსგავსება მასა და ლორდს შორის გასაოცარი იყო,
მხოლოდ თვალები ჰქონდათ სხვადასხვა: ლორდ ფრეის – წვრილი,

927
ლიბრიანი და ეჭვიანი, ამას კი – ფართო, კეთილი და ცარიელი. კეტ-
ლინს გაახსენდა, რომ ლორდ ვალდერის რომელიღაც ჩამომავალს
მრავალი წლის წინ ჭკუასუსტი ძე ეყოლა. ადრე გადასალახის ლორ-
დი მას სტუმრებთან ყოველთვის მალავდა ხოლმე. ნეტავ, ყოველ-
თვის მასხარას გვირგვინით დადის თუ ახლა რობის დასაცინად და-
ახურეს? კეტლინი ამის ხმამაღლა კითხვას ვერ გაბედავდა.
დარბაზი ფრეიებს ვაჟებს, ასულებს, შვილებს, შვილიშვილებს,
ქმრებს, ცოლებსა და მსახურებს გაევსოთ. მაგრამ ლაპარაკი ბერი-
კაცმა წამოიწყო.
– ვიცი, შემინდობ, მუხლს თუ არ მოგიყრი. ფეხებში ჯანი ძველე-
ბურად აღარ მომდევს, თუმცა ის, რაც მათ შორის კიდია, საკმაოდ
კარგად მემსახურება, ჰეჰ, – პირი უკბილო ღიმილმა გაუღო და თვა-
ლი რობის გვირგვინს შეავლო, – ზოგი ამბობს, ბრინჯაოს გვირ-
გვინს ღარიბი მეფეები იხურავენო, თქვენო მოწყალებავ.
– ბრინჯაო და რკინა ოქროზე და ვერცხლზე უფრო მტკიცეა, – მი-
უგო რობმა, – ვინტერის ძველ მეფეებს ეხურათ ასეთი ხმლიანი
გვირგვინი.
– დიდად ვერაფერში გამოადგათ, დრაკონები რომ მოფრინ-
დნენ, ჰეჰ, – ამ „ჰეჰმა“, როგორც ჩანს, ჭკუასუსტი გაახალისა, თავი
აქეთ-იქით გადაიქნია და გვირგვინი და საყელო ააწკარუნა, – სირ,
– თქვა ლორდმა ვალდერმა, – შეუნდე ჩემს ეაგონს, რომ ხმაურობს.
კრანოგელზე ნაკლები ტვინი აქვს და აქამდე მეფეც არასოდეს უნა-
ხავს. სტევრონის შვილია. ჟღარუნას ვეძახით.
– სერ სტევრონი ახსენებდა, მილორდ, – რობმა სულელს გაუღი-
მა, – კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, ეაგონ. მამაშენი მამაცი კაცი
იყო.
ჟღარუნამ ზანზალაკები ააწკრიალა. რომ გაიღიმა, პირის კუთხი-
დან დორბლის წვრილი ზოლი ჩამოუვიდა.
928
– ნუ იღლი მეფურ ენას. გინდ ღამის ქოთანთან გილაპარაკია და
გინდ მაგასთან, – ლორდმა ვალდერმა ახლა სხვებს გადახედა, –
ლედი კეტლინ, ვხედავ, ისევ მოსულხარ ჩვენთან. და ჭაბუკი სერ ედ-
მური, ქვის წისქვილთან გამარჯვებული. ან უკვე ლორდი ტალი, არ
უნდა დამავიწყდეს. მეხუთე ლორდი ტალი ხარ, ვისაც მე ვიცნობდი.
წინა ოთხივეს სიკვდილს მოვესწარი, ჰეჰ. შენი პატარძალი სადღაც
აქაა. ალბათ გინდა, შეხედო.
– დიახ, მილორდ.
– ჰოდა, ნახავ კიდეც. მაგრამ ჩაცმულს. მორცხვი გოგონაა და
ქალწულია. სანამ ერთად არ დაწვებით, შიშველს ვერ ნახავ, –
ლორდმა ვალდერმა ჩაიქირქილა, – ჰეჰ. მალე, მალე, – კისერი გა-
იწვდინა და გვერდით გაიხედა, – ბენფრი, წადი, მოიყვანე შენი და.
მალე ქენი, ლორდმა ტალიმ მაგისთვის რივერანიდან აქამდე იარა,
– ოთხნაჭერა იალმაგში ჩაცმულმა ჭაბუკმა რაინდმა თავი დაუკრა
და გავიდა, ბერიკაცი კი კვლავ რობს მიუბრუნდა, – და სად არის შე-
ნი მეუღლე, თქვენო მოწყალებავ? მშვენიერი დედოფალი ჯეინი.
კრაგელი ვესტერლინგიაო, ასე მითხრეს, ჰეჰ. – რივერანში დავტო-
ვე, მილორდ. როგორც სერ რაიმანს მოვახსენე, ძლიერ დაღლილი
იყო მგზავრობით, კვლავ გზას ვეღარ დაადგა.
– ძალიან, ძალიან დამამწუხრეთ. მინდოდა, საკუთარი უჩინო
თვალებით მეხილა. ყველას გვინდოდა, ჰეჰ. ასე არაა. მილედი?
ფერმკრთალი და სიფრიფანა ლედი ფრეი შეშინებული ჩანდა,
საუბარში რომ ჩართეს.
– დ-დიახ, მილორდ. ყველას ძლიერ გვსურდა, პატივი მიგვეგო
დედოფალ ჯეინისთვის. ალბათ, თვალად მშვენიერია.
– მართლაც მშვენიერია, მილედი, – რობის ხმაში ფოლადის სი-
ცივე გაისმა, რამაც კეტლინს მამამისი მოაგონა.
ბერიკაცმა კი ეს სიცივე ან ვერ გაარჩია, ან გადაწყვიტა, ყურად
929
არ ეღო. – ჩემს მონაგარზე უფრო მშვენიერი, ჰეჰ? ასე თუ არაა, რო-
გორ მოხდა, რომ მისმა სახემ და ტანმა მეფის მოწყალებას პირობა
გადაავიწყა?
რობმა საყვედური ღირსეულად მიიღო.
– ვიცი, ამას სიტყვები ვერ გამოასწორებს, მაგრამ მე მოვედი,
რათა ბოდიში მოვიხადო იმ წყენისთვის, რაც თქვენს სახლობას მივ-
კერძე, და პატიება გთხოვო, მილორდ. – ბოდიში, ჰეჰ. დიახ, დაიფი-
ცე, ბოდიშს მოვიხდიო, მახსოვს. ბებერი ვარ, მაგრამ ეგეთი რამები
არ მავიწყდება. მეფეებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს. ახალ-
გაზრდებს აღარაფერი ახსოვთ, ლამაზ ცხვირ-პირს და მკვრივ, ლა-
მაზ ძუძუებს რომ მოჰკრავენ თვალს, ასე არაა? მეც ეგეთი ვიყავი.
ზოგმა შეიძლება თქვას, ახლაც ასეთი ხარო, ჰეჰ ჰეჰ. მაგრამ შეცდე-
ბოდნენ, ისე, შენ როგორც შეცდი. მაგრამ ახლა აგერ ხარ, დანაშაუ-
ლი რომ გამოისყიდო. მაგრამ შენ ხომ ჩემი გოგოები უარყავი. შე-
იძლება, მათ უნდა მოისმინონ შენი ბოდიშები. ჩემმა გასათხოვარმა
გოგონებმა. აგერ, შეხედე, – თითები რომ გაიქნია, კედლებთან
მდგარი სკამებიდან ქალთა ურიცხვი კრებული წამოდგა. ჟღარუნა-
მაც იწყო ადგომა, მისი ზანზალაკები მხიარულად აწკრიალდნენ,
მაგრამ ლედი ფრეიმ სულელს სახელოზე დაქაჩა და ისევ დასვა.
ლორდმა ვალდერმა სახელების ჩამოთვლა იწყო.
– ჩემი ასული არვინი, – თქვა მან თოთხმეტი წლის გოგოზე, –
შირი, ჩემი ყველაზე უმცროსი კანონიერი ასული. ემი და მარიანა
შვილიშვილები არიან. ემი შვიდნაკადელ სერ პეიტს მივათხოვე,
მაგრამ ის ტუტუცი მთაკაცმა მოკლა და გოგო უკან დავიბრუნე. ის
სერსეია, მაგრამ ფუტკარას ვეძახით, დედამისი ბისბარიების გვარი-
დანაა. ისინიც შვილიშვილები არიან. ერთი ვალდაა, სხვები კი... სა-
ხელები კი აქვთ... – მე მერი ვარ, ლორდო პაპა, – თქვა ერთმა გო-
გომ.
930
– ხმაურა კი ხარ, ნამდვილად. ხმაურას გვერდით ჩემი ასული ტა-
იტა დგას. მერე კიდევ ერთი ვალდა. ელიქსი, მარისა... ხომ მარისა
ხარ? ეგრე მეგონა. ყოველთვის მელოტი კი არ არის. მაისტერმა გა-
დაპარსა თმა, მაგრამ იფიცება, მალე ისევ გაეზრდებაო. ტყუპები სე-
რა და სარა არიან, – ერთ პაწია გოგოს დააჩერდა, – ჰეჰ, შენც ვალ-
და ხარ?
გოგო ოთხ წელზე მეტის არ იქნებოდა.
– მე სერ ეამონ რივერსის ვალდა ვარ, ლორდო პაპისპაპა, – რე-
ვერანსი გააკეთა გოგომ.
– რამდენი ხანია, ენა ამოიდგი? აზრიანს ალბათ მაინც ვერა-
ფერს იტყვი, მამაშენი ამას ვერასოდეს ახერხებდა. თანაც ის ბუში
ძეა, ჰეჰ. გადი აქედან, აქ მარტო ფრეიები მინდა იყვნენ. ჩრდილოე-
თის მეფეს უკანონო შტო არაფერში აინტერესებს, – ლორდმა ვალ-
დერმა რობს გადახედა, ჟღარუნა კი თავს იქნევდა და წკრიალებდა,
– აგერ, ყველა გასათხოვარია. ჰო, ერთი ქვრივია, მაგრამ ზოგს უყ-
ვარს შელეწილი ქალი. შეგეძლო, ნებისმიერი წაგეყვანა.
– შეუძლებელი იქნებოდა არჩევა, მილორდ, – თქვა რობმა
ფრთხილი თავაზით, – ყველა ისე ლამაზია.
ლორდმა ვალდერმა ჩაიფრუტუნა.
– და ჩემზე იტყვიან, ცუდი მხედველობა აქვსო. მაგრამ, ვფიქ-
რობ, ზოგი მართლა ვარგა. დანარჩენები... თუმცა რა მნიშვნელობა
აქვს. ჩრდილოეთის მეფისთვის მაინც ვერ გამოდგნენ, ჰეჰ. აბა, რას
იტყვი?
– მილედებო, – რობი უსაშველოდ უხერხულად გრძნობდა თავს,
მაგრამ ადრევე იცოდა, რომ ეს წუთი დაუდგებოდა, და შეუდრეკე-
ლად გაუსწორა მას თვალი, – მიცემული სიტყვა ყველამ უნდა აას-
რულოს, მით უფრო, მეფემ. მე პირობა დავდე, რომ ერთი თქვენგანი

931
ცოლად შემერთო, და გავტეხე ეს ფიცი. ამაში თქვენ როდი მიგიძ-
ღვით ბრალი. რაც გავაკეთე, თქვენს დასამცირებლად არ მიქნია,
არამედ იმის გამო, რომ სხვა მიყვარდა. ამ საქციელს სიტყვები ვერ
გამოასწორებს, ვიცი, მაგრამ მე მოვედი თქვენთან, რათა ბოდიში
მოგიხადოთ და გადასალახელი ფრეიები და ვინტერფელელი სტარ-
კები ისევ მეგობრებად შეიქნენ.
უმცროსი გოგონები მოუსვენრად აწრიალდნენ. მათი უფროსი
დები ელოდნენ, რას იტყოდა შავ მუხის ტახტზე მჯდომი ლორდი
ვალდერი. ჟღარუნა წინ და უკან ირწეოდა, საყელოსა და გვირგვინ-
ზე ზარები უწკრიალებდა.
– მშვენიერია, – თქვა გადასალახის ლორდმა, – კარგად იყო
ნათქვამი, თქვენო მოწყალებავ. „სიტყვები ამას ვერ გამოასწო-
რებს“, ჰეჰ. კარგადაა ნათქვამი, კარგად. იმედია, ქორწილის ლხინ-
ზე ჩემს ასულებთან ცეკვას არ იუარებ. ეს ბერიკაცს გულს გამიხა-
ლისებდა, ჰეჰ, – ის ვარდისფერი, დაჭმუჭნილი თავი ააკანტურა,
მთლად თავისი ჭკუასუსტი შვილიშვილივით, თუმცა ლორდ ვალ-
დერს ზანზალაკები არ ეკიდა, – აი, ისიც, ლორდო ედმურ. ჩემი ასუ-
ლი როსლინი, ჩემი უძვირფასესი პატარა ყვავილი, ჰეჰ. სერ ბენფრი
გოგონას დარბაზში შემოუძღვა. ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, ალბათ
დედითაც და-ძმა იყვნენ. მათი ასაკით თუ ვიმსჯელებდით, ორივე მე-
ექვსე ლედი ფრეის შვილები უნდა ყოფილიყვნენ. როსბი იყოო, გა-
ახსენდა კეტლინს. როსლინი თავისი ასაკის კვალობაზე ტანმორჩი-
ლი ჩანდა, ისე თეთრი კანი ჰქონდა, გეგონებოდა, ეს-ესაა, რძის აბა-
ზანიდან ამოვიდაო. ლამაზი სახე შემოანათათ: პატარა ნიკაპი, კოხ-
ტა ცხვირი და დიდი ყავისფერი თვალები. სქელი წაბლისფერი თმა
თავისუფალ ჩქერებად ეფინებოდა წვრილ წელამდე, რომელსაც
ედმური ალბათ თითებით შემოსწვდებოდა. ცისფერი კაბის მაქმა-
ნიანი გულისპირის ქვეშ პატარა, მაგრამ ლამაზად მოყვანილი
932
მკერდი ეკვეთებოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – გოგონა მუხლებზე დაეშვა, – ლორდ
ედმურ, იმედი მაქვს, შენი იმედგაცრუების მიზეზი არ გავხდები.
არანაირად, გაიფიქრა კეტლინმა. მის ძმას გოგონას დანახვაზე
სახე გაუნათდა. – შენ ჩემი სიხარული ხარ, მილედი, – თქვა ედმურ-
მა, – და ვიცი, მუდამ ასე იქნები. როსლინს ორ წინა კბილს შორის
პატარა ღრიჭო ჰქონდა და გაღიმება ერიდებოდა, მაგრამ ეს ნაკლი
ლამის მომხიბვლელობას მატებდა. ლამაზია, გაიფიქრა კეტლინმა,
მაგრამ ძალიან ტანმორჩილია და როსბების შტოდან მოდის. როს-
ბები სიჯანსაღით ვერასოდეს დაიკვეხნიდნენ. მას ბევრად ერჩივნა
დარბაზში მყოფი ზოგი უფროსი გოგონას აღნაგობა: ლორდის შვი-
ლებისა თუ შვილიშვილების, ზუსტად არ ახსოვდა. მათ კრეიკჰოლე-
ბის იერი დაჰკრავდათ, ლორდ ვალდერის მესამე ცოლიც ხომ ამ
გვარისა იყო. ფართო თეძოები ჰქონდათ, შვილების გასაჩენად, ბა-
რაქიანი მკერდები, მათ გამოსაკვებად; ძლიერი მკლავები, მათ და-
სარწევად. კრეიკჰოლები ძვალმსხვილები და ძლიერები იყვნენ.
– მილორდი ძლიერ კეთილია, – უთხრა როსლინმა ედმურს.
– მილედი კი მშვენიერი, – ედმურმა ხელი ჩაჰკიდა და წამოაყე-
ნა, – მაგრამ რატომ ტირი?
– სიხარულით, – მიუგო როსლინმა, – სიხარული მატირებს, მი-
ლორდ.
– კმარა, – ჩაერია ლორდი ვალდერი, – რომ დაქორწინდებით,
შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ, იტიროთ და იჩურჩულოთ, ჰეჰ. ბენ-
ფრი, გააცილე და თავის ოთახებში, ქორწილისთვის უნდა მოემზა-
დოს. და ლოგინისთვის, ჰეჰ, მთლად უკეთესი. ყველაფრისთვის,
ყველაფრისთვის, – პირი ააცმაცუნა, – მუსიკა გვექნება, ისეთი
ტკბილი სიმღერები, და ღვინო, ჰეჰ, წითელი ღვინო იდენს, და ზოგ

933
რამეს გამოვასწორებთ. მაგრამ ახლა თქვენ დაღლილები და სვე-
ლები ხართ, ჩემს იატაკზე გუბეებს აყენებთ. ცეცხლი გელით, ცხელი
სანელებლიანი ღვინო და აბაზანები, თუ ინდომებთ. ლოთარ, ჩვენი
სტუმრები მათ ბინებში მიაცილე.
– ჩემი ხალხი მდინარეზე უნდა გადავაცილო, მილორდ, – თქვა
რობმა.
– არ დაიკარგებიან, – აბუზღუნდა ლორდი ვალდერი, – გადმო-
სულები ხომ არიან ადრე? ჩრდილოეთიდან რომ ჩამოიარეთ. მდი-
ნარეზე გადასასვლელი გჭირდებოდათ და მეც მოგეცით, ნიჩური-
ტიო, მაშინ კი არ გითქვამს, ჰეჰ. მაგრამ ნება შენია. თითოეული კა-
ცი ხელჩაკიდებული გადაიყვანე, თუ გინდა, მე რა მენაღვლება. –
მილორდ! – კეტლინს კინაღამ დაავიწყდა, – სიამოვნებით გეახლე-
ბოდით მცირე ხემსს. მრავალი ლიგა ვიარეთ წვიმაში.
ვალდერ ფრეიმ პირი ააცმაცუნა.
– საჭმელი, ჰეჰ. პური, ყველი, იქნებ ძეხვიც.
– ღვინოც, მისაყოლებლად, – უთხრა რობმა, – და მარილი.
– პური და მარილი. რასაკვირველია, რასაკვირველია, – ბერი-
კაცმა ხელი ხელს შემოჰკრა და დარბაზში მსახურები შემოვიდნენ,
ღვინით სავსე სურები და სინებით პური, ყველი და კარაქი შემოიტა-
ნეს. ლორდმა ვალდერმა თავადაც აიღო ერთი თასი წითელი ღვინო
და მაღლა ასწია დალაქავებული ხელით.
– ჩემო სტუმრებო, – თქვა მან, – ჩემო საპატიო სტუმრებო. კეთი-
ლი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ჭერქვეშ და ჩემს სუფრასთან.
– მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისთვის, მილორდ, – მი-
უგო რობმა. ედმურიც მას აჰყვა, დიდჯონიც, სერ მარქ პაიპერი და
სხვებიც. მათ ლორდ ვალდერის ღვინო შესვეს და მისი პური და კა-
რაქი მიირთვეს. კეტლინმა ღვინო მოსვა, ცოტა პური მოციცქნა და

934
თავი უკეთ იგრძნო. ახლა აღარაფერი გვემუქრებაო, გაიფიქრა. რა-
კი იცოდა ბერიკაცის სულმოკლე ხასიათი, კეტლინი ფიქრობდა,
ჩვენი ოთახები ცივი და უღიმღამო იქნებაო. მაგრამ ფრეიებს რიგი-
ანზე უკეთაც მოეწყოთ მათი მოსასვენებლები. საქორწილო ოთახი
დიდი და მდიდრულად მორთული იყო, მასში უმთავრეს ადგილას
იდგა ფართო, ბუმბულის ლოგინით დაგებული საწოლი, რომლის
სვეტებიც კოშკების სახით იყო გამოკვეთილი. ფარდები ტალის წი-
თელ-ლურჯი ქსოვილის ჰქონდა – თავაზის სასიამოვნო ნიშნად.
ფიცრის იატაკს სურნელოვანი ხალიჩები ფარავდა, მაღალი, დარა-
ბიანი ფანჯარა კი სამხრეთისკენ იცქირებოდა. კეტლინის ოთახი უფ-
რო მომცრო, მაგრამ ლამაზად გაწყობილი და მოსახერხებელი იყო,
ბუხარში ცეცხლიც ენთო. კოჭლმა ლოთარმა აღუთქვა, რომ რობს
მოსასვენებლად მეფის შესაფერისი პალატები ელოდა.
– რამეს თუ ინებებთ, საკმარისი იქნება, რომელიმე მცველს უთ-
ხრათ, – თავი დაუკრა და წავიდა, მძიმე კოჭლობით დაუყვა მოხვე-
ულ საფეხურებს.
– ჩვენი დაცვა უნდა დაგვეყენებინა, – უთხრა კეტლინმა ძმას.
კართან სტარკის ან ტალის ხალხი თუ იდგებოდა, უფრო გულდამ-
შვიდებით მოისვენებდა. ლორდ ვალდერთან შეხვედრა არც ისე
ძნელი გადასატანი აღმოჩნდა, როგორც შიშობდა, და მაინც, შვებით
ამოისუნთქებდა, ყველაფერი რომ დასრულდებოდა. რამდენიმე
დღეში რობი საომრად გაემართება, მე კი – სიგარდისკენ, საპატიო
ტყვედ. ლორდი იასონი ნამდვილად უაღრესი თავაზით მოეპყრობო-
და, მაგრამ იძულებითი გადასახლება მაინც თრგუნავდა.
ესმოდა ქვემოდან ამომავალი ხმები – მხედრების გრძელი კო-
ლონა ხიდზე გადადიოდა კოშკიდან კოშკამდე. მძიმედ დატვირთუ-
ლი ფორნების ბორბლებქვეშ ქვები გრუხუნებდა. კეტლინი ფანჯა-
რასთან მივიდა და გადაიხედა, რომ დაენახა, როგორ გამოდიოდა
935
რობის ლაშქარი აღმოსავლეთის კოშკიდან.
– წვიმა თითქოს შესუსტდა.
– ახლა, უკვე ჭერქვეშ რომ ვართ, – ედმური ცეცხლთან იდგა და
ეფიცხებოდა, – რას ფიქრობ როსლინზე?
ძალიან პატარა და ნაზია. ბავშვის გაჩენა გაუჭირდება. მაგრამ
ძმა გოგონას ნახვით კმაყოფილი ჩანდა და ესღა უთხრა:
– საყვარელია.
– მგონია, მოვეწონე. რატომ ტიროდა?
– ქალწულს ქორწილის წინადღეს ცრემლები ეპატიება, – ლიზამ
ცრემლის ტბები დააყენა მათი ქორწილის დილას, თუმცა მოახერხა,
თვალმშრალი და ღიმილით გასხივოსნებული მდგარიყო, ჯონ ერინ-
მა მისი ნაღებისფერ-ლურჯი მოსასხამი რომ მოასხა მხრებზე.
– იმაზე ლამაზია, ვიდრე ვიმედოვნებდი, – ედმურმა ხელი ასწია,
სანამ კეტლინი რამეს იტყოდა, – ვიცი, რომ უფრო მნიშვნელოვანი
რამებიც არსებობს, ახლა ქადაგება არ დამიწყო, სეპტა. და მაინც...
ნახე, რას ჰგავდა ზოგი ის ასული, ფრეიმ რომ გამოფინა? ის, უცნაუ-
რად რომ ტოკავდა? ბნედიანია თუ რა? იმ ტყუპებს კიდევ პეტირ მუ-
წუკაზე მეტი გამონაყარი თუ არ ჰქონოდეთ სახეზე. ეგენი რომ დავი-
ნახე, ვიფიქრე, რომ როსლინი მელოტი და ცალთვალა იქნებოდა,
ჟღარუნას ტვინით და შავი ვალდერის ხასიათით. მაგრამ ის არა
მხოლოდ ლამაზი, სათნოც ჩანს. – ედმური დაბნეული ჩანდა, – რა-
ტომ არ დამრთო ბებერმა ქრცვინმა არჩევის ნება, თუ ვინმე საშინე-
ლების შემოჩეჩებას არ აპირებდა?
– ყველამ კარგად იცის, ლამაზები რომ გიყვარს, – შეახსენა კეტ-
ლინმა, – შეიძლება, ლორდ ვალდერს მართლაც უნდა, ბედნიერი
იყო შენს ცოლთან, – უფრო საფიქრებელია, არ სურს, მუწუკების გა-
მო გაოჩნდე და მთელი გეგმები ჩაუშალო, – ან შეიძლება, როსლი-
ნი ბერიკაცის საყვარელი შვილია. რივერანის ლორდის ცოლობაზე
936
მისი ასულების უმეტესობა ვერც იოცნებებდა.
– მართალია, – ძმა მაინც დაეჭვებული ჩანდა, – შეიძლება, რომ
გოგო უნაყოფო იყოს?
– ლორდ ვალდერს უნდა, რომ რივერანის მემკვიდრე მისი შვი-
ლიშვილი იყოს. რაში სჭირდება, უნაყოფო ცოლი მოგცეს?
– რომ თავიდან მოიცილოს ქალი, რომელსაც ისე არავინ წაიყ-
ვანდა.
– ეს არაფერს არგებდა. ვალდერ ფრეი შარიანი ბერიკაცია, მაგ-
რამ სულელი არაა. – და მაინც... შესაძლებელია?
– კი, – უწადინოდ გამოტყდა კეტლინი, – ბავშვობაში გადატა-
ნილმა ზოგმა დაავადებამ გოგო შეიძლება, უნაყოფო გახადოს.
თუმცა რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ლედი როსლინს ასეთი რამ
სჭირდა, – მან ოთახში მიმოიხედა, – მართალი გითხრა, ფრეიებმა
იმაზე კეთილად მიგვიღეს, ვიდრე მოველოდი.
ედმურმა გაიცინა.
– რამდენიმე ჩხვლეტია სიტყვით და რამდენიმე უხამსი წამოძა-
ხებით გადავრჩით. მისგან ეს თავაზიანობაა. მე მეგონა, ბებერი
ქრცვინი ღვინოში ჩაგვიფსამდა და მერე მის სურნელს გვაქებინებ-
და.
ამ ხუმრობამ კეტლინი უცნაურად ააფორიაქა.
– ნებას თუ დამრთავ, წავალ, სველ ტანსაცმელს გამოვიცვლი.
– როგორც გენებოს, – ედმურმა დაამთქნარა, – მე წავუძინებ
ერთ საათს. კეტლინი თავის ოთახში გავიდა. რივერანიდან წამოღე-
ბული სკივრი ამოეტანათ და საწოლის ფეხებთან დაედგათ. ქალმა
სველი ტანსაცმელი გაიხადა და ცეცხლთან დაკიდა, შალის ლურჯ-
წითელი კაბა ჩაიცვა, თმა დაიბანა, დაივარცხნა და გაიშრო, მერე კი
ფრეიების მოსაძებნად წავიდა.

937
დარბაზში შესულს ლორდ ვალდერის შავი მუხის ტახტი ცარიე-
ლი დახვდა, მაგრამ მისი რამდენიმე ვაჟი ცეცხლს მისჯდომოდა და
ღვინოს სვამდა. კოჭლმა ლოთარმა რომ დაინახა, მოუქნელად წა-
მოდგა.
– ლედი კეტლინ, მეგონა, დასვენებას ისურვებდი. რით გემსახუ-
რო?
– ეს შენი ძმები არიან? – ჰკითხა ქალმა.
– ძმები, ნახევარძმები, სიძეები და ძმისწულები. რეიმუნდსა და
მე ერთი დედა გვყავდა. ლორდი ლუციას ვაიპრენი ჩემი ნახევარ-
დის, ლაითინის ქმარია, სერ დეიმონი კი მათი ძეა. ჩემს ნახევარძმა
სერ ჰოსტინის ალბათ იცნობ. ეს კი სერ ლესლინ ჰეი და მისი ძეები,
სერ ჰარისი და სერ დონელი გახლავან.
– კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, სერებო. სერ პერვინი შინაა?
გრიგალის კიდემდე და უკან მგზავრობისას მახლდა, რობმა ლორდ
რენლისთან სალაპარაკოდ რომ გამგზავნა. სიხარულით ვნახავდი
ისევ.
– პერვინი წასულია, – უთხრა კოჭლმა ლოთარმა, – გადავცემ
შენს მოკითხვას. ვიცი, ეწყინება, რომ ვერ შეგხვდათ.
– ლედი როსლინის ქორწილამდე ალბათ დაბრუნდება?
– ასე აპირებდა, – თქვა კოჭლმა ლოთარმა, – მაგრამ ამ წვიმე-
ბის გამო... ხომ ნახეთ, მდინარეები როგორია, მილედი.
– მართლაც, – მიუგო კეტლინმა, – შეიძლება, გთხოვო, კეთილი
სამსახური გამიწიო და თქვენს მაისტერთან მიმაცილო?
– უქეიფოდ ხარ, მილედი? – ჰკითხა სერ ჰოსტინმა, მძლავრმა,
ოთხკუთხაყბიანმა კაცმა.
– ქალური ჩივილებია. არაფერი ისეთი, შეშფოთებად რომ ღირ-
დეს.
მუდამ გულისხმიერი ლოთარი კეტლინს დარბაზიდან გაუძღვა,
938
რამდენიმე საფეხური აატარა და გადახურული ხიდით მეორე კიბეს-
თან გაიყვანა.
– მაისტერ ბრენეტს წვერის კოშკურაში ნახავ, მილედი.
კეტლინი თითქმის მოელოდა, რომ მაისტერიც ვალდერ ფრეის
რომელიმე შვილი იქნებოდა, მაგრამ ბრენეტი მათ არ წააგავდა. დი-
დი და სქელი იყო, მელოტი, ღაბაბიანი და არცთუ პეწენიკი, ყორნის
სკინტლებით დალაქავებული სახელოებით თუ იმსჯელებდი; მაგ-
რამ კეთილგანწყობილი ჩანდა. როცა კეტლინმა ლედი როსლინის
შვილიერებაზე ედმურის წუხილი გაუმხილა, მან ჩაიხითხითა.
– შენს ლორდ ძმას ფიქრი ნურაფრისა ექნება, ლედი კეტლინ. პა-
ტარაა, გეთანხმები, და ვიწრო თეძოები აქვს, მაგრამ დედამისიც
ასეთივე იყო, ლედი ბეთანი კი ლორდ ვალდერს ყოველ წელს თითო
შვილს უჩენდა.
– რამდენი გაზარდა? – პირდაპირ ჰკითხა ქალმა.
– ხუთი, – მან ძეხვებივით სქელ თითებზე ჩამოთვალა ისინი, –
სერ პერვინი. სერ ბენფრი. მაისტერი ვილამენი, რომელმაც შარშან
დადო ფიცი და ახლა ლორდ ჰანტერს ემსახურება ველზე. ოლივარი,
შენი ძის საჭურველთმტვირთველი რომ იყო.
და ლედი როსლინი, ყველაზე უმცროსი. ოთხი ვაჟი და ერთი ასუ-
ლი. ლორდ ედმურს იმდენი ძე ეყოლება, არ ეცოდინება, სად წა-
იღოს.
– უეჭველად, ეს გაუხარდება, – ანუ გოგონა, როგორც ჩანს, ნა-
ყოფიერიც იყო და ლამაზიც. ედმურს ეს დააწყნარებდა. ლორდ ვალ-
დერს მისი ძმისთვის განაწყენების მიზეზი არ მიუცია, როგორც ჩან-
და.
მაისტერისგან წამოსვლის მერე კეტლინი თავის ოთახში არ დაბ-
რუნებულა. ამის ნაცვლად რობთან წავიდა. მას რობინ ფლინტი და

939
სერ ვენდელ მანდერლი ახლდნენ, დიდჯონსა და მის ძესთან ერ-
თად, რომელსაც ჯერაც პატარა ჯონს ეძახდნენ, თუმცა მალე მამას
სიმაღლეში გაასწრებდა. ყველანი სველები იყვნენ. ცეცხლთან იდგა
მათზე უფრო მეტადაც სველი კიდევ ერთი კაცი, თეთრი ბეწვით ამო-
გებული ღიავარდისფერი მოსასხამი რომ ეცვა.
– ლორდ ბოლტონ, – მიმართა კეტლინმა.
– ლედი კეტლინ, – მიუგო მან მკრთალი ხმით, – რა საამოა,
კვლავ რომ გხედავ, თუნდაც ამ ავბედით ჟამს.
– კეთილ სიტყვებს მეუბნები, – კეტლინი ოთახში ჩამოწოლილ
დაძაბულობას გრძნობდა. დიდჯონიც კი სერიოზული და დათრგუნ-
ვილი ჩანდა. მათ მოღუშულ სახეებს გადახედა და იკითხა, – რა მოხ-
და?
– სამკბილაზე ლანისტერები არიან, – უთხრა დამწუხრებულმა
სერ ვენდელმა, – ჩემი ძმა ისევ აიყვანეს.
– და ლორდმა ბოლტონმა ვინტერფელზეც მოგვიტანა ახალი ამ-
ბები, – დაურთო რობმა, – ღირსეულ კაცთაგან მხოლოდ სერ როდ-
რიკი როდი მომკვდარა. კლეი კერვინი და ლეობოლდ ტოლჰარტიც
მოკლეს.
– კლეი კერვინი ჯერ ბავშვი იყო, – დასევდიანდა კეტლინი, –
მაშ, ეს მართალია? ყველა დაიხოცა და ვინტერფელი დაიქცა?
ბოლტონმა უფერული თვალები გაუსწორა.
– რკინელებმა ციხესიმაგრეც გადაწვეს და ზამთრის ქალაქიც.
ზოგი თქვენიანი ჩემმა ძემ, რემსიმ დრედფორტში წაიყვანა.
– შენს ბუშს საზარელ დანაშაულებში ედებოდა ბრალი, – მკაც-
რად შეახსენა კეტლინმა, – მკვლელობაში, ძალადობასა და უარეს-
შიც.
– დიახ, – მიუგო რუს ბოლტონმა, – მას მწიკვლიანი სისხლი
აქვს, ვერ უარყოფ. მაგრამ კარგი მებრძოლია, მარჯვე და უშიშარი.
940
როცა რკინელებმა სერ როდრიკი მოკლეს და ლეობოლდ ტოლჰარ-
ტიც მალევე მიაყოლეს, ბრძოლის სარდლობა რემსის დაეკისრა, და
მან თავი გაართვა. იფიცება, რომ ხმალს არ ჩააგებს, სანამ ჩრდი-
ლოეთში ერთი გრეიჯოი მაინც დარჩება. იქნებ, ამ სამსახურმა მცი-
რედ მაინც გააბათილოს ის დანაშაულები, რომლებიც მისმა ბუშმა
სისხლმა ჩაადენინა, – ლორდმა მხრები აიჩეჩა, – ან არ გააბათი-
ლებს. ომი რომ დამთავრდება, მისმა მოწყალებამ განსაჯოს. იმ
დროისთვის, იმედი მაქვს, ლედი ვალდასთან კანონიერი ძე მეყო-
ლება. ყინულივით კაციაო, უკვე მერამდენედ გაიფიქრა მასზე კეტ-
ლინმა.
– რემსიმ თეონ გრეიჯოი თუ ახსენა? – ჰკითხა რობმა, – ისიც
მოკლეს თუ გაიქცა? რუს ბოლტონმა ქამარზე ჩამოკიდებული ქისი-
დან ტყავის დაგლეჯილი ზოლი ამოიღო.
– ჩემმა ძემ წერილთან ერთად ეს გამოგზავნა.
სერ ვენდელმა სქელი სახე გვერდზე მიაბრუნა. რობინ ფლინტმა
და პატარა ჯონ ამბერმა ერთმანეთს გადახედეს, დიდჯონმა კი ბუღა-
სავით დაიფრთხვინა.
– ეს... კანია?
– თეონ გრეიჯოის მარცხენა ხელის ნეკის კანია. ჩემი ძე დაუნდო-
ბელია, ვაღიარებ. და მაინც... რა არის ეს მცირე ტყავი ორი ყმაწვი-
ლი პრინცის სიცოცხლესთან შედარებით? მილედი, შენ მათი დედა
იყავი. ნება მომეცი, შემოგთავაზო ეს... შურისძიების მცირე ნიშანი.
კეტლინის არსების ნაწილს სურდა, ეს საზარელი ალაფი გულზე
მიეკრა, მაგრამ თავი შეიკავა.
– მოაშორე, გთხოვ.
– თეონის გატყავება ძმებს ვერ გამიცოცხლებს, – თქვა რობმა, –
მე მისი თავი მინდა და არა მისი ტყავი.
– ის ბეილონ გრეიჯოის ერთადერთი ცოცხალი ძეა, – წყნარად
941
თქვა ლორდმა ბოლტონმა, თითქოს სხვებს დავიწყებოდათ, – და
ახლა რკინის კუნძულების კანონიერი მეფე გახდა. ტყვე მეფე ძლი-
ერ ფასეული მძევალია.
– მძევალი? – აიჯაგრა კეტლინი. მძევლები ხშირად იცვლებოდ-
ნენ ხოლმე, – ლორდ ბოლტონ, იმედი მაქვს, არ ფიქრობ, რომ გა-
ვათავისუფლებთ კაცს, რომელმაც შვილები დამიხოცა.
– ზღვისქვის სკამზე ვინც არ უნდა დაჯდეს, მას თეონ გრეიჯოის
სიკვდილი ენდომება, – შენიშნა ბოლტონმა, – ტყვედ მყოფსაც კი
მას უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე მის რომელიმე ბიძას. დაიტო-
ვეთ-მეთქი, ვიტყოდი, და რკინელებს პირობები წავუყენოთ, მისი
მოკვლის საფასურად.
რობმა უხალისოდ აწონ-დაწონა მისი სიტყვები, მაგრამ ბოლოს
თავი დაუქნია. – დიახ. კეთილი. მაშ, ცოცხალი გყავდეთ. დრედ-
ფორტში იყოს დაცული, სანამ ჩრდილოეთს არ მოვიპოვებთ.
კეტლინი ისევ რუს ბოლტონს მიუბრუნდა.
– სერ ვენდელმა თქვა, სამკბილაზე ლანისტერები არიანო.
– დიახ, მილედი. ეს ჩემი ბრალია. ძალიან დიდხანს დავყოვნდი
ჰარენჰალში. ეინის ფრეი ჩემზე რამდენიმე დღით ადრე წამოვიდა
და სამკბილა ლალის ფონით გადმოლახა, თუმცა კი გაუჭირდა. მაგ-
რამ იმ დროისთვის, ჩვენ რომ მივადექით, მდინარე გაუვალი გამ-
ხდარიყო. სხვა გზა არ მქონდა, ჩემი ხალხი წყალზე მცირე ნავებით
უნდა გადმომეყვანა, ხომალდები კი ძლიერ ცოტა გვქონდა. ჩემი ძა-
ლების ორი მესამედი ჩრდილო ნაპირზე იყო, როცა ლანისტერები
თავს დაესხნენ იმათ, ჯერაც გადმოსვლას რომ უცდიდნენ. მეტწი-
ლად ნორიების, ლოკების და ბარლების ხალხი, აგრეთვე – არიერ-
გარდში მდგარი სერ ვილის მანდერლი და თეთრი ნავსადგურის რა-
ინდები. მე სამკბილას მეორე მხარეს აღმოვჩნდი, ვერაფრით მივეშ-

942
ველებოდი. სერ ვილისმა ჩვენი ჯარისკაცები როგორც შეძლო, საბ-
რძოლველად გადააწყო, მაგრამ გრეგორ კლეგეინი მძიმე ცხენოს-
ნებით უტევდა და მდინარეში შერეკა ისინი. ბევრი დაიხრჩო, ბევრიც
აკაფეს. უფრო მეტი გაიქცა, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს.
გრეგორ კლეგეინი ყოველთვის ავს მოასწავებსო, გაიფიქრა
კეტლინმა. რობი იძულებული იქნებოდა, კვლავ სამხრეთით გა-
ელაშქრა და მას გასწორებოდა? თუ მთაკაცი თავად მოდიოდა
აქეთ?
– ანუ კლეგეინი მდინარეზე გადმოვიდა?
– არა, – ბოლტონი ჩუმად, მაგრამ დარწმუნებით ლაპარაკობდა,
– ფონთან ექვსასი კაცი დავტოვე. შუბოსნები წყაროეთიდან, მთები-
დან და თეთრი დაშნიდან, ასი ჰორნვუდელი მშვილდოსანი, რამდე-
ნიმე თავისუფალი მხედარი და ზღუდის რაინდები, და სტაუტებისა
და კერვინების ძლიერი რაზმი მათ გასამაგრებლად. სარდლობა
რონელ სტაუტსა და სერ კაილ კონდონს ჩავაბარე. სერ კაილი გარ-
დაცვლილი ლორდ კერვინის მარჯვენა ხელი იყო, რაც, დარწმუნე-
ბული ვარ, იცი, მილედი. ლომებმა მგლებზე უკეთესი ცურვა როდი
იციან. სანამ მდინარე მოდიდებულია, სერ გრეგორი ვერ გადმოვა.
– თუ რამე არ გვინდა, ყრილს რომ ავუყვებით, ეს ზურგსუკან მო-
დევნებული მთაკაცია, – თქვა რობმა, – სწორად მოიქეცი, მი-
ლორდ.
– გმადლობ, თქვენო მოწყალებავ. მწვანე კბილზე დიდი დანა-
კარგი მქონდა, გლოვერმა და ტოლჰარტმა კი უარესიც იწვნიეს ბინ-
დისველთან.
– ბინდისველი, – ისე წარმოთქვა რობმა, თითქოს შეიგინაო, –
გპირდებით, რობეტ გლოვერი პასუხს გამცემს ამის გამო, როცა შევ-
ხვდები.
– სისულელე ქნა, – დაეთანხმა ლორდი ბოლტონი,– მაგრამ
943
გლოვერმა თავი დაკარგა, უღრანის ციხის დაცემის ამბავი რომ გა-
იგო. მწუხარება და შიში კაცს რას არ აქნევინებს.
ბინდისველი ჩავლილი და განელებული ამბავი იყო: კეტლინს
მომავალი ბრძოლები აშფოთებდა.
– რამდენი კაცი მოუყვანე ჩემს ძეს? – ხაზგასმით ჰკითხა რუს
ბოლტონს. მისი უცნაური ბაცი თვალები ერთხანს სახეზე დააკვირ-
დნენ, სანამ უპასუხებდა. – ხუთასამდე ცხენოსანი და სამი ათასი
ქვეითი, მილედი. ძირითადად დრედფორტელები და ზოგიც კარ-
ჰოლდელი. ახლა, როცა კარსტარკების ერთგულება ასე საეჭვოა,
ვარჩიე, ისინი გვერდიდან არ მომეცილებინა. ვწუხვარ, რომ მეტი არ
მყავს. – საკმარისი უნდა იყოს, – თქვა რობმა, – შენ ჩემს არიერ-
გარდს უსარდლებ, ლორდ ბოლტონ. ვაპირებ, როგორც კი ბიძაჩემი
დაქორწინდება და საქორწინო სარეცელზეც დაწვება, მაშინვე ყე-
ლისკენ გავემართო. შინ ვბრუნდებით.

არია

მზვერავები მწვანე კბილიდან წამოსვლის მერე ერთ საათში შეხ-


ვდნენ, როცა მათი ფორანი ტალახიან გზაზე მიგრუხუნებდა.
– თავი ჩაღუნე და ხმა არ ამოიღო, – გააფრთხილა ქოფაკმა, რო-
ცა სამმა მხედარმა მათკენ გამოაჭენა ცხენები. რაინდი და ორი სა-
ჭურველთმტვირთველი იყვნენ, მსუბუქი აბჯრები ეცვათ და სწრაფ
რაშებზე ისხდნენ. კლეგეინმა შოლტი გაუტკაცუნა წყვილ ბებერ
ცხენს. ფორანი ირყეოდა და ჭრიალებდა, მისი ორი ვეება ხის ბორ-
ბალი გზაზე გაყოლებულ ღრმა, ტალახიან თხრილებს კიდევ უფრო
აღრმავებდა. ფორანს გამობმული უცხო უკან მოსდევდათ.
დიდ და ავ საბრძოლო ცხენს არც აბჯარი ეცვა, არც თოქალთო

944
ან აღვირი ეკეთა, თავად ქოფაკს ლაქიანი მწვანე ჯვალო და შავ-რუ-
ხი მოსასხამი ემოსა, რომლის ჩაჩიც თავზე წამოეფარებინა. დაბლა
იყურებოდა და სახეს ვერ დაუნახავდი. ვიღაც გაქუცულ, თუმცა ზორ-
ბა გლეხს ჰგავდა. და არიამ იცოდა, ჯვალოს ქვეშ მოხარშული ტყავი
და გაპოხილი ჯაჭვი რომ ეცვა. თავად გლეხის ბიჭს ან, იქნებ, მეღო-
რეს ჰგავს. მათ უკან ოთხი შაშხით და ერთიც ღორის დამუჟუჟებული
ფეხებით სავსე კასრი ეწყო. მხედრები გაიშალნენ და გარს მოუარეს
შესათვალიერებლად, სანამ მოახლოვდებოდნენ. კლეგეინმა ფო-
რანი შეაჩერა და მოთმინებით ელოდა, რას ეტყოდნენ. რაინდს შუბი
და ხმალი ჰქონდა, მის საჭურველთმტვირთველებს კი მშვილდები
ეჭირათ. მათ ქურთუკებზე გამოსახული ემბლემა მომცრო ზომით
იმეორებდა რაინდის იალმაგის ნახატს: ჟანგისფერ ველზე ცერად
გადაჭიმულ ოქროსფერ ზოლს, რომელზეც შავი ფიწალი იყო გამო-
სახული. არია ფიქრობდა, პირველივე შემხვედრი წინამარბების-
თვის გაემხილა თავისი ვინაობა, მაგრამ იგი ამ დროს სულ რუხმო-
სასხამიან ჯარისკაცებს წარმოიდგენდა, მკერდზე მგელსაზარას
ნიშნით. მაშინაც გაბედავდა, ამბერების გოლიათი ან გლოვერების
მუშტი რომ დაენახა, მაგრამ ამ ფიწლიან რაინდს არ იცნობდა და არ
იცოდა, ვის ემსახურებოდა. ამას ყველაზე უფრო მიმსგავსებული ემ-
ბლემა, რაც ენახა, ლორდ მანდერლის კაცთევზას ხელში დაჭერი-
ლი სამკაპი იყო.
– ტყუპებში გაქვს საქმე? – ჰკითხა რაინდმა.
– საქორწილო ლხინისთვის შაშხი მიმაქვს, შენი ნებაც თუ იქნე-
ბა, სერ, – ჩაიბურდღუნა ქოფაკმა, თვალები დახრილი ჰქონდა, სახე
– დაფარული.
– შაშხი არასოდეს ყოფილა ჩემი ნება, – ფიწლიანმა რაინდმა
კლეგეინი გაკვრით შეათვალიერა, არიასთვის ზედაც არ შეუხედავს,
აი, უცხოს კი დიდხანს და გულდაგულ აკვირდებოდა. ულაყი გუთნის
945
ცხენი რომ არ იყო, ერთი შეხედვითაც ჩანდა. ერთი საჭურველ-
თმტვირთველი ლამის ტალახში ჩავარდა, როცა დიდმა შავმა სა-
ომარმა მერანმა მის ცხენს უკბინა, – ეს ცხოველი სად იშოვე? – პა-
სუხი მოსთხოვა ფიწლის რაინდმა.
– მილედიმ მითხრა, წაიყვანეო, სერ, – მორჩილად მიუგო კლე-
გეინმა, – ახალგაზრდა ლორდ ტალის საქორწილო საჩუქარია.
– ვინ ლედიმ? ვის ემსახურები?
– მოხუცმა ლედი ვენტმა, სერ.
– ჰგონია, ცხენის ფასად ჰარენჰალს დაუბრუნებენ? – ჰკითხა რა-
ინდმა, – ღმერთებო, ბებერი სულელისნაირი სულელი სხვა თუ
არის ამქვეყნად? – მაგრამ ხელი გაიქნია და გზაზე ანიშნა, – მიდით
მაშინ.
– დიახ, მილორდ, – ქოფაკმა ისევ გაატკაცუნა შოლტი და ბებერ-
მა გამწევმა ცხენებმა დაქანცული სვლა განაგრძეს. სანამ გაჩერე-
ბულები იყვნენ, ბორბლები ღრმად ჩაეფლო ტალახში და ერთხანს
ადგილზე მდგარი ექაჩებოდნენ, ვიდრე დაძრავდნენ. ამასობაში წი-
ნამარბები უკვე გაჭენებულიყვნენ. კლეგეინმა თვალი გააყოლა მათ
და ჩაიფრუტუნა.
– სერ დონელ ჰაი, – თქვა მან, – აღარც მახსოვს, რამდენი ცხენი
მყავს მაგისთვის წართმეული. აბჯრებიც. ერთხელ კი ლამის მოვკა-
ლი ხელჩართულ ბრძოლაში.
– მაშინ რატომ ვერ გიცნო? – ჰკითხა არიამ.
– იმიტომ, რომ რაინდები შტერები არიან და მათ ღირსებას არ
შეჰფერის, ვიღაც ტილიან გლეხს წესიერად შეხედონ, – მან ცხენებს
შოლტი გადაუჭირა, – თვალები დახარე, მოწიწებით ილაპარაკე, სე-
რო, ბევრჯერ გაიმეორე და რაინდების უმეტესობა ზედაც არ შეგხე-
დავს. ცხენებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მდაბიოებს.
უცხოს ალბათ იცნობდა, როდისმე მასზე მჯდარი რომ ვენახე.
946
შენს სახესაც იცნობდა. არიას ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. სან-
დორ კლეგეინის იარები ერთხელ მაინც რომ გენახა, იოლად აღარ
დაგავიწყდებოდა. ნაიარევებს ვერც მუზარადით დაიფარავდა: იმას
ხომ დაღრენილი ძაღლის სახე ჰქონდა. ამიტომ დასჭირდათ ფორა-
ნი და ღორის ფეხის მუჟუჟი.
– არ ვაპირებ, შენი ძმის წინაშე ჯაჭვებით შეკრული მიმათრიონ,
– უთხრა გოგონას ქოფაკმა, – არც ის მინდა, მასთან მისასვლელად
მისი ხალხი ავკაფო. ამიტომაც ცოტას წავითამაშებთ.
ფორანი, ცხენები, ტანსაცმელი და კასრები სამეფო გზაზე შემ-
თხვევით შემოყრილმა ფერმერმა მისცათ – თუმცა არა ნებით. ქო-
ფაკმა ისინი ხმლის მუქარით წაართვა. ფერმერმა გაძარცვის გამო
წყევლა რომ აუტეხა, მან უთხრა:
– მძარცველი კი არა, მარაგების შემვსები ვარ. მადლობა თქვი,
საცვლები რომ დაგიტოვე. ახლა ეგ ჩექმებიც გაიძვრე. თორემ მე
ფეხებს გაგაძრობ. აირჩიე. ფერმერი კლეგეინივით ზორბა იყო, მაგ-
რამ მაინც არჩია, ჩექმები გაეხადა და ფეხები დაენარჩუნებინა.
ბინდი რომ ჩამოწვა, ჯერ კიდევ მწვანე კბილისკენ და ლორდ
ფრეის ტყუპი ციხესიმაგრისკენ მიზოზინებდნენ. თითქმის მივედიო,
გაიფიქრა არიამ. იცოდა, რომ გახარებული უნდა ყოფილიყო, მაგ-
რამ თითქოს შიგნეულობა გაჰქვავებოდა. შეიძლება, ეს ცხელების
ბრალი იყო, ან იქნებ არც. წინა ღამით ცუდი სიზმარი ნახა, საშინე-
ლი სიზმარი. ახლა არ ახსოვდა, რა ესიზმრა, მაგრამ ის გრძნობა
მთელი დღე თან სდევდა, შეიძლება, უძლიერდებოდა კიდევაც. შიში
ხმალზე უფრო ღრმად ჭრის. ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო, ისე,
როგორც მამა ეუბნებოდა. მასა და მის დედას შორის აღარაფერი
რჩებოდა ციხის კარიბჭის, მდინარისა და ლაშქრის მეტი... მაგრამ
ეს ხომ რობის ჯარია, ესე იგი, სახიფათოც არაფერია. ხომ ასეა?

947
თუმცა მათ შორის იყო რუს ბოლტონიც. წურბელა-ლორდი, რო-
გორც ყაჩაღები ეძახდნენ. ეს არიას აფორიაქებდა. ჰარენჰალიდან
რომ გამოიქცა, ბოლტონსაც ისევე გაურბოდა, როგორც სისხლიან
ჯამბაზებს. იქიდან გამოსაღწევად მის ერთ გუშაგს ყელი გამოსჭრა.
იცოდა ლორდმა, რომ ეს არიამ ჩაიდინა? თუ გენდრის ან ღვეზელას
აბრალებდა? ეტყოდა დედამისს? რას იზამდა, არია რომ დაენახა?
შეიძლება, ვერც კი მიცნოს. ამ ბოლო დროს დამხრჩვალ ვირთხას
უფრო ჰგავდა, ვიდრე ლორდის მერიქიფეს. სულ ორი დღის წინ იყო,
ქოფაკმა ბღუჯა-ბღუჯა რომ მოაჩეხა თმა. ის იორენზე უფრო უარესი
დალაქი იყო და თავი ცალ მხარეს მთლად გაუმელოტა. ნაძლევს
ვარ, რობიც ვერ მიცნობს. ან თუნდაც დედა. ბოლოჯერ იმ დღეს ნა-
ხა, ლორდი ედარდი ვინტერფელიდან რომ წამოვიდა – მაშინ არია
სულ პატარა გოგო იყო.
მუსიკა მანამდე მოესმათ, ვიდრე ციხესიმაგრეს დაინახავდნენ.
ისმოდა დოლების შორეული გუგუნი, საყვირების მჭახე, სპილენძის
ხმა, სტვირების გაწვრილებული კვნესა და საკრავების სუსტ ხმას
მდინარის ღრენა და მათ თავებზე წვიმის ტყლაშუნი ახშობდა.
– ქორწილზე დავიგვიანეთ, – თქვა ქოფაკმა, – მაგრამ ისეთი
ხმებია, რომ ალბათ ჯერ კიდევ ნადიმობენ. მალე მოგიშორებ თავი-
დან.
არა, მე მოგიშორებ შენ, გაიფიქრა არიამ.
გზა მეტწილად ჩრდილო-დასავლეთისკენ მიემართებოდა, მაგ-
რამ ახლა პირდაპირ დასავლეთისკენ, ვაშლის ბაღებსა და წვიმით
დაწვენილი სიმინდის დატბორილ ყანებს შორის გასწია. ბოლო ვაშ-
ლის ხესაც გასცდნენ, აღმართის თავზე შედგნენ და ციხეებიც, მდი-
ნარეც, ბანაკიც ერთბაშად გამოჩნდა. ასობით ცხენი და ათასობით
ადამიანი ერთად შეგროვებულიყო, უმეტესობა სამ ვრცელ სალხი-
ნო კარავს ეხვეოდა გარს. პირით ციხეებისკენ მიქცეული კარვები
948
გვერდიგვერდ იდგნენ, ტილოს სამი დარბაზივით. რობს ბანაკი გა-
ლავნიდან მოშორებით, შემაღლებულზე გაეშალა, შედარებით
მშრალ ადგილას, მაგრამ მწვანე კბილი კალაპოტიდან გადმოსუ-
ლიყო და რამდენიმე უდიერად გაშლილ კარავსაც კი უპირებდა
დატბორვას.
აქ კოშკებიდან მომავალი ჰანგი უფრო ხმამაღლა ისმოდა. ბა-
ნაკს დოლებისა და საყვირების ხმა ევლებოდა. მაგრამ ახლო ციხე-
ში მუსიკოსები სხვა ჰანგს უკრავდნენ, გაღმაში – სხვას, ასე რომ, გე-
გონებოდა, ბრძოლის ხმა ისმის, სიმღერა კი არაო.
– ვერ უკრავენ კარგად, – შენიშნა არიამ.
ქოფაკმა გამოსცა ხმა, რომელიც შეიძლებოდა, სიცილი ყოფი-
ლიყო.
– ნაძლევს ვარ, ლანისპორტელი ყრუ ქალები ჩივიან, ეს რა გრუ-
ხუნიაო. გაგებული მქონდა, ვალდერ ფრეის თვალებმა უმტყუნა,
მაგრამ ყურებზეც თუ დედა ჰქონდა ნატირები, არავის უთქვამს.
არია მიხვდა, რომ ერჩივნა, დღე ყოფილიყო. მზის შუქზე, ქარიც
თუ იქნებოდა, დროშებს უკეთ დაინახავდა. სტარკების მგელსაზა-
რას მოძებნიდა, ან კერვინების ტაბარს თუ გლოვერების მუშტს. მაგ-
რამ ღამის სიბნელეში ყველა ფერი რუხად ჩანდა. წვიმა შენელდა და
თქორად იქცა, თითქმის ნისლად, მაგრამ ადრინდელი კოკისპირუ-
ლით დამბალი დროშები ჩვრებივით ეკიდა და ზედ ვერაფერს ამოი-
კითხავდი.
ბანაკისთვის გარშემო ურმები და ფორნები შემოევლოთ, თავ-
დასხმის საწინააღმდეგო უხეშ ხის ზღუდედ. მცველებმა მომავლები
აქ შეაჩერეს. ფარნის შუქზე, მათ სერჟანტს რომ ეჭირა, არიამ მისი
წითელი წვეთებით დაწინწკლული ღია-ვარდისფერი მოსასხამი გა-
არჩია. მის ჯარისკაცებს მკერდზე წურბელა-ლორდის გატყავებული

949
კაცი ეკერათ. სანდორ კლეგეინმა მათ იგივე მოუყვა, რაც წინამარ-
ბებს, მაგრამ ბოლტონის სერჟანტი სერ დონელ ჰაიზე კერკეტი კაკა-
ლი გამოდგა.
– შაშხი ლორდის ქორწილის შესაფერისი საჭმელი არაა, – წარ-
ბშეკვრით უთხრა კლეგეინს.
– მუჟუჟებიც მაქვს, სერ.
– ეგ სუფრისთვის არაა. ნადიმი სადაცაა, დამთავრდება. და მე
ჩრდილოელი ვარ, ვინმე ცინგლიანი სამხრეთელი რაინდი კი ნუ
გგონივარ.
– მითხრეს, მოურავი ნახე ან მზარეულიო...
– ციხესიმაგრე დახურულია. ლორდებს არ სურთ, შეაწუხონ. –
სერჟანტი დაფიქრდა, – შეგიძლია, საქეიფო კარვებთან დაცალო,
აი, იქ, – მან აბჯრიანი ხელით მიუთითა, – ელი ჯარისკაცებს აშიებს,
ბებერი ფრეი კი რამდენიმე ღორის ფეხს არ მოისაკლისებს. მაგის
საჭმელი კბილები მაინც არ აქვს და. სეჯკინსი იკითხე, იმას ეცოდი-
ნება, რა გიყოს, – ბრძანება გასძახა, მისმა ჯარისკაცებმა ერთი ურე-
მი გვერდზე გააგორეს და ფორანი გაატარეს.
ქოფაკმა ცხენები კარვებისკენ გარეკა. მათ ზედაც არავინ უყუ-
რებდა. ჩაუარეს ნაირფერი კარვების რიგს, მათი სველი აბრეშუმის
კალთები ჯადოსნური სანათებივით ელავდა შიგნით დანთებული
ფარნებისა და მაყლების შუქით: ვარდისფრად, ოქროსფრად და
მწვანედ ციალებდნენ, ზოლიანები, ნაყშებიანი თუ უჯრულები,
ფრინველებით და მხეცებით, სამკუთხედებით და ვარსკვლავებით,
ბორბლებით და იარაღებით მოხატულები. არიამ დაინახა ყვითელი
კარავი, ექვსი რკო რომ ეხატა: სამი რკოს ქვეშ ორი და მათ ქვეშ კი-
დევ ერთი. ლორდი სმოლვუდისააო, იცნო არიამ, გაახსენდა შო-
რეული რკოს დარბაზი და ქალბატონი, რომელმაც უთხრა, ლამაზი
ხარო.
950
მაგრამ ყოველ ელვარე აბრეშუმის კარავზე ორი თექის ან ტი-
ლოსი მოდიოდა, ისინი გაუმჭვირვალე და ჩაბნელებული იყვნენ. სა-
ყაზარმე კარვებიც მოჩანდა, რომლებიც ქვეითთა ოცეულსაც და-
იტევდა, მაგრამ სამი საქეიფო კარვის გვერდით ესენიც კი პატარე-
ბად მოჩანდნენ. როგორც ჩანდა, უკვე რამდენიმე საათი იყო, სვამ-
დნენ. არიას ესმოდა ხმამაღალი სადღეგრძელოები და თასების ჭა-
ხუნი, რომელსაც ბანაკის ჩვეული ხმებიც ერთვოდა: ცხენების ჭიხ-
ვინი და ძაღლების ყეფა, სიბნელეში გაგორებული ფორნების გრუ-
ხუნი, სიცილი და გინება, ფოლადისა და ხის ჯახანი და ჟღრიალი. ცი-
ხეს რომ მიუახლოვდნენ, მუსიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ
ამათ მიღმა უფრო ბოხი, უფრო ბნელი ხმა ისმოდა: მდინარე, მოდი-
დებული მწვანე კბილი ბუნაგში მჯდარი ლომივით ბრდღვინავდა.
არია აქეთ-იქით ტრიალებდა, ცდილობდა, ერთბაშად ყველა
მხარეს გაეხედა, მგელსაზარას ემბლემის, რუხ-თეთრი კარვის, ნაც-
ნობი სახის დანახვის იმედი ჰქონდა. მაგრამ ყველა, ვისაც კი ხედავ-
და, უცნობები იყვნენ. მიაჩერდა ლერწმებში ჩაცუცქულ კაცს, მაგ-
რამ ის ალბელი არ იყო. დაინახა, ნახევრად ჩაცმული გოგონა სიცი-
ლით გამოიქცა კარვიდან, მაგრამ ეს კარავი ცისფერი იყო და არა
რუხი, როგორც თავიდან მოეჩვენა; კაცს კი, გოგონას რომ გამოე-
დევნა, მკერდზე ტყის კატა ეხატა და არა მგელი. ხის ძირას ოთხი მო-
ისარი გასანთლულ ლარებს უმაგრებდა თავიანთ მშვილდებს, მაგ-
რამ ისინი მამამისის მოისრები არ ყოფილან. ბილიკი მაისტერმა გა-
დაუჭრათ, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა და გამხდარი იყო, მაისტე-
რი ლუვინი ვერ იქნებოდა. არიამ ტყუპებს ახედა, მათი მაღალი ფან-
ჯრები შიგნით ანთებული სინათლით ციალებდა. წვიმის ჯანღში კოშ-
კები საშიში და იდუმალი ჩანდნენ, ბებერი ნენის ზღაპრების ციხეე-
ბივით, მაგრამ ეს არ იყო ვინტერფელი.

951
ყველაზე მეტი ხალხი საქეიფო კარვებთან ირეოდა. შესასვლე-
ლის ფართო ფარდები აეკეცათ, კაცებს ყანწები და ტოლჩები დაეჭი-
რათ და შედი-გამოდიოდნენ, ზოგს ქალებიც ახლდნენ. არიამ შიგ-
ნით შეიხედა, ქოფაკმა სამიდან პირველს რომ ჩაუარა, და დაინახა,
ასობით კაცი მერხებზე ჩამომსხდარიყო ან თაფლუჭით, ელით და
ღვინით სავსე კასრებს ეხვეოდა. შიგნით გასავლელი ადგილიც არ
რჩებოდა, მაგრამ ეს არავის აწუხებდა. თბილად და მშრალად მაინც
იყვნენ. შეციებულ და სველ არიას მათი შურდა. ზოგი მღეროდა კი-
დეც. კარის გარშემო ნისლად დიოდა შიგნიდან გამომავალი სით-
ბოსგან ორთქლად ქცეული წვრილი წვიმა.
– გაუმარჯოს ლორდ ედმურს და ლედი როსლინს! – გაიგონა და-
ძახილი. ყველამ დალია და ვიღაცამ იყვირა: – გაუმარჯოს ჭაბუკ
მგელს და დედოფალ ჯეინს! დედოფალი ჯეინი ვინღააო, წამით და-
ინტერესდა არია. სერსეის გარდა ის არც ერთ დედოფალს არ იც-
ნობდა.
საქეიფო კარვების გარეთ საცეცხლე ორმოები იყო გათხრილი,
დაწნული ხისა და ტყავების მოუხეშავი ჩარდახები მათ წვიმისგან
იფარავდა – როცა პირდაპირ წვიმდა. მაგრამ ახლა მდინარიდან ქა-
რი უბერავდა და მათ ქვეშ შხეფები შეჰქონდა, რაც ცეცხლს აშიშხი-
ნებდა და აცეკვებდა. მსახურები ცეცხლის თავზე შამფურებზე წამო-
გებულ ხორცის ნაჭრებს ატრიალებდნენ. სუნმა არიას ნერწყვი მო-
ადინა. – არ გავჩერდეთ? – ჰკითხა კლეგეინს, – ამ კარვებში ჩრდი-
ლოელები არიან, – იცნო მათი წვერები, მათი სახეები, დათვისა და
სელაპის ტყავების მოსასხამები, სადღეგრძელოების ნაწყვეტები და
სიმღერები, რომლებსაც მღეროდნენ: კარსტარკები, ამბერები და
მთიელები, – ნამდვილად, ვინტერფელელებიც იქნებიან, – მამამი-
სის ხალხი, ჭაბუკი მგლის ხალხი, სტარკის მგელსაზარები.
– შენი ძმა ციხესიმაგრეში იქნება, – უთხრა მან, – და დედაშენიც.
952
გინდა იმათთან თუ არა?
– კი, – მიუგო მან, – და სეჯკინსი? – სერჟანტმა უთხრათ, სეჯკინ-
სი იკითხეთო. – სეჯკინსმა ცხელი ასტამი ითხაროს ტრაკში, – კლე-
გეინმა შოლტი გაიქნია და ნელ წვიმაში ცხენის ფერდს გაუტკაცუნა,
– მე შენი წყეული ძმა მჭირდება.
კეტლინი
დოლები გუგუნებდნენ, გუგუნებდნენ, გუგუნებდნენ, და კეტლინ-
საც თავი უგუგუნებდა. სტვირები კვნესოდნენ და ფლეიტები მოთ-
ქვამდნენ დარბაზის ბოლოში მუსიკოსების აივნიდან. ვიოლინოები
წრიპინებდნენ, საყვირები ჭექდნენ, გუდასტვირები გამკინავად წი-
ოდნენ, მაგრამ ყველაფერს დოლების ხმა სჭარბობდა. ხმები ჭერის
კოჭებიდან ირეკლებოდა, სტუმრები კი ჭამდნენ, სვამდნენ და ერ-
თმანეთს გადასძახოდნენ. ვალდერ ფრეი ყრუ იყო, ამას მუსიკას თუ
ეძახდა. კეტლინი ღვინოს წრუპავდა და უყურებდა, ჟღარუნა როგორ
კუნტრუშებდა „ელისანის“ ჰანგზე. სავარაუდოდ, ეს „ელისანი“ იყო,
თუმცა, ამ დამკვრელების ხელში, ასევე იოლად შეიძლებოდა,
„დათვი და მზეთუნახავი“ ყოფილიყო.
გარეთ ჯერ კიდევ წვიმდა, მაგრამ ტყუპებში ცხელი და ჩახუთული
ჰაერი იდგა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და კედლის შანდლებში
ჩამაგრებული ჩირაღდნები ბოლავდა. თუმცა მხურვალება მეტწი-
ლად ქორწილის სტუმართა სხეულებისგან მოდიოდა – ისინი ისე
მჭიდროდ ჩამსხდარიყვნენ მერხებზე, რომ ყველა, ვინც კი თასის
აწევას მოისურვებდა, მეზობელს მუჯლუგუნით უმასპინძლდებოდა.
შემაღლებულზეც კი იმაზე უფრო ვიწროდ ისხდნენ, ვიდრე კეტ-
ლინი ინდომებდა. თავად სერ რაიმან ფრეისა და რუს ბოლტონს შო-
რის იჯდა და ორივეს მჭახე სუნებს იტანდა. სერ რაიმანი ისე სვამდა,
თითქოს ვესტეროსში ამის მეტი ღვინო აღარ რჩებოდა, და ყველა-

953
ფერი, რაც შეესვა, იღლიების ქვეშ ოფლად სდიოდა. ეტყობა, ლიმო-
ნის წყალში ებანავა, მაგრამ ამდენ ოფლს ვერა ლიმონი ვერ გადა-
ფარავდა. რუს ბოლტონს უფრო მოტკბო სუნი ასდიოდა, მაგრამ
არანაკლებ უსიამო. ღვინის ან თაფლუჭის ნაცვლად ჰიპოკრასს
სვამდა და ცოტას ჭამდა.
კეტლინს არ უკვირდა, ლორდი უმადოდ რომ იყო. საქორწილო
სუფრა წყალწყალა პრასის წვნიანით დაიწყო, მას მოჰყვა ბარდის,
ხახვისა და ჭარხლის სალათი, ნუშის რძეში მოხარშული მდინარის
ქარიყლაპია, თალგამის პიურეს მთები, რომელიც სუფრაზე მოტა-
ნამდე გაცივებულიყო, ხბოს ტვინის ლაბა და საქონლის ძარღვიანი
ხორცი. ეს მეფის სუფრაზე დასადები საჭმელი არ იყო, ხბოს ტვინმა
კი კეტლინს ლამის გული აურია. მაგრამ რობი უდრტვინველად ჭამ-
და მირთმეულს, ძმა კი ისე იყო გართული თავისი პატარძლით, რომ
ყურადღებას სხვას არაფერს აქცევდა. ვერავინ იფიქრებდა, ედმურ-
მა რივერანიდან ტყუპებამდე მთელი გზა როსლინზე რომ იწუწუნა.
ცოლ-ქმარი საერთო თეფშიდან მიირთმევდნენ, საერთო თასიდან
სვამდნენ და ყლუპებს შორის მორიდებულად კოცნიდნენ ერთმა-
ნეთს. კერძების დიდ წილს ედმური ხელის გაქნევით იშორებდა.
კეტლინი ამის გამო ვერ დაადანაშაულებდა. თვითონ სულ არ ახ-
სოვდა, რას მიირთმევდნენ მის საკუთარ ქორწილში.
გემო თუ გავუსინჯე მაშინ რამეს? თუ მთელი ის ხანი ნედის სახეს
ვუცქერდი და ვფიქრობდი, ნეტავ, რა კაცია-მეთქი?
საბრალო როსლინს ცოტა არ იყოს, გაყინული, თითქოს სახეზე
მიკერებული ღიმილი ჰქონდა. ქორწინების ცერემონიალმა უკვე
ჩაიარა, მაგრამ ჩაწვენა ჯერ კიდევ წინ იყო. უეჭველია, ისიც ისეა
თავზარდაცემული, როგორც მე ვიყავი. რობი ელიქს ფრეისა და ქე-
რა ვალდას შორის იჯდა, საქორწილოდ მოწიფულ ორ ფრეი ასულს
შორის. იმედია, საქორწილო ლხინზე ჩემს ასულებთან ცეკვას არ
954
იუარებო; ეს ბებერ გულს გამიხალისებდაო, უთხრა რობს ვალდერ
ფრეიმ. თუ ასეა, მაშინ ახლა ძლიერ გახალისებული უნდა ყოფილი-
ყო: რობმა თავისი ვალი მეფური ხელგაშლილობით აღასრულა. მან
იცეკვა ორივე გოგონასთან, ედმურის პატარძალთან და მერვე ლე-
დი ფრეისთან, ქვრივ ემისთან და რუს ბოლტონის ცოლთან, სქელ
ვალდასთან, მუწუკიან ტყუპებთან, სერასა და სარასთან და შირის-
თანაც კი, ლორდ ვალდერის უმცროს ასულთან, რომელიც ექვს
წელზე მეტის არ იქნებოდა. კეტლინი ფიქრობდა, ნეტავ გადასალა-
ხის ლორდი კმაყოფილი დარჩება თუ მიზეზს იპოვის და ჩივილს
მოჰყვება იმ გოგონების გამო, რომლებსაც მეფესთან ცეკვა არ ერ-
გოთო. – შენი დები ძლიერ კარგად ცეკვავენ, – უთხრა სერ რაიმან
ფრეის, ყურადღება რომ გამოეჩინა.
– ისინი ჩემი მამიდები და ბიძაშვილები არიან, – სერ რაიმანი
ისევ ღვინოს დაეწაფა, ოფლი ლოყაზე ჩამოუყვა და წვერებში ჩაეწუ-
რა.
უჟმური კაცია და თან მთვრალიაო, გაიფიქრა კეტლინმა. მოს-
ვლა-გვიანმა ლორდმა ფრეიმ იქნებ კიდევაც იძუნწა სტუმრების გა-
მოკვებისას, მაგრამ სასმელი არ დანანებია. ელის, ღვინისა და თაფ-
ლუჭის ღვარი ტყუპებს შორის მდინარი ნაკადივით უხვად იღვრებო-
და. მთვრალი დიდჯონი უკვე თავშეუკავებლად როხროხებდა,
ლორდ ვალდერის ძე მერეტი მას ტოლს არ უდებდა სმაში, მათ აყო-
ლილი სერ ვეილენ ფრეი კი უკვე უგონოდ დამთვრალიყო. კეტლინს
ერჩივნა, ლორდ ამბერს ფხიზლად ყოფნა გადაეწყვიტა, მაგრამ
დიდჯონისთვის გინდ გეთქვა, არ დალიოო, გინდ მოგეთხოვა, რამ-
დენიმე საათი არ ისუნთქოო.
პატარა ჯონ ამბერი და რობინ ფლინტი რობის სიახლოვეს ის-
ხდნენ, ქერა ვალდასა და ელიქსის აქეთ-იქით. არც ერთი არ სვამდა:

955
პატრეკ მალისტერთან და დენსი მორმონტთან ერთად ისინი ამ სა-
ღამოს მეფის მცველები იყვნენ. ქორწილის ლხინი ბრძოლის ველი
არაა, მაგრამ მთვრალ კაცებს შორის ფათერაკი ყოველთვის მოსა-
ლოდნელია, მეფე კი დაცვის გარეშე არასოდეს უნდა რჩებოდეს.
კეტლინს ეს ახარებდა, კიდევ უფრო მეტად კი ახარებდა კედელზე
დაკიდებული ხმლიანი ყაწიმები. კაცს ხბოს ტვინის ლაბის გასაჭრე-
ლად ორლესული არაფრად სჭირდება.
– ყველას ეგონა, მილორდი ქერა ვალდას აირჩევდა, – ყვირი-
ლით ეუბნებოდა ლედი ვალდა ბოლტონი სერ ვენდელს, მუსიკის
ხმა რომ გადაეფარა. სქელი ვალდა მრგვალი, ვარდისფერი მსუქანა
იყო, ბაცი ცისფერი თვალები, რბილი ყვითელი თმა და უზარმაზარი
მკერდი ჰქონდა, მაგრამ მთრთოლვარე წრიპინით ლაპარაკობდა.
ძნელი იყო, წარმოგედგინა იგი დრედფორტში, თავისი ვარდისფერი
მაქმანებითა და წითური ქურქის მოსასხამით, – მაგრამ მილორდ
პაპამ რუსს მზითვად მისი საცოლის წონა ვერცხლი შესთავაზა და
მილორდ ბოლტონმა მე ამირჩია, – გოგომ რომ გაიცინა, ნიკაპი აუ-
თამაშდა, – მე ქერა ვალდაზე ექვსი ზოდით მეტს ვიწონი, მაგრამ
პირველად მოხდა, ეს ამბავი რომ გამიხარდა. ახლა მე ლედი ბოლ-
ტონი ვარ, ჩემი ბიძაშვილი კი ჯერაც გასათხოვარია, თუმცა მალე
ცხრამეტის გახდება. საწყალი.
კეტლინი ხედავდა, რომ დრედფორტის ლორდი მის ლაქლაქს
აინუნშიაც არ აგდებდა. დროდადრო რამე კერძს გემოს გაუსინჯავ-
და, მოკლე და ღონიერი თითებით პურს წაიტეხდა, მაგრამ ამით
გართული როდი იყო. ლხინი რომ დაიწყო, ბოლტონმა ლორდ ვალ-
დერის შვილიშვილების სადღეგრძელო დალია და ხაზგასმით აღ-
ნიშნა, რომ ვალდერი და ვალდერი მისი ბუში ძის მფარველობის
ქვეშ იმყოფებოდნენ. ბერიკაცმა ისე გადახედა მას და ისე ააცმაცუნა
პირი, რომ კეტლინი მიხვდა, უთქმელი მუქარა გაიგოო.
956
ნეტავ, თუ ყოფილა როდისმე ამაზე უფრო სევდიანი ქორწილიო,
გაიფიქრა, მაგრამ მერე თავისი საბრალო სანსა და ჭინკასთვის მისი
მითხოვება გაახსენდა. ჰფარავდეს დედა, მას ხომ ასე სათუთი ბუნე-
ბა აქვს. სიცხე, კვამლი და ხმაური ცუდად ხდიდა. აივანზე მსხდომ
მუსიკოსთა გუნდი მრავალრიცხოვანი და ხმამაღალი იყო, მაგრამ
დიდად ოსტატურად ვერ უკრავდნენ. კეტლინმა ისევ მოსვა ღვინო
და პაჟს ნება მისცა, მისი თასი შეევსო. რამდენიმე საათიც და, ეს სა-
შინელება დასრულდება. ხვალ ამ დროს რობი უკვე მორიგი ბრძო-
ლისკენ იქნება წასული, ამჯერად მოათ კაილინისკენ გაილაშქრებს
რკინელებზე. უცნაურია, ამის მოლოდინი ლამის შვებად რომ ეჩვე-
ნებოდა. იგი მოიგებს ამ ბრძოლას. ის ყველა ბრძოლაში იმარჯვებს,
რკინის კუნძულელები კი მეფის გარეშე არიან დარჩენილი. თანაც,
ნედმა ძე კარგად გაწვრთნა. დოლები გუგუნებდნენ. ჟღრიალამ ისევ
ჩაუკუნტრუშა გვერდით, მაგრამ მუსიკა ისე ხმამაღლა უკრავდა, მი-
სი ზანზალაკების წკრიალი არც გაუგონია.
ღრიანცელში უცებ ორი ძაღლის ღრენა გაისმა, ხორცის ნაგლე-
ჯის გამო ერთმანეთს რომ შებმოდნენ. ცხოველები ღრენით და კბე-
ნით გაგორდნენ იატაკზე, მათ გარშემო კი მხიარული ღრიალი ატ-
ყდა. ვიღაცამ მათ ელი გადაავლო და ძაღლებიც ერთმანეთს მოს-
წყდნენ. ერთი კოჭლობით გაემართა შემაღლებისკენ. ლორდმა
ვალდერმა უკბილო პირით ხრინწიანად გაიცინა, როცა სველმა ძაღ-
ლმა ტანი შეიბერტყა და მის სამ შვილიშვილს ელი და ბეწვები შე-
აწუწა.
ძაღლების დანახვამ კეტლინს ისევ რუხი ქარი ანატრებინა, მაგ-
რამ რობის მგელსაზარა არსად ჩანდა. ლორდმა ვალდერმა მისი
დარბაზში შემოშვება აკრძალა.
– მაგ ველურ მხეცს ადამიანის ხორცი უყვარსო, ასე გავიგე, ჰეჰ,

957
– თქვა ბერიკაცმა, – ყელების ფატვრა იცისო. ჩემი როსლინის ქე-
იფზე ეგეთ ნადირს არ შემოვუშვებ, თან ქალებთან და ბავშვებთან,
ჩემს უმანკო არსებებთან.
– რუხი ქარი მათ არაფერს დაუშავებს, მილორდ, – შეედავა რო-
ბი, – ჩემ გვერდით იქნება.
– მაშინაც შენ გვერდით იყო, კარიბჭესთან, ჰო? მგელმა ხომ შე-
უტია ჩემს შვილიშვილებს, შენს შესახვედრად რომ მყავდა გამოშვე-
ბული? ეგ ყველაფერი გავიგე, ნუ გგონია, რომ არა, ჰეჰ.
– არავისთვის არაფერი დაუშავებია.
– არ დაუშავებიაო, მეფე ამბობს? არა? პეტირი ხომ ჩამოვარდა
ცხენიდან? ჩამოვარდა. ერთი ცოლი მასე მომიკვდა, ჩამოვარდნით,
– მან პირი ააცმაცუნა, – თუ ის რომელიღაც ბოზი იყო? ბუში ვალდე-
რის დედა, ჰო, ახლა გამახსენდა. ცხენიდან გადმოვარდა და კისერი
მოიტეხა. რას იზამდა თქვენი მოწყალება, პეტირს კისერი რომ მო-
ეტეხა, ჰეჰ? შვილიშვილის მაგივრად ისევ ბოდიშს მომართმევდი?
არა, არა, არა. შეიძლება, მეფე ხარ, მე არ ვამბობ, რომ არ ხარ,
ჩრდილოეთის მეფე, ჰეჰ, მაგრამ ჩემს ჭერქვეშ ჩემი წესებია. ან მგე-
ლი, ან ქორწილი. ორივეს ვერ მიიღებ. კეტლინი ხვდებოდა, რომ მი-
სი შვილი გააფთრებული იყო, მაგრამ, რამდენადაც მოახერხა, თა-
ვაზიანად დამორჩილდა. ლორდი ვალდერი თუ ინებებს, მატლებში
ჩათუშული ყვავი მომართვას, შევჭამ და დამატებას მოვითხოვო,
უთხრა დედას. და ასეც მოიქცა.
დიდჯონმა მაგიდის ქვეშ ლორდ ვალდერის კიდევ ერთი უგონოდ
მთვრალი ნაშიერი გაშოტა, ამჯერად – პეტირ მუწუკა. ბიჭი დიდჯო-
ნის მესამედიც ვერ იქნება, სხვას რას მოელოდა? ლორდმა ამბერმა
პირი მოიწმინდა, ადგა და სიმღერა დაიწყო: – დათვი იყო ერთი,
დათვი, დათვი! მურა დათვი, ბანჯგვლიანი დათვი, – ხმა ცუდი არ
ჰქონდა, თუმცა სასმელისგან ცოტათი ჩახრინწვოდა. საუბედუროდ,
958
მევიოლინეები, მედოლეები და მეფლეიტენი ზემოთ „გაზაფხულის
ყვავილებს“ უკრავდნენ, რომლის ჰანგიც „მზეთუნახავის და დათ-
ვის“ სიტყვებს ისე უხდებოდა, როგორც, ვთქვათ, ლოკოკინა და ფა-
ფიანი ჯამი უხდება ერთმანეთს. ამ ღრიანცელზე საწყალმა ჟღარუ-
ნამაც კი ყურები დაიცო.
რუს ბოლტონმა რაღაც ისე ჩუმად ჩაიბუტბუტა, რომ კეტლინმა
ვერ გაიგო, და საპირფარეშოსკენ გასწია. გადაჭედილ დარბაზში გა-
მუდმებით მოძრაობდნენ სტუმრები და მსახურები. კეტლინმა იცო-
და, მეორე ციხეშიც ნადიმი გუგუნებდა, იქ რაინდებისთვის და უფრო
მომცრო ლორდებისთვის გაეშალათ სუფრა. ლორდმა ვალდერმა
თავისი უკანონო შვილები და მათი ჩამომავლები მდინარის გადაღ-
მა გახიზნა, ამიტომაც რობის ჩრდილოელები იქითა სუფრას „ბუშე-
ბის ქეიფად“ მოიხსენიებდნენ. უეჭველია, ზოგი სტუმარი უჩუმრად
იქით მიიპარებოდა, რომ შეემოწმებინა, ბუშები ჩვენზე უკეთეს
დროს ხომ არ ატარებენო. ზოგმა შეიძლება, ბანაკშიც კი ჩაისეირნა.
ფრეიებმა ფორნებით მოზიდეს ღვინო, ელი და თაფლუჭი, რათა უბ-
რალო ჯარისკაცებსაც ედღეგრძელებინათ რივერანისა და ტყუპების
შეუღლება.
რობი ბოლტონის ცარიელ სკამზე ჩამოჯდა.
– რამდენიმე საათიც და, ეს ფარსი გასრულდება, დედა, – უთხრა
ჩუმად, დიდჯონი კი თაფლისთმიან გოგონაზე გასძახოდა სიმღერას,
– შავი ვალდერი, ამ ერთხელ მაინც, კრავივით თვინიერად იქცე-
ოდა. და, როგორც ჩანს, ძია ედმურს თავისი ცოლი ძალიანაც მოს-
წონს, – დედის მეორე მხარეს მჯდომი კაცისკენ გადაიხარა, – სერ
რაიმან? სერ რაიმან ფრეიმ თვალები აახამხამა.
– სირ, დიახ?
– მინდოდა, ოლივარისთვის მეთხოვა, საჭურველთმტვირთვე-
ლად გამომყოლოდა, ჩრდილოეთისკენ რომ გავწევდი, – უთხრა
959
რობმა, – მაგრამ აქ ვერსად ვხედავ. მეორე ქეიფზე ხომ არ არის?
– ოლივარი? – სერ რაიმანმა თავი გაიქნია, – არა. ოლივარი
არა. წავიდა... ციხეებიდან. საქმეებზე.
– გასაგებია, – რობმა ეს ისე თქვა, რომ გულისხმობდა, არაფე-
რიც არ იყო გასაგები. რაკი სერ რაიმანმა აღარაფერი უთხრა, მეფე
წამოდგა, – იცეკვებ, დედა? – მადლობა, მაგრამ არა, – ცეკვაღა აკ-
ლდა, თავი ისედაც უგუგუნებდა, – ნამდვილად, ლორდ ვალდერის
რომელიმე ასული სიამოვნებით გეცეკვება.
– ო, რასაკვირველია, – ბედს დამორჩილებული კაცივით გაიღი-
მა რობმა.
მუსიკოსები ახლა „რკინის შუბებს“ უკრავდნენ, დიდჯონი კი „ჯა-
ნიან ბიჭს“ მღეროდა. ნეტავ, ვინმემ ერთმანეთს გააცნოს ისინი, მა-
შინ შეიძლება უფრო შეთანხმებულად ეხმაურათ. კეტლინი ისევ სერ
რაიმანს მიუბრუნდა.
– მსმენია, თქვენი ერთი ბიძაშვილი მომღერალია.
– ელისანდერი. საიმონდის ვაჟი. ელიქსი მისი დაა, – მან თასი
ასწია და იქით მიათითა, სადაც ელიქსი რობინ ფლინტს ეცეკვებო-
და.
– ამ საღამოს ელისანდერი დაგვიკრავს?
სერ რაიმონდმა გამოხედა.
– არა. წასულია, – შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და წამოხტა, –
ბოდიში, მილედი. ბოდიში მომითხოვია, – კეტლინმა თვალი გააყო-
ლა კარისკენ ბარბაცით მიმავალს. ედმური როსლინს კოცნიდა და
ხელს ხელზე უჭერდა. მოშორებით დარბაზში სერ მარქ პაიპერი და
სერ დანველ ფრეი სმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, კოჭლმა ლო-
თარმა რაღაც სასაცილო უთხრა სერ ჰოსტინს, რომელიღაც ჭაბუკი
ფრეი სამი ხანჯლით ჟონგლიორობდა აკისკისებული გოგონების წი-
ნაშე, ჟღარუნა კი იატაკზე იჯდა და თითებიდან ღვინოს იწუწნიდა.
960
მსახურებმა წვნიანი ვარდისფერი ბატკნის მწვადით დახვავებული
უზარმაზარი ვერცხლის სინები შემოიტანეს – ამ საღამოს ყველაზე
გემრიელი კერძი ეს ჩანდა. რობმა კი დეისი მორმონტი საცეკვაოდ
გაიწვია. ჯაჭვის პერანგის ნაცვლად კაბა როცა ეცვა, ლედი მეგის
უფროსი ასული მომხიბვლელი იყო: მაღალი და თხელი, მოგრძო
სახეს მორცხვი ღიმილი უსხივოსნებდა. საამო იყო დანახვა, რომ
გოგონა საცეკვაო მოედანზეც ისევე მოხდენილად მოძრაობდა, რო-
გორც სავარჯიშო ეზოში. ნეტავ, ლედი მეგიმ ყელს უკვე თუ მიაღწია-
ო, გაიფიქრა კეტლინმა. მან თავისი სხვა ასულები თან წაიყოლა,
რობის თანამებრძოლმა დეისიმ კი მის გვერდით დარჩენა არჩია.
რობს დაჰყვა მამის ნიჭი, თავისიანების ერთგულება მოიხვეჭოს.
ოლივარ ფრეიც თავდადებული იყო მისი ძისთვის. რობმა ხომ თქვა,
რომ ოლივარს მასთან უნდოდა დარჩენა მას მერეც კი, ჯეინი რომ
შეირთო.
თავის შავ მუხის კოშკებს შორის მჯდარმა გადასალახის ლორ-
დმა დალაქავებული ხელები ერთმანეთს შემოჰკრა. ტაშის ხმა ისე
სუსტი იყო, რომ შემაღლებულზე მჯდომებმაც კი ძლივს გაიგონეს.
მაგრამ სერ ეინისმა და სერ ჰოსტინმა დაინახეს და მაგიდაზე თასე-
ბის ბრახუნს მოჰყვნენ. მათ კოჭლი ლოთარი აჰყვა, შემდეგ – მარქ
პაიპერი, სერ დანველი და სერ რაიმუნდი. მალე თითქმის ყველა
სტუმარი აბრახუნებდა. საბოლოოდ აივანზე მჯდარმა მუსიკოსებმაც
კი შენიშნეს და წრიპინი, გუგუნი, სტვენა მიწყდა.
– თქვენო მოწყალებავ, – დაუძახა ლორდმა ვალდერმა რობს, –
სეპტონმა ლოცვები წარმოთქვა, საჭირო სიტყვები ითქვა და ლორ-
დმა ედმურმა ჩემი ძვირფასი გოგონა თევზის მოსასხამში გაახვია,
მაგრამ ისინი ცოლ-ქმარი ჯერ არ არიან. ხმალს ქარქაში უნდა, ჰეჰ,
ქორწილს კი – ერთად წოლა. რას იტყვის ჩემი ბატონი? მეთანხმები,
რომ უნდა ჩავაწვინოთ?
961
ვალდერ ფრეის ოციოდე შვილი და შვილიშვილი ისევ თასების
ბრახუნს მოჰყვა და აყვირდა:
– ლოგინში! ლოგინში! ლოგინში ეგენი!
როსლინი გადაფითრდა. ნეტავ, ქალწულობის დაკარგვა აში-
ნებს თუ თავად ჩაწვენის წესიო, გაიფიქრა კეტლინმა. იმდენი და-ძმა
ეხვია, რომ ნამდვილად უნდა სცოდნოდა, რაც ელოდა, მაგრამ სულ
სხვაა, როცა შენ თავად ხარ ჩასაწვენი. კეტლინს ქორწილის ღამეს
იორი კასელმა კაბა შემოახია, ისე ჩქარობდა მის გახდას, მთვრალი
დესმონდ გრელი კი ყოველ უხამს ხუმრობაზე ბოდიშებს უხდიდა და
მაშინვე უარესად ხუმრობდა. ლორდმა დასტინმა შიშველი რომ და-
ინახა, ნედს უთხრა, ამის შემხედვარე ინატრებ, ნეტა, ძუძუს არასო-
დეს მოვეწყვიტეთო. საბრალო, გაიფიქრა კეტლინმა. იგი ნედთან
ერთად გაემართა სამხრეთში და უკან აღარ დაბრუნებულა. ამ დარ-
ბაზში მჯდომი რამდენი კაცი მოკვდება, სანამ წელიწადი ჩათავდე-
ბოდეს? ალბათ, ძალიან ბევრი.
რობმა ხელი ასწია.
– თუ ფიქრობ, რომ დროა, ლორდო ვალდერ, რასაკვირველია,
უნდა ჩავაწვინოთ. ამას მოწონების ღრიალი მოჰყვა. აივანზე მჯდარ-
მა მუსიკოსებმა ისევ მოიმარჯვეს საკრავები და დაუკრეს: „დედო-
ფალმა ფაჩუჩები გაიძრო, მეფემ კი გვირგვინი მოიხადა“. ჟღარუნა
ხტუნვით ინაცვლებდა ფეხს და გვირგვინი უწკრიალებდა. – ასე გა-
მიგია, ტალის გვარის კაცებს ფეხებს შორის ჭუჭუს ნაცვლად კალმა-
ხი აქვთო, – თამამად დაიძახა ელიქს ფრეიმ, – ნეტა, ჭიებით უნდა
გამოზარდო? ამაზე სერ მარქ პაიპერმა მიუგო:
– მე კი მსმენია, ფრეის ქალებს ერთის ნაცვლად ორი შესასვლე-
ლი აქვთო! – დიახ, მაგრამ შენნაირი წვრილფეხობისთვის ორივე
ჩარაზულია, – არ დაიბნა ელიქსი.
ამას ყურისწამღები ხარხარი მოჰყვა, სანამ პატრეკ მალისტერი
962
მაგიდაზე არ აძვრა და ედმურის ცალთვალა თევზის სადღეგრძელო
არ ასწია.
– თან რა მძლავრი ქარიყლაპიაა! – გამოაცხადა მან.
– არაფერიც, ალბათ ერთი ლიფსიტაა! – წამოიძახა კეტლინის
გვერდით მჯდომმა სქელმა ვალდამ. და ისევ ატყდა საერთო ყვირი-
ლი, ლოგინში, ლოგინში ეგენიო. სტუმრები შემაღლებას მოაწ-
ყდნენ, ყველაზე წინ, როგორც ყოველთვის, ყველაზე მთვრალები
მოიწევდნენ. კაცები და ბიჭები როსლინს შემოეხვივნენ და ჰაერში
აიტაცეს, ხოლო ასულებმა და დედებმა ედმური წამოაყენეს და ტან-
საცმელს ქაჩავდნენ. ნეფე იცინოდა და მათ უხამს ხუმრობებს უბრუ-
ნებდა, მაგრამ მუსიკა ისე ხმამაღალი იყო, კეტლინს მისი სიტყვები
არ ესმოდა. თუმცა დიდჯონის ხმა გაიგონა. – აქეთ მოიყვათ ეგ პა-
ტარძალი, – იღრიალა მან, სხვა კაცებს გადაასწრო და როსლინი
მხარზე შეიგდო, – ერთი ამ პაწიას დახედეთ! ზედ ხორცი სულ არ
აქვს! კეტლინს გოგონა შეებრალა. პატარძლები, როგორც წესი,
ცდილობდნენ, თავადაც ეხუმრათ ან თავს ისე მაინც აჩვენებდნენ,
თითქოს მოსწონდათ, რაც ხდებოდა, მაგრამ როსლინი შიშს გაექვა-
ვებინა, დიდჯონს ისე იყო ჩაფრენილი, თითქოს ეშინოდა, არ დამაგ-
დოსო. ტირის კიდეცო, მიხვდა კეტლინი, მარქ პაიპერი კი ამ დროს
პატარძალს ცალ ფეხსაცმელს ხდიდა. იმედა, ედმური ნაზად მოეპ-
ყრობა ამ საბრალო ბავშვს. მხიარული, უხამსი სიმღერა ჯერაც იღ-
ვრებოდა აივნიდან: დედოფალი ახლა ქვედაკაბას იხდიდა, მეფე კი
– პერანგს.
კეტლინმა იცოდა, რომ თავადაც ძმას შემოხვეულ ქალებს შო-
რის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე მხოლოდ ხალისს წაუხდენდა მათ.
რა-რა და, უხამსობის ხასიათზე არ იყო. ედმური შეუნდობს, უეჭვე-
ლია: ბევრად უფრო სახალისოა, ახურებულმა და მოკისკისე ფრეი-

963
ებმა გაგაშიშვლონ და ჩაგაგდონ საწოლში, ვიდრე მწუხარე, მგლო-
ვიარე დამ.
ნეფე-პატარძალი დარბაზიდან გაიტანეს, უკან გაფანტული ტან-
საცმლის კვალი მისდევდათ. კეტლინმა დაინახა, რომ რობიც დარ-
ჩენილიყო. ვალდერ ფრეი ისე შარიანი იყო, შეიძლება, ამაში თავი-
სი ასულის შეურაცხყოფა დაენახა. უნდა ჩართულიყო როსლინის
ჩაწვენის საქმეში, მაგრამ მე განა მაქვს უფლება, ეს ვუთხრა? კეტ-
ლინი დაიძაბა, მაგრამ მერე დაინახა, რომ სხვებიც დარჩენილიყ-
ვნენ. მაგიდაზე თავჩამოდებულ პეტირ მუწუკას და სერ ვეილენ ფრე-
ის ისევ ეძინათ. მერეტ ფრეი მორიგ თასს ივსებდა ღვინით, ჟღარუნა
კი გარშემო დაბოდიალებდა და წასულების თეფშებიდან ლუკმებს
იპარავდა. სერ ვენდელ მანდერლი ვნებიანად შებმოდა ბატკნის
კანჭს. და, რასაკვირველია, ლორდი ვალდერიც დარჩენილიყო, ის
ხომ დახმარების გარეშე სკამიდანაც ვერ ადგებოდა. თუმცა ბერიკა-
ცი ალბათ მოელოდა, რომ რობი წავიდოდა. კეტლინს ლამის ესმო-
და, ბერიკაცი როგორ კითხულობდა, მის მოწყალებას რად არ ნე-
ბავს, ჩემი ასული გაშიშვლებული ნახოსო. დოლები ისევ გუგუნებ-
დნენ. გუგუნებდნენ, გუგუნებდნენ.
დენსი მორმონტი, რომელიც კეტლინის გარდა დარბაზში დარ-
ჩენილი ერთადერთი ქალი ჩანდა, ედვინ ფრეის უკნიდან მიუახ-
ლოვდა, მსუბუქად შეეხო მკლავზე და რაღაც უთხრა ყურში. ედვინი
უცნაური სიუხეშით დაუსხლტა.
– არა, – წარმოთქვა ძალიან ხმამაღლა, – ამჯერად ცეკვებს მოვ-
რჩი.
დენსი გაფითრდა და შებრუნდა. კეტლინი ნელა წამოდგა. რა
მოხდა მის თვალწინ? ეჭვმა გაუგმირა გული, რომელიც წუთით ადრე
მხოლოდ დაქანცულობას შეეპყრო. არაფერია, სცადა თავის დარ-

964
წმუნება, შეშის გროვაში გრუმკინებს ხედავ, ბებერი და სულელი ქა-
ლი გახდი, მწუხარებამ და შიშმა ჭკუა დაგაკარგვინა. მაგრამ, ეტყო-
ბა, სახე შეეცვალა. ეს სერ ვენდელ მანდერლიმაც კი შენიშნა, – რა-
მე მოხდა? – ჰკითხა, ხელებში ბატკნის კანჭი ეჭირა. კეტლინს არ
უპასუხნია, ისე გასწია ედვინ ფრეისკენ. აივანზე მსხდომმა დამკვრე-
ლებმა, როგორც იყო, მეფე და დედოფალი ტიტლიკანები დატოვეს.
წამითაც არ შეყოვნებულან, ისე წამოიწყეს სულ სხვაგვარი სიმღე-
რა. სიტყვებს არავინ მღეროდა, მაგრამ კეტლინმა იცნო „კასტამი-
რის წვიმები“, ჰანგი რომ ჩაესმა. ედვინი კარისკენ გაეჩქარა. კეტ-
ლინმა უფრო სწრაფად მისდია, მუსიკა მიერეკებოდა. ექვსი სწრაფი
ნაბიჯით დაეწია. და ვითომ ვინ ხარ, აღმოთქვა ლორდმა, რომ ასე
მდაბლად თავი დაგიკრა? ედვინს მკლავში ჩაავლო ხელი, რომ მო-
ებრუნებინა, და გაშრა, როცა აბრეშუმის სახელოს ქვეშ რკინის
რგოლები იგრძნო.
კეტლინმა ისე მძლავრად შემოჰკრა, რომ ტუჩი გაუხეთქა. ოლი-
ვარ, გაიფიქრა, და პერვინ, ელისანდერი, არავინ არაა. როსლინი კი
ტიროდა...
ედვინ ფრეიმ გვერდზე მიაგდო. მუსიკამ ყველა სხვა ხმა გადაფა-
რა, იმგვარად სხლტებოდა კედლებიდან, გეგონებოდა, თავად ქვები
უკრავენო. რობმა ედვინს მრისხანედ შეხედა და დაიძრა, რომ მის-
თვის გზა გადაეღობა... და უეცრად შებარბაცდა, გვერდიდან ისარი
რომ გამოეზარდა, ზუსტად მხრის ქვეშ. თუ წამოიძახა კიდეც, მისი
ხმა სტვირების, საყვირების და ვიოლინოების ღრიანცელმა ჩაახშო.
კეტლინმა დაინახა, მეორე ისარი ფეხში რომ გაეწონა, დაინახა, რო-
გორ დაეცა. აივანზე მდგარი მუსიკოსების ნახევარს დოლების და
ჩანგების ნაცვლად ხელში არბალეტები ეჭირა. კეტლინი შვილისკენ
გაექანა, მაგრამ რაღაც ეძგერა წელზე და ქვის მაგარი იატაკი ამო-
ქანდა, სახეში მიერტყა.
965
– რობ! – იკივლა. დაინახა, პატარა ჯონმა ამბერმა მაგიდა ხარი-
ხებს ააცალა. არბალეტის ისრები ყრუდ შეეჯახნენ ხეს: ერთი, ორი,
სამი, პატარა ჯონმა მეფეს რომ დააფარა იგი. რობინ ფლინტს ფრეი-
ები შემოხვეოდნენ, მათი მახვილები ჰაერში აღიმართებოდა და
ეცემოდა. სერ ვენდელ მანდერლი მძიმედ წამოიწია ფეხზე, ბატკნის
კანჭი ისევ ხელში ეჭირა. დაღებულ პირში ქეიბური გაერჭო და კის-
რიდან გამოეჩარა. სერ ვენდელი წინ გადმოქანდა, მაგიდას დაას-
კდა, ხარიხიდან გადმოაგდო და თასები, დოქები, სინები, თალგამი,
ჭარხალი და ღვინო ხტუნვით, ზრიალით, სრიალით დაეფინა იატაკს.
კეტლინს ზურგზე ცეცხლი ეკიდა. უნდა მივაღწიო მასთან. პატარა
ჯონმა სერ რეიმუნდ ფრეის სახეზე ცხვრის ბარკალი გადაუჭირა.
მაგრამ კედელზე დაკიდებულ ხმალს რომ მისწვდა, არბალეტის
ისარმა ჩაკეცა. ლომი კლანჭებით მუდამ იცნობა, ოქროს ქურქი აქვს
მას თუ წითელი. კეტლინმა დაინახა, ლუკას ბლექვუდი სერ ჰოსტინ
ფრეიმ ხმლით რომ აჩეხა. ერთ-ერთ ვენსს შავმა ვალდერმა ფეხის
ძარღვები გადაუჭრა, სანამ ის სერ ჰარის ჰაის ეჭიდებოდა. და ჩემი
კლანჭიც, მილორდ, გრძელია, და ისე ბასრი, როგორაც შენი. ისრე-
ბი მისწვდნენ დონელ ლოკს, იუენ ნორის და ხუთიოდ სხვასაც. ჭაბუ-
კი სერ ბენფრი დეისი მორმონტს მკლავში ჩაეჭიდა, მაგრამ კეტლინ-
მა დაინახა, ქალმა ღვინის დოქს რომ დასტაცა ხელი, სახეზე შეაფ-
შვნა და კარისკენ გაიქცა. სანამ იქამდე მიაღწევდა, კარი გამოიღო
და დარბაზში სერ რაიმან ფრეი შემოიჭრა, თავით ფეხებამდე ფო-
ლადი ემოსა. მის უკან კარში ფრეიების მეომრები იდგნენ და ხელში
მძიმე ტაბარები ეკავათ.
– შეგვიწყალეთ! – იყვირა კეტლინმა, მაგრამ საყვირებმა, დო-
ლებმა და ფოლადის ჟღარუნმა მისი ვედრება ჩაახშო. სერ რაიმანმა
ტაბარის პირი დეისის მუცელში ჩაფლო. ამ დროს სხვა კარებიდანაც

966
შემოიჭრნენ მეომრები, ჯაჭვები ემოსათ, ბანჯგვლიანი ქურქის მო-
სასხამები ეცვათ და ხელში იარაღი ეპყრათ. ჩრდილოელები!
წამით მათი მოსვლა ხსნად ეჩვენა, მაგრამ ერთმა მათგანმა პა-
ტარა ჯონს თავი წააცალა ტაბარის ორი მძლავრი მოქნევით. კეტ-
ლინის იმედი ქარიშხალში გატანილი სანთელივით ჩაქრა.
ამ სასაკლაოს შუაგულში გადასალახის ლორდი თავის ჩუქურ-
თმიან მუხის სავარძელში იჯდა და გაუმაძღარი თვალით იცქირებო-
და.
იატაკზე რამდენიმე ფუტის მოშორებით დანა ეგდო. შეიძლება,
იქ მაშინ მოხვდა, პატარა ჯონმა მაგიდა რომ გადააყირავა, ან იქნებ
რომელიმე მომაკვდავს გაუვარდა ხელიდან. კეტლინი მისკენ გა-
ცოცდა. ხელ-ფეხი ტყვიისგან ჰქონდა ჩამოსხმული, პირში კი სის-
ხლის გემო ედგა. ვალდერ ფრეის მოვკლავო, გაიფიქრა. ჟღარუნა
დანასთან უფრო ახლო იყო, მაგიდის ქვეშ იმალებოდა, მაგრამ მხო-
ლოდ უკან დაიხია შიშით, ქალმა იარაღი რომ აიტაცა. მოვკლავ ბე-
რიკაცს, ამას მაინც ვიზამ. მაგიდის ფიცარი, პატარა ჯონმა რობს
რომ დააფარა, შეინძრა, და მისი შვილი მუხლებზე წამოიწია. ფერ-
დში, ფეხზე, მკერდში სამი ისარი მოუჩანდა. ლორდმა ვალდერმა
ხელი ასწია და მუსიკა შეწყდა, ერთი დოლის გარდა ყველაფერი და-
ჩუმდა. კეტლინმა შორეული ბრძოლის ხმაური გაიგონა, უფრო ახ-
ლოდან კი მგლის გააფთრებული ყმუილი მოისმოდა. რუხი ქარი,
გაახსენდა, მაგრამ გვიანი იყო.
– ჰეჰ, – ლორდი ვალდერი რობს შესცქეროდა, – ჩრდილოეთის
მეფე აღმდგარა. მგონი, რამდენიმე კაცი მოგიკალით, თქვენო მოწ-
ყალებავ. მაგრამ არა უშავს, ბოდიშს მოგიხდი და ისევ გამრთელდე-
ბიან, ჰეჰ...
კეტლინმა ჟღარუნას გრძელ ჭაღარა თმაში ჩაავლო ხელი და სა-
მალავიდან გამოათრია. – ლორდო ვალდერ! – შესძახა მან, –
967
ლორდო ვალდერ! – დოლი აუჩქარებლად, მჟღერი ხმით გუგუნებ-
და, ბუუმ, ბუუმ.
– კმარა! – თქვა კეტლინმა, – კმარა-მეთქი. ღალატს ღალატით
უპასუხე, დასრულდეს ახლა. – ჟღარუნას ყელზე დანა რომ მიაჭირა,
ბრანის ოთახი და საკუთარ ყელზე მიბჯენილი ფოლადი გაახსენდა.
ბუუმ, ბუუმ, ბუუმ, გუგუნებდა დოლი, – გევედრები, ეს ჩემი ძეა. ჩემი
პირმშო და ჩემი უკანასკნელი. გაუშვი. გაუშვი და ვფიცავ, ამას და-
ვივიწყებთ... დავივიწყებთ, რაც კი აქ ჩაიდინეთ. გეფიცები ძველი და
ახალი ღმერთების სახელით... შურს არ ვიძიებთ...
ლორდი ვალდერი უნდობლად დააჩერდა.
– მაგას ვინ დაგიჯერებს. სულელი გგონივარ, მილედი?
– მამა მგონიხარ. მე მძევლად დამიტოვე, ედმურიც, თუ არ მო-
გიკლავს. რობი კი გაუშვი.
– არა, – დაჩურჩულებაღა შეძლო რობმა, – დედა, არა...
– კი. რობ, ადექი. ადექი და გადი, გევედრები, გევედრები. თავს
უშველე... ჩემ გამო თუ არა, ჯეინისთვის მაინც.
– ჯეინი? – რობი მაგიდას ჩაეჭიდა, მდგომარეს თავი რომ შე-
ემაგრებინა, – დედა, – თქვა მან, – რუხი ქარი...
– გასწი მასთან. ახლავე. რობ, გადი აქედან.
ლორდმა ვალდერმა ჩაიფრუტუნა.
– ვითომ რატომ გავუშვებ?
კეტლინმა ჟღარუნას უფრო მაგრად მიაბჯინა დანა ყელზე. ჭკუ-
ანაკლულმა უტყვი ვედრებით მიაბრუნა მისკენ თვალები. ქალს ნეს-
ტოები სიბინძურის სუნმა აუვსო, მაგრამ ეს არად ჩააგდო, აღარც
დოლის პირქუშ, გაუთავებელ ბუუმ, ბუუმ, ბუუმს აქცევდა ყურადღე-
ბას. სერ რაიმანი და შავი ვალდერი უკნიდან უვლიდნენ, მაგრამ
კეტლინს ეს აღარ ენაღვლებოდა. მისთვის რაც უნდოდათ, ის ექნათ:
დაეტყვევებინათ, გაებახებინათ, მოეკლათ, ამას მნიშვნელობა არ
968
ჰქონდა. ზედმეტად დიდხანს იცოცხლა, ნედი ელოდა. კეტლინს რო-
ბის გამო ეშინოდა.
– ჩემი, ტალის ღირსებაა თავდები, – უთხრა მან ლორდ ვალ-
დერს, – ჩემი, სტარკის ღირსებაა თავდები. შენი შვილის სიცოც-
ხლეს რობისაში გაგიცვლი. ძე ძის წილ, – ხელები ისე უთრთოდა,
რომ ჟღარუნას ზანზალაკებს აწკრიალებინებდა.
ბუუმ, ცემდა დოლი, ბუუმ, ბუუმ. ბერიკაცმა პირი ააცმაცუნა. კეტ-
ლინს ხელში ოფლით გაწებილი დანა უცახცახებდა.
– ძე ძის წილ, ჰეჰ, – გაიმეორა ბერიკაცმა, – მაგრამ ეგ შვილიშ-
ვილია... და არასოდეს არაფრად ვარგოდა.
კაცი, შავი აბჯარი და სისხლით დალაქავებული ვარდისფერი მო-
სასხამი რომ ეცვა, რობს მიუახლოვდა.
– ჯეიმი ლანისტერი მოკითხვას გიგზავნის, – ორლესული კეტ-
ლინის შვილს გულში ჩასცა და შემოატრიალა.
რობმა სიტყვა გატეხა, მაგრამ კეტლინმა თავისი შეასრულა. მაგ-
რად დაქაჩა ეაგონს თმაზე და დანა გაუსვ-გამოუსვა, სანამ პირმა
ძვალზე არ გაიღრჭიალა. სისხლი ცხლად დაედინა თითებზე. ზანზა-
ლაკები წკრიალებდნენ, წკრიალებდნენ, წკრიალებდნენ, დოლი კი
ბუუმ, ბუუმ, ბუუმ, გუგუნებდა.
ბოლოს ვიღაცამ დანა წაგლიჯა. ლოყებზე დადენილი ცრემლები
ძმარივით უწვავდა კანს. ათი გავეშებული ყორანი ბასრი ჭანგებით
უფატრავდა სახეს და ხორცს ზოლებად აცლიდა, სისხლმდინარე ღა-
რებს აჩნევდა. ტუჩებით გრძნობდა სისხლის გემოს.
როგორ მტკივა. ჩვენი შვილები, ნედ, ჩვენი საყვარელი ბავშვები.
რიკონი, ბრანი, არია, სანსა, რობი... რობი... გევედრები, ნედ, გე-
ვედრები, შეაჩერე ეს, ნუღარ მტკივა... გამჭვირვალე და წითელი
ცრემლები ერთად სდიოდა, სანამ მთლად არ დაეგლიჯა სახე, ნედს

969
რომ უყვარდა. კეტლინ სტარკმა ხელები ასწია და უყურებდა, რო-
გორ დასდიოდა სისხლი გრძელ თითებზე, მაჯებზე, კაბის სახელოს
ქვეშ. ზოზინა წითელი მატლები მკლავებზე დაუყვნენ და ტანსაც-
მელში შეუძვრნენ. მიღიტინებს. სიცილი წასკდა და კივილში გადაი-
ზარდა.
– შეიშალა, – თქვა ვიღაცამ, – ჭკუიდან გადადგა.
– ბოლო მოუღეთ, – თქვა ვიღაც სხვამ. ხელი ჩაეჭიდა თმაზე,
ისე, როგორც თავად უქნა ჟღარუნას, და კეტლინმა გაიფიქრა, არა,
არა, თმას ნუ მომჭრით, ნედს უყვარს ჩემი თმა. მერე ყელზე ფოლა-
დი შეეხო. წითელი და ცივი იყო მისი კბენა.
არია
საქეიფო კარვები უკვე უკან მოიტოვეს. სველ თიხასა და გათე-
ლილ ბალახზე მითხლაფუნობდნენ, სინათლეს შორდებოდნენ და
ისევ სიბნელეში იძირებოდნენ. მათ წინ ციხესიმაგრის კარიბჭე გა-
მოიკვეთა. არია ხედავდა გალავანზე მოძრავ ჩირაღდნებს, მათი
ცეცხლი ქარში ცეკვავდა და იწეწებოდა. შუქი ბუნდოვნად ირეკლე-
ბოდა სველი აბჯრებიდან და მუზარადებიდან. ჩირაღდნები იძვროდ-
ნენ ტყუპების შემაერთებელ ბნელ ქვის ხიდზეც, მათი მწკრივი და-
სავლეთ ნაპირიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა.
– ციხესიმაგრე დაკეტილი არაა, – თქვა უცებ არიამ. სერჟანტმა
კი თქვა, დაკეტილი იქნებაო, მაგრამ შეეშალა. ცხაური მის თვალ-
წინ მაღლა იწეოდა, ასაწევი ხიდი კი უკვე დაეშვათ მოდიდებულ
თხრილზე. შიშობდა, რომ ლორდ ფრეის მცველები არ გაატარებ-
დნენ. ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, ისე იყო აფორიაქებული, არც
ეღიმებოდა.
ქოფაკმა ისე უცებ მოქაჩა სადავეები, რომ არია ლამის ფორნი-
დან გადმოვარდა. – შვიდმა წყეულმა ჯოჯოხეთმა წაიღოს, – გაიგო-
ნა არიამ მისი გინება. მარცხენა ბორბალმა ლაფში იწყო ჩაფლობა.
970
ფორანი ნელა დაცერდა, – ჩახტი, – უღრიალა კლეგეინმა, ხელის-
გული მხარზე წასცხო და გვერდზე გადააგდო. არია მსუბუქად და-
ეცა, როგორც სირიომ ასწავლა, და მაშინვე წამოხტა, სახე ტალახით
ჰქონდა მოთხვრილი.
– რატომ შვრები? – უკივლა ქოფაკს. ისიც ჩამომხტარიყო, ფორ-
ნის წინა ნაწილს სკამი ააგლიჯა და მის ქვეშ დამალული ხმლის
ტარს მისწვდა. არიამ მაშინღა გაიგონა ციხის კარიბჭიდან ფოლადი-
სა და ცეცხლის ნაკადად გადმოდენილი მხედრების ხმა, ასაწევ ხიდ-
ზე გადმოჭენებული მათი საომარი ცხენების ფლოქვების თქარუნი
ლამის გადაეფარა ციხიდან დარხეულ დოლის ხმას. მხედრებსა და
ცხენებს ნაჭედი აბჯრები ეცვათ და ყოველ მნათეს ჩირაღდანი მოჰ-
ქონდა. სხვებს ტაბარძენები, თავწვეტა გრძელტარა ტაბარები და
მძიმე, ძვლების და აბჯრის მმსხვრეველი ხმლები ეჭირათ.
სადღაც შორიდან მგლის ყმუილი მოისმა. ბანაკის ხმაურთან, მუ-
სიკასთან და მდინარის ბოხ, მუქარით სავსე ღრენასთან შედარებით
ხმამაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ არიამ მაინც გაიგონა. თუმცა, შე-
იძლება, ყმუილი მის ყურებს კი არ მისწვდა, სხვა გრძნობით ჩაესმა.
მრისხანებით და მწუხარებით გაბასრულმა ხმამ არია დანასავით
გამსჭვალა. ციხიდან მეტი და მეტი მხედარი მოედინებოდა, ოთხ რი-
გად მდგარ მწკრივს ბოლო არ უჩანდა; მოდიოდნენ რაინდები, სა-
ჭურველთმტვირთველები და თავისუფალი მხედრები, ჩირაღდნები
და ტაბარები. და მათ უკან ხმა მოსდევდა.
არიამ უკან მიიხედა და დაინახა, რომ სამი დიდი საქეიფო კარვის
ადგილას ახლა ორიღა დარჩენილიყო. შუაში მდგარი ჩაქცეულიყო.
წუთით ვერ მიხვდა, რას ხედავდა. მერე დაქცეულ კარავს ცეცხლის
ენები ავარდა და უკვე ორი დანარჩენიც იქცეოდა, მძიმე გასანთლუ-
ლი ქსოვილი მის ქვეშ მყოფ ადამიანებს მძიმედ ეფინებოდა. ჰაერი

971
ცეცხლოვანი ისრების წყებამ გახაზა. მეორე კარავიც აბრიალდა, მე-
რე მესამეც. ყვირილი ისე ხმამაღლა გაისმა, რომ მუსიკის მიღმა
სიტყვებსაც კი არჩევდა. ცეცხლის წინ მუქი ფიგურები მიმოდიოდ-
ნენ, მათი აბჯრის ფოლადი შორიდან ნარინჯისფრად ელავდა.
ბრძოლაა, მიხვდა არია. ეს ბრძოლაა. მხედრები კი...
ამის მერე კარვების საყურებლად აღარ ეცალა. მდინარე ნაპირი-
დან იყო გადმოსული და ასაწევი ხიდის ბოლოში მბრუნავი შავი წყა-
ლი ცხენებს მუცლებამდე სწვდებოდა, მაგრამ მხედრებმა შხაპუნით
გადმოიარეს იგი, თითქოს ციხიდან მომავალი ჰანგი მიერეკებო-
დათ. ამ ერთხელ ორივე კოშკიდან ერთი და იგივე ისმოდა. ვიცი ეს
სიმღერაო, უცებ მიხვდა არია. ტომ შვიდამ უმღერა მათ იმ წვიმიან
ღამეს, ყაჩაღები ლუდსახარშს რომ შეეფარნენ გადარჩენილ ძმებ-
თან. და ვითომ ვინ ხარ, აღმოთქვა ლორდმა, რომ ასე მდაბლად თა-
ვი დაგიკრა?
ფრეის მხედრები ტალახსა და ლელიანში იკვლევდნენ გზას, მაგ-
რამ ზოგმა ფორანს თვალი მოჰკრა. დაინახა, სამი კაცი მთავარ
მწკრივს რომ გამოეყო და თავხელში მათკენ გამოჭენდა. თუმცა
სხვაგვარი ქურქით მოსილი, კატა ხარ მაინც, მე ვიცი, ვინც ხარ.
კლეგეინმა უცხო ხმლის ერთი მოქნევით ახსნა –და ზურგზე მო-
ევლო. ცხენმა იცოდა, მისგან რას ითხოვდნენ: ყურები დაცქვიტა და
მისკენ გამოქროლილი მერნებისკენ გაჭენდა. ლომი კლანჭებით
მუდამ იცნობა, ოქროს ქურქი აქვს მას თუ წითელი და ჩემი კლანჭიც,
მილორდ, გრძელია, და ისე ბასრი, როგორაც შენი. არია ასჯერ,
ათასჯერ ივედრებოდა ქოფაკის სიკვდილს, მაგრამ ახლა... ხელში
ტალახით გაწებილი ქვა ეჭირა და არც კი ახსოვდა, როდის აიღო.
რომელს უნდა ვესროლო? ფოლადის პირველ ჯახანზე, კლეგეინმა
ტაბარი რომ აირიდა, არია შეხტა კიდევაც. სანამ ის პირველ კაცს
ებრძოდა, მეორემ უკნიდან მოუარა და წელში შემოუქნია. უცხო
972
ტრიალდებოდა და ქოფაკს მხოლოდ ალმაცერი დარტყმა ერგო,
ისეთი, ფართო გლეხური ხიფთანი რომ გაუჭრა და მის ქვეშ ჯაჭვი
გამოუჩინა. ერთია სამის წინააღმდეგ. არია ისევ ქვას ბღუჯავდა.
ნამდვილად მოკლავენ. გაახსენდა მიკა, ყასბის ბიჭი, ასე ცოტა ხნით
რომ იყო მისი მეგობარი.
მერე დაინახა, მესამე მხედარი მისკენ რომ მოიწევდა. არია
ფორნის უკან შესხლტა. შიში ხმალზე ღრმად ჭრის. ესმოდა დოლე-
ბის, საყვირების და სტვირების ხმა, ულაყების ჭიხვინი, ფოლადის
ფოლადზე ღრჭიალი, მაგრამ ყველაფერი თითქოს შორს ხდებოდა.
ამქვეყნად მხოლოდ მისკენ მომქროლი ტაბარიანი მხედარი დარჩა.
აბჯარზე იალმაგი ეცვა და არიამ მკერდზე ორი კოშკი დაუნახა, ანუ
ფრეის კაცი იყო. ვერაფერი გაეგო. ბიძამისი ლორდ ფრეის ასულს
ირთავდა ცოლად, ფრეიები მისი ძმის მეგობრები იყვნენ.
– გაჩე! – იკივლა, როცა ცხენმა ფორანს შემოურბინა, მაგრამ
მხედარმა მისი ხმა არად ჩააგდო.
მისკენ რომ გამოქანდა, არიამ ქვა ესროლა, როგორც ერთხელ
გენდრის გაუქანა მაჟალო. მაშინ ბიჭს ზუსტად თვალებს შორის მო-
არტყა, მაგრამ ამჯერად მიზანს ააცილა და ქვა მხედრის საფეთქელ-
ზე ასხლტა. მხოლოდ წამით შეაჩერა, ეს იყო და ეს. არიამ უკან და-
იხია, ტალახიან მიწაზე გაირბინა და ისევ ფორანს ამოეფარა. რაინ-
დი ჩორთით მიჰყვა, სამზერ ჭრილში მხოლოდ წყვდიადი მოუჩანდა.
მუზარადიც კი ვერ შეუჭყლიტა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შემო-
ურბინეს ფორანს. რაინდმა შეუკურთხა.
– რამდენ ხანს გამექცევი...
მხედარს ტაბარი პირდაპირ კეფაში ეძგერა, გაატანა მის მუზა-
რადსა და თავის ქალაში და უნაგირიდან პირქვე ჩამოამხო. მის უკან
უცხოზე ამხედრებული ქოფაკი იდგა. ლამის ჰკითხა, ტაბარი საიდან
იშოვეო, მაგრამ უცებ დაინახა. იმ ორი ფრეიდან ერთ-ერთი თავისი
973
მომაკვდავი ცხენის ქვეშ იყო მოყოლილი და ერთი ფუტის სიღრმის
წყალში იხრჩობოდა. მესამე უძრავად გაშოტილიყო ზურგზე. აბჯარ-
ზე საყელური არ ეკეთა და ახლა ნიკაპის ქვეშიდან ხმლის ფუტიანი
ნამტვრევი გამოსჩროდა.
– ჩემი მუზარადი აიღე, – შეუღრინა კლეგეინმა.
ის ვაშლის ჩირით სავსე ტომრის ძირში იდო, ფორნის ბოლოში,
ღორის ფეხების უკან. არიამ ტომარა გახსნა და მუზარადი კლეგეინს
გადაუგდო. მან ცალი ხელით დაიჭირა იგი და თავზე დაიმხო და იქ,
სადაც წამის წინ კაცი იჯდა, ახლა ფოლადის ძაღლი გაჩნდა, ცეც-
ხლებს რომ უღრენდა.
– ჩემი ძმა...
– მკვდარია, – დაუყვირა ქოფაკმა, – როგორ ფიქრობ, ხალხი
დაუხოცეს, თვითონ კი ცოცხალს დატოვებდნენ? – მან უკან, ბანა-
კისკენ მიაბრუნა თავი, – შეხედე! შეხე, ჯანდაბა შენ თავს!
ბანაკი ბრძოლის ველად იყო ქცეული. არა, სასაკლაოს მოედ-
ნად. საქეიფო კარვების ალი ცას სწვდებოდა, ზოგი ყაზარმაც იწვო-
და და ნახევარი ასეული აბრეშუმის კარავიც. ყველგან ხმლების სიმ-
ღერა ისმოდა. ახლა მის დარბაზს ქარი დასტირის და ვალალება ის-
მის წვიმისა. დაინახა, ორმა რაინდმა გაქცეული კაცი რომ გადათქე-
რა. ერთ ცეცხლმოდებულ კარავს ხის კასრი დაეცა და გადასკდა, და
ალი ორჯერ უფრო მაღლა ავარდა. ფილაკვნითო, მიხვდა არია. ცი-
ხიდან ნავთს, კუპრს თუ რაღაც მსგავსს ისროდნენ.
– მოდი აქ, – სანდორ კლეგეინმა ხელი ჩამოაწოდა, – აქედან უნ-
და გავაღწიოთ, თანაც მალე, – უცხომ მოუთმენლად დაიქნია თავი,
სისხლის სუნზე ნესტოები ებერებოდა. სიმღერა ჩათავდა. მხოლოდ
ერთი დოლის ხმაღა ისმოდა, მისი ნელი, ერთფეროვანი გუგუნი
მდინარეს უზარმაზარი გულის ცემასავით ევლებოდა. შავი ცა ცრემ-

974
ლებს ღვრიდა, მდინარე ღრენდა, კაცები იგინებოდნენ და კვდებოდ-
ნენ. არიას კბილებში ტალახი უკრაწუნებდა და სახე სველი ჰქონდა.
წვიმაა. ეს მხოლოდ წვიმაა. მეტი არაფერი.
– უკვე მოსულები ვართ, – შესძახა კლეგეინს. წვრილი და შეში-
ნებული ხმა ჰქონდა, პატარა გოგოსავით, – რობი ციხეშია, დედაჩე-
მიც იქაა. ჭიშკარიც კი ღიაა, – იქიდან ფრეიები აღარ გამოდიოდნენ.
აქამდე მოვსულვარ. – უნდა შევიდეთ, დედაჩემი ვიპოვოთ.
– შტერი პატარა ძუკნა ლეკვი, – მუზარადის დრუნჩზე ცეცხლი
ირეკლებოდა და ფოლადის ეშვებს უელვარებდა, – იქ თუ შეხვალ,
ვეღარ გამოხვალ. შეიძლება, ფრეიებმა დედის გვამზე გაკოცნინონ.
– იქნებ გადავარჩინოთ...
– თუ გინდა, გადაარჩინე, მე სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია, –
ცხენით დაიძრა მისკენ და ისევ ფორნისკენ მიაგდო, – დარჩი ან წა-
დი, ძუ მგელო. იცოცხლე ან მოკვდი. არჩევანი...
არია მისგან შებრუნდა და ჭიშკრისკენ გაექანა. ცხაური ეშვებო-
და, თუმცა ნელა. უფრო სწრაფად უნდა გავიქცე. მაგრამ ტალახი
ანელებდა, მერე – წყალიც. მგელივით სწრაფად გაიქეცი. ასაწევი
ხიდი მაღლა დაიძრა, ფართო ზოლად ჩამოიღვარა წყალი, მძიმე
გოროხებად დასცვივდა ტალახი. უფრო სწრაფად. ხმამაღალი შხა-
პუნის ხმაზე უკან მიიხედა და დაინახა, რომ უცხო მოსდევდა, მისი
ყოველი ნაბიჯი წყალს შადრევნად აშხეფებდა ჰაერში. ტაბარიც და-
ინახა, სისხლით და ტვინით გადაგლესილ პირს მოჰკრა თვალი. და
არიამ მოკურცხლა. ახლა ძმის გადასარჩენად კი არ გარბოდა, დე-
დისაც კი არა, არამედ თავის საშველად. გარბოდა უფრო სწრაფად,
რაც კი ოდესმე ურბენია, თავი ჩაეღუნა, ფეხებით მდინარეს თქვეფ-
და, მდევარს გაურბოდა, როგორც, ალბათ, მიკა.
მისი ტაბარი კეფაზე მისწვდა.

975
ტირიონი

მარტო ვახშმობდნენ, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე.


– ბარდა გადახარშულია, – ხმის ამოღება გაბედა მისმა ცოლმა.
– არა უშავს, – უთხრა მან, – ხორციც ეგრეა.
ეს ხუმრობა იყო, მაგრამ სანსამ საყვედურად მიიღო.
– ვწუხვარ, მილორდ.
– რატომ? მზარეული წუხდეს, შენ კი არა. ბარდაზე შენ არ უნდა
იზრუნო, სანსა – მე... ვწუხვარ, რომ ჩემი ქმარი გაჯავრებულია.
– ის, რაც მე მაბრაზებს, ბარდასთან არაფერ შუაშია. ჯოფრი და
ჩემი და მყავს გამბრაზებლად, კიდევ – ლორდი-მამაჩემი და სამასი
წყეული დორნელი, – მან პრინცი ობერინი და მისი ლორდები ქა-
ლაქზე გადამდგარ კუთხის კოშკში მოათავსა, ტაირელებისგან რაც
შეიძლება შორს, ოღონდ ისე, მთლად წითელი ციხიდანაც რომ არ
გაესახლებინა. მაგრამ ასეთი სიშორე სრულიადაც არ კმაროდა.
რწყილიანი ფსკერის სახემსეებში ატეხილ ჩხუბში უკვე მოკვდა
ტაირელის ერთი ჯარისკაცი და ლორდ გარგალენის ორი კაცი და-
იფუფქა, სასახლის ეზოში კი მეის ტაირელის დაჩამიჩებულმა დედამ
ელარია სენდს „გველის კახპა“ ეძახა, რასაც დიდი შეხლა-შემოხლა
მოჰყვა. რამდენჯერაც კი ობერინს გადაეყრებოდა, პრინცი მარტე-
ლი იმდენჯერ ეკითხებოდა, სამართალს როდის აღვასრულებთო.
გადახარშული ბარდა ტირიონს ახლა ყველაზე ნაკლებად აწუხებდა,
მაგრამ არ აპირებდა, ყმაწვილი ცოლი ამეებით დაეღონებინა. სან-
სას თავისი საწუხარიც ბევრი ჰქონდა.
– ბარდას არა უშავს, – უთხრა გოგონას, – მწვანეები და მრგვა-
ლები არიან, ბარდას სხვა რა უნდა მოსთხოვო? ავდგები და დავიმა-
ტებ, თუ მილედის ესიამოვნება, – ხელით ანიშნა და პოდრიკ პეინმა

976
თეფშზე იმდენი ბარდა დაუხვავა, რომ ტირიონი ხორცს ვეღარ ხე-
დავდა. რა სისულელე ვქენიო, გაიფიქრა. ახლა ეს ყველაფერი უნდა
შევჭამო, თორემ სანსა ისევ დაღონდება.
ვახშამი დაძაბულ მდუმარებაში დასრულდა, როგორც საერთოდ
მათი ვახშმების წესი იყო. პოდრიკი ფინჯნებსა და თეფშებს რომ
ალაგებდა, სანსამ ტირიონს საღვთო ტყეში წასვლის ნებართვა
სთხოვა.
– როგორც გინდა, – იგი უკვე მიეჩვია, რომ მისი ცოლი ყოველ-
ღამ ლოცულობდა. სამეფო სეპტშიც დადიოდა და ხშირად უნთებდა
სანთლებს დედას, ქალწულს და დედაბერს. ტირიონს ეს გადამეტე-
ბულ ღვთისმოსაობად მიაჩნდა, მაგრამ სანსას ადგილზე შესაძლოა,
თავადაც ნდომოდა ღმერთების შემწეობა.
– ვაღიარებ, რომ ძველ ღმერთებზე ბევრი არაფერი ვიცი, – თქვა
გოგონას საამებლად, – იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს გამანათლო. წა-
მოგყვებოდი კიდევაც.
– არა, – მაშინვე უთხრა სანსამ, – ძალიან... ძალიან კეთილი
ხარ, რომ მთავაზობ, მაგრამ... იქ ღვთისმსახურება არაა, მილორდ.
არც ქურუმია, არც გალობა ან სანთლები. მხოლოდ ხეები და უსიტ-
ყვო ლოცვა. მოსაწყენი იქნება.
– ნამდვილად, მართალი ხარ, – იმაზე უკეთ მიცნობს, ვიდრე მე-
გონა, – თუმცა მოშრიალე ფოთლების ხმა შეიძლება, უფრო საამო
იყოს, ვიდრე ვინმე სეპტონის ზუზუნი ღმერთის შვიდსახოვნებაზე, –
ტირიონმა ხელის გაქნევით ანიშნა, მიბრძანდიო, – არ შემოგეჭრე-
ბი. თბილად ჩაიცვი, მილედი, ცივი ქარი ქრის, – ცდუნება გაუჩნდა,
ეკითხა, რაზე ლოცულობო, მაგრამ სანსა ისე მორჩილი იყო, შეიძ-
ლებოდა, მართლაც ეთქვა და ამის გაგება ტირიონს ალბათ არ მო-
ეწონებოდა.
სანსას წასვლის მერე ისევ მუშაობას მიუბრუნდა. ცდილობდა,
977
ნეკას დავთრების ლაბირინთებში ოქროს დრაკონების კვალისთვის
მიედია. პეტირ ბაელიშს დაწყობილი და მტვერდადებული ოქროსი
არ სწამდა, ეს ცხადი იყო, მაგრამ ტირიონი რაც მეტად ცდილობდა
მის ანგარიშებში გარკვევას, მით უფრო სტკივდებოდა თავი. ლაპა-
რაკი იმაზე, რომ დრაკონების საგანძურში გამოკეტვას მათი გამ-
რავლება სჯობდა, კარგი იყო, მაგრამ ზოგ ამ საქმეს ერთი კვირის
წინ დაჭერილ თევზზე უფრო მყრალი სუნი უდიოდა. ჯოფრის გალავ-
ნის იქით ქორბუდების გადატყორცნის ნებას ასე იოლად არ მივცემ-
დი, რომ მცოდნოდა, ამ წყეული ნაბიჭვრებიდან რამდენს ჰქონდა
ნასესხები ტახტისგან. ბრონს გაგზავნიდა მათი მემკვიდრეების მო-
საძებნად, მაგრამ ეჭვობდა, რომ მათი პოვნის მცდელობა იგივე იქ-
ნებოდა, ვერცხლათევზისგან ვერცხლის გამოდნობას რომ ცდილი-
ყავი.
ლორდი-მამა გიხმობსო, სერ ბოროსმა ამბავი რომ მოუტანა, ტი-
რიონს პირველა გაუხარდა ამ კაცის დანახვა. მადლიერების გრძნო-
ბით აღვსილმა დახურა დავთრები, ნავთის ლამპას სული შეუბერა,
მხრებზე მოსასხამი მოიგდო და მარჯვენის კოშკისკენ გაემართა.
მართალი იყო, სანსას რომ უთხრა, ცივი ქარი ქრისო, და ჰაერში
წვიმის სუნიც იგრძნობოდა. იქნებ, ჯობდეს, ლორდი ტაივინი მასთან
ლაპარაკს რომ მორჩება, წავიდეს საღვთო ტყეში და გოგონა შინ
მოიყვანოს, სანამ დასველდებოდეს. მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გა-
დაავიწყდა, მარჯვენის მისაღებში რომ შევიდა და იქ ლორდ ტაივინ-
სა და მეფეს გარს შემოხვეული სერსეი, სერ კევანი და გრანდ-მაის-
ტერი პაიცელი დაუხვდა. ჯოფრი ლამის ადგილზე ხტოდა, სერსეის
კი ოდნავი კმაყოფილი ღიმილი აჩნდა, თუმცა ლორდი ტაივინი ჩვე-
ულებრივად კუშტი იყო. ნეტავ, რომც მოინდომოს, მოახერხებს თუ
არა გაღიმებას?
– რა მოხდა? – იკითხა ტირიონმა.
978
მამამ პერგამენტის გრაგნილი მიაწოდა. ფურცელი ვიღაცას გა-
ესწორებინა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ლამობდა დახვევას. „როსლინმა
მშვენიერი მსუქანი კალმახი დაიჭირა“, იტყობინებოდა წერილი,
„ძმებმა მას საქორწილო საჩუქრად წყვილი მგლის ქურქი მიარ-
თვეს“. ტირიონმა გრაგნილი გადმოაბრუნა და გატეხილ ბეჭედს და-
აკვირდა. რუხ-ვერცხლისფერ ცვილზე ფრეიების ტყუპი კოშკი იყო
აღბეჭდილი.
– გადასალახის ლორდი პოეტიკაში იწაფავს კალამს? – ჩაიფრუ-
ტუნა ტირიონმა, – კალმახი ედმურ ტალი უნდა იყოს, ქურქები...
– მოკვდა! – ჯოფრის ისე ამაყი და ბედნიერი ხმა ჰქონდა, იფიქ-
რებდი, რობ სტარკი თავისი ხელით გაატყავაო.
ჯერ გრეიჯოი, ახლა – სტარკი. ტირიონს გაახსენდა თავისი პატა-
რა ცოლი, ახლა, ამწუთას საღვთო ტყეში რომ ლოცულობდა. უეჭვე-
ლია, მამის ღმერთებს ევედრებოდა, მისი ძმისთვის გამარჯვება მო-
ეტანათ და დედისთვის საფრთხე აერიდებინათ. როგორც ჩანს, ძვე-
ლი ღმერთები ახლებზე უკეთ როდი შეისმენენ ლოცვებს.
იქნებ, ამით თავი უნდა ინუგეშოს.
– ამ შემოდგომას მეფეები ფოთლებივით ცვივიან, – თქვა მან, –
ასე ჩანს, ჩვენი პატარა ომი თავის თავს თვითონ იგებს.
– ომი თავს არასოდეს იგებს, ტირიონ, – უთხრა სერსეიმ დაშხა-
მული სიტკბოთი, – ომი ჩვენმა ლორდმა-მამამ მოიგო.
– სანამ ბრძოლის ველზე მტერი რჩება, არაფერია მოგებული, –
გააფრთხილა ისინი ლორდმა ტაივინმა.
– მდინარელი ლორდები სულელები არ არიან, – შეედავა დედო-
ფალი, – ჩრდილოელების გარეშე ზენაბაღის; კასტერლის კლდისა
და დორნის გაერთიანებულ ძალებთან გამკლავების იმედიც არ უნ-
და ჰქონდეთ. უეჭველია, განადგურებას დამორჩილება ერჩივნე-
ბათ.
979
– უმრავლესობა ეგრე მოიქცევა, – დაეთანხმა ლორდი ტაივინი,
– რივერანი აუღებელი რჩება, მაგრამ რაკი ვალდერ ფრეის ედმურ
ტალი მძევლად ეყოლება, შავი თევზი ვერ გაბედავს, რამით დაგვე-
მუქროს. იასონ მალისტერი და ტიტოს ბლექვუდი ბრძოლას გააგ-
რძელებენ ღირსების დასაცავად, მაგრამ ფრეიები შეძლებენ, მა-
ლისტერები სიგარდში ჰყავდეთ გამომწყვდეული, და სწორი წაქეზე-
ბით იონოს ბრაკენი შეიძლება დავიყოლიოთ, მებატონე გამოიცვა-
ლოს და ბლექვუდებს შეუტიოს. საბოლოოდ ისინი ყველანი მუხლს
მოიყრიან, დიახ. ვაპირებ, სახარბიელო პირობები შევთავაზო. ყვე-
ლა ციხესიმაგრე, რომელიც დაგვნებდება, შეწყალებული იქნება,
ერთის გარდა.
– ჰარენჰალის? – ჰკითხა ტირიონმა, რომელიც კარგად იცნობ-
და მშობელს.
– სახელმწიფოს უჯობს, ეს მამაცი თანამებრძოლები თავიდან
მოიცილოს. სერ გრეგორს ვუბრძანე, მთელი ციხესიმაგრე ამოწყვი-
ტოს.
გრეგორ კლეგეინი. ისე ჩანდა, თითქოს ლორდ-მამას გადაეწ-
ყვიტა, მთაკაცისგან წიაღისეულის უკანასკნელი ნამცეცებიც გამო-
ეთხარა, სანამ მას დორნულ მართლმსაჯულებას გადასცემდა. მამა-
ცი თანამებრძოლების შუბებზე წამოცმული თავები გალავანს დაამ-
შვენებენ და ნეკა ჰარენჰალში ისე შებრძანდება, იმ თავის მშვენიერ
სამოსზე სისხლის ერთი წინწკალიც კი არ მიეცხება. ნეტავ, პეტირ
ბაელიშმა ველს უკვე თუ მიაღწიაო, გაიფიქრა. თუ ღმერთები მოწყა-
ლენი არიან, ზღვაში ქარიშხალში მოხვდება და ჩაიძირება. მაგრამ
როდის იყო, ღმერთები დიდად თავს იწუხებდნენ?
– ყველას თავები უნდა დავჭრათ, – განაცხადა უცებ ჯოფრიმ, –
მალისტერებს, ბლექვუდებს და ბრაკენებს... ყველას. ისინი მოღა-

980
ლატეები არიან. მინდა, რომ დაიხოცონ, პაპა. სახარბიელო პირო-
ბები არ იქნება, – მეფე გრანდ-მაისტერ პაიცელს მიუბრუნდა, – და
რობ სტარკის თავიც მინდა. ლორდ ფრეის მისწერე და შეატყობინე.
მეფის ბრძანებაა. ვაპირებ, ჩემს ქორწილში სანსას მივართვა.
– სირ, – სერ კევანი გაოგნებული ჩანდა, – ის ლედი ახლა შენი
ბიძის ცოლია. – ხუმრობს, – გაიღიმა სერსეიმ, – მართლა კი არ აპი-
რებს.
– დიახაც ვაპირებ, – დაიჟინა ჯოფრიმ, – ის მოღალატე იყო და
მინდა, მისი სულელი თავი მომართვან. სანსას უნდა ვაკოცნინო.
– არა, – ტირიონს ხმა ჩახლეჩოდა, – სანსა შენი აღარაა და ვე-
ღარ დატანჯავ. შეიგნე ეს, ურჩხულო.
ჯოფრიმ ჩაიცინა.
– ურჩხული შენ ხარ, ძია.
– მართლა? – ტირიონმა თავი გვერდზე გადახარა, – მაშინ იქნებ
გიჯობდეს, უფრო ფრთხილად მელაპარაკო. ურჩხულები სახიფათო
ვინმეები არიან, ამ ბოლო დროს კი მეფეები ბუზებივით იხოცებიან.
– ამის თქმისთვის შემიძლია, შენთვის ენა ამოვაგლეჯინო, –
აჭარხლდა ბიჭი-მეფე, – მე მეფე ვარ.
სერსეიმ შვილს მხარზე ჩამოსდო ხელი.
– აცალე ქონდრისკაცს, თქვას, რაც სათქმელი აქვს, ჯოფ. მინდა,
ლორდმა-მამამ და ბიძაჩემმა დაინახონ, ვინც ბრძანდება.
ლორდმა ტაივინმა მას არ უპასუხა, ჯოფრის მიმართა:
– ეირისსაც სულ ის უნდოდა, ხალხისთვის შეეხსენებინა, მეფე
ვარო. და ენების ამოგლეჯაც უსაშველოდ უყვარდა. შეგიძლია, ამა-
ზე სერ ილინ პეინს ჰკითხო, თუმცა პასუხს ვერ მიიღებ.
– სერ ილინი ვერასოდეს გაბედავდა, ეირისი ისე გამოეწვია, რო-
გორც ჭინკა ჯოფს იწვევს, – თქვა სერსეიმ, – ხომ გაიგონე, რაც

981
თქვა. ურჩხულოო, მის მეფურ მოწყალებას ასე დაუძახა. და დაემუქ-
რა...
– დაწყნარდი, სერსეი. ჯოფრი, როდესაც შენი მტრები გებრძვი-
ან, მათ ფოლადით და ცეცხლით უნდა გაუმასპინძლდე. მაგრამ თუ
იჩოქებენ, მაშინ წამოდგომაში უნდა მიეხმარო. ასე თუ არ მოიქცე-
ვი, არავინ არასოდეს მუხლს არ მოგიყრის. და ნებისმიერი, ვისაც კი
სჭირდება, ხალხს შეახსენოს, მეფე ვარო, სინამდვილეში მეფე არაა.
ეირისს ეს არ ესმოდა, მაგრამ შენ შეიგნებ. როდესაც შენს ომში გა-
ვიმარჯვებ, ჩვენ მეფის მშვიდობას და მეფის სამართალს აღვად-
გენთ. ერთადერთი, რის დარღვევაც ახლა გევალება, ეს მარჯერი
ტაირელის ქალწულობაა.
ჯოფრი მოიღუშა და განაწყენდა. სერსეის მტკიცედ ეჭირა მისი
მკლავი, მაგრამ ალბათ ჯობდა, ყელში სწვდენოდა. ბიჭმა ყველა
გააოცა. იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ ქვის ქვეშ შემძვრალიყო
და გაყურსულიყო, გამომწვევად გაიჯგიმა და განაცხადა: – ეირისზე
მაგას კი ამბობ, პაპა, მაგრამ მისი შიშით კანკალებდი.
ო, ღმერთებო, ეს განა საინტერესო არ ხდება? გაიფიქრა ტირი-
ონმა.
ლორდი ტაივინი უსიტყვოდ მიაჩერდა შვილიშვილს, ბაც მწვანე
თვალებში ოქროს წინწკლები უელავდა.
– ჯოფრი, ბოდიში მოუხადე პაპას, – უთხრა სერსეიმ.
ბიჭი ხელიდან გაუსხლტა.
– რატომ? ყველამ იცის, რომ ასეა. ყველა ბრძოლა მამაჩემმა მო-
იგო. მან მოკლა პრინცი რეიგარი და გვირგვინი მოიპოვა, სანამ პა-
პაჩემი კასტერლის კლდეში იყო შემძვრალი, – ბიჭმა გამომწვევად
შეხედა პაპას, – ძლიერი მეფე გაბედულად მოქმედებს, კი არ ლაპა-
რაკობს მარტო.
– მადლობა ამ სიბრძნის გაზიარებისთვის, თქვენო მოწყალებავ,
982
– უთხრა ლორდმა ტაივინმა ისე გამყინავი თავაზით, მსმენელს ყუ-
რები მოეყინებოდა, – სერ კევან, ვხედავ, მეფე დაღლილია. თუ შე-
იძლება, უვნებლად მიაცილე თავის საძინებლამდე. პაიცელ, იქნებ
მოგეძევება რამე მსუბუქი წამალი, მის მოწყალებას მშვიდ ძილს
რომ მოჰგვრიდა?
– არ მჭირდება არანაირი ძილის ღვინო, – გაჯიუტდა ჯოფრი.
ლორდი ტაივინი კუთხეში აწრიპინებულ თაგვს მეტ ყურადღებას
მიაქცევდა. – ძილის ღვინო ივარგებს. სერსეი, ტირიონ, დარჩით.
სერ კევანმა ჯოფრის მკლავზე მტკიცე ხელი წაავლო და გაიყვანა
კარში, რომელთანაც ორი ქეშიკი იცდიდა. გრანდ-მაისტერი პაიცე-
ლი მათ გაედევნა, რაც შეეძლო, სწრაფად მიაფრატუნებდა ბებერ
ფეხებს. ტირიონი სადაც იდგა, იქვე დარჩა. – მამა, ბოდიში, – თქვა
სერსეიმ, კარი რომ დაიხურა, – ჯოფრი ყოველთვის თავნება იყო,
ხომ გაფრთხილებდი...
– თავნებობასა და სიშტერეს შორის უდიდესი განსხვავებაა.
„ძლიერი მეფე გაბედულად მოქმედებს“ – ეს ვინ უთხრა?
– მე არა, ნამდვილად, – უთხრა სერსეიმ, – ალბათ გაიგონა, რო-
ბერტი რომ ამბობდა. – ის ამბავი, კასტერლის კლდეში რომ იყავი
შემძვრალი, რობერტის ნათქვამს ჰგავს, – ტირიონს არ უნდოდა,
ლორდ ტაივინს ეს ნაწილი გამორჩენოდა.
– დიახ, ახლა მახსენდება, – თქვა სერსეიმ, – რობერტი ხშირად
ამბობდა, მეფე მამაცი უნდა იყოსო.
– და შენ სადღა იყავი, ერთი მითხარი? ომი იმისთვის კი არ და-
მიწყია, რომ რკინის ტახტზე რობერტ მეორე დავსვა. შენ გარკვევით
მითხარი, რომ ბიჭი მამამისს არაფრად აგდებდა.
– რატომ უნდა ჩაეგდო რამედ? რობერტი ზედაც არ უყურებდა.
ცემასაც კი დაუწყებდა, მე რომ დამენებებინა. იმ მხეცმა, რომელსაც
შენ მიმათხოვე, ერთხელ ბიჭს ისე შემოსცხო, ორი სარძევე კბილი
983
მოსტეხა, რაღაც კატის წვალებისთვის. ვუთხარი, მძინარეს მოგ-
კლავ, კიდევ ასე რომ მოიქცე-მეთქი, და აღარც უქნია, მაგრამ ზოგ-
ჯერ ისეთებს იტყოდა...
– როგორც ჩანს, საჭირო იყო რაღაცების თქმა, ლორდმა ტა-
ივინმა ორი თითი გაუქნია და დაითხოვა, – წადი.
ისიც გაგულისებული წავიდა.
– რობერტ მეორე კი არა, – თქვა ტირიონმა, – ეირის მესამე.
– ბიჭი ცამეტი წლისაა. დრო ჯერ კიდევ არის, – ლორდმა ტაივინ-
მა ფანჯრის წინ ბოლთა დასცა. ასეთი რამ არ სჩვეოდა: იმაზე მეტად
იყო აღელვებული, ვიდრე უნდოდა, დასტყობოდა, – მკაცრი გაკვე-
თილი სჭირდება.
ტირიონმა მკაცრი გაკვეთილი ცამეტი წლისამ მიიღო. ლამის შე-
ეცოდა დისწული. მეორე მხრივ, ძალიანაც იმსახურებდა.
– ჯოფრი იქით იყოს, – თქვა მან, – ომებს კალამი და ყორნები
იგებენო, ასე არ ამბობდი? უნდა მოგილოცო. რამდენი ხანია, შენ და
ვალდერ ფრეი ამ შეთქმულებას აწყობთ?
– ეგ სიტყვა არ მომწონს, – ცივად უთხრა ლორდმა ტაივინმა.
– მე კი არ მომწონს, გაურკვევლობაში რომ მტოვებენ.
– არ იყო საჭირო შენთვის თქმა. შენ არაფერი გევალებოდა.
– სერსეის უთხარი? – პასუხი მოსთხოვა ტირიონმა.
– არავისთვისაც არ მითქვამს იმათ გარდა, ვინც მონაწილე იყო.
იმათაც მხოლოდ იმდენი ვუთხარი, რამდენიც საჭირო იყო, სცოდ-
ნოდათ. უნდა იცოდე, რომ საიდუმლოს დაფარვის სხვა გზა არ არ-
სებობს – განსაკუთრებით, აქ. მიზანი ის იყო, რომ საშიში მტერი რაც
შეიძლება მცირე დანაკარგის ფასად მოგვეცილებინა თავიდან, ისე,
რომ არც შენს ცნობისმოყვარეობაზე მეზრუნა და არც შენი და გამე-
ყოყოჩებინა, აქაოდა, რა მნიშვნელოვანი ვინმე ვარო, – წარბშეკ-
რულმა დარაბები მიხურა, – უეჭველია, გამჭრიახი გონება გაქვს,
984
ტირიონ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრს ლაპარაკობ. ეგ შენი
გრძელი ენა იქნება, ერთხელაც რომ დაგღუპავს. – მაშინ ჯოფრის
ამოვაგლეჯინოთ, – შესთავაზა ტირიონმა.
– გირჩევნია, არ მაცდუნო, – უთხრა ლორდმა ტაივინმა, – ამაზე
ლაპარაკი აღარ მინდა. იმას ვფიქრობდი, როგორ დავაშოშმინო
ობერინ მარტელი და მისი მხლებლები-მეთქი.
– ჰო? ეს ისეთი რამაა, რის ცოდნაც ჩემთვის შეიძლება თუ წავი-
დე, რომ შეგეძლოს, საკუთარ თავთან იმსჯელო?
მამამისმა მის შეკითხვას ყური არ ათხოვა.
– პრინც ობერინის აქ ყოფნა ძალიან მიშლის. მისი ძმა ფრთხი-
ლი კაცია, წინდახედული, დახვეწილი, დაფიქრებული, ერთგვარად
უმოქმედოც კი. ის კაცია, რომელიც თავისი ყოველი სიტყვის და ქმე-
დების შედეგებს აწონ-დაწონის. ობერინი კი ყოველთვის ნახევრად
გიჟი იყო.
– მართალია, რომ აპირებდა, დორნი ვისერისის მხარდასაჭე-
რად აეჯანყებინა? – ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ასეა. ყორ-
ნები დაფრინავდნენ, მხედრები მიმოდიოდნენ, და რა საიდუმლო
წერილები დაჰქონდათ, არ ვიცი. ჯონ ერინმა მზეშუბში გაცურა,
პრინც ლევინის ძვლები დააბრუნა, პრინც დორანს დაელაპარაკა
და ომზე ლაპარაკი ამით დასრულდა. მაგრამ მას მერე რობერტი
დორნში არასოდეს ჩასულა და პრინცი ობერინიც იშვიათად ტოვებ-
და იქაურობას.
– ახლა კი აქაა, დორნის კეთილშობილთა ნახევარი თან მოიყო-
ლა და ყოველდღე სულ უფრო კარგავს მოთმინებას, – თქვა ტირი-
ონმა, – იქნებ, ღირდეს, მეფის საბიჯელის საროსკიპოები დავათვა-
ლიერებინო – ამით შეიძლება, ცოტა გამერთო. ყველაფერს თავისი
სამარჯვი უნდაო, ასე არაა? ჩემი სამარჯვი შენია, მამა. ნურავინ იტ-

985
ყვის, ლანისტერებს როდისმე ბუკისთვის ჩაებერათ და მე არ გამოვ-
ხმაურებოდი. ლორდმა ტირიონმა პირი მტკიცედ მოკუმა.
– ძალიან სასაცილოა. მასხარის პერანგი ხომ არ შევაკერინო
შენთვის და პატარა ეჟვნებიანი ქუდი?
– მაგას თუ დავიხურავ, შემეძლება, მის მოწყალება მეფე ჯოფრი-
ზე რაც მინდა, ის ვთქვა?
ლორდი ტაივინი ისევ დაჯდა და თქვა:
– მამაჩემის სისულელეები ბოლომდე ვითმინე. შენსას აღარ მო-
ვითმენ. კმარა. – კეთილი, რაკი ასე თავაზიანად მთხოვ. მაგრამ წი-
თელი ასპიტი არა მგონია, აპირებდეს, თავაზიანი იყოს. არც მხო-
ლოდ სერ გრეგორის თავს დასჯერდება. – მით უფრო მეტი მიზეზი
გვაქვს, არ მივცეთ.
– არ მივცეთ..? – გაოგნდა ტირიონი, – მეგონა, შევთანხმდით,
რომ ტყე სავსეა მხეცებით.
– უფრო წვრილი მხეცებით, – ლორდმა ტაივინმა ნიკაპი წვეტად
შეტყუპებულ თითებს ჩამოაყრდნო, – სერ გრეგორი კარგად გვემ-
სახურა. მთელ სახელმწიფოში არც ერთი სხვა რაინდი ჩვენს მტრებს
ასეთ შიშს არ ჰგვრის.
– ობერინმა იცის, რომ გრეგორი იყო, ვინც...
– არაფერიც არ იცის. რაღაც ზღაპრები აქვს გაგონილი. თავლე-
ბის ჭორები და სამზარეულოს მითქმა-მოთქმები. დამამტკიცებელი
საბუთი საერთოდ არ გააჩნია. სერ გრეგორი ნამდვილად არ აპი-
რებს, მას აღსარება ჩააბაროს. ვაპირებ, აქაურობას არ გავაკარო,
სანამ დორნელები მეფის საბიჯელში არიან.
– და როცა ობერინი მოითხოვს სამართალს, რომლისთვისაც ჩა-
მოვიდა?
– ვეტყვი, რომ ელია და მისი ბავშვები სერ ამორი ლორჩმა და-
ხოცა, – მშვიდად წარმოთქვა ლორდმა ტაივინმა, – და შენც იმავეს
986
იტყვი, თუ გკითხა.
– სერ ამორი ლორჩი მკვდარია, – არ ცხრებოდა ტირიონი.
– დიახაც. ვარგო ჰოუთმა სერ ამორი დათვს დააგლეჯინა ჰარენ-
ჰალის დაცემის მერე. ეს საკმაოდ საზარელი სიკვდილია, ობერინ
მარტელსაც კი დააშოშმინებს. – და ამას სამართალს ეძახი...
– ესაა სამართალი. თუ ძალიან გინდა, იცოდე, გოგონას სხეული
სერ ამორიმ მომიტანა. მამამისის საწოლის ქვეშ იპოვა შემძვრალი,
თითქოს ეგონა, რეიგარი ახლაც დამიცავსო. პრინცესა ელია და
ჩვილი ერთი სართულით დაბლა იყვნენ, ბავშვის ოთახში. – მაშ, ასე
ვამბობთ, და სერ ამორი ამას ვერ უარყოფს. რას ეტყვი ობერინს,
როცა გკითხავს, ლორჩი ვის ბრძანებას ასრულებდაო?
– სერ ამორი თვითნებურად მოქმედებდა, იმედი ჰქონდა, ამით
ახალი მეფის წყალობა მოეპოვებინა. რობერტს რეიგარი რომ
სძულდა, ეს ყველამ იცოდა.
შეიძლება, ამან გაჭრასო, აღიარა ტირიონმა, მაგრამ გველი კმა-
ყოფილი არ დარჩება.
– ღმერთებმა მაშორონ, შენს გამჭრიახობაში ეჭვი შევიტანო, მა-
მა, მაგრამ შენს ადგილზე მე ნამდვილად დავაცდიდი რობერტ ბარა-
თეონს, თავად გაესვარა სისხლით ხელები.
ლორდი ტაივინი ისე მიაჩერდა, თითქოს ფიქრობდა, ხომ არ შე-
იშალაო.
– ესე იგი, იმსახურებ იმ მასხარის პერანგს. ჩვენ რობერტს გვიან
შევუერთდით. აუცილებელი იყო, ერთგულება დაგვედასტურებინა.
როდესაც ის სხეულები ტახტის წინ დავულაგე, ეჭვი აღარავის დარ-
ჩა, რომ ჩვენ სამუდამოდ განვუდექით ტარგარიენებს. და ყველას-
თვის ცხადი იყო, რობერტმა შვებით რომ ამოისუნთქა. რაც უნდა სუ-
ლელი ყოფილიყო, ისიც კი ხვდებოდა, რომ რეიგარის შვილები უნ-

987
და დახოცილიყვნენ, თუ უნდოდა, მის ტახტს მუდმივი საფრთხის მუ-
ქარა ასცილებოდა. მაგრამ მას თავი გმირად მოჰქონდა, გმირები კი
ბავშვებს არ ხოცავენ, – მამამისმა მხრები აიჩეჩა, – გეთანხმები,
ყველაფერი ძალიან მხეცურად გაკეთდა. ელიას საერთოდ არაფერი
უნდა დაშავებოდა, ეგ სრული სისულელე მოხდა. თავისთავად ქალი
არავინაც არ იყო.
– მაშ, რატომ მოკლა მთაკაცმა?
– იმიტომ, რომ არ მითქვამს, არ მოკლა-მეთქი. მგონი, ქალი სა-
ერთოდაც არ მიხსენებია. სხვა, უფრო დიდი საწუხარიც ბევრი მქონ-
და. ნედ სტარკის ავანგარდი სამკბილადან სამხრეთისკენ მოქროდა
და ვშიშობდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შორის საქმე შეტაკებამდეც
მისულიყო. ეირისს კი ჭკუა არ დაუშლიდა, ჯეიმი მოეკლა, მხოლოდ
და მხოლოდ მავნებლობის გამო. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.
ამის, და კიდევ იმისაც, თავად ჯეიმის რა შეიძლებოდა, ჩაედინა, –
მან მუშტი შეკრა, – თანაც, ჯერ ბოლომდე არ გამეგო, გრეგორ კლე-
გეინი რა ჩიტი მყავდა, მარტო ის ვიცოდი, ვეებერთელა და ბრძო-
ლაში საზარელი რომ იყო. ქალზე ძალის ხმარება...
იმედი მაქვს, შენც კი არ დამაბრალებ, რომ ეს ბრძანება გავეცი.
სერ ამორიც რეინისს ლამის ასევე მხეცურად მოექცა. მოგვიანებით
ვკითხე, ორი თუ სამი წლის – რამდენის იყო? გოგონას მოკვლას
ორმოცდაათი დარტყმა რატომ დასჭირდა-მეთქი. ასე მითხრა, ფე-
ხებს იქნევდა და კიოდაო. ლორჩს თალგამის სამყოფი ტვინი მაინც
რომ ჰქონოდა, გოგონას რამდენიმე ტკბილი სიტყვით დააწყნარებ-
და და აბრეშუმის ფაფუკი ბალიშით გაგუდავდა, – პირი ზიზღით მო-
ებრიცა, – სისხლში ჰქონდა სიმხეცე.
შენ კი არ გაქვს, მამა. ტაივინ ლანისტერს სისხლი საერთოდ არ
აქვს.
– რობ სტარკი აბრეშუმის ფაფუკი ბალიშით მოკლეს?
988
– ალბათ ისრით, ედმურ ტალის საქორწილო ლხინზე. ბრძოლის
ველზე ბიჭი ძალიან ფრთხილობდა. ჯარისკაცები სულ წესრიგში
ჰყავდა, ფხიზელი გარემარბები და მცველები ეხვია.
– ანუ ლორდმა ვალდერმა ის საკუთარ ჭერქვეშ მოკლა, საკუ-
თარ სუფრასთან? – ტირიონმა მუშტი შეკრა, – და ლედი კეტლინი?
– ალბათ, ისიც მოკლეს. წყვილი მგლის ქურქიო. ფრეი აპირებ-
და, ქალი მძევლად ჰყოლოდა, მაგრამ ალბათ არ გამოუვიდა.
– ეგეც შენი სტუმრის ხელშეუხებლობა.
– სისხლი ვალდერ ფრეის კისერზეა, ჩემსაზე კი არა – ვალდერ
ფრეი ერთი აშარი ბებერია, რომელსაც სიცოცხლე იმისთვის უნდა,
რომ ყმაწვილ ცოლს ეფეროს და ყველა თავის წყენას ელოლიავოს.
უეჭველია, ეს საზიზღარი საქმე მაგის გამოჩეკილია, მაგრამ ასეთ
რამეს ვერასოდეს გაბედავდა, მფარველის იმედი რომ არ ჰქონოდა.
– შენ ალბათ ბიჭს დაინდობდი და ლორდ ფრეის ეტყოდი, არაფ-
რად მჭირდება, მე რომ შემომიდგეო? ეს ბებერ მასხარას ისევ სტარ-
კების მკლავებში დააბრუნებდა და ომს კიდევ ერთი წლით გაგიგ-
რძელებდა. ამიხსენი, რატომაა უფრო ღირსეული საქციელი, ათი
ათასი კაცი მოკლა ბრძოლაში, ვიდრე ათი – სადილობისას? – ტი-
რიონმა ამაზე ვერაფერი რომ ვერ უპასუხა, მამამისმა განაგრძო, –
როგორც არ უნდა შეხედო, ეს ძალიან იაფი დაგვიჯდა. მას მერე, რაც
შავი თევზი დანებდება, ტახტი რივერანს სერ ემონ ფრეის უბოძებს.
ლანსელმა და დავენმა ფრეის ასულები უნდა შეირთონ, ჯოის დრო
რომ მოუვა, ლორდ ვალდერის ერთ-ერთ ბუშს გაჰყვება, რუს ბოლ-
ტონი კი ჩრდილოეთის მცველი შეიქნება და არია სტარკს შინ დააბ-
რუნებს. – არია სტარკი? – ტირიონმა თავი დახარა, – და ბოლტონი?
უნდა მივმხვდარიყავი, რომ მარტო ბოლტონი ამას ვერ გაქაჩავდა.
მაგრამ არია... ვარისი და სერ ჯესლინი მას ნახევარ წელიწადზე მეტ-
ხანს ეძებდნენ. არია სტარკი ნამდვილად მკვდარია. – რენლიც ეგრე
989
იყო, შავწყალას ბრძოლამდე.
– ეს რას ნიშნავს?
– იქნებ, ნეკამ შეძლო ის, რაც შენ და ვარისმა ვერ შეძელით.
ლორდი ბოლტონი გოგოს თავის ბუშს შერთავს. ჩვენ დრედფორტს
დავანებებთ, რამდენიმე წელიწადი რკინელებს ეომოს, და შევხე-
დავთ, თუ შეძლებს, სტარკის სხვა მებაირაღეებიც დაიმორჩილოს.
გაზაფხულისთვის ყველას უკვე ძალა ექნება გამოცლილი და მზად
იქნება, მუხლი მოგვიყაროს. ჩრდილოეთი შენი და სანსა სტარკის
ძეს გადაეცემა... თუ გეყოფა მამაკაცობა, შვილი რომ იყოლიო. ხომ
არ დაგავიწყდა, მხოლოდ ჯოფრიმ კი არ უნდა ირგუნოს ცოლის
ქალწულობა?
მე არ დამვიწყნია, თუმცა იმედი მქონდა, შენ დაგავიწყდა.
– და როგორ გგონია, სანსა როდის უკეთ დაორსულდება? –
ჰკითხა ტირიონმა მამას შხამგარეული ხმით, – მანამდე თუ მას მე-
რე, რაც ვუამბობ, როგორ დავუხოცეთ დედა და ძმა?

დავოსი

მეფეს თითქოს არც გაუგონია. ახალი ამბავი რომ შეიტყო, სტა-


ნისს არ დასტყობია არც გახარება, არ ბრაზი, არც ეჭვი, შვებაც კი
არა. მოხატულ მაგიდას დასჩერებოდა და კრიჭა მაგრად შეეკრა.
– ნამდვილად? – იკითხა.
– სხეული ჩემი თვალით არ მინახავს, არა, თქვენო მეფურო უდი-
დებულესობავ, – მიუგო სალადორ საანმა, – მაგრამ ქალაქში ლო-
მები ცეკვავენ და თამაშობენ. წითელი ქორწილიო, მდაბიოები ასე
ეძახიან. იფიცებიან, ლორდმა ფრეიმ ბიჭს თავი მოაჭრა, ნაცვლად
მისი მგელსაზარას თავი მიაკერა და ყურებზე გვირგვინი მიაჭედა.
მისი დედაც მოკლეს და შიშველი ჩააგდეს მდინარეში.
990
ქორწილში, გაიფიქრა დავოსმა. მაშინ, როცა ის თავისი მკვლე-
ლის სუფრას უჯდა, როცა მისი სახლის სტუმარი იყო. ეს ფრეიები
დაწყევლილები არიან. ისევ სცემდა დამწვარი სისხლის სუნი და
ყურში მაყლის ცხელ ნახშირზე დაგდებული წურბელის სტვენა და
შიშხინი ჩაესმოდა.
– იგი უფლის რისხვამ მოკლა, – განაცხადა სერ აქსელ ფლო-
რენტმა, – რლორის ხელმა! – დიდება ნათლის უფალს, – წაიმღერა
დედოფალმა სელისმა, ვიწრო და ძვლიანმა ქალმა, დიდი ყურები და
საულვაშეზე მოდებული თმა რომ ჰქონდა.
– რლორს დალაქავებული და აცახცახებული ხელი აქვს? –
იკითხა სტანისმა, – ეს ვალდერ ფრეის ხელით გაკეთებულს უფრო
ჰგავს, ვიდრე ღმერთისას.
– რლორი ისეთ იარაღს ირჩევს, როგორიც სჭირდება, – მელი-
სანდრეს ყელთან წითლად უელვარებდა ლალი, – მისი გზები შეუც-
ნობელია, მაგრამ მის ცეცხლოვან ნებას წინ ვერავინ აღუდგება.
– ვერა კაცი მას წინ ვერ აღუდგება! – წამოიძახა დედოფალმა სე-
ლისმა.
– წყნარად, ქალო. ღვთის სადიდებელ კოცონთან კი არ ხარ, –
სტანისი მოხატულ მაგიდას დასცქეროდა, – მგელს მემკვიდრე არ
ჰყავს, კრაკენს – ზედმეტად ბევრი ჰყავს. ლომები მათ ჩანთქავენ,
თუ... საან, შენი ყველაზე სწრაფი გემები მჭირდება, რკინის კუნძუ-
ლებზე და თეთრ ნავსადგურში დესპანების ჩასაყვანად. მე მათ პა-
ტიებას შევთავაზებ, – კბილები ისე დააწკაპუნა, რომ ნათელი გახდა,
როგორ არ მოსწონდა ეს სიტყვა, – სრულ შენდობას მათ, ვინც ღა-
ლატს მოინანიებს და კანონიერ მეფეს ერთგულებას შეჰფიცავს. მათ
უნდა დაინახონ...
– არ დაინახავენ, – მელისანდრე ჩუმი ხმით ლაპარაკობდა, –
ვწუხვარ, თქვენო მოწყალებავ. ამით არაფერი მთავრდება. მალე
991
სხვა ცრუ მეფეები გამოჩნდებიან და დახოცილების გვირგვინებს
მოირგებენ.
– სხვები? – სტანისმა ისე შეხედა, იფიქრებდი, სიამოვნებით და-
ახრჩობსო, – სხვა უზურპატორები? სხვა მოღალატეები?
– მე ისინი ალში დავინახე.
დედოფალი სელისი მივიდა და მეფეს გვერდით დაუდგა.
– ნათლის უფალმა მელისანდრე გამოგიგზავნა, რათა იგი დიდე-
ბასთან მიგიძღვეს. ყური უგდე მას, გევედრები. რლორის წმინდა
ალი არ ტყუის.
– ტყუილები სხვადასხვანაირია, ქალო. მაშინაც კი, როცა ცეც-
ხლი მართალს ამბობს, მათი ნათქვამი ხრიკებითაა სავსე, ასე მგო-
ნია.
– ჭიანჭველა, რომელსაც მეფის სიტყვა ესმის, შეიძლება, ვერ
მიხვდეს, რას ამბობს იგი, – თქვა მელისანდრემ, – ღმერთის ცეც-
ხლოვანი სახის წინაშე კი ყველა კაცი ჭიანჭველაა. თუ ზოგჯერ შეც-
დომით გაფრთხილება წინასწარმეტყველებად ჩავთვალე და წინას-
წარმეტყველება – გაფრთხილებად, მაშინ ბრალი მკითხველს ედე-
ბა, წიგნს კი არა. მაგრამ ეს დანამდვილებით ვიცი: დესპანები და
შენდობა აქ არაფრად გამოგადგება, ისევე, როგორც წურბელები.
შენ მთელ სახელმწიფოს ნიშანი უნდა მისცე. ნიშანი, რომელიც შენს
ძალას ცხადყოფს!
– ძალა... – ჩაიფრუტუნა მეფემ, – დრაკონის ქვაზე ცამეტი ასეუ-
ლი ჯარისკაცი მყავს, კიდევ სამასი – გრიგალის კიდეზე, – მან მოხა-
ტულ მაგიდას მოატარა ხელი, – დანარჩენი ვესტეროსი ჩემი მტრე-
ბის ხელთაა. ფლოტი არ გამაჩნია, სალადორ საანის გემების გარ-
და. ქირით მებრძოლების ასაყვანი ფული არ მაქვს. არ ჩანს ალაფი
და დიდება, რისი იმედიც თავისუფალ მხედრებს დამიყენებდა გვერ-
დში.
992
– ლორდო-მეუღლევ, – უთხრა სელისმა, – შენ იმაზე მეტი ხალხი
გყავს, ვიდრე ეაგონს ჰყავდა სამასი წლის წინ. მხოლოდ დრაკონები
გაკლია.
სტანისმა ბღვერით შეხედა.
– ცხრა მაგმა მოცურა ზღვის გაღმიდან, ეაგონ მესამის დრაკო-
ნის კვერცხები რომ გამოეჩეკათ. ბეილორ კურთხეულმა ნახევარ
წელიწადს ილოცა ამ კვერცხებზე. ეაგონ მეოთხემ ხისა და რკინის
დრაკონები ააგო. ეირიონ ცეცხლოვანმა ველური ცეცხლი დალია,
თავად რომ ქცეულიყო დრაკონად. მაგებს ხელი მოეცარათ, მეფე
ბეილორის ლოცვები ღმერთებმა არ შეისმინეს, ხის დრაკონები და-
იწვა, პრინცი ეირიონი კი ტანჯვით მოკვდა.
დედოფალი სელისი ურყევი იყო.
– ამათგან არც ერთი არ ყოფილა რლორის რჩეული. მათ მოს-
ვლას ცის კამარაზე ანთებული წითელი კომეტა არ იუწყებოდა. არც
ერთს არ ჰქონდა ნათლისმფენი, გმირთა წითელი მახვილი. და არც
ერთ მათგანს ფასი არ გადაუხდია. ლედი მელისანდრე გეტყვის, მი-
ლორდ. სიცოცხლის ფასი მხოლოდ სიკვდილით შეიძლება გადაი-
ხადო. – ბიჭი? – მეფემ სიტყვა ლამის ამოაფურთხა.
– ბიჭი, – დაეთანხმა დედოფალი.
– ბიჭი, – გამოეხმაურა სერ აქსელი.
– ამ უბედურმა ბიჭმა თავი მანამდე მომაბეზრა, სანამ დაიბადე-
ბოდა, – დაიჩივლა მეფემ, – მისი სახელიც კი. სმენას მიბღალავს და
შავად მიღრუბლავს სულს. – მომეცი ბიჭი და მისი სახელის გაგონე-
ბა აღარ დაგჭირდება, – აღუთქვა მელისანდრემ. სახელს არა, მაგ-
რამ მის კივილს კი გაიგონებ, როცა ქალი მას დაწვავს. დავოსმა
ენას კბილი დააჭირა. უფრო ბრძნული იქნებოდა, არაფერი ეთქვა,
სანამ მეფე არ უბრძანებდა.

993
– მომეცი ბიჭი რლორისთვის მისაცემად, – თქვა წითელმა ქალ-
მა, – და ძველი წინასწარმეტყველება აღსრულდება. შენი დრაკონი
გაიღვიძებს და ქვის ფრთებს გაშლის.
სამეფო შენი იქნება.
სერ აქსელი ცალ მუხლზე დაეშვა.
– მუხლმოყრილი გევედრები, სირ. გააღვიძე ქვის დრაკონი,
დაე, იცახცახონ მოღალატეებმა. ეაგონის მსგავსად, თავიდან დრა-
კონის ქვის ლორდი იყავი. ეაგონის მსგავსად, უნდა დაიპყრო სამე-
ფო. დაე, ცრუებმა და მერყევებმა იგრძნონ შენი ცეცხლის სიმხურ-
ვალე.
– შენი მეუღლეც იმავეს გევედრება, ჩემო ბატონო, – დედოფალ-
მა სელისმა მეფის წინ დაიჩოქა, ხელები ისე შეეტყუპებინა, თითქოს
ლოცულობსო, – რობერტმა და დელენამ ჩვენი სარეცელი შემწიკ-
ვლეს და ჩვენი კავშირი დაწყევლილი გახადეს. ეს ბიჭი მათი მრუ-
შობის შედეგია. ააცალე ეს წყევლა ჩემს წიაღს და მე შენ ბევრ კანო-
ნიერ ძეს გიშობ, ვიცი, – მკლავები ფეხებზე შემოხვია, – ერთი ბუში
ბიჭია მხოლოდ, შენი ძმის ჟინისა და ჩემი კუზინას შერცხვენის ნა-
ყოფი.
– ის ჩემი სისხლი და ხორცია. ნუ მებღაუჭები, ქალო, – მეფე სტა-
ნისმა ცოლს მხარზე დაადო ხელი და უხერხულად გაითავისუფლა
თავი მისი ხვევნისგან, – იქნებ, რობერტმა მართლაც დაწყევლა ჩვე-
ნი საქორწილო სარეცელი. ის ფიცით მეუბნებოდა, რომ აზრადაც არ
ჰქონია ჩემი შერცხვენა, რომ მთვრალი იყო და არც იცოდა, იმ ღა-
მით ვის საძინებელში შევიდა. მაგრამ ამას განა რა მნიშვნელობა
აქვს? ბიჭს არაფერი დაუშავებია, სინამდვილეში როგორც არ უნდა
ყოფილიყო.
მელისანდრემ მეფეს მკლავზე დაადო ხელი.

994
– ნათლის უფალს უყვარს უცოდველები. არ არსებობს ამაზე უფ-
რო ძვირფასი მსხვერპლი. მისი მეფური სისხლისგან და მისი შეუბ-
ღალავი ცეცხლისგან დრაკონი იშვება.
სტანისი არ გარიდებია მელისანდრეს შეხებას, როგორც დე-
დოფლისას გაერიდა. წითელ ქალს ჰქონდა ყველაფერი, რაც კი სე-
ლისს არ მოეპოვებოდა: ახალგაზრდა იყო, ტანსავსე და უცნაურად
ლამაზი თავისი კოხტად მოყვანილი სახით, სპილენძის თმითა და
არამიწიერი წითელი თვალებით.
– საოცარი საქმე იქნება ქვის გაცოცხლება, – უკმაყოფილოდ
აღიარა მან, – და დრაკონზე ამხედრება... მახსოვს, მამამ პირვე-
ლად რომ წამიყვანა სამეფო კარზე, რობერტს დაავალეს, ჩემთვის
ხელი ჰქონოდა ჩაკიდებული. მაშინ ოთხზე მეტის არ ვიქნებოდი, ანუ
რობერტი ხუთი ან ექვსი წლის იყო. მოგვიანებით ერთმანეთს გავუმ-
ხილეთ, რომ მეფე ძალიან კეთილშობილი გვეჩვენა, დრაკონები კი
– საზარლები, – სტანისმა მწარედ ჩაიცინა, – წლების მერე მამამ
გვითხრა, რომ თურმე იმ დილით ეირისი ტახტით დაიჭრა, ამიტომ
მის ადგილზე მარჯვენა იჯდა. თურმე ასე ძალიან ლორდი ტაივინ
ლანისტერი მოგვწონებია, – თითებით შეეხო მაგიდის ზედაპირს და
მსუბუქად გადაატარა ლაქით დაფარულ გორაკებზე, – რობერტმა
გვირგვინი რომ დაიდგა, თავის ქალები დაბლა ჩააზიდვინა, მაგრამ
მათი განადგურება ვერ იკისრა. დრაკონის ფრთები ვესტეროსის
თავზე... ეს ისეთი...
– თქვენო მოწყალებავ! – წინ გადაიხარა დავოსი, – შეიძლება,
ვთქვა?
სტანისმა პირი ისე მაგრა დახურა, კბილები გაატკაცუნა.
– წვიმისტყის ლორდო, როგორ გგონია, რად გაგხადე მარჯვე-
ნად, თუ არა იმისთვის, რომ გელაპარაკა? – მეფემ ხელი აიქნია, –
თქვი, რაც გენებოს.
995
მეომარო, მომეც სიმამაცე.
– მე ცოტა რამ გამეგება დრაკონებზე და უფრო ნაკლები – ღმერ-
თებზე... მაგრამ დედოფალმა წყევლა ახსენა. არავინაა თავის სის-
ხლის და ხორცის მკვლელზე უფრო დაწყევლილი ღმერთებისა და
კაცთა წინაშე.
– არ არიან ღმერთები გარდა რლორისა და სხვისა, რომლის სა-
ხელიც უხსენებელია, – მელისანდრეს პირი მტკიცე წითელ ხაზად
გადაექცა, – და პატარა კაცნი წყევლიან იმას, რის გაგებაც არ ძა-
ლუძთ.
– მე ვარ პატარა კაცი, – დაეთანხმა დავოსი, – მაშ, მითხარი, მი-
ლედი, რად გინდა ეს ბიჭი, ედრიკ სტორმი, იმ შენი დიდი ქვის დრა-
კონის გასაღვიძებლად, – გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც შეიძლება
ხშირად წარმოეთქვა ბიჭის სახელი.
– სიცოცხლის ფასი მხოლოდ სიკვდილით შეიძლება გადაიხა-
დო, მილორდ. დიდ ძღვენს დიადი მსხვერპლი სჭირდება.
– განა რა სიდიადეა უკანონო ბავშვში?
– მის ძარღვები მეფის სისხლი დის. შენ ნახე, ამ სისხლის მცირე
რაოდენობასაც კი რის გაკეთება შეუძლია...
– მე ვნახე, რომ შენ რაღაც წურბელები დაწვი.
– და ორი ცრუ მეფე მკვდარია.
– რობ სტარკი გადასალახის ლორდმა ვალდერმა მოკლა და
გვითხრეს, რომ ბეილონ გრეიჯოი ხიდიდან გადავარდა. შენმა წურ-
ბელებმა რომელი მოკლეს?
– რლორის ძალა გეეჭვება?
არა. დავოსს ძალიან კარგად ახსოვდა ის ცოცხალი აჩრდილი,
ქალის საშოდან რომ გამოძვრა იმ ღამით გრიგალის კიდის ქვეშ, ახ-
სოვდა ქალის ბარძაყებზე დაბჯენილი მისი შავი ხელები. აქ ფრთხი-
ლად უნდა ვიარო, თორემ მეც შეიძლება, აჩრდილმა მომაკითხოს.
996
– ხახვის კონტრაბანდისტსაც კი შეუძლია, ორი ხახვი სამისგან
გაარჩიოს. ერთი მეფე გაკლია, მილედი.
სტანისმა ჩაიცინა.
– გამოგიჭირა, მილედი. ორი სამი არ არის.
– ნამდვილად, თქვენო მოწყალებავ. ერთი მეფე შეიძლება, შემ-
თხვევით მოკვდეს, ორიც კი... მაგრამ სამი? თუ ჯოფრი მოკვდა მთე-
ლი თავისი ძალაუფლებით მოსილი, ჯარით და ქეშიკებით გარემო-
ცული, ეს არ იქნება უფლის ძალის გამოვლენის დასტური?
– ალბათ, იქნება, – მეფე თითქოს თითოეული სიტყვის წარმოთ-
ქმას ნანობდა. – ან არ იქნება, – დავოსი, რაც შეეძლო, ცდილობდა,
შიში არ შესტყობოდა. – ჯოფრი მოკვდება, – მშვიდად, თავდაჯერე-
ბულად თქვა დედოფალმა სელისმა. – შეიძლება, ახლა უკვე მკვდა-
რიცაა, – დაურთო სერ აქსელმა.
სტანისმა მათ გაღიზიანებით შეხედა.
– გაწვრთნილი ყვავები ხართ, რიგრიგობით რომ შემომჩხავით?
კმარა.
– ჩემო მეუღლევ, მისმინე... – შეევედრა დედოფალი.
– რატომ? ორი სამი არაა. მეფეებმაც იციან თვლა, მარტო კონ-
ტრაბანდისტებმა კი არა. შეგიძლიათ, წახვიდეთ, – სტანისმა მათ
ზურგი შეაქცია.
მელისანდრემ დედოფალი წამოაყენა. სელისი განაწყენებული
გაიჭრა ოთახიდან, წითელი ქალი უკან მიჰყვა. სერ აქსელი მხო-
ლოდ იმდენ ხანს შეყოვნდა, რომ დავოსისთვის ბოლოჯერ გაეყარა
თვალი თვალში. რა ცუდი მზერა და რა უშნო სახე აქვსო, გაიფიქრა
დავოსმა, თვალი რომ გაუსწორა.
ისინი რომ გავიდნენ, დავოსმა ხმა ჩაიწმინდა. მეფემ აიხედა.
– რატომ დარჩი?
– სირ, ედრიკ სტორმზე მინდოდა მეთქვა...
997
სტანისმა მკვეთრად გაიქნია ხელი.
– არაა საჭირო.
დავოსმა უკან არ დაიხია.
– შენი ასული მასთან ერთად სწავლობს და ყოველდღე ეთამაშე-
ბა ეაგონის ბაღში. – ვიცი.
– გოგონა იდარდებს, თუ რამე დაემართება...
– ეგეც ვიცი.
– ერთი განახა ის ბიჭი...:
– მინახავს. რობერტს ჰგავს. ჰო, და აღმერთებს მამამისს. ნეტავ,
უნდა ვუთხრა, მის საყვარელ მამას რამდენჯერ გახსენებია საერ-
თოდ? ჩემს ძმას ბავშვების კეთება ძალიანაც უყვარდა, მაგრამ უკვე
დაბადებულები აღარ აინტერესებდა.
– ბიჭი ყოველდღე გკითხულობს, ის...
– მაბრაზებ, დავოს. აღარაფრის გაგონება არ მინდა იმ ბუშ ბიჭ-
ზე.
– ედრიკ სტორმი ჰქვია, სირ.
– ვიცი, რაც ჰქვია. ამაზე მეტად შესაფერისი სახელი არც გამი-
გია. ის გვაუწყებს, რომ ბიჭი ბუშია, რომ მაღალი წარმომავლობისაა
და რომ დიდი ალიაქოთი მოაქვს ჩვენთვის. ედრიკ სტორმი. აჰა,
ვთქვი. კმაყოფილი ხარ, მილორდ მარჯვენავ? – ედრიკი... – წამო-
იწყო დავოსმა.
– ...ერთი ბიჭია! შეიძლება, საუკეთესო ბავშვი იყოს, ვინც კი ამ-
ქვეყნად დაბადებულა, და ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. მე სა-
ხელმწიფოს წინაშე ვარ მოვალე, – ხელი მოხატულ მაგიდას გადაა-
ტარა, – რამდენი ბიჭი ცხოვრობს ვესტეროსში? რამდენი გოგონა?
რამდენი კაცი და ქალი? მათ ყველას წყვდიადი ჩანთქავსო, ქურუმი
ქალი მეუბნება. დაუსრულებელი ღამე. წინასწარმეტყველებებს ახ-

998
სენებს... ზღვაში კვლავ შობილი გმირი, მკვდარი ქვიდან გამოჩეკი-
ლი ცოცხალი დრაკონები... ახსენებს ნიშნებს და იფიცება, რომ ისი-
ნი ჩემზე მიუთითებენ. მე ეს არასოდეს მითხოვია, არც მეფედ ყოფნა
მინატრია. მაგრამ როგორ გავბედო და არად ჩავაგდო მისი სიტყვე-
ბი? – სტანისმა კბილები გააღრჭიალა, – საკუთარ ბედისწერას ჩვენ
როდი ვირჩევთ. მაგრამ ჩვენ უნდა... ვალი უნდა აღვასრულოთ, ასე
არაა? დიდმა და მცირემ, ყველამ უნდა ავასრულოთ ჩვენი ვალი. მე-
ლისანდრე ფიცით ამბობს, რომ თავის ალებში ნახა, ბნელს წინ რომ
აღვუდგებოდი შემართული ნათლისმფენით. ნათლისმფენი! – სტა-
ნისმა დაცინვით ჩაიფრუტუნა, – ლამაზად ანათებს, ვერ დაუკარგავ,
მაგრამ შავწყალაზე ეს ჯადოსნური ხმალი ჩვეულებრივ ფოლადზე
უკეთ არ გამომადგა. დრაკონი იმ ბრძოლას სულ სხვაგვარად შემო-
აბრუნებდა. ოდესღაც ეაგონი იდგა აქ, ჩემსავით, და ამ მაგიდას
დაჰყურებდა. როგორ გგონია, დღეს მას ეაგონ დამპყრობელს და-
ვუძახებდით, დრაკონები რომ არ ჰყოლოდა?
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა დავოსმა, – მაგის ფასი...
– ვიცი ფასი! წუხელ ბუხარს ჩავაცქერდი და მეც ვნახე ცეცხლში
რაღაცები. მეფე ვნახე, თავზე ცეცხლის გვირგვინი ედგა და იწვო-
და... იწვოდა, დავოს. მისმავე გვირგვინმა ჩანთქა მისი სხეული და
ფერფლად აქცია. გგონია, მელისანდრე მჭირდება, რომ მითხრას,
ეს რას ნიშნავს? ან შენ? – მეფე გვერდზე გადგა და მისი ჩრდილი მე-
ფის საბიჯელს დაეფინა, – ჯოფრი თუ მოკვდება... რა არის ერთი ბუ-
ში ბიჭის სიცოცხლე მთელი სამეფოს საპირწონედ?
– ყველაფერი, – წყნარად თქვა დავოსმა.
სტანისმა შეხედა, კრიჭა შეკრული ჰქონდა.
– წადი, – თქვა ბოლოს მეფემ, – სანამ შენს ენას ისევ დილეგში
არ ჩაუგდიხარ. ზოგჯერ ქარაშოტი ისე ძლიერია, რომ კაცს სხვა გზა
არ რჩება, აფრები უნდა დაკეცოს.
999
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – თავი დაუკრა დავოსმა, მაგრამ
სტანისს, ეტყობა, იგი უკვე დავიწყებოდა.
ქვის დოლიდან რომ გამოვიდა, ეზოში სუსხი დახვდა. აღმოსავ-
ლეთიდან ძლიერი ქარი ქროდა და გალავანზე დროშებს ხმამაღლა
ატკაცუნებდა. დავოსს სიმლაშის სუნი სცემდა. ზღვა. უყვარდა ეს სუ-
ნი. სუნმა მოანდომა, კვლავ გემბანზე შემდგარიყო, იალქნები აღე-
მართა და სამხრეთისკენ გაეცურა, მარიასკენ და თავისი ორი პატა-
რასკენ. ახლა ყოველდღე, ყოველღამ მათზე ფიქრობდა. მისი არსე-
ბის ნაწილს ყველაზე მეტად ის სწყუროდა, დევანი წაეყვანა და შინ
წასულიყო. არ შემიძლია. ჯერ არა. მე ახლა ლორდი ვარ და მეფის
მარჯვენა, არ უნდა ვუმტყუნო.
გალავანს ააპყრო მზერა. ქონგურების ნაცვლად ათასი მახინჯი
ქმნილება და ქიმერა დასცქეროდა, თითოეული სხვებისგან გან-
სხვავებული იყო: გველეშაპები, გრიფონები, დემონები, მანტიკო-
რები, მინოტავრები, ბასილისკოები, ჯოჯოხეთის მწევრები, მამლის-
თავა დრაკონები და უამრავი კიდევ უფრო უცნაური არსება ისე
ამოშვერილიყო ციხესიმაგრის გალავანზე, თითქოს იქ გაიზარდნენ.
და ყველგან დრაკონები მოჩანდა. სეფე-დარბაზი მუცელზე გაწოლი-
ლი დრაკონი იყო, ადამიანები მასში დაღებული ხახიდან შედიოდ-
ნენ. სამზარეულოები წრედ დახვეული დრაკონი იყო, ქურების კვამ-
ლი და ორთქლი ნესტოებიდან სდიოდა. გალავანზე დაყურსული ან
ასაფრენად ყელგაწვდილი დრაკონები კოშკებად ქცეულიყვნენ. ქა-
რისგველი თითქოს გამომწვევად ყიოდა, ზღვის დრაკონის კოშკი კი
აუშფოთველად გასცქეროდა სივრცეს ტალღების მიღმა. კარიბჭე-
ებს უფრო მომცრო დრაკონები აგებდნენ. კედლებიდან ჩირაღდნე-
ბის სამაგრებად დრაკონის კლანჭები იყო გამოჩრილი, სამჭედლო
და საიარაღო ფართო ქვის ფრთებში იყო მოქცეული, კუდები თა-
ღებს, ხიდებსა და გარე კიბეებს ქმნიდნენ.
1000
დავოსს ხშირად სმენოდა, რომ ვალირიის ჯადოქრები ჩვეულებ-
რივი ქვითხუროებივით კი არ ჭრიდნენ და კვეთდნენ, არამედ ქვას
ცეცხლით და მაგიით ძერწავდნენ, როგორც მეთუნე ძერწავს თიხას.
მაგრამ ახლა იფიქრა: იქნებ, ეს მართლაც ნამდვილი დრაკონები
არიან, რაღაცას ქვად რომ გადაუქცევიაო?
– წითელმა ქალმა ესენი თუ გააცოცხლა, ასე ვფიქრობ, ციხესი-
მაგრე ჩამოიქცევა. ეს რა დრაკონები არიან, შიგნიდან ოთახებით,
კიბეებით და ავეჯით გამოვსებული? და ფანჯრებიან-საკვამურები-
ანი? და კიდევ, საპირფარეშოს ჭებიანი.
დავოსმა მიიხედა და გვერდით სალადორ საანი დაინახა.
– ანუ შემინდე ღალატი, სალა?
ბებერმა მეკობრემ თითი დაუქნია.
– შეგინდე, კი. მაგრამ არ დამივიწყებია. კლანჭის კუნძულის
მთელი ოქრო ახლა ჩემი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას რომ ვფიქ-
რობ, მაშინვე ვგრძნობ, ბებერი და დაქანცული რომ ვარ. სიღატაკე-
ში რომ ამომხდება სული, ჩემი ცოლები და ხარჭები დაგწყევლიან,
ხახვის ლორდო. ლორდ სელტიგარს რამდენი ნატიფი ღვინო აქვს,
რომელსაც ახლა ვერ ვსვამ; ზღვის არწივი ჰყავდა, რომელსაც მაჯი-
დან აფრენდა, და ჯადოსნური საყვირიც ჰქონდა, ისეთი, ზღვის სიღ-
რმეებიდან კრაკენს რომ უხმობდა. ძალიან გამოსადეგი რამ იქნე-
ბოდა, ტიროშელების და სხვა აბეზრების ჩასაძირად. მაგრამ მაქვს
ახლა ეს საყვირი? არა, იმიტომ, რომ მეფემ ჩემი ძველი მეგობარი
მარჯვენად გაიხადა, – მან დავოსს მკლავი გამოსდო და უთხრა, –
დედოფლის ხალხს არ უყვარხარ, ძველო მეგობარო. ასე გავიგე,
ერთი მარჯვენა გარს თავის ხალხს იკრებსო. ასეა, ჰო?
ძალიან ბევრი რამ გესმის, ბებერო მეკობრევ. კონტრაბანდისტი
ადამიანებსაც ისევე უნდა იცნობდეს, როგორც მიქცევებს, თორემ

1001
დიდხანს ვერ მოუწევს კონტრაბანდისტობა. დედოფლის ხალხი იქ-
ნებ კიდევაც რჩებოდნენ ნათლის უფლის მგზნებარე თაყვანისმცემ-
ლებად, მაგრამ დრაკონის ქვის უბრალო მცხოვრებლები ისევ უბ-
რუნდებოდნენ ღმერთებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება იცნობ-
დნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სტანისი მოჯადოებული იყო, რომ მე-
ლისანდრემ აქცევინა მას ზურგი შვიდთათვის, რათა წყვდიადის რო-
მელიღაც დემონისთვის ეცა თაყვანი, და... რაც უპატიებელი ცოდვა
იყო... რომ ქალმა და მისმა ღმერთმა მეფეს არ გაუმართლეს. რაინ-
დებსა და ლორდებს შორისაც იყვნენ ისინი, ვინც ასე ფიქრობდა.
დავოსმა მოძებნა ისინი, იმავე სიფრთხილით არჩევდა მათ, რომ-
ლითაც ოდესღაც ეკიპაჟს კრავდა. სერ გერალდ გოვერმა მედგრად
იბრძოლა შავწყალაზე, მაგრამ შემდეგ უთქვამს, რლორი, ეტყობა,
უსუსური ღმერთია, თავისი თაყვანისმცემლები ჯუჯას და მკვდარ
კაცს თუ დაამარცხებინაო. სერ ენდრიუ ესტერმონტი მეფის კუზენი
იყო და წლების წინ საჭურველთმტვირთველად ემსახურებოდა. ღა-
მისჰანგის ბუში სარდლობდა არიერგარდს, რომელმაც სტანისს შე-
საძლებლობა მისცა, სალადორ საანის ხომალდებამდე უვნებლად
მიეღწია, და მეომრის მიმართ მისი თაყვანისცემა თავად მასავით
უდრეკი იყო. ეს მეფის ხალხი იყო, დედოფლისა კი არა.
მაგრამ არ ივარგებდა, მათზე კვეხნას მოჰყოლოდა.
– ერთმა ლისელმა მეკობრემ ერთხელ მითხრა, კარგი კონტრა-
ბანდისტი საერთოდ არ ჩანსო, – ფრთხილად მიუგო დავოსმა, –
აქვს შავი აფრები, უხმო ნიჩბები და ეკიპაჟი, რომელსაც ენაზე კბი-
ლის დაჭერა შეუძლიაო.
ლისელმა გაიცინა.
– სულაც უენო ეკიპაჟი მთლად უკეთესია. დიდი და ჯანიანი მუნ-
ჯები, წერა და კითხვა რომ არ იციან, – მაგრამ მერე დასერიოზულ-

1002
და, – მაგრამ მიხარია, რაკი ვიცი, რომ ვიღაც ზურგს გიმაგრებს, მე-
გობარო. როგორ გგონია, მისცემს მეფე ბიჭს წითელ ქურუმ ქალს?
ერთი პატარა დრაკონი ამ დიდ ომს ბოლოს მოუღებდა.
დავოსი ძველი ჩვევით იღბლის ქისას წასწვდა, მაგრამ თითების
ძვლები კისერზე აღარ ეკიდა.
– არ იზამს, – თქვა მან, – თავის სისხლსა და ხორცს არაფერს
დაუშავებს. – ლორდი რენლი გაიხარებდა, ეს რომ გაეგო.
– ლორდი რენლი მოღალატე იყო, თან შეიარაღებული. ედრიკ
სტორმს არაფერი დაუშავებია. მისი მოწყალება სამართლიანი კა-
ცია.
სალამ მხრები აიჩეჩა.
– მაგასაც ვნახავთ. ან შენ ნახავ. მე ჩემდათავად ზღვაში ვბრუნ-
დები. შეიძლება, ახლა, ამწუთასაც კი ცურავენ კონტრაბანდისტები
შავწყალას ყურეში და იმედი აქვთ, თავი აარიდონ მათი ლორდის
დაწესებულ კანონიერ ბაჟს, – მან დავოსს ზურგზე დაჰკრა ხელი, –
ფრთხილად იყავი. შენც და შენი მუნჯი მეგობრებიც. ხომ კარგია,
რომ ისეთ სიმაღლეებს მიაღწიე, მაგრამ, რაც უფრო მაღლა ადის კა-
ცი, მით უფრო მწარედ ეცემა.
დავოსი მის სიტყვებზე ფიქრობდა, ზღვის დრაკონის კოშკის კი-
ბეს რომ აუყვებოდა საფრინველეს ქვეშ მოთავსებული მაისტერის
ოთახებისკენ. სალას თქმა არ სჭირდებოდა, რომ მიმხვდარიყო,
ზედმეტად მაღლა რომ აძვრა. კითხვა არ ვიცი, წერა არ ვიცი, ლორ-
დებს ვძულვარ, მართვის არაფერი გამეგება, როგორ შემიძლია, მე-
ფის მარჯვენა ვიყო? ჩემი ადგილი გემბანზეა, ციხესიმაგრის კოშკებ-
ში კი არა. მაისტერ პილოსსაც ასე უთხრა.
– შენ ჩინებული კაპიტანი ხარ, – უპასუხა მაისტერმა, – კაპიტანი
კი გემს მართავს, ასე არაა? მან სახიფათო წყლებში უნდა იაროს,

1003
აფრა აღმართოს და ქარი დაიჭიროს, იცოდეს, როდის ატყდება ქა-
რიშხალი და როგორ აღუდგეს მას წინ. მარჯვენად ყოფნაც თითქმის
იგივეა.
პილოსი ამას კეთილი განწყობით ეუბნებოდა, მაგრამ მისი სანუ-
გეშო სიტყვები ყალბად გაისმა.
– სულაც არაა იგივე, – შეედავა დავოსი, – სამეფო გემი არაა...
და კიდევ კარგი, რომ არაა, თორემ აქამდე ჩაიძირებოდა. მე გამე-
გება ხე, ბაწარი და წყალი, დიახ, მაგრამ ეს ახლა რაში დამეხმარე-
ბა? სად ვნახო ქარი, მეფე სტანისს ტახტთან რომ მიაქროლებდა?
ამის გამგონე მაისტერს გაეცინა.
– აი ისიც, მილორდ. სიტყვები ქარია, ხომ იცი, და შენ ჩემი სიტ-
ყვები უკვე გაფანტე შენი საღი აზრით. მე მგონი, მისმა მოწყალებამ
იცის, რაც ნახა შენში. – რა და ხახვები, – მოიღუშა დავოსი, – ეგაა,
ჩემში რაც ნახა. მეფის მარჯვენა კეთილშობილი ლორდი უნდა იყოს,
ბრძენი და განსწავლული ვინმე, ბრძოლების სარდალი ან მძლავრი
რაინდი...
– სერ რიამ რედვაინი მისი ჟამის უდიდესი რაინდი იყო, მასზე უა-
რესი მარჯვენა კი ძნელი გასახსენებელია. სეპტონ მარმისონის
ლოცვები სასწაულებს ახდენდა, მაგრამ მარჯვენა რომ გახდა, სულ
მალე მთელი სახელმწიფო მის სიკვდილს ევედრებოდა ღმერთებს.
ლორდ ბატერველს მისი გამჭრიახი გონებით ჰქონდა სახელი გა-
ვარდნილი, მაილს სმოლვუდს – სიმამაცით, სერ ოტო ჰაიტაუერს –
განსწავლულობით, მაგრამ მარჯვენად არც ერთი არ გამოდგა. რაც
შეეხება წარმომავლობას, დრაკონი-მეფეები მარჯვენებად ხშირად
ირჩევდნენ საკუთარ ნათესავებს, შედეგი კი სულ სხვადასხვანაირი
იყო, თუნდაც ბეილორ შუბისმტვრეველი და მეაგორ ბოროტი გავიხ-
სენოთ. მეორეს მხრივ, იყო სეპტონი ბართი, მჭედლის შვილი, რო-
მელიც ძველმა მეფემ წითელი ციხის ბიბლიოთეკაში გამოჩხრიკა
1004
და რომელმაც სახელმწიფოს ორმოცი წლით მშვიდობა და სიუხვე
მოუტანა, – პილოსმა გაიღიმა, – ისტორია წაიკითხე, ლორდო და-
ვოს, და მიხვდები, რომ შენი ეჭვები უსაფუძვლოა.
– ისტორია როგორ წავიკითხო, კითხვა თუ არ შემიძლია?
– კითხვის სწავლა ყველას შეუძლია, მილორდ, – უთხრა მაის-
ტერმა პილოსმა, – აქ საჭირო არაა არც ჯადოქრობა, არც კეთილ-
შობილი წარმომავლობა. მეფის ბრძანებით კითხვის ხელოვნებას
ვასწავლი შენს ვაჟს. ნება მომეცი, შენც გასწავლო. ამ გულისხმიერ
შემოთავაზებაზე დავოსი უარს ვერ იტყოდა. ამიტომ ყოველდღე
სტუმრობდა მაისტერის ოთახებს დრაკონის კოშკის წვერში, წარ-
ბშეკრული დაჰყურებდა გრაგნილებს, პერგამენტებსა და ვეება ტყა-
ვის წიგნებს და ცდილობდა, კიდევ რამდენიმე ახალი სიტყვა ამოეც-
ნო. ეს ძალისხმევა ხშირად თავს ატკივებდა და თანაც თავს თავნა-
კუწასავით სულელად გრძნობდა. მისი ძე დევანი ჯერ თორმეტისაც
არ იყო, მაგრამ მამას გვარიანად უსწრებდა, პრინცესა შირინს და
ედრიკ სტორმს კი კითხვა სუნთქვასავით თავისთავად გამოსდი-
ოდათ. წიგნების საქმეში დავოსი ყველა მათგანზე უფრო პატარა
ბავშვი იყო. მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდა. ახლა იგი მეფის მარჯვე-
ნა იყო, მარჯვენამ კი კითხვა უნდა იცოდეს.
ზღვის დრაკონის ვიწრო, დახვეული საფეხურები მაისტერ კრესე-
ნისთვის ტანჯვად იქცა მას მერე, რაც მან თეძო მოიტეხა. დავოსს
ჯერ კიდევ ენატრებოდა ხოლმე ბერიკაცი. ალბათ, სტანისსაც აკ-
ლდა იგი. პილოსი ჭკვიანი, გულმოდგინე და კეთილგანწყობილი
ჩანდა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა იყო და მეფე მას ისე ვერ ენდო-
ბოდა, როგორც კრესენს. ბერიკაცი სტანისის გვერდით იმდენ ხანს
იდგა... სანამ მელისანდრეს არ შეეტაკა და არ მოკვდა ამის გამო.
კიბის თავში ასულმა დავოსმა ზანზალაკების წკარუნი გაიგონა,
რაც მხოლოდ თავნაკუწას სიახლოვის მაუწყებელი შეიძლებოდა
1005
ყოფილიყო. პრინცესას მასხარა გოგონას ერთგული ძაღლივით
ელოდა მაისტერის კართან. ცომივით ფაფუკ და ვიწრომხრებიან
თავნაკუწას ფართო სახე წითელ და მწვანე რომბებად ჰქონდა მოს-
ვირინგებული, თავზე კი მუზარადად თუნუქის ბადია ეხურა, რომელ-
ზეც ირმის რქის საკიდი ჰქონდა მიბმული. მის ტოტზე ათიოდე ზან-
ზალაკი ეკიდა და წკრიალებდა, როცა კი მასხარა შეინძრეოდა, ანუ
მუდამ, რადგანაც თავნაკუწა წყნარად არასოდეს იდგა. სადაც არ უნ-
და წასულიყო, ზრიალ-წკრიალს მიიყოლებდა. რა გასაკვირია, რომ
პილოსმა იგი შირინის გაკვეთილებიდან გამოაძევა.
– ზღვის ქვეშ ბებერი თევზი ჭამს ახალგაზრდა თევზს, – ბურტყუ-
ნით უთხრა დავოსს, – ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ.
– აქ, მაღლა კი, ახალგაზრდა თევზი წვრთნის ბებერ თევზს, –
თქვა დავოსმა, რომელიც ყველაზე ბებრად თავს მაშინ გრძნობდა,
როცა საკითხავად დაჯდებოდა. შეიძლება, ასე არ ყოფილიყო, მას-
წავლებლად მოხუცი კრესენი რომ ჰყოლოდა; მაგრამ პილოსი ხომ
შვილად შეეფერებოდა.
მაისტერი წიგნებით და გრაგნილებით დაფარულ გრძელ ხის მა-
გიდას უჯდა, სამი ბავშვის პირისპირ. პრინცესა შირინი ორ ბიჭს შო-
რის მოკალათებულიყო. დავოსს უდიდეს სიამეს ჰგვრიდა, პრინცე-
სასთან და მეფის ბუშთან მჯდომ თავის შვილს რომ ხედავდა. დევანი
ახლა ლორდი იქნება, უბრალო რაინდი კი არა, წვიმისტყის ლორ-
დი. დავოსს ეს უფრო ეამაყებოდა, ვიდრე ის, თავად რომ იყო ტიტუ-
ლის მფლობელი. ბიჭმა კითხვაც იცის. წერს და კითხულობს, თით-
ქოს ამისთვის იყოს დაბადებული. პილოსი მუდამ აქებდა მის სიბე-
ჯითეს, ორთაბრძოლის ოსტატმა კი თქვა, რომ დევანს ხმლის და შუ-
ბის ხმარებაც ემარჯვებოდა. თანაც ღვთისმოსავი ბიჭია. – ჩემი ძმე-
ბი ნათლის დარბაზში ამაღლდნენ, სადაც უფლის გვერდით ისხდე-
ბიან, – თქვა დევანმა, როდესაც მამამ უამბო, როგორ დაიხოცა მისი
1006
ოთხი უფროსი ძმა, – სადიდებელ კოცონთან ვილოცებ მათთვის და
შენთვისაც, მამა, რათა სიცოცხლის ბოლომდე უფლის ნათელში
ხვიდოდე.
– დილა მშვიდობისა, მამა, – მიესალმა ბიჭი. ძალიან ჰგავს დე-
ილს მის ასაკშიო, გაიფიქრა დავოსმა. მართალია, მისი უფროსი
არასოდეს იცვამდა ასე ძვირფასად, როგორც ახლა მეფის საჭურ-
ველთმტვირთველი დევანი იყო გამოწყობილი, მაგრამ ორივეს ერ-
თნაირი გახსნილი, ოთხკუთხა სახე, პირდაპირი ყავისფერი თვალე-
ბი, თხელი და ჰაეროვანი ყავისფერი თმა ჰქონდათ. დევანს ლოყები
და ნიკაპი ქერად ჰქონდა შეღინღლული, ასეთ ბუსუსს თავმოყვარე
ატამიც კი იუკადრისებდა, მაგრამ ბიჭს საშინლად ეამაყებოდა თა-
ვისი „წვერი“. როგორც ოდესღაც დეილს ეამაყებოდა თავისი.
დევანი მაგიდასთან მჯდარ სამ ბავშვს შორის ყველაზე უფროსი
იყო, მაგრამ ედრიკ სტორმი სამი გოჯით უფრო მაღალი და მასზე
მხარბეჭიანი ჩანდა. ამით მამას ჰგავდა; ხმალაობის დილის გაკვე-
თილებსაც არასოდეს აკლდებოდა. ისინი, ვისაც რობერტი და რენ-
ლი ბავშვობაში ახსოვდა, ამბობდნენ, რომ ბიჭი მათ ბევრად მეტად
ჰგავდა, ვიდრე სტანისი. იგივე ნახშირივით შავი თმა, ლურჯი თვა-
ლები, იგივე პირი, ყბა, ყვრიმალები ჰქონდა. მხოლოდ მისი ყურები
შეგახსენებდა, დედა ფლორენტი რომ ჰყავდა.
– დილა მშვიდობისა, მილორდ, – არ ჩამორჩა ედრიკ სტორმი.
ბიჭი შეუპოვარი და ამაყი იყო, მაგრამ მისმა გამზრდელმა მაისტე-
რებმა, კასტელანებმა და ორთაბრძოლის ოსტატებმა ზრდილობაც
კარგად შეასწავლეს, – ბიძაჩემისგან მოდიხარ?
როგორ ბრძანდება მისი მოწყალება?
– კარგად, – იცრუა დავოსმა. სინამდვილეში მეფე დაქანცული
და გაწამებული ჩანდა, მაგრამ რა საჭირო იყო, ბიჭი თავისი შიშებით
დაეღონებინა, – იმედია, გაკვეთილს ხელი არ შევუშალე.
1007
– უკვე დავასრულეთ, მილორდ, – უთხრა მაისტერმა პილოსმა.
– მეფე დერონ პირველზე ვკითხულობდით, – პრინცესა შირინი
სევდიანი, საყვარელი, ნაზი ბავშვი იყო, მაგრამ ლამაზი არ ეთქმო-
და. სტანისმა მას თავისი ოთხკუთხა ყბა უმემკვიდრა, სელისმა –
ფლორენტების ყურები, ღმერთებმა კი თავიანთი ავი სიბრძნით გა-
დაწყვიტეს, მისი სიუშნოვისთვის აკვანში გადატანილი შავქერცლა
სენი დაერთოთ. ავადმყოფობამ ცალი ლოყა და ნახევარი ყელი რუ-
ხი, დახეთქილი და გამაგრებული დაუტოვა, თუმცა მისი სიცოცხლე
და მხედველობა დაინდო, – იგი საომრად წავიდა და დორნი დაიპ-
ყრო. ჭაბუკი დრაკონიო, ასე ეძახდნენ. – ის ცრუ ღმერთებს სცემდა
თაყვანს, – თქვა დევანმა, – მაგრამ ისე ჩაუქი რაინდი და მამაცი მე-
ომარი იყო.
– ჰო, – დაეთანხმა ედრიკ სტორმი, – მაგრამ მამაჩემი უფრო მა-
მაცი იყო. ჭაბუკ დრაკონს ერთ დღეში სამი ბრძოლა არასოდეს მო-
უგია.
პრინცესამ თვალები დააჭყიტა.
– ძია რობერტმა ერთ დღეში სამი ბრძოლა მოიგო?
ბუშმა ბიჭმა თავი დაუქნია.
– ეს მაშინ იყო, პირველად რომ დაბრუნდა სახლში ბაირაღების
მოსაწოდებლად. ლორდები გრანდისონი, კაფერინი და ფელი აპი-
რებდნენ, ზაფხულის დარბაზთან ჯარი გაეერთიანებინათ და გრიგა-
ლის კიდისკენ დაძრულიყვნენ, მაგრამ რობერტმა მოენისგან შეიტ-
ყო მათი გეგმები და დაუყოვნებლივ გაჭენდა მათკენ თავის რაინ-
დებთან და საჭურველთმტვირთველებთან ერთად. შეთქმულები
ზაფხულის დარბაზთან რიგრიგობით მოვიდნენ და მან ისინი რიგრი-
გობით დაამარცხა, სანამ სხვებთან გაერთიანებას მოასწრებდნენ.
მან ლორდი ფელი ერთი-ერთზე ბრძოლაში მოკლა და მისი შვილი,
ვერცხლის ტაბარი, ტყვედ აიყვანა.
1008
დევანმა პილოსს შეხედა.
– ეგრე იყო?
– ასე იყო-მეთქი, ხომ ვთქვი? – წამოიძახა ედრიკ სტორმმა, სა-
ნამ მაისტერი უპასუხებდა, – მან სამივე ჯარი დალეწა და ისე მამა-
ცურად იბრძოდა, რომ ლორდი გრანდისონი და ლორდი კაფერინი
მერე მის მხარეს გადავიდნენ. მამაჩემი არასოდეს არავის დაუმარ-
ცხებია.
– ედრიკ, არ უნდა იტრაბახო, – უთხრა მაისტერმა პილოსმა, –
მეფე რობერტიც დამარცხებულა, სხვა ადამიანების მსგავსად. აშ-
ფორდთან იგი ლორდმა ტაირელმა დაჯაბნა, ბევრი სატურნირო ას-
პარეზობაც წაუგია.
– მაგრამ იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე წააგო. და სამკბილაზე პრინ-
ცი რეიგარი მოკლა.
– ეგ მართლაც ქნა, – დაეთანხმა მაისტერი, – მაგრამ ახლა
ლორდ დავოსს უნდა მივხედო, რომელიც ასე მოთმინებით გვიც-
დის. ხვალ დილით გავაგრძელებთ კითხვას მეფე დერონზე და მის
მიერ დორნის დაპყრობაზე.
პრინცესა შირინი და ბიჭები თავაზიანად გამოეთხოვნენ. ბავშვე-
ბი რომ წავიდნენ, მაისტერი პილოსი დავოსისკენ გადმოჯდა.
– მილორდ, იქნებ შენც დორნის დაპყრობა გეცადა? – მან თხე-
ლი, ტყავისყდიანი წიგნი მაგიდის იქიდან დავოსისკენ გადააცურა,
– მეფე დერონი მოხდენილი სიმარტივით წერს და მისი ისტორია
მდიდარია სისხლით, ბრძოლებით და საგმირო საქმეებით. შენი ძე
საკმაოდ გაიტაცა.
– ჩემი ძე ჯერ თორმეტისაც არაა. მე კი მეფის მარჯვენა ვარ. ისევ
წერილი მომეცი, თუ შეიძლება.
– როგორც ინებებ, მილორდ, – მაისტერმა პილოსმა მაგიდაზე
დაყრილი გრაგნილები გადაქექა, გაშალა და დაიწუნა რამდენიმე
1009
პერგამენტი, – ახალი წერილები არაა. იქნებ, რომელიმე ძველი...
დავოსს საინტერესო ამბები სხვაზე ნაკლებად როდი უყვარდა,
მაგრამ ფიქრობდა, სტანისმა მარჯვენად იმიტომ კი არ დამნიშნა,
რომ ვიხალისოო. მისი უპირველესი მოვალეობა იყო, თავის მეფეს
მართვაში დახმარებოდა, ამისთვის კი ყორნის მოტანილი სიტყვე-
ბის გაგება უნდა შეეძლოს. კარგად იცოდა, რამის სწავლა თუ გინდა,
ის რამე უნდა აკეთო – სულერთია, აფრებთან გაქვს საქმე თუ გრაგ-
ნილებთან. – ეს შეიძლება გამოგვადგეს, – პილოსმა წერილი გა-
უწოდა.
დავოსმა პატარა დაჭმუჭნილი პერგამენტის ფურცელი გაასწორა
და ციცქნა, ძნელად გასარჩევ ასოებს დააცქერდა. კითხვა თვალებს
რომ ძაბავდა, ეს უკვე გაიგო. ზოგჯერ ფიქრობდა, ალბათ ციტადელ-
ში ფალავნის პრიზს აძლევენ იმ მაისტერს, ყველაზე წვრილად ვინც
დაწერსო. პილოსი ამ აზრმა გააცინა, მაგრამ...
– ხუთ... მეფეს, – წაიკითხა დავოსმა, ცოტა შეყოყმანდა სიტყვა
„ხუთზე“, რომელიც წერილებში ხშირად არ ხვდებოდა, – კედლის
მი... მიერ?
– კედლისმიღმელი, – გაუსწორა პილოსმა.
დავოსი დაიჯღანა.
– კედლისმიღმელი მეფე სამხრე... სამხრეთისკენ მოდის. იგი
ველ... ველუ... ველურების ურცხვ...
– ურიცხვ.
– ურიცხვ ჯარს მოუძღვის. ლორდმა მ... მმმორ... მორმონტმა გა-
მოგზავნა... ყორანი... ავ... ავ... ავსულებიანი ტყიდან. მას უტ... უტე-
ვენ?
– დიახ.
ნასიამოვნებმა დავოსმა ჯახირით განაგრძო:

1010
– მას... მერე კიდევ დაბრუნდნენ ფრინველები, მაგრამ... წერი-
ლი აღარ მოუტანიათ. ჩვენ... ვშიშობთ... რომ მორმონტი მოკლუ-
ლია მთელ თავის რაზ... ჰო, რაზმთან ერთად, – დავოსი უცებ მიხ-
ვდა, რას კითხულობდა. წერილი გადმოაბრუნა და დაინახა, რომ შა-
ვი ცვილით იყო დაბეჭდილი, – ეს ღამის ებგურიდანაა. მაისტერ, მე-
ფე სტანისმა ეს წერილი ნახა?
– წერილი რომ მოვიდა, მე იგი ლორდ ალესტერს მივუტანე. მა-
შინ იგი მარჯვენა იყო. დარწმუნებული ვარ, დედოფალთან ამაზე
ისაუბრა. რომ ვკითხე, პასუხის გაგზავნა თუ ნებავდა, მითხრა, სისუ-
ლელეს ნუ ამბობო. „მის მოწყალებას თავისი ბრძოლებისთვისაც
არ ჰყავს საკმარისი ხალხი, ველურებს რომ არ შეალიოსო“, ასე
მითხრა.
მართალიც იყო. და სტანისს ხუთი მეფის ხსენებაც უეჭველად გა-
ნარისხებდა. – მხოლოდ შიმშილით სიკვდილის პირას მყოფი კაცი
სთხოვს პურს მათხოვარს, – ჩაიბურტყუნა თავისთვის.
– უკაცრავად, მილორდ?
– ჩემმა ცოლმა თქვა ერთხელ ასე, – დავოსმა დამოკლებული
თითები მაგიდაზე ააკაკუნა. კედელი პირველად რომ ნახა, მაშინ დე-
ვანზე პატარა იყო, რიყის კატაზე მსახურობდა რორო უჰორისთან,
ტიროშელთან, რომელსაც მთელ ვიწრო ზღვაზე „ბრმა ნაბიჭვრის“
სახელით იცნობდნენ, თუმცა არც ბრმა იყო და არც უკანონოდ შო-
ბილი. რორომ სკაგოსს ჩაუარა და მოცახცახე ზღვაში შეცურა, ასამ-
დე პატარა ყურეში შეიარა, რომლებსაც სავაჭრო ხომალდი ადრე
არასოდეს სწვეოდა. მიზიდა იარაღი: ხმლები, ტაბარები, მუზარადე-
ბი, ჩინებული ჯაჭვის პერანგები და ბეწვეულზე, სპილოს ძვალზე,
ქარვასა და ობსიდიანზე გადაცვალა. როცა რიყის კატა სამხრეთის-
კენ გამობრუნდა, მისი ტრიუმები გაძეძგილი იყო, მაგრამ სელაპე-

1011
ბის ყურეში მას სამი შავი გალერა გადაუდგა და აღმოსავლეთის გუ-
შაგში მილალეს. მათ დაკარგეს ტვირთი, ნაბიჭვარმა კი – თავი, ვე-
ლურებისთვის იარაღის მიყიდვის გამო.
დავოსი კონტრაბანდისტობისას აღმოსავლეთის გუშაგთანაც
ვაჭრობდა. შავ ძმებს მტრებად არ ისურვებდი, მაგრამ მუშტრებად
კარგი გამოდგნენ – თუ გემი სწორი ტვირთით იყო სავსე. მაგრამ,
თუმცა მათგან საქონლის საფასურს იღებდა, დავოსს არასოდეს
ავიწყდებოდა, როგორ დაგორდა ბრმა ნაბიჭვარის თავი რიყის კა-
ტის გემბანზე.
– ბიჭობაში მინახავს ველურები, – უთხრა მაისტერ პილოსს, –
ქურდობა კარგად გამოსდიოდათ, ვაჭრობა კი – არა. ერთი ჩვენს გე-
მის გოგოსთან ერთად გაიპარა. საბოლოოდ ისინიც სხვა ადამიანე-
ბივით იყვნენ: ზოგი კარგი იყო, ზოგი – ავი.
– ადამიანი ადამიანია, – დაეთანხმა პილოსი, – განვაგრძოთ
კითხვა, მილორდ მარჯვენავ?
მეფის მარჯვენა ვარ, ჰო. სტანისს შეიძლება ვესტეროსის მეფე
ერქვა, მაგრამ სინამდვილეში მოხატული მაგიდის მეფე იყო. მას
ეჭირა დრაკონის ქვა და გრიგალის კიდე, სალადორ საანი ჰყავდა
საეჭვო მოკავშირედ, და სულ ეს იყო. როგორ შეიძლებოდა, ღამის
ებგურს მისი დახმარების იმედი ჰქონოდა? შეიძლება, არ იციან, რა
სუსტია მისი ჯარი, რა უიმედოა მისი ბრძოლა.
– დარწმუნებული ხარ, რომ მეფე სტანისს ეს წერილი არ უნა-
ხავს? არც მელისანდრეს? – არ უნახავთ. მივუტანო? ამ ხნის მერე?
– არა, – მაშინვე უთხრა დავოსმა, – შენი ვალი უკვე აასრულე,
ლორდ ალესტერს რომ უჩვენე იგი, – მელისანდრეს წერილის შესა-
ხებ რომ სცოდნოდა... რას იტყოდა მაშინ? იგი, რომლის სახელიც
არ ითქმის, თავის ლაშქარს რაზმავს, დავოს სივორთ. მალე დადგე-
ბა სიცივე და ღამე, დასასრული რომ არ აქვს... სტანისმა კი ცეცხლის
1012
ალში ნახა თოვაში ჩირაღდნების წრე, და მის გარშემო შემოხვეული
ძრწოლა. – მილორდ, ცუდად ხარ? – ჰკითხა პილოსმა.
შეშინებული ვარო, წესით, ასე უნდა ეთქვა. დავოსი იხსენებდა
ამბავს, სალადორ საანი რომ მოუყვა: თუ როგორ აწრთო აზორ აჰა-
იმ ნათლისმფენი მისი საყვარელი ცოლის მკერდში. მან ცოლი მოკ-
ლა, რათა წყვდიადი დაემარცხებინა. თუ სტანისი კვლავ მოსული
აზორ აჰაია, ეს ნიშნავს, რომ ედრიკ სტორმმა ნისა-ნისობა უნდა
გასწიოს?
– ვფიქრობდი, მაისტერ. ბოდიში.
მერე რა, ვიღაც ველური მეფე ჩრდილოეთს თუ დაიპყრობს? სტა-
ნისს ჩრდილოეთი მაინც არ ეჭირა. მის მოწყალებას ვერ მოსთხოვ-
დი, დაეცვა ხალხი, რომლებმაც იგი მეფედ არ აღიარეს.
– სხვა წერილი მომეცი, – თქვა უცებ, – ეს ძალიან...
– ...ძნელია? – სიტყვა შეაშველა პილოსმა.
მალე დადგება სიცივე, დაიჩურჩულა მელისანდრემ, და ღამე,
დასასრული რომ არ აქვს...
– ამაფორიაქებელია, – თქვა დავოსმა, – ძალიან... ამაფორია-
ქებელია. სხვა წერილი მომეცი, თუ შეიძლება.

ჯონი

რომ გაიღვიძეს, თხუნელაქალაქს უკვე კვამლი ასდიოდა.


მეფის კოშკის თავზე მდგომი ჯონ სნოუ მაისტერ აემონის მიცე-
მულ ყავარჯენს ეყრდნობოდა და უცქერდა, სოფლის თავზე როგორ
მაღლდებოდა რუხი ღრუბელი. ჯონის გაქცევის მერე სტირს აღარ
ჰქონდა იმედი, რომ ციხეშავს მოულოდნელად აიღებდა, მაგრამ მა-
ინც რაში სჭირდებოდა, მტერი ასე ხმამაღლა გაეფრთხილებინა,

1013
მოვდივარო. შეიძლება, დაგვხოცონ, ფიქრობდა ჯონი, მაგრამ მძი-
ნარეს მაინც არავის დაკლავენ. ეს მაინც ვქენი.
ფეხს რომ აბიჯებდა, ჯერ კიდევ ტკივილის ცეცხლი ედებოდა. იმ
დილით კლიდასის დახმარება დასჭირდა; თავისი ახლად გარეცხი-
ლი შავი ტანსაცმელი რომ ჩაეცვა და ჩექმის თასმები შეებნია, და
ამას რომ მორჩა, ნატრობდა, ნეტავ, ყაყაჩოს რძეში ჩამახრჩოო.
ამის ნაცვლად ნახევარი თასი ძილის ღვინო დალია, ტირიფის ქერქი
გაღეჭა და ყავარჯენი აიღო. ქარისკუზა ქედზე სასიგნალო კოცონი
ენთო და ღამის ებგურს თითოეული თავისი მეომარი დასჭირდებო-
და.
– შემიძლია ბრძოლა, – დაიჟინა ჯონმა, მის დაოკებას რომ ცდი-
ლობდნენ.
– ფეხი მოგირჩა, არა? – ჩაიფრუტუნა ნოიმ, – აბა მაშ, შეიძლება,
ცოტათი მოგარტყა? – ჯობია, არ ქნა. ვერ ვამოძრავებ, მაგრამ კოჭ-
ლობით სიარული შემიძლია, და დგომელა ბრძოლაც, თუ დაგჭირ-
დი.
– მე მჭირდება ყველა, ვინც კი იცის, შუბის რომელი ბოლო უნდა
აძგეროს ველურს.
– წვეტიანი რომელიცაა, – ჯონს გაახსენდა, ერთხელ თავის უმ-
ცროს დას რომ უთხრა რაღაც ასეთი.
ნოიმ ჯაგრიანი ნიკაპი მოისრისა.
– შეიძლება, გამოდგე. კოშკზე დაგაყენებთ მშვილდით, მაგრამ
იქიდან თუ გადმოვარდი, მერე ტირილით მე აღარ მომადგე.
ჯონი ხედავდა ლეგა ქვიან მინდვრებსა და ქარიან გორაკებს შო-
რის სამხრეთისკენ გაწოლილ სამეფო გზას. დღე გასრულებული არ
იქნებოდა, მაგნარი იმ გზაზე რომ ამოივლიდა, უკან ტაბარებით და
შუბებით შეიარაღებული თენები ედგებოდნენ, ზურგზე დაკრული
ბრინჯაოსა და ტყავის ფარებით. გრიგ თხა, ქვორტი, ძირმაგარა და
1014
სხვებიც იქ იქნებოდნენ. და იგრიტიც. ველურები მისი მეგობრები არ
ყოფილან, ჯონმა ისინი მეგობრებად არ გაიხადა, მაგრამ იგრიტი...
გრძნობდა ტკივილს იქ, სადაც გოგოს ისარმა ბარძაყის კუნთები გა-
უგლიჯა. ბერიკაცის თვალებიც ახსოვდა და შავი სისხლიც, მისი ყე-
ლიდან რომ იფეთქა, გარშემო კი ჭექა-ქუხილი გრგვინავდა. მაგრამ
ყველაფერზე უკეთ ახსოვდა გამოქვაბული, ჩირაღდნის შუქით განა-
თებული ქალის შიშველი სხეული, მისი პირის გემო, როცა ის ჯონის
კოცნას ეხსნებოდა. იგრიტ, არ მოხვიდე აქ. სამხრეთისკენ გასწი, გა-
ჭენდი. წადი და დაიმალე რომელიმე კოშკში, ასე ძალიან რომ მოგ-
წონდა. აქ სიკვდილის გარდა ვერაფერს ნახავ. ეზოს გადაღმა ძვე-
ლი ფლინტის ყაზარმების სახურავზე მდგარმა ერთმა მშვილდოსან-
მა შარვლის თასმები შეიხსნა და ქონგურებს შორის გადმოაფსა. მა-
ლიაო, გაქონილი წითური თმით იცნო კაცი. შავმოსასხამიანი კაცე-
ბი სხვა სახურავებსა და კოშკებზეც მოჩანდნენ, თუმცა ყოველი ათი-
დან ცხრა ნამჯისგან იყო გაკეთებული. დონალ ნოი მათ „საფრთხო-
ბელა გუშაგებს“ ეძახდა. ოღონდ ყვავები ხომ ჩვენ ვართო, გაიფიქ-
რა ჯონმა; და საფრთხობელას გარეშეც კარგა დამფრთხალები
ვართ.
ასე ერქვათ თუ ისე, ნამჯის ჯარისკაცების დამზადება მაისტერმა
აემონმა მოიფიქრა. საწყობში იმაზე მეტი შარვალი, ქურთუკი და პე-
რანგი მოიპოვებოდა, ვიდრე ხალხი – მათ ჩასაცმელად. ჰოდა, რა-
ტომაც არ გამოვტენოთ ტანსაცმელი ნამჯით და არ დავაყენოთ გუ-
შაგებად? ნოიმ ისინი ყველა კოშკზე და ყოველ მეორე ფანჯარაში
დააყენა. ზოგს შუბიც კი ეჭირა ან არბალეტი ამოეიღლიავებინა. იქ-
ნებ, თენებს ისინი შორიდანვე შეენიშნათ და გადაეწყვიტათ, რომ
ასე კარგად დაცულ ციხეშავზე იერიშის მიტანა არ ღირდა.
მეფის კოშკის სახურავზე ჯონთან ერთად ექვსი ასეთი საფრთხო-
ბელა და ორი ნამდვილი, ცოცხალი ძმა იდგა. ყრუ დიკ ფოლარდი
1015
დუროში იჯდა და გულდასმით წმენდდა და ზეთავდა თავისი არბა-
ლეტის მექანიზმს, რათა ბორბალს რბილად ეტრიალა; ძველქალა-
ქელი ბიჭი კი მოუსვენრად უვლიდა გარშემო პარაპეტს და ჩალის
ჯარისკაცებს ტანსაცმელს უსწორებდა. იქნებ ჰგონია, უკეთ იბრძო-
ლებენ, სწორად თუ დააყენებს? ან, იქნებ, ეს ლოდინი მასაც ჩემსა-
ვით უწვრილებს ნერვებს? ბიჭი ამბობდა, თვრამეტის ვარო, ანუ ჯონ-
ზე უფროსი, მაგრამ მაინც გაზაფხულის ჯეჯილივით ქორფა ჩანდა.
ატლასს ეძახდნენ, თუმცა ღამის ებგურის შალი, ჯაჭვი და მოხარშუ-
ლი ტყავი ეცვა. ეს სახელი იმ საროსკიპოდან შერჩა, სადაც დაიბადა
და გაიზარდა. გოგოსავით ლამაზი იყო, შავი თვალები, ნაზი კანი და
ყორნისფერი კულულები ჰქონდა. ციხეშავში გატარებულმა ნახე-
ვარმა წელიწადმა ხელები გაუღონივრა და ნოიმ თქვა, არბალეტს
არაუშავს ხმარობსო. თუ ეყოფოდა სიმამაცე, შეჰგებებოდა იმას,
რაც ელოდა...
ჯონმა ყავარჯენი დაიბჯინა და კოშკის სახურავი კოჭლობით გა-
დაიარა. მეფის კოშკი არ იყო ციხესიმაგრის ყველაზე მაღალი შენო-
ბა – ეს პატივი აზიდულ, წვრილ, ჩამოფშვნილ შუბს ეკუთვნოდა, რო-
მელზედაც ოთელ იარვიკს ნათქვამი ჰქონდა, ნებისმიერ დღეს შეიძ-
ლება ჩამოიქცესო. არც ყველაზე მტკიცე იყო – მცველების კოშკი სა-
მეფო გზის პირას უფრო კერკეტი კაკალი იქნებოდა. მაგრამ ის საკ-
მაოდ მაღალი, საკმაოდ მტკიცე და კედლის გვერდით მოხერხებუ-
ლად განთავსებული იყო, კარიბჭეს და ხის კიბის ძირს გადაჰყურებ-
და.
ჯონმა პირველად რომ ნახა ციხეშავი, გაუკვირდა, ვის მოაფიქ-
რდა ასეთი სისულელე, ციხესიმაგრე გალავნის გარეშე აეგოო. რო-
გორ უნდა დაეცვათ ის?
– ვერც დაიცავენ, – უთხრა ბიძამისმა, – სწორედ მაგაშია საქმე.

1016
ღამის ებგური სახელმწიფოს შუღლებში არ ერევა. მაგრამ საუკუნე-
თა განმავლობაში ზოგი ლორდ-მეთაური, სხვებზე უფრო ამპარტა-
ვანები რომ აღმოჩნდებოდნენ, ივიწყებდნენ ფიცს და ლამის დაღუ-
პეს ებგური თავიანთი პატივმოყვარეობით. ლორდ-მეთაური რან-
სელ ჰაიტაუერი შეეცადა, ებგური თავისი ბუში ძისთვის დაეტოვები-
ნა. ლორდ-მეთაურ როდრიკ ფლინტს უნდოდა, კედლისმიღმელი
მეფე გამხდარიყო.
– ტრისტან მადი, შლეგი მარქ რანკენფელი, რობინ ჰილი... იცო-
დი, რომ ექვსასი წლის წინ თოვლის კარის და ღამისციხის მეთაუ-
რებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს? და როდესაც
ლორდ-მეთაურმა მათი შეჩერება სცადა, ისინი მის მოსაკლავად გა-
ერთიანდნენ? ვინტერფელელ სტარკს მოუწია, ჩარეულიყო... და
ორივესთვის თავები დაეჭრა. ეს იოლად მოახერხა, რადგანაც მათი
სიმაგრეები დაცული არ იყო. ჯეორ მორმონტამდე ღამის ებგურს
ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი ლორდ-მეთაური ჰყავდა, თითქმის
ყველა მამაცი და ღირსეული კაცი იყო... მაგრამ მშიშრები და ბრიყ-
ვებიც გვყავდა, ჩვენი ტირანებიც და ჩვენი შეშლილებიც. გადავ-
რჩით იმიტომ, რომ შვიდი სამეფოს ლორდებმა და მეფეებმა იცოდ-
ნენ, რომ ჩვენ მათთვის საფრთხე არ ვართ, ვინც უნდა იყოს ჩვენი
მეთაური. ჩვენ მტრები მხოლოდ ჩრდილოეთით გვყავს, მათგან კი
კედელი გვიცავს.
მაგრამ ახლა ის მტრები კედელზე გადმოვიდნენ და სამხრეთი-
დან გვიტევენო, ფიქრობდა ჯონი, შვიდი სამეფოს ლორდებმა და მე-
ფეებმა კი დაგვივიწყეს. ახლა ორცეცხლშუა ვართ მოქცეულები. გა-
ლავნის გარეშე ციხეშავს ვერ დაიჭერდნენ და ეს დონალ ნოიმაც
კარგად იცოდა.
– ციხესიმაგრე მათ არაფერში არგიათ, – უთხრა მეიარაღემ თა-

1017
ვის პატარა გარნიზონს, – სამზარეულოები, საერთო დარბაზი, თავ-
ლები, კოშკებიც კი... წაიღონ, თუ უნდათ. ჩვენ საიარაღოს დავაცა-
რიელებთ, მთელ მარაგს, რასაც კი შევძლებთ, კედელზე ავზიდავთ
და კარიბჭის გარშემო გავმაგრდებით.
ასე რომ, ციხეშავში ერთგვარი გალავანი მაინც გაჩნდა: ნახე-
ვარმთვარის ფორმის, ათი ფუტის სიმაღლის ბარიკადები, რომლე-
ბიც ლურსმნებით სავსე ყუთებით და დამარილებული ხორცის კას-
რებით, კალათებით, შავი ქსოვილის თოფებით, ერთმანეთზე დაწ-
ყობილი შეშით, დახერხილი მორებით, ცეცხლში გამტკიცებული სა-
რებითა და მარცვლეულით სავსე უამრავი ტომრით იყო აგებული.
ორგან, ყველაზე მეტად სადაც იყო დაცვა საჭირო, სახელდახელო
ყრილი ააგეს: ჩრდილოეთისკენ გამავალ ჭიშკართან და დიდი ხის
კიბის ძირთან, რომელიც მთვრალი ელვის მსგავს ტეხილ ხაზად
აუყვებოდა კედლის ზედაპირს და კედელში შეჭრილ ხის ზროსხელა
სოლებს ეყრდნობოდა. ჯონი ხედავდა, რომ ბოლო რამდენიმე თხუ-
ნელა ჯერაც ასდევდა გრძელ კიბეს, მათ ძმები აჩქარებდნენ. გრენს
ხელში აყვანილი ბავშვი მიჰყავდა, ორი კიბით დაბლა მიმავალ პიპს
კი ბერიკაცი ეყრდნობოდა მხარზე. ყველაზე მოხუცი სოფლელები
დაბლა იდგნენ და ელოდნენ, როდის დაეშვებოდა გალია მათ ასაყ-
ვანად. ხედავდა დედას, თითო ხელზე თითო ბავშვი რომ ეკიდა და
მიიყოლებდა, ხოლო უფროსმა ბიჭუნამ გაასწრო და სირბილით აა-
თავა საფეხურები. მათზე ორასი ფუტით მაღლა ცისფერი სიუ და ლე-
დი მელიანა (რომელიც სულაც არ იყო ლედი, ამას მისი მეგობრებიც
აღიარებდნენ) კიბის ბაქანზე იდგნენ და სამხრეთისკენ იყურებოდ-
ნენ. უეჭველია, კვამლს იქიდან ჯონზე უკეთ ხედავდნენ. ჯონმა გა-
იფიქრა, ნეტავ, იმ სოფლელებს რა მოუვიდათ, გაქცევა რომ იუარე-
სო. ყოველთვის რჩებოდნენ ხოლმე ისეთები, სხვებზე ჯიუტები,

1018
სხვებზე სულელები ან მამაცები, რომლებიც გაქცევაზე უარს ამბობ-
დნენ და არჩევდნენ, ებრძოლათ, დამალულიყვნენ ან დანებებუ-
ლიყვნენ. იქნებ, თენებმა შეიწყალონ ისინი.
კარგი იქნებოდა, ჩვენ დავსხმოდით მათ თავსო, გაიფიქრა ჯონ-
მა. ორმოცდაათი ცხენოსანი აეშაგით შევძლებდით, გზაზევე აგვეკა-
ფა ისინი. მაგრამ ორმოცდაათი აეშაგი არ ჰყავთ და ამის ნახევარი
ცხენებიც არ შეუგროვდებათ. გარნიზონი არ დაბრუნებულიყო და
ვერავინ იტყოდა, სად იყვნენ ისინი, ან ნოის გაგზავნილმა მხედრებ-
მა მიაღწიეს თუ არა მათთან.
მთელი გარნიზონი ჩვენ ვართ, გაიფიქრა ჯონმა, და ნახე ერთი,
რას ვგავართ. ბოუენ მარშის დატოვებული ძმები ბერიკაცები, სახიჩ-
რები და გამოუცდელი ბიჭები იყვნენ, დონალ ნოიმაც ხომ ზუსტად
ეს უთხრა. ხედავდა, ზოგი საფეხურებზე კასრს რომ მოაგორებდა,
სხვები ბარიკადებზე იდგნენ: ჭარმაგი ბებერი კეგსი, ზანტი, რო-
გორც ყოველთვის; თავისი ხის ფეხით სწრაფად მოცუხცუხე ცალ-
ჩექმა; შერყეული იოლი, რომელსაც თავი ფლორიან მასხარის გან-
სხეულება ჰგონია; დორნელი დილი, ვარდისტყელი წითელი ალი-
ნი, ახალგაზრდა ჰენლი (ორმოცდაათს გადაცილებული) და ბებერი
ჰენლი (სამოცდაათს გადაცილებული), ბანჯგვლიანი ჰალი, ქალის-
ტბელი ხალიანი პეიტი. ზოგმა მაღლიდან მაცქერალი ჯონი დაინახა
და ხელი დაუქნია, სხვებმა ზურგი შეაქციეს. მათ ჯერაც მოღალატე
ვგონივარ. მწარე იყო ეს სასმისი, მაგრამ ჯონი მათ ბრალს ვერ
სდებდა. ბუში იყო, ბოლოს და ბოლოს. ყველამ იცის, რომ ბუშებს
მერყევი და მოღალატე ბუნება აქვთ, რადგან ვნებისა და ტყუილის
ნაყოფი არიან. თანაც ჯონმა ციხეშავში მეგობრების გარდა მტრებიც
ბლომად გაიჩინა. მაგალითად, რასტი. ჯონი ერთხელ დაემუქრა,
ლანდს მოგიქსევ და შენთვის ყელს გამოვაგლეჯინებ, სემუელ ტარ-
ლის წამებას თუ არ მოეშვებიო, და რასტს ეს არ დავიწყნია. ის ახლა
1019
კიბის ქვეშ ხმელ ფოთლებს ფოცხავდა, მაგრამ ჯონს დროდადრო
ავი თვალით ახედავდა ხოლმე.
– არა! – უღრიალა დაბლა მდგარმა დონალ ნოიმ სამ თხუნელა-
ქალაქელ კაცს, – კუპრი ჯალამბართან მიიტანეთ, ზეთი კიბეზე აი-
ტანეთ, არბალეტის ისრები მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ბაქნებზე
დაალაგეთ. ღორის ქონი კიბის ქვეშ იყოს, ჰო, მანდ, ფიცრების უკან.
ხორციანი კასრები ბარიკადებისთვის გვინდა. გაინძერით, თქვე
უმაქნისო მეგუთნეებო, მალე!
ლორდის ხმა აქვსო, გაიფიქრა ჯონმა. მამამისი ყოველთვის ამ-
ბობდა, რომ ბრძოლაში მეთაურს ფილტვები ისევე სჭირდებოდა,
როგორც სახმლე ხელი. რა მნიშვნელობა აქვს კაცის სიმამაცეს და
გამჭრიახობას, თუ მისი ბრძანება არავის ესმისო, უთხრა ლორდმა
ედარდმა შვილებს, ჰოდა, რობი და ჯონიც აძვრებოდნენ ხოლმე ვინ-
ტერფელის კოშკებზე და ერთმანეთს გადასძახოდნენ ეზოს აქეთ-
იქიდან. დონალ ნოი ორივეს ხმას იოლად გადაფარავდა. თხუნელე-
ბი მის წინაშე შიშით ცახცახებდნენ და ამის მიზეზიც ჰქონდათ, რად-
გან ის ყველას თავის წაგლეჯვით ემუქრებოდა. სოფლის მცხოვრებ-
თა ორმა მესამედმა ყურად იღო ჯონის გაფრთხილება და ციხეშავს
შეაფარა თავი. ნოიმ ბრძანა, რომ ყველა, ვისაც კი შუბის ჭერისა და
ცულის ქნევის ძალა შერჩენოდა, ბარიკადის დაცვაში მიეხმარებო-
დათ, თუ არა და, შეეძლოთ, შინ წაბრძანებულიყვნენ და თენებთან
ეცადათ საქმის დაჭერა. მან საიარაღო დააცარიელა და ყველას რი-
გიანი იარაღი არგუნა: დიდი ორპირა ტაბარები, სამართებელივით
ბასრი ხანჯლები, ორლესულები, ლახტები, ეკლიანი გურზები. რო-
დესაც სოფლელებმა მოქლონებიანი ტყავის ქურთუკები და ჯაჭვის
პერანგები ჩაიცვეს, მოირგეს საბარკულები და ფოლადის საყელუ-
რები, რაც მხრებზე თავის შენარჩუნებაში დაეხმარებოდათ, რამდე-

1020
ნიმე მათგანი ჯარისკაცსაც კი დაემსგავსა. თუ ცოტა ბინდში შეხე-
დავდი. თვალებს თუ მოჭუტავდი.
ნოიმ ქალები და ბავშვებიც დაასაქმა. ისეთი პატარებს, ბრძოლა-
ში რომ არ გამოდგებოდნენ, წყლის ზიდვა და ცეცხლის მოვლა და-
ავალა, თხუნელაქალაქის ბებიაქალი კლიდასს და მაისტერ აემონს
დაჭრილების მოვლაში უნდა დახმარებოდა, სამთითა ჰობს კი უცებ
იმდენი შამფურის დამტრიალებელი, ქვაბის მომრევი და ხახვის
დამჭრელი გამოუჩნდა, რომ აღარც იცოდა, რა ექნა მათთვის. ორმა
კახპამ ისიც კი თქვა, ვიბრძოლებთო, და არბალეტის სროლაში ისე
გამოიჩინეს თავი, რომ ადგილი ერგოთ კიბეზე, ორმოცი ფუტის სი-
მაღლეზე.
– ცივა, – ატლასს მოსასხამის ქვეშ ხელები იღლიებში შეეყო.
ლოყები წითლად უღვიოდა.
ჯონმა ძალით გაიღიმა.
– ცივა ყინვის ეშვებში. აქ შემოდგომის ცინცხალი დღე გვაქვს.
– მაშინ იმედია, ყინვის ეშვებს არასოდეს ვნახავ. ძველქალაქში
ერთ გოგოს ვიცნობდი, ყინულიანი ღვინო უყვარდა. ჰოდა, ყინული
მე ღვინოში ვიცი, – ატლასმა სამხრეთს გახედა და შეიჭმუხნა, –
გგონია, საფრთხობელა მცველებმა გააფრთხეს ისინი, მილორდ?
– იმედია, – შეიძლება, ასეც იყო... მაგრამ უფრო საფიქრებელია,
რომ ველურები თხუნელაქალაქში ალაფის მოსაგროვებლად და ქა-
ლების გასაბახებლად შეყოვნდნენ. ან, იქნებ, სტირი ღამეს ელოდა,
სიბნელის საფარქვეშ რომ მოახლოებოდათ. შუადღე დადგა და გა-
დაიარა, ისე, რომ სამეფო გზაზე თენების ნიშანწყალიც არ ჩანდა.
ჯონს კოშკის შიგნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და ასაწევ კარში ოუენ
ბოთემ ამოყო თავი, სახე კიბეზე ამოსვლით ასწითლებოდა. მკლავ-
ქვეშ ერთ მხარეს ფუნთუშებით სავსე კალათა ამოედო, მეორე მხა-
რეს – ყველის თავი, ცალ ხელზე ხახვებიანი ჩანთა ეკიდა.
1021
– ჰობმა მითხრა თქვენზე, აჭამეო, დიდხანს რაკი მოგიწიათ აქ
დგომა.
ჰო, ან ბოლოჯერ რაკი გვიწევს ჭამა.
– მადლობა უთხარი ჩვენგან, ოუენ.
დიკ ფოლარდს ყურში იმდენი ესმოდა, რამდენიც ქვას, მაგრამ
ყნოსვა მახვილი ჰქონდა. ფუნთუშები ჯერაც თბილ-თბილი იყო, კა-
ლათში რომ ჩაიქექა და ერთი ამოაძრო. ქოთნით კარაქიც იპოვა და
ხანჯლით გადაუსვა პურზე.
– ქიშმიშიანია, – გამოაცხადა კმაყოფილმა, – და თხილიანი, –
ბლუყუნით ლაპარაკობდა, მაგრამ საკმაოდ იოლი გასაგები იყო,
ყურს თუ გააჩვევდი.
– ჩემიც შენ გქონდეს, – უთხრა ატლასმა, – მე არ მშია.
– ჭამე, – უთხრა ჯონმა, – არ ვიცით, კიდევ როდის მოგვიწევს, –
თვითონ ორი ცალი აიღო. თხილები ფიჭვის თესლი აღმოჩნდა, და
ქიშმიშების გარდა დაჭრილი ვაშლის ჩირიც ჰქონდა.
– ველურები დღეს მოვლენ, ლორდ სნოუ? – ჰკითხა ოუენმა.
– გაიგებ, თუ მოვლენ, – უთხრა ჯონმა, – საყვირებს უგდე ყური.
– ორი. ორი ველურებს ნიშნავს, – მაღალი, ჩალისფერთმიანი
და გულღია ოუენი დაუღლელი მუშაკი იყო და გასაოცრად ემარჯვე-
ბოდა ხის დამუშავება და ფილაკვნებისა და მსგავსი მანქანების შე-
კეთება, მაგრამ, როგორც თავადაც ხალისით აუწყებდა ყველას,
ბავშვობაში დედას ხელიდან გაუვარდა და თავი დაარტყა, ამის გამო
კი ნახევარი ტვინი ყურიდან გადმოეღვარა.
– გახსოვს, სად უნდა დადგე?
– კიბეზე უნდა დავდგე, დონალ ნოიმ ასე მითხრა. მესამე ბაქანზე
უნდა ავიდე და არბალეტით ვესროლო ველურებს, თუ ისინი ზღუდე-
ზე გადმოძრომას მოინდომებენ. მესამე ბაქანი, ერთი-ორი-სამი, –
მან თავი დააკანტურა, – ველურები თუ დაგვესხმებიან, მეფე მოვა
1022
და დაგვეხმარება, ჰო? ის უძლეველი მეომარია, მეფე რობერტი. ის
ნამდვილად მოვა. მაისტერმა აემონმა მასთან ფრინველი გაგზავნა.
აზრი არ ჰქონდა, გეთქვა, რობერტ ბარათეონი მოკვდაო. მაინც
დაავიწყდებოდა, როგორც ადრე დაავიწყდა.
– მაისტერმა აემონმა ფრინველი გაგზავნა, – დაეთანხმა ჯონი.
ამან ოუენი, ეტყობა, ძალიან გაახარა.
მაისტერმა აემონმა ბევრი ფრინველი გაგზავნა ერთ კი არა, ოთხ
მეფესთან. ველურები კარიბჭეს არიან მომდგარიო, იუწყებოდა წე-
რილი. სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება. რაც შეგიძლიათ, ის დახ-
მარება მოაშველეთ ციხეშავს.. ძველქალაქამდე და ციტადელამდეც
კი ჩაფრინდნენ ყორნები, ნახევარ ასეულ მძლავრ ლორდს მიაკით-
ხეს მათ ციხესიმაგრეებში. ჩრდილოეთის ლორდების იმედი სხვებზე
მეტად ჰქონდათ, ამიტომ აემონმა მათთან ორ-ორი ყორანი გაგზავ-
ნა. ამბერებთან და ბოლტონებთან, კერვინის ციხესიმაგრეში და ტო-
რენის მტკიცში, კარჰოლდსა და უღრანის ციხეში, დათვის კუნძულ-
ზე, ოლდკასტლში, ქვრივის გუშაგში, თეთრ ნავსადგურში, ყორღან-
ქალაქში და წყაროეთში, ლიდლების, ბარლების, ნორიების, ჰარ-
კლიების და ვალების მთის სიმაგრეებში – შავმა ფრინველებმა
ყველგან მიიტანეს მათი ვედრება. ველურები კარიბჭეს არიან მომ-
დგარი. ჩრდილოეთს საფრთხე ემუქრება. მოდით მთელი თქვენი ძა-
ლებით. ყორნებს ფრთები აქვთ, მაგრამ ლორდებსა და რაინდებს –
არა. თუ დახმარება მოდიოდა, დღეს არ მოაღწევდა.
დილა შუადღედ რომ გადაიქცა, თხუნელაქალაქის ბოლი გა-
იფანტა და სამხრეთის ცა ისევ მოიწმინდა. ერთი ღრუბელიც არ ჩან-
სო, გაიფიქრა ჯონმა. რომ წვიმდეს ან თოვდეს, განწირულები ვიქ-
ნებოდით.
კლიდასი და მაისტერი აემონი ჯალამბრიანი გალიით ავიდნენ
კედლის თავზე, თხუნელაქალაქის ქალების უმრავლესობასაც უკვე
1023
იქ შეეფარებინა თავი. შავმოსასხამიანი კაცები მოუსვენრად მიდი-
მოდიოდნენ კოშკების თავზე და ერთმანეთს გადასძახოდნენ. სეპ-
ტონი კელადარი ბარიკადებზე მდგარ კაცებთან ერთად ლოცულობ-
და და მეომარს შესთხოვდა, ძალა მიეცა მათთვის. ყრუ დიკ ფოლარ-
დი მოსასხამის ქვეშ მოიკუნტა და დაიძინა. ატლასმა წრეზე ასი ლი-
გა მაინც გაიარა, გარშემო უვლიდა და უვლიდა ქონგურებს. კედელი
ტიროდა და მზე ლაჟვარდ ცაზე მიცოცავდა. საღამოს ოუენ ბოთე
დაბრუნდა და შავი პური და კარდალით ჰობის განთქმული კერძი,
ელისა და ხახვის სქელ წვნიანში ჩახარშული ცხვრის ხორცი მოუტა-
ნათ. ამის ხათრით დიკმაც კი გაიღვიძა. ნამცეციც არ დაუტოვებიათ,
პურის ყუით კარდალაც ამოწმინდეს. ჭამას რომ მორჩნენ, მზე უკვე
დასავლეთით იყო დაშვებული, მთელ ციხესიმაგრეში მკვეთრი, შა-
ვი ჩრდილები იწვა.
– ცეცხლი აანთე, – უთხრა ჯონმა ატლასს, – და სათლი ზეთით
აავსე.
კარის ჩასარაზად დაბლა თვითონ ჩავიდა, უნდოდა, გაშეშებული
ფეხი ოდნავ მაინც აემოძრავებინა, რაც შეცდომა იყო და ჯონი ამას
მალევე მიხვდა, მაგრამ ყავარჯენი დაბღუჯა და მაინც ბოლომდე
იარა. მეფის კოშკის კარი რკინით შეჭედილი მუხა იყო. თენები მას
შეიძლება შეეყოვნებინა, მაგრამ ვერ შეაჩერებდა, შესვლას თუ გა-
დაწყვეტდნენ. ჯონმა რაზა ბუდეებში ჩააგდო, საპირფარეშოში შეი-
არა – იქნებ უკანასკნელადაც – და ისევ სახურავზე აკვანჭალდა,
თან ტკივილით იმანჭებოდა. დასავლეთი ცისკიდური სისხლჩაქცე-
ულს დაემსგავსა, მაგრამ თავზემოთ კამარა იისფერში გადასულ მუქ
ლურჯად მოჩანდა და ვარსკვლავები ინთებოდნენ. ჯონი ორ ქონ-
გურს შორის ჩაჯდა, საფრთხობელას ამხანაგად, და ცაზე გაჭენებულ
ულაყს ახედა. თუ ეს რქიანი ლორდი იყო? ნეტავ, ლანდი სად არისო,
გაიფიქრა. იგრიტზეც გაიფიქრა და თავს უთხრა, ეს ფიქრი ჭკუიდან
1024
გადამიყვანსო.
ისინი, რა თქმა უნდა, ღამით მოვიდნენ. ქურდებივითო, იფიქრა
ჯონმა.
მკვლელებივით.
ატლასმა ჩაისველა, საყვირებმა რომ დასჭექეს, მაგრამ ჯონს ვი-
თომ არ შეუმჩნევია. – მიდი, დიკი მხრით შეანჯღრიე, – უთხრა
ძველქალაქელ ბიჭს, – თორემ ისე მოვრჩებით, არც გაეღვიძება.
– მეშინია, – ატლასს სახე მკვდარივით გაჰფითრებოდა.
– იმათაც ეშინიათ, – ჯონმა ყავარჯენი ქონგურს მიაყუდა და
მშვილდი აიღო, გლუვი და სქელი დორნული ურთხელი მოდრიკა და
ლარი ღარებში ჩააცურა, – ისარი არ დახარჯო, თუ არ გეცოდინება,
რომ კარგი სამიზნე გაქვს, – უთხრა ბიჭს, რომელმაც დიკი გააღვიძა
და დაბრუნდა, – აქ მარაგი ბლომად გვაქვს, მაგრამ „ბლომად“ არ
ნიშნავს, რომ ულევია. და ისრის მორგებისას ქონგურს მოეფარე
ხოლმე, საფრთხობელას უკან არ დადგე, ისარი ნამჯაში გაატანს, –
დიკ ფოლარდისთვის რამის ახსნით თავი აღარ შეუწუხებია. ყრუს
შეეძლო ტუჩების მოძრაობის ამოკითხვა, თუ საკმარისი სინათლე
იყო, და არაფერი გაეგებოდა, რას ამბობდი, თუმცა ისედაც ყველა-
ფერი უკვე იცოდა.
სამმა მოისარმა მრგვალი კოშკის სამ მხარეს დაიკავა ადგილი.
ჯონმა კაპარჭი ქამარზე დაიკიდა და ისარი ამოაძრო. ტარი შავი
იყო, ბუმბული – რუხი. ლარს რომ მოარგო, გაახსენდა, რა თქვა ერ-
თხელ თეონ გრეიჯოიმ ნადირობის შემდეგ. „რამდენიც გინდა,
ჰქონდეს ტახს თავისი ეშვები და დათვს – თავისი კლანჭები“, გამო-
აცხადა ღიმილით, როგორც იცოდა, „რუხი ბატის ბუმბულზე უფრო
მკვლელი ამქვეყნად არაფერია“.
ჯონი ჩუბინობაში თეონს ვერასოდეს შეედრებოდა, მაგრამ
მშვილდის სროლა რა იყო, კი იცოდა. საიარაღოს გარშემო შავი
1025
ლანდები დადიოდნენ, ზურგით კედლისკენ, მაგრამ ისე კარგად ვერ
ხედავდა, ისარი რომ ეტყორცნა. შორიდან დაძახილი შემოესმა და
დაინახა, მცველების კოშკზე მდგარმა მოისრებმა მიწისკენ რომ გა-
ისროლეს. ეს შორს ხდებოდა, ჯონს არ ეხებოდა. მაგრამ რომ და-
ინახა ორმოცდაათიოდე იარდის იქით ძველ თავლებს მოშორებუ-
ლი სამი ლანდი, საისრესთან მიდგა, მშვილდი ასწია და მოზიდა.
ისინი გარბოდნენ, ჯონიც მიზანს მიაყოლებდა, იცდიდა, იცდიდა...
ლარს მოწყვეტილმა ისარმა წყნარად გაიზუზუნა. წამის მერე გაისმა
ხვნეშა და ახლა მხოლოდ ორი ლანდიღა გადარბოდა ეზოზე. აჩქარ-
დნენ კიდევაც, მაგრამ ჯონმა უკვე მეორე ისარი ამოიღო კაპარჭი-
დან. ამჯერად იჩქარა და ააცილა. ისევ რომ მოარგო ისარი, ველუ-
რები აღარ ჩანდნენ. ახალ სამიზნეს დაუწყო ძებნა და ოთხი დაინა-
ხა, ლორდ-მეთაურის კოშკის ცარიელი ჩონჩხის უკნიდან გამოიჭ-
რნენ. მთვარის სხივს ირეკლავდა მათი შუბები და ტაბარები, მათ
მრგვალ ტყავის ფარებზე გამოსახული საზარელი ემბლემები: თავის
ქალები და ძვლები, გველები, დათვის კლანჭები, მობრეცილი დე-
მონური სახეები. თავისუფალი ხალხიო, გაიფიქრა. თენებს შავი მო-
ხარშული ტყავის ფარები ჰქონდათ, ბრინჯაოს კიდითა და ეკლებით,
მაგრამ ზედ არაფერი ეხატა ხოლმე. ეს მარბიელების მსუბუქი, წნუ-
ლი ფარები იყო. ჯონმა ბატის ბუმბული ისევ ყურთან მიიზიდა, და-
უმიზნა და გაუშვა, მერე ისევ მოარგო და გაუშვა. პირველი ისარი
დათვისკლანჭიან ფარს დაესო, მეორე – ყელს. ველურმა იყვირა და
დაეცა. ჯონმა გაიგონა ყრუ დიკის არბალეტის ბოხი ჟღრიალი, მას
წამის მერე ატლასის არბალეტი გაეხმაურა. – მოვარტყი! – ხმადაბ-
ლა წამოიძახა ბიჭმა, – ერთს მკერდში მოვარტყი!
– მიდი, ახლა მეორეს, – გადასძახა ჯონმა.
სამიზნე საძებნელი აღარ ჰქონდა, მხოლოდ უნდა აერჩია. ველუ-

1026
რი მოისარი დასცა, რომელიც ლარზე ისარს არგებდა, მერე სტყორ-
ცნა ტაბარიან კაცს, ჰარდინის კოშკის კარს რომ მისდგომოდა და ჩე-
ხავდა. ამჯერად ააცილა, მაგრამ მუხის ფიცრებზე დასობილმა ისარ-
მა ველურს განზრახვა გადააფიქრებინა. რომ გაიქცა, ჯონმა ძირმა-
გარა იცნო. იმწამსვე ბებერმა მალიმ ფეხში დაასო ისარი და დაჭრი-
ლი სისხლის ღვრით გაცოცდა. ეს ძირმაგარაზე წუწუნს დაავიწყებ-
სო, გაიფიქრა ჯონმა. კაპარჭი რომ დაუცარიელდა, მეორის ასაღე-
ბად წავიდა და ახლა სხვა საისრესთან მოთავსდა, ყრუ დიკ ფოლარ-
დის გვერდით. სანამ ყრუ დიკი ერთხელ გაისროდა, ჯონი სამი ისრის
გაშვებას ასწრებდა, მაგრამ ეს მშვილდის დამსახურება იყო. ზოგი
ირწმუნებოდა, არბალეტს უფრო შორს მიაქვსო, მაგრამ მისი გადა-
ტენვა ნელი და ძნელი საქმე იყო. ესმოდა, ველურები ერთმანეთს
რომ გადასძახოდნენ და სადღაც, დასავლეთით, საომარმა საყვირ-
მა დასჭექა. ქვეყნიერება მთვარის შუქად და სიბნელედ დაყოფილი-
ყო, დრო კი მორგების, მოზიდვის და ტყორცნის უსასრულო წრედ
იქცა. ველურის ისარი გვერდით მდგარ ჩალის გუშაგს ყელში გაერ-
ჭო, მაგრამ ჯონს იქით არც გაუხედავს. თენების მაგნარი ამომაღე-
ბინეთ მიზანში, შეევედრა იგი მამამისის ღმერთებს. მაგნარი მაინც
იყო ის მტერი, რომლის სიძულვილიც შეეძლო. მომეცით სტირი.
თითები დაუბუჟდა და ცერიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ჯონი
მაინც ისევ ისე არგებდა, მოზიდავდა, ისროდა. თვალი ავარდნილმა
ცეცხლმა მოსტაცა, მოიხედა და დაინახა, რომ საერთო დარბაზის
კარს ალი მოსდებოდა. ორიოდე წუთში მთელი დიდი ხის დარბაზი
აგიზგიზდა. ჯონმა იცოდა, სამთითა ჰობი და მისი თხუნელაქალაქე-
ლი თანაშემწეები კედელზე იყვნენ ასულები და საფრთხე არ ემუქ-
რებოდათ, მაგრამ მაინც მუცელში დაძგერებული მუშტივით ემწარა.
– ჯონ! – დაუღრიალა დიკმა თავის ბოხი ხმით, – საიარაღო!
ხედავდა, სახურავზე რომ იდგნენ, ერთს ჩირაღდანი ეჭირა. დიკი
1027
პარაპეტზე შეხტა, უკეთ რომ დაემიზნებინა, არბალეტი მხარზე შეიგ-
დო და ისარი ჩირაღდნიან კაცს გაუწონა. ააცილა. მის ქვემოთ
მდგარმა მშვილდოსანმა კი – არა.
ფოლარდს ხმაც არ ამოუღია, მხოლოდ თავქვე გადაეშვა პარა-
პეტიდან. ეზომდე ასი ფუტი იყო. ჯონს ბრაგვანი შემოესმა – ამ დროს
ნამჯის ჯარისკაცის უკნიდან იცქირებოდა, ცდილობდა, დაენახა, ისა-
რი საიდან მოფრინდა. ყრუ დიკის სხეულის გვერდით თვალი მოჰ-
კრა ტყავის ფარს, დაკონკილ მოსასხამს და ხშირი წითელი თმის ბუ-
ლულს. ცეცხლის ნაკოცნიო, გაიფიქრა, იღბლიანი. მშვილდი ასწია,
მაგრამ თითები ვერ გაშალა, და გოგო ისევე უცებ გაუჩინარდა, რო-
გორც გამოჩნდა. ჯონი გინებით შემობრუნდა და მის ნაცვლად საი-
არაღოს სახურავზე მდგარ კაცებს ესროლა, მაგრამ მათაც ააცილა.
ახლა აღმოსავლეთი თავლებიც იწვოდა, ბაგებიდან შავი კვამ-
ლის და ცეცხლმოდებული ჩალის ღრუბლები იბუქებოდა, სახურავი
რომ ჩაიქცა, ცეცხლი გუგუნით ავარდა ცაში, მისმა ხმამ ლამის გა-
დაფარა თენების საომარი საყვირების ხმობა. მათი ორმოცდაათკა-
ციანი კოლონა მჭიდრო მწყობრად მოუყვებოდა სამეფო გზას, ფა-
რები თავზემოთ ეჭირათ. სხვები ბოსტანს და ფილაქნიან ეზოს გად-
მოდიოდნენ, ძველი, დამშრალი ჭის გარსშემოვლით მოიწევდნენ.
სამმა საფრინველეს ქვეშ, ხის ციხეში მოთავსებულ მაისტერ აემო-
ნის ოთახებში გაიკაფა გზა და ახლა მდუმარე კოშკის თავზე დაუნ-
დობელი ბრძოლა იყო გაჩაღებული, ორლესულები ბრინჯაოს ტაბა-
რებს ერკინებოდა. ცეკვა გრძელდება, გაიფიქრა ჯონმა.
სახურავი კოჭლობით გადაიარა და ატლასს მხარზე სტაცა ხელი.
– მომყევი! – უყვირა. ერთად გადავიდნენ ჩრდილო პარაპეტ-
თან, სადაც მეფის კოშკი კარიბჭეს და დონალ ნოის მორების, კას-
რების და ბურღულიანი ტომრების სახელდახელო გალავანს გადაჰ-

1028
ყურებდა. თენები მათზე ადრე მისულიყვნენ იქ. მათ ზარადები ეხუ-
რათ და გრძელ ტყავის პერანგებზე ბრინჯაოს დისკები ჰქონდათ და-
კერებული. ბევრს ბრინჯაოს ტაბარები ეკავა, თუმცა რამდენიმე წა-
მახულ ქვასაც დასჯერებოდა. ბევრს მოკლე, საძგერებელი შუბები
მოემარჯვებინა, მათი ფოთლის ფორმის პირებს წითლად აპრია-
ლებდა ცეცხლმოდებული თავლების შუქი. ბარიკადებზე შეტევისას
ძველ ენაზე გაჰკიოდნენ, შუბებს აძგერებდნენ, ტაბარებს იქნევ-
დნენ, ერთნაირი შემართებით ფატრავდნენ ადამიანებსა და სიმინ-
დის ტომრებს, დონალ ნოის მიერ კიბეზე გამწესებული მშვილდოს-
ნები კი მათ ისრების წვიმას ატეხდნენ თავზე.
– რას ვშვრებით? – დაიყვირა ატლასმა.
– ამათ ვხოცავთ, – ყვირილითვე მიუგო ჯონმა, ხელში შავი ისა-
რი ჰქონდა დაბღუჯული.
ამაზე უკეთეს მიზანს მშვილდოსანი ვერც ინატრებდა. მორკა-
ლულ ბარიკადაზე მისეულ თენებს მეფის კოშკისკენ ზურგი ჰქონ-
დათ მიქცეული. ჯონმა და ატლასმა შემთხვევით ერთი და იგივე მი-
ზანი აირჩიეს. მან სწორედ ბარიკადის თხემს ააღწია, როცა მშვილ-
დის ისარი კისერზე დაერჭო, არბალეტისა კი – ბეჭებს შორის. წამის
მერე მუცელში ორლესული ეძგერა, კაცი გულაღმა გადმოვარდა და
მის უკან მომავლებს დაეცა. ჯონმა კაპარჭში ჩაყო ხელი და ისევ ცა-
რიელი დახვდა. ატლასი არბალეტს ახვევდა. ჯონი ისრების მოსატა-
ნად წავიდა, მაგრამ სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ მის
წინ ერთ იარდში სარქველი-კარი გადაიხსნა. ჯანდაბა, არც კი გამი-
გია, კარი რომ დალეწეს.
ფიქრის, გეგმის დაწყობის, საშველად მოხმობის დრო აღარ იყო.
ჯონმა მშვილდი დააგდო, მხარსუკან ხმალს მისწვდა, გრძელი
კლანჭი იშიშვლა და მისი პირი პირველ ამოყოფილ თავს დაუშვა
შუბლზე. ბრინჯაო ვალირიულ ფოლადს ვერ შეაკავებდა. დაკვრამ
1029
თენს მუზარადში გაატანა და ღრმად ჩაუჭრა თავის ქალაც. კაცი კი-
ბეებზე ჩაიჩეხა. ყვირილმა მიახვედრა, რომ მას სხვებიც მოჰყვე-
ბოდნენ. უკან დაიხია და ატლასს შესძახა. მეორე ამომძვრალმა კაც-
მა ლოყაში ისარი მიიღო და ისიც გაუჩინარდა.
– ზეთი, – თქვა ჯონმა. ატლასმა თავი დაუქნია. ერთად დაავლეს
ხელი სქელ, დალიანდაგებულ სატაცებს, ცეცხლის პირას რომ და-
ეტოვებინათ, ადუღებული ზეთით სავსე მძიმე ქვაბი ასწიეს და ამო-
საძრომ ხვრელში ჩაასხეს. ქვემოდან საზარელი ღრიალი გაისმა და
ატლასს ისეთი ფერი დაედო, გეგონებოდა, გული ერევაო. ჯონმა ფე-
ხის კვრით დახურა სარქველი, ზემოდან მძიმე რკინის ქვაბი დაადო
და ლამაზი ბიჭი შეანჯღრია.
– რწყევას მერეც მოასწრებ! მოდი!
პარაპეტს რამდენიმე წამით იყვნენ მოცილებული, მაგრამ ქვე-
მოთ უკვე ყველაფერი შეცვლილიყო. ათამდე შავი ძმა და რამდენი-
მე თხუნელაქალაქელი კაცი ჯერაც ყუთებზე და კასრებზე იდგნენ,
მაგრამ ველურები მთელი ნახევარმთვარის გასწვრივ გადადიოდ-
ნენ ბარიკადის თხემზე და დამცველებს უკან ახევინებდნენ. ჯონმა
დაინახა, ერთმა შუბი ისე ძლიერად აძგერა რასტს მუცელში, რომ
ჰაერში ასწია. ახალგაზრდა ჰენლი მკვდარი იყო და ბებერი ჰენლი
კვდებოდა, ორივეს მტრები ეხვია გარშემო. ხედავდა, იოლი გარს
რომ ბრუნავდა და ხმალს იქნევდა, თან შეშლილივით ხარხარებდა,
მოსასხამი ფრიალით მისდევდა უკან, კასრიდან კასრზე რომ ხტებო-
და. ბრინჯაოს ტაბარი მუხლის ქვეშ ეძგერა და სიცილი მოთქმად იქ-
ცა. – გააღწევენ, – თქვა ატლასმა.
– არა, – გაეპასუხა ჯონი, – უკვე გააღწიეს.
ყველაფერი სწრაფად მოხდა. ჯერ ერთი თხუნელა გაიქცა, მას მე-
ორე მიჰყვა და მერე სოფლელებმა ერთბაშად დაყარეს იარაღი და
ბარიკადებიდან გაცვივდნენ. ძმები ძალიან ცოტანი იყვნენ, ზღუდეს
1030
მარტო ვერ დაიცავდნენ. ჯონი ხედავდა, როგორ სცადეს, მწკრივად
დამდგარიყვნენ და მწყობრად დაეხიათ უკან, მაგრამ თენებმა მათი
რიგი შუბებით და ტაბარებით წალეკეს და ისინიც გაიქცნენ. დორ-
ნელ დილის ფეხი დაუცდა და პირქვე ჩაემხო, ველურმა კი ბეჭებს
შორის შუბი დაასო. ნელმა და ქოშინა კეგსმა ლამის მიაღწია ქვედა
საფეხურს, როცა ერთი თენი მოსასხამის კალთაზე წასწვდა და და-
ქაჩა... მაგრამ არბალეტის ისარმა მანამ დასცა, სანამ ტაბარს დაუშ-
ვებდა.
– მოვარტყი! – იყივლა ატლასმა, კეგსი კი კიბესთან მიბანცალ-
და და ოთხით შეუყვა საფეხურებს.
კარიბჭე წაგებულია. დონალ ნოიმ დაკეტა და ჯაჭვით შეკრა ჭიშ-
კარი, მაგრამ მის აღებას წინ აღარაფერი ედგა. რკინის გისოსები
ხანძრის ანარეკლით წითლად ელავდნენ, მათ უკან ცივი, შავი გვი-
რაბი მოჩანდა. მის დასაცავად არავინ დარჩენილა: ერთადერთ უხი-
ფათო ადგილად კედლის თავი ეგულებოდათ, სადამდეც შვიდასი
ფუტი უნდა აევლოთ მობრეცილ ხის კიბეზე.
– რა ღმერთები გწამს? – ჰკითხა ჯონმა ატლასს.
– შვიდნი, – მიუგო ძველქალაქელმა ბიჭმა.
– მაშინ ილოცე, – უთხრა ჯონმა, – ევედრე შენს ახალ ღმერთებს,
მე კი ძველებს შევევედრები, – ყველაფერი ახლა წყდებოდა.
სარქველთან ატეხილი ალიაქოთის გამო ჯონს კაპარჭის ავსება
დაავიწყდა. კოჭლობით გადაიარა სახურავი და ახლა მოიმარაგა ის-
რები, ძირს დაგდებული მშვილდიც აიღო. ქვაბი ისევ ისე იდო სარ-
ქველზე, ასე რომ, როგორც ჩანს, საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრე-
ბოდათ. ცეკვა გრძელდება, ჩვენ კი გალერეიდან ვუცქერითო, გა-
იფიქრა, უკან რომ მიკვანჭალებდა. ატლასი საფეხურებს შესეულ ვე-
ლურებს ისარს სტყორცნიდა, მერე კი არბალეტის შესამართად ქონ-
გურს ეფარებოდა. ლამაზმანი ეძახე და, მკვირცხლი კია.
1031
ნამდვილი ბრძოლა ახლა საფეხურებზე იყო გაჩაღებული. ნოიმ
ორ ქვედა ბაქანზე შუბოსნები დააყენა, მაგრამ სოფლელების ასე
უკანმოუხედავმა გაქცევამ ისინიც დააფრთხო და გააქცია, ახლა მე-
სამე ბაქანისკენ გარბოდნენ, ჩამორჩენილებს კი თენები ხოცავ-
დნენ. უფრო მაღალ ბაქნებზე მდგარი მშვილდოსნები და მეარბალე-
ტენი ცდილობდნენ, თავისიანების მიღმა ეტყორცნათ ისრები. ჯონმა
ისარი მოარგო, მოზიდა და გაუშვა და სიამოვნებით შენიშნა, ერთი
ველური საფეხურებზე რომ დაგორდა. ხანძრის სიცხე კედელს ღვა-
რად ადენდა ცრემლებს, ყინულის ზედაპირზე მოცეკვავე ალები
ირეკლებოდა. კიბე თავის გადასარჩენად გაქცეული ადამიანების
ფეხქვეშ ირყეოდა.
ჯონმა ისევ მოარგო, მოზიდა და ისროლა, მაგრამ მსროლელე-
ბად მხოლოდ თვითონ და ატლასიღა დარჩენილიყვნენ, კიბეზე კი
სამოცი თუ სამოცდაათი თენი არბოდა, გამარჯვებით მთვრალები
გზად სიკვდილს თესავდნენ. მეოთხე ბაქანზე სამი შავმოსასხამიანი
ძმა იდგა, ხელში ორლესულები მოემარჯვებინათ. მცირე ხნით ისევ
გაჩაღდა ბრძოლა; მაგრამ მხოლოდ სამნი იყვნენ და ველურების
ტალღამ მალევე წალეკა ძმები, მათი სისხლი საფეხურებზე ჩამო-
წანწკარდა. ბრძოლაში კაცი არასოდეს არის ისე უმწეო, როგორც
გაქცევისასო, უთხრა ერთხელ ლორდმა ედარდმა ჯონს. „გაქცეული
კაცი ჯარისკაცისთვის იგივეა, რაც დაჭრილი ნადირი. სისხლის
წყურვილს უღვივებს“. მეხუთე ბაქანზე მდგარი მშვილდოსნები მა-
ნამ გაიქცნენ, სანამ ბრძოლა მიადგებოდათ. ნამდვილი რბევა იყო,
წითელი რბევა.
– ჩირაღდნები მოიტა, – უთხრა ჯონმა ატლასს. ცეცხლის გვერ-
დით ოთხი ჩირაღდანი ერჭო, თავებზე ნავთიანი ჩვრები ჰქონდათ
დახვეული. თორმეტიოდე ცეცხლის ისარიც ჰქონდათ. ძველქალა-

1032
ქელმა ბიჭმა ერთი ჩირაღდანი ცეცხლს შეუკეთა, დაიცადა, სანამ აბ-
რიალდებოდა, დანარჩენი კი ამოიიღლიავა და აუნთებლად მოიტა-
ნა პარაპეტთან. ისევ შეშინებული ჩანდა და არც იყო გასაკვირი.
ჯონსაც ეშინოდა. სტირიც მაშინ დაინახა. მაგნარი ბარიკადაზე
ადიოდა, გამოფატრულ სიმინდის ტომრებს, დალეწილ კასრებს და
მტრების თუ მეგობრების სხეულებს აბიჯებდა. ბრინჯაოს ფარფლე-
ბიანი აბჯარი მუქად უციალებდა ცეცხლის შუქზე. სტირს მუზარადი
მოეხადა, გამარჯვების ველით რომ დამტკბარიყო, და ეს მელოტი,
უყურო ბოზიშვილი იღიმებოდა. ხელში გრძელი, სარკმლისხის შუბი
ეჭირა, რომელსაც ჩუქურთმოვანი ბრინჯაოს პირი ეგო. ჭიშკარი
რომ დაინახა, გარს შემოხვეულ ექვს თენს რაღაც შესძახა ძველ ენა-
ზე. გვიანია, გაიფიქრა ჯონმა. ბარიკადებზე შენ თვითონ რომ გადას-
ძღოლოდი შენს ხალხს, მაშინ იქნებ ზოგი გადაგერჩინა.
მაღლიდან საომარმა ბუკმა დასჭექა, გრძელი, ბოხი ხმით. არა
კედლის თავიდან, არამედ მეცხრე ბაქნიდან, ასე, ორასი ფუტის სი-
მაღლიდან, სადაც დონალ ნოი იდგა. ჯონმა ლარს ცეცხლის ისარი
მოარგო, ატლასმა იგი ჩირაღდნით აანთო. ჯონი პარაპეტს მიადგა,
მოზიდა, დაუმიზნა და ესროლა. დაღმა დაშვებულ ისარს ცეცხლო-
ვანი კვალი გაედევნა და იგი ტკაცანით დაერჭო მიზანს.
ოღონდ სტირს არა. საფეხურებს. ან, უკეთ, იმ კასრებს, ყუთებსა
და ტომრებს, დონალ ნოიმ საფეხურების ქვეშ რომ დაალაგა პირვე-
ლი ბაქნის სიმაღლემდე. ქონით და ნავთით სავსე კასრებს, ფოთლე-
ბით და გაზეთილი ჩვრებით გამოტენილ აბგებს, დაპობილ კუნძებს,
ხის ქერქსა და ნაფოტებს.
– კიდევ, – თქვა ჯონმა, – კიდევ. კიდევ.
სხვა მშვილდოსნებიც ისროდნენ, ყოველი კოშკის სახურავიდან,
ზოგი ისრებს მაღალ თაღად გზავნიდა ჰაერში, მერე კედლის წინ
რომ დაცემულიყო. ჯონს ცეცხლის ისრები რომ გაუთავდა, მან და
1033
ატლასმა ჩირაღდნებს წაუკიდეს და საისრეებიდან ჩაყარეს.
მაღლა სხვა კოცონი იწყებდა გიზგიზს. ძველი ხის საფეხურები
ნავთს ღრუბელივით იწოვდა და დონალ ნოიმ ისინი კარგად გაჟღინ-
თა მეცხრე ბაქნიდან დაბლა, მეშვიდემდე. ჯონს იმის იმედიღა ჰქონ-
და, რომ მათიანებმა უსაფრთხო სიმაღლემდე აასწრეს, სანამ ნოი
ჩირაღდნებს ისროდა. შავმა ძმებმა კი იცოდნენ ამ გეგმის შესახებ,
თუმცა სოფლელებმა – არა.
ქარმა და ცეცხლმა თავისი საქნელი ქნა. ჯონი მხოლოდ იდგა და
უცქერდა. წინაც, უკანაც კოცონი ენთოთ და ველურებმა არ იცოდ-
ნენ, სად წასულიყვნენ. ზოგმა ასვლა განაგრძო და დაიხოცნენ. ზო-
გი დაბლა გაიქცა და ისინიც დაიხოცნენ. ბევრი საფეხურებიდან გად-
მოხტა, სანამ ცეცხლი მოედებოდათ, ისინი დაცემამ მოკლა. ოცზე
მეტი თენი ჯერ კიდევ კიბეზე იდგა ცეცხლებს შორის, როცა სიცხის-
გან კედელი გადასკდა, რამდენიმე ტონა ყინული ჩამოშვავდა და კი-
ბის მთელი ქვედა მესამედი ჩამოიყოლა. ჯონმა მაშინ ბოლოჯერ
იხილა სტირი, თენების მაგნარი. კედელი თავს თვითონ იცავსო, გა-
იფიქრა.
ჯონმა ატლასს სთხოვა, ეზოში ჩასვლაში დახმარებოდა. დაჭრი-
ლი ფეხი ისე სტკიოდა, რომ ყავარჯნითაც კი ძლივს დადიოდა.
– ჩირაღდანი გამოიყოლე, – უთხრა ძველქალაქელ ბიჭს, – ვი-
ღაც მყავს მოსაძებნი. კიბეზე ძირითადად თენები აცვივდნენ. თავი-
სუფალმა ხალხმა ალბათ ზოგმა მაინც მოახერხა გაქცევა. მენსის
ხალხმა, მაგნარისამ კი არა. შეიძლება, ერთი მათგანი იგრიტი იყო.
მათ ჩაუარეს იმათ სხეულებს, რომლებიც კოშკზე ამოსვლას ცდი-
ლობდნენ, მერე კი ჯონმა ჩაბნელებულ ეზოებზე გადაიარა, ცალ
მკლავქვეშ ყავარჯენი ამოეჩარა, მეორე კი მხრებზე მოეხვია ბიჭის-
თვის, ადრე ძველქალაქელი კახპა რომ ყოფილიყო.

1034
თავლები და საერთო დარბაზი უკვე ახრჩოლებულ ნაცრად ქცე-
ულიყო, მაგრამ ცეცხლი ჯერ კიდევ ბობოქრობდა კედელზე, საფე-
ხურს საფეხურზე, ბაქანს ბაქანზე ნთქავდა. დროდადრო ესმოდათ
გმინვა, მერე ჭახანი და კედელს მორიგი ნაჭერი სწყდებოდა. ჰაერს
ნაცარი და ყინულის ნამცეცები ავსებდა.
ჯონმა ნახა მკვდარი ქვორტი და მომაკვდავი ქვისცერა. ნახა
მკვდარი და მომაკვდავი თენები, რომლებიც არც კი გაუცვნია. ნახა
ძირმაგარა, სისხლისდენას რომ დაესუსტებინა, მაგრამ ჯერაც ცოც-
ხალი იყო.
და ნახა ლორდ-მეთაურის კოშკის ძირას ძველი თოვლის ნაგ-
ლეჯზე გაშოტილი იგრიტი, მკერდში გაყრილი ისრით. სახეზე ყინუ-
ლის ნამცეცები ეყარა და მთვარის შუქზე გეგონებოდა, მოციმციმე
ვერცხლის ნიღაბი უკეთიაო.
ისარი შავი იყო, მაგრამ თეთრი ბუმბულები ეგო. ჩემი არააო, გა-
იფიქრა ჯონმა, ჩემი ისარი არაა. მაგრამ თავს ისე გრძნობდა, თით-
ქოს მისი ყოფილიყო.
მის გვერდით თოვლზე რომ დაიჩოქა, გოგონამ თვალები გაახი-
ლა.
– ჯონ სნოუ, – უთხრა ძალიან ჩუმად. როგორც ჩანდა, ისარი
ფილტვში ჰქონდა გაყრილი, – ეს თუა ნამდვილი ციხესიმაგრე? და
არა უბრალო კოშკი?
– არის, – ჯონმა მისი ხელი აიღო ხელში.
– კარგია, – დაიჩურჩულა გოგომ, – მინდოდა, ერთი ნამდვილი
ციხესიმაგრე მენახა, სანამ... სანამ...
– ას ციხესიმაგრეს ნახავ, – აღუთქვა ჯონმა, – ბრძოლა გათავ-
და. მაისტერი აემონი მოგხედავს, – თმაზე შეახო ხელი, – ცეცხლის
ნაკოცნი ხარ, ხომ გახსოვს? იღბლიანი ხარ. ერთი ისარი ვერ მოგ-

1035
კლავს. აემონი ამოიღებს და მოგარჩენს, და, რომ არ გეტკინოს, ყა-
ყაჩოს რძეს დაგალევინებთ.
პასუხად გოგომ მხოლოდ გაიღიმა.
– გახსოვს ის გამოქვაბული? იქ უნდა დავრჩენილიყავით. ხომ
გითხარი.
– დავბრუნდეთ იმ გამოქვაბულში, – უთხრა ჯონმა, – არ მოკვდე-
ბი, იგრიტ. არ მოკვდები.
– აჰ, – იგრიტმა ლოყაზე მიადო ხელისგული, – არაფერი გესმის,
ჯონ სნოუ, – ამოიოხრა მომაკვდავმა.

ბრანი

– ეს კიდევ ერთი ცარიელი ციხესიმაგრეა, სხვა არაფერი, – თქვა


მირა რიდმა, ლოდებს, ნანგრევებს და მათ მოდებულ ბალახს რომ
გადახედა.
არა, გაიფიქრა ბრანმა, ეს ღამისციხეა და ქვეყნიერების დასას-
რულია. მთებში სანამ იყვნენ, მხოლოდ იმას ფიქრობდა, კედლამდე
მიეღწია და სამთვალა ყვავი ეპოვა, მაგრამ ახლა, აქამდე რომ მო-
აღწიეს, შიშმა შეიპყრო. ის, რაც ესიზმრა... რაც ზაფხულს ესიზმრა...
არა, იმ სიზმარზე არ უნდა ვიფიქრო. რიდებისთვისაც კი არ უამბნია
იგი, თუმცა მირა მაინც გრძნობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. იქ-
ნებ, არასოდეს თუ არ მოჰყვებოდა, შეძლებდა, დაევიწყებინა, საერ-
თოდ რომ ესიზმრა იგი, მაშინ ეს არ მოხდებოდა და რობი და რუხი
ქარი ჯერაც იცოცხლებდნენ...
– ჰოდორ, – ჰოდორმა ფეხი მოინაცვლა და ბრანიც მასთან ერ-
თად შექანდა. ზორბა ბიჭი დაღლილი იყო. უკვე მრავალი საათი
იყო, მოდიოდნენ. არ ეშინია მაინც. ბრანს კი ეს ადგილი აშინებდა
და ლამის ასევე აშინებდა რიდების წინაშე ამაში გამოტყდომა. მე
1036
ჩრდილოეთის პრინცი ვარ, ვინტერფელელი სტარკი, ლამის კაცი
ვარ უკვე და რობივით უშიშარი უნდა ვიყო.
ჟოჟენმა თავისი მუქი მწვანე თვალებით ახედა.
– აქ არაფერი დაგვიშავდება, თქვენო მოწყალებავ.
ბრანი ამაში დარწმუნებული არ იყო. ღამისციხეს ბებერი ნენის
ზოგ საშინელ ზღაპარში შეხვდებოდი. აქ მეფობდა ღამის მეფე, მა-
ნამ, სანამ მისი სახელი კაცთა ხსოვნიდან წაიშლებოდა. აქ მიართვა
ანდალთა მეფეს ვირთხა-მზარეულმა პრინცის ხორცით და შაშხით
დამზადებული ღვეზელი, აქ იდგა გუშაგად სამოცდაცხრამეტი მცვე-
ლი, აქ გააბახეს და მოკლეს მამაცი, ნორჩი დენი ფლინტი. ამ ციხე-
სიმაგრეში დაწყევლა მეფე შერიტმა ძველი ანდალები, მოწაფე ბი-
ჭები აქ დგებოდნენ ღამით მომსვლელის პირისპირ, ბრმა სიმეონ
თვალვარსკვლავამ აქ იხილა ჯოჯოხეთის მწევრების ბრძოლა.
ოდესღაც ამ ეზოებს ჭრიდა და ამ კოშკებზე ადიოდა შეშლილი ტაბა-
რი და საკუთარ ძმებს ხოცავდა ბნელში.
ოღონდ ეს ყველაფერი ასობით და ათასობით წლის წინ მოხდა,
ზოგი რამ კი შეიძლება, არც არასოდეს მომხდარა. მაისტერი ლუვი-
ნი ყოველთვის ამბობდა, რომ ბებერი ნენის ამბები თავის ყველაფ-
რიანად არ უნდა დაგეჯერებინა. მაგრამ ერთხელ ძია ბენჯენი მამის
სანახავად მოვიდა და ბრანმა მას ჰკითხა ღამისციხის შესახებ. ბენ-
ჯენ სტარკს არ უთქვამს, ეგ ამბები სინამდვილეაო, მაგრამ არც ის
უთქვამს, არაა მართალიო. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ისე
თქვა, ღამისციხიდან ორასი წლის წინ წამოვედითო, თითქოს პასუხი
ეს იყო.
ბრანმა თავს დააძალა და მიმოიხედა. ცივი, მაგრამ ნათელი დი-
ლა იდგა, უძრავი ლურჯი ციდან მზე ჩამოსცქეროდათ, მაგრამ მას
აქაური ხმები არ მოსწონდა. ისმოდა ჩამოქცეულ კოშკებს შორის

1037
მორიალე ქარის ფორიაქა სტვენა, კედლები კვნესოდნენ და იფ-
შვნებოდნენ, სეფედარბაზის იატაკის ქვეშიდან ვირთხების ფხაჭუნის
ხმა ამოდიოდა. ვირთხა-მზარეულის შვილები მამას გაურბიან.
ეზოები მომცრო ტყეებად ქცეულიყო, აქ მდგარი გაწელილი ხეები
შიშველ ტოტებს ერთმანეთს უხახუნებდნენ, დაცვენილი ხმელი
ფოთლები კი ტარაკნებივით გადარბოდნენ ძველი თოვლის ნაფლე-
თებზე. იქ, სადაც ადრე თავლები იდგა, ახლა ხეები იზრდებოდა,
დამწვარი სამზარეულოს სახურავში პირდაღებულ ხვრელში კი დაგ-
რეხილი თეთრი სარკმლისხე იზიდებოდა. აქ ზაფხულიც კი მოუსვენ-
რად გრძნობდა თავს. ბრანი მის სხეულში შესხლტა, სულ ერთი წუ-
თით, აქაურობა რომ მოეყნოსა. არც სუნი მოეწონა.
და გასასვლელიც არ იყო.
ბრანმა უთხრა მათ, არ იქნებაო. ეუბნებოდა და ეუბნებოდა, მაგ-
რამ ჟოჟენ რიდმა დაიჟინა, ამაში თავად უნდა დავრწმუნდეო. მწვანე
სიზმარი ვნახეო, თქვა, მწვანე სიზმრები კი არ ტყუიან. მაგრამ არც
ჭიშკარს ხსნიანო, გაიფიქრა ბრანმა. კარიბჭე,. რომელსაც ღამისცი-
ხე გუშაგობდა, მას მერე იყო დახშული, რაც შავმა ძმებმა თავიანთი
ჯორები და ცხენები დატვირთეს და ღრმა ტბაში გადაბარგდნენ. რკი-
ნის ცხაური დაშვებული იყო, მისი ასაწევი ჯაჭვები – მოხსნილი და
წაღებული, გვირაბი – შეყინული ქვებით ამოქოლილი ისე, რომ
ისიც კედელივით გაუვალი გამხდარიყო. – ჯონს უნდა გავყოლო-
დით, – თქვა ბრანმა, ეს რომ დაინახა. იგი ხშირად ფიქრობდა თავის
ბუშ ძმაზე იმ ღამის მერე, ზაფხულმა მას წვიმასა და ჭექაში გაჭენე-
ბულს რომ გაადევნა თვალი, – სამეფო გზა უნდა მოგვეძებნა და ცი-
ხეშავში წავსულიყავით. – ვერ გავბედავდით, ჩემო პრინცო, – უთ-
ხრა ჟოჟენმა, – და ხომ გითხარი, რატომაც. – მაგრამ იქ ხომ ველუ-
რები არიან. იმათ ვიღაც კაცი მოკლეს და ჯონის მოკვლაც უნდო-
დათ. ჟოჟენ, ასზე მეტი იყვნენ.
1038
– ჰო, უკვე გვითხარი. ჩვენ კი ოთხნი ვართ. შენ შენს ძმას დაეხ-
მარე, თუ მართლაც ის იყო, მაგრამ ეს ლამის ზაფხულის სიცოც-
ხლის ფასად დაგიჯდა.
– ვიცი, – თქვა ბრანმა საწყლად. მგელსაზარამ სამი კაცი მოკ-
ლა, იქნებ მეტიც, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ. როდესაც მა-
ღალი უყურო კაცის გარშემო მჭიდრო წრედ მოეწყვნენ, სცადა, წვი-
მაში გამსხლტარიყო და გაჰქცეოდა მათ, მაგრამ მათგან გამოსრო-
ლილი ისარი დაეწია. ტკივილის უეცარმა ძგერებამ ბრანი მგლის
ტყავიდან ამოაგდო და თავის სხეულში დააბრუნა. ბოლოს და ბო-
ლოს, ჭექაქუხილი ჩადგა, ისინი უცეცხლოდ ისხდნენ სიბნელეში,
ერთმანეთს ეკვროდნენ, ცოტას ლაპარაკობდნენ და ისიც ჩურჩუ-
ლით, ჰოდორის ქოშინს უსმენდნენ და ფიქრობდნენ, ნეტავ, დილით
ველურები ტბის გადმოლახვას ხომ არ ცდიანო. ბრანი დროდადრო
ზაფხულისკენ იზიდებოდა, მაგრამ ისეთ ტკივილს აწყდებოდა, რომ
კვლავ უკან ბრუნდებოდა, როგორც გავარვარებული კარდალა გა-
გაწევინებს უკან ხელს, თუნდაც რომ გადაწყვეტილი გქონდეს მისი
აღება. იმ ღამით მხოლოდ ჰოდორს ეძინა, წრიალებდა, ბრუნავდა
და ჰოდორ, ჰოდორო, ბურტყუნებდა. ბრანს გული უსკდებოდა, რომ
ზაფხული მისგან შორს, უკუნეთში ჩაკარგული კვდებოდა. გევედრე-
ბით, ძველო ღმერთებო, ლოცულობდა იგი, თქვენ წამართვით ვინ-
ტერფელი, მამა, ფეხები, გევედრებით, ახლა ზაფხულიც არ წამარ-
თვათ. და დაიფარეთ ჯონ სნოუ და ველურები გაყარეთ აქედან.
ტბაში ამოზიდულ იმ ქვიან კუნძულზე სარკმლისხე არ ხარობდა,
მაგრამ, როგორც ჩანს, ძველმა ღმერთებმა მაინც ისმინეს მისი. მე-
ორე დილით ველურები გასვლას არ ჩქარობდნენ. მათ თავიანთ
მკვდრებს და მათ მოკლულ ბერიკაცს ტანზე გახადეს, ტბაში წაითევ-
ზავეს კიდეც და კოშკში მყოფებმა გვარიანი შიში ჭამეს, როცა სამმა

1039
მათგანმა ყრილი იპოვა და გამოუყვნენ... მაგრამ ბილიკმა რომ მო-
უხვია, ისინი ვერ მიჰყვნენ და ორი მათგანი კინაღამ დაიხრჩო, სანამ
სხვები მიუსწრებდნენ და წყლიდან ამოათრევდნენ. მაღალმა კაცმა
უყვირა მათ და ჟოჟენმაც კი ვერ გაიგო, წყლის მიღმიდან მოდენილი
მისი სიტყვები რა ენაზე იყო ნათქვამი. ამის მერე ცოტა ხანში მათ
წამოკრიფეს ფარები და შუბები და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გა-
ემართნენ, იქით, საითაც ჯონი წავიდა. ბრანსაც უნდოდა, გამოსუ-
ლიყო და ზაფხული მოეძებნა, მაგრამ რიდებმა არ დაანებეს.
– კიდევ ერთ ღამეს დავრჩებით აქ, – თქვა ჟოჟენმა, – ველურები
კარგად რომ დაგვშორდნენ. ხომ არ გინდა, ისევ გადავეყაროთ?
შუადღის მერე ზაფხული დაბრუნდა თავისი სამალავიდან, უკანა
ფეხს მოითრევდა. მან სასტუმროში დარჩენილი გვამებიდან ყვავები
გააფრთხო და მათი ხორცი ჭამა, მერე კი კუნძულისკენ გაცურა. მი-
რამ ფეხიდან გატეხილი ისარი ამოუღო და ჭრილობაში კოშკის ძი-
რას მოძებნილი ბალახის წვენი შეაზილა. მგელსაზარა ჯერ კიდევ
კოჭლობდა, მაგრამ, როგორც ბრანი ატყობდა, სულ უფრო ნაკლე-
ბად. ღმერთებმა ისმინეს მისი.
– იქნებ, სხვა ციხესიმაგრე გვეცადა, – უთხრა მირამ ძმას, – იქ-
ნებ, სადმე სხვა ჭიშკარში შევძლოთ გაღწევა. თუ გინდათ, დასაზვე-
რად წავალ. მარტო თუ ვიქნები, უფრო მალე ვიზამ.
ბრანმა თავი გაიქნია.
– აღმოსავლეთით თუ წახვალ, მიხვალ ღრმა ტბასთან, მერე –
დედოფლის კარიბჭესთან. დასავლეთით ყინულის სამანია. მაგრამ
ისინიც იგივე იქნება, რაც ეს, ოღონდ კიდევ უფრო პატარები. ყველა
კარიბჭე ამოქოლილია, ციხეშავის, აღმოსავლეთის გუშაგის და ბინ-
დის კოშკის გარდა.
ჰოდორმა ჰოდორო, თქვა, რიდებმა კი ერთმანეთს გადახედეს.

1040
– ბოლოს და ბოლოს, კედელზე მაინც ავალ, – გადაწყვიტა მი-
რამ, – იქნებ, იქიდან რამე დავინახო.
– როგორ გგონია, რა შეიძლება დაინახო? – ჰკითხა ჟოჟენმა.
– რამე, – მიუგო მირამ და ამჯერად თავისი გაიტანა.
მე უნდა ავსულიყავი. ბრანმა თავი ასწია, კედელს ახედა და წარ-
მოიდგინა, როგორ მიცოცავდა ზედ, თითო გოჯით მიიწევდა წინ, თი-
თებს ყინულის ნაპრალებში ჩრიდა და ფეხის წვერებით საფეხურებს
ამტვრევდა. ამან ღიმილი მოჰგვარა, ყველაფრის მიუხედავად –
სიზმრების, ველურების, ჯონის, ყველაფრის. პატარა რომ იყო, ვინ-
ტერფელის გალავანზე ცოცავდა, და ყველა კოშკზეც, მაგრამ მათ-
გან არც ერთი არ ყოფილა ასე მაღალი და თანაც, ისინი ქვით იყვნენ
ნაშენი. კედელიც შეიძლებოდა, ქვის გგონებოდა, ისეთი რუხი და
ოღროჩოღრო იყო, მაგრამ, ღრუბელი რომ გაიფანტებოდა და მზე
სხვანაირად დაეცემოდა, ის ერთბაშად გარდაიქმნებოდა, თეთრ-
ცისფერი და მოელვარე წამოიმართებოდა. ეს ქვეყნიერების დასას-
რულიაო, ბებერი ნენი სულ ასე ამბობდა. იქით ურჩხულები, გოლია-
თები და მაჯლაჯუნები ცხოვრობდნენ, მაგრამ, სანამ კედელი იდგა,
აქეთ ვერ გადმოდიოდნენ. მინდა, მის თავზე დავდგე მირასთან ერ-
თად, გაიფიქრა ბრანმა. მინდა, იქ დავდგე და გადავიხედო.
მაგრამ უმაქნისი ფეხების მქონე ერთი ხეიბარი ბიჭი იყო და ისღა
დარჩენოდა, ქვემოდან ეცქირა, მის ნაცვლად მირა როგორ ადიოდა
ზემოთ.
გოგო სინამდვილეში არც მიცოცავდა ისე, როგორც ბრანი ცო-
ცავდა ხოლმე. ის უბრალოდ მიჰყვებოდა საფეხურებს, რომლებიც
ღამის ებგურმა გამოკვეთა ასობით და ათასობით წლის წინ. გაახ-
სენდა, მაისტერი ლუვინი რომ ამბობდა, ღამის ციხე ერთადერთი
ციხესიმაგრეა, სადაც საფეხურები თავად კედლის ყინულშია გამოკ-

1041
ვეთილიო. ან, იქნებ, ეს ძია ბენჯენმა თქვა. უფრო გვიანდელ ციხე-
სიმაგრეებს ხის კიბეები ჰქონდათ, ან ქვის; ან მიწის და ხრეშის
გრძელი, დახრილი ყრილები. ყინული ძალიან არასაიმედოა. ეს კი
ნამდვილად ძიამ უთხრა. მან თქვა, რომ კედლის ზედაპირი ზოგჯერ
ყინულის ცრემლებით ტირის, თუმცა მისი გული გაყინული და
კლდესავით მტკიცე რჩება. მას მერე, რაც ბოლო შავმა ძმამაც და-
ტოვა ციხესიმაგრე, ეს საფეხურები ალბათ ათასჯერ გალღვნენ და
ისევ გაიყინნენ, და ამის მერე ყოველ ჯერზე ზომაში დგებოდნენ, უფ-
რო სრიალა და მოგლუვებული, უფრო არასაიმედო ხდებოდნენ.
და უფრო პატარაც. თითქოს კედელი მათ ისევ უკან ყლაპავდა,
თავისთან იბრუნებდა. მირა რიდს ნაბიჯი არასოდეს ეშლებოდა,
მაგრამ ისიც კი ახლა ძლიერ ნელა მიიწევდა წინ, შვერილიდან შვე-
რილზე გადადიოდა. ორგან, სადაც საფეხურები თითქმის არ გაირ-
ჩეოდა, იგი ოთხზე დაეშვა და ისე გაიარა. უკან ჩამოსვლა უარესი
იქნება, გაიფიქრა ბრანმა, გოგოს რომ უცქერდა. და მაინც, ნატრობ-
და, ახლა თავად ყოფილიყო იქ, მაღლა. კედლის თავს რომ მიაღწია
და გადაიარა ოდნავი ბორცვები, ბოლო საფეხურებისგან რომ დარ-
ჩენილიყო, მირა თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. – როდის ჩამოვა?
– ჰკითხა ბრანმა ჟოჟენს.
– რომ მორჩება. მოინდომებს, რომ კარგად დაათვალიეროს კე-
დელიც და ისიც, რაც იქითაა. ჩვენ აქ, ქვემოთ ვქნათ იგივე.
– ჰოდორ? – დაეჭვდა ჰოდორი.
– იქნებ რამე ვიპოვოთ, – თავისაზე იდგა ჟოჟენი.
ან, იქნებ, რამემ ჩვენ გვიპოვოს. მაგრამ ბრანი ამას ვერ იტყოდა:
არ უნდოდა, ჟოჟენს ეფიქრა, მშიშარააო.
ჰოდა, იქაურობის გამოსაკვლევად დაიძრნენ. წინ ჟოჟენ რიდი
მიდიოდა, უკან ჰოდორის ზურგზე მოკიდებულ კალათში მჯდარი

1042
ბრანი მიჰყვებოდა, მათ გვერდით კი ზაფხული მიძუნძულებდა. ერ-
თხელ მგელსაზარა ჩაბნელებულ კარში შევარდა და უკან კბილებში
მოგდებული ვირთხით დაბრუნდა. ვირთხა-მზარეულიო, გაიფიქრა
ბრანმა, მაგრამ ეს სხვა ფერისა იყო და ზომითაც – მხოლოდ კატის-
ხელა. ვირთხა-მზარეული თეთრი და ღორისხელა იყო...
ღამისციხეში ბევრი ჩაბნელებული კარი და ბევრი ვირთხა მო-
იძევებოდა. ბრანს ესმოდა, როგორ დასუნსულებდნენ ისინი სარდა-
ფებში და მათი შემაერთებელი დერეფნების წყვდიადით მოცულ
ლაბირინთებში. ჟოჟენს უნდოდა, ის სარდაფებიც მოეჩხრიკა, მაგ-
რამ ამაზე ჰოდორმა ჰოდორო, უთხრა, ბრანმა კი არაო, განუცხადა.
ღამისციხის ქვეშ ჩაწოლილ უკუნეთში ვირთხებზე უარესი რამებიც
ბოგინებდნენ. – ძველი ადგილი ჩანს, – თქვა ჟოჟენმა, გალერეას
რომ მიუყვებოდნენ. ცარიელ ფანჯრებში მტვრიან სვეტებად იჭრე-
ბოდა მზის სხივი.
– ციხეშავზე ორჯერ უფრო ძველია, – გაიხსენა ბრანმა, – ეს კედ-
ლის პირველი და ყველაზე დიდი ციხესიმაგრე იყო, – მაგრამ ყვე-
ლაზე ადრე მიატოვეს კიდევაც, ჯერ კიდევ ძველი მეფის დროს. უკვე
მაშინ ციხის სამი მეოთხედი ცარიელი რჩებოდა და შესანახად ძვი-
რი ჯდებოდა. კეთილმა დედოფალმა ელისანმა შესთავაზათ, ღამის
ებგური უფრო მომცრო ციხესიმაგრეში გადაბარგებულიყო, იქ, სა-
დაც კედელი ლამაზი მწვანე ტბის ნაპირს გასდევდა რკალად. ღრმა
ტბის ასაშენებლად დედოფალმა თავისი ძვირფასეულობა გაიღო,
იგი ძველი მეფის მიერ ჩრდილოეთში გამოგზავნილმა ხუროებმა აა-
გეს და შავმა ძმებმაც ღამისციხე ვირთხების ამარა დატოვეს.
ოღონდ ეს ორი საუკუნის წინ მოხდა. ახლა ღრმა ტბაც მისი წინა-
მორბედივით ცარიელია, ღამისციხე კი...
– აქ მოჩვენებები ცხოვრობენ, – თქვა ბრანმა. ჰოდორს ეს ზღაპ-
რები ყველა მოსმენილი ჰქონდა, მაგრამ ჟოჟენმა შეიძლება, არ
1043
იცოდა, – ძველი მოჩვენებები, სამოცდაცხრამეტი გუშაგისა. ძველ
მეფეზე უფრო ადრე, ჯერ კიდევ ეაგონ დრაკონამდეც კი, ისინი ებგუ-
რიდან გაიქცნენ და სამხრეთისკენ გაემართნენ, ყაჩაღები რომ გამ-
ხდარიყვნენ. ერთი მათგანი ლორდ რისველის უმცროსი ვაჟი იყო,
ამიტომ, ყორღანეთს რომ მიაღწიეს, მის ციხეს შეაფარეს თავი, მაგ-
რამ ლორდმა რისველმა ისინი შეიპყრო და ღამისციხეში დააბრუნა.
ლორდ-მეთაურმა კედლის თავზე ღრმულები ამოათხრევინა, დე-
ზერტირები მათში ჩააყენა და ცოცხლად ჩაკირა ყინულში. შუბებიც
ეკავათ, საყვირები ებათ და ყველანი ჩრდილოეთისკენ იცქირებოდ-
ნენ. მათ სამოცდაცხრამეტ გუშაგს ეძახიან. სიცოცხლეში მიატოვეს
თავისი პოსტი, ამიტომ სიკვდილის მერე მათი მსახურება სამარადი-
სოდ გრძელდება. წლების მერე, როცა ლორდი რისველი მოხუცდა
და კვდებოდა, მან თავი ღამისციხეში მოაყვანინა, რათა შავი შეემო-
სა და თავისი ძის გვერდით ემსახურა. მან იგი კედელზე ღირსების
გამო დააბრუნა, მაგრამ შვილი უყვარდა, ამიტომაც მოვიდა, მის
გვერდით გუშაგად რომ დამდგარიყო.
ნახევარი დღე დაძვრებოდნენ ციხეში. ზოგი კოშკი დაქცეული-
ყო, ზოგიც სახიფათო მოჩანდა, მაგრამ ბიჭები აძვრნენ სამრეკლო-
ზე (ზარები აღარ იყო) და საყვავეში (აღარც ფრინველები იყვნენ).
ლუდსახარშის ქვეშ სარდაფში იპოვეს უზარმაზარი მუხის კასრები,
ყრუდ რომ აგუგუნდნენ, როცა ჰოდორმა ფეხი მისცხო. იპოვეს ბიბ-
ლიოთეკა (თაროები და სკივრები დამტვრეულიყო, წიგნები არსად
ჩანდა და ყველაფერს ვირთხები იყვნენ მოდებული).
ნახეს ნესტიანი და ბინდით მოცული დილეგი, რომლის საკნები
ხუთას ტყვეს დაიტევდა, მაგრამ, როცა ბრანმა ხელი ჩაავლო ერთ
ჟანგიან გისოსს, რკინა გადატყდა და ხელში შერჩა. სეფე-დარბაზს
ერთი ჩამოშლილი კედელიღა შერჩენოდა, აბანო თითქოს მიწაში
ჩაძირულიყო, საიარაღოს წინ ეზოს კი, სადაც ოდესღაც შავი ძმები
1044
შუბის, ფარისა და ხმლის ხმარებაში იწაფებოდნენ, ვეება ძეძვის
ბუჩქი მოსდებოდა. საიარაღო და სამჭედლო ჯერაც იდგა, თუმცა
ხმლების, საბერველისა და გრდემლის ნაცვლად, ახლა იქ აბლაბუ-
და, ვირთხები და მტვერი მოჩანდა. ზოგჯერ ზაფხულს ჩაესმოდა ხმე-
ბი, რომლებიც ბრანის ყურს არ სწვდებოდა, ან სიცარიელეს უღრენ-
და და კისერზე ბალანი ეჯაგრებოდა... მაგრამ მათ არ გამოსცხადე-
ბია არც ვირთხა-მზარეული, არც სამოცდაცხრამეტი გუშაგი ან შეშ-
ლილი ტაბარი. ბრანს გულზე მოეშვა. შეიძლება, ეს დაქცეული ცა-
რიელი ციხესიმაგრეა და მეტი არაფერი.
მირა რომ დაბრუნდა, მზესა და დასავლეთის გორაკების კიდეს
შორის ხმლის პირიღა დაეტეოდა.
– რა დაინახე? – ჰკითხა ჟოჟენს.
– ავსულებიანი ტყე ვნახე, – წარმოთქვა მან დაფიქრებით, – გო-
რაკები, უსასრულოდ რომ გრძელდება, სადამდეც თვალი გასწვდე-
ბა, და ჯერ ცულმიუკარებელი ტყეებითაა დაფარული. ტბაზე ასხლე-
ტილი მზის სხივი დავინახე და დასავლეთიდან გამოცურებული
ღრუბლები. ძველი თოვლის ნაფლეთები ვნახე, კიდევ – შუბის სიგ-
რძე ლოლუები. არწივიც კი ვნახე, ირაოს რომ კრავდა. მე მგონი,
იმანაც დამინახა. მე ხელი დავუქნიე.
– დასაშვები გზა თუ ნახე? – ჰკითხა ჟოჟენმა.
მირამ თავი გაიქნია.
– არა. კედელი ფრიალოა, ყინული კი – გლუვი. მე იქნებ მომე-
ხერხებინა ჩასვლა, კარგი თოკი და ხელის მოსაჭიდის გამოსაჭრე-
ლად წერაყინი რომ მქონოდა, მაგრამ... – ...მაგრამ ჩვენ ვერა, – და-
ასრულა ჟოჟენმა.
– ვერა, – დაეთანხმა და, – ეს ნამდვილად ის ადგილია, სიზმრად
რომ ნახე? სხვა ციხესიმაგრეში ხომ არ ვართ?
– არა. ეს ციხეა. აქ არის ჭიშკარი.
1045
არის, გაიფიქრა ბრანმა, მაგრამ ქვით და ყინულითაა ამოქოლი-
ლი.
მზემ ჩასვლა იწყო, კოშკების ჩრდილები დაგრძელდა და ქარმა
უფრო მძაფრად დაუბერა, ეზოებში შარიშურით გაფანტა გამხმარი
ფოთლები. მოხშირებულმა ბინდმა ბრანს ბებერი ნენის კიდევ ერთი
ზღაპარი გაახსენა, ღამის მეფის ამბავი. ის ღამის ებგურის მეცამეტე
მეთაური იყოო, ამბობდა დედაბერი, მეომარი, შიში რომ არ ეკარე-
ბოდაო.
– სწორედ ეს იყო მისი ნაკლი, – დაურთავდა ხოლმე ბებერი ნე-
ნი, – რადგან ყველა კაცმა უნდა იცოდეს, თუ რა არის შიში.
ქალი გახდა მისი დაღუპვის მიზეზი – კედლის თავიდან დანახუ-
ლი ქალი, მთვარის სხივივით თეთრი კანი და ლურჯი ვარსკვლავე-
ბის დარი თვალები რომ ჰქონდა. ყოვლის უშიშარმა მისდია ქალს,
დაეწია და შეიყვარა იგი, თუმცა ყინულივით ცივი იყო ქალის კანი
და, თესლი რომ მისცა, სულიც მისცა მას.
მან ქალი ღამისციხეში მოიყვანა და დედოფლად გამოაცხადა,
თავად კი მისი მეფე დაირქვა და შეფიცული ძმები უცნაური ჯადოს
წყალობით თავის ნებაზე მიდრიკა. ცამეტ წელს მართეს ციხესიმაგ-
რე ღამის მეფემ და მისმა მკვდარმა დედოფალმა, სანამ საბოლოოდ
ვინტერფელელი სტარკი და ველური ჯორამუნი არ შეიკვრნენ დამო-
ნებული ებგურის გამოსახსნელად. მისი დაცემის მერე, როცა გაირ-
კვა, რომ იგი სხვებს სწირავდა მსხვერპლს, ღამის მეფეზე ყველა ჩა-
ნაწერი განადგურდა და მისი სახელის ხსენებაც კი აიკრძალა.
– ზოგი ამბობს, რომ ბოლტონი იყო, – ასე დაასრულებდა ხოლმე
ბებერი ნენი, – ზოგი ამბობს, სკაგოსელი მაგნარიო, ზოგი იტყვის,
ამბერი, ფლინტი, ნორი იყოო. ზოგი დაგაჯერებს, რომ ვუდფუტი
იყო, იმათგან, დათვის კუნძულს ვინც მართავდნენ რკინელების
მოსვლამდე. მაგრამ არც ერთი არ იქნება მართალი. ის სტარკი იყო,
1046
იმ კაცის ძმა, ვინც ჩამოაგდო, – ამის მერე ბრანს ყოველთვის
ცხვირზე წასჩქმეტდა; ბრანს ამას რა დაავიწყებდა, – ვინტერფელე-
ლი სტარკი იყო და, ვინ იცის, იქნებ ბრანდონიც ერქვა. იქნებ სწო-
რედ ამ საწოლშიც კი იძინებდა, სწორედ ამ ოთახში.
იმ საწოლში ალბათ არ ეძინა, გაიფიქრა ბრანმა, მაგრამ დაი-
არებოდა ამ ციხესიმაგრეში, სადაც ამაღამ დავრჩებით. ეს აზრი
სრულიადაც არ მოსწონდა. ღამის მეფე დღის შუქზე ჩვეულებრივი
კაცი იყოო, ამბობდა ბებერი ნენი, მაგრამ ღამით მისი მბრძანებლო-
ბის ჟამი დგებოდა. ახლა კი ღამდება.
რიდებმა გადაწყვიტეს, ღამე სამზარეულოებში გაეთიათ, ჩამ-
ტვრეული გუმბათის ქვეშ მოქცეულ რვაკუთხა ოთახში. აქ სხვა ოთა-
ხებზე უკეთ შეაფარებდნენ თავს, თუმცა ქვაფენილის იატაკში ცენ-
ტრში მოთავსებული უზარმაზარი ძველი ჭის გვერდით დაკორძილი
სარკმლისხე ამოზრდილიყო და გვერდულად გაწოლილიყო სახუ-
რავში გაჩენილი ნახვრეტისკენ, მზისკენ გაეწვდინა ტოტები. უცნაუ-
რი ხე იყო, ბრანის მიერ დღემდე ნანახ ყველა სარკმლისხეზე უფრო
წვრილი და თანაც უსახო, მაგრამ ის რომ აქ იყო, თითქოს ძველი
ღმერთებიც გვერდით ჰყავდათ.
მაგრამ ამის გარდა სამზარეულოში სხვა არაფერი ხიბლავდა.
სახურავის დიდი ნაწილი შერჩენილი იყო და არ დასველდებოდნენ,
ისევ თუ გაწვიმდებოდა, მაგრამ ასე ეგონა, აქ ვერასოდეს გავთბე-
ბითო. გრძნობდა, სიცივე როგორ მოჟონავდა ქვაფენილის იატაკი-
დან. ბრანს არც აქაური ბინდი მოსწონდა, არც ვეება აგურის ქურები,
დაღებული პირებივით რომ შემოსდგომოდნენ გარშემო, არც და-
ჟანგული ხორცის კავები, არც ის ნაჭდევები და ლაქები, ერთ კე-
დელთან მიდგმულ ყასბის კუნძზე რომ ხედავდა. იცოდა, ვირთხა-
მზარეულმა მასზე აკუნა პრინცი და ღვეზელი რომელიღაც ამ ქურა-
ში გამოაცხო.
1047
თუმცა ყველაზე ნაკლებად ჭა მოსდიოდა თვალში. ხვრელი
თორმეტი ფუტის სიგანის მაინც იქნებოდა, მთლად ქვის იყო და ერთ
მხარეს საფეხურები მოჩანდა, რომელიც დაბლა, დაბლა, წყვდიად-
ში ეშვებოდა. ნესტიანი და გვარჯილით დაფარული კედლები ჰქონ-
და, თუმცა მის ფსკერზე წყალი ვერც ერთმა ვერ შენიშნა, მირას მახ-
ვილმა, მონადირის თვალმაც კი ვერა.
– შეიძლება, ფსკერი არც აქვს, – თქვა ბრანმა ყოყმანით.
ჰოდორი მუხლამდე შემოწვდენილ პირს გადაეყუდა და ჰოდო-
რო, თქვა.
– ჰოდორჰოდორჰოდორჰოდორ, – ექოდ დააბრუნა ჭამ, – ჰო-
დორჰოდორჰოდორჰოდორ, – სულ უფრო ჩუმად და ჩუმად, სანამ
ბოლოს ჩურჩულად არ იქცა.
ჰოდორი შეკრთა. მერე გაიცინა და იატაკიდან ქვაფენილის ნა-
ტეხის ასაღებად დაიხარა.
– ჰოდორ, არა! – უთხრა ბრანმა, მაგრამ გვიანი იყო. ჰოდორმა
ნამტვრევი ჭაში ჩააგდო, – არ უნდა გექნა. არ იცი, იქ, დაბლა რა
არის. შეიძლებოდა, რამისთვის გეტკინა ან... ან რამე გაგეღვიძები-
ნა...
ჰოდორმა მიამიტი მზერა შეაგება.
– ჰოდორ?
შორს, შორს, შორს ქვემოდან გაისმა ხმა, თითქოს ჰოდორის ქვა
წყალში ჩავარდა. ეს შხაპუნი არც იყო. ყლუპის ხმა იყო, თითქოს
დაბლა მყოფმა რაღაცამ მოთიმთიმე ცივი პირი გააღო და ჰოდორის
ქვა ჩაყლაპაო. ჭას სუსტი ექოები ამოუყვა და ბრანს უცებ მოეჩვენა,
რომ რაღაც იძვროდა, ფართხალებდა წყალში.
– იქნებ, ჯობდეს, აქ არ დავრჩეთ, – თქვა შეწუხებულმა.
– ჭასთან? – ჰკითხა მირამ, – თუ ღამისციხეში?
– ჰო, – მიუგო ბრანმა.
1048
გოგომ გაიცინა და ჰოდორი შეშის მოსაგროვებლად გაგზავნა.
ზაფხულიც გაჰყვა, უკვე ლამის ჩამობნელებულიყო და მგელსაზა-
რას ნადირობა უნდოდა.
ჰოდორი მარტო დაბრუნდა, ორივე მკლავი ხმელი ტოტებით აევ-
სო. ჟოჟენ რიდმა კაჟი და დანა აიღო და ცეცხლის ანთებას შეუდგა,
მირამ კი ამასობაში ძვლები გააცალა თევზს, ბოლოს გადმოლახულ
მდინარეში რომ დაიჭირა. ბრანმა იფიქრა, ნეტავ, რამდენი წელი გა-
ვიდა მას მერე, რაც ღამისციხის სამზარეულოში ბოლოჯერ მომზად-
და ვახშამიო. იმასაც ფიქრობდა, ნეტავ, ვინ მოამზადა ის ვახშამიო,
თუმცა ალბათ ჯობდა, არც სცოდნოდა.
ცეცხლი კარგად რომ აგიზგიზდა, მირამ თევზი მიუფიცხა. კიდევ
კარგი, ხორცის ღვეზელი მაინც არ გვაქვს. ვირთხა-მზარეულმა ან-
დალების მეფის ვაჟი დიდ ღვეზელში ჩადო და ხახვით, სტაფილოთი,
სოკოთი, ბლომად წიწაკით და მარილით შეაზავა, შაშხის ნაჭრები
და წითელი დორნული ღვინოც დაუმატა. მერე კერძი მამამისს მი-
ართვა, ვინც გემო შეაქო და მეორე ნაჭერიც ჭამა. ამის მერე ღმერ-
თებმა მზარეული აქციეს უშველებელ თეთრ ვირთხად, რომელსაც
მხოლოდ საკუთარი ნაყარის ჭამა შეეძლო. მას მერე იგი ღამისცი-
ხეში დაძრწოდა, თავის შვილებს ნთქავდა, მაგრამ შიმშილს ვერაფ-
რით იოკებდა.
– ღმერთებს იგი მკვლელობის გამო კი არ დაუწყევლიათ, – ამ-
ბობდა ბებერი ნენი, – არც იმის გამო, ანდალების მეფეს მისივე შვი-
ლით ღვეზელი რომ დაუმზადა. კაცს შურისძიების უფლება აქვს. მაგ-
რამ მან თავის ჭერქვეშ სტუმარი მოკლა, ამას კი ღმერთები არავის
პატიობენ.
– უნდა დავიძინოთ, – თქვა ჟოჟენმა, რომ დანაყრდნენ. ცეცხლი
უკვე ჩამწვარიყო. ბიჭმა ნაღვერდალი ჯოხით გაქექა, – იქნებ, ისეთი
მწვანე სიზმარი ვნახო, გზას რომ გვიჩვენებს.
1049
ჰოდორი უკვე მოკუნტულიყო და წყნარად ხვრინავდა. დროდად-
რო მოსასხამის ქვეშ გაფართხალდებოდა და რაღაცას წაილუღლუ-
ღებდა, ალბათ, ჰოდორო, ამბობდა. ბრანი ცეცხლის ახლოს მოკა-
ლათდა. სითბო სასიამოვნო იყო, ალის წყნარი ტკაცუნი კი ამშვი-
დებდა, მაგრამ ძილი მაინც არ ეკარებოდა. გარეთ ქარი ხმელი
ფოთლების ლაშქარს ეზოებზე გადარეკავდა და წყნარად აფხაჭუნე-
ბინებდა კართან და ფანჯრებთან. ეს ხმა ბრანს ბებერი ნენის ზღაპ-
რებზე აფიქრებდა. ლამის ესმოდა, აჩრდილი-გუშაგები როგორ გა-
დასძახოდნენ ერთმანეთს კედლის თავზე და როგორ ბერავდნენ
თავიანთ აჩრდილ-საყვირებში. გუმბათის ხვრელიდან ალმაცერად
ეცემოდა მთვარის ბაცი სხივი და სარკმლისხის სახურავისკენ გაწ-
ვდილ ტოტებს ეფინებოდა. გეგონებოდა, ხე მთვარის დაჭერას და
მის ჭაში ჩათრევას ლამობსო. ძველო ღმერთებო, შეევედრა ბრანი,
თუ გესმით ჩემი, ამაღამ სიზმარს ნუ გამომიგზავნით. ან, თუ მაინც
ვნახავ, კარგი სიზმარი იყოს. ღმერთები არ პასუხობდნენ. ბრანმა
თავს აიძულა, თვალები დაეხუჭა. შეიძლება, ცოტა კიდევაც წაუძინა,
ან იქნებ მხოლოდ თვლემდა და ძილ-ბურანში დაფარფატებდა, თან
ცდილობდა, არ ეფიქრა შეშლილ ტაბარზე, ვირთხა-მზარეულზე ან
ღამით მომსვლელზე.
მერე კი ხმა გაიგონა.
თვალები დაეჭყიტა. რა იყო? ბრანმა სუნთქვა შეიკავა. დამესიზ-
მრა? სულელური კოშმარი ვნახე? არ უნდოდა მირას და ჟოჟენის
გაღვიძება ცუდი სიზმრის გამო, მაგრამ... აი... შორიდან წყნარი
ფრატუნი ისმის... ფოთლები, ეს ფოთლებია, გარეთ კედლებს ეხლე-
ბიან და ერთმანეთზე შრაშუნებენ... ან ქარია, შეიძლება, ქარი
იყოს... მაგრამ ხმა გარედან არ მოისმოდა. ბრანმა იგრძნო, მკლავ-
ზე თმა რომ აებურძგნა. ხმა შიგნიდან ისმის, ის აქაა, ჩვენთან, და
ძლიერდება. იდაყვზე წამოიწია და ყური მიუგდო. ქარიც ქროდა,
1050
ფოთლებიც შრიალებდნენ, მაგრამ ეს რაღაც სხვა ხმა იყო. ნაბიჯე-
ბის ხმა. ვიღაც მოდიოდა აქეთ. რაღაც მოდიოდა. იცოდა, რომ ეს გუ-
შაგები არ იქნებოდნენ. გუშაგები მუდამ კედელზე იდგნენ. მაგრამ
ღამისციხეში სხვა მოჩვენებებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, მათზე
უფრო საშინელებიც. გაახსენდა, რას ჰყვებოდა ბებერი ნენი შეშ-
ლილ ტაბარზე, თუ როგორ იხდიდა იგი ჩექმებს და წყვდიადში ფეხ-
შიშველა დაიპარებოდა ციხის დარბაზებში და მის მოახლოებას არა
ჩქამი არ იუწყებოდა, მისი ტაბარიდან, იდაყვებიდან და სველი, წი-
თელი წვერის ბოლოდან ჩამოცვენილი სისხლის წვეთების წკაპუნის
გარდა. ან შეიძლება, ეს სულაც არ იყო შეშლილი ტაბარი, შეიძლე-
ბა, ეს ღამით მომსვლელი იყო. მას ყველა მოწაფე ბიჭი ნახულობდა,
მაგრამ ლორდ-მეთაურს რომ უყვებოდნენ, რა ნახეს, ყველა სხვა-
დასხვა რამეს აღწერდა. და ერთ წელიწადში სამი მათგანი მოკვდა,
მეოთხე გაგიჟდა, ასი წლის მერე კი, როდესაც ღამით მომსვლელი
კვლავ გამოჩნდა, ნახეს, მოწაფე ბიჭები მას უკან მიჰყვებოდნენ და-
ბორკილი ფეხების თრევით.
მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ზღაპარი იყო. საკუთარ თავს თვითონვე
აშინებს, ესაა და ეს. ღამით მომსვლელი არ არსებობსო, მაისტერმა
ლუვინმა ასე უთხრა. თუ როდისმე არსებობდა ასეთი რამ, ის ახლა
გამქრალი იყო ამქვეყნიდან, გოლიათებივით და დრაკონებივით. იქ
არაფერიაო, გაიფიქრა ბრანმა.
მაგრამ ხმა ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა.
ჭიდან ამოდისო, მიხვდა ბრანი. ამან კიდევ უფრო შეაშინა. მიწის
ქვეშიდან, სიბნელიდან რაღაც ზემოთ მოიწევდა. ჰოდორმა გააღვი-
ძა. იმ შტერული ქვაფენილის ნატეხით გააღვიძა და ახლა ის ზემოთ
მოიწევს. ჰოდორის ხვრინვაში და საკუთარი გულის ბრაგუნში ხმას
კარგად ვერ არჩევდა. ჰგავდა ტაბარიდან ჩამოწვეთებული სისხლის
ხმას? თუ აჩრდილი-ხუნდების სუსტ, შორეულ ჟღარუნს აგონებდა?
1051
ბრანმა უფრო მიაყურადა. ნაბიჯების ხმაა. ნამდვილად ნაბიჯების
ხმა იყო და ყოველი მომდევნო წინაზე უფრო ხმამაღლა ისმოდა.
ოღონდ ვერ არჩევდა, რამდენი მოდიოდა. ჭა ხმებს ექოებით ამრავ-
ლებდა. არც წვეთვა ესმოდა, არც ჯაჭვების ხმა, მაგრამ რაღაც
სხვა... გაწვრილებული მოსლუკუნე ხმა, თითქოს ვიღაც ტკივილის-
გან მოთქვამსო, და მძიმე შეკავებული სუნთქვა. მაგრამ ყველაზე
ხმამაღლა ნაბიჯები მოისმოდა. ნაბიჯები ახლოვდებოდა.
ბრანი შიშისგან დაყვირებასაც ვერ ახერხებდა. ცეცხლი ნაკვერ-
ჩხლებად იქცა, მის მეგობრებს ეძინათ. ლამის გამოსხლტა თავისი
სხეულიდან და თავისი მგლისკენ გაიზიდა, მაგრამ ზაფხული შეიძ-
ლებოდა, რამდენიმე მილის იქით ყოფილიყო. ვერ დატოვებდა მე-
გობრებს ასე უმწეოდ, უკუნეთში, იმის პირისპირ, ჭიდან რაც ამოდი-
ოდა. ხომ ვუთხარი, აქ არ მოვსულიყავითო, გაიფიქრა საცოდავად.
ვუთხარი, რომ აქ მოჩვენებები არიან. ვუთხარი, რომ ციხეშავში უნ-
და წავსულიყავით.
ბრანს ნაბიჯები მძიმე და ნელი ეჩვენებოდა, ქვაზე ფრატუნით
მომავალი. დიდი რაღაც მოდის. ბებერი ნენის ზღაპრებში შეშლილი
ტაბარი ზორბა კაცი იყო, ღამით მომსვლელი კი – საზარელი რამ.
ვინტერფელში ყოფნისას სანსამ უთხრა, ბნელეთის დემონები ვერ
მოგეკარებიან, საბნის ქვეშ თუ დაიმალებიო. კინაღამ ასეც მოიქცა,
მაგრამ გაახსენდა, რომ პრინცი იყო და ლამის უკვე კაცი.
ბრანი იატაკზე გაცოცდა, მკვდარი ფეხები გაითრია და მირას
ფეხზე მისწვდა. მან მაშინვე გაიღვიძა. ბრანს არავინ ენახა, ვისაც მი-
რა რიდივით სწრაფად გაღვიძება ან ასე უცებ გამოფხიზლება შეს-
ძლებოდა. ბრანმა თითი ტუჩებზე მიიჭირა და ანიშნა, არ დაილაპა-
რაკოო. სახეზე შეატყო, გოგომ მაშინვე რომ გაიგონა ხმა: ნაბიჯის
ხმა და მისი ექო, ჩუმი სლუკუნი, ქოშინი.
მირა უსიტყვოდ წამოდგა და თავის იარაღს მისწვდა. მარჯვენაში
1052
სამკბილა ბაყაყის შუბი მოიმარჯვა, მარცხენაში – დაკეცილი ბადე
და ფეხშიშველი დაიძრა ჭისკენ. ჟოჟენს ისევ ეძინა და არაფერი ეს-
მოდა, ჰოდორი კი ბურტყუნებდა და ძილში წრიალებდა. მირა ჩრდი-
ლებს ეფარებოდა, მთვარის სხივის სვეტს კატასავით უჩუმრად აუქ-
ცია გვერდი. ბრანი ერთხანს თვალს ადევნებდა და მისი შუბის
მკრთალ ნათებას თავადაც კი ძლივს არჩევდა. მარტოს ვერ დავტო-
ვებ იმ რაღაცასთან. ზაფხული შორს იყო, მაგრამ...
სხეულიდან გამოსხლტა და ჰოდორისკენ გაიწია.
ეს ზაფხულში შესახლებას არ ჰგავდა. ბრანს მგელში გადასვლა
ახლა სრულიად ძალდაუტანებლად შეეძლო. ეს უფრო ძნელი იყო,
თითქოს მარცხენა ჩექმა ჩაგეცვას მარჯვენა ფეხზე. მოღრეცილად
ადგა, თანაც ჩექმა შეშინებული იყო, ჩექმა ვერ ხვდებოდა, რა ხდე-
ბოდა, და ფეხს თავიდან იცილებდა. ჰოდორის ყელისკენ დაძრული
გულისრევა იგრძნო და ეს ლამის საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოქ-
ცეულიყო მისგან. ამის ნაცვლად უკეთ მოთავსდა სხეულში, წამოჯ-
და, ფეხები შემოიკეცა – უზარმაზარი ძლიერი ფეხები – და ადგა.
ვდგავარ. ნაბიჯი გადადგა. დავდივარ. ეს ისე უჩვეულო გრძნობა
იყო, რომ ლამის დაეცა. ხედავდა თავისთავს ცივ ქვის იატაკზე – პა-
ტარა, ხეიბარ არსებას; მაგრამ ახლა არ იყო ხეიბარი. ჰოდორის
ორლესულს სტაცა ხელი. მჭედლის საბერველივით ხმამაღლა ქში-
ნავდა.
ჭიდან ჩხავილი მოისმა, მისი ბასრი ხმა ბრანს დანასავით ეძგე-
რა. ვეება შავი აჩრდილი ამოიზიდა უკუნეთში და მთვარის შუქისკენ
გაბარბაცდა. ბრანი ისე შეიპყრო შიშმა, რომ, სანამ ჰოდორის
ხმლის ამოზიდვას მოახერხებდა, როგორც განზრახული ჰქონდა,
ისევ იატაკზე აღმოჩნდა, საკუთარ სხეულში, ჰოდორი კი ჰოდორ,
ჰოდორ, ჰოდორო, აღრიალდა, როგორც იქ, ტბის კოშკში შვრებო-

1053
და ქუხილისას. მაგრამ ღამით მომსვლელიც ღრიალებდა და გააფ-
თრებით ფართხალებდა მირას ბადის ნაკეცებში. ბრანმა დაინახა,
სიბნელიდან გოგოს შუბი რომ გამოიჭრა და მოსულს ეძგერა, არსე-
ბა წაბორძიკდა და დაეცა, თან ბადიდან თავის დაღწევას ლამობდა.
ჭიდან ისევ ისმოდა ჩხავილი, ახლა უფრო ხმამაღალიც. იატაკზე შა-
ვი არსება ფართხუნებდა, იბრძოდა და გაჰკიოდა:
– არა, არა, ნუ, გევედრები, ნუ!
მირა მას თავზე ადგა, მისი ბაყაყის შუბის კბილებიდან მთვარის
სხივი კრთოდა. – ვინ ხარ? – მოსთხოვა პასუხი მოსულს.
– სემი ვარ, – წაისლუკუნა შავმა არსებამ, – სემი, სემი, მე სემი
ვარ, გამომიშვი, შენ შუბი მიჩხვლიტე... – მთვარის სხივის ქვეშ გა-
დაგორდა, მირას ბადის ხლართებში ფართხალებდა.
– ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ! – არ ჩერდებოდა ჰოდორი.
ჟოჟენმა მოიფიქრა, ცეცხლში ჯოხები შეეყარა და სული შეებერა,
სანამ ტკაცუნით ავარდა ალი. მაშინ იქაურობა განათდა და ბრანმა
ჭის პირთან მდგარი ფერმკრთალი, თხელსახიანი გოგონა დაინახა,
უზარმაზარი შავი მოსასხამის ქვეშ ერთიანად ქურქებით და ტყავე-
ბით იყო მოფუთული, ხელში ჩვილი ეკავა და მის დაჩუმებას ლამობ-
და. იატაკზე მწოლი არსება ბადიდან ხელის გამოთავისუფლებას
ცდილობდა, ხანჯალს რომ მისწვდენოდა, მაგრამ ნაკეცები არ უშ-
ვებდნენ. ის არ იყო საზარელი მხეცი, არც სისხლში მოთხვრილ შეშ-
ლილ ტაბარს ჰგავდა; მხოლოდ და მხოლოდ ერთი ზორბა, სქელი
კაცი იყო, შავი შალი, შავი ქურქი, შავი ტყავი და შავი ჯაჭვი ეცვა.
– ეს შავი ძმაა, – თქვა ბრანმა, – მირა, ეს ღამის ებგურის კაცია.
– ჰოდორ? – ჰოდორი დაცუცქდა და ბადეში გაბმულ კაცს დააც-
ქერდა, – ჰოდორ, – ამოიხვნეშა ისევ.
– ღამის ებგურის, ჰო, – სქელო ჯერ კიდევ საბერველივით ქში-

1054
ნავდა, – ებგურის ძმა ვარ, – ბადის ერთი თასმა ნიკაპის ქვეშ გამოს-
დებოდა და მისი თავი უკან გადაწეული ეჭირა, სხვა თასმები ლოყებ-
ში ჰქონდა ჩაჭერილი, – ყვავი ვარ. გევედრებით, გამომხსენით აქე-
დან.
ბრანი უცებ დაეჭვდა.
– სამთვალა ყვავი ხარ? – ეს არ შეიძლება, სამთვალა ყვავი
იყოს.
– არა მგონია, – კაცმა თვალები ააპყრო, მარტო ორი ცალი
ჰქონდა, – სემი ვარ. სემუელ ტარლი. გამომიშვით, მტკენს, – კაცი
ისევ აფართხალდა.
მირამ აგდებით ჩაიფრუტუნა.
– ნუ ფართხალებ. ბადე რომ გამიგლიჯო, უკან, ჭაში ჩაგიძახებ.
წყნარად იწექი და გამოგხსნი.
– ვინ ხართ? – ჰკითხა ჟოჟენმა ბავშვიან გოგოს.
– გილი, – მიუგო მან, – ღიღილო მქვია, შემოკლებით ასე მეძა-
ხიან. ეგ სემია. თქვენი შეშინება არ გვინდოდა, – მან ბავშვი დაარ-
წია, წყნარად ჩაულაპარაკა და, როგორც იყო, დააჩუმა.
მირა სქელ ძმას ათავისუფლებდა. ჟოჟენი ჭას მიადგა და ჩაიხე-
და.
– საიდან მოხვედით?
– კრასტერის ციხიდან, – მიუგო გოგომ, – შენ ხარ ის, ვინც საჭი-
როა?
ჟოჟენი შებრუნდა და გოგოს შეხედა.
– ვინც საჭიროა?
– მან თქვა, რომ სემი არ არის ის, ვინც საჭიროა, – განუმარტა
გოგომ, – თქვა, ვიღაც სხვაც არისო. ის, ვის საპოვნელადაც გამოგ-
ზავნეს.
– ვინ თქვა? – ჰკითხა ბრანმა.
1055
– ცივხელამ, – ჩუმად მიუგო გილიმ.
მირამ ბადის ერთი ბოლო გამოხსნა და სქელმა კაცმა წამოჯდო-
მა შეძლო. ბრანი ხედავდა, როგორ ცახცახებდა და ჯერ კიდევ წყვე-
ტილად სუნთქავდა.
– თქვა, ვიღაცებს შეხვდებითო, – ამოქშინა მან, – აქ, ამ ციხესი-
მაგრეში. თუმცა, არ მეგონა, ზედ კიბის თავზე თუ იქნებოდით. არ მე-
გონა, ბადეს თუ ჩამომაცვამდით და მუცელში მიჩხვლეტდით, – შავ-
თათმანიანი ხელი მიიდო მუცელზე, – სისხლი მომდის? ვერ ვხედავ.
– უბრალოდ გიბიძგე, რომ წამექციე, – უთხრა მირამ, – მანახე,
შევხედო, – ცალ მუხლზე დაეშვა და ჭიპის გარშემო მოუსინჯა, – ჯაჭ-
ვი გაცვია. კანზე არც შეგხებივარ. – ჰოდა, მაინც მტკივა, – დაიჩივ-
ლა სემმა.
– მართლა ღამის ებგურის ძმა ხარ? – ჰკითხა ბრანმა.
სქელმა კაცმა თავი დაუქნია და ღაბაბი აუთიმთიმდა. უფერო და
მომჩვარული კანი ჰქონდა.
– ოღონდ მნე ვიყავი. ლორდ მორმონტის ყორნებს ვუვლიდი, –
უცებ ისე დაღონდა, გეგონებოდა, ახლა ატირდებაო, – მაგრამ მუშ-
ტზე ყველა დავკარგე. ჩემი ბრალი იყო. ჩვენც კი დავიკარგეთ. კედე-
ლიც კი ვერ ვიპოვე. ასობით ლიგის სიგრძის და შვიდასი ფუტის სი-
მაღლის კედელი ვერ ვიპოვე!
– ახლა ხომ ნაპოვნი გაქვს, – უთხრა მირამ, – ასწი კურტუმი მი-
წიდან, ბადე უნდა ავიღო.
– კედელში როგორ გამოიარეთ? – ჰკითხა ჟოჟენმა ძლივძლიო-
ბით წამომდგარ სემს, – ჭა მიწისქვეშა მდინარეში ჩადის და იქიდან
მოხვედით? სველებიც კი არ ხართ...
– იქ ჭიშკარია, – თქვა სქელმა სემმა, – ფარული ჭიშკარი, თავად
კედელივით ძველი. შავი ჭიშკარიო, ასე უწოდებდა.
რიდებმა ერთმანეთს გადახედეს.
1056
– იმ ჭიშკარს ჭის ფსკერზე ვნახავთ? – ჰკითხა ჟოჟენმა.
სემმა თავი გაიქნია.
– ვერ ნახავთ. მე უნდა წაგიყვანოთ.
– რატომ? – ჩაეკითხა მირა, – იქ ჭიშკარი თუა...
– თქვენ ვერ იპოვით. რომც იპოვოთ, არ გაიღება. თქვენთვის
არა. ეს შავი ჭიშკარია. – სემმა გახუნებული შავი შალის სახელო ჩა-
მოიქაჩა, – მისი გაღება მხოლოდ ღამის ებგურის მებრძოლს შეუძ-
ლიაო, ასე თქვა. შეფიცულ ძმას, რომელსაც ფიცის სიტყვები აქვს
წარმოთქმული.
– ასე თქვა, – შუბლი შეიკრა ჟოჟენმა, – იმ... ცივხელამ?
– მართლა ასე კი არ ჰქვია, – თქვა გილიმ, თან წინ და უკან ირ-
წეოდა, – ასე ჩვენ შევარქვით, მე და სემმა. ყინულივით ცივი ხელები
აქვს, მაგრამ მან მკვდრებისგან გადაგვარჩინა, მან და მისმა ყორ-
ნებმა, და აქამდე მოგვიყვანა ცხენირმით. – ცხენირმით? – იკითხა
გაოგნებულმა ბრანმა.
– ცხენირმით? – შეკრთა მირა.
– მისი ყორნები? – გაიმეორა ჟოჟენმა.
– ჰოდორ? – დაინტერესდა ჰოდორი.
– მწვანე იყო? – ვერ ითმენდა ბრანი, – ირმის რქები ჰქონდა?
სქელი კაცი დაიბნა.
– ცხენირემს?
– ცივხელას, – მოუთმენლად აუხსნა ბრანმა, – ცხენირმებით
მწვანე ადამიანები დადიან, ბებერი ნენი ასე ამბობდა. ზოგჯერ ირ-
მის რქებიც ასხიათ.
– მწვანე კაცი არ იყო. შავები აცვია, ღამის ებგურის ძმასავით,
მაგრამ მკვდარივით ფერმკრთალია და ისე ცივი ხელები აქვს, რომ
თავდაპირველად მეშინოდა.
თუმცა მოარულ მკვდრებს ლურჯი თვალები უჩანთ და ენა არ
1057
აქვთ, ან დაავიწყდათ, როგორ უნდა მოიხმარონ, – სქელი კაცი ჟო-
ჟენს მიუბრუნდა, – ის გიცდით. უნდა წავიდეთ. გაქვთ თბილი ტან-
საცმელი? შავი ჭიშკარი ცივია, კედლის იქით კი იმაზე მეტადაც ცივა.
თქვენ...
– თვითონ რატომ არ გამოგყვა? – მირამ გილიზე და მის ბავშვზე
ანიშნა, – ესენი ხომ გამოგყვნენ, ის რატომ არა? შავ ჭიშკარში ისიც
რატომ არ გამოატარე? – ის... იმას არ შეუძლია.
– რატომ?
– კედლის გამო. კედელი უბრალოდ ყინული და ქვა არ არისო,
თქვა. მასში ჯადოებია ჩართული... ძველი, ძლიერი ჯადოები. კედ-
ლის ქვეშ ის ვერ გამოივლის.
ციხესიმაგრის სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. ბრანს ესმო-
და ცეცხლის ჩუმი ტკაცუნი, ღამეში ქარით აშრიალებული ფოთლე-
ბის ხმა, მთვარისკენ ტოტებგაწვდილი წვრილი სარკმლისხის ჭრი-
ალი. კარიბჭეების მიღმა ურჩხულები ცხოვრობენ, გოლიათები და
მაჯლაჯუნებიო, გაახსენდა ბებერი ნენის სიტყვები; მაგრამ ისინი
ვერ გადმოვლენ, სანამ კედელი დგას. მაშ, ტკბილად დაიძინე, ჩემო
პაწია ბრანდონ, ჩემო პატარა ბიჭო. ნურაფრის გეშინია. აქ ურჩხუ-
ლები არ არიან.
– მე არ ვარ ის, რომლის მიყვანაც დაგავალეს, – უთხრა ჟოჟენმა
სქელ სემს, რომელსაც ტანზე ტომარასავით ეკიდა თავისი დალაქა-
ვებული შავი სამოსი, – ესაა.
– ოჰ, – სემმა ყოყმანით დახედა ბრანს. ალბათ, ახლაღა მიხვდა,
ბიჭი ხეიბარი რომ იყო, – მე ვერ... არ ვარისე ღონიერი, რომ აგიყ-
ვანო... მე...
– ჰოდორი წამომიყვანს, – ბრანმა კალათზე მიუთითა, – ჰოდო-
რი ამით მიკიდებს ზურგზე.
სემი ყურადღებით დააცქერდა.
1058
– შენ ჯონ სნოუს ძმა ხარ. რომელიც ჩამოვარდა...
– არა, – უთხრა ჟოჟენმა, – ის ბიჭი მოკვდა.
– არ თქვა, – გააფრთხილა ბრანმა, – გთხოვ.
სემი დაბნეული ჩანდა, მაგრამ ბოლოს თქვა:
– მე... საიდუმლოს დაფარვა ვიცი. გილიმაც, – გოგოს რომ გა-
დახედა, იმან თავი დაუქნია, – ჯონი... ჯონი ჩემი ძმაც იყო. მასზე უკე-
თესი მეგობარი არასოდეს მყოლია, მაგრამ ის ქორინ ნახევარხე-
ლას გაჰყვა ყინვის ეშვების დასაზვერად და უკან არ დაბრუნებულა.
მუშტზე იმათ ვუცდიდით, როცა... როცა...
– ჯონი აქაა, – თქვა ბრანმა, – ზაფხულმა ნახა. ველურებთან ერ-
თად იყო, მაგრამ იმათ ვიღაც კაცი მოკლეს, ჯონმა კი იმ კაცის ცხენი
წაიყვანა და გაიქცა. დარწმუნებული ვარ, ციხეშავისკენ გაემართა.
სემმა დაჭყეტილი თვალები მირას მიაპყრო.
– ნამდვილად ჯონი იყო? შენ ნახე?
– მე მირა ვარ, – გაუღიმა გოგომ, – ზაფხული კი...
მათ თავზემოთ ჩატეხილ გუმბათს აჩრდილი მოსწყდა და, მთვა-
რის შუქში გახვეული, დაბლა დახტა. თუმცა ფეხი ჰქონდა ნატკენი,
მგელი მიწაზე ფანტელივით მსუბუქად და უხმოდ დაეშვა. გოგონა
გილიმ შიშით შეჰყვირა და ჩვილი ისე მიიხუტა, რომ ისევ აატირა.
– არაფერს დაგიშავებთ, – თქვა ბრანმა, – ესაა ზაფხული.
– ჯონმა თქვა, რომ თქვენ ყველას გყავდათ მგლები, – სემმა
ხელთათმანი წაიძრო, – ლანდს ვიცნობდი, – აცახცახებული ხელი
გაიწვდინა. თეთრი და რბილი თითები ჰქონდა, პატარა ძეხვებივით
კოტიტა. ზაფხული მიუახლოვდა, დაყნოსა და ხელი აულოკა.
ამის მერე ბრანმა საბოლოოდ გადაწყვიტა.
– წამოგყვებით.
– ყველა? – სემი გაკვირვებული ჩანდა.
მირამ ბრანს თმები მოუჩეჩა.
1059
– ეს ჩვენი პრინცია.
ზაფხულმა ჭას ყნოსვა-ყნოსვით შემოუარა, მერე ზედა საფეხურ-
თან გაჩერდა და ბრანს გამოხედა. უნდა, რომ წავიდეთ.
– გილის არაფერი მოუვა, აქ თუ დამელოდება, სანამ დავბრუნ-
დები? – იკითხა სემმა. – ალბათ არაფერი, – მიუგო მირამ, – ჩვენს
ცეცხლთან დაჯდეს.
– ციხე ცარიელია, – თქვა ჟოჟენმა.
გილიმ მიმოიხედა.
– კრასტერი გვიყვებოდა ხოლმე ამბებს ციხესიმაგრეებზე, მაგ-
რამ ვერ წარმოვიდგენდი, ამხელა თუ იქნებოდა.
ეს ხომ მხოლოდ სამზარეულოა. ნეტავ, რას იტყოდა, ვინტერფე-
ლი რომ ენახაო, გაიფიქრა ბრანმა.
რამდენიმე წუთში წამოკრიფეს თავიანთი ნივთები და ბრანი ჰო-
დორს აჰკიდეს ზურგზე წნული კალათით. წასასვლელად რომ გაემ-
ზადნენ, გილი უკვე ცეცხლთან იჯდა და ბავშვს ძუძუს აწოვებდა.
– ხომ დაბრუნდები ჩემთან? – ჰკითხა სემს.
– როგორც კი შევძლებ, – აღუთქვა ბიჭმა, – მერე კი სადმე თბილ
ადგილას წავალთ. ეს რომ გაიგონა, ბრანის არსების ნაწილი უცებ
დაეჭვდა, რას ჩავდივარო. ნეტავ, როდისმე ისევ თუ მოვხვდები სად-
მე თბილ ადგილას?
– პირველი მე წავალ, გზა ვიცი, – სემი კიბის თავზე შეყოვნდა, –
მაგრამ იმდენი საფეხურია, – ამოიოხრა, სანამ ჩასვლას დაიწყებდა.
მას ჟოჟენი მიჰყვა, მერე – ზაფხული, მერე – ჰოდორი ბრანთან ერ-
თად. ბოლოში მირა ჩადგა, ხელში შუბი და ბადე ჰქონდა მომარჯვე-
ბული.
დიდხანს ჩადიოდნენ. ჭის პირს მთვარის შუქი ეღვრებოდა, მაგ-
რამ ყოველი წრის ჩავლის მერე სულ უფრო პატარავდებოდა და
მკრთალდებოდა. ნოტიო ქვები მათ ფეხის ხმას ირეკლავდა და
1060
წყლის ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა.
– ხომ არ აჯობებდა, ჩირაღდნები წამოგვეღო? – იკითხა ჟოჟენ-
მა.
– თვალს გააჩვევთ, – უთხრა სემმა, – ცალი ხელი კედელს მი-
აყოლეთ და არ ჩაცვივდებით. ყოველი ხვეულის ჩავლის მერე ჭა უფ-
რო ბნელი, უფრო ცივი ხდებოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ბრანმა
თავი შეაბრუნა და მაღლა აიხედა, ჭის პირი ნახევარმთვარესხელა-
ღა მოჩანდა.
– ჰოდორ, – დაიჩურჩულა ჰოდორმა.
– ჰოდორჰოდორჰოდორჰოდორჰოდორ, – ჩურჩულითვე გა-
მოეპასუხა ჭა. წყლის ხმები კიდევ უფრო მოახლოვდა, მაგრამ ბრან-
მა დაბლა რომ ჩაიხედა, სიბნელის მეტი ვერაფერი დაინახა.
ორიოდ ხვეულის მერე სემი უეცრად შეჩერდა. ბრანსა და ჰო-
დორს ჭის გარშემოწერილობის მეოთხედით იყო დაშორებული და
ექვსი ფუტით უფრო დაბლა იდგა, მაგრამ ბრანი მას ძლივს არჩევ-
და. თუმცა კარი დაინახა. შავი ჭიშკარიო, ასე ეძახდა სემი, მაგრამ
შავი სულაც არ ყოფილა.
ეს თეთრი სარკმლისხე იყო და მასზე სახე იყო ამოჭრილი.
ხე ციალებდა, რძის თუ მთვარის შუქის დარად, ისე მკრთალად,
რომ შუქი თავად კარის გარდა გარშემო არაფერს ეკარებოდა, ზუს-
ტად მის წინ მდგარ სემსაც კი არა. სახე ბებერი და ფერმკრთალი
იყო, დანაოჭებული და დაკუჭული. მკვდარს ჰგავს. პირი დაემუწა და
თვალები დაეხუჭა. ლოყები ჩაცვენილი ჰქონდა, შუბლი – დამჭკნა-
რი, ნიკაპი – ჩამოგრძელებული. ადამიანს ათასი წელი რომ ეცოც-
ხლა და არ მომკვდარიყო, მხოლოდ დაბერებულიყო და დაბერებუ-
ლიყო, ალბათ ბოლოს ასეთი სახე ექნებოდა.
კარმა თვალები გაახილა.
თვალებიც თეთრი და ბრმა ჰქონდა.
1061
– ვინ ხართ? – იკითხა კარმა და ჭამ დაიჩურჩულა: – ვინ-ვინ-ვინ-
ვინ-ვინ-ვინ. – მე ვარ მახვილი წყვდიადში. კედელზე შემდგარი გუ-
შაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი
რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სა-
ხელმწიფოებს რომ იცავს.
– მაშ, გაიარე, – თქვა კარმა. ტუჩები გახსნა, ფართოდ, ფარ-
თოდ, უფრო ფართოდ, სანამ საბოლოოდ მის ადგილას ნაოჭების
ჩარჩოში მოქცეული დაღებული პირიღა არ დარჩა. სემი გვერდზე
გადგა და ჟოჟენს ხელით ანიშნა, მის წინ შესულიყო. მას ზაფხული
მიჰყვა ყნოსვა-ყნოსვით, მერე კი ბრანის ჯერი დადგა. ჰოდორმა თა-
ვი დახარა, მაგრამ არასაკმარისად დაბლა. კარის ზედა ტუჩი ბრანს
ნაზად გადაესვა თავზე, შუბლზე წყლის წვეთი დაეცა და ნელა დაუყ-
ვა ცხვირზე. უცნაურად თბილი და ცრემლივით მლაშე წვეთი იყო.

დენერისი

მირინი იმხელა იყო, რაც ასტაპორი და იუნკაი ერთად. თავისი


და-ქალაქების მსგავსად, ისიც სულ აგურით აეგოთ, მაგრამ მაგრამ
თუ ასტაპორი წითელი იყო, იუნკაი კი – ყვითელი, მირინის კედლებ-
ში მრავალფერი აგურები მოჩანდა. გალავანი იუნკაისაზე უფრო მა-
ღალი და ახალი ჰქონდა, ბასტიონები გასდევდა და ყველა კუთხეში
დიდი დაცვითი კოშკით იყო გამაგრებული. მათ მიღმა ცის ფონზე
ბუმბერაზულად იკვეთებოდა დიდი პირამიდის წვერი, რვაასი ფუტის
სიმაღლის ვეებერთელა შენობა, მწვერვალზე შემომჯდარი ბრინჯა-
ოს ჰარპიით.
– ჰარპია მშიშარა არსებაა, – თქვა დარიო ნაჰარისმა მისი და-
ნახვისას, – ქალის გული და ქათმის ფეხები აქვს. რა გასაკვირია, მი-
სი შვილები გალავნის უკან რომ იმალებიან.
1062
მაგრამ გმირი არ დამალულა. ქალაქის კარში გამოსულს სპი-
ლენძისა და გიშრისფარფლებიანი აბჯარი ეცვა და იჯდა თეთრ მე-
რანზე, რომლის ზოლიანი თეთრვარდისფერი აღკაზმულობა გმი-
რის მხრებიდან დაშვებულ მოსასხამს ეხამებოდა.
მის თოთხმეტფუტიან შუბსაც ვარდისფერი და თეთრი ზოლები
ეხვეოდა, საგულდაგულოდ დავარცხნილ-დაწყობილი, გალაქული
თმა კი ორ მსხვილ ვერძის რქად ეხვეოდა ყურებთან. ნაირფერი
აგურების გალავნის ქვეშ მიმოდიოდა და მომხვდურებს აქეზებდა,
ფალავანი გამოეშვათ მასთან პირისპირ შესაბმელად.
დენის სისხლისმიერი მხედრები ისე იქაჩებოდნენ მასთან შესაბ-
რძოლებლად, რომ ლამის ერთმანეთს წაეჩხუბნენ.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანნო, – უთხრა მათ დენიმ, – თქვენი
ადგილი აქაა, ჩემ გვერდით. ის კაცი ერთი აბეზარი ბუზია, სხვა არა-
ფერი. ნურად ჩააგდებთ და მალევე გაფრინდება.
აგო, ჟოგო და რახარო მამაცი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ ძა-
ლიან ახალგაზრდები და ძალიან საჭირონი, ამ საფრთხისთვის ვერ
გაიმეტებდა. ისინი კრავდნენ მის ხალასარს და თანაც საუკეთესო
მზვერავები იყვნენ.
– ბრძნულად მოიქეცი, – უთხრა სერ ჯორაჰმა. ისინი დენის კარ-
ვის წინ იდგნენ და ქალაქისკენ იცქირებოდნენ, – იაროს მაგ მასხა-
რამ წინ და უკან და ხმა ჩაიხლიჩოს ყვირილით, სანამ ცხენი არ და-
უკოჭლდება. ის ჩვენ ვერაფერს გვიშავებს. – გვიშავებს, – შეედავა
არსტან თეთრწვერა, – ომებს მხოლოდ ხმლებით და შუბებით როდი
იგებენ, სერ. ორი თანაბარი ლაშქარი შეიძლება შეხვდეს ერთმა-
ნეთს და ერთი გაიქცეს, მეორემ კი გაიმარჯვოს. ეს გმირი საკუთარ
მეომრებს სიმამაცეს უღვივებს, ჩვენი ჯარისკაცების გულში კი ეჭვს
თესს.
სერ ჯორაჰმა აგდებით ჩაიფრუტუნა.
1063
– და თუ ჩვენი ფალავანი დამარცხდება, ეგ რაღას დასთესს?
– ვისაც ბრძოლის ეშინია, ის ვერ იმარჯვებს, სერ., – ბრძოლაზე
არაა ახლა ლაპარაკი. ის მასხარა რომც დაეცეს, მირინის კარიბჭე
არ გაიღება. სიცოცხლე ტყუილ-უბრალოდ რატომ ჩავიგდოთ საფ-
რთხეში?
– ტყუილ-უბრალოდ არა, ღირსების გამო.
– კმარა ამაზე ლაპარაკი, – დენის მათი კინკლაობაღა აკლდა,
მთელ დანარჩენ საფიქრალზე დართული. მირინი ბევრად უფრო
დიდი საფრთხე იყო, ვიდრე ერთი თეთრ-ვარდისფერი გმირი, აბუ-
ჩად ამგდებ სიტყვებს რომ გამოსძახოდათ შორიდან, და მის გამო
ყურადღება არ უნდა გაფანტვოდა. იუნკაის მერე მისი ლაშქრის
რიცხვმა ოთხმოც ათასს გადააჭარბა, მაგრამ მათგან მეოთხედზე
ნაკლები იყვნენ ჯარისკაცები. დანარჩენი... სერ ჯორაჰი მათ მო-
არულ პირებს ეძახდა, და მათ მალე შიმშილი ემუქრებოდა.
მირინის დიდებული ბატონები დენის ლაშქრის წინაშე უკან იხევ-
დნენ, იღებდნენ მთელ მოსავალს, რის აღებაც კი შეეძლოთ, და
წვავდნენ ყველაფერს, რაც თან ვერ მიჰქონდათ. ყოველ ნაბიჯზე გა-
დაბუგული ყანები და მოწამლული ჭები ხვდებოდათ. რაც ყველა-
ფერზე უარესი იყო, იუნკაიდან მოყოლებული, სანაპირო გზის ყო-
ველ ბოძზე მონა ბავშვი მიელურსმნათ. ცოცხლად მიჭედებულებს
შიგნეულობა გარეთ დასთრევდათ და ცალი გაშვერილი მკლავით
მირინისკენ მიათითებდნენ. მეწინავეთა მეთაურმა დარიომ ბრძანა,
ბავშვები ჩამოეხსნათ, სანამ დენი ნახავდა, მაგრამ მან, როგორც კი
გაიგო, აუკრძალა ამის კეთება.
– უნდა ვნახო ისინი, – თქვა მან, – ყოველ მათგანს ვნახავ, და-
ვითვლი და სახეში ჩავხედავ. და დავიმახსოვრებ.
იმ დროსთვის, მდინარის გვერდით მარილიან ნაპირზე გაშენე-
ბულ მირინს რომ მიადგნენ, ას სამოცდასამი ჰქონდა დათვლილი ამ
1064
ქალაქს ავიღებ, კიდევ ერთხელ შეჰპირდა დენი თავისთავს.
თეთრ-ვარდისფერი გმირი მომხვდურებს ერთი საათი მაინც
დასცინოდა, მასხრად იგდებდა მათ მამაკაცობას, დედებს, ცოლებს
და ღმერთებს. მირინის დამცველები გალავნის თავზე იდგნენ და
მოწონების ყიჟინით ამხნევებდნენ.
– ოზნაკ ზო პალი ჰქვია, – უთხრა დენის მრეშმა ბენ პლამმა, სა-
ომარ საბჭოზე რომ მოვიდა. ის მეორე ძეების ახალი მეთაური იყო,
ქირით მებრძოლებმა თავადვე აირჩიეს იგი ერთმანეთს შორის, –
ოდესღაც მე ბიძამისის მცველი ვიყავი, სანამ მეორე ძეებს შევუერ-
თდებოდი. ეს დიდებული ბატონები დიდი დამპალი ვინმეები არიან.
ქალებს არა უშავდათ, მაგრამ შეიძლება, სიცოცხლეს გამოსთხოვე-
ბოდი, ვისაც არ იყო საჭირო და როგორც არ იყო საჭირო, თუ შეხე-
დავდი. ერთ კაცს ვიცნობდი, სკარბს, იმას ამ ოზნაკმა ღვიძლი ამო-
აჭრა. განაცხადა, ქალბატონის ღირსება დავიცავიო, ასე თქვა,
სკრაბმა ის თვალებით გააბახაო. გეკითხები, როგორ უნდა გააბახო
ქალი თვალებით? მაგრამ ბიძამისი ყველაზე მდიდარი კაცია მირინ-
ში, მამამისი კი ქალაქის დაცვის მეთაურია, ასე რომ, ავდექი და ვირ-
თხასავით მოვცოცხე, სანამ მეც მიმაკლავდა.
ისინი უცქერდნენ, ოზნაკ ზო პალი თავისი თეთრი ცხენიდან რომ
დაქვეითდა, ტანსაცმელი შეიხსნა, ასო ამოიღო და შარდის ჭავლი
მიმართა ზეთისხილის კორომისკენ, რომლის დამწვარ ხეებს შორი-
საც დენის ოქროსფერი კარავი იდგა. ჯერ კიდევ შარდავდა, დარიო
ნაჰარისი რომ მოახლოვდა ცხენდაცხენ, ხელში არახი ეკავა. – გნე-
ბავს, მოვაჭრა და პირში ჩავჩარო, თქვენო მოწყალებავ? – ორად
გაყოფილი წვერის სილურჯეში ოქროს კბილი გააბრწყინა.
– მე ქალაქი მჭირდება, მაგის გალეული ასო კი არა, – მაგრამ
დენი თანდათან ბრაზდებოდა. ამასაც თუ მოვითმენ, ჩემი ხალხი სი-

1065
სუსტედ ჩამომართმევს. მაგრამ ვისი გაგზავნა შეეძლო? დარიო ისე-
ვე სჭირდებოდა, როგორც თავისი სისხლისმიერები. ჭყეტელა ტი-
როშელის გარეშე იგი ვერ მართავდა ქუხილის ყვავებს, რომელთა-
გან ბევრი პრენდალ ნა გეზნის და სალორ მელოტის მიმდევრები იყ-
ვნენ.
მირინის გალავანზე ყიჟინამ იმატა. ასობით დამცველმა მიბაძა
გმირს, ისინი მაღლიდან აფსამდნენ, მომხვდურთა დასამცირებ-
ლად. ისინი აფსამენ მონებს, რომ გვიჩვენონ, თქვენი სულ არგვეში-
ნიაო, გაიფიქრა დენიმ. ამას ვერასოდეს გაბედავდნენ, მათ კარიბ-
ჭეს დოთრაკების ხალასარი რომ იყოს მომდგარი.
– გამოწვევა უნდა მივიღოთ, – თქვა არსტანმა.
– მივიღებთ, – უპასუხა დენიმ, გმირმა კი ამასობაში ისევ შეინახა
თავისი მამაკაცობის ნიშანი, – უთხარი მძლავრ ბელვასს, რომ
მჭირდება.
სქელი საჭურისი მისი კარვის ჩრდილში ნახეს, იჯდა და ძეხვს
ჭამდა. სამ ლუკმად მოათავა ჭამა, ცხიმიანი ხელები შარვალზე შე-
იწმინდა და არსტან თეთრწვერა იარაღის მოსატანად გაგზავნა. ხნი-
ერი საჭურველთმტვირთველი ბელვასის არახს ყოველ საღამოს
ლესავდა და კაშკაშა წითელი ზეთით პოხავდა.
თეთრწვერამ ხმალი რომ მიუტანა, მძლავრმა ბელვასმა ფხას გა-
ხედა, ამოიხვნეშა, არახი ისევ ტყავის ქარქაშში ჩააცურა და ქამარი
ფართო წელზე შემოირტყა. არსტანმა ფარიც მიაწოდა: მრგვალი
ფოლადის დისკო, ღვეზლის თეფშზე უფრო დიდი რომ არ იქნებოდა.
საჭურისმა იგი მარცხენა ხელით დაბღუჯა, ვესტეროსულად მკლავ-
ზე არ მიუბამს.
– ღვიძლი და ხახვი იშოვე, თეთრწვერა, – თქვა ბელვასმა, – ახ-
ლა კი არა, მერესთვის. კაცის კვლა მძლავრ ბელვასს აშიებს, – პა-
სუხისთვის არ დაუცდია, ისე გაბაჯბაჯდა ზეთისხილის კორომიდან
1066
ოზნაკ ზო პალისკენ.
– ეგ რატომ, ხალესი? – აღშფოთდა რახარო, – ეგ სქელი და სუ-
ლელია.
– მძლავრი ბელვასი აქ საბრძოლო ხაროებში მონადაა ნამყო-
ფი. ოზნაკი კი აქაური კეთილშობილია. ბელვასის ხელით თუ მოკ-
ვდება, მაშინ დიდებული ბატონები შერცხვებიან, ხოლო თუ გაიმარ-
ჯვებს... გამარჯვება დიდი ვერაფერი იქნება ესოდენ კეთილშობილი
კაცისთვის, ის მირინს დიდებას ვერ მოუტანს, – თანაც, სერ ჯორა-
ჰის, დარიოს, მრეში ბენის, მისი სამი სისხლისმიერისგან განსხვავე-
ბით, ბელვასი არ სარდლობს ჯარს, არ გეგმავს ბრძოლებს, არც
რჩევებს აძლევს. მხოლოდ ჭამს, ტრაბახობს და არსტანს ეჯაჯღანე-
ბა. ბელვასი ყველაზე იოლად ემეტებოდა. და დრო იყო, გაეგო, რო-
გორი დამცველი გამოუგზავნა მაგისტრმა ილირიომ. ალყის მწკრი-
ვებს აღტაცების გუგუნმა გადაუარა, როდესაც ქალაქისკენ გაძუნძუ-
ლებული ბელვასი დაინახეს, მირინის გალავნიდან კი ყვირილი და
დაცინვა გაისმა. ოზნაკ ზო პალი ისევ ამხედრდა და იცდიდა, ზოლია-
ნი შუბი ამართული ეჭირა. ცხენი მოუთმენლად იქნევდა თავს და
ქვიშიან მიწას თხრიდა. თუმცა საჭურისი ზორბა იყო, ცხენოსანი გმი-
რის გვერდით პატარა ჩანდა.
– რაინდული წესით, უნდა დაქვეითებულიყო, – თქვა არსტანმა.
ოზნაკ ზო პალმა შუბი დახარა და გამოჭენდა.
ბელვასი შეჩერდა და გაიბოტა. ცალ ხელში პატარა მრგვალი ფა-
რი ეკავა, მეორეში – მორკალული არახი, რომელსაც არსტანი ასე
საგულდაგულოდ უვლიდა. წელზე შემორტყმული ყვითელი აბრეშუ-
მის სარტყლის ზემოთ შიშველი ყავისფერი ღიპი და ჩამოკიდებული
ძუძუები მოუჩანდა და მისი ერთადერთი აბჯარი რკინებიანი ტყავის
ჟილეტი იყო, ისე ციცქნა, რომ ძუძუსთავებსაც კი ვერ უფარავდა.
– ჯაჭვის პერანგი უნდა ჩაგვეცმია, – თქვა უცებ შეშფოთებულმა
1067
დენიმ.
– ჯაჭვი მხოლოდ შებორკავდა, – მიუგო სერ ჯორაჰმა, – საბრძო-
ლო ხაროებში აბჯარი არ აცვიათ. ბრბო სისხლის სანახავად მოდის.
თეთრი ცხენი ფლოქვებით მიწას აბუქებდა. ოზნაკი მძლავრი
ბელვასისკენ მოქროდა, ზოლიან მოსასხამს მოაფრიალებდა. მთე-
ლი მირინი ყვირილით აქეზებდა, მათთან შედარებით მოალყეთა
ყიჟინა მეჩხრად და სუსტად ისმოდა: შეუბღალავები მდუმარე რიგე-
ბად იდგნენ, უძრავი სახეებით შესცქეროდნენ. ბელვასიც ქვიდან გა-
მოკვეთილი გეგონებოდა, ფეხმოუცვლელად იდგა ცხენის გზაზე,
ფართო ზურგზე ჟილეტი გადასტკეცოდა. ოზნაკის შუბი მისი მკერ-
დისკენ იყო დახრილი, კაშკაშა ფოლადის წვეტი მზის სხივზე ციმცი-
მებდა. ახლა შუბზე ააგებსო, გაიფიქრა დენიმ... და საჭურისი გვერ-
დით გადგა. ცხენოსანი თვალისდახამხამებაში გასცდა, შებრუნდა,
შუბი ასწია. ბელვასს არც უცდია, მისთვის შეეტია. გალავანზე მდგა-
რი მირინელები უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ.
– რას შვრება? – იკითხა დენიმ.
– ბრბოს სანახაობას სთავაზობს, – მიუგო სერ ჯორაჰმა.
ოზნაკმა ბელვასის უკან ცხენი ფართო წრეზე შემოაბრუნა, მერე
დეზები შემოჰკრა და ისევ შეუტია. ბელვასმა ისევ დაუცადა, მერე გა-
ეცალა და შუბის წვერი ხმლით მოირიდა. დენიმ გაიგონა, როგორ
გადაურბინა ველს საჭურისის როხროხმა, როცა გმირმა გვერდით
ჩაუქროლა.
– შუბი მეტისმეტად გრძელია, – თქვა სერ ჯორაჰმა, – იმის ნაც-
ვლად, რომ ცდილობდეს, მოხდენილად ააცვას წვერზე, ამ შტერმა
ზედ უნდა გადაუაროს.
ოზნაკ ზო პალმა მესამედ შემოუტია და დენიმ ახლა ცხადად შე-
ნიშნა, რომ ისე მიაჭენებდა ცხენს, რომ ბელვასისთვის გვერდი აექ-

1068
ცია, როგორც ვესტეროსელი რაინდები აკეთებდნენ ასპარეზობი-
სას, და არა დოთრაკებივით, რომლებიც მტერს გადასათქერად მი-
აგდებდნენ ცხენებს. ბრტყელი, სწორი მიწა ცხენს სწრაფად გამოქა-
ნების შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ საჭურისსაც უადვილებ-
და, გასხლტომოდა იმ მოუქნელ თოთხმეტფუტიან შუბს.
მირელმა თეთრ-ვარდისფერმა გმირმა ამჯერად სცადა, ხრიკი
ეხმარა და ბოლო წამს შუბი მიაბრუნა, გვერდით გამხტარი ბელვასი
რომ გაეგმირა. მაგრამ საჭურისიც მიუხვდა, ასე რომ იზამდა, და ამ-
ჯერად განზე გასვლის მაგივრად მიწაზე დაეცა. შუბმა უვნებლად გა-
დაუქროლა თავზე. და უცებ ბელვასი გადაგორდა და ვერცხლისფერ
რკალად იშიშვლა თავისი სამართებელივით ბასრი არახი. მოისმა
ცხენის ყვირილი, ხმალი ფეხებზე რომ ეძგერა. ცხოველი დაეცა,
გმირი კი უნაგირიდან გადმოფრინდა. მირინის აგურის პარაპეტებზე
უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ახლა დენის ხალხი ყვიროდა და ყიჟი-
ნებდა.
ოზნაკი მარჯვედ გადმოხტა ცხენიდან და მოახერხა, ხმალიც
ეშიშვლა, სანამ ბელვასი თავს წაადგებოდა. ფოლადი ფოლადს ეძ-
გერა, მახვილები ისე სწრაფად და მძვინვარედ ელავდნენ, დენი
თვალს ვერ ასწრებდა მათ მოქნევას. ათ წამსაც არ გაევლო, რომ
ბელვასს ძუძუების ქვეშ კანი გაესერა და მკერდი სისხლით მოეთ-
ხვარა. ოზნაკ ზო პალს კი ზუსტად ვერძის რქებს შორის ჩაეჭედა არა-
ხი. საჭურისმა ხმალი ძვლიდან ამოაძრო და გმირს სხეულიდან თა-
ვი წააცალა კისერზე სამი დაუნდობელი დაკვრით. მოკვეთილი თავი
მაღლა ასწია და მირინელებს დაანახვა, მერე კი ქალაქის კარისკენ
გატყორცნა და ის ხტუნვით გაგორდა ქვიშნარ მიწაზე.
– ეგეც შენი მირინის გმირი, – სიცილით თქვა დარიომ.
– ფუჭი გამარჯვება, – შენიშნა სერ ჯორაჰმა, – მირინს ვერ მოვი-
პოვებთ ასე, მისი დამცველების სათითაოდ ხოცვით.
1069
– ვერა, – დაეთანხმა დენი, – მაგრამ კარგია, ეს რომ მოვკალით.
გალავანზე მდგარმა დამცველებმა ბელვასს არბალეტებით ის-
რები დაუშინეს, მაგრამ ისინი მიზანს ვერ აღწევდნენ. საჭურისმა ამ
ფოლადისწვეტიან წვიმას ზურგი მიაქცია, შარვალი ჩაიხადა, და-
ცუცქდა და ქალაქის დასანახად მოისაქმა. ოზნაკის აბრეშუმის მო-
სასხამით გამოიხოცა და, სანამ ისევ ზეთისხილის კორომისკენ გა-
მოაბოტებდა, გმირის გვამიც გაძარცვა და მომაკვდავი ცხენის ტან-
ჯვასაც ბოლო მოუთავა.
მოალყეებმა ბანაკში დაბრუნებულს ხმაურიანი შეხვედრა მოუწ-
ყვეს. დოთრაკები ყიჟინებდნენ და გაჰკიოდნენ, შეუბღალავებმა კი
შუბები ფარებზე ყურისწამღებად ააბრახუნეს.
– ყოჩაღ, – უთხრა სერ ჯორაჰმა, მრეშმა ბენმა კი მწიფე ქლიავი
ესროლა: – ტკბილი ნაყოფი ტკბილი გამარჯვების მერე!
დოთრაკმა მოახლეებმაც კი შეაქეს.
– თმას დაგიწნავდით და ზედ ზანზალაკს მოგაბამდით, მძლავრო
ბელვას, – უთხრა ჟიქვიმ, – მაგრამ თმა რომ არ გაქვს?
– მძლავრ ბელვასს ჟღარუნები არ სჭირდება, – საჭურისმა მრე-
ში ბენის ქლიავი ორ ლუკმად შეყლაპა და კურკა გვერდზე მიაგდო,
– მძლავრ ბელვასს ღვიძლი და ხახვი უნდა.
– გექნება, – უთხრა დენიმ, – მძლავრი ბელვასი დაჭრილია, –
გასერილი მკერდიდან გადმოსულ სისხლს მუცელი წითლად შეეღე-
ბა.
– არაფერია. მე ყველას ვაცლი, ერთხელ გამჭრას, სანამ მოვ-
კლავდე, – მან სისხლიან ღიპზე ხელი შემოიკრა, – დათვალე ნაწი-
ბურები და გეცოდინება, რამდენი კაცი მოკლა მძლავრმა ბელვასმა.
მაგრამ დენის ხალი დროგო ასეთსავე ჭრილობას შეეწირა და ახ-
ლა არ აპირებდა, ბელვასი უწამლად დაეტოვებინა. მან მასანდი

1070
კურნებაში გაწაფული ერთი იუნკაელი აზატის მოსაყვანად გაგზავ-
ნა. ბელვასი ღრიალებდა და ჩიოდა, მაგრამ დენი გაუწყრა, დიდი და
მელოტი აღუა უძახა, სანამ საჭურისმა მკურნალს არ დაანება, მის-
თვის ჭრილობა ძმრით მოებანა, გაეკერა და მკერდი ადუღებულ
ღვინოში დამბალი ტილოთი გადაეხვია. დენი ამის მერეღა შევიდა
კარავში თავის კაპიტნებთან და სარდლებთან ერთად სათათბი-
როდ.
– ეს ქალაქი უნდა ავიღო, – უთხრა მათ. ფეხმორთხმით იჯდა ბა-
ლიშებზე, გარს კი დრაკონები ეხვეოდნენ. ირი და ჟიქვი ღვინოს ას-
ხამდნენ, – მისი ბეღლები პირთამდეა სავსე. მისი პირამიდების ტე-
რასებზე ლეღვი, ფინიკი და ზეთისხილი იზრდება, სარდაფებში კი
დამარილებულ თევზს და შებოლილ ხორცს ინახავენ.
– და ოქროთი, ვერცხლით და პატიოსანი თვლებით გაძეძგილ
სკივრებს, – შეახსენა დარიომ, – პატიოსანი თვლები ნუ დაგვავიწ-
ყდება.
– მე დავათვალიერე ხმელეთის მხარის გალავანი და სუსტი ად-
გილი ვერ ვუპოვე, – თქვა სერ ჯორაჰ მორმონტმა, – დრო თუ გვექ-
ნა, შეიძლება, მოვახერხოთ და კოშკის ქვეშ გასასვლელი გავთხა-
როთ, მაგრამ რას შევჭამთ, სანამ ვთხრით? მარაგები სადაცაა გა-
მოგველევა.
– ხმელეთისკენ სუსტი ადგილი არ არისო, ამბობ? – ჩაეკითხა
დენი. მირინი ქვიშიან-ქვიან შვერილზე იყო გაშენებული, იქ, სადაც
ნელი და მღვრიე სკაჰაზადხანი მონებით მოვაჭრის ყურეში ჩაედი-
ნებოდა. ქალაქის ჩრდილო კედელი მდინარის ნაპირს გასდევდა,
დასავლეთი კი – ყურის ნაპირს, – ანუ შეგვიძლია, მდინარიდან ან
ზღვიდან შევუტიოთ?
– სამი გემით? კაპიტან გროლეოს დავავალოთ, მდინარის გას-
წვრივ გალავანი კარგად დაათვალიეროს, მაგრამ თუ მთლად არ
1071
იფშვნება, ეგ უბრალოდ, უფრო სველი სიკვდილის არჩევა იქნება.
– საალყე მანქანები რომ ავაგოთ? ჩემი ძმა ვისერისი მიყვებოდა
ეგეთ რამეებზე, ვიცი, რომ შეიძლება იმათი დამზადება.
– ხით, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – მონებმა
აქედან ოცი ლიგის მანძილზე ყველა ხე დაწვეს. ტყის გარეშე ვერც
ფილაკვნებს დავამზადებთ კედლების დასალეწად, ვერც კიბეებს
ზედ გადასასვლელად, ვერც საალყე კოშკებს, ვერც კუებს და ვერც
ტარანებს. მართალია, შეგვიძლია, კარს ტაბარებით მივდგეთ, მაგ-
რამ...
– კარიბჭეზე ბრინჯაოს თავები დაინახეთ? – ჰკითხა მრეშმა ბენ
პლამმა, – პირდაღებული ჰარპიას თავების რიგი? მირინელებს შე-
უძლიათ, იმ პირებიდან ადუღებული ზეთი გადმოასხან და თქვენი
მჩეხავები იქვე შებრაწონ.
დარიო ნაჰარისმა რუხ მატლს გაუღიმა.
– იქნებ შეუბღალავებს მივცეთ ტაბარები. მსმენია, მათთვის
ადუღებული ზეთი თბილი შხაპივითააო.
– ტყუილია, – რუხი მატლი არ იღიმებოდა, – ესენი დამწვრობებს
არ გრძნობენ, როგორც სხვა იგრძნობდა, მაგრამ ეგეთი ზეთი აბ-
რმავებთ და კლავთ. თუმცა შეუბღალავებს სიკვდილი არ აშინებთ.
მიეცი ამათ ტარანი და ჩვენ ჩამოვლეწავთ იმ კარს ან დავიხოცებით.
– დაიხოცებით, – უთხრა მრეშმა ბენმა. იუნკაიში, მეორე ძეების
მეთაურობა რომ ჩაიბარა, ამბობდა, ასი ბრძოლის მონაწილე ვარო.
„თუმცა არ ვიტყვი, რომ ყველაში მამაცურად ვიბრძოდი“, ასე თქვა,
„არსებობენ ბებერი ქირით მებრძოლები და მამაცი ქირით მებრძო-
ლები, მაგრამ ბებერი და მამაცი ქირით მებრძოლები – არა“. დენი
რწმუნდებოდა, მართალი უთქვამსო. საგონებელში ჩავარდნილმა
ამოიოხრა. – შეუბღალავების სიცოცხლეს ასე არ გავფლანგავ, რუ-
ხო მატლო. შეიძლება, შიმშილით დავამარცხოთ.
1072
სერ ჯორაჰი შეწუხებული ჩანდა.
– ჩვენ მათზე ბევრად ადრე დავიწყებთ შიმშილს, თქვენო მოწყა-
ლებავ. აქ სურსათი არ მოიპოვება, არც საკვები ჩვენი ჯორებისა და
ცხენებისთვის. არც ამ მდინარის წყალი მომწონს. მირინი სკაჰაზად-
ხანში მთელ თავის სიბინძურეს აქცევს, სასმელ წყალს კი ღრმა ჭე-
ბიდან იღებს. უკვე შეგვატყობინეს ბანაკში ავადობების შესახებ:
ცხელება და ფაღარათი სჭირთ, სამი კი სისხლით გადის. თუ დავრჩე-
ბით, ესეთები გახშირდება. მონები მგზავრობამ დაასუსტა.
– აზატები, – შეუსწორა დენიმ, – მონები აღარ არიან.
– მონები არიან თუ აზატები, მშივრები მაინც არიან და მალე
ავადმყოფობაც დაერევათ. ქალაქი ჩვენზე უკეთაა საკვებით მომა-
რაგებული და წყლის გზით მარაგის შევსებაც შეუძლიათ. შენი სამი
გემი არ კმარა, მდინარეზეც რომ გადაუკეტოს გზა და ზღვაზეც.
– და რას მირჩევ, სერ ჯორაჰ?
– არ მოგეწონება.
– მაინც მითხარი.
– როგორც ინებებ. ვიტყოდი, თავი დაანებე ამ ქალაქს-მეთქი.
ამქვეყნად ყველა მონას ვერ გაათავისუფლებ, ხალესი. შენი ომი
ვესტეროსში გელის.
– ვესტეროსი არ დამვიწყებია, – დენის ზოგჯერ ესიზმრებოდა
ხოლმე იგი, ეს ზღაპრული მხარე, რომელიც არასოდეს ენახა, – თუ
მირინის აგურის გალავანს ასე იოლად შევეპუები, მაშინ ვესტერო-
სის ქვის სიმაგრეების აღებას როგორ შევძლებ? – როგორც ეაგონ-
მა შეძლო, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – ცეცხლით. იმ დროისთვის, შვიდ
სამეფოს რომ მივაღწევთ, შენი დრაკონებიც გაიზრდებიან. და სა-
ალყე კოშკები და ფილაკვნებიც გვექნება, ყველაფერი გვექნება,
რაც აქ გვაკლია...., მაგრამ გრძელი ზაფხულის მხარის გადასავლე-
ლად შორი გზის გავლა მოგვიწევს, რომელიც ბევრს შეიწირავს.
1073
გზად ისეთი საფრთხეებიც გველის, რაც წინდაწინ არც ვიცით. შენ
ასტაპორში ჯარის საყიდლად გაჩერდი, ომის დასაწყებად კი არა. შე-
ნი შუბები და ხმლები შვიდი სამეფოსთვის დაზოგე, ჩემო დედოფა-
ლო. მირინი მირინელებს დაუტოვე და დასავლეთისკენ გასწი, პენ-
ტოსში.
– დამარცხებულმა? – აიჯაგრა დენი.
– როდესაც მხდალები მაღალი გალავნის უკან იმალებიან, და-
მარცხებული ისინი არიან, ხალესი, – უთხრა კო ჟოგომ. მას დანარ-
ჩენი სისხლისმიერებიც დაეთანხმნენ. – სისხლო ჩემო სისხლთაგა-
ნო, – უთხრა რახარომ, – როდესაც მხდალები იმალებიან და საკ-
ვებს წვავენ, დიდმა ხალებმა უფრო მამაცი მტერი უნდა ეძიონ. ეს
ყველამ იცის.
– ეს ყველამ იცის, – დაეთანხმა ჟიქვი, ღვინოს რომ ასხამდა.
– მე არ ვიცი, – დენი სერ ჯორაჰის რჩევას ყოველთვის აფასებ-
და, მაგრამ მირინის ხელუხლებლად დატოვებას ვერ შეურიგდებო-
და. მას ვერ დაევიწყებინა გზის ბოძებზე მილურსმნული ბავშვები,
მათ ნაწლავებზე მისეული ფრინველები, გზის გასწვრივ გაშვერილი
მათი გაჩხიკული მკლავები, – სერ ჯორაჰ, ამბობ, სურსათი აღარ
დაგვრჩაო. დასავლეთისკენ თუ წავალ, როგორ გამოვკვებავ ჩემგან
გააზატებულებს?
– ვერ გამოკვებავ. სამწუხაროდ, ასეა, ხალესი. საკუთარი თავი
თვითონ უნდა გამოიკვებონ ან იშიმშილონ. უამრავი დაიხოცება
გზად, ასეა. ძნელია, მაგრამ მათ ვერ გადაარჩენ. ეს გადაბუგვილი
მიწა მალე უნდა მოვიტოვოთ უკან.
დენის კვალი გვამებით იყო მოფენილი, წითელი უდაბნო რომ
გადალახა. ამის გამეორება არაფრით აღარ უნდოდა.
– არა, – თქვა მან, – ჩემს ხალხს სასიკვდილოდ არ გავუძღვები.

1074
– ჩემს შვილებს. – რამენაირად უნდა შეიძლებოდეს ქალაქში მოხ-
ვედრა.
– მე ვიცი, როგორ შეიძლება, – მრეშმა ბენ პლამმა თავის ჟრუნა,
რუხ-თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი, – სანარცხე მილებით.
– სანარცხე მილებით? რას გულისხმობ?
– სკაჰაზადხანში უზარმაზარი აგურის მილები იცლება. მათში ქა-
ლაქის სიბინძურე მოედინება. რამდენიმე კაცი იქიდან შესვლას მო-
ახერხებდა. მე ასე გამოვიქეცი მირინიდან, მას მერე, სკრაბი თავს
რომ გამოეთხოვა, – მრეში ბენი დაიჯღანა, – ის სუნი თავიდან ვე-
ღარ მოვიცილე. ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე.
სერ ჯორაჰი დაეჭვებული ჩანდა.
– როგორც ვხვდები, იქიდან გამოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე
შესვლა. ეს მილები მდინარეში იცლებაო, ამბობ? ეს ნიშნავს, რომ
პირი ზედ გალავნის ძირასაა. – და რკინის გისოსითაა დაგმანული,
– აღიარა მრეშმა ბენმა, – თუმცა ზოგი მთლად დაჟანგდა, თორემ
მძღნერში დავიხრჩობოდი. შიგ რომ შეაღწევ, მერე გრძელი, მყრა-
ლი აღმართი უნდა იარო სრულ წყვდიადში, აგურების ლაბირინთებ-
ში და კაცი იქ სამუდამოდ შეიძლება დაიკარგოს. სიბინძურე წელს
ქვემოთ არასოდეს არ იწევს და ზოგჯერ შეიძლება, თავზედაც გადა-
გიაროს – კედელზე რა ლაქებიც ვნახე, იმის მიხედვით. იქ, დაბლა
რაღაცები ცხოვრობენ კიდეც. ყველაზე დიდი ვირთხები, რაც კი გი-
ნახავთ, და უარესი რამეებიც. საზიზღრობაა.
დარიო ნაჰარისმა გაიცინა.
– როგორი საზიზღრობაც შენ იყავი, იქიდან რომ გამოძვერი?
ვინმე თუ გაბრიყვდება და მაგის ჩადენას დააპირებს, მირინის ყვე-
ლა მონით მოვაჭრე მაშინვე იყნოსავს, როგორც კი იქიდან სინათ-
ლეზე ამოძვრება.
მრეშმა ბენმა მხრები აიჩეჩა.
1075
– მისმა მოწყალებამ იკითხა, როგორ შეიძლება ქალაქში შეს-
ვლაო, და მეც ვუთხარი... მაგრამ ბენ პლამი იმ მილებში აღარ ჩაძ-
ვრება, შვიდი სამეფოს მთელი ოქროს ფასადაც არა. თუ სხვებს მო-
უნდებათ, სცადონ, კი ბატონო.
აგომ, ჟოგომ და რუხმა მატლმა ერთდროულად დააპირეს რაღა-
ცის თქმა, მაგრამ დენიმ ხელი ასწია და დაჩუმდითო, ანიშნა.
– ეს სანარცხე მილები დიდად საიმედო არ ჩანს, – დენიმ იცოდა,
რომ ებრძანა, რუხი მატლი თავის შეუბღალავებს მილებში ჩაუძღვე-
ბოდა; არც მისი სისხლისმიერები ჩამორჩებოდნენ. მაგრამ მათგან
არც ერთი არ იყო ამ საქმისთვის შესაფერისი. დოთრაკები მხედრე-
ბი იყვნენ, შეუბღალავების ძალა კი ბრძოლის ველზე მათ შეუდრე-
კელობაში იყო. განა შემიძლია, ასე მცირე იმედის ამარა, ადამიანე-
ბი წყვდიადში დასახოცად გავგზავნო? – უნდა ვიფიქრო ამაზე. და-
უბრუნდით თქვენს საქმეებს. მისმა კაპიტნებმა თავი დაუკრეს და
მოახლეებთან და დრაკონებთან დატოვეს. მაგრამ, მრეში ბენი რომ
გადიოდა, ვისერიონმა გაშალა თავისი ბაცი ფრთები და ზარმაცად
შეაფრთხიალდა თავზე. ცალი ფრთა ქირით მებრძოლს სახეში შე-
მოუტყლაშუნა. თეთრი დრაკონი მოუხერხებლად ჩამოჯდა, ერთი
ფეხი თავზე ედგა, მეორე – მხარზე, დაიწივლა და ისევ აფრინდა.
– მოეწონე, ბენ, – უთხრა დენიმ.
– რატომაც არა, – გაიცინა მრეშმა ბენმა, – ჩემშიც კია დრაკო-
ნის სისხლის წვეთი, ხომ იცი.
– შენში? – გაოცდა დენი. პლამი ერთი თავისუფალი მხედარი
იყო, გაუგებარი ჯიშის გულღია არსება. ფართო შავგვრემანი სახე,
გატეხილი ცხვირი და ბუსუსა ჭაღარა თმა ჰქონდა, დოთრაკმა დე-
დამ კი დიდი, მუქი, ნუშისებური თვალები უსახსოვრა. ამბობდა, რომ
ნაწილობრივ ბრაავოსელი იყო, ნაწილობრივ – ზაფხულისკუნძუ-

1076
ლელი, იბენელი, ქოჰორელი, დოთრაკი, დორნელი და ნაწილობ-
რივ ვესტეროსელიც, მაგრამ მის ტარგარიენულ სისხლზე ახლა
პირველად გაიგო, – ეს როგორ?
– როგორ და, დაისის სამეფოებში ძველად იყო ერთი პლამი,
ვინც დრაკონი პრინცესა შეირთო. ეს ზღაპარი დიდედამ მიამბო. ის
პლამი მეფე ეაგონის დროს ცხოვრობდა.
– რომელი მეფე ეაგონის? – ჰკითხა დენიმ, – ვესტეროსში ხუთი
ეაგონი იყო მეფედ. – მისი ძმის ძე მეექვსე იქნებოდა, მაგრამ უზურ-
პატორის მეომრებმა იგი თავით კედელს შეანარცხეს.
– ხუთიო, მაშ? აბა, არ ვიცი. ვერ გეტყვი, რომელი იყო, ჩემო დე-
დოფალო. მაგრამ ეს ძველი პლამი ლორდი იყო, თავის დროზე ალ-
ბათ სახელგანთქმული ვინმე იქნებოდა, მთელ ქვეყანაზე ცნობილი.
საქმე ისაა, რომ... შენი მეფური შენდობა მომითხოვია, რომ ექვსი
ფუტის სიგრძის ასო ჰქონდა.
დენიმ რომ გაიცინა, მის ნაწნავში ჩაბნეულმა სამმა ზანზალაკმა
წკრიალი მორთო. – ალბათ გოჯიო, გინდოდა გეთქვა.
– ფუტის, – დაბეჯითებით გაიმეორა მრეშმა ბენმა, – გოჯი რომ
ყოფილიყო, მაგაზე ვინ ილაპარაკებდა, თქვენო მოწყალებავ?
დენი პატარა გოგოსავით ხითხითებდა.
– შენი ბებია ამბობდა, რომ მართლაც ნახა ეს საოცრება?
– ბებრუცუნას მაგისთვის თვალიც არ მოუკრავს. ის ნახევრად
იბენელი და ნახევრად ქოჰორელი იყო, ვესტეროსში ფეხიც არ და-
უდგამს, იმას ალბათ პაპაჩემმა უამბო. თვითონ პაპა ვიღაც დოთ-
რაკმა მოკლა ჩემს დაბადებამდე.
– და პაპაშენმა საიდან გაიგო?
– ალბათ ძიძის ზღაპრებიდან, ასე მგონია, – მრეშმა ბენმა მხრე-
ბი აიჩეჩა, – სულ ესაა, რაც ვიცი ეაგონ მერამდენეღაცასა და ძველი
ლორდ პლამის მძლავრ მამაკაცობის ნიშანზე. ჯობია, ჩემს ძეებთან
1077
წავიდე.
– მიდი, – უთხრა დენიმ.
მრეში ბენი რომ წავიდა, დენი ბალიშებზე გადაწვა.
– დიდი რომ იყო, – უთხრა დროგონს, თან რქებს შორის ფხანდა,
– შენს ზურგზე შემჯდარი გალავანს გადავიფრენდი და იმ ჰარპიას
ძირფესვიანად დავადნობდი. მაგრამ ჯერ კიდევ წლები გავიდოდა
მანამდე, სანამ მისი დრაკონები ისე გაიზრდებოდნენ, მათზე შეჯდო-
მა რომ შესძლებოდა. და როცა გაიზრდებიან, ვინ ამხედრდება მათ-
ზე? დრაკონს სამი თავი აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვარ. დენიმ
დარიოზე გაიფიქრა. თუ როდისმე ყოფილა კაცი, ვისაც მზერით ქა-
ლის გაბახება შეეძლო... სიმართლე რომ ითქვას, ამაში დამნაშავე
თვითონაც იყო. დენიმ თავს შეატყო, მალულად რომ უცქერდა ხოლ-
მე ტიროშელს, როცა მისი კაპიტნები საბჭოზე იკრიბებოდნენ, ზოგ-
ჯერ კი, ღამღამობით, ახსენდებოდა, გაღიმებისას როგორ უელავდა
ოქროს კბილი. და თვალებიც. ის კაშკაშა ლურჯი თვალები. იუნკაი-
დან აქეთ რომ მოემართებოდნენ, დარიოს ყოველ საღამოს, ანგა-
რიშის ჩასაბარებლად რომ მოდიოდა, მისთვის ყვავილი ან რამე
მცენარის რტო მოჰქონდა... ამ მხარეს უკეთ რომ გაეცნოო, ასე ამ-
ბობდა. კრაზანა-ტირიფი, ბინდის ვარდები, ველური პიტნა, მაქმანა,
ხანჯლისპირა, ოქროსცოცხა, ეკალა ბენი, ჰარპიას ოქრო... მან სცა-
და, მკვდარი ბავშვები არ მენახა, ეს არ უნდა ექნა, მაგრამ მე მომიფ-
რთხილდა. და დარიო ნაჰარისი მას აცინებდა, რასაც სერ ჯორაჰი
ვერასოდეს ახერხებდა.
დენიმ სცადა წარმოედგინა, რა იქნებოდა, დარიოსთვის ნება
რომ დაერთო, ისე ეკოცნა, როგორც ჯორაჰმა აკოცა გემზე. ეს ფიქ-
რი ერთდროულად აღტაცებასაც ჰგვრიდა და აფორიაქებდა კიდეც.
ძალიან დიდი რისკი იყო ამის ჩადენა. ტიროშელი ქირით მებრძო-
ლი კარგი კაცი რომ არ იყო, ამის თქმა დენის არ სჭირდებოდა. ამ
1078
ღიმილის და ოხუნჯობების უკან საშიში კაცი იდგა, სასტიკიც კი. სა-
ლორი და პრენდალი ერთ დილით მისი თანამებრძოლები თუ იყ-
ვნენ, საღამოს დენის მიართვა მათი თავები. ხალ დროგოსაც შეეძ-
ლო, სასტიკი ყოფილიყო, და მასზე უფრო სახიფათო კაცი ძნელად
თუ მოიძებნებოდა. დენიმ მაინც შეიყვარა იგი. შემიძლია დარიოს
სიყვარული? რა იქნება, ლოგინში თუ ჩავიწვენ? ამით იგი დრაკონის
ერთი თავი გახდება? დენიმ იცოდა, ეს სერ ჯორაჰს რომ გააბრაზებ-
და, მაგრამ მან ხომ თავად უთხრა, ორი ქმარი შეირთეო. იქნებ, ჯობ-
დეს, ორივე შევირთო და ამით მოვრჩე. მაგრამ ეს სულელური ფიქ-
რები იყო. ქალაქი ჰქონდა ასაღები, კოცნაზე და ვიღაც ქირით მებ-
რძოლის ლურჯ თვალებზე ოცნება კი მირინის გალავანს ვერ ჩამო-
უქცევდა. მე დრაკონის სისხლთაგანი ვარ, შეახსენა დენიმ თავის-
თავს. გონებაში ფიქრები უბრუნავდა, საკუთარ კუდს გამოდევნებუ-
ლი ვირთხის მსგავსად. უცებ კარვის სივიწროვემ სული შეუხუთა.
მინდა, სახეზე ნიავი შემეხოს და ზღვის სუნი ვიგრძნო.
– მასანდი! – დაუძახა მოახლეს, – შეაკაზმინე ჩემი ვერცხლა. და
შენი ცხენიც. პატარა მწიგნობარმა თავი დაუკრა.
– როგორც მისი მოწყალება მიბრძანებს. შენს სისხლისმიერებ-
საც დავუძახო? – არსტანს წავიყვანთ. ბანაკიდან გასვლას არ ვაპი-
რებ, – თავის შვილებს შორის დენის მტრები არ ეგულებოდა. ბებე-
რი საჭურველთმტვირთველი კი ბელვასივით ბევრ ლაპარაკს არ
მოჰყვებოდა, არც დარიოსავით დაუწყებდა ცქერას.
დამწვარი ზეთისხილების კორომი, რომელშიც დენიმ თავისი კა-
რავი გააშლევინა, ზღვის პირას იდგა, დოთრაკებისა და შეუბღალა-
ვების ბანაკებს შორის. ცხენები რომ შეკაზმეს, დენი და მისი მხლებ-
ლები სანაპიროს გაუყვნენ, ქალაქის საპირისპირო მხარეს. და მა-
ინც კი გრძნობდა, როგორ დაყურსულიყო მირინი მის ზურგსუკან და

1079
დასცინოდა. რომ მიიხედა, დაინახა მისი კედლები და დიდი პირამი-
დის წვერზე შემომჯდარ ჰარპიაზე ამსხლტარი შუადღის მზის სხივი.
მალე ქალაქში ტოკარებში გამოწყობილი მონებით მოვაჭრეები
სუფრებთან წამოწვებიან და შეექცევიან ბატკნის ხორცსა და ზეთის-
ხილს, დაუბადებელ ლეკვებს, დათაფლულ ძილგუდებს და სხვა გემ-
რიელობებს, აქ კი მისი შვილები მშივრები დარჩებიან. დენი უეც-
რად ბრაზმა აავსო. დაგაქცევ, დაექადნა ქალაქს.
საჭურისების ბანაკის გარშემო შემოვლებულ თხრილებს და სა-
რებს რომ ჩაუარეს, დენიმ გაიგონა, რუხი მატლი და მისი სერჟანტე-
ბი ერთ ჯგუფს ფარის, ხმლისა და მძიმე შუბის მოხმარებაში რომ
ავარჯიშებდნენ. მეორე ჯგუფი ზღვაში ბანაობდა, ტანს მხოლოდ თე-
ძოებზე შემოხვეული თეთრი ტილოს ნაჭერი უფარავდათ. დენის
შემჩნეული ჰქონდა, რომ საჭურისები ძლიერ სუფთები იყვნენ. მის
ზოგ ქირით მებრძოლს ისეთი სუნი ასდიოდა, თითქოს არც ებანავათ
და არც ტანზე გამოეცვალათ მას მერე, რაც ეირისმა რკინის ტახტი
დაკარგა; მაგრამ შეუბღალავები ყოველ საღამოს ბანაობდნენ, თუნ-
დაც რომ მთელი დღე ევლოთ. წყალი თუ არ ჰქონდათ, ქვიშით სუფ-
თავდებოდნენ, დოთრაკებივით.
დენის ჩავლისას საჭურისები იჩოქებდნენ და შეკრულ მუშტს
იდებდნენ მკერდზე. სალამს დენიც ასევე პასუხობდა. მოქცევა ახ-
ლოვდებოდა და ტალღა ვერცხლას ფლოქვებთან ქაფდებოდა.
ზღვაში მდგარ თავის გემებს ხედავდა. ყველაზე ახლოს აფრებშეკე-
ცილი ბელერიონი ირწეოდა. ამ დიდ ხომალდს ადრე სედულეონი
ერქვა. მოშორებით მდგარი გალერები მერექსისი და ვეიგარი იყ-
ვნენ, ადრე – ცელქი ჯოსო და ზაფხულის მზე. სინამდვილეში, ესენი
მაგისტრ ილირიოს გემები იყო და არა დენის, და მაინც ისე გადაარ-
ქვა სახელები, არც დაფიქრებულა. ეს დრაკონების სახელები იყო,
და მეტიც: ძველ ვალირიაში, სანამ ბედისწერა უწევდა, ბელერიონი,
1080
მერექსისი და ვეიგარი ღმერთები იყვნენ.
სარების, თხრილების, მოვარჯიშეთა და მობანავე საჭურისების
მოწესრიგებული სახელმწიფოს სამხრეთით დენის აზატების ბანაკი
იყო გაშლილი – ბევრად უფრო ხმაურიანი და არეული. დენიმ ყო-
ფილი მონები როგორც შეძლო, ისე შეაიარაღა ასტაპორში და იუნ-
კაიში მოპოვებული იარაღით, სერ ჯორაჰმა კი მებრძოლები ოთხ
დიდ რაზმად გააერთიანა, მაგრამ აქ ვარჯიშით გართულს ვერავის
დაინახავდი. ჩაუარეს გამორიყული შეშით ანთებულ კოცონს, რო-
მელსაც ასიოდე ადამიანი შემოხვეოდა და მთლიან ცხენს წვავდნენ.
დენის ხორცის სუნი სცემდა და დიდი შამფურზე დატრიალებული
სხეულიდან ჩამოდენილი ქონის შიშხინიც ესმოდა, მაგრამ მათი და-
ნახვისას მხოლოდ შუბლი შეიკრა.
მათ ცხენებს ბავშვები აედევნენ ხტუნვით და სიცილით. უხმო მი-
სალმების ნაცვლად, აქ ყოველი მხრიდან სხვადასხვა ენაზე ეძახ-
დნენ. ზოგი აზატი „დედაო“, მიმართავდა სალმად, სხვები მოწყალე-
ბას და დახმარებას სთხოვდნენ. ზოგი თავის უცხო ღმერთებს ევედ-
რებოდა დენის მფარველობას, ზოგი თავად მისგან ითხოვდა და-
ლოცვას. დენი მათ უღიმოდა, მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალდებო-
და, გამოწვდილ ხელებზე ეხებოდა, დაჩოქილებს უზანგებზე და ფე-
ხებზე ხელის შევლებას ანებებდა. ბევრ აზატს სწამდა, რომ მის შეხე-
ბას იღბალი მოჰქონდა. თუ ეს მათ სიმამაცეს მატებს, დაე, შემეხო-
ნო, ფიქრობდა. წინ კიდევ გრძელი და მძიმე გზებია... დენი შეჩერ-
და, რათა გამოლაპარაკებოდა ორსულ ქალს, რომელსაც სურდა,
მისი შვილისთვის სახელი დრაკონების დედას დაერქმია, როცა ვი-
ღაც მარცხენა მაჯაში სწვდა. მიბრუნდა და დაინახა მაღალი, დაძონ-
ძილი კაცი, გაპარსული თავით და მზემოკიდებული სახით.
– ასე მაგრად ნუ... – წამოიწყო დენიმ, მაგრამ კაცმა უცებ უნაგი-

1081
რიდან დაითრია. მიწაზე დაცემამ სუნთქვა შეუკრა, ვერცხლამ კი და-
იჭიხვინა და უკან დაიხია. გაბრუებული დენი გვერდზე გადაგორდა
და იდაყვზე წამოიწია...
...და ხმალი დაინახა.
– აი, ეს მოღალატე დედაღორი, – თქვა კაცმა, – ვიცოდი, ერთხე-
ლაც აქ რომ მობრძანდებოდი, ფეხები რომ გაგეშვირა საკოცნე-
ლად, – ნესვივით მელოტი თავი ჰქონდა, გაწითლებული ცხვირი
ექერცლებოდა, მაგრამ მისი ხმა და ბაცი მწვანე თვალები იცნო, –
ჯერ ძუძუებს დაგაჭრი...
დენის ბუნდოვნად ჩაესმოდა მასანდის ხმა, შველას რომ ითხოვ-
და. რომელიღაც აზატი წინ გამოიჭრა, მაგრამ მხოლოდ ნაბიჯის
გადმოდგმა მოასწრო. ერთმა სწრაფმა მოქნევამ დააჩოქა, სახეზე
სისხლი ჩამოსდიოდა. მერომ ხმალი შარვალზე შეიწმინდა.
– შემდეგი ვინაა?
– მე, – არსტან თეთრწვერა ცხენიდან გადმოხტა და დენის თავს
დაადგა, მლაშე ქარი ქათქათა თმას ურხევდა, ორივე ხელით ძელ-
ქვის კვერთხს იყო ჩაჭიდებული. – ბაბუ, – უთხრა მერომ, – გაიქეცი,
სანამ ეგ ჯოხი ორად არ გადაგიმტვრიე და არ გთხარე...
ბერიკაცმა კვერთხის ცალი ბოლოთი ცრუ მოძრაობა გააკეთა,
უკანვე მოიზიდა და მეორე ბოლო ისე სწრაფად მოიქნია, დენიმ
თვალს არ დაუჯერა. ტიტანის ბუში უკანუკან წაბარბაცდა ტალღაში,
დალეწილი პირიდან სისხლს და დამტვრეულ კბილებს აფურთხებ-
და. თეთრწვერამ დენი ზურგსუკან მოიქცია. მერომ სახეზე გადაჰკრა
ხმალი. ბერიკაცი კატასავით გახტა უკან. კვერთხი მეროს ნეკნებში
ეძგერა და დააბარბაცა. არსტანი გვერდულად გაშხაპუნდა წყალში,
ზემოდან წამოსული დაკვრა მოიგერია, მეორე აიცილა, მესამეს შუა
მოქნევაზე დაუხვედრა კვერთხი. ისე სწრაფად იძვროდნენ, დენი
თვალს ძლივს ასწრებდა. მასანდი დენის ფეხზე აყენებდა, ჭახანი
1082
რომ გაისმა. ეგონა, არსტანის კვერთხი გადატყდაო, მაგრამ მეროს
წვივიდან გამოჩრილი დალეწილი ძვალი დაინახა. დაცემისას ტიტა-
ნის ბუში გადაიზნიქა და ბერიკაცს მკერდისკენ აძგერა ხმალი. თეთ-
რწვერამ ლამის აგდებით მოიგერია და კვერთხის მეორე ბოლო
ზორბა კაცს საფეთქელში ჩასცხო. მერო გაიშოტა, პირიდან სისხლი
ამოუქაფდა და ტალღებმა თავზე გადაუარეს. წუთის მერე აზატებიც
მიესივნენ და უსულო სხეულს დანების, ქვების, მუშტების სეტყვა და-
ატყდა. დენი შებრუნდა, აზიდებდა. ახლა უფრო შეეშინდა, ვიდრე მა-
შინ, როცა კაცი თავს დაესხა. მოკვლას მიპირებდა.
– თქვენო მოწყალებავ, – დაიჩოქა არსტანმა, – მოხუცი კაცი ვარ
და სირცხვილი ვჭამე. ვერ უნდა მოგახლოვებოდა ისე, რომ ხელი
ეტაცა. ვერ ვივარგე. უწვეროდ და უთმოდ ვერ ვიცანი.
– ვერც მე ვიცანი, – დენიმ ღრმად ჩაისუნთქა, ცახცახი რომ და-
ეცხრო. გარშემო ყველგან მტრებია. – უკან, ჩემს კარავში წამიყვა-
ნე, გთხოვ.
მორმონტი რომ მოვიდა, იმ დროისთვის დენი თავის ლომის
ტყავში იყო შეფუთული და სუნელებიან ღვინოს სვამდა.
– მდინარის მხარეს გალავანი დავათვალიერე, – წამოიწყო სერ
ჯორაჰმა, – ის სხვებზე რამდენიმე ფუტით უფრო მაღალია და იმათ-
სავით მტკიცეა. თანაც, მირელებს მის ქვეშ ნახევარი დუჟინი ცეც-
ხლის გემები აქვთ მიბმული...
დენიმ სიტყვა გააწყვეტინა.
– უნდა გაგეფრთხილებინე, ტიტანის ბუში რომ გაიქცა.
მორმონტი მოიღუშა.
– საჭიროდ არ ჩავთვალე შენი შეშინება, თქვენო მოწყალებავ.
მისი თავისთვის ჯილდო დავაწესე...
– მაშინ თეთრწვერას გადაუხადე. მერო იუნკაიდან სულ თან

1083
მოგვყვებოდა. წვერი მოიპარსა და აზატებს შეერია, უცდიდა, შურის-
ძიების დროს როდის მოიხელთებდა. არსტანმა მოკლა.
სერ ჯორაჰი ბერიკაცს დააშტერდა.
– შენ ამბობ, რომ ჯოხიანმა საჭურველთმტვირთველმა ბრაავო-
სელი მერო მოკლა? – ჯოხიანია, – დაუდასტურა დენიმ, – მაგრამ
საჭურველთმტვირთველი – აღარ. სერ ჯორაჰ, მე მსურს, რომ არ-
სტანი რაინდად ვაკურთხო.
– არა.
ხმამაღალმა უარმა გააოცა. კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ
სიტყვა ორივემ ერთად წარმოთქვა.
– ტიტანის ბუში ბილწი ვინმე იყო. და კაცის კვლის საქმე ემარ-
ჯვებოდა. ვინ ხარ, ბერიკაცო?
– შენზე უკეთესი რაინდი, სერ, – ცივად მიუგო არსტანმა.
რაინდი? დენი დაიბნა.
– შენ თქვი, საჭურველთმტვირთველი ვარო.
– ვიყავი, თქვენო მოწყალებავ, – არსტანი ცალ მუხლზე დაეშვა,
– სიყმაწვილეში ლორდ სუანს ვედექი მესაჭურვლედ და მაგისტრ
ილირიოს ბრძანებით მძლავრ ბელვასსაც ვემსახურე. მაგრამ ამათ
შორის მრავალი წლის განმავლობაში რაინდი ვიყავი ვესტეროსში.
შენთვის ტყუილი არ მითქვამს, ჩემო დედოფალო. მაგრამ არის სი-
მართლე, რომელიც დავფარე, და ამისა და ჩემი სხვა ცოდვებისთვის
ისღა შემიძლია, შენი შენდობა ვითხოვო.
– რა სიმართლე დაფარე? – დენის ეს არ მოეწონა, – ახლავე მეტ-
ყვი.
მან თავი დაუკრა.
– ქართში სახელი რომ მკითხე, გითხარი, რომ არსტანი მერქვა.
ეს სიმართლე იყო. მრავალი მიცნობდა ამ სახელით, სანამ მე და

1084
ბელვასი აღმოსავლეთისკენ მოვდიოდით შენს საპოვნელად. მაგ-
რამ ჩემი ნამდვილი სახელი ეს არაა.
დენი შემცბარი უფრო იყო, ვიდრე განრისხებული. თვალთმაქ-
ცობდა, ჯორაჰიც ამას მაფრთხილებდა, მაგრამ ეს-ესაა, სიკვდილს
გადამარჩინა...
სერ ჯორაჰი აჭარხალდა.
– მერომ წვერი გაიპარსა, მაგრამ შენ კი მოუშვი, ხომ ასეა? ახლა
მივხვდი, ასე წყეულად ნაცნობი რატომ მეჩვენებოდი...
– იცნობ? – ჰკითხა დაბნეულმა დენიმ ყარიბ რაინდს.
– მე ის ათჯერ მაინც მყავს ნანახი... უფრო ხშირად შორიდან, თა-
ვის ძმებს შორის მდგარი ან რომელიმე ტურნირზე გამოსული. მაგ-
რამ შვიდ სამეფოში ბარისტან მამაცს ყველა იცნობს, – მან ხმლის
წვერი ბერიკაცს ყელზე მიაბჯინა, – ხალესი, შენ წინაშე მუხლი მოყ-
რილი აქვს სერ ბარისტან სელმის, მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაურს,
რომელმაც შენს გვარს უღალატა და უზურპატორ რობერტ ბარა-
თეონის სამსახურს შეუდგა.
ბერიკაცს თვალიც არ დაუხამხამებია.
– ყვავი ყორანს ეძახის, შე შავოო, შენ კი ღალატზე ლაპარაკობ.
– აქ რატომ ხარ? – პასუხი მოსთხოვა დენიმ, – თუ რობერტმა
ჩემს მოსაკლავად გამოგგზავნა, რატომ გადამარჩინე? – ის უზურპა-
ტორს ემსახურებოდა. მან რეიგარის ხსოვნას უღალატა და ვისერი-
სი უცხო მხარეში ცხოვრებისთვის და სასიკვდილოდ გასწირა. მაგ-
რამ, ჩემი სიკვდილი თუ უნდოდა, ისღა დარჩენოდა, გვერდზე გამ-
დგარიყო... – ახლა სრული სიმართლე მიამბე, ვით რაინდმა. უზურ-
პატორის კაცი ხარ თუ ჩემი?
– შენი, თუ მიმიღებ, – სერ ბარისტანს თვალზე ცრემლი მოადგა,
– დიახ, მე რობერტის შენდობა მივიღე. ვემსახურე, ვით ქეშიკი და

1085
საბჭოს წევრი. ვიმსახურე მეფისმკვლელთან და სხვა, თითქმის მა-
სავით უღირსებთან, რომლებმაც შებღალეს თეთრი მოსასხამი, მე
რომელიც მეცვა. ეს უპატიებელი რამაა. მრცხვენია ამის აღიარება,
მაგრამ იქნებ ახლაც მეფის საბიჯელში მემსახურა, რკინის ტახტზე
მჯდარ წამხდარ ბიჭს გვერდზე რომ არ მოვესროლე. მაგრამ როდე-
საც მან წამართვა მოსასხამი, რომელშიც თეთრმა ბუღამ შემმოსა,
და იმავე დღეს ხალხი დამადევნა მოსაკლავად, თითქოს თვალიდან
ბინდი გადამეცალა. მაშინ მივხვდი, რომ უნდა ვიპოვო ჩემი ნამდვი-
ლი მეფე და მოვკვდე მის სამსახურში...
– ამ სურვილს აგისრულებ, – შეუბღვირა სერ ჯორაჰმა.
– წყნარად, – დააჩუმა დენიმ, – ბოლომდე მოვუსმენ.
– შეიძლება, ვიმსახურებ კიდეც მოღალატის სიკვდილს, – თქვა
სერ ბარისტანმა, – თუ ასეა, მაშინ მარტო არ უნდა მოვკვდე. მე სა-
ნამ რობერტის შეწყალებას მივიღებდი, სამკბილაზე მის წინააღ-
მდეგ ვიბრძოლე. შენ იმ ბრძოლაში მეორე მხარეს იდექი, მორ-
მონტ, ასე არაა? – მას პასუხისთვის არ დაუცდია, – თქვენო მოწყა-
ლებავ, ბოდიშს ვიხდი, რომ შეგაცდინე. მხოლოდ ასე შეიძლებოდა,
ლანისტერებს არ შეეტყოთ, შენთან რომ მოვედი. შენ გითვალთვა-
ლებენ, როგორც ადრე – შენს ძმას. ვარისი ვისერისის ყველა ნაბიჯს
გვამცნობდა, წლების და წლების განმავლობაში. რაკი მცირე საბ-
ჭოში ვიჯექი, ასობით ასეთი ანგარიში მომისმენია. და იმ დღიდანვე,
ხალ დროგოსთან რომ იქორწინე, შენ გვერდით იყო მოენე, რომე-
ლიც შენს საიდუმლოებებს ყიდდა, ობობას ყურში ჩასჩურჩულებდა
ოქროსა და დაპირებების სანაცვლოდ.
შეუძლებელია, ამას გულისხმობდეს...
– გეშლება, – დენიმ ჯორაჰ მორმონტს შეხედა, – უთხარი, რომ
ეშლება. მოენე არ ყოფილა. სერ ჯორაჰ, უთხარი. ჩვენ დოთრაკების

1086
ზღვა ერთად გადავლახეთ, და წითელი უდაბნოც... – გული კაკანათ-
ში გაბმული ჩიტივით უფართხალებდა, – უთხარი, ჯორაჰ. უთხარი,
რომ ეშლება.
– სხვებსაც წაუღიხარ, სელმი, – სერ ჯორაჰმა ორლესული ხალი-
ჩაზე დააგდო, – ხალესი, ეს მხოლოდ თავიდან ხდებოდა, სანამ გა-
გიცნობდი... სანამ შეგიყვარებდი... – არ გაბედო ამ სიტყვის თქმა! –
დენიმ მისგან უკან დაიხია, – ეს როგორ ქენი? რას დაგპირდა უზურ-
პატორი? ოქროს? ოქროს გამო? – უკვდავებმა უთხრეს, რომ კიდევ
ორჯერ იგემებდა ღალატს: ერთხელ ოქროსთვის და ერთხელ – სიყ-
ვარულისთვის, – მითხარი, რას დაგპირდნენ?
– ვარისმა თქვა... შინ დაბრუნებას შევძლებდი, – მან თავი დახა-
რა.
მე ვაპირებდი, შინ დამებრუნებინე! დრაკონებმა იგრძნეს მისი
მრისხანება. ვისერიონმა დაიღრიალა და ხახიდან რუხი კვამლი გა-
მოუშვა. დროგონმა შავი ფრთები აატყლაშუნა, რეიგალმა კი თავი
უკან გადახარა და ცეცხლი გადმოაფრქვია. წესით, უნდა ვუბრძანო
და ორივე დავაწვევინო. ნუთუ არავინ იყო ამქვეყნად, ვისაც ენდო-
ბოდა, ვინც ხიფათისგან დაიფარავდა?
– ვესტეროსში ყველა რაინდი თქვენსავით ცრუა? გასწით, სანამ
ჩემმა დრაკონებმა ორივე არ შეგბრაწეს. შემწვარ ცრუპენტელას
როგორი სუნი აქვს? მრეში ბენის სანარცხე მილებივით მყრალი?
გასწით!
სერ ბარისტანი ნელა, უხერხულად წამოდგა. ახლა პირველად
დაეტყო ასაკი. – სად წავიდეთ, თქვენო მოწყალებავ?
– ჯოჯოხეთში, მეფე რობერტს ემსახურეთ, – დენიმ იგრძნო, ლო-
ყებზე ცხელი ცრემლები რომ დაუყვა. დროგონმა იყვირა, კუდს
აქეთ-იქით იქნევდა, – სხვებმაც წაგიღონ ორივე!
წადით, მომშორდით სამუდამოდ, ორივე, კიდევ თუ მოვკრავ
1087
თვალს თქვენს სახეებს, მაგ მოღალატე თავებს დაგაყრევინებთ.
მაგრამ ამ სიტყვებს ვერ წარმოთქვამდა. მათ მიღალატეს. მაგრამ
მათ გადამარჩინეს. მაგრამ მატყუებდნენ.
– წადით... – ჩემი დათვი, ჩემი შეუპოვარი, ძლიერი დათვი, რა
უნდა ვქნა მის გარეშე? და ბერიკაცი, ჩემი ძმის მეგობარი. – წა-
დით... წადით... – სად? და უცებ მიხვდა, სადაც.

ტირიონი

ტირიონმა სიბნელეში ჩაიცვა, თან მათ საერთო საწოლზე მძინა-


რე ცოლის სუნთქვას უგდებდა ყურს. სიზმარს ხედავსო, გაიფიქრა,
როდესაც გაიგონა, როგორ ჩაიბუტბუტა სანსამ რაღაც – შეიძლება,
სახელი, თუმცა ისე ჩუმად, რომ ზუსტად ვერ იტყოდი – და გვერდზე
გადაბრუნდა. ცოლ-ქმარი რაკი იყვნენ, ერთ საწოლს იყოფდნენ –
მაგრამ ეს იყო და ეს. სანსა ცრემლებსაც კი თავისთვის იტოვებდა.
ტირიონი ელოდა ტანჯვას, ბრაზს, როდესაც მას ძმის სიკვდილი
შეატყობინა, მაგრამ სანსას სახე ისე უძრავი დარჩა, რომ უცებ იფიქ-
რა, ალბათ, ვერ ხვდება, რა ვუთხარიო. მათ შორის მუხის მძიმე კა-
რი რომ მოექცა, მერეღა გაიგონა მისი ქვითინი. მაშინ უნდოდა, მი-
სულიყო და, რითაც შეეძლო, ენუგეშებინა. არაო, შეახსენა მერე
თავს, სანსას ლანისტერისგან მიღებული ნუგეში არაფრად უნდა.
ერთადერთი, რაც შეეძლო, ის იყო, რომ მისგან დაეფარა წითელი
ქორწილის საზარელი დეტალები, ტყუპებიდან რომ შეეტყოთ. არ
არის საჭირო, სანსამ გაიგოს, თუ როგორ აჩეხეს და დაასახიჩრეს
მისი ძმის ცხედარიო, გადაწყვიტა. არც ის, თუ როგორ ჩააგდეს დე-
დამისის გაშიშვლებული გვამი მწვანე კბილში – ამით მხეცურად
დასცინეს ტალების გვარის დაკრძალვის ადათებს. გოგონას ღამე-
ულ კოშმარებს ზედმეტად გამოკვება სულაც არ სჭირდებოდა.
1088
თუმცა ეს არ კმაროდა. ტირიონმა სანსას თავისი მოსასხამი მო-
ახურა მხრებზე და დაიფიცა, რომ დაიფარავდა მას, მაგრამ ეს ისე-
თივე ბოროტი მასხრად აგდება იყო, როგორც ის გვირგვინი, ფრეი-
ებმა რომ მიაჭედეს რობ სტარკის მგელსაზარას თავს, მას მერე, რაც
იგი მკვდრის უთავო ცხედარზე მიაკერეს. ეს სანსამაც კარგად იცო-
და. ისე უყურებდა, ისე დაძაბული წვებოდა მათ საერთო საწოლში...
სანსასთან ყოფნისას ტირიონი წამითაც ვერ ივიწყებდა, ვინ იყო ან
რა იყო თავად; ისევე, როგორც სანსა. გოგონა ისევ ყოველღამ და-
დიოდა საღვთო ტყეში სალოცავად და ტირიონი ფიქრობდა, ნეტავ,
ღმერთებს ჩემს სიკვდილს ხომ არ ევედრებაო. გოგონამ დაკარგა
სახლი, სამყაროში თავისი ადგილი, ყველა, ვინც კი ოდესმე უყვარ-
და ან ენდობოდა. ზამთარი მოდისო, იუწყებოდა სტარკების თქმა,
და მათ მართლაც შურისმაძიებელი ზამთარი დაუდგა. მაგრამ ლა-
ნისტერების გვარისთვის გაგანია ზაფხული დგას. მაშინ, რატომ მცი-
ვა ასე?
ჩექმები ამოიცვა, მოსასხამი ლომისთავა ბროშით დაიმაგრა და
ჩირაღდნებით განათებულ დარბაზში გაიპარა. ქორწინებამ ეს სიკე-
თე მაინც მოუტანა: მეაგორის სიმაგრიდან დააღწევინა თავი. ახლა,
ცოლი და თავისი სახლობა რომ ჰყავდა, ლორდი-მამა დაყაბულდა,
რომ უფრო შესაფერისი ბინა სჭირდებოდა, და ლორდი ჯაილსი სას-
წრაფოდ გამოეთხოვა თავის ვრცელ სამყოფელს სამზარეულოს ცი-
ხის ზედა სართულზე. დიდებული ბინა იყო, დიდი საძინებლით და შე-
საბამისი მისაღებით, მისი ცოლისთვის სააბაზანო და შესამოსი
ოთახი ახლდა, აგრეთვე – პატარა გვერდითა ოთახებიც პოდისა და
სანსას მოახლეებისთვის. კიბის მახლობლად ბრონის სენაკსაც კი
მოეპოვებოდა ერთგვარი ფანჯარა. კი, საისრე ჭრილს უფრო ჰგავ-
და, მაგრამ სინათლეს ხომ ატარებდა... მართალია, ციხესიმაგრის

1089
მთავარი სამზარეულო ზუსტად ეზოს გადაღმა მდებარეობდა, მაგ-
რამ ტირიონს იქიდან მოსული ხმები და სუნები ბევრად ერჩივნა მე-
აგორის სიმაგრეში დასთან ერთად ცხოვრებას. რაც იშვიათად და-
ინახავდა სერსეის, მით უკეთ იგრძნობდა თავს.
ტირიონმა მოახლის ოთახს რომ ჩაუარა, ბრელას ხვრინვა მოეს-
მა. შაი ამის გამო კი წუწუნებდა, მაგრამ ღირდა გაძლება: ამ ქალის
აყვანა ვარისმა ურჩია. ადრე იგი ლორდ რენლის სახლობას მარ-
თავდა და კარგად გაიწაფა თვალის დაბრმავებაში, ყურის დაყრუე-
ბაში და ენაზე კბილის დაჭერაში.
ტირიონმა სანთელი აანთო, მსახურების კიბესთან დაბრუნდა და
დაშვება იწყო. ქვედა სართულებზე სიწყნარე მეფობდა და საკუთარი
ნაბიჯების ხმის გარდა არაფერი ესმოდა. პირველ სართულამდე ჩა-
ვიდა, უფრო დაბლაც დაეშვა და აღმოჩნდა ბნელ სარდაფში, ქვის
თაღოვანი ჭერის ქვეშ. ციხესიმაგრის თითქმის ყველა ნაწილი ერ-
თმანეთს მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებოდა და გამო-
ნაკლისი არც სამზარეულოს ციხე ყოფილა. ტირიონი ჩლახუნით გა-
უყვა გრძელ, ბნელ დერეფანს, სანამ საჭირო კარი არ იპოვა და შე-
აღო.
შიგნით დრაკონის თავის ქალები ელოდნენ. და შაი.
– მეგონა, მლორდს დავავიწყდი.
კაბა გადაკიდებული იყო შავ ეშვზე, სიმაღლით გოგოს რომ
უტოლდებოდა, თავად კი შიშველი იდგა დრაკონის ყბებში. ბელერი-
ონიაო, გაიფიქრა ტირიონმა. თუ ვეიგარი? დრაკონის ერთი თავის
ქალა მეორისგან ძნელად გაირჩეოდა.
შაის დანახვამაც კი აღაგზნო.
– გამო მანდედან.
– არ გამოვალ, – შაიმ ყველაზე უხამსად გაიღიმა, – მლორდი

1090
დრაკონს ხახიდან გამომგლეჯს, ვიცი, – მაგრამ ტირიონი რომ მიუ-
ახლოვდა, გადმოიხარა და სანთელი ჩაუქრო.
– შაი... – ხელი გაიწვდინა ტირიონმა, მაგრამ ის შებრუნდა და
დაუსხლტა. – უნდა დამიჭირო, – ხმა მარცხნიდან მოისმა, – მლორ-
დი პატარაობისას ურჩხულებს და ქალწულებს არ თამაშობდა?
– ურჩხულს მე მეძახი?
– მეც ეგეთივე ქალწული ვარ, – ქალი მის უკან იდგა, იატაკზე მი-
სი ჩუმი ნაბიჯები ისმოდა, – მაგრამ მაინც უნდა დამიჭირო.
ბოლოს და ბოლოს დაიჭირა კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ,
რომ ქალმა თავად დაანება. გოგო მკლავებში რომ შეუხტა, ტირიო-
ნი უკვე აწითლებული და აქოშინებული იყო დრაკონების ქალებს
შორის ბორძიკისგან. ეს ყველაფერი წამშივე გადაავიწყდა, პატარა
ძუძუებში სახე რომ ჩარგო, მისი მკვრივი კერტები მსუბუქად გადა-
ესვა ტუჩებზე და ცხვირის ადგილას დარჩენილ ნაწიბურზე. ტირიონ-
მა გოგონა იატაკისკენ მიიზიდა.
– ჩემო გოლიათო, – ამოიხვნეშა გოგომ, ტირიონმა მასში რომ
შეაღწია, – ჩემი გოლიათი ჩემს დასახსნელად მოვიდა.
მერე ერთმანეთს ჩახვეულები იწვნენ დრაკონის თავის ქალებს
შორის, ტირიონს თავი მის მკერდზე ედო და მისი თმების ნაზ, ცინ-
ცხალ სუნს იყნოსავდა.
– უნდა დავბრუნდეთ, – თქვა დანანებით, – ალბათ, უკვე მალე
გათენდება. სანსას გაეღვიძება.
– ძილის ღვინო უნდა ასვა, – უთხრა შაიმ, – ლედი ტანდა ლო-
ლისს ასე უშვრება. ძილის წინ ერთ ჭიქას მისცემ და მერე შეგვეძლე-
ბა, საწოლში მის გვერდით ვიკოტრიალოთ და მაინც არ გაეღვიძება.
მლორდს არ მოეწონება? – ჰკითხა ხითხითით, მხარზე მოჰხვია ხე-
ლი და კუნთები დაუზილა, – კისერი ქვასავით გაქვს გაშეშებული. რა
გაწუხებს?
1091
ტირიონი ვერ ხედავდა სახის წინ გაშლილ საკუთარ თითებს,
მაგრამ მაინც მათზე დაიწყო თავისი საწუხარების ჩამოთვლა.
– ჩემი ცოლი. ჩემი და. ჩემი დისშვილი. მამაჩემი. ტაირელები, –
მეორე ხელზე მოუწია გადასვლა, – ვარისი. პაიცელი. ნეკა. დორნე-
ლი წითელი ასპიტი, – ბოლო თითს მიადგა, – სიფათი, წყლიდან
რომ ამომყურებს, პირს რომ ვიბან.
შაიმ დასახიჩრებულ, ნაწიბურიან ცხვირზე აკოცა.
– მამაცი სახე. კეთილი და კარგი სახე. ნეტავ, ახლა ვხედავდე.
მის ხმაში მთელი სამყაროს სანეტარო უმანკოება იყო ჩაქსოვი-
ლი. უმანკოება? შტერო, ეს კახპაა, კაცების მარტო ის იცის, ფეხებს
შორის რაც ჰკიდიათ. შტერო, უტვინო.
– დანახვა შენი ჯობია, – ტირიონი წამოჯდა, – წინ ორივეს გრძე-
ლი დღე გვიდევს. ის სანთელი არ უნდა ჩაგექრო. ახლა ტანსაცმელი
როგორ ვიპოვოთ?
ქალმა გაიცინა.
– შეიძლება, შიშვლებს მოგვიწიოს წასვლა.
და თუ დაგვინახავენ, ლორდი-მამაჩემი ჩამოგახრჩობს. რაკი
შაი სანსას მოახლე იყო, ტირიონს ნებას ჰქონდა, მასთან დალაპა-
რაკებული დაენახათ, მაგრამ საფრთხე სულ აღარ გვემუქრებაო, ამ
ფიქრით თავს არ იტყუებდა. ვარისმა გააფრთხილა: – შაის მე ცრუ
ისტორია გამოვუგონე, მაგრამ ის ლოლისისთვის და ლედი ტანდას-
თვის იყო შეთხზული. შენი და უფრო ეჭვიანია. მე თუ მკითხა, რა
იციო...
– რამე ჭკვიანურ ტყუილს მოუყვები.
– არა. ვეტყვი, რომ გოგო ერთი ჩვეულებრივი ბანაკის კახპაა,
რომელიც შენ მწვანე კბილის ბრძოლის წინ იპოვე და მეფის საბი-
ჯელში ჩამოიყვანე ლორდი-მამის მკაფიო აკრძალვის მიუხედავად.
დედოფალს ტყუილს არ ვეტყვი.
1092
– ადრე კარგად ეუბნებოდი. მოვუყვე ამაზე?
საჭურისმა ამოიოხრა.
– ცოცხლად მჭრი ყელს, მილორდ. მე შენ ერთგულად გემსახუ-
რებოდი, მაგრამ შენს დასაც უნდა ვემსახურო, როცა კი შემიძლია.
როგორ გგონია, რამდენ ხანს მაცოცხლებს, თუ მის დედოფლურ
მოწყალებას, თუ რაცაა, აღარ დავჭირდები? მე არ მყავს შეუპოვარი
ქირით მებრძოლი, რომელიც დამიცავდა, არც ჩაუქი ძმა, რომელიც
ჩემ გამო შურს იძიებდა. მხოლოდ ჩიტუნები მყავს, ყურში რომ ჩამ-
ჩურჩულებენ. ამ ჩურჩულებით ყოველდღე თავიდან მიწევს სიცოც-
ხლის ყიდვა.
– მაპატიე, თუ შენ გამო ცრემლებს არ ვღვრი.
– კი ბატონო, მაგრამ შენც უნდა მაპატიო, თუ მე შაის გამო არ
დავღვრი ცრემლებს. გამოგიტყდები, არ მესმის, რა აქვს იმ გოგოს
ასეთი, შენნაირ ჭკვიან კაცს ამდენ სისულელეს რომ აკეთებინებს.
– გაიგებდი, საჭურისი რომ არ იყო.
– ეგრეა? კაცს შეიძლება, ჰქონდეს ტვინი ან ცოტაოდენი ხორცი
ფეხებს შორის, მაგრამ ორივე ერთად არა? – ვარისმა ჩაიხითხითა,
– მაშინ ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რომ წამაჭრეს.
ობობა მართალს ამბობდა. ტირიონი დრაკონებით სავსე სიბნე-
ლეში ხელების ფათურით ეძებდა საცვლებს და საკუთარ უბადრუკო-
ბას გრძნობდა. ეს სარისკო გასეირნება დოლზე გადაკრული ტყავი-
ვით ძაბავდა და ამას დანაშაულის გრძნობაც ერთვოდა. სხვებსაც
წაუღიათ ჩემი დანაშაულის გრძნობა, გაიფიქრა, თავზე ტუნიკა რომ
გადაიცვა. დანაშაულის გრძნობა რატომ უნდა მქონდეს? ჩემს ცოლს
ჩემგან არაფერი უნდა, განსაკუთრებით – ჩემი ის ნაწილი, რომელ-
საც, როგორც ჩანს, უნდა სანსა. იქნებ, ჯობდა, ეთქვა მისთვის შაიზე.
პირველი კაცი კი არ იქნებოდა, ვინც ხარჭას იყოლიებდა. თავად
სანსას უსაშველოდ ღირსეულმა მამამაც კი მას ბუში ძმა გაუჩინა.
1093
მის ცოლს შეიძლება, გახარებოდა კიდეც, შაის და მის ამბავს რომ
გაიგებდა, რაკი ამით თავად გადარჩებოდა ქმრის საძულველ შეხე-
ბას.
არა, ვერ გავბედავ. ფიცი ფიცად, მაგრამ ცოლს ვერ ენდობოდა.
შეიძლება, ფეხებს შორის ქალწულად რჩებოდა, მაგრამ ღალატი
მისთვის უცხო ხილი არ იყო.
ოდესღაც საკუთარი მამის გეგმები ჩაუკაკლა სერსეის. და მისი
ასაკის გოგონებს საიდუმლოს შენახვა არც ეხერხებათ.
ერთადერთი გზა, რომ შაისთვის საფრთხე აერიდებინა, ეს მისი
თავიდან მოცილება იქნებოდა. იქნებ, ჩატაიასთან გავგზავნოო,
ფიქრობდა ტირიონი, თუმცა უხალისოდ. ჩატაიას საროსკიპოში შაი
დაუფარავად გამოეწყობოდა თავის აბრეშუმებსა და ძვირფასეუ-
ლობებში, რაც ასე ძალიან ენატრებოდა, და ალერსიან კეთილშო-
ბილ მფარველებს გაიჩენდა. ბევრად უკეთესად იცხოვრებდა, ვიდ-
რე მაშინ, ტირი. ონმა როცა იპოვა.
ან, თუ საკუთარი ოფლით პურის ჭამა მობეზრდა, მისი გათხოვე-
ბა შეიძლებოდა იქნებ, ბრონისთვის მიეთხოვებინა? ქირით მებრძო-
ლი არასოდეს უკადრისობდა თავისი ბატონის ნასუფრალის მირ-
თმევას, თან ახლა უკვე რაინდიც იყო – სხვაგვარად შაი ასეთ ქორ-
წინებას ვერასოდეს ეღირსებოდა. ან, იქნებ, სერ ტალადი? ტირიონს
რამდენჯერმე შემჩნეული ჰქონდა, რაინდი სურვილით რომ შესცქე-
როდა შაის. რატომაც არა? მაღალია, ძლიერი, კარგი შესახედავი,
თხემით ტერფამდე მარჯვე, ჭაბუკი რაინდია. რასაკვირველია, ტა-
ლადს შაი ყმაწვილი ლედის მომხიბვლელი მოახლე ეგონა და სხვა
არაფერი. რომ შეირთოს და მერე გაიგოს, რომ კახპა იყო... –
მლორდ, სად ხარ? დრაკონებმა ხომ არ გადაგყლაპეს?
– არა. აქ ვარ, – ტირიონი დრაკონის თავის ქალაში ხელს აფა-
თურებდა, – ფეხსაცმელი ვიპოვე, მაგრამ, მგონი, შენია.
1094
– მლორდს მკაცრი ხმა აქვს. მე გაგაბრაზე?
– არა, – ზედმეტად მოკლედ მოუჭრა ტირიონმა, – შენ მე ყოველ-
თვის მასიამოვნებ, – და საფრთხეც სწორედ ამაშია. შეიძლება, ზოგ-
ჯერ, როგორც ახლა, შაის მოშორებაზე ფიქრობს ხოლმე, მაგრამ
დიდხანს ეს არ გრძელდება. ტირიონი ბუნდოვნად ხედავდა მას სიბ-
ნელეში, თხელ ფეხზე შალის გრძელ წინდას იცვამდა. ვხედავ. სარ-
დაფის კედელს მაღლა, ჭერის ქვეშ, გრძელი, ვიწრო ფანჯრების რი-
გი გასდევდა და ახლა იქიდან ბაცი შუქი იღვრებოდა. ტარგარიენე-
ბის დრაკონების თავის ქალები სიბნელიდან ჩნდებოდნენ მათ გარ-
შემო, შავად ილანდებოდნენ სირუხეში.
– დღე ძალიან მალე თენდება, – ახალი დღე. ახალი წელი. ახა-
ლი საუკუნე. მე მწვანე კბილს და შავწყალას გადავურჩი, ჰოდა მეფე
ჯოფრის წყეულ ქორწილსაც გადავიტან როგორმე.
შაიმ დრაკონის კბილზე გადაკიდებულ კაბას სტაცა ხელი და
თავზე ჩამოიცვა. – ზემოთ პირველი მე ავალ. ბრელას აბაზანის
წყლის მომზადებაში დავეხმარები, – გოგო დაიხარა, ბოლოჯერ
რომ ეკოცნა შუბლზე, – ჩემი გოლიათი ლანისტერი. ძალიან მიყ-
ვარხარ.
მეც მიყვარხარ, ძვირფასო. იქნებ, კახპაც იყო, მაგრამ იმაზე
მეტს იმსახურებ, რის მოცემაც მე შემიძლია. სერ ტალადს მივათხო-
ვებ. წესიერი კაცი ჩანს. და მაღალიცაა...

სანსა

რა კარგი სიზმარი ვნახეო, გაიფიქრა სანსამ ძილ-ბურანში. ისევ


ვინტერფელში იყო, საღვთო ტყეში დარბოდა თავის ლედისთან ერ-
თად. მამაც იქ იყო, მისი ძმებიც, თბილად და უვნებლად. სიზმარი
რომ ახდებოდეს...
1095
საბნები გადაიხადა და წამოჯდა. მამაცი უნდა ვიყო. ასე თუ ისე,
მისი ტანჯვა მალე დასრულდებოდა. ლედი აქ რომ მყავდეს, არ შე-
მეშინდებოდა. მაგრამ ლედი მკვდარი იყო; ყველა მოკვდა: რობი,
ბრანი, რიკონი, არია, მამა, დედა... სეპტა მორდეინიც კი. ყველა და-
იხოცა, ჩემ გარდა. ახლა მთელ ქვეყანაზე მარტო იყო.
ლორდი-მეუღლე მის გვერდით არ იწვა, მაგრამ ამას შეეჩვია.
ტირიონს ძილი უფრთხებოდა და ხშირად გათენებამდე დგებოდა.
როგორც წესი, მისაღებში დახვდებოდა ხოლმე, სანთლის გვერდით
დაყურსული, ძველ გრაგნილებში ან ტყავისყდიან წიგნში თავჩარ-
გული. ზოგჯერ დილის პურის სურნელი სამზარეულოში გაიტყუებდა
ხოლმე, ხან კი სახურავზე გაშენებულ ბაღში ავიდოდა, ან მარტო გა-
ბოდიალდებოდა მოღალატის გზისკენ.
სანსამ დარაბები გამოაღო და აკანკალდა, მკლავები დაეხორ-
კლა. აღმოსავლეთის მხარეს ცაზე ღრუბლები მიყრილიყვნენ, მათ-
ში კი მზის სხივები ამოჩრილიყო. ღრუბლები ცაში გამოკიდებულ
ორ უზარმაზარ ციხესიმაგრეს ხატავდნენ.
სანსა ხედავდა მათ ქვის გალავნებს, მძლავრ კოშკებს და ბარბი-
კანებს.
გოდლების თავზე ქარით ატაცებული დროშები ფრიალებდნენ
და სწრაფად გამკრთალებულ ვარსკვლავებს სწვდებოდნენ. მათ
უკან მზე ამოდიოდა და სანსა უცქერდა, შავიდან ჯერ რუხად რომ იქ-
ცნენ, მერე კი ვარდის, ოქროს და მეწამულის ათას ელფერად აენ-
თნენ. მერე ქარმა ერთმანეთს შეაჯახა ისინი და ორის ნაცვლად ერ-
თი ციხეღა დარჩა.
კარის გაღების ხმა გაიგონა და მოახლეებმა დასაბანად ცხელი
წყალი შემოუტანეს. ორივე ახალი იყო: ტირიონმა უთხრა, ადრე
ვინც გემსახურებოდა, ყველა სერსეის ჯაშუში იყოო, სანსაც ხომ ყო-
ველთვის ამას ეჭვობდა.
1096
– მოდით, ნახეთ, – უთხრა ქალებს, – ცის ციხესიმაგრე.
ისინი ფანჯარას მიუახლოვდნენ და შეხედეს.
– ოქროსია, – შაის მოკლე მუქი თმა და თამამი მზერა ჰქონდა.
ყველაფერს ასრულებდა, რასაც კი დაავალებდი, მაგრამ დროდად-
რო სანსას უტიფრად უცქერდა ხოლმე, – მთლიანად ოქროს ციხესი-
მაგრის ნახვაზე უარს არ ვიტყოდი.
– ციხესიმაგრეო? – თვალები მოჭუტა ბრელამ, – ისე ჩანს, კოშკი
იქცევა. ნანგრევებია და სხვა არაფერი.
სანსას დაქცეული კოშკების და ნანგრევებად ქცეული ციხეების
გაგონებაც არ უნდოდა. დარაბები მიხურა და თქვა:
– დედოფალი საუზმედ გველის. ჩემი ლორდი-ქმარი მისაღებში
ზის?
– არა, მილედი, – მიუგო ბრელამ, – არ მინახავს.
– შეიძლება, მამამისთან წავიდა, – განაცხადა შაიმ, – შეიძლება,
მეფის მარჯვენას მისი რჩევა სჭირდება.
ბრელამ ჩაიფრუტუნა.
– ლედი სანსა, ჯობს, აბაზანაში ჩაჯდე, სანამ წყალი გაცივებულა.
სანსამ შაის აცალა, მისთვის პერანგი გაეხადა, და დიდ ხის აბა-
ზანაში ჩაძვრა. უნდოდა, ჭიქა ღვინო მოეთხოვა, ცოტათი მაინც რომ
დაწყნარებულიყო. ქორწილი შუადღისას დაიწყებოდა ბეილორის
დიდ სეპტში, ქალაქის მეორე ბოლოში. საღამოს კი სატახტო დარ-
ბაზში ნადიმი გაიმართებოდა. ათასი სტუმარი და სამოცდაჩვიდმეტი
კერძი იქნებოდა, მომღერლები, ჟონგლიორები და ჯამბაზები. მაგ-
რამ მანამდე ლანისტერებსა და ტაირელ მამაკაცებს, – ტაირელი ქა-
ლები მარჯერისთან ისაუზმებდნენ, – აგრეთვე ასზე მეტ რაინდსა და
ლორდს დედოფალი თავის სამეჯლისო დარბაზში საუზმით გაუმას-
პინძლდებოდა. ლანისტერად გამხადესო, მწარედ გაიფიქრა სან-
სამ.
1097
ბრელამ შაი კიდევ ცხელი წყლის მოსატანად გაგზავნა, თავად კი
სანსას ზურგის ბანას შეუდგა, – კანკალებ, მილედი.
– წყალი კარგი ცხელი არ არის, – იცრუა სანსამ.
მოახლეები აცმევდნენ, ტირიონი რომ გამოჩნდა, მას უკან პოდ-
რიკ პეინი მოჰყვებოდა.
– მშვენივრად გამოიყურები, სანსა, – მერე საჭურველთმტვირ-
თველს მიუბრუნდა, – პოდრიკ, ქენი სიკეთე და ღვინო დამისხი.
– საუზმეზე ღვინოს მოგვართმევენ, მილორდ, – უთხრა სანსამ.
– აქაც მოგვართმევენ. ჩემს დას ფხიზელი ხომ არ შევხვდები,
არა? ახალი საუკუნე დადგა, მილედი. ეაგონის დაპყრობის მერე სა-
მასმა წელიწადმა გაიარა, – ქონდრისკაცმა პოდრიკს წითელი ღვი-
ნით სავსე თასი ჩამოართვა და ასწია, – ეაგონს გაუმარჯოს. იღ-
ბლიანი ჯეელი იყო. ორი და, ორი ცოლი და სამი დიდი დრაკონი
ჰყავდა – კაცმა მეტი რა უნდა ინატრო? – პირი ხელის ზურგით შეიწ-
მინდა. სანსამ შენიშნა, ჭინკას დასვრილი და დაჭმუჭნილი ტანსაც-
მელი ეცვა, თითქოს გაუხდელს ეძინაო.
– გამოიცვლი, მილორდ? შენი ახალი კამზოლი ძალიან ლამა-
ზია.
– კამზოლი ლამაზია, კი, – ტირიონმა თასი გადადგა, – მოდი,
პოდ, ვნახოთ, თუ ვიპოვით რამე ისეთს, რაშიც ნაკლებად ჯუჯა გა-
მოვჩნდები. არ მინდა, ჩემი ქალბატონი შევარცხვინო.
ჭინკა ცოტა ხანში დაბრუნდა, საკმაოდ დიდებული და ცოტათი
უფრო მაღალიც კი ჩანდა. პოდრიკ პეინსაც გამოეცვალა და ამჯე-
რად თითქმის ნამდვილ საჭურველთმტვირთველს ჰგავდა, თუმცა
ცხვირის გვერდით ამოზრდილი მუწუკი მისი იისფერი, თეთრი და
ოქროსფერი სამოსის დიდებულებას აფუჭებდა. რა მორცხვი ბიჭია.
სანსა თავიდან უფრთხოდა ტირიონის საჭურველთმტვირთველს: ის
ხომ პეინი იყო, სერ ილინ პეინის კუზენი, იმის, მამამისს თავი რომ
1098
მოჰკვეთა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ პოდს ისევე ეშინოდა მისი,
როგორც თავად – მისი კუზენის. რამდენჯერაც კი ხმას გასცემდა, ბი-
ჭი საშინლად წითლდებოდა.
– იისფერი, ოქროსფერი და თეთრი პეინების გვარის ფერებია?
– ჰკითხა თავაზიანად. – არა. უფრო სწორად, ჰო, – ბიჭი წამოჭარ-
ხალდა, – ფერები. ჩვენი გერბია თეთრ-იისფერ ჭადრაკულ ველზე
ოქროს მონეტები. იისფერი და თეთრი. ორივე, – თან თავის ფეხებს
იყო დაჩერებული.
– ამ მონეტებს თავისი ამბავი მოჰყვება, – თქვა ტირიონმა, – უეჭ-
ველია, პოდი ერთ მშვენიერ დღეს ამ ამბავს გაუმხელს შენს ფეხის
წვერებს ოღონდ ახლა დედოფლის სამეჯლისო პალატში გველიან.
წავედით?
სანსას ჰქონდა ცდუნება, დათხოვნილიყო. შემიძლია, ვუთხრა,
რომ კუჭი ამეშალა, ან რომ თვიურის დღეები მაქვს. ყველაფერზე მე-
ტად უნდოდა, ისევ საწოლში შემძვრალიყო და საბნებში ჩამალუ-
ლიყო. მამაცი უნდა ვიყო, როგორც რობი, უთხრა თავისთავს და და-
ძაბულმა ქმარს ხელკავი გამოსდო.
დედოფლის სამეჯლისო ჰალატში საუზმედ მიართვეს მაყვლიანი
და თხილიანი თაფლაკვერები, შემწვარი შაშხი, ორცხობილაში დაბ-
რაწული მერცხალა-თევზი, შემოდგომის მსხლები და დორნული
კერძი, რომელიც ყველით, ხახვით, დაჭრილი კვერცხით და ცხარე
წიწაკით მზადდებოდა.
– არაფერი ისე არ არ აღვიძებს მადას სამოცდაჩვიდმეტკერძია-
ნი ქეიფის წინ, როგორც მაძღრისი საუზმე, – განაცხადა ტირიონმა,
თეფშები რომ შეუვსეს. მისაყოლებლად დოქებით რძე, თაფლუჭი
და მსუბუქი, ტკბილი ოქროსფერი ღვინო ედგათ.
მაგიდებს შორის მუსიკოსები დადიოდნენ და სტვირზე, ფლეიტა-
ზე და ვიოლინოზე უკრავდნენ, სერ დონტოსი თავისი ჯოხის ცხენით
1099
დაჭენაობდა, მთვარე-ბიჭი კი პირით კუილის ხმებს გამოსცემდა და
სტუმრებზე უზრდელურ სიმღერებს მღეროდა.
სანსამ შეამჩნია, რომ ტირიონი საჭმელს თითქმის არ მიჰკარე-
ბია, თუმცა რამდენიმე თასი ღვინო შესვა. თვითონ დორნული კვერ-
ცხი გასინჯა, მაგრამ წიწაკამ პირი დასწვა. მერე ხილი, თევზი და
თაფლაკვერი წაციცქნა. რამდენჯერაც ჯოფრი მისკენ გამოიხედავ-
და, იმდენჯერ მუცელში რაღაც უფართხალებდა, თითქოს ღამურა
ჰქონდა გადაყლაპული.
საჭმელები რომ აალაგეს, დედოფალმა ჯოფს საზეიმოდ გადასცა
საპატარძლო მოსასხამი, რომელიც მას მარჯერისთვის უნდა მოეც-
ვა.
– ეს მოსასხამი მეცვა, როცა რობერტმა თავის დედოფლად გამ-
ხადა, ეს მოსასხამი ჩააცვა ჩემმა ლორდმა-მამამ დედაჩემს, ლედი
ჯოანას, ცოლად რომ შეირთო. სანსამ გაიფიქრა, მართალი თუ გინ-
და, კარგა გაქუცული ჩანსო – ალბათ, ხშირი ხმარებისგან.
მერე საჩუქრების დრო დადგა. საწიერში წესად ჰქონდათ, ნეფე-
პატარძლისთვის ქორწილის დილას საჩუქრები მიერთმიათ. მეორე
დილით ისინი კვლავ მიიღებდნენ საჩუქრებს, უკვე როგორც ცოლ-
ქმარი, მაგრამ დღევანდელი ძღვენი ცალ-ცალკე ეკუთვნოდათ.
ჯალაბარ ზომ ჯოფრის ოქროს ხის გრძელი მშვილდი და გრძე-
ლი, მწვანე და წითელფრთიანი ისრებით სავსე კაპარჭი აჩუქა, ლე-
დი ტანდამ – რბილი საცხენოსნო ჩექმები. სერ კევანისგან წითელი
ტყავის დიდებული სატურნირე უნაგირი მიიღო, დორნელი პრინც
ობერინისგან – მორიელის ფორმის წითელი ოქროს ბროში. სერ
ადამ მარბრანდისგან ვერცხლის დეზები ერგო, ლორდ მათის რო-
ვანისგან – წითელი აბრეშუმის სატურნირე კარავი. ლორდმა პაქ-
სტერ რედვაინმა ორასნიჩბიანი საომარი გალერის ლამაზი ხის მო-

1100
დელი მიართვა – გემს ამჟამად აგებდნენ არბორში. – თქვენი მოწ-
ყალება თუ ინებებს, მას ქველი მეფე ჯოფრი ერქმევა, – უთხრა ბიჭს
და ჯოფრიმაც განუცხადა, რომ მართლაც ძლიერ იყო ნაამები.
– ჩემი მოწინავე გემი იქნება, დრაკონის ქვაზე რომ გავცურავ ჩე-
მი მოღალატე ბიძის მოსაკლავად, – თქვა მან.
დღეს იგი მოწყალე მეფეს თამაშობდა. სანსამ იცოდა, ჯოფრის
შეეძლო, თავაზიანი ყოფილიყო, როცა მოესურვებოდა, მაგრამ რა-
ღაც უფრო და უფრო იშვიათად სურდა ხოლმე. მართლაც, მთელი
თავაზიანობა მაშინვე ჩამოეცალა, როცა ტირიონმა მათი საჩუქარი
გადასცა: უზარმაზარი, ტყავის ყდაში ჩასმული და ჩინებულად მოხა-
ტული ძველი წიგნი, რომელსაც „ცხოვრება ოთხი მეფისა“ ერქვა. მე-
ფემ უგულისყუროდ გადაფურცლა იგი.
– ეს რაღაა, ძია?
წიგნია. სანსამ გაიფიქრა, ჯოფრი ნაწერს რომ კითხულობს, ნე-
ტა, სიტყვებს თავის მსხვილ, მატლებივით ტუჩებს ხომ არ აყოლებ-
სო.
– დერონ ჭაბუკი დრაკონის, ბეილორ კურთხეულის, ეაგონ
უღირსის და დერონ კეთილის მეფობის ისტორია, აღწერილი
გრანდ-მაისტერ კეითის მიერ, – მიუგო სანსას ტანდაბალმა ქმარმა.
– წიგნი, რომელიც ყველა მეფემ უნდა წაიკითხოს, – უთხრა სერ
კევანმა. – მამაჩემს წიგნებისთვის არ ეცალა, – ჯოფრიმ ტომი მაგი-
დის მიღმიდან გადმოისროლა, – ნაკლები რომ გეკითხა, ძია ჭინკა,
შეიძლება, ახლა ლედი სანსას მუცელში ბავშვი ჰყოლოდა, – და გა-
იცინა, ხოლო როცა მეფე იცინის, სამეფო კარიც მას აჰყვება, – ნუ
დაღონდები, სანსა, დედოფალ მარჯერის ბავშვს რომ გავუკეთებ, მე-
რე საძინებელში გეწვევი და ჩემს პატარა ბიძას ვუჩვენებ, ეგ როგორ
ხდება. სანსა გაწითლდა. ღელვით გახედა ტირიონს, მისი პასუხის

1101
ეშინოდა. შეიძლებოდა, ისეთივე ცუდი ამბავი ამტყდარიყო, რო-
გორც მათი ქორწილის დღეს, ჩაწვენის დროს მოხდა. მაგრამ ამჯე-
რად ჯუჯამ პირში ღვინო ჩაიგუბა და არაფერი უთქვამს. ლორდი მე-
ის ტაირელი წინ წამოდგა საჩუქრით. ეს სამი ფუტის სიმაღლის ოქ-
როს ბარძიმი იყო, ორი ჩუქურთმიანი, მორკალული სახელური ება
და მასზე პატიოსანი თვლებით შვიდი სახე იყო გამოხატული.
– შვიდი სახე თქვენი მოწყალების შვიდ სამეფოს შეესაბამება, –
განმარტა პატარძლის მამამ და ყველას უჩვენა, თითო სახე დიდ საგ-
ვარეულოთაგან ერთ-ერთს რომ შეესაბამებოდა: ლალის ლომი,
ონიქსის ხარირემი, ვერცხლის კალმახი, ლურჯი გიშრის შევარდე-
ნი, ოპალის მზე და მარგალიტის მგელსაზარა.
– მშვენიერი თასია, – თქვა ჯოფრიმ, – მაგრამ მგონი მოგვიწევს
მგელი ამოვამტვრიოთ და მის ნაცვლად რვაფეხა ჩავსვათ.
სანსამ თითქოს ვერ გაიგონა.
– მარჯერი და მე ამას გამოვცლით ნადიმზე, მამა, – ჯოფრიმ ბარ-
ძიმი თავზემოთ ასწია, ყველას კარგად რომ დაენახა.
– ეს წყეული თასი ჩემსიმაღლეა, – ჩაიბურტყუნა ტირიონმა, –
ნახევარიც რომ დალიოს, ფეხზე ვერ გაჩერდება.
ჰოდა, კარგია, გაიფიქრა სანსამ. იქნებ, კისერი მოიტეხოს.
სულ ბოლოს მეფეს ლორდი ტაივინი მიეახლა და ორლესულით
დაასაჩუქრა.
ალუბლის ხის, ოქროს და გაპოხილი წითელი ტყავის ქარქაში
ოქროს ლომისთავებით იყო დაჭედილი. სანსა ხედავდა, ლომებს
ლალის თვალები რომ უელავდათ.
მთელ ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ჯოფრიმ ხმალი რომ იშიშვლა და
თავზემოთ შემართა. დილის მზის სხივებში ფოლადზე წითელი და
შავი ჯავარი აელვარდა.
– დიდებულია, – თქვა მათის როვანმა.
1102
– სიმღერების ღირსი ხმალი, სირ, – განუცხადა ლორდმა რედ-
ვაინმა.
– მეფის ხმალია, – შეაქო სერ კევან ლანისტერმა.
მეფე ჯოფრი ისე იყო აღტაცებული, გეგონებოდა, იქვე და მაშინ-
ვე უნდოდა, ვინმე მოეკლა. ჰაერი გაკვეთა და გაიცინა.
– დიდ ხმალს დიდი სახელი უნდა ერქვას, მილორდებო! რა და-
ვარქვა?
სანსას გაახსენდა ლომის ეშვი, ხმალი, არიამ სამკბილაში რომ
ჩააგდო, და გულისმჭამელი, რომელზეც ჯოფრიმ აკოცნინა ბრძო-
ლის წინ. ნეტავ, ამაზე მარჯერის თუ აკოცნინებსო, გაიფიქრა.
სტუმრები ახალ ხმალს ხმამაღლა ურჩევდნენ სახელს. ჯოფრიმ
რამდენიმე დაიწუნა, სანამ მისთვის მოსაწონი არ გაიგონა.
– ქვრივის მოთქმა! – წამოიძახა მან, – ჰო! ბევრს დააქვრივებს,
დიახაც! – ისევ გაკვეთა ჰაერი, – და ბიძაჩემ სტანისს რომ შევეყრე-
ბი, იმ ჯადოსნურ ხმალს ორად გადავუჭრი, – ჯოფმა ხმალი ჩაიქნია
და სერ ბეილონ სუანმა სწრაფად დაიხია უკან. სერ ბეილონის სახის
დანახვამ დარბაზში ბევრი გააცინა.
– ფრთხილად, თქვენო მოწყალებავ, – გააფრთხილა მეფე სერ
ადამ მარბრანდმა, – ვალირიული ფოლადი ძალიან ბასრია.
– მახსოვს, – ჯოფრიმ ქვრივის მოთქმა მძლავრად დაიქნია ორი
ხელით და ტირიონის ნაჩუქარ წიგნს დასცხო. დარტყმამ მძიმე ტყვის
ყდა გაჭრა, – ბასრია! გეუბნებით, ვიცი, რაც არის ვალირიული ფო-
ლადი, – ხუთი დარტყმა კიდევ დასჭირდა, სქელი ტომი ბოლომდე
რომ გაეჭრა და, საქმე რომ მოათავა, აქოშინებული გაჩერდა. სანსა
გრძნობდა, მისი ქმარი როგორ იკავებდა მრისხანებას, ამ დროს კი
სერ ოსმუნდ კეტლბლექმა წამოიძახა:
– ღმერთებს ვევედრები, ეგ ავი პირი მე არასოდეს მომიღერო,
სირ!
1103
– საბაბი არ მომცე, სერ, – ჯოფრიმ ხმლის წვეტით მაგიდიდან გა-
დააგდო „ცხოვრება ოთხი მეფისას“ ნაკუწი და ქვრივის მოთქმა ქარ-
ქაშში ჩააგო.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა სერ გარლან ტაირელმა, – შე-
იძლება, არ იცოდი. მთელ ვესტეროსში ამ წიგნის ოთხად ოთხი ეგ-
ზემპლარი მოიპოვებოდა, თავად კეითის ხელით მოხატული.
– ახლა სამიღა დარჩა, – ჯოფრიმ ხმლის სარტყელი შეიხსნა,
ახალი რომ შეება, – შენზე და ლედი სანსაზე ახალი საჩუქარია, ძია
ჭინკა. ეს სულ დაჩეხილია. ტირიონი დისშვილს თავისი სხვადასხვა
თვალებით მიაჩერდა.
– იქნებ დანა გამოდგეს, სირ. შენი ხმლის შესაფერისი. იგივე ვა-
ლირიული ფოლადის სატევარი... ვთქვათ, დრაკონის ძვლის ტა-
რით?
ჯოფრიმ გამომცდელად შეხედა.
– შენ... ჰო, ჩემი ხმლის შესაფერისი დანა, კარგია, – თავი დაუქ-
ნია, – და... ოქროს ტარი, ლალებით. დრაკონის ძვალი ძალიან უბ-
რალოა.
– როგორც ინებებ, თქვენო მოწყალებავ, – ტირიონმა ისევ მოს-
ვა ღვინო. თავის მისაღებში მარტოდმარტო რომ მჯდარიყო, სანსას
ალბათ ამდენსავე ყურადღებას მიაქცევდა. მაგრამ ქორწილზე წას-
ვლის დრო რომ მოვიდა, ცოლს ხელი ჩაჰკიდა. ეზოს რომ ჭრიდნენ,
მათ კვალში დორნის პრინცი ობერინი ჩაუდგა, მკლავი თავისი შავ-
თმიანი სატრფოსთვის გამოედო. სანსამ ქალი შეათვალიერა. ის
უკანონოდ დაბადებული და გაუთხოვარი იყო, შინ კი ორი ბუში ასუ-
ლი ჰყავდა პრინცისგან, მაგრამ არ ერიდებოდა, თუნდაც დედოფ-
ლისთვის გაესწორებინა თვალი. შაიმ უთხრა, რომ ეს ელარია ლი-
სის რომელიღაც სიყვარულის ქალღმერთს სცემდა თაყვანს.

1104
– ლამის კახპა იყო, პრინცი რომ გადააწყდა, მილედი, – გაუმხი-
ლა მოახლემ, – ახლა კი ლამის პრინცესაა.
სანსას ელარია ასე ახლოდან აქამდე არ ენახა ლამაზი არც არი-
სო, გაიფიქრა, მაგრამ რაღაცით თვალს იზიდავდა.
– ერთხელ ბედმა გამიღიმა და ვნახე „ცხოვრება ოთხი მეფისა“,
ციტადელის ასლი, – ეუბნებოდა ობერინი მის ლორდ-ქმარს, – სა-
ოცარი ილუსტრაციები აქვს. მაგრამ კეითი მეფე ვისერისს ზედმე-
ტად ლმობიერად მოეპყრა.
ტირიონმა ყურადღებით შეხედა.
– ზედმეტად ლმობიერად? ჩემი აზრით, ვისერისი სამარცხვინოდ
ჰყავს უგულებელყოფილი. წესით, „ცხოვრება ხუთი მეფისა“ უნდა
ყოფილიყო.
პრინცმა გაიცინა.
– ვისერისს ორი კვირაც არ უმეფია.
– წელიწადზე მეტი იმეფა, – შეედავა ტირიონი.
ობერინმა მხრები აიჩეჩა.
– ორი კვირა თუ ერთი წელი – რა აზრი აქვს? მან თავისი ძმის-
შვილი მოწამლა, ტახტზე რომ დამჯდარიყო, და ტახტი რომ მოიპო-
ვა, მერე აღარაფერი უქნია. – ბეილორმა შიმშილით მოიკლა თავი,
იმდენი იმარხულა, – თქვა ტირიონმა, – ბიძამისი მას ერთგულად
ემსახურა, როგორც მარჯვენა, ისევე, როგორც მასზე ადრე – ჭაბუკ
დრაკონს. ვისერისმა შეიძლება, ერთი წელი იმეფა, მაგრამ თხუთ-
მეტი წელი მართა სახელმწიფო, სანამ დერონი ომობდა და ბეილო-
რი ლოცულობდა, – ტირიონი დაიჯღანა, – და თუ ძმისშვილი მო-
იშორა, ამის გამო ბრალსაც ვერ დავდებთ. ვიღაცას ხომ უნდა გადა-
ერჩინა სახელმწიფო ბეილორის სისულელეებისგან.
სანსა გაოგნდა.

1105
– მაგრამ ბეილორ კურთხეული დიდი მეფე იყო. მან ფეხშიშველ-
მა გაიარა ძვლის გზა, დორნთან მშვიდობა რომ დაემყარებინა, და
დრაკონის რაინდი დაიხსნა გველების ხაროდან. ასპიტებმა არ დაკ-
ბინეს, იმიტომ, რომ უცოდველი და წმინდა იყო. პრინცმა ობერინმა
გაიღიმა.
– ასპიტი რომ ყოფილიყავი, მილედი, მოგინდებოდა ბეილორ
კურთხეულისნაირი უსისხლო ჯოხის კბენა? მე ჩემდათავად ეშვებს
ვინმე უფრო წვნიანისთვის შევინახავდი... – ჩემი პრინცი გეხუმრე-
ბა, ლედი სანსა, – უთხრა ელარია სენდმა, – სეპტონები და მომღერ-
ლები ამბობენ მასე, რომ თითქოს გველებმა არ დაკბინეს ბეილორი,
მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირად იყო. ნახევარმა ასეულმა
გველმა უკბინა და წესით ამას უნდა მოეკლა.
– რომ მოეკლა, ვისერისი თორმეტ წელს იმეფებდა, – თქვა ტი-
რიონმა, – და შვიდი სამეფო შეიძლება, უკეთ მოწყობილიყო. ზოგს
მიაჩნია, რომ ბეილორი იმ შხამმა შეშალა.
– ჰო, – თქვა პრინცმა ობერინმა, – მაგრამ ამ თქვენს წითელ ცი-
ხეში გველები რაღაც არ მინახავს. აბა, ჯოფრის საქციელს რით ახ-
სნი?
– ჯობს, არც არაფრით, – ტირიონმა მოკლედ დაუკრა თავი, –
ბოდიში მომითხოვია. ტახტრევანი გვიცდის, – ქონდრისკაცმა სან-
სას ხელი შეაშველა და თავადაც მოუქნელად მიჰყვა უკან, – ფარდე-
ბი ჩამოუშვი, მილედი, თუ შეიძლება.
– აუცილებელია, მილორდ? – სანსას არ უნდოდა ჩაკეტილში
ჯდომა, – კარგი დარია. – მეფის საბიჯელის კეთილი მცხოვრებლები
ტახტრევანს ნეხვის სროლას დაუწყებენ, შიგ მე თუ დამინახეს. ორი-
ვესთვის ასე აჯობებს, მილედი. ჩამოუშვი ფარდები. სანსა ასეც მო-
იქცა. ერთხანს უჩუმრად ისხდნენ, მათ გარშემო ჰაერი გათბა და ჩა-
მოიხუთა.
1106
– დასანანია, შენს წიგნს რაც მოუვიდა, მილორდ, – სანსამ თავს
აიძულა, ლაპარაკი წამოეწყო.
– ეგ ჯოფრის წიგნი იყო. რომ წაეკითხა, შეიძლება, რამე მაინც
ესწავლა, – გაწბილებული ხმა ჰქონდა, – უნდა მივმხვდარიყავი. უნ-
და დამენახა... ძალიან ბევრი რამ. – შეიძლება, სატევარი უფრო
მოსწონებოდა.
ჯუჯა რომ დაიჯღანა, ნაიარევი დაეჭიმა და მოებრიცა.
– ბიჭი მართლაც იმსახურებს ხანჯალს, რას იტყვი? – საბედნი-
ეროდ, ტირიონს პასუხისთვის არ მოუცდია, – ჯოფი ვინტერფელში
შენს ძმას ეჩხუბა, რობს. მითხარი, მისი მოწყალება ბრანზეც ხომ არ
გაბრაზებულა?
– ბრანზე? – კითხვამ სანსა დააბნია, – ანუ სანამ ჩამოვარდებო-
და? – შეეცადა, გაეხსენებინა. ყველაფერი ისე დიდი ხნის წინ მოხ-
და, – ბრანი საყვარელი ბავშვი იყო. ყველას უყვარდა. მახსოვს, ტო-
მენთან იბრძოლა ხის ხმლებით, მაგრამ ეს ისე, გასართობად.
ტირიონი ისევ პირქუშ მდუმარებაში ჩაიძირა. სანსამ გარედან
ჯაჭვების შორი ჭრიალი გაიგონა: კარიბჭის ცხაურს მაღლა სწევ-
დნენ. წუთის მერე ყვირილი მოისმა და მათი ტახტრევანი დაიძრა.
რაკი გარეთ ვერაფერს ხედავდა, სანსამ ამჯობინა, კალთაში დაკრე-
ფილი საკუთარი ხელებისთვის ეცქირა. ქმრის სხვადასხვაფერი
თვალების მზერა აფორიაქებდა. ასე რატომ მიყურებს?
– შენი ძმები გიყვარდა, როგორც მე მიყვარს ჯეიმი.
ეს რაღაც ლანისტერული ხრიკია, რამე მოღალატური რომ მათ-
ქმევინოს?
– ჩემი ძმები მოღალატეები იყვნენ და მოღალატის სიკვდილი
ერგოთ. მოღალატის სიყვარული ღალატია.
მისმა პატარა ქმარმა ჩაიფრუტუნა.

1107
– რობი იარაღასხმული აუჯანყდა თავის კანონიერ მეფეს. კანო-
ნით ეს ღალატად ეთვლება. დანარჩენები კი ისე პატარები დაიხოც-
ნენ, ჯერ ვერც ეცოდინებოდათ, ღალატი რა არის, – მან ცხვირი მო-
ისრისა, – სანსა, იცი, რა მოუვიდა ბრანს ვინტერფელში?
– ჩამოვარდა. მუდამ რაღაცებზე დაცოცავდა და ბოლოს ჩამო-
ვარდა. სულ გვეშინოდა, რომ ასე იქნებოდა. და თეონ გრეიჯოიმ
მოკლა, მაგრამ ეს მერე.
– თეონ გრეიჯოი, – ტირიონმა ამოიოხრა, – შენმა ლედი-დედამ
ერთხელ ბრალი დამდო, რომ... კარგი, უსიამო დეტალებით აღარ
დაგამძიმებ. არასწორად დამდო ბრალი. შენი ძმა ბრანისთვის არა-
სოდეს არაფერი დამიშავებია. და შენთვისაც ცუდი არაფერი მინდა.
რა უნდა, რომ ვუთხრა?
– სასიამოვნოა ამის მოსმენა, მილორდ, – რაღაც სურდა მისგან,
მაგრამ სანსა ვერ ხვდებოდა, რა. მშიერ ბავშვს ჰგავს, მაგრამ მე
საჭმელი არ მაქვს, რომ მივცე. თავს რატომ არ დამანებებს?
ტირიონმა ისევ მოისრისა თავისი ნაწიბურიანი ცხვირი – ეს უშნო
ჩვევა მის უშნო სახეს უფრო თვალში საცემს ხდიდა.
– შენ არ გიკითხავს, როგორ მოკვდა რობი, ან შენი ლედი-დედა.
– მე... მირჩევნია, არ ვიცოდე. ცუდ სიზმრებს მომგვრის.
– მაშინ აღარაფერს გეტყვი.
– ძალიან... კეთილი ბრძანდები.
– ჰო, აბა რა, – თქვა ტირიონმა, – სიკეთის განსახიერება ვარ.
და ცუდი სიზმრებიც ვიცი, რა არის.

ტირიონი

ახალი გვირგვინი, რომელიც მამამისმა შვიდთა რწმენას შესწი-

1108
რა, ორჯერ უფრო მაღალი იყო იმაზე, ბრბომ რომ დალეწა, და ბრო-
ლისა და ოქროს დიდებულებად ბრწყინავდა. არქისეპტონი რამდენ-
ჯერაც კი თავს შეარხევდა, გარშემო ცისარტყელა სხივები იბნეოდა,
მაგრამ ტირიონს ის უფრო უკვირდა, მისი კისერი ამ სიმძიმეს რო-
გორ უძლებდა. და, იძულებული იყო, ეღიარებინა, დედასა და მამას
მოოქრულ, მაღალ ქანდაკებებს შორის გვერდიგვერდ მდგარი ჯოფ-
რი და მარჯერი მართლაც სამეფო წყვილიაო.
პატარძალი თვალ წარმტაცი ჩანდა სპილოსძვლისფერ აბრეშუმ-
სა და მირულ მაქმანებში, კაბის კალთებზე წვრილი მარგალიტებით
ყვავილოვანი ნაყში ჰქონდა გამოყვანილი. როგორც რენლის
ქვრივს, მას შეეძლო, ბარათეონის ფერები შეერჩია – შავი და ოქ-
როსფერი – მაგრამ იგი მათ წინაშე ტაირელად წარდგა, ქალწულის
მწვანე მოსასხამში, ასობით ოქრომკედის ვარდი რომ ამკობდა. ნე-
ტავ, მართლა ქალწული თუაო, გაიფიქრა ტირიონმა. ჯოფრი კი მა-
ინც ვერ გაარჩევს, მაგრამ... მეფე ლამის თავისავე სასძლოსავით
დიდებული ჩანდა, დაბურული ვარდისფერი კამზოლი ეცვა, მუქი მე-
წამული ხავერდის მოსასხამზე კი თავისი გვარების ხარირემი და
ლომი ეხატა. გვირგვინი მოხდენილად ესვენა ქოჩორზე, ოქრო ოქ-
როზე. ეს წყეული გვირგვინი მე შევუნარჩუნე. ტირიონმა უხერხუ-
ლად მოინაცვლა ფეხი. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ძალიან ბევ-
რი ღვინო დავლიე. უნდა მომეფიქრებინა და წითელი ციხიდან გა-
მოსვლამდე საპირფარეშოში შემევლო. შაის გვერდით გატარებუ-
ლი უძილო ღამეც თავს ახსენებდა, მაგრამ ყველაზე მეტად თავისი
წყეული დისშვილის დახრჩობის სურვილი კლავდა.
ვიცი, რაც არის ვალირიული ფოლადიო, დაიკვეხნა ბიჭმა. სეპ-
ტონები სულ იმას ზუზუნებენ, როგორ განგვსჯის ყველას ზეციური
მამა. მამას ახლა რომ ენება, გადმოქცეულიყო და ჯოფრი ნეხვის ჭი-
ასავით გაესრისა, იქნებ დამეჯერებინა კიდევაც.
1109
დიდი ხნის წინათვე უნდა მიმხვდარიყო. ჯეიმი არასოდეს გაგზავ-
ნიდა სხვას ვინმეს მოსაკლავად, სერსეი კი მეტისმეტად გამჭრიახი
იყო საიმისოდ, ისეთი იარაღი გამოეყენებინა, რომლის კვალი მას-
თანვე დაბრუნდებოდა; მაგრამ ჯოფი, ეს გაბღენძილი, მანკიერი, სუ-
ლელი პატარა ნაძირალა.
გაახსენდა ის ცივი დილა, ვინტერფელის ბიბლიოთეკის ციცაბო
გარე კიბეზე რომ დაეშვა და გაიგონა, პრინცი ჯოფრი როგორ ელაზ-
ღანდარებოდა ქოფაკს მგლების დახოცვაზე. მგლის მოსაკლავად
ძაღლი უნდა გაგზავნოო, თქვა. მაგრამ ჯოფრიც კი არ იყო ისე სუ-
ლელი, რომ სანდორ კლეგეინისთვის ედარდ სტარკის შვილის მოკ-
ვლა ებრძანებინა: ქოფაკი სერსეისთან წავიდოდა. ამის ნაცვლად
ბიჭმა ჩრდილოეთისკენ დაძრული მეფის ამალას მიტმასნილ თავი-
სუფალ მხედრებს, ვაჭრებსა და ბანაკის თანამგზავრთა შორის გა-
მოჩხრიკა მისი ბრძანების შემსრულებელი – ვიღაც უგვანი შტერი,
რომელიც მზად იყო, პრინცის კეთილგანწყობის და ცოტაოდენი ფუ-
ლის ხათრით თავიც გაეწირა. ნეტავ, ვინ მოიფიქრა, რობერტისთვის
წასვლა დაეცლიათ და ბრანისთვის მერეღა გამოეჭრათ ყელიო, გა-
იფიქრა. ალბათ ჯოფმა. უეჭველია, ეს ხრიკი გამჭრიახობის მწვერ-
ვალად მიაჩნდა.
პრინცის ხანჯალს მოოჭვილი ტარი და ოქროთი მოზარნიშებუ-
ლი პირი ჰქონდა, გაახსენდა ტირიონს. ჯოფმა იმდენი მაინც მო-
იფიქრა, რომ ის არ მოიხმარა. წავიდა და მამამისის იარაღებში მო-
აფათურა ხელი. რობერტ ბარათეონი განუსჯელად გულუხვი იყო,
მის შვილს რა ხმალიც უნდა ესურვა, მისცემდა... მაგრამ ბიჭმა ალ-
ბათ უკითხავად აიღო იგი. რობერტმა ვინტერფელში მოიყოლა რა-
ინდებისა და მსახურების გრძელი კუდი, უზარმაზარი ბორბლებიანი
სახლი და ბარგის საზიდარი ფორნების მწკრივი. უეჭველია, ვინმე
მონდომებულმა მსახურმა იზრუნა, მეფეს მისი იარაღიც ხლებოდა –
1110
ვაი და, უცებ რომელიმე მოსურვებოდა.
ჯოფის არჩეული მახვილი ლამაზი და სადა იყო. არ ჰქონდა ოქ-
როთი თუ პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ტარი, არც ვერცხლის
ზარნიში გასდევდა პირზე. მეფე რობერტი მას არასოდეს იბამდა,
ალბათ კიდევაც დავიწყებოდა, რომ ჰქონდა. მაგრამ ვალირიული
ფოლადი საზარლად ბასრი გახლდათ... ერთი სწრაფი დასმით იო-
ლად გაჭრიდა კანს, ხორცს და კუნთებს. ვიცი, რაც არის ვალირიუ-
ლი ფოლადი. მაგრამ იცოდა კი? რომ სცოდნოდა, იმდენ ჭკუას იხ-
მარდა, ნეკას იარაღი არ აეღო. ჯერაც ვერ გაეგო მიზეზი, რატომ ქნა
ეს. უბრალოდ ბოროტების გამო? ეს მის დისშვილს ნამდვილად არ
აკლდა. ტირიონი ძლივს იკავებდა თავს, მთელი დალეული ღვინო
უკან არ ამოერწყია ან შარვალში არ ჩაესველებინა, ან ორივე ერ-
თად არ ჩაედინა. უხერხულად შეწრიალდა. საუზმეზე ენისთვის კბი-
ლი უნდა დაეჭირა. ბიჭმა ახლა იცის, რომ მე ვიცი. ჩემი ლაქლაქა
პირი დამღუპავს, აი ნახავ, თუ არა. შვიდი ფიცი წარმოითქვა, შვიდი
კურთხევა მიიღეს და შვიდი პირობა დადეს. როდესაც საქორწილო
გალობა ჩათავდა და არავინ უპასუხა მოწოდებას, დაესახელებინა
ქორწინების შეუძლებლობის მიზეზი, მოსასხამების გაცვლის დროც
დადგა. ტირიონმა მოინაცვლა თავისი დაბრეცილი ფეხები და მამა-
სა და ძია კევანს შორის გაიხედა. თუ ღმერთები სამართლიანები
არიან, ჯოფრი ახლა ყველაფერს ჩააფლავებს. სანსას არ უყურებდა,
რათა ცოლს მის მზერაში წყენა არ ამოეკითხა. ხომ შეგეძლო, დაგე-
ჩოქა, ჯანდაბა შენ თავს. ასე წყეულად ძნელი იყო, ეგ შენი უდრეკი
სტარკის მუხლი მოგეყარა და ცოტაოდენი ღირსება მაინც შეგენარ-
ჩუნებინა ჩემთვის?
მეის ტაირელმა თავის ასულს ალერსიანად გახადა ქალწულის
მოსასხამი, ჯოფმა კი დაკეცილი საპატარძლო მოსასხამი ჩამოარ-
თვა თავის ძმა ტომენს და მარჯვე დაქნევით გაშალა. ცამეტი წლის
1111
ბიჭი-მეფე თავის თექვსმეტი წლის პატარძალს სიმაღლეში უტოლ-
დებოდა და მასხარის ზურგზე აძრომა არ დასჭირდებოდა. მან მარ-
ჯერი მეწამულსა და ოქროსფერში გამოახვია და მის სახესთან ახ-
ლო დაიხარა, ყელთან რომ შეებნია. და გოგონას ასე ერთი ხელის
მოსმით მამის მფარველობა ქმრის მფარველობით შეეცვალა. მაგ-
რამ ჯოფისგან ვინღა დაიცავს? ტირიონმა ყვავილების რაინდს გახე-
და, ის სხვა ქეშიკებს შორის იდგა. გირჩევნია, ხმალი ბასრი იქონიო,
სერ ლორას. – ეს კოცნა ჩემი სიყვარულის საწინდარია! – მჟღერი
ხმით გამოაცხადა ჯოფრიმ, როდესაც მარჯერიმაც იგივე გაიმეორა,
მან გოგონა მიიზიდა და მხურვალედ, ხანგრძლივ აკოცა. ცისარტყე-
ლა-სხივები ისევ აცეკვდნენ არქისეპტონის გვირგვინის გარშემო,
როდესაც მან საზეიმოდ წარმოთქვა, ჯოფრი ბარათეონთა და ლა-
ნისტერების გვარიდან და მარჯერი ტაირელთა გვარიდან ერთსულ,
ერთხორც და ერთგულ გამომიცხადებიაო.
კარგია, მორჩა. ახლა დავბრუნდეთ წყეულ სასახლეში, რომ
მოვფსა.
თეთრ ფარფლებიან აბჯარსა და ქათქათა მოსასხამებში გამოწ-
ყობილი სერ ლორასი და სერ მერინი სეპტიდან პირველები გავიდ-
ნენ. მათ პრინცი ტომენი მიჰყვა, მეფე-დედოფლის სავალ გზაზე კა-
ლათიდან ვარდის ფურცლებს ფანტავდა. სამეფო წყვილს დედოფა-
ლი სერსეი და ლორდი ტაირელი მიჰყვნენ, მათ უკან მიდიოდა პა-
ტარძლის დედა, ლორდ ტაივინისთვის გამოედო ხელკავი. მერე მი-
ცუხცუხებდა ეკლების დედოფალი, ცალი ხელით სერ კევანს ეყ-
რდნობოდა მკლავზე, მეორით – თავის ხელჯოხს, ფეხდაფეხ კი ტყუ-
პი მცველები მისდევდნენ – ვაითუ წაბორძიკებულიყო. იმათ უკან
ჩადგნენ. სერ გარლან ტაირელი და მისი ლედი-მეუღლე, და მათი
რიგიც მოვიდა.

1112
– მილედი, – ტირიონმა სანსას მკლავი შესთავაზა. იგიც მორჩი-
ლად დაეყრდნო, მაგრამ ტირიონი გრძნობდა მის დაძაბულობას,
ერთად რომ დაუყვნენ შემაღლებულ სავალს. ერთხელაც არ დაუხე-
დავს ქმრისთვის.
ჯერ კარამდე არც მიეღწიათ, გარედან აღტაცებული მისალმების
გუგუნი რომ გაისმა. ბრბოს მარჯერი ისე უყვარდა, რომ მზად იყო,
ჯოფრიც კი თავიდან შეგეყვარებინა. გოგონა ადრე რენლის ცოლი
იყო, იმ ლამაზი ჭაბუკი პრინცისა, რომელსაც ხალხი ისე უყვარდა,
რომ მათ დასახსნელად სამარიდანაც კი წამოდგა. თანაც, გოგონას
თან მოჰყვა ზენაბაღის ბარაქა, სამხრეთიდან ვარდის გზას სურსათი
ამოუყვა. შტერებს აღარც ახსოვთ, რომ მანამდე სწორედ მეის ტა-
ირელმა გადაკეტა ეს გზა და წყეული შიმშილი ამიტომაც დაიწყო.
ცინცხალ შემოდგომის ჰაერში გამოაბიჯეს.
– მეგონა, თავს ვეღარასოდეს დავაღწევდით, – ამოისუნთქა ტი-
რიონმა.
სანსას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დაეხედა მისთვის.
– მე... ჰო, მილორდ. როგორც იტყვი, – სევდიანი ჩანდა, – თუმცა
ლამაზი ცერემონია იყო.
ჩვენისგან განსხვავებით.
– გრძელი კი ნამდვილად იყო. სასახლეში უნდა დავბრუნდე,
რომ მოვფსა, ბოლოს და ბოლოს, – ტირიონმა ცხვირის გადანაჭერი
მოისინჯა, – ნეტა, რამე საქმე მომემიზეზებინა და ქალაქიდან გავ-
ქცეულიყავი. ნეკა ჩემზე ჭკვიანი გამოდგა. ჯოფრი და მარჯერი მე-
ფის ქეშიკებით გარშემორტყმული იდგნენ კიბის თავზე, რომელიც
მარმარილოს მოედანზე ეშვებოდა. სერ ადამსი და მისი ოქროსმო-
სასხამიანები ბრბოს აკავებდნენ, მეფე ბეილორ კურთხეულის ქან-
დაკება კი ყველას კეთილად გადმოჰყურებდა. ტირიონს სხვა გზა არ

1113
ჰქონდა, ისიც მიმლოცველების რიგში ჩადგა. მარჯერის თითები და-
უკოცნა და ბედნიერება უსურვა. საბედნიეროდ, მათ უკან სხვებიც
ელოდნენ თავის ჯერს, ასე რომ, დიდხანს დაყოვნება არ მოუხდათ.
ტახტრევანი მზის გულზე უცდიდათ და ფარდების შიგნით ძალიან
თბილოდა. რომ დაიძრნენ, ტირიონი იდაყვზე მიწვა, სანსა კი გამარ-
თული იჯდა და ხელებს დასჩერებოდა. ესეც ტაირელი გოგონასავით
ლამაზია. თმაზე შემოდგომის მდიდრული წითური დაჰკრავდა, ტა-
ლების ლურჯი თვალები ჰქონდა. მწუხარებამ გაწამებული და უმწეო
შესახედაობა შესძინა და ამან გაალამაზა კიდევაც. ტირიონს უნდო-
და, მისწვდენოდა მას, გაერღვია მისი თავაზიანობის ჯავშანი. ამან
თუ აალაპარაკა? თუ უბრალოდ სჭირდებოდა, გავსებული შარდის
ბუშტიდან რამეზე გადაეტანა ყურადღება? – ვფიქრობდი, გზები ისევ
უხიფათო რომ გახდება, კასტერლის კლდეზე შეგვეძლო გამგზავრე-
ბა, – მოვცილდეთ ჯოფრის და ჩემს დას. რაც უფრო მეტს ფიქრობდა,
თუ რა უყო ჯოფრიმ „ოთხი მეფის ცხოვრებას“, მით უფრო იპყრობდა
მოუსვენრობა. ეს მინიშნება იყო, დიახაც. – სიამოვნებით გიჩვენებ-
დი ოქროს ტალანს და ლომის ხახას, გმირების დარბაზსაც, სადაც მე
და ჯეიმი ვთამაშობდით ხოლმე ბავშვობაში. ქვემოდან, სადაც ზღვა
შემოდის, გუგუნი ისმის...
სანსამ ნელა ასწია თავი. ტირიონმა იცოდა, რას ხედავდა გოგო-
ნა: გამობურცულ ბლაგვ შუბლს, ცხვირის ნაწიბურიან კუნძს, მრუდე
ვარდისფერ ნაიარევს და სხვადასხვაფერ თვალებს. სანსას კი დიდი,
ლურჯი და ცარიელი თვალები ჰქონდა.
– სადაც კი ჩემი ლორდი მეუღლე მიბრძანებს, ყველგან წავყვე-
ბი.
– იმედი მქონდა, გაგიხარდებოდა, მილედი.
– მე გამახარებს ის, რომ მილორდს ვაამებ.

1114
ტირიონმა კრიჭა შეკრა. რა საცოდავი ქონდრისკაცი ხარ. გეგო-
ნა, ლომის ხახაზე ლუღლუღით გააღიმებდი? როდის იყო, ქალები
გიღიმოდნენ ოქროს გარეშე?
– არა, სულელური აზრია. კლდე მარტო ლანისტერს თუ შეიძლე-
ბა, მოსწონდეს. – დიახ, მილორდ. როგორც გნებავს.
ტირიონს ესმოდა, მდაბიორები მეფე ჯოფრის სახელს რომ გა-
იძახოდნენ. სამ წელიწადში ეს ბოროტი ბიჭი კაცი იქნება და თავის
ჭკუაზე დაიწყებს მართვას... და ყველა ჯუჯა, სულ ცოტა ჭკუა ვისაც
მოეკითხება, მეფის საბიჯელიდან რაც შეიძლება შორს დაიჭერს
თავს. ვთქვათ, ძველქალაქში წავა. ან თავისუფალ ქალაქებშიც კი.
ყოველთვის უნდოდა ბრაავოსის ტიტანის ნახვა. იქნებ, სანსასაც მო-
უნდეს. მან ბრაავოსზე ჩამოაგდო სიტყვა და კვლავ შეუვალი თავა-
ზიანობის კედელს წააწყდა, იმ კედელივით ყინულოვანს და უძრავს,
ოდესღაც ტირიონმა რომ მოინახულა ჩრდილოეთში. ქანცავდა ეს
კედელი – მაშინაც, ახლაც.
დანარჩენი გზა მდუმარედ განვლეს. ცოტა ხანში ტირიონი ლამის
ნატრობდა, სანსას დაელაპარაკა, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, მაგ-
რამ მას ხმა არ ამოუღია. ტახტრევანი ციხესიმაგრის ეზოში რომ შე-
ჩერდა, ტირიონმა მსახურებს აცალა, გოგონას ჩამოსვლაში მიხმა-
რებოდნენ.
– ერთ საათში ნადიმზე გველიან, მილედი. მალე მოგაკითხავ, –
გახევებული ფეხებით გადაჭრა ქვაფენილი. ეზოს მეორე ბოლოდან
მარჯერის ლაღი კისკისი მოისმა – ჯოფრიმ იგი უნაგირიდან გად-
მოიტაცა. ბიჭი ერთ მშვენიერ დღეს ჯეიმივით მაღალი და ღონიერი
იქნებაო, გაიფიქრა. მე კი ისევ ჯუჯად დავრჩები მის ფეხთა ქვეშ. და
ალბათ ერთ დღეს ჩემს კიდევ უფრო დამოკლებასაც მოისურვებს...
საპირფარეშო მონახა და, დილის ღვინისგან დაცლილმა, შვებით

1115
ამოიხვნეშა. ზოგჯერ მოშარდვა ლამის ქალივით სასიამოვნოა, რო-
გორც ახლაო, გაიფიქრა. ნეტავ, ეჭვებისგან და დანაშაულის გრძნო-
ბისგან დაცლაც ასევე იოლად შეიძლებოდეს.
პოდრიკ პეინი მის ოთახებთან იდგა.
– შენი ახალი კამზოლი მოვამზადე. აქ არა. შენს საწოლზე, საძი-
ნებელ ოთახში. – დიახ, საწოლი მანდ გვაქვს ხოლმე, – იქ ახლა სან-
სა იქნებოდა, ალბათ ნადიმის შესაფერისად იცვამს. შაიც იქ იქნება.
– ღვინო, პოდ.
ტირიონმა ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა შესვა, თან სამზა-
რეულოებში ატეხილ ალიაქოთს გადასცქეროდა. მზე სასახლის გა-
ლავნის თავს ჯერ არ შეხებოდა, მაგრამ გამომცხვარი პურისა და
შემწვარი ხორცის სუნი უკვე სცემდა. მალე სატახტო დარბაზში მო-
ლოდინით სავსე სტუმრები დაიწყებდნენ დენას. ეს სიმღერების და
ფუფუნების საღამო იქნებოდა და მასზე არა მხოლოდ ზენაბაღისა და
კასტერლის კლდის კავშირს იზეიმებდნენ, არამედ მათ ძალასა და
სიმდიდრეს დაანახვებდნენ ყველას, ვისაც კი შეიძლება, ჯერ კიდევ
უღვიოდა ჯოფრისთან დაპირისპირების აზრი. მაგრამ ახლა, მას მე-
რე, რაც სტანის ბარათეონსა და რობ სტარკს დაემართათ, ვინ გაბე-
დავდა მის წინ აღდგომას? მდინარეთში ჯერაც ბჟუტავდა ბრძოლე-
ბი, მაგრამ ყველგან სულ უფრო ავიწროებდნენ მტერს. სერ გრეგორ
კლეგეინმა სამკბილა გადალახა და ლალის ფონი დაიჭირა, მერე კი
თითქმის უბრძოლველად აიღო ჰარენჰალი. სიგარდი შავ ვალდერ
ფრეის დანებდა, ლორდ რანდილ ტარლის ქალისტბა, ბინდისველი
და სამეფო გზა ეჭირა. დასავლეთში, ოქროს ეშვთან სერ დავენ ლა-
ნისტერი სერ ფორლი პრესტერს შეუერთდა, ერთად რომ გაელაშ-
ქრათ რივერანისკენ. სერ რაიმან ფრეი ტყუპებიდან ორ ათას შუბო-
სანს მოუძღოდა მათთან შესაერთებლად. პაქსტერ რედვაინი ამ-
ბობდა, რომ მისი ფლოტი მალე არბორიდან გამოცურავდა, დორნის
1116
გარსშემოვლით გრძელ გზას გაივლიდა და საფეხურა ქვებში გას-
ხლტებოდა. სტანისის ლისელ მეკობრეებს ერთიათად დაჯაბნიდნენ
რიცხვით. ომი, რომელსაც მაისტერები ხუთი მეფის ომს უწოდებ-
დნენ, დასასრულს უახლოვდებოდა. ამბობდნენ, მაის ტაირელი წუ-
წუნებდა, ლორდმა ტაივინმა აღარაფერი დატოვა, მე რომ გამემარ-
ჯვაო.
– მილორდ? – გვერდით პოდი ედგა, – გამოიცვლი? კამზოლი
მოგიმზადე. საწოლზე დავაწყვე. ლხინისთვის.
– ლხინი? – მწარედ თქვა ტირიონმა, – აბა ლხინი?
– საქორწილო ლხინი, – პოდმა, რასაკვირველია, მის ხმაში სარ-
კაზმი ვერ შენიშნა, – მეფე ჯოფრისა და ლედი მარჯერის. ანუ დედო-
ფალ მარჯერის.
ტირიონმა გადაწყვიტა, ამაღამ ძალზე, ძალზე დამთვრალიყო.
– კეთილი, ყმაწვილო პოდრიკ, წამო, გამომაწყვე სალხინოდ.
შაი სანსას თმას ვარცხნიდა, როცა ისინი საძინებელში შევიდ-
ნენ. სიხარული და სიმწარე, გაიფიქრა ტირიონმა, ორივე ერთად
რომ დაინახა. სიცილი და ცრემლები. სანსას ვერცხლისფერი ატლა-
სის კაბა ეცვა, რომელსაც ქობად წითური ბეწვი დაუყვებოდა, ლამის
იატაკამდე დაშვებულ წამახულ სახელოებს კი რბილი იისფერი თივ-
თიკის სარჩული მოუჩანდა. შაიმ ოსტატურად შეუკეცა თმა სიფრი-
ფანა ვერცხლის ბადეში, რომელზეც მუქი იისფერი თვლები ელავ-
და. ტირიონს არასოდეს ენახა ცოლი ასე ლამაზი, თუმცა გოგონას
იმ ატლასის გრძელ სახელოებზე მწუხარება შემოეცვა. – ლედი სან-
სა, – უთხრა ტირიონმა, – დარბაზში ამ საღამოს ყველაზე ლამაზი
ქალი შენ იქნები.
– მილორდი ძლიერ კეთილია.
– მილედი, – ნატვრით მიმართა შაიმ, – არ შეიძლება, მაგიდას-

1117
თან მოგემსახურო? ისე ძალიან მინდა, ვნახო, ღვეზლიდან მტრედე-
ბი როგორ გამოფრინდებიან. სანსამ ყოყმანით შეხედა.
– ყველა მომსახურე დედოფალმა შეარჩია.
– თან დარბაზი სულ გადაჭედილი იქნება, – ტირიონმა გაღიზია-
ნება გადაყლაპა, – მაგრამ მუსიკოსები მთელ სასახლეს იქნებიან
მოდებულები, გარე ეზოში კი მაგიდები იდგება, სადაც ყველას გა-
უმასპინძლდებიან და სასმელებს შესთავაზებენ, – მან თავის ახალ
კამზოლს დახედა. მეწამული ხავერდისა იყო, დალიანდაგებული
მხრები და გაბერილი სახელოები ჰქონდა, რომლის ნაჭრევებშიც
შავი ატლასი მოჩანდა. ლამაზი ტანსაცმელია. ლამაზი კაციღაა სა-
ჭირო, ამის ჩასაცმელად, – მოდი, პოდ, ჩამაცვი. სანამ იცვამდა, კი-
დევ ერთი თასი ღვინო გამოსცალა, მერე ცოლს მკლავში ხელი გა-
მოსდო და სამზარეულოს ციხიდან გაიყვანა, სატახტო დარბაზისკენ
მიმდინარ აბრეშუმის, ატლასის და ხავერდის ნაკადს შეუერთდნენ.
ზოგი სტუმარი უკვე შიგნით შესულიყო, სხვები კარის წინ ირეოდნენ
და შემოდგომისთვის უჩვეულოდ თბილი დღით ტკბებოდნენ. ტირი-
ონმა სანსა ეზოში ჩაატარა, თავაზიანად რომ მისალმებოდნენ სტუმ-
რებს.
ეს მართლაც კარგად ეხერხებაო, ფიქრობდა ტირიონი, სანსას
რომ უცქერდა. გოგონამ ლორდ ჯაილსს უთხრა, რომ მის ხველას
გაუმჯობესება შეატყო, ელინორ ტაირელს კაბა შეუქო, ჯალაბარ ზოს
ზაფხულის კუნძულების საქორწილო წეს-ჩვეულებები გამოჰკითხა.
სერ კევანმა ტირიონის კუზენი სერ ლანსელი ჩამოიყვანა ეზოში –
პირველად მას მერე, რაც ბრძოლაში დაჭრილი საწოლიდან წამოდ-
გა. ჭაბუკი საშინელი შესახედავი გამხდარიყო. თმა გასთეთრებოდა
და ჯოხივით იყო ჩამომხმარი. გვერდით მდგარ მამას რომ არ დაჰ-
ყრდნობოდა, ნამდვილად წაიქცეოდა.

1118
მაგრამ, როდესაც სანსამ მას სიქველე შეუქო და უთხრა, მიხა-
რია, მომჯობინებულს რომ გხედავო, ლანსელსაც და სერ კევანსაც
სახე გაებადრათ. ჯოფრის კარგ დედოფლობას და კიდევ უკეთეს ცო-
ლობას გაუწევდა, ბიჭს ჭკუა რომ ჰყოფნოდა და ჰყვარებოდა იგი. სა-
ერთოდ თუ შეუძლია ნეტავ ვინმეს სიყვარული?
– რა მშვენიერი ხარ, ბავშვო, – უთხრა სანსას მათთან მოცუხცუ-
ხებულმა ლედი ოლენა ტაირელმა. მისი ფარჩის კაბა ალბათ თავად
მასზე მეტსაც იწონიდა, – თუმცა ქარს თმები გაუწეწია, – პატარა დე-
დაბერმა ხელი გაიწოდა და გამოშლილი ღერები მოუკრიბა, და-
ულაგა და თმის ბადე შეუსწორა, – ძლიერ ვიდარდე, შენს დანაკარ-
გზე რომ შევიტყვე, – თქვა, თავზე რომ დაჰფუსფუსებდა, – ვიცი, შე-
ნი ძმა საშინელი მოღალატე იყო, მაგრამ ქორწილებში კაცების
ხოცვას თუ დავიწყებთ, ცოლის მოყვანის კიდევ უფრო შეეშინდებათ,
ვიდრე ახლა. აი, ახლა უკეთ გაქვს, – ლედი ოლენამ გაიღიმა, – სი-
ამოვნებით მოგახსენებთ, რომ ზეგ ზენაბაღში გავემგზავრები. ამ აყ-
როლებული ქალაქით უკვე კარგად გავძეხი, გმადლობთ. ხომ არ
გინდა, თან წამომყვე და ცოტა ხანს გვესტუმრო, სანამ კაცები ომში
იქნებიან წასულები? ჩემი მარჯერი ისე საშინლად მომენატრება, და
მისი მშვენიერი ქალბატონებიც. შენი სიახლოვე დიდად მანუგეშებ-
და.
– ძლიერ კეთილი ხარ, მილედი, – უთხრა სანსამ, – მაგრამ ჩემი
ადგილი ჩემი ლორდი-მეუღლის გვერდითაა.
ლედი ოლენამ ტირიონს დამჭკნარი, უკბილო ღიმილი შეაგება.
– ჰო? შეუნდე სულელ მოხუც ქალს, მილორდ, არ ვაპირებდი,
შენთვის შენი მშვენიერი ცოლი მომეტაცა. ვიფიქრე, რომ წასული
იქნებოდი, ლანისტერების ლაშქარს გაუძღვებოდი ვერაგი მტრის
წინააღმდეგ.
– დიახ, დრაკონების და ირმების ლაშქარს. მეჭურჭლეთუხუცესი
1119
სამეფო კარზე უნდა იყოს და მიხედოს, რომ ჯარს ფული არ შემოაკ-
ლდეს.
– აბა რა. დრაკონების და ირმებისო, კარგადაა ნათქვამი. ჯუჯას
გროშებსაც ხომ მიხედვა უნდა. მსმენია ამ ჯუჯას გროშებზე. უეჭვე-
ლია, იმათი მოგროვება მძიმე გარჯაა.
– შეგროვების საქმეს სხვებს ვუთმობ, მილედი.
– ოჰ, მართლა? მე კი ვიფიქრე, რომ თავად ისურვებდი, მიგეხე-
და. ვერაფრით დავუშვებთ, რომ ტახტს ჯუჯას გროშები აწაპნონ, ასე
არაა?
– ღმერთებმა დაგვიფარონ, – ტირიონი უკვე იმას ფიქრობდა,
ლორდი ლუთორ ტაირელი იმ კლდიდან განზრახ ხომ არ გადაეშ-
ვაო, – ნებას თუ დაგვრთავ, ლედი ოლენა, დროა, დავსხდეთ.
– დიახ, მეც. სამოცდაჩვიდმეტი კერძიო, რას ამბობ. ცოტა მეტის-
მეტი ხომ არ გეჩვენება, მილორდ? მე თვითონ სამ ან ოთხ ლუკმაზე
მეტს ვერ შევჭამ, მაგრამ მე და თქვენ ხომ ძალიან პატარები ვართ,
ასე არაა? – სანსას ისევ თმაზე გადაუსვა ხელი და უთხრა, – კეთი-
ლი, გასწი, ბავშვო, და სცადე, გამხიარულდე. აბა, რა იქნენ ჩემი
მცველები? მარჯვენა, მარცხენა, სად ხართ? მოდით, ამიყვანეთ სუფ-
რასთან. თუმცა ჩამობნელებამდე ჯერ კიდევ ერთი საათი რჩებოდა,
სატახტო დარბაზი უკვე გაეჩახჩახებინათ, ყველა სამაგრში ჩირაღ-
დანი ენთო. სტუმრები მაგიდების გასწვრივ იდგნენ, ჰეროლდები კი
ხმამაღლა აცხადებდნენ შემოსული ბატონებისა და ქალბატონების
სახელებსა და წოდებებს. სამეფო ლივრეებში გამოწყობილი პაჟები
მათ შუა დარბაზში დატოვებულ ფართო გასასვლელში მიაცილებ-
დნენ. ზედა აივნები მუსიკოსებით იყო სავსე: მედოლეებით, მესტვი-
რეებით და მევიოლინეებით, სიმებით, საყვირებით და დაფდაფე-
ბით.
ტირიონი სანსას მკლავზე ჩაეჭიდა და მძიმე, მოქანავე ნაბიჯით
1120
ჩაიარა სტუმრებს შორის. გრძნობდა მათ მზერას, გრძნობდა, რო-
გორ დასჩერებოდნენ ახალ ნაიარევზე, რომელმაც ადრინდელზე
უარესადაც კი დააუშნოვა. მიყურონ და იყვნენ, გაიფიქრა და თავის
სკამზე შეხტა. მომაჩერდნენ და იჩურჩულონ, სანამ არ მოსწყინდე-
ბათ, ეგღა მაკლია, მათი გულისთვის ვიმალო. მათ ეკლების დედო-
ფალი შემოჰყვა, ციცქნა ნაბიჯებით მოფრატუნობდა. ნეტავ, რომე-
ლი უფრო საოცარი სანახავი ვართო, გაიფიქრა ტირიონმა – მე და
სანსა თუ შვიდფუტიან ტყუპ მცველებს შორის ჩამდგარი პატარა,
დამჭკნარი დედაბერი?
ჯოფრი და მარჯერი სატახტო დარბაზში ერთნაირ თეთრ ცხენებ-
ზე ამხედრებულები შემოვიდნენ. მათ წინ პაჟები მორბოდნენ და
ფლოქვების ქვეშ ვარდის ფურცლებს უფენდნენ. ნადიმისთვის მეფე-
საც და დედოფალსაც ტანთ გამოეცვალათ. ჯოფრის ზოლიანი შავ-
მეწამული ბრიჯი და ოქროქსოვილის კამზოლი ემოსა, შავი ატლა-
სის სახელოებით და ონიქსის ღილებით. მარჯერის ის მოკრძალებუ-
ლი სამოსი, სეპტში რომ ეცვა, ბევრად უფრო თამამით შეეცვალა:
ღია-მწვანე ფარჩის კაბის ვიწრო ზედატანი მოშიშვლებულ მხრებს
და პატარა ძუძუების ზედა ნაწილს უჩენდა. გაშლილი, რბილი ყავის-
ფერი თმა თეთრ მხრებზე ეყრებოდა და ლამის წელამდე სცემდა.
შუბლზე წვრილი ოქროს გვირგვინი ედგა. მორცხვად, მომხიბვლე-
ლად იღიმებოდა. ლამაზი გოგონაა, გაიფიქრა ტირიონმა, და იმაზე
ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩემი დისშვილი იმსახურებს. მეფის ქეში-
კებმა ისინი ამაღლებულ დასაჯდომზე მიაცილეს და დასხეს საპატიო
ადგილებზე, რკინის ტახტის ქვეშ, რომელიც ამ დღისთვის ბარათეო-
ნის ოქროსფერი, ლანისტერების მეწამული და ტაირელების მწვანე
ლენტებით შეემკოთ. სერსეიმ მარჯერი გულში ჩაიკრა და ლოყები
დაუკოცნა. ასე მოიქცა ლორდი ტაივინი, მერე – სერ კევანი და ლან-
სელიც. ჯოფრი სიყვარულით გადაკოცნეს ცოლის მამამ და მისმა
1121
ორმა ახალმა ძმამ, ლორასმა და გარლანმა. ტირიონის საკოცნე-
ლად არავინ იქაჩებოდა. მეფე და დედოფალი რომ დასხდნენ, არქი-
სეპტონი წამოდგა და ლოცვა დაიწყო. ეს წინამორბედივით მაინც არ
ზუზუნებსო, თავს იმშვიდებდა ტირიონი. ის და სანსა მეფის მარჯვენა
მხარეს დასხეს, სერ გარლან ტაირელისა და მისი ცოლის, ლედი
ლეონიტეს გვერდით. ათამდე კაცი მაინც იჯდა ჯოფრისთან უფრო
ახლოს, რაც მასზე ფიცხ კაცს შეიძლება, შეურაცხყოფადაც კი მიეღო
– ტირიონი ხომ მეფის მარჯვენა იყო სულ ცოტა ხნის წინ. მაგრამ მას
ერჩივნა, ას კაცზე მეტი ჩამჯდარიყო მასა და მეფეს შორის.
– შევავსოთ თასები! – გამოაცხადა ჯოფრიმ მას მერე, ღმერთებს
პატივი რომ მიაგეს. მისმა მერიქიფემ მთელი დოქი წითელი არბო-
რული ჩაცალა ოქროს საქორწილო ბარძიმში, რომელიც ლორდმა
ტაირელმა აჩუქა მეფეს იმ დილით, – ჩემს ცოლს, დედოფალს გა-
უმარჯოს!
– მარჯერის! – შემოსძახა დარბაზმა პასუხად, – მარჯერი! მარჯე-
რი! დედოფალს გაუმარჯოს! – ათასი თასი მიჭახუნდა და საქორწი-
ლო ლხინიც გაჩაღდა. ტირიონ ლანისტერმაც სხვებთან ერთად შეს-
ვა, პირველსავე სადღეგრძელოზე გამოცვალა თასი და, როგორც კი
დაჯდა, მერიქიფეს ანიშნა, ისევ შეავსეო.
პირველი კერძი იყო არაჟნის წვნიანი სოკოთი და ლოკოკინე-
ბით, რომელიც მოოქრული თასებით მოართვეს. ტირიონს საუზმეზე
თითქმის არაფერი ჰქონდა ნაჭამი, ღვინო კი უკვე მოეკიდა, ამიტომ
სიამოვნებით მიირთვა. ერთი მოვათავეთ, ახლა სამოცდათექვსმე-
ტიღა დარჩა. სამოცდაჩვიდმეტი კერძი, როცა ქალაქში ბავშვები
შიმშილობენ, კაცები კი მზად არიან, ერთი ბოლოკის გამო ვინც გინ-
და, მოკლან. ახლა რომ გვხედავდნენ, ტაირელები ისე ძალიან აღარ
ეყვარებოდათ.
სანსამ ერთი კოვზი წვნიანი მოხვრიპა და ჯამი გვერდზე გასწია.
1122
– არ მოგწონს, მილედი? – ჰკითხა ტირიონმა.
– კიდევ იმდენი რამ იქნება, მილორდ. მე კი ცოტათი მუცელი
მტკივა, – აფორიაქებულმა, თმა შეისწორა და ჯოფრის და მის ტა-
ირელ დედოფალს გახედა.
ნუთუ სურს, რომ მარჯერის ადგილზე იჯდეს? ტირიონი მოიღუშა.
ბავშვიც კი უნდა ხვდებოდეს ამდენს. გვერდზე მიბრუნდა, უნდოდა,
გული გადაეყოლებინა, მაგრამ, საითაც არ უნდა გაეხედა, ხედავდა
ქალებს – მშვენიერ, ნატიფ, ლამაზ, ბედნიერ ქალებს, სხვა კაცების
ქალებს. მარჯერის, რასაკვირველია, ტკბილად რომ იღიმებოდა,
როცა ჯოფრისთან ერთად სვამდა დიდი, შვიდკუთხა საქორწილო
ბარძიმიდან; მის დედას, ლედი ალირის, ვერცხლისთმიანსა და ლა-
მაზს, ამაყად მჯდარს მეის ტაირელის გვერდით; დედოფალის სამ
ყმაწვილ კუზინას, ჩიტუნებივით ფერადებს; ლორდ მერივეთერის
შავთმიან მირელ ცოლს, დიდი და შავი, გზნებით სავსე თვალები
რომ ჰქონდა; ელარია სენდს დორნელების მაგიდასთან (სერსეიმ
მათ საკუთარი მაგიდა გამოუყო, სწორედ შემაღლებულის გვერ-
დით, საპატიო ადგილას, მაგრამ ტაირელებისგან იმდენად მოშო-
რებით, რამდენსაც კი დარბაზის სიგანე ანებებდა), წითელი ასპიტის
ნათქვამზე რომ იცინოდა.
და ერთი ქალიც იყო, მარცხნივ მესამე მაგიდის ლამის ბოლოში
რომ იჯდა... ალბათ, რომელიღაც ფოსოვეის ცოლი, და მისგან ორ-
სული. დიდი მუცელი ვერაფერს აკლებდა მის ნატიფ სილამაზეს,
არც კერძის დაგემოვნებაში და ანცობაში უშლიდა ხელს. ტირიონი
უყურებდა, ქმარი თავისი თეფშიდან ნუგბარ ლუკმებს რომ უწილა-
დებდა. ერთი თასიდან სვამდნენ და ხშირად და ანაზდად კოცნიდნენ
ერთმანეთს. ამ დროს კაცი ხელს ფრთხილად ადებდა მუცელზე, ნა-
ზად, მფარველურად ეხებოდა. ნეტავ, სანსა რას იზამს, ახლა რომ

1123
დავიხარო და ვაკოცოო, გაიფიქრა. ალბათ, შეკრთება და განზე გაი-
წევს. ან სიმამაცეს მოიკრებს და ამასაც მორჩილად მოითმენს, რო-
გორც ცოლის ვალია. ეს ჩემი ცოლი მორჩილი ნამდვილად არისო,
გაიფიქრა ტირიონმა. რომ ეთქვა, ამაღამ შენი ქალწულობა უნდა
ვირგუნოო, ამასაც მორჩილად გაუძლებდა და, რაც საჭიროა, იმაზე
მეტს არც იტირებდა.
ისევ მოითხოვა ღვინო. რომ ჩამოუსხეს, უკვე მეორე კერძიც შე-
მოიტანეს: ღორის ხორცით, ფიჭვის კაკლებით და კვერცხით ამოვ-
სებული ღვეზელი. სანსამ ისევ მხოლოდ ერთი ლუკმა წააციცქნა თა-
ვის არჩივს, ჰეროლდებმა კი სტუმრებს შვიდთაგან პირველი მომ-
ღერლის გამოსვლა აუწყეს.
ჭაღარაწვერიანმა ჰამიშ მეარფემ გამოაცხადა, რომ იმღერებდა
„სიმღერას სასმენად ღმერთების და ადამიანებისა, რომელიც შვიდ
სამეფოში ადრე არავის ესმინა“. მისი თქმით, სახელად სიმღერას
„გამოჭენდა ლორდი რენლი“ ერქვა. თითები არფის სიმებს ჩამოჰ-
კრა და სატახტო დარბაზი ტკბილი ჰანგით აივსო.
– ძვლების ტახტზე ჩამომჯდარმა, მან, სიკვდილის მბრძანებელ-
მა, მოკლულ ბატონს გადმოხედა, – წამოიწყო ჰამიშმა და მოჰყვა,
თუ რენლიმ, რომელმაც ძმისშვილის გვირგვინის მიტაცების მცდე-
ლობა შეინანა, როგორ დაამარცხა თავად სიკვდილის მბრძანებე-
ლი და კვლავ ცოცხალთა მხარეში დაბრუნდა, თავისი ძმისგან რომ
დაეცვა სახელმწიფო.
და ამის გამო იყო, საბრალო საიმონი შეჭამანდის კარდალაში
რომ მოხვდაო, გაიფიქრა ტირიონმა. სიმღერის დასასრულს, როცა
მამაცი ლორდ რენლის აჩრდილი ზენაბაღისკენ გაქროლდა, რათა
თავისი სიყვარულისთვის უკანასკნელად შეევლო მზერა, დედო-
ფალ მარჯერის თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
– რენლი ბარათეონს ცხოვრებაში არაფერი შეუნანია, – უთხრა
1124
ჭინკამ სანსას, – მაგრამ, რამე თუ მომეკითხება, ჰამიშმა ამწუთას
ოქროს არფა იშოვა.
მეარფემ რამდენიმე ნაცნობი სიმღერაც იმღერა. „ოქროს ვარ-
დი“, უეჭველია, ტაირელებს ეძღვნებოდა, „კასტამირის წვიმები“
ლორდ ტაივინის საამებლად იყო განკუთვნილი. „ქალწული, დედა
და დედაბერი“ არქისეპტონს უხარებდა გულს, „ჩემმა ქალბატონმა“
კი ასიამოვნა ყველა პატარა გოგონას, ვინც კი გულით სიყვარულს
ატარებდა, და, უეჭველია, ზოგ პატარა ბიჭსაც. ტირიონი უგულისყუ-
როდ უსმენდა, თან ტკბილი სიმინდის მაჭკატებსა და ფინიკით, ვაშ-
ლით და ფორთოხლით გამომცხვარ ცხელ ქერის კვერებს სინჯავდა,
თან გარეული ტახის ნეკნს ღრღნიდა.
ამის მერე კერძები და გართობები თავბრუდამხვევი სიუხვით
მოსდევდნენ ერთმანეთს, ღვინისა და ელის წარღვნის ტალღებს მო-
ყოლილები. ჰამიში გავიდა, მისი ადგილი პატარა, ხნიერმა დათვმა
დაიჭირა, რომელიც მოუქნელად ცეკვავდა სტვირისა და დოლის
ხმაზე, ქორწილის სტუმრები კი ნუშის ფანტელში დაბრაწულ კალ-
მახს შეექცეოდნენ. მთვარე-ბიჭი თავის ოჩოფეხებზე შეხტა და მაგი-
დების გარშემო დააბიჯებდა, ლორდ ტაირელის სასაცილო სქელ
მასხარას, ლაკლაკას დასდევდა, ბატონები და ქალბატონები კი შემ-
წვარ ყარყატებს და ხახვ-ყველიან ღვეზლებს უსინჯავდნენ გემოს.
პენტოსელი ჯამბაზები ყირაზე გადადიოდნენ და ხელებით დასეირ-
ნობდნენ, შიშველი ფეხისგულებით სინები დაჰქონდათ და ერთმა-
ნეთის მხრებზე შედგომით პირამიდას აგებდნენ. მათ წარმოდგენას
ცხარე აღმოსავლურ სანელებლებში მოხარშული კიბორჩხალები,
ნუშის რძეში ჩათუშული და სტაფილოთი, ქიშმიშით და ხახვით შეზა-
ვებული ცხვრის ხორცი და ქურიდან ახლად გამოღებული, ცხელ-
ცხელი თევზის ტარტები ახლდა.
მერე ჰეროლდებმა სხვა მომღერლის შემოსვლა გამოაცხადეს:
1125
ტიროშელი კოლიო ქვაინისისა, რომელსაც ჭიაფერი წვერი და მარ-
თლაც ისეთი სასაცილო აქცენტი ჰქონდა, როგორსაც საიმონი იმუქ-
რებოდა. კოლიომ საკუთარ ყაიდაზე იმღერა „დრაკონების ცეკვა“,
რაც, წესით, ორი მომღერლის სამღერი იყო – ქალისა და კაცის. ტი-
რიონმა ეს განსაცდელი თაფლიან-ჯანჯაფილიანი კაკბისა და რამ-
დენიმე თასი ღვინის დახმარებით გადაიტანა. გულისგამგმირავი ბა-
ლადა ორ მიჯნურზე, ვალირიის დაქცევისას რომ დაიღუპნენ, დარ-
ბაზს ალბათ უფრო მოეწონებოდა, კოლიოს იგი მაღალ ვალირიულ-
ზე რომ არ ემღერა – შეკრებილი სტუმრების უმეტესობამ ვერაფერი
გაიგო. მაგრამ „ბასა მერიქიფემ“ კვლავ მოიგო მსმენელის გული
უხამსი ლექსის წყალობით. თუთიყუშები ბუმბულიანად მოართვეს,
ისინი მრგვალად შეეწვათ და ფინიკებით დაეჩურთათ, კოლიომ კი
მედოლეს ანიშნა, ლორდ ტაივინის ქედი მოუდრიკა და „კასტამირის
წვიმები“ წამოიწყო.
ამის შვიდჯერ მოსმენა თუ მომიწევს, შეიძლება, რწყილიან
ფსკერზე ჩავიდე და შეჭამანდს ბოდიში მოვუხადო. ტირიონი ცოლს
მიუბრუნდა.
– აბა, რომელი უფრო მოგწონს?
სანსამ გაოცებით აახამხამა თვალები.
– მომღერლები. რომელი უფრო მოგეწონა?
– მე... ბოდიში, მილორდ. არ ვუსმენდი.
არც არაფერს ჭამდა.
– სანსა, რამე ცუდი მოხდა? – არ დაფიქრებულა, ისე წამოსცდა,
და მაშინვე თავი შტერად იგრძნო. მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტეს
და მე მომათხოვეს, მე კი ვეკითხები, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი.
– არა, მილორდ, – მან განზე გაიხედა და არცთუ დამაჯერებლად
დაინტერესდა მთვარე-ბიჭით, სერ დონტოსს ფინიკებს რომ აყრიდა
თავზე.
1126
ოთხმა ოსტატმა პირომანმა ალით გამოსახა მხეცები, რომლე-
ბიც ცეცხლოვანი კლანჭებით ფლეთდნენ ერთმანეთს. მსახურებმა
ამასობაში ახალი წვნიანი შემოიტანეს – ძროხის ბულიონისა და
ადუღებული ღვინის ნაზავი, რომელიც თაფლით იყო დამტკბარი და
შიგ კანგაცლილი ნუშები და დედლის ნაჭრები ეყარა. მერე გუდას-
ტვირზე დამკვრელები, გაწვრთნილი ძაღლები და ხმლის მყლაპავე-
ბი გამოჩნდნენ, მათთან ერთად კი – ზაფრანისა და ატმის საწებელ-
ში მოხარშული ერბოიანი ბარდა, დანაყული ნიგოზი და გედის ხორ-
ცის ნაფლეთები (ოღონდაც გედი აღარაო, გაიფიქრა ტირიონმა,
ბრძოლის წინადღეს დასთან ვახშამი რომ გაახსენდა). ჟონგლიორი
ათამდე ხმალსა და ნაჯახს ათამაშებდა ჰაერში, როდესაც მსახურებ-
მა შამფურებზე აშიშხინებული სისხლის ძეხვები შემოიტანეს და ეს
დამთხვევა ტირიონმა გონებამახვილურ, თუმცა უგემოვნო ილეთად
ჩათვალა.
ჰეროლდებმა ბუკებს ჩაჰბერეს.
– ახლა ოქროს ბარბითის მოსაპოვებლად, – დაიძახა ერთმა, –
იმღერებს გალიონ კაიელი!
გალიონი ზორბა კაცი იყო, კასრივით მკერდი, შავი წვერი, მე-
ლოტი თავი და მგრგვინავი ხმა ჰქონდა, რომელიც სატახტო დარბა-
ზის ყველა კუთხე-კუნჭულს სწვდებოდა. არც მეტი, არც ნაკლები, ექ-
ვსი მუსიკოსი ახლდა, მისთვის რომ დაეკრათ. – კეთილშობილო ბა-
ტონებო და მშვენიერო ქალბატონებო, ამ საღამოს მე მხოლოდ ერთ
სიმღერას გიმღერებთ, – გამოაცხადა მან, – ეს არის სიმღერა შავ-
წყალაზე, იმაზე, თუ როგორ გადარჩა სახელმწიფო.
დოლი ნელა, ავის მომასწავებლად აგუგუნდა.
– ბნელი ლორდი საგონებელს ეძლეოდა, – წამოიწყო გალიონ-
მა, – წკვარამ კოშკში მარტოდმარტო იჯდა...

1127
– შავი ჰქონდა თმა და შავი ჰქონდა სული, – აჰყვნენ მას მუსიკო-
სები. გუნდს ფლეიტა შეუერთდა.
– სისხლი სწყუროდა და აპურებდა შური, – მღეროდა გალეონი,
– ...ჩემი ძმა ფლობდა შვიდ სამეფოსო, თავის როკაპ ცოლს უთ-
ხრა... მე მივიტაცებ, რაც იყო მისი, და ახლა ჩემად გავხდი, დაე, იწ-
ვნიოს მისმა მემკვიდრემ ჩემი მახვილი ბასრი. – მამაცია ჭაბუკი,
ოქროს თმები ამკობს, – ისევ ამღერდნენ მუსიკოსები და ჩანგი და
ბარბითიც ახმიანდა.
– თუ როდისმე ისევ მარჯვენა ვიქენი, პირველი, რასაც ვიზამ, ის
იქნება, რომ ყველა მომღერალს ჩამოვახრჩობ, – თქვა ტირიონმა
და ხმამაღლა მოუვიდა. მის გვერდით მჯდარმა ლედი ლეონიტემ გა-
დაიკისკისა, სერ გარლანი კი ტირიონისკენ გადმოიხარა და უთხრა:
– ხოტბაშეუსხმელი გმირობა მაინც გმირობად რჩება.
– ბნელმა ლორდმა ლეგიონებს მოუყარა თავი, ყვავებივით შე-
იკრიბნენ საძმოები ავი, სისხლის ნდომით ავსილებმა მიაშურეს ნა-
ვებს...
– ... და საბრალო ტირიონსაც ცხვირი მოაცალეს, – დაასრულა
ტირიონმა.
ლედი ლეონიტემ ჩაიკისკისა.
– იქნებ მომღერლობა გეცადათ, მილორდ. ამ გალეონზე უკეთ
კი რითმავ.
– არა, მილედი, – თქვა სერ გარლანმა, – მილორდ ლანისტერი
საგმირო საქმეების საკეთებლადაა შექმნილი, მათზე სამღერლად
კი არა. მისი ჯაჭვი და ველური ცეცხლი რომ არა, მტერი მდინარეს
გადმოლახავდა. და ტირიონის ველურებს ლორდ სტანისის თით-
ქმის ყველა მზვერავი რომ არ დაეხოცათ, ჩვენ ვერაფრით შევძლებ-
დით, მოულოდნელად წავდგომოდით თავზე.
ამ სიტყვების გამო ტირიონი გაუგებარი მადლიერებით აღივსო
1128
და უფრო მსუბუქად გაუძლო გალიონის უსასრულო სიმღერას ბიჭი-
მეფისა და დედამისის, ოქროს დედოფლის, სიქველეებზე.
– დედოფალს ეგ სულაც არ უქნია, – უცებ წამოსცდა სანსას.
– არასოდეს დაიჯერო იმის, რასაც სიმღერაში გაიგონებ, მილე-
დი, – ტირიონმა მსახურს მოუხმო და ღვინის თასები შეავსებინა.
მალე დარბაზის მაღალი ფანჯრების მიღმა სრული სიბნელე ჩა-
მოწვა, გალიონი კი მაინც მღეროდა. მის სიმღერაში სამოცდაჩვიდ-
მეტი სტროფი იყო, მაგრამ ათასზე მეტი გეგონებოდა – დარბაზში
მჯდომი თითო სტუმრისთვის თითო. ბოლო ოცის განმავლობაში ტი-
რიონი თითქმის სულ სვამდა, ასე უფრო უადვილდებოდა, როგორმე
დაეძლია სურვილი, ყურებში სოკოები ჩაეტენა. როდესაც მომღე-
რალმა დაასრულა და მსმენელს თავი დაუკრა, ზოგი სტუმარი უკვე
ისე მთვრალი იყო, რომ უნებურად თავად ხდებოდა სხვების გამ-
რთობი. გრანდ-მაისტერ პაიცელს ზაფხულისკუნძულელი მოცეკვა-
ვეების ბრუნვასა და ტრიალში ჩაეძინა, ალბათ, მათი კაშკაშა ბუმბუ-
ლის და დაბურული აბრეშუმის კაბების ფრიალმა გააბრუა. დაძვე-
ლებული მწვანე ყველით დაჩურთული ცხენირმის გუფთები რომ შე-
მოჰქონდათ, ლორდ როვანის ერთმა რაინდმა დორნელი დაჭრა.
ოქროსმოსასხამიანებმა ორივე გაათრიეს დარბაზიდან: ერთი სა-
კანში, მეორე – მაისტერ ბალაბართან, გასაკერად.
ტირიონი მიხაკ-დარიჩინით, შაქრით და ნუშის რძით შეზავებუ-
ლი ღორის ლაბით იქცევდა თავს, როცა მეფე ჯოფრი უეცრად ფეხზე
წამოხტა.
– შემოიყვანეთ ჩემი მეფე-მასხარები! – შესძახა ღვინისგან ჩახ-
ლეჩილი ხმით და ტაში შემოჰკრა.
ჩემი დისშვილი ჩემზე უარესად დამთვრალა, გაიფიქრა ტირიონ-
მა. ამასობაში ოქროსმოსასხამიანებმა დარბაზის ბოლოს მაღალი
კარი გამოხსნეს. დარბაზში მხარდამხარ შემოვიდა ორი მხედარი,
1129
მაგრამ ტირიონი თავისი ადგილიდან მხოლოდ ორი ზოლიანი შუბის
წვერს ხედავდა. ისინი შუა გასასვლელს მოუყვებოდნენ და თან სი-
ცილის ტალღა მოსდევდათ. პონებზე სხედანო, დაასკვნა... სანამ
მთლიანად არ დაინახა ისინი.
მასხარები ქონდრისკაცები იყვნენ. ერთი იჯდა მახინჯ რუხ ძაღ-
ლზე, გრძელფეხასა და მძიმეყბიანზე. მეორე უზარმაზარ ხალიან
ნეზვს მოათოხარიკებდა. პატარა მხედრები უნაგირებზე ხტოდნენ
და მათ შეღებილ ხის აბჯარს რაკარუკი გაჰქონდა. მხედრებს თავის-
ზე უფრო დიდი ფარები ეჭირათ და მედგრად ეჭიდებოდნენ შუბებს,
წინ მოიწევდნენ და სიცილის ტალღას მოიყოლებდნენ. ერთი რაინ-
დი მთლად ოქროში იყო გამოწყობილი, ფარზე შავი ხარირემი ეხა-
ტა; მეორეს რუხი და თეთრი ეცვა და ემბლემად მგელი ჰქონდა. მა-
თი საფერხეებიც შესაბამისად იყვნენ მორთულები. ტირიონმა სუფ-
რას გახედა და მოცინარი სახეები შეათვალიერა. წითლად აღაჟღა-
ჟებული ჯოფრი სულს ძლივს ითქვამდა, ტომენი ყიჟინებდა და სკამ-
ზე ხტოდა, სერსეი თავშეკავებით იცინოდა და ლორდი ტაივინიც კი
საკმაოდ გახალისებული ჩანდა. მაღალ სუფრასთან მსხდომთაგან
მხოლოდ სანსა სტარკი არ იღიმებოდა. ამის ხათრით მისი შეყვარე-
ბაც კი შეიძლებოდა, მაგრამ, სიმართლე თუ გინდათ, სტარკი გოგო-
ნას მზერა სადღაც შორს იყო მიპყრობილი, თითქოს ვერც კი ხედავ-
და მისკენ გამოკუნტრუშებულ სასაცილო მხედრებს.
ამ ჯუჯების რა ბრალიაო, გაიფიქრა ტირიონმა. წარმოდგენას
რომ მოამთავრებენ, შევაქებ და ვერცხლით სავსე ქისას ვაჩუქებ.
ხვალ კი ვიპოვი, ვინც კი ეს სახალისო გართობა მოიფიქრა, და სხვა-
ნაირ მადლობას გავუხერხებ.
როცა ჯუჯებმა მეფის მისასალმებლად შემაღლების წინ აღვირე-
ბი მოზიდეს, მგლის რაინდს ფარი გაუვარდა. მის ასაღებად რომ და-

1130
იხარა, ირმის რაინდმა თავისი მძიმე შუბი ვეღარ შეიმაგრა და დახ-
რილს ზურგზე გადაუჭირა. მგლის რაინდი ღორიდან გადავარდა,
შუბი ხელიდან გაუვარდა და მის მტერს თავში დაეცა. ორივენი ია-
ტაკზე დაეცნენ და ერთმანეთში აიხლართნენ. რომ წამოდგნენ,
ორივე ძაღლზე შეეცადა ამხედრებას, რასაც დიდი ყვირილი და ჯი-
კაობა მოჰყვა. ბოლოს და ბოლოს მოახერხეს ამხედრება, მაგრამ
ერთმანეთის რაშებზე აღმოჩნდნენ, გაცვლილი ფარები ეკავათ და
უკუღმა ისხდნენ. ამის მოგვარებას კარგა ხანი დასჭირდა, მაგრამ
საბოლოოდ ურთიერთსაპირისპირო მხარეს გაჭენდნენ და საასპა-
რეზოდ შემობრუნდნენ.
სტუმრების გამაყრუებელ ხარხარსა და კისკისში პატარა რაინ-
დები ბრახუნ-ჯახუნით შეასკდნენ ერთმანეთს, მგლის რაინდის შუბი
ირმის რაინდს მუზარადში მოხვდა და მთელი თავი წააწყვიტა. თავი
სისხლის ფრქვევით დაბზრიალდა ჰაერში და ლორდ ჯაილსს კალ-
თაში ჩაუვარდა. უთავო ჯუჯა მაგიდების გარშემო დაბარბაცებდა და
მკლავებს იქნევდა. ძაღლები ყეფდნენ, ქალები კიოდნენ, მთვარე-
ბიჭი სახიფათოდ ქანაობდა თავის ოჩოფეხებზე. ლორდმა ჯაილსმა
გახეთქილი მუზარადიდან წურწურით ამოიღო წითელი ნესვი, სწო-
რედ ამ დროს ჯუჯამაც თავი ამოყო აბჯრიდან და დარბაზი კვლავ
ხარხარმა შეაზანზარა. რაინდებმა შეიცადეს, სანამ სიცილი დაც-
ხრებოდა, თან ერთმანეთს გარს უვლიდნენ და ნაირ-ნაირი სიტყვე-
ბით ამკობდნენ. ის იყო, კიდევ ერთი შეტევისთვის უნდა დასცილე-
ბოდნენ ერთმანეთს, რომ ძაღლმა მხედარი იატაკზე გადმოაგდო და
თავად ნეზვს შეეტოტა უკნიდან. ვეება ღორმა საწყლად დაიჭყვიტი-
ნა, ქორწილის სტუმრები კი უკვე სიცილით იხრჩობოდნენ, განსა-
კუთრებით მას მერე, რაც ირმის რაინდი მგლის რაინდს შეახტა, ხის
შარვალი ჩახადა და გაცხარებით დაიწყო ტოკვა მის რბილ ადგი-
ლებთან.
1131
– გნებდები, გნებდები! – იყვირა ქვედა ჯუჯამ, – კეთილო სერ,
გასწი იქით ეგ ხმალი!
– გავწევ, გავწევ, თუ ქარქაშის ტრიალს მორჩები, – უპასუხა ზე-
და ჯუჯამ, რითაც ყველა ძალიან გაამხიარულა.
ჯოფრის ორივე ნესტოდან ღვინო წასკდა. სული რომ მოითქვა,
ფეხზე წამოხტა, ლამის გადააყირავა მაღალი, ორსახელურიანი
ბარძიმი.
– ფალავანი! – იყვირა მან, – ფალავანი გვყავს!
სტუმრებმა რომ დაინახეს, მეფე ლაპარაკობსო, დარბაზმა დაჩუ-
მება იწყო. ჯუჯები ერთმანეთს მოსწყდნენ, უეჭველია, მეფის წყალო-
ბის მოლოდინი ჰქონდათ.
– თუმცა ეს ნამდვილი ფალავანი არაა, – თქვა ჯოფმა, – ნამდვი-
ლი ფალავანი ამარცხებს ყველას, ვინც კი გამოიწვევს, – მეფე მაგი-
დაზე აძვრა, – აბა, ვინ შეერკინება ჩვენს პატარა ფალავანს? – გას-
ხივოსნებული ღიმილით მიუბრუნდა ტირიონს, – ძია! შენ დაიცავ ჩე-
მი სახელმწიფოს ღირსებას, ასე არაა? ღორზე შენ შეჯექი! ტირიონ
ლანისტერს სიცილის ტალღა გადაევლო თავზე. არ ახსოვდა, რო-
გორ წამოდგა, ან სკამზე როგორ ავიდა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა,
რომ მაგიდაზე იდგა. ჩირაღდნის შუქით განათებული დარბაზი მასზე
მოჩერებულ სახეებად გადღაბნილიყო. სახე ვითომ-ღიმილით და-
მანჭა – ამაზე უფრო საზარელი ღიმილი შვიდ სამეფოში ჯერ არავის
ენახა.
– თქვენო მოწყალებავ, – დაუძახა დისშვილს, – შევჯდები ღორ-
ზე... ოღონდ, თუ შენ ძაღლზე შეჯდები!
ჯოფრი მოიღუშა, დაიბნა.
– მე? მე ჯუჯა არ ვარ. მე რატომ?
რაც მინდოდა, ზუსტად მომიგე, ჯოფ.

1132
– რატომ და, ამ დარბაზში ერთადერთი შენ ხარ, ვისაც ნამდვი-
ლად დავამარცხებ! ვერ იტყოდა, რა უფრო საამო იყო: გაოგნებული
სიჩუმის წამი, მას მოდევნებული სიცილის ქარაშოტი თუ მრისხანე-
ბით დაბრმავებული დისშვილის სახე. კმაყოფილი ჩამოხტა იატაკზე
და ჯოფრისკენ მიიხედა: მას სერ ოსმუნდი და სერ მერინი მაგიდი-
დან ჩამოსვლისას ხელს აშველებდნენ. მასზე მოჩერებული სერსეი
რომ შენიშნა, ტირიონმა დას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
საბედნიეროდ, მუსიკოსებმა ისევ დაიწყეს დაკვრა. ციდა ხუმა-
რებმა ძაღლი და ღორი დარბაზიდან გაიყვანეს, სტუმრები თავიანთ
თეფშებს მიუბრუნდნენ და ტირიონმა ისევ მოითხოვა თასის შევსე-
ბა. მაგრამ უცებ იგრძნო, სახელოზე სერ გარლანმა რომ ჩამოსდო
ხელი.
– გაფრთხილდი, მილორდ, – უთხრა რაინდმა, – მეფე.
ტირიონი სკამზე შებრუნდა. ჯოფრი ლამის თავს ადგა, დაძაბუ-
ლობით სახე გასწითლებოდა, ღვინო ეღვრებოდა პირთამდე სავსე
საქორწილო ბარძიმიდან, რომელსაც ორივე ხელით ეჭიდებოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – ამის თქმაღა მოასწრო და მეფემ ბარ-
ძიმი თავზე მოაპირქვავა. ღვინო წითელ ნაკადად დაედინა სახეზე.
თმა დაუსველა, თვალები აუწვა, მწარედ ჩაეღვარა ჭრილობაში,
ლოყებზე ჩამოუვიდა და ახალი კამზოლის ხავერდი დაულბო.
– მოგწონს, ჭინკა? – დასცინა ჯოფრიმ.
ტირიონს თვალები ეწვოდა. სახე სახელოთი დაიშრო და თვალე-
ბი აახამხამა, ისევ ცხადად რომ დაენახა ქვეყნიერება.
– ეს ცუდად მოგიხდა, თქვენო მოწყალებავ, – ჩუმად წარმოთქვა
სერ გარლანმა. – არაფერიც, სერ გარლან, – ტირიონი ვერ დაუშ-
ვებდა, უარესად არეულიყო ყველაფერი: აქ და ახლა, როცა ნახევა-
რი სახელმწიფო მათ უყურებდა, – ყველა მეფეს კი არ მოაფიქრდე-

1133
ბოდა, ასეთი პატივი ეცა მოკრძალებული სტუმრისთვის და საკუთა-
რი სამეფო ბარძიმიდან გამასპინძლებოდა. დასანანია, რომ ღვინო
დაიქცა.
– არ დაქცეულა, – ჯოფრი მეტისმეტად ხეპრე იყო საიმისოდ,
რომ ტირიონის მიერ შეთავაზებული უკანდახევა მიეღო, – და არა-
ფერსაც არ გიმასპინძლდებოდი. ჯოფრის უეცრად დედოფალი მარ-
ჯერი ამოუდგა გვერდში.
– ჩემო ძვირფასო მეფევ, – შევედრა ტაირელი გოგონა, – წამო,
დაბრუნდი შენს ადგილზე. შემდეგი მომღერალი იცდის.
– ალრიკ აისენელი, – კვერი დაუკრა ლედი ოლენა ტაირელმა,
რომელიც თავის ხელჯოხს დაჰყრდნობოდა და, შვილიშვილის არ
იყოს, თითქოს ვერც ამჩნევდა ღვინით გაწუწულ ქონდრისკაცს, –
ისეთი იმედი მაქვს, რომ „კასტამირის წვიმებს“ გვიმღერებს. თორემ
უკვე ერთი საათი გავიდა და არ მახსოვს, როგორაა.
– სერ ადამსაც სადღეგრძელოს წარმოთქმა სურს, – უთხრა მარ-
ჯერიმ, – თქვენო მოწყალებავ, გთხოვ.
– ღვინო არ მაქვს, – განაცხადა ჯოფრიმ, – სადღეგრძელო რო-
გორ შევსვა უღვინოდ? ძია ჭინკა, მომემსახურე. თუ ასპარეზობა არ
გინდა, ჩემი მერიქიფე იყავი. – დიდ პატივად ჩავთვლი.
– პატივისთვის კი არ გავალებ! – იკივლა ჯოფრიმ, – დაიხარე და
აიღე ჩემი ბარძიმი! ტირიონი ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს, მაგ-
რამ, სახელურს რომ მისწვდა, ჯოფრიმ ბარძიმს წიხლი გაჰკრა მის
ფეხებს შორის.
– აიღე! თუ რა მახინჯიც ხარ, ისეთივე ზანტი ხარ? – ტირიონს მო-
უწია, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო ბარძიმის საპოვნელად, – ძალი-
ან კარგი. ახლა ამივსე, – ტირიონმა მომსახურე გოგოს დოქი ჩამო-
ართვა და თასი სამ მეოთხედზე შეავსო, – არა, დაიჩოქე, ქონდრის-
კაცო! – ტირიონმა დაიჩოქა და მძიმე თასი ასწია, თან ელოდა, რომ
1134
შესაძლო იყო, მეორედ ებანავა. მაგრამ ჯოფრიმ საქორწინო ბარძი-
მი ცალი ხელით ასწია, დაეწაფა და მაგიდაზე დადო, – ახლა შეგიძ-
ლია ადგე, ძია.
ადგომისას ფეხი გაეკვანძა და კინაღამ ისევ წაიქცა. თავის შესა-
მაგრებლად სკამს ჩაეჭიდა. სერ გარლანმა ხელი გაუწოდა. ჯოფრიმ
გაიცინა, სერსეიმაც. მერე სხვებმაც. ვერ ხედავდა, ვინ იყვნენ, მაგ-
რამ სიცილი ესმოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – ლორდ ტაივინის ხმა უზადოდ იყო გა-
წონასწორებული, – ღვეზელი შემოაქვთ. შენი ხმალი გვჭირდება.
– ღვეზელი? – ჯოფრიმ თავის დედოფალს ხელი ჩაჰკიდა, – წა-
მო, მილედი, ღვეზელი მოაქვთ.
სტუმრები წამოდგნენ, ყვიროდნენ, ტაშს უკრავდნენ და ღვინით
სავსე თასებს უჭახუნებდნენ ერთმანეთს, უზარმაზარ ღვეზელს კი ექ-
ვსი გაბადრული მზარეული მოაგორებდა დარბაზის ბოლოდან. ორი
იარდის სიგანისა იყო, დაბრაწული და ოქროსფერი, მის შიგნიდან
კი წრიპინი და ფართქალი ისმოდა.
ტირიონი ისევ თავის სკამზე აძვრა. ახლა ისღა აკლდა, მტრედს
დაესკინტლა მისთვის და სრულყოფილი დღე გამოუვიდოდა. ღვი-
ნომ კამზოლში და საცვლებში გაატანა და კანზე სისველეს გრძნობ-
და. გამოცვლა სჭირდებოდა, მაგრამ ნადიმის დატოვების უფლება
არავის ჰქონდა, სანამ ჩაწვენის ცერემონიალი არ ჩატარდებოდა.
მანამდე ოცი თუ ოცდაათი კერძი რჩებოდა, როგორც ხვდებოდა.
მეფე ჯოფრი და მისი დედოფალი ღვეზელს შემაღლების წინ დახ-
ვდნენ. ჯოფრიმ ხმალი რომ იშიშვლა, მარჯერიმ მკლავზე დაადო ხე-
ლი და შეაჩერა.
– ქვრივის მოთქმა ღვეზლების დასაჭრელად არ გამოუჭედიათ.
– მართალია, – ჯოფრიმ ხმა აიმაღლა, – სერ ილინ, მოიტა შენი
ხმალი!
1135
დარბაზის თავში ჩამდგარი ჩრდილებიდან სერ ილინი ამოჩნდა.
მოჩვენება ლხინზეო, გაიფიქრა ტირიონმა, ხმელმა და პირქუშმა
სერ ილინმა წინ რომ გამოაბიჯა. ტირიონს ვერ ემახსოვრებოდა,
როგორი იყო სერ ილინი, ენა რომ ჰქონდა. მაშინ ალბათ სულ სხვა
კაცი იქნებოდა, მაგრამ ახლა მდუმარება ისევე სისხლხორცეული
გამხდარიყო მისთვის, როგორც ეს ჩაცვენილი თვალები, ეს დაჟან-
გებული ჯაჭვის პერანგი და ზურგზე დაკრული საორხელე ხმალი.
სერ ილინმა მეფეს და დედოფალს თავი დაუკრა, მხარსუკან
ხმლის ტარს გადასწვდა და ექვსი ფუტის სიგრძის, რუნებით მოხატუ-
ლი ელვარე ვერცხლის პირი გააშიშვლა. დაიჩოქა და ჯოფრის ვეება
ხმლის ტარი შესთავაზა. წითელი ცეცხლის სხივები გაკრთა კოტის
წითელი თვალებიდან: დრაკონის მინა კბილებდაკრეჭილი თავის
ქალას სახედ გამოეთალათ.
სანსა სკამზე შეინძრა.
– ეს რა ხმალია?
ტირიონს თვალები ჯერ კიდევ ეწვოდა. დაახამხამა და ისევ შეხე-
და. სერ ილინის ხმალი ყინულივით გრძელი და ფართო იყო, მაგრამ
ძალიან ვერცხლისფრად კაშკაშებდა. ვალირიულ ფოლადს კი სიმუ-
ქე დაჰყვებოდა, შებურული სული ჰქონდა. სანსამ მკლავზე სტაცა
ხელი.
– რა უყო სერ ილინმა მამაჩემის ხმალს?
ყინული რობ სტარკისთვის უნდა დამებრუნებინაო, გაიფიქრა
ტირიონმა. მამამისს გადახედა, მაგრამ ლორდი ტაივინი მეფეს შეს-
ცქეროდა.
ჯოფრიმ და მარჯერიმ ერთად ასწიეს ხმალი და ვერცხლისფერ
რკალად დაუშვეს დაბლა. ღვეზლის ქერქი გადასკდა და შიგნიდან
თეთრ ბუმბულებად ამოიჭრნენ მტრედები, ყოველ მხარეს გაიფან-
ტნენ, ფანჯრებსა და კოჭებს მიაფრინდნენ. სკამებიდან აღტაცების
1136
ყვირილი ამოსკდა, აივანზე მჯდარმა მესტვირეებმა და მევიოლინე-
ებმა ხალისიანი ჰანგი წამოიწყეს. ჯოფრიმ ცოლს ხელები მოჰხვია
და მხიარულად დააბზრიალა. მომსახურე ბიჭმა ტირიონს წინ ცხელი
მტრედის ღვეზლის ნაჭერი დაუდო და ზედ კოვზით ლიმონის კრემი
წაუსვა. ღვეზელი კარგად ჩათუშული მტრედებითაც გამოეტენათ,
მაგრამ ტირიონს ეს კერძი დარბაზში მოფრთხიალე თეთრ ფრინვე-
ლებზე მეტად მადას ვერ უღვიძებდა. არც სანსა ჭამდა.
– მკვდარივით გაფითრებული ხარ, მილედი, – უთხრა ტირიონ-
მა, – გრილი ჰაერის ჩაყლაპვა გჭირდება, მე კი სუფთა კამზოლი
მინდა, – წამოდგა და ხელი შესთავაზა, – წამო.
მაგრამ, სანამ წასვლას მოასწრებდნენ, ჯოფრი დაბრუნდა.
– ძია, სად მიდიხარ? არ გახსოვს, ჩემი მერიქიფე რომ ხარ?
– ტანსაცმლის გამოცვლა მჭირდება, თქვენო მოწყალებავ. შეიძ-
ლება, დაგეთხოვო? – არა. მომწონს, ასეთს რომ გიყურებ. მომარ-
თვი ღვინო.
მეფის ბარძიმი მაგიდაზე იდგა, იქ, სადაც თვითონ დადგა. ტი-
რიონი ისევ სკამზე უნდა ამძვრალიყო, რომ მისწვდენოდა. ჯოფრიმ
ხელებიდან წაგლიჯა თასი და დიდხანს სვამდა, ყელი უთამაშებდა,
ნიკაპზე კი წითელი ღვინო ჩამოსდიოდა.
– მილორდ, – უთხრა მარჯერიმ, – ჩვენს ადგილას უნდა დავ-
ბრუნდეთ. ლორდ ბაკლერს უნდა, გვადღეგრძელოს.
– ბიძაჩემმა ეს მტრედის ღვეზელი არ ჭამა, – ჯოფმა ბარძიმი ცა-
ლი ხელით დაიჭირა, მეორით კი ტირიონის ღვეზელი დაბღუჯა, – ცუ-
დის ნიშანია, ღვეზელი თუ არ შეჭამე, – გასცინა ბიძას და პირი ცხე-
ლი, სანელებლიანი მტრედის ხორცით გამოიტენა, – ნახე, გემრი-
ელია, – დაახველა, დაბრაწული ქერქის ნაფლეთები გადმოაფ-
რქვია და მორიგი მუქი ჩაიტენა პირში, – მაგრამ მშრალია. რაღაცის

1137
მიყოლება უნდა, – ჯოფმა ღვინო მოსვა და ახლა უფრო ძლიერი ხვე-
ლა აუტყდა, – მინდა, ვნახო, ეხ, ვნახო, როგორ შეჯდები იმ, ეხ, ეხ,
ღორზე, ძია. მინდა... – სიტყვა ხველის შემოტევამ გააწყვეტინა. მარ-
ჯერიმ მზრუნველად შეხედა.
– თქვენო მოწყალებავ?
– ღვეზელის, ქხ, ბრალია, არაფ... ქხ, ღვეზელი, – ჯოფმა ისევ
მოსვა, უფრო სწორად, დააპირა, მაგრამ მთელი ღვინო უკან გადმო-
აქცია, როდესაც ხველის შემოტევამ ორად მოკეცა. სახე გაუწით-
ლდა, – მე, ქხ, ვერ, ქხ, ქხ, ქხ... – ბარძიმი ხელიდან გაუცურდა და
მუქი წითელი ღვინო შემაღლებულზე დაიღვარა.
– იხრჩობა! – შეჰკივლა დედოფალმა მარჯერიმ.
ბებია გოგონას გვერდში ამოუდგა.
– მიხედეთ საცოდავ ბიჭს! – იწივლა ეკლების დედოფალმა ხმით,
მასზე ათჯერ უფრო ძლიერი რომ იყო, – ბრიყვებო! ასე იდგებით
გარშემო პირდაღებულები? უშველეთ თქვენს მეფეს!
სერ გარლანმა ტირიონი გვერდით გასწია და ჯოფრის ზურგზე
დაარტყა ხელი. სერ ოსმუნდ კეტლბლექმა მეფეს საყელო შემოახია.
ბიჭს ყელიდან საზარელი მსტვინავი ხმა დასცდა – ასეთი ხმა აქვს
ლერწმის ღეროს, როდესაც კაცი მისი დახმარებით მდინარის შეს-
რუტვას ცდილობს; მერე ეს ხმაც მიწყდა და უფრო საშინელი სიწყნა-
რე ჩამოვარდა.
– გადმოაბრუნეთ! – უღრიალა მეის ტაირელმა ყველას და არა-
ვის, – გადმოაბრუნეთ, ქუსლებით დაიჭირეთ და დაფერთხეთ!
სხვა ხმა არ ჩერდებოდა:
– წყალი, წყალი მიეცით! – არქისეპტონი ხმამაღლა მოჰყვა
ლოცვას. გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ვიღაცას დაუძახა, ჩემს ოთა-
ხებში ამიყვანე წამლების მოსატანადო. ჯოფრიმ ყელი ჩამოიფხოჭ-
ნა, ფრჩხილები კანზე სისხლიან ნაჭდევებს უტოვებდა. კანის ქვეშ
1138
ქვასავით დაძაგრული კუნთები მოუჩანდა. პრინცი ტომენი კიოდა
და ტიროდა.
კვდებაო, მიხვდა ტირიონი. უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა, თუმ-
ცა მის გარშემო ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ჯოფრის ისევ ზურგზე უბა-
გუნებდნენ ხელს, მაგრამ მას სახე უფრო უმუქდებოდა. ძაღლები
ყეფდნენ, ბავშვები წიოდნენ, კაცები ერთმანეთს უსარგებლო რჩე-
ვებს უყვიროდნენ. ქორწილის სტუმრების ნახევარი ფეხზე იდგა, ზო-
გი ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდა, უკეთ რომ დაენახათ, სხვები
კარისკენ გარბოდნენ და იქაურობას გაცლას ჩქარობდნენ.
სერ მერინმა მეფეს პირი გააღებინა და ყელში კოვზი ჩასთხარა.
ამას რომ შვრებოდა, ბიჭის მზერა ტირიონისას შეხვდა. ჯეიმის თვა-
ლები აქვს. ოღონდ ჯეიმი ასე შეშინებული არასოდეს უნახავს. ბიჭი
ჯერ მხოლოდ ცამეტი წლისაა. ბიჭმა მშრალად ამოიხავლა, დალა-
პარაკება სცადა. თვალები ძრწოლით გადაუთეთრდა, ხელი ასწია...
ბიძისკენ წაიწია თუ მიათითა... პატიებას მთხოვს თუ ჰგონია, რომ
მისი გადარჩენა შემიძლია?
– არააა! – იკივლა სერსეიმ, – მამა, უშველე, ვინმემ უშველეთ,
ჩემი შვილი, ჩემი შვილი...
ტირიონი მიხვდა, რომ რობ სტარკზე ფიქრობდა. ჩემი ქორწილი
ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, რომ დაფიქრდე. მიიხედა, რომ დაენა-
ხა, სანსა რას გრძნობდა, მაგრამ დარბაზში ისეთი ალიაქოთი იდგა,
რომ გოგონა ვერ დაინახა. სამაგიეროდ, იატაკზე მიგდებული სა-
ქორწილო ბარძიმი მოხვდა თვალში. მივიდა და წამოაყენა. მის
ფსკერზე ჯერ კიდევ რჩებოდა ნახევარი გოჯი მუქი იისფერი ღვინო.
ტირიონი წამით დაფიქრდა, მერე ღვინო იატაკზე დაღვარა.
მარჯერი ტაირელი ბებიას მკლავებში ქვითინებდა, მოხუცებული
კი, გამაგრდი, გამაგრდიო, ეუბნებოდა. მუსიკოსები თითქმის ყვე-

1139
ლანი გაიქცნენ, მაგრამ აივანზე მჯდომი ერთი ფლეიტისტი სამგლო-
ვიარო ჰანგს აკვნესებდა. სატახტო დარბაზის ბოლოში კართან ჩხუ-
ბი ატყდა, რაკი სტუმრები ერთმანეთს აწყდებოდნენ. სერ ადამის
ოქროსმოსასხამიანები წესრიგის აღსადგენად შემოვიდნენ. სტუმ-
რები უკანმოუხედავად გარბოდნენ ღამეში, ზოგი მოთქვამდა, ზოგი
ბორძიკობდა და არწყევდა, სხვები შიშს გადაეფითრებინა. ტირიონს
გვიანღა მოუვიდა აზრად, რომ ალბათ აჯობებდა, თავადაც გასცლო-
და იქაურობას.
სერსეის კივილი რომ გაიგონა, მიხვდა, რომ ყველაფერი გათავ-
და.
უნდა წავიდე. ახლავე. ამის ნაცვლად დისკენ დაიძრა.
სერსეი ღვინის გუბეში იჯდა და კალთაში შვილის სხეული ესვენა.
კაბა გახეოდა და დალაქავებოდა, სახე ცარცისფერი გახდომოდა.
უკნიდან გამხდარი შავი ძაღლი მიეპარა და ჯოფრის გვამი დასუნა.
– ბიჭი გათავდა, სერსეი, – უთხრა ლორდმა ტაივინმა. ხელთათ-
მანიანი ხელი ასულს ჩამოადო მხარზე, ერთმა მცველმა კი ძაღლი
გააგდო, – გაუშვი ხელი. დააწვინე. სერსეის არ ესმოდა. ორმა ქე-
შიკმა ძლივს გაუშალა თითები და მეფე ჯოფრი ბარათეონის ცხედა-
რი უსიცოცხლოდ დაცურდა იატაკზე.
მის გვერდით არქისეპტონმა მოიყარა მუხლი.
– ზეციურო მამავ, სამართლიანად განსაჯე ჩვენი კეთილი მეფე
ჯოფრი, – წაიმღერა მან, მიცვალებულთა ლოცვა წამოიწყო. მარჯე-
რი ტაირელი აქვითინდა და ტირიონმა გაიგონა, როგორ ეუბნებოდა
მას დედა, ლედი ალირი:
– დაიხრჩო, საყვარელო. ღვეზლით დაიხრჩო. შენი რა ბრალია.
დაიხრჩო. ყველამ დავინახეთ.
– არ დამხრჩვალა, – სერ ილინის ხმალივით ბასრად გაისმა
სერსეის ხმა, – ჩემი შვილი მოწამლეს, – მან გარშემო უმწეოდ
1140
მდგარ თეთრ რაინდებს გადახედა, – ქეშიკებო, აასრულეთ თქვენი
ვალი.
– მილედი? – სერ ლორას ტაირელი დაბნეული ჩანდა.
– შეიპყარით ჩემი ძმა, – უბრძანა მათ ქალმა, – ეს ქონდრისკაც-
მა ქნა. მაგან და მისმა პატარა ცოლმა. მათ მოკლეს ჩემი შვილი,
თქვენი მეფე. შეიპყარით! ორივე შეიპყარით!

სანსა

შორს, ქალაქის მეორე ბოლოში, ზარმა იწყო რეკვა.


სანსა თითქოს სიზმარში იყო.
– ჯოფრი მოკვდა, – უთხრა ხეებს, რომ შეემოწმებინა, ხომ არ გა-
მეღვიძებაო. ის ჯერ მკვდარი არ იყო, სანსა სატახტო ოთახიდან რომ
გამოიქცა. მაგრამ მუხლებზე იდგა, ყელს იკაწრავდა, კანს იგლეჯდა,
თითქოს სუნთქვა დაავიწყდაო. ამის ყურება საზარელი იყო, სანსა
შებრუნდა და ტირილით გაიქცა. ლედი ტანდაც გარბოდა. – კეთილი
გული გაქვს, მილედი, – უთხრა მან სანსას, – ყველა ასული კი არ
დაიტირებდა კაცს, რომელმაც იგი მიატოვა და ჯუჯას მიათხოვა.
კეთილი გული. კეთილი გული მაქვს. ყელში ისტერიული სიცილი
მოაწვა, მაგრამ თავი შეიმაგრა. ზარები ნელა, გლოვით რეკდნენ.
რეკდნენ, რეკდნენ, რეკდნენ. მეფე რობერტისთვისაც ასე ხმობ-
დნენ. ჯოფრი მოკვდა, მოკვდა, ჯოფრი მოკვდა, მოკვდა, მოკვდა.
რად ტიროდა, როცა ცეკვა უნდოდა? სიხარულის ცრემლები სცვი-
ოდა? ტანსაცმელი იქვე იპოვა, სადაც ორი ღამის წინ დამალა. მოახ-
ლეების დახმარების გარეშე კაბის თასმების შეხსნას ზედმეტად დი-
დი ხანი მოანდომა. ხელები უცნაურად გახევებოდა, თუმცა ისე ძა-
ლიან არ ეშინოდა, როგორც წესით უნდა შინებოდა. „ღმერთები ულ-

1141
მობელები არიან, ასე ჭაბუკი და ლამაზი რომ მიჰყავთ, საკუთარ სა-
ქორწილო ლხინზე“, უთხრა ლედი ტანდამ.
ღმერთები სამართლიანი არიან, გაიფიქრა სანსამ. რობიც სა-
ქორწილო ლხინზე მოკვდა. ახლა იგი რობს დასტიროდა. მას და
მარჯერის. საბრალო მარჯერი, ორჯერ გათხოვდა და ორჯერ დაქ-
ვრივდა. სანსამ სახელოდან ხელი გამოაძრო, კაბა ჩაიწია და მისგან
ამოძვრა. გახდილი სამოსი დაახვია და მუხის ფუღუროში ჩააგდო,
იქიდან კი დამალული კაბა ამოიღო. თბილად ჩაიცვიო, უთხრა სერ
დონტოსმა, და მუქი ფერებიო. შავი ტანსაცმელი არ ჰქონდა, ამიტომ
სქელი ყავისფერი შალის კაბა შეარჩია. ზედატანი კი მარგალიტე-
ბით ჰქონდა მორთული, მაგრამ არა უშავს, მოსასხამი დაფარავს.
მოსასხამი მუქი მწვანე იყო, ღრმა ჩაჩი ჰქონდა. კაბა თავზე გადაიც-
ვა და მხრებზე მოსასხამი მოიგდო, თუმცა ჩაჩი ჯერ არ დაუხურავს.
ფეხსაცმელებიც ჰქონდა, უბრალო და გამძლე, ბრტყელი ქუსლითა
და ოთხკუთხა ცხვირებით. ღმერთებმა ისმინეს ჩემი ლოცვაო, გა-
იფიქრა. თავი უბრუოდა, ძილ-ბურანში გრძნობდა თავს. კანი ფა-
იფურად მექცა, სპილოს ძვლად, ფოლადად. ხელები არ ემორჩილე-
ბოდა, მოუქნელი გახდომოდა, თითქოს თმა ადრე არასოდეს გაეშა-
ლა. წუთით ინატრა, შაი გვერდში ჰყოლოდა და ბადის მოხსნაში
დახმარებოდა.
როცა, ბოლოს და ბოლოს, მოიძრო, გრძელი მოწითურო თმა
ზურგსა და მხრებზე დაეყარა. გრეხილი ვერცხლის ქსელი თითებზე
დაეკიდა, წვრილი ლითონი რბილად ციალებდა, თვლები მთვარის
შუქზე შავი ჩანდა. შავი ამეთვისტოები ასშაიდან. ერთი აკლდა. სან-
სამ ბადე ასწია და დააკვირდა. ვერცხლის ბუდეს, საიდანაც თვალი
ამოვარდნილიყო, შავი ლაქა ჩარჩენოდა. უეცარმა ძრწოლამ შეიპ-
ყრო. გული მკერდზე მიეხალა და წამით სუნთქვა შეიკავა. რატომ შე-
მეშინდა ასე, ეს მხოლოდ ამეთვისტოა, ასშაის შავი ამეთვისტო,
1142
ესაა და ეს. ალბათ, ცუდად იჯდა ბუდეში, სხვა არაფერი. ფამფალებ-
და და ამოვარდა, ახლა სადმე სატახტო ოთახში აგდია, ან ეზოში,
თუ... სერ დონტოსმა უთხრა, რომ თმის ბადე ჯადოსნური იყო, რომ
ის შინ დაბრუნებაში დაეხმარებოდა. უთხრა, რომ ამაღამ უნდა და-
ეხურა ჯოფრის საქორწილო ლხინზე. ვერცხლის მკედი მჭიდროდ
გადაჰკვროდა თითებზე. ცერს იმ ღრმულს უსვამდა, საიდანაც თვა-
ლი ამოვარდა. უნდოდა, მოეცილებინა, მაგრამ თითები თითქოს მი-
სი არ იყო. თითი ისე ვერ ეშვებოდა ღრმულს, როგორც ენა არ ეშვე-
ბა ამოღებულ კბილს. რა ჯადოსნობა იყო ეს? მეფე მოკვდა, ბოროტი
მეფე, რომელიც ათასი წლის წინ მისი მზრუნველი პრინცი იყო. თუ
დონტოსმა თმის ბადეზე ტყუილი უთხრა, ყველაფერი დანარჩენიც
ხომ არ მოატყუა? რა მოხდება, რომ არ მოვიდეს? რა მოხდება, თუ
არ არსებობს გემი, არც ნავი მდინარეზე, არც გაქცევის გზა? მაშინ
რა მოუვა? ფოთლების ჩუმი შრიალი ჩაესმა და სანსამ ვერცხლის
თმის ბადე მოსასხამის ჯიბეში ჩაიჩურთა.
– ვინ მოდის? – დაიძახა, – ვინ ხარ?
საღვთო ტყე ბინდიანი და ბნელი იყო, ზარები ჯოფრის სამარეში
მიაცილებდნენ. – მე ვარ, – დონტოსი ხეების ქვეშიდან გამობარბაც-
და. ისე მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა. სანსას მკლავში ჩაეჭიდა,
თავი რომ შეემაგრებინა, – ძვირფასო ჯონქვილ, მოვედი. შენი
ფლორიანი მოვიდა, ნუ გეშინია.
სანსა მის შეხებას გაერიდა.
– შენ მითხარი, ბადე უნდა გეხუროსო. ვერცხლის ბადე თვლე-
ბით... რა თვლები იყო? – ამეთვისტოები. ასშაის შავი ამეთვისტო-
ები, მილედი.
– ეს ამეთვისტოები არაა. ასეა? ხომ ასეა? მომატყუე.
– შავი ამეთვისტოებია, – არწმუნებდა იგი, – მათში ჯადო იყო.
– მკვლელობა იყო მათში!
1143
– ჩუ, მილედი, ჩუ. მკვლელობა არა. თავისი მტრედის ღვეზლით
დაიხრჩო, – დონტოსმა ჩაიხითხითა, – ო, გემრიელი, გემრიელი
ღვეზელი იყო. ვერცხლი და პატიოსანი თვლები, ესაა და ეს, ვერ-
ცხლი, თვლები და ჯადოსნობა.
ზარები რეკდნენ და ქარი ისე უსტვენდა, როგორც იმან ქნა, ჰა-
ერის ჩასუნთქვას რომ ლამობდა.
– შენ მოწამლე იგი. შენ. შენ ამაცალე თმიდან თვალი...
– ჩუ, ასე ორივეს სიკვდილს მოგვწევ. მე არაფერი მიქნია. წამო,
უნდა წავიდეთ, ისინი ძებნას დაგიწყებენ. შენი ქმარი შეიპყრეს.
– ტირიონი? – ჰკითხა გაოგნებულმა სანსამ.
– სხვა ქმარი გყავს? ჭინკა, ჯუჯა ბიძა, დედოფალი ფიქრობს, რომ
ეს მისი ჩადენილია, – ხელი ჩაჰკიდა და მოქაჩა, – აქეთ, უნდა წავი-
დეთ, ახლა კი ჩქარა, ნუ გეშინია. სანსა არ შესწინააღმდეგებია. ქა-
ლის ტირილს ვერ ვიტანო, უთხრა ერთხელ ჯოფრიმ, მაგრამ ახლა
ერთადერთი ქალი, რომელიც ტიროდა, დედამისი იყო. ბებერი ნე-
ნის ზღაპრებში გრუმკინები ამზადებდნენ ჯადოსნურ საგნებს, რომ-
ლებსაც სურვილის ასრულება შეეძლოთ. მე ვინატრე მისი სიკვდი-
ლი? მერეღა გაახსენდა, რომ უკვე დიდი იყო და გრუმკინების არსე-
ბობა აღარ სჯეროდა. ტირიონმა მოწამლა იგი? იცოდა, მის ჯუჯა
ქმარს დისშვილი რომ ეჯავრებოდა. შეიძლებოდა, მართლა მას მო-
ეკლა? იცოდა ჩემს თმის ბადეზე, შავი ამეთვისტოების შესახებ?
ჯოფს მან მიუტანა ღვინო. როგორ შეიძლება, ვინმე მის ღვინოში
ამეთვისტოს ჩაგდებით დაახრჩო? თუ ეს ტირიონმა ქნა, იფიქრებენ,
რომ ამაში მეც მირევია ხელი, გაიფიქრა შეშინებულმა. ან კი რატომ
არა? ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, ჯოფმა კი სანსას მამა მოუკლა და
ძმის სიკვდილზე დასცინოდა. ერთსულ, ერთხორც, ერთგულ.
– ახლა კი წყნარად, საყვარელო, – უთხრა დონტოსმა, – საღვთო
ტყიდან გასულებმა ხმა აღარ უნდა ამოვიღოთ. ჩაჩი წამოიფარე და
1144
სახე დამალე.
სანსამ თავი დაუქნია და როგორც უთხრა, ისე გააკეთა.
დონტოსი ისე მთვრალი იყო, რომ სანსა ზოგჯერ მკლავს აშვე-
ლებდა, რომ არ დაცემულიყო. ქალაქის გადაღმა ზარები რეკდნენ,
მეტი და მეტი უბამდა ხმას ერთმანეთს. სანსა თავჩაღუნული მიდიო-
და და ჩრდილებს ეფარებოდა, დონტოსს მისდევდა კუდში. მიმოხვე-
ულ კიბეზე რომ ჩადიოდნენ, მისი მეგზური მუხლებზე დაეცა და არ-
წყია. ჩემი საბრალო ფლორიანიო, გაიფიქრა სანსამ, ყოფილმა რა-
ინდმა პირი ფართხუნა სახელოთი რომ შეიწმინდა. მუქად ჩაიცვიო,
უთხრა, თავად კი ყავისფერი ჩაჩიანი მოსასხამის ქვეშ თავისი ძვე-
ლი იალმაგი ეცვა, ჰოლარდების გვარის გერბით: წითელი და ვარ-
დისფერი ჰორიზონტალური ხაზები, სულ ზედა, შავ ზოლზე კი სამი
ოქროს გვირგვინი ეხატა.
– იალმაგი რატომ გაცვია? ჯოფრიმ ბრძანა, რომ სიკვდილით
დაგსჯიდა, ვინმე ისევ თუ დაგინახავდა რაინდივით ჩაცმულს, მან...
ოჰ. – ჯოფრის რა ებრძანებინა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
– მინდოდა, ისევ რაინდი ვყოფილიყავი. ამის გასაკეთებლად მა-
ინც, – დონტოსი ისევ ფეხზე წამობარბაცდა და მკლავში მოჰკიდა ხე-
ლი, – წამო. ახლა წყნარად იყავი, არაფერი მკითხო.
ისევ დაუყვნენ კიბეს და პატარა, ღრმა შიდა ეზო გადაჭრეს. სერ
დონტოსმა მძიმე კარი გამოაღო და სანთელი აანთო. გრძელ დერე-
ფანში იდგნენ. კედლის გასწვრივ ცარიელი აბჯრები ჩაემწკრივები-
ნათ, მუქი და მტვრიანი. მათ მუზარადებს ქიმზე ქერცლები დაუყვე-
ბოდა და აბჯრის ზურგზეც გრძელდებოდა. გვერდით რომ ჩაუარეს,
სანთლის შუქზე ყველა ქერცლის ჩრდილი გაიწელა და დაიგრიხა.
ფუყე რაინდები დრაკონებად იქცევიანო, გაიფიქრა სანსამ.
კიდევ ერთი კიბე ჩაიარეს და რკინით შეჭედილი მუხის კარის წინ
დადგნენ. – ახლა კი გამაგრდი, ჩემო ჯონქვილ, თითქმის მისულები
1145
ვართ.
დონტოსმა რაზა რომ ასწია და კარი გააღო, სანსას სახეზე
გრილმა ნიავმა დაჰბერა. თორმეტი ფუტი კედელში გაიარა და უცებ
ციხესიმაგრის გარეთ აღმოჩნდა, კლდის თავზე იდგა. დაბლა მდინა-
რე მიედინებოდა, თავზემოთ ცა ჰქონდა და ერთიც და მეორეც ერ-
თმანეთს ტოლს არ უდებდნენ სიბნელით.
– უნდა ჩავცოცდეთ, – უთხრა სერ დონტოსმა, – დაბლა კაცი გვე-
ლოდება ნავით, გემამდე რომ მიგვიყვანოს.
– ჩავვარდები, – ბრანი ჩავარდა, იმან კი ცოცვა იცოდა.
– არ ჩავარდები. მანდ კიბესავითაა, ქვაში გამოთლილი საიდუმ-
ლო კიბეა. აი, ხომ იპოვე, მილედი, – მის გვერდით დაიჩოქა და სან-
სა კლდის კიდეზე გადახარა, თითებით მოასინჯინა ფლატის პირი,
სანამ მან ტინში გამოჭრილი საფეხურები არ იპოვა, – ნამდვილი კი-
ბესავითაა.
და მაინც, გრძელი ჩასასვლელი იყო.
– არ შემიძლია.
– უნდა ქნა.
– სხვა გზა არ არის?
– გზა ესაა. შენნაირ ღონიერ ყმაწვილ გოგონას ეს არ გაუჭირდე-
ბა. მაგრად ჩაეჭიდე, დაბლა არ იყურო და ვერც კი გაიგებ, ისე ჩახ-
ვალ, – დონტოსს თვალები უელავდა, – შენი საბრალო ფლორიანი
სქელი, ბებერი და მთვრალია, თუ შიშია, მე უნდა მეშინოდეს. ცხენი-
დან რომ ვვარდებოდი, არ გახსოვს? ყველაფერი ამით დაიწყო.
მთვრალი ვიყავი, ცხენიდან გადმოვვარდი და ჯოფრიმ ამ ჩემი შტე-
რი თავის მოჭრა გადაწყვიტა, მაგრამ შენ გადამარჩინე. შენ გადა-
მარჩინე, საყვარელო. ტირისო, შეამჩნია სანსამ.
– ახლა კი შენ გადამარჩინე.

1146
– რომ გადაგარჩინო, უნდა წამომყვე. თორემ ჩვენი ორივეს სიკ-
ვდილის მიზეზი ვიქნები.
მან ქნა, გაიფიქრა სანსამ. ჯოფრი ამან მოკლა. უნდა ჩასულიყო,
მისი გულისთვისაც, საკუთარი თავის გულისთვისაც.
– შენ პირველი ჩადი, სერ, – თუ დონტოსი ჩავარდება, თავზე მა-
ინც არ დაეცემა და ორივეს კლდიდან არ გადაყრის.
– როგორც გსურს, მილედი, – წკლაპუნით აკოცა, ფეხები მოუქ-
ნელად გადაკიდა უფსკრულის კიდეზე და მოაფათურა, სანამ საფე-
ხური არ იპოვა, – მაცადე, სანამ ცოტაზე ჩავალ, და მერე მომყევი.
ხომ წამოხვალ? დაიფიცე.
– წამოვალ, – აღუთქვა სანსამ.
სერ დონტოსი თვალიდან გაუჩინარდა. სანსას ესმოდა მისი ქშე-
ნა და ხვნეშა, ჩასვლა რომ დაიწყო. ზარის რეკვას მიუგდო ყური და
ჩამოკვრები დათვალა. ათზე ფრთხილად დაეშვა კლდის კიდეზე,
ფეხის წვერს კლდეს უკაკუნებდა, სანამ მოსაჭიდი იპოვა. თავზე ცი-
ხესიმაგრის გალავანი გადმოჰყუდებოდა და წამით ისღა მოუნდა,
მაღლა აზიდულიყო და უკან, სამზარეულოს ციხეში გაქცეულიყო,
თავის თბილ ოთახებს შეჰფარებოდა. გამაგრდი, უთხრა თავისთავს.
მამაცი იყავი, როგორც სიმღერის გმირი ლედი. დაბლა ჩახედვას
ვერ ბედავდა. კლდის ზედაპირს უყურებდა, კარგად იკიდებდა ფეხს
საფეხურზე, სანამ მეორეს მოსინჯავდა. ქვა უხეში და ცივი იყო. ზოგ-
ჯერ გრძნობდა, რომ თითები უსრიალებდა და მოსაჭიდებიც მთლად
თანაბრად არ იყო ერთმანეთს დაშორებული. ზარები რეკვას არ
წყვეტდნენ. ნახევარიც არ ჩაევლო, რომ მკლავები აუცახცახდა და
იფიქრა, ნამდვილად ჩავვარდებიო. ერთი ნაბიჯიც, ეუბნებოდა
თავს, კიდევ ერთი ნაბიჯიც. არ უნდა შეჩერებულიყო, თორემ მერე
სვლას აღარც გააგრძელებდა და განთიადი ასე, კლდეზე მოჭიდე-

1147
ბულს და შიშით გათანგულს მოუსწრებდა. ნაბიჯიც, და კიდევ ნაბი-
ჯიც.
მიწა მოულოდნელად შემოეფეთა. წაბორძიკდა და დაეცა, გული
უფანცქალებდა. ზურგზე რომ გადაგორდა და ახედა, საიდან ჩამო-
სულიყო, თავბრუ დაეხვა და მიწა მოფხოჭნა. შევძელი. შევძელი ჩა-
მოსვლა, არ ჩამოვვარდი, ჩამოვცოცდი და ახლა შინ მივდივარ.
სერ დონტოსმა წამოაყენა.
– აქეთ. ჩუმად იყავი, ჩუმად, ჩუ, – კლდის ძირას ჩაწოლილ შავ,
ხშირ ჩრდილებს ეფარებოდა. საბედნიეროდ, ბევრი არ უნდა ევ-
ლოთ. ორმოცდაათი იარდით დაღმა კაცი იჯდა პატარა ნავში, რო-
მელსაც ფარავდა იმ დიდი გალერის ნარჩენები, ბრძოლისას აქ მე-
ჩეჩზე რომ შეჯდა და დაიწვა. დონტოსი ქოშინით გაკვანჭალდა მის-
კენ. – ოსველ?
– სახელები არ გვინდა, – უთხრა კაცმა, – ჩასხედით. – ნიჩბებზე
ჩახრილი იჯდა, მოხუცი კაცი იყო, მაღალი და აწოწილი, გრძელი
თეთრი თმა და დიდი კაუჭა ცხვირი ჰქონდა, თვალებს ჩაჩი უფარავ-
და, – ჩამო ნავში, სწრაფად, – უთხრა ბუზღუნით, – უნდა გავიდეთ.
როცა ორივე უხიფათოდ ჩაჯდა ნავში, ჩაჩიანმა კაცმა ნიჩბები
წყალზე დაუშვა და ნაკადის შუაგულისკენ მოუსვა. ქალაქში ზარები
ისევ ბიჭი-მეფის სიკვდილზე გუგუნებდნენ. ბნელი მდინარე მხო-
ლოდ მათ ეკუთვნოდა.
აუჩქარებელი, თანაბარი, რიტმული მოსმებით დაეშვნენ ნაკად-
ზე, გადაისრიალეს დაძირულ გალერებზე, გვერდს უქცევდნენ და-
ლეწილ ანძებს, დამწვარ გემის მუცლებს, დაფხრეწილ აფრებს. მე-
ნავეს ნიჩბის ბუდეები დაეყუჩებინა, ამიტომ თითქმის უხმოდ იძ-
ვროდნენ. წყლიდან ნისლი დგებოდა. სანსამ დაინახა, ჭინკას ერთ-
ერთი საჯალამბრე კოშკის ყრილი რომ წამოადგათ თავს, მაგრამ

1148
დიდი ჯაჭვი დაშვებული იყო და დაუბრკოლებლად გასცდნენ იმ ად-
გილს, სადაც ათასობით კაცი დაიწვა. ნაპირი შორს ჩაიკარგა, ნის-
ლი გასქელდა, ზარების ხმამ მისუსტება იწყო. ბოლოს სინათლეე-
ბიც კი გაქრა, სადღაც მათ უკან ჩაიკარგა. შავწყალას ყურეში გავიდ-
ნენ და მთელი სამყაროსგან მხოლოდ ბნელი წყალი, გაწეწილი ნის-
ლი და ნიჩბებზე დახრილი მათი მდუმარე მენავეღა დარჩა.
– სადამდე უნდა ვიაროთ? – იკითხა სანსამ.
– ნუ ლაპარაკობ, – მენიჩბე ბებერი იყო, მაგრამ უფრო ღონი-
ერი, ვიდრე შეიძლებოდა გგონებოდა, და მკაცრი ხმა ჰქონდა. მისი
სახე უჩვეულოდ ნაცნობი ეჩვენებოდა, თუმცა სანსა ვერ იტყოდა,
რის გამო.
– ბევრი აღარ დარჩა, – სერ დონტოსმა მისი ხელი აიღო და ნა-
ზად დაუსრისა, – შენი მეგობარი ახლოსაა, გელის.
– ნუ ლაპარაკობთ! – ისევ დაიღრინა მენიჩბემ, – ხმა წყალზე
ვრცელდება, სერ მასხარავ! – შემცბარმა სანსამ ტუჩზე იკბინა და
მოიკუნტა. ამას ნიჩბების უსასრულო მოსმა, მოსმა, მოსმა მოჰყვა.
აღმოსავლეთის ცა ოდნავ გააბაცა განთიადის მოახლოებამ, რო-
ცა სანსამ, ბოლოს და ბოლოს, წინ, სიბნელეში მუქ ლანდს მოჰკრა
თვალი: ეს სავაჭრო გალერა იყო, მისი აფრები შეეკეცათ და ნელა
მოიწევდა წინ ნიჩბებით. რომ მიუახლოვდნენ, მისი ცხვირის ფიგუ-
რასაც მოჰკრა თვალი: ოქროსგვირგვინიანი წყლის კაცი დიდ ნიჟა-
რის საყვირში ბერავდა. გაიგონა დაძახილი და გალერა ნელა შეტ-
რიალდა.
გვერდით რომ დაუდგნენ, გალერიდან თოკის კიბე გადმოაგდეს.
მენავემ ნიჩბები აკრიფა და სანსას წამოდგომაში მოეხმარა.
– ახლა ადი. მიდი, გოგონა, უკვე მოგიყვანე.
სანსამ მადლობა გადაუხადა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ხვნეშა
მიიღო. თოკის კიბეზე ასვლა ბევრად უფრო ეიოლა, ვიდრე კლდეზე
1149
დაშვება. მენიჩბე ოსველი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, სერ დონტოსი კი
ნავში დარჩა.
მოაჯირთან ორი მეზღვაური უცდიდა და გემბანზე გადასვლაში
მიეხმარნენ. სანსა ცახცახებდა.
– სცივა, – გაიგონა ვიღაცის ნათქვამი. იმ ვიღაცამ მოსასხამი
მოიძრო და მას მოახურა მხრებზე, – ასე უკეთ ხარ, მილედი? ახლა
დამშვიდდი, ხიფათმა უკვე ჩაიარა. სანსა იცნობდა ამ ხმას. მაგრამ
ის ხომ ველზეაო, გაიფიქრა. კაცს გვერდით ხელჩირაღდნიანი სერ
ლოთორ ბრუნი ედგა.
– ლორდ პეტირ, – ამოსძახა დონტოსმა ნავიდან, – უკანვე უნდა
გავცურო, სანამ ჩემი მოძებნა მოუვათ აზრად.
პეტირ ბაელიშმა ხელი მოაჯირს ჩამოაყრდნო.
– მაგრამ მანამდე გასამრჯელოს მიღება გინდა. ათი ათასი დრა-
კონიო, არა? – ათი ათასი, – დონტოსმა პირი ხელის ზურგით მოის-
რისა, – როგორც დამპირდი, მილორდ.
– სერ ლოთორ, გასამრჯელო.
ლოთორ ბრუნმა ჩირაღდანი დახარა. გემის კიდეს სამი კაცი მო-
ადგა, არბალეტები ასწიეს და გაისროლეს. ერთი მაღლა მაცქერალ
დონტოსს მკერდში მოხვდა და იალმაგზე დახატული გვირგვინები-
დან მარცხენა გაუხვრიტა. სხვები ყელსა და მუცელზე ეძგერა. ეს ისე
სწრაფად მოხდა, რომ ვერც დონტოსმა, ვერც სანსამ წამოყვირებაც
კი ვერ მოასწრეს. ლოთორ ბრუნმა ჩირაღდანი გვამზე დააგდო. პა-
ტარა ნავი უკვე გიზგიზებდა, გალერა რომ გასცილდა.
– მოკალი! – სანსა მიბრუნდა, მოაჯირს ჩაეჭიდა და გული აერია.
ლანისტერებს იმისთვის გამოექცა, რომ უარესის ხელში ჩავარდნი-
ლიყო?
– მილედი, – დაუყვავა ნეკამ, – შენი მწუხარება არამია ამისთანა
კაცზე. ლოთი იყო და არავის ერთგულებდა.
1150
– მაგრამ მან გადამარჩინა.
– მან შენ დაპირებულ ათი ათას დრაკონად გაგყიდა. შენი გაუჩი-
ნარება გააჩენს ეჭვს, რომ ჯოფრის სიკვდილში ხელი გირევია. ოქ-
როსმოსასხამიანები ძებნას დაგიწყებენ, საჭურისი კი ქისას ააჩხა-
რუნებს. დონტოსი... ხომ გაიგონე, რაც თქვა? მან ოქროზე გაგყიდა.
ამ ფულს რომ გადაყლურწავდა, მეორედაც გაგყიდდა. დრაკონებით
სავსე ქისით ერთხანს იყიდი კაცის სიჩუმეს, მიზანში მოხვედრილი
ისრით კი სამუდამოდ იყიდი, – მან სევდიანად გაიღიმა, – რაც კი გა-
აკეთა, ყველაფერი ჩემი ბრძანებით ქნა. მე ვერ გავბედავდი, აშკა-
რად ვყოფილიყავი შენი მფარველი. რომ შევიტყვე, როგორ გადა-
არჩინე იგი ჯოფის ტურნირზე, მივხვდი, რომ შესაფერისი იარაღი იქ-
ნებოდა.
სანსას აზიდებდა.
– ამბობდა, რომ ჩემი ფლორიანი იყო.
– შემთხვევით ხომ არ გახსოვს, რა გითხარი იმ დღეს, მამაშენი
რკინის ტახტზე რომ იჯდა?
სანსას ცხადად დაუდგა თვალწინ ის შეხვედრა.
– მითხარი, ცხოვრება სიმღერა არააო. რომ ერთ მშვენიერ
დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, ამას თავად შევიტყობდი, – იგრძნო, თვა-
ლები ცრემლით რომ ევსებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, ვის დასტი-
როდა: სერ დონტოს ჰოლარდს, ჯოფს, ტირიონს თუ საკუთარ თავს,
– მაშ, ყველაფერი ტყუილია, სულ და მუდამ, ყველა და ყველაფერი?
– თითქმის ყველა. ჩემ და შენს გარდა, რასაკვირველია, – მან გა-
იღიმა, – ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინდა.
– წერილი... შენ მომწერე?
– სხვაგან ვერ დაგიბარებდი. წითელ ციხეში სხვაგან ყველგან
საჭურისის ჩიტუნები დაძვრებიან... ან პატარა ვირთხები, მე რო-

1151
გორც ვეძახი. საღვთო ტყეში კი კედლების ნაცვლად ხეები დგას. ჭე-
რის ნაცვლად ცაა, იატაკის ნაცვლად – ფესვები, მიწა და ქვები. იქ
ვირთხები ვერ ისუნსულებენ. ვირთხები უნდა იმალებოდნენ, თო-
რემ ადამიანები მათ ხმლებზე ააგებენ, – ლორდმა პეტირმა მკლავ-
ში გამოსდო ხელი, – წამო, შენს კაიუტამდე მიგაცილებ. ვიცი, გრძე-
ლი და დამქანცველი დღე გქონდა. დაიღლებოდი.
პატარა ნავი მათ უკან კვამლისა და ცეცხლის ბუქადღა ჩანდა,
რომელიც თითქმის ჩაკარგულიყო განთიადის უკიდეგანო ზღვაში.
უკანა გზა აღარ გააჩნდა: ახლა მხოლოდ წინ თუ წავიდოდა.
– ძალიან დავიღალე, – გამოტყდა იგი.
დაბლა რომ ჩადიოდნენ, პეტირმა უთხრა:
– მიამბე ლხინის შესახებ. დედოფალი იმდენს ეცადა! მომღერ-
ლები, ჯამბაზები, მოცეკვავე დათვი... შენს პატარა ლორდ-მეუღლეს
მოეწონა ჩემი ჯუჯა რაინდები? – შენი?
– მათ ჩამოსაყვანად ბრაავოსში გავგზავნე კაცი და ქორწილამ-
დე საროსკიპოში ვმალავდი. ამ ყველაფრის სიძვირეს და თავისტკი-
ვილს ხომ ნუ იტყვი. გაგიკვირდება, რა ძნელია ქონდრისკაცის და-
მალვა, ჯოფრი კი... შეიძლება, მეფე წყალთან მიიყვანო, მაგრამ,
როცა საქმე ჯოფრისთან გაქვს, კარგად უნდა აშხაპუნო კიდევაც, სა-
ნამ მიხვდება, რომ უნდა დალიოს. როდესაც ვუთხარი, რა სიურ-
პრიზს ვუმზადებდი, ასე მითხრა: „რა ჯანდაბად მინდა ვიღაც მახინჯი
ჯუჯები ჩემს ნადიმზე? მეჯავრება ჯუჯები“. ისღა დამრჩენოდა, მხარზე
დავყრდნობოდი და მეჩურჩულა: „ბიძაშენს კიდევ უარესად ეჯავრე-
ბა“.
სანსას ფეხქვეშ გემბანი შეირყა და მოეჩვენა, თითქოს მთელმა
მისმა სამყარომ დაკარგა სიმყარე.
– ჰგონიათ, რომ ჯოფრი ტირიონმა მოწამლა. სერ დონტოსმა
თქვა, შეიპყრესო. ნეკამ გაიღიმა.
1152
– ქვრივობა მოგიხდება, სანსა.
ამ ფიქრმა გულ-მუცელი შეუფრთხიალა. აწი ალბათ აღარასო-
დეს მოუწევს ტირიონთან ერთად ერთ საწოლში ძილი. ამას ნატ-
რობდა... ხომ ამას ნატრობდა?
კაიუტა პატარა და ვიწრო იყო, მაგრამ ტახტზე ბუმბულის ნაალი
დაედოთ, ზემოდან კი დაკეცილი სქელი ქურქები ელაგა.
– ვიწროდ იქნები, ვიცი, მაგრამ წესით ძალიან მოუხერხებლა-
დაც არ უნდა მოეწყო, – ნეკამ ილუმინატორის ქვეშ მდგარ კედრის
სკივრზე მიუთითა, – ამაში სუფთა ტანსაცმელს იპოვი. კაბებს, საც-
ვლებს, თბილ წინდებს, მოსასხამს. სამწუხაროდ, მხოლოდ შალი და
ტილო იქნება. ასეთ მშვენიერ ასულს არ შეეფერება, მაგრამ მშრა-
ლად და სუფთად იქნები, სანამ რამე უკეთესს არ გიშოვით.
მან ეს ყველაფერი მე მომიმზადა.
– მილორდ, მე... არ მესმის... ჯოფრიმ ჰარენჰალი გიბოძა, სამ-
კბილას უზენაესი ლორდი გაგხადა... რატომ...
– რატომ ვისურვე მისი სიკვდილი? – ნეკამ მხრები აიჩეჩა, – მი-
ზეზი არ მქონია. თანაც, აქედან ათასი ლიგის დაშორებით ვიმყოფე-
ბი, ველზე. ყოველთვის დაბნეული გყავდეს მტრები. თუ დარწმუნე-
ბით არასოდეს ეცოდინებათ, ვინ ხარ და რა გინდა, ვერც ის ეცოდი-
ნებათ, მომდევნო ნაბიჯს საით გადადგამ. ზოგ ჯერ მათ დასაბნევად
საუკეთესო გზაა, უმიზნო სვლები გააკეთო, ან სულაც ისეთი, რომ-
ლებიც თითქოს შენვე ცუდად მოგიბრუნდება. გახსოვდეს ეს, სანსა,
თამაშს რომ შეუდგები.
– რა... რა თამაშს?
– იმ ერთადერთს. სატახტოთა თამაშს, – შუბლიდან თმა გადა-
უწია, – უკვე საკმარისად დიდი ხარ, რომ იცოდე, დედაშენი და მე
მეგობრებზე მეტი რომ ვიყავით.

1153
იყო დრო, როდესაც ამქვეყნად კეტის გარდა სხვა არაფერი მინ-
დოდა. ვბედავდი და ვოცნებობდი ცხოვრებაზე, ერთად რომ გავატა-
რებდით და ბავშვებზე, რომლებსაც ის მაჩუქებდა... მაგრამ ის რივე-
რანის და ჰოსტერ ტალის ასული იყო.
ოჯახი, ვალი, ღირსება, სანსა. ოჯახი, ვალი, ღირსება ნიშნავდა,
რომ მე ვერასოდეს მეღირსებოდა მისი ხელი. მაგრამ მან მაჩუქა
სხვა რამ, უფრო ძვირფასი – ძღვენი, რომელიც ქალს მხოლოდ ერ-
თხელ შეუძლია, გაიღოს. როგორ შემეძლო, მისი ასულისთვის მექ-
ცია ზურგი? უკეთეს სამყაროში შენ შესაძლოა, ჩემი შვილი ყოფილი-
ყავი და არა ედარდ სტარკის. ჩემი ერთგული და მოყვარული ასუ-
ლი... დაივიწყე ჯოფრი, ძვირფასო. დონტოსი, ტირიონი – ყველა და-
ივიწყე. ისინი ვეღარასოდეს შეგაშფოთებენ. ახლა საფრთხე აღარ
გელის, მთავარი ესაა. ჩემ გვერდით დაცული ხარ და შინისკენ მიცუ-
რავ.

ჯეიმი

მეფე მოკვდაო, უთხრეს, და არ იცოდნენ, რომ ჯოფრი მისი მხო-


ლოდ მებატონე კი არა, შვილიც იყო.
– ჭინკამ ხანჯლით ყელი გამოსჭრა, – განაცხადა მეწვრილმანემ,
რომელსაც ღამის სათევად შერჩეულ გზისპირა სასტუმროში გადაე-
ყარნენ, – და დიდი ოქროს ბარძიმით მისი სისხლი შესვა, – კაცმა
ვერ იცნო წვერიანი ცალხელა რაინდი, რომელსაც ფარზე დიდი ღა-
მურა ეხატა; ვერც დანარჩენები იცნო და ისეთ რამებს ამბობდა, რა-
საც დამალავდა, რომ სცოდნოდა, ვის ელაპარაკებოდა.
– საწამლავმა ქნა ეგ, – თავისას იჩემებდა სასტუმროს მეპატრო-
ნე, – ბიჭს სახე ქლიავივით გაუშავდა.
– დაე, მამამ სამართლიანად განსაჯოს, – ჩაიბუტბუტა სეპტონმა.
1154
– ამ მკვლელობაში ქონდრისკაცის ცოლის ხელიც ერია, – იმ-
ტკიცებოდა მშვილდოსანი, ლორდ როვანის ლივრეა რომ ეცვა, –
ამის მერე იგი დარბაზიდან გოგირდის ღრუბელში გახვეული გაუჩი-
ნარდა, წითელ ციხეში კი მგელსაზარას მოჩვენება ნახეს, დაძრწო-
და და ლაშებიდან სისხლი სწვეთავდა.
ჯეიმი ჩუმად იჯდა, სიტყვები თავს ატყდებოდა, ცალ, საღ ხელში
ელით სავსე ყანწი შერჩენოდა. ჯოფრი. ჩემი სისხლი და ხორცი. ჩემი
პირმშო. ჩემი ძე. ცდილობდა, ბიჭის სახე წარმოედგინა, მაგრამ მისი
ნაკვთები ყოველ ჯერზე სერსეიდ გადაიქცეოდა. ახლა ალბათ გლო-
ვობს, თმები გაწეწილი აქვს, თვალები ტირილისგან ჩაუწითლდა,
პირი უკანკალებს, სიტყვის წარმოთქმას რომ ცდილობს. მე რომ და-
მინახავს, ისევ იტირებს, თუმცა ეცდება, ცრემლები შეიკავოს. მისი
და იშვიათად ტიროდა, თუ მასთან მარტო არ იყო ხოლმე. მხოლოდ
ტყუპისცალს უმხელდა თავის ტკივილებს. ახლა ვაკლივარ, ჩემგან
ნუგეში და შურისძიება სჭირდება.
მეორე დღეს, ჯეიმის დაჟინებით, სწრაფად იარეს. მისი ძე მკვდა-
რი იყო, მის დას კი ნუგეში სჭირდებოდა. როდესაც დაინახა წინ გაშ-
ლილი ქალაქი, შებინდებულ ცაზე მუქად დაჩნეული მისი საგუშაგო
კოშკები, ჯეიმი ლანისტერი რკინისფეხება ვალტონთან მითოხარიკ-
და, რომელიც მშვიდობის დროშით ხელში მავალი ნეიჯის უკან მი-
დიოდა.
– ეს რა საშინელი ყროლია? – დაიჩივლა ჩრდილოელმა.
სიკვდილის, გაიფიქრა ჯეიმიმ, მაგრამ ეს თქვა:
– ბოლის, ოფლის და ქაქის. მეფის საბიჯელის, მოკლედ. კარგი
ყნოსვა თუ გაქვს, ღალატსაც იყნოსავ. ქალაქის სუნი ადრე არასო-
დეს გიგრძნია?
– თეთრი ნავსადგურის სუნი მიყნოსია. ის ასე არასოდეს ყარს.
– თეთრი ნავსადგური მეფის საბიჯელთან შედარებით ისეთივეა,
1155
როგორიც ჩემი ძმა ტირიონი – სერ გრეგორ კლეგეინთან.
ნეიჯი მათ დაბალ ბორცვზე აუძღვა. შვიდკუდა მშვიდობის დროშა
ქარში იშლებოდა და ფრიალებდა, მის ტარზე გაპრიალებული შვიდ-
ქიმა ვარსკვლავი კაშკაშებდა. მალე ნახავს სერსეის; ტირიონს, მა-
მასაც. შეიძლებოდა, ჩემს ძმას მართლაც მოეკლა ბიჭი? ჯეიმის ამის
დაჯერება უჭირდა. უცნაურად მშვიდი იყო. იცოდა, რომ კაცს წესით
მწუხარებისგან ჭკუა უნდა დაეკარგა, შვილი რომ მოუკვდებოდა.
თმა უნდა დაეგლიჯა, ღმერთები შეეჩვენებინა და სასტიკი შურისძიე-
ბის აღთქმა დაედო. მაშ, თავად რატომ ვერ გრძნობდა ვერაფერს?
ბიჭმა ისე იცხოვრა და მოკვდა, რომ მშობლად რობერტ ბარათეონი
მიაჩნდა.
ჯეიმიმ ნახა მისი დაბადება, თუმცა უფრო სერსეის ხათრით, ვიდ-
რე ბავშვის. ხელში კი არ დაუჭერია.
– აბა, რას იფიქრებენ? – გააფრთხილა დამ, როდესაც, ბოლოს
და ბოლოს, ქალები გავიდნენ და მარტონი დატოვეს, – ჯოფრი ისე-
დაც სახიფათოდ გგავს, ახლა კიდევ გაბადრულმა აქეთ-იქით ტარე-
ბა რომ არ დაუწყო.
ჯეიმი არხეინად დამორჩილდა. ეს მჩხავანა ვარდისფერი არსება
ისედაც სერსეის დროში, სერსეის სიყვარულსა და სერსეის ძუძუებ-
ში ეცილებოდა. რობერტის ყოფილიყო, კი ბატონო.
ახლა კი მოკვდა. წარმოიდგინა, როგორ უძრავად იწვა ცივი, სა-
წამლავისგან სახეგაშავებული ჯოფი, და მაინც ვერაფერი იგრძნო.
შეიძლება, მართლაც ისეთი ურჩხული იყო, როგორც ამბობდნენ.
ზეციური მამა რომ გამოსცხადებოდა და ასარჩევად შეეთავაზებინა
შვილის ან ხელის დაბრუნება, ჯეიმი წუთითაც არ დაფიქრდებოდა,
ისე აირჩევდა. ბოლოს და ბოლოს, მეორე ძეც ჰყავდა და კიდევ ბევ-
რის ჩასახვაც შეეძლო. თუ სერსეის კიდევ უნდა ბავშვი, ამ ნატვრას

1156
ავუსრულებ... ჰოდა, ამჯერად ხელშიც ავიყვან და სხვებსაც წა-
უღიათ, ვისაც ეს არ მოეწონება. რობერტი საფლავში ლპებოდა, ჯე-
იმის კი ტყუილები ყელში ჰქონდა ამოსული.
ერთბაშად შებრუნდა და ბრიენის მოსაძებნად უკან გაჭენდა.
ღმერთებმა უწყიან, რაში მენაღვლება. მასავით გულჩათხრობილს
ჯეიმი ცხოვრებაში არავის გადაჰყროდა, გოგო მათზე კარგა უკან და
რამდენიმე ფუტით განზე მოდიოდა, თითქოს აცხადებდა, ამათთან
არ ვარო. გზადაგზა მას მამაკაცის ტანსაცმელი უშოვეს – ზოგან ტუ-
ნიკა, ზოგან – კურტაკი, ბრიჯი და ჩაჩიანი მოსასხამი, ძველი სამ-
კერდულიც კი გამოუნახეს. კაცად ჩაცმული, როგორც ჩანს, თავს
უფრო მოხერხებულად გრძნობდა, მაგრამ ამქვეყნად ვერაფერი
გახდიდა ლამაზს. ან ბედნიერს. ჰარენჰალს რომ გამოსცდნენ, გო-
გოს მისთვის ჩვეული სახედრის სიჯიუტეც მალე დაუბრუნდა.
– ჩემი იარაღი და აბჯარი მინდა, – დაიჟინა მან.
– ო, რა თქმა უნდა, ჯობია, ისევ რკინაში ჩაგსვათ, – უთხრა ჯე-
იმიმ, – განსაკუთრებით მუზარადი გვჭირდება. ყველა უკეთ ვიგ-
რძნობთ თავს, პირს თუ დამუწავ და ცხაურს დაუშვებ.
ბრიენი ამაზე არ ახვეწნინებდა, მაგრამ მისი პირქუში მდუმარება
მალე ისევე აუტანელი გახდა, როგორც ქაიბანის გაუთავებელი
მცდელობა, ეამებინა მისთვის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, კლიოს
ფრეის გვერდით ყოფნა თუ მომენატრებოდა, მიშველონ ღმერთებ-
მა. უკვე ლამის ენანა, დამეტოვებინა იმ დათვთანო.
– მეფის საბიჯელი, – გამოუცხადა ჯეიმიმ, გოგო რომ ნახა, –
დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა, მილედი. ფიცი აასრულე და ჩამო-
მიყვანე მეფის საბიჯელში. მარტო რამდენიმე თითი და ერთი ხელი
დავკარგეთ გზაში.
ბრიენის მზერა არაფერს გამოხატავდა.
– ეგ ფიცის მხოლოდ ნახევარია. ლედი კეტლინს ვუთხარი, რომ
1157
ასულებს დავუბრუნებდი. სანსას მაინც. ახლა კი...
მას რობ სტარკი არასოდეს უნახავს, მაგრამ უფრო მეტად დარ-
დობს, ვიდრე მე – ჯოფზე. ან, იქნებ, ლედი კეტლინს გლოვობდა.
ბრინდლვუდში იყვნენ, მათი ამბავი რომ შეიტყვეს, წითელსახა, კას-
რივით რაინდისგან, სახელად სერ ბერტრამ ბისბერი რომ ერქვა,
გერბად კი შავ-ყვითლად დახაზულ ველზე გამოსახული სამი სკა
ჰქონდა. გუშინ იყო, ლორდ პაიპერის მეომართა რაზმმა რომ ჩაი-
არა აქო, უთხრა მათ ბისბერიმ, მეფის საბიჯელისკენ მიიჩქაროდნენ
და მშვიდობის დროშა მიჰქონდათო. – ახლა, ჭაბუკი მგელი მკვდა-
რი რომაა, პაიპერი ბრძოლის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. მისი
ძე ტყუპებში ჰყავთ ტყვედ, – თქვა მან. ბრიენი პირდაღებული უც-
ქერდა, საცოხნგადაცდენილი ძროხასავით, ამიტომ წითელი ქორ-
წილის ამბების გამოკითხვა ისევ ჯეიმის მოუხდა.
– ყველა დიდებულ ლორდს ჰყავს ურჩი მებაირაღეები, რომლებ-
საც მებატონის შურთ, – უთხრა მერე ბრიენს, – მამაჩემს ეგეთი რე-
ინიები და ტარბეკები ჰყავდა, ტაირელებს ფლორენტები ჰყავთ,
ჰოსტერ ტალის ვალდერ ფრეი ჰყავდა. ეგეთები მხოლოდ ძალას
ეპუებიან და, როგორც კი სისუსტეს იყნოსავენ... გმირთა ერაში
ბოლტონები სტარკებს ატყავებდნენ და მათი ტყავით მოსასხამებს
იკერავდნენ, – ბრიენი ისე უბედური ჩანდა, რომ ჯეიმის ლამის მისი
ნუგეშისცემა მოუნდა. იმ დღის მერე ბრიენი სანახევროდ მკვდარს
ჰგავდა. „გოგოს“ დაძახებაც კი არ აღაშფოთებდა. ძალა გამოეცა-
ლა. მან რობინ რაიგერს ლოდი დააგდო თავზე, სატურნირე ხმლით
დათვს ებრძოდა, ვარგო ჰოუთს ყური მოაჭამა და ჯეიმი ორთაბრძო-
ლაში დაქანცა... მაგრამ ახლა გატეხილი, მოთავებული იყო.
– მამაჩემს შევუთანხმდები, რომ ტართზე დაგაბრუნოს, თუ გინ-
და, – უთხრა ქალს, – ან, თუ დარჩენა გირჩევნია, შეიძლება მეფის
კარზე რამე ადგილი გამოგინახო. – დედოფლის სეფექალად? –
1158
ჰკითხა მან გულგრილად.
ჯეიმის გაახსენდა, როგორი იყო იგი იმ ატლასის ვარდისფერ კა-
ბაში და არ მოუნდა, წარმოედგინა, თუ რას იტყოდა მისი და ასეთ სე-
ფექალზე.
– იქნებ, ქალაქის დაცვაში რამე პოსტზე...
– ფიცის გამტეხებთან და მკვლელებთან ერთად არ ვიმსახურებ.
მაშ, საერთოდ რატომ აიღე ხელში ხმალიო, უნდოდა ეკითხა ჯე-
იმის, მაგრამ თავი შეიკავა.
– როგორც გინდა, ბრიენ, – ცალი ხელით მოატრიალა ცხენი და
გაშორდა.
ქალაქს რომ მიაღწიეს, ღმერთების კარი ღია დახვდათ, მაგრამ
გზის პირას სიდრის კასრებით, ვაშლის გოდრებით, თივის ზვინებით
და უზარმაზარი გოგრებით დატვირთული ორი დუჟინი ფორანი გამ-
წკრივებულიყო. თითქმის ყველა ურემს თავისი მცველი ახლდა: მე-
ომრები, წვრილ ლორდთა გერბები რომ მოუჩანდათ, ჯაჭვში და მო-
ხარშულ ტყავში ჩაცმული ქირით მებრძოლები ან თუნდაც მხოლოდ
წითელლოყა ფერმერის ვაჟი, რომელიც შინნაკეთ, ცეცხლში წაწვე-
ტებულ შუბს ბღუჯავდა. ჯეიმიმ მათ ჩორთით ჩაუარა და ყველას გა-
უღიმა. ჭიშკართან ოქროსმოსასხამიანები იდგნენ და ყოველ მე-
ფორნეს ფულს ართმევდნენ, სანამ ქალაქში შეუშვებდნენ.
– ეს რაღაა? – პასუხი მოითხოვა რკინისფეხებამ.
– ქალაქში ვაჭრობის უფლების მისაღებად უნდა გადაიხადონ.
მეფის მარჯვენისა და ხაზინადარის ბრძანებაა.
ჯეიმიმ ფორნების, ურმებისა და დატვირთული ცხენების მწკრივს
გახედა.
– და მაინც რიგი გიდგათ?
– ახლა, ბრძოლები რომ აღარაა, აქ კარგი ფულის შოვნა შეიძ-

1159
ლება, – ხალისიანად გამოელაპარაკა მათ უახლოესი ფორნის პატ-
რონი მეწისქვილე, – ახლა ქალაქი ლანისტერებს უჭირავთ,
კლდელ ბებერ ლორდ ტაივინს. ამბობენ, ვერცხლს ჯვამსო.
– ოქროს, – ცივად შეუსწორა ჯეიმიმ, – ნეკა კი, დავიფიცებ,
ფულს ოქროცოცხაზე კრეფს.
– ხაზინადარი ახლა ჭინკაა, – მცველმა ჩრდილოელები ეჭვით
შეათვალიერა, – თქვენ ვინღა ხართ?
– ლორდ ბოლტონის ხალხი ვართ, მეფის მარჯვენის ნახვა გვინ-
და.
კაპიტანმა ნეიჯს და მის სამშვიდობო დროშას შეხედა.
– ანუ, მუხლის მოსაყრელად მოხვედით. პირველები კი არ ხართ.
პირდაპირ სასახლისკენ წადით და, იცოდეთ, არაფერი ჩაიდინოთ, –
ხელით კარისკენ ანიშნა და ისევ ფორნებს მიუტრიალდა.
ჯეიმის რომ არ სცოდნოდა, ვერასოდეს მიხვდებოდა, მეფის სა-
ბიჯელი თავის მკვდარ მეფე-ბიჭს თუ გლოვობდა. თესლების ქუჩაზე
გაცრეცილ ანაფორაში ჩაცმული გლახაკი ძმა ხმამაღლა ლოცუ-
ლობდა ჯოფრის სულის მოსახსენებლად, მაგრამ ჩამვლელები მას
ქარში მობრახუნე დარაბაზე მეტ ყურადღებას არ უთმობდნენ.
ყველგან ჩვეულებრივი ბრბო ირეოდა: შავ აბჯარში გამოწყობილი
ოქროსმოსასხამიანები, მცხობელი ბიჭები, ნამცხვრებს, პურს და
ცხელ ღვეზლებს რომ ყიდდნენ, ფანჯრებიდან გადმოყუდებული კახ-
პები, სანახევროდ რომ შეეხსნათ საკინძები. სანარცხე არხებსაც
ჩვეულებრივი სიბინძურის სუნი უდიოდა. ჩაუარეს ხუთ კაცს, ქუჩის
პირიდან მკვდარი ცხენის გადათრევას რომ ცდილობდნენ, და ერთ
ჟონგლიორს, ტაირელის მთვრალი ჯარისკაცებისა და პატარა ბავ-
შვების გასართობად ჰაერში დანებს რომ ატრიალებდა.
ორასი ჩრდილოელის, უჯაჭვო მაისტერისა და უცნაური უშნო ქა-
ლის თანხლებით ქუჩაში მიმავალმა ჯეიმიმ აღმოაჩინა, რომ ზედაც
1160
არავინ უყურებდა. ვერ მიმხვდარიყო, ამას უნდა გაერთო თუ გაებ-
რაზებინა.
– ვერ მცნობენ, – უთხრა რკინისფეხებას, ხარაზების მოედანი
რომ გადაიარეს. – სახე სხვანაირი გაქვს, მკლავიც, – უთხრა ჩრდი-
ლოელმა, – თანაც, ახლა უკვე ახალი მეფისმკვლელი ჰყავთ.
წითელი ციხის კარიბჭე ღია იყო, მაგრამ წინ ათამდე შუბოსანი
ოქროსმოსასხამიანი გადაუდგათ. მათ ჩორთით მიახლოებული
რკინისფეხებასკენ შუბები დახარეს, მაგრამ ჯეიმიმ იცნო მათი მე-
თაური თეთრი რაინდი.
– სერ მერინ.
სერ მერინს ქუთუთოებდაშვებული თვალები გაუფართოვდა.
– სერ ჯეიმი?
– რა კარგია, ვინმეს რომ ვახსოვარ. გასწიე ეს ხალხი.
დიდი ხანია, ასე სხარტად არავინ გარჯილიყო მისი ბრძანების
შესასრულებლად. ჯეიმის დავიწყებოდა კიდევაც, რა სასიამოვნო
იყო ეს გრძნობა.
გარე ეზოში კიდევ ორი მეფის ქეშიკი შემოხვდათ – ისინი, რომ-
ლებსაც ჯერაც არ ემოსათ თეთრი მოსასხამები მაშინ, როდესაც ჯე-
იმი აქ მსახურობდა. ასე მხოლოდ სერსეის შეეძლო ექნა: ლორდ-
მეთაურად დავესახელებინე და მერე ჩემთან შეთანხმების გარეშე
შეერჩია ჩემი თანამებრძოლები.
– ვიღაცას ჩემთვის ორი ახალი ძმა უბოძებია, ვხედავ, – თქვა მან
და დაქვეითდა. – გვაქვს ამის პატივი, სერ, – ყვავილების რაინდი
ისეთი მშვენებით და სიწმინდით ბრწყინავდა თავის თეთრ ფარ-
ფლებსა და აბრეშუმში, რომ ჯეიმის საკუთარი თავი მის გვერდით ჩა-
მოძონძილი და იაფფასიანი ეჩვენა.
ჯეიმი მერინ ტრანტს მიუბრუნდა.

1161
– სერ, ჩვენი ახალი ძმებისთვის სათანადოდ ვერ შეგიგნებინები-
ათ მათი ვალი. – რა ვალი? – თავი დაიცვა მერინმა.
– მეფის სიცოცხლის დაცვა. რამდენი მეფე დაკარგეთ მას მერე,
რაც მე ქალაქიდან წავედი? ორი, ჰო?
სერ ბეილონმა ამ დროს მკლავი დაუნახა.
– ხელი...
ჯეიმიმ ძალით გაიღიმა.
– ახლა მარცხენით ვიბრძვი. ასე უფრო ძნელი გახდა ჩემთან
გამკლავება. ლორდ-მამას სად ვნახავ?
– მის მისაღებში, ლორდ ტაირელთან და პრინც ობერინთან ერ-
თად.
მეის ტაირელი და წითელი ასპიტი ერთად ტეხენ პურს? საოცრე-
ბა თუ გინდა, ესაა. – დედოფალიც მათთანაა?
– არა, მილორდ, – მიუგო სერ ბეილონმა, – მას სეპტში ნახავ,
ლოცულობს მეფე ჯოფრის...
– შენ!
ჯეიმიმ დაინახა, რომ უკანასკნელი ჩრდილოელიც ჩამოქვეით-
და, და ლორას ტაირელმა ბრიენი დაინახა.
– სერ ლორას, – გოგო ბრიყვივით იდგა, ხელში აღვირი ეჭირა.
ლორას ტაირელი გაჩქარებული ნაბიჯით გაემართა მისკენ.
– რატომ? – ჰკითხა ქალს, – პასუხს გამცემ, რატომ ქენი ეს. კე-
თილად გეპყრობოდა, ცისარტყელას მოსასხამი გიბოძა. რატომ უნ-
და მოგეკლა?
– არ მომიკლავს. მე მისთვის თავს დავდებდი.
– მოგიწევს, – სერ ლორასმა ორლესული იშიშვლა.
– მე არ მომიკლავს.
– ემონ ქაიმ დაიფიცა, რომ შენ მოკალი, უკანასკნელ სუნთქვას
ამოაყოლა ფიცი. – ის კარვის გარეთ იდგა, არ დაუნახავს...
1162
– კარავში შენსა და ლედი სტარკის გარდა არავინ იყო. ამტკი-
ცებ, რომ იმ ბებერმა ქალმა შეძლო, ნაწრთობი ფოლადი გაეკვეთა?
– იქ აჩრდილი იყო. ვიცი, დაუჯერებელია, მაგრამ... მე რენლის
აბჯრის ჩაცმას ვშველოდი, ამ დროს სანთლები ჩაქრა და ყველაფე-
რი სისხლით მოირწყა. სტანისი იყოო, ლედი კეტლინმა ასე თქვა.
მისი... მისი აჩრდილი. მე ამ საქმეში უბრალო ვარ, ვფიცავ ჩემს
ღირსებას...
– შენ ღირსება არ გაგაჩნია. ამოაგე ხმალი. არავის ვალაპარა-
კებ, უიარაღო მოკლაო. ჯეიმი მათ შორის ჩადგა.
– ხმალი მოაშორე, სერ.
სერ ლორასმა გარს შემოუარა.
– მარტო მკვლელი კი არა, მხდალიც ხარ, ბრიენ? ამიტომ გაიქე-
ცი, მისი სისხლით ხელებმოსვრილი? ხმალი ამოაგე, ქალო!
– უკეთესია, ინატრო, არ ქნას ეს, – ჯეიმიმ ისევ გადაუღობა გზა,
– თორემ ალბათ აქედან შენს გვამს გავიტანთ. ეს გოგო გრეგორ
კლეგეინივით ძლიერია, თუმცა სილამაზით ვერ შეედრება.
– ეს შენ არ გეხება, – სერ ლორასმა ჯეიმი განზე გასწია.
ჯეიმიმ ბიჭს ჯანსაღი ხელი ჩაავლო და შემოაბრუნა.
– მე მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური ვარ, შე თავგასულო ლეკ-
ვო. შენი მეთაური, სანამ ეს თეთრი მოსასხამი გაცვია. ახლა ჩააგე
ეს შენი წყეული ხმალი, თორემ წაგართმევ და ისეთ ადგილებში შეგ-
თხრი, სადაც რენლისაც კი არ შეუღწევია.
ბიჭი წამით შეყოყმანდა და სერ ბეილონ სუანმა მოასწრო ეთქვა:
– ქენი, რასაც ლორდ-მეთაური გიბრძანებს, სერ ლორას.
მაშინ რამდენიმე ოქროსმოსასხამიანმა იარაღი იშიშვლა, მათ
ზოგმა დრედფორტელმაც მიბაძა. ჩინებულია, გაიფიქრა ჯეიმიმ, ჯერ
ცხენიდან არ ჩამოვმხტარვარ და ეზოში უკვე სისხლისღვრა ჩაღდე-
ბა.
1163
სერ ლორას ტაირელმა ხმალი მოსხლეტით ჩაკრა ქარქაშში.
– არ იყო ძნელი, ხომ ასეა?
– მაგის დატუსაღებას მოვითხოვ, – სერ ლორასმა ბრიენს მი-
ათითა, – ლედი ბრიენ, მე შენ ლორდ რენლი ბარათეონის მოკვლა-
ში გდებ ბრალს.
– თუ რამე შემიძლია ვთქვა, ამ გოგოს ღირსება აქვს, თუ აქვს.
იმაზე მეტი, ვიდრე თქვენგან მინახავს. და შეიძლება, მართალსაც კი
ამბობდეს. ნამდვილად, ჭკვიანიაო, ვერ დავიჩემებ, მაგრამ, ტყუ-
ილის თქმა რომ უნდოდეს, უკეთეს რამეს მოიფიქრებდა – ამაზე უკე-
თესს კი ჩემი ცხენიც კი მოახერხებდა. მაგრამ, თუ შენ მოითხოვ...
სერ ბეილონ, მიაცილე ლედი ბრიენი კოშკის საკანში და მცველები
მიუჩინე. და რკინისფეხება და მისი ხალხი სათანადოდ დააბინავე,
სანამ მამაჩემი მათთან შეხვედრას შეძლებს.
– დიახ, მილორდ.
ბრიენის დიდი, ცისფერი თვალები წყენით იყო სავსე, როცა ბე-
ილონ სუანმა და თორმეტმა ოქროსმოსასხამიანმა გაიყვანეს. წე-
სით, კოცნებს უნდა მიგზავნიდე, გოგო, უნდოდა ეთქვა მისთვის. ჯან-
დაბა, რაც უნდა ვქნა, ყველაფერს გადაბრუნებულად რატომ იგებენ?
ეირისი. ყველაფერი ეირისისგან მოდის. ჯეიმიმ გოგოს ზურგი შეაქ-
ცია და ეზო გადაჭრა.
სამეფო სეპტის კარსაც თეთრაბჯრიანი რაინდი იცავდა. მაღალი
იყო, შავი წვერი, ფართო ბეჭები და კაუჭა ცხვირი ჰქონდა. ჯეიმი
რომ დაინახა, ავად გაუღიმა და უთხრა:
– და ვითომ საით მივდივართ?
– სეპტში, – ჯეიმიმ გადაჭრილი ხელით მიათითა, – აი, იმაში. დე-
დოფლის ნახვა მინდა.
– მისი მოწყალება მგლოვიარეა. და რატომ ინდომებს შენნაირი
ვინმეს ნახვას? იმიტომ, რომ მისი საყვარელი და მისი მოკლული ძის
1164
მამა ვარ, უნდოდა ეთქვა ჯეიმის.
– შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?
– მეფის ქეშიკი რაინდი ვარ, ხეიბარო, და გიჯობს, ცოტა ზრდი-
ლობა ისწავლო, თორემ მეორე ხელსაც მოგაჭრი და მოგიწევს, დი-
ლაობით ფაფა ენით ტლიკო ხოლმე. – მე დედოფლის ძმა ვარ, სერ.
თეთრ რაინდს ეს სასაცილო ეჩვენა.
– გამოიქეცი, ხო? და ცოტა კიდევაც გაიზარდე, მილორდ?
– მეორე ძმა, შტერო. და მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური. ახლა
განზე გადექი, თორემ ინანებ.
შტერი ამჯერად უფრო ყურადღებით დააკვირდა.
– ეს... სერ ჯეიმი, – რაინდი წელში გაიმართა, – ბოდიში მომით-
ხოვია, მილორდ. ვერ გიცანი. პატივი მაქვს, სერ ოსმუნდ კეტლბლე-
ქი ვიყო.
ეს რა პატივია?
– მინდა, ჩემს დასთან ცოტა ხნით მარტო დავრჩე. სეპტში სხვა
არავინ შემოვიდეს, სერ. ვინმე თუ შეგვაწუხებს, მაგ წყეულ თავს
ხელში დაგაჭერინებ.
– დიახ, სერ. როგორც ბრძანებ, – სერ ოსმუნდმა კარი გააღო.
სერსეის დედის საკურთხევლის წინ მოეყარა მუხლი, ჯოფრის კუ-
ბო უცხოს ქვეშ დაედგათ – ახლად მიცვალებულებს იმქვეყნად ის
მიაცილებდა ხოლმე. ჰაერში საკმევლის მძიმე სუნი იდგა, ასობით
სანთელი ენთო და ასობით ლოცვას აღავლენდა ცად. ჯოფრის ალ-
ბათ ყველა ლოცვა დასჭირდებოდა, რასაც კი თან გააყოლებდნენ.
მისმა დამ მხარსუკან გადმოხედა.
– ვინაა? – თქვა მან, მერე: – ჯეიმი? – წამოდგა, თვალები ცრემ-
ლით ჰქონდა სავსე, – მართლა შენ ხარ? – ოღონდ მისკენ არ წამო-
სულა. თვითონ ჩემთან არასოდეს მოსულაო, გაიფიქრა ჯეიმიმ. ყო-

1165
ველთვის იცდიდა, მაცლიდა, მე მივსულიყავი მასთან. მომცემს, მაგ-
რამ უნდა ვითხოვო.
– უფრო ადრე უნდა მოსულიყავი, – ჩაიჩურჩულა, როდესაც ჯე-
იმიმ გულში ჩაიკრა იგი, – რატომ არ შეიძლებოდა, უფრო ადრე მო-
სულიყავი და დაგეფარე? ჩემი ბიჭი... ჩვენი ბიჭი.
– როგორც კი შევძელი, მოვედი, – მკლავები მოაშორა და უკან
გადადგა ნაბიჯი, – ომია, დაო.
– რა გამხდარი ხარ. და თმა, შენი ოქროს თმა...
– თმა გაიზრდება, – ჯეიმიმ მოჭრილი ხელი ასწია. უნდა ანახოს,
– ეს – არა. ქალს თვალები გაუფართოვდა.
– სტარკებმა...
– არა. ვარგო ჰოუთმა ქნა.
ეს სახელი არაფერს ეუბნებოდა.
– ვინაა?
– ჰარენჰალელი ვაცი. დროებით.
სერსეი შებრუნდა და ჯოფრის კუბოს შეხედა. მკვდარი მეფე მო-
ოქრულ აბჯარში გამოეწყოთ, გაჭრილი ვაშლივით რომ ჩამოჰგავდა
ჯეიმისას. მუზარადის ცხაური ჩამოშვებული იყო, მაგრამ ოქროში
რბილად ირეკლებოდნენ სანთლები და მკვდარი ბიჭი კაშკაშა, შე-
უდრეკელი ჩანდა. სანთლის შუქი აბრჭყვიალებდა სერსეის სამ-
გლოვიარო კაბის გულისპირზე გაფანტულ ლალებსაც. დაუვარ-
ცხნელი, აბურდული თმა მხრებზე ჩამოშლოდა.
– მან მოკლა, ჯეიმი. როგორც დამემუქრა. მითხრა, მოვა დღე,
როდესაც თავი საფრთხეს გარიდებული და ბედნიერი გეგონება,
მაგრამ უეცრად მთელი ხალისი ნაცრის ლუკმად გადაგექცევაო.
– ეგ ტირიონმა გითხრა? – ჯეიმის ამის დაჯერებაც არ უნდოდა.
თვისტომის მოკვლა მეფისმკვლელობაზე უარესი იყო ღმერთების

1166
და ადამიანების თვალში. იცოდა, ბიჭი ჩემი შვილი რომ იყო. მე ტი-
რიონი მიყვარდა. კეთილად ვექცეოდი. ჰო, მარტო იმ ერთხელ იყო,
რომ... მაგრამ ჭინკამ იმაზე სიმართლე არ იცოდა. თუ იცოდა? – ჯო-
ფის მოკვლა რატომ უნდა ნდომოდა?
– კახპის გამო, – ქალი საღ ხელზე წაეტანა და მაგრად დაბღუჯა,
– მითხრა, რომ ამას იზამდა. ჯოფმა იცოდა. რომ კვდებოდა, თავის
მკვლელს ხელი მიაშვირა. იმ მახინჯ, პატარა ურჩხულს, ძმად რომ
გვყავს, – მან ჯეიმის თითები დაუკოცნა, – მოკლავ ჩემი ხათრით,
ხომ? შურს იძიებ ჩვენს ძეზე.
ჯეიმი განზე გაიწია.
– ის მაინც ჩემი ძმაა, – ქალს მოჭრილი ხელი სახესთან მიუტანა,
კარგად რომ დაენახა, – და აღარავის მოსაკლავად აღარ ვვარგი-
ვარ.
– მეორე ხელი ხომ გაქვს? მე ხომ არ გთხოვ, ქოფაკი დაამარცხე-
მეთქი. ტირიონი ჯუჯაა და დილეგშია ჩამწყვდეული. მცველები შენ
არ დაგაკავებენ.
ამის წარმოდგენამ ლამის მუცელი ამოუტრიალა.
– უკეთ უნდა გავიგო ყველაფერი. როგორ მოხდა.
– გაიგებ, – აღუთქვა სერსეიმ, – სამსჯავრო იქნება. როცა გაიგებ
ყველაფერს, რაც კი ჩაიდინა, შენც ჩემსავით ისურვებ მის სიკ-
ვდილს,– სახეზე შეავლო თითები, – უშენოდ გზადაკარგული ვიყა-
ვი, ჯეიმი. მეშინოდა, რომ სტარკები შენს მოჭრილ თავს გამომიგ-
ზავნიდნენ. ამას ვერ გადავიტანდი, – მსუბუქად აკოცა, ოდნავ შეახო
ტუჩები მის ბაგეს, მაგრამ ჯეიმიმ იგრძნო, ქალი როგორ ცახცახებ-
და, მკლავები რომ შემოხვია, – უშენოდ მთლიანი არ ვარ.
მის საპასუხო კოცნას სინაზის ჩრდილიც არ ახლდა, მხოლოდ
შიმშილით იყო სავსე. ქალმა ბაგე გახსნა, მის ენას რომ შეგებებო-
და.
1167
– არა, – წარმოთქვა სუსტად, მისი ტუჩები ყელზე რომ დაუყვა, –
აქ არა. სეპტონები... – სხვებსაც წაუღიათ სეპტონები, – ისევ აკოცა,
კოცნით დაადუმა, კოცნიდა, სანამ ქალს კვნესა არ დასცდა. მერე
სანთლები გადახვეტა და ქალი დედის საკურთხეველზე შესვა, ქვე-
დაკაბები აუწია და მათ ქვეშ აბრეშუმის პერანგიც წამოხადა. ქალი
სუსტად უბაგუნებდა მკერდზე მუშტებს, რაღაცას ლუღლუღებდა
რისკზე, ხიფათზე, მათ მამაზე, სეპტონზე, ღმერთების რისხვაზე. ჯე-
იმის არაფერი ესმოდა.
ბრიჯი შეიხსნა, ზედ შეაცოცდა და თეთრი ფეხები გადაუშალა. ცა-
ლი ხელი ბარძაყზე ააყოლა და საცვლის ქვეშ შეუყო. რომ შემოახია,
დაინახა, რომ თვიურის სისხლი სდიოდა, მაგრამ სულერთი იყო.
– ჩქარა, – ახლა ამას ჩურჩულებდა ქალი, – მალე, მალე მოდი
ჩემთან. ჯეიმი, ჯეიმი, ჯეიმი, – ხელით მისწვდა, მიმართა, – ჰო, –
თქვა, მასში რომ შევიდა, – ძმაო, ჩემო საყვარელო ძმაო, ჰო, აი,
ასე, ჰო, ჩემთან ხარ, ახლა კი შინ ხარ, შინ ხარ, შინ ხარ, – ყურზე
აკოცა და მოკლე, ჯაგარა თმაზე გადაუსვა ხელი. ჯეიმი მის სხეულში
ჩაიკარგა. გრძნობდა, სერსეის გული მის გულს აყოლილი რომ
ძგერდა, და გრძნობდა თესლის და სისხლის შერეულ სისველეს.
მაგრამ, როგორც კი მორჩნენ, დედოფალმა უთხრა.
– ამაყენე. ასე თუ გვნახეს...
ჯეიმი უწადინოდ გადაგორდა გვერდზე და სერსეის საკურთხევ-
ლიდან ჩამოსვლაში მიეხმარა. ბაცი მარმარილო სისხლით იყო
გათხუპნული. ჯეიმიმ ის სახელოთი გაწმინდა, მერე დაიხარა და თა-
ვისი გადაყრილი სანთლები აკრიფა. საბედნიეროდ, დაცვენისას
ყველა ჩაქრა. სეპტს ცეცხლი რომ მოსდებოდა, ალბათ, ვერც შევამ-
ჩნევდი. – სულელურად მოიქეცი, – სერსეიმ კაბა გაისწორა, – მამა
სასახლეშია... ჯეიმი, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– ამომივიდა ყელში ეს სიფრთხილე. ტარგარიენები და-ძმას
1168
აქორწინებდნენ, ვითომ რატომ არ შეიძლება, ჩვენც ეგრე ვქნათ?
გამომყევი ცოლად, სერსეი. მთელი სახელმწიფოს გასაგონად გა-
მოაცხადე, რომ მე გინდივარ. ჩვენს საკუთარ ქორწილს გავმარ-
თავთ და ჯოფრის ნაცვლად ახალ ძეს გავაჩენთ.
სერსეიმ უკან დაიხია.
– ეს სასაცილო არ არის.
– ჩემი სიცილი გესმის?
– ტვინი რივერანში დატოვე? – შეუტია სერსეიმ, – ტომენს ტახტი
რობერტისგან ერგება, შენ ეს იცი.
– ტომენს კასტერლის კლდე შეხვდება, არ კმარა? ტახტზე კი მა-
მაჩვენი დაჯდეს. მე შენ გარდა არაფერი მინდა, – ხელი ასწია, ლო-
ყაზე რომ შეხებოდა. ძველი ჩვევები ძნელად ქრება და მარჯვენა
მკლავი გაიწვდინა.
სერსეიმ მისი ხელის გადანაჭერს სახე მოარიდა.
– ნუ... ასე ნუ ლაპარაკობ. მაშინებ, ჯეიმი. სულელივით ნუ იქცე-
ვი. ერთი გაუფრთხილებელი სიტყვაც კმარა, რომ ყველაფერი დავ-
კარგოთ. რა გიქნეს?
– ხელი მომაჭრეს.
– არა, ეგ არა, შეცვლილი ხარ, – სერსეიმ უკან გადადგა ნაბიჯი,
– მერე ვილაპარაკოთ. დილით. კოშკის საკანში სანსა სტარკის მო-
ახლეები მყავს, უნდა დავკითხო ისინი... შენ მამასთან უნდა წახვი-
დე.
– შენთან მოსასვლელად ათასი ლიგა გამოვიარე და გზაში ჩემი
საუკეთესო ნაწილი დავკარგე. ნუ მეუბნები, წადიო.
– მომშორდი, – გაიმეორა ქალმა და შებრუნდა.
ჯეიმიმ ბრიჯის თასმები შეიკრა და დამორჩილდა. დაღლილი
იყო, მაგრამ დასაძინებლად ჯერ ვერ წავიდოდა. ლორდ-მამას უკვე
ეცოდინებოდა, მისი ძე ქალაქში რომ დაბრუნდა.
1169
მარჯვენის კოშკს ლანისტერების შინა დაცვა სდარაჯობდა და
მათ მაშინვე იცნეს. – ღმერთები მოწყალენი არიან, შენი თავი რომ
დაგვიბრუნეს, სერ, – უთხრა ერთმა და კარი დაუჭირა.
– ღმერთები აქ არაფერ შუაში არიან. კეტლინ სტარკმა დამაბრუ-
ნა. და კიდევ – დრედფორტის ლორდმა.
კიბე აიარა და მისაღებში გაუფრთხილებლად შეაბიჯა. მამამისი
ბუხართან იჯდა. ლორდი ტაივინი მარტო იყო და ჯეიმის ეს გაუხარ-
და. სულ არ უნდოდა, მეის ტაირელისა თუ წითელი ასპიტისთვის ეფ-
რიალებინა თავისი დასახიჩრებული ხელი, მით უფრო, ორივესთვის
ერთად.
– ჯეიმი, – წარმოთქვა ლორდმა ტაივინმა, თითქოს ერთმანეთს
ამ დილით საუზმეზე დასცილებოდნენ, – უფრო ადრე გელოდი,
ლორდმა ბოლტონმა ასე მოიწერა.
იმედი მქონდა, ქორწილზე აქ იქნებოდი.
– შევყოვნდი, – ჯეიმიმ წყნარად მიხურა კარი, – ჩემმა დამ თა-
ვისთავსაც აჯობა, როგორც მითხრეს. სამოცდაჩვიდმეტი კერძი და
მეფის მკვლელობა – ასეთი ქორწილი ჯერ არავის ღირსებია. რამ-
დენი ხანია, იცი, რომ გავთავისუფლდი?
– საჭურისმა მითხრა შენი გამოქცევიდან რამდენიმე დღის მერე.
მდინარეთში ხალხი გამოვგზავნე შენს მოსაძებნად. გრეგორ კლე-
გეინი, სემუელ სპაისერი, ძმები პლამები. ვარისმაც მიაწვდინა ხმა
ვიღაცებს, მაგრამ სიფრთხილით. შევთანხმდით, რომ რაც ნაკლებს
ეცოდინებოდა შენი გათავისუფლების შესახებ, მით ნაკლები დაგიწ-
ყებდა დევნას.
– ვარისმა ეს თუ თქვა? – ჯეიმი ცეცხლს მიუახლოვდა, მამამისს
უკეთ რომ დაენახა. ლორდი ტაივინი სავარძლიდან წამოხტა, კბი-
ლებს შორის ხმით ჩაისუნთქა ჰაერი. – ეს ვინ ქნა? ლედი კეტლინს
თუ ჰგონია...
1170
– ლედი კეტლინმა ყელზე ხმალი მომაბჯინა და დამაფიცა, რომ
ასულებს დავუბრუნებდი. ეს შენმა ვაცმა ჩაიდინა. ვარგო ჰოუთმა,
ჰარენჰალის ლორდმა!
ლორდმა ტაივინმა ზიზღით გაიხედა გვერდზე.
– აღარაა. ციხესიმაგრე სერ გრეგორმა აიღო. მისმა ქირით მებ-
რძოლებმა ლამის ყველამ მიატოვა თავისი ყოფილი კაპიტანი, ლე-
დი ვენტის რამდენიმე ძველმა მსახურმა კი გვერდითა კარი გახსნა.
კლეგეინმა როცა ნახა, ჰოუთი მარტო იჯდა ასი ბუხრის დარბაზში,
ლამის შეშლილი იყო გამიზეზებული ჭრილობის ტკივილით და ცხე-
ლებით. ყურიო, მითხრეს.
ჯეიმის სიცილი წასკდა. რა მაგარია! ყურიო? ერთი სული ჰქონ-
და, ბრიენისთვის მოეყოლა, მაგრამ არ ეგონა, გოგოს ეს მასავით
სასაცილო მოსჩვენებოდა. – უკვე მოკლა?
– მალე მოკლავს. ხელები და ფეხები მოაჭრეს, მაგრამ კლეგე-
ინს, ეტყობა, მისი ჩლიფინი ართობს.
ჯეიმის სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.
– მისი მამაცი თანამებრძოლები რას შვრებიან?
– ისინი, ჰარენჰალში ვინც დარჩნენ, დახოცეს. დანარჩენები გა-
იფანტნენ. ნამდვილად, პორტებისკენ გასწევენ, ან ტყეებში მიმალ-
ვას შეეცდებიან, – ისევ ჯეიმის მოჭრილ ხელზე გადაიტანა მზერა და
პირი მრისხანედ მოკუმა, – თავებს დავჭრით. ყველას. მარცხენით
შეგიძლია ხმლის ხმარება?
დილაობით ჩაცმასაც კი ძლივს ვახერხებ. ჯეიმიმ ხელი ასწია, მა-
მამისს რომ დაენახა.
– თითები, ცერი, ყველაფერი ისევეა. ვითომ რატომ ვერ უნდა
შევძლო?
– კარგია, – მამამისი დაჯდა, – ეგ კარგია. საჩუქარი მაქვს შენ-
თვის. შენი დაბრუნების აღსანიშნავად. ვარისმა რომ მითხრა...
1171
– ახალ ხელს თუ არ მჩუქნი, ეგ საჩუქარი მოიცდის, – ჯეიმი მის
პირდაპირ დაჯდა, – ჯოფრი როგორ მოკვდა?
– საწამლავით. ვითომ ისე უნდა გამოჩენილიყო, თითქოს ლუკმა
გადასცდა და დაიხრჩო, მაგრამ მე მისთვის ყელი გავაჭრევინე და
მაისტერებმა შიგ გაჩხერილი ვერაფერი ნახეს.
– სერსეი ამბობს, ტირიონმა ქნაო.
– შენმა ძმამ მეფეს მოწამლული ღვინო მიართვა ათასი კაცის
თვალწინ.
– ეს სისულელე მოსვლია.
– ტირიონის საჭურველთმტვირთველი შევაპყრობინე. მისი ცო-
ლის მოახლეებიც. ვნახოთ, რამეს თუ გვეტყვიან. სერ ადამის ოქ-
როსმოსასხამიანები სტარკ გოგოს ეძებენ, ვარისმა კი მისი პოვნის-
თვის ჯილდო დააწესა. მეფის მართლმსაჯულება აღსრულდება.
მეფის მართლმსაჯულება.
– საკუთარ შვილს მოკლავ?
– მას მეფის მკვლელობა და თვისტომის მკვლელობა ედება ბრა-
ლად. უდანაშაულო თუა, არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს. მანამდე
უნდა განვიხილოთ სამხილები, რა ამართლებს ან რა ამტყუნებს.
სამხილები. ჯეიმიმ იცოდა, სიცრუის ამ ქალაქში რა ჯურის სამხი-
ლებიც მოიძევებოდა. – რენლიც უცნაურად მოკვდა, მაშინ, სტანისს
რომ დასჭირდა.
– ლორდი რენლი მისმა საკუთარმა მცველმა მოკლა, ვიღაც
ტართელმა ქალმა. – მე აქ იმ ტართელი ქალის წყალობით ვარ. სერ
ლორასის დასაშოშმინებლად საკანში ჩავამწყვდევინე, მაგრამ უწინ
რენლის აჩრდილის არსებობას ვიწამებ, ვიდრე დავიჯერებ, რომ იმ
ქალმა რენლის რამე დაუშავა. მაგრამ სტანისი...
– ჯოფრი საწამლავმა მოკლა, გრძნეულებამ კი არა, – ლორდმა

1172
სტანისმა ისევ შეხედა ჯეიმის მოჭრილ ხელს, – მეფის ქეშიკად მსა-
ხურება აღარ შეგიძლია, სახმლე ხელის გარეშე...
– შემიძლია, – გააწყვეტინა სიტყვა ჯეიმიმ, – და ვიმსახურებ კი-
დეც. ამის მაგალითი გვაქვს. თუ გინდა, ჩავიხედავ თეთრ წიგნში და
ვიპოვი. სახიჩარია თუ მრთელი, მეფის ქეშიკი რაინდი სიცოცხლის
ბოლომდე მსახურობს.
– სერსეიმ მაგ ამბავს ბოლო მოუღო, როცა სერ ბარისტან სელმი
სიბერის საბაბით დაითხოვა. ღმერთებს სათანადო ძღვენს თუ შევ-
წირავთ, არქისეპტონი თანახმა იქნება, ფიცი აგხსნას. დავუშვათ,
შენს დას შეეშალა; სელმი რომ გააგდო, მაგრამ ახლა, რაკი ეს კარი
გახსნა...
– ...ვიღაცამ ისევ უნდა დაკეტოს, – ჯეიმი ადგა, – ამოვიდა ყელში
ეს კეთილშობილი ქალბატონები, მძღნერის შხაპში რომ მაბანავე-
ბენ, მამა. არავის უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ არა მეფის ქეშიკ-
თა ლორდ-მეთაურობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვარ. ვალი მაქვს...
– გაქვს. – ლორდი ტაივინიც წამოდგა, – ვალი ლანისტერების
გვარის წინაშე. შენ კასტერლის კლდის მემკვიდრე ხარ. შენი ადგი-
ლი იქაა. ტომენიც შენ უნდა გამოგყვეს, როგორც შენი აღსაზრდელი
და საჭურველთმტვირთველი. კლდეზე ისწავლის, როგორ უნდა გახ-
დეს ლანისტერი, და მინდა, დედამისსაც მოვაშორო. ვაპირებ, სერ-
სეის ახალი ქმარი შევურჩიო. იქნებ, ობერინ მარტელი, თუ ლორდ
ტაირელს დავაჯერებ, რომ ეს ქორწინება ზენაბაღს არაფრით და-
ემუქრება. და დიდი ხანია, შენი დაქორწინების დროცაა. ტაირელები
ახლა ითხოვენ, მარჯერი ტომენს მისთხოვდეს, მაგრამ მის ნაცვლად
თუ შენ იქნები...
– არა! – ჯეიმიმ უკვე მოისმინა ყველაფერი, რისი გაძლებაც კი
შეეძლო. არა, იმაზე მეტიც, რის გაძლებაც შეეძლო. ყელში ამოს-

1173
ვლოდა ეს ყველაფერი, ყელში ამოსვლოდა ლორდები და ტყუილე-
ბი, ყელში ჰქონდა მამამისი და მთელი ეს წყეული საქმე, – არა. არა.
არა. არა. არა. არა. რამდენჯერ უნდა გითხრა, არა-მეთქი, რომ გა-
იგონო? ობერინ მარტელი? მაგ კაცს სახელი არა მარტო ხმლების
მოწამვლით აქვს გავარდნილი. რობერტზე მეტი ბუში ჰყავს და ბი-
ჭებთანაც წვება. და თუ ერთი ჩათლახი წამით მაინც იფიქრებ, რომ
ჯოფრის ქვრივს შევირთავ...
– ლორდი ტაირელი იფიცება, რომ გოგო ჯერაც ქალწულია.
– ჰოდა, თუ უნდა, ქალწულადაც მოკვდეს, ფეხებზე მკიდია. არ
მინდა ეგ ქალი და არც შენი კლდე მინდა!
– შენ ჩემი ძე ხარ...
– მე მეფის ქეშიკი რაინდი ვარ. მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური!
და სხვა არაფრად ყოფნას არ ვაპირებ!
ცეცხლის ალი ოქროსფრად ბზინავდა ლორდ ტაივინის უხეშ ბა-
კენბარდებში, მის სახეს ჩარჩოდ რომ ევლებოდა. ყელზე ძარღვი
უტოკავდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. არაფერი უთქვამს. და არაფე-
რი უთქვამს.
დაძაგრული დუმილი გაგრძელდა, სანამ ჯეიმიმ ვეღარ გაუძლო.
– მამა... – წამოიწყო.
– შენ ჩემი შვილი არ ხარ, – ლორდმა ტაივინმა გვერდზე გაიხე-
და, – შენ თქვი, რომ მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური ხარ და მეტი
არაფერი. ძალიანაც კარგი, სერ. წადი, შენი ვალი აასრულე.

დავოსი

მათი ხმები ნაპერწკლებივით მიიწევდა მაღლა, ტრიალით მიქ-


როდა იისფერ საღამოს ცაში.
– გაგვიძეხ წყვდიადიდან, ო, ჩემო უფალო. გულები ცეცხლით
1174
აგვივსე, რათა შენს ნათელ ბილიკს დავადგეთ.
კოცონი მოხშირებულ ბინდში გიზგიზებდა – დიდი, კაშკაშა მხე-
ცი რომლის ლაპლაპა ნარინჯისფერი სხივები ოცი ფუტის სიმაღლის
ჩრდილებს! აფენდა ეზოზე.
დრაკონის ქვის კედლებს გაყოლებული ქიმერებისა და ურჩხუ-
ლების ჯარი თითქოს იძვროდა და ბორგავდა.
დავოსი ეზოს აივნის თაღოვანი ფანჯრიდან გადაჰყურებდა. უც-
ქერდა, როგორ ამართა მკლავები მელისანდრემ, თითქოს მოცახ-
ცახე ალის გულში ჩაკვრა სწადიაო. – რლორ, – დაამღერა მაღალი,
წმინდა ხმით, – შენ ხარ ჩვენს თვალთა სინათლე, ჩვენი გულების
ცეცხლი, ჩვენი წიაღის სითბო. შენ ხარ მზე, ჩვენს დღეებს რომ ათ-
ბობს, შენია ვარსკვლავნი, ღამის წყვდიადში გზად რომ მიგვიძღვი-
ან.
– ნათლის უფალო, დაგვიფარე. ბნელია ღამე და ძრწოლითაა
სავსე, – ხმა მისცა დედოფალმა სელისმა, ვიწრო სახე აგზნებოდა.
გვერდით მეფე სტანისი ედგა, კრიჭა მტკიცედ ჰქონდა შეკრული, მი-
სი წითელ-ოქროვანი გვირგვინის წვეტები ელავდნენ, თავს რომ შე-
აბრუნებდა. მათ გვერდით დგას, მაგრამ ერთი მათგანი არ არის, გა-
იფიქრა დავოსმა. პრინცესა შირინი მათ შორის მოჩანდა, სახეზე და
ყელზე დაჩნეული რუხი ლაქები ცეცხლის შუქზე ლამის შავად მო-
უჩანდა.
– ნათლის უფალო, დაგვიფარე, – გალობდა დედოფალი. მეფეს
ხმა არ აუყოლებია, სხვები რომ აჰყვნენ. ის ალს ჩასჩერებოდა. და-
ვოსი ფიქრობდა, ნეტავ, რას ხედავს მათშიო. ისევ მომავალი ომის
ხილვა მოევლინა? ან, იქნებ, ისეთი რამ, რაც სახლთან უფრო ახ-
ლოა?
– რლორ, შენ, რომელმაც სუნთქვა ჩაგვბერე, მადლობას გწი-
რავთ, – დაამღერა მელისანდრემ, – რლორ, შენ, რომელმაც დღე
1175
მოგვივლინე, მადლობას გწირავთ! – მადლობას გწირავთ მზის-
თვის, რომელიც გვათბობს, – გაეპასუხნენ დედოფალი სელისი და
სხვა აღმსარებლები, – მადლობას გწირავთ იმ ვარსკვლავების-
თვის, ჩვენ რომ გვიცავენ. მადლობას გწირავთ ჩვენი კერიებისა და
ჩირაღდნებისთვის, რომლებიც ველურ სიბნელეს ჩვენთან არ უშვე-
ბენ!
დავოსს ეჩვენებოდა, რომ დღეს ნაკლები ხმა პასუხობდა გალო-
ბის სიტყვებს, ვიდრე გუშინ. კოცონის ნარინჯისფერი არილიც ნაკ-
ლებ სახეს ანათებდა. მაგრამ ხვალაც ნაკლები იქნებიან?.. თუ მეტ-
ნი?
სერ აქსელ ფლორენტის ხმა საყვირივით ხმამაღლა ჭექდა. იდ-
გა, კასრისმკერდა და ფეხებმოღრეცილი, სახეზე კოცონის შუქი დას-
თამაშებდა, თითქოს უზარმაზარი ენით ლოკავსო. ნეტავ, მადლო-
ბას თუ მეტყვის, ყველაფრის მერეო, გაიფიქრა. საქმეს, ამაღამ რომ
გააკეთებს, შეიძლებოდა, ფლორენტი მეფის მარჯვენად ექცია –
როგორც ოცნებობდა.
– მადლობას გწირავთ სტანისისთვის, – დაიძახა მელისანდრემ,
– ვინც ჩვენი მეფეა შენი წყალობით. მადლობას გწირავთ მისი ზნე-
კეთილობის წმინდა, სპეტაკი ცეცხლისთვის, სამართლის წითელი
მახვილისთვის, მას ხელთ რომ უპყრია, იმ სიყვარულისთვის, თავის
ერთგულთათვის რომ აქვს. გაუძეხი და დაიცავი იგი, რლორ, და
უბოძე ძალა მტრის დასამარცხებლად.
– უბოძე ძალა, – გაეპასუხნენ დედოფალი სელისი, სერ აქსელი,
დევანი და სხვები, – უბოძე სიმამაცე. უბოძე სიბრძნე.
ბიჭობაში დავოსს სეპტონმა ასწავლა, სიბრძნე დედაბრისთვის
ეთხოვა, სიმამაცე – მეომრისთვის, ძალა – მჭედლისთვის. მაგრამ
ახლა იგი დედას ევედრებოდა, დაეფარა მისი საყვარელი ძე დევანი
წითელი ქალის დემონი-ღმერთისგან.
1176
– ლორდ დავოს? უმჯობესი იქნება, თუ შევუდგებით, – სერ ენ-
დრიუ ფრთხილად შეეხო იდაყვზე, – მილორდ?
ტიტულს დავოსის ყური ჯერაც ვერ შესჩვეოდა, მაგრამ ფანჯრი-
დან მაინც შებრუნდა.
– დიახ. დროა.
სტანისი, მელისანდრე და დედოფლის ხალხი კიდევ ერთ საათს
ან მეტს ილოცებდნენ. წითელი ქურუმები ყოველდღე, მზის ჩასვლი-
სას ანთებენ კოცონებს, რლორს ჩავლილი დღის გამო მადლი რომ
შესწირონ და შეევედრონ, დილით კვლავ მოუვლინოს მათ მზე სიბ-
ნელის გასაფანტად. კონტრაბანდისტი კი უნდა იცნობდეს მიქცევებს
და მათ მიყოლა შეეძლოს. ბოლოს და ბოლოს, ხომ ეს იყო, რაც იყო
თავად: დავოს კონტრაბანდისტი. დასახიჩრებული ხელი ყელისკენ
გაექცა იღბლის მოსასინჯად, მაგრამ ვერაფერი ნახა. ხელი დაუშვა
და ცოტა უფრო სწრაფად გააბიჯა.
მხლებლებიც მიჰყვნენ, მის ნაბიჯს აუწყვეს ფეხი. ღამისჰანგის
ბუშს ჩოფურა სახე და ცოტა ჩამოძენძილი რაინდობის იერი ჰქონდა.
სერ გერალდ გოვერი ფართო, პირდაპირი და ქერა იყო. სერ ენ-
დრიუ ესტერმონტი სხვებს მთელი თავით აღემატებოდა, ნიჩბისებუ-
რი წვერი და ბანჯგვლიანი ყავისფერი წარბები ჰქონდა. ყველანი
კარგი კაცები არიან თავ-თავისებურადო, გაიფიქრა დავოსმა. და მა-
ლე ყველანი მკვდარი კაცები გახდებოდნენ, ამღამინდელი საქმე
ცერად თუ წაუვიდოდათ. – ცეცხლი ცოცხალი არსია, – უთხრა წი-
თელმა ქალმა, როდესაც დავოსმა სთხოვა, ესწავლებინა, როგორ
დაენახა ალში მომავალი, – მუდამ მოძრაობს, მუდამ გარდაიქმნე-
ბა... წიგნივით, რომლის ასოებიც ცეკვავს და იცვლება, როდესაც
მათ ამოკითხვას ლამობ. წლები და წლები უნდა ივარჯიშო, ალის
მიღმა ხატებათა ხილვა რომ ისწავლო, და უფრო მეტი წელი უნდა,
რომ გაარჩიო, რაზე მოგითხრობს ნანახი: იმაზე, თუ რა იქნება, თუ
1177
იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ან უკვე ყოფილა. მერეც კი ეს ძალიან,
ძალიან ძნელად გეძლევა. თქვენ ეს არ გესმით – მზის დასავლის
მხარის მკვიდრებს.
მაშინ დავოსმა ჰკითხა, როგორ მოხდა, სერ აქსელმა ასე სწრა-
ფად რომ აითვისა ეს ხელოვნებაო, ამაზე კი წითელმა ქალმა მხო-
ლოდ იდუმალად გაიღიმა და მიუგო, ნებისმიერ კატას შეუძლია,
ცეცხლს ჩააჩერდეს და იქ წითელი მოცუნცულე თაგვები დაინახო-
სო. დავოსს თავისიანებისთვის – მეფის ხალხისთვის – არც ეს სა-
უბარი დაუმალავს. – წითელმა ქალმა შეიძლება დაინახოს, რასაც
ვაპირებთ, – გააფრთხილა ისინი. – მაშინ მაგის მოკვლით უნდა და-
ვიწყოთ, – აჯერებდა ლუის მეთევზე, – ვიცი, სად შეიძლება ჩავუსაფ-
რდეთ, ჩვენ ოთხნი, ბასრი ხმლებით...
– მასე ყველას სასიკვდილოდ გაგვწირავ, – უთხრა დავოსმა, –
მაისტერ კრესენს უნდოდა მისი მოკვლა და ქალმა უმალ შეიტყო.
ალბათ, თავისი ცეცხლიდან. ასე მგონია, რომ მაშინვე გრძნობს, თა-
ვად მას თუ ემუქრება რაიმე, მაგრამ ყველაფრის დანახვა ნამდვი-
ლად არ შეუძლია. მას თავს თუ დავანებებთ, შეიძლება, ვერც შეგ-
ვნიშნოს. – მალვა და პარვა ღირსეული ქცევა არ არის, – შეედავა
სერ ტრისტონი ნიშნის მთიდან. იგი სანგლასის ქვეშევრდომი იყო,
სანამ მელისანდრე ლორდ განსერს ცეცხლში უკრავდა თავს.
– აბა, დაწვაშია დიდი ღირსება? – ჰკითხა დავოსმა, – ხომ ნახე,
როგორ მოკვდა ლორდი სანგლასი. შენც ეს გინდა? მე ახლა ღირსე-
ბის ხალხი კი არ მჭირდება. კონტრაბანდისტები მინდა. ჩემ გვერ-
დით ხარ თუ არა?
მის გვერდით იყვნენ. მადლობა ღმერთებს, იყვნენ.
მაისტერი პილოსი ედრიკ სტორმს ანგარიშში ამეცადინებდა,
როცა დავოსმა კარი შეუღო. უკან სერ ენდრიუ ედგა. სხვები კიბის
და სარდაფის კარის სადარაჯოდ დარჩნენ. მაისტერმა გაკვეთილი
1178
შეწყვიტა.
– დღეისთვის კმარა, ედრიკ.
ბიჭი ამ მოულოდნელმა შემოჭრამ გააკვირვა.
– ლორდ დავოს, სერ ენდრიუ. ანგარიშში ვმეცადინეობდით.
სერ ენდრიუმ გაიღიმა.
– შენხელა რომ ვიყავი, ანგარიში მძულდა, კუზენ.
– მე კი არ მძულს. თუმცა, ისტორია უფრო მომწონს, სხვადასხვა
ამბებითაა სავსე. – ედრიკ, – მიმართა მაისტერმა პილოსმა, – გა-
იქეცი და მოსასხამი აიღე. ლორდ დავოსს მიჰყვები.
– მე? – ედრიკი წამოდგა, – სად მივდივართ? – პირი ჯიუტად მო-
კუმა, – ნათლის უფლის სადიდებლად არ წამოგყვებით. მე მეომარს
ვაღიარებ, მამაჩემივით. – ვიცით, – უთხრა დავოსმა, – წამო, ბიჭი,
დრო არ უნდა დავკარგოთ.
ედრიკმა შეუღებავი შალის, ჩაჩიანი მოსასხამი მოიცვა. მაისტე-
რი პილოსი მის შებნევაში დაეხმარა და სახის დასაფარად ჩაჩი წა-
მოახურა.
– შენც მოგვყვები, მაისტერ? – ჰკითხა ბიჭმა.
– არა, – პილოსმა ყელზე შემოხვეულ, მრავალი ლითონის რგო-
ლებისგან ნაჭედ ჯაჭვზე წაივლო ხელი, – ჩემი ადგილი აქაა, დრა-
კონის ქვაზე. ახლა ლორდ დავოსს გაჰყევი და ისე მოიქეცი, რო-
გორც გეტყვის. გახსოვდეს, ის მეფის მარჯვენაა. მე რა გითხარი მე-
ფის მარჯვენაზე?
– მარჯვენა მეფის ხმით ლაპარაკობს.
ჭაბუკმა მაისტერმა გაიღიმა.
– ასეა. ახლა გასწი.
დავოსს ადრე პილოსი აეჭვებდა. შესაძლოა, ბებერი კრესენის
ადგილის დაკავების გამო ჰქონდა მასზე გული აყრილი. მაგრამ ახ-

1179
ლა აღტაცებული იყო ამ კაცის სიმამაცით. ეს შესაძლოა, მასაც სი-
ცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
მაისტერის ოთახის გარეთ, კიბესთან, მათ სერ გერალდ გოვერი
ელოდა. ედრიკ სტორმმა მას კითხვით შეხედა. ჩასვლა რომ დაიწ-
ყეს, იკითხა:
– სად მივდივართ, ლორდო დავოს?
– წყლისკენ. გემი გვიცდის.
ბიჭი ერთბაშად შედგა.
– გემი?
– სალადორ საანის. სალა ჩემი მეგობარია.
– მე წამოგყვები, კუზენ, – გაამხნევა სერ ენდრიუმ, – ნურაფრის
გეშინია. – არ მეშინია, – აღშფოთდა ედრიკი, – მაგრამ... შირინიც
მოდის?
– არა, – მიუგო დავოსმა, – პრინცესა აქ უნდა დარჩეს, დედას-
თან და მამასთან. – მაშინ, უნდა ვნახო, – აუხსნა ედრიკმა, – და გა-
მოვემშვიდობო. თორემ ეწყინება. უფრო ეწყინება, თუ ნახავს, რო-
გორ გწვავენ.
– მაგის დრო არ გვაქვს, – უთხრა დავოსმა, – პრინცესას მე ვეტ-
ყვი, რომ ფიქრობდი მასზე. და შეგიძლია, წერილი მოსწერო, როდე-
საც მიხვალ იქ, სადაც მიდიხარ.
ბიჭმა შუბლი შეიკრა.
– ნამდვილად უნდა წავიდე? ბიძაჩემმა ვითომ რატომ უნდა გა-
მამგზავროს დრაკონის ქვიდან? რამით გავაბრაზე? არ მინდოდა, –
ისევ ის ჯიუტი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, – ბიძაჩემი უნდა
ვნახო. მეფე სტანისის ნახვა მინდა. სერ ენდრიუმ და სერ გერალდმა
ერთმანეთს გადახედეს.
– ამის დრო არ გვაქვს, კუზენ, – უთხრა სერ ენდრიუმ.
– მისი ნახვა მინდა! – უფრო ხმამაღლა მოითხოვა ედრიკმა.
1180
– მას არ უნდა შენი ნახვა, – დავოსს რამე უნდა ეთქვა, რომ ეი-
ძულებინა, ბიჭი მათ გაჰყოლოდა, – მე მისი მარჯვენა ვარ და მისი
ხმით ვლაპარაკობ. წავიდე მეფესთან და ვუთხრა, რომ არ გააკეთე,
რაც გითხრეს? იცი, ეს როგორ გააბრაზებს? როდისმე გინახავს, რო-
გორ ბრაზობს ბიძაშენი? – ხელთათმანი წაიძრო და ბიჭს სტანისის
მიერ დამოკლებული თითები უჩვენა, – მე მინახავს.
ეს ტყუილი იყო. სტანის ბარათეონი სრულიადაც არ ბრაზობდა,
თავის ხახვის რაინდს თითების ბოლოები რომ წააჭრა, მხოლოდ სა-
მართლიანობის მტკიცე შეგრძნება მართავდა. მაგრამ ედრიკ
სტორმი მაშინ დაბადებულიც არ იყო და ეს ვერ ეცოდინებოდა. და
მუქარამ სასურველი შედეგი მოიტანა.
– არ უნდა ექნა, – თქვა ბიჭმა, მაგრამ დავოსს დაანება, მისთვის
ხელი ჩაეკიდა და კიბეზე ჩაეყვანა.
სარდაფის კართან მდგარი ღამისჰანგის ბუშიც მათ მიჰყვა. სწრა-
ფად მიდიოდნენ, ბინდიანი ეზო გადაჭრეს და გაქვავებული დრაკო-
ნის კუდის ქვეშ რაღაც კიბე ჩაიარეს. ლუის მეთევზე და ომერ ბლექ-
ბერი უკანა კართან ელოდნენ, მათ ფეხებთან ორი გაკოჭილი მცვე-
ლი ეგდო.
– ნავი? – ჰკითხა მათ დავოსმა.
– ეგერაა, – მიუგო ლუისმა, – ოთხი მენიჩბით. კონცხს რომ გაც-
დები, გალერაც იქვე დგას. გიჟი პრენდოსი.
დავოსმა ჩაიცინა. გემს შეშლილის სახელი ერქვა. დიახაც რომ
შესაფერისია. სალას მეკობრული შავი იუმორი თავისას შვრებოდა.
იგი ედრიკის წინაშე ცალ მუხლზე დაეშვა.
– ახლა უნდა დაგტოვო, – უთხრა ბიჭს, – ნავი გელოდება და გა-
ლერამდე მიგიყვანს. მერე კი ზღვას გადაჭრით. რობერტის ძე ხარ
და ვიცი, არ შეშინდები, რაც არ უნდა მოხდეს.
– არ შევშინდები. მაგრამ... – ბიჭი შეყოყმანდა.
1181
– ჩათვალე, რომ ეს ახალი თავგადასავალია, მილორდ, – დავო-
სი ცდილობდა, მხნედ და ხალისიანად ელაპარაკა, – ეს შენი ცხოვ-
რების დიდი თავგადასავლის დასაწყისია. გფარავდეს მეომარი.
– სამართლიანად განგსაჯოს მამამ, ლორდ დავოს, – ბიჭი თავის
კუზენ სერ ენდრიუსთან ერთად კარში გავიდა. სხვებიც მიჰყვნენ,
ყველა, ღამისჰანგის ბუშის გარდა. სამართლიანად განმსაჯოს მა-
მამ, მწუხარედ გაიფიქრა დავოსმა. მაგრამ ახლა მეფის სამსჯავრო
უფრო მეტად ანაღვლებდა.
– ამათ რა ვუყოთ? – ჰკითხა სერ როლანდმა მცველებზე, როცა
ჭიშკარი მიხურა და ჩარაზა.
– სარდაფში ჩაათრიე, – უთხრა დავოსმა, – შეგიძლია, თოკები
შეხსნა, როცა ედრიკი სამშვიდობოს იქნება.
ბუშმა მოკლედ დაუქნია თავი. სათქმელი მეტი აღარაფერი იყო.
საქმის იოლი ნაწილი მოთავებული ჰქონდათ. დავოსმა ხელთათმა-
ნი ჩაიცვა და დაკარგული იღბალი ინანა. უკეთესი, უფრო მამაცი კა-
ცი იყო, ყელზე ის ძვლებიანი ქისა რომ ეკიდა. დამოკლებული თი-
თებით გადაივარცხნა შეთხელებული ყავისფერი თმა და იფიქრა,
ხომ არ უნდა შემეჭრაო. მეფის წინაშე რომ წარდგება, ღირსეულად
უნდა გამოიყურებოდეს. დრაკონის ქვა არასოდეს ეჩვენებოდა ასე
ბნელი და შიშისმგვრელი. ნელა მიდიოდა, მისი ნაბიჯების ხმა შავ
კედლებსა და დრაკონებზე სხლტებოდა. ქვის დრაკონებზე, რომ-
ლებმაც, ღმერთებს შევთხოვ, არასოდეს გაიღვიძონ. მის წინ უზარ-
მაზარი ქვის დოლი წამოიმართა. კართან მდგარმა მცველებმა მისი
მიახლოებისას გადაჯვარედინებული შუბები გადახსნეს. ხახვის რა-
ინდს კი არა, მეფის მარჯვენას მისცეს გზა. შესვლისას კი ნამდვი-
ლად მარჯვენა იყო. ნეტავ, გამოსვლისას რა ვიქნები? თუ გამოვედი
როდისმე...
კიბე ადრინდელზე უფრო გრძელი, უფრო ციცაბო ეჩვენა. იქნებ,
1182
უბრალოდ დაღლილი იყო? დედას ამგვარი საქმეების აღსასრულებ-
ლად არ შევუქმნივარ. ძალიან მაღლა და ძალიან სწრაფად აიჭრა
და აქ, მთის მწვერვალზე, უჭირდა გაიშვიათებული ჰაერით სუნთქვა.
ბიჭობისას იგი სიმდიდრეზე ოცნებობდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი
ხნის წინ იყო. მოგვიანებით, როცა გაიზარდა, ისღა უნდოდა, ჰქონო-
და რამდენიმე აკრი რიგიანი მამული, დარბაზი, სადაც დაბერდებო-
და, მის ძეებს კი მასზე უკეთესი ცხოვრება რგებოდათ. ბრმა ნაბიჭ-
ვარი ეუბნებოდა ხოლმე, ჭკვიანი კონტრაბანდისტი ზედმეტად არ
გაიქაჩება და არც ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობსო. რამდენიმე აკ-
რი მიწა, ყავრის სახურავი, სახელის წინ დართული „სერ“ – ეს უნდა
მეკმარა. ამ ღამეს თუ გადაურჩებოდა, წაიყვანდა დევანს და შინ გა-
ცურავდა, რისხვის კონცხზე, თავის კეთილ მარიასთან. ერთად ვიგ-
ლოვებთ ჩვენს დახოცილ ძეებს, ცოცხლად გადარჩენილებს კარგ
ადამიანებად აღვზრდით და მეფეებზე სიტყვასაც აღარ დავძრავთ.
მოხატული მაგიდის პალატი ბნელი და ცარიელი იყო, დავოსი
რომ შევიდა. მეფე ჯერაც კოცონთან იქნებოდა, მელისანდრესა და
დედოფლის ხალხთან ერთად. დაიჩოქა და ბუხარში ცეცხლი აანთო,
მრგვალი ოთახიდან სუსხი რომ გაედევნა და ჩრდილები ისევ კუთ-
ხე-კუნჭულებში შეერეკა. მერე ოთახს დაუარა, რიგრიგობით ყველა
ფანჯარასთან მივიდა, მძიმე ხავერდის ფარდები გადასწია და ხის
დარაბები გამოხსნა. ოთახში მარილისა და ზღვის სუნით გაჟღენთი-
ლი ქარი შემოიჭრა და უბრალო ყავისფერი მოსასხამი დაქაჩა.
ჩრდილოეთის ფანჯარასთან რაფას გადაეყუდა ცივი ღამის ჰა-
ერის ჩასასუნთქად, თან იმედი ჰქონდა, რომ თვალს მოჰკრავდა, გი-
ჟი პრენდოსი აფრას როგორ გაშლიდა, მაგრამ ზღვა შავი და ცარიე-
ლი ჩანდა, სადამდედაც კი თვალი გასწვდებოდა. უკვე გაცურა? ისღა
დარჩენოდა, ელოცა, ხომალდი უკვე წასული ყოფილიყო და ბიჭიც,

1183
მასთან ერთად. ნახევარი მთვარე თხელ, მაღალ ღრუბლებში იკარ-
გებოდა და კვლავ ჩნდებოდა და დავოსი ნაცნობ ვარსკვლავებს ხე-
დავდა. ეგერ გალერა, დასავლეთისკენ მიცურავს; ის დედაბრის
ლამპარია – ოთხი კაშკაშა ვარსკვლავი, ოქროსფერ ჯანღს რომ არ-
ტყია გარს. ყინულის დრაკონი თითქმის მთლად ღრუბლებს დაეფა-
რა, მაგრამ მოჩანდა მისი ელვარე ცისფერი თვალი, ჩრდილოეთს
რომ მიანიშნებდა. ცა კონტრაბანდისტის ვარსკვლავებითაა სავსე.
ეს ვარსკვლავები მისი ძველი მეგობრები იყვნენ. დავოსს იმედი
ჰქონდა, რომ ეს კეთილ იღბალს მოასწავებდა. მაგრამ ცას თვალი
რომ მოაცილა და სასახლის კედლებს დახედა, გულში ეჭვი შეეპარა.
კოცონის შუქით განათებული ქვის დრაკონების ფრთები დიდ შავ
ჩრდილებს აფენდნენ ეზოზე. სცადა, თავი დაეჯერებინა, რომ ისინი
მხოლოდ ცივი და უსიცოცხლო ქანდაკებები იყვნენ, სხვა არაფერი.
ოდესღაც ეს ადგილი მათ ეკუთვნოდა. დრაკონებისა და დრაკონთა
ბატონების ადგილი, ტარგარიენთა გვარის საცხოვრისი. ტარგარიე-
ნები ძველი ვალირიის ჩამომავლები იყვნენ...
პალატში ქარმა დაიკვნესა და ბუხარში ალი ააბუქა, დაატრიალა.
დავოსმა შეშის ტკაცანს და შიშინს მიუგდო ყური. ფანჯრისგან რომ
შემობრუნდა, წინ საკუთარი ჩრდილი გაუძღვა, მაღალი და წვრილი,
და ხმალივით გადაწვა მოხატულ მაგიდაზე. ასე იდგა დიდხანს და
ელოდა. მერე ქვის საფეხურებზე ამომავალთა ფეხის ხმა მოესმა. მე-
ფის ხმა მასზე ადრე შემოვიდა ოთახში.
– ...სამი არ არის, – ამბობდა იგი.
– სამი არის სამი, – მოისმა მელისანდრეს პასუხი, – ვფიცავ,
თქვენო მოწყალებავ, დავინახე, როგორ მოკვდა და მისი დედის კი-
ვილიც გავიგონე.
– კოცონში, – სტანისი და მელისანდრე კარში ერთად შემოვიდ-
ნენ, – ალი მაცდური რამაა. რაც არის, რაც იქნება, რაც შეიძლება
1184
მოხდეს – ყველაფერს გიჩვენებს. დანამდვილებით ვერ მეტყვი.
– თქვენო მოწყალებავ, – დავოსმა წინ წამოდგა ნაბიჯი – ლედი
მელისანდრე მართალს ამბობს. შენი ძმისწული ჯოფრი მოკვდა.
მეფეს იქნებ კიდეც გაუკვირდა მოხატულ მაგიდასთან მისი და-
ნახვა, მაგრამ არ შესტყობია.
– ლორდ დავოს, – თქვა მან, – ის ჩემი ძმისწული არ ყოფილა.
თუმცა, წლების განმავლობაში ასე მეგონა.
– ლუკმა გადასცდა თავისსავე საქორწილო ლხინზე და დაახ-
რჩო, – უთხრა დავოსმა, – შესაძლოა, მოწამლეს.
– ის მესამეა, – თქვა მელისანდრემ.
– თვლა ვიცი, ქალო, – სტანისი მაგიდის გასწვრივ დაიძრა,
ძველქალაქსა და არბორს ჩაუარა, ფარის კუნძულებისკენ და მან-
დერის შესართავისკენ გაემართა, – ჩანს, ქორწილები ბრძოლებზე
უფრო სახიფათო გამხდარა. ვინ მოწამლა? იციან? – ამბობენ, ბიძა-
მისმაო. ჭინკამ.
სტანისმა კბილები გააღრჭიალა.
– საშიში კაცია. ამაში შავწყალაზე დავრწმუნდი. ეს საიდან გა-
იგე?
– ლისელი ჯერაც ვაჭრობს მეფის საბიჯელთან. სალადორ საანს
არაფერში სჭირდება, მომატყუოს.
– ალბათ არა, – მეფემ მაგიდას თითები გადაუსვა, – ჯოფრი...
მახსოვს ერთხელ, ის კატა... მზარეულებს კატა ჰყავდათ შეჩვეული,
ნარჩენებს და თევზის თავებს აჭმევდნენ ხოლმე. ერთმა ბიჭს უთ-
ხრა, მუცელში კნუტები ჰყავსო, იფიქრა, ბავშვს ალბათ მოუნდება,
რომელიმე წაიყვანოსო. ჯოფრიმ საბრალო არსება ხანჯლით გამო-
ფატრა, რომ ენახა, მართალს ეუბნებოდნენ თუ არა.
კნუტები რომ ნახა, მამამისს წაუღო და უჩვენა. რობერტმა ისე შე-

1185
მოსცხო, მეგონა, მოკლა-მეთქი, – მეფემ გვირგვინი მოიხადა და მა-
გიდაზე დადო, – ჯუჯამ ქნა თუ ვინ, იმ მკვლელმა სახელმწიფოს კარ-
გი სამსახური გაუწია. ახლა კი მე დამიძახებენ.
– არა, – უთხრა მელისანდრემ, – ჯოფრის ძმა ჰყავს.
– ტომენი, – მეფეს სახელის წარმოთქმა თითქოს არ უნდოდა.
– ტომენს გაამეფებენ და მისი სახელით მართავენ სახელმწი-
ფოს.
სტანისმა მუშტი შეკრა.
– ტომენი ჯოფრიზე უფრო გულმოწყალეა, მაგრამ იმასავით სის-
ხლის აღრევითაა ნაშობი. მისგანაც ისეთივე ურჩხული გაიზრდება.
მორიგი წურბელა ქვეყნისთვის. ვესტეროსს კაცის ხელი სჭირდება,
ბავშვის კი არა.
მელისანდრემ მისკენ გადადგა ნაბიჯი.
– გადაარჩინე ისინი, სირ. გამაღვიძებინე ქვის დრაკონები. სამი
სამია. მომეცი ბიჭი. – ედრიკ სტორმი, – თქვა დავოსმა.
სტანისი ყინულოვანი მრისხანებით მიუბრუნდა.
– ვიცი, რაც ჰქვია. არ მჭირდება ეგ შენი დანამუსება. შენზე უფ-
რო მეტად კი არ მიხარია ამის გაკეთება, მაგრამ სახელმწიფოს წი-
ნაშე ვალი მაქვს. ჩემი ვალია... – კვლავ მელისანდრესკენ მიბრუნ-
და, – ფიცით მიდასტურებ, რომ სხვა გზა არაა? საკუთარი სიცოცხლე
დაიფიცე მაშინ, რადგანაც გპირდები, შენც წამსვე მოკვდები, თუ
ცრუობ. – შენ ხარ ის, ვინც სხვებს უნდა აღუდგეს წინ. ის, ვისი მოს-
ვლაც ხუთი ათასი წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები. წითელი
კომეტა იყო შენი მოსვლის მაუწყებელი. შენ ხარ აღთქმული პრინცი
და, შენ თუ დამარცხდი, სამყარო დამარცხდება შენთან ერთად, –
მელისანდრე მიუახლოვდა, წითელი ბაგე გაეპო, მისი ლალი ფეთ-
ქავდა, – მომეცი ბიჭი, – დაიჩურჩულა მან, – და მე შენს სამეფოს
მოგცემ.
1186
– ვერ მოგცემს, – თქვა დავოსმა, – ედრიკ სტორმი აქ აღარაა.
– აღარაა? – სტანისი შემობრუნდა, – რას ნიშნავს, აღარაა?
– ლისურ გალერაზე ზის და ზღვაშია გასული სამშვიდობოს, –
დავოსი მელისანდრეს ფერმკრთალ, კოხტად მოყვანილ სახეს შეაც-
ქერდა. დაინახა, როგორ გაკრთა მასზე შეშფოთების ჩრდილი, უე-
ცარი ყოყმანი დაეტყო. არ დაუნახავს!
მეფის თვალები ლურჯ სისხლჩაქცევებად მოჩანდა მისი სახის
ღრმულებში.
– ბუში ჩემი ნებართვის გარეშე წაიყვანეს დრაკონის ქვიდან? გა-
ლერაო, ამბობ? თუ ის ლისელი მეკობრე ფიქრობს, იმ ბიჭის მეშ-
ვეობით ოქრო დამცინცლოს... – ეს შენი მარჯვენის გაკეთებულია,
სირ, – მელისანდრეს მზერა დავოსს გულამდე სწვდებოდა, – შენ
მას დააბრუნებ, მილორდ. დააბრუნებ.
– მე ბიჭს ვეღარ მივწვდები, – თქვა დავოსმა, – და ვეღარც შენ,
მილედი. მისი წითელი თვალები მოსვენებას უკარგავდნენ.
– იმ წყვდიადში უნდა დამეტოვებინე, სერ. თუ იცი, რა ჩაიდინე?
– ვალი ავასრულე.
– მაგას შეიძლება, ღალატიც დავარქვათ, – სტანისი ფანჯარას
მიუახლოვდა და ღამეს გახედა. გემს ხომ არ ეძებს თვალით?
– მე შენ ფსკერიდან ამოგათრიე, დავოს, – ხმა დაღლილი უფრო
ჰქონდა, ვიდრე მრისხანე, – ნუთუ შენი ერთგულების იმედიც არ უნ-
და მქონოდა?
– ჩემი ოთხი ძე შენთვის მოკვდა შავწყალაზე. შეიძლებოდა, მეც
იქ მოვმკვდარიყავი. ჩემი ერთგულება მუდამ შენ გეკუთვნის, – და-
ვოს სივორთს დიდხანს და გულდასმით ჰქონდა ნაფიქრი, თუ რა უნ-
და ეთქვა ამის მერე: იცოდა, მისი სიცოცხლე ამ სიტყვებზე ეკიდა, –
თქვენო მოწყალებავ, შენ დამაფიცე, რომ პატიოსან რჩევას მოგცემ-

1187
დი, უსიტყვოდ დაგმორჩილდებოდი, რომ შენს სახელმწიფოს მტრე-
ბისგან დავიცავდი, შენს ხალხს დავიფარავდი. ედრიკ სტორმი განა
ერთი შენი ქვეშევრდომი არაა? ერთი მათგანი, ვისი მფარველობის
ფიციც მაქვს დადებული? მე ჩემი ფიცი ავასრულე. როგორ შეიძლე-
ბა, ეს ღალატი იყოს?
სტანისმა ისევ გააღრჭიალა კბილები.
– ეს გვირგვინი მე არასოდეს მითხოვია. ოქრო თავზე ცივი და
მძიმე სატარებელია, მაგრამ, რაკი მეფე ვარ, ვალიც მაქვს... თუ ერ-
თი ბავშვი მსხვერპლად უნდა შევწირო და ცეცხლს მივცე, რათა
ამით მილიონები დავიხსნა წყვდიადისგან... მსხვერპლი... ეს ადვი-
ლი არასოდესაა დავოს. თორემ ისე ნამდვილი მსხვერპლი არც იქ-
ნება. უთხარი, მილედი.
მელისანდრემ ეს თქვა:
– აზორ აჰაიმ ნათლისმფენი თავისი საყვარელი ცოლის გულის
სისხლში აწრთო. თუ კაცს ათასი ძროხა ჰყავს და ერთს ღმერთს უძ-
ღვნის, ეს არაფერს ნიშნავს. მაგრამ თუ კაცი თავის ერთადერთ
ძროხას უძღვნის...
– ეს ძროხებზე მელაპარაკება, – უთხრა დავოსმა მეფეს, – მე კი
ბიჭზე ვამბობ, შენი ასულის მეგობარზე, შენი ძმის ძეზე.
– მეფის ძეზე, რომლის ძარღვებშიც მეფის სისხლის ძალა ჩქეფს,
– მელისანდრეს ლალი წითელი ვარსკვლავივით უღვიოდა ყელზე,
– გგონია, ბიჭი გადაარჩინე, – ხახვის რაინდო? გრძელი ღამე რომ
დადგება, ედრიკ სტორმიც სხვებთან ერთად მოკვდება, სადაც არ
უნდა იყოს გადამალული. და შენი ძეებიც დაიხოცებიან. მიწას უკუ-
ნეთი და სიცივე დაფარავს. ისეთ საქმეში ერევი, რაც არ გაგეგება.
– მე ბევრი რამ არ გამეგება, – აღიარა დავოსმა, – და არც არა-
სოდეს მომიჩვენებია თავი, ბევრი ვიცი-მეთქი. გამეგება ზღვები და
მდინარეები, სანაპირო ხაზები, ვიცი, სად არის კლდეები და სად –
1188
მეჩეჩები. ფარული ყურეებიც ვიცი, სადაც ნავი შეუმჩნევლად შეიძ-
ლება მიადგეს ნაპირს. და ისიც.
– ვიცი, რომ მეფე თავის ხალხს იცავს, თორემ სულაც არაა მეფე.
სტანისს სახე მოეღრუბლა.
– პირში დამცინი? მეფის ვალი ხახვის კონტრაბანდისტმა უნდა
მასწავლოს? დავოსმა მუხლი მოიყარა.
– თავი მომკვეთე, თუ შეურაცხგყავი. როგორც ვიცოცხლე, ისე
მოვკვდები – შენს ერთგულ კაცად. მაგრამ ჯერ. ყური დამიგდე. მო-
მისმინე იმ ხახვის გამო, მე რომ მოგიტანე, და იმ თითების, შენ რომ
დამაჭერი.
სტანისმა ნათლისმფენი ქარქაშიდან ამოზიდა. მისი ციალი
მთელ ოთახს მოედო. – თქვი, რის თქმაც გსურს, ოღონდ სწრაფად,
– მეფეს კისერზე ბაგირებივით დაჰბერვოდა ძარღვები.
დავოსმა მოსასხამის ჯიბეში მოაფათურა ხელი და დაჭმუჭნილი
პერგამენტის ფურცელი ამოაძვრინა. თხელი, ფარატინა რამ იყო,
მაგრამ ამის გარდა სხვა ფარი არ გააჩნდა.
– მეფის მარჯვენამ წერა და კითხვა უნდა იცოდეს. მაისტერი პი-
ლოსი მასწავლიდა, – წერილი მუხლზე გადაისწორა და ჯადოსნური
ხმლის შუქზე მის კითხვას შეუდგა.
ჯონი
დაესიზმრა, რომ ვინტერფელში იყო, კოჭლობით მიდიოდა ქვის
ტახტებზე მჯდარი მეფეების მწკრივის გასწვრივ. მათი რუხი გრანი-
ტის თვალები მავალისკენ ტრიალდებოდნენ და რუხი გრანიტის თი-
თები მუხლებზე დასვენებული ხმლების ტარებს უფრო მაგრად ბღუ-
ჯავდნენ. შენ სტარკი არ ხარ, ესმოდა ჯონს მათი ბუტბუტის მძიმე,
გრანიტის ხმა. აქ შენი ადგილი არაა. წადი აქედან. ჯონი კი უფრო
ღრმად ეშვებოდა წყვდიადში.
– მამა! – იძახდა, – ბრან! რიკონ! – არავინ პასუხობდა. კისერში
1189
ცივი ქარი უბერავდა. – ძია! – დაიძახა ისევ, – ძია ბენჯენ! მამა!
გთხოვ, მამა, დამეხმარე! ზემოდან დოლების ხმა მოესმა. სეფედარ-
ბაზში ლხინია, მაგრამ მე იქ არ მელიან. მე სტარკი არ ვარ და ეს ჩემი
ადგილი არაა. ყავარჯენი გაუცურდა და მუხლებზე დაეცა. აკლდამა
სულ უფრო ბნელდებოდა. სადღაც სინათლე დალანდა, – იგრიტ? –
ჩაიჩურჩულა, – მაპატიე. გევედრები, – მაგრამ იქ მხოლოდ მგელ-
საზარა იყო, რუხი და საშიში, სისხლით დაწინწკლული, ოქროს თვა-
ლები სევდით უელავდა ბნელში... სენაკი ბნელი იყო, მისი საწოლი
– მაგარი. ეს ჩემი საწოლია, გაახსენდა ჯონს, ჩემი საწოლია ჩემსავე
სენაკში, ბებერი დათვის ოთახების ქვეშ. წესით, აქაურობას უფრო
ტკბილი სიზმრები უნდა მოეგვარა. ქურქების ქვეშაც კი სციოდა. სა-
ნამ რეიდზე წავიდოდნენ, ლანდიც მის სენაკში ცხოვრობდა და ცივ
ღამეებში ათბობდა. ველურეთში კი იგრიტს ეძინა მის გვერდით. ახ-
ლა ორივე დაკარგა. იგრიტი საკუთარი ხელით დამარხა, იცოდა,
გოგოს ასე ენდომებოდა, ლანდი კი... სად ხარ? ისიც ხომ არ მოკვდა,
ამას ხომ არ მიანიშნებდა სიზმარი – სისხლიანი მგელი აკლდამებ-
ში? მაგრამ სიზმრის მგელი რუხი იყო, თეთრი არა. ბრანის მგელი-
ვით რუხი. თენებმა ხომ არ ჩაიგდეს ხელში და მოკლეს დედოფლის
გვირგვინის მერე? ასე თუა, ბრანი მისთვის უკვე სამუდამოდ იყო და-
კარგული. ჯონი ცდილობდა, ამ ფიქრებში გარკვეულიყო, როცა საყ-
ვირმა დასჭექა.
ზამთრის საყვირი, გაიფიქრა მან, ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა.
მაგრამ მენსს ჯორამუნის საყვირი არ უპოვნია, ასე რომ, ის ვერ იქ-
ნებოდა. დაძახილს მეორეც მოჰყვა, პირველივით გრძელი და
ღრმა. იცოდა, უნდა ამდგარიყო და კედელზე წასულიყო, მაგრამ ეს
ისე ძნელია...
ქურქები გადაიყარა და წამოჯდა. ფეხში ტკივილს უფრო ყრუდ
გრძნობდა, ამის ატანა ძნელი აღარ იყო. სითბოს შესანარჩუნებლად
1190
ჩაცმულს ეძინა, ამიტომ ისღა დარჩენოდა, ჩექმები ამოეცვა და ტყა-
ვი, ჯაჭვი და მოსასხამი მოეცვა. ისევ გაისმა საყვირის ორი გაბმული
დაძახილი, ამიტომ ჯონმა გრძელი კლანჭი მხარზე მოიგდო, ყავარ-
ჯენი იპოვა და საფეხურებზე ჩაკოჭლდა.
გარეთ ღამის სიბნელე, სასტიკი სიცივე და მოღრუბლული ცა
დახვდა. მისი ძმები კოშკებიდან და სიმაგრეებიდან გამოდიოდნენ,
ხმლის ქამრებს ირგებდნენ და კედლისკენ მიემართებოდნენ. ჯონმა
მათ შორის პიპი და გრენი დაძებნა, მაგრამ ვერ დაინახა. იქნებ, გუ-
შაგად იდგნენ და საყვირს სწორედ რომელიმე მათგანმა ჩაჰბერა.
მენსია, გაიფიქრა ჯონმა. მოვიდა, ბოლოს და ბოლოს. კარგია. ვიბ-
რძოლებთ და მერე დავისვენებთ. ცოცხლები თუ მკვდრები, დავის-
ვენებთ.
იქ, სადაც ადრე კიბე იყო, ახლა კედლის ძირას დანახშირებული
ხისა და დალეწილი ყინულის უზარმაზარი გროვა ეყარა. ახლა ზე-
მოთ ჯალამბრით ადიოდნენ, მაგრამ გალია ათ კაცზე მეტს ვერ იტევ-
და, და ჯონის მისვლისას ის უკვე ზემოთკენ იყო დაძრული. ახლა მი-
სი დაბრუნებისთვის უნდა ეცადა. სხვებიც მასთან ერთად იცდიდნენ:
ატლასი, მალი, ცალჩექმა, კეგსი, ზორბა ქერა ჰარეთი იმ თავისი
ფართო კბილებით. მას ყველა ცხენს ეძახდა, თხუნელაქალაქელი
მეჯინიბე იყო, ერთი იმ მცირერიცხოვან თხუნელათაგანი, ციხეშავში
რომ დარჩა. დანარჩენები დაუბრუნდნენ თავიანთ ყანებსა და ქო-
ხებს, თუ საწოლებს მიწისქვეშა საროსკიპოში. ცხენს კი შავის შე-
მოსვა უნდოდა, ამ დიდკბილა სულელს. ზეიც დარჩა, მეძავი, რომე-
ლიც თურმე ასე მარჯვედ ხმარობდა არბალეტს, და ნოიმ დაიტოვა
სამი ობოლი ბიჭიც, რომლების მამაც კიბეზე მოკვდა. პატარები იყ-
ვნენ – ცხრა, რვა და ხუთი წლის – მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა არა-
ვინ იყო მათი მიმხედავი.

1191
სანამ გალიის ჩამოსვლას უცდიდნენ, კლიდასმა მათ სანელებ-
ლიანი ღვინით სავსე ჭიქები მოუტანა, სამთითა ჰობმა კი შავი პურის
ნაჭრები ჩამოარიგა. ჯონმა ყუა გამოართვა და ლოღნა დაუწყო.
– მენს რაიდერია? – იკითხა აღელვებულმა ატლასმა.
– იმედია, – ბნელიდან ველურებზე უარესი რამებიც შეიძლებო-
და მოსდგომოდნენ. ჯონს გაახსენდა, რა უთხრა მენს რაიდერმა
პირველკაცთა მუშტზე, იმ ვარდისფერ თოვლში რომ იდგნენ. როცა
მკვდრები სიარულს იწყებენ, კედლები, სარები და ხმლები ვერა-
ფერს გშველიან. მკვდარს ვერ შეებრძოლები, ჯონ სნოუ. ეს ამბავი
ჩემსავით კარგად არავინ იცის. ამის გაფიქრებამაც კი ქარი თითქოს
უფრო ყინულოვანი გახადა.
ბოლოს და ბოლოს, მათკენ ჟღარუნით ჩამოეშვა გრძელი ჯაჭვის
ბოლოზე აქანავებული გალია, ისინი უსიტყვოდ შელაგდნენ შიგნით
და კარი დაკეტეს.
მალიმ ზარის თოკს სამჯერ ჩამოჰკრა. წამიც და, ასვლა იწყეს,
თავიდან ბიძგებით, მერე უფრო თანაბრად. ხმას არავინ იღებდა. ზე-
მოთ ასული გალია გვერდზე გაქანდა და ისინი სათითაოდ გადმოძ-
ვრნენ კედლის თავზე. ცხენმა ჯონს ხელი შეაშველა. სიცივე მუშტი-
ვით მოხვდა კბილებში.
კედლის თავს ცეცხლების მწკრივი გასდევდა, ისინი კაცზე მა-
ღალ ჭოკებზე მოთავსებულ რკინის სათლებში ენთო. ქარის ცივი
შოლტი ალს არხევდა და წეწავდა და გიზგიზა ნარინჯისფერი შუქი
მუდამ ცვალებადი ჩანდა. ყველგან ქეიბურების, ისრების, შუბებისა
და სკორპიონის ლახვრების შეკვრები ეწყო. ქვები ათი ფუტის სი-
მაღლეზე დაელაგებინათ, მათ გვერდით კუპრით და ნავთით სავსე
დიდი ხის კასრები იყო ჩამწკრივებული. ბოუენ მარშმა ციხეშავი ყვე-
ლაფრით კარგად მომარაგებული დატოვა – გარდა მებრძოლი ძა-
ლისა. ქარი ქონგურებთან მდგარი, ხელშუბოსანი საფრთხობელა-
1192
გუშაგების მოსასხამებს ატყლაშუნებდა.
– იმედია, ამათგან რომელიმემ არ ჩაჰბერა საყვირს, – უთხრა
ჯონმა დონალ ნოის, კოჭლობით რომ ამოუდგა გვერდში.
– რა ხმა იყო, გაიგონე? – ჰკითხა ნოიმ.
ქარის ხმა იყო, ცხენების, და კიდევ რაღაცის.
– მამონტი, – უთხრა ჯონმა, – ეგ მამონტი იყო.
მეიარაღემ ფართო, ბრტყელი ცხვირიდან ამოიქშინა და მისი
სუნთქვა მყისვე ჭირხლად იქცა. კედლის ჩრდილოეთით წყვდიადის
ზღვა იწვა, რომელსაც თითქოს კიდეგანი არ ჰქონდა. ჯონი ტყეში
მოძრავი შორეული ცეცხლების სუსტ წითელ ნათებას არჩევდა. მენ-
სია, ცხადია. სხვები ჩირაღდნებს არ ანთებდნენ.
– როგორ შევებრძოლებით, თუ ვერც კი ვხედავთ? – იკითხა
ცხენმა.
დონალ ნოი შებრუნდა ორი დიდი ტრებუჩეტისკენ, ბოუენ მარშმა
რომ აღადგენინა და აამუშავა.
– სინათლე მოიტათ! – დაიღრიალა მან.
კუპრით სავსე კასრები სასწრაფოდ ააგორეს ტრებუჩეტებზე და
ჩირაღდნით ცეცხლი წაუკიდეს. ქარმა ალი სწრაფად ააგიზგიზა.
– ტყორცნე! – დასჭექა ნოიმ. საპირწონეები დაბლა დაექანა,
სატყორცნი მკლავები აიმართა და დაბამბულ გარდიგარდმო ჭო-
კებს მიეჯახა. ცეცხლმოდებული კუპრი ტრიალით გაიჭრა წყვდიად-
ში და მის დაბლა მიწას საზარელი, მოცახცახე შუქი მოჰფინა. ჯონმა
თვალი მოჰკრა მამონტებს, მძიმედ რომ მოაბიჯებდნენ წამიერ ცი-
ალში, და მაშინვე დაკარგა ისინი. თორმეტნი არიან, იქნებ მეტიც.
კასრები მიწას დაენარცხნენ და გასკდნენ. მათ გაიგონეს ბოხი, საყ-
ვირისებური ხმა და გოლიათმა დაიღრიალა რაღაც ძველ ენაზე – ეს
უძველესი გრგვინვა რომ ჩაესმა, ჯონს ჟრჟოლა აუყვა ხერხემალზე.
– ისევ! – დაიყვირა ნოიმ და ტრებუჩეტები ისევ გადატვირთეს.
1193
ცეცხლმოდებული კუპრის კიდევ ორი კასრი ტკრციალით გაიჭრა
სიბნელეში და მტრებს შორის დაენარცხა. ამჯერად ერთი ხმელ ხეს
მოხვდა და ისიც ცეცხლში გახვია. ჯონმა დაინახა, რომ თორმეტი
არა, ასი მამონტი მოაბიჯებდა.
უფსკრულის პირს მიუახლოვდა. ფრთხილადო, შეახსენა თავს,
დაბლამდე შორი საფრენია. წითელმა ალინმა ისევ აახმიანა თავისი
გუშაგის საყვირი: აააჰუუუუუუ, აააააჰუუუუუუ! და ამჯერად ველურე-
ბი გამოეხმაურნენ: არა ერთი საყვირით, არამედ ათობით, რომ-
ლებსაც დოლები და სტვირებიც ერთვოდა. მოვდივართ, თითქოს
ამბობდნენ ისინი, მოვდივართ, რათა დავლეწოთ თქვენი კედელი,
თქვენს მიწებს დავეპატრონოთ და თქვენი ასულები მოვიტაცოთ. ქა-
რი ქროდა, ტრებუჩეტები ჭრიალებდა და ბრაგუნებდა, კასრები მიფ-
რინავდნენ. ჯონი ხედავდა, გოლიათებისა და მამონტების უკან ადა-
მიანები იდგნენ და კედლისკენ მოიწევდნენ, მშვილდებით, ტაბარე-
ბით შეიარაღებულები. რამდენი იყვნენ: ოცი? ოცი ათასი? სიბნელე-
ში ამას ვერაფრით იტყოდი. ეს ბრმა მეომართა ბრძოლაა, მაგრამ
მენსს ჩვენზე რამდენიმე ათასით მეტი ასეთი ბრმა ჰყავს.
– ჭიშკარი! – იყვირა პიპმა, – ჭიშკართან არიან!
კედელი იმხელა იყო, ჩვეულებრივი საბრძოლო ხერხებით ვერა-
ვინ შეუტევდა: კიბეები და საალყე კოშკები მის სიმაღლეს ვერ შეს-
წვდებოდნენ, ტარანები მის სისქეს ვერ შელეწდნენ. არ არსებობდა
ფილაკვანი, რომელიც მის გასარღვევად საჭირო კლდეს გამოტ-
ყორცნიდა, ხოლო ცეცხლის წაკიდებას თუ დააპირებდი, ნადნობი
ყინული ალს ჩააქრობდა. შეიძლებოდა, ზედ გადაცოცებულიყავი,
როგორც ეს მარბიელებმა ქნეს რუხი გუშაგის მახლობლად, მაგრამ
ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებდი, თუ მკლავი და მუხლი მოგდევ-
და, და მაინც კი შეიძლებოდა, ხეზე დაგებული ჯარლის ბედი გწე-

1194
ოდა. კარიბჭე უნდა აიღონ, ისე ვერ გაივლიან. მაგრამ კარიბჭე ყი-
ნულში გაყვანილი დაკლაკნილი გვირაბი იყო, შვიდი სამეფოს ნე-
ბისმიერი ციხესიმაგრის კარიბჭეზე უფრო პატარა და ისე ვიწრო,
რომ აეშაგებს თავიანთი ტანმორჩილი ცხენები მასში ერთ მწკრი-
ვად გაჰყავდათ. შიდა ტალანს სამი რკინის ცხაური კეტავდა. ყოვე-
ლი მათგანი ჩაკეტილი, ჯაჭვებით დაბმული და მკვლელი ხვრელით
დაცული იყო. გარე კარი ცხრა გოჯის სისქის, რკინით შეჭედილი ძვე-
ლი მუხისა იყო და იოლი არც მისი შემომტვრევა იქნებოდა. მაგრამ
მენსს მამონტები ჰყავს, შეახსენა ჯონმა თავს, და გოლიათებიც.
– დაბლა ალბათ ცივა, – თქვა ნოიმ, – რას იტყვით, შევათბოთ
მოსულები, ბიჭებო? კიდის გასწვრივ ნავთით სავსე თორმეტი ქოთა-
ნი იდგა. პიპმა მათ ჩირაღდნით ხელში ჩაურბინა და ცეცხლი წაუკი-
და. ოუენ ბოთე მიჰყვა და ქოთნებს სათითაოდ გადაუძახა დაბლა.
უფსკრულში გაფრენილ ჭურჭლებს გარშემო მკრთალი ყვითელი
ცეცხლის ალები ევლებოდა. ბოლოც რომ გადაფრინდა, პიპმა კუპ-
რით სავსე კასრს წიხლით გამოაცალა საყრდენი სოლები და ისიც
გორვით გადაუშვა კიდიდან. დაბლიდან მომავალი ხმები ყვირი-
ლად და კივილად იქცა და საამოდ ჩაესმა ზემოთ მდგომებს.
მაგრამ დოლები ჯერ კიდევ ცემდა, ტრებუჩეტები ირყეოდა და
ბრაგუნებდა, ღამიდან კი გუდასტვირების ხმები მოდიოდა, უცნა-
ური, მძვინვარე ფრინველების გალობას რომ ჰგავდა. სეპტონი სე-
ლადორიც ამღერდა, ხმა შესმული ღვინისგან ჩახრინწვოდა და
უცახცახებდა.
– დედავ კეთილო, წყაროვ შენდობისა, ომი არიდე ჩვენს ვაჟებს,
შენ გევედრებით, არიდო ხმალ-ისარი, დღეებს დაასწრო უკეთესს...
დონალ ნოი მისკენ შებრუნდა.
– აქ ვინმე ბრძოლას თავს თუ აარიდებს, მის ბინძურ ტრაკს პირ-

1195
დაპირ კედლიდან გადავისვრი... შენი ჩათვლით, სეპტონ. მშვილ-
დოსნები! სად არიან წყეული მშვილდოსნები?
– აქ, – თქვა ატლასმა.
– და აქ, – გამოეხმაურა მალი, – მაგრამ მიზანი როგორ დავინა-
ხო? როგორც ღორის ფაშვში, ისე ბნელა. სად არიან?
ნოიმ ჩრდილოეთით მიათითა.
– ბლომად ისრებს თუ დააყრით, იქნებ ვინმეს მაინც მოარტყათ.
აანერვიულებთ მაინც, – ცეცხლით განათებული სახეების წრეს მო-
ავლო თვალი, – ორი მოისარი და ორი შუბოსანი მინდა, რომ დამეხ-
მაროს, გვირაბი დავიცვათ, ჭიშკარს თუ შემოლეწავენ, – წინ ათზე
მეტი წამოდგა, მჭედელმა მათგან ოთხი გამოარჩია, – ჯონ, ჩემს
დაბრუნებამდე კედელი შენ გაბარია.
ჯონს ჯერ ეგონა, მომესმაო. ვითომ ნოი მეთაურად ტოვებდა.
– მილორდ?
– ლორდიო? მჭედელი ვარ. კედელი გაბარია-მეთქი, გითხარი.
აქ ჩემზე უფროსებიც არიან, უნდოდა ეთქვა ჯონს, ჩემზე უკეთესი
მებრძოლები. მე ჯერ ზაფხულის ბალახივით ჭყინტი ვარ. დაჭრილი
ვარ და ჯერაც დეზერტირობაში მედება ბრალი. პირი გაუშრა.
– დიახ, – მოახერხა, ეთქვა.
მერე ჯონ სნოუს ეჩვენებოდა, რომ ის ღამე ესიზმრა. ჩალის ჯა-
რისკაცების გვერდით მდგარი მისი მოისრები, გაყინულ ხელებში
მშვილდები თუ არბალეტები რომ ჩაებღუჯათ, ასობით ისარს აყრიდ-
ნენ მტერს, რომელსაც თვალით ვერ ხედავდნენ. დროდადრო პასუ-
ხად ველურის ისარიც მოფრინდებოდა. მან უფრო მომცრო ფილაკ-
ვნებთან ხალხი დააყენა და ჰაერი გოლიათის მუშტისხელა დალეწი-
ლი ქვებით აავსებინა, მაგრამ სიბნელემ ისინი ისე გადასანსლა,
როგორც კაცი გადაყლაპავს ერთ მუჭა თხილს. უკუნეთში მამონტე-
ბი გაჰყვიროდნენ, ისმოდა უცნაური გადაძახილები უცნაურ ენებზე,
1196
სეპტონი სალადორი კი ისე ხმამაღლა და ისე მთვრალი ივედრებო-
და გათენებას, რომ ჯონს ლამის თვითონ გადაეძახა იგი კედლიდან.
მოესმათ, სადღაც ქვემოთ როგორ მოკვდა მამონტი და დაინახეს,
მეორე, ცეცხლმოდებული, როგორ გარბოდა ტყეში და ადამიანებს
და ხეებს ერთნაირად მითელავდა. ცივი ქარი სუსხს იკრეფდა. ჰობი
გალიას ამოჰყვა და ხახვის წვნიანი ამოიტანა, კლიდასს და ოუენს
სავსე ჯამები მშვილდოსნებთან მიჰქონდათ, მათ სროლასა და სრო-
ლას შორის რომ გადაეყლურწათ. ზეიც მათ შორის იდგა და არბა-
ლეტი ეჭირა. მარჯვენა ტრებუჩეტმა ამდენი საათის განუწყვეტელ
რყევას და ჯახანს ვერ გაუძლო და რაღაც მოეშალა, მისი საპირწონე
მოულოდნელი და საზარელი ზღართანით ჩამოილეწა, სატყორცნი
მკლავი კი ჭახანით გაიპო და გადაიღრიცა. მარცხენა ტრებუჩეტი
ისევ ისროდა, მაგრამ ველურები სწრაფად მიხვდნენ, მორიდებოდ-
ნენ იმ ადგილებს, სადაც მისი ჭურვები სკდებოდა. ორი კი არა, ოცი
ტრებუჩეტი უნდა გვქონოდა, სათრევებზე და სატრიალოებზე დამაგ-
რებული, რომ მათი გადაადგილება შეგვძლებოდა. ეს ფუჭი ფიქრი
იყო. ასევე შეეძლო, ენატრა კიდევ ათასი კაცი, ან იქნებ ორი-სამი
დრაკონიც.
დონალ ნოი არ დაბრუნებულა, არც ისინი, ვინც მას გაჰყვნენ იმ
ბნელი, ცივი გვირაბის დასაცავად. კედელი მე მაბარია, ახსენებდა
ჯონი თავს, როცა კი გრძნობდა, ძალა მეცლებაო. თავადაც მშვილ-
დი აიღო ხელში და ახლა გადატყაული და გაშეშებული თითები ნა-
ხევრად გაყინული ჰქონდა. ცხელებამაც შეუბრუნა, ფეხი უცახცახებ-
და და ტკივილი გავარვარებული დანასავით ფლეთდა. ერთი ისა-
რიც და დავისვენებ, ასჯერ მაინც შეჰპირდა თავს. კიდევ ერთიც. რო-
ცა კი კაპარჭი დაუცარიელდებოდა, ერთი დაობლებული თხუნელა
ახალს მოურბენინებდა ხოლმე. ერთი კაპარჭიც და მოვრჩები. გათე-
ნებამდე დიდი ხანი აღარ უნდა ყოფილიყო.
1197
რომ გათენდა, თავიდან ეს ვერც ვერავინ აღიქვა. სამყარო ჯერაც
ბნელი იყო, მაგრამ შავი რუხად იქცა და წყვდიადიდან ბუნდად გა-
მოიკვეთა საგანთა მოხაზულობა. ჯონმა მშვილდი დაუშვა და მძიმე
ღრუბლების გროვებით დაფარულ აღმოსავლეთის ცას გახედა. მათ
უკან ციალს ხედავდა, მაგრამ შეიძლება, ეჩვენებოდა.
მორიგი ისარი მოარგო ლარს.
მერე ამომავალმა მზემ ღრუბლებში გამოაღწია და ბრძოლის
ველს ბაცი სხივის შუბებით მისწვდა. ჯონს უნებურად სული შეუგუბ-
და, კედელსა და ტყის პირს შორის მოქცეულ ნახევარი მილის სი-
ფართის განაკაფს რომ გახედა. ნახევარ ღამეში ის გაშავებული ბა-
ლახით, მოთუხთუხე კუპრით, დამსხვრეული ქვებითა და გვამებით
მოფენილ პარტახად გადაექციათ. დამწვარი მამონტის ლეშს უკვე
ასხდებოდნენ ყვავები. მიწაზე დახოცილი გოლიათებიც ეყარნენ,
მაგრამ მათ მიღმა...
მის მარცხნივ ვიღაცამ დაიგმინა და ჯონმა გაიგონა, როგორ
აბუტბუტდა სეპტონი სელადორი:
– დედაო, შეგვიწყალე, ოჰ. ოჰ, ოჰ, შეგვიწყალე, დედაო.
ხეების ქვეშ ერთად შეგროვებულიყვნენ მთელი ქვეყნიერების
ველურები: მარბიელები და გოლიათები, უარგები და მაქციები,
მთიელები, მლაშე ზღვის ნაოსნები, ყინულის მდინარის კაციჭამი-
ები, სახემოხატული მღვიმის ბინადრები, გაყინული ნაპირიდან მო-
სული, ძაღლებშებმული საბრძოლო ეტლები, ფეხჩლიქები, ლანჩე-
ბი მოხარშულ ტყავს რომ უგავდათ – მთელი ის საოცარი ველური
ხალხი, მენს რაიდერს კედლის დასალეწად რომ შემოეკრიბა. ეს
თქვენი მიწა არაა, უნდოდა ეყვირა ჯონს. აქ თქვენი ადგილი არაა,
წადით აქედან. თითქოს ესმოდა, როგორ ხარხარებდა ამის გამგონე
ტორმუნდ გოლიათების რისხვა. იგრიტი ეტყოდა, არაფერი გესმის,

1198
ჯონ სნოუო. სახმლე ხელის თითები მომუჭა და გაშალა, თუმცა კარ-
გად იცოდა, აქ, ზემოთ, ხმალზე საქმე არ მიდგებოდა.
გათოშილი იყო და აციებდა და უცებ მშვილდის ზიდვა ეძნელა.
მაგნართან ბრძოლა არაფერი იყოო, მიხვდა, ღამის ბრძოლა კი –
არაფერზეც ნაკლები, მხოლოდ მოსინჯვა, ღამეში ნაძგერები სატე-
ვარი, მოუმზადებლად თავზე წადგომის ცდა. ნამდვილი ბრძოლა
მხოლოდ იწყებოდა.
– რა ვიცოდი, ამდენნი თუ იყვნენ, – თქვა ატლასმა.
ჯონმა იცოდა. ადრეც ჰყავდა ისინი ნანახი, მაგრამ ასე არა, სა-
ომრად დამწკრივებულები არა. სიარულისას ველურების კოლონა
მრავალ ლიგაზე იწელებოდა ვეებერთელა ჭიაყელასავით, მაგრამ
მთლიანად მას ვერასოდეს ხედავდი. ახლა კი...
– აგე, მოდიან, – წარმოთქვა ვიღაცამ ჩახრინწული ხმით.
ჯონი ხედავდა: ველურების მწკრივის ცენტრში მამონტები იდ-
გნენ, ასი თუ მეტი, მათზე ამხედრებულ გოლიათებს უროები და
უზარმაზარი ქვის ტაბარები დაებღუჯათ. მათ გვერდით სხვა გოლია-
თები მოძუნძულებდნენ და ვეება ხის ბორბლებზე შეყენებულ ხის
ზროს მოათრევდნენ, რომლისთვისაც ბოლო წაემახათ. თუ დაბლა
კარი ჯერ კიდევ მთელი იყო, ამის რამდენიმე მიჯახება ნაფოტებად
აქცევდა. გოლიათების ორთავე მხარეს ხალხის ბობოქარი ზღვა მო-
ღელავდა: აქ იყვნენ ტყავისაღკაზმულობიანი მხედრები, ხელში
ცეცხლზე გამტკიცებული შუბები რომ ეჭირათ, ფეხდაფეხ გამოქცეუ-
ლი მშვილდოსნების ურიცხვი რიგები, ასობით ქვეითი, შუბებით,
შურდულებით, ლახტებით რომ შეიარაღებულიყვნენ და ხელში ტყა-
ვის ფარები ეკავათ. გაყინული ნაპირის ძვლის ეტლები ფლანგებზე
იდგნენ, მათ ქვებზე და ფესვებზე ხტომით მოათრევდნენ ვეება თეთ-
რი ძაღლების გუნდები. ველურეთი აბობოქრდაო, გაიფიქრა ჯონმა.

1199
ჩაესმოდა გუდასტვირების ჭყვიტინი, ძაღლების ყეფა და ღრენა, მა-
მონტების ყვირილი, თავისუფალი ხალხის სტვენა და ყიჟინა, გო-
ლიათების ღრიალი ძველ ენაზე. მათი დოლების ხმა ქუხილივით
სხლტებოდა ყინულიდან.
გრძნობდა, მის გარშემო სასოწარკვეთილება რომ დედდებოდა.
– ალბათ ასი ათასი არიან! – იყვირა ატლასმა, – ამდენს როგორ
შევაჩერებთ? – კედელი შეაჩერებთ, – გაიგონა ჯონმა საკუთარი
ხმა. შებრუნდა და ისევ გაიმეორა, უფრო ხმამაღლა, – კედელი შე-
აჩერებთ. კედელი თავს თვითონვე იცავს, – ფუჭი სიტყვები იყო, მაგ-
რამ საშინლად სჭირდებოდა, ეთქვა ისინი, თითქმის ისევე, როგორც
მის ძმებს სჭირდებოდათ ამის გაგონება, – მენსს უნდა, თავისი რიც-
ხოვნებით დაგვაფრთხოს. სულელები ვგონივართ? – უკვე ყვირო-
და, ფეხის ტკივილი სულ გადაავიწყდა, და ყველა მას უსმენდა, – ეტ-
ლები, მხედრები, ის ქვეითი ბრიყვები... რას გვიზამენ აქ, მაღლა?
რომელიმეს გინახავთ კედელზე ამძვრალი მამონტი? – გაიცინა და
პიპი, გრენი და ექვსიოდე სხვა მეომარი სიცილში აჰყვა, – ვერაფერ-
საც ვერ იზამენ, ამ ჩვენს ჩალის ძმებზე ნაკლები შეუძლიათ, ისინი
ვერ მოგვწვდებიან, ვერაფერს დაგვიშავებენ და ვერ შეგვაშინებენ,
ასე არაა?
– ვერა! – იყვირა გრენმა.
– ისინი დაბლა არიან, ჩვენ მაღლა ვართ, – თქვა ჯონმა, – და,
სანამ კარიბჭეს დავიცავთ, ვერ გამოაღწევენ. ვერ გამოაღწევენ! –
ახლა უკვე ყველა ღრიალებდა, მისივე სიტყვებით შემოჰყვიროდ-
ნენ, ხმლებსა და შუბებს იქნევდნენ ჰაერში, ლოყები ასწითლებო-
დათ. ჯონმა დაინახა, კეგსს იღლიაში საომარი საყვირი რომ ჰქონდა
ამოჩრილი, – ძმაო, – მიმართა მას, – ბრძოლისა დასჭექე.
კეგსმა ფართოდ გაიღიმა, საყვირი ტუჩებზე მიიდო და ორჯერ
ხანგრძლივ დააძახებინა, რაც ველურების მოახლოებას ნიშნავდა.
1200
მისი დაძახილი სხვა საყვირებმა აიტაცეს, თითქოს თავად კედელიც
კი აგუგუნდა და მალე ამ მჭექარე, მოგუგუნე გმინვამ ყველა სხვა ხმა
გადაფარა.
– მშვილდოსნებო, – თქვა ჯონმა, საყვირების ხმა რომ მიწყდა, –
თქვენ იმ ტარანიან გოლიათებს უმიზნეთ, ყველამ, უკლებლივ. ჩემს
ბრძანებაზე ტყორცნეთ, მანამდე არა. გოლიათები და ტარანი. მინ-
და, ყოველ ნაბიჯზე ისრები აწვიმდეთ, მაგრამ დავიცდით, სანამ გამ-
წკრივდებიან. ვინც კი ისარს ტყუილად გახარჯავს, მოუწევს, ჩავიდეს
და უკან ამოიტანოს, გაიგონეთ, რაც ვთქვი?
– გავიგე, – დაიყვირა ოუენ ბოთემ, – გავიგე, ლორდ სნოუ.
ჯონმა გაიცინა, მთვრალი თუ შეშლილი კაცის სიცილით, და თა-
ნამებრძოლებიც აჰყვნენ. ხედავდა, ფლანგებზე მდგარი ეტლები და
გამოჭენებული მხედრები ახლა ცენტრზე კარგა წინ გამოჭრილიყ-
ვნენ. ველურებს იმ ნახევარი მილის მესამედიც კი არ გადმოეჭრათ
ჯერ, საბრძოლო რიგი კი უკვე ეშლებოდათ.
– ტრებუჩეტები მავთულის ეკლებით დატვირთეთ, – თქვა ჯონმა,
– ოუენ, კეგს, ფილაკვნები ცენტრისკენ შეაბრუნეთ. სკორპიონები
ცეცხლის შუბებით დატენეთ და ჩემს ბრძანებაზე გაისროლეთ, – მან
თხუნელაქალაქელ ბიჭებს მიათითა, – შენ, შენ და შენ, ჩირაღდნები
მოიმარჯვეთ და ახლოს იდექით.
ველური მოისრები წინსვლისას ისროდნენ: წინ გამოიჭრებოდ-
ნენ, შეჩერდებოდნენ, გაისროდნენ, მერე კვლავ გაირბენდნენ ათი-
ოდ იარდს. იმდენნი იყვნენ, რომ ჰაერი გამუდმებით ისრებით იყო
სავსე, მაგრამ მიზანს ვერც ერთი ვერ აღწევდა. ძალას და ისრებს
ფლანგავენო, გაიფიქრა ჯონმა. თვალსაჩინო იყო, როგორ აკლდათ
წვრთნა და დისციპლინა. თავისუფალი ხალხის მომცრო რქა-და-ხის
მშვილდების ნასროლს სიგრძეში ბევრად აჭარბებდა ღამის ებგუ-
რის გრძელი, ურთხელის მშვილდების მიზანი, თანაც, ველურები
1201
ცდილობდნენ, მათზე შვიდასი ფუტით უფრო – მაღლა მდგარი მტე-
რი გაეგმირათ.
– ისროლონ, – თქვა ჯონმა, – მოიცადეთ. გეჭიროთ, – მოსასხა-
მები ზურგსუკან უფრიალებდათ, – პირქარი გვაქვს, ეს სროლის მან-
ძილს შეამცირებს. დაიცადეთ, – ახლო, უფრო ახლო. გუდასტვირე-
ბი ჭყვიტინებდა, დოლები გუგუნებდა, ველურების ისრები თრთოლ-
ვით ცვიოდა მიწაზე.
– გეჭიროთ, – ჯონმა თავისი მშვილდიც ასწია და ლარი მოზიდა.
ატლასიც ასე მოიქცა, გრენიც, ოუენ ბოთე, ცალჩექმა, შავი ჯეკ ბალ-
ვერი, არონი და ემრიკი. ზეიმ არბალეტი მხარზე მიიბჯინა. ჯონი ხე-
დავდა, ტარანი სულ ახლოვდებოდა, ახლოვდებოდა, მის ორთავე
მხარეს მამონტები და გოლიათები მოაბოტებდნენ. ისე პატარები
ჩანდნენ, გეგონებოდა, ცალი ხელით შეგეძლო ყველას გასრესვა.
ოღონდ კი ამხელა ხელი მქონოდა. ახლა საკლავ ზონას გადმოდი-
ოდნენ. ასობით ყვავი აფრინდა მკვდარი მამონტის ლეშიდან, როცა
ორთავე მხრიდან ველურებმა ჩაურბინეს. ახლო, უფრო ახლო, სა-
ნამ...
– გაუშვი!
შავი ისრები სისინით გაფრინდნენ ქვემოთკენ, დაფრთიანებული
გველების დარად. ჯონი არ დაყოვნებულა, რომ ენახა, რას მის-
წვდნენ ისინი. როგორც კი ისარი ლარს მოსწყდა, მყის მეორეს დას-
წვდა.
– მოარგე. მოზიდე. გაუშვი, – ისარი ტყორცნა და ახალი მოიძია,
– მოარგე. მოზიდე. გაუშვი. – კვლავ. და კვლავ. ჯონმა ტრებუჩეტს
გასძახა, პასუხად ჭრიალი და მძიმე ბრაგვანი მოესმა და ასობით წა-
მახული მავთულის ეკალი ტრიალით გაფრინდა ჰაერში.
– ფილაკვნები! – დაიძახა მან, – სკორპიონები! მშვილდოსნები,
ყველამ თქვენს ნებაზე ისროლეთ!
1202
ველურების ისრები ახლა უკვე კედელს აწყდებოდნენ, მათზე
ასიოდ ფუტით დაბლა. მეორე გოლიათიც შეტრიალდა და დაბარ-
ბაცდა. მოარგე, მოზიდე, გაუშვი. მამონტი მის გვერდით მდგარ მე-
ორე მამონტს შეასკდა, გოლიათები მიწაზე დაცვივდნენ. მოარგე,
მოზიდე, გაუშვი. ხედავდა, ტარანი დაბლა ეგდო და წინ აღარ მო-
იწევდა, მისი მზიდავი გოლიათები დაიხოცნენ ან კვდებოდნენ.
– ცეცხლის ისრები! – იყვირა მან, – იმ ტარანს წაუკიდეთ!
დაჭრილი მამონტების გრგვინვა, გოლიათების მოგუგუნე ყვირი-
ლი დოლების და გუდასტვირების ხმებს ერთვოდა და შემზარავ კა-
კოფონიად იდგა, მაგრამ მისი მოისრები გაუჩერებლად მოზიდავ-
დნენ და ისროდნენ მშვილდებს, თითქოს ყველა აწ უკვე მკვდარი
დიკ ფოლარდივით დაყრუებულაო. იქნებ, მთელი სახელმწიფოს ნა-
ძირლები აქ შეკრებილიყვნენ, მაგრამ ყველანი ღამის ებგურის მებ-
რძოლები იყვნენ, ან თითქმის ყველანი, რა მნიშვნელობა ჰქონდა.
აი, რატომ ვერ გააღწევდა მტერი. ერთი მამონტი გაშმაგდა, ველუ-
რებს ხორთუმით ცელავდა და ფეხებით მოისრებს თელავდა. ჯონმა
ისევ მოდრიკა მშვილდი და მხეცს ჯაგარა ქედზე დაასო ისარი, უფ-
რო რომ გაეხელებინა. აღმოსავლეთით და დასავლეთით ველურე-
ბის ლაშქრის ფლანგებმა წინააღმდეგობის გარეშე მოაღწია კე-
დელს. ეტლები შეჩერდნენ ან შებრუნდნენ, მხედრები კი უმიზნოდ
ტრიალებდნენ თავსწამომდგარი ყინულის კლდის ქვეშ.
– ჭიშკართან! – გაისმა დაძახილი. შეიძლება, ცალჩექმა ყვირო-
და, – მამონტია ჭიშკართან!
– ცეცხლი! – იყვირა ჯონმა, – გრენ, პიპ!
გრენმა მშვილდი მიაგდო, ნავთიანი კასრი გვერდზე წამოაქცია
და კედლის კიდესთან მიაგორა, პიპმა კი ჩაქუჩით ამოაგდო საცობი,
შიგნით დაგრეხილი ქსოვილი ჩაყო და ჩირაღდნიდან ცეცხლი მო-

1203
უკიდა. კიდეზე ერთად გადააგორეს. ასი ფუტით ქვემოთ კასრი კე-
დელს შეასკდა და გასკდა, ჰაერში გაიფანტა დალეწილი ნაფოტები
და ცეცხლმოდებული ნავთი. ამასობაში გრენი კიდისკენ მორიგ
კასრს მიაგორებდა, ერთს კიდევ კეგსიც დასჭიდებოდა. პიპმა ორი-
ვეს წაუკიდა ცეცხლი.
– მოხვდა! – იყვირა ატლასმა, თავი ისე შორს გადაეყო, რომ
ჯონს ეგონა, ესაა და, გადავარდებაო, – მოხვდა, მოხვდა, მოხვდა! –
თვალსაწიერზე ცეცხლმოდებული გოლიათი გამობარბაცდა, წა-
ბორძიკდა და მიწაზე გაგორდა.
და უცებ მამონტებმა პირი იბრუნეს, კვამლსა და ცეცხლს გაექ-
ცნენ, შიშით გახელებულები შეასკდნენ მათ უკან მდგომებს. იმათაც
დაიხიეს, მათ უკან მდგარი გოლიათები და ველურები ერთმანეთს
მიაწყდნენ, მამონტების გზიდან ჩამოცლას ლამობდნენ. წამში მთე-
ლი ცენტრი დაიშალა. ფლანგებზე მდგარმა მხედრებმა დაინახეს,
რომ მიტოვებულები იყვნენ და მათაც უკან დახევა არჩიეს, ისე, რომ
ერთიც კი არ დაჭრილა. ეტლებიც კი გახრიგინდნენ, საფრთხობე-
ლობის და ხმაურის გარდა არაფერი ხეირი მათგან არ ყოფილა.
რომ შედრკებიან, ძალუმად შედრკებიან, გაიფიქრა ჯონმა, როცა
მათ გაქცევას აკვირდებოდა. დოლები დადუმდნენ. ეს ჰანგი როგორ
მოგწონს, მენს? დორნელის ცოლის გემოზე რას იტყვი?
– ვინმე ჩვენიანი დაშავდა? – იკითხა.
– მაგ მეტრაკეებმა ფეხში მომარტყეს, – ცალჩექმამ ისარი ამო-
იძრო და თავზემოთ გაიქნია, – ხისაში!
ხმამაღალი ყიჟინა ატყდა. ზეიმ ოუენს ხელები ჩაჰკიდა, წრეზე
დააბზრიალა და ხანგრძლივი კოცნით დააჯილდოვა იქვე, ყველას
თვალწინ. უნდოდა, ჯონისთვისაც ეკოცნა, მაგრამ ჯონმა ქალს
მხრებზე ხელები მიაბჯინა და ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ მოიშო-
რა.
1204
– არა, – უთხრა. მორჩა ჩემი კოცნები. უცებ ისეთი დაღლილობა
იგრძნო, რომ დგომა გაუჭირდა, ფეხზე კი, მუხლიდან საზარდულამ-
დე, თითქოს ცეცხლი ეკიდა. ხელი მოაფათურა, ყავარჯენს ეძებდა.
– პიპ, გალიამდე მიმიყვანე. გრენ, შენ კედელს გაბარებ.
– მე? – იკითხა გრენმა.
– მაგას? – იკითხა პიპმა. ვერ იტყოდი, რომელს უფრო დაეცა
თავზარი.
– მაგრამ, – გრენს ენა დაება, – მ-მაგრამ რა ვქნა, ისევ თუ შე-
მოგვიტიეს? – შეაჩერე, – უთხრა ჯონმა.
გალიით დაბლა რომ ეშვებოდნენ, პიპმა მუზარადი მოიხადა და
შუბლი მოიწმინდა. – გაყინული ოფლი. რამე არის ამქვეყნად გაყი-
ნულ ოფლზე უფრო საზიზღარი? – გაიცინა მან, – ღმერთებო, ასე
მშიერი მგონი არასოდეს ვყოფილვარ. გეფიცები, ახლა მთლიან კა-
მეჩებს გადავყლაპავდი. ნეტა, ჰობი გრენს არ მოგვიხარშავს? – ჯო-
ნის სახე რომ დაინახა, ღიმილი ჩამოერეცხა, – რა ხდება? ფეხი?
– ფეხი, – დაეთანხმა ჯონი. ლაპარაკიც კი უჭირდა.
– ანუ ბრძოლის გამო არა, ხო? ბრძოლა მოვიგეთ.
– ჭიშკარს რომ ვნახავთ, ეგ მერე მკითხე. – მიუგო მოღუშულმა
ჯონმა. ცეცხლი მჭირდება, ცხელი საჭმელი, თბილი ლოგინი და რა-
მე წამალი, ფეხს რომ გამიყუჩებდა. მაგრამ ჯერ გვირაბი უნდა ენახა
და გაეგო, რა მოუვიდა დონალ ნოის.
თენებთან ბრძოლის მერე ლამის მთელი დღე დასჭირდათ, შიდა
ჭიშკრისთვის ყინული და დალეწილი ბოძები რომ მოეშორებინათ.
ხალიანი პეიტი, კეგსი და ზოგი სხვა მშენებელი ცხარედ დაობდნენ,
ეს ნაქცევი აქვე დავტოვოთ, მენსს ამით დამატებით დაბრკოლებას
შევუქმნითო. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ გვირაბის დაცვაზე ხელი უნ-
და აეღოთ და ნოის ამის გაგონებაც არ უნდოდა. თუ მკვლელ ხვრე-
ლებში ხალხი ჩასაფრდებოდა, ყველა შიდა კართან მშვილდოსნები
1205
და შუბოსნები ჩადგებოდნენ, ასე რამდენიმე შეუპოვარი ძმა შეძ-
ლებდა, ასჯერ მეტი ველური შეეკავებინა და გზა გვამებით ჩაეხერ-
გა. ის არ აპირებდა, მენს რაიდერი თავისუფლად გამოეტარებინა
ყინულში. ამიტომაც, წერაქვების, ნიჩბების და თოკების დახმარე-
ბით, დალეწილი კიბე გვერდზე გადაათრიეს და კარიბჭემდე გზა გაწ-
მინდეს.
ჯონი ცივ რკინის ცხაურთან იცდიდა, სანამ პიპი მაისტერ აემონ-
თან წავიდა სათადარიგო გასაღების მოსატანად. გაუკვირდა, რო-
დესაც მას მაისტერიც თან მოჰყვა, თან ხელფარნიანი კლიდასი ახ-
ლდათ.
– რომ მოვრჩებით, მოდი და მეჩვენე, – უთხრა ბერიკაცმა ჯონს,
სანამ პიპი ჯაჭვებს ეწვალებოდა, – სახვევი უნდა შეგიცვალო და
ახალი მალამო დაგადო, ტკივილის დასაყუჩებლად ძილის ღვინოც
დაგჭირდება.
ჯონმა დაღლილად დაუქნია თავი. კარი გაიღო. პიპი პირველი
შევიდა, მას კლიდასი მიჰყვა ფარნით. ჯონს ისღა შეეძლო, მაისტერ
აემონს არ ჩამორჩენოდა. ყინულის გვირაბი ახლოს იყო მოჯრილი
და გრძნობდა, სიცივე როგორ უჯდებოდა ძვლებში, გრძნობდა თავ-
ზემოთ კედლის უსაშველო სიმძიმეს. გვირაბი შებრუნდა, მერე კი-
დევ. პიპმა მეორე რკინის კარი გახსნა. ისევ იარეს, ისევ მოუხვიეს
და წინ შუქი დალანდეს, ყინულში მომდინარე სუსტი, ბაცი სხივი. ეს
ცუდია, მაშინვე მიხვდა ჯონი. ძალიან ცუდია.
მერე პიპმა თქვა:
– იატაკზე სისხლია.
მათ გვირაბის ბოლო ოცი ფუტის აქეთ იბრძოლეს და დაიხოც-
ნენ. რკინით შეჭედილი მუხის გარე კარი ეჩეხათ, დაელეწათ, საბო-
ლოოდ ანჯამებიდან ჩამოეგლიჯათ და ერთი გოლიათი ნაფოტებს

1206
შორის შემომძვრალიყო. ფარანმა პირქუში მოწითალო შუქი მიაფი-
ნა ძრწოლის მომგვრელ სურათს. პიპი შებრუნდა და გული აერია,
ჯონს კი მაისტერ აემონის სიბრმავე შეშურდა.
ნოი და მისი ხალხი შიგნით იცდიდნენ, მძიმე რკინის გისოსებია-
ნი კარის აქეთ – ესეც იმ ორს ჰგავდა, პიპმა ახლახან რომ გააღო და
გამოატარათ. ორ მეარბალეტეს თორმეტი ისარი მაინც ესროლა,
სანამ გოლიათი მათკენ მოემართებოდა. მერე, ეტყობა, შუბოსნები
ჩაერთვნენ ბრძოლაში, ცხაურის აქედან აძგერებდნენ ფოლადს. მა-
ინც გოლიათს შერჩა იმდენი ძალა, რომ ხელი გამოეყო, ხალიანი
პეიტისთვის კისერი მოეგრიხა, რკინის კარს ჩასჭიდებოდა და გისო-
სები გაეღუნა. დალეწილი ჯაჭვის რგოლები იატაკზე იყო მიმოფან-
ტული. ერთი, ერთადერთი გოლიათი. ეს ყველაფერი ერთმა გოლი-
ათმა ქნა.
– ყველა მკვდარია? – ჩუმად იკითხა მაისტერმა აემონმა.
– ჰო. ბოლო დონალი მოკვდა, – ნოის ხმალი გოლიათს ღრმად,
ნახევრამდე ჩასჩროდა ყელში. მეიარაღე ჯონს ყოველთვის ზორბა
კაცად მიაჩნდა, მაგრამ ახლა, გოლიათის სქელ მკლავებში მოქცე-
ული, ბავშვი გეგონებოდა, – გოლიათმა ხერხემალი გადაუმტვრია.
არ ვიცი, პირველი რომელი მოკვდა, – ფარანი აიღო და წინ წავიდა,
უკეთ რომ შეეხედა, – მაგი, – უკანასკნელი ვარ გოლიათი. სევდა
შემოაწვებოდა, მაგრამ სევდის დრო არ ჰქონდა, – ეს მაგ ძალოვანი
იყო. გოლიათების მეფე. და მზე დასჭირდა. გვირაბში ძალიან ციოდა
და ბნელოდა, სისხლის და სიკვდილის სიმყრალეს კი ლამის დაეხ-
რჩო. ფარანი ისევ კლიდასს მიაწოდა, სხეულებს შემოუარა, მოღუ-
ნულ გისოსში გაძვრა და დღის შუქისკენ გაემართა, რომ ენახა, თუ
რა იდო დალეწილი კარის მიღმა.
გზას სანახევროდ ქოლავდა მკვდარი მამონტის ლეში. ნადირის
ცალი ეშვი მოსასხამზე გამოედო და გაუხია, გვერდით რომ ჩაუარა.
1207
გარეთ კიდევ სამი გოლიათი იწვა, ნახევრად ჩამარხულები იყვნენ
ქვებში, ტალახსა და გამაგრებულ კუპრში. ხედავდა, ცეცხლმა სად
გაადნო კედელი, სიცხით ჩამომწყდარი ყინულის დიდი ფილები სად
დაელეწა გაშავებულ მიწას. იმ ადგილს ახედა, საიდანაც ყინული
მოწყდა. აქედან რომ უცქერდი, უშველებელი ჩანდა, თითქოს გას-
რესვას გიპირებდა. ჯონი შიგნით შებრუნდა, სადაც სხვები ელოდ-
ნენ.
– გარეთა კარი უნდა შევაკეთოთ, რამდენადაც შევძლებთ, მერე
კი გვირაბის ეს ნაწილი ამოვქოლოთ. ქვით, ყინულის ნატეხებით,
რითაც შეიძლება. თუ მოვახერხებთ, მთლიანად მეორე ჭიშკრამდე.
სერ ვინტონს მოუწევს, გვიმეთაუროს, აქ ბოლო რაინდი ეგ დარჩა,
მაგრამ ახლა უნდა იჩქაროს, გოლიათები მალევე მოგვადგებიან.
უნდა ვუთხრათ, რომ...
– რამდენიც გინდა, უთხარი, – მშვიდად თქვა მაისტერმა აემონ-
მა, – გაგიღიმებს, თავს დაგიქნევს და დაავიწყდება. ოცდაათი წლის
წინ სერ ვინტონს ოცდაათი ხმა დააკლდა, ლორდ-მეთაური რომ
გამხდარიყო. კარგი მეთაური კი იქნებოდა. ათი წლის წინ ჯერაც შე-
ეძლო რაღაცები, მაგრამ მას მერე – აღარ. ეს შენ ისევე კარგად იცი,
როგორც დონალმა იცოდა, ჯონ.
მართალი იყო.
– მაშ, შენ გაეცი ბრძანება, – უთხრა ჯონმა მაისტერს, – მთელი
ცხოვრება კედელზე გაქვს გატარებული, ხალხი გამოგყვება. კარი
უნდა ჩავრაზოთ.
– მე მაისტერი ვარ, ჯაჭვი მიკეთია და ფიცი მაქვს დადებული. ჩე-
მი ორდენი მსახურობს, ჯონ. რჩევებს ვიძლევით, ბრძანებებს კი
არა.
– ვინმემ უნდა...
– შენ. შენ უნდა იყო მეთაური.
1208
– არა.
– კი, ჯონ. დიდხანს არ მოგიწევს. მხოლოდ მანამდე, სანამ გარ-
ნიზონი დაბრუნდებოდეს. დონალმა შენ აგირჩია, მანამდე კი – ქო-
რინ ნახევარხელამ. ლორდ-მეთაურმა მორმონტმა თავის მნედ გაგ-
ხადა. შენ ვინტერფელის ძე ხარ, ბენჯენ სტარკის ძმისწული. შენ უნ-
და იყო მეთაური, ან არავინ. კედელი შენ გაბარია, ჯონ სნოუ.
არია
ყოველ დილით, რომ ეღვიძებოდა, მკერდში გაჩენილ ხვრელს
გრძნობდა. შიმშილის გამო კი არ იყო, თუმცა ზოგჯერ ესეც ერთვო-
და. ღრუ ადგილი იყო, სიცარიელე, სადაც ოდესღაც გული ჰქონდა,
სადაც მისი ძმები ცხოვრობდნენ და მისი მშობლები. თავიც სტკი-
ოდა. ისე არა, როგორც თავიდან, მაგრამ ჯერ კიდევ კარგა მაგრად.
თუმცა არია უკვე ამასაც შეეჩვია და, ბოლოს და ბოლოს, კოპი უც-
ხრებოდა მაინც. მაგრამ მკერდში გაჩენილი ხვრელი ისეთივე რჩე-
ბოდა. ხვრელს არასოდეს არაფერი ეშველებაო, ეუბნებოდა თავს,
სანამ დაიძინებდა.
ზოგჯერ საერთოდ გაღვიძებაც არ უნდოდა. მოკუნტული იწვა
ხოლმე მოსასხამის ქვეშ, თვალებს მაგრად ხუჭავდა და ცდილობდა,
ისევ ძილში შებრუნებულიყო. ოღონდ კი ქოფაკს თავი გაენებებინა
და მთელ დღეს და მთელ ღამეს იძინებდა. და სიზმრებს ნახავდა. ეს
ყველაფერს სჯობდა – სიზმრები. თითქმის ყოველ ღამეს მგლები
ესიზმრებოდა. მგლების დიდი ხროვა, რომელსაც თვითონ ედგა
თავში. თავად ყველაზე უფრო დიდი იყო, ყველაზე ძლიერი, სხარტი,
სწრაფი. შეეძლო, ცხენებისთვის გაესწრო და ლომები დაემარცხე-
ბინა. ეშვებს რომ კრეჭდა, ადამიანებიც კი გაურბოდნენ, მუცელი ცა-
რიელი არასოდეს ჰქონდა, ხშირ ქურქში კი მაშინაც თბილად იყო,
ცივი ქარები რომ ქროდა. და და-ძმებიც თან ჰყავდა, ბევრი და უამ-

1209
რავი: შეუპოვრები, საზარლები და მისნი. ისინი არასოდეს მიატო-
ვებდნენ.
მაგრამ, ღამეები თუ მგლებით იყო სავსე, დღეები ძაღლს ეკუთ-
ვნოდა. სანდორ კლეგეინი აიძულებდა, ყოველ დილით ამდგარიყო,
სულერთია, უნდოდა ეს არიას თუ არა. თავისი ხრინწიანი ხმით შე-
უკურთხებდა ან ფეხზე წამოაგდებდა და შეანჯღრევდა. ერთხელ ცი-
ვი წყლით სავსე მუზარადი დააცალა თავზე. არია ფრუტუნით და ცახ-
ცახით წამოფრინდა და სცადა, წიხლით მისწვდენოდა, მაგრამ ის სი-
ცილს მოჰყვა.
– გაიმშრალე და ამ წყეულ ცხენებს აჭამე, – უთხრა და არიაც და-
მორჩილდა. ახლა ორი ცხენი ჰყავდათ – უცხო და კიდევ ერთი წი-
თური ჭაკიც, რომელსაც არიამ მხდალი დაარქვა, რადგანაც სან-
დორმა თქვა, ისიც ალბათ ჩვენსავით ტყუპებიდან გამოიქცაო. რომ
წაადგნენ, უმხედროდ დაბორიალებდა ყანაში, სისხლისღვრის მე-
ორე დილით. კარგი ცხენი იყო, მაგრამ არია მშიშარას ვერ შეიყვა-
რებდა. უცხო იბრძოლებდა. და მაინც, ფაშატს რაც შეეძლო, კარგად
უვლიდა: ქოფაკთან ერთ ცხენზე ჯდომას ეს ჯობდა. და მხდალი იქნებ
მშიშარა იყო, მაგრამ თან ახალგაზრდა და ღონიერიც გამოდგა.
არია ფიქრობდა, რომ შეძლებდა და უცხოს გაასწრებდა, საქმე საქ-
მეზე თუ მიდგებოდა. ქოფაკი თვალს ისე ყურადღებით აღარ ადევ-
ნებდა, როგორც ადრე. ხანდახან გეგონებოდა, სულაც არ ანაღ-
ვლებდა, არია დარჩებოდა თუ წავიდოდა, და ღამღამობით მოსას-
ხამში აღარ კოჭავდა ხოლმე. ერთ ღამესაც ძილში მოვკლავო, ეუბ-
ნებოდა არია თავისთავს, მაგრამ არ უქნია. ერთ დღესაც მხდალს
გავაჭენებ და გავექცევი, და ქოფაკი ვერ დამიჭერსო, ფიქრობდა,
მაგრამ არც ეს უქნია. ან სად წასულიყო? ვინტერფელი აღარ იყო.
რივერანში მისი პაპის ძმა რჩებოდა, მაგრამ ის არიას არ იცნობდა,

1210
ისე, როგორც არც თავად იცნობდა მას. იქნებ, ლედი სმოლვუდს მი-
ეღო რკოს დარბაზში, მაგრამ იქნებ არც მიეღო. თანაც, არიამ ზუს-
ტად არც იცოდა, მოახერხებდა და მიაგნებდა რკოს დარბაზს თუ ვე-
რა. ზოგჯერ ფიქრობდა, ისევ შამას სასტუმროში ხომ არ დავბრუნე-
ბულიყავიო – თუ წყალდიდობამ ის სასტუმროც არ წაიღო. შეეძლო,
იქ ყოფილიყო ღვეზელასთან ერთად, ან, იქნებ, იქ ლორდ ბერიკსაც
ეპოვა ისევ. ენგაი მას მშვილდის ხმარებას ასწავლიდა, არია გენ-
დრისთან ერთად ივლიდა და ყაჩაღი გახდებოდა, სიმღერების გმი-
რი ვენდა თეთრი შველის მსგავსად. მაგრამ ეს სისულელე იყო,
ასეთ რამებზე სანსას თუ შეეძლო ეოცნება. ღვეზელამ და გენდრიმ
როგორც კი შეძლეს, მაშინვე მიატოვეს, ლორდ ბერიკსა და ყაჩა-
ღებს კი მხოლოდ გამოსასყიდისთვის უნდოდათ, ზუსტად ისევე, რო-
გორც ქოფაკს. მისი თავისთან ყოლა მათგან არავის არ სჭირდებო-
და. ისინი არასოდეს ყოფილან ჩემი ხროვა, ღვეზელა და გენდრიც
კი არა. სულელი ვიყავი, ასე რომ მეგონა, ერთი პატარა სულელი
გოგო ვიყავი, მგელი კი არა. ჰოდა, რჩებოდა ქოფაკთან. ყოველდღე
გზას ადგნენ, ერთსა და იმავე ადგილას არასოდეს ეძინათ და, რამ-
დენადაც შეეძლოთ, თავს არიდებდნენ ქალაქებს, სოფლებს და ცი-
ხესიმაგრეებს. ერთხელ სანდორ კლეგეინს ჰკითხა, სად მივდივარ-
თო. – აქაურობას ვეცლებით, – უთხრა მან, – სხვა არაფრის ცოდნა
არ გჭირდება. შენ ახლა ჩემთვის კაპიკის ფასიც არ გაქვს და შენი
წუწუნი არ გავიგონო. უნდა გამეშვი, შეგერბინა იმ წყეულ ციხეში.
– უნდა გაგეშვი, – დაეთანხმა არია, დედაზე ფიქრობდა.
– ასე რომ მექნა, შენც მოგკლავდნენ. წესით, ჩემი მადლობელი
უნდა იყო. ტკბილად უნდა გემღერა ჩემთვის, შენი დასავით.
– იმასაც ტაბარი ჩასცხე?
– მე შენ ტაბარის ყუა ჩაგცხე, შე შტერო პატარა ძუკნა. პირით

1211
რომ ჩამერტყა, შენი ტვინის ნაკუწები ახლაც მწვანე კბილში იტივტი-
ვებდა. ახლა კი მოკეტე. ტვინი რომ მქონდეს, მდუმარე დებს მივცემ-
დი შენს თავს. ისინი ენებს აჭრიან გოგოებს, ბევრს თუ ლაპარაკო-
ბენ.
ეს კი უსამართლოდ თქვა. იმ ერთი ჯერის გარდა, არიას ხმა ლა-
მის არც ამოუღია. მთელი დღეები გადიოდა ისე, რომ არც ერთი
მათგანი ხმასაც არ ძრავდა. არია ძალიან ცარიელი იყო საიმისოდ,
რომ ელაპარაკა, ქოფაკი კი – ძალიან გაბრაზებული. არია გრძნობ-
და მასში ამ მრისხანებას, ხედავდა მის სახეზე, მისი პირის ბრეცვა-
ში, მის გამოხედვებში. როცა კი ცეცხლისთვის შეშის დასაჩეხად ნა-
ჯახს აიღებდა ხელში, ცივი მრისხანება იპყრობდა, გავეშებით ჩეხდა
ხეს, წაქცეულ მორს თუ ჩამოტეხილ ტოტს, სანამ იმაზე ოცჯერ მეტ
კვარს და შეშას არ დააგროვებდა, ვიდრე სჭირდებოდათ. ზოგჯერ
ამის მერე ისე დაქანცული და ძალაგამოცლილი რჩებოდა, რომ მა-
შინვე წვებოდა და იძინებდა, ცეცხლს არც კი ანთებდა ხოლმე. არიას
სძაგდა, ასე რომ ხდებოდა, და თვითონ კლეგეინიც სძაგდა. ასეთ
ღამეებში კიდევ უფრო დიდხანს იყო ხოლმე მიჩერებული ტაბარს.
საშინლად მძიმე ჩანს მაგრამ, ნაძლევს ვარ, შევძლებ, მოვიქნიო.
და არც ყუით ჩავარტყამ.
ზოგჯერ მგზავრობისას სხვა ადამიანებსაც ხედავდნენ ხოლმე:
მინდვრად მომუშავე ფერმერებს, მეღორეებს თავიანთ კოლტებ-
თან, მეძროხე გოგონას ძროხით, წერილის მისატანად დაღარულ
გზაზე გაჩქარებულ საჭურველთმტვირთველს. არიას არც მათთან
გამოლაპარაკება სურდა. თითქოს ისინი რაღაც შორეული მხარის
მცხოვრებლები იყვნენ და უცნაურ უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ
არიასთან არაფერი აკავშირებდათ, არიას კი – მათთან.
თანაც, ხალხის თვალწინ ყოფნა არც ისე უხიფათო იყო. დრო-
დადრო მიმოხვეულ სოფლის გზებზე ცხენოსანთა რაზმი ჩაივლიდა
1212
ხოლმე, წინ ფრეიების ტყუპკოშკიანი დროშა მიუძღოდათ.
– გზააბნეულ ჩრდილოელებს დაეძებენ, – თქვა ქოფაკმა, რომ
ჩაიარეს, – რამდენჯერაც კი ფლოქვების ხმას გაიგონებ, თავი სწრა-
ფად მხრებში ჩარგე: ნუ გეგონება, მეგობრები მოდიანო.
ერთ დღეს, წაქცეული მუხის ფესვებისგან ამოთხრილ ღრმულში
ისინი ტყუპებიდან გადარჩენილ კაცს წააწყდნენ. მკერდზე ემბლე-
მად ბრეშუმების ფრიალით მოცეკვავე ვარდისფერი ასული ჰქონდა
გამოსახული და უთხრათ, სერ მარქ პაიპერის კაცი ვარო; მშვილ-
დოსანიო, ასე თქვა, თუმცა მშვილდი დაეკარგა. მარცხენა მხრის
სახსარი ამობრუნებული და გასიებული ჰქონდა. ლახტის დარ-
ტყმისგანო, თქვა. დარტყმას მისთვის მხარი დაემსხვრია და ჯაჭვის
პერანგი ღრმად ჩაეჭყლიტა ხორცში. – ჩრდილოელი იყო, – ტირო-
და იგი, – ემბლემად სისხლიანი კაცი ჰქონდა და ჩემი ნიშანი რომ
დაინახა, იხუმრა, წითელ კაცს და ვარდისფერ ასულს იქნებ ერთად
გამოუვიდეთ რამეო. მე მისი ლორდი ბოლტონი ვადღეგრძელე, მან
– სერ მარქი, მერე ერთად დავლიეთ ლორდ ედმურისა და ლედი
როსლინის და ჩრდილოეთის მეფის სადღეგრძელო. მერე კი იმან
მომკლა, – ამის თქმისას თვალები სიცხისგან უპრიალებდა და არია
მიხვდა, სიმართლეს რომ ამბობდა. მხარი უსაშველოდ ჰქონდა გა-
სიებული და მისი მთელი მარცხენა გვერდი ჩირქსა და სისხლს და-
ელბო. ყროლის სუნიც უდიოდა. გვამივით ყროლავს, გაიფიქრა
არიამ. კაცი მათ ღვინოს შეევედრა. – ღვინო რომ მქონდეს, მე თვი-
თონვე დავლევდი, – უთხრა ქოფაკმა, – შემიძლია, წყალი მოგცე.
და გულმოწყალების ძღვენი.
მშვილდოსანი დიდხანს შესცქეროდა და მერე უთხრა – შენ ჯოფ-
რის ძაღლი ხარ.
– ახლა უკვე ჩემი თავის ძაღლი. გინდა წყალი?
– ჰო, – კაცმა ნერწყვი გადაყლაპა, – და გულმოწყალება.
1213
გთხოვ.
ცოტა ხნის წინ პატარა გუბურას ჩაუარეს. სანდორმა არიას თავი-
სი მუზარადი მისცა და უთხრა, აავსეო, ჰოდა, ისიც უკან, წყლის პი-
რისკენ წაჩანჩალდა. ძაღლის თავი სათლად გამოიყენა. თვალები-
დან წყალი იღვრებოდა, მაგრამ მუზარადის ძირზე კიდევ ბევრი რჩე-
ბოდა.
უკან რომ დაბრუნდა, მშვილდოსანმა სახე ამართა და მან წყალი
პირში ჩაასხა. ხარბად ჩანთქა, რის ჩაყლაპვასაც ვერ ასწრებდა,
ლოყებზე დასდიოდა და ულვაშებზე შემხმარ მრეშ სისხლზე ეღვრე-
ბოდა, წვერზე კი ბაცი ვარდისფერი ცრემლები ჩამოეკიდა. წყალი
რომ გამოილია, მუზარადი დაბღუჯა და ფოლადი გალოკა. – კარგი,
– თქვა, – თუმცა ჯობდა, ღვინო ყოფილიყო. ღვინო მინდოდა.
– მეც, – ქოფაკმა ხანჯალი კაცს ლამის ნაზად ჩასცა მკერდში, მი-
სი სხეულის სიმძიმემ წვეტი იალმაგში, ჯაჭვში და მის ქვეშ სამოსში
გაატარა. პირი უკან ამოაძრო, მკვდარზე შეაწმინდა და არიას შეხე-
და.
– გული აქ არის, გოგო. კაცს ასე კლავენ.
ეს მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია.
– დავმარხავთ?
– რა საჭიროა? – თქვა სანდორმა, – თვითონ არაფერში ენაღ-
ვლება, ჩვენ კი ნიჩაბი არ გვაქვს. დავუტოვოთ მგლებს და ველურ
ძაღლებს, შენს და ჩემს ძმებს, – მერე დაჟინებით შეხედა, – ოღონდ
ჯერ გავძარცვავთ.
მშვილდოსნის ქისაში ორი ვერცხლის ირემი და თითქმის ოც-
დაათი სპილენძი იპოვეს. მის ხანჯალს ტარზე ლამაზი ვარდისფერი
ქვა ეგო. ქოფაკმა მახვილი ხელში აწონა და მერე არიას გადაუგდო.
არიამ ტარით დაიჭირა, ქამარში გაიჩარა და თავი ოდნავ უკეთ იგ-
რძნო. ნემსი არ იყო, მაგრამ იარაღი ხომ იყო. მკვდარს ისრებით
1214
სავსე კაპარჭიც ჰქონდა, მაგრამ ისრები მშვილდის გარეშე არაფერ-
ში გამოადგებოდათ. ჩექმები არიას მეტისმეტად დიდი ჰქონდა, ქო-
ფაკს კი – პატარა, ამიტომ დატოვეს. არიამ მისი მრგვალი ჩაჩქანიც
აიღო, თუმცა ლამის ცხვირამდე ეფხატებოდა და თავი უკან უნდა გა-
დაეწია, რამის დანახვა თუ უნდოდა.
– წესით, ცხენიც უნდა ჰყოლოდა, თორემ ვერ გამოაღწევდა, –
თქვა კლეგეინმა და მიმოიხედა, – მაგრამ ნამდვილად გაქცეული
იქნება. რას გაიგებ, რამდენ ხანს იჯდა აქ.
იმ დროსთვის, მთვარის მთების მისადგომებს რომ მიაღწიეს,
წვიმებს თითქმის გადაეღოთ. არია მზეს, მთვარესა და ვარსკვლა-
ვებს ხედავდა და შეამჩნია, რომ აღმოსავლეთისკენ მიემართებოდ-
ნენ.
– სად მივდივართ? – იკითხა ისევ.
ქოფაკმა ამჯერად უპასუხა.
– საარწივეში დეიდა გყავს. იქნებ, მოუნდეს შენი ხმელი ტრაკის
გამოსყიდვა, თუმცა ღმერთებმა უწყიან, რაში უნდა უნდოდეს. მთის
გზას რომ ვიპოვით, მერე შეგვეძლება, სისხლიან კარიბჭემდე მივ-
ყვეთ.
დეიდა ლიზა. ამის გაფიქრებამ არიას სიცარიელე არ გააქრო.
მას დედა უნდოდა, დედამისის და კი არა. დედამისის დას თავის პა-
პისძმა შავ თევზზე უკეთ როდი იცნობდა. უნდა შევსულიყავით ციხე-
სიმაგრეში. ზუსტად არც იცოდნენ, დედამისი მკვდარი რომ იყო, ან
თუნდაც რობი. არ უნახავთ ისინი – არც მომაკვდავები, არც მკვდრე-
ბი. შეიძლება, ლორდმა ფრეიმ მხოლოდ ტყვედ აიყვანა ისინი. შეიძ-
ლება, დილეგში ეყარნენ შებორკილები, ან იქნებ ფრეიებს ისინი მე-
ფის საბიჯელში მიჰყავდათ, რათა ჯოფს მათთვის თავები დაეყრევი-
ნებინა. ხომ არ იცოდნენ.

1215
– უნდა დავბრუნდეთ, – გადაწყვიტა უცებ, – ტყუპებში უნდა დავ-
ბრუნდეთ და დედაჩემი ვიპოვოთ. არ იქნება მკვდარი. ჩვენ უნდა
ვუშველოთ.
– მე მეგონა, ეს შენს დას ჰქონდა თავი გამოტენილი ათასნაირი
სიმღერით, – შეუღრინა ქოფაკმა, – ფრეიებს შეიძლება, დედაშენი
ცოცხალი დაეტოვებინათ, გამოსასყიდისთვის – ეს მართალია. მაგ-
რამ მთელი შვიდი ჯოჯოხეთი ვერ გამომათრევინებს იმას ციხესი-
მაგრიდან, ასე მარტოკას.
– მარტოკას არა. მეც წამოვალ.
მან ისეთი ხმა გამოსცა, შეიძლებოდა, სიცილიც გგონებოდა.
– ჰოდა ბერიკაცი შიშით ჩაიფსამს, ალბათ.
– უბრალოდ, სიკვდილის გეშინია, – აგდებით უთხრა არიამ.
ახლა კლეგეინმა მართლა გაიცინა.
– სიკვდილის არ მეშინია. მარტო ცეცხლის. ახლა კი ჩუმად იყა-
ვი, თორემ მე თვითონ ამოგჭრი ენას და მდუმარე დებს საქმეს გავუ-
ადვილებ. ველზე მივდივართ. არიას სულაც არ ეგონა, რომ მარ-
თლა ამოაჭრიდა ენას; უბრალოდ, ასე ამბობდა, როგორც წითელ-
თვალა ეტყოდა ხოლმე, იმდენს გირტყამ, დაგასისხლიანებო. და მა-
ინც, არ აპირებდა, შეემოწმებინა. სანდორ კლეგეინი წითელთვალა
კი არ იყო. წითელთვალა ხალხს ორად არ ჭრიდა და არც ტაბარებს
ურტყამდა. თუნდაც ყუით.
იმ ღამით დედაზე და იმაზე ფიქრში ჩაეძინა, ნეტავ, თუ შევძლებ,
ქოფაკი ძილში მოვკლა და ლედი კეტლინი მე თვითონ დავიხსნაო.
თვალები რომ დახუჭა, სიბნელეში დედის სახე დაინახა. ისე ახლოა,
ლამის მისი სუნიც ვიგრძნო..; ...და მართლა იგრძნო მისი სუნი. სუს-
ტი იყო, სხვა სუნებით გადაფარული, ხავსის, ტალახის და წყლის
მიღმიდან სცემდა, დამპალი ლელის და ხრწნილი ადამიანების სიმ-

1216
ყრალის იქიდან. ნელა გადაიძუნძულა რბილი მიწა მდინარის ნაპი-
რამდე, წყალი ამოსვლიპა და თავი ასწია, ჰაერი რომ მოეყნოსა. რუ-
ხი ცა ღრუბლებს დაეფარა, მდინარეში კი ნაირგვარი რამ შეტივტი-
ვებულიყო. თავხელებს მკვდრები მოსდებოდა, ზოგი ჯერაც წყალს
მისდევდა, ზოგი ნაპირზე გამორიყულიყო. მისი დები და ძმები მათ
ეხვეოდნენ და მსუყე ხორცს გლეჯდნენ.
ყვავებიც იყვნენ, მგლებს უჩხაოდნენ და ჰაერს ფართხუნით ავ-
სებდნენ. ამათ უფრო ცხელი ჰქონდათ სისხლი, ერთი მისი და აფრე-
ნილ ფრინველს წასწვდა და ფრთით დაიჭირა. მაშინ თვითონაც მო-
უნდა ყვავი. უნდოდა, სისხლი ეგემა, კბილებს შორის დამსხვრეული
ძვლების ხმა გაეგონა, მუცელი ცივის ნაცვლად ცხელი ხორცით აევ-
სო. მშიერი იყო და გარშემო ყველგან ხორცი ეყარა, მაგრამ იცოდა,
რომ ვერ შეჭამდა.
ახლა სუნი უფრო ძლიერად სცემდა. ყურები აცქვიტა და თავისი
ხროვის ღრენას, ყვავების ჯავრიან ჩხავილს, ფრთების ტყლაშუნს
და წყლის ჩხრიალს მიაყურადა. სადღაც შორიდან მოესმოდა ცხენე-
ბის ხმა და ცოცხალი კაცების ძახილი, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა.
მხოლოდ სუნს ჰქონდა მნიშვნელობა. ისევ მოყნოსა ჰაერი. აქვე
იყო, და კიდევაც დაინახა ის: რაღაც ბაცი და თეთრი მოჰყვებოდა
მდინარეს, ბრუნავდა, ამოჩრილ ფესვს თუ წამოედებოდა. მის წინ
ლერწმები თავს იდრეკდნენ.
ხმაურით გადაიშხაპუნა თავხელი და უფრო ღრმა წყალში შევარ-
და, ფეხებს ძალუმად სცემდა ნაკადს, წინ მიიწევდა. მდინარე ღონიე-
რი იყო, მაგრამ თავად – უფრო ღონიერი. მიცურავდა, თავის ყნოს-
ვას მიჰყვებოდა. მდინარის სუნები მსუყე და სველი იყო, მაგრამ ისი-
ნი როდი ეზიდებოდნენ თავისკენ. ცივი სისხლის მკვეთრ, წითელ
ჩურჩულს მისდევდა, სიკვდილის გადამტკბარ სიმყრალეს. მათ ისე
მიჰყვებოდა, როგორც ხშირად ედევნა წითელი ირმისთვის ხეებს
1217
შორის, და, ბოლოს და ბოლოს, დაიჭირა ისინი, მისი ყბა მკრთალ
თეთრ მკლავს მოევლო. გაიქნია, რომ აემოძრავებინა იგი, მაგრამ
პირში მხოლოდ სისხლი და სიკვდილი ეჭირა. უკვე იღლებოდა, და
ისღა მოახერხა, სხეული უკან, ნაპირისკენ წაეღო. შლამიან კიდეზე
რომ ამოათრია, ერთი პატარა ძმა მიცოცდა მასთან, პირიდან ენა
გადმოჰკიდებოდა. შეუღრინა და გააგდო, თორემ ის აპირებდა, მისი
ნაპოვნით ეხეირა. მერეღა გაჩერდა ქურქის გასაბერტყად. თეთრი
სხეული პირქვე იწვა შლამში, მკვდარი ხორცი ბაცი და დანაოჭებუ-
ლი ჰქონდა, ყელიდან ცივი სისხლი მოწანწკარებდა. ადექი, გაიფიქ-
რა. ადექი, ჭამე და ირბინე ჩვენთან ერთად.
თავი ცხენების ხმამ შეატრიალებინა. ადამიანები. ქარის საპი-
რისპიროდ მოდიოდნენ და ადრე ვერ იყნოსა, მაგრამ ახლა ლამის
ზედ მოსდგომოდნენ. ადამიანები ცხენებზე ისხდნენ, შავი, ყვითელი
და ვარდისფერი ფრთები უფრიალებდათ და ხელში გრძელი, კაშკა-
შა კლანჭები ეჭირათ. მისმა რამდენიმე ახალგაზრდა ძმამ ეშვები
დაკრიჭა, მათი ნაპოვნი საჭმლის დაცვა დააპირეს, მაგრამ მან კბი-
ლები გაუწკაპუნა და გაყარა. ველური სამყაროს წესი ასეთია. ირე-
მი, კურდღელი და ყვავი მგელს გაურბის. მგელი კი ადამიანებს გა-
ურბის. თავისი თეთრი, ცივი ნადავლი დატოვა შლამზე, სადაც ამო-
ათრია, და გაიქცა ისე, რომ სირცხვილი არ უგრძნია.
დილით ქოფაკს არ მოუწია, არიას გასაღვიძებლად ეყვირა ან შე-
ენჯღრია. ამჯერად გოგონას მასზე ადრე გაეღვიძა და ცხენებიც კი
დაარწყულა. ჩუმად საუზმობდნენ, სანამ სანდორმა არ თქვა:
– დედაშენს რაც შეეხება...
– სულერთია, – უთხრა არიამ უგრძნობელი ხმით, – ვიცი, რომ
მკვდარია.
დამესიზმრა.

1218
ქოფაკმა დიდხანს უყურა, მერე თავი დაუქნია. ამაზე მეტი არაფე-
რი უთქვამთ. ისევ მთებისკენ განაგრძეს გზა.
რომ შეიმაღლეს, გორაკებს შორის წაადგნენ ციცქნა, გაცალკე-
ვებულ სოფელს, რუხ-მწვანე ხეგუშაგებით და მაღალი ცისფერი ჯა-
რისკაცა ფიჭვებით რომ იყო მოზღუდული, და კლეგეინმა გადაწყვი-
ტა, შესვლა გაებედა.
– საჭმელი გვჭირდება, – თქვა მან, – და ჭერი თავზე. წესით, არ
უნდა იცოდნენ, რა მოხდა ტყუპებში და, ცოტა იღბალი მაინც თუ
გვაქვს, ვერც მე მიცნობენ. სოფლელები თავიანთი სახლების გარ-
შემო ხის მორებს ასობდნენ და ზღუდეს აკეთებდნენ. ქოფაკის მხარ-
ბეჭი რომ დაინახეს, საჭმელიც შესთავაზეს, თავშესაფარიც და ფუ-
ლიც კი, თუ მუშაობაში დაეხმარებოდა.
– ღვინოც თუ გაქვთ, მაგასაც ვიზამ, – შეუღრინა მათ სანდორმა,
საბოლოოდ ელზე დაყაბულდა და ყოველღამ გამობრუჟული იძი-
ნებდა.
მაგრამ იმ სოფელში არიას ლედი ერინისთვის მიყიდვის იმედი
საბოლოოდ გაუცრუვდათ. – ჩვენ ზემოთ ყინვებია, უღელტეხილზე
კი თოვლი დევს, – უთხრა მათ სოფლის უხუცესმა, – თუ არ გაიყინე-
ბით ან შიმშილით არ დაიხოცებით, ბინდისკატები ან მღვიმის დათ-
ვები მაინც ჩაგიგდებენ ხელში. და მთიელებიც, კიდევ. მას მერე, რაც
ტიმეტ ცალთვალა ომიდან დაბრუნდა, დაბუგულებს შიში აღარაფ-
რისა აქვთ. ნახევარი წლის წინ კი განთორ გარნის ძე ქვის ყვავებს
გამოუძღვა და აქედან იქამდე რვა მილიც რომ არ არის, ისეთ სო-
ფელს დაატყდნენ თავს. ყველა ქალი და ხორბლის უკანასკნელი
მარცვალიც წაიღეს, კაცების ნახევარი კი ამოხოცეს. ახლა იარაღიც
გაუჩნდათ, კარგი ხმლები და ჯაჭვის პერანგები, და უღელტეხილს
დარაჯობენ – ქვის ყვავები, რძის გველები, ნისლის ვაჟები, ყველა.

1219
შეიძლება, რამდენიმე თან გაიყოლო, მაგრამ ბოლოს მაინც მოგ-
კლავენ, შენს შვილს კი წაიყვანენ.
არ ვარ მაგის შვილიო, ალბათ დაიყვირებდა არია, ასე დაღლი-
ლი რომ არ ყოფილიყო. ახლა ის აღარავის შვილი აღარ იყო. აღა-
რავინ იყო. არც არია, არც ქრცვინი, არც ნენი, არი ან წიწილა, თავ-
გოროხაც კი აღარ იყო. ვიღაც გოგო იყო, ვინც დღისით ძაღლთან
ერთად დარბოდა, ღამით კი მგლები ესიზმრებოდა.
სოფელში სიწყნარე იდგა. ლეიბები თივით ჰქონდათ გატენილი
და ტილებიც ბევრი არ იყო. საჭმელი უბრალო ჰქონდათ, მაგრამ
მაძღრისად, ჰაერში კი ფიჭვების სუნი იდგა. და მაინც, არიამ მალე
დაასკვნა, რომ აქაურობა ეჯავრებოდა. სოფლელები მხდალები იყ-
ვნენ. არც ერთი მათგანი ქოფაკს სახეში არ უყურებდა, ხანგრძლი-
ვად მაინც. ზოგმა ქალმა სცადა, არიასთვის კაბა ჩაეცმია და კერვა
ეიძულებინა, მაგრამ ისინი ლედი სმოლვუდები არ იყვნენ და მასთან
ასეთები არ გაუვიდოდათ. ერთი გოგო კი, სოფლის უხუცესის შვი-
ლი, აედევნა და სულ უკან დასდევდა. არიას ტოლი იქნებოდა, მაგ-
რამ ნამდვილი ბავშვი იყო: მუხლს თუ გადაიტყავებდა, ტიროდა და,
სადაც კი წავიდოდა, ყველგან შტერულ ჩვრის თოჯინას მიათრევდა.
თოჯინა მეომრის მიმსგავსებით იყო შეკერილი, გოგონა მას სერ ჯა-
რისკაცს ეძახდა და ბაქიობდა, რა კარგად იცავდა ის თავის პატ-
რონს.
– მომშორდი, – ასჯერ მაინც უთხრა მას არიამ, – თავი დამანებე.
მაგრამ გოგო არ ეშვებოდა, ჰოდა, არიამ ბოლოს თოჯინა წაარ-
თვა, გახია და მუცლიდან თითით გამოჩიჩქნა ძონძი, რომლითაც
იყო დატენილი.
– ახლა მართლა ჰგავს ჯარისკაცს! – ასე თქვა, სანამ თოჯინას
მდინარეში ჩააგდებდა. ამის მერე გოგო შეეშვა და არია მთელ დღე-

1220
ებს უცხოსა და მხდალის მოვლაში ატარებდა ან ტყეში დახეტიალებ-
და. ზოგჯერ ჯოხს შეარჩევდა და ფარიკაობაში ვარჯიშობდა, მაგრამ
მერე გაახსენდებოდა ხოლმე, რა მოხდა ტყუპებში, და გამწარებუ-
ლი ხეს დაუშენდა ხოლმე, სანამ ჯოხს ნამტვრევებად არ აქცევდა.
– იქნებ ჯობდეს, ერთხანს აქ გავჩერდეთ, – უთხრა ქოფაკმა
ორიოდ კვირის მერე. ელით იყო მთვრალი, მაგრამ ამჯერად დაძი-
ნების ნაცვლად ფიქრები მოერია, – საარწივეს ვერაფრით ვერ მი-
ვაღწევთ, ფრეიები კი ალბათ ჯერაც დასდევენ გადარჩენილებს მდი-
ნარეთში. აქაურებს კი თითქოს ხმლიანი კაცები სჭირდებათ, მთი-
ელები თუ სარბევად დადიან. აქ დავისვენებდით და იქნებ როგორმე
დეიდაშენისთვის წერილი მიგვეწვდინა.
ამის გამგონე არიას სახე მოეღრუბლა. სულაც არ უნდოდა დარ-
ჩენა, მაგრამ წასასვლელიც არსად ჰქონდა. მეორე დილით, ქოფაკი
ხეების საჭრელად და მორების სათრევად რომ წავიდა, ისევ ლოგინ-
ში შეძვრა.
მაგრამ, საქმე რომ მოთავდა და მაღალი ხის მესერი დასრულდა,
სოფლის უხუცესმა გარკვევით უთხრათ, რომ იქ მათი ადგილი აღარ
იყო.
– ზამთარი რომ დადგება, საკუთარი თავის გამოკვებაც გაგვი-
ჭირდება, – აუხსნა მან კლეგეინს, – შენ კი... შენნაირ კაცს ყოველ-
თვის სისხლი მოსდევს თან. სანდორს პირი დაეჭიმა.
– ანუ იცი, ვინ ვარ.
– ჰო. მართალია, ჩვენთან მგზავრები არ ამოდიან, მაგრამ ჩვენ
თვითონ ხომ დავდივართ ბაზრობებზე. მეფე ჯოფრის ძაღლზეც
გვსმენია.
– ის ქვის ყვავები რომ დაგეცემიან ჩხავილით, შეიძლება გაგხა-
რებოდათ, ძაღლი გვყავსო.
– შეიძლება, – კაცი შეყოყმანდა, მერე გამბედაობა მოიკრიბა, –
1221
მაგრამ ამბობენ, შავწყალასთან ბრძოლის ხერხემალი გადაგემ-
ტვრა. ამბობენ...
– ვიცი, რასაც ამბობენ, – სანდორის ხმა ერთმანეთზე გასმული
ხერხების ხრჭიალს ჰგავდა, – გადამიხადე და წავალთ.
იქიდან რომ წამოვიდნენ, ქოფაკმა სპილენძის მონეტებით სავსე
ქისა, ერთი ტიკი მჟავე ელი და ახალი ხმალი წამოიღო. სიმართლე
თუ გინდა, ძალიანაც ძველი ხმალი იყო, მაგრამ მისთვის იყო ახა-
ლი. მის მფლობელს იმ ტაბარში გაუცვალა, ტყუპებში რომ იშოვა და
რომლითაც არიას თავზე კოპი დაასვა. ელი პირველსავე დღეს გა-
მოილია, მაგრამ ხმალს კლეგეინი ყოველ საღამოს ლესავდა, თან
მის ძველ პატრონს აგინებდა ყოველი ამოკბილულისა და ჟანგის
ყოველი ლაქის გამო. ბრძოლის ხერხემალი თუ გადაემტვრა, რაში
ენაღვლება, ბასრი ექნება თუ არა ხმალი? არია ამ კითხვის დასმას
ხმამაღლა ვერ ბედავდა, მაგრამ ამაზე ბევრს კი ფიქრობდა. ამიტომ
ხომ არ გამოიქცა ტყუპებიდან და ისიც თან წამოიყოლა?
მდინარეთში რომ ჩაბრუნდნენ, წვიმები გადაღებული დახვდათ
და მოვარდნილი მდინარეები ნელ-ნელა კალაპოტებში დგებოდ-
ნენ. ქოფაკი სამხრეთისკენ შებრუნდა, ისევ სამკბილასკენ.
– რივერანისკენ წავალთ, – უთხრა მან არიას, როდესაც მის მოკ-
ლულ კურდღელს წვავდნენ, – შეიძლება, შავმა თევზმა ძუ მგლის
ყიდვა მოინდომოს.
– ის მე არ მიცნობს. ისიც კი არ ეცოდინება, მართლა მე ვარ თუ
არა, – არია დაღალა რივერანისკენ სიარულმა. ასე ეგონა, უკვე
მრავალი წელია, რაც რივერანისკენ მივდივარ და ვერასოდეს ჩა-
ვაღწიეო. რამდენჯერაც კი რივერანისკენ წავიდა, იმდენჯერ უარეს
და უარეს ადგილას მოხვდა, – ის გამოსასყიდს არ მოგცემს. შეიძ-
ლება, ჩამოხრჩობა დაგიპიროს.
– მისი ნებაა, სცადოს, – მან შამფური მოაბრუნა.
1222
არ ეტყობა, ბრძოლის ხერხემალი რომ ჰქონდეს გადამტვრე-
ული.
– მე ვიცი, სადაც შეიძლება, წავიდეთ, – თქვა არიამ. მას ჯერ კი-
დევ ჰყავდა ერთი ძმა. ჯონს ვენდომები, თუნდაც რომ სხვას არავის
ვუნდოდე. დაიკოო, დამიძახებს და თმებს მომიჩეჩავს. ოღონდ იქამ-
დე გრძელი გზა იყო და არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლებდა,
მარტოს მიეღწია. რივერანამდეც კი ვერ შეძლო ჩაღწევა, – შეგვიძ-
ლია, კედელზე წავიდეთ.
სანდორის სიცილი სანახევროდ ღრენას ჰგავდა.
– პატარა ძუკნა მგელს ღამის ებგურობა სურს, ხო?
– კედელზე ჩემი ძმაა, – თქვა მან ჯიუტად.
კლეგეინს პირი შეუხტა.
– კედელი აქედან ათასობით ლიგის იქითაა. წყეულ ფრეიებში
მოგვიწევს ბრძოლით გზის გაკაფვა – მხოლოდ იმისთვის, რომ ყე-
ლამდე მაინც მივაღწიოთ. იმ ჭაობებში კი ისეთი ლომხვლიკები
ცხოვრობენ, საუზმედ ყოველდღე მგლებს რომ მიირთმევენ. და თუ
მოვახერხებთ და ჩრდილოეთში ტყავებს მთელს ჩავიტანთ, ნახევარ
ციხესიმაგრეებში რკინელები დაგვხვდებიან, და ათასობით წყეული
ჩრდილოელი, კიდევ.
– იმათი გეშინია? – ჰკითხა არიამ, – ბრძოლის ხერხემალი გა-
დაგემტვრა? წამით მოეჩვენა, დარტყმას მიპირებსო. მაგრამ ამასო-
ბაში კურდღელი შეწითლებულიყო, კანი დასკდომოდა და ცეცხლში
ჩაწვეთებული ქონი შიშხინებდა. სანდორმა ხორცი ჯოხიდან ჩამოხ-
სნა, თავისი დიდი ხელებით გაგლიჯა და ნახევარი არიას დაუგდო
მუხლებზე.
– ხერხემალზე არაფერი მჭირს, – უთხრა და ბარკალი მოგლიჯა,
– მაგრამ შენ და შენი ძმაც ფეხებზე მკიდია. მეც კი მყავს ძმა.

1223
ტირიონი

– ტირიონ, – დაქანცული ხმით წარმოთქვა სერ კევან ლანის-


ტერმა, – თუ შენ მართლაც უბრალო ხარ ჯოფრის სიკვდილში, სამ-
სჯავროზე ამის დამტკიცება არ უნდა გაგიჭირდეს.
ტირიონი ფანჯრიდან შემობრუნდა.
– ვინ უნდა გამასამართლოს?
– სამართალი ტახტის ხელშია. მეფე მოკვდა, მაგრამ მამაშენი
მარჯვენად რჩება. რაკი ბრალდებული მისი საკუთარი ძეა, მსხვერ-
პლი კი – მისი შვილიშვილი, მან ლორდ ტაირელს და პრინც ობე-
რინს სთხოვა, მასთან ერთად დასხდნენ განსასჯელად. ტირიონს
ამან გული დიდად ვერ გაუკეთა. მეის ტაირელი ჯოფრის სიმამრი
იყო, მართალია, მოკლე ხნით, მაგრამ მაინც. წითელი ასპიტი კი...
წითელი ასპიტი გველი იყო. – ნებას დამრთავენ, ორთაბრძოლის
სამსჯავრო მოვითხოვო?
– არ გირჩევდი.
– რატომ? – ამან ველზე სიცოცხლე შეუნარჩუნა, აქ რატომ არ
უნდა სცადოს იგივე? – მითხარი, ძია. შემეძლება, ორთაბრძოლით
გავსამართლდე და ფალავანი მყავდეს, რომელიც ჩემს უდანაშაუ-
ლობას დაამტკიცებს?
– კი, თუ მოინდომებ. მაგრამ, უნდა იცოდე, რომ შენი და აპი-
რებს, თავის ფალავნად სერ გრეგორი დაასახელოს, ასეთი სამსჯავ-
რო თუ გაიმართება.
ის ძუკნა მანამდე მიჭრის გზას, სანამ ნაბიჯს გადავდგამდე. ნე-
ტავ, კეტლბლექი აერჩია. ბრონი სამთაგან ნებისმიერ ძმას იოლად
გაუსწორდებოდა, მაგრამ მთაკაცა სხვა ჯურის მოწინააღმდეგე გახ-
ლდათ.
– უნდა კარგად გადავხარშო ეგ ამბავი.
1224
ბრონს უნდა დაველაპარაკო, და რაც შეიძლება, მალე. გაფიქრე-
ბაც კი ეშინოდა, რამდენი შეიძლებოდა, ეს დასჯდომოდა. ბრონს გა-
დაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარი ტყავის ღირებულე-
ბაზე.
– სერსეის ჰყავს მოწმეები ჩემ წინააღმდეგ?
– კი, და ყოველდღე ემატება.
– მაშინ მე ჩემი მოწმეები მჭირდება.
– მითხარი, ვინ გინდა, და სერ ადამი მცველებს გაგზავნის, სამ-
სჯავროზე მოაყვანინებს მათ.
– მირჩევნია, მე თვითონ მოვიძიო ისინი.
– შენ მეფის მკვლელობასა და თვისტომის მკვლელობაში გედე-
ბა ბრალი. ნუთუ გგონია, შენს ნებაზე სიარულის ნებას დაგრთავენ?
– სერ კევანმა ხელი მაგიდისკენ გაშალა, – აგერ, კალამი გაქვს, მე-
ლანი, ფურცელი. დაწერე, ვინც კი გინდა მოწმეებად, და მე რაც შე-
მიძლია, ყველაფერს გავაკეთებ მათ მოსაყვანად – ლანისტერის
სიტყვას გაძლევ. ოღონდ სამსჯავრომდე ამ კოშკიდან ვერ გახვალ.
ტირიონი ვედრებით თავს არ დაიმცირებდა.
– ჩემს საჭურველთმტვირთველს თუ დაერთვება ნება, მოვიდეს
და მნახოს ხოლმე? პოდრიკ პეინს?
– რა თქმა უნდა, შენ თუ გინდა. გამოგიგზავნი.
– ქენი სიკეთე. მირჩევნია მალე, ვიდრე გვიან, და მალეს კიდევ
ახლავე აჯობებს, – საწერი მაგიდისკენ გაჩლახუნდა. მაგრამ, კარის
გაღების ხმა რომ მოესმა, მოტრიალდა და თქვა, – ძია.
სერ კევანი შეჩერდა.
– დიახ?
– ეს მე არ ჩამიდენია.
– ნეტავ, შემეძლოს დაჯერება, ტირიონ.
კარი რომ მიიხურა, ტირიონ ლანისტერი სკამზე აცოცდა, კალამი
1225
წამახა და ცარიელი ფურცელი აიღო. ვინ ილაპარაკებს ჩემ სარ-
გოდ? კალამი სამელნეში ჩააწო. რაღაც ხნის მერე, პოდრიკ პეინი
რომ გამოჩნდა, ფურცელზე ჯერაც არაფერი ეწერა.
– მილორდ, – შეეხმიანა ბიჭი.
ტირიონმა კალამი დადო.
– ბრონი იპოვე და ახლავე მომიყვანე. უთხარი, რომ ოქროზე იქ-
ნება საქმე, იმაზე მეტ ოქროზე, ვიდრე ოდესმე უოცნებია, და იცოდე,
მის გარეშე არ დაბრუნდე. – დიახ, მილორდ. ანუ არა, მილორდ. არ
დავბრუნდები, – და წავიდა.
მზე ისე ჩავიდა, პოდრიკი არ დაბრუნებულა. მთვარეც ამოვიდა,
ბიჭი მაინც არ ჩანდა. ტირიონს ფანჯრის ძირას ტახტზე ჩამოეძინა და
განთიადისას გაშეშებულს, თავატკიებულს გაეღვიძა. მსახურმა სა-
უზმედ ფაფა და ვაშლები შემოუტანა და ყანწით ელიც შემოაყოლა.
ტირიონმა მაგიდასთან მიმჯდარმა ისაუზმა, წინ ისევ ცარიელი ფურ-
ცელი ედო. ერთი საათის მერე მსახური ჭურჭლის გასატანად დაბ-
რუნდა. – ჩემი საჭურველთმტვირთველი არ გინახავს? – ჰკითხა ტი-
რიონმა. კაცმა თავი გაიქნია. ტირიონმა ამოიოხრა, მაგიდასთან
დაბრუნდა და კალამი მელანში ჩააწო. სანსა, დაწერა მან ფურცელ-
ზე. იჯდა და დაწერილ სახელს მისჩერებოდა, კრიჭა ტკივილამდე შე-
ეკრა.
თუ ვიფიქრებდით, რომ ჯოფრი უბრალოდ გადაცდენილმა ლუკ-
მამ არ დაახრჩო – ხოლო ამ მიზეზის დაჯერება ტირიონსაც კი ძალი-
ან უჭირდა – მაშინ გამოდიოდა, რომ ის სანსამ მოწამლა. ჯოფმა თა-
სი ლამის კალთაში ჩაუდო გოგონას, მოკვლის მიზეზი კი საკმარის-
ზე მეტიც ჰქონდა. ტირიონს რამე ეჭვი თუ დარჩენოდა, ისიც მისი ცო-
ლის გაუჩინარებისთანავე გაუქრა. ერთხორც, ერთსულ, ერთგულ.
პირი მოეღრიცა. სანსას არ დაუხანებია, ისე დაამტკიცა, თუ რა წონა

1226
ჰქონდა მისთვის ფიცის ამ სიტყვებს. სხვა რამეს ელოდი, ქონდრის-
კაცო?
და მაინც, მეორე დღეს ფურცელი ბიძამისს გადასცა. სერ კევანმა
დახედა და წარბი შეიკრა.
– შენი ერთადერთი მოწმე ლედი სანსაა?
– მერე სხვებსაც მოვიფიქრებ.
– ჯობია, ახლავე მოიფიქრო. მსაჯულები აპირებენ, სასამარ-
თლო სამ დღეში მოაწყონ.
– ეს მეტისმეტად მალეა. აქ გამოკეტილმა როგორ ვიპოვო ჩემი
უდანაშაულობის მოწმეები?
– შენს დას შენი ბრალეულობის მოწმეების მონახვა არ გასჭირ-
ვებია, – სერ კევანმა პერგამენტი დაახვია, – სერ ადამს ხალხი ჰყავს
დაგზავნილი შენი ცოლის საძებრად. ვარისი მისი ადგილსამყოფ-
ლის შემტყობინებელს ას ირემსაა შეპირებული, თვითონ გოგოს თუ
მოიყვანს ვინმე, ასი დრაკონი ერგება. გოგოს მოძებნა საერთოდ შე-
საძლებელი თუა, მოძებნიან, და მაშინ მოგიყვან კიდევაც. არა მგო-
ნია, რამე დაშავდეს, ცოლ-ქმარმა ერთი საკანი რომ გაიზიაროს და
ერთმანეთი ანუგეშონ. – რა კეთილი ხარ. ჩემი საჭურველთმტვირ-
თველი არ გინახავს?
– გუშინ შენთან გამოვგზავნე. არ მოსულა?
– მოვიდა, – დაუდასტურა ტირიონმა, – მერე კი წავიდა.
– ისევ გამოვგზავნი.
მაგრამ პოდრიკ პეინი მეორე დილითღა დაბრუნდა. მან ყოყმა-
ნით შემოაბიჯა ოთახში, სახეზე შიში ეწერა. უკან ბრონი მოჰყვებო-
და. ქირით მებრძოლ რაინდს ვერცხლისმოქლონებიანი ქურთუკი
და მძიმე სამგზავრო მოსასხამი ეცვა, ხმლის ქამარში რბილი ტყავის
წყვილი ხელთათმანები ჰქონდა გაჩრილი.
ბრონის შეხედვისთანავე ტირიონს რაღაც ცუდი უგრძნო გულ-
1227
მუცელმა.
– დიდხანს მოუნდი.
– ბიჭი მეხვეწა, თორემ სულ არ მოვიდოდი. სტოკვორთში მელი-
ან ვახშმად. – სტოკვორთში? – ტირიონი საწოლიდან ჩამოხტა, –
გეხვეწები, სტოკვორთში რაღა დაგკარგვია?
– საცოლე, – ბრონმა დაკარგული ბატკნის მპოვნელი მგელივით
გაიღიმა, – ზეგ ლოლისს ცოლად ვირთავ.
– ლოლისს, – მშვენიერია, დასწყევლონ ღმერთებმა. ლედი ტან-
დას ჭკუასუსტი ასული ქმრად რაინდს იშოვის და მუცელში მჯდომ
ბუშსაც ასე თუ ისე მამა ეყოლება, სერ ბრონ შავწყალელი კი მორიგ
კიბეზე ააბიჯებს. ამაში ნამდვილად სერსეის აქოთებული ხელი ურე-
ვია, – ჩემმა ნაბოზარმა დამ კოჭლი ცხენი მოგასაღა. გოგო ჭკუას-
თან მწყრალადაა.
– ჭკუა რომ მინდოდეს, შენ შეგირთავდი.
– ლოლისი სადაცაა, ბავშვს გააჩენს – სხვა კაცისგან.
– იმის მერე ჩემგან გააჩენს.
– ის სტოკვორთის მემკვიდრეც კი არაა, – შეახსენა ტირიონმა, –
უფროსი და ჰყავს. ფელისი. გათხოვილი და.
– უკვე ათი წლის გათხოვილია და ჯერაც ბერნია, – მიუგო ბრონ-
მა, – მისი ლორდი-მეუღლე მის ლოგინს არ ეკარება. ამბობენ, ქალ-
წულები ურჩევნიაო.
– გინდაც თხები ერჩივნოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მამუ-
ლები მაინც მის ცოლს გადაეცემა, ლედი ტანდა რომ მოკვდება.
– თუ ფელისი დედაზე ადრე არ მოკვდა.
ნეტავ, თუ იცის სერსეიმ, რა გველიც ჩაუსვა ლედი ტანდას უბე-
შიო, გაიფიქრა ტირიონმა. და თუკი იცის, ენაღვლება კი?
– მაშ, აქ რა გინდა?
ბრონმა მხრები აიჩეჩა.
1228
– შენ ერთხელ მითხარი, ვინმე ჩემს მიყიდვას თუ მოგთხოვს, მე
ფასს გავაორმაგებო. ჰო.
– ორი ცოლი გინდა თუ ორი ციხესიმაგრე?
– თითოც იკმარებს. მაგრამ თუ გინდა, რომ სერ გრეგორ კლე-
გეინი მოგიკლა, მაშინ ჯობია, კარგა დიდი ციხესიმაგრე იყოს.
შვიდი სამეფო სავსე იყო კეთილშობილი გასათხოვარი ქალე-
ბით, მაგრამ მათგან ყველაზე ბებერი, ყველაზე ღარიბი და შეუხედა-
ვი შინაბერაც კი არ ინდომებდა ბრონივით მდაბიო ნაძირალას შერ-
თვას. იქნებ, ისღა დათანხმებულიყო, ვინც არც თავით ექნათ ღმერ-
თებს და არც ტანით და ვისაც, ორმოცდაათი კაცის გაბახებულს, მუ-
ცელში უმამო ბავშვი ეჯდებოდა. ლედი ტანდას ისე ჰქონდა გადაწუ-
რული ლოლისისთვის ქმრის შოვნის იმედი, რომ ერთხანს ტირიონ-
საც კი დასდევდა, ეს კი მანამდე იყო, სანამ გოგოს ნახევარი მეფის
საბიჯელი იხმარდა. უეჭველია, სერსეიმ ეს შეთავაზება რაღაცით სა-
ხარბიელო გახადა, ბრონიც ახლა უკვე რაინდი იყო, რაც მას მომ-
ცრო სახლის უმცროსი ქალიშვილისთვის შესაფერის ქმრად ხდიდა.
– ახლა სავალალოდ ქესატად ვარ როგორც ციხესიმაგრეებზე,
ასევე კეთილშობილ ასულებზე, – გამოტყდა ტირიონი, – მაგრამ ად-
რინდელივით ოქროს და მადლობის შემოთავაზება შემიძლია.
– ოქრო მაქვს. მადლობით რას ვიყიდი?
– გაოცდები, იმდენ რამეს. ლანისტერი ვალს ყოველთვის იხდის.
– შენი დაც ლანისტერია.
– ჩემი ლედი-ცოლი ვინტერფელის მემკვიდრეა. აქედან ისე თუ
გამოვედი, რომ თავი მხრებზე შემრჩა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძ-
ლოა, ჩრდილოეთის მმართველი გავხდე, ცოლის სახელით. მაშინ
კი შენც გვარიან ნაჭერს გარგუნებდი.
– თუ და მაშინ და შესაძლოა, – თქვა ბრონმა, – თანაც, იქ მურ-
ტლად ცივა. ლოლისი ფაფუკია, თბილია და აქვეა. ზეგ ღამით უკვე
1229
შემეძლება, ვუთათუნო.
– დიდი ვერაფერი გულზე დასახატი ამბავია.
– მართლა? – ბრონი გაიკრიჭა, – აღიარე, ჭინკა, ასარჩევი რომ
გქონდეს ლოლისის ხმარებას და მთაკაცთან ჩხუბს შორის, თვალის
დახამხამებასაც ვერავინ მოასწრებდა, შარვალი ჩახდილი და ასო
ამდგარი გექნებოდა.
ჯანდაბა, რა კარგად მიცნობს. ტირიონმა სხვა მხრიდან სცადა შე-
მოვლა.
– გავიგე, სერ გრეგორი წითელ კბილზე დაჭრილა, მეორედ კი –
ბინდისველთან. ალბათ, გაზანტებული იქნება.
ბრონს, ჩანდა, მოჰბეზრებოდა ეს ვაჭრობა.
– სწრაფი არასოდეს ყოფილა. უშველებელი ზომა და უშველებე-
ლი ღონე აქვს, ესაა და ეს. ნამდვილად, იმაზე უფრო სწრაფი იქნება,
ვიდრე ამხელა კაცს მოეთხოვება. საზიზღრად გრძელი საწიერი აქვს
და დარტყმებს თითქოს ისე ვერც კი გრძნობს, როგორც ყველა ჩვე-
ულებრივი კაცი უნდა გრძნობდეს, წესით.
– ამდენად გაშინებს? – ჰკითხა ტირიონმა, იმედი ჰქონდა, ასე მა-
ინც წაექეზებინა. – რომ არ მაშინებდეს, წყეული შტერი ვიქნებოდი,
– ბრონმა მხრები აიჩეჩა, – შეიძლება, გავსწორებოდი კიდეც. მის
გარშემო მანამ მეცეკვა, სანამ ხმლის ქნევით ისე არ დაიღლებოდა,
რომ მკლავის აწევის თავიც აღარ ექნებოდა. ან როგორღაც წამექ-
ცია. ზურგზე როცა არიან გაშოტილები, მნიშვნელობა აღარ აქვს,
რამსიმაღლეები არიან. მაგრამ ესეც სახიფათოა. ერთი შეცდომა
და, მკვდარი ვარ. რატომ გავრისკო? კი, საკმაოდ მომწონხარ, რაც
არ უნდა პატარა და მახინჯი ბოზიშვილი იყო... მაგრამ, შენთვის რომ
ვიბრძოლო, ასეც და ისეც წაგებული ვრჩები. ან მთაკაცი გამომწე-
ლავს, ან მე მოვკლავ და სტოკვორთს დავკარგავ. მე ხმალს ვაქირა-
ვებ, კი არ ვიჩუქები. შენი წყეული ძმა კი არ ვარ.
1230
– არ ხარ, – დანანებით თქვა ტირიონმა. მერე ხელი გაიქნია, –
მაშ, წადი. გაიქეცი სტოკვორთში, ლედი ლოლისთან. იქნებ, საქორ-
წილო ლოგინში შენ ჩემზე მეტი სიხარული იპოვო.
ბრონი კართან შეყოვნდა.
– რას იზამ, ჭინკა?
– მე თვითონ მოვკლავ სერ გრეგორს. აქედან ერთი კაი სიმღერა
ხომ გამოიჭრება? – იმედია, მოვისმენ, როგორ იმღერებენ მაგ სიმ-
ღერას, – ბრონი ბოლოჯერ გაიკრიჭა და გავიდა ოთახიდან, ციხესი-
მაგრიდან, მისი ცხოვრებიდან.
პოდმა ფეხი მოინაცვლა.
– ბოდიში.
– რატომ? რა შენი ბრალია, ბრონი ასეთი რომ არის? ყოველთვი-
საც უტიფარი და უპირო მაწანწალა იყო. სწორედ მაგიტომ მომწონ-
და, – ტირიონმა ღვინო ჩამოისხა და ფანჯრის რაფა-ტახტისკენ წა-
იღო. გარეთ რუხი და წვიმიანი დღე იდგა, მაგრამ გუნება კიდევ უფ-
რო მოღრუბლული ჰქონდა. ალბათ შეიძლებოდა, პოდრიკ პეინი შა-
გას საძებრად გაეგზავნა, მაგრამ სამეფო ტყის უღრანებში იმდენი
სამალავი იყო, რომ ავაზაკებს ხშირად ათეულობით წლები ვერ
იჭერდნენ ხოლმე. პოდს კი ზოგჯერ სამზარეულოს პოვნაც კი უჭირ-
და, ყველზე როცა ვგზავნიდი. ტიმეტ ტიმეტის ძე ალბათ უკვე დაბ-
რუნდა კიდევაც მთვარის მთებში. და ბრონთან კი დაიქადნა, მაგრამ
თვითონ რომ გასულიყო სერ გრეგორის წინააღმდეგ, ეს ჯოფრის
მოასპარეზე ჯუჯებზე უფრო უარესი მასხარაობა იქნებოდა.
არ აპირებდა, ყურისწამღებ სიცილ-ხარხარში მომკვდარიყო.
ესეც შენი ორთაბრძოლის სამსჯავრო.
სერ კევანმა იმ დღეს მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეუარა. სანსა
არ უპოვიათო, თავაზიანად მოახსენა ძმისშვილს. არც მასხარა სერ
დონტოსი, რომელიც იმავე ღამით გაუჩინარდა. ტირიონს ჰყავდა
1231
სხვა მოწმეები, რომელთა მოხმობასაც ისურვებდა? არ ჰყავდა. რა
ჯანდაბით შემიძლია, დავამტკიცო, რომ მე არ მომიწამლავს ღვინო,
როცა ათასმა კაცმა დაინახა, ჯოფს როგორ შევუვსე თასი?
იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს.
სიბნელეში იწვა, ბალდახინს შესჩერებოდა და თავის ლანდებს
ელაციცებოდა. ხედავდა მომღიმარ ტიშას, მისკენ რომ იხრებოდა
საკოცნელად, ხედავდა შიშველ და შიშით აცახცახებულ სანსას. ხე-
დავდა ჯოფრის, ყელს რომ იფხოჭნიდა, ნაკაწრიდან სისხლი სდი-
ოდა და სახე უშავდებოდა. ხედავდა სერსეის თვალებს, ბრონის მტა-
ცებლურ კრეჭას, შაის უხამს ღიმილს. შაიზე ფიქრიც კი ვერ აღაგ-
ზნებდა. ხელი წაივლო, იფიქრა, იქნებ, ვნება თუ გამოვაღვიძე და
დავიცხრე, მერე უფრო იოლად დამეძინოსო, მაგრამ არაფერი გა-
მოუვიდა.
მერე კი გათენდა – მისი სამსჯავროს დღე.
იმ დილით მასთან სერ კევანი აღარ მოსულა, მის ნაცვლად სერ
ადამმა მიაკითხა თორმეტ ოქროსმოსასხამიანთან ერთად. ტირი-
ონმა მოხარშული კვერცხებით, შემწვარი შაშხით და გახუხული პუ-
რით ისაუზმა, მერე კი საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვა. – სერ ადამ,
– უთხრა მცველთა კაპიტანს, – მეგონა, მამაჩემი სამსჯავროზე მი-
საცილებლად მეფის ქეშიკებს გამომიგზავნიდა. ჯერაც სამეფო ოჯა-
ხის წევრი ვარ, ასე არაა?
– ხარ, მილორდ, მაგრამ ვშიშობ, ქეშიკთა უმრავლესობა შენი
ბრალეულობის მოწმეა. ლორდმა ტაივინმა ჩათვალა, რომ შეუფე-
რებელი იქნებოდა, მცველებადაც ისინი გყოლოდნენ.
– ღმერთებმა დამიფარონ, რამე შეუფერებლის მიზეზი გავხდე.
გამიძეხი, გეთაყვა. სატახტო დარბაზში ასამართლებდნენ, იქ, სა-
დაც ჯოფრი მოკვდა. სერ ადამმა მაღალ ბრინჯაოს კარში რომ შე-
ატარა და გრძელ ხალიჩაზე გაუძღვა, ტირიონმა მისკენ მიმართული
1232
მრავალი ადამიანის მზერა იგრძნო. მისი სამსჯავროს სანახავად
ასობით მოგროვებულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, იმედი ჰქონდა,
მხოლოდ ამისთვის არიან მოსულებიო. სრულიად შესაძლებელია,
ყველა მოწმე იყოს და ჩემ წინააღმდეგ იძლეოდეს ჩვენებას. მაღლა,
გალერეაზე დედოფალი მარჯერი დაინახა, ფერმკრთალი და მშვე-
ნიერი ჩანდა თავის სამგლოვიარო სამოსში. ორჯერ გათხოვდა და
ორჯერ დაქვრივდა, არადა, ჯერ მხოლოდ თექვსმეტისაა. ცალ მხა-
რეს წარმოსადეგი დედა ედგა, მეორე მხარეს – ჩია ბებია, მთელი
დანარჩენი აივანი მის სეფექალებსა და მამამისის რაინდებს შეევ-
სოთ.
შემაღლება ჯერაც ცარიელი რკინის ტახტის ძირას იდგა, თუმცა
ერთის გარდა, ყველა მაგიდა გაეტანათ. მას მისჯდომოდა სქელი
ლორდი მეის ტაირელი, მწვანე სამოსზე ოქროვანი მოსასხამი რომ
მოეცვა, და მოსხლეტილი პრინცი ობერინ მარტელი, ამჯერად ზო-
ლიან ნარინჯისფერ-ყვითელ-მეწამულ ფრიალა კაბაში გამოწყობი-
ლი. მათ შორის ლორდი ტაივინ ლანისტერი იჯდა. შეიძლება, ჯერ
კიდევ არ არის გადაწურული ყველა იმედი. დორნელს და ზენაბა-
ღელს ერთმანეთი სძულდათ. როგორმე ამის გამოყენება რომ შევ-
ძლო...
არქისეპტონმა ლოცვა დაიწყო და ზეციურ მამას შესთხოვა, სა-
მართლიანად წარემართა მათი სამსჯავრო. ლოცვას რომ მორჩა,
მიწიერი მამა გადმოიხარა და იკითხა: – ტირიონ, შენ მოკალი მეფე
ჯოფრი?
ტირიონი წამითაც არ შეყოვნებულა.
– არა.
– გულზე მომეშვა, – ცივად წარმოთქვა ობერინ მარტელმა.
– მაშ, ეს სანსა სტარკმა ჩაიდინა? – პასუხი მოსთხოვა ლორდმა

1233
ტაირელმა. მის ადგილას მე ასე ვიზამდი. მაგრამ სანსა სადაც არ უნ-
და ყოფილიყო და რა მონაწილეობაც არ უნდა ჰქონოდა ამაში მიღე-
ბული, ის ჯერაც მის ცოლად რჩებოდა.
ტირიონმა მას მხრებზე მფარველობის მოსასხამი მოაცვა, თუმცა
ამის გასაკეთებლად მასხარის ზურგზე მოუხდა აცოცება.
– ჯოფრი ღმერთებმა მოკლეს. თავისმა მტრედების ღვეზელმა
დაახრჩო.
ლორდი ტაივინი გაწითლდა.
– მცხობელების ბრალია?
– მათი, ან მტრედების. ოღონდ მე მანდ არაფერ შუაში ვარ, – ტი-
რიონმა ნერვიული ხითხითი გაიგონა და მიხვდა, რომ შეეშალა. ენა
დაიმოკლე, შე გვაჯო სულელო, სანამ შენი ენითვე სამარე არ გა-
გითხრია.
– არიან მოწმეები, შენ წინააღმდეგ რომ იძლევიან ჩვენებას, –
უთხრა ლორდმა ტაივინმა, – ჯერ იმათ მოვუსმინოთ. მერე შეგიძ-
ლია, შენი მოწმეები წარმოგვიდგინო. შენ ლაპარაკის უფლება მხო-
ლოდ ჩვენი ნებართვის შემდეგ გეძლევა.
ტირიონს სხვა რა გზა ჰქონდა, თავი უნდა დაექნია.
სერ ადამმა სწორად უთხრა: პირველი შემოყვანილი მოწმე მე-
ფის ქეშიკი სერ ბეილონ სუანი აღმოჩნდა.
– ლორდო მარჯვენავ, – წამოიწყო მან მას მერე, რაც არქისეპ-
ტონმა სიმართლის და მხოლოდ სიმართლის თქმის ფიცი დაადები-
ნა, – მე წილად მხვდა პატივი, შენი ძის მხარდამხარ მებრძოლა გე-
მების ხიდზე. იმის მიუხედავად, ტანად რამხელაა, მამაცი კაცი გახ-
ლავთ და არ მჯერა, რომ ასეთი რამ ჩაედინოს.
დარბაზს ბუტბუტმა გადაურბინა და ტირიონმა იფიქრა, ნეტა,
სერსეი რა გიჟურ თამაშს თამაშობს. რატომ გამოჰყავს მოწმე, რო-

1234
მელსაც მე უდანაშაულოდ მივაჩნივარ? ესეც მალე გაიგო. სერ ბე-
ილონ სუანი უწადინოდ მოჰყვა, როგორ ძლივს მოგლიჯა ტირიონი
ჯოფრის ამბოხის დღეს.
– მან დაარტყა მის მოწყალებას, მართალია. განრისხებულმა შე-
მოჰკრა, ესაა და ეს. ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო, რომ იტყვიან. იმ
დღეს ბრბომ კინაღამ ყველა დაგვხოცა. – ტარგარიენების დროს კა-
ცი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრს შემოჰკრავდა, გამოეთხოვებო-
და კიდევაც იმ ხელს, რომლითაც შემოჰკრა, – შენიშნა დორნელმა
წითელმა ასპიტმა, – ქონდრისკაცს ამოუვიდა ახალი ხელი თუ
თქვენ, თეთრმა ხმლებმა, დაივიწყეთ თქვენი ვალი?
– ის თავად იყო სამეფო ოჯახის წევრი, – მიუგო სერ ბეილონმა,
– და თანაც, მეფის მარჯვენაც.
– არა, – წარმოთქვა ლორდმა ტაივინმა, – ის მარჯვენის მოვა-
ლეობას ასრულებდა, ჩემ ნაცვლად.
სერ მერინ ტრანტმა სიამოვნებით განავრცო სერ მერინის მონა-
ყოლი, მოწმის ადგილი რომ დაიჭირა.
– მან მეფე მიწაზე დააგდო და ფეხით სცემდა. ყვიროდა, რომ
უსამართლობა იყო, მისმა მოწყალებამ ბრბოს თავი უვნებელმა
რომ დააღწია.
ტირიონი უკვე ხვდებოდა, თუ რა ჰქონდა სერსეის განზრახული.
ჯერ ის მოწმე ალაპარაკა, რომელსაც ყველა პატიოსან კაცად იც-
ნობდა, და ყველაფერი დააფქვევინა, რასაც კი გამორჩებოდა. ყო-
ველი შემდეგი მოწმე უარეს ამბავს მოჰყვება და საბოლოოდ მე ერ-
თად აღებულ მეაგორ ბოროტზე და ეირის შლეგზე უარესი აღმოვ-
ჩნდები, საკმაზად კი ზემოდან ეაგონ უვარგისი მექნება მოყრილი.
სერ მერინმა განაგრძო და მოჰყვა, თუ როგორ დაუშალა ტირი-
ონმა ჯოფრის სანსა სტარკის დასჯა.
– ჯუჯამ ჰკითხა მის მოწყალებას, თუ იცი, ეირის ტარგარიენს რა
1235
მოუვიდაო. როდესაც მეფის დასაცავად სერ ბოროსმა ხმა ამოიღო,
ჭინკა მას მოკვლით დაემუქრა. მის შემდეგ თავად ბლაუნტმა ილა-
პარაკა. რაც არ უნდა გულმოსული ყოფილიყო სერ ბოროსი სერსეი-
ზე მეფის ქეშიკობიდან მისი დათხოვნის გამო, მაინც ყველაფერი
თქვა, რასაც კი ქალი ისურვებდა.
ტირიონმა თავი ვეღარ შეიკავა.
– მოახსენე მსაჯულებს, რას შვრებოდა ჯოფრი რატომ არ ამბობ?
ზორბა, ფართოყბიანი კაცი მრისხანედ დააჩერდა.
– შენს ველურებს ჩემზე უთხარი, მოკალით, პირს თუ გააღებსო,
აი, რას მოვახსენებ. – ტირიონ, – უთხრა ლორდმა ტაივინმა, – მარ-
ტო მაშინ უნდა ილაპარაკო როცა ჩვენ მოგმართავთ. ეს გაფრთხი-
ლებად მიიღე.
ტირიონი დადუმდა, თუმცა გულზე ცეცხლი ედებოდა.
მერე კეტლბლექები გამოვიდნენ, სამივე, რიგრიგობით. ოსნი და
ოსფრიდი სერსეისთან მისი ვახშმობის ამბავს მოჰყვნენ, შავწყალას
ბრძოლის წინ, და მისი მაშინდელი მუქარა გაიხსენეს.
– დედოფალს უთხრა, რომ ანანებდა, – თქვა სერ ოსფრიდმა, –
რომ ატკენდა. – ასე უთხრა, დავიცდი, სანამ ბედნიერი დღე დაგიდ-
გებაო, – თავი გამოიდო მისმა ძმამ, ოსნიმ, – და მთელ სიხარულს
ნაცრად შეგარგებო, – ალაიაია ერთხელაც არ უხსენებია. სერ ოს-
მუნდ კეტლბლექმა, სპეტაკ ფარფლებიან აბჯარსა და ქათქათა შა-
ლის მოსასხამში გამოწყობილმა ხორცშესხმულმა რაინდობამ, და-
იფიცა, მეფე ჯოფრიმ დიდი ხნის წინ იცოდა, ბიძამისი მოკვლას რომ
უპირებდაო.
– იმ დღეს, თეთრი მოსასხამი რომ შემმოსეს, მილორდებო, –
უთხრა მან მსაჯულებს, – მამაცმა მეფე-ბიჭმა ასე მითხრა: „სერ ოს-
მუნდ, კარგად დამიცავი, რადგან ბიძაჩემს არ ვუყვარვარ. უნდა, თა-
ვად გამეფდეს ჩემ ნაცვლად“.
1236
ტირიონმა ეს კი ვეღარ მოითმინა.
– მატყუარა! – ორი ნაბიჯის გადადგმაც მოასწრო, სანამ ოქროს-
მოსასხამიანები უკანვე გაათრევდნენ.
ლორდი ტირიონი მოიღუშა.
– ჩვეულებრივი ყაჩაღივით ხელ-ფეხი შეგიბორკოთ?
ტირიონმა კბილები გააკრაჭუნა. მეორე შეცდომა, შე შტერო,
შტერო, შტერო ჯუჯავ. დაწყნარდი, თუ არა და, განწირული ხარ.
– არა. ბოდიში მომითხოვია, მილორდებო. მაგისმა ტყუილებმა
გამაბრაზა. – მისმა სიმართლემ, ანუ, – თქვა სერსეიმ, – მამა,
გთხოვ, ბორკილები დაადო, შენივე უსაფრთხოებისთვის. ხომ ხე-
დავ, რა დღეშია.
– მე ვხედავ, რომ ის ქონდრისკაცია, – თქვა პრინცმა ობერინმა,
– ქონდრისკაცის რისხვის რომ შემეშინდება, იმ დღესვე წითელი
ღვინით სავსე კასრში ჩავიხრჩობ თავს. – ბორკილები საჭირო არაა,
– ლორდმა ტაივინმა ფანჯრებს გახედა და წამოდგა, – უკვე გვიანია.
ხვალ დილით გავაგრძელებთ.
იმ ღამით, მარტო რომ იჯდა თავის კოშკის საკანში, წინ კი ცარიე-
ლი ფურცელი და ღვინის თასი ედგა, ტირიონი მიხვდა, რომ უნებუ-
რად თავის ცოლზე ფიქრობდა. სანსაზე კი არა, თავის პირველ ცოლ-
ზე, ტიშაზე. ბოზ ცოლზე, მგელ ცოლზე კი არა. გოგონა მის სიყვა-
რულს თამაშობდა, მაგრამ ტირიონმა დაიჯერა და ამან სიხარული
მოუტანა. მომეცით ტკბილი ტყუილი, მწარე სიმართლე კი თქვენ-
თვის შეინახეთ. ღვინო გამოცალა და ახლა შაიზე დაფიქრდა. მოგ-
ვიანებით, როცა სერ კევანმა ძილის წინ შეუარა, ტირიონმა ვარისის
მიყვანა სთხოვა.
– გგონია, საჭურისი შენს დასაცავად იტყვის რამეს?
– ვერ მეგონება, სანამ არ დაველაპარაკები. მომიყვანე, ძია, თუ
შეიძლება. – როგორც გინდა.
1237
სამსჯავროს მომდევნო დღე მაისტერ ბალაბარის და მაისტერ
ფრენკენის გამოსვლით დაიწყო. მათ დაიფიცეს, რომ გაკვეთეს მე-
ფე ჯოფრის კეთილშობილი ცხედარი და მის მეფურ ყანყრატოში არ
უპოვიათ მტრედის ღვეზლის ნაჭერი, არც სხვა რამ ლუკმა.
– ის საწამლავმა მოკლა, მილორდებო, – თქვა ბალაბარმა,
ფრენკენი კი მწუხარედ აკანტურებდა თავს.
მერე კი გრანდ-მაისტერი პაიცელი გამოიყვანეს. ის მძიმედ ეყ-
რდნობოდა გრეხილ ხელჯოხს და ყოველ ნაბიჯზე ცახცახებდა,
გრძელ, ქათამივით ყელზე მეჩხერი თეთრი ბუწუწები ამოსჩროდა.
ისე იყო დასუსტებული, დგომა არ შეეძლო, ამიტომ მსაჯულებმა ნე-
ბა დართეს, მისთვის სკამი დაედგათ და მაგიდაც შემოუტანეს. მაგი-
დაზე პატარა შუშები ელაგა. პაიცელს სთხოვეს, ყოველი მათგანის
სახელები ჩამოეთვალა. – რუხქუდა, – თქვა ათრთოლებული ხმით,
– ამას შხამა სოკოსგან იღებენ. ღამისბინდი, ტკბილი ძილი, დემო-
ნის ცეკვა. ეს ლიბრია. ამას ქვრივის სისხლს ეძახიან, ფერის გამო.
საზარელი საწამლავია. ადამიანს შარდის ბუშტსა და ნაწლავებს უხ-
შობს და ის საკუთარ შხამებში იხრჩობა. ეს მგლისწყევლაა, ეს – ბა-
სილისკოს შხამი, ეს კი ლისის ცრემლებია. დიახ. ამათ ყველას ვიც-
ნობ. ესენი ჭინკა ტირიონ ლანისტერმა მოიპარა ჩემი ოთახიდან,
როდესაც უდანაშაულოდ დამატუსაღა.
– პაიცელ, – დაუძახა ტირიონმა, თუმცა შეიძლებოდა, მამის
რისხვა დაეტეხა თავს, – ამ საწამლავთაგან რომელიმე კაცს სუნ-
თქვას თუ უკეტავს?
– არა. ამისთვის უფრო იშვიათ საწამლავს უნდა მიმართო. ციტა-
დელში რომ ვსწავლობდი, ჩემი მასწავლებლები მას უბრალოდ,
მახრჩობელას ეძახდნენ. – ეს იშვიათი საწამლავი კი ვერ ნახეთ,
ასეა?
– ვერა, მილორდ, – თვალების ხამხამით გამოხედა პაიცელმა –
1238
შენ ის მთლიანად გამოიყენე, რათა მოგეკლა უკეთილშობილესი
ბავშვი, რაც კი ღმერთებს ოდესმე მოუვლენიათ ამ კურთხეულ მიწა-
ზე.
ტირიონის ბრაზმა მისი კეთილგონიერება გადაწონა.
– ჯოფრი ბოროტი და სულელი იყო, მაგრამ მე არ მომიკლავს
იგი. თუგინდ თავი მომჭრათ, ჩემი დისშვილის სიკვდილში მე ხელი
არ მირევია!
– წყნარად! – წარმოთქვა ლორდმა ტაივინმა, – უკვე სამჯერ გა-
გაფრთხილე. ამის მერე ალიკაპს ამოგდებენ და შეგბორკავენ, იცო-
დე.
პაიცელის მერე უსასრულო და დამქანცველი პროცესია გაიჭიმა.
ლორდები, ქალბატონები და ქველი რაინდები, კეთილშობილნი თუ
უბრალონი, ყველანი ესწრებოდნენ საქორწილო ნადიმს, ყველამ
ნახა, როგორ დაიხრჩო ჯოფრი, როგორ გაუშავდა სახე დორნული
ქლიავივით. ლორდმა რედვაინმა, ლორდმა სელტიგარმა და სერ
ფლემენტ ბრაქსმა გაიგონეს, როგორ დაემუქრა ტირიონი მეფეს;
ორმა მომსახურე კაცმა, ჟონგლიორმა, ლორდმა ჯაილსმა, სერ ჰო-
ბერ რედვაინმა და სერ ფილიპ ფუტმა ნახეს, როგორ შეავსო მან სა-
ქორწილო თასი; ლედი მერივეთერმა დაიფიცა, რომ დაინახა, ჯუჯამ
როგორ ჩააგდო რაღაც მეფის ღვინოში, როცა ჯოფი და მარჯერი
ღვეზელს ჭრიდნენ; მოხუცი ესტერმონტი, ჭაბუკი პეკლედონი, მომ-
ღერალი გალიონ ქაიელი და საჭურველთმტვირთველები მოროს
და ჯოთოს სლინტები მოჰყვნენ, როგორ აიღო ტირიონმა თასი, რო-
ცა ჯოფრი კვდებოდა, და მოწამლული ღვინის ნარჩენი იატაკზე დაღ-
ვარა.
როდის მოვასწარი ამდენი მტრის გაჩენა? ლედი მერივეთერი
ხომ სრულიად არ იცნობდა მას. ნეტავ, ეს ქალი ბრმაა თუ ნაყიდია?

1239
კიდევ კარგი, გალიონ ქაიელმა თავისი ჩვენება სიმღერით არ წარ-
მოთქვა, თორემ მოუწევდათ სამოცდაჩვიდმეტი წყეული სტროფის
მოსმენა.
იმ საღამოს, ვახშმის მერე ბიძამ რომ შეუარა, ცივად და ოფიცია-
ლურად დაელაპარაკა. ამასაც ჩემი გაკეთებული ჰგონია.
– გყავს ჩვენთვის მოწმეები? – ჰკითხა სერ კევანმა.
– არა, კაცმა რომ თქვას. თუ ჩემი ცოლი არ გიპოვიათ.
ბიძამისმა თავი გაიქნია.
– როგორც ჩანს, სამსჯავრო შენთვის ძალიან ცუდად მიდის.
– ასე გგონია? მე კი ვერ შევატყვე. – ტირიონმა ნაიარევი მოისინ-
ჯა, – ვარისი არ მოსულა.
– არც მოვა. დილით შენს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემს.
რა საყვარლობაა.
– გასაგებია, – ტირიონი სკამზე შეინძრა, – მაინტერესებს, ძია.
შენ ყოველთვის პირდაპირი კაცი იყავი. რამ დაგაჯერა ჩემს ბრალ-
ში?
– რა საჭირო იყო პაიცელის საწამლავების მოპარვა, მის გამო-
ყენებას თუ არ აპირებდი? – მიახალა სერ კევანმა, – ლედი მერივე-
თერმაც დაინახა...
– ...ვერაფერი! არაფერი იყო იქ დასანახი! მაგრამ როგორ და-
ვამტკიცო ეს? საერთოდ რამე როგორ დავამტკიცო, აქ გამომწყვდე-
ულმა?
– იქნებ დროა, აღიარო.
წითელი ციხის სქელი კედლების იქიდანაც კი ტირიონს ჩაესმო-
და წვიმის გაბმული ხმა.
– გაიმეორე, ძია. დავიფიცებ, აღიარებაზე მაქეზებდი.
– თუ ტახტის წინაშე ბრალს აღიარებ და დანაშაულს მოინანიებ,

1240
მამაშენი შენს თავზე შემართულ მახვილს შეაჩერებს. შავის შემოს-
ვის ნება მოგეცემა.
ტირიონმა პირში დასცინა.
– ზუსტად ეგ პირობა შესთავაზა სერსეიმ ედარდ სტარკს. ყველამ
ვიცით, ეს რითაც დამთავრდა.
– ამაში მამაშენის ხელი არ ერია.
ეს კი მართალი იყო.
– ციხეშავი სავსეა მკვლელებით, ქურდებით და მოძალადეებით,
– თქვა ტირიონმა, – მაგრამ რაღაც არ მახსოვს, მეფის მკვლელი იქ
ბევრი შემხვედროდეს. შენ გინდა, დავიჯერო, რომ, თუ ვაღიარებ,
მეფისა და თვისტომის მკვლელი ვარ-მეთქი, მამაჩემი უბრალოდ
თავს დამიქნევს, შემინდობს და კედელზე გამისტუმრებს, თან შა-
ლის საცვლებსაც გამატანს, ტრაკი რომ არ მოვიყინო? – მან როყი-
ოდ გადაიხარხარა.
– შენდობაზე არაფერი მითქვამს, – მკაცრად უთხრა სერ კევან-
მა, – აღიარება ამ საკითხს საბოლოოდ გადაჭრიდა. ამიტომ გამომ-
გზავნა მამაშენმა ამ წინადადებით. – ჩემგან გულითადი მადლობა
მოახსენე, ძია, – უთხრა ტირიონმა, – მაგრამ უთხარი, რომ ახლა
რაღაც არ ვარ აღიარების ხასიათზე.
– შენს ადგილზე, ხასიათს შევიცვლიდი. შენი და შენს თავს ით-
ხოვს და, სულ ცოტა, ლორდი ტაირელი მაინც მისი აზრისკენ იხრე-
ბა.
– მაშ, ჩემმა ერთმა მსაჯულმა უკვე სასიკვდილოდ გამწირა ისე,
რომ თავდასაცავად თქმული ჩემი ერთი სიტყვაც კი არ მოუსმენია?
– ამაზე ნაკლებს არც ელოდა, – მაინც მომცემენ ნებას, ვილაპარა-
კო და მოწმეები გამოვიყვანო?
– მოწმეები არ გყავს, – შეახსენა ბიძამ, – ტირიონ, თუ ეს საზა-
რელი დანაშაული შენს კისერზეა, კედელი იმაზე უფრო მოწყალე
1241
სასჯელია, ვიდრე იმსახურებ. და თუ უდანაშაულო ხარ... ვიცი,
ჩრდილოეთში ახლა ბრძოლებია, მაგრამ იქაურობა შენთვის მაინც
მეფის საბიჯელზე უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება, სამსჯავრო რა
შედეგითაც გინდა დასრულდეს. ბრბო დარწმუნებულია, რომ დამნა-
შავე ხარ. სისულელე რომ ქნა და ქუჩებში გახვიდე, ნაკუწებად გაქ-
ცევენ.
– ვხედავ, ეს ამბავი ძალიან გეწყინება.
– შენ ჩემი ძმის ძე ხარ.
– ნეტავ, ეს იმისთვის შეგეხსენებინა.
– გგონია, შავის შემოსვის ნებას დაგრთავდა, მისი და ჯოანას
სისხლი და ხორცი რომ არ იყო? ვიცი, ტაივინი სასტიკ კაცად გეჩვე-
ნება, მაგრამ იმაზე სასტიკი არ არის, ვიდრე იძულებულია, იყოს. მა-
მაჩვენი მშვიდი და ლმობიერი იყო, მაგრამ ისეთი სუსტი, რომ მისი
მებაირაღეები სასაცილოდ იგდებდნენ, ცოტა რომ შეთვრებოდნენ.
ზოგი იმასაც ბედავდა, რომ დაუფარავად დაჰპირისპირებოდა. ზოგი
ლორდი ოქროს სესხულობდა ჩვენგან და დაბრუნება საჭიროდ არ
მიაჩნდა. მეფის კარზე ანეკდოტები დადიოდა უკბილო ლომებზე. მი-
სი ტურფაც კი პარავდა რაღაცებს. ქალი, რომელიც ბევრი არაფრით
აღემატებოდა ჩვეულებრივ კახპას, დედაჩემის სამკაულებში ურევ-
და ხელებს! ლანისტერების გვარის დაყენება მის შესაფერის სიმაღ-
ლეზე ტაივინს დაეკისრა, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფოს
მართვა მოუხდა, ჯერ კიდევ ოცი წლისას. ოცი წელიწადი ეზიდებოდა
ამ ტვირთს და ერთადერთი, რაც დაიმსახურა, ეს შლეგი მეფის შური
იყო. იმ პატივის ნაცვლად, რომელიც ეკუთვნოდა, უამრავი აბუჩად
აგდება ხვდა წილად და მაინც, მან შვიდ სამეფოს მშვიდობა, სიუხვე
და სამართლიანობა მოუტანა. ის სამართლიანი კაცია. ჭკუას იზამ,
მას თუ მიენდობი.

1242
ტირიონმა გაოცებით დაახამხამა თვალები. სერ კევანი ყოველ-
თვის მტკიცე, აუღელვებელი, წინდახედული კაცი იყო. ადრე არასო-
დეს ენახა, ასეთი გზნებით ელაპარაკა.
– როგორ გიყვარს.
– ის ჩემი ძმაა.
– მე... დავფიქრდები იმაზე, რაც მითხარი.
– მაშინ, კარგად დაფიქრდი. და სწრაფად იმ ღამით სხვა არც
არაფერზე უფიქრია, მაგრამ, რომ ინათა, ჯერაც ვერ გადაეწყვიტა,
შეიძლებოდა თუ არა მამამისის ნდობა. მსახურმა საუზმედ ფაფა და
თაფლი მოუტანა, მაგრამ აღიარებაზე ფიქრი მხოლოდ ბალღამის
გემოს უტოვებდა პირში. სიცოცხლის ბოლომდე თვისტომის
მკვლელს დამიძახებენ. ათასი წელი და იმის მერეც, თუკი საერთოდ
ვინმეს ვემახსოვრები, ყველასთვის ერთი გულმხეცი ჯუჯა ვიქნები,
რომელმაც თავისი მშვენიერი ჭაბუკი დისშვილი მოწამლა მის სა-
ქორწილო ნადიმზე. ამის გაფიქრებამ ისე გააცეცხლა, რომ ჯამი და
კოვზი კედელს მიახეთქა და ზედ გათხაპნული ფაფა დატოვა. სამ-
სჯავროზე მის წასაყვანად მოსულმა სერ ადამმა გაკვირვებით შეხე-
და გასვრილ კედელს, მაგრამ ეყო სიკეთე, არაფერი ეკითხა. –
ლორდი ვარისი, – გამოაცხადა ჰეროლდმა, – მოენეთუხუცესი.
ფერუმარილიანი, გამოპრანჭული და ვარდისსურნელიანი ობო-
ბა სულ ხელების სრესვით ლაპარაკობდა. თითქოს ჩემს სიცოცხლეს
ჩამოიბანს, გაიფიქრა ტირიონმა, როცა უსმენდა საჭურისის მწუხა-
რე მონაყოლს იმის თაობაზე, თუ როგორ გეგმავდა ჭინკა ჯოფრის
გამორიდებას ქოფაკის მფარველობიდან და რას ეუბნებოდა ბრონს
ტომენის მეფედ დასმის სიკეთეზე. ნახევარსიმართლე პირდაპირ
ტყუილებზე უარესია. და, სხვებისგან განსხვავებით, ვარისს საბუთე-
ბი ჰქონდა: შენიშვნებით, დეტალებით, თარიღებით, სრული საუბ-
რების ჩანაწერებით გულდაგულ შევსებული პერგამენტები. იმდენი
1243
რამ ჰქონდა, რომ მთელი მასალის გაცნობამ მთელი დღე წაიღო, და
ყველა საბუთი ტირიონის ბრალს ამძიმებდა. ვარისმა დაადასტურა,
რომ ტირიონი შუაღამისას ეწვია გრანდ-მაისტერის ოთახებს და იქი-
დან საწამლავები და წამლები მოიპარა, დაადასტურა, რომ იგი სერ-
სეის დაემუქრა იმ საღამოს, ერთად რომ ივახშმეს, ყველაფერი და-
ადასტურა, თვითონ მოწამვლის გარდა. როდესაც პრინცმა ობერინ-
მა ჰკითხა, საიდან იცი ეს ყველაფერი, როდესაც თავად არც ერთ ამ
ამბავს არ შესწრებიხარო, საჭურისმა ჩაიხითხითა და უპასუხა:
– ჩიტუნებმა მითხრეს. ყველაფრის ცოდნა მათი დანიშნულებაა,
და ჩემიც. ჩიტუნას რა უნდა მოჰკითხო? გაიფიქრა ტირიონმა. მეფის
საბიჯელში რა დღესაც ჩამოვედი, იმ დღეს უნდა წამეცალა საჭური-
სისთვის თავი. წყეული იყოს. და წყეული ვიყო მე, როდისმე რომ
ვენდობოდი.
– ყველას მოვუსმინეთ? – ჰკითხა ლორდმა ტაივინმა თავის ასუ-
ლს, როდესაც ვარისი დარბაზიდან გავიდა.
– თითქმის, – უთხრა სერსეიმ, – ნებას გთხოვ, ხვალ დილით ერ-
თი, ბოლო მოწმეც წარმოგიდგინო.
– როგორც გენებოს, – თქვა ლორდმა ტაივინმა.
მშვენიერია, გაიფიქრა გააფთრებულმა ტირიონმა. ამ სამასხა-
რაო სამსჯავროს მერე სიკვდილით დასჯა ლამის შვება იქნება.
იმ საღამოს, ფანჯარასთან რომ იჯდა სასმისით ხელში, კარის
იქიდან ხმები შემოესმა. სერ კევანია, ჩემი პასუხის შესატყობად მო-
ვიდაო, გაიფიქრა, მაგრამ ოთახში ბიძამისი არ შემოსულა.
ტირიონი წამოდგა, პრინც ობერინისთვის დაცინვით რომ მოედ-
რიკა თავი.
– მსაჯულებს განა აქვთ ბრალდებულის მონახულების ნება?
– პრინცებს აქვთ ნება, სადაც უნდათ, იქ იარონ. ყოველ შემთხვე-
ვაში შენს მცველებს ასე ვუთხარი, – წითელი ასპიტი ჩამოჯდა.
1244
– მამაჩემს არ ეამება შენი საქციელი.
– ლორდ ტაივინის სიამოვნება არასოდეს ყოფილა ჩემს უპირვე-
ლეს საფიქრალებს შორის. დორნულ ღვინოს სვამ?
– არბორულს.
ობერინი დაიჯღანა.
– წითელი წყალია. მეფე შენ მოწამლე?
– არა. შენ?
პრინცმა გაიღიმა.
– ყველა ჯუჯას შენნაირი ენა აბია? ვინმე ადგება და მოჭრას და-
გიპირებს. – პირველი კი არ ხარ, ამას ვინც მეუბნება. იქნებ ღირდეს,
მე თვითონვე მოვიჭრა – რაღაც ბევრ ხათაბალას მიჩენს.
– ვხედავ. მე მგონი, არც მე ვიტყვი უარს ლორდ რედვაინის ყურ-
ძნის წვენზე. – ინებე, – ტირიონმა თასი შეუვსო.
მან მოსვა, პირში გამოივლო და გადაყლაპა.
– ამ ერთხელ გამოდგება. ხვალ დორნულ მაგარ ღვინოს გამო-
გიგზავნი, – ისევ მოსვა, – იცი, ვიპოვე ის ოქროსთმიანი კახპა, რომ
მინდოდა.
– ჩატაიას სახლს მიაგენი?
– ჩატაიასთან ერთ შავკანიან გოგოსთან ვიწექი. ალაიაია, ჰო,
ასე ჰქვია. უნაკლოა, ნაიარევი ზურგის მიუხედავად. მაგრამ ის ბოზი,
რომელზედაც გეუბნებოდი, შენი დაა.
– უკვე დაგითრია? – სულ არ გაჰკვირვებია ტირიონს.
ობერინმა გადაიხარხარა.
– არა, მაგრამ მზადაა, მე თუ ფასზე უკან არ დავიხევ. დედოფალ-
მა ქორწინებაზეც კი გადამიკრა სიტყვა. მის მოწყალებას ახალი ქმა-
რი სჭირდება და საამისოდ დორნის პრინცზე უკეთ ვინ გამოადგება?
ელარია შემომიჩნდა, დათანხმდიო. სერსეის რომ წარმოიდგენს

1245
ჩვენს ლოგინში, ეგ უნამუსო გოგო ჭკუას კარგავს. თან ჯუჯას გრო-
შის გადახდაც არ მოგვიწევს. შენს დას ჩემგან სულ რაღაც ერთი თა-
ვი უნდა, ცოტა ზომაზე დიდი და უცხვირო.
– ჰოდა? – ჰკითხა ტირიონმა და პასუხს დაუცადა.
ობერინმა თასში ღვინო დაატრიალა და ჩააცქერდა.
– როდესაც ჭაბუკმა დრაკონმა დორნი დაიპყრო მრავალი წლის
წინ, მან მზეშუბის დამორჩილების მერე ჩვენს სამართავად ზენაბა-
ღის ლორდი დატოვა. ეს ტაირელი თავის ამალიანად ციხიდან ციხე-
ში გადადიოდა, მეამბოხეებს სდევნიდა და ზრუნავდა, რომ მოყრი-
ლი მუხლის გამართვა არ გვეფიქრა. ჯიქურ მიადგებოდა ციხესიმაგ-
რეს, დაისაკუთრებდა, ერთი თვე დარჩებოდა და მორიგი ციხესი-
მაგრისკენ გასწევდა. ჩვევად ჰქონდა, ლორდები თავიანთი საძინებ-
ლიდან გამოებრძანებინა და მათ საწოლში თავად დაეძინა. ერთ ღა-
მესაც მძიმე ხავერდის ბალდახინის ქვეშ მოისვენა. ბალიშის ახლოს
თასმა ეკიდა, გოგოს გამოძახება თუ მოუნდებოდა. ამ ლორდ ტაი-
რელს ძალიან მოსწონდა დორნელი ქალები, და განა ეს გაემტყუნე-
ბა? ჰოდა, როცა თასმას მოქაჩა, თავზემოთ ბალდახინი გადაიხსნა
და თავზე ასი წითელი მორიელი დაეყარა. მისმა სიკვდილმა ააგზნო
ხანძარი, რომელმაც მალე მთელი დორნი მოიცვა და ორ კვირაში
გააცამტვერა ჭაბუკი დრაკონის ყველა გამარჯვება. მუხლმოყრილი
ადამიანები ისევ წამოდგნენ და ისევ თავისუფლები გავხდით. – ეგ
ამბავი მსმენია, – უთხრა ტირიონმა, – მერედა, რაო?
– მხოლოდ ის, რომ ჩემს საწოლთან თასმა რომ მენახა და გამო-
მექაჩა, ვამჯობინებდი, მორიელები მრგებოდა, ვიდრე დედოფალი,
მთელი თავისი შიშველი მშვენებით. ტირიონი გაიკრიჭა.
– ესე იგი, ამაში ერთმანეთს ვგავართ.
– ისე, შენი დისთვის მადლობა მაქვს სათქმელი. ნადიმზე შენ
რომ არ დაედანაშაულებინე, შეიძლება, ისეც მომხდარიყო, რომ შენ
1246
ყოფილიყავი ჩემი მსაჯული და არა მე – შენი, – პრინცს მუქი თვა-
ლები ხალისით უციმციმებდა, – ვინ იცნობს საწამლავებს დორნელ
წითელ ასპიტზე უკეთ, ბოლოს და ბოლოს? ვის აქვს მეტი მიზეზი, ტა-
ირელების მოშორება უნდოდეს ტახტიდან? ჯოფრის სიკვდილის მე-
რე ხომ, დორნული კანონით, რკინის ტახტი მირცელას უნდა გადა-
ეცეს, რომელიც, როგორც ვიცით, ჩემს ძმისშვილზეა დანიშნული –
შენი წყალობით.
– დორნული კანონი აქ არ გამოდგება, – ტირიონი ისე იყო გარ-
თული საკუთარი საფიქრალით, რომ ამ მემკვიდრეობაზე არც უფიქ-
რია,– მამაჩემი ტომენს გაამეფებს, დარწმუნებული იყავი.
– შეიძლება, ტომენი მართლაც გაამეფოს, აქ, მეფის საბიჯელში,
რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ძმას არ შეუძლია, მზეშუბში
მირცელას დაადგას გვირგვინი. მამაშენი თავის ერთ შვილიშვილს
ომს აუტეხავს, მეორე შვილიშვილის სარგოდ? ან შენი და? – მან
მხრები აიჩეჩა, – იქნებ, მაინც ღირდეს დედოფალ სერსეის შერთვა,
იმ პირობით, რომ იგი თავის ასულს დაუჭერს მხარს, თავისი ვაჟის
წინააღმდეგ. როგორ გგონია, იზამს?
არაფრითო, უნდოდა ეთქვა ტირიონს, მაგრამ სიტყვა ყელში გა-
ეჩხირა. სერსეის ყოველთვის აღაშფოთებდა ის ამბავი, რომ ძალა-
უფლება მხოლოდ იმიტომ არ ეძლეოდა, ქალი რომ იყო. დასავ-
ლეთში დორნულ კანონებს რომ ეკანონათ, კასტერლის კლდის მემ-
კვიდრე სერსეი იქნებოდა. ის და ჯეიმი ტყუპები იყვნენ, მაგრამ სერ-
სეი პირველი დაიბადა და ესეც იკმარებდა. მირცელას მხარდაჭე-
რით ის საკუთარ უფლებებსაც დაუჭერდა მხარს.
– არ ვიცი, მირცელასა და ტომენს შორის ჩემი და რომელს აირ-
ჩევდა, – აღიარა ტირიონმა, – მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
მამაჩემი ამ არჩევანს მას არასოდეს მისცემს.

1247
– მამაშენი, – უთხრა პრინცმა ობერინმა, – მუდამ კი არ იცოც-
ხლებს.
მის კილოში იყო რაღაც ისეთი, რამაც ტირიონს კისერზე თმა აუ-
ჯაგრა.
უეცრად ისევ ელია გაახსენდა და ყველაფერი ის, რაც ობერინმა
უთხრა, როდესაც ისინი ნაცრის ველს გადმოდიოდნენ. მას სჭირდე-
ბა თავი, რომელიც ბრძანებას გასცემდა, და არა მხოლოდ ხელი,
რომელმაც ხმალი მოიქნია.
– წითელ ციხეში ასეთი მოღალატური სიტყვების თქმა ვერაა
ჭკვიანური საქციელი, ჩემო პრინცო. ჩიტუნები ყველაფერს ისმენენ.
– ისმინონ და იყონ. რა, ღალატია იმის თქმა, რომ ადამიანი მოკ-
ვდავია? ვალარ მორგულის, როგორც ამბობდნენ ძველ ვალირიაში.
ყველა უნდა მოკვდეს. კიდევაც დაატყდათ ბედისწერა და დაადასტუ-
რა ეს სიტყვები, – დორნელი ფანჯარას მიუახლოვდა და ღამეს გახე-
და, – ამბობენ, რომ სამსჯავროსთვის მოწმეები არ გყავს. – იმედი
მქონდა, ჩემს უცოდველ სახეს რომ შეხედავდით, ყველა მაშინვე
დარწმუნდებოდით ჩემს უდანაშაულობაში.
– შეგეშალა, მილორდ. ზენაბაღის სქელი ვარდი სრულიად დარ-
წმუნებულია შენს ბრალეულობაში და განზრახული აქვს, სიკვდილი
გაგიხერხოს. უკვე ასჯერ მაინც შეგვახსენა, რომ მისი ძვირფასი
მარჯერიც სვამდა იმავე თასიდან.
– და შენ? – ჰკითხა ტირიონმა.
– ადამიანები იშვიათად არიან ის, რაც ჩანან. შენი ბრალეულობა
ისე აშკარაა, რომ შენს უცოდველობაში ეჭვი არ მეპარება. და მაინც,
ალბათ დამნაშავედ გცნობენ. მთების აქეთ მხარეს სამართალი იშ-
ვიათი ხილია. ელიას, ეაგონს, რეინისს ის არც ეღირსა. შენ რატომ
გერგება? იქნებ, ჯოფრის ნამდვილი მკვლელი უკვე დათვის ლუკმა
გახდა. მეფის საბიჯელში ასე ხშირად ხდება ხოლმე. არა, მოიცა,
1248
დათვი ჰარენჰალში იყო, ახლა გამახსენდა.
– ესე იგი, ამ თამაშს ვთამაშობთ? – ტირიონმა ნაწიბურიანი
ცხვირი მოისრისა. ობერინისთვის სიმართლის თქმით არაფერს
კარგავდა, – დათვი ჰარენჰალში ჰყავდათ და მან მართლა მოკლა
სერ ამორი ლორჩი.
– მით უარესი მისთვის, – უთხრა წითელმა ასპიტმა, – და შენ-
თვისაც. ნეტა, ყველა უცხვირო კაცი ასე ცუდად იტყუება?
– მე არ ვიტყუები. სერ ამორიმ პრინცესა რეინისი მამამისის სა-
წოლის ქვეშიდან გამოათრია და ხანჯლით მოკლა. მას რამდენიმე
მეომარი ახლდა, მაგრამ მათი სახელები არ ვიცი, – წინ გადაიხარა,
– პრინც ეაგონს კი გრეგორ კლეგეინმა შეანარცხებინა კედელზე
თავი და შენი და ელია გააბახა, როცა ხელები ჯერაც სისხლით და
ტვინით ჰქონდა გაგლესილი.
– ესაა ლანისტერული სიმართლე? – ცივად გაიღიმა ობერინმა,
– ბრძანება მამაშენმა გასცა, ჰო?
– არა, – ეს სიცრუე უყოყმანოდ წარმოთქვა და არც დაეკითხა
თავს, რა მრჯიდაო. დორნელმა ცალი წვრილი წარბი აზიდა.
– რა ერთგული ძეა. და რა უნიათო ტყუილი. ჩემი დის შვილები
ლორდმა ტაივინმა მიართვა მეფე რობერტს, ლანისტერების მეწა-
მულ მოსასხამებში გახვეული. – იქნებ ჯობდეს, ამაზე მამაჩემთან
გემსჯელა. ის იყო იქ. მე მაშინ კლდეზე ვიყავი და ჯერაც ისე პატარა
გახლდით, რომ მეგონა, ის, რაც ფეხებს შორის მკიდია, მხოლოდ
მოსაფსმელად ვარგა-მეთქი.
– დიახ, მაგრამ ახლა აქ ხარ და, ვიტყოდი, ცოტა სიძნელეებიც
შეგექმნა. შეიძლება, შენს უცოდველობას ყველა მშვენივრად ხე-
დავდეს, სახეზე დაჩნეული ნაიარევის არ იყოს, ოღონდ ეგ ვერა-
ფერს გიშველის. და ვერც მამაშენი, – დორნის პრინცმა გაიღიმა, –
მაგრამ იქნებ მე მომეხერხებინა.
1249
– შენ? – ტირიონი გამომცდელად დააცქერდა, – შენ მხოლოდ
ერთი მსაჯული ხარ სამთაგან. როგორ შეგიძლია ჩემი გადარჩენა?
– როგორც მსაჯულს კი არა. როგორც შენს ფალავანს.

ჯეიმი

თეთრ ოთახში, თეთრ მაგიდაზე თეთრი წიგნი იდო.


ოთახი მრგვალი იყო, კირით შეთეთრებულ ქვის კედლებზე თეთ-
რი შალის ფარდაგები ეკიდა. თეთრი ხმლის კოშკი, რომლის მეორე
სართულსაც ეს ოთახი შეადგენდა, წვრილი, ოთხსართულიანი შე-
ნობა იყო, ციხესიმაგრის გალავნის კუთხეში ჩაშენებული, და ყურეს
გადასცქეროდა. სარდაფში იარაღი და აბჯრები ინახებოდა, მეორე
და მესამე სართულებზე კი მეფის ქეშიკი ძმების ექვსი უბრალო სა-
ძინებელი იყო განლაგებული.
ამ სენაკებიდან ერთი თვრამეტი წელიწადის განმავლობაში ჯე-
იმისი იყო, მაგრამ ამ დილით მან თავისი ნივთები გადაიტანა ზედა
სართულზე, რომელიც მთლიანად ლორდ-მეთაურის ბინას ჰქონდა
დათმობილი. ეს ოთახებიც უბრალოდ იყო მოწყობილი, თუმცა სივ-
რცე არ აკლდა და თანაც გარე გალავანს იყო აცდენილი, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ზღვაზე გადასახედი ექნებოდა. მომეწონებაო, გა-
იფიქრა. ხედიც და სხვა დანარჩენიც.
ოთახივით ფერმკრთალი ჯეიმი წიგნს უჯდა, მეფის ქეშიკთა თეთ-
რი სამოსი ეცვა და თავის შეფიცულ ძმებს ელოდებოდა. თეძოზე
ორლესული ეკიდა. იმ მხარეს არა, საითაც საჭირო იყო. ადრე ხმა-
ლი მუდამ მარცხნივ ეკიდა და ამოგებისას მარჯვენით გადასწვდე-
ბოდა ხოლმე. ამ დილით მარჯვენა თეძოზე გადაიკიდა, რათა მარ-
ცხენითაც ისევე შესძლებოდა ამოგება, მაგრამ ასე დაკიდებული

1250
ხმალი უხერხულობის გრძნობას უჩენდა და, როცა ხმლის ქარქაში-
დან ამოძრობას დააპირებდა, მთელი მოძრაობა მოუქნელი და არა-
ბუნებრივი გამოსდიოდა. ტანსაცმელიც ცუდად ადგა. ქეშიკთა ზამ-
თრის სამოსი ჩაიცვა: გათეთრებული შალის ტუნიკა და ბრიჯი და
მძიმე თეთრი მოსასხამი, მაგრამ ყველაფერი თითქოს ტომარასა-
ვით ეკიდა ტანზე. ჯეიმი მთელ დღეებს ძმის სამსჯავროზე ატარებდა,
დარბაზის ბოლოში მდგარი. ტირიონს ან ერთხელაც არ დაუნახავს
იგი, ან ვერ იცნო, რაც გასაკვირი არ იყო. ნახევარი კარი ვეღარ
ცნობდა. საკუთარ სახლში უცხო ვარ. მისი ძე მოკვდა, მამამ უარყო,
და კი... ერთხელაც აღარ განმარტოებულა მასთან, მხოლოდ იმ
პირველ დღეს, სამეფო სეპტში, სადაც სანთლებში ჩაფლული ჯოფ-
რი იწვა. მაშინაც კი, როდესაც ბიჭს ქალაქის გადაღმა ბეილორის
დიდი სეპტის აკლდამისკენ მიასვენებდნენ, სერსეის თავის მისგან
მოშორებით ეჭირა.
მან ერთხელ კიდევ მოავლო თვალი მრგვალ ოთახს. კედლებს
თეთრი შალის ფარდები ფარავდა, ბუხრის თავზე კი თეთრი ფარი და
ორი გადაჯვარედინებული ორლესული დაემაგრებინათ. მაგიდას-
თან მიმდგარი სკამი ძველი შავი მუხისა იყო, თეთრი ძროხის ტყავის
ბალიშები ედო, ტყავი გაცვეთილიყო და გათხელებულიყო. გაეცვი-
თა ბარისტან მამაცის ხმელ უკანალს, მანამდე – სერ გეროლდ ჰა-
იტაუერის, პრინც ეიმონ დრაკონის რაინდის, სერ რიამ რედვაინის
და დარის დემონის, სერ დუნკან მაღლისა და თეთრ ფასკუნჯ ალინ
კონინგტონის უკანალებს. მეფისმკვლელი ან კი როგორ მოხვდა
ასეთ ამაღლებულ წრეში?
არადა, აქ იყო.
თავად მაგიდა ძველი სარკმლისხისა იყო, ძვალივით თეთრი ფა-
რის სახედ გამოეკვეთათ, რომელიც სამი თეთრი ულაყის ზურგზე
იდგა. ტრადიციულად, ფარის თავთან ლორდ-მეთაური იჯდა, ძმები
1251
კი თითო მხარეს სამ-სამი თავსდებოდნენ, ვისაც სად მოუხდებოდა
– იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა შვიდივე ერთად შეიკრიბებოდა
ხოლმე. მის იდაყვთან მდებარე წიგნი სქელი და მძიმე იყო: ორი ფუ-
ტი სიმაღლის, ფუტ-ნახევარი სიგანეში, ათასი გვერდის სისქისა.
თხელი თეთრი პერგამენტის ფურცლები გამოთეთრებული ტყავის
ყდაში იჯდა და ოქროს საკინძები და ოქროსავე შესაბნევი ჰქონდა.
მას წესით და რიგით ძმათა წიგნი ერქვა, მაგრამ უფრო ხშირად უბ-
რალოდ თეთრ წიგნად მოიხსენიებდნენ.
თეთრ წიგნში მეფის ქეშიკების ისტორია ეწერა. ყველა რაინდს,
ვისაც კი როდისმე ქეშიკად ემსახურა, თავისი გვერდი ჰქონდა, რო-
მელსაც სამარადისოდ შემოენახა მისი სახელი და საქმეები. ყოვე-
ლი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში მდიდრული ფერებით გამოე-
სახათ ფარი, რომელსაც ესა თუ ის რაინდი გამორჩევის დღეს ატა-
რებდა. დაბლა, ქვედა მარჯვენა კუთხეში მეფის ქეშიკის ფარი იყო
გამოსახული – ქათქათა, ცარიელი, სუფთა. ზედა ფარები სხვადას-
ხვა იყო, ქვედა – ყველა ერთნაირი. მათ შორის სივრცეს ავსებდა
თითოეული ძმის ცხოვრებისა და მსახურების ამბები. ფარებსა და
ჩუქურთმებს ხატავდნენ სეპტონები, რომლებსაც ბეილორის დიდი
სეპტიდან გზავნიდნენ საგანგებოდ ამ საქმისთვის, მაგრამ მიმდინა-
რე ცნობების ჩაწერა ლორდ-მეთაურის ვალი იყო.
ანუ ჩემი ვალი, ოღონდ ჯერ მარცხენა ხელით წერა უნდა ვისწავ-
ლო. თეთრი წიგნი მოვლენებს გვარიანად ჩამორჩენოდა. შესატანი
იყო სერ მანდონ მურისა და სერ პრესტონ გრინფილდის სიკვდილი,
აგრეთვე – სანდორ კლეგეინის ხანმოკლე, წყეული სამსახური. ახა-
ლი გვერდები უნდა დაწყებულიყო სერ ბეილონ სუანის, სერ ოსმუნდ
კეტლბლექის და ყვავილების რაინდისათვის. მათი ფარების დასა-
ხატად სეპტონი უნდა გამოვიძახო.

1252
ჯეიმიმდე ლორდ-მეთაური სერ ბარისტან სელმი იყო. მისი გვერ-
დის თავზე გამოსახულ ფარზე სელმების გერბი ეხატა: სამი ყვითე-
ლი თავთავი ყავისფერ ველზე. ჯეიმი გახალისდა, თუმცა არ გაჰ-
კვირვებია, როცა აღმოაჩინა, რომ სერ ბარისტანს დრო გამოენახა
და ციხესიმაგრიდან წასვლამდე თავისი გადაყენების ამბავი ჩაეწე-
რა. სერ ბარისტანი სელმების გვარიდან. მკის დარბაზის ლორდის,
სერ ლაიონელ სელმის პირმშო. იყო სერ მანფრედ სუანის საჭურ-
ველთმტვირთველი. ეწოდა „მამაცი“, ათი წლის ასაკში – როცა ნათ-
ხოვარი აბჯარი ჩაიცვა და შავი ნავსადგურის ტურნირზე იდუმალ რა-
ინდად გამოჩნდა, სადაც იგი დაამარცხა და ნიღაბი ჩამოხსნა დუნ-
კანმა, ნემსიყლაპიების პრინცმა. თექვსმეტი წლისა მეფე ეაგონ
ტარგარიენმა აკურთხა რაინდად მას მერე, რაც მეფის საბიჯელის
ზამთრის ტურნირზე, კვლავ იდუმალ რაინდად მოსულმა, გმირუ-
ლად იასპარეზა და დაამარცხა პრინცი დუნკან პატარა და სერ დუნ-
კან მაღალი, მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური. ორთაბრძოლაში
მოკლა მაელის ურჩხული, ტახტის მაძიებელი ბლექფაირებისგან
უკანასკნელი, ცხრაგროშიანი მეფეების ომისას. დაამარცხა ლორ-
მელ გრძელშუბა და სედრიკ სტორმი, ბრინჯაოს კარის ბუში. ლორდ
სტეფონის მიერ გრიგალის კიდეზე გამართული ტურნირის ფალავა-
ნი გახდა, სადაც ცხენებიდან ჩამოყარა ლორდი რობერტ ბარათე-
ონი, პრინცი ობერინ მარტელი, ლორდი ლეიტონ ჰაიტაუერი, ლორ-
დი ჯონ კონინგტონი, ლორდი იასონ მალისტერი და პრინცი რე-
იგარ. ტარგარიენი. ისრით, შუბით და ხმლით დაიჭრა სამკბილას
ბრძოლაში, სადაც თავისი შეფიცული ძმებისა და დრაკონის ქვის
პრინც რეიგარის მხარდამხარ იბრძოდა. მეფე რობერტ ბარათეონ-
მა შეიწყალა და მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაურად დაასახელა. იყო
იმ საპატიო დაცვის წევრი, რომელმაც ლედი სერსეი ლანისტერი მე-
ფის საბიჯელში მოაბრძანა მეფე რობერტთან დასაქორწინებლად.
1253
ბეილონ გრეიჯოის ამბოხისას ძველ ვიკზე შეტევას სარდლობდა.
გახდა მეფის საბიჯელში გამართული ტურნირის ფალავანი, როდე-
საც 57, წლის იყო. სამსახურიდან დაითხოვა მეფე ჯოფრი I ბარათე-
ონმა 61 წლის ასაკში, მისი ხნიერების მიზეზით.
სერ ბარისტანის საქმეების ადრინდელი ჩანაწერები სერ გე-
როლდ ჰაიტაუერს გაეკეთებინა მსხვილი, ძლიერი ხელწერით. თა-
ვად სელმის უფრო წვრილი და მოხდენილი ნაწერი სამკბილაზე
დაჭრის ამბით იწყებოდა.
ამასთან შედარებით ჯეიმის გვერდი მწირი იყო.
სერ ჯეიმი ლანისტერების გვარიდან. კასტერლის კლდის ლორდ
ტაივინისა და ლედი ჯოანას პირმშო ძე. მეფისტყის საძმოს წინააღ-
მდეგ ბრძოლისას ლორდ სამნერ კრეიკჰოლის საჭურველთმტვირ-
თველად მსახურობდა. 15 წლის ასაკში რაინდად აკურთხა მეფის ქე-
შიკმა სერ არტურ დეინიმ, ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცის
გამო. 15 წლისა მეფის ქეშიკად გამოირჩია მეფე ეირის II ტარგარი-
ენმა. მეფის საბიჯელის რბევის დროს მოკლა მეფე ეირის ტარგარიე-
ნი რკინის ტახტის ძირას. ამის მერე იწოდება „მეფისმკვლელად“.
მეფე რობერტ I ბარათეონმა დანაშაული შეუნდო. იყო იმ საპატიო
დაცვის წევრი, რომელმაც ლედი სერსეი ლანისტერი მეფის საბი-
ჯელში მოაბრძანა მეფე რობერტთან დასაქორწინებლად. ამ ქორწი-
ნების საპატივცემულოდ მეფის საბიჯელში გამართული ტურნირის
ფალავანი გახდა. ამგვარად შეჯამებული მისი ცხოვრება ღატაკი და
წვრილმანი რამ ჩანდა. სერ ბარისტანს მისი სხვა სატურნირო გა-
მარჯვებების მოხსენიება ხომ მაინც შეეძლო. სერ გეროლდსაც რა
მოუვიდოდა, ორიოდ სიტყვით რომ ეამბა, თუ რა ჩაიდინა ჯეიმიმ,
როცა სერ არტურმა მეფისტყის საძმო გაანადგურა. მან ლორდი სამ-
ნერი სიკვდილს გადაარჩინა, როცა მუცელა ბენი თავის გახეთქვას
უპირებდა – თუმცა ყაჩაღი კი გაექცა. და გაუძლო თავად ღიმილა
1254
რაინდთან ორთაბრძოლას, თუმცა საბოლოოდ იგი სერ არტურმა
მოკლა. ო, რა შერკინება იყო, რა მტერი! ღიმილა რაინდი სრულიად
შეშლილი ვინმე იყო, რაინდობა და სისასტიკე ერთმანეთს შერ-
წყმოდა მის არსებაში, მაგრამ შიში რა იყო, არ იცოდა. დეინი კი,
განთიადით ხელში... ბოლოს ყაჩაღის ორლესული ისე დაიკბილა,
რომ სერ არტური შეჩერდა და ახალი ხმლის აღების ნება დართო.
„ეგ შენი თეთრი ხმალი მინდა, სხვა კი არა“, უთხრა ყაჩაღმა რაინ-
დმა, ბრძოლა რომ განაახლეს, თუმცა ამ დროს უკვე ათამდე ჭრი-
ლობიდან სდიოდა სისხლი. „ჰოდა, მიიღებ კიდეც“, მიუგო აისის მახ-
ვილმა და ბოლოც მოუღო. მაშინ სამყარო უფრო მარტივი იყოო, გა-
იფიქრა ჯეიმიმ, და კაცებიც, ხმლების დარად, უფრო ნატიფი ფოლა-
დით იყვნენ ნაჭედი. თუ ასე იმიტომ ეგონა, რომ მხოლოდ თხუთმე-
ტისა იყო? ახლა ყველანი საფლავებში წვანან: აისის მახვილი და
ღიმილა რაინდი, თეთრი ბუღა და პრინცი ლევინი, სერ ოსველ ვენ-
ტი თავისი პირქუში იუმორით, ფიცხელი იონ დარი, საიმონ ტოინი
და მისი მეფისტყის საძმო, პირშიმთქმელი ბებერი სამნერ კრეიკჰო-
ლი. და მეც, ის ბიჭი, მე ვინც ვიყავი... ნეტავ, ის როდისღა მოკვდა?
როცა თეთრი მოსასხამი მოვიცვი? როცა ეირისს ყელი გამოვჭერი?
იმ ბიჭს სურდა, სერ არტურ დეინი გამხდარიყო, მაგრამ სადღაც, შუა
გზაზე, მის ნაცვლად ღიმილა რაინდად იქცა.
კარის გაღების ხმა რომ გაიგო, თეთრი წიგნი დახურა და წამოდ-
გა, თავის შეფიცულ ძმებს რომ შეჰგებებოდა. პირველი სერ ოსმუნდ
კეტლბლექი შემოვიდა. მან ჯეიმის ფართოდ შეჰღიმა, თითქოს ძვე-
ლი თანამებრძოლები ყოფილიყვნენ.
– სერ ჯეიმი, იმ საღამოს ასეთი შესახედი რომ ყოფილიყავი, მა-
შინვე გიცნობდი. – მიცნობდი, რო? – ჯეიმი სულ არ იყო დარწმუნე-
ბული. მსახურებმა დაბანეს, გაპარსეს, თმა დაუბანეს და დაუვარ-
ცხნეს. სარკეში რომ ჩაიხედა, ის კაცი აღარ დაუნახავს, რომელიც
1255
მდინარეთში მგზავრობდა ბრიენთან ერთად... მაგრამ არც თავის-
თავი უცვნია. სახე გამხდარი და ლოყებჩაცვენილი ჰქონდა, თვალე-
ბის ქვეშ ნაოჭები გასჩენოდა. ვიღაც ბერიკაცს ვგავარ.
– შენს ადგილთან დადექი, სერ.
კეტლბლექი დამორჩილდა. დანარჩენი ნაფიცი ძმები სათითაოდ
შემოემატნენ. – რაინდებო, – ოფიციალურად მიმართა მათ ჯეიმიმ,
როცა ხუთივე შეგროვდა, – მეფეს ვინ იცავს?
– ჩემი ძმები სერ ოსნი და სერ ოსფრიდი, – მიუგო სერ ოსმუნ-
დმა.
– და ჩემი ძმა სერ გარლანი, – თქვა ყვავილების რაინდმა.
– მას ხიფათს არ მიაკარებენ?
– არა, მილორდ.
– მაშ, დასხედით, – ეს სიტყვა-პასუხი რიტუალი იყო. სანამ შვიდ-
ნი ერთად დასხდებოდნენ, მათ მეფის უსაფრთხოება უნდა უზრუნვე-
ლეყოთ.
სერ ბოროსი და სერ მერინი მარჯვნივ მიუსხდნენ, მათ შორის ცა-
რიელი სკამი რჩებოდა სერ ერის ოუკჰარტისთვის, რომელიც ამჟა-
მად დორნში იმყოფებოდა. სერ ოსმუნდი, სერ ბეილონი და სერ ლო-
რასი მარცხენა სკამებზე მოთავსდნენ. ძველები და ახლები. ნეტავ,
ეს რამეს თუ ნიშნავს. ისტორიას ახსოვდა დრო, როცა მეფის ქეშიკ-
თა შორის შუღლი ჩამოვარდნილა, მათ შორის ყველაზე ცნობილი
და სავალალო განხეთქილება დრაკონების ცეკვის დროს მოხდა.
ახლაც ამის შიში ხომ არ უნდა ჰქონოდა?
უჩვეულოდ გრძნობდა თავს, ლორდ-მეთაურის ადგილზე რომ
იჯდა – ადგილზე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ბარისტან
მამაცს ეკავა. მით უფრო უჩვეულოა აქ ხეიბრად ჯდომა. და მაინც,
ახლა ეს მისი სკამი და მისი ქეშიკთა საძმო იყო – ან უკვე ტომენის
შვიდი მცველი.
1256
ჯეიმის მერინ ტრანტთან და ბოროს ბლაუნტთან ერთად მრავა-
ლი წელი ჰქონდა ნამსახურები. რიგიანი მებრძოლები არიან, მაგ-
რამ ტრანტი ქვეშქვეშა და სასტიკი იყო, ბლაუნტი კი – ბაქია და თავ-
მომწონე. სერ ბეილონ სუანი უფრო შეეფერებოდა თავის მოსას-
ხამს, და, რასაკვირველია, ყვავილების რაინდი სავარაუდოდ რაინ-
დობის ნამდვილი განსახიერება იყო. მეხუთე რაინდს, ამ ვიღაც ოს-
მუნდ კეტლბლექს ჯეიმი არ იცნობდა.
ნეტავ, სერ არტურ დეინი რას იტყოდა ამ კრებულზე. „როგორ
მოხდა, რომ მეფის ქეშიკების საძმო ასე მდაბლად დაეცა“ – ალბათ,
ამას. მე კი ალბათ სხვა გზა არ მექნებოდა, უნდა მიმეგო: „ეს ჩემი
ბრალია. კარი მე გავაღე და არაფერი ვიღონე, როდესაც ქვეწარმავ-
ლებმა იწყეს შემოძრომა“.
– მეფე მოკვდა, – წამოიწყო მან ლაპარაკი, – ჩემი დის შვილი,
ცამეტი წლის ბიჭი, საკუთარ საქორწილო ლხინზე მოკლეს, მის სა-
კუთარ დარბაზში. ხუთივე თქვენგანი იქ იყო. ხუთივენი მას იცავ-
დით. და მაინც, ის მკვდარია, – შეიცადა, რომ მოესმინა, რას იტყოდ-
ნენ ამაზე, მაგრამ ხმის დაძვრაც კი არავის დაუპირებია. ჭაბუკი ტა-
ირელი ბრაზობს, ბეილონ სუანი კი დარცხვენილიაო, ატყობდა. და-
ნარჩენ სამში მხოლოდ განურჩევლობას გრძნობდა, – ეს ჩემმა ძმამ
ქნა? – ჰკითხა მათ პირდაპირ, – ჩემი დისშვილი ტირიონმა მოწამ-
ლა?
სერ ბეილონი უხერხულად შეწრიალდა. სერ ბოროსმა მუშტი
შეკრა. სერ ოსმუნდმა ზანტად აიჩეჩა მხრები. საბოლოოდ ხმა მერინ
ტრანტმა ამოიღო.
– ჯოფრის თასი მან შეავსო ღვინით. ალბათ, საწამლავიც მაშინ
ჩააგდო.
– ნამდვილად ღვინო იყო მოწამლული?

1257
– სხვა რა? – წარმოთქვა სერ ბოროს ბლაუნტმა, – ჭინკამ ნარ-
ჩენი იატაკზე დააქცია. რაში სჭირდებოდა, თუ ეს ღვინო მისთვის
სამხილი არ იყო?
– იცოდა, ღვინო მოწამლული რომ იყო, – თქვა სერ მერინმა.
სერ ბეილონ სუანი შეიჭმუხნა.
– შემაღლებულზე მხოლოდ ჭინკა არ მდგარა. მათ გარშემო უამ-
რავი ხალხი ირეოდა. უკვე შუა ნადიმი იყო, სტუმრები დგებოდნენ
და მიმოდიოდნენ, ადგილებს იცვლიდნენ, საპირფარეშოში გადი-
ოდნენ, მსახურებიც მიდი-მოდიოდნენ... მეფემ და დედოფალმა ის
იყო, საქორწილო ღვეზელი გაჭრეს, ყველა მათ და იმ სამგზის წყე-
ულ მტრედებს მიაჩერდა. ღვინის თასს ზედაც არავინ უყურებდა.
– კიდევ ვინ იყო შემაღლებაზე? – იკითხა ჯეიმიმ.
– მეფისა და პატარძლის ოჯახები, გრანდ-მაისტერი პაიცელი,
არქისეპტონი... მიუგო სერ მერინმა.
– აი, ვინ მოწამლავდა, – აგდებულად გაიღიმა სერ ოსვალდმა,
– ეგ ბერიკაცი რაღაც ნამეტან წმინდანობას აწვება. არასოდეს მომ-
დიოდა თვალში, – და გაიცინა. – არა, – ყვავილების რაინდს სულაც
არ ეცინებოდა, – საწამლავი სანსა სტარკმა ჩაუგდო. ყველას გავიწ-
ყდებათ, რომ იმ თასიდან ჩემი დაც სვამდა. იმ სარბაზში სანსა სტარ-
კი იყო ერთადერთი, ვისაც მიზეზი ჰქონდა, მარჯერის სიკვდილი ენ-
დომა – ისევე, როგორც მეფისა. საქორწილო თასს თუ მოწამლავ-
და, შეიძლებოდა, ორივე მოეწამლა. ან კი რატომ გაიქცეოდა, დამ-
ნაშავე თუ არ იყო?
ბიჭი რასაც ამბობს, ჭკუასთან ახლოა. ტირიონი მართლაც შეიძ-
ლება, უდანაშაულო იყოს. მაგრამ გოგონას კვალიც ჯერ ვერავის
ეპოვა. იქნებ, ეს თავად ჯეიმიმ უნდა ითავოს? უპირველესად, კარგი
იქნებოდა, გაეგო, ციხესიმაგრიდან როგორ გააღწია. ამაზე ვარისს
შეიძლება, რაღაც მოსაზრებები ჰქონოდა. წითელ ციხეს საჭურისზე
1258
უკეთ არავინ იცნობდა.
მაგრამ ეს ჯერჯერობით შეგვიძლია, გადავდოთ. ამწუთას ჯეიმის
უფრო გადაუდებელი საქმეებიც ჰქონდა. შენ ამბობ, რომ მეფის ქე-
შიკთა ლორდ-მეთაური ხარო, უთხრა მამამ. ეს ხუთნი არ არიან ის
ძმები, მე რომლებსაც ავირჩევდი, მაგრამ სხვები არ მყავს. დროა,
უჩვენოს, ვინაა მათი უფროსი.
– ვისაც არ უნდა ჩაედინა, – უთხრა მათ, – ჯოფრი მკვდარია,
რკინის ტახტი კი ახლა ტომენს ეკუთვნის. ვაპირებ, მანამდე იჯდეს
მასზე, სანამ თმა გაუთეთრდება და კბილები დასცვივდება. ოღონდ
საწამლავის გამო არა, – ჯეიმი სერ ბოროს ბლაუნტს მიუბრუნდა.
იგი ბოლო წლებში მოსუქებულიყო, თუმცა მისი მსხვილი ძვალი
ამას ჯერ კიდევ იტანდა, – სერ ბოროს, ჩანს, ჭამა გიყვარს. ამიერი-
დან გასინჯავ ყველაფერს, რასაც კი ტომენი სვამს ან ჭამს.
სერ ოსმუნდ კეტლბლექმა გადაიხარხარა, ყვავილების რაინდმა
გაიღიმა, სერ ბოროსს კი ჭარხლის ფერი დაედო.
– მე ჭაშნაგირი კი არ ვარ! მეფის ქეშიკი რაინდი ვარ!
– სამწუხაროდ, მართლაც ასეა, – სერსეის მისთვის თეთრი მო-
სასხამი არ უნდა გაეხადა. მაგრამ მათმა მამამ მისი დაბრუნებით
თავლაფდასხმა მხოლოდ გაამძაფრა, – ჩემმა დამ მიამბო, რა და-
უფიქრებლად ჩააბარე ტომენი ტირიონის ქირით მებრძოლებს. იმე-
დი მაქვს, სტაფილო და ბარდა ისე საშიში არ მოგეჩვენება. როდე-
საც შენი შეფიცული ძმები ეზოში ხმლით და ფარით ივარჯიშებენ,
შენ შეგეძლება, კოვზით და თეფშით ივარჯიშო. ტომენს ვაშლის ნამ-
ცხვრები უყვარს. შეეცადე, არც ერთმა ქირით მებრძოლმა არ შეძ-
ლოს მათი აწაპვნა.
– ამას შენ მეუბნები? შენ?
– მანამ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ტომენს ტყვედ ჩააბარებდი.
– როგორც შენ მოკვდი ეირისის დაცვისას, არა? – სერ ბოროსი
1259
წამოხტა და ხმლის ტარზე იტაცა ხელი, – მე არ... ამას არ მოვითმენ.
ჭაშნაგირი შენ თვითონ იყავი, ჯობია. ხეიბარი კაცი სხვა რაში გა-
მოდგება?
ჯეიმიმ გაიღიმა.
– გეთანხმები, მეც შენსავით შეუფერებელი მცველი ვარ მეფის-
თვის. მაშ, იშიშვლე ეგ ხმალი, ხელს რომ უთათუნებ, და ვნახოთ,
რის მაქნისია შენი ორი ხელი ჩემი ერთის წინააღმდეგ. საბოლოოდ
რომელიმე ჩვენგანი მოკვდება, რაც მეფის ქეშიკთა საძმოს მხო-
ლოდ გააუმჯობესებს, – ჯეიმი წამოდგა, – ან, თუ გირჩევია, შენს მო-
ვალეობას მიხედე.
– ფუი! – სერ ბოროსმა მწვანე ნახველი ამოიღო, ჯეიმის ფეხებ-
თან დააფურთხა და ისე გავიდა, ხმალი არ ამოუგია.
რა კარგია, რომ მშიშარაა. მართალია, სქელია, ხანში შევიდა და
საშუალოზე უკეთესი მებრძოლი არასოდეს ყოფილა, სერ ბოროსს
მაინც შეეძლო, სისხლიან ნაკუწებად ვექციე. მაგრამ სერ ბოროსმა
ეს არ იცოდა და არც სხვებს უნდა გაეგოთ. მათ ეშინიათ იმ კაცის,
რომელიც ვიყავი. ის კაცი, რაც ახლა ვარ, მხოლოდ შეებრალებათ.
ჯეიმი ისევ დაჯდა და კეტლბლექს მიუბრუნდა.
– სერ ოსმუნდ. მე შენ არ გიცნობ. ეს უცნაური მეჩვენება. მე ვყო-
ფილვარ ტურნირებში, ხელჩართულ ბრძოლებში, ომებში მთელი
შვიდი სამეფოს მიწებზე. ვიცნობ ყოველ ზღუდის რაინდს, თავისუ-
ფალ მხედარს თუ რამის მაქნის გაყოყოჩებულ საჭურველთმტვირ-
თველს, ვისაც კი ოდესმე ტურნირზე შუბის მომარჯვება დაუპირებია.
მაშ, როგორ მოხდა, რომ შენზე არასოდეს არაფერი მსმენია, სერ
ოსმუნდ?
– ვერ გეტყვი, მილორდ, – ამ სერ ოსმუნდს სახეზე ფართო ღიმი-
ლი გადაჰფენოდა, თითქოს ის და ჯეიმი რაღაც ონავრულ თამაშს

1260
თამაშობდნენ, როგორც ძველი თანამებრძოლები, – თუმცა მე ჯა-
რისკაცი ვარ, ტურნირების რაინდი კი არა. – სად მსახურობდი, სა-
ნამ ჩემი და გიპოვიდა?
– ხან იქ, ხან აქ, მილორდ.
– მე ნამყოფი ვარ ძველქალაქში სამხრეთით და ვინტერფელში
ჩრდილოეთით. დასავლეთით ლანისპორტში ჩავსულვარ და აღმო-
სავლეთით – მეფის საბიჯელში. მაგრამ იქ არ მოვხვედრილვარ.
არც აქ, – რაკი თითი არ ჰქონდა, ჯეიმიმ სერ ოსმუნდის კაუჭა
ცხვირს ხელის გადანაჭერი მიაშვირა, – მეტად აღარ გკითხავ. სად
მსახურობდი?
– საფეხურა ქვებზე. ცოტაც – სადავო მიწებზე. იქ მუდამ ბრძო-
ლებია. ჩაუქების რაზმში ვიბრძოდი. ლისისთვის გვიბრძოლია, ცო-
ტაც – ტიროშისთვის.
იბრძოდი ყველასთვის, ვინც კი გადაგიხდიდა.
– რაინდი როგორ გახდი?
– ბრძოლის ველზე.
– ვინ გაკურთხა?
– სერ რობერტ... სტოუნმა. ან გარდაცვლილმა, მილორდ.
– რატომღაც. – სერ რობერტ სტოუნი შესაძლოა, ვიღაც ბუში იყო
ველზე, ქირით რომ იბრძოდა სადავო მიწებზე. მეორე მხრივ, შეიძ-
ლება, იგი უბრალოდ სერ ოსმუნდმა შეაკოწიწა მკვდარი მეფის სა-
ხელით და არაფრის მთქმელი გვარით, რომლის დასახელებაც
(სტოუნი-ქვა) ციხის გალავანს აგონებდა. რას ფიქრობდა სერსეი,
ამისთანას თეთრი მოსასხამი რომ მისცა?
კეტლბლექს, იმედია, ხმლის და ფარის მოხმარება მაინც ეცოდი-
ნებოდა. ქირით მებრძოლები, როგორც წესი, დიდად ღირსეული კა-
ცები არასოდეს იყვნენ, მაგრამ ცოცხლად გადასარჩენად იარაღის
ტრიალში გაწაფვა სჭირდებოდათ.
1261
– კეთილი და პატიოსანი, სერ, – უთხრა ჯეიმიმ, – შეგიძლია, წახ-
ვიდე.
მას სახეზე ისევ ღიმილი გადაეფინა და ბრექით გავიდა კარში.
– სერ მერინ, – ჯეიმიმ გაუღიმა მოღუშულ, წითურთმიან რაინდს,
თვალებქვეშ ტომრები რომ ჩამოჰკიდებოდა, – მსმენია, ჯოფრი სან-
სა სტარკს შენი ხელით სჯიდა, – ცალი ხელით მიუტრიალა თეთრი
წიგნი, – აი, მიჩვენე, სად წერია ჩვენს ფიცში, რომ ქალებს და ბავ-
შვებს ვურტყამთ.
– იმას ვაკეთებდი, რასაც მისი მოწყალება მიბრძანებდა. მორჩი-
ლების ფიცი გვაქვს დადებული.
– აწი ეგ მორჩილება მცირედ დაიოკე. ჩემი და დედოფალი-რე-
გენტია. მამაჩემი მეფის მარჯვენაა. მე მეფის ქეშიკთა ლორდ-მე-
თაური ვარ. ჩვენ დაგვემორჩილე ხოლმე. სხვას არავის.
სერ მერინს სახეზე ჯიუტი გამოხედვა აღებეჭდა.
– იმას მეუბნები, მეფეს არ დავემორჩილო?
– მეფე რვა წლისაა. ჩვენი უპირველესი ვალი მისი დაცვაა, ეს
ნიშნავს, რომ საკუთარი თავისგანაც უნდა დავიცვათ. მუზარადში
შეკვეხებული ეგ უშნო გოგრა გამოიყენე ხოლმე. თუ ტომენმა მოგ-
თხოვა, ცხენი შემიკაზმეო, დაუჯერე. თუ გეტყვის, მოკალი ჩემი ცხე-
ნიო, მე შემატყობინე.
– დიახ. როგორც მიბრძანებ, მილორდ.
– თავისუფალი ხარ.
სერ მერინი რომ გავიდა, ჯეიმი სერ ბეილონ სუანს მიუბრუნდა.
– სერ ბეილონ, სარაინდო შერკინებისას ბევრჯერ მინახავხარ
და ხელჩართულ ბრძოლებში შენ გვერდითაც მიბრძოლია და შენ
წინააღმდეგაც. მითხრეს, რომ მრავალჯერ გამოიჩინე თავი შავწყა-
ლას ბრძოლაში. მეფის ქეშიკთა საძმოსთვის პატივია შენი შემოერ-
თება.
1262
– ეს ჩემთვისაა პატივი, მილორდ, – ფრთხილად გაეპასუხა სერ
ბოროსი.
– შენთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. ერთგულად გვემსახურე,
მართალია... მაგრამ ვარისი მეუბნება, რომ შენი ძმა რენლისთან
იყო, მერე – სტანისთან, ამასობაში კი მამაშენმა გადაწყვიტა, სუ-
ლაც არ მოეწოდებინა თავისი მებაირაღეებისთვის და მთელი ომის
განმავლობაში ქვისზარადის გალავნის უკან იმალებოდა.
– მამაჩემი მოხუცი კაცია, მილორდ. ორმოცს კარგა ხანია, გა-
დასცდა. მისი ბრძოლის დღეებმა უკვე ჩაიარა.
– და შენი ძმა?
– დონელი ბრძოლაში დაიჭრა და სერ ელვუდ ჰარტს დანებდა.
ამის შემდგომ ის გამოისყიდეს და იგი მეფე ჯოფრის შეუდგა, მრავა-
ლი სხვა ტყვის მსგავსად. – ეგრე იყო, – თქვა ჯეიმიმ, – მაგრამ მა-
ინც... რენლი, სტანისი, ჯოფრი, ტომენი... ბეილონ გრეიჯოი და რობ
სტარკი როგორ გამორჩა? მაშინ მთელ სახელმწიფოში პირველი
რაინდი იქნებოდა, ვინც ექვსივე მეფეს შეჰფიცა ერთგულება.
სერ ბეილონს ცხადად ეტყობოდა შეცბუნება.
– დონელი ცდებოდა, მაგრამ ახლა იგი ტომენის ერთგულია.
სიტყვას გაძლევ. – მე სერ დონელ ურყევი კი არ მანაღვლებს, არა-
მედ შენ, – ჯეიმი წინ გადაიხარა, – რას იზამ, მამაცმა სერ დონელმა
მორიგ უზურპატორს რომ მიუძღვნას თავისი ხმალი და ერთ დღესაც
სატახტო დარბაზში შემოიჭრას ბრძოლით? იქ კი შენ იდგე, შენს მე-
ფესა და შენს ძმას შორის – რას იზამ მაშინ?
– მე... მილორდ, ეს არასოდეს მოხდება.
– მე ეგ მომივიდა, – უთხრა ჯეიმიმ.
სუანმა შუბლი თეთრი ტუნიკის სახელოთი შეიმშრალა.
– ვერ მპასუხობ?
– მილორდ, – სერ სუანი წამოდგა, – ჩემს ხმალს, ჩემს ღირსებას
1263
მამაჩემის სახელს ვფიცავ... შენსავით არ მოვიქცევი.
ჯეიმის გაეცინა.
– კეთილი. შეუდექი შენს მოვალეობებს... და სერ დონელს უთ-
ხარი, თავის გერბს ფლუგერი მიახატოს.
ამის მერე მარტო დარჩა ყვავილების რაინდთან.
ხმალივით წერწეტა, მოქნილ და მოხდენილ სერ ლორას ტაი-
რელს ქათქათა ტილოს ტუნიკა და თეთრი შალის ბრიჯი ეცვა, წელზე
ოქროს ქამარი შემოერტყა, წმინდა აბრეშუმის მოსასხამიც ოქროს
ვარდით ჰქონდა შებნეული. თმები რბილ ყავისფერ ხვეულებად ეყა-
რა, თვალებიც ყავისფერი და კადნიერებით ანთებული ჰქონდა. თა-
ვი ტურნირზე ჰგონია და ფიქრობს, ეს-ესაა, საასპარეზოდ გამოიძა-
ხეს. – ჩვიდმეტი წლისა და უკვე მეფის ქეშიკი რაინდი-ხარ, – უთხრა
ჯეიმიმ, – ალბათ, ამაყობ ამით. პრინცი ეაგონ დრაკონის რაინდიც
ჩვიდმეტის იყო, რომ გამოარჩიეს. იცოდი?
– დიახ, მილორდ.
– ისიც იცოდი, მე თხუთმეტის რომ დამასახელეს?
– ესეც, მილორდ, – ჭაბუკმა გაიღიმა.
ჯეიმის სძაგდა ეს ღიმილი.
– შენ გჯობდი, სერ ლორას. უფრო მაღალიც ვიყავი, უფრო ძლი-
ერიც და უფრო სწრაფიც.
– ახლა კი უფრო ხნიერი ხარ, – უთხრა ბიჭმა, – მილორდ.
ჯეიმის გაეცინა. რა სისულელეს სჩადიოდა. ტირიონი მასხრად
ამიგდებდა, რომ გაეგონა, როგორ ვატოლებ ჭუჭუს ამ ცხვირმოუხო-
ცავთან.
– უფრო ხნიერი და უფრო ბრძენი, სერ. ურიგო არ იქნებოდა,
გესწავლა ჩემგან. – როგორც შენ სწავლობდი სერ ბოროსისგან და
სერ მერინისგან?
ისარი მიზანს ძლიერ ახლოს მოხვდა.
1264
– მე თეთრი ბუღასგან და ბარისტან მამაცისგან ვსწავლობდი, –
შეუტია ჯეიმიმ, – აისის მახვილ სერ არტურ დეინისგან, ვისაც შეეძ-
ლო, თქვენ ხუთივე მარცხენა ხელით დაეხოცეთ, მარჯვენით კი ამა-
სობაში ხვანჯარი გაეხსნა მოსაფსმელად. ვსწავლობდი პრინც ლე-
ვინ დორნელისა და სერ ოსველ ვენტისგან, სერ ჯონოთორ დარის-
გან – ყველა უნაკლო მეომარი იყო.
– ყველა მკვდარი მეომარია, ახლა.
ის ხომ მე ვარო, უცებ მიხვდა ჯეიმი. საკუთარ თავს ველაპარაკე-
ბი, ისეთს, როგორიც ვიყავი – თავიდან ფეხებამდე თავდაჯერებული
ქედმაღლობა და ფუყე რაინდობა. აი, რა მოგდის, როცა ძალიან
ახალგაზრდა ძალიან მაგარი ხარ.
როგორც ხმალაობისას, ზოგჯერ საუბრისასაც ჯობია, სხვა ილე-
თი იხმარო.
– ამბობენ, ბრძოლაში შეუდარებელი ყოფილხარ... ლამის ისე-
თივე ბრწყინვალე, როგორც შენ გვერდით მებრძოლი ლორდ რენ-
ლის აჩრდილი. შეფიცული ძმა თავის ლორდ-მეთაურს არაფერს
უმალავს. მითხარი, სერ, ვის ეცვა რენლის აბჯარი? წამით სერ ლო-
რასს ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი, პასუხის გაცემას იუარებსო,
მაგრამ მერე თავისი ფიცი გაახსენდა.
– ჩემს ძმას, – თქვა მოღუშულმა, – რენლი ჩემზე მაღალი და ბე-
ჭებში უფრო გაშლილი იყო. მისი აბჯარი მე ზედმეტად ხალვათად
მადგა, გარლანს კი კარგად მოუვიდა. – ეს მასკარადი შენ მოიფიქ-
რე თუ იმან?
– ლორდმა ნეკამ შემოგვთავაზა. ასე თქვა, ეს სტანისის უმეცარ
ჯარისკაცებს თავზარს დასცემსო.
– მართალიც თქვა, – ჯარისკაცების გარდა, ზოგ რაინდსაც და
ლორდსაც, – რა გინდა, მომღერლებს ლექსების თემა მიეცით, ამის
გამო ვერ დაგძრახავთ. რენლის რა უყავი?
1265
– ჩემი ხელით მივაბარე სამარეს, იმ ადგილას, რომელიც ადრე-
ვე ჰქონდა ნაჩვენები, ჯერ კიდევ იმ დროს, გრიგალის კიდეზე საჭურ-
ველთმტვირთველად რომ ვიყავი, – მან ჯეიმის გამომწვევად გაუს-
წორა თვალი, – მეფე ტომენს მთელი ძალითა და ღონით დავიცავ,
ვფიცავ ამას. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარს დავთმობ,
თუ საჭირო გახდა. მაგრამ რენლის არასოდეს ვუღალატებ არც სიტ-
ყვით, არც საქმით. ის ნამდვილი მეფე იყო. ამათ ყველას ჯობდა.
ჩაცმულობით ალბათ მართლაც ჯობდა, გაიფიქრა ჯეიმიმ, მაგ-
რამ ამჯერად აღარ უთქვამს. სერ ლორასს უმალ ჩამოეცალა მთელი
ქედმაღლობა, როგორც კი რენლიზე ალაპარაკდა. გულწრფელად
პასუხობდა. ამპარტავანი, წინდაუხედავი და დაუღვინებელია, მაგ-
რამ მასში სიცრუე არ არის. ჯერ არ არის.
– როგორც იტყვი. ერთიც, და შეგიძლია, შენს მოვალეობებს მი-
უბრუნდე.
– დიახ, მილორდ.
– ბრიენ ტართელი ჯერაც კოშკის საკანში მყავს დამწყვდეული.
ბიჭს ბაგე დაეძაბა.
– დილეგი უფრო მოუხდებოდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ მაგას იმსახურებს?
– სიკვდილს იმსახურებს. ვუთხარი რენლის, ცისარტყელა-მცვე-
ლებს შორის ქალის ადგილი არ არის-მეთქი. ბრძოლა ხრიკით მო-
იგო.
– იცი, ერთი რაინდი მახსენდება, ხრიკები იმასაც უყვარდა. ერ-
თხელ ახურებულ ფაშატზე მჯდარი გამოვიდა ზნიან ულაყზე ამხედ-
რებული მტრის წინააღმდეგ. ბრიენმა რა ხრიკი იხმარა?
სერ ლორასი წამოწითლდა.
– ის გადმოხტა... რა მნიშვნელობა აქვს. გაიმარჯვა, მაგას ვერ
დაუკარგავ. მისმა მოწყალებამ ცისარტყელა მოსასხამი მოაცვა.
1266
ქალმა კი მოკლა იგი, ან დაუშვა მისი სიკვდილი.
– ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა.
იგივე, რაც ჩემს დანაშაულსა და ბოროს ბლაუნტის სირცხვილს
შორის ძევს. – მისი დაცვის ფიცი ჰქონდა დადებული. სერ ემონ ქაიმ,
სერ რობარ როისმა, სერ პარმენ კრეინმა – ამათ ყველამ დადეს ფი-
ცი. როგორ შეიძლებოდა, ვინმე სხვას რენლისთვის რამე დაეშავე-
ბინა, როცა მის კარავში მხოლოდ ბრიენი იყო, სხვები კი – იქვე, გა-
რეთ? თუ შეთქმულები არ იყვნენ.
– საქორწილო ლხინზე ხუთნი იყავით, – შენიშნა ჯეიმიმ, – რო-
გორ მოკვდა ჯოფრი? თუ შეთქმულები არ ყოფილხართ?
სერ ლორასს ბეჭები დაეძაგრა.
– ჩვენ ვერაფერს ვიღონებდით.
– გოგოც იმავეს ამბობს. რენლის ისიც შენსავით დასტირის. და-
მიჯერე, მე ეირისი არასოდეს მიგლოვია. ბრიენი უშნოა და ვირივით
ჯიუტია. მაგრამ ტყუილების სამყოფი ტვინი არ გააჩნია და უგუნურე-
ბამდე ერთგულია. მან დაიფიცა, რომ მეფის საბიჯელში მომიყვან-
და, ჰოდა, აგერ ვარ. ხელი რომ დავკარგე... ეს ჩემი ბრალიც ისევე
იყო, როგორც მისი. თუ გავიხსენებ, რაებს აკეთებდა ჩემს დასაცა-
ვად, ეჭვიც არ მეპარება, რენლისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებ-
და, რომ შესძლებოდა. მაგრამ როგორ შეებრძოლები აჩრდილს? –
ჯეიმიმ თავი გაიქნია, – იშიშვლე ხმალი, სერ ლორას. მიჩვენე, რო-
გორ აჩეხავდი აჩრდილს. სიამოვნებით ვნახავ.
სერ ლორასი არც წამოწეულა.
– ხომ გაიქცა, – თქვა მან, – ბრიენმა და კეტლინ სტარკმა მისსა-
ვე სისხლის გუბეში მიატოვეს იგი და გაიქცნენ. რატომ გარბოდნენ,
თუ ეს მათ არ ჩაიდინეს? – მაგიდას დასჩერებოდა, – რენლიმ მეწი-
ნავე რაზმი ჩამაბარა. თორემ მე ვიქნებოდი, ვინც იმ საღამოს აბ-
ჯრის მორგებაში დაეხმარებოდა. ხშირად მე მაკისრებდა ხოლმე
1267
ამას. ჩვენ... იმ საღამოს ერთად ვილოცეთ. მერე იმ ქალთან დავტო-
ვე. სერ პარმენი და სერ ემონი კარავს იცავდნენ, სერ რობარ რო-
ისიც იქ იყო. სერ ემონი იფიცებოდა, რომ ბრიენმა... თუმცა...
– რა? – წააქეზა ჯეიმიმ, მის კილოში დაეჭვება რომ შეამჩნია.
– აბჯრის საყელო მთლად გადაჭრილი იყო. ერთმა, სუფთა დარ-
ტყმამ ფოლადის საყელოში გაატანა. რენლის აბჯარი საუკეთესო,
უმტკიცესი ფოლადისა იყო. გოგომ ეს როგორ ქნა? თავად ვცადე და
ვერ შევძელი. ქალის კვალობაზე საზარლად ღონიერია, მაგრამ
ამის გასაკეთებლად მთაკაცსაც კი მძიმე ტაბარი დასჭირდებოდა.
და რა საჭირო იყო, ჯერ ჩაეცმია აბჯარი და მერე გამოეჭრა ყელი? –
დაბნეულად შეხედა ჯეიმის, – და თუ ბრიენი არა, მაშ ვინ იყო? აჩ-
რდილი როგორ იქნებოდა?
– თავად ჰკითხე, – გადაწყვიტა ჯეიმიმ, – მიდი მასთან, საკანში.
ჰკითხე, რაც გაქვს საკითხავი და მისი პასუხებიც მოისმინე. თუ მა-
ინც დარწმუნებული იქნები, რომ ლორდი რენლი მან მოკლა, მაშინ
მე თავად ვიზრუნებ, რომ გოგომ პასუხი აგოს. შენი გადასაწყვეტი
იქნება. ბრალი დასდე ან გაათავისუფლე. იმასღა გთხოვ, რომ სა-
მართლიანად განსაჯო, შენი რაინდული ღირსების სახელით.
სერ ლორასი ადგა.
– ასე ვიზამ. ჩემი რაინდის ღირსებაა თავდები.
– მაშ, ჩვენ ლაპარაკს მოვრჩით.
ჭაბუკი კარისკენ გაემართა, მაგრამ, გასასვლელს რომ მიაღწია,
მობრუნდა. – რენლის მიაჩნდა, რომ სისულელეა: კაცის აბჯარში
ჩაცმული ქალი, რაინდობას რომ იჩემებს.
– ვარდისფერ ატლასსა და მირულ მაქმანში გამოწყობილი რომ
ენახა, აღარ დაიჩივლებდა. – ვკითხე, გვერდით რატომ გყავს, ასე
სამასხარაო თუ გგონია-მეთქი. ამაზე მომიგო, რომ ყველა სხვა რა-

1268
ინდს მისგან რაღაც უნდოდა: ციხესიმაგრეები, პატივი თუ სიმდიდ-
რე, ბრიენის ერთადერთი სურვილი კი ის იყო, მისთვის მომკვდარი-
ყო. როდესაც დავინახე გასისხლიანებული რენლი, ქალი გაქცეული
დამხვდა, სამი მცველი კი – უვნებელი... თუ გოგო უდანაშაულოა,
მაშ რობარი და ემონი... – თავს ვეღარ აიძულა, ეთქვა, რასაც აპი-
რებდა.
ჯეიმი არ შეყოყმანებულა საქმის ამ მხარის გარჩევისას.
– მეც მასე მოვიქცეოდი, სერ, – ტყუილი იოლად დასცდა, მაგრამ
სერ ლორასი, ჩანდა, ამის გამო მადლობელი დარჩა.
ის რომ წავიდა, თეთრ ოთახში დარჩენილი ლორდ-მეთაური
ფიქრებს მიეცა. ყვავილების რაინდს რენლის გამო მწუხარებამ ისე
დაუბნელა გონება, რომ ორი საკუთარი შეფიცული ძმა აჩეხა, ჯეიმის
კი აზრადაც არ მოსვლია, იგივე ექნა იმ ხუთისთვის, ჯოფრის ვინც
უმტყუნა. ის ჩემი ძე იყო, ჩემი ფარული ძე... რა ვარ მე, თუ შერჩენილ
ხელს არ აღვმართავ ჩემი საკუთარი სისხლისა და ხორცის შურის
საძიებლად? სერ ბოროსი მაინც მოეკლა, თუნდაც იმიტომ, თავიდან
რომ მოეშორებინა.
ხელის გადანაჭერზე დაიხედა და დაიჯღანა. ამას რამე უნდა ვუ-
ყო. თუ ან გარდაცვლილ სერ ჯესლინ ბაივოტერს რკინის ხელი
ჰქონდა, მე ოქროსი უნდა გავიკეთო. სერსეის შეიძლება მოეწონოს.
ოქროს ხელს შევუცურებ ოქროს თმაში და მაგრად მივიკრავ ტანზე.
მაგრამ ხელი მოიცდის. ჯერ სხვა საქმეები ჰქონდა მისახედი, ჯერ
სხვა ვალები იყო გადასახდელი.

სანსა

ჯიხურისკენ ამავალი კიბე ციცაბო და ხიწვიანი იყო, ამიტომ სან-


სა ლოთორ ბრუნის ზემოდან ჩამოწოდებულ ხელს ჩაეჭიდა. სერ
1269
ლოთორისო, შეახსენა თავს: იგი შავწყალას ბრძოლაში გამოჩენი-
ლი სიმამაცისთვის რაინდად აკურთხეს. თუმცა არც ერთი ნამდვი-
ლი რაინდი არ იკადრებდა ამ საკერებლებიან ყავისფერ ბრიჯს და
მოჩვართულ ჩექმებს, არც ამ დახეთქილ და დალაქავებულ ტყავის
კურტაკს. ბრუნი ოთხკუთხაყბიანი და დაბალი იყო, გაჭყლეტილი
ცხვირი და ბუსუსა შეჭაღარავებული თმა ჰქონდა და ცოტას ლაპა-
რაკობდა. თუმცა იმაზე უფრო ღონიერია, ვიდრე ერთი შეხედვით გე-
გონება. ეს სანსამ მაშინვე შეატყო, როცა კაცმა ბუმბულივით მსუბუ-
ქად აზიდა მაღლა.
თინუსების მეფის ცხვირის მიღმა შიშველი და ქვიანი ნაპირი გა-
ჭიმულიყო: ქარიანი, შიშველი და მიუსაფარი. მაგრამ თვალს ასეთი
ნაპირის დანახვაც კი უხაროდა. ძველ გეზზე დასაბრუნებლად კარგა
ხანი დასჭირდათ. ბოლო ქარიშხალმა გემი ნაპირის თვალსაწიერს
მიღმა გაიტაცა და იმგვარი ტალღები დაატეხა თავს, რომ სანსა დარ-
წმუნებული იყო, ყველანი დავიხრჩობითო. ორი კაცი გემბანიდან
გადარეცხაო, გაიგონა ბებერი ოსველის ნათქვამი, ერთიც ანძიდან
ჩამოვარდა და კისერი მოიტეხა.
თავად გემბანზე იშვიათად ბედავდა ასვლას. მისი პატარა კაიუტა
ნესტიანი და ცივი იყო, მაგრამ სანსამ თითქმის მთელი გზა იავადა...
შიში, ცხელება, რყევა ხდიდა ავად. ლუკმაც კი არ ერგებოდა და ძი-
ლითაც ძნელად იძინებდა. თვალებს რომ ხუჭავდა, მაშინვე ჯოფრი
ელანდებოდა, საყელოს რომ იგლეჯდა და ყელის ნაზ კანს იკაწრავ-
და, ტუჩებზე ღვეზლის ნამცეცები მიჰკვროდა, კამზოლი ღვინით და-
ლაქავებოდა და კვდებოდა. ბაგირებს შორის ქარის კვნესა კი აგო-
ნებდა იმ საშინელ სრუტუნის ხმას, ჯოფრი რომ გამოსცემდა, ჩასუნ-
თქვას რომ ლამობდა. ხანდახან ტირიონიც ესიზმრებოდა. მას არა-
ფერი დაუშავებიაო, უთხრა ერთხელ ნეკას, რომელიც კაიუტაში ეწ-
ვია, რათა გაეგო, სანსა თავს როგორ გრძნობდა.
1270
– მართალია, ჯოფრი მას არ მოუკლავს, მაგრამ სუფთა ხელები
მაინც არ აქვს. შენამდეც ჰყავდა ცოლი, იცოდი?
– ჰო, მითხრა.
– ის თუ გითხრა, რომ, როცა მობეზრდა, ქალი მამამისის მცვე-
ლებს აჩუქა? თავის დროზე შეიძლება, შენც ასევე მოგქცეოდა. ჭინ-
კაზე ცრემლებს ნუ დაღვრი, მილედი. ქარმა თმაში მარილიანი თი-
თები შეუცურა და სანსა აკანკალდა. ნაპირთან ასე ახლო მდგარი
გემის ტორტმანიც კი გულს ურევდა. უზომოდ სჭირდებოდა აბაზანა
და ტანსაცმლის გამოცვლა. ალბათ, გვამივით გასაცოდავებული შე-
სახედი ვარ და ნარწყევის სუნი მიდის.
გვერდში ლორდი პეტირი ამოუდგა, როგორც ყოველთვის, ახ-
ლაც ხალისით იყო სავსე.
– დილა მშვიდობის. ამ მარილიან ნიავს რა სიმხნევე მოსდევს,
არა? ყოველთვის მადას მიღვიძებს ხოლმე, – მხრებზე თანაგრძნო-
ბით მოხვია მკლავი, – თავს ხომ კარგად გრძნობ? ძალიან ფერ-
მკრთალი ხარ.
– მუცელი მაწუხებს. რყევა მხდიდა ცუდად, ესაა და ეს.
– ამას ცოტა ღვინო უშველის. როგორც კი ნაპირზე გადავალთ,
მაშინვე მოგართმევენ, – პეტირმა თითი გაიშვირა ძველი კაჟის კოშ-
კისკენ, ბაც რუხ ცაზე რომ იკვეთებოდა, მის ქვეშ კი კლდეებს ემ-
სხვრეოდნენ ტალღები, – ხომ ხალისით არის სავსე? სამწუხაროდ,
აქ უხიფათო გემსადგომს ვერ ვნახავთ, ნაპირზე ნავით გადავალთ.
– აქ? – სანსას არ უნდოდა ამ ნაპირზე გადასვლა. სმენოდა, რომ თი-
თები პირქუში ადგილი იყო, ის პატარა კოშკი კი რაღაც ეული და გა-
პარტახებული ჩანდა, – არ შეიძლება, გემზე დავრჩე, სანამ თეთრი
ნავსადგურისკენ გავცურავდეთ?
– აქედან მეფე აღმოსავლეთისკენ გასწევს, ბრაავოსში. უჩვე-
ნოდ.
1271
– მაგრამ... მილორდ, შენ ხომ თქვი... თქვი, შინ მივცურავთო.
– ანუ აქ, რა უბადრუკიც არ უნდა გეჩვენოს აქაურობა. ჩემი საგ-
ვარეულო სახლი ესაა. სამწუხაროდ, სახელი არ აქვს. დიდებული
ლორდის სამყოფელს კი სახელი უნდა ჰქონდეს, ხომ მეთანხმები?
ვინტერფელი, საარწივე, რივერანი – აი, ციხესიმაგრეები ეგაა. ახ-
ლა კი ვარ ჰარენჰალის ლორდი და ეს კარგა ამაყად ჟღერს, მაგრამ
ადრე რა ვიყავი? ცხვრის კურკლის ლორდი და ნაღველა ციხის ბა-
ტონი? არადა, რაღაც მეტიც გინდა კაცს, – მიამიტად შეაჩერდა თა-
ვისი რუხ-მწვანე თვალებით, – რა შეწუხებული ჩანხარ. გეგონა, ვინ-
ტერფელში მივცურავდით, საყვარელო? ვინტერფელი დაიპყრეს,
დაწვეს და დაარბიეს. ყველა, ვისაც კი იცნობდი და გიყვარდა, და-
იხოცნენ. ის ჩრდილოელები, რომლებიც რკინელებმა არ დახოცეს,
ახლა ერთმანეთთან ომობენ. კედელსაც კი მტერი უტევს. ვინტერ-
ფელი შენი ბავშვობის სახლი იყო, სანსა, მაგრამ ბავშვი აღარ ხარ.
უკვე ქალი გახდი და დროა, საკუთარი სახლი გაიჩინო.
– მაგრამ აქ ხომ არა, – თქვა მან შიშით, – აქაურობა ისე...
– ...ვიწრო, ცარიელი და ღარიბია? მართალია, და უარესებიც შე-
იძლება ითქვას. თითები მარტო მაშინ მოგეწონება, ქვა თუ ხარ. მაგ-
რამ ნუ გეშინია, აქ ორ კვირაზე მეტს არ გავჩერდებით. ალბათ, დე-
იდაშენი უკვე გამოემგზავრა ჩვენ შესახვედრად, – მან გაიღიმა, –
ლედი ლიზა და მე დაქორწინებას ვაპირებთ.
– დაქორწინებას? – სანსა გაოგნდა, – შენ და დეიდაჩემი?
– ჰარენჰალის ლორდი და საარწივეს ქალბატონი.
შენ ხომ დედაჩემზე თქვი, მიყვარდაო. მაგრამ ლედი კეტლინი
მოკვდა და თუნდაც რომ მართლა ფარულად ჰყვარებოდა პეტირი
და მისთვის მიეძღვნა თავისი სიქალწულე, ამას მნიშვნელობა მაინც
აღარ ჰქონდა.

1272
– რატომ დადუმდი, მილედი? – უთხრა პეტირმა, – მე კი დარწმუ-
ნებული ვიყავი, მოგინდებოდა, ბედნიერება გესურვა ჩემთვის. ლო-
დების და ცხვრის კურკლების მემკვიდრე ბიჭს ძნელად თუ ეღირსება
ჰოსტერ ტალის ასულსა და ჯონ ერინის ქვრივზე დაქორწინება.
– მე... გისურვებთ, მრავალი წელი გაგეტარებინოთ ერთად, ბევ-
რი შვილი გეყოლოთ და ბედნიერები იყოთ ერთმანეთით, – მას მე-
რე, რაც სანსამ ბოლოჯერ ნახა დედამისის და, უკვე რამდენიმე წე-
ლი იყო გასული. ნამდვილად, კეთილად მომექცევა დედაჩემის ხათ-
რით. მისი სისხლი და ხორცი ვარ. ერინის ველი კი მშვენიერი ადგი-
ლია, ყველა სიმღერა ამას ამბობდა. ალბათ, ცოტა ხნით აქ დარჩენა
არც ისე საშინელი იქნება.
ნაპირზე ლოთორმა და ბებერმა ოსველმა გადაიყვანეს. სანსა ნა-
ვის ცხვირთან მოიბუზა, მოსასხამი შემოიხვია და ქარისგან დასაცა-
ვად ჩაჩი წამოიფარა. ნეტავ, რა ელოდა? კოშკიდან მათ შესახვედ-
რად მსახურები გამოეფინნენ: გამხდარი მოხუცი ქალი და მსუქანი
შუახნის ქალი, ორი ბებერი ჭაღარა კაცი და ორი თუ სამი წლის ჯიბ-
ლიბოიანი გოგო. ლორდი პეტირი რომ იცნეს, ქვებზე მუხლი მოიყა-
რეს.
– ჩემი შინამსახურები, – თქვა მან, – ბავშვს ვერ ვცნობ. ალბათ,
კელას მორიგი ბუშია. რამდენიმე წელიწადში ერთხელ აუცილებ-
ლად გააგორებს ხოლმე.
ორი ბერიკაცი თეძომდე წყალში შევიდა, სანსა ნავიდან კაბის
დაუსველებლად რომ გადმოესვათ. ოსველი და ლოთორი ნაპირის-
კენ თავად გაშხაპუნდნენ, ნეკაც მათ მიჰყვა. მან მოხუც ქალს ლოყა-
ზე აკოცა, ახალგაზრდას კი გაუღიმა.
– ეს ვინ გაგიკეთა, კელა?
სქელმა ქალმა გაიცინა.
– ზუსტად არ ვიცი, მილორდ. უარს ვერავის ვეუბნები.
1273
– მაგის გამო ყველა აქაური ბიჭი შენი მადლობელია, დარწმუნე-
ბული ვარ. – კარგია, რომ დაბრუნდი, მილორდ, – თქვა ერთმა ბე-
რიკაცმა. ოთხმოცის მაინც იქნებოდა, მაგრამ რკინით შეჭედილი.
ბრიგანტინა ეცვა და ქამარზე ორლესული ეკიდა, – რამდენ ხანს
დარჩები?
– რაც შეიძლება ცოტა ხანს, ბრინ, ნუ გეშინია. რას იტყვი, იცხოვ-
რება კოშკში? – რომ გვცოდნოდა, მოდიოდი, ახალ ჭილს დავაფენ-
დით, მილორდ, – უთხრა დედაბერმა, – წივის ცეცხლი კი გვინთია.
– სახლს ისე არაფერი მომაგონებს, როგორც დამწვარი ნეხვის
სუნი, – პეტირი სანსას მიუბრუნდა, – გრისელი ჩემი ძიძა იყო, მაგ-
რამ ახლა ჩემს ციხესიმაგრეს უვლის. ამფრედი ჩემი მოურავია, ბრი-
ნი კი... ბოლოჯერ აქ რომ ვიყავი, მცველების კაპიტნად არ დაგნიშ-
ნე?
– დამნიშნე, მილორდ. ასე თქვი, რომ ჯარისკაცებსაც გამიჩენდი,
მაგრამ ეგ აღარ გიქნია. მცველებად მარტო მე და ძაღლები ვართ.
– და კარგადაც ართმევთ თავს. კარგად ვხედავ, ჩემი არც ერთი
ქვა ან ცხვრის კურკლი არავის გაუტაცია, – პეტირმა ხელი სქელი
ქალისკენ გაშალა, – კელა ჩემს მრავალრიცხოვან ფარებზე ზრუ-
ნავს. ამჟამად რამდენი ცხვარი მყავს, კელა? ქალი წუთით დაფიქ-
რდა.
– ოცი და სამი, მლორდ. ოცი და ცხრა იყო, მაგრამ ერთი ბრინის
ძაღლებმა მოკლეს, რამდენიმე კი ჩვენ დავკალით და ხორცი დავა-
მარილეთ.
– აჰ, ცივი დამარილებული ცხვრის ხორცი. ნამდვილად შინ ვარ.
აი, თოლიას კვერცხებით და წყლის კომბოსტოს წვნიანით რომ ვი-
საუზმებ, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდები.
– როგორც მოინდომებ, მილორდ, – უთხრა მოხუცმა გრისელმა.
ლორდი პეტირი დაიჯღანა.
1274
– წამო, ვნახოთ, ჩემი დარბაზი მართლაც ისეთი ნაღველა თუა,
როგორიც მახსოვს. – იგი დანარჩენებს აღმართზე აუძღვა, დამპა-
ლი წყალმცენარეებით გალიპული კლდეები აიარეს. ციხის ძირას,
ბაკებსა და ჩალით დახურულ თავლას შორის მოდებულ მეჩხერ ბა-
ლახს რამდენიმე ცხვარი წიწკნიდა. სანსა ნაბიჯს ფრთხილად ადგამ-
და: ყველგან კურკლები ეყარა.
შიგნიდან ციხე კიდევ უფრო პატარა ჩანდა. შიდა კედელს პირვე-
ლიდან ბოლო სართულამდე ღია ხვეული კიბე მიუყვებოდა. ყოველ
სართულზე მხოლოდ ერთი ოთახი იყო, მსახურებს სამზარეულოში
ეძინათ, პირველ სართულზე, მათთან ერთად ცხოვრობდა უზარმა-
ზარი ლაქიანი მასტიფი და ექვსი ნაგაზი. სამზარეულოს ზემოთ პა-
ტარა დარბაზი იყო, იმის ზემოთ – საძინებელი. კოშკს ფანჯრები არ
ჰქონდა, მაგრამ გარე კედელში, კიბის გაყოლებით, თანაბარი მან-
ძილით დაშორებული საისრეები იყო გამოჭრილი. ბუხრის თავზე
გატეხილი ორლესული ხმალი და გაზინთული მუხის ფარი ეკიდა,
რომელსაც საღებავი დახეთქვოდა და იქერცლებოდა.
ზედ დახატულ გერბს სანსა არ იცნობდა: ღია-მწვანე ველზე თვა-
ლებმოელვარე, რუხი ქვის თავი იყო გამოსახული.
– პაპაჩემის ფარია, – აუხსნა პეტირმა, სანსას მზერა რომ შენიშ-
ნა, – მამამისი ბრაავოსში დაიბადა და ველზე ქირით მებრძოლად
მოვიდა, ლორდ კორბრის სამსახურში. ამიტომაც პაპაჩემმა, რაინ-
დი რომ გახდა, გერბად ტიტანის თავი აიღო.
– რა შიშისმგვრელია, – თქვა სანსამ.
– ზედმეტად შიშისმგვრელი, ჩემნაირი მშვიდობიანი კაცისთვის,
– უთხრა პეტირმა, – ჩემი ჯაფარა მაგას ბევრად მირჩევნია.
ოსველი თინუსების მეფეზე ორჯერ დაბრუნდა, სურსათი რომ
გადმოეტვირთა. გადმოზიდულ ტვირთს შორის რამდენიმე ღვინის

1275
კასრიც იყო. პეტირმა სანსას სასმელი ჩამოუსხა, როგორც დაჰპირ-
და.
– აი, მილედი, ეს უნდა მოგიხდეს.
ფეხქვეშ მყარი მიწის შეგრძნება სანსას უკვე მოუხდა, მაგრამ მან
მორჩილად ასწია თასი ორივე ხელით და მოსვა. ძალიან კარგი ღვი-
ნო იყო. არბორულიაო, გაიფიქრა. მუხის, ხილის და ცხელი ზაფხუ-
ლის ღამეების გემო ჰქონდა, მისი გემო სასაზე ისე ედებოდა, თით-
ქოს ყვავილები ეფურჩქნებოდნენ მზეს. იმასღა ნატრობდა, შემერ-
გოსო – ლორდი პეტირი ძალიან კეთილად ეპყრობოდა, არ ღირდა,
ზედ დაერწყია და ამით ყველაფერი წაეხდინა.
თავად პეტირი საკუთარი თასის კიდის ზემოდან სანსას აკვირდე-
ბოდა, მის ნათელ რუხ-მწვანე თვალებში მოჩანდა... რა იყო ის, რაც
მოჩანდა? ხალისი? თუ რაღაც სხვა? სანსა ზუსტად ვერ იტყოდა.
– გრისელ, – დაუძახა ნეკამ მოხუც ქალს, – ცოტა საჭმელი ამოგ-
ვიტანე. მძიმე არაფერი გვინდა, მილედის მუცელი აწუხებს. ალბათ,
ხილი კარგი იქნებოდა. ოსველმა მეფიდან ფორთოხლები და ბრო-
წეულები გადმოიტანა.
– დიახ, მლორდ.
– შეიძლება, ცხელი აბაზანაც მომიმზადონ?
– კელას წყალს მოვაზიდინებ, მლედი.
სანსამ ისევ მოსვა ღვინო და დაფიქრდა, რაზე შეიძლებოდა თა-
ვაზიანი საუბრის ჩამოგდება, მაგრამ ლორდმა პეტირმა საქმე გაუ-
იოლა – გრისელი და სხვა მსახურები რომ წავიდნენ, უთხრა:
– ლიზა მარტო არ იქნება. სანამ ჩამოვიდოდეს, გადაწყვეტილი
უნდა გვქონდეს, ვინ ხარ.
– ვინ ვარ... ვერ გავიგე.
– ვარისს ყველგან ჰყავს მოენეები. სანსა სტარკი ველზე თუ გა-
მოჩნდება, მთვარე ჯერ შემობრუნებულიც არ იქნება, საჭურისი ამას
1276
რომ შეიტყობს, ეს კი უხერხულ... სირთულეებს შექმნის. ახლა არც
ისე უხიფათოა, სტარკი იყო. ამიტომ ლიზას მხლებლებს ვეტყვით,
რომ შენ ჩემი უკანონო შვილი ხარ.
– უკანონო? – შეცბა სანსა, – ანუ ბუში?
– აბა, კანონიერი ასული ვერ იქნები. ცოლი არასოდეს შემირ-
თავს, ეს ყველამ იცის. რა სახელი შეგირჩიოთ?
– მე... იქნებ, დედაჩემის სახელი დამერქვა...
– კეტლინი? ცოტა არ იყოს, ზედმეტად ცხადად მიმანიშნებე-
ლია... მაგრამ დედაჩემის სახელი გამოდგება. ელეინი. მოგწონს?
– ელეინი ლამაზი სახელია, – იმედია, დაამახსოვრდებოდა, –
მაგრამ არ შეიძლება, შენს სამსახურში მდგარი რომელიმე რაინდის
კანონიერი ასული ვიყო? იქნებ, ის მამაცურად დაეცა ბრძოლაში
და...
– ჩემს სამსახურში არავითარი მამაცი რაინდები არ დგანან,
ელეინ. ეგ ამბავი ისე მოიზიდავდა არასაჭირო შეკითხვებს, რო-
გორც გვამს ეხვევიან ყვავები. კაცის უკანონო შვილების წარმომავ-
ლობაში ცხვირის ჩაყოფა კი მოურიდებლობად ითვლება, – მან თა-
ვი გვერდზე გადახარა, – ესე იგი, ვინ ხარ?
– ელეინ... სტოუნი, ალბათ? – პეტირმა თავი რომ დაუქნია, ჰკით-
ხა, – დედაჩემი ვინ იყოს?
– კელა?
– არა, თუ შეიძლება, – თქვა შეძრწუნებულმა სანსამ.
– ვიხუმრე. დედაშენი ბრაავოსელი დიდებული იყო, ვაჭარი-
პრინცის ასული. თოლიაქალაქში შევხვდით, როცა გემიდან
ტვირთს ვცლიდი. ის შენს ამქვეყნად მოვლინებას გადაჰყვა, შენ კი
რწმენას შეგწირა. მე მაქვს რაღაც საღვთისმეტყველო წიგნები,
რომლებსაც შეგიძლია, გადახედო. იქიდან საზეპიროები დაისწავ-

1277
ლე. არასასურველ შეკითხვებს ღვთისმოსავურ ჭიკჭიკზე უკეთ არა-
ფერი იგერიებს. ასეა თუ ისე, რომ დაქალდი, გადაწყვიტე, რომ არ
გინდოდა, სეპტა ყოფილიყავი, და წერილი გამომიგზავნე. მე პირვე-
ლად მაშინღა შევიტყვე შენი არსებობის შესახებ, – წვერი თითით
ჩამოისწორა, – როგორ გგონია, დაგამახსოვრდება?
– იმედია. თამაშივით იქნება, არა?
– გიყვარს თამაში, ელეინ?
ახალი სახელის მიჩვევა დასჭირდებოდა.
– თამაში? მე... ალბათ, გააჩნია...
ამ დროს გრისელიც გამოჩნდა, ხელში დიდი სინი ეჭრა, რომე-
ლიც მათ შორის დადო. ზედ ვაშლები, მსხლები და ბროწეულები
ელაგა, კიდევ – შელახული ყურძენი და დიდი წითელი ფორთოხა-
ლი. მოხუცმა ქალმა ერთი მრგვალი პური და კარაქით სავსე ქილაც
მოიტანა. პეტირმა ბროწეული ხანჯლით გაჭრა და ნახევარი სანსას
შესთავაზა. – უნდა ჭამო, მილედი.
– მადლობა, მილორდ, – ბროწეულის მარცვლებით ძალიან და-
ისვრებოდა, ამიტომ სანსამ მსხლის აღება არჩია და ფრთხილად
ჩაკბიჩა. ნაყოფი ძალიან მწიფე იყო და წვენი ნიკაპზე ჩამოსდინდა.
ლორდმა პეტირმა ბროწეულიდან ხანჯლის წვეტით ამოაგდო
მარცვალი.
– ვიცი, რომ მამა ძალიან გენატრება. ლორდი ედარდი მამაცი
კაცი იყო, პატიოსანი და ერთგული... მაგრამ სრულიად უუნარო მო-
თამაშე, – მან დანით პირში შეიგდო მარცვალი, – მეფის საბიჯელში
ორნაირი ადამიანები ცხოვრობენ: მოთამაშეები და სათამაშოები.
– მე სათამაშო ვიყავი? – სანსას პასუხის შეტყობა აფრთხობდა.
– ჰო, მაგრამ მაგაზე არ ინაღვლო. შენ ჯერ კიდევ ნახევრად ბავ-
შვი ხარ. თამაშს რომ იწყებს, ყველა სათამაშოა. ისინიც კი, ვისაც

1278
ჰგონიათ, მოთამაშეები ვართო, – მან კიდევ ერთი მარცვალი გა-
დაყლაპა, – სერსეი, მაგალითად. თავი ძალიან ცბიერი ჰგონია, სი-
ნამდვილეში კი ძალიან იოლია, წინასწარ მიხვდე მის ყველა სვლას.
მისი ძალა მის სილამაზეში, ჩამომავლობასა და სიმდიდრეშია.
ამათგან საკუთრივ მისი მხოლოდ პირველია და მალე ისიც ხელი-
დან გამოეცლება. ამის მერე მართლაც შესაბრალისი იქნება. ძალა-
უფლება სწყურია, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რა უყოს მას, ხელ-
ში როცა ჩაიგდებს. რაღაც ყველას სწყურია, ელეინ. და როდესაც
იცი, თუ რა უნდა კაცს, მაშასადამე იცი, თუ ვინაა იგი და იცი, როგორ
გაათამაშო. – როგორც შენ გაათამაშე სერ დონტოსი ჯოფრის მო-
საკლავად? – ეს დონტოსის ჩადენილი უნდა იყოსო, დაასკვნა.
ნეკამ გაიცინა.
– სერ დონტოსი წითელი, ფეხებგამობმული ღვინის ტიკი იყო.
ასეთი საზარელი საქმის ჩადენას ვერასოდეს მიანდობდი – ჩააფ-
ლავებდა ან გამყიდიდა. არა, დონტოსს მხოლოდ ის ევალებოდა,
ციხიდან გამოეყვანე... და მოეგვარებინა, რომ შენი თმის ბადე გხუ-
რებოდა.
შავი ამეთვისტოები.
– მაგრამ... დონტოსი თუ არა, მაშ ვინ? კიდევ გყავს სხვა... სათა-
მაშოები? – შეიძლება, მთელი მეფის საბიჯელი გადაჩხრიკო და ერ-
თი კაციც ვერ იპოვო ისეთი, მკერდზე ჯაფარა რომ ეხატება, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ მეგობრები არ მყავს, – პეტირი კიბისკენ გა-
ემართა, – ოსველ, აქ ამო, ლედი სანსამ დაგინახოს. ბერიკაცი რამ-
დენიმე წუთის მერე გამოჩნდა, ფართოდ იღიმოდა და თავს უკრავ-
და. სანსამ დაბნეულმა შეათვალიერა.
– რა უნდა დავინახო?
– იცნობ, ვინ არის? – ჰკითხა პეტირმა.
– არა.
1279
– კარგად დააკვირდი სანსა დააკვირდა ბერიკაცის დაღარულ,
ქარით დაშაშრულ სახეს, თეთრ თმას, ფართო დაკორძილ ხელებს.
რაღაც ეცნობოდა მასში, მაგრამ მაინც თავი გაიქნია. – ვერ ვცნობ.
იმ ნავში ჩაჯდომამდე არსად მინახავს, ნამდვილად.
ოსველი გაიკრიჭა და დაბრეცილი კბილები გამოაჩინა.
– ასეა, მაგრამ მილედის შეიძლება, ჩემი სამი ვაჟი ენახა.
ამ „სამმა ვაჟმა“ და ღიმილმა მიახვედრა.
– კეტლბლექი! – სანსას თვალები გაუფართოვდა, – შენ კეტ-
ლბლექი ხარ!
– დიახ, მილედი, თუკი ინებებ.
– სულ მაგას ნატრობდა, – ნეკამ იგი ხელის გაქნევით დაითხოვა
და მას მერე, ოსველი საფეხურებზე რომ ჩაფრატუნდა, ისევ თავის
ბროწეულს მიუბრუნდა, – მითხარი, ელეინ, რა უფრო სახიფათოა –
ხმალი, რომელისაც შენი მტერი გიქნევს, თუ დამალული ხანჯალი,
რომელსაც ზურგზე მოგაბჯენს ვიღაც, ვისაც ვერც კი ხედავ?
– დამალული ხანჯალი.
– რა ჭკვიანი გოგოა, – ნეკამ გაიღიმა, თხელი ტუჩები ბროწეუ-
ლის წვენით გასწითლებოდა, – როდესაც ჭინკამ დედოფლის დაცვა
გაამგზავრა, სერსეიმ სერ ლანსელს ქირით მებრძოლები ააყვანინა.
ამან ძლიერ გაახარა შენი პატარა ლორდი-მეუღლე, რადგანაც კეტ-
ლბლექებს თავადაც უხდიდა, ბრონის ხელით, – ნეკამ ჩაიცინა, –
მაგრამ ოსველს ხომ მე ვუთხარი, თავისი ვაჟები მეფის საბიჯელში
ჩამოეყვანა, როდესაც გავიგე, ბრონი ხმლებს რომ ეძებდა. სამი და-
მალული ხანჯალი, ელეინ, და ძლიერ მარჯვე ადგილებზე დამალუ-
ლი.
– ესე იგი, ჯოფრის საწამლავი რომელიღაც კეტლბლექმა ჩაუგ-
დო? – სანსას გაახსენდა, რომ სერ ოსმუნდი მთელი საღამო ჯოფრის
გვერდიდან არ მოსცილებია.
1280
– ეგ ხომ არ მითქვამს, – ლორდმა პეტირმა წითელი ფორთოხა-
ლი ორად გაჭრა და ნახევარი სანსას მიაწოდა, – ეგ ჯეელები ზედმე-
ტად მოღალატური ბუნებისა არიან საიმისოდ, ასეთ გეგმებში რომ
ჩარიო... და ოსმუნდი განსაკუთრებით არასაიმედო გახდა მას მერე,
რაც მეფის ქეშიკად შეიმოსა. როგორც დავასკვენი, თეთრი მოსას-
ხამი კაცს ცვლის. მისნაირ კაცსაც კი. – ნიკაპი უკან გადასწია და
ფორთოხალი გამოწურა ისე, რომ წვენი პირში ჩასდინდა, – წვენი
მიყვარს, მაგრამ გაწებილი თითები მეჯავრება, – დაიჩივლა და ხე-
ლები შეიწმინდა, – ხელები დაიბანე, სანსა. რასაც არ უნდა აკეთებ-
დე, იზრუნე, რომ ხელები სუფთა გქონდეს.
სანსამ თავისი ფორთოხლიდან კოვზით ამოხაპა წვენი.
– მაგრამ თუ ეს არც კეტლბლექს უქნია და არც სერ დონტოსს...
შენ ქალაქშიც კი არ იყავი, და ტირიონის გაკეთებულიც ვერ იქნე-
ბა...
– სხვა არავისზე გაქვს ეჭვი, საყვარელო?
სანსამ თავი გაიქნია.
– მე ვერ...
პეტირმა გაიღიმა.
– ნაძლევს ჩამოვალ, რომ იმ საღამოს ვინმე გეტყოდა, თმის ბა-
დე გვერდზე მოგექცაო, და გაგისწორებდა.
სანსამ პირზე თითები მიიფარა.
– შეუძლებელია... მას უნდოდა, ზენაბაღში წავეყვანე, თავისი
შვილიშვილისთვის შევერთე ცოლად...
– თავაზიანი, სათნო, გულკეთილი ვილას ტაირელისთვის. მად-
ლობელი იყავი, რომ ეგ ბედი აგცდა, თორემ მოწყენილობით მოგ-
კლავდა. დედაბერზე კი მოსაწყენიაო, ნამდვილად ვერ იტყვი. სახი-
ფათო ბებერი როკაპია და სულაც არ არის ისე დაჩაჩანაკებული,
როგორადაც თავი მოაქვს. ზენაბაღში რომ ჩავედი მარჯერის ხელზე
1281
სავაჭროდ, მან ბაქიბუქი თავის ლორდ ძეს მიანება, თავად კი მახ-
ვილ კითხვებს მისვამდა ჯოფრის ხასიათზე. მე ბიჭი ცაში ამყავდა ქე-
ბით, რასაკვირველია... ამ დროს კი ჩემი მხლებლები ლორდ ტაივა-
ნის მსახურებს საშიშ ამბებს აწვეთებდნენ ყურში. ამ თამაშის წესები
ასეთია. მე დავთესე სერ ლორასის თეთრად შემოსვის აზრიც. პირ-
დაპირ კი არ შემითავაზებია – ეს ძალიან ტლანქი სვლა იქნებოდა.
მაგრამ ჩემი მხლებლები დაუღალავად ჰყვებოდნენ საზარელ ამ-
ბავს იმაზე, ბრბომ როგორ მოკლა სერ პრესტონ გრინფილდი და გა-
აბახა ლედი ლოლისი, ლორდ ტაირელის მომღერალთა ლაშქარს
კი ცოტაოდენი ვერცხლი დავურიგე, რათა მათ რიამ რედვაინზე,
სარკისფარა სერვინზე, პრინც აემონ დრაკონის რაინდზე ემღერათ.
საჭირო ხელში ჩავარდნილი ჩანგი შესაძლოა, ხმალივით სახიფა-
თო იარაღი იყოს.
მეის ტაირელს მართლაც სჯეროდა, რომ თვითონ მოუვიდა აზ-
რად, სერ ლორასის მეფის ქეშიკად ქცევა საქორწინო გარიგების ნა-
წილი ყოფილიყო. ვინ დაიფარავდა მარჯერის მის დიდებულ, ქველ
ძმაზე უკეთ? თანაც ეს თავიდან ააცილებდა საჭიროებას, მესამე ძი-
სათვის მამული და საცოლე გამოენახა, რაც არასოდესაა იოლი საქ-
მე, სერ ლორასისთვის კი მით უფრო ძნელი იქნებოდა.
ასე იყო ეგ ამბავი. ლედი ოლენა არ დაუშვებდა, ჯოფს რამე და-
ეშავებინა მისი ძვირფასი და საყვარელი შვილიშვილისათვის. მაგ-
რამ, მისი ძისგან განსხვავებით, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ
მთელი ამ ყვავილებითა და დიბა-აბრეშუმით მორთული სერ ლორა-
სი სიფიცხით ჯეიმი ლანისტერს სულაც არ ჩამოუვარდებოდა. მოზი-
ლე ჯოფრი, მარჯერი და ლორასი ერთად და მეფისმკვლელსაც გა-
მოაცხობ. დედაბერი სხვა რამესაც კარგად მიხვდა. მის ძეს მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი, მარჯერი დედოფალი გაეხადა, ამისთვის კი

1282
მეფე იყო საჭირო... ოღონდ არა ჯოფრი. მალე ახალი ქორწილიც გა-
იმართება, ცოტაც მოიცადე და ნახავ. მარჯერი ტომენს მისთხოვდე-
ბა. გოგონას ექნება თავისი სადედოფლო გვირგვინი და თავისი სი-
ქალწულეც, თუმცა ამათგან არც ერთი დიდად არაფერში სჭირდება,
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? დიდი დასავლური ალიანსი შე-
ნარჩუნდება, დროებით მაინც. მარჯერი და ტომენი... სანსამ არ იცო-
და, რა ეთქვა. მას მოსწონდა მარჯერი ტაირელი, მისი პატარა,
ჩხვლეტია ბებიაც. ნატვრით წარმოიდგენდა ზენაბაღს, მის ბაღნა-
რებსა და მომღერლებს, მანდერზე დაცურებულ სასეირნო ნავებს.
რა შორი იყო ყოველივე ამ შიშველი ნაპირიდან! მაგრამ აქ უსაფ-
რთხოდ მაინც ვარ. ჯოფრი მკვდარია, ის ვეღარაფერს დამიშავებს,
მე კი ერთი ბუში გოგო ვარ და მეტი არაფერი. ელეინ სტოუნს არც
ქმარი ჰყავს, არც სამემკვიდრო გააჩნია. მალე დეიდამისიც აქ მოვა.
მეფის საბიჯელის ხანგრძლივი კოშმარი დასრულდა, მისი მასხრუ-
ლი ქორწინებაც. როგორც პეტირმა თქვა, აქ შეეძლო, ახალი სახლი
მოეწყო.
ლიზა ერინის ჩამოსვლამდე რვა გრძელმა დღემ გაიარა. აქედან
ხუთ დღეს წვიმდა, მოწყენილი და აფორიაქებული სანსა ბუხართან
იჯდა, ბებერ ბრმა ძაღლთან ერთად. ძაღლი ისე უძლური და უკბი-
ლო იყო, რომ ბრინთან ერთად საგუშაგოდ სიარული აღარ შეეძლო
და, როგორც წესი, ძილის მეტს არაფერს აკეთებდა, მაგრამ სანსა
რომ მიეფერა, ის აწკმუტუნდა, გოგოს ხელი აულოკა და მისი განუყ-
რელი მეგობარი შეიქნა. წვიმამ რომ გადაიღო, პეტირმა სანსასთან
ერთად თავისი მამულები დაიარა, რასაც ნახევარი დღეც კი არ მონ-
დომებია. როგორც ამბობდა, ბევრი ქვის მფლობელი იყო. ერთგან
მოქცევა ისე იჭრებოდა ქვის ნახვრეტში, რომ ჰაერში ოცდაათი ფუ-
ტის სიმაღლის შადრევანს აყენებდა, მეორეგან კი ვიღაცას ახალი
ღმერთების შვიდქიმა ვარსკვლავი გამოეკვეთა ლოდზე. პეტირმა
1283
თქვა, ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ანდალები გადმოსხდნენ,
პირველი ადამიანებისთვის ველის წასართმევად ზღვა რომ გადმო-
ლახესო.
ხმელეთის სიღრმეში, ნაპირიდან ცოტა მოშორებით, ტორფის
ჭაობის გვერდით აგებულ ქვის ქოხებში თორმეტიოდე ოჯახი ცხოვ-
რობდა.
– ჩემი ყმები არიან, – თქვა პეტირმა, მაგრამ ბატონს მათგან უხუ-
ცესი თუ იცნობდა. მის მამულზე განდეგილის სენაკიც იყო, მაგრამ
თავად განდეგილი არ ჩანდა, – განდეგილი ახლა მკვდარია, მაგრამ
პატარა ბიჭობაში მამაჩემს ერთხელ ვყავდი მასთან. კაცს ორმოცი
წელი იყო, არ ებანავა, ასე რომ, წარმოიდგინე, რა სუნი უდიოდა;
თუმცა, სავარაუდოდ, წინასწარმეტყველის ნიჭით იყო დაჯილდოე-
ბული. ცოტათი მომსინჯა ხელებით და თქვა, დიდი კაცი გახდებაო,
რისთვისაც მამაჩემმა ერთი ტიკი ღვინო აჩუქა, – პეტირმა ჩაიფრუ-
ტუნა, – მე იმავეს ერთ ჭიქადაც ვათქმევინებდი. ბოლოს, ერთ რუხ
და ქარიან შუადღეს, კოშკში შემოირბინა ბრინმა, რომელსაც კვალ-
ში აყეფებული ძაღლები მოსდევდნენ, და აუწყათ, სამხრეთ-დასავ-
ლეთიდან მხედრები ახლოვდებიანო.
– ლიზაა, – თქვა ლორდმა პეტირმა, – წამო, ელეინ, შევეგებოთ.
მოსასხამები მოიცვეს და გარეთ გავიდნენ. მხედრები რიცხვით
ორ ათეულზე მეტი არ იქნებოდნენ: საარწივეს ქალბატონისთვის ეს
ძლიერ მოკრძალებული ამალა იყო. სამი სეფექალი და აბჯარში
ჩაცმული თორმეტიოდე კარის რაინდი ახლდა. მან თან მოიყოლა
სეპტონი და ლამაზი მომღერალიც, ახალამოწვერილი ულვაში და
გრძელი ქვიშისფერი კულულები რომ ჰქონდა.
ნუთუ ეს დეიდაჩემია? ლედი ლიზა დედაზე ორი წლით უმცროსი
იყო, მაგრამ ეს ქალი მასზე ათი წლით უფროსს ჰგავდა. ხშირი, მო-
წითურო თმის ხვეულები წელს ქვემოთ სცემდა, მაგრამ ძვირფასი
1284
ხავერდის კაბა და თვლებით მოოჭვილი ზედატანი მომჩვარულ, გა-
სიებულ ტანზე ადგა. სახე ვარდისფერი და მოხატული ჰქონდა, ძუ-
ძუები – მძიმე, ხელ-ფეხი – სქელი. ნეკაზე მაღალი და მძიმე ჩანდა
და ცხენიდანაც მოუქნელად ჩამობობღდა.
პეტირმა დაიჩოქა და თითებზე ემთხვია.
– მეფის მცირე საბჭომ მიბრძანა, შენი ხელი მეძია და მომეპოვე-
ბინა, მილედი. როგორ ფიქრობ, ისურვებ, შენს ლორდად და ქმრად
მიმიღო?
ლედი ლიზამ ტუჩები გამობზიკა და ნეკას ლოყაზე აკოცა.
– ოჰ, იქნებ კიდევაც დამითანხმო, – ჩაიკისკისა ანცად, – ჩემი
გულის მოსაგებად საჩუქრები თუ მომართვი?
– მშვიდობა მოგართვი მეფისგან.
– ფუ, მშვიდობა რა არის. კიდევ რა მომიტანე?
– ჩემი ასული, – ნეკამ ხელის მოძრაობით გამოიხმო სანსა, – მი-
ლედი, ნება მომეცი, გაგაცნო ელეინ სტორმი.
ლიზა ერინი მისი ნახვით დიდად ნაამები არ დარჩენილა. თავ-
დახრილი სანსა ღრმა რევერანსით მიესალმა.
– ბუში? – გაიგონა დეიდას ხმა, – პეტირ, ცუდად იქცეოდი? ვინ
იყო დედამისი? – მოკვდა ის გოგო. მინდოდა, ელეინი საარწივეში
წამომეყვანა.
– იქ რა ვუყო?
– რაღაცები მოფიქრებული მაქვს. მაგრამ ახლა ის უფრო მაინ-
ტერესებს, შენ რა შეიძლება გიყო, მილედი.
დეიდამისის მრგვალ, ვარდისფერ სახეს მთელი სიმკაცრე ჩა-
მოერეცხა და სანსას წამით ისიც ეგონა, ლიზა ერინი სადაცა, ატირ-
დებაო.
– პეტირ, საყვარელო, ისე მენატრებოდი, შენ არ იცი, ვერც გა-

1285
იგებ. იონ როისი ყველანაირად გულს მიწუხებდა, მთხოვდა, რომ ბა-
ირაღებისთვის მომეწოდებინა და ომში ჩავრთულიყავი. სხვებიც
სულ გარშემო მიტრიალებდნენ, ჰუნტერი, კორბრი და ის საშინელი
ნესტორ როისი, ყველას ჩემი შერთვა და ჩემი შვილის აღმზრდელო-
ბა უნდოდა, მაგრამ სინამდვილეში არც ერთს არ ვუყვარდი. მხო-
ლოდ შენ, პეტირ. იმდენ ხანს ვოცნებობდი შენზე.
– მე კი შენზე, მილედი, – წელზე მკლავი შემოხვია და ყელზე
აკოცა, – როდის შეგვეძლება, ვიქორწინოთ?
– ახლავე, – დაიკვნესა ლედი ლიზამ, – ჩემი სეპტონი წამოვიყ-
ვანე, მომღერალიც მყავს და თაფლუჭიც მაქვს, საქორწილო ლხი-
ნისთვის.
– აქ? – პეტირს არ გახარებია, – მირჩევნია, საარწივეში შეგირ-
თო, მთელი შენი კარის წინაშე.
– კარი არა, ისა. იმდენ ხანს ვიცადე, მეტად წუთის დაცდაც აღარ
შემიძლია, – პეტირს მკლავები შემოხვია, – მინდა, ამაღამ შენთან
დავწვე, საყვარელო. მინდა, ბავშვი ჩავსახოთ, რობერტის ძმა გავა-
ჩინოთ ან პატარა, საყვარელი გოგონა. – მაგაზე მეც ვოცნებობ,
ძვირფასო. მაგრამ კარგი იქნებოდა დიდი, სახალხო ქორწილი,
მთელი ველის...
– არა, – ლიზამ ფეხი დააბაკუნა, – მე ახლა მინდიხარ, ამაღამვე.
და, გაფრთხილებ, ამდენი წელიწადი მალვისა და ჩურჩულის მერე
ვაპირებ, ვიკივლო, ჩემთან რომ იწვები. ისე ხმამაღლა უნდა ვიკივ-
ლო, რომ საარწივეში გაიგონონ!
– იქნებ, ახლა დავწვე შენთან და მოგვიანებით ვიქორწინოთ?
ლედი ლიზამ გოგონასავით ჩაიკისკისა.
– ოჰ, პეტირ ბაელიშ, რა საძაგელი ხარ. არა-მეთქი, არა, მე სა-
არწივეს ქალბატონი ვარ და გიბრძანებ. ახლავე შემირთო ცოლად!
პეტირმა მხრები აიჩეჩა.
1286
– მაშ, ისე იქნება, როგორც მილედი ბრძანებს. შენ წინაშე უძლუ-
რი ვარ, როგორც ყოველთვის.
საათიც არ იყო გასული, რომ ქორწინების ფიცი წარმოთქვეს
ცისფერი ჩარდახის ქვეშ, მზე კი ამასობაში დასავლეთით დაიძირა.
ამის მერე პატარა კაჟის კოშკის ძირას ხარიხა-მაგიდები გამართეს
და მწყრის, ირმისა და დათვის მწვადებით იქეიფეს, ზედაც მშვენიერ
მსუბუქ თაფლუჭს აყოლებდნენ. ჩირაღდნები აანთეს და ბინდიც შე-
მოიპარა. ლიზას მომღერალმა დაუკრა „უთქმელი ფიცი“, „ჩემი სიყ-
ვარულის დრონი“ და „ორი გული, რომ ძგერს, ვით ერთი“. რამდე-
ნიმე ჭაბუკმა რაინდმა სანსა საცეკვაოდაც კი გაიწვია. დეიდამისიც
ცეკვავდა, კაბის კალთები ეშლებოდა, როცა პეტირი მკლავებში ატ-
რიალებდა. თაფლუჭმა და ქორწილმა ლედი ლიზას რამდენიმე წე-
ლიწადი ჩამოაცალა. ყველაფერზე კისკისებდა, ქმართან ხელჩაკი-
დებული იჯდა და, რამდენჯერაც კი შეხედავდა, თვალები უბრწყინ-
დებოდა.
ჩაწვენის დრო რომ დადგა, მისმა რაინდებმა იგი კოშკისკენ გა-
იტაცეს, გზადაგზა ხდიდნენ და უხამსად ხუმრობდნენ. ტირიონმა
ამას ამარიდაო, გაახსენდა სანსას. ალბათ, არც ისე ცუდია, როდე-
საც გხდიან იმ კაცისთვის, ვინც გიყვარს, და ამას აკეთებენ მეგობ-
რები, რომლებსაც ორივენი უყვარხართ. მაგრამ, როცა ჯოფრი
გხდის... სანსას გააჟრჟოლა.
დეიდამისმა თან მხოლოდ სამი ქალი მოიყოლა, ამიტომ სანსას
დააძალეს, ლორდი პეტირის გახდაში და მის საქორწილო სარეც-
ლამდე მიყვანაში დახმარებოდათ. ნეკა მათ ხალისით დამორჩილ-
და, თუმცა მწარე ენა არ გაუჩერებია და არაფრის ვალში არ დარჩე-
ნიათ. იმ დროისთვის, როდესაც კოშკში აიყვანეს და გააშიშვლეს,
სამი ქალი აწითლებული იყო, თასმები შეხსნოდათ, კაბები მოღრე-
ცოდათ. მაგრამ სანსას ნეკა მხოლოდ უღიმოდა. ბოლოს მიაცილეს
1287
კიდევაც საძინებლამდე, სადაც მას ლედი-მეუღლე მოელოდა.
ლედი ლიზას და ლორდ პეტირს საძინებელი მესამე სართულზე
გაუწყვეს, მაგრამ კოშკი პატარა იყო... დეიდამ კი დანაპირები აას-
რულა და კიოდა. გარეთ წვიმა დაიწყო და მონადიმეები დარბაზში
შემოყარა, ერთი სართულით დაბლა, ასე რომ, ყოველი სიტყვა ეს-
მოდათ.
– პეტირ, – კვნესოდა დეიდა, – ოჰ, პეტირ, პეტირ, საყვარელო
პეტირ, ო, ო! ასე, პეტირ, ასე. მანდ, ჰო, აქ იყავი.
მომღერალმა „მილედის ვახშმის“ უხამსი ვერსია წამოიწყო, მაგ-
რამ ლიზას ყვირილს მისი მღერა და დაკვრაც კი ვერ ახშობდა.
– ბავშვი მომეცი, პეტირ, – კიოდა იგი, – მომეცი კიდევ ერთი საყ-
ვარელი, პატარა ბაია. ოჰ, პეტირ, ძვირფასო, ძვირფასო, პეეეტირ!
– ამ ბოლოჯერ ისე ხმამაღლა იკივლა, რომ ძაღლებმა ყეფა ატეხეს,
ორმა სეფექალმა კი სიცილი ვეღარ შეიკავა. სანსამ კიბე ჩაიარა და
ღამეში გავიდა. ნადიმის ნარჩენებს მეჩხერი წვიმა ეცემოდა, მაგრამ
ჰაერი ცინცხალი და დაწმენდილი იყო. მისი და ტირიონის ქორწინე-
ბის საღამო ცხოვლად დაუდგა თვალწინ. სიბნელეში ყვავილების
რაინდი ვარო, ასე უთხრა. შემიძლია, კეთილად მოგექცე. მაგრამ ეს
მორიგი ლანისტერული სიცრუე იყო. ძაღლს შეუძლია, ტყუილი იყ-
ნოსოსო, უთხრა ერთხელ ქოფაკმა. მისი ხრინწიანი ხმა ლამის ყურ-
ში ჩაესმოდა. მიმოიხედე და კარგადაც დაყნოსე ყველაფერი. აქ ყვე-
ლა მატყუარაა და ყველა შენზე უკეთ ტყუის. ნეტავ, რა დაემართა
სანდორ კლეგეინს? იცოდა, რომ ჯოფრი მოკლეს? ენაღვლებოდა ეს
რამეში? ის მრავალი წლის განმავლობაში იყო პრინცის შეფიცული
ხმალი.
გარეთ დიდხანს გაჩერდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, სველმა და
გათოშილმა თავისი საწოლისკენ გასწია, ჩაბნელებულ დარბაზში
ერთადერთ შუქად ტორფის ცეცხლის ბუნდოვანი ნათებაღა დახვდა.
1288
ზემოდან ჩამიჩუმიც აღარ ისმოდა. ჭაბუკი მომღერალი კუთხეში იჯ-
და და თავისთვის უკრავდა და ღიღინებდა რაღაც მდორე სიმღერას.
დეიდამისის ერთ-ერთი სეფექალი ლორდი პეტირის სავარძელში
მჯდომ რაინდს კოცნიდა, თან ხელებით ერთმანეთის ტანსაცმლის
ქვეშ იყვნენ შემძვრალები. რამდენიმე კაცი გალეშილიყო და ეძინა,
ერთი კი საპირფარეშოში ხმამაღლა არწყევდა. სანსას კიბის ქვეშ
მოქცეულ თავის პაწია სენაკში ბრინის ბებერი ძაღლი დახვდა, ადგა
და გვერდით მიუწვა. ცხოველმა გაიღვიძა და სახე აულოკა. – შე საწ-
ყალო, ბებერო ქოფაკო, – უთხრა გოგონამ და ბეწვი მოუჩეჩა.
– ელეინ, – სანსას თავს დეიდამისის მომღერალი ადგა, – ძვირ-
ფასო ელეინ. მე მარილიონი ვარ. დავინახე, წვიმიდან რომ შემოხ-
ვედი. ღამე ცივი და ნესტიანია. ნება მიბოძე, გაგათბო.
ბებერმა ძაღლმა თავი ასწია და დაიღრინა, მაგრამ მომღერალმა
წიხლი ამოსცხო და ისიც წკმუტუნით გაიძურწა.
– მარილიონ? – ყოყმანით გაიმეორა სანსამ, – დიდი მადლობა,
ჩემზე რომ ზრუნავ, მაგრამ... ბოდიში მომითხოვია, ძალიან დაღლი-
ლი ვარ.
– და ძალიან ლამაზი. მთელი საღამო გუნებაში სიმღერებს გით-
ხზავდი. შაირს თვალებზე, ბალადას თეძოებზე, დუეტს ძუძუებზე.
მაგრამ აქ მათ არ ვიმღერებ. ისინი ვერ აღწერენ შენს მშვენებას, –
საწოლზე ჩამოუჯდა და ბარძაყზე ხელი დაადო, – ნება მომეცი, ამის
ნაცვლად ჩემი სხეულით გიმღერო.
სანსას მისი სუნთქვის ოხშივარი ეცა.
– მთვრალი ხარ.
– მე არასოდეს ვთვრები. თაფლუჭი მხოლოდ მახალისებს. ცეც-
ხლი მიკიდია, – ხელი თეძოზე აუყოლა, – შენც ასევე ხარ, ვგრძნობ.
– ხელი მომაცილე. რას ბედავ.
– შემიწყალე. საათობით ვიმღერე სასიყვარულო სიმღერები.
1289
სისხლი ამიდუღდა. შენც, ხომ ვიცი... ვერსად ნახავ ბუშ გოგოზე უფ-
რო ვნებიან საყვარელს. ხომ გინდივარ?
– მე ქალწული ვარ, – შეუტია სანსამ.
– მართლა? ოჰ, ელეინ, ჩემო მშვენიერო ქალწულო, მაჩუქე შენი
უცოდველობა. მერე ღმერთებს მადლობას ეტყვი, ასე რომ მოიქეცი.
ლედი ლიზაზე უფრო ხმამაღლა გამღერებ.
შეშინებული სანსა განზე გაიწია.
– თავს თუ არ დამანებებ, დეი... მამაჩემი ჩამოგახრჩობს. ლორ-
დი პეტირი. – ნეკა? – ჩაიცინა მან, – ლედი ლიზას ძალიანაც მოვ-
წონვარ, ლორდ რობერტს კი ყველაზე მეტად ჩემი სიმღერა უყვარს.
მამაშენი რამეს თუ მაწყენინებს, ისეთ ლექსს შევუთხზავ, სულ თავ-
ბედს ვაწყევლინებ, – ხელი მკერდზე დაადო და მოუჭირა, – მოდი,
გავიხადოთ ეს სველი ტანსაცმელი. ხომ ვიცი, არ გინდა, შემოგეხეს.
მოდი, ტკბილო, მისდიე გულისთქმას...
სანსას ტყავზე ფოლადის გასმის ჩუმი ხმა ჩაესმა.
– მომღერალო, – წარმოთქვა უხეშმა ხმამ, – გირჩევნია, აქაუ-
რობას მოსცილდე, თუ გინდა, როდისმე ისევ იმღერო, – სანსამ ბინ-
დბუნდში ხმლის პირის მკრთალ ნათებას მოჰკრა თვალი.
ეს მომღერალმაც დაინახა.
– წადი და სხვა გოგო იშოვე, – მახვილმა იელვა და მომღერალ-
მა წამოიყვირა: – გამჭერი!
– უარესს გიზამ, აქაურობას თუ არ მოსცილდები.
მარილიონი თვალისდახამხამებაში გაქრა. მოსული კი დარჩა,
სიბნელეში სანსას ედგა თავზე.
– ლორდმა პეტირმა მითხრა, შენთვის თვალი მედევნებინა, –
ლოთორ ბრუნის ხმააო, მიხვდა. ქოფაკის კი არა, საიდან. რასაკ-
ვირველია, ლოთორი იქნებოდა... იმ ღამით სანსას თითქმის არც

1290
უძინია, წრიალებდა და ბორგავდა, როგორც თინუსების მეფის კაი-
უტაში ყოფნისას. დაესიზმრა, როგორ კვდებოდა ჯოფრი, მაგრამ მან
ყელი რომ ჩამოიფხოჭნა და თითებზე სისხლი ჩამოედინა, შეძრწუ-
ნებულმა სანსამ დაინახა, რომ ეს მისი ძმა რობი იყო. თავისი ქორ-
წილის ღამეც ესიზმრა, ტირიონის ხარბად მოჩერებული თვალები,
სანამ თავად ტანთ იხდიდა. მაგრამ ქმარი ჯუჯაზე ბევრად უფრო დი-
დი იყო და, საწოლზე რომ ამოძვრა, ნაწიბურები სახის მხოლოდ
ცალ მხარეს ემჩნეოდა.
– ერთ დღესაც მიმღერებ, – დაიხრიალა მან, სანსას გაეღვიძა და
ნახა, რომ გვერდით ისევ ბებერი ბრმა ძაღლი მისწოლოდა.
– ნეტავ, ლედი იყო, – უთხრა ცხოველს.
რომ გათენდა, გრისელი საძინებელში ავიდა და ლორდსა და
ლედის საუზმედ პური, კარაქი, თაფლი, ხილი და ნაღები მიართვა.
რომ დაბრუნდა, თქვა, ელეინს ეძახიანო. სანსა ჯერ ბოლომდე არც
გამოფხიზლებულიყო. უცბად ვერც მიხვდა, ელეინი თვითონ რომ
იყო.
ლედი ლიზა ჯერაც საწოლში იწვა, მაგრამ ლორდი პეტირი ამ-
დგარიყო და ჩაეცვა კიდეც.
– დეიდაშენს შენთან ლაპარაკი უნდა, – უთხრა სანსას,, თან ჩექ-
მას იცვამდა, – მე მას ვუთხარი, ვინც ხარ.
მადლობა ღმერთებს.
– მე... მადლობა, მილორდ.
პეტირმა მეორე ჩექმა ამოიცვა.
– შინ უკვე იმდენი ხანი დავყავი, რამდენის ატანაც შემეძლო.
დღესვე საარწივეში გავემართებით, – თავის ქალბატონ ცოლს აკო-
ცა, თაფლით გაწებილი ტუჩები აულოკა და კიბეზე დაეშვა.
სანსა საწოლის ფეხებთან იდგა, დეიდამისი კი მსხალს ჭამდა და
ყურადღებით უცქერდა.
1291
– ახლა კი ვატყობ, – თქვა ლედი ლიზამ და მსხლის ნაჭამი გვერ-
დზე გადადო, – ძალიან ჰგავხარ კეტლინს.
– მადლობა, ასე რომ ამბობ.
– მართალი თუ გინდა, ქათინაურად არ მითქვამს. ზედმეტად
ჰგავხარ კეტლინს. რამე უნდა ვიღონოთ. ალბათ, თმას გაგიმუქებთ,
სანამ საარწივეში მიგიყვანთ თმას გამიმუქებენ?
– როგორც ისურვებ, დეიდა ლიზა.
– ასე არ უნდა მომმართო. შენი აქ ყოფნის ამბავმა მეფის საბი-
ჯელში არ უნდა ჩააღწიოს. არ დავუშვებ, ჩემს ბიჭს რაიმე საფრთხე
დაემუქროს, – ფიჭას კუთხე ჩამოაკვნიტა, – მე ველი ამ ომში არ ჩავ-
რთე. მოსავალი უხვი გვაქვს, მთები გვიცავენ, საარწივე კი აუღებე-
ლია. და მაინც, არ ივარგებს, ლორდ ტაივინის რისხვა დავიტეხოთ
თავს, – ლიზამ ფიჭა დადო და თაფლიანი თითები გაილოკა, – პეტი-
რი ამბობს, რომ ტირიონ ლანისტერს მისთხოვდი. იმ ბოროტ ჯუჯას.
– ძალით მიმათხოვეს. მე არასოდეს მნდომებია.
– არც მე მნდომებია, – უთხრა დეიდამ, – ჯონ ერინი ჯუჯა არ ყო-
ფილა, მაგრამ მოხუცი იყო. ახლა ჩემ შემხედვარემ შეიძლება, არც
დაიჯერო, მაგრამ ჩემი ქორწილის დღეს ისე ლამაზი ვიყავი, დედა-
შენს ვჩრდილავდი. მაგრამ ჯონს ჩემგან მხოლოდ მამაჩემის ხმლე-
ბი უნდოდა, თავისი ძვირფასი ბიჭების დასახმარებლად. უარი უნდა
მეთქვა, მაგრამ ისე ბებერი იყო, განა რამდენ ხანს იცოცხლებდა?
ნახევარი კბილები დაცვენილი ჰქონდა, მის სუნთქვას კი გაფუჭებუ-
ლი ყველის სუნი უდიოდა. პირმყრალ კაცს ვერ ვიტან. პეტირის სუნ-
თქვა ყოველთვის საამოა... იცი, ცხოვრებაში პირველად მას ვაკო-
ცე. მამაჩემი ამბობდა, ძალიან დაბალი წარმომავლობისააო, მაგ-
რამ მე ხომ ვიცოდი, რომ ბევრს მიაღწევდა. ჯონმა მას ჩემი ხათრით
თოლიაქალაქის საბაჟო ჩააბარა, მაგრამ როცა მან შემოსავლები
ერთიათად გაზარდა, ჩემი ლორდი-ქმარი მიხვდა, რა ჭკვიანიც იყო
1292
და სხვა თანამდებობებიც მისცა, მეფის საბიჯელშიც კი ჩაიყვანა და
მეჭურჭლეთუხუცესად დანიშნა. ძალიან ძნელი იყო, ყოველდღე
რომ ვხედავდი, არადა, იმ ბერიკაცის ცოლი ვიყავი. ჯონი ბელში თა-
ვის ვალს აღასრულებდა, მაგრამ სიამოვნებას ვერ მანიჭებდა, ვერც
ბავშვებს მაძლევდა. მისი თესლი ბებერი და სუსტი იყო. რობერტის
გარდა ყველა ბავშვი დამეხოცა – სამი გოგო და ორი ბიჭი. ყველა
ჩემი საყვარელი პატარა მოკვდა, ის ბერიკაცი კი ცოცხლობდა და
ცოცხლობდა, თავისი მყრალი სუნთქვიანად. ასე რომ, მეც ბევრი გა-
დავიტანე, – ლედი ლიზამ ჩაიფრუტუნა, – იცი, რომ საბრალო დედა-
შენი მკვდარია?
– ტირიონმა მითხრა, – თქვა სანსამ, – ასე თქვა, ფრეიებმა მოკ-
ლეს ტყუპებში, რობთან ერთადო.
ლედი ლიზას უეცრად თვალები ცრემლებით აევსო.
– ახლა მე და შენ ორივე უთვისტომო ქალები ვართ. გეშინია, პა-
ტარავ? გული გაიმაგრე. კეტის შვილს ზურგს არასოდეს შევაქცევ.
ერთი სისხლი გვიდგას ძარღვებში. – მან სანსას ახლოს მოუხმო, –
მოდი, შეგიძლია, ლოყაზე მაკოცო, ელეინ. სანსა მორჩილად მიუახ-
ლოვდა და მის საწოლთან დაიჩოქა. დეიდამისი ტკბილ ნელსურნე-
ლებას აფრქვევდა, თუმცა მის მიღმა რძის მომჟავო სუნი იგრძნო-
ბოდა. ლოყაზე საღებავისა და უმარილის გემო ჰქონდა.
სანსა რომ გაიმართა და უკან დაიხია, ლედი ლიზამ მაჯით დაიჭი-
რა.
– ახლა კი მითხარი, – უთხრა მკაცრად, – ორსულად ხარ? მარ-
თალი თქვი, შეგატყობ, თუ მომატყუე.
– არა, – მოუგო შეკითხვით შეცბუნებულმა სანსამ.
– უკვე გაფურჩქნილი ქალი ხარ, ხომ ასეა?
– დიახ, – სანსამ იცოდა, მისი გაფურჩქვნის ამბავი საარწივეში
დიდხანს არ დაიმალებოდა, – ტირიონმა არ... იმან არც ერთხელ...
1293
– იგრძნო, ლოყები რომ წამოუწითლდა, – მე ჯერაც ქალწული ვარ.
– ჯუჯა უძლური გამოდგა?
– არა. მხოლოდ... ის იყო... – კეთილი? ამას ვერ იტყოდა, აქ ვე-
რა, დეიდასთან, რომელსაც ასე სძულდა ქონდრისკაცი, – ის... კახ-
პები ჰყავდა, მილედი. ასე მითხრა. – კახპები, – ლიზამ ხელი უშვა,
– რა თქმა უნდა. ეგეთს რომელი ქალი დაუწვება, თუ არა ოქროს ფა-
სად? უნდა მომეკლა ჭინკა, როცა ჩემ ხელთ იყო, მაგრამ გამაცურა.
ეგ ხომ მდაბალი ხრიკების ოსტატია. მისმა ქირით მებრძოლმა ჩემი
კეთილი სერ ვარდის იგენი მომიკლა. კეტლინს ჯუჯა აქ არ უნდა მო-
ეთრია, ასეც ვუთხარი. მერე შეტრიალდა და წავიდა და ბიძაჩვენიც
თან გაიყოლა. ამაშიც ცუდად მოიქცა. შავი თევზი ჩემი კარიბჭის რა-
ინდი იყო და მას მერე, რაც ის წავიდა, მთიელები ძალიან გათავხედ-
დნენ. მაგრამ პეტირი მალე ამას ყველაფერს მოაგვარებს. მე მას ვე-
ლის ლორდ-მფარველად დავნიშნავ, – დეიდამისმა პირველად გა-
იღიმა, ლამის თბილად, – იქნებ ზოგ-ზოგივით მაღალი და ძლიერი
არ ჩანს, მაგრამ იმათზე ყველაზე მეტი ღირს. ენდე და როგორც გეტ-
ყვის, ისე მოექეცი.
– დიახ, დეიდა... მილედი.
ლედი ლიზას მისი პასუხი ესიამოვნა და გაიღიმა.
– ვიცნობდი იმ ბიჭს, ჯოფრის. ჩემს რობერტს ავ სახელებს ეძახ-
და, ერთხელ კი თავისი ხის ხმალი შემოსცხო. კაცი იტყვის, საწამ-
ლავი უღირსების იარაღიაო, მაგრამ ქალის ღირსება კიდევ სხვანა-
ირია. დედამ ჩვენ ჩვენი შვილების დასაცავად შეგვქმნა და ღირსე-
ბას მარტო მაშინ ვკარგავთ, მაგას თუ ვერ ვახერხებთ. ამასაც გა-
იგებ, შენი შვილი რომ გეყოლება.
– შვილი? – ყოყმანით ჰკითხა სანსამ.
ლიზამ დასაარხეინებლად ხელი გაუქნია.
– მანამდე ბევრი წელი გავა. ჯერ დედობისთვის ძალიან პატარა
1294
ხარ. ერთ დღესაც მოგინდება შვილები, გათხოვებაც მოგინდება.
– მე... გათხოვილი ვარ, მილედი.
– ჰო, მაგრამ მალე დაქვრივდები. გიხაროდეს, ჭინკას კახპები
რომ ერჩივნა. ჩემს შვილს არ ეკადრება იმ ჯუჯას დანატოვარი ქალი,
მაგრამ რაკი იმას შენთვის ხელი არ უხლია... რას იტყვი, შენს კუზენს
რომ მისთხოვდე, ლორდ რობერტს?
ამ სიტყვებმა სანსას მხოლოდ დაქანცულობა აგრძნობინა. რო-
ბერტ ერინზე მხოლოდ ის იცოდა, რომ პატარა და ავადმყოფი ბიჭი
იყო. დეიდაჩემს მე კი არა, ჩემი მემკვიდრეობა უნდა თავისი შვილის
ცოლად. სიყვარულით არავინ არასოდეს შემირთავს. მაგრამ ახლა
ტყუილი იოლად გამოუვიდა.
– ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მას, მილედი. მაგრამ ის ხომ
ჯერ ბავშვია, ასე არაა?
– რვა წლისაა. და ჯანიანიაო, ვერ იტყვი. მაგრამ ძალიან კარგი
ბიჭია, ძალიან გონიერი, ჭკვიანი. ის დიდი კაცი დადგება, ელეინ.
ძლიერი თესლიაო, ასე თქვა ჩემმა ლორდმა-მეუღლემ სიკვდილის
წინ. მისი ბოლო სიტყვები ეს იყო. მომაკვდავებს ღმერთები ზოგჯერ
მომავლის ჭვრეტის უნარს აძლევენ. არა მგონია, რამე გვიშლიდეს,
მაშინვე დაგაქორწინოთ, როგორც კი შენი ლანისტერი ქმრის სიკ-
ვდილის ამბავს გავიგებთ. რა თქმა უნდა, საიდუმლოდ. საარწივეს
ლორდი, რასაკვირველია, ბუშს ცოლად არ შეირთავდა, ეს მას არ
შეჰფერის. როგორც კი ჭინკას თავს წააცლიან, ყორნები მეფის სა-
ბიჯელიდან ამბავს მოგვიტანენ. შენ და რობერტს შეგეძლებათ, მე-
ორე დღესვე დაქორწინდეთ – ხომ კარგი იქნება? მას პატარა ამხა-
ნაგის ყოლა ძალიან მოუხდებოდა. საარწივეში რომ დავბრუნდით,
ვარდის იგენის ბიჭთან თამაშობდა ხოლმე, კიდევ – ჩემი მოურავის
ვაჟთანაც, მაგრამ ისინი მეტისმეტად უხეშები იყვნენ და სხვა გზა არ
მქონდა, დავითხოვე. კარგად კითხულობ, ელეინ?
1295
– კეთილი სეპტა მორდეინი ამბობდა, რომ ჰო.
– რობერტს სუსტი თვალები აქვს, მაგრამ უყვარს, რომ უკითხა-
ვენ, – აცნობა ლედი ლიზამ, – ყველაზე მეტად ცხოველების ზღაპ-
რები უყვარს. იცი ის სიმღერა წიწილაზე, რომელიც მელიასავით გა-
მოეწყო? სულ მაგას ვუმღერი ხოლმე, არასოდეს სწყინდება. კიდევ
უყვარს სკუპი-სკუპის, ხანჯლაობის და მოდი-ჩემს-ციხეშის თამაში,
მაგრამ ყოველთვის უნდა მოაგებინო ხოლმე. სწორი ეგრე იქნება,
ასე არაა? ბოლოს და ბოლოს, ის საარწივეს ლორდია, ეს არასოდეს
უნდა დაგავიწყდეს. შენ კარგი ჩამომავლობა გაქვს და ვინტერფე-
ლელი სტარკები ყოველთვის ქედმაღლები იყვნენ, მაგრამ ვინტერ-
ფელი დაეცა და შენ ახლა სინამდვილეში გლახაკი ხარ და მეტი არა-
ფერი, ასე რომ, ეგ ქედმაღლობა მოიშალე. შენს ახლანდელ მდგო-
მარეობაში მადლიერება უფრო გამოგადგება. ჰო, და მორჩილება.
ჩემს ბიჭს მადლიერი და მორჩილი ცოლი ეყოლება.

ჯონი

დღითა თუ ღამით ნაჯახების ცემის ხმა არ წყდებოდა.


ჯონს არ ახსოვდა, ბოლოს როდის ეძინა. თვალებს რომ ხუჭავდა,
ბრძოლა ესიზმრებოდა; როცა ეღვიძა, იბრძოდა. მეფის კოშკშიც კი
ესმოდა ბრინჯაოსა და კაჟის, თუ ნაალაფარი ფოლადის ხეზე ჩხაკუ-
ნი, და კედლის თავზე გამართულ გასათბობ ფარდულში დასვენებას
თუ ცდილობდა, ხმა უფრო მკაფიოდაც მოდიოდა. მენსი უროებსაც
ამუშავებდა და ქვის და კაჟისკბილება ბირდაბირებსაც. ერთხელ,
როცა გადაქანცული რულმა წაიღო, ავსულებიანი ტყიდან ხმამაღა-
ლი ჭახანი მოისმა და მტვრისა და წიწვების კორიანტელში გახვეუ-
ლი ხეგუშაგა წამოიქცა.
ოუენი რომ მოვიდა, ეღვიძა, ფორიაქა ფიქრებით შეპყრობილი
1296
იწვა ქურქების ქვეშ, გასათბობი ფარდულის იატაკზე.
– ლორდ სნოუ, – მხრით შეანჯღრია ოუენმა, – თენდება, – ჯონს
ხელი გაუწოდა, წამოდგომაში რომ მოხმარებოდა. სხვებიც იღვი-
ძებდნენ, ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ, ფარდულის სივიწ-
როვეში ჩექმებს რომ იცვამდნენ და სახმლე სარტყელებს იმაგრებ-
დნენ. ხმას არავინ იღებდა. ისეთი დაღლილები იყვნენ, ხმის ამოღე-
ბის თავი არ ჰქონდათ. იმ დღეებში მათგან ცოტა თუ მოსცილებოდა
კედლის თავს: გალიით აღმა-დაღმა სიარულს მეტისმეტად დიდი
დრო მიჰქონდა. ციხეშავი მაისტერ აემონის, სერ ვინტონ სტაუტისა
და რამდენიმე მოხუცი და ავადმყოფი, ანუ ბრძოლისთვის გამოუსა-
დეგარი კაცის ამარა იყო დარჩენილი.
– დამესიზმრა, რომ მეფე მოვიდა, – განაცხადა გაბადრულმა
ოუენმა, – მაისტერმა აემონმა ყორანი გაგზავნა და მეფე რობერტი
მთელი თავისი ლაშქრით მოგვადგა. დამესიზმრა, როგორ ფრი-
ალებდნენ მისი ოქროსფერი დროშები.
ჯონმა თავს გაღიმება აიძულა.
– ნეტამც, ოუენ, – ფეხში ტკივილის ჩხვლეტა არად ჩაუგდია, შა-
ვი ქურქის მოსასხამი მხრებზე მოიგდო, ყავარჯენი მიიწოდა და
ახალ დღესთან შესაყრელად კედელზე გავიდა.
ქარის შემოქროლება ყინულოვან საცეცებად შეერია გრძელ, ყა-
ვისფერ თმაში. ნახევარი მილით ჩრდილოეთისკენ ველურების ბა-
ნაკი იღვიძებდა, მათი კოცონები კვამლის თითებს იწვდიდნენ დი-
ლის ბაცი ცის მოსაფხოჭნად. ტყის კიდის გასწვრივ ტყავისა და ქურ-
ქების კარვები ჰქონდათ გაშლილი, მორებით და დაწნული ტოტე-
ბით მოუხეშავი დარბაზიც კი აეგოთ. აღმოსავლეთისკენ ცხენები
ეყენათ, დასავლეთისკენ – მამონტები, და ყველგან, სადაც კი თვა-
ლი სწვდებოდა, კაცები ირეოდნენ: ხმლებს ლესავდნენ, უხეშ შუბებს

1297
პირებს უგებდნენ, ტყავით, რქითა და ძვლებით შეკოწიწებულ აბ-
ჯრებს ირგებდნენ. ჯონმა იცოდა, რომ ყოველ კაცზე, რომელსაც ხე-
დავდა, ტყეში შეფარებული და უხილავი ოცი კაცი მოდიოდა. ტოტე-
ბი მათ ცოტათი მაინც იცავდა წვიმისა და ქარისგან და საძულველი
ყვავების თვალისგანაც იფარავდა.
მათი მოისრები უკვე წინ მოიწევდნენ და გორიალა ფარებს მო-
ათრევდნენ.
– ესეც ისრები საუზმედ, – ხალისიანად გამოაცხადა პიპმა ახ-
ლაც, როგორც ყოველ დილით. კარგია, რომ ამაზე ხუმრობა შეუძ-
ლია, გაიფიქრა ჯონმა. ვინმემ უნდა აკეთოს ეს. სამი დღის წინ ერთი
ის სასაუზმე ისარი ვარდისტყელ წითელ ელინს ფეხში მოხვდა. ახ-
ლაც შეგეძლო, დაგენახა მისი სხეული კედლის ძირას, ცოტათი თუ
გადაიხრებოდი. ჯონი აღიარებდა, რომ ჯობდა, პიპის ხუმრობაზე
ეცინათ, ვიდრე ელინის გვამზე ედარდათ.
ფარები დაცერებული ხის საფრები იყო, ისეთი ფართო, რომ მათ
უკან ხუთი ველური ერთად მოთავსდებოდა. მშვილდოსნებმა ახ-
ლოს მოაყენეს ისინი, მერე მათ უკან ჩაიმუხლეს და ხეში გაჭრილი
საისრეებიდან სროლას მოჰყვნენ. როდესაც ველურებმა პირველად
გამოაგორეს ისინი, ჯონმა ცეცხლის ისრები მოითხოვა და ნახევარი
დუჟინი დაწვა კიდევაც, მაგრამ ამის მერე მენსმა ხე დაუმუშავებელი
ტყავებით დაფარა და ახლა მათ ვერანაირი ცეცხლის ისარი ვეღარ
ააალებდა. ძმები ნაძლევებსაც კი დებდნენ, რომელი ჩალის გუშაგი
მოაგროვებდა უფრო მეტ ისარს. ყველაზე წინ მწუხარე ედი იყო ოთ-
ხი ისრით, ოთელ იარვიკს, ტამბერჯონს და გრძელტბელ ვატს თი-
თოს სამ-სამი ჰქონდა. საფრთხობელებისთვის წასული ძმების სახე-
ლების დარქმევაც პიპმა დაიწყო. თითქოს ასე უფრო მეტნი ვართო,
ამბობდა. – ჰო, უფრო მეტს გვაქვს გაყრილი მუცლებში ისრები, –

1298
დაიწუწუნა გრენმა, მაგრამ, როგორც ჩანდა, დამკვიდრებული ტრა-
დიცია ძმებს მხნეობას მატებდა, ჰოდა, ჯონმაც არ მოშალა იგი და
ნაძლევებიც გაგრძელდა.
კედლის კიდესთან თითბრის ნაყშებიანი მირული თვალი იდგა
სამ აყლაყუდა ფეხზე. ოდესღაც მაისტერ აემონი მისი მეშვეობით
ვარსკვლავებს აკვირდებოდა, სანამ საკუთარი თვალიც ერჩოდა.
ჯონმა ჭოგრიტი დაბლა დახარა, მტრისთვის რომ ეთვალთვალათ.
ამ სიშორიდანაც კი არაფერში შეგეშლებოდა მენს რაიდერის უზარ-
მაზარი, თოვლის დათვების ტყავებისგან შეკერილი თეთრი კარავი.
მირული ლუპები ველურებს იმდენად აახლოებდა, რომ ჯონს მათი
სახეების გარჩევა შეეძლო. ამ დილით მენსი არსად ჩანდა, მაგრამ
მისი ქალი დალა გარეთ იდგა და ცეცხლს აჩაღებდა, დალას და ვა-
ლი კი კარვის უკან თხას წველიდა. დალა ისეთი გაბერილი ჩანდა,
რომ საოცარი იყო, საერთოდ როგორ ინძრეოდა. ეტყობა, ბავშვი
ძალიან მალე გაჩნდებაო, გაიფიქრა ჯონმა. თვალი აღმოსავლე-
თისკენ მიატრიალა და ხეებს შორის დაძებნა, სანამ კუ არ იპოვა.
ესეც მალე გამოგვეცხადება. ველურებმა ღამით ერთი მკვდარი მა-
მონტი გაატყავეს და ახლა ნედლ, სისხლიან ტყავს კუს სახურავზე
აკრავდნენ მეორე ფენად, ცხვრების ტყავების ზემოდან. კუს მომ-
რგვალებული სახურავი და რვა ვეება ბორბალი ჰქონდა, ტყავების
ქვეშ კი მტკიცე ხის ჩარჩო იყო შეკრული. როდესაც ველურებმა მისი
აწყობა დაიწყეს, ატლასს ეგონა, გემს აგებენო. ძალიან არც შემცდა-
რა. კუ ამობრუნებულ, წინ და უკან გახსნილ გემის მუცელს ჰგავდა:
ბორბლებიან წაგრძელებულ დარბაზს. – მზადაა, ჰო? – ჰკითხა
გრენმა.
– თითქმის, – ჯონმა თვალი მოიშორა, – როგორც ჩანს, დღეს გა-
მოიყვანენ. კასრები აავსე?
– ყველა. ღამით კარგად ჩაიყინნენ, პიპმა შეამოწმა.
1299
გრენი ძალიან შეიცვალა და აღარ იყო ის დიდი, მოუქნელი, წი-
თელკისერა ბიჭი, რომელსაც ოდესღაც ჯონი დაუმეგობრდა. ნახე-
ვარი ფუტი მოიმატა სიმაღლეში და პირველკაცთა მუშტიდან წამოს-
ვლის მერე არც თმა შეუჭრია და არც წვერი შეუკვეცავს. ისეთი ზორ-
ბა და ბანჯგვლიანი იყო, მართლაც ჰგავდა კამეჩს, რომლის სახე-
ლიც სერ ალისერ თორნმა დაცინვით მიაწება წვრთნისას. ოღონდ
ახლა დაღლილი ჩანდა. ჯონმა ეს რომ აღნიშნა, მან თავი დაუქნია.
– მთელი ღამე ნაჯახების ხმა მესმოდა. ამ ჯახაჯუხმა არ დამაძი-
ნა.
– მაშ წადი, ახლა დაიძინე.
– არ მჭირდება...
– გჭირდება. დასვენებული მინდა იყო. მიდი, რაში ივარგებს,
ბრძოლისას ჩამოგეძინოს, – ძალით გაიღიმა, – იმ წყეული კასრე-
ბის გაგორება მარტო შენ შეგიძლია. გრენი ბურტყუნით გასცილდა,
ჯონი კი ისევ ჭოგრიტს მიუბრუნდა, ველურების ბანაკს დააკვირდა.
დროდადრო თავზემოთ ისარი გადაუქროლებდა, მაგრამ უკვე ის-
წავლა, ამისთვის ყურადღება არ მიექცია: მანძილი შორი იყო, კუთ-
ხე – არახელსაყრელი, ვერ უნდა მოხვედროდა. მენს რაიდერი ბა-
ნაკში ვერც ახლა შეამჩნია, მაგრამ კუს მახლობლად ტორმუნდ გო-
ლიათების რისხვა და მისი ორი ვაჟი დაინახა. ვაჟები მამონტის
ტყავს ეჯაჯგურებოდნენ, ტორმუნდი კი შემწვარ თხის ბარკალს
ღრღნიდა და ბრძანებებს გასძახოდა. სხვაგან შენიშნა ველური მაქ-
ცია ვარამირ ცხრატყავა, ხეებს შორის რომ მიდიოდა, უკან კი თავი-
სი ბინდისკატა მისდევდა. ჯალამბრის ჯაჭვის ჟღრიალი და გალიის
კარის გაღების ხმა რომ მოესმა, უკვე იცოდა, რომ ეს ჰობი იქნებოდა
მათი საუზმითურთ – ყოველ დილით ასე ამოაკითხავდათ ხოლმე.
მაგრამ მენსის კუს დანახვა ჯონს მადას უკარგავდა. ნავთი თითქმის
მთლად გასთავებოდათ, კუპრის უკანასკნელი კასრი კი კედლიდან
1300
ორი ღამის წინ გადაფრინდა. მალე ისრებიც გამოელეოდათ, მათი
გამთლელი კი არავინ ჰყავდათ. ორი ღამის წინ კი დასავლეთიდან
ყორანი მოფრინდა და დენის მალისტერის წერილი მოიტანა. რო-
გორც ჩანდა, ბოუენ მარშმა ველურებს ბინდისკოშკამდე მისდია, და
მის იქითაც, ხეობის ბინდში. თავისქალას ხიდთან მოტირალს და სა-
მას ველურს გადაეყარა და სისხლისმღვრელი ბრძოლა მოიგო, მაგ-
რამ გამარჯვება ძვირად დაუჯდა. ასზე მეტი ძმა დაეცა, მათ შორის –
სერ ენდრიუ ტართი და სერ ელედეილ ვინჩი. თვითონ ბებერი ბრო-
წეული მძიმედ დაჭრილი მიიტანეს ბინდისკოშკში. მას მაისტერი მა-
ლენი უვლიდა, მაგრამ კარგა დრო გავიდოდა, სანამ იგი ციხეშავში
დაბრუნებას შეძლებდა.
ეს რომ წაიკითხა, ჯონმა ზეი მათ საუკეთესო ცხენზე შესვა და
თხუნელქალაქში გაუშვა, რათა მას სოფლელებისთვის ეთხოვა,
კედლის დაცვაში დახმარებოდნენ. ქალი აღარ დაბრუნდა. როდე-
საც მის მოსაკითხად მალი გაგზავნა, უკან დაბრუნებულმა ბიჭმა უთ-
ხრა, მთელი სოფელი ცარიელია, საროსკიპოც კიო. ალბათ, ზეიც
დანარჩენებს მიჰყვა, ისიც მეფის გზას დაადგა. იქნებ, ის დროა,
ჩვენც იმათ გავედევნოთო, პირქუშად ფიქრობდა ჯონი.
თავი აიძულა, ეჭამა, თუმცა შიმშილს არ გრძნობდა. ისიც ცუდია,
რომ ვერ დაიძინა, ახლა უსაჭმელოდაც მთლად ვეღარ ივარგებდა.
თანაც, ეს შეიძლება, ჩემი ბოლო ჭამა იყოს. შეიძლება, ყველასთვის
ბოლო იყოს. ის იყო, მუცელი ამოივსო პურით, შაშხით, ხახვით და
ყველით, რომ გაიგონა, როგორ იყვირა ცხენმა:
– მოდის!
არავის დასჭირდა, ეკითხა, რა მოდიოდა. არც ჯონს დასჭირვებია
მაისტერის მირული თვალი ხეებსა და კარვებს შორის გამოცოცებუ-
ლი კუს დასანახად.

1301
– არც ისე ჰგავს კუს, – განაცხადა ატლასმა, – კუები ბანჯგვლია-
ნები არ არიან. – უმრავლესობას არც ბორბლები აქვს, – თქვა პიპ-
მა.
– საომარ საყვირს ჩაჰბერეთ! – ბრძანება გასცა ჯონმა და კეგსმა
ორჯერ გრძლად დააჭექა გრენისა და ღამით გუშაგებად მდგარი მე-
ომრების გასაღვიძებლად. ველურების შემოტევისას კედელს ყველა
თავისი მცველი დასჭირდებოდა.
იციან ღმერთებმა, რა ცოტანიც ვართ. ჯონმა შეხედა პიპს, კეგსს,
ატლასს, ცხენსა და ოუენ ბოთეს, ტიმ ენაბლუს, მალის, ცალჩექმას
და სცადა წარმოედგინა, როგორ შეებმებოდნენ ისინი ასობით მო-
კიჟინე ველურს იმ გვირაბის ყინულოვან წკვარამში, სადაც მტერსა
და მათ შორის მხოლოდ რამდენიმე რკინის ცხაური იდგებოდა. ასე
იქნებოდა, თუ კუს მანამდე არ შეაჩერებდნენ, სანამ ისინი კარიბჭეს
აიღებდნენ. – რა დიდია, – თქვა ცხენმა.
პიპმა პირი გააწკლაპუნა.
– წარმოიდგინე, რამდენი სუპი გამოვა, – ხუმრობა არავინ აიტა-
ცა. პიპსაც კი დაღლილი ხმა ჰქონდა. ცოცხალ-მკვდარს ჰგავს, გა-
იფიქრა ჯონმა, მაგრამ ყველანი მაგ დღეში ვართ. კედლისმიღმელ
მეფეს იმდენი ხალხი ჰყავდა, რომ ყოველ ჯერზე ახალ, დასვენებულ
რაზმს გზავნიდა შეტევაზე, მაშინ, როცა ეს შეტევა სულ ერთსა და
იმავე ერთ მუჭა ძმებს უნდა მოეგერიებინათ, რამაც ყველას ძალა
გამოაცალა. ჯონმა იცოდა, რომ ხისა და ტყავების ქვეშ დამალული
მებრძოლები ახლა ბაწრებს ექაჩებოდნენ, ძალებს არ ზოგავდნენ,
რომ ბორბლებს ეტრიალა, მაგრამ, როგორც კი კუ ჭიშკარს მიადგე-
ბოდა, ბაწრებს თავს ანებებდნენ და ცულებს აიღებდნენ ხელში. მენ-
სი დღეს მამონტებით მაინც არ უტევდათ. ჯონს ეს ახარებდა. მათი
ბუმბერაზული ძალა კედელზე ფუჭად იხარჯებოდა, სიდიდის გამო კი

1302
იოლი სამიზნეები ხდებოდნენ. ბოლოს დაცემული მამონტი დღე-ნა-
ხევარი კვდებოდა, საზარელი იყო მისი ტანჯული ყვირილის სმენა.
კუ ნელა მოცოცავდა, ქვებზე, კუნძებზე და ბუჩქებზე გადმოდი-
ოდა. წინა შეტევა თავისუფალ ხალხს ას თუ მეტ სიკვდილად დაუჯდა.
მკვდრების უმრავლესობა ჯერაც იქ ეყარა, სადაც დაეცნენ. ბრძოლა
რომ მიწყნარდებოდა, ყვავები მოფრინდებოდნენ და პატივს დას-
დებდნენ მათ, მაგრამ ახლა ფრინველები ყრანტალით გაიფანტნენ.
კუ არც იმათ მოსწონდათ.
ჯონმა იცოდა, რომ ატლასი, ცხენი და სხვები მას შესცქეროდნენ,
მის ბრძანებას ელოდნენ. ისე იყო დაღლილი, რომ მეტი არც არაფე-
რი იცოდა. კედელი მაბარია, შეახსენა თავს.
– ოუენ, ცხენი, ფილაკვნებთან დადექით. კეგს, შენ და ცალჩექმა
– სკორპიონებთან. დანარჩენებმა მშვილდები მოიმარჯვეთ. ცეც-
ხლის ისრები აიღეთ. ვცადოთ, იქნებ დავწვათ, – ჯონმა იცოდა, სა-
ვარაუდოდ, ვერ მოახერხებდნენ ამას, მაგრამ უქმად დგომას სჯობ-
და, ეცადათ.
უზარმაზარი და ზანტი კუ მიზანში იოლი ამოსაღები იყო და
მშვილდოსნებმა და მეარბალეტებმა იგი მალე მობაჯბაჯე ხის ზღარ-
ბად აქციეს... მაგრამ, ფარების არ იყოს, სველი ტყავები კუსაც კარ-
გად იცავდა და ალმოდებული ისრები ლამის ძგერებისთანავე ქრე-
ბოდნენ. ჯონმა ჩუმად შეიგინა.
– სკორპიონები, – გასცა ბრძანება, – ფილაკვნები!
სკორპიონების დიდი ლახვრები ღრმად ერჭობოდა ტყავში, მაგ-
რამ ცეცხლის ისრებზე მეტად ვერ აზიანებდა. ქვები კუს სახურავი-
დან სხლტებოდნენ, ტყავების ფენებში ღრმა ნაჭდევებს ტოვებდნენ.
ტრებუჩეტის ერთი ლოდი კი დალეწავდა კუს, მაგრამ ერთი ჯერაც
გატეხილი იდგა, მეორის საწიერს კი ველურებმა შორიდან შემოუ-
არეს. – ჯონ, მაინც მოდის, – უთხრა ოუენ ბოთემ.
1303
ამას თავადაც კარგად ხედავდა. თითო გოჯით, თითო იარდით კუ
წინ მოცოცავდა, გუგუნებდა, მოხრიგინებდა და საკლავ ზონას გად-
მოდიოდა. როგორც კი ველურები მას კედელს მიაყენებდნენ, უკვე
შეძლებდნენ, უხიფათოდ გამოეჩეხათ სახელდახელოდ შეკეთებუ-
ლი გარე ჭიშკარი. შიგნით, ყინულის გვირაბის თავშესაფარში, უკვე
რამდენიმე საათში გამოასუფთავებდნენ ნაშალს და ამის მერე მათ
გზაზე აღარაფერი იდგებოდა ორი რკინის ჭიშკრის, რამდენიმე ნა-
ხევრად გაყინული გვამის და იმ ძმების გარდა, რომლებსაც ჯონი გა-
იმეტებდა და წინ შეაგებებდა სიბნელეში საომრად და მოსაკვდო-
მად.
მის მარცხნივ ფილაკვანმა დაიბრაგუნა და ჰაერში ქვების კორი-
ანტელი გაყარა. ისინი სეტყვასავით დაეყარნენ კუს და აქეთ-იქით
გადაცვივდნენ ისე, რომ არაფრით დაუზიანებიათ. ფარების უკან
ჩამსხდარი ველური მშვილდოსნები ჯერ კიდევ ისროდნენ. ერთი ჩა-
ლის კაცს სახეში მოხვდა და პიპმა თქვა:
– გრძელტბელი ვატი ოთხსაა! ფრეა! – მორიგმა ისარმა თავად
მას ჩაუზუზუნა ყურთან, და პიპმა აღშფოთებით გადასძახა დაბლა: –
მე შეჯიბრში არ ვმონაწილეობ! – ტყავებს ცეცხლი არ მოედება, –
თქვა ჯონმა თავისთვის და სხვების გასაგონადაც. ერთადერთ იმე-
დად რჩებოდა, კუ კედლის ძირას დაელეწათ. ამისთვის კი ლოდები
სჭირდებოდათ. რაც უნდა მტკიცედ ყოფილიყო იგი შეკრული, შვი-
დასი ფუტის სიმაღლიდან დახეთქებულ ლოდს რამით მაინც უნდა
დაეზიანებინა, – გრენ, ოუენ, კეგს, დროა.
გასათბობი ფარდულის გასწვრივ თორმეტი მყარი მუხის კასრი
ჩამწკრივებულიყო. ისინი დამტვრეული ქვებით იყო სავსე – იმ ხრე-
შით, რომელსაც შავი ძმები კედლის თავზე სავალ ბილიკზე ყრიდ-
ნენ, ფეხის უკეთ მოსაკიდებლად. გუშინ ჯონმა როცა დაინახა, თავი-

1304
სუფალი ხალხი კუს ცხვრის ტყავებით ფარავსო, გრენს უთხრა, კას-
რებში წყალი ჩაესხა, რამდენიც კი ჩაეტეოდა. წყალი დამტვრეულ
ქვებში ჩაიჟონებოდა და დილისთვის მთლად ჩაყინავდა. ამაზე უფ-
რო ლოდის მსგავსს, სხვას ვერაფერს იშოვიდნენ.
– გაყინვა რაღაში გვინდა? – ჰკითხა გრენმა, – რატომ არ შეიძ-
ლება, უბრალოდ, კასრები გადავაგოროთ კიდეზე?
– ქვემოთ ვარდნისას კედელს თუ მიეჯახება, კასრი გასკდება და
ხრეში გაიფანტება, – მიუგო ჯონმა, – რად გვინდა, ეს ბოზიშვილები
უბრალოდ ხრეშში ვაბანაოთ. გრენთან ერთად ერთ კასრს მიაბჯინა
მხარი, კეგსი და ოუენი ამ დროს მეორეს ეჯაჯგურებოდნენ. ერთად
შეარყიეს, მიყინული ფსკერი რომ დაეძრათ.
– მთელი ტონაა, ამის ყოფაც არ იყოს, – თქვა გრენმა.
– დააწვინე და გააგორე, – უთხრა ჯონმა, – ფრთხილად, ფეხზე
თუ გადაგიარა, შენც ცალჩექმა გახდები.
კასრი რომ წამოაწვინეს, ჯონმა ჩირაღდანს სტაცა ხელი და კედ-
ლის თავზე გაატარ-გამოატარა, ყინული ცოტა რომ მომდნარიყო.
წყლის თხელმა ფენამ კასრის გადაგორება გააადვილა; კაცმა რომ
თქვას, ზედმეტადაც გააადვილა – კინაღამ გაუსხლტათ. მაგრამ სა-
ბოლოოდ, ოთხთა შეერთებული ძალისხმევით, მათ თავიანთი
ტვირთი კიდესთან მიაგორეს და ისევ წამოაყენეს.
ჭიშკრის გასწვრივ ოთხი დიდი მუხის კასრი ჰქონდათ გამწკრი-
ვებული, პიპმა რომ იყვირა:
– კუ კართანაა!
ჯონმა მტკივანი ფეხი აიკეცა და გადასახედად გადაიხარა. მოაჯი-
რები, მარშს მოაჯირები უნდა გაეკეთებინა. რამდენი რამ უნდა გა-
ეკეთებინათ. ველურები მკვდარ გოლიათებს გადაათრევდნენ კა-
რის წინიდან. ცხენი და მალი მათ ქვებს აყრიდნენ თავზე, მაგრამ ასე

1305
პატარა ქვებით თავად კუს ვერაფერს დაუშავებდნენ. იმას ფიქრობ-
და, გზად დაგდებულ მკვდარ მამონტს რაღას უზამენო, მაგრამ ახლა
დაინახა, რომ ლამის დარბაზივით ფართო კუ უბრალოდ აიღეს და
ლეშზე გადმოატარეს. ჯონს ფეხი გაუსხლტა, მაგრამ ცხენმა მკლა-
ვით დაიჭირა და სამშვიდობოს გამოათრია. – ეგრე ნუ იხრები, – უთ-
ხრა ბიჭმა.
– მოაჯირები უნდა გაგვეკეთებინა, – ჯონს ეჩვენებოდა, ხეზე ნა-
ჯახების ცემის ხმა ჩამესმისო, მაგრამ შეიძლება, ეს შიში უგუგუნებ-
და ყურებში. გრენს შეხედა – მიდი. გრენი კასრს უკან დაუდგა, მხა-
რი მიაბჯინა, დაიხვნეშა და მიაწვა. ოუენი და მალი წაეშველნენ. ერ-
თი ფუტით წააჩოჩეს კასრი, მერე კიდევ ფუტით. და უცებ ის გაქრა.
გაიგონეს ბრაგვანი, ქვემოთ გაფრენილი კასრი კედელს რომ შე-
ეჯახა, და მერე, ბევრად უფრო ხმამაღლა, დამსხვრეული ხის ლაწა-
ნი და ტკაცანი მოისმა, რასაც ღრიალი და კივილი მოჰყვა. ატლასმა
ყიჟინა დასცა, ოუენ ბოთემ დავლური დაუარა, პიპი კი გადაიხარა და
იყვირა:
– კუ ბაჭიებით ყოფილა დაჩურთული! ნახე, როგორ გამოხტნენ!
– კიდევ! – დასძახა ჯონმა, გრენი და კეგსი მორიგ კასრს დაეჭიდ-
ნენ და ტორტმანით გადაუშვეს ჰაერში.
საქმეს რომ მორჩნენ, მენსის კუს წინა ნაწილი დალეწილ-დანა-
ფოტებული იყო, უკანა ნაწილიდან კი ველურები გამორბოდნენ და,
რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ბანაკისკენ მიიჩქაროდნენ. ატლასმა
არბალეტს სტაცა ხელი და რამდენიმე ისარი ზურგში მიაყოლა, ნა-
ბიჯი კიდევ უფრო რომ აეჩქარებინათ. გრენს წვერში ფართო ღიმი-
ლი უელვარებდა, პიპი ოხუნჯობდა და დღეს სიკვდილი აღარც ერთს
აღარ უწევდა.
აი, ხვალ კი... ჯონმა ფარდულისკენ გაიხედა. იქ, სადაც ცოტა

1306
ხნის წინ თორმეტი კასრი იდგა, რვაღა დარჩენილიყო. ახლა კი იგ-
რძნო, რა დაღლილი იყო, რა ძალიან სტკიოდა ფეხი. უნდა დავიძი-
ნო. რამდენიმე საათით მაინც. მაისტერ აემონთან შეიძლებოდა მის-
ვლა, ძილის ღვინის თხოვნა – ის უშველიდა.
– მეფის კოშკში ჩავალ, – უთხრა მათ, – დამიძახეთ, მენსი რამეს
თუ დააპირებს. პიპ, კედელს შენ გაბარებ.
– მე? – იკითხა პიპმა.
– მაგას? – იკითხა გრენმა.
ჯონს გაეღიმა, გამობრუნდა და დაბლა გალიით დაეშვა.
ძილის ღვინომ, როგორც ყოველთვის, უშველა. თავის სენაკში
ვიწრო საწოლზე გაიშოტა თუ არა, ძილმა წაიღო. უცნაური და
უფორმო სიზმრები ეწვივნენ, უცნაური ხმებით, ყვირილით და დაძა-
ხილებით სავსე, და მათში საომარი საყვირი ჭექდა, ეს ბოხი, ძლი-
ერი ხმა ერთ მობუბუნე ნოტად ეკიდა ჰაერში.
რომ გაეღვიძა, მისი სენაკის საისრე ჭრილში ცა შავად მოჩანდა,
თავს კი ოთხი უცნობი დასდგომოდა. ერთს ფარანი ეჭირა.
– ჯონ სნოუ, – მკვახედ მიმართა ყველაზე მაღალმა, – ჩექმები
ჩაიცვი და წამოგვყევი.
ნამძინარევმა უცებ იფიქრა, სანამ მეძინა, როგორღაც კედელი
დაეცაო; მენს რაიდერმა კვლავ გოლიათები ან სხვა კუ მოაყენა ჭიშ-
კარს და გვირაბი გამოიარაო.
მაგრამ, თვალები რომ მოიფშვნიტა, დაინახა, რომ უცხოებს შა-
ვები ეცვათ. ღამის ებგურის მეომრები არიანო, მიხვდა.
– სად წამოგყვეთ? ვინ ხართ?
მაღალმა ხელით ანიშნა და დანარჩენებმა ჯონი საწოლიდან წა-
მოაგდეს. წინ ფარნიანი მიდიოდა, სენაკიდან გამოუძღვნენ და ერ-
თი კიბე აატარეს, ბებერი დათვის მისაღებამდე. დაინახა, ცეცხლთან

1307
მაისტერი აემონი რომ იდგა, ხელები კვრინჩხის ჯოხის თავზე დაეკ-
რიფა. სეპტონი სელადორი, როგორც ყოველთვის, ნახევრად
მთვრალი იყო, სერ ვინტონ სტაუტი კი ფანჯრის ტახტზე იჯდა და ეძი-
ნა. დანარჩენ ძმებს არ იცნობდა. ერთის გარდა.
ბეწვისსარჩულიან მოსასხამსა და გაპრიალებულ ჩექმებში გა-
მოწკეპილი სერ ალისერ თორნი შემობრუნდა.
– აგერ მოღალატეც, მილორდ. ნედ სტარკის ბუში, ვინტერფე-
ლელი.
– მე მოღალატე არ ვარ, თორნ, – ცივად გასცა ჯონმა პასუხი.
– მაგას გავიგებთ, – მაგიდასთან, სადაც ბებერი დათვი წერი-
ლებს წერდა ხოლმე, ტყავის სავარძელში ჩამჯდარიყო დიდი, განი-
ერი, ფართოყბიანი კაცი, რომელსაც ჯონი არ იცნობდა, – დიახაც,
გავიგებთ, – გაიმეორა მან, – იმედია, იმას არ უარყოფ, რომ ჯონ
სნოუ ხარ? სტარკის ბუში?
– ლორდ სნოუ, თავისთავს ასე ეძახის, – სერ ალისერი გამხდა-
რი, თხელი კაცი იყო, შეკრული და ძარღვიანი, და ახლა კაჟივით
უტეხ თვალებში მუქად ჩასდგომოდა ხალისი.
– ლორდი სნოუ შენ შემარქვი, – უთხრა ჯონმა. სერ ალისერს უყ-
ვარდა თავისი საწვრთნელი ბიჭებისთვის სახელების შერქმევა, სა-
ნამ ციხეშავის ორთაბრძოლის ოსტატი იყო. ბებერმა დათვმა თორ-
ნი ზღვისპირა აღმოსავლეთის გუშაგში გაგზავნა. ალბათ, დანარჩე-
ნი ძმებიც იქაურები იყვნენ. ალბათ, ფრინველმა კოტერ პაიკთან მი-
აღწია და მან დახმარება გამოგვიგზავნა.
– რამდენი კაცი მოიყვანე? – ჰკითხა მაგიდასთან მჯდარ კაცს.
– აქ კითხვებს მე დავსვამ, – მიუგი ყბაჩა კაცმა, – შენ ფიცის გა-
ტეხვაში, სიმხდალესა და დეზერტირობაში გედება ბრალი, ჯონ
სნოუ. უარყოფ, რომ შენი ძმები სასიკვდილოდ მიატოვე პირველ-

1308
კაცთა მუშტზე და გადახვედი ველური მენს რაიდერისკენ, თვითმარ-
ქვია კედლისმიღმელი მეფისკენ?
– მივატოვე...?! – ჯონს სიტყვა ყელში გაეჩხირა.
მაშინ მაისტერმა აემონმა წამოიწყო ლაპარაკი.
– მილორდ, დონალ ნოიმ და მე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, როდე-
საც ჯონ სნოუ დაბრუნდა, და მისმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფი-
ლა.
– ჰოდა, მე არ მაკმაყოფილებს, მაისტერ, – თქვა ყბიანმა კაცმა,
– ამ განმარტებებს თავად მოვისმენ. დიახაც, მოვისმენ!
ჯონმა ბრაზი დაიოკა.
– მე არავინ მიმიტოვებია. მუშტიდან ქორინ ნახევარხელასთან
ერთად წამოვედი, ზუზუნა უღელტეხილის დასაზვერად გავწიეთ. ვე-
ლურებისკენ მისი ბრძანებით გადავედი. ნახევარხელას შიში ჰქონ-
და, რომ მენსმა შესაძლოა, ზამთრის საყვირი იპოვა... – ზამთრის
საყვირი? – სერ ალისტერმა ჩაიხითხითა, – იმათი სნარკების დათ-
ვლაც ხომ არ გიბრძანა, ლორდ სნოუ?
– არა, მაგრამ იმათი გოლიათები, რამდენადაც შემეძლო, დავ-
თვალე.
– სერ, – შეუტია ყბაჩა კაცმა, – სერ ალისერს ასე მიმართავ, მე
კი მილორდს მიწოდებ. მე იანოს სლინტი ვარ, ჰარენჰალის ლორდი
და ციხეშავის მეთაური, სანამ ბოუენ მარში დაბრუნდებოდეს თავის
გარნიზონთან ერთად. ზრდილობას გვიჩვენებ, დიახაც. არ მოვით-
მენ, ქველი სერ ალისერის მსგავსი მირონცხებული რაინდი მას-
ხრად ამიგდოს ვიღაც მოღალატის ბუშმა, – ხელი ასწია და სქელი
თითი ჯონს სახეში მიაშვირა, – უარყოფ, რომ ველურ ქალთან იწე-
ქი?
– არა, – იგრიტის გამო ტკივილი ისე ცოცხალი იყო მასში, ჯონი
ახლა ამას ვერ უარყოფდა, – არა, მილორდ.
1309
– ალბათ, იმ დაუბანელი ბოზის ხმარებაც ნახევარხელამ გიბ-
რძანა? – გაიღრიჭა ალისერი.
– ის ბოზი არ ყოფილა, სერ. ნახევარხელამ მითხრა, უკან არ და-
იხიო, ველურებმა რაც უნდა მოგთხოვონო, მაგრამ... არ უარვყოფ,
რომ აუცილებლის საზღვარს გადავცდი, რომ... ქალთან გულგრილი
არ ვყოფილვარ.
– ესე იგი, აღიარებ, რომ ფიცი გატეხე, – უთხრა იანოს სლინტმა.
ჯონმა იცოდა, რომ ციხეშავის გარნიზონის ნახევარი დროდად-
რო თხუნელქალაქს სტუმრობდა, იქაურ საროსკიპოში დამარხული
განძის საძიებლად, მაგრამ იგრიტს არ აკადრებდა თხუნელქალა-
ქის კახპებთან გატოლებას.
– მე დადებული ფიცი გავტეხე ქალთან. ამას ვაღიარებ. ჰო.
– ჰო, მილორდ, – სლინტი მოიღუშა და ყბები აუცახცახდა. ისიც
ბებერი დათვივით განიერი იყო და, უეჭველია, მასავით გამელოტ-
დებოდა კიდეც, მორმონტის ასაკს თუ მიატანდა. ნახევარი თმა უკვე
გასცვენოდა, თუმცა ჯერ ორმოცისაც არ იქნებოდა. – დიახ, მი-
ლორდ, – თქვა ჯონმა, – ველურებთან ერთად დავდიოდი და მათ-
თან ერთად ვჭამდი, როგორც ნახევარხელამ მიბრძანა, და იგრიტ-
თან ვიზიარებდი ჩემს საძილე ქურქებს. მაგრამ ვფიცავ, მოღალატე
არასოდეს გავმხდარვარ. მაგნარს, როგორც კი შევძელი, გამოვექე-
ცი, და არასოდეს მიმიმართავს იარაღი ჩემი ძმის ან სახელმწიფოს
წინააღმდეგ.
ლორდ სლინტის წვრილი თვალები ჯონს აკვირდებოდნენ.
– სერ გლენდონ, – ბრძანა მერე, – მეორე ტუსაღი შემოიყვანე.
სერ გლენდონი ის მაღალი კაცი იყო, ჯონი საწოლიდან რომ წა-
მოაგდო. ოთახიდან რომ გავიდა, ოთხი კაცი გაჰყვა. მალევე შემობ-
რუნდნენ და ტყვე შემოიყოლეს: კაფანდარა, ჩაყვითლებული, გა-

1310
ზინთული კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ბორკილები ედო. გადაბმუ-
ლი წარბები, შუბლზე წვეტად ჩამოზრდილი თმა და ზედა ტუჩზე ჭუჭ-
ყივით დაჩნეული ულვაში ჰქონდა. სახე გასივებოდა და სისხლჩაქ-
ცევებით დალაქავებოდა, წინა კბილებიც ჩამოელეწათ.
აღმოსავლეთის გუშაგის მეომრებმა ტყვე უხეშად დააგდეს ია-
ტაკზე. ლორდმა სლინტმა ბღვერით დახედა.
– ესაა, ვისზეც ამბობდი?
ტყვემ ყვითელი თვალები დაბლიტა.
– კი.
ჯონმა ახლაღა იცნო ჩხარპერანგა. უაბჯროდ სულ სხვა ვინმეაო,
გაიფიქრა. – კი, – გაიმეორა ტყვემ, – ის მხდალია, ნახევარხელა
რომ მოკლა. ეგ მაღლა, ყინვის ეშვებში მოხდა, იმის მერე, ვოთერის
ყვავებს რომ გავეკიდეთ და დავხოცეთ, სულ ყველა. ეგეც უნდა მიგ-
ვეყოლებინა, მაგრამ გვეხვეწა, მაგის უმაქნისი სიცოცხლე დაგვენ-
დო, და გვითხრა, თქვენკენ გადმოვალ, თუ მიმიღებთო. ნახევარხე-
ლამ დაუფიცა ამ მხდალს, პირველი შენ მოკვდებიო, მაგრამ მგელ-
მა ქორინი დამის შუაზე გაგლიჯა, ამან კი ყელი გამოსჭრა, – ჯონს
კბილებჩამოლეწილი პირით გაუღიმა და ფეხზე სისხლი დააფურ-
თხა.
– აბა? – პასუხი მოსთხოვა ჯონს იანოს სლინტმა, – ამასაც უარ-
ყოფ? თუ იმასაც განაცხადებ, ქორინმა მიბრძანა, მომკალიო?
– მან მითხრა... – სიტყვები ძნელად მოჰყვებოდა, – ყველაფერი
გამეკეთებინა, რასაც კი მომთხოვდნენ.
სლინტმა მისაღებს თვალი მოავლო, აღმოსავლეთის გუშაგიდან
მოყოლილი ძმები მოათვალიერა.
– ამ ბიჭს ჰგონია, თალგამიანი ურმიდან გადმოვვარდი და თავი
მივარტყი? – ტყუილები არ გიშველის, ლორდ სნოუ, – გააფრთხილა
სერ ალისერ თორნმა, – სიმართლეს მაინც გავიგებთ, ბუშო.
1311
– სიმართლე ისაა, რაც გითხარით. ჩვენი ცხენები ვეღარ უძლებ-
დნენ, ჩხარპერანგა კი ფეხდაფეხ მოგვდევდა. ქორინმა მითხრა, თა-
ვი მოაჩვენე, რომ ველურებისკენ გადადიხარო. რაც უნდა გთხო-
ვონ, უკან არ დაიხიოო, მითხრა. იცოდა, რომ მის მოკვლას დამავა-
ლებდნენ. ისიც იცოდა, რომ ჩხარპერანგა მას ცოცხალს მაინც არ
დატოვებდა.
– ახლა იმასაც ამტკიცებ, რომ დიდ ქორინ ნახევარხელას ამ
ქმნილების ეშინოდა? – სლინტმა ჩხარპერანგას დახედა და ჩაიფ-
რუტუნა.
– ძვლების ბატონის ყველას ეშინია, – ჩაიბურტყუნა ველურმა.
სერ გლენდონმა ფეხი წასცხო და მანაც ხმა ჩაიგდო.
– ეს არ მითქვამს, – შეედავა ჯონი.
სლინტმა მაგიდას მუშტი დასცხო.
– გავიგონე, რაც თქვი! როგორც ჩანს, სერ ალისერმა სწორად
მითხრა, რაც მითხრა შენზე. ცრუობ მაგ ნაბიჭვარი პირით. მე კი ამას
არ მოვითმენ! არ მოვითმენ! იქნებ, იმ ხეიბარი მჭედლის გაცურება
მოახერხე, მაგრამ იანოს სლინტს ვეღარ გააცურებ! ვერა-მეთქი. ია-
ნოს სლინტი ტყუილს ასე იოლად არ ჭამს. გეგონა, თავი კომბოსტო-
თი მაქვს გატენილი?
– სრულებით არ ვიცი, თავი რით გაქვს გატენილი, მილორდ.
– ლორდ სნოუს უტიფრობა ახალი ამბავი არაა, – თქვა სერ ალი-
სერმა, – მან ქორინი მოკლა, ისევე, როგორც მისმა მოძმე მოღალა-
ტეებმა მორმონტი მოკლეს. არ გამიკვირდება, რომ აღმოჩნდეს,
რომ ეს ყველაფერი ერთი ვერაგი შეთქმულების ნაწილი იყო. ამ ყვე-
ლაფერში შეიძლება, ბენჯენ სტარკის ხელიც ერიოს. ძალიანაც შე-
საძლებელია, ამწუთასაც კი მენს რაიდერის კარავში იჯდეს. ხომ იც-
ნობ ამ სტარკებს, მილორდ.
– ვიცნობ, – თქვა იანოს სლინტმა, – ზედმეტად კარგად ვიცნობ.
1312
ჯონმა ხელთათმანი წაიძრო და მათ დამწვარი ხელი დაანახვა.
– ეს ხელი მაშინ დავიწვი, როცა ლორდ მორმონტს მოარული
მკვდრისგან ვიცავდი. ბიძაჩემი კი ღირსეული კაცი იყო. ის ფიცს
არასოდეს გატეხდა.
– შენსავით, ხო? – დასცინა სერ ალისერმა.
სეპტონმა სელადორმა ხმა ჩაიწმინდა.
– ლორდ სლინტ, – წარმოთქვა მან, – ამ ბიჭმა უარი თქვა, სეპ-
ტში წარმოეთქვა ფიცი, როგორც წესი და რიგია. ამის ნაცვლად კედ-
ლის მიღმა გადავიდა და გულის ხის წინაშე დადო აღთქმა. მამაჩე-
მის ღმერთების წინაშეო, ასე თქვა, მაგრამ ისინი ველურების ღმერ-
თებიც არიან.
– ისინი ჩრდილოეთის ღმერთები არიან, სეპტონო, – თავაზი-
ანად, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა მაისტერმა აემონმა, – მილორ-
დებო, როცა დონალ ნოი მოკლეს, სწორედ ამ ჭაბუკმა, ჯონ სნოუმ,
გადაიბარა კედელი და დაიცვა იგი, თუმცა ჩრდილოეთის მთელი ძა-
ლა უტევდა. მან დაამტკიცა, რომ ქველი, ერთგული და მრავალი
იმედის მომცემია. ის რომ არა, აქ ჩამობრძანებულს ციხეშავში მენს
რაიდერი დაგხვდებოდა, ლორდ სლინტ. შენ მას ძლიერ უსამარ-
თლოდ ეპყრობი. ჯონ სნოუ ლორდ მორმონტის პირადი მნე და სა-
ჭურველთმტვირთველი იყო. ლორდ-მეთაურმა ეს საქმე იმიტომ და-
აკისრა, რომ მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ისევე, როგორც მე ვამ-
ყარებ.
– იმედებს? – გაიმეორა სლინტმა, – რას იზამ, იმედები შეიძლე-
ბა გაცრუვდეს. მას ხელები ქორინ ნახევარხელას სისხლით აქვს
გასვრილი. ამბობ, მორმონტი ენდობოდაო, მაგრამ მერე რა? კარ-
გად ვიცი, როგორ ხდება, შენთვის სანდო კაცი რომ გღალატობს.
დიახაც. და მგლების ზნეც კარგად ვიცი, – ჯონს ისევ სახეში მიაშვი-
რა თითი, – მამაშენი მოკვდა, როგორც მოღალატე.
1313
– მამაჩემი მოკლეს, – ჯონს არ ენაღვლებოდა, მას რას უზამ-
დნენ, მაგრამ მამამისზე ამ სიცრუეს ვეღარ მოითმენდა.
სლინტი გაჭარხალდა.
– მოკლეს? თავხედო ლეკვო! მეფე რობერტი ჯერ გაცივებული
არ იყო, რომ ლორდი ედარდი მისი ძის წინააღმდეგ წავიდა, – ფეხზე
წამოდგა; მორმონტზე დაბალი იყო, მაგრამ სქელი მკერდი და
მკლავები ჰქონდა და ღიპიც შესაფერისი მოჰყვებოდა. მხართან მო-
სასხამი პაწია, წითელი მინანქრით გასისხლული ოქროს შუბით
ჰქონდა შებნეული, – მამაშენი ხმლით მოკვდა, მაგრამ ის დიდებუ-
ლი იყო, მეფის მარჯვენა. შენთვის ყულფიც გამოდგება. სერ ალი-
სერ, ეს მოღალატე ყინულის საკანში ჩააგდე.
– მილორდი ბრძნულად განსჯის, – სერ ალისერმა ჯონს მკლავზე
წაავლო ხელი. ჯონმა მკლავი გამოსტაცა და რაინდს ისე მძვინვა-
რედ ჩააფრინდა ყელში, რომ იატაკიდან აიტაცა. დაახრჩობდა, აღ-
მოსავლეთის გუშაგელებს რომ არ გაეთრიათ. თორნი უკან წაბარ-
ბაცდა, ყელზე ჯონის თითებით დაჩნეულ ლაქებს ისრესდა. – თქვენც
ხომ ხედავთ, ძმებო. ეს ბიჭი ველურია.

ტირიონი

რომ ინათა, გაირკვა, რომ საჭმელზე გაფიქრებაც კი უძნელდე-


ბოდა. საღამოს შესაძლოა, უკვე განაჩენი მქონდეს გამოტანილი.
გულ-მუცელს სიმჟავე და ბალღამი უტრიალებდა, ცხვირი ექავებო-
და. ტირიონმა დანის წვერით მოიფხანა. ერთი მოწმეც მყავს ასატა-
ნი, მერე ჩემი ჯერი იქნება. მაგრამ რა ვქნა? ყველაფერი უარვყო?
სანსას და სერ დონტოსს დავდო ბრალი? ვაღიარო დანაშაული იმ
იმედით, რომ დანარჩენ სიცოცხლეს კედელზე გავლევ? კამათელი

1314
ავყარო და ვილოცო, რომ წითელმა ასპიტმა სერ გრეგორ კლეგეი-
ნის დამარცხება შეძლოს?
ტირიონმა დუნედ უჩხვლიტა დანა ცხიმიან მუქ ძეხვს და ინატრა,
ნეტავ, ჩემი და იყოსო. კედელზე მურტლად ცივა, მაგრამ სერსეის
მაინც მოვცილდები. არ მგონია, ჩემგან კარგი აეშაგი დადგეს, მაგ-
რამ ღამის ებგურს ჯანიანი კაცების გარდა ჭკვიანებიც სჭირდება. ეს
ლორდ-მეთაურმა მორმონტმაც თქვა, როდესაც ტირიონი ციხეშავს
სტუმრობდა. თუმცა ის შემბორკავი ფიცებიც აქვთ. ეს ბოლოს მო-
უღებდა მის ქორწინებასაც და კასტერლის კლდეზე მის ყველა უფ-
ლებასაც, მაგრამ ამეებით სარგებლობა, როგორც ჩანს, მაინც არ
ეწერა. და, ახლა ახსენდებოდა, იქვე სოფელში საროსკიპოც რომ
იყო.
ასეთ ცხოვრებაზე არასოდეს უოცნებია, მაგრამ ცხოვრება მაინც
ეთქმოდა. და მის მოსაპოვებლად საკმარისი იყო, მინდობოდა მამა-
მისს, წამომდგარიყო მოკლე, მოგრეხილ ფეხებზე და ეთქვა: „დიახ,
ვაღიარებ, ეს მე ჩავიდინე“. ამის წარმოდგენაზე კრიჭა ეკვროდა.
ლამის ნატრობდა, ნეტავ, აქამდე ასე მექნაო, რაკი, როგორც ჩანს,
მაინც უწევდა.
– მილორდ, – მიმართა პოდრიკმა, – მოვიდნენ, მილორდ. სერ
ადამი და ოქროსმოსასხამიანები გარეთ იცდიან.
– პოდ, მართალი მითხარი... გგონია, რომ მე ვქენი?
ბიჭი შეყოყმანდა. ხმის ამოღება რომ დააპირა, სუსტი შიშინიღა
დასცდა. განწირული ვარ. ტირიონმა ამოიოხრა.
– ნუ მიპასუხებ. შენ კარგი საჭურველთმტვირთველი იყავი. იმა-
ზე უკეთესი, ვიდრე ვიმსახურებდი. რაც უნდა მოხდეს, გმადლობ
კარგი სამსახურისთვის.
სერ ადამ მარბრანდი კართან იცდიდა ექვს ოქროსმოსასხამიან-

1315
თან ერთად. ამ დილით, როგორც ჩანს, სათქმელი არაფერი ჰქონ-
და. აი, კიდევ ერთი კარგი კაცი, რომელსაც თვისტომის მკვლელი
ვგონივარ. ტირიონმა მოიკრიფა მთელი ღირსება, რაც შერჩენოდა,
და ჩლახუნით დაუყვა კიბეს. ეზო რომ გადაიარა, გრძნობდა, ყველა
მას მისჩერებოდა: კედელზე მდგარი მცველები, თავლასთან შეგ-
როვილი მეჯინიბეები, მზარეულის შეგირდები, მრეცხავები და მო-
სამსახურე გოგოები. სატახტო ოთახში რაინდებმა და ლორდებმა
გზა მისცეს და თავიანთ ქალბატონებს გადაუჩურჩულეს. ტირიონი
ჯერ მსაჯულთა წინაშე თავის ადგილზე არც კი მოთავსებულიყო,
რომ ოქროსმოსასხამიანების სხვა ჯგუფმა შაი შემოიყვანა.
გული ყინულოვანმა ხელმა მოუწურა. გოგო ვარისმა გასცაო, გა-
იფიქრა. მერე გაახსენდა.
არა. მე თავად გავეცი. ლოლისთან უნდა დამეტოვებინა. რასაკ-
ვირველია, სანსას მოახლეებს დაჰკითხავდნენ, მეც ასე მოვიქცე-
ოდი. ტირიონმა ცხვირის ადგილას დარჩენილი პრიალა ნაიარევი
მოისინჯა და გაიფიქრა, ნეტავ, სერსეიმ ამით რაღატომ შეიწუხა თა-
ვიო. შაიმ ისეთი არაფერი იცის, მე რომ მავნებდა.
– ეს ერთად დაგეგმეს, – თქვა გოგომ, ტირიონს რომ უყვარდა,
– ჭინკა და ლედი სანსა შეითქვნენ ჭაბუკი მგლის სიკვდილის მერე.
სანსას ძმის გამო შურისძიება უნდოდა, ტირიონი კი ტახტზე დაჯდო-
მას აპირებდა. აპირებდა, ამის მერე თავისი და მოეკლა, მერე კი –
თავისი ლორდი-მამა, და ასე პრინც ტომენის მარჯვენა გამხდარიყო.
მაგრამ ერთი-ორ წელიწადში, სანამ ტომენი გაიზრდებოდა, იმასაც
მოკლავდა და გვირგვინს თვითონ დაიდგამდა.
– საიდან იცი? – პასუხი მოსთხოვა პრინცმა ობერინმა, – ჭინკა
ამ გეგმებს თავისი ცოლის მოახლეს რატომ გაუმხელდა?
– ზოგ რამეს ყური მოვკარი, მილორდ, – თქვა შაიმ, – ზოგი რამე
მილედის წამოსცდა. მაგრამ ყველაზე მეტი მისი საკუთარი პირიდან
1316
გავიგე. მე მარტო ლედი სანსას მოახლე კი არ ვიყავი. მე ამის კახპაც
ვიყავი, მთელი ის ხანი, რაც აქ, მეფის საბიჯელში ჩამოვიდა. ქორწი-
ლის დილით ჩამათრია დაბლა, იქ, სადაც დრაკონების თავის ქალე-
ბი ალაგია, და იმ ურჩხულებს შორის მიხმარა. რომ ავტირდი, მით-
ხრა, ბედის მადლობელი უნდა იყო, ყველა გოგოს კი არ უმართლებს
ისე, მეფის კახპობას რომ ეღირსოსო. სწორედ მაშინ მითხრა, მეფე
როგორ გახდებოდა. ასე თქვა, ის საწყალი ჯოფრი ვერასოდეს იგე-
მებს თავის პატარძალს ისე, როგორც მე შენო, – შაი ასლუკუნდა, –
სულაც არ ვაპირებდი, კახპა ვყოფილიყავი, მილორდებო. გათხოვე-
ბას ვაპირებდი. ჩემი საქმრო საჭურველთმტვირთველი იყო, კარგი
და მამაცი ბიჭი, კარგი წარმოშობის. მაგრამ ჭინკამ თვალი მომკრა
მწვანე კბილთან და ის ბიჭი, ვისაც უნდა გავყოლოდი, მეწინავეთა
პირველ რიგში დააყენა, მისი სიკვდილის მერე კი ველურები მომიგ-
ზავნა, იმათ მის კარავში რომ მივეყვანე: შაგა, ზორბა რომელიც
იყო, და ტიმეტი, დამწვართვალიანი. მითხრა, მე თუ არ მასიამოვ-
ნებ, ამათ მივცემ შენს თავსო, და მეც დავმორჩილდი. მერე კი ქა-
ლაქში ჩამომიყვანა, ახლოს რომ ვყოლოდი, როცა კი მოვუნდებო-
დი. ისეთი სამარცხვინო რამების გაკეთებას მაიძულებდა...
პრინცი ობერინი დაინტერესდა.
– რაების?
– გაუგონარი რამების, – ლამაზ სახეზე ცრემლები რომ დასდინ-
და, ნამდვილად, დარბაზში მყოფ ყველა კაცს სურვილი გაუჩნდა,
შაი გულში ჩაეკრა და დაემშვიდებინა, – პირით და... სხვა ნაწილე-
ბით, მილორდ. სხეულის ყველა ნაწილით. ყველანაირად მხმარობ-
და და... მაიძულებდა მეთქვა, რა დიდი იყო. ჩემო გოლიათოო, ასე
უნდა დამეძახა. ჩემო გოლიათო ლანისტერო.
პირველმა ოსვალდ კეტლბლექმა გაიცინა. მას ბოროსი და მერი-
ნი აჰყვნენ, მერე – სერსეი, სერ ლორასი და მერე ყველა ლორდი და
1317
ლედი. ამ უეცარმა მხიარულებამ კოჭები ააგუგუნა და რკინის ტახტი
შეარყია.
– მართალს ვამბობ, – უკან არ დაიხია შაიმ, – ჩემო გოლიათო
ლანისტეროო. სიცილმა უფრო იმატა. პირები მხიარულებისგან
მოღრეცვოდათ, მუცლები უთახთახებდათ. ზოგი ისე იცინოდა, ცხვი-
რიდან ცინგლები სცვიოდა.
თქვენ ყველანი მე გადაგარჩინეთ, გაიფიქრა ტირიონმა. მე გა-
დავარჩინე ეს ბოროტი ქალაქი და თქვენი უმაქნისი სიცოცხლეები.
სატახტო ოთახში ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და უკლებლივ
ყველა იცინოდა, მამამისის გარდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა.
წითელმა ასპიტმაც კი ჩაიხითხითა, მეის ტაირელს კი ლამის მუცე-
ლი გასკდომოდა, მაგრამ ლორდი ტაივინ ლანისტერი მათ შორის
ქვისგან გამოთლილივით იჯდა და ნიკაპი წვეტად შეტყუპებულ თი-
თებზე ჩამოეყრდნო.
ტირიონი წინ გადმოიხარა.
– მილორდებო! – დაიყვირა მან. უნდა ეყვირა, მისი ხმა ვინმეს
უნდა გაეგო. მამამისმა ხელი ასწია. დარბაზი თანდათან ჩაწყნარდა.
– მომაშორეთ აქედან ეს ცრუპენტელა კახპა, – თქვა ტირიონმა,
– და მოგართმევთ თქვენს აღიარებას.
ლორდმა ტაივინმა თავი დაიქნია და ხელით ანიშნა. ოქროსმო-
სასხამიანები გარშემო რომ შემოეწყვნენ, შაი თავზარდაცემული
ჩანდა. დარბაზიდან რომ გაჰყავდათ, გოგოს თვალები ტირიონისას
შეხვდა. სირცხვილი დაინახა იქ თუ შიში? ნეტავ, რას დაჰპირდა სერ-
სეიო, გაიფიქრა. მიიღებ ოქროსაც და ძვირფას თვლებსაც, ყველა-
ფერს, რაც კი მოითხოვეო, გაიფიქრა ტირიონმა, მიმავლის ზურგს
რომ გასცქეროდა; მაგრამ, მთვარე შემობრუნებასაც ვერ მოას-
წრებს, რომ უკვე ოქროსმოსასხამიანების ყაზარმებში ამოგაყოფი-
ნებს თავს მათ გასართობად.
1318
ტირიონმა მამამისის შეუვალ მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა,
მათში ჩაფანტულ ცივი ოქროს წინწკლებს.
– დამნაშავე ვარ, – თქვა მან, – ო, რარიგ დამნაშავე. ამის გაგო-
ნება არ გინდოდათ? ლორდ ტაივინს არაფერი უთქვამს. მეის ტა-
ირელმა თავი დაუქნია. პრინცი ობერინი ცოტა იმედგაცრუებული
ჩანდა.
– აღიარებ, რომ მეფე მოწამლე?
– მსგავსიც არაფერი მიგულისხმია, – თქვა ტირიონმა, – ჯოფრის
სიკვდილში უცოდველი ვარ. უარესი დანაშაული მაწევს კისერზე, –
მან მამისკენ გადადგა ნაბიჯი, – დავიბადე. ვიცხოვრე. დამნაშავე
ვარ, რომ ჯუჯა ვიყავი, ვაღიარებ. და, რამდენჯერაც კი მაპატია ეს
ჩემმა კეთილმა მამამ, მე ჩემს სამარცხვინო საქციელს არ ვიშლიდი.
– ნუ სულელობ, ტირიონ, – განაცხადა ლორდმა ტაივინმა, – საქმე-
ზე ილაპარაკე. შენ ჯუჯობის გამო კი არ დგახარ სამსჯავროს წინაშე.
– აქ კი გეშლება, მილორდ. მთელი ჩემი სიცოცხლე ჯუჯობის გა-
მო განმსჯიდნენ. – არაფერი გაქვს სათქმელი თავის დასაცავად?
– არაფერი, ამის გარდა: ეს მე არ ჩამიდენია. მაგრამ ახლა ვნა-
ნობ, ნეტავ მექნა, – დარბაზს მიუბრუნდა, იმ ბაცი სახეების ზღვას, –
ნეტავ კი ყველა თქვენგანის სამყოფი საწამლავი მქონოდა. თქვენ
მანანებთ, რომ მართლა არ ვარ ისეთი ურჩხული, თქვენ როგორიც
გინდოდათ, მაგრამ რას იზამ. უცოდველი ვარ, თუმცა აქ სამარ-
თალს ვერ ვნახავ. სხვა გზას არ მიტოვებთ, ღმერთებს უნდა მივმარ-
თო. ორთაბრძოლის სამსჯავროს ვითხოვ.
– სულ გამოშტერდი? – ჰკითხა მამამ.
– არა, პირიქით, დავჭკვიანდი. მოვითხოვ ორთაბრძოლის სამ-
სჯავროს!
მის ძვირფას დაიკოს ამაზე უფრო არაფერი ეამებოდა.
– ამის უფლება აქვს, მილორდებო, – შეახსენა მან მსაჯულებს, –
1319
დაე, ღმერთებმა განსაჯონ. ჯოფრისთვის სერ გრეგორ კლეგეინი იბ-
რძოლებს. იგი ქალაქში ორი ღამის წინ დაბრუნდა, რათა ხმლით
სამსახური შემოეთავაზებინა.
ლორდ ტაივინს სახე ისე ჩაუმუქდა, ტირიონმა წამით ისიც იფიქ-
რა, ამანაც მოწამლული ღვინო ხომ არ დალიაო. ისე განრისხდა,
ხმაც ვერ დაძრა და მაგიდას მუშტი დასცხო. ტირიონს მეის ტაირელი
მიუბრუნდა და მან ჰკითხა, რაც იყო საკითხავი: – გყავს ფალავანი,
ვინც შენს უდანაშაულობას დაიცავს?
– ჰყავს, მილორდ, – წამოდგა დორნელი პრინცი ობერონი, – ჯუ-
ჯამ ჩემი დარწმუნება შეძლო.
ყურისწამღები ალიაქოთი ატყდა. ტირიონს განსაკუთრებით ეამა
სერსეის თვალებში გაჩენილი უეცარი ეჭვის დანახვა. ასობით ოქ-
როსმოსასხამიანმა იატაკზე შუბების ბოლოთი ბრახუნით ძლივს ჩა-
აჩუმა სატახტო დარბაზი. ამასობაში ლორდმა ტაივინმაც თავი მო-
თოკა.
– დაე, ეს ხვალ გადაწყდეს, – გამოაცხადა რკინისებური ხმით, –
მე ხელები დამიბანია, – თავისი ჯუჯა შვილი ცივი, მრისხანე მზერით
აათვალიერა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან, რკინის
ტახტის უკან მოთავსებული მეფის კარით. გვერდით მისი ძმა კევანი
მისდევდა.
მოგვიანებით, კოშკის საკანში დაბრუნებულმა ტირიონმა ღვინო
დაისხა და პოდრიკ პეინი ყველის, პურისა და ზეთისხილების მოსა-
ტანად გაუშვა. ამაზე უფრო მძიმეს ვერაფერს შეირგებდა. გეგონა,
თვინიერი ვიქნებოდი, მამა? ჰკითხა სანთლის ალით კედელზე და-
ხატულ ჩრდილს. ზედმეტად გგავარ იმისათვის, ასე რომ მექნა. ახ-
ლა, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტის ძალაუფლება მა-
მამისს გამოსტაცა და ღმერთებს მიაბარა, უცნაური სიმშვიდე დაე-
უფლა; ოღონდ, თუ ღმერთები არსებობენ და ფეხებზე არ ჰკიდიათ
1320
მისი ამბავი. თუ არადა, მაშინ დორნელის ხელთ ვარ. სულერთი
იყო, რაც მოხდებოდა, ტირიონს ის მაინც ახარებდა, რომ ლორდ
ტაივინს გეგმები დაუმსხვრია. თუ პრინცი ობერინი გაიმარჯვებდა,
ზენაბაღი ისევ დაუპირისპირდებოდა დორნს: მეის ტაირელი თავისი
თვალით ნახავდა, მისი ვაჟის დამხეიბრებელი კაცი როგოო ჯუჯას,
რომელმაც კინაღამ ასული მოუწამლა, სამართლიან სასჯელს დას-
ხლტომოდა. და თუ მთაკაცი გაიმარჯვებდა, იქნებ, დორან მარტელს
პასუხი მოეთხოვა, ჩემს ძმას ტირიონის დაპირებული სამართლის
ნაცვლად სიკვდილი რატომ შესთავაზეთო. ბოლოს და ბოლოს,
დორნს შეიძლება, მირცელასთვის დაედგა გვირგვინი.
ასეთი აურზაურისთვის ლამის სიკვდილიც კი ღირდა. მოხვალ
ჩემი აღსასრულის სანახავად, შაი? შენც იდგები იქ, სხვებთან ერ-
თად, და უყურებ, სერ ილინი როგორ წამასხეპს ამ უშნო თავს? მო-
გენატრება შენი გოლიათი ლანისტერი, როცა ცოცხალი აღარ იქნე-
ბა? ღვინო გამოცალა, თასი მიაგდო და ვნებით ამღერდა:
ვიწრო შუკებში იგი გაჭენდა, მაღალ ბორცვიდან დაეშვა დაბლა,
იმ იდუმალი პაემანისთვის არ დაერიდა მანძილს და ავდარს.
ის ქალი იყო მისი საუნჯე, მისი შერცხვენა და ნეტარება, ჯაჭვს და
სამკვიდროს მის ერთ კოცნაში, მის მოხვევნაში გაიმეტებდა.
იმ საღამოს სერ კევანი არ მოსულა. შეიძლება, ლორდ ტაივინ-
თან იყო და ტაირელების დაშოშმინებას ცდილობდნენ. ვშიშობ, ეს
აღარ მოხერხდება, ძია. ისევ შეივსო თასი. რა სამწუხაროა, საიმონ
ვერცხლისენა მანამდე რომ მოკლა, სანამ მთელი სიმღერის სიტ-
ყვებს გაიგებდა. არ იყო ცუდი სიმღერა, კაცმა რომ თქვას. მით უფ-
რო, იმ სიმღერებთან შედარებით, აწი რასაც დაწერენ მასზე.
– რადგან ცივია ხელი ოქროსი, ქალის ხელი კი – თბილი, – წა-
იმღერა. იქნებ, თვითონვე დაწეროს დანარჩენი. თუ იცოცხლა მა-
ნამდე.
1321
გასაკვირია, მაგრამ იმ ღამით ტირიონ ლანისტერს დიდხანს და
ღრმად ეძინა. განთიადისას გაეღვიძა კარგად დასვენებულს და მა-
დიანს. ისაუზმა შემწვარი პურით, სისხლის ძეხვით, ვაშლის ნამ-
ცხვრით და ხახვში და დორნულ ცხარე წიწაკაში შემწვარი კვერცხის
ორმაგი ულუფით. მერე მცველებს სთხოვა, მისი ფალავნის მონახუ-
ლების ნება დაერთოთ. სერ ადამი დათანხმდა.
ტირიონი რომ მივიდა, იმ დროს პრინც ობერინს ხელში წითელი
ღვინით სავსე თასი ეჭირა და სვამდა, სანამ დამხმარეები, ოთხი ჭა-
ბუკი დორნელი ლორდი, აბჯარს აცმევდნენ.
– მშვიდობის დილა გქონოდეს, მილორდ, – თქვა პრინცმა, –
ღვინოს დალევ? – ბრძოლის წინ დალევა განა შეიძლება?
– მე ყოველთვის ვსვამ ბრძოლის წინ.
– ამის გამო შეიძლება მოგკლან. კიდევ უარესი, ამის გამო მე შე-
იძლება მომკლან. პრინცმა ობერინმა გაიცინა.
– ღმერთები უცოდველს დაიფარავენ. ხომ ხარ უცოდველი?
– მხოლოდ ჯოფრის სიკვდილში, – გამოტყდა ტირიონი, – იმედი
მაქვს, იცი, ვისთან გელის შებმა. გრეგორ კლეგეინი...
– დიდია? მსმენია ეგ.
– ლამის რვა ფუტის სიმაღლისაა, ალბათ ოცდაათ ზოდს იწონის
და ეს ყველაფერი მხოლოდ კუნთებია. საორხელე ხმლით იბრძვის,
მაგრამ მის საქნევად მხოლოდ ცალი ხელი სჭირდება. ცნობილია,
რომ მეომარს ერთი დარტყმით ორად ჩეხავს. ისეთი მძიმე აბჯარი
აცვია, რომ სხვა ასეთს ვერც კი ზიდავდა, მასში ბრძოლაზე რომ არა-
ფერი ვთქვათ.
პრინც ობერინს წარბიც არ შეჰხრია.
– დიდი კაცებიც მომიკლავს. მთავარია, წააქციო. როგორც კი
დაეცემიან, ჩათვალე, რომ უკვე მკვდარია, – დორნელი ისეთი არ-

1322
ხეინი თავდაჯერებით ლაპარაკობდა, რომ ტირიონიც ლამის დაარ-
ხეინდა, მაგრამ ამ დროს მისი ფალავანი შებრუნდა და თქვა:
– დეიმონ, ჩემი შუბი!
სერ დეიმონმა შუბი გადმოუგდო და წითელმა ასპიტმა ის ჰაერში
დაიჭირა. – აპირებ, მთაკაცს შუბით შეებრძოლო? – ტირიონი ისევ
აფორიაქდა. ომში მიჯრილი შუბების რიგით მძლავრ წინა ხაზს აა-
გებდი, მაგრამ გაწაფულ ხმლოსანთან პირისპირ ბრძოლა სულ სხვა
რამ იყო.
– დორნში შუბები გვიყვარს. თანაც, მთაკაცის გრძელ საწიერს
მხოლოდ ასე თუ დაუპირისპირდები. შეხედე, ლორდო ჭინკა, მაგ-
რამ ფრთხილად, ხელი არ მოჰკიდო. შუბი რვა ფუტის სიგრძის გა-
რანდულ იფანს გლუკვი, სქელი და მძიმე ტარი ჰქონდა. ბოლო ორი
ფუტი ფოლადისა იყო: თხელი, ფოთლისებური შუბისპირი ავი წვე-
ტით ბოლოვდებოდა. ისეთი ბასრი კიდეები ჰქონდა, პირს გაიპარ-
სავდი. ობერინმა ტარი ხელისგულებში რომ შეატრიალა, ფხამ შა-
ვად გაიპრიალა. ზეთია? თუ საწამლავი? ტირიონმა გადაწყვიტა,
რომ ჯობდა, არ გაერკვია.
– იმედი მაქვს, მარჯვედ ხმარობ, – წარმოთქვა დაეჭვებულმა.
– ისე, რომ გული არ დაგწყდება. თუმცა სერ გრეგორს შეიძლება,
დაწყდეს. რაც უნდა სქელი აბჯარი ეცვას, სახსრებთან მაინც ექნება
ნაპრალი. მუხლის ან იდაყვის შიგნით, იღლიასთან... ვიპოვი ად-
გილს, რომ შევუღიტინო, გპირდები, – შუბი გვერდით გადადო, – ამ-
ბობენ, ლანისტერი ვალს ყოველთვის იხდისო. იქნებ, დღევანდელ
სისხლის გამოშვებას რომ მოვრჩებით, მზეშუბში წამომყვე. ჩემს
ძმას დორანს ერთობ ეამება კასტერლის კლდის კანონიერი მემ-
კვიდრის სტუმრობა... მით უმეტეს, თუ ის თან წამოიყოლებს თავის
მშვენიერ ცოლსაც, ვინტერფელის ქალბატონს. ნუთუ ასპიტს ჰგო-
ნია, რომ სანსა მე მყავს სადღაც შეჩურთული, თითქოს ციყვი ვიყო,
1323
ის კი – ზამთრისთვის გადანახული კაკალი? თუკი ასეა, ტირიონი არ
აპირებდა მის გადარწმუნებას.
– დორნში მოგზაურობა შეიძლება, ძალიანაც მესიამოვნოს, ახ-
ლა რომ დავფიქრდი. – ხანგრძლივი სტუმრობისთვის მოემზადე, –
პრინცმა ობერინმა ღვინო მოსვა, – შენ და დორანს ბევრ ისეთ თე-
მაზე გექნებათ სალაპარაკო, ორივეს რომ გაინტერესებთ. მუსიკა,
ვაჭრობა, ისტორია, ღვინო, ჯუჯას გროში... მემკვიდრეობის კანონე-
ბი. უეჭველია, ბიძის რჩევები დედოფალ მირცელას ძალიან დაეხმა-
რება იმ მძიმე ჟამს, წინ რომ მოგველის.
თუ ვარისის ჩიტუნები გვისმენენ, ობერინი მათ ბლომად მასა-
ლას აწვდის. – დავლევ ამ ღვინოს, – თქვა ტირიონმა. დედოფალი
მირცელა? ყველაფერი უფრო გემრიელად მოეწყობოდა, სანსა მარ-
თლაც მოსასხამის ქვეშ რომ ჰყოლოდა დამალული. თუ ვინტერფე-
ლის ქალბატონი მირცელას აღიარებს ტომენის საპირისპიროდ,
ჩრდილოეთი მხარს დაუჭერს? იმას, რასაც წითელი ასპიტი მიანიშ-
ნებდა, ღალატი ერქვა. ტირიონი მართლაც აღმართავდა იარაღს
ტომენის წინააღმდეგ, საკუთარი მამის წინააღმდეგ? სერსეი თმებს
დაიპუტავს. მარტო ამიტომაც კი ღირს ეს საქმე. – გახსოვს, ჩვენი
პირველი შეხვედრის ამბავი რომ მოგიყევი, ჭინკა? – ჰკითხა პრინ-
ცმა ობერინმა, ღმერთების წყალობის ბუშმა მის წინ რომ დაიჩოქა
და საბარკულების შეკვრას შეუდგა, – მე და ჩემი და კასტერლის
კლდეზე მარტო შენი კუდის ხათრით კი არ მოვედით. ასე ვმოგზაუ-
რობდით, გავიარეთ მოწყვეტილი ვარსკვლავი, არბორი, ძველქა-
ლაქი, ფარის კუნძულები, კრეიკჰოლი და ბოლოს კასტერლის
კლდეზე ჩამოვედით... მაგრამ ჩვენი ნამდვილი მიზანი ქორწინება
იყო. დორანი უკვე დანიშნული იყო ნორვოსელ ლედი მელარიოზე,
ამიტომაც შინ დარჩა, მზეშუბის კასტელანად. მე და ჩემს დას კი ჯერ

1324
არავისთვის გვქონდა პირობა მიცემული. ელიას ეს ყველაფერი აღ-
ტაცებას ჰგვრიდა. ასაკიც საამისო ჰქონდა, სუსტი ჯანმრთელობის
გამო კი ადრე დიდად არსად ემოგზაურა. მე ძირითადად ჩემი დის
მეტრფეების დაცინვით ვირთობდი თავს. მყავდა ციდა ლორდი ელა-
მა, წკლაპუნა საჭურველთმტვირთველი, ერთს ფეხებიანი ვეშაპი
დავარქვი. ერთადერთი, ვინც რამედ მაინც ვარგოდა, ჭაბუკი ბე-
ილორ ჰაიტაუერი იყო. ლამაზი ბიჭი იყო და ჩემს დას ლამის შეუყ-
ვარდა კიდეც, სანამ ერთ დღესაც ბეილორი, მისდა საუბედუროდ,
ჩვენ გასაგონად გააკუებდა. მე საჩქაროდ შევარქვი ბეილორ ქარო-
სანი და ამის მერე ელიას მის დანახვაზე ყოველთვის ეცინებოდა. სა-
შინელი ყმაწვილი ვიყავი, ვინმეს უნდა ეკისრა და ჩემთვის ის მწარე
ენა ამოეჭრა.
მართლაც, დაეთანხმა ტირიონი გულში. ბეილორ ჰაიტაუერი
ახალგაზრდა აღარ იყო, მაგრამ ისევ ლორდ ლეიტონის მემკვიდ-
რედ რჩებოდა: მდიდარი, ლამაზი და სახელგავარდნილი რაინდი.
ახლა მას ბეილორ ღიმნათელს უწოდებდნენ. რეიგარ ტარგარიენის
ნაცვლად ელია მას რომ გაჰყოლოდა, შეიძლება, ახლაც ძველქა-
ლაქში ეცხოვრა, გარს კი წამოზრდილი შვილები ჰყოლოდა შემოხ-
ვეული. ნეტავ, რამდენი სიცოცხლე ჩააქრო იმ კუილმა?
– ლანისპორტი ჩვენი მოგზაურობის ბოლო იყო, – განაგრძო
პრინცმა ობერინმა, სერ არონ ქორგაილმა დაბამბული ტყავის ტუ-
ნიკა რომ შემოაცვა და ზურგზე თასმების შებნევა დაუწყო, – იცოდი,
რომ ჩვენი დედები ძველად ერთმანეთს იცნობდნენ? – გოგონები
რომ იყვნენ, მეფის კარზე ერთად ცხოვრობდნენ, ასე მახსენდება.
პრინცესა რაელას კომპანიონებად, ჰო?
– ზუსტად. ასე მგონია, დედები ერთმანეთთან შეთქმულები იყ-
ვნენ. წკლაპუნა საჭურველთმტვირთველი და მისთანანი, აგრეთვე
ნაირ-ნაირი მუწუკებიანი ასულები, ჩემ წინ რომ ჩაატარებდნენ
1325
ხოლმე, ნადიმის წინ მორთმეული თხილ-ქიშმიში იყო და მხოლოდ
მადის გასაღვიძებლად ვარგოდა. მთავარი კერძი კასტერლის
კლდეზე გველოდა. – სერსეი და ჯეიმი.
– ჭკვიანი ჯუჯა. მართალია, მე და ელია უფროსები ვიყავით. შენი
და-ძმა რვა თუ ცხრა წლის თუ იქნებოდნენ, მეტის არა. თუმცა ხუთი-
ექვსი წელიწადი სხვაობა არც ისე ბევრია. და ჩვენს გემზე ერთი ცა-
რიელი კაიუტა გვქონდა, ძალიან კოხტა და მდიდრული, ისეთი, დი-
დებულის საცხოვრებლად რომ გამოდგებოდა. თითქოს მზეშუბში
ვინმესთან ერთად უნდა დავბრუნებულიყავით. იქნებ, ყმაწვილ პაჟ-
თან ერთად. ან ელიას კომპანიონთან. შენს ლედი-დედას განზრახუ-
ლი ჰქონდა, ჯეიმი ჩემს დაზე დაენიშნა, ან სერსეი – ჩემზე. იქნებ,
ისიც და ისიც.
– იქნებ, – თქვა ტირიონმა, – მაგრამ მამაჩემი...
– მამაშენი შვიდ სამეფოს მართავდა, მაგრამ შინ თავად ემორ-
ჩილებოდა ლედი-მეუღლეს – დედაჩემი ყოველთვის ამას ამბობდა,
– პრინცმა ობერინმა მკლავები ასწია და ლორდმა დაგოს მანვუდიმ
და ღმერთების წყალობის ბუშმა ჯაჭვის პერანგი გადააცვეს, – ძველ-
ქალაქში შევიტყვეთ დედაშენის სიკვდილზე და მის მიერ დაბადე-
ბულ მახინჯ ბავშვზე. შეიძლებოდა, იქიდან უკან გავბრუნებულიყა-
ვით, მაგრამ დედაჩემმა გზის გაგრძელება არჩია. კასტერლის
კლდეზე როგორ მიგვიღეს, ეს უკვე გიამბე. მაგრამ ის არ მითქვამს,
რომ დედაჩემმა მოიცადა, რამდენსაც თავაზიანობა მოითხოვდა, და
შემდეგ მამაშენს ჩვენი განზრახვა გაუმხილა. წლების მერე, უკვე
მომაკვდავმა, მითხრა, რომ ლორდმა ტაივინმა გადაჭრილი უარით
გამოგვისტუმრა. ჩემი ასული პრინც რეიგარისთვისაა გამიზნულიო,
უთხრა დედაჩემს. და როდესაც მან ჯეიმი სთხოვა, ელიაზე დასანიშ-
ნად, მის ნაცვლად შენი თავი შესთავაზა.
– რაც მან უდიდეს შეურაცხყოფად ჩათვალა.
1326
– ასეა. შენც კი ხვდები ამას, ჰო?
– ო, ნამდვილად, – ეს ამბავი ძალიან შორიდან მოდისო, გა-
იფიქრა ტირიონმა, ჩვენი დედებიდან და მამებიდან და მანამდე მა-
თი მშობლების დროიდან. ჩვენ თოჯინები ვართ და ჩვენზე ადრე და-
ბადებულები თოკებით გვაცეკვებენ, ერთ დღესაც კი ჩვენი შვილები
მოირგებენ ჩვენს თოკებს და ჩვენ ნაცვლად ახლა ისინი იცეკვებენ,
– ჰოდა, პრინცმა რეიგარმა დორნელ ელიაზე იქორწინა, კასტერ-
ლის კლდელ სერსეი ლანისტერზე კი არა. ასე რომ, ეს ასპარეზობა
დედაშენმა მოიგო.
– ისიც ასე ფიქრობდა, – დაეთანხმა პრინცი ობერინი, – მაგრამ
მამაშენი ის კაცი არაა, ასეთი აბუჩად აგდება დაივიწყოს. მან ეს კარ-
გად ასწავლა ლორდ და ლედი ტარბეკებს და კასტამირელ რეინი-
სებს. მეფის საბიჯელში კი – ჩემს დას. მუზარადი, დაგოს, – მენვუ-
დიმ მუზარადი მიაწოდა: მაღალი და ოქროვანი, რომელსაც შუბლზე
სპილენძის დისკო – დორნის მზე – ჰქონდა მიმაგრებული. ტირიონ-
მა დაინახა, რომ სამზერი ცხაური მოხსნილი ჰქონდა, – ელია და მი-
სი შვილები დიდხანს ელოდნენ მართლმსაჯულებას, – პრინცმა
ობერინმა რბილი წითელი ტყავის ხელთათმანები ჩაიცვა და ისევ
შუბი აიღო ხელში, – მაგრამ დღეს მიიღებენ მას.
ბრძოლის ადგილად გარე ეზო შეერჩიათ. ტირიონს მოუწია,
ეკუნტრუშა და ერბინა, პრინც ობერინის გრძელი ნაბიჯებისთვის
რომ აეწყო ფეხი. გველი მართლაც მონდომებულიაო, გაიფიქრა.
იმედი ვიქონიოთ, რომ შხამიანიც არის. ნაცრისფერი და ქარიანი
დღე იდგა. მზე ღრუბლებში გამოღწევას ლამობდა, მაგრამ ტირიონი
წინასწარ ვერც სხივის და ჩრდილის ბრძოლის დასასრულს ხვდებო-
და, ვერც იმისას, მისი სიცოცხლე რომელზეც ეკიდა.
ათასი კაცი მაინც შეყრილიყო იმის სანახავად, ტირიონს სიცოც-
ხლე ეწერა თუ სიკვდილი. გალავნის თავზე გამწკრივებულიყვნენ
1327
და ციხეების და გოდლების კიბეებზე მდგარნი ერთმანეთს მუჯლუ-
გუნებს ჰკრავდნენ. იყურებოდნენ თავლის კარებიდან, ფანჯრები-
დან და ხიდებიდან, აივნებიდან და სახურავებიდან. ეზოში კი იმდენი
შეგროვებულიყო, რომ ოქროსმოსასხამიანები და მეფის ქეშიკები
იძულებული იყვნენ, ძალით დაეწიათ ისინი უკან, ბრძოლისთვის
სამყოფი ადგილი რომ გაეთავისუფლებინათ. ზოგს სკამები გამოე-
ტანა, უფრო მოხერხებულად რომ ეცქირა, ზოგიც კასრებზე ამძვრა-
ლიყო. ეს ამბავი დრაკონების ხაროში უნდა მოგვეწყოო, მწარედ გა-
იფიქრა ტირიონმა. კაცისგან თითო გროშს ავიღებდით და შემოსუ-
ლი ფული ჯოფრის ქორწილსაც ეყოფოდა და დაკრძალვასაც. ზოგ
მაყურებელს მხრებზე პატარა ბავშვებიც კი შეესვა, იმათ უკეთ რომ
ეცქირათ. ტირიონის დანახვაზე ისინი აყვირდნენ და თითების შვე-
რას მოჰყვნენ.
სერ გრეგორის გვერდით მდგარი სერსეიც ლამის ბავშვს ჰგავ-
და. შეაბჯრული მთაკაცი იმხელა ჩანდა, ადამიანი არც გეგონებოდა.
კლეგეინების ძაღლებგამოსახული გრძელი ყვითელი იალმაგის
ქვეშ ჯაჭვის პერანგზე მძიმე სამკერდული ეკეთა – ბრძოლებში და-
ჭეჭყილი და დანაჭდევებული მქრქალი რუხი ფოლადი. ამის ქვეშ კი-
დევ მოხარშული ტყავი და დალიანდაგებული ტუნიკა ეცმებოდა.
ბრტყელთხემიანი მუზარადი რკინის საყელოზე ემაგრა, პირსა და
ცხვირთან სასუნთქები და ვიწრო სამზერი ჭრილი ჰქონდა დატანე-
ბული. მუზარადზე ქიმად ქვის მუშტი ეყენა. სერ გრეგორს ჭრილო-
ბები თუ აწუხებდა, ტირიონი ამას ეზოს გადაღმიდან ვერ ატყობდა.
უძრავად მდგარი, ქვისგან გამოქანდაკებულს ჰგავდა. საორხელე
ხმალი მის წინ მიწაში იყო ჩასობილი – ექვსფუტიანი დაკბილული
ფოლადი. ნაწევრებიანი საფუხრებით დაცული უზარმაზარი ტორე-
ბით ვადა დაებღუჯა ტარის ორთავე მხარეს. მის დანახვაზე პრინც
ობერინის სატრფოც კი გაფითრდა.
1328
– ამას აპირებ, ებრძოლო? – წარმოთქვა ელარია სენდმა ჩამ-
წყდარი ხმით. – მაგას ვუპირებ, მოვკლა, – უდარდელად მიუგო საყ-
ვარელმა.
ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ტირიონსაც ეჭვები ღრღნიდა.
პრინც ობერინს რომ ხედავდა, გრძნობდა, რომ ერჩივნა, ბრონის
დასაცველი ყოფილიყო... ან, კიდევ უკეთესი – ჯეიმის. წითელ ას-
პიტს მსუბუქი აბჯარი ეცვა: საწვივეები, სამკლავე სამხრეები, ფოლა-
დის ტალიკი; ამათ გარდა ობერინს მხოლოდ დამყოლი ტყავი და აბ-
რეშუმი ემოსა. ჯაჭვის პერანგზე მოელვარე სპილენძის დისკოები
ემაგრა, მაგრამ ჯაჭვი და ქერცლები ერთად მაინც ვერანაირად ვერ
გაუტოლდებოდა გრეგორის მძიმე სამკერდულს. პრინცის ცხაურ-
მოხსნილი მუზარადი ნახევარზარადზე უკეთ ვერ დაიცავდა – საც-
ხვირეც კი არ ჰქონდა. მრგვალი ფოლადის ფარი უელვარებდა და
ზედ წითელი ოქროთი, ყვითელი ოქროთი, თეთრი ოქროთი და სპი-
ლენძით მზე და შუბი იყო გამოსახული.
გარშემო უნდა უარო, სანამ ისე არ დაიღლება, რომ მკლავის აწე-
ვაც არ შეეძლოს, მერე კი ზურგზე უნდა დასცე. აქ წითელი ასპიტი,
როგორც ჩანს, ბრონის აზრს იზიარებდა. მაგრამ ქირით მებრძოლს
არ დაუმალავს, რა საფრთხე სდევდა ასეთ ტაქტიკას. შვიდმა ჯოჯო-
ხეთმა წაგიღოს, გველო, იმედია, იცი, რასაც შვრები. მარჯვენას
კოშკის გვერდით, ორ ფალავანს შორის შუაგზაზე, ბაქანი აღემარ-
თათ. იქ ლორდი ტაივინი იჯდა თავის ძმა კევანთან ერთად. მეფე ტო-
მენი არ ჩანდა – ტირიონი ამისაც მადლობელი იყო.
ლორდმა ტაივინმა ერთი გადახედა თავის ჯუჯა ძეს და ხელი ას-
წია. თორმეტმა ბუკმა დასჭექა შეგროვებული ხალხის დასაჩუმებ-
ლად. წინ გამოფრატუნდა მაღალი ბროლის გვირგვინით შემკული
არქისეპტონი და ლოცვა აღავლინა. შესთხოვა ზეციურ მამას, შემ-

1329
წეობა მოევლინა ამ სამსჯავროსთვის, და მეომარს, ძალა მიეცა სი-
მართლისთვის მებრძოლი ფალავნის მკლავისთვის. ეგეთი ჩემი ფა-
ლავანიაო, ლამის ეყვირა ტირიონს, მაგრამ ამაზე მხოლოდ გაიცი-
ნებდნენ, მათი სიცილი კი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. სერ ოს-
მუნდ კეტლბლექმა სერ გრეგორს შავი რკინით შემოსალტული მძი-
მე მუხის ვეება ფარი მიაწოდა. მთაკაცმა მარცხენა მკლავი ღვედებ-
ში რომ გაუყარა, ტირიონმა შენიშნა, რომ კლეგეინის მწევრები გა-
დაეღებათ. ამ დილით სერ გრეგორს ეკავა შვიდქიმა ვარსკვლავი,
ანდალებმა რომ მოიტანეს ვესტეროსში, როცა ვიწრო ზღვის გაღმი-
დან პირველკაცთა და მათი ღმერთების დასამარცხებლად ჩამო-
ვიდნენ. რა ღვთისმოსავი ხარ, სერსეი, მაგრამ არა მგონია, ღმერ-
თებმა ეს დაგიფასონ.
მეტოქეებს შორის ორმოცდაათი იარდი იყო. პრინცი ობერინი
სხარტად დაიძრა წინ, სერ გრეგორი – უფრო ზანტად, მუქარით. მი-
წა არ ზანზარებს მის ფეხქვეშო, აჯერებდა ტირიონი თავს. ეს ჩემი
გული ფართხალებს. როდესაც ორ მებრძოლს შორის ათი იარდი
დარჩა, წითელი ასპიტი გაჩერდა და დაიძახა:
– გითხრეს, ვინ ვარ?
სერ გრეგორმა სასუნთქებში ამოიხვნეშა:
– ვიღაც მკვდარი კაცი, – არ შეჩერებულა, წინ მოიწევდა.
დორნელი განზე გაეცალა, – მე ობერინ მარტელი ვარ, დორნის
პრინცი, – თქვა, როდესაც მთაკაცი მიუბრუნდა, თვალწინ რომ ჰყო-
ლოდა, – პრინცესა ელია ჩემი და იყო.
– ვინ? – ჰკითხა გრეგორ კლეგეინმა.
ობერინის გრძელი შუბი წინ გამოიჭრა, მაგრამ სერ გრეგორმა
წვეტს ფარი დაუხვედრა, გვერდზე გააგდო და ალაპლაპებული ხმა-
ლი პრინცს დაატეხა. დორნელი უვნებლად გასხლტა გვერდზე. შუბი

1330
ისევ წინ გამოიჭრა, კლეგეინმა ახლა შუბს მოუქნია ხმალი, მარ-
ტელმა უკან გასწია და ისევ აძგერა. ლითონმა ლითონზე გაიხრჭი-
ალა: შუბის წვერი მთაკაცის მკერდზე გასრიალდა, იალმაგი გაჭრა
და ფოლადზე გრძელი, კაშკაშა ნაკაწრი დატოვა.
– ელია მარტელი, დორნის პრინცესა, – დაისისინა წითელმა ას-
პიტმა, – ჰენ გააბახე იგი. მოკალი იგი. მისი შვილები დახოცე.
სერ გრეგორმა დაიხვნეშა. მძიმედ შეუტია, დორნელს თავში
უმიზნა. პრინცი ობერინი იოლად დაუსხლტა.
– შენ გააბახე იგი. მოკალი იგი. მისი შვილები დახოცე.
– სალაპარაკოდ ხარ მოსული თუ საბრძოლად?
– შენი აღიარების მოსასმენად, – წითელმა ასპიტმა მთაკაცს
მოკლედ აძგერა მუცელში და ვერაფერი დაატყო. გრეგორმა მოუქ-
ნია და ააცილა. გრძელი შუბი მისი ხმლის ზემოთ შესრიალდა. გვე-
ლის ენის მსგავსად სარსალებდა წინ და უკან, ცრუ მოძრაობით ატ-
ყუებდა, ჩხვლეტდა საზარდულში, ფარზე, თვალებში. მთაკაცზე და-
მიზნება მაინც არის ადვილიო, გაიფიქრა ტირიონმა. პრინცი ობერი-
ნი მტერს ვერ ააცილებდა, თუმცა მისი ვერც ერთი დარტყმა სერ
გრეგორის სქელ აბჯარში ვერ აღწევდა. დორნელი გარს უვლიდა,
ჩხვლეტდა, კვლავ უკან იხევდა, უზარმაზარ მოწინააღმდეგეს აიძუ-
ლებდა, განუწყვეტლივ ეტრიალა. კლეგეინი ვერ ხედავს ხოლმე.
მთაკაცის მუზარადს ვიწრო სამზერი ჭრილი ჰქონდა და ძლიერ
უზღუდავდა მხედველობას. ობერინი კარგად იყენებდა ამასაც, თა-
ვისი შუბის სიგრძესაც და თავის სისწრაფესაც.
ასე გრძელდებოდა, ტირიონის აზრით, კარგა ხანს. წინ და უკან
იძვროდნენ ეზოში, გარს ბრუნავდნენ სპირალებად; სერ გრეგორი
ჰაერს კვეთდა, ობერინის შუბი კი ჩხვლეტდა ფეხს, მკლავს, ორჯერ
საფეთქელზეც უწია. გრეგორის დიდი ხის ფარიც თავის წილ დარ-
ტყმებს იღებდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ვარსკვლავის ქვემოდან
1331
ძაღლმა არ ამოყო თავი, ბევრგან კი საღებავის ქვეშ გაურანდავი მუ-
ხა გამოჩნდა. კლეგეინი დროდადრო დაიხვნეშებდა ხოლმე, ერ-
თხელ ტირიონს მოესმა, ბურდღუნით რომ შეიგინა, მაგრამ მეტწი-
ლად პირქუში მდუმარებით იბრძოდა.
ობერინ მარტელი მას არ ბაძავდა.
– შენ გააბახე იგი, – შესძახებდა და ცრუ მოძრაობით აბნევდა, –
მოკალი იგი, – ამ სიტყვებით უსხლტებოდა გრეგორის ხმლის წრი-
ულ შემოქნევას, – მისი შვილები დახოცე, – ყვიროდა და შუბის
წვერს გოლიათს ყელში აძგერებდა, ფოლადი კი ხრჭიალით სხლტე-
ბოდა სქელ ფოლადის საყელოზე.
– ობერინი ეთამაშება მაგას, – თქვა ელარია სენდმა.
ასე სულელი თუ ითამაშებს.
– მთაკაცი მეტისმეტად დიდია, ვინმეს სათამაშოდ რომ გამოად-
გეს.
ეზოს გარშემო ჩამდგარი მაყურებლების მწკრივი თანდათან წინ
მოცოცავდა, თითო გოჯით მოიწევდნენ წინ, უკეთ რომ დაენახათ.
მეფის ქეშიკები ცდილობდნენ, შეეკავებინათ ისინი, სეირის მოყვა-
რულებს მძლავრად აწვებოდნენ თავიანთი თეთრი ფარებით, მაგ-
რამ მაცქერლები ასობით იყვნენ, თეთრაბჯრიანები კი – მხოლოდ
ექვსნი. – შენ გააბახე იგი, – პრინცმა ობერინმა დაუნდობელი დარ-
ტყმა შუბის პირით აიცილა, – მოკალი იგი, – შუბის წვერი ისე სწრა-
ფად აძგერა თვალებისკენ, რომ ზორბა კაცმა უკან დაიხია, – მისი
შვილები დახოცე, – შუბმა განზე და დაბლა გაიელვა და მთაკაცის
სამკერდულზე ასხლტა, – შენ გააბახე იგი. მოკალი იგი. მისი შვი-
ლები დახოცე, – შუბი სერ გრეგორის ხმალზე ორი ფუტით გრძელი
იყო და კმაროდა, რომ მთაკაცი მიზნამდე არ მიეშვა. რამდენჯერაც
ობერინი აძგერებდა, კლეგეინი ტარს ხმალს უქნევდა და ცდილობ-

1332
და, შუბის თავი წაეცალა, მაგრამ ასეთივე წარმატებით შეეძლო, ბუ-
ზისთვის ფრთების მოკვეთა ეცადა, – შენ გააბახე იგი. მოკალი იგი.
მისი შვილები დახოცე, – გრეგორმა ჯიქურ მისვლა სცადა, მაგრამ
ობერინი გვერდზე გახტა და ზურგიდან მოუარა, – შენ გააბახე იგი.
მოკალი იგი. მისი შვილები დახოცე.
– წყნარად, – სერ გრეგორი თითქოს უფრო ნელა მოძრაობდა
და ხმალსაც აღარ სწევდა ისე მაღლა, როგორც ბრძოლის დასაწყის-
ში, – მოკეტე ეგ პირი.
– შენ გააბახე იგი, – სერ გრეგორმა ორი გრძელი ნაბიჯი გადად-
გა და ხმალი ობერინს თავზე დაატეხა, მაგრამ დორნელმა ახლაც
აიცილა, – მოკალი იგი, – უთხრა ისევ.
– მოკეტე! – გრეგორმა უკანმოუხედავად შეუტია და ზედ მიაწყდა
შუბის წვეტს, რომელიც მარჯვენა ძუძუზე ეძგერა და საზარელი
ღრჭიალით გაცურდა განზე. უცებ მთაკაცი დარტყმის საწიერზე აღ-
მოჩნდა და ვეება ხმალი ფოლადის თვალშეუსწრებ გრიგალად და-
ატრიალა. ბრბო ყურისწამღებად ღრიალებდა. ობერინი პირველ
დარტყმას გაუსხლტა და ხელი უშვა შუბს, უსარგებლო რომ გამხდა-
რიყო, რაკი სერ გრეგორმა უკვე შემოაღწია მის წრეში. მეორე დარ-
ტყმას დორნელმა ფარი შეაგება. ლითონი დამაყრუებელი ჭახანით
ეძგერა ლითონს და წითელი ასპიტი დაბარბაცდა. სერ გრეგორი
ღრიალით მიჰყვა. სიტყვებს არ წარმოთქვამს, მხოლოდ ღმუის მხე-
ცივით, გაიფიქრა ტირიონმა. ობერინი იმასღა ახერხებდა, რომ
უკან-უკან გარბოდა და გოჯითღა ასწრებდა მის მკერდთან, მკლა-
ვებთან, თავთან გაელვებულ ვეება ხმალს.
მის უკან თავლა იყო. მაყურებლები აყვირდნენ და ერთმანეთს
მიაწყდნენ, გზიდან რომ გასცლოდნენ. ერთი ობერინს ზურგში და-
ეჯახა. სერ გრეგორმა მთელი თავისი მხეცური ძალით მოიქნია ხმა-

1333
ლი. წითელი ასპიტი გვერდით გახტა და გადაგორდა. მის უკან მდგა-
რი უიღბლო მეჯინიბე მასავით სხარტი ვერ აღმოჩნდა და სახის და-
საცავად აწეული მკლავი გრეგორის ხმალმა იდაყვსა და მხარს შო-
რის წააწყვიტა. – მოკეტე! – უღრიალა მთაკაცმა აწივლებულ მეჯი-
ნიბეს, ამჯერად ხმალი გვერდულად მოიქნია და ბიჭის თავის ზედა
ნაწილი ეზოზე გადააფრინა სისხლისა და ტვინის ფრქვევით. ეტყო-
ბა, ასობით მაყურებელმა უცებ იგრძნო, რომ სრულიადაც აღარ აინ-
ტერესებდათ ტირიონ ლანისტერის უდანაშაულობა თუ ბრალეუ-
ლობა, ისე მიაწყდნენ ერთმანეთს ეზოდან გასაქცევად.
მაგრამ დორნელი წითელი ასპიტი ისევ ფეხზე იდგა, ხელში ისევ
თავისი გრძელი შუბი ეჭირა.
– ელია! – დაუყვირა სერ გრეგორს, – შენ გააბახე იგი. მოკალი
იგი. მისი შვილები დახოცე. ახლა წარმოთქვი მისი სახელი.
მთაკაცი შემობრუნდა. მუზარადი, ფარი, ხმალი, იალმაგი – თა-
ვიდან ფეხებამდე ყველაფერი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი.
– ბევრს ლაპარაკობ, – დაიგრგვინა მან, – თავს მატკივებ.
– მოგიწევს, თქვა. მას ელია დორნელი ერქვა.
მთაკაცმა ზიზღით ჩაიფრუტუნა და დაიძრა... სწორედ ამ დროს
მზემ თავი დააღწია დაბალ ღრუბლებს, დილას აქეთ ცას რომ ფა-
რავდნენ.
დორნის მზეო, უთხრა თავისთავს ტირიონმა, მაგრამ მზისთვის
ზურგის შექცევა გრეგორ კლეგეინმა დაასწრო. უტვინო და ულმობე-
ლი კაცია, მაგრამ მეომრის ალღო აქვს.
წითელი ასპიტი ჩაცუცქდა, თვალები მოჭუტა და ისევ აძგერა შუ-
ბი. სერ გრეგორმა შუბს ხმალი მოუქნია, მაგრამ ძგერება ცრუ მოძ-
რაობა აღმოჩნდა. ზორბა მებრძოლმა წონასწორობა დაკარგა და
წინ გადადგა ნაბიჯი.

1334
პრინცმა ობერინმა თავისი ჩაჭყლეტილი ფარი დახარა. მზის სხი-
ვი თვალისმომჭრელად ასხლტა გაპრიალებულ ოქროსა და სპი-
ლენძზე და მტრის მუზარადის ვიწრო სამზერში შეაღწია. კლეგეინმა
სხივი საკუთარი ფარით მოიჩრდილა. პრინცი ობერინის შუბმა ელ-
ვასავით გაიკვესა და მძიმე აბჯარში იღლიის ქვეშ ღიობი იპოვა.
წვერმა ჯაჭვსა და მოხარშულ ტყავში გაატანა. გრეგორმა დაიხვნე-
შა, დორნელმა კი შუბი შემოაბრუნა და გამოაძრო.
– ელია. თქვი! ელია. დორნელი! – მორიგი ძგერებისთვის გამ-
ზადებულ შუბს ხელში ატრიალებდა, – თქვი!
ტირიონს სხვა სიტყვები აჰკვიატებოდა. დაეცი და მოკვდი – აი,
რას იმეორებდა. შვიდმა ჯოჯოხეთმა წაგიღოს, დაეცი და მოკვდი!
მთაკაცის იღლიიდან მომდინარე სისხლი უკვე მისი იყო, სამკერდუ-
ლის ქვეშ ალბათ უფრო მეტიც კი სდიოდა. ნაბიჯის გადადგმა რომ
სცადა, ცალი მუხლი ჩაეკეცა. ტირიონს ეგონა, ახლა დაეცემაო.
პრინცმა ობერინმა უკნიდან მოუარა.
– ელია დორნელი! – იყვირა მან. სერ გრეგორმა მობრუნება და-
იწყო, მაგრამ ზედმეტად ნელა, ზედმეტად გვიან. ამჯერად შუბი მუხ-
ლის უკან ეძგერა, საბარკულსა და საწვივე აბჯარს შორის ჯაჭვსა და
ტყავში გაატანა. მთაკაცი დაბარბაცდა, შექანდა, მერე პირქვე დაეცა
მიწაზე. უზარმაზარი ხმალი ხელიდან გაუვარდა. ნელა, მძიმედ გად-
მობრუნდა ზურგზე.
დორნელმა დალეწილი ფარი გვერდით მიაგდო, ორივე ხელით
შუბს ჩაეჭიდა და აუჩქარებლად გასცილდა წაქცეულს. მის უკან მთა-
კაცმა დაიგმინა და ცალ იდაყვზე წამოიწია. ობერინი კატასავით
სწრაფად შემობრუნდა და დაცემული მტრისკენ გაექანა. – ეეეელ-
ლლიიიიაააა! – იყვირა და შუბი მთელი ძალით, მთელი თავისი წო-
ნის მიყოლებით აძგერა. იფნის ტარის გადამტვრევის ლაწანი ლამის
ისევე ტკბილი იყო, როგორც სერსეის მრისხანებით სავსე კივილი.
1335
პრინც ობერინს წამით ფრთები გამოესხა. გველი მთას ზემოდან გა-
დაევლო. კლეგეინს მუცლიდან ოთხი ფუტის სიგრძის გადამტვრეუ-
ლი შუბი ჰქონდა ამოჩრილი. პრინცი ობერინი გადაკოტრიალდა,
წამოხტა და მტვერი ჩამოიბერტყა. ნაფოტებად ქცეული შუბი გვერ-
დზე მიაგდო და მტრის ხმალი აიღო.
– მისი სახელის წარმოთქმამდე თუ მოკვდები, სერ, შვიდივე ჯო-
ჯოხეთში დაგიწყებ დევნას, – აღუთქვა.
სერ გრეგორმა წამოდგომა სცადა. გატეხილმა შუბმა სხეულში
გაუარა და მიწას ალურსმავდა. ხვნეშით მოავლო ხელები ტარს,
მაგრამ ვერ ამოიძრო. მის ქვეშ წითელი გუბე იზრდებოდა.
– ყოველ წამს თავს უფრო და უფრო უდანაშაულოდ ვგრძნობ, –
უთხრა ტირიონმა გვერდით მჯდომ ელარია სენდს.
პრინცი ობერინი წაქცეულს მიუახლოვდა.
– თქვი მისი სახელი! – მთაკაცს მკერდზე დააბიჯა და ხმალი
ორივე ხელით ასწია. აპირებდა, გრეგორისთვის თავი წაეცალა თუ
მუზარადის სამზერში ჩაეცა წვეტი – ეს ტირიონმა ვერასოდეს შეიტ-
ყო.
კლეგეინის ხელი მაღლა აიჭრა და დორნელს მუხლის უკან ჩაევ-
ლო. წითელმა ასპიტმა მძვინვარედ ჩასცხო ხმალი, მაგრამ უკვე იქ-
ცეოდა და მისმა ფხამ მხოლოდ კიდევ ერთგან ჩაჭყლიტა მთაკაცის
სამკლავე. მერე ხმლისთვის აღარ სცხელოდა, გრეგორის ხელმა
რომ დაქაჩა და დორნელი ზედ დაიგდო. მტვერსა და სისხლში და-
ეჭიდნენ ერთმანეთს, გადამტვრეული შუბი წინ და უკან ქანაობდა.
შეძრწუნებული ტირიონი ხედავდა, რომ მთაკაცმა ცალი ვეება
მკლავი პრინცს მოხვია და საყვარელივით მაგრად მიიკრა მკერდზე.
– ელია დორნელი, – ყველამ გაიგონა სერ გრეგორის ნათქვამი,
როდესაც მათი სახეები ისე მიუახლოვდა ერთმანეთს, რომ კოცნაც
შეეძლოთ. ბოხი ხმა მუზარადში ბუბუნებდა, – მე მოვკალი მისი
1336
მჩხავანა ლეკვი, – თავისუფალი ხელი ობერინს დაუცველ სახეზე მი-
აბჯინა და ფოლადის თითები თვალებში ჩაუყარა, – მერე გავაბახე,
– კლეგეინმა მუშტი დორნელს პირში ჩასცხო და კბილები ჩაულეწა,
– მერე კი ის ბოზი თავი გავუსრისე. აი, ასე, – უზარმაზარი მუშტი
უკან წამოიღო, საფუხრებზე წასმულ სისხლს ორთქლი ასდიოდა
განთიადის ცივ ჰაერში. გულისწამღები ხრაშუნი გაისმა. თავზარდა-
ცემული ელარია სენდი აკივლდა, ტირიონის საუზმე კი ბუყბუყით
დაიძრა ყელისკენ. წამიც და, მუხლებზე იდგა, არწყევდა შაშხს, ძეხ-
ვსა და ვაშლის ნამცხვრებს და ხახვით და ცხარე დორნული წიწაკით
შემწვარი კვერცხის ორმაგ ულუფას.
არც გაუგონია, მამამისმა როგორ წარმოთქვა მისი განაჩენი. იქ-
ნებ, სიტყვები აღარც იყო საჭირო. მე ჩემი სიცოცხლე წითელ ასპიტს
ჩავუდე ხელში, მას კი გაუვარდა. როცა გაახსენდა – უკვე ძალიან
გვიან – რომ გველებს ხელები არ აქვთ, ისტერიული სიცილი აუტ-
ყდა.
ხვეული კიბის ნახევარი უკვე ჩავლილი ჰქონდა, როდესაც აღიქ-
ვა, რომ ოქროსმოსასხამიანები უკან, კოშკის ოთახში აღარ აბრუ-
ნებდნენ.
– დილეგში გამამწესეს, – თქვა მაშინ. მცველებს არ უპასუხნიათ.
მკვდრის საპასუხოდ თავი რატომ უნდა შეიწუხო?

დენერისი

დენიმ ტერასის ბაღში ისაუზმა, ხურმის ხის ქვეშ, თან უცქერდა,


როგორ დასდევდნენ მისი დრაკონები ერთმანეთს დიდი პირამიდის
წვერის გარშემო, იქ, სადაც ადრე უზარმაზარი ბრინჯაოს ჰარპია იჯ-
და. მირინში ოცამდე მომცრო პირამიდაც იდგა, მაგრამ ამას შუამ-
დეც ვერც ერთი ვერ სწვდებოდა. აქედან მთელ ქალაქს ხედავდა:
1337
ვიწრო, მიმოხვეულ შუკებს და ფართო აგურის ქუჩებს, ტაძრებს და
ბეღლებს, ქოხმახებს და სასახლეებს, საროსკიპოებს და აბანოებს,
ბაღებსა და შადრევნებს, ბრძოლის ხაროების განიერ წითელ წრე-
ებს. გალავნის მიღმა კი ტყვიისფერი ზღვა იშლებოდა: მრუდე სკაჰა-
ზადხანი, მშრალი ლეგა ბორცვები, ამომწვარი ბაღჩები, გაშავებუ-
ლი ყანები. აქ, მაღალ ბაღში მჯდარი დენერისი თავს ზოგჯერ სამყა-
როს უმაღლეს მთაზე დავანებულ ღმერთად გრძნობდა.
ყველა ღმერთი ასეთი მარტოსულია? ზოგი ალბათ ასეა. მასანდი
მას მოუყვა ჰარმონიის უფალზე, რომელსაც მშვიდობიანი ნაათე-
ლები სცემდნენ თაყვანს. ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ისააო,
მოახსენა დენის მისმა პატარა მდივანმა. ისაა ღმერთი, ვინც მუდამ
იყო და მუდამ იქნება, ვინც შექმნა მთვარე, ვარსკვლავები და დედა-
მიწა და მათზე მობინადრე ყველა ქმნილება. საბრალო ჰარმონიის
უფალი. დენის ეცოდებოდა იგი. საშინელებაა, სულ მარტო იყო, პეპ-
ლებივით მოფარფატე ქალებით გარშემორტყმული, რომლებსაც
თავად ქმნი და აქრობ ერთი სიტყვით. ვესტეროსს შვიდი ღმერთი მა-
ინც ჰყავდა, თუმცა ვისერისმა უთხრა, ზოგ სეპტონს მიაჩნია, რომ
შვიდნი მხოლოდ ერთი ღმერთის შვიდი ბუნებაა, ერთი კრისტალის
შვიდი წახნაგიაო. ეს ყველაფერი აბნევდა. სმენოდა, წითელ ქურუ-
მებს სწამთ ორი ღმერთის, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ებ-
რძვიანო. დენის ეს კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონდა. სულაც არ
უნდოდა, მუდმივად ეომა.
მასანდიმ მიართვა იხვის კვერცხები და ძაღლის ძეხვი, მათთან –
ნახევარი თასი ლაიმის წვენთან შერეული დამტკბარი ღვინო. თაფ-
ლი ბუზებს იზიდავდა, მაგრამ სურნელოვანი სანთელი აფრთხობდა
მათ. დენიმ უკვე ისიც გაიგო, რომ ბუზები აქ, მაღლა, ისეთი აბეზრე-
ბი არ იყვნენ, როგორც ქალაქში – კიდევ ერთი რამ, რატომაც მოს-
წონდა ეს პირამიდა.
1338
– არ დამავიწყდეს, ამ ბუზებს რაიმე უნდა მოვუხერხო, – თქვა
დენიმ, – ნაათში ბევრი ბუზი იცის, მასანდი?
– ნაათში პეპლები არიან, – მიუგო გოგონამ საერთო ენაზე, –
კიდევ დაგისხა ღვინო?
– არა. მალე საბჭო შეიკრიბება, – დენის მასანდი ძალიან შეუყ-
ვარდა. ფართო, ოქროსფერთვალება პატარა მდივანი თავისი ასა-
კისთვის შეუფერებლად ბრძენი იყო. მამაციცაა. სიმამაცე აუცილებ-
ლად სჭირდებოდა, ცოცხალი რომ დარჩენილიყო იმ ცხოვრებაში,
რაც გამოიარა. იმედი მაქვს, როდისმე ვნახავ ნაათის ზღაპრულ კუნ-
ძულს. მასანდი ამბობდა, მშვიდობიანი ხალხი იმის ნაცვლად, რომ
იომოს, უკრავსო. არავის კლავენ, ცხოველებსაც კი – მხოლოდ ნა-
ყოფით იკვებებიან და ხორცს არ ჭამენო. მათი ჰარმონიის უფლის
წმინდა პეპელა-სულები კუნძულს ავის მსურველებისგან იცავდნენ.
ნაათისკენ მრავალ დამპყრობელს გაეცურა ხმლების სისხლით შე-
საღებად, მაგრამ ყველა ავად ხდებოდა და კვდებოდა. თუმცა პეპ-
ლები მონებით მოვაჭრეთა თავდასხმებისას ვერაფერს შველოდ-
ნენ.
– ერთ დღესაც შინ წაგიყვან, მასანდი, – დაჰპირდა დენი. ჯორაჰს
რომ დავპირებოდი იმავეს, ნეტავ, მაინც გამყიდდა? – გპირდები.
– ეს ვინმე კმაყოფილია შენთან ყოფნით, თქვენო მოწყალებავ.
ნაათი არსად წავა. შენ კეთილი ხარ ამ ვინმეს... ჩემთან.
– შენ კი ჩემთან, – დენიმ გოგოს ხელი ჩაჰკიდა, – მოდი, ჩაცმაში
მომეხმარე. ჟიქვიმ და მასანდიმ აბანავეს იგი, ირიმ კი ტანსაცმელი
მოუმზადა. დღეს იისფერი ფარჩის კაბა და ვერცხლის სარტყელი
ემოსა, ხოლო თავზე სამთავა დრაკონის გვირგვინი ედგა – ის, ტურ-
მალინის საძმომ რომ აჩუქა ქართში. სანდლებიც ვერცხლისფერი
ეცვა და ისეთ მაღალ ქუსლებზე იდგა, რომ სულ ეშინოდა, სადაცაა,

1339
გადავყირავდებიო. ჩაცმას რომ მორჩნენ, მასანდიმ გაპრიალებუ-
ლი ვერცხლის სარკე მოუტანა, რომ ეჩვენებინა, როგორ გამოიყუ-
რებოდა. დენი უსიტყვოდ მიაჩერდა თავისთავს. სარკიდან დამ-
პყრობლის სახე შემოსცქერის? თავად იტყოდა, ჯერაც პატარა გო-
გოს ვგავარო. დენერის დამპყრობელს ჯერ არავინ ეძახის, მაგრამ,
კაცმა რომ თქვას, ეკუთვნის. ეაგონ დამპყრობელმა ვესტეროსი სა-
მი დრაკონით მოიპოვა, დენერისმა კი მირინი სანარცხე მილის ვირ-
თხებისა და ხის სირის დახმარებით აიღო და ამისთვის ერთ დღეზე
ნაკლები დასჭირდა. საბრალო გროლეო. იცოდა, კაპიტანი ჯერაც
გლოვობდა თავის გემს. თუ საომარ გალერას მეორე გემის შელეწვა
შეუძლია, ჭიშკარს რატომ ვერ შეამტვრევს? ამ განზრახვით უბრძანა
კაპიტნებს, გემები ნაპირთან მოეცურებინათ. ანძები ტარანებად გა-
მოადგა, აზატების ჯგრომ კი გემების მუცლები დაშალა და ფარებად,
კუებად, ფილაკვნებად და კიბეებად აქცია. ქირით მებრძოლებმა
ყველა ტარანს უწმაწური სახელი შეარქვეს. სწორედ მერაქსესის –
ყოფილი ცელქი ჯოსოს – გროტ-ანძამ შელეწა აღმოსავლეთის ჭიშ-
კარი. ამას ჯოსოს სირი დაარქვეს. ულმობელი და სისხლისმღვრე-
ლი ბრძოლა თითქმის მთელი დღე და დაღამების მერეც გაგრძელ-
და, სანამ ხე შეიმტვრეოდა და მერაქსესის ანძის რკინის თავი, მას-
ხარას გაცინებული სახის ფორმა რომ ჰქონდა, ჭიშკარში გაატანდა.
დენის უნდოდა, შეტევას თავად გასძღოლოდა, მაგრამ მისმა კაპიტ-
ნებმა, ყველამ, როგორც ერთმა, უთხრეს, ეს სიგიჟე იქნებაო, მისი
კაპიტნები კი, როგორც წესი, საერთოდ ვერაფერში თანხმდებოდ-
ნენ. ამიტომ იგი ზურგში დარჩა, თავის ვერცხლაზე იჯდა და გრძელი
ჯაჭვის პერანგი ეცვა. თუმცა ქალაქის დაცემის ამბავი სახეკარი მი-
ლის იქითაც მოესმა, როცა დამცველების გამომწვევი ძახილი შიშის
ყვირილმა შეცვალა. მაშინ მისმა დრაკონებმა ერთად დაიგრგვინეს

1340
და ღამე ცეცხლის ალებით აავსეს. მონები აღდგნენო, მაშინვე მიხ-
ვდა დენი. ჩემმა სანარცხის ვირთხებმა მათ ბორკილები გადაუღ-
რღნეს.
როდესაც შეუბღალავებმა უკანასკნელი წინააღმდეგობაც გაარ-
ღვიეს, დენი თავის ქალაქში შევიდა. დალეწილი ჭიშკრის წინ იმდე-
ნი მკვდარი ეყარა, რომ აზატებს ლამის საათი დასჭირდათ მისი ვერ-
ცხლასთვის გზის გასაწმენდად. ჯოსოს სირი და ცხენის ტყავებით
დაფარული დიდი ხის კუ, ტარანს რომ იცავდა, უპატრონოდ ეყარა
შიგნით. დენიმ ჩაუარა დამწვარ შენობებსა და ჩალეწილ ფანჯრებს,
გაიარა გაშეშებული და გასივებული მკვდრებით მოფენილი აგურის
ქუჩები. მოყიჟინე მონები მისკენ სისხლიან ხელებს იშვერდნენ და
დედაო, ეძახდნენ.
დიდი პირამიდის წინ პლაცაზე უბედური მირინელები შექუჩებუ-
ლიყვნენ. დიად ბატონებს დილის შუქზე სიდიადის ნამცეციც აღარ
შერჩენოდათ. პატიოსანი თვლებისა და ფოჩებიანი ტოკარების გა-
რეშე სრულიად უბადრუკები ჩანდნენ: ბერიკაცები, ჩამოწელილი
ასოებითა და დალაქავებული კანით, და ჭაბუკები, ახირებული ვარ-
ცხნილობებით. ქალები ან ფაფუკები და სქელები იყვნენ, ან ჯოხები-
ვით ხმელები, სახეებზე ცრემლებით გათხიპნილი უმარილი შერჩე-
ნოდათ.
– თქვენი მეთაურები მინდა, – უთხრა მათ დენიმ, – ჩამაბარეთ
ისინი და დანარჩენებს შევიწყალებ.
– რამდენი? – ჰკითხა ერთმა ატირებულმა ბებერმა ქალმა, –
რამდენი გინდა, დანარჩენი რომ დაგვინდო?
– ას სამოცდასამი, – მიუგო მან.
მან ისინი ხის ძელებზე მიალურსმა პლაცას გარშემო, ისე, რომ
ყოველი მათგანი მომდევნოს მიუთითებდა. ბრძანება რომ გასცა,
გულში მრისხანება უდუღდა და თავს შურისმაძიებელ დრაკონად
1341
გრძნობდა. მაგრამ მერე, როდესაც ძელებზე გაკრულ მომაკვდავ
ადამიანებს ჩაუვლიდა ხოლმე, როცა ესმოდა მათი გმინვა და მათი
გამონაყოფებისა და სისხლის სუნი სცემდა...
შუბლშეკრულმა დენიმ ჭიქა გვერდზე გადადო. ეს სამართლიანი
საქციელი იყო. სამართლიანი იყო. მე ასე ბავშვების გამო ვქენი.
მისი მისაღები ოთახის, ერთი საფეხურით დაბლა, ექოებით სავ-
სე, მაღალჭერიანი პალატის კედლები იისფერი მარმარილოსი იყო.
დიდებული, მაგრამ სუსხიანი ადგილი ჩანდა. აქ თავიდან ტახტიც
იდგა: გათლილი და მოოქრული ხის უჩვეულო ნივთი, რომელსაც
მრისხანე ჰარპიის ფორმა ჰქონდა, დენიმ დაკვირვებით შეხედა მას
და ბრძანა, შეშად დაეჩეხათ.
– ჰარპიას კალთაში არ ჩავუჯდები, – ასე თქვა და უბრალო შავი
ხის მერხზე დაბრძანდა. სკამობას მშვენივრად სწევდა, თუმცა ესმო-
და, როგორ ბურტყუნებდნენ მირინელები, დედოფალს ასე არ შე-
ეფერებაო.
სისხლისმიერი მხედრები უკვე ელოდნენ. გაპოხილ ნაწნავებში
ზანზალაკები უწკრიალებდათ, მკვდრების ოქროები და ძვირფასეუ-
ლობა აესხათ. მირინი წარმოუდგენლად მდიდარი აღმოჩნდა. დე-
ნის ქირით მებრძოლებიც კი ყელამდე ავსებულიყვნენ – ჯერჯერო-
ბით მაინც. ოთახის მეორე მხარეს რუხი მატლი იდგა, შეუბღალავის
სადა სამოსი ეცვა, ცალი მკლავის ქვეშ კი წვეტიანი ბრინჯაოს ქუდი
ამოედო. ამათ მაინც შეუძლია, ენდოს – იმედია... კიდევ – ლეგა ბენ
პლამს, ურყევ ბენს, თეთრ-რუხი თმითა და დაშაშრული სახით, რო-
მელიც ასე ძალიან უყვართ მის დრაკონებს. და მის გვერდით მდგარ
ოქროსფრად მოელვარე დარიოს. დარიო და ბენ პლამი, რუხი მატ-
ლი, ირი, ჟიქვი, მასანდი... მათ რომ უცქერდა, დენი უნებლიეთ იმას
ფიქრობდა, ნეტავ, შემდეგი რომელი მათგანი მიღალატებსო.
დრაკონს სამი თავი აქვს. ამქვეყნად არის ორი კაცი, რომელსაც
1342
შემიძლია, ვენდო, თუ ვიპოვი. მაშინ მარტო აღარ ვიქნები. სამნი
ვიქნებით მთელი ქვეყნიერების წინააღმდეგ, ეაგონისა და მისი დე-
ბის მსგავსად.
– ღამემ მართლაც ისე წყნარად ჩაიარა, როგორც მომეჩვენა? –
იკითხა დენიმ. – ეტყობა, თქვენო მოწყალებავ, – მიუგო ლეგა ბენ
პლამმა.
დენის ეს ესიამოვნა. მირინი დაუნდობლად დაარბიეს, როგორც
ყველა მტრისგან აღებული ქალაქის ხვედრია, მაგრამ ახლა, როდე-
საც ქალაქი მისი იყო, დენის გადაეწყვიტა, ბოლო მოეღო ამისთვის.
აუწყებინა, რომ მკვლელებს ჩამოახრჩობდნენ, მძარცველებს ხელს
მოსჭრიდნენ, ხოლო მოძალადეებს – მამაკაცობის ნიშანს. ახლა გა-
ლავანზე უკვე რვა მკვლელი ეკიდა, შეუბღალავებმა კი მთელი გო-
დორი აავსეს სისხლიანი ხელებით და რბილი წითელი ჭიებით, სა-
მაგიეროდ, მირინში ისევ მშვიდობა გამეფდა. მაგრამ როდემდე?
თავთან ბუზი დაჰბზუოდა. გაბეზრებულმა დენიმ ხელი გაუქნია,
მაგრამ მწერი ლამის მაშინვე უკან დაბრუნდა.
– ამ ქალაქში ძალიან ბევრი ბუზია.
ბენ პლამმა ჩაიცინა.
– ამ დილით ჩემს ელში ეყარა ბუზები. ერთი გადავყლაპე კიდე-
ვაც.
– ბუზები მკვდრების შურისძიებაა, – გაიღიმა დარიომ და შუა
წვერზე ჩამოისვა ხელი, – გვამები მატლებს ამრავლებს, მატლები
კი ბუზები ხდებიან.
– მაშინ უნდა მოვიშოროთ ის გვამები. პლაცაზე რომლებიც
არიან, იმით დავიწყოთ. რუხო მატლო, მიხედავ ამას?
– დედოფალი ბრძანებს, ესენი ემორჩილებიან.
– გიჯობს, ტომრები და ნიჩბები წაიყოლო, მატლო, – ურჩია ლე-
გა ბენმა, – კარგა გადამწიფდნენ. იმ ძელებიდან სულ ნაწილ-ნაწილ
1343
ჩამოიყრებიან, ის მატლები კიდევ...
– იცის. მეც ვიცი, – დენის გაახსენდა, როგორ შეაძრწუნა ასტა-
პორში სასჯელის პლაცას ნახვამ, – მეც ისეთივე საშინელება ჩავი-
დინე, მაგრამ ესენი ხომ იმსახურებდნენ. მკაცრი სამართალი მაინც
სამართალია.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მასანდიმ, – გისელები თავი-
ანთ ძვირფას მკვდრებს თავიანთივე სახლების ქვეშ, აკლდამებში
კრძალავენ. თუ გამოხარშულ და გასუფთავებულ ძვლებს მათ ნათე-
სავებს დაუბრუნებ, ამით სიკეთეს იზამ. ქვრივები ჩემს წყევლას მა-
ინც არ მორჩებიან.
– ეგრე იყოს, – დენიმ დარიოსკენ გაიხედა, – ამ დილით რამ-
დენს უნდა ჩემთან შეხვედრა?
დარიომ მირინში მთელი ახალი გარდერობი მოიალაფა და,
ახალ ტანსაცმელს რომ შეხამებოდა, თავისი სამკაპი წვერი და ხუ-
ჭუჭა თმა მუქ-იისფრად გადაიღება. ამის გამო თვალებიც ლამის იის-
ფერი უჩანდა, თითქოს ვინმე გზააბნეული ვალირიელი ყოფილიყო.
– ღამით მოცურდნენ ინდიგო ვარსკვლავით – ეს ქართის სავაჭ-
რო გალერაა. ანუ მონებით მოვაჭრე გალერა. დენიმ შუბლი შეიკრა.
– ვინ არიან?
– ვარსკვლავის პატრონი და კიდევ ერთი კაცი, ვინც ამბობს, რომ
ასტაპორის სახელით ილაპარაკებს.
– პირველს დესპანს მივიღებ.
დესპანი ფერმკრთალი, სინდიოფალასსახა კაცი გამოდგა, კი-
სერზე მარგალიტების და გრეხილი ოქროს მსხვილი მძივები ეკიდა.
– თქვენო მოწყალებავ! – შეჰყვირა მან, – მე ღაელი მქვია. და-
ვალებული მაქვს, დრაკონების დედას სალამი გადავცე კლეონ ას-
ტაპორის მეფისგან, კლეონ დიადისგან.
დენი გაშრა.
1344
– მე ასტაპორის მმართველად საბჭო დავტოვე. მკურნალი, სწავ-
ლული და ქურუმი. – თქვენო მოწყალებავ, იმ ვერაგმა არამზადებმა
შენი ნდობა არ გაამართლეს. გაირკვა, რომ ისინი აპირებდნენ, კე-
თილი ბატონებისთვის ძალაუფლება დაებრუნებინათ, ხალხისთვის
კი – ბორკილები. დიადმა კლეონმა გამოააშკარავა მათი შეთქმუ-
ლება და ყასბის დანით თავები დააყრევინა, ხოლო ასტაპორის მად-
ლიერმა ხალხმა ამ გმირობის გამო მას გვირგვინი დაადგა.
– კეთილშობილო ღაელ, – მიმართა მას მასანდიმ ასტაპორის
კილოზე, – ეს ის კლეონია, გრაზდან მო ულორის მონა?
გოგონას ხმა მიამიტად ისმოდა, მაგრამ მისმა შეკითხვამ დესპა-
ნი აშკარად ააფორიაქა.
– ისაა, – დაადასტურა მან, – დიადი კაცია.
მასანდი დენისკენ დაიხარა.
– ის ყასაბი იყო გრაზდანის სამზარეულოში, – უჩურჩულა ყურში,
– ამბობდნენ, ასტაპორში მასზე უფრო სწრაფად არავის შეუძლია
ღორის დაკვლაო.
მე ასტაპორს ყასაბი მეფე დავუსვი. დენიმ თავბრუსხვევა იგ-
რძნო, მაგრამ დესპანს ამას არ შეამჩნევინებდა.
– ვილოცებ, რომ მეფე კლეონი კეთილი და ბრძენი მმართველი
იყოს. ჩემთან რა საქმე აქვს?
ღაელმა პირი მოისრისა.
– იქნებ, ჯობდეს, უფრო განმარტოებით გველაპარაკა, თქვენო
მოწყალებავ? – ჩემი კაპიტნებისგან და მეთაურებისგან დაფარული
არაფერი მაქვს.
– როგორც გენებოს. დიადმა კლეონმა დამავალა, დრაკონების
დედისთვის მისი ერთგულება დამედასტურებინა. აცხადებს, რომ
შენს მტრებს თავის მტრებად სახავს, ხოლო მათ შორის უმთავრესნი
არიან იუნკაის ბრძენი ბატონები. გთავაზობს, ასტაპორსა და მირინს
1345
შორის შეთანხმება დაიდოს იუნკაის წინააღმდეგ.
– მე დავიფიცე, რომ იუნკაის არაფერი დაუშავდებოდა, მონებს
თუ გაათავისუფლებდნენ. – მაგ იუნკაელი ძაღლების ნდობა არ შე-
იძლება, თქვენო მოწყალებავ. ახლაც კი შენ წინააღმდეგ შეთქმუ-
ლებას აწყობენ. ახალი რეკრუტები აიყვანეს და შეიძლება ნახო,
როგორ წვრთნიან მათ ქალაქის გალავნის წინ. საომარ ხომალდებს
აგებენ, დასავლეთით კი, ახალ გისში და ვოლანტისში, დესპანები
გაგზავნეს, რათა მოკავშირეები გაიჩინონ და ქირით მებრძოლები
შემოიკრიბონ. ვაის დოთრაკშიც კი გაგზავნეს მხედრები, რათა ხა-
ლასარი დაგასხან თავს. დიადმა კლეონმა დამავალა, მეთქვა, რომ
არ შეშინდე. ასტაპორს ახსოვს. ასტაპორი არ განგიდგება. ერთგუ-
ლების დასტურად, დიადი კლეონი გთავაზობს, მოკავშირეობა ქორ-
წინებით განამტკიცოს.
– ქორწინებით? ჩემთან? – ღაელმა გაიღიმა. შავი და ჩამპალი
კბილები ჰქონდა.
– დიადი კლეონი ბევრ ღონიერ ძეს გაჩუქებს.
დენიმ სიტყვები ვერ იპოვა, მაგრამ მასანდი წაეშველა.
– პირველმა ცოლმა თუ აჩუქა ძეები?
დესპანი აიწურა და მას შეხედა.
– დიად კლეონს პირველ ცოლთან სამი ასული ჰყავს. მისი ორი
ახალი ცოლი ორსულადაა. მაგრამ აპირებს, ყველა მიატოვოს, თუ
დრაკონების დედა მის შერთვას დასთანხმდება.
– რა კეთილშობილური საქციელია, – თქვა დენიმ, – ვიფიქრებ
იმაზე, რაც მითხარი, მილორდ, – ბრძანება გასცა, ღაელისთვის ღა-
მის გასათევი ოთახები გამოეყოთ, სადმე დაბლა სართულებზე.
ყველა გამარჯვება ხელში მეფშვნება, გაიფიქრა დენიმ. რასაც
უნდა ვაკეთებდე, საბოლოოდ სიკვდილი და შიში გამოდის. როდე-
საც ასტაპორის ამბები ქუჩაში გააღწევს, რაც უსათუოდ მოხდება,
1346
ათობით ათასი ახლად გათავისუფლებული მირინელი უეჭველად
გადაწყვეტს, დენის გაჰყვეს, როდესაც ის დასავლეთისკენ დაიძვრე-
ბა – იმის შიშით, რაც მოუვათ, რომ დარჩნენ... თუმცა შეიძლება აღ-
მოჩნდეს, რომ გზაში უარესი მოეწევათ. ყველა ბეღელიც რომ დაცა-
ლოს და ქალაქი საშიმშილოდ გაწიროს, ამდენს მაინც როგორ გა-
მოკვებავს? მის წინ გაწოლილი გზა გაჭირვებით, სისხლისღვრითა
და საფრთხით იყო სავსე. სერ ჯორაჰმა გააფრთხილა, ასე იქნებაო.
მან იმდენ რამეზე გააფრთხილა... მან... არა, არ ვიფიქრებ ჯორაჰ
მორმონტზე. ცოტა კიდევ მოიცადოს.
– გემის კაპიტანს მივიღებ, – გამოაცხადა. იქნებ, ამას უკეთესი
ამბები ჰქონდეს მოტანილი.
მაგრამ იმედი ფუჭი აღმოჩნდა. ინდიგო ვარსკვლავის მეპატრო-
ნე ქართელი იყო, ჰოდა, ცრემლები გადმოყარა, როდესაც დენიმ ას-
ტაპორის შესახებ ჰკითხა. – ქალაქი სისხლისგან იცლება. ქუჩებში
დაუმარხავი მკვდრები იხრწნებიან, ყოველი პირამიდა შეიარაღე-
ბულ ბანაკად არის ქცეული, ბაზრებში კი არც სურსათი, არც მონები
არ იყიდება. და საბრალო ბავშვები! ყასაბი-მეფის ყაჩაღებმა ასტა-
პორის ყველა დიდებული ბიჭი შეიპყრეს, მათგან ახალი შეუბღალა-
ვები რომ შექმნან – თუმცა მათ გამოწვრთნას მრავალი წელი დას-
ჭირდება.
საკვირველი ის იყო, რომ დენის მისი ნაამბობი არ გაჰკვირვებია.
გაახსენდა იროა, ლაზარინი გოგო, რომლის დაცვაც სცადა, და ისიც
გაახსენდა, საბოლოოდ რა დაემართა. მირინშიც იგივე მოხდება,
აქედან რომ წავალო, გაიფიქრა. ბრძოლის ხაროების მონები, კა-
ცისკვლისთვის რომ იყვნენ გაჩენილი და გამოწვრთნილები, უკვე
ახლავე იყვნენ დაუმორჩილებლები და ამრევები. როგორც ჩანს,
ფიქრობდნენ, რომ ახლა ქალაქიც მათი იყო და მასში მცხოვრები
ყოველი ქალი თუ კაციც. რვა ჩამოხრჩობილთაგან ორნი ეს მონები
1347
იყვნენ. მეტი რა შემიძლიაო, დაეკითხა თავს.
– ჩემთან რა საქმე გაქვს, კაპიტანო?
– მონები მინდა, – უთხრა მან, – ჩემი ტრიუმი სავსეა სპილოს
ძვლით, ამბრითა და ზორსის ტყავებით, და სხვა სასალუქო ნივთე-
ბით. საქონელს მონებზე გადაგიცვლით, მათ კი ლისში და ვოლან-
ტისში გავყიდი...
– გასაყიდი მონები არ გვყავს, – უთხრა დენიმ.
– ჩემო დედოფალო, – წინ წამოდგა დარიო, – მდინარის ნაპირი
გადაჭედილია მირინელებით, რომლებიც ივედრებიან, ნება მის-
ცეთ, ქართელებს მონად მიეყიდონ.
ბუზებივით ფუთფუთებენ.
დენი გაოგნდა.
– მონობა უნდათ?
– ამის მსურველები განათლებული და წარჩინებული ადამიანე-
ბი არიან, ძვირფასო დედოფალო. ასეთი მონები ფასობენ. თავისუ-
ფალ ქალაქებში ისინი მასწავლებლები, მდივნები, ხარჭები იქნები-
ან, იქნებ – მკურნალები და ქურუმებიც კი. რბილ ლოგინში დაიძი-
ნებენ, მდიდრულ საჭმელს მიირთმევენ და მდიდრულ სახლებში იც-
ხოვრებენ. აქ მათ ყველაფერი დაკარგეს და შიშში და სიღატაკეში
ცხოვრობენ.
– გასაგებია. – შეიძლება, ეს არც ისე უნდა გაჰკვირვებოდა, ას-
ტაპორის ამბები თუ სიმართლე იყო. დენი წუთით დაფიქრდა, – თუ-
კი ვინმეს უნდა, მონად გაიყიდოს, ასე ქნას. კაცმაც და ქალმაც, – მან
ხელი ასწია, – მაგრამ შვილების გაყიდვის უფლება არ აქვთ, ან
ქმარს – ცოლის გაყიდვის.
– ასტაპორში რამდენჯერაც მონა გაიყიდება, ქალაქს ფასის მე-
ათედი რჩება, – უთხრა მასანდიმ.

1348
– ჩვენც ასე მოვიქცევით, – გადაწყვიტა დენიმ. ომების მოსაგე-
ბად ოქროც ისევე საჭიროა, როგორც ხმლები, – მეათედი, ოქროს
ან ვერცხლის ფულით ან სპილოს ძვლით. მირინს ზაფრანა, მიხაკი
და ზორსის ტყავები არ სჭირდება.
– ისე იქნება, როგორც ბრძანებ, დიდებულო დედოფალო, – უთ-
ხრა დარიომ, – შენს მეათედს ჩემი ქუხილის ყვავები აკრეფენ.
დენიმ იცოდა, გადასახადის აკრეფას ქუხილის ყვავები თუ შეუდ-
გებოდნენ, ოქროს ნახევარი მაინც სადღაც გაქრებოდა, მაგრამ
ამათ არც მეორე ძეები სჯობდნენ. შეუბღალავები კი იყვნენ მოუს-
ყიდველები, მაგრამ ანგარიშის არაფერი გაეგებოდათ. – ჩანაწერე-
ბი უნდა გაკეთდეს, – თქვა მან, – აზატებს შორის ნახეთ ისეთები, წე-
რა-კითხვა და ანგარიში რომ იციან.
რაკი საქმე გაიჩარხა, ინდიგო ვარსკვლავის კაპიტანმა თავი და-
უკრა და გამოეთხოვა. დენი უხერხულად აწრიალდა შავი ხის სკამ-
ზე. აშინებდა, რაც ამის მერე უნდა მომხდარიყო, მაგრამ იცოდა, უკ-
ვე ისედაც ძალიან გადადო. იუნკაი და ასტაპორი, ომის მუქარა,
ქორწინების შემოთავაზება და ყოველივე ამის გარდა, რასაკვირვე-
ლია, მოსალოდნელი გალაშქრება დასავლეთისკენ... ჩემი რაინდე-
ბი მჭირდება.
მჭირდება მათი ხმლები, მათი რჩევები. მაგრამ სერ ჯორაჰთან
კვლავ შეხვედრის წარმოდგენაც კი ისეთს ხდიდა, თითქოს მთელი
მუჭა ბუზები გადაეყლაპოს: აბრაზებდა, აფორიაქებდა, გულს ურევ-
და. ლამის გრძნობდა, როგორ უბზუოდნენ ბუზები მუცელში. მე დრა-
კონის სისხლთაგანი ვარ. ძლიერი უნდა ვიყო. მათ რომ შევხედავ,
თვალებში ცეცხლი უნდა მედგას, ცრემლები კი არა.
– ბელვასს უთხარი, ჩემი რაინდები შემომიყვანოს, – ბრძანა დე-
ნიმ, სანამ გადაეფიქრებინა, – ჩემი ქველი რაინდები.
მძლავრი ბელვასი კიბეზე ამოსვლისგან ქოშინებდა, როდესაც
1349
რაინდებს კარში შემოუძღვა, მათ შორის ჩამდგარიყო და აქეთ-იქით
ორივესთვის სქელი ხელი ჩაეჭიდა მკლავში. სერ ბარისტანი თავა-
წეული მოაბიჯებდა, სერ ჯორაჰი კი მარმარილოს იატაკს ჩასჩერე-
ბოდა და ისე მოდიოდა. ერთი ამაყია, მეორე კი დამნაშავედ
გრძნობს თავს. ბერიკაცს თეთრი წვერი მოეპარსა და მის გარეშე
ათი წლით უფრო ახალგაზრდას ჰგავდა. დენის შემელოტებული
დათვი კი რაც იყო, იმაზე უფრო ბებერი ჩანდა. ორივე დენის მერხის
წინ შეჩერდა. მძლავრმა ბელვასმა უკან გადადგა ნაბიჯი და ნაიარევ
მკერდზე დაიკრიფა მკლავები. სერ ჯორაჰმა ხმა ჩაიწმინდა. – ხალე-
სი...
მისი ხმა ძალიან მონატრებოდა, მაგრამ შეუვალი უნდა იყოს.
– ჩუმად. მე გეტყვი, როდის დაილაპარაკო, – დენი წამოდგა, –
როდესაც სანარცხე მილებში გაგგზავნეთ, სანახევროდ იმედი მქონ-
და, რომ მეტჯერ აღარ გნახავდით. მატყუარებისთვის შესაფერისი
აღსასრული იქნებოდა მონებით მოვაჭრეების სიბინძურეებში დახ-
რჩობა. ვფიქრობდი, ღმერთები გაგისწორდებოდნენ, მაგრამ ამის
ნაცვლად ისევ დამიბრუნდით. ჩემი ვესტეროსელი ქველი რაინდე-
ბი: მსტოვარი და მოღალატე. ჩემი ძმა ორივეს ჩამოგახრჩობდათ, –
ვისერისი ნამდვილად ასე იზამდა. დენიმ არ იცოდა, რეიგარი რო-
გორ მოიქცეოდა, – ვაღიარებ, რომ ქალაქის აღებაში დამეხმა-
რეთ...
სერ ჯორაჰმა მაგრად მოკუმა პირი.
– ეს ქალაქი ჩვენ მოვიპოვეთ შენთვის. ჩვენ, სანარცხის ვირ-
თხებმა.
– ჩუმად, – თქვა დენიმ ისევ. თუმცა რაინდი მართალს ამბობდა.
სანამ ჯოსოს სირი და სხვა ტარანები ქალაქის ჭიშკარს ეხლებოდა
და მშვილდოსნები ცეცხლიან ისრებს სტყორცნიდნენ გალავნის გა-
დაღმა, დენიმ სიბნელის საფარქვეშ ორასი კაცი გაგზავნა მდინარის
1350
დაღმა, რათა ნავსადგურში გემებისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ.
მაგრამ ეს მხოლოდ მათი ნამდვილი განზრახვის დასაფარად იყო
გამიზნული. სანამ ალმოდებული გემები გალავანზე მდგარ მცვე-
ლებს თვალს უბრმავებდა, რამდენიმე თავზეხელაღებულმა მოცუ-
რავემ მილების ბოლო იპოვა და დაჟანგებული რკინის ცხაური ჩა-
მოხსნა. სერ ჯორაჰმა, სერ ბარისტანმა, მძლავრმა ბელვასმა და კი-
დევ ოცმა მამაცმა უგუნურმა ყომრალ წყალში შეცურეს და აგურის
გვირაბს აუყვნენ. მათ შორის იყვნენ ქირით მებრძოლებიც, შეუბღა-
ლავებიც და აზატებიც. დენიმ ბრძანა, მხოლოდ უოჯახო კაცები შე-
ერჩიათ... და, ჯობდა, ისეთები, ყნოსვა რომ არ უვარგოდათ.
მათ სიმამაცის გარდა იღბალიც აღმოაჩნდათ. უკანასკნელი წვი-
მის მერე მთვარეს სრული მობრუნება მოესწრო და მილებში წყალი
მხოლოდ თეძოებამდე სწვდებოდათ. ჩირაღდნებს გასანთლული
ქსოვილი შემოახვიეს და მშრალად გაიტანეს, ასე რომ, შუქი ჰქონ-
დათ. რამდენიმე აზატს ვეებერთელა ვირთხები აფრთხობდა, სანამ
მძლავრმა ბელვასმა ერთი ცხოველი არ დაიჭირა და შუაზე არ გა-
დაკვნიტა. ერთი კაცი დიდმა ბაცმა ხვლიკმა მოკლა, უკნიდან მიეპა-
რა და ფეხით ჩაითრია, მაგრამ მეორედ რომ შენიშნეს წყალზე გაჩე-
ნილი რგოლები, სერ ჯორაჰმა ხმალი ჩასცა და ხვლიკი მოკლა. რამ-
დენჯერმე იქით არ გაუხვიეს, საითაც საჭირო იყო, მაგრამ როდესაც,
ბოლოს და ბოლოს, ზედაპირზე ამოძვრნენ, მძლავრი ბელვასი მათ
უახლოესი ბრძოლის ხაროსკენ გაუძღვა, სადაც მოულოდნელად
დაეცნენ თავს მცველებს და მონებს ბორკილები ახსნეს. ერთი სა-
ათიც არ იყო გასული და მირინის მებრძოლ მონათა ნახევარი უკვე
აჯანყდა.
– ქალაქის აღებაში დამეხმარეთ, – ჯიუტად გაიმეორა დენიმ, –
და წარსულშიც კარგად მემსახურებოდით. სერ ბარისტანმა ტიტანის

1351
ბუშისგან და ქართელი მწუხარე კაცისგან გადამარჩინა. სერ ჯორაჰ-
მა დამიფარა მომწამვლელისგან ვაის დოთრაკში და მერე – დრო-
გოს სისხლისმიერებისგან, როცა ჩემი მზე-და-ვარსკვლავები მოკ-
ვდა, – მისი სიკვდილი იმდენ ადამიანს სურდა, დენის ზოგჯერ ანგა-
რიში ერეოდა, – და მაინც, თქვენ მატყუებდით, თვალს მიხვევდით,
მღალატობდით, – იგი სერ ბარისტანს მიუბრუნდა, – მრავალი წლის
განმავლობაში იცავდი მამაჩემს, სამკბილაზე ჩემი ძმის მხარდამ-
ხარ იბრძოდი, მაგრამ ლტოლვილი ვისერისი მიატოვე და უზურპა-
ტორს მოუყარე მუხლი. რატომ? სიმართლე მითხარი.
– ზოგი სიმართლე ძნელი მოსასმენია. რობერტი იყო... კარგი
რაინდი... ჩაუქი, მამაცი... მან სიცოცხლე მაჩუქა და ჩემ გარდა სხვაც
მრავალი შეიწყალა... პრინცი ვისერისი ჯერ პატარა იყო, წლები გა-
ვიდოდა, სანამ მეფობას შეძლებდა, თანაც... მაპატიე, ჩემო დედო-
ფალო, მაგრამ ხომ სიმართლე მოითხოვე... ვისერისს ბავშვობაშიც
კი ეტყობოდა, მამამისის შვილი რომ იყო – რაც რეიგარს არასოდეს
დასტყობია. – მამამისის შვილი? – დენიმ შუბლი შეიკრა, – ეს რას
ნიშნავს?
ბებერ რაინდს წარბიც არ შეუხრია.
– მამაშენს ვესტეროსში „შლეგ მეფეს“ უწოდებენ. შენთვის ეს
არავის უთქვამს? – ვისერისმა მითხრა. შლეგი მეფე – ასე მას უზურ-
პატორი ეძახდა, ის და მისი ძაღლები – შლეგი მეფე. – აბრალებ-
დნენ.
– რატომ ითხოვ სიმართლეს, – წყნარად მიმართა სერ ბარის-
ტანმა, – თუ მისი მოსმენა არ გსურს? – შეყოყმანდა და განაგრძო, –
ადრე გითხარი, მოგონილი სახელი იმიტომ დავირქვი, რომ ლანის-
ტერებს არ შეეტყოთ, შენთან რომ მოვედი-მეთქი. ეს სიმართლის
ნახევარზე ნაკლები იყო, თქვენო მოწყალებავ. სიმართლე კი ისაა,

1352
რომ მინდოდა, ერთხანს დაგკვირვებოდი, სანამ ჩემს ხმალს მოგიძ-
ღვნიდი. დავრწმუნებულიყავი, რომ არ იყავი...
– მამაჩემის შვილი? – მამამისის შვილი თუ არა, მაშ, ვინ იყო?
– შლეგი, – დაასრულა რაინდმა, – მაგრამ შენში ეს ზადი ვერ
ვნახე.
– ზადი? – აიჯაგრა დენი.
– მაისტერი არ ვარ, ისტორია რომ შეგასწავლო, თქვენო მოწყა-
ლებავ. ჩემი ცხოვრება ხმლებს მივუძღვენი, წიგნებს კი არა. მაგრამ
ყველა ბავშვმა იცის, რომ ტარგარიენები ყოველთვის ძლიერ ახლო
ცხოვრობდნენ სიგიჟესთან. მამაშენი პირველი არ ყოფილა. მეფე
ჯეჰერიესმა ერთხელ მითხრა, სიშლეგე და სიდიადე ერთი და იმავე
მონეტის ორი მხარეო. ასე თქვა, რამდენჯერაც კი ახალი ტარგარიე-
ნი ევლინება ქვეყანას, იმდენჯერ ღმერთები მონეტას აგდებენ და
მთელი სამყარო სუნთქვაშეკრული აკვირდება, აბა, რომელი მხრით
დაეცემაო.
ჯეჰერიესი. ეს ბერიკაცი პაპაჩემს იცნობდა. ამ ფიქრმა შეაყოვნა.
ვესტეროსზე რაც კი რამ იცოდა, უმეტესად ძმისგან გაეგო, ნაწილი
კი – სერ ჯორაჰისგან. სერ ბარისტანს ალბათ იმაზე მეტის დავიწყე-
ბაც კი მოესწრო, რაც იმ ორმა ერთად იცოდა როდისმე. ამ კაცს შე-
უძლია, მითხრას, საიდან მოვდივარ.
– ანუ მე მონეტა ვარ ვიღაც ღმერთების ხელში, ამას მეუბნები,
სერ?
– არა, – მიუგო სერ ბარისტანმა, – შენ ვესტეროსის კანონიერი
მემკვიდრე ხარ. ჩემი სიცოცხლის დასასრულამდე შენს ერთგულ
რაინდად დავრჩები, თუ კვლავ ჩამთვლი ხმლის შებმის ღირსად. თუ
არა და, მძლავრი ბელვასის საჭურველთმტვირთველობასაც დავ-
ჯერდები.

1353
– და თუ გადავწყვეტ, რომ ღირსი ხარ, ჩემი მასხარა იყო? – აგ-
დებით ჰკითხა დენიმ, – ან ჩემი მზარეული?
– პატივად მივიღებდი, თქვენო მოწყალებავ, – მიუგო სელმიმ
აუღელვებელი ღირსებით, – ვაშლების ჩათუშვა და ხორცის მოხარ-
შვა არავისზე უარესად არ მეხერხება, კოცონზეც არაერთი იხვი შე-
მიწვავს. იმედი მაქვს, ცხიმიანი გიყვარს, დახრაკული კანით და სის-
ხლიანი ძვლებით.
ამან დენი გააღიმა.
– მართლაც შლეგი ვიქნები, ეგეთი რამე რომ ვჭამო. ბენ პლამ,
მომიახლოვდი და სერ ბარისტანს შენი ხმალი მიეცი.
მაგრამ თეთრწვერამ ხმლის აღება არ ისურვა.
– მე ჩემი ხმალი ჯოფრის ფეხებთან დავაგდე და მას მერე ფოლა-
დისთვის ხელი არ მიხლია. ისევ ხმალს მხოლოდ ჩემი დედოფლის
ხელიდან მივიღებ.
– როგორც გინდა, – დენიმ ლეგა ბენს ხმალი გამოართვა და ტა-
რით წინ გაუწოდა სერ ბარისტანს. ბერიკაცმა მოწიწებით ჩამოარ-
თვა, – ახლა დაიჩოქე, – უთხრა რაინდს, – და ფიცი დადე, რომ მაგ
ხმალს მე მამსახურებ.
რაინდი ცალ მუხლზე დაეშვა, ხმალი დენის წინ დადო და ფიცის
სიტყვები წარმოთქვა. დენის ლამის არ გაუგონია ისინი. ეს შედარე-
ბით იოლი საქმე იყოო, გაიფიქრა. მეორე უფრო ძნელი იქნებოდა.
სერ ბარისტანთან რომ მოათავა, ჯორაჰ მორმონტს მიუბრუნდა.
– ახლა კი შენ, სერ. სიმართლე მითხარი.
ზორბა კაცს კისერი გასწითლებოდა: ბრაზით თუ სირცხვილით,
დენი ვერ ხვდებოდა. – ასჯერ მაინც ვცადე, სიმართლე მეთქვა შენ-
თვის. გითხარი, რომ არსტანი რაც ჩანდა, იმაზე მეტი იყო. გაფრთხი-
ლებდი, რომ ზაროს და პაიატ პრის ნდობა არ შეიძლებოდა. გაფ-
რთხილებდი, რომ...
1354
– ყველაფერზე მაფრთხილებდი, საკუთარი თავის გარდა, – დე-
ნი გააბრაზა მისმა უტიფრობამ. წესით, დარცხვენილი უნდა იყოს.
შენდობას უნდა მევედრებოდეს, – არავის ენდო ჯორაჰ მორმონტის
გარდაო, ამას მეუბნებოდი... და მთელი ეს ხანი ობობას კაცი იყავი!
– არავის კაციც არ ვარ. საჭურისს ოქრო გამოვართვი, ეს მართა-
ლია. რაღაც შიფრი ვისწავლე და რამდენიმე წერილი მივწერე, სულ
ეს იყო...
– სულ ეს? ჯაშუშად მედექი და ჩემს მტრებზე მყიდდი!
– ერთხანს, – უწადინოდ თქვა მან, – მერე აღარ.
– როდიდან? როდიდან აღარ?
– ერთი შეტყობინება ქართიდან გავგზავნე, მაგრამ...
– ქართიდან? – დენის იმედი ჰქონდა, ამას ბევრად უფრო ადრე
მოეღო ბოლოო, – ქართიდან რა მიიწერე? რომ ამიერიდან ჩემი
მსახური იყავი და მათთან ხელი აღარ გქონდა? – სერ ჯორაჰმა თვა-
ლი ვერ გაუსწორა, – ხალი დროგო რომ მოკვდა, მთხოვდი, ი-ტისა
და ნეფრიტის ზღვისკენ წამოგყოლოდი. ეს შენი გეგმა იყო თუ რო-
ბერტის?
– ამას შენს დასაცავად ვაპირებდი, – არწმუნებდა სერ ჯორაჰი,
– მათგან შორს რომ ყოფილიყავი. ხომ ვიცოდი, რა ქვემძრომებიც
იყვნენ...
– ქვემძრომები? და შენ რაღა ხარ, სერ? – უცებ რაღაც გაუგონა-
რი მოუვიდა აზრად, – შენ მათ შეატყობინე, რომ დროგოს შვილს ვა-
ტარებდი...
– ხალესი...
– არც იფიქრო ამის უარყოფა, სერ, – მოუჭრა სერ ბარისტანმა,
– იქ ვიყავი, როცა საჭურისმა ეს ამბავი საბჭოს მოახსენა და რობერ-
ტმა ბრძანა, მისი მოწყალება და ბავშვი უნდა მოიკლანო. იმასაც კი

1355
ამბობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა, შენ გაგეკეთებინა, პატიების სა-
ნაცვლოდ.
– ტყუილია, – სერ ჯორაჰი მოიღრუბლა, – მე არასოდეს დენე-
რის, მე შეგაჩერე, ის ღვინო რომ არ დაგელია.
– ჰო. და საიდან იცოდი, მოწამლული რომ იყო?
– მე... მხოლოდ ვეჭვობდი... ქარავანმა ვარისისგან წერილი ჩა-
მოიტანა, ის მაფრთხილებდა, რომ მცდელობები იქნებოდა. მას უნ-
დოდა, რომ თვალყური ედევნებინა შენთვის, ეს მართალია, მაგრამ
არ სურდა, რამე დაგშავებოდა. – მორმონტმა დაიჩოქა, – მე რომ
არაფერი მეთქვა მათთვის, ვინმე სხვა ეტყოდა. ეს შენც იცი.
– მე ის ვიცი, რომ შენ მიღალატე, – მუცელზე მიიდო ხელი, იქ,
სადაც თავისი ძე, რეიგო ჩაუკვდა, – მე ის ვიცი, რომ ჩემი შვილის
მოკვლას შენ გამო ცდილობდნენ. აი, რა ვიცი.
– არა... არა, – მან თავი გაიქნია, – არც მიფიქრია... მაპატიე. უნ-
და მაპატიო. – უნდა? – გვიანი იყო. პატიების თხოვნით უნდა დაეწ-
ყო. ვერ აპატიებდა, როგორც ადრე ჰქონდა განზრახული. დენიმ
ღვინის ვაჭარი ცხენზე გამობმული ათრია მანამ, სანამ მისგან აღა-
რაფერი დარჩა. ვისი მიზეზითაც მომწამვლელი გამოჩნდა, ისიც იმა-
ვეს არ იმსახურებდა? ეს ჯორაჰია, ჩემი შეუპოვარი დათვი; მარჯვენა
ხელი, რომელსაც არასოდეს უმტყუნია. ის რომ არა, მკვდარი ვიქნე-
ბოდი, მაგრამ... ვერ გაპატიებ, – უთხრა, – არ შემიძლია.
– ბერიკაცს ხომ შეუნდე...
– მან თავისი სახელი არ მითხრა. შენ კი ჩემს საიდუმლოებებს
ყიდდი მათზე, ვინც მამა მომიკლა და ჩემი ძმის ტახტი მიიტაცა.
– მე გიცავდი. ვომობდი შენთვის. ვკლავდი შენთვის.
მკოცნიდი, გაიფიქრა დენიმ. მღალატობდი.
– ვირთხასავით ჩავძვერი სანარცხე მილებში. შენთვის.

1356
ალბათ აჯობებდა, იქვე მომკვდარიყავი. დენის არაფერი უთ-
ქვამს. არაფერი იყო სათქმელი.
– დენერის, – უთხრა მან, – მე შენ მიყვარდი.
ამან გადაწყვიტა. სამ ღალატს იწვნევ, ერთს სისხლისთვის,
ერთს ოქროსთვის და ერთს სიყვარულისთვის.
– ღმერთები ტყუილად არაფერს სჩადიანო, ამბობენ. ბრძოლაში
არ მოკვდი, ასე რომ, მათ ალბათ ჯერ კიდევ სჭირდები რაღაცაში.
ოღონდ მე – აღარ. ჩემ ახლოს არ გაგაჩერებ. განგდევნი, სერ. დაბ-
რუნდი შენს ბატონებთან მეფის საბიჯელში და ირგუნე შენი პატიება,
თუ შეძლებ. ან ასტაპორში გასწი. უეჭველად, ყასაბ მეფეს რაინდები
დასჭირდება.
– არა, – ხელი გაიწოდა მისკენ, – დენერის, გთხოვ, მომისმინე...
მან ხელს ხელი გაჰკრა და მოიშორა.
– აღარასოდეს გაბედო ჩემი შეხება ან ჩემი სახელის წარმოთ-
ქმა. დილამდე გაქვს დრო, შენი ნივთები მოკრიბო და ქალაქიდან
წახვიდე. განთიადის მერე მირინში თუ გნახეს, მძლავრ ბელვასს მო-
გიგზავნი, კისერი რომ მოგიგრიხოს. ასე ვიზამ, დამიჯერე, – ზურგი
შეაქცია კალთების ფრიალით. მისი სახის დანახვას ვერ გავუძლებ.
– აქედან მომაშორეთ ეს მატყუარა, – ბრძანა. არ უნდა ვიტირო.
არა. თუ ვიტირებ, შევუნდობ კიდეც. მძლავრმა ბელვასმა ჯორაჰს
მკლავზე ჩასჭიდა ხელი და ოთახიდან გაათრია. დენიმ უკან რომ მი-
იხედა, დაინახა, რაინდი მთვრალივით მიაბიჯებდა: ნელა, ბარბა-
ცით. გვერდით გაიხედა, სანამ არ გაიგონა, როგორ გაიღო და და-
იხურა კარი. მერე კი ისევ შავი ხის მერხზე დაეშვა. ესეც დავკარგე.
მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები, სერ ვილემ დარი, დროგო – ჩემი
მზე-და-ვარსკვლავები, მისი ძე, ჩემში რომ მოკვდა, და ახლა სერ
ჯორაჰი... – დედოფალს მოწყალე გული აქვს, – დაიკრუტუნა დარი-

1357
ომ მუქ-იისფერ ულვაშებში, – მაგრამ ეს უფრო საშიში ვინმეა, ვიდ-
რე ერთად შეყრილი ყველა ოზნაკი და მერო იქნებოდა, – ძლიერი
ხელებით მიეფერა თავისი წყვილი ხმლების ტარებს, იმ ურცხვ ოქ-
როს ქალებს, – სიტყვის თქმაც არ გინდა, ჩემო ბრწყინვალებავ.
სულ ოდნავ დამიქნიე თავი და დარიო ახლავე აქ მოგითრევს მის მა-
ხინჯ თავს.
– თავი დაანებე. ახლა სასწორის ორთავე მხარე თანაბარია.
დაე, სახლში წავიდეს, – დენიმ წარმოიდგინა, როგორ მიდიოდა ჯო-
რაჰი დაკორძილ ბებერ მუხებსა და მაღალ ფიჭვებს შორის, ჩაუვლი-
და აყვავებულ კვრინჩხებს, ხავსმოდებულ რუხ ლოდებსა და ციცაბო
მთებზე მოჩხრიალე ყინულივით ცივ ნაკადულებს. ხედავდა, რო-
გორ შედიოდა იგი უზარმაზარი მორებით აგებულ დარბაზში, სადაც
ბუხართან ძაღლებს ეძინათ, კვამლიანი ჰაერი კი ხორცისა და თაფ-
ლუჭის სუნს გაეჟღინთა, – დღეისთვის სულ ესაა, – უთხრა თავის კა-
პიტნებს.
თავი ძლივს შეიკავა, რომ სირბილით არ აჰყოლოდა ფართო
მარმარილოს კიბეებს. ირი დაეხმარა, სადარბაზო ტანსაცმელი გა-
ეხადა და უფრო მოხერხებულად ჩაეცვა: განიერი შალის ბრიჯი,
ფართო თექის ტუნიკა და მოხატული დოთრაკული ჟილეტი. – კანკა-
ლებ, ხალესი, – უთხრა მოახლემ, დენის სანდლების შესაბნევად
რომ ჩაიმუხლა.
– მცივა, – იცრუა დენიმ, – ის წიგნი მომიტანე, წუხელ რომ ვკით-
ხულობდი, – სურდა, იქაურ სიტყვებში ჩაკარგულიყო, სხვა დროში
და სხვა ადგილებში. სქელი, ტყავისყდიანი წიგნი შვიდი სამეფოს
სიმღერებით და ამბებით იყო სავსე. ბავშვების ზღაპრები იყო, სი-
მართლე თუ გინდათ: ძალიან მარტივი და ფანტასტიკური საიმისოდ,
ნამდვილი ამბები რომ ყოფილიყო. ყველა გმირი მაღალი და ლამა-
ზი გახლდათ, მოღალატეებს კი მაშინვე იცნობდი მათი დაცეცებული
1358
თვალებით. ოღონდ, დენის ეს ამბები მაინც მოსწონდა. წინა ღამით
წითელ კოშკში გამოკეტილი სამი პრინცესის ზღაპარს კითხულობ-
და: ისინი მეფემ ტუსაღებად აქცია მხოლოდ იმ დანაშაულის გამო,
რომ ლამაზები იყვნენ.
მოახლემ წიგნი რომ მოუტანა, დენის არ გასჭირვებია იმ გვერ-
დის პოვნა, რომელზედაც გაჩერდა, მაგრამ ვერ გაერთო. ერთსა და
იმავე წინადადებას ხუთჯერ მაინც კითხულობდა. ეს წიგნი სერ ჯო-
რაჰმა მომართვა საპატარძლო ძღვნად, იმ დღეს, ხალ დროგოს რომ
გავყევი ცოლად. მაგრამ დარიო მართალს ამბობს, არ უნდა გამეგ-
დო. ან ჩემთან უნდა დამეტოვებინა, ან მომეკლა. დედოფლობანას
თამაშობდა, მაგრამ ხანდახან თავს ისევ პატარა, შეშინებულ გო-
გოდ გრძნობდა. ვისერისი სულ იმას მიმეორებდა, ლენჩი ხარო. მი-
სი ძმა მართლა გიჟი იყო? წიგნი დახურა. რომ მოესურვებინა, ჯერ
კიდევ შეეძლო ჯორაჰის მოხმობა. ან მის მოსაკლავად დარიოს გაგ-
ზავნა. დენი ამ არჩევანს გაექცა, ტერასაზე გავიდა. რეიგალი ტბო-
რის გვერდით დახვდა ჩაძინებული, მზეს მიფიცხებული მწვანე და
ბრინჯაოსფერ გორგლად. დროგონი პირამიდაზე იყო შემომჯდარი,
იქ, სადაც ვეება ბრინჯაოს ჰარპია იდგა, სანამ დენი მის ჩამოგდებას
ბრძანებდა. დენიმ რომ დაინახა, დრაკონმა ფრთები გაშალა და და-
იღრიალა. ვისერიონი არსად ჩანდა, მაგრამ, პარაპეტს რომ მიუახ-
ლოვდა და ცის საწიერს გახედა, შორს, მდინარის თავზე თეთრი
ფრთების ქნევას მოჰკრა თვალი.
დღითი დღე ემატებათ სითამამე. მაგრამ დენი ჯერ კიდევ ფორია-
ქობდა, ძალიან შორს როცა გაფრინდებოდნენ ხოლმე. ერთხელაც
შეიძლება, რომელიმე აღარ დაბრუნდესო, გაიფიქრა.
– თქვენო მოწყალებავ.
დენი მიბრუნდა და სერ ბარისტანი დაინახა.
– კიდევ რა გინდა ჩემგან, სერ? შეგიწყალე, სამსახურში მიგიღე,
1359
ახლა ცოტა ხანი მომასვენე.
– მაპატიე, თქვენო მოწყალებავ. მე მარტო... ახლა, როცა უკვე
იცი, ვინც ვარ... ბერიკაცი შეყოყმანდა, – მეფის ქეშიკი რაინდი დღი-
თა და ღამით მეფეს ახლავს. ამ მიზეზით ფიცით მოგვეთხოვება, რომ
მისი საიდუმლოებებიც ისევე დავიცვათ, როგორც მისი სიცოცხლე.
მაგრამ მამაშენის საიდუმლოებანი ახლა წესით შენ გეკუთვნის, მის
ტახტთან ერთად, და... ვიფიქრე, შესაძლოა, რამის კითხვა გნდომო-
და. კითხვა? ასი კითხვა ჰქონდა, ათასი, ათი ათასი. ახლა რატომ
არც ერთი არ აგონდებოდა?
– მამაჩემი მართლა შლეგი იყო? – ამოთქვა უცებ. ამას რატომ
ვეკითხები? – ვისერისი ამბობდა, ეს სიგიჟეზე ლაპარაკი უზურპატო-
რის გამოგონილი იყოო...
– ვისერისი ბავშვი იყო და დედოფალი, როგორც კი შეეძლო,
იცავდა. ახლა მჯერა, რომ მამაშენში ყოველთვის იყო მცირე სიშლე-
გე. მაგრამ ის მომხიბვლელი და გულუხვიც იყო, ასე რომ, შეცდო-
მებს პატიებდნენ. მისი მეფობა ისე იმედისმომცემად დაიწყო... მაგ-
რამ, რაც წლები გადიოდა, შეცდომები სულ უფრო გახშირდა, სა-
ნამ...
დენიმ გააჩერა.
– ახლა ამის მოსმენა მინდა?
სერ ბარისტანი წუთით დაფიქრდა.
– შესაძლოა, არა. ახლა არა.
– ახლა არა, – დაეთანხმა დენერისი, – როდისმე. ერთ დღესაც
ყველაფერს მიამბობ. კარგსაც და ცუდსაც. მამაჩემზე კარგიც ხომ
ითქმის, ალბათ?
– ითქმის, თქვენო მოწყალებავ. მასზეც და მასზე წინ მყოფებზეც.
პაპაშენ ჯეჰერიესსა და მის ძმაზე, მათ მამა ეაგონზე, დედაშენზე...
და რეიგარზე. მასზე – ყველაზე მეტი.
1360
– ნეტავ, მცნობოდა, – ხმა დაუსევდიანდა დენის.
– ნეტავ, იმასაც სცნობოდი, – უთხრა მოხუცმა რაინდმა, – მზად
რომ იქნები, ყველაფერს გიამბობ.
დენიმ ლოყაზე აკოცა და დაითხოვა.
იმ საღამოს მოახლეებმა ბატკნის ხორცი, ღვინოში დამბალი ქიშ-
მიშებისა და სტაფილოს სალათი და თაფლით გაჟღენთილი ცხელი
ფენოვანი პური მოართვეს. დენიმ პირი ვერაფერს დააკარა. ნეტავ,
რეიგარი ასე დაღლილი თუ იყო როდისმეო, გაიფიქრა. ან ეაგონი,
ვესტეროსის დაპყრობის მერე?
მოგვიანებით, ძილის დრო რომ მოვიდა, დენიმ ლოგინში ირი ჩა-
იწვინა, გემის მერე პირველად. მაგრამ მაშინაც კი, შვებით რომ
აცახცახდა და თითები მოახლეს სქელ შავ თმაში ჩაუყარა, წარმოდ-
გენილი ჰქონდა, რომ დროგო იკრავდა გულში... ოღონდ როგორ-
ღაც მისი სახე დარიოს სახეს ემსგავსებოდა. დარიო თუ მინდა, ერთი
სიტყვის თქმაც კმარა. იწვა, ირის ფეხები მის ფეხებს იყო გადახ-
ლართული. დღეს თვალები თითქმის იისფრად მოუჩანდა...
იმ ღამით დენის ბნელი სიზმრები შემოეჯარა და სამჯერ გაეღვიძა
კოშმარებისგან, ნახევრად რომ ახსოვდა. მესამედ ისე იყო აფორია-
ქებული, რომ ვეღარც დაიძინა. დაქანებულ ფანჯრებში მთვარის შუ-
ქი იღვრებოდა და მარმარილოს იატაკს ვერცხლისფრად ეფინებო-
და. ტერასის ღია კარში გრილი ნიავი შემოქროდა. მის გვერდით
ღრმად ეძინა ირის, ბაგე გაეპო, აბრეშუმის საღამურიდან ცალი მუქი
კერტი მოუჩანდა. დენის წამით ცდუნებამ დარია ხელი, მაგრამ სი-
ნამდვილეში დროგო უნდოდა, ან იქნებ დარიო. ირი კი არა. მოახლე
მომხიბვლელი და მარჯვე იყო, მაგრამ მის კოცნას მოვალეობის გე-
მო ჰქონდა.
დენი ადგა და მთვარის შუქში გახვეული ირი მძინარე დატოვა.

1361
ჟიქვის და მასანდის თავ-თავიანთ საწოლებში ეძინათ. ხალათი მო-
იცვა და ფეხშიშველამ გაიარა მარმარილოს იატაკზე, ტერასაზე გა-
ვიდა. სუსხი იდგა, მაგრამ მოსწონდა, ფეხის თითებით ბალახს რომ
გრძნობდა და ერთმანეთთან მოჩურჩულე ფოთლების ხმა ჩაესმო-
და. ქარი პატარა საბანაო გუბურის ზედაპირზე პაწია ტალღებს მი-
ერეკებოდა და მთვარის ანარეკლს აცეკვებდა.
დაბალ აგურის პარაპეტს გადაეყუდა და ქალაქს გადახედა. მი-
რინსაც ეძინა. შეიძლება, უკეთესი დღეები ესიზმრებოდა. ღამე შავი
საბანივით ეფარა ქუჩებს, მალავდა გვამებსა და რუხ ვირთხებს, სა-
ნარცხეებიდან რომ მოძვრებოდნენ მათ საჯიჯგნად, მალავდა მკბე-
ნარი ბუზების ღრუბლებს. შორეული ჩირაღდნები ყვითლად და წით-
ლად ციმციმებდნენ – ეს მისი გუშაგები დადიოდნენ შემოვლაზე, და
აქა-იქ ფარნების სუსტი შუქი მიუყვებოდა ქუჩას. შეიძლება, ერთი
მათგანი სერ ჯორაჰი იყო, რომელიც ნელი ნაბიჯით მიუძღოდა
ცხენს ჭიშკრისკენ. მშვიდობით, ბებერო დათვო. მშვიდობით, მოღა-
ლატევ.
დენერისი ტარგარიენი იყო, დაუწველი, ხალესი და დედოფალი,
დრაკონების დედა, გრძნეულთა მკვლელი, ბორკილების დამ-
მსხვრევი – და არავინ იყო მთელ ქვეყანაზე, ვისაც ენდობოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – გვერდით მასანდი ამოუდგა, ტანთ სა-
ღამური კაბა ეცვა, ფეხები ხის სანდლებში წაეყო, – გამეღვიძა და
დავინახე, რომ წასული იყავი. კარგად გეძინა? რას უყურებ?
– ჩემს ქალაქს, – უპასუხა დენიმ, – წითელკარიან სახლს ვეძებ-
დი, მაგრამ ღამეში ყველა კარი შავია.
– წითელი კარი? – დაიბნა მასანდი, – ეგ რა სახლია?
– არაფერი. სალაპარაკოდ არ ღირს, – დენიმ გოგონას ხელი
ჩაჰკიდა, – არასოდეს მომატყუო, მასანდი. არასოდეს მიღალატო.
– ასე არასოდეს ვიზამ, – აღუთქვა მასანდიმ, – შეხედე, თენდება.
1362
ცა კიდურიდან კამარამდე გალურჯდა და აღმოსავლეთით, დაბა-
ლი გორაკების რიგის მიღმა ნათება მოჩანდა: ბაცი ოქროსფერი და
ატმისფერი. დენის მასანდის ხელი ეჭირა და მზის ამოსვლას უცქერ-
დნენ. ერთნაირი რუხი აგურები წითელი და ყვითელი, ცისფერი,
მწვანე და ნარინჯისფერი გახდნენ. ბრძოლის ხაროებს მათი მეწამუ-
ლი ქვიშები სისხლმდინარე წყლულებს ამგვანებდა. იქით გრაციე-
ბის ტაძრის ოქროს გუმბათი აელვარდა და გალავნის გასწვრივ
ბრინჯაოს ვარსკვლავები აციმციმდნენ – ეს მზის სხივი ასხლტა შე-
უბღალავების მუზარადთა წვეტებზე. ტერასაზე ზანტად აბზუვლდა
რამდენიმე ბუზი. ხურმის ხეზე ჩიტუნა აჭიკჭიკდა, მას ორი სხვაც აჰ-
ყვა. დენიმ თავი დახარა მათი გალობის მოსასმენად, მაგრამ მალე
გაღვიძებული ქალაქის ხმაურმა ყველა სხვა ხმა გადაფარა.
ჩემი ქალაქი ხმაურობს.
იმ დილით თავისი კაპიტნები და მეთაურები ბაღში მოიხმო, იმის
ნაცვლად, რომ თავად ჩასულიყო მისაღებ ოთახში.
– ეაგონ დამპყრობელმა ვესტეროსი ცეცხლსა და სისხლში გახ-
ვია, მაგრამ შემდგომ ხალხს მშვიდობა, ბარაქა და სამართლიანობა
მისცა. მე კი მონებით მოვაჭრის ყურეში სიკვდილის და ნგრევის
გარდა არაფერი მომიტანია. ხალს უფრო ვგავდი და არა დედო-
ფალს: ვაქცევდი და ვძარცვავდი, მერე კი ჩემს გზას ვეწეოდი.
– ან კი რისთვის უნდა დარჩე, – უთხრა ლეგა ბენ პლამმა.
– თქვენო მოწყალებავ, მონებით მოვაჭრეებს წერამ უწიათ, –
თქვა დარიო ნაჰარისმა. – თავისუფლებაც მოიტანე, – შეახსენა მა-
სანდიმ.
– იმის თავისუფლება, რომ იშიმშილონ? – მკვახედ ჰკითხა დე-
ნიმ, – სიკვდილის თავისუფლება? დრაკონი ვარ თუ ჰარპია?
შლეგი ვარ? ზადი მაქვს?

1363
– დრაკონი ხარ, – დაბეჯითებით უთხრა სერ ბარისტანმა, – მი-
რინი ვესტეროსი არაა, თქვენო მოწყალებავ.
– მაგრამ როგორ შევძლებ შვიდი სამეფოს მართვას, თუ ერთი
ქალაქიც ვერ მიმართავს?
სერ ბარისტანს ამის პასუხი არ ჰქონდა.
დენი მიბრუნდა და ისევ ქალაქს გადახედა.
– ჩემს შვილებს დრო სჭირდებათ, რომ მომჯობინდნენ და ისწავ-
ლონ. ჩემს დრაკონებს დრო უნდათ, რომ გაიზარდონ და ფრთები
გაიმაგრონ. მეც იგივე მჭირდება. არ დავუშვებ, ეს ქალაქიც ასტა-
პორს დაემგვანოს. ნებას არ დავრთავ ჰარპიას, ისევ ბორკილები
შეასხას იმათ, ვინც გავათავისუფლე, – საბჭოს მიუბრუნდა და მათ
სახეებში ჩააცქერდა, – აქედან არ წავალ.
– მაშინ რას იზამ, ხალესი? – ჰკითხა რახარომ.
– დავრჩები, – მიუგო დენიმ, – და ვიდედოფლებ.

ჯეიმი

მეფე მაგიდის თავში იჯდა, საჯდომქვეშ ბალიშები ამოედო და


ყველა მიწოდებულ საბუთს ხელს აწერდა.
– ცოტაღა დარჩა, თქვენო მოწყალებავ, – გაამხნევა სერ კევან
ლანისტერმა, – ეს ლორდ ედმურ ტალისთვის პატივის აყრის სიგე-
ლია. მას ჩამოერთმევა რივერანი, მთელი მისი მამულები და შემო-
სავლები – მისი კანონიერი მეფის წინააღმდეგ აჯანყებისთვის. ეს კი
ისეთივე სიგელია მისი ბიძის, სერ ბრინდენ ტალისთვის, შავი თევ-
ზისთვის, – ტომენმა რიგრიგობით მოაწერა მათ ხელი, ფრთხილად
აწობდა კალამს და მსხვილი, ბავშვური ასოებით გამოჰყავდა თავი-
სი სახელი.

1364
ჯეიმი მას მაგიდის ბოლოდან უცქერდა და ეფიქრებოდა იმ ლორ-
დებზე, რომლებიც მეფის მცირე საბჭოში ადგილის მიღებას ესწრა-
ფოდნენ. ჯანდაბასაც წაუღია, აიღონ და ჰქონდეთ ჩემი ადგილი. ეს
თუ ძალაუფლება იყო, რად ჰქონდა ასეთი მოწყენილობის გემო?
თავს დიდად ძალმოსილად ვერ გრძნობდა, როცა უცქერდა, ტომენი
სამელნეში კალამს როგორ აწობდა. მოწყენილობას კი გრძნობდა.
და ტკივილს. სხეულის ყველა კუნთი სტეხდა, ნეკნები და მხრები
კი დალილავებული ჰქონდა ბეგვისგან – სერ ადამ მარბრანდმა
ასიამოვნა. ამის გახსენებაზეც კი სახე დაემანჭა. იმედია, ენაზე კბი-
ლის დაჭერა შეუძლია. ჯეიმი მარბრანდს იმ დროიდან იცნობდა,
როცა ის ჯერაც ბავშვი იყო და კასტერლის კლდეზე პაჟად მსახუ-
რობდა, და ასე თუ ისე, ენდობოდა. იმდენად მაინც, რომ ეთხოვა, სა-
ტურნირე ხმლებით ვიფარიკაოთო. უნდოდა, სცოდნოდა, მარცხენა
ხელით ბრძოლა თუ შეეძლო.
ახლა კი იცოდა. ეს ცოდნა უფრო მწარე იყო, ვიდრე სერ ადამის
დარტყმები, დარტყმები კი ისე მძიმე აღმოჩნდა, რომ ამ დილით
ტანთ ძლივს ჩაიცვა. მართლა რომ ებრძოლათ, ჯეიმი თორმეტჯერ
მაინც მოკვდებოდა. თითქოს რა ადვილი იყო, ხმალი ერთი ხელის
ნაცვლად მეორით დაეჭირა. მაგრამ არა. სისხლში გამჯდარი ყველა
ჩვევა გამოუსადეგარი გამხდარიყო. ყოველ მოძრაობაზე, რომე-
ლიც ადრე თავისთავად გამოსდიოდა, ახლა დაფიქრება სჭირდებო-
და. ხოლო სანამ ფიქრობდა, მარბრანდი უზაპუნებდა. მარცხენა
ხელს ორლესულის წესიერად დაჭერაც კი არ შეეძლო: სერ ადამმა
სამჯერ განაიარაღა და ხმალი გააგდებინა.
– ეს სიგელი ხსენებულ მამულებს, შემოსავალსა და ციხესიმაგ-
რეს გადასცემს სერ ემონ ფრეის და მის ლედი-მეუღლეს, ლედი ჯე-
ნას, – სერ კევანმა მეფეს მორიგი ფურცელი გაუწოდა. ტომენმა კა-
ლამი ჩააწო და ხელი მოაწერა, – ეს სიგელი კანონიერ მემკვიდრედ
1365
აღიარებს დრედფორტის ლორდ რუს ბოლტონის უკანონო შვილს.
ამით კი ლორდ ბოლტონს შენს ჩრდილოეთის მცველად ასახელებ,
– ტომენმა ჩააწო და მოაწერა, ჩააწო და მოაწერა, – ეს სერ როლფ
სპაისერს ციხესიმაგრე კასტამირს უბოძებს და ლორდის ტიტულს
ანიჭებს, – ტომენმა თავისი სახელი დაწერა.
სერ ილინ პეინთან უნდა მივსულიყავიო, გაიფიქრა ჯეიმიმ. მე-
ფის ჯალათი მარბრანდივით ახლობელი არ იყო მისთვის და შესაძ-
ლოა, დაესისხლიანებინა კიდეც, ისე ეცემა... მაგრამ, სამაგიეროდ,
ენა არ ჰქონდა და მერე ამაზე ბაქიბუქს ვეღარ მოჰყვებოდა. საკმა-
რისი იყო, სერ ადამს სიმთვრალეში ერთი სიტყვა დასცდენოდა და
მთელი ქვეყანა სულ მალე შეიტყობდა, ჯეიმი რა უვარგისიც გამხდა-
რიყო. მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური. ბოროტი ხუმრობა იყო,
თუმცა იმას მაინც ვერ შეედრებოდა, მამამისმა საჩუქარი რომ გაუგ-
ზავნა.
– ამით შენს მეფურ პატიებას უძღვნი ლორდ გავინ ვესტერ-
ლინგს, მის ლედი-მეუღლესა და მის ასულ ჯეინის, კვლავ მეფის
მშვიდობის ქვეშ შეიფარებ, – თქვა სერ კევანმა, – ეს ქვის ზღუდის
ლორდ ბრაკენის პატიების სიგელია. ეს – ლორდ ვენსის. ეს ლორდ
გუდბრუკის. ეს – ქალისტბის ლორდ მოტონის.
ჯეიმი ფეხზე წამოდგა.
– ასე ვატყობ, მშვენივრად ართმევ თავს, ძია. მის მოწყალებას
შენს იმედად ვტოვებ. – როგორც გინდა, – სერ კევანიც ადგა, – ჯე-
იმი, აჯობებს, მამაშენთან თუ მიხვალ. ეს თქვენი უთანხმოება...
– მისი წამოწყებულია და ამას მასხრად ამგდები საჩუქრები ვერ
გამოასწორებს. ასეც მოახსენე, თუ მოახერხე და ტაირელების გარე-
შე მოიგდე ხელში.
ბიძამისი შეწუხებული ჩანდა.

1366
– საჩუქარი მთელი გულით იყო მოძღვნილი. გვეგონა, რომ წა-
გაქეზებდა... – ახალი ხელის ამოყვანაზე? – ჯეიმი ტომენს მიუბრუნ-
და. ახალ მეფესაც ჯოფრივით ოქროს კულულები და მწვანე თვალე-
ბი ჰქონდა, მაგრამ სხვა არაფრით ჰგავდა თავის მკვდარ ძმას. პუტ-
კუნა იყო, ვარდისფერი და მრგვალი სახე ჰქონდა და კითხვაც კი უყ-
ვარდა. ჯერ ცხრისაც კი არ არის, ეს ჩემი შვილი. ბიჭი კაცს არ ნიშ-
ნავს. შვიდი წელი გავიდოდა, სანამ ტომენი თავისი სახელით შეძ-
ლებდა მართვას. მანამდე სახელმწიფო მის ლორდ-პაპას ეჭირებო-
და მტკიცე ხელში.
– სირ, – ჰკითხა, – ნებას დამრთავ, დაგტოვო?
– როგორც გსურს, სერ ძია, – ტომენმა ისევ სერ კევანს შეხედა,
– ახლა შეიძლება დავბეჭდო, ძია? – ჯერჯერობით მეფობიდან ყვე-
ლაზე მეტად ცხელ ცვილზე სამეფო ბეჭდის გამოსახვა მოსწონდა.
ჯეიმი საბჭოს ოთახიდან გამოვიდა. კართან სერ მერინ ტრანტი
დახვდა, გაჭიმული იდგა გუშაგად და თეთრი ფარფლებიანი აბჯარი
და ქათქათა მოსასხამი ეცვა. ამან რომ გაიგოს, რა სუსტიც ვარ, ან
კეტლბლექს თუ ბლაუნტს ჩაეწვეთოს ყურში... – აქ დარჩი, სანამ მი-
სი მოწყალება არ დაასრულებს, – უთხრა, – მერე კი უკან, მეაგორში
მიაცილე.
ტრანტმა თავი დახარა.
– როგორც იტყვი, მილორდ.
გარე ეზო იმ დილითო ხალხით სავსე და ხმაურიანი იყო, ჯეიმიმ
თავლებისკენ გასწია, სადაც მეომრების მოზრდილი ჯგუფი ცხენებს
კაზმავდა.
– რკინისფეხება! – დაუძახა ერთს, – მიდიხარ, ესე იგი?
– როგორც კი მილედი ამხედრდება, მაშინვე, – თქვა რკინისფე-
ხება ვალტონმა, – მილორდი ბოლტონი გველის. აი, ქალბატონიც.

1367
მეჯინიბე ბიჭმა თავლის კარში ჩინებული რუხი ფაშატი გამოატა-
რა. მის ზურგზე გაჩხიკული, თვალებამოღამებული გოგო იჯდა და
სქელ მოსასხამში იფუთნებოდა. მოსასხამი რუხი იყო, ისევე, რო-
გორც გოგოს კაბა, და თეთრი ატლასის ქობა ჰქონდა მოყოლებუ-
ლი. მკერდთან მას კრავდა აბზინდა, რომელიც მგლის თავს გამო-
სახავდა და ოპალის განზე გაზიდული თვალები ესვა. გოგონას
გრძელ ყავისფერ თმას გააფთრებით უფრიალებდა ქარი. ლამაზი
სახე აქვსო, გაიფიქრა ჯეიმიმ, მაგრამ თვალები ნაღვლიანი და უნ-
დო ჰქონდა.
ჯეიმი რომ დაინახა, თავი დახარა.
– სერ ჯეიმი, – თქვა წვრილი, მთრთოლვარე ხმით, – რა სიკე-
თეა, ჩემს გასაცილებლად რომ მოხვედი.
ჯეიმი ყურადღებით აკვირდებოდა.
– ანუ მიცნობ?
გოგონამ ტუჩზე იკბინა.
– შეიძლება, არ გახსოვდეს, მილორდ, მაშინ პატარა ვიყავი...
მაგრამ პატივი მქონდა, ვინტერფელში მენახე, როცა მეფე რობერტი
მამაჩემს, ლორდ ედარდს სტუმრობდა, – ფართო ყავისფერი თვა-
ლები დახარა და ჩაილუღლუღა, – არია სტარკი გახლავარ.
ჯეიმი არია სტარკს დიდად არასოდეს დაჰკვირვებია, მაგრამ მო-
ეჩვენა, რომ ეს გოგონა ცოტათი უფროსი იყო.
– როგორც ვხვდები, თხოვდები.
– ლორდ ბოლტონის ძესთან უნდა ვიქორწინო, რემზისთან. ად-
რე სნოუ იყო, მაგრამ მისმა მოწყალებამ იგი ბოლტონი გახადა. ამ-
ბობენ, ძალიან მამაციაო. მე ბედნიერი ვარ.
მაშ, რატომ გაქვს ასე დამფრთხალი ხმა?
– სიხარულს გისურვებ, მილედი, – ჯეიმი ისევ რკინისფეხებას მი-
უბრუნდა, – მიიღე დაპირებული ფული?
1368
– დიახ, და გავინაწილეთ. მადლობა მომიხსენებია, – ჩრდილო-
ელს სახეზე ღიმილი გადაეფინა, – ლანისტერი ვალს ყოველთვის
იხდის.
– ყოველთვის, – დაუდასტურა ჯეიმიმ და ბოლოჯერ გახედა გო-
გოს. ნეტავ, თუ ჰგავს მაინც. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. ნამდვი-
ლი არია სტარკი, როგორც ჩანს, რწყილიან ფსკერზე რომელიღაც
მოუნიშნავ საფლავში ჩამარხეს. მისი ძმები დაიხოცნენ, მშობლე-
ბიც, და ვინღა გაბედავს, თქვას, ეს ის არ არისო?
– კარგად გევლოთ, – უთხრა რკინისფეხებას. ნეიჯმა მშვიდობის
დროშა გაშალა, ჩრდილოელები მათი ბეწვის მოსასხამებივით დაგ-
ლეჯილ კოლონად მოეწყვნენ და ჩორთით გაიარეს ციხესიმაგრის
ჭიშკარი. მათ შუა ჩამდგარი, რუხ ფაშატზე მჯდარი გოგო პატარა და
ეული ჩანდა.
რამდენიმე ცხენი ჯერაც გაფრთხა მაგრად დატკეპნილ მიწაზე
დაჩნეული მუქი ლაქისგან – აქ დაიქცა გრეგორ კლეგეინის მიერ
ასე ტლანქად მოკლული მეჯინიბის სისხლი. მისმა დანახვამ ჯეიმი
ისევ გააბრაზა. მეფის ქეშიკებისთვის დავალებული ჰქონდა, ბრბო
მოშორებით ჰყოლოდათ, მაგრამ იმ ბოთე სერ ბოროსმა პირი და-
აღო და ბრძოლას მიაჩერდა. მართალია, ის საწყალი ბიჭიც დამნა-
შავე იყო, მოკლული დორნელიც. და კლეგეინი – ყველაზე მეტად.
მკლავი კი შემთხვევით წააწყვიტა, მაგრამ ის მეორე მოქნევა...
ჰოდა, კიდევაც ზღავს ახლა. დაჭრილს გრანდ-მაისტერი პაიცე-
ლი უვლიდა, მაგრამ მაისტერის ოთახებიდან მოღწეული ყმუილი
მოწმობდა, რომ მკურნალობა არცთუ წარმატებით მიდიოდა.
– ხორცი ალპება და ჭრილობებიდან ჩირქი სდის, – მოახსენა პა-
იცელმა საბჭოს, – მატლებიც კი არ ეკარებიან ამ სიბინძურეს. ისე
აძაგძაგებს, რომ ალიკაპი ამოვდე, ენა რომ არ მოეკვნიტა. რამდე-

1369
ნიც გავბედე, იმდენი ხორცი ამოვჭერი და ლპობას ადუღებული ღვი-
ნით და პურის ობით ვუმკურნალე, მაგრამ არაფერი შველის. მკლავ-
ზე სისხლის ძარღვები უშავდება. წურბელები რომ დავასხი, ყველა
წურბელა მოკვდა. მილორდებო, უნდა ვიცოდე, რა შხამში ამოაწო
თავისი შუბი პრინცმა ობერინმა. გირჩევთ, დავატუსაღოთ დანარჩე-
ნი დორნელები, სანამ უფრო დამყოლები არ გახდებიან.
ლორდმა ტაივინმა ამაზე უარი თქვა.
– მზეშუბთან ხათაბალას ისედაც ვერ ავცდებით პრინც ობერინის
სიკვდილის გამო. მისი მხლებლების დატუსაღებით საქმეს უარესად
არ გავართულებ.
– მაშინ, ვშიშობ, სერ გრეგორი მოკვდება.
– უეჭველად. ასეც აღვუთქვი პრინც დორანს იმ წერილში, მისი
ძმის ცხედართან ერთად რომ გავუგზავნე. მაგრამ ისე უნდა მოვა-
ხერხოთ, რომ მეფის ჯალათის ხმალმა მოკლას, მოწამლულმა შუბ-
მა კი არა. განკურნე.
შეშფოთებულმა გრანდ-მაისტერმა თვალები აახამხამა.
– მილორდ...
– მოარჩინე, – თქვა ლორდმა ტაივინმა და ამით გაათავა, – რო-
გორც მოგეხსენებათ, ლორდ ვარისს დრაკონის ქვის გარშემო
წყლებში მეთევზეები ჰყავდა გაგზავნილი. ისინი იტყობინებიან,
რომ კუნძულის მცველად ერთი მუჭა ჯარისკაცებიღაა დარჩენილი.
ლისელები ყურიდან წავიდნენ და ლორდ სტანისის ძალის დიდი წი-
ლიც მათ გაჰყვა.
– მშვენიერია, – განაცხადა პაიცელმა, – დაე, სტანისი ჩალპეს
იმ ლისში. კიდევ კარგი, ეგ კაცი და მაგის მოთხოვნები თავიდან მო-
ვიცილეთ.
– რა, მთლად გამოსულელდი, ტირიონმა წვერი რომ მოგპარსა?
ეს ხომ სტანის ბარათეონია. ეგ კაცი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
1370
იბრძოლებს და ცოტას – იმის მერეც. წასული თუა, მხოლოდ იმას
ნიშნავს, რომ ომის განახლებას აპირებს. ყველაზე უფრო საფიქრე-
ბელია, რომ გრიგალის კიდეზე გადმოვა და გრიგალის ლორდების
აჯანყებას შეეცდება. ასე თუა, მისი ბოლოც ეგ იქნება. მაგრამ უფრო
გაბედული კაცი დორნს დაეჯაჯგურებოდა. მზეშუბს თუ გადაიბი-
რებს, შეეძლება, კიდევ მრავალ წელს გაწელოს ეს ომი. ასე რომ,
მარტელებს დამატებით აღარ გავაბრაზებთ, რაც არ უნდა მოხდეს.
დორნელები წავლენ, სადაც უნდათ, შენ კი სერ გრეგორს მოარჩენ.
ჰოდა, მთაკაციც დღედაღამ ღრიალებდა. ლორდი ტაივინ ლანისტე-
რი ალბათ უცხოსაც კი დააშინებდა, რომ ნდომოდა.
ჯეიმი თეთრი ხმლის კოშკის ხვეულ კიბეს რომ აუყვა, გაიგონა,
როგორ ხვრინავდა სერ ბოროსი თავის სენაკში. სერ ბეილონის კა-
რიც მოხურული იყო – წუხელ მეფეს ის იცავდა და ახლა მთელ დღეს
იძინებდა. ბლაუნტის ხვრინვა რომ არა, სხვა მხრივ, კოშკი მდუმარე
იყო. ჯეიმის ეს ხელს აძლევდა. მეც უნდა დავისვენო. წინა ღამით
სერ ადამთან ცეკვის მერე ისე იყო დაბეჟილი, რომ ვერ დაიძინა.
მაგრამ, საძინებელში რომ შევიდა, დაინახა, რომ იქ და ელოდა.
ღია ფანჯარასთან იდგა და გალავანს მიღმა ზღვას გადასცქერო-
და. გარს ყურიდან მომავალი ქარი ეხვეოდა, კაბას ტანზე ატმასნი-
და, და ჯეიმის ამის დანახვაზე გულისცემა აუჩქარდა. თეთრი იყო ის
კაბა, კედლის ფარდაგებისა და საწოლის ფარდების დარი. ციცქნა
ზურმუხტების ხვეულები ფართო სახელოების ბოლოებს უხალისებ-
და და ზედატანზე დაუყვებოდა. უფრო მომსხო ზურმუხტები ამკობდა
ოქროს ბადეს, რომელსაც მისი ოქროს თმა ეჭირა. კაბას ღრმა გუ-
ლისპირი ჰქონდა, მხრებსა და მკერდის ზედა ნაწილს შიშვლად ტო-
ვებდა. რა ლამაზია. მის გულში ჩაკვრაზე მეტად არაფერი სწყურო-
და.
– სერსეი, – წყნარად მიხურა კარი, – აქ რატომ ხარ?
1371
– სხვაგან სად უნდა ვიყო? – ჯეიმისკენ რომ მობრუნდა, თვალები
ცრემლით ჰქონდა სავსე, – მამამ გარკვევით გამაგებინა, რომ საბ-
ჭოში ჩემი ყოფნა საჭირო აღარაა. ჯეიმი, არ დაელაპარაკები?
ჯეიმიმ მოსასხამი მოიხსნა და კედელში ჩამაგრებულ კავზე და-
კიდა.
– მე ლორდ ტაივინს ყოველდღე ველაპარაკები.
– ასე ჯიუტი რატომ უნდა იყო? მას მხოლოდ ის სურს...
– მეფის ქეშიკობას ჩამომაშოროს და უკან, კასტერლის კლდეზე
გამგზავნოს. – ეს არც ისე საშინელი რამაა. მეც კასტერლის კლდეზე
მაბრუნებს. უნდა, აქედან მომიშოროს, ტომენთან ხელები რომ გა-
ეხსნას. ტომენი ჩემი შვილია, მისი კი არა! – ტომენი მეფეა.
– ბავშვია! პატარა, შეშინებული ბიჭი, რომელსაც თვალწინ მო-
უკლეს ძმა, მის საკუთარ ქორწილში. და ახლა მასაც ეუბნებიან, ცო-
ლი უნდა შეირთოო. გოგო მასზე ორჯერ უფროსია და ორგზის ქვრი-
ვია!
ჯეიმი სავარძელში ჩაჯდა, ცდილობდა, დაბეჟილი კუნთების ტკი-
ვილი არად ჩაეგდო. – მაგას ტაირელები ითხოვენ. მე ამაში ცუდს
ვერაფერს ვხედავ. მას მერე, რაც მირცელა დორნში გაემგზავრა,
ტომენი თავს მარტოდ გრძნობდა. მოსწონს, მარჯერი და მისი სეფე-
ქალები გარს რომ დასტრიალებენ. შეირთოს, მერე რა.
– ის შენი შვილია...
– ის ჩემი ჩასახულია. ჩემთვის არასოდეს დაუძახია მამა. ისევე,
როგორც რის. ათასჯერ მაფრთხილებდი, ბავშვებით საჭიროზე მეტი
დაინტერესება არასოდეს დაგეტყოსო.
– საფრთხე რომ არ დამუქრებოდათ! და შენც, ასევე. როგორი
სანახავი იქნებოდა, ჩემს ძმას მეფის შვილებისთვის მამობა რომ გა-
ეწია? რობერტიც კი შეიძლებოდა, დაეჭვებულიყო,.
– ჰოდა, აწი ვეღარ დაეჭვდება, – რობერტის სიკვდილი ჯეიმის
1372
ჯერ კიდევ ბალღამის გემოს უტოვებდა პირში. მე უნდა მომეკლა,
სერსეის კი არა, – იმას ვნატრობ, ნეტავ, ჩემი ხელით მომკვდარიყო,
მაშინ, ჯერ კიდევ ორივე რომ მქონდა. – მეფისმკვლელობა მარ-
თლაც ჩვევად რომ მქცეოდა, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე
თქმა, მაშინ შემეძლებოდა, მთელი ქვეყნის დასანახავად ცოლად
შემერთე. შენი სიყვარული არ მრცხვენია, მრცხვენია მარტო ის, რა-
საც მის დასამალად ჩავდიოდი. ის ბიჭი ვინტერფელში...
– მე გითხარი, ფანჯრიდან გადააგდე-მეთქი? სანადიროდ რომ
წასულიყავი, როგორც გეხვეწებოდი, არაფერიც არ მოხდებოდა.
მაგრამ არა, აუცილებლად მაშინვე გინდოდი, ვერ ითმენდი, სანამ
ქალაქში დავბრუნდებოდით.
– ისედაც დიდხანს ვითმინე. ვერ ვიტანდი, რომ ვხედავდი, რო-
ბერტი ყოველღამე როგორ მობარბაცებდა თქვენი საწოლისკენ, და
გულს ვასკდებოდი, იქნებ, სწორედ ამაღამ გაახსენდეს და მოინდო-
მოს ქმრის უფლები-მეთქი, – ჯეიმის უცებ გაახსენდა, კიდევ რა
აფიქრებდა ვინტერფელზე, – რივერანში კეტლინ სტარკი დარწმუ-
ნებული იყო, რომ მის შვილს ვიღაც მივუგზავნე, ბიჭისთვის ყელი
რომ გამოეჭრა. რომ ხანჯალი მივეცი.
– ჰო? – აგდებით ჰკითხა ქალმა, – მაგაზე ტირიონმაც მკითხა.
– ხანჯალი მართლაც იყო. ლედი კეტლინს ხელებზე მართლა აჩ-
ნდა ნაწიბურები, მიჩვენა. შენ ხომ არ...
– რა სისულელეა, – სერსეიმ ფანჯარა მიხურა, – მართალია, იმე-
დი მქონდა, ბიჭი მოკვდება-მეთქი. შენც მაგის იმედი გქონდა. რო-
ბერტიც კი ფიქრობდა, რომ ასე აჯობებდა. ხომ ვხოცავთ ცხენებს,
ფეხს რომ მოიტეხენ, და ძაღლებს, როცა ბრმავდებიან, მაგრამ ხე-
იბარი ბავშვებისთვის ასეთივე მოწყალების გასაწევად სიმამაცე არ
გვყოფნისო, ასე მითხრა. თვითონაც თვალებში ვერ იხედებოდა, მა-

1373
შინ ისე მთვრალი იყო. რობერტი? ჯეიმი იმდენ ხანს იყო მეფის მცვე-
ლი, რომ კარგად იცოდა: რობერტ ბარათეონი სიმთვრალეში ისეთ
რამებს ამბობდა, რასაც მეორე დილით გაცხარებით უარყოფდა.
– მარტოები იყავით, რობერტმა ეს რომ თქვა?
– იმედია, არ გგონია, რომ ეს ნედ სტარკს უთხრა. რა თქმა უნდა,
მარტოები ვიყავით. ჩვენ და ბავშვები, – სერსეიმ თმის ბადე მოიხა-
და და საწოლის სვეტს ჩამოაცვა, მერე ოქროს კავები გაიქნია, – იქ-
ნებ, მირცელამ გაგზავნა ის ხანჯლიანი კაცი, როგორ გგონია?
ეს დაცინვით იყო ნათქვამი, მაგრამ ზუსტად მიზანში მოხვდა. ჯე-
იმი მაშინვე მიხვდა.
– მირცელამ არა. ჯოფრიმ.
სერსეიმ შუბლი შეიკრა.
– ჯოფრის რობ სტარკი არ უყვარდა, მაგრამ პატარა ძმას არაფ-
რად აგდებდა. თვითონაც ჯერ ბავშვი იყო.
– ბავშვი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, თავზე ხელს როდის
გადაუსვამდა ის ლოთი, რომელზეც დააჯერე, მამაშენიაო, – უცებ
უსიამო აზრმა გაუელვა, – ტირიონი კინაღამ შეეწირა იმ წყეულ ხან-
ჯალს. რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი ჯოფრის დატრიალებულიაო,
შეიძლება, ამიტომ...
– არ მაინტერესებს, რატომ, – თქვა სერსეიმ, – თუ უნდა, ყველა
თავისი მიზეზი ჯოჯოხეთში წაიყოლოს. რომ გენახა, როგორ მოკვდა
ჯოფი... იბრძოდა, ჯეიმი, ყოველი ჩასუნთქვისთვის იბრძოდა, მაგ-
რამ გეგონებოდა, რაღაც ავ სულს თითები შემოუჭერია მისთვის
ყელზე და ახრჩობსო. თვალებში ისეთი შიში ედგა... პატარა რომ
იყო, სულ ჩემთან მორბოდა ხოლმე, როცა შეეშინდებოდა ან რამეს
იტკენდა, და მე ვიცავდი. მაგრამ იმ საღამოს ვერაფერი ვუშველე.
ტირიონმა თვალწინ მომიკლა და ვერაფერი ვუშველე, – სერსეი ჯე-

1374
იმის სკამის წინ მუხლებზე დაეშვა და მისი საღი ხელი თავის ხელის-
გულებში მოიქცია, – ჯოფრი მკვდარია და მირცელა დორნშია. ტო-
მენიღა დამრჩა. მამას არ უნდა დაანებო, ისიც წამართვას. ჯეიმი,
გთხოვ.
– ლორდ ტაივინს ჩემთვის ნებართვა არ უთხოვია. შემიძლია,
დაველაპარაკო, მაგრამ ყურს არ დამიგდებს...
– დაგიგდებს, თუ დათანხმდები, მეფის ქეშიკობას თავი დაანე-
ბო.
– ქეშიკობას თავს არ დავანებებ.
მისი და მოძალებულ ცრემლებს იკავებდა.
– ჯეიმი, შენ ჩემი სხივოსანი რაინდი ხარ. როგორ შეგიძლია, მა-
შინ მიმატოვო, როცა ყველაზე მეტად მჭირდები! შვილს მტაცებს, მე
აქედან მიშორებს... და, შენ თუ არ შეაჩერებ, მამა აპირებს, ისევ
გათხოვება მაიძულოს!
ჯეიმისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მო-
ულოდნელი აღმოჩნდა. ეს სიტყვები სერ ადამ მარბრანდის ყველა
დარტყმაზე უარეს ტკივილად ეძგერა გულ-მუცელში.
– ვისზე?
– რა მნიშვნელობა აქვს? რომელიმე ლორდზე. ვინმე ისეთზე,
ვისზეც მამაჩვენი ფიქრობს, მჭირდებაო. ჩემთვის სულერთია. ქმა-
რი აღარასოდეს მეყოლება. შენ ხარ ის ერთადერთი კაცი, ვინც კი
ოდესმე მსურს ჩემს ლოგინში.
– მაშინ, მიდი და უთხარი!
სერსეიმ ხელები უშვა.
– ისევ სიგიჟეებს ლაპარაკობ. გინდა, ისევ დაგვაშორონ, რო-
გორც დედაჩვენმა ქნა, თამაშისას რომ დაგვიჭირა? ტომენი ტახტს
დაკარგავს, მირცელა – საქმროს... მე მინდა, შენი ცოლი ვიყო, ჩვენ

1375
ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები, მაგრამ ეს შეუძლებელია, ჯე-
იმი. ჩვენ და-ძმა ვართ.
– ტარგარიენები...
– ჩვენ არ ვართ ტარგარიენები!
– ჩუ, – უთხრა ჯეიმიმ ზიზღით, – რა ხმამაღლა ამბობ, ასე ჩემს
შეფიცულ ძმებს გააღვიძებ. ამას ხომ ვერ დავუშვებთ, ასე არაა?
ხალხმა შეიძლება შეიტყოს, ჩემს სანახავად რომ მოხვედი.
– ჯეიმი, – აქვითინდა ქალი, – გგონია, ეს მეც შენსავით არ მინ-
და? მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიმათხოვებენ, მე მინდა, შენ იყო ჩემ
გვერდით, ჩემ საწოლში, ჩემში. ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა.
დამიჯერე, – პერანგი აუწია და მისი ბრიჯის თასმებს წასწვდა.
ჯეიმიმ იგრძნო, როგორ პასუხობდა მისი სხეული.
– არა, – უთხრა, – აქ არა, – მათ ეს არასოდეს ჩაედინათ თეთრი
ხმლის კოშკში, მით უფრო – ლორდ-მეთაურის ოთახებში, – სერსეი,
აქ მაგის ადგილი არ არის. – სეპტში ხომ ქენი. აქ რა განსხვავებაა,
– ასო ამოუღო და მისკენ თავი დახარა. ჯეიმიმ იგი მარჯვენა ხელის
გადანაჭერით მოიშორა.
– არა. აქ არა-მეთქი, – ძალისძალით წამოდგა.
წამით მის ნათელ მწვანე თვალებში შეცბუნება დაინახა, და ში-
შიც, აგრეთვე. მერე მათ რისხვა ჩაენაცვლა. სერსეიმ თავი ასწია,
ადგა და კაბის კალთები გაისწორა. – ჰარენჰალში ხელი წაგაჭრეს
თუ კაცობა? – თავი გაიქნია და თმები შიშველ თეთრ მხრებზე გად-
მოეფინა, – სისულელე ვქენი, რომ მოვედი. ჯოფრისთვის შურისძიე-
ბის რიხი არ გეყო, რატომ ვიფიქრე, რომ ტომენს დაიცავდი? მითხა-
რი, ჭინკას შენი სამივე შვილი რომ მოეკლა, ეს მაინც თუ გაგაბრა-
ზებდა?
– ტირიონი ტომენს და მირცელას ცუდს არაფერს უპირებს. იმა-
შიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯოფრი მაგან მოკლა.
1376
ქალმა ბრაზით მოღრიცა პირი.
– ამას რას ამბობ? იმ მუქარების მერე...
– მუქარა არაფერს ნიშნავს. იფიცება, მე არ მიქნიაო.
– ვაი, იფიცება, არა? ჯუჯები კი არ ტყუიან, ასე გგონია, ჰო?
– მე არ მატყუებს. იმაზე მეტს არა, შენ რასაც იზამდი.
– შე დიდო ოქროს შტერო. ათასჯერ მოუტყუებიხარ, ისევე, რო-
გორც მე მომიტყუებიხარ, – ისევ აიკრიფა თმა და საწოლის თავიდან
ბადე ჩამოხსნა, – რაც გინდა, ის გეგონოს. ის პატარა ურჩხული დი-
ლეგში გდია და სულ მალე სერ ილინი თავს წააჭრის. იქნებ, სამახ-
სოვროდ გინდოდეს, დაიტოვო, – სერსეიმ ბალიშს გადახედა, –
თვალი ეჭირებოდა შენზე, მარტოს რომ გეძინებოდა იმ ცივ თეთრ
საწოლში. ოღონდ მანამ, სანამ თვალები არ გამოულპებოდა.
– ჯობია, წახვიდე, სერსეი. მაბრაზებ.
– ო, გაბრაზებული ხეიბარი. როგორ შემაშინა, – ქალმა გაიცინა,
– რა სამწუხაროა, რომ ლორდ ტაივინ ლანისტერს ვაჟი არ ეყოლა.
მე შეიძლებოდა ვყოფილიყავი მისი მოსაწონი მემკვიდრე, მაგრამ
მე ჭუჭუ მაკლდა. მართლა, სიტყვამ მოიტანა და, ჯობია, შენი შეინა-
ხო, ძამიკო. ასე გადმოკიდებული უხალისო და პატარა ჩანს. სერსეი
რომ წავიდა, ჯეიმიმ მის რჩევას დაუჯერა და ცალი ხელით დაიქაჩა
ბრიჯის თასმები. არარსებულ თითებში ძვლებამდე ჩაჭერილ ტკი-
ვილს გრძნობდა. დავკარგე ხელი, მამა, შვილი, და და საყვარელი,
მალე კი ძმასაც დავკარგავ. არადა, მეუბნებიან, ეს ომი ლანისტე-
რებმა მოიგესო.
ჯეიმიმ მოსასხამი მოიცვა და ქვედა სართულზე ჩავიდა, იქ კი სერ
ბოროს ბლაუნტი დახვდა, ღვინით სავსე თასს მისჯდომოდა საერთო
ოთახში.
– სმას რომ მორჩები, სერ ლორასს უთხარი, რომ მზად ვარ, ქა-
ლი ვნახო.
1377
სერ ბოროსი ზედმეტად მხდალი იყო საიმისოდ, რომ ბღვერის
გარდა რამე გაებედა.
– ვის სანახავად ხარ მზად?
– შენ სერ ლორასს უთხარი.
– დიახ, – სერ ბოროსმა თასი გამოსცალა, – დიახ, ლორდ-მეთა-
ურო.
თუმცა დიდად არ უჩქარია. ან ყვავილების რაინდი ერთობ ძნელი
მოსაძებნი აღმოჩნდა. რამდენიმე საათი გავიდა, სანამ შემოვიდოდ-
ნენ: თხელი და ლამაზი ჭაბუკი და ზორბა უშნო ქალი. ჯეიმი მარტო
იჯდა მრგვალ ოთახში და უგულისყუროდ ფურცლავდა თეთრ წიგნს.
– ლორდ-მეთაურო, – მიმართა სერ ლორასმა, – ტართის ასუ-
ლის ნახვა გინდოდა? – ჰო, – ჯეიმიმ მარცხენა ხელით ახლო მოიხ-
მო ისინი, – როგორც ვხვდები, შენ მას ელაპარაკე?
– როგორც მიბრძანე, მილორდ.
– და?
ჭაბუკი დაიძაბა.
– მე... შეიძლება, ისე იყო, როგორც ეგ ამბობს, სერ. რომ ეს სტა-
ნისმა ქნა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი.
– ვარისი მეუბნება, გრიგალის კიდის კასტელანიც უცნაურად და-
იღუპაო, – თქვა ჯეიმიმ.
– სერ კორტნი პენროუსი, – ნაღვლიანად წარმოთქვა ბრიენმა,
– კარგი კაცი იყო. – ჯიუტი კაცი. ერთ დღეს ფეხმოუცვლელად გადა-
უდგა გზაზე დრაკონის ქვის მეფეს. მეორე დღეს კი ფანჯრიდან გა-
დახტა, – ჯეიმი ადგა, – სერ ლორას, ამაზე კიდევ მოგვიანებით და-
გელაპარაკები. ახლა კი შეგიძლია, ბრიენი ჩემთან დატოვო. გოგო
ისეთივე უშნო და მოუქნელი ჩანს, როგორც ყოველთვისო, დაას-
კვნა ჯეიმიმ, ტაირელი რომ გავიდა. ბრიენი ვიღაცას ისევ ქალის
ტანსაცმელში გამოეწყო, მაგრამ ეს კაბა ბევრად უკეთ აჯდა, ვიდრე
1378
ის საშინელი ვარდისფერი ძონძი, ვაცმა რომ ჩააცვა.
– ცისფერი გიხდება, მილედი, – შენიშნა ჯეიმიმ, – შენს თვალებს
ეხამება, – მართლაც გასაოცარი თვალები აქვს.
შემცბარმა ბრიენმა ტანზე დაიხედა.
– ზედატანი სეპტა დონაისმა გააგანიერა, ასეთი რომ გამოეყვა-
ნა. მითხრა, რომ შენ გამოგზავნე, – კართან დადგა, თითქოს ყოველ
წამს გასაქცევად იყო მზად, – გამოიყურები...
– სხვანაირად? – ჯეიმიმ მოახერხა, ნახევრად გაეღიმა, – ნეკნებ-
ზე ცოტა ხორცი მომემატა, თმებში კი ტილები დამაკლდა. ესაა და
ეს. მიხურე კარი და აქ მოდი. ქალმა დაუჯერა.
– თეთრი მოსასხამი...
– ...ახალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამასაც მალე შევბღა-
ლავ.
– მე არ... ვაპირებდი მეთქვა, გიხდება-მეთქი.
ქალი ყოყმანით მიუახლოვდა.
– ჯეიმი, მართლა იმას ფიქრობ, რაც სერ ლორასს უთხარი? იმა-
ზე... მეფე რენლიზე და აჩრდილზე? – ჯეიმიმ მხრები აიჩეჩა.
– რენლის ჩემი ხელით მოვკლავდი, ბრძოლაში რომ შევხვედ-
როდი, და რაში მაინტერესებს, ვინ გამოჭრა ყელი?
– ჩემზე თქვი, ღირსება აქვსო...
– მე ხომ წყეული მეფისმკვლელი ვარ, დაგავიწყდა? როდესაც
ვამბობ, რომ შენ ღირსება გაქვს, ეს იგივეა, კახპა შენს უბიწოებას
დაუდგეს თავდებად, – სკამის საზურგეს გადააწვა და ქალს ახედა, –
რკინისფეხება უკან, ჩრდილოეთში ბრუნდება, რუს ბოლტონს არია
სტარკი უნდა ჩაუყვანოს.
– არია იმას მიეცი? – წამოიყვირა შეძრწუნებულმა ქალმა, – შენ
ლედი კეტლინს ფიცი მიეცი...

1379
– ყელზე ხმალმიბჯენილმა, მაგრამ ამას არა უშავს. ლედი კეტ-
ლინი მოკვდა. შვილებს ვეღარ დავუბრუნებდი, აქ რომც მყავდეს
ისინი. ის გოგო კი, მამაჩემმა რკინისფეხებას რომ გაატანა, არია
სტარკი არ ყოფილა.
– არია სტარკი არ ყოფილა?
– ხომ გაიგე, რაც ვთქვი. ლორდმა-მამაჩემმა იპოვა ვიღაც გაჩ-
ხიკული ჩრდილოელი გოგო, ასე თუ ისე მისი ასაკის და ასე თუ ისე
მისი ფერის. ჩააცვა თეთრი და რუხი, მოსასხამი ვერცხლის მგლით
შეუბნია და ბოლტონის ბუშზე გასათხოვებლად გაგზავნა, – ხელის
გადანაჭერი ასწია და ქალს მიაშვირა, – მინდოდა, მანამდე მეთქვა
ეს შენთვის, სანამ მის დასახსნელად გაჭენდებოდი და სულ ტყუ-
ილუბრალო საქმეს თავს შეაკლავდი. ხმალი კი კარგად გიჭრის,
მაგრამ ისეც არა, რომ ორას კაცს მარტო გაუსწორდე. ბრიენმა თავი
გაიქნია.
– როდესაც ლორდი ბოლტონი გაიგებს, რომ მამაშენმა ვალი
ყალბი ფულით გაისტუმრა...
– ნუ გეშინია, იცის. ლანისტერებს ტყუილების თქმა კარგად გა-
მოსდით, ხომ გახსოვს? რა მნიშვნელობა აქვს, ეს გოგოც მშვენივ-
რად გამოადგება. ვინ იტყვის, რომ ის არია სტარკი არაა? ყველა,
ვისთვისაც კი გოგო ახლობელი იყო, მკვდარია, მისი დის გარდა, ის
კი გაუჩინარდა.
– რატომ მიყვები ამას, მართალი თუა? ასე მამაშენის საიდუმ-
ლოს გასცემ. მარჯვენის საიდუმლოსო, გაიფიქრა ჯეიმიმ. მამა აღარ
მყავს.
– მე ჩემს ვალებს ვიხდი, როგორც ყველა კარგი პატარა ლომის
წესია. მე ლედი სტარკს მის ასულებს დავპირდი... და ერთი მათგან
ჯერ კიდევ ცოცხალია. შეიძლება, ჩემმა ძმამ იცოდეს, სად არის გო-
გო, მაგრამ, ასეც თუა, მაინც არ ამბობს. სერსეი დარწმუნებულია,
1380
რომ სანსა მას ჯოფრის მოკვლაში დაეხმარა.
გოგომ ჯიუტად მოკუმა პირი.
– არ მჯერა, რომ ეგ ნაზი გოგო მომწამვლელი იყოს. ლედი კეტ-
ლინმა თქვა, რომ მას მოყვარული გული აქვს. ეს შენმა ძმამ ჩაიდი-
ნა. სამსჯავრო იყოო, სერ ლორასმა თქვა.
– ორი სამსჯავრო, სინამდვილეში. ვერც სიტყვებმა უშველა და
ვერც ხმლებმა. სისხლიანი ბრძოლა კი იყო. უყურე შენი ფანჯრიდან?
– ჩემი საკანი ზღვას გადაჰყურებს. მაგრამ ყვირილი მესმოდა.
– დორნის პრინცი ობერინი მოკვდა, სერ გრეგორ კლეგეინი მო-
მაკვდავი გდია, ტირიონი კი ბრალდებულია ღმერთებისა და ადა-
მიანების თვალში. დილეგში ჰყავთ, სანამ მოკლავენ.
ბრიენმა სახეში შეხედა.
– არ გჯერა, რომ ეს მან ჩაიდინა.
ჯეიმიმ ძალით გაუღიმა.
– ხედავ, გოგო? ერთმანეთს მეტისმეტად კარგად ვიცნობთ. მას
მერე, რაც ფეხი აიდგა, ტირიონს სულ უნდოდა, მე მგვანებოდა, მაგ-
რამ მეფისმკვლელობაში არასოდეს მოუბაძავს. ჯოფრი სანსა სტარ-
კმა მოკლა. ჩემი ძმა ჩუმადაა, რომ ის დაიფაროს. დროდადრო ასე-
თი რაინდობის შემოტევები აქვს ხოლმე. ბოლო ჯერზე მაგ ამბავს
ცხვირი შესწირა. ამჯერად კი თავის ფასად დაუჯდება.
– არა, – თქვა ბრიენმა, – ეგ მილედის ასულს არ უქნია. შეუძლე-
ბელია, მას ექნა. – აი, სწორედ ასეთი ჯიუტი სულელი გოგო მახსოვ-
და.
ბრიენი წამოწითლდა.
– მე მქვია...
– ტართელი ბრიენი, – ჯეიმიმ ამოიოხრა, – შენთვის საჩუქარი
მაქვს, – ლორდმეთაურის სკამის ქვეშ მოაფათურა ხელი და მეწა-
მულ ხავერდში შეხვეული რამ გამოიღო. ბრიენი ისე მიუახლოვდა,
1381
თითქოს ხვეულა კბენას უპირებდა. ვეება დაჭორფლილი ხელი გა-
მოიწოდა და ქსოვილის კიდე გადასწია. შუქზე ლალები აბრჭყვიალ-
დნენ. ქალმა ფრთხილად აიღო განძი, ტყავის ტარს თითები შემოაჭ-
დო და ხმალი ნელა ამოაცურა ქარქაშიდან. სისხლისფრად და შა-
ვად აელვარდა ჯავარდი. პირზე წითლად ჩაირბინა არეკლილმა
სხივმა.
– ეს ვალირიული ფოლადია? ასეთი ფერის არასოდეს მინახავს.
– არც მე. იყო დრო, როდესაც მარჯვენას დავთმობდი, ოღონდ კი
ასეთი ხმალი დამეჭირა ხელში. ახლა აღმოჩნდა, რომ დავთმე, და
ხმალი არაფერში მარგია. აიღე, – სანამ ქალი უარის თქმას მოიფიქ-
რებდა, ჯეიმიმ განაგრძო, – ასეთ მშვენიერ ხმალს სახელი უნდა
ჰქონდეს. მესიამოვნება, თუ ამას ფიცის ერთგულს უწოდებ. და კი-
დევ. ხმალს ერთი პირობით გაძლევ.
ქალს სახე მოეღუშა.
– გითხარი, რომ არასოდეს ვემსახურები...
– ...ჩვენსავით ბილწ ქმნილებებს. ჰო, მახსოვს. მომისმინე, ბრი-
ენ. ჩვენ ორივემ ფიცი დავდეთ სანსა სტარკზე. სერსეის გადაწყვეტი-
ლი აქვს, რომ გოგო მოძებნოს და მოაკვლევინოს, სადაც არ უნდა
იყოს გადაკარგული...
ბრიენს უშნო სახე აღშფოთებამ მოუქცია.
– თუ გგონია, რომ ჩემი ქალბატონის ასულს რამეს დავუშავებ
ხმლის ხათრით, შენ...
– მისმინე! – შეუტია მისი ვარაუდით გაბრაზებულმა ჯეიმიმ, –
მინდა, რომ სანსა პირველმა შენ იპოვო და სადმე უსაფრთხო ადგი-
ლას წაიყვანო. სხვანაირად როგორ უნდა შევძლოთ ჩვენ ორმა,
ავასრულოთ ის შტერული ფიცები, შენს ძვირფას ლედი კეტლინს
რომ მივეცით?
გოგომ თვალები აახამხამა.
1382
– მე... მეგონა...
– ვიცი, რაც გეგონა, – ჯეიმის მისი დანახვაც აღარ უნდოდა. წყე-
ული ცხვარივით ბღავის. – როდესაც ნედ სტარკი მოკვდა, მისი სა-
ორხელე ხმალი მეფის ჯალათს გადასცეს, – უთხრა ქალს, – მაგრამ
მამაჩემი მიხვდა, რომ ასეთი ჩინებული ხმალი ტყუილად ცდებოდა
უბრალო ჯალათის ხელში. მან სერ ილინს ახალი ხმალი მისცა, ყი-
ნული კი გადაადნო და ხელახლა გააჭედინა. მისი ფოლადი ორ
ახალ ხმალს ეყო. ერთი შენ გიჭირავს. ჰოდა, ნედ სტარკის ასულს
ნედ სტარკისავე იარაღით დაიცავ, თუ შენთვის ამას რამე მნიშვნე-
ლობა აქვს.
– სერ, მე... ბოდიში უნდა...
ჯეიმიმ სიტყვა გააწყვეტინა.
– აიღე ეგ წყეული ხმალი და გასწი, სანამ გადამიფიქრებია. თავ-
ლაში წაბლა ფაშატი დგას, ისიც შენსავით უშნოა, მაგრამ გაწვრთნი-
ლი შენზე უკეთაა. გინდა რკინისფეხებას გაედევნე, გინდა სანსა ეძე-
ბე, გინდა შინ წადი, შენს საფირონების კუნძულზე, ჩემი საქმე აღა-
რაა. შენი დანახვა აღარ მინდა.
– ჯეიმი...
– მეფისმკვლელო, – გაახსენა მან, – მაგ ხმლით ყურები მაინც
გამოიფხიკე, გოგო. მოვრჩით-მეთქი.
ის ჯიუტად თავისას არ იშლიდა.
– ჯოფრი იყო შენი...
– ჩემი მეფე იყო. ამით მოვრჩეთ.
– ამბობ, სანსამ მოკლაო. რად გინდა გოგოს დაცვა?
იმიტომ, რომ ჯოფრი ჩემთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემი
თესლი სერსეის საშოში. და იმიტომაც, რომ იმსახურებდა სიკ-
ვდილს.

1383
– მეფეები ტახტზე დამისვამს და ჩამომიგდია კიდეც. სანსა სტარ-
კი კი ჩემი ღირსების უკანასკნელი დასაყრდენია, – ჯეიმიმ მკრთა-
ლად გაიღიმა, – თანაც, მეფისმკვლელები ერთმანეთს მხარში უნდა
ედგნენ. არასოდეს არ წახვალ?
ქალის ფართო ხელი მტკიცედ შემოეჭდო ფიცის ერთგულს.
– წავალ. გოგოს ვიპოვი და საფრთხისგან დავიფარავ. მისი ლე-
დი-დედის გამო. და შენ გამო, – ოდნავ დაუკრა თავი, შეტრიალდა
და გავიდა.
ჯეიმი მარტო იჯდა მაგიდასთან, ოთახში კი ბინდი შემოიპარა.
რომ ჩამობნელდა, სანთელი აანთო და თეთრი წიგნი თავის გვერ-
დზე გადაშალა. კალამი და მელანი უჯრაში იპოვა. სერ ბარისტანის
მიერ ჩაწერილი ბოლო სტრიქონის ქვეშ მოუქნელი ხელით გამოიყ-
ვანა ტლანქი ასოები, რომელიც მაისტერთან პირველ გაკვეთილზე
მისულ ექვსი წლის ბავშვს თუ შეეფერებოდა:
„ხუთი მეფის ომის დროს მოჩურჩულე ტყეში ჭაბუკმა მგელმა
რობ სტარკმა დაამარცხა. ტყვედ იყო რივერანში და გათავისუფლდა
პირობის ფასად, რომელიც არ აღსრულებულა. კვლავ ტყვედ ჩა-
უვარდა მამაც თანამებრძოლებს და მათი კაპიტნის, ვარგო ჰოუთის
ბრძანებით დაასახიჩრეს, სახმლე ხელი მოკვეთა სქელმა ზოლომ.
მეფის საბიჯელში მშვიდობიანად დააბრუნა ბრიენმა, ტართის ასულ-
მა“.
წერას რომ მორჩა, გვერდის თავში მეწამულ ფარზე გამოსახულ
ოქროს ლომსა და გვერდის ძირას სადა თეთრ ფარს შორის მოქცეუ-
ლი მისი გვერდის სამი მეოთხედი ჯერაც ცარიელი რჩებოდა. მისი
ამბავი სერ ჰეროლდ ჰაიტაუერმა დაიწყო, მერე სერ ბარისტან სელ-
მიმ გააგრძელა, მაგრამ დანარჩენი თავად ჯეიმი ლანისტერის დასა-
წერი იქნებოდა. ამიერიდან შეეძლო ის დაეწერა რასაც თავად გა-
დაწყვეტდა. რასაც კი თავად გადაწყვეტდა...
1384
ჯონი

აღმოსავლეთიდან გააფთრებით უბერავდა. ქარი ისეთი ძლიერი


იყო, რომ მძიმე გალიას არყევდა, როცა კი კბილებში მოიგდებდა.
კედლის გასწვრივ უსტვენდა, ყინულის ნამტვრევებს ფანტავდა და
ჯონის მოსასხამს ცხაურზე აფართხუნებდა. ცა ტყვიისფერი იყო, მზე
ოდნავ ღია ლაქადღა ილანდებოდა ღრუბლების სიმუქეზე. ისრის სა-
წიერის მიღმა ხედავდა ათასობით საბანაკე კოცონს, მაგრამ ამგვარ
ჩამობურულობაში და სიცივეში მათი შუქი უმწეო და მცირე ჩანდა.
რა პირქუში დღეა. ჯონმა თათმანიანი თითები ცხაურს მოავლო
და მაგრად ჩაეჭიდა, გალიას ქარი კიდევ ერთხელ რომ დაატყდა.
დაბლა, ფეხების ქვეშ რომ იყურებოდა, ბინდში ჩაკარგულ მიწას
ვერ ამჩნევდა და ეჩვენებოდა, რაღაც უძირო ორმოში ვეშვებიო. ჰო-
და, სიკვდილიც ერთგვარი უძირო ორმოაო, გაიფიქრა მან; და დღე-
ვანდელ საქმეს რომ მოვრჩები, ჩემი სახელი სამუდამოდ ბინდში ჩა-
იკარგება. ბუშ ბავშვებს ვნება და ტყუილი აჩენსო, ხალხი ამბობდა;
ამიტომაც გარყვნილი და მოღალატე ბუნება აქვთო. ოდესღაც ჯონი
აპირებდა, დაემტკიცებინა, რომ ეს არ იყო მართალი; აპირებდა, ეჩ-
ვენებინა თავისი ლორდი-მამისთვის, რომ მასაც შეეძლო, რობივით
ქველი და მართალი ძე ყოფილიყო. ჩავაფლავე ეგ საქმე. რობი გმი-
რი მეფე შეიქნა; ჯონი კი, თუ საერთოდ ვინმეს გაახსენდებოდა, მხო-
ლოდ მოღალატედ, ფიცის გამტეხად და მკვლელად. კიდევ კარგი,
ლორდი ედარდი ცოცხალი აღარ იყო და მის სირცხვილს ვეღარ ნა-
ხავდა.
იმ გამოქვაბულში უნდა დავრჩენილიყავი იგრიტთან ერთად. თუ
ამ სიცოცხლის მერე კიდევ იყო სიცოცხლე, იმედი ჰქონდა, გოგოს-
თვის ამის თქმას მოახერხებდა. სახეს ჩამომკაწრავს იმ არწივივით
1385
და დამწყევლის სიმხდალის გამო, მაგრამ მაინც ვეტყვი. სახმლე ხე-
ლის თითები მომუჭა და გაშალა, როგორც მაისტერმა აემონმა ას-
წავლა. ეს ჩვევა ძვლებში გაუჯდა, თითები კი მართლაც კარგად უნ-
და ემორჩილებოდეს, მენს რაიდერის მოკვლის სულ მცირე იმედი
მაინც რომ ჰქონდეს.
გარეთ ამ დილით გამოათრიეს, მას მერე, რაც ოთხი დღე ყინუ-
ლებში იჯდა. საკანს ყველა გვერდი ხუთი ფუტის სიგრძისა ჰქონდა:
ვერც გამართული იდგა, ვერც ზურგზე გაიშოტებოდა. მნეებმა დიდი
ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ საკვები და ხორცი უფრო დიდხანს ძლებ-
და კედლის ძირას გამოთხრილ საწყობებში... მაგრამ არა ტყვეები.
„აქვე მოკვდები, ლორდ სნოუ“, უთხრა სერ ალისერმა, სანამ მძიმე
ხის კარს მიუხურავდა, და ჯონმა დაიჯერა. მაგრამ ამ დილით მოვიდ-
ნენ, ისევ გარეთ გამოათრიეს და გაფიჩხული, აკანკალებული ისევ
უკან, მეფის კოშკში წაიყვანეს, ისევ ყბაჩა იანოს სლინტის წინაშე
რომ წარმდგარიყო.
– ეს ბებერი მაისტერი ამბობს, რომ ვერ ჩამოგახრჩობ, – გამო-
უცხადა სლინტმა, – კოტერ პაიკს მისწერა და ეყო თავხედობა, ეს
ჩემთვის მოეხსენებინა. შენზე ამბობს, მოღალატე არააო.
– აემონი უკვე ძალიან დიდი ხანია, ცოცხლობს, მილორდ, – გუ-
ლი გაუკეთა სერ ალისერმა, – გონებაც თვალებივით დაებინდა.
– დიახაც, – კვერი დაუკრა სლინტმა, – ერთი ბრმა კაცია, ყელზე
წაჭერილი ჯაჭვით – ნეტა, თავი რა ჰგონია?
აემონ ტარგარიენი, გაიფიქრა ჯონმა; მეფის ძე, მეფის ძმა და თა-
ვადაც სამეფოდ განზრახული. მაგრამ არაფერი უთქვამს.
– და მაინც, – თქვა სლინტმა, – არავის ვათქმევინებ, იანოს
სლინტმა კაცი უსამართლოდ ჩამოკიდაო. მაგას არ ვიზამ. გადავ-
წყვიტე, მოგცე ბოლო შანსი, დაამტკიცო, რომ მართლა ისე ერთგუ-

1386
ლი ხარ, როგორც ამბობ, ლორდ სნოუ. ბოლო შანსი, ვალი აღასრუ-
ლო, დიახ! – სლინტი ფეხზე წამოდგა, – მენს რაიდერს ჩვენთან მო-
ლაპარაკება სურს. იცის, რომ ახლა, იანოს სლინტი რომ მოვიდა,
ვეღარაფერს გახდება, ჰოდა, ლაპარაკი ინება მაგ კედლისმიღმელ-
მა მეფემ. მაგრამ ეგ კაცი მხდალია და თვითონ არ მოვა. უეჭველია,
იცის, რომ დავკიდებდი, ასე რომ ექნა. ფეხებით დავკიდებდი კედ-
ლის თავიდან, ორასი ფუტის სიგრძის თოკზე! მაგრამ ის არ მოვა.
ითხოვს, რომ დესპანი გავუგზავნოთ.
– ჩვენ შენ გგზავნით, ლორდ სნოუ, – გაიღიმა სერ ალისერმა.
– მე, – ჯონს ხმა არ შესცვლია, – რატომ მე?
– შენ მაგ ველურებთან ლაშქრობდი, – უთხრა თორნმა, – მენს
რაიდერი გიცნობს. შენ უფრო გენდობა.
ეს ისეთი ტყუილი იყო, ჯონს ლამის გაეცინა.
– პირიქით. მენსი თავიდანვე ეჭვით მიყურებდა. ბანაკში თუ გა-
მოვეცხადები ისევ შავი მოსასხამით და ღამის ებგურის სახელით
დავუწყებ ლაპარაკს, მაშინვე გაიგებს, რომ ვუღალატე.
– მან დესპანი ითხოვა და ჩვენც ვუგზავნით, – თქვა სლინტმა, –
თუ ისეთი მშიშარა ხარ, რომ ამ მოღალატე მეფეს ვერ დაენახვები,
შეგვიძლია, შენს ყინულის საკანში დაგაბრუნოთ. ამჯერად ალბათ
ქურქის გარეშე, დიახ.
– ეგ საჭირო არ იქნება, მილორდ, – თქვა სერ ალისერმა, –
ლორდი სნოუ იმას იზამს, რასაც ვთხოვთ. მას უნდა, გვიჩვენოს,
რომ მოღალატე არ არის. უნდა, დაამტკიცოს, რომ ღამის ებგურის
ერთგული მებრძოლია.
ამ ორში თორნი ბევრად უფრო ჭკვიანიაო, მიხვდა ჯონი. მთელ
ამ ამბავს მისი ხელი ეტყობოდა. ჯონი მახეში გააბა.
– წავალ, – თქვა მოჭრით, მკვახედ.
– მილორდ, – შეახსენა იანოს სლინტმა, – შენ მე მომმართავ...
1387
– წავალ, მილორდ. მაგრამ გეშლება, მილორდ. არასწორი კაცი
შეარჩიე, მილორდ. მენსს ჩემი დანახვაც კი გააჯავრებს, მილორდ.
მილორდს მისი პირობების მიღების მეტი იმედი ექნებოდა...
– პირობების? – ჩაიქირქილა სერ ალისერმა.
– იანოს სლინტი კანონგარეშე ველურებს პირობებს არ სთავა-
ზობს, ლორდ სნოუ. არაფერსაც არ სთავაზობს.
– ჩვენ შენ მენს რაიდერთან სალაპარაკოდ კი არ გგზავნით, –
თქვა სერ ალისერმა, – მის მოსაკლავად გიშვებთ.
ქარმა ცხაურებში დაიზუზუნა და ჯონ სნოუ აკანკალდა. ფეხში
ტკივილი უფეთქავდა და თავი უსკდებოდა. კნუტის მოსაკლავადაც
არ ივარგებდა, მაგრამ აგერ, აქ იყო. მახეს კბილები აღმოაჩნდა. რა-
კი მაისტერი აემონი ჯონის უდანაშაულობაზე დებდა თავს, ლორდმა
იანოსმა ვერ გაბედა, იგი ყინულებში სასიკვდილოდ დაეტოვებინა.
ეს გზა ჯობდა. ჩვენს ღირსებას ჩვენს სიცოცხლეზე მეტი ფასი როდი
აქვს, თუ მას სახელმწიფოს უსაფრთხოება ითხოვსო, უთხრა ქორინ
ნახევარხელამ ყინვის ეშვებში. ეს უნდა ახსოვდეს. იმის მიუხედა-
ვად, მოკლავდა მენს რაიდერს თუ მხოლოდ შეეცდებოდა და არ გა-
მოუვიდოდა – თავისუფალი ხალხი მას მაინც არ აცოცხლებდა. დე-
ზერტირობაც კი ვერ უშველიდა, რომც დაეპირებინა: მენსისთვის
იგი უეჭველი მატყუარა და მოღალატე იყო.
გალია რომ შეხტა და გაჩერდა, ჯონი მიწაზე გადმოხტა და გრძე-
ლი კლანჭის ტარი მოზიდა, ბუში მახვილი ქარქაშში რომ მოებოშე-
ბინა. ჭიშკარი მისგან მარცხნივ იყო, რამდენიმე იარდის მოშორე-
ბით, ჯერაც ხერგავდა კუს ნალეწი, რომელშიც მამონტის ლეში ლპე-
ბოდა. დამტვრეულ კასრებს, გამაგრებულ კუპრსა და ამომწვარი ბა-
ლახის ლაქებს შორის სხვა გვამებიც ეყარა. ჯონს აქ დაყოვნება
არად უნდოდა. იგი ველურების ბანაკისკენ დაიძრა და ჩაუარა

1388
მკვდარ გოლიათს, რომლისთვისაც თავი ლოდს გაეხეთქა. გოლია-
თის დამსხვრეული თავის ქალიდან ყორანი ტვინის ნაკუწებს იღებ-
და. ჯონმა რომ ჩაუარა, ფრინველმა ამოხედა.
– სნოუ, – დაუჩხავლა მოსულს, – სნოუ, სნოუ, – ფრთები გაშალა
და გაფრინდა. როგორც კი ჯონი დაიძრა, ველურთა ბანაკსაც ეული
მხედარი გამოეყო და მისკენ გამოემართა. გაიფიქრა, ნეტავ, მენსი
ხომ არ მოდის, საარვისო მიწაზე რომ მომელაპარაკოსო. ასე უფრო
იოლი იქნებოდა, თუმცა იოლს ამ საქმეს ვერაფერი გახდიდა.
მაგრამ მათ შორის მანძილი რომ შემცირდა, ჯონმა დაინახა,
რომ მხედარი დაბალი და განიერი იყო, მსხვილ მკლავებზე ოქროს
რგოლები უელავდა

You might also like