You are on page 1of 490

მკითხველთა ლიგა

მარიო ვარგას ლიოსა

ბოლო ჟამის ომი

ესპანურიდან თარგმნა ელისაბედ ყვავილაშვილმა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა

რომ არა ეუკლიდის და კუნია1, ეს რომანი არ დაიწერებოდა. 1972 წელს მისმა


წიგნმა Os sertoes („სერტანები“2) კანუდუსში გაჩაღებული ომი, ერთი ტრაგიკული
პიროვნების ცხოვრების ისტორია და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე
კარგი მთხრობელი აღმომაჩენინა. თავიდან წიგნი კინოსცენარად
მქონდა ჩაფიქრებული (თუმცა, იმ სცენარის მიხედვით ფილმი არ გადაუღიათ),
რვა წლის შემდეგ კი მან რომანის სახე მიიღო და ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე
მდიდარ, ემოციებით აღსავსე ლიტერატურულ თავგადასავლად გადაიქცა, რადგან
მასზე მუშაობისას ლონდონისა და ვაშინგტონის ბიბლიოთეკებში ვიჯექი, რიო-
დეჟანეიროსა და სალვადორის მტვრიან არქივებში ვიქექებოდი, ბაიისა და სერჟიპის
სერტანების მწველ სიცხეს არ ვეპუებოდი. თან ჩემი მეგობარი, რენატუ ფერასი
დამყვებოდა და ასე, ერთად შემოვიარეთ ყველა ის ადგილი, სადაც, ლეგენდების
მიხედვით, კონსეილეირუს (მოძღვარს) გაევლო და ექადაგა. სწორედ იმ ადგილებში
მოვისმინე იქაურ მცხოვრებთაგან კანუდუსზე უამრავი ამბავი, რომლებსაც ისინი
აღელვებულები მიამბობდნენ, მაგალითად, ის, რომ აქამომდე ესმოდათ, როგორ
ცხრილავდნენ ქვემეხები აჯანყებულთა სანგრებს, როგორ ზანზარებდა არემარე და
აპოკალიფსი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს დამდგარიყო ამ უფოთლო, მხოლოდ
ეკლიანი ბუჩქებით გაჯერებულ უდაბნოში. ჩვენთან შესახვედრად სოროებიდან
მელიები მოძვრებოდნენ, გზად მათხოვრები, მოხუცები და მოხეტიალე მსახიობები
გვხვდებოდნენ და შუა საუკუნეების რომანსებს გვიმღეროდნენ. იქ, სადაც ადრე
კანუდუსი იყო, ახლა ხელოვნური ტბა ლივლივებს და მის ნაპირებზე, როგორც იმ
სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლების უტყუარ დასტურს პოულობენ ხიშტებს,
ტყვიებსა თუ აფეთქებული ჭურვების ნაგლეჯებს.
ამ რომანზე მუშაობისას ბევრი ბაიელი მეხმარებოდა და ხელს მიმართავდა;
იმათგან, რენატუს გარდა, უმადურობა იქნებოდა, სამი მაინც არ დამესახელებინა:
ანტონიუ სელესტინუ, ჟოზე დი კალაზანსი და ჟორჟი ამადუ.
რომანის წერა 1977 წელს დავიწყე, კემბრიჯის უნივერსიტეტის ჩერჩილის
სახელობის კოლეჯის ერთ-ერთ სართულზე, ხოლო დავასრულე 1980 წლის
ბოლოსათვის, ვაშინგტონის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, სადაც „Wilson Center“-
ის წყალობით მოვხვდი. შენობის თავზე ზეცას შევარდნები სერავდნენ, მისი
აივნიდან კი აბრაამ ლინკოლნის ქანდაკება სწორედ იმ პოზაში მოჩანდა, როგორითაც
იგი შეერთებული შტატების მანასასთან ბრძოლის მონაწილე ჯარისკაცებს
მიმართავდა.

მარიო ვარგას ლიოსა


ლონდონი, 2000 წლის ივნისი

მკითხველთა ლიგა
ვუძღვნი ეუკლიდის და კუნიას – იმ,
ნელიდა პინიონს კი ამ სამყაროში.

O anti-christo naceu
Para o Brasil governar
Mas ahi esta O Conselheiro
Para delle nos livrar.

ბრაზილიის წარსაწყმედად ანტიქრისტე იშვა,


მაგრამ აქ ჩვენ დასაცავად
კონსეილეირუ დახვდა (პორტ.).

მკითხველთა ლიგა
ერთი

კაცი მაღალი და ისეთი გამხდარი იყო, ადამიანს ეგონებოდა, სულ პროფილში


დგასო. კანი მუქი ჰქონდა, ძვლები – ღაწვებზე გამოკვეთილი, თვალები გამუდმებით
რაღაც ცეცხლით უელავდა. მწყემსის სანდლები ეცვა, იისფერი ტუნიკა სხეულზე
ტომარასავით ეკიდა და იმ მისიონერების ტანისამოსს მოგაგონებდათ, რომლებიც
დროდადრო სერტანის სოფლებში გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მათ არყოფნაში
დაბადებულ უამრავ ბავშვს ნათლავდნენ და ჯვარდაუწერელ წყვილებს
ქრისტიანული წესით აქორწინებდნენ. არავინ უწყოდა, რამდენი წლის იყო, ან
სადაური, არც მისი ამბავი იცოდა ვინმემ, მაგრამ მის მშვიდ ქცევაში, თავშეკავებულ
მიმოხვრაში, შეურყეველ სერიოზულობაში იყო რაღაც ისეთი, რაც ადამიანებს
მანამდე იზიდავდა, სანამ ქადაგებას შეუდგებოდა.
მოულოდნელად იცოდა გამოჩენა, თავიდან სრულიად მარტო, ყოველთვის ფეხით
მავალი, შარაგზის მტვერში ერთიანად ამოგანგლული, თვისა თუ კვირის ერთ
გარკვეულ დღეს. მისი გრძელი ჩრდილი ჩამავალი ან ამომავალი მზის სხივებში
სოფლის ერთადერთ გზას გაუფრთხილებლად დაეცემოდა და ისე სწრაფად
მიაბიჯებდა, თითქოს სადღაც აუცილებელ საქმეზე მიეჩქარებაო. გზას ეჟვანშებმულ
თხებს შორის მიიკვლევდა, ბავშვებსა და ძაღლებს შორის, რომლებიც მისი
დანახვისას გვერდით გადგებოდნენ და გაოცებულები შეაჩერდებოდნენ ხოლმე;
მართალია, ქალების სალამს უპასუხოდ ტოვებდა, მაგრამ ისინი უკვე იცნობდნენ და
თხის რძით სავსე ქოთნებით, პურითა და ლობიოთი ეგებებოდნენ. კაცი არც საჭმელს
გაეკარებოდა, არც არაფერს დალევდა, სანამ სოფლის ეკლესიას არ მიაღწევდა და
კიდევ ერთხელ, უკვე ალბათ მეასედ, არ დარწმუნდებოდა, რომ ეკლესიის კედლებს
საღებავი ასტკეჩოდა, სამრეკლო ჩამოწოლილიყო, ბზარები გასჩენოდა, იატაკიდან
ფილები აყრილიყო, საკურთხეველი კი მატლებს ერთიანად გამოეხრათ. მაშინ,
სახეზე გაუსაძლისი ტანჯვა აღებეჭდებოდა, თითქოს გვალვამ ყველაფერი წაართვა,
შვილები და საქონელი დაუხოცა, აიძულა, მშობლიური სახლი, მამა-პაპათა
საფლავები მიეტოვებინა და გაქცეულიყო, მაგრამ საით, თავადაც არ უწყისო.
ხანდახან ტიროდა კიდეც და მაშინ მის თვალებში მოგიზგიზე შავ ცეცხლს ელვარება
ემატებოდა და ირგვლივ საშინელ ალებად იფრქვეოდა. შემდეგ, უეცრად ლოცვად
დაეცემოდა. მაგრამ სხვა ქალებისა და კაცების ლოცვას არც ის ჰგავდა: მიწაზე ან
გადაფერდებულ საფლავის ქვებზე პირქვე დაემხობოდა, პირით იქით, საითაც იყო, ან
უნდა ყოფილიყო საკურთხეველი და ზოგჯერ მდუმარედ, ზოგჯერ ხმამაღლა
ბუტბუტებდა. ერთ-ორ საათს გრძელდებოდა მისი ეს ბუტბუტი და მხილველებიც
რიდით და აღფრთოვანებით შესცქეროდნენ. „მრწამს“, „მამაო ჩვენოს“,
ღვთისმშობლის სადიდებელსა და სხვა ლოცვებსაც წარმოთქვამდა, რომლებიც აქ

მკითხველთა ლიგა
ადრე არასოდეს გაეგონათ, მაგრამ დღეების, თვეების, წლების მანძილზე მისგან
მოსმენილი ხალხმა უკვე ზეპირად იცოდა. ესმოდათ, როგორ კითხულობდა, პადრე
სად არის, მწყემსმა თავისი სამწყსო რატომ მიატოვაო და პადრეს არყოფნაც ისევე
ადარდებდა, როგორც უფლის სახლის გაპარტახება.
მხოლოდ მას მერე თანხმდებოდა საკვებიდან რაიმე გაესინჯა ან დაელია, რაც იესო
ქრისტეს პატიებას შეევედრებოდა უფლის სახლის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნის
გამო, სულ ოდნავ მიეკარებოდა დამხვდურების მიერ შეთავაზებულ, მშიერ წლებში
ისედაც მწირ სანოვაგეს. ვინმეს ჭერქვეშ ღამის გათევაზეც თანხმდებოდა, თუკი
შესთავაზებდნენ, თუმცა იშვიათად უნახავთ ჰამაკში, ან ქვეშაგებში ჩაწოლილიყო,
ძირითადად, მიწაზე მიწვებოდა, გადასაფარებლის გარეშე, აწეწილ ყორნისფერთმიან
თავქვეშ ბალიშის ნაცვლად მკლავს ამოიდებდა და რამდენიმე საათით წაიძინებდა.
ყოველთვის ძალიან ცოტა ეძინა, დანარჩენებზე გვიან წვებოდა, დილით კი, როცა
გარიჟრაჟზე ამდგარი ყველაზე ყოჩაღი ვაკეროები3 და მწყემსები საქონელს
საძოვრებისკენ გარეკავდნენ, უკვე ფეხზე იყო და ეკლესიის კედლებისა და სახურავის
შეკეთებას ეშურებოდა.
ხალხს საღამოობით მოძღვრავდა, როდესაც კაცები მინდვრებიდან უკვე
დაბრუნებულები იყვნენ, ქალებს ოჯახის საქმეები მოეთავებინათ, ბავშვები კი უკვე
გულის ძილს მისცემოდნენ. ხალხს ყოველთვის ღია ცის ქვეშ, ქვიან, მოშიშვლებულ
ადგილას კრებდა, ასეთი ადგილი სერტანის ყველა სოფელში მოიპოვებოდა, მთავარი
გზების გასაყარზე, რომელსაც, ადვილი შესაძლებელი იყო, მოედანი რქმეოდა,
სკამები, ხეივნები ან ბაღები რომ ჰქონოდათ, ან შეენარჩუნებინათ ის, რაც ერთ დროს
გააჩნდათ, მაგრამ გვალვის, დაუდევრობისა თუ უყურადღებობის გამო სამუდამოდ
განადგურებულიყო. დამოძღვრას მანამ იწყებდა, სანამ ბრაზილიის ჩრდილოეთის ცა
ჩამობნელდებოდა და ვარსკვლავებით მოიჭედებოდა, როცა თეთრი, ნაცრისფერი ან
ლაჟვარდისფერი ღრუბლების ფთილებს შორის სადღაც ზემოთ ფოიერვერკივით,
სამყაროს უსასრულო სივრცეზე დაისი დაინთებოდა, ისეთ დროს, როცა მწერების
გასადევნად და ვახშმის მოსამზადებლად კოცონებს ანთებდნენ, როცა სულის
შემხუთველი ხვატი უკან იხევდა და ადგილს ნელ სიოს უთმობდა, რაც ადამიანებს
ოდნავ მაინც გამოუკეთებდა ხოლმე გუნებას და ავადმყოფობას, შიმშილსა და
ცხოვრების უკუღმართობებს უფრო მსუბუქად გადაატანინებდა.
უბრალო და მნიშვნელოვან ამბებზე ლაპარაკობდა, გარს შემოხვეული ხალხიდან
კონკრეტულად არავის უყურებდა, მისი მზერა სადღაც შორს იყო მიმართული და
კაცს ეგონებოდა, თითქოს ეს უცნაური ცეცხლით მოგიზგიზე თვალები მოხუცების,
ქალების, კაცებისა და ბავშვების მიღმა ისეთ რამეს ხედავდა, რისი დანახვაც იმ
თვალების გარდა არავის შეეძლო. ლაპარაკობდა და მისი ადვილად ესმოდათ,
რადგან ის, რასაც იგი უამბობდა, უხსოვარი დროიდან ბუნდოვნად ახსოვდათ და
დედის რძესთან ერთად ჰქონდათ შესისხლხორცებული. ლაპარაკობდა მათთვის
საინტერესო, ხელშესახებ, ყოველდღიურ, ჩვეულ, გარდაუვალ საკითხებზე, იმაზე,
რაც ხალხს აღელვებდა, სამყაროს დასასრულსა და განკითხვის დღეზე, რომელიც
შეიძლება ბევრად ადრე დამდგარიყო, ვიდრე სოფლელები ეკლესიის გადახურვას
მოასწრებდნენ. რა დაემართებოდათ, როდესაც იესო ქრისტე დაინახავდა, მისი სახლი
რა ყოფაში ჰქონდათ? რას ეტყოდა იმ მოძღვრებს, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ
დახმარებოდნენ, ღარიბებს ჯიბეებს უცარიელებდნენ რელიგიური წეს-ჩვეულების
ჩასატარებლად? რა ელოდათ, როცა უფლის სიტყვას ყიდდნენ, ნუთუ იგი უანგაროდ
არ უნდა დაერიგებინათ ხალხისათვის? როგორ იმართლებდნენ თავს წინაშე მამისა
ჩვენისა ის მამები, რომლებიც, ხორცის ცოდვას აყოლილები, უბიწობის აღთქმას
მკითხველთა ლიგა
არღვევდნენ? ნუთუ უფლის მოტყუების იმედი ექნებოდათ, რომელიც ისე
კითხულობს კაცთა მოდგმის ფიქრებს, ვით გამოცდილი მონადირე იაგუარის
ნაკვალევს? ლაპარაკობდა მათთვის ნაცნობ, ყოველდღიურ, შინაურულ თემებზე,
მაგალითად, სიკვდილზე, რომელიც სუფთა სულის ადამიანებს სიხარულისა და
მარადიული ნეტარების კარიბჭეს გაუღებდა. ადამიანები ხომ მხეცები არ არიან და
თუ არ არიან, ამ ზღურბლის გადალახვისას თავიანთი საუკეთესო სამოსი უნდა
ჩაიცვან და ამით გამოხატონ პატივისცემა იმის მიმართ, ვისაც იქ მიეახლებიან. მათ
ზეცასა და ჯოჯოხეთზეც ესაუბრებოდა, სატანის სამყოფელზე, სადაც ნაკვერჩხლები
ვარვარებდა და გარშემო ჩხრიალა გველები დასრიალებდნენ, იმაზე, თუ როგორ
შეეძლო იქაურობის ბატონს თითქოს უწყინარი სიახლეებით ადამიანებში დემონური
აზრები გაეღვივებინა და ასე დაეღუპა მათი სულები.
მდუმარედ, ინტერესით, შეშინებულები, თავზარდაცემულები ისმენდნენ ამ
სიტყვებს ვაკეროები და პეონები, სანაპირო ზოლის შაქრის პლანტაციების მონები და
თავისუფალი გლეხები, მათი ცოლები, მამები და შვილები. ზოგჯერ ვინმე – თუმცა
ძალიან იშვიათად, რადგან იმ კაცის სერიოზული გამომეტყველება, მისი
დამაჯერებელი, დაბალი რეგისტრის ხმა ძალიან სანდოდ ჟღერდა – ქადაგებას
აწყვეტინებდა და თავის ეჭვს გამოთქვამდა. ნუთუ სამყარო საუკუნის ბოლომდე
დაინგრევა, ნუთუ 1900 წლამდე ვერ მიაღწევსო. და ისიც მშვიდად, დინჯი და
იდუმალებით მოცული ხმით ისე პასუხობდა, რომ კითხვის ავტორს არც კი
უყურებდა. 1900 წელს მნათობნი ჩაქრებიან და ვარსკვლავნი წვიმად ჩამოიშლებიან,
მაგრამ მანამდეც უამრავი უცნაური რამ მოხდება. მის სიტყვებს დუმილი
მოჰყვებოდა და ამ მდუმარებაში ყურს სწვდებოდა, როგორ ტკაცუნობდა
ცეცხლმოდებული ფიჩხი კოცონში, როგორ ცვიოდა შიგ მწერები და მათ ცეცხლი
როგორ შთანთქავდა. კოცონს შემოხვეული ხალხი კი სულგაკმენდილი ცდილობდა,
გონება დაეძაბა და ის უცნაური მომავალი წარმოედგინა. 1896 წელს ათასობით სული
საქონელი სანაპიროდან სერტანს მიაშურებს, ზღვა სერტანად იქცევა, სერტანი კი
ზღვად. 1897 წელს უდაბნო საძოვრებით დაიფარება, მწყემსები და სხვადასხვა
ნახირი ერთმანეთში აირევა და მას შემდეგ ქვეყნად მხოლოდ ერთი სამწყსო და
ერთადერთი მწყემსი იარსებებს. 1898-ში ქუდები გადიდდება, ადამიანებს თავები
დაუპატარავდებათ, 1899-ში მდინარეები სისხლისფრად შეიღებება და ცად ახალი
მნათობი გამოჩნდება.
ასე რომ, უნდა მოემზადონ. ეკლესია და სასაფლაო უნდა შეაკეთონ, რადგან უფლის
სახლის შემდეგ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სასუფევლისა თუ
ჯოჯოხეთის კარიბჭე. დანარჩენი დრო კი მთავარს – სულის გადარჩენას უნდა
მიუძღვნან. რა აზრი აქვს ადამიანთა მოდგმისთვის ტანსაც- მელზე, ფეხსაცმელზე,
ჭილის ქუდებსა თუ შალისა და აბრეშუმის ძვირფას მოსასხამებზე ზრუნვას, თუკი
ჩვენს მხსნელ იესოს ისინი არასოდეს სცმია?
იმ კაცის ყველა დარიგება პრაქტიკული და მარტივი ჩანდა, ქადაგებიდან უკან
დაბრუნებულები იმაზე ფიქრობდნენ, რომ იგი წმინდანი, სასწაულმოქმედი უნდა
ყოფილიყო, რომ უდაბნოში ცეცხლმოდებული მაყვლოვანი უნდა ჰქონოდა ნანახი
მოსესავით და ღმერთის უთქმელი, იდუმალი სახელიც მისთვის საცნაური უნდა
ყოფილიყო. ადამიანები მის ქადაგებებზე ხშირად საუბრობდნენ, მაშინაც, სანამ
იმპერია დაინგრეოდა და მერეც, როცა რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ასე დადიოდა და
ტუკანუს, სოურის, ამპარუსა და პომბალის მცხოვრებნიც უსმენდნენ; თვიდან
თვემდე, წლიდან წლამდე ბომ კონსეილუს, ჟერიმუაბუს, მასაკარისა და ინიამბუპის
ეკლესიები ნანგრევებიდან კვლავ აიზიდებოდნენ; მისი დარიგებების წყალობით,
მკითხველთა ლიგა
მონტი-სანტუს, ენტრი რიუს, აბადიისა და ბარაკაუს სასაფლაოებს ახალი ღობეები
უკეთდებოდა და იტაპიკურუში, კუმბიში, ნატუბასა თუ მუკამბუში სიკვდილი
ღირსეულად, დაკრძალვის განსაკუთრებული ცერემონიით აღინიშნებოდა. თვიდან
თვემდე, წლიდან წლამდე ასე იკრიბებოდნენ მის მოსასმენად ალაგუინიასის, უაუას,
ჟაკუბინის, იტაბაიანის, კამპუშის, იტაბაიანინიის, ჟერუს, რიაშაუს, ლაგარტუს, სიმაუ
დიასის მცხოვრებლები. რჩევა-დარიგებები ყველას მოსწონდა, სასიკეთოდ მიაჩნდათ
და ამიტომ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე, ბოლოს კი ჩრდილო ბრაზილიის ყველა
კუთხეში, სადაც კი ფეხი დაედგა, კონსეილეირუდ4, ანუ მოძღვრად მოიხსენიებდნენ,
თუმცა სახელად ანტონიუ ვისენტი ერქვა, გვარად კი მენდის მასიელი გახლდათ.

Jornal de Noticias-ის რედაქციაში, რომლის სახელწოდებაც შესასვლელ კარზე


გოტიკური შრიფტის ასოებითაა გამოყვანილი, რედაქტორებსა და გაზეთის
თანამშრომლებს გაზეთში რაიმეს დაბეჭდვის მსურველთა თუ ინფორმაციის
მომტანთაგან ხის ჯებირი ყოფს. თანამშრომლები ოთხნი თუ ხუთნი არიან. ერთი
არქივს ათვალიერებს კედლის თაროებზე; ორს გაცხოველებული კამათი გაუმართავს,
პიჯაკები გაუხდიათ, გახამებულსაყელოიანი და პეპელა-ჰალსტუხიანი პერანგები
აცვიათ და ალმანახზე დახრილან. გაზეთზე თარიღი – ორშაბათი, 2 ოქტომბერი, 1896
წელი – იკითხება. ოთახში კიდევ ერთი თანამშრომელია: უგერგილო ახალგაზრდა,
სქელმინებიანი, ახლომხედველი სათვალე უკეთია, ბატის ფრთით რაღაცას წერს
პიუპიტრზე და გარშემომყოფთ აინუნშიც არ აგდებს. ოთახის სიღრმეში, მინის კარს
მიღმა გაზეთის რედაქტორის კაბინეტია. ფასიანი განცხადებების სარკმელში
უნიფორმის ქუდიანი და ხელოვნურმანჟეტებიანი კაცი სარკმლის წინ გამართულ
რიგს ემსახურება. აი, ვიღაც ქალი სარკმელში ქაღალდის ფურცელს აწვდის, მოლარე
საჩვენებელ თითს ისველებს და სიტყვების თვლას იწყებს – ჟიფონის გამწმენდი
სითხე // არჩენს სუსუნატს, ბუასილს, თეთრად შლასა და შარდ-სასქესო სისტემის
ყველა დაავადებას // მიმართეთ მადამ ა. დე კარვალიუს // პირველი მარტის ქუჩა,
ნომერი 8, – და კლიენტს განცხადების ფასს ეუბნება. ქალი საფასურს იხდის, ხურდას
საფულეში იდებს და სარკმელს შორდება თუ არა, მის ადგილს ქაღალდით ხელში
უკან მდგომი კაცი იკავებს. კაცს მუქი ფერის ორბორტიანი სერთუკი აცვია და თავზე
მაღალი, მოდიდან კარგა ხნის გადასული ქუდი ახურავს. ქუდიდან გამოჩრილი
მოწითალო თმა ყურებზე გადმოჰფენია. მაღალი უფრო ეთქმის, ვიდრე დაბალი,
მხარბეჭიანია, ჩასკვნილი, საშუალო ასაკის. მოლარე მიწოდებულ ფურცელს თითს
აყოლებს და სიტყვებს ითვლის. უეცრად შუბლს იჭმუხნის, თითს სწევს და
ქაღალდის ფურცელი ლამის ცხვირთან მიაქვს, თითქოს საკუთარ თვალებს არ
უჯერებსო. შემდეგ, გაოგნებული მზერა კაცზე გადააქვს, რომელიც სარკმელთან
ქანდაკებასავით უძრავად გაყურსულა. მოლარე უხერხულობისგან თვალებს
ახამხამებს და ბოლოს კაცს ანიშნებს, მოიცადეო. სკამიდან დგება, ხელში მოცახცახე
ფურცლით ოთახს გადაჭრის, მთავარი რედაქტორის მინის კარზე აკაკუნებს და
კაბინეტში შედის. რამდენიმე წუთში ისევ ჩნდება და კლიენტს კაბინეტისკენ ხელით
იხმობს, თვითონ კი ისევ სალაროს უბრუნდება. მუქსერთუკიანი კაცი კაბინეტისკენ
დაიძვრება და ქუსლებს ისე მიაკაკუნებს, თითქოს ზედ ნალები დაუკრავსო.
კაბინეტში შესული პატარა ოთახში აღმოჩნდება, რომელიც ქაღალდებით,
გაზეთებითა და „პროგრესული რესპუბლიკური პარტიის“ პლაკატებითაა სავსე.
პლაკატებზე პარტიის დევიზი მოჩანს: „ძლიერი ერის საწინდარი ერთიანი
ბრაზილიაა“. ოთახში ვიღაც ზის და ისეთი ცნობისმოყვარეობით შესცქერის, თითქოს
აქამდე სრულიად უცნობი, იშვიათი ჯიშის არსება დაინახაო. ცნობისმოყვარე ოთახში
მკითხველთა ლიგა
მდგარ ერთადერთ საწერ მაგიდას მისჯდომია, მაღალყელიან ჩექმებსა და ნაცრისფერ
სამოსშია გამოწყობილი. შავგვრემანი ახალგაზრდა კაცია, ენერგიული
გამომეტყველებით.
– მე ეპამინონდას გონსალვისი გახლავართ, ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი, –
ეცნობა კაცი, – მობრძანდით.
შემოსულს ხელი ქუდთან მიაქვს და რედაქტორს მსუბუქად ესალმება, თუმცა არც
ქუდს იხდის და არც არაფერს პასუხობს.
– ესე იგი, თქვენ გნებავთ, ჩვენს გაზეთში ეს დავბეჭდოთ? – ეკითხება რედაქტორი
და ხელში ქაღალდის ფურცელს ათამაშებს.
შემოსული თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. პატარა წვერიც თმასავით ჟღალი აქვს,
მზერა – გამჭოლი, თვალები – ძალიან ღია ფერისა. ტუჩები მტკიცედ მოუკუმავს,
ნესტოები კი ისე აქვს დაბერილი, თითქოს უფრო მეტ ჰაერს ისუნთქავს, ვიდრე
სჭირდებაო.
– თუკი ორიათასზე მეტი არ ეღირება, – დამტვრეული პორტუგალიურით
წარმოთქვამს ბოლოს, – მეტი არა მაქვს.
ეპამინონდას გონსალვისმა არ იცის, გადაიხარხაროს თუ გაბრაზდეს. მომსვლელი
კი კვლავ ფეხზე დგას და ძალიან სერიოზული სახით აკვირდება. რედაქტორს
ქაღალდის ფურცელი თვალებთან მიაქვს:
„ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამართლიანობა, 4 ოქტომბერს საღამოს ექვს
საათზე ვიწვევთ ლიბერდადის მოედანზე, სადაც კანუდუსისა და მთელ მსოფლიოში
სამართლიანობისათვის მებრძოლთა მხარდამჭერი მანიფესტაცია გაიმართება“, –
დამარცვლით კითხულობს რედაქტორი, – ნება მომეცით, ვიკითხო, ამ მიტინგს ვინ
აწყობს.
– ამჯერად მე, – პასუხობს სტუმარი, – თუ Jornal de Noticias მხარს დაგვიჭერს,
Wonderful!5
– იცით მაინც, კანუდუსში ისინი რას სჩადიან? – ჩურჩულებს ეპამინონდას
გონსალვისი და საწერ მაგიდას მუშტს ურტყამს, – სხვის მიწებს ეპატრონებიან და,
მხეცებივით, მომაკვდინებელ ცოდვაში ცხოვრობენ.
– ერთიცა და მეორეც აღფრთოვანებას იმსახურებს, – თავს უქნევს ჟღალთმიანი, –
ამიტომაც გადავწყვიტე, ფული დამეხარჯა ამ განცხადებისთვის.
რედაქტორი ერთ წამს დუმს, შემდეგ ახველებს და განაგრძობს:
– შეიძლება გავიგო, ვინ ბრძანდებით?
მუქსერთუკიანი თავს ყოველგვარი ყოყოჩობის, ქედმაღლობისა და მაღალ
ფარდოვნების გარეშე ასე აცნობს:
– თავისუფლებისათვის მებრძოლი, სენიორ. განცხადებას დაბეჭდავთ?
– არავითარ შემთხვევაში, – პასუხობს ეპამინონდას გონსალვისი, რომელმაც უკვე
მოასწრო თავი ხელში აეყვანა, – ბაიის შტატის ხელისუფლება საბაბს ეძებს, რომ
გაზეთი დამიხუროს. სიტყვიერად ვითომ რესპუბლიკა აღიარებული აქვთ,
სინამდვილეში კი ისევ მონარქისტებად რჩებიან. ალბათ ხვდებით, რომ მთელ
შტატში ერთადერთი ნამდვილად რესპუბლიკური გაზეთი ვართ.
ჟღალთმიანი სტუმარი აგდებით იქნევს ხელს და კბილებში ცრის: „ასეც ვიცოდი“.
– გირჩევთ თქვენი განცხადება Diario de Bahia-ში არ მიიტანოთ, – განაგრძობს
რედაქტორი და ფურცელს უკან აწვდის, - ეგ გაზეთი ბარონ დი კანიაბრავას
ეკუთვნის, კანუდუსის მეპატრონეს. ის ვაჟბატონი თავს აუცილებლად
ციხეში გიკრავთ.

მკითხველთა ლიგა
მუქ სერთუკში გამოწყობილი კაცი ნახევრად ტრიალდება, ქაღალდს ჯიბეში იდებს
და კაბინეტს გამოუმშვიდობებლად ტოვებს. შემდეგ რედაქციას ქუსლების კაკუნით
ისე გაივლის, არავის არც უყურებს, არც ემშვიდობება. ჟურნალისტები და ფასიანი
განცხადებების რიგში მდგომნი მის პირქუშ სილუეტსა და სინათლეზე აალებულ
ჟღალ თმას თვალს ალმაცერად აყოლებენ. როცა კაცი მის მაგიდას ჩაუვლის,
სათვალიანი ახალგაზრდა სკამიდან დგება, ყვითელ ფურცელს იღებს და
რედაქტორის კაბინეტისაკენ მიეშურება; ეპამინონდას გონსალვისი ფანჯარასთან
დგას და კვლავ უცნობის გზას გაჰყურებს.
– „ბაიის შტატის გუბერნატორის, მისი უდიდებულესობა სენიორ ლუის ვიანას
ბრძანებით დღეს სალვადორში ლეიტენანტ პირის ფერეირას მეთაურობით ქვეითი
მეცხრე პოლკი გაემართა, რომელსაც ავაზაკების მიერ დაპყრობილი კანუდუსის
გათავისუფლება და მათი მეთაურის, სებასტიანელი ანტონიუ კონსეილეირუს
დაპატიმრება ევალება“, – კარის ზღურბლიდანვე იწყებს კითხვას ჟურნალისტი, –
პირველ გვერდზე თუ შუაში, სენიორ?
– სამგლოვიარო განცხადებებისა და გამოცხადებული შეკვეთილი წირვების
ქვემოთ მოათავსე, – პასუხობს რედაქტორი და შემდეგ ხელს ქუჩისკენ იშვერს, იქით,
საითაც მუქსერთუკიანი კაცი გაუჩინარდა, – იცი, ის ვინ იყო?
– გალილეო გალი, – ეუბნება ახლომხედველი ჟურნალისტი, – შოტლანდიელი,
რომელიც ბაიაში დადის და გამვლელებს სთხოვს, ნება მომეცით, თავის ქალაზე
შეგეხოთო.

პომბალში დაიბადა, მეწაღისა და ხეიბარი ქალის კავშირის შედეგად.


დედამისისთვის ხეიბრობას ხელი არ შეუშლია, მის გაჩენამდე ამქვეყნად სამი ვაჟი
მოევლინებინა, შემდეგ კი ერთი გოგოც მიეყოლებინა, რომელიც მოგვიანებით
გვალვასაც კი გადაურჩებოდა. სახელად ანტონიუ დაარქვეს, ეს სამყარო რაღაც
ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, ცოცხალი არ უნდა გადარჩენილიყო, რადგან
მაშინ, როცა ჯერ ისევ ცოცვას სწავლობდა, მის მშობლიურ მხარეს თავს საშინელი
უბედურება დაატყდა და მოსავალი, ხალხი და საქონელი სულ ერთიანად
გაანადგურა. გვალვისგან თავის დასაცავად თითქმის მთელი პომბალიზღვის
სანაპიროებისკენ დაიძრა. ტიბურსიუ და მოტამ კი განაცხადა, აქედან არსად
წამსვლელი არ ვარო. ნახევარსაუკუნოვანი სიცოცხლის მანძილზე მშობლიურ
სოფელს ერთ ლიგაზე6 მეტად არასოდეს გასცილებოდა, თანაც პომბალში ყველას
მისი შეკერილი ფეხსაცმელი ეცვა. ერთხელ თქვა და სიტყვაც შეასრულა: ოცამდე
თანასოფლელთან ერთად სახლიდან ფეხი არ მოუცვლია; ყველა დანარჩენი
გაიკრიფა, შორიახლოს მდებარე წმინდა ლაზარეს მამათა მონასტერიც კი დაიცალა,
ხოლო როდესაც ერთი წლის შემდეგ წვიმებმა კვლავ გააჯერა გამომშრალი მიწა და
პომბალელმა ლტოლვილებმა მშობლიურ სოფელში დაბრუნება იმ იმედით იწყეს,
მინდვრებს დავამუშავებთ და მოსავალს ავიღებთო, ტიბურსიუ და მოტა თავის
ხეიბარ თანამეცხედრესა და სამ უფროს ვაჟთან ერთად უკვე მიწაში დახვდათ. თუმცა,
სანამ დაიხოცებოდნენ, ყველაფრის შეჭმა მოესწროთ, რაც კი იჭმებოდა, შემდეგ
იმისაც, რაც გვალვას ვერ გაენადგურებინა, დაბოლოს იმისაც, რის დაღეჭვაც ოდნავ
მაინც შეიძლებოდა. იმ უბედურების დამარხვა იქაურ პადრეს, დონ კაზიმირუს ხვდა
წილად. სწორედ ის ამტკიცებდა, საცოდავები შიმშილზე მეტად სიბრიყვის
მსხვერპლნი გახდნენ, რადგან ქალამნების ჭამაზეც გადავიდნენ და წყალს ბუეის
ტბიდან სვამდნენ, რომელიც ათასი მწერითა და უწმინდურობით ისე იყო სავსე, რომ
საქონელიც კი არ ეკარებოდაო. ანტონიუ და მისი უმცროსი და დონ კაზიმირუმ
მკითხველთა ლიგა
შეიფარა და სიკვდილისგან შიმშილითა და მხურვალე ლოცვით იხსნა. ხოლო
როდესაც სოფელი კვლავ ხალხით გაივსო, თბილი კერაც გამოუნახა.
გოგონა თავისივე ნათლიამ იშვილა და ბარონ დი კანიაბრავას მამულში სამუშაოდ
გადასულმა, თან წაიყვანა. ხუთი წლის ანტონიუს კი მფარველად პომბალის მეორე
მეწაღე გამოუჩნდა, მეტსახელად ცალთვალა, რადგან ცალი თვალი ჩხუბში დაეკარგა;
ცალთვალას ხელობა ტიბურსიუ და მოტასგან ჰქონდა ნასწავლი და პომბალში
დაბრუნებულმა მისი კლიენტურა გადაიბარა. მეწაღე პირქუში კაცი იყო, ხშირად
თვრებოდა, სოფლელებს არაერთხელ ენახათ, როგორ ეგდო ქუჩაში ღამით,
გამტყვრალი და ირგვლივ კაშასის7 სუნს როგორ აყენებდა. რადგან ცოლი არ ჰყავდა,
შავი სამუშაო მთლიანად ანტონიუს აწვა კისერზე. ბიჭი ალაგებდა, რეცხავდა, გვიდა,
ლურსმნებს, მაკრატლებს, ტყავს, ჩექმებს, ცხენის აღკაზმულობას დაარბენინებდა,
თავის პატრონს ბახანაში ეგზავნებოდა. ძილითაც კი იმ მერხზე ეძინა, მაგიდასთან,
სადაც ცალთვალა იჯდა ხოლმე, როცა ძმაკაცებთან ერთად დასალევად არ მიდიოდა.
ობოლი ბიჭი ტანმორჩილი და სუსტი იზრდებოდა, ცარიელი ძვალი და ტყავი იყო
და თან ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, რაც სოფლის ქალებში თანაგრძნობას იწვევდა.
ისინიც, როგორც კი საშუალება მიეცემოდათ, ბიჭს საჭმლითა და თავიანთი
შვილების გამონაცვალი ტანსაცმლით უმართავდნენ ხელს. ერთხელაც ცალთვალას
სახელოსნოს კარს ასეთი გულშემატკივარი ათიოდ ქალი მიადგა; ისინი ერთმანეთს
ნათლობებზე, ქორწილებში, წირვებსა და პანაშვიდებზე დაახლოებოდნენ.
დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ცალთვალას მოსთხოვეს, ანტონიუსთვის კატეხიზმოს
კითხვის ნება დაერთო, რათა პირველი ზიარებისთვის მოემზადებინათ. ღვთის
რისხვითაც კი დაემუქრნენ, თუკი ბიჭი უზიარებლად მოკვდებოდა და მეწაღეც
კბილების კრაჭუნით დათანხმდა, ანტონიუს ყოველ საღამოს წირვებზე ევლო და
ღვთისმსახურების პირველი გაკვეთილები მიეღო.
წირვებზე სიარულმა ობოლი ბიჭის სულში ისეთი გარდატეხა გამოიწვია, რომ
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ლაზარიანელების დოქტრინაში ცვლილებები შევიდა,
მისი ნეტარად მოხსენიებაც კი დაიწყეს. ქადაგებებს ისეთი სახით ტოვებდა, თითქოს
ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს, თითქოს ყოველგვარი უწმინდურებისა და
მიწიერებისგან გათავისუფლდაო. ცალთვალა ჰყვებოდა, როგორ გლოვობდა იესოს
ტანჯვას ღამღამობით სრულ სიბნელეში მუხლებზე დაჩოქილი ბიჭი და ამას ისეთი
თავდავიწყებით აკეთებდა, რომ მხოლოდ ძლიერი შენჯღრევით შეიძლებოდა მისი
რეალობაში დაბრუნება. მეწაღეს ესმოდა, როგორ ბუტბუტებდა ბიჭი ძილშიც იუდას
ღალატზე, მაგდალელის მონანიებაზე, იესოს ეკლიან გვირგვინზე. ერთხელ,
თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, ისიც კი გაიგონა, როგორ დადო წმინდა
ფრანსისკოს დარად უფლის წინაშე მარადიული უბიწოების აღთქმა.
ასე და ამგვარად იპოვა ანტონიუმ ის, რისთვისაც მთელი სიცოცხლე უნდა
მიეძღვნა. ცალთვალას დავალებებს კვლავ უდრტვინველად ასრულებდა, მაგრამ
ასეთ დროს თვალები ნახევრად მოხუჭული ჰქონდა, ტუჩებს ამოძრავებდა, და ყველა
ხვდებოდა, რომ იატაკს გვიდა, დაბაღთან გარბოდა თუ ცალთვალას ლანჩების
დაკვრაში ეხმარებოდა, ბიჭი ლოცულობდა. მამობილს ბავშვის საქციელი
აღიზიანებდა და თან აშინებდა კიდეც. ბიჭმა თავის დასაძინებელ კუთხეში
სალოცავიც კი მოაწყო, სადაც მამათა მიერ ნაჩუქარი გრავიურები და თავისივე
გამოჩორკნილი და შეღებილი ჯვარცმის გამოსახულებაც დაამაგრა. იქ სანთლებიც
მიჰქონდა და ლოცვის დროს ანთებდა ხოლმე, დილით, ადგომისას, და ძილის წინ,
მუხლებზე დაჩოქილი, ხელებს ერთად შეატყუპებდა და ტანჯული სახით იწყებდა
ლოცვას. იმის ნაცვლად, რომ თავისუფალ დროს სოფლის სხვა ბიჭების დარად
მკითხველთა ლიგა
საჯინიბოში ერბინა, უბელო ცხენები ეჭენებინა, მტრედებზე ენადირა ან მოზვრების
დაკოდვის სანახავად წასულიყო, თავის კუთხეში იდგა და გამუდმებით
ლოცულობდა.
პირველი ზიარების მიღების შემდეგ დონ კაზიმირუს მორჩილი გახდა, მისი
გარდაცვალების შემდეგ კი მონასტრის ბერებს ეხმარებოდა წირვის ჩატარებაში,
თუმცა მონასტრამდე მისვლა-მოსვლას ყოველდღე მთელი ლიგის გავლა
სჭირდებოდა. ღვთისმსახურების დროს საკმეველს ატარებდა, საკურთხეველს
რთავდა, იმ კუთხეებსაც კი უვლიდა, სადაც საზეიმო პროცესიის დროს, შესვენებისას,
ღვთისმშობლისა და იესოს ქანდაკებებს დააბრძანებდნენ ხოლმე. ნეტარის
ღვთისმოსაობას მისი კეთილშობილებაც ერწყმოდა. პომბალის მოსახლეობის
უმეტესობა უკვე შეჩვეული იყო იმ სანახაობას, როგორ ეხმარებოდა ბიჭი უსინათლო
ადელფუს, როგორ მიჰყავდა იგი პოლკოვნიკ ფერეირას საჯინიბოებისკენ, სადაც
ადელფუ ცხენებს უვლიდა, სანამ თვალის ჩინსა და ამის შედეგად სიცოცხლის
ხალისსაც დაკარგავდა. ცალი ხელით მოხუცს ეხმარებოდა სიარულში, ცალით კი
მიწას ჯოხს ურტყამდა, რომ ბერიკაცი გველებისგან დაეცვა და თან ადელფუს
მოყოლილ ამბებს მოთმინებით ისმენდა. გარდა ამისა, ანტონიუ კეთროვანი
სიმეონისთვის სამოსისა და საჭმლის შოვნაზეც ზრუნავდა; მას შემდეგ, რაც
სოფლელებმა მას სოფელში გამოჩენა აუკრძალეს, სიმეონი ტყეში მარტოდმარტო,
ველური მხეცივით ცხოვრობდა. კვირაში ერთხელ ნეტარს მისთვის ბოხჩა მიჰქონდა,
რომელშიც პურის ნაჭრები, შაშხი და ბურღულეული იყო გახვეული; ამ ყველაფერს
ნეტარი ჩამოითხოვდა ხოლმე და მეზობლებიც უწილადებდნენ. ტყეში შესული,
ბოხჩას კეთროვნის თავშესაფრად ქცეული ქვაბულისგან მოშორებით, პატარა
ტბორთან ტოვებდა და უყურებდა, როგორ ჩამოივლიდა ფეხშიშველი, ჭუჭყიან
ყვითელ ჯუბამოხურული, მთლად გაბურძგნილი ბერიკაცი მისი დანახვისას ქვიან
ფერდობს.
თოთხმეტი წლისა იყო ნეტარი, როდესაც მოძღვარი – კონსეილეირუ პირველად
იხილა. რამდენიმე კვირით ადრე საშინელი იმედგაცრუების გადატანა მოუხდა.
ლაზარეს მონასტრის პადრე მორაისმა მის მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა, რადგან
განუცხადა, უკანონოდ შობილი ხარ და ამიტომ პადრე ვერასოდეს გახდებიო.
მართალია, მერე შეეცადა, დაეწყნარებინა – შეგიძლია, უფალს ყოველგვარი
თანამდებობის გარეშეც ემსახუროო, და დაჰპირდა, გაგიგებ, იქნებ კაპუცინების
საძმოში მორჩილად მიგიღონო, მაგრამ იმ ღამეს პატარა ნეტარი მაინც ისე
გულსაკლავად და უნუგეშოდ ტიროდა, რომ გულგასენილმა ცალთვალამ ვეღარ
მოითმინა, და ის ჩაიდინა, რაც ამდენი წლის მანძილზე არ ეკადრებინა – ბიჭს ძვალ-
რბილი გაუერთიანა. ოცი დღის შემდეგ კი პომბალის შუადღის ხვატით
ალმურადენილ შარაგზაზე იისფერი მოსასხამით, შავთმიანი, თვალებანთებული
მაღალი გამხდარი კაცის სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი კაცი მოჰყვებოდა.
შესახედავად მათხოვრებს ჰგავდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეზე ბედნიერი
გამომეტყველება აღბეჭდვოდათ. კაცმა სოფელი გადაჭრა და პირდაპირ ძველი,
ალიზით ნაგები და კრამიტით გადახურული ეკლესიისკენ გაეშურა, რომელსაც დონ
კაზიმირუს გარდაცვალების შემდეგ ისეთი სავალალო იერი დასდებოდა, რომ
ჩიტები ბუდეებს უკვე ხატებზეც კი იკეთებდნენ. ნეტარმა თანასოფლელებთან
ერთად დაინახა, როგორ განერთხა მიწაზე ის უცხო კაცი თავის თანამგზავრებთან
ერთად და როგორ დაიწყო ლოცვა. საღამოს კი მის წირვასაც დაესწრო და გაიგო,
როგორ უნდა გადაერჩინათ სული, მოისმინა, როგორ გმობდა მოსული უცნაური
ქადაგი ურწმუნო, უღვთო ადამიანებს და როგორ წინასწარმეტყველებდა მომავალს.
მკითხველთა ლიგა
იმ ღამით მამობილის სახლში არც კი სძინებია. მთელი ღამე სოფლის მოედანზე
გაატარა იმ მომლოცველებთან ერთად, თავიანთი მოძღვრის გარშემო შიშველ მიწაზე
რომ გაწოლილიყვნენ. მეორე დილითაც, საღამოსაც და, საერთოდ, სანამ მგზავრები
პომბალში იმყოფებოდნენ, ნეტარი მათ გვერდიდან არ მოსცილებია. ეკლესიის
სკამების მორყეულ საზურგეებსა და ფეხებს ამაგრებდა, აყრილ იატაკს ასწორებდა,
სასაფლაოს ტერიტორიას ქვებით გამოყოფდა, რათა ახლა საფლავებზე არ გადაევლო
ყველას, ვისაც არ დაეზარებოდა და ყოველ საღამოს, წმინდანის ფეხებთან
მოკალათებული, მისი პირიდან აღვლენილ ჭეშმარიტებებს ღრუბელივით
ისრუტავდა.
მაგრამ, როდესაც სოფლიდან გამგზავრების წინა ღამეს ანტონიუ ნეტარმა
მოძღვარს სთხოვა, მეც თან წამიყვანეო, წმინდანის ჯერ ერთდროულაც ცეცხლოვანმა
და ცივმა თვალებმა, შემდეგ კი თავად ენამ უარი უთხრეს. უარის გაგონებაზე
მოძღვართან მუხლებზე დამხობილი ნეტარი ანტონიუ ცხარედ აქვითინდა. შუაღამე
იდგა, პომბალსაც და წმინდანის ერთმანეთთან მიკრულ თანმხლებ
მომლოცველებსაც ღრმად ეძინათ. კოცონი უკვე ჩამქრალიყო, მატრამ მათ თავთ უკვე
ვარსკვლავები დანათოდნენ, შორიდან ჭრიჭინობელების ჭრიჭინი ისმოდა.
მოძღვარმა ბიჭს ტირილი აცალა, იმის ნებაც დართო, მისი მოსასხამის ქობაზე ეკოცნა,
მაგრამ, როდესაც ყმაწვილმა კვლავ გაუმეორა თხოვნა, თან წამიყვანეთ, ძალიან მინდა
ჩვენს ძვირფას უფალ იესოს უკეთ ვემსახუროო, მაინც შეუდრეკელი დარჩა. მაშინ
ბიჭი ფეხებზე ჩაებღაუჭა და დაკოჟრილ თითებზე დაუწყო კოცნა. როდესაც ბიჭის
სასოწარკვეთილებამ უკვე ზღვარს მიაღწია, მოძღვარმა ორივე ხელით თავი აუწია და
აიძულა, მისთვის თვალებში ჩაეხედა, შემდეგ ბიჭს სახე სულ ახლოს მიუტანა და
სერიოზული ხმით ჩაეკითხა, გიყვარს თუ არა უფალი ისე, რომ მის გამო ტკივილს
გაუძლოო. ბიჭმა არც კი დაახანა, მაშინვე რამდენჯერმე დაუდასტურა თავის
დაქნევით, მზად ვარო, მაშინ მოძღვარმა მოსასხამი გადაიწია და გარიჟრაჟის
სინათლეზე ნეტარს წელზე შემოხვეული და ხორცში ჩარჭობილი ეკლიანი მავთული
დაანახვა, – ახლა შენ ატარებ! – უთხრა მოძღვარმა, შემდეგ ბიჭს ტანსაცმლის გახსნაში
დაეხმარა, მავთული წელზე თავისივე ხელით შემოახვია და მჭიდროდ გადაუჭირა.
შვიდი თვის შემდეგ, როდესაც პომბალის შარაგზიდან ავარდნილ მტვერში
კონსეილეირუ და მისი მომლოცველები კვლავ გამოჩნდნენ – რიცხობრივად
გამრავლებულიყვნენ, ერთი ნახევრად შიშველი უზარმაზარი ზანგიც შემატებოდათ,
თუმცა ღარიბული და ბედნიერი გამომეტყველება არ შესცვლოდათ, – ნეტარს
მავთული ისევ წელზე ეკეთა. მავთულს კანზე ღრმა წითელი კვალი დაემჩნია და ამ
კვალს ზემოდან მუქი ქერქი გადაჰკვროდა. ერთი დღითაც კი არ მოეშორებინა,
დროდადრო უფრო და უფრო იჭერდა კიდეც. პადრე მორაისი ამაოდ ცდილობდა,
ბიჭისთვის მავთული მოეხსნევინებინა, არწმუნებდა, უფალი უკვე კმაყოფილია შენი
ასეთი თავგანწირვით, ზღვარს გადასული თავგანწირვა უფლის კი არა, ბოროტის
მსახურებაა, რამეთუ ბოროტი ტკბება ზედმეტი მწვალებლობით და შენ სწორედ
ასეთი საფრთხე გემუქრებაო.
ანტონიუ მაინც არ ემორჩილებოდა. პომბალში იმ უცნაური კაცისა და მისი ამალის
ხელახლა გამოჩენისას ბიჭი კაბუკლუ8 უმბერტუ სალუსტიანუს ფარდულში
იმყოფებოდა. უეცრად მოეჩვენა, რომ მკერდში გული გაუჩერდა და სუნთქვა აღარ
შეეძლო, რადგან მისგან სულ ერთი მეტრის მოშორებით დაინახა, როგორ
მიეშურებოდა მომლოცველებითა და სოფლელებით გარშემორტყმული მოძღვარი
ეკლესიისაკენ. აღელვებული ყმაწვილი მაშინვე უკან გაჰყვა და ახმაურებულ ბრბოს
შეერია. გაბრუებულმა და აღტყინებულმა შორიდანვე დაიწყო ლოცვა და იგრძნო,
მკითხველთა ლიგა
როგორ უფეთქავდა ძარღვებში სისხლი. ის ღამეც მის გვერდით გაატარა, მის
ქადაგებას კოცონის სინათლეზე უსმინა, მაგრამ მიახლოება ვერ გაბედა. ამჯერად
ქადაგების მოსასმენად მთელი პომბალი შეკრებილიყო.
სადაც იყო, ცას ალიონი მოედებოდა. სოფლელებს უკვე ლოცვაც და გალობაც
მოეთავებინათ, მოძღვრისთვის ავადმყოფი შვილებიც ეჩვენებინათ, ეთხოვათ,
უფალს შეავედრე, მოგვირჩინოსო, თავიანთი სხვა გულისტკივილებიც
გაეზიარებინათ და ისიც ეკითხათ, მომავალი რას გვიქადისო. ამ ყველაფრის შემდეგ
დაშლილიყვნენ კიდეც და მომლოცველებსაც ჩასძინებოდათ, როგორც ყოველთვის,
ახლაც უსაბნოდ და უბალიშოდ, ამიტომ, – გასათბობად ერთმანეთს ჩახუტებულებს.
მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა ნეტარმა იმ კაცს დიდი მოკრძალებით მიახლოებოდა.
თითქოს წმინდა საიდუმლოს ეზიარებაო, მომლოცველების მძინარე სხეულებს
კრძალვით აბიჯებდა და ასე მიიწევდა სუტანაშემოხვეული, ჩამუქებული
სილუეტისკენ, რომელსაც გრძელთმიანი თავი ცალ ხელზე ჩამოეყრდნო. კოცონში
უკანასკნელი ნაკვერჩხლებიც ინავლებოდა. მოძღვარმა თავი ასწია და მისკენ მიმავალ
ბიჭს ჰკიდა თვალი. შემდეგ, როდესაც ყმაწვილი ამ ამბავს ვინმეს უყვებოდა,
ყოველთვის იმეორებდა, წამით მოძღვრის თვალებში დავინახე, რომ ჩემს გამოჩენას
ელოდაო. მასთან მიახლოებულმა ნეტარმა სიტყვის უთქმელად გადაიწია ჯვალოს
პერანგი – ხმის ამოღება არ ძალუძდა – და წელზე შემოხვეული მავთული დაანახვა.
კონსეილეირუ რამდენიმე წამს თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა, მერე თავი
დაუქნია და სახეზე ღიმილმა გადაუარა. შემდეგ მრავალგზის იმეორებდა ნეტარი,
ვიგრძენი, რომ სწორედ ამ დროს მაკურთხაო. მოხეტიალე ქადაგმა გვერდით პატარა
თავისუფალ ადგილზე მიანიშნა, რომელიც ამდენ სხეულს შორის განგებას თითქოს
სწორედ მისთვის შემოენახა. ყმაწვილიც უსიტყვოდ მოიკუნტა მის ფერხთით და
ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ მოძღვარმა თავისთან ყოფნის ღირსად ჩათვალა და
ამიერიდან ქვეყნიერების მოსავლელად, ეშმაკთან საბრძოლველად აუცილებლად თან
წაიყვანდა. ღამით მოწანწალე ძაღლებსა და დილაადრიან ადგომას ჩვეულ
სოფლელებს ნეტარის ტირილი კვლავ შემოესმათ, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ბიჭი
სიხარულს აეტირებინა.

სინამდვილეში გალილეო გალი სულაც არ ერქვა, თავისუფლებისათვის მებრძოლი,


თუ, როგორც თავად ამბობდა, რევოლუციონერი და ფრენოლოგი კი ნამდვილად იყო.
უკვე ორჯერ ჰქონდა სიკვდილი მისჯილი და სიცოცხლის ორმოცდაექვსი წლიდან
ხუთი ციხეში გაეტარებინა. საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შოტლანდიის
სამხრეთის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მამა ექიმი ჰყავდა, რომელიც ამაოდ
ცდილობდა, ანარქისტული საზოგადოება ჩამოეყალიბებინა და პრუდონისა და
ბაკუნინის აზრები პოპულარული გაეხადა. თუკი სხვა ბავშვები ჯადოსნური
ზღაპრების მოსმენაში იზრდებოდნენ, მას პატარაობიდან ერთი და იგივე ესმოდა:
ყველა საზოგადოებრივი ჭირის თავი და თავი კერძო საკუთრებაა, ჩაგრული
ღარიბები ექსპლუატაციის ბორკილებსა და ობსკურანტიზმს მხოლოდ ძალის
გამოყენებითა და ბრძოლით შეძლებენო.
მამამისი იმ კაცის მოწაფე იყო, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ უბრწყინვალეს
გონად ითვლებოდა: ფრანც იოზეფ გალი ანატომისტი, ფიზიკოსი და ფრენოლოგიის
დამაარსებელი იყო. გალის სხვა მიმდევრების დარად, გალილეოს მამისთვისაც ამ
მეცნიერების არსი ლამის იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანის ინტელექტი,
ინსტინქტი და გრძნობები თავის ქალაზე მოთავსებული ორგანოებია, რომელთა
შეხებაც და გაზომვაც უმარტივესად შეიძლება. ამიტომ ფრენოლოგია რელიგიის
მკითხველთა ლიგა
სიკვდილსა და მატერიალიზმის ემპირიულ საფუძველს ნიშნავდა და იმას
ადასტურებდა, რომ სული ფილოსოფიური კატეგორია კი არ იყო, რომლის ხელით
შეხება და დანახვაც არ შეიძლებოდა, არამედ ადამიანის სხეულის სავსებით
რეალური თავისებურება, გრძნობათა ორგანოების მსგავსად და, შესაბამისად, მისი
შესწავლა და კლინიკურად გამოკვლევაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მას
მერე, რაც ბიჭი ჭკუაში ჩავარდა, მამა გამუდმებით ერთ მარტივ აზრს უნერგავდა:
საზოგადოებას მანკიერებისგან მხოლოდ რევოლუცია იხსნის, ხოლო ცალკეულ
ადამიანებს ამაში მეცნიერება დაეხმარებაო. და გალილეომაც გადაწყვიტა, სიცოცხლე
ამ ორი მიზნის მიღწევისთვის შეეწირა.
ასეთი რევოლუციური აზრების მქონეს შოტლანდიაში არ ახარებდნენ. ამიტომ
გალილეოს მამა საფრანგეთის ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში დასახლდა, სადაც
1868 წელს დააპატიმრეს, ვინაიდან ბორდოს ფეიქართა გაფიცვის დროს გაფიცულებს
ეხმარებოდა და გადაასახლეს კაიენაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ერთი წლის
შემდეგ ციხეში გალილეოც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ეკლესიის დაწვის
თანამონაწილე – სამხედროებისა და ბანკირების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ
სამღვდელოება ეჯავრებოდა – მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ციხიდან გაქცევა
მოახერხა და მამამისის ძველ მეგობართან, პარიზელ ექიმთან დაიწყო მუშაობა.
სახელი და გვარი გალილეო გალი სწორედ მაშინ დაირქვა, რადგან მის ნამდვილ
სახელს პოლიცია მეტისმეტად კარგად იცნობდა და ლიონის გაზეთ Etincelle de la
Révolte -ში პოლიტიკური და სამეცნიერო შინაარსის პატარა წერილების
გამოქვეყნებაც დაიწყო.
საამაყოდ ის ჰქონდა, რომ 1871 წლის მარტიდან მაისამდე პარიზელ კომუნარებთან
ერთად იბრძოდა ადამიანის მოდგმის გასათავისუფლებლად და თავად იყო მოწმე, რა
სისასტიკით გაუსწორდა ტიერის მთავრობა ოცდაათი ათას კაცს, ქალსა და ბავშვს.
თვითონაც სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ, სანამ სასჯელს აღასრულებდნენ, ციხის
ბადრაგის მოკვლა მოახერხა და მის ტანსაცმელში გადაცმული, ციხიდან გაიქცა.
იქიდან ბარსელონაში გადავიდა, რამდენიმე წელს მედიცინას სწავლობდა და
მარიანო კუბისთან ფრენოლოგიის ცოდნას იუმჯობესებდა; ეს უკანასკნელი კი
ამტკიცებდა, საკმარისია, ადამიანს თავზე ხელი გადავუსვა და მის ქალაზე
ჩაზნექილ-ამოზნექილობის მიხედვით ნებისმიერის მიდრეკილებებსა და ფარულ
ზრახვებს გამოვიცნობო. ის-ის იყო ექიმის დიპლომი უნდა მიეღო, რომ
თავისუფლებისა და პროგრესის სიყვარულმა, ან იქნებ ავანტიურისტულმა ბუნებამ
მისი ცხოვრება კვლავ თავდაყირა დააყენა. ერთხელ, ღამით, თანამოაზრეებთან
ერთად მონჟუიკის ყაზარმას დაესხა თავს იმ იმედით, რომ ქარიშხალს გამოიწვევდა
და აჯანყების ცეცხლი მთელ ესპანეთს მოედებოდა. მაგრამ ვიღაცამ გაყიდა და
თავდამსხმელებს მომზადებულები დახვდნენ. გალილეო ხედავდა, როგორ
ცვიოდნენ ციხის ქონგურებიდან ერთმანეთის მიყოლებით მისი დახოცილი
ამხანაგები. თავად კი, რამდენიმე ადგილას დაჭრილი, ტყვედ ჩაიგდეს. მაშინაც
სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ, რადგანაც, ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად,
დაჭრილის სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა, გადაწყვიტეს, ჯერ მოერჩინათ,
განაჩენი კი მერე აღესრულებინათ. მაგრამ ამასობაში გავლენიანი მეგობრები ციხის
საავადმყოფოდან გაქცევაში დაეხმარნენ, შემდეგ ყალბი საბუთებით სატვირთო გემში
ჩასვეს და ბარსელონიდან გაისტუმრეს.
მას მერე ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე გადადიოდა, მაგრამ
ბავშვობის იდეალების ერთგული მაინც რჩებოდა. ხან ყვითელ თავის ქალებს
სინჯავდა, ხან შავს, წითელსა თუ თეთრს – გარემოების მიხედვით; ხან პოლიტიკურ
მკითხველთა ლიგა
პრაქტიკას მისდევდა, ხან სამეცნიეროს. მოვლენებითა და ავანტიურებით სავსე
ცხოვრების ფერხულში ჩაბმული, თავს ხან ციხეში ამოყოფდა, ხან ხელჩართულ
ბრძოლაში, ხან საიდუმლო შეკრებებზე, იჭერდნენ თუ გარბოდა, მაინც ყოველთვის
პოულობდა დროს, დღიური ეწარმოებინა და თავისი მასწავლებლების: მამამისის,
პრუდონის, გალის, ბაკუნინის, შპურცეიმის, კუბის თეორიები ახალი
მტკიცებულებებით შეევსო. თურქეთის, ეგვიპტის, შეერთებული შტატების ციხეებში
მოუწია ჯდომა, რადგან ყველგან სოციალურ წყობასა და რელიგიის გავლენას
ესხმოდა თავს, მაგრამ ბედნიერი ვარსკვლავისა და საფრთხისადმი აგდებული
დამოკიდებულების წყალობით, გისოსებს მიღმა დიდხანს არასოდეს მჯდარა.
1894 წელს გერმანულ გემზე ექიმად მუშაობდა. მაგრამ გემმა ბაიის სანაპიროსთან
კატასტროფა განიცადა და მისი ნამსხვრევები სან-პედრუს ციხესთან სამუდამოდ
დასამარდა. იმ დროისათვის თითქმის ექვსი წელი იყო გასული, რაც ბრაზილიაში
მონობა გააუქმეს, ხოლო ხუთი, რაც ქვეყანა მონარქიიდან რესპუბლიკად ქცევის გზას
დაადგა. გალილეო მოხიბლა ბრაზილიის რასებისა და კულტურების
მრავალფეროვნებამ, ქვეყნის სოციალურმა თუ პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ,
აფრიკული თუ ევროპული კულტურების ჭიდილმა და კიდევ რაღაცამ, რასაც ადრე
არსად წასწყდომოდა. ამიტომ იქ დარჩენა გადაწყვიტა, საექიმო კარიერის წამოწყება
ვერ მოახერხა, რადგან სათანადო დიპლომი არ გააჩნდა. ამიტომ, როგორც სხვაგან
აკეთებდა ხოლმე, თავს უცხო ენების სწავლებითა და დროებითი შემოსავლებით
ირჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა, ბოლოს მაინც
სალვადორში ბრუნდებოდა, სადაც დროის უდიდეს ნაწილს წიგნების მაღაზია
„კატილინაში“ „მირადორ ლოს აფლიჟიდოსის“ პალმების ჩრდილში, ან ქვედა
ქალაქის მეზღვაურთა ტავერნებში ატარებდა და შემთხვევით მოსაუბრეებს
გულმოდგინედ უხსნიდა, ყველაფერი შესაძლებელია და სამყაროს ღერძი რწმენა კი
არა, გონებაა; ღმერთი კი არა, სატანაა პირველი მეამბოხე, თავისუფლების ნამდვილი
მოქადაგე; ერთხელაც იქნება რევოლუცია ერთიანად მოსრავს აქამდე დაკანონებულ
ჩამყაყებულ წყობას და ახალი საზოგადოება ახალ, თავისუფალ, ჭეშმარიტად
სამართლიან წესწყობილებას დაამყარებსო. მართალია, იყვნენ ისეთებიც, ვინც
უსმენდა, მაგრამ არაფერზე ეტყობოდა, რომ მის ლაპარაკს ვინმე დიდ ყურადღებას
აქცევდა.

II

1877 წლის გვალვის დროს, როდესაც მრავალი თვის მანძილზე შიმშილმა და


ეპიდემიებმა იმ მხარეში მოსახლეობისა და საქონლის ნახევარი გაწყვიტა,
კონსეილეირუ მაინც განაგრძობდა სოფელ-სოფელ სიარულს. ოღონდ ახლა მარტო
როდი დადიოდა, უფრო ზუსტად რომ ითქვას, თან უამრავი ქალი და კაცი
დაჰყვებოდა (თვითონ კი ისე განაგრძობდა გზას, თითქოს უკან გრძელ რიგად
ადევნებულ ხალხს ვერც კი ამჩნევსო). იმათგან ზოგი გულის სიღრმემდე შეეძრა მის
ქადაგებებს და იმიტომ მიჰყვებოდა, ზოგს უბრალო ცნობისმოყვარეობა ან ინერცია
უბიძგებდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ყველას თავისი სარჩოსაბადებელი მიეტოვებინა
და მოძღვარს გაჰყოლოდა. ზოგი შუა გზიდან უკან ბრუნდებოდა, ზოგი კი მის
გვერდით რჩებოდა სამუდამოდ. გვალვა იდგა მაგრამ მოძღვარი მაინც წინ მიიწევდა.
ველ-მინდვრები შიმშილით დახოცილი საქონლის ლეშებით იყო მოფენილი და თავს
ყვავ-ყორნები დასტრიალებდნენ, სოფლებში თითქმის აღარავინ დარჩენილიყო.
მკითხველთა ლიგა
ის 1877 წელი მხოლოდ იმით როდი აღმოჩნდა საშინელი, რომ მიწას ერთი ნამიც არ
დასცემია, რის გამოც მდინარეები ერთიანად ამოშრა; არც იმით, რომ წყლისა და
საკვების ძებნაში კაატინგებში ლტოლვილთა დაუსრულებელი რიგები იყო
გაწოლილი, რომელთაც ფორნები თავიანთი უბადრუკი ქონებით დაეტვირთათ ან,
უბრალოდ, ზურგზე მოეკიდებინათ და საკუთარი სოფლები მიეტოვებინათ. ყველაზე
დიდი უბედურება იმ უმძიმეს წელს მძარცველთა ბანდები და შხამიანი გველები
გახდა, სერტანებს თავს ჩრდილოეთიდან რომ ესხმოდნენ. ადრეც არაერთხელ
მომხდარა, რომ ავაზაკები ფაზენდებში შეიჭრებოდნენ, საქონელს გარეკავდნენ,
სადარაჯოდ გამოსულ ხალხს სროლას აუტეხდნენ, შორეულ სოფლებს ერთიანად
დაუვლიდნენ, გაძარცვავდნენ, მერე კი ისე სწრაფად გაუჩინარდებოდნენ, რომ
პოლიციის მოსვლისას მათი კვალიც კი აღარსად ჩანდა. მაგრამ ახლა, ამ გაუსაძლისი
შიმშილობის დროს სახარებისეული თევზივითა და პურივით მომრავლებულიყვნენ.
გაუმაძღარნი სისხლისღვრასაც არ ერიდებოდნენ, გვალვისგან ისედაც უკიდურესად
გაღატაკებულ სოფლებს თავს ესხმოდნენ, მოსახლეობას უკანასკნელ ლუკმასაც
ჰგლეჯდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ იმათ, ვინც თავისი ქონების დაცვას
გაბედავდა.
თუმცა, ამ ავაზაკებს მოძღვრისთვის არაფერი უწყენინებიათ, არც სიტყვით, არც
საქმით. უკიდეგანო უდაბნოებში, კაქტუსებსა და ლოდებს შორის, ტყვიისფერი ცის
ქვეშ, ან კაატინგაში, სადაც ეკალ-ბარდების გარდა აღარაფერი ჩანდა, ერთი მწვანე
ღეროც არსად შერჩენილიყო, ხეები ისე გამომხმარიყო, რომ ერთი შეხება და ტოტები
თავისით ემსხვრეოდათ, მათი გზები ხანდახან იკვეთებოდა კიდეც. უეცრად
საიდანღაც ათი ან ოცი შეიარაღებული კაცი გამოჩნდებოდა, რომელთაც თან
ყველაფერი ჰქონდათ, რასაც ადამიანის დაჭრა, დაჩეხა, და მოკვლა შეეძლო,
დაინახავდნენ იისფერმოსასხამიან გამხდარ კაცს, რომელიც წამით მათ ჩვეულ
გულგრილ, გაყინულ და უდრეკ მზერას მოავლებდა და კვლავ თავის საქმეს
მიუბრუნდებოდა: ლოცულობდა, ფიქრობდა, გზას განაგრძობდა ან ქადაგებდა.
ავაზაკების დანახვაზე მისი თანმხლებნი ქაღალდივით ფითრდებოდნენ და
მოძღვარს ისე ეკვროდნენ, როგორც კრუხს წიწილები. რადგან წასართმევი არაფერი
ჰქონდათ, ბანდის წევრები მათ უმტკივნეულოდ უშვებდნენ, თუმცა ხანდახან ისეც
ხდებოდა, რომ პროცესიას აჩერებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, ვინ იყო ის
იისფერმოსასხამიანი ხმელი კაცი, რადგან მოძღვრის სახელს მათ ყურამდეც მიეღწია.
თუკი ლოცულობდა, ლოცვას არ აწყვეტინებდნენ და მორჩილად ელოდნენ, როდის
დაასრულებდა და პატივს დასდებდა, ყურადღება მიექცია. მოძღვარიც, ბოლოს და
ბოლოს, რამდენიმე სიტყვას მათთვისაც გაიმეტებდა და გაესაუბრებოდა თავისი
მკერდისმიერი, ყრუ ხმით, რომელსაც ძალა შესწევდა, გულის ყველაზე ბნელ
კუნჭულებშიც კი ჩაეღწია. ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რისი გაგებაც შეეძლოთ, ისეთ
სიმართლეებზე ესაუბრებოდა, რისი დაჯერებაც არ უჭირდათ. ამბობდა, ეს გვალვა
ანტიქრისტეს მოსვლის პირველი ნიშანია და კიდევ ბევრი განსაცდელი გელით,
რასაც მკვდრების აღდგომა და განკითხვის დღე მოჰყვება, თუ სულის ხსნა გწადიათ,
ბრძოლისთვის უნდა მოემზადოთ, რამეთუ ანტიქრისტეს, იმავე ბნელეთის
მოციქულისა და მხეცის - როცა ის მიწაზე მომხრეთა გადასაბირებლად
განსხეულდება - მსახური დემონები სერტანებს ისევე მოედებიან, ვითარცა ცეცხლის
ალებიო. და მის სიტყვებზე ავაზაკებიც ისევე დაფიქრდებოდნენ ხოლმე, როგორც
მწყემსები, მონები თუ თავისუფალი გლეხები. ისეც ხდებოდა, რომ თავიანთ
ნამოქმედარს მოინანიებდნენ, კეთილ გზას შეუდგებოდნენ და მოძღვრის ამალას

მკითხველთა ლიგა
გაჰყვებოდნენ, როგორც ეს დამთხვეული დაღიანის, ზორბა პედრაუსა და თვით
ყველაზე სისხლისმსმელი ჟუაუ სატანას შემთხვევაში მოხდა.
ავაზაკების მსგავსად მოძღვარს თითქოს თავად გველებიც კი ერიდებოდნენ,
მიუხედავად იმისა, რომ გვალვისგან გადამწვარ მინდვრებში მათი რიცხვი
წარმოუდგენლად გაზრდილიყო. ქვეწარმავლები სოროებიდან გრძელ ტანებსა
და სამკუთხა თავებს აჩენდნენ, სხეულებს უხმაუროდ მიასრიალებდნენ და
იქაურობას გაჩქარებით ტოვებდნენ, გვალვას ისინიც ადამიანებივით გაურბოდნენ
და ამ გაქცევის დროს გზადაგზა ბავშვებს, თხებსა და ხბოებს უმოწყალოდ,
სასიკვდილოდ გესლავდნენ. სოფლებში გამოჩენას უკვე დღისითაც არ ერიდე-
ბოდნენ. ისე მომრავლებულიყვნენ, რომ იმდენი აღარც აკუანი9 მოიძებნებოდა,
მათთვის მუსრი რომ გაევლო. ახლა, ამ არეულ დროში მათ თავს თვითონ გველები
ესხმოდნენ, ხოცავდნენ, ჭამდნენ, თითქოს იმ დროზე იძიებდნენ შურს, როცა
ფრინველები გველის წიწილებს არ ინდობდნენ და ნისკარტით ცაში
წააწიალებდნენ ხოლმე. სერტანის მცხოვრებნი იძულებულები გამხდარიყვნენ,
დღედაღამ ხელში ჯოხები და მაჩეტეები ჰქონოდათ მომარჯვებული და ზოგჯერ
თავი დღეში ასი ჩხრიალა გველისთვის მაინც გაეჭეჭყათ. მიუხედავად ასეთი საშიში
მდგომარეობისა, მოძღვარი კვლავ იქ დაბანაკდებოდა ხოლმე, სადაც დაუღამდებოდა
და შიშველ მიწაზე უშიშრად იძინებდა. ერთხელ ყური მოჰკრა, მისი თანამგზავრები
გველებზე რა შიშით საუბრობდნენ და უამბო, ერთხელ ასე უკვე იყო. როდესაც
ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის შვილები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, უდაბნოში
სიარულმა დაღალა და წუწუნი დაიწყეს. მაშინ უფალმა ის ხალხი დასაჯა და უამრავი
გველი მოუვლინა. საქმეში მოსე ჩაერია. უფალმა მოსეს უბრძანა, ბრინჯაოს გველი
გაეკეთებინა. საკმარისი იყო, იმ გველისთვის შეეხედათ და დაგესლილები უმალ
განიკურნებოდნენ. იქნებ ჩვენც ეგრე გაგვეკეთებინაო, ეკითხებოდნენ, მაგრამ
პასუხად უარს იღებდნენ – სასწაული არ მეორდება, მაგრამ უფალს ნამდვილად
ესიამოვნება, თუკი თავდაცვის მიზნით თან მისი ძის გამოსახულებას ატარებთო. მას
მერე მონტი-სანტუდან მოსულ ქალს, სახელად მარია კუადრადუს, თან გამუდმებით
დაჰქონდა პატარა კოლოფი, რომელშიც ტილოს ნახევზე პომბალელი ბიჭის,
სიბრალულის გამო ნეტარად სახელდებულის მიერ დახატული იესო ქრისტეს
გამოსახულებას ინახავდა. როგორც ჩანს, მამა ღმერთს მართლაც ეამა ასეთი
საქციელი, რადგან არც ერთი მომლოცველი გველებს არ დაუგესლავთ.
მოძღვარი ეპიდემიებმაც დაინდო, რომლებიც გვალვისა და შიმშილობის გამო
მომდევნო წლებშიც ძალუმად მძვინვარებდა და იმათ, ვინც როგორღაც მოახერხა და
გვალვას გადაურჩა, უმოწყალოდ მუსრს ავლებდა. ქალებს დაორსულებისთანავე
ეშლებოდათ მუცლები, ბავშვებს თმა და კბილები სცვიოდათ, უფროსებს კი
სისხლიანი ფაღარათი ეწყებოდათ, კანი წყლულებითა და ფუფხით ეფარებოდათ და
ქეციანი ძაღლებივით იქექებოდნენ. ამ გამხდარ კაცს კი თავისი ხალხი ამ სენით
მოფენილ მხარეში ისე უვნებლად, უკლებლივ მიჰყავდა, როგორც გამოცდილ
კაპიტანს მიჰყავს ხოლმე მყუდრო სავანისკენ ხომალდი ქარიშხლისგან
აბობოქრებულ ზღვაში.
მაინც საით მიდიოდა მოძღვარი და საით მიჰყავდა თან აყოლილი ქარავანი?
კითხვას ვერავინ უბედავდა, არც თავად ამბობდა რამეს და ალბათ არც იცოდა.
უბრალოდ, მიდიოდა და თან რამდენიმე ათეული ადამიანი მისდევდა, რომელთაც
სულის სახსნელად ყველაფერი მიეტოვებინათ და გზას გაურკვეველი
მიმართულებით დასდგომოდნენ. იმ თვეებში, როდესაც გვალვა არ იკლებდა,
მოძღვარი და მისი მოწაფეები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, შიმშილით,
მკითხველთა ლიგა
ავადმყოფობითა თუ დარდით დახოცილებს, გზისპირას გროვებად დაყრილ,
მხეცებისა და ზოგჯერ ადამიანების მიერაც კი შეჭმულ და დამახინჯებულ გვამებს
მიწას აბარებდნენ. თავიანთ სულიერ დებსა და ძმებს კუბოებს უკრავდნენ და
საფლავებს უთხრიდნენ. ძალიან ჭრელი საზოგადოება იყო შეკრებილი, სხვადასხვა
მხარის, რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანები ერთმანეთში
აზელილიყვნენ: მათ შორის ისეთებსაც ნახავდით, პოლკოვნიკების საქონელს რომ
უვლიდნენ, მოწითალო ფერის კაბუკლუებსაც, რომელთა ინდიელი წინაპრებიც
ლამის შიშვლები დაიარებოდნენ, თავიანთ მტრებს გულს აცლიდნენ და უმად
შეექცეოდნენ, მამლუქებს, ოდესღაც მოურავები, მეთუნეები, მჭედლები, მეწაღეები,
დურგლები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ შაქრის პლანტაციებიდან და
ნავსადგურებიდან მოსულ მულატებსა და ზანგებს, რომლებიც ხაფანგებს, ზღვის
მარილიან მათრახებსა და მონებისთვის გამოგონილ ათას საწამებელ იარაღს
გამოჰქცეოდნენ. იმათში ქალებიც ერივნენ, ბებრები და ახალგაზრდები,
ჯანმრთელები და საპყრები. სწორედ ქალები ეხმაურებოდნენ ხოლმე პირველად
მოძღვარს, როდესაც იგი ბნელ ღამეში ხალხს ცოდვაზე, ეშმაკის ვერაგობასა თუ
ღვთისმშობლის კეთილშობილებაზე ესაუბრებოდა, სწორედ მათ შეუკერეს წმინდანს
ის იისფერი სამოსი, და რადგან არც ძაფი გააჩნდათ და არც ნემსი, ნემსად ეკალი,
ძაფად კი პალმის ბოჭკოები იხმარეს, ვინაიდან ძველი სამოსი მოძღვრისთვის ეკალ-
ბარდებს სულ დაეხია. ის ქალები თავიანთ წინამძღვარს სანდლებსაც შეუკეთებდნენ
ხოლმე და ძველი სამოსის ნაგლეჯების გამო ერთმანეთში ლამის ჩხუბი მოსდიოდათ,
რადგან, ის, რაც წმინდანის სხეულს ეხებოდა, წმინდა რელიკვიად უნდა შეენახათ.
ყოველ საღამოს, როდესაც კაცები კოცონს დაანთებდნენ, სწორედ ის ქალები
ამზადებდნენ ბრინჯის, სიმინდის, ან ტკბილი მანიოკის ფქვილისგან ფაფას, გოგრის
სასმელს, რომ მომლოცველები ცოტათი მაინც მომაგრებულიყვნენ, თუმცა საკვები
სადარდებელი არასოდეს გახდომიათ, მცირედით დაკმაყოფილებასაც მიჩვეულები
იყვნენ და, გარდა ამისა, რომელ სოფელშიც უნდა შესულიყვნენ, არავინ მათთვის
მოწყალებას არ იშურებდა. ხან ქათამი მოჰქონდათ, ხან ტომარა ფქვილი, ხან ახლად
ამოყვანილი ყველი. ხოლო, თუ ისე მოხდებოდა, რომ ღამის გასათევად ვინმეს
მიწაზე შეყოვნდებოდნენ, შემდეგ კი თავიანთი სურვილით მეპატრონის
სამლოცველოს დაგვიდნენ და მოაწესრიგებდნენ, ისე რომ სანაცვლოდ ერთ
სენტავოსაც არ მოითხოვდნენ, მეპატრონე ახლად მოწველილ რძეს, ხილს და ზოგჯერ
თიკანს, ან თხასაც კი გაუგზავნიდა ხოლმე.
მოძღვარს იმდენჯერ შემოევლო ის სერტანები, იქაურობა წაღმა-უკუღმა იმდენჯერ
დაელაშქრა, რომ იქ უკვე ყველა იცნობდა, მათ შორის, პადრეებიც. თუმცა, პადრეები
იმ მხარეში იშვიათად მოიძებნებოდნენ. სერტანების უკიდეგანო სივრცეებში
ჩაკარგულები და მიმოფანტულები სულ არ კმაროდნენ იმისათვის, რომ ამ მხარის
ყველა ეკლესია ამოქმედებულიყო, სადაც წირვა მხოლოდ სოფლის წმინდანის
სახელობის დღესასწაულებზე ტარდებოდა. ზოგიერთი ადგილის, მაგალითად,
ტუკანუსა და კუმბის პადრეები მოძღვრის მიმართ კარგად იყვნენ განწყობილნი და
ნებას რთავდნენ, მორწმუნეებისთვის საკურთხევლიდან მიემართა. სხვები კი,
მაგალითად, ენტრი-რიუსისა და იტაპიკურუს მოძღვრები, პირიქით, ყოველმხრივ
ხელს უშლიდნენ და ეკლესიაში შესვლასაც კი უკრძალავდნენ. ისეც ხდებოდა, რომ
დამხვდური პადრეები კეთილგანწყობას დიდად არ ავლენდნენ, მაგრამ ან მართლაც
ჯეროვნად აფასებდნენ იმას, რასაც ის ეკლესიებისა და სასაფლაოებისათვის
აკეთებდა, ან კარგად უწყოდნენ, რაოდენი გავლენა ჰქონდა მოძღვარს სოფლელებზე
და უსიამოვნებას ერიდებოდნენ. ამიტომ უნდილად რთავდნენ ნებას წირვის
მკითხველთა ლიგა
შემდეგ ექადაგა, ოღონდ მხოლოდ ტაძრის კართან და არა საკურთხევლიდან.
როდის გაიგეს მოძღვარმა და მომნანიებელთა მისმა ამალამ, რომ 1889 წელს,
სადღაც შორს, ისეთ ქალაქებში, რომელთა სახელებიც კი მათთვის უცხოდ ჟღერდა, –
სან-პაულუში, რიო-დე-ჟანეიროში, თავად სალვადორში, შტატის დედაქალაქში, –
მონარქიას მონობის გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო? იცოდნენ კი, რომ ასეთ
გადაწყვეტილებას უეცრად მუშახელის გარეშე დარჩენილი ბაიის პლანტატორების
საშინელი უკმაყოფილება მოჰყვა? რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ ეს ახალი ამბავი
სერტანებამდე მისულიყო, როგორც იმპერიის შორეულ კუთხეებში ხდება ხოლმე,
დაგვიანებით, დამახინჯებულად, ათასი დეტალით შემოსილი და შეცვლილი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბრძანება სოფლებისა და ქალაქების მთავარ
მოედნებზე გამოაცხადა და მუნიციპალიტეტების კარებზე გამოაკრა.

როგორც ჩანს, მოძღვარმა და მისმა ამალამაც სწორედ ასევე დაგვიანებით, მხოლოდ


შემდეგ წელს გაიგეს, რომ ქვეყანას, რომლის მოქალაქეებადაც თავი მიაჩნდათ,
მონარქიაზე უარი ეთქვა და რესპუბლიკა გამხდარიყო. ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამ
გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით არც ძველი თანამდებობის პირები, არც
ყოფილი მონათმფლობელები (რადგან ისევ შაქრის პლანტაციებისა და საქონლის
მესაკუთრეებად ითვლებოდნენ), არც ბაიის მოხელეები თუ სხვადასხვა პროფესიის
მქონე ადამიანები არ შეხვედრიან. ისინი ყველა ამ ცვლილებაში მხოლოდღა
უკანასკნელ დარტყმას, ერთგვარ საკონტროლო გასროლას ბედავდნენ, რაც ბაიის
უკვე ყოფილი დედაქალაქის უკვე ყოფილ ჰეგემონიას მიადგებოდა; ორასი წლის
მანძილზე ბრაზილიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი ახლა ღარიბი
ნათესავის როლში აღმოჩენილიყო და ისღა დარჩენოდა, გულმოკლულს თვალი
ედევნებინა, როგორ მიედინებოდა სამხრეთისკენ ფულიც, მუშახელიც,
ძალაუფლებაც, ისტორიაც – ყველაფერი, რაც ადრე თავისად მიაჩნდა. იცოდნენ კი
ამის შესახებ მოძღვარმა და მისმა მრევლმა? კიდეც რომ სცოდნოდათ, ალბათ ვერც
გაიგებდნენ და მათთვის სულერთიც იქნებოდა, რადგან სულ სხვა სადარდებელი
აწუხებდათ. რამდენიმე სახელის გადარქმევით რა შეიცვლებოდა? განა გვალვისგან
გადამწვარი მიწა და ტყვიისფერი ზეცა ისევ ისეთივე მკაცრი არ იქნებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ გვალვის შემდეგ რამდენიმე წელი გასულიყო, მიწას იარები
ჯერ მოშუშებული არ ჰქონდა. ხალხი თავის მიცვალებულებს კვლავ დასტიროდა,
კვლავ იმავე ძალისხმევით ცდილობდა, როგორმე აღედგინა დანაკარგები. ამ
გაწამებული მიწებისთვის განა სულერთი არ იყო, თუკი ახლა მონარქის ნაცვლად
ტახტზე პრეზიდენტი იჯდებოდა? განა ახლა გლეხს ისევ არ მოუწევდა უნაყოფო
მიწასთან ჭიდილი, რომ როგორმე მოეხერხებინა და უწყლობით გამომშრალი
ნიადაგისთვის სულ მცირე სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და მანიოკა გამოეწიწკნა,
როგორმე ღორები, ქათმები და თხები არ დახოცვოდა? განა უქონელი ადამიანები
კვლავ არ არსებობდნენ და გზებზე მძარცველები ისევ არ დაძრწოდნენ? განა კვლავ
არ დარჩებოდა ამდენი უპოვარი 1877 წლის საშინელების მოგონებად? განა
ადამიანები არაკებისა და ზღაპრების მოყოლას თავს დაანებებდნენ? განა კვლავ არ
დაინგრეოდა უფლის სახლთა კედლები, თუნდაც მოძღვარს ძალ-ღონე არ
დაეშურებინა?
მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის გამოცხადებასთან ერთად რაღაც მაინც
შეიცვალა. მაგრამ ეს ცვლილებები უარესობისკენ და ხალხის დაბნევისკენ უფრო იყო
მიმართული: ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყვეს, აღმსარებლობის თავისუფლება
გამოაცხადეს, სასაფლაოების მოვლა მუნიციპალურ ხელისუფლებას დაევალა, მაშინ
მკითხველთა ლიგა
როცა ადრე ეს ეკლესიების მოვალეობა იყო. სანამ დაბნეულმა პადრეებმა აღარ
იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, თავიანთი მრევლისთვის ქვეყანაში
განხორციელებული ცვლილებები როგორ აეხსნათ, სანამ სამღვდელოების უმაღლესი
პირები ცდილობდნენ, სიახლეებს შეჰგუებოდნენ, მოძღვარს თავისი შეხედულება
უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა – მორწმუნეთათვის მსგავსი ცვლილებები
მიუღებლად მიაჩნდა. ხოლო როდესაც შეიტყო, რომ სამოქალაქო ქორწინება
აუცილებელი გამხდარიყო, თითქოს ღვთის წინაშე ჯვრისწერის წმინდა რიტუალი
საკმარისი არ ყოფილიყო, თავისი ქადაგების დროს მაშინვე ხმამაღლა განაცხადა ის,
რასაც სასულიერო პირები ერთმანეთს ჩურჩულით უზიარებდნენ: როგორც სხვა
უცნაური და საეჭვო მოქმედებები, ხალხს იძულებით თავს რომ ახვევენ, –
მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების შედგენა, მოსახლეობის საერთო აღწერა,
მეტრიკის სისტემის შემოღება, – ესეც პროტესტანტებისა და მასონების მონაჩმახიაო.
დაბნეული და გაოგნებული სერტანელების შეკითხვას, ეს ყველაფერი რას ნიშნავსო,
მოძღვარი დინჯად პასუხობდა: ადამიანების კანის ფერის გაგება იმისათვის
სჭირდებათ, რომ მონობა კვლავ შემოიღონ და შავკანიანები თავიანთ ყოფილ
ბატონებს დაუბრუნონ, რწმენის ამბავი კი იმიტომ აინტერესებთ, რომ კათოლიკეების
მოძებნა უფრო გაუადვილდეთ, როდესაც მათ დევნასა და წამებას დაიწყებენო.
გლეხებს ხმის აუწევლად ურჩევდა, ასეთი კითხვებისთვის პასუხი არ გაეცათ და არც
ზომის ერთეულების – ვარასა და პალმუს – მეტრითა და სანტიმეტრით შეცვლაზე
დათანხმებულიყვნენ.
1893 წლის ერთ დილას, როდესაც მოძღვარი თავის ხალხთან ერთად ნატუბაში
შევიდა, სოფლის მთავარი მოედნიდან ისეთი ზუზუნი შემოესმა, თითქოს ზეცისკენ
ათასობით გავეშებული კრაზანა მიფრინავსო. მოედანზე ქალები და
კაცები შეკრებილიყვნენ და ცდილობდნენ, ბოძებზე ახლად გაკრული ბრძანებე-
ბი თავად წაეკითხათ, ან სხვებისგან მოესმინათ. ბრძანებებში გადასახადებზე
იყო ლაპარაკი. რესპუბლიკა მათგან გადასახადების გადახდას მოითხოვდა:
რა გადასახადებიო, კითხულობდნენ დაბნეული სოფლელები. გადასახადები
იგივე ბეგარააო, პასუხობდნენ სხვები, სწორედ ისეთი, როგორიც წინათ იყო.
როდესაც ორმოცდაათი ქათამი გყავდა, მათგან ხუთი მონასტრისთვის უნდა
გადაგეცა, ხოლო მოსავლის ყოველი ათი არობიდან10 ერთი იქ უნდა გაგეგზავნა. ახლა
კი რესპუბლიკამ დააწესა, რომ, რასაც მემკვიდრეობით მიიღებ, ან შენი შრომით
მოიწევ, რესპუბლიკას უნდა გადაუხადო. ყველა ვალდებული ხდება,
თვითმმართველ ერთეულად გადაქცეულ მუნიციპალიტეტში მივიდეს და
განაცხადოს, რა ავლადიდების პატრონია, რათა მისი გადასახადის რაოდენობა
გამოიანგარიშონ. თუკი ვინმე შემოსავალს დამალავს, ან ფასს ნაკლებს დაასახელებს,
რესპუბლიკის სასიკეთოდ ჩამოერთმევაო.
ცხოველური ინსტინქტი, საღი აზრი და საუკუნეობრივი გამოცდილება
აიძულებდა მოსახლეობას, მიმხვდარიყო, რომ ახალი წესები გვალვაზე უარესი
იქნებოდა, ხოლო გადასახადების ამკრეფნი უფრო გაუმაძღარნი და საშიშნი, ვიდრე
ყვავ-ყორნები თუ შარაგზაზე მოდარაჯე ათასი ჯურის ავაზაკი. დაბნეული,
გაოცებული, გაბრაზებული ადამიანები ერთმანეთს ეხლებოდნენ, გავეშებულები
ყვიროდნენ, მათი ხმები ერთიან საშინელ ღრიანცელს ერწყმოდა და ნატუბის ზეცას
სწორედ მაშინ აწყდებოდა, როდესაც სიპუს გზიდან სოფელში მოძღვარი და მისი
ამალა შევიდნენ. ხალხმა მისთვის ჩვეული, ყოველთვის გაჩქარებული ნაბიჯით
უბიწო ჩასახების ეკლესიისკენ (რომელიც აქამდე არაერთხელ გადაეღება და
შეეკეთებინა) საქადაგებლად მიმავალი, იისფერ მოსასხამში გახვეული კაცი რომ
მკითხველთა ლიგა
დაინახა, გარს შემოეხვია და გზა გადაუღობა. მოძღვარი კი მათ შორის სერიოზული
სახით და ისეთი გამომეტყველებით იდგა, თითქოს ადამიანების სხეულებს მიღმა
რაღაცას ჭვრეტს და ხალხის ყაყანი არც კი ესმისო. მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ
თვალები შინაგანი ცეცხლით აენთო, ბრბოში, მის წინაშე ორად რომ იყოფოდა და
გზას უთმობდა, გამალებულ სირბილს მოჰყვა, ედიქტებით აჭრელებულ დაფებს
მიეჭრა, არც ღირსყო, წაეკითხა, რა ეწერა იმ ფურცლებზე, ისე ჩამოხია, ძირს დაყარა
და დამსწრეთ აღშფოთებისგან გადაფერდებულმა ისეთი სახით გადახედა, თითქოს
ყოველი მათგანის რისხვა ამ სახემ დაიტიაო. შემდეგ აცახცახებული ხმით ითხოვა, ეს
ღვთისმგმობი ნაწერები დაეწვათ. და როდესაც გაოცებული მოხელეების თვალწინ
სოფელმა მისი ბრძანება შეასრულა, სიხარულის ყიჟინა დასცა და, როგორც
დღესასწაულებზე, ფოიერვერკების გაშვება დაიწყო, როდესაც ცეცხლის ავარდნილმა
ალმა საძულველ ბრძანებებთან ერთად ადამიანების შიშიც შთანთქა და თან გაიყოლა,
მოძღვარმა, იმის ნაცვლად, რომ უბიწო ჩასახების ეკლესიისკენ გზა განეგრძო, ამ
ღვთისგანაც მივიწყებული კუთხის შვილებს უდიდესი საიდუმლო გაანდო:
ანტიქრისტე უკვე მოვიდა და მას სახელად რესპუბლიკა ჰქვიაო.

– დიახ, ბატონო რწმუნებულო, სალამურები, – კიდევ ერთხელ იმეორებს


ლეიტენანტი პირის ფერეირა და სახეზე აწერია, რომ ნანახის, გადატანილისა და
ათასჯერ მოყოლილის შემდეგ გაოცება ჯერაც არ განელებია, – იმ ღამით
სალამურების სტვენა ძალიან ხმამაღლა ისმოდა, უფრო სწორად, გათენებისას.
საველე ლაზარეთი ფიცრულ ბარაკშია გამართული,ზემოდან შეკრული პალმის
ფოთლებით გადაუხურავთ, რომ დაჭრილი ჯარისკაცები მზის სხივებისგან როგორმე
მაინც დაიცვან. ფიცრული ჟუაზეირუს გარეუბანში დგას, თავად ჟუაზეირუს
თეთრად შეფეთქილი ან სხვადასხვაფრად შეღებილი სახლები და ქუჩები წყალუხვ
მდინარე სან-ფრანსისკუს გვერდზე მიუყვება, მათ შორის იმ ხეების მტვრიანი პატარა
კორომები მოჩანს, რომელთაც ამ დაბისთვის სახელი მიუციათ.
– სანამ აქედან უაუამდე მივაღწევდით, გზაში თორმეტი დღე დაგვჭირდა. უაუა
კანუდუსის შესასვლელთანაა. გზაში ყველაფერი რიგზე იყო, – განაგრძობს
ლეიტენანტი პირის ფერეირა, – მაგრამ, რადგან ჩემი მეომრები დაღლილობისაგან
ფეხზე ვეღარ იდგნენ, გადავწყვიტე, უაუაში დავბანაკებულიყავით. რამდენიმე
საათში კი იმ სალამურების ხმამ გაგვაღვიძა.
ბარაკში თექვსმეტი დაჭრილია, ჰამაკებში წვანან და ერთმანეთს შესცქერიან, ზოგს
თავი მოუჩანს გასისხლიანებული სახვევებიდან, ზოგს დაჭრილი ხელი თუ ფეხი.
შიშვლები და ნახევრად შიშვლები წვანან. ნახევრად შიშვლებს ტყვიებით
დაცხრილული სამხედრო ფორმები შემოტმასნიათ. ახლად ჩამოსული
თეთრხალათიანი ექიმი ბარაკში სანიტრის თანხლებით დადის და დაჭრილებს
სინჯავს. სანიტარს ხელში პატარა სააფთიაქო ყუთი უჭირავს. ამ დატანჯულსახიანი
და ოფლით გაჟღენთილი დაჭრილების ფონზე მოვლილი და ჯანმრთელი
შესახედაობის ექიმი განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება. ბარაკის სიღრმეში
ვიღაცის განწირული ხმა პადრეს მოყვანას ითხოვს აღსარების სათქმელად.
– გუშაგები არ გყავდათ? არ იცოდით, რომ შეიძლებოდა, თავს მოულოდნელად
დაგსხმოდნენ, ლეიტენანტო?
– ოთხი გუშაგი გვედგა, ბატონო რწმუნებულო, – პასუხობს პირის ფერეირა და ოთხ
გაშლილ თითს ენერგიულად შლის, – მათი მოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა.
სალამურების ხმა რომ გავიგონეთ, ყველანი მაშინვე წამოვიშალეთ და

მკითხველთა ლიგა
საბრძოლველად მოვემზადეთ, – შემდეგ ხმას იდაბლებს, – მაგრამ, მტრის ნაცვლად,
ხელში ჩვენკენ მომავალი პროცესია შეგვრჩა.
საველე ლაზარეთის უკანა მხარეს, მდინარის ნაპირას, რომელზეც მძიმედ
დატვირთული ნავები დაცურავენ, პატარა ბანაკი ილანდება. იქ რაზმის დანარჩენი
მებრძოლები არიან განთავსებულები. ჯარისკაცები ჩრდილში წვანან, ხეებქვეშ,
შაშხანები ოთხ-ოთხად მიუყუდებიათ. თავზე თუთიყუშების გუნდი ჭყივილით
დაფრენთ.
– რელიგიური პროცესია იყო, ლეიტენანტო? – ეკითხება მძიმე, უსიამო,
ცხვირისმიერი ხმა.
ლეიტენანტი ხმის პატრონისკენ იხედება და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
– კანუდუსიდან მოდიოდნენ, – განაგრძობს ლეიტენანტი და კვლავ რწმუნებულს
მიმართავს, – ხუთასი-ექვსასი კაცი იქნებოდა, შეიძლება ათასიც.
გუბერნატორის რწმუნებული გაოგნებული შლის ხელებს. მისი თანაშემწეც ეჭვით
იქნევს თავს. ერთი შეხედვითაც ეტყობათ, რომ ქალაქელები არიან. სალვადორიდან
იმ დილით მატარებლით არიან ჩამოსულნი და ვაგონის ჯაყჯაყისა და ბორბლების
ღრჭიალისგან ჯერ გონს ვერ მოსულან. განიერ პიჯაკებსა და ტომრისმაგვარ
შარვლებში სცხელათ და თავს უსიამოდ გრძნობენ, ფეხსაცმელები ტალახით
დასვრიათ; სისხლიანი ჭრილობების დანახვისა და სუნისგან გული ერევათ; არც ის
ეხატებათ გულზე, რომ იძულებულები არიან, საბრძოლო ოპერაციის ჩაშლა
გამოიძიონ. თან ლეიტენანტ პირის ფერეირას ესაუბრებიან, თან ჰამაკიდან ჰამაკთან
გადადიან. გარეგნულად უჟმური რწმუნებული დროდადრო ხელის ჩამოსართმევად
დაჭრილებისკენ იხრება და თან ლეიტენანტის მონათხრობს ისმენს, მისი ადიუტანტი
კი ყველაფერს იწერს. იწერს მეორე სტუმარიც, რომელსაც გაციებისგან ხმა აქვს
ჩახლეჩილი და ხშირ-ხშირად აცემინებს.
– ხუთასნი იყვნენ თუ ათასნი? – სარკასტულად ეკითხება რწმუნებული, – ჩემთან
ბარონ დი კანიაბრავას საჩივარია შემოსული და უკვე გავეცანი, ლეიტენანტო. მასში
ნათქვამია, რომ კანუდუსი ორასიოდე კაცმა დაიპყრო, მათ შორის ქალებიც და
ბავშვებიც ითვლებიან. ბარონს უფრო დაეჯერება, ფაზენდის მესაკუთრეა.
– ათასნი იყვნენ, ათასობით, – ლუღლუღებს ჰამაკში მწოლარე ღია ფერის ხუჭუჭა
მულატი. მხარშია დაჭრილი, – გეფიცებით, სენიორ!
ლეიტენანტი პირის ფერეირა უბრძანებს, გაჩუმდიო, და ხელს ისე უხეშად იქნევს,
რომ მის ზურგს უკან მწოლ დაჭრილს ფეხზე ხვდება და ისიც ტკივილისგან ღმუის.
ლეიტენანტი ახალგაზრდაა, უფრო დაბალი ეთქმის, ვიდრე მაღალი, დატალღული
ულვაშები აქვს,ზუსტად ისეთი, როგორსაც იქ, სალვადორში, ჩილეს ქუჩაზე მდებარე
საკონდიტროში ჩაიზე შეკრებილი თავმომწონე ახალგაზრდა კაცები ატარებენ.
მაგრამ დაღლილობის, იმედგაცრუებისა და დარდისგან ამ ფრანგულ ულვაშებსაც
პეწი დაჰკარგვია, ყურებიც ჩალურჯებია, სახე გაჰფითრებია და გვერდზე მოჰქცევია.
უგერგილოდ გამოიყურება, თმაგაჩეჩილი, მუნდირჩამოხეული, მარჯვენა
მკლავგადახვეული. ფარდულის სიღრმეში ვიღაც კვლავ არეული ხმით რაღაცას
გაიძახის უკანასკნელ აღსარებასა და ზეთის ცხებაზე.
პირის ფერეირა რწმუნებულისკენ ტრიალდება და ლუღლუღებს:
– ბავშვობა ფაზენდაში მაქვს გატარებული. ერთი თვალის გადავლებით
ვხვდებოდი, ნახირში რამდენი სული საქონელი იყო. არ ვაჭარბებ, ხუთასზე მეტნი
იყვნენ, ასე, ათასამდე.
– უზარმაზარი ხის ჯვარი მოჰქონდათ და კიდევ ბაირაღი სულიწმიდის
გამოსახულებით, – ვიღაც ერევა საუბარში უკანა ჰამაკიდან.
მკითხველთა ლიგა
სანამ ლეიტენანტი რამეს იტყვის, ხმები ყოველი მხრიდან მოისმის: კიდევ ხატები
მოჰქონდათ, ლოცვანი, სალამურებზეც ერთდროულად უკრავდნენ, ან
კირიელეისონს, იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის, უფალი იესო ქრისტესა და
მოძღვრის სადიდებელს მღეროდნენ, – ჰამაკებიდან თავებს სწევენ დაჭრილები და
ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან. მაგრამ ლეიტენანტი უბრძანებს, ყველანი
გაჩუმდითო, და ისინიც ჩუმდებიან.
– მერე კი უცებ ჩვენკენ წამოვიდნენ, – ისმის უეცრად სიჩუმეში, – თავიდან ვნების
კვირის პროცესიასავით მშვიდობიანები ჩანდნენ და როგორ გვესროლა! შემდეგ კი
უცებ დაიღრიალეს, ძირსო, და მიჯრით დაგვიწყეს სროლა. თითოზე რვა-ათი კაცი
მოდიოდა.
– რას ღრიალებდნენ? – უხეშად აწყვეტინებს ისევ ის ხმა.
– ძირს რესპუბლიკაო! – პასუხობს ლეიტენანტი პირის ფერეირა, – ძირს
ანტიქრისტეო! – და ისევ რწმუნებულს შესცქერის, – საკუთარი თავისთვის
სასაყვედურო არაფერი მაქვს. ჩემი მეომრები ვაჟკაცურად იბრძოდნენ. ოთხ საათზე
მეტხანს ვუწევდით წინააღმდეგობას, სენიორ. უკან დახევის ბრძანება მხოლოდ მაშინ
გავეცი, როდესაც ვაზნების მარაგი სულ ამოვწურეთ. თქვენც ხომ იცით,
„მანლიხერები“11 რამდენ უსიამოვნებას გვიქმნიდა. აქამდე მხოლოდ ჯარისკაცების
დისციპლინის წყალობით, ათ დღეში მოვაღწიეთ.
– როგორც ვხედავ, უკან გაცილებით უფრო სწრაფად იხევდით, ვიდრე იერიშზე
გადადიოდით, – ბურდღუნებს რწმუნებული.
– აქეთ მობრძანდით! მობრძანდით! შეხედეთ! – ეძახის მათ თეთრხალათიანი ექიმი
ბარაკის სიღრმიდან.
სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები და ლეიტენანტი გზას ჰამაკებს შორის
მიიკვლევენ, რათა ექიმამდე მიაღწიონ. ექიმს თეთრი ხალათის შიგნით მუქი ლურჯი
სამხედრო ფორმა მოუჩანს. ერთ-ერთი დაჭრილისთვის ჭრილობიდან სახვევები
მოუშორებია და ტკივილისგან სახედამანჭული ინდიელი ჯარისკაცის მუცელს
ყურადღებით ჩასცქერის. ექიმი მოსულებს ჭრილობაზე ისეთი სახით უთითებს,
თითქოს რაღაც ძალზე ძვირფასი დაინახაო: საზარდულთან ჯარისკაცს
მუშტისოდენა შემხმარსისხლიანი და ნაპირებზე დაჩირქებული ჭრილობა მოუჩანს.
– ფეთქებადი ტყვიაა! – აღელვებით წარმოთქვამს ექიმი და გამიზეზებულ
ჭრილობას რაღაც თეთრ ფხვნილს აყრის, – სხეულში მოხვედრისთანავე
შრაპნელივით სკდება, ქსოვილებს აქუცმაცებს და, აი, ასეთ ნახვრეტს ქმნის. მსგავსი
რამ მხოლოდ ქირურგიის ინგლისურენოვან სახელმძღვანელოში მაქვს ნანახი.
როგორ მოხდა, რომ იმ მათხოვრებს ასეთი თანამედროვე იარაღი ჩაუვარდათ ხელში!
ასეთი რამ ჩვენს ჯარსაც კი არ გააჩნია!
– ხედავთ, ბატონო რწმუნებულო? – გამარჯვებული სახით მიმართავს სამოქალაქო
ტანსაცმლიანს ლეიტენანტი პირის ფერეირა, – კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი.
ყველაფერი ჰქონდათ, შაშხანები, კარაბინები, მორტირები, მაჩეტეებზე, ნაჯახებსა და
ხელკეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩვენ მათთან რას გავხდებოდით, ჩვენი
„მანლიხერების“ ამარა, თუკ...
მაგრამ სიტყვას ის დაჭრილი აწყვეტინებს, რომელიც ბარაკის ბოლოდან
აღსარებასა და ზეთის ცხებაზე გაურკვევლად ბუტბუტებდა. ახლა რაღაცას უფლის
ბაირაღზე, საყვირებსა და წმინდანთა გამოსახულებებზე გაჰყვირის. დაჭრილს არ
ჰგავს, ბოძზეა მიბმული, სამხედრო ფორმაც მთელი აქვს, ლეიტენანტისგან
განსხვავებით. როდესაც ხედავს, რომ ექიმი და სამოქალაქო ტანსაცმელში

მკითხველთა ლიგა
გამოწყობილი ადამიანები უახლოვდებიან, მათ ცრემლიან მზერას მიაპყრობს და
ვედრებით წარმოთქვამს:
– აღსარების თქმა მინდა, ბატონებო! გემუდარებით, გემუდარებით!
– ეს ხომ ჩვენი სამხედრო ნაწილის ექიმია, ანტონიუ ალვის და სანტუსი! –
აღელვებით წარმოთქვამს თეთრხალათიანი ექიმი, – ბოძზე რატომ მიაბით?
– თავის მოკვლას ცდილობდა, სენიორ, – ენის ბორძიკით პასუხობს პირის ფერეირა,
– ტყვია დაიხალა, ბოლო წამს იარაღზე ხელის აკვრა ძლივს მოვასწარი. უაუას
ბრძოლის შემდეგ ამ დღეშია. არ ვიცოდით, რა გვექნა და ასე დავაბით. იმის ნაცვლად,
რომ დაგვხმარებოდა, საქმე უარესად გაგვირთულა, განსაკუთრებით, უკან დახევისას.
– ცოტა უკან დაიწიეთ, ბატონებო, – ამბობს თეთრხალათიანი ექიმი, – მასთან
მარტო დამტოვეთ, მე შევეცდები დავაწყნარო.
ლეიტენანტი და სამოქალაქო პირები მას მდუმარედ ემორჩილებიან და როგორც კი
უკან იხევენ, კვლავ იგივე ცხვირისმიერი, დუდღუნა, მომაბეზრებელი ხმა გაისმის,
ფერეირას ახსნა-განმარტებები რამდენჯერმე რომ შეაწყვეტინა:
– დაღუპულთა და დაჭრილთა მთლიანი დანაკარგი რამდენია, ლეიტენანტო?
თქვენს ნაწილშიც და მომხდურებშიც?
– ჩემებს შორის ათი დაღუპულია და თექვსმეტი დაჭრილი, – ნერვიული ჟესტით
პასუხობს პირის ფერეირა, – მოწინააღმდეგემ, სულ მცირე, ასი კაცი მაინც დაკარგა.
ყველა ეს ციფრი ჩემს პატაკშია დაფიქსირებული, სენიორ.
– მე კომისიის წევრი არა ვარ. ბაიის გაზეთ Jornal de Noticias -იდან გახლავართ, –
ამბობს დუდღუნა ხმის პატრონი.
და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ აქ დანარჩენებთან ერთადაა ჩამოსული,
სამხედრო მოხელეებისა და თეთრხალათიანი ექიმისგან სრულიად განსხვავდება.
ახლომხედველი ახალგაზრდა კაცია, სქელმინებიანი სათვალე უკეთია, ინფორმაციას
ფანქრით კი არა, ბატის ფრთით იწერს, ტანთ განიერი შარვალი, მოთეთრო ხიფთანი
აცვია, თავზე კეპი ახურავს და მის უგერგილო სხეულზე მთელი ეს სამოსიც რაღაც
უაზროდ და უშნოდ გამოიყურება. ხელთ პატარა დაფა უჭირავს, რომელზეც სუფთა
ფურცლებია მიმაგრებული, წერისას ბატის ფრთას სახელოზე მიმაგრებულ
სამელნეში აწებს და მერე სამელნეს ბოთლის სახურავით გმანავს, მოკლედ,
მინდორში დადგმულ საფრთხობელას არაფერი უკლია.
– ექვსასი კილომეტრი მარტო იმიტომ გამოვიარე, რომ თქვენთვის ეს კითხვები
დამესვა, ბატონო ლეიტენანტო, – ამბობს საფრთხობელა და კვლავ აცემინებს.

დიდი ჟუაუ ზღვასთან ახლოს დაიბადა, რეკუნკავუს შაქრის პლანტაციაში,


რომელიც სენიორ ადალბერტუ დი გუმუსიუს ეკუთვნოდა. სენიორ ადალბერტუ
ცხენების დიდი მოყვარული გახლდათ და იმით ამაყობდა, რომ მას ყველაზე
მხურვალე ულაყები და მთელ ბაიაში ყველაზე წვრილკოჭება ჭაკები ჰყავდა; კიდევ
იმით, რომ ისინი ინგლისურ სანაშენოთა დაუხმარებლად, საკუთარი ნიჭითა და
დაუცხრომელი დაკვირვების უნარის შედეგად გამოეყვანა. ეს თვისება სხვა რამეშიც
გამოსდგომოდა, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკს სახალხოდ ერიდებოდა: იმავე შედეგის
მიღწევა მონებს შორისაც მოეხერხებინა, მაგრამ ამას თითქმის არ ახმაურებდა,
იმისათვის, რომ ეკლესიასთან ან თავად ბარონ დი კანიაბრავასთან კამათი არ
მოსვლოდა და ზედმეტი უსიამოვნო მსჯელობებისთვის თავი აერიდებინა. თუმცა, ამ
საქმეს მთელი შთაგონებითა და ყურადღებით მისდევდა. ცხენების დარად ყველაზე
კარგი აგებულების ზანგ ქალებს არჩევდა და მათ იმ მონებთან აჯვარებდა,
რომელთაც კანის ფერისა და სახის ნაკვთების მიხედვით თავიანთი რასის
მკითხველთა ლიგა
საუკეთესო, წმინდა წარმომადგენლებად თვლიდა. შერჩეული წყვილები შრომის
მხრივაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდა და განსაკუთრებულადაც
კვებავდა, რათა მათ ხშირად შესძლებოდათ თავიანთი მსგავსი შთამომავლობა
მოევლინებინათ ამქვეყნად. სალვადორის კაპელანი, მისიონერები და ეკლესიის
იერარქიის უფრო მაღლა მდგომი წარმომადგენლები გამუდმებით ამუნათებდნენ
ამის გამო, უმეორებდნენ, შენი საქციელით ზანგებს აიძულებ, „ცხოველურ ყოფაში“
იცხოვრონო, მაგრამ დონ ადალბერტუ მათ სიტყვებს აინუნშიც არ აგდებდა და
მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საყვარელი საქმიანობა უცხო თვალთაგან კიდევ უფრო
ფარულად გაეგრძელებინა.
დიდი ჟუაუ სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო ცდის შედეგად დაბადებული
ბავშვი იყო, რომელიც პერფექციონისტებს ნამდვილად აღტაცებაში მოიყვანდა.
მართლაც, დონ ადალბერტუს ძალისხმევამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო,
ბავშვს საოცრად ცოცხალი, აზრიანი თვალები და მოელვარე თეთრი კბილები
ჰქონდა, რომლებიც სიცილის დროს შავ-მოლურჯო მომრგვალებულ სახეს
საკვირველად უსხივოსნებდა. ბიჭი ღონიერი, ჯანმრთელი და კარგად მოყვანილი
იყო. დედამისი, ლამაზი ზანგის ქალი, ყოველ ცხრა თვეში რომ მშობიარობდა, მას
დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. არც შემცდარა, რადგან დონ გუმუსიუმ
ბავშვი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როდესაც ცოცვა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა,
მისადმი კეთილად განეწყო, სენზალიდან12 თავის სახლში გადაიყვანა, დიდ,
ოთხკუთხა ნაგებობაში, ოთხდონიანი სახურავით ტოსკანურ სტილში ნაგები
სვეტებით, ხის კოშკურებით, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა შაქრის
პლანტაციებიც, ნეოკლასიკურ სტილში შესრულებული სამრეკლოც და ის სარდაფიც,
სადაც შაქრის ლერწამს ამუშავებდნენ. ბატონის სახლს სახდელი ქვაბი და სამეფო
პალმების მთელი ხეივანიც კი ჰქონდა. წაიყვანა იმ გათვლით, რომ ბავშვი ჯერ მისი
ქალიშვილების ხელის ბიჭი იქნებოდა, მერე კი, როცა გაიზრდებოდა, მაჟორდომად ან
მეეტლედ გაამწესებდა. არ უნდოდა, სხვა ბავშვების დარად დროზე ადრე
დასახიჩრებულიყო, როგორც ეს მონების შვილებს ემართებოდათ, რადგან
პლანტაციებში მარგვლა, რგვა და მოსავლის აღება ადრეული ასაკიდანვე უწევდათ
ხოლმე.
მაგრამ დიდი ჟუაუ ყველაზე მეტად დონ გუმუსიუს გაუთხოვარმა და ძმის სახლში
მცხოვრებმა დამ, სენიორიტა ადელინა იზაბელ დი გუმუსიუმ შეიყვარა. ქალი
გამხდარი და პატარა ტანისა იყო, ცხვირი სულ შეჭმუხნილი ჰქონდა, თითქოს რაღაც
ცუდმა სუნმა შეაწუხაო. თავს გამუდმებით ქისების, თმის ბადეების ქსოვითა და
სუფრებზე, პერანგებსა თუ საწოლის გადასაფარებლებზე ქარგვით ირთობდა, ან
ტკბილეულს ამზადებდა, რაც მისი ნამდვილი მოწოდება იყო. თუმცა, კრემიან
ბურთულებს, ნუშის ტორტებს, შოკოლადიან მერენგებს საოცარ მარციპანებსა და
დანარჩენ ტკბილეულს თავად თითქმის არასოდეს ეკარებოდა და პირს მისი
ძმისშვილები, რძალი და ძმა იტკბარუნებდნენ ხოლმე. სენიორიტა ადელინას ბავშვი
პირველი დანახვისთანავე ჩაუვარდა გულში, იმ დღიდან, როდესაც თვალი ჰკიდა,
როგორ მიძვრებოდა დიდი ჟუაუ წყლისთვის განკუთვნილ უზარმაზარ ბადიაზე.
ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიწიდან ორი მეტრის
სიმაღლეზე ამძვრალიყო. შეშინებულმა ქალმა მაშინვე უბრძანა, ახლავე ძირს
ჩამოდიო, ბიჭმა კი კიბეზე აფოფხება დაიწყო, სენიორიტამ მსახურს გასძახა, თუმცა
ამასობაში ჟუაუმ ბადიის კიდეს გადააბიჯა და წყალში ჩავარდა. როცა ამოიყვანეს,
წყალი უკვე კარგად ჰქონდა ნაყლაპი და შიშისაგან თვალები სულ დამრგვალებოდა.

მკითხველთა ლიგა
ადელინამ ტანსაცმელი გახადა, ქსოვილში გაახვია და ასე, ხელში ატატებული ეჭირა,
სანამ ბავშვმა არ დაიძინა.
ის დღე იყო და, ცოტა ხნის შემდეგ დონ გუმუსიუს დამ მოახლეებს თავის ოთახში
ძმისშვილების აკვანი დაადგმევინა და ბიჭუნა თავისთან გადაიყვანა, როგორც
ქალბატონებს ჰყავთ ხოლმე საძინებელში ყველაზე სანდო მოახლეები, ან ოთახის
ფინიები. მას მერე ჟუაუ ბატონის სახლში განსაკუთრებული პრივილეგიით
სარგებლობდა. ადელინა მას ზღვისფერ, სისხლისფერ თუ ოქროსფერ სამოსში
გამოპრანჭავდა ხოლმე და ამ სამოსსაც თავად უკერავდა. ყოველ საღამოს თან
დაჰყავდა, როდესაც პატარა გორაკზე ადიოდა და იქიდან კუნძულებს ერთად
გასცქეროდნენ. კუნძულები ჩამავალი მზის სხივებში ისე იყო გახვეული, თითქოს
ცეცხლის ალი მოსდებიაო. მონების ბარაკებს სტუმრად თუ მოწყალების გასაღებად
რომ დაუვლიდა, ქალი ბიჭს გვერდიდან არც მაშინ იშორებდა. კვირაობით
ეკლესიაშიც იახლებდა და თან მისთვის პატარა, ლოცვის დროს დასაჩოქებელი სკამი
მიჰქონდა. სენიორიტამ ჟუაუს წინ გაშვერილ ხელებში შალის გორგლების ჭერაც
ასწავლა, კოჭების ცვლაც, ფერების შერჩევაც, ნემსში ძაფის გაყრაც: გარდა ამისა, ბიჭი
სამზარეულოშიც ეხმარებოდა. ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად განკუთვნილ
დროს ერთადსწორედ ისე ზომავდნენ, როგორც ამას კულინარიული რეცეპტები
ასწავლიდა, გარკვეული რაოდენობით „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ უნდა
ჩაებულბულებინათ. პირველი ზიარებისთვისაც ბიჭი თავად ადელინამ მოამზადა, იმ
დღეს თავადაც ეზიარა, და ამ ღირსეული დღის აღსანიშნავად განსაკუთრებულად
გემრიელი შოკოლადიც მოუხარშა.
მართალია, ბიჭი არაჩვეულებრივად მოხატულ კედლებს შორის იზრდებოდა, იქ,
სადაც დამასკური ჭედურობით დამშვენებული ძვირფასი ხის ავეჯი, რბილი
სავარძლები იწონებდნენ თავს, ხოლო კარადები ბროლის ჭურჭლით იყო
გამოჭედილი და მასზე ერთიანად ქალური საქმეებით დაკავებული ნაზი ქალბატონი
ზრუნავდა, დიდი ჟუაუ ნაზ, მოშინაურებულ არსებად მაინც არ იქცა, როგორც ეს
ბატონების სახლში გადაყვანილ სხვა მონებს ემართებოდათ ხოლმე. ბავშვობიდანვე
არაჩვეულებრივი ღონით გამოირჩეოდა და ისეთი დიდი ტანისა იყო, რომ
მზარეულის შვილ – თავის თანატოლ პატარა ჟუაუზე რამდენიმე წლით უფროსად
გამოიყურებოდა. მისი უხეში ხასიათი ბავშვურ თამაშებშიც კარგად ჩანდა და
სენიორიტა გულისტკივილით აღნიშნავდა ცივილიზებული ცხოვრებისთვის
გაჩენილი არ არის, მგელივით თვალი კვლავ ტყისკენ უჭირავსო. დიდი ჟუაუ
ნებისმიერ შემთხვევას იყენებდა, რომ სოფელში გაქცეულიყო. ერთხელ კი, როდესაც
სენიორიტასთან ერთად შაქრის პლანტაციებში მიაბიჯებდა და ხარბად
აკვირდებოდა, მაჩეტეებით როგორ ჭრიდნენ შაქრის ლერწამს ნახევრად შიშველი
მონები, სენიორიტამ უთხრა, მგონი, მათი გშურსო. და იმანაც უპასუხა, დიახ,
ქალბატონო, მშურსო. მოგვიანებით დონ ადალბერტუმ მას სამგლოვიარო
სამკლავური გაუკეთა და სოფელში დედის დაკრძალვაზე დასასწრებად გაგზავნა.
ჟუაუს დედის სიკვდილი დიდად არ განუცდია, რადგან სულ რამდენჯერმე ჰყავდა
ნანახი. მაგრამ, როგორც პანაშვიდის დროს, ასევე სასაფლაოზე მიმავალ პროცესიაში
თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან ზანგები დაუფარავი ზიზღითა და შურით
შესცქეროდნენ მის ლამაზ შარვალს, მზა ტანსაცმლის მაღაზიაში ნაყიდ პერანგს თუ
ფეხსაცმელს, რომლებიც მათი უხეში, უფერული სამოსისგან და შიშველი ფეხებისგან
ასე ძლიერ განსხვავდებოდა. თავის ქალბატონს სინაზით არასოდეს მოჰქცევია, რაც
გუმუსიუს ოჯახს აფიქრებინებდა, რომ ეს ბიჭი იმ უგრძნობი ხეპრეების რიგს
განეკუთვნებოდა, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, იმ ხელს უკბინონ, მათ რომ
მკითხველთა ლიგა
აჭმევს. და მიუხედავად ამისა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჟუაუ იმას ჩაიდენდა,
რაც ბოლოს დაატრიალა.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც სენიორიტა ადელინა, როგორც ყოველ წელიწადს,
უბიწო ჩასახების მონასტერში წაბრძანდა. ორცხენიან ეტლს პატარა ჟუაუ მართავდა,
დიდი ჟუაუ კი კოფოზე მის გვერდით იჯდა. მონასტრამდე გზას რვა საათი მაინც
სჭირდებოდა, ამიტომ ფაზენდიდან გარიჟრაჟზე გავიდნენ, რათა მონასტრამდე
ნასადილევს მაინც ჩასულიყვნენ. მაგრამ ორი დღის შემდეგ მონასტრიდან შიკრიკი
მოვიდა და გუმუსიუს ოჯახს აცნობა, ბერებს აინტერესებთ, სენიორიტა ადელინა
დანიშნულ დროს მონასტერში რატომ არ ჩამობრძანდაო. დონ გუმუსიუმ ბაიიდან
პოლიცია გამოიძახა და დის ძებნა მსახურების თანხლებით, საკუთარი ძალებითაც
დაიწყო. ძებნა ერთ თვეს გაგრძელდა, იმ მხარეში კუთხე-კუნჭულიც არ
დაუტოვებიათ შეუმოწმებელი, ლამის მისი ყველა მცხოვრები დაკითხეს.
ფაზენდიდან მონასტრამდე გზა ხომ სულ მტკაველ-მტკაველ გადასინჯეს, მაგრამ
ვერც ეტლის, ვერც ცხენებისა და ვერც ეტლში მსხდომთა კვალსაც კი ვერსად მიაგნეს.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ტრუბადურების ფანტასმაგორიული
ზღაპრების დარად, ყველა ერთი ხელის მოსმით გამქრალიყო, ან ჰაერში
აორთქლებულიყო.
სიმართლე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ თანდათან გაირკვა, როდესაც
სალვადორის ობოლთა თავშესაფრის მოხელემ აღმოაჩინა, რომ მის მიერ ზემო
უბნელი მოვაჭრისგან ნაყიდი ეტლის კარზე გუმუსიუების ოჯახის გერბი ვიღაცას
საღებავით გადაედღაბნა. მოვაჭრემ მაშინვე აღიარა, ეტლი კაფუზუების13 რომელიღაც
სოფელში შევიძინე და მაშინვე მივხვდი, რომ ნაქურდალს ვყიდულობდი, მაგრამ
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუკი ქურდები მკვლელებიც აღმოჩნდებოდნენო.
პატარა და დიდი ჟუაუების დასაჭერად თავად ბარონმა დი კანიაბრავამ დააწესა
დიდი ჯილდო, დონ გუმუსიუ კი ითხოვდა, ისინი ცოცხლად შეეპყროთ და მისთვის
მიეგვარათ. შეპირებული ჯილდოთი მოხიბლულმა სერტანებში მოთარეშე
ავაზაკების ერთმა ჯგუფმა პოლიციას პატარა ჟუაუ ჩააბარა. მზარეულის შვილის
ცნობა შეუძლებელი იყო, ისეთი ჭუჭყიანი და თმამოშვებული აღმოჩნდა. რომ
აელაპარაკებინათ, მისი წამება გახდა საჭირო.
ბიჭი იფიცებოდა, ასეთი არაფერი დამიგეგმავს, ჩემს ბავშვობის მეგობარს კი
სულში თავად ეშმაკი ჩაუსახლდა. კოფოზე ვიჯექი, ცხენებს შოლტს
ვუტყლაშუნებდი და ჩემთვის რაღაცას ვღიღინებდი, თან იმაზე ვფიქრობდი,
მონასტერში ტკბილეულით როგორ გაგვიმასპინძლდებიან-მეთქი, როდესაც დიდმა
ჟუაუმ უცებ ეტლის გაჩერება მიბრძანა და, როდესაც სენიორიტა ადელინამ ჰკითხა
რა მოხდაო, დიდმა ჟუაუმ სახეში სილა ისეთი ძალით გააწნა, რომ გრძნობა მაშინვე
დააკარგვინა. შემდეგ სადავეები ხელიდან გამომგლიჯა და ცხენები იმ გორაკისკენ
გააქანა, საიდანაც ქალბატონთან ერთად კუნძულების სანახავად დადიოდაო. იქ ისე
მტკიცედ და შეუპოვრად დაუწყია მოქმედება, რომ პატარა ჟუაუს წინააღმდეგობის
გაწევა ვერ გაუბედავს, დიდ ჟუაუს კი ათასი საძაგლობა ჩაუდენია: ქალბატონისთვის
კაბა გაუხდია და შიშველს დასცინოდა, სანამ საბრალო ქალი ცდილობდა, ცალი
ხელით მკერდი დაეფარა, მეორით კი სარცხვინელი; შემდეგ აქეთ-იქით დაუწყია მისი
თრევა ქვებზე და თან ათასი სალანძღავი და საგინებელი სიტყვით მოიხსენიებდა,
რომლებიც კი პატარა ჟუაუს ოდესმე გაეგონა, ბოლოს ქალისთვის ხანჯლით მუცელი
გამოუფატრავს და მკვდარიც არ მოუსვენებია: მკერდი და თავი მოუკვეთავს. მერე კი

მკითხველთა ლიგა
სულ მთლად ოფლში გაღვრილი და სუნთქვაშეკრული იქვე სისხლიან გვამთან
დაცემულა და დაუძინია. პატარა ჟუაუ მომხდარით ისე ყოფილა თავზარდაცემული,
რომ ვერც გამოქცეულა, ფეხები არ ემორჩილებოდა.
მალე დიდ ჟუაუს უკვე დაწყნარებულ გულზე გაუღვიძია. ირგვლივ მის მიერ
დატრიალებული საშინელებისთვის გულგრილი მზერა მოუვლია და პატარა
ჟუაუსთვის უბრძანებია, საფლავის გათხრაში დამეხმარეო. სენიორიტას სისხლიანი
ნაწილები სწორედ იმ საფლავში დაუმარხავთ. შემდეგ დაღამებას დალოდებიან, რომ
დანაშაულის ადგილს გასცლოდნენ, დღისით ეტლს რომელიმე გამოქვაბულში
მალავდნენ, გარედან ხის ტოტებსა და მორებს აფარებდნენ, ღამღამობით კი ცხენებს
მთელი ძალით მიაგელვებდნენ და მხოლოდ ერთს აცნობიერებდნენ, რომ ზღვის
სანაპიროს რაც შეიძლება შორს უნდა გასცლოდნენ. შემდეგ ეტლიც და ცხენებიც
გაუყიდიათ, სანაცვლოდ საკვები მოუმარაგებიათ და ქვეყნის სიღრმისკენ წასულან
იმ იმედით, რომ გაქცეული მონების რომელიმე ჯგუფს შეუერთდებოდნენ,
რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ასე მრავლად დაძრწოდნენ კაატინგებში.
ნადირებივით ცხოვრობდნენ, მალვით. დიდ დასახლებებს ერიდებოდნენ და
მხოლოდ იმით იკვებებოდნენ, რის წართმევას თუ მოწყალების სახით მიღებასაც
ახერხებდნენ. პატარა ჟუაუს ერთადერთხელ გაუბედავს, ამხანაგისთვის მომხდარზე
სიტყვა ჩამოეგდო. ხის ჩრდილში იწვნენ, ერთ გახვეულ თამბაქოს ეწეოდნენ და
პატარა ჟუაუს მხოლოდ მაშინ მოუკრებია ძალა, მეგობრისთვის ის კითხვა დაესვა,
რომელიც ამდენ ხანს აწვალებდა: – ქალბატონი რატომ მოკალი? – იმიტომ, რომ
სხეულში ეშმაკი ჩამისახლდა, – მაშინვე უპასუხია დიდ ჟუაუს, – მეტი ამაზე
აღარაფერი მკითხო. პატარა ჟუაუ თვლიდა, რომ მეგობარმა სრული სიმართლე
უთხრა.
ბავშვობის მეგობარი მას სულ უფრო და უფრო დიდ, დაუძლეველ შიშის ზარს
სცემდა, ქალბატონის მოკვლის შემდეგ სრულიად გადასხვაფერებულიყო, თითქმის
არ ელაპარაკებოდა, სამაგიეროდ, ჩუმად თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა
გამუდმებით და თვალებიც იმ დროს სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა, რითაც
თანამგზავრს უკიდურესად აოცებდა. ერთხელ ღამით პატარა ჟუაუმ გაიგონა, როგორ
ეძახდა დიდი ჟუაუ სატანას მამას და როგორ სთხოვდა, მოდი, დამეხმარეო, – იქნებ
საკმარისი არ გამიკეთებია, მოძღვარო? - ბუტბუტებდა და სხეული უცახცახებდა, –
მიბრძანე, კიდევ რა უნდა ექნა, – მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მის
თანამგზავრს ეშმაკისთვის სული მიეყიდა და შიშმა შეიპყრო, დემონის მორიგი
დავალების შესრულებისას მასაც სენიორიტა ადელინას ბედი არ სწეოდა. ამიტომ
გადაწყვიტა, დიდი ჟუაუსთვის თავადვე დაესწრო, მაგრამ, როდესაც მასთან მიცოცდა
და დანა აღმართა, უეცრად ისე აცახცახდა, რომ მძინარეს გაეღვიძა და თვალები მანამ
გაახილა, სანამ პატარა ჟუაუ თავის ჩანაფიქრს განახორციელებდა. ახლად გაღვიძ
ებულმა დიდმა ჟუაუმ კი დაინახა, როგორ ედგა ბავშვობის მეგობარი თავთით,
როგორ უთრთოდა ხელში დანა, მაგრამ არც შიში გამოუხატავს და არც გაბრაზება, –
მომკალი, პატარავ, – მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა. პატარა ჟუაუმ იქიდან მაშინვე
მოქუსლა და გრძნობდა, როგორ მისდევდნენ კვალდაკვალ დემონები.
პატარა ჟუაუ სალვადორის ციხეში ჩამოახრჩვეს, სენიორიტა ადელინას ნაწილები
ნეოკლასიკური სტილის ფაზენდის სამლოცველოში გადაასვენეს, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ დონ გუმუსიუმ ჯილდოს თანხა რამდენჯერმე გაზარდა,
მისი მკვლელი მაინც ვერ იპოვეს. დიდი ჟუაუ კი პატარა ჟუაუს გაქცევის შემდეგ
აღარ იმალებოდა, უზარმაზარი ტანის, ნახევრად შიშველი, ყველასგან შერისხული,
იმით იკვებებოდა, რაც მის დაგებულ მახეში მოხვდებოდა, ან ხიდან მოწყვეტდა და
მკითხველთა ლიგა
შარაგზებზე მბორგავი სულივით დაეხეტებოდა. დღისით, მზისით სოფლებში
შედიოდა, საჭმელს ითხოვდა და მისი შესაბრალისი გამომეტყველება, ტანჯვით
მოქცეული სახე ადამიანებზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მაშინვე
მოწყალების მოსატანად გარბოდნენ.
ერთ დღეს, პომბალის შემოგარენში, გზების გასაყარზე ხალხის ბრბო დაინახა,
რომელიც იისფერმოსასხამიან გამხდარ, გრძელთმიან და გახურებული
ნაკვერჩხლებივით თვალებანთებულ კაცს უსმენდა. კაცი ეშმაკზე ლაპარაკობდა,
სწორედ იმ ეშმაკზე, რომელსაც ლუციფერს, მხეცს, ბელზებელსა და დემონს
უწოდებდა. ჰყვებოდა იმ კატასტროფებსა და დანაშაულებზე, რომლებსაც იგი
დედამიწაზე სჩადიოდა და ხალხს უხსნიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუკი
მისგან თავის გადარჩენა უნდოდათ. მისი მომნუსხველი ხმა თითქოს, გონების
ჩაურევლად, პირდაპირ გულში აღწევდა და ისეთ დაბნეულ სულს როგორიც დიდი
ჟუაუსი იყო, მართლაც რომ ნუგეშად ევლინებოდა, მის ძველ, მტანჯველ იარებს
ნამდვილ მალამოდ ედებოდა. დიდი ჟუაუ ერთ ადგილას გაქვავებულიყო, მთელი
მისი არსება იმას მოეცვა, რასაც ახლა ისმენდა და მოსმენილი ყურში ტკბილ ჰანგად
ეღვრებოდა. სანამ უსმენდა, იმ გამხდარ, კაცის გამოსახულება რამდენჯერმე სადღაც
გალღვა და განქარდა, რადგან დიდ ჟუაუს თვალები ცრემლმა დაუცვარა, ხოლო
როდესაც კაცმა გზა განაგრძო, დიდი ჟუაუ პატარა, მშიშარა ცხოველივით,
მოშორებით, უკან აედევნა.

სან-სალვადორ დი ბაია დი ტოდუს ლოს სანტუსში (ანუ ქალაქში, რომელსაც


უბრალოდ სალვადორს, ან ბაიას უწოდებდნენ) კონტრაბანდისტი და ექიმი
აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც გალილეო გალს დაუახლოვდნენ. ის მხარეც
პირველებმა სწორედ მათ გააცნეს, თუმცა ბრაზილიის შესახებ Etincelle de la Révolte -
ში დაბეჭდილ არაერთ წერილში გამოთქმულ მის მოსაზრებას არც ერთი არ
იზიარებდა. გემის დაღუპვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ გალილეო გალმა
ზემოაღნიშნულ გაზეთში პირველი სტატია გაგზავნა. სტატიის თემა ქალაქი ბაია
გახდა. „კალეიდოსკოპი, რომელშიც ისტორიაში გათვითცნობიერებული ადამიანის
თვალწინ ყველა ის ბიწიერება და ნაკლი გადაიშლება, რაც კი კაცობრიობის
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოყალიბებულა“, – ასე მოიხსენიებდა წერილის
ავტორი ამ ქალაქს და მიმოიხილავდა მონობას, რომელიც თითქოს გააუქმეს, მაგრამ
სინამდვილეში მაინც არსებობდა, რადგან შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ,
უამრავი გათავისუფლებული ზანგი კვლავ თავის ბატონს უბრუნდებოდა და
ემუდარებოდა, უკან მიეღო. ბატონები კი ახლა მხოლოდ ყველაზე ღონიერებსა და
შრომისუნარიანებს ქირაობდნენ, ისიც გროშებად, მაშინ, როცა ბაიის ქუჩები, გალის
სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „მოხუცებით, ღატაკებითა და ავადმყოფებით
ზიმზიმებდა, თავი მათხოვრობით, ან ქურდობით რომ გაჰქონდათ, მეძავებს კი ეს
ქალაქი ალექსანდრიისა და ალჟირისთვის, დედამიწაზე ყველაზე გარყვნილი ორი
ნავსადგურისთვის“ დაემსგავსებინათ.
მეორე სტატია ორი თვის შემდეგ გამოქვეყნდა და მასში „ობსკურანტიზმისა და
ექსპლუატაციის ამაზრზენ კავშირზე“ იყო ლაპარაკი. ავტორი აღწერდა, როგორ
მიემართებოდნენ კვირადღეობით ბაიის დიდგვაროვანი და ძალაუფლების მქონე
ოჯახები უბიწო ჩასახების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვაზე, როგორ
მიჰყვებოდნენ პროცესიად ამ დიდებულ გვამებს მსახურები, რომელთაც მათთვის
მიჰქონდათ სკამები, სანთლები, ლოცვანი და ქოლგები, რომ მათი
ქალბატონებისთვის ემანდ მზეს ნაზი ლოყები არ დაეწვა; „ეს ქალები, – წერდა გალი,
მკითხველთა ლიგა
– როგორც კოლონიებში ინგლისელი მოხელეები, სილამაზის აუცილებელ პირობად
სახის კანის სითეთრეს მიიჩნევენ“. თუმცა, მომდევნო წერილში ფრენოლოგი ავტორი
თავის ლიონელ ამხანაგებს უხსნიდა, რომ, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა,
პორტუგალიელების, ინდიელების, აფრიკელების შთამომავლებმა სისხლი მაინც
შეირიეს და უამრავი ნაირსახეობის მეტისური შთამომავლობა – მულატები,
მამელუკები, კაფუზები, კაბუკლუები, კურიბუკები – მოავლინეს ამქვეყნად.
„მოკლედ, მეცნიერებას კიდევ უამრავი თავსატეხი გაუჩინეს“, – დასძენდა ბოლოს, –
ამა თუ იმ მიზეზით ამ სანაპიროზე გადმოსულ ადამიანთა ეს სახეობები და
ევროპელები ბაიაში ერთგვარ კოსმოპოლიტურ და ჭრელ ატმოსფეროს ქმნიანო.
თუმცა, გალილეო გალმა, რომელიც პორტუგალიურად წესიერად ორ სიტყვასაც
ვერ გადააბამდა, პირველი ნაცნობი სწორედ ამ ჩამოსულ უცხოელებს შორის შეიძინა.
თავდაპირველად უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმრო Hotel des Etrangers-ში
დაბინავდა, კამპუ გრანდიში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოხუც იან ვან რიხსტედს
დაუახლოვდა, ახალმა მეგობარმა დიდსულოვნად დაუთმო თავისი სახლის
მანსარდა, რომელიც წიგნის მაღაზია „კატალინას“ თავზე მდებარეობდა და სადაც
გალის განკარგულებაში იყო საწერი მაგიდა და საწოლი. გარდა ამისა, სახლის
პატრონმა მას კერძო მოსწავლეებიც უშოვა ფრანგულსა და ინგლისურ ენებში, რათა
ლუკმა-პურის ფული გასჩენოდა. ვან რიხსტედი წარმოშობით ჰოლანდიელი
გახლდათ, კერძოდ, ოლინდელი და ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის ასაკიდან ევროპას,
აფრიკასა და ამერიკაში კონტრაბანდულად კაკაო, აბრეშუმი, სანელებლები, თამბაქო,
სპირტიანი სასმელები და იარაღი გადაჰქონდა (თან ისე, რომ ამ ხნის მანძილზე
ციხეში არც ერთხელ არ მოხვედრილა). თავისი პარტნიორების – ვაჭრების, გემის
მეპატრონეებისა და კაპიტნების გამო დიდი სიმდიდრე ვერ დაეგროვებინა, რადგან
ისინი მონაგების უმეტეს წილს უსინდისოდ ართმევდნენ.
გალს მიაჩნდა, რომ ყაჩაღები, დიდი გაქანების კრიმინალები თუ წვრილმანი
ქურდბაცაცები, ერთ მტერს – სახელმწიფოს – ებრძოდნენ და, თუნდაც
გაუცნობიერებლად, კერძო საკუთრების ინსტიტუტს ძირს უთხრიდნენ. ეს რწმენა
დაეხმარა ყოფილ ავანტიურისტს ვან რიხსტედს დაახლოებოდა, მიუხედავად იმისა,
რომ იმ დროისათვის ჰოლანდიელი კონტრაბანდას აღარ ეწეოდა. გალის მასპინძელს
ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ ერთ არაბულთვალებიან გოგოსთან ერთად ცხოვრობდა,
რომელიც მასზე ოცდაათი წლით უმცროსი იყო და ძარღვებში აშკარად ეგვიპტელის,
ან მაროკოელის სისხლი უჩქეფდა. კაცს იგი მარსელიდან ჩამოეყვანა, ზედა ქალაქში
მისთვის ბინა მოეწყო, რაზეც კარგა ბლომად ფული დაეხარჯა, რათა მის სატრფოს
თავი ბედნიერად ეგრძნო, მაგრამ ერთ-ერთი მგზავრობიდან დაბრუნებისას
აღმოეჩინა, რომ ჩიტუნა გალიიდან გაფრენილიყო, მანამდე კი ბინიდან რისი
გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაეყიდა და საყვარლის პატარა სეიფიც თან
წაეღო, რომელშიც ვან რიხსტედი ცოტაოდენ ოქროსა და ძვირფას თვლებს ინახავდა.
ამ ამბის დეტალები კაცმა გალს თავად უამბო, როდესაც მასთან ერთად ნავსადგურში
სეირნობდა და თან ზღვასა და იალქნიან ნავებს გასცქეროდა. საუბრისას
ინგლისურიდან ხან ფრანგულზე გადადიოდა, ხან კი პორტუგალიურზე და
ყველაფერს ისეთი მსუბუქი ტონით ჰყვებოდა, რომ რევოლუციონერს ეს ძალიან
მოეწონა. ახლა იანი უძრავი ქონების გაქირავებით ცხოვრობდა, რაც საშუალებას
აძლევდა, სიკვდილამდე საჭმელიც და სასმელიც სადარდებელი არ ჰქონოდა, თუკი,
ცხადია, მიქელ-გაბრიელი მასთან მისვლას ძალიან არ დააგვიანებდა.
ჰოლანდიელი გაუნათლებელი, მაგრამ ცნობისმოყვარე კაცი აღმოჩნდა, რომელიც
ინტერესით ისმენდა გალის მსჯელობას თავისუფლებისა და იმის შესახებ, თუ
მკითხველთა ლიგა
როგორ განაპირობებს თავის ქალას ფორმა ადამიანის ქცევას, მაგრამ თავს უფლებას
აძლევდა, შეკამათებოდა, როდესაც შოტლანდიელი განუცხადებდა, სიყვარული და
ქორწინება ახლანდელი გაგებით უკვე წარსულის გადმონაშთები და ყველა
უბედურების სათავეაო. Etincelle de la Révolte -ში გამოქვეყნებული გალის მეხუთე
სტატია იმ საკითხს ეძღვნებოდა, რომ ბაიის მკვიდრნი ცრურწმენებში იყვნენ
ჩაფლულნი. აღწერდა იესო ქრისტეს ბონფინის ეკლესიას, სადაც მომლოცველებს
ხისგან თუ მინისგან გაკეთებული ხელები, ფეხები, თავები, ძუძუები თუ თვალები
მიჰქონდათ და ღმერთს სასწაულის მოხდენასა და გამოჯანმრთელებას შესთხოვდნენ.
მეექვსე წერილი მიეძღვნა ბრაზილიაში რესპუბლიკური მმართველობის
ჩამოყალიბებას, რაც მხოლოდ ბაიის არისტოკრატიისათვის ერთი სახელწოდების
მეორით შეცვლა იყო და სხვა არაფერი. შემდეგ წერილში პატივს მიაგებდა ოთხ
მულატ თერძს – ლუკას დანტასს, ლუის გონზაგა დი ლას ვირჟენისს, ჟუან დი დეუსსა
და მანუილ ფაუსტინუს, რომლებმაც, საფრანგეთის რევოლუციის იდეებით
აღტყინებულებმა, ასი წლის წინ შეთქმულება მოაწყვეს, მიზნად კი მონარქიის
დამხობა და ისეთი წყობის დამყარება დაისახეს, რომლის დროსაც ყველა თანაბარი
იქნებოდა, ზანგიც, მულატიცა და თეთრკანიანიც. იან ვან რიხსტედმა გალი იმ
მოედნის სანახავად წაიყვანა, სადაც შეთქმულები ჩამოახრჩვეს, მათი ცხედრები კი
აკაფეს, და გაოცებული დარჩა, როდესაც დაინახა, როგორ დააწყო ჩამოხრჩობის
ადგილას შოტლანდიელმა ყვავილები.
ერთ დღეს წიგნის მაღაზია „კატილინას“ თაროებს შორის გალილეო გალმა იმჟამად
უკვე მოხუცი ექიმი ჟოზე ბაუტისტა დი სა ოლივეირა აღმოაჩინა, რომლის ერთმა
წიგნმაც ადრე ძალზე დააინტერესა: „ბაიის მოსახლეობის შედარებითი
კრანიომეტრია ევოლუციისა და სასამართლო მედიცინის თვალსაზრისით“. მოხუცი,
რომელსაც ოდესღაც იტალიაში ყოფნისას ჩეზარე ლომბროზო გაეცნო და მისი
თეორია აეტაცებინა, ბედნიერი იყო, რომ თავისი ხარჯით დაბეჭდილ წიგნს,
რომელსაც მისი კოლეგები, უბრალოდ, ექსტრავაგანტურობად უთვლიდნენ, ერთი
მკითხველი და დამფასებელი მაინც გამოუჩნდა. გალის ფართო სამედიცინო ცოდნის
არეალმაც არანაკლებ გააოცა, და, მართალია, მისი აზრები აბნევდა და ზოგჯერ
აღაშფოთებდა კიდეც, დოქტორმა ოლივეირამ შოტლანდიელის სახით მხურვალე
თანამოსაუბრე შეიძინა, ვისთანაც ზოგჯერ საათობით განაგრძობდა კამათს
დამნაშავეთა გონებრივი მონაცემების, ბიოლოგიური მემკვიდრეობითობის როლისა
და საუნივერსიტეტო განათლების შესახებ. ამ უკანასკნელს, ანუ საუნივერსიტეტო
განათლებას გალი მიწასთან ასწორებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ სწორედ ასეთმა
განათლებამ გამიჯნა ფიზიკური და გონებრივი შრომა ერთმანეთისაგან და ამით
სოციალურ უთანასწორობაში მას უფრო მეტი დანაშაული მიუძღოდა, ვიდრე
არისტოკრატიასა და პლუტოკრატიას. ექიმი გალს თავის სამედიცინო კაბინეტში
ღებულობდა და ზოგჯერ პაციენტისთვის სისხლის გამოშვებასა და კუჭის
გაწმენდასაც ანდობდა.
მართალია, ექიმი ოლივეირა და ვან რიხსტედი გალს ხშირად ესტუმრებოდნენ
ხოლმე და, შესაძლოა, პატივისცემითაც ეპყრობოდნენ, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება
ეუფლებოდათ, თითქოს არც ერთი ხეირიანად არ იცნობდა ამ ჟღალთმიან და
ჟღალწვერა, შავ, გაცვეთილ სამოსში გამოწყობილ კაცს, რომელიც მიუხედავად
თავისი იდეებისა, მშვიდი და ზერელე ცხოვრებით ცხოვრობდა: ლამის საღამომდე
ეძინა, გაკვეთილებს იშვიათად ატარებდა, ქალაქში გაუთავებლად დახეტიალებდა, ან
თავის სხვენში ჩაიკეტებოდა და დროს კითხვასა და წერაში ფლანგავდა. ხანდახან
გაუფრთხილებლად რამდენიმე კვირით გადაიკარგებოდა, ხელახლა გამოჩენისას კი
მკითხველთა ლიგა
მეგობრებს განუცხადებდა, ბრაზილიის შორეულ კუთხეებში სრულიად გაუგებარ და
არაკომფორტულ პირობებში ვიმოგზაურეო. არც თავის წარსულზე იტყოდა რაიმეს
ოდესმე და არც მომავალ გეგმებზე, ხოლო როდესაც ერთის, ან მეორის თაობაზე
კითხვას დაუსვამდნენ, ბუნდოვნად პასუხობდა, ახსნა-განმარტებას თავს არიდებდა
და იმათაც სხვა აღარაფერი რჩებოდათ, გარდა იმისა, რომ ისეთად მიეღოთ, როგორიც
იყო, ან გარშემო მყოფებზე როგორ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა: მარტოსულად,
იდუმალად, უცნაურად, თავისებურად, საშიში იდეებით, მაგრამ ცხოვრების წესით -
სრულიად უწყინრად.
ორი წლის შემდეგ გალილეო გალი სხაპასხუპით ლაპარაკობდა პორტუგალიურად
და ლიონის გაზეთში უამრავი წერილი ჰქონდა გაგზავნილი. მერვე წერილი ეხებოდა
ფიზიკურ დასჯას, რომელსაც ბატონების ოჯახებსა და ქალაქის ქუჩებში ხედავდა,
მეცხრე წერილი – წამების იარაღებს, მონობის დროს რომ იყენებდნენ
მონათმფლობელები: გასაჭიმ და გასახლეჩ საწოლს, ხაფანგს, ყელზე შესაბმელ
ჯაჭვებს, რკინის ბურთებს და ე. წ. ინფანტებს, რომელსაც ხრახნების წყალობით
შეეძლო, მსხვერპლის თითები ნამცეცებად ექცია. მეათე წერილში გალი მკითხველს
ბაიის სახრჩობელას – პელოურინიუს ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებას უზიარებდა,
რომელზეც კანონის დამრღვევებს (გალი მათ ძმებად მოიხსენიებდა) ჯერ კიდევ
სჯიდნენ გაუთრიმლავი ტყავის მათრახებით. ასეთი მათრახების ყიდვა კი
ნებისმიერს იმ ფარდულებში შეეძლო, მეზღვაურები მეტსახელად „ვირთევზად“ რომ
მოიხსენიებდნენ.
ეს უცნაური კაცი სალვადორში დღისითაც და ღამითაც აღმა-დაღმა იმდენს
დაეხეტებოდა, რომ ვინმე იფიქრებდა, ეს ქალაქი უზომოდ შეჰყვარებიაო. მაგრამ
გალილეო გალს ბაიის არც სილამაზე იზიდავდა და არც მისი ღირსშესანიშნაობები.
ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა -– უსამართლობა არ გამოჰპარვოდა. და
რამდენჯერაც ამა თუ იმ უსამართლობას გადააწყდებოდა, იმდენჯერ
აღშფოთდებოდა ხოლმე. „აქ, – როგორც ლიონში გაგზავნილ თავის სტატიებში
წერდა, – ევროპისგან განსხვავებით, მდიდართა უბნები არ არსებობს, – აქ ღარიბთა
ქოხმახების გვერდით შაქრის პლანტაციების მფლობელთა ფირუზისფრად მოჭიქულ
სასახლეებს ნახავთ და, მიუხედავად იმისა, რომ გვალვა უკვე თხუთმეტი წელია
დამთავრდა, ქუჩები ზედა მიწებიდან წამოსული ლტოლვილებითაა სავსე. მათ
შორის არიან ბავშვები, მოხუცებს რომ ჰგვანან, მოხუცები, ბავშვებს რომ ჰგვანან,
საბერტყი ჭოკებივით გამხდარი ქალები და ამ ბრბოში მეცნიერს შეუძლია
ნებისმიერი ავადმყოფობა აღმოაჩინოს, მსუბუქიდან სიცოცხლისთვის სახიფათომდე:
ყვითელი ცხელება, ბერი-ბერი, წყალმანკი, დიზენტერია, ყვავილი“.
„თუკი რომელიმე რევოლუციონერს რევოლუციის აუცილებლობაში ეჭვი მაინც
ეპარება, – წერდა შემდგომ გალი, – საკმარისია სალვადორში ნახოს ის, რაც მე ვნახე,
და ყოველგვარი ეჭვი მყისვე გაეფანტება“.

III

როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ სალვადორში გაიგეს, შორეული სოფლის,


სახელად ნატუბის, მცხოვრებლებმა ახლად შექმნილი რესპუბლიკის მთავრობის
ბრძანებები დაწვესო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაუმორჩილებელთა
დასაპატიმრებლად იქ ბაიის პოლიციის ძალები გაეგზავნა. სოფლისკენ ოცდაათი
შეიარაღებული პოლიციელი გაეშურა, ლურჯ-მწვანე ფორმები ეცვათ და თავზე
მკითხველთა ლიგა
კეპები ეხურათ, თუმცა მათზე იმპერიის ემბლემების მოხსნა ვერ მოესწროთ.
პოლიციელებმა ჯერ მატარებლით იმგზავრეს, შემდეგ კი
სოფლისკენ მიმავალ ხანგრძლივ და მძიმე გზას ფეხით დაადგნენ, რომელიც
მათთვის რუკაზე ადგილის დასახელების გარდა არაფერს წარმოადგენდა. მოძღვარი
– კონსეილეირუ იმ დროს ნატუბაში აღარ იმყოფებოდა. ოფლში გახვითქულმა
პოლიციელებმა ჯერ სოფლის მცხოვრებლები დაკითხეს, სანამ იმ ბოროტმოქმედის
საძებნელად წავიდოდნენ, რომლის სახელსაც და საქმეების შესახებ ლეგენდებსაც
სანაპირო ზოლამდეც მიეღწია და მასზე ლაპარაკს უკვე ბაიის ქუჩებშიც
გაიგონებდით. ერთ მოწმენდილ დილას, ლურჯ-მწვანეებმა ნატუბა იქაური
მეგზურის თანხლებით დატოვეს და მალე კუმბისკენ მიმავალ გზაზე მთაგრეხილებს
მიღმა თვალს მიეფარნენ.
მოძღვრის ძებნაში მთელი კვირა მიაბიჯებდნენ მოწითალო ქვიშაზე, ეკლიან
კაატინგებში, კაქტუსებს შორის, სადაც მშიერი ცხვრები უხალისოდ წიწკნიდნენ
ძუნწად ამოსულ ბალახს. ყველა უდასტურებდა, მოძღვარი ვნახეთო, ეუბნებოდნენ,
როგორ გაიარა ამ მხარეში, როგორ ილოცა კვირას ეკლესიაში, სოფლის მოედანზე
როგორ იქადაგა, ღამე რომელ ქვებთან გაათია. როგორც იქნა, ტუკანუდან შვიდი
ლიგის მოშორებით მიაკვლიეს, სიერა-დი ოვოს მისადგომებთან, სოფელ მასეტეში,
რომელიც ალიზით ნაშენი და კრამიტით გადახურული რამდენიმე ათეული
ქოხისგან შედგებოდა. საღამოვდებოდა, ქალები თავზე შემოდგმული წყლით სავსე
კოკებით მიეშურებოდნენ შინისაკენ და პოლიციელებმა შვებით ამოისუნთქეს -
დევნა დამთავრებული იყო. მოძღვარი სევერინუ ვიანასთან დაბანაკებულიყო,
სიმინდის ყანაში, სოფლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით. პოლიციელებიც
ჟუაზეირუს კორომის გავლით იქით გაემართნენ. წვეტიანი ტოტები და ვეიამეს
ბუჩქები კანს უკაწრავდათ. უკვე თითქმის ბნელოდა, როცა დანიშნულების ადგილს
მიაღწიეს და თვალი ჰკიდეს სარებით შემოღობილ სადგომსა და ვიღაცის გარშემო
შეკრებილ ამორფული ფიგურების ჯგროს. ალბათ იმის გარშემო მოგროვილიყვნენ,
ვისაც ისინი ეძებდნენ. არავინ გაქცეულა, მათი ფორმებისა და იარაღის დანახვისას
შიშით კივილი არავის დაუწყია,
რამდენნი იყვნენ, ასორმოცდაათნი? ორასნი? მათ შორის ქალებიც და კაცებიც
თანაბრად და, თუკი მათი ჩაცმულობით იმსჯელებდნენ, ყველაზე ღარიბი
ფენებიდან უნდა ყოფილიყვნენ. სახეზე ყველას ურყევი სიმტკიცე აღბეჭდვოდაო,
სწორედ ასე მოუყვებოდნენ შემდეგ თავიანთ ცოლებს, საყვარლებს, ერთდღიან
კახპებს, მეგობრებს ისინი, ვისაც იქიდან ბაიაში დაბრუნება ეწერა. სინამდვილეში კი
მათი ცალ-ცალკე თვალიერების დრო არ ჰქონდათ, ვერც მეთაური ამოეცნოთ, მაგრამ
საკმარისი იყო, უფროს სერჟანტს იმ კაცის გადაცემა მოეთხოვა, რომელსაც მოძღვარს
ეძახდნენ, რომ მთელი ის ბრბო შეშლილი თავგანწირვით ეკვეთა, მიუხედავად იმისა,
რომ პოლიციელებს იარაღი ჰქონდათ, თავდამსხმელებს კი მხოლოდ ჯოხები, ქვები,
ნამგლები, დანები და მხოლოდ თითო-ოროლა ძველი შაშხანა. თუმცა, თავდასხმა
იმდენად მოულოდნელი და მიზანმიმართული აღმოჩნდა, პოლიციელებმა მხოლოდ
იმის გაცნობიერება მოასწრეს, რომ ალყაშემორტყმულები, დაცალცალკევებულები,
დაჭრილები იყვნენ, ხოლო თავდამსხმელები დასძახოდნენ, რესპუბლიკელებოო.
თითქოს ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა ყოფილიყოს! როგორღაც მაინც მოახერხეს
რამდენჯერმე გაესროლათ და, მართალია, ზოგი მკერდგანგმირული, ზოგი კი
თავგატეხილი დაეცა, ამას ბრბოს სულისკვეთება არ შეუნელებია და მალე ამ
გაუგებარი დამარცხებისგან გაოგნებული პოლიციელები იძულებულები გახდნენ,
იქიდან გაქცეულიყვნენ. მერე იტყვიან, იმ ბრბოში მარტო გიჟები და ფანატიკოსები კი
მკითხველთა ლიგა
არა, ისეთი ყაჩაღებიც ერივნენ, როგორებიც დაღიანი და ჟუაუ, რომელსაც გაუგონარი
სისასტიკის გამო ჟუაუ სატანაც კი შეარქვესო.იმ შეტაკებაში სამი პოლიციელი
დაიღუპა და სიერა-დი ოვოს ყორნების საჯიჯგნი გახდა; ამას რვა თოფის დაკარგვაც
დაემატა. კიდევ ერთი პოლიციელი უკვე მასეტეში გარდაიცვალა. გამარჯვებულები
არ გამოსდევნებიან, სხვა საქმე ჰქონდათ, თავიანთი ხუთი მიცვალებული უნდა
დაემარხათ, უამრავი დაჭრილისთვის იარები მოეშუშებინათ, დანარჩენებს კი,
მუხლმოყრილებს, თავიანთ მოძღვართან ერთად ღვთის სადიდებელი ლოცვა
აღევლინათ. სევერინუ ვიანას ყანებში, დახოცილების დაკრძალვის შემდეგ, ტირილი
და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა გვიან ღამემდე გაისმოდა.
როდესაც სადგურ სერინიაში ბაიის პოლიციის მეორე, პირველზე უკეთ
შეიარაღებული და რიცხობრივადაც გაორმაგებული რაზმი ჩავიდა, ადგილობრივი
მოსახლეობის ფორმიანებისადმი დამოკიდებულება უკვე შეცვლილი დახვდათ.
მართალია, ადრეც, როდესაც რომელიმე ყაჩაღური ბანდის დევნაში გამოჩნდებოდნენ
ხოლმე, მოსახლეობა მათ დანახვაზე დიდ სიხარულს არც მაშინ გამოხატავდა, მაგრამ
ის, რომ ასე ეგრძნობინებინათ, აქ დაუპატიჟებელი სტუმრები ხართო, ადრე
არასოდეს მომხდარა. ფარდულებში საჭმელად ვარგისს ვერაფერს შოულობდნენ,
თუნდაც ორმაგი ფასი შეეთავაზებინათ და მიუხედავად დიდი ანაზღაურებისა,
სერინიის არც ერთი მცხოვრები მათ მეგზურობაზე არ თანხმდებოდა; მით უმეტეს,
მოძღვრის ამალის ასავალ-დასავლის შესახებ, ცხადია, არავინ არაფერი იცოდა. და
სანამ პოლიციელები იმ მხარეს შემოივლიდნენ, ოლიოს დ'აგუიდან პედრა ალტაში,
ტრაკუპიდან ტირირიკაში, იქიდან ტუკანუში, მერე კარაიბაში, პონტალში და ბოლოს
კვლავ სერინიაში ჩამოვიდოდნენ, მწყემსების, გლეხების, ხელოსნებისა და ქალების
გარდა გზად ვერავის ხვდებოდნენ, ისინი კი, ვისაც გადაეყრებოდნენ,
პოლიციელების შეკითხვაზე მხრებს იჩეჩდნენ, გულგრილად შესცქეროდნენ, უარის
ნიშნად თავს აქნევდნენ და პოლიციელებს ბოლოს ეჩვენებოდათ, ადამიანებს კი არა,
აჩრდილებს დავდევთო. ბანდას იქ არ გაუვლია, იისფერმოსასხამიანი კაცი აქ არავის
დაუნახავს, ხოლო ის, რომ ნატუბაში ხელისუფლების გამოცემული ბრძანებები
დაწვეს, თითქოს ყველას მიავიწყდა, არც მასეტეში შეტაკებაზე სმენოდა ვინმეს რამე.
შტატის დედაქალაქში დაბრუნებისას ნირწამხდარმა და უვნებელმა რაზმმა
განაცხადა, ფანატიკოსთა ბანდა სხვა მსგავსი ბანდების დარად, დროდადრო ამა თუ
იმ მქადაგებლის ირგვლივ რომ ერთიანდებოდნენ, როგორც ჩანს, უკვე დაიშალა,
ხოლო მისი წევრები, თავიანთი საქციელით შეშინებულები, სხვადასხვა
მიმართულებით მიმოიფანტნენ, მანამდე კი თავიანთი მეთაური მოკლესო. განა ამ
მხარეში ასეთი რამ ადრეც არ მომხდარა?
მაგრამ ცდებოდნენ. მართალია, ისტორიის გამეორებას მართლა ჰგავდა, მაგრამ
ახლა საქმე სულ სხვანაირად იყო. ამბოხებულები არ დაშლილან, არ გაფანტულან,
პირიქით, კიდევ უფრო მჭიდროდ გაერთიანდნენ თავიანთი წინამძღოლის გარშემო,
მასეტეში გამარჯვებაზეციდან მოვლენილ ნიშნად მიიღეს და მოძღვარი არათუ
სიცოცხლეს გამოასალმეს, უფრო მეტადაც კი განადიდეს. იმ შეტაკებიდან მეორე
დილას მოძღვარმა, რომელსაც მთელ ღამეს თვალი არ მოეხუჭა და დაღუპულთა
საფლავებთან ლოცულობდა, თავისი მიმდევრები გააღვიძა. შენიშნეს, რომ ძალზე
დანაღვლიანებული იყო. მოძღვარმა მათ უთხრა, ეს ბრძოლა ახალ, კიდევ უფრო
სისხლიან ბრძოლებსა და სისასტიკეს გამოიწვევს და სახლებში დაბრუნდით, თორემ
თავს ციხეში ამოყოფთ, ან თქვენი ხუთი ამხანაგის დარად, ახლა რომ უფალთან
არიან, თქვენც ბრძოლაში დაიღუპებითო. მაგრამ არავინ განძრეულა. მაშინ
მოძღვარმა წინა დღის გამარჯვებით ჯერ ისევ ეიფორიაში მყოფ ას, ასორმოცდაათ,
მკითხველთა ლიგა
ორას ჩამოკონკილს სათითაოდ მოავლო თვალი, მათ კი მოეჩვენათ, რომ მისი
მგზნებარე თვალები თითოეულს არა მხოლოდ უყურებდა, ხედავდა კიდეც. – რადგან
ასეა, ღმერთს მადლობა ვუთხრათ, – რბილად წარმოთქვა ბოლოს მოძღვარმა, –
როგორც ჩანს, სხვებისთვის სამაგალითოდ მან თქვენ აგირჩიათ.
და ისინიც, გულაჩუყებულნი, მასთან დარჩნენ. გული იმდენად მოძღვრის
ნათქვამმა კი არა, თავად იმან აუჩუყა, თუ რაოდენი ალერსითა და მზრუნველობით
აღსავსე ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები, ხმით, რომელიც აქამდე ყოველთვის
აგრერიგად მკაცრი და განყენებული იყო. დარჩნენ და, როდესაც გზა განაგრძო, უკან
გაჰყვნენ. ზოგიერთს მისი დაწევა უჭირდა, რადგან მოძღვრის წეროსმაგვარმა ფეხებმა
დაღლა არ იცოდნენ. თანაც ამჯერად სრულიად გაუკვალავი გზით სიარული არჩია,
სადაც მანამდე არც ჯორების ქარავანს გაევლო არასოდეს და არც ყაჩაღებს. უდაბნოში
მიაბიჯებდნენ, სადაც ქვებისა და კაქტუსების გარდა არაფერი იყო. მაგრამ მოძღვარმა
ერთხელ არჩეული გზიდან აღარ გადაუხვია. როდესაც მომქანცველი მგზავრობის
შემდეგ პირველად შეისვენეს და ღამის გასათევად მოემზადნენ, ლოცვისა და უფლის
სადიდებლის წარმოთქმის შემდეგ მოძღვარმა მათ ომზე დაუწყო ლაპარაკი, იმაზე,
თუ როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ქვეყნები ნადავლისათვის, ზუსტად ისე როგორც
აფთრები ლეშის ხელში ჩასაგდებად და გულდათუთქულმა განაცხადა, რადგან
ბრაზილია ახლა რესპუბლიკა გახდა, ისიც ამ ერეტიკოსი ქვეყნებივიც, ჩაებმება ამ
სამარცხვინო ფერხულშიო. ალბათ მხეცი ზეიმობს, ამიტომ დროა, ფესვები გავიდგათ
და ისეთი ტაძარი ავაგოთ, რომელიც სამყაროს დასასრულს იგივე იქნება, რაც მის
დასაწყისში ნოეს კიდობანი იყოო.
მაგრამ სად უნდა დამკვიდრებულიყვნენ და ტაძარი სად უნდა აეშენებინათ? ეს
მაშინ გაიგეს, როდესაც ხეობები, ველები, მთაგრეხილები, კაატინგები გადაიარეს –
ხანგრძლივი, დამღლელი მოგზაურობა გამოდგა, რომელიც მზის ამოსვლასთან
ერთად იწყებოდა და მასთან ერთად კვდებოდა – მთების მასივი და წყალმარჩხი
მდინარე, სახელად ვაზა-ბარისიც, უკან მოიტოვეს. მოძღვარმა ხელი წინ გაიშვირა.
შორს პეონების ერთმანეთზე მიწყობილი ქოხმახები და ნახევრად ჩამოშლილი
სასახლე მოჩანდა, სადაც თავის დროზე, როდესაც აქ ფაზენდა იყო, მემამულე
ცხოვრობდა, შემდეგ კი აუჩქარებლად წარმოთქვა: – აი, იქ ვიცხოვრებთ! – მაშინ
ბევრს გაახსენდა, როგორ უამბობდა წლების წინ ღამეულ ქადაგებებში მოძღვარი,
ბოლო ჟამის მოახლოებისას ღვთის „რჩეულნი“ თავს მაღალ და დაცულ ადგილას
შეაფარებენ, სადაც უწმინდური მათ ვერაფერს დააკლებს. ის, ვინც იმ ადგილს
მიაღწევს, გადარჩება და ცათა შინა სამუდამო განსასვენებელს დაიმკვიდრებსო.
ნუთუ იმ აღთქმულ მიწას მიაღწიეს?!
დაღლილები, მაგრამ ბედნიერები გაჰყვნენ თავიანთ მეგზურს კანუდუსისკენ,
სადაც მათ ადგილობრივი ვაჭრების, ძმები ვილანოვების ოჯახები, მათი სავაჭრო
ფარდული და სხვა მცხოვრებლები დახვდებოდნენ.

სერტანს მხურვალე მზე აცხუნებს, მისი სხივები იტაპიკურუს ჭაობისფერ წყალში


ბრწყინავს, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოწითალო კაჟიანი ფერდობის ძირში
გამწკრივებულ კეიმადასის სახლებზე ირეკლება. სამხრეთ-აღმოსავლეთით, რიაშუ
და ონსისკენ დატალღულ, ქვიან ნიადაგს მცხუნვარე მზისგან მხოლოდ აქა-იქ
მდგარი ხეების ჩრდილი თუ იფარავს. მხედარი ტყვიისფერ ეკალ-ბარდებს შორის
აუჩქარებლად მიიკვლევს გზას და თან მხედრისა და ჯორის ჩრდილებიც ნელა
მიჰყვებიან. მგზავრს ფართოფარფლებიანი ქუდი ახურავს, მაღალყელიანი ჩექმები და
მუქი სერთუკი აცვია. უკან, თუმცა უკვე შორს, კვლავ მოჩანს კეიმადასის მზის
მკითხველთა ლიგა
სხივებით განათებული სახლების სახურავები. მგზავრისგან მარცხნივ, გორაკზე
ვიღაცას ქოხი აუშენებია. მხედარს ქუდიდან გამოჩრილი თმაც, ჟღალი წვერიც და
ტანსაცმელიც მტვრის სქელი ფენით აქვს დაფარული; მძიმედ სუნთქავს, შუბლიდან
ოფლს იწმენდს, გამომშრალ ტუჩებზე ენას ილამუნებს. პირველივე ბუჩქებთან
სადავეს ჭიმავს, ღია ფერის თვალებით აქეთ-იქით გაფაციცებით იყურება, ვიღაცას
გამალებით დაეძებს. ბოლოს, პოულობს კიდეც, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით
კაკანათზე კაცი დახრილა. კაცს ტყავის ქუდი ახურავს, ტყავისავე ფეხსაცმელი,
ტილოს პერანგი და შარვალი აცვია, ქამარში მაჩეტე აქვს გარჭობილი. გალილეო
გალი ჯორიდან ქვეითდება, ჯორს აღვირში ხელს ავლებს და კაცისკენ აჩქარებული
ნაბიჯით მიემართება.
– რუფინუ! – მიმართავს დამხვდურს, – კეიმადასელი მეგზური რუფინუ ხარ?
კაცი მგზავრისკენ ნელა ბრუნდება. თითქოს დიდი ხანია იცის, რომ ეს მხედარი
უნდა გამოჩნდესო, და თითი ტუჩებთან მიაქვს: – ჩუუუუუ! – თან მოსულს
აკვირდება. მის შავ თვალებში წამით გაოცება კრთება, ალბათ ამ კაცის უცნაური
კილო აოცებს ან მისი სამგლოვიარო ჩაცმულობა. რუფინუ სულ ახალგაზრდაა,
სუსტი, მაგრამ მოქნილი, ყვრიმალებიანი, უწვერული, მზისგან გარუჯული სახე აქვს.
იგი მაჩეტეს ქამრიდან იღებს, კვლავ ფოთლებით შენიღბული კაკანათისკენ იხრება
და ბადეს სწევს. ბადეში შავი ბუმბულების გროვა ფართხალებს. პატარა ურუბუა14,
აფრენა არ შეუძლია; ცალი ფეხი ბადეში გახლართვია. მეგზურს სახეზე
იმედგაცრუება ესახება. მაჩეტეს წვერს მარყუჟს სდებს და ურუბუს ბარტყს
ათავისუფლებს, შემდეგ კი გაწბილებული შესცქერის, როგორ უჩინარდება
ფრინველი ფრთების სწრაფი ფართხუნით ლურჯ ზეცაში.
– ერთხელ, აი, ასეთი იაგუარი გაება, – ბურდღუნებს და ხაფანგზე უთითებს, –
სიბნელეში ისე დიდხანს იჯდა, რომ ლამის დაბრმავდა.
გალილეო გალი თავს უქნევს. რუფინუ ფეხზე იმართება და გალს უახლოვდება.
ახლა, როცა საუბრის დრო მოვიდა, უცხოელი, თითქოს მერყეობსო.
– შინ მოგაკითხე, – ეუბნება დროის მოსაგებად, – შენმა ცოლმა მითხრა, სად
შეიძლებოდა შენი ნახვა.
ჯორი უკანა ფეხებით მიწას თხრის, რუფინუ კი პირს უღებს, მცოდნე სახით
კბილებს უთვალიერებს და თან ხმამაღლა მსჯელობს:
– ჟაკობინის სადგურის უფროსმა იცის, რამდენსაც ვითხოვ; და რახან ვთქვი,
გათავებული საქმეა. კეიმადასში ვისაც გინდათ, ჰკითხეთ. ადვილი საქმე არ არის,
იცოდეთ.
და რადგან გალი არაფერს პასუხობს, უცნობს კვლავ ყურადღებით ათვალიერებს.
– რკინიგზიდან არ ხართ? – ეკითხება დამარცვლით, უცხოელს გაგება რომ არ
გაუჭირდეს.
გალილეო გალი ქუდს კეფაზე იგდებს, ნიკაპს შორეული უდაბური გორაკებისკენ
იშვერს და ჩურჩულებს:
– კანუდუსში უნდა მოვხვდე, – წამით ჩუმდება, თვალებს ახამხამებს, თითქოს
მღელვარების დაფარვა უნდაო, განაგრძობს, – ვიცი, რომ იქ არაერთხელ ყოფილხარ.
რუფინუს ძალიან სერიოზული გამომეტყველება აქვს. ახლა თვალებში
უნდობლობა აღბეჭდვია და მის დამალვას არც კი ცდილობს.
– კანუდუსში ვყოფილვარ, როცა საქონელს აშენებდნენ, – წარმოთქვამს
ფრთხილად, – მაგრამ, რადგან ბარონი დი კანიაბრავა იქიდან წავიდა, იქ მეც
აღარაფერი მესაქმება.
– მაგრამ გზა ხომ იგივე დარჩა? – პასუხობს გალილეო გალი.
მკითხველთა ლიგა
ახლა ისინი ერთმანეთთან სულ ახლოს დგანან და მათ შორის დაკიდებული
მდუმარება ისე ძაბავს ჰაერს, რომ ჯორიც კი ვერ უძლებს, თავს აქეთ-იქით იქნევს და
უკან იხევს.
– ბარონმა გამოგგზავნათ? – კითხულობს რუფინუ და ჯორს დასამშვიდებლად
კისერზე ხელს უტყაპუნებს.
გალილეო გალი უარის ნიშნად თავს აქნევს და მეგზური აღარ აცივდება. ჯორს
აიძულებს, ფეხი ასწიოს და ჩლიქს ყურადღებით უთვალიერებს.
– კანუდუსში რაღაც-რაღაცები ხდება, – ამბობს ხმადაბლა, – ისინი, ვინც ბარონის
მამული დაიპყრო, შემდეგ უაუაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს დაესხნენ
თავს, ამბობენ, რამდენიმე მოკლეს კიდეცო.
– შენ რა, გეშინია, შენც არ მოგკლან? – ღიმილით ეკითხება გალი, – შენც ჯარისკაცი
ხარ?
რუფინუ, ბოლოს და ბოლოს, პოულობს, რასაც ეძებდა: ჯორს ჩლიქში ეკალი თუ
წვეტიანი ქვა აქვს შერჭობილი – წესიერად ვერ არჩევს, ისეთი დიდი და
გაუხეშებული ხელები აქვს. ეკალს აძრობს და ჯორს ფეხს კვლავ ძირს ადგმევინებს.
– შიშით არ მეშინია, – პასუხობს რბილად და ოდნავ შესამჩნევად ისიც იღიმება, –
კანუდუსამდე შორი გზაა.
– რაც ღირს, გადაგიხდი, – ხშირ-ხშირად და მხურვალედ სუნთქავს გალილეო
გალი; ქუდს იხდის და ჟღალ კულულებს იბერტყავს, – ასე ერთი კვირის ან ათი დღის
შემდეგ დავიძვრებით, უფრო უსაფრთხო იქნება.
რუფინუ მას მდუმარედ და მშვიდად შესცქერის, არაფერს ეკითხება.
– მას მერე, რაც უაუაში მოხდა, – დასძენს გალი და გამომშრალ ტუჩებს ილოკავს, –
არავინ უნდა იცოდეს, რომ კანუდუსში ვაპირებთ წასვლას.
რუფინუ გორაკზე ცალკე მდგომ, ალიზით ნაგებ, მზით ნახევრად გამომხმარ ქოხზე
უთითებს.
– ჩემთან წავიდეთ, იქ მოვილაპარაკოთ.
ქოხისკენ მიდიან, გალს ჯორი აღვირით მიჰყავს. კაცები თითქმის ერთი
სიმაღლისანი არიან, მაგრამ შოტლანდიელი უფრო ჩასკვნილი და ღონიერია, მტკიცე,
მოქნილი ნაბიჯებით მიაბიჯებს, მისი თანამგზავრი კი თითქოს ჰაერში
მიფარფატებსო. შუადღეა, ცაზე თეთრი ღრუბლები ნება-ნება იშლება, მეგზურის ხმა
ნელ-ნელა სივრცეში იკარგება:
– ჩემთან ვინ გამოგგზავნათ? ბოდიში, მაგრამ კანუდუსი რა ჯანდაბად
დაგჭირდათ?

იმ დღეს, როდესაც იგი კიჟინგის გზაზე გამოჩნდა, წვიმა ისევ არ მოდიოდა.


თენდებოდა. მხრებით ხის ჯვარი მიჰქონდა, ოცი წლისა იყო, მაგრამ ამ ხანმოკლე
ცხოვრების მანძილზე იმდენი რამ გადახდენოდა, რომ დედაბერს უფრო ჩამოჰგავდა.
ფართო სახე ჰქონდა, დასივებული, შეშუპებული ფეხები, უფორმო სხეული.
მარია კუადრადუ ერქვა და გზა სალვადორიდან მონტი-სანტუმდე ფეხით
გამოევლო. ჯვარი სამ თვესა და ერთ დღეს მოჰქონდა. სადაც დაუღამდებოდა, ღამეს
იქ ათევდა: გამოქვაბულებში, კაატინგების ეკლიან კაქტუსებს შორის, უკაცრიელ
ადგილებში, სადაც ქარი ცოფიანივით დაღმუოდა, რომელიმე პატარა სოფელში,
ერთადერთი გზითა და სამიოდ პალმით. მიწვებოდა სადმე, აყროლებული წყლით
სავსე გუბურასთან, სადაც ღამღამობით ღამურებისაგან თავის დასაცავად საქონელი
გროვდებოდა. მხოლოდ იშვიათად მიიწვევდა ხოლმე ვინმე გლეხი თუ მწყემსი
ჭერქვეშ ღამის გასათევად, როდესაც წმინდანივით ჯვარაკიდებულ ამ უცნაურ
მკითხველთა ლიგა
მგზავრს დაინახავდა. რაპადურის15 ნაჭრებით იკვებებოდა, რომელსაც კეთილი
ადამიანები აწვდიდნენ, ხეებიდან ველურ უმწიფარ ხილსაც კრეფდა, თუკი სულ
გაუსაძლის დღეში ჩავარდებოდა და მუცლის გვრემა თავს არ დაანებებდა. როდესაც
ბაიიდან წამოვიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ფეხით ასულიყო სიერა-პიკარასის
სასწაულმოქმედ სალოცავამდე, – მონტი-სანტუს სანტა-კრუსის ეკლესიამდე,
სადამდეც მთიანი და ქვაღორღიანი ორი კილომეტრი გზა უნდა აევლო. იმისათვის,
რომ დადებული აღთქმა აღესრულებინა და ცოდვების გამოსასყიდად ჯვარი სწორედ
იქ, მონტი-სანტუსთან მიებრძანებინა, გზად ყველა სამრეკლოსთან უნდა ელოცა,
რომლებიც იმ ადგილების სამახსოვროდ აეშენებინათ, სადაც უფალი გოლგოთისკენ
მავალ გზაზე ჩერდებოდა – ორი ქვედაწელი ჰქონდა, ლურჯი ბლუზა და თოკისგან
დაწნული ფეხსაცმელები; ნაწნავები ბაფთით შეეკრა, მაგრამ ტანსაცმელი გზაზე
უპოვართ დაურიგა, ფეხსაცმელები კი პალმეირადუსინდიუსში მოჰპარეს. ასე რომ,
როდესაც გარიჟრაჟზე მის წინაშე მონტი-სანტუ აღიმართა, მარია ფეხშიშველი იყო,
სიშიშვლეს კი ხელების ადგილას გამოჭრილი ტომარა უფარავდა. ნაწნავები
ოკრობოკროდ, არათანაბრად, ჰქონდა შეჭრილი, კეფა კი აპარსული და
მომლოცველზე მეტად სალვადორის საგიჟეთიდან გამოქცეულ შეშლილს ჰგავდა.
თავი თვითონ აიპარსა მას მერე, რაც გზაში ოთხჯერ გააუპატიურეს.
რაც ეს მსვლელობა დაიწყო, მასზე მართლაც ოთხჯერ იძალადეს: ჯერ სასამართლო
აღმასრულებელმა, შემდეგ მესაქონლე ვაკერომ, ორმა ირმებზე მონადირემ და შემდეგ
თხების მწყემსმა, რომელმაც თავის გამოქვაბულში შეიფარა. პირველ სამ
შემთხვევაში, როდესაც მოძალადეები ძირს აგდებდნენ, ზედ აწვებოდნენ და წმინდა
ვიტუს ავადმყოფობაშეყრილებივით ძაგძაგებდნენ, მარია ზიზღის გარდა არაფერს
გრძნობდა, მედგრად ითმენდა უფლისგან მისთვის გამოგზავნილ განსაცდელს და
ღმერთს მხოლოდ იმას შესთხოვდა, არ დაორსულებულიყო, მაგრამ იმ მწყემსმა,
რომელმაც ჯერ წააქცია, მერე სილა გააწნა, რომ ქალს წინააღმდეგობა არ გაეწია,
შემდეგ ისეთი ნაზი და საალერსო სიტყვები ჩასჩურჩულა, რომ ქალში სიბრალული
გამოიწვია. ამ სულიერი სისუსტის გამო იყო სწორედ, კეფა რომ აიპარსა და იმ
საფრთხობელას დაემსგავსა, სერტანის სოფლებში ჩამოსული ბოშების მოხეტიალე
ცირკში რომ უჩვენებდნენ ხოლმე.
დაბოლოს, როგორც იქნა, იმ ბექობს მიაღწია, საიდანაც დაინახა ის, რაც ამდენ
წვალებად უღირდა – თეთრი და რუხი ქვებით მოკირწყლული გოლგოთის გზა16,
სამრეკლოების წვეტიან სახურავებს შორის რომ მიიკლაკნებოდა და ზემოთ მთის
წვერამდე ადიოდა. ბაიის ყოველი კუთხიდან ყოველ ვნების კვირაში მომლოცველთა
ნიაღვარი სწორედ იქით მიემართებოდა ხოლმე. ქვემოთ, მთის ფერხთით, პატარა
სახლებს შორის მონტი-სანტუს მოედანი და ტოტებგადაშლილი ფინიკის ხე მოჩანდა,
რომელიც მოედანს ჩრდილს ჰფენდა და სიგრილეს მატებდა. მარია კუადრადუ, ძირს
დაემხო და მიწას ემთხვია. მის წინ ჯეჯილით აბიბინებული ველი გადაიშალა,
რომლის ბალახიც მზის პაპანაქებას ჯერ ვერ მოეშთო, ველზე თხების არვეები
ბალახობდნენ და ქალს აქაურობის მხოლოდ სახელიც კი მატებდა მხნეობას და
ეხმარებოდა, აეტანა დაღლილობაც, შიმშილიც, სიცივეც, სიცხეც და ნამუსის ახდით
გამოწვეული დამცირებაც. მარიამ ჯვრისთვის თავისივე ხელით გამოთლილ
ფიცრებს აკოცა, აღელვებულმა არეული სიტყვებით ღმერთს მადლობა შესწირა, რომ
დადებული აღთქმის ასრულებაში დაეხმარა, შემდეგ ჯვარი კვლავ მხარზე გაიდო და
მონტი-სანტუსკენ მორჩილად დაიძრა იმ საქონელივით, რომელიც მშობლიური
ბაგის სუნს იკრავს და გაჩქარებული იქით გაემართება.

მკითხველთა ლიგა
სოფელში მაშინ შევიდა, როცა იქაურობა იღვიძებდა და კარიდან კარამდე,
ფანჯრიდან ფანჯრამდე მისი დანახვით გამოწვეული ცნობისმოყვარეობით
ფხიზლდებოდა. გზად უცნაური სანახაობით გახალისებული და თანამგრძნობი
სახეები მიაცილებდნენ ამ უშნო, ჭუჭყიან, დატანჯულ, ოთხკუთხა სხეულს და
როდესაც მან სანტუს პასუსის ქუჩა გადაკვეთა და ხევს მიადგა, სადაც ნაგავი
იწვებოდა, ღორების კოლტი ნაგავში იქექებოდა და წმინდა გზა იწყებოდა, უკან
უკვე მთელი ბრბო მისდევდა. აღმართს დაჩოქილი შეუდგა, უკან კი მეხრეები
მიჰყვებოდნენ, რომელთაც საქონელი უყურადღებოდ მიეტოვებინათ, თერძები და
ნალბანდები, ხაბაზები, პატარა ბიჭების მთელი გუნდი, მორწმუნე ქალები,
რომელთაც მეცხრე დღის დილის ლოცვა მიეტოვებინათ და მას გამოჰყოლოდნენ.
ხალხი თავიდან მარიას, როგორც უცხო მხეცს, ისე ათვალიერებდა, შემდეგ კი
დაინახეს, რა ტანჯვით უწევდა მთაზე მუხლიჩოქით ასვლა. თან თავისივე წონის
ჯვარს მიათრევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დახმარებაზე უარს ამბობდა,
ოცდაოთხი ნიშიდან გზად სალოცავად ყველასთან ჩერდებოდა, წმინდანების ნიშებში
მდგარ ქანდაკებებს ფეხებს სიყვარულით სავსე გამომეტყველებით უკოცნიდა, წინ
ისე მიიწევდა, რომ ნატეხ პურსაც კი პირს არ აკარებდა, ყლუპი წყალიც კი არ
დაელია, და საღამოს უკვე ისეთი მოწიწებით ექცეოდნენ, როგორითაც ნამდვილ
წმინდანს ექცევიან. მარია კუადრადუმ მთის წვერამდე მიაღწია – მთელი სამყაროსგან
მოწყვეტილ ამ კუთხემდე, სადაც ყოველთვის გრილოდა და მოლურჯო კაჭრებს
შორის ორქიდეები იზრდებოდნენ, და სანამ გრძნობადაკარგული დაეცემოდა,
საკუთარ თავში იმდენი ძალა კიდევ მოიძია, რომ ამ წყალობაზე უფლისთვის
მადლობა აღევლინა.
მონტი-სანტუს მცხოვრებთა უმეტესობა, რომელთა არაკად ქცეულ
სტუმართმოყვარეობასაც ყოველწლიურად მომლოცველების შემოსევებმაც კი
ვერაფერი დააკლო, მარიას სახლში ეპატიჟებოდა. მაგრამ ქალი გოლგოთის გზის
შუაში, ერთ პატარა გამოქვაბულში დაბინავდა, რომელიც მანამდე ჩიტებისა და
მღრღნელების თავშესაფრად იყო ქცეული. იმდენად პატარა და დაბალი იყო, რომ შიგ
ადამიანი ვერ გაიმართებოდა. ნესტიან კედლებსა და თაღს ხავსი მოსდებოდა, იატაკი
კი ქვიშისა ჰქონდა და მისგან ყელი ეხახებოდა. ადგილობრივი მცხოვრებლების
აზრით, იმ ნიშში დიდი ხნით ყოფნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ნებისყოფამ,
რომელიც მარია კუადრადუს დაეხმარა, სამი თვის მანძილზე ზურგით ჯვარი
ეტარებინა, არც ახლა უმტყუნა და საშუალება მისცა, იქ მანამდე ეცხოვრა, სანამ
მონტი-სანტუს დატოვებდა.
მარია კუადრადუს ეს გამოქვაბული თაყვანისცემის ადგილი გახდა და როგორც
„გოლგოთას“, მომლოცველები არასოდეს აკლდა. მისი მოსვლის შემდეგ მრავალი
ხანგრძლივი თვე გავიდა. მარიამ გამოქვაბულის კედლები მოხატა, სახატავად
მცენარეების წვენს, მტვერში შერეულ, დაფხვნილ მინერალებსა და ხოჭოების სისხლს
იყენებდა (რომელსაც მკერავები უკვე დიდი ხანია ქსოვილების შესაღებად
ხმარობდნენ); ცისფერ ფონზე, რაც ზესკნელს გამოხატავდა, მან იესოს ვნებანი
გამოსახა: ლურსმნები, რომლებიც ხელისგულებსა ტერფებში ჰქონდა ჩარჭობილი,
ჯვარი, რომელიც გოლგოთაზე აიტანა და რომელსაც ეცვა, ეკლის გვირგვინი, შუბლს
რომ უკაწრავდა, ქიტონი, რომელიც ჯვარცმის წინ ჩააცვეს, შუბი, რომლითაც
ცენტურიონმა გვერდი გაუფატრა, ჩაქუჩი, რომლითაც ლურსმნებით ჯვარზე
დააჭედეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი, უკვე ჯვარცმულს წყლის ნაცვლად რომ
მიუტანეს ბაგეებთან; ასევე კამათელი, რომლითაც ჯვარცმულის ფერხთით ის
ურჯულოები თამაშობდნენ; ქისა, რომელშიც ღალატის სანაცვლოდ იუდასთვის
მკითხველთა ლიგა
მიცემული ოცდაათი ვერცხლი იდო. გარდა ამისა, მარიამ გამოსახა ვარსკვლავი,
რომელმაც ბეთლემში სამი მოგვი და მწყემსები მოიყვანა, და კიდევ, მახვილით
განგმირული იესოს გული. საკურთხეველი და პატარა თახჩა გამართა, რომ
მლოცველებს იქ სანთლების დანთება და შემოწირულობების ჩამოკიდება
შესძლებოდათ. თავად საკურთხევლის წინ, ჭილოფზე ეძინა.
ასეთმა ღვთისმოსაობითა და გულმოწყალებით მონტი-სანტუს მცხოვრებთა
კეთილგანწყობა დაიმსახურა და ისე მიიღეს, თითქოს მათი სოფლის მკვიდრი
ყოფილიყო და მთელი სიცოცხლე იქ გაეტარებინა. სულ მალე ბავშვებმა „დედაოთი“
მიმართვა დაუწყეს, და ძაღლებიც არ უყეფდნენ, როდესაც ვინმესთან სახლში ან
ბოსელში შედიოდა. სიცოცხლე ღმერთისა და ხალხის მსახურებისთვის ჰქონდა
მიძღვნილი: საათობით ეჯდა ავადმყოფებს სარეცელთან, დაცვარული შუბლიდან
ოფლს სწმენდდა და მათი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა. ორსულებს
მშობიარობაში ეხმარებოდა და უკვე გაჩენილ ბავშვებს ყურადღებას აქცევდა, თუკი
მათი დამტოვებელი არავინ იყო. უსასოო მოხუცებზე ზრუნავდა, როდესაც მათ
თავად საჭიროებისათვის გასვლა არ შეეძლოთ – ამ ჭუჭყიან საქმეზეც კი არ ამბობდა
უარს. გასათხოვარი გოგონები მასთან დარბოდნენ და გულის სწორებზე რჩევას
ეკითხებოდნენ, ბიჭები კი სთხოვდნენ, შეყვარებულების გაჯიუტებულ მშობლებს
დალაპარაკებოდა და ისინი დაქორწინებაზე დაეთანხმებინა. წაჩხუბებულ წყვილებს
ერთმანეთთან არიგებდა. ის ქალებიც კი, რომელთაც ქმრები სიზარმაცის გამო ცემას
ან ღალატის გამო მოკვლას უპირებდნენ, მის გამოქვაბულს აფარებდნენ თავს, რადგან
იცოდნენ, რომ მონტი-სანტუს ვერც ერთი მამაკაცი მარია კუადრადუსთან
შეფარებულზე ხელის აღმართვას ვერ გაბედავდა. იმით იკვებებოდა, რასაც
მიუტანდნენ, და ისე ცოტას ჭამდა, რომ ძღვნად მიტანილი საკვების დიდი ნაწილი
ხელუხლებელი რჩებოდა და მას ღარიბებს უნაწილებდა. ნაჩუქარ ტანსაცმელსაც მათ
აძლევდა, თავად კი წვიმასა თუ მშრალ ამინდში ისევ და ისევ ის ჯვალო ეცვა,
რომლითაც ოდესღაც მონტი-სანტუში ჩავიდა. სხვა სამოსით არავის ენახა.
მონტი-სანტუს მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში წირვაზე მასაკარის მისიიდან
ჩამოსული ბერებისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით თბილი არ ჰქონია.
მისიონერები მოსახლეობას ყოველთვის მოუწოდებდნენ, ზუსტად მიჰყოლოდნენ
ეკლესიის დარიგებებს, ეკლესიის გარეშე არაფერი ემოქმედათ და პიედრას
ენკანტადასის ამბავს ახსენებდნენ, დას ფლორისის მხარეში, პერნამბუკუში რომ
მოხდა, სადაც ერეტიკოსმა ჟუაუ ფერეირამ და პროზელიტების ჯგუფმა ის ცნობილი
ქვები ათობით ადამიანის (მათ შორის საკუთარი) სისხლით მორწყეს იმ იმედით, რომ
ასეთი მსხვერპლი მეფე სებასტიანს წყევლისგან გაათავისუფლებდა, ის კი, თავის
მხრივ, მსხვერპლად შეწირულებს მკვდრეთით აღადგენდა და ცათა სასუფევლისკენ
გზას გაუხსნიდა. მარია კუადრადუც რაღაც მსგავსად წარმოედგინათ და, მათი
აზრით, ისიც გზას იყო აცდენილი. ის კი, თავის მხრივ, მართალია, ბერების წინაშე
მუხლს იყრიდა, ხელზე ემთხვეოდა და დალოცვას სთხოვდა, მაინც ცდილობდა,
მათგან თავი შორს დაეჭირა; არავის ენახა, დიდხანს შეჩერებულიყო ამ მდიდრულ
სამოსში გამოწყობილ, გრძელწვერიან ადამიანებთან, რომლებიც ძნელად გასაგები
ენით ლაპარაკობდნენ და მათთან ისეთი შინაურული და ლამის ნათესაური
ურთიერთობა ჰქონოდეს, როგორიც ამ სოფლის მცხოვრებლებთან აკავშირებდა.
მისიონერები თავიანთ ქადაგებებში აფრთხილებდნენ მრევლს, გეშინოდეთ ცხვრის
ტყავში გახვეული მგლებისა, რომლებიც იმიტომ შემოგეპარებიან, რომ შემდეგ
მიმნდობ ფარას მუსრი გაავლონო. მგლებში იმ ცრუწინასწარმეტყველებს
გულისხმობდნენ, რომლებსაც მონტი-სანტუ ისე იზიდავდა, როგორც თაფლი
მკითხველთა ლიგა
ბუზებს. ისინი იოანე ნათლისმცემლის დარად ცხოველის ტყავში, ან თვითნაკეთ
სუტანებში გახვეულები გამოჩნდებოდნენ ხოლმე სოფლის ქუჩებში, „გოლგოთაზე“
ადიოდნენ და მხურვალე, მაგრამ გაუგებარი სიტყვით მიმართავდნენ მოსახლეობას,
მათ კი ეს უფასო წარმოდგენა იმაზე ნაკლებად როდი მოსწონდათ, ვიდრე
მოხეტიალე მუსიკოსებისა თუ ბოშათა ცირკის ქალაქში ჩამოსვლა, რომელთა
შორისაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გიგანტი პედრინი, წვერიანი ქალი და
უძვლო კაცი. მაგრამ მარია ახლოსაც არ ეკარებოდა იმ ბრბოს, რომელიც ამ თაღლით
მქადაგებლებს გარს შემოეხვეოდა ხოლმე. ამიტომაც იუცხოვეს ასე სოფლელებმა,
როდესაც დაინახეს, როგორ გამოჩნდა მარია კუადრადუ სასაფლაოზე, სადაც
მოხალისეები შეგროვილიყვნენ და, ერთი გრძელთმიანი, გარუჯულსახიანი,
იისფერმოსასხამიანი კაცის ქადაგებით წახალისებულები, იქაურობის შემოღობვას
ცდილობდნენ. ის კაცი სოფელში იმ დღის ჩასული იყო და თან სხვებიც ახლდა,
რომელთა შორისაც ერთი ნახევრად კაცი, ნახევრად ცხოველიც ერია, აქეთ-იქით
დაოთხილი რომ დარბოდა და სოფლელებს საყვედურობდა, ის ადგილი რატომ არ
შემოღობეთ, სადაც თქვენი მიცვალებულები განისვენებენო. განა სიკვდილი,
რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, უფლის სახე იხილოს, პატივისცემის ღირსი
არ არის? მარია კუადრადუ მათ მდუმარედ მიუახლოვდა, დაინახა, როგორ უწყობდა
ქვებს საფლავებს, როგორ უმაგრებდნენ სიცხისგან გამომშრალ ხის ჯვრებს და
თავადაც საქმეს შეუდგა. მზის ჩასვლამდე მათ მხარდამხარ იშრომა, შემდეგ
დანარჩენებთან ერთად გაემართა მოედნისკენ, ფინიკის ხეებთან, სადაც ყველანი
სახეგარუჯული კაცის გარშემო შეგროვილიყვნენ. მართალია, უცნობი ღმერთზე
ლაპარაკობდა და ამტკიცებდა, სულის სახსნელად აუცილებლად უნდა თქვათ უარი
საკუთარ ნებელობაზე, რამეთუ სწორედ ესაა შხამი, რომელიც ადამიანს შთააგონებს,
საკუთარი თავიც პატარა ღმერთად, ყველა დანარჩენ ღმერთზე მაღლა მდგომად
წარმოიდგინოს, საკუთარი ნებელობა სულიწმიდის ნებელობით უნდა შეცვალოთ,
რომელიც ბიბლიურ ბეჯით ჭიანჭველებად გაქცევთო, და კიდევ მსგავს რამეებს
ქადაგებდა, მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი გასაგები ენით ამბობდა, რომ მისი ნათქვამი
ყველას ესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლაპარაკი რელიგიური და ღრმა აზრის
მატარებელი იყო, მეგობრულ საუბარს უფრო ჰგავდა, რომელიმე საოჯახო
დღესასწაულის შემდეგ გამართულს, როდესაც სუფრიდან წამოშლილი ახლობლები
ღამის სიოსთვის შუბლის შესაშვერად ეზოში გამოეფინებიან ხოლმე. მარია
კუადრადუ მოძღვარს მონუსხულივით უსმენდა, არაფერს ეკითხებოდა, მაგრამ არც
თვალს აშორებდა. როცა უკვე ძალიან გვიანი იყო და მგზავრს აქეთ-იქიდან
დასასვენებლად შინ მიპატიჟება დაუწყეს, მანაც – ყველა მისკენ შებრუნდა, როდესაც
ამას ამბობდა – მორიდებით თავისი გამოქვაბული შესთავაზა. გამხდარი კაცი კი
დაუფიქრებლად წამოდგა და ქალთან ერთად აღმართს შეუყვა.
სანამ მოძღვარი მონტი-სანტუში იმყოფებოდა, სოფლელებს რჩევა-დარიგებებს
აძლევდა და მუხლჩაუხრელად შრომობდა – მთაზე აღმართული ყველა სამლოცველო
გაწმინდა და შეაკეთა, გოლგოთის გზას ორმაგი კედელი შემოავლო – ღამეს მარია
კუადრადუს გამოქვაბულში ათევდა. შემდეგ ითქვა, რომ არც მას და არც ქალს არ
სძინებიათ, რომ მთელ ღამეებს პატარა ფერადი საკურთხევლის ფერხთით
ატარებდნენ და სულიერ თემებზე საუბრობდნენ. იმასაც ამბობდნენ, მოძღვარს
მარიას ჭილოფზე სძინავს, ის კი მის ძილს დარაჯობსო. ასე იყო თუ ისე, მარია
კუადრადუ იმ კაცს ერთი წუთითაც კი არ შორდებოდა, დღისით ქვებს მასთან ერთად
და მასავით ეზიდებოდა, ღამით კი თვალებგაფართოებული უსმენდა. ხოლო

მკითხველთა ლიგა
როდესაც ერთ დილით გაიგეს, რომ მოძღვარს მონტი-სანტუ დაეტოვებინა და მას
სხვებთან ერთად მარიაც თან გაჰყოლოდა, მთელი სოფელი გაოცებით ალაპარაკდა.

ბაიაში, ზედა ქალაქში, ერთ-ერთ მოედანზე ქვის ერთი ძველებური, თეთრი


და შავი ნიჟარებით დამშვენებული შენობა დგას, რომელსაც გარშემო ციხესავით
სქელი ყვითელი გალავანი აკრავს. ზოგიერთი მკითხველი ალბათ უკვე მიხვდა, რომ
ეს ობსკურანტიზმის ციხესიმაგრეა: ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, სავანე
კაპუცინების სახელოვანი ორდენისა, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრითა და
მისიონერული მოღვაწეობითაა ცნობილი. რატომ ჩამოვაგდე სიტყვა თავისუფლად
მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის საძულველ ამ ადგილზე? საქმე ისაა, რომ
ორი დღის წინ მოვინახულე იქაურობა და მონასტერში მთელი საღამო დავყავი.
იქ დასაზვერად არ მივსულვარ. თუმცა, ბევრ ჩვენს თანამოაზრეს მიაჩნია, რომ
ყაზარმებში, მონასტრებში, პრეფექტურებსა და, საერთოდ, ყველა ჯურის
ძალადობისა და ცრურწმენების ბასტიონებში ვიზიტები სრულიად აუცილებელია,
რადგან ადამიანები ღრმად ჩამჯდარ შიშს ასეთი ბოროტებების წინაშე ასე უფრო
უკეთ დათრგუნავენ და დარწმუნდებიან, რომ ისინი არც ისე შეურყეველნი და
შეუვალნი არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ (გახსოვთ,
როგორ გადაწყვიტეს ბარსელონელმა შეთქმულებმა, შეჭრილიყვნენ დედათა
მონასტერში და ძალით დაებრუნებინათ მათთვის ქალური ბუნება, მონაზვნად
აღკვეცის გამო წართმეული რომ ჰქონდათ). მონასტერში ერთმა მიზანმა მიმიყვანა –
ვინმე ძმა ჟუაუ ევანჟელისტა დი მონტი მარსიანუს უნდა შევხვედროდი, რომლის
საინტერესო წერილის გაცნობის საშუალებაც ბედმა მარგუნა.
ექიმ ჟოზე ბაუტისტა დი სა ოლივეირასა და კრანიომეტრიის შესახებ დაწერილ მის
წიგნზე ადრე უკვე მოგახსენეთ. მასთან დროდადრო ვთანამშრომლობ ხოლმე.
სწორედ ასე შევიტყვე, რომ მის ერთ პაციენტს ახლო ურთიერთობა აქვს ამ მხარის
ყველაზე გავლენიან პიროვნებასთან – ბარონ დი კანიაბრავასთან. კაცმა, რომელსაც აქ
ვგულისხმობ, ლელის პიედადისმა, პროფესიით ადვოკატმა, სანამ ექიმი ოლივეირა
მას სოლიტერების დასაყრელ სასაქმებელს უმზადებდა, მიამბო, რომ ბარონის ერთ-
ერთი მამული უკვე ბარე ორი წელი იყო, რაც შეშლილების გუნდს დაეკავებინა და
მისი მიწები საერთო საკუთრებად გამოეცხადებინა. ადვოკატი ბარონის ამ საქმეში
თავად იყო ჩართული და სასამართლოში სარჩელის შეტანასა და ბარონისთვის
ქონების დაბრუნების მოთხოვნას აპირებდა. მას, ცხადია, მიაჩნდა, რომ ბარონს
სრული უფლება ჰქონდა, საკუთარი ქონება დაეცვა. როდესაც ექსპლუატირებულების
რაღაც ნაწილი არისტოკრატიას ქონებას ართმევს, რევოლუციონერისთვის ამის
გაგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუნდაც ისინი, ვინც ეს ქონება ჩამოართვა,
რელიგიური ფანატიკოსები იყვნენ, როგორც მათ ადვოკატი მოიხსენიებდა, სანამ
წამლით უკვე მოკლული სოლიტერის ორგანიზმიდან გამოდევნას ცდილობდა.
მაგრამ ჩემი ყურადღება იმან უფრო მიიპყრო, რაც შემდეგ გავიგონე: რომ ისინი
სამოქალაქო ქორწინებაზე უარს ამბობდნენ და მხოლოდ იმას აღიარებდნენ, რასაც
ადვოკატი პრომისკუიტერტს უწოდებდა, მაგრამ, რაც სოციალური განვითარების
გარკვეულ სტადიას მიღწეული ნებისმიერი ადამიანისთვის სხვა არაფერი იყო, თუ
არა თავისუფალი სიყვარული. „ახლა, როდესაც გამეფებული გარყვნილების
მტკიცებულებები არსებობს, ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ექნება, გარდა იმისა, რომ
იქ შეჭრილი ფანატიკოსები დაარბიოს“, – ამბობდა იგი. აღნიშნულ მტკიცებულებას
კი ის ანგარიში წარმოადგენდა, რომელიც მან ეკლესიასთან თავისი კავშირებით
მოიპოვა, რადგან ადვოკატის მომსახურება სასულიერო პირებსაც სჭირდებათ
მკითხველთა ლიგა
ხოლმე. ძმა ჟუაუ ევანჟელისტა დი მონტი მარსიანუ კანუდუსში თავად ბაიის
არქიეპისკოპოსმა მიავლინა, როდესაც ერეტიკოსობის ამ ფაქტმა მის ყურამდეც
მიაღწია. ბერიც, ცხადია, კანუდუსში გაემგზავრა და ნანახით თავზარდაცემული და
შეშინებული სასწრაფოდ დაბრუნდა უკან.
ასეთივე განწყობით იყო გამსჭვალული მისი საანგარიშო პატაკი, რომელშიც
აშკარად ჩანდა, რა მძიმედ გადაეტანა კაპუცინელ ბერს ეს მივლინება. რაც შეეხება
თავისუფალ ადამიანს, იგი ამ მოხსენებაში ეკლესიური ხარახურის მიღმა ისეთ რამეს
დაინახავდა, რაც მართლაც ააღელვებდა. თავისუფლების ინსტინქტი, რომელსაც
ტრადიციული საზოგადოება ისეთ დამანაწევრებელ მექანიზმებში ახრჩობს და
აცამტვერებს, როგორიცაა ოჯახი, სკოლა, რელიგია და სახელმწიფო, აშკარაა, რომ
ადამიანებს იქითკენაც უბიძგებს, იმ ინსტიტუციების წინააღმდეგ ამხედრდნენ,
რომლებიც გრძნობებისა და სურვილების ალაგმვისკენ მოუწოდებთ. ბრაზილიაში
მონარქიის დამხობისთანავე სამოქალაქო ქორწინების შემოღებასთან ერთად მის
წინააღმდეგ გამოსვლის საბაბით კანუდუსის ქალებმა და კაცებმა ერთმანეთთან
დაკავშირება და დაშორება თავისუფლად, მხოლოდ საკუთარი ნებით იწყეს, თან ისე,
რომ ჩასახული ბავშვების მამობაზე არც კი ზრუნავდნენ, ხოლო ასეთი საქციელის
გასამართლებლად თავიანთი მეთაურისა თუ მეგზურის – რომელსაც მოძღვარს
ეძახდნენ – სიტყვებს იშველიებდნენ, რომ ყველა ადამიანი კანონიერია იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ დაიბადა. ნუთუ ამ სიტყვებში რაღაც არ გეცნობათ? განა ეს
რევოლუციის მთავარი იდეების მატერიალიზაციად არ წარმოგიდგენიათ?
თავისუფალი სიყვარული, საკუთარი შვილისთვის მამის თავისუფალი არჩევის
უფლება, კანონიერ და უკანონოდ შობილ ბავშვებს შორის არსებული სამარცხვინო
ზღვრის მოშლა, იმის მტკიცება, რომ ადამიანს დაბადებიდან არც კეთილშობილება
დაჰყვება და არც სიმდაბლე, – აი, მათი აზრები. მქონია თუ არა მიზეზი, დამეთრგუნა
ბუნებრივი ზიზღი და კაპუცინელი ბერის სანახავად წავსულიყავი?
შეხვედრა თავად ზემოხსენებულმა ბარონ დი კანიაბრავამ მომიხერხა, რადგან
ჩათვალა, რომ მე უკვე მრავალი წელი იყო, რაც რელიგიური გრძნობების
დამახინჯებითა და ცრურწმენებით ვიყავი დაინტერესებული ( სხვათა შორის,
მართალია). შეხვედრა მონასტრის ფართო სასადილო ოთახში გაიმართა, სადაც
კედლები წმინდანთა და წამებულთა პორტრეტებით იყო მოხატული, წინ კი
ფილებით მოკირწყლული პატარა, გადახურული დერეფანი გასდევდა, სადაც წყლით
სავსე როფი იდგა და დროდადრო კაპიუშონიანი, ყავისფერსუტანიანი, წელზე
თეთრთოკშემოჭერილი ბერები მიდიოდნენ სათლებით ხელში წყლის ამოსაღებად.
ჩემმა თანამოსაუბრემ ყველა კითხვაზე მიპასუხა და საკმაოდ სიტყვაუხვიც გამოდგა,
როდესაც გაირკვა, რომ შეგვეძლო, მის მშობლიურ იტალიურ ენაზე გვესაუბრა. ბერი
დაბალი ტანის, მომრგვალებულ და ხშირწვერიანი, ჯერ ისევ ახალგაზრდა კაცი
აღმოჩნდა. ფართო შუბლი მიუთითებდა, რომ მეოცნებე უნდა ყოფილიყო,
შევარდნილი საფეთქლები და ბრტყელი კეფა კი მის გულღრძოობაზე,
სულმდაბლობასა და წვრილმან ბუნებაზე მიანიშნებდა. და მართლაც, საუბრის დროს
გასაგები გახდა, რომ კანუდუსის მცხოვრებლები საშინლად ეზიზღებოდა, რადგან
ეპისკოპოსის ბრძანება ვერ შეასრულა და შიშიც ჭამა, როდესაც „ერეტიკოსებთან“
ერთად რამდენიმე დღის გატარება მოუხდა. მაგრამ ბრაზითა და ზიზღით
გამოწვეული გადაჭარბებაც რომ გამოვრიცხოთ, მისი ანგარიში ამ საკითხზე მაინც
ძალიან შთამბეჭდავად მეჩვენება.
ის, რაც მოვისმინე, ჩვენი გაზეთის Etincelle de la Révolte -ის უამრავ ნომერს
შეავსებდა, მთავარი კი ის არის, რომ ბერთან საუბარმა ჩემი ვარაუდი გაამართლა:
მკითხველთა ლიგა
კანუდუსის დამპყრობმა გაუნათლებელმა, გამოუცდელმა ბოგანოებმა
ინსტინქტურად და წარმოსახვაზე დაყრდნობით მოახერხეს და პრაქტიკულად
შეასრულეს ის, რაც ჩვენ, ევროპელ რევოლუციონერებს აუცილებლად მიგვაჩნია
დედამიწაზე სამართლიანობის დასამკვიდრებლად. თავად განსაჯეთ: ძმა ჟუაუ
ევანჟელისტამ კანუდუსში ორი დღე დაყო ორ სხვა სასულიერო პირთან – ბაიიდან
ჩასულ კაპუცინთან და, იქვე, კანუდუსის მეზობელი მრევლის წინამძღვარ, ვინმე
დონ ჟუაკინთან ერთად, რომელსაც ძალიან უარყოფითად მოიხსენიებდა (მას
მემთვრალეობაში, მცირედმორწმუნეობასა და ყაჩაღებისადმი კეთილგანწყობაში
ადანაშაულებდა). „უპატივცემულობისა და თვითნებობის ნიშნები“ ჯერ კიდევ
ადგილზე ჩასვლამდე გახდა მათთვის საცნაური, როდესაც თვრამეტდღიანი
მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ერთი მეგზურიც კი ვერ იპოვეს, რომელიც მათ
კანუდუსამდე მიყვანაზე დასთანხმდებოდა, ბარონ დი კაიაბრავას ყოფილი
მამულიდან სამ ლიგაზე კი ისინი თოფებითა და მაჩეტეებით შეიარაღებულმა ხალხმა
გააჩერა, მათ ძალიან არამეგობრული შეხვედრა მოუწყო და, მხოლოდ დონ ჟუაკინის,
როგორც ნაცნობის, ჩარევის შემდეგ გაატარა. თავად კანუდუსში ისეთი ჭუჭყიანი და
გამხდარი ხალხი დახვდა, რომ ეჩვენებოდა, ჩონჩხები დაიარებიანო. ეს ჩონჩხები
ალიზით ნაშენ, ჩალით გადახურულ ქოხებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველა
კბილებამდე იყო შეიარაღებული, „იმისათვის, რომ მოძღვარი დაეცვათ, რომლის
დაღუპვაც ხელისუფლებამ უკვე სცადა“. დღესაც ყურებში მიწივის კაპუცინის
აცახცახებული ხმა, ახლაც მახსოვს ის მღელვარება, რომელიც მასში ამდენი იარაღის
დანახვას გამოეწვია: მუშკეტებს, კარაბინებს, პისტოლეტებს, დანებს არც ჭამის დროს,
არც ლოცვისას ხელიდან არ უშვებენ და ყველა ამ იარაღს ისეთი სახით ატარებენ,
თითქოს ნებისმიერ წუთს შეუძლიათ, ბრძოლაში ჩაერთონო“ (არ შემეძლო, ჩემი
მოსაუბრისთვის თვალი ამეხილა და ამეხსნა, რომ იმ ხალხმა ბრძოლა მხოლოდ მას
მერე დაიწყო, რაც ბარონ დი კანიაბრავას მიწები დაიპყრეს). ძმა ჟუაუ მიმტკიცებდა,
რომ იმ საშინელ ადამიანებს შორის, გარდა ჩვეულებრივი გლეხებისა, თავიანთი ავი
საქმეებით განთქმული ნამდვილი ყაჩაღებიც იმყოფებოდნენ, და იმ ყაჩაღთაგან ერთი
დამისახელა კიდეც, ვინმე ჟუაუ სატანა, რომლის „გაუგონარ სისასტიკეზე“ ხალხში
ლეგენდები დადიოდა. იმ ჟუაუ სატანას მთელი თავისი ავაზაკების ხროვა
კანუდუსში ჩაეყვანა და კონსეილეირუს მარჯვენა ხელი გამხდარიყო. კიდევ ის
მიამბო, როდესაც ვკითხე, თუკი თავი ქრისტიანებად მიგაჩნიათ, სულწაწყმედილი
მკვლელები რისთვისღა მიიღეთ-მეთქი, მიპასუხეს, სწორედ იმისათვის, რომ
გამოსწორდნენ. აქამდე ხალხს გაჭირვების გამო ძარცვავდნენ და ხოცავდნენ, ახლა კი
აქ თავი ადამიანებად, ერთი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად იგრძნეს, ამის გამო
მადლიერები არიან და უარს არაფერზე იტყვიან, ოღონდ კი ჩადენილი დანაშაული
გამოისყიდონ, თუ ხელს ვკრავთ, ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდებიან, ჩვენ
შემწყნარებლობა ისე გვესმის, როგორც ამას ქრისტე გვასწავლიდაო. დაუფიქრდით ამ
სიტყვებს, მეგობრებო, ეს ხომ თავისუფლების ფილოსოფიური ახსნაა, თქვენზე უკეთ
ვინ იცის, რომ ყაჩაღი სტიქიური მეამბოხეა, უბირი რევოლუციონერი! გაიხსენეთ,
კომუნის ავბედით დღეებში უამრავი ჩვენი ძმა და მომხრე, რომლებიც
ბოროტმოქმედებად იყვნენ შერაცხილნი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ისინი
ბურჟუებმა გამოკეტეს, როგორ იბრძოდნენ მშრომელების მხარდამხარ ავანგარდში
და როგორ უჩვენებდნენ კეთილშობილებისა და გმირობის მაგალითებს!
საგულისხმო ფაქტია, რომ კანუდუსში შეკრებილნი საკუთარ თავს „ჟაგუნსუებს“
უწოდებენ, რაც ამბოხებულს ნიშნავს. ბერი, რომელსაც მისიონერული საქმიანობის
გამო მთელი ბრაზილია შემოვლილი ჰქონდა, ამ ფეხშიშველ კაცებსა და ქალებს
მკითხველთა ლიგა
ვეღარ ცნობდა, მათი მორიდება, ეკლესიისა და ღმერთთან შუამავლების მიმართ
განსაკუთრებული მოწიწება სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. – სულ
გადასხვაფერებულები არიან! რაღაც უცნაური მღელვარება, აღგზნება შეპყრიათ:
ყვირიან, გაშმაგებულები ენით აუწერელი სიტყვებით ამტკიცებენ სრულიად
გაუგონარ სისულელეებს, რაც კი პატიოსანი ქრისტიანის ყურმა შეიძლება
მოისმინოს. ლანძღავენ არსებულ წყობას, ზნეობასა და რწმენას. ვისაც გადარჩენა
უნდა, კანუდუსში უნდა ჩამოვიდეს, დანარჩენი სამყარო ანტიქრისტეს ხელშიაო,
გაიძახიან! და იცით, სიტყვა „ანტიქრისტეში“ რას გულისხმობენ? რესპუბლიკას!
დიახ, მეგობრებო, რესპუბლიკას! მას ადანაშაულებენ ყველა, მათ შორის, უმეტესად,
აბსტრაქტულ უბედურებებში. მაგრამ ასევე სრულიად გარკვევით ადანაშაულებენ
შიმშილსა და ახალ გადასახადებში. ძმა ევანჟელისტა დი მონტი მარსიანუ ყურებს არ
უჯერებდა. იქით ვიხრები, რომ თავად ეს ბერი, მისი ორდენი და მთელი ეკლესია
მთლიანად ბრაზილიის ახალი წყობით მთლად აღფრთოვანებული არ უნდა იყოს,
რადგან, როგორც წინა წერილში გწერდით, რესპუბლიკა, რომელსაც მასონები
მართავენ, თავისთავად ეკლესიის დასუსტებას უნდა ნიშნავდეს. მაგრამ ნუთუ ამის
გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ რესპუბლიკა ანტიქრისტეს მოსვლას ნიშნავს?! ბერი
ცდილობდა, შევეშინებინე და აღვეშფოთებინე, მაგრამ ვერ ამჩნევდა, რომ მისი
სიტყვები მუსიკასავით ჩამესმოდა: – პოლიტიკურ-რელიგიური სექტაა, რომელიც
უარს ამბობს, დაემორჩილოს საკონსტიტუციო ხელისუფლებას, ეს სახელმწიფოა
სახელმწიფოში: ისინი არ ემორჩილებიან ხელისუფლებას, არ ემორჩილებიან
კანონებს, რესპუბლიკის ფულსაც კი არ აღიარებენ! თავისი შეზღუდულობის გამო
ბერს არ შეეძლო გაეგო, რომ ჩვენი კანუდუსელი ძმები თავისუფლების მარადიული
მტრის – ხელისუფლების – წინააღმდეგ საბრძოლველად შეუცდომელმა ინსტინქტმა
წაიყვანა. და რა არის ეს ხელისუფლება, რომელიც მათ ავიწროებს, ართმევს უფლებას,
მიწა გამოიყენონ, უფლებას, დატკბნენ ცივილიზაციისა და კულტურის ნაყოფით.
ართმევს თუ არა თანასწორობას რესპუბლიკა? და, აი, ისინიც აღდგნენ და იარაღს
მოჰკიდეს ხელი, და ამით დაამტკიცეს, რომ არსებობს ბორკილებისგან
გათავისუფლების ერთადერთი გზა – ძალის გამოყენება.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია: ახლა უფრო გამაოგნებელი რამის მოსასმენად
მოემზადეთ. ძმა ჟუაუ ევანჟელისტა აცხადებს, კანუდუსში ქაოსი მეფობს არა
მხოლოდ ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობაში, არამედ საკუთრებასთან
დამოკიდებულებაშიცო: ყველაფერი ყველას ეკუთვნის. მოძღვარმა დაარწმუნა ისინი,
რომ – ვისაც ყურნი გასხიათ, გესმათ! – რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონების
საკუთრებად ჩათვლა დიდი ცოდვაა. სახლები, სახნავ-სათესი მიწები, საქონელი
ყველას და ცალ-ცალკე არავის ეკუთვნისო. მოძღვარმა მათ ჩაუნერგა, რომ რაც უფრო
მეტი ქონება აქვს ადამიანს, განკითხვის დღეს გადარჩენის მით უფრო ნაკლები შანსი
ექნება. ასე მგონია, ეს კაცი ჩვენი იდეების პრაქტიკაში გამტარებელია, მაგრამ თავისი
განუვითარებელი ამალის კულტურულ დონეს ითვალისწინებს და ტაქტიკური
მოსაზრებებით ამ იდეებს რელიგიური შეფერილობით მოსავს-მეთქი. განა საოცარი
არ არის, რომ სადღაც ბრაზილიის სიღრმეში ერთი მუჭა ამბოხებულები ქმნიან
საზოგადოებას, რომელშიც არც ქორწინება არსებობს, არც ფული და სადაც კერძო
საკუთრება საერთო მონაპოვრითაა ჩანაცვლებული?
აი, როგორი აზრები არ მასვენებდა, როცა ძმა ჟუაუ ევანჟელისტა მიამბობდა, იმ
ერთი კვირის მანძილზე, როდესაც კანუდუსში იმყოფებოდა და ქადაგებდა,
დამხვდურები უცვლელი მტრული დუმილით როგორ ხვდებოდნენ. რამაც
საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მას პროტესტანტად და მასონად თვლიდნენ, რადგან
მკითხველთა ლიგა
ხალხს საკუთარ სოფლებში დაბრუნებას სთხოვდა, ხოლო როდესაც მოუწოდა,
რესპუბლიკა ეღიარებინათ და მის კანონებს დამორჩილებოდნენ, ბრბო ისე
აჩოჩქოლდა, რომ იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა კანუდუსი, ანუ
უბრალოდ რომ ვთქვათ, იქიდან გამოქცეულიყო, – ერთი შეშლილის გამო, რომელიც
აიძულებს ადამიანებს, მთელი დღე ტაძრის მშენებლობაში გაატარონ, ეკლესიამ იქ
ავტორიტეტი სრულიად დაკარგა. ბერის მიმართ თანაგრძნობა არ გამჩენია,
სამაგიეროდ, ვიგრძენი სიხარული და სიმპათია იმ ადამიანების მიმართ, რომელთა
წყალობითაც სწორედ ბრაზილიის პროვინციაში იწყებს ფერფლიდან აღდგენას ის
იდეა, რომელიც ევროპაში ტირანებმა რევოლუციების სისხლში ჩაახრჩვეს და
სამუდამოდ დასამარებულად მიაჩნიათ. გემშვიდობებით შემდეგ წერილამდე ან
სამუდამოდ.

IV

იმ დროისთვის, როდესაც ლელის პიედადისს, ბარონ დი კანიაბრავას ადვოკატს,


სალვადორის სასამართლოში კანუდუსში ბარონის მამულების დამპყრობელი
ბოროტმოქმედების წინააღმდეგ შეჰქონდა სარჩელი, უკვე სამი თვე იყო, რაც იმ
მამულში ანტონიუ კონსეილეირუ იმყოფებოდა. სერტანებში ხმა დაირხა, სადღაც
კანუდუსში, იმ მცენარის სახელი რომ ჰქვია, რომლისგანაც წინათ ჩიბუხებს
ამზადებდნენ და ყოველი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, წმინდანმა დაიდო
ბინა მას მერე, რაც მეოთხედი საუკუნე ამ მხარეში იქადაგა და მთელი ქვეყანა სიგრძე-
სიგანეზე შემოიარაო. ეს ამბავი ვაკეროებმა გაავრცელეს; ის მიდამოებიც კარგად
იცოდნენ, რადგან ღამის გასათევად და დასასვენებლად მდინარე ვაზა-ბარისის
ნაპირებთან ხშირად უხდებოდათ გაჩერება. ამის შემდეგ ჩრდილოეთიდან თუ
სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჯგუფ-ჯგუფად თუ ცალ-
ცალკე დაიძრნენ კანუდუსისაკეს მაწანწალები, ცნობისმოყვარენი, ავადმყოფნი და
ხეიბარნი, ცოდვილნი და დევნილნი, რაღაც წინათგრძნობასა თუ იმედს აყოლილნი,
რომ სწორედ იქ პოვებდნენ შეწყალებას, თავშესაფარს, განკურნებას, ბედნიერებას.
კანუდუსში ჩავიდა თუ არა, მოძღვარმა უფალი იესო ქრისტეს სახელობის ტაძრის
მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. განაცხადა, ტაძარიც და მისი ორი ძალიან
მაღალი სამრეკლოც ქვისა უნდა ყოფილიყო და მას ადგილი სოფლის წმინდა
ანტონიუს სახელობის ძველი ეკლესიის პირდაპირ მიუჩინა. – დაე, აღაპყრონ ხელნი
მდიდართ, - ამბობდა იგი და სახეს კოცონის ალი უნათებდა, – მე აღვაშენებ, რამეთუ
ღვთის შვილი ვარ, რამეთუ მან მომანიჭა უხრწნელი სული, რომელიც ზეცაში
ჭეშმარიტი სიმდიდრის ღირსი გახდება. მე ავაგებ ამ ტაძარს, რამეთუ უფალმა
მომივლინა გასაჭირი ამა სოფლისა, რათა იმქვეყნად სიკეთედ მომეზღოს. დაე,
მდიდრებმა ხელები აღაპყრონ! და ნაპერწკლებით აჭიატებულ წკვარამში ტილოს,
ძონძების ჩამოხეული სახელოების, მწყემსების ტყავის ხიფთანიანი ხელების ტყე
აღიმართა. ქადაგების წინაც და შემდეგაც ლოცულობდნენ და დაუმთავრებელ
ქოხებს, ღია ცის ქვეშ დასაძინებლად გამართულ, ძველმანებგადაფარებულ ფიცრის
ტახტებს შორის მსვლელობას აწყობდნენ. მძინარე სერტანელებს ესმოდათ, როგორ
ადიდებდნენ ახლად მოსულები დედა ღვთისმშობელსა და იესო ქრისტეს, როგორ
წყევლიდნენ ეშმაკსა და ანტიქრისტეს. ერთ-ერთი პირველი კანუდუსში
ფოიერვერკების ოსტატი ჩავიდა მირანდელიდან – ანტონიუ მეცეცხლე -– და მას
შემდეგ კანუდუსის მსვლელობებს ფოიერვერკები და შუშხუნები არ მოჰკლებია.
მკითხველთა ლიგა
ტაძრის შენებას თავად მოძღვარი ხელმძღვანელობდა, მშენებლობაში გამოცდილი
კაცი ეხმარებოდა, რომელთან ერთადაც მრავალრიცხოვანი სამრეკლოები
შეეკეთებინა და საძირკვლიდან გუმბათამდე კრიზოპოლისის ეკლესიაც აეგო.
მოძღვარი წყვეტდა, ვის ქვა უნდა ეთალა, ვის დუღაბი ეზილა, ვის ხარაჩოები
აღემართა. საღამოს, მწირი ვახშმის შემდეგ, რომელიც ხმელი პურის ნატეხის,
რომელიმე ხილის, ერთი კოვზი ცხელი ფარინიის – სიმინდის ფაფისა და ყლუპი
წყლისგან შედგებოდა, მოძღვარი ახალმოსულებს ხვდებოდა, ძველებს ავალებდა,
მათთვის ადგილი შეერჩიათ და როდესაც „მრწამსი“, „მამაო ჩვენო“ და
„ღვთისმშობლისა“ ჩათავდებოდა, მისი მრავლისმეტყველი ხმა გაისმებოდა.
სტუმრებს უხსნიდა, რომ აქ მკაცრი თავშეკავება, მძიმე ცხოვრება და ხელმოკლეობა
ელოდათ, მაგრამ მომავლის სხვა ისეთ სურათებსაც უხატავდა, რომელთა
გვერდითაც მოხეტიალე მომღერლების ლეგენდები აღარაფრად მოეჩვენებოდათ.
აღსასრული ახლოსაა, ისევე ახლოს, როგორც კანუდუსი ალტუ-და-ფაველიდან17.
რესპუბლიკა სულ ახალ და ახალ შეიარაღებულ ხალხს გამოგზავნის, რათა
შემიპყრონ და ხალხთან მის გაჭირვებაზე არ მალაპარაკონ, მაგრამ რამდენი სისხლიც
უნდა დაიღვაროს, უწმინდური მხეცი უფლის სხეულს მაინც ვერაფერს დააკლებს,
ვერ მოერევა. მოვა წარღვნა, შემდეგ მას მიწისძვრა მოჰყვება, შემდეგ მზე
დაბნელდება და დედამიწას ისეთი წკვარამი მოიცავს, რომ ადამიანები იძულებული
გახდებიან, ბრმებივით ხელის ცეცებით იმოძრაონ, შორს კი დიდი ბრძოლა დაიწყება,
შიშისგან ათასები დაიხოცებიან. მაგრამ შემდეგ წკვარამი გაიფანტება, გამჭვირვალე
დილა დადგება, ქალები და კაცები კანუდუსის გარშემორტყმულ მთებზე მეფე
სებასტიანის ჯარს თავიანთი თვალით იხილავენ. დიდებული მეფე ეშმაკთა
ლეგიონებს მუსრს გაავლებს, სატანას მოსრავს და დედამიწაზე უფლის ხელახლა
მოსასვლელად ერთიანად აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ადამიანები დაინახავენ
დონ სებასტიანს ბრწყინვალე აბჯარასხმულს, მახვილით ხელში, დაინახავენ, როგორ
აღებეჭდება ღიმილი ლამაზ, ახალგაზრდა სახეზე, როგორ იჯდება ოქროთი
ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ცხენზე, როგორ გადმოხედავს მათ ღიმილით და
მისიის დასრულების შემდეგ როგორ დაუბრუნდება ზღვის ფსკერს თავის
ძლევამოსილ ჯართან ერთად.
და დაბაღები და პეონები, ექიმბაშები და მოხეტიალე მეწვრილმანეები, მრეცხავები,
მათხოვრები, ბებიაქალები, რომლებსაც კანუდუსში ჩამოსასვლელად ღია ცის ქვეშ
არაერთი დღე დაეღამებინათ, ხანგრძლივი და დამღლელი გზა გამოევლოთ, თან
მთელი თავიანთი ავლადიდება ჩამოეტანათ, ბოხჩებში გამოკრული ან საპალნედ
აკიდებული, ახლა სიბნელეში ერთმანეთს მიჰკვროდნენ, ამ ხმას უსმენდნენ,
უნდოდათ, დაეჯერებინათ და თვალებაწყლიანებულები კიდეც იჯერებდნენ. შემდეგ
კი ისევე გულმხურვალედ ლოცულობდნენ და გალობდნენ, როგორც მათი
წინამორბედები; ხოლო ისინი, ვინც სიტყვები არ იცოდა, ჩქარობდნენ, ლოცვა,
გალობა, ჭეშმარიტება რაც შეიძლება მალე შეეთვისებინათ. განსაკუთრებული
თავგამოდებით კანუდუსელი ვაჭარი ანტონიუ ვილანოვა გამოირჩეოდა:
ღამღამობით შორს, მდინარის ნაპირას ან ახალ ხნულებში ანტონიუ ნეტარის
თანხლებით გადიოდა და იქ ნეტარი მოთმინებით უხსნიდა უფლის მცნებებსა და
აღთქმებს, რომლებსაც იგი მერე თავის ძმას ონორიუს, თავის ცოლს ანტონიას, თავის
რძალს ასუნსაუს, თავის შვილსა და ძმისშვილს უყვებოდა.
საკვები საკმარისი ჰქონდათ: მარცვლეულიც, ბოსტნეულიც, ხორციც და რადგან იმ
წელს მდინარე ვაზა-ბარისი არ დამშრალიყო, მინდვრებზე ახალი მოსავლის
დათესვაც მოეხერხებინათ. საკვები ახალმოსახლეებსაც მოჰქონდათ, მოწყალებას არც
მკითხველთა ლიგა
მეზობელი სოფლებიდან იშურებდნენ და ფრინველს ბოცვრებს, ღორებს,
მარცვლეულს, თიკნებს უგზავნიდნენ. მოძღვარმა ანტონიუ ვილანოვას დაავალა,
სურსათის მარაგებისთვის მიეხედა და სამართლიანად გაენაწილებინა სუსტებს,
უძლურებსა და ავადმყოფებს შორის. ცხოვრება კანუდუსში - თუმცა მაშინვე არა –
თავის კალაპოტში ჩადგა და მოძღვარს ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ
დასჭირვებია: ცხოვრების ეს წესი მისი ქადაგებების გამო ყველასთვის გასაგები იყო.
ნეტარს დავალებული ჰქონდა, ახალბედებისთვის იქაურობა გაეცნო და მათი
შემოწირულობა მიეღო – სულ ერთია, რა იქნებოდა, გარდა ფულისა. ის, ვისაც
რესპუბლიკის რეიები18 მოჰქონდა, დაღიანის ან ჟუაუ მოციქულის თანხლებით
კუმბიში ანდა ჟუაზეირუში იგზავნებოდა და იქ ხარჯავდა მშენებარე ტაძრის
საჭიროებებისთვის - ძვირფასი ჯიშის ხის მასალის, ჯვარცმების, წმინდანთა
ქანდაკებების, ნიჩბების, წერაქვების, შვეულებისა და სხვა ამგვარების შესაძენად.
ბეჭდებს, საყურეებს, თმის სარჭებს, ყელსაბამებს, სავარცხლებს, ძველებურ მონეტებს,
ძვლისა და რქებისგან დამზადებულ უბრალო სამკაულებს დედა მარია კუადრადუს
აბარებდნენ. ისიც ყველაფერს სკივრში ალაგებდა და ეს ძვირფასეულობა წმინდა
ანტონიუს ეკლესიაში გამოიფინებოდა ხოლმე, როდესაც პადრე ჟუაკინი კუმბიდან ან
სხვა მხრიდან ჩამოდიოდა, რომ წირვა ჩაეტარებინა, მორწმუნენი ეზიარებინა,
მოენათლა, ან ჯვარი დაეწერა. ასეთ დღეებში ყოველთვის ზეიმი იყო. ორი დევნილი
ბოროტმოქმედი – დიდი ჟუაუ და პედრაუ, რომლებიც თავიანთი ძალით იყვნენ
ცნობილი, მათთვის დამხმარეებად გამოყოფილ ხალხთან ერთად მთელი იმ
მხარიდან ქვებს მოათრევდნენ ტაძრის ასაშენებლად. მშენებლებს საჭმელს ჟუაუ
მოციქულის ცოლი, კატარინა და კუმბიდან ჩამოსული ქალი, ალეშანდრინია კორეა
უმზადებდნენ, ალეშანდრინიაზე ამბობდნენ, სასწაულების მოხდენა შეუძლიაო.
მართალია, იქ ცხოვრება იდეალური არ იყო და არც სირთულეები აკლდა. მოძღვარი
ქაღალდისა თუ კოჭის თამაშს, მოწევასა და სმას კრძალავდა, მაგრამ მაინც იყვნენ
ისეთები, ვინც თამაშობდა, ეწეოდა და კაშასასაც სვამდა, ხოლო როდესაც კანუდუსმა
ზრდა დაიწყო, დროდადრო ქურდობას, ჩხუბს, ლოთობასა და დანის ტრიალსაც კი
გადააწყდებოდნენ. მაგრამ ეს ბევრად უფრო იშვიათად ხდებოდა, ვიდრე სხვა
ადგილებში, თანაც მოძღვრის გარშემო შემოკრებილი მეგობრული, ერთ მუშტად
შეკრული, ასკეტური და გულანთებული მოწაფეების გუნდისაგან მოშორებით.
მოძღვარი ქალებს თავის მოვლასა და გაპრანჭვას არ უშლიდა, თუმცა გამუდმებით
იმეორებდა, იმას, ვინც თავის სხეულს მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობს,
შეიძლება სული უყურადღებოდ დარჩეს და, ლუციფერის მსგავსად, ლამაზი
გარეგნობა საზიზღარ და გულისამრევ, ბინძურ სულს მალავდესო. და მალე
ახალგაზრდა და მოხუცი ქალების სამოსიდან ფერები გაქრა, კაბის კალთები
კოჭებამდე დაგრძელდა, საყელო ყელამდე აიწია, გამოყვანილი კაბები გამოეშვა და
მათი სამოსი მონაზონთა კაბებს უფრო დაემსგავსა, ვიდრე ჩვეულებრივი ქალებისას.
სამკაულები შემოწირულობებში გადავიდა, თმის სამაგრებიც გაუჩინარდა და თმა
ახლა ან თავისუფლად ჰქონდათ გაშლილი, ან ხილაბანდქვეშ დამალული.
დროდადრო „მაგდალელებთან“ დაკავშირებით გაუგებრობებიც ხდებოდა.
ზნედაცემული ქალები, რომლებიც კანუდუსამდე დიდი გაჭირვებით აღწევდნენ და
მოძღვარს ფეხებს უკოცნიდნენ პატიების სათხოვნელად, ძალიან მტრულ
დამოკიდებულებას აწყდებოდნენ დამხვდური ქალებისგან, რომლებიც
ახალმოსულებს იმასაც კი აიძულებდნენ, სრული მონანიების ნიშნად თმაში ეკლის
ტოტები ეტარებინათ.

მკითხველთა ლიგა
თუმცა, ზოგადად, ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა და კანუდუსის
მცხოვრებლებს შორის ურთიერთგაგება და კეთილგანწყობა სუფევდა. სერიოზულ
პრობლემას ახლად გამომცხვარი რესპუბლიკის მიერ მოჭრილი ფული უქმნიდათ.
თუკი აღმოაჩენდნენ, რომ ვინმე იმ ფულით იხდიდა რამის საფასურს, ან თავად
იღებდა საფასურად, მოძღვრის ხალხი მას მაშინვე ართმევდა ან, უბრალოდ,
აიძულებდა, კანუდუსიდან წასულიყო. საფასურად მხოლოდ იმპერატორ დონ
პედრუს, ან მისი ქალიშვილის, პრინცესა იზაბელას გამოსახულებიან მონეტებს
იღებდნენ, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მონეტები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა,
უპირატესობა ნელ-ნელა საქონლის გაცვლას ან რამის საფასურად საქმის შესრულებას
ენიჭებოდა. შაქრის ლერწამს ალპარგატებზე19 ცვლიდნენ, ქათმებს -– ექიმბაშის
დახმარებასა და სამკურნალო ბალახეულზე, ფქვილს – ნალებზე, კრამიტს – ტილოზე,
ჰამაკს – მაჩეტეზე, მინდორში, ბოსელში, ფარეხში შრომას სხვაგვარი შრომით
ანაზღაურებდნენ. უფლის სადიდებლად შრომაში ფულს არავინ იღებდა და ამისთვის
არავინ იშურებდა არც დროს, არც ძალ-ღონეს. ტაძრის გარდა ფარდულებსაც
აშენებდნენ, რომლებსაც მოგვიანებით მოწყალების სახლების დარქმევას
უპირებდნენ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, ადამიანებს საჭმელი და ჭერი
დახვედროდათ, ავადმყოფებს, დავრდომილებს და დაობლებულ ბავშვებს – მოვლა.
თავიდან ასეთ სახლებს მარია კუადრადუ უძღვებოდა, მაგრამ მოგვიანებით,
როდესაც სამლოცველო – პატარა, ჩალით გადახურული, თიხით შელესილი ორი
ოთახი – აიგო, სადაც მოძღვარს შესაძლებლობა ეძლეოდა, რამდენიმე საათით მაინც
დაეხსნა თავი აბეზარი მომლოცველების კითხვებისგან, მარია მთლიანად იქით
გადაერთო და მოწყალების სახლები ვილანოვების ცოლებს – ანტონიასა და ასუნსაუს
– მიანდო. მართალია, ახალმოსულთა და კანუდუსის ძველ მცხოვრებთა შორის
კამათიც იმართებოდა, ვაზა-ბარისის მეზობლად სარწყავით უზრუნველყოფილი
მიწები ახლებმა რატომ დაიკავესო, მაგრამ ვაჭარი ანტონიუ ვილანოვა ამ
უთანხმოებას როგორღაც აგვარებდა. მოძღვრის დავალებით მან ახალჩამოსულებს
სახლების ასაშენებლად მიწები გაუნაწილა; მათ მიერ ჩამორეკილი და ძღვნად
შეწირული საქონლისთვის ცალკე ბაგა გამართა და, თუკი საკუთრებასთან
დაკავშირებით დავა მაინც წარმოიშობოდა, ამასაც ანტონიუ ვილანოვა წყვეტდა
ხოლმე. თუმცა ასეთი დავები ხშირი არ იყო, რადგან იმათ, ვინც აქ, კანუდუსში
მოდიოდნენ, გამდიდრების სურვილი თუ ანგარება არ ამოძრავებდათ. ეს ერთობა
უფრო სულიერი საკითხებით იყო დაკავებული: ლოცულობდნენ, მიცვალებულებს
აპატიოსნებდნენ, მარხვებს იცავდნენ, პროცესიებს აწყობდნენ, უფლის სადიდებელ
ტაძარს აშენებდნენ, ყველაზე ხშირად კი საღამოს ქადაგებებს უსმენდნენ, რომლებიც
შეიძლება გვიან ღამემდე გაგრძელებულიყო და ასეთ დროს კანუდუსში სხვა
ყველაფერი წყდებოდა.

მზის ხვატით გათანგულ ერთ შუადღეს კეიმადასის კედლები პროგრესული


რესპუბლიკური პარტიის პლაკატებით აჭრელდა. პლაკატებზე პარტიის დევიზის
გარდა – „ერის ძლიერება ერთიან ბრაზილიაშია!“ – მათი ლიდერის, ეპამინონდას
გონსალვისის გვარი ზიმზიმებდა, მაგრამ ღვთისმშობლის სახელობის პანსიონში
მჯდარი გალილეო გალი მისი ფანჯრების წინ გამართულ ამ პოლიტიკურ
მანიფესტაციას ყურადღებას არ აქცევდა, ახლა ფიქრებით უფრო რუფინუში
აღმოჩენილ წინააღმდეგობრივ მიდრეკილებებს დასტრიალებდა. „ძალიან იშვიათი
შეხამებაა, – ფიქრობდა თავისთვის გალი, – რომ ორიენტირებისა და სწრაფი
რეაგირების უნარი აქვს კაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება ამ უზარმაზარი
მკითხველთა ლიგა
ტერიტორიის წინ და უკან თელვაში გაუტარებია, რადგან ხან მოგზაურებს უწევს
მეგზურობას, ხან მონადირეებს, ხან კი შიკრიკობასა ან დაკარგული საქონლის
ძებნაზეც არ ამბობს უარს. – გალს ეს ამბავი სულაც არ ეჩვენებოდა გასაოცრად. –
„მაგრამ განა საკვირველი არ არის, რომ ასეთ კაცს ამასთანავე ოცნებისკენ ასეთი
მიდრეკილება, ფანტაზიის უნარი, ირეალობის ასეთი აღქმა ჰქონდეს? ასეთი
თვისებები მხოლოდ ხელოვანებისა და მგრძნობიარე ადამიანებისათვისაა
დამახასიათებელი. როგორ მოხდა, რომ ისინი ასეთ კაცთან აღმოვაჩინე, კაცთან,
რომლის პიროვნებაში ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იგი მატერიალისტი,
მიწიერი და პრაგმატული ადამიანი უნდა ყოფილიყო? მისი თავის ქალის
მოყვანილობა ხომ სწორედ რომ მიწიერი და პრაქტიკული ადამიანისთვისაა
ზედგამოჭრილი?“ გალმა ეს მაშინვე შეამჩნია, როგორც კი თავის ქალა მოუსინჯა. „რა
გამაოგნებელი შეხამებაა, ერთდროულად თავხედიც იყოს კაცი და მორიდებულიც,
ხარბიც და ბედოვლათიც“.
გალი წარწერებით, საოპერო სპექტაკლების აფიშებიდან ამოჭრილი
ფოტოსურათებით აჭრელებული ტიხრის უკან გადის, გაბზარულ სარკესთან,
ვარცლზე იხრება და სახეზე წყალს ისხამს, იატაკის ნასვრეტებიდან ყავისფერი
ტარაკნები ხან გამოძვრებიან, ხან ისევ იმალებიან, ჭერს კი პაწანინა ხვლიკი ისე
გაუნძრევლად აჰკვრია, თითქოს გაუქვავებიათო. ოთახის ავეჯი სულ ერთი,
ცარიელი, უქვეშაგებო ტახტისგან შედგება. გისოსებიანი ფანჯრიდან ოთახში
ჰაერთან ერთად საზეიმო ატმოსფერო იჭრება: მეგაფონის ბუბუნი, ლიტავრების ცემა,
დოლის ბრახუნი, ფრანების გაშვებით გართული ბავშვების ჟრიამული. ვიღაც
სიტყვით გამოდის, ბაიის დამოუკიდებელი პარტიის, გუბერნატორ ლუის ვიანას,
ბარონ დი კანიაბრავას მიწასთან ასწორებს და ეპამინონდას გონსალვისისა და
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ღვაწლზე ლაპარაკობს. გალილეო გალი
პირის ბანას განაგრძობს და გარედან შემოსული ხმების მიმართ არავითარ
ყურადღებას არ ამჟღავნებს. დაბანას რომ ამთავრებს, პირს საკუთარი პერანგითვე
იწმენდს, ტახტზე იშოტება და ტარაკნებსა და ხვლიკს ასე გაშოტილი შესცქერის. თან
ფიქრს განაგრძობს: „მოუთმენლობის წამალი მეცნიერებაა“. უკვე ერთი კვირაა, რაც
კეიმადასშია და, მართალია, კარგა ხანია, რაც ცხოვრებამ ლოდინს შეაჩვია, ახლა
მოუთმენლობას ვეღარაფერს უხერხებს: ამიტომაც სთხოვა რუფინუს, შენი თავის
ქალა მომასინჯინეო. მისი დაყოლიება არც ისეთი ადვილი გამოდგა, თავიდან
მეგზურმა ეჭვით მიიღო მისი თხოვნა და გალს ახსოვს, სანამ თავის ქალას
უსინჯავდა, როგორი დაძაბული იყო მეგზური, თითქოს ყოველ წამს მზადაა,
წამოხტეს და გაიქცესო. ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს და საერთო ენის
გამონახვა არ უჭირდათ, დრო რომ მოეკლა, გალილეო მის ქცევას აკვირდებოდა და
თავისთვის ჩანაწერებსაცკი აკეთებდა: „ცას, ხეებსა და მიწას ისე კითხულობს,
თითქოს გადაშლილი წიგნი იყოს; მისი წარმოდგენები სამყაროს შესახებ მარტივი და
ურყევია, მკაცრი ზნეობრივი კოდექსითა და მორალით გამოირჩევა, რაც, უდავოდ,
ბუნებასა და ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად უნდა
ჩამოყალიბებოდა და არა განათლებით, რამეთუ კითხვაც კი არ იცის, და არც
რელიგიით, რამეთუ დიდი ღვთისმოსავის შთაბეჭდილებას არამც და არამც არ
ტოვებს“. ეს ყველაფერი ემთხვეოდა იმას, რაც მან მისი თავის ქალის სინჯვისას
თითებით შეიგრძნო. სად უნდა ეძებნა სასწაულის რწმენა იმ ერთი კვირის მანძილზე,
რაც რუფინუსთან უწევდა ურთიერთობა, თუკი მის ქცევაში არაფერი ამგვარი არ
შეუნიშნავს? თუმცა, განუწყვეტლივ აკვირდებოდა და, სანამ კანუდუსში ერთად

მკითხველთა ლიგა
გამგზავრებაზე საუბრობდნენ, რკინიგზის სადგურსა თუ ხელოსნების
ფარდულებთან გამაგრილებელ სასმელს სვამდნენ ან იტაპიკურუს სანაპიროზე
დაეხეტებოდნენ, გამუდმებით ამაზე ფიქრობდა. აი, რუფინუს ცოლი ჟურემა კი
სრულიად საპირისპირო სურათს უხატავდა, ქალის დამღუპველი სურვილი,
გამოცდილების საზღვრებს გასცლოდა, გამონაგონითა და არარსებულით
დამტკბარიყო, გალში არავითარ ეჭვს არ იწვევდა. მართალია, ჟურემა გალის
თანდასწრებით მორცხვობდა და გაუბედავი ხდებოდა, გალმა მაინც მოახერხა მისგან
კეიმადასის ეკლესიის მთავარ საკურთხეველთან მდგარი წმინდა ანტონიუს ხის
ქანდაკების ამბავი მოესმინა, – ქანდაკება ძალიან დიდი ხნის წინ გამოქვაბულში
იპოვეს და ტაძარში მიიტანეს. მეორე დღეს გაიხედეს და იქ აღარ დახვდათ, ისევ
გამოქვაბულში აღმოჩნდა. ისევ ეკლესიაში მოაბრძანეს, საკურთხეველს მიაბეს, ის კი
მაინც თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა, და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩვენთან
ოთხი კაპუცინელი ბერი და თავად ეპისკოპოსი არ ჩამობრძანდნენ: მათ ეკლესია
წმინდა ანტონიუს სახელზე აკურთხეს და მის პატივსაცემად ჩვენს ქალაქს სან-
ანტონიუ დას კეიმადასი დაარქვეს. წმინდანი საკურთხეველთან მხოლოდ ამის
შემდეგ დარჩა, – უამბო ჟურემამ.
როცა გალმა რუფინუს ჰკითხა, შენი ცოლის მონაყოლი ამბის გჯერა თუ არაო, მან
მხრები აიჩეჩა და სკეპტიკურად ჩაიქირქილა. ჟურემას კი, პირიქით, სჯეროდა. გალს
ძალიან უნდოდა, მისთვისაც მოესინჯა თავის ქალა, მაგრამ ამაზე სიტყვაც არ
დაუძრავს: დარწმუნებული იყო, იმის გაფიქრებაც კი, რომ უცხოელი მისი ცოლის
თავს შეეხებოდა, რუფინუსთვის სრულიად მოუთმენელი რამ იქნებოდა. დიახ,
რუფინუ ეჭვიანი და უნდობი კაცი იყო. გალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა,
კანუდუსში წასვლაზე დაეყოლიებინა: ევაჭრებოდა, ფასს უმატებდა, თავის
დასაღწევად რას აღარ იმიზეზებდა, დროს წელავდა მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც
დათანხმდა. მიუხედავად ამისა, გალი ატყობს, რომ რუფინუს ანტონიუ მოძღვარსა
და მის ხალხზე ლაპარაკი არ უყვარს.
გალის ყურადღება მისდა შეუმჩნევლად რუფინუზე ფიქრიდან ფანჯარაში
შემოსულ ხმაურზე გადადის: „რეგიონის ავტონომიისა და დეცენტრალიზაციის
მოთხოვნით გუბერნატორი ვიანა, ბარონი დი კანიაბრავა და ძმანი მათნი ერთადერთ
რამეს ცდილობენ: ძველი პრივილეგიები შეინარჩუნონ და არ დაუშვან, რომ ბაია
ბრაზილიის სხვა შტატების მსგავსად განვითარდეს. ვინ არიან ეს ავტონომიის
მომხრენი? ფარული მონარქისტები – ნება რომ მივცეთ, მაშინვე ძირმომპალ იმპერიას
აღადგენენ და რესპუბლიკას გაანადგურებენ! მაგრამ პროგრესული რესპუბლიკური
პარტია მისი ბელადის, ეპამინონდას გონსალვისის მეთაურობით ამას არ დაუშვებს!“
ამას ვიღაც სხვა ამბობს, ადრე სხვა ხმა ესმოდა, ახლა გალილეოს თითქმის ყველა
სიტყვა ესმის და ნათქვამის აზრსაც სწვდება, წინა ორატორი კი რაღაც ძალიან
გაუგებრად ბლუკუნებდა. იქნებ ფანჯარასთან მისულიყო და გაეხედა? არა, არ ღირს:
ადგილიდანაც არ დაიძვრება, დარწმუნებულია, რომ სანახაობა იგივე იქნება, რაც
ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ერთნაირია ხოლმე. მცონარენი სათითაოდ
ჩამოუვლიან მაგიდებს, ჭამენ, სვამენ, მოხეტიალე მუსიკოსებს უსმენენ, ოჩოფეხებიან
კაცთან, ან თვითმარქვია წინასწარმეტყველთან გროვდებიან, შეიარაღებული დაცვის
მიღმა ფიცრებისგან გამართული ტრიბუნისკენ დროდადრო თუ გაიხედავენ,
ორატორებს ხომ საერთოდ არ უსმენენ. „დიდი სიბრძნე დევს მათ ამ
გულგრილობაში, – ფიქრობს გალილეო გალი, – რაში სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ
ბაიის ავტონომიის მომხრე დამოუკიდებელი პარტია, რომელსაც ბარონი დი
კანიაბრავა უდგას სათავეში, ხელისუფლების ცენტრალიზაციის წინააღმდეგი
მკითხველთა ლიგა
გამოდის, რომ მას რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგება და, თავის მხრივ,
ფედერალიზაციის წინააღმდეგ იბრძვის, ბარონის პარტია კი სწორეც რომ
ფედერალიზაციის მომხრეა? ბურჟუაზიული პარტიების გაცხარებულ რიტორიკას ამ
გაუბედურებულ ხალხთან ნეტა რა აქვს საერთო? არაფერი, ჰოდა, აქ მხოლოდ
სანახაობის გამო შეკრებილან და სწორადაც იქცევიან, რომ ტრიბუნიდან გაცხარებულ
აგიტაციას ყურადღებას არ აქცევენ. მართალია, წინა დღით გალილეომ კეიმადასში
გარკვეული მღელვარება შენიშნა, მაგრამ ეს ჩოჩქოლი პროგრესული რესპუბლიკური
პარტიის მიტინგის მხარდაჭერას სულაც არ მოასწავებდა, ხალხს ის უფრო
აინტერესებდა, ამ ღონისძიების ჩასაშლელად ბარონი თავის ბიჭებს გამოგზავნიდა
თუ არა და წინა შემთხვევის მსგავსად სროლა ისევ თუ დაიწყებოდა. უკვე შუადღე
იყო და სროლის ხმა არ ისმოდა, გამოდის, რომ შეხლა-შემოხლა არ გაიმართებოდა.
რატომ უნდა შეეწუხებინათ თავი და რატომ უნდა მიეტანათ მიტინგზე იერიში,
როდესაც ძლიერი მხარდაჭერა არ გააჩნდათ? გალს მიაჩნია, რომ ავტონომისტების ეს
გამოსვლები ზუსტად იმეორებდა იმათ, რაც ადრე ჩაეტარებინათ. არა, ბაიისა და
ბრაზილიის ბედი აქ არ წყდებოდა: „იქ წყდება, კანუდუსში, მაგრამ იქ მყოფებს
წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ამ ქვეყნის ნამდვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ“,
– ფიქრობს გალი. კიდევ რამდენ ხანს უნდა იცადოს, საინტერესოა. გალილეო გალი
ტახტზე ჯდება და თავისთვის ბუტბუტებს, მოუთმენლობის წამალი მეცნიერებააო.
იატაკზე დაგდებულ საკვოიაჟს ხსნის, ტანსაცმელსა და რევოლვერს გვერდით აწყობს
და ბოლოს და ბოლოს პოულობს სასურველ ნივთს, რვეულს. ამ ქალაქში ყოფნით
მიღებული შთაბეჭდილებები სწორედ აქა აქვს ჩაწერილი. რვეულს შლის და
კითხულობს: „აგურით ნაშენი სახლები, კრამიტის სახურავები, მოუხეშავი სვეტები.
საითაც უნდა გაიხედო, ხეებიდან ჩაქუჩებით ან დანებით ჩამოსერილი ანჟიკუს
მერქანი მიმობნეულა. ამ მერქანს შემდეგ მდინარის წყლით სავსე ვარცლებში ყრიან,
მერე ამ წყალს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გაუთრიმლავ ტყავსაც ამატებენ.
საქმე ისაა, რომ ანჟიკუდ წოდებული ხეების ქერქიდან სათრიმლავი ნივთიერება
გამოიყოფა. შემდეგ ასე დამუშავებულ ტყავებს რომელიმე ჩარდახქვეშ გაფენენ და
დანით კარგად გაფხეკენ. საქონლის, ცხვრის, თხის, ბოცვრის, ირმის, მელიისა და
ფოცხვრის ტყავებია. ანჟიკუს მერქანს მძაფრი სუნი აქვს და სისხლისფერია.
პრიმიტიულ საამქროებში მთელი ოჯახი მუშაობს – მამა, დედა შვილები და კიდევ
რომელიღაც ნათესავები. ტყავის დამუშავება კეიმადასის მთავარი სიმდიდრეა“. გალი
რვეულს ჯიბეში იდებს. დაბაღები მის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ,
თავიანთი ხელობის წვრილმანებს უხსნიდნენ. მაგრამ რატომ ხდებოდა, რომ
საკმარისი იყო, კანუდუსი ეხსენებინა, მაშინვე დუმდებოდნენ? მასთან გულახდილ
საუბარს ერიდებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მათთვის უცხო კაცი იყო,
პორტუგალიურად წესიერადაც კი ვერ ლაპარაკობდა. გალმა ხომ იცის, რომ ანტონიუ
კონსეილეირუ და კანუდუსი ქალაქში საუბრის მთავარ თემადაა ქცეული, მაგრამ
ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თავად წამოეწყო ამაზე ლაპარაკი – არავინ მხარს არ
უბამდა, თავად რუფინუ და ჟურემაც კი. სახელოსნოებში, სადგურზე, პანსიონში,
ქალაქის მოედნებზე – ყველგან, საკმარისი იყო, მისი სახელი ეხსენებინა, რომ
ყველანი ჩუმდებოდნენ, ეჭვის თვალით მიაშტერდებოდნენ და სიტყვას ბანზე
უგდებდნენ. „გონიერი ხალხია, ფრთხილი, – ფიქრობს გალი, – იციან, რასაც
აკეთებენ, ნამდვილად ბრძენი ხალხია“.
ისევ იქექება საკვოიაჟში, თავის ერთადერთ ძველ, ათასჯერ გადაკითხულ,
მუქყდიან წიგნს იღებს, ყდაზე პიერ ჟოზეფ პრუდონის სახელი და გვარი თითქმის
სულ გადაშლილა. სამაგიეროდ, სათაური Systeme des contradictions20 და გამოცემის
მკითხველთა ლიგა
ადგილი, ლიონი, კვლავ გარკვევით მოჩანს. ქუჩიდან შემოსული ხმაური კითხვის
საშუალებას არ აძლევს, თანაც ნელ-ნელა კვლავ მოუთმენლობა ეუფლება. თავს
ძალას ატანს და ფიქრს განყენებულ თემებზე იწყებს. ადამიანს, რომელსაც
ზოგადსაკაცობრიო პრობლემები და იდეები საერთოდ არ აინტერესებს, რომელიც
კარჩაკეტილად ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად სწორედ კარჩაკეტილობას აფასებს,
ყურებს უკან მკვეთრად გამოხატული, ლამის წინ გამოწეული წყვილი ძვალი უნდა
ჰქონდეს. აქვს თუ არა ისინი რუფინუს? იქნებ უცნაურობა კაცისა, რომელიც
კანუდუსში უნდა გაუძღვეს, ღირსების თავისებურ წარმოდგენაში მდგომარეობს და
შეიძლება თუ არა ამას წარმოსახვის ეთიკური სახესხვაობა დაერქვას?

ყველაზე ადრეული და საუკეთესო მოგონებები, თავს საოცარი პუნქტუალობით


რომ ახსენებდა, დედამისს არ უკავშირდებოდა, მან ხომ სულ პატარა მიატოვა და
ავაზაკების დევნისას კუსტუდიაში თავისი რაზმით შემოსულ, ეროვნული გვარდიის
სერჟანტს გაეკიდა; არც მამას, რომელიც არც არასდროს ენახა, არც ბიძასა და ბიცოლას
– ზე ფაუსტინუსა და დონა ანჟელას, – რომლებმაც მარტოდ დარჩენილი ბავშვი
თავისთან წაიყვანეს და გაზარდეს, არც ოცდაათიოდე სახლს, კუსტუდიას მიხვეულ-
მოხვეულ ღარიბულ ქუჩებზე რომ ჩაემწკრივებინათ – ყველაზე პირველი, ყველაზე
ნათელი და ხალისიანი ის მოგონებები იყო, რომლებსაც მოხეტიალე მუსიკოსების
გამოჩენა იწვევდა ხოლმე. მუსიკოსები იმ მხარეს დროდადრო სტუმრობდნენ,
ქორწილებს ახალისებდნენ, ან გზად რომელიმე მამულსა თუ სოფელში შეივლიდნენ
და ადგილობრივი წმინდანის დღის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე
გამოდიოდნენ, ერთი სირჩა კაშასისა და ერთი ნაჭერი ლორის საფასურად ოლივიეს,
პრინცესა მაგალონას, შარლ დიდისა და საფრანგეთის თორმეტი პერის ამბებს
ჰყვებოდნენ. ჟუაუ მომღერლებს თვალებგაფართოებული უსმენდა და ცდილობდა,
არც ერთი ბგერა არ გამოჰპარვოდა, ტუჩებიც თავისთავად უმოძრავებდა, რადგან
ბალადების სიტყვებს მათთან ერთად იმეორებდა, მათი ნახვის შემდეგ კი,
ღამღამობით, საოცარ სიზმრებს ხედავდა; იმ სიზმრებში კეთილშობილი რაინდების
შუბები ზრიალებდნენ, რადგან რაინდები წარმართთა ურდოებისაგან ქრისტიანობას
იცავდნენ.
მაგრამ განსაკუთრებით რობერტ ეშმაკის ამბავი ჩაებეჭდა გონებაში, ნორმანდიის
ჰერცოგის შვილისა: აურაცხელ ბოროტმოქმედებათა ჩადენის შემდეგ თავისი
საქციელი რომ მოინანია, ოთხ ფეხზე დაიწყო სიარული, ლაპარაკის ნაცვლად
ძაღლივით აყეფდა და ღამეს ცხოველებთან ერთად ათევდა ბუდრუგანაში, ხოლო
როდესაც გულმოწყალე უფალმა ცოდვები მიუტევა, იმპერატორი მავრებისაგან იხსნა
და ცოლად ბრაზილიის დედოფალი შეირთო. ბიჭის თხოვნით მოხეტიალე
მომღერლები ისევ და ისევ დაწვრილებით აღწერდნენ მონანიებამდე როგორ
გამოღადრა ყელი რობერტ ეშმაკმა აურაცხელ ქალწულსა და განდეგილს, როგორ
ტკბებოდა მათი ტანჯვით, ხოლო როდესაც უკეთურ გზაზე უარი თქვა, როგორ
დაეხეტებოდა დედამიწაზე, როგორ დაეძებდა თავის მსხვერპლთა ნათესავებს,
როგორ უკოცნიდა ფეხებს და როგორ ევედრებოდა, ყველაზე სასტიკი სასჯელით
დამსაჯეთო. კუსტუდიას მცხოვრებთ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ თავად ჟუაუსგანაც
მოხეტიალე მუსიკოსი დადგებოდა, მხარზე გადაკიდებული გიტარით ისიც ამ
მუსიკოსებივით იმოგზაურებდა, კეთილ ადამიანებს სიმღერებითა და მუსიკით
გაართობდა და ამ საოცარ ამბებს მოუყვებოდა.
ბიძამისი,ზე ფაუსტინუ მთელ იმ მხარეს ფართლეულით, მარცვლეულით, არყითა
და ღვინით, სახნისებითა და კევრებით, კანფეტებითა და ათასი წვრილმანით
მკითხველთა ლიგა
ამარაგებდა, ჟუაუ კი მას ფარდულში ეხმარებოდა. ბიძა გამუდმებით გზაზე იყო
გაკრული, გასაყიდი საქონელი ფაზენდებში დაჰქონდა, ან საქონლის მარაგის
შესავსებად ქალაქში მიდიოდა, მის არყოფნაში ფარდულს, სახლს, საქათმეს მისი
ცოლი, დონა ანჟელა უვლიდა. შვილები არ ჰყავდათ და მთელ სიყვარულს
დისშვილზე ანთხევდნენ. ქალი ბევრჯერ დაჰპირებია ჟუაუს, ოდესმე სალვადორში
ჩაგიყვან და ბონფინის ღვთისმშობელს პატივს მივაგებთო· აკი ბიჭს ამ
ღვთისმშობლის გამოსახულებების მთელი კოლექცია მოეგროვებინა და საწოლის
თავთიდან არ იშორებდა.
კუსტუდიის მოსახლეობას გვალვასა და შიმშილობაზე მეტად ორი რამის –
კანგასეირუებისა21 და ეროვნული გვარდიის რაზმების – ეშინოდა, რადგან ერთნიცა
და მეორენიც იქაურობას რიგრიგობით და ერთნაირი მონდომებით აცარიელებდნენ.
თავიდან ეს კანგასეირუებიც მშვიდობიანი პეონები იყვნენ, რომლებსაც თავიანთმა
ბატონებმა, ფაზენდების მეპატრონე პოლკოვნიკებმა, იარაღი დაურიგეს და
მეზობლებისთვის მომიჯნავე ტერიტორიების, მდინარეების, სახნავ-სათესი მიწების
წართმევა და მთელ იმ მხარეში თავიანთი წესების დამკვიდრება დაავალეს, თავისი
პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მერე კი ამ თოფებითა და
მაჩეტეებით შეიარაღებულ ხალხთაგან ბევრმა დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება,
აღარავის ემორჩილებოდნენ, აღარავის უჯერებდნენ, ძარცვას მიჰყვეს ხელი და
სოფლებს შიშის ზარს სცემდნენ, მათთან საბრძოლველად კავალერისტების რაზმები
შეიქმნა. მაგრამ ერთნიცა და მეორენიც კუსტუდიის მოსახლეობის ხარჯზე
ცხოვრობდნენ, მათ საარსებო მარაგს ანადგურებდნენ, მათ არაყს სვამდნენ, მათ
ცოლებსა და ქალიშვილებზე ნამუსის ასახდელად იწევდნენ. ჟუაუმ ბავშვობაშივე
ერთი რამ კარგად დაიმახსოვრა: საკმარისი იყო, ვინმეს გვარდიელებისა თუ
ავაზაკების მოახლოების შესახებ გაკვრითაც კი ენა დაესველებინა, რომ ბოთლები,
ტომრები და საქონლით სავსე ყუთები ფარდულიდან ზე ფაუსტინუს გაკეთებულ
სამალავში უნდა შეეთრია. ხმა გავრცელდა, თითქოს ვაჭარი ავაზაკებთან იყო
შეკრული: ცნობებს აწვდიდა, მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთხილებდა,
მოკლედ,ხელს უმართავდა. ასეთმა ცილისწამებამ ზე ფაუსტინუ საშინლად
გააცეცხლა: ნუთუ მეზობლები ვერ ხედავდნენ, როგორ ძარცვავდნენ მის
ფარდულსაც, როგორ მიჰქონდათ ტანსაცმელი და თამბაქო ისე, რომ ერთ გროშსაც არ
იხდიდნენ? ჟუაუს ხშირად ესმოდა, როგორ ბრაზობდა ბიძამისი ასეთ უსამართლო
ბრალდებებზე, რომლებიც მის მეზობლებს შურისგან გამოეგონებინათ, – რამე შარში
გამხვევენ! – იმეორებდა ხშირად და ასეც მოხდა.
ერთ ავბედით დილას კუსტუდიაში ოცდაათი გვარდიელისაგან შემდგარი რაზმი
შემოვიდა ახალგაზრდა კაბუკლუს, ლეიტენანტ ჟერალდუ მასედუს მეთაურობით,
რომლის სისასტიკეზე ცუდი ხმები დადიოდა. გვარდიელები სერტანებში ანტონიუ
სილვინუს ბანდას დასდევდნენ, რომელსაც კუსტუდიასთან ახლოსაც არ გაევლო,
თუმცა ლეიტენანტი სრულიად საპირისპიროში იყო დარწმუნებული. ჟერალდუ
მასედუ მაღალი, ჩასკვნილი, ოდნავ ელამი კაცი იყო და ჩვევად ჰქონდა, წინა კბილზე
გადაკრული ოქროს გვირგვინისთვის ენა მოესვა. ამბობდნენ, ავაზაკებს ასეთი
გამალებით იმიტომ დასდევს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მის საცოლეს ნამუსი
ახადაო. სანამ მისი გვარდიელები სახლებს ჩხრეკდნენ, კუსტუდიის მცხოვრებლებს
ეს კაცი თავად უწყობდა დაკითხვას. ხოლო როდესაც საღამო ჩამოწვა, ზე ფაუსტინუს
ფარდულში შეიჭრა და ბოროტად გაღიმებულმა უბრძანა, ახლავე მითხარი, სილვინუ
სად იმალებაო. სანამ ფარდულის მეპატრონე პასუხის გასაცემად პირს დააღებდა,

მკითხველთა ლიგა
მასედუმ ისეთი სილა გააწნა, რომ ძირს დაანარცხა, – ყველაფერი ვიცი! დაგაბეზღეს! –
ფაუსტინუს არც ფიცმა უშველა, არც ბიცოლა ანჟელას ვედრებამ. ლეიტენანტმა
განაცხადა, თუკი ზე ფაუსტინუ არ მეტყვის, ბანდის მეთაური სად იმალება, დილით
ყაჩაღებთან კავშირისა და ხელის დაფარებისთვის დავხვრეტო. როცა ვაჭარი მიხვდა,
რომ მისი საქმე ცუდად იყო, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა. რაზმი კუსტუდიიდან
დილით გავიდა: წინ ზე ფაუსტინუ მიუძღოდა, უკან კი ოცდაათი მხედარი
მიჰყვებოდა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ კანგასეირუს თავს
მოულოდნელად დაატყდებოდნენ. მაგრამ ზე ფაუსტინუმ როგორღაც მოახერხა,
გვარდიელებს ხელიდან დასძვრომოდა და რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა, რათა
ცოლი და დისშვილი კუსტუდიიდან გადაეხვეწა – სრულიად სამართლიანად
ეშინოდა, რომ მის საქციელზე პასუხს სწორედ მათ აგებინებდნენ. მასედუ თავისი
ხალხით სახლში სწორედ მაშინ შეუვარდა, როდესაც ზე ფაუსტინუ ბარგს ალაგებდა.
დონა ანჟელა რომ არ ჩარეულიყო, ალბათ მხოლოდ მას მოკლავდნენ, მაგრამ ქალი
ჩაერია და ქმრის ბედი გაიზიარა. გაკოჭილ ჟუაუს, ლეიტენანტს ფეხებში რომ
ჩაბღაუჭებოდა და ბიძა-ბიცოლას დაცვას ცდილობდა, გრძნობა პისტოლეტის ტარის
თავში ჩაკვრით დააკარგვინეს, ხოლო როცა გონს მოვიდა, ძირს განრთხმული ორი
უსულო სხეული და ამ ამბის გამო შეკრებილი ხალხის შეწუხებული სახეები დაინახა.
მოფუსფუსე მეზობლები გვერდზე გასწია, შუბლიდან სისხლი მოიწმინდა და თქვა,
ოდესმე დავბრუნდები და ნათესავების სიკვდილზე პასუხს კუსტუდიის
მცხოვრებლებს ვაგებინებ, რადგან ნამდვილი მკვლელები თქვენ ხართო. მისმა ხმამ
უკვე ზრდასრული კაცის ხმასავით გაიჟღერა, თუმცა ჯერ თორმეტი წლის მოზარდი
იყო.
შურისძიებაზე ფიქრი ძალას მატებდა, როდესაც რამდენიმე კვირას კაატინგაში
ბრმად დაეხეტებოდა და კაქტუსები სხეულს უმოწყალოდ უგაზავდნენ.
თავს ურუბუების გუნდი დასტრიალებდა იმის მოლოდინში, რომ ადრე თუ გვიან
სასომიხდილი ძირს დაეცემოდა და მათი ნადავლი გახდებოდა. იანვარი იდგა,
სერტანებში ნამიც არ ჩამოვარდნილიყო. ჟუაუ სიცხისგან გამომშრალ ხილს
აგროვებდა, პალმების წვენს წუწნიდა, მკვდარი ჯავშნოსანიც კი შეჭამა. ბოლოს
დამშრალი მდინარის კალაპოტთან ვიღაც თხების მწყემსმა იპოვა, როდესაც სიცხითა
და შიმშილით გათანგული ბოდავდა, რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებდა შუბებზე,
ცხენებსა და ბონფინის მაცხოვარზე. რძემ და რაპადურის რამდენიმე ნაჭერმა ბიჭი
გრძნობაზე მოიყვანა, შემდეგ კი მწყემსს მთის იმ ხეობისკენ გაჰყვა, საითაც იგი თავის
არვეს მიერეკებოდა. მაგრამ, სანამ იმ გორაკს მიაღწევდნენ, ერთ საღამოს ვიღაც
კაცებს გადააწყდნენ. იმ კაცების შესახედაობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა, თუ რა
სახის საქმიანობას ეწეოდნენ: თავზე ტყავის სომბრეროები ეხურათ, სავაზნეებიც
ლეოპარდის ტყავისა ჰქონდათ, ზურგჩანთები შუშის მძივებით შეემკოთ, მხარზე
მსხვილლულიანი კარაბინები, წელზე კი გრძელი მაჩეტეები ეკიდათ. ექვსნი იყვნენ.
ჟუაუ მათ წინ მუხლებზე დაეცა და ემუდარებოდა, მეც თან წამიყვანეთო; ხოლო
როდესაც მეთაურმა, ხუჭუჭა კაფუზუმ, რომელსაც ყელზე წითელი ცხვირსახოცი
ეკეთა, სიცილით ჰკითხა, კანგასეირუობა რად გინდაო, პასუხად მიიღო,
გვარდიელები რომ ვხოცოო.
ასე დაიწყო ჟუაუსთვის ის ახალი ცხოვრება, რომელმაც მოკლე ხანში კაცად აქცია –
ბოროტმოქმედადო – დააზუსტებდნენ იმ პროვინციების მცხოვრებლები, სადაც იგი
შემდგომი ოცი წლის მანძილზე დათარეშობდა. თავიდან ყაჩაღების ხელის ბიჭი იყო,
რეცხავდა, საჭმელს ამზადებდა, ავაზაკებს ღილებს უკერებდა, ტილებს აცლიდა,
შემდეგ თავდასხმებში დაიწყო მონაწილეობა და მალე სახელიც კი გაითქვა: მიზანს
მკითხველთა ლიგა
არ ააცდენდა, დანას მარჯვედ ხმარობდა, კვალს შეუცდომლად არჩევდა, შეეძლო
საათობით შეუსვენებლად ევლო და თავდასხმების წარმატებული გეგმებიც
მოეფიქრებინა; შემდეგ მეთაურის მარჯვენა ხელი, მერე კი თავად ბანდის მეთაურიც
გახდა. ოცდახუთი წლისაც კი არ იყო, მაგრამ ბაიის შტატის ხელისუფლება,
პერნამბუკუ, პიაუი და სეარა მის დაჭერაში – ცოცხალს მიჰგვრიდნენ თუ მკვდარს –
სხვა ნებისმიერი ავაზაკის დაჭერაზე ბევრად მეტ ჯილდოს აწესებდა. ბედი საოცრად
სწყალობდა შეტაკებებიდან, რომლებშიც მისი ბანდის წევრები იხოცებოდნენ ან
ტყვედ ვარდებოდნენ, თავს სრულიად უვნებლად იძვრენდა; ყველაზე გახურებულ
ბრძოლაშიც კი უშიშრად ერთვებოდა, მაგრამ ტყვია არ ეკარებოდა, თითქოს
შელოცვილი ყოფილიყო და ამიტომ მალე ხმა დაირხა, ბნელ ძალებთან არის
შეკრულიო. და მართლაც, მაშინ, როცა სხვა ყაჩაღები თილისმებით აჩონჩხლილები
დადიოდნენ, ყველა სამლოცველოსთან გამალებით პირჯვარს იწერდნენ, წელიწადში
ერთხელ მაინც სოფლებში შეიპარებოდნენ და პადრეს მათთვის ცოდვების
მიტევებასა და ღმერთთან შერიგებას სთხოვდნენ, ჟუაუ (თავიდან მას პატარა ჟუაუს,
შემდეგ სწრაფ ჟუაუს, მერე ჩუმ ჟუაუს, ბოლოს კი ჟუაუ სატანას ეძახდნენ) სულის
ხსნაზე სულაც არ დარდობდა და, როგორც ჩანს, სრულიად შეგუებული იყო იმ აზრს,
რომ მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამოსასყიდად სიკვდილის შემდეგ
ჯოჯოხეთში სამუდამო ტანჯვა ელოდა.
კანგასეირუს ცხოვრება, როგორც ზე ფაუსტინუსა და დონა ანჟელას დისშვილს
შეეძლო ეთქვა, გზებზე წანწალის, შეტაკებებისა და ძარცვისაგან შედგებოდა, მაგრამ
ყველაზე მეტად წანწალისაგან. რამდენი ასეული ლიგა ჰქონდათ გავლილი ამ წლების
მანძილზე მის ღონიერ, ძარღვიან, დაუღალავ ფეხებს? მათ ხომ ისიც შეეძლოთ, ოც
საათს ევლოთ შეუსვენებლივ, სერტანები სიგრძე-სიგანეზე დაელაშქრათ, მთების
ყოველი ნაპრალი, კაატინგის ყოველი მცენარე, მდინარეების ყოველი ფონი, სიერას
ყოველი გამოქვაბული და ნიში შეუცდომლად ამოეცნოთ. ყაჩაღების ეს უმისამართო
წანწალი, უბილიკო, საცალფეხო თუ უმოკლესი გზებით ძუნძული, ეროვნული
გვარდიის ნამდვილი თუ სავარაუდო მდევრებისთვის გამუდმებული თავის არიდება
– ჟუაუსთვის ერთმანეთის მსგავს სანახებში ერთ დაუსრულებელ მოგზაურობას
წარმოადგენდა, რომელსაც დროდადრო სროლის გრუხუნი, ტყვიების ზუზუნი და
დაჭრილების კვნესა ახლდა, – მოგზაურობას, რომელსაც უცილობლად ამა თუ იმ
სოფლამდე, ამა თუ იმ დანაშაულამდე მიჰყავდა და რასაც გზის ბოლოს
აუცილებლად რაღაც ცუდი ელოდა.
დიდხანს ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ ერთი რამ უნდოდა – კუსტუდიაში
დაბრუნებულიყო და იქაურებზე შური ეძია; და, აი, ერთხელ,ზე ფაუსტინუსა და
დონა ანჟელას სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ, მთვარიან ღამით, ათიოდ
თანამებრძოლის თანხლებით იმ სოფელში შევიდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
ნუთუ მისი სისხლიანი გზის საბოლოო მიზანსა და დასასრულს მიაღწია და
წერტილი აქ უნდა დაესვა? გვალვისგან თავის დასაცავად კუსტუდიიდან ბევრი
ოჯახი გადახვეწილიყო, მაგრამ ზოგიერთ სახლში ჯერ ისევ ცხოვრობდნენ და,
მართალია, ნამძინარევ ადამიანებს შორის, რომლებსაც ყაჩაღები გარეთ ერეკებოდნენ,
ჟუაუმ უცნობებიც დაინახა, არავინ დაუნდვია. კანგასეირუებმა ყველაფერი დალიეს,
რაც სოფელში მოიძიეს, კაცები აიძულეს ემღერათ და გიტარებზე დაეკრათ, სანამ
მათი ქალები, განურჩევლად იმისა, დედაბრები იყვნენ თუ ქალწულები, საცეკვაოდ
გაჰყავდათ, შემდეგ დროდადრო ხან ერთს, ხან მეორეს ცარიელ სახლებში
შეათრევდნენ და ნამუსს ხდიდნენ. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ერთ-ერთმა
სოფლელმა დაძაბულობას ვეღარ გაუძლო და უძლურებისა და
მკითხველთა ლიგა
სასოწარკვეთილებისაგან აქვითინდა. ჟუაუ სატანამ ატირებულს მაშინვე თავი
გადაუწია და ყასბის სიმკვირცხლითა და მოხერხებით ყელი ელვის სისწრაფით
გამოსჭრა. უბედურის ღია ჭრილობიდან სისხლმა ჩანჩქერივით იფეთქა. ეს
დანარჩენმა ყაჩაღებმა ნიშნად მიიღეს, გამხეცებულებმა და ეშმადქცეულებმა, ბრბოში
სროლა ატეხეს და კუსტუდიის ერთადერთი ქუჩა ნამდვილ სასაკლაოდ აქციეს.
ჟუაუმ ყველა კაცი საკუთარი ხელით დაასაჭურისა, დახოცვის შემდეგ სათესლე
ჯირკვლები დააჭრა და პირში ჩასჩარა (პოლიციის ჯაშუშებს ყოველთვის ასე სჯიდა).
სანამ კუსტუდიას დატოვებდა, ბრძანა ერთ-ერთ კედელზე ამოეკაწრათ: „ვალი
ბიძაჩემისა და ბიცოლაჩემის მკვლელობისთვის ბოლომდე გადახდილია“.
იყო თუ არა სატანა ჟუაუ დამნაშავე ყველა იმ დანაშაულში, რომელსაც მას ხალხი
მიაწერდა? საკმარისი იქნებოდა კი მისი ცხოვრების ოცდაათი წელი და ოციოდ
თანამებრძოლი ყველა იმ თავდასხმის, განადგურების, ხანძრის, მკვლელობისა და
სხვებისთვის მიყენებული ტანჯვა-წამებისათვის, რომლებსაც მისი სახელით
ნათლავდნენ? კიდევ იმით გაითქვა სახელი, რომ სხვა ავაზაკების, მაგალითად,
დაღიანისაგან განსხვავებით, რომელიც სისხლისღვრას გულუხვ ქველმოქმედებას
უნაცვლებდა, ნადავლს ღარიბ-ღატაკებს უნაწილებდა, მემამულეებს აიძულებდა,
მოიჯარეებისთვის თავიანთი მარაგები გაეზიარებინათ, დიდძალ ფულს სწირავდა
სამლოცველოების ასაშენებლად, ან ადგილობრივი წმინდანისთვის დღესასწაულის
მოსაწყობად, ჟუაუ სატანას არასოდეს უზრუნია, სააქაოს სიყვარული, ზეცაში კი
მიტევება დაემსახურებინა. არც ერთს და არც მეორეს მისთვის მნიშვნელობა არ
ჰქონდა.
ჟუაუ ღონიერი, ძლიერი, მაღალი აგებულების კაცი გამოდგა, უფრო მაღალი,
ვიდრე ჩვეულებრივ, სერტანების მცხოვრებლები იზრდებოდნენ -– გლუვი, მუქი,
გამოკვეთილი ღაწვები ჰქონდა, დიდი თვალები და ფართო შუბლი. სიტყვაძუნწსა და
ფატალისტს თანამზრახველები და ხელქვეითები არასოდეს აკლდა, მეგობრები კი არ
ჰყოლია, სამაგიეროდ, ქალი ჰყავდა, კიშერამუბინიდან. ერთი მემამულის მრეცხავი
იყო. ის მემამულე ავაზაკებს დახმარებას უწევდა და ჟუაუმაც ის მრგვალსახიანი,
მკვრივი, თვალებმეტყველა გოგო, სახელად ლეოპოლდინია, სწორედ იქ გაიცნო.
გოგო ჟუაუს მაშინ დაუახლოვდა, როცა ყაჩაღი იმ მემამულესთან თავს აფარებდა.
შემდეგ სერტანებშიც გაჰყვა თან, მაგრამ ჟუაუ გუნდში ქალის ყოფნას ვერ იტანდა,
ამიტომ ლეოპოლდინია არაკატიში დაასახლა და დროდადრო აკითხავდა.
ჯვარდაწერილები არ იყვნენ და ამიტომ, როდესაც გაიგეს, გოგო სასამართლოს
მოხელესთან ერთად ჟერიმუაბუში გაიქცა, ხალხს ეგონა, ჟუაუ ამ შეურაცხყოფას
ადვილად მოინელებს, ბოლოს და ბოლოს ცოლი ხომ არ იყო, არც ისეთი დიდი
დანაშაული ჩაუდენიაო, მაგრამ ჟუაუმ შური მაინც ისე იძია, თითქოს ცოლს
ეღალატოს, თანაც თავისებურად: კიშერამუბინში ჩავიდა, ლეოპოლდინიას ორ ძმას
ყურები დააჭრა, მისი ცამეტი წლის და მარიკინია კი თან წაიყვანა. დრო გავიდა და
გოგონა ერთ დილას ჟერიმუაბუს ქუჩებში გამოჩნდა, ლოყებზე ჟუაუ სატანას
ინიციალები ჰქონდა ამოშანთული, ორსულად იყო და ხელში ფურცელი ეჭირა,
რომელზეც ეწერა, რომ ბავშვის მამა შეიძლება ბანდის ნებისმიერი წევრი იყოსო.
სხვა კანგასეირუები ოცნებობდნენ, ფული დაეგროვებინათ, სადმე შორს მიწის
ნაკვეთი ეყიდათ და დარჩენილი სიცოცხლე გამოგონილი სახელით მდიდრულად და
ბედნიერად გაეტარებინათ. ჟუაუ, რასაც შოულობდა, ყველაფერს ხარჯავდა და
მომავლის გეგმებს არ აწყობდა, რომელიმე ფარდულსა თუ ფაზენდაზე წარმატებული
თავდასხმის შემდეგ თავის საიდუმლო დამხმარეებს, იარაღით, ტყვია-წამლით, ან
სხვაგვარად რომ ამარაგებდნენ, გასამრჯელოს უხდიდა, დანარჩენს კი ჯგუფში
მკითხველთა ლიგა
ყველას თანაბრად უნაწილებდა. მისი უშურველობა, საზრიანობა, რითაც
პოლიციელებს მახეში აბამდა, ნიჭი, წარმატებით დაეღწია თავი ნებისმიერი
ხაფანგისთვის, სიმამაცე, უნარი ბანდაში წესრიგი და დისციპლინა შეენარჩუნებინა -
ეს ყველაფერი კანგასეირუებს მოსწონდათ, თავიანთი მეთაურის ბოლომდე
ერთგულები იყვნენ და თავადაც ბოლომდე ენდობოდნენ. ჟუაუ ხომ ყოველთვის
საფრთხეში იგდებდა თავს, ყველა სიმძიმეს მათთან ერთად ინაწილებდა, არავის
მიმართ სისუსტეს არ იჩენდა და შეღავათს არავის უწევდა: ვისაც საგუშაგოზე
ჩაეძინებოდა, ჩამორჩებოდა ან ამხანაგს გაძარცვავდა, გაროზგვა ელოდა; ვინც
ბრძანებას გადაუხვევდა, ან სიმტკიცეს არ გამოიჩენდა, ლოყაზე თავის ინიციალებს
ამოაშანთავდა, ან ყურს მოაჭრიდა და ყოველივე ამას სრულიად გულცივად
აკეთებდა. მოღალატეებსაც საკუთარი ხელით ასაჭურისებდა.
ყაჩაღებს მისი ეშინოდათ და თან თითქოს უყვარდათ კიდეც: ალბათ იმიტომ, რომ
ჟუაუს ამხანაგი ბრძოლის ველზე არასოდეს მიეტოვებინა: დაჭრილები აუცილებლად
უხიფათო ადგილას გადაჰყავდა, თუნდაც გვარდიელებს კვალდაკვალ ედევნათ,
თავადვე მკურნალობდა, მაგრამ, თუ აუცილებელი იყო, ნებით თუ ძალით,
ქალაქიდან ექიმიც ჩამოჰყავდა. დახოცილებსაც პატრონობდა. ბრძანებდა,
წაესვენებინათ და იქ მიებარებინათ მიწისთვის, სადაც მათი გვამები გვარდიელების,
ან მტაცებლების ნადავლი არ გახდებოდა. ყაჩაღებმა იცოდნენ მისი ეს თვისება და
ამითაც ისევე ამაყობდნენ, როგორც თავიანთი მეთაურის უტყუარი ალღოთი,
ბრძოლაში რომ ხელმძღვანელობდა, როდესაც მოწინააღმდეგეს სადმე შეიტყუებდა,
თავგზას აუბნევდა, ზურგიდან მოულოდნელად დაესხმებოდა თავს და თან
ეშმაკურად ალყიდანაც დაუძვრებოდა. ეს ყველაფერი მისი ავტორიტეტის ზრდას
უწყობდა ხელს და ამიტომ ახალი მოხალისეებით ბანდის შევსება არასოდეს
გასჭირვებია.
ამ მდუმარე, ჩაფიქრებულ, ყველასგან გამორჩეული კაცს ყაჩაღებისგან პატივისცემა
ჰქონდა დამსახურებული. მართლაც რომ გამორჩეული იყო: მათსავით ტყავის
სომბრეროთი და უბრალო სანდლებით დადიოდა, ბრილიანტინისადმი და
სუნამოებისადმი ყაჩაღების სიყვარულს არ იზიარებდა, თუმცა დანარჩენები
რომელიმე სავაჭრო ფარდულში შევარდნისთანავე სწორედ ამ სუნამოებს ეცემოდნენ,
არც თითებზე ეკეთა ბეჭდები, არც მკერდზე მედალიონები და უფრო სადად
გამოიყურებოდა, ვიდრე ბანდას ახლახან შემატებული ნებისმიერი ახალბედა.
ერთადერთი სისუსტე ჰქონდა – მოხეტიალე მუსიკოსები; არავის ანებებდა მათთვის
ვინმეს რამე დაეშავებინა: ამ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდა,
სთხოვდა ემღერათ, ამ დროს ყურადღებითა და სერიოზულად უსმენდა, სიმღერას არ
აწყვეტინებდა. ერთხელ, როდესაც გზად მოხეტიალე ცირკს გადააწყდა, მათ
წარმოდგენასაც უყურა, გულუხვადაც დააჯილდოვა და ისე გაისტუმრა.
ერთხელ ვიღაცისგან მოისმინა, ლოთობით უფრო მეტი ხალხი იხოცება, ვიდრე
ყაჩაღების ტყვიებისგან, დანის ტრიალი ყოველგვარი სისულელის გამო კი უფრო მეტ
ხალხს ისტუმრებს საიქიოს, ვიდრე გვალვა და ეპიდემიებიო. თითქოს ამის
დასტურად, იმ დღეს, როდესაც ბედისწერამ კაპიტან ჟერალდუ მასედუს შეჰყარა,
მთელი მისი ბანდა სასმელით იყო გამტყვრალი. კაპიტანი, რომელიც მეტსახელ
„ქოფაკით" დააჯილდოეს, სერტანებში მას მერე დაძრწოდა, რაც ჟუაუმ ბარონ დი
კანიაბრავას მამულში, კალუმბიში მოლაპარაკებებზე მიმავალი ბაიის
დამოუკიდებლობის პარტია გაძარცვა. მგზავრებს ჩაუსაფრდა, დაცვა განაიარაღა,
პარტიის წევრებს კი ცხენები, საკვოიაჟები, ტანსაცმელი და ფული წაართვა. ბარონმა

მკითხველთა ლიგა
ჟერალდუ მასედუს პირადად მისწერა წერილი და ყაჩაღის დაჭერაში დიდძალი
გასამრჯელო დაუწესა.
ეს ამბავი როზარიუში მოხდა, გამთენიისას. თებერვალი იდგა. ჟუაუ სატანას ხალხი
ორმოცდაათიოდე კომლისგან შემდგარ სოფელში შევიდა. დაღიანის მოქიშპე
ბანდასთან სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ გონს მოსვლა ძლივს მოესწროთ და
ახლა მხოლოდ დასვენებაზე ოცნებობდნენ. სოფლელები დათანხმდნენ,
დაეპურებინათ და ჟუაუმ მათ საჭმელში, სატევრებში, თოფებში, დენთსა და ტყვია-
წამალში ფული გადაუხადა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივი გლეხის გოგო ცოლად
მიჰყვებოდა ვაკეროს და სოფლელებმა ყაჩაღები ქორწილშიც დაპატიჟეს. ეკლესია
ყვავილებით იყო მორთული, სოფლის მოსახლეობა სადღესასწაულოდ
გამოპრანჭულიყო, შუადღისას კუმბიდან პადრე ჟუაკინიც ჩამოვიდა ნეფე-
პატარძლისთვის ჯვრის დასაწერად. ყაჩაღების დანახვაზე ისე შეშინდა, რომ ენის
ბორძიკი დაეწყო და სიტყვები აერია, რითაც ბანდის წევრები ძალიან აცინა. სანამ
ჯვრისწერის ცერემონიას შეუდგებოდა, პადრემ ნახევარი როზარიუ აზიარა და
აღსარებები ჩაიბარა, მათ შორის, რამდენიმე ყაჩაღისგანაც, შემდეგ სუფთა ჰაერზე
ხეებქვეშ საქორწინო სუფრასაც მოულხინა, ფოიერვერკებით დატკბა, თავის
სამწყსოსთან ერთად დალია, მაგრამ უცებ უკან წასასვლელად აჩქარდა, არც თხოვნამ
გაჭრა, არც მუდარამ და ისეთი დაჟინებით იწევდა, კუმბიში უნდა დავბრუნდეო, რომ
ჟუაუს გულმა ცუდი უგრძნო. ყველას უბრძანა, სუფრასთან დარჩითო, თავად კი
შემოგარენის შესამოწმებლად გავიდა. როზარიუს ერთი მხრიდან გორაკები
ებჯინებოდა, მეორე მხრიდან გლუვი, სწორი მინდორი, მაგრამ საეჭვო ვერაფერი
შენიშნა. შუბლშეკრული, სადღესასწაულო სუფრას დაუბრუნდა, მისი მებრძოლები
გლეხებში ათქვეფილიყვნენ, სვამდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ პადრე ჟუაკინს ნერვებმა უმტყუნა, კანკალითა და
თითქმის ტირილით აღიარა ჟუაუსთან, კაპიტან მასედუს რაზმი უკვე სიერას
წვერზეა და მხოლოდ ძალების შემომატებას ელოდება, რომ იერიშზე გადმოვიდეს. მე
კი, ჟუაკინს, ნაბრძანები მქონდა, თქვენი ყურადღება ყველანაირად გამეფანტაო. იმავე
წუთს ველების მხრიდან პირველი სროლის ხმა გაისმა. კანგასეირუები ალყაში
აღმოჩნდნენ. ჟუაუმ მოასწრო თავისი ხალხისთვის დაეძახა, როგორმე დაბნელებამდე
უნდა გავუძლოთო, მაგრამ ყაჩაღებს იმდენი დაელიათ, რომ ვერც კი ხვდებოდნენ,
საიდან ესროდნენ. სასმელის გამო იოლ სამიზნეებად ქცეულიყვნენ და
გვარდიელების ჯვარედინი ტყვიებით მოცელილები ერთიმეორის მიყოლებით
ცვიოდნენ. ქალები წივილ-კივილით გარბოდნენ შენობიდან და ცდილობდნენ, თავი
ტყვიებისთვის როგორმე აერიდებინათ. როცა შებინდდა, ცოცხალი ოთხი
კანგასეირუღა იყო დარჩენილი, ჟუაუს მხარი ჰქონდა გადაგლეჯილი და გრძნობა
დაკარგა. ყაჩაღებმა საკაცეზე დააწვინეს და გორაკებისკენ იწყეს უკან დახევა. მათდა
საბედნიეროდ, თავსხმა წამოვიდა, რამაც საშუალება მისცა, როგორღაც დაეღწიათ
ალყისთვის თავი და ერთ ქვაბულს შეფარებოდნენ. ოთხი დღის შემდეგ ტეპიდუს
მიაღწიეს. იქაურმა ექიმმა ჟუაუს დაწყებული ცხელება დაუამა და ჭრილობაც
დაუმუშავა. ორი კვირა გავიდა, სანამ დაჭრილი ფეხზე დადგებოდა. იქ, ტეპიდუში
გაიგეს, რომ კაპიტან მასედუს მათი დაღუპული ამხანაგებისთვის თავები დაეჭრა,
შაშხივით მარილიან კასრში ჩაეწყო და ალაფად თან წაეღო.
გადარჩენილებს დიდხანს არ უფიქრიათ, როგორ გაუღიმა მათ ბედმა და როგორ არ
გაუმართლათ მათ ამხანაგებს, ამიტომ კვლავ ძველ ხელობას მიჰყვეს ხელი,
იმალებოდნენ, იბრძოდნენ, ძარცვავდნენ, ერთი ადგილიდან მეორეზე
გადადიოდნენ, ყოველდღიურად სიკვდილს ეთამაშებოდნენ, ჟუაუს კი უცნაური
მკითხველთა ლიგა
შეგრძნება დაეუფლა, რომლისთვისაც სახელი ვერ დაერქმია – დარწმუნებული იყო,
რომ სადაცაა, მოხდებოდა რაღაც ისეთი, რასაც მას მერე ელოდა, რაც თავი ახსოვდა.
კანზანსაუსკენ მიმავალი გზის გადასახვევთან ეული, ნახევრად დანგრეული
სამრეკლო გამოჩნდა. ორმოცდაათიოდე ჩამოძონძილ ადამიანს შორის გარუჯული,
იისფერმოსასხამიანი ძალიან მაღალი კაცი ლაპარაკობდა. კანგასეირუების დანახვაზე
ლაპარაკი არ შეუწყვეტია და არც მათკენ გაუხედავს. ჟუაუ კაცის სიტყვებს ისმენდა
და გრძნობდა, როგორ ეხვეოდა თავბრუ, როგორ უდუღდებოდა ტვინი. მაღალი კაცი
ცოდვილზე ლაპარაკობდა, რომელმაც მიუხედავად ყველაზე დიდი
ბოროტმოქმედებების ჩადენისა, რაც კი დედამიწაზე არსებობდა, მოინანია,
უპატრონო ძაღლივით იცხოვრა, უფლის მიტევება დაიმსახურა და სასუფეველში
დაიმკვიდრა ადგილი. ქადაგების დამთავრების შემდეგ იისფერმოსასხამიანმა
მოსულებს შეხედა და უყოყმანოდ, პირდაპირ თვალებდახრილი ჟუაუსკენ გაემართა,
– რა გქვია? – ჰკითხა მან. – ჟუაუ სატანა, – ჩაილუღლუღა ყაჩაღმა და პასუხად
ხრინწიანი ხმა გაიგონა: – შენ უფრო ჟუაუ მოციქული შეგეფერება, ქრისტეს
მოციქულის სახელი.

სამი დღის შემდეგ, რაც გალილეო გალმა Etincelles de la Révolte -ში კაპუცინების
ბერ ჟუაუ ევანჟელისტა დი მონტი მარსიანუსთან შეხვედრის შესახებ დაწერილი
სტატია გაგზავნა, მისი მანსარდის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მიხვედრა არ
გასჭირვებია – მოსულები პოლიციიდან იყვნენ. სტუმრებმა საბუთების წარმოდგენა
მოსთხოვეს, გაწვდილი პასპორტი ყურადღებით შეისწავლეს და დაინტერესდნენ,
სენიორ გალი სალვადორში რას საქმიანობდა. მეორე დღეს შოტლანდიელმა მიიღო
შეტყობინება, რომ მას, როგორც „არასასურველ უცხოელს“, ქვეყანა უნდა
დაეტოვებინა. მოხუცმა იან ვან რიხსტედმა გასახლების გასაბათილებლად
ნაცნობების ძებნა დაიწყო, ექიმმა ჟოზე ბაუტისტა დი სა ოლივეირამ კი
გუბერნატორს, ლუის ვიანას მისწერა წერილი, რომელშიც გალს, როგორც სანდო
ადამიანს, თავდებად უდგებოდა, მაგრამ ვერავითარმა ძალისხმევამ შედეგი ვერ
გამოიღო, ხელისუფლების გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და შოტლანდიედლს
აცნობეს, ერთ კვირაში გემი La Marseillaise აიღებს გეზს ევროპისკენ, რომლითაც
მესამე კლასის კაიუტით უფასოდ გაგამგზავრებთო. გალმა მეგობრებს უთხრა,
გაძევება, ციხე და სიკვდილით დასჯა რევოლუციონერის მარადიული
თანამგზავრია, ამას ბავშვობიდან შეჩვეული ვარო. დარწმუნებული იყო, რომ ამ
საქმეში ინგლისის, საფრანგეთის ან ესპანეთის კონსულის ხელი ერია, მაგრამ ამ სამი
ქვეყნის პოლიცია მას ისევე ვერ ნახავდა, როგორც საკუთარ ყურებს, რადგან La
Marseillaise -იდან აფრიკის პირველივე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლისაბონის
პორტში გაუჩინარდებოდა. შეშინებული არ ჩანდა და ამას, როგორც ჩვეულებრივ
ამბავს, ისე აღიქვამდა.
იან ვან რიხსტედსაც და ექიმ ოლივეირასაც ახსოვდათ მისი აღელვებული საუბარი
ღვთისმშობლის მონასტერში კაპუცინელ ბერთან შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ორივე
ძალიან გაოცდა, როდესაც გალმა განაცხადა, რადგან ბრაზილიიდან მაძევებენ,
გამგზავრების წინ მინდა „ჩემს კანუდუსელ თანამოძმეებს“ ღირსეული პატივი
მივაგო და მათი სოლიდარობის ნიშნად სახალხო მანიფესტაცია მოვაწყოო. უნდოდა,
ბაიის მკვიდრ თავისუფლად მოაზროვნეთათვის აეხსნა, რა ხდებოდა კანუდუსში: „იქ
მოულოდნელად რევოლუციის ყლორტი ამოიზარდა და ყველა მოწინავე
შეხედულების ადამიანი ვალდებულია მას მხარი დაუჭიროს“. როგორ არ ეცადნენ ვან

მკითხველთა ლიგა
რიხსტედიცა და ოლივეირაც, გალისთვის ეს გიჟური აზრი გადაეთქმევინებინათ, მან
მაინც სცადა, თავისი განცხადება ერთადერთ ოპოზიციურ გაზეთ Jornal de Noticias
-ში გამოექვეყნებინა. გული არც რედაქტორის უარმა გაუტეხა. უკვე იმაზე ფიქრობდა,
როგორ დაებეჭდა პროკლამაციები და როგორ გაევრცელებინა ქუჩებში, რომ ისეთი
რამ გაიგო, რამაც აიძულა, თავის დღიურში ჩაეწერა: „როგორც იქნა! ისე დიდხანს
ვეწეოდი მშვიდ ცხოვრებას, რომ სულზე ლამის ქონიც კი მომედო!“
ეს ამბავი საღამოს მოხდა, მისი გამგზავრების წინა დღეს. მანსარდაში ვან
რიხსტედი შევიდა ხელში თავისი განუყრელი ჩიბუხით და გალს უთხრა, ორი
უცნობი გკითხულობსო. თან გააფრთხილა, კაპანგები არიანო. გალმა უკვე იცოდა,
რომ ბრაზილიაში „კაპანგებს“ იმ ჯეელ ბიჭებს ეძახდნენ, რომელთა ძლიერნი ამა
ქვეყნისანი თავიანთი ბინძური საქმეებისთვის იყენებდნენ, და მართლაც,
შემოსულთა გარეგნობა მათ პროფესიას სავსებით შეეფერებოდა. მართალია, თან
იარაღი არ ჰქონდათ და საკმაოდ ღირსეულადაც იქცეოდნენ, როცა შეატყობინეს, ერთ
ადამიანს სენიორ გალის ნახვა უნდაო. – შეიძლება გავიგო, ვინ არის ის ადამიანი? არ
შეიძლებაო. დაინტერესებული გალი მათ უკან გაჰყვა. საკათედრო ტაძრის
მოედნამდე მივიდნენ, ზედა ქალაქი გადაჭრეს, შემდეგ ქვედა ქალაქში დაეშვნენ, მერე
კი გარეუბანში აღმოჩნდნენ. როდესაც ქვაფენილით მოკირწყლული – მრჩეველ
დანტასის, პორტუგალიის, პრინცესების ქუჩები – სიბნელეში შთაინთქა, როდესაც
წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანეს ბაზრებიც უკან მოიტოვეს და გალის
თანამგზავრებმა ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიმავალი ბილიკისკენ გადაუხვიეს,
შოტლანდიელმა საკუთარ თავს ჰკითხა, ხელისუფლებამ ამ ქვეყნიდან გაძევება
მოკვლით ხომ არ შემიცვალაო. თუმცა, მალე მიხვდა, რომ სადმე უკაცრიელ კუთხეში
მოსაკლავად არ მიჰყავდათ. მიყრუებულ ფანჩატურში, რომელსაც ნავთის
ერთადერთი ლამფა ანათებდა, მის წინაშე წარდგა Jornal de Noticias-ის რედაქტორი,
ეპამინონდას გონსალვისი, რომელმაც ხელი ჩამოართვა, სკამზე მიუთითა და მაშინვე
საქმეზე გადავიდა:
– გინდათ, გასახლების ბრძანების მიუხედავად ბრაზილიაში დარჩეთ?
გალილეო გალმა რედაქტორს შეხედა და ვერაფერი უპასუხა.
– კანუდუსის ამბები ისევ გაინტერესებთ? – ჰკითხა კვლავ გონსალვისმა.
ოთახში მათ გარდა არავინ იყო. გარედან მხოლოდ კაპანგების საუბარი და ზღვის
ტალღების თანაბარი ტყლაშუნი ისმოდა. პროგრესული რესპუბლიკური პარტიის
ლიდერი სერიოზული, მოქუფრული სახით უყურებდა და თან ქვის იატაკზე ქუსლს
აბაკუნებდა. ტანთ იგივე ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, რომელიც მათი პირველი
შეხვედრისას გალს უკვე ენახა, მაგრამ სახიდან მაშინდელი უდარდელი ეშმაკური
იერი გაჰქრობოდა. შუბლს ღრმა ნაოჭი უღარავდა და ახალგაზრდა სახეს უბერებდა.
– მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ მიყვარს, – წარმოთქვა გალმა, – მითხარით, რას
მთავაზობთ.
– უნდა ვიცოდე, დათანხმდებით თუ არა, რომ აჯანყებულებს კანუდუსში იარაღი
ჩაუტანოთ.
გალმა პასუხი დაახანა. ერთხანს მდუმარედ ცდილობდა, თანამოსაუბრის
დაჟინებულ მზერას გამკლავებოდა.
– ორი დღის წინ მათ მიმართ არავითარი სიმპათია არ გაგაჩნდათ, – ნება- ნება
წარმოთქვა ბოლოს, - მიმტკიცებდით, სხვისი საკუთრებისადმი უპატივცემულობა და
მომაკვდინებელ ცოდვაში ცხოვრება მხოლოდ ცხოველების ხვედრიაო.
– ეს პროგრესული რესპუბლიკური პარტიის აზრია, – თავი დაუქნია გონსალვისმა,
– თუმცა მეც ვიზიარებ...
მკითხველთა ლიგა
– მაგრამ... – დაიწყო გალმა და კისერი დაუგრძელდა.
– „მაგრამ, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, – აიტაცა მისი სათქმელი
ეპამინონდას გონსალვისმა და ქუსლის ბაკუნი შეწყვიტა, – ბაია ციხესიმაგრედ იქცა
კონსერვატორი მემამულეებისთვის, რომლებიც კვლავ მონარქიაზე ოცნებობენ,
თუმცა ჩვენი რესპუბლიკა უკვე მეცხრე წელია, რაც არსებობს. თუკი ბარონ დი
კანიაბრავას დიქტატურისთვის ბოლოს მოსაღებად ყაჩაღებისა და სებასტიანელების
დახმარებაა საჭირო, რადაც გინდა დამიჯდეს, დავეხმარები. ავტონომიის მომხრეებს
ძალაუფლება უნდა წავართვა, თორემ სხვაგვარად მერე გვიან იქნება. რაც დრო
გადის, ჩვენი შტატი სულ უფრო და უფრო ღარიბდება და ჩამორჩენილი ხდება. თუკი
ის ხალხი კანუდუსში ერთხანს თავს კიდევ გაიტანს, მოვლენები ისე განვითარდება,
რომ გუბერნატორი ვიანა მათ ვეღარ გაუმკლავდება, ადრე თუ გვიან ფედერალური
ძალების დახმარება დასჭირდება და, როგორც კი ეს მოხდება, ბაიას ავტონომისტების
ბურჯის ფუნქცია წაერთმევა.
– და მასში პროგრესული რესპუბლიკელები გამეფდებიან, – ჩაიდუდღუნა გალმა.
– გამეფებას არ ვაპირებთ, ჩვენ სულით ხორცამდე დემოკრატები ვართ, –
შეუსწორა ეპამინონდასმა, – მოკლედ, ვხედავ, რომ გამიგეთ.
– გაგებით გაგიგეთ, მაგრამ მე სხვა რამ არ მესმის. თუ პროგრესულ რესპუბლიკურ
პარტიას სურს, აჯანყებულები შეაიარაღოს, მე რა შუაში ვარ.
– პროგრესულ რესპუბლიკურ პარტიას მეამბოხეთა დახმარება არ სურს და,
საერთოდ, არ შეუძლია, იმათთან იქონიოს რაიმე საქმე, ვინც კანონს გადაუხვია, –
დამარცვლით წარმოთქვა გონსალვისმა.
– კარგი, ვთქვათ, პარტიას არა, მაგრამ პატივცემულ დეპუტატ ეპამინონდას
გონსალვისს ხომ სურს, მე რატომ მომმართეთ?
– პატივცემულ დეპუტატ ეპამინონდას გონსალვისს არ შეუძლია, დაეხმაროს არც
აჯანყებულებს, არც იმათ, ვინც მათ თანაუგრძნობს. პატივცემული დეპუტატი
არათანაბარ ბრძოლაშია ჩაბმული ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რათა
დემოკრატიისა და რესპუბლიკის იდეალები დაიცვას და გარისკვის უფლება არა აქვს,
- გაიღიმა გონსალვისმა და გალმა შეამჩნია, რა ავად გაიელვეს ამ დროს მისმა თეთრმა
კბილებმა, – გუშინწინ თქვენ ჩემთან მოხვედით და ეს უცნაური ვიზიტი რომ არ
ყოფილიყო, ამგვარი გეგმა თავში არასოდეს მომივიდოდა. თქვენ არაჩვეულებრივი
აზრი მომაწოდეთ: „თუ მას ჰყოფნის სიგიჟე, აჯანყებულების მხარდამჭერი მიტინგი
გამართოს, არც იმაზე იტყვის უარს, მათ კარაბინები წაუღოს-მეთქი,“ - ტუჩები
მოკუმა, ხმაში სუსხი შეეპარა, – ასეთ საქმეებში სრული გულწრფელობაა საჭირო.
თქვენ ერთადერთი ხართ, რომელსაც დაკავების ან გამოაშკარავების შემთხვევაში არ
შეუძლია ჩემს სახელსა და ჩემს თანამოაზრეებს ჩრდილი მოგვაყენოს.
– ესე იგი თუ დამიჭერენ, თქვენი იმედი არ უნდა მქონდეს?
– სწორედ ასეა! – გამოკვეთილად წარმოთქვა გონსალვისმა, – თუ უარს მეუბნებით,
კარგად ბრძანდებოდეთ, და იცოდეთ, ეს შეხვედრა არ შემდგარა, თუ თანახმა ხართ,
მაშინ საკითხის ფინანსურ ნაწილზე გადავიდეთ.
შოტლანდიელი შეირხა და ხის სავარძელი აჭრაჭუნდა.
– ფინანსურ ნაწილზე? – ჩაეკითხა თვალების ხამხამით.
– საქმე დახმარებას ეხება, რომელიც მე უნდა გამიწიოთ, - უპასუხა ეპამინონდას
გონსალვისმა, – კარგად გადაგიხდით. გარდა ამისა, ისე მოვაწყობ, რომ, როცა საქმე
მოთავებული იქნება, გაქრებით. მაგრამ, თუკი მხოლოდ მაღალი იდეალების გამო
დამთანხმდებით, ასე ვთქვათ, Ad honorem22 გაგვიწევთ, ნება თქვენია.

მკითხველთა ლიგა
– წავალ, გავივლი, – თქვა გალმა და ფეხზე წამოდგა, – მარტო ყოფნისას უფრო
კარგად ვფიქრობ. დიდხანს არ გალოდინებთ.
ფანჩატურიდან გამოსულმა სახეზე სისველე იგრძნო. იფიქრა, ხომ არ გაწვიმდაო,
მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ზღვიდან მონაქროლი ქარის მოტანილი წვეთები იყო.
კაპანგებმა გაატარეს და გალმა უეცრად მათი ჩიბუხების თამბაქოს მკვეთრი და
ძლიერი სუნი იგრძნო. ცაზე მთვარე ანათებდა; ზღვის ზედაპირზე ქაფი ხან აიწეოდა,
ხან დაიწეოდა, თითქოს წყალი ბუყბუყებსო. ცინცხალი, მარილიანი ჰაერი
ფილტვების ყველაზე შორეულ კუნჭულებშიც კი აღწევდა. გალილეო გალმა სილასა
და აქა-იქ მიმოფანტულ კენჭებს შორის გეზი პატარა ფორტისკენ აიღო, სადაც
ზარბაზნის ტუჩი ჰორიზონტისკენ მიეშვირათ. „ბაიაში რესპუბლიკა ისევე
უსუსურია, როგორც ინგლისის მეფე იყო მაკგრეგორ რობ როის23 დროს“, – გაიფიქრა
მან. ახლაც არ უღალატა ჩვეულებას და სცადა, პრობლემა განყენებულად წარმოესახა.
აქვს თუ არა რევოლუციონერს მორალური უფლება, ბურჟუა პოლიტიკოსთან
გარიგებას დათანხმდეს? უფლება აქვს, თუკი ეს გარიგება აჯანყებულებს დაეხმარება.
საჭირო დროს და საჭირო რაოდენობით იარაღზე უკეთესი დახმარება კი რა უნდა
იყოს! შეუძლია კი, რომ კანუდუსის მცხოვრებლებს კეთილი საქმე გაუკეთოს? ყალბი
თავმდაბლობის გარეშე თუ იმსჯელებს, იგი ხომ პოლიტიკურ ბრძოლაში
გამობრძმედილი კაცია, რომელმაც თავისი სიცოცხლე რევოლუციის სამსახურს
მიუძღვნა, ამიტომ ძალუძს, ამბოხებულებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც
დაეხმაროს და ბრძოლაშიც. მისი გამოცდილება უდავოდ ფასდაუდებელი სამსახური
იქნება, თუკი იგი, გალი, მათ მთელი მსოფლიოს რევოლუციურ მოძრაობასთან
დააკავშირებს. და თუკი იქ თავის დადება უწერია, განა ასეთი სიკვდილი არ სჯობს
ავადმყოფობითა ან სიბერით სიკვდილს? გალი ფანჩატურში დაბრუნდა და ისე, რომ
ზღურბლზე არც გადაუბიჯებია, ეპამინონდას გონსალვისს განუცხადა: – მეყოფა
სიგიჟე, თქვენი თხოვნა შევასრულო.
– Wonderful! – მისი მიბაძვით წამოიძახა ამ უკანასკნელმა და სახე გაუნათდა.

მოძღვარი ქადაგებებში ისე ხშირად იმეორებდა, ჩემს შესაპყრობად და


ქალაქისათვის ცეცხლისა და მახვილის მოსავლენად სატანის ჯარი აუცილებლად
მოვაო, რომ, როდესაც ჟუაზეირუდან ჩამოსულმა რამდენიმე მხედარმა ამბავი
მიიტანა, ბაიის ქვეითთა პოლკის მეცხრე რაზმმა ქალაქი დაიკავა და კანუდუსზე
თავდასასხმელად ემზადებაო, არავის გაჰკვირვებია.
წინასნწარმეტყველება ხდებოდა, სიტყვა საქმედ იქცეოდა. მოტანილმა
ინფორმაციამ კანუდუსი გამოაცოცხლა, გააძლიერა: ქალმა, კაცმა, მოხუცმა თუ
ახალგაზრდამ მზადება დაიწყო თავის დასაცავად: დაიწყეს შაშხანების, კარაბინებისა
და კაჟიანი თოფების წმენდა, იმისათვის, რომ იერიშით წამოსულ მხეცს მარჯვედ
დახვედროდნენ. ვაზნები და ტყვია-წამალი საძებნელი კი არა, მოწესრიგებული,
სავაზნეებში ჩაწყობილი უნდა ჰქონოდათ. სასროლი იარაღის გარდა, დანებს,
ხანჯლებს, მაჩეტეებს, ცელებს, თვითნაკეთ შუბებს ლესავდნენ, შურდულებს,
მშვილდებს, მარგილებს, უბრალო ქვებსაც კი იმარაგებდნენ, ქამრებსა და აბგებში
ილაგებდნენ.
სამყაროს დასასრულის წინა ღამით მთელი კანუდუსი იესო ქრისტეს სახელობის
ტაძართან შეიკრიბა ქადაგების მოსასმენად. ტაძრის ორსართულიანი შენობა
მკითხველთა ლიგა
დაუმთავრებელი გუმბათითა და ნახევრად ამოყვანილი, ხარაჩოებიანი კედლებით
უზარმაზარ ჩონჩხს მიაგავდა. დაძაბულობას სიცხე ემატებოდა და ჰაერი ისეთი
დახუთული იყო, სუნთქვა ჭირდა. მოძღვარი ახლა უფრო მეტად იყო თავის
ფიქრებში ჩაფლული. მას შემდეგ, რაც ჟუაზეირუდან ჩამოსულ მაცნეებს მოუსმინა,
სიტყვა აღარ დაუძრავს, მხოლოდ იმას აკვირდებოდა, როგორ აწყობდნენ ქვებს,
როგორ ტკეპნიდნენ მიწას, როგორ მიჰქონდათ სილა და ღორღი და ისე იყო ფიქრებში
ჩაფლული, რომ ვერავინ ბედავდა, შეკითხვით მისი აზრთა მდინარება შეეწყვიტა.
მაგრამ საომრად მზადებისას, მაინც გრძნობდნენ – წინამძღოლის ასკეტური
სილუეტი ამ საქმიანობას მოწონებით შესცქეროდა და მზადებას უსიტყვოდ
განაგრძობდნენ: მშვილდებს პოხავდნენ, თოფებს წმენდდნენ თუ ტყვია-წამალს
აშრობდნენ, იცოდნენ, რომ საღამოს მოძღვრის ბაგეთაგან მათ თავად ღმერთი
მიმართავდა.
და, აი, ვარსკვლავიანი ცის ქვეშ მოძღვარი ისეთი აუღელვებელი და მშვიდი ხმით
ალაპარაკდა, რომ ყველაზე მხდალებსაც კი შიში სადღაც გაუქრათ. ნიავიც კი
არსაიდან ქროდა, თითქოს განგებ ჩადგა, რომ წინამძღვრის არცერთი სიტყვა უქმად
არ დაიკარგოსო. თავიდან ომი არც უხსენებია. მომავალზე დაიწყო ლაპარაკი, იმ
დროზე, როდესაც ცოდვა და ტანჯვა გაქრება, როდესაც სატანის ჯარები
გაიფანტებიან და განადგურდებიან, და განკითხვის დღის დადგომამდე
სულიწმიდის მეფობა დაისადგურებს. იქნება კანუდუსი იმ სამეფოს დედაქალაქი?
თუ ღმერთი ინებებს, დიახ. რესპუბლიკის უსამართლო კანონები დალპება და
ღვთისმსახურები, საერო ამაოების ჭუჭყს განრიდებულნი, კვლავ, როგორც პირველი
ქრისტიანების დროს, უფლის სამწყსოს ერთგულ მწყემსებად მოევლინებიან.
სერტანებს დააწვიმს და იქაურობა აბიბინდება; საქონელიც საკმარისი იქნება და
მარცვლეულიც, პურიც და ხორციც; შიმშილი გაქრება და ადამიანები თავიანთ
მიცვალებულებს ხავერდგადაკრული კუბოებით დაასაფლავებენ. მაგრამ ჯერ
ანტიქრისტეს ჯარს უნდა სძლიონ, ჯვარი და ქრისტეს გამოსახულებიანი ბაირაღები
უნდა დაამზადონ, რათა მტერმა გაიგოს, ვის მხარესაა ჯვრის ძალა. მასთან ერთად
ისე უნდა იბრძოლონ, როგორც დაპყრობილი იერუსალიმისთვის იბრძოდნენ
ჯვაროსნები – ლოცვები იკითხონ, ფსალმუნები იგალობონ, ღვთისმშობელი და
უფალი ადიდონ. და ისევე, როგორც ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს წარმართებზე უფლის
სახელით, წყეული რესპუბლიკა ჯვრის ძალით უნდა დაამარცხონ.
იმ ღამით კანუდუსში თვალი არავის მოუხუჭავს. ზოგი ლოცულობდა, ზოგი
იარაღს წმენდდა. ყველანი ფხიზლად იყვნენ, ამ დროს მარჯვე ხელები ჯვარს
თლიდნენ, ბაირაღს კერავდნენ და განთიადამდე ორივე მზად იყო. ჯვარი სიგრძით
სამი ვარა24 იყო, სიგანით – ორი. ბაირაღისთვის ოთხი ერთმანეთზე გადაკერებული
ზეწარი დასჭირდათ, რომელზეც ნეტარმა ფრთაგაშლილი თეთრი მტრედი გამოსახა,
ნატუბელმა ლეონმა კი ლამაზი, გამოკვეთილი ასოებით მოკლე ლოცვა წააწერა.
კანუდუსში მხოლოდ რამდენიმე, ანტონიუ ვილანოვას მიერ შერჩეული ადამიანიღა
დარჩა, რათა ტაძრის მშენებლობა არ შეჩერებულიყო (მას დღედაღამ აშენებდნენ და
მარტო კვირაობით ისვენებდნენ) – დანარჩენები კი, მზის პირველ სხივებთან ერთად
გაემართნენ ბენდენგუსა და ჟუაზეირუსკენ, ბოროტი ძალებისთვის იმის
დასამტკიცებლად, რომ ჭეშმარიტებას დამცველები კიდევ ჰყავდა ამქვეყნად.
მოძღვარს მათი წასვლა არ დაუნახავს – წმინდა ანტონიუს პატარა ეკლესიაში იყო და
მათთვის ლოცულობდა.
ჯარისკაცებთან შესახვედრად ათი ლიგა უნდა გაევლოთ, და ისინიც მიდიოდნენ,
ლოცვებს ხმამაღლა კითხულობდნენ, ჰიმნებს მღეროდნენ, უფლისა და მოძღვრის
მკითხველთა ლიგა
სადიდებელს აღავლენდნენ. შესასვენებლად მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ, როდესაც
კამბაიუს მთა გადაიარეს. თუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება
დასჭირდებოდათ, მწკრივიდან გამორბოდნენ, ბუჩქებს ამოფარებულები
მოისაქმებდნენ და წინ წასულ რაზმს კვლავ უერთდებოდნენ. მოშიშვლებულ და
გამოფიტულ ველზე ასე იარეს მთელი დღე და მთელი ღამე, მაგრამ არავის
დაუწუწუნია, დავიღალეო, დასვენება არ მოუთხოვია. არც ის ეტყობოდათ, თუ
მტერთან შესახვედრად მიდიოდნენ, გზად იშვიათად გადაეყრებოდათ ვინმე და
ისინიც გაოცებულები რჩებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ ეს ხალხი საბრძოლველად
მიდიოდა. უფრო ღვთის მომლოცველებს ჰგავდნენ, საეკლესიო დლესასწაულის
დროს გამართულ პროცესიას, ბევრს მართლაც, როგორც დღესასწაულების დროს,
სულ ახლები ეცვა. ხელთ იარაღი ეპყრათ და სატანასა და რესპუბლიკას სიკვდილის
მუქარას უგზავნიდნენ, თუმცა მათ სახეებზე აღბეჭდილი ბედნიერება სიტყვებში
გაჟღერებულ სიძულვილს ვერა და ვერ ესადაგებოდა. ამ მსვლელობას წინ ჯვარი და
ბაირაღი მიუძღოდა – ყოფილი მონა, დიდი ჟუაუ და ყოფილი ყაჩაღი – პედრაუდან
ერთს ბაირაღი მიჰქონდა, მეორეს – ჯვარი; უკან მარია კუადრადუ და ალეშანდრინია
კორეა მიჰყვებოდნენ ხელში კოლოფით, რომელშიც იესოს გამოსახულებიან ტილოს
ნაგლეჯს ინახავდნენ. შემდეგ მტვრის ღრუბელში გახვეული „რჩეულნი”
მიაბიჯებდნენ. ბევრს თან სალამური წამოეღო. ასეთ სალამურებს უხსოვარი
დროიდან ლერწმისგან თლიდნენ და სამწყემსურში თავის შესაქცევად, ან ნახირის
შესაგროვებლად აკვნესებდნენ.
პროცესია გზად თავისდა შეუმჩნევლად გადაჯგუფდა: ყველას უნდოდა,
თანასოფლელის, დიდი ხნის ნაცნობის, მეგობრისა თუ ნათესავის გვერდით ევლო;
გადამწყვეტი წუთის მოახლოებასთან ერთად გულმა იმათკენ გაუწიათ, ვინც
განსაცდელში ჰყავდათ გამოცდილი და ვისზე დაყრდნობაც შეეძლოთ. ისინი კი,
ვისაც სხვისი სისხლი უკვე დაღვრილი ჰქონდა, დაწინაურდნენ და როდესაც
სოფელს, სახელად უაუას, მიუახლოვდნენ, ხოლო ჰაერში უამრავი ციცინათელა
აენთო, ჟუაუ მოციქული, დაღიანი, ლაქლაქა, ჟოზე ვენანსიუ, მაკამბირები და კიდევ
რამდენიმე ძებნილი ჯვარსა და ბაირაღს გარს შემოერტყნენ და ამ უცნაური
პროცესიის სათავეში მოექცნენ, რადგან გაუფრთხილებლადაც იცოდნენ, რომ
გამოცდილება და დანაშაულებრივი წარსული მათ ამ ბრძოლის ჟამს მაგალითის
მიცემას ავალდებულებდა.
ნაშუაღამევს მათ შესახვედრად მომავალი ნაცნობი დაინახეს, კაცმა შეატყობინა,
რომ საღამოსკენ ჟუაზეირუდან უაუაში ას ოთხი ჯარისკაცი ჩასულიყო, ყველას
ბაგეთაგან უცნაური შეძახილი აღმოხდა: „დიდება მოძღვარს, დიდება ჩვენს იესო
ქრისტეს!“ და საბრძოლო ჟინითა და აღტყინებით გახალისებულებმა ნაბიჯს
აუჩქარეს. გარიჟრაჟზე უაუა გამოჩნდა, მთაზე შეფენილი პატარა სახლებით,
რომელიც მონტი-სანტუდან კურაკაში მიმავალი საქონლით მოვაჭრეების
აუცილებელი სულის მოსათქმელი ადგილი იყო. „რჩეულთა“ რაზმმა სოფლის
მფარველის, იოანე ნათლისმცემლის სადიდებელი გალობა დაიწყო და სულ მალე
ტბორთან დაბანაკებულ მძინარე ჯარისკაცებს თავს წაადგნენ. ბრბო სოფელში
ლოცვით, ფსალმუნების გალობით, სალამურების რაკრაკით შევიდა და
თორმეტდღიანი მგზავრობით დაქანცულ ჯარისკაცებს, მშვიდი ძილიდან
გამოფხიზლება ჯერაც რომ უჭირდათ, თვალწინ უეცრად ნებისმიერ კოშმარზე
უარესი რეალობა დაუდგათ. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, ვინ იყო ეს ხალხი, ასე
ხმამაღლა რატომ ლოცულობდნენ და მათგან რა უნდოდათ. სოფელში მათ მეტი
აღარავინ იყო; უაუას ყველა მცხოვრები ჯერ კიდევ წუხელ გაქცეულიყო. ზოგი
მკითხველთა ლიგა
„რჩეულებს“ შეერთებოდა და ახლა მოედანზე, ფინიკის ხეებს ამოფარებულები
უთვალთვალებდნენ დაბნეულ ჯარისკაცებს, რომლებიც კარებიდან და
ფანჯრებიდან იყურებოდნენ და აშკარად არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ –
ცეცხლი გაეხსნათ, გაქცეულიყვნენ თუ თავიანთ ჰამაკებსა და ტახტებს
დაბრუნებოდნენ და ძილი გაეგრძელებინათ.
მაგრამ ამ დროს მამალს ყივილი მეთაურის ღრიალმა შეაწყვეტინა და სროლაც
გაისმა. ჯარისკაცებმა შაშხანების ლულები ფანჯრებში გაყვეს, სროლა დაიწყეს და
„რჩეულთა“ რიგებიდან სისხლში მოთხვრილი მებრძოლები მიწაზე
მოცელილებივით დაცვივდნენ. „რჩეულთა“ რაზმი ატორტმანდა და ცალკეულ
ჯგუფებად დაიშალა: ჟუაუ მოციქულის, ჟოზე ვენანსიუს და დაღიანის მეთაურობით
სახლებისკენ იერიშით გაეშურნენ; დანარჩენები ყრუ კედლებს ამოეფარნენ ან
მოედანზე ფინიკის ხეებქვეშ გაწვნენ, დანარჩენებმა კი, ისე რომ, ხმამაღლა ლოცვა და
გალობა არ შეუწყვეტიათ, ნელა და მწყობრად განაგრძეს სვლა. იმათ, ვისაც იარაღი
ჰქონდა და იმ იარაღის ტყვია-წამლით დატენა მოასწრო, ცეცხლი კვლავ გახსნეს –
თითქმის ბრმად ისროდნენ, მტვრის კორიანტელში ჯარისკაცების სილუეტებს ძლივს
არჩევდნენ. ამ თავგზააბნეულმა შეტაკებამ რამდენიმე საათს გასტანა და მთელი ამ
ხნის მანძილზე „რჩეულთა“ თავზე ბაირაღი ფრიალებდა და ჯვარიც ურყევად იყო
აღმართული: მებრძოლები მათ დასაცავად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,
სასიკვდილოდ დაჭრილებს ამ ძვირფას რელიკვიებს ხელიდან აცლიდნენ და
თავგანწირვით იცავდნენ. შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ გამარჯვება მხოლოდ ამ
სიწმინდეების წყალობით მოიპოვეს. არც პედრაუს, არც დიდ ჟუაუს, არც ადამიანთა
დედას, რომელსაც ხელთ იესოს გამოსახულებიანი კოლოფი ეპყრა, ნაკაწრიც კი არ
ჰქონიათ.
გამარჯვება ადვილად არ მოუპოვებიათ. ბევრი დაეცა ბრძოლის ველზე.
თავგანწირულ ორმხრივ სროლას და ზედახორას უეცრად მდუმარება ცვლიდა,
ორივე მხარე წამით ირინდებოდა, რათა მეორე წუთს მტერს კვლავ შეუპოვრად
ჰკვეთებოდა. მაგრამ, სანამ შუადღე დადგებოდა, „რჩეულები“ მიხვდნენ, რომ
გაიმარჯვეს, როდესაც დაინახეს, როგორ ყრიდნენ ნახევრად შიშველი ჯარისკაცები
შაშხანებსა და სავაზნეებს თავიანთი უფროსების ბრძანებით ან უბრალოდ იმიტომ,
რომ მტერზე ადრე ისინი შიშს დაემარცხებინა; როგორ გარბოდნენ უკანმოუხედავად
და ადგილზე როგორ ტოვებდნენ იარაღს, ტყვია-წამალს, ფარაჯებს, გამაშებს, ჩექმებს,
სამხედრო ზურგჩანთებს. გაქცეულებს ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ
იცოდნენ, ტყვიას ვერ დააწევდნენ, მაგრამ დადევნება თავში აზრად არავის მოსვლია.
შემდეგ ყველაზე ჯიუტებმაც იკადრეს გაქცევა, მაგრამ ბევრი პირდაპირ კუთხეებში
დამალულ „რჩეულთა“ ხელში ხვდებოდა და ადგილზევე, ნიჩბის ან დანის
დარტყმით კვდებოდა. სიკვდილის წინ კი ესმოდათ, როგორ ეძახდნენ, ეშმაკეულებო
და სატანის მოციქულებო, თქვენს გვამებს მიწაში მატლები შეჭამენ, თქვენს სულებს
კი ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა ელითო.
გამარჯვების შემდეგ „რჩეულნი“ უაუაში კიდევ რამდენიმე საათს დარჩნენ.
შორეული გზითა და მძიმე ბრძოლით დაღლილები ერთმანეთს მიეყუდნენ და ისე
დაიძინეს. ჟუაუ მოციქულმა თავისი ხელქვეითები გაგზავნა ჯარისკაცებისგან
მიტოვებულ სახლებში იარაღისა და ტყვია-წამლის მოსაძიებლად. მარია კუადრადუ,
ალეშანდრინია კორეა და ტერეინიადან ჩამოსული მეწვრილმანე ჟერტრუდისი
(რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მხარში იყო დაჭრილი, მხნეობა არ დაუკარგავს)
დაღუპულთა ცხედრებს ჰამაკებში ახვევდნენ, რათა კანუდუსში წაესვენებინათ და
მიწისთვის იქ მიებარებინათ. დაჭრილებს თავს ჯარა ექიმები, ექიმბაშები,
მკითხველთა ლიგა
დასტაქრები, ბალახების შემცნობნი, შემლოცველები დასტრიალებდნენ. ჭრილობებს
ჰბანდნენ და უხვევდნენ, სახიდან სისხლს სწმენდდნენ, სასწაულმოქმედ ლოცვებსა
და შელოცვებს სთავაზობდნენ.
„რჩეულებმა“ თავიანთი მიცვალებულები წაასვენეს, დაჭრილები წაიყვანეს და
ვაზა-ბარისის კალაპოტის გაყოლებით სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ.
დაბრუნებას უფრო მეტი დრო დასჭირდა: ახლა აღარსად ეჩქარებოდათ. დღე-
ნახევარში ათი ლიგა გაიარეს, შემდეგ კანუდუსის ქუჩებში შეაბიჯეს და თან
მოძღვარს ადიდებდნენ; ისინი, ვინც ტაძრის მშენებლობაზე დარჩა, სიხარულით
გამორბოდნენ მათ შესახვედრად, ეხვეოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ.
მოძღვარმა, რომელიც მას მერე, რაც „რჩეულები“ უაუასკენ დაიძრნენ, მძიმედ
მარხულობდა და არც ერთი ნამცეცი არ ეჭამა, არც ერთი ყლუპი წყალი არ დაელია, იმ
საღამოს ტაძრის ხარაჩოებიდან კვლავ იქადაგა, დაღუპულთა სულის საოხი ლოცვა
აღავლინა, უფალსა და იოანე ნათლისმცემელს გამარჯვებისთვის მადლი შესწირა,
შემდეგ კი იმაზე ილაპარაკა, რა მალე იდგამს ფესვებს ბოროტება და იმაზეც, თუ
საერთოდ საიდან გაჩნდა ბოროტება. ადრე მთელ დედამიწას ღმერთი განაგებდა და
სხვა არაფერი არსებობდა, სამყარო რომ შეექმნა, რომელსაც სივრცე სჭირდება,
შემოქმედი საკუთარ თავს უნდა ჩაჰღრმავებოდა, ამ ჩაღრმავებამ შვიდ დღეში შექმნა
ეს სამყარო. ვარსკვლავები, ნათელი, წყლები, მცენარეები, ცხოველები და ადამიანი.
მაგრამ, რადგან უფალმა თავისი ზებუნებრივი ძალის წყალობით ყველაფრის შექმნა
შეძლო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ყველაფერში თავად მისი მოწინააღმდეგის, ცოდვის
არსებობის პირობებიც შეიქმნა. ასე წარმოიშვა ბოროტება, ეშმაკის სამყოფელი.
შემოქმედმა შეიბრალა ადამიანები და საკუთარი ძე გამოუგზავნა, რათა ეხსნა
დედამიწა, სადაც ახლა ეშმა იყო გამეფებული.
ბოლოს დასძინა, კანუდუსის ერთ-ერთ ქუჩას უაუას ზეციური დამცველის, იოანე
ნათლისმცემლის სახელი უნდა ეწოდოსო.

– გუბერნატორი ვიანა კანუდუსში გასაგზავნად ახალ ექსპედიციას ამზადებს, –


ამბობს გონსალვისი, – რომელსაც ჩემი ნაცნობი, მაიორი ფებრონიუ დი ბრიტუ
უხელმძღვანელებს. ამჯერად მთელი პოლკის გაგზავნას აპირებენ და არა საცოდავი
რაზმისას, როგორიც აჯანყებულებმა უაუაში გაანადგურეს. სულ მალე გავლენ
ბაიიდან, თუ უკვე არ გავიდნენ, დრო ცოტა გვაქვს.
– შემიძლია, ხვალ დილითვე გავემგზავრო, – პასუხობს გალილეო გალი, –
მეგზური მელოდება. იარაღი მოიტანეთ?
ეპამინონდასი გალს სიგარას სთავაზობს, მაგრამ გალი თავის გაქნევით უარს
ეუბნება.
ტირიფის ქერქისგან დაწნულ სავარძლებზე სხედან. სხედან ქალაქგარეთ,
კეიმადასსა და ჟაკობინას შორის, აგარაკის ტერასაზე, სადაც გალი გონსალვისის მიერ
გაგზავნილმა კაცმა ჩაიყვანა, რომელსაც ბიბლიური სახელი, კაიფასი ერქვა. ისე
დიდხანს ატარა კაატინგებში, გეგონება, შოტლანდიელისთვის გზის აბნევას
ცდილობსო. საღამოვდება; ტერასის ხის მოაჯირების იქით პალმების ხეივანი მოჩანს,
სამტრედე, საქონლის სადგომები. მზის მოწითალო ბურთი უკვე ჰორიზონტზე
კიდია. ეპამინონდას გონსალვისი სიგარას ნეტარებით აბოლებს.
– ოცი საუკეთესო ფრანგული თოფია, – ხმადაბლა ამბობს იგი და კვამლს მიღმა
გალს შესცქერის, – ათი ათასი ვაზნა. კაიფასი ამ ყველაფერს კეიმადასის გარეუბნამდე
ჩაიტანს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თქვენც საღამოსვე წასულიყავით და

მკითხველთა ლიგა
კანუდუსისკენ გეზი იარაღიანად დილიდანვე აგეღოთ. ძალიან ხომ არ
დაღლილხართ, შეძლებთ?
გალილეო გალი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, მართლაც დაიღალა, მაგრამ
რამდენიმე საათი ძილი ეყოფა ძალების აღსადგენად. ტერასაზე იმდენი ბუზია, რომ
ხელით მოგერიება უწევს. დაქანცული, მაგრამ მაინც კმაყოფილია: ხანგრძლივი
ლოდინი უკვე მოჰბეზრდა, შიშიც კი შეეპარა, ვაითუ, დეპუტატმა გადაიფიქრაო. ამ
დილით, როცა გონსალვისის გაგზავნილმა კაცმა პანსიონში მიაკითხა და პაროლი
უთხრა, ისე გაიხარა, რომ საუზმეც კი დაავიწყდა და კეიმადასამდე სულ მშიერმა
იარა, მზის ქვეშ, რომელიც გახურებულ ტყვიასავით აცხუნებდა.
– ვწუხვარ, რომ ამდენ ხანს მოგიხდათ ლოდინი, მაგრამ დამიჯერეთ, იარაღის
შეგროვება და აქამდე მოტანა ადვილი არ იყო, – ამბობს გონსალვისი, – სხვათა შორის,
ხომ არ შეგინიშნავთ, როგორ მიდის სოფლებში საარჩევნო კამპანია?
– შევამჩნიე, – მთქნარებით პასუხობს გალი, – ბაიის დამოუკიდებლობის პარტია
პლაკატებსა და პროკლამაციებზე თქვენზე მეტ ფულს ხარჯავს.
– რა თქმა უნდა! მათ ვიანა აფინანსებს, შტატის მთავრობაც, პარლამენტიც და
ბარონიც, ცხადია. უპირველესად – ბარონი.
– კრეზივით მდიდარია ეგ ბარონი, არა? – უეცრად ეკითხება გალი, –
ადამისჟამინდელი არსებაა, სამუზეუმო ექსპონატი, ნამარხი. იქ, კეიმადასში მასზე
რაღაც - რაღაცები გავიგე: რუფინუმ, მეგზურმა, რომელიც თქვენ მირჩიეთ, ბევრი
საინტერესო რამ მიამბო. თურმე მისი ცოლი ბარონს ეკუთვნოდა, მისი საკუთრება
იყო, როგორც თხა ან ხბო. იმან კი რუფინუს აჩუქა, მიათხოვა. რუფინუ ამაზე ისე
ლაპარაკობს, გეგონება, თავადაც ბარონს ეკუთვნოდეს. სიბრაზის წვეთი არ ეტყობა,
აი, ძაღლივით ერთგულება რას ნიშნავს. საოცარია, სენიორ გონსალვის! როგორი
შუასაუკუნეობრივი ხედვაა, გაოცებული ვარ.
– აი, ამიტომაც ვიბრძვით, – პასუხობს ეპამინონდასი და ფერფლს სულს უბერავს, –
გვინდა ამ მხარეში სიახლე შემოვიტანოთ. ამიტომაც დაემხო მონარქია და
გამოცხადდა რესპუბლიკა.
„თქვენ კი არა, მოძღვრის ხალხი ცდილობს, ასე უფრო სწორი იქნებოდა“, – ფიქრში
უსწორებს ნათქვამს გალი და გრძნობს, რომ შეიძლება ძილმა ნებისმიერ წუთს
წაართვას თავი. ეპამინონდასი სავარძლიდან დგება.
– მეგზურს რა უთხარით? – ეკითხება და ტერასაზე ბოლთას სცემს. უკვე
ჭრიჭინობელების ხმა ისმის, ხვატი ნელდება.
– სიმართლე – ამბობს გალი და რედაქტორი ადგილზე იყინება, – თქვენი სახელი
არ მიხსენებია, მხოლოდ ჩემზე ვილაპარაკე. კანუდუსში პრინციპული
მოსაზრებებით მივდივარ, ჩემი იდეოლოგიური და მორალური პრინციპები
მოითხოვს, რომ მოძღვრის გვერდით ვიყო-მეთქი.
ეპამინონდას გონსალვისი მდუმარედ შესცქერის, გალმა იცის, რომ დეპუტატი
ახლა საკუთარ თავს ეკითხება, ნუთუ არ ხუმრობს, ნუთუ ამდენად შეშლილი და
ბრიყვია, რომ სჯეროდეს იმისა, რასაც ამბობსო. „ჰო, სწორედ რომ ასეთი ვარ“, –
ფიქრობს გალი და ბუზებს ხელის აქნევით იგერიებს.
– იარაღის შესახებაც უთხარით რამე?
– ჯერ არა. გზაში ვეტყვი, როცა დავიძვრებით.
ეპამინონდასს ხელები უკან დაუწყვია, დროდადრო სიგარას აბოლებს და
კვლავ ტერასაზე სცემს ბოლთას. ღია საყელოიანი პერანგი აცვია, უღილო ჟილეტი,
საცხენოსნო შარვალი ჩექმებში აქვს ჩატანებული. გაუპარსავია, სულ არ ჰგავს იმ
ადამიანს, რომელსაც გალი Jornal de Noticias -ის რედაქციაში და სამიკიტნოში
მკითხველთა ლიგა
ელაპარაკა, მაგრამ გალი მის მოძრაობაში ცნობს იმ ძველ შეკავებულ ენერგიას, სახის
ქედმაღლურ, მტკიცე გამომეტყველებას. გალს ამ კაცის თავის ქალას ძვლების
შემოწმება არ სჭირდება იმისათვის, რომ დაასკვნას; „ძალაუფლების მოყვარულია!“
საინტერესოა, ეს აგარაკი მას ეკუთვნის თუ არა. რესპუბლიკელები ამ სახლს ალბათ
უცხოებისაგან თვალმოფარებული შეკრებებისთვის იყენებენ.
– იარაღს რომ გადასცემთ, სალვადორში სხვა გზით დაბრუნდით, – ეუბნება
ეპამინონდასი, გალისკენ ზურგით დგას, ხის მოაჯირს დაჰყრდნობია, – აჯობებს,
მეგზურმა ჟუაზეირუში ჩაგიყვანოთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჟუაზეირუდან
ბაიამდე სულ თორმეტი საათის სავალია, მატარებელი დღე- გამოშვებით დადის. მე
კი იმაზე ვიზრუნებ, რომ ევროპაში საიდუმლოდ და ხელდამშვენებული
გაემგზავროთ.
– ხელდამშვენებული, – იმეორებს გალი, თან პირს ბოლომდე აღებს და ისე
ამთქნარებს. სახე სასაცილოდ ემანჭება და ამიტომ მისი სიტყვებიც სასაცილოდ
გაისმის, – ისევ გგონიათ, რომ ამ საქმეს ხელი ფულის გამო მოვკიდე?
ეპამინონდასი პირიდან კვამლს უშვებს, რომელიც იქაურობას უცნაურ რგოლებად
და სპირალებად ედება. მზე თითქმის ჰორიზონტს იქითაა გადასული; მინდორს
საღამოს ბინდი ეფინება.
– არა, უკვე მივხვდი, რომ თქვენი შეხედულებების გამო იქცევით ასე, ყოველ
შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის მიმართ სიმპათიას გრძნობთ. თქვენ
სამსახურს გვიწევთ, სამსახურის გაწევაში კი, წესია, ფული გადაიხადო.
ამაზე უკვე გელაპარაკეთ.
– ვერ დაგპირდებით, რომ ბაიაში დავბრუნდები, – აწყვეტინებს გალი და
იზმორება, – ჩვენს მოლაპარაკებაში ეს არ დაგვითქვამს.
Jornal de Noticias -ის რედაქტორი ტრიალდება და გალს შესცქერის.
– მოდი, ისევ ნუ ვიკამათებთ, – ამბობს იგი ღიმილით, – როგორც გენებოთ ისე
მოიქეცით. უბრალოდ, მე უკან დასაბრუნებლად საუკეთესო გზა შემოგთავაზეთ.
გახსოვდეთ, რომ შემიძლია, ბრაზილიიდან გამგზავრებაში დაგეხმაროთ ისე, რომ
ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგოს. თუ აჯანყებულებთან დარჩენა გნებავთ, თქვენი
ნებაა. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ, როგორც კი უკეთ გაიცნობთ, აზრი
შეგეცვლებათ.
– ერთი უკვე გავიცანი, – ბუტბუტებს გალი, – ჰო, მართლა, ხომ არ შეწუხდებით, ეს
წერილი საფრანგეთში რომ გამიგზავნოთ? კონვერტი დაწებებული არ არის.
ფრანგული თუ იცით, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენ არაფრით არ გავნებთ.

ისევე, როგორც მისი ძმა ონორიუ, მისი მშობლები, პაპები და დიდედები, თავადაც
სოფელ ასარეში დაიბადა, სოფელში, რომელიც ზუსტად ჟაგუარიბისა და ვალი დი
კარირისკენ მიმავალი გზების გასაყარზე იყო გაშენებული. იქ უკლებლივ ყველა ან
მიწას ამუშავებდა, ან საქონელს უვლიდა, ანტონიუს კი ბავშვობიდანვე ვაჭრობის
ნიჭი გამოაჩნდა. ვაჭრობა ჯერ კიდევ საეკლესიო სკოლაში დაიწყო, სადაც პადრე
მატიასი ბავშვებს კატეხიზმოს, წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლიდა. ბიჭმა
ჩიკორების, შურდულების, მინის ბურთულების, ფრანების, მგალობელი
ფრინველების, ბაყაყების ყიდვა-გაყიდვა დაიწყო, თან ისეთი წარმატებით, რომ,
მართალია, ვილანოვას ოჯახი მდიდართა რიგს არ მიეკუთვნებოდა, ძმებს ვაჭარ
ზუკეიტას ფარდულში ტკბილეულის ყიდვა არასოდეს გასჭირვებიათ. სოფლის სხვა
ბიჭებისაგან განსხვავებით, დედმამიშვილებთან გამუდმებული ჩხუბი რომ ჰქონდათ

მკითხველთა ლიგა
გაჩაღებული, ძმები ვილანოვები არასოდეს ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ყოველთვის
მხარში ედგნენ.
ერთ ავად სახსენებელ დილას იქაური ხუროს ქალიშვილმა, ადელინია ალენკარმა,
ძალიან მაღალი სიცხით გაიღვიძა. ავი თვალის გამოსალოცად დონა კამუნშას
ბალახების დაწვამ შვება ვერ მოჰგვარა და მეორე დღეს სოფლის ყველაზე ლამაზ
გოგოს მთელი სხეული საშინელი ჩირქოვანი მუწუკებით დაეფარა. ერთი კვირის
შემდეგ ყველაზე ახლობელი მეზობლებიდან ექვსი მაღალი სიცხით იწვოდა და
ჩირქოვანი წყლულებისგან იტანჯებოდა. სანამ თავადაც ავად გახდებოდა და
ლოგინად ჩავარდებოდა, პადრე ტობიასმა წირვა აღავლინა, რათა სოფლის
მოსახლეობას უბედურება ასცილებოდა და ღმერთს ეპიდემია შეეჩერებინა, მაგრამ
დაავადებულები ერთმანეთის მიყოლებით მაინც იხოცებოდნენ, ეპიდემია კი
შეუჩერებლად იზრდებოდა. როდესაც შიშით თავზარდაცემული გლეხები
სოფლიდან გაიქცნენ, აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკ მიგელ ფერნანდის ვიეირას, იმ
მხარის ერთპიროვნულ ბატონს, პოლიტიკურ ლიდერს, იმ მიწების მფლობელს,
რომლებსაც სოფლელები ამუშავებდნენ და საქონლისაც, რომელსაც აძოვებდნენ,
ყველა გზაზე თავისი ხალხი დაეყენებინა, რომ დაავადება უფრო შორს არ
გავრცელებულიყო და ებრძანებინა, ესროლათ ყველასათვის, ვინც ჭირმოდებული
სოფლიდან გაქცევას დააპირებდა.
ძმები ვილანოვები იმ მცირეოდენთა რიცხვში აღმოჩნდნენ, ვინც იმ რკალიდან
თავის დაღწევა მოახერხა. ჭირმა შეიწირა მათი მშობლები, მათი და ლუიზა მარია,
მათი სიძე და სამი დისშვილი. მთელი ოჯახის დასაფლავების შემდეგ, ანტონიუმ და
ონორიუმ, მაშინ თხუთმეტი წლის ღონიერმა, თმახუჭუჭა, ღიაფერისთვალება
ბიჭებმა გაქცევა გადაწყვიტეს. მაგრამ დანარჩენებივით პოლკოვნიკის მიერ
დაყენებული დარაჯების ტყვიებისთვის შუბლის შეშვერას როდი აპირებდნენ:
თავისი მოწოდების ერთგულმა ანტონიუმ მოახერხა გუშაგები დაეყოლიებინა და
ისინიც დათანხმდნენ, ერთი ხბოს, თითო არობა25 შაქრისა და რაპადურის
სანაცვლოდ საჭირო დროს შებრუნებულიყვნენ. ბიჭებმა ბიძაშვილები, ანტონია და
ასუნსაუ სარდელინიებიც თან წაიყვანეს, წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც
შეიძლებოდა: ორი ძროხა, ჯორი, ერთი ჩანთა ტანსაცმელი, ათი ათასი რეი და
მშობლიური სოფელი დატოვეს. სინამდვილეში ანტონია და ასუნსაუ მათი ბიძათა
შვილები იყვნენ, მაგრამ შავმა ჭირმა ობლად დატოვა, მიუსაფარნი მშიერ-
მწყურვალნი, და ძმებს ამიტომაც შეეცოდათ. ჯერ ისევ სულ პატარა გოგონების
მოვლა ადვილი არ ყოფილა: კაატინგაში სიარული არ შეეძლოთ და წყურვილსაც
მძიმედ იტანდნენ. მიუხედავად ამისა, პატარა ლტოლვილებმა მოახერხეს, სიერა-დი
არარიპი გადაევლოთ, სან-ანტონიუ, ურიკური, პეტრულინა უკან მოეტოვებინათ და
მდინარე სან-ფრანსისკუც გადაელახათ. როდესაც ჟუაზეირუს მიაღწიეს, სადაც
ანტონიუმ დარჩენა და ბედის მოსინჯვა გადაწყვიტა, ორივე და უკვე ორსულად იყო –
ანტონია ანტონიუსგან, ასუნსაუ – ონორიუსგან.
ანტონიუ სამუშაოდ იქ ჩასვლიდან მეორე დღესვე გავიდა, ონორიუმ კი დების
დახმარებით ბინა დაიქირავა და მოაწესრიგა. ძროხების გაყიდვა გზაშივე მოუხდათ,
მაგრამ ჯორი დარჩათ, და, აი, ანტონიუმ მას არყის უზარმაზარი ქვაბი აჰკიდა,
ქალაქში წავიდა და თითო სირჩობით გაყიდა. იმავე, და სულ მეორე ჯორსაც
სხვადასხვა საქონელს ჰკიდებდა და ასე ვაჭრობდა. თვეს თვე მისდევდა, წელი
წელიწადს. ანტონიუს საქონელი ჯერ ჟუაზეირუში, სახლიდან სახლში დაჰქონდა,
შემდეგ მის შემოგარენშიც, ბოლოს კი სერტანების უკიდეგანო სივრცეებსაც სერავდა,
რომლებიც თავისი ხუთი თითივით შეისწავლა. ვაჭრობდა ვირთევზათი, ბრინჯით,
მკითხველთა ლიგა
ლობიოთი, შაქრით, წიწაკით რაპადურათი, ქსოვილებით, სპირტიანი სასმელებით
და ნებისმიერი საქონლით, რასაც შეუკვეთდნენ; უამრავ ფაზენდასა თუ ღარიბ
უბანში ერთადერთი მომმარაგებელი იყო და იქაურებისთვის მისი მძიმედ
დატვირთული ჯორების ქარავნების დანახვა ისეთივე ბუნებრივ და ჩვეულ
სანახაობად იქცა, როგორიც მოხეტიალე ცირკის, მისიონერების და ბოშათა ბანაკისა.
თავად ჟუაზეირუში მთავარ მოედანზე ფარდულიც წამომართა, სადაც კლიენტებთან
ონორიუ, ანტონია და ასუნსაუ ვაჭრობდნენ. ამ ამბიდან ათი წელიც არ იყო გასული,
რომ ხმა დაირხა, ვილანოვების ოჯახი გამდიდრდაო.
მაგრამ ახალმა უბედურებამაც არ დაახანა და ისინი მეორედ გაკოტრდნენ.
ნაყოფიერ წლებში წვიმები დეკემბერში იწყებოდა, გვალვიანში – თებერვალში ან
მარტში; იმ წელს უკვე მაისი იდგა, ციდან კი ცვარიც არ ჩამოვარდნილიყო. მდინარე
სან-ფრანსისკუს ორი მესამედი დაშრა და წყალი ჟუაზეირუს მცხოვრებლებს
ძლივსღა ჰყოფნიდათ, რადგან მისი მოსახლეობა სერტანებიდან ლტოლვილთა და
გადმოსახლებულთა ხარჯზე ოთხმაგად გაზრდილიყო.
იმ წელიწადს ანტონიუ ვილანოვას არც ერთი ვალი არ გადაუხადეს; არც
მემამულეებს, არც გლეხებს მისთვის არაფერი შეუკვეთავთ. კალუმბის მოურავსაც კი
არაფერი უყიდია. მიუხედავად იმისა, რომ ბარონ დი კანიაბრავას საუკეთესო
მამული ჰქონდა, მოურავმა განუცხადა, შენგან კვნიტ მარილსაც კი ვერ ვიყიდიო.
უბედურებისგანაც კი სარგებლის მიღების სურვილით ანტონიუმ დარჩენილი
ხორბალი ტომრებში ჩაყარა და შეინახა, იმ იმედით, რომ მაშინ გაყიდდა, როდესაც
ფასები განსაკუთრებით ავარდებოდა. თუმცა ანგარიშში შეცდა, შიმშილობამ
უკიდურეს ზღვარს მიაღწია. მალე მიხვდა, რომ თუ ყველაფერს უცებ არ გაასაღებდა,
საერთოდ მყიდველის გარეშე დარჩებოდა, რადგან ადამიანები უკანასკნელ გროშებს
წირვაზე, პროცესიებზე, შეწირულობებზე ხარჯავდნენ (ყველას უნდოდა, მონანიეთა
საძმოში გაერთიანება, რომლებიც ცოდვების მოსანანიებლად ქუჩებში ჯვრებითა და
ბორკილებით მსვლელობებს აწყობდნენ), რათა ღმერთისთვის წვიმა გამოეთხოვათ.
მაშინ ანტონიუმ ყველა ტომარა ამოთხარა გასაყიდად, მაგრამ ბრეზენტმა არ უშველა,
ხორბალს ლპობა დაეწყო. მიუხედავად ამისა, ანტონიუ ფარ-ხმლის დაყრას არ
აპირებდა: თვითონ, ცოლი, ძმა, რძალი, შვილები, – იმ დროისათვის მას ერთი,
ონორიუს კი სამი ჰყავდა – დასხდნენ, ხორბლის გადარჩევა დაიწყეს და მეორე
დილას მთავარ მოედანზე მაცნეს პირით გამოაცხადეს, ძმები ვილანოვების მაღაზიის
დახურვის გამო ბითუმად გაყიდვა იწყებაო. ძმებს ყოველი შემთხვევისათვის
იარაღიც მზად ჰქონდათ და კართან ხელჯოხებით შეიარაღებული ოთხი კაციც
დააყენეს. თავიდან ყველაფერი წესიერად მიდიოდა. ანტონია და ასუნსაუ დახლთან
იდგნენ, კარს კი ექვსი კაცი იცავდა, ერთ ჯერზე მხოლოდ ათ კაცს ანებებდნენ
შესვლას. მაგრამ მალე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ ანტონიუს ყველა თადარიგი
წყალში ჩაეყარა. ხალხმა კარ-ფანჯარა ჩამოხსნა და ფარდულში შეიჭრა. რამდენიმე
წუთში ყველაფერი, მათ შორის სალაროს ფულიც, გაძარცული აღმოჩნდა, ხოლო რის
წაღებაც არ შეიძლებოდა – დამტვრეული და განადგურებული.
დარბევა ნახევარ საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა, ზარალის დათვლაც კი
შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ვილანოვების ოჯახიდან არავინ დაზარალებულა.
ონორიუ, ანტონიუ, მათი ცოლ-შვილი შუა ქუჩაში, ქვაფენილზე ისხდნენ და
შესცქეროდნენ, როგორ ძარცვავდნენ და აცარიელებდნენ ჟუაზეირუს ყველაზე
მდიდარ ფარდულს. ქალები ჩუმად ტიროდნენ, ბავშვები კი უყურებდნენ, როგორ
მიმოფანტულიყო მათი საწოლების ნამტვრევები, ტანსაცმლის ნახევები, გასრესილი
სათამაშოები მიწაზე. ანტონიუს ფერი დაჰკარგვოდა.
მკითხველთა ლიგა
– რას ვიზამთ, თავიდან დავიწყოთ, – ჩაიჩურჩულა ონორიუმ, – ოღონდ აქ აღარ, –
უპასუხა ძმამ.
იმ დროისათვის ანტონიუს ჯერ ოცდაათიც არ შესრულებოდა, მაგრამ მძიმე
შრომისა და აქეთ-იქით დამქანცველი სიარულისგან ბევრად უფროსად
გამოიყურებოდა: შუბლზე თმა შესთხელებოდა, წვერ-ულვაში მოეშვა, რაც ჭკვიანურ
იერს მატებდა, წელში იხრებოდა და უნაგირზე ხანგრძლივი ჯდომისგან ცოტა
ფეხებგაჩაჩხული დადიოდა ვაკეროსავით. საქმის გარდა სხვა არაფერი
აინტერესებდა. ონორიუ ბაზრობებზე და დღესასწაულებზე მაინც დადიოდა,
ანისულის არყის გადაკვრაც უყვარდა, მოხეტიალე მომღერლების მოსმენაც,
მეგობრებთან ბაასიც, მდინარეზე ფერადი ალმებით შემკული ნავების ყურებაც,
ანტონიუს კი არაფერი ასეთი არ იზიდავდა. თუ შინ იყო, დროის მეტ ნაწილს
დახლში ატარებდა, ანგარიშობდა ან მომავალ საქმიანობას გეგმავდა. კლიენტი ბევრი
ჰყავდა, მეგობარი კი არც ერთი. მართალია, კვირაობით წირვაზე დადიოდა და
ზოგჯერ მომნანიეთა საძმოს მსვლელობაშიც მონაწილეობდა, რათა სალხინებელში
მის ცოდვილ სულს შვება ეგრძნო, დიდი ღვთისმოსაობით მაინც არ გამოირჩეოდა.
წყნარი, სერიოზული, მედგარი კაცი იყო, ყოველგვარ მოულოდნელობას
მომზადებული ხვდებოდა.
ამჯერად ვილანოვების ოჯახის მოგზაურობა შიმშილით დაღუპვის პირამდე
მისულ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც
თავიანთი სოფლიდან შავ ჭირს გამოექცნენ. ჯორები მაშინვე დაკარგეს. მას მერე, რაც
თავს ლტოლვილები დაესხნენ და ძმებს მათი მოგერიება იარაღით მოუხდათ,
ანტონიუმ გადაწყვიტა, რომ ხუთი ჯორი შიმშილისგან გავეშებული, სერტანებში
ნადირებივით საკვების ძებნაში მოწანწალე ხალხისათვის მეტისმეტად დიდი
ცდუნება იყო და ამიტომ ბარუ ვერმელიუში ოთხი ჯორი ერთ პეშვ ძვირფას ქვებში
გადაცვალა, მეხუთე კი დაკლეს და დიდი ხნის შემდეგ პირველად ჭამეს მაძღრისად,
დარჩენილი ხორცი დაამარილეს და რამდენიმე დღის მანძილზე იზოგავდნენ.
ონორიუს ერთ-ერთი ვაჟი დიზენტერიით მოუკვდა, დამარხეს ბორაშაში, სადაც
დიდი ხნით იყვნენ დაბანაკებულები, - დები უმბუზეირუს ბოლქვებისა და კაქტუს
შიკე-შიკესგან წვნიანს ხარშავდნენ. მაგრამ წასვლა იქიდანაც მოუხდათ და
პატამუტესა და მატუ ვერდისკენ დაიძრნეს. იქ ონორიუს მორიელმა უკბინა და
კინაღამ ისიც მოკვდა. შემდეგ სამხრეთისკენ აიღეს გეზი და რამდენიმე მომქანცველი
კვირა ხეტიალში გაატარეს. ირგვლივ ხვდებოდათ მხოლოდ ამოწყვეტილი სოფლები,
მიტოვებული ფაზენდები და ცოცხალ ჩონჩხებად ქცეული ადამიანები, რომლებიც
მთვარეულებივით დაბორიალებდნენ და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ხედავდნენ.
პედრა გრანდიში უბრალო გაციებას ასუნსაუსა და ონორიუს მეორე ვაჟიც
ემსხვერპლა. როდესაც ბიჭის ზეწარში გახვეულ ცხედარს მიწას აბარებდნენ, გზად
ავარდნილი მეწამული მტვრის ღრუბელში ოციოდ გაძვალტყავებული,
წარმოუდგენელ ძონძებში გახვეული ქალი და კაცი გამოჩნდა. სანდლები ისე
ჰქონდათ გაცვეთილი, თითქოს მთელი დედამიწა შემოიარესო. ამ ხალხში
განსაკუთრებით გამოირჩეოდა უზარმაზარი, ნახევრად შიშველი ზანგი და
ადამიანისსახიანი უცნაური არსება, რომელიც ოთხით დადიოდა. ამ ხალხს წინ
მაღალი, გარუჯულკანიანი კაცი მიუძღოდა, გრძელი თმა მხრებზე ეფინა და
თვალები ვერცხლისწყალს მიუგავდა. კაცი პირდაპირ ვილანოვების ოჯახისკენ
გაემართა და ძმები ხელის აწევით შეაჩერა. – შენი შვილია? – ქუშად მიმართა
ონორიუს. მან თავი დაუქნია, – ადამიანებს ასე არ მარხავენ, – უზომო თავდაჯერებით
განაგრძო მუქსახიანმა, – ისე უნდა მოვამზადოთ და გავაცილოთ, რომ დიდებულ
მკითხველთა ლიგა
ზეციურ დღესასწაულზე აღმოჩნდეს. სანამ ონორიუ რამეს უპასუხებდა, კაცი თავის
თანმხლებ პირებს მიუბრუნდა: – მოდი, ღირსეულად დავასაფლავოთ, დაე, უფალმა
გაიხაროს მისი მიღებით. ძმებმა, მათმა ცოლებმა და ცოცხლად დარჩენილმა
შვილებმა დაინახეს, როგორი აღმაფრენით მისცვივდნენ მგზავრები შორიახლოს
აღმართულ ხეებს, როგორ დაჭრეს, როგორ დახერხეს, დარანდეს და კუბოც და
ჯვარიც ისეთი მოხერხებით გამოთალეს, როგორიც მხოლოდ დიდი ხნის
გამოცდილებას მოაქვს ხოლმე. მუქსახიანმა ბავშვის ცხედარი ხელში აიღო და
კუბოში ჩაასვენა. სანამ ძმები ორმოს მიწით ავსებდნენ, მუქსახიანი ხმამაღლა
ლოცულობდა, დანარჩენები კი ჯვრის გარშემო მუხლმოყრილები გალობდნენ.
შემდეგ, როცა მგზავრებმა დაისვენეს და გზის გაგრძელება დააპირეს, ანტონიუ
ვილანოვამ ჯიბიდან მონეტა ამოიღო და უცნობს გაუწოდა, – ეს – მადლობის ნიშნად,
– დასძინა, რადგან დაინახა, რომ კაცი ფულს არ ართმევდა და დაცინვით
შესცქეროდა, – ჩემთვის სამადლობელი არაფერი გაქვს, – უთხრა ბოლოს. – უფალს კი
ვალს ათასი ასეთი მონეტითაც ვერ გადაუხდი, – დადუმდა, მერე კი რბილად
წარმოთქვა, – შენთვის ანგარიში არ უსწავლებიათ, შვილო ჩემო.
მგზავრები უკვე წასულები იყვნენ, ვილანოვები კი კვლავ მწერების
დასაფრთხობად დანთებულ კოცონთან ისხდნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, –
როგორ ფიქრობ, გიჟი იყო? – იკითხა ონორიუმ, – არა, გიჟი ბევრი მინახავს. ეს რაღაც
სხვას ჰგავდა, – უპასუხა ანტონიუმ.
გვალვა და სხვა უბედურებები ორ წელიწადს გაგრძელდა, ხოლო როცა მდინარეები
კვლავ წყლით აივსო, ვილანოვების ოჯახი კაატინგა დუ მოურაში დასახლდა,
სოფელში, რომლის გვერდითაც მარილის საბადო მდებარეობდა. მათი ოჯახიდან
სიკვდილს აღარავინ წაეყვანა, მაგრამ ანტონიას ვაჟი და თავად ანტონია ნელ-ნელა
ბრმავდებოდნენ, ეს უბედურება რამდენიმე დღის შეუჩერებელი თვალების ფშვნეტის
შემდეგ დაეწყოთ. ანტონიას ჯერ კიდევ შეეძლო, დღე და ღამე გაერჩია, მაგრამ ვერც
სახეებს ხედავდა და ვერც საგნების მოხაზულობას. მარილის მოპოვება და გაყიდვა
მომგებიანი გამოდგა. ონორიუ, დები და ბიჭები მთელ დღეს მარილის მოპოვებასა და
გაშრობაში ატარებდნენ, შემდეგ ტომრებში ყრიდნენ და გასაყიდად მიჰქონდათ:
ანტონიუმ ურიკა გამართა და მძარცველებისგან თავის დასაცავად ორლულიანი
თოფიც იშოვა.
კაატინგა დუ მოურაში სამ წელს იცხოვრეს. წვიმების დაწყებასთან ერთად
გლეხებმა ისევ მიჰყვეს თესვას ხელი, მწყემსებმა შეთხელებული ნახირი ისევ გარეკეს
საძოვარზე, რაც ანტონიუს კეთილდღეობის დაბრუნებას უქადდა. მარილთან ერთად
ახლა უკვე ჯორებსაც ყიდდა და ფარდულშიც ვაჭრობდა, საქმე კარგად მისდიოდა.
მაგრამ, როდესაც ის დეკემბერი დადგა, რომელმაც მისი ცხოვრება ერთიანად
შეცვალა, თავსხმა წვიმებმა სოფელზე გამავალი ნაკადული აქაფებულ ნიაღვრად
აქცია, ამ ნიაღვარმა ქოხები, საქონელი და ფრინველი ერთიანად წალეკა, მარილის
საბადო კი მთლიანად ზღვაში ჩაიტანა, ანტონიუ ფერია დო ნორდესტინას
ბაზრობაზე იყო, იქ მარილის პარტია ჰქონდა წაღებული და ჯორების ყიდვას
აპირებდა.
შინ ერთი კვირის თავზე დაბრუნდა. წყალს უკვე კლება დაეწყო. ონორიო, დები და
ანტონიუს დაქირავებული ექვსი პეონი სასოწარკვეთილები დახვდნენ, მაგრამ კაცმა
ბედის ეს კიდევ ერთი გამოცდა მშვიდად მიიღო. გადარჩენილი საქონლის სია
შეადგინა, შემდეგ თავის დავთარში რაღაცას დიდხანს ანგარიშობდა, მერე ოჯახი
გაამხნევა, ჯერ ერთი, დიდი ვალის დაბრუნებას ველოდები და მეორეც, კატასავით
ცხრა სიცოცხლე მაქვს, ასე რომ, ამ წყალდიდობასაც გადავიტანთო.
მკითხველთა ლიგა
თუმცა, თავად ღამით თვალი არ მოუხუჭავს. ერთი ახლობელი კაცის სახლს
შეეფარნენ. გადარჩენილი სახლი მაღლობზე იდგა და დანარჩენი სოფლელებიც მას
შეეხიზნებინა. ანტონიას ესმოდა, როგორ იცვლიდა მისი ქმარი ლოგინში გვერდს,
მთვარის შუქზე მის შეწუხებულ სახესაც არჩევდა. ანტონიუმ გათენებისთანავე
განუცხადა თავისიანებს, გზას უნდა გავუდგეთ, კაატინგა უნდა დავტოვოთო. ეს
სიტყვები ისე მტკიცედ და კატეგორიულად წარმოთქვა, რომ ვერც ონორიუმ გაბედა,
ეკითხა, უკვე შეგუებული ადგილიდან წასვლა რა საჭიროაო, და ვერც ანტონიამ.
ყველაფერი გაყიდეს, რის თან წაღებაც არ შეეძლოთ და ბარგით სავსე ფორნით ისევ
დაადგნენ გზას უცნობი ახალი ცხოვრებისკენ. ამ ალალბედზე მოგზაურობის დროს
ერთხელ ანტონიუმ უცნაური სიტყვები წარმოთქვა, რამაც მისი ოჯახის წევრები
საგონებელში ჩააგდო: – მესამედ გამაფრთხილა, – ჩაილუღლუღა მან და ღია ფერის
თვალების სიღრმეში რაღაც ჩრდილმა გაუელვა, – რამე უნდა მოვიმოქმედოთ, მაგრამ
რა, არ ვიცი, – ვინ გაგაფრთხილა, ღმერთმა? – დაბნეულად ჰკითხა ონორიუმ. – ან
ეშმაკმა, – უპასუხა ანტონიუმ.
ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ: ერთ კვირას ერთგან ატარებდნენ,
მეორეს – სხვაგან. და ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტდნენ, აი, აქ დიდხანს
დავრჩებითო, ანტონიუ ბრძანებდა, ისევ ავიკრათ გუდა-ნაბადი, თითქოს რაღაცას
თუ ვიღაცას დაეძებდა და ეს უხილავის ძებნა მისი ოჯახის წევრებს მოსვენებას
უკარგავდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ უბედავდა.
რვა თვეს იარეს სერტანებში და ბოლოს ბარონ დი კანიაბრავას გვალვის დროს
მიტოვებულ მამულში დასახლდნენ. ბარონს ნაბრძანები ჰქონდა, მისი საქონელი
სხვაგან გადაერეკათ და მამულში სულ რამდენიმე გლეხიღა იყო დარჩენილი,
რომლებიც მდინარე ვაზა-ბარისის ნაპირებზე მიწის ნაგლეჯის დამუშავებას
ცდილობდნენ და სიერა-დი კანიაბრავას მუდამ მწვანედ მობიბინე ქედებზე თხებს
აძოვებდნენ. მოსახლეობა ცოტა იყო, ყოველი მხრიდან მთებით გარშემორტყმულ
კანუდუსს ვაჭრობისთვის ძალზე არახელსაყრელი მდებარეობა ეკავა, მაგრამ
საკმარისი იყო, ვილანოვები იქ, მოურავის ნახევრად დანგრეულ სახლში
დაბინავებულიყვნენ, რომ ანტონიუმ შვება იგრძნო, თითქოს მხრებიდან დიდი
ტვირთი მოიხსნაო. კვლავ გულმოდგინედ შეუდგა საქმეს და ძველებური
შემართებით დაიწყო ვაჭრობა. სიმარჯვისა და მოხერხების წყალობით ერთი წლის
თავზე სავაჭროდ უკვე სახლიდან ათობით ლიგაზე მიემგზავრებოდა.
მაგრამ იმ დღეს, როცა კამბაიუს ფერდობიდან კანუდუსის ერთადერთ ქუჩაზე
მომლოცველები გამოჩნდნენ, რომლებიც ქრისტეს სადიდებელს მთელი ხმით
გალობდნენ, ანტონიუ შინ იყო. მოურავის იმჟამად ფარდულად გადაქცეულ
ფლიგელთან იდგა და შესცქეროდა, როგორ შემოდიოდა ადამიანების ეს მგზნებარე
გუნდი კანუდუსში. ძმამ, ცოლმა და რძალმა შეამჩნიეს, როგორ გაფითრდა ანტონიუ,
როდესაც ბრბოს წინ მომავალი იისფერმოსასხამიანი კაცი მისკენ გამოემართა. იგი
სიგამხდრით, საოცარი ცეცხლით ანთებული თვალებით, ხრინწიანი ხმით იცნეს. –
აბა, ისწავლე ანგარიში? – ღიმილით ჰკითხა კაცმა ანტონიუს და ხელი გაუწოდა.
ანტონიუ ვილანოვა მუხლებზე დაეცა და ახალმოსულს თითებზე ეამბორა.

„მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, რომ წინა წერილში ბრაზილიის სიღრმეში ხალხის


მღელვარების ამბავს გიყვებოდით და ამისათვის ძალზე მიკერძოებული და
არაკეთილგანწყობილი თვითმხილველის (კაპუცინელი ბერის) მტკიცებულებებს
ვიყენებდი. ახლა შემიძლია, კანუდუსის ამბებზე იმ ადამიანის სიტყვებით
მოგითხროთ, რომელიც ბევრად უკეთაა გათვითცნობიერებული: იგი აჯანყებულების
მკითხველთა ლიგა
ქალაქიდანაა ჩამოსული და, აშკარაა, მთელ ბრაზილიაში ახალი მომხრეებისა და
თანამებრძოლების პოვნის მისიით მოგზაურობს. ერთი სული მაქვს, ძალიან
მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გამცნოთ: მოხდა შეიარაღებული შეტაკება და
აჯანყებულებმა კანუდუსის ხელში ჩასაგდებად გაგზავნილი ასი ჯარისკაცი
გაანადგურეს. გლეხების აჯანყებას რევოლუციის ყველა ნიშანი აქვსო? – მკითხავთ
თქვენ. ერთგვარად ასეა, თუ იმ კაცის შეხედულებით ვიმსჯელებთ, რომელზეც
კანუდუსის ძმებს წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილება მოუხდენიათ: შეუმცდარი
ალღო აქვთ, სწორად იქცევიან და, ამასთანავე, სრულიად წარმოუდგენელი
ცრუმორწმუნეობებით არიან დამუხტულნი.
ამ სტრიქონებს გწერთ პატარა ქალაქიდან, რომლის სახელიც არ მინდა ვახსენო,
მხარიდან, სადაც ქალი მორალურად და ფიზიკურად უკიდურესობამდე
დათრგუნულია, რადგან მას ავიწროებენ ბატონი, მამა, ძმები და ქმარი, სადაც
მიწათმფლობელს შეუძლია, თავის მსახურს ცოლი თავად შეურჩიოს, მამას ან
მთვრალ ქმარს კი – შუა ქალაქში სცემოს და ამ ამბის გულგრილ მოწმეთაგან ქალს
არავინ გამოესარჩლება. დაფიქრდით იმაზე, მეგობრებო, რომ რევოლუცია
მოწოდებულია, წერტილი დაუსვას არა მხოლოდ ერთი კაცის მიერ მეორის
დაჩაგვრას, არამედ კაცის მიერ ქალის ჩაგვრასაც, რადგან მისი პრინციპი მხოლოდ
კლასების კი არა, არამედ სქესთა თანასწორობაცაა.
კანუდუსის აჯანყებულთა წარმომადგენელთან შეხვედრაში დამეხმარა ჩემი
მეგზური, რომელიც ამასთანავე ლეოპარდებზეც ნადირობს (რა უნდა იყოს ამაზე
კარგი საქმიანობა, იხეტიალო ამქვეყნად და სისხლისმსმელი მტაცებლები
ანადგურო). შეხვედრა შედგა ტყავის სათრიმლავ დაბახანაში, გარშემო ტყავები
შრებოდა, ბავშვები კი იქვე ხვლიკებს ეთამაშებოდნენ. ვაღიარებ, რომ გული
ამიჩქარდა, როდესაც ის კაცი დავინახე: ჩასკვნილი და ჯმუხია, მოყვითალო-
მონაცრისფროსახის კანით, რაც უდავოდ საცნაურს ხდის, რომ მას ინდიელის სისხლი
უჩქეფს, სახეზე ნაიარევი აქვს, რომლის მიხედვითაც კაცმა შეიძლება დაასკვნას, რომ
ადრე კაპანგა, ყაჩაღი ან რომელიმე სხვა ბოროტმოქმედი იყო (ყოველ შემთხვევაში,
საზოგადოების მსხვერპლი, რამეთუ კარგად გვახსოვს ბაკუნინის სიტყვები:
საზოგადოება თავად ამზადებს დანაშაულს, დამნაშავეები კი მხოლოდ იარაღია,
რომლითაც მას ახორციელებსო), ტანთ ტყავის სამოსი ეცვა, ასე ვაკეროებს აცვიათ,
რადგან გამუდმებით ეკალ-ბარდებში უწევთ სიარული, – თავზე სომბრერო ეხურა,
ხელში კი თოფი ეჭირა. ღრმად ჩამსხდარი, გულგრილი თვალები ჰქონდა, ზნე
აუჩქარებელი და ორჭოფული, როგორიც ყველა აქაურ მცხოვრებს. ჩემთან მარტო
დარჩენა არ ისურვა და ჩვენი საუბარი სახელოსნოს პატრონისა და მისი ოჯახის
თანდასწრებით გაიმართა. ისინი იატაკზე სადილობდნენ და ჩვენ ყურადღებას არ
გვაქცევდნენ. ვუთხარი, მე რევოლუციონერი ვარ და მსოფლიოში ძალიან ბევრი
იქნება იმით აღფრთოვანებული, რაც შენ და შენმა ამხანაგებმა კანუდუსში გააკეთეთ
– ფეოდალს მიწები წაართვით, თავისუფალი სიყვარული გამოაცხადეთ და
სახელმწიფოს გამოგზავნილი დამსჯელი რაზმი გაანადგურეთ-მეთქი. არ ვიცი,
გამიგო თუ არა. აქაურები სიტყვაუხვი და ურთიერთობის მოყვარულები არ ჩანან,
ხანდახან მეტისმეტადაც კი, ბაიის მოსახლეობისგან განსხვავებით, რომელთა
ხასიათზეც აფრიკულმა სისხლმა მოახდინა გავლენა და ისინი უფრო ლაქლაქები
გახადა. აქ სახეები ყოველგვარ გამომეტყველებასაა მოკლებული, ნიღბებს ჰგვანან,
რომლებიც ნამდვილ გრძნობებსა და ფიქრებს მალავენ.
ვკითხე, ახალი თავდასხმების მოსაგერიებლად ხართ თუ არა მზად, ხომ იცით, რომ
ბურჟუები სისხლისმსმელ მხეცებს ემსგავსებიან, როგორც კი ვინმე მათ
მკითხველთა ლიგა
წმიდათაწმიდას – საკუთრებას შეეხება-მეთქი. პასუხად ჩაილუღლუღა, ყველა მიწის
პატრონი უფალი იესო ქრისტეა და კანუდუსში მოძღვარი ქვეყნიერებაზე ყველაზე
დიდ ტაძარს აშენებსო. შევეცადე ამეხსნა, რომ მათ წინააღმდეგ სამხედროებს იმიტომ
არ გზავნიან, რომ ტაძარს აშენებენ-მეთქი, მაგრამ ის მაინც თავისაზე იდგა; სწორედ
ამიტომ გზავნიან, რადგან რესპუბლიკას რელიგიის მოსპობა უნდაო. რესპუბლიკის
წინააღმდეგ მაშინ საოცარი ბრალდება მოვისმინე, მეგობრებო, თან როგორ, საკუთარ
სიმართლეში დარწმუნებული ადამიანის მიერ ურყევად და სრულიად
აუღელვებლად ნათქვამი. რესპუბლიკას ეკლესიისა და მის ერთგულ მორწმუნეთა
განადგურება აქვს მიზნად დასახული და ყველა ბერ-მონაზონთა ორდენის გაუქმება,
როგორც ეს იეზუიტებთან მოხდა; მორწმუნეების დევნას გამოაცხადებს და ამის
უტყუარი მტკიცება ეს არის: რესპუბლიკელებმა სამოქალაქო ქორწინება შემოიღეს,
რაც უკიდურესი უზნეობაა, რადგან ქორწინების ერთადერთი ზნეობრივი ფორმა
უფლის მიერ დაწესებული ჯვრისწერის საიდუმლოაო.
წარმომიდგენია თქვენი იმედგაცრუება და ეჭვები ამ სტრიქონების წაკითხვისას.
ალბათ იფიქრებთ, რომ კანუდუსიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს
ვანდეეში ჩამოყალიბებული რეაქციული, რეტროგრადული მოძრაობის მსგავსი
გაერთიანებაა, რომელსაც სამღვდელოება შთააგონებდა, რევოლუციისთვის
წინააღმდეგობა გაეწია. არა, მეგობრებო, ყველაფერი ასე მარტივად როდია. როგორც
ადრე მოგწერეთ, ეკლესია კიცხავს მათ წინამძღვარს, რადგან მან და მისმა
მიმდევრებმა ბარონ დი კანიაბრავას მიწები დაისაკუთრეს. ჩემს მოსაუბრეს ვკითხე,
მონარქიის დროს ღარიბები უკეთ ცხოვრობდნენ თუ არა-მეთქი. უკეთო, მიპასუხა
დაუფიქრებლად, რადგან მონობა სწორედ მონარქიამ გააუქმა, მასონებმა და
პროტესტანტებმა კი ეშმაკის ჩაგონებით იმპერატორი პედრუ მეორე იმიტომ დაამხეს,
რათა მონობა ისევ აღადგინონო. დიახ, დიახ, მათი მოძღვარი თავის მიმდევრებს იმას
შთააგონებს, რომ რესპუბლიკელები მონობის მომხრენი არიან (ხედავთ,
ჭეშმარიტების დაცვის როგორი ეშმაკური ხერხისთვის მიუმართავს? ჭეშმარიტება
ხომ მართლაც იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალისტების მიერ ხალხის
ექსპლუატაცია – რესპუბლიკური წყობის საფუძველი – მშრომელებს ფეოდალებზე
ნაკლებად როდი იმონებს! ) იმ კაცმა კატეგორიულად განმიცხადა: – ღარიბები
ისედაც დიდხანს იტანჯნენ. ახლა მათ ტანჯვას ბოლო მოეღო: ჩვენ აღწერაში
მომაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მისი მიზანია, თავისუფალ ადამიანებს კვლავ
დაადონ ბორკილები და ყოფილ ბატონებს დაუბრუნონო. კანუდუსში ბეგარას არავინ
იხდის, რამეთუ ჩვენ რესპუბლიკას არ ვცნობთ და არ დავუშვებთ, რომ იგი იმ
ვალდებულებებს ითავსებდეს, რომლებიც ღმერთს ეკუთვნისო. - რა, მაგალითად? –
ჯვრისწერისა და ბეგარის უფლებას. ვკითხე, ფულთან როგორი დამოკიდებულება
გაქვთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, კანუდუსში მხოლოდ ის ფულია მიმოქცევაში,
რომელზეც პრინცესა იზაბელის პროფილია გამოსახული, ანუ რაც ჯერ კიდევ
იმპერიის დროსაა მოჭრილი. მაგრამ ასეთი ფული თითქმის სულ აღარ დარჩა და
ამიტომ, იქ ფული საერთოდ ქრებაო, მიპასუხა, – ფული არ გვჭირდება: ჩვენთან
შეძლებულები უპოვართ უნაწილებენ, ხოლი ის, ვისაც მუშაობა შეუძლია, იმის
მაგივრადაც მუშაობს, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია.
ვუთხარი, როგორი ბუნდოვანი და გაურკვეველიც უნდა იყოს მიზანი, რომლის
გამოც ფული გააუქმეთ და საკუთრება საზოგადოებრივ საკუთრებად გადააქციეთ, ეს
თამამი ნაბიჯია, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მთელ დედამიწის
ღარიბებისათვის. აქედან შეიძლება საყოველთაო გათავისუფლება დაიწყოს, მაგრამ
ადრე თუ გვიან, ის, რასაც თქვენ კანუდუსში აკეთებთ, მძიმე განსაცდელს გიქადით,
მკითხველთა ლიგა
რადგან მმართველი კლასი არასოდეს შეეგუება ასეთი პრეცედენტის დაშვებას:
ქვეყანას უამრავი ღარიბი ჰყავს და, გამოდის, რომ ყველა მდიდარს თავის
სიმდიდრეს წაართმევენ-მეთქი. აცნობიერებს კი კონსეილეირუ, ესმით კი მის
თანამოაზრეებს, მათ წინააღმდეგ რა ძალები ერთიანდებიან? – ჩემმა თანამოსაუბრემ
დაჟინებული მზერით შემომხედა და რამდენიმე სრულიად აბსურდული
წინადადებით მიპასუხა, რომლებიც არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ: ჯარისკაცები
ძალა კი არა, ხელისუფლების სისუსტეა. როდესაც საჭირო გახდება, ვაზა-ბარისის
მდინარეში წყლის ნაცვლად რძე გადმოდინდება, ნაპირები სიმინდის კვერებად
გადაიქცევა, ისინი კი, ვინც დაეცემიან, მეფე სებასტიანის ჯარის მოსვლისას
მკვდრეთით აღდგებიანო (ეს პორტუგალიის მეფე მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა და
აფრიკაში დაიღუპა).
ძალიან მაინტერესებს, ეს მეფეები, იმპერატორები და რელიგიური ფეტიშები
სტრატეგიული ეშმაკობაა, რომელიც იმ მათმა კონსეილეირუმ სპეციალურად
მოიფიქრა, რათა ღარიბ-ღატაკნი სიტყვებით თუ არა, საქმით სრული სწორი
მიზნისთვის – კლასობრივი საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო
ბურჯის გასანადგურებლად შეეკავშირებინა თუ არა. ნუთუ დინასტიისა და
რელიგიის ამ ილუზიური სიმბოლოების გარეშე შეუძლებელია ღარიბთა კლასის
გამოფხიზლება იმ მრავალსაუკუნოვანი ძილისაგან, რომელშიც იგი ეკლესიის
ცრურწმენის ტირანიამ ჩაფლა და ეს შეუძლებლობა მათ წინამძღვარს შესანიშნავად
ესმის? ან იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ გარემოებათა დამთხვევაა და სხვა არაფერი?
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შემთხვევითობა ისტორიაში არ არსებობს, რომ
მოჩვენებითი სტიქიურობის უკან ყოველთვის უდიდესი აზრი და მიზანშეწონილობა
დგას, რაოდენ დაფარულადაც უნდა მოგვეჩვენოს. ესმის კი იმ კაცს, როგორი
ისტორიული ძვრები შეიძლება შვას მის მიერ წამოწყებულმა აჯანყებამ?
გაცნობიერებულად იქცევა თუ ინტუიცია უკარნახებს? არც ერთის გამორიცხვა
შეიძლება და არც მეორის; სავსებით აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ხალხთა მასების
სტიქიურ, წინასწარ მოუმზადებელ გამოსვლასთან. ადამიანს საღი აზრი ახასიათებს,
მიუხედავად იმისა, რა განათლება გააჩნია და ზოგ გარემოებაში მას ეს აზრი სწორი
გზით წაიყვანს: მიუხედავად დოგმატიზმის საბურველისა, რომელიც თვალებზე
აფარებულს, მიუხედავად ცრურწმენების და ცრუმორწმუნეობისა, რომელიც ფიქრში
უშლის ხელს, იგი მაინც ისე მოიქცევა, როგორც ისტორიას სჭირდება. მონტესკიემ,
რომელიც არ შეიძლება, ჩვენს თანამოაზრედ განვიხილოთ, თქვა, ადამიანის
ბედნიერება და უბედურება მის ორგანოებზეა დამოკიდებულიო. იქნებ
რევოლუციურ გამოსვლებსაც ძალუძს ჩვენ მიერ მართული ორგანოების ნებით იშვან
და ეს მანამ მოხდეს, სანამ მეცნიერება ღარიბის აზროვნების თავისებურებას
შეისწავლის? განა იგივე არ ხდება ახლა ბაიის სერტანებში? ამ კითხვაზე პასუხის
გაცემას მხოლოდ მაშინ შევძლებ, როცა კანუდუსში მოვხვდები. გემშვიდობებით
შემდეგ წერილამდე ან სამუდამოდ.“

VI

ორ დღეს ზეიმობდნენ კანუდუსის მკვიდრნი უაუაში გამარჯვებას. ანტონიუ


მეცეცხლის დამზადებულ რაკეტებსა და მაშხალებს უშვებდნენ, ნეტარმა
მსვლელობაც კი მოაწყო და პროცესია ფაზენდაში უწესრიგოდ წამოჭიმულ სახლებსა
და ქოხებს შორის ატარა. კონსეილეირუ მშენებარე ტაძრის ხარაჩოებიდან ყოველ
მკითხველთა ლიგა
საღამოს ქადაგებდა და ამბობდა, კანუდუსს ახალი და უფრო დიდი განსაცდელები
ელოდება, მაგრამ ნუ შეშინდებით, უფალი მეოხად მოგევლინებათ, რამეთუ დიდია
მის მიმართ რწმენა და მორწმუნეთ ღმერთი არასოდეს მიატოვებსო. როგორც
ყოველთვის, სამყაროს დასასრულსაც ახსენებდა; დედამიწა გადაღლილია, ამდენი
საუკუნეა, შობს ხეებსა და მცენარეებს, კვებავს საქონელს და ადამიანს თავშესაფარს
აძლევს, მალე შეევედრება შემოქმედს და დასვენებას შესთხოვს. ღმერთი შეისმენს მის
ვედრებას და ყველა არსების დაღუპვის დრო დადგება. აკი ნათქვამია წმინდა
წერილში: „არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“.
და სანამ Jornal de Noticias და პროგრესული რესპუბლიკური პარტია ბაიის
ხელისუფლებას უაუაში ჩატარებული ოპერაციის მარცხის გამო ულმობლად
აკრიტიკებდნენ, სანამ თავად ხელისუფლება ნაჩქარევად ამზადებდა მეორე
ექსპედიციას, რომელშიც ექვსჯერ მეტი ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო, „კრუპის“
ფირმის ორ გერმანულ შვიდ-ნახევარდუიმიან ქვემეხსა და ორ „ნორდენფელტის“
ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ, სანამ პოლკი მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს
მეთაურობით ვაგონებში ადგილებს იკავებდა, რათა კეიმადასამდე ჩასულიყო,
იქიდან ქვეითად კანუდუსისკენ გაეწია და აჯანყებულები დაესაჯა, ის
აჯანყებულები ბოლო ჟამისთვის ემზადებოდნენ. ყველაზე მოუთმენლებმა
განკითხვის დღის დადგომის დასაჩქარებლად, დედამიწისთვის დასვენების
საშუალება რომ მიეცათ, მიწის გასუფთავება დაიწყეს. ექსტაზში შესულები
ყველაფერს ანგრევდნენ და ცეცხლს აძლევდნენ, რაც კი კაატინგასა და ველებზე იყო
აგებული და კანუდუსს დანარჩენი სამყაროსგან ყოფდა. გლეხები და მიწის
მესაკუთრეები ცდილობდნენ, თავიანთი ავლადიდება საჩუქრებით გადაერჩინათ,
მაგრამ არაფერმა უშველათ. ჟაგუნსუებმა მაინც დაწვეს უამრავი ფერმა, ბოსელი და
მიტოვებული სახლი, სადაც მწყემსები, მაწანწალები და დეზერტირები თავს
აფარებდნენ. იმისათვის, რომ როგორმე დაეშოშმინებინათ ეს აწრიალებული ხალხი,
რომელიც ბუნებას ვითომდა ასვენებდა, სინამდვილეში კი ფერფლად აქცევდა, ჟოზე
ვენანსიუს, დაღიანის, ჟუაუ მოციქულის, დიდი ჟუაუს, მაკამბირების ჩარევა გახდა
საჭირო. ნეტარს, ადამიანთა დედას, ნატუბელ ლეონს კი დიდხანს მოუხდათ იმის
ახსნა, წმინდანის სიტყვები არასწორად გაიგეთო.
მიუხედავად იმისა, რომ კანუდუსში ყოველდღიურად სულ ახალ-ახალი
ადამიანები ჩამოდიოდნენ, არავინ შიმშილობდა. მარია კუადრადუმ თავის
სამლოცველოში რამდენიმე ქალი დაასახლა. ნეტარმა მათ „წმინდა ქორო“ შეარქვა,
რომლებიც მარიას მოძღვარზე ზრუნვაში ეხმარებოდნენ: შეეძლოთ, მისთვის ხელი
შეეშველებინათ, როდესაც მარხვის შემდეგ ფეხები ეკვეთებოდა, ეკვებათ, თუმცა
მხოლოდ გამხმარი პურის ნატეხს ჭამდა, დაეცვათ მომლოცველებისგან, რომლებსაც
უნდოდათ, მოძღვარს ხელით შეხებოდნენ, ან თხოვნებით არ ასვენებდნენ, ბრმა
ქალიშვილი გვყავს, თვალი აუხილე, ხეიბარი ვაჟი გამოგვიჯანმრთელე, დაკარგული
ქმარი გვაპოვნინეო. ამასობაში კანუდუსის დანარჩენი მცხოვრებნი სანოვაგეს
იმარაგებდნენ და ქალაქის დასაცავად ემზადებოდნენ. მათ შორის გაქცეული მონებიც
იყვნენ, ისეთები როგორიც იყო დიდი ჟუაუ, ან ყაჩაღები – დაღიანი და ჟუაუ
მოციქული, არაერთი დაღუპული სიცოცხლის ცოდვა რომ აეკიდებინათ. ახლა ისინი
ღვთის ადამიანებად ქცეულიყვნენ. მაგრამ არც პრაქტიკული ნიჭი, არც
ცხოვრებისეული სიამეებით ტკბობის სურვილი და ხალისი არ ჰქონდათ დაკარგული
და ისიც კარგად უწყოდნენ, თუ რა იყო ომი და შიმშილი. გადამწყვეტ წუთს სწორედ
ისინი უდგებოდნენ სხვებს სათავეში, როგორც ეს უაუაში ბრძოლის დროს მოხდა.
ცეცხლის გამჩაღებლებსაც აჩერებდნენ და კანუდუსში საქონელს, ცხენებს, ჯორებს,
მკითხველთა ლიგა
სახედრებს, თხებსაც მიერეკებოდნენ და ყველა ფაზენდიდან უფლისთვის შესაწირად
გზავნიდნენ. ანტონიუსა და ონორიუს მაღაზია ფქვილით, ხორბლით, ტანსაცმლით
გაავსეს და, რაც მთავარია, იარაღით, რომელიც ჯერ კიდევ ყაჩაღობის დროს
ჰქონდათ შეგროვებული. რამდენიმე დღის შემდეგ კანუდუსს უკვე აღარაფერი
აკლდა. ამავე დროს იმასაც ახერხებდნენ, სერტანები შემოერბინათ, ზოგჯერ ზღვის
სანაპირომდეც კი ჩასულიყვნენ, ბიბლიური წინასწარმეტყველებივით ეხეტიალათ,
ხალხისთვის მოეწოდებინათ, კანუდუსში ჩადით, „რჩეულთა“ რიგებში ჩადექით და
ეშმაკის გამონაგონს – რესპუბლიკას ჩვენთან ერთად ებრძოლეთო. სასაცილო
სანახავები კი იყვნენ ეს უფლის გზავნილები, რადგან სუტანების ნაცვლად ტყავის
სამოსი ეცვათ და თავიანთ მოწოდებებს უხამსი გინებითაც უხვად აჯერებდნენ.
თანაც მათ ყველა ცნობდა, ყველას ახსოვდა რამდენი უბედურება ჰქონდათ
დათესილი, სანამ ერთხელ მხარზე ანგელოზი არ შეეხოთ და კანუდუსში არ მიიყვანა.
ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც ყოველთვის – კარაბინებით, დანებითა და
მაჩეტეებით აჩონჩხლილები დადიოდნენ, – მაგრამ მაინც ძალიან შეცვლილიყვნენ.
კონსეილეირუსა და ღმერთზე გადამდები და დამაჯერებელი სიამაყის გრძნობით
ლაპარაკობდნენ. ხალხი მათ სტუმართმოყვრულად ხვდებოდა, ხარბად უსმენდა.
ბევრს სიცოცხლეში პირველად ესახებოდა იმედი. ამიტომ, რაც გააჩნდა, ბოხჩაში
გამოკრავდა და კანუდუსისკენ მიეშურებოდა.
მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს რაზმი უკვე კეიმადასში იდგა. იგი ბაიის
გარნიზონის მე-9, 26-ე და 33-ე ქვეითი ბატალიონებისგან შეეკრიბათ და ახლა ხუთას
ორმოცდასამი რიგითის, თოთხმეტი ოფიცრისა და სამი სამხედრო ექიმისგან
შედგებოდა. რაზმს ქალაქის თავის მისასალმებელი სიტყვით, წმინ- და ანტონიუს
სახელობის ეკლესიაში ჩატარებული ღვთისმსახურებითა და მუნიციპალიტეტში
საზეიმო დახვედრით შეეგებნენ. გადაწყვიტეს, ეკლესიის მოედანზე შეგროვილი
მცხოვრებლები პოლკის დაფდაფებისა და საყვირების ფონზე ცერემონიული მარშით
გაეხარებინათ, მაგრამ, სანამ მარშს დაიწყებდნენ, შიკრიკები უკვე ჩრდილოეთისკენ
გაფრინდნენ და კანუდუსს ჩამოსული რაზმის რაოდენობის, შეიარაღებისა და
მარშრუტის შესახებ ყველაფერი შეატყობინეს. მათი ნათქვამი არავის გაჰკვირვებია. ან
რა იყო გასაკვირი! ის, რომ უფლის სიტყვა გამართლდა, რომელსაც იგი მოძღვრის
პირით ატყობინებდა? მხოლოდ იმან დააინტერესათ, რომ რაზმი ახლა სხვა გზით –
კარიაკის, სიერა- დი აკარის და იპუერასის ველის გავლით აპირებდა
გადაადგილებას. ჟუაუ მოციქულმა სანგრების სათხრელად ხალხი გამოყო, ბრძანა,
რტყვია-წამალი და იარაღი საჭირო ადგილზე მიეტანათ და კამბაიუს ფერდობზე
ჩასაფრებულიყვნენ, პროტესტანტები აუცილებლად იქიდან შეეცდებოდნენ
შემოჭრას.
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მოძღვარს მომავალ ბრძოლაზე მეტად
ტაძრის შენების ტემპი ადარდებდა. დილიდანვე მშენებლობას ხელმძღვანელობდა:
გაირკვა, რომ ქვა არ ჰყოფნიდათ: ქვის სამტეხლოები დაიცალა, ლოდებს შორიდან
ეზიდებოდნენ, მათი სიმაღლეზე ატანა ადვილი არ იყო, თოკები ხშირად წყდებოდა,
ქვები კი ხარჩოებს ამტვრევდა, მუშებს ასახიჩრებდა და ძირს ცვიოდა. ხანდახან
მოძღვარი ბრძანებდა, გამზადებული, უკვე აგებული კედელი დაერღვიათ, ხელახლა
აეშენებინათ, ფანჯრების ღიობები გადაეკეთებინათ, თუკი შინაგანი რწმენა
უკარნახებდა, რომ ფანჯრები სიყვარულისკენ არ იყო მიმართული. სამშენებლო
მოედანზე თავად მიდი-მოდიოდა ნატუბელი ლეონით, ნეტარით, მარია
კუადრადუთი და „მორჩილებით“ გარშემორტყმული. „მორჩილები“ გამუდმებით
ტაშს უკრავდნენ, რომ მისთვის ბუზები მოეგერიებინათ. კანუდუსს ყოველდღე სამი,
მკითხველთა ლიგა
ხუთი, ათი ოჯახი, ჯგუფ-ჯგუფად და ცალ-ცალკე მოსული მომლოცველები
ემატებოდნენ, მოჰყავდათ ბავშვები, თხები, თავიანთი მცირე ავლადიდებით
დატვირთულ ურიკებს მოაგორებდნენ, ანტონიუ ვილანოვა მათ სახლებისა და
ქოხების ლაბირინთში ადგილს მიუჩენდა ხოლმე. ყოველ საღამოს, სანამ ტაძრის
ჯერაც აუშენებელ თაღქვეშ ქადაგებას დაიწყებდა, მოძღვარი ახალმოსულებს
იღებდა. ნეტარი მათ გაჭირვებით უკაფავდა გზას მოძღვრისკენ მრავალრიცხოვან
მორწმუნეებს შორის, ისინი კი, მიუხედავად მოძღვრის წინააღმდეგობისა და
სიტყვებისა, ღმერთი არ ვარო, მიახლოებისას მის წინაშე ძირს ეცემოდნენ და მისი
ტანისამოსის კალთებს ეამბორებოდნენ. ამის შემდეგ მოძღვარი მათ დალოცავდა და
კვლავ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მისი მზერა თანამოსაუბრის
ძვალსა და რბილში ატანდა, მის მიღმა სადღაც შორეული სივრცეებისკენ იყო
მიმართული და იმას ხედავდა, რაც ადამიანის მზერისათვის მიუწვდომელი იყო.
მერე დგებოდა წუთი, როდესაც კონსეილეირუ ორად გაპობილ ბრბოს შორის
გაივლიდა და კიბით ხარაჩოებზე ადიოდა. ხრინწიანი ხმით ქადაგებდა,
გაუნძრევლად, ადგილიდან დაუძვრელად. ერთსა და იმავეს ამბობდა, რომ სულია
ამქვეყნად უზენაესი, რომ სიღარიბე და დევნილობა უფლისთვის უპირატესია, რომ
უწმინდურთა წინააღმდეგ გულში სიძულვილის ცეცხლი უნდა დაენთოთ, რათა
კანუდუსი შეენარჩუნებინათ, რომელიც მარად მართალთ თავშესაფარი უნდა
ყოფილიყო.
ხალხი სულგაკმენდილი უსმენდა, ამიერიდან მათ მთელ სიცოცხლეს რწმენა
შეავსებდა. კანუდუსში კი სულ უფრო და უფრო მეტი დაკლაკნილი და
უსწორმასწორო ქუჩა ჩნდებოდა, რომელთაც რომელიმე წმინდანის სახელს
არქმევდნენ და მის პატივსაცემად მსვლელობას აწყობდნენ. ყოველ კუთხეში
ღვთისმშობლის, ყრმა იესოს, უკვე დიდი იესოს, სულიწმიდის გამოსახულებები იდგა
ნიშებში; ყოველი უბანი თუ სახელოსნო თავისი ზეციური მფარველის სადიდებლად
პატარა საკურთხეველს აგებდა. კანუდუსში ჩამოსულთაგან ბევრმა შეიცვალა სახელი
იმის ნიშნად, რომ ახალ ცხოვრებას იწყებდა. თუმცა, გარდა კათოლიკური
ცერემონიებისა, დროდადრო, სარეველების დარად, წარმართული, ჩვეული საეჭვო
ცერემონიებიც ჩნდებოდა: მულატები ლოცვის დროს გიჟურ ცეკვას მოჰყვებოდნენ,
ფეხისგულებს მიწას სცემდნენ და ირწმუნებოდნენ, ცოდვები სხეულიდან ოფლთან
ერთად გამოგვდისო; ზანგებმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ათეულობით ალიზით
ნაგები, ჩალით გადახურული ქოხი ჩადგეს, ეს უბანი მოგვიანებით „მუკამბუს“
სახელით გახდა ცნობილი; ყველასთვის გასაოცრად მირანდელადან ინდიელებიც
ჩამოდიოდნენ, ყველას თვალწინ რაღაც სუნიანი მცენარეების ნაყენს ხარშავდნენ,
სვამდნენ და ექსტაზში ცვივდებოდნენ. გარდა მორწმუნეებისა, რა თქმა უნდა,
კანუდუსს აწყდებოდნენ მკითხავებიც, ვითომ სასწაულმოქმედებიც,
მეწვრილმანეებიც, უმაქნისებიც და, უბრალოდ, ცნობისმოყვარეებიც. ერთმანეთთან
მიჯრილ ქოხებში დასახლდნენ ქალები, რომლებსაც ხელისგულზე მკითხაობა და
მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლოთ. იყვნენ თაღლითებიც, რომლებიც
ამტკიცებდნენ, მიცვალებულებთან საუბარი შეგვიძლიაო, მოხეტიალე
მომღერლებიც, რომლებიც, მოხეტიალე ცირკის მსახიობთა დარად, ლუკმაპურს იმით
შოულობდნენ, რომ ბალადებს მღეროდნენ, ან ქინძისთავებს ირჭობდნენ სხეულში
ყოველგვარი ზიანის გარეშე. ექიმბაშები ირწმუნებოდნენ, მიმოზისა და მანაკას
ნახარშებით ნებისმიერი ავადმყოფობის მორჩენა შეგვიძლიაო; იყვნენ ისეთებიც,
რომლებიც ხმაჩახლეჩილები გააფთრებით გაჰკიოდნენ, ცოდვილები ვართ და
მონანიება გვინდაო, აღსარებას პირველივე შემხვედრს აბარებდნენ და
მკითხველთა ლიგა
ევედრებოდნენ, სასტიკად დაგვსაჯეო. ჟუაზეირუდან რამდენიმე შეეცადა,
კანუდუსში მომნანიებელთა საძმოს კანონები დაემკვიდრებინა: მარხულობდნენ,
სქესობრივ ცხოვრებაზე უარს ამბობდნენ, სახალხოდ თვითგვემას ეძლეოდნენ.
მართალია, მოძღვარი თავშეკავებასა და უბიწოებას ქადაგებდა – ტანჯვა რწმენას
აძლიერებსო, ამბობდა – მაინც შეწუხდა და ნეტარს სთხოვა, რომ ამგვარი ხალხის
მოზღვავება აღეკვეთათ, რათა კანუდუსში მორწმუნეობის სამოსელში გახვეულ
ცრუმორწმუნეობას, ფეტიშიზმსა და ფანატიზმს ფეხი არ მოეკიდებინა.
ადამიანების ასეთი ჭრელი ერთობა კანუდუსში მშვიდობიანად, ძმურად, მაგრამ
მუდმივ სულიერ მღელვარებაში ცხოვრობდა, რაც „რჩეულთათვის“ სრულიად უცხო
იყო. ახლა ისინი მართლაც იმ რწმენით განიმსჭვალნენ, რომ სწორედ სიღარიბე იყო
მათი სიმდიდრე, რომ უფლის ნამდვილი შვილები გახდნენ, რომ უზენაესისგან
აღმოჩნდნენ ხელდასხმულნი, როგორც ამას ყოველ საღამოს დაკემსილ, იისფერ
სამოსში ჩაცმული კაცი შთააგონებდა. ყველას მოძღვრის სიყვარული აერთიანებდა
და აახლოებდა, ნებისმიერ წინააღმდეგობას არბილებდა, ნებისმიერ განხეთქილებასა
და დაპირისპირებას ახშობდა: მისი სახელის ხსენებაც კი საკმარისი იყო, რომ ეს
ასეულობით, მერე კი ათასობით ქალი და კაცი ერთ მორჩილ და დამყოლ ერთობად
ქცეულიყო, და დაუფიქრებლად გაეწირათ თავი მისთვის, ვინც იმედით გაასხივოსნა
მათი მშიერი, მძიმე, უბადრუკი სიცოცხლე და დაეხმარა თავიანთი ბედისწერით
ეამაყათ. მიუხედავად იმისა, რომ იქაურობას ხალხი დღითიდღე ემატებოდა,
ცხოვრება მკაცრ და უცვლელ ჩარჩოებში მიედინებოდა: მოძღვრის შიკრიკები და
ახალმოსულები საქონელს მოერეკებოდნენ, სანოვაგე მოჰქონდათ; ძმები
ვილანოვების ბოსლები და საწყობები არ ცარიელდებოდა; საბედნიეროდ, ვაზა-
ბარისიც წყალუხვი იყო და მინდვრებს წესიერად არწყულებდა. სანამ ჟუაუ
მოციქული, დაღიანი, ჟოზე ვენანსიუ, დიდი ჟუაუ, პედრაუ და სხვები
თავდაცვისთვის ემზადებოდნენ, ონორიუ და ანტონიუ ვილანოვები იმაზე
ზრუნავდნენ, რომ ქალაქს ყველა აუცილებელი მარაგი ჰქონოდა; მომლოცველებისგან
საჩუქრებს იღებდნენ, მიწებს, სანოვაგეს, ტანსაცმელს ანაწილებდნენ და არც იმას
ივიწყებდნენ, რომ ავადმყოფებს, მოხუცებსა და ობოლ ბავშვებს მოწყალების
სახლებში არაფერი მოჰკლებოდათ. ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა
და საჩივარიც მათი გადასაწყვეტი იყო.
ანტიქრისტეზე ყოველდღიურად ახალ-ახალი ცნობები მოდიოდა. მაიორ
ფებრონიუ დი ბრიტუს ჯარი კეიმადასიდან მონტი-სანტუსკენ მიემართებოდა და
ოცდაცხრა დეკემბრის საღამოს წმინდა ადგილი ნაბილწა, როცა იქ ერთი, გველის
ნაკბენით გარდაცვლილი კაპრალი დამარხა. მოძღვარმა ამ შემთხვევას თავისი ახსნა
აუღელვებლად მოუძებნა. განა ღვთის გმობა და დაცინვა არ იყო, რომ
ცეცხლისმფრქვეველი თოფებით შეიარაღებულმა და ხალხის დასახოცად წამოსულმა
ადამიანებმა ბანაკი მაინცდამაინც იმ წმინდა ადგილას დასცეს სადაც მომლოცველები
მთელი ქვეყნიერებიდან მოედინებოდნენ? მაგრამ კანუდუსი – იმ საღამოს მოძღვარმა
მას ბელუ-მონტი დაარქვა – უწმინდური ადამიანების ფეხით არ გაითელება. იმათ,
ვის სულშიც რწმენა ცოცხლობდა შთაგონებული მოუწოდებდა, რელიგიის მტრებს არ
დამორჩილებოდნენ, რადგან მხეცის ემისრების მიზანი გასაგები იყო: კვლავ მონობის
ბორკილებში მოექციათ, გლეხები გადასახადებით დაეხრჩოთ, წაერთმიათ უფლება,
დაქორწინებულიყვნენ და უკანასკნელ გზაზეც უფლის მიერ დადგენილი წმინდა
წესით წასულიყვნენ. ამისათვის ისეთ ეშმაკურ ფანდებს იყენებდნენ, როგორიც
გადასახადების სისტემა, სტატისტიკური რუკები, აღწერის ფურცლები, რაც პატიოსან
ქრისტიანებს აბნევდა და ცოდვაში ფეხს ადგმევინებდა. იმ ღამით კანუდუსში არავის
მკითხველთა ლიგა
ეძინა და არც იარაღს უშვებდა ხელიდან. მაგრამ მასონები არ მოსულან; მონტი-
სანტუში გაიჭედნენ, ქვემეხების შეკეთება მოუხდათ; მთიან ბილიკებზე ჯაყჯაყისგან
ქვემეხები მწყობრიდან გამოვიდა. თან მაშველ ჯარს ელოდნენ. ხოლო როცა ორი
კვირის შემდეგ ჯარის კოლონები კანუდუსში ვალე დელ კარიაკის მხრიდან
გამოჩნდნენ, მთელი მათი მსვლელობის მანძილზე გამოქვაბულებიდან, კაატინგების
ჩირგვებიდან, ნებისმიერი ორმოდან ჯარისკაცებს მზვერავები უთვალთვალებდნენ.
გზაზე დაგდებული მკვდარი ხარის ტყავიც კი სამალავად გადაექციათ, თავის ქალა
სათოფურად გამოეყენებინათ. მათი გადაადგილების, დაშვებული შეცდომებისა და
იარაღის გაუმართავობის ამბები კანუდუსში მალემსრბოლებს მოჰქონდათ.
როცა ნათელი გახდა, რომ ჯარისკაცებმა უზომო სიძნელეების მიუხედავად, მძიმე
იარაღითა და ტყვიამფრქვევების თრევით გზა ბოლოს და ბოლოს მაინც გაიარეს და
მულუნგუში შევიდნენ, ამასთან, საკვების მარაგის შემცირების გამო ორი საპალნე
ჯორისა და უკანასკნელი ხარის დაკვლა მოუხდათ, მოძღვარმა თქვა, მამაღმერთი,
როგორც ჩანს, არ ბრაზობს კანუდუსზე, რადგან რესპუბლიკის ჯარისკაცებს ომის
დაწყებამდე ანადგურებსო.

– იცი, შენი ქმრის საქციელს რა ჰქვია? – ეკითხება გალილეო გალი და ხმა


მრისხანებისგან უცახცახებს, – ღალატი. არა, ორმაგი ღალატი. მეც მიღალატა და
თავისი კანუდუსელი ძმებიც გაყიდა.
ჟურემა ისე იღიმება, თითქოს არაფერი ესმის ან, უბრალოდ, არ უსმენსო. ღუმელზე
დახრილი რაღაცას ხარშავს. ახალგაზრდაა, გლუვი სახის კანი სიჯანსაღისგან
უპრიალებს, თმა გაშლილი აქვს, უსახელო კაბა აცვია, ფეხშიშველია. თვალები კი
ისევ ეხუჭება – გალმა რამდენიმე წუთის წინ გააღვიძა და ბოლომდე ჯერ არც
გამოფხიზლებულა. ქოხის ღიობებში გარიჟრაჟის სუსტი სინათლე აღწევს. ოთახში
ჭრაქი ანთია, კუთხეში კი, ქანდარაზე, უამრავ ყუთს, ჭურჭელს, თასებს, სათლებს,
ფიჩხის კონებსა და ლაპის ღვთისმშობლის ხატს შორის ქათმებს სძინავთ. ჟურემას
ფეხებში გაბურძგნილი ძაღლი ებლანდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალი
დროდადრო იშორებს. უძილო ღამისგან დატანჯული, ნამგზავრი გალილეო გალი –
გონსალვისის გამოგზავნილმა კაცმა ხომ ისევ კეიმადასში ჩაიყვანა იარაღის
წამოსაღებად, – ჰამაკზეა ჩამომჯდარი და ქალს გაბრაზებით აკვირდება. ჟურემა დიდ
ჭიქას აწვდის, რომელსაც ორთქლი ასდის, გალიც ართმევს.
– ხომ ამბობდა, ამ ჟაკობინიდან ჩამოსულ ხალხთან ერთად არ წავალო. – გალს ჭიქა
ორივე ხელით უჭირავს და ჟურემას თვალებში უყურებს, – რატომ გადაიფიქრა?
– იმიტომ არ მიდიოდა, რომ, რასაც სთხოვდა, არ უხდიდნენ, – უდარდელად
პასუხობს ჟურემა და თავის ჭიქას სულს უბერავს, – მერე კი იმიტომ გადაიფიქრა, რომ
იმათ დაუთმეს. რუფინუ გუშინვე პანსიონში გამოიქცა თქვენი გაფრთხილება
უნდოდა, მაგრამ იქ არ დახვდით, სად წახვედით და როდის დაბრუნდებოდით,
არავინ უთხრა. რა ექნა, ისინიც ხელიდან გაეშვა? ვერ გაუშვებდა.
გალი მძიმედ სუნთქავს, მერე ჭიქიდან სვამს, პირს იწვავს და იმანჭება. ჭიქას სულს
უბერავს და კიდევ ერთ ყლუპს სვამს. დაღლილობისა და გაღიზიანებისაგან შუბლზე
ნაოჭები აჩნდება. ტუჩზე იკბენს. ხვნეშის, ოფლიანდება.
– ის წყეული მგზავრობა რამდენ ხანს გაგრძელდება? – ეკითხება ბოლოს და
ჭიქიდან სითხეს ისევ ხვრეპს.
– სამ-ოთხ დღეს, - ჟურემა მის წინ თასმებით შემკულ კიდობანზე ჯდება, – ასე
დამიბარა დამელოდოს და, როგორც კი დავბრუნდები, კანუდუსშიმ წავიყვანო.

მკითხველთა ლიგა
– სამი-ოთხი დღე! – გალი სასოწარკვეთილებისგან თვალებს ატრიალებს,– ეს ხომ
ძალიან ბევრია!
გარედან ეჟვნების წკარუნის ხმა აღწევს. ძაღლი ყეფას იწყებს, მთელი ძალით კარს
ეხლება, გარეთ გასვლა უნდა, გალი ფეხზე დგება, კართან მიდის, გარეთ იყურება.
ფორანი ისევ იქაა, სადაც დატოვა – სახლთან მიჯრით მდგარ ფარეხთან, რომელშიც
ცხვრები შეყუჟულან. ცხვრებს თვალები გახელილი აქვთ, მაგრამ ჩუმად დგანან და
ზანზალაკების ხმაც წყდება. რუფინუს ეზო გორაკის მწვერვალზეა გადაშლილი, კარგ
ამინდში იქიდან კეიმადასი მოჩანს, მაგრამ ახლა დილაა, ცას ღრუბლები ფარავს და
საითაც უნდა გაიხედოს, ყველგან ქვიანი, ტალღოვანი უდაბნოა, გალილეო ისევ
ჰამაკში ჯდება. ჟურემა მეორე ჭიქას უსხამს. აბურძგნული ძაღლი ყეფს და კართან
მიწას ფხოჭნის.
„სამი-ოთხი დღე... – ფიქრობს გალი, – ძალიან დიდი დროა, ამასობაში რა არ
შეიძლება მოხდეს. რა ვქნა? სხვა მეგზურის ძებნა დავიწყო? მონტი-სანტუში მარტო
წავიდე და შევეცადო, კანუდუსში გამყოლი იქ დავიქირავო? ასეა თუ ისე, აქ იარაღით
დარჩენა არ შეიძლება: ჯერ ერთი, კიდევ ლოდინს ვეღარ ავიტან, უბრალოდ,
გავცოფდები, და მეორეც, გონსალვისი მართალია, მაიორ ბრიტუს ნაწილები
შეიძლება კეიმადასში ჩემზე ადრე შევიდნენ“.
– შენ ხომ არ ურჩიე რუფინუს, იმ ჟაკობინის რკინიგზელებს გაჰყოლოდა? –
ეკითხება გალი ჟურემას, რომელიც ნაკვერჩხლებს ჯოხს ურტყამს და ცეცხლს აქრობს,
– აკი არ გინდოდა, რომ კანუდუსში მე გამომყოლოდა.
– არ მინდოდა, – პასუხობს ქალი ისე მტკიცედ, რომ გალს სიბრაზე უნელდება და
ეცინება.
მაგრამ ჟურემა ძალიან სერიოზულია, თვალს არ ახამხამებს და სტუმარს თამამად
შესცქერის. გრძელ სახეზე გლუვ კანქვეშ მაღალი ღაწვები და ნიკაპი ეკვეთება. თმა
თავის ქალაზე გამობურცულობებსა და ჩაზნექილობებს უფარავს – ისინი ყველაფერს
მოჰყვებოდნენ მისი ხასიათისა და მიდრეკილებების შესახებ. - ჯარისკაცები ხომ
დახოცეს უაუაში, – განაგრძობს ჟურემა, – ახლა კი ამბობენ, კანუდუსში ახალი
ჯარისკაცები მიდიანო. რატომ უნდა მინდოდეს, რუფინუ რომ მოკლან, ან
დაიჭირონ? ციხეში მაშინვე მოკვდება. სულ უნდა დარბოდეს, ერთ ადგილას ვერ
ჩერდება. დედამისიც კი ეუბნებოდა, წმინდა ვიტუს ავადმყოფობა გჭირსო.
– წმინდა ვიტუს ავადმყოფობა... – იმეორებს გალი.
– ვინც იმით გახდება ავად, ერთი წუთითაც ვეღარ ჩერდება, – უხსნის ჟურემა, – კი
არ დადიან, ცეკვავენ.
ძაღლი ისევ ბრაზიანად ყეფს. ჟურემა კარს აღებს და ძაღლს გარეთ აგდებს, გარეთ
ყეფა და კვლავ ეჟვნების წკარუნი გაისმის. მოღუშული გალი ჟურემას აკვირდება,
რომელიც ქურაში კუთხეებს ტოტით ქექავს. მტვერი ვარდება და სპირალივით
ბრუნავს.
– თანაც კანუდუსი ბარონის მამულია, ჩვენ მისგან სიკეთის მეტი არაფერი
გვახსოვს. ის რომ არა, არც სახლი გვექნებოდა, არც მიწა, არც ცხვარი. თქვენ კი
აჯანყებულების მხარესა ხართ, მათი დახმარება გინდათ, – კანუდუსში ჩასვლა
ამიტომაც გადაგიწყვეტიათ. როგორ ფიქრობთ, გაუხარდება ბარონს, რომ გაიგოს,
რუფინუ იმათაა აყოლილი, ვინც მამული წამართვაო?
– ჰო, სასიამოვნო არ არის, – ღიმილით პასუხობს გალი. ცხვრები ეჟვნებს უფრო
ხმამაღლა აწკარუნებენ. შეფიქრიანებული გალი დგება, ეზოს ორი ნაბიჯით კვეთს,
გარეთ იყურება: მოთეთრო გარიჟრაჟის ნისლში უკვე ხეების, კაქტუსებისა და მთების

მკითხველთა ლიგა
სილუეტები იკვეთება. ფორანი თავის ადგილზე დგას და ზედ გადაფარებული
ბრეზენტიც უდაბნოსავით ჩამუქებულა. იქვე ჯორია მიბმული.
– თქვენ გჯერათ, რომ მოძღვარი ღმერთის გამოგზავნილია? – ეკითხება ჟურემა, –
მისი წინასწარმეტყველებებისაც გჯერათ? ის ხომ ამბობს, რომ სერტანები ზღვად
გადაიქცევა, ზღვა კი სერტანად, რომ ვაზა-ბარისის წყლები რძედ დაედინება,
ნაპირები სიმინდის კვერებად და სიღარიბე აღარასოდეს აღარ იქნებაო.
არც მის ხმაში და არც მის მზერაში არც დაცინვა იგრძნობა და არც ვინმეს
გაქირდვის სურვილი. გალი ქალს უფრო დაკვირვებით შესცქერის და ცდილობს, ამ
წინასწარმეტყველებაზე თავად მისი აზრი გამოიცნოს. მაგრამ ვერაფერს ხვდება. ეს
გლუვკანიანი მოგრძო სახეც ისეთივე მშვიდი, უშფოთველი და შეუვალია, როგორიც
ჩინელის ან ინდიელისა, ან კანუდუსიდან ჩამოსული იმ იარიანი კაცისა,
იტაპიკურუს ტყავის სახელოსნოში რომ ესაუბრა. მაშინაც ხომ შეუძლებელი იყო,
მიმხვდარიყო, მოძღვრის სიტყვაძვირი მოგზავნილი რაზე ფიქრობდა.
– როცა ადამიანები შიმშილით იხოცებიან, გადარჩენის ინსტინქტს შეუძლია საღი
აზრი დათრგუნოს, -– ბუტბუტებს გალი, სასმელს ბოლომდე ცლის და თან ჟურემას
რეაქციას გაფაციცებით აკვირდება, – მზად არიან, ნებისმიერი სისულელე დაიჯერონ,
სიბრიყვე, ბოდვაც კი. მთავარი ეს როდია. მთავარია, რას მოიმოქმედებენ. კეთებით კი
ბევრს აკეთებენ: საკუთრება გააუქმეს, ქორწინება, წოდებები, სახელმწიფოსა და
ეკლესიის უღელს თავი დააღწიეს. სამთავრობო ჯარები გაანადგურეს, წოდებას,
ფულს, მუნდირს, სუტანას არ ცნობენ.
მაგრამ ჟურემას სახეზე კვლავ არაფერი შეცვლილა, ერთი კუნთიც არ შესტოკებია;
მის მუქ, ოდნავ ირიბ თვალებში არც ცნობისმოყვარეობა აღბეჭდილა, არც ინტერესი,
არც სითბო. ნამიანი ტუჩებიც ისევ ისე აქვს მოკუმული.
– ისე რომ, თავადაც არ იციან, ბრძოლა იქიდან დაიწყეს, სადაც ჩვენ შევჩერდით, –
განაგრძობს გალი, თან თავს ეკითხება, ჟურემას ჩემი ნათქვამიდან ერთი სიტყვა
მაინც თუ ესმისო, – იდეა გააცოცხლეს და აქ ამიტომ ჩამოვედი. ამიტომაც მინდა
დავეხმარო.
სუნთქვა უჭირს, თითქოს დიდხანს ყვიროდაო. ახლა უკვე აშკარად გრძნობს,
როგორ გაუსავათებია ორ უძილო ღამეს. იმის გაგებამ, რომ რუფინუ კეიმადასში არ
არის, ხომ სულ მოუღო ბოლო. კარგი იქნებოდა, თვალი მოეტყუებინა,
დაწოლილიყო, თუნდაც ფორნის ქვეშ, რამდენიმე საათს წაეძინა. იქნებ ამ ჰამაკში
გაშოტილიყო? მაგრამ ჟურემას რომ სთხოვოს, აქ დავიძინებო, ვაითუ, გაბრაზდეს.
– იცით, კანუდუსიდან რა კაცი იყო ჩამოსული? აი, ის, თქვენ რომ
ელაპარაკებოდით, – მოესმა ამ დროს ჟურემას ხმა, – დაღიანი! – მაგრამ გალზე ეს
სახელი საჭირო შთაბეჭდილებას ვერ ახდენს და ჟურემა დაბნეული განაგრძობს, –
დაღიანის სახელი არ გსმენიათ? ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედია, სერტანების
რისხვა, სისხლისმსმელი, მძარცველი. მას რომ სადმე გადაჰყროდით, ყურებს და
ცხვირს დაგაჭრიდათ.
ჭიშკრის იქით ისევ წკარუნებს ეჟვნები და ამასთან ერთად ძაღლის გავეშებული
ყეფაც ისმის, უეცრად ჯორიც იწყებს ყროყინს. გალი კონსეილეირუს გამოგზავნილ
კაცს იხსენებს, სახეზე საშინელი დაღი რომ ჰქონდა დამჩნეული, მის უცნაურ
სიმშვიდეს, გულგრილობას. იქნებ საჭირო იყო, მისთვის იარაღის შესახებ მოეთხრო.
არა, სწორად მოიქცა, მაშინ კარაბინების ჩვენება არ შეიძლებოდა, დაღიანი რაღაც
ცუდის ეჭვს აიღებდა და შეიძლებოდა მთელი ღონისძიება ჩაშლილიყო, ძაღლი
ყეფით თავს იკლავს. გალი ხედავს, როგორ ავლებს ჟურემა ხელს იმ ჯოხს,
რომლითაც ნაკვერჩხლებს ურევდა, როგორ გარბის ჭიშკრისკენ და დაბნეულად
მკითხველთა ლიგა
განაგრძობს იმაზე ფიქრს, ადრე რომ სცოდნოდა, ვინ იყო ის კაცი, მათ შორის
შეიძლებოდა სრულიად სხვა საუბარი გაბმულიყო. ამასობაში კი ჟურემა ცდილობს,
მძიმე ურდული გასწიოს და უცებ მოუხელთებელი შრიალი, ინსტინქტი, მეექვსე
გრძნობა მოვლენების შემდგომ განვითარებას უკარნახებს. და როდესაც ჭიშკარი ისე
მკვეთრად იღება, რომ ან ინერცია, ან ვიღაცის ხელის კვრა ჟურემას მიწაზე აგდებს,
ხოლო ზღურბლზე კარაბინიანი კაცის სილუეტი ჩნდება, გალს ხელში უკვე თავისი
რევოლვერი უჭირავს და იმ კაცს უმიზნებს. გასროლის გრუხუნი ქანდარებზე
ქათმებს აღვიძებს და ისინიც ქანდარებიდან ცვივიან, ჟურემას გარშემო დაკრიახებენ,
ქალი კი საღ-სალამათი ზის მიწაზე და გულშემზარავად კივის, მსროლელი ფეხებთან
დავარდნილ ქალს ხედავს, რამდენიმე წამს აყოვნებს, გალს მზერით მოიძიებს,
შემდეგ კარაბინს იმარჯვებს, მაგრამ გალი სროლას ასწრებს და უცნობს გაოცებული
ესვრის. კაცს იარაღი ხელიდან უვარდება, ხრიალებს და უკან იხევს. ჟურემა კვლავ
კივის. გალილეო ბოლოს და ბოლოს ფხიზლდება და დავარდნილი კარაბინის
ასაღებად გარბის. ძირს იხრება და უცებ თვალს კიდევ ერთ კაცს ჰკიდებს, რომელიც
მისკენ გამორბის მომარჯვებული კარაბინით და დაჭრილს რაღაცას უყვირის, მესამე
ცხენს ნაჩქარევად აბამს იარაღით სავსე საზიდარში. გალი თითქმის დაუმიზნებლად
ისვრის. მისკენ მომავალი უცებ წაიბორძიკებს, ძირს ეცემა, მიწაზე გორდება, ყრუდ
ღმუის და გალილეო კიდევ ერთხელ ესვრის. იმის გაფიქრებასაც ასწრებს, ორი
ვაზნაღა დამრჩაო. ხედავს, როგორ კეტავს ჟურემა ჭიშკარს, როგორ სწევს ურდულს
და მერე სახლში როგორ შერბის. თვითონ კი ფეხზე დგება, ცდილობს, გაიხსენოს,
როდის დაეცა. ოფლისგან სველია, მიწით მოთხვრილი, კბილები უკაწკაწებს,
რევოლვერის ტარს ისე ჩაჰფრენია, რომ თითები სტკივა. ღობის მარგილებს შორის
საზიდარი უკვე გამქრალია და შორს მხოლოდ მტვრის ღრუბელია სვეტად
აღმართული. ძაღლი დაჭრილებს გამალებული უყეფს, ისინი კი ცდილობენ,
ფარეხისკენ გახოხდნენ. გალი უმიზნებს და ორ უკანასკნელ ვაზნასაც ცლის. ეჩვენება,
რომ ყეფასა და ეჟვნების წკარუნს ვიღაცის ყვირილი ემატება. არა, არ აუცილებია:
ქოხსა და ფარეხს შორის ორივე ადგილზეა მიყინული. ჟურემა მოთქმას განაგრძობს,
დამფრთხალი ქათმები ეზოში უაზროდ დარბიან, კრიახებენ, ღობეს ეხლებიან, გალს
ფეხებში ფრთებს უთქაფუნებენ. გალი მათ ფეხით იშორებს და იქაურობას ზვერავს,
მარჯვნიდან მარცხნივ იყურება. ეს ორი ერთმანეთზე ახორხლილი გვამი რომ არა,
შეიძლებოდა ეფიქრა, ყველაფერი მომეჩვენაო. მძიმედ სუნთქავს, ფეხებში
გაბლანდულ ქათმებს იშორებს და კარს უახლოვდება. ხედავს უკაცრიელ ველს,
არაბუნებრივ მდგომარეობაში გახევებულ მოკლულთა გვამებს. „იარაღი მოიპარეს“, –
გაუელვებს გონებაში. „იოლად გამოვძვერი“, – განაგრძობს ფიქრს. ხარბად ისუნთქავს
ჰაერს, თვალები ფართოდა აქვს გახელილი. ურდულს სწევს, კარს აღებს. არავინაა,
სულ არავინ.
ოდნავ მოხრილი იქით გარბის, სადაც საზიდარი იდგა და ყურებში კვლავ უძვრება
ეჟვნების წკარუნი: ცხვრები აქეთ- იქით ეხლებიან, ფარეხის კედლებს აწვებიან. გალი
გულის კოვზთან მწველ სიცარიელეს გრძნობს, კეფა სტკივა. მტვრის კორიანტელი
თვალს ჰორიზონტს მიღმა, რიაშუ და ონსას მიმართულებით ეფარება. ჰაერს ღრმად
ისუნთქავს, ჟღალ წვერზე ხელს ისვამს: კბილები ჯერ ისევ უკაწკაწებს, ხეზე
მიბმული ჯორი ხალისიანად ყროყინებს. გალი უკან ტაატით ბრუნდება, ძირს
დაცემულებთან ჩერდება: ორივე მკვდარია. დასცქერის უცნობ, მზით გარუჯულ,
სიკვდილისწინა კრუნჩხვით დამანჭულ სახეებს და უეცარი გაალმასებით გვამებს
წიხლებს ურტყამს, კბილებში გინებას ცრის. მისი მრისხანება ძაღლსაც ედება, ყეფით
ცდილობს, მკვდრის სანდლებიან ფეხს უკბინოს. ბოლოს გალი გონს მოდის, ქოხში
მკითხველთა ლიგა
ბრუნდება, ფეხებს ძლივს მიათრევს. ქათმები კვლავ ეზოში დარბიან, ისე
დაფრთხიალებენ, რომ იძულებულია, სახე მკლავით დაიფაროს. თმაგაჩეჩილი,
აცახცახებული ჟურემა შუა ოთახში დგას – კაბა ჩამოხევია, პირი ოდნავ ღია აქვს,
თვალები – ცრემლებით სავსე. გაოგნებული იყურება აქეთ-იქით, თითქოს ვერ
ხვდება, მის ოჯახში რა ხდებაო. გალის დანახვაზე მისკენ გარბის, მკერდზე ეკვრის,
რაღაც გაურკვეველს ლუღლუღებს. კაცი ადგილზე შეშდება, აზრები ერევა. გრძნობს,
როგორ ეხება ქალის სხეული, დაბნეული, შეშინებული დასცქერის ამ სხეულს,
ათრთოლებულ მკერდს, ამ სხეულის სუნს ისუნთქავს, და მისი დაბინდული გონება
აღნიშნავს: „ეს ქალის სუნია“. საფეთქლები გამალებით უფეთქავს. ხელი არ
ემორჩილება, თავს ძალას ატანს და ჟურემას მხარზე მკლავს ხვევს. აქამდე ხელში
ჩაბღუჯულ რევოლვერს ძირს აგდებს და ქალს გაბურძგნილ თმაზე თითებით
მოუხერხებლად ეალერსება, – ჩემი მოკვლა უნდოდათ, – ჩასჩურჩულებს ქალს
ყურში, – ნუ გეშინია, რაც უნდოდათ, ის უკვე წაიღეს და წავიდნენ... – ქალი
წყნარდება, ყუჩდება, ცახცახსა და სლუკუნს წყვეტს, გალს ხელს უშვებს. მაგრამ ახლა
უკვე გალი აჩერებს. თავზე კვლავ ხელს უსვამს და როდესაც ჟურემა ცდილობს,
კაცი როგორმე თავიდან მოიშოროს, უფრო ძლიერად აფრინდება, – Don’t be afraid26 –
ჩურჩულებს კაცი და თვალებს ხშირ-ხშირად ახამხამებს, – They’ve gone.They27...
სახეზე ახალი, გაუგებარი, მომთხოვნი, დაძაბული გამომეტყველება აღბეჭდვია,
ყოველ წუთს იზრდება, უძლიერდება რაღაც ბუნდოვანი გრძნობა, რომელშიც ჯერ
თავადაც ვერ გარკვეულა. ტუჩები სულ ახლოს აქვს ჟურემას ყელთან. ქალი
უძალიანდება და მკერდზე გახეულ კაბას ხელით იმაგრებს. ცდილობს, თავი
გაითავისუფლოს, მაგრამ გალი ხელს არ უშვებს. ისევ და ისევ ქალისთვის უცხო,
უცნობ ენაზე ჩასჩურჩულებს: – Don’t be afraid, Don’t be afraid. ჟურემა მუშტებს
მკერდში ჰკრავს, კაწრავს, ხელიდან უსხლტება, გარბის. მაგრამ გალილეო უკან
მისდევს, ეწევა, მხრებში აფრინდება, უეცრად სკივრს გამოედება და ქალთან ერთად
ძირს ეცემა. ჟურემა თავის დაძვრენას ცდილობს, ძალებს იკრებს, ოღონდ მდუმარედ,
არ კივის. ახლა ქოხში მხოლოდ მათი მშფოთვარე სუნთქვა ისმის, თითქოს სული
ეხუთებათო, ჩუმი კვნესა, რასაც ქათმების კრიახი, ყეფა, ეჟვნების წკარუნი ემატება.
მზეს ტყვიისფერი ღრუბლები გაურღვევია და ცაზე ამოდის.

ძალიან მოკლე ფეხებითა და უსაშველოდ დიდი თავით დაიბადა. ნატუბას


მცხოვრებლებმა ახალშობილის დანახვახე იფიქრეს, რომ ბავშვისა და მისი
მშობლებისთვისაც აჯობებდა, გულმოწყალე უფალს იგი მაშინვე თავისთან წაეყვანა:
თუ გადარჩება, სიარულს მაინც ვერ შეძლებს და ჭკუასუსტიც იქნებაო. მაგრამ
მხოლოდ პირველი წინასწარმეტყველება ახდა, მართალია, ბეითალ სელესტინუ
პარდინასის უმცროსმა ვაჟმა წესიერად სიარული ვერ ისწავლა, მაგრამ, სამაგიეროდ,
მახვილი გონებითა და იშვიათი მეხსიერებით გამოირჩეოდა, სწავლის უშრეტი
წყურვილი ჰქონდა და ყველაფერს ადვილად ითვისებდა. ეს ბიჭი, მხრებზე
უზარმაზარი თავით, სიცილს იწვევდა და წესებიდან სრული გადახვევა იყო:
პარდინასის სრულიად ნორმალურ ოჯახში დაიბადა, სადაც არასოდეს მახინჯი არ
გაჩენილა, სუსტი იყო და უღონო, მაგრამ არ ავადმყოფობდა და არ მოკვდა; იმის
ნაცვლად, რომ ადამიანივით ორი ფეხით ევლო, ოთხით დადიოდა და თავი ისე
გამალებით ეზრდებოდა, რომ წარმოუდგენელიც კი ჩანდა, როგორ შეიძლებოდა, ეს
პატარა სხეული მისი სიმძიმისგან არ მოხრილიყო. მაგრამ როდესაც, ისე რომ არავინ
დახმარებია, წერა-კითხვა თავისით ისწავლა, ნატუბაში ხმა გავარდა, მისი ნამდვილი
მამა სელესტინუ კი არა, თავად ეშმაკიაო.
მკითხველთა ლიგა
არც სელესტინუმ და არც დონა გაუდენსიამ თავი არ შეიწუხეს, ზედმეტად და
უაზრობად მიიჩნიეს, ბიჭი დონ ასენიუსთან მიეყვანათ, რომელიც მთელი
ნატუბისთვის მხოლოდ შორენკეცებს კი არ ამზადებდა, არამედ იქაურ ბავშვებს წერა-
კითხვასაც ასწავლიდა, ლათინური ენისა და ღვთისმეტყველების დაწყებით ცოდნას
აწვდიდა. ხოლო როდესაც ერთ მშვენიერ დღეს მაცნე გამოჩნდა და მთავარი მოედნის
დაფაზე ბრძანება ისე გააკრა, რომ მისი ხმამაღლა წაკითხვა, რაც, წესით, ევალებოდა,
თავში აზრადაც არ გაუვლია, რადგან მზის ჩასვლამდე კიდევ ათ ადგილას უნდა
მოესწრო მისვლა, მცხოვრებლები დიდ- ხანს გაშტერებით შეჰყურებდნენ იდუმალ
ასოებს, სანამ საიდანღაც, თითქოს მიწიდან, ლეონის ხმა არ გაისმა: – აქ წერია, რომ
საქონლის ეპიდემიაა მოსალოდნელი, საქონელი დაეცემა და ამიტომ ნაგავი უნდა
დაიწვას, ბოსლები კრეოლით დამუშავდეს, რძე და წყალი კი დალევის წინ
აუცილებლად ადუღდეს“. ამ დროს უკვე ადგილზე მისულმა დონ ასენიუმ
დაადასტურა, რომ ბრძანებაზე სწორედ ეს ეწერა სიტყვასიტყვით. მეზობლები
დაინტერესდნენ, კითხვა სად ისწავლეო,ხოლო ლეონმა მათ პასუხად ისეთი რამ
უთხრა, რაც ბევრს საეჭვო მოეჩვენა: ვინც კითხვა იცოდა – დონ ასენიუს, მოურავ
ფელის ბელუს, ექიმ დონ აბელარდუსა და მეთუნუქე ზოსიმუს ვაკვირდებოდი და
ისეო. მათგან არც ერთს მისთვის გაკვეთილი არ ჩაუტარებია, მაგრამ ოთხივემ
გაიხსენა, რომ საკმარისი იყო, მეზობლებისთვის წერილების კითხვა ან წერა
დაეწყოთ, რომ გვერდით მაშინვე ლეონის უზარმაზარი, გაბურძგნილი თავი
გაჩნდებოდა და მისი ცნობისმოყვარე თვალები გაფაციცებით აკვირდებოდნენ. ასე
იყო თუ ისე, წერა-კითხვა მართლაც იცოდა და ხშირად ხედავდნენ, როგორ
კითხულობდა ჟასმინების ჩრდილში წამოწოლილი ყველაფერს, რაც კი ხელში
ჩაუვარდებოდა: გაზეთებს, ლოცვანს, ჟამნს, ბრძანებებსა და განცხადებებს. საკუთარი
ხელით გათლილი ბატის ფრთით შეიარაღებული მსხვილი, ლამაზი ასოებით წერდა
სადღეობო მილოცვებს, განცხადებებს ქორწილის, დაკრძალვისა და ნათლობის,
ავადმყოფობისა და ყველა იმ მოვლენის შესახებ, რაც კი ნატუბაში ხდებოდა, ხოლო
მთავარ ფოსტალიონს, რომელიც იქ კვირაში ერთხელ გამოჩნდებოდა, ისინი სხვა
სოფლებში მიჰქონდა. გარდა ამისა, სოფლელების კარნახით ლეონი წერილებსაც
წერდა. ამ ყველაფერს უფასოდ აკეთებდა, არავისგან გროშს არ იღებდა, მაგრამ
იშვიათად მიძღვნილ საჩუქრებზე უარს არ ამბობდა.
სინამდვილეში, ლეონი კი არა, ფელისიუ ერქვა, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება
ხოლმე სერტანებში, სახელი მეტსახელით შესცვლოდა და სამუდამოდ მისწებებოდა.
მეტსახელი „ლეონი“ ალბათ დაცინვით დაარქვეს, ლომივით უზარმაზარი თავის
გამო, რომელიც – თან თითქოს ხუმარების სიმართლეს ადასტურებსო – დროთა
განმავლობაში ხვეული კულულებით დაეფარა, კულულები ყურებს ქვემოთ
ჩამოსდიოდა და ყოველ მოძრაობაზე ერხეოდა. სიარულისას ხელ-ფეხს
ერთდროულად ხმარობდა, როგორც ლომს შეეფერება (ხელისგულების დასაცავად
ტყავის ხელჯაგები ეცვა, რის გამოც ისინი მართლაც ცხოველის თათებს მიუგავდა),
თუმცა მისი მკვირცხლად მოძრავი მოკლეფეხება და გრძელხელება სხეული
მნახველს ნადირთა მეფეზე მეტად მაიმუნს მოაგონებდა. შეეძლო ჩვეულებრივი
ადამიანის დარად წელი გაემართა კიდეც და თავისი სასაცილო ფეხებით რამდენიმე
ნაბიჯიც ჩვეულებრივად გადაედგა, მაგრამ ასე სიარული საშინლად ქანცავდა. ამის
გამო იძულებული იყო, შარვალი კი არა, რაღაც ისეთი სცმოდა, რაც ქალის კაბასაც
მიაგავდა, ბერის სუტანასაც და ღვთის გლახის ჯვალოსაც.
მართალია, ლეონი ნატუბას მცხოვრებლებს წერილებს უწერდა და უკითხავდა,
მათი გული მაინც ვერ მოინადირა. თუკი ღვიძლ მშობლებსაც კი ერცხვინებოდათ,
მკითხველთა ლიგა
რომ ასეთი არსება მოავლინეს ამქვეყნად და ერთხელ შვილის თავიდან მოშორებასაც
კი შეეცადნენ, უცხო ადამიანებს, თუნდაც თანასოფლელები ყოფილიყვნენ, როგორღა
უნდა მიეღოთ?! თორმეტი და-ძმიდან არცერთს არ ჰქონდა მასთან ურთიერთობა და
ისიც ცნობილი იყო, რომ მას ცალკე აჭმევდნენ, სხვებისგან მოშორებით. არ იცოდა, რა
იყო მშობლიური, ან დაძმური სიყვარული (თუმცა სხვა სახის სიყვარულის მსგავსი
რამ, როგორც მერე გაირკვა, თავად განეცადა), არც მეგობრობა, რადგან მისი ტოლები
თავიდან გაურბოდნენ, შემდეგ აწვალებდნენ. საკმარისი იყო, გაებედა და მოთამაშე
თანატოლებს მიახლოებოდა, რომ მაშინვე ქვებს დაუშენდნენ, აფურთხებდნენ,
აბრაზებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ნელ-ნელა ლეონიც მიეჩვია
ბავშვებისგან თავის შორს დაჭერას. მახვილმა გონებამ და უღალატო გუმანმა ძალიან
ადრე შთააგონეს, რომ ადამიანებისაგან მტრობის, უსიამოვნების ან ტანჯვის გარდა
არაფრის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ ჯობდა, მათგან შორს ყოფილიყო.
უსაფრთხო მანძილიდან აკვირდებოდა, როგორ ერთობოდნენ ბაზრობებსა და
რელიგიურ დღესასწაულებზე თანასოფლელები. ხოლო როცა ნატუბაში მისიონერები
ჩავიდნენ, ლეონი მათ ქადაგებებს უბიწო ჩასახების ეკლესიის სახურავზე კატასავით
ამძვრალი უსმენდა. მაგრამ სიფრთხილემაც არ უშველა. მოხეტიალე ცირკი ნატუბაში
წელიწადში ორჯერ ჩამოდიოდა და იქაურებს თავისი აკრობატებით, კლოუნებით,
ნათელმხილველებით აოცებდა. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს კი მისი თან წაყვანა
მოინდომა. თავად ბოშა მივიდა ლეონის მშობლებთან, დაუწყო დაყოლიება, რათა
ბიჭი მისთვის გაეტანებინათ, არწმუნებდა, ცირკის ნამდვილ მსახიობად ვაქცევო.
მხოლოდ ჩემთან იგრძნობს თავს შინაურულად და თან თვითონაც იხეირებსო,
ეუბნებოდა ლეონის მშობლებს და ბოლოს და ბოლოს დაითანხმა კიდეც. ბოშამ
ლეონი წაიყვანა, მაგრამ ბიჭმა გაქცევა მოახერხა და ერთ კვირაში ნატუბაში
დაბრუნდა. მას მერე საკმარისი იყო, შემოგარენში ცირკი გამოჩენილიყო, ლეონი
თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.
მაგრამ ყველაზე მეტად მთვრალებისა ეშინოდა. ვაკეროები ყოველდღე
ერეკებოდნენ ნახირს საძოვრებზე, დაღავდნენ, კოდავდნენ, ცხვარს კრეჭდნენ და
საღამოს ხმაურით ბრუნდებოდნენ ნატუბაში. უნაგირებიდან გადმოხტებოდნენ თუ
არა, წყურვილის მოსაკლავად მაშინვე დონა ეპიფანიას დუქნისკენ მიეშურებოდნენ,
შემდეგ კი, ხელიხელგადახვეულები ქუჩას ბარბაცით მიუყვებოდნენ, მღეროდნენ,
ხან მხიარულები, ხან რაღაცაზე ალესილები. სოფლის შუკებში ლეონის ძებნას
იწყებდნენ, რომ გახალისებულებს მისი დაცინვით გული ეჯერებინათ,
გაბრაზებულებს კი ჯავრი მასზე გადმოენთხიათ. მაგრამ ლეონს სმენა ძალიან კარგი
ჰქონდა, მათი გინება და ხორხოცი შორიდანვე ესმოდა, ამიტომ, კედლებზე აკრული,
ხტუნვა-ხტუნვით უჩუმრად მიიპარებოდა სახლისაკენ. თუ სახლიდან შორს იყო,
თავს ბუჩქებს აფარებდა, ან სახურავებზე ძვრებოდა და გამტყვრალ ვაკეროებს იქ
ემალებოდა. თუმცა, დამალვა ყოველთვის არ უხერხდებოდა. მთვრალები მის
სახლიდან გამოყვანას რამე ეშმაკობით, როგორღაც მაინც ახერხებდნენ. მაგალითად,
ვინმეს მიუგზავნიდნენ, ქალაქში მოსამართლესთან თხოვნა გვაქვს გასაგზავნი და
დაგვიწერეო. ისიც გავიდოდა და ხელს სწორედ ამ დროს სტაცებდნენ, მიათრევდნენ
და მისი წამება საათობით გრძელდებოდა. როგორ არ აწვალებდნენ: აშიშვლებდნენ,
ვნახოთ ერთი, ტანსაცმელქვეშ კიდევ რამე სიმახინჯეს ხომ არ მალავსო; ცხენზე
სვამდნენ, ცდილობდნენ, თხასთან შეეჯვარებინათ და იმაზე კამათობდნენ, ასეთი
შეჯვარებით შეიძლებოდა რამე გაჩენილიყო თუ არა.
თუ იმ ურცხვების საქციელის ამბავს გაიგებდნენ, მამამისი, სელესტინუ

მკითხველთა ლიგა
პარდინასი და უფროსი ძმები, რა თქმა უნდა, ესარჩლებოდნენ, იმუქრებოდნენ
კიდეც, მაგრამ ასეთ დროს ოჯახის ღირსების შენარჩუნება უფრო ამოძრავებდათ,
ვიდრე ლეონის სიყვარული, ან თუნდაც სიბრალული, მაგრამ საქმეში მაინც
ერეოდნენ, ხუმარები ჭკუაზე მოჰყავდათ. ერთხელ ლეონის გამოხსნა დანებითა და
კეტებითაც კი მოუხდათ კაშასათი გამომტყვრალი თანასოფლელების მთელი
გუნდებისგან, რომლებსაც საწყალი ბიჭი ბადაგით გაეთხუპნათ, სანაგვეზე
ეგორავებინათ, მერე კი ქუჩებში თოკმიბმული ნადირივით ეტარებინათ. მაგრამ
ლეონზე უკეთ ვინ იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული
მის გამო ჩხუბსა და აყალმაყალში გარევა და ამიტომ სახლში არასოდეს ენა არ
მიჰქონდა.
სელესტინუ პარდინასის უმცროსი ვაჟის ბედი საბოლოოდ იმ დღეს გადაწყდა,
როდესაც მეთუნუქე ზოსიმუს ქალიშვილს ციებ-ცხელება და გულისრევა დაეწყო.
ალმუდია, დანარჩენი ექვსი და-ძმისგან განსხვავებით, დაბადებისთანავე ან
დაბადებიდან რამდენიმე დღეში რომ იხოცებოდნენ, იმ ცოლ-ქმრის ერთადერთი
გადარჩენილი შვილი იყო და მშობლებს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. გოგონა
სიცხით იწვოდა; ვერც დონ აბელარდუს ნაყენებმა და შელოცვებმა უშველა, და ვერც
მშობლების ლოცვებმა. ამიტომ ექიმბაშმა განაცხადა, გოგონას თვალი აქვს ნაცემი და
სანამ მისი უბედურების მიზეზს არ იპოვით, ნებისმიერი მკურნალობა უშედეგო
იქნებაო. ზოსიმუ და მისი ცოლი ეუფრაზია სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ
და ავი თვალის მცემლის საძებნელად მთელი ნატუბა შემოირბინეს. ამ დროს ვიღაცამ
ჩასჩურჩულა, სანამ გოგონა ავად გახდებოდა, მირანდოლას ფაზენდასთან არხის
პირას ლეონის უცნაურ და საძრახის საზოგადოებაში დავინახეთო. ავადმყოფს
ჰკითხეს და ნახევრად გონმიხდილი ალმუდიაც დაეთანხმა, რომ იმ დილით,
როდესაც ნათლიასთან, დონ ნაუტილუსთან მივდიოდი, წყაროსთან ლეონი
მართლაც შემხვდა, მთხოვა, სიმღერა მოგიძღვენი და იქნებ მომისმინოო, და სანამ
გავიქცეოდი, მიმღერა კიდეცო. მასთან დალაპარაკება ლეონმა პირველად გაბედა,
მაგრამ მანამდეც ხშირად ეჩხირებოდა თვალში, თითქოს გზაში შემთხვევით
ხვდებოდა და გოგოს სულ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბიჭი მისთვის
რაღაცის თქმას ლამობდა.
ზოსიმუს დიდხანს არ უფიქრია, კედლიდან თოფი ნაჩქარევად ჩამოხსნა,
ძმისშვილები, მოყვრები, ნათლულები იხმო და ამ იარაღასხმულ ბრბოს თანხლებით
პარდინასის სახლისკენ დაიძრა. იქ ლეონი დაიჭირა, თოფის ლულა შუბლზე
მიაბჯინა და მოსთხოვა, ის სიმღერა გაემეორებინა, რომ დონ აბელარდუს
ავადმყოფისთვის ჯადოს მოხსნა მოეხერხებინა. გაფითრებულ ლეონს სიტყვაც არ
დასცდენია, უბრალოდ, ზოსიმუს ფართოდ გახელილი თვალებით შესცქეროდა.
ზოსიმუმ მოთხოვნა რამდენჯერმე გაუმეორა, დაემუქრა კიდეც, მაგ მახინჯ თავს
ტყვიით გაგიხვრეტო, მაგრამ, რადგან შედეგს ვერ მიაღწია, ჩახმახი გამოსწია. ლეონის
დიდ, ჭკვიან თვალებში ველურმა შიშმა იელვა. – მესვრი და შელოცვას ვეღარ გაიგებ
და ალმუდია მოკვდება, – ჩაილაპარაკა და საკუთარი ხმა ვერ იცნო, შიშისგან ისე
შესცვლოდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ზოსიმუს შუბლზე ოფლის მსხვილი
წვეთები დაასხდა, დანარჩენ მომხდურებს სელესტინუ და მისი შვილები ჰყავდათ
მიზანში ამოღებული, – თუ ვიტყვი, გამიშვებ? – ისევ გაისმა მახინჯის შეცვლილი ხმა.
ზოსიმუმ თავი დაუქნია. მაშინ ლეონი მორიდებულად და ხრინწიანი, ყმაწვილური
ხმით ამღერდა. სიმღერა სიყვარულზე იყოო, – მთელი ნატუბა ასე ამბობდა
მოგვიანებით, ასე იხსენებდა, ასე ჭორაობდა – ისინიც, ვინც ის სიმღერა თავისი
ყურით მოისმინა, და ისინიც, ვისაც მაშინ იქ ახლოსაც არ გაევლო, – და იმ სიმღერაში
მკითხველთა ლიგა
სახელი ალმუდია ხშირად მეორდებოდაო. სიმღერა რომ ბოლომდე ჩაათავა, ლეონმა
არ იცოდა, სირცხვილით თვალები სად წაეღო, – ახლა გამიშვი, – ჩაილაპარაკა, – მაშინ
გაგიშვებ, როცა ჩემი შვილი გამომჯობინდება, მაგრამ, თუ მოკვდება, საფლავზე
დაგაწვავ, მის სულს ვფიცავ! ზოსიმუმ პარდინასებს გადახედა. მამა, დედა, ძმები
მიზანში ამოღებულები, გაუნძრევლად, ერთ ჯგროდ შეგროვილიყვნენ და ისეთი
ხმით დასძინა, რომ ეჭვი არავის შეჰპარვია, დანაპირებს შეასრულებდა: – ცოცხლად
დაგწვავ და რაც იქნება, იქნება, შურისძიება საუკუნეობითაც რომ გაგრძელდეს, უკან
არ დავიხევ.
ალმუდიას იმავე ღამით სისხლიანი ღებინება დაეწყო და გარდაიცვალა.
მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ზოსიმუ იქვითინებდა, თმას დაიგლეჯდა, ღვთის
გმობას დაიწყებდა, ან გრძნობის დაკარგვამდე გამოთვრებოდა, მაგრამ მსგავსიც
არაფერი მომხდარა. კაცი შეუვალი სიმტკიცით ირჯებოდა, ქალიშვილის
დაკრძალვასა და მისი დამღუპველი ჯადოქრის სიკვდილით დასჯის გეგმას
ერთდროულად ხელმძღვანელობდა. ბრაზიანი და ჭინჭყლი ხასიათით არასოდეს
გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული სისასტიკე გამოუჩენია ოდესმე, პირიქით,
კეთილგანწყობილი და თავაზიანი კაცი იყო და ამიტომ მეზობლებმა წინასწარვე
აპატიეს ის, რის ჩადენასაც აპირებდა. ზოგმა მოუწონა კიდეც.
ზოსიმუს ბრძანებით ახლად გათხრილ საფლავთან ბოძი ჩაარჭვეს, ჩალა და ხმელი
ფოთლები მიიტანეს; ამ დროს პარდინასები სახლში იყვნენ ჩაკეტილები,
ხელფეხშეკრულმა ლეონმა კი ზოსიმუს ბაგაში მთელი ღამე გაატარა და ესმოდა,
როგორ ტიროდნენ და ლოცულობდნენ, ღამის სათევად შეკრებილი მეზობლები,
როგორ ცდილობდნენ, ალმუდიას მშობლები ენუგეშებინათ. როცა გათენდა, ლეონი
სახედრებშებმულ ურიკაზე დააგდეს და დამკრძალავ პროცესიას მოშორებით
გააყოლეს, როგორც ყოველთვის, როდესაც პროცესიებს თავისი ნებითაც მოშორებით
მიჰყვებოდა ხოლმე. სანამ კუბოს საფლავში უშვებდნენ და ლოცულობდნენ, ზოსიმუს
ძმისშვილებმა ლეონი ბოძს მიაბეს და გარშემო ფიჩხისა და ჩალის კონები
შემოუწყვეს. დასჯის სანახავად საფლავზე თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა.
წმინდანი სასაფლაოზე ზუსტად იმ წუთს გამოჩნდა. ალბათ ნატუბაში ღამეც
ჩავიდა, ან გარიჟრაჟზე და ვიღაცამ ამ სიკვდილით დასჯის შესახებ უამბო. მაგრამ ეს
ახსნა ადამიანებს მეტისმეტად უბრალოდ და ჩვეულებრივად ეჩვენათ: ერჩიათ,
სასწაული ერწმუნათ, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში მოხდა. მერე ამბობდნენ,
წინასწარმეტყველურმა ნიჭმა, რომელიც მოძღვარს თავად უფლისგან ჰქონდა
ნაბოძები, აიძულა, სერტანებს შორის ჩაკარგულ ამ სოფელში მისულიყო, თანაც
სწორედ იმ წუთს, იმისათვის, რომ სოფელი შეცდომისგან ეხსნა, დანაშაული
აღეკვეთა ან, უბრალოდ, თავისი ძალაუფლება ეჩვენებინაო. მარტო არ იყო, როგორც
პირველად, რამდენიმე წლის წინ, და არც ორი-სამი თანამგზავრის თანხლებით,
როგორც წინა ჯერზე, როდესაც ქადაგებასა და ხალხის დამოძღვრასთან ერთად
სოფლის მოედანზე იეზუიტების მონასტრის ნანგრევებად ქცეული შენობაც კი
აღადგინა: ახლა მას უკან, სულ ცოტა, ოცდაათი კაცი მოჰყვებოდა, მასავით ღატაკები
და გამხდრები, თვალებიც ზუსტად მასავით უელავდათ. წმინდანმა ბრბო გასწი-
გამოსწია და საფლავთან მაშინ მივიდა, როდესაც უკვე ლამის მიწით იყო
ამოვსებული.
იისფერმოსასხამიანი კაცი მიწას ჩაშტერებულ ზოსიმუს მიუახლოვდა: –
ქალიშვილს თავისი საუკეთესო კაბა ჩააცვი და კუბო საიმედოდ შეკარი? – ჰკითხა
რბილად, მაგრამ ხმაში განსაკუთრებული დარდი არ ეტყობოდა. ზოსიმუმ პასუხად
თავი ოდნავ დაუქნია, – მაშინ ვილოცოთ, რომ უფალმა აცხონოს მისი სული და
მკითხველთა ლიგა
სასუფეველში დაამკვიდროს, – განაგრძო მოძღვარმა და თავის თანამგზავრებთან
ერთად გალობა დაიწყო. მხოლოდ ამის შემდეგ მიუთითა ბოძზე მიბმულ ლეონზე და
ჰკითხა: – ძმობილო, ამ ბიჭს რას უპირებ? – უნდა დავწვა, – უპასუხა ზოსიმუმ და
როგორც იყო საქმე, ყველაფერი მოუთხრო. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მაგრამ
ყველას ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს ეს მდუმარება გაჰკიოდა. წმინდანს
სიტყვა არ გაუწყვეტინებია, თავი ისე დაუქნია. ბოლომდე რომ მოუსმინა, ლეონს
მიუახლოვდა და ხელის მბრძანებლური მოძრაობით დანარჩენებს უბრძანა,
იქაურობას გასცლოდნენ. ხალხმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. წმინდანი
დაიხარა და ლეონს ყურში რაღაც უჩურჩულა, შემდეგ მის ტუჩებს ყური მიუშვირა და
სმენად იქცა. ერთხანს ერთმანეთთან ასე საუბრობდნენ. სასწაულის მოლოდინში
ყველა ადგილზე გაქვავებულიყო.
და მართლაც, უფრო გამაოგნებელი სანახაობა დაინახეს, ვიდრე ცეცხლის ალში
დაკრუნჩხული ადამიანის სხეული იქნებოდა. საუბარი დაასრულეს თუ არა,
წმინდანმა თავისი უცვლელი სიმშვიდით, ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა,
წარმოთქვა: – მოდი და შეუხსენი ხელები! მეთუნუქე წმინდანს გაოცებული
მიაჩერდა, – გეუბნები, მოდი და შენ თვითონ გაათავისუფლე-მეთქი! – წარმოთქვა
იისფერმოსასხამიანმა კაცმა და მის სიტყვებში ისეთი ძალა იგრძნობოდა, რომ ბრბო
შედრკა, – ნუთუ გინდა, რომ შენი შვილი სამუდამო ტანჯვისთვის იყოს განწირული?
ნუთუ გგონია, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლი, ახლა რომ აპირებ დანთებას, იმ ცეცხლზე
უფრო მწველი არ არის და უფრო დიდხანს არ ანთია? – თითქოს ასეთმა უგუნურებამ
გააოცაო, ხმას ისევ აუწია: – ურჯუკო, წარმართო, ცოდვილო! მოინანიე შენი ფიქრები,
გაუხსენი ხელ-ფეხი ბიჭს, ბოდიში მოუხადე, უფალს კი შენდობა სთხოვე, რომ მან
შენი ურწმუნობის, შენი სიმხდალისა და სიბრაზის გამო შენი შვილი სატანას არ
მისცეს! კიდევ დიდხანს ბრაზობდა, ამუნათებდა, საყვედურობდა, აჩქარებდა და
აშინებდა იმით, რომ ალმუდია მამის ცოდვების გამოსასყიდად ჯოჯოხეთში
მოხვდებოდა. მეზობლები ზოსიმუს შესცქეროდნენ და ფიქრობდნენ, წმინდანს ან
თოფს ესვრის, ან დანით ეცემა, ან ბრძანებს, მახინჯთან ერთად ისიც კოცონზე
დაწვითო, მაგრამ ზოსიმუს ამგვარი არაფერი ჩაუდენია, აქვითინდა, თოკები
გადაჭრა, მუხლებზე დაეცა და ღმერთს, იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს ვედრება
დაუწყო, ჩემი ქალიშვილის, ალმუდიას წმინდა სული სამუდამოდ არ დაიღუპოსო.
როდესაც მოძღვარი ნატუბაში ორკვირიანი ლოცვის, წინასწარმეტყველების,
გაჭირვებულთა ნუგეშისცემისა და ჯანმრთელებისთვის რჩევა-დარიგების მიცემის
შემდეგ მუკამბუსაკენ მიმავალ გზას დაადგა, სოფლის სასაფლაოს კი აგურით
ხელახლა ამოყვანილი კედლები, მოწესრიგებული საფლავები, ყველა საფლავზე
ახლად გამოთლილი ჯვრები დაუტოვა, მის ამალას ოთხით მავალი უცნაური არსება
შეემატა და სანამ დაძონძილი ხალხი თვალს მიეფარებოდა, სოფლელები ხედავდნენ,
როგორ მოჰყვებოდა მათ ეს ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხოველი, როგორ
მიკუნტრუშებდა ძეძვნარით გასერილ გზაზე, როგორც ცხენები, თხები და სახედრები
მიკუნტრუშებენ ხოლმე...

სიზმარია თუ ფიქრთა მდინარება? კეიმადასი, დღე, რუფინუს ჰამაკი. ყველაფერი


დანარჩენი თითქოს ნისლში იკარგება. განსაკუთრებით გაუგებრად და ბუნდოვნად
იმ გარემოებათა დამთხვევა ეჩვენება, რამაც გარიჟრაჟზე მისი ცხოვრება კიდევ
ერთხელ რადიკალურად შეცვალა. ჩათვლიმა, მაგრამ ნახევრად უგრძნობმა
მდგომარეობამაც ვერ უშველა მის გაოცებას, რომელმაც ხელი მაშინ დარია, როცა
ყველაფერი უკვე დასრულებული იყო და თავი ძილმა წაართვა.
მკითხველთა ლიგა
დიახ, კაცს, რომელსაც სჯეროდა, რომ ყველა საქციელი ბედისწერის მიერ წინასწარ
იყო განსაზღვრული და ტვინის ხვეულებში ჩაწერილი, რომ მარჯვე ხელს მისი
მოსინჯვა, გამჭრიახ მზერას კი ყველა მიდრეკილებისა და გატაცების დანახვა
შეეძლო, ძალზე გაუჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ ისეთი შემთხვევებიც
არსებობდა, რასაც წინასწარ ვერც განჭვრეტს კაცი და ვერც მართავს, როდესაც მისი
ნების სრულიად საძაგელი უგულებელყოფით შეიძლებოდა ადამიანის ბედისწერაში
სხვა არსებები შეჭრილიყვნენ და თავს საკუთარი ნება მოეხვიათ. რამდენ ხანს ეძინა?
ყოველ შემთხვევაში, ძალების აღდგენა მოესწრო. ის გოგო სადღაა? დაიმალა?
მეზობლებთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად? ძილ-ღვიძილში ფიქრობდა,
მიზანი, როგორც კი მიუახლოვდები, მაშინვე კვამლივით იფანტებაო. ძილსა თუ
ღვიძილში ბუტბუტებდა, უბედურება კაცს აღმართში მოეწევაო. არა, თავიდანვე
ხვდებოდა, რომ თავს იტყუებდა, შიში და განგაშის შეგრძნება იმიტომ არ გასჩენია,
რომ რუფინუს ასცდა, რომ სიკვდილისგან სულ ერთ ნაბიჯზე იყო, ორი კაცი
სიცოცხლეს საკუთარი ხელით გამოასალმა, იარაღი დაკარგა, რომელიც კანუდუსში
უნდა ჩაეტანა. ძილ-ღვიძილში გალილეო გალს წონასწორობა სულ სხვა რამემ
დაურღვია, იმ უეცარმა, გაუგებარმა, აუხსნელმა სურვილმა, რომელმაც უბიძგა
ჟურემაზე ძალა ეხმარა. არადა, ათ წელს იცავდა აღთქმას, ქალს არ გავეკარებიო.
ახალგაზრდობაში საყვარლები ჰყავდა, ჰყავდა მეგობარი თანამოაზრე ქალებიც,
რომლებიც მცირე ხნით მის ბედს იზიარებდნენ; ბარსელონაში ქალთან ერთად
ცხოვრობდა კიდეც. ის ქალი დაორსულდა; მაგრამ შემდეგ იყო ყაზარმის შტურმი,
ციხე, ესპანეთიდან გაქცევა, რამდენიმე წლის მერე გაიგო, რომ ქალი ვიღაც
მეფუნთუშეს გაჰყოლოდა ცოლად. ქალებს მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი
არასოდეს სჭერიათ, მთავარი და უღალატო მისთვის მხოლოდ რევოლუცია და
მეცნიერება იყო. ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ, მისთვის მხოლოდ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას წარმოადგენდა, ისეთივე ბუნებრივსა და
უბრალოს, როგორიც შიმშილი და წყურვილის გრძნობაა, და დაკმაყოფილება
აუცილებლად ზიზღით ეცვლებოდა. ათი წლის წინ გადაწყვიტა, ისეთი რამ ჩაედინა,
რაც მის გარდა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა. ან იქნებ ათი კი არა, თერთმეტი
წელიც იყო გასული, ან თორმეტი? დრო ერეოდა, მაგრამ ადგილი დანამდვილებით
ახსოვდა. ეს ამბავი რომში მოხდა. ბარსელონიდან გაქცევის შემდეგ თავშესაფარი
ერთი აფთიაქარის სახლში პოვა. ის აფთიაქარი ანარქისტულ გაზეთთან
თანამშრომლობდა და ციხეებშიც იყო ნაჯდომი. გალს გამოკვეთილად ახსოვდა
ყოველი წვრილმანი, თავიდან უხიაგს მხოლოდ გუმანით გრძნობდა, შემდეგ ეჭვები
დადასტურდა: მის არყოფნაში მასპინძელს კოლისეუმის ახლომახლოდან სახლში
მეძავები მოჰყავდა და კარგად უხდიდა, თუკი ის ქალები გაროზგვის ნებას
დართავდნენ. ახსოვდა, როგორ ტიროდა უბედური იმ ღამით, როდესაც გალი შინ
უდროო დროს დაბრუნდა და ამ საქმიანობისას თავს წაადგა; როგორ გაუმხილა,
ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვგრძნობ, თუკი ქალის ტკივილით და შიშით
დაკრუნჩხულ სხეულს ვერ ვხედავო. სიზმარსა თუ ცხადში ახსენდებოდა გალს,
როგორ სთხოვდა აფთიაქარი, მიშველეო. სიზმარსა თუ ცხადში, ისევე, როგორც იქ,
რომში, როგორ უსინჯავდა თავის ქალას, თითებით ქვენა გრძნობების ზონაში, იქ,
სადაც შპურცჰაიმის აზრით, სქესობრივი ლტოლვის ბორცვები მდებარეობს, როგორ
მოიხელთა შესქელებები, ხოლო კეფის ქვედა ნაწილში, თითქმის კისერთან,
დეფორმაცია ისეთი ჩაღრმავებებისა, რომელიც განადგურებისკენ ლტოლვის
მიმანიშნებელი იყო. იმ წუთს მარიანო კუბის კაბინეტის მყუდრო გარემოც კი
შეიგრძნო ისევ და მისი მონაყოლიც გაახსენდა ჟენეველ ცეცხლის წამკიდებელზე,
მკითხველთა ლიგა
ჟობარ ლამაზმანზე – სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი თავის ქალა შეისწავლა:
„სისასტიკის უბანი იმდენად მკვეთრად ჰქონდა გამოხატული, რომ სიმსივნე
გეგონებოდათ“. გალი აფთიაქარს დათანხმდა, დახმარებოდა და რჩევა მისცა: შენში
გარყვნილება კი არა, არამედ საერთოდ ქალის მიმართ ლტოლვა უნდა დაამარცხოო,
და აუხსნა, რომ თავშეკავების წყალობით მისი თანდაყოლილი დესტრუქციული
პოტენცია მაღალი, კეთილშობილი მიზნების განხორციელებისაკენ იქნებოდა
მიმართული, რაც თავისუფლებისა და დესპოტიზმის გასანადგურებლად
ბრძოლისუნარიანობას კიდევ უფრო გაუძლიერებდა. შემდეგ მასპინძელს პირდაპირ
თვალებში ჩახედა და მტკიცედ, ისე, რომ ხმა არც კი აჰკანკალებია, შესთავაზა: –
მოდი, ეს ერთად გავაკეთოთ. მე დაგიმტკიცებ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მხარში
ამოგიდგები. შევფიცოთ ერთმანეთს, რომ ქალს აღარ გავეკარებით, – აფთიაქარმა
ფიცი შეასრულა თუ არა? იხსენებს მის გაოგნებულ, შემკრთალ მზერას, მის ხმას...
სიზმარში თუ ცხადში წარმოთქვამს: – ძალიან სუსტი იყო. დახუჭულ ქუთუთოებს
შორის მზის სინათლე მიიკვლევს გზას, თვალს სჭრის.
თავად სუსტი არ აღმოჩნდა და ამ დილამდე სიტყვა არ გაუტეხია. გონებამ და
ცოდნამ განუმტკიცა ის, რაც თავიდან მხოლოდ მეგობრული თანაგრძნობის
გაუაზრებელი აღტყინება იყო და სხვა არაფერი. განა ადამიანისთვის, რომელსაც
სახელმწიფოსთან ულმობელი ბრძოლა აქვს გაჩაღებული, სიამოვნების ინსტინქტზე
მონური დამოკიდებულება საფრთხეს არ წარმოადგენს? ნუთუ სხეული
იდეალებისთვის ბრძოლაში ხელს არ უშლის? ამდენი წლის განმავლობაში გალი
თავშეკავებისგან კი არ იტანჯებოდა, არამედ ის აზრი აწვალებდა, რომ უნებურად
თავისი მტრების მაგალითს იმეორებდა, კათოლიკე პადრეებისას, თუმცა თავს
ირწმუნებდა, მათი უბიწოება სიბეცესა და ცრუმორწმუნეობაზეა დამყარებული, მე კი
ამით სიმსუბუქეს, თავისუფლებას, ძალას ვიღებ, რომელიც ასე აუცილებელია, რომ
მიწიერი და ზეციური დავაახლოვო და ერთ არსად შევრწყა, ხორციელი და სულიერი
– ყველაფერი ის, რასაც ეკლესია ასე ჯიუტად და თანმიმდევრულად ცდილობს
განაცალკევოს და მარადიულ მტრობაში ამყოფოსო. აღთქმა მისი არ ირღვეოდა, –
დღემდე, – განაგრძობდა ბუტბუტს სიზმარში თუ ცხადში. პირიქით, მტკიცედ
სწამდა, რომ ქალის განდევნა მისი ცხოვრებიდან ნაყოფიერ აზროვნებაში
ეხმარებოდა, აქტიური საქმიანობის საშუალებას აძლევდა. არა, თავს არ იტყუებდა.
მის გონებას შეეძლო, გულისთქმას დღის სინათლეზე მორეოდა, ღამით კი უძლური
იყო და სიზმრებზე ძალაუფლება არ გააჩნდა. ამ წლების მანძილზე რამდენჯერ
დასიზმრებია ქალის მაცდური მოყვანილობები, რამდენჯერ მიჰპარვია ეს
ფანტომები, რამდენჯერ ჩასწოლიან ლოგინში, რამდენჯერ მიჰკვრიან სხეულით და
ალერსი ძალით გამოუთხოვიათ. ცხადსა თუ სიზმარში ფიქრობდა თუ ესიზმრებოდა,
რაოდენ უფრო ძნელი იყო ამ უსხეულო ჩვენებების დამარცხება, ვიდრე ხორციელი
ქალისა და რომის, მოზარდების, ან მთელი მსოფლიოს ციხეებში გამომწყვდეული
თავისი ამხანაგების დარად, რამდენჯერ წოლილა, მისი სურვილით შობილ იმ
აჩრდილებთან.
ცხადში თუ სიზმარში დარდიანად ჩურჩულებდა: – ეს როგორ ჩავიდინე, ამის
გაკეთება როგორ გავბედე! – რატომ დაეტაკა იმ გოგოს? გოგო უძალიანდებოდა, მან
კი სილა გააწნა. საკუთარ თავს შეშფოთებული ეკითხებოდა, ვაითუ, მერეც ვცემდი,
როდესაც ჟურემას წინააღმდეგობა მოვთოკე და კაბა შემოვახიე. რა დაგემართა,
გალილეო, რა ეშმაკმა გიკბინაო. ცხადში თუ სიზმარში კვლავ და კვლავ იმეორებდა: –
საკუთარ თავს არ იცნობ, გალო! არა, საკუთარი თავის ქალა არასოდეს მოუსინჯავს,
მაგრამ კოლეგები მის მოყვანილობაში იმპულსურობასა და ცნობისმოყვარეობას
მკითხველთა ლიგა
აღნიშნავდნენ, ჭვრეტის უნარის არარსებობას, ყველაფრის უგულებელყოფას, რაც
ესთეტიკურობას შეეხებოდა და პრაქტიკულ, ფიზიკურ საქმიანობასთან პირდაპირი
კავშირი არ გააჩნდა. არასოდეს არავის ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მის სულს რაიმე
სექსუალური გადახრა ჰქონდა. ცხადში თუ სიზმარში ხელმეორედ ეწვია ერთი აზრი:
„მეცნიერება მხოლოდ უძირო, ბნელით მოცული უფსკრულის პირას მოციმციმე
სუსტი ნაპერწკალია",
ის, რაც მოხდა, როგორ იმოქმედებს ახლა მის ცხოვრებაზე? ისევ უერთგულოს
რომში დადებულ აღთქმას თუ არა? ახალი აღთქმა დადოს თუ საერთოდ დაივიწყოს?
იქნებ ჟურემასთან რაც დაატრიალა, შემთხვევითი ჩავარდნაა და სხვა არაფერი? ამ
საქციელს მეცნიერული ახსნა საერთოდ მოეძებნება თუ არა? აღმოჩნდა, რომ მის
სულში, – არა, ეს სიტყვა ეკლესიის მიერ მეტისმეტად გაცვეთილად მიაჩნდა, – მისი
გონების სიღრმეებში სიამოვნების მიღების სურვილი, რომელსაც მთელი ამ წლების
მანძილზე სამუდამოდ განადგურებულად თვლიდა, კი არ გამქრალიყო, პირიქით,
იზრდებოდა, ენერგია გროვდებოდა და, როგორც ახლა გაირკვა, მთლიანად
კეთილშობილურ საქმეებზე არ იხარჯებოდა. და, აი, დადგა დღე, როდესაც
განსაკუთრებული გარემოებების, ანუ განგაშის, დაძაბულობის, შიშის, უეცარი
თავდასხმის, სროლის ორმაგი მკვლელობის ზემოქმედებით ფარულად დაგროვილმა
ამ სურვილმა ვეღარ გაძლო და გამოხეთქა. დამაკმაყოფილებელი იყო თუ არა ასეთი
ახსნა? ნეტავ შეეძლოს, ეს საკითხი განყენებულად და ობიექტურად განიხილოს,
თუნდაც იმავე ბებერ კუბისთან ერთად იმსჯელოს! გაახსენდა კუბისთან საუბრის
ფრაგმენტი, რომელსაც ბებერი ფრენოლოგი „სოკრატეს დიალოგს“ ეძახდა. მაშინ
ბარსელონის ნავსადგურში დაეხეტებოდნენ, გოტიკური უბნის ლაბირინთებში და
გული მოეწურა. არა, რომში დადებული აღთქმის შენახვა უგუნურობა, სიბრიყვე,
გაუფრთხილებლობა იქნებოდა: ნებისმიერ დროს შეიძლებოდა განმეორებულიყო ის,
რაც ამ გარიჟრაჟზე მოხდა, ან კიდევ უარესი. ცხადში თუ სიზმარში საკუთარ თავს
მწარე ირონიით უმეორებდა: უნდა შეეგუო, გალო, იმ აზრს, რომ გარყვნილი
აღმოჩნდი“.
ჟურემა გაახსენდა. შეიძლება კი იგი გონიერ არსებად ჩაითვალოს? არა, უფრო
მოშინაურებულ მხეცს, შინაურ ცხოველს მიაგავს. გულმოდგინეა, მორჩილი,
მიმნდობი, თუნდაც მისი წმინდა ანტონიუზე ნაამბობები გავიხსენოთ, სჯერა, რომ
ეკლესიიდან გამოქვაბულში მართლაც გარბოდა. როგორც ბარონ დი კანიაბრავას
დანარჩენი მონები, ისიც შეგუებულია, ფრინველს მოუაროს, საქონელს საკვები
დაუყაროს, ქმარს საჭმელი მოუმზადოს, პერანგები დაურეცხოს და მხოლოდ მას
დაუწვეს. გაიფიქრა: „იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს და დაინახოს, რა
უსამართლოდ ექცეოდნენ“. გაუელვა: „მე მოგექეცი უსამართლოდ“. და კიდევ
გაიფიქრა: „იქნებ სასიკეთოდაც კი წაადგეს“.
შემდეგ იმათზე დაიწყო ფიქრი, ვინც თავს დაესხა, ვინც მისი იარაღით სავსე
ფორანი გაიტაცა, იმ ორზე, ვისი დახოცვაც მოუხდა. ნუთუ იმ კონსეილეირუს ხალხი
იყო? იქნებ იმ კაცმა დაღიანმა მოუგზავნა? ახლა უკვე არც სიზმარი იყო და არც
ცხადი, თვალდახუჭული იწვა და არ ინძრეოდა. განა ბუნებრივი არ იქნებოდა,
დაღიანს სახელმწიფოს მოგზავნილ ჯაშუშად ჩაეთვალა, ან იარაღით მოვაჭრედ,
რომელსაც აჯანყებულების ხარჯზე უნდოდა ხელის მოთბობა? ჰოდა, ჩაუსაფრდა და
იარაღი წაართვა. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, ღმერთმა ქნას, რომ ის ფორანი ახლა
აჯანყებულებთან მიდიოდეს, ღმერთმა ქნას, რომ ჰქონდეთ ის, რითაც უბედურებას
დახვდებიან. მართალია, ის დაღიანი რატომ უნდა ნდობოდა უცხოელს, რომელიც
მის ენაზე წესიერად ვერც კი ლაპარაკობდა, რომელიც რაღაც გაუგებარზე
მკითხველთა ლიგა
ესაუბრებოდა? „შენიანები დაგხოცავენ, გალო“, – გაიფიქრა. ახლა საბოლოოდ
გაიღვიძა: ცხელოდა, მზემ დააცხუნა, ცხვრის ზანზალაკებიც გაუთავებლად
წკარუნებდნენ. მაგრამ, ვაითუ, ნამდვილ ავაზაკებს ჩაუვარდათ ხელთ? მათაც ხომ
შეეძლოთ, მე და კაიფასს იმ ადგილიდან გამოგვყოლოდნენ, სადაც ფორანი იარაღით
დავტვირთეთ? ყველა იმაზე ლაპარაკობს, ეს მხარე ავაზაკებითაა სავსეო. იქნებ
საჭირო სიფრთხილე ვერ გამოვიჩინე, თადარიგი წესიერად არ დავიჭირე? გაიფიქრა:
„იარაღი უნდა გადმომეტვირთა, აქ გადმომეტანა“. გაიფიქრა: „მაშინ, მკვდარი
ვიქნებოდი, იარაღს კი მაინც წაიღებდნენ“. ახლა რა ვქნა? ბაიაში დავბრუნდე?
კანუდუსში ჩავიდე და სამუდამოდ იქ დავრჩე? თვალები გავახილო? ამ ჰამაკიდან
გადმოვძვრე? ბოლოს და ბოლოს თვალი გავუსწორო სინამდვილეს? კვლავ შემოესმა
ეჟვნების წკრიალი, ძაღლის ყეფა, რასაც ჯერ ნაბიჯების, შემდეგ კი ვიღაცის ხმა
დაემატა.

VII

როდესაც მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს კოლონა და მისი თანმხლები ქალების


გუნდი კანუდუსიდან ორი ლიგის დაშორებით მდებარე მულუნგუში შევიდნენ,
აღმოჩნდა, რომ აღარც მებარგულები ჰყავდათ და აღარც მეგზურები. როგორც კი
ჩამოწოლილ ბინდში სახლების პირველი კონტურები გამოისახა, კეიმადასიდან და
მონტი-სანტუდან წამოყვანილი ეს ხალხი ერთბაშად სადღაც გაქრა, იმის ნაცვლად,
რომ გუშაგებს იქაური გარემოს დაზვერვაში დახმარებოდნენ, სანამ
დაღლილობისაგან ძირს დაცვენილი, ერთმანეთის მხრებზე მიყუდებული
ჯარისკაცები მელნისფრად შეფერილი ცის ფონზე ნათლად გამოკვეთილ გორაკებს
გასცქეროდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, როგორ ელოდათ იმ მთებს იქით
ჭრილობები და, შესაძლოა, სიკვდილიც კი, მეგზურების კვალიც კი აღარსად იყო.
გაქცეულებმა ექვსი საათის შემდეგ კანუდუსში ჩააღწიეს და ოდნავ სული მოითქვეს
თუ არა, მოითხოვეს, მოძღვართან მიგვიყვანეთო. უნდოდათ მასთან მოენანიებინათ
ის, რომ უნებურად სატანას მოემსახურნენ. ისინი ვილანოვას ფარდულში ჯერ ჟუაუ
მოციქულმა დაჰკითხა დაწვრილებით, შემდეგ კი ნეტართან მოხვდნენ, რადგან
ყველა ახალმოსულის მიღება სწორედ მას ევალებოდა. ნეტარმა უპირველესად
ლტოლვილები აიძულა, დაეფიცათ, რომ არც რესპუბლიკას აღიარებდნენ, არც
სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოცალკევებას, არც იმპერატორ პედრუ მეორის
ტახტიდან ჩამოგდებას, არც სამოქალაქო ქორწინებას, არც მუნიციპალურ
სასაფლაოებს, არც ზომის ათობით სისტემას; რომ არ შეავსებდნენ აღწერის
ფურცლებს და სიცოცხლეში არასოდეს იქურდებდნენ, არ დალევდნენ და არც
ფულზე დადებდნენ სანაძლეოს. იმის ნიშნად,რომ მზად იყვნენ, ანტიქრისტესთან
ბრძოლაში სისხლი დაეღვარათ, გამცილებლებმა დანები ამოიღეს და ხელებზე კანი
მსუბუქად გაიჭრეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ უფლება, შეიარაღებული დაცვის
თანხლებით გაეკვლიათ გზა სამლოცველოსკენ. მათი მოსვლის ამბავი ყველას გაეგო,
ახალგაღვიძებული ხალხი მათ შესახვედრად გარეთ გამოფენილიყო და მოწონების
ნიშნად მხარზე ხელს უტყაპუნებდა. მოძღვარი სამლოცველოს ზღურბლზე
გამოჩნდა, ახალმოსულები მუხლებზე დაეცნენ, პირჯვრის გადაწერა დაიწყეს,
ცდილობდნენ, მისი სამოსის კიდეს შეხებოდნენ, მოძღვრისთვის ფეხები დაეკოცნათ;
მოჭარბებული გრძნობებისგან ზოგი ატირდა კიდეც. ჩვეულების წინააღმდეგ
მოძღვარმა არა მხოლოდ დალოცა ისინი და მზერა, როგორც სჩვეოდა, მათ მიღმა
მკითხველთა ლიგა
უხილავს მიაპყრო, არამედ დაიხარა, ლტოლვილები ერთმანეთის მიყოლებით ფეხზე
წამოაყენა და თითოეულს შავი, მგზნებარე თვალებით თვალებში ჩახედა, რაც
საწყლებს სამუდამოდ აღებეჭდათ მეხსიერებაში. შემდეგ მარია კუადრადუს და
წმინდა ქოროს ცისფერსამოსიან რვა „მორჩილს“ სთხოვა, უფალი იესო ქრისტეს
ტაძრის სამრეკლოებზე მაშხალები დაენთოთ, როგორც ყოველ საღამოს აკეთებდნენ,
სანამ იგი საქადაგებლად ხარაჩოებზე ადიოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნეტარით, ნატუბელი ლეონით, ადამიანთა დედითა და
„მორჩილებით“ გარშემორტყმული კონსეილეირუ უკვე ხარაჩოებზე იდგა, ქვევით კი
აღგზნებული ბრბო ერთმანეთს აწყდებოდა. ჯერ არ გათენებულიყო, მაგრამ კაცები
და ქალები მაინც იკრიბებოდნენ, რადგან კარგად ხვდებოდნენ, რომ საქმე რაღაც
ძალიან მნიშვნელოვანს ეხებოდა. მოძღვარმა, როგორც ყოველთვის, მთავარით
დაიწყო. იგი მამისა და ძის ერთარსებაზე ალაპარაკდა, მამის, ძისა და სულიწმიდის
სამსახოვან ერთსახეობაზე და მსმენელებისთვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო,
მაგალითად, ბელუ-მონტი მოიყვანა, რომელიც შეიძლება თან იერუსალიმიც
ყოფილიყო, საჩვენებელი თითი ფაველისკენ გაიშვირა, ის კი – ზეთისხილის ბაღი28, –
სადაც იესომ იუდას ღალატის შემდეგ საშინელი ღამე გაატარა, შემდეგ სიერა-დი
კანიაბრავაზე მიუთითა, მონტი კალვარიუზე, სადაც იესო ორ ავაზაკს შორის აცვეს
ჯვარს29. მოძღვარმა მტკიცედ განაცხადა, უფლის დაკრძალვის ადგილი აქედან
მეოთხედ ლიგაზე, გრაჟაუში მდებარეობს, უთვალავ კაჭარს შორის, სადაც ჭეშმარიტ,
მაგრამ უცნობ მორწმუნეთ ჯვარი აღუმართავთო. გაოცებისაგან ენაჩავარდნილმა
მცხოვრებლებმა ამის შემდეგ ის გაიგეს, რომ გზა გოლგოთისკენ, სადაც იესო
პირველად დაეცა, სადაც დედას შეხვდა, სადაც მომნანიებელმა ცოდვილმა ქალმა
შუბლიდან ოფლი მოსწმინდა, იქიდან კი სვიმონ კანანელი დაეხმარა ჯვრის
ტარებაში, სწორედ მათ შემფარებელ ქალაქში გადიოდა. ხოლო როდესაც მოძღვარმა
განაცხადა, იპუეირის ველი იოსაფათის ველიაო, იმ მთებიდან, კანუდუსს დანარჩენი
სამყაროსგან რომ ჰყოფდა, სროლის ხმა გაისმა. კონსეილეირუ არ შემკრთალა,
პირიქით, მისი ხმით მოჯადოებულ და სროლით შეშინებულ ბრბოს სთხოვა,
ნეტარის მიერ შეთხზული ჰიმნი „ქერუბიმის ქებათა ქება“ ემღერა. მხოლოდ ამის
შემდეგ გაემართნენ აჯანყებულთა რაზმები ჟუაუ მოციქულისა და დაღიანის
მეთაურობით თავიანთი საგუშაგოების დასახმარებლად, რომლებსაც კამბაიუს
ქედიდან იერიშზე გადმოსული მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს მოწინავე ნაწილებთან
ბრძოლა უკვე გაეჩაღებინათ.
როდესაც ადგილზე სირბილით მივიდნენ და მთის ნაპრალებში, თხრილებში და
შვერილებში ჩასაფრდნენ, ხოლო მთის ქედზე ლურჯ-წითელ და ლურჯ-მწვანე
ფორმიანი ჯარისკაცები ცდილობდნენ აცოცებას, მოკლულები უკვე ჰყავდათ.
კანუდუსისაკენ მიმავალი ბილიკების გასწვრივ ჟუაუ მოციქულის დაყენებულმა
მზვერავებმა მტრის მოახლოება ჯერ კიდევ მწუხრისას შეამჩნიეს: სანამ მთავარი
ძალები დასასვენებლად რანშუ-დას-პედრასში, ხანძარს გადარჩენილ ათამდე ქოხში
იდგნენ, ლურჯა ცხენზე ამხედრებული ლეიტენანტის მეთაურობით ერთი ასეული
უკვე კამბაიუსკენ მოიწევდა. მტერი ახლოს მოუშვეს და ჟოზე ვენანსიუს ნიშანზე
კარაბინებით, შაშხანებით, კაჟის თოფებით, შურდულებითა და არბალეტებით
შეუტიეს და თან, მასონებო, ძაღლებო, პროტესტანტებოო, დასძახოდნენ.
ჩასაფრებული რაზმი ჯარისკაცებმა მხოლოდ მაშინ დაინახეს, პირი იბრუნეს და ისე
გაიქცნენ, რომ სამი დაჭრილიც კი მიატოვეს, რომლებიც გაცოფებულმა
აჯანყებულებმა მაშინვე სიცოცხლეს გამოასალმეს. ლეიტენანტის ცხენი ყალყზე
შედგა, მხედარი გადმოაგდო, ქვებზე დაგორდა და ფეხები დაილეწა. თავად
მკითხველთა ლიგა
ლეიტენანტი ლოდს ამოეფარა და ცეცხლი გახსნა. ფეხებდალეწილი ცხენის ჭიხვინი
კი სროლის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე საათს კიდევ გაისმოდა.
ამ პირველი შეტაკებიდან მალე რესპუბლიკელებმა მთებს „კრუპის“ ქვემეხები
დაუშინეს, ჭურვების, ჩამოშლილი მიწისა და დალეწილი ლოდების წყალობით
აჯანყებულთაგან ბევრი იქცა ნაფლეთებად. დიდი ჟუაუ, რომელიც ჟოზე
ვენანსიუსთან ერთად იბრძოდა, მიხვდა, რომ დაშორიშორება იყო საჭირო, თორემ
ყველას დახოცავდნენ; ქვაზე შემხტარმა ხელები ფართოდ გაშალა და თავისიანებს
დაუყვირა, სხვადასხვა მხარეს გაცოცდით და მკერდი ტყვიებს არ შეუშვიროთო.
მებრძოლებმა დაუჯერეს, სამალავებიდან გამოძვრნენ და მიწაზე გართხმულები
თანდათან გაიფანტნენ. ქვემოთ კი მტვრის ღრუბელში ბუკის ხმაზე ლეიტენანტების,
სერჟანტებისა და კაპრალებისგან შეგულიანებული რესპუბლიკელები კამბაიუსკენ
მიიწევდნენ. ჟუაუ მოციქულისა და დაღიანის მოსვლისას ჯარისკაცებს აღმართის
ნახევარი უკვე ათავებული ჰქონდათ. მათაც და მეამბოხეებსაც მძიმე დანაკლისი
განეცადათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟაგუნსუები მაინც ცდილობდნენ მტრის
მოგერიებას; ვისაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, შეუჩერებლად ისროდა,
თითოეულ ნასროლს ყვირილს აყოლებდა; ისინი, ვისაც მხოლოდ დანა თუ მაჩეტე
გააჩნდა, ან არბალეტი ეჭირა, რომლებითაც სერტანელები იხვებსა და ირმებზე
ნადირობდნენ, ხოლო ანტონიუ ვილანოვა ათობით ასეთ არბალეტს უკვეთდა
კანუდუსის ხუროებს, მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდნენ, რომ კარაბინებს
ტენიდნენ, დენთს უყრიდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, მათთვის ხელში
მოკლულების იარაღი ჩაეგდო, ან მტერი ისე ახლოს მოეშვა, რომ ხელჩართულ
ბრძოლაზე გადასვლის საშუალება მისცემოდათ.
არც ერთი ქვემეხი არ ჩერდებოდა, ფერდობის დაბომბვას განაგრძობდა და
დამსკდარი ლოდების წვეტიანი ნამტვრევები მეამბოხეებს არანაკლებ ზიანს
აყენებდა, ვიდრე იერიშზე გადმოსულთა ტყვიები. საღამოსკენ, როდესაც ლურჯ-
წითელ და ლურჯ-მწვანე ფორმებში გამოწყობილი ფიგურები ზედ თავდაცვის ხაზზე
დაილანდნენ და ის ზოგან გადაკვეთეს კიდეც, ჟუაუ მოციქულმა უკან დახევა ბრძანა,
რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, გარშემორტყმულნი აღმოჩენილიყვნენ.
კანუდუსის დამცველებს შორის რამდენიმე ათეული მოკლული იყო და კიდევ უფრო
მეტი – დაჭრილი. ვისაც ბრძანების მოსმენისა და შესრულების თავი კიდევ ჰქონდა,
მხოლოდ ნახევარიღა დარჩენილიყო იმათგან, ვინც განთიადისას ბელუ-მონტიდან
მტრის შესახვედრად მოიჩქაროდა. ბრძანების თანახმად, მათ ტაბულერინიუს
სახელით ცნობილი ველით დაიხიეს ბელუ-მონტისაკენ. ჯოხზე დაყრდნობილი ჟოზე
ვენანსიუ დამსხვრეულ, გასისხლიანებულ ფეხს უკანა რიგებში მიათრევდა, როდესაც
ზურგში კიდევ ერთი ტყვია მოხვდა და ისე მოკვდა, რომ პირჯვრის გადაწერაც ვერ
მოასწრო.
მოძღვარს დაუმთავრებელი ტაძარი არც დაუტოვებია: „მორჩილებთან“, მარია
კუადრადუსთან, ნეტართან, ნატუბელ ლეონთან და უამრავ „რჩეულთან“ ერთად
ლოცვა არ შეუწყვეტია, თუმცა ჩრდილოეთის ქარს დროდადრო მათ ყურამდე
გარკვევით მოჰქონდა ბრძოლის ხმები, და მაშინ, მხოლოდ წამით, სიტყვები პირზე
აცივდებოდათ. პედრაუს, ვილანოვას, ჟუაკინ მაკამბირას და დანარჩენებს, რომლებიც
კანუდუსში ქალაქის დასაცავად ვაზა-ბარისის ნაპირებზე იყვნენ განლაგებულები,
მდინარესთან მთელი დარჩენილი იარაღი და ტყვია - წამალი მიეტანათ. როდესაც
ბებერმა მაკამბირამ ვენანსიუს რაზმიდან პირველი უკან დახეულები დაინახა,
ცხვირში ჩაიდუდღუნა, ალბათ ღმერთს უნდა, რომ ბინძური ძაღლები იერუსალიმში

მკითხველთა ლიგა
შემოვიდნენო. მაკამბირას ვერც ერთმა შვილმა ვერ გაბედა ეკითხა, ეს სიტყვები
რატომ წარმოთქვიო.
მაგრამ ბინძური ძაღლები კანუდუსში არ შესულან. ბრძოლის ბედი იმავე დღეს
გადაწყდა, დაღამებამდე, ტაბულერინიუს ველზე. მას მერე, რაც მთის ფერდობებიდან
გამოქცეული ამბოხებულები დაინახეს, მაიორ ფებრონიუ დე ბრიტუს სამი კოლონის
ბრძოლით დაღლილი და ბედნიერი ჯარისკაცები მიწაზე ეყარნენ და იცოდნენ, რომ
იქ, სადაც ნახევარლიგის მანძილზე ერთმანეთზე უწესრიგოდ მიჯრილიყვნენ ჩალით
დახურული ქოხების სახურავები, სადაც ქვით ნაშენი ორი გუმბათი მოჩანდა, მათ
გამარჯვების ჯილდო – ალაფი ელოდათ. ამასობაში კი გადარჩენილი ამბოხებულები
კანუდუსში შედიოდნენ და მათ შესვლას არეულობა, მოთქმა-გოდება, გამწარებული
წყევლა და ლოცვა მიაცილებდათ. ჯარისკაცები, ვინც სად იდგა, იქ გაგორდა მიწაზე,
ფორმები შეიხსნეს, გამაშები გაიხადეს. ბრძოლითა და მთაზე გადასვლით ისე იყვნენ
გასავათებულები, რომ ერთმანეთისთვის სიხარულის გაზიარების თავიც კი აღარ
შერჩენოდათ. მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუმ თავისი თოთხმეტი ოფიცერი სამხედრო
საბჭოზე იხმო. საბჭოზე ერთხმად გადაწყვიტეს, ერთდღიანი დასვენება არარსებული
ტბის სანაპიროზე მოეწყოთ, რომელიც რუკაზე კიპუს სახელით იყო აღნიშნული,
ხოლო იმ დღის აღსანიშნავად იმ ადგილისთვის სახელი შეეცვალათ და „სისხლიანი
ტბა“ დაერქმიათ. ფანატიკოსების ბუდეზე შეტევა მომდევნო დილით, მზის პირველ
სხივებთან ერთად უნდა დაწყებულიყო.
მაგრამ უკვე ერთი საათის შემდეგ, როდესაც ლეიტენანტებს, სერჟანტებსა და
კაპრალებს შეთხელებული ასეულების შემოწმება ჯერაც არ დაესრულებინათ, ჯერ
არც დაღუპულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები იყო
ბოლომდე შედგენილი, ჯარს ჩამორჩენილ არიერგარდის რაზმს მთის ფერდობიდან
ბოლომდე არ ჩამოევაკებინა, რომ ფანატიკოსები მათ თავს თვითონ დაესხნენ.
ავადმყოფები და ჯანმრთელები, კაცები და ქალები ბავშვები და მოხუცები - ყველა,
ვისაც ბრძოლა შეეძლო, ჯარისკაცებისკენ თოვლის ზვავივით დაძრულიყო. ჟუაუ
მოციქულმა თავისიანებს აუხსნა, რომ თუკი მტერს მაშინვე, ყველა ერთად არ
დაარტყამდა, მერე წინააღმდეგობის გამწევი აღარავინ დარჩებოდა. აუხსნა და მთელი
უზარმაზარი აღრიალებული ბრბო თან ნახირივით გაიყოლა. ქრისტეს,
ღვთისმშობლისა და წმინდანების ყველა ხატი, რაც კი ქალაქში მოიძიეს, თან
მიჰქონდათ, თან მიჰქონდათ ასევე კანუდუსის ყველა მარგილი, ფიწალი, ორთითა,
ნამგალი, დანა თუ მაჩეტე, კაჟიანი თოფები, კარაბინები, უაუაში მტრისთვის
წართმეული „მანლიხერები“. ყველა ერთად ისროდა. ტყვიების წვიმა, ლურსმნები,
რკინის ნაჭრები, ქვები, ისრები - ყველაფერი ერთად მიფრინავდა მტრისკენ და
საშინელ ხმებს გამოსცემდა. შეუპოვარი სიმამაცე სერტანელებს დაბადებიდანვე თან
დაჰყოლოდათ, ახლა კი ამ გამბედაობას ღვთის სიყვარული და ბნელეთის
მოციქულის ზიზღიც დაემატა. ერთიც და მეორეც მათ თავიანთმა წმინდანმა
შთაუნერგა. ჯარისკაცებს გონს მოსვლის საშუალება არ მისცეს; ჯერ ისევ
გახევებულები შესცქეროდნენ, როგორ მოიწევდა ყურთასმენის წამღები ღრიალით
მათკენ ეს უჩვეულო ბრბო ქალების და კაცებისა, რომლებიც დამარცხებულებს
სულაც არ ჰგავდნენ, ხოლო როცა შიშმა გაოგნებიდან გამოაფხიზლა, აზრზე მოიყვანა,
ფეხზე წამოაგდო, აიძულა, იარაღს სცემოდნენ, უკვე გვიანი იყო: წინ, უკან,
შუაში,ზემოდან – ყველგან ჟაგუნსუები იყვნენ, იარაღსა და ქვებს ესროდნენ,
ჭრიდნენ, სცემდნენ, კბენდნენ, სახეს უკაწრავდნენ, თმას აგლეჯდნენ, იარაღს
ართმევდნენ, სავაზნეებს აწყვეტდნენ და შეუჩერებლივ, მანამდე გაუგონარ წყევლა-
კრულვას დასძახოდნენ. და, აი, ჯერ ერთმა ჯარისკაცმა, შემდეგ მეორემ, შემდეგ
მკითხველთა ლიგა
ყველამ უკან დახევა დაიწყო. დაბნეულები, შეძრწუნებულები, გაოგნებულები
გარბოდნენ მტრების ასეთი ველური, მოულოდნელი თავდასხმით, მტრების,
რომლებიც ადამიანებს არც კი ჰგავდნენ. როდესაც ცეცხლოვანი დისკო მთებს
მიეფარა და ბინდი ჩამოწვა, ჯარისკაცებმა ცალ-ცალკე, ორ-ორმა, სამ-სამმა სწორედ
იმ კამბაიუს მთის ფერდობისკენ დაიწყეს გზის გაკვლევა, რომელზეც მთელი ამ
დაუსრულებელი მტანჯველი დღის მანძილზე ადიოდნენ. ზოგი სად მიეხეტა და
ზოგი სად, ეცემოდნენ, დგებოდნენ, ფორმებს იგლეჯდნენ, ლოცულობდნენ, რომ
მალე დაღამებულიყო და ღამე ძალიან ბნელი ყოფილიყო.
შეიძლებოდა უკლებლივ ყველა იქ ჩაწოლილიყო მიწაში, ვერც ერთი ჯარისკაცი,
ვერც ერთი ოფიცერი – ვერავინ გადარჩენილიყო, ვინც სამყაროს იმ ბრძოლის,
გამარჯვებისა და ამ გამარჯვების უეცრად დამარცხებად შეტრიალების ამბავს
მიუტანდა; ამბოხებულებს შეეძლოთ უკან დასდევნებოდნენ, დასწეოდნენ, ალყა
შემოერტყათ და ყველანი ერთიანად გაეჟუჟათ – ხუთასივე კაცი, რომლებიც
უკანმოუხედავად გარბოდნენ, რადგან შიში და თავზარდაცემა მიერეკებოდა, მაგრამ
გამარჯვებულებმა არ იცოდნენ, რომ ომის კანონი მათ მოწინააღმდეგის სრული
განადგურების საშუალებას აძლევდა. იესო ქრისტეს „რჩეულნი“ სხვა კანონებით
ცხოვრობდნენ და მათი კანონები ამა სოფლისა არ გახლდათ. ეს ომი მხოლოდ ერთი
შეხედვით იყო ომი, გარეგნულად, ომი მუნდირებისა ძონძების წინააღმდეგ,
სანაპირო ზოლისა – სერტანების წინააღმდეგ, ახალი ბრაზილიისა – ტრადიციულ
ბრაზილიასთან, ომი ამ სიტყვის საერთოდ მიღებული გაგებით. ყველა ამბოხებულს
მტკიცედ სწამდა, რომ ისინი სიკეთისა და ბოროტების მარადიული, დროის
მიღმიერი ჯარის თავგანწირული მებრძოლები იყვნენ, რომლებიც ბოროტების
წინააღმდეგ სიკეთის გასამარჯვებლად იბრძოდნენ და ეს დიდი ომი დროთა
საწყისიდან, სამყაროს შექმნიდან იწყებოდა და იმ დღეებშიც გრძელდებოდა. ამიტომ
გაქცეულებს არ გამოსდევნებიან, ბოლომდე არ გაუჟუჟავთ, მაშხალები დაანთეს და
თავიანთ დაღუპულ და დაჭრილ ძმებს დაუწყეს ძებნა, რომელთა გვამებითაც
კამბაიუს ველი იყო მოფენილი, სახეებზე ტანჯვისა თუ უფლის სიყვარულის
გამომეტყველება რომ ჰქონდათ შეყინული (თუკი სახეები საერთოდ შერჩენოდათ).
დაჭრილებს მთელი ღამე - მოწყალების სახლებში, უკვე განბანილ, გაპატიოსნებულ
დაღუპულებს კი სახელდახელოდ შეკრული კუბოებით იესო ქრისტეს ტაძარში და
წმინდა ანტონიუს ეკლესიაში მიასვენებდნენ. მოძღვარმა აკრძალა მათი დაკრძალვა,
სანამ წესის ასაგებად და მათი სულის საცხონებლად კუმბიდან პადრე არ
ჩამოვიდოდა და პანაშვიდს არ გადაიხდიდა, ამიტომ, „წმინდა ქოროს“ ერთ-ერთი
„მორჩილი“, ალეშანდრინია კორეა პადრეს ჩამოსაყვანად გაემართა.
ამასობაში, ანტონიუ მეცეცხლემ ფოიერვერკები მოამზადა და მსვლელობა მოაწყო.
მეორე დღეს „რჩეულები“ ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ. ჯარისკაცებს ტანისამოსი
გახადეს და მათი გვამები დაუმარხავად დატოვეს გასახრწნელად, კანუდუსის
მოედანზე დიდი კოცონი გააჩაღეს და, როგორც უკეთურთა სამოსი, ჯარისკაცთა
ფორმები დაწვეს. იმ ფორმებთან ერთად ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს ჯიბეებში
ჰქონდათ – რესპუბლიკის ფული, თამბაქოს კოლოფები, ფოტოსურათები,
შეყვარებულებისა თუ ქალიშვილების სამახსოვროდ წამოღებული თმის კულულები
– ისინიც ცეცხლის ალში დაიფერფლა. იარაღს, თოფებს, შაშხანებს, ტყვიებს, ხიშტებს
რაც შეეხება, ჟუაუ მოციქულის, დაღიანის, ძმები ვილანოვების დავალებით
ყველაფერი წამოიღეს და შეინახეს, რადგან კარგად ესმოდათ ახალი თავდასხმის
შემთხვევაში უიმათოდ თავს ვერ დაიცავდნენ. ზოგიერთები ამაზეც ჯიუტობდნენ,
ასე რომ, თავად მოძღვრის ჩარევა გახდა საჭირო იმისათვის, რომ „მანლიხერები“,
მკითხველთა ლიგა
„ვინჩესტერები“, რევოლვერები, ვაზნებიანი ყუთები, პატრონტაშები და სამხედრო
ზურგჩანთები და შაშხიც კი, კოცონში კი არა, ანტონიუ ვილანოვას ფარდულში
აღმოჩენილიყო. „კრუპის“ ორივე ქვემეხი კამბაიუსთან დატოვეს, იმავე ადგილას,
საიდანაც მთას ესროდნენ. ყველაფერი, რის დაწვაც შეიძლებოდა, დაიწვა, –
ბორბლებიც და ლაფეტებიც კი – ქვემეხების ლულები კი ჯორების დახმარებით
ქალაქში წაათრიეს გადასადნობად,
რანშუს დას პედრასში მდებარე ერთ ქოხში, სადაც ადრე მაიორი ფებრონიუ დი
ბრიტუს შტაბი იყო განთავსებული, პედრაუს ხალხმა აღმოაჩინა ექვსი მშიერი
გაბურძგნილი ქალი, რომლებიც ექსპედიციას ახლდნენ, ჯარისკაცებს სარეცხს
ურეცხავდნენ, საჭმელს უმზადებდნენ და საველე სიყვარულს ჩუქნიდნენ. ისინი
კანუდუსში წაიყვანეს, მაგრამ ნეტარს მათი გადაწყვეტილება არ მოეწონა და
განაცხადა, ესენი ბელუ-მონტიში ვერ დარჩებიან, რადგან ანტიქრისტეს საკუთარი
ნებით ემსახურებოდნენო. ერთ-ერთი ქალი ორსულად აღმოჩნდა. ჟოზე ვენანსიუს
ბანდიდან თავიანთი მეთაურის დაღუპვით უნუგეშოდ დამწუხრებულმა ორმა
კაფუზუმ ის ქალი დაიჭირა, კანუდუსის გარეუბანში მუცელი მაჩეტეთი გაუფატრეს,
ნაყოფი გამოუღეს და მის ნაცვლად ცოცხალი მამალი ჩაუსვეს, დარწმუნებულებმა,
რომ საიქიოში ვენანსიუს ამით ღირსეული პატივი მიაგეს.

გაუგებარი სიტყვები ესმის, შემდეგ ორჯერ-სამჯერ ყურს კაიფასის სახელი სწვდება


და თავს ძალას ატანს, რომ ქუთუთოები ასწიოს. ჰამაკთან თავს რუფინუს ცოლი
ადგას, ტუჩები უმოძრავებს, რაღაცას ეუბნება. მზე უკვე მაღლაა ასული: მზის
სინათლეს ეზო გაუჩახჩახებია, კარსა და კედლების ჭუჭრუტანებშიც აღწევს და
ოთახს სინათლით ავსებს. შუქი თვალს ისე სჭრის, რომ, სანამ ადგება, გალი თვალებს
წკურავს. თვალწინ ნისლივით ბუნდოვან ლანდებს არჩევს, მაგრამ უკვე
გაღვიძებულია, ამიტომ სამყარო ნელ-ნელა ისევ მკვეთრ მონახაზებს იძენს და მისი
თვალიც და გონებაც უცებ ამჩნევს, რომ ირგვლივ ბევრი რამაა შეცვლილი: იატაკი,
კედლები, ნივთები – დაგვილია, გასუფთავებული, მილაგებული, ყველაფერი
ბრწყინავს და ბრჭყვიალებს. მხოლოდ ახლა აღწევს მის გონებამდე, რასაც ჟურემა
ეუბნება: – კაიფასი ჩამოვიდა, კაიფასი ჩამოვიდა, – ამჩნევს, რომ ქალს დახეული კაბა
გამოუცვლია, ახლა ბლუზა და მუქი ქვედაბოლო აცვია, რომ ფეხშიშველია, რომ
სახეზე შიში აღბეჭდვია. ცდილობს, გაიხსენოს, გარიჟრაჟზე რევოლვერი სად
ამოუვარდა და მაშინვე ახსენდება: საშიში არაფერია, ეს ხომ ის ადამიანია, რომელმაც
ეპამინონდას გონსალვისთან მიიყვანა, შემდეგ კი მასთან ერთად იარაღი ჩაიტანა
კეიმადასში. ახლა ამქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ ის სჭირდება. აი, რევოლვერიც:
ჩემოდანთან გდია, ლაპის ღვთისმშობლის ხატის ქვეშ. გალი იხრება, იატაკიდან
იარაღს იღებს და სანამ მოაგონდება, რომ იმ სროლის დროს ყველა ვაზნა დაცალა,
კარში კაიფასის სილუეტი აღიმართება.
–They tried to kill me, – ნაჩქარევად ამბობს გალი და მაშინვე პორტუგალიურზე
გადადის, – ჩემი მოკვლა უნდოდათ. იარაღი გაიტაცეს. სასწრაფოდ ეპამინონდას
გონსალვისი უნდა ვნახო.
– დილა მშვიდობისა, – პასუხობს კაიფასი, ორი თითი ტყავის სომბრეროსთან
მიაქვს, თუმცა ქუდს არ იხდის, ჟურემასკენ – გალის აზრით, უადგილოდ –
ცერემონიულად მიიწევს, შემდეგ გალისკენ ტრიალდება, იმავე მოძრაობით ესალმება
და იმეორებს: – დილა მშვიდობისა.
– დილა მშვიდობისა, – პასუხობს გალი და ხვდება, ალბათ რა სასაცილოდ
გამოიყურება ხელში რევოლვერით. იარაღს ქამარში ნაჩქარევად მალავს. კაიფასთან
მკითხველთა ლიგა
უფრო ახლოს მიდის, იმაზე ფიქრობს, რა დღეში ჩააგდო მისმა მოსვლამ ჟურემა,
რომელიც ადგილზეა გაქვავებული, თვალები დაუხრია და არ იცის, ხელები სად
წაიღოს. გალი ჭიშკრისკენ უთითებს:
– გარეთ მოკლულები ნახე? ერთმა გაქცევა და იარაღის წაღება მოახერხა, რაც
შეიძლება სწრაფად უნდა გავაფრთხილოთ გონსალვისი. მასთან წამიყვანე.
– ვნახე, – უბრალოდ პასუხობს კაიფასი და ჟურემასკენ დგამს ნაბიჯს (ჟურემა ისევ
ერთ ადგილს მიჰყინვია, შეშინებულს ხელები ციებიანივით უცახცახებს) და დასძენს:
– კეიმადასში ჯარისკაცები არიან, ხუთასზე მეტი. მეგზურს ეძებენ, კანუდუსში
წასვლას აპირებენ. ვისაც თავისი ნებით არ უნდა, ძალით წაიყვანენ. რუფინუს
გაფრთხილება მინდოდა.
– შინ არ არის, – თავაუწევლად ბუტბუტებს ჟურემა, – ჟაკობინაში წავიდა.
– ჯარისკაცები? – გალი მოსულს ისე უახლოვდება, რომ ლამის დაეჯახოს, – მაიორ
ბრიტუს ექსპედიცია უკვე აქ არის?
– მოედანზე ეწყობიან. პარადის გამართვას აპირებენ, – თავს უქნევს კაიფასი, – ამ
დილით მატარებლით ჩამობარგდნენ.
გალს უკვირს, კაიფასს იმ ორი დახოცილის ამბავი რატომ არ უკვირს, რატომ
არაფერს ეკითხება, რატომ არ ინტერესდება, გარიჟრაჟზე რა მოხდა და როგორ მოხდა,
ასეთი აუღელვებელი, მშვიდი, გულგრილი რატომაა, რას ელოდება, და საერთოდ რა
ხდება? თავში კვლავ ის აზრი უმტკიცდება, რომ აქაური ხალხიც ისეთივე იდუმალი,
მიუწვდომელი და შეუვალია, როგორიც ჩინელები ან ინდოელები. კაიფასი სუსტი და
კაფანდარა კაცია, ყვრიმალებიანი სახე აქვს, ღვინისფერი თვალები კი უჩინოს
მიუგავს, რადგან არასოდეს ახამხამებს; გალს მისი ხმა ლამის პირველად ესმის, იქითა
გზაზე და უკან ერთი სიტყვაც არ დასცდენია; ტყავის ქურთუკი, უკანალზე და ფეხებს
შორის ტყავამოკერილი შარვალი აცვია, სანდლებიც კი რაღაცნაირი უხეში ქერეჭისას
მიუგავს, დამცავი საფარით, ჯავშნიანს, თითქოს ისიც მისი სხეულის ნაწილიაო.
ჟურემა რაღამ დააბნია ასე, მისმა მოსვლამ ასე რატომ შეაშინა? იქნებ იმან, რაც მათ
შორის გარიჟრაჟზე მოხდა? ბანჯგვლიანი ძაღლი, რომელიც ღმერთმა იცის, საიდან
გამოჩნდა, ხტის, ჟურემას ეგლასუნება, ფეხებზე ელაქუცება. გალი კი მხოლოდ ახლა
ამჩნევს, რომ ქათმები სადღაც გამქრალან.
– სამი დავინახე, ერთი გაიქცა და იარაღიანი ფორანიც თან წაიღო, – ამბობს გალი
და თან ხელს გაბურძგნილ ჟღალ წვერზე ისვამს, – ეს ამბავი ეპამინონდასს რაც
შეიძლება სწრაფად უნდა შევატყობინოთ, მისთვის საშიშია. შეგიძლია, იმ ფაზენდაში
წამიყვანო?
– იქ არ არის, – პასუხობს კაიფასი, – არ გაგიგიათ? გუშინ თქვა, ბაიაში წავალო.
– ჰო! – ამბობს გალი. გამოდის, რომ ვერაფერს გააწყობს, ბაიაში მოუწევს
დაბრუნება. „ჯარისკაცები უკვე აქ არიან, – ფიქრობს იგი, – ეს გამოყოლილი
მოთენთილობა ბოლომდე უნდა ჩამოვიბერტყო და უნდა წავიდე“. მაგრამ
ადგილიდან არ იძვრის.
– ალბათ გუბერნატორის ან ბარონის ხალხი იყო, ეპამინონდასის მტრების, –
კაიფასს მიმართავს, თუმცა საკუთარ თავს ელაპარაკება, – მაგრამ მაშინ აქ
გვარდიელები რატომ არ გამოგზავნეს? ეს სამნი ხომ ჟანდარმებს არ ჰგავდნენ ან
იქნებ, უბრალოდ, ავაზაკები იყვნენ, იარაღს დახარბდნენ და ან თავიანთთვის წაიღეს,
ან გასაყიდად.
ჟურემა ისევ ისე გაუნძრევლად დგას, თავჩახრილი, მისგან ერთი მეტრის
მოშორებით კი აუღელვებელი, შეუვალი, მშვიდი კაიფასი დაყუდებულა. ძაღლი
მიწაზე გორავს, ქასქასებს.
მკითხველთა ლიგა
– უცნაურია, – განაგრძობს ხმამაღლა მსჯელობას გალი, გულში კი ფიქრობს, რომ
სადმე უნდა დაიმალოს, მოიცადოს, სანამ ჯარისკაცები გზას არ განაგრძობენ, შემდეგ
სალვადორში დაბრუნდეს და ის, რომ მაიორ ბრიტუს ჯარი უკვე აქ არის, აქედან
ორიოდ კილომეტრზე და კანუდუსისკენ მიემართება, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ
გასრესა ემუქრება სტიქიური ამბოხის იმ ყლორტს, რომლის თაობაზეც იგი, გალი,
შეიძლება, თავს იტყუებდა და რომელშიც უნდოდა, რევოლუციის ჩანასახი დაენახა, –
უცნაურია, მხოლოდ იარაღის წაღება კი არა, აშკარად ჩემი მოკვლა უნდოდათ. არ
მესმის! ვის უნდა სჭირდებოდეს ჩემი აქ, კეიმადასში მოკვლა?
– მე, სენიორ, – ესმის კაიფასის აუღელვებელი ხმა და ყელზე მაშინვე დანის პირის
სიცივეს გრძნობს. მაგრამ ნაცადი სიმკვირცხლით ასწრებს თავის უცებ გვერდით
გაწევას და დანა ყელში კი არა, ქვემოთ, სადღაც კისერსა და მარჯვენა მხარს შორის
ერჭობა. გალს ტკივილზე მეტად უეცარი სიცივე და გაოცება ეუფლება. ძირს
გულაღმა ეცემა, ჭრილობას ხელით ეხება და აცნობიერებს, როგორ ჩამოსდის
თითებზე სისხლი და ფართოდ გახელილ თვალს არ აშორებს ტყავში ჩაცმულ კაცს,
რომელსაც ბიბლიური სახელი ჰქვია. ის კი სულაც არ შეცვლილა, არც აღელვება
ეტყობა, მხოლოდ მღვრიე თვალებში უკრთის უცხო ნაპერწკალი. მარცხენა ხელში
გასისხლიანებული დანა უჭირავს, მარჯვენაში პატარა რევოლვერის სადაფის კოტა.
გალს თავში უმიზნებს და ოდნავ წინ გადმოხრილი ისე ეუბნება, თითქოს უხსნისო:
– პოლკოვნიკმა ეპამინონდას გონსალვისმა ასე ბრძანა, სენიორ. ამ დილით იარაღი
მე წავიღე. თქვენ ჩემი ხალხი დახოცეთ.
– ეპამინონდას გონსალვისმა? – ხრიალებს გალი და ახლა ყელს აუტანელი
ტკივილი უსერავს.
– ინგლისელის გვამია საჭირო, – თითქოს ბოდიშობსო, ისე წარმოთქვამს კაიფასი,
სასხლეტს თითს აჭერს და გალი, რომელიც სრულიად გაუაზრებლად ასწრებს თავი
ძირს დახაროს, ყბაში მწველ ტკივილს გრძნობს. ეჩვენება, თითქოს ვიღაც ყურზე
ძალით ექაჩება.
– მე შოტლანდიელი ვარ, ინგლისელებს ვერ ვიტან, – ჩურჩულებს იგი და ხვდება,
რომ ახლა გასროლის ხმას გაიგონებს, ტყვია შუბლს გაუხვრეტს, ან პირს, ან სულაც
გულს, გრძნობას დაკარგავს, მოკვდება, მაგრამ იმწამს, როცა კაიფასი რევოლვერიან
ხელს ისევ სწევს, ჟურემა გამწარებული ზედ ახტება, ებღაუჭება, წონასწორობას
აკარგვინებს. გალი ვერაფრის გაფიქრებას ვერ ასწრებს, უბრალოდ, ძალების ისეთ
მოზღვავებას გრძნობს, რაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ფეხზე დგება და კაიფასს
ისიც ზედ ახტება, ჭრილობა ცეცხლმოდებულივით ეწვის, იქიდან სისხლი
გადმოჩქეფს. სანამ ფიქრს დაიწყებს და იმის გააზრებას შეეცდება, თუ რა მოხდა, რამ
გადაარჩინა, რაც ძალი და ღონე შერჩენია, კაიფასს ეცემა და თავში რევოლვერის ტარს
ურტყამს. კაიფასი კი, გრძნობის დაკარგვამდე თავს რომ იცავს, მის დარტყმებს რომ
იგერიებს, გალს კი არა, ჟურემას უყურებს და მის მზერაში არც სიბრაზეა, არც
სიძულვილი, არამედ მხოლოდ უკიდეგანო გაოცება, თითქოს ვერაფრით მიმხვდარა,
ჟურემა რატომ ეცა, ხელში რატომ ჩააფრინდა, გალს წამოდგომის დრო რატომ მისცაო.
მაგრამ, აი, კაიფასი – წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევს, ცემით
სახედათეთქვილი, საკუთარი და სხვისი სისხლით მოთხვრილი ბოლოს და ბოლოს
დანასაც და რევოლვერსაც ხელს უშვებს, გალი იარაღს მაშინვე აიტაცებს და ის-ისაა
უნდა ესროლოს, რომ ჟურემა გამყინავი ხმით კივის, გალს ხელში სწორედ ისე
აფრინდება, როგორც რამდენიმე წუთის წინ კაიფასს ჩააფრინდა.

მკითხველთა ლიგა
–Don’t be afraid, – ჩურჩულებს გალი და გრძნობს, რომ შეწინააღმდეგების თავი
აღარ გააჩნია, – აქედან უნდა წავიდე. ახლა ჯარისკაცები მოვლენ, მომეხმარე,
უნაგირზე შევჯდე.
პირს რამდენჯერმე მიყოლებით აღებს და კუმავს. თითქოს სადაცაა კაიფასის
გვერდით დაენარცხებაო, მას კი სიცოცხლის ნიშნები უბრუნდება. ზედმეტი
დაძაბულობისგან მოხრილი ამჩნევს, რომ მხარი აუტანლად ეწვის, რომ ახლა
ძვლებიც სტკივა, ფრჩხილებიც, კანიც კი. ფეხარეული კარის თეთრად მოკიაფე
ლაქისკენ მიემართება და ფიქრობს. „ეპამინონდას გონსალვისი, – ფიქრობს,
– ინგლისელის გვამი ვყოფილვარ.“

კუმბის ახალი პადრე, დონ ჟუაკინი სოფელში ერთ ნისლიან საღამოს გამოჩნდა,
როდესაც სადაცაა ჭექა-ქუხილი და წვიმა უნდა დაწყებულიყო. მის პატივსაცემად
ზარებისთვის არ შემოუკრავთ, არც მაშხალები გაუშვიათ. იგი ხარებშებმული
ფორნით მოვიდა, ბარგად მოიყოლა მხოლოდ ძველი ჩემოდანი და ქოლგა, რომელიც
წვიმისა და მზისგან იფარავდა. შორი გზა ჰქონდა გამოვლილი პერნამბუკუს შტატის
ქალაქ ბენგალასიდან, სადაც ორ წელიწადს ეკლესიის წინამძღვრად იმსახურა.
შემდეგ ხმა დაირხა, ეპისკოპოსმა კუმბიში იმიტომ გამოამწესა, რომ
არასრულწლოვანი შეაცდინაო.
ახალი მრევლი მას სოფლის შესასვლელში დახვდა და ეკლესიის მოედნამდე
მიიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული, უსახურავო სახლი იდგა - იმ დროს,
როდესაც კუმბის პადრე ჰყავდა, სწორედ იქ ცხოვრობდა. ახლა სახლი ნაგავსაყრელად
და გაველურებული უპატრონო ცხოველების სადგომად ქცეულიყო. დონ ჟუაკინი
პირდაპირ უბიწო ჩასახების პატარა ეკლესიისკენ გაემართა, ჯერ კიდევ ვარგისი
რამდენიმე მერხი ერთმანეთს მიადგა, ზედ რაც ეცვა, იმითვე მიწვა და დაიძინა.
ამ ახალგაზრდა, ტანმორჩილი, ოდნავ ზურგში მოხრილი, მსუქანი კაცის
მხიარული და სანდომიანი გამომეტყველება ყველას მაშინვე თვალში მოუვიდა.
ტონზურისა და სუტანის მიუხედავად, ისეთ კაცს არ ჰგავდა, ვისი ფიქრებიც
ზეცისკენ უნდა ყოფილიყო მიპყრობილი; საკმარისი იყო, ერთხელ დალაპარაკებოდა
კაცი, რომ მაშინვე დარწმუნდებოდა: ხორცი, (განსაკუთრებით ქალისა) სულზე
არანაკლებად, და შეიძლება უფრო მეტადაც კი აინტერესებდა. კუმბის
მცხოვრებლებმა მაშინვე აუღეს ალღო, რომ ახალი მოძღვარი მათივე ცომისგან იყო
მოზელილი, და რომ მისი ჩამოსვლა სოფლელების ცხოვრებაში განსაკუთრებულ
ცვლილებებს არ შეიტანდა. სანამ პადრე რამდენიმე საათის ძილის შემდეგ
გაიღვიძებდა, ეკლესიის მოედანზე სოფლის მთელი მოსახლეობა შეიკრიბა. უკვე
გვიანი იყო; წვიმა ხან წყდებოდა, ხან უფრო წამოუშენდა; ნესტიან თბილ ჰაერში
განსაკუთრებით მკვეთრად გაისმოდა კუტკალიების ჭრიჭინი; ცა მთლიანად
ღრუბლებს დაეფარა. წარდგენის ცერემონია დაიწყო; მცხოვრებლები რიგრიგობით
მიდიოდნენ პადრესთან, ქალები ხელზე კოცნიდნენ, კაცები თავსაბურავებს
იხდიდნენ და მასთან მიახლოებისას საკუთარ სახელებს წარმოთქვამდნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ პადრე ჟუაკინმა ეს კოცნაობა შეწყვიტა და მრევლს
განუცხადა, შიმშილითა და წყურვილით ვკვდებიო. ამას რაც მოჰყვა, კაცს
ბრწყინვალე შვიდეულს მოაგონებდა: მოძღვარი სახლიდან სახლში გადადიოდა და
მასპინძლებიც, რაც ჰქონდათ, საუკეთესოთი უმასპინძლდებოდნენ. დილამ პადრე
ჟუაკინს ერთ-ერთი ტავერნის მაგიდასთან მოუსწრო: მხნედ და ცოცხლად
გამოიყურებოდა და კაბუკლუ მატიას დო ტავერისს გადასახადების შესახებ ცხარედ
ეკამათებოდა.
მკითხველთა ლიგა
მერე კი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს: წირვას ატარებდა, ბავშვებს ნათლავდა,
უფროსებისგან აღსარებას იღებდა, მომაკვდავებს აზიარებდა, მიცვალებულებს წესს
უგებდა, ჯვარს სწერდა ყველას, ახალგაზრდა წყვილებსაც და იმათაც, ვისაც დიდი
ხნის თანაცხოვრების შემდეგ უფლის წინაშე დაქორწინება გადაეწყვიტა. მრევლი
დიდი იყო, ამიტომაც სიარული ხშირად უწევდა. პადრე ჟუაკინი საქმიანი კაცი
გამოდგა და მოძღვრის ვალის მოხდაში თავს არ იზოგავდა. საფასურსაც საკმაოდ
ზომიერს იღებდა, თანხმდებოდა ნისიადაც ჩაეტარებინა რიტუალები, ზოგჯერ კი
ფულს საერთოდ არ იღებდა და თუკი რაიმე მომაკვდინებელი ცოდვა აწვა, ეს სიხარბე
ნამდვილად არ იყო. სამაგიეროდ, სხვა ცოდვები არ ყოფილა მისთვის უცხო.
მემამულისაგან შამფურზე შემწვარ ბატკანსაც და გლეხისგან ერთ მუჭა რაპადურასაც
ერთნაირი ხალისით შეექცეოდა, შინნახად მყრალ არაყსაც და წყლით გაზავებულ
ცეცხლივით ცხარე რომსაც ერთნაირი სიამოვნებით ყლურწავდა. რაც შეეხება ქალებს,
მასში არც წირპლიანი დედაბერი იწვევდა ზიზღს, არც ახალგაზრდა გოგონა,
რომელსაც ჯერ დედათა წესიც არ დასწყებოდა, არც დაბადებიდან ნაკლული,
რომელიც ბუნებას მეჭეჭებით, კურდღლის ტუჩით ან გონებასუსტობით
დაეჯილდოებინა – ყველას მიმართ ყურადღებიანი, თავაზიანი და ალერსიანი იყო,
ეკლესიის საკურთხევლის მოსართავად აუცილებლად ყველას იწვევდა.
დღესასწაულებსა და საღამოებზე სასმლით აღტყინებული და ლოყებაღაჟღაჟებული
ურცხვად სარგებლობდა თავისი სულიერი ქალიშვილების კეთილგანწყობით, ხოლო
მათი მამები, ქმრები და ძმები, ალბათ თვლიდნენ, რომ პადრე ჟუაკინს სოციალური
მდგომარეობა არ მისცემდა უფლებას, ამ ქალების ღირსებისთვის რამე
მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა და ამიტომ ის მოურიდებლობა, რომლის გამოც
სხვა ნებისმიერს მის ადგილას შეიძლება პასუხი სიცოცხლით ეგო, დაუსჯელად
რჩებოდა, მიუხედავად ამისა, როდესაც მოძღვარს კუმბიში ალეშანდრინია
კორეასთან მტკიცე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ყველამ შვებით ამოისუნთქა.
გოგონა ნათელმხილველად ითვლებოდა. ეს არაჩვეულებრივი ნიჭი ჯერ კიდევ
ბავშვობაში გამოაჩნდა, საშინელ გვალვიან წელიწადს, როდესაც კუმბის
სასოწარკვეთილმა მცხოვრებლებმა წყლის ძებნა დაიწყეს და ხან სად თხრიდნენ ჭებს
და ხან სად, ჯგუფებად დაყოფილნი დილიდან დაღამებამდე მიწას ჩასჩიჩინებდნენ,
ოღონდ კი სადმე რაღაც მიმჭკნარი ბალახის მაგვარი დაენახათ – ეს უტყუარ ნიშნად
მიაჩნდათ, რომ იქ მიწისქვეშა წყლები დიოდა. კაცების მხარდამხარ ქალები და
ბავშვებიც შრომობდნენ. მაგრამ რამდენიც უნდა ეთხარათ, მიწა არ ნამიანდებოდა.
ნიჩბებს შავი სილისა და ქვების მეტი არაფერი მოჰყვებოდა. და, აი, ერთხელ
ალეშანდრინიამ ისე დამაბნევლად და მხურვალედ დაიწყო ლაპარაკი, თითქოს
ვიღაც უხილავი ამ სიტყვებს ყურში ჩასჩურჩულებს, ის კი თქმას ვერ ასწრებსო. მამა
და რამდენიმე მთხრელი გააჩერა და ბრძანა, აქ კი არა,ზემოთ, მასაკარისკენ ამავალ
გზასთან გათხარეთო. ხალხმა მისი სიტყვები აინუნში არ ჩააგდო. მაგრამ გოგონა
თავისაზე იდგა, ფეხებს აბაკუნებდა და ხელებს ჰაერში ისე ასავსავებდა, თითქოს
შეპყრობილიაო, – კარგი, ერთი ორმო ამოვთხაროთ, – დათანხმდა ბოლოს მამა.
როდესაც კარნაიბისა და მასაკარის გზაგასაყარზე მოყვითალო ქვიან ნიადაგს
შეუდგნენ და შესამოწმებლად ჭა ამოთხარეს, ქვები და მიწის გორმახები ამოზიდეს,
დაინახეს, რომ წიაღი მუქდებოდა, სველდებოდა და, გლეხების სასიხარულოდ,
წყლით ჯერდებოდა. გვერდით კიდევ სამი ჭა ამოიღეს და კუმბის მოსახლეობას იმ
ორი დამღუპველი, გვალვიანი წელიწადის გადატანაში სწორედ ის ჭები დაეხმარა.
ის დღე იყო და, ალეშანდრინია კორეას მოწიწებითა და ცნობისმოყვარეობით
დაუწყეს ყურება, მისი მშობლები კი შეეცადნენ, ამ საოცარი ნიჭისგან რამე
მკითხველთა ლიგა
სარგებელი ენახათ: გოგონა მიუთითებდა, წყალი სად უნდა ეძებნათ, ხოლო
მშობლები ამაში გლეხებისა და მიწის მესაკუთრეებისგან ფულს იღებდნენ. მაგრამ
არაფერი გამოვიდა: გოგონა ხშირად ცდებოდა, წარუმატებელი ცდის შემდეგ კი
მაღლა აპრეხილ ცხვირს აქეთ-იქით ატრიალებდა და ამბობდა: არ ვიცი, არაფერი
მომდისო. თუმცა ხალხს წარუმატებლობა მალე ავიწყდებოდა, სამაგიეროდ, ყველა
წარმატება კარგად ახსოვდა და, შესაბამისად, მისდამი მოწიწებაც იზრდებოდა.
წინასწარმეტყველების ნიჭმა ალეშანდრინიას სახელი შეიძლება მოუტანა, მაგრამ
ბედნიერება – ვერა: რაც ის უცნაური ნიჭი გამოაჩნდა, გოგონასა და დანარჩენებს
შორის უხილავი ყრუ კედელი აღიმართა. ბავშვები ერიდებოდნენ, უფროსებმა არ
იცოდნენ, მასთან როგორ მოქცეულიყვნენ. როგორც საკვირველებას, ისე
უყურებდნენ, ჩაციებით ეკითხებოდნენ მომავალზე, იმაზე, ადამიანს სიკვდილის
შემდეგ რა ელოდა, ავადმყოფის სარეცელთან აჩოქებდნენ და მოითხოვდნენ, სნეული
ფეხზე დაეყენებინა. ალეშანდრინიას ყოველ მცდელობას, დანარჩენი გოგონებივით
ეცხოვრა, შედეგი არ გამოჰქონდა. მამაკაცები ყოველთვის ცდილობდნენ, მისგან თავი
შორს დაეჭირათ: საცეკვაოდ არ ეპატიჟებოდნენ, ფანჯრებთან სერენადებს არ
უმღეროდნენ და არავის აზრადაც არ მოსდიოდა, იგი ქალად ჩაეთვალა. მისი
შეყვარება წმიდათაწმიდას შებილწვად მიაჩნდათ.
ასე გადიოდა ცხოვრება, სანამ კუმბიში ახალი პადრე არ ჩამობრძანდა. როდესაც
საქმე ქალებს ეხებოდა, პადრე თავს მათ წმინდანებზე თუ სასწაულებრივ ნიჭზე
ლაქლაქით არ გააბეზრებინებდა. იმ დროისათვის ალეშანდრინია უკვე ოც წელს იყო
გადაცილებული. ტანკენარი, მაღალი, აპრეხილი, ცნობისმოყვარე ცხვირითა და
მოუსვენარი თვალებით. ოთხი უმცროსი დისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე
კარგა ხნის გათხოვილები და ცალკე დასახლებულნი იყვნენ, ის ისევ მშობლებთან,
კარჩაკეტილად და მარტოსულად ცხოვრობდა, რადგან ხალხში განსაკუთრებულ
კრძალვას იწვევდა, მან კი გულუბრყვილობისა და უბრალო ბუნების გამო არ იცოდა,
ამ დამოკიდებულებისაგან თავი როგორ დაეხსნა. ეკლესიაში მხოლოდ კვირაობით
დადიოდა, წირვაზე, სტუმრად თითქმის არასოდეს ეპატიჟებოდნენ (ხალხი
ფრთხილობდა, რომ ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალის სტუმრობა
მხიარულებას ჩაუმწარებდათ), ამიტომ პადრე ჟუაკინს იგი თავიდანვე არ გაუცნია.
მათი ურთიერთობა ალბათ ეკლესიის მოედნის ტოტებგაბარჯღული მანგოს
ჩრდილქვეშ დაიწყო, ან კუმბის ვიწრო ქუჩებში, სადაც პადრესა და
ნათელმხილველის გზები გამუდმებით იკვეთებოდა; მართალია, ჟუაკინი
ქალიშვილს გამომცდელად და მკაცრად უყურებდა, მაგრამ მის მხიარულ თვალებში
დაუფარავი აღფრთოვანება მაინც ბრწყინავდა, ხოლო კეთილი ღიმილი, რომელიც
ტუჩებზე აღებეჭდებოდა, თითქოს სთხოვდა, ამ სრულიად უადგილო
სიმკაცრისთვის თავი დაენებებინა. ალბათ ქალს თავად დაელაპარაკა პირველი,
თანაც რვა დეკემბერს, სოფლის დღესასწაულზე ჰკითხა რამე, ან იმით დაინტერესდა,
ღვთისმშობლის ლოცვებზე რატომ არასოდეს დადიხარო, ან თუნდაც იმით, როგორ
პოულობდა წყალს ნიადაგში. ქალიშვილი კი, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემისას არ
გაწითლდებოდა და თავპატიჟს არ დაიდებდა, მისთვის დამახასიათებელი
პირდაპირობით სწრაფად და გარკვევით უპასუხებდა. და ალბათ როდესაც ეს
შემთხვევითი შეხვედრები გახშირდა, რომლებსაც შემთხვევითიც აღარ ეთქმოდა,
საუბრის თემა ალბათ ჯერ ზოგადად ავაზაკებსა და პოლიციელებზე გავრცელებული
ამბები იყო, მერე სოფლის ჭორები, ვინ ვის ეპრანჭება და ვინ ვისზე რა თქვა, შემდეგ
კი ეს საუბრები სულ უფრო და უფრო გულღია გახდა და თავისუფალი ხასიათი
მიიღო.
მკითხველთა ლიგა
ფაქტია, რომ კუმბის მცხოვრებლები მთელ დღეს ირონიულად ბჭობდნენ იმ
ცვლილებებზე, რომლებიც ალეშანდრინიას დაეტყო: თუკი წინათ ეკლესიისკენ არც
კი იყურებოდა, ახლა მრევლის გულმხურვალე წევრი გამხდარიყო. ხალხი ხედავდა,
რა გულმოდგინედ წმენდდა ხოლმე დილაადრიან მერხებს, საკურთხეველს,
კარიბჭეს. დაუნახავთ პადრე ჟუაკინის სახლშიც, რომელსაც სამწყსოს დახმარებით
სახურავიც გასჩენოდა, კარიც და ფანჯრებზე მინებიც. იმაზე, რომ ამ გოგოსა და
პადრეს რაღაც მეტი აკავშირებდათ, ვიდრე წამიერი გატაცება იყო, ის შემთხვევაც
ადასტურებდა, რომ ერთხელ ალეშანდრინია მედგრად შევიდა ტავერნაში, სადაც
ნათლობის შემდეგ სრულიად განცხრომაში მყოფი პადრე ამხანაგებთან ერთად
გიტარაზე უკრავდა, მღეროდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
ალეშანდრინიას დანახვაზე პადრემ მეტყველების უნარი დაკარგა, გოგო კი
მიუახლოვდა და მტკიცედ წარმოთქვა: – თქვენ მოგაკითხეთ. გეყოფათ სმა. ახლავე
წამოდით, – და ისიც უსიტყვოდ დამორჩილდა.
იმ დროისათვის, როდესაც წმინდანი კუმბიში პირველად ჩავიდა, ალეშანდრინია
კორეა უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც პადრეს სახლში ცხოვრობდა. იქ მას შემდეგ
გადავიდა, რაც როზარიუდან პადრე დაჭრილი ჩამოიყვანეს: ჟუაუ სატანას ავაზაკებსა
და კაპიტან ჟერალდუ მასედუს პოლიციელებს შორის გამართულ ორთაბრძოლაში
შემთხვევით აღმოჩენილიყო და ტყვიით დაეჭრათ. ის დღე იყო და ალეშანდრინია იმ
სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, უკვე სამი შვილი ჰყავდათ, მაგრამ
სოფელში მათ ყველა მხოლოდ ალეშანდრინიას შვილებად მოიხსენიებდა, თავად
ქალი კი პადრე ჟუაკინის მეკუჭნავედ ითვლებოდა. მისი გამუდმებული იქ ყოფნა
ჟუაკინზე დადებითად მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის ძველ
ჩვეულებებზე უარის თქმას არც აპირებდა. თუ საკმარისზე მეტის დალევა მოუწევდა
და ხელს შფოთი დარევდა, ალეშანდრინიასთან ვინმეს აფრენდნენ და როგორც კი
თავის საყვარელს დაინახავდა, თითქოს ყელში წვეთიც არ გადასვლიაო, პადრე
მაშინვე ცხვარზე უფრო მორჩილი და თვინიერი ხდებოდა. შეიძლება ამიტომაც,
კუმბის მცხოვრებნი მათ ურთიერთობას რბილად უყურებდნენ, ხოლო წმინდანის
გამოჩენისას იგი თითქოს დაკანონებულიც კი ჰქონდათ: ალეშანდრინიას მშობლები
და დები მათთან სტუმრად დადიოდნენ და სრულიად თავისუფლად უწოდებდნენ
მათ შვილებს შვილიშვილებსა და დისშვილებს.
მაგრამ მოძღვრის პირველივე, საკურთხევლიდან წარმოთქმულმა ქადაგებამ, სადაც
ასვლის ნება მაღალ, კაფანდარა, მხრებამდე მოზრდილთმიან, იისფერმოსასხამიან და
თვალებანთებულ კაცს პადრე ჟუაკინმა შემწყნარებლური ღიმილით დართო,
გამსკდარი ჭურვის შთაბეჭდილება მოახდინა: ის კაცი მაშინვე უღირს პადრეებზე
ალაპარაკდა. ხალხით გაჭედილ ეკლესიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. არავის
შეუხედავს ამ დროს პადრე ჟუაკინისთვის, პირველ რიგში რომ იჯდა და ფართოდ
გახელილი უმოძრაო თვალები სადღაც შორს, ჯვარცმისა თუ თავისი
შერცხვენისთვის მიეშტერებინა. ცდილობდნენ, არც მესამე რიგში მჯდომი
ალეშანდრინია კორეასათვის შეეხედათ, ის კი, გაფითრებული, მქადაგებელს თვალს
არ აშორებდა. ბევრს მოეჩვენა, რომ ეს კაცი პადრე ჟუაკინის არაკეთილისმყოფლებმა
კუმბიში სპეციალურად გამოგზავნეს. ტაძრის ძველ კედლებსა და თაღოვან ჭერქვეშ
მისი სიტყვები მტკიცედ, შეუვალად გაისმოდა და თავლაფს ასხამდა ღვთის
მსახურებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი წოდებისა, სატანის მსახურებად
ქცეულიყვნენ. მქადაგებელი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოთვლიდა პადრე ჟუაკინის
ცოდვებს: არცხვენდა იმ ღვთის მსახურებს, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ
ზომიერების მაგალითი მიეცათ თავიანთი მრევლისათვის, გონების დაკარგვამდე
მკითხველთა ლიგა
თვრებოდნენ; იმის ნაცვლად, რომ მარხვა დაეცვათ და თავი თვითგვემით
განეწმინდათ, ძღომამდე იყორავდნენ მუცლებს, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ, მათ
გარშემო ხალხი რა გაჭირვებაში ცხოვრობდა; დავიწყებული ჰქონდათ უბიწოების
აღთქმა და გარყვნილებაში იყვნენ ჩაფლულები, აცდუნებდნენ მათ, ვინც უნდა
დაემოძღვრათ და ვისი დაღუპული სულებიც სატანას უბრძოლველად
ჩაბარდებოდნენ. როდესაც მრევლმა თვალის კუთხით თავის პადრეს გადახედა,
დაინახა, რომ იგი ისევ იმ პოზაში იყო გახევებული, თვალი კედლისთვის
გაეშტერებინა და სახე სინგურისფერი გახდომოდა. ყველაზე დაუჯერებლად კი ის
ეჩვენებოდათ (რამაც უამრავი მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია), რომ
მიუხედავად ყველაფრისა, პადრეს მოძღვრისთვის ეკლესიაში ქადაგება არ
აუკრძალავს და ისიც, სანამ კუმბიში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის შემდეგაც,
როდესაც სოფელში უკვე დიდი ამალის თანხლებით დაბრუნდა და მერეც, წლების
მანძილზე, თავის ქადაგებებს უბიწო ჩასახების საკურთხევლიდან თავისუფლად
განაგრძობდა. მართალია, იმ კაცის ქადაგებას წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ
პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, შემდგომში ეკლესიიდან გადიოდა.
სამაგიეროდ, მესამე რიგში ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ალეშანდრინიას წვეტიანი
ცხვირის დანახვა; ქალი გაფაციცებით უსმენდა, როგორ ატყდებოდა თავს მოძღვრის
რისხვა სიმდიდრის მოხვეჭისა და ნაყროვანების მომაკვდინებელ სურვილს
აყოლილებს, როგორ მოუწოდებდა ადამიანებს, მოკვდავი ხორცის მიმართ
სიმკაცრისა და დამცრობისაკენ, როგორ მოითხოვდა, რომ სული ლოცვითა და
თვითგვემით მარადისობაში გადასასვლელად განემზადებინათ. ყოფილი
ნათელმხილველი ამჟამად ღვთისმოსაობის მაგალითად ქცეულიყო. ქუჩებში,
წმინდანების ხატებიან ნიშებში სანთლებს ანთებდა, ყველაფრისგან მოწყვეტილი და
გარინდული, საკურთხევლის წინ ხანგრძლივად იდგა მუხლმოყრილი, ღარიბთა
დასახმარებლად და საეკლესიო წირვების ჩასატარებლად საქველმოქმედო
ღონისძიებებს აწყობდა. ერთხელ სახლიდან ისე გავიდა, რომ თმა შავ თავსაფარში
ჰქონდა დამალული და მკერდზე იესოს გამოსახულება ეკიდა. ამბობდნენ,
მართალია, ისევ პადრე ჟუაკინის სახლში ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის უკვე დიდი
ხანია ისეთი არაფერი ხდება, რასაც უფლის განაწყენება შეუძლიაო. როდესაც
მრევლმა გამბედაობა მოიკრიბა და პადრეს ალეშანდრინიას შესახებ ჰკითხა, მან
საუბარი ნაჩქარევად სხვა საგანზე გადაიტანა. ამჩნევდნენ, რომ საცოდავი ნაცემი
ძაღლივით დადიოდა, მართალია, ამქვეყნიურ სიამოვნებებზე უარს ისევ ვერ
ამბობდა, მაგრამ დამოკიდებულება იმ ქალის მიმართ, რომელიც ისევ იმ სახლში
ცხოვრობდა და მისი შვილების დედა იყო, აშკარად შეეცვალა; ყოველ შემთხვევაში,
ხალხის დასანახად, ისინი ერთმანეთს ისე ოფიციალურად ექცეოდნენ, თითქოს
შორეული ნაცნობები არიანო. მოძღვარმა, ცხადი იყო, მოახერხა, კუმბის პადრეს
სულში რაღაც სიმებს შეხებოდა. ეშინოდა პადრეს მოძღვრის? შურდა, თუ
ეცოდებოდა? მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყოველთვის, როდესაც კონსეილეირუ
კუმბიში გამოჩნდებოდა, პადრე ჟუაკინი მისგან აღსარებას იღებდა, აზიარებდა და
სანამ წმინდანი ქალაქში იყო, თავადაც ზომიერების, თავშეკავებისა და პატიოსნების
განსახიერება ხდებოდა.
ხოლო როდესაც მოძღვრის მორიგი გამოჩენისას ალეშანდრინიამ ყველაფერი
მიატოვა და „რჩეულებთან“ ერთად უკან გაჰყვა, კუმბიში ალბათ პადრე ჟუაკინი იყო
ერთადერთი, ვისაც მისი საქციელი არ გაჰკვირვებია.

მკითხველთა ლიგა
სიკვდილისა არასოდეს შინებია, არც ახლა ეშინოდა, მაგრამ, თუკი მართლაც ასე
იყო, მაშინ ხელები რატომ უცახცახებდა, რატომ კრუნჩხავდა ჟრჟოლა,
აგიზგიზებული კოცონის სიმხურვალე მის სისხლში ამ ყინულს რატომ ვერა და ვერ
ალხობდა, ოფლი რატომ ასხამდა? აღიარე, რომ შიშით კვდები, გალო! გეშინია,
სიკვდილი გზარავს, იმიტომაც გაჟრიალებს, იმიტომაც გასხამს ცივი ოფლი და ვერც
ცახცახს იჩერებ. საკუთარ თავს არ იცნობ, მეგობარო. მაგრამ იქნებ შეიცვალე კიდეც?
შენ ხომ მსგავსი არაფერი განგიცდია, არც მაშინ, როდესაც პარიზის ციხეში სულ
პატარა ბიჭი დახვრეტას ელოდი, არც მაშინ, როცა ბარსელონის ციხის
საავადმყოფოში იწექი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ბრიყვ ბურჟუებს ძალიან
უნდოდათ ცოცხალი და ჯანმრთელი ასულიყავი ეშაფოტზე და ფოლადის
საყელურით სასულე სამუდამოდ გადაგკეტვოდა. იქნებ კვდები, იქნებ შენმა ზარმა
ჩამოჰკრა, გალილეო გალი?!
ხომ ამბობენ, ვინც ეშაფოტზე ან ნაჯახის ქვეშ ჯალათის ხელით კვდება,
უკანასკნელ წამს სექსუალური აღგზნება ეუფლებაო? შენც ეგ ხომ არ გჭირს, გალო?
რა იდუმალი აზრი იმალება ამ მელოდრამატულ წვრილმანებში, რა უხილავი
კავშირი არსებობს სხეულსა და მოახლოებული სიკვდილის გაცნობიერებას შორის?
არადა, თურმე უეჭველად არსებობს, სხვაგვარად ის არ მოხდებოდა, რაც ამ დილით
გათენებისას მოხდა და წუთის წინ განმეორდა. წუთის? არა, უკვე რამდენიმე საათია
გასული. შუაღამე იყო, ცაზე უამრავი ვარსკვლავი ენთო. გახსოვს, კეიმადასის
სასტუმროში როგორ გელეოდა გული, ისე გინდოდა Etincelles de la Révolte -ში
გაგეგზავნა წერილი იმაზე, რომ აქ, ბრაზილიაში, ცის ლანდშაფტი დედამიწისაზე
ბევრად მრავალფეროვანია? იქნებ ადამიანები აქ ამიტომაც არიან ასეთი
რელიგიურები. ჟურემას ფშვინვა ჩაესმოდა, კიდევ ისიც, როგორ ტკაცუნებდა
ტოტები უკვე მინავლებული კოცონის ალზე. რა თქმა უნდა, სიკვდილის მოახლოებამ
აიძულა, ამ ქალზე ერთ დღეში ორჯერ ეხმარა ძალა. შიშისა და ხორციელი შიმშილის
უცნაური კავშირის ნიშანია – სხვა მიზეზები არ არსებობს. მაგრამ რატომ გადაარჩინა,
კაიფასს მის მოკვლაში ხელი რატომ შეუშალა? რატომ დაეხმარა უნაგირზე
შემჯდარიყო, თან რატომ გაჰყვა, ჭრილობები რატომ გადაუხვია? აქ რატომ არის? ასე
რატომ ექცევა კაცს, რომელიც, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უნდა ეზიზღებოდეს?
გაახსენდა, რა დამთრგუნველი, დაუოკებელი, უეცარი სასოწარკვეთილება
დაეუფლა, როდესაც ჩორთით მოჩაქჩაქე ჯორი ძირს მთელი ძალით დაენარცხა და
ისიც ჟურემასთან ერთად მიწაზე აღმოჩნდა. „ალბათ გული მწიფე ხილივით
გაუსკდა“, - გაიფიქრა მან. კეიმადასი ნეტა შორს არის? იმ მდინარეს რა ერქვა, სადაც
დაიბანა და ჭრილობები გადაიხვია, რიუ დო პეიში? რიაშუ და ონსა უკვე გავლილი
აქვთ, თუ ჯერ იქამდე არც ჩასულან? ან იქნებ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი?
თავში კითხვები უფუთფუთებდა, მაგრამ შიში აზრებს უბნევდა. შეეშინდა თუ არა,
როცა ჯორი წაიქცა, როცა იგრძნო, რომ თავადაც მიწას ენარცხებოდა? ჰო, ახსნაც ეს
იყო: შეეშინდა. მაშინვე დაასკვნა - ცხოველი იმიტომ კი არ მოკვდა, რომ სირბილს ვერ
გაუძლო, არამედ მდევრების ტყვიამ უწია, მდევრებისა, რომლებსაც ერთი სული
ჰქონდათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გალილეო გალი ინგლისელის გვამად
ექციათ. როგორც კი ამას მიხვდა, იმავე წამს, გაუცნობიერებლად, თავის დასაცავად,
ძირს დავარდნილ ქალს დაახტა. იმან რაღა იფიქრა? არანორმალურად ჩათვალა?
ეშმაკეულით შეპყრობილად? ასეთ მდგომარეობაში ქალის დაუფლება განა სრული
სიგიჟე არ იყო? როგორი დაბნეულობა გაკრთა ამ დროს ჟურემას თვალებში, რა
გაოგნება აღებეჭდა სახეზე, როდესაც გალის ხელებმა ტანსაცმლის შემოხევა დაუწყეს

მკითხველთა ლიგა
და მიხვდა, მისგან რა უნდოდა. ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, მაგრამ
ზიზღიც არ დაუმალავს არანაირად, უფრო სწორი იქნება ითქვას – გულგრილობა.
გაახსენდა მისი სხეულის უგრძნობი მორჩილება, რაც მხოლოდ ახლა გააცნობიერა,
მიწაზე მწოლარემ, როცა ცდილობდა, აბნეული ფიქრები მოეწესრიგებინა – ყელში
მოწოლილი განცდები, რომლებიც შეიძლებოდა შიში, ჟინი, დარდი თუ ეჭვი, ან
უბრალოდ დაბნეულობა, იმ მოვლენის, მახეში გაბმის ყრუ გამოძახილი ყოფილიყო.
თვალებში ოფლი ჩასდიოდა, მხარსა და ყელზე ჭრილობები ისე სტკიოდა, თითქოს
ისევ გაეხსნა, თითქოს მის სხეულს სასიცოცხლო ძალა სწორედ ამ ჭრილობებიდან
ეშრიტებაო და შედედებულ ბინდში ხედავდა, როგორ მივიდა ჟურემა დაცემულ
ჯორთან, როგორ გაუხილა თვალები, როგორ ჩახედა პირში. ხედავდა, როგორ
მოაგროვა ტოტები, ფოთლები, ფიჩხი და როგორ დაანთო კოცონი. ხედავდა, როგორ
მოიხსნა ქამრიდან დანა და ჯორს მდუმარედ როგორ ატყავებდა, როგორ აჭრიდა
წითელი ხორცის ნაჭრებს, როგორ აცვამდა წნელებზე და როგორ აწყობდა ცეცხლზე.
ისე იქცეოდა, თითქოს ჩვეულ საშინაო საქმეს აკეთებდა, თითქოს არაფერი
განსაკუთრებული არ მომხდარიყო, ის საშინელი ამბები, რასაც მისი ცხოვრება
ყირამალა დაეყენებინა. „ყველაზე იდუმალი ხალხია მსოფლიოში“, – გაიფიქრა
გალმა. „ფატალისტები, მიჩვეულები არიან, მორჩილად მიიღონ ყველაფერი, რასაც
მათ ბედისწერა გაუმზადებს: კარგიც, ცუდიც და შემზარავიც, – გაიფიქრა ისევ, - კი,
მისთვის ეს შემზარავი შენ ხარ, გალი.“
შეძლო წამოწევა, შემდეგ რამდენიმე ყლუპი წყალი დალია და გაჭირვებით, რადგან
ყელი საშინლად სტკიოდა, მოახერხა ხორცის რამდენიმე ნაჭერი გადაეყლაპა. გემო
საოცრად დახვეწილად მოეჩვენა. ჭამისას გაიფიქრა, ჟურემა ალბათ მომხდარით
ძალიან დაბნეულიაო და შეეცადა, მისთვის ყველაფერი აეხსნა: ეპამინონდას
გონსალვისზე დაუწყო მოყოლა, მის წინადადებაზე, კანუდუსში იარაღის წაღება რომ
შესთავაზა, იმაზე, რომ სწორედ გონსალვისმა უბრძანა თავის ხალხს, თავს
დასხმოდნენ რუფინუს სახლში, იარაღი მოეპარათ და გალი მოეკლათ, რადგან
ღიაფერისთვალებიანი და ჟღალთმიანი გვამი სჭირდებოდა. თუმცა, გალი მალევე
მიხვდა, რომ ქალს ეს არ აინტერესებდა. უსმენდა და თან წვრილი სწორი კბილებით
ხორცის ნაჭრებს კბეჩდა, ბუზებს იგერიებდა, არც არაფერს ეკითხებოდა და არც თავს
უქნევდა თანხმობის ნიშნად, აქაოდა, მივხვდიო. მხოლოდ დროდადრო უცნაური
მზერით გახედავდა სიბნელეს და ამ სწრაფი მზერისაგან გალი თავს სულელურად
გრძნობდა. „ჰოდა, ნამდვილი სულელი ვარ“, - გაიფიქრა მან. სულელი იყო. ეს ხომ
საქციელითაც დაამტკიცა. სრული ზნეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება
ეკისრებოდა, არ დანდობოდა პატივმოყვარე ბურჟუას, კაცს, რომელიც
ძალაუფლებისკენ მიისწრაფოდა და მიზნის მისაღწევად მზად იყო, თავისი
მეტოქეებისთვის მახე დაეგო. მაშ, გალს რაღად დაინდობდა. ინგლისელის გვამი!
ახლა გასაგებია, რომ არ შეშლია, როდესაც ინგლისური კარაბინები ფრანგულად
მოიხსენია, მშვენივრად იცოდა, რომელი ქვეყნიდანაც იყო იარაღი. გალი იარაღის
წარმომავლობას მაშინ მიხვდა, როდესაც რუფინუს ფერმაში ჩაიტანა, საკეტზე დამღას
ჰკიდა თვალი: „ლივერპული. 1891“. მაშინ გაეცინა კიდეც: „რამდენადაც ვიცი,
ფრანგებს ჯერ ლონდონი არ აუღიათ. ეს ინგლისური იარაღია“. ინგლისური თოფები,
ინგლისელის გვამი. ეს რას ნიშნავს? გამოცნობა ძნელი არ იყო: გონსალვისმა ცივი,
თამამი, სასტიკი გეგმა ჩამოაყალიბა, რომელიც წარმატების შემთხვევაში სარგებელს
მოუტანდა. მკერდში გაუსაძლისი ნაღველი იგრძნო: „მომკლავს“. აქაურობას არ
იცნობს, დაჭრილია, უცხოელია, ვერსად დაიმალება, ამ ხალხში ყველა გამოარჩევს.
ხსნა სად იპოვოს? კანუდუსში! რა თქმა უნდა, იქ დაიმალება, და თუ სიკვდილი
მკითხველთა ლიგა
უწერია, ყოველ შემთხვევაში ისე მოკვდება, იმის დარდი მაინც არ გაჰყვება, რომ
გაასულელეს. „კანუდუსი გადაგარჩენს, მეგობარო“, – გაუელვა თავში.
სიცივისგან ცახცახებდა: მხარი, კისერი, თავი სტკიოდა. იარებზე რომ აღარ ეფიქრა,
იმაზე დაიწყო ფიქრი, ფებრონიუ დი ბრიტუს ჯარისკაცები კეიმადასიდან მონტი-
სანტუში გავიდნენ თუ არაო. ვაითუ, ის თავშესაფარიც კვამლივით გაქრეს, სანამ
იქამდე მიაღწევს. გაიფიქრა: „ტყვიამ მხოლოდ გამკაწრა, კუნთს არც შეხებია. და
თავად ტყვიაც, თუ რევოლვერით ვიმსჯელებთ, მცირეკალიბრიანი იყო, ბეღურების
დასახოცი“. დანით მიყენებული ჭრილობა უფრო სერიოზული იყო, დანის ფხა
ღრმად შევიდა, ძარღვები გადაუჭრა, ნერვებს მოედო, ამიტომაც აქვს ეს სიცხე და
ძლიერი ტკივილი, რომელიც თვალსაც გადაეცემა, ყურსაც, კეფასაც. თხემით
ტერფამდე აძაგძაგებდა. კვდები, გალო? უეცრად ევროპის თოვლიანი ველები
გაახსენდა, მისი მშვიდობიანი ლანდშაფტები, რომლებიც ასე არ ჰგავდა ამ ველურ
ბუნებას. „ნეტა ევროპაში სად არის ადამიანის მიმართ ასეთი მტრული ბუნება?“ -
გაიფიქრა. ესპანეთის სამხრეთით, თურქეთში, რა თქმა უნდა, რუსეთში. გაახსენდა,
როგორ ისვამდა მამა მუხლზე და უამბობდა, როგორ გაიქცა ციხიდან თერთმეტ თვეს
საკნის კედელზე მიჯაჭვული ბაკუნინი, როგორ გადალახა ციმბირის
თვალუწვდენელი სივრცეები, როგორ გადაცურა ამური, როგორ გაიარა კალიფორნია
და როგორ აღმოჩნდა ისევ ევროპაში – ლონდონში რომ კვლავ დაესვა თავისი
ცნობილი კითხვა, ამ ქვეყანაში ხამანწკები თუ არისო. ევროპის გზებზე განფენილი
უამრავი გზისპირა სასტუმროც გაახსენდა, სადაც მუდამ ბუხარი გიზგიზებდა, სადაც
მგზავრს ცხელი წვნიანი ელოდა, სადაც ყოველთვის შეიძლებოდა ჩიბუხის გაბოლება
და მდგმურებთან მასლაათი. „ნოსტალგია, გალ, სულიერი სიმხდალის ნიშანია“, –
გაიფიქრა.
მაგრამ თავის ხელში აყვანა ვერა და ვერ მოეხერხებინა: დარდი და საკუთარი
თავის სიბრალული არ ასვენებდა. სირცხვილია, გალ! ღირსეულად სიკვდილიც კი არ
შეგიძლია. რა მნიშვნელობა აქვს, სად მოკვდები, ევროპაში, ბრაზილიაში თუ
დედამიწის სხვა კუთხეში! შედეგი ერთი და იგივე იქნება: დაშლა, გახრწნა, ლპობა,
ჭიაღუა და თუ შენს გვამს მშიერი მხეცები დაინდობენ, შენგან გადამხმარი ტყავით
დაფარული მყიფე მოყვითალო ძვლებიღა დარჩება. გაიფიქრა: „ვიწვი და თან
სიცივით ვკვდები. ციებ-ცხელება მაქვს“. შიშის ბრალი არ ყოფილა, არც ნატყვიარის,
არც დანის ჭრილობისა, ავად იყო. უქეიფობა ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო, როდესაც
ეპამინონდას გონსალვისთან იყო სტუმრად, მანამდეც, სანამ კაიფასი შეხვდებოდა;
რაღაც აირია მის სხეულში და ავადმყოფობა მთლიანად მოედო. დაჭრილი არ არის,
ავადაა. სასიამოვნო ამბავია, მეგობარო. გაიფიქრა: „ბედისწერას სურს, სიკვდილის
წინ ცოდნა კიდევ ერთხელ გაგიღრმავოს და იმას გთავაზობს, რაც ჯერ არ
გამოგიცდია“. ქალი გააუპატიურა, ავად გახდა. არასოდეს, შორეულ ბავშვობაშიც კი,
ავად არასოდეს გამხდარა. რამდენჯერმე იყო დაჭრილი, ბარსელონაში ძალიან
მძიმედაც, მაგრამ ავად არასოდეს ყოფილა. იგრძნო, რომ სადაცაა გრძნობას
დაკარგავდა. რატომ აგრძელებდა ფიქრს ასეთი უაზრო სიჯიუტით? რატომ იყო ასე
დარწმუნებული, რომ სანამ იფიქრებდა, ცოცხალი იქნებოდა? მოეჩვენა, რომ ჟურემა
წავიდა. თავზარდაცემულმა სმენა დაძაბა: არა, მარჯვნიდან კვლავ ისმოდა მძინარის
თანაბარი სუნთქვა, მაგრამ ქალს ვერ ხედავდა, კოცონი ჩაიწვა და ირგვლივ სიბნელე
გამეფებულიყო.
წინასწარ იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც შეეცადა, თავი გაემხნევებინა:
ბუტბუტებდა, სიძნელეები მხოლოდ აწრთობს ჭეშმარიტ რევოლუციონერსო.
გაიფიქრა, Etincelles de la Révolte -ში მორიგ წერილს გავგზავნი და კანუდუსის
მკითხველთა ლიგა
მოვლენებს ბაკუნინის შო დე ფონისა და სანტიმიეს ველის მესაათეებისა და
ხელოსნებისადმი მიმართვის ასოციაციით აღვწერ, რომელშიც ბაკუნინმა დაამტკიცა,
რომ, მიუხედავად მარქსის წინასწარმეტყველებისა, მასების მძლავრი გამოსვლები
დაიწყება არა განვითარებული მრეწველობის მქონე, არამედ ჩამორჩენილ, აგრარულ
ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიცაა ესპანეთი, რუსეთი და, შესაძლოა, ბრაზილია,
რომელთა გლეხებსაც დასაკარგი არაფერი აქვთო. ვითომ რატომაც არა? „შეცდი,
ეპამინონდას გონსალვის, – განაგრძობდა ფიქრს, – უნდა მოგეკალი, შე ბურჟუა, როცა
შენს ხელში ვიყავი, შენი სახლის ვერანდაზე. გამოვმჯობინდები, სიკვდილს
დავუძვრები“. გამოძვრება, გამომჯობინდება, გზას ეს გოგო გაუკვლევს, სადმე ცხენს
მოიპარავს და კანუდუსში იმ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძოლებს, რასაც ის ბურჟუა
განასახიერებს – პატივმოყვარეობის, ცინიზმის, სიხარბის, წინააღმდეგ, კიდევ...“

მკითხველთა ლიგა
ორი

სიცხეს ვერც დაბინდებამ უშველა და, ზაფხულის სხვა საღამოებისაგან


განსხვავებით, ქალაქს სიგრილე ვერ მოჰგვარა. ნიავიც არსაიდან იძვრის, სალვადორი
სიბნელეშია ჩაძირული. მუნიციპალიტეტის განკარგულებით ქუჩის სანათები
თორმეტ საათზე ჩააქრეს. კარგა ხანია სახლებშიც გათიშეს შუქი გვიან დაძინებას
ჩვეულმა „ჭოტებმა“. განათებულია მხოლოდ ზემოთ, ძველ ქალაქში Jornal de Noticias
-ის რედაქციის ფანჯრები, თანაც ისე, რომ მინის კარზე საგულდაგულოდ
გამოყვანილ გოტიკური შრიფტის ასოებს სიბნელეშიც კი შუქს ჰფენს.
კართან ეტლი დგას და მეეტლე და ცხენი ერთად თვლემენ. სამაგიეროდ,
რედაქციის შენობის გვერდით ეპამინონდას გონსალვისის მცველები ფხიზლობენ.
კედელს მიყრდნობილნი ეწევიან, ჩუმად საუბრობენ და დროდადრო ქვემოთ
იყურებიან, სადაც ბუნდოვნად მოჩანს ლა კონსეფსიონ დი ლა პლაიას
ღვთისმშობლის ტაძარი და მოშორებით, ნაპირებს ქაფმორეული ტალღები
ეხეთქებიან. კარგა ხანია ცხენოსანმა გუშაგმაც ჩაიარა და ახლა ალიონამდე აღარ
გამოჩნდება.
რედაქციაში მხოლოდ ერთი ჟურნალისტი ზის – გამხდარი, მოუხეშავი, ულაზათო
ახალგაზრდა კაცი. მისი სიბეცე, განუწყვეტელი ცემინება და ბატის ფრთის
სიყვარული, საწერად ლითონის კალმების ნაცვლად რომ ხმარობს, ერთთავად მისი
თანამშრომლების ქილიკის საგანია. ახალგაზრდა მაგიდაზეა დახრილი და მის
გაწეწილ თმას მაგიდის ლამპის შუქი შარავანდედად ადგას. საცოდავად ჩამომჯდარა
მაღალი ტაბურეტის კიდეზე, გამალებით წერს და დროდადრო მარტო იმისთვის
ჩერდება, რომ კალამი სამელნეში ჩააწოს, ან ბლოკნოტში ჩაიხედოს, თუმცა რამის
გასარჩევად იძულებულია, შიგ თავი ჩარგოს. ღამის სიჩუმეს მხოლოდ კალმის
წრიპინი არღვევს. დღეს ზღვა არ ხმაურობს და მთავარი რედაქტორის სინათლით
გაჩახჩახებულ კაბინეტში ისეთი სიჩუმეა, ვინმე იფიქრებს, ეპამინონდას გონსალვისს
სამუშაო მაგიდაზე ჩასძინებიაო.
როცა ბეცი ჟურნალისტი საგაზეთო წერილში ბოლო წერტილს სვამს, დგება,
რედაქციის განიერ ოთახს სწრაფად გაივლის და უფროსის კაბინეტში შედის,
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი სრულიად ფხიზელი და
მოუთმენლად მომლოდინე ხვდება. მთავარი რედაქტორი მაგიდას იდაყვებით
დაჰყრდნობია, ხელები კი გულზე აქვს გადაჯვარედინებული, მისი შავგვრემანი,
ოთხკუთხა სახის ყოველი ნაკვთი იმ უზარმაზარ ენერგიას ადასტურებს, რაც
საშუალებას აძლევს, პარტიის შეკრებებზე უძილო ღამეები გაატაროს, მერე კი მთელი
დღის განმავლობაში დაუღალავად ისეთი კმაყოფილი გამომეტყველებით იშრომოს,
თითქოს ერთი სული ჰქონდა, დასვენებულზე ცოტა წაემუშავაო.
– დაამთავრეთ? – ეკითხება ჩურჩულით მთავარი რედაქტორი.
მკითხველთა ლიგა
– დავამთავრე, – პასუხობს ბეცი ჟურნალისტი და უფროსს ფურცლების დასტას
უწვდის. მაგრამ ეპამინონდას გონსალვისი არ ართმევს.
– მირჩევნია, თქვენ წამიკითხოთ. ასე უკეთ აღვიქვამ. მოვისმენ და მივ- ხვდები,
კარგი გამოგივიდათ თუ არა. თუ შეიძლება, სინათლესთან ახლოს დაბრძანდით.
ის-ისაა ჟურნალისტი კითხვას იწყებს, რომ მოულოდნელად აცემინებს. ჯერ
ერთხელ, მერე მეორედ. ბოლოს კი იძულებული ხდება, სათვალე მოიხსნას, ჯიბიდან
ილუზიონისტის ფოკუსებისთვის შესაფერისი ზომის უზარმაზარი ცხვირსახოცი
ამოიღოს და ცხვირ-პირზე აიფაროს.
– ზაფხულის ნესტის ბრალია, – ამბობს მობოდიშებით და გაწითლებულ სახეს
მონდომებით იწმენდს.
– ჰო, ჰო, – აჩქარებს გონსალვისი, – წაიკითხეთ.

II

„ერის ძლიერება ერთიან ბრაზილიაშია“

Jornal de Noticias
(მფლობელი: ეპამინონდას გონსალვისი)

ბაია, 1897 წლის 3 იანვარი

მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს ექსპედიციის მარცხი კანუდუსში.


ახალი ინფორმაცია
პროგრესული რესპუბლიკური პარტია გუბერნატორსა და ბაიის
დამოუკიდებლობის პარტიას, დრომოჭმული მონარქიის აღდგენის მიზნით,
რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებს.
ინგლისის აგენტის გვამი.
რესპუბლიკელების დელეგაცია რიო-დე-ჟანეიროს მიემგზავრება, ფანატიკოსებსა
და მეამბოხეებთან ბრძოლაში ფედერალური მთავრობისთვის დახმარების
სათხოვნელად.
ბაიელი პატრიოტების დეპეშა პოლკოვნიკ მორეირა სეზარს:
„იხსენით რესპუბლიკა!“
მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს ხელმძღვანელობით მე-9, 26-ე და 33-ე ქვეითი
ბატალიონების მიერ ჩატარებული სამხედრო ექსპედიციის მარცხმა და ინგლისის
სამეფოსა და მონარქისტული შეხედულებებით ცნობილ ბაიელ ავტონომისტ-
მემამულეთა მიერ კანუდუსელ ფანატიკოსებთან ერთად განხორციელებული
შეთქმულების შესახებ უტყუარმა მტკიცებულებებმა ორშაბათ საღამოს ბაიის შტატის
საკანონმდებლო ორგანოში ცხარე დებატები გამოიწვია.
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის სახელით პარტიის თავმჯდომარემ,
პატივცემულმა დონ ეპამინონდას გონსალვისმა ბაიის შტატის გუბერნატორს, მის
უდიდებულესობა დონ ლუის ვიანას, ასევე ბარონ დი კანიაბრავას, იმპერიის ყოფილ
მინისტრსა და ბრიტანეთში იმპერატორ პედრუ II-ის ელჩის ტრადიციულ
თანამოაზრეს, რომელთაც განზრახული აქვთ ინგლისის დახმარებით ბრაზილიის
რესპუბლიკას ბოლო მოუღონ და ქვეყანაში კვლავ მონარქიული წყობა დააბრუნონ,

მკითხველთა ლიგა
ფორმალური პროტესტი გაუგზავნა და კანუდუსის მეამბოხეთა მხარდაჭერასა და
იარაღით მომარაგებაში დაადანაშაულა.
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა ფედერალური
ხელისუფლებისგან ბაიის შტატში განვითარებულ მოვლენებში დაუყოვნებლივ
ჩარევა მოითხოვეს იმის აღსაკვეთად, რასაც ბატონმა დეპუტატმა, ღრმად
პატივცემულმა დონ ეპამინონდას გონსალვისმა „ბრაზილიის სუვერენიტეტის
წინააღმდეგ არისტოკრატიისა და ხარბი ბრიტანელი მოვაჭრეების ბოროტი
შეთქმულება“ უწოდა. ასევე, განცხადებულ იქნა, რომ ბაიის პატრიოტების
დელეგაცია უკვე გაემგზავრა რიო-დე-ჟანეიროში, ქვეყნის პრეზიდენტის, პრუდენტი
დი მორაისისთვის პეტიციის გადასაცემად, რომელშიც დაბეჯითებითაა
მოთხოვნილი ბაიაში ფედერალური ძალების დაუყოვნებლივ გაგზავნის
აუცილებლობა ანტონიუ კონსეილეირუს მეთაურობით ჩვენი სამშობლოს
ძირგამომთხრელი საქმიანობის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად.
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა დამსწრეთ შეახსენეს,
რომ უკვე ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს
ექსპედიციას მასზე რიცხობრივადაც და შეიარაღებითაც ბევრად უპირატეს მტერთან
მოუხდა ბრძოლა, რომელშიც სრული მარცხი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ
აღმოჩენილ იქნა კანუდუსელი მეამბოხეებისთვის განკუთვნილი ინგლისური
კარაბინების ტვირთი და ინგლისელი ჯაშუშის გალილეო გალის გვამი დასახლება
იპუპიარაში, შტატის ხელისუფლება და, უპირველეს ყოვლისა, მისი
უდიდებულესობა დონ ლუის ვიანა მეტად საეჭვო უმოქმედობას იჩენენ და,
მიუხედავად ბაიელი პატრიოტების დაჟინებული მოთხოვნისა, დახმარებისთვის
ფედერალურ ხელისუფლებას არ მიმართეს, რათა დროზე მოეშთოთ ეს უმსგავსობა,
რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბაიას, არამედ სრულად ბრაზილიასა და მის
მოსახლეობას.
პროგრესული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა,
პატივცემულმა დონ ელიზიუ დი როკიმ შემდეგი შინაარსის დეპეშა წაიკითხა,
რომლის ადრესატიც გახლდათ სახელგანთქმული გმირი, მარშალ ფლორიანუ
პეიშოტუს თანამოაზრე და სანტა-კატალინაში მონარქისტთა ბუდის პირწმინდად
გამანადგურებელი, მისი ბრწყინვალება პოლკოვნიკი მორეირა სეზარი. დეპეშის
ტექსტი ლაკონიურია: „ჩამობრძანდით და იხსენით რესპუბლიკა“. მიუხედავად
სადეპუტატო უმრავლესობის პროტესტისა, ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა ასევე
ჩაიკითხა 325 მოქალაქის გვარი, რომლებმაც ამ მოწოდებას ხელი მოაწერეს.
თავის მხრივ, ბაიის დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლებმა
კატეგორიულად უარყვეს ბრალდებები და მათი გაბათილება სცადეს. ხუთსაათიანი
თათბირის დროს მძაფრმა რეპლიკებმა, სარკასტულმა კითხვებმა, მწვავე პასუხებმა
და დუელში გამოწვევის არაერთგზისმა მუქარამ ატმოსფერო ძალიან დაძაბა. ღრმად
პატივცემული დეპუტატები მზად იყვნენ, შეურაცხყოფისთვის მოწინააღმდეგეთ
ფიზიკურადაც კი გასწორებოდნენ.
დამოუკიდებელი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და საკანონმდებლო
ასამბლეის პრეზიდენტმა, ღრმად პატივცემულმა დონ ალბერტუ დი გუმუსიუმ in
absentia არაადამიანური ცილისწამება უწოდა და დიდ სირცხვილად ჩათვალა ბაიის
ბარონ დი კანიაბრავას დადანაშაულება ბრაზილიის სუვერენიტეტის ხელყოფაში,
კაცისა, რომლის მცდელობის წყალობითაც შტატმა რკინიგზა, გზები, ხიდები,
მუნიციპალური საავადმყოფოები, სკოლები, მშენებლობები და ა. შ. მიიღო.

მკითხველთა ლიგა
პატივცემულმა დეპუტატმა დონ ფლორიანუ მარტირმა განაცხადა, რომ ასამბლეის
პრეზიდენტმა, იმის ნაცვლად, რომ დეგრადირებული სებასტიანელების მიერ უაუასა
და კამბაიუში ჯარისკაცების დაღვრილ სისხლზე, ბრაზილიის სტეპებში ჩაფრების
მიერ ნაპოვნ ინგლისურ კარაბინებზე, ან გვარდიელების მიერ იპუპიარაში
აღმოჩენილი ინგლისელი აგენტის გვამზე – გალზე ელაპარაკა, არჩია თავისი
ნათესავისა და პარტიის თავმჯდომარის, ბარონ დი კანიაბრავასთვის ეკმია
გუნდრუკი და იქვე დასვა კითხვა: „რამ განაპირობა ეს არჩევანი? იმან ხომ არა, რომ
ჩემ მიერ დასმული საკითხები ასამბლეის ღრმად პატივცემულ პრეზიდენტს
უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და აშფოთებს“? რაზეც მმართველი პარტიის
დეპუტატმა დონ ედუარდუ გლისერიუმ უპასუხა, რომ ძალაუფლების ხელში
ჩაგდების სურვილით შეპყრობილი რესპუბლიკელები ისეთ შემაძრწუნებელ
არგუმენტებს – შეთქმულების თეორიებსა და ინგლისელების დანახშირებულ გვამებს
– იგონებენ, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ბაიელს მხოლოდ სიცილს მოჰგვრიდაო
და მანაც იქვე იკითხა: „განა ყველაზე ადრე თავად ბარონი დი კანიაბრავა არ
დაზარალდა უგულო ფანატიკოსების ამბოხების შედეგად? განა მისი მიწები არ
ჩაიგდეს ხელში უკანონოდ“ ეს მხურვალე სიტყვები დონ დანტას ორკადასის
ადგილიდან წამოსროლილმა რეპლიკამ გააწყვეტინა: „იქნებ ბარონის მიწები
ძალადობით არც ჩაუგდიათ ხელში და მეამბოხეებს ნებით დაუთმეს?“ რაზეც ღრმად
პატივცემულმა დეპუტატმა დონ ედუარდუ გლისერიუმ ასევე ღრმად პატივცემულ
დეპუტატს ჰკითხა, ნუთუ პატივცემულ დონ დანტას ორკადასს სკოლაში არავინ
ასწავლა, რომ კაბალიეროსთვის სიტყვის გაწყვეტინება უზრდელობააო. ღრმად
პატივცემულმა დეპუტატმა დონ დანტას ორკადასმა კი უპასუხა, აქ საერთოდ ვერ
ვხედავ კაბალიეროსო. მაშინ ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა, დონ ედუარდუ
გლისერიუმ განაცხადა, თუ სათანადოდ არ მომიხდიან ბოდიშს, დონ დანტას
ორკადასს ამ სიტყვებისთვის პასუხისგება ipso facto მოუწევსო. საკანონმდებლო
კრების თავმჯდომარემ, პატივცემულმა კაბალიერომ, ადალბერტუ დი გუმუსიუმ
ბრძანა, ბაიის პარლამენტში ურთიერთგაგების სული უნდა ზეობდესო და ღრმად
პატივცემულ დეპუტატს, დონ დანტას ორკადასს სთხოვა, ბოდიში მოეხადა
კოლეგისთვის, რაზეც ღრმად პატივცემულმა დონ დანტას ორკადასმა უპასუხა,
ჩემთვის უცნობია, ბრაზილიაში ისევ არსებობს თუ არა კაბალიეროს, ბარონისა და
ვიკონტის ტიტულები, რადგან რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლების დროიდან
მამულისათვის თავდადებული შვილის, მარშალ ფლორიანუ პეიშოტუს
ხელმძღვანელობით, რომლის ხსოვნაც სამარადისოდ იცოცხლებს ყოველი
ბრაზილიელის გულში, ყველა ტიტული გაუქმებულია და ვინმეს, განსაკუთრებით კი
პატივცემული დეპუტატის დონ ედუარდუ გლისერიუს შეურაცხყოფა გულშიც არ
გამივლიაო. ეს უკანასკნელი ამ ახსნა-განმარტებით დაკმაყოფილდა.
ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა დონ როშა სეაბრამ განაცხადა, ვერაფრით
დავუშვებ ბაიის ღირსებისა და დიდების სიმბოლოს, ბარონ დი კანიაბრავას, ლაფი
შეასხას იმ ხალხმა, ვისაც იმის მეასედი სიკეთეც არ დაუთესავს, რითაც
დამოუკიდებელი პარტიის დამფუძნებელს თამამად შეეძლო ეამაყაო. შემდეგ კი
დასძინა, საერთოდ გაუგებარია, რა საჭირო იყო პოლკოვნიკ მორეირა სეზარისთვის
მიმართვა, თუკი იგი თავისი რადიკალური, იაკობინური შეხედულებებითაა
ცნობილი და, თუკი სანტა-კატალინაში პოლკოვნიკის მიერ გამოვლენილი
სისასტიკით ვიმსჯელებთ, მისი სანუკვარი ოცნება ბრაზილიის მოედნებზე
გილიოტინების დადგმა და ბრაზილიელი რობესპიერის სახელის მოხვეჭა უნდა
იყოსო. ამ განცხადებამ პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ღრმად პატივცემული
მკითხველთა ლიგა
წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. აღშფოთებულები ფეხზე წამოდგნენ,
ბრაზილიის არმიას, მარშალ ფლორიანუ პეიშოტუსა და პოლკოვნიკ მორეირა სეზარს
ხოტბა-დიდებას ასხამდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რესპუბლიკის
გმირის ღირსებისა და პატივის შელახვისათვის. სიტყვა მათ კვლავ ღრმად
პატივცემულმა როშა სეაბრამ ჩამოართვა და განმარტა, არც კი მიფიქრია პოლკოვნიკ
მორეირა სეზარის წყენინება, რომლის ღირსებასა და ღვაწლსაც დიდ პატივს ვცემ და
არც მარშალ ფლორიანუ პეიშოტუს ხსოვნის შეურაცხყოფა გამივლია გულში,
რომლის ღვაწლიც რესპუბლიკისთვის ფასდაუდებელია. უბრალოდ, მინდოდა
ამეხსნა, რომ სამხედროების პოლიტიკაში ინტერვენციის აზრს კატეგორიულად
ვეწინააღმდეგები, არ მსურს, რომ ბრაზილიამ გაიზიაროს სამხრეთ ამერიკის სხვა
ქვეყნების ბედი, სადაც სამხედრო გადატრიალებები უკვე ჩვეულებრივ ამბადაა
ქცეულიო. პატივცემულმა დეპუტატმა ელიზიუ დი როკიმ სიტყვა შეაწყვეტინა,
შეკრებილთ შეახსენა, რომ სწორედ ბრაზილიის ჯარმა დაუსვა წერტილი
მრავალსაუკუნოვან მონარქიას და რესპუბლიკა გამოაცხადა. ამ სიტყვებზე
ოპოზიციის ღრმად პატივცემული წარმომადგენლები ფეხზე წამოიშალნენ და
აღფრთოვანებული შეძახილებით თავიანთი პატივისცემა გამოხატეს არმიისა და მისი
სახელოვანი შვილების – მარშალ ფლორიანუ პეიშოტუსა და პოლკოვნიკ მორეირა
სეზარისადმი. უპატივცემულესმა დეპუტატმა დონ როშა სეაბრამ სიტყვა განაგრძო
და განაცხადა, სრული უაზრობა იქნებოდა, ფედერალური ჯარების ჩარევისთვის
მიგვემართა, რადგან თვით მისი უდიდებულესობა, გუბერნატორი ლუის ვიანაც
არაერთგზის ამტკიცებდა, ბაიის შტატის ხელისუფლებას თავადვე გააჩნია რესურსი,
რათა ყაჩაღობა და კანუდუსში დაბუდებული სებასტიანური სიგიჟე აღკვეთოსო.
ღრმად პატივცემული დონ ეპამინონდას გონსალვისი შეეკამათა და ბრძანა,
მეამბოხეებმა ამ დრომდე უკვე ორი სამხედრო ექსპედიცია გაანადგურეს და
პატივცემულ დეპუტატ დონ როშა სეაბრას ჰკითხა, კიდევ რამდენი ბაიელის სისხლი
უნდა დაიღვაროს, რომ ფედერალური ძალების ჩარევის აუცილებლობა ყველასათვის
თვალნათელი გახდესო. ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა დონ დანტას ორკადასმა
განაცხადა, რომ პატრიოტობა მასაც და ნებისმიერ სხვასაც ნებას რთავდა, საგნებისა
და მოვლენებისთვის თავიანთი ნამდვილი სახელი დაერქმიათ. მძაფრი
გამონათქვამების არ შემეშინდება და სრული პირდაპირობით დავსვამ კითხვას
მონარქისტებისა და ცბიერი ალბიონის შეთქმულების შესახებ, რომლის მიზანი
რესპუბლიკის დამხობააო. დეპუტატმა დონ ლელის პიედადისმა კი განაცხადა, რომ
ბარონ დი კანიაბიავას საერთო არაფერი ჰქონია კანუდუსელი არამზადების მიერ
პროვოცირებულ მოვლენებთან და ამის უტყუარი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ
ბარონი უკვე რამდენიმე თვეა ბრაზილიაში არ იმყოფება, რაზეც ღრმად
პატივცემულმა დეპუტატმა დონ ფლორიანე მარტირმა მიუგო, ამ გარემოებაში ბარონ
დი კანიაბრავას აქ არყოფნა თავის დასაცავ მტკიცებულებად არ გამოადგება და უმალ
სამხილია, რადგან მთელი ბაიისთვის ცნობილია, რომ შტატის ხელისუფლებაში მის
უნებართვოდაც პირდაპირი ბრძანების გარეშე არაფერი კეთდებაო. ბატონმა
დეპუტატმა დონ დანტას ორკადასმა კი ბრძანა, მეტად საეჭვო და მამხილებელია ის
ფაქტი, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მტკიცე უარი განაცხადეს, განეხილათ
ინგლისური იარაღისა და ინგლისის ჯაშუშის, გალის საკითხი, რომელიც კანუდუსის
ამბოხებულებთან ბრიტანეთის მთავრობამ მიაგზავნა, რათა მათი ბინძურ,
გეგმებისთვის ხელი შეეწყოო. საკანონმდებლო კრების თავმჯდომარემ, ღრმად
პატივცემულმა კაბალიერო ადალბერტუ დი გუმუსიუმ განუცხადა დამსწრეებს, რომ
უსაფუძვლო ეჭვები და ფანტაზიები, რომლებიც ოდენ სიძულვილითა და
მკითხველთა ლიგა
უცოდინრობითაა ნაკარნახევი, უმალ კვამლივით გაიფანტება, როგორც კი სიმართლე
გაირკვევაო, და დამსწრე საზოგადოებას იქვე აუწყა, სულ რამდენიმე დღეში ბარონი
დი კანიაბრავა ბაიის მიწაზე ფეხს დადგამს და მას სათანადო პატივისცემით
დახვდებიან არა მარტო დამოუკიდებელი პარტიის წევრები, არამედ მთელი
მოსახლეობა და ეს ტრიუმფალური შეხვედრა საკადრისი პასუხი იქნება იმათთვის,
ვინც ცდილობს, როგორღაც ბარონის, მისი პარტიისა და ბაიის ხელისუფლების
სახელი კანუდუსში ყაჩაღობასა და მზარდ მორალურ დეგრადაციას დაუკავშიროსო.
ამის შემდეგ უმრავლესობის ღრმად პატივცემული დეპუტატები ტაშითა და პარტიის
თავმჯდომარის, ბარონ დი კანიაბრავას სახელის სკანდირებით წამოიშალნენ, რა
დროსაც ასევე ღრმად პატივცემული ოპოზიციის დეპუტატები კვლავ ისხდნენ,
სკამებს აბრახუნებდნენ და უკმაყოფილებას ასე გამოხატავდნენ.
სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა, რათა ორივე პარტიის პატივცემული
წარმომადგენლები დამშვიდებულიყვნენ და ვნებები დამცხრალიყო, თუმცა
ასამბლეის დერეფნებში კვლავ გრძელდებოდა გაცხარებული დისკუსიები და
რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, რამაც ისეთი სიმწვავე შეიძინა, სხვა დეპუტატების
ჩარევა რომ არა, ღრმად პატივცემული დეპუტატები ფლორიანუ მარტირი და დონ
როშა სეაბრა ერთმანეთს მუშტი-კრივს გაუმართავდნენ.
შესვენების შემდეგ საკანონმდებლო კრების თავმჯდომარემ, პატივცემულმა
ადალბერტუ დი გუმუსიუმ, წამოაყენა წინადადება, რომ დღის წესრიგის სხვა
საკითხზე გადასულიყვნენ და შტატის მიერ ბაიის პროვინციებში ახალი რკინიგზის
გასაყვანად გამოყოფილი ბიუჯეტი განეხილათ, ამ სიტყვებმა ღრმად პატივცემული
დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. ადგილებიდან ყვირილით: – ღალატია!
აღმაშფოთებელი თვალთმაქცობა! – მათ კატეგორიულად მოითხოვეს მსჯელობის
გაგრძელება სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც შტატისა და
მთელი ქვეყნის ბედს ეხებოდა. ღრმად პატივცემულმა დონ ეპამინონდას
გონსალვისმა სხდომა გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობის დეპუტაცია
კანუდუსში მონარქისტულ ამბოხებასა და ბრაზილიის საქმეში ბრიტანეთის სამეფოს
ჩარევის საკითხს მიჩქმალავს, მე და ჩემი თანამოაზრეები აქაურობას სასწრაფოდ
დავტოვებთ, რამეთუ ბაიის მოსახლეობის ამგვარად გაცურებას არ მოვითმენთო.
ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა დონ ელიზიუ დი როკიმ განაცხადა,
თავმჯდომარის მცდელობა, გადადოს საჭირბოროტო საკითხის განხილვა, იმ
დაბნეულობის მტკიცებულებაა, რაც ინგლისელი ჯაშუშის – გალისა და ინგლისური
იარაღის ხსენებამ გამოიწვია დამოუკიდებელი პარტიის რიგებში, თუმცა ეს არც იყო
გასაკვირი, რადგან ბარონ დი კანიაბრავას მონარქიისადმი ნოსტალგია და
ანგლოფილია ყველასთვის კარგადაა ცნობილიო.
სხდომის თავმჯდომარემ, ღრმად პატივცემულმა კაბალიერო ადალბერტუ დი
გუმუსიუმ უპასუხა, ოპოზიციის ღრმად პატივცემული დეპუტატები შანტაჟით
ვერავის შეაშინებენ და ბაიის დამოუკიდებელი პარტია, რომელიც მხურვალე
პატრიოტიზმითაა ცნობილი, თავადაა დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე
ჩაიხშოს ფანატიკოს სებასტიანელთა ამბოხება, იმისათვის, რომ შტატში სიმშვიდემ
დაივანოს. უმრავლესობის დეპუტაცია არათუ გაურბის, არამედ, პირიქით, ამ
საკითხზე მსჯელობა გულით სურსო.
ღრმად პატივცემულმა ჟუაუ სეიშას დი პონდიმ თავის მხრივ ბრძანა, რომ
ლაპარაკი ვითომდა ინგლისელ ჯაშუშ გალილეო გალზე, რომლის დანახშირებული
გვამიც იპუპიარაში ბაიის პოლიციამ და სოფლის ჩაფრებმა იპოვეს, vox populi,30
თავად ოპოზიციური პარტიის მიერ რომ იყვნენ დაქირავებულები და
მკითხველთა ლიგა
დაფინანსებულები, მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც იუმორის გრძნობა არ გააჩნიაო.
ამ სიტყვამ პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ღრმად პატივცემული
დეპუტატების დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ღრმად პატივცემულმა
დეპუტატმა ჟუაუ სეიშას დი პონდიმ დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთის საკონსულომ
ბაიაში ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაადასტურა იმ სუბიექტის -გალის სახელით
ცნობილი პირის – წარსულში ნასამართლეობა და ბაიის ხელისუფლებას მიმართა,
მის წინააღმდეგ სათანადო ზომები მიეღო. ასეც მოხდა. პოლიციამ ზომები მიიღო.
ზემოთ ხსენებული გალი „არასასურველ უცხოელად“ გამოაცხადეს და მას ქვეყნის
საზღვრები ფრანგული ხომალდით უნდა დაეტოვებინა. ეს გადაწყვეტილება
შეატყობინეს კიდეც. თუმცა გალი გაძევების ბრძანებას არ დაემორჩილა და დაიმალა.
ერთი თვის შემდეგ კი ის შტატის ერთ-ერთ რაიონში მკვდარი იპოვეს. გვამის
გვერდით მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე ინგლისური კარაბინი, თუმცა ეს ფაქტი
არაფრით ადასტურებს არც პოლიტიკური შეთქმულების არსებობას და არც უცხო
სახელმწიფოს ჩარევას ბრაზილიის საქმეებში. ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ
ხსენებულ ბოროტმოქმედს განზრახული ჰქონდა კონტრაბანდული იარაღის
შემოტანა და იმედოვნებდა, რომ მათ ხალხის ძარცვა-ყვლეფით გამდიდრებულ
ანტონიუ კონსეილეირუსა და ფანატიკოს-სებასტიანელებს მიჰყიდდა. მაგრამ,
რადგანაც ღრმად პატივცემულ დეპუტატს დონ ჟუაუ სეიშას დი პონდის სიტყვა
რამდენჯერმე მწვავე რეპლიკებითა და სიცილით შეაწყვეტინეს, არც დამცინავი
ჟესტები დაუკლიათ – ანგელოზის ფრთებსა და წმინდანის შარავანდედს
უჩვენებდნენ, სხდომის თავმჯდომარემ, კაბალიერო ადალბერტუ დი გუმუსიუმ
ოპოზიციის დეპუტატებს წესრიგისაკენ მოუწოდა, შემდგომში ღრმად პატივცემულმა
დეპუტატმა ჟუაუ სეიშას დი პონდიმ ისიც ბრძანა, რომ აღმაშფოთებელ
ფარისევლობად მიაჩნდა ასეთი ხმაურის ატეხა რამდენიმე კარაბინის გამო, რომელიც
სერტანებში იპოვეს, რადგან არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ
იარაღის უკანონო გადატანა და ვაჭრობა, სამწუხაროდ, შტატის ღრმა პროვინციებში
პირდაპირ ყვაოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ახსნიდნენ ოპოზიციის ღრმად
პატივცემული დეპუტატები იმ ფაქტს, რომ კაპანგები და კანგასეირუები, რომლებიც
პროგრესულმა რესპუბლიკურმა პარტიამ დაიქირავა და ეგრეთ წოდებული სოფლის
გვარდია შექმნა, არად დაუდევდნენ ბაიის კანონებს და იარაღის ნაკლებობას
ნამდვილად არ უჩიოდნენ? რესპუბლიკური პარტიის ღრმად პატივცემულმა
დეპუტატებმა სტვენითა და შეძახილებით გამოხატეს, თუ რა შეურაცხმყოფელი იყო
მისი სიტყვები. ბატონი სხდომის თავმჯდომარე იძულებული გახდა, იქ მყოფთათვის
წესრიგისკენ მოეწოდებინა.
ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა დონ ეპამინონდას გონსალვისმა თავის
გამოსვლაში აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ღრმად პატივცემული დეპუტატები
სულ უფრო და უფრო იხლართებოდნენ საკუთარ ნინააღმდეგობებში და თავადვე
ებმებოდნენ მათ მიერვე დაგებულ ხაფანგში. ღმერთს მადლობა, რომ ინგლისურ
კარაბინებსა და ჯაშუშის გვამს სწორედ სოფლის გვარდიამ – დამოუკიდებელმა,
ქმედითმა, პატრიოტულმა და რესპუბლიკის უანგაროდ ერთგულმა ფორმირებამ
მიაგნო, რომელმაც ფედერალურ მთავრობას შეატყობინა, რამდენად სერიოზული
მოვლენები ვითარდებოდა ბაიაში და არ დაუშვა ადგილობრივი მონარქისტებისა და
დიდი ბრიტანეთის შეთქმულების მტკიცებულებების მიჩქმალვა. ეს შეთქმულება
მიმართული იყო ბრაზილიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელშიც კანუდუსის
მეამბოხეებს დამკვრელ ძალად იყენებდნენ. რომ არა სოფლის გვარდიის სიფხიზლე,
– განაგრძო მან, – რესპუბლიკა ვერასდროს გაიგებდა ინგლისელი ჯაშუშების შესახებ,
მკითხველთა ლიგა
რომლებსაც კანუდუსისთვის იარაღი დაუსახლებელი ტერიტორიებიდან გაჰქონდათ.
გამომსვლელს ღრმად პატივცემულმა დონ ედუარდუ გლისერიუმ სიტყვა
შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ სახელგანთქმული აგენტის არსებობის ერთადერთი
დამამტკიცებელი საბუთი თმის კულული იყო, რომელიც დიდი წარმატებით
შეეძლოთ რომელიმე წითური ქალბატონისთვის ან ცხენისთვის შეეჭრათ. ამ
არგუმენტმა, როგორც უმრავლესობის, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის
დეპუტატების საერთო სიცილი გამოიწვია. სიტყვით კიდევ ერთხელ გამოსულმა,
ღრმად პატივცემულმა ეპამინონდას გონსალვისმა მიუგო, ნამდვილად ვაფასებ
ღრმად პატივცემული დონ ედუარდუს იუმორის გრძნობას, რომელმაც სიტყვა
შემაწყვეტინა, მაგრამ, როცა საქმე სამშობლოს ინტერესს შეეხება, როცა მიწას უაუასა
და კამბაიუს ქედებზე სამშობლოსათვის დაღუპულ პატრიოტთა სისხლი ჯერაც არ
შეშრობია, ასეთი ხუმრობა უადგილოაო. ამ სიტყვებს ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლები ოვაციით შეხვდნენ.
ღრმად პატივცემულმა დეპუტატმა დონ ელიზიუ დი როკიმ დამსწრეთ შეახსენა,
იპუპიარაში ინგლისურ იარაღთან ერთად ნაპოვნი მიცვალებულის ვინაობა
უტყუარად დადგენილია და ამის უარყოფა ისეთივე უაზრობაა, როგორიც იმისა, რომ
მზე ანათებსო. დამსწრეთ ისიც გაუმეორა, რომ ორმა პიროვნებამ, რომლებსაც
ინგლისელ გალილეო გალთან ურთიერთობა ჰქონდათ, როცა ბაიაში ცხოვრობდა,
ვინმე იან ვან რიხსტედმა და ცნობილმა სწავლულმა, დოქტორმა ჟოზე ბაუტისტა დი
სა ოლივეირამ ამოიცნეს და დაადასტურეს, რომ ის მართლაც გალის სერთუკი,
შარვლის ქამარი და ჩექმები იყო; განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეს წითური
თმის კულულს, სოფლის გვარდიამ გვამს ასე წინდახედულად რომ შეაჭრა. ორივე
მოქალაქემ გაიხსენა, რომ გალი მათი თანდასწრებით საშინელ აზრებს გამოთქვამდა,
რომლებშიც კარგად ჩანდა მისი ფარული ზრახვები კანუდუსის თაობაზე. ამდენად,
არც ერთს აღარ გაჰკვირვებია, როცა გვამი იმ ადგილას იპოვესო. როკის თქმით კი,
სოფლის ბევრ მცხოვრებს ჰყავდა ნანახი წითური მამაკაცი, რომელიც
პორტუგალიურად ცუდად ლაპარაკობდა და კანუდუსში ჩასასვლელად მეგზურს
ეძებდა. დონ დი როკის ღრმად პატივცემული დეპუტატი დონ ჟუაუ სეიშას დი
პონდი შეესიტყვა. არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ პირი, სახელად
გალილეო გალი, მკვდარი იპოვეს იპუპიარაში იარაღითურთ. საკითხავი ისაა, იყო
თუ არა გალი ინგლისის ჯაშუში? ის უცხოელი გახლდათ, მაგრამ ეს არაფერს
ამტკიცებს. ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა დანიის, შვედეთის, საფრანგეთის,
გერმანიის, კოჩინჩინის31 ჯაშუში ყოფილიყოო.
ღრმად პატივცემული დეპუტატის, დონ ეპამინონდას გონსალვისის თქმით, იმის
ნაცვლად, რომ აღშფოთება გამოეხატათ უცხო სახელმწიფოს მიერ ბრაზილიის შიდა
საქმეში ჩარევის გამო, რომლის განზრახვასაც რესპუბლიკის დამხობა და ძველი
ფეოდალური წეს-წყობილებისა და არისტოკრატიის ბატონობის დაბრუნება
წარმოადგენდა, მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ საზოგადოების
ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ და დამნაშავეებს ხელი
დააფარონ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბაიის მთავრობას თითიც არ
გაუნძრევია, რომ კანუდუსის ამბოხი აღეკვეთა; ეს ამბოხება მმართველ პარტიას ხელს
აძლევს, მაგრამ ბარონ დი კანიაბრავას და სხვა ავტონომისტების მაკიაველური
ცბიერება მარცხისთვისაა განწირული, რამეთუ არსებობს ბრაზილიის ჯარი,
რომელიც კანუდუსის აჯანყებასაც ზუსტად ისე მოუღებს ბოლოს, როგორც ქვეყნის
სამხრეთში მონარქისტების გამოსვლები ჩაახშესო, – განაცხადა გამომსვლელმა და
დასძინა, როცა საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება, სიტყვა საქმით უნდა
მკითხველთა ლიგა
განმტკიცდეს. ამიტომ რესპუბლიკური პარტია ხვალიდანვე იწყებს
შემოწირულობების შეგროვებას ფედერალური არმიისთვის იარაღის შესასყიდადო,
და თავის თანამოაზრეებს შესთავაზა, სხდომათა დარბაზი გარდასულ დროთა
მეხოტბეთათვის დაეტოვებინათ, თავად კი კამპუ გრანდიში, მარშალ ფლორიანუ დი
პეიშოტუს მარმარილოს მემორიალთან შეკრებილიყვნენ, რათა ეროვნული
გმირისათვის კიდევ ერთხელ შეეფიცათ რესპუბლიკის ერთგულება. ოპოზიციის
ღრმად პატივცემულმა დეპუტატებმა ამ წინადადებას ერთსულოვნად დაუჭირეს
მხარი და საკანონმდებლო სხდომა გაკვირვებული უმრავლესობის
თვალწინ მაშინვე დატოვეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, ღრმად პატივცემულმა
ადალბერტუ დი გუმუსიუმ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
დაწვრილებით ინფორმაციას იმ პატრიოტული ცერემონიის შესახებ, რომელიც
კამპუ გრანდიში გამთენიისას პროგრესული რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა
„რკინის მარშლის“ მემორიალთან მოაწყვეს, ხვალ შემოგთავაზებთ.

III

– ერთი სიტყვის არც დაკლებაა საჭირო და არც მიმატება, – ეუბნება ბეც


ჟურნალისტს ეპამინონდას გონსალვისი. სახეზე კმაყოფილებასთან ერთად შვებაც
აღბეჭდვია, თითქოს აქამდე, სანამ ჟურნალისტი ტექსტს კითხულობდა, რაღაცის
ეშინოდა და ამოსუნთქვასაც ვერ ბედავდა, ახლა კი გულზე მოეშვაო, – ყოჩაღ!
– არ ვიცი, მართალია თუ ტყუილი, მაგრამ უჩვეულო ამბავი ნამდვილადაა. –
ფიქრიანად წარმოთქვა ბეცმა ჟურნალისტმა ისე, თითქოს შექება არც კი გაუგონიაო, –
ბაზრის შარლატანი, რომელიც სალვადორის ქუჩებში დაეხეტებოდა და
ირწმუნებოდა, ადამიანების სულში ჩახედვა შემიძლიაო, მონარქიას
წინასწარმეტყველებდა და ტავერნებში ათეიზმს ქადაგებდა, ინგლისის ჯაშუში
აღმოჩნდა, სებასტიანელებთან ერთად მონარქიის აღდგენას ცდილობდა, შემდეგ კი
სადღაც სერტანში ცოცხლად დაწვეს? განა უცნაური არ არის?
– ჰო. – კვერს უკრავს პროგრესული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, – მაგრამ
არც კარგად შეიარაღებული რეგულარული არმიის პოლკი მარცხდება ყოველდღე
ერთ მუჭა ფანატიკოსებთან. დაუჯერებელი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან
სამწუხარო მოვლენები ვითარდება ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის.
ძალიან ცხელა და ახლომხედველ ჟურნალისტს სახე ოფლით ეცვარება. შუბლსა და
ლოყებს უზარმაზარი ცხვირსახოცით იწმენდს და დაორთქლილ სათვალეს პერანგის
გულისპირით იმშრალებს.
– სტამბაში მე თვითონ მივიტან და ვთხოვ, რომ გვერდი ჩემი თანდასწრებით
ააწყონ, – ამბობს იგი და მაგიდაზე გაფანტულ ფურცლებს აგროვებს. – შეგიძლიათ,
მშვიდად იყოთ. შეცდომა არ გამეპარება. თქვენ წაბრძანდით და დაისვენეთ, სენიორ.
– აქ მუშაობით კმაყოფილი ხართ? აქ ჯობია თუ ბარონთან ჯობდა? –
მოულოდნელად ეკითხება გაზეთის რედაქტორი, – ვიცი, რომ აქ უფრო დიდი
ხელფასი გაქვთ, ვიდრე Diario de Bahia -ში. აქ გირჩევნიათ, ხომ ასეა?
– სიმართლე გითხრათ, დიახ, – ბეცი ჟურნალისტი სათვალეს იხსნის და ერთხანს
რაღაცის მოლოდინში ოდნავ პირდაღებული და თვალმოჭუტული ერთ ადგილას
შეშდება, დაცემინების მოლოდინში ცხვირი უთრთის, მაგრამ ეს ცრუ განგაშია, –
პოლიტიკური ქრონიკის წერა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე იმ ზარალის
მკითხველთა ლიგა
მიმოხილვა, რომელსაც დინამიტით თევზაობა იტაპაჟიპის სანაპიროს ან ხანძარი
მაგალიაისის საკონდიტროს აყენებს.
– ამას გარდა, აქ მამულისთვის იღვწით და თქვენს პატრიოტულ ვალს იხდით, –
განაგრძობს ეპამინონდას გონსალვისი, – რადგან თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ,
ხომ ასეა?
– არ ვიცი, ვისიანი ვარ, – პასუხობს ბეცი ჟურნალისტი და ხმაც ისეთივე უცნაური
აქვს, როგორიც გარეგნობა: ექოსავით ისმის – ხან ძალიან მჭახეა, ხან კი სრულიად
მოგუდული, – პოლიტიკური შეხედულებები არ გამაჩნია და ეს საერთოდ არ
მაინტერესებს.
– ვაფასებ თქვენს გულახდილობას, – იცინის, გონსალვისი სავარძლიდან დგება და
თავის პორტფელს იღებს, – თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ. უზადო სტატიები
გამოგდით. სათქმელს კარგად გამოხატავს და თან ისე, როგორც საჭიროა. მე რთული
და ფაქიზი საქმე მოგანდეთ და კმაყოფილი ვარ, რომ არ შევცდი.
ნავთის ლამპის პატრუქს უბერავს, აქრობს და კაბინეტიდან გადის. ჟურნალისტი
უკან მიჰყვება და ზღურბლთან ბრკოლდება.
– თუკი ასეა, ერთი სათხოვარი მაქვს, – ეუბნება რედაქტორს მოულოდნელად, – თუ
პოლკოვნიკი მორეირა სეზარი მართლაც გაემართება კანუდუსში ამბოხების
ჩასახშობად, გაზეთიდან მე მიმავლინეთ.
ეპამინონდას გონსალვისი ქუდს იხურავს, ჟურნალისტისკენ ტრიალდება და
დაჟინებით აკვირდება.
– ჩემი აზრით, შესაძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენიანი ხართ,
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ. მხოლოდ ნამდვილ
რესპუბლიკელს შეუძლია ასეთი აღტაცება პოლკოვნიკი მორეირათი.
– არ ვიცი, ეს აღტაცებაა თუ არა, – აზუსტებს ჟურნალისტი და თან ქაღალდის
ფურცლებით ინიავებს, – მაგრამ ხორცშესხმული გმირის ნახვა და ასეთი პიროვნების
გვერდით ყოფნა მეტად მაცდური აზრია. რომანის პერსონაჟთან მიახლებას ჰგავს.
– ოღონდ ფრთხილად იყავით. პოლკოვნიკი დასანახადაც ვერ იტანს
ჟურნალისტებს, – კარისკენ მიემართება მთავარი რედაქტორი, – საჯარო ცხოვრება
პოლკოვნიკმა იმით დაიწყო, რომ რიოს ქუჩაში არმიის შეურაცხყოფისთვის
ჟურნალისტი დაცხრილა.
– ღამე მშვიდობისა, – ლუღლუღებს ბეცი ჟურნალისტი და შენობის მეორე, ბნელი
დერეფნით სტამბასთან მიერთებული ფრთისკენ მიდის, მისი რეპორტაჟის
მომლოდინე ასოთამწყობები, ალბათ ყავით გაუმასპინძლდებიან.

მკითხველთა ლიგა
სამი

მატარებელი კივილით შედის კეიმადასის სადგურში და პლატფორმაზე ჩერდება.


პოლკოვნიკ მორეირა სეზარის ჩამოსვლის პატივსაცემად სადგური დროშებით
მოურთავთ. ვიწრო ბაქანზე უამრავი ხალხი ირევა; წითელი სახურავების თავზე
თეთრი ქსოვილი გაუჭიმავთ წარწერით: „კეიმადასი მიესალმება სახელოვან
პოლკოვნიკ სეზარს და მის მამაც ჯარისკაცებს. გაუმარჯოს ბრაზილიას!“
ფეხშიშველი ბავშვები დროშებს აფრიალებენ. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ
სერთუკებში გამოწყობილი, მუნიციპალური საბჭოს ექვსი წარმომადგენელი
პატივსაცემ სტუმარს ქუდმოხდილი ელის. ირგვლივ ჩამოძონძილი,
გასაცოდავებული ხალხი ახვევიათ და სანახაობას ისინიც მოუთმენლად ელოდებიან.
მათგან ზოგი მოწყალებას ითხოვს. ქუჩის მოვაჭრეები ხალხს რაპადურასა და შემწვარ
ხორცს სთავაზობენ.
ვაგონის კართან მისასალმებელი შეძახილები გაისმის. მატარებლის ფანჯრებიდან
ჯარისკაცები იცქირებიან. ხელში შაშხანები უჭირავთ. ვაგონიდან მორეირა სეზარიც
გადმოდის. ტანთ ოქროსფერღილებიანი ცისფერი მუნდირი აცვია, რომელსაც
წითელი ეპოლეტები და ოქროსფერი ნაყში უმშვენებს. პოლკოვნიკი ბაქანზე
მსუბუქად ხტება. დაბალი, გამხდარი და ძალიან მოძრავია. სიცხისგან პოლკოვნიკის
გარდა ყველა ოფლად იღვრება. მიუხედავად იმისა, რომ ტანმორჩილია,
პოლკოვნიკის ყოველი ნაბიჯი ისეთი მყარია, იმდენად მტკიცე ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად შეუვალი და მამაცი გამოხედვა აქვს, რომ ეს
კაფანდარა სხეული ირგვლივ რაღაც ძლიერ ძალას ტალღებივით აფრქვევს. მისი
თვალებიდან გასაოცარი ნებისყოფა გამოსჭვივის: ეს იმ ადამიანის მზერაა, რომელმაც
ზედმიწევნით იცის, რა სურს, და ბრძანებების გაცემასაა მიჩვეული.
აპლოდისმენტები პლატფორმიდან ქუჩაშიც კი აღწევს და იმათ ყურამდეც მიდის,
მზის მწველი სხივებისგან თავს მუყაოს ნაგლეჯებით რომ იცავენ. ბავშვები ცაში
ფერად-ფერად ქაღალდებს ისვრიან და ჩამოსულებს ალმებით ესალმებიან.
პოლკოვნიკის მისასალმებლად მუნიციპალური საბჭოს წევრები რამდენიმე ნაბიჯს
წინ დგამენ, იგი კი გვერდით ისე ჩაუვლის, რომ ხელის ჩამოსართმევადაც კი არ
ყოვნდება. გარს ოფიცრების ჯგუფი ჰყავს შემორტყმული. პოლკოვნიკი მათ
თავაზიანად ესალმება, მერე კი ხალხს მიმართავს: – გაუმარჯოს რესპუბლიკას!
გაუმარჯოს მარშალ ფლორიანუს! – საბჭოს წევრები აშკარად გაოგნებულები არიან,
რა თქმა უნდა, მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმას, სტუმართან გასაუბრებასა და
მის გაცილებას აპირებდნენ. პოლკოვნიკი ოფიცრების თანხლებით სადგურის
შენობაში შედის. მუნიციპალიტეტის წევრები უკან გაყოლას ცდილობენ, მაგრამ კარი
იხურება და ჯარისკაცები შენობაში არავის უშვებენ. ამ დროს ცხენის ხვიხვინი

მკითხველთა ლიგა
გაისმის და ვაგონიდან ლამაზი თეთრი ულაყი გამოჰყავთ. მის დანახვას ბავშვები
აღფრთოვანებული ჟრიამულით ეგებებიან. ცხენი ხტის, ფაფარს იბერტყავს,
გახარებულია, გრძნობს, რომ მინდორი სულ ახლოსაა. ახლა ვაგონიდან
ჯარისკაცების გრძელი მწკრივი იწყებს გადმოსვლას, გადმოდიან და თან გადმოაქვთ
ფუთები, ჩემოდნები, ტომრები, ტყვია-წამლით სავსე ყუთები, ტყვიამფრქვევები,
მოაგორებენ ქვემეხებსაც, რომლებსაც ლულებზე მზის ათინათები დასთამაშებს.
იარაღის დანახვაზე ბრბო გუგუნებს. ჯარისკაცები ხარებშებმულ საზიდრებთან
მიდიან და ზედ მძიმე ტვირთს ალაგებენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები,
როგორც ჩანს, მოვლენების ამგვარ მოულოდნელ განვითარებას ეგუებიან და
ცნობისმოყვარე ბრბოს უერთდებიან, სადგურის შენობის ფანჯრებს მათთან ერთად
აწყდებიან და პოლკოვნიკი სეზარის დანახვას ლამობენ. შენობაში კი მას თავს
ოფიცრები, ადიუტანტები, ლეიტენანტები დასტრიალებენ.
მთელი სადგური ერთ დიდ ოთახს წარმოადგენს. ფიცრული ტიხრის მიღმა
გაბმულად აკაკუნებს ტელეგრაფისტი. მოსაცდელ დარბაზს ერთი მხრიდან ბაქანი
ესაზღვრება, მეორე მხარეს კი, ბაქნის მოპირდაპირედ, ფასადი მოედანზე გადის,
სადაც ორსართულიანი სახლია წამოჭიმული აბრით: „სასტუმრო „კონტინენტალი“.
ყველგან ჯარიკაცები არიან, იტაპიკურუს გამზირზეც კი რომელიც მთავარი
მოედნიდან ზევით მიემართება. სადგურის ფანჯრების მინებს ათობით სახე აჰკვრია,
ცნობისმოყვარენი ცდილობენ, გაარჩიონ, რა ხდება მოსაცდელ დარბაზში. მათ ზურგს
უკან კი ვაგონებიდან კვლავ გამალებული ტემპით გრძელდება ბარგის
გადმოტვირთვა. ჯარისკაცს მეშვიდე პოლკის დროშა გამოაქვს და ბრბოს წინ შლის,
რასაც კვლავ აპლოდისმენტები მოსდევს. მოედანზე, სადგურსა და სასტუმრო
„კონტინენტალს“ შორის, მეორე ჯარისკაცი ცხენს ფაფარს უვარცხნის. მოსაცდელი
დარბაზის ერთ კუთხეში გრძელი მაგიდა დგას, ზედ ჭურჭელი, საჭმელი და
ბოთლები დაუწყვიათ. ვიღაცას წინდახედულება გამოუჩენია და ბუზებისაგან
დასაცავად ჭურჭელზე თხელი ქსოვილი გადაუფარებია, მაგრამ მაგიდას
ყურადღებას არავინ აქცევს. შენობის ჭერიდან დროშები და ათასფერი გირლანდებია
ჩამოშვებული, რომლებიც პროგრესული რესპუბლიკური თუ ბაიის დამოუკიდებელი
პარტიების, პოლკოვნიკ მორეირა სეზარის და ბრაზილიის რეგულარული არმიის
მეშვიდე ქვეითი პოლკის მისასალმებელ პლაკატებს შორის ფრიალებენ.
ამ მოფუთფუთე ჭიანჭველეთში პოლკოვნიკი მორეირა ცისფერი მაუდის
სააღლუმო მუნდირს იხდის და საველე სამოსს იცვამს. ორ ჯარისკაცს მის წინ,
ტელეგრაფისტის ტიხართან ნაჭერი გაუჭიმავს და პოლკოვნიკი ადიუტანტს
პარადულ აღკაზმულობას ამ შირმიდან უყრის, ის კი, თავის მხრივ, ყველაფერს
სამგზავრო სკივრში აწყობს. სეზარი დროს არ კარგავს და ტანსაცმლის გამოცვლასთან
ერთად მის წინაშე გაჯგიმულ ოფიცრებს ელაპარაკება.
– კუნია მატუს! პირად შემადგენლობაზე ინფორმაცია მჭირდება.
მაიორი ქუსლს ქუსლს მხედრულად ურტყამს და პატაკის ჩაბარებას ისე იწყებს.
– ოთხმოცდასამი კაცი ყვავილითა და სხვა ავადმყოფობებით დაავადდა, –
ფურცლებში იყურება მატუსი, – მწყობრში ათას ორას ოცდათხუთმეტი კაცია.
თხუთმეტი მილიონი ვაზნა და სამოცდაათი ჭურვი, თქვენო ბრწყინვალებავ!
– მეწინავე რაზმები არა უგვიანეს ორი საათისა მონტი-სანტუში გამოცხადდნენ, –
უფერულად, უსიცოცხლოდ ამბობს პოლკოვნიკი, – თქვენ კი, ოლიმპიუ, თუ
შეიძლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ჩემი სახელით ბოდიში მოუხადეთ.
მოგვიანებით მივიღებ. აუხსენით, რომ ახლა ცერემონიებისა და ზეიმების დრო არ
არის.
მკითხველთა ლიგა
– არის, თქვენო ბრწყინვალებავ!
კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუ ქრება და მესამე, უწყინარი გამომეტყველებისა და
პოლკოვნიკის ეპოლეტებიანი არც ისე ახალგაზრდა, ჩასკვნილი კაცი ნაბიჯს წინ
დგამს.
– ლეიტენანტი პირის ფერეირა და მაიორი ფებრონიუ დი ბრიტუ მოვიდნენ.
თქვენს პოლკს მრჩევლებად უნდა შეუერთდნენ.
წამიერად ჩაფიქრებული პოლკოვნიკი დუმს.
– პოლკისთვის დიდი პატივია, – ჩუმად ცრის ბოლოს კბილებში, – შემოუშვით,
ტამარინდუ.
ადიუტანტი მუხლებზე ეშვება და პოლკოვნიკს უდეზო, კავალერისტის ჩექმების
ჩაცმაში ეხმარება. ერთი წუთის შემდეგ ფებრონიუ დი ბრიტუ და პირის ფერეირა
პოლკოვნიკ ტამარინდუს წინამძღოლობით შირმის წინ დგებიან, მხედრულად
ქუსლს ქუსლზე არტყამენ, რიგრიგობით წარუდგებიან და თავის გვარს და წოდებას
ასახელებენ. ფარდა ძირს ვარდება და მომსვლელები მორეირა სეზარს ხედავენ,
რომელიც ქამარზე პისტოლეტსა და ხმალს იმაგრებს. აკაპიწებული სახელოები
უბალნო, წვრილ ხელებს უშიშვლებს. სიტყვას არ ძრავს და თითოეულ მათგანს
გაყინული მზერით ათვალიერებს.
– მოხარულები ვიქნებით, თუ ამ მხარეში საბრძოლო მოქმედებების ჩვენეული
გამოცდილება ბრაზილიის ყველაზე გამორჩეულ მხედართმთავარს დაეხმარება,
თქვენო ბრწყინვალებავ.
პოლკოვნიკი მორეირა ფებრონიუ დი ბრიტუს დაჟინებით შესცქერის, თვალებით
იმდენ ხანს ბურღავს, სანამ ეს უკანასკნელი დაბნეულობისგან თავს არ ხრის.
– თქვენი გამოცდილება ერთ მუჭა ყაჩაღებთან ანგარიშის გასწორებაში თქვენ
თვითონაც არ დაგხმარებიათ, – ხმის აუწევლად მიმართავს მაიორს, მაგრამ მაინც
ისეთი ხმა აქვს, რომ ყველას, ვინც მოსაცდელ დარბაზშია, ეჩვენება, დამბლა
დაგვეცაო: ყველა ადგილზეა გაქვავებული, მორეირა სეზარი დი ბრიტუს ისე
გამომცდელად უყურებს, თითქოს მის წინაშე უბრალო მღილი იყოს, მერე კი თითით
პირის ფერეირაზე ანიშნებს, – ჯარს ეს ხელმძღვანელობდა. თქვენ კი
განკარგულებაში 500 მებრძოლი გყავდათ, მაგრამ მაინც გამოუცდელი ბიჭებივით
კუდით ქვა გასროლინეს. თქვენ ბრაზილიის არმიის და, შესაბამისად, რესპუბლიკის
ღირსება შებღალეთ. მეშვიდე პოლკი თქვენ დაუხმარებლადაც იოლას გავა.
გიკრძალავთ ამ საქმეში მონაწილეობას. ზურგიდან ფეხი არ მოიცვალოთ. სნეულებსა
და სურსათ-სანოვაგეს მიხედავთ. თავისუფლები ხართ!
ორივე ოფიცერი გაფითრებულია, მაიორს შუბლი ოფლით ეცვარება; პირს აღებს,
თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო, მაგრამ გადაიფიქრებს, მხედრულად ესალმება,
ტრიალდება და ბარბაცით გადის გარეთ. ლეიტენანტი ადგილიდან არ იძვრის.
გაქვავებულია: თვალები დასწითლებია. მორეირა სეზარი ისე უვლის გვერდს, მისკენ
არც კი იხედება. შტაბის პერსონალი საქმიანობას განაგრძობს. მაგიდაზე უკვე
საბუთების მთაა დახვავებული.
– კორესპონდენტებს სთხოვეთ, კუნია მატუს, – ბრძანებს პოლკოვნიკი.
მაიორს დარბაზში მგზავრობით დაღლილი კორესპონდენტები შეჰყავს. ისინიც
მატარებლით ჩამოვიდნენ, მეშვიდე პოლკთან ერთად. დაქანცულები არიან. მორეირა
სეზარის წინ დგანან. ხუთი სხვადასხვა ასაკის კორესპონდენტია. ტანსაცმლითაც
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ზოგს გეტრები აცვია, ზოგს საცხენოსნო ბრიჯები,
მაგრამ ხელში ყველას ფანქრები და ბლოკნოტები უჭირავს. ერთს დასაკეცი
სამფეხათი ფოტოაპარატიც კი წამოუღია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს Jornal
მკითხველთა ლიგა
de Noticias-ის ახალგაზრდა ახლომხედველი კორესპონდენტი. მეჩხერი წვერი მის
შესაბრალის გარეგნობას, პორტატიულ პიუპიტრს, სახელოზე მიმაგრებულ სამელნეს
და ბატის ფრთას ზედმიწევნით შეესაბამება. სანამ ფოტოგრაფი სამფეხაზე აპარატს
ამაგრებს, ახლომხედველი კორესპონდენტი ბატის ფრთას ღეჭავს. მაგნუმი ინთება და
კვამლს უშვებს. ფანჯრებიდან მოთვალთვალე ბავშგები ისევ აღფრთოვანებით
შეჰყვირებენ. კორესპონდენტების მისალმებას პოლკოვნიკი თავის დაკვრით
უპასუხებს.
– ბევრს გაუკვირდა, როდესაც სალვადორში წარჩინებულები არ მივიღე, –
მშვიდად, ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე წარმოთქვამს იგი მისალმების ნაცვლად, –
ბატონებო, ამის ახსნა სულ მარტივად შეიძლება. დრო არ ითმენს. ყოველი წამი
ძვირფასია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ იმის გაკეთებას, რისთვისაც
ბაიაში ჩამოვედით. ჩვენ განსაკუთრებული მისია გვაქვს და მას აუცილებლად
შევასრულებთ. მეშვიდე პოლკი კანუდუსის ამბოხებულებსაც ისევე დასჯის, როგორც
სანტა-კრუსის ციხესიმაგრეში, ლაჟიში, სანტა-კატარინაში დასაჯა ამბოხებულები და
მათ რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს სამუდამოდ დაუკარგავს.
ფანჯრებთან ჩაჩუმებული მაყურებელი ცდილობს, გაიგოს, რას ამბობს
მხედართმთავარი. ოფიცრები და ჯარისკაცები ადგილიდან არ იძვრიან, პოლკოვნიკს
გატრუნულები უსმენენ. მას ხუთი ჟურნალისტიც მონუსხული შესცქერის, თითქოს
საკუთარ თვალებს არ უჯერებენო: როგორც იქნა, ნახეს. ნამდვილად ის არის, მათ
წინაშე ხორცშესხმული გმირი დგას. ისეთია, როგორსაც კარიკატურებში ხატავენ:
ტანდაბალი, გამხდარი, მოძრავი. თვალებში ცეცხლი უნთია, მზერით თითქოს
ბურღავს მოსაუბრეს. ხელებით ჰაერს უხილავი ხმლით კვეთს. ორი დღით ადრე
სალვადორშიც ასევე მოუთმენლად ელოდნენ, ასობით მოქალაქესთან ერთად, ის კი
არც მიღებაზე მივიდა, არც მეჯლისზე და ამით ყველას იმედი გაუცრუა. არავის
ეწვია, თუკი სამხედრო კლუბში გუბერნატორ ლუის ვიანასთან ხანმოკლე ვიზიტს არ
ჩავთვლით. არავის დალაპარაკებია. დღედაღამ ნავსადგურში იყო და პოლკის
ინვენტარის გადმოტვირთვას თვითონ ადევნებდა თვალყურს. შემდეგ სადგურ
კალზადაში მივიდა პირადი შემადგენლობისა და იარაღის ჩატვირთვის სანახავად,
რათა მეორე დღეს კეიმადასისკენ გაჰყოლოდა ეშელონს. სალვადორი სწრაფად
დატოვა, თითქოს ამ ქალაქს გაურბის, თითქოს მის მცხოვრებლებს უფრთხისო და
თავისი უცნაური საქციელი მხოლოდ ახლა ახსნა: დრო არ გვაქვსო, განაცხადა. ხუთი
ჟურნალისტი მის ყველა, თუნდაც უმცირეს ჟესტს გაფაციცებით აკვირდება, მაგრამ
პოლკოვნიკის სიტყვებს როდი უსმენენ, იმას იხსენებენ, რაც ამ კაცზე აქამდე
გაუგონიათ ან წაუკითხავთ, ამ ლეგენდარულ კაცზე, რომელსაც ერთნი აღმერთებენ,
მეორეთ სძულთ და ჯოჯოხეთის მოციქულს უწოდებენ. ახლა მათ წინაშე დგას ეს
ჩია, მკაცრი კაცი და ისე ელაპარაკება, თითქოს ისინი არც კი არსებობენ, შესცქერიან
და ცდილობენ, მისი ცხოვრება წარმოიდგინონ: თითქმის ბავშვი იყო, მოხალისედ
რომ წავიდა პარაგვაისთან ომში, სადაც უამრავი მედალიც მიიღო და ჭრილობაც:
უკვე ოფიცერი რიო-დე-ჟანეიროში თავის რესპუბლიკურ შეხედულებებს ისე ცხარედ
იცავდა, რომ კინაღამ ჯარიდან დაითხოვეს და ციხეში გაამწესეს. მონარქიის
წინააღმდეგ ყველა შეთქმულების სული და გული იყო და კონსპირაციულ
საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად შინაგანი ძალისა, მის თვალებში რომ ირეკლება,
ყოველ სიტყვაში ჟღერს და მიმოხვრაში იგრძნობა, ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ
იმის წარმოდგენა, რომ დღისით, მზისით, ქალაქის მთავარ, ოუვიდურის ქუჩაზე
შეეძლო, ვიღაც მჯღაბნელისთვის ხუთი ტყვია დაეჭედებინა. სამაგიეროდ, იმ
სიტყვების დაჯერება არ გაუჭირდათ, როცა სასამართლოზე განაცხადა: ვამაყობ ჩემი
მკითხველთა ლიგა
საქციელით და თუკი ვინმე ჩემი თანდასწრებით ბრაზილიის არმიის შეურაცხყოფას
კვლავ გაბედავს, მზად ვარ, ის კვლავაც გავიმეოროო. ჟურნალისტები მისი კარიერის
ძირითად მომენტებს იხსენებენ, რაც მონარქიის დაცემისა და მატუ-გროსუში
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო: მას შემდეგ მორეირა სეზარი
პრეზიდენტ ფლორიანუ პეიშოტუს ყველაზე დიდი თანამოაზრე და მარჯვენა ხელი
გახდა და რესპუბლიკის საწინააღმდეგო ყოველგვარი უკმაყოფილების გამოხატვას
სწორედ ამ რკინის მარჯვენით ახშობდა. არადა, ასეთი მცდელობები რესპუბლიკის
დამკვიდრების პირველ წლებში არც ისე ცოტა იყო. გაზეთ O Jacobino-შიც
მგზნებარედ იცავდა რესპუბლიკის დიქტატურის არსებობის უფლებას, მიაჩნდა, რომ
რესპუბლიკას პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების გარეშე უნდა ემოღვაწა და
ჯარი, ისევე როგორც წარსულში ეკლესია, რელიგიისგან დამოუკიდებელი
საზოგადოების ცენტრი, ძარღვი უნდა გამხდარიყო, რომელიც ქვეყანას მეცნიერული
პროგრესისკენ წაიყვანდა. კორესპონდენტებს აინტერესებდათ, მართალი იყო თუ არა,
რომ მარშალ ფლორიანუ პეიშოტუს დაკრძალვის დროს, როცა პოლკოვნიკი სიტყვას
წარმოთქვამდა, გონება დაკარგა. ახლა ამბობდნენ, მას მერე, რაც პრეზიდენტად
სამოქალაქო პირი, პრუდენტი დი მორაისი მოვიდა, პოლკოვნიკი მორეირა სეზარისა
და სხვა იაკობინელების პოლიტიკური მზე ჩაესვენაო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს
სიმართლე არ უნდა იყოსო. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ აქ, კეიმადასში არ იქნებოდა,
ხელისუფლება ბრაზილიის ყველაზე სახელგანთქმული პოლკის ხელმძღვანელობას
არ მიანდობდა და ასეთი სერიოზული მისიის შესრულებას არ დაავალებდა, რაც მის
პოლიტიკურ გავლენას ძალიან გაზრდიდა და რიოში ბევრად უფრო
სახელმოხვეჭილს დააბრუნებდაო. ხოლო ის, რომ ამ მისიას პოლკოვნიკი მორეირა
სეზარი თავს ღირსეულად გაართმევდა, ეჭვი არავის ეპარებოდა.
– ბაიაში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ კინკლაობაში
ჩავერთო, – განაგრძობს პოლკოვნიკი და ისე, რომ იქით არც კი იყურება, ხელს
დაპირისპირებული – რესპუბლიკური და დამოუკიდებელი პარტიების
წინასაარჩევნო პლაკატებისკენ იშვერს, – ჯარი ინტრიგებსა და ყოველგვარ
პოლიტიკოსობაზე მაღლა დგას. მეშვიდე პოლკი ბაიაში მონარქისტების ამბოხის
ჩასახშობადაა ჩამოსული, რადგან კანუდუსის ყაჩაღებისა და შეშლილი
ფანატიკოსების ხელით აქ შეთქმულება რესპუბლიკის წინააღმდეგ ხორციელდება. ის
საცოდავები მხოლოდ იარაღია არისტოკრატების ხელში, რადგან ეს უკანასკნელნი
პრივილეგიების დაკარგვას ვერ ეგუებიან და არ ნებავთ, რომ ბრაზილია
თანამედროვე განვითარების გზას დაადგეს; რაც შეეხება ფანატიკოსებს, რამდენიმე
ფანატიკოსი პადრე ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას ვერ შეჰგუებია და
გამალებით უარყოფს, მიეცეს კეისარს კეისრისა. ახლა, როგორც ირკვევა, ზურგს უკან
ინგლისის მონარქიაც უდგათ, რომელიც დამპალი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს,
რათა ჩვენგან შაქრის სასაცილო ფასად შესყიდვა განაგრძოს. მაგრამ ამჯერად ვერ
გათვალეს. ძალიან ცდებიან. ვერც არისტოკრატია, ვერც სამღვდელოება და ვერც
ინგლისი ბრაზილიას თავის სურვილებს ვერ მოახვევს თავს. ჩვენი ჯარი ამას არ
დაუშვებს.
ბოლო სიტყვებს პოლკოვნიკი განსაკუთრებით ხმამაღლა და აღფრთოვანებით
წარმოთქვამს და ხელს პისტოლეტის ბუდეს ავლებს. დუმდება. მოსაცდელ დარბაზში
მოწიწებით გამსჭვალული სიჩუმე ისადგურებს. ისმის, როგორ დასტრიალებენ
მაგიდას გაგიჟებული ბუზები. ჟურნალისტთაგან ყველაზე უფროსი, რომელსაც
სიცხისდა მიუხედავად კუბოკრული პიჯაკი აცვია, ხელს მორცხვად სწევს. რაღაცის
თქმა, ან კითხვის დასმა უნდა. მაგრამ პოლკოვნიკი მის უხმო თხოვნას ყურადღებას
მკითხველთა ლიგა
არ აქცევს: მის ნიშანზე ორი კარგად გაწვრთნილი ადიუტანტი იატაკიდან ყუთს
იღებს, მაგიდაზე დგამს და ხსნის: ყუთში იარაღია.
მორეირა სეზარი ბოლთის ცემას იწყებს. ხელები ზურგს უკან აქვს შემოწყობილი
და ხუთ ჟურნალისტს წინ ხან აუვლის, ხან ჩაუვლის.
– ეს იარაღი ბაიის სერტანებში ჩავიგდეთ ხელში, ბატონებო, – ამბობს ირონიულად,
თითქოს ვიღაცას დასცინისო, – კიდევ კარგი, რომ ეს მაინც არ მოხვდება კანუდუსში.
იცით, საიდან არის? ის ნაძირალები ისე გათავხედდნენ, რომ ქარხნული დამღაც კი არ
მოაცილეს. იარაღი, არც მეტი და არც ნაკლები, ლივერპულშია დამზადებული.
ჩვენთან, ბრაზილიაში ასეთები ჯერ არ უნახავთ. სპეციალური, ფეთქებადი
ტყვიებისთვის განკუთვნილი იარაღია. სწორედ ამის გამო აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს
ისეთი ჭრილობები, ჩვენი ქირურგები საგონებელში რომ ჩააგდო: ათი-თორმეტი
სანტიმეტრის გარშემოწერილობის ნაპრალი. ეს ტყვია კი არა, უფრო ჭურვია. საიდან
აქვთ ამ გაუნათლებელ მეამბოხეებს, პირუტყვის ქურდებს, ასეთი დახვეწილი,
ევროპული იარაღი? მეორე მხრივ, რას ნიშნავს ასეთი იდუმალი წარსულის მქონე
ვაჟბატონების ამ მხარეში გამოჩენა? საიდან გაჩნდა იპუპიარაში ნაპოვნი
უცხოტომელის გვამი, ან ვიღაც ვიგინდარა კაპინ გროსუში, რომელსაც საფულე
ფუნტი სტერლინგებით ჰქონდა სავსე და აღიარა, რომ ინგლისურად მოლაპარაკე
მხედრების მთელ რაზმს უმეგზურა? ბელუ-ორიზონტისაც საიდანღაც
მოულოდნელად უცხოელები შეესივნენ და კანუდუსში სურსათის და დენთის
ჩატანას აპირებდნენ. ძალიან ბევრი დამთხვევაა და შეუძლებელია, ყურადღება არ
მიაქციო. შეუძლებელია, ეჭვი არ მიიტანო, რომ რესპუბლიკის წინააღმდეგ
შეთქმულებაა ჩაფიქრებული, მტრები არ ნებდებიან. მით უარესი მათთვის. რიო-დე-
ჟანეიროში ხომ გავანადგურეთ, რიუ-გრანდი-დო-სულშიც გავანადგურეთ. ჰოდა,
ბაიაშიც დავამარცხებთ, ბატონებო.
პოლკოვნიკი კვლავ ჟურნალისტების წინ სცემს ბოლთას, კუთხეში მისული,
უეცრად მკვეთრად ტრიალდება და უკან მიდის. და ასე იმეორებს ორ-სამჯერ, მერე
მაგიდას უახლოვდება, სადაც რუკებია გაშლილი და მუქარანარევი, მბრძანებლური
ხმით წარმოთქვამს.
– თანახმა ვარ, გაჰყვეთ პოლკს, თუ რამდენიმე წესს დაიცავთ. აქედან გასაგზავნ
დეპეშებს წინასწარ მაიორი კუნია მატუსი, ან პოლკოვნიკი ტამარინდუ გადახედავენ.
ეს ვრცელდება თქვენს რეპორტაჟებზეც საბრძოლო მოქმედებების შესახებ. შემდეგ კი
კურიერი წაიღებს. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ, თუ რომელიმე თქვენგანი ჩემს
სიტყვებს უგულებელყოფს და კორესპონდენციას ჩემი ადიუტანტების შეფასების
გარეშე გააგზავნის, დიდ დანაშაულს ჩაიდენს. იმედია, გესმით, რომ ნებისმიერმა
დაუდევრობამ, შეცდომამ ან გაუფრთხილებლობამ შეიძლება მტერს ხელი შეუწყოს,
ომია და გთხოვთ, ამას ნუ დაივიწყებთ. ვიმედოვნებ, მეშვიდე პოლკში ყოფნა
თქვენთვის სასარგებლო იქნება. სულ ეს არის, ბატონებო.
ამ სიტყვების შემდეგ იგი შტაბის ოფიცრებისკენ ტრიალდება და იმავე წამს, ისინიც
გარს ერტყმიან თუ არა, თითქოს ჯადოსნური კვერთხი დაიქნიესო, იქაურობას
ხმაური, საქმიანი სირბილი და გუგუნი ავსებს. მხოლოდ ხუთი ჟურნალისტი არ
იძვრის ადგილიდან. დაბნეულები შეჰყურებენ ერთმანეთს. დაეჭვებულებსა და
გაოგნებულებს ჯერაც ვერ გაუგიათ, პოლკოვნიკი მორეირა სეზარი ისე რატომ
ელაპარაკებოდა, თითქოს მისი პოტენციური მტრები ყოფილიყვნენ, რატომ არ მისცა
უფლება, მისთვის ერთი კითხვა მაინც დაესვათ, რატომ არ სცადა, ოდნავი
კეთილგანწყობა მაინც გამოეხატა, ან, უბრალოდ, თავაზიანობა გამოეჩინა. ოფიცერთა
წრე თხელდება: ერთიმეორის მიყოლებით პოლკოვნიკისგან განკარგულებებს იღებენ
მკითხველთა ლიგა
და მხედრული გამოთხოვებისა და ქუსლების კაკუნით სხვადასხვა მხარეს გარბიან.
მარტო დარჩენილი პოლკოვნიკი დარბაზს თვალს მოავლებს და ჟურნალისტებს
წამით ჰგონიათ, რომ მათ ახლა მაინც მიუახლოვდება, მაგრამ ცდებიან. თითქოს
ახლაღა შეამჩნია დამშეული, გამხდარი, მზით დამწვარი სახეები ფანჯრისა და კარის
მინებს რომ მიჰკრობიანო, შუბლშეჭმუხნილი მორეირა სეზარი ქვედა ტუჩს ბერავს:
ძნელია იმის თქმა, რას გამოხატავს მისი გამომეტყველება. უეცრად, გაბედულ
ნაბიჯით უახლოეს კართან მიდის, ყურთამდე აღებს და კაცების, ქალების,
მოხუცების და ბავშვების ჯგუფს ესალმება. თითქმის ყველას ძონძები აცვია და
ფეხშიშველია, შიშით, რიდითა და აღფრთოვანებით შესცქერიან. ის კი დარბაზში
იპატიჟებს, მბრძანებლური სახით უბიძგებს შიგნით შესასვლელად, თითქმის ძალით
მიათრევს, გასამხნევებლად ზურგზე ხელს უტყაპუნებს და მიუთითებს გრძელ
მაგიდაზე, რომელზეც კეიმადასის მუნიციპალიტეტის მიერ პოლკოვნიკის
პატივსაცემად ბანკეტისთვის გამზადებულ კერძებსა და სასმელებს ბუზების
აფუთფუთებული შარავანდედი დასდგომია.
– შემოდით, შემოდით, – იმეორებს პოლკოვნიკი, ყველაზე მორიდებულებს ოთახში
ძალით ათრევს და თეფშებსა და კერძებზე გადაფარებულ ტილოს საკუთარი ხელით
აძრობს, – თქვენი მასპინძელი მეშვიდე პოლკია. ნუ მორცხვობთ. ეს ყველაფერი
თქვენია. ჩვენზე მეტად თქვენ გიჭირთ. მიირთვით და ღმერთმა შეგარგოთ.
მათი გამხნევება საჭირო აღარ არის: შემოსულები ჩქარობენ, თითქოს არც კი
სჯერათ, ასე რომ გაუმართლათ და ეშინიათ, ვაითუ გადაიფიქრონ და საჭმელი
წაგვართვანო, ხარბად ეძგერებიან იქაურობას, თეფშებს, ჭიქებსა და ბოთლებს
ნაჩქარევად ითრევენ, ერთმანეთს მუჯლუგუნებით უმასპინძლდებიან, ჩხუბობენ და
მაგიდისკენ გზის გაკაფვას ცდილობენ. მოღუშული პოლკოვნიკი კი მათ თვალს არ
აშორებს. გაოგნებული და პირდაღებული ჟურნალისტები ადგილზე გაქვავებულან.
რომელიღაც დედაბერს თავისი წილი ჩაუბღუჯავს, კბეჩს და გასვლას აპირებს.
გასვლისას მორეირა სეზართან ჩერდება. სახეზე უზომო მადლიერება აწერია.
– ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი იყოს თქვენი შემწე, პოლკოვნიკო, –
ლუღლულებს დედაბერი და ჰაერში ჯვარს გამოსახავს.
– მე ეს დედოფალი მიცავს, – ესმით ჟურნალისტებს პოლკოვნიკის სიტყვები და
ხედავენ, როგორ ავლებს ხელს ხმლის ვადას.

თავისი წარმატების მწვერვალზე ბოშათა მოხეტიალე ცირკში ოცამდე მსახიობი


მონაწილეობდა, თუკი, რა თქმა უნდა, მსახიობი ეთქმოდა წვერიან ქალს, ჯუჯას,
ადამიან-ობობას, გოლიათ პედრინს, ჟულიაუს, რომელიც ცოცხალ გომბეშოებს
ყლაპავდა. ცირკი მოძრაობდა წითელი ფურგონით, რომელსაც ზედ აკრობატები
ეხატა. ფურგონში შებმულ ოთხ ცხენზე ფრანგი ძმები მაყურებლებს სასწაულ
ილეთებს უჩვენებდნენ. ხეტიალის დროს ბოშას მიერ შეგროვილი ადამიანური
სიმახინჯეების კოლექციის გარდა, ცირკს კიდევ ჰქონდა პატარა სამხეცეც, რომელშიც
იყვნენ ხუთფეხა ბატკანი, ორთავიანი მაიმუნი, არაფრით გამორჩეული კობრა,
რომელსაც ბოშა ჩიტებს აჭმევდა და სამ მწკრივად ჩაწყობილკბილებიანი თიკანი.
პედრინი თიკანს პირს უღებდა და ღრმად პატივცემულ მაყურებელს ამ საოცრებას
ისე უჩვენებდა. შაპიტო არ – წარმოდგენას იმ ქალაქის მოედანზე მართავდნენ, სადაც
ბაზრობა ადგილობრივი წმინდანის დღესასწაული იმართებოდა.
ცირკს მძლეოსნებისა და ეკვილიბრისტების ნომრებიც ჰქონდა. მათ გარდა
ჯამბაზები, ფოკუსების ოსტატები და ნათელმხილველებიც გამოჰყავდა.ზანგი
სოლიმაუ დაშნებს ყლაპავდა, ადამიანი-ობობა გასაპნულ ბოძზე გადიოდა და
მკითხველთა ლიგა
ყველას, ვინც მის ნომერს გაიმეორებდა, მეფურ გასამრჯელოს სთავაზობდა,
გოლიათი პედრინი ჯაჭვებს წყვეტდა, წვერიანი ქალი გველს აცეკვებდა და
ყველას დასანახად ტუჩებში კოცნიდა. შემდეგ კი ყველანი ბრინჯის ფქვილითა და
დამწვარი კორპის საცობებით სახემოხატულ ჯამბაზებთან ერთად, ორ-ორად, ოთხ-
ოთხად დამწკრივებულები, იმ „სულელს“ ამოუდგებოდნენ, რომელსაც თითქოს
ძვლები არ ჰქონდა, ისეთი დრეკადი იყო. მაგრამ ცირკის ნამდვილ ვარსკვლავს მაინც
ჯუჯა წარმოადგენდა, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებული შთაგონებით,
აღტყინებითა და სიყვარულით უმღეროდა რომანსებს იმის შესახებ, თუ როგორ
მოიტაცა რაინდმა პიერმა ნეაპოლის მეფის ასული მაგალონა, მეზღვაურმა კი როგორ
აღმოაჩინა მისი ძვირფასეულობა თევზის მუცელში; მღეროდა რომანსებს მშვენიერ
სილვანინიაზე, რომლის ცოლად შერთვაც საკუთარი მამის გარდა არავინ ინდომა;
მღეროდა შარლ დიდსა და საფრანგეთის თორმეტ პერზე, გრაფის უშვილო
მეუღლეზე, რომელმაც სატანას რობერტ ეშმაკი გაუჩინა; ოლივიესა და ფიერაბრასზე.
ჯუჯის ნომერი ყოველთვის ბოლო იყო, რადგან მას მაყურებელი მუდამ ყველაზე
გულუხვად ასაჩუქრებდა.
როგორც ჩანს, ბოშას საზღვაო პოლიციასთან დიდი ხნის უთანხმოება ჰქონდა,
რადგან არასოდეს, გვალვის დროსაც კი, სანაპიროზე არ ჩადიოდა. სასტიკი კაცი იყო.
უბრალო რამის გამო მუშტებზე იყურებოდა და მოწინააღმდეგეს, კაცი იქნებოდა,
ქალი, თუ ცხოველი, უმოწყალოდ სცემდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც ერთ
მსახიობს მისგან გაქცევა არ უფიქრია. ბოშა ცირკის სული და გული იყო, ცირკის
შემქმნელი: გამუდმებულ წანწალში ისეთი არსებები მოეგროვებინა, რომლებსაც
არაბუნებრივი გარეგნობის გამო თავ-თავიანთ სოფლებსა თუ ოჯახებში ამრეზით და
დაცინვით უყურებდნენ, ღვთის წყევლად და ბუნების შეცდომად მიიჩნევდნენ.
ჯუჯამაც და წვერიანმა ქალმაც, ადამიანმა-ობობამაც და სულელმაც (რომელსაც
ბევრი არაფერი ესმოდა, მაგრამ ბევრს გრძნობდა) კი – ყველამ ამ მოხეტიალე ცირკში
გაცილებით უფრო თბილი კერა იპოვა, ვიდრე საკუთარ ოჯახში. ცირკი
გავარვარებულ სერტანებში დაეხეტებოდა და მახინჯებს თანდათან ავიწყდებოდათ,
რა იყო სირცხვილი და შიში, რადგან მსგავსთა შორის იყვნენ და თავს ნორმალურ
ადამიანებად თვლიდნენ.
ამიტომ, ძალიან გაკვირვებულები იყვნენ ოთხზე მოარული ბიჭის საქციელით,
რომელსაც შავი, ცოცხალი თვალები, ხუჭუჭა, სქელი თმა და ძალიან მოკლე ფეხები
ჰქონდა. მას ნატუბაში გადაეყარნენ. ბოშამ ბიჭი წარმოდგენის დროს შეამჩნია და
ძალიან დაინტერესდა. ეჭვი არ იყო, რომ მახინჯები, მნიშვნელობა არ ჰქონდა,
ადამიანი იქნებოდა თუ ცხოველი – ბოშას ძალიან იზიდავდნენ. არა, მარტო იმიტომ
არა, რომ მათგან სარგებელს პოულობდა, ალბათ იმიტომაც, რომ ამ მოარულ
საოცრებებს შორის თავს უფრო თავდაჯერებულად, ჯანმრთელად და
სრულყოფილად გრძნობდა. ასე იყო თუ ისე, ბოშამ იკითხა, ბიჭი სად ცხოვრობსო.
სახლში მიადგა, მშობლებს გაეცნო და კარგა ხანს არწმუნა, ჩემთან გამოუშვითო.
დაჰპირდა, რომ მათ შვილს ცირკის ნამდვილ მსახიობად აქცევდა: ბოლოს და ბოლოს
მშობლები დათანხმდნენ და ვერავინ მიხვდა, ერთი კვირის შემდეგ, როცა ბოშა ის-ის
იყო მასთან ერთად ნომრის მომზადებას უნდა შესდგომოდა, ბიჭი ცირკიდან რატომ
გაიქცა.
წარუმატებლობის ეტაპი დიდი გვალვის დროს დაიწყო: რამდენს ეცადნენ, მაგრამ
ბოშა ვერაფრით დაიყოლიეს, სანაპიროზე ჩასულიყო. ახლა ცირკს გზად მხოლოდ
აკლდამებად ქცეული, დაცარიელებული სახლები და სოფლები ხვდებოდა. სადაცაა
წყურვილით დაიხოცებოდნენ, მაგრამ ბოშას დაყოლიება ადვილი მაინც არ გამოდგა.
მკითხველთა ლიგა
ერთ საღამოს მსახიობები შეკრიბა და გამოუცხადა: გათავისუფლებთ, შეგიძლიათ
წახვიდეთ, მაგრამ, თუ დარჩებით, აღარასოდეს გაბედოთ მითხრათ, ცირკი რომელი
გზით უნდა წავიყვანოო. არავინ წასულა, რადგან კატასტროფაზე მეტად
ადამიანებისა ეშინოდათ. კაატინგა დი მოურაში ბოშას ცოლი, დადივა ავად გახდა.
მაღალი სიცხე ჰქონდა და ბოდავდა. ტაკარანდიში დაასაფლავეს. მერე
იძულებულები გახდნენ, ცირკის ცხოველები შეეჭამათ. ასე რომ, წელიწად-ნახევრის
შემდეგ, როდესაც წვიმები დაიწყო, იმ ცხოველებიდან ცოცხალი მარტო კობრაღა იყო
დარჩენილი. მოკვდა ჟულიაუც და მისი ცოლი საბინაც. დაიხოცნენ ზანგი სოლიმაუ,
გოლიათი პედრინი, ადამიანი-ობობა და ესტრელიტა. წითელი ფურგონიც დაიმტვრა
და თავიანთ ბარგი-ბარხანას ორი სახიდრით დაატარებდნენ, რომლებშიც
დარჩენილი მსახიობები თვითონ ებმებოდნენ, სანამ სერტანებში ხალხი, წყალი,
სიცოცხლე არ დაბრუნდა და ბოშამ ორი სახედარი არ იყიდა.
ახლა წარმოდგენებს ისევ მართავდნენ და თავის სარჩენ ფულსაც შოულობდნენ,
მაგრამ ძველი ხალისი არა და არ უბრუნდებოდათ: ორივე შვილის სიკვდილით
სასოწარკვეთილ ბოშას ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა. შვილები კალდეირაუ-
გრანდიში, ერთ ოჯახში აღსაზრდელად ჰყავდა მიბარებული და როცა ისევ მიაკითხა,
არც იმ ოჯახზე და არც ბავშვებზე არავინ არაფერი იცოდა. ბოშა დანაკარგს ვერ
შეეგუა და დაკარგული შვილების კვალს გამალებით დაეძებდა. კიდევ რამდენიმე
წელს ახლომახლო სოფლების მცხოვრებლებს გამუდმებით ეკითხებოდა მათ ამბავს,
შემდეგ კი თანდათან, სხვებივით, იმანაც დაიჯერა მათი დაღუპვის ამბავი. ეს
ენერგიული კაცი ერთბაშად ჯუჯღუნა, აპათიურ ადამიანად იქცა, სმა დაიწყო და
შეეძლო, ყველა წვრილმანის გამო გაბრაზებულიყო. ერთხელ, სანტა-როზაში
წარმოდგენას მართავდნენ, ბოშა ცხონებულ პედრინს ცვლიდა და მაყურებელთა
შორის ორთაბრძოლაში მონაწილეობის მსურველს ეპატიჟებოდა. ვიღაც ზორბა კაცმა
გამოწვევა მიიღო, არენაზე გამოვიდა და ცირკის მეპატრონე ერთი დარტყმით ძირს
დასცა. ბოშა ფეხზე წამოვარდა. მოწინააღმდეგეს განუცხადა, ფეხი გამისრიალდა და
თავიდან უნდა სცადოო. ზორბამ ისევ ძირს დაანარცხა. ბოშა კვლავ ფეხზე წამოდგა.
თვალები აენთო და იკითხა, თანახმა ხარ თუ არა, რომ დანით ხელში შემეჯიბროო.
მოწინააღმდეგე თავიდან უარზე იდგა. ბოშამ კი სიფრთხილე დაკარგა და
შეურაცხყოფაზე გადავიდა. ასე რომ, ზორბა იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ერთი, თითქოს შეუმჩნეველი მოძრაობა და ყელგამოჭრილი და თვალებჩამქრალი
ბოშა ისევ მიწაზე აღმოჩნდა. ცირკის მსახიობებმა მხოლოდ მერე გაიგეს, რომ მათ
პატრონს ორთაბრძოლაში, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ავაზაკი, პედრაუ
გამოეწვია.
მიუხედავად ყველაფრისა, ცირკი ინერციით მაინც არსებობდა და თითქოს ამით
ადასტურებდა, რომ, ვისაც სიკვდილი არ უწერია, არ მოკვდება (ეს სიტყვები წვერიან
ქალს ეკუთვნოდა). ცირკი არ გამქრალა, მაგრამ ძველის აჩრდილიღა დარჩა:
სახედარშებმულ ერთ საზიდარში, ტილოს ტენტის ქვეშ ახლა მსახიობების ბარგი-
ბარხანაცა და დასაძინებლად თავად გადარჩენილი მსახიობებიც: წვერიანი ქალი,
ჯუჯა, სულელი და კობრა თავისუფლად ეტეოდნენ. წარმოდგენებს ისევ მართავდნენ
და ჯუჯა ძველებურად დიდი წარმატებით მღეროდა რომანსებს სიყვარულსა და
თავგადასავლებზე. სახედარი რომ არ დაცემულიყო, საზიდარს ფეხით
მიჰყვებოდნენ. კომფორტულად მხოლოდ კობრა მგზავრობდა წნელის გალიაში.
სოფელ-სოფელ ხეტიალის დროს გზად ვინ არ შეხვედრიათ: წინასწარმეტყველები,
ყაჩაღები, მაწანწალები, პილიგრიმები, ლტოლვილები და აღარაფერი უკვირდათ;
მაგრამ იმ დილამდე არასოდეს ენახათ ისეთი ცეცხლივით წითელი თმა, როგორიც
მკითხველთა ლიგა
მიწაზე გაშხლართულ კაცს ჰქონდა, რიაშუ და ონსას გზის მოსახვევში რომ
წააწყდნენ. წითელთმიანი გაუნძრევლად იწვა, შავი სამოსი მტვერში ამოჰგანგლოდა.
ოდნავ მოშორებით მკვდარი ჯორი ეგდო და ზედ ურუბუები დასტრიალებდნენ, იქვე
კოცონი ინავლებოდა. ნაკვერჩხალთან ახალგაზრდა ქალი იჯდა და მიახლოებულ
მსახიობებს უშიშრად და უშფოთველად შესცქეროდა. სახედარი ბრძანებას არ
დაელოდა და შეჩერდა. წვერიანმა ქალმა, ჯუჯამ და სულელმა ძირს, გულაღმა
დაგდებული ადამიანის მხარზე ტყვიისფერი-მოლურჯო ჭრილობა, წვერზე, ყურზე
და ლავიწთან შემხმარი სისხლი შენიშნეს.
– მოკვდა? – იკითხა წვერიანმა ქალმა.
– ჯერ არა, – უპასუხა ჟურემამ.

– ცეცხლი შთანთქავს ამ ქალაქს, - თქვა მოძღვარმა და ტახტიდან წამოდგა.


მხოლოდ ოთხ საათს ეძინათ. ბოლო პროცესია შუაღამიდან კარგა ხნის შემდეგ
დამთავრდა, მაგრამ ნატუბელმა ლეონმა თავისი მახვილი სმენით ძილშიც გაიგონა
მოძღვრის ხმა, რომელსაც ათას ხმაში გამოარჩევდა, ფეხზე წამოხტა, ქაღალდსა და
კალამს ხელი დასტაცა და ეს სიტყვები სწრაფად ჩაიწერა. მოძღვარს თვალი არც კი
გაუხელია, თითქოს ეშინოდა, ხილვა არ გამიქრესო და ლაპარაკს ისე განაგრძობდა: –
ოთხი ხანძარი იქნება. პირველ სამს მოვერევი, მეოთხეს უფალს მივანდობ. ამჯერად
მოძღვრის ხმამ მეზობელ ოთახში მძინარე „მორჩილებიც“ გააღვიძა. ლეონი კი წერას
განაგრძობდა და ისე, რომ თავი არ აუწევია, იგრძნო, როგორ გაიღო კარი და ცისფერ
მოსასხამში გახვეული მარია კუადრადუ დაინახა. მხოლოდ მას, ნეტარსა და ლეონს
ჰქონდათ ნებისმიერ დროს სამლოცველოში უნებართვოდ შესვლის უფლება, –
კურთხეულ იყოს უფალი ჩვენი იესო, – წარმოთქვა მან და პირჯვარი გადაიწერა, – აწ
და მარადის და უკუნითი და უკუნისამდე, – უპასუხა მოძღვარმა და, როგორც იქნა,
თვალები გაახილა, – მე მომკლავენ, მაგრამ უფალს არ გავცემ, – ისე წარმოთქვა
ოდნავი სევდით, თითქოს სიზმარში ლაპარაკობსო.
ნატუბელი ლეონი წამით არ გაჩერებულა, საგულდაგულოდ იწერდა ყოველ
სიტყვას და თან სულის სიღრმემდე შეეპყრო სიამაყეს, რადგან სწორედ მას ანდო
ნეტარმა ასეთი მნიშვნელოვანი დავალება და მოძღვრისგან განუყრელი გახადა.
ახლაც ამაზე ფიქრობდა, როდესაც გაიგონა, რა შეშფოთებით ჩურჩულებდნენ
კედლის მიღმა „მორჩილები“, რა მოუთმენლად ელოდნენ, როდის დართავდა მარია
კუადრადუ იქ შესვლის ნებას. რვანი იყვნენ და, როგორც მარიას, მათაც
გრძელსახელოიანი ცისფერი ტუნიკები ეცვათ, დახურული გულისპირითა და წელზე
შემოჭერილი თეთრი თოკებით. ფეხშიშველები დადიოდნენ და თმას ცისფერი
თავსაფრის ქვეშ მალავდნენ, ისინი ადამიანთა დედამ შეარჩია ერთგულების, თავის
მსხვერპლად შეწირვისთვის მზადყოფნისა და თავდადების ნიშნით. მათ სიცოცხლე
მოძღვრის მსახურებას მიუძღვნეს: რვავემ უბიწოების აღთქმა დადო და დაიფიცეს,
სახლში არასდროს დავბრუნდებითო. იატაკზე იძინებდნენ, კარის იქითა მხარეს და
მოძღვარს, სადაც უნდა წასულიყო, ცისფერი შარავანდედივით ყოველთვის თან
დაჰყვებოდნენ: უფალი იესოს ტაძრის მშენებლობაზე, წმინდა ანტონიუს ეკლესიაში
ლოცვაზე, დაკრძალვებსა თუ მოწყალების სახლებში სტუმრობისას. და რადგანაც
წმინდანი ბევრს არაფერს ითხოვდა, მარტივი მოვალეობები ეკისრებოდათ. მოძღვრის
იისფერი სამოსი უნდა ერეცხათ და ეკემსათ, თეთრი ბატკნისთვის უნდა მიეხედათ,
სამლოცველოს კედლები და იატაკი ჩამოერეცხათ და ქვეშაგები გაებერტყათ. აი,
ისინიც შევიდნენ და ადამიანთა დედამ მათ უკან კარი მიხურა. ალეშანდრინია
კორეას თეთრი ბატკანი მოეყვანა. „მორჩილებმა“ პირჯვარი გადაიწერეს და ერთხმად
მკითხველთა ლიგა
წაიმღერეს: – კურთხეულ იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე! – აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე! – უპასუხა მოძღვარმა და ბატკანს ხელი გადაუსვა. ნატუბელი
ლეონი ისევ იატაკზე იჯდა და ხელში კალამი ეჭირა. საწერი ქაღალდი დაედო დაბალ
ტაბურეტზე, რომელიც საწერი მაგიდის მაგივრობას უწევდა. მოძღვრის ყოველ
სიტყვას იჭერდა, დიდი ხნის დაუბანელი, აბურძგნილი ფაფრიდან ჭკვიანი თვალები
უნათებდა. ლეონი მოძღვარს თვალს არ აცილებდა, ეს უკანასკნელი კი ლოცვისთვის
ემზადებოდა: იატაკზე პირქვე დაემხო, მარია კუადრადუმ და „მორჩილებმა“ მის
ირგვლივ დაიჩოქეს. მხოლოდ ლეონი არ განძრეულა ადგილიდან: ლოცვისგანაც კი
გათავისუფლებული იყო. მოძღვარი მუდამ უმეორებდა, ფხიზლად უნდა იყო,
რადგან ნებისმიერ წამს მოსალოდნელია, ქადაგების დროს შთაგონება მეწვიოს და
არცერთი სიტყვა ჩაუწერელი არ უნდა დაგრჩესო. მაგრამ იმ დილით კონსეილეირუ
მდუმარედ ლოცულობდა. სახურავების, კედლების ღიობებიდან და კარის
ჭუჭრუტანებიდან ტაძარში განთიადის ნათელი აღწევდა. მტვრის ფანტელები
ოქროსფერ სხივებში ნანაობდნენ. ბელუ-მონტი იღვიძებდა. ომახიანად ყიოდნენ
მამლები, ყეფდნენ ძაღლები, ადამიანები ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. ქუჩებში ალბათ
უკვე მომლოცველებიც იქნებოდნენ შეკრებილნი, კანუდუსის ძველი და ახალი
მკვიდრნი, რომელთაც მოძღვრის დანახვა, ან დალოცვა უნდოდათ.
კონსეილეირუ წამოდგა. „მორჩილებმა“ ფიალით თხის რძე და პურის ნატეხი,
წყალში მოხარშული სიმინდის ფაფა და მანგაბის ნაყოფით სავსე კალათა მიართვეს,
მაგრამ ის სულ რამდენიმე ყლუპი რძით დაკმაყოფილდა. შემდეგ ქალებმა წყლიანი
ბადია შეიტანეს. სანამ ისინი მდუმარედ, ყურადღებით, საქმიანად ჰბანდნენ ხელებს,
ქუსლებს უზელდნენ და მის ირგვლივ ისე ტრიალებდნენ, რომ ერთმანეთს ხელს არ
უშლიდნენ, თითქოს ეს მოძრაობები შესწავლილი და წინასწარ შეთანხმებული
აქვთო, მოძღვარი უძრავად იჯდა, ფიქრებსა თუ ლოცვებში ჩაძირული. იმ დროს,
როცა მწყემსის სანდლები ჩააცვეს, ძილის წინ უცილობლად რომ იხდიდა, ტაძარში
ნეტარი და ჟუაუ მოციქული შევიდნენ.
ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდნენ, რომ, როცა ერთად იყვნენ, ერთის
სიმკვრივე, მეორის სისუსტეს და უძლურებას უსვამდა ხაზს, – კურთხეულ იყოს
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – თქვა ერთ-ერთმა, – კურთხეულ იყოს უფალი, –
წარმოთქვა მეორემაც, – უკუნითი უკუნისამდე, – უპასუხა მოძღვარმა, სამთხვევად
ხელი გაუწოდა და მაშინვე შეშფოთებით იკითხა:
– პადრე ჟუაკინისგან არაფერი ისმის?
ნეტარმა უარის ნიშნად თავი გაიქნია. ტანდაბალსა და უკვე მოტეხილს, სახეზე
მაინც ეწერა ის უშრეტი ენერგია, რომლის წყალობითაც პროცესიებს, მსვლელობებსა
და რიტუალებს აწყობდა, იღებდა მომლოცველებს, უვლიდა საკურთხეველს და
კიდევ დრო რჩებოდა ლიტანიებისა და ჰიმნების შესაქმნელად. ჩამოფლეთილ
ყავისფერ ტუნიკაზე ავგაროზები ეკიდა, სამოსის ნახვრეტებიდან კი ეკლიანი
მავთული მოუჩანდა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, მოძღვარმა ჯერ კიდევ
ბავშვობაში აჩუქა და მას მერე აღარასდროს მოეხსნა. ნეტარმა ნაბიჯი წინ გადადგა და
ალაპარაკდა. ჟუაუ მოციქულმა კი, რომელსაც ხალხი სოფლის თავს და ქუჩის
მეთაურს უწოდებდა, უკან დაიხია.
– მოძღვარო, ჟუაუს შესანიშნავი აზრი მოუვიდა, – თქვა მან მისთვის ჩვეული
მორცხვობით, როცა მოძღვარს მიმართავდა, – ომი მალე აქ, ბელუ-მონტიშიც მოვა.
ყველა იბრძოლებს, შენ კი სამლოცველოში სულ მარტო დარჩები დაუცველი.
– მე ღმერთი დამიცავს, – უპასუხა კონსეილეირუმ, – მეც, შენც, ნეტარო, და ყველას,
ვისაც გულში რწმენა უღვივის.
მკითხველთა ლიგა
– ჰო, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავიხოცოთ, შენ კი არა, – ჯიუტად განაგრძო ნეტარმა,
– შენ უნდა იცოცხლო, მოძღვარო და სიკეთე თესო.
– გვინდა, რომ შენ დასაცავად რაზმი შევქმნათ, – ამჯერად ჟუაუ მოციქული
ალაპარაკდა, ისე რომ თვალები არ აუწევია. სიტყვებს მაშინვე ვერ პოულობდა, –
ისინი შენ გარშემო იქნებიან, რომ ვერავინ შეძლოს შენთვის ზიანის მოყენება. მათ
ისევე ავარჩევთ, როგორც დედა მარიამ წმინდა ქორო შეარჩია. ყველაზე მორწმუნეებს,
ყველაზე მამაცებს, რომლებსაც ბრმად ვენდობით. ისინი შენს მსახურებას
მიუძღვნიან სიცოცხლეს.
– გვერდიდან არ მოგშორდებიან, როგორც მთავარანგელოზები – იესოს, –
წარმოთქვა ნეტარმა და კარისკენ მიანიშნა, რომლის უკანაც სულ უფრო და უფრო
ძლიერდებოდა ხმების გუგუნი, – აქაურობას ხალხი ყოველდღე, ყოველ წამს ემატება,
ასობით არიან, დგანან და ელოდებიან, როდის გახვალ მათთან. ბევრნი არიან, ყველას
ვერ ვცნობთ და შეუძლებელიცაა, ყველას ვიცნობდეთ. სულში ყველას ვერ ჩახედავ.
იქნებ ბოროტი განზრახვით მოდიან, რომ რამე დაგიშავონ? ჯარი გჭირდება. თუ ომი
იქნება, მარტო არასოდეს დარჩები.
„მორჩილები“ კვლავ უძრავად, უბრად ისხდნენ. მხოლოდ დედა მარია კუადრადუ
იყო ფეხზე და მოსულებს გვერდით ედგა. ლეონი მოძღვართან იმ ლეკვივით
მიფორთხდა, რომელმაც იცის, რომ პატრონს უყვარს და თავი კალთაში ჩაუდო.
– საკუთარ თავზე კი არა, ჩვენზე უნდა იფიქრო, – უთხრა მარიამ. ჟუაუს ეს აზრი
ღმერთმა მიაწოდა. ეს ნიშანია და უარს ნუ იტყვი.
– კათოლიკური გვარდია, იესოს მებრძოლები იქნებიან, – თქვა ნეტარმა, –
ჯვაროსნები, სიმართლისთვის მებრძოლი ჯვაროსნები.
მოძღვარი ძლივს შესამჩნევად შეინძრა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს თანხმობა
იყო.
– ვინ უხელმძღვანელებს? – იკითხა მან.
– თუ წინააღმდეგი არ იქნები, დიდი ჟუაუ, – უპასუხა ყოფილმა ყაჩაღმა – ნეტარიც
ფიქრობს, რომ დიდ ჟუაუს ამის ძალა შესწევს.
– კარგი მორწმუნეა, – მოძღვარი წამით შეჩერდა. და როცა ისევ ალაპარაკდა, მისი
ხმა გაუცხოებულად ჟღერდა, თითქოს რომელიმე მათგანს კი არა, ბევრად
მრავალრიცხოვან მსმენელს, მთელ ქვეყნიერებას მიმართავსო, – სულიერი და
ხორციელი ტანჯვაც გადატანილი აქვს, თუმცა, მხოლოდ სულიერი ტანჯვაა ის, რაც
რწმენას განამტკიცებს, მართალს მართლად აქცევს.
სანამ ნეტარი შეხედავდა, ნატუბელმა ლეონმა მოძღვრის კალთიდან თავი ასწია,
კალამსა და ქაღალდს ხელი კატის სისწრაფით დასტაცა და მოძღვრის სიტყვები
სულმოუთქმელად ჩაიწერა. წერა რომ დაასრულა, კვლავ კატის სისწრაფით ოთხით
მიფორთხდა წმინდანთან და აბურდული თმა მოძღვარს ისევ კალთაში ჩაუდო. ჟუაუ
მოციქულმა ბოლოს განვითარებული ამბების მოყოლა დაიწყო: ამბოხებულთა ერთი
ჯგუფი დაზვერვაზე წავიდა, მეორე უკან დაბრუნდა და ახალი ამბები და საკვები
მოიტანა, მესამემ კი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, იმათი ფაზენდები მისცა ცეცხლს,
ვისაც არ უნდოდა, უფალ იესოს დახმარებოდა. უსმენდა კი მის მონათხრობს
მოძღვარი? თვალდახუჭული უძრავად იჯდა და ხმას არ იღებდა, თითქოს გულში,
როგორც ნეტარი იტყოდა ხოლმე, ისევ „ზეციურ არსებებს” ებაასებოდა, რაც მერე
ბელუ-მონტის ყველა მცხოვრებისთვის გამოცხადებად და ჭეშმარიტების საწინდრად
იქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცების გამოჩენის არავითარი ნიშანწყალი
არ ჩანდა, ჟუაუ მოციქულმა ყოველი შემთხვევისთვის კანუდუსიდან ჟერიმუაბუს,

მკითხველთა ლიგა
უაუას, კამბაიუს, როზარიუს, შოროშოს და კურალ დოს ბოისამდე გზებზე სანდო
ხალხი ჩააყენა და ბრძანა, ვაზა-ბარისის მისადგომებთან სანგრები გაეთხარათ.
მოძღვარს არაფერი უკითხავს, არც მისთვის და არც ნეტარისთვის, რომელიც თითქოს
ლოცულობსო, წამღერებით უყვებოდა, რამდენი ხალხი მოვიდა წუხელ და
გამთენიისას; მათ შორის იყვნენ კაბობოს, ჟაკუბინის, ბონ კონსილიუს, პომბალის
მცხოვრებლები; ახლა ისინი წმინდა ანტონიუს ეკლესიასთან შეკრებილები
მოძღვრისგან დალოცვას ელოდნენ – როდის მოინახულებდა, ახლა, სანამ უფალი
იესოს ტაძრის მშენებლობაზე წავიდოდნენ, თუ მერე, საღამოს, ქადაგების დროს?
ნეტარი პატაკის ჩაბარებას აგრძელებდა: ხის მასალა გათავდა, თაღები ვერ
გამოჰყავთ. გუმბათის დასახური მასალაც აღარ არის, ორი ხურო ჟუაზეირუში წავიდა
ფიცრებისთვის. საბედნიეროდ, ქვა თავზე საყრელადაა. კალატოზები მუშაობას
განაგრძობენ.
– უფალი იესოს ტაძარი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, – წარმოთქვა
მოძღვარმა ჩუმად და თვალი გაახილა, – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
– დიახ, მოძღვარო, ეს ყველაზე მთავარია, – გამოეპასუხა ნეტარი, – ყველა შრომობს,
ვისაც შეუძლია. მუშახელი გვყოფნის. მასალა კი აღარ გვაქვს. მთელი მარაგი
ამოიწურა. ფიცრებს ვიშოვით. თუ ფულს მოგვთხოვენ, გადავიხდით. ყველა მზადაა,
რაც კი გააჩნია, არაფერი დაიშუროს.
– დიდი ხანია, პადრე ჟუაკინი არ ჩამოსულა, – განაგრძო მოძღვარმა ერთგვარი
შეშფოთებით, – დიდი ხანია, რაც ბელუ-მონტიში წირვა არ ჩატარებულა.
– ალბათ პატრუქს ეძებს, მოძღვარო, – უპასუხა ჟუაუ მოციქულმა, – გაგვითავდა;
პადრე ჟუაკინი დაგვპირდა, კაკაბუს ქვის სამტეხლოში ვიყიდიო. შეუკვეთა და ახლა
ელოდება, როდის მოიტანენ. მასთან ვინმე აფრინონ?
– საჭირო არ არის. მოვა. პადრე ჟუაკინი არ გვიღალატებს, – თქვა მოძღვარმა და
თვალებით ალეშანდრინია კორეა მოძებნა, რომელსაც დარცხვენა დაეტყო და კუმბის
მოძღვრის ხსენებისთანავე თავი მხრებში ჩარგო. მოძღვარმა თავისთან მიიხმო:
– ჩემთან მოდი, შვილო ჩემო. ნუ გრცხვენია.
წლებთან ერთად ალეშანდრინია ჩამომხმარიყო და სახეც დანაოჭებოდა, თუმცაღა
სასაცილო, აპრეხილი ცხვირი და თავხედური გამომეტყველება ისევ ჰქონდა
შერჩენილი, რაც მის მორჩილ მიმოხრას სულ არ შეეფერებოდა. ქალმა ვერ გაბედა,
მოძღვრისთვის შეეხედა და მის წინაშე თავაუღებლად დაიჩოქა. მოძღვარმა თავზე
ხელი დაადო და განაგრძო:
– ასე ხდება ხოლმე, ალეშანდრინია. მართალია, სამწყსოს ცუდი მწყემსი იყო,
შესცოდა, მაგრამ მოინანია, ბევრი ტანჯვა გადაიტანა და უფლის ჭეშმარიტი შვილი
გახდა. შენმა საქციელმა სასიკეთოდ იმოქმედა მასზეც და შენს ბელუმონტიელ
ძმებზეც: პადრე ჟუაკინის წყალობით ჯერ კიდევ შეგვიძლია წირვის მოსმენა.
ბოლო სიტყვები სევდიანად წარმოთქვა და ვერც კი შეამჩნია, რომ წარსულში
ნათელმხილველი, სანამ თავის კუთხეში დაბრუნდებოდა, დაიხარა და მისი სამოსის
კიდეს ემთხვია. ადრე, როცა კანუდუსში პირველი მომლოცველები დასახლდნენ,
ხანდახან ღვთისმსახურები მიდიოდნენ, წირვას ატარებდნენ, ბავშვებს ნათლავდნენ,
მსურველებს ჯვარს სწერდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც კაპუცინების მისია ასე
წარუმატებლად დასრულდა, ბაიის არქიეპისკოპოსმა იქ ზიარების ჩატარება
საერთოდ აკრძალა. ამ ბრძანებას მხოლოდ პადრე ჟუაკინი არღვევდა, გარდა იმისა,
რომ კანუდუსში მისი გამოჩენა იქ მცხოვრებლებში სიმშვიდეს თესავდა, პადრეს
ლეონისთვის ქაღალდი და მელანი, ნეტარისთვის სანთლები და საკმეგელი, ჟუაუ
მოციქულისა და ძმები ვილანოვებისთვის კი, რასაც უკვეთდნენ, ის ჩამოჰქონდა. რა
მკითხველთა ლიგა
უბიძგებდა, რომ ეკლესიაცა და სამოქალაქო ხელისუფლებაც თავის წინააღმდეგ
განეწყო? შესაძლოა, ალეშანდრინია კორეა, მისი შვილების დედა, რომელსაც ყოველი
ჩამოსვლისას ხვდებოდა და ტაძარში ან წმინდა ანტონიუს ეკლესიაში ხანგრძლივად
ესაუბრებოდა, ან იქნებ მოძღვარი, რომლის დიდი რიდი ჰქონდა და მასთან
შეხვედრისას ყოველთვის ბავშვივით იბნეოდა, ან იქნებ რწმენა, რომ კანუდუსში
ყოველი ჩამოსვლით ძველ ცოდვებს ინანიებდა და ზეცისა თუ ხალხის წინაშე უფრო
და უფრო ვალმოხდილი წარსდგებოდა.
ნეტარი ისევ ალაპარაკდა და ქრისტეს დაღვრილი წმინდა სისხლისადმი
მიძღვნილი ღვთისმსახურება ახსენა, რომელიც იმ საღამოს იწყებოდა და სამ ღამეს
უნდა გაგრძელებულიყო. სწორედ ამ დროს გარეთ ბრბო უფრო ხმამაღლა აგუგუნდა.
კარზე დააკაკუნეს. მარია კუადრადუ კარისკენ გაემართა. ზღურბლზე კუმბიელი
პადრე იდგა, პადრე ჟუაკინი, ზურგს უკან შარავანდედად მზე ედგა და ასთავიანი
ბრბო მოჩანდა, რომელიც ტაძარში შეხედვას ლამობდა.
– კურთხეულ იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – თქვა მოძღვარმა და ფეხზე ისე
სწრაფად წამოდგა, რომ ლეონმა გვერდით გახტომა ძლივს მოასწრო, – თქვენზე
ვფიქრობდით და, აი, მოხვედით კიდეც, – და მტვერში ამოგანგლული პადრე
ჟუაკინისკენ გაემართა, მის წინაშე ქედი მოიხარა და ხელზე ემთხვია, ასეთი
მოკრძალება და პატივისცემა, რომლითაც მოძღვარი ჩვეულებრივ ხვდებოდა ხოლმე,
პადრეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მაგრამ დღეს ისეთი შეშფოთებული
იყო, რომ ეს არც კი შეუმჩნევია.
– დეპეშა მოვიდა, – თქვა მან, სანამ ნეტარი, ჟუაუ მოციქული, დედა წინამძღვარი
და „მორჩილები“ ხელზე ემთხვეოდნენ. – დეპეშა: რიოდან ფედერალური არმიის
პოლკი გამოგზავნეს და მას ცნობილი სამხედრო პირი, მრავალი ომის გმირი უდგას
სათავეში.
– აქამდე უფლის დამარცხება ვერავინ შეძლო, – საზეიმო ხმით წარმოთქვა
მოძღვარმა.
ლეონი სკამისკენ გაიქცა და ეს სიტყვებიც სასწრაფოდ ჩაიწერა.

მას შემდეგ, რაც იტიუბაში, იაკობინელთა კომპანიასთან მის კონტრაქტს ვადა


გაუვიდა, რუფინუ რამდენიმე მწყემსს მიჰყვება, რომ ისინი ბენდენგუს
მთაგრეხილზე გადაიყვანოს, სწორედ იქ, სადაც ერთხელ ზეციდან ქვა ჩამოვარდა. იმ
საქონლის ქურდებს უდგანან კვალში, რომლებსაც პედრა ვერმელიიდან, პოლკოვნიკ
ჟოზე ბერნარდუ მურაუს მამულიდან ორმოცდაათიოდე თავი პირუტყვი ჰყავთ
გარეკილი, მაგრამ ამ დროს კამბაიუში მაიორ დი ბრიტუს პოლკის განადგურების
ამბავი ვრცელდება და ამიტომ ქურდების დევნას წყვეტენ, რომ გზად მეამბოხეებს ან
უკან დახეულ ჯარისკაცებს არ გადაეყარონ. მას შემდეგ, რაც მწყემსებს შორდება,
რუფინუ სიერა-გრანდის მთებში მაინც ხვდება დეზერტირების ხელში, რომელთაც
პერნამბუკუს შტაბის სერჟანტი მეთაურობს, თუმცა ისინი არაფერს უშავებენ, იარაღს,
მაჩეტეს, სანოვაგის მარაგსა და ფულს ართმევენ და ამით კმაყოფილდებიან.
აფრთხილებენ კიდეც, მონტი-სანტუში არ ჩახვიდე, თორემ შეიძლება იქ მაიორ დი
ბრიტუს განადგურებული პოლკის ჯარისკაცები გადაგეყარონ და დაგატყვევონო.
მთელი ის მხარე სრულიადაა შეცვლილი ომისაგან. მომდევნო ღამეს რუფინუ
მდინარე კარიაკასთან ატარებს და სროლის ხმას აყურადებს. გამთენიის ხანს კი
აღმოაჩენს, რომ კანუდუსის მცხოვრებლებს მისთვის კარგად ნაცნობი სანტა-როზას
ფაზენდა გაუძარცვავთ და გადაუწვავთ. პალმებში ჩაფლული, დიდი ხის
ბალუსტრადიანი სახლი, სადაც ყველაზე აუტანელ სიცხეშიც კი გრილოდა, ახლა
მკითხველთა ლიგა
გადამწვარ ნანგრევებად ქცეულა. თავლები და პირუტყვის სადგომები
დაცარიელებულა, პეონების ქოხებიც დამწვარია. ვიღაც მოხუცი უყვება, რომ იმათ,
ვინც ცეცხლს გადაურჩა, საქონელი გარეკეს და ბელუ-მონტიში წავიდნენ.
რუფინუ შორ გზას ირჩევს, მონტი-სანტუსთვის გვერდის ავლას აპირებს,
კანუდუსისკენ მიმავალი გლეხები აფრთხილებენ, ძალიან ყურადღებით იყავი,
რადგან გზებზე სოფლის გვარდია დაეხეტება და ყველაზე ნადირობენ, ვინც კი
ასაკით ჯარისთვის ვარგისიაო. შუადღისას აღმოჩნდება პატარა სამლოცველოსთან,
რომელიც სიერა-ენგორდის მოყვითალო გორაკებს შორისაა ჩაკარგული და თითქმის
შეუმჩნეველია. იქ ოდითგან მოსანანიებლად დადიოდნენ ის ბოროტმოქმედები,
რომლებსაც სისხლში ჰქონდათ ხელები გასვრილი, და კიდევ ისინი, ვისაც უნდოდა,
ეკლესიისთვის რამე შეეწირა. ეს პატარა ეკლესია, რომელსაც კარიც კი არ გააჩნია,
სულ განცალკევებით დგას. გარეთა თეთრ კედლებზე ხვლიკები დასრიალებენ,
შიგნით კი კაცი რა შემოწირულობას აღარ ნახავს: გაქვავებული საჭმლით სავსე
თეფშებს, ხის ფიგურებს, ცვილის ხელ-ფეხსა თუ თავებს. იარაღს, ტანსაცმელს და
ღმერთმა იცის კიდევ რას. რუფინუ დანებს, კარაბინებს, მაჩეტეებს ათვალიერებს და
კარგად ალესილ, როგორც ჩანს, სულ ახლახან შეწირულ ხმალს ირჩევს. მერე
საკურთხეველთან იჩოქებს და ღმერთს უხსნის, ამას დროებით, ჩემთვის ავიღებ,
რადგან საკუთარი წამართვეს და სახლამდე უიარაღოდ ვერ მივაღწევ; მესმის, რომ ეს
იარაღი შენ გეკუთვნის, ამიტომ აუცილებლად უკან დავაბრუნებ და დამატებით
კიდევ ერთ დანას შემოგწირავ, რადგან ქურდი არა ვარ, პირნათლად შევასრულებ
ყველა პირობასო. შემდეგ პირჯვარს იწერს და გმადლობ, უფალოო, წარმოთქვამს.
მერე გზას ისევ აგრძელებს: არ ჩქარობს, არც ფეხს ითრევს და არც იღლება. ადის
მთის ფერდობებზე და ღარტაფებში ეშვება. ნაშუადღევს ჯავშნოსანს იჭერს და
ცეცხლზე წვავს. ხორცი ორ დღეს ჰყოფნის. მესამე დღეს ნორსტინას მისადგომებთანაა
და ერთი შეგულებული რანჩოსკენ მიემართება, სადაც თავი ბევრჯერ შეუფარებია.
მთელი ოჯახი ჩვეულებრივზე გულღიად ხვდება. დიასახლისს ვახშამი მოაქვს.
ჰყვება, როგორ გაძარცვეს დეზერტირებმა, მერე კი ყველას გასაგონად, ხმამაღლა
ფიქრობს, ნეტა კამბაიუს ბრძოლის შემდეგ რა გვეშველება, როგორც ამბობენ, იქ
ბევრი ხალხი დაიხოცაო. მაგრამ საუბრებისას რუფინუ ამჩნევს, რომ მასპინძლებმა
ერთმანეთს რამდენჯერმე გადახედეს, თითქოს მისთვის რაღაცის თქმა უნდათ,
მაგრამ ვერ ბედავენო. ამიტომ, ჩუმდება და ელოდება, რას ეტყვიან. და, აი,
მასპინძელი ხველებ-ხველებით ეკითხება, რამდენი ხანია, რაც შენი ოჯახის ამბავი არ
გაგიგიაო. ერთ თვეზე მეტია. რა უნდა მომხდარიყო, დედა მოუკვდა თუ ჟურემა?
მასპინძლები დუმან და რუფინუს უყურებენ. ბოლოს ოჯახის უფროსი იწყებს
მოყოლას: ამბობენ, შენს ოჯახში სროლა იყო, ვიღაც მოკლეს. იმასაც ამბობენ, რომ
შენი ცოლი წითურთმიან უცხოელთან ერთად გაიქცაო. რუფინუ მასპინძლებს
მადლობას უხდის სტუმართმოყვარეობისთვის და მაშინვე გზას განაგრძობს.
გამთენიისას მთის ფერდობზე მეგზურის სილუეტი უკვე იმ ადგილას იკვეთება,
საიდანაც მისი სახლი მოჩანს. რუფინუ იმ კორომსა და ჯაგნარს უკან იტოვებს, სადაც
გალილეო გალს პირველად შეხვდა და მისთვის ჩვეული, მეგზურის გაჩქარებული
ნაბიჯით საკუთარი სახლისკენ მიმავალ გორაკს მიუყვება. გრძელი ეზოსა და ცუდი
ამბის შემდეგ სახის ნაკვთები უფრო გამოჰკვეთია. თვალები ჩასცვენია, ყვრიმალები
უფრო ამოჰყრია. ერთადერთი ბარგი უფლისგან ნათხოვარი დაშნაა. სახლამდე
რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებს და მზერა უფრო დაძაბული უხდება: თავლის კარი
ღიაა და შიგ არავინაა. თუმცა, რუფინუს შეცბუნებული, მავედრებელი და სევდიანი
მზერა თავლისკენ კი არა, ორი ჯვრისკენ არის მიმართული, რომლებსაც ქვები აქვს
მკითხველთა ლიგა
შეყენებული. ეს ჯვრები ადრე აქ არ იყო, ჭიშკარს აღებს და ჰამაკს, ყუთს ცხენის
აღკაზმულობით, თივას, ლაპას წმინდა ქალწულის ქანდაკებას, კასრებს, თეფშებსა და
ჭიქებს ხედავს. ყველაფერი ძველებურადაა, თითქოს ვიღაცამ თავ-თავის ადგილზე
დაალაგაო. რუფინუ ეზოს ისევ, ახლა უფრო დინჯად ათვალიერებს, თითქოს უნდა,
ამ უსულო ნივთებისგან შეიტყოს, პატრონის არყოფნისას აქ რა ამბავი მოხდაო.
უჩვეულო სიჩუმეა: ძაღლი არ ყეფს, არ კაკანებენ ქათმები, არც ცხვრების ეჟვნების
წკრიალი ისმის, არც ჟურემას ხმა. რამდენიმე ნაბიჯს დგამს და ისევ ირგვლივ
იყურება, ნელა და ყურადღებით აკვირდება ყოველ წვრილმანს. თვალები სისხლით
ევსება, გარეთ გადის და კარს ფრთხილად ხურავს.
კეიმადასისკენ მოეშურება, მზე უკვე ზენიტშია და კეიმადასი შორიდან მზით
გაჩახჩახებული მოჩანს. რუფინუს სილუეტი ხან ბორცვებსა და ფერდობებს მიღმა
იკარგება, ხან ისევ ჩნდება ტყვიისფერ კაჭრებსა და ყვითელ ბუჩქებს შორის, წინ
მიიწევს, მინდორს კვეთს. ნახევარი საათის შემდეგ იტაპიკურუს ქუჩით ქალაქში
შედის. ტაძრის მოედანზე გადის. მზე ბრწყინავს ცისფრად და მწვანედ
შეღებილკარიანი სახლების თეთრად შეფეთქილ კედლებზე. იქაურობას კამბაიუსთან
მარცხის შემდეგ გამოქცეული ჯარისკაცები მოსდებიან. ყველგან მათი დაგლეჯილი
ფორმები და უცხო სახეებია: ჯარისკაცები კუთხეებში ჯგუფებად შეკრებილან. ხეების
ჩრდილში სძინავთ, მდინარეში ბანაობენ, რუფინუ გზას ისე განაგრძობს, რომ მათკენ
არც კი იყურება, შეიძლება ვერც კი ამჩნევს. ახლა მხოლოდ ადგილობრივებზე
ფიქრობს, – ტყავისსამოსიან მწყემსებზე, დედებზე, რომლებიც თავიანთ პატარებს
ძუძუს აწოვებენ, ქუჩებში მოხეტიალე მხედრებზე, მზეს მიფიცხებულ მოხუცებზე,
მოთამაშე ბიჭუნებზე. ვიღაც ეძახის, ესალმებიან. იცის, რომ თვალს გააყოლებენ,
მასზე თითით მიანიშნებენ და ჩურჩულს დაიწყებენ. მისალმებაზე თავის დაკვრით
პასუხობს, არ იღიმება და მხოლოდ წინ იყურება, რომ ვერავინ გაბედოს მასთან
საუბრის გაბმა. ტაძრის მოედანს კვეთს, მოედანი მზით, ძაღლებით, მოფუსფუსე
ხალხითაა სავსე, გრძნობს, როგორ ჩურჩულებენ მასზე, როგორ აყოლებენ მზერას,
როგორ იშვერენ მისკენ ხელს, რას ფიქრობენ მისი დანახვისას. მაგრამ არ ჩერდება,
სანამ ღვთისმშობლის ეკლესიას არ მიაღწევს. ნაბიჯს არ ანელებს, სანამ პანაწინა
ფარდულთან არ შედგება, სადაც სანთლები და წმინდანების ხატები იყიდება. ქუდს
იხდის, ჰაერს ღრმად ისუნთქავს, თითქოს წყალში ჩაყვინთვას აპირებსო და
ფარდულში ისე შედის. დედაბერი მყიდველს რაღაც შეკვრას უწვდის. რუფინუს
დანახვაზე თვალები უფართოვდება და სიხარულით სახე უნათდება, მაგრამ ხმას არ
იღებს. ელოდება, მყიდველი როდის წავა. ფარდული ფიცრებით არის შეჭედილი.
დაფხავებულია და ღიობებიდან მზის ათინათები ცეცხლისფრად იჭრება. დიდი და
პატარა სანთლები ლურსმნებზე კიდია და დახლზეც ჩამოუმწკრივებიათ. კედლები
ლითოგრაფიებით არის მოფენილი. ყოველი მხრიდან ქრისტე, ქალწული მარიამი და
წმინდანები იყურებიან. რუფინუ მუხლებზე ეშვება და დედაბერს ხელზე კოცნის:
„გამარჯობა, დედა“. დედაბერი ჩაშავებულფრჩხილებიანი, დაკრუნჩხული თითებით
შუბლზე ჯვარს სახავს. მოკუნტული, ჩონჩხივით გამხდარი, სიცხის მიუხედავად,
შალის მოსასხამშია გახვეული. ხელში მსხვილმარცვლებიანი კრიალოსანი უჭირავს.
– კაიფასი გეძებდა. შენთან დალაპარაკება უნდა, – გაუგებრად ლუღლულებს
დედაბერი, შესაძლოა იმიტომ, რომ ენა არ უბრუნდება ასეთი რამის სათქმელად,
ანდა იმიტომ, რომ კბილები აკლია, – შაბათს აქ იქნება. ყოველკვირა ჩამოდიოდა.
ეგონა, უკვე აქ დახვდებოდი. შენ კი არ ჩანდი. შენი მეგობარია. უნდოდა აეხსნა, ეს
ყველაფერი როგორ მოხდა.
– აჯობებს, თქვენ მომიყვეთ, დედა, რაც იცით, – ჩუმად სთხოვს მეგზური.
მკითხველთა ლიგა
– შენი მოკვლა არ უნდოდათ, – პასუხობს დედაბერი, თითქოს რუფინუს
თხოვნისთვის მზად იყოო, – არც იმისი. იმ უცხოელზე ნადირობდნენ, მაგრამ
უცხოელი არ დანებდა, ორი კაცი მიახვრიტა. სახლთან ორი ჯვარი ნახე?
დახოცილებს არავინ მოაკითხა, ადგნენ და დამარხეს. – ქალი პირჯვარს იწერს, –
უფალო, აცხონე მათი სულები. სახლი ხომ დასუფთავებული და დალაგებული
დაგხვდა? დროდადრო მე მივდიოდი. არ მინდოდა ჭუჭყიანი დაგხვედროდა.
– არ იყო საჭირო, – ამბობს თავდახრილი რუფინუ, ქუდი ხელში უჭირავს, – ძლივს
დადიხართ. რაც შეეხება სახლს, სამარადისოდ ჭუჭყიანი დარჩება.
– ესე იგი, უკვე ყველაფერი გაგიგია, – ჩიფჩიფებს მოხუცი და ცდილობს, რუფინუს
თვალებში ჩახედოს, მაგრამ რუფინუ ისევ ერთ ადგილს ჩასჩერებია, ქალს თვალს
არიდებს. მოხუცი ოხრავს, – ცხვრები გავყიდე, რომ ვინმეს არ მოეპარა, ქათმებიც.
ფული უჯრაშია, – ისევ დუმდება და ცდილობს, ის წუთი გაწელოს, როცა იმის თქმა
მოუწევს, რაც გარდაუვალია და მასაც და რუფინუსაც ასე ტანჯავს, – ხალხი
ბოროტია. შენზე ამბობდნენ, აღარ დაბრუნდებაო, ამბობდნენ, თითქოს ჯარში
წაგიყვანეს და შეიძლება უკვე მოგკლეს კიდეც. ნახე კეიმადასში რამდენი
ჯარისკაცია? ძალიან ბევრიც დაიხოცა. მაიორი ფებრონიუ დი ბრიტუც ახლა აქ არის.
რუფინუ უეცრად აწყვეტინებს:
– ის ხალხი ვინ გამოგზავნა, ვინც უცხოელს მოსაკლავად მოუვარდა?
– კაიფასმა, – პასუხობს მოხუცი, – კაიფასმა მოიყვანა. ყველაფერს ის აგიხსნის, შენი
მოკვლა არ უნდოდათ, არც შენი და არც იმისი. მარტო წითურ უცხოელს ერჩოდნენ.
ქალი ჩუმდება, რუფინუც დუმს და ნახევრად ბნელ, გავარვარებულ ფარდულში
მხოლოდ ბუზების ბზუილი და წმინდანების ხატებს შორის მოფუთფუთე
მაწუხელების ზუზუნი ისმის.
– ერთად ბევრმა ნახა, – როგორც იქნა, ბედავს და ამბობს დედაბერი. ხმა უთრთის.
უეცრად თვალები ენთება, – კაიფასმაც ნახა. – მომიყვა. გავიფიქრე, ღმერთმა ეს
სასჯელი ჩემი ცოდვებისთვის მომივლინა, ჩემს შვილს ჩემი ცოდვების გამო
გაურისხდა-მეთქი. ჰო, რუფინუ, ყველაფერი ჟურემას ბრალია. მან გადაარჩინა.
კაიფასს უფლება არ მისცა, მოეკლა და იმ კაცთან ერთად წავიდა, ეხვეოდა და
ეხუტებოდა, – მოხუცი ქუჩისკენ მიანიშნებს, – ეს ყველამ იცის. აქ აღარ გვეცხოვრება,
შვილო.
ფარდულის ბინდში ჩაძირულ კუთხოვან, უწვერო სახეზე რუფინუს კუნთიც არ
უტოკავს, თვალებს არც კი ახამხამებს. დედაბერი პატარა, დაგრეხილი თითებით
მუშტს კრავს, სიძულვილით და რისხვით ქუჩის მხარეს აფურთხებს.
– ჩემთან უკვე იყვნენ. მიცოდებდნენ, თანამიგრძნობდნენ, ყოველი სიტყვა გულში
დანასავით მესობოდა. გველები! შხამიანი გველები, – შავი მოსასხამის კიდეს სახეზე
ისვამს, თითქოს ცრემლებს იწმენდსო, მაგრამ თვალები მშრალი აქვს, – შენ ამ
სირცხვილს ხომ ჩამოირეცხავ, შვილო? შენთვის თვალი რომ ამოეთხარათ, ან მე
მოვეკალი, არაფერი იქნებოდა ამასთან შედარებით. კაიფასს დაელაპარაკე. იმან იცის,
რა არის წყენა და როგორ უნდა იძიო შური შებღალული ღირსებისთვის. ყველაფერს
აგიხსნის.
ქალი ოხრავს, მოკრძალებით ემთხვევა თავის კრიალოსანს და რუფინუს უყურებს.
რუფინუ ისევ გაშეშებული დგას და კვლავ მიწას ჩასჩერებია.
– ახლა კანუდუსში ბევრი მიდის, – მშვიდი ხმით განაგრძობს დედაბერი, – იქ
თურმე წმინდანი გამოჩენილა. მეც წავალ. აქამდე შენ გელოდებოდი. ვიცოდი, რომ
დაბრუნდებოდი. მალე მეორედ მოსვლა დაიწყება, ამიტომ ხდება ირგვლივ ასეთი

მკითხველთა ლიგა
რამეები. ახლა შემიძლია წავიდე. არ ვიცი, იქამდე მივაღწევ თუ არა. ყველაფერი
უფლის ნებაა.
მოხუცი დუმდება. რუფინუ იხრება და კვლავ ხელებს უკოცნის.
– კანუდუსამდე გზა გრძელი და საშიშია. აჯობებს, არ წახვიდეთ. ყველგან ომი და
ხანძარია. საჭმელი არ არის, მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ, წინააღმდეგობას არ
გაგიწევთ. ყველა თქვენი გადაწყვეტილება ჩემთვის კანონია. ოღონდ დაივიწყეთ ის,
რაც კაიფასმა გიამბოთ. ნუ იტანჯებით და ნურაფრის გრცხვენიათ.

როგორც კი სალვადორის ნავსადგურში, ბაიის მიწაზე ფეხი დადგეს, რამდენიმე


თვის მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ბარონმა და ბარონესა დი
კანიაბრავებმა მაშინვე იგრძნეს, როგორ შესუსტებულიყო ოდესღაც ძლევამოსილი
დამოუკიდებელი პარტიისა და მისი დამაარსებლის ზეგავლენა. ადრე, როცა
იმპერიის მინისტრი, ინგლისის მონარქის კარზე სრულუფლებიანი ელჩი იყო,
რესპუბლიკის არსებობის პირველ წლებშიც კი მისი დაბრუნება ბაიის მიწაზე
წარმოუდგენელი ზარ-ზეიმების მიზეზი ხდებოდა. ქალაქის ყველაზე
მნიშვნელოვანი პირები, ყველა იქაური მემამულე მსახურებთან ერთად პორტში
იკრიბებოდა, რომ ბარონისთვის მშობლიურ მიწაზე დაბრუნება მიელოცა. შტატის
ხელისუფლებაც ესწრებოდა. გუგუნებდა ორკესტრი, ბავშვები ბარონესას გამოჩენას
ყვავილებით ხელში ელოდნენ. ბანკეტს გამარჯვების სასახლეში თავად
გუბერნატორი აწყობდა. ათობით წვეული ტაშს უკრავდა, სადღეგრძელოებს,
მისასალმებელ სიტყვებს და უცილობელ სონეტსაც კი უძღვნიდნენ, რომელსაც
ადგილობრივი პოეტი ჩამოსულთათვის კითხულობდა.
ამჯერად სალვადორის პორტში ორასამდე კაცი თუ მივიდა და მათ შორის არ
იყვნენ არც ხელისუფლების წარმომადგენლები, არც სამხედროები, არც სასულიერო
პირები, ხოლო დამოუკიდებელი პარტიის დელეგაციის ყველა წევრს: ადალბერტუ
დი გუმუსიუს, ედუარდუ გლისერიუს, როშა სეაბრას, ლელის პიედადისს და ჟუაუ
სეიშას დი პონდის ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ. მაგრამ არც ბარონმა და არც
ბარონესამ ეს თვალში საცემი ცვლილება არ შეიმჩნიეს და კვლავ ჩვეულებრივად
იქცეოდნენ. სანამ გაღიმებული ბარონესა თავის განუყრელ მოახლეს, სებასტიანას,
მისთვის მირთმეულ თაიგულებს აჩვენებდა, ბარონი თავის თანამოაზრეებს,
ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც რიგრიგობით ესალმებოდნენ, მხრებზე ხელს
უთათუნებდა, ალერსიანად წარმოთქვამდა მათ სახელებს, მეუღლის
ჯანმრთელობაზე ეკითხებოდა და გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას
უხდიდა. დროდადრო უცნაური აღტყინება იპყრობდა და ისევ და ისევ იმეორებდა,
ბედნიერი ვარ, რადგან ბაიაში დავბრუნდი და კვლავ ამ მზეს, ამ უღრუბლო ზეცასა
და ახლობელ სახეებს ვხედავო. სანამ ეკიპაჟში ჩაჯდებოდა, სანაპიროზე მომლოდინე,
ლივრეაში გამოწყობილი მეეტლე ბატონს მიესალმა, ბარონი კი მისალმების ნიშნად
ორივე ხელის ქნევას მოჰყვა, მერე კალთებზე ყვავილებდაფენილი ბარონესასა და
სებასტიანას პირდაპირ დაიკავა თავისი ადგილი. გვერდით ადალბერტუ გუმუსიუ
მოისვა და ეტლი დაიძრა ზევით, მწვანეში ჩაფლული ქუჩისაკენ, რომელიც უბიწო
ჩასახების სახელობის ეკლესიისკენ მიემართებოდა. გზად მეთევზეების სეინერების
იალქნებს, წმინდა მარსელუს სიმაგრეს, ბაზარს და მეჩხერ წყალში კიბორჩხალების
დასაჭერად შესულ ზანგებსა და მულატებს ათვალიერებდა.
– ევროპაში ყოფნა ძალიან მოგიხდათ, – უთხრა გუმუსიუმ, – ორივე ათი წლით
მაინც გაახალგაზრდავდით.

მკითხველთა ლიგა
– ამის მიზეზი ევროპა კი არა, ზღვით მოგზაურობაა, – შეეპასუხა ბარონესა, – გემზე
გატარებული ეს სამი კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უშფოთველი იყო.
– სამწუხაროდ, შენ იმავეს ვერ გეტყვი, ადალბერტუ. ათი წლით დაბერებული
მეჩვენები, – ბარონი ფანჯრიდან ნავსადგურის დიდებულ პანორამას თვალს არ
აშორებდა: ზღვა და კუნძული ხელის ერთ გაწვდენაზე იყო, როცა ეტლმა სან-ბენტუს
გზაზე გადაუხვია და ქალაქის ზედა ნაწილისკენ მიმავალ ხიდზე დაიწყო გადასვლა.
– ნუთუ ასე ცუდადაა საქმე?
– იმაზე უარესად, ვიდრე წარმოგიდგენია, – სახე შეიჭმუხნა საკანონმდებლო
კრების თავმჯდომარემ და ნავსადგურისკენ ანიშნა, – გვინდოდა, შენთვის საზეიმო
დახვედრა მოგვეწყო და ყველასათვის ჩვენი ძალა გვეჩვენებინა. ყველა ერთხმად
გვპირდებოდა: ხალხს სოფლებიდანაც კი ჩამოვიყვანთო. იმედი გვქონდა, რომ
რამდენიმე ათასს მაინც შევკრებდით. მაგრამ ხომ ხედავ, აქედან რა გამოვიდა.
ბარონმა თევზით მოვაჭრეებს ხელი დაუქნია და იმათაც, როგორც კი
სემინარიასთან ჩავლილი ეტლი დაინახეს, მაშინვე მოიხადეს ჩალის ქუდები.
– ქალების თანდასწრებით პოლიტიკაზე ლაპარაკი ცუდი აღზრდის ნიშანია, –
ხუმრობით უსაყვედურა მეგობარს ბარონმა, – ან, იქნებ ესტელა ქალად აღარ
მიგაჩნია?
ბარონესამ გაიცინა. ეს მომხიბლავი და უდარდელი სიცილი ძალიან
აახალგაზრდავებდა ამ თეთრ, წაბლისფერთმიან ქალს. გრძელი და მოქნილი თითები
ჩიტებივით დაფარფატებდნენ. ისიც და მისი შავგვრემანი, ტანსრული მოახლეც
აღტაცებით გასცქეროდნენ სანაპიროზე მწვანედ მოლიცლიცე, სიღრმეში კი ლურჯად
ჩამუქებულ ზღვასა და სახლების წითელი კრამიტის სახურავებს.
– გუბერნატორს საპატიო მიზეზი აქვს, – განაგრძო გუმუსიუმ ისე, თითქოს
ბარონის სიტყვები არც გაუგონიაო, - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პორტში არ
მოსულიყო, მართალია, უნდოდა, მუნიციპალურ საბჭოსთან ერთად გამოჩენილიყო,
მაგრამ მდგომარეობა ისეთია, რომ ჯობდა, au-dessus de la mêllée32 დარჩენილიყო.
ლუის ვიანა ისევ ერთგული რჩება.
– გრავიურების ალბომი ჩამოგიტანე – შენი საყვარელი ცხენები, – მის
გამხიარულებას შეეცადა ბარონი, – იმედი მაქვს, ყველა ეს პოლიტიკური მზაკვრობაც
არ გაიძულებდა, შენი გატაცებისთვის გეღალატა, ადალბერტუ.
ბორბლები ზედა ქალაქის ხიდზე მიხრიგინებდა, ეტლმა ნაზარეთის უბანი
დატოვა: ბარონი და ბარონესა მომხიბლავი ღიმილით პასუხობდნენ გამვლელთა
მისალმებებს. მოკირწყლულ გზაზე მათ ეტლს უკან ეტლებისა და ცხენოსნების
მთელი მწკრივი მიჰყვებოდა.ზოგი პორტშივე ელოდებოდა, დანარჩენები ზემოთ
შეუერთდნენ. ტროტუარსა და აივნებზე ცნობისმოყვარეთა მთელი არმია
გამოფენილიყო. ზოგი კი ტრამვაის ფანჯრებიდანაც იგრძელებდა კისრებს,
ცდილობდა დაენახა, როგორ ჩაივლიდნენ ბარონი და მისი მეუღლე. სალვადორში
დი კანიაბრავას წყვილი ნამდვილ სასახლეში ცხოვრობდა. მათ საცხოვრისს
პორტუგალიიდან ჩამოტანილი ცისფერი შორენკეცები ამშვეებდა. წითელი კრამიტის
სახურავი, მოხატული, ნაჭედი აივნები, რომლებიც მკერდსავსე კარიატიდებს
ეჭირათ. შესასვლელში კი თავს იწონებდა ყვითელი თიხისგან ნაძერწი ოთხი ფიგურა
– ორი ბანჯგვლიანი ლომი და ორი გიგანტური ანანასი. ლომები თითქოს შორს,
ზღვას გასცქეროდნენ და ბაიისკენ მომავალ გემებს უთვალთვალებდნენ, ნაყოფი კი
მოგზაურებს ქალაქის სიმდიდრისა და დიდებულების შესახებ აუწყებდა. სასახლეს
ირგვლივ ლამაზი ბაღი ერტყა; ქარი აშრიალებდა მანგოს და ფიკუსის ფოთლებს.
ბატონების ჩამოსვლისთვის მთელი სასახლე ძმრით გაწმინდეს. მათ დასახვედრად
მკითხველთა ლიგა
ლარნაკებში სურნელოვანი ბალახები და ყვავილები ჩააწყვეს. კართან მდგარმა
მსახურებმა და წითელწინსაფრიანმა და დოლბანდიანმა ზანგმა ქალებმა კი
ბატონების დანახვისთანავე ტაში დაუკრეს. სანამ ბარონი თავის ამალას ზღურბლთან
ემშვიდობებოდა, ბარონესამ მსახურებს საუბარი გაუბა. სახლში მასპინძლებთან
ერთად მხოლოდ გუმუსიუ და დეპუტატები: ედუარდუ გლისერიუ, როშა სეაბრა,
ლელის პიედადისი და ჟუაუ დი პონდი შევიდნენ. ბარონესა მოახლის თანხლებით
თავის ოთახში, მეორე სართულზე ავიდა. მამაკაცებმა კი ფართო ვესტიბიული და
ძვირფასი ხით გაწყობილი მისაღები ოთახი გადაკვეთეს და ბარონმა ბაღში გამავალი,
წიგნის თაროებით სავსე ოთახის კარი გააღო, მის დანახვაზე ოციოდ კაცმა საუბარი
შეწყვიტა, ფეხზე წამოდგნენ და მათაც ტაში დასცხეს. მასპინძელს პირველი
გუბერნატორი ლუის ვიანა გადაეხვია:
– ნუ დამძრახავ, პორტში რომ არ დაგხვდი, – უთხრა ბარონს, – მაგრამ, ხომ ხედავ,
ქალაქის მთელი ხელმძღვანელობა აქ შევიკრიბეთ, შენს განკარგულებაში ვართ.
ენერგიული, გამელოტებული, ღიპიანი კაცი იყო და მღელვარებას ვერ მალავდა.
გუმუსიუმ კარი მიხურა. ოთახში თამბაქოს სუნის გამო სუნთქვა ჭირდა. მაგიდაზე
გრაფინები იდგა ცივი სასმელით, სკამები საკმარისი არ იყო და ამიტომ ზოგი
სავარძლის სახელურებზე ჩამოჯდა, ზოგი კი კარადებს მიეყრდნო. ბარონმა ყველას
ჩამოუარა, სხვათა შორის, ამას საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა, მერე კი სავარძელში
ჩაჯდა. სიჩუმემ დაისადგურა. ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი: ბარონმა მათ
თვალებში შეშფოთება, უხმო ვედრება და სევდიანი იმედი დაინახა და სანამ
თითოეულ მათგანს აკვირდებოდა, მხიარული გამომეტყველება სერიოზული
შეშფოთებით შეეცვალა.
– როგორც ვხედავ, ჩვენი საქმეები არც ისე კარგადაა, რომ ლაპარაკი იმით დავიწყო,
თუ რით განსხვავდება ჩვენი კარნავალი ნიცის კარნავალისაგან, – თქვა მან მკაცრად
და თვალებით ლუის ვიანა მოძებნა, – ყველაზე ცუდით დავიწყოთ. გისმენთ.
– შენ ჩამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დეპეშა მივიღეთ, – უპასუხა
გუბერნატორმა, რომელიც სავარძელში ტომარასავით იდო, – კონგრესმა
ერთსულოვნად ხმა მისცა სამხედრო ჩარევას. კანუდუსში ფედერალური არმიის
პოლკი გაგზავნეს.
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონგრესმა და ფედერალურმა მთავრობამ
შეთქმულების ვერსიას მსვლელობა მისცა, – შეაწყვეტინა სიტყვა ადალბერტუ
გუმუსიუმ, – ანუ ჩათვალეს, რომ ფანატიკოს-სებასტიანელებს მონარქიის აღდგენა
სურთ, რაშიც მონარქისტები, დიდგვაროვნები, ინგლისი და, ცხადია, ბაიის
დამოუკიდებელი პარტია ქმედითად ეხმარებიან. მთელმა ამ იაკობინურმა ბოდვებმა
ახლა ოფიციალური სტატუსი შეიძინა.
ამ სიტყვებზე ბარონს შეშფოთება საერთოდ არ გამოუხატავს.
– ფედერალური ჯარის გამოჩენა საერთოდ არ მიკვირს, – თქვა მან, – შექმნილ
სიტუაციაში ეს გარდაუვალიც იყო. კანუდუსი კი სულ სხვა საქმეა! ორი
განადგურებული ექსპედიცია! – გაკვირვებით გაშალა ხელები ბარონმა და ვიანას
შეხედა, – ეს მართლა არ მესმის, ლუის. ჯობდა, ამ გიჟებისთვის ხელი საერთოდ არ
ეხლოთ, ან ბოლომდე, ერთი დარტყმით გაენადგურებინათ. არ უნდა დაეშვათ, რომ
ეს ეროვნულ პრობლემად ქცეულიყო და ამით ჩვენი მტრებისთვის საჩუქარი
მიერთმიათ.
– ხუთასი ჯარისკაცი ორი ტყვიამფრქვევით და ორი ქვემეხით ნუთუ ცოტა იყო,
რომ მაწანწალებისა და გიჟების ბანდა დაეშალათ? – ფიცხლად შეეპასუხა

მკითხველთა ლიგა
გუბერნატორი, – ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ვიგინდარების ბრბო ფებრონიუ დი
ბრიტუს რჩეულ რაზმს გაანადგურებდა!
– შეთქმულება მართლაც არსებობს, – ისევ შეაწყვეტინა ადალბერტუ გუმუსიუმ.
მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, – შუბლი შეჭმუხნა, მუშტები შეკრა; ბარონი კი
იმაზე ფიქრობდა, ჩემს მეგობარს პოლიტიკის გამო ასე არასდროს უნერვიულიაო, –
მაიორ დი ბრიტუს, სამხედრო თვალსაზრისით, უნიჭო ნამდვილად არ ეთქმის. მისი
დამარცხება წინასწარ იყო გადაწყვეტილი, მომზადებული და მოწყობილი. და ეს
ყველაფერი რიო-დე-ჟანეიროს იაკობინელებმა გააკეთეს ეპამინონდას გონსალვისის
დახმარებით. მას შემდეგ, რაც ფლორიანუ პეიშოტუმ ძალაუფლება დაკარგა,
ნაციონალური სკანდალი სურთ და საბაბს გამწარებულები ეძებენ. გამუდმებით
მონარქისტულ შეთქმულებაზე ლაპარაკობენ, ერთი სული აქვთ, არმიამ კონგრესი
დაშალოს და დიქტატურა გამოაცხადოს.
– ვარაუდები მომავლისთვის გადავდოთ, – უპასუხა ბარონმა, – ჯერ ფაქტები
გვჭირდება, დაწვრილებით უნდა ვიცოდე, რა მოხდა.
– ფაქტები არ არსებობს! არის მხოლოდ გამონაგონები და დაუჯერებელი
ინტრიგები, – ჩაერია საუბარში დეპუტატი როშა სეაბრა, – ბრალს გვდებენ, თითქოს
სებასტიანელებს ვაქეზებდეთ, იარაღს ვუგზავნიდეთ, ინგლისთან მოლაპარაკებას
ვაწარმოებდეთ და მონარქიის აღდგენას ვაპირებდეთ.
– მას შემდეგ, რაც პედრუ მეორემ ტახტზე უარი თქვა, Jornal de Noticias ამაშიც
გვადანაშაულებს და ცოტა უფრო უარესშიც, – დამცინავად გაიღიმა ბარონმა და ხელი
ზიზღით აიქნია.
– ჰო, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ახლა ამ გაზეთთან ერთად ამ ბრალდებას
ნახევარი ბრაზილია მაინც იმეორებს, – შეეპასუხა ლუის ვიანა და ბარონმა შეამჩნია,
რა ნერვიულად აწრიალდა სავარძელში, როგორ გადაისვა ხელი მელოტ თავზე.
სრულიად მოულოდნელად რიოშიც, სან-პაულუშიც და ბელუ-ორიზონტიშიც –
მთელ ქვეყანაში იწყეს პროგრესული რესპუბლიკური პარტიის მოგონილი ამ
მტკნარი სიცრუის გამეორება.
რამდენიმე კაცი ერთდროულად ალაპარაკდა და ბარონი იძულებული გახდა,
თანამოაზრეებისთვის ხელის მოძრაობით ეთხოვა, ერთმანეთს აცალეთო. ღია
ფანჯარასთან მდგომთა თავებს მიღმა ბაღი ჩანდა და, მიუხედავად იმისა, რომ
მოსმენილმა ძალიან შეაშფოთა, მაინც გამუდმებით იმაზე ეფიქრებოდა, ხეებსა და
ბუჩქებს შორის ქამელეონი ისევ დახვდებოდა თუ არა – როგორც სხვებს უყვართ
კატები და ძაღლები, ისე შესჩვეოდა ამ არსებას და ძალიან მოსწონდა.
– ახლა უკვე გასაგებია, რატომ ქმნიდა ეპამინონდას გონსალვისი სოფლის
გვარდიას, – ამბობდა ედუარდუ გლისერიუ, – რომ საჭირო დროს ვითომ
მტკიცებულებები ეპოვათ. აჯანყებულებისთვის გაგზავნილი კონტრაბანდული
იარაღი და თავად უცხოელი ჯაშუშებიც კი.
– შენთვის ჯერ არ უთქვამთ? – მიმართა ადალბერტუ გუმუსიუმ ბარონს, როდესაც
მისი დაბნეული მზერა დაიჭირა, – არადა, ხომ მტკნარი სისულელეა, ინგლისელ
აგენტს სერტანებში რა უნდოდა! გვამი ისე იყო დამწვარი, რომ მისი ამოცნობა არ
შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ინგლისელ ჯაშუშად ჩათვალეს! როგორ გაიგეს? თმის
ფერის მიხედვით! იპუპიარაში ნაპოვნ იარაღთან ერთად რიოს პარლამენტში ჟღალი
თმის ბღუჯა წარმოადგინეს. ჩვენი მოსმენა კი არავის სურს. რიოში ეს გროტესკული
სისულელე ჩვენმა მეგობრებმაც კი სიმართლედ მიიჩნიეს. მთელმა ქვეყანამ დაიჯერა,
რომ კანუდუსი რესპუბლიკას ემუქრება.

მკითხველთა ლიგა
– მე კი, რა თქმა უნდა, ამ შეთქმულების ბოროტი გენია ვარ, – წაილუღლუღა
ბარონმა.
– თქვენ საერთოდ ლაფში ამოგსვარეს, – უპასუხა Diario de Bahia-ს რედაქტორმა, –
ამბობენ, თითქოს საკუთარი ნებით ჩააბარეთ კანუდუსი მეამბოხეებს, თავად კი
ევროპაში გაემგზავრეთ, რათა ემიგრანტებს, იმპერიის მომხრეებს შეხვედროდით და
ამბოხება მოგემზადებინათ. იმასაც ამბობენ, რომ ამ შეთქმულებას სწორედ თქვენ
აფინანსებდით, ნახევარს თქვენ იხდიდით, მეორე ნახევარს კი ინგლისი.
– მაშასადამე, მე და ბრიტანეთის იმპერია წილობრივად თანაბარუფლებიანი
კომპანიონები ვყოფილვართ! – კვლავ ჩაილუღლულა ბარონმა, – რამხელა
წარმოდგენა ჰქონიათ ჩემზე.
– იცით, ვის დაავალეს მონარქისტების ამბოხის ჩახშობა? – იკითხა გუბერნატორის
სავარძლის სახელურზე წამომჯდარმა ლელის პიედადისმა, – პოლკოვნიკ მორეირა
სეზარს და მეშვიდე პოლკს.
ბარონმა დი კანიაბრავამ კისერი წამოსწია და თვალები დაახამხამა.
– პოლკოვნიკ მორეირა სეზარს? – გაიმეორა დამარცვლით. შემდეგ კარგა ხნით
ჩაფიქრდა და ტუჩებს უხმოდ ამოძრავებდა, მერე კი გუმუსიუს მიუბრუნდა, –
მართალი ხარ, ადალბერტუ. ჩვენ იაკობინელთა თავხედურ გამოხდომასთან გვაქვს
საქმე. მარშალ პეიშოტუს სიკვდილის შემდეგ პოლკოვნიკი მათთვის მთავარი
კოზირია. ეს ის გმირია, რომლის დახმარებითაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება
უნდათ.
ყველა ისევ ერთდროულად ალაპარაკდა, მაგრამ ამჯერად ბარონს არც კი უცდია,
თანამოაზრეები დაეშოშმინებინა და ისეთი სახით, თითქოს მოკამათეებს უსმენსო,
საკუთარ ფიქრებში ჩაიძირა. ასე მაშინ იქცეოდა ხოლმე, როცა საუბარი ბეზრდებოდა,
ან მიაჩნდა, რომ მისი ფიქრები უფრო მნიშვნელოვანი იყო. პოლკოვნიკი მორეირა
სეზარი! მისი მოსვლით არაფერი კარგის იმედი არ უნდა ჰქონოდა: ფანატიკოსი იყო
და, როგორც ყველა ფანატიკოსი, ძალზე საშიში. გაახსენდა, რა თავდაჯერებით
იქცეოდა ოთხი წლის წინ, თითქოსდა მართლაც ჩანასახშივე ჩაახშო ფედერალური
რევოლუცია სანტა-კატარინაში. როგორი განუმეორებელი ქედმაღლობა და
ლაკონიურობა გამოსჭვიოდა მის ქცევაში, როდესაც კონგრესმა წინადადებით
მიმართა, გამოცხადებულიყო და მისი ბრძანებით დახვრეტილთა შესახებ ანგარიში
ჩაებარებინა, მან კი პასუხად ტელეგრაფით ერთადერთი სიტყვა – „არა“ – გაუგზავნა.
ისიც გაიხსენა, რომ იქ, სამხრეთში პოლკოვნიკის ბრძანებით დახვრეტილთა შორის
მარშალი, ადმირალი და ბარონიც იყვნენ, რომლებსაც იგი ახლოს იცნობდა.
რესპუბლიკის დამყარების შემდეგ ფლორიანუ პეიშოტუმ პოლკოვნიკს ჯარში წმენდა
და ყველა იმ ოფიცრის დათხოვნა დაავალა, რომლებიც მონარქიის მიმართ
სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. მაშასადამე, კანუდუსის წინააღმდეგ მეშვიდე
ქვეით პოლკს გზავნიან?! „ადალბერტუ, რა თქმა უნდა, მართალია, სრული უაზრობა
ხდება“, – გაიფიქრა ბარონმა და თავი აიძულა, მეგობრების საუბრისთვის ყური
მიეგდო.
– ის კაცი კანუდუსის შეთქმულების კი არა, ჩვენს განადგურებას აპირებს, –
ამბობდა ადალბერტუ გუმუსიუ, – შენს, ლუის ვიანას, მთელი ჩვენი პარტიის
განადგურებას. მერე კი ბაიაში ძალაუფლებას ადგილობრივ იაკობინელს,
ეპამინონდასს გონსალვისს გადასცემს.
– ბატონებო, თავს ნაადრევად ისამარებთ, – შეაწყვეტინა ბარონმა და ხმას აუწია.
აღარ იღიმებოდა. მტკიცედ და მკაცრად ლაპარაკობდა, – თავს ნაადრევად ისამარებთ,
– გაიმეორა კვლავ და თვალი ყველას სათითაოდ მოავლო. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
მკითხველთა ლიგა
მისი სერიოზულობა და სიმშვიდე დანარჩენებსაც გადაედებოდათ, – ვერავინ
წაგვართმევს იმას, რაც კანონით გვეკუთვნის. განა აქ, ამ ოთახში არ არის ბაიის
პოლიტიკური ხელისუფლება, ბაიის მთავრობა, ბაიის სამართალი, ბაიის პრესა? განა
ჩვენ არ გვეკუთვნის მიწების, სავარგულებისა და პირუტყვის უმეტესი წილი? ამ
თანაფარდობის შეცვლა კი თვით პოლკოვნიკ მორეირა სეზარსაც არ შეუძლია. ჩვენი
განადგურება ბაიის განადგურებას ნიშნავს. ეპამინონდას გონსალვისი და მისი
მიმდევრები ბაიის მიწაზე მხოლოდ კურიოზული გაუგებრობაა და სხვა არაფერი.
მათ არც ფული გააჩნიათ, არც ხალხი და არც გამოცდილება იმისათვის, რომ მართვის
სადავეები აიღონ, მაშინაც კი, თუ შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში... ცხენი მაშინვე
ძირს დაანარცხებს.
ბარონი გაჩუმდა. ვიღაცამ მოკრძალებით გაუწოდა წვენით სავსე ჭიქა და იმანაც
სასმელი ერთბაშად გადაჰკრა. იმწამსვე იგრძნო გუაიბას მივიწყებული, მოტკბო გემო.
– ძალიან გვახარებს შენი ოპტიმიზმი, – მოესმა გუბერნატორის ხმა, - ყოველ
შემთხვევაში, ის მაინც დაინახე, რომ სერიოზული უსიამოვნებები დაგვატყდა თავს
და ამიტომ დაყოვნება არ შეიძლება.
– ბოლომდე გეთანხმები, – კვერი დაუკრა ბარონმა, – უნდა ვიმოქმედოთ.
უპირველეს ყოვლისა, უცილობლად პოლკოვნიკ მორეირა სეზარს დეპეშა
გავუგზავნოთ. ჩამოსვლა მივულოცოთ და ბაიის ხელისუფლებისა და
დამოუკიდებელი პარტიის დახმარება შევთავაზოთ. განა ჩვენც არ ვართ
დაინტერესებულნი, თავიდან მოვიშოროთ ისინი, ვინც ხელში იგდებს ჩვენს მიწებს,
ძარცვავს ჩვენს მამულებს და გლეხებს მშვიდად შრომის საშუალებას არ აძლევს?
დღესვე უნდა დავიწყოთ სახსრების შეგროვება. თავად ჩავუდგები სათავეში, რომ
ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფანატიკოსებისა და ავაზაკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ისე დაელოდა, როდის ჩაცხრებოდა თანამოაზრეთა
ჩურჩული. ცხელოდა. შუბლი ოფლის წვეთებით დაეცვარა.
– არ ვიცი, გახსოვს თუ არა, რომ ყოველთვის ჩვენს საქმეებში ფედერალური
მთავრობის ჩარევის წინააღმდეგი ვიყავი, – როგორც იქნა, ამოღერღა ლუის ვიანამ.
– ამჟამად ერთადერთი გზა გვაქვს, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის გარდა, –
მთელ ქვეყანას უნდა ვუჩვენოთ, რომ რესპუბლიკისა და ბრაზილიის
დამოუკიდებლობის მტრები არ ვართ, – მშრალად უპასუხა ბარონმა, – ამ ინტრიგას
სასწრაფოდ ფარდა უნდა ავხადოთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა. პოლკოვნიკ
სეზარსა და პოლკს საზეიმო დახვედრას მოვუწყობთ ჩვენ, და არა რესპუბლიკური
პარტია.
ცხვირსახოცით შუბლი მოიწმინდა და დაელოდა, როდის მიწყნარდებოდა
უკმაყოფილო ბუზღუნი, თუმცა ამჯერად ის ბუზღუნი უფრო ხმამაღლა და დიდხანს
გაგრძელდა.
– მეტისმეტად მკვეთრი შემობრუნება იქნება, – წარმოთქვა ადალბერტუ გუმუსიუმ
და ბარონმა დაინახა, ბევრმა თანხმობის ნიშნად თავი როგორ დაუქნია.
– საკანონმდებლო საბჭოშიც, გაზეთებითაც ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ბაიის
შიდა საქმეებში ფედერალური ხელისუფლების ჩარევა თავიდან აგვეცილებინა, –
ჩაერია საუბარში დეპუტატი როშა სეაბრა.
– იმისთვის, რომ ჩვენი მხარის ინტერესები დავიცვათ, ძალაუფლება უნდა
შევინარჩუნოთ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად კი კურსი უნდა შევცვალოთ,
თუნდაც დროებით, – რბილად გაეპასუხა ბარონი, თან ისე, რომ წინააღმდეგობის
გაწევას არავითარი აზრი არ ჰქონდა და განაგრძო: – მემამულეებმა პოლკოვნიკს
მხარი უნდა დავუჭიროთ. ჯარისკაცების განთავსებაში, სურსათ-სანოვაგით
მკითხველთა ლიგა
მომარაგებაში, მეგზურების მიჩენაში დავეხმაროთ. ჩვენ პოლკოვნიკ მორეირასთან
ერთად უნდა ჩავახშოთ მონარქისტული ამბოხება, რომელსაც დედოფალი ვიქტორია
აფინანსებს, – ტუჩებზე ნაძალადევი ღიმილი გამოესახა, შუბლი ისევ ცხვირსახოცით
მოიწმინდა, – რა თქმა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელი ფარისევლობაა, მაგრამ სხვა
გზა არ გვაქვს. ხოლო როცა პოლკოვნიკი ავაზაკებსა და ჩლუნგ ფანატიკოსებს
გაანადგურებს, ჩვენ ბრიტანეთის იმპერიასა და ბრაგანზას დინასტიაზე გამარჯვების
აღსანიშნავად დიდ ზეიმს მოვაწყობთ.
მხარი არავინ დაუჭირა, არავის გაუღიმია. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ბარონმა იქ
მყოფთ თვალი მოავლო და დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ დუმდნენ, ზოგი მზად
იყო, გულის კანკალით დასთანხმებოდა, ვინაიდან ხვდებოდა, სხვა არაფერი
დარჩენოდათ.
– კალუმბიში წავალ, – თქვა მან, – არ ვაპირებდი, მაგრამ ეს აუცილებელია. მე
თვითონ გავაკონტროლებ, რომ მეშვიდე პოლკს არაფრის საჭიროება არ გაუჩნდეს. იმ
რეგიონის დანარჩენ მემამულეებსაც ვურჩევ, ჩემს მაგალითს მიჰბაძონ. პოლკოვნიკს
უნდა დავანახვოთ, ვინ არის ბაიის პატრონი და ეს მიწები ვის ეკუთვნის.
კაბინეტში ატმოსფერო უკიდურესად იყო დაძაბული, ყველას უნდოდა,
ბარონისთვის კითხვაც დაესვა და ეპასუხა კიდეც. მაგრამ დი კანიაბრავას ესმოდა,
რომ ახლა დისკუსიის გამართვა უაზრობა იქნებოდა. მერეც მოესწრებოდა, როცა
ისადილებდნენ და დალევდნენ; ხანგრძლივი საღამოს განმავლობაში უფრო მარტივი
იქნებოდა მათი დაყოლიება და ერთგვარი უხერხულობის დავიწყებაც.
– ქალბატონები ლოდინით დაიღალნენ, სუფრასთან მობრძანდით, – წარმოთქვა
ბარონმა და სავარძლიდან წამოდგა, – საუბარს კიდევ მოვასწრებთ. ადამიანი
მხოლოდ პოლიტიკით როდი ცოცხლობს. საჭიროა დრო უფრო სასიამოვნო
საქმიანობისთვისაც გავიმეტოთ.

II

სამხედრო ბანაკად ქცეული კეიმადასი ჭიანჭველების დანგრეულ ბუდეს მიაგავს.


ირგვლივ ქარი დათარეშობს და სახეში ყველას მტვერს აყრის, გაისმის ბრძანებები,
მხედრები და ქვეითები გარბი-გამორბიან, ერთმანეთს ეჯახებიან და გაავებულები
გაჰყვირიან. უეცრად ალიონის დუმილს ბუკის ხმა კვეთს და ცნობისმოყვარენი
მდინარე იტაპიკურუს ნაპირისკენ მიიჩქარიან, რადგან იციან, რომ მეშვიდე პოლკის
პირველი ბრიგადა უკვე კაატინგას გამომხმარი მიწით მონტი-სანტუსკენ მიემართება,
ჯარისკაცები ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივიან ბრაზილიის ჰიმნს და ქარი მათ ხმებს მთელ
არემარეზე დააქროლებს.
მოსაცდელ დარბაზში პოლკოვნიკი მორეირა სეზარი გათენებიდანვე რუკებს
ჩასჩერებია, განკარგულებებსა და ბრძანებებს ხელს აწერს და პოლკის მეთაურების
პატაკებს იბარებს, გამოძინებული კორესპონდენტები სამგზავროდ სადგურის წინ
სახედრებს, ცხენებსა და ოთხთვალებს ამზადებენ. მხოლოდ Jornal de Noticias-ის
კორესპონდენტი არ ერევა ამ საქმიანობაში: სახელოზე განუყრელი სამელნითა და
იღლიაში დასაკეცი პიუპიტრით აქეთ-იქით დაბორიალებს და პოლკოვნიკს
უდარაჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილაა, სეზარის გასაცილებლად
მუნიციპალიტეტის ექვსივე წევრი მისულია, ისინი წყნარად სხედან ძელსკამებზე და
წინ და უკან მოსიარულე ადიუტანტები და შტაბის ოფიცრები მათ ისეთივე
ყურადღებას აქცევენ, როგორსაც ჭერიდან დაშვებულ რესპუბლიკური პროგრესული
მკითხველთა ლიგა
თუ ბაიის დამოუკიდებელი პარტიების პლაკატებს. ექვსივე უმალ ცოცხლდება, როცა
ხედავენ, როგორ იხელთებს დროს საფრთხობელა ჟურნალისტი და როგორ მიდის
მორეირა სეზართან.
– შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ, პოლკოვნიკო? – ესმით მისი უსიამო ხმა.
– კორესპონდენტებს გუშინ გავესაუბრე, – პასუხობს პოლკოვნიკი და
საფრთხობელას თავით ფეხამდე ისე ათვალიერებს, თითქოს უცხოპლანეტელი იყოს,
მაგრამ ჟურნალისტის უცნაურ გარეგნობასა და გამბედაობას თავისი გააქვს და
პოლკოვნიკს გულს ულბობს, – მკითხეთ. რა გაინტერესებთ?
– პატიმრები, – ჟურნალისტის ელამი მზერა პოლკოვნიკისკენაა მიპყრობილი, –
როგორც გავიგე, ამჟამად თქვენი განკარგულების საფუძველზე პოლკში რამდენიმე
მკვლელი და ქურდი იმყოფება. ღამით ორ ლეიტენანტთან ერთად აქაურ ციხეში
ვიყავი და ვნახე, როგორ გაათავისუფლეს შვიდი კაცი.
– გაათავისუფლეს, – ამბობს პოლკოვნიკი და ბეც ჟურნალისტს ცნობისმოყვარედ
ათვალიერებს, – რის კითხვა გინდოდათ?
– ჩემი კითხვა ასეთი იქნება: რა მიზეზი გქონდათ, რომ ბოროტმოქმედებს
თავისუფლებას დაჰპირდით?
– ის, რომ ბრძოლა იციან, – პასუხობს პოლკოვნიკი. ერთ წუთს დუმდება და
განაგრძობს, – ბოროტმოქმედის სახით ჩვენ საქმე გვაქვს უჩვეულო ადამიანურ
ენერგიასთან, რომელიც მცდარი გზისკენ არის მიმართული. ომს მათი გამოსწორება
შეუძლია. ომში მიზანი ნათლად აქვთ გაცნობიერებული და თავგანწირვით,
გმირულადაც კი იბრძვიან. ამაში უკვე დავრწმუნდი. თქვენც დარწმუნდებით, თუ
კანუდუსამდე მიხვალთ, რაშიც ეჭვი მეპარება, – და ჟურნალისტს კვლავ თავით
ფეხამდე ათვალიერებს, – ვშიშობ, სერტანებზე გადასვლას ვერ გაუძლებთ...
– შევეცდები, კანუდუსამდე მივაღწიო, პოლკოვნიკო, – უკან იხევს ბეცი
ჟურნალისტი და პოლკოვნიკისკენ გზას მის მომლოდინე ორ ოფიცერს – პოლკოვნიკ
ტამარინდუსა და მაიორ კუნია მატუსს უთმობს.
– მეწინავე რაზმი უკვე დაიძრა, – აცნობებს სეზარს პოლკოვნიკი ტამარინდუ.
მაიორი კი ატყობინებს, რომ კაპიტან ფერეირა როშას ცხენოსან მზვერავთა რაზმმა
გზები ტანკინიუმდეც კი შეამოწმა: მეამბოხეები არსად ჭაჭანებენ, გზა კი დანგრეული
და ოღროჩოღროა, ყველგან ორმოებია, რამაც შეიძლება არტილერიის
გადაადგილებას ხელი შეუშალოს. კაპიტნის მზვერავები შემოვლით გზებს ეძებენ. იმ
შემთხვევისთვის, თუკი სხვა გზას ვერ იპოვიან, მესანგრეების ოცეულია გაგზავნილი,
რომ შესაძლებლობის ფარგლებში ოღროჩოღრო მოაწესრიგონ.
– პატიმრები ისე გადაანაწილეს, როგორც მე ვბრძანე? – კითხულობს მორეირა
სეზარი.
– დიახ: სხვადასხვა ასეულებში არიან. ერთმანეთთან შეხვედრა და დალაპარაკება
მკაცრად ავუკრძალეთ.
– საქონელსაც გავაყოლეთ მცველები, – დასძენს პოლკოვნიკი ტამარინდუ, –
ფებრონიუ დი ბრიტუ სასოწარკვეთილი იყო. ნერვიული შეტევა ჰქონდა,
ქვითინებდა.
– სხვა მის ადგილას კი არ აქვითინდებოდა, შუბლში ტყვიას დაიხლიდა, –
პასუხობს მორეირა სეზარი და ფეხზე დგება. ადიუტანტები მისი მაგიდიდან
საბუთებს ნაჩქარევად კრეფენ. ოფიცრებთან ერთად პოლკოვნიკი გასასვლელისკენ
მიემართება: მოთვალთვალე ბრბო კარისკენ გარბის, რომ ახლა იქ ჰკიდონ თვალი,
სეზარი კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, უკან, ძელსკამისკენ მკვეთრად ტრიალდება.
მუნიციპალური საბჭოს წევრები ფეხზე სწრაფად დგებიან. უბრალო ხალხია –
მკითხველთა ლიგა
უბრალო მიწათმოქმედები ან წვრილი მოვაჭრეები. ამ შემთხვევისთვის საუკეთესო
ტანსაცმელი ჩაუცვამთ და ფეხსაცმელიც საცხით გაუპრიალებიათ. ხელში ქუდებს
ჭმუჭნიან და ფეხს უხერხულად ინაცვლებენ.
– დიდი მადლობა, ბატონებო, სტუმართმოყვარეობისა და დახმარებისთვის, –
წამიერად თვალს ისე მოავლებს სეზარი, თითქოს ვერც კი ხედავსო, – მეშვიდე პოლკი
კეიმადასის გულთბილ მიღებას არასოდეს დაივიწყებს. გირჩევთ, აქ დარჩენილ
ნაწილებზე იზრუნოთ.
პასუხს არც ელის, ყველას ერთბაშად ემშვიდობება, ხელი ქუდის წინაფრასთან
მიაქვს და კარისკენ ბრუნდება.
მორეირა სეზარის ამალასთან ერთად გამოჩენას სადგურზე, სადაც მთელი პოლკი
ჩამწკრივებულა, ტაში და მისასალმებელი შეძახილები მოსდევს. მცველები
ცნობისმოყვარეთა ბრბოს პოლკოვნიკამდე არ უშვებენ. თეთრი, ლამაზი ულაყი
წასვლის წინ მოუსვენრად ხტის. ტამარინდუ, კუნია მატუსი, ოლიმპიუ დი კასტრუ
და უკვე გასამგზავრებლად გამზადებული კორესპონდენტები პოლკოვნიკს გარს
ერტყმიან. იგი კი ფედერალური მთავრობისთვის გასაგზავნ დეპეშას თვალს კიდევ
ერთხელ ავლებს: „დღეს, 8 თებერვალს, მეშვიდე პოლკი იწყებს ბრძოლას ბრაზილიის
დამოუკიდებლობისათვის. ასეულებში დისციპლინის დარღვევის არც ერთი
შემთხვევა არ ყოფილა. ერთადერთი, რისაც გვეშინია, ის არის, რომ ადვილი
შესაძლებელია, ანტონიუ კონსეილეირუ და მონარქიის ფლიდი დამცველები არ
დაგველოდონ და კანუდუსიდან ჩვენს ჩასვლამდე გაიქცნენ. გაუმარჯოს
რესპუბლიკას!“ დეპეშას ბოლომდე კითხულობს და ბლანკზე თავის ინიციალებს
აღნიშნავს. ახლა დეპეშას დაუყოვნებლივ გაგზავნიან. მერე კაპიტან ოლიმპიუ დი
კასტრუს ანიშნებს, ისიც მაშინვე მებუკეებს ნიშანს აძლევს და დილის ჰაერში
საყვირების გამყინავი და სასოწარკვეთილი ხმა ირხევა.
– ჩვენი პოლკის მარშია, – უხსნის კუნია მატუსი ჭაღარა კორესპონდენტს, რომელიც
გვერდით მიჰყვება.
– სახელი არა აქვს? – მაშინვე გაისმის Jornal de Noticias-ის ჟურნალისტის
საზიზღარი ხმა. საწერად რომ გამოადგეს, თავისი სახედრისთვის ისეთი
უზარმაზარი საპალნე აუკიდებია, რომ ცხოველი გაურკვეველი ჯიშის ჩანთოსანს
დაუმსგავსებია.
– „იერიშზე! ხიშტებით!“ – პასუხობს მორეირა სეზარი, – პოლკი ამას ჯერ კიდევ
პარაგვაის ომიდან მოყოლებული უკრავს, იმ პერიოდიდან, როცა ტყვია-წამალი არ
გვყოფნიდა და ხელჩართულ ბრძოლაში ხიშტებითა და ხანჯლებით ვეშვებოდით.
შემდეგ მარჯვენა ხელს მაღლა სწევს და ამ ნიშანზე ყველაფერი – ადამიანები,
ცხენები, სახედრები, საზიდრები, იარაღით სავსე ოთხთვალები – მოძრაობას იწყებს.
ქარი მტვრის ღრუბლებს ერეკება, პოლკი კეიმადასს კოლონებად ტოვებს: მხოლოდ
ხიშტებზე წამოცმული ნიშნებით თუ შეიძლება ერთი დანაყოფის მეორისგან გარჩევა.
მაგრამ სულ მალე ოფიცრებისა და ჯარისკაცების სხვადასხვა ფერის ფორმები
მტვრისგან ერთბაშად ერთი ფერისა ხდება, მტვრის კორიანტელი სამხედროებს
აიძულებს, ქუდები თითქმის თვალებამდე ჩამოიფხატონ, სახეზე ცხვირსახოცები
აიკრან. თანდათან მანძილი კოლონებს, ასეულებსა და ოცეულებს შორის იზრდება
და კოლონა, რომელიც სადგურიდან გამოსვლისას ერთ ცოცხალ არსებას – გზაზე
გამხმარ ბუჩქებს შორის მოსრიალე უზარმაზარ უხსენებელს მიაგავდა, ახლა
ცალკეულ რაზმებად იშლება, აი, უკვე ათიოდე პატარა გველია – მათი რიცხვი ყოველ
წამს იზრდება – ხან ველზე მიიკლაკნებიან, ხან ღარტაფებში უჩინარდებიან, ხან კი

მკითხველთა ლიგა
კვლავ ზემოთ ამოდიან. კავშირს ამ დაჩეხილი ურჩხულის ნაწილებს შორის, რომლის
თავიც სადაცაა დანიშნულების პირველ პუნქტში – სოფელ პაუ სეკუში შესრიალდება,
ცხენოსნები ამყარებენ, რადგან გამუდმებით ურჩხულის თავსა და კუდს შორის
მიდი-მოდიან და თან ბრძანებები და პატაკები გადააქვთ. პოლკოვნიკი მორეირა
სეზარი ჭოგრიტში იყურება და რწმუნდება, რომ მეწინავე მზვერავებს სოფელში
თავიანთი კვალი უკვე დაუტოვებიათ: ქოხებს შორის ალამი აღუმართავთ და ორი
ჯარისკაციც მიუჩენიათ, რომლებიც მთავარ ძალას დაელოდებიან და ოფიცრებს
არსებული ვითარების შესახებ მოახსენებენ.
პოლკოვნიკსა და მის შტაბს დამცავი ესკორტი რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. მათ
უკან კი უნიფორმიანი საზოგადოებისაგან განსხვავებული, სამოქალაქო ტანსაცმელში
გამოწყობილი კორესპონდენტები ეგზოტიკურად გამოიყურებიან, დანარჩენი
ოფიცრებივით სახედრებიდან და ცხენებიდან ისინიც ჩამოქვეითებულან და გზას
ლაპარაკ-ლაპარაკით მიუყვებიან. კოლონის შუაში ხარებშებმული საზიდრები
ქვემეხებს მიახრიგინებენ. ქვემეხების გადატანას ჯარისკაცთა ოცეული
აკონტროლებს, მათ კი სახელოებზე არტილერიის წითელრომბებიან მუნდირში
გამოწყობილი კაპიტანი, სახელად ჟოზე აგუსტინიუ სალომაუ დი როშა
ხელმძღვანელობს. გარშემო გამეფებულ სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ
ჯარისკაცების შეძახილები არღვევს, როდესაც ნახირი კოლონას ჩამორჩება, ჩერდება,
ან გზას სცდება. დანარჩენები ხმადაბლა ლაპარაკობენ, ძალას ზოგავენ, ან სულაც
ჩუმად მიაბიჯებენ და ერთიანად მოსწორებულ, თითქმის მოშიშვლებულ არემარეს
გაჰყურებენ. ბევრი ასეთ პეიზაჟს პირველად ხედავს. მზე აცხუნებს, სქელ ფორმებში
გამოწყობილი, თოფებითა და ზურგჩანთებით დამძიმებული ჯარისკაცები ოფლად
იღვრებიან, მაგრამ მაინც ცდილობენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, მათარიდან
წყალი იშვიათად მოსვან, რადგან იციან, რომ პირველი ბრძოლა უკვე დაწყებულია და
მას უწყლობასთან ბრძოლა ჰქვია. მალე ნახირს – ცოცხალ საკვებს – ხარებს, თხებს
და თიკნებს ეწევიან და უკან იტოვებენ. საქონელს ჯარისკაცების ასეული და
რამდენიმე მწყემსი მიერეკება, რომლებიც გზას წინა საღამოს დაადგნენ. მათ
წინ პირქუში მაიორი ფებრონიუ დი ბრიტუ მიუძღვის, ტუჩებს უხმოდ ამოძრავებს,
ვიღაც უხილავს ეკამათება; კოლონას კეტავს მხედართა ესკადრონი, რომელსაც
მკვირცხლი და ყოჩაღი კაპიტანი პედრეირა ფრანკუ მეთაურობს. პოლკოვნიკი
მორეირა სეზარი გზას ხმის ამოუღებლად მიუყვება. მისი ამალაც დუმს, რათა
მეთაურს ფიქრში ხელი არ შეუშალოს. პოლკოვნიკი ხმას მხოლოდ კაუ სეკუს
შესასვლელთან იღებს და ინტერესდება, რომელი საათია.
– თუ ასე ვიღოღებთ, კანუდუსელი ბატონები მშრალზე დაგვტოვებენ, – მიმართავს
ტამარინდუსა და კუნია მატუსს, – აღალი მონტი-სანტუში უნდა დავტოვოთ.
ზურგჩანთები უნდა შევამსუბუქოთ. მეტისმეტად ბევრი მარაგი წამოვიღეთ, საწყენი
იქნება, თუ კანუდუსში მხოლოდ სვავები დაგვხვდებიან.
პოლკს უკან აღალი მიჰყვება: ჯორებშებმულ საზიდრებს თხუთმეტი მილიონი
ტყვია და სამოცდაათი საარტილერიო ჭურვი მიაქვს; სვლას ყველაზე მეტად სწორედ
ეს ჯორებშებმული საზიდრები ანელებენ, პოლკოვნიკი ტამარინდუ აღნიშნავს,
მონტი-სანტუს შემდეგ კიდევ უფრო ნელა ვივლით: სამხედრო ინჟინრებმა დომინგუ
ალვეს ლეიტიმ და ალფრედუ დო ნასიმიენტუმ მომახსენეს, იმ პუნქტის შემდეგ გზა
თითქმის გაუვალიაო.
– იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მალე შეტაკებები დაიწყება, – დასძენს იგი და
სიცხისგან აჭარხლებულ, ოფლიან სახეს ფერადი ცხვირსახოცით იწმენდს. ასაკით მას

მკითხველთა ლიგა
თადარიგში ყოფნა ეკუთვნის. შეეძლო, სახლში დარჩენილიყო, მაგრამ პოლკოვნიკმა
ტამარინდუმ თავად გამოთქვა სურვილი, პოლკს გაჰყოლოდა.
– გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, – ამბობს მორეირა სეზარი. მას შემდეგ, რაც
პოლკი რიოში ხომალდზე ავიდა, ოფიცრებს მისგან ეს სიტყვები ხშირად ესმით.
სიცხის მიუხედავად, პოლკოვნიკს გაოფლიანება არ ეტყობა. ცოტას თუ უნახავს ამ
პატარა, ფერმკრთალ სახეზე ღიმილი: თვალები მბრძანებლურად და მომთხოვნად
იმზირებიან, ხმა მონოტონურად, მჭახედ და ხრინწიანად ჟღერს, თითქოს ურჩ ცხენს
ყელში ავშარა წაუჭირესო. – ჩვენი გამოჩენისთანავე გაიქცევიან და კამპანია მარცხით
დამთავრდება. ამის დაშვება კი არ შეიძლება, – კვლავ ტრიალდება ოფიცრებისკენ,
რომლებიც მდუმარედ უსმენენ, – ქვეყნის სამხრეთში უკვე მიხვდნენ, რომ
რესპუბლიკამ სამუდამოდ მოიდგა ფეხი, ჩვენ ეს ჩავაგონეთ, მაგრამ აქ, ბაიაში ბევრი
ურჩი არისტოკრატია. მარშლის სიკვდილის შემდეგ, როცა ხელისუფლების სათავეში
უპრინციპო სამოქალაქო პირები მოვიდნენ, თავი უფრო მეტად წამოყვეს,
ამოძრავდნენ და დღემდე ფიქრობენ, რომ ჩარხის უკან დატრიალება ჯერ ისევ
შეიძლება. ამიტომ ახლა სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ამაზე უკეთეს შემთხვევას
ვერც ვინატრებდით.
– გვარიანად დაშინდნენ, თქვენო ბრწყინვალებავ, – ეუბნება კუნია მატუსი, –
წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი პარტია საზეიმო მიღებას გვიწყობს სალვადორში
და რესპუბლიკის დასაცავად შემოწირულობასაც კი აგროვებს. განა ეს ფაქტი
ნათლად არ ადასტურებს, რომ კუდი ამოძუებული აქვთ?
– მაგრამ ყველაფერს კალზადას სადგურზე ჩვენთვის მხსნელების ძახილმა
გადააჭარბა, – იხსენებს ტამარინდუ, – რამდენიმე დღით ადრე გააფთრებულ
წინააღმდეგობას გვიწევდნენ. მას შემდეგ კი, რაც ფედერალურმა არმიამ ბაიის
გაკონტროლება შეძლო, ქუჩებში ყვავილებს გვესვრიან. ბარონმა კანიაბრავამ ისიც კი
შემოგვითვალა, კალუმბიში მივემგზავრები, რომ ჩემი მამული თქვენ დასახვედრად
მოვამზადოო, – გულიანად იცინის ტამარინდუ, მაგრამ მის მხიარულებას მორეირა
არა და არ იზიარებს.
– ეს ნიშნავს, რომ ბარონი უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი მეგობრები, – პასუხობს
სეზარი, – ვინაიდან რიოს ჩარევას ხელი ვერაფრით შეუშალა, ფსონი პატრიოტულ
გრძნობებზე დადო, ოღონდ კი რესპუბლიკელებმა არ ჩაანაცვლონ. ყურადღების
გადატანისა და მოწინააღმდეგის დაბნევის სტრატეგია აირჩია, რომ მერე ისევ
მოულოდნელი იერიში მოიტანოს. კარგი სკოლა აქვს გავლილი ბარონს, ბატონებო,
ინგლისური სკოლა.
პაუ სეკუ ცარიელი ხვდებათ: არც ხალხი ჩანს სადმე, არც საქონელი, არც
ფრინველი, ორი ჯარისკაცი ტოტებგასხეპილ ხესთან დგას, ხეზე კი მეწინავე რაზმის
დატოვებული ალამი ფრიალებს, მორეირა სეზარი ცხენს აჩერებს და ქოხებს
ათვალიერებს. ქოხები რამდენიმე ოთახისგან შედგება და ოთახებს ერთმანეთთან ღია
კარები, ან კარების ამოღებული ღიობები აკავშირებს. ერთ კართან უკბილო,
ფეხშიშველი დედაბერი აწურულა და დაკონკილი სამოსიდან მუქი კანი მოუჩანს.
კალთაზე ორი რაქიტიანი, შუშისთვალება ბავშვი ჩამოჰკიდებია, რომელთაგანაც
ერთ-ერთი ტიტლიკანაა და არაპროპორციულად დიდი მუცელი მოუჩანს. ბავშვები
ჯარისკაცებს შეშინებულები შესცქერიან. მორეირა სეზარი ცხენზე ზის და უმწეობისა
და დაუცველობის ამ ხორცშესხმულ განსახიერებას ზემოდან დასცქერის. სახეზე
სევდა, მრისხანება და სირცხვილი ერთდროულად აღბეჭდვია. ბავშვებს თვალს არ
აცილებს, ერთ-ერთ ადიუტანტს ისე უბრძანებს.

მკითხველთა ლიგა
– დააპურეთ! - შემდეგ კი შტაბის ოფიცერს მიმართავს: – ხედავთ, რა დღეში ჰყავთ
ამ ქვეყნის მოსახლეობა?
ხმა უთრთის, თვალებიდან ცეცხლს აკვესებს. სრულიად უადგილო ჟესტით
უეცრად ხმალს იშიშვლებს და ტუჩებთან მიაქვს, თითქოს კოცნას უპირებსო.
კორესპონდენტები მაშინვე მისკენ გარბიან და კისრებს იგრძელებენ: მეშვიდე
პოლკის მეთაური, სანამ ჯარებს დაძრავს და გზას განაგრძობს, ამ მხარის სამ
უპოვარს ისე ესალმება, როგორც წესდებით დროშასა და მაღალჩინოსნებს პატივს
მხოლოდ აღლუმებზე მიაგებენ.

მას შემდეგ, რაც ცირკის მსახიობები იმ კაცს მწუხარე ქალისა და სვავებისგან


დაჯიჯგნილი ჯორის გვერდით გადააწყდნენ, მისი გაუგებარი, ხან ხმამაღლა, ხან
საცოდავი ლუღლუღით ნათქვამი სიტყვები არ მოჰკლებიათ. დღისით თუ ღამით ეს
ზოგჯერ ჩურჩულით, თითქოს რაღაც საიდუმლოს ამხელსო, ზოგჯერ ჩახლეჩილი
ხმით უეცრად წამოსროლილი ბგერები სულელს ისე აშინებდა, რომ ღამითაც კი
ეღვიძებოდა და შიშისგან კანკალებდა. წვერიანმა ქალმა წითური გასინჯა და ჟურემას
უთხრა, ციებ-ცხელება აქვს. ისე ბოდავს, როგორც სიკვდილის წინ დადივაში
დახოცილები ბოდავდნენ. ხვალამდე ვერ გაატანსო. მაგრამ გაატანა, თუმცა ხანდახან
თვალებსაც ატრიალებდა და მკერდიდან ხრიალიც ამოსდიოდა. ჯერ მომაკვდავივით
ახროტინდებოდა, მერე გაქვავდებოდა, შემდეგ კი კვლავ ბორგვას და იმ უცხო
სიტყვების წამოყვირებას იწყებდა, რომლებიც დანარჩენებისთვის უაზრო ბგერების
მეტი არაფერი იყო. ზოგჯერ თვალებსაც ახელდა და მისკენ დახრილ სახეებს
გაკვირვებით შესცქეროდა. ჯუჯა ამტკიცებდა, წითური ბოშურად ლაპარაკობსო,
წვეროსან ქალს კი ეჩვენებოდა, რომ ეს ენა ეკლესიის ლათინური უნდა ყოფილიყო.
როდესაც წვეროსანს ჟურემამ ჰკითხა, შეიძლება, ჩვენც თან წამოგყვეთო, ქალმა
თანხმობით უპასუხა, თუმცა ღმერთმა იცის, ეს თანაგრძნობა იყო თუ უბრალო
ინერცია. დაჭრილი ოთხივემ, როგორც იქნა, საზიდარზე დააწვინა, კობრის
გალიასთან და გზას გაუდგნენ. ამ შეხვედრამ მათ იღბალი მოუტანა: მოხეტიალე
მსახიობები იმავე საღამოს კერერას მახლობლად, ფერმაში დააპურეს. მოხუცმა
დიასახლისმა გალილეო გალს სამკურნალო ბალახების კვამლი შეახრჩოლა. ცხელ
საფენებში გაახვია, რაღაც ნაყენი დაალევინა და თქვა, გამოჯანმრთელდებაო.
წარმოდგენა იმავე საღამოს გამართეს. წვერიანმა ქალმა მაყურებელი ფოკუსებითა და
კობრით გაართო. სულელი იმანჭებოდა, ჯუჯა კი რაინდების თავგადასავლებს
ჰყვებოდა. მერე ჯორი ისევ შეაბეს და უცხოელმა მართლაც შვება იგრძნო. რამდენიმე
ლუკმა გადაყლაპა. წვერიანმა ჟურემას ჰკითხა, ალბათ მისი ცოლი ხარო. არა, ცოლი
არა, უპასუხა ჟურემამ, ამ კაცმა ჩემი ქმრის არყოფნისას გამაუპატიურა, ამიტომ
იძულებული გავხდი თან გამოვყოლოდი, სხვა გზა არ მქონდაო, – ამიტომ ხარ ასეთი
სევდიანი, – თანაგრძნობით უთხრა ჯუჯამ.
ჩრდილოეთისკენ მიდიოდნენ და ისევ უმართლებდათ: საჭმელს ყოველდღე
შოულობდნენ. მესამე დღეს ბაზრობას მიაღწიეს და წარმოდგენა გამართეს.
მაყურებელს ყველაზე მეტად წვერიანი მოეწონა: ხალხი ფულს იხდიდა, რომ წვერიც
და ქალის მკერდიც ხელით მოესინჯათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად
ქალი იყო. ჯუჯა ამ დროს მისი ცხოვრების ამბებს ჰყვებოდა: ჩვეულებრივ გოგოდ
დაიბადა, სეარაში ცხოვრობდა, როდესაც უეცრად ზურგზე, ხელებზე, ფეხებსა და
სახეზე თმის ამოსვლა დაეწყო. ამის შემდეგ ოჯახის შემარცხვენლად და ნამდვილ
უბედურებად იქცა. ზურგს უკან ამ ამბავზე ბევრს ჭორაობდნენ: ცოდვების ბრალიაო,
იმასაც კი ამბობდნენ, თავად ეშმაკის შვილიაო. მაშინ გოგონამ შუშის ნამსხვრევები
მკითხველთა ლიგა
გადაყლაპა, რომლითაც იმ სოფელში ცოფიან ძაღლებს ხოცავდნენ, მაგრამ არ მოკვდა.
გადარჩა, მერე კი ბოშამ, ცირკის მეფემ თან წაიყვანა და მსახიობად აქცია. თავიდან
ჟურემას ეგონა, ეს ამბავი ნამდვილად ჯუჯამ თვითონ მოიგონაო, მაგრამ ამ
უკანასკნელმა დაარწმუნა, წმინდა წყლის სიმართლეს ვამბობო. ერთმანეთში ხშირად
საუბრობდნენ, და ვინაიდან ჯუჯა ძალიან კეთილგანწყობილი იყო ქალისადმი და
მისი ნდობა დაიმსახურა, ჟურემამ წვრილად უამბო თავისი თავგადასავალი: როგორ
ცხოვრობდა ბავშვობაში კალუმბიში, ბარონ დი კანიაბრავას მამულში და როგორ
ემსახურებოდა მის ულამაზეს და კეთილშობილ ცოლს. როგორ განიცდიდა, როდესაც
მისი ქმარი რუფინუ ფაზენდაში არ დარჩა, კეიმადასში გადაბარგდა და მეგზურის
პროფესია აირჩია, – წყეული ხელობა, რადგან სახლში არასდროს იყო. ყველაზე
მეტად იმას დარდობდა, რომ დაორსულება ვერ მოახერხა. ღმერთმა უნაყოფობით
რისთვის დასაჯა? – ვინ იცის! – უბრალოდ პასუხობდა ჯუჯა, – შეუცნობელ არს
გზანი უფლისანი.
რამდენიმე დღეში გზამ ისინი იპუპიარაში მიიყვანა. იქ კი ზუსტად მათ
გამოჩენამდე უბედურება მომხდარიყო: იქაურ მცხოვრებს სიგიჟის შეტევის დროს
ჯერ შვილები დაეხოცა, მერე მაჩეტეთი თავიც მოეკლა. რადგან იმ დღით ბავშვებს
კრძალავდნენ, წარმოდგენის გამართვა მეორე დღისთვის გადადეს. სულ პატარა
ქალაქი იყო, მაგრამ მათი ერთადერთი ფარდული სურსათ-სანოვაგით მთელ იმ
რეგიონს ამარაგებდა.
დილით კი სოფელში კაპანგები მივიდნენ. ცხენებზე იყვნენ ამხედრებულები.
ფლოქვების ხმაურმა წვერიანი გააღვიძა და ჩარდახიდან ოთხით გაფორთხდა, რომ
მოსულები დაენახა. მხედრებს ყოველი კუთხიდან ქალაქის გაოცებული
მცხოვრებლები შეჰყურებდნენ. წვერიანმა ექვსი შეიარაღებული მხედარი დაინახა და
მაშინვე მიხვდა, რომ არც ყაჩაღები იყვნენ და არც ჩაფრები. ცხენებს გავებზე
ერთნაირი დამღა ჰქონდათ დარტყმული. წინ მიმავალი, ერთიანად ტყავში
გამოწყობილი მხედარი უეცრად ცხენიდან ჩამოხტა და პირდაპირ მისკენ
გამოემართა. ჟურემა ის-ის იყო ჩარდახიდან გამოვიდა. წვერიანმა დაინახა, რომ ქალი
ერთიანად კანკალებდა და სადაცაა დაკივლებას აპირებდა, – შენი ქმარია? – ჰკითხა
წვერიანმა, – არა, კაიფასია. უპასუხა ჟურემამ, – შენ მოსაკლავად მოვიდა? – ჩაეკითხა
წვერიანი. ჟურემამ არაფერი უპასუხა, ჩარდახიდან ოთხით გამოძვრა, წელში
გასწორდა და კაცის შესახვედრად გაემართა. უპასუხოდ დატოვებული წვეროსნის
გულს ბაგაბუგი გაუდიოდა: ვაითუ, ტყავის ტანსაცმელში გამოწყობილმა ამ
გამხდარმა, შავგვრემანმა, გაყინულმზერიანმა კაცმა ჟურემას სილა გააწნას, სცემოს,
ან, უფრო უარესი, დანაც კი გაუყაროს, მერე კი წითურს ბოლო მოუღოსო, რომელიც,
თავისდა ჭირად, სწორედ ამ დროს შეიშმუშნა ჩარდახში. მაგრამ კაპანგას
ჟურემასთვის არ გაურტყამს, პირიქით, ქუდი მოიხადა და, როგორც პატივსაცემ
პიროვნებას, ისე მიესალმა. დანარჩენი ხუთნი ცხენებიდან არ ჩამომხდარან, მათ
საუბარს თვალს ზემოდან ადევნებდნენ, თუმცა, წვერიანი ქალის დარად, მხოლოდ
ტუჩების მოძრაობას ხედავდნენ. რაზე ლაპარაკობდნენ? ამასობაში ჯუჯას და
სულელსაც გაღვიძებოდათ და ამ უცნაურ სცენას ისინიც უთვალთვალებდნენ. ცოტა
ხნის შემდეგ ჟურემა მიბრუნდა და კაპანგას დაჭრილი უცხოელისკენ გაუძღვა.
ტყავებში გამოწყობილი უკან გაჰყვა, ჩარდახში შეიხედა და წვერიანმა ქალმა
დაინახა, რა გულგრილად აკვირდებოდა ახალმოსული თავის მოჩვენებებთან
მოსაუბრე უცხოელს. კაპანგების მეთაურს იმ კაცის მშვიდი და უმოძრაო გამოხედვა
ჰქონდა, რომელსაც მოკვლა შეუძლია. პედრაუსაც ასეთი მზერა შეამჩნია, სწორედ იმ
ყაჩაღს, რომელმაც ბოშა ჯერ წააქცია, მერე კი ერთი ხელის მოსმით ყელი გამოსჭრა.
მკითხველთა ლიგა
გაფითრებული ჟურემა ელოდა, როდის დაასრულებდა ახალმოსული დაჭრილის
თვალიერებას. ისიც ბოლოს და ბოლოს მიბრუნდა ჟურემასკენ და რაღაც უთხრა.
ჟურემამ თავი დაუქნია, კაცმა თავისიანებს დაუძახა, ჟურემამ წვერიანს მაკრატელი
სთხოვა. სანამ მაკრატელს დაეძებდა, წვერიანმა მოასწრო და ჟურემას წასჩურჩულა: –
არ მოკლავენ? ჟურემამ თავი გადააქნია: – არ მოკლავენ. ცხონებული დადივას
მაკრატელი იპოვეს და ჟურემა საზიდარზე აძვრა, კაპანგებმა ცხენებს სადავეები
მოქაჩეს და იპუპიარას ფარდულისკენ მიაბრუნეს. წვერიანმა გამბედაობა მოიკრიბა
და ჩარდახთან უფრო ახლოს მივიდა. უნდოდა ენახა, რას აკეთებდა ჟურემა, კვალად
ჯუჯაც მიფორთხდა, ჯუჯას კი სულელი მიჰყვა. ავადმყოფთან დაჩოქილი ჟურემა
(საზიდარი ვიწრო იყო, ერთად ძლივს ეტეოდნენ) უცხოელს თმას სჭრიდა; ცალი
ხელით ცეცხლისფერ ხვეულებს სწევდა, მეორით კი მაკრატელს ამუშავებდა.
გალილეო გალის ალაგ-ალაგ გახეული სერთუკის სახელოს სისხლი, მტვერი და
ჩიტების სკინტლი შავად შეხმობოდა. შოტლანდიელი ზურგზე იწვა, ცირკის ფერად-
ფერად ფლასებს, ყუთებს, კოლოფებს, სალტეებს, თვითნაკეთი გრიმის ქილებსა და
მუყაოს ჩაჩებს შორის, რომელთაც ვარსკვლავები და ნახევარმთვარეები ეხატა.
თვალები დახუჭული ჰქონდა. წამოზრდილ წვერზეც სისხლი ჰქონდა შემხმარი და
რადგან ჩექმები გაეხადათ, დახეული წინდებიდან არაბუნებრივად თეთრი ფეხის
თითები და ჭუჭყიანი ფრჩხილები მოუჩანდა. კისერზე ჭრილობას სახვევი და
სამკურნალო მცენარეები უფარავდა. სულელს ხარხარი აუტყდა. წვერიანმა იდაყვი
წაჰკრა, მაგრამ ამან არ უშველა: ეს გამხდარი, თვალებჩავარდნილი და პირზე
დუჟმომდგარი, ქალისსახიანი ქოსა ისევ სიცილისგან იგრიხებოდა. ჟურემას მისთვის
არავითარი ყურადღება არ მიუქცევია, სამაგიეროდ, უცხოელმა გაახილა თვალები და
სახეზე გაკვირვება, ტკივილი თუ გაურკვეველი შიში გაუკრთა: ვერ მიმხვდარიყო,
მისგან რა უნდოდათ, მაგრამ ძალა მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ ოდნავ შერხეულიყო
და ცირკის მსახიობებისთვის სრულიად უცხო სიტყვები კიდევ ერთხელ
ამოელუღლუღებინა.
თმის შეჭრამ ქალს ბევრი დრო წაართვა: კაპანგებმა ტავერნაში შევლა მოასწრეს,
ბავშვების დახოცვის ამბავიც მოისმინეს, მერე სასაფლაოსკენ გაემართნენ და იქ
ისეთი მკრეხელობა ჩაიდინეს, რომელმაც იპუპიარას მცხოვრებთა გაოცება და
აღშფოთება გამოიწვია: ბავშვების მკვლელის კუბო ამოთხარეს და ერთ-ერთ ცხენს
აჰკიდეს წასაღებად. ახლა ცირკის ჩარდახისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით
იდგნენ და იცდიდნენ. როცა გალს თმა ერთიანად გაკორტნეს და თავის ქალა
უწესრიგოდ შეჭრისგან სულ აუჭრელეს, სულელს ისევ სიცილი წასკდა. ჟურემამ
კაბის კალთაში ჩაყრილი ჟღალი დალალები მოაგროვა და საკუთარი თმის ზონრით
გამონასკვა. ამისთვის ნაწნავის გაშლა მოუხდა. შემდეგ უცხოელს ჯიბეები
მოუჩხრიკა და საფულე ამოუღო. წვეროსნისთვის ნათქვამიც ჰქონდა, თუ საჭირო
იქნება, ფული მაქვსო. მერე საზიდრიდან ძირს ჩახტა და ცალ ხელში ჟღალი თმის
ბღუჯითა და მეორეში საფულით კაპანგებისკენ გაემართა.
ტყავში გამოწყობილი კაცი მის შესახვედრად გამოეშურა, მოჭრილი თმა
გამოართვა. არც კი დაუხედავს, უნაგირქვეშ აბგაში ისე ჩადო. მიუხედავად იმისა,
რომ ჟურემას ერთგვარი პატივისცემითა და ცერემონიულობითაც კი ექცეოდა, მის
გაყინულ მზერაში კვლავ მუქარა გამოსჭვიოდა. თან საჩვენებელი თითით კბილებს
იჩიჩქნიდა და ჟურემას ისე ელაპარაკებოდა. ახლა ისე ახლოს იდგნენ, რომ წვერიანს
სიტყვების გარჩევაც კი შეეძლო.
– აი, ჯიბეში ეს ვუპოვე, – უთხრა ჟურემამ და საფულე გაუწოდა.
მაგრამ კაიფასმა საფულე არ გამოართვა.
მკითხველთა ლიგა
– უფლება არ მაქვს, – უპასუხა და ხელი ისე აიქნია, თითქოს რაღაც უხილავს
იშორებსო, – ესეც რუფინუს საქმეა.
ჟურემას წინააღმდეგობა არ გაუწევია. საფულე კალთაში დამალა, წვერიანმა
იფიქრა, ჟურემა ახლა მაინც ადგება და წავაო, მაგრამ ქალმა კაიფასს თვალებში
ჩახედა და ფრთხილად ჰკითხა:
– რუფინუ თუ უკვე მოკლულია?
კაიფასი ერთი წამით ჩაფიქრდა, თუმცა არც სახე შესცვლია, არც თვალები
დაუხამხამებია.
– რუფინუ თუ მკვდარია, გამოჩნდება ვინმე, ვინც მის ღირსებას დაიცავს, – გაიგონა
წვერიანმა და მოეჩვენა, რომ კვლავ უფლისწულებსა და რაინდებზე ჯუჯას
მოყოლილ ზღაპარს ისმენდა, – ნათესავი ან მეგობარი. თუ საჭირო გახდა, ამას მე
თვითონ გავაკეთებ.
– შენი ბატონის ყურამდე რომ მივიდეს? – არ ეშვებოდა ჟურემა.
– ბატონი მხოლოდ ბატონია, – მტკიცედ უპასუხა კაიფასმა, – რუფინუ ჩემთვის
ბატონზე მეტს ნიშნავს. მას უცხოელის სიკვდილი უნდა და მოკვდება კიდეც. რა
მნიშვნელობა აქვს მისთვის, რუფინუ მოკლავს თუ ეს ჭრილობა. ეს სიცრუე მალე
მაინც სიმართლედ იქცევა. ეს თმა მაინც გვამისაა.
კაცმა ჟურემას ზურგი შეაქცია და ცხენზე შეჯდა. ქალმა ცხენს ხელი გავაზე დაადო
და შეშფოთებით იკითხა:
– მეც მომკლავს?
წვერიანი მიხვდა, რომ კაიფასი ჟურემას ყოველგვარი თანაგრძნობისა და
სიბრალულის გარეშე, ლამის ზიზღით უყურებდა.
– რუფინუს ადგილას მე მოგკლავდი. შენც დამნაშავე ხარ, იმ კაცზე უფრო
დამნაშავე შენ ხარ, – უპასუხა მან, როცა უკვე უნაგირზე იჯდა, – მაგრამ რუფინუ არ
ვარ და არ ვიცი, ის როგორ მოიქცევა. მისი გადასაწყვეტია.
თქვა და ცხენს დეზი შემოჰკრა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ. გეზი იქით აიღეს,
საიდანაც მოვიდნენ და თან თითქმის გახრწნილი, უცნაური ნადავლი გაიყოლეს.

ის იყო, პადრე ჟუაკინმა წმინდა ანტონიუს ეკლესიაში წირვა დაასრულა, რომ ჟუაუ
მოციქული მაშინვე სამლოცველოში დატოვებული ყუთის წამოსაღებად წავიდა.
„პოლკში რამდენი ჯარისკაცია?“ – ფიქრობდა და ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა.
ყუთი მხარზე გაიდო და ბელუ-მონტის ოღროჩოღრი ქვაფენილს გაუდგა. მის
დანახვაზე ბელუ-მონტის მცხოვრებლები გამორბოდნენ და ეკითხებოდნენ: –
მართალია, რომ ჩვენკენ ახალი ჯარი მოემართება? – მართალია, – მშრალად
პასუხობდა ჟუაუ მოციქული და კითხვის დამსმელს არც კი უჩერდებოდა, ფეხებში
ქათმები, თხები, ძაღლები და ბავშვები ებლანდებოდნენ და ისიც იძულებული იყო,
გზა ხტუნვა-ხტუნვით განეგრძო, რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა. ყუთი მძიმე
იყო და როცა იარაღის საწყობად ქცეულ ბატონების სახლამდე მიაღწია, მხარი უკვე
სტეხდა.
კართან მდგომებმა შეუშვეს, ანტონიუ ვილანოვა ცოლს და ცოლისდას რაღაცას
ეუბნებოდა. როგორც კი მოსული დაინახა, ქალები მაშინვე მიატოვა და მის
შესახვედრად გაემართა. საქანელადან მოუსვენარი თუთიყუში ერთსა და იმავეს
გაჰყვიროდა: „ბედნიერება! ბედნიერება!“
– ჯარი მოდის, – თქვა ჟუაუ მოციქულმა და ყუთი ძირს დადგა, – რამდენი
ადამიანია?

მკითხველთა ლიგა
– შეხედე, პატრუქები! – სიხარულით წამოიძახა ანტონიუ ვილანოვამ. ყუთზე
დაიხარა და მისი შიგთავსის დაკვირვებით დათვალიერებას შეუდგა. სახეზე
კმაყოფილება აღებეჭდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ყუთში პატრუქების გარდა კუჭის
აშლის საწინააღმდეგო აბები, იოდი, ბინტები, ვერცხლისწყალი, ზეთი და სპირტიც
იყო.
– პადრე ჟუაკინთან სიკვდილამდე ვალში ვიქნებით, – თქვა მან და ყუთი დახლზე
დადგა. თაროები ბოთლების, რკინის ქილების, სხვადასხვა საქონლის, ტანსაცმლის,
ფეხსაცმლის, ქუდების სიმძიმისაგან იზნიქებოდა. ყველგან ყუთები და ტომრები
ეწყო და მათ შორის გაჭირვებით მიდი-მოდიოდნენ ძმები ვილანოვების ცოლები და
მათი თანაშემწეები. დახლს ფართო ფიცარი ცვლიდა, რომელიც ორ პატარა კასრზე
გაედოთ; ჟუაუმ დახლზე შავყდიანი წიგნების დასტასაც ჰკიდა თვალი. ასეთ
წიგნებში მამულების მოურავები ბუღალტერიას აწარმოებდნენ.
– მარტო ეს კი არა, ახალი ამბებიც ჩამოიტანა, – თქვა ჟუაუმ, – პოლკში რამდენი
ჯარისკაცია ხოლმე, ათასი?
– ჯარის ამბავი უკვე გავიგე, – უპასუხა ანტონიუმ, თან დახლზე საქონელს
ალაგებდა, – პოლკში? ათასზე მეტი. ალბათ ორი ათასიც.
ჟუაუ მოციქული მიხვდა, რომ ანტონიუ ვილანოვას საერთოდ არ ადარდებდა
რამდენი ჯარისკაცი დაძრა სატანამ კანუდუსისკენ. ეს ჯმუხი, ოდნავ მელოტი
ხშირწვერიანი კაცი ჩვეული სიმარჯვით არჩევდა პაკეტებს, ქილებს, ხვეულებს. ხმაში
არც შეშფოთება ეტყობოდა და არც ცნობისმოყვარეობა. „უამისოდაც ბევრი
სადარდებელი აქვს“, – გაიფიქრა ჟუაუმ და თან ვაჭარს უხსნიდა, მონტი-სანტუში
სასწრაფოდ ვინმე სანდო კაცი უნდა გავგზავნოთო. „სწორია, რა საჭიროა
სამხედრო საქმეებში მისი ჩარევა“. უკვე რამდენიმე წელი იყო, ანტონიუ ვილანოვა
კანუდუსში ყველაზე მეტს მუშაობდა და ყველაზე ნაკლები ეძინა. თავიდან, როდესაც
მოძღვარი ჯერ ისევ ახალჩასული იყო, ვილანოვა საკუთარ ფარდულს ერთხანს კიდევ
უვლიდა, ყიდულობდა და ყიდდა სხვადასხვა საქონელს, მაგრამ მერე სულ სხვა
აზრებმა განდევნა ვაჭრობა, და ანტონიუმ საყოველთაო მდუმარე თანხმობით თავი
მთლიანად კანუდუსში წარმოქმნილ თემს მიუძღვნა, ამ საქმიანობის შეთავსება
კომერციასთან თავიდან ძნელი, შემდგომში კი სრულიად შეუძლებელი გახდა.
უიმისოდ განა შეძლებდნენ, მთელი შტატიდან კანუდუსში ჩამოსული
მომლოცველები დაეპურებინათ, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ, თავზე ჭერი და
ღამის გასათევი მიეცათ, როდესაც კანუდუსს უამრავი ხალხი აწყდებოდა. განა
ვილანოვა არ იყო ის კაცი, ვინც ახალჩამოსულებს მიწას ურიგებდა, რომ იქ სახლები
აეგოთ და მიწაც დაემუშავებინათ. განა ის არ ურჩევდა ახალბედებს, რა პირუტყვი
უნდა მოეშენებინათ, სად რა უნდა დაეთესათ, რომ კარგი მოსავლის იმედი
ჰქონოდათ. შემდეგ ამ მოწეულ მოსავალსაც ხომ თავად ყიდდა ახლომახლო
სოფლებში და სანაცვლოდ იმას ყიდულობდა, რაც შეიძლებოდა გამოსდგომოდათ.
როცა შემოწირულობები ნაკადებად წამოვიდა, განა მან არ დაახარისხა, რა იყო იესო
ქრისტეს ტაძრის საუნჯე და რა უნდა შეენახათ, რათა მერე მის სანაცვლოდ იარაღი
და სურსათ-სანოვაგე მოემარაგებინათ? ნეტარისგან ნებართვის მიღების შემდეგ
მომლოცველები ანტონიუსთან იგზავნებოდნენ. ისიც ხელებდაკაპიწებული
ეხმარებოდა, რომ ახალ ადგილზე ფესვები მალე გაედგათ. მოწყალების სახლებიც
მისი მოგონილი იყო, სადაც მოხუცები, უმწეოები და სახიჩრები მიჰყავდათ. უაუასა
და კამბაიუს ბრძოლების შემდეგ, სწორედ მან დაიწყო ხელში ჩაგდებული იარაღის
შენახვა, რომელსაც მარტო იმათ ურიგებდა, ვისზეც ჟუაუ მოციქულის თანხმობა
ექნებოდა. ანტონიუ თითქმის ყოველდღე მიდიოდა მოძღვართან, ანგარიშს აბარებდა
მკითხველთა ლიგა
და მისგან ახალ განკარგულებებს იღებდა. ახლა აღარსად მიემგზავრებოდა. როგორც
მისი ცოლი ამბობდა, ეს ყველაზე გასაოცარი ცვლილება იყო ამ კაცის ხასიათში: ადრე
ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა, თითქოს ტანში ეშმა შეუჯდა და გზაზე
მიერეკებაო. ახლა კი ყველგან ონორიუ დადიოდა და არავინ იცოდა, უფროსი
ვილანოვა ასეთი შინაყუდა რატომ გამხდარიყო; იქნებ იმიტომ, რომ ბელუ-მონტიში
უფრო საპატიო და მრავალმხრივი მოვალეობები დაეკისრა, ან იქნებ იმიტომ, რომ
თავისი მოვალეობა საშუალებას აძლევდა, ყოველდღე, თუნდაც რამდენიმე წუთით,
მოძღვარს შეხვედროდა. ამ ხანმოკლე შეხვედრებს მისთვის ხომ ასეთი სიმშვიდე და
შვება მოჰქონდა.
– მოძღვარი თანახმაა. მის დასაცავად მცველები უნდა შევარჩიოთ, მათ დიდი ჟუაუ
უხელმძღვანელებს.
ამჯერად ანტონიუ ვილანოვამ ჟუაუს დიდი ინტერესით შეხედა, – ბედნიერება! –
ისევ დასჭყივლა თუთიყუშმა.
– გადაეცი, ჩემთან შემოვიდეს. საიმედო ხალხის შერჩევაში დავეხმარები, აქ ყველას
ვიცნობ, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნება.
– დღეს დილით კატარინამ გიკითხა, – მიმართა ამ დროს მოსულმა ანტონიამ, –
მოასწრებ მასთან შეხვედრას?
ჟუაუმ თავი გადააქნია: არა, ვერ მოასწრებს. საღამოს თუ მოახერხებს. შერცხვა,
თუმცა ვილანოვების წყვილიც ალბათ იმ აზრის იყო, რომ პირველ ადგილზე
ღმერთია, მეორეზე კი ცოლი. თვითონაც ზუსტად ასე მოიქცეოდნენ, მაგრამ გულის
სიღრმეში მაინც იტანჯებოდა, რომ გარემოებებისა თუ ღვთის ნების გამო ცოლს სულ
უფრო და უფრო იშვიათად ხვდებოდა.
– კატარინასთან შევივლი და ვეტყვი, – გაუღიმა ანტონია სარდელინიამ.
ჟუაუ მოციქული ვილანოვას ფარდულიდან გავიდა. თან იმაზე ფიქრობდა, რა
უცნაურად აეწყო მისი და, საერთოდ, სხვების ცხოვრებაც. „თითქოს მოხეტიალე
მუსიკოსები მათი ცხოვრების ამბავს ყვებიან“. მოძღვართან შეხვედრის შემდეგ
გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ ჩამოირეცხავდა სისხლს ხელებიდან, ახლა კი ისევ
ომში აღმოჩნდა. ომი კი ყველაფერზე საშინელია. რატომ აიძულა მამაზეციერმა
ცოდვების მონანიება? რომ ისევ მოეკლა და ისევ ენახა, როგორ იხოცებიან
ადამიანები? როგორც ჩანს, ასეა. ორი ბიჭუნა გაგზავნა. ერთი პედრაუსთან, მეორე კი
მოხუც ჟუაკინ მაკამბირასთან, იმის სათქმელად, ჟერიმუაბუს გასასვლელთან
დაგელოდებითო, თვითონ კი, სანამ დიდ ჟუაუს ნახავდა, დაღიანის მოსაძებნად
წავიდა, რომელიც როზარიუს გზაზე სანგრების თხრას ხელმძღვანელობდა.
კანუდუსის გარეუბანში იპოვა: სანგარი გზას კვეთდა და თვალში საცემი რომ არ
ყოფილიყო, ეკლიანი ტოტებით ნიღბავდნენ. რამდენიმე შეიარაღებული კაცი
ტოტებს მიათრევდა, ქალები კი იმ მუშებს, რომლებსაც უკვე ემუშავათ და ახლა
ისვენებდნენ, ე.ი. პირდაპირ მიწაზე ისხდნენ, ჯამებით საჭმელს ურიგებდნენ.
მიახლოებულ ჟუაუს ყველა შემოეხვია და კაცი უეცრად მჭიდრო სალტეში აღმოჩნდა.
ხალხი უხმოდ, კითხვის გამომხატველი თვალებით შესცქეროდა. ვიღაც ქალმა თეფში
გაუწოდა შემწვარი თიკნის ხორცითა და სიმინდის ფაფით, მეორემ კი წყლით სავსე
ხელადა მიართვა, ჟუაუ აქეთ ისე მოიჩქაროდა, რომ, სანამ ხმის ამოღებას შეძლებდა,
უნდა ამოესუნთქა და წყალი დაელია. მერე ჭამას შეუდგა, მოყოლა დაიწყო და თავში
აზრადაც არ მოსვლია, რომ მისი მსმენელები სულ რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ
მაშინ, როცა ის და დაღიანი სასტიკი მტრები იყვნენ, ყველაფერს გაიღებდნენ, ოღონდ
კი ხელში ჩაეგდოთ და სიკვდილით დასჯამდე იგი საშინლად ეწამებინათ.
საბედნიეროდ, ეს შფოთიანი დრო წარსულს ჩაჰბარდა. პადრე ჟუაკინის მიტანილი
მკითხველთა ლიგა
ამბის გაგების შემდეგ დაღიანს გამომეტყველება არ შესცვლია და არაფერი უკითხავს.
თვითონ ჟუაუმ ჰკითხა, ხომ არ იცი, პოლკში რამდენი ჯარისკაციაო. არც დაღიანმა
იცოდა და არც სხვებმა. მაშინ იქ მყოფებს თავისი მოსაზრება გაანდო: დაღიანი და
მისი ხალხი სამხრეთით უნდა წასულიყვნენ, რომ ჯარებისთვის ეთვალთვალათ და
მათი გადაადგილებისთვის, როგორც შეეძლოთ ხელი შეეშალათ. დაღიანის ბანდა
ერთ დროს სწორედ იმ ადგილებში დათარეშობდა: მათზე უკეთ ამ რეგიონს ვინ
იცნობდა?! მასზე მარტივად ვინ შეძლებდა მეგზურის თუ მებარგულის სახით
პოლკში შეღწევას, ჯარისკაცების თვალთვალს, მახეების დაგებას, რომ როგორმე
დაბრკოლებულიყვნენ და ბელუ-მონტის თავდაცვისთვის მომზადების დრო
მისცემოდა!
დაღიანმა თანხმობის ნიშნად თავი ისევ დაუქნია, თუმცა ხმა არც ახლა ამოუღია.
მოყვითალო-ნაცრისფერ სახეზე უზარმაზარი ნაიარევი ეტყობოდა. ჟუაუ მოციქულის
სახეს, ზორბა სხეულს უყურებდა და ცდილობდა, ამ კაცის ასაკი დაახლოებით მაინც
გამოეცნო, თუ იმ ჯიშისა არ იყო, ასაკი რომ არ ეტყობათ ხოლმე.
– კარგი, – როგორც იქნა, წარმოთქვა დაღიანმა, – ყოველდღე შიკრიკს გამოვგზავნი.
რამდენის წაყვანა შემიძლია?
– რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, - უპასუხა ჟუაუმ, – შენი ხალხია.
– ჩემი იყო, – ჩაილაპარაკა დაღიანმა და ღრმად ჩამსხდარი თვალების პირქუშ
მზერაში სითბო შეეპარა, – ახლა ღვთის ხალხია.
– ახლა ჩვენ ყველანი ღმერთს ვეკუთვნით, – გაეპასუხა ჟუაუ და უეცრად
აჩქარებით დაამატა: – ანტონიუსთან გაიარე, ვაზნები და ასაფეთქებელი წამოიღე.
ახლა პატრუქი გვაქვს. შეგიძლია, კანუდუსში დარჩე, ლაქლაქა?
მებრძოლი, მეტსახელად ლაქლაქა, წინ წამოდგა. დაღიანის თანაშემწე პატარა,
ფართომხრებიანი, ელამი კაცი იყო, ნაოჭებითა და ნაიარევებით დაღარული სახე
ჰქონდა.
– მონტი-სანტუში მინდა წამოგყვე, – უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა ლაქლაქამ, –
ბრძოლის დროს ყოველთვის გიცავდი. შენი თილისმა ვარ.
– ახლა კანუდუსს დაიცავ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, – უკმეხად მოუჭრა სიტყვა
დაღიანმა.
– ამიერიდან ყველას თილისმა უნდა იყო, – უთხრა ჟუაუმ, – ხალხს გამოგიგზავნი,
თავი მიტოვებულად რომ არ იგრძნო. კურთხეულ იყოს უფალი იესო!
– უკუნითი უკუნისამდე! – გამოეპასუხა რამდენიმე ხმა.
ჟუაუ მოციქული მიბრუნდა და გზა განაგრძო. დიდი ჟუაუ კამბაიუში იყო,
სწრაფად უნდა ენახა, ამიტომ გზა მოკლეზე უნდა გადაეჭრა და თან ერბინა კიდეც.
მირბოდა და ცოლი ახსენდებოდა. მას შემდეგ არ ენახა, რაც გადაწყვიტა, კანუდუსის
ყველა მისასვლელთან სანგრები და მგლის ხაროები გაეთხარათ. კანუდუსს, მათი
ერთობისა და მთელი სამყაროს ცენტრს დღისითაც და ღამითაც წრეებს ურტყამდა და
ამოწმებდა. ჟუაუ მოციქულმა კატარინა მაშინ გაიცნო, როდესაც სხვა, ზღვის მიქცევ-
მოქცევასავით ხან მზარდი, ხან კლებადი რაოდენობის მომლოცველთა შორის
მოძღვარს სოფელ-სოფელ დაჰყვებოდა, ხანგრძლივი, მომქანცველი დღით
დაღლილი, საღამოობით მასთან ერთად ლოცულობდა და მის ქადაგებებს უსმენდა.
მომლოცველებს შორის ერთი იმდენად გამხდარი არსება იყო, რომ სული
გეგონებოდათ. თეთრი ტუნიკა ეცვა, რომელიც სუდარას უფრო მიაგავდა. ხშირად,
ლოცვის, სიარულის ან დასვენების დროს ამ ქალის დაჟინებულ მზერას გრძნობდა,
რაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა და ხანდახან აშინებდა კიდეც. ქალის

მკითხველთა ლიგა
თვალებში აუტანელი ტკივილი იკითხებოდა და ის თვალები თითქოს
არაამქვეყნიური სასჯელით ემუქრებოდნენ.
ერთხელ, ღამით, როცა მომლოცველები კოცონთან მიწვნენ და დაიძინეს, ჟუაუმ
იგრძნო, რომ ქალი კვლავ უყურებდა და მასთან მიცოცდა, – ასე დაჟინებით რატომ
მიყურებ? – წასჩურჩულა. ქალი ჯერ ჩუმად იყო, თითქოს ზიზღი თუ სისუსტე
სჯაბნისო, შემდეგ კი ძლივს გასაგონად ამოთქვა: – იმ ღამით კუსტუდიაში ვიყავი,
როცა შურის საძიებლად მოხვედით. პირველი, ვინც ხმა ამოიღო და მოკალით,
მამაჩემი იყო. დავინახე, მუცელში ხანჯალი როგორ გაუყარეთ, – ჟუაუ მოციქული
ჩუმად იჯდა, ცეცხლის ტკაცუნი, მწერების წუილი, ქალის სუნთქვა ესმოდა და
ცდილობდა, იმ შორეულ გარიჟრაჟზე ამ ქალის თვალები გაეხსენებინა. შემდეგ
ლაპარაკი დაიწყო და მისი ხმაც ძლივს ისმოდა: – გამოდის, რომ კუსტუდიაში ყველა
არ დაღუპულა? – სამნი გადავრჩით, – წაიჩურჩულა ქალმა, – დონ მატიასი სხვენზე
ნამჯაში იმალებოდა, სენიორა როზა დაჭრეს, გონება დაკარგა, მაგრამ მერე
გამოჯანმრთელდა. და მე, ჩემი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ გადავრჩი. ისე
ლაპარაკობდა, თითქოს ეს საუბარი სხვებს, სხვა მოვლენებს, სხვა, უფრო უბადრუკ
და განსხვავებულ ცხოვრებას შეეხებოდა, – რამდენი წლის იყავი? – ჰკითხა ყაჩაღმა, –
ათი-თერთმეტის, – უპასუხა ქალმა. ჟუაუ მოციქულმა მოსაუბრე დაკვირვებით
შეათვალიერა: ძალიან ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შიმშილობასა და
უბედურებას თავისი კვალი დაემჩნია. ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, რომ ირგვლივ
მძინარე ხალხი არ გაეღვიძებინათ. სერიოზულად და სევდიანად იგონებდნენ იმ
ღამეს, რომელიც მათ ასე დაამახსოვრდათ. გოგონა მაშინ სამმა კაცმა გააუპატიურა და
როცა რომელიღაც ყაჩაღმა დანა დაუსვა, კატარინამ საოცარი შვება იგრძნო, – მე
დაგარტყი? – ჰკითხა ჟუაუმ, – არ ვიცი, – წაიჩურჩულა ქალმა, – უკვე გათენებული
იყო, მაგრამ სახეებს მაინც ვერ ვხედავდი. ისიც კი არ მესმოდა, სად ვიყავი.
იმ ღამის შემდეგ ყოფილი ყაჩაღი და კუსტუდიაში ჟლეტას გადარჩენილი გოგონა
კოცონთანაც ერთად ისხდნენ, ერთად ლოცულობდნენ და ერთმანეთს იმ
ცხოვრებაზე უყვებოდნენ, რომელიც ახლა დაუჯერებლადაც კი ეჩვენებოდათ.
კატარინა წმინდანს სოფელ სერჟიპიდან გამოჰყვა, გზად მოწყალებას ითხოვდა.
მოძღვარივით გამხდარი იყო და ერთ მშვენიერ დღეს შუა გზაში არაქათგამოცლილი
დაეცა. ჟუაუ მოციქულმა ხელში აიყვანა და მთელი დღე, საღამომდე ასე ატატებული
მიჰყავდა. რამდენიმე დღეს ასე გრძელდებოდა, საღამოს კი წყალში დამბალ ხმიადს
აჭმევდა – მხოლოდ ამის გადაყლაპვა შეეძლო. საღამოობით, მოძღვრის ქადაგებების
შემდეგ, როგორც ბავშვს უყვებიან ზღაპრებს ძილის წინ, იმ ამბებს უამბობდა, რაც
ბავშვობაში მოხეტიალე მუსიკოსებისგან გაეგონა და ალბათ იმიტომ, რომ მისი
სულიც ბავშვის სულივით წმინდა გამხდარიყო, ამ ისტორიების ყველა დეტალი
ნათლად ახსოვდა. კატარინა უსმენდა და არ აწყვეტინებდა. მერე კი, კარგა ხნის
შემდეგ, თავისი თითქმის ჩამწყდარი ხმით სარაცინელებზე, ფიერაბრასზე, რობერტ
ეშმაკზე ეკითხებოდა და ჟუაუ ხვდებოდა, რომ ეს გამოგონილი ამბები სწორედ ისე,
როგორც ადრე მისი, ქალის ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც ქცეულიყო.
კატარინა უკვე მოღონიერებული იყო და საკუთარი ფეხით შეეძლო სიარული,
როდესაც ერთ საღამოს სირცხვილით აკანკალებულმა ჟუაუმ ყველას წინაშე აღიარა,
რომ ხშირად ამ ქალის ხორციელად დაუფლების სურვილი არ ასვენებდა. მოძღვარმა
კატარინა იხმო და ჰკითხა, მოსმენილმა სიტყვებმა შეურაცხყოფა ხომ არ მოგაყენაო.
პასუხად ქალმა უარის ნიშნად თავი გაიქნია. მაშინ, მდუმარე მომლოცველებს შორის
მოქცეულმა მოძღვარმა ჰკითხა, კუსტუდიაში მომხდარი გულს კვლავ სიბრაზით
გივსებს თუ არაო. კატარინამ თავი ისევ გაიქნია. – განწმენდილხარ, – უთხრა
მკითხველთა ლიგა
მოძღვარმა, შემდეგ მათი ხელები შეაერთა და ყველას უბრძანა, კატარინასა და
ჟუაუსთვის ელოცათ. ერთი კვირის შემდეგ, შიკეშიკეს მოძღვარმა წყვილს ჯვარი
დასწერა. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ? ოთხი წელი? ხუთი? ჟუაუ მოციქულმა
იგრძნო, რომ გული საგულიდან ამოხტომას ლამობდა და კამბაიუს მისადგომებთან
ამბოხებულთა სილუეტები დალანდა. სირბილიდან სწრაფ, მოკლე ნაბიჯებზე
გადავიდა. ნახევარი ქვეყანა სწორედ ასე სიარულით ჰქონდა შემოვლილი.
ერთი საათის შემდეგ კი უკვე დიდ ჟუაუს ეჯდა გვერდით, სიმინდის ფაფას ჭამდა,
წყალს აყოლებდა და ახალ ამბებს უყვებოდა. მარტონი იყვნენ. რაც პოლკის
მოახლოების ამბავი აცნობა (კონკრეტულად ვერავინ გაარკვია, პოლკი რამდენ
ჯარისკაცს გულისხმობდა), დანარჩენებს სთხოვა, დიდ ჟუაუსთან მარტო
დაეტოვებინათ. ყოფილი მონა, დიდი ჟუაუ ისევ ისე გამოიყურებოდა: ფეხშიშველი
დადიოდა, მზისგან გახუნებული შარვალი თოკით ჰქონდა შეკრული, თოკზე მაჩეტე
და დანა ეკიდა. პერანგს ღილები არ ჰქონდა და იქიდან ბანჯგვლიანი მკერდი
მოუჩანდა. ზურგზე კარაბინი გადაეკიდებინა და ტყვიები ყელსაბამივით აესხა. როცა
ჟუაუ მოციქულმა უთხრა, მოძღვრის დასაცავად კათოლიკური გვარდია იქმნება და
მას შენ უნდა უხელმძღვანელოო, უარის ნიშნად თავის ქნევას მოჰყვა.
– რატომ? – ჰკითხა ჟუაუ მოციქულმა,
– ღირსი არ ვარ, – წაიბუტბუტა ზანგმა.
– მოძღვარი ამბობს, რომ ღირსი ხარ, – უპასუხა ჟუაუ მოციქულმა, – იმან უკეთ
იცის.
– ბრძანებების გაცემა არ შემიძლია, – წინააღმდეგობის გაწევას არ ეშვებოდა ზანგი,
– და არც მინდა ვისწავლო. სხვამ ითავოს.
– არა, მეთაური შენ იქნები, – მტკიცედ გაუმეორა მოსულმა, – ახლა კამათის დრო
არ არის, ჟუაუ.
ზანგი ჩაფიქრებული გასცქეროდა კლდეებს შორის გაფენილ ხალხს, ზეცას,
რომელსაც ისევ ტყვიისფერი დასდებოდა.
– მოძღვრის დაცვის ნდობა ჩემთვის მეტისმეტად დიდი პატივია, – წარმოთქვა
ბოლოს.
– იმათგან, ვინც უკვე დიდი ხანია აქ არის, ვინც უაუასა და კამბაიუში თავი
ისახელა, საუკეთესოები შეარჩიე, – დაარიგა ჟუაუ მოციქულმა, – პოლკის მოსვლისას
გვარდია უკვე მზად უნდა იყოს – მოძღვრისა და კანუდუსის ფარის ფუნქცია
გეკისრებათ.
დიდმა ჟუაუმ აღარაფერი უპასუხა. ყბებს ისე ამოძრავებდა, თითქოს რაღაცას
ღეჭავსო, თუმცა პირში არაფერი ჰქონდა და მთების მწვერვალებს შეშინებული და
გაოცებული სახით გასცქეროდა, თითქოს იქ მეფე სებასტიანის ძლევამოსილ ლაშქარს
ხედავსო.
– შენ ამირჩევდი. არც ნეტარი და არც მოძღვარი, მხოლოდ შენ, – თქვა ყრუდ, –
ჯილდო არ გამოგივიდა.
– არა, ჯილდო არ არის, – უპასუხა ჟუაუ მოციქულმა, – იმიტომ კი არ აგირჩიე, რომ
შენი ან დაჯილდოება, ან დასჯა მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ საუკეთესო ხარ. ასე
რომ, წადი ბელუ-მონტიში და საქმეს ხელი მოჰკიდე.
– კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი! – წარმოთქვა ზანგმა, ფეხზე წამოდგა
და ქვით მოკირწყლულ გზას დაადგა.
– აწ და მარადის, – პასუხად დააწია ჟუაუ მოციქულმა და რამდენიმე წამში
დაინახა, როგორ გარბოდა ყოფილი მონა კანუდუსისკენ.

მკითხველთა ლიგა
– გამოდის, რომ მოვალეობას ორჯერ უღალატე, – ამბობს რუფინუ, – არ მოკალი,
როცა ეპამინონდასმა მისი მოკვლა გიბრძანა. მერე კი იცრუე, უთხარი, მკვდარიაო.
ორჯერ მოატყუე.
– პირველად მართლა გამიჭირდა, – ამბობს კაიფასი, – გონსალვისს თმა და გვამი
გადავეცი. ეს სხვისი გვამი იყო, მაგრამ ვერც მან და საერთოდ ვერავინ ეს ვერ
შეამჩნია. წითური კი მალე მოკვდება, თუ უკვე არ გაჭიმა ფეხი. მეორე არ ითვლება.
იტაპიკურუს მოწითალო ნაპირზე, კეიმადასის დაბახანების პირდაპირ, ამ
შაბათსაც, როგორც ყოველთვის შაბათობით, ფიცრის სახელდახელოდ შეკრულ
ხუხულებში ყოველი მხრიდან მოსული ვაჭრები არიან ჩამწკრივებულები. მათი და
კლიენტების ყაყანი ზღვასავით მღელვარე, ქუდიან და უქუდო თავებს ზემოთ ცას
სწვდება და ძაღლების ყეფას, ვირების ყროყინს, ბავშვების ჟრიამულსა და
მთვრალების უთავბოლო სადღეგრძელოებში ირევა. მათხოვრები მოწყალებას
ითხოვენ და ხალხში სიბრალულის გამოწვევას თავიანთი ნაკლის რაც შეიძლება
გადაჭარბებული წარმოჩენით ცდილობენ, მოხეტიალე მუსიკოსები ირგვლივ
შემოკრებილ მსმენელს გიტარის თანხლებით სიყვარულზე, ომებზე, ერეტიკოსებსა
და კეთილ კათოლიკეებს შორის შეტაკებებზე უმღერიან. ახალგაზრდა და ბებერი
ბოშა ქალები თეძოების რხევითა და სამაჯურების წკრიალით დადიან და
მსურველებს მკითხაობენ.
– ასეა თუ ისე, მაინც მადლობელი ვარ შენი, კაიფასი, – ეუბნება რუფინუ, –
ღირსების კაცი ხარ და ამის გამო ყოველთვის პატივს გცემდი მეც და ყველა
დანარჩენიც.
– რომელი უფრო მნიშვნელოვანია? – ეუბნება კაიფასი, – ბატონის წინა- შე
მოვალეობა თუ მეგობრის? ბრმაც კი დაინახავდა, რომ ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო.
გვერდიგვერდ, ძალიან სერიოზული სახეებით მიაბიჯებენ; მათ ირგვლივ
მოფუთფუთე ჭრელ, ფერადოვან ბურთად ქცეულ ბაზრობას ყურადღებას არ აქცევენ.
ხალხის ბრბოში გზას ნებართვის უკითხავად, მზერით ან მხრის მიწოლით იკაფავენ.
დროდადრო ფარდულებიდან ვიღაც ესალმება. ისინი კი ისე პირქუშად და მოკლედ
აძლევენ პასუხს, რომ მათთან ახლოს მისვლას ვერავინ ბედავს. არც კი
შეთანხმებულან, ისე გაემართნენ პირდაპირ ხის ფიცრულისკენ; იქ ხის სკამები,
მაგიდები, შედარებით ნაკლები ხალხი და სასმელი ეგულებათ.
– შეურაცხყოფას მოგაყენებდი, იპუპიარაში რომ მომეკლა, - ეუბნება კაიფასი და
მისი ხმის მიხედვით ადვილი მისახვედრია, რომ ამაზე ბევრჯერ უფიქრია, - მაშინ
შენ ამ ლაფს ვერ ჩამოირეცხავდი.
– რატომ გადაწყვიტეს მისი მოკვლა, – აწყვეტინებს რუფინუ, – თანაც ჩემს სახლში?
– ასე ბრძანა ეპამინონდასმა, – ამბობს კაიფასი, – არც შენ და არც ჟურემა არ უნდა
მომკვდარიყავით. ალბათ იმიტომ დაიღუპა ჩემი ხალხი, რომ ჟურემა უვნებელი
გადარჩენილიყო, – გადააფურთხა და ჩაფიქრდა. – ალბათ ჩემი ბრალია, რომ ჩემი
ხალხი დახოცა: არ მეგონა, თუ თავის დაცვას შეეცდებოდა. არ ეტყობოდა, რომ
ბრძოლა შეეძლო. არ ეტყობოდა.
– არა, – თქვა რუფინუმ, – არ ეტყობოდა.
სკამებს ერთმანეთთან ახლოს აჩოჩებენ, რომ მათი საუბარი ვერავინ გაიგონოს.
ოფიციანტ ქალს ჭიქები მოაქვს და ეკითხება, არაყს დალევთ თუ არაო. დალევენ,
ქალს სანახევროდ შევსებული ბოთლი მოაქვს, რუფინუ ასხამს და ისე სვამენ, რომ
სადღეგრძელოს არ ამბობენ. მეორე ჭიქას კაიფასი ასხამს, რუფინუზე უფროსია და
ყოველთვის უძრავი თვალები თითქოს უფრო ჩაჰქრობია. ახლაც ტყავის სამოსშია
გამოწყობილი და ერთიანად მტვერში ამოგანგლული.
მკითხველთა ლიგა
– შენ ამბობ, რომ ჟურემამ გადაარჩინა? – კითხულობს რუფინუ, ისე რომ თავსაც არ
სწევს, – მკლავი დაგიჭირა?
– ჰო, მაშინ მივხვდი, რომ მისი ქალი იყო, – უმოწმებს კაიფასი. იმდილანდელი
გაოცების ანარეკლი სახეზე ახლაც უკრთება. – ჯერ ხელი ამიკრა და გასროლის
საშუალება არ მომცა, მერე კი იმასთან ერთად თავს დამესხა, – მხრებს იჩეჩს და ისევ
აფურთხებს. – მისი ქალი იყო და, აბა, როგორ არ დაიცავდა?!
– ჰო, – ამბობს რუფინუ.
– მხოლოდ იმას ვერ ვხვდები, რატომ არ მომკლეს, – განაგრძობს კაიფასი, –
იპუპიარაში ვკითხე, მაგრამ ჟურემამ ვერ ამიხსნა. ძალიან უცნაური კაცია ის წითური.
– მართალია, – ამბობს რუფინუ.
აქა-იქ, ბაზრობაზე მოსეირნეთა შორის დაგლეჯილფორმიანი ჯარისკაცები
კრთებიან. მაიორ ბრიტუს პოლკის გადარჩენილი ჯარისკაცები არიან. როგორც
ამბობენ, ახალი პოლკის მოსვლას ელოდებიან. მანამ კი მბორგავი სულებივით
დაძრწიან, ხან სად სძინავთ და ხან სად: მთავარ მოედანზე, სადგურზე, ბუჩქის ძირას
ან მდინარესთან. ორ-ორად ან ოთხ-ოთხად დგანან და ყველაფერს ხარბად
მისჩერებიან: ქალებს, საჭმელს, არაყს. გვერდით მდგომნი ცდილობენ, არ
დაელაპარაკონ, არ მოუსმინონ, არ შეხედონ.
– ფიცი ხელ-ფეხს გვიკრავს, არა? – გაუბედავად კითხულობს რუფინუ. ღრმა ნაოჭი
შუბლს უღარავს.
– ჰო, ხელ-ფეხს გვიკრავს, – პასუხობს კაიფასი, – როგორ შეიძლება, უფლისა და
ღვთისმშობლის წინაშე დადებული ფიცი დაარღვიო!
– დავუშვათ, უფალს კი არა, ბარონს შეჰფიცე? – ეკითხება რუფინუ და თავს მაღლა
სწევს.
– მაშინ მარტო ის გაგათავისუფლებს ფიცისგან, – ამბობს კაიფასი და ჭიქებს ისევ
ავსებს. სვამენ. ღრიანცელსა და გნიასს შორიდან შემოსული გაავებული ჩხუბის ხმა
ფარავს, მერე კი მის ნაცვლად ხარხარი გაისმის. ცა ღრუბლებით იფარება, თითქოს
სადაცაა იწვიმებსო.
– ვიცი, რასაც გრძნობ, – ეუბნება მეგობარს კაიფასი, – აი, ახლაც, ჩემთან ერთად
ხარ, მაგრამ სულ იმაზე ფიქრობ, შური როგორ იძიო. ასეც უნდა იყოს, რუფინუ. ასე
ხდება, როცა კაცს ღირსება აქვს.
ჭიანჭველების რაზმი მწკრივად მოძრაობს მაგიდაზე და არყის უკვე დაცლილ
ბოთლს ალყას არტყამს. რუფინუ უყურებს, როგორ მიიწევენ წინ ჭიანჭველები და
ქრებიან. ჭიქა უჭირავს და ხელს მთელი ძალით უჭერს.
– დაიმახსოვრე, – განაგრძობს კაიფასი, – შეურაცხმყოფელის მოკვლით ღირსებას
ვერ აღიდგენ. მოკვლა საკმარისი არ არის. სილა უნდა გააწნა ან მათრახი გადაუჭირო.
სახეც ისეთივე წმინდაა, როგორიც დედა ან ცოლი.
რუფინუ ფეხზე დგება. დიასახლისი მოდის. კაიფასი ფულის ამოღებას აპირებს,
მაგრამ მეგზური არ ანებებს და თვითონ იხდის. ხურდას მდუმარედ ელიან, თავ-
თავიანთ ფიქრებში ჩაფლულები.
– მართალია, რომ დედაშენი კანუდუსში წავიდა? – ეკითხება კაიფასი. რუფინუ
თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, – ბევრი მიდის, ეპამინონდასი ხალხს აგროვებს
სოფლის გვარდიისთვის. მალე ჯარიც მოვა. უნდა, რომ ჯარს დაეხმაროს. ჩემი
ოჯახიც წმინდანთან არის. ძნელია საკუთარ ოჯახთან ბრძოლა, არა, რუფინუ?
– მე სხვა ომი მაქვს, – ბუტბუტებს რუფინუ და დიასახლისის მოწოდებულ ხურდა
ფულს ჯიბეში იდებს.

მკითხველთა ლიგა
– იმედია, ავადმყოფობა არ მოკლავს და შენ თვითონ გაუსწორდები, – ეუბნება
კაიფასი.
მათი სილუეტები კეიმადასის ბაზრობის მორევში იკარგება.

– ერთი რამ ვერ გამიგია, ბარონო, – გაიმეორა პოლკოვნიკმა ჟოზე ბერნარდუ


მურაუმ, სარწეველაში მოხერხებულად მოეწყო და ტაატით აქანავდა, – პოლკოვნიკ
მორეირა სეზარს ვძულვართ, ჩვენც გვძულს მორეირა სეზარი. მეშვიდე პოლკის
მოსვლა ეპამინონდას გონსალვისისთვის ტრიუმფია, ჩვენთვის კი, ვინც რიოს ჩვენს
საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია – დიდი მარცხი. და თუკი ასეა, მაშ, სალვადორში
მას დამოუკიდებელი პარტია, როგორც გმირს, რატომ ეგებება? ეპამინონდასს რატომ
ვეჯიბრებით ამ „კაციჭამიას“ რომელი უფრო დაეხმარება?
თეთრად შეფეთქილი კედლები აქა-იქ დამსკდარიყო, ოთახი მზის სინათლეს
უხვად გაეჩახჩახებინა, მაგრამ მაინც სიგრილე სუფევდა; ბრინჯაოს ლარნაკში
დამჭკნარი ყვავილები ეწყო. იატაკი ბევრგან ამოტეხილიყო. ფანჯრიდან შაქრის
ლერწმის პლანტაციები მოჩანდა, სახლთან სულ ახლოს, მსახურები ცხენებს
კაზმავდნენ.
– შფოთიანი დროა. ჩემო ძვირფასო ჟოზე ბერნარდუ, – გაიღიმა ბარონმა დი
კანიაბრავამ, – ამ ჯუნგლებში ჭკვიან კაცსაც კი უჭირს გზის გაკვლევა.
– ჭკუით ვერასდროს დავიკვეხნიდი. მემამულეებს ჭკუა დიდად არაფერში
გვჭირდება, – ჩაიდუდღუნა პოლკოვნიკმა მურაუმ და ფანჯრის მიღმა
პლანტაციებისკენ ხელი გაურკვევლად გაიქნია, – გამოდის, რომ ნახევარი საუკუნე აქ
მხოლოდ იმიტომ გავატარე, რომ სიბერეში მენახა, ყველაფერი როგორ დაინგრეოდა?
ისღა მანუგეშებს, რომ მალე მოვკვდები და აქაურობის საბოლოო განადგურებას ვერ
მოვესწრები.
მართლაც ძალიან ბებერი იყო: გაძვალტყავებული, სახეგარუჯული; დაკრუნჩხული
თითებით ერთთავად ცუდად გაპარსულ სახეს იფხანდა. პეონივით იყო ჩაცმული:
ძველი, ფერგადასული შარვალი, მკერდზე შეხსნილი პერანგი და ზემოდან უღილო
ტყავის ჟილეტი ეცვა.
– ეს ქარიშხალი მალე გაივლის, – ანუგეშა ადალბერტუ დი გუმუსიუმ.
– ჩემთვის არ იქნება, – გაძვალტყავებული თითები დაატკაცუნა პოლკოვნიკმა,
– იცით, ამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენი კაცი აიყარა ამ ადგილებიდან?
ათასობით. ჯერ 77-ში გვალვამ აყარა, მერე სამხრეთის ყავის პლანტაციებისა და
ამაზონის კაუჩუკის ცრუ კამპანიებმა; ახლა კი ეს წყეული კანუდუსი დაიწყო. იცით,
იქ რამდენი ხალხი გაიქცა? ყველაფერი მიატოვეს: სამუშაოც, პირუტყვიც, სახლებიც
და სამყაროს აღსასრულისა და მეფე სებასტიანის დასახვედრად იქით გაემართნენ, –
თანამოსაუბრეებს შეხედა და სახეზე ეწერა, როგორ გაებეზრებინა ადამიანების
სიბრიყვეს. – მე გეტყვით, რაც მოხდება. ამისათვის დიდი ჭკუა არ არის საჭირო:
მორეირა სეზარი ეპამინონდასს ბაიას მიართმევს და გუბერნატორად დასვამს. ის და
მისი ხალხი კი ისეთ დღეში ჩაგვყრიან, რომ ჩვენს მიწებს ან იაფად დავთმობთ ან
სულაც ვაჩუქებთ, ოღონდ კი აქედან გავასწროთ.
ბარონსა და გუმუსიუს წინ პატარა მაგიდა ედგათ. ზედ გამაგრილებელი სასმელით
სავსე გრაფინები და ორცხობილიანი კალათები ეწყო, მაგრამ პირს არაფერს
აკარებდნენ. ბარონმა საბურნუთე გახსნა, თანამოსაუბრეებსაც შესთავაზა და ერთი
მწიკვი თვითონაც ამოიღო. ნეტარებისგან თვალები დახუჭა და რამდენიმე წამით
გაირინდა.

მკითხველთა ლიგა
– არა, ჟოზე ბერნარდუ, ბაიას იაკობინელებს ასე ადვილად არ დავუთმობთ, –
წარმოთქვა ბოლოს და თვალები გაახილა, – ცუდად მოფიქრებული არ არის, მაგრამ
მაინც არაფერი გამოუვათ.
– ბრაზილია უკვე ისედაც მათ ეკუთვნით, – შეაწყვეტინა მურაუმ, – და ამის
ყველაზე კარგი მტკიცებულება პოლკოვნიკ მორვეირა სეზარის აქ გამოჩენაა, ის ხომ
ხელისუფლებამ გამოგზავნა.
– რიო-დე-ჟანეიროს სამხედრო კლუბის მოთხოვნით დაინიშნა. იაკობინელთა
ბუდემ იმით ისარგებლა, რომ პრეზიდენტი მორაისი ავად არის, – თქვა ბარონმა, –
ცხადზე ცხადია, რომ ეს პირდაპირ მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა.
პოლკოვნიკისთვის კანუდუსი შესანიშნავი საშუალებაა მისი სახელისა და გავლენის
განსამტკიცებლად. მორეირა სეზარმა მონარქისტების ამბოხი ჩაახშო! მორეირა
სეზარი – რესპუბლიკის მხსნელი. განა არსებობს ამაზე უკეთესი დადასტურება
იმისა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ჯარს შეუძლია?!
მაგრამ ხელისუფლების სათავეში ჯარის მოსვლა დიქტატურას ნიშნავს, – ღიმილი
მოისხიპა და სახე დაუსერიოზულდა, - ამას კი, ჟოზე ბერნარდუ, ჩვენ არ დავუშვებთ.
მონარქისტების შეთქმულებას იაკობინელები კი არა, ჩვენ მოვუღებთ ბოლოს! –
ზიზღით შეიჭმუხნა, – ყოველთვის რაინდულად ვერ მოიქცევი, ძვირფასო.
პოლიტიკა ბინძური საქმეა.
მისი სიტყვები, როგორც ჩანს, მურაუს სულის რომელიღაც სიმს შეეხო: მოხუცი
გამოცოცხლდა და ახარხარდა კიდეც.
– კეთილი, ბატონო პოლიტიკოსებო, დამითანხმეთ! – წამოიყვირა მან, – ჯორებსაც
გავუგზავნი, სურსათსაც და ყველაფერს, რაც დასჭირდება. შემთხვევით მეშვიდე
პოლკი ჩემს მამულში ხომ არ დავაბინავო?
– საჭირო არ არის. ის შენს მიწებს გვერდს აუვლის, – დააიმედა ბარონმა, – ვერც კი
ნახავ.
– არ უნდა დავუშვათ, რომ მთელმა ქვეყანამ დაიჯეროს, თითქოს რესპუბლიკის
წინააღმდეგ აღვდექით და ინგლისს მონარქიის აღდგენაში დახმარება ვთხოვეთ, –
თქვა ადალბერტუ გუმუსიუმ, – ეს როგორ არ გესმის, ჟოზე ბერნარდუ! ამ ფარსს რაც
შეიძლება მალე უნდა ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი. პატრიოტიზმთან ხუმრობა არ
შეიძლება.
– ეპამინონდასი კი ხუმრობს, საკმაოდ კარგად ხუმრობს, – წაიბუტბუტა მურაუმ.
– ჰო, – დაეთანხმა ბარონი, – არც შენ, არც მე, არც ადალბერტუ, და არც ვიანა მას
სერიოზულად არ აღვიქვამდით. ის კი საშიში მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.
– კარგი, რა, ჩვენს წინააღმდეგ იაფფასიან, გროტესკულ ინტრიგებს ხლართავს. ეს
ხომ უხამსობაა! – გაცხარდა გუმუსიუ.
– ჰო, მაგრამ შედეგი შთამბეჭდავია, – ბარონმა ფანჯარაში გაიხედა: ცხენები
შეეკაზმათ. მეგობრებს ანიშნა, დროა, გზას გავუდგეთო. მთავარ მიზანს მიაღწია –
ბაიის ყველაზე ჯიუტი მემამულის დაყოლიება შეძლო. ესტელას და სებასტიანას
უნდა უთხრას, რომ მიემგზავრებიან. ამ დროს ჟოზე ბერნარდუ მურაუმ შეახსენა,
ვიღაც კეიმადასიდან ჩამოსული უკვე ორი საათია თქვენთან შეხვედრას ელისო.
ბარონს სულ დავიწყებოდა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – წაიჩურჩულა და განკარგულება გასცა, ის კაცი
მოეყვანათ.
ერთი წამის შემდეგ კარის ღიობში რუფინუს სილუეტი აისვეტა. მოსულმა ჩალის
ქუდი მოიხადა, მასპინძელსა და გუმუსიუს თავი დაუკრა, ბარონს მიუახლოვდა,
დაიხარა და ხელზე აკოცა.
მკითხველთა ლიგა
– მიხარია, რომ გხედავ, ნათლულო, – მიესალმა ბარონი და მხარზე ხელი
მეგობრულად დაადო, – რა კარგია, რომ მოხვედი. ჟურემა სად არის? რატომ არ
მოიყვანე? ესტელას ძალიან გაუხარდებოდა მისი ნახვა.
უეცრად შეამჩნია, რომ მეგზურს თავი არ აუწევია, ხელში ქუდს ატრიალებდა,
მიხვდა, რომ რუფინუ სირცხვილით იწვოდა და იეჭვა, მისი ძველი პეონი აქ
რისთვისაც იყო მისული.
– შენს ცოლს რამე დაემართა? – ჰკითხა რუფინუს, – ავად ხომ არ გახდა?
– ნება მომეცი, ფიცი გავტეხო, ნათლია, – ერთბაშად წამოისროლა რუფინუმ.
გუმუსიუ და მურაუ აქამდე მათ საუბარს გულგრილად ისმენდნენ, მაგრამ საქმის
ასე შემობრუნებით უეცრად დაინტერესდნენ. დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა და ბარონმა
პასუხი დააგვიანა, მეგზურის სიტყვებზე ფიქრობდა, ცდილობდა, მიმხვდარიყო, რას
ნიშნავდა მისი ნათქვამი.
– ჟურემა? – თვალები დაახამხამა და სავარძელში გადაწვა ბარონი. რაღაცის
გახსენებას ცდილობდა, – რამე დააშავა? ნუთუ მიგატოვა? სხვას გაჰყვა?
აჩეჩილი, დიდი ხნის დაუბანელი თმა ოდნავ შეირხა: რუფინუმ თანხმობის ნიშნად
თავი დააქნია. ბარონი ახლაღა მიხვდა, რატომ მალავდა რუფინუ ასე ჯიუტად
თვალებს. მიხვდა, როგორ უჭირდა და რა ძნელი იყო მისთვის თავის შეკავება.
შეებრალა.
– რა საჭიროა, რუფინუ? – ნაღვლიანად ჰკითხა, – ამით რას მოიგებ? კიდევ უფრო
დაიტანჯები. წავიდა? ჩათვალე, რომ მოკვდა, თავი მოიკლა. დაივიწყე, ყველაფერი
დაივიწყე, კეიმადასში რაც მოხდა, ისიც დაივიწყე. სხვა, უფრო ერთგულ ცოლს
იპოვი. კალუმბიში წამოდი ჩვენთან ერთად, იქ ხომ ბევრი მეგობარი გყავს.
გუმუსიუ და მურაუ რუფინუს პასუხს მოუთმენლად ელოდნენ. ადალბერტუმ ჭიქა
შეავსო, ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ არც კი მოუსვამს,
– ნება მომეცი, სიტყვა გავტეხო, ნათლია, – ჩაილაპარაკა ბოლოს რუფინუმ და ისევ
იატაკს დააშტერდა.
ადალბერტუ დი გუმუსიუს ტუჩებზე მოწონების ღიმილმა გაუელვა. ყურადღებით
უსმენდა ბარონის და მისი ყოფილი მსახურის საუბარს. ჟოზე ბერნარდუ მურაუს კი,
პირიქით, საერთოდ დაეკარგა ამ საუბრის მოსმენის ინტერესი და დაამთქნარა.
ბარონი მიხვდა, ახლა ყველანაირი არგუმენტი, დაერწმუნებინა რუფინუ,
შეჰგუებოდა იმას, რაც მოხდა, სრულიად უშედეგო იქნებოდა, უიმედოდ, მაგრამ
მაინც შეეცადა, რუფინუსთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, დრო მაინც
მოეგო.
– ვინ წაიყვანა? – ხმადაბლა ჰკითხა პეონს, – ვისთან ერთად გაიქცა?
რუფინუ ერთხანს დუმდა.
– იმ უცხოელთან ერთად, კეიმადასში რომ გამოჩნდა, – თქვა და უნდილად
განაგრძო, – ის კაცი ჩემთან გამოგზავნეს. ჟაგუნსუებისთვის კანუდუსში იარაღი
უნდა ჩაეტანა.
ადალბერტუ დი გუმუსიუს ხელიდან ჭიქა გაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა.
მაგრამ ვერც მინის წკრიალმა, ვერც ნამსხვრევებმა და ვერც წვიმის წვეთებმა ვერ
შეაკრთო სამ მამაკაცთაგან ვერც ერთი. მეგზურს სამივე ფართოდ გახელილი
თვალებით, საოცრად გაკვირვებულები შესცქეროდნენ. ის კი კვლავ
თავჩაქინდრული, უძრავად და უბრად იდგა და ვერ ხვდებოდა, როგორ იმოქმედა
მისმა ნათქვამმა იქ დამსწრეებზე. პირველი გონს ბარონი მოეგო.
– უცხოელს კანუდუსში იარაღი უნდა ჩაეტანა? – ისე ცდილობდა, კითხვა
ბუნებრივად დაესვა, რომ ხმა მთლიანად შეეცვალა.
მკითხველთა ლიგა
– აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო, – ისევ შეირხა მტვრიანი გრუზა თმა: რუფინუ ისევ
მოკრძალებულ პოზაში იდგა და იატაკს დაშტერებოდა, – პოლკოვნიკმა
ეპამინონდასმა მისი მოკვლა ბრძანა და ახლა მკვდარი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის.
ჟურემამ გადაარჩინა. ახლა ის და ჟურემა ერთად არიან.
გუმუსიუმ და ბარონმა ერთმანეთს აღელვებით გადახედეს, მურაუ კი
სავარძლიდან წამოდგომას ბუზღუნ-ბუზღუნით ლამობდა, მაგრამ ბარონმა დაასწრო
და სავარძლიდან მასზე ადრე წამოიჭრა. სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, ხელები
უკანკალებდა, თუმცა რუფინუ ვერც ამ მღელვარებას და აფორიაქებას ამჩნევდა.
– ესე იგი, გალილეო გალი ცოცხალია, – როგორც იქნა, კბილებში გამოცრა
გუმუსიუმ და ხელისგულზე მუშტი დაირტყა, – ესე იგი, დამწვარი გვამი,
მოკვეთილი თავი და...
– არა, თავი არ მოუკვეთიათ, სენიორ, – შეაწყვეტინა რუფინუმ და არეულ ოთახში
ისევ დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა, – გრძელი თმა ჰქონდა და გაკრიჭეს. ის გვამი კი
შეშლილის იყო, რომელმაც ჯერ შვილები დახოცა, მერე კი თავი მოიკლა. უცხოელი
ცოცხალია.
კვლავ დადუმდა და ხმა აღარ ამოუღია, მიუხედავად იმისა, რომ ადალბერტუ დი
გუმუსიუმ და ჟოზე ბერნარდუ მურაუმ კითხვები დააყარეს. ყველა წვრილმანი
აინტერესებდათ. ბარონი მეტისმეტად კარგად იცნობდა თანამემამულეების ზნე-
ჩვეულებებს: მიხვდა, რომ მეგზურმა ყველაფერი თქვა, რაც საჭიროდ მიაჩნდა და
ვეღარაფერს დააცდენინებდნენ.
– შეგიძლია, კიდევ რამეს მოგვიყვე, შვილო? – ჰკითხა მაინც და ხელი მხარზე
დაადო. მღელვარების დამალვას აღარც კი ცდილობდა.
რუფინუმ თავი გადააქნია.
– გმადლობ, რომ მოხვედი, – უთხრა ბარონმა, – დიდი დახმარება გამიწიე მეც, ჩვენ
ყველას და, საერთოდ, მთელ ქვეყანას, თუმცა შენ ამას ვერ ხვდები,
– მინდა, შენთვის მოცემული ფიცი დავარღვიო. ნათლია, – ჩაილაპარაკა რუფინუმ
და ხმა უფრო დაჟინებული გაუხდა.
ბარონმა ნაღვლიანად დაუქნია თავი. ფიქრობდა, რომ სიტყვები, რომლის
წარმოთქმაც ასე უჭირდა, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენდა.
არადა, ის ადამიანი შეიძლება უდანაშაულოც კი ყოფილიყო, ან ასეთი
საქციელისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა,
სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
– ისე მოიქეცი, როგორც სინდისი გიკარნახებს, - ჩაიბუტბუტა ბარონმა, – ღმერთმა
მოგიტევოს და დაგიფაროს.
რუფინუმ თავი ასწია, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დი კანიაბრავამ დაინახა, რომ
ყოფილ პეონს თვალები ჩასწითლებოდა და დანამვოდა. სახეზე კი ისეთი
გამომეტყველება აღბეჭდვოდა, თითქოს სულ ახლახან მძიმე განსაცდელი
გადაიტანაო. რუფინუმ დაიჩოქა, ბარონმა პირჯვარი გადასახა და საკოცნელად ხელი
გაუწოდა. მეგზური წელში გასწორდა და ოთახიდან ისე გავიდა. რომ გუმუსიუსა და
მურაუსთვის არც კი შეუხედავს.
სიჩუმე გუმუსიუმ დაარღვია.
– ქედს ვიხრი და მუხლს ვიყრი ეპამინონდასის წინაშე, – თქვა მან და იატაკზე
ჭიქის ნამსხვრევებს ყურადღებით დაუწყო თვალიერება, – ძალიან შორს წავა.
შევცდით მის შეფასებაში.

მკითხველთა ლიგა
– ჰო, საწყენია, რომ ჩვენთან არ არის, – წარმოთქვა ბარონმა, მაგრამ გონსალვისზე
კი არა, ჟურემაზე ფიქრობდა, ქალზე, რომლის მოკვლასაც რუფინუ აპირებდა და
კიდევ იმაზე, თუ როგორ იდარდებდა ბარონესა, როცა ამ ამბავს გაიგებდა.

III

– ჩემი ბრძანება ჯერ კიდევ გუშინ გამოაკრეს, – ამბობს პოლკოვნიკი მორეირა და


მათრახით უთითებს ბოძზე მიმაგრებულ ქაღალდის ფურცელზე: კან- სანსაუს მთელ
სამოქალაქო მოსახლეობას ნაბრძანები აქვს, მათ მფლობელობაში არსებული ყველა
ცეცხლსასროლი იარაღი მეშვიდე პოლკს ჩააბაროს, – როდესაც ჯარი ქალაქში
შემოვიდა, ამ დილით, განკარგულება გავეცი, კიდევ ერთხელ გამოეცხადებინათ ამის
შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ ჩხრეკა. ასე რომ, თქვენს თავს
დააბრალეთ, ბატონებო.
პატიმრები ერთმანეთზე ზურგებით გადაუბამთ. სახეზე და სხეულზე ცემის კვალი
არ ეტყობათ. ორივე ფეხშიშველი და უქუდოა. შესაძლოა, მამა-შვილი, ბიძა-
ძმისშვილი ან, უბრალოდ, ძმები არიან. ახალგაზრდა მარტო ნაკვთებით კი არა,
გამომეტყველებითაც უფროსს ჰგავს. ერთნაირად სხედან და სამხედრო ტრიბუნალის
წევრებიან დასაკეც მაგიდასაც ერთნაირად შესცქერიან. ტრიბუნალმა ეს-ესაა ორივეს
სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, სამი ოფიცრიდან ორი საქმეს სწრაფად გაეცნო,
განაჩენს ხელი მოაწერა და სასწრაფოდ თავის ასეულებში დაბრუნდა. ასეულები
ერთიმეორის მიყოლებით სოფელში შედიან, მაგიდასთან მხოლოდ ტრიბუნალის
თავმჯდომარე მორეირა სეზარი რჩება და ნივთმტკიცებებს ათვალიერებს: ორი
კარაბინი, ყუთი ვაზნებით, საპირისწამლე. მსჯავრდებულებმა არათუ არ ჩააბარეს
იარაღი, დაპატიმრების დროს წინააღმდეგობაც კი გაუწიეს და ერთ-ერთი ჯარისკაცი
დაჭრეს. სამხედროების ხიშტების მესერს მიღმა რამდენიმე ათეული გლეხი –
კანსანსაუს მთელი მოსახლეობაა შეკრებილი.
– ასეთი სისულელის გამო თავის გაწირვა არ ღირდა, – კარაბინებს ჩექმის წვერს
ჰკრავს პოლკოვნიკი. მის ხმაში მტრული დამოკიდებულება არ იგრძნობა.
სერჟანტისკენ ისე ბრუნდება, თითქოს ეკითხება, რომელი საათიაო, – თითო ყლუპი
არაყი დაალევინე. მსჯავრდებულებისგან ორ ნაბიჯზე ენაჩავარდნილი
კორესპონდენტები დგანან: სახეებზე გაოცება და შიში აღბეჭდვიათ. ვისაც ქუდი არ
აქვს, ცხვირსახოცები წაუკრავთ – მზე აუტანლად აცხუნებს. ბანაკიდან ყაზარმის
ჩვეული ხმები: ჯარისკაცის ჩექმების ბრაგუნი, მეთაურების გადაძახილი, სიცილი,
ლაპარაკი ისმის. ახლად ჩამოსულები ახლა თითქოს მხოლოდ დასვენებაზე
ფიქრობენ და სულ არ ადარდებთ, წამიწამ აქ რაც შეიძლება მოხდესო. სერჟანტი
ქამრიდან მათარას იხსნის, პატიმრების ტუჩებთან მიაქვს და ისინიც სპირტის თითო
დიდ ყლუპს ხარბად ეწაფებიან.
– უბრძანეთ, დამხვრიტონ, პოლკოვნიკო, – უეცრად ვედრებაზე გადადის უფრო
ახალგაზრდა. მორეირა სეზარი მისკენ ტრიალდება.
– რესპუბლიკის მოღალატეებზე ვაზნებს არ ვხარჯავ, – პასუხობს პატიმარს, – ნუ
ლაჩრობ. კაცურად შეხვდი სიკვდილს!
მის ნიშანზე ორი ჯარისკაცი ნაბიჯს წინ დგამს და ხანჯლებს იმარჯვებს. სწრაფად
და ზუსტად მოქმედებენ: მსჯავრდებულებს თმაში ხელს ერთდროულად სტაცებენ,
თავს უკან უწევენ და ხანჯლის პირს ყელში უსვამენ. ახალგაზრდის ცხოველური
ხრიალიც წყდება და უფროსიც ვერ ასრულებს წამოყვირებას:
მკითხველთა ლიგა
– გაუმარჯოს მოძღვარ იესო ქრისტეს! გაუმარჯოს ბელუ...
ჯარისკაცები ალყას უფრო მჭიდროდ კრავენ, რომ გლეხებს გზა გადაუღობონ,
თუმცა ისინი ადგილიდან არც კი იძვრიან. კორესპონდენტთაგან ზოგი თავს
აბრუნებს, დანარჩენები დაბნეულად ხრიან თავებს, Jornal de Noticias-ის
ჟურნალისტი სახეს მანჭავს. პოლკოვნიკი სისხლში მცურავ გვამებს დასცქერის,
ჩუმად და რბილად ამბობს:
– არ დამარხოთ, ბოძთან დაყარეთ!
და, როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯა მაშინვე ავიწყდება, იქაურობას მოკლე,
სწრაფი ნაბიჯით კვეთს და იმ სახლისკენ მიემართება, სადაც მისთვის ჰამაკი უკვე
გამართულია. შემკრთალი კორესპონდენტები უკან მიჰყვებიან და გარს ეხვევიან.
დახუთული ჰაერისა და გადატანილი მღელვარებისაგან წამოჭარხლებულან.
პოლკოვნიკი, როგორც ყოველთვის, ახლაც მშვიდი და სერიოზულია, შუბლზე
ოფლის ერთი წვეთიც კი არ ამჩნევია, ჟურნალისტები კი იმ საშინელ სანახაობას
ვერაფრით ივიწყებენ: ყელგამოჭრილი ორი გვამი იქვე, სულ ახლოს აგდია და ისეთ
სიტყვებს, როგორიცაა „ომი“, „სისასტიკე“ „ტანჯვა“ „ბედისწერა“, აქამდე არსებულ
განყენებულ და აბსტრაქტულ მნიშვნელობას სწრაფად აკარგვინებს; ახლა ამ
სიტყვებს ხორცი შეუსხამთ, სისხლი ჩასდგომიათ, და ისეთი ხელშესახები და
რეალურები გამხდარან, რომ კორესპონდენტები დაუმუნჯებია. ზღურბლთან
პოლკოვნიკს ადიუტანტი ეგებება თასითა და მხარზე გადაკიდებული პირსახოცით.
მორეირა სეზარი ხელებს იბანს, სველ ხელისგულს სახეზე ისვამს და ისე იგრილებს,
ხანდაზმული, ჭაღარა ჟურნალისტი გაუბედავად ეკითხება:
– შეიძლება დასჯის შესახებ დავწეროთ, თქვენო აღმატებულებავ?
მაგრამ მორეირა სეზარს კითხვა ან არ ესმის, ან პასუხის ღირსად არ თვლის, –
არსებითად ადამიანს მხოლოდ სიკვდილის ეშინია, - ისე ბუნებრივად და
მაღალფარდოვნების გარეშე ამბობს პოლკოვნიკი, თითქოს ნავახშმევს მეგობარ
ოფიცრებს ემასლაათებაო, – ამიტომ სიკვდილით დასჯა ერთადერთი ეფექტური
საშუალებაა, თუკი, რა თქმა უნდა, დამსახურებულია: სამოქალაქო საზოგადოებას
აფხიზლებს და მოწინააღმდეგის დემორალიზაციასაც კარგად ახერხებს. სასტიკად
ჟღერს, ვიცი, მაგრამ რას იზამ. სხვაგვარად ომს ვერ მოიგებ, დღეს თქვენი საბრძოლო
ნათლობა შედგა. ახლა იცით, ეს რაც არის, ბატონებო.
შემდეგ კი ჟურნალისტებს სწრაფად და ცივად ემშვიდობება, მათაც უკვე ისწავლეს,
რომ თავის ეს დაკვრა ნიშნავს – აუდიენცია დამთავრებულიაო. სეზარი მათ ზურგს
აქცევს და მიდის. კარს მიღმა, მაგიდაზე გაშლილი რუკების ირგვლივ მუნდირიანი
ფიგურები კრთებიან, პოლკოვნიკის შესვლას ქუსლების ბრაგუნით ეგებებიან.
გულდამძიმებული, დაბნეული, ნირწამხდარი კორესპონდენტები კი საველე
სამზარეულოსკენ მიჩანჩალებენ. შესვენების დროს მათ ოფიცრის რაციონით
კვებავენ, მაგრამ დღეს არც ერთს ლუკმა ყელში არ გადასდის.
პოლკი წინ ისე სწრაფად მიიწევს, რომ დაღლილობისაგან ხუთიდან სულს ვერც
ერთი ვეღარ ითქვამს; ბარძაყები გამოეყელათ და სისხლი სდით. ნაკუთალები
გაუქვავდათ, კეიმადასსა და მონტი-სანტუს შორის გადაჭიმულ, კაქტუსებით
მოფენილ ამ უდაბნოში მზეც ისე მწველად ანათებს, რომ ადამიანს კანს უშაშრავს.
პოლკის ჯარისკაცების დიდი უმრავლესობა უდაბნოში ფეხით მიაბიჯებს. მაგრამ
ბევრი ვერ უძლებს. მოცელილებივით ეცემიან და დანარჩენები მათ სანიტარულ
ორთვალებამდე მიათრევენ. ყველამ იცის, რომ არაქათგამოცლილ ჯარისკაცებს ჯერ
გრძნობაზე მოიყვანენ, მერე კი მკაცრად დასჯიან. „ნუთუ ეს არის ომი?“ - ფიქრობს
ბეცი ჟურნალისტი. დღევანდლამდე, სიკვდილით დასჯამდე, არაფერი უნახავთ
მკითხველთა ლიგა
ისეთი, რაც მათ ომზე წარმოდგენას შეუქმნიდა. ამიტომაც არ ესმით, ასე რატომ
აჩქარებს თავის პოლკს მორეირა სეზარი. იქნებ საერთოდ არც არავინაა და
აჩრდილებს დასდევენ? რამდენს ჰყვებოდნენ ამბოხებულთა სისასტიკეზე... ჰოდა,
სად არიან? წინ ხომ ნახევრად დაცლილი სოფლების გარდა არავინ ხვდებათ.
მოსახლეობა ჯარისკაცებს თვალს გულგრილად აყოლებს და კითხვებზე პასუხის
გაცემას გაურბის. პოლკს აქამდე თავს არავინ დასხმია, ერთხელაც არ გაუსვრიათ.
მართალი იყო კი ეს ოფიცერი, როცა ამბობდა, ხარები მტერმა გარეკაო? ეს ჩია და
უდრეკი კაცი ჟურნალისტების სიმპათიას არ იმსახურებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
შეუძლებელია, მისმა თავდაჯერებულობამ და სიმტკიცემ აღფრთოვანება არ
გამოიწვიოს. ყველაზე ცოტას ჭამს, ძალიან ცოტა სძინავს, მაგრამ მაინც უშრეტი
ენერგია აქვს. ღამით, როცა ჟურნალისტები საბნებში ეხვევიან დასაძინებლად, იგი
კვლავ ფეხზეა, მუნდირზე ერთი ღილიც კი არ აქვს შეხსნილი და არც სახელოები
აკაპიწებული. ბანაკს შემოივლის, საგუშაგოებს შეამოწმებს და ყარაულებს თითო-
ოროლა სიტყვით გაესაუბრება. შტაბის ოფიცრებთან მომავალ სამოქმედო გეგმებს
ათანხმებს. დილით კი, როცა მზე ამოდის, ალიონს ბუკი ეხმიანება და ძილით
გაბრუებული ჟურნალისტები თვალს ძლივს ახელენ, უკვე ფეხზეა, დაბანილი და
გაპარსული, თითქოს არ დაწოლილაო და მეწინავე რაზმებიდან მოსული
მეკავშირეების პატაკებს იბარებს. იმ წუთამდე, სანამ დამნაშავეები სიკვდილით არ
დასაჯეს, ომი მათთვის მხოლოდ თავად პოლკოვნიკი იყო. მხოლოდ ის
ლაპარაკობდა მუდმივად ომზე, სწორედ იგი არწმუნებდა, ის გვერდით, სულ ახლოს,
ჩვენ ირგვლივაა და მას ვერსად დაემალებითო; მან შეძლო ჟურნალისტების
დარწმუნება, რომ შიმშილით გასავათებული, ყველაფრისადმი გულგრილი გლეხები,
რომლებიც ასე ჰგავდნენ იმ ორ სიკვდილით დასჯილს და პოლკს ჩამქრალი
თვალებით მიაცილებდნენ, სინამდვილეში მტრის მზვერავები იყვნენ, რომ მათ
მოჩვენებით გულგრილობას არ უნდა შეეცდინა, რადგან იმ ჩამქრალი მზერის მიღმა
ჭკუა იმალებოდა: ისინი ყველაფერს ხედავდნენ, ანგარიშობდნენ და პოლკის
გადაადგილების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კანუდუსში აფრენდნენ. ბეც
ჟურნალისტსაც გაახსენდა, რომ მოხუცმა ტუსაღმა სიკვდილის წინ მოძღვარი ახსენა
და გაიფიქრა, ალბათ პოლკოვნიკი მართალია და ეს ყველანი მართლაც მტრები
არიანო.
ჩვეულებრივ, გზებზე შესვენების დროს, ჟურნალისტები მაშინვე იძინებდნენ,
მაგრამ ამჯერად თავი არავის ჩაუქინდრავს, არც კი წაუთვლემია. შეშფოთება და
დაბნეულობა აერთიანებთ. ტილოს ჩარდახის ქვეშ დგანან და ეწევიან, ფიქრობენ.
Jornal de Noticias-ის ბეცი ჟურნალისტი თვალს არ აცილებს ბოძთან დაგდებულ ორ
გვამს, ბოძზე ქარი პოლკოვნიკის ბრძანებას აფრიალებს. ჟურნალისტები თავიანთ
ადგილებს იკავებენ კოლონის თავში, დროშისა და მორეირა სეზარის უკან. ომში
მიდიან. ომი ახლა მათთვის მართლაც დაწყებულია.
მონტი-სანტუმდე კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ, გზების გასაყართან,
კალუმბის ფაზენდის გადასახვევთან მიჭედებულ, ნახევრად წაშლილ გზის
მაჩვენებელ ფირნიშთან ექვს საათში არიან, ხუთი ჟურნალისტიდან მომხდარის
უშუალო მოწმე მხოლოდ Jornal de Noticias-ის გაჩხინკული, საფრთხობელა
კორესპონდენტი გახდება. მეშვიდე პოლკის მეთაურთან უცნაური ურთიერთობა
ჩამოუყალიბდა, რომელსაც მეგობრობას ან თუნდაც ურთიერთსიმპათიას ვერ
დაარქმევდნენ: ორი, ერთმანეთისაგან სრულიად საპირისპირო ადამიანის
ავადმყოფურ ცნობისმოყვარეობას უფრო ჰგავდა. და მართლაც, ეს კაცი საკუთარივე
თავის კარიკატურას წარმოადგენდა არა მხოლოდ მაშინ, როცა რამეს წერდა
მკითხველთა ლიგა
მუხლებზე ან უნაგირზე მიყუდებულ თავის სულელურ დაფაზე, ბატის ფრთას კი
სახელოზე მიმაგრებულ სამელნეში აწებდა, რითაც კაბუკლუს ემსგავსებოდა,
რომელიც ნადირობის წინ ისრებს შხამში აწებს ხოლმე, არამედ მაშინაც, როცა ცხენზე
იჯდა ან, უბრალოდ, დადიოდა, მისი დამნახავი აუცილებლად იფიქრებდა, სადაცაა
ნაწილებად დაიშლებაო. თანაც, პოლკოვნიკით სრულიად მოხიბლული, მას თვალს
არ აცილებდა, შესაძლებლობას არ უშვებდა, ახლოს მისულიყო. როდესაც
კოლეგებთან საუბრობდა, ომსა და კანუდუსზე ხშირად სწორედ რომ მორეირა
სეზარს ახსენებდა. მას, ახალგაზრდა, უსახელო ჟურნალისტს პოლკოვნიკის
ყურადღება რით უნდა მიეპყრო? ალბათ თავისი ექსცენტრიკული გარეგნობითა და
ჩაცმულობით, მოუხეშავი, აუწყობელი აღნაგობით, გრძელი თმითა და აბურდული
წვერით, გრძელი შავი ფრჩხილებითა და მიხრა-მოხრით, რასაც პოლკოვნიკში
ზიზღის მეტი არაფერი არ უნდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, უსიამო ხმის
პატრონი ეს კარიკატურა ამ ტანმორჩილ, მაგრამ მტკიცე და უდრეკ კაცს რაღაცით
მაინც იზიდავდა. ჟურნალისტებთან შეხვედრების დროს მხოლოდ მას მიმართავდა.
ხანდახან კი საღამოობით ბანაკშიც კი ესაუბრებოდა. დღისით, როცა გზას
გაუდგებოდნენ, Jornal de Noticias-ის კორესპონდენტი, თითქოს ცხენის ნებას
დაჰყვაო, ყოველთვის პოლკოვნიკის გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამჯერადაც
ასე მოხდა – კოლონა კანსანსაუდან არც კი გასულა, ბეცი ჟურნალისტი კი
პოლკოვნიკის გვერდით მიმავალ ადიუტანტებსა და ოფიცრებს შორის თოკებზე
დაკიდებულ ხის თოჯინასავით ქანქარებს. გზის გასაყართან თავის თეთრ ულაყზე
მჯდარი პოლკოვნიკი მარჯვენა ხელს მაღლა სწევს, რითაც კოლონას შეჩერებას
უბრძანებს. შიკრიკები ბრძანებას იმავე წამს ასეულების მეთაურებს გადასცემენ.
საყვირის ხმა გაისმის, კოლონა ჩერდება. მორეირა სეზარი, ოლიმპიუ დი კასტრუ,
კუნია მატუსი, ტამარინდუ ცხენებიდან ქვეითდებიან: ბეცი ჟურნალისტიც
მოუხერხებლად ქვეითდება თავისი ცხენიდან. უკან კი ჟურნალისტები და
ჯარისკაცები გუბურას აწყდებიან და დამდგარ წყალში პირის, ხელ-ფეხების
გაგრილებას ცდილობენ. მაიორი და ტამარინდუ რუკას დასცქერიან. პოლკოვნიკი
ჰორიზონტს ჭოგრიტით გაჰყურებს. მზე შორს, ეული მწვერვალის უკან ეშვება.
სწორედ იქ არის მონტი-სანტუ. სეზარი ჭოგრიტს ბუდეში აბრუნებს და რატომღაც
ფითრდება. ძალიან დაძაბული ჩანს.
– რამ დაგაფიქრათ, თქვენო ბრწყინვალებავ? – ეკითხება კაპიტანი ოლიმპიუ დი
კასტრუ.
– დრომ, – ისე პასუხობს პოლკოვნიკი, თითქოს ენა არ ემორჩილებაო, – ვშიშობ.
ჩვენს მისვლამდე გაიქცევიან.
– არ გაიქცევიან, – ამბობს ახლომხედველი ჟურნალისტი, – მათ ხომ სჯერათ, რომ
ღმერთი მათ მხარესაა. აქაურებს ჩხუბი უყვართ.
– ამბობენ, გაქცეულ მტერს ვერცხლის ხიდი უნდა გაუდოო, - ხუმრობს კაპიტანი.
– ამ შემთხვევაში, არა,– ძლივს ატრიალებს ენას პოლკოვნიკი, – ჭკუა უნდა
ვასწავლოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ მონარქია და თან მარცხის გამო
შური უნდა ვიძიოთ.
სვენებ-სვენებით, იდუმალი სახით ლაპარაკობს. უეცრად ჩუმდება. მერე პირს
აღებს, თითქოს ცდილობს, რაღაც კიდევ თქვასო, მაგრამ აღარაფერს ამბობს. კიდევ
უფრო ფითრდება, თვალები ჩასცვივნია. იქვე, გადაქცეულ ხეზე ჯდება და ქუდს
დინჯად იხდის. Jornal de Noticias -ის ჟურნალისტიც ჯდება და ხედავს, როგორ მიაქვს
პოლკოვნიკს ხელები სახესთან. ქუდი ძირს უვარდება, თვითონ კი უეცრად ფეხზე
წამოვარდება, სახე უწითლდება, ტორტმანებს, თითქოს იხრჩობაო, საკინძეს ისე
მკითხველთა ლიგა
სწრაფად იხსნის, რომ ღილებს იგლეჯს. ტუჩებზე ქაფი ადგება. ყრუდ კვნესის, ძირს
ეცემა და დაბნეული ოლიმპიუ დი კასტრუსა და ბეცი ჟურნალისტის ფეხებთან
იკრუნჩხება. სანამ ისინი მისკენ იხრებიან, პოლკოვნიკი ტამარინდუ, კუნია მატუსი,
ადიუტანტი უკვე მათკენ გამორბიან.
– არ მიეკაროთ! – ყვირის ტამარინდუ და ხელებს ენერგიულად ამოძრავებს, –
სწრაფად, გადასაფარებელი მოიტანეთ. ექიმ სოუზა ფერეირუს დაუძახეთ. არავინ
მიუახლოვდეთ! უკან! უკან!
მაიორი კუნია მატუსი ახლომხედველ ჟურნალისტს უკან ახევინებს და
ადიუტანტთან ერთად დანარჩენი კორესპონდენტებისკენ მიემართება. ამასობაში
ოლიმპიუ დი კასტრუ და ტამარინდუ პოლკოვნიკს შალს აფარებენ, ქუდებს
გადაკეცავენ და თავქვეშ უდებენ.
– პირი გაუღეთ და ენა დაუჭირეთ, რომ არ მოიკვნიტოს! – ბრძანებს ტამარინდუ.
ეტყობა, კარგად იცის ასეთ შემთხვევებში, როგორ უნდა მოიქცეს. შემდეგ ლ
ადიუტანტებისკენ ტრიალდება და უყვირის, კარავი გაშალეთო.
კაპიტანი მორეირა სეზარს პირს ძალით უხსნის. კრუნჩხვები ერთხანს გრძელდება.
როგორც იქნა, ექიმი სოუზა ფერეირუც ჩნდება და სანიტარიული საზიდარიც, კარავი
უკვე გაშლილია. მორეირა სეზარი საკაცეზე გადაუწვენიათ. ტამარინდუ და
ოლიმპიუ დი კასტრუ კვლავ მისკენ იხრებიან, პირს არ ახურინებენ, რომ ენა არ
მოიკვნიტოს. პოლკოვნიკს სახე ოფლით დასცვარვია, თვალები დახუჭული აქეს,
პირზე დუჟი მოსდგომია. ყრუდ კვნესის. ექიმი და ტამარინდუ ერთმანეთს უხმოდ
შესცქერიან. კაპიტანი უხსნის, როდის და როგორ დაეწყო შეტევა. სოუზა ფერეირუ კი
ამასობაში მუნდირს იხდის, ფერშალს ხელით უბრძანებს, ჩანთა მიუტანოს.
ოფიცრები კარავს ტოვებენ, რომ ექიმს ავადმყოფის გასინჯვაში ხელი არ შეუშალონ.
ყველგან შეიარაღებული გუშაგები დგანან და კარავთან არავის უშვებენ. იქვე, მათ
თოფებს მიღმა, ჟურნალისტები იჭყიტებიან, რომ როგორმე დაინახონ, რა ხდება, ბეც
კოლეგას კითხვებს აყრიან. ისიც იმას ჰყვება, რაც დაინახა. ალყასა და კარავს შორის
არსებული სივრცე აკრძალულ ზონად ქცეულა: მაიორ კუნია მატუსის გამოძახების ან
ნებართვის გარეშე ვერც ერთი ოფიცერი ფეხს იქ ვერ შეადგამს. იგი კი ჯარისკაცების
მწკრივის გასწვრივ ბოლთას სცემს ზურგზე ხელებშემოწყობილი. ტამარინდუ და
ოლიმპიუ დი კასტრუ უახლოვდებიან და კორესპონდენტები ხედავენ, როგორ გადი-
გამოდიან ისინი კარავთან. ღამდება და მათი სახეებიც სულ უფრო და უფრო
გაურკვევლად მოჩანს. დროდადრო ტამარინდუ კარვის კალთის ქვეშ უჩინარდება,
მერე ისევ ჩნდება და სამივე კვლავ ბოლთის ცემას განაგრძობს. ასე გადის წუთები,
შეიძლება ნახევარი საათიცაა გასული, ან სულაც ერთი. უეცრად კაპიტანი დი კასტრუ
გეზს ალყისკენ იღებს და Jornal de Noticias -ის ბეც ჟურნალისტს უხმობს. ბანაკში უკვე
კოცონები ანთია. მებუკეები ჯარს ვახშმის დროს ამცნობენ. გუშაგები ჟურნალისტს
ატარებენ და კაპიტანს იგი ტამარინდუსთან და კუნია მატუსთან მიჰყავს.
– თქვენ ამ მხარეს კარგად იცნობთ. დაგვეხმარეთ, – ლუღლუღებს ტამარინდუ.
ჩვეული სიხალისე სადღაც გაჰქრობია. სწყინს, რომ ასეთ რამეზე უცხოსთან უწევს
ლაპარაკი, – ექიმი დაჟინებით მოითხოვს, პოლკოვნიკი ისეთ ადგილას
გადავიყვანოთ, სადაც სათანადოდ მოუვლიან. აქ, ახლოს, არის ვინმეს მამული?
– როგორ არა, – ისმის უსიამო ხმა, – ეს თქვენც ჩემსავით კარგად მოგეხსენებათ.
– მინდოდა მეთქვა, კალუმბის გარდა-მეთქი, – სწრაფად დასძენს ტამარინდუ, –
პოლკოვნიკმა ბარონის მიპატიჟებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მის
ფაზენდაში პოლკს არ განათავსებს. კალუმბიზე ლაპარაკიც დაივიწყეთ.
– სხვა არ არის, – მშრალად პასუხობს ჟურნალისტი და სიბნელეში იყურება.
მკითხველთა ლიგა
კარვიდან მომწვანო შუქი გამოდის, – კანსანსაუდან კანუდუსამდე ყველაფერი
ბარონ დი კანიაბრავას ეკუთვნის.
პოლკოვნიკი ტამარინდუ მას გამანადგურებელი მზერით შესცქერის. ამ დროს
კარვიდან ხელების წმენდით ექიმი სოუზა ფერეირუ გამოდის. ჭაღარაშერეული,
ნახევრად მელოტი კაცია. ოფიცრები გარს ერტყმიან, ჟურნალისტი სულ ავიწყდებათ,
ის კი ფეხს არ იცვლის. დგას და მათ მოურიდებლად მისჩერებია. სათვალის მიღმა
თვალები უზარმაზარი და გადმოკარკლული უჩანს.
– ეს ბოლო დღეების ფიზიკური და ნერვული დაძაბულობის შედეგია. ძალიან
გაწამდა, – ამბობს ექიმი და აბოლებს, - ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც პირველი
შეტევა დაემართა. არ გაუმართლა. ძალიან არასასიამოვნო რამეა. სისხლი გამოვუშვი,
რომ აღარ გაუმეორდეს, მაგრამ ახლა აბაზანა, მასაჟი და მკურნალობის სრული კურსი
სჭირდება. თქვენი გადასაწყვეტია, ბატონებო.
კუნია მატუსი და ოლიმპიუ დი კასტრუ ტამარინდუს უყურებენ. ის კი მხოლოდ
ახველებს, სიტყვას ვერ ძრავს.
– მაინც დაჟინებით მოითხოვთ, რომ კალუმბიში წავიყვანოთ? ბარონი ხომ ახლა იქ
არის! – ბოლოს, როგორც იქნა, ამბობს ტამარინდუ.
– მე კალუმბიში წაყვანას არ მოვითხოვ. საერთოდ არაფერს მოვითხოვ. უბრალოდ,
გაცნობეთ, პაციენტს რა სჭირდება. ნება მომეცით, გითხრათ, ამ პირობებში მისი
დატოვება ძალიან საშიშია.
– ჰო, მაგრამ პოლკოვნიკს ხომ კარგად იცნობთ, - საუბარში ერევა კუნია მატუსი, –
მონარქისტული ამბოხის ერთ-ერთი მოთავის სახლში ყოფნა მისთვის საშინელი
დამცირება და შეურაცხყოფა იქნება.
ექიმი სოუზა ფერეირუ მხრებს იჩეჩს:
– თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, მაგრამ პოლკოვნიკის
სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ.
მათ უკან, კარვიდან რაღაც ხმები ისმის. ოთხი ოფიცერი და ბეცი ჟურნალისტი
იქით ბრუნდებიან. ლამფის სუსტ შუქზე პოლკოვნიკი მორეირა სეზარის სილუეტი
იკვეთება, რაღაცას გაუგებრად ბურდღუნებს. წელამდე შიშველი ორივე ხელით
ტილოს ფარდას ეჭიდება, მკერდზე კი მუქი ლაქები მოუჩანს, ალბათ წურბელებია,
ფეხზე დგომას სულ რამდენიმე წამით უძლებს, შემდეგ კვნესის და მოცელილივით
ძირს ეცემა. ექიმი სწრაფად უახლოვდება და მუხლებზე დაჩოქილი პირს უღებს,
სხვები ხელ-ფეხში სწვდებიან და კვლავ საწოლისკენ მიჰყავთ.
– კალუმბიში უნდა წავიყვანოთ. პასუხიმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, – ამბობს
კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუ.
– კარგი, – ეთანხმება პოლკოვნიკი ტამარინდუ, – ბადრაგი გაიყოლეთ და ექიმს
თავად გაჰყევით, ჯარი კი ბარონის ფაზენდაში არ შევა. ბანაკს აქ დავცემთ.
– მეც დამრთავთ მათთან ერთად წასვლის ნებას, კაპიტანო? – ისმის ჟურნალისტის
უსიამო ხმა, – ბარონს ვიცნობ. სანამ Jornal de Noticias -ში გადავიდოდი, მის გაზეთში
ვმუშაობდი.

წითურთმიანზე მონადირე კაპანგებთან შეხვედრის შემდეგ ცირკის მსახიობები,


ჟურემა და გალი იპუპიარაში კიდევ ათ დღეს დარჩნენ. უცხოელმა
გამოჯანმრთელება დაიწყო. ერთხელ, ღამით წვერიანმა ქალმა გაიგონა, როგორ
ჰკითხა ჟურემას დამტვრეული პორტუგალიურით, რომელ ქვეყანაში ვარ, რომელი
თვეა და რიცხვიო. მეორე დღეს საზიდრიდან პირველად გადავიდა და
აკანკალებული ფეხებით რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა. ორი დღის შემდეგ
მკითხველთა ლიგა
კი ციებ-ცხელების კვალი იოტისოდენადაც აღარ ემჩნეოდა, უკვე იპუპიარის
სამიკიტნოში იჯდა და მიკიტანს, რომელიც მის თავის ქალას გაოცებული
შესცქეროდა, კანუდუსზე და ომზე კითხვებით თავს აბეზრებდა, გაუგებარი
აღფრთოვანებით ისევ და ისევ ამეორებინებდა მასპინძელს, როგორ გაანადგურეს
კამბაიუში ბაიიდან გაგზავნილი მაიორ ფებრონიუ დი ბრიტუს ხუთასი ჯარისკაცი.
ამ ამბავმა ისე ააფორიაქა, რომ ჟურემას, ჯუჯასა და წვერიან ქალს შეეშინდათ, ვაითუ,
ციებ-ცხელება ისევ დაეწყოს და კვლავ გაუგებარ ენაზე ალაპარაკდესო. მაგრამ გალმა
მასპინძელთან ერთად ჭიქა კაშასა დალია, საზიდარზე აძვრა და ღრმად დაიძინა, თან
ისე, რომ ათ საათს არ გაუღვიძია.
გზას მისი დაჟინებით გაუდგნენ, თუმცა მსახიობებს ერჩიათ, კიდევ ერთხანს
დარჩენილიყვნენ იპუპიარაში, სადაც შეეძლოთ, წარმოდგენები ისევ გაემართათ და,
ასე თუ ისე, ლუკმაპური ეშოვათ. მაგრამ უცხოელს ეშინოდა, რომ კაპანგები
დაბრუნდებოდნენ და ამჯერად მათ ვეღარ გადაურჩებოდა. საბოლოოდ
გამოჯანმრთელებულიყო და ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ წვერიანმა,
ჯუჯამ და სულელმაც კი ყურები ჩამოყარეს. მისი ნათქვამის ნახევარიც კი არ
ესმოდათ, მაგრამ უკვირდათ, რომ საუბარი რასაც უნდა შეხებოდა, ბოლოს მაინც
კანუდუსის ამბოხებულებით მთავრდებოდა. წვერიანმა ჟურემას ჰკითხა, იქნებ იმ
მოძღვრის მოციქულთაგანია, ქვეყნად რომ დადიან და ქადაგებენო. არა, კანუდუსში
საერთოდ არ ყოფილა, მოძღვარს არ იცნობს და ღმერთიც არ სწამსო, – უპასუხა
ჟურემამ. მისი ამ აკვიატების მიზეზი ქალსაც არ ესმოდა. გალმა ჩრდილოეთით
წასვლა მოითხოვა, წვერიანი და ჯუჯა დათანხმდნენ, თუმცა მიზეზს ვერაფრით
ხვდებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სუსტი ყოველთვის ძლიერის ნებას ემორჩილება,
ან იმიტომ, რომ არც უკეთესი არჩევანი გააჩნდათ და არც იმის ძალა შესწევდათ,
წინააღმდეგობა გაეწიათ იმისთვის, ვინც საკუთარი ცხოვრების მიზანს ასე ნათლად
ხედავდა.
გამთენიისას დაიძრნენ. მთელ დღეს მდუმარედ მიაბიჯებდნენ წვეტიან ქვებსა და
მანდაკარუს ხიჭვებს შორის. წინ ფორანშებმული სახედარი მიჩაქჩაქებდა, გვერდით
წვერიანი ქალი, ჯუჯა და სულელი მიჰყვებოდნენ, შემდეგ ჟურემა. ამ ქარავანს კი
გალილეო გალი ასრულებდა, რომელსაც მზისგან თავის დასაცავად თავზე გოლიათი
პედრინის ნაქონი ქუდი დაეხურა. ისე იყო გამხდარი, რომ შარვალი ტომარასავით
ეკიდა, პერანგი შარვლიდან ამოსჩაჩვოდა. ლოყაში მოხვედრილ ტყვიას ყურს უკან
მოლურჯო ლაქა დაეტოვებინა, კაიფასის დაკრული დანა კისრიდან მხრამდე ღრმა
ღარად აჩნდა. სიგამხდრე და სახის სიფითრე ამღვრეულ გამოხედვას ხაზს უფრო
უსვამდა. უკვე ოთხი დღე იყო მიდიოდნენ და ერთ-ერთი გზის მოსახვევთან
დამშეულ კაცებს გადააწყდნენ, რომლებსაც სახედარი წაართვეს. ამომშრალ არხთან
ჩასაფრებულიყვნენ, ნარშავისა და მანდაკარუს ბარდებში, შორს სიერა-დი ენგორდას
მთაგრეხილი მოჩანდა. რვა ყაჩაღი იყო, დანებითა და კარაბინებით შეიარაღებულები.
ტყავის ტანსაცმელი ეცვათ, მონეტებით მორთული ქუდები ეხურათ. მეთაურმა –
დაბალმა, უწვერო მსუქანმა კაცმა, რომელსაც ულმობელი თვალები ჰქონდა,
პროფილით მონადირე შევარდენს ჰგავდა და მიუხედავად უწვერობისა, წვერს
ეძახდნენ, რამდენიმე მოკლე ბრძანება გასცა. ავაზაკებმა სახედარი თვალის
დახამხამებაში დაკლეს, გაატყავეს, დაჭრეს, შეწვეს და ხორცს საოცარი სიხარბით
დაეძგერნენ. ეტყობოდათ, დიდი ხნის მშივრები იყვნენ, რადგან უზომოდ
მოილხინეს. როცა გაძღნენ, ზოგმა სიმღერაც კი წამოიწყო.
გალილეო გალი წვერიანი ქალის, ჯუჯის, სულელისა და ჟურემას გვერდით
საზიდარზე იჯდა, ყაჩაღებს თვალს ადევნებდა და იმაზე ფიქრობდა, მტაცებელი
მკითხველთა ლიგა
ცხოველები, წვიმები და მზე გვამს ნეტა რამდენ ხანში აქცევს დაღრღნილი ძვლების,
ადამიანისა თუ ცხოველის შორეულად მიმსგავსებულ გროვად, რომლებსაც ასე
ხშირად აწყდებოდნენ სერტანებში და მგზავრს ნათელ მაგალითს უჩვენებდნენ,
გრძნობის დაკარგვისა თუ სიკვდილის შემთხვევაში, რა ბედი ეწეოდათ. ბანდის
მეთაურმა ქუდი მოიხადა, რომელზეც ერთფუნტიანი ბრჭყვიალებდა და ანიშნა,
ლხინზე გეპატიჟებითო. სულელი პირველი წამოხტა, მათკენ სიხარულით გაექანა,
მუხლებზე დაიჩოქა და ხელი ხორცისკენ გაიშვირა. წვერიანმა ქალმა, ჯუჯამ და
ჟურემამაც მას მიბაძეს. ყაჩაღების გვერდით ისხდნენ და ხორცს მადიანად
შეექცეოდნენ. კოცონთან გალიც მივიდა. ამდენი ავადმყოფობითა და წვალებით
ერთიანად იყო ჩამომხმარი, სახე გარუჯვოდა და ნამდვილ სერტანელს მიაგავდა. მას
მერე, რაც მეთაურმა ქუდი მოიხადა, მის თავის ქალას მზერას ვერ აცილებდა.
პირველი ლუკმა პირისკენ წაიღო, მაგრამ მაინც იმ კაცის თავს მისჩერებოდა. მაგრამ
ლუკმის გადაყლაპვა ვერ შეძლო, ყელზე დაადგა.
– მარტო რბილი საჭმლის გადაყლაპვა შეუძლია, – აუხსნა მომხდურებს ჟურემამ, –
მძიმედ იყო ავად.
– უცხო მხრიდანაა, – დაამატა ჯუჯამ, – უცხო ენები იცის,
– ასე მარტო მტრები მიყურებენ, – უხეშად უთხრა ბანდის მეთაურმა, - რას
მომშტერებიხარ? თვალები დახარე.
გალს გული ერეოდა და მაინც მეთაურის თავს მისჩერებოდა. ყველა მისკენ
მიბრუნდა. გალმა მეთაურისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
– შენი თავის ქალა მაინტერესებს, – ნელა ამოთქვა სათქმელი, – ნება მომეცი,
ხელით შევეხო.
ყაჩაღმა ხელი დანას სტაცა, მაგრამ გალმა ღიმილით დაამშვიდა.
– ნება დართე, – ჩაიბუტბუტა წვერიანმა, – ყველა შენს საიდუმლოს გაიგებს.
მეთაურმა შოტლანდიელს დიდი ინტერესით შეხედა და ჭამაც კი შეწყვიტა.
– სწავლული ხარ? – ჰკითხა და მძვინვარე სახე თითქოს მოულბა კიდეც.
გალმა ისევ გაიღიმა და წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია – ახლა უკვე შეეძლო
ყაჩაღს ხელით შეხებოდა. მსახიობები და ყაჩაღები თვალს ცნობისმოყვარეობით
ადევნებდნენ. მეთაურს დანა კვლავ ხელში ეჭირა და არ იცოდა, როგორ
მოქცეულიყო. მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია: გალმა ორივე ხელი
თავზე დააწყო და ქალას სინჯვას შეუდგა.
– სწავლულობა ოდესღაც მინდოდა, – აუხსნა გალმა. მისი მოქნილი თითები ხშირ
თმაში მისრიალებდა და კეფისკენ მიიწევდა, – მაგრამ პოლიციამ არ დამაცალა.
– ნაძირლებმა, არა? – თანაუგრძნო მეთაურმა.
– ჰო, – უპასუხა გალმა, – ამით ერთმანეთს ვგავართ. ერთი მტერი გვყავს.
ყაჩაღს პატარა თვალებში მოულოდნელად შეშფოთება გაუკრთა. თითქოს მახეში
გაება და არ იცის, როგორ გამოძვრესო.
– აბა, მითხარი, როგორ მოვკვდები, – როგორც იქნა, თავს მოერია და უნდილად
წაილუღლუღა.
გალის თითები კვლავ მეთაურის თავის ქალას სინჯვას განაგრძობდნენ,
განსაკუთრებით ყურები აინტერესებდათ. გალილეოს ძალიან სერიოზული სახე
ჰქონდა, ძვლებს გულისყურით სინჯავდა და თვალები სიცხიანივით უელავდა.
მეცნიერება არ ცდებოდა: აი, ისიც, აგრესიის ორგანო, რომელიც ადამიანს
თავდასხმისკენ უბიძგებდა; ეს იმათ აქვთ, ვისაც ბრძოლა სიამოვნებას ანიჭებს,
გაბედულება და შეუპოვრობა ხასიათში აქვს გამჯდარი. ახლა ორივე
ნახევარსფეროზე ეს ყველაფერი სრულიად აშკარად იკვეთებოდა. მაგრამ ყველაზე
მკითხველთა ლიგა
მეტად მაინც ნგრევისკენ მიდრეკილების, შურისძიების, თავშეუკავებლობის,
სისასტიკის, თავაწყვეტილობის დამადასტურებელმა ნიშანმა გააოგნა, რომელიც
შეიძლებოდა მორალური კატეგორიების უქონლობასა და გაუნათლებლობასთან
შერწყმით უამრავი სისხლისღვრის მიზეზი გამხდარიყო და რომელიც ახლა ყურებს
ზემოთ ორ გახურებულ, მკვრივ ბორცვად გამოშვერილიყო, „ადამიანი-ურჩხული“, –
გაიფიქრა გალმა.
– დაყრუვდი? – დაუყვირა ბანდის მეთაურმა და უკან მკვეთრად გადაიხარა. გალს
საყრდენი გამოეცალა და შეტორტმანდა, – გეკითხები, როგორ მოვკვდები-მეთქი.
– არ ვიცი. ძვლები ამაზე არაფერს ამბობენ, – თითქოს ბოდიშობსო, თავი დახარა
გალმა.
ყაჩაღები კოცონთან დაბრუნდნენ და ხორცის ჭამა განაგრძეს. ჩაფიქრებული
„ადამიანი-ურჩხული“ კი კვლავ გალთან და ცირკის მსახიობებთან ერთად იჯდა.
– როცა მღვიძავს, არაფრის მეშინია, – წარმოთქვა ფიქრიანად, – ღამით ყველაფერი
იცვლება. ხანდახან საკუთარ ჩონჩხს ვხედავ, თითქოს მე მელოდება. გესმის?
ყაჩაღმა ხელი სასოწარკვეთით აიქნია, პირზე მოისვა და გადააფურთხა.
შესამჩნევად იყო აღელვებული. სიჩუმის დარღვევას ვერავინ ბედავდა – ისმოდა
მხოლოდ როგორ დაჰბზუოდნენ ვირის ნაწლავებს ბუზები და კრაზანები.
– ეს ამბავი ახლა არ დამწყებია, – განაგრძობდა ყაჩაღი, – ბავშვობიდან მესიზმრება,
როცა კარირიში ვცხოვრობდი და ბაიაში ჩამოსვლაზე არც კი ვფიქრობდი. დაღიანთან
ერთად რომ ვიყავი, მაშინაც. ხანდახან წლები გადის, სიზმარი რა არის, არ ვიცი. მერე
კი ყველაფერი თავიდან იწყება და ყოველღამე ერთსა და იმავეს ვხედავ.
– დაღიანთან? – ჰკითხა გალმა და „წვერს“ მიაშტერდა, – სახეზე ნაიარევი რომ აქვს,
იმას გულისხმობ?
– ჰო, – თავი დაუქნია ყაჩაღმა, – ხუთ წელიწადს განუყრელები ვიყავით, ერთხელაც
არ გვიჩხუბია, მაგარი მებრძოლი იყო. ასეთს ძნელად იპოვი. მერე ანგელოზი შეეხო
და შეიცვალა, ახლა ღმერთის რჩეულია იქ, კანუდუსში.
– კანუდუსში ნამყოფი ხარ? – ჰკითხა გალმა, – მომიყევი, რა ხდება, როგორია.
– რას აღარ ჰყვებიან, – თქვა ბანდის მეთაურმა და ისევ გადააფურთხა,
– ამბობენ, ყველა ამოხოცეს, ვინც ფებრონიუმ იქ მიიყვანაო. ამოხოცეს და ხეებზე
ჩამოკიდეს, რადგან, ამბობენ, დაუმარხავი მკვდარი პირდაპირ ეშმაკს უვარდება
ბრჭყალებშიო.
– იარაღი აქვთ? თუ საჭირო გახდა, კიდევ ერთხელ მოგერიებას შეძლებენ?
– შეძლებენ, – წაიბუტბუტა ყაჩაღმა, – იქ მარტო დაღიანი ხომ არ არის, იქ არიან
ჟუაუ მოციქულიც, ლაქლაქაც, ჟუაკინ მაკამბირა შვილებით და პედრაუ. ყველაზე
ხელაღებული ხალხი, ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, სულ ჩხუბობდნენ. ახლა
კი ძმები არიან და მოძღვრისთვის იბრძვიან. ყველა ზეცაში მოხვდება, მიუხედავად
იმისა, რომ თავის დროზე ბევრი ბოროტება აქვთ ჩადენილი. მოძღვარმა მიუტევა.
წვერიანი, სულელი, ჯუჯა და ჟურემა მიწაზე ისხდნენ და მონუსხულებივით
უსმენდნენ.
– ვინც კანუდუსში ჩადის, მოძღვარი შუბლზე ეამბორება. ნეტარი მათ აჩოქებს,
მოძღვარი კი აყენებს და კოცნის. ეს განწმენდის ნიშანია. ხალხი პირდაპირ
ბედნიერებისგან ტირის, რადგან იმ კოცნის მერე სუფთები და რჩეულები ხდებიან.
სჯერათ, რომ სამოთხეში მოხვდებიან. ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის სიკვდილი საშიში
აღარ არის.

მკითხველთა ლიგა
– შენც მათთან ერთად უნდა იყო, – დაარიგა გალმა, – ისინი შენი ძმებიც არიან.
იმისთვის იბრძვიან, რომ ზეცა უფრო ახლოს იყოს მიწასთან, რომ გაქრეს ჯოჯოხეთი,
რომლისაც ასე გეშინია.
– მე ჯოჯოხეთის კი არა, სიკვდილის მეშინია, – გაღიზიანება არ გამოუხატავს, ისე
უპასუხა ყაჩაღმა, – უფრო სწორად, სიკვდილის კი არა, ამ საშინელი სიზმრებისა. ეს
სულ სხვაა, ნუთუ არ გესმის?
ისევ გადააფურთხა, სახეზე ტანჯვა გამოესახა. მერე უეცრად ჟურემასთან მივიდა,
გალზე შიუთითა და ჰკითხა.
– რა, შენს ქმარს საკუთარი ჩონჩხი არასდროს ესიზმრება?
– ჩემი ქმარი არ არის, – უპასუხა ჟურემამ.

დიდმა ჟუაუმ კანუდუსის მისადგომებთან მიირბინა. დაკისრებული მოვალეობის


გამო თავგზა არეოდა და რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო ნათლად ესმოდა,
რომ ეშმაკით შეპყრობილი ერთი საცოდავი, უმნიშვნელო, ცოდვილი ადამიანი იყო
(დროდადრო ახალი სიგიჟის შიში ეუფლებოდა ხოლმე) და მოძღვრის დაცვის
პატივის ღირსი არ უნდა გამხდარიყო. თუმცა თანხმობა განაცხადა და უკან დასახევი
გზა აღარ ჰქონდა. წინ კანუდუსის პირველი სახლები რომ გამოჩნდა, ჯერაც არ
იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ალბათ ანტონიუ ვილანოვა უნდა ენახა და რჩევა
ეკითხა, გვარდიის მებრძოლები როგორ შეერჩია, მაგრამ მის გაწამებულ სულს
საქმიანი რჩევა კი არა, ჯერ სულიერი დახმარება სჭირდებოდა. საღამო ხანი იყო;
მალე მოძღვარი სამრეკლოზე ავიდოდა, თუ იჩქარებდა, შეიძლება სამლოცველოში
მიესწრო. ისევ გაიქცა და პატარა, ხალხით სავსე ქუჩებს დაუყვა. კანუდუსის
მკვიდრნი, ქალები, კაცები, ბავშვები სახლებიდან, სახელოსნოებიდან,
ფარდულებიდან ქუჩებში გამოფენილიყვნენ და, როგორც ყოველ მწუხრზე,
მოძღვრის ქადაგების მოსასმენად უფალი იესოს ტაძრისკენ მოეშურებოდნენ. ძმები
ვილანოვების სახელოსნოსთან ჩავლისას დაღიანი და კიდევ ოციოდე კაცი შეამჩნია.
სამგზავროდ ეცვათ და ოჯახებს ემშვიდობებოდნენ. ჟუაუ ბრბოში გზას ძლივს
მიიკვლევდა: ორ ეკლესიას შორის მთელი მოედანი ხალხს შეევსო. ბნელდებოდა და
აქა-იქ ფარნები ინთებოდა.
მოძღვარი სამლოცველოში არ დახვდა, პადრე ჟუაკინთან დასამშვიდობებლად
კუმბისკენ მიმავალი გადასახვევისკენ წასულიყო, შემდეგ კი, ცალი ხელით თეთრი
ბატკანი მოჰყავდა საბლით, მეორეში სახრე ეჭირა და მოხუცებისა და ავადმყოფების
მოსანახულებლად მოწყალების სახლებს სტუმრობდა. მის ირგვლივ მაშინვე ხალხი
იკრიბებოდა და რაც დრო გადიოდა, ბელუ-მონტიში სიარული სულ უფრო და უფრო
უჭირდა. ამჯერად მხოლოდ „მორჩილები“ და ლეონი ახლდნენ. მარია კუადრადუ და
ნეტარი სამლოცველოში დარჩენილიყვნენ.
– ღირსი არ ვარ, ნეტარო, – კარიდანვე ამოილუღლუღა ყოფილმა მონამ. სულს
ძლივს ითქვამდა, – კურთხეულ იყოს უფალი იესო.
– კათოლიკური გვარდიისთვის ფიცი უკვე მოვამზადე, – უპასუხა ნეტარმა, –
სულის სახსნელ ფიცზე უფრო ძლიერი გამოვიდა. ლეონმა ჩაიწერა, – და ჟუაუს
ქაღალდის ნაგლეჯი გაუწოდა, რომელიც მის უზარმაზარ, შავ ხელში მაშინვე
გაუჩინარდა, - ზეპირად ისწავლე. ყველამ, ვისაც შენ შეარჩევ, ეს ფიცი უნდა დადოს.
როცა გვარდია შედგება, სამლოცველოში ყველანი ერთად დაიფიცებთ და მერე
პროცესიას მოვაწყობთ.
ამ დროს მოსაუბრეებს კუთხეში მდგარი მარია კუადრადუ მიუახლოვდა. ხელში
სუფთა ტილო და ხელადა ეჭირა.
მკითხველთა ლიგა
– დაჯექი, ჟუაუ, – ალერსიანად მიმართა დიდ ჟუაუს, – დალიე და ნება მომეცი,
დაგბანო.
ზანგი დამორჩილდა. ისეთი მაღალი იყო, რომ დამჯდარიც კი მარიას სიმაღლისა
ჩანდა. წყალს ხარბად დაეწაფა. მარია კი ამ დროს მღელვარებისგან დამახინჯებულ,
ოფლისგან დანამულ სახეს, ყელს, ჭაღარაშერთულ ხვეულ თმას სველი ტილოთი
უწმენდდა. ზანგს თვალები მიელულა, უცებ ხელი გაიშვირა და ქალი თავისკენ
მიიზიდა.
– დამეხმარე, დედა მარია, – ვედრებითა და შიშით წარმოთქვა ჟუაუმ, – ღირსი არ
ვარ.
– ადამიანის მონა იყავი, – უპასუხა მარიამ და თან, როგორც ბავშვს, თავზე ხელს
ისე უსვამდა, – განა შენი ნებით არ გახდი ჩვენი უფლის მონა? სწორედ ის
დაგეხმარება.
– ვფიცავ, რესპუბლიკელი არა ვარ, არ ვაღიარებ იმპერატორის გადადგომას და მის
ადგილზე ანტიქრისტეს მოსვლას, – თავდავიწყებით წარმოთქვა ნეტარმა, – ვფიცავ,
რომ არ ვაღიარებს სამოქალაქო ქორწინებას, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას
და ათობით სისტემას. ვფიცავ, რომ აღწერის კითხვებს არ ვუპასუხებ. არ მივეცემი
მრუშობას. ვფიცავ, რომ თავს შევწირავ რწმენასა და უფალ იესოს.
– ვისწავლი, – ძლივს გასაგონად წარმოთქვა ჟუაუმ.
იმ წუთს კარს უკან ხმაური გაძლიერდა და ზღურბლზე უსიცოცხლო სახით
მოძღვარი გამოჩნდა. თოკით თეთრი ბატკანი მოჰყავდა. შემდეგ, თითქოს მალაყებს
გადადისო, სამლოცველოში ოთხით მარდად გადმოხტა ლეონი. ლეონს „მორჩილები“
მოჰყვნენ. მოედანზე ხმაური არ წყდებოდა. ბატკანი მარიასკენ გაიქცა და ფეხები
აულოკა. „მორჩილებმა“ კედელთან დაიჩოქეს. მოძღვარი ჟუაუს მიუახლოვდა. ჟუაუ
მუხლებზე დაეცა და იატაკს ჩააცქერდა. მთელ სხეულში თრთოლამ დაუარა: უკვე
თხუთმეტი წელი გავიდა, რაც მოძღვართან ერთად იყო, მაგრამ მის დანახვაზე ახლაც
ისეთი შფოთვა ეუფლებოდა, რომ მეტყველების უნარს კარგავდა. ახლაც ისე
გაირინდა, თითქოს უსულო ყოფილიყოს. წმინდანმა ლოყებზე ორივე ხელი მოჰკიდა
და აიძულა, თავი აეწია. მოძღვრის ცეცხლოვანმა მზერამ ყოფილი მონის ცრემლებით
დაბინდულ თვალთა სიღრმემდე ჩააღწია.
– ისევ იტანჯები, ჟუაუ, – წასჩურჩულა წმიდანმა.
– შენი დაცვის ღირსი არ ვარ, – აქვითინდა ზანგი, – რაც გინდა დამავალე, სადაც
გინდა, იქ გამაგზავნე, თუ საჭიროა, მომკალი კიდეც. ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ,
შენ რომ რამე მოგივიდეს. გაიხსენე, მოძღვარო, როგორ ჩამისახლდა ერთხელ
სხეულში ეშმაკი.
– შენ კათოლიკურ გვარდიას შექმნი, – მშვიდად უპასუხა მოძღვარმა, – და მას
სათავეში ჩაუდგები. ბევრი იტანჯე, ახლაც ეწამები, ამიტომ დაიმსახურე, რაც
დაგავალეს. უფალმა ბრძანა, რომ მართალნი ხელებს ცოდვილთა სისხლით
განიბანენ. ამიერიდან შენ მართალი ხარ, ჟუაუ.
შემდეგ საკოცნელად ხელი გაუწოდა და ახლა დაკარგული მზერით ელოდა,
როდის მოიოხებდა გულს გრძნობებისგან აქვითინებული ჟუაუ. მერე კი მთელი
ამალის თანხლებით სამლოცველოდან ისევ გავიდა, რათა დაუმთავრებელი
სამრეკლოს ხარაჩოებიდან კიდევ ერთხელ დაემოძღვრა ბელუ-მონტის მოსახლეობა.
ხალხის სიმრავლით გაოცებულმა დიდმა ჟუაუმ გაიგონა, როგორ ლოცულობდა
მოძღვარი, ესმოდა, როგორ ჰყვებოდა სასწაულებრივ ბრინჯაოს გველზე, მოსემ
უფლის ბრძანებით რომ გააკეთა. საკმარისი იყო, ებრაელს მისთვის თვალი
გაესწორებინა და ვერავითარი გველის ნაკბენი ვერაფერს დააკლებდა. შემდეგ
მკითხველთა ლიგა
იწინასწარმეტყველა, გველგესლები მომრავლდებიან და ბელუ-მონტის მორწმუნეებს
გასანადგურებლად შემოესევიანო. თუმცა, ისიც დასძინა, ვინც რწმენას შეინარჩუნებს,
ისინი აუცილებლად გადარჩებიანო. და როდესაც ქადაგება დასრულდა და ხალხმა
წასვლა დაიწყო, დიდმა ჟუაუმ იგრძნო, რომ სიმშვიდე დაუფლებოდა. გაახსენდა,
დიდი ხნის წინ, გვალვის პერიოდში როგორ უამბო მოძღვარმა პირველად ამ
სასწაულის შესახებ და შემდეგ მოფუთფუთე გველებით სავსე სერტანებში თავადვე
როგორ ჩაიდინა სასწაული. ამ მოგონებამ ზანგს სიმხნევე შემატა და როდესაც
ანტონიუ ვილანოვას სახლის კარზე დააკაკუნა, სულ სხვა ადამიანი იყო. კარი
ონორიუს ცოლმა, ასუნსაუმ გაუღო. თვითონ ანტონიუ შვილებთან და
ძმისშვილებთან ერთად ვახშმობდა. ჟუაუც დასვეს, წინ ცხელი კერძი დაუდგეს და
ისიც ჭამას ისე შეუდგა და დაასრულა, არც უგრძნია, რას ჭამდა. ასე ეგონა, დროს
ფუჭად ვკარგავო. უგულისყუროდ უსმენდა, როგორ უყვებოდა ანტონიუ, რომ
დაღიანმა, როცა ჯარისკაცებთან შესახვედრად მიდიოდა, დენთის და ხის
სალამურები, ლერწმის ღეროები და მოწამლული ისრები მოიმარაგა, იმისათვის, რომ
მტრები წამებით დახოცილიყვნენო. ზანგი ლუკმას ღეჭავდა, ყლაპავდა და საერთოდ
არ აინტერესებდა, რაც უშუალოდ მის დავალებას არ ეხებოდა.
სადილის შემდეგ ვილანოვას ოჯახის წევრები თავ-თავიანთ ოთახებში გავიდნენ,
ყუთებსა და ფუთებს შორის ჰამაკებში, საგებებზე, ან პირდაპირ იატაკზე მოთავსდნენ
და დაიძინეს. ანტონიუ და დიდი ჟუაუ მხოლოდ ამის შემდეგ დასხდნენ ნავთის
ლამპის შუქთან და ბაასი გააბეს. ლაპარაკობდნენ დიდხანს: ხან ჩურჩულებდნენ, ხან
ყვირილზე გადადიოდნენ. დროდადრო ანტონიუ თავის დავთრებს შლიდა. იმ
დავთრებში კანუდუსში ჩასულები, იქ დაბადებულები და გარდაცვლილები ჰყავდა
აღწერილი და ხან ერთის სახელს წარმოთქვამდა, ხან მეორისას. ჟუაუ ამოსუნთქვის
საშუალებას არ აძლევდა. ხელში ჩაჭმუჭნილი ფურცელიც გაშალა და მასპინძელი
აიძულა, რამდენჯერმე ხმამაღლა წაეკითხა; ლამის დააზეპირებინა და თავი მხოლოდ
ამის შემდეგ დაანება. ვილანოვა ისე იყო დაქანცული, რომ ფეხზე არც კი გაუხდია.
სანამ ჩაიძინებდა, კიდევ დიდხანს ესმოდა, როგორი დაჟინებით იმეორებდა დახლს
მიყრდნობილი ჟუაუ ნეტარის მოგონილ კათოლიკური გვარდიის ფიცს.
მეორე დილით ვილანოვას ვაჟები და თანაშემწეები მთელ ბელუ-მონტის მოედვნენ
და ყველას ამცნეს, ვისაც მოძღვრისთვის თავგანწირვისა არ ეშინია, შეუძლია,
კათოლიკურ გვარდიაში ჩასარიცხად გამოცდა გაიაროსო. ბატონების ყოფილი
სახლის წინ მაშინვე უამრავი ხალხი შეგროვდა და კანუდუსის ერთადერთი შარაგზა,
კამპუ გრანდი ერთიანად გაივსო. მსურველებს ყუთებზე ერთმანეთის გვერდით
მსხდომი დიდი ჟუაუ და ანტონიუ ვილანოვა ხვდებოდნენ, ვაჭარი არკვევდა, რა
ერქვა გვარდიაში ჩაწერის მსურველს და რამდენი ხანი იყო, რაც კანუდუსში
ცხოვრობდა. ჟუაუ კი ეკითხებოდა, მზად იყვნენ თუ არა, ყველაფერი დაეთმოთ, მათ
შორის, ოჯახის წევრებზეც ეთქვათ უარი ქრისტეს მოციქულებივით და გამძლეობისა
და სიმტკიცის გამოცდა გაევლოთ. უკან არავის დაუხევია.
უპირველესად ისინი შეარჩიეს, ვინც უაუასა და კამბაიუში იბრძოდა, ხოლო იმათ,
ვინც კაჟიანი თოფის და შაშხანის დატენა და ხანგრძლივი სროლის შემდეგ კარაბინის
გაგრილება არ იცოდა, მაშინვე უარი უთხრეს. ძალიან მოხუცებიც და ძალიან
ახალგაზრდებიც უარით გაისტუმრეს. დაიწუნეს ხეიბრებიც, სნეულებიც,
მთვარეულებიც, ფეხმძიმე ქალებიც და ისინიც, ვინც თავის დროზე პოლიციას
მეგზურობას უწევდა, გადასახადებს აგროვებდა, ან გამოკითხვის ოქმებს
დაატარებდა. დროდადრო დიდ ჟუაუს შერჩეულები რომელიმე უკაცრიელ ადგილას
გაჰყავდა და ეუბნებოდა, ერთმანეთს თავს ისე დასხმოდნენ, თითქოს მოსისხლე
მკითხველთა ლიგა
მტრები ყოფილიყვნენ. იმათ, ვინც ვერ ბედავდა, მაშინვე უკან უშვებდნენ.
დანარჩენებს კი მათი გამბედაობის შესამოწმებლად აიძულებდნენ, ერთმანეთთან
ებრძოლათ. საღამოსთვის კათოლიკური გვარდია უკვე თვრამეტ წევრს ითვლიდა,
რომელთა შორისაც ერთი ქალი იყო პედრაუს ბანდიდან. ჟუაუმ შერჩეულები
დააფიცა, შემდეგ კი სახლებში გაუშვა ოჯახებთან გამოსამშვიდობებლად, რადგან
მეორე დილით, მოძღვრის დაცვის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ ექნებოდათ.
მეორე დღეს საქმე უფრო სწრაფად წავიდა: შერჩეულები ჟუაუს ახლების
გამოცდაში ეხმარებოდნენ და აღელვებულ ხალხს აშოშმინებდნენ. ანტონიამ და
ასუნსაუმ შერჩეულებს ცისფერი ლენტები დაურიგეს, რომლებიც ან მკლავზე, ან
შუბლზე უნდა ჰკეთებოდათ. იმ დღეს ფიცი კიდევ ოცდაათმა კაცმა დადო, მეორე
დღეს კიდევ ორმოცდაათმა, კვირის ბოლოს კი კათოლიკური გვარდია ოთხას
მებრძოლს ითვლიდა. მათ შორის იყო ოცდახუთი ქალი, რომლებმაც სროლაც
იცოდნენ, დანისა და მაჩეტეს ხმარებაც და დინამიტის აფეთქებაც.
ერთი კვირის შემდეგ გვარდიელებმა კანუდუსის ქუჩებში კედლებთან
ჩამწკრივებული მოსახლეობის თვალწინ მსვლელობა მოაწყვეს; ყველანი ტაშს
უკრავდნენ და მათი შურდათ. მსვლელობა შუადღისას დაიწყო და ახლაც, როგორც
დიდი დღესასწაულებისას, წმინდა ანტონიუს ეკლესიიდან, ქრისტეს მშენებარე
ტაძრიდან და სახლებიდან გამოტანილი ხატები ჩამოატარეს. ჰაერში საკმევლის სუნი
იდგა და სიმღერის და ლოცვის გუგუნი ისმოდა. საღამოს ჯერ კიდევ გადაუხურავ
ქრისტეს ტაძარში, ღია ცის ქვეშ, რომელზეც ვარსკვლავები ისე ნაადრევად
აკიაფდნენ, თითქოს საზეიმო სანახაობით ტკბებიანო, კათოლიკური გვარდიის
მებრძოლებმა მოძღვრისადმი ერთგულების ფიცი დადეს.
დილით კი ჟუაუ მოციქულს დაღიანის გამოგზავნილმა მაცნემ შეატყობინა,
სატანის ლაშქარი ათას ორას კაცს ითვლის, უამრავ ზარბაზანს მოაგორებს და ამ
ყველაფერს მეთაურობს პოლკოვნიკი, მეტსახელად „კაციჭამიაო“.

რუფინუ სამგზავროდ სწრაფად, მაგრამ ფაციფუცის გარეშე ემზადება, თუმცა


ღმერთმა იცის, სად და როგორ დამთავრდება ეს მოგზაურობა. ბარონთან, პედრა
ვერმეიას მამულში ყოფნისას ნაცვამ შარვალსა და პერანგს იხდის და სხვა სამოსს
იცვამს. ახლა კარაბინიც, მაჩეტეც, დაშნაც და სანოვაგეც მომარაგებული აქვს.
წასვლამდე, სახემორღვეული, ერთხანს თავის საცხოვრებელს თვალების ხამხამით
შესცქერის: ჰამაკს, სკამებს, ჭურჭელს, ლაპის წმინდა ქალწულის ქანდაკებას. შემდეგ
ოთხკუთხა სახე კვლავ მკაცრი გამომეტყველებით უქვავდება, მოძრაობებიც ისევ
ზუსტი და მკვირცხლი უხდება. მზადება დამთავრებულია. ქოხში სხვადასხვა
ადგილას გამზადებულ პატრუქს ცეცხლს უკიდებს, ალი სახლს ედება. რუფინუ
კართან აუჩქარებლად მიდის და თან მხოლოდ იარაღი და ჩანთა მიაქვს. სახლიდან
გასული იქვე, ცარიელი ბაკის კედელთან ჯდება და შესცქერის, როგორ აძლიერებს
ალერსიანი ქარი ცეცხლს და როგორ ნთქავენ ცეცხლის ენები მის კარ-მიდამოს.
სახლიდან ავარდნილი კვამლი მისკენ მიემართება, ხველას აწყებინებს. რუფინუ
ფეხზე დგება, კარაბინს მხარიღლივ იგდებს, მაჩეტეს დაშნებთან ერთად ქამარში
ირჭობს, აბრიალებულ სახლს ზურგს აქცევს და იცის, რომ კეიმადასში აღარასოდეს
დაბრუნდება. სადგურს ისე ჩაივლის, რომ მეშვიდე პოლკისა და პოლკოვნიკ მორეირა
სეზარის პატივსაცემად გამოკიდულ დროშებსა და ალმებს ვერც კი ამჩნევს.
ხუთი დღის შემდეგ მეგზურის გამხდარი და მტვრიანი სილუეტი უკვე იპუპიარის
ქუჩებში მოჩანს. რუფინუს ისევ მოუხდა გზის შემოვლა, რომ ეკლესიაში დანა
დაებრუნებინა. დღეში ათ საათს მიდიოდა, მხოლოდ მაშინ ისვენებდა, როცა მზე
მკითხველთა ლიგა
განსაკუთრებით აჭერდა, ან ღამის წყვდიადში ვეღარაფერს ხედავდა. საჭმელში
ფული ერთადერთხელ გადაიხადა, დანარჩენ დროს სარჩოს ნადირობით
მოიპოვებდა. სამიკიტნოს კართან რამდენიმე, ერთმანეთის მსგავსი მოხუცი ზის,
ჩიბუხს რიგრიგობით ეწევიან. რუფინუ მათთან მიდის, ქუდს იხდის და ესალმება.
როგორც ჩანს, ცნობენ, კეიმადასის ამბებს ეკითხებიან, აინტერესებთ, ჯარისკაცები
თუ დაინახა, ომზე რა ისმის. რუფინუ მოხუცებს გვერდით უჯდება და რაც იცის,
ყველაფერს უყვება. თავის მხრივ, იპუპიარის მცხოვრებლების ამბებს ეკითხება. ზოგი
მომკვდარა, ზოგი ბედის საძებნელად სამხრეთით წასულა, ორი ოჯახი ერთიანად
აყრილა და კანუდუსში გადასახლებულა. შებინდებისთანავე თითო ჭიქის
დასალევად სამიკიტნოში ერთად შედიან. დღის მწველ სიცხეს სასიამოვნო სიგრილე
ცვლის. რუფინუ თანდათან, როგორც მოსალოდნელია, იმაზე იწყებს ლაპარაკს, რასაც
მოხუცები მისგან ელიან. დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს, თითქოს უბრალოდ
უსაქმობის გამო ეკითხებაო, მოხუცებს მისი კითხვები არ უკვირთ და პასუხსაც არ
უგვიანებენ. ჰო, ცირკმა ჩაიარა, თუმცა ცირკი კი არა, მხოლოდ მისი ლანდიღა იყო
დარჩენილი. ვერც კი იჯერებდნენ, რომ ბოშის ოდესღაც სახელოვანი ცირკი ასეთ
დღეში ჩავარდნილიყო, რუფინუ მოწიწებითა და მოთმენით უსმენს, როგორ
იხსენებენ მოხუცები წარმოდგენებს, მხოლოდ ხანდახან უხელთებს დროს და
თავისას ეკითხება, მოხუცებიც აფასებენ მის თავშეკავებას და იმას უყვებიან, რაც
რუფინუს აინტერესებს, რის დადასტურებაც უნდა: იქ როდის იყვნენ
დაბანაკებულები, როგორ მართავდნენ წვერიანი ქალი, ჯუჯა და სულელე
წარმოდგენებს, როგორ წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, როგორ მღეროდნენ
რომანსებს, ჯამბაზობდნენ, იმანჭებოდნენ და როგორ შოულობდნენ ამით ლუკმას.
ამბოხებულებზე შეკითხვებით ვიღაც უცხოელი თავს როგორ აბეზრებდათ, როგორ
ჩამოიარეს კაპანგებმა, როგორ მოაჭრეს იმ უცხოელს წითური თმა და როგორ წაიღეს
ბავშვების მკვლელის გვამი. მაგრამ ცირკს იმ უცხოელის გარდა რომ კიდევ ერთი
ადამიანი ახლდა, ამას არც რუფინუ აკონკრეტებს და არც მოხუცები ახსენებენ, თუმცა
მისი, იმ ქალის, არსებობა მაშინვე საცნაური ხდება, როგორც კი იმაზე იწყება
საუბარი, როგორ აჭმევდნენ უცხოელს და მკურნალობდნენ. იციან კი მოხუცებმა,
რომ რუფინუს ცოლი იყო? ალბათ იციან, ან ხვდებიან, ზუსტად ისევე, როგორც იციან
და ხვდებიან, რა უნდა თქვან და რა არა. საუბრის დასასრულს, თითქოს სხვათა
შორის, რუფინუ თანამეინახეებისაგან იგებს მთავარს – საით წავიდნენ ცირკის
მსახიობები. იმ ღამეს სამიკიტნოში ათევს მიკიტნის მიცემულ ქვეშაგებზე,
გარიჟრაჟზე კი გზას ჩვეული ნაბიჯით განაგრძობს.
არც გარბის, არც სვლას ანელებს, ვაკობს, სადაც ერთადერთი საჩრდილობელი
მხოლოდ მისი სხეულია, უკან იტოვებს. თავიდან ჩრდილი უკან მიჰყვება, მერე წინ
უსწრებს. პირმოკუმული და თვალებმოჭუტული, დაუღლელად გარბის, ქარი ქრის
და მის ნაკვალევს ალაგ-ალაგ ქვიშით ავსებს. საღამოს უკვე ნათესებს შორის ბორცვზე
აღმართულ რანჩოსთანაა. მასპინძელი, მისი ცოლი და თითქმის ტიტლიკანა
ბავშვები, როგორც ახლობელს, ისე ეგებებიან. რუფინუ მათთან ვახშმობს და
კეიმადასისა და იპუპიარის ამბებს უყვება. საუბრობენ ომზე, იმაზე, თუ ომს რამდენი
უბედურება მოაქვს, მომლოცველებზე, კანუდუსში რომ წავიდნენ, მსჯელობენ, მალე
დადგება თუ არა სამყაროს აღსასრული. ცირკის მსახიობებსა და თავგადაკრეჭილ
უცხოელს რუფინუ მხოლოდ ამის შემდეგ ახსენებს. ჰო, აქ ჩაუვლიათ და გზა სიერა-
ოლიოს დ'აგუასკენ გაუგრძელებიათ, რომ მერე მონტი-სანტუში ჩასულიყვნენ.
დიასახლისს განსაკუთრებით გამხდარი, უთმო კაცი დამახსოვრებია, მოყვითალო
თვალები ჰქონია იმ კაცს; კიდევ ის ახსოვს, რომ ერთს ისე შესძლებია ოთხად მოკეცვა,
მკითხველთა ლიგა
თითქოს ძვალი არც ჰქონოდეს და დროდადრო უმიზეზოდ იცინოდაო. მასპინძლები
სტუმარს ჰამაკს უთმობენ, დილით აბგას საგზლით უვსებენ და ფულსაც არ
ართმევენ.
მთელი დღე გარბის, გზად უკაცრიელი, უსიცოცხლო პეიზაჟია გადაშლილი. აქა-იქ
თუ მოჩანს კორომები და სადღაც თუთიყუშები გაჰკივიან, ხალხს მხოლოდ
ნაშუადღევისკენ აწყდება, მწყემსები თხებს მიერეკებიან. რუფინუ მათთან საუბარს
იწყებს. სიტიუ დას ფლორისს33 ცოტა გასცდებიან თუ არა, როგორც ჩანს,
იქაურობისთვის დაცინვით დაურქმევიათ ეს სახელი, რადგან იქ ქვებისა და
გვალვისგან დამსკდარი მიწის გარდა არაფერია – რუფინუ სხვა გზას ირჩევს და მანამ
მიუყვება, სანამ ყოფილ სალოცავთან ხისგან გამოთლილ ჯვარცმას არ მიაღწევს.
მიწაზე უფეხო ქალი გველივით განრთხმულა და ამ ჯვარს იცავს. რუფინუ იჩოქებს
და ქალი ლოცავს. რუფინუ სანოვაგეს უყოფს და საუბარს უბამს. ქალმა არაფერი
იცის. არავინ დაუნახავს. სანამ ისევ გზას გაუდგება, რუფინუ სანთელს ანთებს და
ჯვარცმას თავს უხრის.
დაკარგულ კვალს სამ დღეს ეძებს. გლეხებს და მენახირეებს, გამოუკითხავს არავის
ტოვებს და ბოლოს ასკვნის, რომ ცირკის მსახიობები მონტი-სანტუსკენ არ წასულან:
ან სადღაც გადაუხვიეს, ან უკან დაბრუნდნენ. ალბათ ბაზრობას ეძებენ, საჭმლის
ფული ხომ უნდა იშოვონ! რუფინუ სიტიუ დას ფლორისის ირგვლივ დაძრწის,
ცდილობს, ვინმეს ათქმევინოს, წვერიანი ქალი, გოჯანახევარა ჯუჯა, სულელი
ჯამბაზი, ან გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ჟღალთმიანი უცხოელი ხომ არ დაუნახავთ,
მაგრამ პასუხი ყველგან უარყოფითია. თავს შემთხვევით ადგილებს აფარებს და
დაძაბული განაგრძობს ფიქრს. იქნებ გალი უკვე მოკლეს, ანდა იარებისგან თავადვე
ჩაძაღლდა. ტანკინიუმდე ჩადის, შემდეგ კვლავ უკან ბრუნდება, მაგრამ ვერავითარ
კვალს ვერ აგნებს. ერთხელ ღამით, როცა სასოწარკვეთილს ეძინება, გარს
შეიარაღებული ხალხის ჯგუფი ერტყმის, აჩრდილებივით უხმაუროდ ეპარებიან.
ვიღაცის ფეხი მკერდზე აჭერს და აიძულებს, თვალი გაახილოს. ხედავს, რომ
კარაბინების გარდა, მათ მაჩეტეები, დანები, ხის სალამურები და სამასრეები აქვთ
ასხმული, მაგრამ ყაჩაღები არ არიან, თუმცა, შესაძლოა, ოდესღაც იყვნენ კიდეც.
უჭირს მათი დარწმუნება, რომ მტრის მსტოვარი არ არის და მას შემდეგ, რაც
კეიმადასი დატოვა, ერთი ჯარისკაციც არ უნახავს. ომზე ისე გულგრილად
ლაპარაკობს, რომ მისი დაჯერება მართლაც ძნელია. ერთ-ერთი მუხლს ყელზეც კი
აბჯენს, მაგრამ თანდათან დაკითხვა საუბრად იქცევა. რუფინუ ღამით მათთან
ერთად რჩება და ესმის, როგორ ლაპარაკობენ ანტიქრისტეზე, იესოზე, მოძღვარზე,
ბელუ-მონტიზე. ხვდება, რომ ეს ადამიანები ადრე ქურდობდნენ, ძარცვავდნენ,
კლავდნენ და ახლა თავადვე გახდნენ წმინდანები. ისინი უხსნიან, რომ ჯარისკაცები
სერტანებს ჭირივით მოედვნენ, მოსახლეობას იარაღს ართმევენ, მიჰყავთ კაცები და
თუ რომელიმე ჯვარცმის შეფურთხებაზე ან უფლის გმობაზე უარს იტყვის, ყელს
სჭრიან. იმასაც ეკითხებიან, ხომ არ გსურს, შემოგვიერთდეო, მაგრამ რუფინუ უარს
ეუბნება, უარის მიზეზს უხსნის და ისინიც აღარ აცივდებიან.
მეორე დღეს კანსასაკაუში ლამის ჯარისკაცებთან ერთად შედის, ნაცნობ მჭედელს
მიაკითხავს. ის კი გავარვარებულ ქურასთან ოფლად იღვრება და ურჩევს, სასწრაფოდ
გაეცალოს იქაურობას, რადგან ეშმაკის მოციქულები ყველა მეგზურს ძალით
იმსახურებენ. რუფინუ მასაც უხსნის თავისი საქმის ვითარებას და მჭედელსაც ესმის
მისი. დახმარებაც შეუძლია, ცოტა ხნის წინ იქ ყაჩაღების ხროვას ჩაუვლია, სწორედ
იმათ შეხვედრიან ისინი, ვისაც რუფინუ ეძებს. იქ უცხოელიც ყოფილა: ადამიანის
თავის ქალას თუ შეეხებოდა, შეეძლო, წარსულიც ეთქვა და მომავალიც
მკითხველთა ლიგა
ეწინასწარმეტყველა. სად მოხდა ეს შეხვედრა, მჭედელმა ისიც იცის. რუფინუ მასთან
დაღამებამდე რჩება, მერე სოფელს ისე ტოვებს, რომ გუშაგები ვერ ამჩნევენ, ორი
საათის შემდეგ კი გზად კვლავ ბელუმონტიელ მოციქულებს გადაეყრება და
ატყობინებს, რომ ომმა უკვე კანსანსაუში ჩააღწია.

ექიმი სოუზა ფერეირუ ქილებს სპირტით წმენდდა და ბარონესა ესტელას


უწვდიდა, რომელსაც მოწყალების დასავით თავზე ხილაბანდი წაეკრა, მარდად
უკიდებდა ცეცხლს სპირტით გაჟღენთილ ბამბას, ქილას მოუტარებდა და
ერთიმეორის მიყოლებით პოლკოვნიკს ზურგზე აწყობდა. ის კი ისე გაუნძრევლად
იწვა, რომ ზეწარს ნაკეცები თითქმის არც კი ეტყობოდა.
– აქ, კალუმბიში, ხშირად მიწევდა გლეხების მკურნალობა, ქალებიც კი
მიმშობიარებია, – გაისმოდა მჟღერადი ხმა, რომელიც გაურკვეველია, ექიმს
მიმართავდა თუ ავადმყოფს, – მაგრამ კოტოშები რა ხანია არ დამიყრია. ხომ არ
გტკივათ, პოლკოვნიკო?
– სულაც არა, ქალბატონო, – მორეირა სეზარი ყველანაირად ცდილობდა,
უხერხულობა დაეფარა, მაგრამ ამას ვერა და ვერ ახერხებდა, – ძალიან გთხოვთ,
მაპატიოთ, რომ ასე შემოვიჭერით, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
– ძალიან გაგვახარეთ, – ბარონესამ პოლკოვნიკს ბოლო კოტოში დაადგა და
ბალიშები გაუსწორა, – ძალიან მინდოდა, სახელგანთქმული გმირი პირადად მენახა.
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ჩვენთან ავადმყოფობას არ მოეყვანეთ.
თავაზიანი წინადადებები საოცარი მომხიბვლელობით ჟღერდა, სასთუმალთან
პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც ფარშავანგებით მოხატული ფაიფურის სურა და
თასი, წურბლებიანი ჭიქა, კოტოშები, უამრავი წამლის შუშა, ბინტი და ბამბა ეწყო.
თეთრი ფარდებიდან დილის სინათლე იჭრებოდა და გრილ და სუფთა ოთახში
იღვრებოდა. კართან უძრავად იდგა ბარონესას მოახლე სებასტიანა. უძილო ღამისგან
თვალებდანითლებული ექიმი სოუზა ფერეირუ პოლკოვნიკს ქილებით დაფარულ
ზურგს უთვალიერებდა.
– კეთილი, ახლა ნახევარ საათს მოგვიწევს მოცდა, სანამ აბაზანის მიღება და
სხეულის დაზელა იქნება შესაძლებელი. ვერ მეტყვით, რომ თავს უკეთ არ გრძნობთ,
თქვენო ბრწყინვალებავ: სახეზე ფერი დაგიბრუნდათ.
– აბაზანა მზადაა და თუ დაგჭირდებით, იქ ვიქნები, – თქვა სებასტიანამ.
– მეც თქვენს განკარგულებაში ვარ, – ჩაერია საუბარში ბარონესა, – ახლა კი
დაგტოვებთ. კინაღამ დამავიწყდა. ექიმს ვთხოვე, ჩაიზე დაგვეწვიოთ, პოლკოვნიკო.
ჩემს მეუღლეს თქვენი ნახვა უნდა, თქვენც დაპატიჟებული ხართ, ექიმიც, კაპიტანი
დი კასტრუც და ის ორიგინალური ყმაწვილიც, რა ჰქვია?
პოლკოვნიკმა სცადა, გაეღიმა, მაგრამ, როგორც კი ბარონ დი კანიაბრავას მეუღლემ
სანათი გადადგა და სებასტიანასთან ერთად გავიდა, ექიმს მაშინვე გაბრაზებული
სახით გადახედა.
– მოსაკლავი მყავხართ, ამ ხაფანგში რომ გამაბით.
– თუ სისხლი თავში აგივარდებათ, შემიძლია, გამოგიშვათ, მაგრამ მაშინ კიდევ
ერთი დღის გატარება მოგიწევთ ლოგინში, – უპასუხა ექიმმა და დაღლილობისაგან
არაქათგამოცლილი სარწეველა სავარძელში ჩაეშვა. ნება მომეცით ნახევარ საათს მეც
დავისვენო. არ გაინძრეთ, ძალიან გთხოვთ.
ფერეირუმ თვალი ზუსტად ნახევარ საათში გაახილა და პოლკოვნიკს კოტოშების
მოძრობა დაუწყო. კოტოშები ადვილად ეცლებოდა და ზურგზე წითელ რგოლებს
უტოვებდა. პოლკოვნიკი კვლავ პირქვე იწვა, თავი გადაჯვარედინებულ ხელებზე
მკითხველთა ლიგა
ედო და ის-ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ ოთახში კაპიტანი ოლიმპიუ დი
კასტრუ შემოვიდა და პოლკის ამბავი შეატყობინა. სააბაზანოში მორეირა სეზარს
სოუზა ფერეირუც გაჰყვა. იქ სებასტიანას ყველაფერი დარიგებისამებრ
მოემზადებინა, პოლკოვნიკმა ყველაფერი გაიხადა – გარუჯული სახისა და
მკლავებისაგან განსხვავებით სხეული ქათქათა თეთრი ჰქონდა - აბაზანაში ჩაჯდა და
ისე, რომ არაფერი შეიმჩნია, იქ კბილებდაჭერილმა კარგა ხანს დაყო. შემდეგ ექიმმა
იგი გულმოდგინედ დაზილა სპირტითა და მდოგვის ნაყენით და ტაფაზე
აბოლებული ბალახები შეასუნთქა. მკურნალობამ სიჩუმეში ჩაიარა, მაგრამ, როგორც
კი ინჰალაციის პროცედურაც დასრულდა, ატმოსფეროს განსა- მუხტად პოლკოვნიკმა
ჩაილაპარაკა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ჯადოქრობის რიტუალს
მიტარებდითო, რაზეც სოუზა ფერეირუმ უპასუხა, მეცნიერებასა და ჯადოქრობას
შორის საზღვარი თითქმის არ არსებობსო. ზავი დაიდო. ოთახში მათ ხილით სავსე
ლანგარი, ცხელი რძე, ფუნთუშები, მარმელადი და ყავა ელოდათ. მორეირა სეზარმა
უხალისოდ ისაუზმა და დაიძინა. როდესაც გაეღვიძა, უკვე შუადღე იყო, გვერდით
Jornal de Noticias-ის ჟურნალისტი ეჯდა, ბანქოს ქაღალდს ათამაშებდა და ლომბერის
სწავლებას სთავაზობდა, იმ ბანქოს თამაშისა, რომელიც ბაიის ბოჰემურ წრეებში
დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სიტყვის უთქმელად თამაშობდნენ, სანამ
პირდაბანილი და გაპარსული სოუზა ფერეირუ არ მოვიდა და პოლკოვნიკს არ
შეატყობინა, შეგიძლიათ ადგეთო. შემდეგ მისაღებ ოთახში შევიდნენ სახლის
პატრონებთან ერთად ჩაის დასალევად. ბარონის, მისი მეუღლის, ექიმის, კაპიტან დი
კასტრუს შორის ჟურნალისტი ერთადერთი იყო, ვისაც გუშინდელს აქეთ თავი არ
მოეწესრიგებინა.
ბარონი დი კანიაბრავა წამოდგა და პოლკოვნიკს ხელი ჩამოართვა. წითელი და
თეთრი ფილებით მოპირკეთებული განიერი ოთახი ჟაკარანდის ხისგან
დამზადებული ავეჯითა და ჩალის, იმავე ვენური სკამებით იყო გაწყობილი. პატარა
მაგიდებზე ნავთის ლამპები ეწყო, ფოტოები, ვიტრინები ბროლით, ფაიფურითა და
ხავერდგამოკრულ კოლოფებში მიმაგრებული პეპლებით იწონებდნენ თავს.
კედლები პასტორალური აკვარელებით იყო დამშვენებული. ბარონი თავისი
სტუმრის ჯანმრთელობით დაინტერესდა და ორივემ თავაზიანი მიკითხვ-მოკითხვა
გამართა, მაგრამ მემამულე ამ თამაშს ოფიცერზე უკეთ თამაშობდა. გამოღებული
ფანჯრებიდან რიჟრაჟის სინათლეში მოჩანდა შემოსასვლელის ქვის კოლონები, აუზი
და წინ აღმართული ბორცვის ფალანგებიდან პალმებითა და ინდის ხურმის ხეებით
დამშვენებული ადგილი, რომელიც ადრე მონების საცხოვრებელი იყო, ახლა კი იქ
მოჯამაგირეები ცხოვრობდნენ. სებასტიანას და კიდევ ერთ მოახლეს ლანგრით
ჩაიდანი, ფინჯნები, ნამცხვრები და ტკბილეულობა გამოჰქონდათ. ბარონესა ექიმს,
ჟურნალისტსა და ოლიმპიუ დი კასტრუს უხსნიდა, თუ რამდენი წელი დასჭირდათ,
რომ კალუმბის ეს სახლი ახლა არსებული ნივთებითა და ავეჯით დაემშვენებინათ.
ბარონი კი მორეირა სეზარს ჰერბარიუმს უჩვენებდა და ეუბნებოდა, როგორ
ოცნებობდა სიყმაწვილიდანვე, მეცნიერი გამხდარიყო და ცხოვრება
ლაბორატორიებსა და ამფითეატრებში გაეტარებინა. მაგრამ, როგორც ამბობენ, კაცი
ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო; ბოლოს ისე მოხდა, რომ სოფლის მეურნეობაში,
დიპლომატიასა და პოლიტიკაში ამოყო თავი, სფეროებში, რომლებიც ბავშვობაში
არასოდეს აინტერესებდა. პოლკოვნიკის ბედი როგორი იყო? ყოველთვის სურდა,
სიცოცხლე სამხედრო საქმისათვის მიეძღვნა? დიახ, მას მერე, რაც თავი ახსოვს,
იარაღი და სამხედრო ცხოვრება აინტერესებდა, შეიძლება უფრო ადრეც, როდესაც
ჯერ ისევ სან-პაულუს მახლობელ იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც დაიბადა:
მკითხველთა ლიგა
პინდამონიანგაბაში. ჟურნალისტი დანარჩენებს გამოყოფოდა, მათ გვერდით იდგა და
ყველა სიტყვას ხარბად ისრუტავდა.
– ჩემთვის მართლაც რომ მოულოდნელი იყო, როდესაც თქვენთან ერთად მოსული
ეს ახალგაზრდა დავინახე, – გაიღიმა ბარონმა და ბეც ჟურნალისტზე მიუთითა, –
გითხრათ, რომ ადრე ჩემთან მუშაობდა? მაშინ ვიქტორ ჰიუგოთი იყო
აღფრთოვანებული და დრამატურგობას აპირებდა, ჟურნალისტიკას რაც შეეხება, ამ
პროფესიას ძალიან აგდებულად მოიხსენიებდა.
– ახლაც იმავე აზრისა ვარ, – გაისმა უსიამოვნო ხმა.
– ტყუილია! – წამოიძახა ბარონმა, – სინამდვილეში ჭორაობა, გულგრილობა,
ცილისწამება, ვერაგი თავდასხმები სწორედაც რომ თქვენი ნამდვილი მოწოდებაა.
ჩემი პროტეჟე იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, მოწინააღმდეგეთა გაზეთში
გადასულიყო, რომ მაშინვე ჩემს ყველაზე გააფთრებულ კრიტიკოსად გადაიქცა.
ფრთხილად იყავით, პოლკოვნიკო. საშიში ყმაწვილია.
ბეცი ჟურნალისტი სახეგაბადრული იჯდა, თითქოს ხოტბა შეასხესო.
– ყველა ინტელექტუალი საშიშია, – დაეთანხმა ბარონს მორეირა სეზარი, –
განსაკუთრებით კი სუსტები და სენტიმენტალურები. უნარი შესწევთ, საუკეთესო
იდეალები ყველაზე ბილწი მოქმედებების გასამართლებლად გამოიყენონ. ქვეყანას
ისინი სჭირდება, მაგრამ ისინიც ისევე უნდა აკონტროლო, როგორც გაწვრთნილ
მხეცებს აკონტროლებენ ხოლმე.
ბეცმა ჟურნალისტმა ისეთი მხიარული ხარხარი ატეხა, რომ ბარონესამ და
ოლიმპიუ დი კასტრუმ ერთდროულად გამოხედეს. სებასტიანა ჩაის ასხამდა.
ბარონმა მორეირა სეზარს მკლავი გაუყარა და კარადისკენ წაიყვანა:
– თქვენთვის საჩუქარი მაქვს. სერტანებში დამკვიდრებული ჩვეულებაა: სტუმარს
რაღაც უნდა აჩუქონ, – კარადიდან ბრენდის დამტვერილი ბოთლი გამოაძვრინა და
თვალის ჩაკვრით ეტიკეტი დაანახვა, – ვიცი, რომ ბრაზილიიდან ყოველგვარი
ევროპული გავლენის ამოძირკვა გსურთ, მაგრამ ვიმედოვნებ, თქვენი სიძულვილი
ბრენდიზე მაინც არ ვრცელდება.
ის-ის იყო სუფრასთან დასხდნენ, რომ ბარონესამ პოლკოვნიკს ჩაის ფინჯანი
გამოართვა და შიგ ორი ნატეხი შაქარი ჩაუგდო.
– თოფები ფრანგული მაქვს, ზარბაზნები გერმანული, – წარმოთქვა მორეირა
სეზარმა ისე სერიოზულად, რომ დანარჩენებმა საუბარიც კი შეწყვიტეს,– ევროპა არ
მძულს, არც ბრენდი. მაგრამ, რადგან სასმელს არ ვსვამ, არ ღირს, ისეთი საჩუქარი
მისცეთ ადამიანს, რომელიც მის ღირსებებს ვერ დააფასებს.
– მაშინ, როგორც სახსოვარს, ისე შეინახავთ, – ჩაერია საუბარში ბარონესა.
– ადგილობრივი მემამულეებიც და ინგლისელი ვაჭრებიც მძულს, რადგან სწორედ
მათი ბრალია, რომ ეს მხარე პრეისტორიულ ხანაშია ჩარჩენილი, – ცივი ხმით
წარმოთქვა პოლკოვნიკმა, – მძულს ისინი, ვისაც შაქარი ბრაზილიელ ხალხზე მეტად
აინტერესებს.
ბარონესა სტუმრებს აუღელვებლად ემსახურებოდა. სახლის პატრონი კი, პირიქით,
აღარ იღიმებოდა. თუმცა საუბრის ტონი არ შესცვლია:
– თქვენი აზრით, ჩრდილოამერიკელ კომერსანტებს, რომლებსაც სამხრეთი
ხელგაშლილი ხვდება, ხალხი აინტერესებთ? თუ მხოლოდ ყავა? – იკითხა ბოლოს,
მორეირა სეზარს ამაზე უამრავი პასუხი ჰქონდა:
– მათთან ერთად ქვეყანაში მანქანები, ტექნიკა და ფული შემოდის, რომლებიც
ბრაზილიას პროგრესისთვის აგრერიგად სჭირდება. რადგან პროგრესი ინდუსტრიას,
სამუშაო ადგილებს, კაპიტალს გულისხმობს, როგორც ეს ამერიკის შეერთებულმა
მკითხველთა ლიგა
შტატებმა დაამტკიცა, –ცივი თვალები ჩქარ-ჩქარა აუხამხამდა, – მონათმფლობელებმა
კი ეს ვერა და ვერ შეიგნეს, ბარონო.
მის სიტყვებს დუმილი მოჰყვა და ამ მდუმარებაში ფინჯნებში კოვზის მორევისა
და ბეცი ჟურნალისტის ხვრეპის ხმაღა ისმოდა: ჩაის ისე სვამდა, თითქოს ყელში
ივლებსო.
– რესპუბლიკა ვერ დამყარდებოდა, მონარქიას მონობა რომ არ გაეუქმებინა, –
შეახსენა ბარონესამ და ისე გაიღიმა, თითქოს იხუმრაო, თან სტუმარს ნამცხვარი
მიაწოდა, – სხვათა შორის, იცოდით, რომ ჩემი მეუღლის ფაზენდაში მონები
ოფიციალურად მონობის გაუქმებამდე ხუთი წლით ადრე გავათავისუფლეთ?
– არ ვიცოდი! – წამოიძახა პოლკოვნიკმა, – უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.
შემდეგ ნაძალადევად გაიღიმა და ჩაი მოსვა. ოთახში ატმოსფერო დაძაბული იყო
და მას ვერ ანეიტრალებდა ვერც ბარონესას ღიმილი, ვერც ექიმი სოუზა ფერეირუს
პეპლების კოლექციით მოულოდნელი დაინტერესება და ვერც კაპიტან ოლიმპიუ დი
კასტრუს მიერ მონაყოლი ამბავი რიო-დე-ჟანეიროს ერთ ადვოკატზე, რომელსაც
საკუთარი ცოლი მოეკლა. დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც სოუზა
ფერეირუმ დასძინა:
– აქაური მემამულეები მიწებს ტოვებენ, რადგან ჟაგუნსუები ფაზენდებს უწვავენ,
თქვენ კი, პირიქით, კალუმბიში დაბრუნება გადაგიწყვეტიათ.
– იმიტომ დავბრუნდი, რომ ფაზენდა მეშვიდე პოლკის განკარგულებაში
გადმომეცა, – უპასუხა ბარონმა, – სამწუხაროა, რომ ჩემი დახმარების სურვილი
უარყოფილ იქნა.
– აქ გამეფებული სიმშვიდის დამნახავი ვერავინ წარმოიდგენს, რომ ომი ასე
ახლოსაა, – ჩაიბუტბუტა პოლკოვნიკმა, – ჟაგუნსუები თქვენ არ შეგხებიან. ბედი
გქონიათ.
– პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით, – უპასუხა ბარონმა ისე, რომ სიმშვიდე არ
დაუკარგავს, – კალუმბიდან უამრავი ოჯახია გაქცეული, მოსავალი განახევრდა.
მეორე მხრივ, კანუდუსიც ჩემი მიწაა, განა ასე არ არის? მე ყველაზე მეტი მსხვერპლის
გაღება მომიხდა, ხომ ასეა?
პოლკოვნიკის ნათქვამი ძალიან აბრაზებდა, მაგრამ სიბრაზის შეკავებას მაინც
ახერხებდა; ბარონესა კი, როდესაც ხმა ამოიღო, სულ სხვა ადამიანად გადაქცეულიყო:
– იმედია, სერიოზულად არ მიიღებთ იმ ჭორს, თითქოს ჩემმა მეუღლემ
ჟაგუნსუებს კანუდუსი გადასცა, – წარმოთქვა ალშფოთებისაგან სახეშეცვლილმა.
პოლკოვნიკმა ჩაი მოსვა და ქალის ნათქვამს არც დათანხმებია, არც უარი უთქვამს.
– ეს მათ ყოვლად უღირსად და უსინდისოდ ჩაიდინეს, – ჩაილაპარაკა ბარონმა.
ნუთუ მართლა ფიქრობს, რომ კაცისმკვლელებს, ბოროტმოქმედებს და ქურდებს მე
დავეხმარე?
მორეირა სეზარმა ფინჯანი მაგიდაზე დადგა. ბარონს გაყინული მზერა შეავლო და
ენა ტუჩებზე ნაჩქარევად გადაისვა.
– იმ ნაძირალებმა ჯარისკაცები ასაფეთქებელი ტყვიებით დახოცეს, – წარმოთქვა
დამარცვლით, ისე რომ, არავის არც ერთი მისი ბგერა არ გამორჩენოდა, – იმ
კაცისმკვლელებს თანამედროვე, სრულიად ახალი იარაღი აქვთ. იმ ქურდებს
ინგლისელი აგენტები ეხმარებიან. მონარქისტების გარდა ვის ძალუძდა
რესპუბლიკის წინააღმდეგ მათი ასე ძლიერად შეიარაღება?
ბარონს სახეზე ფერი დაეკარგა და ხელში ფინჯანი აუცახცახდა. ყველანი, გარდა
ჟურნალისტისა, იატაკს ჩასჩერებოდნენ.

მკითხველთა ლიგა
– ის ხალხი არც ქურდობს, არც კლავს, ცეცხლსაც არაფერს უკიდებს, როცა ძალასა
და წესრიგს გრძნობს, როდესაც ხედავს, რომ სახელმწიფოში ყველაფერი
მოწესრიგებულია, რადგან მათზე უკეთ იერარქიის პატივისცემა არავინ იცის, –
მტკიცე ხმით წარმოთქვა ბარონმა, – მაგრამ რესპუბლიკამ ჩვენი შექმნილი მტკიცე და
ლოგიკაზე დაფუძნებული კანონების სისტემა მიწასთან გაასწორა და იგი საეჭვო
ენთუზიაზმით ნაკარნახევი წესებისადმი დაქვემდებარებით შეცვალა. ეს კი მარშალ
ფლორიანუს შეცდომა იყო, პოლკოვნიკო, რადგან სოციალური იდეალი ენთუზიაზმს
კი არა, სიმშვიდეს ეფუძნება.
– თავს შეუძლოდ ხომ არ გრძნობთ, თქვენო ბრწყინვალებავ? – შეაწყვეტინა ექიმმა
სოუზა ფერეირუმ და ფეხზე წამოდგა.
მაგრამ მორეირა სეზარის მზერამ მასთან მიახლოება არ დაანება. სახე
გაფითრებოდა, შუბლი ოფლით დასცვარვოდა, ტუჩები კი ისე ჩალურჯებოდა,
თითქოს მოიკვნიტაო. პოლკოვნიკი ფეხზე წამოდგა, ბარონესასკენ გაემართა და
კბილებში გამოცრა:
– უმორჩილესად გთხოვთ, მოგვიტევოთ, სენიორა. ვიცი, რომ ქცევის საუკეთესო
მანერებით არ გამოვირჩევი. მდაბიო წრიდან გახლავართ და ახლაც, ყაზარმის გარდა,
სხვა საზოგადოებაში ვერ ვტრიალებ.
შემდეგ კი დარბაზიდან ისე გავიდა, რომ ყველანაირად ეცადა, წონასწორობა
შეენარჩუნებინა და არც ვიტრინებს და არც სხვა ავეჯს არ გამოსდებოდა. მის ზურგს
უკან ახალგაზრდა ჟურნალისტის თავხედური ხმა კიდევ ერთ ფინჯან ჩაის ითხოვდა.
ოლიმპიუ დი კასტრუ სასადილო ოთახში დარჩა, ხოლო ექიმი მეშვიდე პოლკის
სარდალს გაჰყვა. პოლკოვნიკი უკვე საწოლში იწვა და უზომოდ დაღლილივით
მძიმედ სუნთქაგდა. ექიმი გახდაში მიეხმარა, დასამშვიდებელი დაალევინა და
გაიგონა, როგორ უთხრა პოლკოვნიკმა, ხვალ გარიჟრაჟზევე უნდა დავბრუნდეთ
ჩვენს ნაწილში და საწინააღმდეგო აზრს არ მივიღებო. ეს თქვა, კოტოშების დაყრისა
და ცივი წყლის აბაზანის მორიგი პროცედურა ჩაიტარა და აბაზანიდან სრულიად
აცახცახებული ამოვიდა. სკიპიდრითა და მდოგვით დაზელამ გაახურა.
საძინებელშივე ისადილა, მაგრამ მერე ხალათის ამარა წამოდგა, რამდენიმე წუთით
დარბაზში გავიდა და ბარონსა და ბარონესას მასპინძლობისთვის მადლობა
გადაუხადა. დილის ხუთ საათზე გაიღვიძა. სანამ ყავას სვამდნენ, ექიმი სოუზა
ფერეირუ დაარწმუნა, ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძნიაო, ბეც ჟურნალისტთან
მივიდა, რომელიც თმაგაჩეჩილი, მთქნარებით იღვიძებდა და გააფრთხილა,
რომელიმე ჟურნალისტმა ჩემი ავადმყოფობის შესახებ რამე რომ დაწეროს, პასუხს შენ
გაგებინებო. სახლიდან გასვლისას მსახური ეახლა და ბარონის თხოვნა გადასცა,
კაბინეტში შესულიყო. მსახურმა პატარა ოთახამდე მიაცილა, რომელსაც ძვირფასი
ხის უზარმაზარი საწერი მაგიდა ამშვენებდა. მაგიდაზე სიგარების ძველებური ყუთი
იდგა, ოთახის კედლებზე, გარდა წიგნების თაროებისა, დაშნები, მათრახები, ტყავის
ხელთათმანები, სომბრეროები და ცხენის აღკაზმულობა ეკიდა. კაბინეტი ეზოში
გადადიოდა და ახლად შობილ ნათელში მოჩანდა, როგორ ემასლაათებოდა
პოლკოვნიკის ესკორტის ხალხი ბაიელ ჟურნალისტს. ბარონს ხალათი და ფლოსტები
ეცვა.
– მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მხურვალე
პატრიოტი ბრძანდებით და ბრაზილიისთვის მხოლოდ კარგი გინდათ, პოლკოვნიკო,
– მისალმების ნაცვლად წარმოთქვა ბარონმა, – არ გეგონოთ, გელაქუცებოდეთ და ამ
სიტყვებით თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება მსურდეს. არც დროს
დაგაკარგვინებთ. მხოლოდ ის მაინტერესებს, ცნობილია თუ არა ჯარისთვის ის
მკითხველთა ლიგა
უაზრო და გამოგონილი ცილისწამება, რომელსაც ჩვენი მტრები ჩემი და ჩემი
მეგობრების წინააღმდეგ ავრცელებენ.
– ჯარი ადგილობრივ პოლიტიკურ კინკლაობებში არ ერევა, – გააწყვეტინა
მორეირა სეზარმა, – ბაიაში ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი აჯანყების ჩახშობაა,
რადგან იგი რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ესაა და ეს.
ფეხზე იდგნენ, ერთმანეთთან ახლოს და ერთიმეორე დაჟინებით შესცქეროდნენ.
– საქმეც ეგაა, – განაგრძო ბარონმა, – მათ სურთ, რიო-დე-ჟანეირო, გუბერნიის
ხელისუფლება და ჯარი იმაში დაარწმუნონ, რომ კანუდუსი საფრთხის შემცველია.
იმ ნაძირალებს არავითარი თანამედროვე იარაღი არ გააჩნიათ. ასაფეთქებელი
ტყვიები ლიმონიტის ან ჰემატიტ მუქიისგან აქვთ გაკეთებული, თუ მისი ტექნიკური
დასახელება გნებავთ, მინერალისგან, რომლებსაც სიერა-დი ბენდენგუში თავიანთი
თოფებისთვის სერტანელები უხსოვარი დროიდან იყენებენ.
– უაუასა და კამბაიუში დამარცხებებიც ცილისწამებაა? – ჰკითხა პოლკოვნიკმა, –
თუ ლივერპულიდან ჩამოტანილი თოფები და ინგლისელი აგენტების მიერ
კონტრაბანდულად მიწოდებული იარაღია ცილისწამება?
ბარონმა შეამჩნია, როგორ გადაჰკრა წამიერად პოლკოვნიკს მკაცრ სახეზე
სიბრაზემ, თვალები მტრულად და გამანადგურებელი ცეცხლით როგორ აენთო,
ცინიკოსი იყო? აქამდე როგორ ვერ მიხვდა, რომ მორეირა სეზარს იგი უბრალოდ
სძულდა.
– ინგლისური იარაღი მართლაც იყო, – თქვა ბარონმა, – და ის იარაღი ეპამინონდას
გონსალვისმა ჩამოიტანა, რათა აჯანყებულებთან არარსებულ კავშირში სწორედ ჩვენ
დავედანაშაულებინეთ. იპუპიარაში ინგლისელი ჯაშუშის ამბავიც მისი მოგონილია,
ერთი თავგზააბნეული კაცი თავადვე მოაკვლევინა, რადგან, თავისდა საუბედუროდ,
ის კაცი წითური იყო. იცით ეს თუ არა?
მორეირა სეზარს თვალიც არ დაუხამხამებია, სახეზე ერთი კუნთიც კი არ შერხევია;
არც პასუხი გაუცია. ბარონს თვალი გაუსწორა და და ამ მზერით აგრძნობინა, რომ იმ
სიტყვებს მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– რადგან იცით, გამოდის, რომ თქვენც გარეული ხართ ამ საქმეში, – ბარონმა მზერა
სხვაგან გადაიტანა და ერთხანს თავდახრილი თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო.
სინამდვილეში არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ის აწუხებდა, რაც ბოლოს და ბოლოს
ამოღერღა კიდეც, – გგონიათ, ღირდა? გგონიათ, ამდენი ტყუილით, დანაშაულით
გაჯერებული ინტრიგებით ღირდა კი დიქტატორული რესპუბლიკის დამყარება?
გგონიათ, ასე შობილი წყობა ბრაზილიის ყველა უბედურებას ხსნად მოევლინება?
რამდენიმე წამი გავიდა, სანამ მორეირა სეზარი პასუხს აღირსებდა. გარეთ წითელი
სხივები სამყაროს მზის მობრძანებას ატყობინებდა. ცხენების ჭიხვინს სხვა ცოცხალ
არსებათა ხმები ემატებოდა; ზედა სართულზე კი ვიღაცის ფეხების ფრატუნი ისმოდა.
– ხალხი აჯანყებულია, ისინი რესპუბლიკას ემუქრებიან და მათ ორი სამხედრო
ექსპედიცია გაანადგურეს, – წარმოთქვა უეცრად პოლკოვნიკმა და მისი მტკიცე,
მშრალი, უგრძნობი ხმა ოდნავაც არ იყო შეცვლილი, – ობიექტურად ეს ხალხი
ვიღაცის ხელში იარაღია, თქვენისთანა ხალხის, რომელთაც რესპუბლიკა მხოლოდ
იმიტომ მიიღეს, რომ უკეთ მოგეტყუებინათ, მას დაუფლებოდით, რამდენიმე სახელი
შეგეცვალათ და ასე ძველი, ტრადიციული სისტემა შეგენარჩუნებინათ. და ეს თქვენ
მართლაც მოახერხეთ. ვინ მართავს ახლა ჩვენს ქვეყანას? პრეზიდენტი, რომელიც
სამოქალაქო პირია, პარტიები, რომლებიც აქუცმაცებენ და პარალიზებულს
ამყოფებენ, პარლამენტი, რომელშიც ნებისმიერი მცდელობა, რამე შეიცვალოს, იმ
უბრალო მიზეზის გამო ჩერდება და არ სრულდება, რომ თქვენ მემარჯვენეები ხართ.
მკითხველთა ლიგა
უკვე გამარჯვებას ზეიმობდით, ხომ ასეა? იმაზეც კი იყო უკვე ლაპარაკი, რომ ჯარი
უნდა გაგენახევრებინათ, ხომ ასეა? დიდი გამარჯვებაა! მაგრამ, იცოდეთ, რომ
შეცდით. ბრაზილია აღარ დაუბრუნდება იმ სიბნელეს, მას საუკუნეების მანძილზე
რომ ამონებდა. და ამაზე ჯარი იზრუნებს. იმისათვის, რომ ბრაზილიაში ეროვნულმა
ერთობამ, პროგრესმა დაისადგუროს, რათა ბრაზილიელებს შორის თანასწორობა
სუფევდეს და ეს ქვეყანა თანამედროვე, ძლიერ ქვეყნად იქცეს, წინააღმდეგობებს არ
შევუშინდებით, დიახ: კანუდუსი, თქვენ, ინგლისელი ვაჭრები, ვინც უნდა
გადაგვეღობოს ამ გზაზე. არ დაგიწყებთ იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს რესპუბლიკა
ჩვენთვის, ნამდვილი რესპუბლიკელებისთვის. მაინც ვერ მიხვდებით, რადგან თქვენ
წარსული ხართ, ისინი, ვინც მხოლოდ უკან იყურება. განა სასაცილო არ არის, ბარონი
გერქვათ, როდესაც მეოცე საუკუნემდე მხოლოდ ოთხი წელია დარჩენილი? ჩვენ
ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული ადამიანები ვართ, ჩვენი
ბრძოლა ყაზარმებს სცილდება და სალაპარაკოც აღარაფერი გაგვაჩნია.
შემდეგ ბარონს თავი დაუკრა, ნახევრად შებრუნდა და კარისაკენ გაეშურა.
– გმადლობთ გულახდილობისთვის, – ჩაილაპარაკა ბარონმა. ადგილიდან არ
დაძრულა, უბრალოდ, უცქერდა, როგორ გადიოდა პოლკოვნიკი კაბინეტიდან,
შემდეგ კი ეზოში როგორ შეჯდა თავის თეთრ ულაყზე და თანმხლებებთან ერთად
როგორ გაუჩინარდა მტვრის ღრუბელში.

IV

სალამურების სტვენა ყოველთვის მოულოდნელად იწყება ხოლმე, ხან დღისით,


როდესაც სადღაც მიემართებიან, ხან ღამით, როდესაც ისვენებენ. სტვენა რომელიღაც
იდუმალი ფრინველის ხმას მიაგავს და ამ უნუგეშო, შესაბრალის ძახილს
ჯარისკაცები მოთმინებიდან გამოჰყავს, ნერვებს აწყვეტს. ეს სტვენა ხომ სიკვდილს
მოასწავებს: მის კვალდაკვალ აუცილებლად ტყვია გაიზუზუნებს, ანდა მზით
განათებულ თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცისკიდურზე ისარი გაკრთება და
ლერწმის სალამურების შეწყვეტილი ხმა ტანჯული ფრუტუნით, სასიკვდილოდ
დაჭრილი ძროხის, ცხენის, ხარის, თხის, ან ჯორის მძიმე ქშენით შეიცვლება.
იშვიათად, მაგრამ ხანდახან ისარი ჯარისკაცსაც ხვდება: სალამურები ადამიანების
სმენისთვის არის განკუთვნილი – მათი სულებისა და გონებისთვის, – ისრები კი
თითქმის ყოველთვის ცხოველებისკენ მიფრინავენ. მას შემდეგ, რაც პირველად
დაჭრილი ძროხები დაკლეს, მიხვდნენ, რომ დაცემული საქონლის ხორცი საჭმელად
აღარ ვარგოდა:ხორცის მონელება ყველაზე მოკალულკუჭიანებმაც ვერ შეძლეს.
ყველას, ვინც იმ ხორცისგან მომზადებული კერძი გასინჯა, ისეთი გულისრევა და
ფაღარათი დაეწყო, რომ, სანამ პოლკის ექიმებმა ავადმყოფობის მიზეზი დაადგინეს,
ჯარისკაცები მიხვდნენ: აჯანყებულთა ისრები პირუტყვს ორჯერ კლავდა –
სიცოცხლესაც უსპობდა და იმათი გამოკვების საშუალებასაც, ვინც საქონელს
გვერდებში მათრახის ცემით გზაზე მიერეკებოდა. იმ დროიდან მოყოლებული,
მაიორი ფებრონიუ დი ბრიტუ საქონლის ლეშს ნავთს ასხამს და წვავს. იმ რამდენიმე
დღეში, რაც პოლკი კეიმადასიდან გზას დაადგა, მაიორის ცნობა თითქმის
შეუძლებელი გახდა: თვალებში მუდმივად ავი ნაპერწკალი უელავს, პირქუშ არსებად
გადაიქცა, პოლკში ერთი კაციც არ მოიპოვება, რომელსაც მწყემსების სალამურები
მასზე მეტად აცოფებდეს: თავისდა საუბედუროდ, ოთხფეხთა დაცვაზე პასუხს
სწორედ მაიორი აგებს, ნახირი კი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მცირდება,
მკითხველთა ლიგა
მაიორის ბრძანებით იკვლება და ცეცხლი ეკიდება, თუმცა იცის, რომ ყოველი ასეთი
სიკვდილი უახლოეს მომავალში მის ჯარს შიმშილს უქადის. პირუტყვის დასაცავად
ყოველ ღონეს ხმარობს: ყველა მიმართულებით მზვერავებს აგზავნის, საქონელს
ფერდებზე ტყავებსა და სქელ ბრეზენტს ახვევს, მაგრამ შედეგს მაინც იმავეს იღებს:
ისეთი სიცხეა, რომ ცხოველები ოფლიანდებიან, ფეხებს ძლივს მიათრევენ და
ეცემიან. როგორც კი ეს გამოუცნობი მელოდია იწყება, მაიორი ჯარისკაცების
თვალწინ მდევრების რაზმს პირადად უდგება სათავეში, მაგრამ დევნა მიზანს
ვერასოდეს აღწევს და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მტერი მოუხელთებელი,
უსხეულო და ყველგან მსუფევია. მრავალრიცხოვანი ხმები იმაზე მეტყველებს, რომ
აჯანყებულები ბევრნი არიან, მაგრამ სად იმალებიან, როგორ ახერხებენ, რომ
ხელისგულივით გადაშლილ დაბლობზე, სადაც ყოველ ბუჩქსა და ხეს დაითვლი,
უხილავები ხდებიან? პოლკოვნიკმა მორეირა სეზარმა ეს ასე ახსნა: ყაჩაღების პატარ-
პატარა რაზმები ღარტაფებში, ღელეებში, სოროებში, ბარდებში არიან
ჩასაფრებულები, იქ გატრუნულნი მრავალი საათის, ანდა შეიძლება დღის
განმავლობაშიც კი სხედან, მათი სალამურების ასეთი მრავალრიცხოვნება კი
მხოლოდ მოჩვენებითია – მიზეზი ამ უდაბნოში გამეფებული სრული, ასტრალური
მდუმარებაა. ეს უბადრუკი ხრიკები, მისი აზრით, პოლკს ზიანს ვერ მიაყენებს და
ჯარისკაცებსაც არ უნდა აღელვებდეს. ხოლო როდესაც მოახსენებენ ხოლმე, კოლონამ
კიდევ ამდენი და ამდენი სული პირუტყვი დაკარგაო, მაშინვე წინ წაწევის ბრძანებას
გასცემს და აღნიშნავს:
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. აღალი გვაფერხებს. ახლა უფრო სწრაფადაც წავალთ და
დანიშნულ ადგილს უფრო ადრეც მივაღწევთ.
კორესპონდენტებს, რომლებთანაც იგი ყოველ ჯერზე, ახალი დანაკარგის შესახებ
ცნობის შემდეგ თავს გახუმრების უფლებას აძლევს, მისი გულგრილობა აოცებთ. განა
სერიოზულად არ უნდა აშფოთებდეს მოწინააღმდეგე, რომელიც ყოველ მათ ნაბიჯს
თვალს ადევნებს, თავად კი უჩინარი რჩება? განა მხოლოდ ამაზე არ ლაპარაკობენ?
თავიანთ კოლეგას Jornal de Noticias-იდან, ბეც ჟურნალისტსაც ხომ კითხვებით თავს
აბეზრებენ: სინამდვილეში მაინც რას ფიქრობს პოლკოვნიკი ამ მუდმივ დევნაზე –
პოლკის მარაგი ხომ გამუდმებით ილევა, დაბნეულობა მატულობს, – ბეცი
ჟურნალისტი კი უცვლელად ერთსა და იმავეს პასუხობს, მორეირა სეზარს
სალამურების ხმა არ ესმის და ისრებს ვერ ამჩნევს, რადგან მისი გონება მხოლოდ
ერთითაა დაკავებული – მანამდე შეიჭრას კანუდუსში, სანამ მოძღვარი და მისი
ხროვა იქიდან წასვლას მოასწრებენ. იცის, დარწმუნებულიც კია, ეს სალამურები და
ისრები იმ მიზანს ემსახურება, რომ მეშვიდე პოლკი შეყოვნდეს და აჯანყებულებს
გაქცევის დრო ჰქონდეთ. მაგრამ პოლკოვნიკმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში
უკვე ბევრი ბრძოლა გამოიარა და თავის გასულელების საშუალებას არავის მისცემს,
უშედეგო დევნაზე დროს არ დაკარგავს და დასახული გზიდან მტკაველითაც არ
გადაუხვევსო. მაშინ კი, როცა მისი ოფიცრები სურსათის სიმცირის გამო შეშფოთებას
გამოთქვამენ, პოლკოვნიკი უპასუხებს, რომ გამოსავალი ერთია: რაც შეიძლება
სწრაფად აიღონ კანუდუსი და იქ, მტრის საწყობებში, ფერმებსა და ბოსლებში
მეშვიდე პოლკი ყველაფერს იპოვის, რაც ახლა აკლიაო.
უკვე რამდენჯერ უნახავთ კორესპონდენტებს, როგორ მიიჩქაროდა კოლონის
დასაწყისისკენ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა ოფიცერი, როგორ უჩვენებდა
პოლკოვნიკს გასისხლიანებული ისრების ბღუჯას და როგორ აბარებდა პატაკს ახალი
დანაკარგების შესახებ. მაგრამ დღეს, როცა მონტი-სანტუმდე სულ რამდენიმე საათის
გზაღა რჩება, ფებრონიუ დი ბრიტუს მიერ გაგზავნილ ოფიცერს ისრებთან ერთად
მკითხველთა ლიგა
მწყემსის სალამურიც და მშვილდიც მიაქვს. პოლკი თაკარა მზის გულზე ღარტაფზე
გადადის. მორეირა სეზარი ამ თვითნაკეთ არბალეტს ყურადღებით ათვალიერებს –
ცუდად გარანდული ხე, ხარის ძარღვების სქელი ლარი, პირველყოფილი იარაღი,
უბრალო და უტყუარი. პოლკოვნიკი ტამარინდუ და კაპიტანი დი კასტრუ გვერდით
უდგანან. მორეირა სეზარი ერთ-ერთ ისარს იღებს, არბალეტში სვამს და
კორესპონდენტებს მის მოქმედებას უჩვენებს. მერე ტუჩებთან ლერწმის სალამური
მიაქვს და გარემოს მაშინვე უხალისო, შესაბრალისი ხმა ეფინება, მთავარ სათქმელს
პოლკოვნიკს ახალგაზრდა ოფიცერი მხოლოდ ამის შემდეგ ატყობინებს:
– ორი ტყვე ავიყვანეთ, თქვენო ბრწყინვალებავ. ერთი დაჭრილია, მაგრამ მეორეს
ლაპარაკი შეუძლია.
მორეირა სეზარი, პოლკოვნიკი ტამარინდუ და ოლიმპიუ დი კასტრუ ერთმანეთს
მდუმარედ ესვრიან მზერას. ახალგაზრდა ოფიცერი კი განაგრძობს: – ორი საათის
წინ, სალამურის ხმის გაგონებისთანავე, სანამ ისრები აზუზუნდებოდა, სამი
ცხენოსანი მზვერავი, რომლებიც სწორედ სალამურის ხმასღა ელოდნენ, ყაჩაღების
მოსაძებნად გაემართნენ და კაჭრების უკან აღმოაჩინეს კიდეც: უკან გამოედევნნენ,
დაეწივნენ და შეეცადნენ, ცოცხლები აეყვანათ; აჯანყებულებმა ცხენოსნებს
წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. – მორეირა სეზარი ცხენს
დაუყოვნებლივ ატრიალებს და კოლონის ბოლოსკენ მიაჭენებს, უკან უკიდურესად
აღგზნებული კორესპონდენტები მისდევენ: როგორც იქნა, მტერს ნახავენ. მაგრამ ამას
კიდევ დიდხანს ვერ ახერხებენ: როდესაც ერთი საათის შემდეგ არიერგარდამდე
აღწევენ, ტყვეები უკვე გუშაგების დაცვის თანხლებით რომელიღაც ფარდულში
სხედან. ჟურნალისტებს შიგნით არ უშვებენ, ისინი ფარდულის გარშემო
დაეხეტებიან და მხოლოდ თვალს ადევნებენ, როგორ შედიან ფარდულში ოფიცრები
და ტყვეების დაკითხვისა და მიკიბულ-მოკიბული პასუხების შემდეგ როგორ
გამოდიან უკან. ორი თუ სამი საათი გადის, სანამ პოლკოვნიკი მორეირა სეზარი
პოლკის სათავეში თავის ადგილს დაიკავებს და ჟურნალისტებს მწირი ცნობების
მიღების საშუალება ეძლევათ.
– დაჭრილი მძიმედაა, – უხსნის პოლკოვნიკი, – მონტი-სანტუმდე ვერ იცოცხლებს.
სამწუხაროა. სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად იქ უნდა დაგვესაჯა სიკვდილით. აქ
ამის გაკეთებას აზრიც არ ექნება.
როცა ჭაღარა კორესპონდენტი, ის, რომელიც მუდამ იფუთნება, თითქოს გაციების
შემდეგ გამოჯანმრთელებას ცდილობსო, ეკითხება, ტყვეებისგან რამე ფასეული
შეიტყვეთ თუ არაო, პოლკოვნიკი აგდებულად ხელს იქნევს:
– ათასი სისულელე ღმერთზე, ანტიქრისტესა და მეორედ მოსვლაზე. ამაზე
დილამდე შეუძლიათ ილაქლაქონ, თავიანთ თანამზრახველებსა და მეთაურებზე კი
სიტყვას არ ძრავენ. თუმცა ბევრი არც არაფერი იციან, არაფერს წარმოადგენენ,
უბრალო მკვლელები არიან. ორივე დაღიანის ბანდიდანაა.
პოლკი დაუყოვნებლივ გზას განაგრძობს, აჩქარებული მარშით მიაბიჯებს და
საღამოსთვის მონტი-სანტუში შედის. სხვა ქალაქებისა და სოფლების აღებისას
ჯარისკაცები იარაღის საპოვნელად სახლებს სწრაფად ჩხრეკდნენ, მაგრამ აქ
ყველაფერი სხვანაირად ხდება: ჩამოქვეითებული კორესპონდენტები კვადრატულ
მოედანზე დგანან, ფინიკის ხეებქვეშ, მთის ძირას, რომლის ფერდობსაც
სამრეკლოების მწკრივი მიუყვება. გარშემო კი მოსულელო, გაურკვევლობით
დაბნეული ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან შეჯგუფულნი, რომელთა
თვალებშიც კორესპონდენტებისთვის უკვე ჩვეულებრივად ქცეული

მკითხველთა ლიგა
განკერძოებულობა და უნდობელი გულგრილობა იკითხება; ჟურნალისტები
ხედავენ, რომ ჯარისკაცები, თითქოს წინააღმდეგობის გაწევას უფრთხიანო,
იარაღმომარჯვგებულნი, ჯგუფ-ჯგუფად შედიან სახლებში, მერე კი ბრძანების
გაგონებისთანავე ფანჯრებს და კარებს კონდახებით ლეწავენ და კაცებს ალყით
შემოსაზღვრული საქონლის ოთხი საჩეხესკენ მიერეკებიან. იქ დაკითხვას უწყობენ,
კორესპონდენტებს გინება ესმით, გაბრაზებული წამოძახილები და ღრიალი, ამ ხმებს
იმ ქალების მოთქმაც ერწყმის, რომლებიც გუშაგების ჯაჭვის გაწყვეტასა და ქმრებთან
ახლოს მისვლას ცდილობენ. სულ რამდენიმე წუთში, ისე რომ, გასროლის ხმაც კი არ
ისმის, მონტი-სანტუ ბრძოლის ველს ემსგავსება. ყველასგან მივიწყებული
კორესპონდენტები, რადგან ვერც ერთი შტაბის ოფიცრისგან აზრიანს ვერაფერს
იგებენ, სოფელში ჯვრებსა და სამლოცველოებს შორის წინ და უკან დაეხეტებიან,
ერთი საჩეხედან მეორესთან მიდიან და ყველგან ერთსა და იმავეს, ხიშტჩამოცმულ
შაშხანებიან ჯარისკაცებს შორის მოქცეული სოფლელების ჯაჭვს ხედავენ;
დროდადრო წრეში მუჯლუგუნების ცემით მორიგი ტყვე შეჰყავთ ან უკან ისე
სასტიკად ნაცემს აბრუნებენ, რომ ფეხზე დგომა უჭირს. ამ ძარღვებში სისხლის
გამყინავი კონვეიერისგან დამფრთხალი კორესპონდენტები ერთმანეთს ეკვრიან, არ
იციან, რა ხდება, მაგრამ ბუნდოვნად ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი დილანდელი
დაკითხვის შედეგია.
პოლკოვნიკი მორეირა სეზარი მათ ვარაუდს ადასტურებს. კორესპონდენტები
მასთან დალაპარაკებას მხოლოდ გვიან საღამოს, მას შემდეგ ახერხებენ, რაც
სიკვდილით დასჯის განაჩენი აღსრულებულია. სიკვდილმისჯილები მოედანზე
გაჰყავთ, ფინიკის ხეებქვეშ აყენებენ, ოფიცერი პოლკოვნიკის ბრძანებას კითხულობს,
რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკა იძულებულია, თავი დაიცვას მათგან, ვინც
ანგარების, ფანატიზმის, გაუნათლებლობის ანდა მოტყუების გამო მის წინააღმდეგ
აღდგა და რეტროგრადთა ხროვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებსაც უფრო მეტი
გამორჩენის გამო ბრაზილიის სიღარიბესა და ჩამორჩენილობაში ყოფნა ურჩევნიათ.
ესმოდათ კი მონტი-სანტუს მცხოვრებლებს, რას ეუბნებოდნენ? კორესპონდენტები
ხვდებოდნენ, რომ მეხის გავარდნასავით წამოყვირებული ფრაზები ბადრაგით
გარშემორტყმული ამ ადამიანებისთვის მაღალფარდოვანი და ცარიელი სიტყვების
გარდა არაფერს წარმოადგენდა. სიკვდილით დასჯის შემდეგ, როცა ნათესავები
თავმოკვეთილ გვამებთან მიუშვეს, ჟურნალისტები პოლკოვნიკს უკან მიჰყვებიან.
Jornal de Noticias -ის ბეცი ჟურნალისტი ცდილობს, მასთან სხვებზე ახლოს
აღმოჩნდეს და, როგორც ყოველთვის, კოლეგებს შორის მიძვრება.
– ასეთი აუცილებელი იყო მთელი მონტი-სანტუ ჩვენ წინააღმდეგ
აგემხედრებინათ? – ეკითხება პოლკოვნიკს.
– ისედაც ჩვენ წინააღმდეგაა განწყობილი, – პასუხობს მორეირა სეზარი, – ყველა,
ვინც აქ ცხოვრობს, ჩვენი მტერია. რამდენიმე დღის წინ თავის ბანდასთან –
ორმოცდაათამდე კაცთან ერთად აქ დაღიანი იყო. ჰოდა, აქაურები ლამის
სიმღერებით დახვდნენ და სურსათით მოამარაგეს. გასაგებია? რელიგიურმა
ფანატიზმმა ნიადაგი კარგად გაანოყიერა და ამბოხმა ამ უბედურების სულებში
ღრმად შეაღწია.
როგორც ყოველთვის, ახლაც აუღელვებელია. ყველგან ჩირაღდნები, სანთლები და
ფარნები ანთია, და შუქ-ჩრდილებში პოლკის მზვერავები მოჩვენებებივით
დახეტიალებენ.
– ყველა დამნაშავე რომ დაგვესაჯა, მონტი-სანტუს ყველა მცხოვრებისთვის ყელის
გამოჭრა მოგვიწევდა, – მორეირა სეზარი იმ სახლის კართან მიდის, სადაც მას
მკითხველთა ლიგა
პოლკოვნიკი ტამარინდუ, მაიორი კუნია მატუსი და კიდევ რამდენიმე ოფიცერი
ელიან. კორესპონდენტებს დამშვიდობების ნიშნად თავს უკრავს და ლეიტენანტს
მიმართავს, – რამდენი სული პირუტყვი დაგვრჩა?
– თხუთმეტიდან თვრამეტამდე, თქვენო ბრწყინვალებავ.
– სანამ ისინიც არ მოუწამლავთ, ჯარისკაცებს ნადიმი მოვუწყოთ. გადა- ეცით
ფებრონიუს, რომ ყველას ერთად დაკვლის განკარგულება გავეცი, – ოფიცერი
ბრძანების შესასრულებლად მირბის, მორეირა სეზარი კი დანარჩენ ოფიცრებს
უბრუნდება, – ხვალიდან ქამრების მოჭერა მოგვიწევს.
შემდეგ კარს მიღმა თვალს ეფარება, კორესპონდენტები კი მათთვის გამოყოფილი
ფარდულისკენ მიეშურებიან, ყავას სვამენ, ეწევიან, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს
უზიარებენ და მთის ფერდობზე შეფენილი სამრეკლოებიდან მოღწეულ ზარების
რეკვას აყურადებენ: იქ სიკვდილით დასჯილთა პანაშვიდი იწყება. მოგვიანებით
ჟურნალისტებს მათთვის განკუთვნილ ულუფა ხორცს აწვდიან. ესმით და ხედავენ,
როგორც ხალისობენ გამოცოცხლებული ჯარისკაცები: აქა-იქ უკვე გიტარის ხმა და
სიმღერაც გაისმის. მართალია, ხორცზე უარს არც ჟურნალისტები ამბობენ და არაყსაც
აყოლებენ, მაგრამ კოცონებთან გამეფებულ მხიარულებაში არ მონაწილეობენ,
ჯარისკაცებს კი ეს ნადიმი სწრაფი გამარჯვების მომასწავებლად ეჩვენებათ და ამ
მოვლენას შესაბამისადაც აღნიშნავენ. ცოტა ხნის შემდეგ მათთან კაპიტანი ოლიმპიუ
დი კასტრუ მიდის და იმის გარკვევა უნდა, კორესპონდენტები მონტი-სანტუში
რჩებიან თუ პოლკს კანუდუსამდე მიჰყვებიან, თან აფრთხილებს, რომ
გადაწყვეტილება საბოლოო უნდა იყოს: შუა გზიდან დაბრუნება რთული იქნება,
რადგან კანუდუსამდე დაბანაკებას აღარ აპირებენ. ორი პასუხობს, მონტი-სანტუში
ვრჩებით, მესამე – ავად ვარ და უკან, კეიმადასში ვბრუნდებიო. მათ კი, ვინც
პოლკთან ერთად კანუდუსამდე წასვლის სურვილს გამოთქვამს, – Jornal de Noticias -
ის ბეც ჟურნალისტსა და მის ფენა-ფენა ტანსაცმელში ჩაფუთნულ ჭაღარა კოლეგას –
კაპიტანი დასაძინებლად დაწოლას ურჩევს, რადგან კოლონა გზას აჩქარებული
მარშით გააგრძელებს.
მეორე დღეს, როდესაც კორესპონდენტები იღვიძებენ, უკვე განთიადია, მამლები
ყივიან. ჟურნალისტებს ატყობინებენ, რომ მორეირა სეზარი წავიდა; მოწინავე
ნაწილებში საგანგებო შემთხვევა მოხდა – სამმა ჯარისკაცმა გოგონა გააუპატიურა და
პოლკის მეთაური დაუყოვნებლივ საქმის გასარჩევად გაემგზავრა. კორესპონდენტები
სწრაფად ემზადებიან და პოლკოვნიკ ტამარინდუს თანხლებით მონტი-სანტუდან
მიმავალ ასეულს უერთდებიან. როდესაც მოწინავე ნაწილებს ეწევიან, სამივე
მოძალადე უკვე ხეებზეა მიბმული და ისჯებიან. წკეპლის ყოველი დარტყმისას ერთი
ყრუდ ღმუის, მეორე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ლოცულობსო, მესამე კი,
მიუხედავად იმისა, რომ ზურგიდან უკვე სისხლი სდის, გაწკეპვლას ზიზღნარევი
სიმშვიდით იტანს.
ეგზეკუცია ეკლიანი ბუჩქნარით შემოსაზღვრულ ველზე ტარდება, ბუჩქებს უკან
ავანგარდის ჯარისკაცები შეჯგუფებულან. ხმას არ იღებენ და დასჯას თვალს არ
აშორებენ. დროდადრო თუთიყუშების კივილი და ქალის ტირილი გაისმის.
ალბინოსი გოგო ტირის, სისხლჩაქცევებით მოფენილ სხეულს როგორღაც
შემორჩენილი დაფლეთილი კაბა ძლივს უფარავს, წელში მოხრილი და ფეხშიშველია.
მაგრამ გოგოს ყურადღებას არავინ აქცევს; ბეცი ჟურნალისტი გვერდით მდგარ
ოფიცერს ეკითხება, ძალადობის მსხვერპლი ეს არისო? და ისიც თანხმობის ნიშნად
თავს უქნევს. მორეირა სეზარი მაიორ კუნია მატუსის გვერდით დგას. მათგან

მკითხველთა ლიგა
რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით პოლკოვნიკის უნაგირმოხსნილი თეთრი ულაყი
იცოხნება, კანი ისე ულაპლაპებს, თითქოს ეს-ესაა დაბანესო.
გაწკეპვლა დასრულებულია; ორ დასჯილს გონება დაუკარგავს, მაგრამ მესამეს,
იმას, რომელსაც ასე გამომწვევად ეჭირა თავი, პოლკოვნიკის წინაშე გაჭიმვის ძალა
და რიხიც კი ჰყოფნის.
– ჯარისკაცებო! - ყვირის პოლკოვნიკი, – დაე, ეს თქვენთვის მაგალითი იყოს.
რესპუბლიკამ უნდა იამაყოს თავისი ჯარისკაცებით, ჯარი მისი ძლიერი და
სამართლიანი დამცველი უნდა იყოს. ჩინიანსა თუ უჩინოს, მეთაურსა თუ
ქვემდგომს, არავისა აქვს უფლება, უპატიოსნო საქციელით ჯარს, მუნდირს
შეურაცხყოფა მიაყენოს. ჯარის კანონი თქვენთვის ცნობილია: დამნაშავე
დანაშაულისთვის მთელი სიმკაცრით ისჯება. აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ
ყაჩაღებს სისაძაგლეების ჩადენაში შევეჯიბროთ, არამედ იმისთვის, რომ მათგან
ადგილობრივი მცხოვრებლები დავიცვათ. თუკი მსგავსი რამ განმეორდება,
დამნაშავეები დაიხვრიტებიან.
ჯარისკაცები მდუმარედ უსმენენ. არათუ ჩურჩული, განძრევის ხმაც კი არსაიდან
ისმის. გულწასულები მიწაზე სულელურ და სასაცილო პოზაში წვანან. ალბინოსი
გოგონა აღარ ტირის. მზერა უცნაურად დაურბის და სახეზე დროდადრო ღიმილიც
კი გადაკრავს.
– აჭამეთ ამ საცოდავს, – ამბობს მორეირა და გოგონაზე უთითებს, შემდეგ
კორესპონდენტებისკენ მიტრიალებული დასძენს, – გოგონა ჭკუანაკლულია.
მოსახლეობა ისედაც მტრულად გვეპყრობა და ეს ამბავიღა გვაკლდა. ახლა ხომ
მართლაც ანტიქრისტეებად ჩაგვთვლიან!
ადიუტანტი პოლკოვნიკს ცხენს უკაზმავს; მინდორში ბრძანებები და ჩექმების
ბრაგუნი გაისმის, ჯარისკაცები იშლებიან და ასეულის კოლონებად ეწყობიან.
– აი, უფრო დიდი ნადირიც ჩნდება, – პოლკოვნიკს მომხდარი უკვე აღარ ახსოვს, –
იცით, ვინ არის კანუდუსის მთავარი მომმარაგებელი? პადრე კუმბიდან, ვინმე პადრე
ჟუაკინი. სუტანა მისი საუკეთესო დამცავი სიგელი, იდეალური საშვი, სრული
ხელშეუხებლობაა. წარმოგიდგენიათ, ბატონებო? არადა, კათოლიკე პადრეა!
მაგრამ მის ხმაში მძვინვარებაზე მეტად უფრო კმაყოფილება გაისმის.
მოხეტიალე ცირკის მსახიობები ხელნაში რიგრიგობით ებმებოდნენ და საზიდარს
ქვიან, ალაგ-ალაგ მაკამბირას იშვიათი ბუჩქნარით დაფარულ ნიადაგზე
მიათრევდნენ. რაც უფრო შორს მიდიოდნენ, მით უფრო უსიცოცხლოდ
გამოიყურებოდა გარშემო ყველაფერი: ხანდახან მთელი დღე ისე გავიდოდა, პირში
არაფერი ჩასდიოდათ, რაც სიტიუ დას ფლორისს გასცდნენ, გზად კანუდუსში
რამდენჯერმე სალოცავად მიმავალთ გადაეყარნენ, მაგრამ ისინი მათზე უფრო
ღატაკები და უბადრუკები აღმოჩნდნენ: მთელი მათი ბარგი-ბარხანა ზურგზე
წამოკიდებულ აბგებში ეტეოდა, საზიდრებითა და საკაცეებით კი დავრდომილნი და
ხეიბრები მიჰყავდათ, ანუ ისინი, ვისაც სიარული თავად არ შეეძლო. ხანდახან
წარმოდგენებს მართავდნენ: წვეროსანი ქალი მკითხაობდა, ჯუჯა რომანსებს
მღეროდა, სულელი მასხარა იმანჭებოდა, მაგრამ მაყურებელს მსახიობებისთვის
გადასახდელი ფული არ გააჩნდა, ხმა გავარდნილიყო, მონტი-სანტუში გვარდია
მძვინვარებს, კანუდუსში არავის უშვებენ, ისინი კი, ვინც ბრძოლისთვის შესაფერისი
ასაკისაა, ჯარში მიჰყავთო. ამიტომ ცირკის მსახიობებმა შემოვლითი გზით – კუმბის
გავლით გადაწყვიტეს წასვლა. დროდადრო კვამლის სვეტებს ხედავდნენ და
მიაჩნდათ, რომ აჯანყებულები მინდვრებსა და ფერმებს წვავდნენ, რომ სატანის ჯარი
შიმშილით ამომწყდარიყო. თუმცა, შიმშილით სიკვდილი მათაც ელოდათ: სულელი
მკითხველთა ლიგა
მეტისმეტად დასუსტდა, აღარ იცინოდა და ხანდახან მთელი დღე-ღამის
განმავლობაში სიტყვასაც არ ძრავდა.
გაძვალტყავებული და საბოლოოდ ქანცგაწყვეტილი მსახიობები ფორანში ახლა
უკვე ორ-ორნი ებმებოდნენ, საერთოდ ვეღარაფერს შოულობდნენ და დიდ ზარალში
იყვნენ. ყოველ ჯერზე, როცა ხელნასთან ჯუჯას დადგომის ჯერი დგებოდა, წვეროსან
ქალს უშარდებოდა:
– სრულიად არანორმალური უნდა იყო ადამიანი, რომ ახლა კანუდუსში წახვიდე,
ეს ხომ შენ თვითონაც იცი, მაგრამ მაინც მიდიხარ. იქ უკვე აღარაფერია, ხალხი
პანტაპუნტით იხოცება, – გააფთრებით სახემოქცეული გალისკენ იქნევდა თავს, –
იმას რატომ დაუჯერე?
ჯუჯა მძიმედ სუნთქავდა, ჭაპანს მიწოლილი მთელი სხეულით წვეროსნისკენ
ტრიალდებოდა და ამის გამო კიდევ უფრო დაბალი ჩანდა. ნეტა რამდენი წლისა იყო?
ეს თვითონაც არ იცოდა. სახეზე უკვე ნაოჭები ეტყობოდა; სიგამხდრისგან მოხრილ
ზურგზე ბეჭები და ნეკნები ადრინდელზე თვალშისაცემად ამოსცვენოდა.
წვეროსანმა გალს გახედა.
– იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია, – უპასუხა წვეროსანმა, - გონჯებთან
ურთიერთობა მომბეზრდა.
ჯუჯამ გადაიხარხარა.
– მოგბეზრდა? – წამოიძახა სიცილისგან დაკრუნჩხულმა, – კი მაგრამ, შენ ვიღა ხარ?
ვიცი, მე გეტყვი! შენ ხარ მონა! მოგწონს, როცა სხვას ემორჩილები, ადრე ბოშას
ემორჩილებოდი, ახლა კი – ამას.
წვეროსანმა სიცილით მოუქნია ხელი, მაგრამ ჯუჯამ დარტყმა აიცილა.
– მოგწონს მისი მონობა! – დაიყვირა ისევ, – იმ დღეს გიყიდა თავით ფეხებამდე,
როცა თავი მოგისინჯა და გითხრა, რომ უნაზესი დედიკო იქნებოდი, ჰოდა, შენც
მაშინვე გული აგიჩუყდა.
კვლავ ახარხარდა და წვეროსანი რომ ვერ მისწვდომოდა, გვერდზე გახტა. ქალმა
ქვების სროლა დაუწყო. მერე კი ჯუჯა ისევ გვერდში ამოუდგა: მათი ჩხუბი
ყოველთვის თამაშს ჰგავდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთმანეთთან
სხვანაირად ლაპარაკი არც შეეძლოთ.
ხმის ამოუღებლად მიდიოდნენ, მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდნენ, რომ ფორნის
ზიდვაში ურთიერთს შენაცვლებოდნენ, ან, როცა რომელიმე დაღლილობისგან უკვე
ფეხზე ვეღარ იდგა, ცოტა ხნით შეესვენათ, როდესაც სადმე წყაროს, გუბურასა თუ
საჩრდილობელს დაინახავდნენ. სიარულისას თან საჭმელად ვარგისის ძებნაში
შეუჩერებლად აქეთ-იქით იხედებოდნენ და ხანდახან ნადავლსაც პოულობდნენ.
თუმცა, ეს იშვიათად ხდებოდა, და ამიტომ, ძირითადად, მზისგან ჯერაც დაუმწვარ
ყლორტებსა და მწვანე ტოტებს სჯერდებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, იმბუზეირუს
ბუჩქების პოვნას ცდილობდნენ; გალილეო გალმა მისი წვნიანი და ხორციანი
ფესვების მოტკბო და გამაგრილებელი გემო მალევე დააფასა. მათთვის ეს ნამდვილი
ნუგბარი იყო.
ალგუდუნისს რომ გასცდნენ, დასასვენებლად გაჩერებულ მომლოცველთა ჯგუფს
გადააწყდნენ, მსახიობებმა საზიდარი მიაგდეს და მათთან მივიდნენ. თითქმის
ყველანი ერთი სოფლიდან იყვნენ და კანუდუსში მიდიოდნენ. წინ მაღალი კაცი
მიუძღოდათ - მოხუცი, რომელსაც შარვლის ზემოდან გრძელი სამოსელი, ფეხზე კი
სანდლები ეცვა. მკერდზე უზარმაზარი ავგაროზი ეკიდა, მას თანამგზავრები კი
ისეთი პატივისცემითა და მოწიწებით ექცეოდნენ, თითქოს სხვა სამყაროდან
ყოფილიყო მოსული. გალილეო გალი მოხუცს მაშინვე გვერდით მიუჯდა და
მკითხველთა ლიგა
გამოკითხვა დაუწყო. მაგრამ მომლოცველი ისე იცქირებოდა, თითქოს არაფერი
ესმოდა და თავის მრევლთან საუბარს განაგრძობდა. ცოტა მოგვიანებით მოხუცმა
ლაპარაკი კანუდუსზე ჩამოაგდო, წმინდა წერილზე, გამოცხადებაზე, რომელზეც
კონსეილეირუს ჰქონდა ხილვა. იმ მოძღვარს ქრისტეს მოციქულს უწოდებდა.
დაღუპულები ზუსტად სამი თვისა და ერთი დღის შემდეგ აღდგებიან, ხოლო
სატანისტური ჯარი სამუდამოდ დაიღუპება. ერთნი დაიხოცებიან, მეორენი
აღდგებიან, ერთნი ზეცაში მოხვდებიან, მეორენი – ჯოჯოხეთში, ერთნი მარადიული
ტანჯვისთვის იქნებიან განწირულნი, მეორენი გადარჩებიან. დაე, ანტიქრისტემ
კანუდუსში ჯარისკაცები გაგზავნოს: ეს მას ვერ უშველის. მაინც სამუდამოდ
გაქრებიან, ფერფლად და მტვრად იქცევიან. დაღუპული მართლმორწმუნე კი სამი
თვისა და ერთი დღის შემდეგ მიწაზე საღ-სალამათი დაბრუნდება, და სული მისი
ანგელოზებთან ურთიერთობითა და უფლის წყალობით განიწმინდებაო. გალს
თვალები დაეხუჭა, მოხუცს უსმენდა და ცდილობდა, სიტყვა არ გამოჰპარვოდა,
ხოლო როდესაც ორატორი სულის მოსათქმელად გაჩუმდა, არ დაახანა და უთხრა,
ომების მოგებას მარტო რწმენა კი არა, იარაღიც სჭირდებაო. შეძლებს კი კანუდუსი
მდიდართა ჯარისგან თავის დაცვას? გარშემო მსხდარმა მომლოცველებმა გალს
შეხედეს და მზერა მაშინვე თავიანთ წინამძღვარზე გადაიტანეს. ის ისე უსმენდა, რომ
თავი არ აუწევია და გალისთვის არ შეუხედავს. იმ დროისთვის, როცა ომი
დასრულდება, მდიდრები უკვე აღარ იარსებებენ: მათ ვერავინ გამოარჩევს, ვერავინ
იცნობს, რადგან ყველა მდიდარი იქნება. აი, ეს ქვები მდინარეებად აჩქეფდება,
ვერანი ადგილები ნაყოფიერ მინდვრებად იქცევა, ქვიშიანი ალგოდონესი კი
აყვავებული ბაღი გახდება, და იქ, როგორც მონტი-სანტუში, ორქიდეები
გაიფურჩქნება. კობრა, შხამიანი ობობა და ჯიქი ადამიანის მეგობრები გახდებიან,
ისევე როგორც სამოთხეში იყო, სწორედ იმისთვის მოვიდა ამქვეყნად კონსეილეირუ,
რომ ჩვენთვის ეს ჭეშმარიტებები შეეხსენებინაო.
ამ სიტყვებზე ვიღაც ატირდა, და კიდევ დიდხანს ისმოდა ბინდბუნდში დახშული,
გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ქვითინი. მოხუცმა ისევ განაგრძო ლაპარაკი, მისი
ხმა ახლა ალერსიანად და გულში ჩამწვდომად ჟღერდა. სული უფალ იესო ქრისტეს
ეკუთვნის, ხორცი – სატანას, მოხდება სასწაულები, რომლებსაც ესოდენ დიდხანს
ელოდნენ ადამიანები: გაქრება სიღარიბე, სნეულებები, სიმახინჯეები. მოხუცის
ხელები გალის გვერდით მოკალათებული ჯუჯის სახეს შეეხო. აი, ეს, სხვებივით
მაღალი და ლამაზი იქნება, კიდევ რამდენიმე ადამიანი ატირდა. მომლოცველმა თავი
გვერდზე მჯდომს მხარზე ჩამოადო და ჩაეძინა. ხალხი თანდათან დამშვიდდა და
ერთმანეთის მიყოლებით დასაძინებლად მიწვა. ცირკის მსახიობები ჩარდახქვეშ
შეძვრნენ; თითქმის მაშინვე გაისმა ხვრინვა და ჯუჯას ბუტბუტი – ძილში ხშირად
ლაპარაკობდა.
გალი და ჟურემა მიწაზე დადგმულ ტილოს კარავში ცალ-ცალკე იწვნენ. კარავი
იპუპიარის მერე პირველად გაშალეს. სავსე, კაშკაშა მთვარე ცაზე ვარსკვლავების
აურაცხელი ამალის თანხლებით მიცურავდა. ღამე ნათელი იყო, გრილი, ჩუმი –
მხოლოდ ხეები შრიალებდნენ ძლივს გასაგონად, მოჩანდა მათი მუქი მოხაზულობა.
ჟურემამ თვალები დახუჭა, სუნთქვა ღრმა და თანაბარი გაუხდა. გალი თავქვეშ
ხელებამოწყობილი იწვა და ცას აჰყურებდა. უაზრობა იქნებოდა, თუ ამ უდაბნოში
დაიკარგებოდნენ და კანუდუსს ვერ იხილავდნენ, ის, რაც იქ ხდება, მთლიანად
ცრურწმენით გაჟღენთილი პრიმიტიულობა და ახირებულობაა, მაგრამ, ეჭვგარეშეა,
მაღალი და კეთილშობილური აზრით არის აღსავსე. თავისუფალი საზოგადოება,
რომელშიც არც ბატონებია, არც პოლიცია, არც ფული, არც ბანკირები, არც
მკითხველთა ლიგა
მჩაგვრელები და არც პადრეები, ღარიბთა შორის უღარიბესთა რწმენასა და სისხლზე
აგებული ქალაქია. თუკი ის ერთხანს კიდევ იარსებებს, ყველასთვის ცხადი გახდება:
რელიგიური აკრძალვები და ცრურწმენები უნაყოფო და უმიზნოა, ამიტომ
თავისთავად გაქრება, კანუდუსის მაგალითი სხვებს გაამხნევებს, ახალი კანუდუსები
წარმოიქმნება და, შესაძლოა... გალმა გაიღიმა, კეფა მოიფხანა. თმა უკვე
წამოზრდოდა: იმასაც კი ახერხებდა, თხემზე წამოზრდილ თმას თითის წვერებით
მოსჭიდებოდა და ამის გამო თავს ყოველთვის უცნაურად გრძნობდა. ასე რატომ
აშინებდა შეჭრილი თმა? ალბათ ბარსელონაში ყოფნას და იმ დროს ახსენებდა, როცა
მკურნალობდნენ, რომ მერე თავი ყულფში გაეყოფინებინათ. ციხის ლაზარეთი,
შეშლილთა გადაპარსული თავები. დიახ, მათ თავებს პარსავდნენ, გიჟის პერანგებს
აცმევდნენ. ზედამხედველები სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ:
ავადმყოფებს მწირ საჭმელსაც კი ართმევდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ და უბრალოდ
გასართობად სახანძრო შლანგიდან ყინულივით ცივ წყალს ასხამდნენ. ყოველ ჯერზე,
როცა სარკეში, გუბესა თუ წყაროში საკუთარ ანარეკლს ხედავდა, ისევ და ისევ იმ
შეშლილთა სახეები ახსენდებოდა, რომლებსაც ზედამხედველები და სანიტრები
აბუჩად იგდებდნენ. ოდესღაც სტატიაც კი დაწერა სათაურით „სნეულებით ჩაგვრის
წინააღმდეგ“ და ამით ძალიანაც ამაყობდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ რევოლუცია
ადამიანს არა მარტო ჩაგვრის უღელს მოხსნის, არამედ იმ ცრურწმენისგანაც
გაათავისუფლებს, რომლითაც კლასობრივ საზოგადოებაში ავადმყოფიც ჩაგრულია:
ავადმყოფი, განსაკუთრებით, სულით ავადმყოფი, საზოგადოების ისეთივე ტანჯული
და იმავე საზოგადოების მიერ მოძულებული წევრია, როგორიც მუშა, გლეხი, მეძავი,
მსახური. მართალია, სიტყვა „თავისუფლებას“ „ღმერთით“ ცვლიდა, მაგრამ განა
ამაზე არ ლაპარაკობდა ერთი საათის წინ მოხუცი კანუდუსელი? განა არ
ირწმუნებოდა, კანუდუსში ავადმყოფობა, სიღარიბე და სიმახინჯე გაქრებაო? განა ეს
არ არის ნებისმიერი რევოლუციის უმაღლესი მიზანი? ამ ფიქრისას გალმა შენიშნა,
რომ ჟურემა თვალებგახელილი იწვა და უყურებდა. ნუთუ ხმამაღლა ფიქრობდა?
– ამქვეყნად ყველაფერს გავიღებდი, რომ მათთან ერთად ფებრონიუ დი ბრიტუს
ჯარისკაცების წინააღმდეგ მებრძოლა, – ეს სიტყვები სიყვარულში გამოტყდომასავით
ჩურჩულით წარმოთქვა, – მთელი სიცოცხლეა ვიბრძვი, მაგრამ ღალატის,
განხეთქილებისა და გაცამტვერების მეტი არაფერი მინახავს. ნეტა ერთხელ მაინც
მეღირსოს და გამარჯვებით გახარება შევძლო, მისი გემო გავიგო, მისი სუნი
შევიგრძნო. გავიგო, რისი მსგავსია.
გრძნობდა. რომ ჟურემა მისთვის ჩვეული, ცივი და განყენებული
ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით შესცქეროდა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს
იწვნენ, მაგრამ სხეულებით ერთიმეორეს არ ეხებოდნენ. ჯუჯამ ძილში ისევ რაღაც
ჩაიბუტბუტა.
– არც შენ გესმის ჩემი და არც მე შენი, – უთხრა ქალს, – რატომ არ მომიღე ბოლო,
როცა უგონოდ ვეგდე? რატომ არ დაიყოლიე კაპანგები, მოჭრილი თმა კი არა, ჩემი
თავი წაეღოთ? რატომ ხარ ახლა ჩემთან? შენ ხომ იმის არ გჯერა, რისაც მე?!
– შენი მოკვლის უფლება მხოლოდ რუფინუს აქვს, – თითქოს რაღაც სრულიად
ცხადის ახსნას ცდილობსო, უბოროტოდ ჩაიჩურჩულა ჟურემამ, – ის, ვინც მოგკლავს,
რუფინუს იმაზე მეტად აწყენინებს, ვიდრე შენ აწყენინე.
„არა. ვერც ამას გავიგებ ვერასოდეს“, – გაიფიქრა გალმა. პირველი შემთხვევა არ
იყო, როცა მათ შორის ლაპარაკი ისევ იმ თემას ეხებოდა, და, როგორც ყოველთვის,
ახლაც გაოცებული რჩებოდა. რით უნდა აეხსნა, რომ ამ მეორედ მოსვლის ჟამს
ადამიანებმა, რომლებსაც ტილებდასეული ძონძების მეტი არაფერი ებადათ,
მკითხველთა ლიგა
ღირსების ცნება და იმის ცოდნა შეინარჩუნეს, როგორ უნდა დაეცვათ ეს ღირსება,
შეინარჩუნეს თავიანთი რელიგიის მკაცრი დოგმები და წარმოუდგენელი წესიერება.
რას ნიშნავს მათთვის მდიდარი მუქთახორებისა და პარაზიტების მიერ
უსაქმურობისგან, გასართობად მოგონილი „ღირსება“, „ფიცი“, „სიტყვა“? უცებ
გაახსენდა, პანსიონში ყოფნისას როგორ მღეროდა ერთხელ მისი ფანჯრების ქვეშ
მოხეტიალე მომღერალი სერენადას, რომელშიც მან, თუმცა კი არცთუ მარტივად,
ბავშვობაში წაკითხული შუა საუკუნეების ლეგენდა იცნო რობერტ ეშმაკზე – მერე ამ
ლეგენდიდან რომანტიკული მელოდრამა შექმნეს და გალმა იგი სცენაზე
დადგმულიც ნახა. მაგრამ აქ, ბრაზილიაში საიდან მოხვდა? სამყარო ბევრად უფრო
იდუმალია, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს.
– იმათ ლოგიკას, ვინც შემჭრა და ჩემი თმა წაიღო, ვერაფრით ვწვდები, – განაგრძო
ძლივს გასაგონი ხმით, – იმ კაიფასის არ მესმის. ცოცხალი იმისთვის დამტოვა, რომ
მეგობრისთვის შურისძიების სიამოვნება არ მოესპო? ნება თქვენია, ეს გლეხის კი არა,
არისტოკრატის საქციელია.
ადრე, როცა ამ თემაზე იწყებდა ლაპარაკს, ჟურემა რაღაცის ახსნას ცდილობდა,
მაგრამ ამჯერად ხმა არ ამოუღია: როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ
უცხოელი მაინც ვერაფერს გაიგებდა.
დილას, ისე რომ, მომლოცველებს არ დალოდებიან, ისევ გზას გაუდგნენ. სიერა-დი
ფრანსიაზე გადასვლამ მათ მთელი დღე წაართვა, და საღამოსთვის დაღლილობისა
და შიმშილისგან ფეხზე ვერც ერთი ვეღარ იდგა. სულელს გზაში ორჯერ წაუვიდა
გული, მეორედ დიდხანს ვერ მოდიოდა გონს და მკვდარივით უმოძრაო და
გაფითრებული იწვა. სამაგიეროდ, ამ მძიმე გზისთვის მწვანედ მოლივლივე ტბით
დაჯილდოვდნენ. მაღალ ბალახში ჩაწოლილებმა წყურვილი მოიკლეს; წვეროსანმა
ხელებით მოხაპა წყალი, სულელს დაალევინა და რამდენიმე წვეთი გველსაც დაასხა.
გველს შიმშილობა არასოდეს უწევდა: ყოველთვის მოიძებნებოდა ფოთლები ან
ჭიაღუა, იმისათვის, რომ შიმშილი დაეოკებინა. წყურვილის მოკვლის შემდეგ ცირკის
მსახიობებმა საჭმელად ვარგისი ფესვები ამოთხარეს, ფოთლები დაწყვიტეს და
ბუჩქნარის ყლორტებს ქერქი მოაცალეს, ჯუჯამ კაკანათები დააგო. თაკარა მზის ქვეშ
მთელი დღის სიარულის შემდეგ ამოვარდნილი სიო მაცოცხლებელ სალბუნად
ეჩვენებოდათ. წვეროსანი სულელს გვერდით მიუჯდა და თავი კალთაში ჩაადებინა.
ქალს საკუთარ ბედზე არანაკლებად მისი, კობრასა და საზიდრის ბედი ადარდებდა:
იქნებ ფიქრობდა, რომ, თუ თავის სამყაროს – ადამიანს, ცხოველსა და ოთხთვალას –
შეინარჩუნებდა, ეს მასაც გადაარჩენდა.
გალი, ჟურემა და ჯუჯა ნელა და უსიცოცხლოდ ღეჭავდნენ და დროდადრო
ფესვებისა და ყლორტების იმ ნაწილებს აფურთხებდნენ, რომლებსაც წვენი უკვე აღარ
გამოსდიოდა. შოტლანდიელმა ფეხქვეშ უცებ ნახევრად მიწამიყრილი მრგვალი,
მყარი საგანი შენიშნა. ამ ხეტიალის დროს ადამიანის ძვლებს გზებზე ხშირად
პოულობდა. თავის ქალა იყო – მოყვითალო, გაბზარული. გალს მტრების გვამების
ამოთხრისა და სვავებისთვის დატოვების სერტანებში გავრცელებული ჩვეულება
გაახსენდა: ითვლებოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მათი სულები პირდაპირ
ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. გალმა თავის ქალას ყოველი მხრიდან დაუწყო
თვალიერება.
– მამაჩემისთვის ადამიანის თავი გადაშლილი წიგნი იყო, სარკე, – ნაღვლიანად
ჩაილაპარაკა, – ნეტა რას იტყოდა, აქ და ამ მდგომარეობაში რომ ვენახე? ერთმანეთს
რომ დავშორდით, თექვსმეტი წლის ვიყავი. იმ დღეს გული დავწყვიტე, ვუთხარი,

მკითხველთა ლიგა
მოქმედება შემეცნებაზე მნიშვნელოვანია-მეთქი, თავისებურად ისიც მეამბოხე იყო.
სხვა ექიმები დასცინოდნენ, მკითხავს ეძახდნენ.
ჯუჯა გალს შესცქეროდა და ჟურემასავით მისი სიტყვების აზრის გაგებას
ცდილობდა. შოტლანდიელი ჩაფიქრებული სახით განაგრძობდა ღეჭვას და
ფურთხებას.
– აქ რისთვის ჩამოხვედი? – ხმადაბლა ჰკითხა ჯუჯამ, – უცხო ქვეყანაში
სიკვდილის არ გეშინია? აქ ხომ არც ოჯახი გყავს, არც მეგობრები, მოკვდები და
არავინ გაგიხსენებს.
– თქვენ ხართ ჩემი ოჯახი, – უპასუხა გალმა, – თქვენ და კანუდუსელი
მეამბოხეები.
– მაგრამ შენ ხომ მორწმუნე არ ხარ, არ ლოცულობ, ღმერთზე არასოდეს ლაპარაკობ.
ეს კანუდუსი რამ აგაჩემებინა?
– მე კი უცხო ქვეყანაში ვერ გავძლებდი, – თქვა ჟურემამ, – ადამიანი
უსამშობლოოდ, უბრალოდ, ობოლია.
– ოდესმე სიტყვა „სამშობლო“ გაქრება, – მაშინვე შეეპასუხა გალი, – ადამიანები
უკან მოიხედავენ და ჩვენ შემოგვხედავენ, დაინახავენ, როგორ ვიჭეჭყებოდით
საზღვრებს შორის, როგორ ვხოცავდით ერთმანეთს რუკაზე პატარა ხაზის გამო, და
იტყვიან: რა სულელები იყვნენო.
ჯუჯამ და ჟურემამ ერთმანეთს გადახედეს. გალმა იცოდა, რომ ახლა ორივე
ფიქრობდა, შენ ხარ სწორედ სულელიო.
კვლავაც ღეჭავდნენ, აფურთხებდნენ და ყელში მოწოლილ გულისრევის გრძნობას
ებრძოდნენ.
– ალგოდონესელი მოხუცის ნათქვამისა გჯერა? – ჰკითხა ჯუჯამ, – გჯერა, რომ
დადგება ისეთი დრო, როცა არც სნეულებები იქნება და არც უბედურებები და არც...
– არც სიმახინჯეები, – დაასრულა მის მაგივრად გალმა და თანხმობის ნიშნად
რამდენჯერმე თავი დაიქნია, – მჯერა. მჯერა ისევე, როგორც სხვებს ღმერთისა
სჯერათ. ახლა ხვდები, რა მინდა იმ კანუდუსში? სხვა რომ არაფერი, იქ იმის გამო
მაინც მოვკვდები, რისთვისაც სიკვდილი ღირს.
– შენ რუფინუ მოგკლავს, – ჩუმად წარმოთქვა მიწას ჩაჩერებულმა ჟურემამ. შემდეგ
კი ხმას აუწია, – გგონია, შეურაცხყოფას შეგარჩენს? გვეძებს, და ადრე თუ გვიან,
გვიპოვის, – გალმა ხელში ხელი სტაცა.
– ამიტომაც არ მშორდები, არა? გინდა ნახო, შურს როგორ იძიებს? – მხრები აიჩეჩა,
– იმ რუფინუსიც არ მესმის. სულაც არ მინდოდა, მისთვის შეურაცხყოფა
მიმეყენებინა. მაგრამ ვნებას წინ ვერაფერი აღუდგება – ვერც ნებისყოფა და ვერც
მეგობრობა. ადამიანზე არ არის დამოკიდებული, მისი თავის ქალას აგებულებაშია
ჩადებული. თქვენ ამას სულს უწოდებთ, – ქალთან ახლოს მიიწია და პირდაპირ
თვალებში ჩახედა, – არაფერს ვნანობ. ეს ჩემთვის... კარგი გაკვეთილი იყო.
ვცდებოდი. სიამოვნება იდეალებს ხელს არ შეუშლის. საკუთარი სხეულის
მოთხოვნილებების არ უნდა გვრცხვენოდეს, გესმის? არა, არაფერიც არ გესმის.
– ნუთუ მართლა შესაძლებელია? – გააწყვეტინა ჯუჯამ. გალს ვედრებით
შეჰყურებდა და ხმა უწყდებოდა, – ამბობენ, რომ უსინათლოებს მხედველობას
უბრუნებს, ყრუებს - სმენას, კეთროვნებს წყლულებს უქრობს. მე რომ ვუთხრა, აი,
მოვედი – სასწაული მოახდინე-მეთქი, რა, შემეხება და სიმაღლე მომემატება?
გალმა დაბნეული სახით შეხედა. პასუხად ვერც მართალი სიტყვა იპოვა და ვერც
ტყუილი. იმწამს სულელისკენ დახრილი წვეროსნის ტირილი გაისმა.

მკითხველთა ლიგა
– კვდება. მეტი აღარ შეუძლია, აღარც იღიმება და აღარც კვნესის, სიცოცხლე წვეთ-
წვეთ ეცლება!
და სანამ ცირკის მსახიობებმა დაიძინეს, მისი შესაბრალისი ხმა კიდევ დიდხანს
ესმოდათ. დილას კი მათ კარნაიბიდან მომავალი მომლოცველთა ოჯახი გადააწყდა,
რომლებმაც ცუდი ამბები მოიტანეს. სოფლის გვარდიის რაზმებსა და ადგილობრივ
მემამულეთა დაქირავებულ ხალხს ჯარის მოლოდინში კუმბიდან მომავალი ყველა
გზა გადაეკეტათ. კანუდუსში მოხვედრა მხოლოდ ჩრდილოეთის მხრიდან, საკმაოდ
დიდი შემოვლითი გზით, მასაკარის, ანჟიკუსა და როზარიუს გავლით შეიძლებოდა.
დღე-ნახევრის შემდეგ ისინი მასაკარის მწვანე ნაპირებზე მდებარე, ცხელი
წყაროებით განთქმულ სან-ანტონიუს მიადგნენ. აქ მოხეტიალე მსახიობები
რამდენიმე წლის წინაც ყოფილიყვნენ და ხალხის სიმრავლე დაემახსოვრებინათ.
ხალხი ამ ადგილას იმის იმედად ჩამოდიოდა, რომ მოთუხთუხე და მძაფრი სუნის
მქონე წყალში ბანაობა წყლულებს მოურჩენდა. სან-ანტონიუს მუდმივად ესხმოდნენ
თავს ყაჩაღები და ჩამოსულებსა და ადგილობრივებს ძარცვავდნენ. ახლა იქაურობა
გაუკაცრიელებული ჩანდა. ქალები მდინარის ნაპირზე თეთრეულს არ ავლებდნენ,
ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში, სადაც ფიკუსები, კაქტუსები და ქოქოსის
პალმები იზრდებოდა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა – არა ადამიანი, არა ძაღლი, არა
ფრინველი. მიუხედავად ამისა, ჯუჯა კარგ გუნებაზე დადგა, ტუჩებთან საყვირი
მიიტანა და ხრინწიანი ხმა ამოუშვა, მერე კი წარმოდგენაზე პუბლიკის მოხმობა
დაიწყო. წვეროსანმა დორბლიანი პირი დააღო და გაიცინა, სულელიც კი,
მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯერაც სუსტად გრძნობდა, საქმეში ჩაება და ხან
ხელებით, ხან მხრით და ხანაც თავით საზიდრის მიწოლას შეეცადა. ბოლოს ერთ-
ერთი სახლის ზღურბლზე ცირკის მსახიობებისკენ უჩინო მზერით მაცქერალი ვიღაც
მოხუცი გამოჩნდა, მაგრამ, როცა წვეროსანმა მოხუცს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა,
ქალს პასუხად მანაც გაუღიმა.
მსახიობებმა ფორანი ხვართქლამოდებულ პატარა მოედანზე გაათრიეს; საყვირის
ხმაზე სახლებში ფანჯრები და კარები გაიღო და ადამიანებმა გარეთ გამოიხედეს.
ჯუჯა, წვეროსანი და სულელი თავ-თავიანთ ფუთებს ნაჩქარევად ხსნიდნენ და უკვე
წუთის შემდეგ სახეებს უხეიროდ ითხაპნიდნენ, თვალებს იხატავდნენ, თმაზე საცხს
ისვამდნენ და ფერად-ფერად კოსტიუმებს იცვამდნენ. ხელში კობრის გალია
გაუჩნდათ, რგოლები, ჯადოსნური ჯოხები, ქაღალდის აკორდეონიც -– ყველაფერი,
რაც ბოშის დასის უწინდელი დიდებისგან დარჩენილიყო. ჯუჯამ, რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, საყვირს ჩაჰბერა და წარმოდგენა იწყებაო, დაიძახა. თანდათან გარშემო
მაყურებელიც შემოიკრიბა – ეს ხალხი მხოლოდ საშინელ სიზმარში თუ
დაგესიზმრებოდა. მოსიარულე ჩონჩხებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ადამიანებს – ვერ
იტყოდი, კაცს უყურებდი თუ ქალს, მოხუცს თუ ახალგაზრდას; ხელებზე, ფეხებზე,
სახეებზე ჭრილობები დას- ჩირქებოდათ, დასწყლულებოდათ, დასივებოდათ,
სახლებიდან შეშინებული სახეებით მოძვრებოდნენ, ერთმანეთს საზიდართან
მისვლაში ეხმარებოდნენ, ფეხებს მოათრევდნენ, მოხოხავდნენ და გარშემო წრედ
იკვრებოდნენ. „არა, ისინი მომაკვდავებს კი არა, დიდი ხნის მკვდრებს ჰგვანან“, –
გაიფიქრა გალმა. ყველანი, ბავშვებიც კი, ღრმა მოხუცებულებივით
გამოიყურებოდნენ. როდესაც წვეროსანი კობრით თავისი ფოკუსების კეთებას მოჰყვა,
ზოგიერთმა გაიღიმა: ქალი გველს კოცნიდა, აიძულებდა, მის ხელებში
დაკლაკნილიყო, რგოლებად კეცავდა. ჯუჯაც სულელს იმავეს აკეთებინებდა: და
მასხარაც ასევე იკლაკნებოდა, იკვანძებოდა, ოთხად იკეცებოდა. სან-ანტონიუს
მცხოვრებლები წარმოდგენას – ზოგი სიცილით, ზოგი კი სერიოზულად –
მკითხველთა ლიგა
ადევნებდნენ თვალს, მოწონების ნიშნად თავს იქნევდნენ და ტაშს უკრავდნენ.
ზოგიერთი დროდადრო გალისა და ჟურემასკენ ისე იხედებოდა, თითქოს
კითხულობდა, მათი დრო როდისღა მოვაო. შოტლანდიელი მაყურებელს თვალს ვერ
სწყვეტდა, ჟურემას კი სახე ზიზღით მოჰქცეოდა. ქალი ცდილობდა, თავს მორეოდა,
მაგრამ მერე უცებ ჩაიჩურჩულა, მეტი აღარ შემიძლიაო და გვერდზე გადგა. გალს
ჟურემას დაწყნარება არ უცდია. თვალებიდან ლამის ცეცხლს აფრქვევდა, გონებაში
ყველაფერი არეული ჰქონდა. ჯანმრთელობა ისეთივე ეგოიზმია, როგორიც
სიყვარული, როგორიც სიმდიდრისა თუ ძალაუფლების ქონა: ყველაფერი ის, რაც შენ
გეკუთვნის, სხვას წაერთვა. ჯობს, სულ არაფერი გქონდეს და არავინ გიყვარდეს,
მაგრამ შესაძლებელია კი ჯანმრთელობაზე უარის თქმა იმისთვის, რომ ტანჯულ
ძმებს სოლიდარობა გამოუცხადო? რამდენი კითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს,
რამდენი თავი ჰქონდა ამ ჰიდრას, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან
უსამართლობაა. შენიშნა, რომ ჟურემა კანკალებდა, ლამის წაქცეულიყო და ხელი
შეაშველა.
– შეხედე, შეხედე, – იმეორებდა გამძვინვარებული გალი, – ამ ქალებს შეხედე.
ოდესღაც ისინიც ახალგაზრდები იყვნენ, ძლიერები, ლამაზები. ვინ აქცია ისინი
ისეთებად, როგორებიც ახლა არიან, ღმერთმა? არა, ღმერთმა არა! ძალაუფლების
მიმტაცებელმა მდიდარმა, ჯანმრთელმა, თავკერძა არამზადებმა.
გააფთრებულმა გალმა ჟურემას ხელი უშვა, ჯუჯას, რომელიც სწორედ იმ
დროს ნეაპოლელი მეფის ქალიშვილზე, პრინცესა მაგალონზე თავისი საყვარელი
ისტორიის თხრობას იწყებდა, ყურადღება არ მიაქცია და მოედნის შუაგულში გახტა.
მაყურებელმა დაინახა, რომ დაფლეთილ შარვალში ჩაცმული, თმაშეჭრილი და
ჟღალწვერიანი, კისერზე ნაიარევიანი კაცი მათთვის რაღაცის თქმას აპირებდა:
– გამაგრდით, ძმებო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ! იმიტომ კი არ ლპებით ცოცხლად
და იმიტომ კი არ ცხოვრობთ ასე უბადრუკად, რომ სადღაც იქ, ზეცაში დამალულ
უსხეულო ღვთაებას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრებაა უსამართლოდ
მოწყობილი! ასეთ დღეში იმან ჩაგყარათ, რომ არც საჭმელი გაგაჩნიათ და არც
წამალი, იმიტომ, რომ თქვენზე არავინ ზრუნავს, იმიტომ, რომ ღარიბები ხართ!
თქვენი სნეულების სახელი უსამართლობა, ექსპლუატაცია და უუფლებობაა! ამასთან
შეგუება არ შეიძლება, ძმებო! წამოდექით, ამ გასაჭირის უფსკრულს თავი რომ
დააღწიოთ, ისევე წამოდექით, როგორც კანუდუსში თქვენი ძმები! წაართვით მიწა და
სახლები იმათ, ვინც ძალა მოგპარათ, ახალგაზრდობა მოგისპოთ, ვინც ადამიანობის
ნაპერწკალი ჩააქრო თქვენში.
წვეროსანმა გალს სიტყვა არ დაასრულებინა, ბრაზით სახემოქცეულმა ხელი ჰკრა
და გვერდზე გააგდო:
– სულელო! სულელო! შენი არავის ესმის! ეგ შენი სიტყვები ამათ მხოლოდ გულს
ატკენს, გააბრაზებს და აღარაფერს მოგვცემენ! თავები მოუქექე, მომავალი
უწინასწარმეტყველე! გაამხიარულე! ანუგეშე!

ჯერ ისევ თვალდახუჭულმა ნეტარმა მამლის ყივილი გაიგონა და თავისთვის


ჩაიჩურჩულა; – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე! – მერე, ერთხანს გაუნძრევლად იწვა,
ლოცულობდა, ღმერთს შესთხოვდა, ძალა მომეციო. ბოლო დროს მისი
დაუძლურებული სხეული მუდმივ დაძაბულობას ძლივსღა უძლებდა: თავბრუ
ხშირად ესხმოდა, ღამე კი, როცა წმინდა ანტონიუს ეკლესიაში საკურთხევლის უკან
თავის ლეიბზე ეცემოდა, ძვლები ისე სტეხდა, რომ დიდხანს ვერ იძინებდა და
მანამდე იწვა ტკივილისგან კრიჭაშეკრული, სანამ გულმოწყალე ძილი ამ ტანჯვისგან
მკითხველთა ლიგა
არ იხსნიდა, ნეტარი გალეული და სუსტი იყო, მაგრამ უზარმაზარი ნებისყოფა
ჰქონდა და კანუდუსში სულიერების მნიშვნელობით მეორე ადამიანის ფიზიკური
სისუსტე ყველასთვის საიდუმლოდ რჩებოდა.
ბოლოს თვალები გაახილა. მამალმა მეორედ იყივლა, სამერცხლურში განთიადის
სინათლემ შემოაღწია. ნეტარს ჩაცმულს ეძინა – სწორედ იმ ტუნიკაში, რომელსაც
მარია კუადრადუ და მორჩილები დაუსრულებლად უკემსავდნენ. სანდლები ჩაიცვა
და მკერდზე ჩამოკიდებულ ჯვარს და ქრისტეს გულის გამოსახულებიან, ტყვიისგან
დამცავ ავგაროზს აკოცა, მერე დაჟანგული მავთული მჭიდროდ მოიჭირა, რომელსაც
იმ დღიდან ატარებდა, როდესაც პომბალში მოძღვარს პირველად შეხვდა, ლეიბი
აკეცა და ეკლესიის კარიბჭესთან მძინარი შოროშოელი მოხუცის გასაღვიძებლად
წავიდა – იგი მეკლიტურისა და მეხაზინის როლს ასრულებდა. მოხუცმა თვალები
გაახილა და ჩაიბუტბუტა: – დიდება იესო ქრისტეს! – უკუნითი უკუნისამდე! –
უპასუხა ნეტარმა და მათრახი გაუწოდა: ყოველ დილას კაცობრიობის მხსნელის
სადიდებლად თვითგვემის რიტუალს იტარებდა. მუხლებზე დადგა და მეკლიტურმა
მათრახი ზურგსა და საჯდომზე ათჯერ მთელი ძალით შემოარტყა. ნეტარს კრინტი
არ დაუძრავს. ამას რომ მორჩნენ, ორივემ პირჯვარი გადაიწერა. ასე იწყებოდა
ყოველი დღე.
მეკლიტური მტვრის გადასაწმენდად საკურთხევლისკენ გაემართა, ნეტარი კი
კართან მივიდა და მაშინვე ეკლესიის გარშემო შემოკრებილ, ბელუ-მონტიში ახლად
ჩამოსულ, კათოლიკური გვარდიის ზედამხედველობით მისი გასვლის მომლოდინე
მომლოცველთა ხმები შემოესმა. გული ყოველთვის შეცდომის დაშვების შიშით
ეკაწრებოდა – კეთილი ქრისტიანის გაგდებისა და ბელუ-მონტიში უღირსი ადამიანის
ან ფარული მტრის შემოშვებისა ეშინოდა. ამიტომ უფალს მისთვის სწორი
გადაწყვეტილება რომ ჩაეგონებინა, ყოველთვის განსაკუთრებული გზნებით
ლოცულობდა. ნეტარმა კარი გააღო, ხალხის გუგუნი გაიგონა და კარიბჭესთან
რამდენიმე ათეული ადამიანი დაინახა. კათოლიკური გვარდიის მეომრებმა –
ხალხისგან მათი გამორჩევა მკლავზე ან კისერზე შემოხვეული ლურჯი ჭინჭით
შეიძლებოდა – ერთხმად დაიყვირეს: – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე! – უკუნითი
უკუნისამდე! – ჩაიბუტბუტა პასუხად ნეტარმა, მომლოცველებმა პირჯვარი
გადაისახეს და ყველა, დავრდომილთა და სნეულთა გარდა, ფეხზე წამოდგა.
შიმშილისა და სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდათ. ნეტარმა ხალხს გადახედა,
გუნებაში აწონ-დაწონა და ივარაუდა, ორმოცდაათზე ნაკლები არ იქნებიანო.
– კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა ბელუ-მონტიში მამისა და ძისა, უფალი იესოს
მიწაზე, – თქვა მან გალობით, – მათგან, ვინც ძახილი გაიგონა და აქ მოვიდა,
მოძღვარი მხოლოდ რწმენასა და ჭეშმარიტებას მოითხოვს. დაე, არ შემოიდგას ფეხი
უფლის მიწაზე იმისა, ვინც ცრუობს და ურწმუნოა.
ნეტარმა გვარდიის მეომრებს ნიშანი მისცა და მათაც პირველი მომლოცველები
მიუშვეს, ადრე ყველას ცალ-ცალკე ესაუბრებოდა, მაგრამ ახლა საუბარი
ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან უხდებოდა. მოძღვარს არ სურდა, რომ ეს
საქმე ნეტართან ერთად ვინმე სხვასაც ეკეთებინა და ყოველ ჯერზე, როცა ნეტარი
დამხმარედ ვინმეს გამოგზავნას სთხოვდა, ერთსა და იმავეს პასუხობდა: - შენ ხარ
ბელუ-მონტის კარიბჭე.
ეკლესიაში პირველი ქალიშვილთან, სიძესა და ორ შვილიშვილთან ერთად
უსინათლო მოხუცი შევიდა. კერარიდან იყვნენ და კანუდუსამდე ერთ თვეს ევლოთ.
გზაში იმ ერთი თვის განმავლობაში მოხუცს მძახალი და ტყუპი შვილიშვილები
დაემარხა, – წესისამებრ დაასაფლავეთ?
მკითხველთა ლიგა
– დიახ, კუბოში ჩავაწვინეთ, წესი ავუგეთ, – სანამ მოხუცი ჩინწართმეული
თვალებით ნეტარს მიჩერებული ჰყვებოდა, როგორ მოდიოდნენ, ნეტარი მოსულებს
ყურადღებით აკვირდებოდა. ჩანდა, რომ ამ ოჯახში მეგობრულად ცხოვრობდნენ,
უფროსებს პატივს სცემდნენ – უსინათლოსთვის სიტყვა არც ერთს არც ერთხელ არ
გაუწყვეტინებია, ქალიშვილი და სიძე თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავებს
იქნევდნენ. ხუთივეს შიმშილით, წყურვილითა და გრძელი გზის სიძნელეებით
გათანგული სახეები სიხარულით უბრწყინავდა – როგორც იქნა, წმინდა მიწას
მიაღწიეს. ნეტარმა ანგელოზის შეხება იგრძნო და გადაწყვიტა, რომ ბელუ-მონტიში
მის წინ სასურველი ოჯახი იდგა, მაგრამ მაინც ჰკითხა, რომელიმეს ნებით ან
უნებლიეთ ანტიქრისტესთვის ოდესმე სამსახური ხომ არ გაგიწევიათო. მას შემდეგ,
რაც მოსულებმა დაიფიცეს, არ ვცნობთ რესპუბლიკას, იმპერატორის გადადგომას,
ეკლესიის გამოყოფას, სამოქალაქო ქორწინებასა და საზომთა ახალ სისტემას, და
გამოკითხვის ფურცლები არ შეგვივსიაო, ნეტარი სათითაოდ ყველას გადაეხვია,
მეგზურად გუშაგი გააყოლა და ანტონიუ ვილანოვასთან გაუშვა. კართან რომ
მივიდნენ, ქალმა უსინათლოს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, და მანაც მორიდებით
იკითხა, მალე შევძლებთ თუ არა მოძღვრის ნახვასო. პასუხის მოლოდინში ხუთივე
ისე გაირინდა და დაიძაბა, რომ ნეტარმა, რჩეულები არიანო, იფიქრა. მოძღვარს იმავე
საღამოს ნახავენ, მის დარიგებას მოისმენენ და იმავე საღამოს ეტყვის, რომ უფალს
თავის ფარაში ახალი ცხვრების მიღება უხარია. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ
ნეტარმა გახარებულ ადამიანებს თვალი გააყოლა და გაიფიქრა, ამ დასაღუპად
განწირულ სამყაროში სიწმინდე და მადლი ჯერაც არსებობსო. დარწმუნებული იყო,
რომ ამ ოჯახს უკვე აღარც თავიანთ ახლად გარდაცვლილთა სიკვდილი ახსოვდა და
აღარც გადატანილი სირთულეები და განსაცდელი, ახლა მხოლოდ იმაზე
ფიქრობდნენ, ცხოვრება ნამდვილად ღირსო. ახლა ანტონიუ ვილანოვა მათ თავის
წიგნებში ჩაწერდა, უსინათლო მოხუცს მოწყალების სახლში გაგზავნიდა, მის
ქალიშვილს ანტონიასა და ასუნსაუს მიაბარებდა, სიძესა და შვილიშვილებს კი წყლის
მზიდავებად დააყენებდა.
შემდეგი წყვილის სმენისას – ქალს ხელში რაღაც შეკვრა ეჭირა, – ნეტარი კვლავ
ანტონიუზე ფიქრობდა: ჭეშმარიტი მორწმუნე, რჩეული, უფლის კრავი, ისიც და მისი
ძმა – ონორიუც მცოდნე ადამიანები არიან, ოდესღაც ვაჭრობდნენ, პირუტყვიც
ჰყავდათ და ფულიც ჰქონდათ; შეეძლოთ, ცხოვრება ასეც გაეგრძელებინათ, ქონება
შეეგროვებინათ და გაემრავლებინათ, სახლებიც გაუჩნდებოდათ, მიწებიცა და
მსახურებიც. მათ კი, ისევე, როგორც მათმა უქონელმა ძმებმა, უფლის მსახურება
გადაწყვიტეს. დიდი სიკეთეა, რომ კანუდუსში ისეთი ადამიანი არსებობს, როგორიც
ანტონიუ ვილანოვაა: მისი სიბრძნისა და გამოცდილების წინაშე ყველა სირთულე
უკან იხევს. განა ნამდვილად უფლის გამოგზავნილს არ ჰგავს? აი, ახლახან წყლის
მიწოდების საქმე მოაგვარა. ვაზა-ბარისიდან და ფაზენდა ველიადან ამიერიდან
წყალს უფასოდ მიიღებენ. წყლის მზიდავები ახლად ჩამოსული მომლოცველები
ხდებიან: ხალხს ასე მალევე გაიცნობენ, თვითონაც ბედნიერები იქნებიან, რომ
მოძღვარსა და უფალს გამოადგნენ და მადლიერების ნიშნად საკვებს მათთვის
ხალხიც არ დაიშურებს.
მის წინ მდგარი კაცის გაურკვეველი სიტყვებიდან ნეტარი მიხვდა, რომ ქალს
ხელში წინა დღეს, სიერა-კანიაბრავადან დაშვებისას გარდაცვლილი ახალშობილის
ცხედარი ეჭირა. მან ჩვარი გადასწია, პანაწინა სხეული, ცვილივით გაყვითლებული
სახე დაინახა და თქვა, სატანის ბატონობას დაუმორჩილებელ მთელ მსოფლიოში ამ
ერთი ბეწო, ერთადერთი მიწის ნაგლეჯიდან გოგონას თავისთან წაყვანით უფალმა
მკითხველთა ლიგა
წყალობა მოიღოო. ბავშვის მონათვლა ვერ მოესწროთ, ნეტარმა მონათლა და მარია
ეუფრაზია დაარქვა, ილოცა, რომ ზეციურ მამას მისი სული თავის წიაღში მიეღო და
სამუდამო განსასვენებელი დაემკვიდრებინა. წყვილმა ფიცი დადო და ნეტარმა
ანტონიუ ვილანოვასთან გაგზავნა: მათი შვილი ანტონიუს უნდა დაესაფლავებინა.
კანუდუსში ხე ჭირდა, კუბოების გასაკეთებელი მასალა არ ჰქონდათ და ყოველი
დასაფლავება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ
სიკვდილის შემდეგ მის ნეშტს პირდაპირ ორმოში ჩააგდებდნენ, ნეტარი
ციებცხელებიანივით ცახცახებდა.
ახლა მორიგ მომლოცველებს უსვამდა კითხვებს. როდესაც ეკლესიაში
მისალაგებლად „მორჩილები“ შევიდნენ, მათ კვალდაკვალ ალეშანდრინია კორეა
შეჰყვა და თიხის ქოთანი და მარია კუადრადუსგან წერილი მიუტანა: „შენ შეჭამე“.
ქალმა იცოდა, რომ ნეტარი საჭმელს მშივრებისთვის გასცემდა. სანამ ახლად
მოსულებს უსმენდა, ღმერთს იმისთვის უხდიდა მადლობას, რომ უფალი შიმშილითა
და წყურვილით არ სცდიდა: ყლუპი წყალი და პეშვი მარცვლეული ჰყოფნიდა.
უსიცოცხლო სერტანებზე მტანჯველი გადმოსვლის დროსაც კი ისე არ იტანჯებოდა,
როგორც სხვები. ასე რომ, კანუდუსში მასზე უფრო მკაცრად მხოლოდ მოძღვარი თუ
მარხულობდა. ალეშანდრინია კორეამ ისიც აცნობა, სამლოცველოში ჟუაუ
მოციქული, დიდი ჟუაუ და ანტონიუ ვილანოვა გელოდებიანო.
კიდევ ორი საათის განმავლობაში იღებდა მომლოცველებს და ბელუ-მონტიში
მარტო ერთი პედრინასელი მარცვლეულით მოვაჭრე არ შემოუშვა, რომელიც ადრე
ბეგარის ამკრეფი ყოფილიყო. ყოფილ ჯარისკაცებს, მეგზურებსა და სატანის ჯარის
მომმარაგებლებს უარს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ბეგარის ამკრეფები სასტიკად
იდევნებოდნენ, ისინი ხომ ღარიბებს სისხლის უკანასკნელ წვეთს სწოვდნენ,
საქონელს გაურეკდნენ, ბარგი-ბარხანას ართმევდნენ, ხარბნი, გაუმაძღარნი და
უმოწყალონი იყვნენ და აქ, ბელუ-მონტიში შეიძლება იმ მატლად ქცეულიყვნენ,
რომელიც ვაშლს შიგნიდან გამოჭამს ხოლმე, ნეტარმა ვაჭარს აუხსნა, თუ კეთილი
სახელის დაბრუნება და ზეციური წყალობის დამსახურება გინდა, სატანას შენივე
სურვილითა და პასუხისმგებლობით მარტო უნდა ებრძოლოო, ამის შემდეგ
დანარჩენ მომლოცველებს უთხრა, დამელოდეთო, და სამლოცველოსკენ გაეშურა.
შუადღე ახლოვდებოდა და მზე ქვებზე ლიცლიცებდა. გზად განუწყვეტლივ
აჩერებდნენ და ცდილობდნენ, რაღაც ეკითხათ, მაგრამ ნეტარი ხალხს ანიშნებდა,
მეჩქარებაო, და კათოლიკური გვარდიის მეომართა თანხლებით გზას განაგრძობდა.
იყო დრო, როცა დაცვაზე უარს ამბობდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამას გვერდს ვერ
აუვლიდა. სხვა შემთხვევაში ეკლესიიდან სამლოცველომდე მოკლე გზა რამდენიმე
საათს წაართმევდა: ხალხი ყოველ ნაბიჯზე უსაფრდებოდა თხოვნითა და
კითხვებით. ნეტარი ჩაფიქრდა: მათ შორის, ვინც დღეს კანუდუსში მოვიდა, ხალხი
ალაგოასიდანაც კი იყო ჩამოსული – აი, სადამდე მიაღწია ხმამ წმინდა მიწის შესახებ.
სამლოცველოს გარშემო უამრავი ხალხი შეკრებილიყო და იმ ხის კარს მისჩერებოდა,
საიდანაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოსულიყო მოძღვარი; ისე მჭიდროდ იდგნენ,
რომ ნეტარი და ოთხი მცველი ამ ცოცხალ კედელში გაიჭედნენ და ნაბიჯი ვეღარ
გადადგეს. ამიტომ კართან მდგარ თავიანთ თანამებრძოლებს ლურჯი მოსახვევები
დაუქნიეს და ისინიც მათ საშველად გამოეშურნენ, ჯგრო ხალხში გზა გაიკვლიეს და
ვიწრო დერეფანი გაუხსნეს: სწორედ ეს დერეფანი გაიარა სამლოცველოსკენ
მიმავალმა და იმაზე ჩაფიქრებულმა ნეტარმა, კათოლიკური გვარდიის გარეშე ბელუ-
მონტიში ქაოსი დაისადგურებს და ეს სწორედ ის ხვრელი იქნება, რომლიდანაც
ქალაქში სატანა შემოაღწევსო.
მკითხველთა ლიგა
– კურთხეულ იყოს იესო ქრისტე! – წარმოთქვა მან და, როგორც კი პასუხად
„უკუნითი უკუნისამდე“ გაიგონა, კვლავ ის განსაკუთრებული სიმშვიდე დაეუფლა,
რომელსაც მოძღვრის თანდასწრებით ყოველთვის გრძნობდა ხოლმე; ახლა კარს
მიღმა ხალხის ღრიანცელიც კი სამოთხის გალობად ეჩვენებოდა.
– მაპატიე, მოძღვარო, რომ გალოდინე, – ჩაიჩურჩულა ნეტარმა, – ყოველდღე სულ
უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდის. უკვე არათუ დალაპარაკებას, ყველას ნახვასაც
ვერ ვასწრებ.
– ხსნის უფლება ყველას აქვს, – უპასუხა მოძღვარმა, – გიხაროდენ!
– მიხარია კიდეც, რომ მომლოცველები მეტნი და მეტნი მოდიან, – განაგრძო
ნეტარმა, – ბრაზით კი, მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობ: ვერაფრით ვასწრებ, რომ
ისინი უკეთ გავიცნო.
ფეხი იატაკზე მოირთხა, ჟუაუ მოციქულსა და დიდ ჟუაუს შორის, რომლებსაც
კარაბინები მუხლებზე დაეწყოთ. ანტონიუ ვილანოვას გარდა ოთახში მისი ძმა,
ონორიუც იყო: მის სახესა და ტანსაცმელზე მტვრის სქელი ფენით თუ იმსჯელებდა,
ახლახან ჩამოსულიყო. მარია კუადრადუმ ონორიუს ჭიქა წყალი გაუწოდა და მანაც
პატარ-პატარა ყლუპებით, სიამოვნებით დალია. თავის იისფერ მოსაცმელში
გახვეული მოძღვარი ტახტზე გაუნძრევლად, წელში გამართული იჯდა და,
რვეულითა და კალმით შეიარაღებული, იატაკზე მოკალათებული, წმინდანის
მუხლებზე ლოყით მიკრული ლეონის ხშირ და აბურდულ თმას თითებს აყოლებდა.
კედლის გასწვრივ ხმის ამოუღებლად და გაუნძრევლად ჩაცუცქულიყვნენ
„მორჩილები“; თეთრ კრავს ეძინა. „აი, ის - მოძღვარი, მასწავლებელი, უფლის
რჩეული, ბედნიერება, – მოწიწებით გაიფიქრა ნეტარმა, – ჩვენ მისი შვილები ვართ.
ვინ ვიყავით? არარაობანი, მან კი მოციქულებად გვაქცია“. ნეტარმა იგრძნო, როგორ
დაუარა სულში ბედნიერების ტალღამ: ანგელოზმა ფრთა კვლავ გაუხახუნა.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ ჟუაუ მოციქული და ანტონიუ
ვილანოვა კამათობდნენ. ანტონიუ ჟუაუს წინადადების წინააღმდეგი იყო და
კალუმბის გადაწვას არ თანხმდებოდა, ამბობდა, თუკი კანუდუსის ყველანაირი
მარაგის წყარო – ბარონ დი კანიაბრავას მამული გაქრება, ზარალი ამით ეშმაკს კი არა,
ბელუ-მონტის მცხოვრებლებს მიადგებათო. ანტონიუს, ეტყობა, ვიღაცის წყენინების
თუ უკმეხად თქმისა ეშინოდა და ამიტომ ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა.
ეჭვგარეშეა, რომ მოძღვარი ზებუნებრივი ძალით არის დაჯილდოებული, თუკი მისი
თანდასწრებით ისეთი ადამიანიც კი იცვლება, როგორიც ანტონიუ ვილანოვააო,
გაიფიქრა ნეტარმა. ჩვეულებრივ, ანტონიუ ყველას თავისი დაუცხრომელი ენერგიით
აოცებდა, აზრს ისეთი დარწმუნებით გამოთქვამდა ხოლმე, რომ ადამიანები
საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც კი ეთანხმებოდნენ; აქ კი, მოძღვრის
თანდასწრებით, ეს მყვირალა და დაუცხრომელი, დაუღალავად საქმიანი,
მოფუსფუსე კაცი, რომელიც მუდამ ახალ-ახალი წამოწყებებით იყო გართული,
სკოლის მოწაფესავით მორცხვობდა. „მაგრამ მას ხომ ეს თვითონაც სიამოვნებს“, -
განაგრძობდა ფიქრს ნეტარი. ქადაგების შემდეგ, მათი ხანგრძლივი სეირნობის დროს,
ანტონიუს ამაზე თვითონაც არაერთხელ უთქვამს; მოძღვრის შესახებ ყველაფრის
ცოდნა უნდოდა – როგორი გზა გამოიარა, როგორც მომლოცველმა, როგორ დაიწყო
მისი სწავლება, და ნეტარიც მის კითხვებს მოთმინებით პასუხობდა. ახლა სევდიანად
იხსენებდა ბელუ-მონტიში გატარებულ პირველ დღეებს – უკვე დაკარგული
თავისუფლების დღეებს, როცა შეეძლოთ, ეფიქრათ, ელოცათ და ესაუბრათ: ის და
ანტონიუ ყოველდღე პატარა უკაცრიელი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორისკენ
მისეირნობდნენ და დიდხანს საუბრობდნენ. ანტონიუ გულს უხსნიდა, უყვებოდა,
მკითხველთა ლიგა
თუ რა მკვეთრად შეცვალა მოძღვართან შეხვედრამ მისი ცხოვრება, – მაშინ ჭკუაზე არ
ვიყავი, მეგონა, ცოტაც და, თავი გამისკდებოდა, დაძაბულობისგან ნერვები
დაწყვეტაზე მქონდა, ახლა კი მხოლოდ იმის ცოდნა მჭირდება, რომ ის გვერდითაა
და სული მიმსუბუქდება, სრულიად ვმშვიდდები. სულის მალამოა, ნეტარი. მაგრამ
ისეთი დრო დადგა, რომ საუბარს ვეღარ ახერხებდნენ: ორივეს უამრავი საზრუნავი
გამოუჩნდა, ორივეს თავ-თავისი. რა უნდა ექნათ, ყველაფერი უფლის ნება იყო.
ნეტარი ისე ჩაეფლო მოგონებებში, რომ ვერც კი შენიშნა, როდის გაწყდა ანტონიუ
ვილანოვას ხმა. ახლა ჟუაუ მოციქული ლაპარაკობდა. ცნობები საიმედო იყო, მათი
საიმედოობა დაღიანმა დაადასტურა: ბარონი დი კანიაბრავა ანტიქრისტეს
ემსახურება, თავისი მოურავებისთვის ნაბრძანები აქვს სატანისტური ჯარი ხალხით,
ცხენებით, ჯორებითა და სანოვაგით მოამარაგონ, ჯარისკაცებს მეგზურები გააყოლა,
კალუმბიში თავისი მამული მფლობელობაში გადასცაო. კალუმბი მთელ მხარეში
ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი ფაზენდაა, იქაური ხორაგი კიდევ ათ ასეთ
პოლკს ეყოფა და ამიტომ აუცილებლად უნდა გავანადგუროთ, არ უნდა დავუშვათ,
რომ ძაღლებმა ამ ყველაფრით ისარგებლონ, თორემ ბელუ-მონტის დაცვა
გაგვიჭირდებაო. თქვა და ანტონიუს მსგავსად მოძღვარს მდუმარედ მიაჩერდა.
საკამათო აღარაფერი იყო: წმინდანმა უკეთ იცოდა, როგორ მოქცეულიყვნენ, უნდა
დაენდოთ კალუმბი თუ ერთიანად გადაებუგათ. ეს ორნი ერთმანეთს ხშირად არ
ეთანხმებოდნენ, მაგრამ ეს მათ მეგობრობას ხელს არასდროს უშლიდა. თუმცა, სანამ
მოძღვარი სიტყვის თქმას მოასწრებდა, სამლოცველოს კარზე დააკაკუნეს. კუმბიდან
შეიარაღებული ხალხი ჩამოსულიყო. ჟუაუ მოციქული ახალი ამბის გასაგებად
მათთან გავიდა.
ისევ ანტონიუ ვილანოვა ალაპარაკდა, თუმცა ამჯერად – გარდაცვლილებზე.
ბელუ-მონტი ფართოვდებოდა, მომლოცველები სულ უფროდა უფრო მეტნი
ჩამოდიოდნენ, მიცვალებულებს კი, რომელთა რიცხვიც ასევე იზრდებოდა, ვერსად
მარხავდნენ: ეკლესიის უკან მდებარე ძველ სასაფლაოზე ადგილი აღარ იყო. ამიტომ
ანტონიუმ კანუდუსსა და კამბაიუს შორის ტაბულერინიუში ცარიელი ადგილის
გასასუფთავებლად და შემოსაღობად ხალხი გაგზავნა. სწორად მოიქცა? მოძღვარმა
მოწონების ნიშნად თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია. ხოლო როდესაც დიდმა ჟუაუმ
უხერხულად, ლაპარაკისას თავისი უშველებელი ხელების ქნევითა და ხვეულ თმაში
მბზინავი ოფლის წმენდით იმის მოყოლა დაიწყო, რომ კათოლიკურ გვარდიას ვაზა-
ბარისის ნაპირიდან ფაზენდა ველიამდე სანგარი გაეთხარა და ქვების ორმაგი
მწკრივითაც გაემაგრებინა, სამლოცველოში ჟუაუ მოციქული დაბრუნდა. შემოსულის
დასანახად კითხვაჩამდგარი მზერით თავისი უზარმაზარი თავი ნატუბელმა
ლეონმაც კი წამოსწია.
– დღეს, გამთენიისას ჯარისკაცებმა კუმბი დაიკავეს. პადრე ჟუაკინს ეძებდნენ,
მოსახლეობას მის შესახებ ეკითხებოდნენ. მგონი, უპოვიათ და მოუკლავთ კიდეც.
ნეტარს კუთხიდან ქალის ქვითინი მოესმა, მაგრამ იქით არც კი გაუხედავს: ისედაც
იცოდა, რომ ალეშანდრინია კორეა იქნებოდა. იქით არც სხვები მიტრიალებულან,
თუმცა ქვითინი სულ უფრო და უფრო მატულობდა და ოთახს ერთიანად ავსებდა.
მოძღვარი არ განძრეულა.
– პადრე ჟუაკინის სულისთვის ვილოცოთ, – გულითადად წარმოთქვა ბოლოს, –
ახლა უკვე უფლის წინაშე დგას. იქიდან იმაზე მეტადაც დაგვეხმარება, ვიდრე აქ
ყოფნისას გვეხმარებოდა. მის გამოც და ჩვენ გამოც გავიხაროთ. ნამდვილი
მართლმორწმუნისათვის სიკვდილი დღესასწაულია.

მკითხველთა ლიგა
მუხლებზე დაჩოქილ ნეტარს მთელი გულით შეშურდა კუმბიელი პადრესი: მას
ხომ ეშმაკის მზაკვრობები ვეღარ შეაშინებდა, უკვე ზეცაში იყო, იქ, სადაც მხოლოდ
ქრისტესათვის წამებულები მაღლდებოდნენ.

რუფინუ კუმბიში მაშინ შედის, როცა ქალაქში უკვე ჯარისკაცები მბრძანებლობენ:


ქალაქის მცხოვრებლებს მტრებივით ეპყრობიან – სახლებს უჩხრეკენ, ყველას, ვინც
წინ ეღობება, გზიდან კონდახების ცემით იშორებენ, მოსახლეობას დოლის ბრაგუნით
აფრთხილებენ, რომ, ვისაც სახლში ცეცხლსასროლ იარაღს უპოვიან, სასიკვდილო
განაჩენს გამოუტანენ და აუცილებლად დასჯიან. პადრეს ეძებენ. რუფინუ ხალხისგან
იმასაც იგებს, რომ ბოლოს და ბოლოს ისიც გაუბედავთ, ეკლესიაში შეჭრილიყვნენ და
იქიდან პადრე ჟუაკინი გამოეთრიათ: როგორც ჩანს, მკრეხელობა მათ არ აშინებთ.
პატარა ქალაქში ცირკის მსახიობების უშედეგოდ ძებნის შემდეგ რუფინუ
თავშესაფარს ერთი ქვის მთლელის სახლში პოულობს. ქვის მთლელის ოჯახში
უყვებიან, რა სასტიკად იქცევიან ჯარისკაცები, როგორ ჩხრეკენ სახლებს, თუმცა
ყველაზე უარესი მკრეხელობა მაინც ეკლესიაში შევარდნა და ღვთის მსახურის ცემაა!
როგორც ჩანს, ხალხი მართალს ამბობს: ამ უწმინდურებს სული ნამდვილად
სატანისთვის აქვთ მიყიდული.
რუფინუ კუმბის ტოვებს და დარწმუნებულია, რომ მოხეტიალე მსახიობებს იქ არ
გაუვლიათ. ნუთუ უკვე კანუდუსში არიან? ან იქნებ ჯარისკაცებმა შეიპყრეს?
კანუდუსამდე მიმავალ გზაზე გვარდიელები აჩერებენ, მაგრამ მათ შორის ნაცნობებს
პოულობს და მალევე უშვებენ. გეზს ჩრდილოეთისკენ იღებს და ცოტა ხნის შემდეგ
გასროლის ხმა ესმის. ტყვია მიწას სწორედ ფეხებთან უმტვერებს, ეს კი იმას ნიშნავს,
რომ მას ესვრიან. მიწაზე ეცემა, მიხოხავს და უკან ფრთხილად მიბრუნებული,
ბორცვზე გვარდიელებს ხედავს. ისინი უყვირიან, იარაღი ჩაგვაბარეო – კარაბინი და
დანა. რუფინუ ფეხზე ხტება და ზიგზაგურად იქამდე მირბის, სანამ საღ-სალამათი
სამშვიდობოს არ გადის, მერე კი გზას კაჭრების უკან მალვით აგრძელებს. მაგრამ
მალევე რწმუნდება, რომ უკან არავინ მისდევს, უცებ საშინელ დაღლილობას გრძნობს
და მოცელილივით მიწაზე დავარდნილი იძინებს. მზის ამოსვლასთან ერთად კვლავ
კანუდუსისკენ მიაბიჯებს. ძლივს შესამჩნევ ბილიკზე, რომელზეც სულ რამდენიმე
წლის წინათ მხოლოდ ნახირი და თავზე ხელაღებული ვაჭრები დაეხეტებოდნენ,
ყოველი მხრიდან წამოსული მომლოცველები დადიან. საღამოს მათთან ერთად
შესასვენებლად გაჩერებულ რუფინუს ესმის, როგორ ჰყვება ერთიანად წყლულებით
დაფარული მოხუცი ცირკის მსახიობების წარმოდგენაზე. რუფინუს გულს ბაგაბუგი
გააქვს. მოხუცს სიტყვას არ აწყვეტინებს, ყურადღებით უსმენს და ხვდება, რომ სწორ
კვალს დაადგა.
შებინდებისას უკვე სან-ანტონიუს შემოგარენშია და მასაკარის ნაპირზე, ერთ-ერთ
ჭაობთან ჩამომჯდარი, განთიადს ელოდება. მოუთმენლობისგან აზრები ერევა.
რიჟრაჟის დადგომასთან ერთად გზას განაგრძობს და ერთნაირი სახლების რიგს
მიუყვება. მათგან უმრავლესობა უკაცრიელია. გზას პირველივე შემხვედრი ასწავლის.
რუფინუ ჩაბნელებულ, მყრალ ოთახში შედის, ჩერდება და იცდის, სანამ თვალი
სიბნელეს შეეჩვევა. სიბნელეში ნელ-ნელა კედლები იკვეთება – დახაზული,
ნაჯღაბნი, ერთ-ერთზე ქრისტეს გული დაუხატავთ, ცარიელი, ჩამოტყავებული
ოთახია: არავითარი ავეჯი, სანათის სადგარიც არსად მოჩანს, და მაინც, თითქოს
იგრძნობა მოგონებები იმ საგნებისა, ოდესღაც აქ რომ ელაგა, მერე კი ოჯახი წავიდა
და ყველაფერი თან წაიღო.

მკითხველთა ლიგა
რუფინუს დანახვაზე იატაკზე მჯდარი ქალი თავს სწევს. გარშემო ფერად-ფერადი
ძველმანებია მიმოყრილი, ტირიფის წნელისგან დაწნული გალია, მაყალი. ქალს
მუხლებზე რაღაც უდევს, რუფინუს თავიდან უჭირს გარჩევა, ნუთუ უხსენებელია?!
სიბნელეს თვალმიჩვეულს ახლა ქალის ლოყებზე, ნიკაპსა და მკლავებზე მოდებული
მუქი ბუსუსიც ხვდება თვალში. ქალსა და კედელს შორის, იატაკზე ვიღაცის სხეულია
გაშხლართული – რუფინუ მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილს ხედავს. ქალს თვალები
სასოწარკვეთითა და მწუხარებით აქვს სავსე. მისკენ დახრილი კაცი ქალისკენ
ფრთხილად იხრება და მოკრძალებით ეკითხება ცირკის შესახებ. ქალი მას
გაუცხოებული მზერით შეჰყურებს, მერე კი გველს აწვდის: – აჰა, შეჭამე. რუფინუ
ცუცქდება, ქალს უხსნის, რომ არაფრის წართმევას არ უპირებს და მხოლოდ რაღაცის
გაგება უნდა. წვეროსანი ვიღაც მკვდარზე იწყებს ლაპარაკს: სულ უფრო და უფრო
ცუდად იყო, და, აი, ბოლოს, გუშინ ღამით სული განუტევა. რუფინუ ქალს უსმენს და
თავს უქნევს, – იქნებ ჯობდა, სანამ ცოცხალი იყო, იდილიკა მომეკლა და მისი ხორცი
მეჭმია? იქნებ ამას გადაერჩინა? – განაგრძობს ქალი და ჩანს, რომ სინდისის ქენჯნა
ტანჯავს, მერე კი საკუთარ კითხვას თავადვე პასუხობს: – ვერა, ვერ გადაარჩენდა.
გველი და ახლა უკვე მიცვალებული მისი მოხეტიალე ცხოვრების ყველა სიმძიმეს
ინაწილებდნენ – უხსოვარი დროიდან მასთან ერთად იყვნენ. რუფინუს მეხსიერებაში
გოლიათი პედრინის, ბოშისა და ცირკის სხვა მსახიობების სახეები უტივტივდება –
ბავშვობაში, კალუმბიში გამართული მათი წარმოდგენა უნახავს. წვეროსანს სმენია,
რომ მათი სულები, ვისაც კუბოთი არ ასაფლავებენ, პირდაპირ ჯოჯოხეთში
ხვდებიან, ეს ყველაფერზე მეტად აწუხებს. რუფინუ ქალს დახმარებას სთავაზობს –
კუბოს შეკრავს და მის მეგობარს საფლავსაც გაუთხრის, – რას ეძებ? – ეკითხება ქალი
ძლივს გასაგონად. რუფინუ აკანკალებული ხმით პასუხობს, – ჟღალ უცხოელს? –
კვლავ ეკითხება წვეროსანი, – გალილეო გალს? – ჰო. როდესაც ცირკის მსახიობები
სან-ანტონიუდან გამოდიოდნენ, ის ვიღაც მხედრებმა წაიყვანეს. და ქალი ისევ თავის
სატკივარზე იწყებს ლაპარაკს: მეგობარი ვერ მიატოვა, შეეცოდა, მაგრამ ძალა
ზურგზე მოკიდებულის სატარებლადაც არ ეყო და აქ უვლიდა, – მაინც ვინ წაიყვანა?
ჯარისკაცებმა? სოფლის გვარდიამ? ყაჩაღებმა? – არ იცის, – ვინც იპუპიარაში გაკრიჭა?
– არა, – მარტო ის წაიყვანეს? – ჰო, სხვებს ხელი არ ახლეს, მშვიდობით გაუშვეს, –
კანუდუსისკენ წავიდნენ? – არც ეგ იცის.
რუფინუ ფანჯრებიდან დარაბებს აძრობს და მიცვალებულის გარშემო
შემოწყობილ ფიცრებს გადაბმული ძონძებით აერთებს, მერე ამ უცნაურ კუბოს
მხარზე იდებს და სახლიდან გადის. წვეროსანი უკან მიჰყვება. ადგილობრივ
მცხოვრებლებს ისინი სასაფლაოზე მიჰყავთ და ნიჩაბსაც აძლევენ. რუფინუ საფლავს
თხრის, სულელის ცხედარს მიწაში აწვენს და იცდის, სანამ წვეროსანი მისი სულის
მოსახსენიებლად ლოცულობს. შემდეგ ქოხთან ბრუნდებიან და ქალი მხურვალე
მადლობას უხდის, – ქალიც წაიყვანეს? – ეკითხება ერთ წერტილს
თვალმიშტერებული რუფინუ. ქალი თვალებს დაბნეული სახით ახამხამებს, –
მაშასადამე, შენ რუფინუ ხარ? – რუფინუ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, – ჟურემამ
იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოხვიდოდი, – ისიც წაიყვანეს? – არა, ჟურემა
ჯუჯასთან ერთად კანუდუსში წავიდა. – გარშემო შემოკრებილი სნეულები და
ჯანმრთელები მათ ლაპარაკს ყურადღებით უსმენენ. რუფინუ უღონობისგან
ბარბაცებს, ქოხში შესვლას სთავაზობენ და იმ სახლში რჩება, სადაც წვეროსანი იპოვა.
დილამდე გაუნძრევლად სძინავს. გამთენიისას ქალი და ვიღაც ცოლ-ქმარი საჭმელს
აწვდიან. მასპინძლებთან ომსა და იმ გაუგონარ ამბებზე ლაპარაკობს, რაც ახლა
ქვეყნად ხდება. როდესაც ცოლ-ქმარი მიდის, ისევ ცდილობს, წვერიანი ქალისაგან
მკითხველთა ლიგა
გალისა და ჟურემას ამბავი გაიგოს. რაც იცის, ქალი ყველაფერს უყვება, მერე კი
ეუბნება, მე თვითონაც კანუდუსში წავალო, – არ გეშინია, რომ პირდაპირ მგელს
ჩაუვარდები ხახაში? – ქალს მარტო დარჩენისა უფრო ეშინია, იქ კი იქნებ ჯუჯა
იპოვოს და ისევ ერთად იქნებიან.
დილას ერთმანეთს შორდებიან. რუფინუ დასავლეთით მიდის, – იქით, საითაც,
სან-ანტონიუს მცხოვრებთა თქმით, კაპანგები გაეშურნენ, – გზას ეკლიანი ბუჩქების
გავლით მიიკვლევს, ეკალ-ბარდებს თავს არ არიდებს, ოღონდ კი როგორმე
შუადღისას კაატინგას გასაჩხრეკად იქაურობას ერთიანად მოდებულ პოლკოვნიკ
სეზარის მზვერავებთან შეხვედრას თავი აარიდოს. დროდადრო ჩერდება და
ნაკვალევს აკვირდება. არაფრის მონადირება არ გამოსდის, მთელი დღე ბალახს
ღეჭავს. ღამეს რიაშუ დი ვარჟინიაში ატარებს. შემდეგ გზას აგრძელებს და სწორედ იმ
„კაციჭამიას“ პოლკს ხედავს, რომელზეც ყველა გაუთავებლად ლაპარაკობს. მტვერში
ხიშტები ბზინავს, ზარბაზნების საზიდრების ბორბლები ჭრიალებს. რუფინუ გზას
განაგრძობს, მაგრამ ზელიაში დაბნელებამდე არ შედის. გლეხები უყვებიან, რომ იქ
ჯარისკაცების გარდა, თავის ხალხთან ერთად დაღიანიცაა, მაგრამ მხედრები და
ჟღალი უცხოელი არავის დაუნახავს. მთელი ღამე საიდანღაც, შორიდან მომავალი
სალამურის ხმა ჩაესმის: ხმა ხან წყდება, ხან ახლდება.
ზელიადან მონტი-სანტუმდე უგზო და უბილიკო, სწორი, გადამწვარი და ეკლიანი
უდაბნოა გადაჭიმული. რუფინუს ყოველ ნაბიჯზე ჯარისკაცები და ცხენოსანი
მზვერავები ელანდება. შუადღისთვის წყალსა და საჭმელს პოულობს. მუდმივად
ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მარტო არ არის. უკან და აქეთ-იქით იხედება: არავინ ჩანს.
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისი ვარაუდი მართლდება: უთვალთვალებენ, მისდევენ.
მიმალვას ცდილობს, მიმართულებას იცვლის, იმალება, გარბის. ყველაფერი ამაოა:
მდევრებმა თავიანთი საქმე იციან და თვალში არ ხვდებიან, კვალდაკვალ ისე
მიჰყვებიან, ამიტომ რუფინუ აღარ ფრთხილობს, ბედს ეგუება და ყოველ წუთს
სიკვდილს ელის. მალე თხების კიკინი ესმის. ბოლოს და ბოლოს წინ ველი იშლება. იქ
ათიოდე შეიარაღებულ კაცსა და თეთრ, მოკუნტულ გოგონას ხედავს. გოგონას
თვალები დაურბის, სხეული ერთიანად სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული, კაბა
შემოხევია. ხელში საქონლის პატარა ზანზალაკებს და მწყემსის სალამურს
ატრიალებს. მამაკაცები მათკენ მიმავალ რუფინუს ხმის ამოუღებლად უყურებენ,
გლეხებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაჩაღებს, მაგრამ ყოველ მათგანს კარაბინი უჭირავს,
ქამარში – მაჩეტე, დანა, სავაზნეები და საპირისწამლეები აქვს გაჩრილი. ერთ-ერთი
დგება და, გოგონა რომ არ დააშინოს, მოღიმარი უახლოვდება, ის კი მაინც იძაბება და
კაცს თვალებგაფართოებული აჩერდება. კაცი ზანზალაკებს და სალამურს
ფრთხილად ართმევს და ამხანაგებთან ბრუნდება. რუფინუ ამჩნევს, ზანზალაკები და
სალამურები მათაც აქვთ.
ყაჩაღები წრედ სხედან და ჭამენ. რუფინუს გამოჩენას ყურადღებას არ აქცევენ.
თავი ისე უჭირავთ, თითქოს კარგა ხანია ელოდნენ და ადრე თუ გვიან მის მოსვლაში
ეჭვიც არ ეპარებოდათო. მეგზურს ხელი სომბრეროსთან მიაქვს და ესალმება: –
საღამო მშვიდობისა, – ერთნი ღეჭვას განაგრძობენ, მეორენი მისკენ ტრიალდებიან,
ვიღაც კი პირგამოტენილი ეუბნება: – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე! – რუფინუ ამ
სიტყვების მთქმელს სახეზე აკვირდება და ჯმუხ, მოყვითალოდ შავგვრემან
კაბუკლუს ხედავს, რომელსაც ნაიარევი ლამის ცხვირამდე სწვდება. „დაღიანია, –
ხვდება რუფინუ, – დავიღუპე, მომკლავს“. ის აწუხებს, რომ შემარცხვენელისთვის
სამაგიეროს მიუზღვევლად მოუწევს სიკვდილი. დაღიანი სრულიად მშვიდად,
ყოველგვარი მტრული დამოკიდებულების გამოუხატავად იწყებს მის დაკითხვას,
მკითხველთა ლიგა
იარაღის ჩაბარებასაც არ ითხოვს: საიდან მოდის და საით გაუწევია, ვის ემსახურება,
რა ნახა. რუფინუ დაუფიქრებლად პასუხობს, ხალისიანად და სხაპასხუპით
ლაპარაკობს და მხოლოდ მორიგი კითხვის მოსასმენად ჩუმდება. დანარჩენები
ვახშმობას განაგრძობენ, მაგრამ იმ წუთს, როდესაც რუფინუ დაღიანს უხსნის, ვის და
რა მიზეზით ეძებს, ყველა მისკენ ბრუნდება და თავით ფეხამდე შემფასებლური
მზერით ათვალიერებს. დაღიანი ამოწმებს, მართალს ამბობს თუ არა რუფინუ და
ისევ ეკითხება, რამდენჯერ ახლდა თან იმ პოლიციელებს, რომლებიც კანგასეირუებს
მისდევდნენ. მაგრამ რუფინუს თავიდანვე სიმართლის თქმა აქვს გადაწყვეტილი და
მისი დაბნევა შეუძლებელია, – ის იცოდი, რომ ერთ-ერთი ასეთი რაზმი ჩემს დაჭერას
ცდილობდა? – ვიცოდი, – დაღიანი ამბობს, რომ კაპიტან ჟერალდუ მასედუს –
ქოფაკის ხალხი კარგად ახსოვს: ხელიდან გასხლტომა ძლივს მოახერხა, – შენი საქმე
კარგად იცი, – ეუბნება რუფინუს, – ჰო, – პასუხობს რუფინუ, – მაგრამ შენს ბიჭებს
თავი ვერ დავაღწიე, გამოდის, რომ ისინი მჯობნიან. – დროდადრო ბარდებიდან
ვიღაც მოჩვენებასავით უხმაუროდ გამოდის, დაღიანს ყურში რაღაცას ეუბნება და
ისევ ქრება. რუფინუ კითხვებს არ სვამს, არ ინტერესდება, რას უპირებენ, ყაჩაღებს
უბრალოდ შესცქერის. ისინი კი ვახშამს ამთავრებენ, დგებიან, კოცონს აქრობენ და
იქაურობას ტოტებს აყრიან. დაღიანი მისკენ იხედება და ეკითხება: – სულის ხსნა არ
გინდა? – ჯერ ღირსება, მერე კი სული, – პასუხობს რუფინუ. არავინ იცინის. დაღიანი
რამდენიმე წამს ფიქრობს, – უცხოელი, რომელსაც შენ ეძებ, კალუმბიში, ბარონ დი
კანიაბრავას მამულში წაიყვანეს, – ცრის ბოლოს კბილებიდან, მერე კი თავის
ხალხთან ერთად მიდის. ველზე მხოლოდ თეთრი გოგონა და იმბუზეირუს
კენწეროზე შემომსხდარი ორი ურუბუ რჩება, ურუბუები ბებრებივით ახველებენ.
რუფინუც დაუყოვნებლივ ადგება გზას, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ
გრძნობს, რომ საშინლად დაღლილია, ფეხები თითქოს უხევდება და სადაც დგას,
იქვე ვარდება. გაღვიძებული გრძნობს, ხელები, კისერი და სახე ერთიანად მწერებს
დაუკბენიათ. კეიმადასიდან წამოსვლის შემდეგ პირველად ეუფლება გაუსაძლისი
ჯავრი: არაფერი გამოდის, ყველაფერი უაზრობაა. უკან ბრუნდება, მაგრამ ახლა, ამ
მიწაზე თითოეული ნაბიჯის გადადგმა უსაშველოდ უჭირს, აქაურობას ხუთი
თითივით იცნობს, რაც სიარული ისწავლა, ეს გზები უამრავჯერ აქვს გავლილი,
ყოველი ბილიკი, ყოველი წყარო და ხაფანგის დასაგებად ყველა საუკეთესო ადგილი
ზეპირად იცის, მაგრამ ფეხებს ძლივს მიათრევს და გზა დაუსრულებლად გრძელი
ეჩვენება. სიზმარში ნანახი ახსენდება: გზა ჭაობად გადაქცეულიყო და ნებისმიერ
წუთს ფეხქვეშ ჩაქცევას და ჩაყლაპვას უქადდა. მონტი-სანტუს ისე გაუვლის, რომ
ვერავინ ამჩნევს: კალუმბიმდე ახლა ათ საათზე მეტი სავალი აღარა აქვს. მთელი ღამე
შეუსვენებლად მიდის, დროდადრო გარბის კიდეც, აი, ფაზენდაც, სადაც დაიბადა და
გაიზარდა; რუფინუ ვერ ამჩნევს, რა გავერანებულია მინდვრები, რა ცოტაა გარშემო
ხალხი, როგორი დაკნინებულია ირგვლივ ყველაფერი. პეონები ესალმებიან, მაგრამ
რუფინუ არც სალამს უბრუნებს, არც კითხვებზე პასუხობს, პეონები არ აჩერებენ,
ზოგი შორიახლო მიჰყვება.
ბატონის სახლთან, პალმებისა და ფინიკის ხეებქვეშ, ფარდულებს, ბოსლებსა და
სხვა ნაგებობებს შორის მოჯამაგირეები მიდი-მოდიან, იქვე შეიარაღებული
ადამიანების ჯგუფი დგას; ეწევიან და ერთმანეთს ესაუბრებიან. სახლის ფანჯრებზე
ჟალუზებია ჩამოშვებული. რუფინუ ბარონის მცველებს თვალს ფრთხილად ადევნებს
და წინ მიიწევს. კაპანგები გზას ხმის ამოუღებლად უღობავენ, ისე რომ ბრძანებასაც
არ ელოდებიან, არ ემუქრებიან, არ ილანძღებიან, მაგრამ არც არაფერს ეუბნებიან.
დუმს რუფინუც. ხელებს უჭერენ. კაპანგები ცდილობენ, არაფერი ატკინონ, კარაბინს,
მკითხველთა ლიგა
მაჩეტესა და დანას უტოვებენ, მაგრამ გზის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევენ,
ესალმებიან, მხარზე ხელებს უტყაპუნებენ და ჩურჩულით აფრთხილებენ, სისულელე
არ ჩაიდინოს. რუფინუს სახეზე ოფლი ასხამს. კაპანგებს არ იგერიებს, მაგრამ
ცდილობს, ხელიდან გაუსხლტეს. ორ მათგანს ხელს ჰკრავს, მაგრამ გზაზე მაშინვე
სხვა ორი ეღობება და აიძულებენ, გაჩერდეს. ასე გრძელდება მანამ, სანამ
ღონეგამოცლილი წინააღმდეგობის გაწევას არ წყვეტს. როგორც კი ჩერდება, ხელს
უშვებენ. ისიც თავჩაქინდრული ჯდება. კრამიტის სახურავს უყურებს,
სუროშემოვლებულ პარმაღს, კაბინეტის ფანჯარას. მერე ისევ ნაბიჯის გადადგმას
ცდილობს და ისევ ცოცხალ კედელს აწყდება. სახლიდან მისთვის კარგად ნაცნობი,
კაპანგების უფროსი და მოურავი არისტარკუ გამოდის.
– თუ ბარონის სანახავად მოხვედი, გინდაც ახლავე მიგიღებს, – ეუბნება
არისტარკუ მეგობრულად.
რუფინუს ღრმა ჩასუნთქვისგან მკერდი ებერება:
– უცხოელს გადმომცემს?
არისტარკუ უარის ნიშნად თავს აქნევს:
– უცხოელი ჯარისკაცებს უნდა ჩააბაროს. შენს ჯავრს ისინი ამოიყრიან.
– ჩემია, – ჩურჩულებს რუფინუ, - ბარონმა იცის, რომ ის მე მეკუთვნის.
– შენ არ გადმოგცემს, მაგის იმედი არ გქონდეს, – იმეორებს არისტარკუ, – გინდა,
რომ ყველაფერი თვითონ აგიხსნას?
რუფინუ ფითრდება და თავს აქნევს. შუბლზე და კისერზე ძარღვები ებერება,
შუბლი ოფლით ეცვარება, თვალები კი ლამისაა ბუდეებიდან გადმოუცვივდეს:
– გადაეცი ბარონს, რომ მისი მსახური აღარ ვარ! – წარმოთქვამს ხმაჩახლეჩილი და
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, – ჟღალთმიანს კი უთხარით, რომ ახლა წავალ და იმას მოვკლავ,
ვინც წამართვა.
მიწაზე აფურთხებს, ტრიალდება და იქით მიდის, საიდანაც მოვიდა.
ბარონი დი კანიაბრავა და გალილეო გალი რუფინუს წასვლას ფანჯრიდან
გასცქეროდნენ. გალი გაეპარსათ და იმ ძონძების ნაცვლად, რომლებიც მანამდე ეცვა,
სუფთა პერანგი და შარვალი ჩაუცმევიათ. ბარონი ისევ თავის საწერ მაგიდას
მიუჯდა, რომლის უკანაც, კედელზე იარაღის კოლექცია ეკიდა, ორთქლადენილი,
ახლად მოდუღებული ყავით სავსე ფინჯანი აიღო და გაფანტული მზერით სივრცეს
მიჩერებულმა მოსვა, მერე კი მისთვის უცნობი ინდივიდის შემსწავლელი
ენტომოლოგის ცნობისმოყვარეობით ისევ გალის თვალიერება დაიწყო. იმ წუთიდან
უყურებდა ასე, რაც გაძვალტყავებული და ქანცგაწყვეტილი უცხოელი არისტარკუსა
და კაპანგების თანხლებით მისი კაბინეტის კართან გამოჩნდა, ხოლო როცა
შოტლანდიელმა პირველი სიტყვები წარმოთქვა, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო
გაუძლიერდა.
– რომ დაეჟინებინა რუფინუს და მოურავს არ დამორჩილებოდა, მისი მოკვლის
ბრძანებას გასცემდით? – ჰკითხა მას ინგლისურად გალმა, – თუმცა რა საკითხავია! რა
თქმა უნდა, გასცემდით.
– მკვდრების მოკვლა საჭირო არ არის, ბატონო გალო, – უპასუხა ბარონმა, –
რუფინუ უკვე მკვდარია, ჟურემა რომ წაართვით, მაშინ მოკალით. მისი მოკვლა რომ
მებრძანებინა, ჩემი მხრიდან ეს მოწყალება იქნებოდა: გაუსაძლისი სირცხვილისა და
შეურაცხყოფისგან ვიხსნიდი. სერტანელისთვის ამაზე საშინელი ტანჯვა არ
არსებობს.
მან სიგარების ყუთს თავი ახადა, ერთი ამოიღო, მოუკიდა და უცებ Jornal de Noticias
-ის პირველ გვერდზე მსხვილად დაბეჭდილი სათაური წარმოიდგინა: „ინგლისელი
მკითხველთა ლიგა
აგენტის მეგზური ბარონ დი კანიაბრავას მსახურია“. მშვენიერი ჩანაფიქრი იქნებოდა:
რუფინუს მთელ ამ ისტორიაში გარევაზე უკეთ სხვა რა დაამტკიცებდა ბარონის
გალთან კავშირს?
– მხოლოდ ერთი რამ არ მესმოდა, – თქვა ბარონმა და თითები ისე მოისრისა,
თითქოს დაუბუჟდაო, – არ მესმოდა, რით მოხიბლა ეპამინონდასმა ის ეგრეთ
წოდებული აგენტი. თავშიც არ მომივიდოდა ის აზრი, რომ ღმერთმა მას თქვენი
სახით ნამდვილი იდეალისტი გამოუგზავნა. საინტერესო ადამიანები ხართ
იდეალისტები. ადრე თქვენნაირებს არ შევხვედრივარ, ამ უკანასკნელ რამდენიმე
დღეში კი ორს ერთად გადაგაწყდით. თქვენ და პოლკოვნიკ მორეირა სეზარს. ჰო,
თუმცა კი სხვადასხვა რამეზე ოცნებობთ, ისიც მეოცნებეა, რადგან...
სიტყვის დამთავრება ეზოში ატეხილმა ხმაურმა არ აცალა, ბარონი სკამიდან
წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გისოსებს შორის დაინახა, რომ მისი მცველები
რუფინუს კი არა, როგორც თავიდან იფიქრა, არამედ კარაბინებით შეიარაღებულ ოთხ
ადამიანს შემორტყმოდნენ გარს, – ეგ დაღიანია, კანუდუსიდან, – გაისმა იმ ადამიანის
ხმა, რომელზეც თავად ბარონიც ვერ იტყოდა, ტყვე იყო მისი თუ სტუმარი. მან ეზოში
მდგარი ოთხეული შეათვალიერა. სამნი ხმის ამოუღებლად იდგნენ, მეოთხე –
ჩასკვნილი, ჯმუხი, უკვე არცთუ ახალგაზრდა და მოყვითალოდ შავგვრემანი,
რომელსაც მთელი სახე ნაიარევით დამახინჯებოდა, არისტარკუს რაღაცაზე
ელაპარაკებოდა. ჰო, ალბათ ეს არის დაღიანი. არისტარკუმ თავი რამდენჯერმე
დაუქნია და სახლისკენ წამოვიდა.
– როგორც ჩანს, დღეს არ მოგვაწყენენ, – ჩაილაპარაკა ბარონმა და სიგარას წვეტი
წააწყვიტა.
არისტარკუ, როგორც ყოველთვის, მშვიდი და შეუვალი ჩანდა, მაგრამ ბარონმა
იგრძნო, რომ ძალიან აღელვებული იყო.
– დაღიანი მოვიდა, – მოკლედ მოახსენა მოურავმა, – თქვენთან დალაპა- რაკება
უნდა.
ბარონი პასუხის მაგივრად გალისკენ შებრუნდა.
– თქვენს ოთახში უნდა გახვიდეთ. ერთმანეთს ვახშამზე, ექვს საათზე შევხვდებით,
სოფლურად, ადრე ვვახშმობთ.
მას შემდეგ, რაც გალი გააცილა, ბარონმა არისტარკუს ჰკითხა, ამ სამის გარდა
კიდევ ჰყავს თუ არა დაღიანს ხალხი მოყვანილიო.
– დიახ, სახლის შემოგარენში ორმოცდაათ კაცზე ნაკლები არ იქნება.
– დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად დაღიანია?
– დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ის არის.
– კალუმბიზე თავდასხმა რომ მოინდომონ, თავის დაცვას შევძლებთ?
– მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ შევეწიროთ, – იმდენად დაუფიქრებლად უპასუხა
არისტარკუმ, თითქოს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის უკვე დაესვას, – თითქმის
არავის ვენდობი. საცაა ყველა კანუდუსში წავა.
ბარონმა ამოიოხრა.
– მოიყვანე, – უბრძანა არისტარკუს, – და შენც აქ იყავი. მინდა ჩვენს საუბარს
დაესწრო.
არისტარკუ კაბინეტიდან გავიდა და წუთის შემდეგ კანუდუსელთან ერთად
დაბრუნდა, სტუმარი ბარონისგან ორ ნაბიჯზე გაჩერდა და ქუდი მოიხადა. ბარონმა,
თითქოს დარწმუნება უნდა, რომ მის წინაშე მართლაც ის მკვლელი და ავაზაკი დგას,
რომელსაც ხალხი უამრავ ბოროტმოქმედებას აწერსო, დაღიანს დაკვირვებით შეხედა
ჯიუტ თვალებში, მერე კი მის გარუჯულ სახეს მოავლო თვალი. დაღიანის წინა
მკითხველთა ლიგა
ცხოვრებაზე მხოლოდ ტყვიით, დანითა თუ მტაცებლის თათით დატოვებული
საშინელი იარა მეტყველებდა: ნებისმიერი გლეხისგან სხვა არაფრით
განსხვავდებოდა, გარდა ერთი დეტალისა: ბარონის წინაშე მდგარი ყველა გლეხი
თვალებს ახამხამებდა და თავს ხრიდა, ის კი ბარონის მზერას თვალს მშვიდად და
ღირსებით აღსავსე უსწორებდა.
– მაშ, შენ ხარ დაღიანი? – ჰკითხა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ბარონმა.
– მე ვარ, – უპასუხა მან.
არისტარკუ დაღიანის ზურგს უკან ქანდაკებასავით გაუნძრევლად გახევებულიყო.
– თავდასხმებით, ძარცვებითა და მკვლელობებით ეს მხარე გვალვასავით შენც
პირწმინდად გააცამტვერე, – უთხრა ბარონმა.
– ეს ადრე იყო, – ხმაში ყოველგვარი წყენის გარეშე, მაგრამ დაფარული სინანულით
უპასუხა დაღიანმა, – ვცოდავდი და ამაზე პასუხსაც ვაგებ. მაგრამ ახლა მე სატანას კი
არა, უფალს ვემსახურები.
მისი ტონი ბარონს ეცნო: ზუსტად ასე, თავის სიტყვებში ეჭვშეუტანლად, უდავო
თავდაჯერებით ლაპარაკობდნენ მონტი-სანტუსკენ მიმავალ გზაზე ხანდახან
ფაზენდაში მოხვედრილი კაპუცინები – მისიის წინასწარმეტყველები და მოხეტიალე
მქადაგებლები, პოლკოვნიკი მორეირა სეზარი და გალილეო გალი. პირველად
მთელი ამ არეული დროის განმავლობაში ბარონს მოძღვრის ნახვა მოუნდა, იმ
ადამიანის გაცნობა, რომელმაც ეს თავზე ხელაღებული ადამიანი ფანატიკოსად აქცია.
– აქ რისთვის მოხვედი?
– კალუმბის გადასაწვავად, – შეუდრეკელი ხმით უპასუხა დაღიანმა.
– კალუმბის გადასაწვავად? – გაოგნებისგან ბარონმა ფეხი მოინაცვლა, სახე
შეეცვალა და ხმას აუწია, – რატომ უნდა გადაწვა?
– სიბილწისგან რომ გავწმინდო, – აუჩქარებლად წარმოთქვა დაღიანმა, – ამ მიწამ ეს
ნამდვილად დაიმსახურა, დიდი ხანია, მოსვენება არ ღირსებია.
არისტარკუ გაუნძრევლად იდგა, უკვე გონს მოსულმა ბარონმა კი
სახედასახიჩრებულ ადამიანს ისე შეხედა, როგორც ძველ, უშფოთველ ცხოვრებაში
გამადიდებელი შუშით პეპელას, ანდა ჰერბარიუმში გამხმარ ფოთოლს უყურებდა
ხოლმე. უცებ მოუნდა დაღიანისთვის გულისნადები გამოეკითხა, მის სულში
შეეღწია და იმ ყველაფრის ჭეშმარიტი არსი გაეგო, რაზეც იგი ლაპარაკობდა. წამით
თვალწინ სებასტიანა წარმოუდგა, რომელიც აგიზგიზებული ცეცხლის რკალში
ესტელას მბრწყინავ თმას ვარცხნიდა და გაფითრდა.
– ნუთუ შენი ჭკუანაკლული მოძღვარი ვერ ხვდება, რას აკეთებს? – ცდილობდა
გააფთრება ჩაეხშო, – ნუთუ ვერ ხვდება, რომ ეს ასობით ოჯახს შიმშილსა და
სიკვდილს მოუტანს? მისმა სიგიჟემ ბაია ომში უკვე ჩაითრია.
– ასე წერია საღვთო წერილში, – აუღელვებლად უპასუხა დაღიანმა, – მოვა
რესპუბლიკა და მას კაციჭამიები მოჰყვებიან. დაიწყება არეულობა. მაგრამ ბელუ-
მონტის წყალობით ღატაკნი გადარჩებიან.
– მაშასადამე, ბიბლია წაკითხული გაქვს? – ჩაიბუტბუტა ბარონმა.
– მე არა,მას, – თქვა დაღიანმა, – თქვენ შეგიძლიათ, ოჯახთან ერთად წახვიდეთ,
ხელს არავინ გახლებთ, აქ „კაციჭამიამ“ გაიარა, მეგზურები და საქონელი მიიღო.
კალუმბი ამიერიდან დაწყევლილია და ეშმაკს ეკუთვნის.
– ფაზენდის გაცამტვერების უფლებას არ მოგცემთ, – თქვა ბარონმა, _ და საქმე აქ
ჩემშიც არ არის, ეს მიწა ასობით ადამიანს ასაზრდოებს. იმათ რა ეშველებათ?
– უფალი ჩვენი იესო ქრისტე თქვენზე უკეთ იზრუნებს იმ ადამიანებზე, – ჩანდა,
რომ დაღიანი თავშეკავებითა და პატივისცემით ლაპარაკს ცდილობდა, მაგრამ ის,
მკითხველთა ლიგა
რომ ბარონს ასეთი ცხადი ჭეშმარიტებები არ ესმოდა, ჩიხში აქცევდა, – თქვენ
გაემგზავრებით, დანარჩენები კი ბელუ-მონტიში წამოვლენ.
– იმ დროისთვის პოლკოვნიკი სეზარი ბელუ-მონტის უკვე მიწასთან გაასწორებს, -
შეეკამათა ბარონი, – როგორ არ გესმის, რომ დანებითა და საფანტიანი თოფებით
რეგულარული არმიის დამარცხება შეუძლებელია!
რა სისულელეა: დაღიანი ვერაფერსაც ვერ გაიგებდა და მისი გადარწმუნებაც ისევე
შეუძლებელი იყო, როგორც მაიორი სეზარის, ან გალის. ბარონს გააჟრჟოლა: ჩანდა,
მთელი მსოფლიო შეშლილიყო და სამყაროს ახლა მხოლოდ ბრმა და უგუნური
რწმენა მართავდა.
– ასე მიხდით მადლობას იმისათვის, რომ კანუდუსში სურსათს ვაგზავნიდი,
ნახირს მოვერეკებოდი, მარცვლეული ჩამომქონდა? – ჰკითხა მან, – ანტონიუ
ვილანოვა დამპირდა, რომ ამის ნაცვლად კალუმბის ხელს არ ახლებდით, ჩემს ხალხს
ზიანს არ მიაყენებდით. ეს არის მოძღვრის სიტყვის ფასი?
– მამის ნებას უნდა დამორჩილდეს, – აუხსნა დაღიანმა.
– მაშასადამე, ღმერთმა გიბრძანათ, ჩემი სახლი გადაგეწვათ, – ჩაიბურტყუნა
ბარონმა.
– ღმერთმა კი არა, მამამ, – თითქოს თანამოსაუბრის უხეში შეცდომის
გამოსწორებას ჩქარობსო, სწრაფად შეუსწორა დაღიანმა, – მოძღვარს არ უნდა, რომ
თქვენ, ან რომელიმე თქვენს ახლობელს რამე დაუშავდეს. ყველას, ვინც მოისურვებს,
უფლება აქვს, წავიდეს.
– დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრიდან, – გამოეპასუხა ბარონი, – მაგრამ მე
კალუმბის გადაწვის საშუალებას არ მოგცემთ. არსადაც არ წავალ.
დაღიანს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა და ნაიარევი აუტოკდა.
– თუ არ წახვალთ, მომიწევს, ვისაც თავის შველა შეეძლო, ყველა დავხოცო, –
ძლივს ამოთქვა მან, – თქვენც. არ მინდა, თქვენი სისხლი ჩემს სინდისზე იყოს. აქ ხომ
ბრძოლაც არ იქნება, – თითი ზურგს უკან გაიშვირა, – აგერ, არისტარკუს ჰკითხეთ.
ბარონმა მოურავს მავედრებელი მზერით გადახედა, მაგრამ მის მზერას
დამამშვიდებელი პასუხი არ მოჰყოლია.
– ერთი კვირა მჭირდება, – თქვა ბოლოს, – არ შემიძლია...
– ერთ დღეს გაძლევთ, – სიტყვა გააწყვეტინა დაღიანმა, – შეგიძლიათ, რასაც
მოინდომებთ, ყველაფერი თან წაიღოთ. ერთ დღე-ღამეზე მეტს ვერ მოვიცდი. ბელუ-
მონტის სატანა უახლოვდება. ჩემი ადგილი იქ არის, – ქუდი კვლავ დაიხურა,
შეტრიალდა და არისტარკუსთან ერთად კართან მისულმა, დამშვიდობების
მაგივრად წარმოთქვა: – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე!
ბარონმა შენიშნა, რომ სიგარა ჩაჰქრობოდა. გადააფერფლა, ხელახლა მოუკიდა,
ნაფაზი დაარტყა და მიხვდა, რომ მორეირა სეზარისთვისაც კი არ ჰქონდა დახმარების
თხოვნას აზრი – მოსვლას ვერ მოასწრებდა. ამას შეგუებულმა – ბოლოს და ბოლოს
ისიც ხომ სერტანელი იყო და სიძნელეების მორჩილად გადატანას შეჩვეული, –
ბარონი ცოლზე ჩაფიქრდა: აღიქვამს კი ესტელა იმ კარ-მიდამოს დაღუპვას, რომელიც
მათ ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა?
ნახევარი საათის შემდეგ სამივე – ესტელა ბარონის მარჯვნივ, გალი კი მარცხნივ –
სასადილოში მაღალზურგიან ვენურ სკამებზე იჯდა. ჯერ არ შებინდებულიყო,
მაგრამ მსახურებს ლამფები უკვე ანთებული ჰქონდათ, ბარონი დროდადრო
შოტლანდიელისკენ იხედებოდა: გალი უმადოდ ჭამდა და სახეზე მისთვის ჩვეული
ტანჯული გამომეტყველება შეჰყინვოდა. გარეთ გასვლას არავინ უშლიდა, უთხრეს
კიდეც, თუ ფეხის გაშლა გნებავთ, შეგიძლიათ გაისეირნოთო, მაგრამ ბარონთან
მკითხველთა ლიგა
რამდენჯერმე საუბარს თუ არ ჩავთვლით, თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა –
სწორედ იმ ოთახიდან, სადაც ოდესღაც პოლკოვნიკი სეზარი მოათავსეს, – და
გამუდმებით რაღაცას წერდა. დი კანიაბრავამ სთხოვა, ყველაფერი, რაც ეპამინონდას
გონსალვისთან ღირსსახსოვარი პაემნის შემდეგ თავს გადახდა, ფურცელზე
გადაეტანა, – ამას თუ გავაკეთებ, გამათავისუფლებთ? – ჰკითხა მაშინ გალმა. ბარონმა
თავი გააქნია, – თქვენ ჩემი იარაღი ხართ, მტრის დამარცხებას მხოლოდ თქვენი
მეშვეობით ვაპირებ. – შოტლანდიელი დიდხანს დუმდა და ბარონს უკვე ეჭვი
შეეპარა, რომ სტუმარი თხოვნას შეუსრულებდა, აღსარებას დაწერდა. აბა, რაღას წერს
დღედაღამ? ბარონს ეს სწყინდა კიდეც და ინტერესსაც უჩენდა.
– პოლკოვნიკი იდეალისტად მიგაჩნიათ? – ფიქრიდან გალის ხმამ გამოიყვანა, –
კაცი, რომლის სისასტიკეზეც საშინელი ხმები დადის?
ბარონი მიხვდა, რომ შოტლანდიელს კაბინეტში დაწყებული საუბრის გაგრძელება
უნდოდა.
– გიკვირთ? – უპასუხა მან ინგლისურად, – მორეირა სეზარი ნამდვილი
იდეალისტია. არც ფული სჭირდება, არც პატივი, და თვით ძალაუფლებაც კი არ არის
მისთვის მთავარი. აბსტრაქციებით ხელმძღვანელობს, მისი მამოძრავებელი ძალა
ავადმყოფურად გამძაფრებული ნაციონალიზმია, ტექნიკურ პროგრესს აღმერთებს და
სჯერა, რომ მხოლოდ ჯარს შეუძლია, ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, ქაოსიდან
გამოიყვანოს, კორუფციისგან გაწმინდოს, რა თქმა უნდა, იდეალისტია. რაღაც
რობესპიერის მსგავსი...
ლაქიამ მაგიდიდან თეფშების ალაგება დაიწყო და ბარონი გაჩუმდა. ხელში
ხელსაწმენდის გასაყრელ რგოლს ათამაშებდა და იმაზე ფიქრობდა, რომ მეორე დღეს
ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავდა, დანახშირებულ ნანგრევებად იქცეოდა. წამით
ინატრა, სასწაული მომხდარიყო, პოლკოვნიკი სეზარი – მისი შეურიგებელი მტერი –
იქ აღმოჩენილიყო და დანაშაულისთვის ხელი შეეშალა.
– როცა თავისი ოცნებების განხორციელებას იწყებს, ბევრი იდეალისტის მსგავსად
ისიც დაუნდობელი და სასტიკი ხდება, – დაამატა ბარონმა, მეუღლე და გალი
შესცქეროდნენ, მაგრამ იმ წუთს მისი გამომეტყველების მიხედვით ვერავინ იტყოდა,
ახლა რაზე ფიქრობდა, – იცით, ანიატუ მირამის ციხესიმაგრეში რა ჩაიდინა, როცა
ფედერალისტები მარშალ ფლორიანუს წინააღმდეგ აჯანყდნენ? ას ოთხმოცდახუთი
ადამიანი სიკვდილით დასაჯა. აჯანყებულებმა იარაღი დაყარეს, მაგრამ
პოლკოვნიკისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მისთვის აუცილებელი იყო, ამბოხება
ძირფესვიანად ამოეძირკვა.
– თავები მოჰკვეთა, – თქვა ბარონესამ. ქალი ინგლისურად ქმარივით თავისუფლად
ვერ ლაპარაკობდა, ყოველ ბგერას ნელა და გაუბედავად წარმოთქვამდა, – ხალხი
„კაციჭამიას“ უწოდებს.
უაზრო მზერით კერძს მიჩერებულ ბარონს მოკლედ და სიმწრით გაეცინა.
– ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ამ იდეალისტს მეამბოხეების –
მონარქისტებისა და ინგლისის მოკავშირე კანუდოსელების სიკვდილ- სიცოცხლის
განკარგვის საშუალება მიეცემა, – თქვა მან სახემოქუფრულმა, - პოლკოვნიკს
მშვენივრად მოეხსენება, რომ ისინი არც ერთნი არიან და არც მეორენი, მაგრამ
იაკობინელთა იდეები იმისთვის სჭირდება, რომ მონარქისტებად და ანგლოფილებად
შერაცხოს. ჰოდა, შერაცხავს კიდეც და ყველას გაჟუჟავს, რისთვის? თავისთავად
ცხადია, ბრაზილიის საკეთილდღეოდ. პოლკოვნიკს მთელი გულით სჯერა, რომ ასეც
არის.

მკითხველთა ლიგა
თვალწინ კვლავ ცეცხლმოკიდებული კალუმბი წარმოუდგა, დაინახა, როგორ
ნთქავდა ტკაცატკუცით ცეცხლი გარშემო ყველაფერს და ლუკმა ძლივძლივობით
გადაყლაპა.
– იმ კანუდუსელ ჭკუანაკლულებს კარგად ვიცნობ, – კვლავ დაიწყო მან და იგრძნო,
რომ ხელისგულები გაუოფლიანდა, – გაუნათლებლები და ცრუმორწმუნეები არიან:
ნებისმიერ თაღლითს შეუძლია, ისინი დააჯეროს, რომ სადაცაა, ბოლო ჟამი დადგება.
მაგრამ იმავდროულად უშიშრებიც არიან, ამტანები და თანდაყოლილი ღირსების
გრძნობაც გააჩნიათ, განა აბსურდი არ არის? ხალხს, რომელსაც იმპერატორი პედრუ
მეორე და პეტრე მოციქული ერთმანეთში ერევა, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ,
სად მდებარეობს ინგლისი და მეფე სებასტიანის ზღვის სიღრმეებიდან ამოსვლას
ელიან, ისე ამოხოცავენ, როგორც მონარქისტებსა და ანგლოფილებს!
მორიგი ლუკმა გადაყლაპა და მოეჩვენა, რომ ყელში დამწვრისა და ჭვარტლის გემო
დაუტოვა.
– ინტელექტუალების გეშინოდეთო, ასე ამბობდა პოლკოვნიკი მორეირა სეზარი. მე
კი მიმაჩნია, რომ იდეალისტები კიდევ უფრო სახიფათონი არიან, ბატონო გალო.
შოტლანდიელის ხმამ მის სმენამდე თითქოს სადღაც შორეთიდან მიაღწია.
– გამიშვით კანუდუსში, – გალს თვალები უბრწყინავდა და ეტყობოდა, რომ ამ
აზრს ერთიანად მოეცვა, – მინდა, იმისთვის მოვკვდე, რაც საუკეთესოა ჩემში,
იმისთვის, რისაც მჯერა, რისთვისაც ვიბრძოდი. სულელივით სიკვდილი არ მინდა.
როგორც თქვენ უწოდეთ, ჭკუანაკლულები, საკუთარ თავში ბრაზილიის ღირსებას
განასახიერებენ. იტანჯებოდნენ და აჯანყდნენ. მე და თქვენ უფსკრული გვაშორებს,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ ჩემი გაგება მაინც შეგიძლიათ.
ბარონესამ ლაქიას ხელის აქნევით თეფშების ალაგება და გასვლა უბრძანა.
– რისთვის გჭირდებით? – განაგრძობდა გალი, – შეიძლება გულუბრყვილოდ
ვმსჯელობ, მაგრამ, რასაც ვამბობ, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, არ
ვთვალთმაქცობ. დამიჯერეთ, არ გაშანტაჟებთ. ბაიის ხელისუფლების ანდა
პოლკოვნიკ სეზარისთვის ჩემი გადაცემა არაფერს გარგებთ: ხმას არ ამოვიღებ.
მაგრამ თუ საჭირო გახდება, ტყუილ ფიცს დავდებ და ვიტყვი, რომ თქვენ
ეპამინონდას გონსალვისის ცილისწამების მიზნით მომისყიდეთ. ის სულმდაბალი
არამზადაა, თქვენ კი ღირსეული ადამიანი, მაგრამ, თუკი იაკობინელებსა და
მონარქისტებს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს, მე იაკობინელს ავირჩევ. არ
დაგავიწყდეთ, ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ, ბარონო.
ბარონესამ სკამი უკან გასწია და წამოდგომა დააპირა.
– შენი გასვლა აუცილებელი არ არის, – შეაჩერა ქალი ბარონმა. გალს უსმენდა,
მაგრამ ფიქრი მხოლოდ იმ ცეცხლზე შეეძლო, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ
კალუმბის გადაბუგავდა. როგორ უთხრას ეს ესტელას?
– გამიშვით კანუდუსში, – გაუმეორა გალმა.
– კი მაგრამ, ასე რატომ გინდათ იქ წასვლა? – წამოიძახა ბარონესამ, – ისინი ხომ,
როგორც მტერს, ისე მოგკლავენ! თქვენ არ ამბობდით, ათეისტი და ანარქისტი ვარო?
იმ კანუდუსში რა დაგრჩენიათ?!
– მიუხედავად იმისა, რომ არ იციან, მათთან ბევრი მაქვს საერთო, – უპასუხა გალმა
და წამიერი დუმილის შემდეგ დაამატა, – მიშვებთ?
ბარონი ცოლს მიუბრუნდა და თავისდა უნებურად პორტუგალიურად მიმართა:
– უნდა გავემგზავროთ, ესტელა. ისინი კალუმბის გადაწვას აპირებენ. სხვა გზა არ
არის. ფაზენდის დასაცავად დამხმარე არავინ გვყავს. მისთვის თავის გაწირვა კი
სისულელეა.
მკითხველთა ლიგა
დაინახა, ამ სიტყვებზე ბარონესა ადგილზე როგორ გაშეშდა, მერე გაფითრდა,
ტუჩი მოიკვნიტა და იმით შეშინებული, რომ ქალი გონებას დაკარგავდა, გალისკენ
შეტრიალდა:
– როგორც ხვდებით, მე და ჩემს ცოლს სერიოზული საკითხი გვაქვს გადასაჭრელი.
თქვენს ოთახში გადით, მოგვიანებით დავილაპარაკოთ.
გალი ხმის ამოუღებლად დაემორჩილა, სახლის პატრონები ერთხანს ჩუმად
ისხდნენ; ესტელა იცდიდა. ბარონმა მას დაღიანთან ლაპარაკის შესახებ უამბო.
შენიშნა, რომ ქალი მთელი ძალით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ არ
გამოსდიოდა: წამის უსწრაფესად ლოყები ჩაუცვივდა და მთელი ტანით ცახცახებდა.
ბარონს ცოლისადმი ყოველთვის ნაზად მოსიყვარულე დამოკიდებულება ჰქონდა,
ასეთ წუთებში კი მუდამ გაოცებული რჩებოდა: ქალი სისუსტეს არასდროს
ამჟღავნებდა; ამ მოხდენილ, მორთულ-მოკაზმულ, ნაზ ქალს ძლიერი ხასიათი
ჰქონდა და ბარონიც იმ იმედს ებღაუჭებოდა, რომ ცოლის ამ თვისებაში საყრდენს
ამჯერადაც იპოვიდა. მან ქალს აუხსნა, რომ თან თითქმის ვერაფერს წაიღებდნენ,
ამიტომ საჭირო იყო, ყველაზე ძვირფასი ნივთები ჩაელაგებინათ და საიმედოდ
დაემალათ, ანდა, კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ მსახურებსა და პეონებს
დაურიგებდნენ.
– ამას თავიდან ვერაფრით ავიცილებთ? – თითქოს მტრები უკვე იქვე
ყოფილიყვნენ, ძლივსგასაგონად ამოთქვა ბარონესამ.
ბარონმა მხოლოდ თავი გაიქნია: „ვერა“.
– კონკრეტულად ჩვენი საწინააღმდეგო სინამდვილეში არაფერი აქვთ. მხოლოდ
სატანის განადგურება და მიწის დასვენება უნდათ. მათთან კამათი უაზრობაა, –
ბარონს გააჟრჟოლა, მხრები შეერხა და რადგანაც იგრძნო, რომ მღელვარებას ვეღარ
ერეოდა, საუბრის შეწყვეტა დააპირა, – ხვალ, შუადღისას გავემგზავროთ. მათი
მოცემული ვადაც ამ დროისთვის იწურება.
ესტელამ თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია. სახე დასძაბოდა, შუბლზე ნაოჭი
გაღრმავებოდა, კბილები ოდნავ შესამჩნევად უკაწკაწებდა.
– რადგან ასეა, მთელი ღამე მუშაობა მოგვიწევს, – თქვა ბოლოს და წამოდგა.
ბარონი მიმავალი ცოლის ზურგს შესცქეროდა და იცოდა, რომ ის ამ ყველაფერს
დაუყოვნებლივ სებასტიანას უამბობდა. არისტარკუ იხმო და გამგზავრებასთან
დაკავშირებული განკარგულებები გასცა, მერე კი თავის კაბინეტში ჩაიკეტა და
ქაღალდებს, რვეულებს, რუკებს დიდხანს ფლეთდა. ის, რის თან წაღებასაც აპირებდა,
ორ ჩემოდანში თავისუფლად ჩაეტია. გალისთვის გამოყოფილი ოთახისკენ
მიმავალმა დაინახა, რომ ესტელა და სებასტიანა უკვე საქმეს შესდგომოდნენ; მთელი
სახლი ნაჩქარევად გამგზავრებისწინა ფაცა-ფუცში იყო ჩაფლული: გაფითრებული და
შეშინებული ლაქიები და მოახლეები წინ და უკან დარბოდნენ, ნივთებს
აგროვებდნენ და ალაგებდნენ, კალათები, ყუთები და სამგზავრო სკივრები აქეთ-
იქით დაჰქონდათ და ერთმანეთს მღელვარედ ეჩურჩულებოდნენ. ბარონი
შოტლანდიელთან დაუკაკუნებლად შევიდა. გალი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას
წერდა. ნაბიჯის ხმის გაგონებაზე, ბარონს ისე ახედა კითხვაჩამდგარი მზერით, რომ
ბატის ფრთა არ დაუდია.
– ვიცი, რომ თქვენი გაშვება ნამდვილი სისულელეა, – ღიმილით უთხრა ბარონმა,
თუმცა ეს ღიმილი ავადმყოფურ გრიმასას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაღიმებას, – წესით,
სალვადორში უნდა გამეგზავნეთ, მერე კი რიოში, ისევე, როგორც თქვენი თმა,
როგორც ყალბი აგენტის გვამი, როგორც ეს დაწყევლილი ინგლისური იარაღი
გაგზავნეს...
მკითხველთა ლიგა
თითქოს ერთბაშად ძალა გამოეცალაო, სიტყვა არ დაასრულა.
– თავს ნუ იტყუებთ, – უპასუხა გალილეომ. ბარონი მასთან იმდენად ახლოს იდგა,
რომ მუხლებით ეხებოდა, – მე მაინც ვერაფრით დაგეხმარებოდით, ჩემს გამოყენებას
მაინც ვერ შეძლებდით. მე და თქვენ სხვადასხვა მხარეს ვართ, ასეთ შემთხვევაში კი
ნებისმიერი იარაღი გამოსადეგია.
მის ხმაში მტრული დამოკიდებულება არ იგრძნობოდა და ბარონმა ის თითქოს
სადღაც შორიდან დაინახა: მის წინაშე უმაქნისი, უწყინარი, ახირებული კაცი იდგა.
– ნებისმიერი იარაღი... – ჩაიბუტბუტა მან, – ჰო, ამ სიტყვებით იმ დროის
განსაზღვრა შეიძლება, რომელშიც ცხოვრება მოგვიწია, და კიდევ დამდეგი საუკუნის.
ახლა უკვე აღარ მიკვირს, რომ ეს შეშლილები ქვეყნიერების სწრაფ აღსასრულზე
ქადაგებენ.
გალს სახეზე ისეთი ტანჯვა გამოესახა, რომ ბარონს უცებ შეეცოდა კიდეც. „ვერც კი
წარმოუდგენია, რამხელა უფსკრულია მის ოცნებებსა და სინამდვილეს შორის.
ჰგონია, გმირივით დაიღუპება, არადა, ყველაფერი სწორედ ისე დასრულდება, რისაც
ეშინია: ბრიყვივით ჩაძაღლდება, სულელური და უაზრო სიკვდილით მოკვდება“.
იმწუთს მთელი მსოფლიო საშინელი და გამოუსწორებელი გაუგებრობის
მსხვერპლად წარმოუდგა.
– თავისუფალი ხართ, – წარმოთქვა მან, – მეგზურს გაგაყოლებთ, თუმცა კი ეჭვი
მეპარება, რომ კანუდუსამდე მიაღწევთ.
გალს თვალები სიხარულით აენთო და ძლივსგასაგონად მადლიერების სიტყვები
ჩაიბუტბუტა.
– არც კი ვიცი, რატომ გიშვებთ, – თქვა ბარონმა, – მიუხედავად იმისა, რომ მძულს
ისინი, ეს იდეალისტების მიმართ, ჩემი სისუსტის გამოვლინებაა. თუმცა თქვენდამი
გარკვეულ სიმპათიას მაინც ვგრძნობ: დაღუპული ადამიანი ხართ, შემცდარი და
თქვენი სიკვდილიც ამ შეცდომების შედეგი იქნება.
მაგრამ გალი ბარონს უკვე აღარ უსმენდა, საძინებლის მაგიდიდან ქაღალდები
აკრიფა და მასპინძელს გაუწოდა.
– მინდოდა საკუთარი თავი შემეცნო, გამეგო, ვინ ვარ და რა ვარ, – თვალები
უბრწყინავდა, სახე უხურდა, ხელები უკანკალებდა, – ხელნაწერს ალბათ თქვენ არ
უნდა გიტოვებდეთ, მაგრამ სხვას ვერავის ვანდობ. ჯერ თქვენ წაიკითხეთ, მერე კი,
გთხოვთ, ლიონში, აი, ამ მისამართზე გააგზავნეთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
ამ გაზეთს ჩემი მეგობრები გამოსცემენ, თუმცა, არ ვიცი, ისევ გამოიცემა თუ არა, –
დარცხვენილი გაჩუმდა, – წასვლა როდის შემეძლება?
– თუნდაც ახლავე, – უპასუხა ბარონმა, – ვფიქრობ, საჭირო არ არის იმის შეხსენება,
რომ მეტისმეტად რისკავთ. დიდი ალბათობით პოლკოვნიკ სეზარის ჯარისკაცები
დაგიჭერენ, ის კი ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს მოგიღებთ.
– არ თქვით, მკვდრებს არ კლავენო?! – შეეპასუხა გალი, – გაიხსენეთ: მე ხომ უკვე
მომკლეს იპუპიარაში,..

წყლის საძებნელად გაგზავნილი ცხენოსანი მზვერავები დაუსრულებელ ქვიშიან


ვაკეზე ჩაქჩაქით მიიწევენ წინ და უკვე არცთუ შორს მდებარე ბუჩქნარს იმედით
გასცქერიან; თანამგზავრების იმედს მხოლოდ ბრუციანი ჟურნალისტი არ იზიარებს,
ჯერ ისევ ბანაკში ყოფნისას გაიფიქრა, ტყუილად მივდივართ, წასვლას აზრი არა
მკითხველთა ლიგა
აქვსო, მაგრამ ხმამაღლა სიტყვაც არ დაუძრავს: ვერავინ ხვდება, რომ მას შემდეგ, რაც
წყლის ულუფა შეუმცირეს, მთელი მისი არსება გაუქარვებელმა სასოწარკვეთამ
მოიცვა. ქრონიკული უმადობა აქვს და შიმშილი არ აწუხებს, მაგრამ წყურვილს
ძნელად იტანს: იმ წუთის მოლოდინში, როცა მათარიდან ყლუპის მოსმის დრო
დადგება, წამდაუწუმ საათს დაჰყურებს, წყლის სმის განრიგი თავად შეიდგინა და
ცდილობს, არ დაარღვიოს. რა უცნაურია, რომ უნაგირზე თავს ძლივს იმაგრებს და
მაინც მოინდომა, ცხენოსან მზვერავს გაჰყოლოდა: ეს ცხენით მგზავრობა უკანასკნელ
ძალას გამოაცლის და წყურვილი კიდევ უფრო მეტად გატანჯავს, მაგრამ ბანაკში რომ
დარჩენილიყო, გული გაუწვრილდებოდა და მოწყენილობა არ მოასვენებდა – აქ კი,
ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ იმას უნდა ეცადოს, რომ ცხენიდან არ გადმოვარდეს
და ამას გულს გადააყოლებს. ჯარისკაცები სათვალის, უცნაური ჩაცმულობის,
პიუპიტრისა და სამელნის გამო დასცინიან, მაგრამ ჟურნალისტი ამას მშვიდად
იტანს.
წინ მიმავალი მზვერავი გზაზე გამოჩენილი ჭისკენ იშვერს ხელს, მაგრამ მისი
მოქუფრული გამომეტყველებით ბეცი ჟურნალისტი ხვდება, რომ მეამბოხეებს ისიც
ამოუქოლავთ. ასეცაა: ჩამოქვეითებული ჯარისკაცები ჭის კიდესთან ხელში
კარდალებითა და მათარებით გროვდებიან, მაგრამ რკინა ქვებზე რახუნობს და
ჟურნალისტი თანამგზავრების სახეებზე მწარე იმედგაცრუებას ხედავს. აქ რას
აკეთებს? რატომ არის აქ და არა სალვადორში, თავის არეულ ბინაში, სადაც წიგნების
გროვასთან ჯდომა, თრიაქის გაბოლება და ყოველ ნაფაზთან ერთად სიმშვიდისა და
სიწყნარის სასიამოვნო შეგრძნება ასე ძალიან უყვარდა?
– მოსალოდნელი იყო, რომ ასე იქნებოდა, – ხმადაბლა წარმოთქვამს კაპიტანი
ოლიმპიუ დი კასტრუ, – ახლომახლო არის კიდევ ჭები?
– კიდევ ორია, – პასუხობს მეგზური, – მაგრამ თავს ვდებ, წყალი არც იქ
დაგვხვდება.
– მაინც უნდა შევამოწმოთ, – აწყვეტინებს კაპიტანი, – სერჟანტო, რამდენიმე
ჯარისკაცი წაიყვანეთ და წადით, შეამოწმეთ. დაბინდებამდე უკან უნდა
დაბრუნდეთ.
კაპიტანი, ჟურნალისტი, მეგზური დარჩენილ ჯარისკაცებთან ერთად უკან ნელი
ნაბიჯით ბრუნდებიან. მეჩხერი ტყიდან გამოღწევისა და ისევ გავარვარებულ ვაკეზე
მოხვედრისთანავე მეგზურის ბუტბუტი ესმით: როგორც ჩანს, მოძღვრის
წინასწარმეტყველება სრულდება – უფალმა კანუდუსი მართლაც წრეში მოაქცია, მის
საზღვრებს გარეთ კი ყველანაირი სიცოცხლე გაქრება, ჯერ მცენარეები გახმება, მერე
ცხოველები და ფრინველები დაიღუპებიან, ბოლოს კი ადამიანები.
– ამის თუ გჯერა, აქ, ჩვენთან რა ჯანდაბას აკეთებ? – ეკითხება ოლიმპიუ დი
კასტრუ. მეგზურს ხელი ყელთან მიაქვს:
– „კაციჭამია“ ჩემთვის სატანაზე საშიშია.
ჯარისკაცებიდან რამდენიმე იცინის. კაპიტანი და ბეცი ჟურნალისტი ასწრებენ და
ცხენებს წინ მიაჭენებენ, მაგრამ თანამგზავრის სიბრალული კასტრუს ცოტა ხანში
სადავის მოქაჩვას აიძულებს და ცხენი ისევ ნელ სვლაზე გადაჰყავს. ჟურნალისტი
სულს ითქვამს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წყლის მოსმის დრო არ დამდგარა,
ტუჩებთან მათარა მიაქვს. სამ საათ-ნახევრის შემდეგ წინ ბანაკი იკვეთება.
პირველი საგუშაგოს გავლას ძლივს ასწრებენ, რომ მათ ჩრდილოეთიდან სხვა
ცხენოსანი მზვერავი ეწევა. მეთაურს, თავით ფეხამდე მტვერში ამოგანგლულ
ახალგაზრდა ლეიტენანტს, სახე სიხარულით უბრწყინავს.
– რა ქენით? – ეკითხება კაპიტანი მისალმების ნაცვლად, – იპოვეთ?
მკითხველთა ლიგა
ლეიტენანტი კაპიტანს თავით გვერდით ანიშნებს და ჟურნალისტი ტყვეს ამჩნევს.
ტყვე ხელებშეკრულია, სახეზე თავზარდაცემა შეჰყინვია, სუტანა კი რაღაც უფორმო
ჯვალოდ ჰქცევია. დაბალია, ჩასკვნილი, ღიპიანი, საფეთქლებზე უკვე
ჭაღარაშერეული კაცია, რომელსაც თვალები აქეთ-იქით დაურბის. მზვერავი გზას
განაგრძობს. კაპიტანიცა და ჟურნალისტიც ცხენებს ძრავენ.
სამეთაურო კარავთან ორი ბადრაგი ტყვეს ცხენიდან ჩამოსვლაში ეხმარება და
ზურგსა და მხრებზე ხელის უცერემონიო ტყაპატყუპით სუტანიდან მტვერს
უბერტყავს. მათი გამოჩენა შეუმჩნეველი არ რჩება – კარავთან ჯარისკაცები ყოველი
მხრიდან მოიჩქარიან და ახალმოსულს შესცქერიან. თითქოს ყოველი მხრიდან
დარტყმას ელისო, ტყვე აქეთ-იქით შიშით კბილებაკაწკაწებული იხედება.
ლეიტენანტს იგი კარავში ხელის კვრით შეჰყავს და ჟურნალისტიც უკან მიჰყვებათ.
– თქვენი ბრძანება შესრულებულია, თქვენო ბრწყინვალებავ, – ქუსლების
ერთმანეთზე მიბაკუნების შემდეგ წარმოთქვამს ახალგაზრდა ოფიცერი.
საველე მაგიდასთან პოლკოვნიკ ტამარინდუსა და მაიორ კუნია მატუსთან ერთად
მჯდარი მორეირა სეზარი ფეხზე დგება. ტყვეს უახლოვდება და თავით ფეხამდე
ცივად ათვალიერებს. სახე შეუვალი აქვს, მაგრამ ბეცი ჟურნალისტი ხედავს, რომ
დროდადრო ქვედა ტუჩს იკვნეტს და ეს მღელვარების უტყუარი ნიშანია.
– ყოჩაღ, ლეიტენანტო, – ამბობს იგი და ლეიტენანტს ხელს ართმევს, – შეგიძლიათ
დაისვენოთ.
წამით პოლკოვნიკის მზერა ჟურნალისტისას ხვდება და ისიც უკვე ელის, რომ
სეზარი სადაცაა კარვიდან გასვლას უბრძანებს. მაგრამ მისი მოლოდინი არ
მართლდება: პოლკოვნიკი ტყვეს დაუფარავი ყურადღებით ათვალიერებს, ისინი
დაახლოებით ერთი სიმაღლისანი არიან, თუმცა მორეირა სეზარი ბევრად გამხდარია.
– ვხედავ, ძალიან გეშინიათ.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, – პასუხის გასაცემად აცახცახებულ ტუჩებს ძლივს
იმორჩილებს ტყვე, – მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი ვარ, უხეშად
მომექცნენ...
– არავინ გაიძულებდათ, სამშობლოს მტრებთან გემსახურათ, – აწყვეტინებს
პოლკოვნიკი და, თავისი ჩვეულებისამებრ, ბოლთის ცემას იწყებს, მაგრამ
თავჩაქინდრულ პადრეს თვალს მაინც არ აშორებს.
– მე მშვიდობიანი ადამიანი გარ, – კვნესით პასუხობს პადრე.
– არა. თქვენ რესპუბლიკის მტერი ხართ. მონარქიის აღდგენის მსურველ
ამბოხებულებსა და უცხო ქვეყნის ჯაშუშებს ეხმარებოდით.
– უცხო ქვეყნის? – გაურკვევლად ეკითხება პადრე ჟუაკინი, შიში წამით გაოცებით
ეცვლება.
– ძალიან დამავალებთ, თუ მეორედ მოსვლაზე, ეშმაკსა და უფალ ღმერთზე მთელი
იმ ბოდვისგან თავს თქვენ მაინც შეიკავებთ. ამ შემთხვევაში, გამართლებად
გაუნათლებლობა არ გამოდგება, – რბილად წარმოთქვამს დოინჯშემოყრილი და
კარავში აქეთ-იქით მოსიარულე პოლკოვნიკი.
ყველა, ვინც კარავშია, პოლკოვნიკს აყოლებს თვალს. შეშფოთებული ბეცი
ჟურნალისტი გრძნობს, რომ ცხვირში რაღაც უღიტინებს - ეს ღიტინი ყოველთვის
თავშეუკავებელი ცემინების მომასწავებელია.
– თქვენივე შიში გყიდით, პადრე, ქურდს ქუდი ეწვისო, ხომ გაგიგონიათ, – ამბობს
მორეირა სეზარი წეღანდელთან შედარებით ბევრად მკაცრი ხმით, – მერწმუნეთ,
ჩვენთან გაჩუმება შეუძლებელია, ამიტომ ჯობს, დრო უქმად არ დაგვაკარგვინოთ,
ნებისმიერის ალაპარაკება შეგვიძლია.
მკითხველთა ლიგა
– დასამალი არაფერი მაქვს, – ბუტბუტებს ისევ მთელი ტანით აცახცახებული
პადრე ჟუაკინი, – არ ვიცი, კარგად მოვიქეცი თუ ცუდად, სიმართლე გითხრათ, ცოტა
არ იყოს დაბნეული ვარ...
– უპირველეს ყოვლისა, კანუდუსის საზღვრებს გარეთ თქვენი მომხრეები
დაგვისახელეთ, – ისევ აწყვეტინებს პოლკოვნიკი, და ბეცი ჟურნალისტი ხედავს,
სეზარს წელზე შემოწყობილ ხელებზე თითები რა ნერვიულად უთამაშებს, –
მიწათმფლობელების, პოლიტიკოსების, სამხედრო მრჩევლების სახელები
გვითხარით – ჩვენების და ინგლისელების.
– ინგლისელების? – წამოყვირებისგან თავს ვერ იკავებს გაოგნებული პადრე, –
მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს კანუდუსში უცხოელი. იქ
მხოლოდ ბრაზილიელები არიან – ღარიბთა შორის უღარიბესნი, ყველაზე
დაბეჩავებულები და ბედშავნი! არც მემამულე და არც პოლიტიკოსი ასეთ ბეჩავებს
ახლოსაც არ გაეკარება, გეფიცებით, თქვენო ბრწყინვალებავ! კანუდუსში ხალხი
შორიდანაც მიდის და ახლოდანაც, პერნამბუკუდან, პიაუიდანაც კი მიდიან და
ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ამდენი...
– რამდენი? – ეკითხება პოლკოვნიკი და პადრე ჟუაკინს, ისე რომ, სიტყვას ვერ
ამთავრებს, ენა ებმის, – რამდენნი არიან?
– ათასობით, ათასობით. შეიძლება ხუთი ათასნი იყვნენ, შეიძლება რვაც, არ ვიცი.
ყველაზე უქონელნი, ყველაზე ობოლ-ღატაკნი... მთელი სიცოცხლე სიღარიბე
საკმარისზე მეტი მინახავს: ჩვენს მხარეში გვალვები იცის, თანაც ჟამიანობაც ხშირი
ამბავია. მაგრამ იქ იმდენია თავმოყრილი, თითქოს თვითონ უფალს მიეყვანოს ისინი
კანუდუსში. იქ ხეიბრების, სნეულების, ტანჯულების, სასოწარკვეთილების მთელი
ბრბოა, ბრბო... მოძღვრის ვალია მათთან ყოფნა, ასე არ არის?
– კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ახერხებდა ყურადღება იქით მიემართა,
სადაც გამორჩენას ხედავდა, – პასუხობს პოლკოვნიკი, – მეამბოხეთა დახმარება
ეპისკოპოსმა გიბრძანათ?
– მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ბედნიერები არიან, – თითქოს კითხვა
ვერ გაიგონაო, ისე განაგრძობს პადრე ჟუაკინი და მზერა მორეირა სეზარიდან
ტამარინდუსა და მაიორზე გადააქვს, – მათზე ბედნიერი ხალხი ცხოვრებაში არ
მინახავს, ამის წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია, თვალებს არ ვუჯერებდი,
მაგრამ ასეა! მათ სულში მშვიდობა სუფევს, ტანჯვას და ყველა სიმძიმეს
უდრტვინველად იტანენ – მართლაც გასაოცარია... ნამდვილი სასწაული!
– ჯობს, ფეთქებად ტყვიებზე ვილაპარაკოთ. მიზანში მოხვედრისას ეს ტყვიები
ჭურვებივით ფეთქდება და შიგნეულობას ნაფლეთებად გლეჯს. ჩვენს ექიმებს ადრე
ასეთი ჭრილობები არასდროს უნახავთ. ეს ტყვიები საიდანღა გაჩნდა? ესეც
სასწაულია?
– ამის შესახებ არაფერი ვიცი, – ჩურჩულებს პადრე, – ვხედავ, არ გჯერათ, მაგრამ ეს
სრული სიმართლეა, ჩემს შესამოსელს ვფიცავ. კანუდუსში რაღაც წარმოუდგენელი
ხდება: იქაურ ხალხზე უფლის მადლია გარდამოსული.
პოლკოვნიკი პადრე ჟუაკინს დაუფარავად დამცინავი გამომეტყველებით უყურებს,
კუთხეში შემალულ ჟურნალისტს წყურვილიც კი აღარ ახსოვს და ისე უსმენს პადრეს,
თითქოს ლაპარაკი მის სიცოცხლესა და სიკვდილს ეხებაო.
– წმინდანები, მორწმუნენი, წამებულები, ნეტარნი! გინდათ, ამის მჯეროდეს? ისინი
არიან მადლგარდმოსული ადამიანები, ვინც წვავს, კლავს და რესპუბლიკას
ხორცშესხმულ ანტიქრისტედ მიიჩნევს?

მკითხველთა ლიგა
– ამის ახსნა შეუძლებელია, თქვენო ბრწყინვალებავ! – წამოყვირებისგან კვლავ
თავს ვერ იკავებს პადრე, – ჰო, ისინი თავიდან საშინელ საქმეებს სჩადიოდნენ.
მაგრამ...
– მაგრამ მერე თქვენ მათი თანამონაწილე გახდით, – თავისთვის აღნიშნავს
მორეირა სეზარი, – სასულიერო პირთაგან კიდევ ვინ ეხმარება ამბოხებულებს?
– როგორ აგიხსნათ... – თავს ძირს ხრის პადრე, – მე იქ წირვას ვატარებდი და მინდა
გითხრათ, რომ ადრე არასდროს მინახავს, ადამიანებს ასე მხურვალედ ელოცათ.
არავის სწამს ისე, როგორც ამ უბედურებს. როგორ უნდა მექცია მათთვის ზურგი? ეს
უბრალოდ გაუმართლებელი და გამოუსყიდველი ცოდვა იქნებოდა, აი, ამიტომ
გავბედე და არად ჩავაგდე არქიეპისკოპოსის აკრძალვა, როგორ არ უნდა დამელოცა
ისინი, ვინც ესოდენ ყოვლისმომცველი რწმენითაა აღსავსე? მათთვის ხომ მეტი
არაფერი არსებობს. ახლა ისე გელაპარაკებით, როგორც აღსარებაზე, თქვენო
ბრწყინვალებავ. ვიცი, მართლაც ცუდი მოძღვარი ვარ.
ამ წუთს ჟურნალისტმა ალბათ ინანა, რომ პიუპიტრი, კალამი, სამელნე და
ქაღალდი თან არ წამოიღო.
– წლების მანძილზე უბიწოების აღთქმას ვტეხდი, – ძლივს გასაგონად განაგრძობს
პადრე ჟუაკინი, – თანამეცხედრე მყავდა. შვილები მყავს, თქვენო ბრწყინვალებავ.
კანკალებს, თავს არ სწევს და ამიტომ მორეირა სეზარის დამცინავ ღიმილს ვერ
ხედავს. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მტვრის სქელი ფენის ქვეშ სახე
სირცხვილით უწითლდება.
– თქვენი შვილები არ მაინტერესებს, – ამბობს პოლკოვნიკი, – აი, პადრეები კი,
რომლებიც ამბოხებულებს ეხმარებიან... ვინ ეხმარება მათ თქვენს გარდა?
– მან კი ჭკუაზე მომიყვანა და სწორ გზაზე დამაყენა. დავინახე, რომ მართლაც
შეიძლება ყოველი მიწიერისგან განდგომა და ისე ცხოვრება, რომ სულმა ხორცზე
გაიმარჯვოს. უფალი და სული ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ასე არ
არის?
– ვინ „მან”? – დამცინავად ეკითხება პოლკოვნიკი, – იმ თქვენმა წმინდანმა
კონსეილეირუმ?
– არ ვიცი, წმინდანია თუ არა, – პასუხობს პადრე, – მას შემდეგ, რაც ერთმანეთს
კუმბიში შევხვდით, მრავალი წელი გავიდა, საკუთარ თავს გამუდმებით ამას
ვეკითხები, თავიდან, ისევე, როგორც დანარჩენებს, მეც შეშლილი მეგონა. კანუდუსში
არქიეპისკოპოსის გამოგზავნილი კაპუცინელი მამები მოვიდნენ, მათაც ვერაფერი
გაიგეს, ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს და მათაც – შეშლილიაო, თქვეს. მაგრამ
ამით ხომ ვერაფერს ახსნი – ვერც იმას, რასაც იგი ამბობს, ვერც მის სულიერ
სიმტკიცეს... ვერ ახსნი, რატომ შეიცნო ამდენმა ბედკრულმა ერთად ცხოვრებაში
პირველად ბედნიერება...
– მათ ბოროცტმოქმედებებს როგორღა ახსნი, ძარცვას, სხვათა მამულების
მიტაცებას, ჯარის ნაწილებზე თავდასხმას? – სიტყვას აწყვეტინებს პოლკოვნიკი.
– დიახ, დიახ, ისინი ყველაფერ ამაში მართლაც დამნაშავეები არიან, – თავს უქნევს
პადრე ჟუაკინი, – მაგრამ მათ ხომ არ უწყიან, რას სჩადიან. მათი დანაშაულები
მეტისმეტი რწმენის შედეგია, უფლის სადიდებლად. ყველაფერი ისე აირია, თქვენო
ბრწყინვალებავ...
თითქოს მისი სიტყვების გამო რაღაც გამოუსწორებელი უბედურება შეიძლება
მოხდესო, შეშინებული გამომეტყველებით აქეთ-იქით იხედება.
– ვინ ჩააგონა ამ ჭკუანაკლულებს, რომ რესპუბლიკა ანტიქრისტეა? ვინ გადააქცია
რელიგიური შეშლილობა არსებული წყობის წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლად?
მკითხველთა ლიგა
აი, რა მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა, – ჟღრიალა ხმას უწევს მორეირა სეზარი, –
ვინ შეძლო მათი იმ პოლიტიკოსების სასარგებლოდ გამოყენება, რომლებსაც
ბრაზილიაში მონარქიის აღდგენა უნდათ?
– მაგრამ ისინი ხომ არც პოლიტიკოსები არიან და არც პოლიტიკისა გაეგებათ რამე,
– ჩურჩულებს პადრე, – სამოქალაქო ქორწინებას არ ცნობენ და ამას სატანის
ხრიკებად თელიან. ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან. არ ესმით, რა საჭიროა
სამოქალაქო ქორწინება, როდესაც ღვთივკურთხეული ჯვრისწერის საიდუმლო
არსებობს...
მაგრამ ხმადაბალი წამოყვირების შემდეგ უცებ ჩუმდება, რადგან პოლკოვნიკი
ბუდიდან რევოლვერს იღებს, ჩახმახს აყენებს და ლულას საფეთქელზე ადებს.
ჟურნალისტს საკუთარი გულისცემა ესმის, სადაცაა გული გაუსკდება, მკერდის
ტკივილსაც კი გრძნობს.
– არ მომკლათ! ღვთის გულისათვის, თქვენო ბრწყინვალებავ! არ მომკლათ! –
მუხლებზე ეცემა პადრე ჟუაკინი.
– ხომ გაგაფრთხილეთ, ხომ გითხარით, ნუ გვაიძულებთ, დრო უქმად დავკარგოთ-
მეთქი, – ამბობს მორეირა სეზარი.
– დიახ, კანუდუსს მედიკამენტებს ვაწვდიდი, საკვებს, მათ დავალებებს
ვასრულებდი, – კვნესის პადრე ჟუაკინი, – ასაფეთქებელი ნივთიერებაც ჩამქონდა,
თოფისწამალი, კაკაბუს კარიერებში ვყიდულობდი. შეცდომა იყო, შეცდომა;
უგუნურად ვიქცეოდი. მაგრამ მათი რწმენის ისე მშურდა, მათი სიმშვიდისა და
სულიერი სიმტკიცის – არასდროს არაფერი მსგავსი არ მინახავს! არ მომკლათ!
– კიდევ ვინ ეხმარებოდა? – არ ეშვება პოლკოვნიკი, – ვინ აწვდიდა იარაღს, საკვებს,
ფულს?
– არ ვიცი, – ქვითინით პასუხობს პადრე, – ბევრნი, შემოგარენის თითქმის ყველა
ფაზენდის მეპატრონე. აქ, სერტანებში ასეთი წესია: ყაჩაღებისგან თავი რამით უნდა
გამოისყიდო და ისინი საძარცვავად სადმე სხვაგან წავლენ.
– ბარონ დი კანიაბრავას ფაზენდიდანაც ამარაგებდნენ?
– დიახ, მგონი, კალუმბიდანაც. ასეთი წესია. მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი
შეიცვალა, ჩვენი მხარიდან ბევრი მემამულე წავიდა. კანუდუსში მე ფაზენდეირო,
პოლიტიკოსი ან უცხოელი არასდროს მინახავს! იქ მხოლოდ ღატაკები არიან!
გულწრფელად გეუბნებით, ბატონო პოლკოვნიკო. მე მათ არ ვგავარ, ტანჯულის
გვირგვინის დადგმას არ ვნატრობ! არ მომკლათ!
ქვითინი პადრეს სიტყვის დასრულების საშუალებას არ აძლევს,
– იქ, მაგიდაზე ფურცელი დევს, – ამბობს მორეირა სეზარი, – კანუდუსის
დაწვრილებითი გეგმა დამიხაზეთ: მისასვლელი, ქუჩების განლაგება, საყრდენი
პუნქტები.
პადრე ჟუაკინი მაგიდასთან ფეხარეული მიდის.
– დიახ, რაც ვიცი, ყველაფერს მივუთითებ, დასამალი არაფერი მაქვს, – ტაბურეტზე
ჯდება და ხაზვას იწყებს.
მორეირა სეზარი, ტამარინდუ და კუნია მატუსი მაგიდის გარშემო დგანან.
კუთხეში შემალული Jornal de Noticias-ის ბეცი ჟურნალისტი შვებით ითქვამს სულს.
მადლობა ღმერთს, ვერ ნახავს, როგორ იფანტება ნამსხვრევებად პადრეს თავის ქალა.
ჟურნალისტი პადრეს შეშინებულ პროფილს აკვირდება და ესმის, როგორ პასუხობს
ენის ბორძიკით სანგრების, ორმოების, ბარიკადებისა და ხაფანგების შესახებ დასმულ
კითხვებს. ბეცი ჟურნალისტი იატაკზე ეშვება, აცემინებს – ჯერ ერთხელ, მერე
მეორედ, მესამედ, მეათედ. თავი აქეთ-იქით უქანავებს და ისევ აუტანელ წყურვილს
მკითხველთა ლიგა
გრძნობს. პოლკოვნიკი და მისი ოფიცრები პადრე ჟუაკინს „საიდუმლოებების“
„მსროლელთა ბუდეებისა“ და „ავანპოსტების” შესახებ ეკითხებიან; ის კი, როგორც
ჩანს, ამ სიტყვების მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ხვდება. ჟურნალისტი თავის
მათარას თავსახურს ხსნის და იმით დამწუხრებული, რომ განრიგს ისევ არღვევს,
ერთ ყლუპს ხარბად სვამს. პადრე ჟუაკინის საეჭვო ცნობების თაობაზე ოფიცრების
კამათს, კოლკოვნიკის ახსნას, სად ტყვიამფრქვევები უნდა დააყენონ, სად
ზარბაზნები, ჯარმა საიდან უნდა შეუტიოს, რათა ამბოხებულები ალყაში მოექცნენ,
გაფანტული, უყურადღებოდ და უინტერესოდ ისმენს.
– მთავარია, უკან დასახევი გზა მოვუჭრათ, – ისმის პოლკოვნიკის ხმა.
დაკითხვა დასრულებულია. ორი ჯარისკაცისგან შემდგარი ბადრაგის თანხლებით
პადრე ჟუაკინი გასასვლელისკენ მიემართება.
– რადგან აქაურობას იცნობთ, ჩვენს მეგზურებს დაეხმარებით. მერე კი, როცა
საჭირო გახდება, მეთაურებს ამოიცნობთ, – უკან ადევნებს მორეირა სეზარი.
– მეგონა, დახვრეტდით, – ეუბნება კვლავ იატაკზე მჯდარი ჟურნალისტი, ტყვე
რომ გაჰყავთ.
პოლკოვნიკი ისე უყურებს, თითქოს კარავში მისი არსებობა იმწუთს შენიშნაო.
– კანუდუსს რომ ავიღებთ, მაშინ დაგვჭირდება, – პასუხობს, – გარდა ამისა, დაე,
ყველამ იცოდეს, რომ ეკლესია არც ისეთი დიდი სიხარულით ხვდება რესპუბლიკას,
როგორც ზოგიერთს მიაჩნია.
ჟურნალისტი გარეთ გადის. ღამე ჩამოწოლილა და სავსე მთვარეს ბანაკი
მოყვითალო სხივებში გაუხვევია. სანამ თავის კარვისკენ მიდის, რომელსაც
ხანდაზმულ, მუდამ შეცივებულ კოლეგასთან იყოფს, საყვირი ვახშმად იხმობს.
საყვირის ხმა შორს ექოსავით გაისმის. აქა-იქ კოცონები ინთება, ჟურნალისტი
საჭმლის მისაღებად გზას ჯარისკაცებს შორის მიიკვლევს და ხედავს მოხუც
მეწყვილეს – ყელზე, როგორც ყოველთვის, თბილი შარფი აქვს შემოხვეული. სანამ
რიგს ელოდებიან, ბრუციანი ჟურნალისტი მას პოლკოვნიკთან ნანახისა და
გაგონილის შესახებ უყვება. თავ-თავიანთ ულუფას იღებენ, მიწაზე სხდებიან და
ჭამენ. ვახშამი მანიოკის სუსტი არომატის მქონე თხელი ფაფისგან, პეშვი ფარინიასა
და ორი ნატეხი შაქრისგან შედგება. მერე ტოლჩა ყავას უსხამენ, რომლის არომატიც
ორივეს არაამქვეყნიურად ეჩვენება.
– ასეთი აფორიაქებული რატომ ხართ? – ეკითხება ჭაღარაშერეული ჟურნალისტი,
– აქამდე რიგიანად არც ვიცოდით, რა ხდებოდა კანუდუსში. თურმე იქ ყველაფერი
უფრო რთულად და ჩახლართულადაა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.
– სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მჯეროდა, რომ სერტანებში მისი
ბრიტანული უდიდებულესობის ემისრები დაძრწოდნენ – თუ ამას გულისხმობთ, რა
თქმა უნდა. მაგრამ არც იმის მჯერა, რომ, როგორც თქვენი პადრე ამბობს, ამ
ადამიანებს მხოლოდ ღმერთისადმი სიყვარული ამოძრავებს. გაუნათლებელი
სებასტიანელებისთვის მეტისმეტად ბევრი იარაღია, მეტისმეტად ბევრი წარმატება
და მეტისმეტად ბევრი დახელოვნებული ტაქტიკური მანევრი.
ჟურნალისტი არაფერს პასუხობს. კარავში ბრუნდებიან; ხანდაზმული მაშინვე
წვება, თავფეხიანად საბანში ეხვევა და იძინებს. ის კი ჭრაქის შუქზე კიდევ დიდხანს
ზის, მუხლებზე ფურცელმიმაგრებული დაფა უდევს, რაღაცას წერს და ამ დროს
გასაყრისის მაუწყებელი საყვირის ხმაც გაისმის. წვება და წარმოიდგენს თოფებთან
ჩახუტებულ, გაუხდელად მძინარე ჯარისკაცებს, ცხენებს თავლებში, ზარბაზნებს,
კარვების გასწვრივ მოსიარულე და პირობითი სტვენით ერთმანეთს შეხმიანებულ
გუშაგებს. მაგრამ უეცრად ფიქრი სადღაც სხვაგან მიფრინავს, სხეულში ერთიანად
მკითხველთა ლიგა
დაუვლის და მოსვენებას უკარგავს. დაპატიმრებული პადრე ჟუაკინი ახსენდება, ენის
ბორძიკით ნათქვამი მისი სიტყვები. იქნებ პოლკოვნიკი და კოლეგა ჟურნალისტი არ
ცდებიან? იქნებ კანუდუსის გამოცანა კარგად ნაცნობ ცნებაში ეტევა – მათი
მომზადებული შეთქმულება, ამბოხი და აჯანყება, ვინც ბრაზილიაში მონარქიის
აღსადგენად ინტრიგის ქსელს ხლართავს? მაგრამ დღეს, შეშინებული პადრეს
სიტყვების სმენისას, დარწმუნდა, რომ ასე არ უნდა იყოს, იქ რაღაც სხვა,
გაურკვეველი და ბუნდოვანი რამ ხდება, რაც ჩვეულებრივ ახსნასა და შეფასებებს არ
ექვემდებარება, ძვალსა და რბილში გამჯდარი სკეპტიციზმი რომ არა, ჟურნალისტი
ამას ღვთიურს, ეშმაკეულს, ან ბოლოს და ბოლოს რაღაც მისტიკურს უწოდებდა. მაშ,
სხვა რა უნდა იყოს? ცარიელი მათარის პირს ენას უსვამს და ცოტა ხანში თავადაც
იძინებს.
ჰორიზონტზე განთიადი პირველ სხივებად აციალდება თუ არა, ბანაკის განაპირა
ბარდებიდან ზანზალაკების წკრიალი ისმის; ბუჩქები ოდნავ ირხევა. იმ ოცეულის
ჯარისკაცები იღვიძებენ, რომლებსაც ფლანგიდან პოლკის დაცვა ევალებათ და
თავებს სწევენ. ბუჩქებს უჩუმარი ნაბიჯით გუშაგი უახლოვდება. გაღვიძებული
ჯარისკაცები თვალებს იფშვნეტენ, ყურთან ხელი მიაქვთ. ეჭვი აღარავის ეპარება:
ზანზალაკებია. ნამძინარევ, შიმშილითა და წყურვილით გაწამებულ სახეებზე
მოუთმენლობა და სიხარული ესახებათ. ცდილობენ, არ იხმაურონ, ფრთხილად
დგებიან და ბარდებისკენ მიიპარებიან.ზანზალაკების წკრიალი არ წყდება და, აი,
გამთენიისწინა მოცისფრო ბინდბუნდში ქათქათა ცხვრების სილუეტებს არჩევენ.
მაშინვე ახლოს მდგარ ცხვარს ხელს სტაცებენ, მაგრამ მოულოდნელად სროლის ხმაც
გაისმის და იმავე წამს ტკივილით გამოწვეული შეყვირებით იცვლება: ტყვიებითა თუ
ისრებით მოცელილი რამდენიმე ჯარისკაცი მიწაზე აგდია და იკრუნჩხება.
ბანაკის მეორე ბოლოში დაფდაფებს ჰკრავენ: მალე პოლკი სალაშქროდ დაიძვრება.
მიყენებული ზიანი დიდი არ არის – ორი მოკლულია, სამი დაჭრილი.
თავდამსხმელებს ცხენოსანი მზვერავები მისდევენ, ვერავის იჭერენ, მაგრამ ბანაკში
ათი ცხვრით ბრუნდებიან; მათი ხორცი მწირ რაციონს გაამრავალფეროვნებს. მაგრამ
მომხდარი ჯარისკაცებში მაინც შეშფოთებას იწვევს, სურსათისა და წყლის
უკმარისობის ბრალია თუ იმისა, რომ კანუდუსი სულ ახლოსაა, უცნობია, მაგრამ
აქამდე მსგავსი რამ ჯარისკაცებისთვის არავის შეუმჩნევია. პოლკოვნიკ სეზართან
დაღუპულების ოცეულიდან რამდენიმე ჯარისკაცი მიდის და მათი მეგობრების
სიკვდილის საზღაურად პადრეს სიცოცხლეს ითხოვს. ჯარისკაცები თეთრ ცხენზე
მჯდარ მხედარს გარშემო ეხვევიან და ჟურნალისტი მათ გაუცხოებულ,
გააფთრებისგან მოქცეულ სახეებსა და ანთებულ თვალებს ხედავს. პოლკოვნიკი
უნაგირზე არც კი ინძრევა, ჯარისკაცებს სიტყვას არ აწყვეტინებს, მათ სათქმელს
ბოლომდე ისმენს, მერე კი უხსნის, რომ პადრე ჟუაკინი არც მოამბოხეა და არც ყაჩაღი,
კანუდუსის აღების შემდეგ კი პოლკს მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს.
– ცოტა მოიცადეთ, – ესმის ჟურნალისტს,– შურისძიების დროც მოვა. თქვენს
გულისწყრომას უაზროდ ნუ დახარჯავთ, საქმისთვის შემოინახეთ.
შუადღისას კი შურისძიების საშუალება მართლაც ეძლევათ. კოლონა ქვა-ღორღიან
ბორცვს უვლის გვერდს. ბორცვზე ხარის ტყავსა და თავის ქალას ამჩნევენ, სხვა
ყველაფერი ურუბუებს პირწმინდად აქვთ გაკორტნილი. ჩვეულებრივი სურათია,
მაგრამ ერთ-ერთ ჯარისკაცს ეჩვენება, რომ ის ტყავი სინამდვილეში ჟაგუნსუებს
სამალავად აქვთ გამოყენებული. როგორც კი თავის ეჭვს ამხანაგებს უზიარებს,
რამდენიმე ჯარისკაცი მწყობრიდან გამოდის, ბორცეზე არბის და ტყავქვეშ
დამალულ, ჩონჩხივით გამხდარ ჟაგუნსუს პოულობს. მას მაშინვე თავს ესხმიან და
მკითხველთა ლიგა
ხიშტებითა და დანებით კლავენ, თავს კვეთენ, პოლკოვნიკთან მიაქვთ და სთხოვენ,
ეს თავი კანუდუსისკენ ზარბაზნით გაისროლოს, რათა კარგად იცოდნენ, რა მოელით,
– აი, ახლა კი ჯარისკაცები ნამდვილად მზად არიან ბრძოლისთვის, – ეუბნება
პოლკოვნიკი ახლომხედველ ჟურნალისტს.

მთელი ღამე იარეს, მაგრამ გალს მაინც არ ეძინებოდა, ბარონის მიცემული ცხენები
ნამდვილი ჯაგლაგები აღმოჩდნენ, თუმცა, გალისდა გასაოცრად,დილამდე არ
გაჩერებულან. მეგზურად გამოყოლებულ გარუჯულ, მკვეთრი მოხაზულობის
ნაკვთებიან ულპინუსთან ლაპარაკის გაბმა ვერ მოახერხა: კაცი თამბაქოს ღეჭავდა და
სანამ შუადღისას დასასვენებლად არ გაჩერდნენ, სიტყვაც არ დაუძრავს, - კიდევ
შორია კანუდუსამდე? – უკვე მერამდენედ ჰკითხა გალმა. მეგზურმა კევი
გადმოაფურთხა და ორჭოფულად უპასუხა: დასვენებული ცხენებით – ორი-სამი
დღე... მაგრამ ეს ჩვეულებრივ დროს, ახლა კი ვინ იცის... პირდაპირი გზით არ
მიდიოდნენ; აქეთ-იქით უხვევდნენ და შეამბოხეებსა და ჯარისკაცებთან შეხვედრას
თავს არიდებდნენ. ერთნიც და მეორენიც ცხენებს აუცილებლად წაართმევდნენ.
გალმა უცებ იგრძნო, რომ საშინლად დაღლილიყო და მაშინვე დაიძინა.
გზა რამდენიმე საათის შემდეგ განაგრძეს და მალე პაწაწინა მომლაშო წყაროს
გადააწყდნენ, წყურვილი მოიკლეს, ხელ-პირი დაიბანეს. უნაგირზე აწრიალებული,
ნარშავამოდებულ ბორცვებსა და ღარტაფებს მიჩერებული გალი მოუთმენლობისგან
იტანჯებოდა. კეიმადასის ის განთიადი გაახსენდა, როცა კინაღამ დაიღუპა და
როდესაც მის ცხოვრებაში სექსი დაბრუნდა. თუმცა გაკვირვებულმა უცებ აღმოაჩინა,
რომ ამ ამბის არც თვე ახსოვდა და არც რიცხვი. წელი კი, რა თქმა უნდა, იგივე იყო –
1897. თითქოს აქ, ამ სერტანებში, სადაც უკვე რა ხანი იყო, შეუჩერებლად
დაეხეტებოდა, დრო რაღაც სხვანაირად, განსაკუთრებულად მიედინებოდა, ან სულაც
გამქრალიყო. ცდილობდა, გაეხსენებინა ყველა თავის ქალა, რომელთა მოსინჯვის
საშუალებაც აქ მიეცა. იქნებ სერტანელებს თავის ქალას აგებულებაში ჰქონდათ რაღაც
განსხვავებული ორგანო, რომელიც მათ დროის დინების სწორად აღქმის საშუალებას
არ აძლევდა? ალბათ ასეც იყო. როგორ უნდა ამოეცნო ეს ორგანო? გამოწეული
ძვლით? ძლივს შესამჩნევი ჩაღრმავებით? კანის საფარველის ტემპერატურით?
თავისი დასკვნები არ ახსოვდა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ განსხვავების
გამოვლენა ნამდვილად მოახერხა, ფრენოლოგიას პუნქტუალობისა და
დაუდევრობის გამოვლენა შეეძლო, მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭისა და
მუდმივი წინდაუხედაობის, ცხოვრების მეთოდურად და დაგეგმილად მოწყობის ან
მუდმივი უთავბოლობის, უწესრიგობის ქაოსს რომ იწვევდა ადამიანის ცხოვრებაში...
„როგორიც მე ვარ“, – გაიფიქრა გალმა. სწორედ რომ ასეთი იყო. მისი ბედი
დამანგრეველ ქარბორბალას ჰგავდა და რისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერი
ქაოსად გადაიქცეოდა... განსაკუთრებით ცხადი ეს მისთვის კალუმბიში გახდა,
როდესაც გამალებით ცდილობდა, საკუთარი რწმენა და ცხოვრების გარდამტეხი
მოვლენები ერთად გაეაზრებინა და მათ შორის რაღაც კავშირი ეპოვა. რა
თავგზააბნეული დარჩა, როდესაც დაინახა, რომ მოგზაურობის, ხეტიალის,
ადგილების, სახეების, შეხედულებებისა და მრწამსების, საფრთხეების, სიხარულისა
და იმედგაცრუების დაუსრულებელი რიგი დალაგებულ სურათად არ ეწყობოდა,
წესრიგს არ ექვემდებარებოდა! ნუთუ ბარონისთვის დატოვებულ ხელნაწერებში
ცხადად არ გამოიკვეთა ის, რაც მთავარი იყო მის ბედისწერაში, ის, რისაც ბოლომდე
ერთგული დარჩა, ის, რასაც ამ ქაოსურ არსებობაში აზრი და წესრიგი შეჰქონდა:

მკითხველთა ლიგა
ამდენი ხალხის მტანჯველი უსამართლობისა და უბედურებისადმი მისი მგზნებარე
რევოლუციური ზიზღი და დაუღალავი სწრაფვა ამ უბედურებათა ამოძირკვისაკენ.
„თქვენი შეხედულებები მცდარია, არც ერთ თქვენს იდეალს არავითარი კავშირი არა
აქვს იმასთან, რაც ახლა კანუდუსში ხდება“, – ჩაესმა კვლავ ბარონის
სიტყვები; ბრაზი იგრძნო. რა შეიძლებოდა სცოდნოდა მისი იდეალების შესახებ
მემამულე-არისტოკრატს, რომელიც ისე ცხოვრობდა, თითქოს საფრანგეთის დიადი
რევოლუცია არასოდეს მომხდარიყოს! ადამიანს, რომლისთვისაც თავად სიტყვა
„იდეალიც“ კი ლამის შეურაცხყოფას წარმოადგენდა? რა გაეგებოდა კანუდუსის
მოვლენების შესახებ ფეოდალს, რომელსაც ერთი მამული წაართვეს, მეორე კი
დაუწვეს? ჰო, კალუმბი ახლა უკვე ალბათ ფერფლად იყო ქცეული, და ის, გალი, ამ
გადაწვის აზრსაც ცხადად აცნობიერებდა და იმასაც, რომ ეს შეშლილი ფანატიზმის
გამოვლინება სულაც არ იყო. ამბოხებულებმა წნეხის სიმბოლოს მოუღეს ბოლო.
ქვეცნობიერი სიბრძნით ჩასწვდნენ იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებულმა
კერძო საკუთრების უფლებაზე დაფუძნებულმა წყობამ ჩაგრულთა გონებები ისე
მოწამლა, რომ ისინი მზად იყვნენ, ეს წყობა ღვთიურად, მემამულეები კი – უმაღლესი
წესრიგის არსებებად, ნახევრად ღმერთებად მიეჩნიათ. ცეცხლზე უკეთ რა
დაამტკიცებდა ამ მითის მცდარობას, რა გაფანტავდა შიშს, ყოველი მშიერისა და
უსახლკაროსთვის რა წარმოაჩენდა თვალსაჩინოდ, რომ კერძო საკუთრების
ძალაუფლების დანგრევა შესაძლებელი იყო, რომ ღატაკებს ყოველივე ამის
გაცამტვერების ძალა ეყოფოდათ? მიუხედავად მათ ირგვლივ შემოხლართული
რელიგიური ცრურწმენებისა, მოძღვარმა და მისმა მოწაფეებმა მაინც კარგად
უწყოდნენ, სად უნდა დაერტყათ და დარტყმას პირდაპირ ჩაგვრის ფესვებისკენ
მიმართავდნენ – კერძო საკუთრებას ურტყამდნენ, ჯარს, ობსკურანტულ მორალს.
იქნებ ის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები ბარონისთვის არც უნდა დაეტოვებინა?
იქნებ სისულელე ჩაიდინა, რომ ესოდენ ინტიმური ნააზრევი მტერს ანდო? ბარონი
ხომ მტერი იყო. მიუხედავად ამისა, მის მიმართ სიძულვილს არ გრძნობდა. ალბათ
იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც სალვადორიდან წამოვიდა, მხოლოდ ბარონი იყო ის
კაცი, რომლის ნათქვამი ყოველი სიტყვაც ესმოდა, ბარონს კი, თავის მხრივ – მისი.
რატომ გაბედა, ეს ყველაფერი დაეწერა? იცოდა, რომ მოკვდებოდა? სისუსტის
შემოტევა იყო: როგორც საცოდავ ბურჟუას, ამქვეყნად კვალის დაუტოვებლად
გაქრობისა შეეშინდა... უეცრად გაიფიქრა, ვაითუ, ჟურემა დაფეხმძიმდა და
ერთიანად შიშმა მოიცვა: შესაძლო მამობაზე ფიქრიც კი არასდროს უნდოდა.
გამორიცხული არ იყო, რომ რომში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სწორედ ამან
იმოქმედა. ხშირად იმეორებდა, მამობის შიში ჩემი, როგორც რევოლუციონერის,
მორალითაა განპირობებულიო. განა კი ჰქონდა უფლება რევოლუციისა და
მოქმედებისთვის თავგადადებულ ადამიანს, თუკი, მას, ცხადია, პასუხისმგებლობის
გრძნობა გააჩნდა, ამქვეყნად ახალი არსება მოევლინებინა, რომელსაც ჭამა, შემოსვა,
აღზრდა და მოვლა სჭირდებოდა?! ამაზე ურყევი შეხედულება გააჩნდა: არც ცოლი
უნდა ჰყოლოდა, არც შვილები, არც ისეთი არაფერი ჰქონოდა, რაც ხელებს
შეუბორკავდა და მის სულში რევოლუციურ სწრაფვას ჩააქრობდა.
ცაზე რომ პირველი ვარსკვლავები აინთო, გალი და მისი მეგზური ცხენებიდან
მაკამბირის ბარდებში ჩამოქვეითდნენ და ხმის ამოუღებლად ივახშმეს. გალმა ისე
დაიძინა, რომ ყავას არ დალოდებია. მოუსვენრად ეძინა და სიზმარში სიკვდილი
ეზმანებოდა. ულპინუმ რომ გააღვიძა, უკვე გვიანი ღამე იყო; საიდანღაც მელიის
წკავწკავი ისმოდა. მეგზურმა ცხენები შეკაზმა, ყავა აადუღა. გალმა მასთან
დალაპარაკება ისევ სცადა, ჰკითხა, დიდი ხანია, ბარონთან მსახურობ,
მკითხველთა ლიგა
ამბოხებულებზე რას ფიქრობო. მაგრამ ულპინუ მიკიბულ-მოკიბულად პასუხობდა
და შოტლანდილმაც თავი გაანება, იფიქრა, აქაურებში ალბათ ჩემი აქცენტის გამო
უნდობლობას ვიწვევ ან იქნებ რჯულზე უმტკიცესმა, ჩვეულებად ქცეულმა
სიტყვაძუნწობამ გრძნობებისა და შეხედულებების დამალვა ასწავლათო.
იმ წუთს ულპინუმ რაღაც თქვა, მაგრამ გალმა სიტყვები ვერ გაარჩია. მეგზურმა
გაიმეორა და ამჯერად კითხვა გარკვევით გაისმა: – რა გინდა კანუდუსში? – იქ ის
ხდება, რისთვისაც მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი, – უპასუხა გალმა, – მჩაგვრელთა და
ჩაგრულთაგან თავისუფალი სამყარო იქმნება, სამყარო, სადაც ყველა თავისუფალი
და თანაბარუფლებიანია. – შემდეგ მეგზურს, რაც შეიძლებოდა გასაგებად, იმის ახსნა
დაუწყო, რითაა ყველა დანარჩენი ადამიანისთვის კანუდუსი მნიშვნელოვანი, როგორ
ასხამს ხორცს ამბოხებულთა მოქმედებები კაცობრიობის დიდი ხნის წინანდელ
ოცნებას, რისთვისაც უკვე ბევრმა გაწირა თავი. ულპინუ უსმენდა და სიტყვას არ
აწყვეტინებდა, გალს თვალებში არ უყურებდა და მასაც ეჩვენებოდა, რომ მისი
სიტყვები მეგზურის სულამდე ვერ აღწევდა, მაშასადამე, მეტი არაფერი იყო, გარდა
კლდის ნაპრალში ხმაურად მობერილი ქარისა. გალი რომ გაჩუმდა, გვერდზე
თავგადახრილმა ულპინუმ, როგორც გალს მოეჩვენა, როგორღაც უცნაური
გამომეტყველებით ჩაილაპარაკა: – მე კი მეგონა, ცოლის გადარჩენა გინდოდა. –
გალის გაკვირვებული სახის დანახვაზე კი განაგრძო: – რუფინუმ ხომ თქვა,
ჟურემას მოვკლავო? – მე არავინ არავისთვის წამირთმევია, არანაირი ჩემი ცოლი ის
არ არის, – ბრაზით უპასუხა შოტლანდიელმა, – რუფინუ სულ სხვა რამეზე
ლაპარაკობდა. ეს უბრალოდ გაუგებრობაა. – მეგზურმა გალს მოუსმინა და ისევ
გაჩუმდა.
კიდევ რამდენიმე საათს იმგზავრეს ასე უბრად, სანამ მომლოცველებს არ შეხვდნენ,
რომლებმაც წყალი უზიარეს. ულპინუს მოულოდნელმა კითხვებმა თუ გამკიცხველმა
ტონმა გალს განწყობა საბოლოოდ გაუფუჭა. რუფინუსა და ჟურემაზე ფიქრი რომ
თავიდან ამოეგდო, სიკვდილზე დაფიქრდა. არა, სიკვდილი არ აშინებდა, სიკვდილს
ბევრჯერ გასთამაშებია და მოუტყუებია კიდეც. თუ ჯარისკაცებს გადაეყრებოდნენ,
ცოცხალი არ ჩაჰბარდებოდა – სიკვდილი დამცირებასა და წამებით დასჯას
აარიდებდა და სისუსტის გამოვლენის საშუალებას არ მისცემდა.
შენიშნა, რომ ულპინუს რაღაც აფორიაქებდა. ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც
მყრალი ანაორთქლებით სულშეხუთულები გზას კაატინგაში მიიკვლევდნენ,
მეგზურმა უკან გაიხედა და ჩასჩურჩულა: – ალყაში ვართ, ჯობს, გავჩერდეთ, რომ
ახლოს მოვიდნენ. ჩამოქვეითდნენ. – გალი ვერაფერს ამჩნევდა, გარშემო კაციშვილს
ვერ ხედავდა; მაგრამ ბუჩქები გადაიწია და იქიდან კონდახიანი მშვილდებით,
მაჩეტეებითა და დანებით შეიარაღებული რამდენიმე კაცი გამოვიდა. მათმა
მეთაურმა, უკვე ასაკში შესულმა, უზარმაზარმა, ნახევრად შიშველმა შავკანიანმა
მისალმების წარმოთქმის შემდეგ, რომელიც გალმა ვერ გაიგო, ჰკითხა, საიდან
მოდიხართო. ულპინუმ უპასუხა, კალუმბიდან კანუდუსში მივდივართ, ეს გზა კი
იმიტომ ავირჩიეთ, რომ ჯარისკაცებს არ გადავყროდითო. გალმა დაინახა, რომ ეს
ხალხი მათ მიმართ არც მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა და არც დიდად
მეგობრულს. შავკანიანმა ულპინუს ხელიდან სადავე გამოართვა და მის ცხენზე
შეჯდა. გალის ცხენსაც იგივე ბედი ეწია. გალმა ჟაგუნსუებისკენ გაიწია, მაგრამ
მაშინვე მიზანში ამოღებული აღმოჩნდა. შოტლანდიელმა ამბოხებულებს ჟესტით
ანიშნა, ჩხუბის ატეხას არ ვაპირებო და სთხოვა, მომისმინეთო. მერე უთხრა,
კანუდუსში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდე, მოძღვარს დაველაპარაკო და
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შევატყობინო, ჯარისკაცების მოგერიებაში უნდა
მკითხველთა ლიგა
დავეხმაროო... მაგრამ გულგრილი, დაუინტერესებელი და დამცინავი მზერების
შემხედვარეს სიტყვა გაუწყდა. შავკანიანი დაელოდა, სანამ კიდევ რამეს იტყოდა,
მაგრამ რადგან გალი დუმილს განაგრძობდა, თვითონ თქვა რაღაც, – გალმა მისი
ნათქვამი ისევ ვერ გაიგო, – მერე კი თავის თანამგზავრებთან ერთად ისევე
მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა.
– რა თქვა? – ბუტბუტით იკითხა გალმა.
– თქვა, ბელუ-მონტის და მოძღვარს მამაღმერთი, იესო ქრისტე და სული წმინდა
იცავენ და სხვა არავის დახმარება არ სჭირდებაო, – უპასუხა ულპინუმ. მერე კი
დასძინა, კანუდუსი უკვე ახლოსაა და იქამდე უცხენებოდაც მივაღწევთო.
გზა მაშინვე განაგრძეს; ეკალ-ბარდები იმდენად გაუვალი იყო, რომ უფრო ჩქარა
ცხენებითაც ვერ ივლიდნენ, თუმცა ცხენებთან ერთად აბგები და შიგ ჩაწყობილი
საჭმლის მარაგიც დაიკარგა და შიმშილის მოკვლა ხვატისგან გამომხმარი ნაყოფით,
წაბლითა და ფესვებით მოუხდათ. გალმა შენიშნა, რომ კალუმბიდან გამოსვლის
შემდეგ მუდმივად თავისი ცხოვრების უკანასკნელ სამწუხარო გარემოებაზე
ფიქრობდა, სევდა იპყრობდა და ამიტომ ძველ და ნაცად ხერხს მიმართა –
განყენებულ თემაზე ფიქრი დაიწყო. „მოუთმენლობის წამალი მეცნიერებაა“. ხომ არ
წარმოადგენს კანუდუსი საინტერესო გამონაკლისს ისტორიული
კანონზომიერებიდან, რომლის მიხედვითაც, რელიგია ადამიანების გონებას
ყოველთვის აბრუებდა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ ამხედრებას უკრძალავდა? ამ
კონსეილეირუმ კი შეძლო რწმენა ბურჟუაზიული წყობისა და ტრადიციული
მორალის წინააღმდეგ გლეხების ბრძოლისთვის გამოეყენებინა, იმათ წინააღმდეგ
მიემართა, ვინც რელიგიის დოგმებზე დაყრდნობით საუკუნეების განმავლობაში მათ
ჩაგრულ და უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებდა. ჰო, როგორც დევიდ იუმმა
განსაზღვრა, რელიგია, უკეთეს შემთხვევაში, ტანჯულის ოცნებაა, მაგრამ ხანდახან
მას სოციალური უსამართლობის მსხვერპლთა გამოღვიძება და ბრძოლისკენ
ბიძგების მიცემაც შეუძლია, რომლის დროსაც გონება, მეცნიერება და ჭეშმარიტება
მითებსა და უაზრო ფეტიშს მოუღებს ბოლოს. მიეცემა კი საშუალება, რომ ამის
თაობაზე Etincelles de la Révolte -ის რედაქციაში კიდევ ერთი წერილი გაგზავნოს?
ისევ შეეცადა, ულპინუსთან საუბარი გაება და კანუდუსის შესახებ მისი აზრი გაეგო.
მეგზური კვლავაც ღეჭვას განაგრძობდა და დიდხანს არ პასუხობდა, მერე კი, ბედს
უდრტვინველად დანებებულივით, თითქოს მას სულაც არ ეხებოდა, ყველას ყელს
გამოსჭრიანო, ამოღერღა. გალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ულპინუსთან ლაპარაკს
აზრი არ ჰქონდა.
კაატინგებიდან რომ გააღწიეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შიკე-შიკეს ბუჩქებით
მოფენილ ვაკეზე აღმოჩნდნენ: ულპინუმ ბუჩქს რამდენიმე ტოტი მოატეხა – ბუჩქის
მოტკბო-მომჟავო გული წყურვილს კარგად კლავდა. იმავე დღეს გზად კანუდუსში
მიმავალ მომლოცველთა კიდევ ერთ ჯგუფს შეხვდნენ, ამ ადამიანთა თვალებში
ანთებულმა სიხარულმა, რომლის დაჩრდილვაც არც დაღლილობას შეეძლო და არც
შიმშილს, გალს ძალა შემატა. ამ შეხვედრამ სულ გადაასხვაფერა. ეს ადამიანები
თავიანთი სოფლებიდან წამოვიდნენ და იქით მიდიოდნენ, სადაც მალე სისხლი
დაიღვრებოდა – განა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი ბუნებრივ, შეუცდომელ ალღოს
მიჰყავდა? იქ კი იმისთვის მიდიოდნენ, რომ კანუდუსს მათი წყურვილი მოეკლა –
სამართლიანობისა და თავისუფლების წყურვილი, – მალე მივალთ? – ჰკითხა
ულპინუს, – თუ არაფერი მოხდება, საღამოსთვის, – კი მაგრამ, რა შეიძლება მოხდეს?
წასართმევი ხომ აღარაფერი გვაქვს? – შეუძლიათ, ყელი გამოგვჭრან, – უპასუხა

მკითხველთა ლიგა
მეგზურმა. მაგრამ გალი სულით არ ეცემოდა. გაღიმებულმა გაიფიქრა, ის
წართმეული ცხენები საერთო საქმეში შეტანილი წვლილი იყოო.
შესასვენებლად მიტოვებული სოფლის ნახანძრალზე გაჩერდნენ. გარშემო უკვე
აღარაფერი ხარობდა, არც ჭა იყო და არც წყარო. გალი გაკავებულ ფეხს ისრესდა.
ულპინუმ მოულოდნელად ჩაიბუტბუტა: აი, ნაკრძალის ზღვარიც გადავლახეთო:
ოდესღაც ამ ადგილას სახლები იდგა, საჯინიბოები, ბოსლები, ცხოვრობდნენ
ადამიანები, ახლა კი ყველაფერი გაუკაცრიელებული და გაპარტახებული იყო, – რა
ზღვარი? – ჰკითხა გალმა, - უფალმა ბელუ-მონტი წრეში მოაქცია, დანარჩენი
მსოფლიოსგან გამოყო. იქ, ზღვარს იქით უფლის სამფლობელოა, გარეთ კი – ეშმაკისა.
– გალმა არაფერი უპასუხა. განა სახელებია მთავარი? სახელწოდება ხომ მხოლოდ
საბურველია: გაუნათლებელ ადამიანებს იმისთვის სჭირდებათ, რომ შიგთავსის
განსაზღვრა გაიადვილონ. მაშ, დაე, სამართლიანობისა და უსამართლობის,
კლასობრივი და თავისუფალი საზოგადოების ნაცვლად ღმერთსა და ეშმაკზე
ილაპარაკონ. კანუდუსში რომ ჩავიდოდა, როგორც ოდესღაც პარიზში, კვლავ
კბილებითა და ფრჩხილებით საკუთარი ადამიანური ღირსების დამცავ, იმედით
ფრთაშესხმულ ადამიანებს ნახავდა. თუ მის მოსმენას დასთანხმდებოდნენ, თუ მისი
სიტყვების აზრის გაგებას შეძლებდნენ, სიხარულით დაეხმარებოდა - ყოველ
შემთხვევაში, იმას მაინც აუხსნიდა, რაც მათთვის უცნობი, მისთვის კი, ამდენი
გამოცდილების შემდეგ, ესოდენ საცნაური და შესისხლხორცებული გამხდარიყო.
– ნუთუ მართლა არ გაინტერესებთ, მოკლავს რუფინუ ცოლს თუ არა? – ჩაესმა ამ
დროს ულპინუს ხმა, – აბა, რაღად ართმევდით?
გალმა გააფთრებული ბრაზის შემოტევა იგრძნო. ენის ბორძიკით დაიღრინა, ცოლი
არ მყავს, რამდენჯერ შეიძლება ერთისა და იმავეს გამეორება? რუფინუს, უბრალოდ,
ვძულვარ და უნდა, რომ რამე დამიშავოსო.
– გაუგებარია, – ჩაიბურტყუნა მეგზურმა.
გალს ფეხები შეუშუპდა და ისე სტკიოდა, რომ მალე შესასვენებლად გაჩერება ისევ
მოუწიათ, – უკვე ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, – გაიფიქრა მან და მიწაზე მიწვა. ბოლო
დროს მეტისმეტად დასუსტდა და ახლა თავქვეშ ამოდებულ თავის გალეულ,
გაძვალტყავებულ მკლავს ისე დაჰყურებდა, როგორც სხვისას.
– წავალ რამეს მოვძებნი საჭმელად, – თქვა ულპინუმ, – მანამდე დაიძინეთ.
გალმა გაშიშვლებული ბუჩქების მიღმა ნელ-ნელა მიმავალ სილუეტს თვალი
გააყოლა. უკანასკნელი, რაც თვალის დახუჭვამდე დაინახა, იყო ხის ნაჭერზე
უსწორმასწოროდ მითხაპნილი, სანახევროდ წაშლილი წარწერა „კარაკატა“.და ძილში
ეს სახელი გამუდმებით უტრიალებდა თავში.

„ახლა ალაპარაკდება“, - მიხვდა მიყურადებული ლეონი და მახინჯ სხეულში


ნეტარებამ თავით ფეხებამდე მკვეთრად დაუარა. მოძღვარი ფიცრის ტახტზე ჩუმად
და გაუნძრევლად იწვა, მაგრამ კანუდუსის მემატიანეს მისი სუნთქვის მიხედვით
შეეძლო განესაზღვრა, ეძინა თუ არა. ლეონმა სიბნელეს კვლავ მიაყურადა: ასეა,
გაეღვიძა. ალბათ უძირო თვალები ჯერ ისევ დახუჭული ჰქონდა და ქუთუთოებს
მიღმა იმათ ხედავდა, ვინც მასთან სასაუბროდ ზეციდან ჩამობრძანებულიყო:
წმინდანებს, უწმინდეს ქალწულს, უფალს, თვით მამაღმერთსაც კი. ან იქნებ იმ დიად
სიბრძნეებზე ფიქრობდა, რომლებსაც დილას ქადაგებაზე იტყოდა; ლეონი მის
სიტყვებს პადრე ჟუაკინის ჩამოტანილ ფურცლებზე ჩაწერდა და ადამიანები ოდესმე
ამ ფურცლებს ისე წაიკითხავდნენ, როგორც მორწმუნენი ახლა საღვთო წერილს
კითხულობენ.
მკითხველთა ლიგა
კიდევ გაიფიქრა, პადრე ჟუაკინი კანუდუსში აღარასოდეს ჩამოვა და, მაშასადამე,
საწერი ქაღალდი მალე გამომელევა. წერა ძმები ვილანოვების დუქნის გასახვევ
ქაღალდზე მომიწევს, რომელზეც მელანი ითხაპნებაო. პადრე ჟუაკინი მას იშვიათად
მიმართავდა ხოლმე; და იმ დღიდან მოყოლებული, რაც ლეონი მოძღვრის
კვალდაკვალ ოთხზე ხტუნვით შემოვიდა კანუდუსში, მისკენ მიმართულ
შეცბუნებულ, ზიზღიან მზერას გრძნობდა – ბიჭს ყველა ასე უყურებდა, – და
ხვდებოდა, რომ პადრეს ერთი სული ჰქონდა, საჩქაროდ თვალი აერიდებინა და მისი
არსებობაც კი დაევიწყებინა. როდესაც თქვეს, „კაციჭამიას“ ჯარისკაცებმა პადრე
ჟუაკინი დაატყვევეს და, შესაძლოა, მოკლეს კიდეცო, ამ ამბავმა ლეონი მხოლოდ
იმის გამო დაამწუხრა, რომ ამან მოძღვარზე მეხის დაცემასავით იმოქმედა.
მართალია, უფალი იესო ქრისტეს დაუმთავრებელი ტაძრის სამრეკლოდან
ქადაგებისას მოძღვარმა თქვა: გიხაროდენ, შვილნო ჩემნო! ბელუ-მონტის თავისი
პირველი წამებული ჰყავსო, მაგრამ მერე სამლოცველოში ლეონმა დაინახა, როგორ
წუხდა პადრეს გამო მოძღვარი, მარია კუადრადუს მოტანილ საჭმელზეც უარი თქვა
და სანამ „მორჩილები“ პირს ბანდნენ, არც ტირილისგან თვალებდასივებული
ალეშანდრინია კორეას მიყვანილ თეთრ კრავს მიეფერა, როგორც ამას ყოველთვის
აკეთებდა. ვერც ლეონმა იგრძნო თმაზე მისი ალერსიანი ხელის შეხება, როცა,
ჩვეულებისამებრ, მოძღვარს თავი კალთაში ჩაუდო, მერე კი მისი ჩაჩურჩულება
გაიგონა: – დავობლდით, წირვას ვეღარავინ ჩაატარებს. და იმწამს გული
გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობამ მოუწურა.
მთელი ღამე ალბათ ამიტომაც არ ეძინა. რა ელოდათ? კანუდუსის კარს კვლავ ომი
მოსდგომოდა და ტაბულერინიუს შემოგარენში „რჩეულებისა“ და სატანისტური
მხედრობის შეყრაზე ბევრად საშინელი ბრძოლა გარდაუვალი იყო. ეს ბრძოლა ბელუ-
მონტის ქუჩებში გაჩაღდებოდა და ბევრი დაიღუპებოდა, მას კი, ლეონს, ერთ-ერთ
პირველს ეწერა სიკვდილი. მას არავინ გადაარჩენდა, არავინ უშველიდა, როგორც
მოძღვარმა უშველა ნატუბაში, როცა დაწვას უპირებდნენ. მხოლოდ მადლიერების
გრძნობის გამო გამოჰყვა მაშინ მოძღვარს, მხოლოდ მადლიერების გამო არ
შორდებოდა გვერდიდან წმინდანს ქვეყნიერებაზე ხეტიალისას, თუმცა მხოლოდ
მაღალმა ღმერთმა უწყოდა, რა არაადამიანურ ძალისხმევად უჯდებოდა ეს
დაუსრულებელი ხეტიალი. ლეონს ესმოდა, რომ იმ გზის გავლა სხვებსაც უჭირდათ,
მაგრამ მაშინ ისინი, წმინდანის თანამგზავრები, ცოტანი იყვნენ და მოძღვარი მათ
განუყოფლად ეკუთვნოდათ. როგორ შეიცვალა ყველაფერი მას შემდეგ, რაც
დღედაღამ მოძღვრის განუყრელი გახდა. ხალხი მის ადგილზე ყოფნას ნატრობდა და
არავინ იცოდა, რომ ლეონს ახლა უკვე იშვიათად უღიმოდა ბედი, ამქვეყნად იმ
ერთადერთ ადამიანს დალაპარაკებოდა პირისპირ, რომელიც თანასწორად
მიიჩნევდა: ერთხელაც არ უგრძნია ლეონს, რომ მოძღვარი მასში
გამრუდებულხერხემლიან და უზარმაზართავიან უცნაურ არსებას ხედავდა –
საკვირველ ცხოველს, რომელიც ბუნების ახირებულობის გამო ამ სამყაროს
რატომღაც ადამიანთა შორის მოევლინა.
ანაზდად, ტეპიდუს განაპირას გატარებული შორეული ღამე გაახსენდა. რამდენი
მომლოცველი მოჰყვებოდა მაშინ მოძღვარს კვალდაკვალ, ლოცვის შემდეგ ხალხმა
ცოდვების მონანიება დაიწყო – ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით. ლეონის ჯერი რომ
დადგა, გაუცნობიერებელ სწრაფვას აყოლილმა ის წარმოთქვა, რის გაგონებასაც
მისგან არავინ ელოდა: „მე არც ღმერთისა მწამს და არც წმინდანების. ერთადერთი
შენი მჯერა, მოძღვარო, ადამიანად თავს მხოლოდ შენ გვერდით ვგრძნობ“. გარშემო
სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. საკუთარი მოულოდნელი კადნიერებით
მკითხველთა ლიგა
შემცბარი ლეონი თანამგზავრთა მისკენ მიმართულ შეშინებულ მზერას გრძნობდა,
როდესაც უცებ ეს მდუმარება მოძღვრის ხმამ დაარღვია: „შენ იმდენი იტანჯე, რომ
მაგ ტანჯვით შეშინებულნი, ეშმაკებიც გაქრნენ. ზეციურმა მამამ იცის, რომ სუფთაა
სული შენი, რამეთუ გამოისყიდე და ყოველდღიურად ისყიდი დანაშაულს. არაფერი
გაქვს მოსანანიებელი, ლეონ: მთელი შენი სიცოცხლე მონანიებაა“. „მთელი შენი
სიცოცხლე მონანიებაა“, – გაიმეორა ლეონმა თავისთვის და თან გაიფიქრა, რომ მის
ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერების წუთებიც არსებობდა. მაგალითად, მაშინ,
როდესაც ხელში თავ და ბოლომოგლეჯილი წიგნის ნაწილი, გაზეთის ნახევი, ან
ნებისმიერი ნაბეჭდი ტექსტის ნაგლეჯი ხვდებოდა, ასოების სიტყვებად დაწყობა
მისთვის სასწაულის ტოლფასი იყო. ასეთ დროს წარმოიდგენდა ხოლმე, რომ
ალმუდია, ნატუბელი თვალწარმტაცი გოგონა, ცოცხალი გადარჩა და მისი სიმღერები
გოგონას კი არ მოაჯადოებდა, გათვალავდა და მოკლავდა, არამედ მხოლოდ
სიხარულსა და ხალისს მოუტანდა. როდესაც მოძღვრის მუხლებს ლოყით ეკვროდა
და უხეშ თმაში მისი თითების ჩამოსმასა და ალერსს, ან კინკრიხოზე ქავილს
გრძნობდა, ლეონი ტკბილ თვლემას ეძლეოდა, სხეულში სასიამოვნო მოთენთილობა
უვლიდა და იცოდა, რომ ეს ყველა გადატანილი უბედურებისა და ტკივილისთვის
ბედისგან მიძღვნილი საჩუქარი იყო.
არა, გაიფიქრა მან, დავალებული მე მხოლოდ მოძღვრისგანაც არ ვარო. განა სხვები
ზურგზე მოკიდებულს არ დაატარებდნენ, როდესაც ძალა საბოლოოდ ეცლებოდა?
განა მხურვალედ და გულმოდგინედ არ ლოცულობდნენ, – განსაკუთრებით ნეტარი,
- რომ მას ღმერთი ეწამა? განა ალერსიანად, მზრუნველად და კეთილად არ
ეპყრობოდა მარია კუადრადუ? ლეონი შეეცადა, სულში ადამიანთა დედის მიმართ
მადლიერება ეგრძნო – რას არ აკეთებდა ქალი, რომ ლეონის სიყვარული
დაემსახურებინა: ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მასაც და ნეტარსაც განაწამებ
სხეულს უზელდა, გულში იხუტებდა და დიდხანს ეჯდა გვერდით, რომ ციებით
აკანკალებული გაეთბო; მისთვის ტანსაცმელს შოულობდა; უფრო ადვილად რომ
ევლო, თვითონ მოიფიქრა და ხისა და ტყავისგან განსაკუთრებული ხელჯაგები
გაუკეთა. მაშ, რატომღა არ უყვარდა? იმიტომ, რომ ერთხელ, უდაბნოში ყოფნისას,
გვიან ღამით მისი მონანიება მოისმინა; მარია კუადრადუ ტირილითა და გულში
მჯიღის ცემით უღირს აზრებში გამოუტყდა და ორპირობისთვის პატიებას ითხოვდა:
ნატუბელი ლეონი არ მოსწონდა, ფიქრობდა, რომ სიმახინჯით მას დაღი თვით
სატანამ დაასვა. ლეონმა მაშინ უთხრა, გპატიობო, დედაც კი უწოდა, მაგრამ გულის
სიღრმეში წყენა მაინც ჩარჩა. „ცუდი ადამიანი ვარ, – ფიქრობდა ახლა, – თუკი
ჯოჯოხეთი მართლაც არსებობს, მარადიულად გეენის ცეცხლი მელის”. ეს აზრი
ადრე თავზარს სცემდა, ახლა კი ამაზე სრულიად გულგრილად ფიქრობდა.
ლეონმა ბოლო პროცესია გაიხსენა და იმაზე დაფიქრდა, ღირდა თუ არა მომავალ
პროცესიებში მონაწილეობა. რამდენი შიში ჰქონდა გამოვლილი! რამდენჯერ
მოეჩვენა, რომ მოძღვრისკენ გაწეული ხალხი სადაცაა ზედ გადაუვლიდა,
გადათელავდა, გასრესდა. კათოლიკური გვარდიის მეომრები მორწმუნეთა ბრბოს
ძლივს აკავებდნენ, როცა ჩირაღდნების შუქით განათებულ და საკმეველისგან
ჩახუთულ ჰაერში წმინდანის შეხებას ცდილობდნენ. ლეონს ხელს ჰკრავდნენ, მიწაზე
ანარცხებდნენ და ისიც დასახმარებლად უხმობდა, რომ ადამიანთა ტალღას არ
შთაენთქა. ბოლო დროს სამლოცველოდან გასვლას იშვიათად ბედავდა – ყოველ
ნაბიჯზე საფრთხე ელოდა. ხალხი უკან მისდევდა და იმის იმედად, რომ მათ
ბედნიერებას მოუტანდა, ცდილობდა, ზურგზე შეხებოდა, თოჯინასავით
ატრიალებდნენ, არ უშვებდნენ, მოძღვარზე საათობით ათასგვარ რამეს
მკითხველთა ლიგა
ეკითხებოდნენ. ნუთუ სიცოცხლის ბოლომდე ამ თიხით შელესილ კედლებში
გამომწყვდეული არსებობისთვისაა განწირული? მისი მწუხარების თასი უძიროა,
მისი ტანჯვის წყარო – დაუშრეტელი.
ლეონმა მოძღვრის სუნთქვას მიაყურადა და მიხვდა, რომ უკვე ჩასძინებოდა.
ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც ტიხრის მეორე მხრიდან, სადაც მორჩილები იწვნენ: ყველას
ეძინა, ყველას, ალეშანდრინია კორეასაც კი. მაშ, თვითონ რატომ ვერ იძინებდა? იქნებ
იმიტომ, რომ ომი კარს მოსდგომოდათ? ბრძოლა გარდაუვალი იყო: არც ჟუაუ
მოციქული, არც დაღიანი, არც მაკამბირები, არც პედრაუ, არც ლაქლაქა, არც ისინი,
ვისაც გზებისა და ქალაქის მისადგომების დაცვა ჰქონდა დავალებული, ქადაგების
მოსასმენად არ მოსულან; ეკლესიების გარშემო ბასტიონები იყო აგებული,
რომლებზეც ყოველ წუთს შეტევის მომლოდინე შეიარაღებული ხალხი იდგა, სხვები
კი ქუჩებში კარაბინებით, საფანტის თოფებით, მშვილდებით, სარებით, შუბებითა და
ოროლებით ხელში დაძრწოდნენ.
მამალმა დაიყივლა; ლერწმის სახურავის ღრიჭოებში განთიადის სინათლემ
შემოაღწია. ქუჩაში რომ მეთულუხჩეების ურიკების ჭრაჭუნი და ძახილი გაისმა,
მოძღვარმა გაიღვიძა და სალოცავად დაიჩოქა. ოთახში მაშინვე მარია კუადრადუ
გამოჩნდა. მიუხედავად უძილო ღამისა, ლეონი უკვე მზად იყო, წმინდანის ყოველი
სიტყვა ჩაეწერა. მოძღვარი ჩვეულებრივზე დიდხანს ლოცულობდა და სანამ
„მორჩილები“ ტერფებს ბანდნენ და სანდლებს უკრავდნენ, თვალებს არ ახელდა.
შემდეგ მარიას მოტანილი რძე დალია, სიმინდის კვერი შეჭამა, მაგრამ თეთრ კრავს
არც ახლა მიეფერა. „მარტო პადრე ჟუაკინის გამო არ ნაღვლობს, – მიხვდა ლეონი, –
ომი ადარდებს“.
იმ წუთს კარში ჟუაუ მოციქული, დიდი ჟუაუ და ლაქლაქა შემოვიდნენ. ამ
უკანასკნელს სამლოცველოში ლეონი პირველად ხედავდა. ყოფილი კანგასეირუ და
კათოლიკური გვარდიის მეთაური მოძღვარს ხელზე ემთხვივნენ და ფეხზე
წამოდგნენ, მაგრამ დაღიანის თანაშემწე ისევ მუხლებზე დაჩოქილი დარჩა.
– მოძღვარო, ლაქლაქას მნიშვნელოვანი ცნობები აქვს, – თქვა ჟუაუ მოციქულმა.
ლეონმა გაიფიქრა, ეს ღამე ჟუაუსაც თეთრად გაუთენებიაო. აფორიაქებულ და
ტალახით მოთხუპნილ სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. დიდმა ჟუაუმ მარიას
მიწოდებული თასით რძე სიამოვნებით დალია. ლეონმა წარმოიდგინა, როგორ
დადიოდნენ ისინი მთელი ღამე ქალაქს გარშემორტყმულ სანგრებში, როგორ
არიგებდნენ თოფისწამალს, როგორ ამოწმებდნენ იარაღს და კამათობდნენ. „ეს დღეს
მოხდება“, – გაიფიქრა მან. ლაქლაქა კვლავაც მუხლებზე იყო დაჩოქილი და ხელებში
ტყავის ქუდს ატრიალებდა. ზურგზე ორი კარაბინი გადაეკიდა, სავაზნეები და
პატრონტაშები კი იმდენი ჰქონდა ასხმული, რომ ეს ყველაფერი უცნაურ
საკარნავალო მორთულობას უფრო ჰგავდა, ლაქლაქა ტუჩებს იკვნეტდა და ხმის
ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ მერე მღელვარებას სძლია და თქვა, ახლახან ჩემი ორი
კაცი – სინტიუ და კრუსისი – დაბრუნდაო. სინტიუს ცხენი ხანგრძლივი ჭენებისგან
დაცემულიყო და ალბათ ვერც მეორე ცხენი გადარჩებოდა - ერთიანად გაქაფული
ყოფილიყო. ორ დღე-ღამეს მოაჭენებდნენ შეუჩერებლად. მხედრებიც
დაღლილობისგან ფეხზე ძლივსღა იდგნენ. შემდეგ კვლავ მორცხვად გაჩუმდა და
ჟუაუ მოციქულს ალმაცერად გახედა: თვალებით შველას სთხოვდა.
– მოძღვარს დაღიანის შემონათვალი გადაეცი, – გაამხნევა ყოფილმა კანგასეირუმ,
მარია კუადრადუს მიწოდებული რძე და პური გამოართვა და ჭამას შეუდგა.

მკითხველთა ლიგა
– ის გავაკეთეთ, რაც ნაბრძანები გვქონდა, მოძღვარო, – გაახსენდა ლაქლაქას, –
კალუმბი დაიწვა. ბარონი დი კანიაბრავა ოჯახთან და დარჩენილ კაპანგებთან ერთად
კეიმადასში გაემგზავრა.
მოძღვრის წინაშე სიმორცხვე იპყრობდა, მაგრამ მაინც დაიწყო იმის ახსნა, რომ
ფაზენდის გადაწვის შემდეგ დაღიანი, იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცებს
გასდევნებოდა, „კაციჭამიას“ აედევნა, კვალდაკვალ მიჰყვა, რომ ზურგიდან დაეცხო,
როცა ბელუ-მონტისკენ გამოსწევდა. მერე ისევ დაცემულ ცხენზე ალაპარაკდა,
აუხსნა, რომ ცხენი დაკლა და ხორცი სანგრებში მეომრებს დაურიგა, მეორის დაცემის
შემთხვევაში ხორცს ანტონიუ ვილანოვას მისცემდა, რომ... იმ წუთს მოძღვარმა
თვალები გაახილა და ლაქლაქას ენა დაება. წმინდანის გამჭოლმა, ნაღვლიანმა
მზერამ კანგასეირუ კიდევ უფრო დააბნია: ლეონმა დაინახა, როგორ მოუჭირა
სომბრეროს ფარფლებს თითები.
– კარგი, შვილო ჩემო, – ხმადაბლა წარმოთქვა მოძღვარმა, – უფალი დაღიანსაც და
ყველას, ვინც მასთან ერთად იყო, რწმენისა და მამაცობისთვის დააჯილდოებს.
მერე ლაქლაქას ხელი გაუწოდა, ისიც კრძალვით ემთხვია და ხელი დიდხანს არ
გაუშვა. მოძღვარმა პირჯვარი გადასწერა. ჟუაუ მოციქულმა თვალით ანიშნა, გადიო
და ფეხზე წამომდგარმა ლაქლაქამაც ხშირ-ხშირი თავის დაკვრით კარისკენ დაიხია,
მარია კუადრადუმ მას რძით გავსებული იგივე თასი გაუწოდა, რომლიდანაც მანამდე
ჟუაუ მოციქულმა და დიდმა ჟუაუმ დალიეს. მოძღვარმა კითხვაჩამდგარი მზერა
მათზე გადაიტანა.
– უკვე ძალიან ახლოს არიან, მოძღვარო, – უთხრა მოციქულმა და ჩაცუცქდა. ისეთი
აღელვებული ხმა ჰქონდა, რომ ლეონს შეეშინდა. იგრძნო, რომ „მორჩილებიც“
შეცბნენ. ჟუაუმ ქამრიდან დანა ამოიძრო და მიწის იატაკზე სხვადასხვა მხარეს
სხივებით გარშემორტყმული წრე დახაზა – ეს ის გზები იყო, რომლებითაც
კანუდუსისაკენ „კაციჭამიას” ჯარისკაცები მოდიოდნენ.
– აი, აქ არ არიან, – თქვა მან და დანა ჟერიმუაბუს გზისკენ გაიშვირა, – სნეულები
და მოხუცები ბრძოლის ხაზზე რომ არ მოხვდნენ, ძმები ვილანოვები მათ აქ
გადაიყვანენ.
შემდეგ დიდ ჟუაუს შეხედა და მზერით გაგრძელება შესთავაზა. დიდმა ჟუაუმ
თითი წრის შუაგულისკენ გაიშვირა.
– საჩეხეებსა და მუკამბუს შორის შენთვის თავშესაფარი ავაგეთ, – ჩაიჩურჩულა
დიდმა ჟუაუმ, – ქვისაა და ღრმა, ტყვიები ვერაფერს დააკლებს. შენი აქ დარჩენა
არაფრით არ შეიძლება: სატანის დამქაშები პირველად შენკენ გამოექანებიან.
– ზარბაზნები აქვთ, – განაგრძო ჟუუაუ მოციქულმა, – ჩემი თვალით ვნახე.
„კაციჭამიას“ ბანაკი ღამით მეგზურებმა მიჩვენეს. დიდი ზარბაზნები შორს ისვრიან.
სამლოცველო და ეკლესია მათი პირველი სამიზნეები იქნება.
ლეონს ძილი ისე მოერია, რომ ხელიდან ბატის ფრთა გაუვარდა, მოძღვარს
ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები გაახსნევინა, აგუგუნებული თავი მუხლებზე
დაადო და უკვე ძილ-ბურანში მისი კითხვა ჩაესმა:
– აქ როდის იქნებიან?
– შეღამებულზე, – უპასუხა ჟუაუ მოციქულმა.
– რაკი ასეა, სანგარში გადავალ, – რბილად წარმოთქვა მოძღვარმა, – ნეტარმა
ტაძრიდან ხატები გამოიტანოს, მაცხოვრის გამოსახულებიანი კიდობანიც.
ჯვარცმასთან ერთად ეს ყველაფერი ანტიქრისტეს გზის გადასაღობად უნდა
გაიგზავნოს. ბევრნი დაიღუპებიან, მაგრამ არ უნდა დავმწუხრდეთ: ჭეშმარიტად
მორწმუნეთათვის სიკვდილი ნეტარებაა.
მკითხველთა ლიგა
ნატუბელმა ლეონმა კი ნეტარება მაშინ შეიგრძნო, როცა მოძღვრის ხელი კვლავ მის
თავს შეეხო და ბედს შეგუებული მშვიდ ძილს მიეცა.

კალუმბის ფაზენდიდან წამოსული რუფინუ მოულოდნელ შვებას გრძნობს:


ბარონისადმი ერთგულების ფიცის გატეხა ჩანაფიქრის შესასრულებლად ახალ
ძალებს მატებს. ნახევარი ლიგის გავლის შემდეგ შესასვენებლად იმ გლეხების
სახლში ჩერდება, რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ. მასპინძლები თბილად
ხვდებიან, ალერსიანად იღებენ და ღამის გასათევად ტოვებენ, მეორე დილას კი
საგზალს ატანენ. არაფერს ეკითხებიან არც ჟურემაზე და არც იმ მიზეზზე, რომელმაც
მშობლიურ მხარეში დააბრუნა.
გზად შიგადაშიგ კანუდუსისკენ მიმავალი მომლოცველები ხვდებიან; თითქმის
ყველა საჭმელს სთხოვს და საღამომდე მარაგი ელევა. ღამეს იმ გამოქვაბულში ათევს,
სადაც ოდესღაც, პატარაობისას, თანატოლებთან ერთად შერბოდა და ჩირაღდნებით
ღამურებს წვავდა. დილით გლეხი ხვდება და ნახევარი საათის წინ ნანახი საჯარისო
მზვერავის შესახებ აფრთხილებს. გარშემო მოძღვრის ხალხი დაძრწისო, იმასაც
დასძენს. უბედურების წინათგრძნობით გულდამძიმებული რუფინუ გზას
განაგრძობს.
შებინდებისას კარაკატის შემოგარენშია – პატარა სოფელია, რომელშიც სახლები
ბუჩქნარებსა და კაქტუსებს შორისაა გაბნეული. გამთანგველი ხვატის მერე
ლიანებშემოხვეული მანგაბეირების ჩრდილში სუნთქვა უადვილდება. მაგრამ
უეცრად გრძნობს, რომ მარტო არ არის. კაატინგიდან ვიღაც უცნობი, კარაბინებით,
მშვილდებითა და მაჩეტეებით შეიარაღებული ადამიანები კატასავით უხმაუროდ
გამოდიან, ყოველ მათგანს ზანზალაკების ასხმა და ხის სალამური აქვს. რუფინუ
დაღიანის ჯგუფიდან კანგასეირუს ცნობს, რომელთან ერთადაც სულ ცოტა ხნის
წინათ კოცონთან იჯდა, მაგრამ თავად მეთაური მათთან ერთად არ არის. ფეხშიშველ
და უხმაუროდ მომავალ, ინდიელისსახიან, ფართოღაწვებიან ყაჩაღს, რომელიც
ჯგუფს წინ მოუძღვის, თითი ტუჩებთან მიაქვს და რუფინუს უკან გაყოლას ანიშნებს.
რუფინუ გაუბედავად დგას, მაგრამ კაბუკლუს მზერაში კითხულობს, რომ უნდა
დაემორჩილოს და არაფერს დაუშავებენ. ჟურემა ახსენდება, ეს მოგონება,
რომლისგანაც სახე ეჭმუხნება, ჯგუფის წინამძღოლს, როგორც ჩანს, მისი აზრების
წაკითხვის საშუალებას აძლევს და ისიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ხეებსა და
ხშირ ბუჩქნარს შორის კიდევ რამდენიმე კაცი ჩნდება: ზოგი თავით ფეხამდე
ბალახისგან მოქსოვილ მოსასხამშია გახვეული. მიწაზე დაწოლილები, ჩაცუცქულები,
ხეს აკრულები გზას და სოფელს უთვალთვალებენ. ვიღაც რუფინუს ხელს უქნევს
– დაწექი! წუთის შემდეგ ჩექმების ბრაგაბრუგი და ლაპარაკის ხმა ესმის.
ბილიკზე მზვერავი ჩნდება – ახალგაზრდა ქერა სერჟანტის მეთაურობით წითელ-
ნაცრისფერ ფორმებში გამოწყობილი ათი ჯარისკაცი. წინ მეგზური მოდის: რუფინუ
მაშინვე ხვდება, რომ სინამდვილეში ის „კაციჭამიას“ კი არა, ამბოხებულებს
ემსახურება. სერჟანტი, თითქოს საფრთხე იგრძნოო, ყურადღებას ძაბავს; სასხლეტის
კაუჭიდან თითს არ იღებს და გზას ერთი ხიდან მეორემდე გადარბენით აგრძელებს,
მისი ხალხიც ასევე იქცევა. ბილიკის შუაგულში მხოლოდ მეგზური მიაბიჯებს.
რუფინუს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ მის გვერდით დამალული მეამბოხეები
უკვალოდ ქრებიან: ბუჩქებზე ერთი ფოთოლიც კი არ ირხევა.
რაზმი განაპირა ქოხთან მიდის. ორი ჯარისკაცი კარს აღებს და ქოხში შერბის. მათ
უკან ჩაცუცქული მეგზური ნელ-ნელა უკან იხევს. წუთის შემდეგ ჯარისკაცები უკან
გამოდიან და სერჟანტს ანიშნებენ, სახლი ცარიელიაო. მზვერავი ალყას შემდეგ ქოხს
მკითხველთა ლიგა
არტყამს, და ყველაფერი თავიდან იწყება. მაგრამ უცებ ყველაზე მაღალი სახლის
კარში ჯერ ერთი შეშინებული თმაგაწეწილი ქალი ჩნდება, მერე მეორე, ჯარისკაცები
ქალებს კარაბინებს უმიზნებენ, მაგრამ ისინი ხმადაბალი წამოკივლების შემდეგ
უხსნიან, რომ საშიში არაფერია, რუფინუ იმაზე არანაკლებაა გაოცებული, ვიდრე
მაშინ, როცა წვეროსანმა ქალმა გალილეო გალის სახელი ახსენა. მეგზური
ჯარისკაცების უყურადღებობით სარგებლობს და იქაურობას ეცლება.
ჯარისკაცები სახლთან იყრიან თავს და რუფინუ ხვდება, რომ ისინი ქალებს
ელაპარაკებიან. ბოლოს, ქალებთან ერთად სახლში ორი ჯარისკაცი შედის.
დანარჩენები, გარეთ დგანან იარაღმომარჯვებულები. ცოტა ხნის შემდეგ ზღურბლზე
პირველი ორი ჯარისკაცი ჩნდება და უხამსი ჟესტებით ამხანაგებს იწვევს, მათ
მაგალითს მიჰბაძონ. რუფინუს სმენამდე სიცილი და აღგზნებული ხმები აღწევს:
მთელი რაზმი სახლში სიხარულით შერბის. სერჟანტი კარის დასაცავად გარეთ
მხოლოდ ორ ჯარისკაცს ტოვებს.
მოულოდნელად მთელი კაატინგა რხევას იწყებს. მიწას მიკრული ჟაგუნსუები წინ
ხოხვითა და ოთხზე მიიწევენ, მერე ფეხზე დგებიან და რუფინუ ხედავს, რომ ისინი,
სულ ცოტა, ოცდაათნი მაინც არიან. ჟაგუნსუებს უკან მისდევს და მეთაურს რომ
ეწევა, ეკითხება: – ჩემი ცოლი აქ არის? მასთან ჯუჯაა, არა?
– ჰო, ალბათ ის არის, – თავს უქნევს რაზმის მეთაური. უეცრად გასროლის ხმა ისმის
და ტყვიებით დაცხრილული ორივე გუშაგი მიწაზე ერთდროულად ეცემა. სახლში
ალიაქოთი იწყება, ისმის ყვირილი, სირბილის ხმა, უწესრიგო სროლა, რუფინუ
ქამრიდან დანას იღებს – თავის ერთადერთ იარაღს, თავდამსხმელებთან ერთად
მირბის და ხედავს, როგორ ხტებიან სროლა-სროლით კარებიდან და ფანჯრებიდან
ჯარისკაცები. შორს წასვლას ვერ ახერხებენ: მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გარბენას
ასწრებენ და ისრით, ტყვიით ან დანით განგმირულები ეცემიან. წაბორძიკებული
რუფინუ ვარდება, მაგრამ მაშინვე ფეხზე ხტება, სალამურის ხმა ესმის და ხედავს,
რომ რამდენიმე ამბოხებული ფანჯრიდან დასისხლიანებულ და უკვე გაქურდულ
ცხედარს აგდებს. მოკლული მიწაზე ყრუ ბრაგვანით ეხეთქება.
სახლში შევარდნილ რუფინუს თვალწინ სასტიკი სანახაობა ეშლება. იატაკზე
მომაკვდავი ჯარისკაცები ყრიან, მათ სხეულებს ეკლებივით დახვევიან კაცები,
ქალები და დანებით, ჯოხებითა და ქვებით ბოლოს უღებენ, უმოწყალოდ სერავენ,
შემოსულებს ეხმარებიან. ქალები ოთხნი თუ ხუთნი არიან, ზოგი კივის, ზოგი თავის
მსხვერპლებს ფორმას ხდის, დახოცილებსა და მომაკვდავებს მამაკაცურ ღირსებებს
უსერავს. ირგვლივ უამრავი სისხლი და სიბინძურეა, იატაკზე ღიობები მოჩანს,
სადაც, როგორც ჩანს, ჟაგუნსუები იმალებოდნენ და მზვერავის მოსვლას ელოდნენ.
მაგიდის ქვეშ ერთი ქალი იატაკზე გართხმულა, შუბლშია დაჭრილი და კვნესის.
სანამ ჟაგუნსუები ჯარისკაცებს აშიშვლებენ და იარაღს აცლიან, რუფინუ
რწმუნდება, რომ ის, ვისაც იგი ეძებს, იქ არ არის და სხვა ოთახებისკენ იკვლევს გზას.
ერთმანეთის მიყოლებით სამი ოთახია; ერთი ღიაა, მაგრამ შიგ არავინ ჩანს. მეორის
კარის ღიობიდან ფიცრის ტახტი და იატაკზე გაწოლილი ქალის ფეხები მოჩანს.
რუფინუ კარს ხელს ჰკრავს და ჟურემას ხედავს. ცოცხალია. ქმრის დანახვისას ქალს
სახე ეჭმუხნება და მოულოდნელობისგან მთელი სხეული ეძაბება. ჟურემას გვერდით
შიშისაგან მოკუნტული, პაწაწინა ჯუჯა ზის და რუფინუს ეჩვენება, რომ ამ კაცს
მთელი სიცოცხლეა იცნობს. ტახტზე ქერა სერჟანტი გდია, უკვე მკვდარია, მაგრამ
ორი ჟაგუნსუ რიგრიგობით დანით მაინც სერავს, ჭრილობებიდან ამოხეთქილი
სისხლი რუფინუმდეც კი აღწევს. ჟურემა გაუნძრევლად, ოდნავ ბაგეგახსნილი
შესცქერის; გაოგნებული ჩანს, შიშისგან ცხვირიც კი წასწვეტებია, თვალებში
მკითხველთა ლიგა
სასოწარკვეთილება და მორჩილება ჩასდგომია. რუფინუ ხვდება, რომ ოთახში
წვრილთვალება, ფეხშიშველი ჟაგუნსუ შემოდის და იმ ორს სერჟანტის ფანჯრიდან
გადაგდებაში ეხმარება, შემდეგ გადიან და თან სერჟანტის ტანსაცმელი, იარაღი და
აბგა მიაქვთ. რუფინუს გვერდით რომ ჩაუვლის, ჟურემაზე ანიშნებს და
ჩასჩურჩულებს: – ხედავ? ის ყოფილა. – ამ დროს ჯუჯა იწყებს ლაპარაკს, მაგრამ
რუფინუს მისი სიტყვები არ ესმის. ისევ კართან დგას და მისი სახე კვლავ არავითარ
ემოციას არ გამოხატავს. გული უმშვიდდება, თავდაპირველი თავბრუსხვევა სადღაც
ქრება და გონება ეწმინდება. ჟურემა ისევ იატაკზე ზის და წამოდგომის ძალაც არ
შესწევს. ფანჯრიდან მოჩანს, როგორ მიეშურებიან ჟაგუნსუები და ქალები
კაატინგისკენ.
– მიდიან, – ბუტბუტებს ჯუჯა და თვალები აქეთ-იქით დაურბის, – ჩვენი წასვლის
დროცაა, ჟურემა. რუფინუ თავს იქნევს.
– ეს აქ დარჩება, – წარმოთქვამს მშვიდად, – შენ წადი.
მაგრამ ჯუჯა არ მიდის. დაბნეულია, შეშინებული, გაუბედავად დარბის ცარიელ
სახლში, სისხლსა და განავალში, ბედს იწყევლის, წვეროსან ქალს ეძახის, პირჯვარს
იწერს და ღმერთს დახმარებას შესთხოვს. რუფინუ კი ამასობაში ოთახებს ამოწმებს,
ჩალით დატენილ ორ ლეიბს პოულობს და შემოსასვლელისკენ მიათრევს, საიდანაც
მხოლოდ კარაკატის სახლები და ერთადერთი გზა მოჩანს. ლეიბებს მექანიკურად
მიათრევდა და არც კი იცოდა, რაში სჭირდებოდა, მაგრამ ახლა, როცა უკვე იქ არის,
იცის, რაც უნდა უყოს: დაიძინოს. სხეული ღრუბელივით აქვს მომჩვარული,
დამძიმებული, თითქოს წყალს გაუჟღენთიაო. რუფინუ თოკს იღებს, ჟურემასთან
მიდის და უბრძანებს; – წამოდი! – ქალი ისე ემორჩილება მის ბრძანებას, არც
გაკვირვება ეტყობა, არც შიში. რუფინუ ლეიბებთან სვამს და ხელ-ფეხს უკრავს.
შიშით თავზარდაცემული ჯუჯა ქალს არ შორდება, – არ მოკლა, არ მოკლა! – ყვირის
რაც ძალი და ღონე აქვს. რუფინუ ზურგზე წვება და ისე, რომ ჯუჯას ზედაც არ
უყურებს, უბრძანებს:
– აქ იყავი და თუ ვინმე მოვა, გამაღვიძე.
ჯუჯა ისეა დაბნეული, არ იცის, რა ქნას, მაგრამ რამდენიმე წამში თავს უქნევს და
კარისკენ ხტუნვით გარბის. რუფინუ თვალებს ხუჭავს. სანამ საბოლოოდ ძილს
მიეცემა, საკუთარ თავს ეკითხება, ჟურემა აქამდე რატომ არ მოვკალი: მინდა, რომ მის
ტანჯვას ვუყურო, თუ ახლა, როდესაც გვერდით მყავს, ბრაზი ჩამიცხრაო? გრძნობს,
რომ ქალი მისგან სულ ერთი მეტრითაა დაშორებული და მეორე ლეიბზე მიწოლილა.
ქუთუთოებიდან მალულად აკვირდება: გამხდარა, თვალები უფრო ჩასცვენია და
მორჩილი მზერა გახდომია, კაბა დახევია, თმა გაუშლია. მკლავი ჩალურჯებული
აქვს.
როცა იღვიძებს, ერთი ნახტომით ზეზე წამოიჭრება, თითქოს ცდილობს, კოშმარს
თავი დააღწიოსო, მაგრამ არ ახსოვს, რამე ესიზმრა თუ არა, ჟურემასკენ არც იყურება,
ჯუჯასთან ერთად კარისკენ მიდის და ჯუჯაც შეშინებული და მომლოდინე სახით
მიჰყვება. შეიძლება გაჰყვეს? რუფინუ თავს უქნევს. სანამ მზის უკანასკნელ სხივებში
შიმშილის დასაცხრობად რაიმე საკვებს დაეძებენ, ხმას არც ერთი არ იღებს. უკან
დაბრუნებულზე ჯუჯა ბედავს და ეკითხება: – მოკვლას უპირებ? – რუფინუ არ
პასუხობს. ჩანთიდან ბალახებს, ფესვებსა და ყლორტებს იღებს და ლეიბზე ყრის.
სანამ ხელ-ფეხს უხსნის, ქალს ზედაც არ უყურებს, ან ისე შეავლებს თვალს, თითქოს
ვერც ხედავსო. ჯუჯა ფოთლებს პირში იყრის და გამალებით ღეჭავს. ჟურემაც
მექანიკურად იწყებს ფოთლებისა და ყლორტების ღეჭვას; დროდადრო თითებსა და
ფეხებს იკეცავს. მდუმარედ შეექცევიან; გარეთ კი ღამე ეფინება არემარეს და მწერების
მკითხველთა ლიგა
ბზუილი სულ უფრო და უფრო მატულობს, რუფინუ ფიქრობს, რომ ალბათ ცუდი
სუნი უდის, რადგან მთელი ღამე ხაფანგში გაატარა, იაგუარის ლეშის გვერდით.
უეცრად ჟურემას ხმა ესმის: :
– ადექი და ბარემ მომკალი.
თითქოს არ ესმისო, კაცი სიცარიელეს გასცქერის. მაგრამ როგორ შეიძლება, არ
ესმოდეს, როდესაც ცოლის ხმა სულ უფრო ხმამაღლა და მეტი სასოწარკვეთით
გაისმის?
– გგონია, სიკვდილის მეშინია? არა! პირიქით. უკვე დიდი ხანია გელოდები,
ველოდები, როდის მოხვალ და მომკლავ. გგონია, არ დავიღალე, არ გავწამდი?
უფალს რომ არ აეკრძალა, თავს მე თვითონ მოვიკლავდი, მაგრამ ცოდვის მეშინია.
როდის მომკლავ? რაღას ელოდები?
– ჟურემა, ჟურემა, გონს მოდი, – მის დამშვიდებას ცდილობს ჯუჯა.
რუფინუ გაუნძრევლად ზის და ქალს პასუხს არ სცემს. ოთახში სრულიად ბნელა.
წუთის შემდეგ ჟურემას ხელის შეხებას გრძნობს. უცნაური შეგრძნება ეუფლება, ჟინი,
ზიზღი, წყენა, ბრაზი და ნაღველი ერთმანეთშია აზელილი. ერთიანად აჟრჟოლებს,
მაგრამ ცდილობს, ეს წამიერი კანკალი ვერავინ შეამჩნიოს.
– ღვთისმშობელს გავედრებ, უფლის სახელს გაფიცებ, დაივიწყე, დაივიწყე, რაც
მოხდა, – ესმის ჟურემას ხმა და გვერდით მის აცახცახებულ სხეულს გრძნობს, – ძალა
იხმარა, დამნაშავე არ ვარ, ვუძალიანდებოდი. ნუღარ იტანჯები, რუფინუ!
ქმარს ეხვევა, მაგრამ კაცი იშორებს – მტკიცედ, მაგრამ არა უხეშად. მერე ფეხზე
დგება, სიბნელეში ხელის ცეცებით თოკებს პოულობს, ქალს ისევე ხმის ამოუღებლად
უკრავს ხელ-ფეხს და სადაც იჯდა, იქვე ჯდება.
– მშია, მწყურია, დავიღალე, სიცოცხლე აღარ მინდა, – ქვითინებს ქალი, – მომკალი,
ბარემ მომკალი!
– მოგკლავ, არ გეგონოს, შემეცოდო, - პასუხობს რუფინუ, – მაგრამ აქ კი არა,
კალუმბიში მოგკლავ, სახალხოდ.
დიდხანს ხმის ამოუღებლად სხედან; ჟურემას ქვითინი ნელ-ნელა წყდება.
– სულ სხვანაირი გამხდარხარ, – ესმის რუფინუს მისი ჩურჩული.
– შენც. შენში ჩემი თესლი აღარ არის. ახლა უკვე ვხვდები, უფალმა წინასწარ რატომ
დაგსაჯა და შვილი რატომ არ მოგცა.
ფანჯრებიდან და კარიდან ოთახში მთვარის ნათელი შემოდის და ჰაერში მტვრის
ნაწილაკებს აციალებს. ჯუჯა ჟურემას ფეხებთან იკუნტება. რუფინუ ლეიბზე
იშოტება და კრიჭაშეკრული დიდხანს წევს, ფიქრობს, იგონებს, ნეტავ რამდენი ხანია
გასული, რაც ასე წევს? თვალი არ მოუხუჭავს, მაგრამ ჟურემასა და ჯუჯას ხმების
გაგონებაზე თითქოს ღრმა ძილიდან ფხიზლდება.
– შენ რაღას დამჯდარხარ და ამ სიმყრალეს სუნთქავ? – ეკითხება ჯუჯას ჟურემა, –
შენ ხომ არავინ გიჭერს. აკი კანუდუსში გინდოდა წასვლა, ჰოდა, წადი.
– წასვლისაც მეშინია და დარჩენისაც, – ზლუქუნებს ჯუჯა, – მარტო დარჩენის
მეშინია. რაც ბოშამ მიყიდა, მარტო არასდროს ვყოფილვარ. მეც ადამიანი ვარ,
სიკვდილი მეც მაშინებს.
– იმ ქალებს კი, აქ ჯარისკაცებს რომ ელოდნენ, სიკვდილის არ ეშინოდათ.
– იმათ სჯეროდათ, რომ აღდგებიან. რომ მჯეროდეს, არც მე შემეშინდებოდა.
– აი,მე კი არ ვიცი, აღვდგები თუ არა, მაგრამ სიკვდილი მაინც არ მაშინებს, –
ამბობს ჟურემა და რუფინუ ხვდება, რომ ეს სიტყვები ჯუჯის კი არა, მის გასაგონადაა
განკუთვნილი.

მკითხველთა ლიგა
რაღაც აღვიძებს, სწორედ მაშინ, როცა ცას ოდნავ ეპარება სიცისფრე. რამ გააღვიძა,
ქარის ზუზუნმა? არა, რაღაც სხვამ. ჟურემა და ჯუჯა თვალებს ერთდროულად
ახელენ; ჯუჯა ხმაურით იზმორება, – ჩუმად! – აჩუმებს რუფინუ და ისიც მაშინვე
ისუსება. კაცი კარს უკან იმალება, იცდის, სიბნელეს აშტერდება, ხედავს, რომ
კარაკატის ერთადერთ ქუჩაზე მაღალი კაცის ლანდი მოაბიჯებს და ერთმანეთის
მიყოლებით ყველა სახლში იხედება. უიარაღოა და რუფინუ კალუმბიელ ულპინუს
ცნობს, მეგზურს ხელები პირთან მიაქვს და რამდენჯერმე მის სახელს ყვირის: –
რუფინუ! რუფინუ! – რუფინუ ქამარში გარჭობილი დანის ტარზე ივლებს ხელს და
კაცის შესახვედრად გარეთ გადის. გახარებული ულპინუ მას ხმამაღლა ესალმება,
მაგრამ რუფინუ არ პასუხობს. მეგზურს ეტყობა, რომ შორი გზა აქვს გამოვლილი.
– მეორე დღეა, დაგეძებ, – თბილად მიმართავს რუფინუს, – მითხრეს, კანუდუსში
წავიდაო. მადლობა ღმერთს „რჩეულები“ შემხვდნენ, აქ მზვერავები ამოუჟუჟავთ.
მთელი ღამე მოვდიოდი.
რუფინუ მოსულს ხმაამოუღებლად და ძალიან სერიოზულად უსმენს. თითქოს
მათი უწინდელი მეგობრობის შეხსენება უნდაო, ულპინუ თბილად უყურებს.
– მოგიყვანე, – აუჩქარებლად და ხმადაბლა წარმოთქვამს იგი, – ბარონმა მისი
კანუდუსში წაყვანა მიბრძანა, მაგრამ მე და არისტარკუმ მოვილაპარაკეთ და
გადავწყვიტეთ, რომ, თუ სადმე გადაგეყრებოდი, შენი იქნებოდა.
რუფინუ მას გაკვირვებით და უნდობლად შესცქერის:
– მე გადმომცემ?
– ერთი უღირსი კაცია, – გადაჭარბებული ზიზღით მიწაზე აფურთხებს ულპინუ, –
არ აინტერესებს, ცოლს მოუკლავ თუ არა. ამაზე ლაპარაკიც კი არ უნდა. იტყუება,
ამბობს, ჩემი ცოლი არ არისო.
– სად არის? – რუფინუ თვალებს ახამხამებს და გამომშრალ ტუჩებს ილოკავს: ჯერ
ისევ არ სჯერა, რომ უცხოელს გადასცემენ.
ულპინუ დაწვრილებით უყვება, გალი სად დატოვა.
– რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ... მოკალი ჟურემა?
როდესაც რუფინუ უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, ამ ამბის მიმართ თავის
დამოკიდებულებას არაფრით ამჟღავნებს და, როგორც ჩანს, საკუთარ უადგილო
ცნობისმოყვარეობას ნანობს კიდეც. ხელით უკან, კაატინგისკენ ანიშნებს.
– ასეთ ამბავს სიზმარშიც ვერ ნახავ კაცი, თმა ყალყზე დაგიდგება, – განაგრძობს
ულპინუ, – იქ მოკლულები ხეებზე ჩამოკიდეს. იმდენი ურუბუ ეხვევა, ვერ
დაითვლი, დღეს მაგრად გაძღებიან.
– ის როდის დატოვე? – აწყვეტინებს რუფინუ.
– გუშინ, საღამოსკენ. ვერსად წავა: დაღლილობისგან ფეხზე ვერ დგას. თანაც არც
ის იცის, საით უნდა წავიდეს. არც ღირსება აქვს, არც ტვინი: გზის პოვნას ვერ
ახერხებს, დაიკარგება.
რუფინუ ხელს უჭერს და თვალს თვალში უყრის.
– გმადლობ.
ულპინუ თავს უქნევს და ხელს ითავისუფლებს. ერთმანეთს არ ემშვიდობებიან.
თვალებანთებული რუფინუ პარმაღზე ხტება და სახლში შერბის. ჟურემა და ჯუჯა
ფეხზე მდგარნი ელოდებიან. ის კი ჟურემას ფეხებიდან თოკს ხსნის, მაგრამ ხელებს
შეკრულს უტოვებს და სწრაფი მოძრაობით თოკის თავისუფალ ბოლოს ქალს
კისერზე ახვევს. თავზარდაცემული ჯუჯა სახეზე ხელებს იფარებს. მაგრამ რუფინუ
სულაც არ აპირებს ჟურემას ჩამოხრჩობას: თოკს ქაჩავს და ჟურემას აიძულებს, გარეთ
გაჰყვეს. ულპინუ უკვე აღარსად ჩანს. ჯუჯა მათ უკან მიხტის და ცდილობს, წინ
მკითხველთა ლიგა
მიმავალთ არ ჩამორჩეს, – ჩუმად! – ბრუნდება მისკენ რუფინუ, ჟურემა ქვებზე
ბორძიკობს, ბუჩქნარში იხლართება, მაგრამ ხმას არ იღებს. ხეებზე მიკიდული და
სვავების დაკორტნილი ჯარისკაცთა გვამების შემხედვარე შეშინებული ჯუჯა რაღაც
გაუგებარს ბუტბუტებს.

– იქ, სოფელში ბევრი საშინელების ნახვა მომიხდა, – თქვა შუშაბანდის გამომშრალ,


ღრეჩოებიან იატაკს დაჩერებულმა ბარონესა დი კანიაბრავამ, – ქალაქის
მცხოვრებლებს ამის შესახებ წარმოდგენაც არა აქვთ, – მზერა ქმარზე გადაიტანა,
რომელიც სარწეველა სავარძელში ნელა ირწეოდა – სახლის პატრონის, თავის
სავარძელში მოხერხებულად გაშოტილი ბებერი პოლკოვნიკის, ჟოზე ბერნარდუ
მურაუს მაგალითი გადამდები აღმოჩნდა, – გახსოვს, ხარი რომ გაცოფდა და
წირვიდან გამოსულ ბავშვებს დაერია? თქვი, აბა, წამივიდა მაშინ გული? სუსტი
ნერვების პატრონი სულაც არ გახლავართ. ანდა როგორი მოვლენების მომსწრენი
ვიყავით მე და შენ დიდი გვალვის დროს, გახსოვს?
ბარონმა თავი დაუქნია. პოლკოვნიკი მურაუ და ადალბერტუ დი გუმუსიუ,
კანიაბრავებთან შესახვედრად პედრა ვერმელიაში სალვადორიდან სპეციალურად
ჩამოვიდნენ. უკვე ორი საათიც არ იყო გასული, რაც მათ გვერდით ისხდნენ და
მთელი ძალით ცდილობდნენ, თავი ისე ძალდაუტანებლად დაეჭირათ, თითქოს
განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო, მაგრამ იმ მძიმე შთაბეჭდილებას,
რომელსაც მათ საშინლად აფორიაქებული ესტელა უტოვებდა, ძლივს მალავდნენ.
ქალის ჩვეული თავშეკავებულობა სადღაც გამქრალიყო: თავშეკავებული მაღალი
საზოგადოების ზრდილობის წესებითა და უზადო მანერებით ნაქები ეს ქალბატონი,
რომელსაც მხოლოდ ოდნავი გაღიმებით შეეძლო, საკუთარ თავსა და დანარჩენებს
შორის განკერძოებულობის უხილავი კედელი აღემართა, ახლა თითქოს სიშმაგემ
დარია ხელიო, შეუჩერებლად ლაპარაკობდა, წუწუნებდა, კითხვებს სვამდა და ისე
რომ, დასმულ კითხვაზე პასუხს არ ელოდებოდა, დაუსრულებელ მონოლოგს
აგრძელებდა. მის გაჩუმებას ესტრელას საფეთქლებზე ოდეკოლონის მოსასმელად
დროდადრო შუშაბანდში გამოჩენილი სებასტიანაც კი ვერ ახერხებდა, ვერც ბარონმა,
ვერც ფაზენდის მეპატრონემ და ვერც გუმუსიუმ ვერ დაიყოლიეს, დასასვენებლად
წასულიყო.
– ყველანაირი უბედურებისთვის მზად ვარ, – კვლავ განაგრძო ესტელამ და თეთრი
ხელები სამივე მამაკაცისკენ ვედრებით გაიშვირა, – მაგრამ კალუმბის ხანძარზე
უფრო დიდი საშინელება არ მინახავს. ეს იმაზე უარესი იყო, ვიდრე მომაკვდავი
დედის ყვირილი, ტკივილისგან რომ იტანჯებოდა, იმაზე უარესი, ვიდრე ამ
ტკივილის შესაწყვეტად მისთვის ოპიუმის მომაკვდინებელი დოზის მიცემა. ცეცხლი,
რომელმაც კალუმბი გადაწვა, შიგნიდან მწვავს, აქამდე მწვავს, – ქალი თავის მუცელს
შეეხო, აცახცახდა, მოიბუზა, – ისეთი შეგრძნება მაქვს, იმ ხანძარში მშობიარობის
დროს დაკარგული ჩემი შვილები ჩანახშირდნენ-მეთქი,.
თითქოს ამ სიტყვების დაჯერებას სთხოვსო, მან ჯერ ქმარს გადახედა, მერე
პოლკოვნიკ მურაუსა და ბოლოს ადალბერტუს. ადალბერტუ დი გუმუსიუმ ოდნავ
შესამჩნევად გაუღიმა. კაცი უკვე რამდენჯერმე შეეცადა, თემა შეეცვალა, მაგრამ
ესტელა ისევ და ისევ იწყებდა დაკარგულ მამულზე ლაპარაკს. ახლა კიდევ ერთხელ
სცადა, ქალის ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა:
– დამიჯერე, ძვირფასო ესტელა, ადამიანი უმწარეს დანაკარგებსაც კი ეგუება. თუ
არ ვცდები, მომიყოლია შენთვის, რა დღეში ჩავვარდი, როცა ორმა მონამ ადელინა
იზაბელი მომიკლა. რა განვიცადე, როცა მისი დასახიჩრებული გვამი ვიპოვეთ –
მკითხველთა ლიგა
სხეულზე ერთი მთელი ნაწილი არ ჰქონდა შერჩენილი: ერთიანად დასერილი იყო, –
ჩაახველა, სკამზე შეინძრა და განაგრძო: – ამიტომაცაა, რომ ზანგებს ცხენებს
ვამჯობინებ, ამ არასრულფასოვანი პირუტყვების სულში უნამუსობისა და სასტიკი
მზაკვრობის ისეთი უფსკრულია დამალული, რომ ჯობს, შიგ არ ჩაიხედო – თავბრუ
დაგეხვევა. და მიუხედავად ამისა, ესტელა, ადამიანი ზეციურ ნებას ბოლოს და
ბოლოს მაინც მორჩილად იღებს, ეგუება, მერე კი იმასაც ხვდება, რომ, რაც უნდა
საშინელი იყოს ცხოვრება, რაც უნდა მძიმე, მასში მშვენიერებაც ძალიან ბევრია.
ბარონესას მარჯვენა მის ხელს შეეხო.
– მაპატიე... საბრალო ადელინა იზაბელის სიკვდილი თუ გაგახსენე, – უთხრა
ალერსიანი ხმით, – მაპატიე.
– არა, შენ არაფერი გაგიხსენებია, რადგან ეს ამბავი არც არასოდეს დამვიწყებია, –
გაუღიმა გუმუსიუმ და ბარონესას ხელი თავისაში მოიქცია, – უკვე ოცი წელი გავიდა,
არადა, ასე მგონია, თითქოს გუშინ მოხდა-მეთქი. ჩემს უბედურ დაზე სიტყვა
მხოლოდ იმიტომ ჩამოვაგდე, რომ იცოდე: კალუმბის დაღუპვა ჭრილობაა, რომელიც
დროთა განმავლობაში შეხორცდება.
მამაკაცის ღიმილის პასუხად გაღიმება ბარონესამაც სცადა, მაგრამ ტუჩები ვერ
დაიმორჩილა. ამ დროს ოთახში ოდეკოლონის ფლაკონით ხელში სებასტიანა
შემოვიდა, დიასახლისის სახეს მზრუნველად შეეხო, შუბლზე და საფეთქლებზე
ოდეკოლონი მოუსვა და აწეწილი თმა გაუსწორა. „როგორ შეიცვალა, – გაიფიქრა
ბარონმა, – კალუმბიში ჯერ ისევ ახალგაზრდა, მშვენიერი და სიცოცხლით სავსე იყო”.
ახლა ქალის შუბლი მწუხარების ნაოჭს დაეღარა, სახის ნაკვთები დამძიმებოდა და
მოშვებოდა, თვალების გარშემო კანი ჩამუქებოდა და მათში ის მხნე და სიხარულით
აღსავსე თავდაჯერება აღარ იკითხებოდა, რომელსაც ბარონი ესოდენ შესჩვეოდა.
იქნებ მეტისმეტად მძიმე ტვირთი აჰკიდა ცოლს მხრებზე? პოლიტიკურ გამარჯვებას
ესტელა ხომ არ შესწირა? გაახსენდა, რომ კალუმბიში გამგზავრების წინ ლუის ვიანა
და ადალბერტუ გუმუსიუ ესტელას სალვადორში დატოვებას ურჩევდნენ –
კანუდუსის მიმდებარედ მთელი მხარე ამბოხს მოუცავსო. საშინლად შერცხვა.
ეგოიზმმა, გონების სიზანტემ მძიმე, შესაძლოა, მოუშუშებელი იარა მიაყენა ადამიანს,
რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. და მაინც, იმ წუთს, როდესაც ეტლის
გვერდით ჭენებით მომავალმა არისტარკუმ დაიყვირა, შეხედეთ, კალუმბის ცეცხლი
უკვე წაუკიდესო, ესტელა ჯერ ისევ წარმოუდგენელ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ისინი
მაშინ დამრეცი გორაკის თავზე იყვნენ – ნადირობიდან დაბრუნებისას ბარონი
თავისი მიწებისთვის თვალის შესავლებად ყოველთვის იქ ჩერდებოდა, ფაზენდის
დათვალიერებისას სტუმრებიც ყოველთვის იქ აჰყავდა; ამ შემაღლებიდან
აფასებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები წყალმოვარდნისა თუ ხანძრისგან
გამოწვეულ ზარალს. იმ უქარო, ვარსკვლავიან ღამეს კი ხედავდნენ, როგორ
ანადგურებდა ცეცხლის წითლად, ყვითლად და ლურჯად აბრიალებული ენები მათ
სახლს, რომელთანაც იქ მდგომთაგან ყველას ცხოვრება ასე მჭიდროდ იყო
დაკავშირებული. ბარონმა სიბნელეში სებასტიანას ტირილი გაიგონა და არისტარკუს
ცრემლიანი თვალებიც გაარჩია. მაგრამ ესტელა არ ტიროდა, მის ხელს ჩაჰფრენოდა
და ჩურჩულებდა: – მარტო ჩვენი სახლი კი არა, ბაკებიც დაწვეს, საჯინიბოებიც,
კალოებიც. მეორე დილას ისევ ამ კატასტროფაზე ალაპარაკდა და მას შემდეგ გონს
ვერაფრით მოდიოდა. „ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ“, – გაიფიქრა
ბარონმა.

მკითხველთა ლიგა
– ეს ამბავი მე რომ დამმართოდა, იქ დავრჩებოდი, – ჩაილაპარაკა უცებ
პოლკოვნიკმა მუარუმ, – არ წამოვიდოდი: ჩემივე ფაზენდაში გამომწვით- მეთქი,
ვეტყოდი!
სებასტიანამ, თქვენის ნებართვითო, ჩაიბუტბუტა და შუშაბანდიდან გავიდა.
ბარონმა გაიფიქრა, ეს გამძვინვარებული მოხუცი, როგორც ჩანს, ჩემზე და
ადალბერტუზე საშიშიც კია და ძველ დროს ხელს აუცილებლად მათრახსა და
ხუნდებს წამოავლებდაო.
– იმიტომ არა, რომ ჩემი პედრა ვერმელია რამე განსაკუთრებულია, – განაგრძო
ბუზღუნი მოხუცმა და თვალი თავისი სახლის ჩამოტყავებულ კედლებს მოავლო, –
შეიძლება აქაურობა ცეცხლს მე თვითონ მივცე, რადგან ბევრი უბედურება მომიტანა.
ყველას აქვს უფლება, თავისი საკუთრების ბედი ისე გადაწყვიტოს, როგორც
მოეხასიათება. მაგრამ სალოსებისა და ქურდების ხროვას გადაღლილი მიწის
დასასვენებლად ჩემი მამულის გადაწვა რომ მოენდომებინა, არა, არ წავიდოდი! ჯერ
ჩემი მოკვლა მოუწევდათ.
– შენ ლაპარაკსაც არავინ დაგიწყებდა, – გახუმრება სცადა ბარონმა, – ფაზენდაზე
ადრე შენ დაგწვავდნენ.
„მორიელებს ჰგვანან, – გაიფიქრა მან, – მორიელები თავს იგესლავენ, ესენი კი იმ
მამულებს წვავენ, რომლებიც მათვე კვებავს. მაგრამ, ან მათი, ან ჩვენი მსხვერპლი
ნეტა ვის რაში სჭირდება?“ უცებ შენიშნა, რომ ბარონესამ დაამთქნარა და გაუხარდა.
ნეტა კი დაიძინოს! – მისი დაწყვეტილი ნერვებისთვის ეს ყველაზე კარგი წამალი
იქნებოდა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ესტელას თვალი არ მოეხუჭა:
მონტი-სანტუში რომ გაჩერდნენ, ტახტზეც კი არ მიწვა – მთელი ღამე მტირალმა
სებასტიანას მკერდზე გაათენა. ბარონს გულმა რეჩხი პირველად სწორედ მაშინ უყო:
ესტელა ხომ ადრე ძალიან იშვიათად ტიროდა.
– რა უცნაურია, – თქვა მურაუმ და გახალისებული მზერით ბარონსა და
ადალბერტუს გადახედა, ესტელას უკვე თვალები დაეხუჭა, – რა
უცნაურია,კალუმბიში გამგზავრებისას აქ რომ გაჩერდით, ჩემთვის ამქვეყნად
პოლკოვნიკ მორეირა სეზარზე საძულველი ადამიანი არ არსებობდა, ახლა კი
მესიმპათიურება კიდეც. ეპამინონდასისა და იაკობინელების მიმართ ისეთ
სიძულვილს არასდროს ვგრძნობდი, როგორსაც იმ კანუდუსელი არამზადების
მიმართ ვგრძნობ, – ბარონმა იცოდა, რომ აღელვებული ლაპარაკისას მურაუ
ხელებით ჰაერში წრეების ხაზვას და ნიკაპის ფხანას იწყებდა. ელოდა, რომ ახლაც
სწორედ ასე მოიქცეოდა. მაგრამ მოხუცი მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული იჯდა
და მძვინვარედ განაგრძობდა: – ის, რაც კალუმბიში გააკეთეს, პოკუ-და-პედრაში,
სუკურანაში, ჟუასა და კურალ-ნოვუში, პენედუსა და ლაგოაში, რა ველურობაა,
წარმოუდგენელია, შეუსაბამოა! იმ ფაზენდებს წვავენ, რომლებითაც უდგათ სული,
ბრაზილიის ცივილიზაციის კუნძულებს ანადგურებენ! ღმერთი ამას არ აპატიებს.
ურჩხულები არიან, ჯოჯოხეთის მოციქულები!
„აი, როგორც იქნა!“ – გაიფიქრა ბარონმა: მოხუცმა დაკორძილი მტევნით ჰაერში
წრე სწრაფად შემოხაზა და საჩვენებელი თითით ნიკაპის ფხანა გააფთრებით დაიწყო.
– ცოტა ჩუმად, ჟოზე ბერნარდუ! – გააჩერა გუმუსიუმ და თვალებით ჩაძინებულ
ესტელაზე ანიშნა, – იქნებ საძინებელში გადავიყვანოთ?
– ჯერ არა, ჯერ ღრმად ჩაეძინოს, – უპასუხა ბარონმა. მერე წამოდგა და ცოლს
თავქვეშ ბალიში ამოუდო, დაიჩოქა, მოდუნებული ფეხები ფრთხილად დაუჭირა და
სკამზე დაადებინა.

მკითხველთა ლიგა
– თავიდან ვფიქრობდი, რომ აჯობებდა, ესტელა რაც შეიძლება სწრაფად წაგეყვანა
სალვადორში, – თქვა ჩურჩულით გუმუსიუმ, – მაგრამ ამაში უკვე დარწმუნებული
აღარა ვარ... კიდევ ერთი მგზავრობა... გაუძლებს? გზა შორი და რთულია.
– ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება, – ბარონი ისევ სავარძელში ჩაჯდა და რწევას
თვითონაც სახლის პატრონის ტაქტში მოჰყვა.
– როგორ გაბედეს კალუმბის დაწვა! რაც აქვთ, ხომ ყველაფერი შენი წყალობით
გააჩნიათ! - მურაუმ ჰაერში მორიგი წრე მოხაზა, მერე მეორე და ისევ ნიკაპი
მოიფხანა, - მორეირა სეზარის იმედიღა მაქვს: ის მაგათ ძვირად აზღვევინებს. ნეტავ
კი იქ აღმოვჩენილიყავი და მენახა, თავებს როგორ დააყრევინებდა!
– არავითარი შეტყობინება არ ყოფილა? – ჰკითხა გუმუსიუმ, – წესით, კანუდუსი
კაი ხნის წინ უნდა აეღო.
– მეც ასე მგონია, – თქვა ბარონმა, – მის პოლკს ლოკოკინასავითაც რომ ეღოღა,
კანუდუსში რამდენიმე დღის წინ მაინც უნდა ჩასულიყვნენ. თუ, რა თქმა უნდა... –
გაჩუმდა; ორივე მეგობარი დაძაბული ყურადღებით შეაცქერდა, – თუ, რა თქმა უნდა,
იმ ავადმყოფობის შეტევა არ გაუმეორდა, რომლის გამოც კალუმბიში ჩამოვიდა,
– სანამ ამ ვიგინდარების გარეკვას მოასწრებს, მორეირა სეზარის ფეხების გაფშეკაღა
გვაკლდა, – ჩაიბურტყუნა მურაუმ.
– იქნებ სატელეგრაფო კავშირია გაწყვეტილი, – თქვა გუმუსიუმ, – იმათგან, ვინც
მიწის დასასვენებლად მამულების გადაწვაზე მიდის, თავის დასაცავად არც ხაზების
გადაჭრა და ტელეგრაფის ბოძების წაქცევაა გასაკვირი. თავისუფლად შესაძლებელია
პოლკოვნიკი, უბრალოდ, თავისი ამბების შეტყობინებას ვერ ახერხებდეს.
ბარონმა პირქუშად ჩაიღიმა. როდესაც უკანასკნელად სწორედ ამ შუშაბანდში
ისხდნენ, მორეირა სეზარის ჩამოსვლა ბაიელ „დამოუკიდებლებს“ დაღუპვას
უქადდა, ახლა კი მოუთმენლად ელოდნენ პოლკოვნიკის იმათზე გამარჯვებას, ვის
წარმოდგენასაც იგი მონარქისტებად და ინგლისის ჯაშუშებად ცდილობდა, –
ფიქრობდა ბარონი და თვალს მძინარე ცოლის გაფითრებულ, მაგრამ მშვიდ სახეს არ
აშორებდა.
– ინგლისელი ჯაშუშები! – უცებ წამოიძახა მან, – დაფიქრდით, რა ვაჟკაცობა
ჩაიდინეს: ფაზენდებს იმისთვის წვავენ, რომ მიწა დაასვენონ! ასეთი რამ თავშიც
არასოდეს მომივიდოდა! ეს დაღიანი – გამოუსწორებელი ყაჩაღი, მხეცი, მოძალადე,
მძარცველი, სისხლისმსმელი, ადამიანი, რომელიც თავის მსხვერპლს ყურებს აჭრის, –
უცებ ჯვაროსანი ხდება, რწმენისთვის მეომარი! ჩემი თვალით ვნახე. ვერ ვიჯერებ,
რომ აქ დავიბადე და ნახევარი ცხოვრება გავატარე: ეს უკვე რაღაც სხვა ქვეყანაა, ამ
ხალხს ვერ ვცნობ! ალბათ შოტლანდიელი ანარქისტი მათ ჩემზე უკეთ უგებს. ან ის
ვიღაც კონსეილეირუ... როგორც ჩანს, შეშლილებისა მხოლოდ შეშლილებს ესმით...
ხელი უიმედოდ ჩაიქნია და წინადადების გაგრძელება უსარგებლოდ ჩათვალა.
– ჰო, სიტყვამ მოიტანა და, შოტლანდიელი ანარქისტი... – წამოიწყო გუმუსიუმ და
გულმოსული ბარონი მიხვდა, რომ ახლა იმ კითხვას დაუსვამდნენ, რომელსაც ორი
საათის განმავლობაში ელოდა, – თვითონაც კარგად იცი, შენს შორსმჭვრეტელობასა
და პოლიტიკოსის გამოცდილებას ძალიან ვაფასებ. მაგრამ ვერ გამიაზრებია, როგორ
გაუშვი?! ის ხომ უძვირფასესი ნადავლი იყო, ჩვენი მთავარი მტრის წინააღმდეგ
საუკეთესო იარაღი, – გუმუსიუ ბარონს დაბნეული გამომეტყველებითა და თვალების
ხამხამით შეაჩერდა, – ასე არ არის?
– არა, ცდები, - უთხრა ხმადაბლა სახემოქუფრულმა ბარონმა, – ჩვენი მთავარი
მტერი არა ეპამინონდასი და იაკობინელები, არამედ, უპირველეს ყოვლისა,
ამბოხებულები არიან. ბაიის ეკონომიკური დაცემა, ამ შეშლილობის აღკვეთას თუ
მკითხველთა ლიგა
ვერ შევძლებთ, კრახს თავიდან ვერ ავიცილებთ. მიწები გაპარტახდება, ყველაფერი
აოხრდება. საქონელს სახორცედ დაკლავენ, მეცხოველეობა გაქრება. მუშახელის
ნაკლებობას ადრეც მუდმივად განვიცდიდით, მაგრამ ახლა ეს მხარე სრულიად
გაუკაცრიელდება – ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. აქედან უკვე უამრავი ადამიანი
მიდის და მათ დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ. ნგრევის ეს პროცესი, რომელიც
კანუდუსიდან იწყება, ნებისმიერი ხერხით უნდა შევაჩეროთ.
გუმუსიუ და ჟოზე ბერნარდუ გაკვირვებული და საყვედურით აღსავსე მზერით
შესცქეროდნენ. ბარონს გუნება გაუფუჭდა.
– მესმის, რომ გალილეო გალის შესახებ შენს კითხვას არ ვუპასუხე, –
ჩაიბურდღუნა, – სხვათა შორის, არანაირი გალიც კი არ არის. გინდა იცოდე, რატომ
გავუშვი? შეიძლება ეს დროების ნიშანია, საერთო შეშლილობაში შეტანილი ჩემი
წვლილი, – და ზუსტად ისევე, როგორც მოხუც მურაუს სჩვეოდა, ჰაერში წრე
შემოხაზა, – ეპამინონდასთან ბრძოლა კიდეც რომ გაგრძელდეს, ეჭვი მეპარება,
გამოგვადგეს...
– გაგრძელდეს? – წამოიძახა გუმუსიუმ, – როგორც ვიცი, ეს ბრძოლა წამითაც არ
შეწყვეტილა. მორეირა სეზარის ჩამოსვლამ ჩვენი იაკობინელები შეაფუცხუნა: ისეთი
გაშმაგებულები არიან, როგორც არასდროს. Jornal de Noticias ვიანას გადადგომასა და
ჩვენი ბნელი საქმეების – ინტრიგებისა და შეთქმულებების - გამოსაძიებლად
საგანგებო ტრიბუნალის დაარსებას მოითხოვს.
– მშვენივრად მახსოვს, მაგ პროგრესულმა რესპუბლიკელებმა რამხელა ზიანი
მოგვაყენეს, – სიტყვა გააწყვეტინა ბარონმა, – მაგრამ ახლა მოვლენები სხვა სახეს
იღებს.
– ცდები, – უპასუხა გუმუსიუმ, – ისინი მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ მეშვიდე
პოლკმა სალვადორში კონსეილეირუს თავი ჩაიტანოს: იმავე წამს ვიანასაც მოხსნიან
და პარლამენტსაც დაშლიან. ჩვენი მომხრეების ნამდვილი დევნა დაიწყება.
– ეპამინონდას გონსალვისი ამბოხებული მონარქისტებისგან რამით დაზარალდა?
– ჩაეცინა ბარონს, – მე კი მარტო კანუდუსი კი არა, არამედ კალუმბიც დავკარგე, -
ჩვენს მხარეში ყველაზე დიდი და აყვავებული მამული. მეტი მიზეზი მაქვს, მორეირა
სეზარს ისე მივეგებო, როგორც ჩვენს მხსნელს.
– ასეა თუ ისე, მაინც ვერ ვხვდები, ინგლისელის გვამს ასე იოლად რატომ შეელიე, –
თქვა ჟოზე ბერნარდუმ და ბარონმა მაშინვე იგრძნო, მოხუცს ამ სიტყვების წარმოთქმა
როგორ გაუჭირდა, – ეს ხომ იმის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი იყო, რომ
გონსალვისი უღირსი და უნამუსო ადამიანია! გალის ჩვენების საფუძველზე მთელი
ბრაზილიის წინაშე მისი შერცხვენა შეიძლებოდა,
– მხოლოდ თეორიულად, - უპასუხა ბარონმა, – მხოლოდ ჰიპოთეზურად.
– სწორედ იმ ქალაქებში ჩამოვატარებდით, სადაც რესპუბლიკელები იმ
სალაპარაკოდ გამხდარ ჟღალ თმას აჩვენებდნენ, – მშრალი და ნაწყენი ხმით
ჩაილაპარაკა გუმუსიუმ.
– სინამდვილეში კი არაფერი გამოგვივიდოდა, – განაგრძო ბარონმა, – გალი
უბრალოდ შეშლილი როდია. ჰო, ჰო, სასაცილო არაფერია, მის შეშლილობას
გამორჩეული ფორმა აქვს: ფანატიკოსია. ჩვენ წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას,
ეპამინონდასის ბრალდებებს დაადასტურებდა და საბოლოოდ სასაცილო
მდგომარეობაში ისევ ჩვენ აღმოვჩნდებოდით.
– მაპატიე, მაგრამ ისევ ვერ დაგეთანხმები, – უთხრა გუმუსიუმ, – შეიძლება
ნორმალურიც აიძულო და შეშლილიც, სიმართლე თქვას: ამის საშუალებები
ნამდვილად არსებობს.
მკითხველთა ლიგა
– ფანატიკოსებზე ეგ საშუალებები არ ჭრის, – შეეპასუხა ბარონი, – მისი მრწამსი
სიკვდილის შიშზე ძლიერია. წამებით გალს ვერ მოერევი. ასე კიდევ უფრო
გავახელებდით. რელიგიის ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
– მაგ შემთხვევაში ერთი ტყვია უნდა დაგვეხარჯა და აქეთ-იქით მისი გვამი ჩვენ
გვეტარებინა, – წაიბურტყუნა მურაუმ, – მაგრამ გაშვება...
– ნეტა რა ბედი ეწია, – თქვა ბარონმა, – ვინ მოკლა? მეგზურმა ხომ არა, რომ
კანუდუსში მისი მიყვანით თავი არ შეეწუხებინა? ან იქნებ მეამბოხეებმა – მას შემდეგ,
რაც გახადეს და ყველაფერი წაართვეს? თუ პოლკოვნიკმა მორეირა სეზარმა?
– მეგზურმა? – გუმუსიუმ თვალები დააჭყიტა, – მეგზურიო, თქვი? მეგზური
გააყოლე?
– მეგზურიც გავაყოლე და ცხენიც მივეცი, – თქვა ბარონმა, – შემეცოდა.
წარმოიდგინე, მომეწონა კიდეც.
– შეგეცოდა? მოგეწონა? – ჩაეკითხა მურაუ და სავარძლის რწევა ააჩქარა, –
ანარქისტი შეგეცოდა, რომელსაც ერთი სული აქვს, მიწას ოთხივ კუთხით წაუკიდოს
ცეცხლი და სისხლით მორწყას?
– და რომლის სინდისზეც, მისი ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე
მკვლელობაა, – დაამატა ბარონმა, – თუ, რა თქმა უნდა, ეს გამონაგონი არ არის –
ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. საცოდავი დარწმუნებულია, რომ კანუდუსში
საყოველთაო ძმობა ელის, მიწიერი სამოთხე: მეამბოხეებზე ისე ლაპარაკობს. როგორც
თავის თანამოაზრეებზე. შეუძლებელია არ შეგეცოდოს.
ბარონმა შენიშნა, რომ ორივე თანამოსაუბრე სულ უფრო მეტი გაოცებით
შესცქეროდა.
– თავისი ანდერძი დამიტოვა. იმ ანდერძში გარკვევა ადვილი საქმე ნამდვილად არ
არის. ბევრი სისულელე წერია, მაგრამ არის რაღაც, რაც ფრიად საყურადღებოა. იგი
ეპამინონდასის ჩანაფიქრს დაწვრილებით აღწერს: ჰყვება, როგორ დაიქირავა იმ
კაცმა, მერე კი როგორ შეეცადა მის მოკვლას.
– ჯობდა, ეს ყველაფერი სახალხოდ მოეყოლა, – სიტყვა გააწყვეტინა
აღშფოთებულმა გუმუსიუმ.
– არავინ დაუჯერებდა, – უპასუხა ბარონმა, - ეპამინონდასის გამონაგონი
საიდუმლო აგენტებისა და იარაღით მოვაჭრეების შესახებ დამაჯერებლად ჟღერს.
ვახშმის შემდეგ რამდენიმე გვერდს გადაგითარგმნით. ინგლისურად არის
დაწერილი, – ბარონი გაჩუმდა და ესტელას გადახედა, რომელმაც ძილში ამოიოხრა, –
გაინტერესებთ, რისთვის გადმომცა ეს ანდერძი? ლიონის რომელიღაც გაზეთში
გადასაგზავნად. წარმოიდგინეთ, ახლა მე უკვე ბრიტანეთის მონარქიის კი არა,
მსოფლიო რევოლუციის მოსაწყობად გამზადებული ფრანგი ტერორისტების
თანამზრახველიც გავხდი.
მეგობრების ბრაზით გახალისებულ ბარონს სიცილი აუტყდა.
– როგორც ხედავ, შენს მხიარულ განწყობას ჩვენ არ ვიზიარებთ, – უთხრა
გუმუსიუმ.
– არადა, მამული ხომ მე გადამიწვეს.
– მორჩი სისულელეების ლაპარაკს და ნორმალურად აგვიხსენი, – გააჩერა მურაუმ.
– ახლა, გაუთლელო სოფლელო, მთავარი უკვე ეპამინონდასის მოთოკვა არ არის, –
უპასუხა ბარონმა დი კანიაბრავამ, – რესპუბლიკელებთან შეთანხმებას უნდა
მივაღწიოთ. ჩვენი მტრობა დამთავრდა, უმოწყალო და მოულოდნელმა გარემოებებმა
შეწყვიტა. ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეიძლება. შოტლანდიელი ჩვენ ვერაფრით ვერ
დაგვეხმარებოდა, პირიქით, ხელის შემშლელ ფაქტორად გვექცეოდა.
მკითხველთა ლიგა
– პროგრესულ რესპუბლიკელთა პარტიასთან შეთანხმებას აპირებ? – ძლივს
ამოთქვა გუმუსიუმ.
– მე მოლაპარაკებას ვგულისხმობ, კავშირს, – განაგრძო ბარონმა, – ამის გაგება
მარტივი არ არის, შესრულება კი კიდევ უფრო რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.
მაშ, ასე, მოდი, ესტელა საძინებელში გადავიყვანოთ, უკვე შეიძლება.

VI

ძვალ-რბილში სისველეგამჯდარ და ტალახში ამოსვრილ, საბანში მოკუნტულ


Jornal de Noticias -ის ბეც ჟურნალისტს ზარბაზნების გასროლის გუგუნი არ ასვენებს.
თავსხმა წვიმაა, თანაც სადაცაა ბრძოლა დაიწყება, ამიტომ ბანაკში არავის სძინავს.
ბეცი ჟურნალისტი მიყურადებული წევს, ცდილობს, გაიგოს, რეკავენ თუ არა
კანუდუსში ზარებს, მაგრამ მხოლოდ ცალკეული იარაღის კაკანი და საპოლკო
საყვირების ხმა ესმის. საინტერესოა, აქვს კი რამე სახელი მწყემსთა სალამურების იმ
სიმფონიას, რომლითაც მეამბოხეები მეშვიდე პოლკს მონტი-სანტუდან გამოსვლის
შემდეგ ტანჯავენ? ჟურნალისტი აფორიაქებულია, ღელავს; ერთიანად კანკალებს.
ეჩვენება, რომ მთელი სხეული ძვლებამდე ნესტით აქვს გაჟღენთილი. ნახევრად
შიშველ ახალწვეულებს შორის მდგარი კოლეგის, თავფეხიანად შეფუთნული მცივანა
ჟურნალისტის დამშვიდობების წინ ნათქვამი სიტყვები ახსენდება: „ხელის
დაუწვავად პურს ვერ გამოაცხობ, უმცროსო მეგობარო“. ნეტა ცოცხალია? გადაურჩა
ნეტა იმ პირზე რძეშეუმშრალ ბარტყებთან ერთად ქერა სერჟანტისა და მისი ხალხის
ხვედრს? ქერა სერჟანტის მთელი რაზმი დღეს საღამოსკენ სიერის განშტოებაზე
იპოვეს. საყვირებს კანუდუსის ზარები ეხმიანება: ეს გადაძახილი ამ თავსხმიან
უკუნში იარაღების გადაძახილ-გადმოძახილის წინამორბედია, რომელიც მზის
პირველი სხივების გამოჩენისთანავე დაიწყება.
თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა იმ სერჟანტის ბედი თვითონაც გაეზიარებინა:
პოლკოვნიკმა მზვერავებს გაყოლა რომ შესთავაზა, ჟურნალისტი მზად იყო,
დასთანხმებოდა. რამ გადაარჩინა, დაღლილობამ? უბედურების წინათგრძნობამ?
შემთხვევითობამ? ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, მაგრამ ახლა შორეულ წარსულად
ესახება: ჯერ კიდევ წინა დღეს კანუდუსი მიუწვდომლად ეჩვენებოდა. ჟურნალისტს
ახსენდება, როგორ უწუოდა ყურებში, როგორ უკანკალებდა ფეხები, როგორ ეწვოდა
ტუჩები, როცა პოლკის კოლონამ მთის წვერს მიაღწია და გაჩერდა, პოლკოვნიკმა
თავის ულაყს აღვირი მოსწია. ლაფის ფენის ქვეშ რიგითს ოფიცრისგან ვერ
გაარჩევდი, ოფიცერს – მეგზურისგან. ყველა ჭუჭყიანი, ქანცგაწყვეტილი, გატანჯული
იყო. ათიოდე ჯარისკაცი მწკრივს სირბილით გამოეყო და პოლკოვნიკისა და მაიორ
კუნია მატუსის წინ გამწკრივდა. მათ ის ახალგაზრდა ოფიცერი მეთაურობდა,
რომელმაც კუმბიელი პადრე მოათრია ბანაკში. ჟურნალისტმა გაიგონა, როგორ
მიაბაკუნა მან ერთმანეთზე ქუსლები და ბრძანება გაიმეორა:
– ავიღოთ კარაკატა, გავმაგრდეთ, მთავარი ძალები რომ მოადგებიან,
მოწინააღმდეგეს გზა ცეცხლით მოვუჭრათ, – ოფიცერი, როგორც ყოველთვის,
ყოჩაღი, მხნე, თავდაჯერებული იყო, – დარდი ნუ გაქვთ, თქვენო ბრწყინვალებავ,
კარაკატას ისე ჩავკეტავთ, რომ თაგვიც ვერსაიდან გაძვრება!
განა სწორედ ის მეგზური არ გაჰყვა კარაკატისკენ ოფიცერს, რომელთან ერთადაც
ისინი ოდესღაც ჭას ეძებდნენ? ჯარისკაცები ხაფანგში სწორედ მან შეიტყუა და
ჟურნალისტი ხვდება, რომ ბეწვზე გადარჩა, მორეირა სეზარის შეთავაზებას რომ
მკითხველთა ლიგა
დასთანხმებოდა, ვერ იჯდებოდა ახლა აქ, ვერ იკანკალებდა სიცივისგან და ვერ
გაიხსენებდა, ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა. პოლკოვნიკმა მაშინ უკიდურესად
გატანჯული, მიწაზე მოკუნტული ჟურნალისტი რომ დაინახა მუხლებზე დადებული
განუყრელი პიუპიტრით, უთხრა:
– თუ გინდათ, მათთან ერთად წადით, კარაკატაში უფრო მშვიდად იქნებით, ვიდრე
აქ, ჩვენთან.
მაინც რატომ თქვა წამიერი ყოყმანის შემდეგ პოლკოვნიკის წინადადებაზე უარი?
ახლა ახსენდება, რომ ადრე ახალგაზრდა სერჟანტს რამდენჯერმე გაესაუბრა კიდეც.
სერჟანტი Jornal de Noticias -ზე ეკითხებოდა, ჟურნალისტის ხელობაზე. პოლკოვნიკი
სეზარი მისი კერპი იყო: მარშალ ფლორიანუზე მეტადაც კი ვარ მისით
აღტაცებულიო, იმეორებდა ერთსა და იმავეს და დასძენდა, სამოქალაქო მთავრობა
ქვეყნისთვის ნამდვილი უბედურებაა. სანამ ის არის ხელისუფლებაში, მუდმივად
ამბოხების საშიშროების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ფორმიან და ხელში იარაღიან
ადამიანს შეუძლია, კორუფციას მოუღოს ბოლო და მონარქიისგან დამცირებული
სამშობლო ააღორძინოსო.
წვიმამ გადაიღო? ისე, რომ თვალებს არც ახელს, ბეცი ჟურნალისტი გვერდს
იცვლის და პირაღმა წვება. კი, გადაიღო, ეს წვრილი წვეთები კი ფოთლებიდან ქარმა
ჩამობერტყა. ზარბაზნები აღარ გრუხუნებს, ქერა სერჟანტის სახე მოგონებაში
იცრიცება და თვალწინ მოხუცი კორესპონდენტი უდგება, მისი მოყვითალო ჭაღარა
ახსენდება, არასწორი მოყვანილობის, კეთილგანწყობილი სახე, კისერზე
შემოხვეული განუყრელი შარფი, რაღაცაზე ფიქრისას ფრჩხილების ყურადღებით
თვალიერების ჩვევა. ნუთუ ისიც ტოტზე კიდია? ის-ის იყო პოლკოვნიკმა სერჟანტი
კარაკატაში გაგზავნა, რომ ჭენებით მოვარდნილმა შიკრიკმა მოახსენა, „ლაწირაკების
ასეულში“ რაღაც ხდებაო. ამ ახალწვეულების, ჯერ ისევ ბავშვების ისტორია,
რომლებიც მეშვიდე პოლკში ისე მოიყვანეს, რომ ასაკიც კი არ ჰკითხეს, ხუთ
ფურცელზე დაწვრილებით აქვს ჩაწერილი და ახლა წვიმისგან გულმოდგინედ
დაცული ჩანთის ძირშია ჩადებული. რაში დასჭირდა პოლკოვნიკს ეს პატარა ბიჭები?
იმაში, რომ ბავშვებს უფროსებზე ფხიზელი თვალი და ძლიერი ნერვები აქვთ.
ჟურნალისტმა ნახა ისინი, ელაპარაკა – თხუთმეტ წელზე უფროსი მათ შორის არც
ერთი არ იყო, პოლკში „ლაწირაკებს“ ამიტომაც ეძახდნენ, – და როცა პოლკოვნიკმა
პატაკის მოსმენის შემდეგ ცხენი მიატრიალა და კოლონის ბოლოსკენ გააჭენა,
ჟურნალისტიც უკან გაჰყვა. „ლაწირაკებს“ ნახევარი საათის შემდეგ გადაეყარნენ.
ნესტიან ბინდბუნდში სიცივე ძვალ-რბილში ატანს. საყვირები კვლავაც, ოღონდ
უფრო ხმამაღლა და შეუჩერებლად გაჰკივიან, მაგრამ ჟურნალისტი მხოლოდ
ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ახალწვეულებს ხედავს: ათიოდე ბიჭია, ზოგი
ჩაცუცქული ზის, ზოგიც ქვებზე წევს. ისინი აქ წინ წასულმა მეწინავე ნაწილებმა
დატოვეს, ჯარისკაცის რამდენიმე ზომით დიდ ფორმებში, სამასკარადოდ
გადაცმულებივით, სასაცილოდ გამოიყურებიან და შიმშილისა და დაღლილობისაგან
ლამის კვდებიან. გაკვირვებული ჟურნალისტი მათ შორის თავის შეჭაღარავებულ
კოლეგას ამჩნევს. ერთიანად გრძნობებარეული ულვაშიანი კაპიტანი –
ერთდროულად გააფთრებულიც რომ არის, დაბნეულიც და სიბრალულით აღსავსეც,
– პოლკოვნიკს უპატაკებს: – გზის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, თქვენო
ბრწყინვალებავ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჟურნალისტი კოლეგის გამხნევებას
ცდილობს, ადექი, თავს ძალა დაატანეო. „დარწმუნება არაფერში სჭირდებოდა, –
ფიქრობს ახლა, – მისხალი ძალა რომ ჰქონოდა, ადგებოდა“. ხნიერი ჟურნალისტის
უძლურად გაფარჩხული ფეხები ახსენდება, მკვდარივით გაფითრებული სახე, ხშირი
მკითხველთა ლიგა
და ხრინწიანი სუნთქვა. ერთ-ერთი ბიჭი სლუკუნით იმეორებს: მირჩევნია, ახლავე
მომკლათ, არ წამოვალ, სიარულისგან ფეხებიდან სისხლი მდის, თავბრუ მეხვევა,
ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგამ, თქვენო ბრწყინვალებავ. მლოცველივით
ერთმანეთზე ხელებმიტყუპული ტირის და მალე სხვებიც ბანს აძლევენ, სახეზე
ხელებს იფარებენ, პოლკოვნიკის ჩექმებს ეპოტინებიან და ტირიან. ჟურნალისტს
მორეირა სეზარის ცივი მზერა ახსენდება, ახალწვეულებს ერთი-ორჯერ რომ
მოავლო.
– მეგონა, ომში უფრო მალე დაკაცდებოდით. რას ვიზამთ, ყველაზე საინტერესო
სხვებს დარჩებათ, თქვენ იმედი გამიცრუეთ. დეზერტირებად რომ არ ჩაითვალოთ,
მეშვიდე პოლკიდან გრიცხავთ. იარაღი ჩააბარეთ და ფორმები გაიხადეთ.
ახლომხედველი ჟურნალისტი კოლეგას თავის წილ წყალს უნაწილებს და კვლავ
მის მადლიერ ღიმილს ხედავს, ხედავს, როგორ ეხმარებიან ბიჭები ერთმანეთს
წამოდგომაში, როგორ იხსნიან აკანკალებული თითებით ღილებს, ფორმებსა და
კეპებს იხდიან, როგორ აწყობენ იარაღს.
– აქ არ ისხდეთ, – ეუბნება მათ დამშვიდობების წინ პოლკოვნიკი, –ხელისგულივით
გაშლილი ადგილია. შეეცადეთ, იმ კაჭრებამდე მიხოხდეთ, სადაც დასასვენებლად
ბოლოს გავჩერდით. იქ დაიმალებით, შეიძლება მზვერავები მოვიდნენ, თუმცა ეჭვი
მეპარება.
შემდეგ ცხენს უეცრად ძრავს და კოლონის თავში, თავის ადგილას ბრუნდება. აი,
სწორედ მაშინ წარმოთქვა შეჭაღარავებულმა ჟურნალისტმა ეს სიტყვები, ხელის
დაუწვავად პურს ვერ გამოაცხობო. ჯერ ისევ თვალწინ უდგას: კისერზე შემოხვეული
უაზრო შარფითა და ნახევრად გახდილ, ატირებულ ბავშვებს შორის შეუსაბამოდ
დიდი და ბებერი. „ალბათ იქაც წვიმდა“, – ფიქრობს ჟურნალისტი და თვალწინ
სურათად უდგება, როგორ გაუკვირდათ, გაუხარდათ და გამოცოცხლდნენ ისინი,
როდესაც ნესტით დაბერილმა შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, წუთის შემდეგ კი,
თავსხმა წვიმა წამოვიდა, როგორ არ უჯერებდნენ თვალებს და როგორ იღიმებოდნენ
ბედნიერად, როგორ უშვერდნენ ფართოდ გაღებულ პირებსა და პეშვებს შვეულად
ჩამომდინარე წყლის ნაკადებს, ფეხზე წამომხტრები ერთმანეთს სიხარულით როგორ
ეხვეოდნენ, როგორ გამხნევდნენ ერთბაშად, გამხიარულდნენ და ძალის მომატება
იგრძნეს. იქნებ მაშინვე გზაც განაგრძეს და მეწინავე რაზმს დაეწივნენ? „არა, –
საკუთარ თავს პასუხობს საბნის ქვეშ მოკუნტული, ნიკაპამდე მუხლებმიტანილი და
მობუზული ბეცი ჟურნალისტი, – არა, ისეთი გატანჯულები იყვნენ, რომ ალბათ
წვიმაც კი არ უშველიდათ“.
ნეტავ რამდენი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს თავსხმა არ წყდება? წვიმა საღამო
ხანს დაიწყო, მაშინ, როდესაც მეწინავე ნაწილები კანუდუსს გარშემორტყმული
მთების ქედზე ავიდნენ. შეუძლებელია იმის აღწერა, პოლკში რა ხდებოდა:
ჯარისკაცები და ოფიცრები პატარა ბავშვებივით ხტოდნენ, ტაშს უკრავდნენ, წყლით
კეპებს და ქუდებს ივსებდნენ, ფართოდ ხელებგაშლილები ციდან თავს დატეხილ
წყლის ნიაღვარს მკლავებგაშლილები ეგებებოდნენ. პოლკოვნიკის თეთრი ულაყი
ჭიხვინებდა, ფაფარს იბერტყავდა, უკვე დარბილებულ მიწას ფლოქვებს ურტყამდა.
ბეცმა ჟურნალისტმა კი მხოლოდ თავი გადასწია უკან და მისთვის რაღაც სასწაულად
ქცეული ციდან თქრიალით წამოსული სითხის ტუჩებით დაჭერა და გაბერილი
ნესტოებით შესუნთქვა დაიწყო. ისეთ სრულ და ნეტარ თავდავიწყებას განიცდიდა,
რომ სროლის ხმაც ვერ გაიგონა, მის გვერდით მდგარმა ჯარისკაცმა თავზე ხელები
იტაცა, წამოიყვირა და მიწაზე გაგორდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა,
მოიბუზა და ტყვიისგან დასაცავად თავზე უსარგებლოდ ქცეული პიუპიტრი და
მკითხველთა ლიგა
ჩანთა დაიფარა. ამ საცოდავი სამალავიდან კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუ დაინახა,
რომელიც რევოლვერიდან ისროდა, დაინახა ჯარისკაცები, რომელთაგანაც ზოგი
მიწას გაეკრა, ზოგი კი თავშესაფრის პოვნის იმედად გაიქც-გამოიქცა. ულაყის
მოფართხალე ფეხები დაინახა, თიხით მოსვრილი ფლოქვები – ეს სურათი გონებაში
დაგეროტიპის გამოსახულებასავით მკაფიოდ ჩაებეჭდა, – და მათ შორის
პოლკოვნიკი მორეირა სეზარი, რომელიც ცხენს მოახტა, ხმალი იშიშვლა და, ისე რომ,
უკან არც მიუხედავს და არ შეუმოწმებია, მიჰყვებოდნენ თუ არა ხელქვეითები, ცხენი
კაატინგასკენ გააჭენა. „გაუმარჯოს რესპუბლიკას, ყვიროდა პოლკოვნიკი, –
გაუმარჯოს ბრაზილიას!“ ტყვიისფერ ბინდში გახვეული ჯარისკაცები და ოფიცრები
მის ყვირილს აჰყვნენ და წინ გაიჭრნენ – წვიმა თავზე ნიაღვარივით ესხმებოდათ,
ქარი ხეებს არხევდა, – და ისიც, Jornal de Noticias -ის ჟურნალისტიც, უცებ, თავისდა
მოულოდნელად, სირბილით გაიჭრა წინ, მეჩხერი ტყისკენ, უხილავი მტრის
შესახვედრად. აღარც სიცივე ახსოვდა და აღარც შიში. ახსოვს, სირბილისას
დროდადრო წაბორძიკებული იმაზე ფიქრობდა, შეტევაზე მივდივარო,
საბრძოლველად კი ხელში იარაღი არ ეჭირა. რა უნდა ჩაერტყა მტრისთვის?
პიუპიტრი? ტყავის ჩანთა, რომელშიც ერთი ხელი საცვლისა და დღიურების გარდა
არაფერი ეწყო? ცარიელი სამელნე? თავისთავად ცხადია, კაატინგაში არავინ
აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე ვერ იპოვეს.
„უარესი აღმოვაჩინეთ“, – ფიქრობს იგი, და ხერხემლის გაყოლებაზე კვლავ
ხვლიკივით ურბენს კანკალი, მაგრამ ეს სიცივის კანკალი არ არის. ფერფლისფერ
ბინდში, რომელიც თვალსა და ხელს შუა სიბნელით იცვლება, თვალწინ სრულიად
წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული ზმანების მსგავსი სანახაობა ეშლება. ხის
ტოტებზე ადამიანები საზარელი ნაყოფის მტევნებივით ეკიდნენ, ქარში ჩექმები,
ხმლის ქარქაშები, გამაშები, კეპები ირწეოდა. მოკლულთაგან ზოგი ძვლებამდე
სვავებს დაეკორტნათ, მხეცებს დაეგლიჯათ: პირი დაეღო თვალის ცარიელ ბუდეებს,
გამოფატრულ მუცლებს, გამოჭმულ საზარდულებს. მოწითალო ნიადაგის ფონზე
თავსხმისგან ალაპლაპებული ფოთლების სიმწვანეში უკვე ხრწნაშეპარული გვამები
მკვეთრად გამოირჩეოდნენ. ამ წარმოუდგენელი სანახაობით გაშეშებული
ჟურნალისტი აქა-იქ შემორჩენილი სამხედრო ფორმის ნაფლეთებიანი ადამიანთა
სხეულების ნარჩენებს შორის იდგა. ოფიცრები და რიგითები ჩამოქვეითებულ
პოლკოვნიკს გარშემო შემოეხვივნენ. თავზარდაცემულები იყვნენ. შეტევის
მგრგვინავი ყიჟინა, გააფთრებული შემართება - სამარისებურმა სიჩუმემ, გაოგნება –
სასოწარკვეთილებამ, სახეებზე აღბეჭდილი შიში – დარდმა და გაცეცხლებამ
შეცვალა. ახალგაზრდა ქერა სერჟანტს თავი ჯერ ისევ შერჩენოდა, სვავებს მხოლოდ
თვალების ამოკორტნა მოესწროთ, დანით დასერილი სხეული კი ერთიანად ლურჯ
სისხლჩაქცევებს, პირდაღებულ ჭრილობებს დაეფარა; ზოგიერთიდან ძვლებიც კი
მოუჩანდა. წვიმდა და ამიტომ იარები ჯერ ისეე სისხლმდინარის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. სანამ ჟურნალისტი შეძრწუნებას ან შებრალებას მოასწრებდა, ქარში ოდნავ
აქანავებული სერჟანტის გვამის დანახვისთანავე მიხვდა, რომ ამიერიდან დღედაღამ
ერთი აკვიატებული კითხვა გატანჯავდა – სწორედ ის, რომელიც დაძინების
საშუალებას არც ახლა აძლევდა: როგორ მოხდა, რომ გადარჩა, რატომ არ ეკიდა
თვითონაც ახლა მათთან ერთად შიშველი, ხმლებით დაჩეხილი, კაქტუსებს შორის,
მეამბოხეთა დანებითა თუ სვავების ნისკარტებით დასაჭურისებული, რა სასწაულმა
გადაარჩინა. გვერდით ვიღაც ატირდა. კაპიტანმა ოლიმპიუ დი კასტრუმ სახეზე
ხელები აიფარა – რევოლვერი ჯერაც ჩაბღუჯული ჰქონდა. ჩამოწოლილ სიბნელეში
ბეცმა ჟურნალისტმა დაინახა, როგორ ტიროდნენ დანარჩენი ოფიცრები და
მკითხველთა ლიგა
რიგითებიც, როგორ გლოვობდნენ სერჟანტსა და თავიანთ მეგობრებს. მორეირა
სეზარმა მოკლულების ხეებიდან ჩამოხსნა ბრძანა და სანამ მის ბრძანებას
ასრულებდნენ, ჯარისკაცებს გვერდიდან წუთითაც არ მოშორებია; სახე არნახული
გააფთრებისგან ჰქონდა მოქცეული, ასეთი ადრე არავის ენახა. მოკლულები ზეწრებში
გაახვიეს და მაშინვე საძმო საფლავში ჩაუშვეს. ჯარისკაცებმა თოფები მოიმარჯვეს და
დაღუპულების პატივსაცემად სიბნელეში გაისროლეს. საყვირის ხმა გაისმა,
პოლკოვნიკმა წინ აღმართული მთის ფერდობისკენ ხმალი გაიშვირა და მოკლე
სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა:
– ჯარისკაცებო! მკვლელები არსად წასულან. ისინი აქ არიან და სასჯელს ელიან. მე
ვჩუმდები. დაე, ჩემ მაგივრად იარაღმა ილაპარაკოს.
კვლავ ზარბაზნის გასროლის ხმა ესმის – ამჯერად ძალიან ახლოდან და, სრულიად
გამოფხიზლებული, მაშინვე ფეხზე ხტება. ახსენდება, რომ, მიუხედავად წვიმისა და
სინესტისა, ბოლო დღეებში თითქმის არ უცემინებია და ეჩვენება, რომ ექსპედიციაში
წამოსვლა ამაში მაინც გამოადგა – კოშმარულმა ავადმყოფობამ, ცხოვრება რომ
გაუმწარა, რედაქციაში მისი კოლეგები გაგიჟებამდე რომ მიჰყავდა და ღამღამობით
დაძინების საშუალებას არ აძლევდა, უკან დაიხია და შეიძლება სულაც გაქრა.
ახსენდება, რომ თრიაქს ჯადოსნური ზმანებების კი არა, იმის გამო შეეჩვია, რომ
დაუცემინებლად დაძინება მოეხერხებინა – და ჩურჩულებს: „რა საცოდაობა ვარ“. ცას
გასცქერის: ღრუბლებში ერთი ღრეჩოც არსადაა. ისე ბნელა, რომ გარშემო მიწოლილ
ჯარისკაცთა სახეებსაც კი ვერ არჩევს, მაგრამ მათი სუნთქვა და უნებურად
წამოსროლილი სიტყვები კარგად ესმის,
დროდადრო ჯარისკაცები დგებიან და ადგილს ამხანაგებს უთმობენ, თავად კი
მთის წვერზე ადიან. „საშინელება იქნება“, – ფიქრობს. ნამდვილად – ასეთს ვერც
მონაგონს მოისმენ და ვერც თვითონ მოიგონებ. ფიქრს განაგრძობს: „ჯარისკაცებს
სიძულვილი ახრჩობთ, შურისძიების სურვილი წამლავთ, შიმშილის, წყურვილის,
ქანცის გამწყვეტი სიარულის, დახოცილი ცხენების, დახოცილი საქონლის და, რაც
მთავარია, დახოცილი მეგობრების გამო, რომელთა დამახინჯებული ცხედრები მიწას
სულ ახლახან მიაბარეს, ერთი სული აქვთ, შურს როდის იძიებენ“. კვლავ ფიქრობს:
„უკანასკნელი წვეთი იყო შეტევისთვის. ეს სიძულვილი აიძულებდა მათ, ციცაბო
ფერდობებზე შეუჩერებლივ ამძვრალიყვნენ, კრიჭაშეკრულები ფრიალო ხევებზე
ახოხებულიყვნენ. ახლა ეს სიძულვილი არ აძინებთ, იარაღს ხელიდან წუთითაც არ
უშვებენ, ქვევით იხედებიან, იმათ ბუნდოვან ჩრდილებს ჩაჰყურებენ, ვინც თავიდან
მოვალე- ობისა და წესდების გამო უნდა სძულებოდათ, ახლა კი იმ პირადი,
მოსისხლე მტრებივით ეზიზღებათ, ვისაც შეურაცხყოფის, ღირსების შელახვისთვის
პასუხი უნდა აგებინონ“.
მეშვიდე პოლკი აღმართზე ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ავიდა, რომ
ჟურნალისტი პოლკოვნიკსა და მის შტაბს ჩამორჩა: სიბნელეში ცუდად ხედავდა,
შიგადაშიგ ცურდებოდა და ეცემოდა, ფეხები დაუსივდა, გული ლამის იყო
მკერდიდან ამოვარდნოდა, საფეთქლებს ბაგაბუგი გაჰქონდა. რამ აიძულა ასე
ჯიუტად ევლო და ამ კლდეებზე ეფორთხა? „მარტო დარჩენის მეშინოდა; მინდოდა
მენახა, რა მოხდებოდა“, – თავადვე პასუხობს საკუთარ თავს. რაღაცაზე ფეხის
მორიგი წამოკვრისას პიუპიტრი დაუვარდა, მაგრამ მერე რომელიღაც
თავგადაპარსულმა ჯარისკაცმა მიაწოდა – ტილებისგან დასაცავად თავი ბევრმა
გადაიპარსა, თუმცაღა ჟურნალისტს იგი უკვე აღარაფერში სჭირდებოდა: მელანი
აღარ ჰქონდა, უკანასკნელი ბატის ფრთა კი წინა დღეს გაუტყდა. ახლა, როცა წვიმამ
გადაიღო, მის ყურთასმენას უამრავი ხმა სწვდება; აი, ახლაც მოწყვეტილი და
მკითხველთა ლიგა
ჩაცვენილი ქვების ხრიალი ესმის: რა ხდება – არიერგარდი აღმართზე ასვლას
განაგრძობს, იარაღი და ტყვიამფრქვევები ახალ პოზიციებზე ააქვს თუ მოწინავენი
განთიადს არ დაელოდნენ და ქვევით იერიშზე გადასასვლელად დაეშვნენ?
მაინც არ ჩამორჩა, პოლკს არ მოსწყდა და შესაკრებ პუნქტამდე ბევრ ჯარისკაცზე
ადრე მიაღწია. ბავშვურმა სიხარულმა ერთიანად აიტანა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს სანაძლეო დაედოს და მოეგოს. წინ მიმავალი, ბუნდოვნად აღქმული
ლანდები, როგორც იქნა, გაჩერდნენ: ჯარისკაცებმა თავიანთ ზურგჩანთებში დაიწყეს
ქექვა, მიწაზე დასხდნენ. ჟურნალისტს დაღლილობაც დაავიწყდა, გულის
გამაწვრილებელი მოლოდინიც, ახლა მხოლოდ ის აინტერესებდა, პოლკის
მეთაურები სად იყვნენ და ერთი ჯგუფიდან მეორესთან იქამდე გადადიოდა, სანამ
შიგნიდან სუსტი სინათლით ოდნავ განათებულ კარავს არ მიადგა. ჯერ ისევ
სრულიად ბნელა, წვიმა ცრის და მის არსებას ერთიანად დაუფლებული შვების ის
გრძნობა ახსენდება, რომელიც კარავში ოთხზე შეძრომისა და მორეირა სეზარის
დანახვის შემდეგ დაეუფლა. პოლკოვნიკი პატაკს იბარებს, ბრძანებებს იძლევა,
მაგიდასთან, რომელზეც სანთელი იღვენთება, გამალებული მუშაობა ჩქეფს. ბეცი
ჟურნალისტი მიწაზე, პირდაპირ შესასვლელთან ეცემა და, როგორც ყოველთვის,
ახლაც ის აზრი მოსდის თავში, რომ თავისი პოზითა და შტაბის ოფიცერთა შორის
დაკავებული ადგილით პოლკოვნიკ მორეირა სეზარს ალბათ ძაღლს აგონებს, ხედავს,
როგორ შემოდიან და გადიან ოფიცრები, ესმის, როგორ ეკამათება პოლკოვნიკი
ტამარინდუ მაიორ კუნია მატუსს, რა განკარგულებებს გასცემს პოლკოვნიკი.
მორეირა სეზარი შავ ლაბადაშია გახვეული და სანთლის სუსტ სინათლეზე სხეული
მორღვეული უჩანს. მის გვერდით ექიმი სოუზა ფერეირუს დანახვაზე ჟურნალისტს
ეჭვი უჩნდება, რომ პოლკოვნიკს ისევ იმ იდუმალი ავადმყოფობის მორიგი შეტევა
ეწყება.
– არტილერიამ ცეცხლი გახსნას, – ესმის პოლკოვნიკის ხმა, – ზარბაზნების
გასროლა ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება მათთვის. დაე, შტურმის დაწყებამდე
მეამბოხეები თავიანთ სავალალო ბედზე დაფიქრდნენ.
ოფიცრები გასასვლელისკენ მიემართებიან და, ფეხი რომ არ დააბიჯონ,
ჟურნალისტს გვერდზე გახოხება უწევს.
– გაეცით განკარგულება, საყვირებს ჩაჰბერონ! – უბრძანებს პოლკოვნიკი კაპიტან
ოლიმპიუ დი კასტრუს და წუთის შემდეგ გაბმული, ნაღვლიანი, უხალისო ბგერები
გაისმის. უკანასკნელად ეს მაშინ მოისმინა, როცა პოლკი კეიმადასიდან გამოდიოდა.
მორეირა სეზარიც ფეხზე დგება და კვლავ ლაბადაში გახვეული, გასასვლელისკენ
მიემართება. მიმავალ ოფიცრებს ხელს ართმევს, წარმატებას უსურვებს.
– უყურეთ ერთი. თქვენც აქ ყოფილხართ! - როგორც იქნა, ჟურნალისტსაც ამჩნევს
პოლკოვნიკი, - რას ვიფიქრებდი, თუ კანუდუსამდე მოაღწევდით და ჟურნალისტებს
შორის ერთადერთი თქვენ შემოგვრჩებოდით.
ამის თქმაა და, მის მიმართ მაშინვე ინტერესს კარგავს და პოლკოვნიკ
ტამარინდუსკენ ტრიალდება. წვიმითა და ნესტით გაჟღენთილ ჰაერში ისევ ბრძოლის
დაწყების მომასწავებელი საყვირების ხმა გაისმის – რამდენიმე ადგილიდან
ერთდროულად. მერე სიჩუმე წვება, შემდეგ კი ჟურნალისტს ზარების რეკვა ესმის და
ყველა დანარჩენივით, ისიც ხვდება, რომ ეს ჟაგუნსუების პასუხია, – ხვალ კანუდუსში
ვისადილებთ, – ესმის მორეირა სეზარის ნათქვამი და გული ეწურება, რადგან „ხვალ“
უკვე გათენებულია.

მკითხველთა ლიგა
წვის გაურკვეველი შეგრძნებისგან გაეღვიძა: ჭიანჭველები ორივე მკლავზე
მწკრივებად დააცოცავდნენ და ნაკბენების წითელ ზოლს კვალად უტოვებდნენ.
შოტლანდიელმა ძილით დამძიმებული თავი გაიქნია და ხელიდან ჭიანჭველები
ჩამოიბერტყა. მერე ნაცრისფერ, მაგრამ ჯერ ისევ ნათელ ცას ახედა და შეეცადა,
განესაზღვრა, რა დრო შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორ შურდა რუფინუსი,
ჟურემასი, წვეროსნის – ყველა აქაურის – დროის გასაგებად მზეზე ან ვარსკვლავებზე
ერთი თვალის შევლება რომ ჰყოფნიდათ. ნეტა რამდენ ხანს ეძინა? როგორც ჩანს,
დიდხანს არა, რადგან ჯერ ულპინუსაც ვერ მოესწრო დაბრუნება. გალი მხოლოდ მას
შემდეგ აფორიაქდა, რაც ცაზე პირველი ვარსკვლავები აენთო. რამე ხომ არ მოხდა?
იქნებ ულპინუს მისი კანუდუსამდე მიყვანის შეეშინდა და გაიქცა? შესცივდა. ალბათ
საუკუნეები იქნებოდა გასული, რაც ეს შეგრძნება არ განეცადა.
რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე გვიან ღამით, უცებ მიხვდა, რომ ულპინუ არ
დაბრუნდებოდა. გალი ფეხზე წამოდგა და, თვითონაც არ იცოდა, რატომ, იქით
წავიდა, საითაც მიუთითებდა ხის ისარი წარწერით „კარაკატა“. ბილიკმა პირდაპირ
ეკლიანი ბუჩქნარის შუაგულში შეიყვანა, დაიკაწრა და იძულებული გახდა, უკან
დაბრუნებულიყო. ისევ მიწაზე მიწვა და დაიძინა, გაღვიძებით კი მხოლოდ
გამთენიისას გაეღვიძა და დიდხანს ვერ გაიხსენა, რა კოშმარი ესიზმრა. ისე შიოდა,
რომ ულპინუც აღარ გახსენებია, ბალახის ღეჭვა დაიწყო და მანამ ღეჭავდა, სანამ
კუჭი არ მოიტყუა. მერე, რაკი დაასკვნა, რომ აქედან გაღწევა მარტოს მოუწევდა,
აქეთ-იქით მიმოიხედა. ეს არც ისე რთული იქნებოდა: მომლოცველთა პირველივე
შემხვედრ ჯგუფს უნდა ასდევნებოდა. მაგრამ სად იყვნენ ეს მომლოცველები? ფიქრი
იმის შესახებ, რომ ულპინუმ ამ მივარდნილ ადგილას განზრახ მოიყვანა, იმდენად
აუტანლად მოეჩვენა, რომ სასწრაფოდ თავიდან მოიშორა. მიწიდან მსხვილი კეტი
აიღო, ზედ თავისი აბგა ჩამოკიდა და მხარზე გაიდო. უეცრად გაწვიმდა, წვიმის
მაცოცხლებელი ძალით თავდავიწყებული გალი ტუჩებიდან წვეთებს ილოკავდა,
რომ უცებ ხეებს შორის ადამიანები დაინახა. თავისთვის ჩაიბუტბუტა, როგორც
იქნაო, დაიყვირა, თავისთან იხმო, გუბეებში ფეხების ტყაპუნით წინ გაიჭრა, დაეწია
და ჟურემას დანახვაზე ელდანაკრავივით გაჩერდა. ჟურემას გვერდით რუფინუ ედგა.
ხშირი წვიმის ფარდის მიღმა მეგზურის მშვიდი სახე დაინახა, მას ჟურემა ყელზე
შემოხვეული თოკით, ცხოველივით დაება, დაინახა აუჩქარებლად როგორ გაუშვა
თოკს ხელი რუფინუმ, დაინახა ჯუჯას შეშინებული სახეც. სამივე მას შესცქეროდა და
გალს წამით მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი მის თავს არ ხდებოდა, რუფინუ ხელს უკვე
დანის ტარს უჭერდა, თვალები კი გავარვარებული ნახშირივით უელავდა,
– ცოლის დასაცავად რატომ არ წახვედი? – გაიგონა ხმა, რომელშიც ზიზღი უფრო
იყო, ვიდრე მძვინვარება, – ღირსება არ გაგაჩნია, გალო.
გალს არარეალურობის შეგრძნება კიდევ უფრო გაუძლიერდა. რუფინუს
შემრიგებლურად და მეგობრულად თავისუფალი ხელი გაუწოდა:
– ახლა ანგარიშის გასწორების დრო არ არის. მერე ყველაფერს აგიხსნი, რუფინუ.
უნდა ვიჩქაროთ: ათასობით კაცი და ქალი გველოდება, რომლებიც შეიძლება
პატივმოყვარე არამზადების მსხვერპლნი გახდნენ. შენ უნდა...
მხოლოდ იმწამს გააცნობიერა, რომ ინგლისურად ლაპარაკობდა. რუფინუ მისკენ
წამოვიდა და გალილეომაც უკან დახევა დაიწყო. ფეხქვეშ მიწა უკვე
დარბილებულიყო. დაინახა, როგორ ცდილობდა ჯუჯა თოკის გახსნას და ჟურემას
კისრიდან მოძრობას, მერე ისევ რუფინუს ხმა გაიგონა: – სანამ მოგკლავ,
შეურაცხყოფას ჩამოვირეცხავ, – და სილის გასაწნავად აწეული ხელი შენიშნა.
გაცინება მოუნდა, მანძილი მათ შორის სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და
მკითხველთა ლიგა
გაიფიქრა: „არ ესმის და ვერც გაიგებს“. სხეულში ერთიანად ჟინივით განუსჯელმა,
ბრმა მძვინვარებამ დაუარა და გონება აურია. მის მაგივრად ახლა თვითგადარჩენის
ინსტინქტი მოქმედებდა. „ასეთი უაზრობისთვის, ასეთი სისულელისთვის უნდა
მოვკვდე? ქალის გულისათვის?“ თავის დასაცავად ხელებაწეული და კვლავაც უკან-
უკან მიმავალი, შეშინებულ-მავედრებელი გამომეტყველების მიღებას შეეცადა.
გონება კი გამალებით მათ შორის მანძილს ზომავდა. რუფინუ ახლოს მიუშვა, დრო
იხელთა და უცებ მთელი ძალით თავში კეტი ჩასცხო, მეგზური დაეცა. გალმა
ჟურემას წამოყვირება გაიგონა, მაგრამ, სანამ ქალი მათთან მიირბენდა, კიდევ
მოასწრო კეტის რამდენჯერმე ჩარტყმა და მოწინააღმდეგის მოდუნებული
თითებიდან გავარდნილ დანას ხელი წამოავლო. ჟურემა ხელის მოძრაობით გააჩერა
და ანიშნა, რომ ქმრის მოკვლას არ უპირებდა, მერე კი მიწაზე გულაღმა
გაშხლართულ რუფინუს გააფთრებით მუშტი დაუქნია და დაუყვირა:
– უნამუსო ეგოისტო, ძმების გამყიდველო, სულელო, გაახილე ბოლოს და ბოლოს
ეგ თვალები! ადამიანის ღირსება არც იმისი მტრის სახეზეა და არც მისი ცოლის კაბის
ქვეშ! კანუდუსში ახლა სასიკვდილოდ განწირული უდანაშაულო ათასობით
ადამიანია! ახლა იმათი ბედი წყდება, შეიგნე!
რუფინუ გონს მოვიდა, თავი ასწია.
– სცადე, იქნებ შენ მაინც აუხსნა! – დაუყვირა გალმა ჟურემას და გაიქცა, მაგრამ
სანამ იქაურობას გაეცლებოდა, თითქოს ვიღაც ჭკუანაკლულს უყურებსო, ქალის
მისკენ მიმართული გაურკვევლობით აღსავსე მზერა შენიშნა. რამხელა უგუნურებაა
ეს ყველაფერი, რა უაზრობაა, რა შეუსაბამობა! რატომ არ მოკლა რუფინუ? ის ხომ მის
დევნას ჩლუნგი სიჯიუტით უეჭველად სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებს.
სულშეხუთული გალი ეკლიან ტოტებში გაჭირვებით მიიკვლევდა გზას, თიხიან
მიწაზე ფეხი უცურავდა, მაგრამ მაინც გაურკვეველი მიმართულებით გარბოდა და
სახეში წვიმა სცემდა. კეტი კვლავ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული; სამგზავრო ჩანთა
ზურგზე ეკიდა, მაგრამ ქუდი სადღაც დაჰკარგვოდა და გრძნობდა, როგორ
სხლტებოდა წვეთები მისი ქუდით დაუფარავი შეკრეჭილი თავიდან. თვითონაც ვერ
იტყოდა, რამდენ ხანს მირბოდა – რამდენიმე წუთს თუ მთელ საათს. მერე გაჩერდა,
ნაბიჯი შეანელა. წინ ერთი გასაძრომიც არსად ჩანდა, კაქტუსები და ეკლიანი ბუჩქები
უწყვეტ კედლად აღმართულიყო, ფეხები ლაფში ეფლობოდა. წვიმისა და ოფლისგან
ერთიანად სველი იყო და გულში გაჩენის დღეს იწყევლიდა, სწრაფად ბნელდებოდა,
მაგრამ მაინც ძლივს გააცნობიერა, რომ დღე ილეოდა. უცებ შენიშნა, რომ მის გარშემო
შემოჯარულ ამ ნაცრისფერ, უნაყოფო, ფოთლების მაგივრად წვეტიანი ეკლებით
მოფენილ ხეებს თითქოს შველას სთხოვსო, უტყვი ვედრებით შესცქეროდა,
სასოწარკვეთითა თუ საკუთარი თავისადმი სიბრალულით ხელი ჩაიქნია და ისევ
გაიქცა. თუმცა, სულ რამდენიმე ნაბიჯში წაბარბაცდა და სრულიად ღონემიხდილი
გაჩერდა.
– რუფინუ-უ-უ! რუფინუ-უ-უ! – ტუჩებთან ხელები მოამრგვალა და ლამის
ქვითინით დაიყვირა, – აქ ვარ! აქ ვარ! მოდი! მჭირდები! დამეხმარე, კანუდუსში
წამიყვანე! მორჩი ამ სისულელეებს! იქ ვართ საჭირო, იმათ უნდა გამოვადგეთ! მერე,
რაც გინდა, ის მიქენი, შური იძიე, მირტყი, მომკალი! რუფინუ-უ-უ!
წვიმის შხაპუნი და საკუთარი ხმის ექო ესმოდა. მთლიანად გაიწუწა და გაიყინა,
ამიტომ ისევ ადგა და გზა განაგრძო. ტუჩებს უხმოდ ამოძრავებდა, ფეხებზე კეტს
ირტყამდა. ბინდდებოდა, სულ მალე დაღამდებოდა, იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ
სიზმარი იყო? იმ წუთს ფეხქვეშ მიწა გაეპო. ამას მიხვდა, სანამ ტოტებგადაფარებულ
ხაროზე დააბიჯებდა, სანამ ფსკერამდე ჩააღწევდა. გონება არ დაუკარგავს და ბევრიც
მკითხველთა ლიგა
არაფერი სტკენია: წვიმას მიწა დაერბილებინა. ფეხზე წამოდგა, ნატკენი ხელი, ფეხი
და ზურგი მოისინჯა, ხელი ქამარში გარჭობილ რუფინუს დანას მოავლო და
გაიფიქრა, თავისუფლ ად შეიძლებოდა, ზედ წამოვგებოდიო. მერე ორმოდან
ამოსვლას შეეცადა, მაგრამ მუხლები მოეკვეთა და ისევ შიგ ჩავარდა, ამიტომ მიწაზე
დაჯდა, ზურგით ნესტიან კედელს მიეყრდნო, თავისდა გასაკვირად, რაღაც შვებაც კი
იგრძნო და დაიძინა. ჩამოცვენილი ფოთლების ჩუმმა შრიალმა და ტოტების
ტკაცუნმა გააღვიძა. დასაძახებლად პირი გააღო, მაგრამ უცებ მხართან ჰაერში
რაღაცამ გაუზუზუნა და მის გვერდით მიწას მოკლე ისარი ჩაერჭო.
– არ ისროლოთ! არ ისროლოთ! – დაიყვირა მან, – თქვენიანი ვარ, მეგობარი!
ისევ შრიალი გაისმა, ყრუ ხმები. გალი მანამდე განაგრძობდა ყვირილს, სანამ
ორმოში ჩირაღდანი არ ჩაანათეს და მის შუქზე რამდენიმე კაცის თავი არ დაინახა.
ყველა შეიარაღებული და მხრებზე მოგდებულ, ბალახისგან ნაქსოვ მოსასხამში იყო
გახვეული. გალისკენ რამდენიმე ხელი ჩაეშვა და ორმოდან ამოათრია. შემდეგ
წვიმისგან აშიშხინებული და აქეთ-იქით ნაპერწკლებგაფრქვეული ჩირაღდნების
შუქზე მეამბოხეები ყურადღებით, თავით ფეხამდე ათვალიერებდნენ, თავად კი ამ
დროს ბედნიერი და აღელვებული სახით იდგა. ეს ბალახის მოსასხამებში გახვეული,
დაკონკილი ხალხი მკერდზე ხის სალამუ- რებით, მხარზე კარაბინებით, ქამარში
გარჭობილი მაჩეტეებით, ავგაროზებით, მშვილდებითა და კაპარჭებით
სამასკარადოდ გადაცმულებს ჰგავდნენ. თვალიერებისას მას ლამის ყნოსავდნენ,
საგონებელში ჩავარდნილები ერთმანეთს ხმადაბლა ელაპარაკებოდნენ და ვერაფრით
გადაეწყვიტათ, ეს უცნაური არსება მათთვის ცნობილი რომელი ჯგუფისთვის
მიეკუთვნებინათ. გალი გზნებით შეეხვეწა, კანუდუსში რაც შეიძლება ჩქარა
წამიყვანეთო: ცდილობდა, აეხსნა, იქ ხალხს გამოვადგები, მოძღვრის დახმარებას
შევძლებ, ყველას ავუხსნი, სადაცაა გამყიდველ პოლიტიკოსთა და სამხედროთა
წამოწყებული მაქინაციის მსხვერპლნი გახდებითო. ყველანაირად ცდილობდა,
მჭევრმეტყველი ყოფილიყო და ხელებს იქნევდა, ცდილობდა, ყველაფერი, რასაც
თავისი დამტვრეული პორტუგალიურით ამბობდა, ამ ადამიანებს დამაჯერებლად
მოსჩვენებოდათ და მგზნებარედ თვალებგაფართოებულს მზერა ერთი
ამბოხებულიდან მეორეზე გადაჰქონდა: – ამხანაგებო, მე ძველი რევოლუციონერი
ვარ, უზარმაზარი გამოცდილება მაქვს, ხალხის მხარეს ბევრჯერ მიბრძოლია და
მინდა თქვენი ბედი გავიზიარო..,
– კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, – ძლივს გაარჩია პასუხად ნათქვამი სიტყვები.
ხუმრობდნენ? დასცინოდნენ? ბუტბუტებდა, ენა ებმოდა, ცდილობდა, უძლურების
გრძნობა დაეძლია, რომელიც მაშინ ეუფლებოდა, როცა აცნობიერებდა, რომ სხვა
რამის თქმას აპირებდა და სულ სხვა რამეს ამბობდა, რაღაც ისეთს, რასაც მის წინაშე
მდგარი ხალხი ვერ გაიგებდა. როდესაც ჩირაღდნების მოციმციმე სინათლეზე
დაინახა, რომ მეამბოხეები ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვანი მზერით, მას კი
სიბრალულით უყურებდნენ და ჩოღერა, ან დიდკბილა პირებით რატომღაც
უღიმოდნენ, იმედი საბოლოოდ დაკარგა. რა უნდა ეღონა, რომ ამ სულელებს
მისთვის დაეჯერებინათ? განა აქ იმისთვის არ მოვიდა, რომ მათ დახმარებოდა,
კანუდუსისკენ მიმავალ გზაზე უამრავი სიძნელე გადალახა. აკი ამ ადამიანების
წყალობით აგიზგიზდა ისევ ის ცეცხლი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მჩაგვრელები
ფეხით გათელილად მიიჩნევდნენ. დაბნეული და თითქმის სასოწარკვეთილი ისევ
გაჩუმდა; ბალახის მოსასხამებში გახვეული ეს ხალხი მას გულითადად,
ცნობისმოყვარეობით და სიბრალულით შეჰყურებდა. გალს მათკენ გაშვერილი
ხელები ჰაერში გაუშეშდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. აქ რა უნდოდა? როგორ
მკითხველთა ლიგა
მოხდა, რომ იმ ხაფანგში გაება, რომლიდანაც თავს ვეღარ დააღწევდა? როგორ
შეეძლო, ასე შემცდარიყო იმაში, რაც მას უმთავრესად ეჩვენებოდა – კაცობრიობის
უბედურებისგან ხსნაში! მეამბოხეთაგან რომელიღაცამ უთხრა, დამშვიდდი, განა
შეუძლიათ მასონებს, პროტესტანტებსა და სატანის დამქაშებს მოძღვარსა და უფალ
იესოზე გაიმარჯვონო. ამ სიტყვებს ფართოსახიანი და წვრილთვალა ეუბნებოდა და
ყოველ სიტყვას გულმოდგინედ გამოთქვამდა: თუ საჭირო იქნება, ზღვის ფსკერიდან
მეფე სებასტიანი ამოვა და ბელუ-მონტის დაეხმარება. ტირილი საჭირო არ არის: თუ
მორწმუნეს მოკლავენ, მას ანგელოზი შეეხება, მამაზეციერი კი მკვდრეთით
აღადგენსო. გალმა დააპირა, ეპასუხა, თქვენ სიმართლეს ამბობთ, ამ სიტყვების ყალბ
საბურველქვეშ ნამდვილი ჭეშმარიტება მესმის, ეს ჭეშმარიტება კი იმაში
მდგომარეობს, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველწუთიერი, უწყვეტი
ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც სიკეთისთვის ღარიბები, ტანჯულები და
ჩაგრულები იბრძვიან, ბოროტებას კი მდიდრები და მათი არი იცავს; რომ ეს ბრძოლა
მსოფლიო ძმობის ხანის დადგომით დასრულდებაო, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ
იპოვა და ატირდა. მეამბოხეები უყვავებდნენ, მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ და
რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი ნალაპარაკევიდან მხოლოდ ცალკეულ
სიტყვებს არჩევდა: „აღდგება... გამდიდრდება... ილოცე”.
– კანუდუსში მინდა, – ძლივს ამოთქვა ბოლოს და ხელი იმას სტაცა, ვინც ყველაზე
ახლოს იდგა, – წამიყვანეთ. შეიძლება, უკან გამოგყვეთ?
– არა, – უპასუხა იმან და სადღაცზევით მიუთითა, – ძაღლები უკვე იქ არიან. ყელს
გამოგჭრიან. დაიმალე. მერე მოდი, როცა გავანადგურებთ.
მეამბოხეებმა გალს ისევ მხარზე მიუტყაპუნეს ხელი და გაქრნენ, ხეებსა და
ბუჩქნარში მიიმალნენ, გაოგნებული გალი სიბნელეში მარტო დარჩა და ყურში
დამშვიდობებების წინ მათი ნათქვამი ფრაზა: „კურთხეულ იყოს იესო!“ კიდევ
დიდხანს ჩაესმოდა. რამდენიმე ნაბიჯი იქით გადადგა, საითაც ისინი წავიდნენ,
მაგრამ უცებ რაღაც დაეჯახა და წააქცია. უკვე მიწაზე გაგორებული, მხოლოდ
მოწინააღმდეგის მუშტის რამდენჯერმე მოხვედრისა და თავისი რამდენიმე საპასუხო
დარტყმის შემდეგღა მიხვდა, რომ რუფინუს ებრძოდა და მეამბოხეთა ზურგს უკან
ციმციმი არ მოსჩვენებია: ეს სიბნელეში რუფინუს თვალების ციმციმი იყო. ეტყობა,
იცდიდა, სანამ ისინი წავიდოდნენ და, აი, მისი დროც დადგა. ტალახსა და თიხაში
გაგორებული მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შეურაცხყოფას უკვე აღარ აყენებდნენ.
ისევ გაწვიმდა; გალმა ჭექა-ქუხილის ხმა და წვიმის შხაპუნი გაიგონა, უცებ
ცხოველური გააფთრება იგრძნო, რომელმაც იმედგაცრუებაც კი დაავიწყა და მის
სიცოცხლეს წამის უსწრაფესად აზრი შესძინა – სიცოცხლეს, რომელსაც
ემუქრებოდნენ, ამიტომ გალილეო გალი იკბინებოდა, იფხაჭნებოდა, რუფინუს
მჭიდროდ შემოკრული მკლავებიდან გაძრომას ცდილობდა, მუშტებით, მუხლებით,
თავით ურტყამდა და რეფრენივით ქალის კივილი ჩაესმოდა – ეჭვგარეშე იყო, ჟურემა
ყვიროდა, რუფინუს ეძახდა, კიდევ ყურს ჯუჯის ტირილი სწვდებოდა, რომელიც,
თავის მხრივ, ჟურემას ეძახდა. მაგრამ მალე ყველა ხმა მწვერვალიდან
მოახლოებულმა საყვირების თანდათან გაძლიერებულმა გუგუნმა და ზარების
საპასუხო რეკვამ გადაფარა. გალი მიხვდა, ეს რას ნიშნავდა და საყვირებისა და
ზარების პაექრობამ ძალა შემატა: სულ უფრო და უფრო მოზღვავებული გააფთრების
გარდა, უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, ვეღარც დაღლილობას და ვეღარც ტკივილს.
ეცემოდა, ისევ ფეხზე ხტებოდა და არ იცოდა, ლოყებს რა უსველებდა – ოფლი,
სისხლი თუ წვიმის წვეთები. მოულოდნელად რუფინუ მკლავებიდან გაუსხლტა და
სადღაც გაქრა, შემდეგ წამს კი გალმა მისი მოწინააღმდეგის ორმოს ფსკერზე დაცემის
მკითხველთა ლიგა
ხმა გაიგონა. აქოშინებულმა ორმოს კიდე მოსინჯა – შეტაკების ბედი მოვარდნილმა
წყალმა გადაწყვიტა და ჩათვალა, რომ ამდენი ხნის მანძილზე პირველად
გაუმართლა.
– შე იდიოტო! შე არანორმალურო! ჯიუტო ამპარტავანო! შტერო! – დაიყვირა
ძლივს სულმოთქმულმა,– შენი მტერი მე კი არა, ისინი არიან, საყვირს რომ
აყვირებენ, გესმის? ეს ჩემს თესლზე მნიშვნელოვანია, იმ შენს ღირსებაზე
მნიშვნელოვანია, რომელსაც შენ, როგორც გამოთაყვანებული ბურჟუა, ქალის კაბის
ქვეშ მალავ!
უცებ გააცნობიერა, რომ ისევ ინგლისურად ლაპარაკობდა, ფეხზე ძლივ-ძლივობით
წამომდგარმა დაღებული პირი წვიმის წვეთებს შეუშვირა და შვება იგრძნო. ტოტებსა
და წაქცეულ ხეებზე წინ ბორძიკ-ბორძიკით, კოჭლობით გასწია – ფეხი ან ორმოში
ჩავარდნისას იტკინა, ან ჩხუბის დროს; სწორი მიმართულების გამოსაცნობად
საყვირების გულის გამაწვრილებელ სამგლოვიარო ღმუილსა დაზარების საზეიმო
რეკვას მიყურადებულმა კაატინგისკენ გასწია,მაგრამ რაღაცამ ფეხი დაუჭირა და
წააქცია. მიწაზე სახით დაენარცხა და ტუჩებზე თიხის გემო შეიგრძნო. სანამ ფეხზე
წამოდგებოდა, რამდენიმე ნაბიჯზე გახოხდა და ჯუჯის ხმა გაიგონა – ჯუჯა
თავზარდაცემული სლუკუნებდა:
– არ წახვიდე, გალო, არ დამტოვო! ვერ ხედავ, იქ რა ხდება? ვერ ხვდები, რა ხდება?
ისევ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კოშმარული სიზმარი გრძელდებოდა.
გაახსენდა, რომ ჯუჯა სიბნელეში ხედავდა – ტყუილად ხომ არ ეძახდა წვეროსანი
კატას და ღამურას. უკვე ისეთი გატანჯული იყო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა,
ქონდრისკაცის ხელებიდან ვერ თავისუფლდებოდა – ის გვერდით ეწვა, ტიროდა და
იმეორებდა, სიკვდილი არ მინდაო. გალმა მხარზე ხელი მოუჭირა და მიაყურადა.
ეჭვი აღარ ეპარებოდა: ცეცხლი არტილერიამ გახსნა. ის, რაც დოლების ცემად
ეჩვენებოდა, ჭურვების აფეთქება იყო. ხმის მიხედვით თუ იმსჯელებდა, მცირე
კალიბრის იარაღით ისროდა, ალბათ საველე, მაგრამ კანუდუსის მიწასთან
გასასწორებლად ესეც კმაროდა. დაღლილობის შეგრძნება იმდენად უსაზღვრო იყო,
რომ გალი ბურანში ჩაიძირა - ან ჩაეძინა, ან გონება დაკარგა.
სიცივისგან აკანკალებულს გაეღვიძა. უმზეო განთიადი იდგა. იქვე, სულ ახლოს
კბილებაკაწკაწებული ჯუჯა იწვა და გადმოკარკლულ თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა. როგორც ჩანს, მასაც ეძინა გალის მარჯვენა ფეხზე მიკრულს – გალს ფეხი
სრულიად გაშეშებოდა. რომ გამოფხიზლებულიყო, თავი გააქნია, მზერა დაძაბა და
ტოტებზე აქანავებული ფორმების ნაგლეჯები, კეპები, ფარაჯები, ფეხსაცმელები,
მათარები, ზურგჩანთები, ხმლებისა და ხიშტების ქარქაშები და ხისგან უხეშად
გამოჩორკნილი ჯვარცმები დაინახა. ყოველივე ამას ჯუჯა სიბნელეშიც ხედავდა, ამ
ყველაფერმა შეაშინა, თითქოს ეს ნივთები ამუნიციის ნარჩენები კი არა, იმათი
აჩრდილები ყოფილიყო, ვინც მათ იცვამდა და ატარებდა. „სხვა თუ არაფერი, ესენი
მაინც გაუნადგურებიათ“, – გაიფიქრა გალმა.
მიაყურადა. ზარბაზნის გრუხუნი ისევ გაისმა. წვიმა რამდენიმე საათის წინ შეწყდა,
მიწამ გაშრობა მოასწრო, მაგრამ სიცივისგან მაინც ძვლებში ტეხდა. გალი
დაუძლურებულ ფეხებზე ძლივს წამოდგა, მუხლები ეკვეთებოდა. ქამარში
გარჭობილი დანა მოისინჯა და გაიცნობიერა, რომ რუფინუსთან ბრძოლისას იარაღი
ისევ არ გამოიყენა. მეორედ მაინც რატომ გაუშვა ცოცხალი? კიდევ ერთი გასროლა
სხვებზე მკაფიოდ გაისმა და მას მაშინვე დაღუპულების დატირებასავით პირქუშად,
ხმაშეუწყობლად მოჰყვა საყვირების გუგუნი. თითქოს სიზმარში ხედავსო, გალმა
რუფინუ და ჟურემა დაინახა – ისინი ბუჩქნარიდან გამოდიოდნენ. მეგზური ცოლს
მკითხველთა ლიგა
მძიმედ ეყრდნობოდა – ვერ გაიგებდი, დაჭრილი იყო თუ უკვე საბოლოოდ
დაუძლურებული. გალმა იცოდა, რომ რუფინუ ალბათ მთელი ღამე ტყეში დადიოდა,
სიბნელეში მას დაეძებდა და მისმა ჩლუნგმა, სწორხაზოვანმა, ურყევმა შეუპოვრობამ
გააცოფა. ერთმანეთს თვალებში შეხედეს; გალი აკანკალდა. ქამრიდან დანა ამოიძრო
და იმ მხარეს გაიშვირა, საიდანაც საყვირების ხმა ისმოდა.
– გესმის? შენს ძმებს შრაპნელით ცხრილავენ, ისინი ათასობით იხოცებიან, შენ კი
იმათ გვერდით სიკვდილის საშუალება არ მომეცი. მასხრად ამიგდე.
რუფინუს ხელში ხის წაწვეტებული ნაჩეხი ეჭირა. გალმა დაინახა, რომ კაცმა
ჟურემას ხელი ჰკრა და ნახტომისთვის გამზადებული, ერთიანად დაიძაბა.
– ასეთი რა ცხოველი ხარ, გალო? – გაიგონა მერე მისი ხმა, – ღარიბებზე ლაპარაკით
ენის ფხანა გიყვარს, თვითონ კი ამ დროს მეგობარს ღალატობ და იმ სახლს
შეურაცხყოფ, რომელმაც შეგიფარა.
სიძულვილით დაბრმავებული გალი ეცა და ასე გააჩუმა. ისევ ერთმანეთს
ჩაეჭიდნენ. მწუხარებისა და დაღლილობისგან დაჩლუნგებული ჟურემა მათ
მდუმარედ შესცქეროდა. ჯუჯაც შიშისაგან მობუზულიყო.
– არა, რუფინუ, - ღმუოდა გალი, – შეიძლება ასეთიც ვარ, მაგრამ ამის გამო
სიკვდილს არ ვაპირებ და ამ სისულელისთვის სიცოცხლის შეწირვა არ მინდა.
მიწაზე გორავდნენ, როცა ტყიდან ჯარისკაცები გამოცვივდნენ და
მოჩხუბრების დანახვაზე გაშეშდნენ. ჯარისკაცებს დახეული ფორმები ეცვათ,
ერთი ფეხშიშველი იყო. ორივეს მომარჯვებული შაშხანა ეჭირა. ჯუჯამ თავი
ხელებში ჩარგო. ჟურემა ჯარისკაცებისკენ ყვირილით გაიქცა:
– არ ისროლოთ, მეამბოხეები არ არიან...
მაგრამ ჯარისკაცებმა მაინც ისროლეს, მერე კი ჟურემას ეცნენ და ბუჩქებში
გაათრიეს. მძიმედ, ლამის სასიკვდილოდ დაჭრილი რუფინუ და გალი მიწაზე
გორვას და ჩხუბს განაგრძობდნენ.

„მეშინოდეს კი არა, უნდა მიხაროდეს, რადგან თუ მოვკვდები, ჩემს გაძაღლებულ


ცხოვრებას ბოლო მოეღება, ტანჯვა დასრულდება, მამაზეციერსა და ქალწულ
მარიამს ჩემი თვალით ვნახავ“, – ფიქრობდა მარია კუადრადუ. მაგრამ შიში თავს
მაინც არ ანებებდა და მისი დამალვა უზარმაზარ ძალისხმევად უჯდებოდა – არ
შეიძლებოდა, შიში „მორჩილებს“ შეეტყოთ, თორემ თვითონაც შეშინდებოდნენ,
მოძღვრის მისახედად განკუთვნილი ძალები მიატოვებდნენ. არადა, უახლოეს
საათებში დაცვა ყველაზე მეტად მას დასჭირდებოდა! მარიამ უფალს შესთხოვა,
სულმოკლეობა შემინდეო, თავადაც დაიწყო ლოცვა და დამხმარეებსაც ლოცვად
დადგომა დაავალა, მაგრამ ამჯერად ისეთი გულითადი და მხურვალე არ
გამოსდიოდა – მოძღვრისა და მოციქულების საუბარს მიყურადებულს, უნებურად
აზრი ეფანტებოდა. ჟუაუ მოციქული და დიდი ჟუაუ შეეგუვნენ, რომ წმინდანი
თავშესაფარში არ წავიდოდა და ახლა ცდილობდნენ, თუნდაც სანგრების შემოვლაზე
ეთქმევინებინათ უარი, მოძღვარო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ძაღლები თავს
მოულოდნელად დაგვესხმიან, მოგერიებას ვერ შევძლებთო.
მოძღვარი არასოდეს კამათობდა, არც ახლა ეკამათებოდა. მის მუხლებში
ჩაძინებულ ლეონს თავი იატაკზე ისე ფრთხილად გადაადებინა, რომ მას არც
გაღვიძებია, მერე ადგა და იმავე წამს ფეხზე ჟუაუ მოციქული და დიდი ჟუაუც
წამოდგნენ. ბოლო დღეებში მოძღვარი სრულიად ჩამოხმა და ახლა კიდევ უფრო
მაღალი ჩანდა. სიბრალულით გულმოწურული მარია მის ნატანჯ სახეს შეჰყურებდა.
თითქოს მომავალ, უკვე კარს მომდგარ უბედურებას გრძნობსო – თვალები
მკითხველთა ლიგა
ჩასცვენოდა, პირი ტანჯვით მოღრეცოდა. მარიამ სანგრებში მასთან ერთად წასვლა
გადაწყვიტა: ბოლო დროს ყოველთვის თან არ ახლდა ხოლმე, რადგან კათოლიკური
გვარდიის მეომრები ვიწრო ქუჩებში მოსახლეობის მოწოლისგან დასაცავად,
ჩვეულებრივ, იმდენად მჭიდრო წრეში აქცევდნენ, რომ ქალსა და „მორჩილებს“
მოძღვრის გვერდით გაყოლა უჭირდათ. მაგრამ ახლა უყოყმანოდ გადაწყვიტა, რომ
აუცილებლად თან ხლებოდა. მის ნიშანზე „მორჩილებიც“ წამოდგნენ, მამაკაცები წინ
გაატარეს, გარეთ გავიდნენ და სამლოცველოში მხოლოდ ლეონი დატოვეს.
მოძღვარი სამლოცველოს კარის ზღურბლზე ისე სწრაფად და მოულოდნელად
გამოჩნდა, რომ მისი გამოსვლის მომლოდინე ხალხი დაიბნა და წმინდანის
მისაგებებლად მასთან მისვლა ვეღარ მოასწრო. დიდი ჟუაუს ნიშანზე კათოლიკური
გვარდიის მეომრები, რომლებიც წმინდა ანტონიუს ეკლესიასა და უფალი ქრისტეს
მშენებარე ტაძარს შორის ახლად ჩამოსულთა მასაში წესრიგის დაცვას ცდილობდნენ,
წმინდანისკენ სირბილით გაქანდნენ და მას გარს შემოეხვივნენ. მოძღვარი
წამებულთა ქუჩას ქვევით, უმბურუნასის დაღმართისკენ ჩაუყვა. მის უკან ჩქარი
ნაბიჯით მიმავალ მარიას უცებ სალვადორიდან მონტი-სანტუში თავისი
მომლოცველობა და ის ახალგაზრდა მწყემსი გაახსენდა, რომელმაც გააუპატიურა. ეს
ცუდის ნიშანი იყო: მძიმე ცოდვა – სიბრალული, რომელიც მან მაშინ განიცადა, –
მარია კუადრადუს ყოველთვის იმ დროს ახსენდებოდა, როცა დარდსა და
უძლურებას გრძნობდა. რამდენიც უნდა ედარდა, რამდენჯერაც უნდა მოენანიებინა
სახალხოდ, რამდენიც უნდა ეტანჯა და გაეწამებინა სინდისის ქენჯნას, როგორი
აღთქმაც უნდა დაედო, გამოუსყიდველი დანაშაულის ხსოვნა მის სულში
ცოცხლობდა, დროდადრო როგორღაც ამოყელყელავდებოდა და მოსვენებას არ
აძლევდა.
ქალმა გაიგონა, რომ მოძღვრის ერთხმად მადიდებელი ხალხი მის სახელსაც
გაჰყვიროდა: „დედა მარია კუადრადუ! დედა მარია კუადრადუ! ადამიანთა დედავ!“
კითხულობდნენ, სად არისო, ერთმანეთს მასზე უთითებდნენ, და მოხვეჭილი
სახელი, როგორც ყოველთვის, სატანის ხრიკებად მოეჩვენა. თავიდან იფიქრა, მონტი-
სანტუელი მომლოცველები – ისინი, ვისაც სახეზე ცნობდა, – შუამდგომლობას
სთხოვდნენ, მაგრამ მერე მიხვდა: წმინდანს იმდენი წელი ემსახურებოდა, რომ
მოძღვრის მადლი მასზეც გადმოდიოდა და მის უცვლელ თანამგზავრს ხალხიც
სწორედ ამიტომ ეთაყვანებოდა.
ბელუ-მონტის შემოსაზღვრულ ქუჩებში გამეფებულმა გამალებულმა ფუსფუსმა
ნაღვლიანი ფიქრიდან ყურადღება გადაატანინა. ახლად ამოთხრილი მიწაყრილები,
ნიჩბები, წერაქვები და თოხები ბრძოლის სიახლოვეს მოასწავებდა. ყველაფერი
საოცრად შეცვლილიყო – ყოველი სახლი საომრად ემზადებოდა: მარია ხედავდა,
როგორ აჰქონდა ხალხს სახურავზე ლატნების მსუბუქი წანწალები – ნანახი ჰქონდა,
რომ ტოტების სიღრმეში გამაგრებული ასეთი წანწალებისგან მონადირეები
კაატინგაში იაგუარებს ესროდნენ. კაცები, ქალები და ბავშვები ეზოებშიც კი ორმოებს
თხრიდნენ, მიწით სავსე ტომრებს ეზიდებოდნენ და მსვლელობის დანახვაზე
პირჯვრის გადასაწერად მხოლოდ წამით ჩერდებოდნენ, ყოველ მათგანს რომელიმე
იარაღი მაინც ჰქონდა მხარზე მოკიდებული – კარაბინი ან ძველისძველი კაჟიანი
თოფი, ლახვარი, მარგილი, დანა, წამახული რკინა ან, უბრალოდ, ერთი მუჭა ქვები
მაინც.
უმბურუნასის დაღმართის ცნობა მართლაც შეუძლებელი იყო. ნაკადულის
ორივე ნაპირი ისე გადაეჩიჩქნათ და გადაეთხარათ, რომ კათოლიკური გვარდიის
მეომრებს მოძღვრისა და მისი თანამგზავრებისთვის ყოველ წამს ხელის შეშველება
მკითხველთა ლიგა
უწევდათ; განიერი სანგრის გარდა, რომელიც ბოლო პროცესიის დროსაც ნახეს,
ლამის უკან ჩასამალად და იქიდან სასროლად ერთი ან ორი მეომრისთვის
განკუთვნილი, კიდეებში რიყის ქვებით გამაგრებული უამრავი სანგარი გაჩენილიყო.
მოძღვრის გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიპყრო. ხალხმა ნიჩბები და ჯალამბრები
მიყარა, წმინდანის მისაგებებლად გაქანდა და მისი სიტყვების მოსასმენად მოემზადა.
მოძღვარი დაცვის ორ მწკრივში მოქცეულ ურიკაზე ავიდა, მის გვერდით მდგარი
მარია კათოლიკური გვარდიის ამ ორ რიგს მიღმა სანგრებში ათეულობით
შეიარაღებულ ადამიანს ხედავდა – ზოგიერთს უცნაურ და სასაცილო პოზაში ეძინა
და მიუხვდავად ხმაურისა და ღრიანცელისა, არ ეღვიძებოდათ. მარიამ წარმოიდგინა,
როგორ მუშაობდნენ მთელი ღამე ეს ადამიანები, როგორ აჩერდებოდნენ სიბნელეს,
როგორ ემზადებოდნენ სატანის დამქაშების მოსაგერიებლად და მათ მიმართ
მადლიერება იგრძნო: მოუნდა, მათთვის სახეებიდან ჭუჭყი ჩამოებანა, ცივი, სუფთა
წყალი მიეწოდებინა, ახლად გამომცხვარი პურით გამოეკვება, ეთქვა, ასეთი
თავგანწირვისთვის ზეციური მამა და ყოვლადწმინდა ქალწული ყველა ცოდვას
მოგიტევებენო.
გაისმა მოძღვრის ხმა და ხმაური გადაფარა. ამჯერად ცოდვილებსა და რჩეულებზე
კი არა, იმ ტანჯვაზე ლაპარაკობდა, რომელიც ქალწულმა მარიამმა გადაიტანა,
როდესაც, იუდეველების კანონის თანახმად, თავისი რვა დღის ვაჟი წინადაცვეთის
ადათისამებრ სისხლის დასაღვრელად ტაძარში შეიყვანა. მოძღვარი მოყოლას
განაგრძობდა, მარია კუადრადუს მისმა სიტყვებმა გული აუჩვილა და დაინახა, რომ
გარშემო ყველა აღელვებული და გულაჩუყებული იყო. ხოლო როდესაც იმას
აღწერდა, როგორ გაიშვირა ყრმა იესომ ნუგეშის საპოვნელად ხელები
ყოვლადწმინდისკენ და როგორ შეძრა შვილის ტირილმა ქალწულის გული სულის
სიღრმემდე, წვიმა წამოვიდა. ასეთი ნიშნის დანახვაზე მუხლმოყრილი ხალხის
აღფრთოვანებული გუგუნი გაისმა, ხალხში ჩურჩული ატყდა. მოძღვრის სიტყვებმა
გულგრილი არც ბუნება დატოვაო, და ეს მარია კუადრადუს სასიკეთოდ ენიშნა: მისი
ძმები და დები მიხვდნენ, რომ სასწაულის მოწმენი გახდნენ, – ეს ხომ ღვთისმშობლის
გამოგზავნილი ნიშანია! – ჩასჩურჩულა ალეშანდრინია კორეამ და მარიამაც
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მოძღვარი ყოვლადწმინდა ქალწულის ცრემლების
შესახებ ჰყვებოდა, ლაპარაკობდა იმ ცრემლებზე, მაშინ რომ გადმოსცვივდა
თვალთაგან, როცა დაინახა, რომ მისი ვაჟის – ახლად გაშლილი ყვავილის –
სიცოცხლე უკვე სისხლით მოირწყა, თქვა, რომ ეს წვიმა ყოველდღიურად მის
ცრემლთა ღვრის მტკიცება იყო, იმათი სულმოკლეობისა და ცოდვილობის
დატირება, ვინც ღვთისმსახურთა მსგავსად, ქრისტეს სისხლს აქამომდე ყოველდღე
ღვრიდა. გამოჩნდა ნეტარი. მის უკან ორივე ეკლესიიდან წამოღებული წმინდანთა
ხატები და მაცხოვრის გამოსახულებიანი კიდობანი მოჰქონდათ. ბოლოს კი
კვალდაკვალ კოჭლობით, აქოშინებული ლეონი მოსდევდა – ხერხემალი ნამგალივით
ჰქონდა გაღუნული. დაცვამ იგი ნეტართან ერთად ხელში აიტაცა და მათთვის
შესაფერის ადგილზე, მოძღვრის გვერდით გადმოიყვანა,
მსვლელობა ვაზა-ბარისის ნაპირის გასწვრივ გაგრძელდა და წვიმა ამასობაში
ნამდვილ თქეშად გადაიქცა. თავსხმამ მიწა ფეხქვეშ აჭყაპუნებულ ტალახად
გარდაქმნა. ხალხი უკვე წყალში, ლაფად ქცეულ თიხაში მიაბიჯებდა; ბაირაღებიც და
დროშებიც წყლით გაიჟღინთა, გამუქდა, მძიმედ ჩამოეკიდა. დამტვრეული
კასრებისგან შეკრულ საკურთხეველზე ასული მოძღვარი ქადაგებას განაგრძობდა –
წვიმა მდინარის ზედაპირს აჭავლებდა, მოძღვრის ხმა ახლა მხოლოდ წინა რიგებში
მდგომებს ესმოდათ, მაგრამ იმის ნათქვამს მაშინვე უკანა რიგებს გადასცემდნენ და
მკითხველთა ლიგა
სიტყვები გარშემო წყლის ზედაპირზე გაჩენილი წრეებივით იშლებოდა. ახლა იგი
ომის არსზე ლაპარაკობდა.
მოძღვარი ღმერთსა და ეკლესიას ერთმანეთს ადარებდა და იმას ქადაგებდა, რომ
სხეული უთავოდ არ შეიძლება არსებობდეს, თორემ სხეულში სიცოცხლე დაილევა
და თავიც დაიღუპება; მარია კუადრადუ კოჭებამდე თბილ ლაფში იდგა, გრძნობდა,
როგორ ეჭირა ალეშანდრინიას მიყვანილი თეთრი კრავი და ხვდებოდა, რომ
მოძღვარი „რჩეულებს” თავის თავსა და მამა ღმერთს შორის, მორწმუნეთა, ძისა და
წმინდა სამებას შორის არსებულ ურყევ ერთობაზე ლაპარაკობდა; ეს ერთობა მალე
ბრძოლაში გამოიცდებოდა. ქალმა მზერა მოძღვრის სიტყვების მსმენელ ხალხს
მოავლო და იმასაც მიხვდა, რომ იმწამს, როცა იგი ჭეშმარიტ მორწმუნეებს გველის
სიბრძნითა და მტრედის თვინიერებით შეიარაღებისკენ მოუწოდებდა, სწორედ
მათზე ლაპარაკობდა და ამ სიტყვების აზრი ამ ხალხსაც მასავით ესმოდა, მოძღვარმა
ფსალმუნის გალობა დაიწყო და მარია თრთოლამ აიტანა. „ხოლო მე, ვითარცა წყალი
დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცვილი
დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა...“ რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს
ფსალმუნი აღარ მოუსმენია. მასეტის შემოგარენში, პოლიციასთან დაპირისპირების
შემდეგ, რომელმაც მათ მომლოცველობას წერტილი დაუსვა, რამდენი წელი გავიდა
იმ ამბიდან, ოთხი, ხუთი?
ვაზა-ბარისის ნაპირზე, დამუშავებული, სიმინდითა და მანიოკით ნათესი
მინდვრების გასწვრივ, მდელოების გასწვრივ, სადაც თხები, ცხვრები, ძროხები
ძოვდნენ, მოძღვარს უკან ხალხის უზარმაზარი მასა მიჰყვებოდა. ნუთუ წარმართები
ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ასეთი მძიმე შრომით მიეცათ? სანგრებს პირი
მინდვრებზეც დაეღოთ და შეიარაღებული ადამიანები მოჩანდნენ. ბორცვზე ასულმა
მოძღვარმა ლაპარაკი მიუკიბ-მოუკიბავად ომზე დაიწყო. უწმინდური მხედრობის
იარაღი ტყვიების ნაცვლად განა წყალს გადმოაფრქვევს! მარიამ იცოდა, რომ
მოძღვრის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აეხსნათ, რომ ეს
შედარებები, მიმსგავსებები, რთული გამოსახულებები მაშინ აიხსნებოდა და
განიმარტებოდა, როცა დრო მოვიდოდა – მხოლოდ მოქმედებებით. წვიმამ იკლო,
აენთო ჩირაღდნები; ჰაერი გასუფთავდა. მოძღვარმა ახსნა, რომ „კაციჭამიას“ თეთრი
ცხენი მორწმუნეთათვის უცნობი არ იყო, რამეთუ ნათქვამია აპოკალიფსში: „და, აჰა,
ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშვილდი, და მიეცა მას გვირგვინი,
და განვიდა ძლევითა და სძლიოსცა“. მაგრამ ყოვლადწმინდის ნებით მის
გამარჯვებათა და დაპყრობათა დრო ბელუ-მონტის კარიბჭესთან ამოიწურებოდა.
ასე, სანგრიდან სანგარში, გარეუბნიდან გარეუბანში, ჟერიმუაბუს გზიდან
უაუასკენ მიმავალ გზაზე, კამბაიუდან როზარიუს კარიბჭემდე, შოროშოდან
საქონლის საჩეხემდე გადადიოდა მოძღვარი და ხალხს თავის ცეცხლს უნაწილებდა.
ყველგან აღფრთოვანებული ყვირილითა და ტაშისცემით ხვდებოდნენ და
აცილებდნენ. მარია კუადრადუს ხსოვნაში ეს ყველაზე გრძელი პროცესია იყო, წვიმა
ხან მატულობდა, ხან სულაც წყდებოდა და ეს ცვლილებები ზუსტად მისი სულიერი
განწყობის ცვლილებებს ესატყვისებოდა – დღის განმავლობაში მღელვარების შემდეგ
სიმშვიდე მანაც პოვა, უიმედობა კი ბედნიერების მოლოდინით შეეცვალა.
უკვე ბნელოდა, როცა კოკორობოს გზაზე მოძღვარმა თავისი ბოლო ქადაგება
დაიწყო, რომელშიც ურჩ და ცნობისმოყვარე ევას ქალწულ მარიამს – სიყვარულისა
და მორჩილების განსახიერებას – ადარებდა, რომელიც ცდუნებას არასდროს
აჰყვებოდა და ადამიანთა მოდგმის დამღუპველ აკრძალულ ხილს არ გასინჯავდა.
ბინდბუნდში ადამიანთა დედა ჟუაუ მოციქულს, დიდ ჟუაუს, ნეტარსა და ძმებ
მკითხველთა ლიგა
ვილანოვებს შორის მდგარ მოძღვარს შესცქეროდა და ეჩვენებოდა, რომ სწორედ ასე
უყურებდა ოდესღაც მარიამ მაგდალელი იესოსა და მის მოწაფეებს, ასეთსავე
უპოვრებსა და გულკეთილებს, როგორებიც ესენი იყვნენ. და ალბათ ისიც დაუსაბამო
დიდსულოვნებაზე ფიქრობდა, რომელმაც ახალი გზით ისინი კი არ წაიყვანა, ვინც
მდიდარ მიწებსა და მონებს ფლობდა, არამედ უღარიბესთა შორის უღარიბესნი. იმ
წუთს მარიამ შენიშნა, რომ ლეონი ახლომახლო არსად ჩანდა და გული გადაუქანდა.
რამეს ხომ არ წამოჰკრა სადმე ფეხი, წაიქცა, და ხალხმა გაჭყლიტაო. მისი ბავშვური
სხეული და ბრძენის თავი სადმე ტალახში ხომ არ არის ახლა ჩაჭეჭყილი?
გაბრაზებულმა „მორჩილებს“ ბიჭის მოძებნა უბრძანა. მაგრამ ხალხი გარშემო ისე
მჭიდროდ იდგა, რომ განძრევა შეუძლებელი იყო.
როდესაც მსვლელობა უკანა გზაზე დაიძრა, მარიამ დიდ ჟუაუმდე გააღწია და
უთხრა, ლეონი უნდა მოძებნოთო, პირველმა ქვემეხმა დაიგრგვინა. ხალხი გაჩერდა
და მიაყურადა. ბევრმა გაკვირვებული სახით ცას ახედა. მეორე ზალპისგან
აფეთქებული სასაფლაოსთან მდგარი სახლი ერთიანად ცეცხლში გაეხვია. იქაურობა
პანიკამ მოიცვა; იმ აურზაურში მარიამ უცებ იგრძნო, რომ თითქოს დაცვას სთხოვსო,
ფეხზე ვიღაც ეკვროდა და ხშირი, ფაფარივით თმითა და პატარა სხეულით ლეონი
იცნო. მოეხვია, მკერდზე მიიკრა, კოცნიდა და ჩურჩულით ეუბნებოდა: „შვილო, ჩემო
ბიჭუნავ, მეგონა, უკვე ამქვეყნად აღარ იყავი, როგორ გამახარე!“ შორიდან
მოღწეულმა საყვირის გაბმულმა, უსიცოცხლო ხმამ ხალხი არივ-დარია, მაგრამ
მოძღვარი ფეხის აუჩქარებლად განაგრძობდა სვლას ბელუ-მონტის ცენტრისკენ.
მარიამ სცადა, ლეონი დაეცვა ხალხის ტალღისგან და გაერღვია მომლოცველები,
რომლებიც პირველი დაბნეულობის შემდეგ გონს მოსულიყვნენ და ისევ მოძღვარს
შემოხვეოდნენ, მაგრამ ლეონი გამუდმებით რაღაცას ეჯახებოდა და ეცემოდა, ამიტომ
ორ ეკლესიას შორის მოედანზე მათ მხოლოდ მაშინ გააღწიეს, როცა იქაურობა უკვე
ხალხით იყო გაჭედილი. ადამიანები ყვირილით იხმობდნენ დაკარგულ ბავშვებს,
ერთმანეთს გასძახოდნენ, ხმამაღლა სთხოვდნენ ზეცას შველას, მთელ ამ ხმაურს კი
ჟუაუ მოციქულის მგრგვინავი ხმა ფარავდა, რომელიც დაუყოვნებლივ ყველა
ლამპის, ფარნის და სანათის ჩაქრობას ბრძანებდა. წუთის შემდეგ კანუდუსი
სიბნელეში ჩაინთქა და მარია ახლა ლეონის სახესაც კი ვეღარ არჩევდა.
„აი, აღარ მეშინია“, – გაიფიქრა მან. ბელუ-მონტიში ომი უკვე მოსულიყო: სადაცაა
ზარბაზანი დაიგრუხუნებდა და მისგან და ლეონისგან აღარაფერი დარჩებოდა, ისევე,
როგორც იმათგან, ვინც სასაფლაოს გვერდზე მდებარე სახლში ცხოვრობდა, მაგრამ
შიშით მაინც არ ეშინოდა. „შენი წყალობით, მოძღვარო, და შენით, ყოვლადწმინდა
ქალწულო“, – წაიკითხა ლოცვა და ლეონთან ერთად, მიყურადებული, მიწაზე დაწვა.
მაგრამ სროლის ხმა აღარ განმეორებულა. მაშ, რაღად ბნელოდა? ეტყობა, გონებაში
გაჩენილი კითხვა ხმამაღლაც წარმოთქვა, რადგან ლეონის მკაფიო ხმამ უპასუხა: –
რომ ვერ დაგვიმიზნონ, დედაო.
უფალი ქრისტეს ტაძრის ზარებმა რეკვა დაიწყო და სპილენძის ხმამ ანტიქრისტეს
საყვირები გადაფარა: გრიგალივით მოვარდნილი ზარების ხმა მთელი ღამე არ
წყდებოდა, რწმენას ამტკიცებდა, შიშს აცხრობდა, – ზევითაა, სამრეკლოში, – თქვა
მარია კუადრადუმ. ძლიერი, გამამხნევებელი ხმით მოცული ხალხის მასა
თანხმობისა და მადლიერების ნიშნად ახმაურდა. მარია მოძღვრის
შორსმჭვრეტელობაზე დაფიქრდა, რომელმაც შეძლო და უიმედობის წუთს თავის
შვილებს იმედი ჩაუსახა.
აფეთქების ყვითელმა ნათებამ მოედანს შუქი ერთიანად მოჰფინა; ჰაერის ტალღამ
მარია აიტაცა და მიწას დაანარცხა; ქალს თავი აუგუგუნდა. აფეთქების სინათლეზე
მკითხველთა ლიგა
ქალებისა და ბავშვების სახეების გარჩევა მოასწრო – ისინი ცას ისე აჰყურებდნენ,
თითქოს მათ წინაშე ჯოჯოხეთს დაეღოს პირი. თავში გაუელვა, რომ ჭურვით
აფეთქებული სახლი შოროშოელი მეწაღის, ეუფრაზიუსი იყო, კაცის, რომელიც
სასაფლაოსთან მთელ ბუდობა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დასახლდა.
აფეთქებას დუმილი მოჰყვა, სიტყვაც არავის დაუძრავს. ზარები რეკვას
უწინდელივით ხმამაღლა და ხალისით განაგრძობდნენ. მარია გრძნობდა, რომ,
თითქოს მის ბებერ სხეულში შეძრომა და შიგ დამალვა უნდაო, ლეონი კიდევ უფრო
მეტად ეკვროდა.
აქა-იქ რაღაც ჩრდილები გაკრთა, გაისმა გადაძახილები: – მეთულუხჩეები!
მეთულუხჩეები! მარიამ იცნო ძმები ვილანოვები და მიხვდა, საითაც გარბოდნენ.
ორი-სამი დღით ადრე ანტონიუმ მოძღვარს აუხსნა, როცა ბრძოლა დაიწყება,
მეთულუხჩეები დაჭრილებს მოწყალების სახლებში გადაიყვანენ, მერე კი, მკვდრების
ქრისტიანულად დამარხვის საშუალება რომ მიეცეთ, ცარიელ ბოსელში
გადაასვენებენო. სანიტრებად და მესაფლავეებად ქცეული მეთულუხჩეები უკვე
საქმეს შესდგომოდნენ.
მარიამ მათი სულის მოსახსენიებლად ლოცვა წაიკითხა და გაიფიქრა: „ყველაფერი
ისე მიდის, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო“.
შორიახლო ვიღაც ატირდა. ეტყობა, მოედანზე მხოლოდ ქალები და ბავშვები
იყვნენ. კაცები რატომ არ ჩანდნენ? მესრის იქით ჩასაფრდებოდნენ. სანგრებსა და
ორმოებში ჩაწვებოდნენ, ჟუაუ მოციქულის, მაკამბირას, დაღიანის, დიდი ჟუაუს,
პედრაუსა და ლაქლაქას ბრძანების მოლოდინში და უკუნს მიჩერებულნი, საიდანაც,
სადაცაა სიბნელეში ანტიქრისტეს მხედრობა აღმოცენდებოდა, ხელს თავიანთ
კარაბინებს, კაჟიან თოფებს, შუბებს, მაჩეტეებსა და ხელკეტებს უჭერდნენ. ამ
ადამიანების მიმართ, რომლებიც მზად იყვნენ, მხეცის შემოტევა საკუთარ თავზე
აეღოთ და ამ ბრძოლაში დახოცილიყვნენ კიდეც, მარია უსაზღვრო მადლიერებითა
და სიყვარულით განიმსჭვალა და ზარების განუწყვეტელი რეკვით დამშვიდებულმა
და გამხნევებულმა მათთვის ლოცვა დაიწყო.
ასე ილეოდა ღამე. ჭექა-ქუხილი ზარბაზნების გრგვინვას ახშობდა; ჭურვები ქალაქს
დროის თანაბარი შუალედებით ეცემოდა, თითო-ოროლა ქოხს ცეცხლს უჩენდა,
მაგრამ წვიმა ამ ხანძრებს მაშინვე აქრობდა. კვამლი თვალებს წვავდა, ყელს
ფხაჭნიდა; კვლავაც ლეონს მოხვეული მარია კუადრადუ ბურანში წასული
ახველებდა და აფურთხებდა. უეცრად ვიღაც მხარზე შეეხო და შეანჯღრია. ქალმა
თვალები გაახილა და წყვდიადთან მებრძოლ გარიჟრაჟის სუსტ ნათელში თავისი
„მორჩილები“ დაინახა. მის მუხლებზე თავმიდებულ ლეონს ისევ ეძინა, ზარების
რეკვა არ ცხრებოდა. „მორჩილები“ გახარებულები ეხვეოდნენ, უყვებოდნენ, რამდენ
ხანს ეძებდნენ იმ წკვარამ ღამეში, ის კი უღონობისა და დაღლილობისგან მათი
სიტყვების აზრსაც კი ძლივს სწვდებოდა. ლეონი გააღვიძა და აბურდული ფაფრის
ქვემოდან მისი დიდი და ელვარე თვალები შეაცქერდა. ორივე ძლივძლივობით
წამოდგა ფეხზე.
მოედანი შესამჩნევად დაცარიელებულიყო, ალეშანდრინია კორეამ მარიას აუხსნა,
ანტონიუ ვილანოვას ყველასთვის, ვინც ეკლესიამ ვერ დაიტია, სახლებში წასვლა და
დამალვა, სადმე შეძრომა და მიკუნტვა ებრძანებინა – როგორც კი გათენდება,
ზარბაზნები მოედანს ნაცარტუტად აქცევენო. ლეონი და მარია „მორჩილების“
თანხლებით უფალი იესო ქრისტეს ტაძრისკენ გაემართნენ. ისინი კათოლიკური
გვარდიის მეომრებმა გაატარეს. იქ, შიგნით კოჭების, ნივნივებისა და ჯერაც
მოუხსნელი ხარაჩოების ხლართში ბნელოდა. მარიამ უამრავი ქალი და ბავშვი
მკითხველთა ლიგა
შენიშნა, მაგრამ არა მარტო ისინი: გარშემო შეიარაღებული კაცებიც იდგნენ, მათ
შორის კი მხარზე კარაბინმოგდებული და პატრონტაშით მკერდდამშვენებული
დიდი ჟუაუ დარბოდა და ბრძანებებს გასცემდა. მარიას ექაჩებოდნენ, უბიძგებდნენ
და იმ ხარაჩოებით მიჰყავდათ, საიდანაც მეომრები მტრის წინსვლას
აკვირდებოდნენ. ძლიერი ხელები საფეხურებზე ასვლაში ეხმარებოდნენ, ვიღაც
იხმობდა, „დედას“ ეძახდა, ის კი ზევით ადიოდა და თან ლეონი მიჰყავდა, რომელიც
ხანდახან სადღაც იკარგებოდა, ხელიდან უსხლტებოდა. ბოლომდე ასვლაც ვერ
მოასწრო, რომ სადღაც შორიდან ახალი გრუხუნი გაისმა.
როგორც იქნა, მოძღვარი დაინახა. იგი მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა და
გარშემო მჭიდრო წრედ შემოჰკვროდნენ მცველები, რომლებიც ზარებისკენ მიმავალ
კიბეზე არავის უშვებდნენ. მაგრამ მას გზა დაუთმეს. მარია იატაკზე გაწვა და
მოძღვარს შიშველ, – სანდლები სადღაც დაეკარგა, – გამხმარი ტალახით დაფარულ
ტერფებზე აკოცა. როდესაც ისევ ფეხზე ადგა, მიხვდა, რომ ცა სწრაფად ნათდებოდა.
ფანჯარასთან მისულმა მარიამ შორეთს თვალების ხამხამით გახედა და ბორცვიდან
კანუდუსისკენ ჩამოგორებული, რაღაც ნაპერწკლებად მოელვარე ნაცრისფერ-
მოლურჯო-მოწითალო ღრუბელი დაინახა. მოქუფრულ, მდუმარე მნათეებს
აღარაფერი ჰკითხა: გულმა უკარნახა, რომ ეს სწორედ უწმინდურთა მხედრობა იყო.
სადაცაა მოვიდოდნენ და სიძულვილით აღვსილნი მართალთა ხოცვა-ჟლეტას ისევ
დაიწყებდნენ.

„არა, არ მომკლავენ“, – ფიქრობს ჟურემა, ჯარისკაცები, რომლებიც მაჯებზე


ძლიერად და მტკივნეულად უჭერენ, თიხიან მიწაზე მიათრევენ, გზას ეკლებსა და
ტოტებს შორის იკვლევენ. წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა დროდადრო ვერ ეწევა,
ეცემა, მაშინვე ფეხზე დგება და დახეულ ფორმებში ჩაცმულ ამ ადამიანებს
დამნაშავესავით უყურებს: მათ თვალებში, მხურვალე სუნთქვით გაღრეჭილ პირებში
რაღაც ნაცნობს ხედავს – იმდილანდელს, კეიმადასში რომ გადახდა, – რამაც მისი
ცხოვრება ასე მკვეთრად შეცვალა. იმდილანდელი სროლის შემდეგ, სანამ
გააუპატიურებდა, გალილეო გალიც სწორედ ასე უცქერდა. „სანამ ასე მიყურებენ,
სანამ ამას აპირებენ, არ მომკლავენ“, – ფიქრობს საკუთარი სიმშვიდით თავად
გაკვირვებული ჟურემა. აღარც გალი ახსოვს და აღარც რუფინუ: ოღონდ კი გადარჩეს,
ოღონდ კი დაითანხმოს, ოღონდ კი დაიყოლიოს, ჯარისკაცებს თავი შეაცოდოს, სულ
ერთია, რაც უნდათ, ის უყონ, ოღონდ კი არ მოკლან. სრიალა თიხაზე ფეხი ისევ
უცურდება და ჯარისკაცი ამჯერად თავისკენ აღარ ექაჩება: ხელს უშვებს და
თვითონაც მის გვერდით, მუხლებზე ეშვება, მერე კი ზემოდან აწვება. ხელს მეორე
ჯარისკაციც უშვებს, ერთი ნაბიჯით უკან დგება და სანახაობის საყურებლად
ემზადება. პირველი, იმის ნიშნად, რომ დაიყვირებს თუ არა, თავის გახეთქვა არ
ასცდება, კონდახს უღერებს და გაფითრებული ჟურემა მორჩილად ირინდება, სახის
გამომეტყველებით ცდილობს კაცის დამშვიდებას, ის კი უწინდელივით მხეცურად
შესცქერის და ამ მზერას ახლა უკვე დაუფარავი ხარბი ავხორცობაც ერევა. დახრილი
წამწამებიდან ქალი ხედავს, რომ ჯარისკაცი იარაღს გვერდზე აგდებს, შარვალს
ნაჩქარევად იხსნის და ცდილობს, კაბა აუწიოს. ჟურემა ეხმარება, ფეხს შლის, მაგრამ
ჯარისკაცი მოხერხებულად მაინც ვერ უდგება, უხეშად ეჯაჯგურება, ჟურემას თავში
აზრები გამონათებასავით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, უკრთება და ისევ ქრება, მოძალადის
მძიმე სუნთქვასთან ერთად ცხენების თქარათქური, საყვირის ხმა და ზარების რეკვა
ჩაესმის. ჯარისკაცი მანამდე ურტყამს იდაყვს, სანამ ქალი ბოლოს და ბოლოს არ
ხვდება, მისგან რას მოითხოვენ და ფეხს, რომელიც ჯარისკაცს ხელს უშლიდა,
მკითხველთა ლიგა
გვერდზე არ სწევს. კაცი მთელი სხეულით ზედ აწვება და ქალი ბარძაყებით კაცის
გამაგრებულ და სველ ასოს გრძნობს, რომელიც სადაცაა მასში დაინთქმება. სუნთქვა
ეკვრის, ეჩვენება, რომ ამ სიმძიმისგან სადაცაა ნეკნები ჩაუტყდება. მთელ ძალას
იკრებს და ზიზღის გრძნობას იხშობს: წვერგაუპარსავი სახე ლოყაზე ეხახუნება,
ბალახის წვენისგან გამწვანებული ტუჩები კი მის ტუჩებს ეტანება, აიძულებს, პირი
გააღებინოს, რომ მოსარსალე ენა პირში ჩაუყოს. ჟურემა ისე ცდილობს, ჯარისკაცი არ
გააბრაზოს, რომ ბალახისგან მოქსოვილ მოსასხამებში უკნიდან მოპარულ ხალხს ვერ
ამჩნევს, ვერ ხედავს, როგორ ადებს ერთ-ერთი მათგანი ჯარისკაცს ყელზე დანას და
როგორ აგდებს პანღურის ამოკვრით მიწაზე. ჟურემას სუნთქვა უადვილდება,
სულისშემხუთველი სიმძიმე ქრება და თვალებს მხოლოდ ამის შემდეგ ახელს.
მთელი კაატინგა ამ ადამიანებით არის სავსე: ოცნი ან ოცდაათნი არიან, ან შეიძლება
მეტიც. მისკენ იხრებიან, ფეხებზე აწეულ კაბას უსწორებენ, წამოწევასა და
წამოდგომაში ეხმარებიან. ქალს ალერსიანი სიტყვები ესმის და ხედავს, როგორ
ცდილობენ ეს კუშტი ადამიანები, სახეებზე კეთილგანწყობილი გამომეტყველება
აღიბეჭდონ.
ეჩვენება, რომ სადღაც შორიდან დაბრუნდა, ხანგრძლივი ძილიდან გამოფხიზლდა,
– არადა, ჯარისკაცები ხომ სულ რამდენიმე წუთის წინ მიათრევდნენ. გალი, რუფინუ
და ჯუჯაც მაშინვე ახსენდება. ნეტა რა დაემართათ? ქმრისა და შოტლანდიელის
ჩხუბი ახსოვს, ახსოვს, რომ ჯარისკაცებმა ორივეს ესროლეს. მოძალადეს ახლა
დაბალი, ჯმუხი, უკვე არც ისე ახალგაზრდა, მოყვითალო- -ტყვიისფერსახიანი და
თვალიდან ტუჩების კუთხემდე საშინელი იარით დადაღული კაბუკლუ უწყობს
დაკითხვას. „დაღიანია“, – ხვდება ჟურემა და მთელი იმ დღის განმავლობაში შიში
პირველად იპყრობს. ჯარისკაცსაც სახე შიშით მოჰქცევია და ყველა კითხვას
ნაჩქარევად პასუხობს - სიტყვებით, თვალებით, ხელებით შეწყალებას ითხოვს,
მაგრამ სანამ დაღიანი ჟურემას ელაპარაკება, სხვები ჯარისკაცს აშიშვლებენ: დახეულ
ფორმას მოხერხებულად და ფრთხილად აძრობენ, გაცვეთილ შარვალს ხდიან,
ჟურემა კი თითქოს კვლავ სიზმარში იყოს, ვერც სიხარულს გრძნობს და ვერც სევდას,
ხედავს, რომ ამ ლეგენდარული ბოროტმოქმედის ნიშანზე, რომელსაც ათასგვარ
საშინელებას მიაწერენ, მეამბოხეები ჯარისკაცს მუცელში, ზურგში, ყელში დანებს
ისე ურჭობენ, რომ დაყვირებასაც არ აცლიან. ხედავს, რომ მეამბოხეთაგან ერთ-ერთი
მომაკვდავს სწრაფი მოძრაობით ასაჭურისებს, მოჭრილ ასოს პირში სჩრის, მერე
დანის პირს მსხვერპლის სხეულს აწმენდს და ისევ ქამარში ირჭობს, ქალს ჯარისკაცი
არ ეცოდება, მისი გული არც ნიშნის მოგებას გრძნობს, არც ზიზღს და ძლივს ხვდება,
რომ უცხვირო კაბუკლუ მას მიმართავს:
– ბელუ-მონტიში მარტო მიდიხარ თუ მომლოცველებს მიჰყვები? – კაბუკლუ
ყოველ სიტყვას ნელა და გარკვევით წარმოთქვამს, თითქოს ეშინია, რომ ქალი ვერ
გაიგებს, ან სიტყვების აზრს ვერ ჩასწვდება, – შენ თვითონ საიდან ხარ?
ქალს ლაპარაკი უჭირს, გაურკვევლად ბუტბუტებს. ბოლოს უცხო, მისთვისვე
უცნობი ხმითა და ენის ბორძიკით პასუხობს, რომ კეიმადასიდანაა.
– შორს წამოსულხარ, – ამბობს კაბუკლუ და თავიდან ფეხებამდე ცნობისმოყვარე
მზერით ათვალიერებს, - აი, ეს ბიჭებიც იქიდან არიან, გამოდის, რომ იმავე გზით
მოდიოდი.
ჟურემა თავს უქნევს. იცის, რომ მხსნელს მადლობა უნდა გადაუხადოს, რამე
კეთილი სიტყვა უთხრას, მაგრამ დაღიანის შემხედვარეს გადაულახავი შიში
ეუფლება. გარშემო ბალახის მოსასხამებში, იარაღასხმული და მკერდზე

მკითხველთა ლიგა
სალამურებჩამოკიდებული ხალხი დგას და ჟურემას ეჩვენება, რომ ისინი
ნამდვილები არ არიან, ხორცი არ გააჩნიათ და მას რომელიმე ზღაპრიდან თუ
კოშმარული სიზმრიდან მოევლინნენ.
– აქედან ბელუ-მონტიში ვერ მოხვდები, – ეუბნება დაღიანი და სახე ღიმილის
მსგავსი გრიმასით ეღრიჯება, – აქაურობა ჯარისკაცებითაა სავსე. უკან წადი,
ჟერიმუაბუს გზაზე, იქ ჯერ არავინ არის.
– ქმარი... – ჩურჩულებს ჟურემა და ხელს ტყისკენ იშვერს.
სიტყვას ქვითინი აწყვეტინებს. შეწუხებული იმ ადგილას ბრუნდება, საიდანაც
ჯარისკაცებმა წამოათრიეს, დანაღვლიანებულს ყოველი წვრილმანი ახსენდება და
მოულოდნელად მეორე ჯარისკაცს ხედავს – იმას, რომელიც ხარბად უყურებდა და
თავის რიგს ელოდა: ახლა მისი გაშიშვლებული და დასისხლიანებული გვამი ხეზე
კიდია, გვერდითა ტოტზე კი მისი ფორმა ირხევა. ჟურემამ იცის, საით უნდა წავიდეს
– ჩხუბის ხმას მიჰყვება და რამდენიმე წუთში ჯარისკაცებით მოფენილ კაატინგაში
რუფინუს და გალს პოულობს. ორივე ისეა ლაფში ამოსვრილი, რომ ცნობა
შეუძლებელია, სადაცაა ორივეს სული ამოხდება, მაგრამ ჩხუბს მაინც განაგრძობენ.
ორი ერთმანეთს გადახლართული ძარღვიანი, ნახევრად შიშველი სხეული მიწაზე
გორავს: მოწინააღმდეგეები იკბინებიან, იფხაჭნებიან და ერთმანეთს თავებსა და
მუხლებს ურტყამენ, მაგრამ მოძრაობები შენელებული აქვთ, რაც ამ ყველაფერს
სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმას კი არა, ბავშვურ თამაშს ამსგავსებს. ჟურემა
ჩერდება. დაღიანი და მისი ხალხი გარშემო წრედ იკვრებიან და ჩხუბს თვალს
ადევნებენ. ძნელად საცნობი, განუყოფელი, ადამიანის სახედაკარგული რუფინუ და
გალი სამკვდრო-საციცოცხლოდ იბრძვიან, მაგრამ ეს შეტაკება სადაცაა
დამთავრდება: ორივეს ძალა ელევა; ვერც ერთი ვერ ამჩნევს, რომ რამდენიმე ათეული
ადამიანი უყურებს. ტანსაცმელი შემოჰფლეთიათ, სისხლისგან იცლებიან, ძლივს
სუნთქავენ.
– მაშ, შენ ჟურემა ხარ, კეიმადასელი მეგზურის ცოლი?! – ხალისიანად ამბობს
დაღიანი, – ესე იგი, მაინც გიპოვა! შენცა და ეს უბადრუკიც, კალუმბიში ბარონთან
რომ ცხოვრობდა.
– ეს ხომ ის საცოდავია, ღამით ორმოში რომ ეგდო, – ამბობს მეამბოხეთაგან ერთ-
ერთი, – მაგას ჯარისკაცების ეშინოდა.
ჟურემა გრძნობს, რომ პატარა ფუნთუშა თითები ხელზე უჭერს. ჯუჯა, თითქოს
მოულოდნელად უსაფრთხოება იგრძნოო, ჟურემას გახარებული შესცქერის. ისიც
ერთიანად ტალახშია ამოსვრილი და ჟურემას კაბას უტალახიანებს.
– გააჩერე, დაღიანო, გეხვეწები! – ყვირის ქალი, – გადამირჩინე ქმარი,
გადამირჩინე...
– ორიდან რომელი? – დამცინავად ეკითხება დაღიანი, – თუ ორივეს ერთად
გადარჩენა გინდა?
ჟურემას უცხვირო კაბუკლუს ხუმრობით გამხიარულებული მეამბოხეების
ხარხარი ესმის.
– ეს კაცების საქმეა, ჟურემა, – ამჯერად უკვე სერიოზულად განაგრძობს დაღიანი, –
შენ გადაჰკიდე ისინი ერთმანეთს, ამიტომ ახლა ნუღარ ერევი, კაცები არიან –
თავიანთ საქმეს თვითონ გაარკვევენ. თუ რუფინუ გაიმარჯვებს, მერე შენ მოგკლავს;
მაგრამ თუ დამარცხდება და მოკვდება, მის სიკვდილში დამნაშავე შენ იქნები და
მოგიწევს მამის წინაშე ამაზე პასუხი აგო. ბელუ-მონტიში რომ მოხვალ, მოძღვარი
გეტყვის, დანაშაული როგორ გამოისყიდო. წადი, ნუღარ აყოვნებ, მალე ბრძოლა
დაიწყება. კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი!
მკითხველთა ლიგა
მთელი კაატინგა უცებ მოძრაობას იწყებს და მეამბოხეები თვალის დახამხამებაში
მეჩხერ ტყეში ქრებიან, ჯუჯა მოჩხუბრებს თვალს არ აშორებს და ქალს ხელს ხელზე
კიდევ უფრო ძლიერად უჭერს. ჟურემა გალის ბეჭის ქვემოთ ამოშვერილ დანის ტარს
ხედავს. განუწყვეტლივ ზარების რეკვა, სალამურების ხმა ჩაესმის. გალი ყრუდ
ღმუის, რუფინუსგან რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე გორდება და ჟურემა ხედავს,
როგორ პოულობს ხელის ცეცებით დანის ტარს, კვნესით როგორ იძრობს, ქალი
რუფინუს უყურებს და ისიც ნახევრად პირდაღებული და მიწაზე გაშხლართული
უსიცოცხლო მზერით პასუხობს.
– შენ ხომ სილა ჯერაც არ გაგიწნავს, – ესმის დანამომარჯვებული გალის ხმა.
ჟურემა ხედავს, რომ ამ სიტყვების პასუხად რუფინუ თანხმობის ნიშნად თავს
უქნევს და ფიქრობს: „ერთმანეთის ესმით“. თვითონაც ვერ ხვდება რას ნიშნავს მისი
ეს აზრი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არ შემცდარა. ხედავს, როგორ მიხოხავს
ოთხით რუფინუ გალისკენ. ეყოფა კი ძალა? მიხოხავს, იდაყვებს და მუხლებს
ეყრდნობა, ჭიაყელასავით იკლაკნება, ყოველ მოძრაობაზე ჩაქინდრული თავით მიწას
ეხეთქება. „კაცების საქმეა, – ახსენდება ჟურემას დაღიანის ნათქვამი და ისევ
ფიქრობს, – დამნაშავე მე ვარ“ რუფინუ დანიშნულების ადგილამდე მიდის, გალი
ცდილობს, მას დანა ჩაარტყას, მაგრამ ამასობაში რუფინუ სახეში ურტყამს. თუმცა
მეგზურის დასარტყმელად აწეული ხელი ძალას კარგავს და ხელი შოტლანდიელის
სახეს, თითქოს ეფერებაო, რბილად ეთათუნება. მოწინააღმდეგეს გალიც ურტყამს
სილას, ერთხელ, მეორედ, მერე კი ხელი მეგზურის თავზე უშეშდება. ასე ყრიან
მიწაზე ჩახვეულები და ერთმანეთს თვალს არ აშორებენ. ჟურემას ეჩვენება, რომ
ერთმანეთს მიდებულ მათ სახეებზე ღიმილი ისახება. მეტად აღარც საყვირების ხმა
ისმის, აღარც სალამურებისა – ყველაფერი იარაღის გამუდმებულ კაკანს
გადაუფარავს, ჯუჯა რაღაცას ეუბნება, მაგრამ ჟურემას მისი არ ესმის.
„აი, ხომ გააწანი სილა, რუფინუ, შეურაცხყოფა ჩამოირეცხე, – ფიქრობს ჟურემა, –
მაგრამ ამით რა მოიგე, რუფინუ? რა საჭირო იყო შურისძიება, თუ შენც მოკვდებოდი,
რუფინუ, და ამქვეყნად მარტო დამტოვებდი?“ არ ტირის, ადგილიდან არ იძვრის და
ორ უმოძრაო სხეულს ჩასჩერებია. რუფინუს თავზე შერჩენილი გალის ხელი იმ
ავბედით დღეს ახსენებს, როცა ბედისწერამ შოტლანდიელი კეიმადასში ჩაიყვანა და
რუფინუს სამსახური შესთავაზა. მერე კი მისი ქმრის თავს შეეხო და მისი
საიდუმლოებები გაიგო – ისე წაიკითხა, როგორც ჯადოქარმა პორფირიუმ, რომელსაც
ყავის ფოთლებზე მკითხაობა შეეძლო, როგორც დონა კაზილდამ, რომელიც წყლით
სავსე ჭიქაში ჩახედვით მომავალს წინასწარმეტყველებდა.

– არ მახსოვს, გითხარით, კალუმბიში, პოლკოვნიკ მორეირა სეზარის ამალაში ვინ


გამომეცხადა? – იკითხა ბარონ დი კანიაბრავამ, – სწორედ ის ჟურნალისტი, რომელიც
ჯერ ჩემს გაზეთში მუშაობდა, მერე კი ეპამინონდასთან გაიქცა. გახსოვთ? ის
საფრთხობელა, საყვინთავი ჩაფხუტის სისქე შუშებიანი სათვალე რომ უკეთია,
ხელებს ქარის წისქვილივით იქნევს და ტაკიმასხარასავითაა გამოწყობილი. შენ კი
უნდა გახსოვდეს, ადალბერტუ: პოეტი და ოპიუმის მწეველი.
მაგრამ ბარონს არც ჟოზე ბერნარდუ მურაუ უსმენდა და არც ადალბერტუ დი
გუმუსიუ. ადალბერტუ სასადილო მაგიდაზე, ყავის ცარიელ ფინჯნებს შორის
სანთელთან დახრილიყო და ბარონის მიერ ახლახან ნათარგმნ ფურცლებს
კითხულობდა. მოხუცი მურაუ კი, თითქოს მაგიდის თავში კი არ ზის, შუშაბანდში,
თავის სარწეველაში თვლემსო, წინ და უკან ირწეოდა. მაგრამ ბარონმა იცოდა, რომ
იმაზე ფიქრობდა, რაც მან რამდენიმე წუთის წინ წაუკითხა.
მკითხველთა ლიგა
– ვნახავ, ესტელა როგორ არის, – თქვა ბარონმა და ფეხზე წამოდგა.
სანამ მოუვლელ, ნახევრად ჩაბნელებულ უზარმაზარ სახლში იმ ოთახისკენ
მიემართებოდა, სადაც ვახშმის წინ ესტელა გადაიყვანეს, იმაზე ფიქრობდა,
ავანტიურისტი შოტლანდიელის ანდერძის წაკითხვა მის მეგობრებზე რა
შთაბეჭდილებას მოახდენდა. ფილების იატაკიან დერეფანში მიაბიჯებდა, რომლის
ორივე მხარესაც საძინებლები იყო განლაგებული, ამოტეხილ ფილას ფეხი წამოჰკრა
და გაიფიქრა: „კითხვები სალვადორში კიდევ უფრო მეტი გაუჩნდებათ. და
რამდენჯერაც შევეცდები, ხალხს ავუხსნა, იმ კაცს წასვლის ნება რატომ დავრთე,
ყოველთვის ისეთი შეგრძნება დამეუფლება, თითქოს ვცრუობდე. მაინც რატომ
გავუშვი ის კაცი? სულელური ახირება იყო, დაღლილობა, ამ ყველაფრისადმი ზიზღი
თუ გალის მიმართ გაჩენილი კეთილგანწყობა?“ გონებაში ბეცი ჟურნალისტის სახე
ამოუტივტიედა. – ეტყობა, ყოველგვარი უცნაურისა და განსაკუთრებულის მიმართ
მართლაც სისუსტეს განვიცდიო, ჩაიბუტბუტა თავისთვის.
ზეთის ჭრაქის მოვარდისფრო შუქში სებასტიანას პროფილი ზღურბლიდანვე
დაინახა. მოახლე საწოლის ფეხთით მდგარ ბალიშებიან სავარძელში იჯდა და, თუმცა
კი მხიარული ბუნებით არასდროს გამოირჩეოდა, ახლა სახეზე ისეთი სევდა ეწერა,
რომ ბარონი აფორიაქდა. სებასტიანა ოთახში მისი შესვლისთანავე ფეხზე წამოდგა.
– სძინავს? – ჰკითხა ქალს ბარონმა, თხელი ფარდა გადასწია და ცოლისკენ
დაიხარა. ესტელას თვალები დახუჭული ჰქონდა; სახეზე, რომელიც ბინდბუნდში
კიდევ უფრო გაფითრებული მოუჩანდა, სიმშვიდე ეწერა. სუნთქვასთან ერთად
ზეწარი რბილად ადი-ჩადიოდა.
– სძინავს, მაგრამ ცუდად, – უპასუხა ბარონის გასაცილებლად მასთან ერთად
კარისკენ მიმავალმა სებასტიანამ. ქალი ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა და ბარონმა
მის შავ, ცოცხალ თვალებში შეშფოთება შენიშნა, – ცუდ სიზმარს ხედავს:
ლაპარაკობს, ლაპარაკობს და თან სულ იმაზე.
„ვერ ბედავს სიტყვა „გადაწვა“ და „ხანძარი“ იხმაროს“, – გაიფიქრა ბარონმა და
გული მოეწურა. იქნებ ეს სიტყვები არარსებულად გამოაცხადოს და იმ ყველაფრის
ხსენებაც კი აკრძალოს, რაც ესტელას კალუმბიში დატრიალებულ უბედურებას
გაახსენებდა? მოახლის დასამშვიდებლად მისი ხელი თავისაში მოიქცია, მაგრამ
თითებით ქალის აბრეშუმივით თბილი კანი იგრძნო და ხმა ვერ ამოიღო.
– ქალბატონის აქ დარჩენა არ შეიძლება, – ჩაიჩურჩულა სებასტიანამ, – ქალაქში
უნდა წაიყვანოთ. ექიმმა უნდა ნახოს, იქნებ რამე წამალი მისცეს, რომ მოგონებებმა არ
გატანჯოს. ამდენი ტანჯვით ხომ თავს დაიავადმყოფებს, ვერც დღისით ისვენებს,
ვერც ღამით.
– ჰო, ვიცი, ვიცი, სებასტიანა, – უპასუხა ბარონმა, – მაგრამ სალვადორამდე გზა
ისეთი გრძელი და მძიმეა, რომ მისი ასეთ მდგომარეობაში წაყვანა საშიშია, არც
წაყვანა შეიძლება და აქ დატოვებისაც მეშინია. ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება. წადი,
დაიძინე, შენც ხომ უკვე მერამდენე ღამეა ფეხზე ხარ.
– მე აქ დავრჩები, ქალბატონთან, – გამოწვევასავით გაკრთა რაღაც სებასტიანას
ხმაში.
ბარონმა ქალს თვალი გააყოლა და გაიფიქრა, ასაკის მიუხედავად გასაკვირი
მოხდენილობა და სიკოხტავე აქვს შენარჩუნებულიო, – ისევე, როგორც ესტელას, –
ჩაილაპარაკა თავისთვის. მერე სიამოვნებით აღსავსე უცნაური სევდით ქორწინების
პირველი წლები გაახსენდა, როცა მოახლისა და სენიორას დამაკავშირებელი
ალერსიანი და უდარდელი მეგობრობის შემხედვარეს, ეჭვიანობაც კი ეწყებოდა.
სასადილოსკენ მიმავალი გზად ფანჯარასთან შედგა: ღამის მუქი ცა ღრუბლებს
მკითხველთა ლიგა
დაეფარა, ვარსკვლავები აღარსად ჩანდა. მოღიმარს ისიც გაუკრთა მეხსიერებაში,
ერთხელ ცოლს მოახლის გაშვება როგორ სთხოვა და ამის გამო მთელი
თანაცხოვრების მანძილზე ყველაზე სერიოზულად იჩხუბეს კიდეც. ბარონი
სასადილო ოთახში შევიდა, თვალწინ ჯერაც დროისგან ხელშეუხები, სულის
შემხუთავად ახალგაზრდა ბარონესას სახე ედგა – მძვინვარებით სახეაჭარხლებული,
სებასტიანას რომ იცავდა და იმუქრებოდა, მოახლეს თუ გამიგდებ, მეც თან
გავყვებიო. ეს მოგონება, რომელიც წლების განმავლობაში ვნებით აღაგზნებდა,
ბარონს ახლაც სისხლს უმღვრევდა. ერთი სული ჰქონდა, აქვითინებულიყო.
სასადილო ოთახში მისი მეგობრები ისხდნენ და გალის ანდერძზე კამათობდნენ.
– ტრაბახა, ბაქია, მატყუარა, ყალთაბანდი, უმაღლესი რანგის თაღლითი, – ამბობდა
პოლკოვნიკი მურაუ, – ასეთ თავგადასავლებს ვერც ერთ რომანში ვერ წაიკითხავ – ეს
ყველაფერი ტყუილია. მხოლოდ ერთის მჯერა: ეპამინონდასმა ნამდვილად
დაიქირავა, რომ კანუდუსში იარაღი ჩაეტანა. ჩვეულებრივი კონტრაბანდისტია,
მთელი ეს ანარქისტული აბდაუბდა კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის
გასამართლებლად გამოგონილი მონაჭორი.
– რა გამართლება ეგ არის! – ლამის შეხტა ადალბერტუ დი გუმუსიუ, – ეს ხომ
დამამძიმებელი გარემოებები უფროა.
ბარონი მათ გვერდით მიუჯდა და თავს ძალა დაატანა, რომ მეგობრების
საუბრისთვის მოესმინა.
– კერძო საკუთრების, რელიგიის, ქორწინების, მორალის სასწრაფო და სრული
განადგურებისთვის ბრძოლა – ეს, რა, საფარველია?! – განაგრძობდა ამასობაში
გუმუსიუ, - იმაზე საშიში დანაშაულია, ვიდრე იატაკქვეშეთიდან
იარაღით ვაჭრობა.
„ქორწინება, მორალი...“ – თავისთვის გაიფიქრა ბარონმა და იმაზე დაფიქრდა,
აიტანდა თუ არა გუმუსიუ, მის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, ესტელას და
სებასტიანას მეგობრობას. ცოლზე ფიქრმა ისევ გული მოუწურა. გადაწყვიტა: მეორე
დილითვე უნდა გამგზავრებულიყვნენ. პორტვეინი დაისხა და დიდი ყლუპი მოსვა.
– მე მაინც მგონია, რომ არ იტყუებოდა, – არ ცხრებოდა გუმუსიუ, – მთელ ამ
გაქცევებზე, მკვლელობებზე, თავდასხმებზე, საკუთარ თავშეკავებაზე ისე უბრალოდ
ლაპარაკობს, რომ შეუძლებელია ტყუილი იყოს. დამეთანხმეთ, ასეთი რამეები
ყოველდღე არ ხდება, ეს ყველაფერი განსაკუთრებული შემთხვევებია. ამიტომ
ვფიქრობ, მართლაც გადაიტანა და ოჯახისა და საზოგადოების დამამხობელი მთელი
იმ სისულელეებისაც მართლა სჯერა.
– რა თქმა უნდა, სჯერა, – ჩაერია ბარონი და მომწკლარტო-ტკბილი პორტვეინი
კვლავ სიამოვნებით დააგემოვნა, – კალუმბიში მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა.
მოხუცმა მურაუმ სირჩები ისევ შეავსო. სადილის დროს არ დაულევიათ, მაგრამ
ყავა რომ მიართვეს, პორტვეინი მაშინ გამოიღო – ახლა ის უკვე თითქმის ცარიელი
იყო. „ხომ არ დავთვრე? – გაიფიქრა ბარონმა, – მეტი რაღა დამრჩენია, თორემ ისევ
იმაზე ვიფიქრებ, რაც ესტელას დაემართა”.
– ეს კაცი ოცნებას და რეალობას ერთმანეთში ურევს, მათ შორის ზღვარს ვერ
პოულობს, – თქვა მან უკვე ხმამაღლა, – ამიტომ სარწმუნოა, რომ ამაზე სრული
გულწრფელობით ლაპარაკობს და რასაც ამბობს, მთელი გულითაც სჯერა. მაგრამ
მთავარი სხვა რამეა. იყურება და ვერ ხედავს, რომ თვალებზე ლიბრი აქვს
გადაკრული – იდეებისა და მრწამსების თვალსაფარი. გაიხსენეთ, კანუდუსზე,
ჟაგუნსუებზე რა უწერია. ჰოდა, სხვა ყველაფრის შესახებაც იგივე შეიძლება ითქვას.
მას მართლაც მიაჩნია, რომ ბარსელონელი სუტენიორების დანების ტრიალი, ან
მკითხველთა ლიგა
მარსელის პოლიციის მიერ კონტრაბანდისტების ალყაში მოქცევა ჩაგრულთა და
მჩაგვრელთა შორის ბრძოლაა, ტანჯული კაცობრიობის გასათავისუფლებლად
დიადი ომის ერთ-ერთი ეპიზოდია.
– ქალებზე უარის თქმა? – აიტაცა მაშინვე ბერნარდუ მურაუმ, თან თვალები აენთო,
ხმა კი რბილი გაუხდა, - ათი წლის განმავლობაში თავშეკავება როგორ მოგეწონათ?
ძალის დასაზოგად ათი წელი უბიწოების დაცვა, მერე კი იმ ძალის ერთიანად
რევოლუციაზე დახარჯვა?!
მურაუმ ეს ბოლო წინადადება ისეთი ტონით წარმოთქვა, რომ ბარონმა გაიფიქრა,
ახლა უხერხული ისტორიების მოყოლას დაიწყებსო.
– მაგრამ ხომ ამბობენ ღვთის სამსახურის გამო პადრეები ქორწინებაზე უარს? –
იკითხა მან, – ჰოდა, გალიც რაღაც ღვთის მსახურის მსგავსია.
– ჩვენი ძვირფასი ჟოზე ბერნარდუ ადამიანებზე საკუთარი თავის მიხედვით
მსჯელობს, – ხუმრობით შენიშნა ბარონისკენ შეტრიალებულმა გუმუსიუმ, – აი,შენ
კი ვერაფრით გაძლებდი ათ წელიწადს უბიწოდ.
– ვერაფრით! – გაეცინა მას, – სისულელე არ არის ჩვენს ისედაც მწირ ცხოვრებაში ამ
სიამოვნებაზე უარის თქმა?
შანდალში ერთ-ერთი სანთელი ახრჩოლდა, ატკაცუნდა და ნაპერწკლებად
გაიფრქვა, ფეხზე წამომდგარმა მურაუმ სანთელი ჩააქრო და მერე სირჩებში
პორტვეინის ნარჩენი ჩამოასხა.
– ამ ათი წლის მანძილზე იმდენ ძალას დაზოგავდა, რომ ვირსაც კი დაამაკებდა, –
თქვა თვალებანთებულმა, ვულგარულად გადაიხარხარა და მეორე ბოთლის
მოსატანად არეული ნაბიჯით წავიდა ჭურჭლის კარადისკენ, დანარჩენი სანთლებიც
ილეოდა, ოთახში ბნელდებოდა, – ჰო, მართლა, საინტერესოა, იმ მეგზურის ცოლი
როგორია, ვისი გულისთვისაც გალმა აღთქმა დაარღვია?
– დიდი ხანია, არ მინახავს, – უპასუხა ბარონმა, – თხელი, სუსტი და გაუბედავი
გოგო იყო.
– თეძოებზე რას იტყვი? – ბლუკუნით წარმოთქვა პოლკოვნიკმა მურაუმ და
აკანკალებული ხელით სირჩა ასწია, – აქაურ ქალებს ეს ადგილი ყველაზე ლამაზი
აქვთ. ყველანი დაბლები და შეუმჩნევლები არიან, ადრე ჭკნებიან. მაგრამ თეძოები
მართლაც საოცარი აქვთ.
ადალბერტუ დი გუმუსიუმ თემა ნაჩქარევად შეცვალა.
– არადა, იაკობინელებთან შეთანხმების მიღწევა კი ნამდვილად გაგვიჭირდება.
ჩვენები არაფრის დიდებით არ დასთანხმდებიან იმათთან თანამშრომლობას, ვინც
ამდენ წელს ასეთი სისასტიკით გვესხმოდა თავს.
– თავისთავად ცხადია, – უპასუხა ბარონმა და მზერით გუმუსიუს მადლობა
გადაუხადა, – ყველაზე რთული კი ეპამინონდასის დარწმუნება იქნება; ალბათ უკვე
გამარჯვებას ზეიმობს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველა მიხვდება, რომ სხვა
გამოსავალი არ არსებობს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია...
საუბარი ფანჯრებქვეშ ფლოქვების თქარუნმა და ჭიხვინმა გააწყვეტინა. კარზე
ბრახუნი გაისმა. ჟოზე ბერნარდუ მურაუ უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. ეს ვინღა
მოვიდაო, ჩაიბუზღუნა, სკამიდან ძლივს წამოდგა და ფეხების ფრატუნით ოთახიდან
გავიდა. ბარონმა სირჩები ისევ შეავსო.
– სვამ? ეს რაღაც ახალია, – შენიშნა გუმუსიუმ, – ნუთუ კალუმბის გამო? არ ღირს...
ამით სიცოცხლე არ დამთავრებულა. მხოლოდ და მხოლოდ ბედის სიმუხთლეა და
სხვა არაფერი.

მკითხველთა ლიგა
– არა, ესტელა მადარდებს, – უპასუხა ბარონმა, – საკუთარ თავს ვერასდროს
ვაპატიებ, მე ვარ დამნაშავე, ადალბერტუ, ვერ მივხვდი, რომ ამდენს ვერ გაუძლებდა.
არ უნდა წამეყვანა თან – შენ და ვიანა მართლები იყავით. უსულგულო ეგოისტივით
მოვიქეცი.
კარზე რაზა გაჟღარუნდა, უცხო ხმები მოისმა.
– გაუვლის, – უპასუხა გუმუსიუმ, – მალე გამოკეთდება. გეყოფა, რა სისულელეებს
ამბობ? არაფერში არა ხარ დამნაშავე.
– გადავწყვიტე, სალვადორში ხვალვე წავიდე, – თქვა ბარონმა, – აქ მისი დატოვება
საშიშია. ექიმი სჭირდება.
სასადილოს კართან ჟოზე ბერნარდუ მურაუ გამოჩნდა. სიმთვრალე წამის
უსწრაფესად გაჰქრობოდა; სახეზე ისეთი უცნაური გამომეტყველება ჰქონდა
აღბეჭდილი, რომ ბარონი და გუმუსიუ მაშინვე ფეხზე წამოხტნენ და მისკენ
გაქანდნენ.
– მორეირა სეზარისგანაა რამე ცნობა? – ხელზე ხელი სტაცა ბარონმა და მურაუს
გონს მოყვანას შეეცადა.
– წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია, – თითქოს მოჩვენება დაენახოსო, ისე
ჩაიბუტბუტა კრიჭაშეკრულმა მოხუცმა მემამულემ.

VII

თენდება. ახლომხედველი ჟურნალისტი ტანსაცმლიდან ტალახს იშორებს და


პირველს, რასაც გრძნობს, ისაა, რომ სხეული გუშინდელზე მეტად სტეხს: კუნთები
ისე სტკივა, თითქოს მთელი ამ უძილო ღამის განმავლობაში კეტებს ურტყამდნენო.
მეორე – ჯარისკაცების გამალებული ფუსფუსი შემწყდარა, გარშემო ღამით
ზარბაზნების, ზარებისა და საყვირების სმენის დამხშობი ხმაური წამითაც არ
გაჩერებულა და ახლა ეს სიჩუმე განსაკუთრებით ცხადად აღიქმება. ჟურნალისტი
ზურგზე ტყავის ჩანთას იკიდებს, იღლიაში პიუპიტრს იჩრის და მიუხედავად
ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ფეხების მწვავე ტკივილისა, პოლკოვნიკის კარვისკენ
ფერდობზე აღმასვლას იწყებს. „რა ნესტია”, – ფიქრობს თავისთვის და ცემინების
დაუოკებელი შეტევის მოლოდინში სხეული ერთიანად ეჭიმება; ეს განცდა ომსაც
ავიწყებს და ამქვეყნად ყველაფერსაც: თვალებიდან ცრემლები სდის, ყურები
უგუბდება, აზრები ერევა, ნესტოები საშინლად ექავება. დროდადრო ფერდობზე
თავქვე სირბილით დაშვებული ჯარისკაცები ეჯახებიან, მათი ზურგჩანთები და
იარაღი ტანზე ეხახუნება. ახლა ბრძანებების გადაძახილიც ცხადად ესმის.
ზევით შტაბის ოფიცრებით გარშემორტყმული პოლკოვნიკი სეზარი კაჭარზე დგას
და მთის ფერდობს დურბინდით გასცქერის. გარშემო რაღაც ენით აუწერელი
ტრიალებს: უკვე შეკაზმული თეთრი ულაყი ყალყზე დგება; ჯარისკაცები და
მებუკეები აქეთ-იქით სწრაფად მოსიარულე ოფიცრებს ერევიან, ერთმანეთს მოკლე-
მოკლე ფრაზებს ესვრიან, მაგრამ ნახევრად დაყრუებულ ჟურნალისტს თითქმის
არაფერი ესმის. „ზარბაზნები რა მდგომარეობაშია, კუნია მატუს?“ – აღწევს მის
სმენამდე პოლკოვნიკის ხმა. მაიორის პასუხს საყვირების კივილი ახშობს.
ჟურნალისტი, როგორც იქნა, თავის ჩანთას და პიუპიტრს მიწაზე ყრის და კანუდუსს
გაჰყურებს.
ღამით ქალაქს სიბნელე ფარავდა, ახლა კი სულ რამდენიმე წუთში ან საათში
სულაც გაქრება და მას ვეღარასოდეს ვერავინ დაინახავსო, ფიქრობს ჟურნალისტი,
მკითხველთა ლიგა
პერანგის კალთით სათვალის ჭუჭყიან შუშებს იწმენდს და მის ფერხთით გადაშლილ
სურათს აკვირდება. კანუდუსი ჩავარდნილ ადგილას მდებარეობს და ამიტომ მთის
ფერდობს უკვე მოფენილი განთიადის სინათლე ქალაქამდე ჯერ ვერ აღწევს,
გამთენიის ბურუსში მთის ძირი, მინდვრები, ქვა-ღორღიანი ადგილები, ქვევით,
დაბლობის გაყოლებაზე ჩამწკრივებული სახლები ერთმანეთს შერწყმია.
სამაგიეროდ, ორ ეკლესიას მზერა მაშინვე გამოარჩევს: ერთს – პატარას, მეორეს – ორი
მაღალი სამრეკლოთი, უზარმაზარს, მათ შორის კი ოთხკუთხა მოედანს.
ჟურნალისტი ყურადღებით აკვირდება სამი მხრიდან მაღალი მთებით, მეოთხიდან
კი წყალუხვი მდინარით შემოსაზღვრული კანუდუსის იდუმალ მოხაზულობას;
სადღაც იქვე ახლოს გასროლილი ზარბაზნების გრუხუნი აიძულებს,
მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტეს და ყურებზე ხელები აიფაროს, მაგრამ
თვალები ფართოდ აქვს გახელილი: ხედავს, როგორ იშლება აფეთქებისგან
რამდენიმე ქოხი ქვების, აგურების, ხისა და თუთიის ნამტვრევებად, კიდევ უფრო
პატარა ნამსხვრევებად ნამცეცდება, იგლიჯება და აქეთ-იქით გაფანტული სულაც
ქრება. ცეცხლი ძლიერდება; მთელ კანუდუსს საფლავის ქვასავით შავი კვამლის
ღრუბელი აწევს, კვამლი მთის ფერდობებზეც ბოლავს, დროდადრო ბოლქვებად
დაფლეთილი ტრიალებს და ასეთ წუთებში სახლებზე ჩანგრეული სახურავებისა და
ჩამოწოლილი კედლების დანახვა შეიძლება -- ეს პირდაპირი მოხვედრის შედეგია.
ბეცი ჟურნალისტი თავს სულელურ აზრზე იჭერს: „კვამლი მწვერვალამდე თუ
ამოაღწევს, ისევ ცემინება ამიტყდება“.
– მეშვიდე რაღას უცდის, ან მეცხრე, ანდა მეთექვსმეტე! – ისე ახლოდან ისმის
პოლკოვნიკის ხმა, რომ ჟურნალისტი ტრიალდება: მართლაც, მორეირა სეზარი და
შტაბის ოფიცრები თითქმის გვერდით უდგანან.
– მეშვიდე დაიძრა, თქვენო ბრწყინვალებავ! – ეუბნება ზურგს უკან მდგარი
კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუ.
– აი, მეთექვსმეტეც, – ამატებს ოფიცერთაგან ერთ-ერთი.
– იმ სანახაობის მოწმე ხართ, რომელიც სახელს მოგიხვეჭთ, – გვერდით ჩავლისას
ჟურნალისტს მხარზე ხელს უტყაპუნებს პოლკოვნიკი. ის კი პასუხის გაცემას ვერ
ასწრებს, რადგან სეზარი ცოტა ქვემოთ ჩადის და კლდის განიერ შვერილზე ჩერდება.
„მეშვიდე, მეცხრე, მეთექვსმეტე“, – გაუცნობიერებლად იმეორებს გონებაში, – ალბათ
ბატალიონებია, რაზმები, ქვედანაყოფები...“ მაგრამ უეცრად ხვდება, რომ კვამლის
გორგალში მოქცეული კანუდუსისკენ იერიშზე გადასული კოლონები სამივე
მხრიდან ეშვებიან, მზის სხივებზე ხიშტები უელავთ. ზარბაზნები ჩუმდება, და ამ
მდუმარებაში ახლომხედველ ჟურნალისტს ზარების რეკვა განსაკუთრებით ცხადად
ესმის. ჯარისკაცები ფერდობზე სროლა-სროლით ცურდებიან, ჩარბიან, ხტებიან.
ფერდობი კვამლის სულ უფრო და უფრო სქელ ფენაში ეხვევა. ჟურნალისტი
პოლკოვნიკ მორეირა სეზარის ლურჯ-წითელ კეპს ხედავს, პოლკოვნიკი მოწონების
ნიშნად თავს იქნევს. ჟურნალისტი თავის ჩანთას და პიუპიტრს ავლებს ხელს და
ქვევით ხტება, იქ, სადაც პოლკის მეთაური დგას, არცთუ ღრმა ნაპრალში შედის და
თეთრი ულაყის გვერდით ჩერდება, რომელიც უმცროს ლეიტენანტს აღვირით
უჭირავს. შეტევას თვალს მონუსხულივით ადევნებს და ისეთი შეგრძნება ეუფლება,
თითქოს ეს ყველაფერი სინამდვილე კი არა, ხილვა იყოს.
ქარის წამობერვა დაბლობზე შემობურულ ტყვიისფერ ღრუბლებს ფანტავს:
ღრუბლები სულ უფრო და უფრო მსუბუქი და გამჭვირვალე ხდება და ქალაქის
გარეუბნისკენ მიცურავს – იქით, სადაც გზა ჟერიმუაბუსკენ მიემართება. ბრძოლის
სურათი ახლა უკვე ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანს. იერიშზე მარჯვენა
მკითხველთა ლიგა
მხრიდან გადასული ჯარისკაცები მდინარემდე აღწევენ და წყალში შედიან: წითელი,
ლურჯი, მწვანე ფიგურები ერთნაირად ნაცრისფერ სილუეტებად იქცევიან, ქრებიან,
მერე კი მეორე ნაპირზე ჩნდებიან. მაგრამ იმავე წამს მათ და კანუდუსს შორის
წამომართული მტვრის კედელი აღიმართება და სამფეროვან ფიგურათაგან
ზოგიერთი ძირს მოცელილივით ეცემა...
– სანგრებია, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.
ახლომხედველი ჟურნალისტი კიდევ რამდენიმე ნაბიჯით ქვემოთ ჩადის,
ცდილობს, პოლკოვნიკს არ ჩამორჩეს, რომელსაც დურბინდი ჭოგრიტით შეუცვლია.
წუთის წინ მზე ამოვიდა და წითელი დისკო ბრძოლის ველს ანათებს. სიცივისგან
აკანკალებული ჟურნალისტი სურათის უკეთ დასანახად თითქმის
ანგარიშმიუცემლად რაღაც ლოდზე ძვრება. მდინარის ფონს გასული ჯარისკაცების
პირველი მწკრივი მეამბოხეთა მომაკვდინებელ, ლამის მიბჯენით გახსნილ ცეცხლს
აწყდება. თითქმის ჟურნალისტის ფერხთქვეშ მდგარი მოიერიშეთა მეორე კოლონა
საბრძოლო წყობით იშლება, მაგრამ მათ წინაშეც კვამლისა და მტვრის ბუღი ვარდება:
ჟაგუნსუები სამალავებიდან ისვრიან. „მაშ, ესენი არიან კანუდუსის მცველები?“ –
ფიქრობს პლედშემოხვეული, სანგრებიდან ამოყოფილი სომბრეროებიანი თავების
დანახვაზე ჟურნალისტი. კვამლის ბოლქვები მეამბოხეთა უკეთ შეთვალიერების
საშუალებას არ აძლევს: მხოლოდ იმას ხვდება, რომ სანგრებში უკვე ხელჩართული
ბრძოლაა გამართული.
ისევ ეწყება ცემინება და შეტევა ისეთი მტანჯველი და ხანგრძლივია, რომ ლამის
გონებას აკარგვინებს. სახიდან მოგლეჯილი და ჩაბღუჯული სათვალით ხელში,
ორად მოკეცილი და სახეშეჭმუხნილი, შეუჩერებლად აცემინებს, სასოწარკვეთილი
ცდილობს, ჰაერი ჩაისუნთქოს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. ბოლოს, როგორც იქნა,
სწორდება და სულს ითქვამს. ზურგზე ვიღაც ხელს უტყაპუნებს. ჟურნალისტი
სათვალეს ირგებს და პოლკოვნიკს ხედავს.
– გვეგონა, დაგჭრეს, – ამბობს მორეირა სეზარი. ისეთი ტონი აქვს, რომ ჩანს,
მშვენიერ ხასიათზეა.
ჟურნალისტი გარშემო შემოკრებილ ოფიცრებს გაოგნებული უყურებს: აზრი იმის
შესახებ, რომ შეიძლებოდა თვითონაც დაეჭრათ, აოცებს; აქამდე თავშიც არ მოსვლია,
რომ ბრძოლის ველზე იყო და ტყვიას შეიძლებოდა ისიც მოეძებნა.
– არაფერია, არაფერი... – ბუტბუტებს დაბნეული.
– მეცხრე ქალაქში შეიჭრა. ასე, ახლა მეშვიდის ჯერია, – ამბობს პოლკოვნიკი ისე,
რომ ჭოგრიტს თვალიდან არ იშორებს.
ჟურნალისტის საფეთქლებს ბაგაბუგი გაუდის, გული ამოვარდნაზე აქვს. ეჩვენება,
რომ ომი სულ ახლოსაა, ისე ახლოს, რომ მისი ხელით შეხება შეიძლება, კანუდუსის
შემოგარენში სახლები იწვის; ჯარისკაცების მწკრივი გასროლისას კვამლის პატარ-
პატარა ბოლქვებში წინ სირბილით მიიწევს და კრამიტის, თუთიის, ნამჯის
სახურავების ლაბირინთში ქრება, მერე კი იქიდან ცეცხლის ენები იფრქვევა. „ყველას
დახოცავენ, ვინც ზარბაზნების ჭურვებს გადაურჩა“, – ფიქრობს ჟურნალისტი და
წარმოსახვა სურათად უხატავს, რა დაუოკებელი სისასტიკით იძიებენ შურს
მოიერიშეები კაატინგაში ხეებზე დაკიდული მეგობრების გვამების, დაგებული
ყველა ხაფანგისა და მოკლულისთვის, მწყემსის სალამურებისთვის, რომლებიც მათ
მონტი-სანტუდან გამოსვლის შემდეგ მოსვენებას არ აძლევდა.
– მსროლელები სამრეკლოებში გამაგრდნენ, – ესმის პოლკოვნიკის ხმა, – კუნია
მატუსი სად არის, რას ელოდება?! ეკლესიების აღებაა საჭირო!

მკითხველთა ლიგა
ზარების რეკვა არ წყდება და ამ ხმას ვერც თოფების ბათქაბუთქი ახშობს და
ვერცზარბაზნების გრუხუნი. უთავბოლოდ მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში
ჟურნალისტი არჩევს, როგორ კვეთენ ერთმანეთს და გამალებით როგორ მიიწევენ წინ
მოიერიშეების ფერად-ფერადი მწკრივები. „კუნია მატუსიც იმ ჯოჯოხეთშია, –
ფიქრობს იგი, – ისიც წინ გარბის, ეცემა, ისევ ფეხზე დგება, ხოცავს“ ტამარინდუ და
ოლიმპიუ დი კასტრუ სადღა არიან? შტაბის ოფიცრებს თვალს ავლებს: მოხუცი
პოლკოვნიკი მათ შორის არ ჩანს, მაგრამ კაპიტანი მორეირა სეზარის თანმხლებთა
შორის დგას და ჟურნალისტს, თვითონაც ვერ ხვდება რატომ, შვება ეუფლება.
– არიერგარდმა და ბაიის პოლიციის ქვედანაყოფმა მეორე ფლანგიდან დაარტყან! –
გაისმის პოლკოვნიკის ბრძანება.
კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუ, მის კვალდაკვალ კი სამი-ოთხი ოფიცერი ქვევით
ჩარბიან, და მაშინვე საყვირების ხმა გაისმის; სიგნალი იქამდე არ წყდება, სანამ
სადღაც შორიდან სხვა საყვირები ზუსტად ისე არ ეხმიანება. მხოლოდ ახლა ხვდება
ჟურნალისტი, რომ ბრძოლის დროს ბრძანებები ჯარს საყვირების საშუალებით
გადაეცემა: რომ არ დაავიწყდეს, უნდა ჩაიწეროს. მაგრამ იმწამს ოფიცრები ერთხმად
რაღაცას გაჰყვირიან და ისიც ისევ ქვევით იყურება. ეკლესიებს შორის მოედანზე
ორიოდ ოფიცრის მეთაურობით ათი, თორმეტი, თხუთმეტი ჯარისკაცი გარბის –
ჟურნალისტი მათი გაშიშვლებული ხმლების ბზინვარებას ხედავს, ცდილობს, იმ
კაპიტნებიდან ან ლეიტენანტებიდან, რომლებიც ორი მაღალი, თეთრი სამრეკლოთი
დამშვენებული ტაძრისკენ გაჭრას ცდილობენ, რომელიმე მაინც ამოიცნოს –
რამდენჯერ ჰყავს ყველა ნანახი, ახსოვს. აშკარაა, რომ ტაძარზე მიაქვთ იერიში და იმ
მიდამოებში ყველაზე მაღალი, თეთრად ბზინვარე სამრეკლოების ჩამონგრევა
უნდათ, მაგრამ უცებ გასროლის გრუხუნი ისმის და მოიერიშეთა დიდი ნაწილი
მიწაზე ეცემა; გადარჩენილები უკან იხევენ, ტრიალდებიან და კვამლში იკარგებიან.
– იქიდან ჯერ ცეცხლით უნდა გაერეკათ, – ცივად აღნიშნავს მორეირა სეზარი, –
ეგრე ადვილად არ მიუშვებენ ახლოს, მყარად არიან გამაგრებულები...
ეკლესიებიდან ვიღაც ხალხი გამორბის; ისინი დაცემულ ჯარისკაცებთან მირბიან
დაზედ ეხვევიან. „დაჭრილებს ხოცავენ, ასაჭურისებენ, თვალებს სთხრიან, –
ფიქრობს ჟურნალისტი და იმავე წამს პოლკოვნიკის ხმა ესმის: „შეშლილები,
ფანატიკოსები, აშიშვლებენ!“ „აშიშვლებენ“, – პოლკოვნიკის ნათქვამს გულში
იმეორებს და თვალწინ ხეზე ჩამოკიდებული ქერა სერჟანტისა და მისი ჯარისკაცების
გვამები წარმოუდგება. სიცივისგან აკანკალებს. ეკლესიებს შორის ცარიელი ადგილი
კვამლისა და მტვრის სქელ ფენაშია ჩაძირული და ისიც უშედეგოდ ცდილობს,
გაარჩიოს, იქ რა ხდება. ქალაქში შევარდნილი ორი მოიერიშე კოლონა,
რომელთაგანაც ერთი ჟურნალისტისგან მარცხენა მხარეს მიიწევდა წინ, მეორე –
ზუსტად მის გასწვრივ, ქუჩებისა და შუკების კვეთებში ჩაიკარგა, მესამე კი –
ჟურნალისტისგან მარჯვნივ – იერიშს განაგრძობს და ქალაქის სიღრმისკენ მიიწევს, –
ამას ჯარისკაცების წინმსწრები კვამლის ბოლქვებით ხვდება; როგორც ჩანს,
მიხვეულ-მოხვეული შუკებისა და შესახვევ-გამოსახვევების ყოველ ნაბიჯზე
უხდებათ ბრძოლა: სახლების კარებს ლეწავენ, ღობეებს და მესრებს ამტვრევენ,
სახურავებს გლეჯენ. ათას წვრილ-წვრილ შეტაკებად დაშლილი ბრძოლა თავის
დაწყობილ და გონივრულ მიმდინარეობას კარგავს. ახლა იმ პატარა ქოხში იბრძვიან –
პირისპირ, ორი ერთზე, სამი ორის წინააღმდეგ.
მთელი დილა პირში არაფერი ჩასვლია, ყლუპი წყალიც კი არ დაულევია, არც
ღამით უჭამია არაფერი და ახლა მუცელი შიმშილით უყურყურებს. მზე უკვე ზეცის
შუაგულიდან ანათებს. ნუთუ შუადღეა, ნუთუ ბრძოლა ამდენ ხანს გაგრძელდა?
მკითხველთა ლიგა
მორეირა სეზარი და მისი თანმხლები პირები მთის ძირისკენ კიდევ რამდენიმე
ნაბიჯით ეშვებიან, ახლომხედველი ჟურნალისტიც ბორძიკ-ბორძიკით იწყებს
ჩასვლას, ცდილობს, მათ დაეწიოს. ოლიმპიუ დი კასტრუს ხელზე ეპოტინება და
ეკითხება, რა დროა გასული, ბრძოლა რამდენ ხანს გაგრძელდებაო.
– მეწინავეები და ბაიის პოლიცია უკვე იქ არიან, – ამბობს
დურბინდმომარჯვებული პოლკოვნიკი, – ახლა ვეღარსად გაგვექცევიან.
ახლომხედველი ჟურნალისტი ხედავს, რომ მტვერში ჩაძირულ ქოხმახებს
ფორმების ლურჯი, მწვანე, ოქროსფერი ლაქები ახლა მეორე მხრიდან უტევენ:
ჯარისკაცები ქალაქის იმ შორეული ნაწილიდან გადადიან იერიშზე, რომელსაც ჯერ
ცეცხლი და მტვერი არ შეხებია და სისხლით არ მორწყულა. მაგრამ, აი, იქაურობაც
ცეცხლის ალში ეხვევა; ბრძოლა მთელ კანუდუსს ედება.
– წინ ძალიან ნელა მიიწევენ... – წარმოთქვამს პოლკოვნიკი და ჟურნალისტი მის
ხმაში მოუთმენლობასა და მძვინვარებას გრძნობს, – კუნია მატუსის დასახმარებლად
კავალერია გაგზავნეთ.
ოფიცრების გაკვირვებული და უკმაყოფილო გამომეტყველებით ჟურნალისტი
ხვდება, რომ პოლკოვნიკმა მოულოდნელი და სარისკო ბრძანება გასცა.
პოლკოვნიკთან შეკამათებას ვერავინ ბედავს, მაგრამ შტაბის ოფიცრების მზერა
სიტყვებზე მეტის მთქმელია.
– რა ხდება? – მორეირა სეზარი ოფიცრებს სათითაოდ ათვალიერებს და მზერას
კაპიტან ოლიმპიუ დი კასტრუზე აჩერებს, – რას ელოდებით?
– არაფერს, თქვენო ბრწყინვალებავ, – პასუხობს კაპიტანი, – უბრალოდ...
– თქვი! – აცივდება სეზარი, – გიბრძანებ!
– ეს კავალერისტების ესკადრონი ჩვენი ბოლო რეზერვია, თქვენო ბრწყინვალებავ,
– ძალისძალად პასუხობს კაპიტანი.
– აქ რაში გვჭირდება? – პოლკოვნიკი ხელს ქვევით იშვერს, – აი, სად არის ბრძოლა!
კავალერიის დანახვაზე პანიკა დაიწყება. ისღა დაგვრჩება, გაქცეულები დავხოცოთ.
ესკადრონი ახლავე გაგზავნეთ!
– ნება მომეცით, მე წარვუძღვე, – ხმადაბლა წარმოთქვამს კაპიტანი ოლიმპიუ დი
კასტრუ.
– თქვენი ადგილი აქ არის, – მშრალად პასუხობს მორეირა სეზარი.
ისევ საყვირების ხმა ისმის და ქვევით, ფერდობისკენ ოცეულებად დაყოფილი
კავალერისტები ეშვებიან. წინ ჭენებით ოფიცერი მიუძღვით, პოლკოვნიკთან
ჩავლისას გაშიშვლებული ხმლებით ესალმებიან.
– ეკლესიებიდან გამორეკეთ, ქალაქის ჩრდილოეთ კიდისკენ დაახევინეთ, უკან! –
უყვირის პოლკოვნიკი.
ჟურნალისტი მხოლოდ იმის გააზრებასღა ასწრებს, რომ ეს ახალგაზრდა მხედრები
– თეთრები, შავები, გარუჯულები – სადაცაა შეტაკების მორევში გადაეშვებიან და
ისევ ცემინებას იწყებს, თანაც უწინდელზე უფრო ძლიერად. სათვალე უვარდება და
სულშეხუთული გრძნობს, როგორი ხრიალი გააქვს მის მკერდს, როგორ უჭერს
საფეთქლებში და რა აუტანლად უღიტინებს ცხვირში; მაგრამ, მიუხედავად ამისა,
თავზარდაცემული მაინც სათვალეზე ფიქრობს: რომ გატეხილიყო? ხომ შეიძლებოდა,
ქვაზე დაცემით გაბზარულიყო ან ვინმეს ჩექმის ქვეშ შევარდნოდა, და თუ ეს
მოხდებოდა, მისთვის ყველაფერი ბურუსში ჩაიძირებოდა. ოდნავ მოსულიერებული,
მუხლებზე ეშვება და გულდამძიმებული, მიწაზე ხელის ფათურს იწყებს – აი, ისიც!
საბედნიეროდ, არ გატეხილა. ჟურნალისტი შუშებს წმენდს, სათვალეს ირგებს და
ქვევით იხედება. ას მხედარს უკვე მთის ძირისთვის მიუღწევია – ასე სწრაფად ჩასვლა
მკითხველთა ლიგა
როგორ მოახერხეს?! მდინარეზე გადადიან. მაგრამ ეს რა არის? წყალში შესული
ცხენები უცებ გიჟდებიან, ჯიუტდებიან, ყალყზე დგებიან, მხედრები გამალებით
დეზებს სცემენ, მათრახს ურტყამენ, ხმლით ჩხვლეტენ, მაგრამ ვერაფერს აწყობენ.
მდინარე ცხენებს თავზარს სცემს: უკან ბრუნდებიან, რამდენიმე კი ზურგიდან
მხედარსაც აგდებს.
– ეტყობა, მახეები აქვთ დაგებული, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი.
– ახლა ყველას ამოჟუჟავენ, – ბუტბუტებს მეორე.
– ცხენი! – ყვირის მორეირა სეზარი და ჟურნალისტი ხედავს, რომ პოლკოვნიკი
ჭოგრიტს ლეიტენანტს აჩეჩებს და ცხენზე ხტება, – ბიჭებს მაგალითი სჭირდებათ, –
ოლიმპიუ, ჩემ მაგივრად რჩებით! იმის დანახვაზე, როგორ იძრობს ხმალს
პოლკოვნიკი ქარქაშიდან, როგორ ურტყამს თეთრ ულაყს დეზებს და როგორ მიქრის
ქვევით, ჟურნალისტს გული გამალებით უწყებს ცემას. მაგრამ პოლკოვნიკი მათგან
ორმოცდაათი ნაბიჯითაც ვერ ასწრებს დაშორებას, უნაგირზე ტორტმანებს და ცხენს
კისერზე ორივე ხელით ეხვევა. თეთრი ულაყი ადგილზე შეშდება. ჟურნალისტი
ხედავს, რომ პოლკოვნიკი ცხენს ატრიალებს – რატომ, სამეთაურო პუნქტში
დაბრუნება გადაწყვიტა? – ცხენი კი, თითქოს მხედრის ურთიერთსაწინააღმდეგო
ბრძანებებს ემორჩილებაო, ერთ ადგილს ტკეპნის, იქვე ტრიალებს. უკვე ხვდება, რას
ნიშნავს შტაბის ოფიცრებისა და შიკრიკების წამოყვირება, რატომ გარბიან ქვევით და
რატომ იღებენ ნაჩქარევად გზად ბუდეებიდან რევოლვერებს, მორეირა სეზარი
მიწაზე ვარდება, და თითქმის იმავე წუთს ჟურნალისტის თვალისგან მას
პოლკოვნიკამდე მიღწეული ოლიმპიუსა და სხვათა ზურგები ფარავს. პოლკოვნიკი
ხელში აჰყავთ და სირბილით უკან ამოდიან. ჟურნალისტს დახშული ხმები, სროლა
და კიდევ რაღაც ხმაური ესმის.
გახევებული, ერთ ადგილზე დგას, არ იცის, როგორ მოიქცეს. ბილიკზე ადამიანები
ამორბიან, უკან თეთრი ულაყი მოსდევთ, სადავე მიწაზე დასთრევს, ჟურნალისტი
სულ მარტო რჩება, და როგორც კი ამას აცნობიერებს, თავზარდაცემული ზევით,
მთის მწვერვალისკენ არბის. ფეხი უცურავს, ქვევით ვარდება, არ ეპუება და ოთხით
მაინც მიხოხავს. როგორც იქნა, შტაბის კარვამდე აღწევს და მექანიკურად ხვდება,
რომ იქ ჯარისკაცები თითქმის არ არიან, ტილოს ფარდასთან მხოლოდ რამდენიმე
კაცია თავმოყრილი და ერთი- ორი გუშაგი, კარვისკენ შეშინებულ მზერას რომ
აპარებენ: – შეგიძლიათ ექიმ სოუზა ფერეირუს მიეხმაროთ? – მიმართავს ვიღაც,
მაგრამ მთქმელის ხმა არ ეცნობა; ოლიმპიუ დი კასტრუს მხოლოდ მას შემდეგ ცნობს,
რაც ოფიცრის სახეს აკვირდება. იგი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და კაპიტანი
კარვისკენ ისე ძლიერად უბიძგებს, რომ ჟურნალისტი პირდაპირ გვერდით ჩავლილ
ჯარისკაცს ეჯახება. პირველი, რასაც შიგნით ხედავს, ექიმ სოუზა ფერეირუს
საკაცეზე დახრილი ზურგი და პოლკოვნიკის ფეხებია.
– სანიტარი ხართ? – ტრიალდება ჟურნალისტისკენ ექიმი და მის დანახვაზე
ტუჩები უკმაყოფილოდ ებრიცება.
– სანიტარი საიდან მოგიყვანოთ? ხომ გითხარით, არ გვყავს-მეთქი! – ყვირის
კაპიტანი დი კასტრუ და ჟურნალისტს საკაცისკენ ექაჩება, – ყველა ქვევით არის,
ასეულებში. ეს მოგეხმარებათ.
მათი მღელვარება და აფორიაქება ჟურნალისტსაც ედება: მთელი ძალით
დაღრიალება და ფეხების დაბაკუნება უნდება.
– ნამსხვრევები უნდა ამოვუღოთ, თორემ სისხლი მოეწამლება და ვეღარ
გადავარჩენთ, – ლამის ტირილით ამბობს სოუზა ფერეირუ და, თითქოს რაღაც
სასწაულს ელისო, დაბნეული გამომეტყველებით აქეთ-იქით იხედება.
მკითხველთა ლიგა
– შეუძლებელი უნდა შეძლოთ, – ეუბნება უკვე გასასვლელთან მისული კაპიტანი, –
მე უნდა წავიდე, უმეთაუროდ პოლკის დატოვება არ შეიძლება. პოლკოვნიკ
ტამარინდუს შევატყობინებ, რომ... – და გარეთ ისე გადის, სიტყვას არ ასრულებს.
– სახელოები აიწიეთ, ხელები სპირტით გაიწმინდეთ, – უყვირის ჟურნალისტს
ექიმი.
ზანტი და უნიათო ჟურნალისტი ემორჩილება და ბრძანებას შეძლებისდაგვარად
ასრულებს: წუთის შემდეგ უკვე პოლკოვნიკის გვერდით მუხლებზეა დაჩოქილი,
დაჭრილის პირსა და ცხვირზე დაფარებულ დოლბანდზე ეთერს წვეთ-წვეთად ასხამს
და ეს სუნი მაშინვე სალვადორის „პოლიტეამას“ დარბაზში გამართულ კარნავალებს
ახსენებს, – ნუ კანკალებთ, რა დროს სისულელეებია, ცხვირთან, ცხვირთან ახლოს
დააწვეთეთ! – ერთი-ორჯერ ცრის კბილებში სოუზა ფერეირუ. ჟურნალისტი საქმეს
რაც ძალი და ღონე აქვს, მონდომებით აგრძელებს, ცდილობს, სხვაზე არაფერზე
იფიქროს: ფლაკონი უნდა გახსნას, ეთერი დოლბანდს დააწვეთოს, შემდეგ კი ის
დასველებული დოლბანდი პოლკოვნიკს წაწვეტებულ ცხვირსა და ტკივილისა და
დარდისგან მოღრეცილ პირზე დააფაროს, მაგრამ მაინც ეფიქრება, რა ტკივილს უნდა
გრძნობდეს ეს პატარა კაცი, რომლის გაფლაშულ მუცელშიც ექიმს თავი ისე ჩაუყვია,
თითქოს ყნოსავს ან ლოკავსო. დროდადრო, თავისდა უნებურად, ჟურნალისტს
თვალი მაინც ეპარება და სისხლით ერთიანად მოთხვრილ პერანგს, ხელებს, ექიმის
მუნდირს, პლედსა და საკუთარ შარვალს ხედავს. რამდენი სისხლი ყოფილა ამ
პატარა სხეულში, საოცარია! ეთერის სუნისგან თავბრუ ესხმის და გულისრევის
შეგრძნება ეუფლება. „თავს უნდა მოვერიო, – ფიქრობს ჟურნალისტი, – რა უცნაურია,
რომ არც მშია და არც მწყურია!“ – პოლკოვნიკი კვლავ თვალდახუჭული წევს,
მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ინძრევა და ყოველ ჯერზე, როგორც კი ამას ამჩნევს,
სოუზა ფერეირუ განკარგულებას იძლევა: – ეთერი, ეთერი დაამატეთ! – ჟურნალისტი
დამნაშავის ხმით ეუბნება, რომ ბოლო ბოთლიც დაიცალა.
კარავში შემოვარდნილ ადიუტანტებს მდუღარე წყლით სავსე თასები შემოაქვთ და
ექიმი ცალი ხელით შიგ ლანცეტებს, ნემსებს, კეტგუტებსა და მაკრატელს უშვებს.
ჟურნალისტს ესმის, ჩუმად როგორ იგინება ფერეირუ, საკუთარ თავსა და დედასაც კი
როგორ მოიხსენიებს უშვერი სიტყვებით, რომ ამქვეყნად მოავლინა. ჟურნალისტი
დაღლილობისაგან ლამისაა დაეცეს და ამის შემხედვარე ექიმი საყვედურობს: –
გამოფხიზლდით, ახლა სიესტის დრო არ არის! – ჟურნალისტი ბუტბუტით
ცდილობს მობოდიშებას და როცა ჯარისკაცებს მორიგ ჯერზე მდუღარე შემოაქვთ,
დასალევი წყლის მოტანასაც სთხოვს.
ამჩნევს, რომ კარავში ხალხი მატულობს: ვიღაცის ჩრდილს მის ტუჩებთან მათარა
მიაქვს, კაპიტანი ოლიმპიუ დი კასტრუა. ორნი შემოსასვლელთან, გაჭიმული ტილოს
კედელზე მიყუდებულნი დგანან, – პოლკოვნიკი ტამარინდუ და მაიორი კუნია
მატუსი, – მუნდირები ჩამოხევიათ, სახეებზე კი დარდი და გამწარება შეჰყინვიათ, –
ეთერი კიდევ დავასხა?“ – სვამს უაზრო კითხვას ჟურნალისტი, რადგან ისედაც იცის,
რომ ბოთლი ცარიელია. სოუზა ფერეირუ პოლკოვნიკს დოლბანდს ახვევს და პლედს
ახურავს. „უკვე საღამოა“, – ფიქრობს გაოგნებული ჟურნალისტი. კარავში ნელ-ნელა
ბნელდება და ერთ-ერთ ლატანზე ვიღაც ფარანს კიდებს.
– აბა, როგორ არის? – ჩურჩულით კითხულობს პოლკოვნიკი ტამარინდუ.
– მუცელი აქვს დაფლეთილი, – ასევე ჩურჩულით პასუხობს ექიმი, – ძალიან
მეშინია, რომ...

მკითხველთა ლიგა
„როგორ! განა სულ ახლახან განთიადი არ იყო? მერე შუადღე და, აი, უკვე ღამეა. რა
სწრაფად გარბის დრო!“ – ფიქრობს ჟურნალისტი, აკეცილ სახელოებს ისწორებს და
მაჯებზე ღილებს იკრავს.
– თავს ვერ დავდებ, რომ გონს მოვა, – ამატებს სოუზა ფერეირუ.
თითქოს ამ სიტყვების პასუხად პოლკოვნიკი მორეირა სეზარი ინძრევა.
ყველა გარშემო ეხვევა. სახვევი უჭერს? პოლკოვნიკი თვალებს ახამხამებს,
ჟურნალისტი ფიქრობს, ახლა დაჭრილი ალბათ კარავში მყოფი ადამიანების
გადღაბნილ ჩრდილებს ხედავს, ხმებიც ბუნდოვნად ესმის და რაღაცის გააზრებასა
თუ გახსენებას ცდილობსო, სწორედ ისე, როგორც ოპიუმით გაბრუებული, თავად
ფხიზლდებოდა ხოლმე იქ, იმ შორეულ და სულ სხვა ცხოვრებაში. მორეირა სეზარიც
რეალობაში მასავით ნელა, გაუბედავად და რთულად ბრუნდება, თვალებს ახელს და
ტამარინდუს, მის დახეულ მუნდირს, დაფხაჭნილ ყელსა და ნაღვლიან და
მოქუფრულ სახეს გამომცდელად უყურებს.
– კანუდუსი ავიღეთ? – ტუჩების ძლივს შესამჩნევი მოძრაობით, ხრინწიანი ხმით
ეკითხება ტამარინდუს.
ტამარინდუ თავს ხრის და უარყოფის ნიშნად აქნევს. მორეირა სეზარი მაიორის,
კაპიტნის, ექიმის მოღუშულ სახეებს შესცქერის. ჟურნალისტი გრძნობს, რომ
პოლკოვნიკის ბასრი, ქირურგიულ დანასავით გამჭოლი მზერა პირდაპირ მის სულში
აღწევს.
– სამჯერ ვცადეთ, თქვენო ბრწყინვალებავქ, – ჩურჩულებს ტამარინდუ, – ჯარს
თავი არ დაუზოგავს, ქანცგაწყვეტილია.
მორეირა სეზარი ერთიანად ფითრდება, იდაყვზე წამოწევას ცდილობს და მუშტს
გაშმაგებული იქნევს:
– კიდევ ერთი შტურმი, ტამარინდუ! დაუყოვნებლივ! გიბრძანებთ, შეტევაზე
გადახვიდეთ!
– დიდი დანაკარგი გვაქვს, თქვენო ბრწყინვალებავ, – პასუხობს ტამარინდუ და ისე
იშმუშნება, თითქოს მისი ბრალი იყოს, – შეიძლება პოზიციები ვერ შევინარჩუნოთ.
უკან უნდა დავიხიოთ, უსაფრთხო ადგილას გავმაგრდეთ და მაშველ ჯარს
დაველოდოთ...
– თქვენ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგებით, – პოლკოვნიკს სიტყვას
არ ასრულებინებს და ხმას უწევს მორეირა სეზარი, – მეშვიდე პოლკმა ამ
ვიგინდარების წინაშე უნდა დაიხიოს უკან?! კუნია მატუსს იარაღი ჩააბარეთ.
„ასეთი ჭრილობით როგორ მოძრაობს, როგორ ლაპარაკობს და ბრაზობს კიდეც?“ –
ფიქრობს ჟურნალისტი. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ტამარინდუ დანარჩენ
ოფიცრებს თვალებით მხარდაჭერას სთხოვს და კუნია მატუსი პოლკოვნიკის
საკაცისკენ ნაბიჯს დგამს:
– პოლკში დეზერტირობის ბევრი შემთხვევაა, სრულყოფილ საბრძოლო
ერთეულად მისი ჩათვლაც კი საეჭვოა. მეამბოხეებმა ბანაკზე თავდასხმა რომ
მოინდომონ, შეიძლება ვერც მოვიგერიოთ. უკან დახევის ბრძანება გაეცით.
ექიმისა და კაპიტან დი კასტრუს ზურგს უკან მდგარი ჟურნალისტი ხედავს,
როგორ ეცემა მორეირა სეზარი ისევ საკაცეზე და სასოწარკვეთით აღსავსე მისი
ჩურჩული ესმის:
– თქვენც მღალატობთ, მაიორო? არადა, ხომ იცით, ბატონებო, რას ნიშნავს ეს
ექსპედიცია ჩვენი საქმისათვის. მაშასადამე, ღირსება ტყუილად შევილახე?
– ღირსება ჩვენ ყველას შეგველახა, თქვენო ბრწყინვალებავ, – ხმადაბლა პასუხობს
ტამარინდუ.
მკითხველთა ლიგა
– თქვენ იცით, რომ უნამუსო და გამყიდველ პოლიტიკოსებთან გარიგებაზე
წავედი, – განაგრძობს პოლკოვნიკი, – გამოდის, რომ სამშობლო ამაოდ მოვატყუე?
– თქვენო ბრწყინვალებავ, გესმით, ბანაკში რა ხდება? – ამბობს კუნია მატუსი და
მრავალხმიანი ყვირილის, აქეთ-იქით სირბილის, გაოგნებისა და პანიკის მთელი ამ
სიმფონიის გამგონე ბეცი ჟურნალისტი კიდევ უფრო მეტად რომ არ შეშინდეს,
ცდილობს, ამ აურზაურის გამომწვევ მიზეზზე არ იფიქროს, – ჯარში არეულობაა.
გეგმაზომიერად უკან დახევის ორგანიზებას თუ ვერ შევძლებთ, პოლკი მთლიანად
განადგურდება.
აქეთ-იქით მორბენალი ადამიანების ფეხის ხმებსა და ყვირილში ზარების რეკვა
იჭრება, რასაც სალამურების სტვენა უერთდება. მორეირა სეზარი პირს აღებს,
უძლური მძვინვარებით მზერა ერთი ოფიცრიდან მეორეზე გადააქვს, რაღაც
გაუგებარს ბუტბუტებს და ჟურნალისტი უცებ აცნობიერებს, რომ პოლკოვნიკის
ანთებული თვალები პირდაპირ მას მისჩერებია.
– ჰო, ჰო, – ესმის მოულოდნელად, – თქვენ მოგმართავთ. ბატის ფრთა და ქაღალდი!
მინდა, ამ სირცხვილის პატაკი შევადგინო. დაწერეთ! მზად ხართ?
ჟურნალისტს თავისი ჩანთა და პიუპიტრი მხოლოდ იმწამს ახსენდება,
უთავბოლოდ ფაციფუცს იწყებს და აქეთ-იქით აწყდება. აუნაზღაურებელი
დანაკარგის შეგრძნებით – მისთვის ალბათ უფრო იოლი იქნებოდა ხელი ან ფეხი
დაეკარგა, – თითქოს ძვირფასი თილისმა წაართვესო, თილისმა, რომელიც
სიკვდილისგან იცავდა, ახსენდება, რომ ისე წამოვიდა, მიწაზე დაყრილი ჩანთა და
პიუპიტრი არ აუღია, მთის მწვერვალზე დატოვა, მაგრამ კაპიტანი დი კასტრუ,
რომელსაც თვალები ცრემლით აქვს სავსე, დიდხანს სასოწარკვეთის საშუალებას არ
აძლევს და რამდენიმე ფურცელსა და ფანქარს აწვდის, ექიმი ფარანს უმარჯვებს.
– მზად ვარ, – ამბობს ჟურნალისტი და, თავზარდაცემული, გრძნობს, რომ ხელები
უკანკალებს: ასე როგორ უნდა წეროს?
– მე, პოლკოვნიკი მორეირა სეზარი, მეშვიდე პოლკის მეთაური, პირადად
ვაცხადებ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფმა ნაწილმა კანუდუსიდან უკან ჩემი
ნების წინააღმდეგ და ისტორიული პასუხისმგებლობის სრულიად
გაუცნობიერებლად, ჩემი ხელქვეითი ოფიცრების მიერ გაცემული ბრძანების
თანახმად დაიხია, – წამით იდაყვზე იწევა და ისევ საკაცეზე ეცემა, – ჩვენ მომავალი
თაობები განგვსჯიან. იმედი მაქვს, თანამოაზრეები ჩემი ღირსების დაცვას შეძლებენ.
ყველა ჩემი ქმედება ქვეყნის კეთილდღეობისა და რესპუბლიკის დაცვისკენ იყო
მიმართული, რომლის ძალაუფლებაც ბრაზილიის ყველაზე შორეულ საზღვრებამდე
უნდა გავრცელდეს, პროგრესისათვის აუცილებელია, რომ მან ავტორიტეტი
მოიპოვოს.
ჟურნალისტი ყველაფრის ჩაწერას ისეთი მონდომებით ცდილობს, რომ თავიდან
ვერც კი ამჩნევს: ხმა, რომელსაც საყვირების უკან დახევის მაუწყებელი სიგნალები
ახშობს, წყდება. რა კარგია, როცა საქმის გაკეთება ძალგიძს – ნარკოზის მიცემა,
ქაღალდზე ფანქრით ასოების გამოყვანა – და შეგიძლია, იმის გასაგებად, მაინც რატომ
ვერ აიღო მეშვიდე პოლკმა კანუდუსი და რატომ არის ნაბრძანები უკან დახევა,
თავიდან მოუშორებელი ფიქრით არ გაიტანჯო. მაგრამ ჟურნალისტი თავს სწევს და
ხედავს, რომ ექიმი სოუზა ფერეირუ ყურს პოლკოვნიკის მკერდს ადებს, პულსს
უსინჯავს. მერე სწორდება და მრავლისმეტყველად მხოლოდ ხელებს შლის, იმავე
წუთს კარავში ალიაქოთი იწყება: კუნია მატუსისა და ტამარინდუს კამათი
ყვირილამდე მიდის, კაპი- ტანი ოლიმპიუ დი კასტრუ ექიმს ეუბნება, რომ მტრის
გასახარად პოლკოვნიკის ცხედრის აქ დატოვება არ შეიძლება.
მკითხველთა ლიგა
– ახლა, ღამით, სიბნელეში უკან დახევა სრული სიგიჟეა! – ყვირის ტამარინდუ, –
სად უნდა წავიდეთ?! რა გზით?! ამით ჯარისკაცებს დავღუპავთ; გატანჯულები
არიან, დილიდან იბრძვიან! ხვალ...
– ხვალ აქ გვამებიც აღარ დარჩება, – პასუხობს კუნია მატუსი, – ვერ ხედავთ, რომ
პოლკი უკვე აღარ არსებობს, რომ აღარც სამეთაუროა არავინ და აღარც მეთაური?
– რაც გინდათ,ის გიქნიათ, მე კი აქედან განთიადამდე ფეხს არ მოვიცვლი, უკან
დახევა გონივრულად უნდა განვახორციელო, – პოლკოვნიკი ტამარინდუ ოლიმპიუ
დი კასტრუსკენ ტრიალდება, – შეეცადეთ, არტილერიამდე მიაღწიოთ. ის ოთხი
ზარბაზანი მტერს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს. სალომაუ და როშას უბრძანეთ,
გაანადგუროს.
– არის, თქვენო ბრწყინვალებავ!
კაპიტანი და კუნია მატუსი კარვიდან ერთდროულად გადიან და ჟურნალისტი მათ
მექანიკურად უკან მიჰყვება. ოფიცრების საუბარი ესმის და ყურებს არ უჯერებს:
– აქ დარჩენა სრული სიგიჟეა, ოლიმპიუ, ახლავე უნდა წავიდეთ, თორემ დილამდე
ცოცხალი ვერავინ გადავრჩებით.
– შევეცდები, არტილერიამდე გავაღწიო, – აწყვეტინებს კაპიტანი, – ჰო, ალბათ
მართლაც სიგიჟეა, მაგრამ ვალდებული ვარ, პოლკის ახალ მეთაურს დავემორჩილო.
ჟურნალისტი მას სახელოზე ქაჩავს და ჩურჩულით სთხოვს: „ღვთის გულისათვის,
ერთი ყლუპი წყალი მომეცით, წყურვილით ვკვდები“. ხარბად სვამს,
სულმოუთქმელად, კაპიტანი კი ეუბნება:
– მაიორი მართალია. საქმე ცუდადაა. ჩვენთან ნუ დარჩებით. წადით.
სად უნდა წავიდეს – მარტო, სიბნელეში, კაატინგაში? კაპიტანი და კუნია მატუსი
ქრებიან, ჟურნალისტი კი გაქვავებულივით დგას. გარშემო ჩქარი ნაბიჯებით დადიან,
ხალხი გარბის. ჟურნალისტი ერთ ადგილს ტკეპნის, მერე, რადგან ვერ ხვდება, საით
წავიდეს, ისევ შტაბის კარვისკენ გარბის, მაგრამ სიბნელეში ვიღაცას ეჯახება და ისევ
უკან ბრუნდება, – მოიცადეთ, მოიცადეთ, მეც თან წამიყვანეთ! – ყვირის, მაგრამ
მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ეხმიანება, თან ისე, რომ უკანაც არ იხედება: – გაიქეცი,
გაიქეცი, არ გესმის სალამურების ხმა? უკვე ფერდობზე მოხოხავენ! ჟურნალისტი
ჯარისკაცს მისდევს, მაგრამ რაღაცას ფეხს ჰკრავს, ეცემა და წინ მიმავალი თვალს
ეფარება – იმათ უკვე ვეღარ დაეწევა. სიბნელეში შავად გამოკვეთილ ბუჩქს ავლებს
ხელს, მაგრამ ბუჩქი უცებ მოძრაობას იწყებს, – მომხსენით, ღვთის გულისათვის! –
ესმის ვიღაცის ხმა და ცნობს: დაკითხვაზე ნანახი კუმბიელი პადრეს ხმაა, – მაშინაც
ასე კანკალებდა და შიშისგან ხმა უწყდებოდა, – მომხსენით, მომხსენით! სადაცაა
ჭიანჭველები შემჭამენ!
– ახლავე, ახლავე, – იმეორებს ჟურნალისტი და უხარია, რომ უკვე მარტო აღარ
არის, – ახლავე, გხსნით.

– ჟურემა, წამოდი, ბოლოს და ბოლოს – წუწუნებდა ჯუჯა, – ჩქარა წამოდი,


წამოდი, სანამ არ ისვრიან,
ჟურემა გაშეშებულივით იდგა, რუფინუსა და გალის ცხედრებს თვალს არ
აშორებდა, ვერ ამჩნევდა, რომ მზეს კაატინგაში ხის კენწეროები მოეოქროსფრებინა,
წვიმის წვეთები გაეშრო და ჰაერი გაეთბო. ჯუჯა სახელოზე ექაჩებოდა.
– სად წავიდეთ? – დაღლილი ხმით იკითხა ქალმა და გულს შემოწოლილი სიმძიმე
იგრძნო.
– რა ვიცი, სადაც გინდა – კუმბიში, ჟერიმუაბუში, – კვლავ სახელოზე მოქაჩა
ჯუჯამ.
მკითხველთა ლიგა
– იქ როგორ მოვხვდეთ? გგონია, ვიცი? – ჩაიჩურჩულა ქალმა, – ან კუმბი საით არის,
ან ჟერიმუაბუ, ხვდები?
– სულ ერთია! სულ ერთია! გავიქცეთ! არ გესმის? ახლა აქ ჟაგუნსუები მოვლენ,
სროლა და ხოცვა-ჟლეტა დაიწყება, დაგვხოცავენ.
ჟურემა ბალახისგან მოქსოვილ მოსასხამთან მივიდა, რომელიც მხრებზე დაღიანმა
მას შემდეგ მოასხა, რაც მეამბოხეებმა ჯარისკაცებს ბოლო მოუღეს. ჯერაც ნესტიანი
იყო. მოსასხამი დახოცილების ცხედრებს მიაფარა და უცხო თვალისგან რუფინუსა
და გალის დასისხლიანებული სახეების, ყელის, მხრების დაფარვას შეეცადა. მერე
გამოსაფხიზლებლად თავი გააქნია და იქით დაიძრა, საითაც დაღიანი გაუჩინარდა.
მოულოდნელად მარჯვენა ხელზე ჯუჯას პატარა და ფუნჩულა ხელი იგრძნო.
– სად მივდივართ? – ჰკითხა ჯუჯამ, – მერე, ჯარისკაცები?
ჟურემამ მხრები აიჩეჩა – ჯარისკაცები, ჟაგუნსუები, რა მნიშვნელობა ჰქონდა.
ყველაფერი გულისრევამდე მოჰბეზრდა და მხოლოდ ერთადერთი სურვილიღა
ჰქონდა შერჩენილი – იმის დავიწყება, რის ნახვაც მოუწია. მიდიოდა და თან
ფოთლებს წყვეტდა, ბალახის ყლორტებს გლეჯდა, ღეჭავდა, წუწნიდა.
– ისვრიან! – ჩაიჩურჩულა ჯუჯამ, – ისვრიან!
მთელ კაატინგაში ზარბაზნების სროლისა და ტყვიამფრქვევების ჯერის ხმაურიანი
ექო აგუგუნდა, ისეთი შეგრძნება რჩებოდათ, რომ ყოველი მხრიდან ისროდნენ,
მაგრამ გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა: წუხანდელი თავსხმისგან ჩამოყრილი
ფოთლებითა და ტოტებით მოფენილ ნესტიან, ატალახებულ მიწაზე მხოლოდ
გველივით დახლართული მაკამბირის, მანდაკურის და წვეტიანი ეკლებით
დაფარული ბუჩქები მოჩანდა. სანდლები სადღაც დაჰკარგვოდა, დასერილი ფეხები
სტკიოდა, თუმცა თითქმის მთელი ღამე მაინც ფეხშიშველამ იარა, ფერდობი სულ
უფრო და უფრო ციცაბო ხდებოდა. მზე პირდაპირ თვალებში სცემდა,
მოთენთილობასა და დაღლილობას უფანტავდა და სხეულს მხნეობით უვსებდა.
ჯუჯამ ხელი უწინდელზე მაგრად მოუჭირა და ხელისგულში ფრჩხილები ჩაასო – ეს
იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც შენიშნა. ჟურემამ თავი ასწია: მათგან ოთხ ნაბიჯში
ადამიანი იდგა, რომელიც თავად ამ ტყის ნაშობივით გამოიყურებოდა – სახე ხის
მერქნისფერი ჰქონდა, ხელები – დაკოჟრილ ტოტებს, თმა კი მზეზე გამომწვარ,
გახუნებულ ფოთლებს მიუგავდა.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა მან და მოსასხამიდან სახე გამოაჩინა, – დაღიანმა ხომ
გითხრა, ჟერიმუაბუში წადიო!
– გზა არვიცი, – უპასუხა ჟურემამ.
– შ-შ-შ, – მოესმა ამ დროს უცნაური ჩურჩული. თითქოს ენა აიდგესო, მათ გარშემო
ბუჩქები და ხეები აშრიალდნენ. გადახლართულ ტოტებში თავები გამოჩნდა.
– დაიმალე! – გაისმა დაღიანის ხმადაბალი ძახილი და ჟურემა იმავე წამს, ისე რომ,
იმის გაგებაც ვერ მოასწრო, ხმა საიდან მოდიოდა, მიწაზე აღმოჩნდა. მოსასხამიანი
ადამიანი ზედ გადაეფარა, მოსასხამის ქვეშ დამალა და ისევ ჩუო, ჩასჩურჩულა.
ჟურემა მიწას მორჩილად გაეკრა და თვალები მაგრად დახუჭა, ჟაგუნსუ პირდაპირ
მის ყურთან სუნთქავდა. ქალმა გაიფიქრა, სადმე ახლომახლო ჯუჯაც წევს მიწას
მიკრულიო, და მაშინვე ჯარისკაცებიც დაინახა. როდესაც სულ ახლოს მათი
მოლურჯო ფორმები, წითელკანტიანი შარვლები, შავი ჩექმები და ხიშტწამოცმული
იარაღი გაკრთა, ქალს გულმა ბაგაბუგი დაუწყო. ჯარისკაცები ორ-ორად მიდიოდნენ.
გამაყრუებელი ზალპის მოლოდინში ჟურემას სუნთქვა შეეკრა და თვალები ისევ
დახუჭა, მაგრამ არაფერი მომხდარა, ამიტომ ისევ გაახილა და ჯარისკაცების უძილო
ღამეებისგან ჩაწითლებული, შფოთისა და დაძაბულობისგან ჩავარდნილი თვალები,
მკითხველთა ლიგა
გამბედავი, მაგრამ იმავდროულად შეშინებული სახეები დაინახა და მათი
ნალაპარაკევიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვებიც გაიგონა. თითქოს წარმოუდგენელიც
კი იყო, რომ ამდენმა ჯარისკაცმა ჩაუარა გვერდით და, თუმცა კი ჟაგუნსუები
იქვე იწვნენ, მიწაზე, – ხელი რომ გაეწვდინათ, შეეხებოდნენ, ან ნაბიჯი ცოტა
გვერდზე დაედგათ, ფეხს დააბიჯებდნენ, – ვერც ერთმა ვერაფერი შენიშნა.
უცებ თითქოს მთელი კაატინგა აფეთქდა და დენთის კვამლში გაეხვა, რამაც
ჟურემას მაშინვე წმინდა ანტონიუს პატივსაცემად მოწყობილი ზეიმი გაახსენა,
როდესაც კეიმადასში მოხეტიალე ცირკი ჩადიოდა და შუშხუნებს უშვებდა.
მეამბოხეები ჯარისკაცებს სადღაც ზევიდან დააცხრნენ თავს, კვამლსა და სროლის
ბათქაბუთქში მიწიდან ამომძვრალებივით ზედ მათ ცხვირწინ ამოხტნენ. სიმძიმე,
რომელიც ჟურემას მიწას აკრავდა, გაქრა და ვიღაცის ხმამ, გაიქეციო, უბრძანა, ქალი
ბრძანებას დაემორჩილა და თავჩაღუნული, ერთიანად მობუზული, ყოველ წამს იმის
მომლოდინე, რომ ზურგში სადაც იყო ტყვია მოხვდებოდა და ამას ლამის
დანატრებულიც კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. გული ლამის მკერდიდან
ამოვარდნოდა, სახეზე ღვარად ჩამომდინარე ოფლი თვალებს უმღვრევდა.
– მაინც რომელმა გაიმარჯვა, შენმა ქმარმა თუ იმ ჭკუანაკლულმა? – გაიგონა მან და
მოულოდნელად ეშმაკურად მომზირალი უცხვირო კაბუკლუ დაინახა.
– ვერც ერთმა, ორივე დაიღუპა, – უპასუხა მან.
– შენთვის უკეთესი, – ღიმილით უთხრა დაღიანმა, – ბელუ-მონტიში ახალ ქმარს
იპოვი.
მათთან აქოშინებულმა ჯუჯამ მიირბინა. ჟურემას თვალწინ კანუდუსი გამოჩნდა:
სიგრძეზე, სიგანესა და სიღრმეზე გადაჭიმული, აფეთქებებისგან აზანზარებული,
კვამლში გახვეული, ცეცხლმოკიდებული, უღრუბლო, მოწმენდილი ცის ქვეშ
ხელისგულივით გადაშლილი და ეს კრიალა სიცისფრე ქალაქში დატრიალებულ
შეშლილობას ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამდა. ქალს თვალებზე ცრემლი მოადგა
და იგრძნო, რომ ქალაქის და იმ ადამიანთა მიმართაც, რომლებიც მის ვიწრო ქუჩებში
დაუღალავად ერთმანეთს ხოცავდნენ, გული რაღაც სიძულვილით აევსო. ყველა მისი
უბედურება აქ დაიწყო: მათ სახლში გალი კანუდუსისკენ მიმავალი გამოჩნდა; ამ
დაწყევლილი ადგილიდან მოვიდა უბედურება, რომელმაც ომის ქარცეცხლში
ჩაძირულ სამყაროში მარტოდ- მარტო, დახმარებისა და საყრდენის გარეშე დატოვა,
ამქვეყნად ყველაფერი წაართვა. მთელი გულით სასწაული ინატრა: დაე, ყველაფერი
ძველ დროს დაუბრუნდეს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, რუფინუსთან ერთად
ისევ კეიმადასში აღმოჩნდეს.
– ნუ ტირი, გოგო, – უთხრა დაღიანმა, – მკვდრები აღდგებიან. რა, არ გაგიგია?
ხორციელად აღდგებიან.
კაბუკლუს მშვიდი ხმა ჰქონდა და რთული დასაჯერებელი იყო, რომ სულ რაღაც
წუთის წინ გარშემო შეტაკება მძვინვარებდა. ჟურემამ თვალები შეიმშრალა: ვიწრო,
გვირაბის მსგავს ნაპრალში იწვა; მარცხნივ დაბალი საჩეხებივით მწვერვალს
ჩამოფარებული სიპი კაჭრები გადმოკიდებულიყო, მარჯვნივ კი მდინარემდე
გადაჭიმულიყო კაატინგა, რომელიც ალაგ-ალაგ მოწითალოკრამიტიანი
სახურავებით გადახურული, ერთმანეთთან უწესრიგოდ და ახლო-ახლო მდგარი
სახლებით მოფენილი არემარე ქვა-ღორღიანი და მოშიშვლებული ადგილებით
იცვლებოდა. დაღიანმა ქალს ხელში რაღაც ჩაუდო, და მანაც ისე, რომ ზედაც არ
დაუხედავს, ნაყოფი პირთან მიიტანა, ნაწილი მოაკბიჩა და სასიამოვნო სიმჟავე
იგრძნო. ჟაგუნსუები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ბუჩქებში ჩაწვნენ, ძლივს შესამჩნევ

მკითხველთა ლიგა
სამალავებში ჩაყვინთეს. ჟურემამ ფუნჩულა ხელის შეხება ისევ იგრძნო და გულში
დანაშაულისა და სინაზის გრძნობა ჩაეღვარა.
– აქეთ! – დაუძახა დაღიანმა და ტოტები გადასწია. ისინიც მოიკუნტნენ და სოროში
შეძვრნენ, კაბუკლუმ კი კლდეებზე მიუთითა და აუხსნა: – ძაღლები უკვე იქ არიან.
ორმოში მწოლიარე, არბალეტითა და კაპარჭით შეიარაღებული უკბილო კაცი
გვერდით გაიწია და მათ ადგილი გაუთავისუფლა.
– ახლა რა მოხდება? – ჩურჩულით იკითხა ჯუჯამ.
– ჩუმად! – გააჩუმა მაშინვე ჟაგუნსუმ, – დაყრუვდი? ერეტიკოსები პირდაპირ ჩვენს
თავზე არიან.
ჟურემამ ერთმანეთში გადახლართული ტოტები გადასწია, ფრთხილად გაიხედა
და კვამლი და ცეცხლის ენები დაინახა. განუწყვეტლივ ისროდნენ, ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, თითქოს ერთდროულად ყოველი მხრიდან უტევდნენ. ფერადმა ფიგურებმა
მდინარე გადალახეს, ქუჩებში მიიმალნენ და ჟურემამ ისინი თვალთახედვიდან
დაკარგა, – ჩუმად! – ჩაიჩურჩულა ისევ უკბილომ და იმავე წუთს, უკვე მეორედ, იქვე,
ისე ახლოს, რომ კინაღამ შეეხნენ, საიდანღაც ჯარისკაცები გაჩნდნენ. ამჯერად
კავალერისტები: წაბლა, შავრა, ზერდაგი ცხენები კლდოვანი ფერდობით ქვევით
ლავასავით მოექანებოდნენ და ჭენებით მდინარისკენ მიქროდნენ. ჟურემას
ეჩვენებოდა, სადაცაა ციცაბო ფერდობზე დაცურდებიან, ჩაიჩეხებიან და ქვევით
ჩაგორდებიანო, მაგრამ ცხენები რაღაც სასწაულით ქვიან მიწაზე უკანა ფეხებით
იმაგრებდნენ თავს და ხევში არ მიექანებოდნენ. როდესაც გვერდით ერთმანეთის
მონაცვლეობით კავალერისტების სახეები გაკრთა, როცა მზის სხივებში
გაშიშვლებული ხმლები აელვარდა, რომლებითაც ოცეულებს ჭენებით წინ მიმავალი
ოფიცრები უკან მავლებს მიმართულებას უჩვენებდნენ, ჟურემას თვალთ
დაუბნელდა. მეამბოხეები სამალავებიდან გამოძვრნენ, დახვავებული ტოტების
ქვემოდან და კავალერისტებს იარაღი და ისრები დააცალეს. საფარში მათ გვერდით
მწოლარე ის უკბილო ჟაგუნსუც ისევე მოიქცა და ახლა ქვევით, ფერდობისკენ
მიხოხავდა. ისრებმა გაბმულად, გველივით გაისისინეს. ქალმა გარკვევით გაიგონა
დაღიანის ნათქვამი: – ვისაც მაჩეტე აქვს – წინ! ცხენებს მყესები გადაუჭერით! –
მხედრები თვალსაწიერიდან გაქრნენ, მაგრამ ჟურემამ წარმოიდგინა, როგორ
ფართხალებდნენ წყალში, ზარების დაუოკებელ რეკვასა და იარაღის ბათქაბუთქში
როგორ ეწეოდნენ მეამბოხეთა ისრები და ტყვიები, ისინი კი ვერა და ვერ
მიმხვდარიყვნენ, რომელი საიდან მიფრინავდა. ირგვლივ უამრავი ჟაგუნსუ
იყო:ზოგი დაწოლილი ისროდა, ზოგი ფეხზე იდგა და კარაბინის კონდახი სქელ
ტოტზე ჰქონდა მიბჯენილი. უცხვირო კაბუკლუ არ ისროდა. ხელების ქნევით თავის
ხალხს რაღაცას ქვევით, მარჯვნისაკენ ანიშნებდა. უეცრად მუცელზე საშინელი
სიმძიმე იგრძნო. ჯუჯა მთელი ტანით დასწოლოდა და სუნთქვას უკრავდა. იგრძნო,
როგორ კანკალებდა ეს პაწაწინა ადამიანი, ამიტომ ორივე ხელი მხრებში ჩაავლო და
შეანჯღრია: – გაიხედე, გაიხედე, უკვე აღარ არიან, გაგვცდნენ! – მაგრამ გაყო თუ არა
თავი სამალავიდან, კიდევ ერთი მხედარი დაინახა. მისი თეთრი ფაფარაშლილი
ულაყი ციცაბო ფერდობზე ეშვებოდა – ტანდაბალ ოფიცერს ცალ ხელში სადავე
ეჭირა, მეორეში კი ხმალი. ისე ახლოს იყო, რომ ჟურემამ მისი მოღრეცილი სახისა და
ანთებული თვალების დანახვაც კი მოასწრო. გაისმა სროლის ხმა, და მხედარი
უნაგირზე შეტორტმანდა, სახეზე მკვდრისფერი დაედო. ჟურემამ შენიშნა დაღიანი,
რომელსაც იარაღის დაშვება ჯერაც ვერ მოესწრო. თეთრი ულაყი აცეკვდა. ერთ
ადგილზე დატრიალდა, – ასეთ ილეთებს ხანდახან ვაკეროები აკეთებინებდნენ
ხოლმე თავიანთ ცხენებს ბაზრობებზე, – მერე უკან მიტრიალდა, კისერზე
მკითხველთა ლიგა
შემოხვეულ მხედრიანად ისევ მთის მწვერვალისკენ გაქუსლა და გაქრა. ქალმა
დაინახა, როგორ დაუმიზნა დაღიანმა და როგორ ისროლა ისევ, მაგრამ სროლის ხმა
არ გაუგონია.
– გავიქცეთ, გავიქცეთ, პირდაპირ ბრძოლის ველზე მოვხვდით, – აკრუსუნდა
ჯუჯა და ქალს ისევ სახელოს ქაჩვა დაუწყო.
– გაჩუმდი, შე სულელო, მშიშარა! – მრისხანედ შეჰყვირა ჟურემამ და
ენაჩავარდნილმა ჯუჯამ უკან დაიხია, ქალს შეშინებულმა, შესაბრალისად,
დამნაშავის მზერით შეხედა. გარშემო ჭურვები ფეთქდებოდა, თოფები ტკაცუნობდა,
ბუკები ღმუოდა, ზარები გუგუნებდა, და ჟაგუნსუები – ვინ სირბილით და ვინ
ხოხვით – ერთმანეთის მიყოლებით მდინარის ნაპირისკენ, კანუდუსისკენ ბორცვს
ჩაყოლებულ მეჩხერ ბარდებში ქრებოდნენ. თვალით დაღიანს დაუწყო ძებნა, მაგრამ
ისიც გამქრალიყო. ჟურემა და ჯუჯა მარტონი დარჩნენ. რა უნდა ექნათ? აქ
დარჩენილიყვნენ, გაქცეულიყვნენ და ამ ქალაქს მოშორებოდნენ? იქნებ ჟაგუნსუებს
გაჰკიდებოდნენ? მარტო იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ადგილიდან დაძვრა
მოუწევდათ, ქალს მთელ სხეულში ტკივილის შეგრძნებამ დაუარა. ორმოს კედელს
მიეყრდნო, თვალები დახუჭა. იგრძნო, რომ თავბრუ ესხმოდა და წამის უსწრაფესად
ჩაეძინა.
როდესაც ჯუჯა მოუხერხებლად გაინძრა, გაღვიძებულმა ჟურემამ მისი
მობოდიშება გაიგონა, მაგრამ განძრევის თავი არ ჰქონდა. ძვლები კიდევ უფრო
სტკიოდა. დღე ილეოდა – მზე ისე აღარ აცხუნებდა, ჩრდილები წაგრძელებულიყო.
ეს რა გრუხუნია? ხომ არ ესიზმრება? – რა ხდება? – კითხვის დასასმელად გამშრალი,
გასივებული ენა ძლივს მოაბრუნა, – გვიახლოვდებიან, არ გესმის? – ჩასჩურჩულა
ჯუჯამ და ხელი გაიშვირა, – უნდა ვნახო, რა ხდება, – აძრომა დააპირა ჟურემამ.
ჯუჯა შეეცადა, დაეჭირა, მაგრამ ქალმა ხელი გაითავისუფლა, ორმოდან გაძვრა და
დაინახა, რომ ოთხით ჯუჯაც უკან მიჰყვებოდა. ქალი იმ ადგილთან ჩავიდა, სადაც
რამდენიმე საათის წინ დაღიანს გადააწყდა. ჩაცუცქდა და ქალაქისკენ გაიხედა.
ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პირდაპირ მის თვალწინ, გორაკის ფერდობებზე
შავი ჭიანჭველების ურდო ფუთფუთებდა; მტვრის სქელ ფენად წამომართული
კედლის მიუხედავად, ეს ფუთფუთი ცხადად გაარჩია. ეტყობა, ჯარისკაცები
თავისიანების დასახმარებლად მიდიანო, გაიფიქრა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ
ჭიანჭველების მწკრივები ქვემოთ კი არა, ზემოთ მიემართებოდა. ჯარისკაცები
კანუდუსიდან გამორბოდნენ! ეჭვი აღარ იყო: წყლიდან ხტებოდნენ და გორაკის
ფერდობზე მოხოხავდნენ, მეორე ნაპირიდან კი სროლა-სროლით მეამბოხეები
მოსდევდნენ, აქეთ-იქით ცალ-ცალკე გაფანტულ, სახლებიდან გამოვარდნილ და
მდინარისკენ გაქცეულ ფორმიანებს ეწეოდნენ. ჰო, ჯარისკაცები ამჯერად უკან
იხევდნენ, ჟაგუნსუები კი მოსდევდნენ, - ისინი ხომ აქ მოდიან, – ამოიკრუსუნა
ჯუჯამ და ძარღვებში სისხლგაყინული ჟურემა მიხვდა, რომ შორეულ გორაკებზე
მიჩერებულს ის შეტაკება დაავიწყდა, რომელიც პირდაპირ მის ფერხთით, ვაზა-
ბარისის ორივე ნაპირზე, იმ მთის ძირში იყო გამართული, სადაც ის და ჯუჯა
იდგნენ. ეტყობა, სულაც არ დასიზმრებოდა, – გრუხუნი სწორედ იქიდან ისმოდა.
კვამლისგან გადღაბნილ და მტვრის საბურველში გახვეულ სხეულებსა და
სახეებს შორის ცხენები დაინახა და თავზარდაცემისა და დაბნეულობისგან თვალთ
დაუბნელდა: ცხენების ნაწილი უმოძრაოდ ეყარა, ნაწილი კი ჯერ ისევ წვალობდა და
დასახრჩობად ან სისხლისგან დასაცლელად განწირულნი, თითქოს ამღვრეული,
შლამიანი წყლიდან ამოყვანას ითხოვენო, კისრებს ქაჩავდნენ. ფეხმოტეხილი ცხენი
ადგილზე გააფთრებით ტრიალებდა და საკუთარი გავის კბილებით დაჭერას
მკითხველთა ლიგა
ცდილობდა. ჯარისკაცები თავს ზემოთ აწეული შაშხანებით წყლიდან ამოსვლას
ლამობდნენ, მდინარის წყალმარჩხ ადგილას მოაბოტებდნენ. მეორე ნაპირზე კი
კანუდუსის ქუჩებიდან ორ-ორნი, სამ- სამნი, კიდევ სხვები გამორბოდნენ,
კიბორჩხალებივით უკან-უკან იხევდნენ, შეშინებულები ისროდნენ და ყვირილით
წყლისკენ მირბოდნენ – ალბათ იმ ბორცვისთვის უნდოდათ თავის შეფარება, სადაც
ჟურემა და ჯუჯა იყვნენ. როგორც ჩანს, მეამბოხეებიც საიდანღაც ესროდნენ, რადგან
მათგან რამდენიმე ყვირილითა და ღმუილით მიწაზე გაგორდა, მაგრამ დანარჩენები
უკვე ლოდებს ებღაუჭებოდნენ და ზემოთ ამოდიოდნენ.
– ცუდადაა ჩვენი საქმე, ჟურემა! – სასოწარკვეთილი ხმით ამოიკნავლა ჯუჯამ.
„ჰო, – გაიფიქრა ქალმა, – დაგვხოცავენ“. მერე წამოხტა, ჯუჯას ხელი ჩაავლო,
გაიქეციო, დაუყვირა და ფერდობით ზევით, კაატინგის ყველაზე ხშირი ჯაგნარისკენ
გაიქცა. ძალიან მალე მიხვდა, რომ ძალა აღარ ჰყოფნიდა და მარტო დილანდელი
მოძალადე ჯარისკაცის გახსენება ამაგრებდა: დროდადრო სირბილს ანელებდა,
მაგრამ სიარულზე გადასული, მალევე ისევ გარბოდა. ჟურემას ჯუჯა ებრალებოდა:
ასეთი მოკლე ფეხებით სირბილი ალბათ როგორ უჭირს, მაგრამ მაინც არ წუწუნებს
და ხელჩაკიდებული, მტკიცედ მომყვებაო. ბორცვის საპირისპირო ფერდობზე,
ხვიარა მცენარეებით მოფენილ გლუვ და სწორ ადგილს რომ მიაღწიეს, უკვე
ბინდდებოდა. ბრძოლის ხმაური შორიდანღა ისმოდა. ჟურემა მიწაზე გაერთხა,
ხელები მოაფათურა, ბალახი მოგლიჯა და სანამ პირი მომჟავო წვენით არ აევსო,
აუჩქარებლად ღეჭავდა. მერე გადმოაფურთხა და პირში ბალახის კიდევ ერთი მუჭა
ჩაიტენა, – წყურვილი უკვე ისე აღარ ტანჯავდა. ტომარასავით მიწაზე დავარდნილი
ჯუჯაც მას ბაძავდა, – რამდენიმე საათს მოვრბოდით, – თქვა მან ხმადაბლა, მაგრამ
პასუხად არაფერი გაუგონია და ჩათვალა, რომ ჯუჯას ლაპარაკის ძალაც აღარ
ექნებოდა. ქალმა სიბნელეში მისი ხელი მოძებნა და პასუხად თითების მადლიერად
მოჭერა იგრძნო, ისხდნენ, სულს ითქვამდნენ, ბალახს წვენს ადენდნენ და
იფურთხებოდნენ. გატიტვლებულ, მეჩხერ ტოტებში პირველი ვარსკვლავები
აკიაფდა. მათ შემხედვარე ჟურემას რუფინუ და გალი გაახსენდა, ალბათ ურუბუები
უკვე თვალებს ამოჰკორტნიდნენ, გვამებს კი ჭიანჭველები და ხვლიკები
დაესეოდნენო. მათ უკვე ვეღარასოდეს ნახავდა, მათ გვამებსაც კი ვერ იხილავდა,
თუმცა ერთმანეთს ჩახვეულები ალბათ მისგან სულ რამდენიმე მეტრში ეყარნენ.
ქალს სახე ცრემლებმა დაუსველა. მაგრამ უცებ სულ ახლოს რაღაც ხმები შემოესმა:
ჟურემამ ხელი გაიწვდინა და ჯუჯას აკანკალებულ თითებს მოუჭირა – სიბნელეში
ქონდრისკაცს ვიღაცამ ფეხი წამოჰკრა, წაბარბაცდა და მანაც ისე წამოიყვირა, თითქოს
დანა დაუსვესო.
– არ ისროლოთ! არ ისროლოთ! – აყვირდა ვიღაც, – პადრე ჟუაკინი ვარ, კუმბიელი
პადრე! თქვენიანი, არ მომკლათ!
– აქ მარტო ქალი და ჯუჯა ვართ, პადრე, – უპასუხა ჟურემამ ისე, რომ არც კი
განძრეულა, – ჩვენც თქვენიანები ვართ, მშვიდობიანი ხალხი, – ამჯერად ხმას
მისთვის არ უმტყუნია.

იმ ღამით, პირველმა ზალპმა რომ დაიგრგვინა, წამიერი დაბნეულობის შემდეგ


ანტონიუ ვილანოვა მოძღვრისკენ გაქანდა, რომ თავისი სხეულით გადაჰფარებოდა.
ვილანოვასთან ერთად წმინდანისკენ ჟუაუ მოციქული, დიდი ჟუაუ, ნეტარი, ჟუაკინ
მაკამბირა და ონორიუ ვილანოვაც გაიქცნენ: ერთმანეთს ხელჩაკიდებულები
მოძღვარს გარს შემოეხვივნენ და შეეცადნენ, მომდევნო ჭურვის დაცემის ადგილი
ხმით გამოეცნოთ. შემდეგი წმინდა კვიპრიანეს ქუჩაზე აფეთქდა, სადაც ბელუ-
მკითხველთა ლიგა
მონტის ექიმბაშები, ჯარა-ექიმები და შემლოცველები ცხოვრობდნენ. ნეტა ვისი ქოხი
განადგურდა, ვინც ავ თვალს ჟურემას34 და მანიოკის ნახარშებით ხსნიდა, თუ იმათი,
ვისაც ნაღრძობი კიდურის ჩასმა, მოტეხილობის მკურნალობა, ლამის ნაწილებად
დაფლეთილი დაჭრილების ხელახლა აწყობა შეეძლო? – ტაძარში შევიდეთ, – თქვა
მოძღვარმა და თავისი თანამგზავრები თავზარდაცემის შემდეგ გამოაფხიზლა.
ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ, ისე გაეშურნენ კამპუ-გრანდის ეკლესიებისკენ.
გზად ჟუაუ მოციქული ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებდა, ქოხებში სინათლე
ჩაექროთ, რადგან სატანის მეზარბაზნეები სინათლეს უმიზნებდნენ. მისი ბრძანება
აიტაცეს, ერთმანეთს გადასცეს და მაშინვე შეასრულეს: სანამ მოძღვარი ტაძრამდე
მივიდოდა, კამპუ-გრანდიდან პატარ-პატარა, სხვადასხვა მხარეს განტოტვილ და
გადახლართულ – სულიწმიდის, წმინდა აგუსტინეს, წმინდა ჯვრის, პაპებისა და
მარიამ მაგდალელის შუკებში ყველა ჭრაქი უკვე ჩამქრალი იყო. მოწამეთა ქუჩასთან
ანტონიუ ვილანოვამ გაიგონა კათოლიკური გვარდიის მეთაურის მიერ ჟუაუ
მოციქულისთვის ნათქვამი, უშენოდაც გავართმევთ თავს, მოძღვარს საღ-სალამათს
მივიყვანთ, შენ კი ბრძოლა გელოდებაო. მაგრამ ყოფილი კანგასეირუ არსად წასულა.
იმწუთს ჭურვი ისევ გასკდა, აფეთქებამ ქალაქი გაანათა და დანგრეულ-ჩამოქცეული
კედლებისა და კრამიტის, დასახიჩრებული ადამიანებისა და ცხოველების ცაში
ავარდნილი ნაწილების დანახვაზე „რჩეულებმა“ უნებურად ერთმანეთს ხელები
გაუშვეს. ამჯერად მორიგი ჭურვი ან წმინდა ინესის ქუჩაზე ჩამოვარდებოდა, სადაც
გლეხები მიწას ამუშავებდნენ და ხილი მოჰყავდათ, ან ზანგების, მულატებისა და
კაფუზუების საყვარელ მეზობელ კვარტალში, რომელსაც მუკამბუ ერქვა.
უფალი იესოს ტაძრის კართან მოძღვარი თავის თანამგზავრებს დაშორდა და მის
თაღებქვეშ შევიდა. წმინდანის კვალდაკვალ ტაძარს ხალხის ბრბო მიაწყდა.
ბინდბუნდში ანტონიუ ვილანოვამ გაარჩია, რომ მოედანიც ხალხით იყო გაჭედილი
და ეკლესიაში ადგილი ყველას არ ეყოფოდა. უეცრად უცნაური სურვილი დაეუფლა:
მოუნდა, ადამიანების ამ გაუვალ მასას შერეოდა, მათ სხეულებს შორის
ჩაკარგულიყო, გამქრალიყო, „მეშინია?“ – გაიფიქრა გაკვირვებულმა. არა, ეს შიში არ
უნდა ყოფილიყო. რამდენი წელი ეხეტებოდა სერტანებში, საქონელს ეზიდებოდა,
ჯიბეში უამრავი ფულიც სდებია, ბევრი განსაცდელის წინაშეც მდგარა, მაგრამ
არასოდეს შეშინებია. აქ კი, კანუდუსში, მოძღვრის სიტყვებით, ანტონიუმ არსთა
ჭეშმარიტი ღირებულებების შეფასება ისწავლა და სამუდამოდ გათავისუფლდა იმ
შიშისგან, რომლისგანაც წინათ უძილო ღამეებში ზურგზე ცივი ოფლი ასხამდა. შიში
კი არა, ეს სევდა იყო. მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო:
– ანტონიუ! ვერ ხედავ? არ გესმის? ძაღლები უკვე აქ არიან, – გაიგონა ყურთან ჟუაუ
მოციქულის ხმა, – დასახვედრად მზად ხარ? რაღას ელოდები?
– მაპატიე, ჟუაუ, – უპასუხა ანტონიუმ და მოტიტვლებულ თავზე ხელი მოისვა, –
სულ გამოვტვინდი. მოვდივარ, მოვდივარ!
– ხალხი აქედან გაიყვანე, – განაგრძო ჟუაუმ, მხარზე ხელი მოუჭირა და შეანჯღრია,
– თორემ ჭურვები ყველას ნაფლეთებად აქცევს.
– მივდივარ, მივდივარ, დარდი ნუ გაქვს, – გაიმეორა ანტონიუმ, – ახლავე
მივხედავ.
ხალხის მჭიდრო რიგებში გზას მიიკვლევდა ანტონიუ, ძმას ეძახდა და მალე
ონორიუს ხმაც გაიგონა: – აქ ვარ, ძმაო! საქმეს შეუდგნენ; მაგრამ, სანამ ძმები
კანუდუსის მცხოვრებლებს სახლებში ამოთხრილ თავშესაფრებში აბინავებდნენ,
მოედანს ასუფთავებდნენ, მეთულუხჩეებს იხმობდნენ, თავიანთი დუქნიდან
საკაცეები გამოჰქონდათ, ის სევდა თავს არ ანებებდა და სულს ისევ უტანჯავდა.
მკითხველთა ლიგა
მეთულუხჩეები შეგროვდნენ და მას ელოდნენ. ანტონიუმ მათ ხის მერქნისა და
წნელებისგან შეკრული თვითნაკეთი საკაცეები დაურიგა, ნაწილი იქით გაგზავნა,
საიდანაც აფეთქებების ხმა ისმოდა, ნაწილს დაცდა უბრძანა. ძმების ცოლები
მოწყალების სახლებში წავიდნენ, ონორიუს ვაჟები კი – უმბურუნის დაღმართზე,
სანგრებში. თავად ანტონიუ ძველ თავლასთან მივიდა, რომელიც ახლა კანუდუსის
იარაღის საწყობად გადაეკეთებინათ, კლიტე გახსნა, კარი გააღო და მისმა
დამხმარეებმა ასაფეთქებლებითა და ვაზნებით სავსე ყუთების გამოტანა დაიწყეს.
დამხმარეთ უბრძანა, ყუთები მხოლოდ ჟუაუ მოციქულისთვის ან მისი
გამოგზავნილი ხალხისთვის მიეცათ. დენთის დარიგება ანტონიუმ ძმას დაავალა,
თვითონ კი სამ კაცთან ერთად წმინდა ელეგიას მიხვეულ-მოხვეული ქუჩით გაიქცა,
მერე წმინდა პეტრეს შესახვევს გაუყვა და ყრმა იესოს ქუჩაზე მდებარე სამჭედლოს
მიაღწია, სადაც, მისი ბრძანებით, უკვე ერთი კვირა იყო, ნალების, დანების,
ნამგლებისა და ბარების ნაცვლად ლურსმნების, კაუჭებისა და ყოველგვარი
კავეულისგან – ამ საქმეში ყველაფერი გამოდგებოდა, – ტყვიებს ასხამდნენ.
მჭედლები დაბნეულები დახვდნენ: ვერ მიმხვდარიყვნენ, ეხებოდათ თუ არა მათაც
ცეცხლის ჩაქრობის ბრძანება, უნდა მიესხათ თუ არა ქურებისთვის წყალი და
ჭრაქებიც უნდა ჩაექროთ თუ არა. ანტონიუ მჭედლებს სამჭედლოს კედლებსა და
ფანჯრებზე ყველა ღრიჭოსა და ნაპრალის ყრუდ ამოვსებაში დაეხმარა, ქურების ისევ
აგიზგიზება და საქმის გაგრძელება უბრძანა. როდესაც საბრძოლო მასალებით სავსე,
გოგირდის სუნიანი ყუთით ხელში თავისთან ბრუნდებოდა, ცის კამარა ორმა ჭურვმა
გახაზა და გარეუბანში, საჩეხეებთან აფეთქდა. ანტონიუმ წარმოიდგინა, რამდენ
თიკანს წააცლიდა აფეთქებები ფეხებს, რამდენს მუცელს გამოფატრავდა, შეიძლება
მწყემსიც კი ემსხვერპლა. მერე გაიფიქრა, გახელებული საქონელი ალბათ ბაკების
ღობეს გადმოანგრევდა, ეკალ-ბარდებზე დაიკაწრებოდა და ფეხებს დაიმტვრევდაო.
თავისი სევდის მიზეზსაც მხოლოდ ახლაღა მიხვდა: „ყველაფერი განადგურდება,
რაც ასეთი წვალებით მოგვეცა“. ტუჩებზე ნაცრის გემო იგრძნო. „ასე უკვე იყო ასარეში
ჟამიანობის შემდეგ, ჟუაზეირუში გვალვის შემდეგ, კაატინგა დი მოურაში
წყალდიდობის შემდეგ”. მაგრამ ის, ვინც ახლა ბელუ-მონტის ზარბაზნებიდან
ესროდა, შავ ჭირზე, წყალდიდობასა და ყველა უბედურებაზე უარესსა და
დამანგრეველ ძალას წარმოადგენდა, – გმადლობ, უფალო, რომ სატანის არსებობა
ცხადში აღმაქმევინე. გმადლობ, რომ ამით შენი არსებობა დამიმტკიცე, – ლოცვით
წარმოთქვა ვილანოვამ. ამ დროს ზარების ხმამაღალი რეკვაც გაისმა და ამან სულით
გაამხნევა.
იარაღის საწყობთან ჟუაუ მოციქული და მასთან ერთად ოციოდე კაცი დაინახა,
რომლებიც საბრძოლო მასალას ეზიდებოდნენ. სახეები ვერ გაარჩია, სახლის
სახურავებზე ახმაურებულ წვიმაში მხოლოდ მათი მოფუსფუსე ფიგურები ჩანდა.
„შენ რა, ყველაფერი მიგაქვს?“ – ჰკითხა გაკვირვებულმა. განა თავად ჟუაუმ არ გასცა
ბრძანება, რომ მისი საწყობი მთავარ არსენალად და იარაღის გამნაწილებლად
დარჩენილიყო? ჟუაუმ ანტონიუს ერთიანად ტალახში აზელილი კამპუ გრანდი
დაანახვა: – ხედავ საით იკვლევენ გზას? – და ხელი ფაველისა და კამბაიუს
ფერდობებისკენ გაიშვირა, – ორივე მხრიდან დაგვარტყამენ. თუ ჟუაკინ მაკამბირა
ვერ შეაჩერებს, პირველს, რასაც დავკარგავთ, შენი საწყობი იქნება, ამიტომ
გადავწყვიტე, აქედან გავიტანო. – ანტონიუმ თავი დაუქნია, – შენ სად იქნები? –
ყველგან, – უპასუხა კანგასეირუმ და თავისი მებრძოლებისკენ წავიდა, რომელთაც
ყუთები უკვე მხრებზე შემოეწყოთ და მას ელოდებოდნენ.

მკითხველთა ლიგა
– წარმატებას გისურვებ, ჟუაუ, – უთხრა ანტონიუმ, – მე მოწყალების სახლში
წავალ. კატარინას რა გადავცე?
ჟუაუ წამით შეყოყმანდა და აუჩქარებლად უპასუხა:
– თუ მომკლავენ, გადაეცი: კუსტუდიის ამბავი კიდეც რომ მაპატიო, საკუთარ თავს
მე ვერ ვაპატიებ-თქო.
და მორიგი აფეთქების შემდეგ კიდევ უფრო თვალშეუვალად ქცეულ ნესტიან
ბინდბუნდში გაუჩინარდა.
– მიხვდი, რას გულისხმობდა? – ჰკითხა ონორიუმ.
– დიდი ხნის ამბავია, – უპასუხა ანტონიუმ.
სანთლის შუქზე ერთმანეთს შეხმიანებული საყვირებისა დაზარების გადაძახილში,
რომელსაც დროდადროზარბაზნების გრუხუნი უერთდებოდა, ძმებმა დოლბანდების,
წამლებისა და საჭმლის მარაგის განაწილება დაიწყეს. მალე ბიჭმა მოირბინა და
ანტონია სარდელინიას დანაბარები მოიტანა, წმინდა ანას მოწყალების სახლში
ძალიან ბევრი დაჭრილი მოიყვანესო. ანტონიუმ პადრე ჟუაკინის ჩამოტანილ
იოდოფორმის ყუთს, ბისმუთის მალამოსა და კალომელს დაავლო ხელი, ძმას
დაუბარა, დაისვენე, ყველაზე რთული წინ გველოდება – მზის ამოსვლის შემდეგ
დაიწყებაო, და თავად ცოლთან გაიქცა.
წმინდა ანას დაღმართზე მოწყალების სახლში რაღაც ენით აუწერელი ტრიალებდა:
საწყლად კვნესოდნენ პირდაპირ იატაკზე ჭერეხივით დაყრილი დაჭრილები –
ანტონიუს მათზე გადაბიჯება უხდებოდა, ხალხის მჭიდრო მასა ანტონიას,
კატარინასა და სხვა ქალებს შემოხვეოდა; მშვიდობიან დროს ღარიბ-ღატაკებს ხომ
ისინი აჭმევდნენ და ყურადღებას აქცევდნენ: სათითაოდ ყველა თავისკენ ეწეოდა და
მოითხოვდა, პირველად მის ნათესავსა თუ მეგობარს დახმარებოდნენ. ანტონიუმ
სანიტრების დახმარებით ყველა, ვისაც არაფერი სჭირდა, გარეთ გარეკა, კართან
დაცვა დააყენა, თავად კი ჭრილობების დამუშავება და გადახვევა დაიწყო. ჭურვის
ნამსხვრევებს ადამიანებისთვის თითები და ხელის მტევნები წაეცალა; სხეულში
ღრმად შერჭობოდათ; ერთი ქალისთვის ფეხიც მოეგლიჯა. „წარმოუდგენელია, ჯერ
ისევ ცოცხალია...“ – გაიფიქრა ანტონიუმ და ქალს ცხვირთან სპირტით
დასველებული ბამბა მიუტანა; საშინელი ტანჯვა ელოდა. რაც მალე მოკვდებოდა,
მისთვის მით უკეთესი იყო. იმ წუთს, როცა ქალმა ანტონიუს ხელში სული განუტევა,
აფთიაქარი გამოჩნდა. სხვა ლაზარეთიდან მოვიდა, სადაც, მისი თქმით, დაჭრილების
რიცხვი ნაკლები არ იყო და მაშინვე განკარგულება გასცა, ყველა დაღუპული,
რომელთაც ერთი შეხედვით არჩევდა, საქათმეში გაეტანათ. ეს იყო ერთადერთი
ადამიანი კანუდუსში, რომელსაც მედიცინაში რაღაც გაეგებოდა და ამიტომ მისმა
მოსვლამ ყველა გაამხნევა და მეტ-ნაკლებად დაამშვიდა. ანტონიუ ვილანოვამ
კატარინა მოძებნა. იგი ხმადაბლა ამბობდა რაღაცას და კათოლიკური გვარდიის
ლურჯსახვევიან ბიჭს შუბლს სველი ჩვრით უგრილებდა; ახალგაზრდას ღაწვი
ჰქონდა ჩალეწილი და თვალი ამოვარდნილი. ბიჭი ქალს ბავშვივით ეპოტინებოდა
და ისიც, როგორც ბავშვს, უყვავებდა.
– ჟუაუმ მთხოვა, გადმომეცა, რომ... – უთხრა კატარინას ანტონიუმ და კანგასეირუს
სიტყვები გაიმეორა, პასუხად კატარინამ მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
ეს სუსტი, ნაღვლიანი, მდუმარე ქალი ანტონიუსთვის გამოცანად რჩებოდა: კატარინა
ღვთისმოსავი იყო, გულმოდგინე, საკუთარ თავში ღრმად ჩაძირული. ის და ჟუაუ
ყრმა იესოს ქუჩაზე, ორ ფიცრულ სახლს შორის ჩაკვეხებულ ერთი ბეწო ქოხში
ცხოვრობდნენ და ხალხისგან თავი შორს ეჭირათ. ანტონიუს ბევრჯერ უნახავს,
როგორ სეირნობდნენ ხოლმე მუკამბუს უკან, მინდვრებში და რაღაცაზე
მკითხველთა ლიგა
დაუსრულებლად საუბრობდნენ, – ჟუაუს ნახავ? – ჰკითხა ქალმა, – შეიძლება, რა
გადავცე? – უთხარი, ჯოჯოხეთშიც რომ მოუწიოს ტანჯვა, მეც თან ჩავყვები, –
მორცხვად წარმოთქვა კატარინამ.
ღამის დარჩენილი ნაწილი ანტონიუმ ჟერიმუაბუსკენ მიმავალ გზაზე ორი სახლის
ლაზარეთად მოწყობას მოანდომა; ამ სახლების პატრონებს მეზობლებთან წასვლა
მოუხდათ. ანტონიუ საწოლებსა და საკაცეებს ალაგებდა, პლედები, წყალი,
დოლბანდები, წამლები მოჰქონდა და იგრძნო, რომ გულს ისევ სევდა უწურავდა.
რამდენი შრომა გახდა საჭირო, რომ აქაურ მიწას ხალხი ისევ გამოეკვება: რამდენი
სარწყავი არხი გაითხარა, რამდენი სასუქის დაყრა მოითხოვა ამ ქვიანმა ნიადაგმა,
რომ მასზე სიმინდს და ლობიოს, შაქრის ლერწამს და პარკოსნებს, ნესვსა და
საზამთროს ეხარა; რამდენი წვალება და მღელვარება გამოიარეს თხებისა და
საქონლის მოსაშენებლად, რა რთული იყო მათი სხვა ადგილებიდან გადმორეკა,
მათი მწყემსვა, ნამატის გაფრთხილება! რამხელა რწმენა, თავგანწირვა და
შრომისმოყვარეობა გახდა საჭირო, რომ ეს მინდვრები და საქონლის ბაგები ისეთი
გამხდარიყო, როგორიც დღეს იყო! ახლა კი ამ ყველაფერს ზარბაზნები ააოხრებდა,
მერე ჯარისკაცები მოვიდოდნენ და იმათ დახოცავდნენ, ვინც აქ უფლის სიყვარულმა
და მშვიდობიანად ცხოვრების სურვილმა ჩამოიყვანა, მაგრამ, რაკი დამხმარე არავინ
ჰყავდა, საკუთარ თავს თავადვე იცავდა. ანტონიუმ ძალა მოიკრიბა და ეს
აკვიატებული აზრები თავიდან მოიშორა – მათგან ის მძვინვარება ეძალებოდა,
რომლის შესახებაც მოძღვარი აფრთხილებდა. ამ დროს დამხმარემ მიირბინა და
ამცნო, ძაღლები უკვე ხეობისკენ ეშვებიანო.
თენდებოდა; ისმოდა საყვირების გადაძახილი; ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,
თითქოს ურიცხვი ლურჯ-წითელი ფორმისაგან გორაკის ფერდობები ირხეოდა.
ანტონიუმ რევოლვერი ამოიღო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კამპუ გრანდის
ქუჩაზე მდებარე იარაღის საწყობისკენ გაიქცა. ადგილზე მისულმა იმის დანახვა
მოასწრო, რომ მისგან ორმოცდაათ მეტრში ჯარისკაცთა მწკრივები წყლიდან
ხტებოდნენ და სროლა-სროლით იმ სანგრისკენ მირბოდნენ, რომელსაც მოხუცი
ჟუაკინ მაკამბირას ხალხი იცავდა.
ონორიუ და მასთან ერთად ექვსი კაცი უკვე ერთმანეთზე დაწყობილი კასრების,
ფიცრის ტახტების, მუხის სქელი დახლების, ყუთებისა და მიწით სავსე ტომრებისგან
ნაჩქარევად აგებული ბარიკადის უკან იყვნენ ჩამალულნი. მათი დახმარებით
ანტონიუ და მისი ხალხიც შიგ ოთხით შეძვრნენ. უფროსმა ვილანოვამ თავისთვის
ისეთი ადგილი აირჩია, საიდანაც ფართო ხედი იშლებოდა. სროლა ისეთი ხშირი იყო,
რომ გვერდით მდგარი ონორიუს ხმაც კი არ ესმოდა. ბარიკადიდან ფრთხილად
გაიხედა: მდინარიდან კამპუ გრანდიზე, წმინდა ანასა და წმინდა იოსების
დაღმართზე წინ სწრაფად მოიწევდა მოწითალო ღრუბელი. მათი ხმებიც ესმოდა და
იმასაც ხვდებოდა, რომ ეს ღრუბელი გზად ყველაფერს აცამტვერებდა. ანტონიუს
გაახსენდა, რომ მისი ცოლი და ცოლისდა იქ, ქვევით, წმინდა ანას დაღმართზე იყვნენ
და შეიძლება დაჭრილებთან ერთად უკვე იმ მწველ კვამლში იგუდებოდნენ.
საშინელმა გააფთრებამ მოიცვა. დროდადრო კვამლიდან და მტვრიდან ჯარისკაცების
სახეები ტივტივდებოდნენ და შეშლილი გამომეტყველებით იქაურობას ზვერავდნენ.
ლურჯი ხიფთანები და წითელი შარვლები ეცვათ, გრძელ შაშხანებზე ხიშტები
უბზინავდათ. ერთ-ერთმა ბარიკადისკენ ანთებული ჩირაღდანი ისროლა, – ჩააქრე! –
მიაძახა გვერდზე მწოლარე ბიჭს ანტონიუმ და ყველაზე ახლოს მდგარ ჯარისკაცს
მკერდში დაუმიზნა. მტვერში თითქმის ვერაფერს არჩევდა, მაგრამ მაინც გაისროლა

მკითხველთა ლიგა
და იქამდე აჭერდა სასხლეტს თითს, სანამ საცემელმა ფუჭად არ გაიტკაცუნა.
რევოლვერის ხელახლა დატენა დაიწყო და უცებ შენიშნა, რომ პედრინი – ბიჭი,
რომელსაც ჩირაღდნის ჩაქრობა დაავალა, გაფისულ მორზე უმოძრაოდ
გადამხობილიყო და ზურგიდან სისხლი სდიოდა. მაგრამ მისვლა ვერ მოასწრო:
ბარიკადის მარცხენა მხარე ჩამოიშალა, და იქიდან ჯარისკაცები დაიძრნენ, ზედ
ამოსასვლელად ერთმანეთს ხელს აშველებდნენ, – ფრთხილად, ფრთხილად! –
დაიყვირა ანტონიუმ, ისევ ცეცხლი გახსნა და ისროდა, სანამ სავაზნეში ვაზნები
ყოფნიდა. ორნი დაეცნენ და ანტონიუ მათკენ დანით გაქანდა, მაგრამ მის სამ
დამხმარეს ჯარისკაცების დახოცვა უკვე მოესწროთ. თვალებით ონორიუს დაუწყო
ძებნა, დაინახა, რომ ძმა ცოცხალი იყო და გაუღიმა, – გადარჩი? – ჰკითხა ანტონიუმ
და ძმამაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. პედრინთან მიღწევა მხოლოდ ახლა
შეძლო. ბიჭი ჯერ ისევ სუნთქავდა; ზურგში იყო დაჭრილი და ხელისგულები
ძლიერად დასწვოდა. გვერდზე გააჩოჩა და საბნების გროვაზე დააწვინა. ბიჭს სახე
ცრემლებით დასველებოდა. პედრინი ობოლი იყო – ანტონიუმ და მისმა ცოლმა მაშინ
იშვილეს, როცა კანუდუსში ახალი ჩამოსულები იყვნენ. სროლა ისევ განახლდა.
ანტონიუმ ბიჭუნას საბანი უფრო კარგად ამოუკეცა, უთხრა, პედრინ, მალე მოვალ და
მოგარჩენო, და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ბარიკადს ნაჩქარევად ამაგრებდნენ, ონორიუ ჯარისკაცებს ესროდა. ანტონიუმ
რევოლვერი დატენა და ძმას გვერდით ამოუდგა, – ოცდაათნი მაინც იქნებიან, -
უთხრა ონორიუმ. გამაყრუებელი გრუხუნი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ცოლზე
ფიქრობდა, ნეტა რა დაემართაო, რომ ონორიუს ხმა გაიგონა: – როგორ ფიქრობ,
ანტონია და ასუნსაუ ცოცხლები არიან? ანტონიუმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო –
პირდაპირ ბარიკადის წინ ტალახში მწოლარე ჯარისკაცი დაინახა, რომელსაც ცალ
ხელში შაშხანა ეჭირა, მეორეში კი ხმალი, – იარაღი ნამდვილად გამოგვადგებოდა, –
თქვა მან და ბარიკადზე გადახტა, შემდეგ ჯარისკაცისკენ დაიხარა და შაშხანა
გამოქაჩა, მაგრამ მოულოდნელად ჯარისკაცმა დასარტყმელად ხმალი ასწია. წამითაც
არ შეყოყმანებულა, ანტონიუმ მუცელში დანა ისე ჩასცა და ტარს მთელი ძალით
დააწვა. ჯარისკაცმა ყრუდ დაიღმუვლა, მერე კი მოეშვა და გაშეშდა, ანტონიუმ მისი
შაშხანა, ხმალი, ხანჯალი და ზურგჩანთა ამოიიღლიავა, მოკლულის ფერფლისფერ-
მოყვითალო სახეს დახედა და გული ტკივილით მოეწურა: რამდენჯერ უნახავს
ასეთსახიანი გლეხები და მწყემსები. ონორიუ და სხვებიც ბარიკადზე
გადმოსულიყვნენ და მეორე ჯარისკაცს ჩხრეკდნენ. ამ დროს, თითქოს მტვრისა და
დენთის კვამლის ღრუბლიდან ამოყვინთაო, ჟუაუ მოციქულის ხმა გაისმა. უკან ორნი
მოჰყვებოდნენ; სამივე ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი.
– აქ რამდენნი ხართ? – ჰკითხა ჟუაუმ.
– ცხრანი, – უპასუხა ანტონიუმ, – იქ, სახლში კიდევ ერთი დაჭრილია, პედრინი.
– წამოდით, – უთხრა ჟუაუმ და შეტრიალდა, – ოღონდ ყურადღებით იყავით, აქა-
იქ სახლებში ჯარისკაცები არიან ჩასაფრებულები.
მაგრამ თავად კანგასეირუ არაფერს უფრთხოდა, შუა ქუჩაში წელგამართული
მიაბიჯებდა და დანარჩენებს გზად უყვებოდა, ჯარისკაცები მდინარის მხრიდან
ეკლესიებსა და სასაფლაოს უტევენ და ამიტომ, მოძღვარს რომ გზა არ მოეჭრას, მათი
აქ შეჩერებაა საჭიროო. იქ, სადაც წამებულთა ქუჩა კამპუ გრანდიზე გადიოდა,
თითქმის წმინდა ანტონიუს ეკლესიასთან, ბარიკადი უნდა აეშენებინათ.
სამასი მეტრი მაინც ჰქონდათ გასავლელი და კანუდუსის შემხედვარე ანტონიუს
თავზარი დაეცა. დანგრეული სახლები, ჩამოშლილი კედლები, ტყვიებით
დაცხრილული კარები, ღორღისა და ნაგვის გროვები, კრამიტის დახვავებული
მკითხველთა ლიგა
ნამსხვრევები, დამწვარი ხეები, აქა-იქ მიწაზე გაშხლართული გგამები ერთმანეთში
იყო არეული და ზედ მტვრისა და კვამლის ღრუბლები ნისლივით გადაჰკვროდა. აქა-
იქ ჯარისკაცთა მსვლელობის სამიჯნე სვეტებივით გიზგიზებდა ხანძრები. ანტონიუ
ჟუაუს დაეწია და კატარინას სიტყვები გადასცა. მანაც პასუხად თავი დაუქნია, თუმცა
უკან არც კი შებრუნებულა. მარიამ მაგდალელის ქუჩაზე შეუხვიეს თუ არა, პირისპირ
შეეჯახნენ მტრის მზვერავს და ანტონიუმ დაინახა, როგორ ამოძრავდა ჟუაუ, როგორ
დახტოდა, დაქროდა და ჰაერში ლამის დაფრინავდა მისი დანა, თითქოს ცირკის
მსახიობია და დაშნებს ისვრისო. სროლა-სროლით ანტონიუც წინ გაიჭრა. გარშემო
ტყვიები ზუზუნებდა, ამ დროს რაღაცას ფეხი წამოჰკრა და დაეცა, მაგრამ მოქნეული
ხიშტის მოგერიება მოასწრო, ჯარისკაცს ხელში ჩააფრინდა და მისი ძირს დაგდება
მაინც შეძლო. მერე ტალახში გორავდნენ და ანტონიუ ვერაფრით იხსენებდა, დანა
თან ჰქონდა თუ არა. მერე ჯარისკაცი დაიკრუნჩხა და ერთიანად მოეშვა, ჟუაუ
ადგომაში მიეხმარა.
– იარაღი შეაგროვეთ, – ბრძანა მან, – ხიშტები, ზურგჩანთები, სავაზნეები.
ონორიუ და მისი ორი დამხმარე ანასტაზიუსკენ დაიხარნენ – მის აყენებას
ცდილობდნენ.
– აზრი არა აქვს, მკვდარია, – თქვა ჟუაუმ, – ცხედრები კუთხისკენ გადაათრიეთ,
ქუჩა გადავკეტოთ.
სხვებს მაგალითი თავადვე მისცა, ყველაზე ახლოს დაგდებულ გვამს ფეხებში
მოჰკიდა ხელი და წამებულთა ქუჩისკენ წაათრია. იქ ჟაგუნსუები ყველაფრისგან, რაც
კი ხელში ხვდებოდათ, უკვე ახალ ბარიკადებს აგებდნენ. მათ ანტონიუ ვილანოვაც
შეუერთდა. სროლა და ტყვიამფრქვევის ჯერი არ წყდებოდა. ჟუაუ მოციქული და
ანტონიუ ფორნის ბორბლებს მიაგორებდნენ, როცა კათოლიკური გვარდიის
ლურჯსახვევიანმა ბიჭმა მიირბინა და უთხრა, ერეტიკოსები უფალი იესო ქრისტეს
ტაძარს უტევენო, – მომყევით! – დაიყვირა ჟუაუმ და ყველა უკან გაეკიდა. ეკლესიის
წინ მოედანზე სწორედ იმ წუთს მიირბინეს, როდესაც იქ სასაფლაოს მხრიდან
რამდენიმე ჯარისკაცი გამოჩნდა ახალგაზრდა ქერა ოფიცრის მეთაურობით;
ოფიცერი ხმალს იქნევდა და რევოლვერიდან ისროდა. მაგრამ ამ დროს ტაძრის
სამრეკლოდან ცეცხლი გაუხსნეს და ჯარისკაცები დაიბნნენ, შეცბნენ, უკან დაიხიეს, –
მიაწექით, მიაწექით, არ გაუშვათ! – გაიგონა ანტონიუმ ჟუაუს ყვირილი. ეკლესიიდან
ჟაგუნსუები გამოცვივდნენ და ჯარისკაცებს გაედევნნენ. მათ შორის ანტონიუმ
შენიშნა დიდი ჟუაუს უზარმაზარი ფეხშიშველი ფიგურა, რომელიც ჟუაუ მოციქულს
წამოეწია და ისე რომ, არც ერთი არ გაჩერებულა, რამდენიმე სიტყვა უთხრა. მაგრამ
ჯარისკაცებმა სასაფლაოს უკან გამაგრება მოასწრეს და თავდამსხმელებს ძლიერი
ცეცხლით დაუხვდნენ, ანტონიუ მიწას გაერთხა. „მოკლავენ“, – გაიფიქრა ჟუაუ
მოციქულის შემხედვარემ, რადგან იგი ქუჩის შუაგულში გაჭიმული იდგა და თავის
ხალხს ანიშნებდა, სახლებში დაიმალეთ, ან მიწას გაეკარითო, მერე კი ანტონიუსთან
მივიდა და გვერდით ჩაუცუცქდა.
– ბარიკადზე დაბრუნდი და იქაურობა გაამაგრე. აქედან უნდა გავრეკოთ, უნდა
ვაიძულოთ, იქით დაიხიონ უკან, სადაც დაღიანი დახვდებათ. წადი, რომ იქიდანაც
არ შემოგვიტიონ.
ანტონიუმ თავი დაუქნია და ონორიუსა და ათიოდე ჟაგუნსუსთან ერთად უკან,
კამპუ გრანდისა და წამებულთა ქუჩის კუთხისკენ გაიქცა. გონება, როგორც იქნა,
დაეწმინდა, სევდამ სადღაც უკან დაიხია, – საქმის მოგვარება შეგიძლია, – უთხრა
საკუთარ თავს, – და სწორედ ეს მოგეთხოვება. – განკარგულება გასცა, გვამები
ბარიკადებზე გადაეტანათ და ჟაგუნსუების დახმარება თვითონაც დაიწყო, მაგრამ
მკითხველთა ლიგა
უცებ ერთ-ერთი სახლიდან ყვირილი გაისმა. ანტონიუმ კარი წიხლით შეამტვრია,
სახლში პირველი შევარდა და ლურჯ-წითელ უნიფორმიან ჩაცუცქულ კაცს ესროლა.
მხოლოდ მერე გააცნობიერა განცვიფრებულმა, რომ ჯარისკაცი ჭამდა: ხელში
დამარილებული ხორცის ნაჭერი ეჭირა, რომელიც, ეტყობოდა, ღუმელიდან აეღო.
იქვე ხიშტით იატაკს დაჭედილი მოხუცი სასიკვდილოდ ქშინავდა და სამი ბავშვი
საბრალოდ სლუკუნებდა. „რა მშიერი უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფრის დავიწყება
შეძლო და ხორცის ნაჭრის გამო სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო“, – გაუკრთა თავში
ანტონიუს. მერე ხუთ დამხმარესთან ერთად ეკლესიის მოედნიდან ბარიკადამდე
სახლები შეამოწმა: ყველა სახლს ცოტა ხნის წინანდელი შეტაკების კვალი აჩნდა –
დამტვრეული ავეჯი, შენგრეული კედლები, დამსხვრეული კრამიტი, ჯოხებითა და
ფიწლებით შეიარაღებული ქალები, მოხუცები, ბავშვები სიხარულით ხვდებოდნენ
და შეუჩერებლად ელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთ სახლში ანტონიუმ წყლით სავსე ორი
ბადია აღმოაჩინა. წყალი თვითონაც დალია, თავის დამხმარეებსაც დაალევინა და
მძიმე კასრების ბარიკადზე გადათრევა დაავალა, ონორიუსა და დანარჩენ მცველთა
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მერე ბარიკადზე დაბრუნდა და იქაურობა შეათვალიერა. კანუდუსში ერთადერთი
სწორი ქუჩა, კამპუ გრანდი, ცარიელი იყო. მარჯვნივ ხანძარი მძვინვარებდა და
ხშირი სროლის ხმა ისმოდა, – როგორც ჩანს, მაკამბუს მაგრად აწვებიან, – უთხრა
აჭარხლებულმა, ოფლისგან ერთიანად დაცვარულმა ონორიუმ. ანტონიუმ პასუხად
გაუღიმა, – ჩვენ კი ფეხს არ მოვიცვლით, არა? – ჰო, – დაუდასტურა ონორიუმ,
ანტონიუ გადაბრუნებულ ურიკაზე ჩამოჯდა და რევოლვერი გადატენა –
პატრონტაში უკვე თითქმის ცარიელი ჰქონდა – აქეთ-იქით მიმოიხედა და შენიშნა,
რომ ჟაგუნსუების უმეტესობა მტრისთვის წართმეული შაშხანებით იყო
შეიარაღებული. უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა – მტერს სძლიეს. იმ წუთს წმინდა ანას
დაღმართზე ჩარჩენილი ცოლი და ცოლისდა გაახსენდა.
– ჩემ მაგივრად დარჩები, – უთხრა ძმას, – ჟუაუს გადაეცი, რომ მოწყალების სახლში
წავედი, უნდა ვნახო, იქ რა ხდება.
გვამებზე გადავლა მოუხდა და ბარიკადის მეორე მხარეს მოექცა. გვამებს უამრავი
ბუზი ეხვია. უკან ოთხი ჟაგუნსუ გაჰყვა, – ვინ გამოგგზავნათ? – დაუყვირა მან, –
ჟუაუ მოციქულმა, – უპასუხა ერთ-ერთმა. კამათის დრო არ იყო: წმინდა პეტრეს
ქუჩაზე – სახურავებზე, კარის ღიობებში და ოთახებში გააფთრებული ბრძოლა
მიმდინარეობდა, ანტონიუ და მისი ხალხი კამპუ გრანდიზე დაბრუნდნენ დაისე რომ,
გზად ჯარისკაცები არ შეხვედრიათ, წმინდა ანას დაღმართამდე მიღწევა შეძლეს.
მაგრამ მოწყალების სახლთან სროლის ხმა ისმოდა. ანტონიუ აკვამლებული
ნანგრევების უკან დაიმალა და ფრთხილად გაიხედა. სადღაც ახლოს ისროდნენ, – აქ
დამელოდეთ, უფრო ახლოს მივალ, – უბრძანა თავისიანებს და გზა ხოხვით
გააგრძელა, მაგრამ მაშინვე შენიშნა, რომ ჟაგუნსუებიც უკან მიჰყვებოდნენ. მალე
ისინიც დაინახა, ვინც ისროდა: ხუთ ჯარისკაცს ერთ-ერთი სახლის მიმართულებით
გაეხსნა ცეცხლი. ანტონიუ ფეხზე წამოხტა და მომარჯვებული რევოლვერით ხელში
მთელი სისწრაფით მათკენ გაიქცა, მაგრამ მხოლოდ მაშინ გაისროლა, როცა ერთ-
ერთმა ჯარისკაცმა დაინახა. ანტონიუმ მას ექვსი ტყვია დაახალა, მეორეს, რომელიც
მისკენ გამოქანდა, დანა ესროლა, დაეცა, ვიღაცას ფეხში სტაცა ხელი, ისიც წააქცია
და ვიღაცას მთელი ძალით ხელი წაუჭირა, – ორი მიაწვინე, ანტონიუ, – უთხრა
ჟაგუნსუმ, – იარაღი და სავაზნეები აიღეთ, – უპასუხა მან. გაღებული კარიდან

მკითხველთა ლიგა
ხალხი გამოცვივდა – ყველა ახველებდა, მაგრამ გახარებულები იღიმებოდნენ და
ხელს უქნევდნენ. ანტონიუმ მათ შორის ცოლი და ასუნსაუ დაინახა. მათ უკან
კატარინაც მოჰყვებოდათ.
– შეხედე! – დაიყვირა ვიღაცამ და მხარში ხელი სტაცა, – შეხედე! მდინარეში
ხტებიან!
წმინდა ანას მიხვეულ-მოხვეულ დაღმართზე მარჯვნიდან და მარცხნიდან
ფორმიანი გაქცეული ფიგურები კრთებოდნენ – ერთნი უკან, მთებისკენ
მიხოხავდნენ, მეორენი წყალში ცვიოდნენ. ბევრი შაშხანებს ყრიდა. მაგრამ ანტონიუმ
ყველას შეახსენა, მალე დაბნელდებაო, – იარაღი შეაგროვეთ! – დაიყვირა რაც ძალი
და ღონე ჰქონდა, – გაინძერით, ბიჭებო, უნდა დავამთავროთ, რაც დავიწყეთ, შუა
გზაზე არ მიატოვოთ!
მდინარისკენ გაქცეულებს უკან რამდენიმე კაცი გაჰყვა. ერთ-ერთი მათგანი
რესპუბლიკასა და ანტიქრისტეს წყევლა-კრულვას უთვლიდა ყვირილით და
უფალ ქრისტესა და მოძღვარს ადიდებდა.

სიზმარში, რომელიც სიზმარს არ ჰგავდა, ბურანში, რომელიც ცხადსა და ზმანებას


შორის საზღვარს ცრეცდა, – სალვადორის ბინაში ოპიუმის მოწევის შემდეგაც რაღაც
მსგავსს განიცდიდა ხოლმე, – Jornal de Noticias-ის ბრუციანი ჟურნალისტი
გარსშემოხვეულ უსახურ აჩრდილებს ესაუბრება: არ ეშინია, რომ დაიკარგა,
თავისიანებს ჩამორჩა და არ იცის, მზე რომ ამოვა, რა ბედი ეწევა. უფრო მეტად ის
აშინებს, რომ ტყავის ჩანთა და საცვლებში გახვეული ჩანაწერები დაკარგა, სადღაც
დაუვარდა. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ამ აჩრდილებს, რომლებიც მასთან
ერთად შიმშილობდნენ და კაატინგაში დაეხეტებოდნენ, დაუფარავად და
დაუმორცხვებლად უამბო, როგორ ატირდა ორი დღის წინათ, ისე, თითქოს ოჯახის
წევრის სიკვდილის ამბავი გაეგოს, როცა მელანი დაუმთავრდა და ბოლო ბატის
ფრთა გაუტყდა. ისევ ის ბუნდოვანი, ბლანტი, დამპალი ჩვარივით გატყლაპნილი
მერყევი რწმენა ეუფლება, – აშკარად ოპიუმის ბოდვაა, – რომ მთელი ღამე ბალახს,
ფოთლებს, ყლორტებს, ან იქნებ მწერებსაც ყოველგვარიზიზღის გარეშე ღეჭავდა,
რაღაც, ისეთს იტენიდა პირში, რის განსაზღვრაც არც შეხებით შეიძლებოდა და არც
გემოთი, – ხმელსა და ტენიანს, მკვრივსა და წებოვანს, – ყველაფერს, რასაც სიბნელეში
მის ახალ ამხანაგთა ხელები აწვდიდა. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ იმ ღამით
უამრავი აღსარება მოისმინა და მათ თავადაც არ ჩამორჩენია. „ყველანი შიშით
ვკვდებით, ყველანი, ამ ქალის გარდა“ – ფიქრობს იგი. განა თვით პადრე ჟუაკინიც არ
გამოუტყდა (ვის მხარზეც ახლა თავი უდევს და თავად პადრესაც ედო მის მხარზე
თავი), რომ ნამდვილი შიშის ფასი მხოლოდ იმ დღეს გაიგო, როცა ხეზე მიბმული
დატოვეს სროლის ბათქაბუთქში და ეჩვენებოდა, რომ სულ მალე რომელიმე
ჯარისკაცი მივიდოდა და ყელს გამოსჭრიდა, როდესაც სროლის ხმა ესმოდა და მის
ირგვლივ დაჭრილები და დახოცილები მოცელილებივით ცვიოდნენ? იმ დღეს იგი
ამქვეყნად ყველაფერზე გაცილებით დიდმა, ჯერაც განუცდელმა თავზარდაცემამ
მოიცვა, რომელთან შედარებითაც სატანისა და საიქიო ტანჯვების წინაშე შიშიც კი,
უბრალოდ, არაფრად ეჩვენებოდა. ნუთუ ამ სიტყვებს მართლა პადრე წარმოთქვამდა
და ამის გამო თან ღმერთს პატიებას სთხოვდა? მაგრამ იმას, ვისაც ქალი ჯუჯას
ეძახის, კიდევ უფრო მეტადაც ეშინია: მუდმივად მისი სუსტი ხმა ისმის, – ისეთივე
სუსტი, ალბათ როგორი ძაბუნი სხეულიც აქვს, – ვიღაც წვეროსან ქალს, ბოშებს,
ზებუნებრივ ძალოსნებს და უძვლო ადამიანს იგონებს, რომელსაც ოთხად მოკეცვა
შეეძლო. ვინ არის ეს ჯუჯა? ვინ არის მისთვის ეს ქალი? დედა? ერთად რატომ არიან?
მკითხველთა ლიგა
ამ ქალს რატომ არ ეშინია? რას შეეძლო, მისი სულიდან შიში გამოედევნა? ბეც
ჟურნალისტს ხანდახან ქალის უთავბოლო და მონოტონური ჩურჩულიც ჩაესმის და
ამ ჩურჩულში რაღაც ბევრად უფრო დამანგრეველს, გამანადგურებელს,
გულშემზარავს ხედავს, თუმცა მასში სიკვდილის შიშის ნასახიც კი არ იგრძნობა.
არადა, ეს უფრო გასაგები იქნებოდა. ვიღაცას საყვედურობს და ამუნათებს, ვინც უკვე
ცოცხალი აღარ არის, ვინც წვიმაში დაუმარხავი, გაყინული გდია და უკვე
ფრინველების, მხეცებისა და მწერების ნადავლი გამხდარა. იქნებ გაგიჟდა? იქნებ
შიშმა ჭკუიდან შეშალა და ახლა უკვე აღარაფრის ეშინია? ვიღაც ანჯღრევს.
„სათვალე!“ – ახსენდება უეცრად. მომწვანო ბინდში მის თვალწინ რაღაც სილუეტები
დაცურავენ. ბეცი ჟურნალისტი ხელების ფათურით ჯერ სხეულს ისინჯავს, მერე
გარშემო მიწას და პადრე ჟუაკინის ხმა ესმის: – გაიღვიძე, სადაცაა გათენდება,
კუმბისკენ მიმავალი გზა უნდა მოვძებნოთ! – სათვალეს პოულობს, ფეხებთან,
მთელია. მინებს წმენდს, ფეხზე დგება, წავედითო, ბუტბუტებს, სათვალეს იკეთებს
და სამყარო ფერსა და მკაფიო მოხაზულობას იძენს. ახლა უკვე ხედავს ჯუჯას: ის
მართლა ათი წლის ბავშვის სიმაღლისაა, სახე კი მოხუცისა აქვს, დანაოჭებული.
ქალთან ხელჩაკიდებული დგას – ქალის ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია,
თმაგაშლილია, საშინლად გამხდარი, ამოყრილ ძვლებს, თითქოს ზედ ხორცი სულაც
არ ჰქონდეს, კანი მჭიდროდ ეკვრის. ორივე ტალახშია ამოსვრილი, დაკონკილი
სამოსი აცვიათ და ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ალბათ თვითონაც და ეს,
გამთენიისაც უკვე გზას დამდგარი ჯმუხი და ჩასხმული პადრეც ისევე დაუცველად,
უცნაურად და ობლად გამოიყურებიან, – ფაველის მეორე მხარეს ვართ, – ამბობს
პადრე ჟუაკინი, – იქნებ ბანდენგუსკენ მიმავალ გზაზე გასვლა შევძლოთ. თუ ღვთის
წყალობა იქნა, ჯარისკაცებს არ გადავაწყდებით. „წყალობა ნამდვილად არ იქნება, –
ფიქრობს ჟურნალისტი, – ჯარისკაცებს თუ არა, მეამბოხეებს გადავეყრებით. არც
ერთის მხარეს არ ვართ. დაგვხოცავენ“. მიაბიჯებს და თავადვე უკვირს, რომ
სიარულის ძალა შესწევს. წინ დანის პირივით თხელი ქალისა და ჯუჯას ფიგურებს
გაჰყურებს, რომ არ ჩამორჩეს, ქალს ჯუჯა ხტუნვა-ხტუნვით მისდევს. ხმის
ამოუღებლად მიდიან, საკმაოდ დიდხანს, ასეთი წყობით. ნელ-ნელა ბუნება ხმაურით
ივსება, ესმის, როგორ ჟივჟივებენ ფრინველები, როგორ შარიშურობენ მწერები,
როგორ ემატება იქაურობას ყრუ, გაურკვეველი, ათასგვარი ხმა: ცალკეული სროლის,
ზარების რეკვის, საყვირების, ალბათ აფეთქებისა და ადამიანის ყვირილის გარჩევაც
შეიძლება. პადრე არსაით არ უხვევს, ეტყობა, იცის, საით უნდა წავიდეს. ტევრი
მეჩხერდება, კაქტუსები და ეკლიანი ბუჩქები სულ უფრო კლებულობს და ისინი
სწორ და გლუვ ციცაბო ფერდობზე გადიან: მარჯვნივ კლდეების რიგია, მათ უკან რა
ხდება, დანახვა შეუძლებელია. ნახევარი საათის შემდეგ ამ კლდეების თხემს აღწევენ;
ჟურნალისტს პადრეს ყრუ წამოყვირება ესმის და თითქმის მაშინვე ხედავს იმას, რაც
პადრეს აშინებს: ლამის მათ გვერდით ჯარისკაცები ჩნდებიან, წინ და უკან კი –
მეამბოხეები. ახლა უკვე ხვდება, რატომ წამოიყვირა პადრე ჟუაკინმა, – ათასნი არიან,
– ჩურჩულებს იგი და ძალიან უნდა, რომ სადმე მიიყუჟოს, თვალები დახუჭოს და
ყველაფერი დაივიწყოს, – ჟურემა, შეხედე, შეხედე! – კრუსუნებს ჯუჯა. პადრე
მუხლებზე ეცემა, ცდილობს, მტერს თვალში არ მოხვდეს, ჟურემა, ჯუჯა და
ჟურნალისტიც იხრებიან, ცუცქდებიან, – პირდაპირ ბრძოლის შუაგულში მოვხვდით,
– ესმის ჟურნალისტს ჯუჯას ბუტბუტი. „რა ბრძოლის, – ფიქრობს გაოგნებული, – ეს
ბრძოლა კი არა, გაქცევაა“. იმ მთაგრეხილის ძირში გადაშლილი სანახაობა, რომლის
მწვერვალზეც ისინი დგანან, ისე აშტერებს, რომ შიშიც კი ავიწყდება. ეს იმას ნიშნავს,

მკითხველთა ლიგა
რომ მაიორ კუნია მატუსს არ დაუჯერეს, რომ პოლკოვნიკმა ტამარინდუმ თავისი
გაიტანა: ღამით პოლკს უკან არ დაუხევია, ახლა იხევს.
ჯარისკაცების შექუჩებული და აშლილი, უწესრიგო მასა ქვემოთ გაფანტულ,
ცალკეულ ჯგუფებად გროვდება, სრულიად განადგურებული, სანიტარიუღ
ორთვალებს ექაჩება, საკაცეებს მიათრევს; შაშხანები ალალბედზე ჰკიდიათ, ან
ყავარჯნებად გამოუყენებიათ, პოლკოვნიკ მორეირა სეზარის მეშვიდე პოლკს, თავისი
დისციპლინითა და მხედრული გამართულობით საამაყო, მეთაურის ნების ცოცხალი
ორგანიზმივით შემსრულებელ რჩეულ საჯარისო ნაწილს არაფრით აღარ ჰგვანან.
ნუთუ პოლკოვნიკი იქ, ზემოთ დაასაფლავეს? თუ მისი ცხედარი ახლა ერთ-ერთ
ორთვალაში ასვენია? ან იქნებ საკაცეზე?
– იქნებ შეთანხმდნენ? – ჩურჩულებს პადრე, – იქნებ ზავი დადეს?
ეს აზრი ჟურნალისტს სისულელედ ეჩვენება, მაგრამ ქვევით მართლაც რაღაც
უცნაური ხდება: მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს არ ებრძვიან, თუმცა
ჯარისკაცებსა და მეამბოხეებს შორის მანძილი განუხრელად მცირდება. ბრუციანი
თვალები კარაბინებით, კაჟის თოფებით, სარებით, მაჩეტეებით, ფიწლებით,
არბალეტებითა და ქვებით შეიარაღებულ მეამბოხეებს, ჩამოკონკილთა ამ
ფანტასტიკურ ურდოს ხარბად აჩერდება: წესრიგი მათშიც ისეთივეა, როგორიც იმათ
შორის, ვისაც მისდევენ, უფრო სწორად, ვისაც უკან მიჰყვებიან.
– იქნებ ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს, ტყვედ ჩაბარდნენ? – ისევ იმეორებს პადრე
ჟუაკინი.
ჟაგუნსუები ფერდობების ორივე მხრიდან ეშვებიან, დაქსაქსულ არამწყობრ
კოლონას კიდევ უფრო ავიწროებენ. მაგრამ არ ისვრიან; მის სმენამდე მხოლოდ
იშვიათი, ერთეული გასროლის ხმა აღწევს – ისევე, როგორც წინა დღით, კანუდუსში
არც ტყვიამფრქვევის ჯერის კაკანი ისმის და არც აფეთქებების, ექოს ლანძღვა-
გინების ცალკეული სიტყვები მოაქვს – ან კი სხვა რა შეიძლება დაიძახონ? კოლონის
ბოლოში ჟურნალისტი უცებ კაპიტან სალომაუდი როშას ამჩნევს. ოთხი საქვემეხო
ოთხთვალის გამყოლ ჯარისკაცთა ჯგუფი – მსახურები ჯორებს ზურგზე შოლტებს
უმოწყალოდ უტყლაშუნებენ, – კოლონისგან მოშორებით, სრულიად განცალკევებით
მიჩანჩალებს. ჟაგუნსუები ფლანგებიდან სწორედ მათ შორის ჩადიან და
არტილერისტებს პოლკისგან საბოლოოდ აცალკევებენ. ჯორები ჩერდებიან; ოფიცერი
– ეჭვი არ არის, სალომაუდი როშაა – ხელში ხმლითა და პისტოლეტით ლაფეტებს
გარშემოკრულ ჯარისკაცთა შორის აქეთ-იქით აწყდება და სანამ მეამბოხეები სულ
უფრო შემჭიდროებულ წრეში აქცევენ, განკარგულებებს იძლევა და ქვეშევრდომებს
ამხნევებს. ჟურნა- ლისტს ამხანაგების დაცინვის საგნად ქცეული მისი
საგულდაგულოდ შეკრეჭილი ულვაში და „კომბლენისა“ და „კრუპის“ ქვემეხების
ღირსებებზე მსჯელობის სიყვარული ახსენდება. ზარბაზნების ლულებთან თეთრ
კვამლს ხედავს და ხვდება, რომ მაინც ისვრიან – უბრალოდ, ქარი სხვა
მიმართულებით ქრის და გასროლის ხმა მის ყურამდე ვერ აღწევს. „მთელი ამ ხნის
მანძილზე ისროდნენ, ხოცავდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ, ჩვენ კი არაფერი
გვესმოდა”, – ფიქრობს ჟურნალისტი და საკუთარი ფიქრი იმავე წამს ავიწყდება,
რადგან მეამბოხეები არტილერისტებს თავს ესხმიან და მათი ფორმები ტყავის
ქურთუკებისა და ბალახისგან მოქსოვილი მოსასხამების ზღვაში იძირება.
დაძაბულობისგან თვალმოჭუტული, ნახევრად პირდაღებული ჟურნალისტი
თვალების ხამხამით ხედავს, როგორ იგერიებს ოფიცერი ხმლით, ჯოხებით,
შუბებით, ნამგლებით, ბარებით, მაჩეტეებითა და ხიშტებით აფოფრილ მასას, მერე

მკითხველთა ლიგა
კი, თავისი ჯარისკაცების მსგავსად, მასშივე ქრება და იკარგება. ალბათ ლანძღვა-
გინება იმ მასაშიც გრძელდება, ალბათ ყვირიან კიდეც, მაგრამ ჟურნალისტს მხოლოდ
მისი თვალთახედვიდან გამქრალი ჯორების ყროყინი ესმის.
იმ წუთს ხვდება, რომ მეშვიდე პოლკის განადგურებას შეჩერებული, – თავისთავად
ცხადია, კაპიტანიც და ჯარისკაცებიც უკვე ნაკუწებად ჰყავთ ქცეული, – კლდის
კიდეზე მარტო დარჩენილა. პადრე ჟუაკინი ქალთან და ჯუჯასთან ერთად უკვე
ქვევით ოციოდე მეტრშია და სამივენი პირდაპირ მეამბოხეებისკენ მირბიან.
ჟურნალისტი ყოყმანობს, ვერ ხვდება, როგორ მოიქცეს. მაგრამ მარტო დარჩენის შიში
სძლევს და თავისი თანამგზავრების კვალდაკვალ ფერდობზე ჩარბის – რაღაცაზე
ბორძიკობს, ცურდება, ეცემა, ისევ ფეხზე დგება. მეამბოხეთა მისკენ მიმართულ
სახეებს ხედავს, თვალს აყოლებენ, სანამ იგი, საკუთარ მოუხერხებლობაზე
გულმოსული, ქვევით ჩარბის და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. პადრე
ჟუაკინი უკვე ათიოდ ნაბიჯშია; რაღაცას ყვირის, მეამბოხეებს მასზე ანიშნებს,
როგორც ჩანს, მისი მხილება და ამით მათი ნდობის დამსახურება უნდა. ნუთუ
მართლა დააბეზღებს, ნუთუ მართლა იტყვის, რომ ჯარისკაცებთან ერთად იყო...
იმწუთს ჟურნალისტი კვლავ ეცემა, ქვემოთ კოტრიალით მიქრის, მთიდან კასრივით
მიგორავს, უკვე აღარც ტკივილს გრძნობს და აღარც სირცხვილს, მხოლოდ
სათვალეზე დარდობს. მაგრამ, ღვთის მადლით, სათვალე ცხვირზე მყარად აზის. აი,
ჩერდება, უნდა, რომ წამოდგეს, მაგრამ არაფერი გამოსდის: მეტისმეტად დაბეგვილი,
გაოგნებული და შეშინე- ბულია, ამ დროს ვიღაცის ხელი იჭერს,ზევით ეწევა და
ფეხზე აყენებს, – გმადლობთ, – ჩურჩულებს და ხედავს, რომ მეამბოხეები პადრე
ჟუაკინს ეხვევიან, ზურგზე ხელს უტყაპუნებენ, კოცნიან, იღიმებიან და თავიანთ
გაკვირვებასა და აღფრთოვანებას ყველანაირად გამოხატავენ. „პადრეს იცნობენ, –
მაშინვე აცნობიერებს ჟურნალისტი, – თუ გამომესარჩლება, არ მომკლავენ“.
– მე ვარ, ჟუაუ, ნამდვილად მე ვარ, – ეუბნება პადრე ვიღაც მაღალ და მკვრივ,
მუქკანიან, მეამბოხეებზე მთელი თავით წამომართულ კაცს, – არ მომკლეს,
სასწაულით გადავრჩი, აქედან გაღწევაში მომეხმარე, ჟუაუ მოციქულო: კუმბიში
უნდა დავბრუნდე...
– შეუძლებელია, პადრე, – პასუხობს მოსაუბრე, – ჯერ ისევ საშიშია, ხომ გესმით,
ყველგან ისვრიან. ბელუ-მონტიში წადით, იქ მოიცადეთ.
„ჟუაუ მოციქული? ისიც კანუდუსშია?“ – უკვირს ჟურნალისტს, მოულოდნელად
ყოველი მხრიდან სროლის ხმა ისმის და ძარღვებში სისხლი ეყინება, – ეს ოთხთვალა
ვინღაა? – მისკენ ხელს იშვერს ჟუაუ მოციქული, – ჯარისკაცი არ არის. გაზეთიდანაა,
გადარჩენაში დამეხმარა. ეს ქალი და ჯუ... – მაგრამ იარაღის ბათქაბუთქი პადრეს
ნათქვამს ფარავს, – ბელუ-მონტიში წადით, პადრე, იქ უკვე აღარ არიან, – ეუბნება
ჟუაუ მოციქული და თავის ხალხთან ერთად ქვევით ჩარბის, უეცრად ბეცი
ჟურნალისტი ქვემოთ ჯარისკაცებსა და მათ შორის თავზე ხელებშემოწყობილ
პოლკოვნიკ ტამარინდუს არჩევს, პოლკი სრულიად არეული და დაქსაქსულია.
მდევრები ფეხდაფეხ მისდევენ და ჯარისკაცებიც გარბიან, მიწით პირამოვსებული
ჟურნალისტი ძირს გდია და თვალს აყოლებს, როგორ იშლება, იფანტება და ქრება
ფერადი ლაქა შორეთში, როგორ ეცემიან ზოგიერთები, როგორ ცდილობენ
წამოდგომას და მზერით ისევ იმ ადგილს უბრუნდება, სადაც ცოტა ხნის წინ მოხუცი
ტამარინდუ დაეცა. მისკენ უკვე რამდენიმე მეამბოხეა დახრილი. ნუთუ კლავენ! არა,
მეტისმეტად დიდხანს არ სწორდებიან. დაძაბულობისგან თვალები უჭრელდება და
ბოლოს და ბოლოს ხედავს, რომ ისინი პოლკოვნიკის უმოძრაო სხეულს მუნდირს
ხდიან.
მკითხველთა ლიგა
პირში სიმწარეს გრძნობს, უცებ აცნობიერებს, რომ მექანიკურად მიწის ღეჭვა
დაუწყია, და ისე აფურთხებს, რომ გაქცეული ჯარისკაცების ჩექმებიდან ავარდნილ
მტვრის ღრუბელს თვალს არ აშორებს. ისინი კი სხვადასხვა მხარეს გარბიან, ზოგი
სროლით ჯერ ისევ მდევრის მოგერიებას ცდილობს, ზოგი იარაღს, ყუთებს, საკაცეებს
ყრის და თუმცა კი მისგან უკვე საკმაოდ შორს არიან, ჟურნალისტი მაინც არჩევს, რომ
ჯარისკაცები თან გარბიან და თან კეპებს, გამაშებს, ყაწიმებსა და პატრონტაშებს
იძრობენ. ესენი რაღად იხდიან, ყველა ერთად გაგიჟდა? – საკუთარ თავს ეკითხება
დაბნეული და მაშინვე მიზეზსაც ხვდება. ჯარისკაცები ყოველივე იმის
განადგურებას ცდილობენ, რაც მეშვიდე პოლკთან მათ კუთვნილებაზე მეტყველებს
და მეამბოხეებთან შერწყმას ჩქარობენ. პადრე ჟუაკინი ფეხზე დგება და ისევ სადღაც
გარბის, მაგრამ უცნაურად: ხან ჯარისკაცებს უყვირის თავისა და ხელების ქნევით
რაღაცას, ხანაც მათ მდევრებს. „საით მიდის? – ფიქრობს ჟურნალისტი, – იქ ხომ
კლავენ, ჩეხენ, ისვრიან!“ მისი მზერა ქალის შეშინებულ, მავედრებელ მზერას ხვდება,
მოულოდნელ განზრახვას აყოლილი, ფეხზე ხტება და ყვირის: – პადრესთან უნდა
ვიყოთ; მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი გადარჩენა! – ქალი ჟურნალისტის კვალდაკვალ
მირბის და თან ხელჩაკიდებულ, ერთიანად მიწაში ამოთხვრილ ჯუჯას
მიარბენინებს, რომელიც ხმადაბლა რაღაცას ღმუის. მაგრამ ქალიც და ჯუჯაც მალე
სადღაც უკან რჩებიან: გრძელფეხება ჟურნალისტი მათ საგრძნობად ასწრებს. მხრებში
თავჩარგული, წინ და გვერდულად გადახრილი რაც ძალი და ღონე აქვს, მიქრის და
თავიდან ვერაფრით იშორებს ფიქრს, რომ სულ ახლოს მოზუზუნე ტყვიები სწორედ
მის მოხელთებას ცდილობენ, მისთვისაა განკუთვნილი, რომ ის ამ ტყვიების
შესაგებებლად მირბის, რომ სადღაც უკვე ხიშტი, ნამგალი, მაჩეტე ან დანაა
მოღერებული, რომელიც მის ამ სირბილს სადაცაა წერტილს დაუსვამს. მაგრამ,
მტვრის კორიანტელში გახვეული, მაინც წინ მიიწევს, პადრეს ჩასკვნილ, ჯმუხ
ფიგურას მისდევს, დროდადრო თვალთახედვიდან კარგავს და ისევ პოულობს, მერე
კი პადრე უცებ ისევ სადღაც ქრება. ჟურნალისტი უხამსად იგინება და პადრეს
წყევლის: – სად დაიკარგა? საკუთარი თავისა და ჩვენს დასაღუპად აქეთ რატომ
გამოიქცა?! – სუნთქვა უჭირს, პირს ფართოდ აღებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს,
მტვერს ყლაპავს, ბრმად განაგრძობს სირბილს, სათვალეც დამტვერილი აქვს, მიწით
დაფიფქული, თუმცა მაინც არ ჩერდება, უკანასკნელ ძალას იკრებს, რადგან
აცნობიერებს: მისი სიცოცხლე ახლა მხოლოდ პადრე ჟუაკინის ხელშია.
მაგრამ ბოლოს ეს ძალაც ეცლება და რაღაცას წამოდებული მიწაზე ენარცხება.
ხელებში თავჩარგული წევს და უცნაურ ნეტარებას განიცდის, ცდილობს, ღრმად
ისუნთქოს და საკუთარი გულის ბაგაბუგს აყურადებს. „მოვკვდები და არ ავდგები“, –
ფიქრობს იგი. სუნთქვა თანდათან უთანაბრდება, საფეთქლებში რახარუხი
უყუჩდება. თავბრუ ესხმის და გულისრევის გრძნობა ეძალება. სათვალეს იხსნის და
შუშებს წმენდს. ისევ იკეთებს. გარშემო ადამიანები დგანან. ეს არ აშინებს. საშინელმა
დაღლილობამ შიშის, შფოთისა და წარმოსახვაში გათამაშებული კოშმარებისგან
იხსნა. თუმცა, მისთვის ახლა არავის სცხელა. ისინი იარაღს, სავაზნეებს, ამუნიციას
აგროვებენ, მაგრამ არ შეიძლება, საკუთარი თვალების არ გჯეროდეს: აი, აქაც, იქაც და
მოშორებითაც ზოგი სულ სხვა საქმითაა დაკავებული – მოხერხებულად და სწრაფად,
თითქოს მათ წინაშე მოზვრები ან თიკნები იყვნენ, ჯარისკაცებს თავებს სჭრიან,
ტომრებში აწყობენ, სწორედ იმ შუბებზე აცვამენ, რომლებითაც ჯარისკაცები მათ
მოკვლას აპირებდნენ, თმით აკონწიალებული მიაქვთ, მათი ამხანაგები კი ამასობაში
კოცონს ანთებენ და მალე თავმოკვეთილი გვამები ცეცხლზე იკრუნჩხებიან,
სკდებიან, ტკაცუნობენ და გარშემო ნაპერწკლების კონებად იფრქვევიან.
მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთი ასეთი კოცონი იქვე მის გვერდითაა დანთებული და ჟურნალისტი
მასზე დახვავებულ გვამებთან ცისფერსახვევიან რამდენიმე ადამიანს ხედავს. „აი,
ახლა, ახლა შემნიშნავენ, მოვლენ, მომკლავენ, მერე სარზე ამაცვამენ და ცეცხლში
მომისვრიან“, – ფიქრობს თავზარდაცემული, მაგრამ მშველელად ისევ დაღლილობა
ევლინება, მეამბოხეები ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან, მაგრამ ჟურნალისტი
სიტყვებს ვერ არჩევს.
პადრე ჟუაკინს სწორედ მაშინ ამჩნევს. ჰო, ნამდვილად პადრე ჟუაკინია! იგი კი არ
გაურბის, პირიქით, უახლოვდება, კი არ მორბის, განიერი ნაბიჯებით მოაბოტებს,
მტვრის ღრუბლიდან აჩრდილივით იკვეთება. ჟურნალისტი ამ მტვრისგან უკვე
ცხვირში ღიტინს – მოახლოებული შეტევის უტყუარ ნიშანს გრძნობს, პადრე კი ისევ
სახეს მანჭავს, ხელებს იქნევს, ყველას, დანახშირებული მკვდრების ჩათვლით, და
თან კონკრეტულად არავის, რაღაცას ანიშნებს, თმა ყალყზე უდგას, სუტანა დახევია
და ერთიანად მტვერში აქვს ამოგანგლული. პადრე რომ უახლოვდება ჟურნალისტი
ფეხზე ძლივს დგება და ეუბნება: – თან წამიყვანეთ, აქ არ დამტოვოთ, არ მისცეთ
უფლება, თავი მომაჭრან და ცეცხლში ჩამაგდონ! – ესმის კი კუმბიელ პადრეს მისი
ხმა? იქნებ საკუთარ თავს ან მოძალებულ მოჩვენებებს ელაპარაკება, რაღაც გაუგებარს
ბუტბუტებს, ვიღაც უცნობების სახელებს იმეორებს, ხელებს იქნევს. ჟურნალისტი კი
გვერდით მიჰყვება, რადგან აცნობიერებს, ამ სიახლოვეშია მისი შველა და მარჯვნივ
ფეხშიშველა ქალსა და ჯუჯას ამჩნევს. გაძვალტყავებულნი, ჩამოკონკილნი,
ჭუჭყიანნი მთვარეულებს ჰგვანან.
აღარაფერი აკვირვებს, არ აშინებს, არ აინტერესებს. იქნებ ეს არის ჭეშმარიტი
ექსტაზის მდგომარეობა? „ასეთ შეგრძნებას ოპიუმითაც კი ვერ ვაღწევდი“, – ფიქრობს
გაკვირვებული. ამასობაში მეამბოხეები ბილიკის გასწვრივ, თითქოს საშობაოდ
რთავენო, კეპებს, ფორმებს, მათარებს, ფარაჯებს, პლედებს, ქამრებსა და ჩექმებს
ხეებზე კიდებენ, მაგრამ ჟურნალისტს ეს არ აღელვებს. მაშინაც კი, როცა წინ უამრავ
სახურავს ხედავს და ხვდება, რომ კანუდუსში შედიან, ხოლო ქალაქში შესულს გზად
ნანგრევების გროვები და გზის გასწვრივ გამწკრივებული, უკვე მწერებდახვეული
მოჭრილი თავები უსიცოცხლო თვალებით შემოსცქერიან, ბეცი ჟურნალისტის გული
მაინც ვეღარაფერს გრძნობს, მაჯისცემა არ უჩქარდება, აღარც შიში აწუხებს და
წარმოსახვაში აფუთფუთებული ზმანებები სადღაც გაჰქრობია. მაშინაც კი არ კარგავს
სიმშვიდეს, როდესაც გზაზე საფრთხობელას მსგავს უაზრო ფიგურას ხედავს, ისეთს,
როგორსაც მინდვრებში დგამენ ხოლმე და კარგად უნდა დააკვირდეს, რომ მიხვდეს –
გამხმარი ხის წვეტიან ტოტზე წამოცმული, ეს სიშიშვლისგან ალაპლაპებული
ცხედარი პოლკოვნიკი ტამარინდუსია. მაგრამ წუთის შემდეგ, თითქოს უხილავ
დაბრკოლებას გადააწყდაო, შეშდება და ბუზების შარავანდედშემოვლებულ ერთ-
ერთ თავს იმავე ახლად შეძენილი სიმშვიდით აკვირდება. ეს მორეირა სეზარის
თავია.
ცემინება ისე მოულოდნელად ეწყება, რომ სახეზე ხელის აფარებასაც კი ვერ
ასწრებს: სათვალე ცხვირიდან სძვრება და საშინელი შეტევისგან ორად მოკეცილ
ჟურნალისტს მინის ქვებზე დაცემისა და ტკაცანის ხმა ცხადად ესმის. როგორც კი
შეტევა უნელდება, ცუცქდება, გარშემო ხელების ფათურს იწყებს და სათვალეს
პოულობს. ასეა, ამჯერად სათვალე დაილეწა, თითებით ბასრ ნამსხვრევებს გრძნობს
და ის კოშმარი უბრუნდება, წინა ღამით, იმ დილით, წუთის წინ რომ ტანჯავდა.
– მოიცადეთ! მოიცადეთ! – ყვირის ჟურნალისტი, სათვალეს ირგებს და სამყაროს
ნაკუწებად დაფლეთილს, დაყოფილს, დახლეჩილს ხედავს, - შეჩერდით,
გევედრებით! ვერაფერს ვხედავ. გემუდარებით!
მკითხველთა ლიგა
ამ დროს გრძნობს, რომ მარჯვენა მკლავზე ვიღაცის ხელი ეხება: მისი ზომითა და
ფრთხილი შეხებით ხვდება, რომ ეს ფეხშიშველა ქალის ხელია. ხმასაც არ იღებს, ქალს
თან ისე მიჰყავს და ხელიდან გამსხლტარ, უეცრად გაბუნდოვანებულ სამყაროში
გზის გაგნებაში ეხმარება.

როდესაც ეპამინონდას გონსალვისმა ბარონ დი კანიაბრავას სახლში ფეხი


პირველად შედგა და შავკანიანი მსახური სანთლით ხელში თავისი ბატონისკენ
მიუძღოდა, რედაქტორი, უპირველეს ყოვლისა, გააოცა არომატული ძმრისა და
სურნელოვანი ბალახების სუნმა, რომლითაც მთელი სახლი იყო გაჟღენთილი.
ლაქიამ კაბინეტის კარი შეაღო; კედლების გასწვრივ წიგნის კარადები იდგა, მწვანე
მინის ნატეხებით გაწყობილი ლამპა მწვანევე შუქს ჰფენდა ოვალურ საწერ მაგიდას,
მოჩუქურთმებულ სავარძლებსა და ინკრუსტირებულ მაგიდებს და, ერთგვარად,
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ყოველივე ეს შუაგულ ტყეში ეწყო.
ეპამინონდასის ყურადღება მიიპყრო ძველმა რუკამ, რომელსაც მთელ სიგანეზე
წითლად ჰქონდა წარწერილი სიტყვა „კალუმბი” და სწორედ მას ათვალიერებდა,
როდესაც კაბინეტის ზღურბლზე ბარონი გამოჩნდა. სტუმარმა და მასპინძელმა,
როგორც შორეულმა ნაცნობებმა, ერთმანეთს ხელი გულგრილად ჩამოართვეს.
– მადლობას გიხდით, რომ ჩემი მოწვევა მიიღეთ, – დაიწყო ბარონმა და სტუმარს
სავარძელზე დაჯდომა შესთავაზა, – ნამდვილად ჯობდა, ერთმანეთს ჩემთან ან
თქვენთან კი არა, არამედ სადმე ქალაქში შევხვედროდით, მაგრამ ჩემი მეუღლე
ავადმყოფობს და სახლიდან თითქმის არ გავდივარ.
– ვიმედოვნებ, მალე გამოჯანმრთელდება, – უპასუხა ეპამინონდასმა და თავაზიანი
ჟესტით მიწოდებულ სიგარაზე უარი თქვა, – მთელ ბაიას აქვს იმედი, რომ ისევ
ისეთი მშვენიერი და სიცოცხლით სავსე დაგვიბრუნდება.
ბარონი ბოლო დროს ძალიან მოტყდა, დაბერდა და გახდა. ეპამინონდასი ვერ
მიმხვდარიყო, ეს ახალი ნაოჭები, ეს მოღუშული და სევდიანი გამომეტყველება
რისთვის უნდა მიეწერა – ასაკის თუ ცოტა ხნის წინ განვითარებული დრამატული
მოვლენებისთვის.
– ესტელა უკვე გამოჯანმრთელდა, – მკვირცხლად წარმოთქვა ბარონმა, –
ფიზიკურად თავს ცუდად არ გრძნობს. მაგრამ კალუმბიში მომხდარმა ხანძარმა
სულიერი ტკივილი მიაყენა და ეს ჭრილობა ჯერ არ შეხორცებია.
– ამ უბედურმა შემთხვევამ ყველა ბაიელს დასცა თავზარი, – დაუკრა კვერი
ეპამინონდასმა და მზერა თანამოსაუბრეზე გადაიტანა, რომელიც ამ დროს კვლავ
ფეხზე იდგა და სირჩებს კონიაკით ავსებდა, – ამის შესახებ შეკრებაზეც
ვლაპარაკობდი და ჩემს გაზეთშიც ვწერდი. მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია,
რომ კერძო საკუთრების დაპყრობა და დაწვა ისეთი დანაშაულია, რომელიც
თანაბრად აღაშფოთებს ჩვენს მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.
თანხმობის ნიშნად ბარონმა თავი დაუქნია. მერე სტუმარს კონიაკი მიაწოდა,
ერთმანეთს უსიტყვოდ მიუჭახუნეს და დალიეს, ეპამინონდასმა სირჩა დაბალ
მაგიდაზე დადგა, ბარონმა კი დაიტოვა, ხელისგულებში მოიქცია და მოწითალო
სითხის გათბობა და ოდნავი რყევა დაიწყო.
– ვიფიქრე, რომ ერთმანეთს აუცილებლად უნდა შევხვედროდით, – თქვა მან
აუჩქარებლად, – რესპუბლიკურ და ავტონომიის მომხრე პარტიებს შორის
მოლაპარაკების წარმატება ჩემსა და თქვენს შორის შეთანხმების მიღწევაზეა
დამოკიდებული.

მკითხველთა ლიგა
– წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების
საწარმოებლად არავითარი უფლებამოსილება არ გამაჩნია, – სიტყვა გააწყვეტინა
ეპამინონდასმა.
– არც არის საჭირო, – დამცინავი ღიმილით უპასუხა ბარონმა, – ძვირფასო
ეპამინონდას, აჯობებს, ამ ჩინურ ცერემონიებს თავი დავანებოთ, ამის დრო აღარ
არის. მდგომარეობა თითქმის კატასტროფულია და ეს თქვენც ჩემსავით კარგად
მოგეხსენებათ. რიოსა და სან-პაულუში ბრბომ მონარქიული გაზეთების რედაქციები
დაარბია და მეპატრონეები ლინჩის წესით გაასამართლა. მაღალი საზოგადოების
ქალბატონები ბაიისკენ მომავალი სამხედრო ნაწილების დასახმარებლად საკუთარ
ძვირფასეულობას აგირავებენ. მოდი, გახსნილად ვითამაშოთ: თუ თვითმკვლელობა
არ გვინდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია.
და კვლავ კონიაკი მოსვა.
– გულახდილობისკენ მომიწოდებთ? კარგი, მაშინ გეტყვით: მორეირა სეზარის
თავს დამტყდარი უბედურება რომ არა, მე აქ არ ვიჯდებოდი და ჩვენს პარტიებს
შორის მოლაპარაკებები არ გაიმართებოდა, – გაეპასუხა ეპამინონდას გონსალვისი.
– ამაში გეთანხმებით, – თავი დაუქნია ბარონმა, – ვფიქრობ, იმაზეც
შევთანხმდებით, თუ რას ნიშნავს ის სამხედრო მზადება, რომელსაც ფედერალური
მთავრობა მთელ ქვეყანაში ატარებს.
– არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ, – ეპამინონდასმა თავისი სირჩა ასწია, კონიაკი
მოსვა და ცივად დაამატა: – თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის ეს დიდი ხანია
აღსასრულია.
– განსაკუთრებით კი თქვენთვის, – მეგობრულად უპასუხა ბარონმა, – განა ნათელი
არ არის? მორეირა სეზარის დაღუპვამ იაკობინელებს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა:
ერთადერთი გავლენიანი პირი დაკარგეს, რომლის იმედიც ჰქონდათ. დიახ, ჩემო
მეგობარო, ამბოხებულებმა პრეზიდენტ პრუდენტი დი მორაისს, პარლამენტს,
„მოლაყბეებისა“ და „კოსმოპოლიტების“ ამ მთავრობას, რომელთა გარეკვა და
სამხედრო დიქტატურით შეცვლაც თქვენ გინდოდათ, დიდი სამსახური გაუწიეს.
ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი და პაულისტები ჯარისა და სამთავრობო
სტრუქტურების იაკობინელებისგან გასაწმენდად ექსპედიციის მარცხით
ისარგებლებენ. მრავალრიცხოვანნი თქვენ არასდროს ყოფილხართ, მაგრამ ახლა
თავმოკვეთილებიც ხართ და თქვენი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ
არის. სწორედ ამიტომაც გიხმეთ. ძალიან მალე ჩვენ უზარმაზარი ჯარის პირისპირ
აღმოვჩნდებით, ბაიაში სულ ცოტა ხანში შემოიჭრებიან. ფედერალური მთავრობა
შტატის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავის დაყენებულ კაცს
დაავალებს, ჩვენი საკანონმდებლო კრება კი, თუ საერთოდ გადარჩა, ყოველგვარ
მნიშვნელობას დაკარგავს. თვითმმართველობის უმცირესი მცდელობაც კი ჩაიხშობა:
ბაია რიოს დანამატად გადაიქცევა. და თუმცა კი თქვენ ცენტრალიზაციის დიდი
მომხრე ხართ, იმედია, არც ისეთი, რომ გულხელდაკრეფილი იჯდეთ და უყუროთ,
პოლიტიკური არენიდან როგორ გაგაგდებენ.
– ეს იმაზეა დამოკიდებული, საკითხს რა კუთხით შევხედავთ, – აუღელვებლად
უპასუხა ეპამინონდასმა, – იქნებ ამიხსნათ, როგორ აგვარიდებს თავიდან ამ
საფრთხეს კავშირი, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ?
– ჩვენი კავშირი პრეზიდენტს აიძულებს, ანგარიში გაგვიწიოს და არ დაუშვას, რომ
ხელფეხშეკრული ბაია გენერლის მუნდირში გამოწყობილი ახლად გამომცხვარი
ვიცე-მეფის მსხვერპლი გახდეს. პირადად თქვენ კი მთავრობაში მოსვლის
საშუალებას მოგცემთ.
მკითხველთა ლიგა
– რომ ეს ძალაუფლება ვინმეს გავუნაწილო? – დაიწყო ეპამინონდასმა.
– არავისაც არ უნდა გაუნაწილოთ, – გაუსწორა ბარონმა, -– თქვენ შტატის
მთავრობის მეთაური გახდებით. ლუის ვიანა კენჭს აღარ იყრის, თქვენ ჩვენი
კანდიდატი იქნებით, ჩვენ საკანონმდებლო კრებისა და მუნიციპალური საბჭოსთვის
ორივე პარტიიდან კანდიდატთა სიას შევადგენთ. განა ამდენი ხნის მანძილზე
სწორედ ამას არ ესწრაფოდით?
ეპამინონდას გონსალვისს სახეზე ალმურმა გადაჰკრა. რამ შეუფაკლა ლოყები,
კონიაკმა, სიცხემ, ბარონის სიტყვებმა თუ საკუთარმა აზრებმა? რამდენიმე წამი
ფიქრში გაატარა.
– თქვენი მომხრეებიც დათანხმდებიან? – ჰკითხა მან ბოლოს ხმადაბლა.
– დათანხმდებიან, როცა მიხვდებიან, რომ ეს აუცილებლობაა, – უპასუხა ბარონმა, –
მათ დაყოლიებას ჩემს თავზე ვიღებ. ეს დაგაკმაყოფილებთ?
– უნდა ვიცოდე, სამაგიეროდ რას მოითხოვთ, – უპასუხა ეპამინონდასმა.
– სამაგიეროდ სიტყვას მომცემთ, რომ არც მიწებს შეეხებით და არც ქალაქში
არსებულ საწარმოებს, – დაუფიქრებლად უპასუხა ბარონმა, – ყოველგვარი
დაპყრობის, კონფისკაციის, მიწებისა თუ სხვა საკუთრების ჩამორთმევის ნებისმიერი
მცდელობის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ. ეს არის და ეს, ერთადერთი პირობა
ეს იქნება.
თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო, სტუმარმა ღრმად ჩაისუნთქა და სირჩაში ჩარჩენილი
კონიაკი ერთბაშად გადაკრა.
– მერე თქვენ?
– მე? – ძლივს გასაგონად გაიმეორა ბარონმა, თითქოს თავად კი არა, სული
ლაპარაკობსო, – მე კი პოლიტიკაში აღარ ვიქნები და ხელსაც არავის შევუშლი,
შემდეგ კვირას სულაც ევროპაში მივემგზავრები. რამდენი ხნით, ღმერთმა უწყის.
ახლა დამშვიდდით?
ეპამინონდასს კითხვაზე პასუხი არ გაუცია, ფეხზე წამოდგა და
დოინჯშემოყრილმა ოთახში გაიარ-გამოიარა. ბარონი არაფრის მთქმელი
გამომეტყველებით იჯდა. Jornal de Noticias-ის რედაქტორი მის სულში
აბობოქრებული ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების დამალვას არ ცდილობდა:
შეფიქრიანებულიც იყო და გახარებულიც, მაგრამ ყოველთვის მკვირცხლ თვალებში
ახლა ენერგიულობასთან ერთად შფოთვა და ცნობისმოყვარეობაც უკრთებოდა.
– თქვენხელა გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს, – ძლივს შესამჩნევად
გამომწვევი ხმით დაიწყო მან და ბარონს შეხედა, – მაგრამ, მერწმუნეთ, არც ბავშვი
გახლავართ. ვიცი, რომ მასულელებთ და რაღაც ხაფანგში მაბამთ.
ბარონმა თავი დაუქნია, თუმცა არავითარი ბრაზი არ დასტყობია. მერე წამოიწია
და ორივე სირჩაში ცოტაოდენი კონიაკი კიდევ დაასხა.
– მესმის თქვენი უნდობლობა, – უთხრა მან, წამოდგა, კონიაკით ხელში ოთახი
შემოიარა, ფანჯარასთან აუჩქარებლად მივიდა და გამოაღო: ოთახში გაზაფხულის
თბილი ჰაერი შემოვარდა და თან კუტკალიების ჭრიჭინი და გიტარის შორეული
ჰანგები შემოიყოლა, – და ეს სრულიად კანონზომიერიცაა. მაგრამ, მერწმუნეთ,
ხაფანგს არ გიგებთ. ახლანდელი საქმის ვითარება ისეთია, რომ ბაიის პოლიტიკური
ცხოვრების სათავეში ყოფნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
– ეს სიტყვები ქებად უნდა მივიღო? – გესლიანად ჩაეკითხა ეპამინონდასი.
– ვფიქრობ, პოლიტიკაში ძველი სტილი უკვე სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდა, –
თითქოს სტუმრის ნათქვამი ვერ გაიგონაო, განაგრძო ბარონმა, – ბევრი რამ შეიცვალა.
ვაღიარებ, რომ დროს ჩამოვრჩი. ადრე, როცა ვცდილობდი იმისთვის მიმეღწია, რომ
მკითხველთა ლიგა
ხალხი კანონებსა და დადგენილებებს დამორჩილებოდა, მოლაპარაკებებს
ვმართავდი, ადამიანებს ვარწმუნებდი, დიპლომატიის ყველა ფორმას ვიყენებდი და
ეს საკმაოდ კარგად, თქვენზე უკეთ გამომდიოდა. ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ
ესეც სრულიად საკმარისი იყო. მაგრამ ახლა სხვა დროა. ახლა მართლაც გაბედულად,
მოურიდებლად, ულმობლად, დანაშაულის წინაშეც კი უკანდაუხევლად მოქმედებაა
საჭირო. ახლა პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია. ვიმეორებ, ამ ვითარებაში
თქვენსავით მომზადებული ისეთი არავინაა, ვინც შტატში წესრიგს დაიცავდა.
– დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ თქვენგან ქებას ალბათ ვერასდროს
ვეღირსები, – თქვა ეპამინონდასმა და სავარძელში ჩაეშვა.
ბარონი გვერდით მიუჯდა. გაღებული ფანჯრიდან ოთახში კვლავ კუტკალიების
ჭრიჭინი, ბორბლების ჭრიალი, ღამის დარაჯის სიმღერა, გრამოფონის ხმა, ძაღლის
ყეფა შემოდიოდა.
– გარკვეული თვალსაზრისით, თქვენით აღფრთოვანებული ვარ, – ბარონმა
თანამოსაუბრეს შეხედა და თვალებში რაღაც ნაპერწკალი აენთო, – მქონდა
შესაძლებლობა, თქვენი გამბედაობა და პოლიტიკური კომბინაციების უნაკლო
გათვლა შემეფასებინა. დიახ, მომავალ უბედურებას ბაიაში თქვენზე ღირსეულად
ვერავინ დაუხვდება.
– ბოლოს და ბოლოს არ მეტყვით, ჩემგან რას ელოდებით? – ჰკითხა გულწრფელად
აღელვებულმა ეპამინონდასმა.
– მინდა, რომ ჩემი ადგილი დაიკავოთ, – დამარცვლითა და გარკვევით წარმოთქვა
ბარონმა, – იმიტომ არ მენდობით, რომ დამარცხებულად მიგაჩნივართ, არა? ცდებით.
ბრძოლის გაგრძელება ჩვენ კიდევ შეგვიძლია, პრეზიდენტთან და ფედერალური
მთავრობიდან -– პაულისტებთან შეთანხმების იაკობინელებზე მეტი შესაძლებლობა
ჩვენ გვაქვს. მაგრამ ფსიქოლოგიურად მე მართლაც გავტყდი და იარაღს ვყრი.
კონიაკი მოსვა და თვალებში კვლავ გულგრილი გამომეტყველება ჩაუდგა.
– მოხდა მოვლენები, რომელთაც ვერც კი ვივარაუდებდი, – თქვა ისე, თითქოს
საკუთარ თავს ელაპარაკებაო, – ბრაზილიის ჯარის საუკეთესო პოლკი ღარიბ-ღატაკი
ფანატიკოსების ხროვამ დაამარცხა. ამის ახსნა როგორ შეიძლება? გამოჩენილი
მხედართმთავარი მორეირა სეზარი პირველივე შეტაკებაში განადგურდა...
– დიახ, მართლაც წარმოუდგენელია, – ჩაილაპარაკა ეპამინონდასმა, – ამ საღამოს
მაიორ კუნია მატუსს შევხვდი. სინამდვილეში საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე
ოფიციალურად გამოცხადდა. თქვენთვის ცნობილია დანაკარგის რაოდენობა? რაღაც
დაუჯერებელი მოხდა: სამასიდან ოთხას ჯარისკაცამდეა დაღუპული – პოლკის
მესამედი. ათობით ოფიცერი. მთელი იარაღი მეამბოხეებს დარჩათ: ზარბაზნებით
დაწყებული, უბრალო დანებით დამთავრებული. გადარჩენილებმა მონტი-სანტუმდე
მხოლოდ ქვედა საცვლების ამარა, შიშვლებმა მოაღწიეს. სრულიად
დემორალიზებულები არიან. არადა, ეს ხომ მეშვიდე პოლკი იყო! თქვენ ხომ იქ
ახლოს იყავით, კალუმბიში, თქვენც ნახავდით. რა ხდება ამ კანუდუსში, ბარონო,
ამიხსენით.
– არ ვიცი, არ მესმის, – უპასუხა სახემოქუფრულმა ბარონმა, – მოვლენები ყველაზე
ცუდ მოლოდინსაც კი აჭარბებს. მე კი მეგონა, რომ სერტანებსა და მის მკვიდრებს
ვიცნობდი. ასეთ განადგურებას შიმშილისგან სიკვდილის პირას მყოფთა
ფანატიზმით ვერ ახსნი: აქ რაღაც სხვაც არის, – მან თანამოსაუბრეს ისევ
განყენებული მზერა მოავლო, – იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რომ იმ სისულელეს,
რომელსაც თქვენ ავრცელებდით, რეალური საფუძველი აქვს, რომ კანუდუსში
მართლაც არიან ინგლისელი მრჩევლები, რომ მონარქისტები სინამდვილეში მათ
მკითხველთა ლიგა
იარაღით ამარაგებენ-მეთქი. მაგრამ, არა, არ შემეკამათოთ, ძველის გახსენებას არ
ვაპირებ. მხოლოდ იმიტომ გითხარით, რომ მეჩვენებინა, მორეირა სეზარის
განადგურებამ როგორი თავზარი დამცა.
– მე ეს მოვლენები თავზარდაცემაზე უფრო მეტად მაშინებს, – უპასუხა
ეპამინონდასმა, – თუ მათ რეგულარული ჯარის რჩეული პოლკი ასე პირწმინდად
გაანადგურეს, არეულობის გავრცელებას მთელ შტატზე, მეზობელ მხარეებზეც
შეძლებენ. აქ მოსვლასაც მოახერხებენ.
მან მხრები უიმედოდ აიჩეჩა და ხელები უსასოოდ გაშალა.
– თუმცა, ამას ახსნა მაინც შეიძლება მოეძებნოს: სებასტიანელების ხროვა ჩვენი და
მეზობელი შტატებიდან ათასობით გლეხით გაიზარდა, – თქვა ბარონმა, – მათი
მამოძრავებელი ძალა უცოდინრობა, ცრურწმენები და შიმშილია. ამის აღმკვეთი
მექანიზმი კი, რომელიც ადრე შეაჩერებდათ, აღარ არსებობს. ეს ნამდვილ ომს
ნიშნავს. ფედერალური ჯარის შემოჭრას. ბაიის საქმე წასულია, – მან ეპამინონდასს
ხელზე ხელი მოჰკიდა, – აი, რატომ უნდა შემცვალოთ. ახლა საჭიროა ადამიანი,
რომელიც ყველას გაერთიანებას შეძლებს, ვინც ოდნავ მაინც გამოდგება და ბაიას
კატასტროფისგან იხსნის. მთელ ქვეყანაში ბაიის მიმართ სიძულვილის ტალღა
აგორდა – ამის მიზეზი მორეირა სეზარია. ჰყვებიან, რომ რიოში მდაბიოთა ბრბოები
მონარქისტული გაზეთების რედაქციებს არბევდნენ და, სიკვდილი ბაიასო,
გაიძახოდნენ.
ბარონი ამჯერად დიდი ხნით დადუმდა და თითებში სირჩას ნერვიულად
ატრიალებდა. შემდეგ კვლავ განაგრძო:
– ბევრი მემამულე უკვე გაკოტრებულია. მე ორი მამული დავკარგე. ეს სამოქალაქო
ომი ათასობით ადამიანს შეიწირავს და დაასახიჩრებს. რა გვეშველება, თუ
უთანხმოებების დავიწყებას ვერ შევძლებთ? მაშინ ხომ ყველაფერს დავკარგავთ.
ქვეყნის სამხრეთითა და მარანიუნში გადასახლება წარმოუდგენელ მასშტაბებს
მიიღებს. ბაია რად გადაიქცევა? ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, ეპამინონდას, ამოიგდეთ
თავიდან თქვენი იაკობინური ბოდვა, საცოდავი პორტუგალიელების გაკიცხვას
მოეშვით, წარმოების ნაციონალიზაციას ნუღარ მოითხოვთ. ყველაფერს საღად
შეხედეთ. იაკობინელობა პოლკოვნიკ მორეირა სეზართან ერთად დაიღუპა.
მთავრობას ჩაუდექით სათავეში. შევეცადოთ, ამ სისხლიან ქაოსში წესრიგი ერთად
დავიცვათ. არ შეიძლება ბრაზილიამაც ამ კონტინენტზე არსებული მრავალი
სახელმწიფოს ხვედრი გაიზიაროს, გამეფებულმა სამხედრო მმართველობამ ამ
ქვეყანაშიც შფოთი, კორუფცია და დემაგოგია მოიტანოს...
ორივე ჩაფიქრებული დიდი ხნით დადუმდა. შორეული ოთახებიდან კაბინეტში
ნაბიჯების ხმა და ლაპარაკი აღწევდა. საათმა ცხრაჯერ ჩამოჰკრა.
– მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ, – თქვა ბოლოს ეპამინონდასმა და წამოდგა,
– ყველაფერი დავიმახსოვრე, რაც მითხარით და ვიფიქრებ. ახლა პასუხის გაცემა არ
შემიძლია.
– თავისთავად ცხადია, ახლა არც ველოდი, – უპასუხა ბარონმა და ისიც ფეხზე
ადგა, – მოიფიქრეთ, მერე კიდევ დავილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი
იქნებოდა, გამგზავრებამდე ისევ მწვეოდით.
– პასუხს ზეგ მოგახსენებთ, – უთხრა კარისკენ მიმავალმა ეპამინონდასმა.
როდესაც მისაღები ოთახისკენ გაემართნენ, ისევ ის ზანგი გამოჩნდა ხელში
სანთლით. ბარონმა სტუმარი პარმაღამდე მიაცილა და იქ ჰკითხა:
– ჰო, მინდოდა მეკითხა, ხომ არაფერი იცით იმ ჟურნალისტის შესახებ, მორეირა
სეზარს ექსპედიციაში თან რომ ახლდა?
მკითხველთა ლიგა
– იმ უცნაურ კაცზე? – უპასუხა ეპამინონდასმა, – დაიკარგა. როგორც ჩანს,
დაიღუპა. ხომ იცით, ცხოვრებას ცუდად იყო მორგებული.
და ერთმანეთს თავის დაკვრით დაემშვიდობნენ.

მკითხველთა ლიგა
ოთხი

როდესაც მსახურმა ბატონს სტუმრის სახელი მოახსენა, ბარონმა დი კანიაბრავამ


ჩვეულებრივ კი არ უპასუხა, გადაეცი, რომ არც სტუმრებს ვღებულობ და არც მე
მივდივარ ვინმესთანო, არამედ მაშინვე კიბეზე დაეშვა, განიერი, დილის მზით
უხვად განათებული დარბაზი გადაკვეთა და იქ, შესასვლელთან დარწმუნდა, რომ არ
მოეყურა: ჰო, ის იყო, ნამდვილად ის იყო. ბარონმა მას ხელი მდუმარედ გაუწოდა და
სახლში შეიყვანა. მეხსიერებაში ელვის სისწრაფით გაუელვა ყველაფერმა, რის
დავიწყებასაც ამდენი თვის მანძილზე ცდილობდა: კალუმბის ალმოდებულმა
ფაზენდამ, კანუდუსმა, ესტელას ავადმყოფობამ, პოლიტიკური საქმიანობისგან
ჩამოშორებამ.
თითქოს ამ საოცარი, მოულოდნელად წარსულიდან აღმდგარი სტუმრის
გამოჩენაზე მეტყველების უნარი წაერთვაო, კაბინეტშიც მდუმარედ შეუძღვა, იქ,
სადაც, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები იმართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილა იყო, კაბინეტში უკვე ცხელოდა. შორს,
აბუსალათინის ბუჩქებს, მანგოს ხეებსა და კაქტუსებს მიღმა, გუაიაბისა და პიტანგის
ხეხილის ხშირ ფოთლებს შორის მზე ზღვის ზოლს ხანჯლის პირივით ალაპლაპებდა.
ბარონმა ფარდები დახურა და ოთახში ბინდბუნდმა დაისადგურა.
– ვიცოდი, რომ ჩემი მოსვლა გაგაკვირვებდათ, – წარმოთქვა სტუმარმა და ბარონმა
მისი ნაცნობი, სასაცილოდ მკივანა ფალცეტი გაიგონა, – მითხრეს, ევროპიდან რომ
დაბრუნდით, და აი... თქვენი ნახვა მომინდა. გულახდილი ვიქნები. სამსახურის
სათხოვნელად მოვედი.
– დაბრძანდით, – უპასუხა ბარონმა.
სტუმარს ისე უსმენდა, თითქოს სიზმარში იყო, მისი სიტყვების შინაარსს არ
უღრმავდებოდა, ხარბად აკვირდებოდა და თავის ამჟამინდელ შთაბეჭდილებას იმას
ადარებდა, მაშინ რომ შეექმნა, როცა ამ ადამიანს კალუმბიში პოლკოვნიკ მორეირა
სეზარის მცირერიცხოვან ამალასთან ერთად შეხვდა. „ის არის და არც არის“, –
გაიფიქრა უნებურად. ის ჟურნალისტი, ჯერ მასთან Diario de Bahia-ში რომ მუშაობდა,
შემდეგ კი Jornal de Noticias-ში გადავიდა, თითქმის ყმაწვილი ახსოვდა. ახლა კი მის
წინაშე სქელმინებიანი სათვალით, ოთხად თუ ექვსად მოკაკული ბერიკაცი იჯდა.
სახე ნაოჭებით დაღარვოდა, თმა ჭაღარას აეჭრელებინა, სავარძელში ჩავარდნილი
სხეული უღონოსა და დაჩაჩანაკებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უღილებო
პერანგი, ძველი, დალაქავებული ჟილეტი, გაქექილი, ჩამოძენძილი, სიძველისგან
აპრიალებული შარვალი და უხეში, ვაკეროს ჩექმები ეცვა.

მკითხველთა ლიგა
– დიახ, მახსენდება, – თქვა ბარონმა, – ევროპაში გავიგე, რომ ცოცხალი იყავით.
მწერდნენ, მოჩვენება გამოჩნდაო, მაგრამ მე ძველებურად უგზო-უკვლოდ
დაკარგული ან მკვდარი მეგონეთ.
– არ დავღუპულვარ და არც უგზო-უკვლოდ დავკარგულვარ, - სრულიად
სერიოზულად წარმოთქვა დუდღუნა ხმამ, – ყოველდღე ათჯერ მაინც ვისმენ, რაც
ახლა თქვენგან მოვისმინე და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი ამქვეყნად არსებობით
საზოგადოებას იმედი ძალიან გავუცრუე.
– მართალი გითხრათ, სულ არ მენაღვლება, სააქაოს ხართ თუ საიქიოს, – წამოსცდა
ბარონს და საკუთარმა უხეშობამ თავადვე გააოცა, – მერჩია კიდეც, რომ ცოცხალი
აღარ ყოფილიყავით. მეზიზღება ყველაფერი, რაც კანუდუსთანაა დაკავშირებული.
– გავიგე, თქვენს ცოლს რაც დაემართა, – პასუხად განაგრძო ახლომხედველმა
ჟურნალისტმა და ბარონი უცილობელი მორიგი უხეშობისთვის მოემზადა, – ვიცი,
რომ გონი დაკარგა, დიდი უბედურებაა...
მაგრამ, როდესაც მასპინძლის მზერას შეეჩეხა, შეშინებული გაჩუმდა, თვალები
დაახამხამა, სათვალე მოიხსნა და პერანგის კუთხით წმენდა დაუწყო.
ბარონმა ფიქრით შეაქო საკუთარი თავი, რომ სტუმრის გარეთ გაგდების უეცრად
გაჩენილ სურვილს არ აჰყვა.
– ჰოდა, აი, ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა, – შეეცადა კიდეც, სიტყვებში
რაც შეიძლება მეტი თავაზიანობა ჩაექსოვა, – რამდენიმე თვის წინ ეპამინონდას
გონსალვისისაგან წერილი მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თქვენ
სალვადორში დაბრუნდით.
– ის ნაძირალა წერილებს გწერთ? – შეკრთა დუდღუნა ხმა, – თუმცა, ჰო, ის ხომ
ახლა თქვენი მოკავშირეა.
– ბაიის გუბერნატორს ასე აგდებულად იხსენიებთ? – გაიღიმა ბარონმა, – მან, რა,
თავის გაზეთში აყვანაზე უარი გითხრათ?
– პირიქით, ხელფასის მომატებაც კი უნდოდა, – უპასუხა ახლომხედველმა
ჟურნალისტმა, – მაგრამ ერთი პირობით: ყველაფერი უნდა დამევიწყებინა, რაც
კანუდუსში მოხდა.
სიცილი აუტყდა, რომელიც რომელიღაც იშვიათი ფრინველის ყაშყაშს მიაგავდა,
შემდეგ ის სიცილი თავშეუკავებელი ცემინების შეტევაში გადაეზარდა და ლამის
სავარძლიდან გადმოაგდო.
– ვხედავ, კანუდუსს თქვენგან ნამდვილი ჟურნალისტი დაუყენებია,– ღიმილით
აღნიშნა ბარონმა, – ყველაფერი შეიცვალა. ჩემი მოკავშირე ეპამინონდასი კი კვლავ
ისეთივე დარჩა, როგორიც იყო.
შემდეგ შეიცადა, დაელოდა, სანამ ჟურნალისტი ჯიბიდან ამოღებული ლურჯი
ჩვრით ცხვირს იხოცავდა.
– ჯერ კიდევ ეპამინონდასი მწერდა, რომ გამუდმებით ვიღაც უცნაურ სუბიექტთან,
ჯუჯასთან ერთად გხედავენ, მართალია?
– დიახ, ჩემი მეგობარია, – თავი დაუქნია ახლომხედველმა ჟურნალისტმა, – მისგან
დავალებული ვარ. სიკვდილისგან მიხსნა. და იცით, როგორ? კარლოს დიდსა და
საფრანგეთის თორმეტ პერზე, დედოფალ მაგალონასა და რობერტ ეშმაკის საშინელ
და ჭკუის სასწავლებელ ამბებს მიყვებოდა.
სიტყვებს ნაჩქარევად ისროდა, ხელისგულებს ისრესდა, სავარძელში ტრიალებდა.
ბარონს თავისი ძველი მეგობარი, პროფესორი ტალეს დი აზევედუ გაახსენდა,
რამდენიმე წლის წინ კალუმბიში რომ სტუმრობდა. გაახსენდა, როგორ
მოჯადოებულივით უსმენდა მოხეტიალე ტრუბადურებს საათობით, როგორ იწერდა
მკითხველთა ლიგა
მათ ყოველ სიტყვას და იფიცებოდა, ნამდვილ, შუა საუკუნეების რომანსებს მღერიან,
რომლებიც ბრაზილიაში ალბათ პირველმა პორტუგალიელებმა ჩამოიტანეს და აქ,
სერტანებში უცვლელი სახით შემონახულაო. შემდეგ კი მისი ყურადღება
ახლომხედველი ჟურნალისტის თვალებში გაელვებულმა დარდმა მიიპყრო.
– მისი გადარჩენა კიდევ შეიძლება, – გაიგონა მავედრებელი ხმა, – ჭლექი აქვს,
მაგრამ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია. ექიმ მაგალიაისს პორტუგალიის
ჰოსპიტლიდან ბევრი ასეთი ავადმყოფი ჰყავს გადარჩენილი. მინდა დავეხმარო,
მაგრამ ამისათვის ფულია საჭირო, სამსახური მჭირდება. ამისათვის, და კიდევ
იმისთვის... რომ შიმშილით არ მოვკვდე.
ბარონმა შენიშნა, რომ ამ სიტყვებზე სტუმარი უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს
რაღაც სამარცხვინოში გამოტყდაო.
– ვერაფრით ვერ გამიგია, თქვენს ჯუჯას რატომ უნდა დავეხმარო, – ჩაიბურდღუნა
მან, – ან თუნდაც თქვენ.
– არა, რა თქმა უნდა, ვალდებული არა ხართ, – თითების მტვრევით უპასუხა
ბრუციანმა, – მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ბედი მეცადა. იქნებ გული მოგლბობოდათ.
ადრე თქვენი გულუხვობით ცნობილი იყავით.
– პოლიტიკური მოღვაწის ბანალური თვალთმაქცობა იყო, – უპასუხა ბარონმა, –
ახლა პოლიტიკას ჩამოვშორდი. ასე რომ, კეთილშობილი ადამიანის რეპუტაცია აღარ
მჭირდება.
ამ დროს ეზოში ქამელეონი დაინახა, ასეთი რამ ხშირად არ ხდებოდა:
ცივსისხლიანს ისე შეეძლო შერწყმოდა ქვას, ბალახს, ბუჩქების სიმწვანეს, ხის
მერქანს, რომ მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იყო. რამდენჯერმე ლამის
ფეხიც კი დაადგა. წუხელ ესტელა დაიყოლია სებასტიანასთან ერთად ბაღში
გასულიყო, სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა. ფიკუსებსა და მანგოს ხეებს შორის, მოწნულ
სავარძელში ჯდომისას ბარონესამ ქამელეონი სიმწვანეში ადვილად გამოარჩია.
ახლაც ძველებურად გაიხარა, მისკენ თითიც კი გაიშვირა და როდესაც ქამელეონი
სასწრაფოდ გაიქცა, როგორც კი მისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, ბარონმა და
სებასტიანამ ქალის სახეზე ღიმილი დაინახეს. ახლა კი მომწვანო-მოყავისფრო
მკვირცხლი არსება მანგოს ხის ფესვებთან გაყუჩებულიყო და მისი შემჩნევა მხოლოდ
ზურგის ამოზნექა-ჩაზნექით თუ შეიძლებოდა. „ჩემო კარგო, ჩემო საყვარელო, –
ფიქრობდა ბარონი, – მთელი გულით გიხდი მადლობას, რომ ჩემი ესტელა
გამიმხიარულე“.
– გარდა ამ ძონძებისა, არაფერი გამაჩნია, – წარმოთქვა ამ დროს ახლომხედველმა
ჟურნალისტმა, – როდესაც კანუდუსიდან დავბრუნდი, გაირკვა, რომ ბინის
მესაკუთრეს ქირის საფასურად მთელი ჩემი ნივთები გაეყიდა. Jornal de Noticias -ის
რედაქციამ ვალის თავის თავზე აღება არ ისურვა, – ოდნავი შეყოვნების შემდეგ კი
დასძინა, – წიგნებიც გამიყიდეს. დროდადრო ზოგს სანტა ბარბარას ბაზრობაზე
ვნახულობ ხოლმე.
ბარონმა გაიფიქრა, წიგნების დაკარგვა ამ კაცისთვის ძალიან მტკივნეული
იქნებოდა, აკი ათი-თორმეტი წლის წინ ამბობდა, ჩემი ცხოვრების მიზანია
ბრაზილიელი ოსკარ უაილდი გავხდეო.
– კარგი, – წარმოთქვა მან, – Diario de Bahia-ში აგიყვანთ. ბოლოს და ბოლოს
ცუდი ჟურნალისტი არ იყავით.
ახლომხედველმა ჟურნალისტმა სათვალე მოიხსნა, გაფითრდა, თავის ქნევას
მოჰყვა და სამადლობელ სიტყვებს დაუწყო ძებნა. „რა მნიშვნელობა აქვს, – ფიქრობდა
ბარონი, – მისთვის ვაკეთებ ამას თუ იმ ჯუჯისთვის? ქამელეონის გამო ვარ ახლა
მკითხველთა ლიგა
ასეთი კეთილი“. ფანჯარაში გაიხედა, მაგრამ მაშინვე გაწბილებული შეტრიალდა,
ქამელეონი ან გამქრალიყო, ან ეგრძნო, რომ აკვირდებოდნენ და სიმწვანეში
გამლღვალიყო.
– სიკვდილის ძალიან ეშინია, – ჩაილაპარაკა ახლომხედველმა ჟურნალისტმა და
სათვალე ისევ გაიკეთა, – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე ასე ძლიერ უყვარს.
მისი ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიღაც ბოშას
მიჰყიდეს, ის კი ბაზრობებზე მას, როგორც უცნაურ მხეცს, ისე უჩვენებდა
მნახველებს, მისი სიმახინჯით ფულს შოულობდა. მაგრამ სიკვდილის ისე
გაუსაძლისად ეშინია, რომ გადარჩენაში სწორედ ეს შიში დაეხმარა. იმასაც და მეც.
ბარონმა უეცრად ინანა, სამსახურის მიცემაზე რომ დათანხმდა, რადგან ამიერიდან
ამ კაცთან რაღაც ძაფებით იქნებოდა დაკავშირებული, მას კი არ უნდოდა რაიმე
საერთო ჰქონოდა ადამიანთან, რომელიც ყოველ წუთს კანუდუსს მოაგონებდა.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სტუმრისთვის მიენიშნებინა, ვიზიტის დრო
ამოწურულიაო, უეცრად დაუფიქრებლად უთხრა:
– წარმომიდგენია, რა საშინელებების ნახვა მოგიხდათ, – ჩაახველა, საკუთარ თავზე
ბრაზდებოდა, რომ ცნობისმოყვარეობამ სძლია, მაგრამ მაინც დასძინა, – იქ, სანამ
კანუდუსში იყავით.
– მართალი გითხრათ, მე არაფერი მინახავს, – არ დაახანა პასუხი სტუმარმა, მთელი
თავისი ჩონჩხისმაგვარი სხეულით წინ გადმოიხარა და მაშინვე გასწორდა, – იმ დღეს,
როდესაც მეშვიდე პოლკი განადგურდა, სათვალე გამიტყდა და ოთხი თვე მხოლოდ
ჩრდილებს, სილუეტებს, ვიღაცების ბუნდოვან გამოსახულებებს ვხედავდი.
მის ხმაში დაუფარავი ირონია იმალებოდა და ბარონმა გაიფიქრა, ეს სპეციალურად
მოფიქრებული ნათქვამია, უნდა მიმანიშნოს, ვიცი, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ
გინდაო.
– არ მესმის, რატომ არ გეცინებათ, – კვლავ გაიჟღერა გამომწვევმა ხმამ, – ყველანი
იცინიან, როდესაც ვამბობ კანუდუსში არაფერი მინახავს-მეთქი. მართლაც რომ
სასაცილოა...
– მართლაც რომ, – გაეპასუხა ბარონი და წამოდგა, – ძალიან სასაცილოა, მაგრამ მე
არ მაინტერესებს. ასე რომ...
– ისინი არ მინახავს, მაგრამ მესმოდა, ვეხებოდი, ვგრძნობდი და ამიტომ ვიცი, რაც
კი იქ ხდებოდა, – განაგრძობდა ჟურნალისტი და ბარონს სათვალის ქვემოდან
უყურებდა, – დანარჩენის წარმოდგენის შესაძლებლობა მქონდა.
და კვლავ გაიცინა, მოულოდნელი, ქვეშქვეშა სიცილით და თან ბარონს
დაჟინებულ მზერას არ აშორებდა. ბარონი კვლავ სავარძელში ჩაეშვა.
– ჩემთან მართლა იმის გამო მოხვედით, რომ სამსახური გეთხოვათ და იმ ჯუჯაზე
გელაპარაკათ? – ჰკითხა სტუმარს, - ჭლექიანი ჯუჯა მართლა არსებობს თუ
მოიგონეთ?
– სისხლიანი ხველა დაეწყო, და მინდა დავეხმარო, – უპასუხა სტუმარმა, – მაგრამ
მხოლოდ ამისთვის არ მოვსულვარ.
თავი დახარა, და ბარონი, რომელიც მის ნახევრად ჭაღარა, აბურდულ და ქერტლიან
თმას უყურებდა, შეეცადა, ამ კაცის ძირს დახრილი წყალწყალა თვალები
წარმოედგინა. თავში უცნაურმა ეჭვმა გაუელვა, რომ ამ კაცს შეეძლო, მისთვის
გალილეო გალის დანაბარები მოეტანა.
– კანუდუსს ივიწყებენ, – ოდნავ გასაგონად, მინავლულ ექოსავით გაისმა ამ დროს
ბეცი ჟურნალისტის ხმა, – მისი უკანასკნელი მოგონებები უახლოესი კარნავალისა და
ღია ცის ქვეშ გამართული სანახაობების მუსიკასთან ერთად განქარდება.
მკითხველთა ლიგა
– კანუდუსს? – ჩაილაპარაკა ბარონმა, - ეპამინონდასი მართალია, რომ არ უნდა
ამაზე ზედმეტად ილაპარაკონ. დროა ჩვენც დავივიწყოთ, ასე აჯობებს. მეტისმეტად
ბევრი რამ იყო იქ გაუგებარი, რთული, დამამძიმებელი. არავის ეს არ სჭირდება.
ისტორია მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს, უნდა ასწავლიდეს, ჭკუაში აგდებდეს. ამ
ომში კი დაფნის გვირგვინს არავინ იმსახურებდა და თანაც მაინც არავის ესმის, იქ რა
ხდებოდა. ამიტომაც გადაწყვეტილია, მას დავიწყების ფარდა ჩამოეფაროს.
გონივრული გადაწყვეტილებაა და სასიკეთო.
– კანუდუსის დავიწყებას მე არ დავუშვებ, – უეცრად წარმოთქვა ბეცმა
ჟურნალისტმა და თავისი ოდნავ ელამი თვალები ბარონს დაჟინებით მიაშტერა, –
დავიფიცე, რომ ამას არ დავუშვებ.
ბარონს გაეღიმა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ამ სიტყვების მოულოდნელმა
მაღალფარდოვნებამ გააცინა: უბრალოდ, ფარდების ქსოვილს მიღმა, ბალახის
მოელვარე სიმწვანეში, პიტანგის დაკორძილ ტოტებს შორის უეცრად არარაობიდან
ხილულ სამყაროში ისევ ამოიზარდა ქამელეონი. მისი გრძელი, მომწვანო, უძრავი და
მთაგრეხილივით დაბურცული, ლამის გამჭვირვალე სხეული ცისარტყელას
თითქმის ყველა ფერით ელვარებდა და ძვირფას ქვას მიაგავდა. „კეთილი იყოს, შენი
დაბრუნება, მეგობარო“, – გაიფიქრა ბარონმა.
– როგორ? – იკითხა მან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა.
– იმ ამბებზე ხსოვნის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არსებობს, – გაისმა
პასუხად ჟურნალისტის ბუტბუტი, – წიგნი უნდა დაიწეროს.
– დიახ, გამახსენდა, – თავი დაუქნია ბარონმა, – თქვენ გსურდათ, პოეტი
გამხდარიყავით, დრამატურგი. ახლა გინდათ, წიგნი დაწეროთ იმაზე, რაც თავად არც
კი გინახავთ?
თავისთვის კი გაიფიქრა: „განა დამნაშავეა ეს საცოდავი არსება იმაში, რომ ესტელას
სიცოცხლის სიყვარული და საღი აზრი არასოდეს დაუბრუნდება?“
– როგორც კი მოვახერხე, აბეზარი თავხედი ცნობისმოყვარეებისგან თავი
დამეღწია, ისტორიის აკადემიის სამკითხველო დარბაზში ჩავჯექი, – განაგრძო
ახლომხედველმა ჟურნალისტმა, – გაზეთების თვალიერება დავიწყე, ყველაფერს
ვაგროვებდი, რასაც კანუდუსთან ჰქონდა კავშირი. Jornal de Noticias-ს, Diario de Bahia
-ს, Republicano-ს ყველა აკინძული ნომერი წავიკითხე, ყველაფერი, რასაც სხვები
წერდნენ და საკუთარი სტატიებიც. რაღაც წარმოუდგენელი ხდება! შეთქმულებაა და
ამ შეთქმულებაში მთელი სამყარო აღმოჩნდა ჩათრეული, გონების საყოველთაო
დაბინდვა, მასობრივი ფსიქოზია!
– ვერ გაგიგეთ, – ბარონს ქამელეონიც და ცოლიც კი დაავიწყდა: ჟურნალისტს
ყურადღებით დააკვირდა, კაცი მის პირდაპირ სავარძელში ისე დაგრეხილიყო, რომ
მუხლებით ნიკაპს სწვდებოდა.
– ფანატიკოსების ბრბო, სისხლისმსმელი ნაძირალები, სერტანიდან გამოვარდნილი
კაციჭამიები, ავაზაკები, ურჩხულები, საზოგადოების სიმახინჯე, გონებასუსტები,
ბავშვების მკვლელები, ვიგინდარები და მთვარეულები, – დამარცვლით წარმოთქვა
სტუმარმა და თითოეულ მარცვალზე ჩერდებოდა, – ზოგიერთი ამ ზედსართავის
ავტორი თავად მე ვარ და, როცა ვწერდი, სწორედ ასე ვფიქრობდი.
– ახლა კი კანუდუსის აპოლოგიის შექმნას აპირებთ? – ჰკითხა ბარონმა, –
ყოველთვის უცნაურ ადამიანად მიმაჩნდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, ნუთუ
თქვენი მიზნის განხორციელებაში დახმარებას მე მთხოვთ! იცით კი, მთელი ეს ამბავი
რად დამიჯდა? ქონების ნახევარი დავკარგე. კანუდუსის გამო უზარმაზარი
უბედურება დამატყდა თავს, ესტელა...
მკითხველთა ლიგა
გაჩუმდა, რომ მთრთოლარე ხმით თავი არ გაეცა და დახმარებისათვის ფანჯარაში
გაიხედა. და დახმარებაც მოვიდა: ქამელეონი იქ იყო – წარღვნამდელი, უხსოვარი
დროის მშვენიერი და მარადიული ქმნილება, რომელიც ერთდროულად მცენარეულ
სამყაროსაც ეკუთვნოდა და ცხოველურსაც - დილის თვალისმომჭრელ სინათლეში
მშვიდად განისვენებდა.
– მაშინ უპირატესობა სწორედ ასეთ ეპითეტებს ენიჭებოდა, – განაგრძობდა
ჟურნალისტი, თითქოს ბარონის სიტყვები არც გაეგონოს, – ახლა სიტყვასაც აღარავინ
ძრავს. კაფეებში, ბაზრებში, სამიკიტნოებში კანუდუსს ვინმე ახსენებს? ახლა საუბრის
თემად ისაა ქცეული, როგორ გარყვნა წმინდა რიტას თავშესაფრის დირექტორმა
თავისი აღსაზრდელები, კიდევ – როგორ გამოიგონა ექიმმა სილვა ლიმამ სიფილისის
სამკურნალო ახალი წამლები, ან ის, როგორ შემოიტანეს კლარკის მაღაზიებმა
გასაყიდად რუსული საპნის და ინგლისური ფეხსაცმლის ახალი პარტია, – ისევ
შეხედა ბარონს და მან ჟურნალისტის ახლომხედველ თვალებში სასოწარკვეთა და
მრისხანება დაინახა, – კანუდუსის შესახებ ბოლო ცნობა გაზეთებში ორი კვირის წინ
დაიბეჭდა. იცით, რა წერია?
– მას შემდეგ, რაც პოლიტიკას ჩამოვშორდი, გაზეთებს აღარ ვკითხულობ, – უთხრა
ბარონმა, – საკუთარ გაზეთსაც კი.
– იქ აღწერილია რიო-დე-ჟანეიროში დედაქალაქის სპირიტისტების საზოგადოების
სპეციალური კომისიის ჩამოსვლა, რომელიც კანუდუსში იმისათვის გაგზავნეს, რომ
მათ არაამქვეყნიური ძალები გამოეხმოთ ამბოხებულების დასამარცხებლად. და, აი,
მისიის შესრულების შემდეგ ეს კომისია გემ „რიუ ვერმელიუთი“ თავიანთი სამფეხა
მაგიდებით, მინის ბურთულებითა და სხვა ასეთი სისულელეებით რიოში
დაბრუნებულა. მას შემდეგ სტრიქონიც არ დაწერილა. არადა, სამი თვეც კი არ
გასულა!
– ამის მოსმენა აღარ მინდა, – უპასუხა ბარონმა, – ხომ გითხარით, ეს ჩემთვის
მტკივნეული თემაა-მეთქი.
– ყველაფერი უნდა გავარკვიო, რაც თქვენ იცით, – ნაჩქარევი, შეთქმულის
ჩურჩულით გააწყვეტინა ჟურნალისტმა, – თქვენ კი ბევრი რამ იცით: თქვენ
უგზავნიდით მათ ფქვილს, საქონელს. თქვენ გქონდათ ურთიერთობა, დაღიანს
თქვენ ელაპარაკეთ.
ეს, რა, შანტაჟია? ნუთუ ამ კაცუნას მისი შეშინება აქვს გადაწყვეტილი, ფულის
გამოძალვა უნდა? ბარონმა იმედგაცრუება იგრძნო იმის გამო, რომ სტუმრის მთელ ამ
სიტყვაუხვ იდუმალებას ასეთი ბანალური და ვულგარული ახსნა აღმოაჩნდა.

– ანტონიუ ვილანოვას ჩემთვის სათქმელი მართლა დააბარე? – ეკითხება ჟუაუ


მოციქული და ტკბილ თავდავიწყებას განიცდის. კატარინას თხელი, გრძელი
თითები თმას უხილავს, ვარცხნის.
– არ ვიცი, ანტონიუმ რა გითხრა, – პასუხობს კატარინა ისე, რომ თავის საქმიანობას
არ სწყდება.
„კარგ ხასიათზეა“, – ფიქრობს ჟუაუ მოციქული. ცოლს კარგად იცნობს, ამიტომ
ხმითაც და მუქ თვალებში აგიზგიზებული ნაპერწკლებით ყოველთვის
შეუცდომლად ხვდება, როდისაა კატარინა კარგ ხასიათზე. იცის, მისი ცოლის
გამუდმებულ ნაღვლიან გამომეტყველებაზე ხალხი ბევრს ლაპარაკობს და მართლაც
ასეა. ქალს მუდამ ცხვირ-პირი ჩამოსტირის, მისგან წესიერად სიტყვას ვერ ეღირსები,
სიცილი კი, რა ხანია მისი სიცილი აღარავის სმენია. დაე, ილაპარაკონ. ჟუაუს მისი

მკითხველთა ლიგა
ღიმილი ნანახი აქვს, ლაპარაკიც მოუსმენია, თუმცა სწრაფი, წამიერი, თითქოს რაღაც
საიდუმლოს მალავსო.
– შენ დააბარე, ჩემთვის ეთქვა, თუ საიქიოში ჯოჯოხეთის ტანჯვა გელის, მას არც
მე მინდა გავექცეო? – ჩურჩულებს ჟუაუ.
კატარინას თითები ყუჩდება, როგორც იმ წუთებში, როდესაც ტილს პოულობს,
მაგრამ მაშინვე საქმეს განაგრძობს, და ჟუაუც კვლავ ნეტარების ბურუსში იძირება.
განა ნეტარება არ არის, როცა ასე ფეხშიშველი, წელამდეც შიშველი ტირიფის
წნელისგან დაწნულ ტახტზეა გაშხლართული ყრმა იესოს ქუჩის ერთ ალიზით
ამოყვანილ პატარა სახლში, ზურგს უკან კი მუხლებზე მისი ცოლი დაჩოქილა და
თმას უხილავს? რა ბრმები არიან ადამიანები, ეცოდება კიდეც. სიტყვები არ
სჭირდებათ, მას და კატარინას უსიტყვოდაც კარგად ესმით ერთმანეთის. მზე უკვე
მაღლაა, მისი სხივები ქოხის ერთადერთ ოთახში კარის ზერელედ მიხურულ
ფიცრებს, ფანჯარაზე აკრულ ლურჯი ჩვრის ნახევებსა და ნასვრეტებში აღწევს.
გარედან ხმაური შემოდის, ყურს მოთამაშე ბავშვების გნიასი სწვდება, - ქალაქი
თავისი ჩვეული, მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობს, თითქოს არავითარი ომი არ
ყოფილიყოს, თითქოს ამდენი ხალხი არ დახოცილიყოს, თითქოს კანუდუსი მთელი
კვირა დაღუპულ გმირებს, როგორც წესი და რიგია, ისე არ მარხავდა, ჯარისკაცების
გვამებს კი ურუბუებს საჯიჯგნად არ უტოვებდა.
– ვთხოვე, –- ყურში უღიტინებს კატარინას ტუჩები, – თუ შენ ჯოჯოხეთი გელის, მე
იქაც გამოგყვები.
ჟუაუ მკლავებს შლის და კატარინას წელზე ფრთხილად ხვევს, თავისკენ იზიდავს
და ქალს მუხლებზე ისვამს. იმის გამო, რომ ნაზია, თუ იმის გამო, რომ სინანული
თავს ისევ არ ანებებს, ჟუაუს ყოველთვის ეშინია, ქალს რამე არ ატკინოს, ან
შეურაცხყოფა არ მიაყენოს და იცის, საკმარისია, ხელში აიყვანოს, რომ მაშინვე უნდა
დასვას, თორემ ქალი წინააღმდეგობას აუცილებლად გაუწევს. ახლაც მზადაა, ხელი
უშვას. ქალისთვის სიახლოვე აუტანელია, ჟუაუმ ეს იცის და მის გადაწყვეტილებას
პატივს სცემს, უყვარს და ამიტომ თავის შეკავებას მიეჩვია, თუმცა ეს ადვილი არ
ყოფილა. რამდენი წელია ერთად არიან, მაგრამ მასთან წოლა სულ რამდენჯერმე
მოახერხა: როცა გრძნობს, როგორ უცემს გული, როგორ ასხამს ოფლი, უნდა
განერიდოს, ვნებები დაიოკოს. მაგრამ დღეს კატარინა მისდა გასაკვირად ხელს არ
ჰკრავს, მუხლებზეც უჯდება, მთელი სხეულითაც ეკვრის – თხელი, სუსტი, ლამის
უმკერდო, კანიდან ნეკნებგამოჩრილი სხეულით.
– იცი, იქ, მოწყალების სახლში შენზე ვდარდობდი, – ეუბნება კატარინა, –
დაჭრილებს ჭრილობებს ვუხვევდი, ჯარისკაცების სროლას ვაყურადებდი თუ
ვუყურებდი, როგორ ისროდნენ სახურავებზე აალებულ მაშხალებს, სულ მეშინოდა,
შენ გამო მეშინოდა.
მისი ხმა თანაბრად, გულგრილად, გაუცხოებულად ჟღერს, მასში არ კრთის
არავითარი განცდა, არც მღელვარება, თითქოს ვიღაც უცხოზე ლაპარაკობსო.
მიუხედავად ამისა, ცოლის სიტყვები ჟუაუს ძალიან აღელვებს, ვნებას უღვიძებს.
ხელს განიერი კაბის საყელოში უცურებს, ქალის ზურგს, მხრებს, ოდნავ შესამჩნევ
მკერდს ეალერსება. წინა კბილებჩაცვენილი პირით მის კისერს ეკვრის, მის ტუჩებს
დაეძებს. კატარინა კაცს არ უძალიანდება, მაგრამ არც კოცნაზე პასუხობს, ხოლო
როდესაც ჟუაუ მის ტახტზე დაწვენას დააპირებს, სხეული ეძაბება. კაცი ხელს მაშინვე
უშვებს, მაგრამ თვალებს ჯერ ისევ არ ახელს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს. კატარინა
დგება, ტანსაცმელს ისწორებს, ცისფერ, ძირს დავარდნილ თავსაფარს ისევ თავზე
იკრავს. ქოხში ჭერი ისეთი დაბალია, რომ კუთხეში მისვლისას იძულებულია, თავი
მკითხველთა ლიგა
დახაროს. თუკი რამ შესანახი აქვთ: შებოლილი ხორცი, ლობიო, კვერები, იმ კუთხეში
ინახავენ. ჟუაუ ცოლის მოძრაობას თვალს აყოლებს, შესცქერის, როგორ ამზადებს
ქალი საჭმელს და იმაზე ფიქრობს, რამდენი დღე თუ კვირაა ასე ჯდომა, ცოლთან, აი,
ასე ჯდომა არ ღირსებია, როდესაც აღარც ომზე ფიქრობს, აღარც ანტიქრისტეზე.
კატარინას ლობიოს შეჭამანდიანი ხის ჯამი, ხისავე კოვზი მოაქვს და ისევ ჭილოფზე,
ჟუაუს გვერდით ჯდება. ჭამას იწყებენ, სამი კოვზი ჟუაუს, ერთი – კატარინას.
– მართალს ამბობენ, თითქოს ბელუ-მონტი მირანდელის ინდიელებმა დაიცვეს? –
ჩურჩულით ეკითხება კატარინა, – ჟუაკინ მაკამბირამ ასე მითხრა.
– მართალია. მირანდელელმა ინდიელებმა, ზანგებმა მუკამბუდან და სხვებმაც –
ყველამ კარგად იბრძოლა, – პასუხობს ჟუაუ, – მაგრამ ინდიელების წვლილი მაინც
განსაკუთრებულია: მათ ხომ არც კარაბინები ჰქონიათ და არც კაჟიანი თოფები.
მართლაც, ინდიელები რაღაც ახირებით ცეცხლსასროლ იარაღს არ ეკარებოდნენ,
ან უბრალოდ, არ ენდობოდნენ. როგორ არ ეცადნენ ჟუაუ მოციქული, ძმები
ვილანოვები, პედრაუ, დიდი ჟუაუ, მაკამბირები, ასეთი იარაღის უპირატესობა
აეხსნათ მათთვის, ხან თოფები, ხან პეტარდები, ხან ასაფეთქებლები დაერიგებინათ,
მაგრამ ამაოდ. კასიკები მხოლოდ თავს იქნევდნენ და ორივე ხელს ისე ასავსავებდნენ,
თითქოს რაღაც გულისამრევს იშორებენო. ჯარისკაცების მოსვლამდე ცოტა ხნით
ადრე ჟუაუ მოციქულმა კიდევ ერთხელ თავად შესთავაზა ინდიელებს შაშხანების
დატენვას, წმენდასა და სროლას გასწავლითო, მაგრამ ისევ ცივი უარი მიიღო. მაშინ
გაიფიქრა, კარირის ინდიელები ბრძოლაში მონაწილეობას არც ახლა მიიღებენო; მათ
ხომ არც უაუასთან უბრძოლიათ და არც კამბაიუს ფერდობებზე, ექსპედიცია
კამბაიუში რომ შევიდა, თავ-თავიანთ ვიგვამებში ისხდნენ, თითქოს ის ომი მათ არ
ეხებოდათ, – მირანდელების მხრიდან ბელუ-მონტი დაუცველია, – ამბობდა ჟუაუ, –
ერთადერთი იმედია, რომ უფალი იქიდან არ შემოუშვებს. თუმცა, ჯარისკაცები
სწორედ იქ გამოჩნდნენ, – მაგრამ სწორედ იქ იყო, რომ წინ ერთი ნაბიჯითაც კი ვერ
წაიწიეს, – ფიქრობს ახლა. ამ პირქუშმა, სიტყვაძვირმა, შეუცნობელმა არსებებმა,
რომლებიც მხოლოდ მშვილდ-ისრებით, შუბებითა და დანებით იყვნენ
შეიარაღებულები, ჯარისკაცებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. უფალმა
სასწაული მოავლინა?
– გახსოვს, მოძღვარმა როგორ მიგვიყვანა პირველად მირანდელაში? – ეკითხება
ჟუაუ და ცოლის თვალებს დაეძებს.
კატარინა თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ლობიო შეჭმულია და ქალს ცარიელი
ჯამი და კოვზი ღუმელთან, თავის ადგილზე მიაქვს. შემდეგ ჟუაუ შესცქერის, როგორ
მოემართება ქალი მისკენ, კაფანდარა, ფეხშიშველი, რაღაცაზე დაფიქრებული. თავით
წარამარა გამჭვარტლულ ჭერს ეხება. კაცი ზურგიდან ხელს ფრთხილად ხვევს, უფრო
მოხერხებულად დაჯდომაში ეხმარება, შემდეგ კი ასე მდუმარედ სხედან და უსმენენ,
როგორ ხმაურობს ქალაქი ხან სადღაც შორს, ხან სულ ახლოს. შეუძლიათ, საათობით
ისხდნენ ასე, გაუნძრევლად, სიტყვის უთქმელად, და ალბათ არაფერია ამ საათებზე
უფრო ძვირფასი მათ ცხოვრებაში.
– მაშინ ისე მძულდი, როგორც შენ გძულდა ადრე კუსტუდია, – ჩურჩულებს
კატარინა.
მირანდელა, მე-18 საუკუნეში მასაკარელი მისიონერი ბერების მიერ დაარსებული
ინდიელების დასახლება, კანუდუსის გარშემო გადაშლილ სერტანებში უცნაურად,
სოლივით იყო შეჭრილი. პომბალიდან ოთხ ლიგაზე გადაწოლილი ქვიშიანი ველები
ყოფდა, კიდევ ხშირი, აქა-იქ საერთოდ გაუვალი კაატინგა და ჯოჯოხეთური ხვატი.
ვინც ამ გზის გავლას გაბედავდა, ტუჩები უსკდებოდა, კანი უშრებოდა. უხსოვარი
მკითხველთა ლიგა
დროიდან ამ ველური პეიზაჟის შუაგულში აღმართულ მთის წვერზე გაშენებული ეს
სოფელი სისხლიანი და სასტიკი შეტაკებების ასპარეზი გამხდარიყო: კარირის
ინდიელები თავიანთ მიწებს თავდაუზოგავად იცავდნენ, თეთრკანიანები კი მათ
დაპყრობას ცდილობდნენ.
ინდიელები ერთ სოფელში იყვნენ თავმოყრილები, მათი ქოხები ორი საუკუნის
წინ აგებული, ჩალით გადახურული და ცისფრად შეღებილი კარ-ფანჯრიანი
ამაღლების ეკლესიის გარშემო იყო განფენილი, რომელსაც წინ პატარა მოედანიც კი
ჰქონდა ქოქოსის ორიოდ პალმითა და ხის ჯვარცმით. თეთრკანიანებს გარშემო
ფაზენდები ეკავათ. ეს მეზობლობა მშვიდი თანაცხოვრების ნაცვლად მარადიული
ფარული ომი უფრო იყო, რომელიც დროდადრო ორივე მხრიდან თავდასხმების,
ხანძრების, მკვლელობების საბაბი ხდებოდა. სერტანში მცხოვრები ეს ინდიელები
ნახევრად შიშვლები დადიოდნენ და თავიანთი წინაპრების ენაზე ლაპარაკობდნენ,
რომელიც პორტუგალიური გინებით იყო გაჯერებული. სარჩოს ნადირობით
შოულობდნენ და მოწამლულ ისრებსა და შუბებს მიზანს არასდროს აცილებდნენ. ამ
პირქუშ და საცოდავ ხალხს, გარდა თავიანთი იკოს ფოთლებით გადახურული
ქოხებისა და დამუშავებული, სიმინდის ნათესებიანი მიწის ნაგლეჯისა, არაფერი
გააჩნდა და ისეთი ღატაკები იყვნენ, რომ მირანდელას არც ავაზაკების ბანდები
ეხებოდნენ და არც ცხენოსანი პოლიცია. მისიონერების ძალისხმევას, ძველ რწმენას
დაჰბრუნებოდნენ, იქ დიდი შედეგი არ გამოუღია: რა ხანია წირვა ვერავის
ჩაეტარებინა. საკმარისი იყო, სოფელში კაპუცინელი, ან ლაზარეს ორდენის ბერები
გამოჩენილიყვნენ, რომ ინდიელები თავიანთ ცოლ-შვილს მაშინვე ხელს
დაავლებდნენ და კაატინგების სიღრმეში გააქანებდნენ. თანდათანობით
მისიონერებიც იძულებულები გახდნენ, ამ დანაკარგს შეჰგუებოდნენ და წირვას
მხოლოდ თეთრკანიანებს უტარებდნენ. ჟუაუ მოციქულს არ ახსოვს, კერძოდ როდის
გადაწყვიტა მოძღვარმა, იმ სოფელში ასულიყო, – წმინდანის ამალაში
მოგზაურობათა წლები კრიალოსანივით მოვლენების ერთმანეთის მიყოლებით
აცმული არ ჰქონია – დასაწყისითა და დასასრულით – არამედ ერთგვარად წრედ
წარმოედგინა, ერთნაირი დღეებისა და მოქმედებების განმეორებად. მაგრამ
ინდიელების სოფელში ჩასვლა მის მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა, პომბალში
სამრეკლოს შეკეთების შემდეგ მოძღვარი გარიჟრაჟზე ჩრდილოეთისკენ მკვეთრად
გადაწეული ფერდობისკენ გაემართა, პირდაპირ წარმართების სამფლობელოსკენ,
სადაც სულ ახლახან ინდიელები თეთრკანიანი კოლონისტების ოჯახს მხეცურად
გაუსწორდნენ. როგორც ყოველთვის, მაშინაც ვერავინ გაბედა, მისთვის რაიმე ეკითხა
ან შესწინააღმდეგებოდა, მაგრამ, სანამ მცხუნვარე მზის ქვეშ მიაბიჯებდნენ და
ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს მზის მწველი სხივები ისრებად პირდაპირ
ტვინში ერჭობოდათ, ბევრი, და მათ შორის ჟუაუ მოციქული, ფიქრობდა, რომ
იქ დაცარიელებული ქოხები ან ისრების წვიმა დახვდებოდათ.
მაგრამ შეცდნენ, არც ერთი მომხდარა და არც მეორე. საღამოსთვის მოძღვარმა და
მისმა თანამგზავრებმა მთის წვერს მიაღწიეს და ღვთისმშობლის სადიდებელი
გალობით სოფელში შეაბიჯეს. ინდიელებმა მათ დანახვაზე არც შიში გამოამჟღავნეს
და არც მტრული განწყობა, მაგრამ არც განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენიათ,
თავიანთი სახლების ზღურბლებიდან შესცქეროდნენ, მოსულებმა მათი ქოხების
პირდაპირ როგორ დაანთეს კოცონი ერთ ცარიელ ადგილას, როგორ შემოუსხდნენ
ცეცხლს გარშემო, შემდეგ როგორ შევიდნენ ამაღლების ეკლესიაში და როგორ
დაიწყეს ლოცვა. ღამით კი თავიანთი ქოხებიდან და ბაგებიდან ეს თეთრ-მწვანედ
სახემოთხუპნილი ადამიანები უსმენდნენ, როგორ ქადაგებდა მოძღვარი და
მკითხველთა ლიგა
ხედავდნენ, რა გულისყურით მისჩერებოდნენ დანარჩენები. მოძღვარი თავის
ქადაგებაში ლაპარაკობდა სულიწმიდაზე – როგორც თავისუფლებაზე,
ღვთისმშობლის ტანჯვაზე, ზომიერების, სიღარიბისა და თავგანწირვის
უპირატესობაზე, და იმაზე, რომ ამქვეყნად უფლისათვის ტანჯული ზეცაში ჯილდოს
დაიმსახურებდა. შემდეგ ინდიელებმა გაიგონეს, როგორ განადიდებდნენ ისევ
მლოცველები ღვთისმშობელსა და იესოს. მერე კი გათენდა. დამხვდურები
მომლოცველებთან არც მისულან, არც ერთხელ არ გაუღიმიათ, არ განძრეულან, არც
ჟესტით გამოუხატავთ რაიმე კეთილგანწყობა, არც მოძრაობით, უბრალოდ,
უყურებდნენ, როგორ წაიყვანა მოძღვარმა თავისი ხალხი სასაფლაოზე და როგორ
შეუდგა იქ სარეველას გლეჯასა და საფლავების წმენდას.
– თავად უფალმა შთააგონა მაშინ მოძღვარი, მირანდელაში მისულიყო, – ამბობს
ჟუაუ მოციქული, – მიწაში თესლი ჩააგდო და მან ყლორტი გამოიღო.
კატარინა დუმს, მაგრამ ჟუაუ დარწმუნებულია, რომ ახლა ქალი იმას გაიხსენებს,
რა მოულოდნელად გამოჩნდა ბენდენგოდან ბელუ-მონტისკენ მიმავალ გზაზე
ასამდე ინდიელი – როგორ მოჰქონდათ თავიანთი მონაგარი, როგორ მოჰყავდათ
თავიანთი მოხუცები, ქალები და ბავშვები. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო,
მაგრამ არავის არასდროს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ ეს ნახევრად შიშველი და
სახეშეღებილი ადამიანები კანუდუსში მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ მათ
სოფელში მოძღვარი იყო მისული. თან ერთი თეთრკანიანიც მოიყოლეს, სახელად
ანტონიუ მეცეცხლე. ინდიელები კანუდუსში, როგორც საკუთარ სახლში, ისე
მოვიდნენ და მუკამბუს გვერდით, ცარიელ ადგილას დასახლდნენ, სადაც ისინი
უფროსმა ვილანოვამ მიიყვანა. ქოხები გამართეს, სიმინდის თესვას შეუდგნენ,
ტაძართან ქადაგების მოსასმენადაც იწყეს სიარული, იმდენი პორტუგალიურიც
ისწავლეს, რომ სათქმელი თავადაც გაეგოთ და სხვებისთვისაც გაეგებინებინათ,
მაგრამ მაინც ძველებურად ცალკე ერთობას შეადგენდნენ. დროდადრო მათ
მოძღვარი მოინახულებდა ხოლმე და მის დანახვაზე ისინი უცნაურ ცეკვას –
დინჯად, რიტმულად მიწაზე ფეხების ცემას იწყებდნენ. ძმები ვილანოვებიც
მიდიოდნენ, რადგან ინდიელებს მათთან გაცვლა-გამოცვლა ჰქონდათ გამართული.
ჟუაუ მოციქული კი ამ ხალხს ყოველთვის ველურებად თვლიდა. ახლა აზრი
შესცვლოდა. იმ დღეს, როდესაც ჯარისკაცები სამ კოლონად - ორი მდინარის
მხრიდან, მესამე კი ჟერიმუაბუდან – ბელუ-მონტისკენ დაიძრნენ, გზაზე სწორედ
მირანდელა გადაუდგა წინ. ინდიელები თავგანწირვით შეებრძოლნენ. კათოლიკური
გვარდიის ოციოდ მებრძოლით ტერიტორიის გასამაგრებლად მისული ჟუაუ ერთი
წამით გაშეშდა, როდესაც თავდამსხმელების რაოდენობა დაინახა, ჯარიკაცები
ქოხებს შორის დათარემობდნენ, ინდიელები მათ ქოხების სახურავებიდან ისრებით,
ხის შუბებით, ქვის ნაჯახებით იგერიებდნენ, მომხდურებს მათთვის ალყა
შემოერტყათ, მათი ქალები კი გააფთრებულები წყევლიდნენ ჯარისკაცებს, თავს
ესხმოდნენ, კბენდნედნ, კაწრავდნენ, ცდილობდნეს, ხელიდან შაშხანები წაერთმიათ.
იმ ბრძოლაში, სულ მცირე, მირანდელის მოსახლეობის მესამედი დაიღუპა და
დაიჭრა.
კარზე აკაკუნებენ და ამ კაკუნს ჟუაუ მოციქული ფიქრებიდან გამოჰყავს. კატარინა
მავთულზე მიმაგრებულ ფიცარს გვერდით სწევს, კარს აღებს და ოთახში მტვრის
კორიანტელი, თვალისმომჭრელი სინათლე და ქუჩის ხმაური იჭრება. ზღურბლზე
ონორიუ ვილანოვას ერთ-ერთი ვაჟი დგას.
– ძია ანტონიუ გეძახით, – ეუბნება ბიჭი.
– გადაეცი, რომ ახლავე მოვალ, – პასუხობს ჟუაუ.
მკითხველთა ლიგა
რა ხანმოკლეა ბედნიერებაო, გაუელვებს თავში, ცოლს შეხედავს და ხვდება, რომ
ახლა იმანაც იგივე გაიფიქრა. გამოყვანილი ტყავის შარვალს იცვამს, პერანგს, ფეხებს
სანდლებში ყოფს და ქუჩაში გადის. გაჩახჩახებული შუადღის მზე თვალს სჭრის.
როგორც ყოველთვის, თავ-თავიანთი სახლების ზღურბლებზე მსხდომი მოხუცები,
ქალები და ბავშვები ესალმებიან, ის კი პასუხად თავს უქნევს. ქალები ერთ წრედ
შეკრულან, ქვასანაყში სიმინდს ნაყავენ, კაცები ხმადაბლა საუბრობენ, ჩამორღვეული
კედლების თიხითა და ჩალით შეკეთებას ცდილობენ. საიდანღაც გიტარის ხმაც
ესმის. ნახვა არ სჭირდება, ისედაც იცის დანარჩენი სერტანელები ახლა სად არიან,
ვაზა-ბარისის ნაპირებთან და ჟერიმუაბუს გასასვლელთან, მიწაში იქექებიან, ბაღ-
ბოსტნებს ასუფთავებენ, სადგომებსა და გომურებს აწესრიგებენ. ნაგავი თითქმის
აღარსად ჩანს, დამწვარი სახლების ადგილას უკვე სხვები ჩაუდგამთ. „ეს ყველაფერი
ანტონიუ ვილანოვას დამსახურებაა“, – ფიქრობს იგი. ანტიქრისტეს მოგერიების
პატივსაცემად გამართული მსვლელობა დამთავრებულიც არ იყო, რომ ანტონიუ
მოხალისეებისა და კათოლიკური გვარდიის მებრძოლებს სათავეში ჩაუდგა და
დაკრძალვას მიხედა, ქუჩები გაწმინდა, დანგრეული სახლები აღადგინა,
დამფრთხალი თხები და ცხვრები კვლავ ერთად მოაგროვა. „ეს ყველაფერი მათ
გააკეთეს, – ნამდვილი თავგანწირვაა, გმირობა“. აი, ახლა კი წყნარად დგანან, თავს
უქნევენ, უღიმიან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. საღამოს უფალი იესოს
ტაძრისკენაც გაეშურებიან, მოძღვრის სიტყვებს მოისმენენ, აკი კანუდუსში ერთი
ოჯახიც არ არის, რომელიმე წევრი მაინც რომ არ დაღუპვოდეს, არ დაეხვრიტოთ,
ცოცხლად არ დაეწვათ, მოწყალების გადავსებულ სახლებში ან ლაზარეთად
გადაქცეულ წმინდა ანტონიუს ეკლესიაში დაჭრილი არ წოლილიყოს.
მაგრამ უცებ რაღაც აჩერებს, თითქოს უხილავ წინაღობას შეეჯახაო. თვალებს
ხუჭავს, აყურადებს. არა, არ ეჩვენება, არც ყური ატყუებს. შორეული, მონოტონური
ხმა გულის გამაწვრილებლად, სევდიანად მოთქვამს. საიდანღაც, მეხსიერების სულ
ღრმა შრეებიდან, თავს მღელვარე მოგონება ახსენებს, იგი ჯერ წვრილ ნაკადულად
მოედინება, შემდეგ ძალას ელვის სისწრაფით იკრებს და ფორმასაც იძენს, აი, უკვე
ერთმანეთს შეჯახებული ხმლების წივილიც ესმის და ოქროთი მოვარაყებული
სასახლეების კედლებიც კიაფობენ. „რაინდ ოლივიეს ფიერაბრასთან შერკინება", –
ფიქრობს იგი. საფრანგეთის თორმეტი პერის ცხოვრებიდან ეს მისი უსაყვარლესი
ამბავია, რამდენი ხანია არ მოუსმენია! მთხრობლის ხმა კამპუ გრანდისა და
სულიწმიდის ქუჩების გზაჯვარედინიდან მოედინება, იქ ხალხი უკვე შეკრებილა.
ჟუაუ იქით მიდის, ხალხი ცნობს, განზე იწევს, გზას უთმობს. ოლივიესა და
ფიერაბრასის ორთაბრძოლის ამბავს ვიღაც ბავშვი მღერის. არა, ბავშვი კი არა, ჯუჯა
ყოფილა. პანაწინა, უღონო, წარმოსახვით გიტარაზე თითებს ამოძრავებს და
ყველაფერს განასახიერებს: აი, მოწინააღმდეგეები მომარჯვებული შუბებით
ერთმანეთისკენ გაექანნენ, ახლა ცხენებზე შესხდნენ, ახლა შარლ დიდს მოწიწების
ნიშნად თავს უხრიან. ჯუჯის გვერდით, პირდაპირ მიწაზე ქალი ზის, მუხლებში
თუნუქის კოლოფი ჩაუდგამს, გრძელი თმა აქვს, შორიახლო კიდევ ერთი კაცი დგას,
როგორღაც გაძვალტყავებული, წელში მოხრილი, ტალახით მოსვრილ სახეზე ისეთი
დაძაბული გამომეტყველება აღბეჭდვია, როგორიც ბრმებს აქვთ ხოლმე. ჟუაუ
მოციქულს სამივე ახსენდება: ესენი ხომ პადრე ჟუაკინთან ერთად მოვიდნენ,
ანტონიუ ვილანოვამ იარაღის საწყობში ღამის გათევის ნება დართო. ჯუჯას მხარზე
ხელს ადებს და ისიც მაშინვე ჩუმდება.
– რობერტ ეშმაკის საშინელი, ჭკუის სასწავლებელი ამბავი იცი?
წამიერი დაბნეულობის შემდეგ ჯუჯა თავს უქნევს.
მკითხველთა ლიგა
– როგორმე მინდა მოვისმინო, – ჟუაუ ცდილობს, დაამშვიდოს ჯუჯა და
დაკარგული დროის ასანაზღაურებლად გარბის. მთელი კამპუ გრანდი ყუმბარებით
ამოთხრილი ორმოებითაა მოფენილი. დიდი, ძველი სახლის ფასადი ტყვიებით
დაუცხრილავთ.
– კურთხეულ იყოს უფალი იესო, – ჩურჩულებს იგი და დაღიანის გვერდით
გადაბრუნებულ კასრზე ჯდება. კაბუკლუს სახეზე არაფერი ეტყობა, როგორც
ყოველთვის, გაქვავებულ-უგრძნობია, დანარჩენები კი, ყველანი – ძმები ვილანოვები,
ბებერი მაკამბირა, დიდი ჟუაუ, პედრაუ – მოღუშულები და შეწუხებულები ჩანან.
გაბურძგნილი, წვერმოშვებული, თავით ფეხამდე მტვერში ამოგანგლული პადრე
ჟუაკინიც აქ არის.
– რახდება, პადრე, ჟუაზეირუში რამე გაარკვიეთ? – ეკითხება ჟუაუ მოციქული, –
ბევრნი არიან?
– კეიმადასიდან პადრე მაქსიმილიანუ ჩამოვიდა და თან, როგორც ვთხოვე, სრული
სია ჩამომიტანა, – პადრე ჟუაკინი ჯიბიდან ქაღალდს იღებს და, სულშეგუბებული,
კითხვას იწყებს, – პირველი ბრიგადა: მეშვიდე, მეთოთხმეტე, მესამე ქვეითი
ბატალიონები. მეთაური – პოლკოვნიკი ჟუაკინ მანუელ დი მედეირუსი. მეორე
ბრიგადა: მეთექვსმეტე, ოცდამეხუთე, ოცდამეშვიდე ქვეითი ბატალიონები. მეთაური
– პოლკოვნიკი ინასიუ მარია გოუვეია. მესამე ბრიგადა: მეხუთე საარტილერიო
პოლკი, მეხუთე და მეცხრე ქვეითი ბატალიონები. მეთაური – პოლკოვნიკი ოლიმპიუ
დი სილვეირა. დივიზიის უფროსი – გენერალი ჟუაუ დი სილვა ბარბუზა,
ექსპედიციის კორპუსის ხელმძღვანელი – გენერალი არტურ ოსკარი.
კითხვას ამთავრებს, თავს მაღლა სწევს და ჟუაუს დაბნეული შესცქერის.
– სულ რამდენი გამოდის, პადრე? – ეკითხება ჟუაუ.
– ხუთი ათასი, – ბუტბუტებს პასუხად პადრე, – მაგრამ მხოლოდ ისინი
ჩამოვთვალე, ვინც კეიმადასში მონტი-სანტუდან ჩამოვიდნენ. ჩრდილოეთიდან,
სერჟიპიდან კიდევ მოდიან, – და კითხვას ხმის კანკალით განაგრძობს, – კოლონა
გენერალ კლაუდიუ დი ამარალ სავაჟეს მეთაურობით სამი – მეოთხე, მეხუთე და
მეექვსე – ბრიგადისგან შედგება. მასში შედის ოცდამეორე, ოცდამეთერთმეტე და
ოცდამეცამეტე ქვეითი ბატალიონები, საარტილერიო დანაყოფი, და
ოცდამეთოთხმეტე, ოცდამეთხუთმეტე, მეორმოცე, ოცდამეექვსე, ოცდამეთორმეტე
ბატალიონები და კიდევ ერთი საარტილერიო ქვედანაყოფითაა გაძლიერებული,
გარდა ამისა, ოთხი ათასი კაცი უკვე არაკაჟუში გადმოსხდა და ჟერიმუაბუსკენ
მოიწევენ. მათი მეთაურების გვარების გაგება პადრე მაქსიმილიანუმ ვერ მოახერხა.
ვუთხარი, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს-მეთქი. ხომ ასეა, ჟუაუ, ხომ აღარა აქვს?
– რა თქმა უნდა, პადრე ჟუაკინ, – პასუხობს ჟუაუ მოციქული, – ძალიან ძვირფასი
ცნობებია. უფალმა გადაგიხადოთ სიკეთე.
– პადრე მაქსიმილიანუ ჭეშმარიტი მორწმუნეა, – ძლივს გასაგონად წარმოთქვამს
პადრე ჟუაკინი, – მითხრა, ძალიან მეშინოდა, როდესაც ამ ცნობებს ვაგროვებდიო. მე
კი ვუთხარი, მე უფრო მეშინია-მეთქი! – ნაძალადევად იღიმება და განაგრძობს, - იქ,
კეიმადასში კარგი დღე არ ადგათ. ხალხი უამრავია, საჭმელი კი არაფერი. არც
ცხენები ჰყავთ, არც ჯორები, ვერაფრით ზიდავენ. ამბობენ, მხოლოდ რამდენიმე
კვირის შემდეგ შეძლებენ წამოსვლასო.
ჟუაუ მოციქული თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ხმას არავინ იღებს. ყველა
დაძაბულია, თითქოს ბუზების გუნდსა და კრაზანის ჰაერში უთავბოლო ტრიალს

მკითხველთა ლიგა
აკვირდებიანო. ბოლოს და ბოლოს კრაზანა დიდი ჟუაუს მუხლზე კალათდება და
ზანგი წკიპურტით ძირს აგდებს. ჟუაუ მოციქული გაკვირვებული იყურება
მოლაპარაკე თუთიყუშის თუ ვილანოვებისკენ, თითქოს პირველად ესმისო.
– კიდევ იქ ექიმი აგილარ დი ნასიმიენტუ ვინახულე, – ახსენდება პადრე ჟუაკინს, –
მას მიაჩნია, რომ ერთადერთი გზა დაგრჩენიათ, უნდა დაიშალოთ, სახლებში
წახვიდეთ, სანამ ეს ჯოჯოხეთის უზარმაზარი მანქანა არ მოსულა, – ხანმოკლე
დუმილის დროს შეშინებულ მზერას ოთახში მყოფ შვიდ კაცს ავლებს, რომლებიც მას
პატივისცემითა და ყურადღებით შესცქერიან, – მაგრამ, თუ ჯარისკაცების
დალოდებას მაინც გადაწყვეტთ... მაშინ შეუძლია, რაღაც შემოგთავაზოთ.
თავს ხრის, თითქოს დაღლილობა სათქმელის ბოლომდე თქმას არ ანებებსო,
– ასი შაშხანა „კონბლენი“, ოცდახუთი ყუთი ვაზნა, – წარმოთქვამს ანტონიუ
ვილანოვა, – სულ ახლები, ყუთებით, ქარხნიდან ახალი გამოტანილი, ჯერ ისევ
გაპოხილი. შეგვიძლია, უაუადან და ბენდენგოდან შემოვიტანოთ, გზები ჯერ
თავისუფალია, – შუბლზე უხვად გამოდენილ ოფლს ცხვირსახოცით იწმენდს,
– მაგრამ კანუდუსში საკმარისი ტყავი და საქონელი არ მოგროვდება, რომ ფასი
გადავიხადოთ.
– სამაგიეროდ ოქრო და ვერცხლია, – პასუხობს ჟუაუ მოციქული. ვაჭრის
თვალებში კითხულობს, რომ სანამ აქ მოვიდოდა, ანტონიუს ეს საკითხი აწუხებდა.
– ის ოქრო-ვერცხლი ღვთისმშობელსა და მის ძეს ეკუთვნით, – ოდნავ გასაგონად
ბუტბუტებს პადრე ჟუაკინი, – გამოდის, რომ სიწმინდეებია.
– მოძღვარი გადაწყვეტს, – პასუხობს ჟუაუ, – მას უნდა ვკითხოთ.

„შიშს საზღვარი არ გააჩნია“, – გაიფიქრა ბეცმა ჟურნალისტმა. დღეებს საათები


დაეკარგათ, სილუეტებს – სახეები, სინათლე ნისლიანმა საბურველმა შეცვალა.
თვალებს ისე ძაბავდა, რომ გაუსაძლისად სტკიოდა. ამიტომ იძულებული იყო,
დროდადრო დაეხუჭა, რომ ცოტა ხნით მაინც შვება მოჰგვროდა, მაგრამ ამ
სასოწარკვეთილებით გაჯერებულ სიბნელეში თავისთვის ერთ მოულოდნელ
ჭეშმარიტებას მიაგნო: ლაჩარი ყოფილა. საინტერესოა, ამაზე რას იტყოდნენ მისი
კოლეგები Jornal de Noticias-ის, Diario de Bahia-ის და Republicano-ს რედაქციებიდან.
ის ხომ მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს ეძიებდა, კოლეგებში თავზეხელაღებული
ტიპის რეპუტაციით სარგებლობდა, ის თუ არა, მაშ, ვის ძალუძდა მაშინ, როდესაც
ზანგების რელიგიური რიტუალები თეთრკანიანებში მხოლოდ ზიზღნარევ შიშს
იწვევდა, პირველს დაეწყო ბაიის შორეულ კუთხეებში წანწალი, რათა კანდომბლე,
აფრობრაზილიური კულტის ღვთისმსახურება თავისი თვალით ენახა! ვის ჰქონდა
ნაცნობობა ჯადოქრებთან და გრძნეულებთან და ვინ გასინჯა პირველმა ნარკოტიკი?!
ჟუაზეირუში ვინ ჩავიდა, იმისათვის, რომ სამთავრობო, ლეიტენანტ პირის ფერეირას
ხელმძღვანელობით კანუდუსის წინააღმდეგ განხორციელებული პირველი,
სავალალოდ დასრულებული ექსპედიციისას გადარჩენილებისთვის ინტერვიუ
ჩამოერთმია? ვინ გამოთქვა თავისით ეპამინონდას გონსალვისთან სურვილი
მორეირა სეზარს თან გაჰყოლოდა? „მიუხედავად ყველაფრისა, მე ამქვეყნად ყველაზე
მშიშარა ადამიანი ვარ“, – გაიფიქრა. ჯუჯა მონოტონური რეჩიტატივით კვლავ
განაგრძობდა ოლივიესა და ფიერაბრასის თავგადასავლების, ფათერაკებითა და
სასიყვარულო ისტორიებით გაჯერებული ამბების მოყოლას. გარს მსმენელები ეხვია.
ბეც ჟურნალისტს კი იმის თქმაც კი არ შეეძლო, ისინი ქალები იყვნენ თუ კაცები;
განძრევასაც კი ვერ ბედავდნენ, ჯუჯას თხრობით ისე იყვნენ მონუსხულები, რომ
კანუდუსიც დავიწყებოდათ და დროის შეგრძნებაც დაჰკარგვოდათ. განა საოცარი არ
მკითხველთა ლიგა
იყო? როგორ ხდებოდა, რომ ამ ქვეყნის გადაკარგულში ჯუჯა, რომელიც უეჭველად
წერა-კითხვის უცოდინარი იქნებოდა, მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ
რომანსებს დამღეროდა, რომლებსაც აქამდე რამდენიმე საუკუნის წინ რომელიმე
კონკისტადორის ან კომბრელი სტუდენტის სალაშქრო სკივრთან ერთად მოეღწია. აქ
კიდევ რა სასწაულები ელოდა?
კუჭი შიმშილისგან უყურყურებდა და თავს ეკითხებოდა, ნეტა მადლიერი
მაყურებელი რამეს გამოიმეტებს თუ არაო. ყოველდღე აქ რაღაც ახალს სწავლობდა.
აი, კიდევ ერთი, დღევანდელი აღმოჩენა: ჭამაზე ფიქრს შეეძლო, ნებისყოფა
დაეთრგუნა და ადამიანის სული თავისი მოთხოვნილებების ყურმოჭრილ მონად
ექცია; აქ და ახლა მის ერთადერთ და მთავარ სადარდებლად, ტანჯვის დაუშრეტელ
წყაროდ სათვალის გატეხაზე მეტად სწორედ შიმშილი ქცეულიყო, თუმცა, ცხადია, ეს
სიბეცეც ძალიან აწუხებდა, გამუდმებით ვიღაცას ეჯახებოდა, გზად გაუთავებლად
რაღაცას, მათ შორის წვეტიან საგნებს აწყდებოდა და იძულებული იყო, ყოველ წუთს
ბოდიშები ეხადა, მაპატიეთ, ვერ ვხედავო, რომ ადამიანთა მრისხანება არ
დაემსახურებინა.
ჯუჯა გაჩუმდა და განაცხადა, თხრობის გასაგრძელებლად მიწიერ სხეულს კვება
სჭირდებაო და ჟურნალისტმა მაშინვე წარმოიდგინა, ამ დროს სახე რა საცოდავად
დაემანჭებოდა. თითქოს გამოფხიზლდაო, ჟურემასაკენ გაიწია და ხელის ცეცებით
იპოვა კიდეც – ასე დღეში მრავალჯერ მეორდებოდა, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც რამე ახალი ხდებოდა: მაშინ სულში უკვე კარგა ხნის წინ დასადგურებული
შიში ორმაგად ეუფლებოდა, ერთპიროვნულად იწყებდა მის მართვას, რადგან
ახალთან და მოულოდნელთან შეხვედრებზე უფრო საშიში არაფერი იყო. ასეთ დროს
ჟურემას ხელს სულ წამიერად მაინც უნდა შეხებოდა, რომ ოდნავ მაინც
გამხნევებულიყო, ახლა, როდესაც პადრე ჟუაკინი სადღაც გაქრა, მის ერთადერთ
იმედად ეს ქალიღა რჩებოდა, სამყაროს მისი თვალებით უყურებდა, მღელვარებას
მხოლოდ ის უცხრობდა. ისიც და ჯუჯაც ქალს ტვირთად აწვნენ. რა მძიმე ტვირთი
აიკიდა! რატომ არ ტოვებდა? დიდსულოვნების გამო? არა. მიზეზი ალბათ უფრო
გულისა და გონების უილაჯობა იყო, ყოვლის შთანმთქმელი, საშინელი მორჩილება,
რომელსაც ქალი ასე დაეთრგუნა. ჯუჯა თავისი ნაამბობით და ჯამბაზობით ხან
ერთი პეშვი სიმინდის ფქვილის, ხან შებოლილი ხორცის შოვნას მაინც ახერხებდა და
ამით სასარგებლოც კი იყო, მისგან კი რა ხეირს ელოდა? არავითარს. რა თქმა უნდა,
ადრე თუ გვიან ამას ჟურემაც მიხვდებოდა და თავიდან მოიშორებდა.
ჯუჯამ რამდენჯერმე იხუმრა, მაგრამ ვერავინ გააცინა და კვლავ რაინდ ოლივიეს
ამბის მოყოლა განაგრძო. ბეცმა ჟურნალისტმა იგრძნო, რომ ჟურემას ხელი მისკენ
მიიწევდა, მოწოდებული მაშინვე მუჭში მოიქცია და პირთან მიიტანა, გამხმარი პური
აღმოჩნდა, ყბები ნაჩქარევად და ხარბად აამუშავა, ამ საქმეს მთლიანად მიეცა,
გაჭირვებით ყლაპავდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. „თუ გადავრჩი, – გაიფიქრა, –
მასაც და იმ ყვავილსაც კი შევიძულებ, რომლის სახელიც მას ჰქვია“. იმიტომ, რომ
ჟურემამ იცოდა, სადამდე შეეძლო ამ სიმხდალეს მიეყვანა, მისი სირცხვილის
ყოველდღიური მოწმე იყო. ბედნიერი და შეშინებული, პურის ნაფხვენებს ნელა,
ხარბად, დაგემოვნებით ღეჭავდა და თან კანუდუსში გატარებულ პირველ ღამეს
იხსენებდა: როგორ გამოეჭედა ყურები დაქანცულსა და ნახევრად ბრმას,
გამუდმებით რაღაცაზე დაჯახებითა და დაცემით ფეხებდასისხლიანებულს,
იქაურების მოძღვრისადმი ქება-დიდების შეძახილებით, შემდეგ როგორ მოეჩვენა
უეცრად, თითქოს ლიტანიის ამ მოგალობე უცნობი ხმების ზეთითა და საკმევლით
გაჯერებული, ძლევამოსილი ტალღა დაატყდა თავს, ნაპერწკლებად გაიფანტა,
მკითხველთა ლიგა
აიტაცა და სადღაც წაიღო, შემდეგ კი როგორ დაიწია უკან იმავე ტალღამ ისევე
უეცრად, როგორ მიყუჩდა ყველაფერი და გაირინდა. „ის არის, მოძღვარი გამოჩნდა“, -
გაიფიქრა მაშინ და ისე მოუჭირა ჟურემას ხელი, რომ ქალმა ჩასჩურჩულა: - გამიშვი,
მტკივა! შემდეგ, როდესაც ხრინწიანი ხმა მიჩუმდა და ბრბომ დაშლა დაიწყო,
სამივენი იმ ცარიელ ადგილას ისევ მარტონი დარჩნენ. პადრე ჟუაკინი კანუდუსში
შემოსვლისთანავე სადღაც გაქრა, ვიღაც კაცებმა თან წაიყვანეს, ჟურნალისტს კი
ქადაგების დროს ესმოდა, როგორ უხდიდა მოძღვარი უფალს მადლობას, რომ პადრე
თავის სამწყსოს საღ-სალამათი დაუბრუნდა. გაიფიქრა, პადრე ჟუაკინი ალბათ ახლა
წმინდანის გვერდით დგას ფიცარნაგზე, ხარაჩოებზე ან სამრეკლოზეო, მართალი
ყოფილა პოლკოვნიკი მორეირა სეზარი: პადრე ჟუაკინიც ერთ-ერთი ამბოხებული,
მათი თანამზრახველი და ხელის გამმართავი აღმოჩნდა. მაშინ კი თავი ვეღარ შეიკავა
და ატირდა, ისე ატირდა, როგორც ალბათ ბავშვობაშიც კი არ უტირია. ქვითინისგან
აცახცახებული, ქალს ევედრებოდა კანუდუსიდან გამიყვანეო, ტანსაცმელსაც,
სახლსაც, რას არ ჰპირდებოდა, ოღონდ კი ეს ნახევრად ბრმა, შიმშილისგან
გასავათებული არსება ბედის ანაბარად არ მიეტოვებინა. ჰო, მარტო ჟურემამ იცოდა,
სადამდე შეეძლო ეს კაცი შიშს მიეყვანა, რა მოცახცახე და მავედრებელ არარაობად
ექცია, ოღონდ კი ვინმეს სიბრალული გამოეწვია, ოღონდ კი თავისი უბადრუკი
სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
ჯუჯამ თხრობა დაასრულა. აქა-იქ კანტიკუნტად ცაში გაისმა, მსმენელებმა დაშლა
დაიწყეს. ბეცი ჟურნალისტი, დაძაბული, მთელი სხეულით წინ გადაწეულიყო და
ცდილობდა, გაერკვია, მსმენელებმა რამე გაიმეტეს თუ არა, თუმცა წინათგრძნობა
კარნახობდა, რომ ჟურემას მუხლებზე თუნუქის კოლოფი კვლავ ცარიელი იყო.
– არაფერი? – ჰკითხა ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ ისევ სამნი დარჩნენ,
– არაფერი, – ჩვეული გულგრილობით უპასუხა ჟურემამ და წამოდგა.
ბეცმა ჟურნალისტმაც მას მიბაძა და ქალს გაჰყვა: ახსოვდა, რომ გამხდარი,
ტანსაცმელჩამოგლეჯილი, თმაგაშლილი იყო. ჯუჯაც გვერდით მიჰყვებოდა:
იდაყვთან მის თავს გრძნობდა.
– ჩვენზე უფრო ღარიბები არიან, – გაიგონა ჯუჯას ბუტბუტი, – ჟურემა, სიპუ
გახსოვს? ამათ კიდევ უფრო უჭირთ. ამდენი ბრმა, ცალხელა, ცალფეხა, მახინჯი და
ბნედიანი არასოდეს მინახავს: ზოგს ცხვირი არა აქვს, ზოგს ყურები, არავინაა ისეთი,
სირსველი, მუნი, წყლულები, ნაჭრილობევები რომ არ აწუხებდეს. შენ, ჟურემა,
ამათთან არაფერი გესაქმება, მე კი – ჰო. აქ მეც მათი სრულუფლებიანი წევრი ვარ,
ერთი ამათგანი.
გაიცინა, მერე კი მხიარულად რაღაცის სტვენას მოჰყვა.
– დღეს სიმინდის ფქვილს მოგვცემენ? – უეცარი მღელვარებით წარმოთქვა
ჟურნალისტმა, შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი რამ გაახსენდა და ნაწყენმა განაგრძო, –
თუკი მართალს ამბობენ და პადრე ჟუაკინი მართლა წავიდა, დახმარებას არსაიდან
არ უნდა ველოდეთ. რატომ მიგვატოვა?
– რატომ არ უნდა მივეტოვებინეთ? – კითხვა შეუბრუნა ჯუჯამ, – რა ჭირად
ვუნდივართ! ვინ ვართ მისთვის, ნაცნობები? მადლობა თქვი, რომ ღამის გასათევი
მაინც გვიშოვა.
ჰო, პადრე ჟუაკინი მართლაც დაეხმარა, ახლა თავშესაფარი მაინც გამოუჩნდათ. მის
გარდა სიტყვას არავინ შეაწევდათ, სწორედაც პადრეს უნდა უმადლოდნენ, რომ ღია
ცის ქვეშ ღამის გათევის შემდეგ, როდესაც ძვლები და კუნთები აუტანლად სტეხდა,
მბრძანებლური და მჟღერი ხმა გაიგონა. ასეთი ხმა წვერიან, მხარბეჭიან კაცს
შეეფერებოდა:
მკითხველთა ლიგა
– შეგიძლიათ ღამე იარაღის საწყობში გაათიოთ. ოღონდ ბელუ-მონტიდან
ფეხი არ მოიცვალოთ!
ტყვეებად თვლიან? ვერც თვითონ, ვერც ჯუჯამ, ვერც ჟურემამ ვერ გაბედეს იმ
ძალაუფლების მქონე ხმის პატრონისთვის, ჭერით და საკვებით რომ უზრუნველყო,
რამე ეკითხათ. კაცმა რომელიღაც განიერ, როგორც ჟურნალისტს მოეჩვენა, ნახევრად
ჩაბნელებულ, რაღაცით მთლიანად შევსებულ თბილ შენობაში შეიყვანა, და ისე, რომ
არც უკითხავს, ვინ ხართ და კანუდუსში რა გინდათო, წავიდა, წასვლის წინ კი კიდევ
ერთხელ გააფრთხილა, ქალაქიდან გასვლა არ შეიძლება და იარაღთან ფრთხილად
უნდა იყოთო. ჟურემამ და ჯუჯამ ბეცს აუხსნეს, რომ ყოველი მხრიდან შაშხანებით,
ტყვია-წამლის მარაგით, დინამიტებითა და სხვა საომარი ინვენტარით იყვნენ გარ-
შემორტყმულები. ჟურნალისტი მაშინვე მიხვდა, რომ ამბოხებულებს იარაღი მეშვიდე
პოლკისთვის წაერთმიათ. განა სრული აბსურდი არ იყო, რომ ახლა აქ, გამარჯვების
შედეგად მოპოვებულ ალაფს შორის უნდა ეცხოვრა? რატომ გაუკვირდა? მისი
ცხოვრება ხომ ლოგიკის კანონებს აღარ ექვემდებარებოდა და ამიერიდან არანაირი
უაზრობა აღარ უნდა გაჰკვირვებოდა. ან რეალობას უნდა შეჰგუებოდა, ან ამდგარიყო
და თავი მოეკლა.
იმ საღამოდან, როდესაც ქვასავით უძრავ ბრბოში – რომლის თავზეც ლამის
ფიზიკურად იგრძნობოდა მდუმარება – მოყოლილმა ჟურნალისტმა პირველად
გაიგონა მოძღვრის ძლიერი, ღრმა, საოცრად გაუცხოებული ხმა, ეჩვენებოდა, რომ
კანუდუსში მოვლენებს, ადამიანებს, დროის მდინარებას, სიკვდილს გონი კი არა,
რაღაც სულ სხვა რამ განაგებდა. უსამართლობა იქნებოდა, ეს რაღაც „სხვა“ სიგიჟედ
ჩაეთვალათ, არც ის იქნებოდა სწორი, რომ ზოგადად, განყენებულად რწმენა
დაერქმიათ. სიტყვების აზრი ჯერ გაცნობიერებულიც კი არ ჰქონდა, მოძღვრის
ამაღლებული ტონით აღფრთოვანებულიც კი არ იყო, რომ უკვე გაოცებასა და
გაოგნებას ვერ მალავდა ამ უზარმაზარი ბრბოს საქციელით, რომელიც გაუნძრევლად
მიჰყინვოდა ერთ ადგილს და ამ კაცს სულგაკმენდილი უსმენდა. როგორც...
როგორც... ეს ყველაფერი რაღაცას აგონებდა. ჯიუტად ძაბავდა მეხსიერებას, რადგან
დარწმუნებული იყო, როგორც კი გაახსენდებოდა, ამ მოვლენის იდუმალებას მაშინვე
ჩასწვდებოდა, ბუნდოვან შეგრძნებას სიტყვებით შემოსავდა. და გაიხსენა კიდეც:
კანდომბლეს ამსგავსებდა! ერთხელ, როდესაც სალვადორის შემოგარენის
გასაცოდავებულ რანჩოებსა კალზადის სადგურს უკან მიხვეულ-მოხვეულ პატარა
ქუჩებში შავკანიანების სექტის მივიწყებულ, აფრიკულ ენაზე შესრულებულ
რიტუალურ სიმღერებს უსმენდა და მათ ღვთისმსახურებას აკვირდებოდა,
ხვდებოდა, მათი ცხოვრების წესად ქცეული ეს გრძნეულება როგორ ათავისუფლებდა
ადამიანებს საღი აზრისგან, როგორ ადუღაბებდა რაღაც მანქანებით ერთ მასად
ლოგიკისა და გონისაგან ხალხს, საგნებს, დროსა და სივრცეს და იმ უეცრად
ჩამოწოლილი ღამით, როდესაც მისი ახლომხედველი თვალებისთვის სილუეტები
გადღაბნილ ლანდებად ქცეულიყვნენ, ჟურნალისტი გრძნობდა, ეს მკერდისმიერი,
ყრუ, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, მატერიალური მოთხოვნილებების მოძულე და მათგან
ასე შორს მდგომი ხმა როგორ მატებდა ამ სასოებით ხმაგაკმენდილ არსებებს ძალასა
და თვითრწმენას, როგორ აღავსებდა მათ გულებს სიამაყით და როგორ მიმართავდა
იქით, რაც არც იჭმებოდა, არც ისმებოდა, არც სიმდიდრით მოიხვეჭებოდა,
ხორციელებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და როგორ აფიქრებდა მხოლოდ
სულიერებაზე, გრძნობებსა და ჭეშმარიტებაზე. სანამ ეს მომნუსხველი ხმა გაისმოდა,
ჟურნალისტს ეჩვენებოდა, რომ კანუდუსის არსს ბოლომდე ჩასწვდა და ბოლოს და
ბოლოს გააცნობიერა, რატომ გაჩნდა ეს ერთობა, საერთოდ რატომ წარმოიშვა ამ
მკითხველთა ლიგა
ქალაქის ფენომენი, მაგრამ, როგორც კი მოძღვარი დადუმდა და ეს აღტყინებაც
დასრულდა, ადამიანები ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ და ისიც კვლავ შიშმა
და შფოთვამ შეიპყრო.
– აი, ცოტაოდენი ფარინია მოგიტანეთ, – წარმოთქვა ქალის ხმამ, რომელიც
ანტონიუ ვილანოვას ცოლს ან მის დას ეკუთვნოდა: ხმები ძალიან უგავდათ, – და
რძეც.
ამ ხმის გაგონებაზე ჟურნალისტი მაშინვე მოსწყდა განყენებულ თემებზე ფიქრს,
ისევ საჭმელს დახარბებულ არსებად იქცა და თითის წვერებით სიმინდის ფარინიის
პირში ჩაყრას დიდი რუდუნებით შეუდგა; ფქვილს ენით ერთხანს სასაზე იკრავდა და
ყოველ ჯერზე, როდესაც თხის რძე საყლაპავიდან კუჭისკენ ყლუპ-ყლუპად
ჩაედინებოდა, სხეული სიამოვნებისგან უდუნდებოდა და ნამდვილ ნეტარებას
განიცდიდა.
ჭამის დასრულების შემდეგ ჯუჯამ დააბოყინა და ჟურნალისტს მისი მხიარული
სიცილიც მოესმა. „მაძღარი რა მხიარულია, მშიერი კი ნაღვლიანი.“– გაიფიქრა მან.
თუმცა თავად რით იყო მასზე უკეთესი: ახლა ხომ მისი ბედნიერებაც და
უბედურებაც ამ ჯუჯასავით იმაზე იყო დამოკიდებული, მუცელი სავსე ჰქონდა თუ
ცარიელი, აკი კანუდუსში ეს უბრალო, ელემენტარული ჭეშმარიტება
გაბატონებულიყო, მაგრამ, ნუთუ ამის გამო შეიძლებოდა მისი მცხოვრებნი
მატერიალისტებად ჩაეთვალა? მთელი ამ ხნის მანძილზე კიდევ ერთი აზრი არ
ასვენებდა: ამ ერთობამ წყვდიადში, ხელის ცეცებით იარა, წვალებით, ტანჯვით,
ცდომილებებითა და ათასგვარი უბედურებების გავლით იმ ზღვრამდე მივიდა, რომ
ადამიანისთვის აგრერიგად ბუნებრივი – სიხარბისა და ყოველდღიური ამაოების –
სამყაროსგან გათავისუფლებულიყო, ხორციელ მოთხოვნილებებზე უარი ეთქვა,
მაგრამ ნუთუ მასაც სულიერებისა და სიღატაკის ამ პირქუშ სამოთხეში ეწერა
დასამარება? პირველ დღეებში კიდევ ჰქონდა იმედი, რომ კუმბიელ პადრეს
გაახსენდებოდა, მეგზურსა და ცხენს უშოვიდა და სალვადორში დააბრუნებდა.
მაგრამ პადრე ჟუაკინი აღარ გამოჩენილა, ახლა კი ისიც თქვეს, საერთოდ
გაემგზავრაო: დილით წირვას არ ატარებდა, საღამოობით ტაძრის ხარაჩოებიდან არ
ქადაგებდა. მასთან მიახლოებაც კი ვერ შეძლო, ამისათვის მოძღვრის გარშემო
შეკრებილი ხალხის, ცისფერსამოსიანი ქალებისა და შეიარაღებული კაცების მჭიდრო
წრე უნდა გაერღვია, რაც სრულიად შეუძლებელი იყო, და ალბათ არც არავის
ძალუძდა, ეთქვა მისთვის, პადრე საერთოდ დაბრუნდებოდა თუ არა. თუნდაც
დალაპარაკებოდა, რა შეიცვლებოდა? და საერთოდ რა უნდა ეთქვა? პადრე ჟუაკინ,
აჯანყებულების ბუნაგში ყოფნის მეშინია, დამეხმარეთ აქედან გაღწევაში, იქამდე
მიმიყვანეთ, სადაც ჯარისკაცები და პოლიციელები არიან, იქ უსაფრთხოდ ვიქნებიო?
თითქოს გაიგონა კიდეც, პადრე რას უპასუხებდა: „თქვენ კი იქნებით უსაფრთხოდ,
ბატონო ჟურნალისტო, მაგრამ მე? ნუ გავიწყდებათ, რომ სიკვდილს სასწაულებრივად
გადავურჩი! ახლა კი გინდათ, რომ იქ წავიდე, სადაც ჯარისკაცები და პოლიციელები
არიან, ხელში ჩემი ნებით ჩავუვარდე?“ ამ საუბრის წარმოდგენისას ჟურნალისტს
ხარხარიც კი აუტყდა: საკუთარი ისტერიკული, ყეფისმაგვარი ხარხარი თითქოს
გვერდიდანაც კი გაიგონა, შეეშინდა კიდეც, ვაითუ, ამ ბუნდოვან სილუეტთაგან
ვინმემ ეს სიცილი შეურაცხყოფად მიიღოსო, მაგრამ თავს მაინც ვერ მოერია. შემდეგ
სიცილი ჯუჯასაც გადაედო და ჟურნალისტმა წარმოიდგინა, როგორ ცახცახებდა
სიცილისგან მისი უსუსური და არაბუნებრივი სხეული, ჟურემა არ იცინოდა და ამან
გააბრაზა.

მკითხველთა ლიგა
– მართალს ამბობენ, რა პატარაა ეს ქვეყანაო. აი, ისევ შევხვდით ერთმანეთს, –
მოესმა ამ დროს ხრინწიანი, დაბალი ხმა და რამდენიმე სულ ახლო მდგარი ფიგურა
დალანდა. მოახლოებულთაგან ყველაზე დაბალი, რაღაც წითელი, ალბათ
ყელსახვევი რომ ეკეთა, ჟურემას წინ გაჩერდა, – მე კი მეგონა, რომ იქ, მთაზე
ძაღლებმა დაგგლიჯეს.
– არ დავუგლეჯივარ, – უპასუხა ჟურემამ.
– ძალიანაც კარგი, რომ არ დაგგლიჯეს, – განაგრძო კაცმა, – საწყენი იქნებოდა.
„მოეწონა, თან წაიყვანს“, – მიხვდა ჟურნალისტი და იგრძნო, როგორ
გაუოფლიანდა ხელისგულები. წაიყვანს, ქალს ჯუჯაც უკან გაეკიდება. მას კი,
დაბრმავებულს, ყველასაგან მიტოვებულს, ბედის ანაბარად, სიკვდილისა და
შიმშილის პირისპირ დატოვებენ. წარმოიდგინა, ეს როგორ მოხდებოდა და
შეშინებული ცახცახმა აიტანა.
– ეს პატარა მახსოვს, ამას კი პირველად ვხედავ. შენი ახალი მეგობარია? ისევ გაისმა
კაცის ნახევრად მეგობრული, ნახევრად დამცინავი ხმა, – კარგი, კიდევ შევხვდებით
ერთმანეთს. კურთხეულ იყოს იესო ქრისტე!
ჟურემას არ უპასუხია, ჟურნალისტს კი რატომღაც მოეჩვენა, რომ ის
წითელყელსახვევიანი სადაცაა თავში წამოარტყამდა, სილას გააწნავდა, ან
შეურაცხყოფას მიაყენებდა და მთელი სხეულით დაიძაბა.
– მარტო ეს როდია, – რამდენიმე წამის შემდეგ გაისმა მეორე ხმა და ბეცმა
ჟურნალისტმა ჟუაუ მოციქული იცნო, – ტყავებთან აწყვია.
– გვეყოფა, – გამოეხმაურა პირველი ხმა, რომელსაც დაცინვის ნიშანწყალიც აღარ
ეტყობოდა,
– არა, არ გვეყოფა, – განაგრძობდა ჟუაუ მოციქული, – არ გვეყოფა, თუ მართლა
რვა-ცხრა ათასი კაცი მოდის, ორჯერ, სამჯერ მეტიც რომ გვქონდეს, მაინც არ
გვეყოფა.
– მართალი ხარ, – გაისმა პასუხად.
ჟურნალისტი ხვდებოდა, რომ კაცები მის გარშემო დადიოდნენ და იარაღს
ათვალიერებდნენ, ხელს უსვამდნენ, თოფებს მაღლა სწევდნენ, თვალებთან
მიჰქონდათ, ამოწმებდნენ, ლულა გადახრილი ხომ არ ჰქონდა, გაწმენდილი იყო თუ
არა, რვა-ცხრა ათასი? კანუდუსში ახალი, რვა-ცხრა ათასიანი ექსპედიცია მოდის?
– ხედავ, დაღიანო, ყველა არ გამოდგება, – თქვა ჟუაუ მოციქულმა, – შეხედე, ლულა
მოგრეხილია, საკეტი დაზიანებული, ამას კი კონდახი აქვს გატეხილი.
დაღიანოო? კაცი, რომელიც აქ, მის გვერდით, სულ ახლოს იდგა, ჟურემას
ელაპარაკებოდა, დაღიანი იყო? ისინი კი საუბარს განაგრძობდნენ, ღვთისმშობლის
ძვირფასეულობაზე ლაპარაკობდნენ, ვიღაც ექიმ აგილარ დი ნასიმენტუზე, ნაბიჯები
და ხმები ხან უახლოვდებოდა, ხან შორდებოდა. სერტანებიდან ყველა ავაზაკი
კანუდუსში აღმოჩნდა თავმოყრილი, ყველა სისხლისმწოველი წმინდანი
გამხდარიყო. ამას ვინ გაიგებდა? კაცებმა გვერდით ჩაუარეს და ახლომხედველმა
ჟურნალისტმა ხელის გაწვდენაზე ორი წყვილი ფეხი დაინახა.
– თუ გნებავთ, შემიძლია, რობერტ ეშმაკის საშინელი და ჭკუის სასწავლებელი
ამბავი ახლა გიამბოთ, – გაისმა ჯუჯას ხმა, – გიმღერებთ, სენიორ, ხშირად ვყვები
ხოლმე. გნებავთ?
– როგორმე სხვა დროს იყოს. სენიორს რატომ მეძახი? ჩემი სახელი არ იცი?
– ვიცი... – ჩაილუღლლულღა ჯუჯამ, - მაპატიეთ.
ნაბიჯების ხმა მიყუჩდა, „ღმერთო ჩემო, ჟუაუ მოციქული, სწორედ ის, ვინც თავის
მსხვერპლს ყურებსა და ცხვირებს აჭრიდა, მტრებს ასაჭურისებდა, გახურებული
მკითხველთა ლიგა
შანთით უწვავდა ლოყებზე თავის ინიციალებს. ის, ვინც მთელ სოფლებს ჟუჟავდა,
იმისათვის, რომ საკუთარი ეშმაკეული ბუნება გამოევლინა. და დაღიანი – საქონლის
მპარავი, მძარცველი, სისხლისმსმელი!“ და ორივე აქ იყო, მისგან ორ ნაბიჯზე. რა
ცუდია, რომ ამის ჩაწერა არ შემიძლია, – ფიქრობდა დაბნეული ჟურნალისტი.
– შეამჩნიე, როგორ გელაპარაკებოდა, როგორ გიყურებდა? – მოესმა ამ დროს ჯუჯას
ხმა, – გაგიმართლა! ახლა მასთან იცხოვრებ, ერთ ჭერქვეშ, და ძღომამდე გექნება
საჭმელი. აქ ერთ-ერთი უფროსი ეგ არის.
მას რაღა ეშველებოდა?

„არა, – ფიქრობს ლეიტენანტი პირის ფერეირა, – აქ თითოზე ათი კი არა, ათასი


ბუზი მოდის. თან იციან, რომ მათთან ვერაფერს გავაწყობთ“. ამიტომ, როდესაც
ახალბედა მათ მოსაშორებლად გამოუცდელობით ხელს აიქნევს, ადგილიდანაც არ
იძვრიან. ალბათ მსოფლიოში მხოლოდ აქ არიან ისეთი ბუზები, ერთ მილიმეტრში
აქნეული ხელისა რომ არც კი ეშინიათ და თავიანთი უამრავი თვალით ხელის
საცოდავ პატრონს დამცინავადაც კი უყურებენ. ჰო, შეეძლო, რომელიმე მიესრისა,
მაგრამ რა აზრი ჰქონდა? გაჭყლეტილის ადგილას, ღმერთმა იცის, საიდან, ათი ან ოცი
ახალი მოფრინდებოდა. ჯობდა, მათ არსებობას სერტანების მცხოვრებლებივით
შეჰგუებოდა. ბუზები ხომ მათ სახლებში ყველგან იყვნენ: თეფშებზე, ტანსაცმელზე
დახოხავდნენ, კედლებსა და საკვებ მარაგებს შავად ედებოდნენ, მათი ახალშობილი
შვილების სხეულებში ჭუპრებად იბუდებდნენ; სანამ რაპადურას მოკბეჩდა,
სერტანელი ბუზებს ხელით აუქშევდა, მაგრამ, თუ შემთხვევით პირში მაინც
მოხვდებოდა, უბრალოდ, აფურთხებდა და ის იყო. აქაური ბუზები
სალვადორელებზე მსხვილები იყვნენ: სერტანებში, სადაც ადამიანებიცა და
ცხოველებიც უსხეულო აჩრდილებს დამსგავსებოდნენ, ისინი ერთადერთ მსუქან
არსებებს წარმოადგენდნენ ყველა სულიერს შორის.
ჩაუცმელი ლეიტენანტი სასტუმრო „კონტინენტალის“ ნომერში აულაგებელ
საწოლზე წევს. ფანჯრიდან მოჩანს სადგური და აბრა წარწერით „კეიმადასის წმინდა
ანტონიუს სასტუმრო“, რა უფრო ეზიზღება, ბუზები თუ ეს აუტანელი ქალაქი, სადაც
არ ასვენებს შეგრძნება, რომ აქედან ვეღარასდროს გააღწევს, სიცოცხლის ბოლომდე აქ
მოუწევს დარჩენა, მოწყენილობისგან გაგიჟება და მხოლოდ აქაურ ბუზებზე
ფილოსოფოსობა უწერია? ასეთ წუთებში ისიც კი ავიწყდება, როგორ გაუმართლა, რა
პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, როდესაც აქ, ჯარებით გადატვირთულ
კეიმადასში, სადაც ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი ღამეებს იტაპიკურუს ნაპირზე
ნაჩქარევად აგებულ ბარაკებში ათენებს, დაქირავებულ ან დაუკითხავად დაკავებულ
ოთახებში ორ-ორს ან, კიდევ უარესი, ოთხ-ოთხს უწევთ ცხოვრება, მას კი,
ლეიტენანტ პირის ფერეირას სასტუმრო , კონტინენტალში“ ცალკე ნომერი უკავია. ამ
პრივილეგიით, როგორც ძველი მკვიდრი, ისე სარგებლობს. ის ხომ აქ მას შემდეგ
იმყოფება, რაც კანუდუსის წინააღმდეგ მორეირა სეზარის მეთაურობით მეშვიდე
პოლკმა გაილაშქრა, მას კი დამამცირებელი დავალება მიეცა – ჩამორჩენილებისა და
ავადმყოფებისთვის მიეხედა. სწორედ ამ ფანჯრიდან გახდა ყველა იმ მოვლენის
მოწმე, რაც, აი, უკვე სამი თვეა, სერტანებს, ბაიის შტატსაც და მთელ ბრაზილიასაც
აზანზარებს. ხედავდა, როგორ დაიძრა პოლკის კოლონა მონტი-სანტუსკენ; ხედავდა,
როგორ გაემართა მორეირა სეზარის დანაყოფიც, შემდეგ, როგორ დაბრუნდნენ უკან
იმ სასაკლაოს გადარჩენილი ჯარისკაცები და ოფიცრები, თვალებში გაოგნება და
სასოწარკვეთილება როგორ შეჰყინვოდათ; ხედავდა, როგორ ანთხევდნენ თავიანთი
საშოდან ყოველ კვირას სალვადორიდან აქ ჩამოსული მატარებლები ქვეითთა
მკითხველთა ლიგა
ბატალიონებს, პოლიციის რაზმებსა და მოხალისეებს, როგორ იყრიდნენ თავს
ბრაზილიის სხვადასხვა კუთხიდან ბუზებით დაპატრონებულ ამ ქალაქში, რათა
დაღუპული პატრიოტების გამო შური ეძიათ, რათა ამბოხებულების მიერ ფეხქვეშ
გათელილი წესრიგი ეხსნათ და რესპუბლიკის მმართველობა აღედგინათ. სასტუმრო
„კონტინენტალის“ ფანჯრიდან იმის მოწმეც ხშირად გამხდარიყო, უმოქმედობის,
უძრაობის გამო თვალებში სხივი ნელ-ნელა როგორ უქრებოდა აქ ჩამოსულ,
ბრძოლის ჟინით გულანთებულ ასობით ადამიანს და როგორ არაფერი ჰქონდა
საერთო მათ ყოველდღიურ საზრუნავს იმ მაღალ იდეალებთან, რომლებმაც აქ
ჩამოიყვანეს და აბლაბუდაში გაბმული ბუზებივით ერთ ადგილს როგორ ტკეპნიდნენ
– არსად ჩანდა ადგილი, სადაც ადამიანურ პირობებს შეუქმნიდნენ, ნორმალურად
გამოკვებავდნენ; ტრანსპორტი, საჭმელი, ქალი, მტერიც კი არსად ჩანდა. ამიტომ
ქალაქში გაუთავებელი ძარცვა და დანის ტრიალი იყო. წინა დღით ლეიტენანტი
პირის ფერეირა მესამე ქვეითი ბატალიონის ოფიცერთა სამხედრო საბჭოს დაესწრო.
საბჭო საგანგებო მდგომარეობის, გაუგონარი სკანდალის – „კონბლენის“ მარკის
ასობით შაშხანისა და ვაზნებით სავსე ოცდახუთი ყუთის დაკარგვის გამო მოიწვიეს.
სიტყვით პოლკოვნიკი ჟუაკინ მანუელ დი მედეირუსი გამოვიდა და სამხედრო
ტრიბუნალის განაჩენი საბჭოს ზეპირად მოახსენა: თავად მოპარულის დაბრუნების
შემთხვევაშიც კი დამნაშავეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. შემდეგ პოლკოვნიკმა
თავის ოფიცრებს საიდუმლოდ გაანდო: აქამდე გადაწყვეტილი არ იყო, როგორ
გადაეტყორცნათ უზარმაზარი ექსპედიციის კორპუსი კანუდუსში. ამიტომ შეტევა
გაურკვეველი დროით გადაედოთ.
– შემოდით! – ამბობს ლეიტენანტი, როდესაც კარზე კაკუნი ესმის. უმცროსი
ლეიტენანტია, იმის შესახსენებლად მოვიდა, რომ სადაცაა რიგითი კელუზის
გაროზგვა დაიწყება. ლეიტენანტი მუნდირს მთქნარებით იცვამს და ცდილობს, ამ
კელუზის სახე გაიხსენოს; აკი ერთი კვირისა თუ თვის წინ რაღაც, შეიძლება იმავე,
დანაშაულის გამო ერთხელ უკვე თავადვე გაროზგა. ახლა რისთვის სჯიან, ძნელი
მისახვედრი არ არის: აწ პოლკის ქონებიდან მოიპარავდა რამეს, ან ვინმე მოსახლეს
გაძარცვავდა, რომელსაც კეიმადასიდან გაქცევა ჯერ ვერ მოესწრო, ან სხვა დანაყოფის
ჯარისკაცებთან იჩხუბებდა, ან დეზერტირობის მცდელობა ექნებოდა. ასეულის
მეთაური თვლიდა, რომ შერყეული დისციპლინის გამოსწორება როზგებით
შეიძლებოდა. არადა, რაც დრო გადიოდა, უსაქმურობის, მოწყენილობის, საზიზღარი
და მწირი საკვებისგან გაბეზრებული ჯარისკაცები სულ უფრო და უფრო უწესოდ
იქცეოდნენ. მას, ლეიტენანტ პირის ფერეირას ქვეშევრდომების ცემა გულზე არ
ეხატებოდა, მაგრამ ეგზეკუცია კეიმადასში მათი ყოველდღიური ცხოვრების
განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო და ამ ფაქტს ლეიტენანტიც, როგორც ძილს,
ჩაცმას, გახდას, ჭამას, ან კიდევ ჯარისკაცების თავებში სამხედრო მეცნიერების
სიბრძნეების შეგონებას (მაგალითად, „კონბლენისა“ და „მანლიხერის“ სისტემის
შაშხანების გამოყენება, ასეულის მოქმედება თავდასხმისა და თავდაცვის პირობებში),
ან ბუზებზე ფიქრს დიდი ხანია შეჰგუებოდა და ჩვეულ ამბად თვლიდა.
სასტუმროს კარიდან გასული ლეიტენანტი გეზს იტაპიკურუს გამზირად
წოდებული ქვიანი აღმართისკენ იღებს, რომელიც წმინდა ანტონიუს ეკლესიამდე
იწელება. გზად, მწვანედ, თეთრად და ცისფრად შეღებილი პატარა სახლების
სახურავების გადასწვრივ, კეიმადასის გარშემო გადაფენილ გამომშრალ ბუჩქნარიან
გორაკებს ათვალიერებს. ინსტრუქციის თანახმად, ახალწვეულებს სწორედ იქ
ავარჯიშებს, მაგრამ საცოდავებს გავარვარებულ ფერდობებზე ძრომიალი ძალიან
უჭირთ. ამას თუ სანგრების თხრას და შიგ ჯდომას დავამატებთ, მათი მდგომარეობა
მკითხველთა ლიგა
ადვილი წარმოსადგენია. ბარე ასჯერ მაინც აუყვანია ამ ფერდობებზე, სანგრებში
ჩასხდომა, შემდეგ კი ამოძრომა უბრძანებია, თუმცა კარგად უწყოდა, რომ
ჯარისკაცები ოფლად იღვრებოდნენ და ბევრს გრძნობაც კი დაუკარგავს.
მოხალისეები უმეტესად სხვა შტატებიდან ჩამოდიოდნენ და ასეთ სიცხეს
შეჩვეულები არ იყვნენ. უდაბნოში რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თან სრული
საბრძოლო აღჭურვილობით, მათთვის უმძიმესი სატანჯველი იყო.
ახლა კეიმადასის ქუჩები თითქმის ცარიელია და იქ ფორმიანი ხალხის ზუზუნი არ
ისმის. სამაგიეროდ, საღამოობით მნახველს ათასფერი მუნდირისგან თვალი
უჭრელდება, ბრაზილიის სხვადასხვა დიალექტებისგან ყურები უშხუის.
ჯარისკაცები და ოფიცრები ქალაქში დახეტიალებენ, მასლაათობენ, გიტარებს
აჟღარუნებენ, მშობლიური კუთხეებიდან ჩამოტანილი სიმღერებით გულს იოხებენ
და ზედ ცეცხლის ფასად ნაშოვნ ცეცხლოვან სითხეს აყოლებენ, აქა-იქ
გაღეღილფორმიანი ჯარისკაცების სილუეტებიც მოჩანს, მაგრამ თავად
ადგილობრივების დანახვა ეკლესიის მოედანზეც კი, ფართოფოთლებიანი პალმები
რომ ამშვენებს და ყოველთვის უამრავი ჩიტი დაჟღურტულებს, თითქმის
შეუძლებელია. ისინი ქალაქში თითქმის აღარ დარჩნენ. ვინმე ვაკერო თუ იქნება
შემორჩენილი, სიბერის, ავადმყოფობის, ან სიზარმაცის გამო ქალაქი დროზე რომ არ
დაუტოვებია. ისიც სამხედროს თავისი სახლის ზღურბლიდან ზიზღიან მზერას
აყოლებს, რადგან ახლა იძულებული გამხდარა, ჭერქვეშ დაუპატიჟებელი სტუმრები,
ჯარისკაცები შეეკედლებინა.
ღვთისმშობლის პანსიონთან, კედელზე განცხადებაა გაკრული: „ზედა სამოსის
გარეშე არ ვემსახურებით“, – ლეიტენანტი პირის ფერეირა წითლად გარუჯულსახიან
ახალგაზრდა ოფიცერს ამჩნევს. ოფიცერი მისკენ მოდის, ლეიტენანტი პინტუ სოუზაა
მისი პოლკიდან. სულ ერთი კვირაა, რაც კეიმადასში ჩამოვიდა და
ახალბედებისათვის დამახასიათებელი აღფრთოვანების უნარი ჯერაც არ
დაუკარგავს. ლეიტენანტები დამეგობრდნენ და საღამოობით ერთად ხშირად
სეირნობენ.
– თქვენი პატაკი წავიკითხე უაუას ამბებზე, – ეუბნება პინტუ სოუზა და თან პირის
ფერეირასთან ერთად ბანაკისკენ მიაბიჯებს, – საშინელებაა.
პირის ფერეირა მზისგან თვალებს ხელით იჩრდილავს: – იმათთვის, ვინც იქ იყო,
საშინელებაა. საწყალი ექიმ ანტონიუ ალვის დი სანტუსთვის – განსაკუთრებით.
მაგრამ უაუასთან დამარცხება ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, რაც
ფებრონიუ დი ბრიტუს და პოლკოვნიკ სეზარს დაემართათ.
– მე ადამიანების დაღუპვა კი არა, ეკიპირებასა და შეიარაღებაზე შენი
გამოხმაურება ვიგულისხმე.
– ჰოოო, – ბუტბუტებს პირის ფერეირა.
– არ მესმის! – აღელვებული განაგრძობს მისი მეგობარი, – ხელმძღვანელობამ თითი
არ გაანძრია, რომ საქმის ვითარება გამოესწორებინა!
– მეორე და მესამე ექსპედიციებსაც იგივე ბედი ეწიათ, რაც ჩვენ, სიცხემ, ეკალ-
ბარდებმა და მტვერმა ჯარისკაცები მანამდე გაანადგურეს, სანამ მათ ამბოხებულები
შეუტევდნენ.
ლეიტენანტი მხრებს იჩეჩს. როგორც კი ჟუაზეირუში დაბრუნდა, თავისი ასეულის
განადგურებით გაოგნებული და თვალცრემლიანი, იმ პატაკის წერას დაუყოვნებლივ
შეუდგა: იმედი ჰქონდა, ეს სავალალო გამოცდილება მის ამხანაგებს მაინც
წაადგებოდათ სასიკეთოდ. დაწვრილებით აღწერდა სიცხის, წვიმებისა და მტვრისგან
ჯარისკაცებს ფლანელის ფორმები და მაუდის შარვლები სხეულზე ცხელი
მკითხველთა ლიგა
საფენებივით როგორ ეკვროდათ, როგორ უქცევდა მათ კაატინგების წვეტიანი ეკლები
სამოსს ნაფლეთებად; როგორ უსისხლიანდებოდათ უხერხული ფეხსაცმლისგან
ქვეითებს ფეხები და ამიტომ როგორ გადიოდნენ გზის უმეტეს ნაწილს
ფეხშიშველები, თუმცა მოხსენების მთავარი ნაწილი, რომელიც მკაფიოდ,
დეტალურად, საქმის ზედმიწევნითი ცოდნით იყო დაწერილი, შეიარაღების
მანკიერებებს შეეხებოდა: „მიუხედავად მიზანში სროლის შესანიშნავი სიზუსტისა,
„მანლიხერის“ სისტემის შაშხანები უდაბნოში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი
აღმოჩნდა: საკმარისი იყო, შიგ ქვიშის რამდენიმე ნამცეცი მოხვედრილიყო, რომ
საკეტი იჭედებოდა, გარდა ამისა, ხანგრძლივი ცეცხლის გახსნის შემთხვევაში ლულა
ხურდებოდა, ფართოვდებოდა, სავაზნე კი ისე ვიწროვდება, რომ ექვსვაზნიანი მჭიდი
შიგ ვეღარ ეტეოდა. იმავე მიზეზით მწყობრიდან გამოდიოდა მუხრუჭიც და
გასროლილი მასრების გადაყრა ხელით გვიწევდა. გარდა ამისა, კონდახი არამყარი
ხისგან იყო დამზადებული და პირველივე დარტყმისას ტყდებოდა“. ლეიტენანტი
პირის ფერეირა ამ ყველაფერს მარტო პატაკში კი არ აღწერდა, არამედ ყველა
კუთხეში გაჰყვიროდა და კომისიის ყველა შეკრებაზეც ახსენებდა. მაგრამ რა
შეიცვალა?
– თავიდან ვფიქრობდი, ჩემი, უბრალოდ, არ სჯერათ-მეთქი, – ამბობს იგი, – ალბათ
ფიქრობენ, თავის მართლება უნდა, ჯარის განადგურების გამო პასუხისმგებლობის
მოხსნას ცდილობსო. შემდეგ მივხვდი, უფროსობა რატომ არ აკეთებს არაფერს და
არც არაფერს აპირებს,
– რატომ? – ეკითხება პინტუ სოუზა.
– იმიტომ, რომ მაშინ ბრაზილიის მთელი ჯარის ფორმების განახლება მოუწევთ, ის
ხომ სულ მაუდისაა. ჯარისკაცის ფეხსაცმელები სადღა წაიღონ? სანაგვეზე
მოისროლონ? „მანლიხერები“ ზღვაში გადაყარონ? ვარგა თუ არა, შეიარაღებიდან მათ
არავინ მოხსნის.
უკვე მესამე ბატალიონის დაბანაკების ადგილს უახლოვდებიან; კარვები და
ბარაკები იტაპიკურუს მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული, თითქმის ქალაქის
საზღვრებში, თავთხელის მოწითალო ნაპირთან, უზარმაზარი მუქი კაჭრების
გასწვრივ, რომელთა ძირასაც მდინარის მომწვანო-შავი ტალღები დგაფუნობს.
ჯარისკაცები ლეიტენანტს უკვე ელიან: ვერაფრით ერთობიან და ამიტომ გაროზგვის
სანახავად მთელი ასეულია მოსული. წელს ზემოთ შიშველი რიგითი კელუზი
ჯარისკაცებს შორის დგას, მათ დაცინვას ისმენს და თავადაც სიცილით პასუხობს.
ოფიცრების დანახვაზე ყველანი სწორდებიან, ჩუმდებიან და კელუზის თვალებში, –
თუმცა ცდილობს, აგდებული გამომეტყველება შეინარჩუნოს, - ლეიტენანტი შიშს
მაინც ამჩნევს.
– ოცდაათი როზგი, – პოლკის დღიურში კითხულობს ლეიტენანტი ფერეირა, –
კარგა ბლომადაა, ვინ მოგისაჯა?
– პოლკოვნიკმა ჟუაკინ მანუელ დი მედეირუსმა, ბატონო ლეიტენანტი,–
ბუტბუტებს კელუზი.
– რა ჩაიდინე? – ეკითხება პირის ფერეირა და ხელისგულზე ბებერები რომ არ
დაასხდეს, ტყავის ხელთათმანს იცვამს. კელუზი თვალებს ახამხამებს, ტანის სიმძიმე
ერთი ფეხიდან მეორეზე გადააქვს, აქეთ-იქით ალმაცერად იყურება. ჯარისკაცები
ქირქილებენ, ერთმანეთს ეჩურჩულებიან.
– არაფერი, ბატონო ლეიტენანტო, – ბოლოს და ბოლოს ძლივს პასუხობს კელუზი.
პირის ფერეირა ირგვლივ რკალად შეკრებილ ჯარისკაცებს გადახედავს და პასუხს
მათგან ელის.
მკითხველთა ლიგა
– მეხუთე პოლკის მებუკის გაუპატიურების მცდელობისთვის მიუსაჯეს, –
ზიზღით წარმოთქვამს პინტუ სოუზა, – ბიჭი ჯერ თხუთმეტი წლისაც არ არის.
ამ ნაძირალას თავად პოლკოვნიკმა მედეირუსმა მიუსწრო. მართლა ნაძირალა
ყოფილხარ, კელუზ!
– ასე არ ყოფილა, ბატონო ლეიტენანტო, ასე სულაც არ ყოფილა, – უარის ნიშნად
თავს იქნევს კელუზი, – ბატონმა პოლკოვნიკმა ყველაფერი არასწორად გაიგო.
უბრალოდ, მდინარეში ვბანაობდით, ეს იყო და ეს. გეფიცებით!
– უბრალოდ ბანაობდით, მებუკემ კი უცებ არც აცია, არც აცხელა, ადგა და
ყვირილი დაიწყო, მიშველეთო? – ეკითხება პინტუ სოუზა, – ნუ ტყუი მაინც!
– მებუკემაც არასწორად გამიგო, – აუღელვებლად პასუხობს ჯარისკაცი, მაგრამ,
როცა ჯარისკაცების ხარხარი ესმის, თავს ვერ იკავებს და თვითონაც ეცინება.
– კარგი, რაც უფრო ადრე დავიწყებთ, უფრო მალე დავამთავრებთ, – ამბობს
ლეიტენანტი ფერეირა და უმცროსი ლეიტენანტის მიწოდებული წკეპლებიდან ერთ-
ერთს ირჩევს. წკეპლას რამდენჯერმე შესამოწმებლად იქნევს, და ჰაერში მაშინვე
უსიამოვნოზუზუნი გაისმის, თითქოს ფუტკრების მთელი სკა მოფრინდაო,
ჯარისკაცები უკან იხევენ, – მიგაბათ თუ ვაჟკაცურად გაუძლებ?
– გავუძლებ, ბატონო ლეიტენანტო, – გაფითრებული პასუხობს კელუზი.
– ისეთი მაგარი ბიჭი გვყავს, რომ მებუკეებზეც კი იწევს, – ხმადაბლა გაისმის
ჯარისკაცების გუნდიდან და ისინიც კვლავ ხარხარებენ.
– რადგან ასეა, ნახევრად შებრუნდი და მაგრად დადექი, – ბრძანებს ლეიტენანტი.
თავიდან მთელი ძალით ურტყამს, ხედავს, როგორ უწითლდება კელუზს ზურგი,
როგორ ბარბაცებს ჯარისკაცი. ხოლო მერე, როდესაც თავადაც ოფლიანდება და
სუნთქვა ეკვრის, ხელის მოძრაობას ანელებს. ჯარისკაცები დარტყმებს ერთხმად
ითვლიან. დარტყმები ათს რომ სცილდება, ალისფერი ნაჭდევებიდან სისხლი იწყებს
ჟონვას, უკანასკნელ დარტყმაზე კელუზი ეცემა, მაგრამ მაშინვე ფეხზე წამოხტება და
ბარბაცით ლეიტენანტისკენ ტრიალდება.
– დიდად მადლობელი ვარ, ბატონო ლეიტენანტო, – ამბობს იგი ენის ბორძიკით.
სახე სველი აქვს, თვალები ჩასისხლიანებია.
– შეგერგოს, – პასუხობს ლეიტენანტი და მძიმედ ქშინავს, – როგორც ხედავ, არც მე
მილხინს, იქნებ ამან მაინც განუგეშოს. ლაზარეთში წადი, იქ მალამოს წაგისვამენ.
მებუკეებს კი აღარ გაეკარო!
ჯარისკაცები იშლებიან, ზოგი კელუზთან მიდის, ზურგზე პირსახოცს ადებს.
დანარჩენები თიხიანი ფერდობით მდინარეზე ჩადიან და მის ტალღებში
გრილდებიან. პირის ფერეირა სახესა და ხელებზე წყალს ივლებს, ქაღალდს ხელს
აწერს, ადასტურებს, რომ ეგზეკუცია ნამდვილად ჩატარებულია და პინტუ
სოუზასთან საუბარს განაგრძობს; სოუზას კვლავ უაუასთან ბრძოლის დეტალები
აინტერესებს, მაგალითად, ის, შაშხანები ძველია თუ ახალი მიღებული.
– ძველი, – პასუხობს ფერეირა, – ჯერ კიდევ 1894-ში ისროდნენ, სან-პაულუსა და
პარანის კამპანიის დროს. მაგრამ მათ უვარგისობას სიძველით ვერ ახსნი!
„მანლიხერები“ არ გამოგვადგება! ეგ იარაღი ევროპის ჯარებისთვისაა შექმნილი,
ევროპაში კი სულ სხვანაირი ჰავა და ბუნებრივი პირობებია, თან იქ სულ სხვანაირად
ინახავენ.
ამ დროს ბანაკის სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად გაისმის საყვირების ხმა.
– საერთო შეკრებაა, – უკვირს პინტუ სოუზას, – არავის გავუფრთხილებივარ.
– „კომბლენების“ დაკარგვის შემდეგ უფროსობა სულ გამოთაყვანდა, – მხარს უბამს
ფერეირა, – ალბათ ქურდები იპოვეს და დახვრეტას უპირებენ.
მკითხველთა ლიგა
– ან თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა, – განაგრძობს სოუზა, - ელოდებოდნენ.
მესამე ბატალიონთან მიდიან, მაგრამ იქ ირკვევა, რომ მეშვიდე და მეთოთხმეტე
ბატალიონების ოფიცრების შეკრებაცაა ნაბრძანები, ეს კი ნიშნავს, რომ მთელი
პირველი ბრიგადაა დაძახებული. ტყავის საამქროში განთავსებულ ბრიგადის შტაბში
გარბიან, მესამე ბატალიონიდან იტაპიკურუს აყოლებაზე, მეოთხედი ლიგის
დაშორებით. ბანაკში უჩვეულო ალიაქოთია, მებუკეები ერთმანეთს ისე ეჯიბრებიან,
რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, ვის რა ნიშანს აწვდიან. საამქროში უკვე ათობით
ოფიცერია შეკრებილი, ზოგიერთებს სიგნალმა მშვიდი სიესტის დროს მიუსწრო,
პერანგებსა და მუნდირებს ნაჩქარევად იკრავენ. ძელსკამზე ამძვრალი პირველი
ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჟუაკინ მანუელ დი მედეირუსი შეკრებილებს
მიმართავს, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ ისმის, რადგან მის ხმას ერთსულოვანი
„ვაშა“, ბრაზილიისა და რესპუბლიკის დიდების აღფრთოვანებული შეძახილები
ახშობს. ოფიცერთაგან ზოგიერთი ჰაერში ქუდსაც კი ისვრის და სიხარულს ასე
გამოხატავს.
– რა ხდება? – ცდილობს, გაერკვიოს პინტუ სოუზა.
– ორ საათში კანუდუსისკენ დავიძვრებით! – გახარებული პასუხობს არტილერიის
რომელიღაც კაპიტანი.

II

– არა, სიგიჟით და გაუგებრობით ყველაფერს ვერ ახსნი, – ჩაილუღლუღა ბარონ დი


კანიაბრავამ, – ეს სიბრიყვეცაა და სისასტიკეც.
უეცრად ჟენტილ დი კასტრუს მრგვალი, მოღიმარი, ვარდისფერლოყებიანი სახე
დაუდგა თვალწინ, როდესაც სასახლეში გამართულ რომელიღაც წვეულებაზე
ესტელას ხელზე საკოცნელად დაიხარა. მაშინ იმპერატორის მთავრობის წევრი იყო.
მაღალი საზოგადოების ქალბატონივით დახვეწილი, ბავშვივით გულუბრყვილო,
კეთილი და თავაზიანი დი კასტრუ. მის თავს დატეხილი უბედურება, გარდა
სიბრიყვისა და სისასტიკისა, რით უნდა ახსნილიყო?
– მხოლოდ კანუდუსი კი არა, მთელი კაცობრიობაა ამაში გარეული, – წარმოთქვა
ბარონმა და სახე ზიზღით შეეჭმუხნა.
– ღვთის რწმენა გავიწყდებათ, – გააწყვეტინა ახლომხედველმა ჟურნალისტმა და
ბარონს ამ ჟღრიალა ხმის გაგონებაზე გაახსენდა, რომ მარტო არიყო, – მათ კი იქ
სწამდათ. მათთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. შიმშილი, ხოცვა-ჟლეტა,
ადამიანების ნაფლეთებად ქცევა, არაფერი აკლდათ, მაგრამ მხოლოდ ღმერთსა ან
ეშმაკზე ფიქრობდნენ, ანტიქრისტესა ან იესოს შორის არჩევანზე. მათთვის მაშინვე
საცნაური იყო ხოლმე, ესა თუ ის მოვლენა ვისგან მოდიოდა, სასიკეთო იყო თუ
საზიანო. არ გშურთ მათი? როცა ადამიანს სიკეთის და ბოროტების გარჩევა შეუძლია,
მისი ცხოვრება საოცრად მარტივდება.
– უეცრად ჟენტილ დი კასტრუ გამახსენდა, – უპასუხა ბარონმა, – წარმოვიდგინე,
რა გაოგნებული იქნებოდა, როდესაც გაიგებდა, რატომ დაარბიეს მისი გაზეთები და
სახლი რატომ გაუნადგურეს.
ბეცმა ჟურნალისტმა კისერი წაიგრძელა. ტყავის სავარძლებში ისხდნენ,
ერთმანეთის პირისპირ, მაგიდა ყოფდათ, რომელზეც პაპაიისა და ბანანის
გამაგრილებელი სასმელებით სავსე გრაფინები იდგა. დრო სწრაფად გადიოდა,

მკითხველთა ლიგა
მზე ბაღს შუადღის სხივებით ავსებდა. შორიდან მოხეტიალე ვაჭრების ხმები
აღწევდა, მყიდველებს ხორცს, თუთიყუშებს, ხილს, მწვანილს და, საჭიროებების
მიხედვით, სასწაულმოქმედ შელოცვებს სთავაზობდნენ.
– ისტორიის ამ ნაწილის ახსნა კი სწორედაც რომ შეიძლება, – კვლავ აჟღარუნდა
ბეცი ჟურნალისტის ხმა, რომელიც სავარძელში ისე მოხრილიყო, თითქოს ძვლები
საერთოდ არ გააჩნიაო, – ის, რაც რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში ხდებოდა,
ლოგიკური და სავსებით კანონზომიერია.
– მართლა? ბრბო, რომელიც გამომცემლობებსა და ტიპოგრაფიებს არბევს, სახლებს
ალყას არტყამს, ადამიანებს ხოცავს, არადა, ისიც კი არ შეუძლია კანუდუსი რუკაზე
იპოვოს, მაგრამ ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ ათასობით კილომეტრის იქით
ვიღაც ფანატიკოსებმა რაღაც ჯარი გაანადგურეს, ეს არის ლოგიკური? ეს არის
კანონზომიერება?
– პროპაგანდით ტვინი აურიეს, – თავისას არ იშლიდა ახლომხედველი
ჟურნალისტი, – თქვენ ხომ გაზეთებს არ კითხულობთ, ბარონო.
– რიოში დარბევების შესახებ უშუალოდ ერთი დაზარალებულისგან ვიცი.
თავადაც ლამის დაიღუპა, სასწაულებრივადაა გადარჩენილი.
ვიკონტ დი ოურუ პრეტუს ბარონი ლისაბონში შეხვდა და მონარქისტების
ყოფილ ლიდერთან საუბარში მთელი საღამო გაატარა. ვიკონტი ბრაზილიიდან მას
მერე გაიქცა, რაც რიოში მეშვიდე პოლკის განადგურებისა და მორეირა სეზარის
დაღუპვის ამბავი მივიდა, რამდენიმე საშინელი დღის გადატანა მოუხდა. თვალებს
არ უჯერებდა, ეს ასაკოვანი წარჩინებული გვამი მისი შემფარებელი ბარონესა დი
გუანაბარას ფანჯრიდან გაოგნებული და დაბნეული შეჰყურებდა, როგორ
მოედინებოდა სამხედრო კლუბიდან ბრბო მარკიზ დი აბრანტისის ქუჩაზე,
მიმდებარე ქუჩებს როგორ ავსებდა, როგორ ითხოვდა მის თავს და როგორ
ადანაშაულებდა რესპუბლიკელებს კანუდუსთან დამარცხებაში. მალე ისიც
შეატყობინეს, რომ მის სახლსაც, რამდენიმე ცნობილი მონარქისტის სახლების
დარად, თავს დაესხნენ და გაანადგურეს, ხოლო Gazeta de Noticias-ისა და Liberdade-ს
რედაქციებს ცეცხლი წაუკიდეს.
– ინგლისელი ჯაშუში იპუპარიაში, – წამღერებით წარმოთქვა ჟურნალისტმა და
მაგიდაზე გაძვალტყავებული თითები ააკაკუნა, - სერტანებში ნაპოვნი
კანუდუსისათვის განკუთვნილი იარაღი. „კროპაჩეკის” ვაზნები, რომლებიც მხოლოდ
ინგლისურ გემებს შეეძლოთ ჩამოეტანათ. კიდევ, ფეთქებადი ტყვიები. დღედაღამ
გამეორებული ტყუილი სიმართლე ხდება.
– თქვენს Jornal de Noticias -ზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ, – გაიღიმა
ბარონმა.
– რიო-დე-ჟანეიროსაც ჰყავს თავისი ეპამინონდას გონსალვისი; მას ალეინდუ
გუანაბარა, მის გაzეთს კი A Republica ჰქვია, – შეეკამათა ახლომხედველი
ჟურნალისტი, – ფებრონიუ დი ბრიტუს თავს დატეხილი კატასტროფის შემდეგ
დღეც არ გასულა ისე, რომ კანუდუსის ეპოპეაში მონარქისტების მონაწილეობაზე A
Republica -ს ახალი მტკიცებულებები არ წარმოედგინა.
ბარონი მოსაუბრეს ნახევრად უსმენდა, რადგან ყურებში ვიკონტ დი ოურუ
პრეტუს ხმა ედგა: ლამის თავით ფეხამდე საბანში გახვეულს მხოლოდ პირი
მოუჩანდა და ისე ჩურჩულებდა: „ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჟენტილ
დი კასტრუს სერიოზულად არასოდეს აღვიქვამდით, იმპერიის დროს მას არანაირი
თანამდებობა არ ეკავა, არავითარი წოდება არ მიუღია, არც პასუხსაგები დავალება,

მკითხველთა ლიგა
მისი მონარქიზმიც კი რაღაც სენტიმენტალურ, რეალობისაგან შორს მდგარ
დამოკიდებულებას წარმოადგენდა... “
– აი, მაგალითისთვის, ნახირი და იარაღი ავიღოთ, რომელიც მინას ჟერაისის
შტატის სეტი ლაგოასიდან კანუდუსში იგზავნებოდა, – განაგრძობდა ამასობაში
ახლომხედველი ჟურნალისტი, – ამ ტვირთს ხომ მონარქისტთა მიერ დაქირავებული
კატანგების უფროსი, ცნობილი მანუელ ჟუაუ ბრანდაუ ახლდა? ის კაცი განა
მონარქისტების ლიდერებს, ჟუაკინ ნაბუკუს, ვიკონტ დი ოურუ პრეტუს არ
ემსახურებოდა? ალეინდუ იმ პოლიციელების გვარებს ასახელებს, რომლებმაც
ბრანდაუ დაიჭირეს, მისი ჩვენება მოჰყავს, სადაც იგი ყველაფერს აღიარებს. რა
მნიშვნელობა აქვს, რომ არავითარი ბრანდაუ ბუნებაში არ არსებობს, რომ არავითარი
ტვირთი არ აღმოუჩენიათ? რადგან გაზეთშია დაბეჭდილი, ესე იგი სიმართლეა.
იპუპიარაში ჯაშუშის არსებობა ათასნაირად მეორდება და სულ უფრო და უფრო მეტ
დეტალებს იძენს. ყველაფერი ლოგიკური და კანონზომიერია. თქვენ მხოლოდ
იმიტომ არ გაგასამართლეს, რომ სალვადორში იაკობინელები არ არიან, ბარონო.
ბაიელებს მხოლოდ კარნავალები ადარდებთ, პოლიტიკა კი ფეხებზე ჰკიდიათ.
– ჩემი გაზეთისთვის ნამდვილი განძი ხართ, – ხუმრობა სცადა ბარონმა, – ჩვენი
მოწინააღმდეგეების ყველა საიდუმლო, მათი ყველა სიმდაბლე იცით.
– არც თქვენ ხართ მათზე უკეთესები, - წაისისინა ბეცმა ჟურნალისტმა, –
დაგავიწყდათ, რომ ახლა უკვე ეპამინონდასის მეკავშირე გახდით, თქვენი ძველი
მეგობრები კი ხელისუფლებაში არიან?
– საკმაოდ გვიან მივხვდი, პოლიტიკა რა ბინძური საქმეა, – უპასუხა ბარონმა.
– მოძღვარი კი ასე არ ფიქრობდა. მისთვის ეს წმინდა და სუფთა საქმე იყო.
– მისთვის და საცოდავი ჟენტილ დი კასტრუსათვის, – ამოიოხრა ბარონმა.
ევროპიდან დაბრუნების შემდეგ კაბინეტში წერილი დახვდა, რომელიც რიოდან
რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა გამოგზავნილი, ჟენტილ დი კასტრუს აკურატული
ხელი მაშინვე იცნო. „ძვირფასო ბარონო! მიპასუხეთ კანუდუსი რა არის? რა ხდება
თქვენთვის ესოდენ საყვარელ ჩრდილო-აღმოსავლეთით? სხვადასხვა ჯურის
სულელურ ბრალდებებს გვიყენებენ, ჩვენ კი თავის დაცვაც კი არ ძალგვიძს, რამეთუ
ვერ მივმხვდარვართ, რაშია საქმე. ანტონიუ კონსეილეირუ ვინ არის? სინამდვილეში
არსებობს? ვინ არიან ეს სებასტიანელები, რომლებთანაც ასე გამალებით ცდილობენ,
დაგვაკავშირონ იაკობინელები? გემუდარებით, აღმიწერეთ მდგომარეობა, ძალიან
მადლობელი დაგრჩებით...“ ე.ი. ეს ბერიკაცი, რომელსაც თავისი სახელი ასე
შეეფერებოდა35, იმის გამოა მოკლული, რომ ფულითა და იარაღით ამარაგებდა
ამბოხებულებს, მიზნად მონარქიის აღდგენა რომ დაესახათ და სურდათ, ბრაზილია
ხელთ დიდ ბრიტანეთს ჩაეგდო. კარგა ხნის წინ, როდესაც გაზეთების Gazeta de
Noticias -ისა და A Liberdade -ის მიღება დაიწყო, ბარონმა ვიკონტ დი ოურუ პრეტუს
წერილი მისწერა, რომელშიც ეკითხებოდა, ვის და რაში დასჭირდა ამ გაზეთების
გამოცემა, იმპერიის დროების მონატრებით გაჯერებული ეს ფურცლები ახლა,
როდესაც ყველასათვის სრულიად ნათელია, რომ იმპერიამ სამუდამოდ ძირი
მოგვჭამაო. „რა გნებავთ, ჩემო ძვირფასო? ეს აზრი არც მე და არც ჟუაუ ალფრედს არ
გვეკუთვნის, არც ჟუაკინ ნაბუკუს, არც მის მეგობრებს, არამედ პოლკოვნიკ ჟენტილ
დი კასტრუს. სწორედ მან გადაწყვიტა, მათი სახელი დაეცვა იმ დამთრგუნველი
ცილისწამებისგან, ვინც იმპერატორის ერთგულ მსახურებად მოვიაზრებოდით.
ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მონარქისტული მოთხოვნის გაცხადება
უკიდურესად არახელსაყრელ პერიოდში მოხდა, მაგრამ შეეცადეთ, ეს საბრალო

მკითხველთა ლიგა
ჟენტილს გააგებინოთ. გახსოვთ იგი? კეთილი, წესიერი ადამიანია, მაგრამ დიდი
ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა...“
– როდესაც ჯარების დამარცხების ამბავმა დედაქალაქში ჩამოაღწია, ჟენტილი
პეტროპოლისში იმყოფებოდა, – გაიხსენა ბარონმა ვიკონტ დი ოურუ პრეტუს
ნაამბობი, – ალფონსუ სელსუ გავუგზავნე, რათა გამეფრთხილებინა, რომ არავითარ
შემთხვევაში არ დაბრუნებულიყო: მისი გაზეთების რედაქციები ცეცხლს იყო
მიცემული, სახლი განადგურებული, ოუვიდურის ქუჩასა და წმინდა ფრანსისკუს
მოედანზე კი მდაბიოთა ბრბოები დაძრწოდნენ და მის მოკვლას მოითხოვდნენ. ეს
საკმარისი აღმოჩნდა, რომ მაშინვე რიოში დაბრუნებულიყო.
ბარონმა წარმოიდგინა, როგორ ალაგებდა ჩემოდანს ვარდისფერლოყებიანი
ჟენტილ დი კასტრუ და როგორ მიემართებოდა რკინიგზის სადგურისკენ, სწორედ ამ
დროს კი სამხედრო კლუბში ოციოდ ოფიცერი სისხლით იფიცებდა, შური ეძიათ
პოლკოვნიკ მორეირა სეზარის სიკვდილის გამო და დასახვრეტი მოღალატეების სიას
ადგენდა. ჟენტილ დი კასტრუ იმ სიაში პირველ ნომრად იყო მოხსენიებული.
– მერიტის სადგურზე ალფონსუ სელსუმ გაზეთი უყიდა, – განაგრძობდა თხრობას
ვიკონტი, – და ჟენტილმა ყველაფერი გაიგო, რაც კი ქალაქში წინა დღით
მომხდარიყო: მთელი ქალაქი მიტინგებსა და მანიფესტაციებს მოეცვა, თეატრები და
მაღაზიები დაკეტილი იყო, დროშები და ბაირაღები დაშვებული, აივნებზე შავი
ტილოები აეკრათ, ბრბო გაზეთების რედაქციებს არბევდა, ყველაფერთან ერთად A
Republica -ში სენსაციური ამბავიც წაიკითხა, ცხადია: შაშხანები, რომლებიც Gazeta de
Noticias -ისა და A Liberdade -ს რედაქციებშია აღმოჩენილი, იმავე სისტემისა და
კალიბრისაა, რომლებითაც კანუდუსის აჯანყებულები იყვნენ შეიარაღებულებიო!
როგორ ფიქრობთ, ჩვენი ჟენტილი ამ დროს რას აკეთებს?
– რაღა დამრჩენოდა! – ჩაესმა ბარონს ჟენტილ დი კასტრუს ხმა და დაინახა კიდეც,
როგორ ისვამდა ხელს ჭაღარა ულვაშებზე, – მხოლოდ ერთი, – ალეინდუ
გუანაბარასთვის ჩემი სეკუნდანტები უნდა გამეგზავნა, ამ ვაჟბატონის თავხედობა
უკვე ზღვარს სცდებოდა,
ბარონს სიცილი აუტყდა:
– დუელში ბრძოლა უნდოდა. ყოველივე მომხდარიდან მან მარტო ის გაიგო, რომ
რიო-დე-ჟანეიროს ეპამინონდას გონსალვისისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა. და სანამ
მდაბიონი ეძებდნენ, რომ ლინჩის წესით გაესამართლებინათ, იგი შავებში ჩაცმულ
სეკუნდანტებზე, დაშნებზე და იმაზე ფიქრობდა, რას დასთანხმებოდა, პირველ
სისხლამდე ბრძოლას თუ სიკვდილამდე.
სიცილისგან თვალებზე ცრემლიც კი მოადგა, ბეცი ჟურნალისტი გაოცებული
შესცქეროდა. სანამ ეს ამბები ხდებოდა, იგი, ბარონი დი კანიაბრავა, კალუმბიდან
სალვადორში ბრუნდებოდა; ცხადია, გაოცებული იყო მეშვიდე პოლკის
განადგურებით, მაგრამ მაინც მხოლოდ ესტელას მდგომარეობაზე ფიქრობდა და
ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ის წუთი, როდესაც სამედიცინო
ფაკულტეტისა და პორტუგალიის ჰოსპიტლის ექიმები დააწყნარებდნენ, ყველაფერი
მალე გაუვლის, ბრონესას სიხარულიც, ხალისიც და სიცოცხლის სურვილიც მალე
დაუბრუნდებაო. ცოლის მდგომარეობით გამოწვეულ დარდს იმდენად შეეპყრო, რომ
სხვა ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა: ეპამინონდას გონსალვისთან
მოლაპარაკებებიც, იმის გაგებაც, რომ აჯანყებულთა დასასჯელად მთელ ქვეყანაში
მობილიზაცია გამოცხადდა, რომ კანუდუსში ჯარები სხვა შტატებიდანაც
მიემართებოდნენ, რომ მოხალისეთა რაზმები იქმნებოდა, ხოლო ახალი ჯარების
ჩამოსაყალიბებლად საქველმოქმედო ბაზრობები და აუქციონები იმართებოდა,
მკითხველთა ლიგა
სადაც მაღალი საზოგადოების ქალბატონები რესპუბლიკის დასაცავად თავიანთ
ძვირფასეულობასაც კი არ იშურებდნენ. ისევ იმის გაფიქრებაზე, რა გაქანება მიიღო
ამ მოვლენებმა, როგორ შეკრა სისასტიკე, ბოროტება და გაუგებრობა ერთ მჭიდრო
კვანძად, იგრძნო, რომ თავბრუ ეხვეოდა.
– რიოში ჩამოსულმა ჟენტილ დი კასტრუმ და ალფონსუ სელსუმ სან- ფრანსისკუ
შავიერის სადგურთან ახლოს, მეგობრის სახლამდე შეუმჩნევლად მიაღწიეს, –
განაგრძობდა ვიკონტი დი ოურუ პრეტუ, - იქით გავემართე: მეც ხან სად მმალავდნენ
და ხან სად, რომ ქუჩაში მოწანწალე გავეშებულ ბრბოს ხელში არ ჩავვარდნოდი.
მეგობრები კარგა ხანს ვარწმუნებდით ჟენტილს, რომ ისღა დაგვრჩენოდა, რაც
შეიძლება სწრაფად დაგვეტოვებინა რიოც და, საერთოდ, ბრაზილიაც.
ბარონმა წარმოიდგინა, როგორ მივიდოდნენ სადგურზე ლაბადებში გახვეული
ჟენტილ დი კასტრუ და ვიკონტი დი ოურუ პრეტუ შვიდის ნახევარზე, ზუსტად
პეტროპოლისის მატარებლის გასვლის დროს. მანამდე კი საბრალო ჟენტილი
ვიღაცის ფაზენდაში უნდა დაემალათ, სანამ უცხოეთში გამგზავრების თადარიგი
დამთავრდებოდა.
– მაგრამ გარემოებები მკვლელების საკეთილდღეოდ განვითარდა, – ჩურჩულებდა
ვიკონტი, – მატარებელმა ნახევარი საათით დაიგვიანა: შვიდის ნახევრის ნაცვლად
შვიდ საათზე ჩამოდგა, ჩვენმა უცნაურმა გარეგნობამ კი ყურადღება უკვე მიიპყრო.
მთელი ბაქანი მანიფესტანტებმა აავსეს, გაიძახოდნედს, დიდება მარშალ
ფლორიანუს, სიკვდილი მოღალატეებსო! უკვე ვაგონში ვსხდებოდით, როდესაც
რევოლვერებითა და დანებით შეიარაღებული ხალხი გარს შემოგვერტყა.
მატარებელი დაიძრა და სროლის ხმაც იმწამს გაისმა. ყველა ტყვია ჟენტილს მოხვდა.
არ ვიცი, მე როგორ გადავრჩი.
ბარონმა წარმოიდგინა, როგორ სწევდა ლოყებღაჟღაჟა, თავსა და მკერდში
დაჭრილი მოხუცი ხელს, როგორ ცდილობდა, პირჯვარი გადაეწერა. მაგრამ იქნებ
ასეთ სიკვდილში ცუდი არაფერია. განა ისე არ დაიღუპა, როგორც დიდებული
გვარის წარმომადგენელს, ნამდვილ რაინდს შეეფერებოდა?
– შესაძლოა, – უპასუხა ვიკონტმა, – მაგრამ მისი დაკრძალვის ამბავს რომ
გიამბობთ, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად საშინელ დღეში ჩავარდებით.
ხელისუფლების რჩევით გადაწყვეტილი იყო, იგი ფარულად დაეკრძალათ.
მინისტრმა ამარუ კავალკანტიმ მიცვალებულის ნათესავები გააფრთხილა, თუ
პომპეზურ დაკრძალვას მოაწყობთ, ქუჩაში არეულობების გამო თქვენს
უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ ვაგებო. გამოსვენებას არც ერთი მონარქისტი არ
დასწრებია და ჟენტილ დი კასტრუს ცხედარი სამუდამო განსასვენებლის ადგილას
უბრალო ორთვალა ეტლით წაასვენეს. უკან კარეტა მიჰყვებოდა, რომელშიც მებაღე
და მისი ორი ძმისშვილი ისხდნენ, იაკობინელების გამოჩენის შიშით პადრესაც კი არ
დართეს ნება, წესის აგება ბოლომდე დაესრულებინა.
– როგორც ვხედავ, იმ ადამიანის სიკვდილმა ძალიან დაგწყვიტათ გული, –
გამოაფხიზლა ფიქრებიდან ბეცი ჟურნალისტის მწივანა ხმამ, – სამაგიეროდ სხვა
სიკვდილები გულთანაც კი არ მიგიტანიათ, არადა, იქ, კანუდუსში სიკვდილი ცოტა
როდი იყო.
ბარონმა ვერც კი შენიშნა, როდის წამოდგა ფეხზე მისი სტუმარი. გვერდულად და
წინ გადახრილი ახლა წიგნების თაროებთან დაყუდებულიყო და მას შესცქეროდა.
ნამდვილი მოსიარულე თავსატეხიაო, გაიფიქრა ბარონმა. როგორ უყურებდა,
ბრაზით? სტუმარს სქელი მინების მიღმა თვალები მართლაც ბრაზიანად უელავდა.

მკითხველთა ლიგა
– ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე ასის ან
ათასის, – ჩაილაპარაკა ბარონმა, – სიმრავლე ტანჯვას განყენებულს, აბსტრაქტულს
ხდის. აბსტრაქტულობა კი გულს არ ხვდება.
– იმათ გულს, ვისაც თავისი თვალით არ უნახავს, როგორ დაიხოცა ათობით,
ასობით, ათასობით, ათიათასობით ადამიანი, – უპასუხა ახლომხედველმა
ჟურნალისტმა, – დიახ, ჟენტილ დი კასტრუმ სიცოცხლე მართლაც სულელურად
დაასრულა, მაგრამ კანუდუსში უამრავი ხალხი მოკლეს. კიდევ უფრო ნაკლებად
აბსურდული მიზეზით დახოცეს.
– რამდენნი იყვნენ? – ოდნავ გასაგონად ჩაილუღლუღა ბარონმა. იცოდა, რომ მათ
რიცხვს ვერასოდეს გაიგებდა, რომ ისტორიკოსები და პოლიტიკოსები დაღუპულთა
რაოდენობას იმის მიხედვით გაზრდიდნენ ან შეამცირებდნენ, თუ რა შეხედულებას
აირჩევდნენ ამ საქმეზე და რა გამორჩენა ექნებოდათ. მიუხედავად ამისა, თავი ვერ
შეიკავა და მაინც იკითხა.
– ვცდილობდი, გამერკვია, – უპასუხა სტუმარმა, თანამოსაუბრეს არეული ნაბიჯით
მიუახლოვდა და ისევ სავარძელში ჩაენარცხა, – მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტი ციფრი
უცნობია,
– სამი ათასი? ხუთი ათასი? – თავისას არ იშლიდა ბარონი და ცდილობდა, მისთვის
თვალებში ჩაეხედა.
– ოცდახუთიდან ოცდაათ ათასამდე.
– ავადმყოფებისა და დაჭრილების ჩათვლით? – შემკრთალი მასპინძელი
ცდილობდა, გაგონილი როგორმე შეერბილებინა.
– ჯარის დანაკარგს არ ვგულისხმობ, – უპასუხა ჟურნალისტმა, – ისინი
დათვლილია და პატაკშია დაფიქსირებული. რვაას ოცდასამი ადამიანია, მათ შორის,
ეპიდემიისაგან და უბედური შემთხვევების გამო დაღუპულებიც.
სიჩუმე ჩამოვარდა, ბარონმა თვალები დახარა. თავისთვის გამაგრილებელი
სასმელი დაისხა, მაგრამ ოდნავ გასინჯა თუ არა, ჭიქა ისევ მაგიდაზე დადგა: გამთბარ
სასმელს საზიზღარი გემო მისცემოდა.
– შეუძლებელია, კანუდუსში ოცდაათი ათასი კაცი ყოფილიყო. სერტანებში ასეთი
ხალხმრავალი სოფლები არ არსებობს,
– ამის გაგება ძალიან ადვილია, – უპასუხა ისევ ჟურნალისტმა, – გენერალმა
ოსკარმა ბრძანა, სახლები გადაეთვალათ, არ იცოდით? ამის შესახებ წერდნენ.
სახლები ხუთი ათას შვიდას ოთხმოცდასამი აღმოჩნდა. თითო სახლში რამდენი
სული იქნებოდა? ხუთი-ექვსი, სულ ცოტა. გამოდის, რომ ოცდახუთიდან ოცდაათ
ათასამდეა მსხვერპლი.
ისევ დადუმდნენ, ხანგრძლივად, სიჩუმეში მწერების წუილის ხმა ისმოდა.
– კანუდუსში დაჭრილები არ ყოფილან, – ისევ ამოიღო ხმა ბეცმა ჟურნალისტმა, –
ისინი კი, ვისაც, როგორც მიღებულია, „გადარჩენილებს” ვუწოდებთ, ისინი, ვინც
პატრიოტულმა კომიტეტმა თქვენი მეგობრის, ლელის პიედადისის
ხელმძღვანელობით მთელ ბრაზილიაში განასახლა, თავად კანუდუსში კი არა,
მეზობელ სოფლებში ცხოვრობდნენ. ალყიდან გაძრომა მხოლოდ შვიდმა მოახერხა.
– ესეც იცით? – თვალები ასწია ბარონმა.
– მათგან ერთ-ერთი მე ვარ, – უპასუხა ჟურნალისტმა და თითქოს სურს, მომდევნო
კითხვა აიცილოსო, ნაჩქარევად დასძინა: – აქ სხვა სტატისტიკაა მთავარი. აქ
მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, ბრძოლაში რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი კი,
უბრალოდ, დაკლეს.
დიდი ხნით დადუმდა, შემდეგ თავი გაიქნია და მწერები მოიშორა.
მკითხველთა ლიგა
– ცხადია, ამის სტატისტიკაც ზუსტი არ იქნება, – განაგრძო ისევ და ხელი ხელს
მოუჭირა, – თუმცა, შეგვიძლია, ცნობები ერთი ძალზე საინტერესო სუბიექტისაგან
მივიღოთ – იგი მორეირა სეზარის ექსპედიციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი რიუ-
გრანდი დო სულის მოხალისეთა ასეულს ხელმძღვანელობდა – უმცროსი
ლეიტენანტი მარანიაუსგან.
ბარონი უკვე ხვდებოდა, ახლა რაზე იქნებოდა ლაპარაკი და მოსაუბრეს
თვალმოუშორებლად უყურებდა.
– გაუჩოებმა ზედმიწევნით იციან, როგორ წააცალონ მტერს თავი. ჰოდა, უმცროსი
ლეიტენანტი მარანიაუ და მისი ხალხი ამ საკითხის დიდი მცოდნეები აღმოჩნდნენ,
თავად მან კი, გარდა ოსტატობისა, ამგვარი დასჯის სიყვარულიც გამოამჟღავნა.
მარცხენა ხელით ამბოხებულს ცხვირში სწვდებოდა, თავს უკან უგდებდა და იარაღის
პირს პირდაპირ საძილე არტერიაში ატაკებდა. ჭრილობა სხეულში ოცდახუთ
სანტიმეტრამდე შედიოდა და მსხვერპლს თავი უკან ნაჭრის თოჯინასავით
უვარდებოდა.
– ცდილობთ, ამბოხებულები შემაცოდოთ? – ჰკითხა ბარონმა.
– თუ უმცროსი ლეიტენანტი მარანიაუ გვეტყვის, რამდენ კაცს წააცალეს თავი მან
და მისმა დამხმარეებმა, გავიგებთ, ჟაგუნსუებისგან რამდენი მოხვდა სამოთხეში,
რამდენი კი ჯოჯოხეთში, – დააცემინა ჟურნალისტმა, – თავის მოჭრა იმითაა ცუდი,
რომ სული პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.

როდესაც სიბნელის ჩამოწოლასთან ერთად კანუდუსს ტოვებს და თან სამასი


შეიარაღებული კაცი მიჰყვება, – არასოდეს ამდენი მებრძოლი არ ჰყოლია, - დაღიანი
საკუთარ თავს უბრძანებს, იმ ქალზე არ იფიქროს. მანაც და მისმა საგანგებოდ
ნარჩევმა (რადგან წინ დიდი გზა უდევთ) მებრძოლებმა კარგად იციან, რაოდენ
მნიშვნელოვანია მათთვის დავალებული საქმე. ფაველის ძირას ისვენებენ. სიჩუმეს
მხოლოდ კუტკალიების ჭრიჭინი და ბაყაყების ყიყინი არღვევს. დაღიანი ხელს
იშვერს ბინდში ოდნავ მჩინარი მთაგრეხილის შვერილებისკენ, კიდევ ერთხელ
ახსენებს თავის მებრძოლებს, რომ იქ უნდა შეიტყუონ ჯარისკაცები, რათა ჟუაუ
მოციქულმა, დიდმა ჟუაუმ და დანარჩენებმა, რომლებიც ძმებ ვილანოვებთან და
პედრაუსთან ერთად ჟერიმუაბუსაკენ არ წასულან ანტიქრისტეს ჯარის
დასახვედრად, იქ უკვე კარგა ხნის წინ ჩასაფრებულ შეიარაღებულ ხალხთან ერთად
ეშმაკის მოციქულებს საკადრისი პასუხი გასცენ. რა თქმა უნდა, ჟუაუ მოციქულმა
სწორად განსაზღვრა: მხოლოდ მთის მოტიტვლებულ ფერდობზე შეიძლება ბინძურ
ძაღლებზე სასიკვდილო იერიშის მიტანა – ვერაფერს ამოეფარებიან, მშვილდოსნები
კი ისე დაესხმიან თავს, რომ თავად უხილავები დარჩებიან, - მოკლედ, ასეა, ძმებო. ან
ჯარისკაცები გაყოფენ ხაფანგში თავს და გავანადგურებთ, – უთხრა თავის ბიჭებს
ქუჩის მეთაურმა, – ან თავად დავიხოცებით, რადგან, თუკი ბელუ-მონტის ალყას
შემოარტყამენ, მათ შესაჩერებლად არც ხალხი გვეყოფა და არც იარაღი, ყველაფერი
თქვენზეა დამოკიდებული. დაღიანი თავის ხალხს ისევ ახსენებს, ვაზნებს
გაუფრთხილდით, მხოლოდ იმათ ესროლეთ, ვისაც მკლავზე სპეციალურ ნიშანს
დაუნახავთ, ან ხმალი ეჭირება, ან ცხენზე იქნება ამხედრებული, ანუ მიზანში
ოფიცრები ამოიღეთ, თავად კი სანგრებიდან ცხვირიც არ გამოყოთო. რაზმს ოთხ
ნაწილად ყოფს და შემდეგი შეხვედრის დროს და ადგილს უნიშნავს: მეორე საღამოს,
ტბა ლაჟისთან, სიერა-დი-არაკატის მახლობლად, სადაც, მისი გამოთვლით,
ამასობაში მონტი-სანტუდან წინა დღით გამოსული ჯარის პირველი ნაწილები
მიაღწევენ. მზვერავებს თუ გადავყრებიან, არავითარ შემთხვევაში ბრძოლაში არ
მკითხველთა ლიგა
ჩაებან; ჩაყუჩდნენ, მზვერავი გაატარონ, კვალზე თავიანთი მზვერავი გააყოლონ.
მთავარია, ძაღლები ფაველასთან მიიმწყვდიონ. ამას არავინ და არაფერმა ხელი არ
უნდა შეუშალოს.
გზას სულ ბოლოს მასთან დარჩენილი ოთხმოცი კაცი ადგება. წინ ისევ ბრძოლა
ელოდებათ. მას შემდეგ, რაც თავი ახსოვს, უკვე მერამდენედ ემზადება
საბრძოლველად, მერამდენე ღამეს ათევს, მერამდენედ იმალება; რამდენჯერ დაუგია
მტრისთვის ხაფანგი, რამდენჯერ დაუღწევია თავი სხვისი დაგებულისგან; ახლაც
ისეთივე განცდა აქვს, არც მეტი, არც ნაკლები. ასეთი ბედისა ყოფილა: ან მტერს უნდა
გაურბოდეს, ან მისკენ მიისწრაფოდეს და ორივე შემთხვევაში წინ და უკან მხოლოდ
ტყვიები, სიკვდილი და სისხლი ელოდეს. ასე იყო და მარადიულად ასე იქნება.
თვალწინ ისევ ის ქალი უდგას, როგორ არ ცდილობს, იმ ქალის გაფითრებული სახე
დაივიწყოს, მორჩილი თვალები, გრძელი, გაშლილი თმა, მისი სახება მაინც ჯიუტად
წინ ეტუზება. ცდილობს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, სხვა რამეზე
იფიქროს, ამ დაუკითხავ ხილვას თავი დააღწიოს, მაგრამ ამაოდ. მხარდამხარ პატარა
ტანის, მკვირცხლი ლაქლაქა მიჰყვება, ყბებს ენერგიულად ამოძრავებს, რაღაცას
ღეჭავს, ბედნიერია, რომ ისევ, როგორც წინათ, ყაჩაღობის წლებში, თავისი
წინამძღოლის გვერდითაა. დაღიანი ნაჩქარევად ეკითხება, კვერცხის გულებისგან
დამზადებული მალამო გველის ნაკბენისგან მორჩენის საუკეთესო საშუალება, ხომ არ
დაგავიწყდაო. ლაქლაქა ახსენებს, განა დაშლის წინ რაზმების უფროსებს - ჟუაკინ
მაკამბირას, მანე კუადრადუსა და ფელისიუს მალამო შენი ხელით არ დაურიგეო? –
მართალია, – ახსენდება დაღიანს. და რადგან ლაქლაქა თვალს მდუმარედ არ
აშორებს, მეორე კითხვას უსვამს, სამ დანარჩენ რაზმს ტიჟელინიები, ანუ თიხის
ფარნები საკმარისად თუ აქვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავისიანებს ნიშანი
მიაწვდინონო. ახლა კი ლაქლაქა თავს ვეღარ იკავებს და ხარხარებს, შენ თვითონ არ
აკვირდებოდი, როგორ არიგებდნენ საწყობში ამ ფარნებს ძმები ვილანოვებიო? –
ალბათ ვბერდები, ყველაფერი მავიწყდება, – ბურდღუნებს დაღიანი, – ან
შეყვარებული ხარ, – ხუმრობს ლაქლაქა. დაღიანი გრძნობს, რომ ლოყები უხურს;
თვალწინ ისევ იმ ქალის სახე უდგას – ვერაფრით იშორებს. საკუთარი თავის
რცხვენია, ფიქრობს: „არც კი ვიცი, ვინ არის და საიდან, სახელიც კი არ მიკითხავს“.
გადაწყვეტილი აქვს, როგორც კი ბელუ-მონტიში დაბრუნდება, ჰკითხოს.
დაღიანსა და ლაქლაქას ოთხმოცი ჟაგუნსუ უკან მდუმარედ მიჰყვება, ან ისე ჩუმად
ელაპარაკებიან ერთმანეთს, რომ ფეხის ხმა და სანდლების ქვეშ მთის ნაშალის
ღრჭიალი მათ ხმებს სრულიად ახშობს. ჟაგუნსუებს შორის ისეთებიც არიან, ვინც
დაღიანს სერტანებში ყაჩაღობის დროსაც თან ახლდა, ისეთებიც, ვინც ჟუაუ სატანასა
და პედრაუს ბანდებში ავაზაკობდა, ისინიც, ვინც ცხენოსან პოლიციაში მსახურობდა,
დეზერტირებიც და ყოფილი გვარდიელებიც. ღმერთის გარდა, სხვას ვის ძალუძდა
ერთ დროს ამ დაუძინებელ მტერთა შეკრება და ერთმანეთთან შერიგება: არავის, ცაში
ღმერთისა და მიწაზე კონსეილეირუს გარდა. სასწაული მათ მოახდინეს, მათ
დააძმობილეს კაენის მოდგმა, სერტანებში გამეფებულ სასტიკ სიძულვილს წერტილი
დაუსვეს და იგი მეგობრობად აქციეს.
დაღიანი ნაბიჯს უჩქარებს და გარიჟრაჟამდე აღარ ანელებს. ალიონის პირველივე
სხივებზე სიერა-დი კაშანგუმდე მიაღწევენ, შიკე-შიკეს და მანდაკურუს გაუვალ
ტევრს თავს აფარებენ და ძალაგამოცლილები მიწაზე ეყრებიან.
ოთხი საათის შემდეგ ლაქლაქა მეთაურს აღვიძებს. ორი მზვერავია მოსული, ორივე
თითქმის ბავშვი. ორივე სულს ძლივს ითქვამს, ერთი დასივებულ ტერფებს ხელით
იზელს, თან დაღიანს უხსნის, რომ ჯარს მონტი-სანტუდან უთვალთვალებენ.
მკითხველთა ლიგა
ჯარისკაცები მართლაც ათასობით არიან. ცხრა რაზმად მოდიან, ძალიან ნელა –
დღეში ხუთ ლიგაზე მეტს ვერ გადიან, მძიმედ არიან დატვირთულები და ხელს ეს
უშლით; აყოვნებთ აღჭურვილობა, ფორნები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ
ზარბაზნებიც მოაქვთ! ორმოცი მარტო ხარია, ფორნების ბორბლები გამუდმებით
ფხვიერ მიწაში ეფლობა და იძულებულები არიან, გამუდმებით თხარონ და გზა
შეძლებისდაგვარად წმინდონ. დაღიანი აწყვეტინებს: არ აინტერესებს, რამდენი
არიან, მისთვის მთავარია, იცოდეს, საით მიდიან. ყმაწვილი, რომელიც ფეხს იზელს,
პასუხობს, რომ ჯარისკაცებმა რიო-პეკენუსთან დაისვენეს, კალდეირან გრანდიში
ღამე გაათიეს, შემდეგ ჟიტირანისკენ გაემართნენ – იქ ერთი დღით შეისვენეს, იქიდან
კი დიდი გაჭირვებით ჟუაზე ავიდნენ, სადაც ღამის გასათევად გაჩერდნენ.
ეს მარშრუტი დაღიანს აკვირვებს, წინა სამი ექსპედიციიდან ამ გზით არც ერთს არ
უვლია. იქნებ უნდათ, ქალაქში ბენდენგუს, კამბაიუს ან სიერა-დი კანიაბრავას კი არა,
როზარიუს მხრიდან შევიდნენ? რას იზამ, ჟაგუნსუებს ეს საქმეს უფრო უიოლებს:
ეშმაკობას მიმართავს და შეიძლება ამ გზამ ჯარი პირდაპირ ფაველამდე მიიყვანოს.
დაღიანი ერთ მზვერავს ბელუ-მონტიში გზავნის და ავალებს, ეს ინფორმაცია ჟუაუ
მოციქულს გადასცეს, თავად კი ისევ გზას ადგება. დაბინდებამდე შეუჩერებლად
მიდიან, ეკალ-ბარდებში გზას ძლივს მიიკვლევენ. მაკამბირას, ფელისიუსა და მანე
კუადრადუს რაზმები მას უკვე შეთანხმებულ ადგილზე ელიან – ლაჟის ტბასთან.
მანეს ხალხმა ცხენოსანთა მოძრაობას უთვალთვალა, რომელიც გზას არაკატიდან
ჟუეტიმდე ამოწმებდა. ჟაგუნსუები ჩასაფრდნენ, კაქტუსებს ამოეფარნენ და დაინახეს,
როგორ ჩაუქროლეს გვერდით ცხენოსნებმა, ორი საათის შემდეგ კი როგორ
დაბრუნდნენ უკან. საფიქრალი რა იყო: რადგან მზვერავს ჟუეტის მხარეს აგზავნიან,
ესე იგი როზარიუსკენ აუღიათ გეზი, ბებერმა მაკამბირამ კი კეფა მოიქექა, უფრო
გრძელ გზას რატომ აირჩევდნენ, რაში დასჭირდებოდათ ზედმეტად თოთხმეტი თუ
თხუთმეტი ლიგის გავლა, გაგიჟდნენო?
– იმიტომ, რომ იქ უკეთესი გზაა, – უხსნის ლაქლაქა, – სწორი, გამართული, არც
აღმართია სადმე და არც დაღმართი. ასეთ გზაზე ზარბაზნებისა და ფორნების თრევა
უფრო ადვილია.
თანხმდებიან, რომ ალბათ მიზეზი სწორედ ეს იყო. სანამ დანარჩენები ისვენებენ,
დალიანი, ლაქლაქა, მანე კუადრადუ, მაკამბირა და ფელისიუ ბჭობენ. გადაწყვიტეს,
ორი რაზმი, მანე კუადრადუსა და ჟუაკინ მაკამბირას მეთაურობით როზარიუსთან
გაგზავნონ – ბიჭების ნაამბობიდან გამომდინარე, დარტყმას იქიდან აპირებენ.
დაღიანი და ფელისიუ თავიანთი ხალხით ჯარს კვალში ჩაუდგება, სიერა-დი
არაკატიმდე მიჰყვება.
გარიჟრაჟამდე მაკამბირა და მანე კუადრადუ თავიანთი რაზმებიანად მიდიან.
დაღიანი ფელისიუს სთხოვს, არაკატის მიმართულებით სამოცდაათი კაცით
დაწინაურდეს, ისინი ერთმანეთისგან ნახევარი ლიგის მოშორებით გაამწკრივოს,
რათა კოლონების მოძრაობის მარშრუტი დაწვრილებით შეისწავლონ. თავად
ჯერჯერობით ადგილზე დარჩება.
ტბა ლაჟი არანაირი ტბა არ არის, შეიძლება ოდესმე შიგ წყალი მართლაც იყო, ახლა
კი, უბრალოდ, ნოტიო ტაფობია, სადაც სიმინდი, ლობიო და მანიოკა მოჰყავთ.
დაღიანს ხშირად უწევდა მის ნაპირზე პატარა სახლებში ღამის გათევა, – ახლა მათგან
მხოლოდ მუგუზლებიღაა დარჩენილი. ცეცხლმა მხოლოდ ერთი მათგანი დაინდო,
კრამიტის სახურავიც კი გადარჩა, კედლებიც
დგას. ახალგაზრდა მებრძოლი, აშკარად ინდიელის სისხლით, ამბობს, კრამიტი
ტაძრისთვის გამოადგებოდათ: თავად ბელუ-მონტიში უკვე დიდი ხანია, თიხას აღარ
მკითხველთა ლიგა
წვავენ – ყველა ღუმელსა და ქურაში ტყვიებს ასხამენ. დაღიანი ეთანხმება,
გადაწყვეტს, სახურავი დაშალონ, ხოლო, როცა შიკრიკს ბელუ-მონტიში მისატან
ინფორმაციას უმეორებს, უეცრად ჩლიქების ხმა და ჭიხვინი ესმის. მიწას ეკრობა,
ქვებს შორის იმალება და სამალავიდან ხედავს, რომ მზვერავის მისვლამდე მისი
ხალხი ყველა ასწრებს გაქცევასა და დამალვას, ყველა, იმათ გარდა, ვინც
გადარჩენილი სახლის სახურავზეა ამძვრალი კრამიტების მოსახსნელად. თორმეტი
ცხენოსანი სამ ჟაგუნსუს მისდევს, ისინი კი ცალ-ცალკე, სხვადასხვა მხარეს
ზიგზაგურად გარბიან და ლოდებს მიღმა თვალს ეფარებიან. დაჭრას თითქოს ყველა
გადაურჩა. მაგრამ მეოთხეს სახურავიდან ჩამოძრომა ვერ მოუსწრია. დაღიანი
ცდილობს, გაარჩიოს, რომელია, მაგრამ ვერ ცნობს – ძალიან შორსაა. ერთი წამით
კარაბინმომარჯვებულ მხედრებს უყურებს და დანებების ნიშნად ხელებს თავზე
იწყობს. შემდეგ კი ზემოდან პირდაპირ ერთ-ერთ, ყველაზე ახლო მდგომ მზვერავს
ახტება, ნუთუ მისი ცხენის ხელში ჩაგდება და გაქცევა უნდა? ჟაგუნსუ ჯარისკაცთან
ერთად ძირს ეცემა, მტერს მარჯვნიდან და მარცხნიდან მარჯვედ ურტყამს, სანამ
მიჯრით, პირდაპირ მკერდში არ ესვრის. თუმცა ემჩნევა, რომ მისი მოკვლა არ
გახარებია, ალბათ ტყვედ ჩაგდება და უფროსობასთან მისი ცოცხლად მიყვანა ერჩია.
მზვერავი გზას განაგრძობს, ჟაგუნსუები სამალავებიდან თვალს მდუმარედ
აყოლებენ. დაღიანი თავისი ხალხით კმაყოფილია: თავი ყველამ შეიკავა, არც ერთი
არ აჰყვა გულისთქმას, რომ ეს სატანის დამქაშები დაეხოცა.
დაღიანი ლაქლაქას ლაჟის ტბასთან მოკლულის დასამარხად ტოვებს და
არაკატისკენ მიმავალი გზის შუაში აღმართულ მომცრო გორაკზე ადის. თავის
ხალხს უბრძანებს, ბილიკზე გაიფანტონ და ერთმანეთისგან მოშორებით იარონ.
უზარმაზარ ლოდებამდე მისული – უკეთეს ადგილს სათვალთვალოდ ვერც იპოვიდა
– მტრის მეწინავე რაზმებს ხედავს და უეცრად გრძნობს, რომ ნაიარევი სისხლით
გავსებია, დასჭიმვია, თითქოს ძველი იარა სადაცაა გაეხსნებაო. ყოველთვის ასე
ემართება ხოლმე, როდესაც კრიტიკულ, განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვარდება.
ჯარისკაცები გზას ასწორებენ, აფართოებენ, კეტებით, მაჩეტეებით, ბირდაბირებით
ხეებს ხერხავენ, ფესვებიანად ძირკვავენ, მიწიდან ამოწვერილ ქვებს თხრიან,
ღრანტეებს მიწით ავსებენ. მათი შესახედაობით თუ იმსჯელებს, სიერა-დი
არაკატიდან მოდიან; ყველანი ნახევრად შიშვლები მუშაობენ, პერანგები წელზე აქვთ
შემოკრული. სამ-სამნი მიდიან, წინ ცხენებზე ამხედრებული ოფიცრები მიუძღვიან.
როგორც ჩანს, ბელუ-მონტისკენ უთვალავი ჯარი მიემართება, თუკი წინამორბედ
რაზმებში, რომლებიც მთავარ ძალებს გზას უმზადებენ, ორას კაცზე ნაკლები არ
იქნება. დაღიანი ჯარისკაცებთან სულ ახლოს ფელისიუს ერთ-ერთ მზვერავსაც
ამჩნევს.
უკვე საღამოვდება, როდესაც გზაზე ცხრა კოლონიდან პირველი ჩნდება, ბოლო
კოლონის ჩავლისას კი ზეცა უკვე ერთიანად ვარსკვლავებითაა მოჭედილი და ბადრი
მთვარე სერტანებს თავის რბილ ყვითელ ნათელში ანანავებს. ხელისუფლების
ჯარები ხან მჭიდრო ჯგუფებად მოემართებიან, ხან კილომეტრზე გაფანტულები,
ქვეითად და ცხენებზე ამხედრებულები, მწვანე, წითელკანტიან, ლურჯ, ნაცრისფერ
ფორმებში გამოწყობილები, ოქროსფერი ღილებით, სამხედრო კეპებით,
ფართოფარფლებიანი სომბრეროებით, ჩექმებით, გეტრებიანი ფეხსაცმლითა და
სანდლებით, დაღიანს გვერდით უვლიან. თითოეული რაზმის შუაგულში ხარები
იარაღით დატვირთულ ფორნებს მიათრევენ. დაღიანს სახეზე გარდიგარდმო
სისხლმოწოლილი ნაიარევი წუთითაც არ ასვენებს, მაგრამ აღჭურვილობის,
საკვებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობას მაინც ითვლის: ხარებშებმული ექვსი
მკითხველთა ლიგა
ფორანი, სახედრებშებმული ორმოცდასამი საზიდარი, ზურგზე მძიმე ტვირთის
ტარებით ლამის ორად მოხრილი ორასი მებარგული; მათ შორის ჟაგუნსუც ბევრია,
იცის, რომ იმ ხის ყუთებში ვაზნებია, და ციფრები თავში კარუსელივით უტრიალებს,
როდესაც ცდილობს, დაიანგარიშოს, ბელუ-მონტის თითოეულ მოსახლეზე რამდენი
ტყვიაა გათვალისწინებული.
მისი მებრძოლები კი ადგილიდან კვლავ არ იძვრიან, თითქოს არც კი სუნთქავენ,
თვალსაც კი არ ახამხამებენ. მდუმარენი, გაუნძრევლად გაყუჩებულნი, თითქოს მათ
მფარველად ქცეულ ქვებს, კაქტუსებს და ბუჩქებს შეზრდიან: ესმით, როგორ
ეხმიანებიან ერთმანეთს რაზმები საყვირებით, როგორ გადასცემენ ბატალიონიდან
ბატალიონს ბრძანებებს, როგორ მიერეკებიან მარეკნი ყვირილით არტილერიის
ხარებს, ჯორებს, სახედრებს, ხედავენ, როგორ ირხევა ალმები. თითოეული კოლონა
სამ ნაწილადაა დაყოფილი: შუა ნაწილები ოდნავ აყოვნებენ, გვერდითა ნაწილებს წინ
უშვებენ. ეს რა ტაქტიკაა, დანარჩენებს ფეხს რატომ არ უწყობენ, რატომ ყოვნდებიან?
დაღიანი ხვდება, ეს ადგილზე ტკეპნა იმისთვისაა მოგონილი, რომ ის,
თავდაპირველი, „კაციჭამიას“ პოლკის ამბავი არ განმეორდეს, იმისათვის, რომ
ალყაში არ მოექცნენ, ჟაგუნსუებს ხომ შეუძლიათ, გზა გადაკეტონ, ფლანგებიდან
დაარტყან. შესცქერის ამ ხმაურიან, ჭრელ, მრავალფეროვან სანახაობას, რომელიც მის
ფერხთით აუჩქარებლად იშლება და საკუთარ თავს ერთსა და იმავეს ეკითხება: –
რომელ გზას აირჩევენ? რა მოხდება, თუ მარაოსავით გაიშლებიან და ბელუ-მონტის
ერთდროულად ათივე მხრიდან შეუტევენ?
უკანასკნელი კოლონის ჩავლის შემდეგ დაღიანი ერთ პეშვ ფარინიასა და
რაპადურის ნაჭერს ჭამს და ჯარისკაცებს ჟუეტისთან რომ ჩაუსაფრდეს, გზას
განაგრძობს. ორი ლიგის სავალია, ორიოდ საათში იქ იქნება. ესმის, როგორ
ჩურჩულებს მისი ხალხი, გრძნობს, როგორ შეაფიქრიანა ისინი ზარბაზნის დანახვამ,
რომელიც უკვე მოასწრეს და „ურჩხულად“ მონათლეს. უბრძანებს, გაჩუმდით, მაგაზე
ნუღარ ლაპარაკობთო. არადა, ზარბაზანი მართლაც უზარმაზარია: შეუძლია, ერთი
გასროლით მთელი უბანი აღგავოს პირისაგან მიწისა, ტაძრის კედელი შეანგრიოს.
ჟუაუ მოციქული ახლავე უნდა გააფრთხილოს. სწორად განჭვრიტა: ჯარისკაცებმა
ბანაკი ლაჟის ტბასთან დასცეს. დაღიანი და მისი თანამგზავრები კარვებთან ისე
ახლოს იპარებიან, რომ ისიც კი ესმით, როგორ საუბრობენ გუშაგები განვლილ
დღეზე. ლაქლაქას შუაღამის დადგომამდე ჟუეტისთან ხვდებიან. მაკამბირასა და მანე
კუადრადუს შიკრიკებიც იქ მოდიან: ორივე უკვე როზარიუშია, გზად ცხენოსანი
მზვერავები დაუნახავთ. სანამ ჟაგუნსუები წყურვილს იკლავენ და მთვარის შუქზე
ჟუეტის ტბის წყლით პირს იბანენ (ადრე, მწყემსობისას, აქ საქონელს
არწყულებდნენ), დაღიანი შიკრიკს ჟუაუ მოციქულთან გზავნის, შემდეგ ლაქლაქასა
და ბებერ მაკამბირას შორის წვება და დაძინებას ცდილობს, ბებერი მაკამბირა ისევ იმ
გასაოცარ ზარბაზანზე ლაპარაკობს, კარგი იქნებოდა, ძაღლებს რომელიმე ჟაგუნსუ
ტყვედ ჩაეგდოთ, ის კი ვითომ გამოსტყდომოდა, ფაველის გარდა ბელუ-მონტის
ყველა მისასვლელი საიმედოდაა დაცულიო. დაღიანს ეს აზრი ჭკუაში უჯდება და,
სანამ ჩაეძინება, გვერდს ხშირად იცვლის. სიზმარში იმ ქალს ხედავს.
გარიჟრაჟზე, როდესაც ცას ნათელი სულ ოდნავ ეფინება, ჩნდება ფელისიუს რაზმი.
გზად მოულოდნელად კოლუმნაში მიმავალ პოლკის ნახირის მცველ ჯარისკაცებს
გადაჰყრიან, უდანაკარგოდ მოუსწრიათ გაქცევა, მაგრამ მერე, როდესაც ისევ
შეკრებას ცდილობდნენ, ჯარისკაცებს სროლა მაინც მოუხერხებიათ და სამნი
დაუხოცავთ, ხოლო როდესაც ლაჟის ნაპირას შეტაკებისა და ერთი ჟაგუნსუს
დაღუპვის ამბავს იგებენ, ცამეტიოდე წლის ბიჭი, რომელსაც დაღიანი, შიკრიკად
მკითხველთა ლიგა
გზავნის ხოლმე, უცებ ტირილს იწყებს. ის ჟაგუნსუ, რომელიც სახურავს შლიდა,
შემდეგ კი ჯარისკაცებმა მოკლეს, მამამისი ყოფილა.
სანამ როზარიუსკენ პატარა ჯგუფებად დაყოფილები მიემართებიან, დაღიანი იმ
ცამეტი წლის ბიჭთან მიდის. ბიჭი ყველანაირად ცდილობს, ტირილი შეიკავოს,
მაგრამ დროდადრო ცრემლები მაინც წასკდება. დაღიანი მიუკიბ-მოუკიბავად,
პირდაპირ ეკითხება, გინდა, მამისთვის შური იძიო და მოძღვრისათვის რამე
გააკეთოო. ბიჭი თვალებს მიაპყრობს. მზერაში ისეთი სიმტკიცე აღბეჭდვია, რომ სხვა
პასუხი საჭირო არც არის. დაღიანი უხსნის, რა დავალება უნდა შეასრულოს და რა
მოელის. გარშემორტყმული ჟაგუნსუები მას მდუმარედ უსმენენ და ხან ერთს
შეხედავენ, ხან მეორეს.
– ტყვედ ჩავარდნა ცოტაა, – უხსნის დაღიანი, – უნდა დაიჯერონ, რომ არ გინდოდა,
მათ ხელში აღმოჩენილიყავი. თავიდან ლაპარაკიც ვითომ არ უნდა გინდოდეს: უნდა
ეგონოთ, რომ მათ გაიძულეს, ყველაფერი მოგეყოლა. ასე რომ, მოთმინება
დაგჭირდება, შეიძლება გცემონ, შეიძლება დაგჭრან კიდეც. უნდა დაიჯერონ, რომ
შეგეშინდა და იმიტომ ალაპარაკდი: თუ ამას მოახერხებ, დანარჩენსაც დაიჯერებენ.
შეძლებ?
ბიჭს ცრემლი შეშრობია და დიდივით შესცქერის, თითქოს ამ ხუთ წუთში ხუთი
წლით გაიზარდაო.
– შევძლებ, დაღიანო.
მანე კუადრადუსა და მაკამბირას რაზმებს როზარიუს მისადგომებთან ხვდებიან,
სენზალისა და ბატონის სახლის ნანგრევებთან. დაღიანი თავის ხალხს უბრძანებს,
ბილიკის მარჯვენა მხარეს, დამრეც ფერდობზე ჩაწვნენ და ბრძოლაში არ ჩაებან, სანამ
წყეული ძაღლები არ დაინახავენ, როგორ გაიქცევიან ჟაგუნსუები ბენდენგოსკენ.
ბიჭი გვერდით უდგას, ხელში ისეთი გრძელი თოფი უჭირავს, რომ ლულა ნიკაპამდე
სწვდება. მესანგრეთა ბრიგადა ისე უვლის გვერდით, ვერ ამჩნევენ, უკან პირველი
დანაყოფი მოჰყვება. გასროლის ხმები გაისმის, მიწიდან მტვერი იშლება. დაღიანი
ელის, სანამ მტვერი გაიფანტება და „მანლიხერით“ იწყებს სროლას. რა ხანია ეს
იარაღი ერთგულად ემსახურება – ჯერ კიდევ უაუასთან გამართული ბრძოლებიდან,
გულმოდგინედ, დინჯად, აუჩქარებლად უმიზნებს და რამდენიმე წამის
ინტერვალით ექვსივე ტყვიას ერთმანეთის მიყოლებით ისვრის, რესპუბლიკელების
რიგებში არეულობა იწყება, ოფიცრების სტვენა, საყვირების ხმა, დაჭრილების კვნესა
და ყვირილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ, აი, პირველი მოულოდნელობისაგან გონს
მალევე მოდიან, მეთაურების ბრძანებით თავდაცვით პოზიციაზე გადადიან, ცალ
მუხლზე იჩოქებენ და საპასუხო ცეცხლს ხსნიან. მტრის საყვირები ახმაურდებიან და
დასახმარებლად დამატებით ძალებს იხმობენ: ეჭვი არ არის, სადაცაა ისინიც
გამოჩნდებიან. დაღიანს კარგად ესმის, როგორ უბრძანებენ ოფიცრები ჯარისკაცებს,
თავდამსხმელებს დაედევნონ, კაატინგაში შეჰყვნენ, შაშხანას ხელახლა ტენის, ფეხზე
დგება და ბილიკზე გადის, მებრძოლებიც უკან მოჰყვებიან. ისევ ხსნის ცეცხლს,
ჯარისკაცები ორმოცდაათი ნაბიჯის დაშორებით არიან. მისი მებრძოლებიც იმავეს
აკეთებენ. ჯაგნარიდან ჟაგუნსუების ახალი ჯგუფი გამოდის და ისინიც სროლას
იწყებენ. ჯარისკაცები ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას იღებენ და მათ
შესახვედრად მიეშურებიან. ბიჭი დაღიანს გვერდიდან ისევ არ შორდება, თოფის
ლულა ყურის ბიბილოზე აქვს მიდებული და თვალდახუჭული სასხლეტს ხელს
გამოჰკრავს. ლოყაზე სისხლი ეღვენთება.
– გამომართვი იარაღი, – ეუბნება დაღიანს და თოფს უგდებს, – გაუფრთხილდი.
იმათ გამოვექცევი და ბელუ-მონტიში კიდევ დავბრუნდები.
მკითხველთა ლიგა
შემდეგ გულაღმა ეცემა მიწაზე, ხმამაღლა, საწყალობლად ღრიალებს, სახეს
ხელებით იფარავს. დაღიანი თავისი ხალხიანად ტყვიების ზუზუნში გარბის და
კაატინგაში იკარგება. ჯარისკაცები უკან მიჰყვებიან და დიდხანს მისდევენ, მაღალ,
ეკლიან ჯაგნარებში გაჭირვებით მიიკვლევენ გზას, მაგრამ ზურგში მაკამბირასა და
მისი ხალხის ტყვიები ხვდებათ და უკან ბრუნდებიან, დაღიანი იქაურობას
ნახევარწრეს არტყამს. თავისი მებრძოლები ოთხ ჯგუფად გაუყვია, ამ ჯგუფებს
ნაბრძანები აქვთ, უკან დაბრუნდნენ, მტრის რაზმს გადაუსწრონ და როზარიუმდე
ერთ ლიგაზე, ბაიშასთან დაესხან თავს. გზად მხოლოდ იმ ბიჭის სიმამაცეზე
ლაპარაკობენ. დაიჯერებენ კი ძაღლები, თითქოს მათი დაჭრილია? დაკითხვას
დაუწყებენ? თუ იმით გაცეცხლებულები, რომ მახეში გაებნენ, ბიჭს ადგილზე
გაათავებენ?
რამდენიმე საათის დასვენებისა და მომძლავრების შემდეგ, როდესაც მებრძოლებს
გადაითვლის, აღმოჩნდება, რომ ორი აკლია, თერთმეტი დაჭრილია, – დაღიანი და
ლაქლაქა ხშირი ჯაგნარიდან გამოდიან და ბაიშასის თიხნარის გავლით პირველი
კოლონის შესახვედრად მიემართებიან. კოლონის თავში ბიჭს ხედავს. თოკით
გაკოჭილი მიაბიჯებს ჯარისკაცების თანხლებით, თოკის ბოლო ცხენოსანს უჭირავს,
შეხვეული თავი ძირს დაუხრია. „დაიჯერეს! – ფიქრობს დაღიანი, – რადგან წინაა, ესე
იგი დაიჯერეს და აიძულეს, მთელ კოლონას გასძღოლოდა“. და უეცრად ამ ბიჭზე
გული უჩუყდება.
ლაქლაქა იდაყვს ჰკრავს და ჩურჩულით ეუბნება, მტრის ჯარი გადაეწყოო. და
მართლაც: ახლა წინ ცისფერი კი არა, წითელი და ყვითელი დროშებია გაშლილი,
ზარბაზნებიც, ის სახელოვანი ურჩხულიც იქ, წინ წაუწევიათ. ზარბაზნებს ცალკე
რაზმი იცავს, ყოველი შემთხვევისთვის კაატინგას ამოწმებს: აქ რომ დარჩნენ,
ძაღლები აუცილებლად თავს წაადგებიან. დაღიანი მაკამბირასა და ფელისიუს რანშუ
დი ვიგარიუსკენ გზავნის, ჯარისკაცები იქ აუცილებლად დაბანაკდებიან.
ჟაგუნსუები უხმაუროდ, ისე რომ, არც ერთ ტოტს არ არხევენ, გზას განაგრძობენ და
ჯაგნარებში იმალებიან. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ისვრიან, ნუთუ დაინახეს?!
დაღიანი ირინდება: ხუთიოდ ნაბიჯში გრძელშუბებიან მასონებს ამჩნევს, ცხენებზე
სხედან, ლითონის ბზინვა თვალებს უბრმავებს. გასროლის ხმაზე ჯარისკაცები
ცხენებს დეზებს ჰკცრავენ და მიაჭენებენ. საყვირები გაჰკივიან. სროლა უფრო და
უფრო ხშირდება. დაღიანი ლაქლაქას არ უყურებს, არც თავისი მებრძოლებისკენ
ტრიალდება, მიწაზე რომ გართხმულან და თითქოს ერთმანეთს გადაჭდობილ
ტოტებს შესისხლხორცებიან, მაგრამ იცის, რომ ასორმოცდაათი მისი მებრძოლი ახლა
მასავით სუნთქვაშეკრული წევს და ელოდება. თავად კი მაკამბირასა და ფელისიუზე
ფიქრობს, შეიძლება ძაღლებმა ერთიანად ამოხოცონ. ქვემეხის გასროლისგან მთელი
სხეულით კრთება, თუმცა ამ ხმაზე მეტად დაჭრილი ჟაგუნსუს ყვირილი აშინებს,
ჟაგუნსუ მასთან სულ ახლოს წევს; მაგრამ, როგორც ჩანს, ცხენების ჭიხვინი და
მხედართა ხმამაღალი ლაპარაკი ახშობს მის ხმას, და ამიტომ დაჭრილის
გასალანძღად არც კი ტრიალდება. ქვემეხის გასროლის შემდეგ თოფს აღარავინ
ისვრის.
რაც დრო გადის, იარა სისხლით სულ უფრო და უფრო ევსება, ეწვის, უფეთქავს,
ეჩვენება, რომ ეს საშინელი ფეთქვა უკვე სადაცაა თავის ქალასაც გადაუხსნის.
ადგილი არასწორად შეარჩია: ზურგს უკან უკვე ორჯერ ჩაუარეს ჯარისკაცებმა.
მაჩეტეებით შეიარაღებული ადგილობრივი სოფლელებიც, ბუჩქებს რომ კაფავენ და
ჯარს გზას უთავისუფლებენ, ისე ახლოს იყვნენ, რომ ლამის ფეხი დაადგეს. განა
ნამდვილი სასწაული არ არის, რომ ვერ დაინახეს? ან იქნებ ეს გლეხები ღმერთის
მკითხველთა ლიგა
„რჩეულები“ არიან, უფლის გამოგზავნილები? თუ იპოვიან, ცოცხლები ვერ
გადარჩებიან: კაატინგა მასონებითაა სავსე, მათთვის ალყის შემორტყმა სულ არ
გაუჭირდებათ. სულ ამოხოცავენ, უსახელოდ, ისე რომ მისია შეუსრულებელი
დარჩებათ. და ამ ფიქრისგან იარა სულ უფრო და უფრო ძლიერად უხურს. მაგრამ
ახლა ადგილიდან დაძვრა ნამდვილი სიგიჟე იქნება.
ბინდდება. დაღიანმა ოცდაორი სახედრებშებმული საზიდარი დაითვალა – ესე იგი
კოლონების მხოლოდ ნახევარს ჩაუვლია. უკვე ხუთი საათია, რაც მიყოლებით ამ
ხალხის, ზარბაზნებისა თუ საქონლის დაუსრულებელ მსვლელობას ადევნებს
თვალს. ადრე თავში აზრადაც არასოდეს მოსვლია, რომ ამდენი ჯარისკაცი
არსებობდა ამქვეყნად, წითელი ბურთი გამალებით მიექანება ჰორიზონტისკენ;
ნახევარ საათში დაბნელდება. ლაქლაქას უბრძანებს, რაზმის ნახევარი წაიყვანოს,
რანშუ დი ვიგარიუ დაიკავოს და უხსნის, იარაღი რომელ გამოქვაბულებშია
დამალული, – ყურადღებით იყავით! – ჩურჩულით აფრთხილებს წასვლამდე. ოთხად
მოკეცილები მიიპარებიან, მოხრილებს მუხლები ლამის მკერდამდე სწვდებათ.
თავად ისევ ძველ ადგილას რჩება, სანამ ცაზე ვარსკვლავები არ აენთება. კიდევ ათ
საზიდარს ითვლის და მისთვის უკვე ნათელი ხდება, რომ არც ერთ დანაყოფს
გზიდან არ გადაუხვევია. ტუჩებთან ხის სალამური მიაქვს და მოკლედ უსტვენს.
ამდენი ხნის გაუნძრევლად ყოფნის შემდეგ ტანში სტეხს. წამოდგომამდე
დაბუჟებულ ფეხებს ღონიერად იზელს. თავზე ქუდის მოძიებას ამაოდ ცდილობს.
შემდეგ უცებ ახსენდება, რომ ქუდი როზარიუში დაკარგა: ტყვიამ წააძრო, ისე ახლოს
გაუარა, რომ გავარვარებულმა ჰაერმა წამით კანიც კი აუწვა.
ბაიშასიდან ორ ლიგაზე მდებარე რანშუ დი ვიგარიუში გადასვლა ხანგრილივი და
ძძიმე აღმოჩნდა; გზის გაყოლებაზე წინ დაწალიკებით მიიწევენ, ყოველ წუთს
ჩერდებიან, ბუჩქებისგან დაუცველ ადგილებზე მუხლუხებივით მიხოხავენ. რანშუში
რომ ჩადიან, შუაღამე უკვე გადასულია. იმ მისიონერის საცხოვრებელს, რომლის
პატივსაცემადაც აქაურობას ოდესღაც ეს სახელი დაერქვა. დაღიანი არც
უახლოვდება, დასავლეთისკენ უხვევს, კლდოვან ხეობას ეძებს. იქ, გამოქვაბულებში
შეხვედრა აქვს დანიშნული. მაგრამ მას მხოლოდ ჟუაკინ მაკამბირა და ფელისიუ კი
არა – ბოლო შეტაკებისას კიდევ სამი მებრძოლი დაკარგეს – ჟუაუ მოციქულიც
ელოდება.
ყველანი მიწაზე სხდებიან, ჭრაქის ირგვლივ. დაღიანი მომლაშო წყალს სვამს, მისი
გემო არაამქვეყნიურად ეჩვენება, პირს ზეითუნის ზეთში მოხრაკული ლობიოთი
ივსებს და თან ჟუაუს ყველაფერს უყვება, რაც ნახა და გააკეთა, ყველაფერს, რისაც
ეშინოდა, რის გამოც ფრთხილობდა მას მერე, რაც თავისი რაზმი კანუდუსიდან
გამოიყვანა. ჟუაუ უსმენს, არ აწყვეტინებს, კითხვებს კი მხოლოდ მაშინ უსვამს,
როდესაც დაღიანი წყალს სვამს ან საჭმელს ღეჭავს. გვერდით ლაქლაქა, მანე
კუადრადუ და ბებერი მაკამბირა უსხედან. ეს უკა- ნასკნელი საუბარში ეჩრება,
გამუდმებით ზარბაზანს ახსენებს. დანარჩენებს ღრმად სძინავთ გამოქვაბულის
შესასვლელთან. ღამე ნათელი აღმოჩნდა, ჭრიჭინობელები კრუალებენ. ჟუაუ
მოციქული, თავის მხრივ, უამბობს, რომ ის კოლონა, რომელიც სერჟიპიდან და
ჟერიმუაბუდან მიემართება ქალაქისკენ, ორჯერ პატარაა და მასში ორი ათასამდე
ჯარისკაცი თუ იქნება. პედრაუ და ძმები ვილანოვები კოკორობოში არიან
ჩასაფრებულები.
– უკეთეს ადგილს ვერც იპოვი. მაგრამ საქმე არ არის კარგად, აი, უკვე სამი დღეა,
მთელი ბელუ-მონტი სანგრებს თხრის იმ შემთხვევისთვის, თუკი ჯარს პედრაუ და
ვილანოვები კოკორობოში ვერ შეაჩერებენ, – ამბობს ჟუაუ და მერე მთავარზე
მკითხველთა ლიგა
გადადის: ისიც ეთანხმება იმ ახრს, რომ, თუ ჯარი რანშუ დი ვიგარიუმდე მივა, ხვალ
დილით სიერა-დი ანჟიკუს მთაგრეხილსაც გადაივლის, თუ არადა, დასავლეთით
კიდევ ათი ლიგის გავლა მოუწევთ: ქვემეხებით უფრო მოკლე გზით სიარულს ვერ
შეძლებენ.
– საფრთხე ანჟიკუს მერე დაიწყება, – ბურდღუნებს დაღიანი.
ჟუაუ მოციქული მიწაზე დანის წვერით რაღაცას ხაზავს.
– თუ ტაბულერინიუსკენ გაუხვევენ, ჩათვალე, რომ დავიღუპებით. თითქმის ყველა
ფაველისკენ გვყავს გადასროლილი.
დაღიანი ანჟიკუს ქვიან კალთას წარმოიდგენს, შემდეგ ფერდობი ორად იყოფა.
პიტუმბასის გზას თუ არ დაადგებიან, ესე იგი ფაველისკენ არ მიდიან, ვითომ რატომ
უნდა დაადგნენ პიტუმბასის გზას? ხომ შეუძლიათ, სულ სხვა გზა აირჩიონ, ის,
რომელიც კამბაიუსა და ტაბულერინიუს ფერდობებამდე მიიყვანთ.
– არ წავლენ, თუკი ცეცხლს გავუხსნით, – უხსნის ჟუაუ მოციქული და ჭრაქი
მიწაზე გამოყვანილი ხაზებისკენ მიაქვს, – და როგორც კი იქ წინააღმდეგობას
გადააწყდებიან, სხვა გზა არ ექნებათ, პიტუმბასისა და უმბურანასისკენ მოუწევთ
წასვლა.
– კარგი, ჩვენ კი ანჟიკუსთან დავხვდებით, – თავს უქნევს დაღიანი, – მარჯვნიდან
დავარტყამთ და მიხვდებიან, რომ გზა მოჭრილი აქვთ.
– კიდევ არის რაღაც, – განაგრძობს ჟუაუ მოციქული, – მერე თქვენ უნდა მოასწროთ
და დიდ ჟუაუს რიაშუში დაეხმაროთ: იქ ხალხი არ გვყოფნის.
ჟუაუ მოციქული ხედავს, რომ დაღიანს დაღლილობისა და ნერვიულობისგან
ეძინება, თავი ლაქლაქას მხარზე ჩამოუდია. მძინარეს მიწაზე ფრთხილად აწვენს, მის
„მანლიხერსა“ და ბიჭის მიბარებულ თოფს გვერდით უწყობს. შემდეგ
თანამებრძოლებს ნაჩქარევად ემშვიდობება: – კურთხეულ იყოს უფალი იესო,
მოძღვარი! – და იქაურობას ეცლება.
დაღიანს მაშინ ეღვიძება, როცა ირგვლივ ჯერ ისევ ჯანღია ჩამოწოლილი და
მხოლოდ მთათა გრეხილზე ოდნავ ლიცლიცებს გარიჟრაჟი. ლაქლაქას, ფელისიუს,
მანე კუადრადუს, ბებერ მაკამბირასაც იმავე გამოქვაბულში სძინავთ. დანარჩენებს
ხელის კვრით აღვიძებს. სანამ ქვემოთ, სიერას კალთაზე მოცისფრო განთიადი
იშლება, ჟაგუნსუები როზარიუს ბრძოლის შემდეგ დაცარიელებული ვაზნების
მარაგს ივსებენ: თითოეული სამას ვაზნას იღებს. დაღიანი ყველას აიძულებს,
გაიმეორონ, ვის რა ევალება და იქაურობას ოთხი რაზმი სათითაოდ ტოვებს.
როცა სიერა-დი ანჟიკუს კლდიან ფერდობზე მიძვრება, – პირველი თავდასხმა მას
მოუწევს, ჯარისკაცები აქედან პიტუმბასამდე უნდა გადევნოს, იქ კი იმ დროისთვის
უკვე მეორე რაზმი იქნება გამაგრებული, – დაღიანს შორიდან საყვირების ხმა ესმის
და კოლონაც ჩნდება. თავის ორ მებრძოლს გორაკის თხემზე ტოვებს, თვითონ კი ზედ
ფერდობთან იმალება, იქ, სადაც ჯარისკაცები გზას ვერაფრით აუქცევენ, სხვაგვარად
ქვემეხებსა და საზიდრებს ვერ გაატარებენ. დანარჩენები ბუჩქებში სხდებიან და გზის
გასაყარს ღობავენ. დაღიანი მებრძოლებს ისევ ახსენებს, რომ ახლა ბრძოლაში ჩაბმა
მოუწევთ, მოგვიანებით კი გაქცევა უნდა გაითამაშონ. მაგრამ ჯერ შეტაკებას უნდა
გაუძლონ. ანტიქრისტეს მებრძოლებმა უნდა დაიჯერონ, რომ მათ ასობით ჟაგუნსუ
დაესხა თავს. შემდეგ უნდა გაიქცნენ, რათა ძაღლები პიტუმბასამდე მიჰყვნენ. ერთი
იმ ორიდან, მთის თხემზე რომ დატოვა, ატყობინებს, მზვერავი გამოჩნდაო. ექვსი
ცხენოსანია; მათ უსროლელად ატარებენ. ფერდობი ისედაც ციცაბოა, დილაობით
ნამისგან კი – მით უმეტეს: ცხენებს ფეხი უცურავთ. პირველ მზვერავებს კიდევ ორი
მოჰყვება, მათ მესანგრეების ნიჩბებიანი, ხერხებიანი, წერაქვებიანი ასეული მოსდევს.
მკითხველთა ლიგა
მეორე მზვერავი კამბაიუსკენ მიემართება. ცუდია. ვაითუ, მთელი კოლონა იქით
წავიდეს. მესანგრეების შემდეგ, თითქმის მაშინვე მეწინავე რაზმი ჩნდება; გზის
გამწმენდები ბევრნი არიან. ნუთუ დანარჩენი ცხრა კოლონაც აქეთ მოდის?
დაღიანი კონდახს მხარზე იბჯენს, ხნიერ ცხენოსანს უმიზნებს – მეთაური ის უნდა
იყოს, ესვრის და მის გასროლას რამდენიმე გასროლა უერთდება. ხედავს, როგორი
არეულობაა მტრის რაზმში, ჯარისკაცები ერთ გუნდად როგორ გროვდებიან, ისევ
ისვრის და იმაზე ფიქრობს, მისი ბრძანების გარეშე ცეცხლი ვინ გახსნა. აუჩქარებლად
მოქმედებს, გულმოდგინედ უმიზნებს და ფიქრობს, რომ რომელიღაცის
დაუდევრობის გამო ძაღლები მოასწრებდნენ და თავს რამეს შეაფარებდნენ.
სროლა უეცრად წყდება, რადგან აღარავინაა, ვისაც შეიძლება ესროლონ. გორაკის
ქიმზე კი ხიშტები ელავენ, ლურჯ-წითელი კეპები მოჩანს. ჯარისკაცები ლოდებს
ამოფარებიან, მათ ზვერავენ. დაღიანს იარაღის ჩხარუნი, ფეხების ბრაგუნი, ცხენების
ჭიხვინი და გინება ესმის. უეცრად ფერდობზე კავალერისტების მთელი ოცეული
ჩნდება, წინ ოფიცერი მიუძღვის, ხმლით კაატინგისკენ უთითებს. დაღიანი ხედავს,
რა უმოწყალოდ ურტყამს ოფიცერი ცხენს ფერდებში დეზებს, როგორი
გაცეცხლებულია. ტყვიების წვიმის მიუხედავად, მხედრებიდან ფერდობზე არც
ერთი არ ეცემა, სახიფათო ადგილს მაინც გაივლიან. მაგრამ კაატინგაში
უნაგირებიდან ყველა ერთივით ცვივდება, დაჭრილი ოფიცერი ჩახლეჩილი ხმით
ყვირის: – მშიშრებო! სად იმალებით?! დამენახვეთ! „რატომ დაგენახვო, რომ მომკლა?
– ფიქრობს დაღიანი, – აი, მათთვის სიმამაცე რას ნიშნავს. სულელები, განა არ
ეტყობათ, რომ უღმერთოები არიან? ეშმაკი, გარდა იმისა, რომ ბოროტია, ხომ
სულელიცაა“. გადაბმული სროლისგან გახურებულ თოფს ხელახლა ტენის.
კაატინგასა და ფერდობს შორის მინდორი კვლავ ჯარისკაცებით ივსება, ასზე
ნაკლებნი არ იქნებიან, შეიძლება, ასორმოცდაათნიც იყვნენ. დაღიანი ისევ
აუჩქარებლად უმიზნებს და ისვრის.
თვალის კუთხით ერთ-ერთ თავისიანს ხედავს: მიწაზე გორავს, ჯარისკაცს
ჩაჰბღაუჭებია. აქ საიდან მოხვდა? ძველი ყაჩაღური ჩვევის თანახმად დანას
კბილებით იჭერს, ნაიარევი თავს ისევ ახსენებს. ზედ ყურთან, სულ ახლოს ესმის
ყვირილი: – გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს მარშალ ფლორიანუს! სიკვდილი
ინგლისელებს! - და ჟაგუნსუების საპასუხო შეძახილები: – სიკვდილი ანტიქრისტეს!
გაუმარჯოს მოძღვარს! გაუმარჯოს ბელუ-მონტის!
– დიდხანს ვერ გავუძლებთ, – ეუბნება ლაქლაქა. ახლა ფერდობს ჯარისკაცების,
ფორნების, ზარბაზნების, კავალერისტების უზარმაზარი ტალღა შეფენია, წინ ორი
ასეული მიუძღვით, კაატინგას ცეცხლს უშენენ. ხიშტებით ხშირ ბუჩქებს დარევიან,
იმ იმედით, რომ იქ უხილავ მტერს იპოვიან, – ახლა თუ არ წავალთ, ყველანი აქ
ჩავწვებით, – დაჟინებით იმეორებს ლაქლაქა, მაგრამ ხმაში შიში არ ეტყობა. ჯერ
უნდა დარწმუნდეს, რომ ძაღლები პიტუმბასისკენ მიდიან. ჰო, ყველა, იმათ გარდა,
ვინც ბუჩქებში იქექება, პირდაპირ ჩრდილოეთისკენ მიემართება. დაღიანი
უკანასკნელ ტყვიებს მაინც ისვრის, პირიდან დანას იღებს და სალამურს მთელი
ძალით უბერავს. სალამურის ხმის გაგონებაზე ჟაგუნსუები მოძრაობას იწყებენ,
მაშინვე მისკენ მოეშურებიან. მორბიან, მობობღავენ, სამალავიდან სამალავამდე
მანძილს ნახტომებით ფარავენ, მტერს ფეხებს შორის კატის სისხარტით უძვრებიან.
„უდანაკარგოდ გადავრჩენილვართ“, – ფიქრობს აღფრთოვანებული დაღიანი. კვლავ
ჩაჰბერავს სალამურს და ლაქლაქასთან ერთად იქაურობას ტოვებს. იმედია,
დროულად, გარბის და გამუდმებით იცვლის მიმართულებას, ზიგზაგისებურად, ხან
მარჯვნივ, ხან მარცხნივ, უეცრად ჩერდება და უკან იხევს, რომ მიზანში ვერ ამოიღონ:
მკითხველთა ლიგა
ჯარისკაცებიც შაშხანებმომარჯვებულები მისდევენ, ცდილობენ, ხან ერთ ჟაგუნსუს
დაუმიზნონ, ხან მეორეს, შაშხანებზე წინ მიმართული ხიშტები უელავთ. დაღიანი
მთელი ძალით გარბის კაატინგაში და მოულოდნელად ისევ ის ქალი ახსენდება და
ის ორნიც, მის გამო რომ დაიღუპნენ: იქნებ თავად ამ ქალს მოაქვს უბედურება?
გრძნობს, როგორ გამოსცლია ძალა, სადაცაა გული გაუსკდება, ლაქლაქაც
ქანცგაწყვეტილი ცხენივით ქშინავს. კარგია, რომ გვერდით ჰყავს, ძველი მეგობარი,
ერთგული ამხანაგი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის მისი. უეცრად წინ ოთხ ფორმიანს
ხედავს, მისთვის დამიზნებულ ოთხ შაშხანას, – ისროლე! ისროლე! – ყვირის, მიწაზე
ეცემა და გვერდით მიგორავს. ხვდება, რომ ორმა გასროლა მოასწრო. ფეხზე
წამომხტარი მისკენ გამოქცეულ ჯარისკაცებს უმიზნებს, მაგრამ ვაზნები
„მანლიხერში“ გაჭედილა, ფუჭად ტკაცუნებს საცემელი. ამ დროს ტყვია ზედ ყურთან
უწუის, ერთ-ერთი ჯარისკაცი მუცელზე ხელს იტაცებს და ძირს ეცემა.
„ჩემი თილისმა ხარ, ლაქლაქ!“ – ფიქრობს, შაშხანას ლულით იტრიალებს და
დაჭრილი ამხანაგის დანახვაზე წამით შეყოვნებულ დანარჩენ სამ ჯარისკაცს
ეკვეთება. ერთ-ერთ მათგანს მთელი ძალით ურტყამს და აბარბაცებს, ორნი კი ზედ
ასხდებიან. დარტყმასა და მწველ ტკივილს გრძნობს. მაგრამ უეცრად ერთ-ერთ
ჯარისკაცს სახე სისხლით ეღებება და ღმუის. ისევ ლაქლაქამ მოუსწრო,
დასახმარებლად მეტეორივით მიეჭრა. გამხდარ, გაოფლილ ჯარისკაცთან
გამკლავება დაღიანისგან დიდ ძალას არ მოითხოვს; სულ ახალგაზრდა ბიჭია,
სქელი მაუდის ფორმა მოძრაობაში ხელს უშლის. სანამ ხელიდან შაშხანას ართმევს,
კიდევ უძალიანდება, შემდეგ კი გარბის. ლაქლაქა მეორე ჯარისკაცს ებრძვის, მიწაზე
გორაობენ. დაღიანი უახლოვდება, დროს ურჩევს და მოწინააღმდეგეს ყელში დანას
უსვამს. ჯარისკაცი ხავის, ცახცახებს და ყუჩდება. ლაქლაქას სახეზე რამდენიმე
ადგილას სისხლი მოსდის, დაღიანი მხარშია დაჭრილი, ლაქლაქა მოკლულს პერანგს
ახევს და დაღიანს ჭრილობას მჭიდროდ უხვევს, – ჩემი თილისმა ხარ, ლაქლაქ! –
ეუბნება დაღიანი, – ვარ! – ეთანხმება მეგობარი. ახლა ვეღარ ირბენენ, თავიანთის
გარდა, ჯარისკაცების შაშხანები და სავაზნეებიც აქვთ სათრევი.
მალე ისევ სროლის ხმა მოესმის, ჯერ კანტიკუნტად, შემდეგ – უფრო გამალებით.
მეწინავე რაზმი უკვე პიტუმბასშია, ფელისიუს რაზმის თავდასხმას იგერიებს.
წარმოიდგენს, როგორ გამწარდებიან ჯარისკაცები, როცა „კაციჭამიას” მებრძოლთა
ხეებზე გადაკიდებულ ფორმებს, ქამრებს, კეპებსა და ჩექმებს იხილავენ, როცა
მიხვდებიან, რომ მათი ცხედრები ურუბუების ნადავლი გამხდარა. სანამ
პიტუმბასამდე მიაღწევენ, გზად გამუდმებით ამ სროლის ხმა ესმით, – ვაზნებს არ
იშურებენ, იმდენი აქვთ, რა ენაღვლებათ, – ამბობს ლაქლაქა. უეცრად სროლა წყდება:
ესე იგი ფელისიუმ თავის ხალხთან ერთად უკან დახევა დაიწყო და კოლონას
უმბურანასისკენ იტყუებს, სადაც ამჯერად ტყვიებით ბებერი მაკამბირა და მანე
კუადრადუ დახვდებიან.
ოდნავ სულის მოთქმის შემდეგ – ჯარისკაცების იარაღებისა და ზურგჩანთების
ტარებამ ორმაგად დაღალა დაღიანიც და ლაქლაქაც პიტუმბასის გარშემო
გადაჭიმულ კაატინგებში შედიან და იქაურობა ჟაგუნსუებით სავსე ხვდებათ.
ზოგიერთი ჯარისკაცებს ისევ კანტიკუნტად ესვრის, მაგრამ ისინი ამას ყურადღებას
არ აქცევენ, ყვითელი მტვრის კორიანტელში მიაბიჯებენ, ღრმა ტაფობში, რომელიც
სინამდვილეში დამშრალი მდინარის კალაპოტია და რომელსაც სერტანელები
უმბურანასის გზას ეძახიან.
– გაიღიმე, დაღიანო, – ეუბნება ლაქლაქა, – და იარა ცოტა დაგიამდება.

მკითხველთა ლიგა
დაღიანი ისევ სალამურს ჩაჰბერავს, ჟაგუნსუებს თავისი მოსვლის ამბავს
ატყობინებს, ახლა მართლა შეიძლება გაღიმება. აკი მოახერხა და ანტიქრისტეს
ჯარი მთაგრეხილზე, უმბურანასის გზაზე გაიტყუა! განა მათ ეს გზა პირდაპირ
ფაველასთან არ მიიყვანს?
ის და ლაქლაქა კლდეებს ზემოდან დაკიდებულ ტყიან შვერილზე დგანან.
დგანან ღიად, დამალვა არ სჭირდებათ: ჯერ ერთი, „მკვდარ სივრცეში“ არიან,
და მეორეც, მზე ჯარისკაცებს პირდაპირ თვალებში სცემს, ქვემოთ მონაცრისფრო
ნიადაგი ფორმების ლურჯ-წითელ ლაქებად არის მოჩითული. დროდადრო სადღაც
ისევ გაისმის სროლის ხმა. ჟაგუნსუები მათთან მიძვრებიან, კლდეების
ნაპრალებიდან თავებს ყოფენ, ხეების წვერებიდან ხტებიან, გარს ეხვევიან. დაღიანი
ვიღაცის მოწოდებულ რძიან მათარას ხარბად ეწაფება და რძე ტუჩის კუთხეებიდან
ნიკაპზე თეთრ ჭავლად ესხმება. ჭრილობის შესახებ არავინ არაფერს ეკითხება,
ჭრილობისკენ თვალსაც კი არ აპარებენ, თითქოს უზრდელობა ან აკრძალული რამ
იყოს. ხილს – კიშაბას, უმბუსა და მანგაბას აწვდიან და ისიც პირში პეშვით იტენის.
თან ორ აქოშინებულ მზვერავს უსმენს, რომლებიც აქ ფელისიუმ დატოვა, სანამ
ჟუაკინ მაკამბირასა და მანე კუადრადუს დასახმარებლად წავიდოდა; მზვერავები
უყვებიან, რომ რესპუბლიკელებს სროლაზე სროლით არ უპასუხიათ, შეყოვნდნენ ან
გარისკვა არ უნდოდათ და გადაწყვიტეს, რომ ტყვიების წვიმაში არ ღირდა ზემოთ
ასვლა, ან მიხვდნენ, რომ მცირერიცხოვანი რაზმი ესროდა და მათთან შებრძოლება
საჭიროდ არ ჩათვალეს; მაგრამ, როდესაც ფელისიუმ თავისიანებთან ერთად
ღარტაფი აათავა და უღმერთოებმა დაინახეს, როგორ დაიწყეს ცვენა ერთმანეთის
მიყოლებით, ზემოთ მათ გასანადგურებლად ორი ასეული მაინც გაგზავნეს. ერთხანს
ცდილობდნენ, მაღლა ამძვრალიყვნენ, მაგრამ ჟაგუნსუები არ უშვებდნენ, სანამ
ბოლოს და ბოლოს ჯარისკაცები არ დაიფანტნენ და ტყეში არ გაუჩინარდნენ.
რამდენიმე ხნის მერე ფელისიუც წავიდა.
– სულ ახლახან, – განაგრძობს ერთ-ერთი მათგანი, – აქ ძაღლთ უმრავლესნი
იყვნენ.
ლაქლაქა ჟაგუნსუებს ითვლის.
– ოცდათხუთმეტი კაცია, – ეუბნება დაღიანს, – სხვებს დაველოდოთ?
– არა. დრო ცოტა გვაქვს, – პასუხობს დაღიანი, – წასვლის დროა, იქ ვჭირდებით.
ჩამორჩენილებისთვის გზის საჩვენებლად ერთ ბიჭს ტოვებს, ნაალაფარ შაშხანებსა
და ტყვია-წამალს ჟაგუნსუებს ურიგებს და მთის ბექობით მანე კაუდრადუს,
მაკამბირასა და ფელისიუსთან შესახვედრად მიემართება. დასვენება სასიკეთოდ
წაადგა, პირიც ხომ გაისველა, მომაგრდა; ტანშიც ისე აღარ სტეხს, ჭრილობაც
ჩაუყუჩდა. დაკლაკნილ ბილიკს გაჩქარებული, წელგამართული მიუყვება, მის
ფერხთით კი კოლონა იმავე მიმართულებით მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ
დაბლობი ხელისგულივითაა გადაშლილი, მეწინავე რაზმი მაინც არჩანს, ალბათ
უკვე ფაველაშია, ხალხის, ცხენების, ფორნების, ქვემეხებშებმული საზიდრების
ნაკადს ბოლო არ უჩანს.
„ჩხრიალა გველს ჰგავს, – ფიქრობს დაღიანი, – ყოველი დანაყოფი თითო რგოლს
მიუგავს, ფორმები – ქერცლს, ზარბაზნების ლულები კი შხამიან ენებს, მტრის
დასაგესლად მუდამ მზად რომ არიან“. როგორ უნდა ის ქალი ნახოს და თავისი
შთაბეჭდილება გაუზიაროს,
ისევ სროლის ხმა ესმის. ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც ჟუაუ
მოციქულმა დაგეგმა. უმბურანასის კლდეებიდან ამ შხამიან, უზარმაზარ უხსენებელს
ცეცხლს აყრიან; სანამ მისი კუდი ფაველაში შეცურდება, კიდევ ერთ დარტყმას
მკითხველთა ლიგა
აყენებენ. ფერდობს გვერდს უვლიან და კავალერისტებისკენ ადიან. დაღიანი სროლას
იწყებს, ცხენებს უმიზნებს, ცდილობს, უფსკრულში გადაჩეხოს. არადა, რა კარგი
ცხენებია, ამ ციცაბოზე რა მარჯვედ ადიან! ორ მათგანს ტყვია ცელავს, დანარჩენები
აღმასვლას განაგრძობენ. დაღიანი უკან დახევის ბრძანებას გასცემს და ფიქრობს, რომ
მებრძოლები ალბათ ნაწყენები დაურჩებიან – უტყუარი გამარჯვება ხელიდან
გამოაცალა.
მაგრამ, როდესაც ბოლოს და ბოლოს ხეობას აღწევენ, სადაც ჟაგუნსუები არიან
ჩასაფრებულები, დაღიანი ხედავს, რომ მათი მდგომარეობა სულ არ არის
სახარბიელო. ბებერ მაკამბირას მაშინვე ვერ პოულობს, ხოლო როდესაც ერთმანეთს
მაინც ხვდებიან, მოხუცი ატყობინებს, რომ ჯარისკაცები მთას ქვემეხებს უშენენ და
ყოველ ახალ კოლონას თავისი არტილერისტების რაზმი ახლავს.
– ჩვენები ბევრნი დაიხოცნენ, – განაგრძობს მაკამბირა, თან თოფის ლულაში
მთელი ძალით არჭობს შომპოლს და შემდეგ ტყვია-წამლით ტენის, – ოცი
დაღუპული მაინც გვეყოლება, – ბურდღუნებს იგი, – არ ვიცი, შემდეგ შეტევას
გავუძლებთ თუ არა. რა ვქნათ?
მთების შემდეგი ჯაჭვი უკვე ფაველაა, იმის იქით კი მონტი-მარიუს წვერი მოჩანს.
ეს მთები, რუხი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი მთაგრეხილები, უეცრად ლურჯი,
წითელი და მწვანე ლაქებით აჭრელებულა და ეს ნაირფერი ლაქები ზედ
მატლებივით მიიკლაკნებიან.
– უკვე სამი-ოთხი საათია ამოდიან, - ესმის მაკამბირას ხმა, – ზარბაზნებიც კი
ამოიტანეს. ურჩხულიც კი.
– გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გაგვიკეთებია, – პასუხობს დაღიანი, – ახლა
წავიდეთ, რიანშუში ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

როდესაც დებმა სარდელინიებმა ჟურემას მათთან ერთად წასვლა და იმ


ჟაგუნსუების გამოკვებაში დახმარება შესთავაზეს, რომლებიც ჯარისკაცებს
ტრაბუბუსა და კოკორობოსთან ელოდებოდნენ, ჟურემა დათანხმდა – ისევე
დაუფიქრებლად და გულგრილად, როგორც ყველაფერს თანხმდებოდა და აკეთებდა.
ჯუჯამ გალანძღა, ბეცი ჟურნალისტი კი ისევ იმ უცნაური კვნესისა თუ
კაკანისმაგვარი ხახისმიერი ხმით აკრიახდა, რომელსაც ყოველთვის უშვებდა ხოლმე,
როდესაც რაღაც აშინებდა. ორი თვის მანძილზე, რაც თავისი სურვილის
საწინააღმდეგოდ კანუდუსში იმყოფებოდა, ერთმანეთს წუთითაც არ
დაშორებოდნენ.
ჟურემა ფიქრობდა, ჯუჯა და ეს ბეცი ქალაქში დაეტოვებინა, მაგრამ, როდესაც
ოთხი საპალნე ჯორის, ოცი მეკურტნისა და ათიოდ ქალისგან შემდგარმა ქარავანმა
გეზი ჟერიმუაბუსკენ აიღო, თანამგზავრები მაინც მის გვერდით აღმოჩნდნენ. ამ
უცხოებისთვის არავის სცხელოდა, ყურადღებასაც არავინ აქცევდა, მათ ხომ არც
იარაღი ჰქონდათ, არც ნიჩბები, კეტებიც კი არ გააჩნდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ არც
ბრძოლა შეეძლოთ და არც სანგრების გათხრა. პროცესიამ ახლად შეკეთებულ, კვლავ
თხებითა და ციკნებით სავსე საჩეხეს ჩაუარა და გალობა წამოიწყო. ამბობდნენ, ამ
ჰიმნებსა და საგალობლებს ნეტარი იგონებსო. ჟურემა მათ მდუმარედ მიჰყვებოდა და
სანდლების თხელ ლანჩებში წვეტიანი ქვები ერჭობოდა. ჯუჯა სხვებთან ერთად
მღეროდა, ახლომხედველი ჟურნალისტი კი დაძაბული იყურებოდა ფეხქვეშ, კუს
ბაკნის სათვალის ჩარჩოს ხელით მარჯვენა თვალზე იჩერებდა და ზედ შერჩენილი
მინის ნამსხვრევით ცდილობდა, დაენახა, სად ადგამდა ფეხს და წინ რა მოელოდა.
მას მერე, რაც მის ცხოვრებაში ეს ბორძიკით მოსიარულე კაცი გამოჩნდა, რომელიც
მკითხველთა ლიგა
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ჩონჩხში რატომღაც დანარჩენ ადამიანებზე
მეტი ძვლები უნდა ჰქონოდა, რომელიც ცხვირზე ამ უცნაურ ნივთს ატარებდა და,
მიუხედავად ამისა, ადამიანებსაც და საგნებსაც მაინც ყოველ წუთს ეჯახებოდა,
ჟურემა თავის ბედკრულ ცხოვრებაზე საფიქრელად თითქმის ვეღარც კი იცლიდა.
რაც ბრუციანი გაიცნო, მისი თვალებიც, ყავარჯენიც, მანუგეშებელიცა და დამცველიც
სწორედ ჟურემა გამხდარიყო და ამიტომ ქალს უკვე მის მიმართ დედობრივი გრძნობა
გასჩენოდა. თითქოს რაღაც საიდუმლო თამაშში ყოფილიყოს ჩაბმული,
წარმოიდგენდა, რომ ეს უსუსური კაცი მისი შვილი იყო. „ღმერთმა შვილი
გამომიგზავნა“, – ფიქრობდა ქალი და სიმწრის სიცილს ძლივს იკავებდა. ღმერთმა ამ
ბოლო ხანებში მართლაც ბევრი უცნაური ხალხის გაცნობის საშუალება მისცა,
ისეთებისაც კი, რომელთა არსებობასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდა – მაგალითად,
გალილეო გალის, ცირკის მახინჯების, ან ამ საცოდავი ახალგაზრდისა, ახლაც რომ
რაღაცას წამოედო და ლამის ხევში გადაეშვა.
დროდადრო მათთან შესახვედრად მთებიდან კათოლიკური გვარდიის
მებრძოლები ჩამოდიოდნენ; მაშინ პროცესია ჩერდებოდა და მებრძოლებს ვაზნებით,
სიმინდის ფარინიით, რაპადურით, შაშხითა და ხილით ამარაგებდა. ხანდახან გზად
შიკრიკებიც ხვდებოდნენ – პროცესიის დანახვაზე შიკრიკები წუთით სირბილს
ანელებდნენ, ორიოდ სიტყვით ანტონიუ ვილანოვას გაესაუბრებოდნენ, მათი
გამოჩენა ქალების მორიგი ჩურჩულის მიზეზი ხდებოდა. ჩურჩულის თემა იგივე იყო:
ომი, უღმერთოთა ჯარები. სულ ახლახან გაარკვია, რომ მათკენ ორი ექსპედიცია
მოდიოდა, ერთი კეიმადასიდან და მონტი-სანტუდან უახლოვდებოდა, მეორე
სერჟიპიდან და ჟერიმუაბუდან. მათთან საბრძოლველად ასობით ჟაგუნსუ გადიოდა
ქალაქიდან და ყოველ საღამოს, ქადაგების დროს, რომლებსაც ჟურემაც
პუნქტუალურად ესწრებოდა, მოძღვარი ყველას მოუწოდებდა, ამ მებრძოლებისთვის
ელოცათ. ახალი ომის სიახლოვე ქალაქს შიშითა და განგაშის შეგრძნებით ავსებდა.
ამას ქალისთვის ერთადერთი დადებითი მხარე ჰქონდა: მოახლოებული ომის
წყალობით ის საშიში, სახენაიარევი კაბუკლუ, რომლის შემოხედვაც აგრერიგ სცემდა
თავზარს, სადღაც დაიკარგა და აღარ გამოჩენილა.
ტრაბუბუში საღამოსკენ ჩავიდნენ. კლდეების ნაპრალებში ჩამალულ ჟაგუნსუებს
საჭმელი დაურიგეს, საჭმლის საკეთებლად სამი ქალი დაუტოვეს და ანტონიუ
ვილანოვამ ბრძანა, კოკორობოსკენ გზა ახლავე უნდა განვაგრძოთო. უკვე ბნელოდა;
ჟურემას ახლომხედველისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და ისე მიჰყავდა, მაგრამ
ის მაინც ახერხებდა, ყოველ ნაბიჯზე იმდენჯერ წამოეკრა ფეხი რამისთვის, რომ
ანტონიუ ვილანოვამ ნება დართო, სიმინდის ფქვილით დატვირთულ ჯორზე
შეესვათ და გზა ისე გაეგრძელებინათ. კოკორობოს რომ მიუახლოვდნენ, გზად
პედრაუ შეეგებათ, ღია ფერის ხნიერი მულატი. უზარმაზარი კაცი იყო, ლამის დიდი
ჟუაუს სიმაღლისა. მხარზე ძველისძველი თოფი ეკიდა და, როგორც ამბობდნენ,
თოფს ძილის დროსაც კი არ იშორებდა. ფეხშიშველს შარვალი მუხლებამდე
აეკაპიწებინა, ჟილეტი შიშველ ტანზე ჰქონდა შემოცმული და ამიტომ მსხვილი,
დაკუნთული მკლავები კარგად მოუჩანდა. ლაპარაკის დროს გამუდმებით იფხანდა
ბურთივით მრგვალ მუცელს. ჟურემას გაგონილი ჰქონდა იმ უსინდისობების შესახებ,
რასაც ეს კაცი და მისი ბანდის წევრები ვარზეა დი ემაში სჩადიოდნენ. იცოდა, რა
ჯურის ხალხში ტრიალებდა და ახლა მას აუცახცახებლად ვერ უყურებდა.
მართალია, ისიც, ჟუაუ მოციქულიც და დაღიანიც ახლა სარწმუნოების გზაზე
შემდგარიყვნენ და ცოდვები მოენანიებინათ, მაგრამ ქალი მათ გვერდით თავს მაინც
დაუცველად გრძნობდა, თითქოს იაგუარის, კობრას ან შხამიანი ობობას გვერდით
მკითხველთა ლიგა
დგას და არ იცის, თავიანთი ზნე როდის წამოუვლით, როდის დაკბენენ, დაღრღნიან
ან დაგესლავენო.
მაგრამ ახლა პედრაუ ისე საშიშად არ გამოიყურებოდა; ბინდბუნდში იდგა,
კლდიდან სასწაულებრივად აღმოცენებულს მიაგავდა და ანტონიუ და ონორიუ
ვილანოვებს რაღაცას ხმადაბლა ეუბნებოდა. ამ დროს სხვა ჟაგუნსუების
სილუეტებიც გამოჩნდა, მეკურტნეებთან მივიდნენ და ტვირთის მოხსნაში
დაეხმარნენ, საქმეს ჟურემაც შეუდგა და სხვებთან ერთად კოცონის დანთება დაიწყო.
კაცები ვაზნებით სავსე ყუთებს ხსნიდნენ, ტყვია-წამალს წონიდნენ და დენთის
ასაფეთქებელ ბიკფორდის ზონრებს ინაწილებდნენ. ქალებმა და მათ შორის
ჟურემამაც ვახშმის მომზადება დაიწყეს. ჟაგუნსუები ისეთი მშივრები იყვნენ, რომ
გაჭირვებით იცდიდნენ, სანამ ქვაბებში წყალი ადუღდებოდა.
ასუნსაუ სარდელინიას გარშემო შეგროვილები ქალს ჯამებსა და ტოლჩებს
აწვდიდნენ და ქალიც იმ ჯამებს მანიოკის ფაფით მაშინვე უვსებდა. ქვაბებთან ერთი
ალიაქოთი და ღრიანცელი იდგა, სანამ პედრაუმ არ დაიყვირა და წესრიგი არ
დაამყარა.
მთელი ღამე შრომობდა, გამუდმებით წყალს ადუღებდა, ხორცს წვავდა, ლობიოს
აცხელებდა. კოცონთან გაუთავებელი რიგი იდგა და ქალს ეჩვენებოდა, თითქოს სულ
ერთსა და იმავე, უცნაურად გამრავლებულკაცს ემსახურებოდა: ისინი ცეცხლთან
ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ, ათ-ათნი, თხუთმეტ-თხუთმეტნი, ზოგი მზარეულებს
შორის თავიანთ ცოლებს ცნობდნენ, ხელს ჰკიდებდნენ, სალაპარაკოდ გვერდით
გაჰყავდათ. მას და რუფინუს ამ ადამიანებივით კანუდუსში ჩამოსვლა თავში აზრად
რატომ არასოდეს მოსვლიათ? რომ ჩამოსულიყვნენ, რუფინუ ახლა ხომ ცოცხალი
იქნებოდა.
ჭექა-ქუხილის ხმა მოესმა, მაგრამ ჰაერი ისევ მშრალი იყო, წვიმას არ აპირებდა.
მერე მიხვდა, რომ ჭექა-ქუხილის კი არა, ზარბაზნის გრიალი გაიგონა: პედრაუმ და
ვილანოვებმა ბრძანეს, კოცონები ჩაექროთ, ჟაგუნსუები კი, მიუხედავად იმისა, რომ
ვახშამი ჯერ არ დაემთავრებინათ, თავ-თავიანთ ადგილებზე გამწესებულიყვნენ.
თვითონ იქვე დარჩნენ და საუბარი განაგრძეს. პედრაუს აზრით, ჯარისკაცები ახლა
კანჩისთან უნდა ყოფილიყვნენ; იქამდე ასე მალე ვერ მიაღწევდნენ, რადგან ღამით
ჩერდებოდნენ და მსვლელობას დილამდე წყვეტდნენ ხოლმე, ჯარს სიმაუ დიასიდან
მოყოლებული უთვალთვალებდა და ყველა მათი ჩვევა შესწავლილი ჰქონდა. ოდნავ
შებინდდებოდა თუ არა, ჯარისკაცები გუშაგებს აყენებდნენ, ბანაკს დასცემდნენ და
დასაძინებლად წვებოდნენ. დილით კი, სანამ გზას გაუდგებოდნენ, ქვემეხიდან
ისროდნენ: ახლაც იმ ქვემეხის ხმა იყო, როგორც ჩანს, კანჩიდან გამოსვლის
აღსანიშნავად გაისროლეს.
– ბევრნი არიან? – შეაწყვეტინა ამ დროს სადღაც მიწიდან ამოსულმა ხმამ, რომელიც
ფრინველის ყატყატს უფრო მიაგავდა – რამდენი იქნებიან?
და ჟურემამ დაინახა, როგორ ამოიზარდა მასა და კაცებს შორის გრძელი, აჯაჯული
ფიგურა, რომელიც თავისი დამტვრეული სათვალით რაღაცის გარჩევას ცდილობდა.
ძმებსა და პედრაუს სიცილი წასკდათ. მათ ქალებიც აჰყვნენ, რომლებიც ქვაბებსა და
საჭმლის ნარჩენებს აგროვებდნენ. ჟურემას არ გაუცინია. ეს უგერგილო არსება
ეცოდებოდა. განა მის შვილობილზე საწყალი და მხდალი მეორე დაიარებოდა
ამქვეყნად? ყველაფერი აშინებდა – ადამიანები, რომლებიც შემთხვევით
შეეხებოდნენ, გიჟები, ხეიბრები, კეთროვნები, მოწყალებას რომ ითხოვდნენ, თაგვიც
კი, საწყობში თუ გაფაჩუნდებოდა: ყველაფერზე საცოდავად წამოიყვირებდა, სახე
შიშისგან ემანჭებოდა და, სასოწარკვეთილი, ქალის ხელს დაეძებდა.
მკითხველთა ლიგა
– არ ვიცი, არ დამითვლია! – ხარხარით უპასუხა პედრაუმ, – რა საჭირო იყო, მაინც
ყველას დავხოცავთ.
ისევ ატყდა ხარხარი. ზემოთ კი ცა ნელ-ნელა ნათდებოდა.
– ქალები აქედან წავიდნენ, – თქვა ონორიუმ.
ძმასავით მასაც ჩექმები ეცვა, თოფის გარდა, ქამარში რევოლვერიც გაერჭო.
ჟურემას აზრით, ტანსაცმლით, ქცევითა და ლაპარაკით, გარეგნობითაც კი, ძმები
ვილანოვები, კანუდუსის დანარჩენ მცხოვრებლებს სულ არ ჰგავდნენ; მაგრამ ამას
თითქოს ვერავინ ამჩნევდა, მათაც ჩვეულებრივად ექცეოდნენ.
პედრაუმ ახლომხედველი უგერგილო ყმაწვილი ერთ წამში დაივიწყა და ქალებს
ანიშნა, გამომყევითო. მეკურტნეების ნახევარი უკვე მთაზე ასულიყო, დანარჩენები კი
თავიანთი ბარგით ისევ იქ იყვნენ. კოკორობოს მთაგრეხილზე ალისფერი განთიადი
რკალად იშლებოდა. როდესაც პროცესია გზას დაადგა, მებრძოლების ზურგს უკან,
მთის ნაპრალებში უსაფრთხოდ რომ დამალულიყვნენ. ახლომხედველი ჟურნალისტი
ისევ ძველ ადგილას იჯდა და თავს აქეთ-იქით ატრიალებდა. ჟურემა ხელისგულზე
შეეხო: ხელი მღელვარებისგან სულ დანამვოდა, მოძრავი, მინასავით მბზინავი
თვალები კი ქალს მადლიერებით მისჩერებოდნენ, – წავიდეთ, – უთხრა ჟურემამ და
წამოაყენა, – უკვე ყველა წავიდა. ჯუჯას გაღვიძება ძლივს მოახერხეს, მკვდარივით
ეძინა.
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, თითქმის მიაღწიეს მთის მწვერვალს, სადაც თავს
უსაფრთხოდ იგრძნობდნეს, პოლკის მეწინავე ასეულები უკვე მზადყოფნაში
მოსულიყვნენ და ბრძოლა გაემართათ. ვილანოვები და პედრაუ აღარსად ჩანდნენ, იქ
ახლა ლოდებს შორის მხოლოდ ქალები, ჯუჯა და ახლომხედველი ჩამალულიყვნენ
და სროლის ხმას აყურადებდნენ. სროლა მორიდან მოისმოდა. ეს შორეული გრუხუნი
ჟურემასაც ყოველი მხრიდან ესმოდა და ფიქრობდა, ალბათ ერთ მხარეს ისვრიან,
მაგრამ ხმა ქარს აქეთ-იქით გადააქვსო. ვერაფერს ხედავდა: თვალწინ ხავსით
დაფარული ქვები კედელივით აღმართულიყო და მებრძოლების დანახვის
საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ ეჩვენებოდა, ბრძოლა ჩემგან ორ ნაბიჯზე კი არა,
სადღაც შორს არის გაჩაღებულიო, – ბევრნი არიან? – ჩაილაპარაკა ბეცმა
ჟურნალისტმა და ქალის ხელს ჩაებღაუჭა, – არ ვიცი, – უპასუხა ქალმა, თავი
გაითავისუფლა და ვილანოვას ცოლების დასახმარებლად გაეშურა, რომლებიც
ჯორებს ბარგს ხსნიდნენ, საკვებითა და წყლით სავსე ქვაბები და მათარები
გადმოჰქონდათ და აფთიაქარის გამოტანებულ ყუთში ჩალაგებულ სახვევებს,
მალამოებსა და წამლებს კიდევ ერთხელ ამოწმებდნენ. ამ დროს დაინახა, როგორ
მიცოცავდა ჯუჯა ფერდობზე. ბეცი კი მიწაზე დამჯდარიყო და, თითქოს ტირისო,
სახეზე ხელები აეფარებინა, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა დაუყვირა, ტოტები
გვჭირდება, ჩარდახი უნდა გავაკეთოთო, მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, ჟურემა ხედავდა,
როგორ აფათურებდა ხელებს მიწაზე ბალახსა და ფოთლებში, როგორ აგროვებდა
ტოტებს, როგორ უცდებოდა ფეხი, როგორ ვარდებოდა, როგორ დგებოდა ისევ,
როგორ ათვალიერებდა მიწას თავისი დამტვრეული სათვალით და ისეთი სასაცილო
იყო, რომ ქალები თითს მისკენ იშვერდნენ და სიცილს ვერ იკავებდნენ. ამასობაში
კი ჯუჯა ქვებს იქით გაუჩინარებულიყო.
უეცრად სროლის ხმა გაძლიერდა და მოუახლოვდა კიდეც. ქალები ერთ ადგილას
გაირინდნენ. ჟურემა ხედავდა, სროლის მატებასთან ერთად ქალებს სახეები სულ
უფრო და უფრო როგორ უსერიოზულდებოდათ: უცნაური ბრმა ყმაწვილი
დავიწყებოდათ და ახლა მხოლოდ თავიანთ მამებზე, შვილებსა და ქმრებზე
ფიქრობდნენ, რადგან ამ ბრძოლისა და სროლის სამიზნეები სწორედ ისინი
მკითხველთა ლიგა
გამხდარიყვნენ. ჟურემას ისევ გაუელვა თვალწინ რუფინუს სახემ და ტუჩი
მოიკვნიტა. სროლა ცუდ ხასიათზე აყენებდა, მაგრამ არ ეშინოდა. ეჩვენებოდა, რომ
ომს მასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ამიტომ ტყვიები გვერდს აუვლიდნენ.
უეცრად ისეთი სისუსტე იგრძნო, რომ ვილანოვების ცოლების გვერდით კლდეს
მიეყრდნო და იქვე ჩაჯდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ზეზეულად ეძინა,
თუმცა არ დასძინებია, თითქოს ცხადში სიზმარს ხედავდა და იმასაც აცნობიერებდა,
რომ ისროდნენ და ამ სროლებისგან მთა ერთიანად ზანზარებდა. ეს ხმა სხვა სროლას
ახსენებდა, კეიმადასში დილით, გარიჟრაჟზე რომ გაისმა, როდესაც კაპანგების
ტყვიით კინაღამ დაიღუპა, შემდეგ კი უცნაურად მოლაპარაკე უცხოელმა
გააუპატიურა. სიზმარში იცოდა, რა უნდა მომხდარიყო და იმ კაცს ევედრებოდა,
ხელი არ ეხლო, დაენდო, არ დაეღუპა არც ის, არც რუფინუ, არც საკუთარი თავი,
მაგრამ უცხოელს მისი ენა არ ესმოდა და მის ნათქვამს ყურადღებასაც არ აქცევდა.
როდესაც გონს მოვიდა, ფერხთით ბრუციანი ეჯდა და ცირკის მასხარასავით
შესცქეროდა. ორი ჟაგუნსუ კი მიწოდებულ წყალს ხარბად ეწაფებოდა. გარს ქალები
შემორტყმოდნენ, ცდილობდნენ, გაეგოთ, რა დაემართა. ჟურემა ფეხზე წამოდგა და
მიმოიხედა. ჯუჯა არ დაბრუნებულიყო. გრუხუნისგან ყურები დაჰგუბებოდა.
ჟაგუნსუები ვაზნებისთვის იყვნენ მოსულები; ძლივს სუნთქავდნენ, დაღლილობისა
და დაძაბულობისგან ლაპარაკი უჭირდათ: მთის ფერდობი ურწმუნოების გვამებით
მოფენილიყო, უამრავი დაეხოცათ, იერიშზე გადმოვიდოდნენ თუ არა, დახოცილები
ბუზებივით ცვიოდნენ. მართალია, მაინც მოიწევდნენ, მაგრამ ნახევრამდეც კი ვერ
ამოსულიყვნენ. ამ ყველაფერს პატარა ტანის, ჭაღარა, მეჩხერწვერიანი კაცი ჰყვებოდა
და თან მხრებს იჩეჩდა: იმდენნი არიან, რომ მათ ვერავინ შეაჩერებს. ჩვენებს კი
ვაზნები უმთავრდებათო.
– რა მოხდება, ფერდობი რომ დაიკავონ? – გაიგონა ჟურემამ ჩურჩული.
– ტრაბუბუში ვერ მოიგერიებენ, – გაისმა მეორე ჟაგუნსუს ხრინწიანი ხმა, – იქ
ხალხიც კი არ დარჩა: ყველა ჩვენ დასახმარებლადაა წამოსული.
თითქოს ამ სიტყვებმა რაღაც გაახსენათო, ჟაგუნსუები წასასვლელად მოემზადნენ
და დარჩენილებს გამოემშვიდობნენ: – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე! – ჟურემა
ხედავდა, რა მარჯვედ აცოცდნენ ლოდებზე ჟაგუნსუები და რა უეცრად გაქრნენ,
თითქოს აორთქლდნენო. დებმა სარდელინიებმა თქვეს, საჭმელი უნდა გავაცხელოთ,
სადაცაა შეიძლება მებრძოლები მოვიდნენო. ჟურემა მათ დასახმარებლად წამოდგა.
აცახცახებული ბრუციანი კაბაზე ეკიდებოდა და ქალი კარგად ხვდებოდა, რა
საშინელებას განიცდიდა ეს საბრალო იმის გაფიქრებაზე, რომ ნებისმიერ დროს
შეიძლებოდა მათთან ფორმიანები გამოჩენილიყვნენ, სწორედ ისინი, გზად რომ
ხვდებოდნენ, ყველაფერს ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდნენ. თოფების
ბათქაბუთქის გარდა ახლა ქვემეხების ხმაც ისმოდა და ყოველი ასეთი გასროლის
შემდეგ ფერდობიდან, თითქოს მიწისძვრააო, ქვები ცვიოდა. ჟურემას გაახსენდა,
როგორ იტანჯებოდა მისი საწყალი შვილიკო მთელი ამდენი ხნის მანძილზე, რა
გაურკვევლობაში იყო, როგორ არ იცოდა, რა ექნა, დარჩენილიყო, თუ კანუდუსიდან
გაქცეულიყო. გაქცევაზე ფიქრი არ ასვენებდა, და,ღამით, იარაღის საწყობის იატაკზე
წოლისას, ვილანოვას ოჯახის ხვრინვის აკომპანემენტით როგორ ჩასჩურჩულებდა
ქალს და ჯუჯას, სალვადორში უნდა გავიქცეთ, ან კუმბიში, ან მონტი-სანტუში, ან
ჟერიმუაბუში – ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ვინმესთვის დახმარების თხოვნას
შევძლებთ, საიდანაც ჩემს მეგობრებს შევატყობინებ, რომ ცოცხალი ვარო. მაგრამ
როგორ წასულიყვნენ, როცა ქალაქიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ? მარტო,
ლამის ბრმა, როგორ უნდა გაპარულიყო? ცხადია, დაეწეოდნენ და მოკლავდნენ. იმ
მკითხველთა ლიგა
შუაღამის ჩურჩულისას რამდენჯერ შეეცადა, ჟურემა დაეყოლიებინა, რომ მას
რომელიმე სოფლამდე მიეცილებინა, იქ კი გამყოლს დაიქირავებდა. ოღონდ კი ქალი
დასთანხმებოდა და რას არ ჰპირდებოდა, ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც ქალი
მოისურვებდა; შემდეგ, რამდენიმე წუთში გონს მოდიოდა და ხვდებოდა, რომ
გაპარვა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა: აუცილებლად დაეწეოდნენ და მოკლავდნენ.
ადრე ჟაგუნსუები აშინებდა, ახლა ჯარისკაცები.
„ჩემი საწყალი ბიჭი“, – გაიფიქრა ჟურემამ. შექმნილი მდგომარეობა უიმედობითა
და ნაღვლით ავსებდა. რა მოხდებოდა, ჯარისკაცები მართლა რომ მოსულიყვნენ? მას,
ჟურემას, მოკლავდნენ? არ ენაღვლებოდა. იქნებ მართალია, რომ ამბობენ, ბელუ-
მონტიში ვინც ცხოვრობს, სიკვდილის შემდეგ მის სულს ანგელოზები
მოაკითხავენო? რაც გინდა ყოფილიყო, სიკვდილი მისთვის მაინც შვება იქნებოდა,
მშვიდი ძილით დაიძინებდა და საშინელ სიზმრებსაც აღარ ნახავდა. შეუძლებელია,
სიკვდილი იმაზე უარესი ყოფილიყო, რადაც კეიმადასის ამბების შემდეგ მისი
სიცოცხლე გადაქცეულიყო.
ქალები წელში ერთდროულად გასწორდნენ. ჟურემამ მათ მზერას თვალი გააყოლა:
ფერდობიდან ქვემოთ ათი-თორმეტი ჟაგუნსუ ჩამორბოდა. ირგვლივ ისეთი
ღრიანცელი იდგა, რომ ჟურემას მოეჩვენა, ჭურვები თავში მიფეთქდებაო.
ჟაგუნსუებთან მანაც სხვებთან ერთად მიირბინა: ისინი ვაზნებისთვის გამოეგზავნათ,
სასროლი აღარაფერი დარჩენოდათ! როდესაც ასუნსაუმ უპასუხა, ვაზნები აღარ არის,
უკანასკნელი ყუთი იმ ორმა წაიღოო, ჟაგუნსუებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთ-
ერთმა ბრაზით გადააფურთხა და ფურთხი ფეხსაცმლის ლანჩით მიწას მიასრისა.
ქალებმა მოსულებს საჭმელი შესთავაზეს, მაგრამ მათ მხოლოდ წყალი მოითხოვეს,
მიწოდებული დოქი ხელიდან ხელში გადაწოდებით დალიეს და ისევ ფერდობისკენ
გაიქცნენ. და სანამ წყალს სვამდნენ, და მერეც, როცა უკან წასასვლელად გაემზადნენ,
ქალები მათ მოღუშულ, ოფლიან სახეებს, კისრებზე დაბერილ ძარღვებსა და
ჩასისხლიანებულ თვალებს მდუმარედ შესცქეროდნენ და ხმის ამოღებას ვერ
ბედავდნენ. წასვლისას ერთ-ერთი სარდელინიებისკენ შემობრუნდა და მიაძახა:
– ბელუ-მონტიში დაბრუნდით, ვეღარ შევაჩერებთ. ძალიან ბევრნი არიან, ჩვენ კი
ტყვიები გაგვითავდა,
ერთ წუთს ქალები ფიქრში გაირინდნენ, მერე კი იმის ნაცვლად, რომ ჯორებისკენ
გაქცეულიყვნენ, უეცრად ჟაგუნსუებივით ფერდობზე აძრომა დაიწყეს, ჟურემა მათ
დაბნეული შესცქეროდა. არა, მათ საქციელს სიბრიყვეს ვერ დააბრალებდა; იქ მათი
ქმრები, მამები და შვილები იბრძოდნენ, უნდა გაეგოთ, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ
თუ არა. დიდხანს არ უფიქრია, ჟურემაც თან გაჰყვა, ახლომხედველს დაუძახა, აქ
დამელოდეო, და პირდაღებული და თავზარდაცემული დატოვა.
ფერდობზე ძრომით ხელისგულები დაუსისხლიანდა, ორჯერ დაეცა კიდეც.
აღმართი ძალიან ციცაბო იყო; მკერდში რაღაც უჭერდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა. ზემოთ
ტყვიისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი ღრუბლები დაინახა: ქარი მათ ცაზე
მოერეკებოდა, ერთ გროვად კრებდა და კვლავ ნაფლეთებად აქცევდა. სროლის
გარდა, ახლა ყოველი მხრიდან – გვერდიდან, წინიდან, ზურგიდან რომ გაისმოდა,
ხმებიც გაიგონა, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა. ბალახიანი დამრეცი ფერდობით
ქვემოთ ოთხით ჩაცურდა და შეეცადა, რამე გაერჩია. ორი ლოდისა და მტვრის სქელი
ფარდის გარდა, ვერაფერს ხედავდა. მაგრამ გუმანით მაინც მიხვდა: ჟაგუნსუები სულ
ახლოს ჩაწოლილიყვნენ, ორმოებში გატრუნულიყვნენ, კაქტუსებში მიყუჟულიყვნენ,
კლდეს ისე მიჰკვროდნენ, რომ მათი შემჩნევა ადვილი არ იყო, სამალავებიდან
მხოლოდ თავებიღა უჩანდათ. ალბათ მოწითალო მტვრით ერთიანად დაფარულ
მკითხველთა ლიგა
მოპირდაპირე ფერდობებზეც იყვნენ, იქაც ისევე იმალებოდნენ, მიწას ეკრობოდნენ
და მტერს გაცეცხლებულები იგერიებდნენ. ჟურემას უცებ მოეჩვენა, სადაცაა
დავყრუვდები, ეს ზრიალი და დგანდგარი იქნება უკანასკნელი, რასაც ოდესმე
გავიგონებო. ამ დროს იმასაც მიხვდა, რომ მუქი ლაქა, მისგან ორმოცდაათი მეტრით
ქვემოთ რომ მოჩანდა, ბუჩქები კი არა, როგორც თავიდან ეგონა, ჯარისკაცები იყვნენ.
ჰო, ნამდვილად ისინი იყვნენ: ლაქა ზემოთ მოცოცავდა, ახლოვდებოდა,
ლაპლაპებდა, ბზინავდა, ბრჭყვიალებდა. წითელი ვარსკვლავები ალბათ
გამოსროლილი ტყვიები იყო, მოელვარე მბზინავი ზოლები – ხიშტები და ხმლის
პირები. შემდეგ სახეების გარჩევაც დაიწყო – სახეები ხან ჩნდებოდნენ, ხან
იკარგებოდნენ. მიმოიხედა: მარჯვნიდან ჯარისკაცები ლამის უკვე გაუსწორდნენ.
ჟურემამ მუცელში რაღაც გორგლის მაგვარი იგრძნო, გულისრევის შეგრძნება
გაუჩნდა და მაშინვე აღებინა. იქ სრულიად მარტო იდგა და ეს ფორმიანების თავს
დატეხილი, სულ უფრო მზარდი ტალღა სადაცაა შთანთქავდა. შეუცნობელ ზრახვას
აყოლილი, დაჯდა და ძირს ჩაცურდა, იქ, სადაც სანგარში სამი ჟაგუნსუ დაინახა –
ორს ტყავის სომბრერო ეხურა, ერთს – ჩალის. – არ ისროლოთ, არ ისროლოთ! –
გასძახოდა, სანამ ბოლომდე ჩაცურდებოდა. მაგრამ, როდესაც სანგრის ქვებისგან
გამართულ კედელს გადასცდა და სანგარში ჩავარდა, მისკენ თავიც კი არავის
მიუბრუნებია. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სამიდან ორნი უკვე დახოცილები იყვნენ.
ერთს სახე შორიახლოს გამსკდარი ჭურვის ნამსხვრევებისაგან ჰქონდა დაფლეთილი
და უძრავ სისხლიან მასად ჰქცეოდა. მეორეს მოხვეოდა: იმ მეორეს თვალებიც უჩანდა
და პირიც, მაგრამ გაღებული პირი ბუზებით ამოვსებოდა. ახლა ორივე იმ
ლოდებივით უძრავი გამხდარიყო, რომელთა უკანაც ახლახან ჟურემა იმალებოდა.
მესამე ჟაგუნსუ ცოცხალი აღმოჩნდა და ქალს რამდენიმე წუთში ალმაცერად
გამოხედა. მარცხენა თვალი მოხუჭული ჰქონდა, უმიზნებდა, სანამ სასხლეტს თითს
გამოჰკრავდა, ხმამაღლა ითვლიდა და უკუგების ძლიერი ტალღა მხარზე ურტყამდა.
ჟაგუნსუმ, ისე რომ, სამიზნისთვის თვალი არ მოუშორებია, ტუჩები აამოძრავა,
მაგრამ ჟურემამ სიტყვები ვერ გაიგონა. ახლოს მიცოცდა, თუმცა ამაოდ. ყურები
უწუოდა და ამ წუილის გარდა არაფერი ესმოდა. ჟაგუნსუმ რაღაცაზე ანიშნა და ქალი
ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ კაცი სთხოვდა, უსახოდ დარჩენილი მოკლულის
აბგა მომაწოდეო. ქალმა აბგა მაშინვე მიაწოდა. ჟაგუნსუ ფეხმორთხმით ჩაჯდა და ისე
დინჯად და აუჩქარებლად შეუდგა თოფის დატენას, თითქოს დრო თავზე საყრელად
ჰქონდა.
– სადაცაა ჯარისკაცები ამოვლენ! – დაუყვირა ჟურემამ, – ღმერთო ჩემო, რა
გვეშველება!
მაგრამ ჟაგუნსუმ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თოფიანად კვლავ სანგრის
კიდეზე გამაგრდა. ჟურემა როგორღა მოიქცეს? წამოხტეს და ამ სანგრიდან ამოძვრეს,
სხვაგან დაიმალოს? ან იქნებ კანუდუსში გაიქცეს? მაგრამ სხეული ისე გაუცხოებოდა,
რომ არც კი ემორჩილებოდა, მუხლები ეკვეთებოდა, წამოდგომას ვერ ახერხებდა და
მიხვდა, რომ ამდგარიყო კიდეც, მაშინვე დაეცემოდა. თუკი ასე ბევრი ჯარისკაცია,
ამდენ ხანს რატომ არ მოვიდნენ, სანგარი ხომ ასე ახლოსაა! ჟაგუნსუმ ისევ აამოძრავა
ტუჩები, მაგრამ ქალს მხოლოდ ბუნდოვანი გუგუნი ესმოდა, რომელსაც ახლა
ლითონის მჭახე ხმაც ემატებოდა. საყვირები?
– არ მესმის, არ მესმის! – აღრიალდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, – დავყრუვდი!
ჟაგუნსუმ თავი დაუქნია და თითი ვიღაცისკენ გაიშვირა. მხოლოდ ახლა დაინახა
ქალმა, რომ მათკენ ვიღაც მოდიოდა: ახალგაზრდა იყო, გრძელთმიანი, ხუჭუჭა თმა
ქუდიდან გამოსჩროდა, გაფითრებულ სახეზე სიმწვანე გადაჰკრავდა, ხელზე
მკითხველთა ლიგა
კათოლიკური გვარდიის სამაჯური მოუჩანდა, – რა ხდება? – შეჰღაღადა ჟურემამ.
ბიჭმა ანიშნა, სათოფურში გაიხედეო, გვამები გვერდზე გასწია და სახით თავადაც
ქვებს შორის დატოვებულ სათოფურს მიეკრო. ჯარისკაცები ახლა უფრო ქვემოთ
იყვნენ, ესე იგი ჟაგუნსუს იმის თქმა უნდოდა, მიდიანო. „რატომ მიდიან, თუკი
გაიმარჯვეს?“ – გაიფიქრა ქალმა და თან თვალს არ აშორებდა მის წინ გადაშლილ
სურათს, როგორ უჩინარდებოდნენ ჯარისკაცები ციცაბო ფერდობის დაკლაკნილ
ბილიკებზე. „რატომ მიდიან, განა ზემოთ არ უნდა ამომძვრალიყვნენ და ცოცხალი
არავინ დაეტოვებინათ?“

უკან დახევის ბრძანების გაგონებაზე ოცდამეორე პოლკის პირველი ასეულის


სერჟანტი ფრუქტუოზუ მედრადუ ყურებს არ უჯერებდა. როდესაც საყვირის ხმა
მოესმა და მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა, ჯერ იფიქრა, ალბათ ხუმრობენო. მარეკთა
ოცეული მისი ხელმძღვანელობით, როგორც ასეულის, ასევე ბატალიონის სათავეში
მიაბიჯებდა და უკვე მეხუთე დღე იყო, რაც ჯარს კოკორობოსკენ მიმავალ
დასავლეთის გზას უთავისუფლებდა. ახლა კი, როდესაც ფერდობის სამი მეოთხედი
უკვე დაკავებული ჰქონდათ, როდესაც საზიზღარი ინგლისელები სოროებიდან
გამორეკეს, როცა პატრიოტებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ, სწორედ ახლა
უბრძანეს, უკან დაიხიეთო. სერჟანტს თითქოს გონება უჭრის, მაგრამ ასეთი
გადაწყვეტილების მიზეზს მაინც ვერა და ვერ ჩასწვდომია. არადა, ნამდვილად ასეა,
ჯარს საყვირები დაჟინებით უკან იხმობენ, მისი ოცეულის მტვერში ამოგანგლული
თერთმეტი ჯარისკაციც მასავით გაოგნებული შესცქერის. საინტერესოა, შტაბში რა
ხდება, გაგიჟდნენ? საკმარისი იყო, დარჩენილი გზა აევლოთ და გამარჯვება
განაღდებული ჰქონდათ. ინგლისელები ლამის სულ ამოწყვიტეს, ვინც დარჩა,
საბრძოლო მასალები აღარც კი აქვთ; აი, ხომ ხედავს, როგორ გარბიან, ფერდობიდან
უკან მიმავალ ჯარისკაცებს მხოლოდ დანებსა და მაჩეტეებს უღერებენ, ქვებს ესვრიან.
ტყვიები კი ნამდვილად გამოლეული ექნებათ, – ჩემი ინგლისელი ახლაც ვერ
მოვკალი, – ფიქრობს სერჟანტი მედრადუ.
– პირველო ოცეულო, დაყრუვდი? ცალკე დაპატიჟება გჭირდებათ? ბრძანებას
რატომ არ ასრულებთ?! – უყვირის ასეულის მეთაური კაპიტანი ალმეიდა, რომელიც
უეცრად მის გვერდით თითქოს მიწიდან ამოზრდილა.
– პირველო ოცეულო, სდექ! უკან ვბრუნდებით! – სასწრაფოდ იმეორებს ბრძანებას
სერჟანტი და თერთმეტი ჯარისკაცი ფერდობს უკან სირბილით დაუყვება.
მაგრამ თავად მედრადუ არ ჩქარობს და ცდილობს, კაპიტანთან ახლოს იაროს.
– ძალიან უცნაური ბრძანებაა, ბატონო კაპიტანო, – ეჩურჩულება მარცხენა ყურში
კაპიტანს, – ახლა უკან ვინ დაიხევდა, ვერ გამიგია.
– ჩვენ გაგება კი არა, ბრძანების შესრულება გვევალება, – აწყვეტინებს ასეულის
მეთაური და თან დამრეც ფერდობზე ქუსლები რომ არ დაუცურდეს, ხმალს
ჯოხივით ეყრდნობა, მაგრამ სიბრაზეს ვერ მალავს და გაღიზიანებული განაგრძობს: –
მე თვითონ არაფერი მესმის! საქმე აღარაფერი გვქონდა, ბრძოლა მოგებული იყო!
ფრუქტუოზუ მედრადუს სამხედრო სამსახური მთელი გულით უყვარს, მაგრამ
აღიარებს, რომ ამ ხელობას ერთი უსიამო რამ მაინც სჩვევია და ეს უფროსობის
გაუგებარი ბრძანებებია: რაც გინდა იჭყლიტო ტვინი, მაინც ვერ მიხვდები, რატომ.
კოკორობოს აღებისას ბრძოლაში ხუთჯერ შევიდა, მაგრამ სულაც არ დაღლილა,
თუმცა ბრძოლა ექვს საათს გრძელდებოდა – დილიდან, მას მერე, რაც კოლონის
სათავეში ჩამდგარი მისი ბატალიონი გააფთრებულ წინააღმდეგობას გადაეყარა და
ორმხრივ ბრძოლაში ჩაება. პირველი იერიშის დროს მისი ოცეული მესამე ასეულს
მკითხველთა ლიგა
ახლდა, და სერჟანტი ხედავდა, როგორ მოისრნენ უფროსი ლეიტენანტის,
სეპულვედას რიგითები, რადგან ვერავინ გაარკვია, საიდან ესროდნენ. მეორე
იერიშიც სისხლში ჩაიხრჩო. დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ იძულებულები
გახდნენ, უკან დაეხიათ. მესამე იერიშისას პირველები მეექვსე ბრიგადის ორი
ბატალიონი – ოცდამეექვსე და ოცდამეთორმეტე – დაწინაურდა, ხოლო კაპიტან
ალმეიდას ექსპედიციის დროს პოლკოვნიკმა კარლუს მარია დი სილვა ტელისმა მას
ამბოხებულების გვერდიდან შემოვლა და ზურგიდან დარტყმა დაავალა. აქედანაც
არაფერი გამოვიდა: როდესაც ბოლოს და ბოლოს მთის ქედზე აბობღდნენ, აღმოჩნდა,
რომ ამბოხებულებს გასასვლელი გაეკაფათ და ეკლიან ჯაგნარებში გასულიყვნენ.
უკანა გზაზე სერჟანტმა უეცრად იგრძნო, როგორ აეწვა მარცხენა ხელი – ტყვიამ ნეკის
წვერი წაათალა. ტკივილი მსუბუქი იყო და სანამ ექთანი ხელის მტევანს უხვევდა,
სერჟანტი ხმამაღლა ხუმრობდა კიდეც, რომ რიგში ჩამდგარი, ნირწამხდარი
დაჭრილები როგორმე გაეხალისებინა. მეოთხე იერიშზე თავისი ნებით წავიდა:
ამბობდა, მინდა, დაზიანებული თითისთვის მტერს სამაგიერო გადავუხადო და
ინგლისელი მოვკლაო. მაშინ აღმართის ნახევარი აიარეს, მაგრამ დანაკარგების გამო
ისევ მოუხდათ უკან დახევა. მეხუთე შეტევაზე ამბოხებულები, როგორც იქნა, ყველა
ფრონტზე შეავიწროვეს, მაშ, უკან დახევა რაღად უბრძანეს? იქნებ მეხუთე ბრიგადის
ვაჟკაცობის მიფუჩეჩება უნდოდათ, რათა მთელი დიდება გენერალ სავაჟეს რჩეულს,
პოლკოვნიკ დონ ასიანუ დი არაუჟუ პანტოჟას ხვდომოდა წილად? – ადვილი
შესაძლებელია, – ბუტბუტებს კაპიტანი ალმეიდა.
ქვემოთ, მთის ძირში, სადაც ასეულები ერთმანეთს ეჯახებიან, ცდილობენ,
მწყობრად იარონ, სადაც მეჯინიბეები ცხენებს აპეურებს აბამენ და ქვემეხების,
ფორნების, ორთვალების წასაღებად ამზადებენ, სადაც ყველა საყვირი ხმების
შეუწყობლად თავისას გაჰკივის და ყოველი მხრიდან დაჭრილების კვნესა გაისმის,
სერჟანტი ფრუქტუოზუ მედრადუ არკვევს, უკან დახევა რა მიზეზითაც იყო
ნაბრძანები. კეიმადასიდან და მონტი-სანტუდან გამოსული კოლონა ხაფანგში
აღმოჩნდა და ახლა მეორე კოლონა, იმის ნაცვლად, რომ კანუდუსში ჩრდილოეთიდან
შეჭრილიყო, იძულებულია, გეგმა შეცვალოს და ამხანაგებს დაეხმაროს.
სერჟანტი ჯარში თოთხმეტი წლიდან მსახურობს, პარაგვაისთან ბრძოლაშიც
მონაწილეობდა და მონარქიის დაცემის შემდეგ იმ რევოლუციურ გამოხდომებსაც
ახშობდა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იფეთქებდა ხოლმე სამხრეთში;
ამიტომ კარგად ესმის, როგორია მთელი დღის ბრძოლების შემდეგ უცნობ არემარეში
ისევ საომრად წასვლა და ეს პერსპექტივა სულაც არ ხიბლავს. და თან როგორი
ბრძოლების! უნდა აღიაროს, რომ ავაზაკები ძალიან ყოჩაღი ბიჭები გამოდგნენ.
არტილერიის ცეცხლს არ გაურბოდნენ, ჯარისკაცებს აიძულებდნენ,
მიახლოებოდნენ, შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაში ითრევდნენ და, ნაძირლები, ცივ
იარაღს პარაგვაელებივით მარჯვედ და სასტიკად იყენებდნენ. თვითონ რა
ენაღვლება: წყალს დალევს, ორცხობილას გაღეჭავს და ისევ დაუბრუნდება სიმხნევე,
მისი ოცეულის ჯარისკაცებს კი კარგი დღე არ ადგებათ. ყველანი ახალწვეულები
არიან, სამხედრო სამსახურში ექვსი თვის წინ გაიწვიეს, დღეს მათი საბრძოლო
ნათლობა შედგა. მიუხედავად ამისა, თავი ყველას ღირსეულად ეჭირა, სიმხდალე
არავის გამოუჩენია. იქნებ იმიტომ, რომ ინგლისელებზე მეტად მისი ეშინიათ?
სერჟანტი მედრადუ ხელქვეითების მიმართ მკაცრი და მომთხოვნია. საწესდებო
სასჯელებს, მაგალითად, რიგგარეშე მორიგეობას, ჰაუპტვახტს ან გაროზგვას არ
აღიარებს: ამჯობინებს, დამნაშავეს ალიყური აჭამოს, წიხლი ამოარტყას ან
აყროლებულ წუმპეში გადაუძახოს და ღორებთან ერთად ტალახში ამოგანგლოს.
მკითხველთა ლიგა
სამაგიეროდ, ჯარისკაცები საუკეთესოდ ჰყავს გაწვრთნილნი და ეს მათ დღეს
დაამტკიცეს. არც ერთი დანაკარგი არ ჰქონიათ, ნაკაწრიც კი. მარტო ერთი ქვეითი
დაეცა, გვარად კორინტიუ, ქვებზე მუხლი დაიზიანა და ახლა კოჭლობს. ოცეულში ის
ისედაც ყველაზე სუსტი აღნაგობისაა, შეიძლება ზურგზე მოკიდებულმა ჯარისკაცის
აღჭურვილობამაც კი წელში გაწყვიტოს. კარგი ბიჭია ეს კორინტიუ, ბეჯითი,
ზრდილობიანი, შემსრულებელი. სერჟანტი მედრადუ მფარველობს კიდეც: ის ხომ
ფლორიზას ქმარია. ამ ქალის უბრალო გახსენებაც კი სერჟანტს უადგილო
ჟრუანტელს ჰგვრის და თავისთვის ხითხითებს: – რა კახპა ხარ, ფლორიზა, რა გაჩნდი
ასეთი, რომ აქაც კი, ომში, მახსენდები და ჟრუანტელი მივლის. ასეთი უდროო
შეგრძნებებისგან სერჟანტს ხმამაღლა გადახარხარება სწყურია. კორინტიუს
შესცქერის, ამუნიციის სიმძიმით მოხრილი საბრალობლად რომ მიჩლახუნებს და ის
დღე ახსენდება, როდესაც ფლორიზას სამრეცხაოში გამოეცხადა და უთხრა: აი, რას
გეტყვი, ფლორიზა, ან დამიწვები, ან შენი კორინტიუ ყაზარმაში დასვენების გარეშე
ჩალპება, მნახველებს ვერ მიიღებს და მუშაობით ქანცს გავუწყვეტო. მრეცხავი
ფლორიზა მთელი თვე იპრანჭებოდა, ბოლოს, როგორც იქნა, დაუთმო: თავიდან
ალბათ იმიტომ, რომ ქმარი შეეცოდა, მერე კი, როგორც ფრუქტუოზუს ახლა ჰგონია,
ეტყობა, სერჟანტი მოეწონა კიდეც. ფრუქტუოზუც ხომ იმავე რანჩოშია, ჰოდა, იქ
ხვდებიან ერთმანეთს, ან მდინარის რომელიმე მოფარებულ კუთხეში, სადაც
ფლორიზას სარეცხი დააქვს. როცა დათვრება, ამ გამარჯვების ამბავს სერჟანტი
ხალისიანად ჰყვება. ნუთუ კორინტიუმ არაფერი იცის? რაღაც არ ეტყობა. რომც
იცოდეს, მედრადუსნაირ კაცს როგორ დაეტოლება, რომელიც ყველაფერთან ერთად
მისი უფროსიცაა?!
მარჯვნიდან სროლის ხმა ისმის და სერჟანტი კაპიტან ალმეიდას ძებნას იწყებს.
ბრძანება იგივეა: პირველ კოლონას უნდა დაეხმარონ, არ დაუშვან, რომ
ფანატიკოსებმა გაანადგურონ, ეს სროლა კი უბრალოდ თვალის ასახვევია და სხვა
არაფერი, ამბოხებულები ტრაბუბუში გადაჯგუფდნენ და მათი შეჩერება უნდათ.
გენერალი სავაჟე ალყაში მოქცეულების დასაცავად მეხუთე ბრიგადის ორ
ბატალიონს ტოვებს – ყველა დანარჩენი აჩქარებული ნაბიჯით გენერალ ოსკარის
ჯარებთან შესახვედრად უნდა გაემართოს.
კაპიტან ალმეიდას ისეთი მოღუშული სახე აქვს, რომ სერჟანტი ეკითხება, რამე ხომ
არ მოხდაო.
– ძალიან დიდი დანაკარგები გვაქვს, – ბუტბუტებს კაპიტანი, – ორასზე მეტია
დაჭრილი, სამოცდაათი დაღუპული, მათ შორის მაიორი ტრისტაუ სუკუპირა,
გენერალი სავაჟეც კი დაჭრილია.
– როგორ თუ დაჭრილია! – უკვირს სერჟანტს, – სულ ახლახან ცხენზე
ამხედრებული დავინახე.
– მამაცი კაცია, უბრალოდ, არ იმჩნევს, – პასუხობს კაპიტანი, – არადა, ტყვია
მუცელში აქვს მოხვედრილი.
ფრუქტუოზუ თავის რაზმში ბრუნდება. ბიჭებს გაუმართლათ: ამ სასაკლაოს, ამდენ
დაჭრილსა და დახოცილს ცოცხლები და უვნებლები გადაურჩნენ, თუკი, ცხადია,
კორინტიუს მუხლსა და მის ნეკს არ ჩავთვლით. თითს ითვალიერებს: არ სტკივა,
სისხლი კი მაინც მოსდის, სახვევი ერთიანად დასველებული და გამუქებული აქვს.
სერჟანტი იხსენებს, როგორ ახარხარდა პოლკის ექიმი, მაიორი ნიერი, როდესაც
ფრუქტუოზუმ ჰკითხა, ინვალიდობის გამო ხომ არ ჩამომწერენო, – შენ რა, არ
გინახავს, ჯარში რამდენი დასახიჩრებული ჯარისკაცი და ოფიცერი გვყავს? –
მართლაც ასეა, უნახავს. თმა ყალყზე უდგება, როდესაც იმაზე ფიქრობს, რომ
მკითხველთა ლიგა
შეიძლება მართლაც ჩამოწერონ. მაშინ სად უნდა წავიდეს, არც ცოლი ჰყავს, არც
შვილები, არც დედ-მამა. ჯარი მისთვის ამქვეყნად ყველაფერია, უჯაროდ ვერ
გაძლებს.
მეორე კოლონის მსროლელთა და ცხენოსანთა ნაწილები კანუდუსის ირგვლივ
აღმართულ მთებს გვერდს უვლიან და გზას ისე განაგრძობენ. მთის
ფერდობებიდან სროლის ხმა ესმით. ესვრიან გაუვალი კლდეებიდან, ხშირი
ჯაგნარიდან. სანამ დანარჩენები გზას განაგრძობენ, ხან ერთი ასეული, ხან მეორე
ჩერდება და ფერდობებისკენ რამდენიმე ჭურვს ისვრის. საღამოსკენ, როგორც იქნა,
ოცდამეორე ბატალიონი დასასვენებლად ჩერდება. სამასი კაცი ერთდროულად ყრის
მიწაზე შაშხანებსა დაზურგჩანთებს. ყველანი უსაშველოდ არიან დაღლილები. ეს
ღამე დანარჩენებს არ ჰგავს. მას მერე, რაც არაკაჟუდან გამოვიდნენ და კანუდუსისკენ
აიღეს გეზი, სან-კრისტოვაუ, ლაგარტუ, იტაპურანგა, სიმაუ დიასი, ჟერიმუაბუ, კანჩი
გამოიარეს, ყოველ საღამოს საქონელს ხოცავდნენ და ატყავებდნენ, წყალი და ფიჩხი
მოჰქონდათ, მთელ ღამეს გიტარის ჟღარუნში, სიმღერასა და უდარდელ ლაყბობაში
ატარებდნენ. ახლა არა, ახლა ყველა დუმს. თავად სერჟანტი მედრადუც კი დაღლილი
და გაყუჩებულია.
დიდხანს დასვენება არც მოუხდა. კაპიტანი ალმეიდა ასეულებისა და ოცეულების
მეთაურებს იხმობს: უნდა, რომ გაიგოს, ვის რამდენი ვაზნა დარჩა, დანაკარგი
შეავსოს, ყოველ ჯარისკაცს ზურგჩანთაში ორასზე ნაკლები ვაზნა არ უნდა ედოს.
გარდა ამისა, უნდა აცნობოს, რომ მათი მეოთხე ბრიგადა კოლონის ავანგარდში წავა,
მათი ბატალიონი კი ბრიგადის მოწინავე დაცვაში. ეს ახალი ამბავი სერჟანტ
მედრადუს ახალისებს, მაგრამ, როდესაც თავის ჯარისკაცებს ამ ინფორმაციას აცნობს,
ისინი არავითარ სიხარულს არ გამოხატავენ იმის გამო, რომ ახლა პირველივე
ცეცხლის პირისპირ უნდა აღმოჩნდნენ და გზას უსიტყვოდ, მთქნარებით ადგებიან.
კაპიტანი ამბობდა, პირველ კოლონამდე განთიადისას მიაღწევთო, მაგრამ მეოთხე
ბრიგადის მეწინავე მზვერავები წინ ფაველის ჩაბნელებულ უზარმაზარ სილუეტს
უკვე ორი საათის შემდეგ ლანდავენ. გენერალ ოსკარის შიკრიკების ცნობით,
პირველი პოლკი ალყაში სწორედ აქ უნდა იყოს. თბილ, უქარო სიბნელეს საყვირების
ხმა დანასავით ჭრის და ცოტა ხნის შემდეგ შორიდან მას სხვა საყვირები ეხმიანებიან,
ბატალიონს სიხარულის „ვაშა!“ ტალღასავით უვლის: პირველი კოლონა აქ არის,
იპოვეს, გაერთიანდებიან! სერჟანტი ფრუქტუოზუ ხედავს, რომ საერთო
აღფრთოვანებას მისი ბიჭებიც უერთდებიან: კეპებს იქნევენ და რესპუბლიკას
გაუმარჯოს, დიდება მარშალ ფლორიანუსო, გაჰყვირიან.
პოლკოვნიკი სილვა ტელისი ბრძანებს, გზა განაგრძონ და ფაველამდე იარონ, – ეს
ხომ საველე წესდების უხეში დარღვევაა, – გაბრაზებული ფრუტუნებს კაპიტანი
ალმეიდა, – როგორ შეიძლება, ტერიტორია არ იცოდე და მგელს პირდაპირ ხახაში
უვარდებოდე! – მიუხედავად ამისა, ბრძანებას ემორჩილება და ლეიტენანტებისა და
სერჟანტებისთვის ბოლო დარიგებებს არ იშურებს: – მორიელებივით იხოხეთ, არ
იჩქაროთ, ყველა მხარე დაზვერეთ, დისტანცია დაიცავით და იფრთხილეთ, რომ
თავზე მოულოდნელად არ წამოგადგნენ! – სერჟანტ ფრუქტუოზუსაც ეჩვენება, რომ
ასეთ სიბნელეში სიარული, მაშინ როცა მათ და პირველ კოლონას შორის მტერია
ჩასაფრებული, მართლაც სულელური გადაწყვეტილებაა. მტრის სიახლოვისგან
ერთიანად იძაბება, რაზმის სათავეში მდგომი, მარცხნივ და მარჯვნივ ქვიან გორაკებს
გაფაციცებით აკვირდება.
ცეცხლი თავს უეცრად, მიბჯენითა და სულ ახლოდან ატყდებათ და
ალყაშემორტყმულთა საყვირებს ახშობს; არადა, სწორედ ამ ხმას მიჰყვებოდნენ, –
მკითხველთა ლიგა
დაწექით! - ყვირის სერჟანტი და ქვიან მიწაზე თვითონაც პირქვე იშოტება,
აყურადებს. მარჯვნიდან ისვრიან? ჰო, ასეა! – მარჯვნივ არიან! – ღრიალებს
ისევ, – მიდით, ბიჭებო! – მარცხენა იდაყვზე დაყრდნობილი სროლას იწყებს და თან
ფიქრობს, რომ ამ ინგლისელი ავაზაკების გამო ბევრი უცნაური რამის ნახვა მოუხდა:
უკვე გამარჯვებამდე მისულები უკან გამოაბრუნეს, ახლა კი აქ, სრულ სიბნელეში
წევს, ალალბედზე ისვრის და მხოლოდ ღმერთის იმედად უნდა იყოს, რომ მისმა
ტყვიამ სწორედ მტერს გამოუყვანოს წირვა და თავისიანი არ იმსხვერპლოს. კარგად
ახსოვს სამხედრო წესდება: „ალალბედზე ნასროლი ტყვია მსროლელის სირცხვილია;
მხოლოდ მაშინ უნდა ისროლო, როდესაც სამიზნეს კარგად ხედავ და იცი, ვის
ესვრი!“ რამდენჯერ გაუმეორებია ეს ჯარისკაცებისთვის; ბიჭები ალბათ ახლა გულში
დასცინიან კიდეც. ტყვიების ზუზუნს კვნესა და გინება მოსდევს, ბოლოს და ბოლოს
ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მოდის და ფაველიდან საყვირების ხმა ისევ გაისმის;
საშველად ეძახიან. კაპიტანი ალმეიდა ჯარისკაცებს მიწაზე გართხმულებს კიდევ
რამდენიმე წუთს ტოვებს, და წამოდგომის ნებას მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც
რწმუნდება, რომ თავდამსხმელები მოიგერიეს. სერჟანტ მედრადუს ბიჭები კვლავ
მეწინავე დაზვერვაზე მიდიან.
„ასეულებმა ერთმანეთისგან რვა მეტრის ინტერვალით, ბატალიონებმა სამოცი
მეტრის დისტანციით, ბრიგადებმა – ორმოცდაათი მეტრის დაშორებით უნდა
იარონ“. ბიჭი ხარ და, ეს წესი დაიცავი, როდესაც გარშემო ასეთი უკუნი სიბნელეა.
წესდებაში ისიც წერია, რომ მარშზე მეთაური თავისი ოცეულის ბოლოში უნდა
მიდიოდეს, იერიშის დროს კი წინ მიუძღოდეს. მიუხედავად ამისა, სერჟანტი
მედრადუ წინ მიიწევს და მიაჩნია, რომ სწორად იქცევა, რადგან სხვაგვარად
ჯარისკაცები შეიძლება დაფრთხნენ, წკვარამ სიბნელეში, როდესაც მოსალოდნელია,
ნებისმიერ წუთს ტყვია და ცეცხლი შეეგებოთ, ნერვებმა უმტყუნოთ. ყოველ საათს,
ყოველ ნახევარ საათს, ყოველ ათ წუთს – ზუსტად თქმა არ შეუძლია, რადგან ამ
მოულოდნელ სროლას ჯარისკაცების მებრძოლი სულისკვეთებისთვის უფრო მეტი
ზიანი მოაქვს, ვიდრე მათი სხეულებისთვის, დროში ორიენტირების საშუალებას
უკარგავს, – იარაღი აკაკანდება, იძულებულია, კვლავ და კვლავ მიწას გაერთხას და
საპასუხო ცეცხლი გახსნას, მაგრამ ამას უფრო ღირსების გამო აკეთებს და არა
წარმატებული შედეგისთვის, ასეთ სროლას სასურველი შედეგი არასოდეს მოაქვს.
სერჟანტი ეჭვობს, რომ მათ სულ რამდენიმე კაცი ესხმის თავს, ორი-სამი, მეტი არა.
მაგრამ ეს წკვარამი წყალს ინგლისელების წისქვილზე ასხამს; მას ხედავენ, ის კი ვერა,
ეს ფიქრი ტანჯავს და მოთმინებას აკარგვინებს. წარმოუდგენია, გამოუცდელი ახალ-
ბედები რა დღეში არიან, თუკი თვითონ, ნაცადი მებრძოლიც კი, თავს ასე
დაუცველად გრძნობს.
დროდადრო ეჩვენება, რომ ფაველიდან საყვირების ხმა შორდება, რაც იმას უნდა
ნიშნავდეს, რომ ამხანაგები მათ პოზიციებს სცილდებიან. საპასუხო საყვირები
სიბნელეს გვირისტულად ბლანდავს. გზად მხოლოდ ორჯერ ჩერდებიან, რომ
ჯარისკაცებს წყურვილის დაოკების საშუალება მისცენ და დანაკარგები დაითვალონ.
კაპიტან ალმეიდას ასეულში ყველა ცოცხალია, კაპიტან ნორუნიასთან სამია
დაჭრილი.
– ბედი გქონიათ, არც ერთს ტყვია არ შეგხებიათ! – მხიარულად ამბობს სერჟანტი
და ცდილობს, თავისი ხალხი ამით გაამხნევოს.
უკვე თენდება, ცას სუსტი ნათელი ეფინება. ეღიმება იმის გაფიქრებაზე, რომ ეს
წყეული სიბნელე აღარ იქნება, რომ ბოლოს და ბოლოს დაინახავს, საით მიდის და
ვინ საიდან ესვრის. უკანასკნელ მონაკვეთს უფრო ხალისიანად მიუყვებიან, იმასთან
მკითხველთა ლიგა
შედარებაც არ შეიძლება, რის გადატანაც ღამით მოუხდათ. ფაველასთან მისასვლელი
გზა სულ ახლოსაა, და განთიადის სხივებში სერჟანტი პირველ კოლონას არჩევს.
მოლურჯო ლაქები ყოველ ნაბიჯზე ნელ-ნელა ადამიანების, ცხოველების, ფორნების
სილუეტებად გარდაისახებიან. ეტყობა, რომ იქ სრული დაბნეულობა და განგაში
სუფევს. ფრუქტუოზუ მედრადუს აზრით, საველე წესდებასა და ტაქტიკას არც მათი
მსვლელობა მიესადაგება. თავის აზრს კაპიტან ალმეიდასაც უზიარებს – ოცეულები
ასეულად გადაეწყო და ჯარისკაცების კოლონა ბატალიონის წინ ოთხრიგად
მიაბიჯებს, მაგრამ ამ დროს, მათგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე ბუჩქები იხსნება,
იქიდან ჯერ თავები და ხელები ჩნდება, შემდეგ თოფებისა და კარაბინების ლულები
და მტერი ერთდროულად იწყებს სროლას. კაპიტანი ალმეიდა ბუდიდან რევოლვერს
აძრობს, წელში ორად იხრება, პირს აღებს, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო, და სერჟანტი
ფრუქტუოზუ მედრადუ მაშინვე ხვდება – ტყუილად როდია ასეთი ჭკვიანი – რომ
ახლა მიწაზე დაწოლა ნაღდ სიკვდილს ნიშნავს, მტერი ძალიან ახლოსაა, უკან
შებრუნებაც გვიანია, ზურგში ესვრიან. მხრიდან შაშხანას იხსნის და რაც ძალი და
ღონე აქვს, ყვირის: – ცეცხლი! ცეცხლი! ცეცხლი! – ჯარისკაცებს თავადაც აძლევს
მაგალითს, ქვებით გამაგრებული სანგრისკენ გარბის, ქვებს ზედ ახტება, სანგარში
ვარდება და ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ საკეტი გაეჭედა, მაგრამ შაშხანის ხიშტი
რაღაც რბილს, ნამდვილად ადამიანის სხეულს ერჭობა. ცდილობს, ხიშტი იმ
რბილიდან ამოაძროს, შემდეგ შაშხანას თავს ანებებს, მისკენ წამოსულ კაცს,
თითებით მის დახრჩობას რომ ლამობს, ეკვეთება და ყვირილს განაგრძობს: – მიდით,
მიდით! ესროლეთ! კაცს ხელ-ფეხს გამალებით ურტყამს, კბენს, მთელი ძალით ძირს
აგდებს, თავში კი, სრულიად უადგილოდ, ერთი წინადადება
უტრიალებს საველე წესდებიდან: „იერიშის სწორად წარმართვისთვის აუცილებლად
უნდა იყოს გათვალისწინებული გარღვევის, დახმარების, სათადარიგომ და
სასაზღვრო რაზმები...“
როდესაც ერთი წუთის თუ მთელი მარადისობის შემდეგ თვალებს ახელს,
გრძნობს, რომ ტუჩები ჩურჩულს მისგან დამოუკიდებლად ისევ განაგრძობენ:
– გარღვევის, დახმარების, სათადარიგო, სასაზღვრო ჯგუფები. სულელებო, აი,
იერიში ასეთი უნდა იყოს. მაგრამ იქ ვინღა ყვირის? სერჟანტი გონს მოდის. სანგარში
აღარ არის, რომელიღაც წვრილ ნაპრალშია: ზედ თვალებთან ხევის ციცაბო კალთას
ხედავს, თავზე ლურჯი ზეცა და მზის მოწითალო დისკო დაჰყურებს. აქ რა უნდა? აქ
როგორ მოხვდა? სანგრიდან ამოძრომა როდის მოასწრო? ისევ ვიღაცის სლუკუნი
ესმის, ყურში აბეზრად უძვრება. თავის წამოსაწევად არაადამიანური ძალა სჭირდება,
ოდნავ გვერდით ჯარისკაცს ხედავს. გულზე ეშვება. მადლობა ღმერთს, ინგლისელი
არ არის; ჯარისკაცი მისგან ასე ერთ მეტრში, მიწაზე პირქვე გდია და ბოდვასავით
რაღაცას იმეორებს. მედრადუ სიტყვებს ვერ არჩევს, – წყალი გაქვს? – ეკითხება
ჯარისკაცს და ტკივილი გავარვარებული ნემსივით ესობა მთელ სხეულში, ტვინამდე
ასდის. თვალებს ხუჭავს და ცდილობს, პანიკას არ აჰყვეს. დაჭრილია? სად არის
დაჭრილი? კიდევ ერთი საშინელი ძალისხმევა და ხედავს, რომ მუცლიდან
წაწვეტებული ფესვი ამოსჩრია. სერჟანტი მაშინვე ვერ ხვდება, რომ ეს ფესვი კი არა,
შუბია, რომელსაც მისი სხეული გაუმსჭვალავს და თან მიწაზე მიუჯაჭვავს. „როგორც
ხოჭო ქინძისთავზე, ისე ამაგეს, – ფიქრობს იგი, – დამაჯილდოებენ“. რატომ ვერ
ახერხებს ვერც ხელის და ვერც ფეხის განძრევას? ასე როგორ ააგეს, რომ არაფერი
დაუნახავს და არც უგრძნია? ნეტა ბევრი სისხლი აქვს დაკარგული? მუცელზე კიდევ
ერთხელ დახედვას ვერ ბედავს და თავს კვლავ ჯარისკაცისკენ ატრიალებს.

მკითხველთა ლიგა
– მიშველე, – ხრიალებს და გრძნობს, ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე როგორ
ეხდება თავი ტკივილისგან, – ეს ამომაძვრე, გამათავისუფლე. ზემოთ უნდა ავძვრეთ.
მიშველე.
რა სისულელეს ამბობს, ზემოთ როგორ უნდა აძვრეს, როდესაც თითის განძრევაც
კი არ შეუძლია.
– ყველაფერი წაიღეს: ფორნებიც, საკვებიც, ვაზნებიც, – განაგრძობს ტირილს
ჯარისკაცი, – გეფიცებით, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემი ბრალი არ არის! ყველაფერი
პოლკოვნიკი კამპელუს ბრალია.
პატარა ბავშვივით ტირის და სერჟანტს ეჩვენება, რომ ჯარისკაცი უბრალოდ
მთვრალია, ამ უდღეურის მიმართ საშინელ სიბრაზეს გრძნობს: იმის ნაცვლად, რომ
ვინმეს დასახმარებლად დაუძახოს, რამე მოიმოქმედოს, წევს და სლუკუნებს.
ჯარისკაცი თავს სწევს, მას შესცქერის.
– მეორე მსროლელთა პოლკიდან ხარ? – ეკითხება სერჟანტი და მშრალ, ურჩ ენას
ძლივს ატრიალებს, – პოლკოვნიკი სილვა ტელისის ბრიგადიდან?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, – უფრო უარესად ქვითინებს ჯარისკაცი, – მესამე
ბრიგადის მეხუთე პოლკიდან. მეთაური პოლკოვნიკი ოლიმპიუ დი სილვეირაა.
– მორჩი ტირილს, წვინტლები მოიწმინდე, აქ მოდი, ეს საძაგლობა ამომაცალე,
პირდაპირ მუცელში შემერჭო, – ეუბნება სერჟანტი, – მომიახლოვდი, უდღეურო.
მაგრამ ჯარისკაცი ისევ მიწაშია ჩამხობილი და ტირილს განაგრძობს.
– იმათგან ხომ არა ხარ, ვის გადასარჩენადაც გამოგვგზავნეს? – განაგრძობს
სერჟანტი, – რაღას უცდი, ახლა შენ უნდა დამეხმარო, იდიოტო.
– ყველაფერი წაგვართვეს, ყველაფერი მოგვპარეს! – კვლავ ცრემლად იღვრება
ჯარისკაცი, – პოლკოვნიკ კამპელუს ვეუბნებოდი, შეუძლებელია ქარავანი ასე
ჩამორჩეს, შეიძლება კოლონიდან მოგვწყვიტონ-მეთქი. ვეუბნებოდი,
ვაფრთხილებდი! ასეც მოხდა, თქვენო აღმატებულებავ! ჩემი ცხენიც კი წაიყვანეს!
– ეს ერთი და იგივე რას აიჩემე?! დაივიწყე ეგ ქარავანი, – უყვირის ფრუქტუოზუ, –
რა გინდა, აქ სული ძაღლებივით ამოგვხდეს?! გონს მოდი!
– მზიდავებმა გვიღალატეს! მეგზურებმა გვიღალატეს! – სლუკუნებს ჯარისკაცი, –
მოგზავნილები იყვნენ, თქვენო აღმატებულებავ, მათაც აღმოაჩნდათ იარაღი.
დავითვალე: ოცი ფორანი დაიკარგა საბრძოლო მასალებით, კიდევ შვიდი, შიგ,
მარილი, შაქარი, ლობიო, არაყი, იონჯა იყო, ორმოცი ტომარა სიმინდის ფქვილი.
ასზე მეტი სული საქონელი წაიყვანეს! თქვენო აღმატებულებავ. ხედავთ
პოლკოვნიკმა კამპელუმ რა ჩაიდინა? არადა, ვაფრთხილებდი! მე კაპიტანი მანულე
პორტუ ვარ, მე არასოდეს ვტყუი! ყველაფერში მხოლოდ ის არის დამნაშავე!
– კაპიტანი ხართ? – ბუტბუტებს მედრადუ, – მაპატიეთ, ბატონო კაპიტანო,
ეპოლეტები ვერ გავარჩიე.
პასუხად კაპიტანი ხრიალებს, დუმდება და აღარ ინძრევა. „მოკვდა“, – ფიქრობს
სერჟანტი. ცახცახი ეწყება. „კაპიტანი! კაპიტანს კი არა, წიწილას ჰგავდა. შენც მალე
მოკვდები, ფრუქტუოზუ. გაჯობეს ინგლისელებმა, უცხო თესლის ნაბიჭვრებმა.“
ხევის კიდეზე ორ სილუეტს არჩევს. თვალებზეც ოფლი წურწურით სდის, ვერ
არჩევს, ფორმები აცვიათ თუ არა, მაგრამ მთელი ძალით მაინც ყვირის: – მიშველეთ! –
ცდილობს, ადგილიდან დაიძრას, იკლაკნება, რომ იმათი ყურადღება მიიქციოს,
მიხვდნენ, რომ ცოცხალია, დასახმარებლად ჩამოვიდნენ. ასე ჰგონია, თავზე ცეცხლი
უკიდია. ის ორნი ხევში ჩადიან, და როცა მათ ლურჯ ფორმებსა და სამხედრო ჩექმებს
დაინახავს, ლამისაა სიხარულით ატირდეს. ეს ამომაძრეთ მუცლიდან, ბიჭებო! –
ცდილობს დაიყვიროს.
მკითხველთა ლიგა
– მიცანით, სერჟანტო? გახსოვართ? – ეკითხება ჯარისკაცი და, იდიოტი, იმის
ნაცვლად, რომ შუბი ამოაძროს, მედრადუს ყელზე ხიშტის წვერს აბჯენს.
– როგორ არა, კორინტიუ, როგორ არა, გიცანი, – ხრიალებს სერჟანტი, – რაღას
უცდი, სულელო, ამომაძრე! რას აკეთებ, კორინტიუ?! კორინტიუ!
მრეცხავი ფლორიზას ქმარი სერჟანტს ხიშტს ყელში არჭობს, მედრადუ მეორესაც
ცნობს, ისიც მისი ოცეულიდანაა, არჟიმირუ. ამ ყველაფერს ხედავს და სერჟანტს
ზიზღით შეჰყურებს. ის კი, მედრადუ, სიკვდილის წინ იმის გაფიქრებას მაინც
ასწრებს, კორინტიუს ყველაფერი სცოდნიაო.

III

– რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუს მცხოვრებლებს, მათ, ვინც ქუჩაში დარბოდა


და მონარქისტებს ლინჩის წესით ასამართლებდა, როგორ არ უნდა დაეჯერებინათ,
თუკი მათაც კი დაიჯერეს, ვინც კანუდუსის მისადგომებამდე მიაღწია და ყველაფერი
საკუთარი თვალით ნახა? – წარმოთქვა ახლომხედველმა ჟურნალისტმა.
ტყავის სავარძლიდან კარგა ხნის წინ ჩამოცურებული იყო და ახლა პირდაპირ
იატაკზე იჯდა; მუხლები ნიკაპამდე აეწია და ისე ლაპარაკობდა, თითქოს ბარონი იქ
საერთოდ არ ყოფილიყო. დღე მწუხრისკენ მიიწევდა, ოთახში სულის შემხუთველი,
მომთენთავი სიცხე იდგა, გაუსაძლის ხვატს ბაღში გამავალი ფანჯრების ფარდები
ოდნავ თუ აკავებდა. ბარონი თანამოსაუბრის უცნაურობებს უკვე შესჩვეოდა:
ჟურნალისტი საუბრის თემას სრულიად უადგილოდ, მხოლოდ მისთვის ცნობილი
უხილავი მიზეზით ისე ცვლიდა, რომ ბარონის აზრი, საუბრის განვითარების
ლოგიკა და მისთანანი სულ არ ადარდებდა; ამიტომ თავად ეს საუბარიც
არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა – ხან გამოცოცხლდებოდა და იძაბებოდა, ხანაც
ჩანავლდებოდა და მიწყდებოდა; და მაშინ სტუმარი, თუ მასპინძელი, ან ორივე
ერთად დუმდებოდნენ, თავ-თავიანთ ფიქრებსა და მოგონებებში ეფლობოდნენ.
– კორესპონდენტებს ვგულისხმობ, – აუხსნა ბეცმა ჟურნალისტმა და მისი
გამხდარი სხეული ერთ-ერთი, ყოველთვის მოულოდნელი და მისთვის
დამახასიათებელი კონვულსიით დაიკრუნჩხა, სათვალის მინებით დაფარული
თვალები ჩქარ-ჩქარა აუხამხამდა, – შეეძლოთ ყველაფერი დაენახათ, მაგრამ მაინც
ვერაფერი დაინახეს იმის გარდა, რის სანახავადაც იყვნენ ჩამოსულნი, თუნდაც იქ
მსგავსი არაფერი ყოფილიყო. ერთზე და ორზე რომ იყოს საუბარი, კიდევ რა უჭირს,
მაგრამ ყველა? როგორ შეიძლებოდა, იქ ყველას ანგლო-მონარქისტული
შეთქმულების უტყუარი მტკიცებულებები მოეპოვებინა! ეს როგორ უნდა ავხსნათ?
– ადამიანები მიმნდობნი არიან და ყველაფრისა ადვილად სჯერათ, – უპასუხა
ბარონმა, – ფანტაზიებისკენ მიდრეკილნი ადვილად ექცევიან ილუზიების
ტყვეობაში. იმ გაუგონარ ფაქტს ხომ უნდა მოეძებნებოდეს რაიმე ახსნა, რომ
გლეხებისა და მაწანწალების ბანდებმა სამი სამხედრო ექსპედიცია გაანადგურეს და
ბრაზილიის სამხედრო ძალებს წინააღმდეგობას რამდენიმე თვის განმავლობაში
უწევდნენ. შეთქმულება აუცილებელი იყო: ამიტომაც მოიგონეს და თავიანთი
გამონაგონი თავადვე დაიჯერეს.
– Jornal de Noticias-ში ჩემი შემცვლელის ქრონიკების წაკითხვა არ გაწყენდათ, –
წარმოთქვა ბეცმა ჟურნალისტმა, – ეპამინონდას გონსალვისმა ჩათვალა, რომ
დაღუპული ვიყავი და ჩემს ადგილას სხვა აიყვანა. კარგი ადამიანია, პატიოსანი. არც
წარმოსახვის უნარი აწუხებს, არც ვნებები, არც საკუთარი შეხედულებები.
მკითხველთა ლიგა
იდეალურად ესადაგება იმ კაცს, რომელსაც კანუდუსში მომხდარი ამბები
უგრძნობლად და ობიექტურად უნდა მოეთხრო.
– კლავდნენ და თავადაც იხოცებოდნენ, ორივე მხრიდან ასე ხდებოდა, –
ჩაიბუტბუტა ბარონმა და თანამოსაუბრეს სიბრალულით შეხედა, – რომელ
ობიექტურობაზე მელაპარაკებით, როცა საქმე ომს ეხება!
– თუკი მის პირველ ცნობას დავეყრდნობით, გენერალ ოსკარის შტაბის
ოფიცრებმა კანუდუსის მისადგომებთან ამბოხებულთა შორის ოთხი ქერა და
კარგად ჩაცმული მებრძოლი შენიშნეს, – განაგრძობდა ჟურნალისტი, – სწორედ
ასე წერია. როგორც ჩანს, სამხედრო მრჩევლები იყვნენო. შემდეგ სტატიაში
წერს, გენერალ სავაჟეს ოფიცრებმა გვამებს შორის ოფიცრის აღკაზმულობით
წითურთმიანი თეთრი კაცი იპოვეს, რომელსაც თავზე ხელით ნაქსოვი შალის ქუდი
ეხურაო. თუმცა იმის გარკვევა ვერ მოახერხეს, ვისი ფორმა ეცვა, რამეთუ ბრაზილიის
ჯარების ნაწილს ასეთი ფორმა არ აქვსო.
– რა თქმა უნდა, იგი მისი აღმატებულება დიდი ბრიტანეთის დედოფლის
ქვეშევრდომი აღმოჩნდა, არა? – ჩაიქირქილა ბარონმა.
– მესამე სტატიაში უკვე წერილი ფიგურირებდა, რომელიც ტყვედ აყვანილ
ჟაგუნსუს უპოვეს, – განაგრძობდა ჟურნალისტი, თან ისე, თითქოს ბარონის სიტყვები
არც გაუგონიაო, – წერილი ხელმოუწერელი აღმოჩნდა, მაგრამ აშკარად მაღალი
საზოგადოების ადამიანზე მიანიშნებდა. ადრესატი კონსეილეირუ იყო, რომელსაც
თითქოს წერილის ავტორი უხსნიდა, რატომ მიაჩნდა აუცილებლად ღვთისმოსავი და
ღვთისმოშიში მონარქისტული წყობის აღდგენა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ
ეს წერილი თქვენი დაწერილი უნდა ყოფილიყო.
– ნუთუ იმდენად გულუბრყვილო ხართ, რომ გაზეთებისა გჯერათ?! – ჰკითხა
ბარონმა, – არადა, ჟურნალისტი გქვიათ...
– არის სტატია სინათლის ტელეგრაფზე, – ისე განაგრძობდა ჟურნალისტი, რომ
მოსაუბრეს არც ახლა უსმენდა, - მისი დახმარებით ამბოხებულები ერთმანეთს
ღამღამობით შორ მანძილებზე უკავშირდებოდნენ. ის იდუმალი სინათლეები
იმდენად ეშმაკური კოდით ინთებოდა და ქრებოდა, რომ ვერც ერთი შეტყობინების
გაშიფვრა ვერ მოახერხეს.
ჰო, ვერც უთავბოლო ცხოვრების წესმა, ვერც ოპიუმმა, ვერც კანდომბლემ ვერ
შეძლეს ამ ბრუციანი ჟურნალისტისათვის გულუბრყვილობა და მიამიტობა
დაეკარგვინებინათ. რას იზამ, გასაგებიცაა, მთელი ცხოვრება მწერლებში,
მხატვრებში, მსახიობებში, ანუ ბოჰემურ ცხოვრებაში ტრიალებდა. აშკარაა, კანუდუსს
შეუცვლია. ახლა ვინღაა? გაბრაზებული სკეპტიკოსი? ფანატიკოსი? სათვალიდან
ახლომხედველი თვალები ბარონს დაუხამხამებლად მიშტერებოდნენ.
– ყველაზე მთავარია, ამ სტატიებში სტრიქონებს შორის კითხვა შეგეძლოს, –
ისმოდა მჭახე, უსიამოვნო ხმა, – ის კი არაა მთავარი, რაც ითქმება, არამედ ის, რაც
იგულისხმება და წარმოსახვას კვებავს. ის კორესპონდენტები ინგლისელი
ოფიცრების სანახავად გაგზავნეს და მათაც ნახეს. ჩემს შემცვლელს მთელ საღამოს
ველაპარაკებოდი. არ უცრუვია, ანუ არ ესმოდა, რომ ცრუობდა. უბრალოდ, იმაზე კი
არ წერდა, რაც სინამდვილეში ნახა, არამედ იმაზე, რასაც ისიც და მის გარშემო
მყოფნიც გრძნობდნენ და რისაც სჯეროდათ. აი, ასე მოიქსოვა ცილისწამებისა და
სიცრუის ეს აბლაბუდა; ახლა მისი გაგლეჯა უკვე შეუძლებელია. ახლა როგორღა
გაიგებს ვინმე, როგორი იყო კანუდუსის ჭეშმარიტი ამბავი, თუ რა მოხდა
სინამდვილეში კანუდუსში?

მკითხველთა ლიგა
– რაში გვჭირდება? – კითხვა შეუბრუნა ბარონმა, - რაც შეიძლება მალე უნდა
დავივიწყოთ, დროის დაკარგვად არ ღირს.
– ცინიზმი ვერ გვიშველის, – უპასუხა ჟურნალისტმა, – მართალი გითხრათ, არ
მჯერა, რომ თქვენი ქედმაღლური სიძულვილი ამ მოვლენების მიმართ გულწრფელი
იყოს.
– სიძულვილი არაფერ შუაშია, – შეეკამათა ბარონი, – ეს გულგრილობაა და არა
სიძულვილი, – რამდენიმე ხნით ესტელა დავიწყებული ჰყავდა, მაგრამ ახლა ქალი
ისევ აქ იყო, მის გვერდით, და მასთან ერთად ის მწვავე, სულის გამგმირავი
ტკივილიც დაჰბრუნებოდა, რომელიც ამცირებდა და ნებისყოფას აკარგვინებდა, –
ხომ გითხარით, კანუდუსთან არაფერი მესაქმება, იქ რა მოხდა, სულ არ მენაღვლება-
მეთქი!
– გენაღლვლებათ, – აცახცახდა დუდღუნა ხმა, - და მიზეზი ჩემთვისაც და
თქვენთვისაც ერთი და იგივეა: კანუდუსმა თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
კანუდუსის გამო შეიშალა თქვენი მეუღლე, კანუდუსის გამო დაკარგეთ თქვენი
ქონების უდიდესი ნაწილი და ძალაუფლება. ასე რომ, კანუდუსი ნამდვილად
გენაღვლებათ. ამიტომაც არ უბრძანეთ თქვენს მსახურებს აქედან გავეგდე და, აი,
რამდენი საათია მესაუბრებით...
ჰო, ალბათ მართალი იყო. ბარონმა პირში მწარე გემო იგრძნო. ჟურნალისტმა თავი
საშინლად მოაბეზრა, საუბრის გაგრძელების აღარავითარი სურვილი აღარ ჰქონდა,
მაგრამ მისი გაგდება რატომღაც არ შეეძლო. რატომ? როგორც იქნა, მიხვდა:
ესტელასთან, ამ აუტანელ ტრაგედიასთან პირისპირ დარჩენისა ეშინოდა.
– გარდა იმისა, რომ ნახეს ის, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, – კვლავ ხმა ამოიღო
ახლომხედველმა ჟურნალისტმა, – მათგან ვერც ერთმა ვერ ნახა ის, ვინც იქ
სინამდვილეში იყო.
– ვინ ვერ დაინახეს? – ჩაიჩურჩულა ბარონმა, – ფრენოლოგები? შოტლანდიელი
ანარქისტები?
– პადრეები. ისინი არავის უხსენებია, არადა, კანუდუსში პადრეები ნამდვილად
იყვნენ. ჟაგუნსუებისთვის ინფორმაციას აგროვებდნენ და მათ მხარდამხარაც
იბრძოდნენ, წამლები მოჰქონდათ, გვარჯილას და გოგირდს შოულობდნენ, რომ
ასაფეთქებლები რამით გაეკეთებინათ, როგორ შეიძლება ასეთი გამაოგნებელი
ფაქტების უგულებელყოფა?
– დარწმუნებული ხართ? – ჩაეკითხა ბარონი.
– ერთ-ერთს ვიცნობდი, შეიძლება ითქვას, დავუმეგობრდი კიდეც, - უპასუხა
ჟურნალისტმა, – პადრე ჟუაკინი ერქვა, კუმბის მრევლის მოძღვარი იყო.
ბარონი სტუმარს გაოგნებული ჩააჩერდა: – როგორ, ის მრავალშვილიანი პადრე,
ლოთი, შვიდივე მომაკვდინებელი ცოდვის მატარებელიც კანუდუსში ნახეთ?
– დიახ, – თავი დაუქნია ბრუციანმა, – კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა,
რა ძალაუფლებას ფლობდა ადამიანთა სულებზე კონსეილეირუ; მხოლოდ
მკვლელებს და ავაზაკებს კი არ აქცევდა წმინდანებად, შეძლო, ჩვენი გარყვნილი და
გამყიდველი პადრეებიც ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. მაგარი კაცი ყოფილა, არა?
ბარონს უეცრად ძველი კურიოზული ამბავი გაახსენდა, რომელიც იმ პადრე
ჟუაკინს უკავშირდებოდა: ოდესღაც ის და ესტელა მცირერიცხოვანი ამალის
თანხლებით კუმბიში აღმოჩნდნენ. ზარები მრევლს კვირის წირვაზე უხმობდნენ
და მათაც დიდხანს არ უფიქრიათ, ეკლესიისკენ აიღეს გეზი. მიუხედავად დიდი
ძალისხმევისა, ის ყბადაღებული პადრე ჟუაკინი ვერაფრით მალავდა, რომ იმ ღამეს
თვალი არ მოეხუჭა, ელოთა, ხმის ჩახლეჩამდე ემღერა და ლამაზმანებთანაც ეარშიყა.
მკითხველთა ლიგა
ახსოვს, რა უკმაყოფილო დარჩა მაშინ ესტელა: პადრე რაღაცას როშავდა, სიტყვები
ეშლებოდა, ენა ებმოდა, ხმამაღალი სლოკინი და მგრგვინავი ბოყინი კი წამდაუწუმ
აიძულებდა, წირვა შეეწყვიტა. ბოლოს და ბოლოს ისე აიმღვრა, რომ იქაურობა
ნაჩქარევადაც კი დატოვა, რათა საკურთხეველი არ შეებილწა. ბარონმა პადრეს
თანამეცხედრის სახეც გაიხსენა: ხალხი მას ნათელმხილველობის ნიჭს მიაწერდა,
ამბობდნენ, თითქოს იმ ქალს მიწისქვეშა წყლების პოვნა შეეძლო. ახლა კი
გამოდიოდა, რომ ეს ლოთი და გარყვნილი კაციც კონსეილეირუს მიმდევარი
გამხდარიყო.
– დიახ. და თავი გმირულადაც კი გამოიჩინა, – ახარხარდა ჟურნალისტი და მისი
სიცილი, როგორც ყოველთვის, მთიდან ქვების ცვენასავით გაისმა. შემდეგ კი,
როგორც მოსალოდნელი იყო, ცემინება აუტყდა.
– პადრე ჟუაკინი ცოდვილი კაცი გახლდათ, მაგრამ არა სულელი, – ალაპარაკდა
ბარონი, – სიფხიზლეში მასთან საუბარიც კი შეიძლებოდა. არც მახვილსიტყვაობა
აკლდა და ნაკითხიც მომეჩვენა. ძნელი დასაჯერებელია, რომ უბირი სერტანელების
დარად იმ შარლატანის ხიბლს დამორჩილებოდა.
– ამ ამბავში არც კულტურული დონე, არც ჭკუა, არც განათლება არავითარ როლს
არ თამაშობს, – უპასუხა ჟურნალისტმა, – ის კი არ არის უცნაური, რომ პადრე
ჟუაკინი ერთ-ერთ ამბოხებულად გადაიქცა, არამედ ის, რომ მოძღვარმა ლაჩარი მამაც
ადამიანად აქცია, – და წამწამები აახამხამა, – აი, ნამდვილი გარდასახვა თუ გნებავთ,
სწორედ ეს არის. დამიჯერეთ. შიში არ მესწავლება. კუმბის წინამძღვარს კი საკმაოდ
კარგად ჰქონდა განვითარებული წარმოსახვის უნარი, იმისათვის, რომ შესძლებოდა,
შეეგრძნო, რა საშინელება ელოდა და როგორ მუდმივი შიშით უწევდა ცხოვრება. და
მაინც...
უეცრად ჟურნალისტი დაიგრიხა, ხმაც კი ჩაუვარდა. ასე უცებ რა უნდა
დამართოდა? ბარონი მიხვდა, რომ სტუმარი ცდილობდა, თავს მორეოდა, რაღაც
უხილავი ძაფები გაეწყვიტა.
– და მაინც? – შეეცადა დახმარებოდა.
– და მაინც თვეების, ან შეიძლება წლების მანძილზე სოფლებში, ფაზენდებში, ქვის
სამტეხლოებში დაეხეტებოდა, ყიდულობდა თოფისწამალს, დინამიტს, ტყავიდან
ძვრებოდა, რათა ამ შესყიდვებისთვის მართებული ახსნა მოეძებნა, როგორმე სხვისი
ყურადღება არ მიექცია, ხოლო როდესაც სერტანები ჯარისკაცებით გაივსო, იცით, ამ
ლოთბაზარამ რა გაბედა? თოფისწამალს იქ მალავდა, სადაც მისი შესამოსელი,
ჯვარცმა, საკულტო ნივთები ინახებოდა და ეროვნული გვარდიისა და საჯარისო
მზვერავების ცხვირწინ გაჰქონდა ხოლმე. გესმით, რას ნიშნავს, როცა ისეთი მხდალი
ვინმე, რომელიც ყველაფერზე ცახცახებს და ოფლად იღვრება, ასეთ საქციელს
გაბედავს? წარმოგიდგენიათ, რაოდენი რწმენა უნდა ჰქონოდა?
– წმინდანთა ცხოვრება სავსეა მსგავსი ამბებით, მეგობარო, – უპასუხა ბარონმა, –
გაიხსენეთ: მათ ისრებით მსჭვალავდნენ, ლომებს ხახაში უგდებდნენ, ჯვარს
აცვამდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... თუმცა მიჭირს დაჯერება, რომ მოძღვრის
გამო პადრე ჟუაკინი ასეთ სატანჯველს არ შეუშინდებოდა.
– ამისათვის ღრმა, კარგად გაცნობიერებული რწმენაა საჭირო, – განაგრძობდა ბეცი
ჟურნალისტი, – საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა, ყოვლისმომცველი
რწმენა, რომელზეც თქვენ წარმოდგენაც არ გაგაჩნიათ. და არც მე...
ისევ ააცანცარა თავი, გრძელი, გამხდარი მკლავებით, თითქოს ქანდარაზე ქათამი
შემოჯდაო, ტყავის სავარძელს ჩააფრინდა და სანამ ლაპარაკს გააგრძელებდა, კარგა
ხანს ქანაობდა.
მკითხველთა ლიგა
– ეკლესიამ ის კონსეილეირუ ოფიციალურად ერეტიკოსად შერაცხა, არეულობისა
და ცრურწმენების გამომწვევად, სუსტი სულების დამპყრობლად. ბაიის
არქიეპისკოპოსმა სამღვდელოებას მისი ამბიონთან მიკარებაც კი აუკრძალა. რა
რწმენა უნდა ჰქონდეს კაცს – პადრეს, რომ არქიეპისკოპოსსა და ეკლესიას არ
დაემორჩილოს და კონსეილეირუს დასახმარებლად თავი ასეთ საფრთხეში ჩაიგდოს?!
– ასე რა გაღელვებთ? – ჰკითხა ბარონმა, – ნუთუ მიგაჩნიათ, რომ ის თქვენი
მოძღვარი მართლაც პირველი ცოდვის გამოსასყიდად ამქვეყნად ხელმეორედ
მოსული იესო ქრისტე იყო?
ეს სიტყვები თავისით ამოსკდა, დაუფიქრებლად, და ბარონმა მაშინვე ინანა,
თავი უხერხულად იგრძნო. ეს რა არის, ხუმრობა? მაგრამ არც თავად და არც მის
სტუმარს არ გაღიმებიათ. ჟურნალისტმა თავი გააქნია, ან არ ეთანხმებოდა, ან ბუზს
იგერიებდა.
– ამაზე არ მიფიქრია, – უპასუხა ბოლოს, – ღმერთი იყო თუ არა, ღმერთმა
გამოგზავნა თუ არა, ღმერთი საერთოდ არსებობს თუ არა... არ ვიცი. ყოველ
შემთხვევაში, ამჯერად მოციქულები არ დარჩენია, რომლებიც მის სწავლებას
განავრცობდნენ და წარმართებს მის მოძღვრებაზე მოაქცევდნენ. მგონი, მარტო ერთი
გადარჩა, მაგრამ მეეჭვება, საკმარისი იყოს...
გადაიხარხარა, მაგრამ მაშინვე ცემინება აუტყდა და დიდხანს ვერ შეაჩერა. როცა
ცემინებამ გაუარა, ცხვირიც და თვალებიც გაწითლებული ჰქონდა.
– მის ღვთაებრივ ბუნებაზე მეტად იმაზე ვფიქრობდი, ამდენი ხალხის
გაერთიანება, ერთი ძმური, ურყევი ერთობის შექმნა როგორ მოახერხა-მეთქი! –
წარმოთქვა ჟურნალისტმა პათოსით, – მართლაც რომ საოცარია და ამ ამბავმა სულის
სიღრმემდე შემძრა, 18 ივლისს ქალაქი ყოველი მხრიდან უკვე გარშემორტყმული იყო,
თავისუფალი მხოლოდ შოროშოსა და რიანშუ სეკუს გზები რჩებოდა. ასეთ
მდგომარეობაში ყველაზე ლოგიკური რა იქნებოდა? ის, რომ ადამიანები
თავისუფალი გზებისკენ გაქცეულიყვნენ და სანამ ჯარები იმათაც გადაკეტავდნენ,
ქალაქი დაეტოვებინათ, ხომ ასეა? სრულიად პირიქით კი მოხდა: ხალხმა სვლა სხვა
სოფლებიდანაც დაიწყო, რათა გამზადებულ ხაფანგში გამოკეტილიყვნენ და ამ
ჯოჯოხეთში შესვლა ალყის სრულად შემორტყმამდე მოესწროთ. გესმით? იქ,
კანუდუსში ყველაფერს სხვანაირად უყურებდნენ.
– პადრეებზე ლაპარაკობდით, მაგრამ მხოლოდ ერთი – პადრე ჟუაკინი ახსენეთ, –
შეაწყვეტინა ბარონმა. ერთობის ხსენება, თავშეწირვასა და სოლიდარობაზე საუბარი
არ სიამოვნებდა. საკმარისი იყო, სიტყვა ამაზე ჩამოვარდნილიყო, ცდილობდა, თემა
შეეცვალა. ახლაც ასე მოიქცა.
– სხვებს პირადად არ ვიცნობდი, – შვებით წარმოთქვა ჟურნალისტმა, – მაგრამ იქ
ნამდვილად იყვნენ. პადრე ჟუაკინს ეხმარებოდნენ, ცნობებს აწვდიდნენ. გარდა ამისა,
შეიძლება უბრალოდ ჟაგუნსუების მასაში გაითქვიფნენ. ვიღაც პადრე მარტინესს
ახსენებდნენ. ხომ არ იცნობდით? იცით იქ კიდევ ვინ იყო? ძველი ამბავი
გემახსოვრებათ – სალვადორელი მკვლელი დედის საქმე.
– სალვადორელი შვილის მკვლელის? – ჩაეკითხა ბარონი.
– დიახ. იმ პროცესს მეც ვესწრებოდი, თუმცა მაშინ ჯერ ძალიან ახალგაზრდა
ვიყავი. მამაჩემი ღარიბების ადვოკატი იყო და სასამართლოში მის დამცველად
გამოდიოდა. ვიცანი, თუმცა მას აქეთ ოცი-ოცდახუთი წელია გასული. იმ დროს
გაზეთებს კითხულობდით? მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი მაშინ მხოლოდ იმ მარია
კუადრადუზე ლაპარაკობდა, სალვადორელ შვილის მკვლელზე. იმპერატორმა
შეიწყალა და სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. ნუთუ არ
მკითხველთა ლიგა
გახსოვთ? ჰოდა, ის ქალიც იქ აღმოჩნდა. ხედავთ, რომ არასოდეს არაფერი
მთავრდება?
– ასეც ვიცოდი, – თქვა ბარონმა, – ვისაც საქმე მართლმსაჯულებასთან ჰქონდა,
ანდა საკუთარ სინდისთან, ან ღმერთთან, თავშესაფარი ყველამ კანუდუსში პოვა.
სავსებით ბუნებრივია.
– ბუნებრივია, რომ თავს კანუდუსს აფარებდნენ, მაგრამ მათი გადასხვაფერება რით
ავხსნათ? – თითქოს არ იცის, საკუთარ სხეულს რა მოუხერხოსო, ჟურნალისტი ისევ
მოიკაკვა და სავარძლიდან იატაკზე ჩაცურდა, – ის ქალი წმინდანი გახდა, მას
„ადამიანთა დედას“ ეძახდნენ, ქალების მთელი გუნდი ემორჩილებოდა და
კონსეილეირუს ერთად უვლიდნენ. ამბობდნენ, სასწაულების მოხდენაც შეუძლიაო,
მოძღვართან ერთად მთელი ქვეყანა ჰქონდა შემოვლილი.
ბარონს ახლა მართლაც ახსენდებოდა ის ხმაურიანი პროცესი, რომელიც ოდესღაც
მსჯელობის საგანი გამხდარიყო. ერთი ნოტარიუსის მოახლემ თავისი ახალშობილი
ვაჟი მოახრჩო, პირში შალის გორგალი ჩაუტენა; ბავშვი ბევრს ტიროდა და ეშინოდა,
ამის გამო სამსახური არ დაეკარგა. გვამს რამდენიმე დღე საწოლის ქვეშ მალავდა,
სანამ დიასახლისმა სუნით არ მიაგნო. ქალმა დანაშაული მაშინვე აღიარა.
სასამართლო პროცესზე თავი ძალიან მშვიდად ეჭირა, ყველა კითხვას დაწვრილებით
და მონდომებით პასუხობდა. ბარონს ახსოვდა, როგორი კამათი გაიმართა მაშინ ამ
თემაზე. ერთნი ამტკიცებდნენ, ქალს „გამძაფრებული კატატონია“ სჭირსო, მეორენი
პირზე დუჟმომდგარნი გაიძახოდნენ, ბრალდებული „გარყვნილების ინსტინქტის“
თანახმად მოქმედებდაო. გამოდის, რომ ციხიდან გაქცეულა! როგორც ყოველთვის,
ჟურნალისტმა საუბრის თემა ისევ შეცვალა:
– 18 ივლისამდეც ბევრი საშინელება მოხდა, მაგრამ ნამდვილი შიშის გემო და სუნი
მთლიანად სწორედ იმ დღით შევიგრძენი. ისე, რომ მისით დღესაც მაძღარი ვარ, –
მუცელზე დაირტყა ხელი ჟურნალისტმა, – იმ ქალს იმ დღეს შევხვდი, ველაპარაკე
კიდეც, ვიცანი, ვინც იყო, ქალი, რომელიც მთელი ბავშვობა კოშმარებში
მეცხადებოდა. იმ დღეს სულ მარტო დავრჩი და ის დამეხმარა.
– 18 ივლისს ლონდონში ვიყავი, – გაეპასუხა ბარონი, – ბრძოლის დეტალები
ჩემთვის უცნობია. იმ დღეს რა მოხდა?

– იერიშზე ხვალ გადმოდიან, – ძლივს მოითქვა სული სირბილით დაღლილმა


ჟუაუ მოციქულმა და უცებ თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაახსენდაო,
დაამატა, – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე!
უკვე მთელი თვე იყო, რაც ჯარისკაცები ფაველის მთებში იმყოფებოდნენ და ომიც
თითქოს აღარასოდეს დასრულდებოდა: ზარების რეკვის დროს, დილით, შუადღისას
და საღამოს შაშხანებიდანაც და ზარბაზნებიდანაც აუცილებლად სროლა უნდა
დაეწყოთ. ხალხი ცდილობდა, მხოლოდ ზოგიერთი, ყველაზე უსაფრთხო ქუჩებით
ევლო. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა ამქვეყნად, ყველაზე დაუჯერებელი მოვლენებიც
კი მალე ჩვეული ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, არა? ქალაქში ყოველდღე
იხოცებოდნენ: ყოველ ღამით ვიღაცას ასაფლავებდნენ. ზარბაზნები ალალბედზე
ისროდნენ, ჭურვები ერთი ხელის მოსმით მთელ ქუჩებს ანადგურებდა, მოხუცებსა
და ბავშვებს ნაფლეთებად აქცევდა – ყველას, ვინც სანგრებს თავს არ აფარებდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სულ ასე გაგრძელდებოდა. მაგრამ ახლა
ჟუაუ მოციქულის მოტანილმა ამბავმა ხალხი მიახვედრა, რომ მერე უარესი
იქნებოდა. ახლომხედველი ჟურნალისტი მარტო იყო, ჟურემა და ჯუჯა
დაღიანისთვის საჭმლის მისატანად იყვნენ წასულები, როდესაც იარაღის საწყობში
მკითხველთა ლიგა
ონორიუ ვილანოვა, დიდი ჟუაუ, პედრაუ და თავად დაღიანი, ანუ ის ხალხი
შეიკრიბა, ვინც თავდაცვას ხელმძღვანელობდა. შეწუხებულები იყვნენ. არც იყო
საჭირო მათი დანახვა, ისედაც იგრძნობოდა, რომ შენობაში მძიმე, დაძაბული
ატმოსფერო გამეფებულიყო. და მაინც, ჟუაუ მოციქულის სიტყვებს, ხვალ იერიშზე
გადმოვლენო, არავინ გაუკვირვებია. ყველაფერი იცოდა: ძაღლები ქალაქის
დაბომბვას მთელ ღამეს გააგრძელებდნენ, რომ თავდაცვის წერტილები
გაენადგურებინათ, ხოლო დილის ხუთ საათზე იერიშზე გადმოვიდოდნენ. ისიც კი
იცოდა, რომელი მხრიდან აპირებდნენ შეტევას. ჟურნალისტს ესმოდა მათი მშვიდი
ხმები: შენ აქ დადგები, შენ ამ ქუჩას გადაკეტავ, იმაზე კი ბარიკადებს აღვმართავთ,
აჯობებს, მე აქეთ წამოვიდე, ჯარისკაცები შეიძლება აქ გამოჩნდნენო. შეეძლო კი
ბარონს, წარმოედგინა, რას განიცდიდა ჟურნალისტი? შემდეგ ქაღალდის ფურცელი
გამოჩნდა. რა ფურცელი? იგი დაღიანის ერთ-ერთმა მზვერავმა მოიტანა.
ჟურნალისტს ჰკითხეს, წაკითხვა შეეძლო თუ არა და მანაც ქაღალდი სინათლესთან
მიიტანა, თავისი დამტვრეული სათვალით ნაწერის გარჩევას შეუდგა. აქედან
არაფერი გამოვიდა, და ჟუაუ მოციქულმა ვიღაც ნატუბელ ლეონს დაუძახა.
– ნუთუ მოძღვრის ყველა მომხრე წერა-კითხვის უცოდინარი იყო? – ჰკითხა
ბარონმა.
– ანტონიუ ვილანოვამ იცოდა კითხვა, მაგრამ იმ დროს კანუდუსში არ
იმყოფებოდა, – უპასუხა ბეცმა ჟურნალისტმა, – კიდევ ერთი იყო, მცოდნე: ის
ნატუბელი ლეონი, კონსეილეირუს კიდევ ერთი მოციქული, მისი დაახლოებული
პირი, სწორედ მას დაუძახეს. წერაც იცოდა, კითხვაც და, საერთოდ, ყველაზე
განათლებული კაცი იყო კანუდუსში.
კვლავ ცემინება აუტყდა, სიტყვა ნახევარზე გაწყვიტა, შუაზე მოიხარა, მუცელზე
იტაცა ხელი.
– მისი შეთვალიერება არ შემეძლო, – ძლივს ამოღერღა ბოლოს, – მარტო სილუეტს
ვხედავდი, მონახაზს, უფრო სწორად, იმას, რომ უცნაური სილუეტი ჰქონდა. მაგრამ
ესეც საკმარისი იყო, რომ მისი გარეგნობა წარმომედგინა. ოთხით დადიოდა,
უზარმაზარი თავი ჰქონდა, გაბურძგნილი თმა. მასთან კაცი გაგზავნეს, მალე მოვიდა
კიდეც და თან მარია კუადრადუ მოჰყვა. წერილი წაიკითხა. მომავალი იერიშის გეგმა
აღმოჩნდა.
სანამ მჟღერი, მელოდიური, სრულიად ჩვეულებრივი ხმა კოლონების მოძრაობის
გეგმას კითხულობდა და იერიშის წინ ყოველი პოლკის ადგილმდებარეობას, მათ
შორის მანძილებსა და პირობით ნიშნებს აკონკრეტებდა, მტანჯველი შიშითა და
დარდით შეპყრობილი ბეცი ჟურნალისტი იჯდა და თავზარდაცემული უსმენდა:
ჯუჯა და ჟურემა არა და არ ბრუნდებოდნენ. ლეონს წერილის ბოლომდე ჩაკითხვა
ვერ მოესწრო, რომ დისპოზიციის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საარტილერიო მზადება უკვე დაიწყო.
– ახლა ვიცი, რომ ქალაქს მხოლოდ ცხრა ქვემეხი ესროდა და ერთი შეტევისას
თექვსმეტზე მეტი ჭურვი არ გაუსვრიათ, – განაგრძო ბეცმა ჟურნალისტმა, – მაგრამ იმ
ღამით მეჩვენებოდა, რომ ათასობით ჭურვი მოიწევდა ჩვენკენ, თითქოს ცას ყველა
ვარსკვლავი მოსწყდა და თავზე მემხობოდა.
საწყობის შენობა სროლისგან ზანზარებდა, კონსოლები ირწეოდა, დახლის მძიმე
ფიცარი ხტოდა; სახლები და სახურავები მიწას გრუხუნითა და ჭრიალით
ენარცხებოდა, გამუდმებით გაისმოდა აფეთქების ხმა და ყვირილი, სროლებს შორის
პატარა პაუზებში კი იმ ხმებს ბავშვების ტირილი ემატებოდა, – დაიწყო, – თქვა
ვიღაცამ. გარეთ გაიხედეს, უკან დაბრუნდნენ და ლეონი და მარია გააფრთხილეს,
მკითხველთა ლიგა
ახლა სამლოცველოში ვერ დაბრუნდებით, ყველაფერი ცეცხლის ალშია გახვეულიო.
ქალი გაჯიუტდა. დიდმა ჟუაუმ დარწმუნება დაუწყო, მოიცადეო. დაჰპირდა,
როგორც კი სროლა ოდნავ ჩაცხრება, მე თვითონ მოვალ და სამლოცველომდე
გაგიყვანთო. ჟაგუნსუები წავიდნენ, ჟურნალისტი კი მიხვდა, რომ ჟურემა და ჯუჯა –
თუკი საერთოდ ცოცხლები იყვნენ – რანშუ დი ვიგარიუდან საწყობამდე ვერ
გამოაღწევდნენ, კიდევ იმასაც მიხვდა, რომ მომავალი საშინელების გადატანა ამ
წმინდან ქალთან და ოთხფეხა მახინჯთან ერთად მოუწევდა.
– ახლა რაღა გაცინებთ? - ჰკითხა ბარონმა.
– სისულელე, მოსაყოლადაც არ ღირს, – ჩაილაპარაკა ჟურნალისტმა. მისი ფიქრები
ახლა სადღაც შორს იყო, მაგრამ, აი, თვალები გადაატრიალა და წამოიყვირა, –
კანუდუსმა ისტორიაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებზე წარმოდგენა ძალიან
სერიოზულად შემიცვალა. მაგრამ ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე.
– თქვენი ტონით თუ ვიმსჯელებთ, არა უკეთესობისკენ, – შენიშნა ბარონმა.
– დიახ, მართალი ხართ, – ჩაიჩურჩულა ჟურნალისტმა, – კანუდუსის წყალობით
საკუთარ თავზე უკიდურესად სავალალო წარმოდგენა ჩამომიყალიბდა.
განა მასაც, ბარონ დი კანიაბრავასაც, იგივე არ დაემართა? განა მასაც არ გადაუარა
ქარიშხალმა, მთელი ცხოვრება არ შეუცვალა და აიძულა, ძველ ჩვევებსა და
შეხედულებებს დამშვიდობებოდა? განა მისი ოცნებები არ გაფანტა, ილუზიები არ
დაუსამარა? გული შეეკუმშა და გაეყინა, როდესაც წარმოიდგინა, როგორ იყო
ნახევრად მიწოლილი ესტელა მეორე სართულის ბუდუარში, სებასტიანა კი
ფერხთით ეჯდა, როგორ უკითხავდა ხმამაღლა ოდესღაც საყვარელი რომანების
თავებს, ან თმას ვარცხნიდა, ან ავსტრიულ მუსიკალურ ყუთს მომართავდა და
მუსიკას ასმენინებდა; ცხადლივ დაინახა განყენებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი,
იდუმალი სახე იმ ქალისა, რომელიც ოდესღაც მისთვის ქალის სილამაზის,
სიცოცხლის, ხალისის, მხიარულების, დახვეწილობის განსხეულება და მისი დიდი
სიყვარული იყო. გული სიმწრით მოეწურა, თავს ძალა დაატანა, რომ ეს ხატება
თავიდან მოეშორებინა და ის თქვა, რაც თავში პირველი მოუვიდა:
– ანტონიუ ვილანოვა ახსენეთ, ვაჭარი, არა? ძალიან ანგარიშიანი და ფულზე
დახარბებული კაცი იყო. ძალიან კარგად ვიცნობდი, მასაც და ონორიუსაც- რაღაც
საქონლით მამარაგებდნენ. ისიც წმინდანი გახდა?
– სხვა გზა არ რჩებოდა, – ჟურნალისტს კვლავ სარკასტული სიცილი აუტყდა, –
კანუდუსში დიდ დახლს ვერ დაიდგამდა: იქ რესპუბლიკის ფული არ ჭრიდა. ნუთუ
არ იცით, რომ მას ანტიქრისტეს, ეშმაკეულის, ურწმუნოთა, პროტესტანტებისა და
მასონების ფულად თვლიდნენ? სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჟაგუნსუები
ჯარისკაცებს იარაღს ართმევდნენ, მაგრამ ჯიბეებს არ უცარიელებდნენ.
„იქნებ ფრენოლოგი არც ისე ცდებოდა? – გაიფიქრა ბარონმა, – იქნებ მან თავისი
სიგიჟის წყალობით კანუდუსის სიგიჟე გამოიცნო!“
– პირჯვარს არ იწერდა, არ ლოცულობდა, მკერდში მჯიღს არ ირტყამდა, –
განაგრძობდა ჟურნალისტი, – ღრუბლებში არ დაფრინავდა, მიწაზე ორივე ფეხით
მყარად იდგა, გამუდმებით რაღაცას ჩაიფიქრებდა და მაშინვე ახორციელებდა.
უსაქმოდ წუთსაც არ იჯდა, მუდმივი ძრავას შთაბეჭდილებას მიტოვებდა. იმ
დაუსრულებელი ხუთი თვის მანძილზე იმაზე ზრუნავდა, რომ კანუდუსს საკვები არ
მოჰკლებოდა. გაინტერესებთ, ჭურვებისა და ტყვიების წვიმაში ასე რატომ იქცეოდა
და, საერთოდ, იქ რა უნდოდა? აშკარაა, რომ მოძღვარმა მის სულში რაღაც იდუმალ
სიმებთან შეხება შეძლო, სხვა ახსნა ვერ მომიძებნია.

მკითხველთა ლიგა
– მის სულშიც და თქვენსაშიც, – თქვა ბარონმა, – ცოტაც და, თქვენც მისი
მიმდევარი გახდებოდით.
– ქალაქში სურსათი ბოლო წუთამდე შემოჰქონდა, – განაგრძო ჟურნალისტმა და
ბარონის რეპლიკას აშკარად წაუყრუა, – საიდუმლო ბილიკებით, რამდენიმე
ერთგულ ადამიანთან ერთად ალყის მიღმა გადიოდა, სამხედროების სურსათის
მარაგებს თავს ესხმოდა. ვიცი, ეს როგორ ხდებოდა. ძველისძველი თოფებიდან
ჯოჯოხეთური ხმაურით ისროდნენ, მათი ხმის გაგონებაზე პანიკა იწყებოდა,
ჟაგუნსუები კი ამ ხმაურში ათი ან თხუთმეტი ხარის მოხელთებას ასწრებდნენ და
კანუდუსისკენ მოერეკებოდნენ, რომ ქრისტეს სახელით სასიკვდილოდ
განწირულებს უფრო დიდხანს შესძლებოდათ თავის გადარჩენა.
– იცით, ეს ხარები საიდან იყო? - გააწყვეტინა ბარონმა.
– მონტი-სანტუდან ფაველისკენ მიმავალი ჯარის საკვები მარაგიდან, – მაშინვე
უპასუხა ჟურნალისტმა, – შაშხანებსა და საბრძოლო მასალებსაც ასე შოულობდნენ. ამ
ომის კიდევ ერთი შეუსაბამობა ის იყო, რომ სამთავრობო ჯარი საკუთარ თავსაც
ამარაგებდა და მტერსაც.
– ამბოხებულები ნაქურდალს იპარავდნენ, ქურდების ქურდები იყენენ, – ამოიოხრა
ბარონმა, – იმ საქონლის და თხების უმეტესობა მე მეკუთვნოდა. საფასურს იშვიათად
მიხდიდნენ. ჩვეულებრივ, ნახირს ჩემს მწყემსებსა და მენახირეებს უბრალოდ
ართმევდნენ. ერთი ძველი მეგობარი მყავს, მემამულე, პოლკოვნიკი მურაუ, ჰოდა,
ექსპედიციის კორპუსს სასამართლოში უჩივლა: ზიანის, ანუ იმის ანაზღაურებას
ითხოვს, რაც სამხედროებმა შეუჭამეს. სამოცდაათი მოლიონი რეის ანგარიშში და
ნაკლებზე არ თანხმდება.

დიდ ჟუაუს ცოტა ხნით ჩასთვლემს და ზღვა ესიზმრება. ბედნიერების შეგრძნება


სხეულზე თბილ ტალღად ელამუნება. მას მერე, რაც მოძღვარმა მისი დასერილი,
თავგზააბნეული და დასაღუპად განწირული სული სატანის მსახურებისაგან იხსნა,
დროდადრო მხოლოდ ზღვაზე დარდი შემოაწვება ხოლმე. რამდენიხანია, ზღვა არ
უნახავს, მისი სურნელი არ შეუგრძნია! ალბათ ბევრი. მრავალ წელს ჩაევლო მას მერე.
ბოლოს მაშინ ნახა, როდესაც სენიორიტა ადელინა იზაბელ დი გუმუსიუსთან ერთად
უკანასკნელად ადიოდა შაქრის ლერწმის პლანტაციებს შორის აღმართულ გორაკზე,
რომ მზის ჩასვლისას ზღვისთვის ეყურებინა. თავზე მოზუზუნე ტყვიები ახსენებენ,
რომ ომი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ჟუაუ თვალს არ ახელს. გონება უკარნახებს,
რომ თუნდ გამოფხიზლდეს, მაინც არაფერი შეიცვლება, არც მისთვის და არც იმ
კათოლიკური გვარდიის მებრძოლებისთვის, მის გვერდით სანგარში რომ წვანან და
საფანტის ერთი მწიკვიც, დენთის ერთი მარცვალიც კი აღარ შერჩენიათ. როდესაც
გაუჭირდათ, კანუდუსის მჭედლები მესაჭურვლეებად იქცნენ, მაგრამ
სროლისთვის არაფერი გააჩნიათ, წამალი არ ჰყოფნით.
მაშ, აქედან რაღად არ მიდიან, რაღა ესაქმებათ ფაველის მისადგომებთან, ეშმაკის
მოციქულთა რაზმები ხომ უკვე ფაველის მთებზე არიან ამოსული? იმიტომ, რომ
ჟუაუ მოციქულმა მათ ასე უბრძანა. როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის მთელი
პირველი კოლონა ფაველისკენ დაიძრა, რომ მათ წინსვლას ყოველი მხრიდან
ხეობებში, ღარტაფებში, ხევებში ჩასაფრებული ჟაგუნსუები სროლით აჩერებდნენ,
ჟუაუ მოციქულმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა სურსათითა და საბრძოლო
მასალებით დატვირთულ ფორნებს, ჯარისკაცების საკვებად გამორეკილ თხებსა და
საქონელს, რომლებიც დაღიანის ძალისხმევის წყალობით მთების მიხვეულ-
მოხვეულებში გაჩხერილიყვნენ და ჯარს ჩამორჩენოდნენ. ძალიან აგვიანებდა.
მკითხველთა ლიგა
სადღაც უმბურანასთან უნდა დახვედროდა ჟუაუ მოციქული ამ ქარავანს და
კანუდუსისკენ გამოერეკა, ამიტომ დიდ ჟუაუსა და კათოლიკური გვარდიის
მცველებს სთხოვა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ფაველასთან მდგარი ჯარები
შეეჩერებინათ, რათა თავიანთი ხალხის დასახმარებლად უკან არ ჩასულიყვნენ. ან
ღმერთმა ჭკუიდან შეშალა, – ძილბურანში ეფიქრებოდა ყოფილ მონას, – ან ბევრი
ხალხი დაუკარგავთ, რომ აქამდე უმბურანასში მზვერავებიც კი არ გაგზავნეს, რომ
გაეგოთ, მათ ქარავანს რა ბედი ეწიაო. კათოლიკურმა გვარდიამაც კარგად იცის, რომ
ჯარისკაცებს გზა ნებისმიერი საშუალებით უნდა მოუჭრან და საკმარისია, სულ
ოდნავ მაინც დაიხიონ ფაველიდან, მათ უკან დაბრუნების საშუალება არაფრით არ
უნდა მისცენ, სულ ერთია, ამას ტყვიებით მოახერხებენ თუ დანების, მაჩეტეების,
საკუთარი კბილებისა და ფრჩხილების ამარა. ფორნების და ქვემეხების
გასატარებლად გაწმენდილი გზის მეორე მხარეს მოხუცი ჟუაკინ მაკამბირას ხალხია
ჩასაფრებული და საჭირო დროს ისინიც სწორედ ასე მოიქცევიან. თუმცა,
ჯარისკაცები ჯერჯერობით ადგილიდან არ იძვრიან, სხვა საქმეებიც ჰყოფნით:
კანუდუსს ზარბაზნებს უშენენ, ჟაგუნსუებთანაც სროლა აქვთ გაჩაღებული, რადგან
ამბოხებულები ყოველი მხრიდან უტევენ, და ამიტომ, მათ ზურგში რა ხდება, აღარ
ენაღვლებათ. „ ჟუაუ მოციქული მათზე ჭკვიანი აღმოჩნდა, – ფიქრობს დიდი ჟუაუ, –
ფაველაში შემოიტყუა. განა გენიალური აზრი არ იყო? ძმები ვილანოვები და პედრაუ
კი ძაღლების შესაჩერებლად კოკორობოს ღრანტეებში გაგზავნა. იქაც ბევრი ჩაწვება
მიწაში“. საიდანღაც, სრულიად მოულოდნელად, ნესტოებით ზღვის სურნელს
შეიგრძნობს, თავბრუ ესხმის და ეს სუნი ომს სულ ავიწყებს. ახლა ტალღებსაც კი
ხედავს, ისიც კი ეჩვენება, თითქოს ქაფიანი სისველე კანზე ნაზად ელამუნებოდეს.
შეუჩერებელი ბრძოლის ორმოცდარვა საათის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა,
როცა თვალის მილულვას ახერხებს.
ორ საათზე ჟუაკინ მაკამბირას გამოგზავნილი შიკრიკი, მოხუცის ერთ-ერთი ვაჟი,
აღვიძებს. ახალგაზრდაა, კარგი აღნაგობის, გრძელთმიანი, ჩამუხლული,
მოთმინებით ელის, სანამ ჟუაუ საბოლოოდ გამოფხიზლდებოდეს. მამის თხოვნას
გადასცემს, დახმარება სჭირდებათ, აღარც ვაზნები აქვთ, აღარც დენთი. ჟუაუ ჯერ
ისევ დაუმორჩილებელ ენას ძლივს ატრიალებს და უხსნის, რომ ტყვია-წამალი
თვითონაც ამოწურული აქვთ. ჟუაუ მოციქულისაგან ახალი ხომ არაფერია? არა.
პედრაუსგან? პედრაუმ შეატყობინა, კოკორობოდან უკან დახევა მომიხდა, ძალიან
დიდი დანაკარგი მაქვს და ვაზნები არც მე გამაჩნიაო. ძაღლების შეჩერება ვერც
ტრაბუბუში შეძლეს.
დიდი ჟუაუ ბოლოს და ბოლოს ძილის საბურველს იშორებს, რა გამოდის, რომ
რესპუბლიკელები ჟერიმუაბუდან ახლა მათკენ გამობრუნდებიან?
– გამობრუნდებიან, - თავს უქნევს ჟუაკინ მაკამბირას შვილი, – პედრაუ და ყველა,
ვინც გადარჩა, უკვე ბელუ-მონტიში არიან.
ეს პედრაუს კი არა, კათოლიკურ გვარდიას უნდა გაეკეთებინა: რადგან
ჯარისკაცებმა აქეთ გამოუხვიეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდნენ
კანუდუსში და მოძღვარს უცილობელი თავდასხმა აარიდონ. ბებერი ჟუაკინი რას
აპირებს? ბიჭმა არ იცის. დიდი ჟუაუ ფეხზე დგება: თავად უნდა დაელაპარაკოს
ბერიკაცს.
ღამის ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ყოფილი მონა თავის მებრძოლებს
უბრძანებს, ადგილიდან არ დაიძრან და მაკამბირას ვაჟთან ერთად უხმაუროდ
მიცოცავს ქვიან ციცაბოზე. უბედურება ის არის, რომ ვარსკვლავები ისე კაშკაშებენ,
რომ ურუბუებისგან დაჯიჯგნილი ცხენებისა და დედაბრის გვამებს ნამდვილად
მკითხველთა ლიგა
დაინახავს. გუშინაც და დღესაც დაინახა ის ცხენები, მათ ზურგებზე ოფიცრები
ესხდნენ და პირველები დაიხოცნენ; დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თავად
დახოცა. ასე იყო საჭირო, უზენაესმა ასე მოითხოვა, იესო ქრისტე მოძღვარმა და
ქალაქმა ბელუ-მონტიმ – ყველაზე ძვირფასმა, რაც კი ცხოვრებაში არსებობს. და
რამდენჯერაც საჭირო გახდება, სწორედ ასე მოიქცევა. მაგრამ მაინც გული ეკუმშება
ხოლმე, როდესაც ხედავს, როგორ მოგორავენ დამრეცზე შესაბრალისი ჭიხვინით
ცხენები და როგორ მიათრევენ თავიანთივე ნაწლავებს, შემდეგ როგორ იტანჯებიან
საათობით, მერე კი როგორ ტრიალებს ჰაერში სიმყრალის მძიმე სუნი. კარგად იცის,
საიდან ჩნდება მის სულში ეს დანაშაულის გრძნობა, საიდან აღმოცენდება ხოლმე
იმის განცდა, რომ ცოდვილია, როდესაც ოფიცრების ცხენებს ტყვიებს უშენს. ის
მოვლილი, ნებიერი ცხენები ახსენდება, ადალბერტუ დი გუმუსიუს ფაზენდიდან,
რომლებსაც, როგორც ღვთაებებს, ისე ეთაყვანებოდნენ მათი პატრონიც, მისი ოჯახის
წევრებიც, თავად მონებიც კი. ახალგაზრდა მაკამბირას გვერდით მიხოხავს და
ხედავს, როგორ ყრია ბილიკზე ცხენების ლეში და თავს ეკითხება, ღმერთი რატომ არ
მანებებს, ცოდვილი წარსული დავივიწყოთ და ამ წარსულს ზღვის მონატრებით,
ცხენების სიყვარულით რატომ მახსენებსო.
სწორედ ამ დროს თვალში დედაბრის ცხედარი ხვდება და გრძნობს, საფეთქლებში
სისხლი როგორ აწვება. მხოლოდ ერთი წამით თუ შეავლებს თვალს მთვარის შუქით
განათებულ დედაბრის დანაოჭებულ სახეს, ფართოდ გახელილ შეშლილ თვალებს,
ორ ეშვს, ბებრული პირიდან რომ გამოსჩრია, გაწეწილ თმას, დაკორტნილ მკერდს.
სახელი არ იცოდა, მაგრამ კანუდუსში ხშირად დაუნახავს. დიდი ოჯახი ჰქონდა.
კარგა ხნის წინ დასახლდა იესოს ქუჩაზე შვილებით, შვილიშვილებით,
შვილთაშვილებითა და ძმისშვილებით; მასონების ჭურვებმა პირველად სწორედ ის
ქუჩა აღგავგეს პირისაგან მიწისა. თავად დედაბერი იმ დღეს რელიგიურ
მსვლელობაში მონაწილეობდა, შინ დაბრუნებულს, სახლის ნაცვლად ნანგრევებიღა
დახვდა, საიდანაც მისი სამი ქალიშვილისა და ყველა შვილიშვილის გვამები მოჩანდა
– სულ ალბათ ათი; როდესაც ჭურვი გასკდა, მათ ჰამაკებში და იატაკზე ეძინათ.
დედაბერი კათოლიკური გვარდიის რაზმმა უმბურანასთან გათხრილ სანგრებში
შეიფარა. ეს ამბავი სამი დღის წინ მოხდა. სხვა ქალების დარად, ისიც საჭმელს
ამზადებდა, წყალს უახლოესი წყაროდან ეზიდებოდა, მაგრამ საკმარისი იყო, სროლა
დაწყებულიყო, რომ უეცრად მტრისკენ გაქანდა, ქვიან ფერდობზე დაგორდა,
აუჩქარებლად, ისე რომ დამალვა არც უცდია, დაჭრილ ჯარისკაცებთან აღმოჩნდა.
ჟუაუ და მისი ხალხი ხედავდა, როგორ ხოცავდა დაჭრილ ჯარისკაცებს პატარა
ხანჯლით, რა გამწარებით ტრიალებდა მათ შორის და სანამ ტყვია უწევდა, როგორ
გახადა რამდენიმეს ტანსაცმელი, როგორ დააჭრა მამაკაცური ორგანოები და როგორ
ჩაუტენა პირში. თავად ბრძოლის დროსაც, როდესაც ხედავდა, როგორ უვლიდნენ
გვერდით ქვეითები და კავალერისტები, როგორ ეცემოდნენ, როგორ პასუხობდნენ
სროლას სროლითვე, როგორ ბორძიკობდნენ, როგორ აბიჯებდნენ საკუთარ
დაჭრილებსა და ამხანაგების გვამებს, გარბოდნენ ერთადერთი თავისუფალი,
ფაველისკენ მიმავალი გზისკენ, დიდ ჟუაუს თვალი მაინც გამუდმებით იქით
გაურბოდა, სადაც დედაბერი ეგდო და ნელ-ნელა უკან რჩებოდა.
როდესაც კაქტუსებითა და ფაველის მცენარეულობით დაფარულ ჭაობიან კორომს
უახლოვდებიან, ახალგაზრდა მაკამბირას ტუჩებთან ლერწმის სალამური მიაქვს და
თუთიყუშის ხმის მსგავს ბგერებს გამოაცემინებს. მაშინვე ისეთივე სტვენა ეხმაურება.
ბიჭი ჟუაუს ხელს ავლებს და ჭაობისკენ მიჰყავს. ჭაობში მუხლებამდე ჩაფლულნი
მიაბიჯებენ; რამდენიმე წუთში კი დიდი ჟუაუ მოხუც ჟუაკინის გვერდითაა
მკითხველთა ლიგა
ჩაცუცქული, მათარიდან მოტკბო წყალს სვამს, თავზე კი ცარგვალიდან ათასი
მოციმციმე თვალი დანათით.
მოხუცი შესამჩნევად ნირწამხდარი ჩანს და ჟუაუ გაოგნებული რჩება, როდესაც
იგებს, რომ მაკამბირას მხოლოდ ის უგრძესი, მბზინავი, გრძელტუჩა ზარბაზანი
აშინებს, რომელსაც ჟუეტისკენ მიმავალ გზაზე ოცი წყვილი ხარი მიაგორებდა, – იმ
ურჩხულმა თუ გაისროლა, ჩვენი ტაძრისა და სამრეკლოს კედლები დაინგრევა და
ბელუ-მონტი გაქრება, – კუშტად ბუტბუტებს ბერიკაცი. დიდი ჟუაუ ყურადღებით
უსმენს, სიტყვას არ აწყვეტინებს: მოხუც მაკამბირას მიმართ ერთგვარ მოწიწებასა და
პატივისცემას გრძნობს და ბერიკაცი მართლაც პატრიარქალურ და ღირსეულ
შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან მოხუცია, ჭაღარა თმა მხრებზე მრგვალად
დაჰფენია, სპეტაკი წვერი მუქ სახესა და არწივივით მოხრილ ცხვირს არშიად
შემოვლებია, მაგრამ მოჭუტული თვალები ჯერ ისევ ახალგაზრდულად უბრწყინავს,
დროს მათთვის ვერაფერი დაუკლია. მოხუცს ერთ დროს კოკორობოსა და ტრაბუბუს
შორის მიწის დიდ მონაკვეთზე სიმინდისა და მანიოკის ნათესები ჰქონდა, სწორედ იმ
ადგილს ერქვა მაკამბირა. თერთმეტ ვაჟიშვილთან ერთად შრომობდა იმ მიწაზე,
მეზობლებს ეჩხუბებოდა, მიჯნებზე ედავებოდა, ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი
მიატოვა, თავის უზარმაზარ ოჯახთან ერთად კანუდუსში ჩავიდა, იქ სასაფლაოსთან
ახლოს დაბანაკდა და ხუთი სახლი აიშენა. ბელუ-მონტიში მოხუცის, ცოტა არ იყოს,
შიში და რიდი ჰქონდათ; ითვლებოდა, რომ ამაყი და ქედმაღალი იყო.
ჟუაკინი ეუბნება, ჟუაუ მოციქულს შიკრიკი გავუგზავნე იმის საკითხავად, შექმნილ
ვითარებაში როგორ მოვიქცეთ, ისევ უმბურუნასში დავრჩეთ თუ კანუდუსში
დავბრუნდეთო. პასუხი ჯერ არ არის. დიდი ჟუაუ რას ფიქრობს? დიდი ჟუაუ
ჩაფიქრებულია და მხოლოდ თავს იქნევს: არ იცის, რა აჯობებს, ერთი მხრივ, რაც
შეიძლება სწრაფად უნდა დაიძრას მოძღვრის დასახმარებლად, რადგან
რესპუბლიკელები, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთიდან დაარტყამენ. მაგრამ ჟუაუ
მოციქულის ბრძანებას რა უყონ, მან ხომ უმბურუნასში მტრის შეკავება დაავალა!
– რით შეაკავებ? – ბუზღუნებს მაკამბირა, – შიშველი ხელებით?
– ჰო, – მორჩილად უქნევს თავს დიდი უჟუაუ, – თუკი სხვა აღარა დაგვრჩენია.
თანხმდებიან, რომ აქ უნდა დარჩნენ, სანამ ჟუაუ მოციქულისგან რამეს შეიტყობენ.
დამშვიდობებისას ორივე ერთდროულად წარმოთქვამს: – კურთხეულ იყოს უფალი
იესო ქრისტე, მოძღვარი! უკან უკვე უშიკრიკოდ ბრუნდება. გზაზე თუთიყუშის
კივილის მსგავსი სალამურების ხმა ესმის – მაკამბირა თავის ხალხს ანიშნებს, რომ
ჟუაუ დაუბრკოლებლად გაატარონ. და სანამ ფეხქვეშ ტალახი უჭყაპუნებს, სახეზე,
ხელებსა და მკერდზე კი მწერების ნაკბენები ეფხანება, დიდი ჟუაუ ურჩხულზე
ფიქრობს, ცდილობს, ზარბაზანი წარმოიდგინოს: ალბათ მართლაც უზარმაზარია,
ყურის წამღები ხმა აქვს და ირგვლივ სიკვდილს თესავს – ცეცხლისმფრქვეველი
გველეშაპია, თორემ მაკამბირა უშიშარი კაცია და, თუკი ის ასე დააშინა, გამოდის,
რომ საქმე მართლაც ცუდადაა. ის, ვისაც ეშმად, ძაღლად, სატანად მოიხსენიებენ,
უსაზღვრო ძალაუფლების პატრონი ყოფილა, თუკი კანუდუსში სულ ახალ-ახალ,
უფრო და უფრო მრავალრიცხოვან, უფრო და უფრო უკეთესად შეიარაღებულ ჯარებს
გზავნის. კიდევ დიდხანს განაგრძობს უფალი ჭეშმარიტი კათოლიკეების რწმენის
გამოცდას? განა საკმარისად არ დაიტანჯნენ? განა ცოტა იშიმშილეს, ცოტანი
დაიხოცნენ? როგორც ჩანს, ცოტანი. მოძღვარმა ხომ თქვა, თითოეულს საქმით
თვისით მიეზღვებაო. მას, ჟუაუს კი დანარჩენებზე მეტი ცოდვა აწევს, გამოდის, რომ

მკითხველთა ლიგა
მას უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევს, სამაგიეროდ, იმის გაცნობიერება უთბობს
გულს, რომ მართალი საქმისთვის იბრძვის და გველეშაპის კი არა, წმინდა გიორგის
მხარესაა.
როდესაც თავის სანგარს მიაღწევს, ცაზე უკვე გარიჟრაჟი ჭიატებს; კლდეებზე
მდგარი გუშაგების გარდა ყველას სძინავს. დიდი ჟუაუ სანგარში წვება და გრძნობს,
როგორ უმძიმდება ქუთუთოები; მაგრამ ამ დროს ცხენის ფლოქვების ხმა ესმის და
ფეხზე ერთი ნახტომით წამოიჭრება. მტვრის კორიანტელში პირდაპირ მათკენ
ცხენებს რვა თუ ათი მხედარი მოაჭენებს. ვინ არიან, მზვერავები თუ
რესპუბლიკელების ჯარის მეწინავე რაზმის გუშაგები? აღალის დასახმარებლად
გამოგზავნეს? ახალი დღის სუსტ სინათლეში ხედავს, როგორ დაიძვრება მაკამბირას
საფრიდან კავალერისტებისკენ ისრების, შუბების, ქვების ღრუბელი. საპასუხოდ
ცხენოსნებიც იქით ისვრიან, სადაც მაკამბირას ხალხია ჩასაფრებული და თან ცხენებს
ფაველისკენ აბრუნებენ. აშკარაა, რომ წუთი წუთზე ქარავნის დასახმარებლად
გამოგზავნილი მრავალრიცხოვანი ჯარი გამოჩნდება. ისინი კი ვერას დააკლებენ,
რადგან მშვილდებისა და დანების ამარაღა არიან დარჩენილნი. დიდი ჟუაუ ღმერთს
ევედრება, ჟუაუ მოციქულს დრო ეყოს და თავისი ჩანაფიქრი აღასრულოს.
ჯარისკაცები მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩნდებიან. მაგრამ ამასობაში
კათოლიკური გვარდია ასწრებს და გასასვლელს ჯარის კაცების გვამებით, ცხენების,
ჯორების ლეშით, ლოდებით, სილითა და კაქტუსებით ისე ხერგავს, რომ გზის
გასაწმენდად მტერს მესანგრეთა რაზმის მიყვანა სჭირდება. საქმე ბევრია: სანამ
ჩახერგილ გზას წმენდენ, ჟუაკინ მაკამბირა უკანასკნელ ვაზნებს არ იშურებს და
მტერს ისე ესვრის, რომ ორჯერ უწევთ უკან დახევა, ხოლო როდესაც გზის
საბოლოოდ გასათავისუფლებლად დინამიტის აფეთქებას გადაწყვეტენ, დიდი ჟუაუ
თავისი ასი კაცით ფორთხვით უახლოვდება და მათ ხელჩართულ ბრძოლაში
ითრევს. სანამ ჯარისკაცების დამხმარე ძალა გამოჩნდება, ბევრის დაჭრასა და
დახოცვას ასწრებენ და კათოლიკური გვარდიის მეომრები ხელთ ძვირფას შაშხანებსა
და ვაზნებიან აბგებს იგდებენ. ხოლო როდესაც ჟუაუ ჯერ სალამურის სტვენით,
შემდეგ ყვირილით უბრძანებს თავის ხალხს, უკან დახევის დროაო, ყველანი
ემორჩილებიან და გზად ჟაგუნსუებისგან მხოლოდ მოკლულები და სასიკვდილოდ
დაჭრილები რჩებიან. უკვე ზევით ასული ყოფილი მონა ტყვიის წვიმისგან თავს
ლოდებს აფარებს და სხეულს ყურადღებით ითვალიერებს; უვნებელია. მთლიანად
სისხლშია ამოთხვრილი, მაგრამ ეს მისი სისხლი არ უნდა იყოს. მუჭით სილას იღებს
და სისხლის მოშორებას ცდილობს. განა საოცარი არ არის, რომ უკვე მესამე დღე-
ღამეა ცეცხლის შუაგულში ტრიალებს და ერთი ტყვიაც კი არ მოხვედრია? მიწაზე
პირქვე გართხმული მძიმედ სუნთქავს და ხედავს, როგორ მიაბიჯებენ ძლივს
გაწმენდილ ბილიკზე ოთხ რიგად დამწკრივებული ჯარისკაცები, ჟუაუ
მოციქულისკენ მიემართებიან და ათობით, ასობით არიან, გასაგებია, რომ სანოვაგის
წართმევა არ გამოვა: როგორ არ ცდილობდნენ კათოლიკური გვარდიის მეომრები
და მაკამბირას ბიჭები თავისკენ გამოეტყუებინათ ძაღლები, მაგრამ სატანის
მოციქულებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, ერთი მუჭა მებრძოლები სათვალავში
ჩაეგდოთ, მათ გამო კლდეებზე ეცოცათ ან ჭაობში ჩაფლულიყვნენ. ორივე
ფლანგისთვის მარტო მსროლელთა პატარ-პატარა ჯგუფები გამოგზავნეს, რომლებიც
ცეცხლს ცალ მუხლზე დაჩოქილები უხსნიდნენ. დიდი ჟუაუ უკვე დარწმუნებულია:
აქ აღარაფერი ესაქმება, ჟუაუ მოციქულს ვეღარაფრით დაეხმარება. ქვიდან ქვაზე,
სანგრიდან სანგარზე, ბექიდან ღარტაფზე გადადის და ამოწმებს, უკან დახევის

მკითხველთა ლიგა
ბრძანება ყველამ გაიგონა და შეასრულა თუ არა, მზარეული ქალები ხომ წავიდნენ.
აღარავინაა დარჩენილი და თავადაც ბელუ-მონტისკენ იღებს გეზს.
ვაზა-ბარისის უსახელო, გველივით დაკლაკნილი შენაკადის გასწვრივ მიაბიჯებს,
რომელიც ნაპირებიდან მხოლოდ დიდი წყალმოვარდნის დროს გადმოდის ხოლმე.
მზე სულ უფრო და უფრო აცხუნებს. დიდი ჟუაუ მდინარის ნაპირს
კალთებაკაპიწებული მიუყვება, ფიქრით კი დაღუპულებს ითვლის, წარმოიდგენს,
როგორ დანაღვლიანდებიან მოძღვარი, ნეტარი, მარია კუადრადუ, როდესაც
გაიგებენ, რომ მოკლულების ცხედრები მიწას ვერ მიაბარეს. თავადაც უჭირს იმაზე
ფიქრი, რომ ის ბიჭები, რომელთაგანაც ბევრს იარაღის ხმარება თავადვე ასწავლა,
ახლა ყვავ-ყორნების წილი უნდა გახდნენ, რომ წესი ვერ აუგეს, საფლავში ვერ
ჩაასვენეს. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო!
მთელი გზა ფაველადან სროლის ხმა ისმის. ერთ-ერთი ჟაგუნსუ ამბობს, უცნაურია,
რომ ამდენ ხანს ესვრიან, შეუძლებელია, დაღიანს, მანე კუადრადუსა და ლაქლაქას
ამდენი ვაზნა დარჩენოდათო. ჟუაუ ახსენებს, რომ, როდესაც ტყვიების მარაგს
ანაწილებდნენ, უფრო მეტი იმათ მისცეს, ვისაც ქალაქი ფაველის მხრიდან უნდა
დაეცვა; თავად მჭედლებმაც კი თავიანთი საბერველები და გრდემლები სანგრებთან
გადაათრიეს, რომ ტყვიები პირდაპირ იქ, ბრძოლის დროს გამოეჭედათ. მაგრამ,
როდესაც აფეთქებული ჭურვების ღრუბელში მათ წინაშე კანუდუსი იშლება და
ხედავს, როგორ კაშკაშებენ შუადღის მზის სხივებში ტაძრის სამრეკლოები და კირით
თეთრად შეფეთქილი კედლები, დიდ ჟუაუს რაღაც სასიხარულო წინათგრძნობა
იპყრობს. თვალებს ახამხამებს, აკვირდება, თვალით ზომავს, რაღაცას ანგარიშობს.
ნამდვილად ასეა: ხშირი, ერთად შერწყმული ბათქაბუთქი ნამდვილად უფალი იესოს
ტაძრის, წმინდა ანტონიუს ეკლესიის, ვაზა-ბარისის ნაპირებამდე ჩამოსული
სასაფლაოს კედლისა და ფაზენდა ველიას მხრიდან ისმის. საიდან გაჩნდა ამდენი
ვაზნა? რამდენიმე წუთში „ყაჩაღანა“ ეგებება და ჟუაუ მოციქულის ამბავს
ატყობინებს.
– ესე იგი, კანუდუსში დაბრუნდა?! – წამოიყვირებს ყოფილი მონა.
– თანაც, მარტო კი არ დაბრუნდა, ასზე მეტი ძროხა მორეკა და დიდძალი იარაღიც
მოიტანა, – აღფრთოვანებით პასუხობს ბიჭი, – იქ ვაზნებიანი ყუთებიცაა, ყუმბარებიც
და თოფისწამალიც. ეს ყველაფერი ძაღლებს წაართვა. მთელ ბელუ-მონტის დღეს
ხორცი თავზე საყრელად ექნება!
დიდი ჟუაუ აღელვებულ ბიჭს თავზე თავის უზარმაზარ ხელისგულს ადებს
და ცდილობს, ასე დააწყნაროს, ათქმევინოს, რა დააბარა ჟუაუ მოციქულმა. ჟუაუ
მოციქულს უნდა, რომ კათოლიკური გვარდიის მეომრები ფაზენდა ველიაში
ჩავიდნენ და დაღიანს დაეხმარონ, თავად დიდი ჟუაუ კი ძმებ ვილანოვებთან
მივიდეს. დიდი ჟუაუ ბრძანებას მაშინვე თავის ხალხს გადასცემს და ურჩევს,
ფაზენდა ველიას გზაზე, ვაზა-ბარისის გასწვრივ იარონ, ასე უფრო უსაფრთხო იქნება,
ფაველიდან გამოსროლილი ტყვიები ვერაფერს დააკლებენ. იქ ერთი კილომეტრის
სიგრძეზე უკვე სანგრებია გაჭრილი და ყველა ხევი, ღელე და ღარტაფიც ბუნებრივი
სანგარია. ბელუ-მონტის თავდაცვის პირველი ხაზი სწორედ იქ გადის,
ჯარისკაცებისგან ორმოცდაათ მეტრში და დაღიანი, როგორც კი დაბრუნდა, იქაურ
ბრძოლებს მეთაურობს.
ბელუ-მონტიში შესული დიდი ჟუაუ მტვრის სქელი საბურვლის გამო თავიდან
ვერც კი არჩევს, როგორ არის ყველაფერი შეცვლილი. გააფთრებული სროლაა და
დიდი ჟუაუ ხედავს, როგორი ხმაურით იშლება სახლების კედლები, თუნუქი რა
ღრჭიალით ცვივა სახურავებიდან, კრამიტების ლაწალუწიც ესმის. ბიჭი დიდი ჟუაუს
მკითხველთა ლიგა
ხელს მაგრად ჩაჰფრენია და უსაფრთხო გზით მიაქანებს. იმ ორი დღის მანძილზე,
რაც ქვემეხების სროლა არ წყდება, ადამიანებმა ის ადგილები მონიშნეს, სადაც
ჭურვები უფრო ხშირად ეცემა, ცდილობენ, იქ არ მოხვდნენ, ისეთი ქუჩებით იარონ,
რომ ჭურვები ვერ მისწვდნენ, იციან, ქუჩები როგორ გადაირბინონ ისე, რომ
ტყუილუბრალოდ თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ. ჟუაუ მოციქულის მიერ მორეკილი
საქონელი უკვე დაკლული და გამოშიგნულია; სულიწმიდის ქუჩის გასწვრივ, სადაც
ხორცს ახარისხებენ, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების დიდი რიგი გამწკრივებულა,
თავიანთ წილს ელოდებიან; კამპუ გრანდი სამხედრო ბანაკს დამსგავსებია: ყველგან
ჯოჯგინებზე დამაგრებული შაშხანები, კასრები, ყუთები აწყვია, ყუთებს შორის
ჟაგუნსუების გუნდები მოძრაობენ. გატაცებული ფორნებიდან გამოშვებული ჯორები
ამ დაუსრულებელ გრუხუნს შეშინებული ყროყინით ჰყვებიან; ზურგები
დასისხლიანებული და გადატყავებული აქვთ, ყოველ მათგანს ბარკალზე ჯარის
დამღა აქვს დარტყმული. იქვე სახედრის ლეში გდია და ზედ გამხდარი, ჩონჩხად
ქცეული ძაღლები დასევიან, თავს ბუზების უზარმაზარი გუნდი დასტრიალებთ.
ფიცარნაგზე ანტონიუ და ონორიუ ვილანოვებს არჩევს: ვაზნებით სავსე ყუთებს
ყვირილითა და ხელების ქნევით ანაწილებენ და მათი ახალგაზრდა დამხმარენი ამ
ყუთებს ორივე მხრიდან ეწევიან, სიმძიმისგან წელში ორად იხრებიან და ტვირთს
ჩრდილოეთისკენ მიარბენინებენ. იმ დამხმარეთაგან ზოგი სულ ბავშვია, იმ ბიჭის
თანატოლი, ახლა დიდ ჟუაუს ხელში რომ ჩაფრენია და ონორიუსა და ანტონიუსთან
მიახლოებას არ ანებებს, განუწყვეტლივ უმეორებს, ჟუაუ მოციქული გელოდებაო. ამ
პატარა შიკრიკების – როგორც ეძახდნენ, „ყაჩაღანების“ - საქმეში ჩაბმა დაღიანს
მოუვიდა აზრად. ეს ამბავი აქ, ამ საწყობში მოხდა; ჟუაუ მოციქული წინააღმდეგი
იყო: ძალიან პასუხსაგები და საშიში საქმეა, ბიჭებს ყველაფერი დაავიწყდებათ,
დანაბარებს აურევენ, შეშინდებიანო. თუმცა დაღიანი თავის სიტყვაზე იდგა:
საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობოდა და ამბობდა, ბიჭები სწრაფები არიან, კარგად
აზროვნებენ და საკუთარ თავზე სულ არ ფიქრობენო. „მართალი ყოფილა დაღიანი“, –
ფიქრობს ყოფილი მონა და მეგზურის პატარა ჩაბღუჯულ ხელს დაჰყურებს, ხელის
თითებს მანამდე არ შლის, სანამ ჟუაუ მოციქულამდე არ მიიყვანს. ის კი დახლის
კუთხეზეა ჩამომჯდარი, მშვიდად ჭამს, საჭმელს წყალს აყოლებს და თან მის წინ
ათიოდე შეიარაღებულ კაცთან ერთად მდგარ პედრაუს უსმენს. ზანგის დანახვაზე
ახალმოსულს თავისთან იხმობს და ხელს მაგრად ართმევს. დიდ ჟუაუს უნდა,
როგორმე გამოხატოს ის გრძნობები, რომლებიც ყელამდე ავსებს, ერთი სული აქვს, ამ
კაცს მადლობა გადაუხადოს, წარმატება მიულოცოს, რომ ამდენი იარაღი ჩაიგდო
ხელთ, ამდენი ვაზნა, საკვები, მაგრამ, როგორც ყოველთვის, შეცბუნებული და
დაბნეული, სიტყვის ამოღერღვასაც ვერ ახერხებს. მხოლოდ მოძღვარს ძალუძს იმ
კედლის გარღვევა, რომელიც, რაც თავი ახსოვს, მას და ადამიანებს შორისაა
აღმართული და თავის სულში ჩახედვას არავის ანებებს. დიდი ჟუაუ დანარჩენებს
თავის დაქნევითა და ხელის აწევით ესალმება და უეცრად ისეთი დაღლილობა
ეუფლება, რომ თავს ვეღარ იკავებს და მიწაზე ჯდება. ანტონია სარდელინია
ხორცითა და ფარინიით გავსებულ თეფშს პირდაპირ ხელში უდებს, გვერდით
წყლით სავსე დოქს უდგამს და ერთხანს დიდ ჟუაუს ყველაფერი ავიწყდება,
საკუთარი თავიც, ომიც, ჭამს, სვამს და ბედნიერია, ხოლო როდესაც ჭამას ამთავრებს,
ხედავს, რომ ჟუაუ მოციქულიც, პედრაუც და დანარჩენებიც მდუმარედ ელოდებიან,
შიმშილს როდის დაიოკებს. საბოლოოდ, შეცბუნებული დიდი ჟუაუ ბოდიშისმაგვარ
რაღაცას ბუტბუტებს.

მკითხველთა ლიგა
მერე იმის მოყოლას იწყებს, უმბურანასში რა ხდებოდა, მაგრამ ამ დროს ქალაქს
ენით აუწერელი გრგვინვა ატყდება თავს და ყველას ადგილიდან წამოყრის. წელში
მოხრილები ერთხანს უძრავად დგანან, ხელებით თავებს იფარავენ, გრძნობენ,
როგორ ზანზარებს ქვის კედლები, სახურავი, დახლები და თაროები, სულ ცოტაც და,
ეს ყველაფერი თავზე ნანგრევებად დაემხობათ.
– ახლა ხედავთ, ახლა მაინც ხვდებით? – ყვირის ამ დროს შემოვარდნილი ჟუაკინ
მაკამბირა. მტვერსა და თიხაში ისეა ამოგანგლული, რომ ძნელი საცნობია, – გაიგონე,
ჟუაუ, ურჩხულს რა ხმა ჰქონია?
პასუხის ნაცვლად ჟუაუ მოციქული იმ ყაჩაღანას, რომელმაც დიდი ჟუაუ აქ
მიიყვანა, ახლა კი შიშისგან სახე მოჰქცევია და აფეთქების ტალღას პედრაუ თან
გაუტაცია, უბრძანებს, გაიქცეს და ნახოს, ტაძარი და სამლოცველო მთელია თუ არა.
შემდეგ კი მაკამბირას მდუმარედ ანიშნებს, დაჯექი და რამე შეჭამეო. მაგრამ
ბერიკაცი აშკარად ცუდადაა, ანტონიას მიწოდებულ ხორცს ნაჩქარევად ღეჭავს და
შიშითა და ზიზღით ისევ იმ ზარბაზანზე ლაპარაკობს,– რამეს თუ არ მოვიფიქრებთ,
ყველას მიწაში ჩაგვიტანს, – ესმის დიდ ჟუაუს მისი გამწარებული ძახილი.
მერე კი, სულ მალე, დიდი ჟუაუ მშვენიერ სიზმარში იძირება, ოქროსფერი
ცხენების მხიარულ რემას ხედავს. ცხენები ზღვის სანაპიროს ჭიხვინით მიუყვებიან,
ფლოქვებით აქაფებულ ტალღებში მითქარუნებენ. ირგვლივ ჰაერი შაქრის ლერწმის,
ახლად ამოღებული თაფლისა და ბადაგის ტკბილი სურნელით იჟღინთება. მაგრამ
ხანმოკლეა ეს სიხარული, მზეზე მოლაპლაპე, ზღვის ტალღებში ჭიხვინით
მოდგაფუნე ულამაზესი ცხენები სადღაც ქრებიან და ზღვის ფსკერიდან ზარბაზნის
ცეცხლისმფრქვეველი ტუჩი ამოიზიდება. ზარბაზანი ლულიდან ალს აფურთხებს,
გველეშაპს ჰგავს, რომელსაც ოშოსი36 მუკამბუს რიტუალებში მოელვარე ხმლით
განგმირავს ხოლმე. „სატანა გაიმარჯვებს”, – გრგვინვასავით ჩაესმის ვიღაცის
ნათქვამი და შიშისგან ეღვიძება.
დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს ახელს, ჭრაქის მოცეკვავე ალზე სამ სილუეტს
ხედავს: ბელუ-მონტიში პადრე ჟუაკინთან ერთად ჩამოსულ ქალს, ბრუციანსა და
ჯუჯას. ჭამენ. საწყობში სხვა აღარავინაა. გარეთ ღამეა. ალბათ დიდი ხანია სძინავს. ამ
ფიქრისგან ისეთი სირცხვილი იპყრობს, რომ საბოლოოდ ფხიზლდება, – რა ხდება! –
ყვირის და ფეხზე წამოიჭრება. მოულოდნელობისაგან ბეც ჟურნალისტს ხორცის
ნაჭერი უვარდება და იატაკზე დიდხანს აფათურებს ხელს მის ძებნაში.
– მე არ დავანებე შენი გაღვიძება, – ისმის ჟუაუ მოციქულის ხმა და ბინდ-ბუნდში
მისი მხარბეჭიანი სილუეტი იკვეთება, – კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი! –
ბუტბუტებს დიდი ჟუაუ და კვლავ თავის მართლებასა და მობოდიშებას ცდილობს.
მაგრამ ჟუაუ მოციქული აწყვეტინებს: – უნდა გამოგეძინა, უძილოდ ადამიანი ვერ
ძლებს, – გადმობრუნებულ კასრზე ჯდება და ზეთის სანათი გამხდარ სახეს, ღრმად
ჩაცვენილ თვალებს უნათებს, შუბლი ღრმა ნაოჭს დაუსერავს. „სანამ მეძინა და
ცხენების ყურებით ეტკბებოდი, შენ იბრძოდი, ხალხს აგროვებდი, მთელ ქალაქს
გარშემო ურბენდი“, – ფიქრობს ზანგი. თავს ისე დამნაშავედ გრძნობს, რომ თავიდან
ვერც კი ამჩნევს, როგორ აწვდის ჯუჯა წყლიან ჭურჭელს. მორიგეობით სვამენ.
მოძღვარს არაფერი დაშავებია, სამლოცველოშია; რესპუბლიკელები ფაველიდან
ერთი ნაბიჯითაც კი არ წაწეულან, მხოლოდ დროდადრო ისვრიან. ჟუაუ მოციქულს
დატანჯულ სახეზე შეშფოთება აღბეჭდვია, – რა გაწუხებს, ჟუაუ, იქნებ მე შემიძლია,
რამეში დაგეხმარო – ალერსიანად უყურებს ჟუაუს. გულის გადაშლას არც ერთი არ
არის ჩვეული, მაგრამ ჯერ კიდევ ხეტიალის დროს მიხვდა ყოფილი მონა, რომ
ყოფილი ავაზაკი მას დიდ პატივს სცემდა,ბევრჯერ უგრძნობინებია.
მკითხველთა ლიგა
– ჟუაკინ მაკამბირა შვილებთან ერთად ახლა ფაველაზე წავა, რომ ურჩხულს
ხახა დაუდუმონ, – ამბობს ჟუაუ მოციქული, და იატაკზე მჯდარი ქალი და ჯუჯა
ღეჭვას თავს ანებებენ, ბეცი ჟურნალისტი კი კისერს იგრძელებს და ცდილობს,
ჩამსხვრეულმინიანი სათვალე მარჯვენა თვალზე უკეთ მოირგოს, – ყველაზე ძნელი
ზემოთ აძრომაა. შემდეგ უფრო ადვილია. საკეტს მოხსნიან, ან მქნევარას ააფეთქებენ.
– შეიძლება, მეც თან გავყვე? – აწყვეტინებს დიდი ჟუაუ, – ტყვია-წამალს ლულაში
ჩავუყრი და ურჩხული ჰაერში აიწევა.
– არა. შენ მარტო იმას დაგავალებ, სიმაღლეზე ასვლაში დაეხმარო, მეტს არაფერს.
ეს იმათ მოიფიქრეს და ბოლომდეც თვითონ უნდა მიიყვანონ. წამო, წამომყევი.
შესასვლელში ჯუჯა ჟუაუ მოციქულს აჩერებს და დამტკბარი ხმით ეუბნება:
– როგორც კი მოგინდება, რობერტ ეშმაკის საშინელი და ჭკუის სასწავლებელი ამბის
მოსმენა, მიმსახურე. ჟუაუ არაფერს პასუხობს და ჯუჯას მდუმარედ გვერდზე სწევს.
ღამე ბნელი და ღრუბლიანია. ცაზე არც ერთი ვარსკვლავი არ ჭიატებს. არც
სროლის ხმა ისმის, კამპუ გრანდი ცარიელია. სინათლე არც ერთი სახლის
ფანჯრიდან არ მოჩანს. როგორც კი დაბნელდა, ჯარისკაცებისთვის წართმეული
საქონელი მუკამბუში გადარეკეს. სულიწმიდის ქუჩაზე აქამდე დგას უმი ხორცისა და
სისხლის სუნი, შიგნეულობას ჯერ ისევ ესევიან ძაღლები, ბუზების გუნდები
დასტრიალებენ. მაკამბირა თავის გეგმას ანდობს, დიდი ჟუაუ უსმენს და გრძნობს,
რომ სადაცაა გული აერევა. შემდეგ მოხუც მაკამბირასა და მის ვაჟებთან ერთად კამპუ
გრანდის აივლიან ეკლესიის მოედნამდე, რომელიც ოთხივე მხრიდან ბარიკადებითაა
გარშემორტყმული – იქაურობისთვის გადაბრუნებული ურიკები, ფორნები, ქვები,
კასრები, ანჯამებიდან ჩამოხსნილი კარები, ქვიშით სავსე ტომრები, აგურის
ნამტვრევები ორმაგი და სამმაგი სალტეებით გაუმაგრებიათ. ბარიკადებს მიღმა
შეიარაღებული ჟაგუნსუები ჩასაფრებულან. ახლა ისვენებენ, მიწაზე წვანან, ჯგუფ-
ჯგუფად სხედან პატარა საცეცხლურებთან, საუბრობენ, რამდენიმე კაცი კი გიტარის
აკომპანემენტით ხმადაბლა მღერის კიდეც. „რა სუსტი და არარაობა ყოფილა
ადამიანი, თუკი უძილოდ გაძლება მაშინაც კი არ შეუძლია, როცა ბედის სასწორზე
ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია შეგდებული, სულს გადაირჩენს თუ უკუნითი
უკუნისამდე ჯოჯოხეთის ალში დაიწვება“, – არ ასვენებს აკვიატებული ფიქრი
ჟუაუს.
სამლოცველოს კართან მიდიან, კარის წინ ქვების და სილიანი ტომრების
ბარიკადები აღუმართავთ, დიდი ჟუაუ კათოლიკური გვარდიის მეომრებთან იწყებს
საუბარს, სანამ მოხუცი მაკამბირა, მისი თერთმეტი ვაჟი და მათი ცოლები
მოძღვართან არიან. გონებაში იმას ანგარიშობს, ფაველაზე რამდენი გაიყოლოს;
სურვილი კლავს, გაიგოს, ახლა მოძღვარი რა სიტყვებით ულოცავს გზას იმ ოჯახს,
რომელმაც ქრისტეს გულისათვის სიცოცხლის გაწირვა გადაწყვიტა: მაგრამ, აი,
მაკამბირები სამლოცველოდან გამოდიან და ჟუაუ ამჩნევს, რომ მოხუც მაკამბირას
თვალები უბრწყინავს. მარია კუადრადუ და ნეტარი მათ ბარიკადებამდე
მიაცილებენ, ლოცავენ. შვილები თავიანთ ცოლებს ეხვევიან, ისინი კი ტირილით
ებღაუჭებიან. მაგრამ მოხუცი გამოთხოვების სცენას წყვეტს და შვილებს ხელის
მოძრაობით ანიშნებს, წასვლის დროაო. რძლებიც ემორჩილებიან და ნეტართან
ერთად ტაძარში შედიან სალოცავად.
სანამ ფაზენდა ველიასთან აგებულ სანგრებს მიაღწევენ, ჟუაუ მოციქულის
მიერ გამოგზავნილ ძალაყინებს, ნაჯახებს, მარგილებს, უროებს, პეტარდებს
ირიგებენ და მდუმარედ უსმენენ, როგორ უხსნის იგი, რომ კათოლიკური გვარდია
ჯარიკაცებს საკუთარ თავზე აიღებს, ხოლო მათ ამასობაში მეგობრის დახმარებით
მკითხველთა ლიგა
ურჩხულთან სულ ახლოს მისვლა უნდა შეძლონ, – ყაჩაღანებს დავავალე, გაიგონ, სად
დგას ის ზარბაზანი, ვნახოთ, გაგება თუ მოახერხეს, – ამბობს იგი.
– გაიგეს, – უდასტურებს ფაზენდა ველიასთან მისულებს დაღიანი, ურჩხული
პირველი კოლონის დანარჩენ ქვემეხებთან ერთად მონტი-მარიუდან იქვე,
პირველივე მაღლობზე უდგათ და ტომრებისა და ქვებისგან აგებული ბარიკადით
იცავენ. ორ ყაჩაღანას მოუხერხებია, ნეიტრალურ ტერიტორიამდე მიფოფხებულა და
ისიც დაუთვლია, რომ იქ მისვლამდე მსროლელთა ერთი ხაზი, ფაველის ფრიალო
ფერდობი და სამი საგუშაგო პოსტი ექნებათ გასავლელი.
დიდი ჟუაუ მოციქულსა და მაკამბირებს დაღიანთან ტოვებს და თავად ვაზა-
ბარისის გასწვრივ ამოთხრილი სანგრების ლაბირინთში მიხოხავს.
განსაკუთრებულად სასტიკი ბრძოლა სწორედ ამ მიხვეულ-მოხვეული
თხრილებიდან წარიმართა, როდესაც სიმაღლეზე ასულ ჯარისკაცებს ფეხქვეშ
კანუდუსი გადაეშალათ და ისინიც გამალებით დაეშვნენ ფერდობებზე, რომ ქალაქში
რაც შეიძლება სწრაფად მოხვედრილიყვნენ. მაგრამ ჟაგუნსუებმა არ დაახანეს და
მტერს მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს. უეცარი, დამღუპველი ცეცხლის გამო ჯარისკაცები
ჯერ ადგილზე გაიყინნენ, შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ.
უკუქცეულებმა ერთმანეთი გადაქელეს, ძირს დაცემულები გადაჯეგეს, აწრიალდნენ,
ხან წინ გარბოდნენ, ხან უკან, სანამ არ მიხვდნენ, რომ თავს ვერსაით ვერ
დააღწევდნენ და ისღა დარჩენოდათ, იქვე ჩაწოლილიყვნენ და სროლაზე სროლითვე
ეპასუხათ. დიდი ჟუაუ მძინარეებს შორის მიიკვლევს გზას, ყოველ ოც ნაბიჯზე მის
შესახვედრად ქვის ბრუსტვერიდან გუშაგი ძვრება და ეხმიანება. ბოლოს და ბოლოს
პოულობს კათოლიკური გვარდიის რაზმს, ორმოცამდე კაცს, მებრძოლებს აღვიძებს
და უხსნის, რის გაკეთება მოუწევთ. არ უკვირს, როცა უყვებიან, რომ ამ სანგარში
დაჭრილები თითქმის არ არიან და არც მოკლულები, ჟუაუ მოციქულმა
გაითვალისწინა, რომ ლანდშაფტის მიხედვით აქ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო
და მისი დაცხრილვა მტერს გაუჭირდებოდა.
ორმოც კაცთან ერთად ფაზენდა ველიაში ბრუნდება და ხედავს, რომ ჟუაუ
მოციქული და უჟუაკინ მაკამბირა კამათობენ. ჟუაუ მოციქულს უნდა, რომ
ჟაგუნსუებმა ჯარისკაცების უნიფორმები ჩაიცვან, რადგან ზარბაზანთან მისვლა ასე
უფრო გაუადვილდებათ. გაოგნებული და გაბრაზებული მაკამბირა სასტიკ უარზეა.
– ჩაიცვამ და სულსაც წაიწყმედ, – ბუზღუნებს იგი.
– არ წაიწყმედ. ცოცხალი დაბრუნდები და შენი შვილებიც ცოცხლები გადარჩებიან.
– მე და ჩემს შვილებს რა ბედი გვეწევა, ჩვენი გადასაწყვეტია, – მაინც არ უთმობს
მოხუცი.
– როგორც გინდა, – ფარ-ხმალს ყრის ჟუაუ მოციქული, – უფალი გფარავდეთ.
– კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი! – წარმოთქვამს დამშვიდობებისას
მოხუცი.
როდესაც ნეიტრალურ ხაზზე მიცოცავენ, ღამის ცაზე მთვარე ამოდის. დიდი ჟუაუ
კბილებში წყევლას ცრის და თავისი ბიჭების ბრაზიანი ბუტბუტიც ესმის. ცაზე
უზარმაზარი, სრულიად მრგვალი, ყვითელი მნათობი მიცურავს და ფაველამდე
გაწოლილ ხელისგულივით გადაშლილ ველს თავისი ყვითელი ნათებით
ასხივოსნებს. ველზე არც ბუჩქია სადმე და არც ხე. დაღიანი მათ მთის ძირამდე
აცილებს და იქ ემშვიდობება. დიდ ჟუაუს კი ისევ ის აკვიატებული აზრი არ ასვენებს:
„როგორ გავბედე, როგორ დავიძინე, როცა დანარჩენებს, ყველას ეღვიძა!“ დაღიანს
სახეში აჩერდება: უკვე მერამდენე ღამეა ფხიზლობს, მესამე? მეოთხე? ძაღლებს
მონტი-სანტუდან სდევდა, ანჟიკუსთან და უმბურუნასში ებრძოდა, შემდეგ
მკითხველთა ლიგა
კანუდუსის მისადგომებთან, უკვე სამი დღეა ბრძოლაშია, – და მაინც არ დაღლილა,
ისევ ისეთივე მშვიდი და შეუვალია, მასავით არ ჩასძინებია, აი, ახლაც, ორ
ყაჩაღანასთან ერთად ისე მიაბიჯებს, თითქოს არაფერიაო. „დაღიანს არ ჩაეძინებოდა,
– ფიქრობს დიდი ჟუაუ, – ეშმაკმა შემაცდინა“. შფოთი იპყრობს: მიუხედავად იმისა,
რომ მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოძღვარმა თავისი კალთის ქვეშ
შეიფარა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოძღვრის ამ საქციელმა სიმშვიდე უბოძა,
ხანდახან ეჩვენება, რომ იმ შორეულ დილას, როდესაც სენიორიტა ადელინია
სიცოცხლეს გამოასალმა, მასში ჩასახლებული სატანა არსად წასულა, ისევ მასშია,
უბრალოდ,
სადღაც სულის ბნელ კუნჭულშია მიყუჩებული და შესაფერის დროს ელის, რომ
ისევ წაწყმიდოს და საბოლოოდ დაღუპოს.
უეცრად მათ წინ მთის ფრიალო კალთა წამოიმართება. ეყოფა კი მოხუც მაკამბირას
ძალა ასეთ ციცაბოზე ასაძრომად? დაღიანი მოკლულ ჯარისკაცებზე მიუთითებს:
მათი გვამები მთვარის სინათლეზე კარგად მოჩანს. ბევრია, მეწინავე რაზმიდან
კანუდუსისკენ წინ ერთად გამოიჭრნენ და ჟაგუნსუს ტყვიებითაც ერთდროულად
მოისრნენ. ჟუაუ ხედავს, როგორ უბრწყინავთ გვამებს ფორმებზე ღილები, ბალთები,
მოოქრული კოკარდები. დამშვიდობების ნიშნად დაღიანი თავს ოდნავ უქნევს და
მიდის, მეგზური ბიჭები კი ციცაბოზე ოთხით აფოფხებას იწყებენ. უკან ჟუაკინ
მაკამბირა, დიდი ჟუაუ და კათოლიკური გვარდიის მებრძოლები მიჰყვებიან. ისე
უხმაუროდ მოძრაობენ, რომ მათი ხმა თავად დიდ ჟუაუსაც კი არ ესმის. და თუ
ფეხქვეშ კენჭი მოწყდება, ისე გაშრიალდება, თითქოს ბალახებში ქარი
დანავარდობსო. უკან, იქ, სადაც ბელუ-მონტი მოიტოვეს, რაღაც თანაბარი გუგუნი
ისმის, რა უნდა იყოს, ეკლესიის მოედანზე ლოცულობენ? თუ სულთათანაა,
რომლითაც კანუდუსი ყოველ ღამით თავის დახოცილ დამცველებს ეთხოვება? წინ
უკვე რაღაც მოჩანს, რაღაც ანათებს კიდეც, ჯარისკაცების ბუნდოვანი სილუეტები
იკვეთება, ყურს მათი ხმებიც აღწევს. ჟუაუს ყველა კუნთი ეძაბება და მზადაა,
მედგრად დაუდგეს ნებისმიერ მოულოდნელობას.
ყაჩაღანები ჩერდებიან. სულ ახლოს საგუშაგო პოსტია, ოთხი ჯარისკაცი
მორიგეობს. მათ უკან კოცონი დაუნთიათ და კოცონს გარშემო უამრავი ფორმიანი
შემოსხდომია. მოხუცი მაკამბირა ჟუაუსთან სულ ახლოს, მიწაზეა გართხმული და
მისი გაძნელებული, ხიხინა სუნთქვა ესმის. „როგორც კი დავუსტვენ, ზუსტად შუაში
დაარტყი“. დიდი ჟუაუ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს: – უფალი გფარავდეთ, დონ
ჟუაკინ, – ჩურჩულებს პასუხად. შემდეგ თვალს აყოლებს, როგორ იკარგება ერთ-
ერთი ყაჩაღანას თანხლებით სიბნელეში ნაჯახებით, ძალაყინებითა და უროებით
შეიარაღებული თორმეტი მაკამბირას სილუეტები და მზერა მასთან დარჩენილ
მეორე მეგზურზე გადააქვს.
დიდი ჟუაუ დაძაბული აყურადებს, დათქმულ სიგნალს ელის, რომელიც იმის
ნიშანი იქნება, რომ მაკამბირა პირდაპირ ურჩხულთან მივიდა. მაგრამ ყველაფერი
ჩუმადაა და ეჩვენება, რომ სტვენა არასოდეს გაისმება. მაგრამ ამ დროს გაბმული,
მორაკრაკე, უეცარი, თუმცა დიდი ხნის ნანატრი სტვენა გაისმის და ყველა დანარჩენ
ხმას მაშინვე მნიშვნელობას უკარგავს, – თითქმის იმავე დროს ჟუაუ თავის ხალხთან
ერთად იწყებს გუშაგების დაცხრილვას. სროლის გაგონებისას ირგვლივ ყველაფერი
ცოცხლდება, ჯარში არეულობა იწყება, ფეხზე წამომხტარი ჯარისკაცები კოცონს
ფეხით აქრობენ, საპასუხო ცეცხლს ხსნიან, მაგრამ ბრმად ისვრიან, თავდამსხმელებს
ვერ ხედავენ და ტყვიები სულ სხვა მხარეს მიფრინავენ.

მკითხველთა ლიგა
დიდი ჟუაუ მებრძოლებს წინ წასვლას უბრძანებს და რამდენიმე წამში სიბნელით
მოცულ ბანაკს პეტარდები აქვს დამიზნებული: ბანაკიდან სირბილის ხმა, ყვირილი,
დაბნეული ბრძანებების ნაწყვეტები მოისმის. როცა სავაზნე კოლოფი უცარიელდება,
ზანგი ჩერდება, სმენას ძაბავს. ზემოთ, მონტი-მარიუს მხრიდანაც ისმის სროლის
ხმები: ალბათ მაკამბირა ზარბაზნის მცველებს დაესხა თავს. როგორც უნდა იყოს, იქ
ჩარევა არ შეიძლება: მის თანამებრძოლებსაც დაცლილი აქვთ ვაზნები. ამიტომ ჟუაუ
უსტვენს და თანამებრძოლებს ასე აგებინებს უკან დახევის ბრძანებას.
ციცაბო ფერდობის შუაში მათ მეორე მეგზური ბიჭიც ეწევა. ჟუაუ ბიჭს ხელს
აბურძგნილ თავზე ადებს.
– ურჩხულამდე მიიყვანე? – ეკითხება დიდი ჟუაუ.
– მივიყვანე, – პასუხობს ყაჩაღანა.
უკან ისეთი სროლაა, თითქოს ბრძოლაში ფაველის ყველა ჯარისკაცი ჩაებაო. ბიჭი
დუმს, მეტს არაფერს ეუბნება და დიდი ჟუაუ ისევ, უკვე მერამდენედ, ფიქრობს,
მაინც რა უცნაური ხალხი ცხოვრობს ამ სერტანებში, სიტყვას ვერ დააძვრევინებო.
– მაკამბირები როგორ დატოვე? – ვეღარ ითმენს და ბოლოს მაინც ეკითხება.
– დახოცეს, – მშვიდად პასუხობს ბიჭი.
– ყველა?
– მგონი, ყველა.
უკვე ნეიტრალურ მიწაზე არიან. სანგრებამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი.

უკან დახევის დროს პედრაუს რაზმს აკიდებულმა ჯუჯამ ბრუციანი კოკორობოს


რომელიღაც ბექობზე იპოვა – ოთხად მოკეცილი იჯდა და ტიროდა. ჯუჯამ ხელი
მოჰკიდა და ბელუ-მონტისკენ გაჩქარებით მიმავალ ჟაგუნსუებს შორის გაიყოლა:
მეორე კოლონის ჯარისკაცებმა ტრაბუბუს გზა გადალახეს და ახლა, ცხადია, ქალაქის
იერიშზე გადმოვიდოდნენ. როდესაც ირიჟრაჟა, სანგრებიდან გამოძვრნენ და აქ,
თხების ბაკებთან, ადამიანების ზღვაში ჟურემაც დაინახეს. იგი დებ სარდელინიებთან
ერთად მიდიოდა და ქვაბებითა და ჯამებით დატვირთულ სახედარს მიერეკებოდა.
სიხარულისაგან დაბნეულები სამივე მაგრად ჩაეკრა ერთმანეთს და ჯუჯამ იგრძნო,
როგორ შეეხო ლოყაზე ჟურემას ტუჩები. ის ღამე იარაღის საწყობში გაატარეს,
ყუთებსა და კასრებს შორის მოკუნტულებმა, ესმოდათ, როგორ ესროდნენ კანუდუსს
და სროლის ხმა ერთ წუთს არ ჩერდებოდა. ამ ყურისწამღებ გუგუნში ჯუჯამ
მეგობრებს გაანდო, რაც თავი მახსოვს, არავის უკოცნია და ჟურემას კოცნა ჩემთვის
პირველი იყოო.
რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ჯოჯოხეთი, მერამდენე დღე იყო, რაც ზარბაზნები
ღრიალებდნენ ქალაქის თავზე, ტყვიები ზუზუნებდნენ, ჭურვები კივილით
სკდებოდნენ, ზეცას ბოლის შავი ნაფლეთებით ავსებდნენ, ტაძრის სამრეკლოების
კედლებს ხვრეტდნენ. მესამე, მეოთხე, მეხუთე? მთელი ამ ხნის მანძილზე იარაღის
საწყობში დაეხეტებოდნენ, ხედავდნენ, დღისით და ღამით როგორ გამოჩნდებოდნენ
და კვლავ ქრებოდნენ ძმები ვილანოვები და დანარჩენები, ესმოდათ მათი კამათი და
ვერაფერს ხვდებოდნენ. ერთხელ, საღამოს, როდესაც ჯუჯა კაჟიანი თოფებისთვის
აბგებში ყრიდა ტყვია-წამალს და ამით მებრძოლებს ეხმარებოდა, გაიგონა, როგორ
მიუთითა ვიღაცამ ვილანოვას ასაფეთქებლებზე და როგორ უთხრა, ღმერთს
შევევედროთ, ანტონიუ, რომ კედლებმა გაუძლონ, საკმარისია ერთი ტყვია და,
ნახევარი ქალაქი ცაში აიწე- ვაო. ჯუჯამ ეს ამბავი ჟურემას და ბრუციანს არ უამბო –
საწყალი ბრუციანი, ისედაც ადამიანს არ ჰგავს, რაღა საჭიროა, კიდევ უფრო
შევაშინოო. იმდენი რამ გადაიტანეს ერთად, რომ ამ ორ არსებას მართლა ლამის
მკითხველთა ლიგა
საკუთარ სისხლად და ხორცად აღიქვამდა; ძალიან უყვარდა ცირკის მსახიობები
ბოშების გუნდიდან, მაგრამ ასეთი თბილი გრძნობა არავის მიმართ არასოდეს
განეცადა.
სანამ ეს გაუთავებელი სროლა გრძელდებოდა, საჭმლის მოსაძიებლად საწყობიდან
უკვე ორჯერ მოახერხა გასულიყო. კედლებს აკრული წინ, ხალხის სანახავად
მიიპარებოდა, მათ სახლებთან მათხოვრობდა, შემდეგ კი უკან მტვერში
ამოგანგლული და ტყვიების წუილისგან ლამის დაყრუებული ბრუნდებოდა. დედა
ეკლესიის ქუჩაზე ისიც კი დაინახა, როგორ მოკლეს მის თვალწინ პატარა ბიჭი.
ბავშვი ქუჩაში უეცრად გამოვარდა, ცდილობდა, საიდანღაც გამოქცეული ქათამი
დაეჭირა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა თუ არა, უეცრად მოცელილივით
პირქვე დაემხო, თითქოს ვიღაცამ თმაზე ძალით მოქაჩაო. ტყვია მუცელში მოხვდა და
ადგილზე გაათავა. ჯუჯამ ბიჭუნა ხელში აიყვანა და ასე ატატებული შეიყვანა იმ
სახლში, საიდანაც გამოიქცა. იქ რომ არავინ დახვდა, ჰამაკზე დააწვინა. ქათამი ვერ
დაიჭირა. ყოველ წუთს გარშემო ადამიანები იხოცებოდნენ, სამივეს შიში ათავებდა,
მაგრამ როგორც კი ჟუაუ მოციქულის მოტანილი ხორცით სული მოიბრუნეს, ჯუჯაც,
ჟურემაც და ბრუციანიც კი როგორდაც გამხნევდნენ და ხასიათი გამოუკეთდათ.
ერთხელ ღამით, როდესაც სროლა ჩაცხრა და მოედანზე მლოცველების გუგუნიც
შეწყდა, ხოლო ისინი საწყობში იატაკზე იწვნენ, არ ეძინათ და ერთმანეთში ჩუმად
ლაპარაკობდნენ, ხელში თიხის ჭრაქით საწყობის კარში უეცრად ვიღაცის იდუმალი
სილუეტი ამოიზარდა. ჯუჯამ ნაიარევითა და ფოლადივით მტკიცე გამოხედვით
მაშინვე იცნო დაღიანი. კაცს მხარზე კარაბინი ეკიდა, ქამარში მაჩეტე და დანა გაერჭო,
მკერდზე კი ჯვარედინად პატრონტაში ჰქონ- და გადაკიდებული.
– მაპატიე, - ჩაილაპარაკა მან, – მინდა, რომ ცოლად გამომყვე.
ჯუჯამ გაიგონა, როგორ აკვნესდა ბრუციანი. თვითონაც წარმოუდგენლად
მოეჩვენა, რომ ამ პირქუშ, ჩაკეტილ კაცს, რომლისგანაც სიცივე მთელ სხეულში
ატანდა, შეეძლო ეს სიტყვები წარმოეთქვა. ნაიარევით დამახინჯებული სახე,
როგორც ყოველთვის, ახლაც არავითარ გრძნობას არ გამოხატავდა, მაგრამ ჯუჯა
ხვდებოდა, რომ კაცი მთელი არსებით მალავდა მღელვარებას. გარედან აღარც
სროლის ხმა ისმოდა, არც ძაღლის ყეფა, არც ლოცვა; მხოლოდ ბუზანკალი
ეხეთქებოდა კედელს. ჯუჯას გული გამალებით უცემდა, მაგრამ შიშით კი არა,
არამედ რაღაც ნაზი გრძნობით ამ ადამიანის მიმართ, რომელიც ჟურემას
თვალმოუშორებლად და მომლოდინედ მიშტერებოდა და სანათის შუქი იარას
უნათებდა. ბრუციანმა სუნთქვას მოუხშირა, ჟურემა დუმდა. დაღიანი კვლავ
ალაპარაკდა, ყოველ სიტყვას გარკვევით წარმოთქვამდა. აქამდე ცოლი არ მოუყვანია,
როგორც ამას ეკლესია, ზეციური მამა და მოძღვარი მოითხოვდნენ. ჟურემას ისე
უყურებდა, რომ თვალსაც არ ახამხამებდა და ჯუჯამ გაიფიქრა, ალბათ სიბრიყვეა,
თანავუგრძნო კაცს, რომელსაც ასეთი შიშის ზარის დაცემა შეუძლიაო. მაგრამ ამ
დროს დაღიანი უეცრად ისევ საცოდავად და დაუცველად მოეჩვენა. ქალები, რა თქმა
უნდა, ეყოლებოდა, მაგრამ თავადაც მიხვდებოდა ჟურემა, როგორი, შვილები არ
ჰყოლია, და არც ოჯახი ჰყავდა. ამის საშუალებას თავისი ცხოვრების წესი არ
აძლევდა: ან იბრძოდა, ან ვინმეს მისდევდა, ან თავად გაურბოდა. და ამიტომ,
როდესაც მოძღვარმა აუხსნა, რომ მიწა, რომლისგანაც ყოველდღე ერთსა და იმავეს
ითხოვენ, იღლება, დასვენებას ითხოვსო, ეს სიტყვები განსაკუთრებით ენიშნა და
გულში ჩაუვარდა. მას შემდეგ ბელუ-მონტი გახდა მისთვის ის, რაც მიწისთვის
დასვენება. აქამდე სიცოცხლეში სიყვარული არ განუცდია, ახლა კი აი... ჯუჯამ
შენიშნა, როგორ გადაყლაპა დაღიანმა ნერწყვი, გაიფიქრა, ვაითუ, ძმები ვილანოვების
მკითხველთა ლიგა
ცოლებმა გაიღვიძეს და სიბნელეში გაყუჩებულებს დაღიანის სიტყვები ესმითო.
კაბუკლუ კი ლაპარაკს განაგრძობდა: ღამეები არ მეძინა – გამუდმებით შენზე
ვფიქრობდი, ნუთუ გული ისე გამიხმა, რომ სიყვარულის უნარი სამუდამოდ
დავკარგე-მეთქი. აქ ენა დაება და ჯუჯა მიხვდა, ახლა მე და ბრუციანი მისთვის არც
ვარსებობთო, მაგრამ ასეც არ ყოფილა: როდესაც მაშინ კაატინგაში ჟურემა დაინახა,
მიხვდა, რომ მის გულს სიყვარული კიდევ შეეძლო. დაღიანი ლაპარაკობდა და
სახეზე ნაიარევს რაღაც უცნაური ემართებოდა: ცეცხლის ალი ერთიდან მეორე
მხარეს აწყდებოდა და მოციალე ათინათები მის სახეს უფრო საშინელს ხდიდა. „ხელი
უცახცახებს“ – გაოცებით მიხვდა ჯუჯა. იმ დღეს გულმა თავად უთხრა ყველაფერი.
დაინახა ჟურემა და მიხვდა, რომ გული ისევ ცოცხალი ჰქონდა, არ გახმობოდა. სადაც
უნდა წასულიყო, ყველგან მისი ხმა ესმოდა, თვალწინ გამუდმებით მისი სახე და
მთლიანად მისი არსება ედგა. აი, აქ და აქო, გაიმეორა და თითები შუბლზე და
მკერდზე დაიდო. ალი ისევ აცახცახდა და ძლივს დაწყნარდა. შემდეგ დაღიანი კარგა
ხნით გაჩუმდა, პასუხს ელოდა; გაბრაზებული ბუზანკლის ბზუილი კუთხეში ახლა
უფრო მკვეთრად მოისმოდა. ჟურემა ხმას არ იღებდა. ჯუჯამ მისკენ თვალი გააპარა:
ქალი ერთიანად მოკუნტულიყო, დაძაბულიყო, წინააღმდეგობის გასაწევად
მომზადებულიყო და სერიოზული სახით კაბუკლუს თვალს არ აშორებდა.
– ახლა დაქორწინებას ვერ შევძლებთ. ახლა ყველას სხვა საზრუნავი გვაქვს, –
თითქოს ბოდიშს იხდისო, ისე ამოთქვა დაღიანმა, – შემდეგ, როცა ძაღლებს
განვდევნით.
ჯუჯამ ისევ გაიგონა ბრუციანის კვნესა. დაღიანს ამჯერად არც შეუხედავს,
ჟურემას გვერდით ვინ ეჯდა, ქალს თვალს არ აშორებდა. მაგრამ ერთი რამ კი ცხადი
იყო... აი, თურმე რაზე ფიქრობდა დღისითაც და ღამითაც, სანამ უღმერთოებს
დასდევდა, სანამ გამწარებული მტერს ესხმოდა თავს, ესროდა, თავებს აჭრიდა:
ჟურემაზე; და გული უმღეროდა... ისევ დადუმდა, თითქოს ერცხვინებაო, მერე
ამოღერღა: იქნებ ჟურემამ ფაზენდა ველიაში საჭმელი და წყალი მიუტანოს?
სხვებისთვის მიაქვთ, შურს, ამას რომ ხედავს, ნეტა მისთვისაც მოჰქონდეს ვინმეს, რას
იტყვის ჟურემა, საჭმელს მიუტანს ხოლმე?
– ჰო, რა თქმა უნდა, მიუტანს, – გაიგონა ჯუჯამ ბრუციანის აღელვებული ხმა, –
აუცილებლად მოგიტანთ, აუცილებლად.
დაღიანს ხმის პატრონისკენ არც ახლა გაუხედავს.
– შენ აქ საერთოდ რა შუაში ხარ, – ჰკითხა და მისი ყოველი სიტყვა დანის ჩარტყმას
ჰგავდა, – ვინ ხარ მისი, ქმარი?
– არა, – ძალიან წყნარად და რბილად წარმოთქვა ჟურემამ, – ჩემთვის
დაახლოებით... შვილივითაა.
ღამე არსენალის კედლებს მიღმა ისევ სროლისა და გრუხუნის ხმებით აივსო. ჯერ
ერთი აფეთქება გაისმა, მერე – უფრო ძლიერი. ყველას ყურები დაუგუბდა. ყვირილი,
გაქცეული ადამიანების ფეხის ხმა ისევ აფეთქების გრუხუნმა გადაფარა.
– მიხარია, რომ მოვედი და ყველაფერი გითხარი, – წარმოთქვა კაბუკლუმ, – ახლა
კი ჩემი წასვლის დროა. კურთხეულ იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე!
წამის შემდეგ საწყობში ისევ სიბნელემ დაისადგურა, ბუზანკლის ბზუილი ყურს
აღარ სწვდებოდა, გაუთავებელი სროლის ხმას გაექრო; სროლა ხან შორიდან
გაისმოდა, ხან კი სულ ახლოდან. ძმები ვილანოვები დღესაც და ღამესაც თითქმის
სულ სანგრებში ატარებდნენ, საწყობში მარტო მაშინ გამოჩნდებოდნენ ხოლმე,
როდესაც ჟუაუ მოციქულთან ერთად უნდა შეკრებილიყვნენ: მათი ცოლები
მოწყალების სახლებში დაჭრილებს უვლიდნენ, მებრძოლებთან საჭმელს
მკითხველთა ლიგა
დაატარებდნენ. ჯუჯა, ჟურემა და ბრუციანი არსენალის ერთადერთი მცხოვრებლები
იყვნენ. იქაურობა მართლაც პირთამდე იყო სავსე ჟუაუ მოციქულის ნაალაფარი
იარაღითა და ასაფეთქებელი მასალებით. შესასვლელს ახლა განსაკუთრებით
იცავდნენ, გარედან იქაურობა სილიანი ტომრებითა და ქვებით გაემაგრებინათ.
– რატომ არაფერი უპასუხე? – მოესმა ჯუჯას ბრუციანის გაცხარებული ხმა, – ხომ
ხედავდი, რად უღირდა იმ სიტყვების წარმოთქმა, როგორი წვალება გამოიარა, სანამ
სათქმელს გეტყოდა. რატომ არ დათანხმდი?! ისეთ მდგომარეობაში იყო, როცა
სიყვარული ერთ წამში შეიძლება ზიზღად გადაჰქცეოდა, და მაშინ შეიძლება შენც
მოეკალი და ჩვენც თან მივეყოლებინეთ.
სიტყვა ვერ დაასრულა, ისევ დაეწყო ცემინება, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, და როცა
ბოლოს და ბოლოს შეტევა ჩაუცხრა, სროლაც ჩაყუჩდა, ისევ აგუგუნდა მათ თავზე
უძინარი ბუზანკალი.
– არ მინდა დაღიანის ცოლობა, – უპასუხა ჟურემამ ისე, თითქოს ბრუციანს კი არა,
საკუთარ თავს ელაპარაკებაო, – თუ მაიძულებს, თავს მოვიკლავ. ერთმა
კალუმბიელმა ქალმა შიკე-შიკეს ეკლით ყელი თვითონვე გამოიჭრა. ცოლად
არასოდეს გავყვები.
ბრუციანს ისევ აუტყდა შეუჩერებელი ცემინება, ჯუჯას კი მოულოდნელად
თავზარი დაეცა; არ უფიქრია იმაზე, როგორ უნდა ეცხოვრა, ჟურემა რომ მართლა
მომკვდარიყო.
– უნდა გავქცეულიყავით, პირველივე შემთხვევისას უნდა გავქცეულიყავით,
სანამ ამის საშუალება ჯერ კიდევ იყო, – აკვნესდა ბრუციანი, – ახლა აქაურობას უკვე
თავს ვეღარ დავაღწევთ და საშინელი სიკვდილით დავიხოცებით.
– დაღიანმა კი თქვა, ჯარისკაცებს გავყრითო, – ჩაიბუტბუტა ჯუჯამ, – იმან უკეთ
იცის, იქ, ბრძოლაში საქმე როგორ მიდის.
ჩვეულებრივ, ბრუციანი ამ სიტყვების გაგონებისას მაშინვე ატყდებოდა ხოლმე,
შენც გაგიჟდი, როგორც აქ ყველა? შენც ფიქრობ, რომ ამბოხებულები შეძლებენ,
ბრაზილიის რეგულარულ არმიას მოერიონ, შენც ელოდები, რომ მეფე სებასტიანი
გამოჩნდება და ამათ დაეხმარებაო? მაგრამ ამჯერად ხმა არ ამოუღია. ჯუჯა კი
მასავით დარწმუნებული არ იყო, რომ ჯარისკაცები უძლეველები იყვნენ: კანუდუსში
ხომ ვერ შემოვიდნენ? ვერ შემოვიდნენ. ჟუაუ მოციქულმა იარაღი და საქონელი
წაართვა? წაართვა. ხალხი ამბობს, რომ ფაველაში ათასობით იმათიანი დაიხოცა,
ახლა ყოველი მხრიდან ესვრიან, მათ კი საკვები აღარ გააჩნიათ და ვაზნებიც
უმთავრდებათო.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯუჯა, ხეტიალის ძველი ჩვევისამებრ, ოთხ კედელს
შორის დიდხანს ჯდომას ვერ უძლებდა და გამუდმებით გადიოდა ქუჩაში, თუნდაც
იქ ტყვიებს ეზუზუნათ. ქუჩაში გასული კი კარგად ხედავდა, რომ კანუდუსი
გამარჯვებულ ქალაქს სულ აღარ ჰგავდა. მოკლულები და დაჭრილები პირდაპირ
ქუჩებში ეყარნენ – სანამ სროლა გრძელდებოდა, მათი იქიდან გაყვანა მოწყალების
სახლებში არ შეიძლებოდა – ახლა ყველა თავშესაფარი ერთ ადგილას, წმინდა ინესის
ქუჩაზე განეთავსებინათ, მუკამბუსთან. თუ სანიტრებს დახმარება არ სჭირდებოდათ,
ჯუჯა ცდილობდა, იქ არ გამოჩენილიყო. იმ ქუჩაზე ყოველდღე გვამების მთები
დგებოდა, რადგან მათ დასაფლავებას მხოლოდ ღამით თუ ახერხებდნენ – სასაფლაო
ცეცხლის ხაზს იქით მდებარეობდა – და ამიტომ იქაურობა საშინლად ყარდა, ამას
დაჭრილების ტირილი, კვნესა და ვაება ემატებოდა; მოხუცები, ხეიბრები და საპყარნი
ამაოდ ცდილობდნენ ათას ბუზდახვეული გვამებისგან მაწანწალა ძაღლების
ხროვების გარეკვას. დაკრძალვები საერთო ლოცვებისა და ქადაგებების შემდეგ
მკითხველთა ლიგა
იმართებოდა, ყოველ საღამოს. ერთსა და იმავე დროს ტაძრის ზარი ხალხს მოძღვრის
გამოსვლას ატყობინებდა. მოძღვარი ახლა სრულ სიბნელეში ქადაგებდა.
მშვიდობიანი დროისაგან განსხვავებით ნაპერწკლების მფრქვეველ ჩირაღდნებს ახლა
აღარავინ ანთებდა. ქადაგების მოსასმენად ჟურემაც დადიოდა ჯუჯასთან ერთად და
ბრუციანიც, მაგრამ მერე არსენალში მხოლოდ ორნი ბრუნდებოდნენ, ჯუჯა კი
დამკრძალავ პროცესიას სასაფლაოზე მიჰყვებოდა. აღფრთოვანება იპყრობდა, როცა
მიცვალებულის ნათესავები ყველანაირად ცდილობდნენ და ახერხებდნენ ფიცრის
ნაჭრის პოვნას, რათა ძვირფასი ადამიანისთვის საფლავში ერთი ნაფოტი მაინც
ჩაეყოლებინათ. კუბოების კეთება აღარავის შეეძლო, ყველა ხურო და მეკუბოვე
ბრძოლაში იყო ჩართული. ამიტომ გარდაცვლილებს ჰამაკებში ახვევდნენ,ზოგჯერ
ორ-ორსაც, სამ-სამსაც. იქვე ჩურთავდნენ რომელიმე ფიცარს ან ხის ტოტსაც კი, რათა
ზეციურ მამას დაენახა, რომ, თუკი ახლად შესვენებულებს, როგორც წესი და რიგი
იყო, კუბოთი ვერ კრძალავდნენ, ეს ჭირისუფლის კი არა, გარემოების ბრალი იყო.
ერთხელ, ღამით, იარაღის საწყობში დაბრუნებულ ჯუჯას იქ პადრე ჟუაკინი
დახვდა. მას მერე, რაც კანუდუსში ამოყვეს თავი, ვერც ერთმა მათგანმა მისი ვერც
ახლოდან ნახვა მოახერხა და ვერც მასთან პირისპირ დალაპარაკება, პადრე ტაძრის
სამრეკლოზე ქადაგებისას მოძღვართან ერთად გამოჩნდებოდა ხოლმე და ლოცვას
კითხულობდა, რომელსაც ქვემოთ მდგარი, კათოლიკური გვარდიის მეომრებით
მჭიდროდ გარშემორტყმული ბრბო გუნდად იმეორებდა; პროცესიებში
მონაწილეობდა; მიცვალებულებს წესს უგებდა და ლათინურად წარმოთქვამდა
სულთათანას. ხანდახან სადღაც ქრებოდა – ამბობდნენ, როცა აქ არ არის, მთელ
მხარეში დაძრწის, კანუდუსისთვის საჭირო მასალებს დაეძებს და ალყაშემორტყმულ
ქალაქში შემოაქვსო. ახლა, როდესაც ომი ისევ დაიწყო, მისი ნახვა უფრო ხშირად
შეიძლებოდა, განსაკუთრებით, წმინდა ინესის ქუჩაზე, მოწყალების სახლებში, სადაც
მიცვალებულებს წესს უგებდა და პანაშვიდს უხდიდა, იქ რამდენჯერმე შეხვდა
ჯუჯას, მაგრამ არასოდეს იმჩნევდა, რომ იცნობდა. თუმცა ახლა პადრე ჟუაკინმა
ხელი გამოუწოდა და ალერსიანად მიესალმა. დაბალ სკამზე იჯდა, ჟურემა და
ბრუციანი კი, იატაკზე ფეხმორთხმულები, წინ ესხდნენ.
– ჰო, შვილო ჩემო, ცხოვრება იოლი არ არის, ყველაფერი რთულია, ისიც კი, რაც
თითქოს თავიდან ადვილი გვეჩვენებოდა, – მწუხარედ ჩაილაპარაკა პადრემ და
დამსკდარი ტუჩები გააწკლაპუნა, – მე კი მეგონა, ბედნიერებას მოგიტანდი, რომ აქ
მაინც მოვიდოდი კარგი ამბის მახარებლად, – გაჩუმდა, ენის წვერი ტუჩებზე მიიტარ-
მოიტარა, – მე ხომ ადამიანებთან მხოლოდ საკმევლით მივდივარ, მიცვალებულებს
უკანასკნელად ვუხუჭავ თვალებს და ტანჯვისა და ტკივილის მეტს ვერაფერს
ვხედავ.
ჯუჯამ გაიფიქრა, ამ თვეების მანძილზე პადრე ჟუაკინი ნამდვილ ბერიკაცად
ქცეულაო: მოშვებულიყო, საშინლად გამხდარიყო, თმა ლამის სულ გასცვენოდა,
საფეთქლებთან შერჩენილი ჭაღარის გარდა, კინკრიხო სრულიად მოსტიტვლებოდა,
გაცვეთილი, ოდესღაც ლურჯი სუტანის საყელოდან გამოშვერილი ლავიწის ძვლები
მოუჩანდა; გაყვითლებული, ხეშეში წვერით დაფარული კანი სახეზე მომჩვარულ
ნაკეცებად ეკიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ეს მოტეხილი და მშიერი კაცი საშინლად
დაღლილიყო.
– ცოლად არ გავყვები, პადრე, – თქვა ჟურემამ, - და თუ მაიძულებს, თავს
მოვიკლავ.

მკითხველთა ლიგა
მშვიდად ლაპარაკობდა, ისეთივე მორიდებული სიმტკიცით, როგორითაც წინა
ღამეს და ჯუჯამ დაინახა, რომ პადრე ჟუაკინს ეს არ გაჰკვირვებია, გამოდიოდა, რომ
ეს სიტყვები მისი თანდასწრებით დღეს აქ უკვე გაჟღერებულიყო.
– შენთვის ძალის დატანებას არც აპირებს, – ჩაილუღლუღა მან,– თავში აზრადაც
არ მოსდის, რომ შეიძლება უარზე იყო. მასაც, როგორც ყველას კანუდუსში, სჯერა,
რომ ნებისმიერი ქალი დიდ ბედნიერებად ჩათვლის, თუკი მას გაჰყვება ცოლად, ხომ
არ არის საჭირო აგიხსნა, დაღიანი ვინ არის, არა? დარწმუნებული ვარ, გსმენია, რასაც
მასზე ამბობენ.
პადრემ თავი მწუხარებით ჩაქინდრა და არსენალის მიწის იატაკს ჩააჩერდა.
სანდლებიდან გაძვალტყავებული მოყვითალო ფეხის თითები და ჩაშავებული
ფრჩხილები მოუჩანდა, სანდლებს შორის პატარა ორმოცფეხა მიღოღავდა. პადრე
ჟუაკინმა მწერს ფეხი არ დააბიჯა, არ გაჭყლიტა, და ისიც მშვიდობიანად გადაიხვეწა
იარაღის პირამიდებს იქით.
– იცოდე, რომ ყველაფერი სრული სიმართლეა, ისიც კი, რის დაჯერებაც
წარმოუდგენელი გვგონია, – ალაპარაკდა ისევ ძველებურად ნირწამხდარი ხმით
პადრე, – ყველა ის ძალადობა, მკვლელობა, ძარცვა, თავდასხმა – ყველა ის უაზრო
სისასტიკე, როდესაც მსხვერპლს ყურებს და ცხვირს აჭრიდა. მთელი ის სისხლიანი
და შეშლილი ცხოვრება სრული სიმართლეა. და აი, ახლა აქ არის, ისევე, როგორც
ჟუაუ მოციქული, როგორც ლაქლაქა და პედრაუ. მოძღვარმა სასწაული მოახდინა,
მგლები ცხვრებად აქცია და ისინი ბაგაში შეყარა. სწორედ იმიტომ, რომ მგლებს
ცხვრებად აქცევს, რომ სურს, შეცვალოს იმათი ცხოვრება, ვინც შიშისა და სისასტიკის,
შიმშილის, სისხლისა და ავაზაკობის გარდა არაფერი იცოდა, რომ უნდა, ჩვენს
მხარეში გამეფებული სიმხეცე დააოკოს, ერთმანეთის მიყოლებით ჯარებს უგზავნიან
და მოკვლით ემუქრებიან. რა ხდება ჩვენს ბრაზილიაში, რა ჭირმა დარია ხელი მთელ
მსოფლიოს, თუკი ასეთი უბედურების ჩადენაზეც კი უარს არ ამბობენ! ნუთუ მათი
საქციელი სწორედ იმის მტკიცება არ არის, რომ მოძღვარი მართალია? ამით ხომ
მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყანას ნამდვილად ეშმაკი მართავს, რომ
რესპუბლიკა არის სწორედ ანტიქრისტეს განსხეულება!
აუჩქარებლად ლაპარაკობდა, ხმის აუწევლად, არც ცხარობდა და არც წუწუნებდა,
უბრალოდ, დარდიანი ხმა ჰქონდა.
– მე ხომ უარს ახირების გამო არ ვამბობ, დაღიანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,
– გაიგონა ჯუჯამ ჟურემას ურყევი ხმა, – მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მაინც არ
დავთანხმდებოდი. აღარ მინდა გათხოვება, პადრე.
– კარგი, გავიგე, – ამოიოხრა პადრე ჟუაკინმა, – შენი ნებაა. თავის მოკვლა არ
დაგჭირდება. ბელუ-მონტიში ჯვარს მხოლოდ მე ვწერ, უგვირგვინო ქორწინება
ჩვენთან არ არსებობს, – პადრეს ტუჩებზე რაღაც ღიმილის მსგავსი აღებეჭდა და
მზერაში რაღაცნაირი ანცი ნაპერწკალი აუჭიატდა, – მაგრამ ხომ არ შეიძლება ადგე
და კაცს ასე ცივი წყალი გადაასხა: არა, არ გამოგყვებიო. რა არის ამაში კარგი? ისეთი
ადამიანები, როგორიც დაღიანია, ძალიან პატივმოყვარეები არიან, მართლაც
უბედურებაა, ისეთი მგრძნობიარეები არიან, დამიჯერე. გაოგნებული ვარ, მაინც
როგორ გამალებით იცავენ თავიანთ სახელს. სახელზე მაღლა არაფერს აყენებენ, ეს
მათი ერთადერთი სიმდიდრეა. მოდი, თავიდან ვუთხრათ, რომ რადგან სულ
ახლახან დაქვრივდი, ხელახლა გათხოვებაზე ფიქრი ჯერ არ შეგიძლია. ამიტომ ცოტა
ხანს მოცდა მოუწევს. მაგრამ ერთი რამ კი აუცილებლად უნდა მოიმოქმედო.
ფაზენდა ველიაში საჭმელი უნდა უტარო. ამაზე მელაპარაკება. დაღიანისთვის
აუცილებელია, რომ ვიღაც ზრუნავდეს მასზე. მიუტანე. არა უშავს. ამით არაფერი
მკითხველთა ლიგა
დაგაკლდება და ისიც კმაყოფილი დარჩება. მერე კი ნელ-ნელა შევეცდები,
გადავაფიქრებინო.
მშვიდი დილა იყო, მაგრამ ახლა სადღაც ძალიან შორს დროდადრო სროლის
ხმა ისევ ისმოდა.
– შენ გრძნობა გაუღვიძე, – განაგრძო პადრე ჟუაკინმა, – ნამდვილი გრძნობა.
წუხელ ტაძარში მოვიდა, რომ მოძღვრისათვის შენზე დაქორწინების უფლება
ეთხოვა და უთხრა, რომ ამ ორივესაც თან წაიყვანს, რადგან ესენიც შენი ოჯახის
წევრებად მიაჩნია...
შემდეგ ფეხზე უეცრად წამოიჭრა. ბრუციანს სხეული მორიგი შეტევისაგან
აუცახცახდა, ჯუჯას სიცილი აუტყდა. გახარებული ჩანდა, რომ დაღიანი იშვილებდა
და ამიერიდან შიმშილობა აღარ მოუწევდა.
– მაინც არ გავყვები, არასოდეს არ გავყვები, – გაიმეორა ჟურემამ, შემდეგ კი
თავდახრილმა დასძინა, – მაგრამ საჭმელს წავუღებ, თუკი თქვენ, პადრე, ამბობთ,
რომ ასეა საჭირო.
პადრე ჟუაკინმა თავი დაუქნია და უკვე კარისკენ მიბრუნებული იყო, როდესაც
ბრუციანი ფეხზე წამოვარდა და ხელში ჩააფრინდა. ჯუჯამ დაინახა ბრუციანს რა
საწყალობელი შესახედაობა ჰქონდა და მიხვდა, საუბარი ახლა რასაც შეეხებოდა.
– მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ, – აჩურჩულდა იგი და თან აქეთ-იქით
იყურებოდა, – გემუდარებით, იმ ღვთის გულისათვის, თქვენ რომ ემსახურებით!
დამეხმარეთ, პადრე! არავითარი კავშირი არ მაქვს იმასთან, რაც აქ ხდება,
სულელური შემთხვევითობით აღმოვჩნდი კანუდუსში. თქვენ ხომ იცით, რომ
ჯარისკაცი არ ვარ და არც ჯაშუში და საერთოდ არც არავინ. გემუდარებით,
დამეხმარეთ!
პადრე მას თანაგრძნობით შესცქეროდა.
– აქედან გასვლა გინდათ? – ხმადაბლა ჰკითხა ბოლოს.
– დიახ! დიახ! – თავი დაუქნია და კვლავ აქაქანდა ბრუციანი, – ამიკრძალეს... ეს
უსამართლობაა...
– ადრე უნდა გეეშმაკათ, – ჩასჩურჩულა პადრე ჟუაკინმა, – სანამ კიდევ
შეიძლებოდა რამის შეცვლა, სანამ ჯარისკაცები ქალაქს ყოველი მხრიდან არ
შემოერტყმებოდნენ.
– ნუთუ ვერ ხედავთ, რა დღეში ვარ?! – აკვნესდა ბრუციანი და თავის წითელ,
აცრემლებულ, გადმოკარკლულ თვალებს უჩვენებდა, – უსათვალოდ ვერაფერს
ვხედავ. მარტოდმარტო სერტანებში ძრომიალს როგორ შევძლებდი?! – და უცებ
კივილი დაიწყო, – არ მინდა ხაფანგში გამომწყვდეული თაგვივით აქ ჩავძაღლდე!
პადრე ჟუაკინმა თვალები აახამხამა, ჯუჯამ შემცივნულივით აათამაშა მხრები,
როგორც ყოველთვის, როდესაც ბრუციანი საკუთარ თავსაც და ყველას სიკვდილს
უნწინასწარმეტყველებდა,
– არც მე მინდა ვირთხასავით ჩავძაღლდე, – სახემოღუშულმა, დამარცვლით
ჩაილაპარაკა პადრემ, – და არც ეს ომი მჭირდება რამეში, მაგრამ აი... – თავი
გადააქნია, თითქოს ვიღაცის აბეზარ სახებას თავიდან იშორებსო, – მინდა
დაგეხმაროთ, მაგრამ არ შემიძლია. კანუდუსიდან მხოლოდ სამხედრო რაზმები
გადიან. თქვენ კი არ გაგიშვებენ, – მწუხარედ გაშალა ხელები პადრემ – თუ
მორწმუნე ხართ, თქვენი ბედი ღმერთს მიანდეთ. მხოლოდ უფალს ძალუძს ჩვენი
გადარჩენა. მაგრამ, თუ არა... მაშინ, მეგობარო, ვშიშობ, ვერავინ შეძლებს თქვენს
დახმარებას.

მკითხველთა ლიგა
შემდეგ კი მხრებში მოხრილი მწუხარე სახითა და სანდლების ფრატუნით კარში
მიიმალა. ჯუჯამ, ჟურემამ და ბრუციანმა პადრეს მოსვლის მიზეზზე ლაპარაკიც კი
ვერ მოასწრეს, რომ არსენალში ძმები ვილანოვები შემოვიდნენ რამდენიმე კაცთან
ერთად. მათი ლაპარაკიდან ჯუჯამ დაასკვნა, რომ ვაზა-ბარისის გასწვრივ
ჟაგუნსუები სანგრების ახალ ხაზს ჭრიდნენ ფაზენდა ველიას აღმოსავლეთისკენ და
იგი ტაბულერინიუსკენ მიჰყავდათ: რესპუბლიკელების რომელიღაც რაზმს მაინც
მოეხერხებინა ფაველიდან გამოღწევა და ახლა შემოვლითი გზით კამბაიუსკენ
მოდიოდნენ. შემდეგ ჟაგუნსუები წავიდნენ და თან იარაღი წაიღეს, ჯუჯა და ჟურემა
კი ბრუციანის დაწყნარებას შეუდგნენ – პადრე ჟუაკინთან საუბრის შემდეგ ცრემლები
წვიმასავით სდიოდა და კბილს კბილზე აცემინებდა.
ჟურემამ დაღიანს საჭმელი იმავე საღამოს წაუღო, ჯუჯამაც მოისურვა, მას
გაჰყოლოდა. ქალმა ბრუციანსაც უთხრა, წამოდიო, მაგრამ მან უარი განაცხადა,
დაღიანის ეშინოდა და გრძელი გზისაც, მთელი კანუდუსი უნდა გადაევლოთ.
ჟაგუნსუებისთვის საჭმელს წმინდა კვიპრიანეს ქუჩაზე ამზადებდნენ. იქ ჟუაუ
მოციქულის მიერ მილალულ საქონელს კლავდნენ, ატყავებდნენ, შიგნავდნენ, ხოლო
კატარინა, ჟუაუ მოციქულის დალეული, ჩრდილივით ცოლი სხვა ქალებთან ერთად
გრძელ რიგად გამწკრივებულ ადამიანებს ხორცის ნაჭრებს, ფარინიასა და წყლიან
მათარებს ურიგებდა. წყალსატევიდან წმინდა პეტრეს ქუჩაზე წყალი ყაჩაღანებს
მოჰქონდათ. ჟურემამ და ჯუჯამ დაღიანისა და მისი ამხანაგებისთვის განკუთვნილი
წილი საჭმელი მიიღეს და დანარჩენებთან ერთად გზას სანგრებისკენ დაადგნენ.
წმინდა კრისპინის ქუჩა უნდა გაევლოთ, მერე კი წელში მოხრილები, ან სულაც
მუხლებზე ხოხვით ვაზა-ბარისის დაქანებული ნაპირებით გამძვრალიყვნენ,
ტყვიებისგან დასაცავად თავი მდინარის პირა ამაღლებებისა და ბექებისთვის
შეეფარებინათ, მდინარიდან ყველას ერთად სიარული უკვე საშიში იყო, ქალები ღია
ადგილებს სათითაოდ და სწრაფად გაირბენდნენ, ზიგზაგურად. ყველაზე გონიერები
მიწაზე იყვნენ გართხმულები და ისე მიცოცავდნენ. კიდევ სამასი მეტრის გავლაღა
იყო საჭირო. ჯუჯა ცდილობდა, ჟურემას არ ჩამორჩენოდა და თან გარემოს
ათვალიერებდა. მისგან მარჯვნივ ტაძრის სამრეკლოს ასობით მეისრე იცავდა,
მარცხნივ ფაველის გორაკები მოჩანდა და ეჩვენებოდა, რომ იქიდან ათასი იარაღი
ჰქონდა დამიზნებული, სანგრების გრეხილს ერთიანად ოფლში გახვითქულმა
მიაღწია, ვიღაცის ხელებმა ძირს დაქაჩა და უეცრად დაღიანის მახინჯი სახე დაინახა.
კაბუკლუს მისი დანახვა არ გაჰკვირვებია. ჟურემა ხელში ბუმბულივით აიტაცა და
სანგარში ჩასვლაში ასე დაეხმარა. არ გაუღიმია, თავის დახრით მიესალმა, თითქოს აქ
ქალი ყოველდღე დადიოდა. შემდეგ კალათა გამოართვა და ხელის მოძრაობით
უბრძანა, გაიწიეთო, რომ გასვლის საშუალება სხვა ქალებსაც მისცემოდათ.
ჟაგუნსუები ჩაცუცქულები ჭამდნენ, თან ახალმოსულებს ელაპარაკებოდნენ, ან
მორებს შორის დარჩენილ ღიობებს გასცქეროდნენ, ერთმანეთზე ახორხლილი
ტოტებიდან მტრისკენ იყურებოდნენ, მაგრამ თავად უჩინრად რჩებოდნენ. ბოლოს
მშვილდივით მორკალულ სანგარში ყველა როგორღაც მოთავსდა, ყველა იქ მიჯდა,
სადაც მოახერხა, დაღიანი კუთხეში იყო და ჟურემა ხელით თავისთან მიიხმო. ჯუჯამ
არ იცოდა, თვითონაც შეეძლო მიახლოება თუ არა, მაგრამ დაღიანმა კალათაზე
მიუთითა და დაუძახა, შენც მოდიო. ჯუჯა გვერდით მიუჯდა და მათთან ერთად
შეუდგა ჭამა-სმას.
კაბუკლუს კარგა ხანს სიტყვა არ დაუძრავს. დაფიქრებული ღეჭავდა, ჟურემას და
ჯუჯას არ უყურებდა და ქალიც ცდილობდა, მის მზერას თვალებით არ გადაჰყროდა.
სისულელეა ასეთ ქმარზე უარის თქმაო, გაიფიქრა ჯუჯამ, დიდი ამბავი, თუ
მკითხველთა ლიგა
შესახედავად არ ვარგა. სამაგიეროდ, ყველა პრობლემა მოგვარებული ექნებაო.
დროდადრო დაღიანს თვალს შეავლებდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს
ქვისსახიანი კაცი, რომელიც ყბებს ბეჯითად ამოძრავებდა – კარაბინი კედელზე
მიეყუდებინა, მაგრამ მაჩეტე არ მოეხსნა, არც დანა, არც პატრონტაში – სწორედ ის
ადამიანი იყო, რომელიც გუშინ მღელვარებისაგან აცახცახებული ხმით ლაპარაკობდა
თავის სიყვარულზე. სროლა არ ისმოდა, მხოლოდ დროდადრო გაიზუზუნებდა
როყიო ტყვია. ჯუჯა ამისთანებს უკვე შეგუებული იყო და ყურადღებას აღარ
აქცევდა. აი, ზარბაზნების გრუხუნს კი ვერა და ვერ ეჩვეოდა, ვერც აფეთქების
საშინელ გრგვინვას, ვერც მტვრის ღრუბელს, ვერც ორმოებს, შეშინებული ბავშვების
ტირილსა და ადამიანის ხორცის ჰაერში ატყორცნილ სისხლიან ნაფლეთებს.
პირველი გაერთხმებოდა მიწას, სულს გაიკმენდდა, თვალებს დახუჭავდა, ცივი
ოფლი დაასხამდა. ჟურემას და ბრუციანს ებღაუჭებოდა, თუ ისინი გვერდით ჰყავდა,
გაჩქარებული ლოცვას ცდილობდა.
დუმილი უკვე აუტანელი ხდებოდა და ჯუჯამ ვერ მოითმინა. დაღიანს
მორიდებით ჰკითხა, მართალია, რომ სიკვდილის წინ ჟუაკინ მაკამბირამ და მისმა
შვილებმა მაინც მოახერხეს და ის ურჩხული ზარბაზანი ააფეთქესო? – არა, – უპასუხა
დაღიანმა, – მაგრამ მასონების საშიში ზარბაზანი რამდენიმე დღის შემდეგ ჰაერში
თავად აიწია და, როგორც ჩანს, თან იმქვეყნად მისი მომსახურე სამი-ოთხი ძაღლი
გაიყოლა. ალბათ მამაღმერთმა მაკამბირა წამებული სიკვდილისთვის ასე
დააჯილდოვაო, ჰყვებოდა დაღიანი და ისევ ერიდებოდა ჟურემას შეხედვას. ქალს კი
თითქოს მისი არც ესმოდა, ისე რომ, მარტო ჯუჯას მიმართავდა. დაღიანმა კიდევ
დაამატა, საზიზღარ ურწმუნოებს საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მისდით,
შიმშილითა და ავადმყოფობით იხოცებიან და ჟაგუნსუების ვაჟკაცობას
სასოწარკვეთილებამდე მიჰყავთ, ღამღამობით აქაც კი ისმის, როგორ ტირიან და
გმინავენო, დასძინა ბოლოს, – ესე იგი მალე წავლენ ? – ჰკითხა გათამამებულმა
ჯუჯამ.
დაღიანმა ეჭვით აიჩეჩა მხრები.
– მთავარი ამბები, აი, იქ წყდება, – ჩაიდუდღუნა მან და თავი სამხრეთისკენ
გაიქნია, – კეიმადასში, მონტი-სანტუში. იქ გამუდმებით ახალი ჯარები ჩადიან,
ახალი იარაღი, ზარბაზნები ჩააქვთ, იქ მიერეკებიან ნახირს და სანოვაგეს. ახლა
ახალი მარაგი დაიძრა – იქ იარაღიცაა და საკვებიც. ჩვენ კი ყველაფერი სადაცაა
დაგვიმთავრდება.
ფერფლისფერ-ყვითელ სახეზე ნაიარევი ოდნავ შესამჩნევად აუძგერდა.
– იმ აღალის წასართმევად მე წავალ, – თქვა მან ჟურემასკენ მობრუნებულმა და
თითქოს ჯუჯა მათგან უეცრად ათასობით ლიგის დაშორებით აღმოჩნდა, – ცუდი ის
არის, რომ წასვლას ახლავე ვაპირებ.
ჟურემამ მის მზერას ძველებური, მორჩილი, განყენებული სახის
გამომეტყველებით გაუძლო და არაფერი უპასუხია.
– არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს იქ დარჩენა, მათ ჟუეტისთან დავესხმებით თავს.
ალბათ სამ-ოთხ დღეს.
ჟურემას ტუჩები ოდნავ გაეხსნა, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს. მთელი იმ ხნის
მანძილზე, რაც სანგარში ისხდნენ, სიტყვაც არ დასცდენია.
გარშემო რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ჯუჯამ ხმაური გაიგონა და მათკენ გამოქცეული
ჟაგუნსუ დაინახა. დაღიანმა წამოიწია, თავის კარაბინს ხელი დასტაცა. რამდენიმე
კაცი სანგარში მჯდომებს ეჯახებოდა, გვერდით სწევდნენ, გზას იკვლევდნენ და
დაღიანისკენ მოიწევდნენ. როგორც იქნა, კაბუკლუმდეც მოაღწიეს, გარს
მკითხველთა ლიგა
შემოეხვივნენ და მდუმარედ მიაჩერდნენ, თქმას ვერ უბედავდნენ. ბოლოს ერთმა,
კისერზე ტყლიპიანმა, ხნიერმა ჟაგუნსუმ მოიკრიბა გამბედაობა და დაღიანს
სათქმელი უთხრა:
– ლაქლაქა მოკლეს. ჭამის დროს ტყვია ყურში მოხვდა, – ჟაგუნსუმ გადააფურთხა
და თვალები არ აუწევია, მოღუშულმა დასძინა, – უთილისმოდ დარჩი, დაღიანო.

– ცოცხლად ლპებიან, – ამბობს ტეოტონიუ ლეალ კავალკანტი და ვერც კი ამჩნევს,


რომ ამ სიტყვებს ხმამაღლა წარმოთქვამს. მაგრამ შეუძლია, არ ეშინოდეს, მის
სიტყვებს მაინც ვერავინ გაიგონებს: პირველი კოლონის საველე ჰოსპიტალი ცეცხლის
ხაზიდან შორს, ფაველისა და მონტი-მარიუს ფერდობებს შორის ვიწრო ნაპრალშია
გამართული და ამბოხებულთა ტყვიებისგან საიმედოდ დაცული, მაგრამ თაღებად
დაკიდული მთის შვერილები ხმას აძლიერებს და ქვემეხების გრიალს ბევრჯერ
იმეორებს. აფეთქებების ხმა მთიდან მთას ექოსავით ედება და დაჭრილებს კიდევ
ერთ თავსატეხს უჩენს. ნამდვილი სატანჯველია, რამე თუ სჭირდებათ, ყვირილი
უწევთ. არა, მის სიტყვებს ვერავინ გაიგონებდა.
ფიქრი, რომ დაჭრილები ცოცხლად ლპებიან, ტეოტონიუ ლეალ კავალკანტის
მოსვენებას უკარგავს. მაშინ, როდესაც რესპუბლიკის იდეალებით ფრთაშესხმული,
ამბოხებულთა მიმართ რისხვით შეპყრობილი, კანუდუსში სამშობლოს დასაცავად
წასულთა რიგებში მოხალისედ ჩაეწერა, სან-პაულუს სამედიცინო ფაკულტეტის
ბოლო კურსის სტუდენტი იყო. ჭრილობები, აგონიაში მყოფი ადამიანები და
სიკვდილიც უკვე არაერთხელ ჰქონდა ნანახი, მაგრამ განა შეიძლებოდა,
უნივერსიტეტის ანატომიური განყოფილების კლინიკა, ამფითეატრის ფორმის
დარბაზი, საავადმყოფო და თუნდაც მორგი, სადაც ქირურგიაში გადიოდა
სტაჟირებას, იმ ჯოჯოხეთისთვის შეედარებინა, რომელიც აქ, ფაველის შემოგარენში
ტრიალებდა? ყველაზე მეტად ახალგაზრდა ექიმს ის აოცებდა, თუ რა სისწრაფით
იჭრებოდა ჭრილობებში ინფექცია – რამდენიმე საათში მატლები უკვე
დაფუთფუთებდნენ და დაზიანებული ქსოვილები მყრალი ჩირქის სუნად
ყროლდებოდა,
– კარიერისთვის ძალიან წაგადგება, – უთხრა მამამ, როდესაც ტეოტონიუს სან-
პაულუს სადგურზე აცილებდა, – სამხედრო-საველე ქირურგიის გამოცდილებას
შეიძენ. როგორ არა: აქ ხუროს გამოცდილება შეიძინა და არა ქირურგიული, თუმც არ
შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი კვირა ტყუილად დაკარგა. მოასწრო, მიმხვდარიყო,
რომ დაჭრილების უმრავლესობა სეფსისისა და აიროვანი განგრენისგან იღუპებოდა
და გადარჩენის შანსი მხოლოდ იმას რჩებოდა, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით
კიდურებში იყო დაჭრილი, ან ვისაც ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რადგან
ამპუტაციას ადვილად მხოლოდ კიდურები ემორჩილება. დროული ჩარევითა და
შემდგომი მოწვით საქმე მალე მიდის გამოჯანმრთელებისკენ. მათთვის გამოყოფილი
ქლოროფორმის მარაგი მხოლოდ პირველ სამ დღეს ეყოთ – მხოლოდ სამ დღეს
შეიძლებოდა ოპერაციის დროს დაჭრილებისთვის ტანჯვა ასე თუ ისე
შეემსუბუქებინათ და ამპუტაციები შედარებით ჰუმანურად ჩაეტარებინათ.
ტეოტონიუ ბამბას ამ გამაბრუებელსუნიან სითხეში ასველებდა, ტამპონი დაჭრილის
ცხვირთან ეჭირა, სანამ ქირურგი, კაპიტანი ალფრედუ გამა ხვნეშითა და ქშენით
წვრილკბილა ხერხით მუშაობდა. როდესაც ქლოროფორმის მთელი მარაგი
გამოილია, პაციენტებს თითო ჭიქა არაყს ასმევდნენ, ახლა კი, როდესაც აღარც არაყი
აქვთ, საერთოდ უანესთეზიოდ ატარებენ ოპერაციებს. ჯერ იცდიან, სანამ დაჭრილი

მკითხველთა ლიგა
ტკივილისგან გრძნობას დაკარგავს, რომ ქირურგს მისმა ყვირილმა ყურადღება არ
მოუდუნოს. ახლა ტეოტონიუ ლეალ კავალკანტი უკვე თავადაც გაიწაფა:
დაჭრილებს ფეხის ტერფებსა და ხელის მტევნებს, წვივებსა და ფალანგებს მარტივად
აჭრის, ხოლო ორი სანიტარი საცოდავ ავადმყოფს მთელი სხეულით აწვება და
გრძნობის დაკარგვამდე მაგიდაზე ჰყავთ დამაგრებული; ახლა, ოპერაციის შემდეგ,
ტაკვს თვითონვე აწვავს, ზედ ცოტაოდენ თოფისწამალს აყრის. ან რაიმე ცხელი
ქონით პოხავს. განა ასე არ იქცეოდა და მასაც ასე არ ასწავლიდა კაპიტანი ალფრედუ
გამა, სანამ სულელურად დაიღუპებოდა? სწორედაც რომ სულელურად! კაპიტანს
უნდა სცოდნოდა, რომ არტილერისტები აქ ძალიან ბევრნი იყვნენ, აი, ექიმები კი არ
ჰყოფნიდათ, განსაკუთრებით ისეთი ექიმები, როგორიც თავად იყო – პრაქტიკოსი,
გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების უეცრად მიმღები, თავის საქმეში
ათასჯერ გამოცდილი, პარაგვაის ტყეებში ნამუშევარი ექიმები. გამა პარაგვაიში მაშინ
გაემგზავრა, როდესაც ჯერ ისევ სტუდენტი იყო, მოხალისედ, იმის მსგავსად,
როგორც აქ, კანუდუსში ჩამოვიდა ყმაწვილი ტეოტონიუ. მაგრამ იქ, პარაგვაიში, ექიმ
გამას, თავისდა ჭირად, როგორც თვითონ ამბობდა, „არტილერია ვნებიანად
შეუყვარდა“. ერთი კვირის წინ სწორედ ამ ავადმყოფურმა ვნებამ იმსხვერპლა,
ახალგაზრდა სტუდენტს კი ორას დაჭრილზე, ავადმყოფსა და მომაკვდავზე
(რომლებიც საშინელ სივიწროვეში იყვნენ შეყრილი, ნახევრად შიშვლებს
გადასაფარებლებიც კი არ ჰყოფნიდათ და აქ, ამ მკურნალობისათვის სრულიად
გამოუსადეგარ პირობებში ზეზეურად ლპებოდნენ და მატლები ჭამდნენ),
მომქანცველი და შეუხიდებელი ზრუნვა დააკისრა. პირველი კოლონის სამედიცინო
სამსახური ხუთ ჯგუფად იყო გამწესებული. კაპიტან ალფრედუ გამასა და
ტეოტონიუს გამგებლობაში ჰოსპიტლის ჩრდილო ფრთა იყო გამოყოფილი.
არტილერიით უცნაური გატაცება უფროს ქირურგს ხშირად ახსენებდა თავს და
დაჭრილებზე ზრუნვისგან აცდენდა: შეეძლო, ყველაფერი მიეტოვებინა, ყველაფერი
დაევიწყებინა და მონტი-მარიუს წვერზე ასულიყო, სწორედ იქ, სადაც პირველი
კოლონის ყველა ქვემეხი ჯარისკაცებმა ხელით აათრიეს, არტილერისტები ქირურგს
ნებას რთავდნენ, „კრუპის“ ქვემეხებიდან ესროლა, ხანდახან კი ურჩხულის თოკიც
გამოექაჩა. ტეოტონიუ კაპიტნის წინასწარმეტყველებას იხსენებს: კანუდუსის
სამრეკლოები ქირურგის ხელით დაინგრევა! ჰოსპიტალში ისე ბრუნდებოდა,
თითქოს ფრთები გამოესხაო და ახალი ძალებით აღვსილი თავის ნამდვილ
საქმიანობას უფრო მეტი გატაცებით განაგრძობდა. ამ მსხვილმა, სისხლსავსე,
უშიშარმა და მხიარულმა კაცმა უფროსობასთან პირველად მისული ტეოტონიუ
თავისი ფრთის ქვეშ შეიფარა და დაუოკებელი ენერგიით, მაწაკი ანეკდოტებით,
სიცოცხლით ტკბობის ნიჭით, დაუსრულებელი თავგადასავლების მოყოლით ისე
მოაჯადოვა, რომ ახალგაზრდა სტუდენტი სერიოზულად დაფიქრდებოდა ხოლმე,
დიპლომს რომ ავიღებ, დავრჩები და ჩემი კერპივით სამხედრო სამსახურში
ჩავდგებიო. სალვადორში პოლკი დიდხანს არ მდგარა, მაგრამ კაპიტანმა მოასწრო და
ტეოტონიუს ბაიის სამედიცინო ფაკულტეტი დაათვალიერებინა, შემდეგ ყვითლად
შეღებილი საკათედრო ბაზილიკის დიდებული, უზარმაზარი, ლურჯი, მორკალული
ფანჯრების პირდაპირ დასვა და მოტკბო არყით გაუმასპინძლდა. თავს ქოქოსის
პალმები დაშრიალებდნენ, მოედანი შავ-თეთრი ფილებით იყო მოკირწყლული,
ირგვლივ რძის გამყიდველები მიმოდიოდნენ, ზანგის ქალები კი ბაიის
სამზარეულოს ნუგბარებით ვაჭრობდნენ. დილამდე სვამდნენ, დილით კი
გაოცებულებმა სრულ ნეტარებაში, მულატი ქალებით სავსე ბორდელში

მკითხველთა ლიგა
გაიღვიძეს. სანამ მატარებელში ჩასხდებოდნენ და კეიმადასის გზას დაადგებოდნენ,
კაპიტანმა თავისი აღსაზრდელი აიძულა, სასაქმებელი ზეთი დაელია, რათა, როგორც
თავად ახსნა, „აფრიკული სიფილისი არ აეკიდებინა“.
ტეოტონიუ ციებით შეპყრობილ ავადმყოფს წყალში გახსნილ ქინაქინას
ასმევს და თან შუბლიდან ოფლს იწმენდს. ავადმყოფი სიცხისგანაა გათანგული და
რაღაცას ბოდავს, გვერდით ტყვიით გაგლეჯილიდაყვიანი ჯარისკაცი წევს, მეორე
მხარეს კი მუცელში დაჭრილი ავადმყოფი გმინავს: სფინქტერი არ მოქმედებს, და
განავალი მუცლის ღრუდან გადმოსდის. ექსკრემენტების სუნი დამწვრის სუნს
ერთვის – ახლოს დახოცილების გვამებს წვავენ, ქინაქინისა და კარბოლმჟავას გარდა,
ჰოსპიტლის აფთიაქში აღარაფერია. იოდიც ქლოროფორმთან ერთად გათავდა და
ექიმებს ანტისეპტიკის ნაცვლად კალომელისა და ბისმუთის გამოყენება უწევთ. ახლა
აღარც ისინი აქვთ. ტეოტონიუ ლეალ კავალკანტი ჭრილობებს კარბოლმჟავათი
ამუშავებს. ჩამუხლული სითხეს პირდაპირ ხელით ხაპავს თასიდან, დანარჩენებსაც
ქინაქინიან წყალს აწვდის ჭიქით, ჭაობის ციების შიშით ქინაქინა ბლომად ჰქონდათ
თავიდანვე მომარაგებული. პარაგვაიზე პირდამწვრები სულს კანუდუსს უბერავენო,
იმეორებდა ამის გამო კაპიტანი გამა. იქ ციება ცელავდა ჯარისკაცებს, აქ კი, სადაც
საშინელი სიმშრალეა, სადაც კოღოები მხოლოდ იშვიათად, აქა-იქ წყალსატევებთან
თუ გამოჩნდებოდნენ, ციების ხსენებაც არსად იყო. ტეოტონიუმ იცის, რომ ავად-
მყოფებს ქინაქინა არავითარ შვებას არ მოჰგვრის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,
დაჭრილებს იმ შთაბეჭდილებას მაინც უქმნის, რომ მკურნალობს. სწორედ იმ დღეს,
როდესაც უბედურება მოხდა, კაპიტანმა გამამ ბრძანა, რადგან სხვა არაფერი
გააჩნდათ, ავადმყოფებისთვის ქინაქინა მიეცათ.
ტეოტონიუ ფიქრობს, ასე როგორ შეცდნენ, როგორ შეიძლებოდა ასეთი უბედურება
მომხდარიყოო. თვითონ იმ ამბავს არ შესწრებია; მერე თვითმხილველებმა
დეტალურად უამბეს. მას შემდეგ იმ იშვიათ, სულ რამდენიმე საათში, როდესაც თავს
უფლებას აძლევს, ძილს მიეცეს და ყველაფერი დაივიწყოს, მაინც კოშმარებს ხედავს,
მონაყოლის საშინელი სურათი კვლავ და კვლავ თვალწინ უდგება და ცოცხლად
დამპალი სხეულების ხილვებს ენაცვლება.
მხიარული და დაუდეგარი კაპიტანი გამა აჩქარდა და „კრუპის“ 34-კალიბრიანი
ქვემეხის საკეტი მჭიდროდ არ ჩარაზა. მუხტი აალდა, ნაპერწკალი ზარბანნის
გვერდით მდგარ დენთით სავსე კასრს გადაედო. არტილერისტები უყვებოდნენ,
როგორ აიტაცა აფეთქების ჭავლმა კაპიტანი გამა რამდენიმე მეტრით ზევით და ოც
ნაბიჯზე მიწას უკვე უფორმო სისხლიან მასად როგორ დაანარცხა. იმ აფეთქებისას
ასევე დაიღუპნენ ლეიტენანტი ოდილუნ კორიოლანუ დი აზევედუ, უმცროსი
ლეიტენანტი ჟოზე დო ამარალი და სამი რიგითი, კიდევ ხუთმა დამწვრობა მიიღო.
როდესაც ტეოტონიუ მონტი-მარიუს თხემზე ავიდა, სანიტარიული სამსახურის
უფროსის განკარგულების თანახმად, დაღუპულების ნეშტები უკვე დამწვარი
დახვდა: ჯარისკაცებისა და ოფიცრების ცხედრების მიწისთვის მიბარების არავითარი
საშუალება არ არსებობდა, რადგან აქ მიწა არც იყო, ხოლო ყოველ ჯერზე ცარიელ
ქვაში საფლავის ამოტეხა მძიმე და ხანგრძლივ შრომას წარმოადგენდა. ამ ბრძანების
გამო გენერალ ოსკარსა და პირველი კოლონის კაპელანს, კაპუცინელ პადრე
ლიზარდუს შორის სერიოზული განხეთქილება ჩამოვარდა, კაპუცინელი ყვიროდა,
კრემაცია მასონების პერვერტული გამონაგონიაო.
ახალგაზრდა ტეოტონიუს კაპიტან გამას სახსოვრად სასწაულმოქმედი ავგაროზი
დარჩა – ბონფინის იესოს გამოსახულებით, რომელიც ბაიაში საკა- თედრო ტაძრის
მოედანზე იყო ნაყიდი მათი გაცნობის ღირსსახსოვარ დღეს. ამ ავგაროზს კაპიტნის
მკითხველთა ლიგა
ქვრივს გადასცემს, თუკი სან-პაულუში დაბრუნდება, მაგრამ რატომღაც უფრო
ხშირად ეჩვენება, რომ იმ ქალაქს, სადაც დაიბადა, გაიზარდა, მედიცინას სწავლობდა
და საიდანაც, რომანტიკულ გატაცებას აყოლილი, სამშობლოსა და ცივილიზაციის
დასაცავად მოხალისედ წამოვიდა, ვეღარასოდეს ვეღარ ნახავს.
ამ თვეების მანძილზე ახალგაზრდა ექიმის რწმენას, რომელიც ადრე ესოდენ
შეურყევლად მიაჩნდა, ღრმა ბზარი შეეპარა. რეალობაში ბევრი რამ სრულიად
სხვანაირი აღმოჩნდა. აი, თუნდაც პატრიოტიზმი ავიღოთ. ტეოტონიუს ეგონა, რომ ეს
გრძნობა სისხლსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი იმათ, ვინც მთელი ბრაზილიიდან
სალვადორს მოაწყდა, რათა რესპუბლიკა ბარბაროსების, ბნელეთის მოციქულებისა
და გამყიდველებისგან დაეცვათ. მაგრამ იმედგაცრუება თავს ჯერ კიდევ კეიმადასში
დაატყდა, ღვთისგან მივიწყებულ ამ მიყრუებულ მხარეში, სადაც ბედისწერის ნებით
ექსპედიციის კორპუსის პირველი კოლონის შტაბი იყო გამაგრებული. კაპიტან
ალფრედუ გამას ხელმძღვანელობით ისიც და სხვა მოხალისეებიც ჯერ იქ
მსახურობდნენ და სწორედ იქ გაოცდა დიდად, როდესაც მიხვდა, რომ ყველა სულაც
არ იწვოდა სურვილით, ბრძოლაში რაც შეიძლება მალე ჩაბმულიყო. უამრავი ისეთიც
შეხვდა, ვისაც ერთი სული ჰქონდა, თავი დაეღწია ბრძოლისთვის და როგორმე
ექსპედიციაში მონაწილეობას დასძრომოდა. რა ავადმყოფობებს აღარ იგონებდნენ,
როგორ არ იზეპირებდნენ და იმეორებდნენ მათ სიმპტომებს, ოღონდ კი
დაემტკიცებინათ, რომ სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარნი იყვნენ, მისმა
მასწავლებელმა, ქირურგმა და ვაიარტილერისტმა სულ წვრილად ჩამოუთვალა ის
მარტივი საშუალებები, რომლებიც ციებ-ცხელებას, ფაღარათს, გულისრევას იწვევდა
და ორ წამში ასწავლა მატყუარების ამოცნობა. ეგ კიდევ არაფერი იქნებოდა,
მატყუარები მხოლოდ ჯარისკაცები, ანუ უბრალო მდაბიოთაგანნი რომ
ყოფილიყვნენ, მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ ყოფილა: მათ შორის კარგა ბლომად
ერივნენ კადრის ოფიცრებიც, რამაც ტეოტონიუ სრულიად გააოგნა.
ჰო, პატრიოტიზმი ისეთი ხანგრძლივი გრძნობა არ აღმოჩნდა, როგორიც ეგონა. იმ
ვირთხების სოროში სამი კვირის გატარების შემდეგ, ახალგაზრდა ექიმი ამაში
საბოლოოდ დარწმუნდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ცუდად იბრძოდნენ: იბრძოდნენ
და ამბოხებულებიც ებრძოდნენ, მამაცურად იგერიებდნენ ანჟიკუდანვე დაწყებულ
მოუხელთებელ იერიშებს, ვერაგ მტერს, რომელიც ყველა წესისა და კანონის
უგულებელყოფით ეომებოდა – საფარიდანაც ესროდა, ზურგიდანაც, პატიოსან
ორთაბრძოლას არ აღიარებდა. დაედევნებოდნენ და უკვალოდ ქრებოდა, იმიტომ
რომ ლაჩარია, პირისპირ მტერს თავის სახეს არ უჩვენებს. ამ სამი კვირის მანძილზე
ექსპედიციის კორპუსმა დაჭრილებითა და მოკლულებით პირადი შემადგენლობის
ერთი მეოთხედი დაკარგა, უფრო და უფრო ძლიერად იგრძნობა საკვების ნაკლებობა,
სულ უფრო სუსტდება იმედი, რომ დამხმარე ძალა და აღალი მოაკითხავთ,
მიუხედავად ამისა, ადამიანები ბრძოლას განაგრძობენ.
მაგრამ, როგორ შევათავსოთ პატრიოტიზმი ჩარჩობასთან? ეს რა სამშობლოს
სიყვარულია, თუკი იგი სიმართლის, სამშობლოსა და ცივილიზაციის დამცველებს
მალულ, უსინდისო გარიგებებში ხელს არ უშლის?! ამ მეორე აღმოჩენამ ახალგაზრდა
ექიმი მდგომარეობიდან სრულიად გამოიყვანა. ყველა მარაგი თითქმის ამოიწურა და
ჩარჩობამ და გადამყიდველობამაც თავის პიკს მიაღწია. თავიდან ყველაფერი
თამბაქოთი ვაჭრობით დაიწყო: თამბაქო ყოველდღიურად ძვირდებოდა. ამ დილით
კი ტეოტონიუმ დაინახა, როგორ გადაიხადა კავალერიის მაიორმა ერთ მუჭა
თამბაქოში თორმეტი ათასი რეი. თორმეტი ათასი რეი! ამ ფულით ქალაქში
შეიძლებოდა ათი კოლოფი საუკეთესო თამბაქო ეყიდა. შემდეგ ფასები საოცარი
მკითხველთა ლიგა
სისწრაფით გაიზარდა, ყიდვა-გაყიდვა ყველამ დაიწყო. ულუფები შემცირდა.
ოფიცრები ჭყინტი სიმინდის ტაროებს იღებენ, უმარილოდ მოხარშულს, ქვეითები კი
– ცხენის კოპტონს, ამიტომ საჭმელში გიჟურ ფასებს იხდიან: ციკნის მეოთხედში –
ოცდაათ-ორმოც ათას რეის, სიმინდის ტაროში – ხუთ ათასს, ერთ რაპადურაში – ოცს;
ერთ საწყაო ლობიოში – ხუთს, იმბუზეირუს ფესვი ან ერთი კაქტუსი, ბერისთავი,
რომელსაც წვნიანი რბილობი აქვს, ათას რეიდ იყიდება, ორი ათასადაც. სიგარეტში,
რომელსაც ვიღაცამ ენამოსწრებულად „მსროლელი“ შეარქვა, ათას რეის იხდიან; ჭიქა
ყავა ხუთი ათასი ღირს. ყველაზე საძაგელი ის არის, რომ თვითონაც, ტეოტონიუც,
სხვებს აჰყვა: მასაც უნდა ჭამა, სმა, მოწევა; ამიტომ უკვე დახარჯა მთელი ხელფასი
და ერთ კოვზ მარილში ხუთ ათას რეის იხდის, მხოლოდ ახლა ხვდება, თუ რას
ნიშნავს უმარილოდ დარჩენა. კიდევ ის აზრი ანადგურებს, რომ გასაყიდი საქონლის
უდიდესი ნაწილი კოლონის საწყობებიდანაა მოპარული, ანდა მპარავებისაგან.
განა გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს ყოველ წუთს
საფრთხეში იგდებენ, იმის ნაცვლად, რომ სული გაიწმიდონ და ყოველგვარ უმსგავსო
საქციელს განერიდონ, ასეთი ანგარებიანები, ხარბები და გაუმაძღარნი არიან?!
„სიკვდილის პირისპირაც კი მხოლოდ მოხვეჭაზე ფიქრობენ, ცდილობენ, მეტი
დააგროვონ, უფრო ძვირად გაყიდონ და ფულის მოგება სულის ცხონებას
ურჩევნიათ“, – ფიქრობს ტეოტონიუ. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ადამიანზე
მისი იდეალისტური წარმოდგენა ულმობლად და უხეშად გაითელა.
ამ დროს ზედ ფეხებთან ჩუმი ტირილი ესმის და ფიქრებისგან აფხიზლებს.
გვერდით მოხუცი ჯარისკაცი დაჩოქილა და, სხვებისგან განსხვავებით, ისე ჩუმად
ტირის, თითქოს თავისი ცრემლებისა რცხვენიაო. ქავილს ვერ გაუძლო.
– მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ბატონო ექიმო, – ჩურჩულებს იგი, – მოვიფხანე.
ჯანდაბას, იყოს, რაც იქნება. მეტი აღარ შემეძლო.
ეს ჯარისკაცი შავი ჭიანჭველების – კაკარემების მსხვერპლი გახდა. ამ
ჭიანჭველებით ამბოხებულებმა უკვე ძალიან ბევრი პატრიოტი გამოიყვანეს
მწყობრიდან. თავიდან სრულიად ბუნებრივად მიაჩნდათ, რომ ღამის დადგომასთან
ერთად ეს მწერები სიცივეს გაურბოდნენ, კარვებში ძვრებოდნენ და მძინარე
ჯარისკაცებს ესეოდნენ. ნაკბენი მაშინვე სივდება, წვას და ქავილის შეგრძნებას
იწვევს. თუმცა მალე გაირკვა, რომ ბანაკში ჭიანჭველები თავისით სულაც არ
ჩნდებოდნენ: მათი ბუდეები ბანაკთან ახლოს სწორედაც რომ ჟაგუნსუებს მიჰქონდათ
და იმ ანგარიშით ტოვებდნენ, რომ ამ სისხლისმსმელ არსებებს პირდაპირ
პატრიოტებზე მიეტანათ იერიში. კიდევ აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ბავშვებსა და
მოზარდებს ევალებოდათ! ერთი მათგანი დაიჭირეს და, როგორც უამბეს, პატარა
ავაზაკი ნამდვილი ველური მხეცივით ცდილობდა, დასხლტომოდა ჯარისკაცებს და
მათ ისეთი გინებით იკლებდა, რომ ნებისმიერ ტუსაღს შეშურდებოდა.
ტეოტონიუ ავადმყოფს პერანგს უწევს და მკერდს უთვალიერებს: იქ, სადაც
გუშინ ლილისფერი ქერცლი შრებოდა, დღეს ალისფერი წყლულები გაჩენილიყო
ჩირქით სავსე ფისტულებით. აი, ნაყოფიერდებიან და მრავლდებიან, საცოდავი კაცის
სხეულს ცოცხლად ჭამენ, ტეოტონიუ ლეალ კავალკანტიმ უკვე ისწავლა სიმართლის
დამალვა, მოტყუება, ყალბი ღიმილი. ჯარისკაცს ეუბნება, ნაკბენები ხორცდება,
მხოლოდ აღარ უნდა მოიფხანოო; ნახევარ ჭაქა ქინაქინიან წყალს ასმევს და
ჰპირდება, რომ ეს წამალი ქავილს დაუამებს.
შემოვლა გრძელდება და ახალგაზრდა ექიმი ფიქრობს ბავშვებზე, რომლებსაც ეს
არამზადები აიძულებენ, ღამღამობით ბანაკთან ჭიანჭველების ბუდეები მიიტანონ.
მხოლოდ უგრძნობ, ველურ ბარბაროსებს შეუძლიათ გარყვნან უმანკო სულები!
მკითხველთა ლიგა
შემდეგ კანუდუსზე იწყებს ფიქრს, აზრი მასზეც შეეცვალა: ნუთუ ქალაქის
დამცველებს მართლა უნდათ მონარქიის დაბრუნება? მართალია, რომ ისინი
ბრაგანზას დინასტიასა და მონათმფლობელებთან არიან შეკრულები? ნუთუ ვერაგი
ალბიონის ხელში მართლაც მხოლოდ მორჩილ იარაღს წარმოადგენენ?! ტეოტონიუს
თავისი ყურით ჰქონდა გაგონილი, როგორ ყვიროდნენ, ძირს რესპუბლიკაო, მაგრამ
ახლა უკვე აღარაფერში აღარ არის ბოლომდე დარწმუნებული, ყველაფერი აირია...
ელოდა, რომ აქ ინგლისელ ოფიცერ-ინსტრუქტორებს ნახავდა, რომლებიც
ამბოხებულებს თანამედროვე იარაღის ხმარებას ასწავლიდნენ, საიდუმლო
ბილიკებით რომ ჰქონდათ ჩამოტანილი ბაიის სანაპიროდან, მაგრამ იმათ სხეულზე,
ვისაც იგი მკურნალობს, – უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, თავი ისე უჭირავს,
თითქოს მკურნალობსო, – კაკარემების ნაკბენებსა და ისეთ ჭრილობებს ხედავს,
რომლებიც მოწამლული ისრებითა და პალეოლითის დროინდელი შურდულებიდან
გამოსროლილი წამახული ქვებითაა მიყენებული! ძნელი დასაჯერებელია, რომ
მონარქიის ჯარი ინგლისელების მიერ მომზადებული ასეთი წარღვნამდელი
იარაღებით იბრძოდეს. „ჩვენ წინაშე უბრალოდ სისხლისმსმელი ველურები არიან, –
ფიქრობს იგი, – მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათთან ბრძოლას მაინც ვაგებთ. დიდი
ხნით ადრეც გაგვანადგურებდნენ, დასახმარებლად მეორე კოლონა რომ არ
მოგვშველებოდა, როდესაც ამ მთებში გავიჭედეთ“. ეს საოცარი პარადოქსი როგორ
გავიგოთ? ვინ აუხსნის ამ შეუსაბამობას?
ფიქრს ვიღაცის ძახილი აწყვეტინებს: – ტეოტონიუ! – დაძონძილი მუნდირით ჯერ
ისევ შეიძლება ამოიცნოს კაცმა, რა წოდებისა და რომელი დანაყოფის მებრძოლია:
მეცხრე ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტის მუნდირია, სალვადორიდან.
ჰოსპიტალში მას მერე წევს, რაც პირველი კოლონა ფაველაში შემოვიდა; პირველი
ბრიგადის ავანგარდში იპოვეს, ფაველიდან კანუდუსისკენ სწორედ ისინი გარეკა
პოლკოვნიკმა ჟუაკინ მანუელ დი მედეირუსმა, კანუდუსზე უაზრო შეტევას რომ
ახორციელებდა, უხილავმა და მოუხელთებელმა ამბოხებულებმა, რომლებიც
თავიანთი ნადირის სოროებიდან ესხმოდნენ თავს, თითქმის მთელი რაზმი
ამოწყვიტეს; იმ რაზმის ჯარისკაცების გვამები დღემდე ყრია ფერდობებზე, იქ, სადაც
მტრის ტყვიებმა უწიეს. ლეიტენანტმა პირის ფერეირამ იმ ბრძოლაში მხედველობა
და ორივე ხელი დაკარგა. და რადგან მაშინ ბრძოლის პირველი დღეები იყო და
მორფინი კიდევ ჰქონდათ, კაპიტანმა ალფრედუ გამამ, სანამ ნაკერებს დაადებდა და
ნამსხვრევებისაგან დაცხრილულ სახეს დაუმუშავებდა, ნემსი გაუკეთა. ლეიტენანტს
იმაშიც გაუმართლა, რომ მისთვის მაშინ სახვევებიც საკმარისი იყო და ახლა
ჭრილობები მტვრის და მწერებისაგან აქვს დაცული. საოცარი ადამიანია:
ტეოტონიუს მისგან არასოდეს გაუგონია არც კვნესა, არც წუწუნი. კითხვაზე, თავს
როგორ გრძნობო, ყოველდღე პასუხობს, კარგადო, ან არაო, როცა ეკითხებიან, რამე
ხომ არ გინდაო, მაშინაც, არაო, მოკლედ მოჭრის ხოლმე. ღამღამობით ტეოტონიუ
მასთან მიდის, გვერდით მიუჯდება, კანუდუსის თავზე ყოველთვის კი ვარსკვლავით
მოჭედილ ცას ასცქერის და ისე ესაუბრება. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს ექიმმა
გაიგო, რომ ლეიტენანტი პირის ფერეირა ამ ომის ვეტერანი იყო, ერთ-ერთი იმ
მცირერიცხოვანთაგან, ვისაც მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ოთხივე
ექსპედიციაში, რომლებიც სახელმწიფომ ამბოხებულების წინააღმდეგ გაგზავნა. ისიც
გაიგო, რომ ამ უბედურის თავს დატეხილი ტრაგედია მხოლოდ უკანასკნელი რგოლი
აღმოჩნდა დამცირებებისა და უბედობის ნამდვილ კორიანტელში. ახლა ექიმი
ხვდება, თუ რა დარდი ღრღნის ლეიტენანტს, ესმის, ასე ვაჟკაცურად რატომ უძლებს

მკითხველთა ლიგა
ყველა ამ ტანჯვას, როცა ნებისმიერი სხვა მის ადგილას ღირსებასა და ადამიანის
სახეს დაკარგავდა. ყველაზე მძიმე იარა მას გულში აქვს მიყენებული.
– ტეოტონიუ! – იმეორებს პირის ფერეირა. სახის ნახევარი ბანდებით აქვს
შეხვეული, მაგრამ პირი და ნიკაპი მოუჩანს.
– ჰო, მე ვარ, – პასუხობს ექიმი, თავთან უჯდება, ხელის მოძრაობით თანმხლებ
სანიტრებს ანიშნებს, წადითო, და აფთიაქის ყუთსა და მათარებსაც თან ატანს.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ორივე სანიტარი ფორხილობს, – ცოტა ხნით
შენთან ვიჯდები, მანუელ და სილვა. რამე ხომ არ გინდა?
– ჩვენი არავის ესმის? – ხმადაბლა ეკითხება დაჭრილი, – რაღაც მაქვს საიდუმლოდ
სათქმელი.
ამ დროს კანუდუსში, მთების გადაღმა ზარების რეკვა იწყება. ტეოტონიუ თავს
მაღლა, ცისკენ სწევს: ჰო, ბნელდება, ალყაშემორტყმულ ქალაქში ზარები
ამბოხებულებს სალოცავად იკრებს.ზარების ეს გადაძახილი ყოველდღე, საოცარი
პუნქტუალობით ესმის ხოლმე, ცოტა ხნის შემდეგ კი, თუ ქვემეხებს არ ისვრიან და
თოფებიც დუმან, ფანატიკოსთა ხმები რესპუბლიკელთა ჯარების პოზიციებამდე და
ამ საველე ჰოსპიტლამდეც კი აღწევს. ასეთ დროს ჰოსპიტალში მოკრძალებული
მდუმარება ისადგურებს: ბევრი დაჭრილი პირჯვარს იწერს, ტუჩებს ამოძრავებს,
თავიანთი მტრების ლოცვებს უხმოდ იმეორებს. ტეოტონიუსაც კი, რომელიც დიდი
მორწმუნეობით არ გამოირჩევა, ასეთ წუთებში ბუნდოვანი, ძნელად გასაგები განცდა
ეუფლება – ეს რწმენა როდია, უფრო დაკარგული რწმენის გამო დარდი თუ ეთქმის.
– ესე იგი მნათე ჯერ ისევ ცოცხალია, – ბუტბუტებს იგი, ისე რომ დაჭრილ
ლეიტენანტს არაფერს პასუხობს, – ჯერ არ ჩამოუხსნიათ.
კაპიტანი ალფრედუ გამა ბევრს ლაპარაკობდა ამ მნათეზე; ერთი-ორჯერ ენახა,
როგორ ადიოდა სამრეკლოზე. მისი თქმით, მნათე პატარა ბერიკაცი იყო,
შეუმჩნეველი და აუღელვებელი; ზარის ენას ისე იქნევდა, რომ მისკენ მიმართულ
ხშირ ცეცხლს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ექიმის სიტყვებით, ზარისთვის
ენის ჩაგდებინება, სამრეკლოდან მნათის ჩამოგდება მონტი-მარიუზე ყველა
არტილერისტის ოცნება იყო, და საღამოს კათოლიკური წირვისას ყველა სწორედ მას
უმიზნებდა, გამალებით და თავდაუზოგავად ესროდა. ესე იგი ვერც ერთს ვერ
მოურტყამს? თუ მის ადგილას სხვა დადგა?
– რაღაც უნდა გთხოვო, მაგრამ სასოწარკვეთილებად არ ჩამითვალო, – ეუბნება
პირის ფერეირა, – და არც ის იფიქრო, ჭკუიდან შეიშალაო.
ხმა მშვიდი და მტკიცე აქვს. გაუნძრევლად წევს პირდაპირ ქვებზე გაშლილ
ქვეშაგებზე, თავქვეშ ჩალით გატენილი ბალიში აქვს ამოდებული, გაბანდული
ტაკვები მუცელზე უწყვია.
– გული არ უნდა გაიტეხო, – ეუბნება ტეოტონიუ, – უპირველესად, შენ
გადაგიყვანენ ქალაქში, როგორც კი რეზერვი და ბადრაგი მოვა, მონტი-სანტუში
გაემგზავრები, კეიმადასში, იქიდან კი სახლში. ასე თქვა გენერალმა ოსკარმა, ის ხომ
აქ მოდის ხოლმე. იმედი არ დაკარგო, მანუელ და სილვა.
– ყველაფერს გაფიცებ, რაც კი სიცოცხლეში ძვირფასია შენთვის, – შეუვალად და
თან მორიდებით გაისმის პასუხად ლეიტენანტის ხმა, – ღმერთს, მამაშენს, საქმეს,
რომელიც არჩეული გაქვს, შენს საცოლეს, ვიცი, რომ მას ლექსებს უძღვნი.
– რა გინდა, მანუელ? – ბუტბუტებს ახალგაზრდა ექიმი და თვალს არიდებს,
რადგან მშვენივრად იცის, რა უნდა მისგან ლეიტენანტს.
– მომკალი, – კვლავ შეურყევლად და მორიდებით პასუხობს ლეიტენანტი, –
გემუდარები, ტეოტონიუ.
მკითხველთა ლიგა
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს ასეთ რამეს პირველად არ სთხოვენ, და
ალბათ არც უკანასკნელად, მაგრამ ეს სიტყვები ასე მშვიდად და ჩვეულებრივად
აქამდე არავის წარმოუთქვამს,
– მე თვითონ თავს ვერ ვიკლავ, – უხსნის დაბანდული ადამიანი, – შენ ამიტომ
გთხოვ.
– გამაგრდი, მანუელ და სილვა, – კვლავ უმეორებს ტეოტონიუ და გრძნობს, რომ
დასახიჩრებულ ლეიტენანტს კი არა, ხმა თვითონ უცახცახებს, – გეხვეწები, ამას ნუ
მთხოვ. ჩემს პრინციპებთან შენი თხოვნა შეუთავსებელია.
– მაშინ, რომელიმე სანიტარს დაავალე, – ამბობს პირის ფერეირა, – მიეცი ჩემი
საფულე, იქ ორმოცდაათი ათასი რეი კიდევ მოგროვდება. ჩემი ჩექმებიც მიეცი, სულ
ახლებია.
– მერე, სიკვდილი იმაზე ცუდი რომ იყოს, რაც შენ დაგემართა? – პასუხობს
ტეოტონიუ, – სულ მალე ზურგში გადაგიყვანენ. გამომჯობინდები და ისევ
მოგინდება სიცოცხლე.
– ბრმას? უხელოს? – ისევე რბილად ეკითხება პირის ფერეირა და ტეოტონიუს
სირცხვილი იპყრობს. ლეიტენანტი ისევ ხსნის ტუჩებს: – ყველაზე საძაგელი ეს
როდია. ყველაზე უარესი ბუზებია, ბუზებს ვერასოდეს ვიტანდი, ზიზღს მგვრიდნენ.
ახლა კი მათ ხელთა ვარ. სახეზე მაცოცდებიან, პირში მიძვრებიან, ბანდებშიც კი
აღწევენ.
ჩუმდება, ენას ტუჩებზე ისვამს. ტეოტონიუ არ მოელოდა, რომ ლეიტენანტი,
რომელიც არასოდეს არაფერზე წუწუნებდა, ამაზე ალაპარაკდებოდა და ისე ღელავს,
რომ ვერ ხვდება, სანიტარს დაუძახოს, წყალი მოატანინოს და ლეიტენანტს
დაალევინოს.
– იმ ავაზაკებთან ჩემი ანგარიშები მაქვს, – განაგრძობს პირის ფერეირა, – არ მინდა,
გაიმარჯვონ, არ დავუშვებ, რომ ასეთ კუტად მაქციონ. ჯერ კიდევ უაუას მერე
მივხვდი, რომ გზაზე რაღაც საშინელება გადამიდგა, რომ თავს რაღაც წყევლა
დამტრიალებდა.
– წყალი დაგალევინო? – ეჩურჩულება ტეოტონიუ.
– ადვილი არ არის თავის მოკვლა, როდესაც ხელები მოჭრილი გაქვს და თვალები
დათხრილი, – ისევ განაგრძობს ლეიტენანტი, – შევეცადე, თავი ქვაზე გამეხეთქა;
არაფერი გამომივიდა, მინდოდა, რამდენიმე ქვა გადამეყლაპა, მაგრამ აქ შესაფერისი
ქვები არ არის...
– გეყოფა, გეხვეწები, მანუელ, – ტეოტონიუ ხელს მხარზე ადებს, – თავად ესმის, რა
ყალბად ჟღერს მისი სიტყვები: კაცი, რომლის დამშვიდებასაც ცდილობს, ყველაზე
მშვიდი ჩანს მთელ ქვეყანაზე, ხმა გაწონასწორებული აქვს, აუჩქარებელი. საკუთარ
თავზე ისე ლაპარაკობს, თითქოს სხვას ეხებაო.
– დამეხმარები? ჩვენი მეგობრობის ხათრით, აქ გაჩენილი მეგობრობა ხომ
წმიდათაწმიდაა. დამეხმარები?
– დაგეხმარები, – ჩუმად წარმოთქვამს ტეოტონიუ ლეალ კავალკანტი, –
დაგეხმარები, მანუელ და სილვა.

IV

– თავი? - გაიმეორა ბარონმა დი კანიაბრავამ. ამ დროს ეზოში გამავალ ფანჯარასთან


იდგა; აქ იმ საბაბით მოვიდა, აქაოდა, ცხელა და ფანჯარას გამოვაღებო,
მკითხველთა ლიგა
სინამდვილეში კი ქამელეონის დანახვა უნდოდა, მისი სადღაც გაქრობა ცუდ
ხასიათზე აყენებდა. ბარონი ფანჯრიდან გადაშლილ სიმწვანეში თვალებს გამალებით
აცეცებდა, მაგრამ ქამელეონი არსად ჩანდა, თითქოს ეთამაშებაო, კვლავ უხილავი
გამხდარიყო, – მისთვის თავის მოკვეთის ამბავი The times-ში დაიბეჭდა, იქ
წავიკითხე.
– თავი მის ცხედარს მოჰკვეთეს, – გაუსწორა ახლომხედველმა ჟურნალისტმა.
ბარონი თავის სავარძელს დაუბრუნდა, ძალიან დაღალა ამ საუბარმა, მაგრამ
სტუმრის სიტყვებმა ისევ დააინტერესა. რა საჭირო იყო ეს თვითგვემა? იქნებ
მაზოხისტია, მოგონებები იმ ამბის შესახებ ძველ იარებს მტანჯველად უახლებდნენ,
მაგრამ მაინც უნდოდა მათი მოსმენა.
– ერთხელ მაინც შეხვედრიხართ პირისპირ? – ჰკითხა ბეც ჟურნალისტს და
შეეცადა, მისთვის თვალებში ჩაეხედა, – მასზე წარმოდგენა შეგექმნათ, მიხვდით, რა
კლასის კაცი იყო?
– საფლავი უკანასკნელი ბარიკადის დაცემიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ
აღმოაჩინეს. დაკრძალვის ადგილი ნეტარმა გააგებინა: ცხადია, აწამეს და ისე
მოახერხეს სიმართლე ეთქმევინებინათ. ძალიან ეშმაკური ჩანაფიქრი აასრულეს.
ნეტარი წამებულთა ჯიშისა იყო და უბრალო წამებით მასთან ვერაფერს გააწყობდნენ:
გინდ ეწამებინათ, ეწვათ, სხეული დაესერათ, ან თუნდაც ენა ამოეგლიჯათ, თვალები
დაეთხარათ, ძელზე გაესვათ, მაინც სიტყვას არ დაძრავდა. სხვათა შორის, ასეთ ხერხს
მართლაც იყენებდნენ: ტყვედ ჩავარდნილ ჟაგუნსუებს წამების შემდეგ
თავისიანებთან თვალდათხრილებს, ენაამოგლეჯილებს, დასაჭურისებულებს
უშვებდნენ იმ იმედით, რომ მსგავსი სანახაობა დანარჩენების მებრძოლ სულს
დასცემდა. მაგრამ შედეგი მოსალოდნელთან შედარებით, სავსებით საწინააღმდეგო
მიიღეს და ნეტართან უფრო სუფთა მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეს, რადგან მისი
ერთადერთი სუსტი წერტილი გამოიცნეს. ძაღლების ეშინოდა.
– მე კი მეგონა, მათი ყველა მეთაურის სახელი ვიცოდი, – თქვა ბარონმა, – დაღიანი,
ჟუაუ მოციქული, დიდი ჟუაუ, ლაქლაქა, პედრაუ, მაკამბირაც- ნეტარი ვინღაა?
ძაღლების ამბავი განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი იყო: ალყაში მოქცეულ
ქალაქში ხომ უამრავი ადამიანი იხოცებოდა, ქუჩებში ყველგან გვამები იყო
მიმოფანტული, ამან კი დამშეული ძაღლები, მგლებისა და აფთრების დარად, ველურ
მხეცებად აქცია. ნადავლის ძიებაში კაციჭამია ძაღლების ხროვები კანუდუსშიც და
რესპუბლიკელების ბანაკებშიც შეცვივდებოდნენ ხოლმე და შიმშილის დასაოკებლად
ცხედრებს ესეოდნენ.
– განა ეს ფაქტი მოძღვრის აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს ზედმიწევნით არ
მიესადაგებოდა? – ჩაილაპარაკა ახლომხედველმა ჟურნალისტმა და თან მუცელზე
ხელები შემოიჭირა, – ალბათ ვიღაცამ გააგებინა, რომ ნეტარი ყველაზე მეტად და
განსაკუთრებით ძაღლებს, უფრო სწორად, ძაღლს უფრთხოდა, რადგან ბოროტების
ხორცშესხმულ განსახიერებად მიაჩნდა. შემიძლია წარმოვიდგინო კიდეც, ეს როგორ
მოხდებოდა: ძაღლების გავეშებული ხროვის წინაშე დააყენებდნენ. ისიც
სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა, მოეჩვენებოდა, რომ სადაცაა ის ძაღლები
ნაფლეთებად აქცევდნენ და პირდაპირ ჯოჯოხეთში წაათრევდნენ, მხეცის
სამფლობელოში, ჰოდა, ადგა და, მტერს ის ადგილი უჩვენა, სადაც მოძღვარი
ჰყავდათ დაკრძალული.
ბარონი ახლა აღარც ქამელეონზე ფიქრობდა და აღარც ესტელაზე. თვალწინ
შეშლილი, გაცეცხლებული ძაღლების ხროვები ედგა, რომლებიც გვამებს
დასტრიალებდნენ, გადახსნილ, ხრწნაშეპარულ მუცლებში იქექებოდნენ, გამომხმარ
მკითხველთა ლიგა
ბარძაყებს აქეთ-იქით დაათრევდნენ, ადამიანთა თავის ქალებს, ძვლებს, ხრტილებს
გავეშებით ძიძგნიდნენ. მათი ავისმომასწავებელი ღრენა და ყეფაც კი ესმოდა.
მკვდრების ხორცით გაბეზრებულები თავს სოფლებსაც ესხმოდნენ, მწყემსებს,
ვაკეროებს, მრეცხავებს დაერეოდნენ, ახალ ხორცს, ახალ ძვლებს დაეძებდნენ.
სამხედრო უფროსობას შეეძლო, თავადაც მიმხვდარიყო, რომ მოძღვარი
სამლოცველოში გარდაიცვლებოდა – აბა, სხვაგან სად უნდა წასულიყო! ნეტარმა
დაკრძალვის ადგილი უჩვენა და სამი მეტრის სიღრმეში ჭილოფში გახვეული
ცხედარი მართლაც იპოვეს. მიცვალებულს ტანთ ცისფერი ტუნიკა ეცვა, ფეხზე კი
გამოქნილი ტყავის ალპარგატები. გრძელი თმა ტალღებად ეფინებოდა მხრებზე – ასე
იყო ნათქვამი ექსჰუმაციის ალწერილობაში. ექსჰუმაციას ყველა უფროსი ოფიცერი
ესწრებოდა გენერალ არტურ ოსკარის მეთაურობით, რომელმაც ბრძანა, პირველი
კოლონის ნაწილზე მიმაგრებულ ფოტოგრაფს, ფლავიუ დი ბარუსს სურათი
გადაეღო. სურათის გადაღების პროცედურამ ნახევარ საათს გასტანა და ამ დროის
მანძილზე სამლოცველოდან არავინ გასულა, თუმცა გვამის ხრწნის სუნი უკვე
კარგად იგრძნობოდა.
– წარმოგიდგენიათ, რა გრძნობები დაეუფლებოდათ იმ გენერლებსა და
პოლკოვნიკებს, როდესაც მათ თვალწინ ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანის ცხედარი
გამოჩნდებოდა, რომელმაც რესპუბლიკას ომი გამოუცხადა, მის წინააღმდეგ
გაგზავნილი სამი ექსპედიცია გაანადგურა, სახელმწიფოს საძირკველი შეურყია და
ბრიტანეთის იმპერიასა და ბრაგანზას სახლთან გარიგება დადო?
– მეც ნანახი მყავს, – ჩაიბუტბუტა ბარონმა და თითქოს მეტის გაგება უნდაო,
თანამოსაუბრემ თავისი წყლისფერი მზერა მიაპყრო, – მაგრამ მაშინ მეც ლიბრი
გადამეკრა თვალებზე, როგორც თქვენ კანუდუსში, როდესაც სათვალე აღარ
გქონდათ. ვერ ვიხსენებ, ჩემი მეხსიერებიდან აორთქლდა. ერთმანეთს ამ თხუთმეტი
თუ ოცი წლის წინ შევხვდით. ის და მისი თანამგზავრების გუნდი კალუმბიში
გამოჩნდნენ, მსახურებს ვუბრძანე, დაეპურებინათ და რადგან სასაფლაო და
სამლოცველო მოაწესრიგეს, რაღაც ძველმანები გავუგზავნე. სახეები არ
დამიმახსოვრებია, განსაკუთრებით არც დავკვირვებივარ, უბრალო, არაფრით
გამორჩეული მათხოვრების გუნდი იყო, ასეთი ახლად აღმოჩენილი წმინდანები
კალუმბიში ძალიან ხშირად გამოჩნდებოდნენ ხოლმე. რას წარმოვიდგენდი, თუ
სწორედ ის გახდებოდა პირველი და მთავარი, რომ ყველა დანარჩენს დაჩრდილავდა,
რომ ათასობით სერტანელი მისკენ გაეშურებოდა!
– ის მხარეც და ის დროც, რომელზეც სახარებაში წერია, ხელდასხმულებითა და
ერეტიკოსებით იყო სავსე, – მიუგო ახლომხედველმა ჟურნალისტმა, – ამიტომაც
იკარგებოდა ქრისტე მათ შორის. ამიტომაც ვერ შეამჩნიეს, ვერ იცნეს...
– სერიოზულად მეუბნებით? – თავი წინ წამოსწია ბარონმა, – მართლა მიგაჩნიათ,
რომ მოძღვარი ღმერთის გამოგზავნილი იყო?
მაგრამ ჟურნალისტს ამ კითხვაზე არ უპასუხია, ისე განაგრძო მოყოლა.
– მოკლედ, ნახევრად გახრწნილი გვამი დაათვალიერეს და ოთხმა სახეზე
ცხვირსახოცაფარებულმა ექიმმა (თუმცა ეს ბევრს ვერაფერს შველოდათ და მაინც
გულისრევის შეგრძნება აწუხებდათ) ცხედრის დათვალიერების აქტი შეადგინა. შიგ
ჩაწერეს, რომ მიცვალებულის სხეული ას სამოცდათვრამეტი სანტიმეტრის სიგრძისა
იყო, პირში არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა დარჩენილი და რომ სიკვდილის მიზეზი
ტყვია არ ყოფილა, რადგან ჭრილობის არანაირი კვალი არ ემჩნეოდა, გარდა
სისხლჩაქცევისა მარცხენა ფეხზე. რომელიც ან ქვაზე ან რაიმე სხვა საგანზე
მირტყმით იქნებოდა გამოწვეული. ხანმოკლე ბჭობის შემდეგ იქ მყოფთ
მკითხველთა ლიგა
გადაწყვიტეს, თავი სხეულისთვის მოეცილებინათ, თან წაეღოთ და
განსაკუთრებულად გამოეკვლიათ. შეთანხმდნენ, თავის ქალა ბაიის სამედიცინო
ფაკულტეტზე გადაეგზავნათ, სადაც მას ექიმი ნინა როდრიგესი შეისწავლიდა.
თუმცა, სანამ დეკაპიტაციას შეუდგებოდნენ, იქვე, ტაძარში, მოჰკვეთეს თავი თვით
ნეტარსაც და ფოტოგრაფმა ფლავიუ დი ბარუსმა ეს პროცესი ფირზე აღბეჭდა. მისი
სხეული მოძღვრის ცხედართან ერთად თხრილში ჩააგდეს – ნეტარი დიდ პატივად
ჩათვლიდა იმის გვერდით დამარხვას, ვისაც ასე ეთაყვანებოდა და ასე ერთგულად
ემსახურებოდა. თუმცა, სიცოცხლის უკანასკნელი წამები საშინელმა წინათგრძნობამ
ჩაუმწარა: ნუთუ მოკლული მხეცივით ორმოში ჩააგდებენ, არც წესს აუგებენ, სულის
საცხონებლად არც პანაშვიდს გადაუხდიან და მის სხეულს არც კუბოს აღირსებენ?
კანუდუსში ამ ყველაფერს ხომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ბეც ჟურნალისტს ისევ აუტყდა ცემინება, მაგრამ თავს სძლია და თხრობა განაგრძო,
აშკარად ეტყობოდა, რომ მღელვარება სულ უფრო და უფრო ემატებოდა და ამ
მღელვარების გამო დროდადრო ენაც კი ებმოდა, ხოლო სათვალის მინებს მიღმა
თვალები ვერცხლისწყლის ბურთულებივით დაურბოდა.
ხანმოკლე კამათი იმ საკითხზე გაიმართა, თუ ამ ოთხი ექიმიდან რომელს უნდა
ჩაეტარებინა ოპერაცია. ბოლოს, ამპუტაციისთვის განკუთვნილი ხერხი
ექსპედიციის კორპუსის სანიტარიული სამსახურის უფროსს, მაიორ მირანდა
კურიუს გადასცეს, მის სამ კოლეგას კი სხეული ეჭირა. ჯერ გადაწყვიტეს,
მოკვეთილი თავი სპირტში ჩაედოთ, მაგრამ კანი და კუნთები უკვე გახრწნილი იყო,
და ამიტომ არჩიეს, ჩამქრალი კირი გამოეყენებინათ. ასეც ჩაიტანეს სალვადორში, ეს
დელიკატური მისია ლეიტენანტ პინტუ სოუზას დაევალა, მესამე ქვეითი პოლკის
გმირს, ერთ-ერთს მცირერიცხოვან ცოცხლად დარჩენილ ოფიცერთაგან იმ
პოლკიდან, პირველი ექსპედიციის დროს დაღიანმა თითქმის მთლიანად რომ
ამოწყვიტა. ლეიტენანტმა თავი დოქტორ ნინა როდრიგესს გადასცა, რომელიც
სპეციალურ სამედიცინო კომისიას ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა თავის ქალა
დაათვალიერა, გაზომა და აწონა.ზუსტი ცნობები კომისიის დასკვნის შესახებ არ
არსებობს. ის კი ცნობილია, რომ ოფიციალურმა ბიულეტენმა თავისი
ლაკონიურობით ყველა აღაშფოთა და ამაში დამნაშავე, როგორც ყველაფრიდან
ჩანდა, სწორედ რომ ის ექიმი ნინა როდრიგესი იყო: ის სამიოდ სტრიქონი,
რომლებმაც ასე გაუცრუეს იმედი საზოგადოებრივ აზრს, სწორედ იმ ვაჟბატონის
დაწერილი გახლდათ; მათში ძუნწად იყო ნათქვამი, რომ მეცნიერული
თვალსაზრისით, არავითარი კონსტიტუციური ანომალიები ანტონიუ
კონსეილეირუს თავის ქალას არ აღენიშნებოდა.
– ასეთ დროს შეუძლებელია, კაცმა გალილეო გალი არ გაიხსენოს! – ჩაილაპარაკა
ბარონმა და ნაღვლიანი მზერა ფანჯრის მიღმა გადაშლილ სივრცეს მიაპყრო, – მასაც
მტკიცედ სწამდა, რომ თავის ქალაზე ამობურცულობებით შეიძლებოდა ადამიანის
ხასიათის გამოცნობა,
მაგრამ დოქტორ ნინა როდრიგესის დასკვნა ყველამ როდი გაიზიარა. ამ
მოკლე მიმოხილვამ მის სალვადორელ კოლეგებში გაცხოველებული წინააღმდეგობა
გამოიწვია. დოქტორმა ონორატუ ნეპომუსენუ დი ალბურკერეკიმ კომისიის
დასკვნიდან ქვა ქვაზე არ დატოვა. იგი მტკიცებულებად შვედი მეცნიერის, რეციუსის
კლასიფიკაციის სისტემას მოიხმობდა და ამტკიცებდა, მოძღვარი თავის ქალის
აგებულებით მკვეთრად გამოხატული ბრაქიკეფალია, რასაც აზროვნების სივიწროვე
და სწორხაზოვნება ახასიათებს და რასაც ფანატიკოსებში ვხვდებით; მეორე მხრივ კი,
თავის ქალას ნაკეცი ზუსტად, მეცნიერ ბენედიქტის მოძღვრებას თუ მოვიშველიებთ,
მკითხველთა ლიგა
იმ ტიპის ადამიანებს შეესაბამება, რომლებსაც ეპილეფსია ემართებათ, და
რომელთაც, როგორც სამტი ამტკიცებდა, ხელში ლოცვანი უჭირავთ, ბაგეზე უფლის
სახელი აწერიათ, გული კი მანკიერებისა და დანაშაულისკენ მიდრეკილებით აქვთ
სავსეო.
– გესმით? – ჰაერი არ ჰყოფნიდა ჟურნალისტს და ისე ხვნეშოდა, თითქოს ეს-ესაა
წარმოუდგენელი წინაღობის გადალახვა მოუხდაო, – კანუდუსი მხოლოდ ისტორია
კი არა, ისტორიის მთელი ტყეა.
– ცუდად ხართ? - ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ჰკითხა ბარონმა, – როგორც
ვხედავ, ეს თემა განსაკუთრებულ სიამოვნებას არც თქვენ განიჭებთ. ნუთუ ყველა ის
ექიმი მოინახულეთ?
ბეცი ჟურნალისტი სავარძელში მატლივით იკლაკნებოდა, ოთხად იყო მოკეცილი
და გეგონებოდათ, სიცივისგან კვდებაო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალი
საკითხი წამოიჭრა. შემდგომ როგორ მოქცეულიყვნენ, იმ ძვლებისთვის რა უნდა
ექნათ! ვიღაცამ აზრი გამოთქვა, თავის ქალა, როგორც ისტორიის ნაწილი, ეროვნულ
მუზეუმში გამოვფინოთო. ეს აზრი მაშინვე კატეგორიულად უარყვეს. ვინ? ცხადია,
მასონებმა. ჩვენთვის ბონფინის იესოც კმარაო, განაცხადეს, ისიც კმარა, რომ ბაია
კათოლიკეების მომლოცველობის ადგილი გახდა: მოძღვრის თავის ქალა მუზეუმის
დარბაზში რომ გამოვფინოთ, ეს მუზეუმი მაშინვე კიდევ ერთ, ბონფინის ქრისტეს
ეკლესიად, ერეტიკულ ტაძრად გადაიქცევაო. მასონებს მხარი სამხედროებმაც
დაუჭირეს: არ შეიძლება ამ თავის ქალას რელიკვიად ქცევა – ეს მომავალში ახალი
არეულობის ჩანასახი იქნებაო. ბოლოს გადაწყვიტეს, საერთოდ გაექროთ, მაგრამ ეს
როგორ უნდა გაეკეთებინათ, როგორ?
– ყოველ შემთხვევაში, მისი დამარხვა არ შეიძლებოდა, – ჩაიდუდღუნა ბარონმა.
რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, ადრე თუ გვიან ფანატიკოსები მის საფლავს მაინც
იპოვიდნენ, მაგრამ ზღვის ფსკერზე უფრო საიმედო და მიუღწეველი ხომ არაფერი
არსებობს! მოძღვრის თავის ქალა ქვებით სავსე ტომარაში ჩადეს, ტომარა ამოკერეს და
ატლანტის ოკეანეში ღამით ნავით გასულმა ერთმა ოფიცერმა წმინდა მარსელოს
ციხესიმაგრესა და კუნძულ იტაპარიკას შორის ზღვას ზუსტად შუაგულში მიაბარა.
ოფიცერი, რომელსაც ეს საიდუმლო ოპერაცია დაავალეს, ისევ ის ლეიტენანტი პინტუ
სოუზა გახლდათ. აი, ასე დამთავრდა ეს ამბავი, მოძღვრის ძვლებიდან კი ალბათ
რომელიმე მარჯანი ამოიზარდა.
ჟურნალისტი ერთიანად ოფლში იყო გახვითქული და სახე ისე გაჰფითრებოდა,
რომ ბარონმა გაიფიქრა, სადაცაა გრძნობას დაკარგავსო. ნეტა რას განიცდის ეს
ტიკინასავით მოცახცახე კაცუნა კონსეილეირუს მიმართ? აღფრთოვანებას? თუ
ავადმყოფურ ლტოლვას? ან იქნებ, უბრალოდ, პროფესიონალი ჭორიკანას
იაფფასიანი ცნობისმოყვარეობაა და სხვა არაფერი? ნუთუ მართლა სჯერა, რომ ის
მოძღვარი მესია იყო? კანუდუსის ამბავი ასე რატომ აღელვებს, ასე რატომ იტანჯება?
რატომ არ უნდა, რომ დაივიწყოს ყველაფერი, როგორც ეს ყველა დანარჩენმა გააკეთა?
– გალილეო გალი ახსენეთ? - გაიგონა ამ დროს თანამოსაუბრის ხმა.
– დიახ, – უპასუხა ბარონმა და თვალწინ მაშინვე გადაპარსული თავი, შეშლილი
თვალები დაუდგა, მისი აპოკალიფსური წინასწარმეტყველება გაიგონა, – გალილეო
გალი ამ ყველაფერში ცუდად არ ერკვეოდა. თვლიდა, რომ ნებისმიერი ადამიანის
საიდუმლოს გაცხადება შეიძლება, თუკი მის თავის ქალას შეისწავლის კაცი. ბოლოს
და ბოლოს მიაღწია კანუდუსამდე? წარმომიდგენია, რა იმედგაცრუებული
დარჩებოდა, როდესაც დაინახავდა, რომ ის, რაც იქ ხდებოდა, სრულიად
განსხვავდებოდა მისი საოცნებო რევოლუციისგან.
მკითხველთა ლიგა
– განსხვავდებოდა და თან არც განსხვავდებოდა, – უპასუხა ბეცმა ჟურნალისტმა, –
იქ ერთდროულად ობსკურანტიზმიც სუფევდა და ძმური ერთობაც, ერთგვარი
თავისუფლებაც, თუმცა არა იმ მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენ ვდებთ ამ ცნებაში. ასე
რომ, შეიძლება დიდი იმედგაცრუება არც განეცადა.
– იცით, რა ბედი ეწია?
– დაიღუპა, სადღაც კანუდუსის მიდამოებში, ქალაქამდე მისვლას სულ ცოტაღა
დააკლდა, – განაგრძო ჟურნალისტმა, – ხშირად ვხედავდი, სანამ ეს ყველაფერი
დატრიალდებოდა. მთელი დღე „ფორტში“ იჯდა, არის ქვემო ქალაქში ასეთი
სამიკიტნო. ძალზე ყურადსაღები ბატონი ბრძანდებოდა, სიტყვაუხვი და უგუნური.
თავის ქალებს ამოწმებდა და არეულობას წინას- წარმეტყველებდა. სერიოზულად
არავინ იღებდა. ვინ იფიქრებდა, თუ მისი ცხოვრება ასე ტრაგიკულად
დასრულდებოდა?!
– თავისი ჩანაწერები დამიტოვა, – უთხრა ბარონმა, – რაღაც ანდერძის მაგვარი.
კალუმბიში დაწერა და მთხოვა, მისი თანამოაზრეებისთვის გამეგზავნა. აქედან
არაფერი გამოვიდა, მაგრამ არ იყო ჩემი ბრალი – სპეციალურად გავემგზავრე
ლიონში, მისი დავალება რომ შემესრულებინა.
რამ აიძულა მაშინ ლონდონიდან ლიონში ჩასულიყო? რატომ გადაწყვიტა,
პირადად გადაეცა გალის ჩანაწერები Etincelles de la Révolte -ის რედაქტორებისთვის?
ყოველ შემთხვევაში, იმიტომ არა, რომ ფრენოლოგის მიმართ რაღაც განსაკუთრებულ
სიმპათიას განიცდიდა – არაფერი, გარდა ცნობისმოყვარეობისა, წმინდა მეცნიერული
ინტერესისა აქამდე შეუსწავლელი საკითხისადმი არ ამოძრავებდა, სწორედ ამან
აიძულა, ლიონში გამგზავრებულიყო, რათა გალის თანამოაზრეები ენახა, მათთვის
მოესმინა, დარწმუნებულიყო, რომ ისინიც მას ჰგავდნენ, იგივე სწამდათ, რაც მას.
მაგრამ ეს მგზავრობა ამაო აღმოჩნდა. მხოლოდ იმის გაგება მოახერხა, რომ გაზეთს,
სახელწოდებით Etincelles de la Révolte, რომელიც ადრეც შემთხვევიდან
შემთხვევამდე გამოდიოდა, უკვე დიდი ხანი იყო, არსებობა შეეწყვიტა, იმ სტამბის
პატრონი კი, სადაც ის იბეჭდებოდა, სამი-ოთხი წლის წინ ციხეში აღმოჩენილიყო
ყალბი ასიგნაციების დაბეჭდვისთვის. რა საოცრად ებმის ერთიმეორეს: გალი თავის
კორესპონდენციებს სიცარიელეში აგზავნიდა, გამქრალი გაზეთის არარსებულ
რედაქციაში და მათგან, ვისთანაც ნაცნობობა აკავშირებდა ევროპაში, ვერც ერთმა
ვერც კი გაიგო სად, რა პირობებში და რისთვის დაიღუპა.
– სრული სიგიჟეა, – კბილებში გამოცრა ბარონმა, – მოძღვარი, სეზარი, გალი.
კანუდუსმა ნახევარი სამყარო ჭკუიდან შეშალა. და თქვენც, მათ შორის, აშკარაა.
მაგრამ უეცრად გაჩენილმა აზრმა აიძულა, გაჩუმებულიყო: „არა, ისინი ყველანი
თავიდანვე გიჟები იყვნენ, კანუდუსმა მარტო ესტელა შეშალა ჭკუიდან“. ნებისყოფის
მოკრება დასჭირდა, რომ ცრემლი შეეკავებინა. ბავშვობაშიც კი არ უტირია, არც
ახალგაზრდობაში, მაგრამ მას მერე, რაც ბარონესას ეს უბედურება დაატყდა თავს,
მტირალა გახდა, განსაკუთრებით – უძილო ღამეებში, თავისი კაბინეტის სიჩუმესა და
სიცარიელეში.
– არა, სიგიჟე კი არა, უფრო გაუგებრობა იყო, – კვლავ შეუსწორა ახლომხედველმა
ჟურნალისტმა, – ძალიან მინდა ერთი კითხვა დაგისვათ და, გემუდარებით,
სიმართლე მითხარით.
– მას მერე, რაც პოლიტიკას ჩამოვცილდი, მხოლოდ სიმართლეს ვამბობ, –
ჩაილუღლუღა ბარონმა, – რა გაინტერესებთ?
– მაინტერესებს, არსებობდა თუ არა კავშირი კანუდუსსა და მონარქისტებს შორის.
იმ ერთ მუჭა ადამიანებს, – ჟენტილ დი კასტრუს მსგავსებს არ ვგულისხმობ,
მკითხველთა ლიგა
რომლებიც იმპერიის დროს ნოსტალგიით იგონებდნენ და იმდენად
გულუბრყვილოები იყვნენ, რომ ამას ხმამაღლა აცხადებდნენ, არამედ, ისეთ
მონარქისტებთან, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ნამდვილებთან, თუმცა საკუთარი
აზრების ფარულად შენარჩუნების უნარი რომ შესწევდათ, კანუდუსთან კავშირი
გქონდათ? იმ არეულობას ეხმარებოდით? – ჟურნალისტი ბარონის სახეს
ყურადღებით აკვირდებოდა.
მაგრამ ბარონი ირონიული სახით უსმენდა და ბოლოს სიცილიც კი აუტყდა.
– კანუდუსში იმდენი ხანი გაატარეთ და მაინც ვერაფერი გაიგეთ? იქ,
ამბოხებულებთან ბაიიდან ბევრი პოლიტიკოსი ნახეთ, სან-პაულუდან ან რიოდან?
– ხომ გითხარით, საერთოდ ბევრი არაფერი მინახავს-მეთქი, – უპასუხა
გაღიზიანებით ჟურნალისტმა, – მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი
ფაზენდიდან ქალაქში სანოვაგეს ეზიდებოდნენ, შაქარს, სიმინდს, საქონელიც
მოჰყავდათ.
– მაშინ, ისიც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ეს ჩემი სურვილის გარეშე ხდებოდა,
მაიძულებდნენ, – უპასუხა ბარონმა, – ყველა შემოგარენის მემამულეები
იძულებულები იყვნენ, თავიანთი ქონება გადაერჩინათ. ამიტომ, ავაზაკებს, ასე
ვთქვათ, ამაში ხარკს უხდიდნენ. შემდეგ კი იმ ამბოხებულებისაგან თავის
დასაღწევადაც იმავეს გაკეთება გვიწევდა – სხვაგვარად ჩვენს ფაზენდებს
გადაწვავდნენ. ძველი სერტანული ჩვეულებაა: მოკვლა არ შეგიძლია – თავი
გამოისყიდე. მე რომ მათზე ოდნავი გავლენა მაინც მქონოდა, კალუმბის ხელს არ
ახლებდნენ და ჩემი ცოლი დღეს ჯანმრთელი იქნებოდა. ეს ფანატიკოსები
მონარქისტები არ ყოფილან და არც კი იცოდნენ, ჩვენთვის იმპერია რას ნიშნავდა.
უცნაურია, რომ ეს ვერ გაიგეთ, თუმცა კი...
მაგრამ ჟურნალისტმა სიტყვა არ დაასრულებინა.
– არა, მონარქისტები იყვნენ, ისე რომ ეს თავადაც არ უწყოდნენ, მაგრამ
მონარქიზმის ვერც ერთი მომხრე ამას ვერ მიხვდა! – თვალების ხამხამით წარმოთქვა
მან, – მათ იცოდნენ, რომ მონობა პრინცესა იზაბელმა გააუქმა და მოძღვარი მას ქებას
უძღვნიდა მონების გათავისუფლებისათვის. დარწმუნებულები იყვნენ, რომ
მონარქიამ ამის გამო პასუხი აგო. კანუდუსში ყველას სჯეროდა, რომ რესპუბლიკას
მონათმფლობელობის დაბრუნება ეწადა.
– ნუთუ თქვენც თვლით, რომ ეს იდეა მათ მე და ჩემმა მომხრეებმა ჩავუნერგეთ? –
კვლავ გაეღიმა ბარონს, – ამის დაჯერება ხომ მხოლოდ სულელს შეეძლო.
– მიუხედავად ამისა, ეს ბევრ რამეს ხსნის, – ხმას აუწია ბეცმა ჟურნალისტმა, – თავი
გავიხეთქე, რომ გამეგო, მაგალითად, ასე რატომ აუმხედრდნენ აღწერას. და მივხვდი.
რასა, კანის ფერი, აღმსარებლობა – აი, მიზეზი რა იყო! რა საჭიროა რესპუბლიკამ
იცოდეს, ვინ შავია და ვინ თეთრი? იმისათვის, რომ ზანგები ისევ მონებად აქციოს.
აღმსარებლობის ცოდნა რაღაში სჭირდებათ? იმისთვის, რომ უფრო ადვილი იყოს
იმის დადგენა, ვინ არის კათოლიკე და მათი განადგურება გაუადვილდეთ.
– ნუთუ კანუდუსის საიდუმლო ამ გაუგებრობით აიხსნება? – ჰკითხა ბარონმა.
– ერთ-ერთი ესეც არის, – სუნთქვა შეეკრა ჟურნალისტს, – მე კი ვიცოდი, რომ
ამბოხებულები უსინდისო პოლიტიკოსების ანკესს არ წამოეგებოდნენ, მაგრამ ამის
გაგონება თქვენგან მინდოდა,
– ჰოდა, გაიგონეთ, – თქვა ბარონმა. რას მოიმოქმედებდნენ მისი მეგობრები, ასეთი
სასწაული წინასწარ რომ განეჭვრიტათ, რომ სცოდნოდათ, რომ სერტანების
დაჩაგრული ხალხი იარაღს აიღებდა და რესპუბლიკის დამხობას პრინცესა იზაბელის

მკითხველთა ლიგა
სახელით დააპირებდა! არა, ბრაზილიის არც ერთ მონარქისტს ასეთი რამ არც კი
დაესიზმრებოდა.

ჟუაუ მოციქულის შიკრიკი ანტონიუ ვილანოვას ჟუეტეს შემოგარენში ეწევა:


ყოფილი ვაჭარი თოთხმეტ ჟაგუნსუსთან ერთად იქ ჯარისკაცებისთვის
განკუთვნილი საქონლისა და თხების გამოჩენას ელის. შეტყობინება იმდენად
მნიშვნელოვანია, რომ ანტონიუ წყვეტს, დაუყოვნებლივ კანუდუსში დაბრუნდეს, ისე
რომ აქ მოსვლის მიზეზს აღარ დაელოდოს. მას შემდეგ, რაც ქალაქი
ალყაშემორყმულია, ისინი უკვე სამჯერ დაესხნენ თავს აღალს და სამჯერვე
წარმატებით: პირველად ოცდახუთი ძროხა და რამდენიმე ათეული თხა გამოირეკეს;
მეორედ რვა ძროხა და იმის მესამედი თხა შეხვდათ. რომ არაფერი ვთქვათ
ფარინიათი, ყავით, შაქრითა და მარილით დატვირთულ ფორნებზე. ჟუაუ
მოციქული, დაღიანი, პედრაუ და დიდი ჟუაუ ვერ მიატოვებენ ბელუ-მონტის და
ამიტომ ანტონიუმ ამ თავდასხმების ხელმძღვანელობა თავად იკისრა: ხალხი ხომ
უნდა გამოეკვებათ. სამი კვირაა უთვალთვალებენ და ჯარისთვის კეიმადასიდან და
მონტი-სანტუდან როზარიუს გზით ფაველაში საკვების მარაგით დატვირთულ
ქარავნებს თავს ესხმიან.
ძალიან რთული საქმე არ არის, და ყოფილმა ვაჭარმა მისთვის დამახასიათებელი
მეთოდურობით, საქმიანი ხასიათითა და გულმოდგინებით ყველაფერი გათვალა,
ხალხი სწორად განალაგა, ძარცვის მეცნიერებაში და თავდასხმების ხელოვნებაშიც
სრულყოფილებას მიაღწია. წარმატება უპირველესად დამოკიდებულია იმაზე,
რამდენად დროულად მიიღებ ინფორმაციას, როგორ დაგეხმარებიან გამცილებლები
და მტვირთავები: მათი უმეტესობა, მართალია, ჯარების ექსპედიციაშია
დაქირავებული, მაგრამ რწმენითა და სიმართლით ხომ მოძღვარს ემსახურებიან.
სხვადასხვა ადგილებიდან შეგროვილან – ტუკანუდან იტაპიკურუმდე – აღალის
გადაადგილების მარშრუტს ჟაგუნსუები სწორედ მათგან იგებენ, ისინი ურჩევენ,
დარტყმის მიყენება სად უფრო უპრიანია. ღამით ჯოგის გამოჩენას რომელიმე
მოფარებულ ადგილას ელიან ხოლმე, უფრო ხშირად ეს ღარტაფებში, ან მთის
ფერდობის ხშირ ბუჩქნარში ხდება, აუცილებლად ღამით – ანტონიუ და მისი ხალხი
წინ გაიჭრებიან, ქარავანს ყოველი მხრიდან ესვრიან, პეტარდებს და დინამიტებს
აფეთქებენ, სალამურებს უსტვენენ და შეშინებული საქონელი კაატინგისკენ
მოექანება. სანამ ანტონიუს რაზმი ჯარისკაცებს ცეცხლით აჩერებს, გამცილებლებს
და მებარგულებს ნახირი ფარული ბილიკებით გაჰყავთ – მოკლე და უსაფრთხო გზა
კალუმბიდან კანუდუსამდე ჯარისკაცებისთვის ჯერაც უცნობია. ანტონიუ ვილანოვა
მათ შუა გზაზე ეწევა.
ხელცარიელები არც ახლა დარჩებოდნენ, რომ არა ცნობა იმის შესახებ,
რესპუბლიკელები წუთი წუთზე ქალაქზე იერიშს მიიტანენ. ანტონიუ კბილს კბილზე
აჭერს და წარბებშეჭმუხნილი თხუთმეტ ჟაგუნსუსთან ერთად გაჩქარებული
ნაბიჯით ბელუ-მონტისკენ მიეშურება; ერთ აზრს შეუპყრია – რაც შეიძლება მალე
შეუერთდეს თავის ძმებს, მოძღვრის გარშემო კედლად აღიმართონ, ძაღლების
თავდასხმისგან დაიცვან. მათი გეგმის შესახებ ჟუაუ მოციქულმა როგორ გაიგო?
შიკრიკი, ძველი მეგზური, ანტონიუს გვერდით მიჰყვება და პასუხობს, რომ ეს ამბავი
იმ ჟაგუნსუმ აცნობა, რომელიც ჯარისკაცის ფორმაში იყო გადაცმული და ფაველაში
შეპარული. მშვიდად ლაპარაკობს, თითქოს არაფერი იყოს განსაკუთრებული იმაში,
რომ ქრისტეს შვილები ეშმაკეულთა ბრბოს შეერივნენ, მათი სახე მიიღეს.

მკითხველთა ლიგა
„ახლა უკვე მიეჩვივნენ და ამას ყურადღებას აღარ აქცევენ“, – ფიქრობს ანტონიუ
ვილანოვა და ახსენდება, პირველად, როდესაც ჟუაუ მოციქული შეეცადა,
ჟაგუნსუები დაეყოლიებინა, ჯარისკაცის ფორმა ჩაეცვათ, როგორ აუმხედრდნენ.
თავადაც წინააღმდეგობის გრძნობა გაუჩნდა: ფიქრი იმაზე, რომ იმათი სამოსი უნდა
ჩაეცვათ, ვინც ბოროტების განსახიერება იყო, უგულო და სასტიკი არსებებისა,
საზიზღრობად მოეჩვენა, და იმ ჟაგუნსუებისაც ესმოდა, რომლებსაც არ სურდათ,
ძაღლების ტანსაცმლით დახოცილიყვნენ. „გამოდის, ვცდებოდით, ჟუაუ მოციქული
კი, როგორც ყოველთვის, მართალი ყოფილა“, ამ ხერხმა მათ ღირებული ინფორმაცია
ჩააგდებინა ხელთ. მზვერავი ბიჭებიც თავიანთ საქმეს საუკეთესოდ ასრულებდნენ –
ჭიანჭველების ბუდეები ჯარისკაცების კარვებთან მიჰქონდათ, ჯარისკაცებს
გველებსა და მორიელებს უქსევდნენ, სასმელი წყლის მარაგებს უწამლავდნენ, ბელუ-
მონტის საჭირო ცნობებს აწვდიდნენ, მაგრამ მაინც ის, რის მოყოლაც მათ შეეძლოთ,
ვერაფრით შეედრებოდა ფაველიდან გამოპარული ჯარისკაცების ცნობებს. კამათს
წერტილი დაღიანმა დაუსვა, რომელიც რანშუ დი ვიგარიუს სანგარში კაპრალის
ფორმით გამოჩნდა და განაცხადა, გუშაგებისთვის გვერდის ავლა სულ ადვილად
მოვახერხეო. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ სხვაგვარად მას მაშინვე დააკავებდნენ.
ჟუაუ მოციქულმა ჰკითხა ჯიუტებს, თქვენი აზრით, დაღიანი კარგად მოიქცა თუ არა,
მათ მაგალითი მისცა და არ შეეშინდა, მოოქრულღილებიანი ტანსაცმელი ჩაეცვაო,
მაშინ, რამდენიმე, ადრე მასთან ერთად ნაავაზაკარი დათანხმდა, ჯარისკაცების
ფორმა ჩაეცვათ და ჟუაუ მოციქულს ჟაგუნსუების მტრის ბანაკში შეპარვის გამო
უსიამოვნება აღარ შექმნია.
რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ დასასვენებლად და წასახემსებლად
ჩერდებიან. უკვე ბინდდება, ტყვიისფერი ცის ქვეშ სიერა-კანიაბრავასა და კამბაიუს
კალთა იკვეთება. წრედ დამსხდარ, ფეხებშემოკეცილ ჟაგუნსუებს ბაწრებისგან
ნაქსოვი ჩანთებიდან შაშხი და კაუჩუკის ფისის ნამტვრევები ამოაქვთ. ჩუმად ჭამენ.
ანტონიუ ვილანოვა გრძნობს, როგორ დაახოხავენ სიარულისგან დასივებულ
ფეხებზე ჭიანჭველები. ხომ არ დაბერდა? უკვე რამდენიმე თვეა, ეს ფიქრი არ
ასვენებს. თუ ეს მოუსვენრობა განგაშის, ომით გამოწვეული მუდმივი სადარდებლის
ბრალია? ისე გახდა, რომ ქამარზე ორი დამატებითი ნახვრეტის გაკეთება დასჭირდა
და ცოლს ორივე პერანგი ჩაავიწროებინა, რადგან ტანზე თავისუფლად ეკიდა. მაგრამ
განა მხოლოდ თვითონაა ამ დღეში! ისეთი გოლიათებიც კი დასუსტდნენ,
როგორებიც დიდი ჟუაუ და პედრაუ არიან, არა? მისი ძმა ონორიუ მხრებში მოიხარა
და გაჭაღარავდა. განა ჟუაუ მოციქულიც და დაღიანიც შესამჩნევად არ მოტყდნენ?
ჩრდილოეთიდან ქვემეხის გრიალი ისმის, შემდეგ კი რამდენიმე ზარბაზანიც
გრგვინავს, ჟაგუნსუები ფეხზე ხტებიან, ფართო ნაბიჯით გზას განაგრძობენ და
ქალაქს ტაბულერინიუს მხრიდან გარიჟრაჟზე უახლოვდებიან, როდესაც
ხუთსაათიანი, თითქმის შეუჩერებელი გრიალი წყდება. წყაროსთან, იქ, სადაც
კანუდუსის შემოგარენი იწყება, მეკავშირე ელით, რომ ისინი ჟუაუ მოციქულთან
მიიყვანოს. იგი ფაზენდა ველიას სანგარშია, შემომატებული მებრძოლების გვერდით,
ყველას იარაღი აქვს ჩაბღუჯული, გარიჟრაჟის ნისლში ფაველის კალთას
თვალმოუშორებლად მისჩერებიან, უწმინდურების გამოჩენას იქიდან ელიან.
– კურთხეულ იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი! – ჩურჩულებს ანტონიუ, ჟუაუ
მოციქული კი მისალმებაზე არ პასუხობს და ეკითხება, გზად ჯარისკაცები ხომ არ
დაგინახავსო. არა, არც ერთი მზვერავი არ შეუნიშნავთ.
– არ ვიცით, საიდან დაგვარტყამენ, – ამბობს ჟუაუ და ყოფილი ვაჭარი
ხვდება, რა სანერვიულო აწევს მხრებზე, – ყველაფერი ვიცით, მთავარის გარდა.
მკითხველთა ლიგა
მაინც ფიქრობს, რომ აქედან დაიწყებენ შეტევას, ყველაზე მოკლე გზიდან, და
ამიტომ დაღიანის რაზმი და კიდევ სამასი მებრძოლი აქ მოიყვანა. აქ არიან,
დაკლაკნილ სანგრებში ჩაწოლილნი. სანგარი კი მონტი-მარიუს მისადგომებიდან
ტაბულერინიუმდე ნახევარ ლიგაზეა გადაჭიმული.
ჟუაუ მოციქული ანტონიუს კიდევ იმას უხსნის, რომ პედრაუ ბელუ-მონტის
აღმოსავლეთიდან იცავს, სადაც საქონლის ბაკები და ნათესებიანი მინდვრებია და
კიდევ მთის ბილიკები, ტრაბუბუს, მაკამბირის, კოკორობოსა და ჟერიმუაბუსკენ რომ
მიემართებიან. ბელუ-მონტის კათოლიკური გვარდია იცავს. დიდმა ჟუაუმ
გზაჯვარედინებზე ცხრა ბარიკადი აღმართა, ვიწრო ქუჩები ქვებით და სილიანი
ტომრებით გადახერგა, გამაგრებები მოედნის ოთხივე მხარეს განათავსა. უფალი
იესოს ტაძარი, წმინდა ანტონიუს ეკლესია და მოძღვრის სამლოცველო
ბარიკადებითაა გარშემორტყმული. მტერი იერიშს სწორედ იქით მიმართავს – იქით
ქვემეხებს შეუჩერებლად დღედაღამ განა ტყუილად ისვრიან.
ანტონიუს კიდევ ბევრი კითხვა აქვს დაგროვილი, მაგრამ ესმის, რომ ახლა
ამის დრო არ არის. მას რა ევალება? მან ონორიუსთან ერთად ვაზა-ბარისის ნაპირების
გასწვრივ უნდა დაიკავოს პოზიციები, მონტი-მარიუს აღმოსავლეთ მხარეს,
ჟერიმუაბუსკენ მიმავალ გზასთან. როგორც კი ჯარისკაცებს დაინახავს, მაშინვე
ყველას უნდა შეატყობინოს, აუცილებლად უნდა იცოდნენ, საიდან შემოძვრებიან.
დანარჩენ ახსნას არ ელოდება, ანტონიუ ვილანოვა და მისი თოთხმეტი მებრძოლი
იქით გარბიან, საითაც ნაბრძანები აქვთ.
დაღლილობა ერთი ხელის მოსმით სადღაც უქრება. ალბათ უფალი თავის იქ
ყოფნას ასე უმტკიცებს, ახალ სასწაულს სჩადის და ამისთვის ანტონიუ ვილანოვას
ირჩევს. თუ არა მამის, ძისა და სულიწმიდის მათ გვერდით ყოფნა, სხვაგვარად
როგორ შეიძლება ვინმემ ახსნას ეს სასწაული? იმ წუთიდან, რაც იერიშის შესახებ
ამბავი შეატყობინეს, არც ერთხელ არ შეუსვენია, მაშინვე გზას დაადგა და ირბინა
კიდეც. სულ ახლახან, ტბა სიპოც გადაცურა, გრძნობდა, როგორ ვეღარ
ემორჩილებოდა სხეული, გული ისე უცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას
ლამობსო, ფეხები ეკვეთებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, სადაცაა უსულოდ
დავეცემიო. ახლა კი, მთელი არსებით, ენერგიით სავსე მიექანებოდა ქვიან
ოღროჩოღრო ნიადაგზე, აფეთქებული ჭურვებით განათებულ ნაპრალებს შორის,
მოგუგუნე და მოღრიალე ღამეში. ენერგია სასწაულებრივად დაუბრუნდა, ასე ჰგონია,
იმდენი ძალა მაქვს, თუ საჭირო გახდა, მთებსაც გადავდგამო, და იმასაც ხვდება, რომ
მისი თოთხმეტივე მებრძოლი, რომლებიც გვერდით მიჰყვებიან, ასეთივე შეუვალი
სულისკვეთებით არიან აღვსილი. ვის, თუ არა მამაზეციერს, შეეძლო, როცა საჭირო
და აუცილებელი იყო, მისთვის ეს ძალა და სიმხნევე შთაებერა! ეს ხომ პირველად არ
ხდება. ამ კვირების მანძილზე ასეთი რამ არაერთხელ განმეორდა: ეჩვენებოდა,
განძრევა აღარ შემიძლიაო, და უეცრად, თავადაც არ უწყოდა საიდან, ძალა
ემატებოდა, თითქოს ვიღაცამ წამოაყენა, შეაჯანჯღარა და უკვდავების წყალი
აპკურაო.
იმ ნახევარ საათში, სანამ ისინი ხან სირბილით მიემართებოდნენ მდინარე ვაზა-
ბარისის ნაპირებზე გაჭრილი სანგრებისკენ, ხან სიარულით, ანტონიუს
კანუდუსისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. ახლა მოგიზგიზე ხანძრები უდგას
თვალწინ. იმას არ დარდობს, მისი ქოხი გადარჩება თუ არა. ფიქრი იქით აქვს
მიმართული, მისმა ჩანაფიქრმა თუ გაამართლა: ბრძანა, ყველა კუთხეში წყლიანი და
ქვიშიანი კასრები დაეწყოთ. მისი რჩევა ქალაქმა ყურად იღო: ასობით წყლიანი ავზი
მკითხველთა ლიგა
და სილიანი ტომარა ჰქონდათ მომარაგებული. როგორც კი ჭურვი გასკდებოდა,
ცეცხლი მაშინვე წყლითა და სილით უნდა ჩაექროთ, ასეთი ცეცხლის მქრობელთა
ჯგუფები ანტონიუმ თავად დააკომპლექტა ქალაქის ყოველ უბანში და ქალები,
ბავშვები და მოხუცები შეიყვანა.
სანგარში მას ძმა, ცოლი და რძალი ეგებებიან. ანტონია და ასუნსაუ სხვა ქალებთან
ერთად ფიცრულში მოთავსებულან. იქ საჭმლის მარაგი, წყალი, გადასახვევად სუფთა
ბანდები და წამლებია გადანახული, – კეთილი იყოს შენი მშვიდობით დაბრუნება! –
ეხვევა ონორიუ, ანტონიუ ძმასთან სულ ერთი წუთით ჩერდება და
ახალმოსულებისთვის მომზადებულ კერძს მადიანად შეექცევა. შემდეგ თავის ხალხს
ჩამოარიგებს, ურჩევს, ცოტა ხნით თვალი მოატყუონ, თავად კი ონორიუსთან ერთად
თავისი ნაკვეთის შემოსავლელად მიდის.
ჟუაუ მოციქულმა ეს პასუხსაგები ტერიტორია, საზღვარი, ძმებს რატომ მიანდო –
ისინი ხომ მებრძოლები არ არიან? იმიტომ, რომ აქედან ფაველამდე ყველაზე შორია
და ჯარისკაცები იქ არ მივლენ:.ქალაქამდე გზა სამ-ოთხჯერ უფრო გრძელია, ვიდრე
ფაზენდა ველიადან. გარდა ამისა, მდინარის გადავლა მოუწევთ, ეკლიან ბარდებში
გაძრომა, ჯარის ამ ჯაგნარებში ერთ მწკრივად დაწყობაც არ იქნება მათთვის ადვილი.
ძაღლებს ასე ბრძოლა არ უყვართ: ისინი ყოველთვის მჭიდრო კოლონებად მიდიან,
თუმცა ჟაგუნსუებისთვის მათი მიზანში ამოღება ასე ბევრად უფრო მარჯვეცაა.
– ამას ჩვენ ვთხრიდით, გახსოვს? – ეკითხება ონორიუ.
– როგორ არ მახსოვს. მაგრამ აქამდე არ გამოგვდგომია.
ჰო, მაშინ ისინი მიწის მთხრელებს ხელმძღვანელობდნენ, მდინარის მუხლიდან
თავად სასაფლაომდე მინდორი სანგრებით იყო დასერილი, არც ხე ჩანდა სადმე, არც
ბუჩქი, ორ-სამ მებრძოლზე თითო ორმო მოდიოდა. ყველაზე პირველები ერთი წლის
წინ ამოთხარეს, უაუას ბრძოლის დამთავრებისთანავე. შემდეგ ახალი ორმოები
გაჩნდა, შემდეგ კი, სულ ახლახან, ისინი ერთმანეთს დაუკავშირეს, რათა მტრისგან
შეუმჩნევლად პოზიციების შეცვლა შეძლებოდათ. აქამდე ეს ყველაფერი უქმად
რჩებოდა; აქ ბრძოლები არ გაჩაღებულა.
ჰორიზონტს მიღმა ცას გარიჟრაჟის სინათლე აფერადებს: კიდეებს სიყვითლე
ეპარება. მამლები ყივილს იწყებენ, – არ ისვრიან, გამოდის, რომ,.. – იცნობს მის
ფიქრებს ონორიუ. ანტონიუ წინადადებას მის ნაცვლად ასრულებს: – გამოდის, რომ
უკვე დაიძრნენ, ფრონტის ხაზზე სანგრები ნახევარ კილომეტრზეა გადაჭიმული და
სიღრმეში ას მეტრზე – ყოველ თხუთმეტ-ოც ნაბიჯზე სანგარია და ყოველ მათგანში
ორი-სამი ჟაგუნსუა ჩამალული. ანტონიუ მათ მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც სულ
ახლოს მიდის და თითო-ოროლა სიტყვით ეხმიანება. ბევრს რკინის მოხრილი
მილები ან განიერი ლულები უჭირავს, შიგ ამოჭრილი ნაჩვრეტებით, რომ სანგრიდან
ამოწევა არ დასჭირდეთ და გარემოს თვალი ისე მოავლონ, თითქმის ყველას სძინავს
ან თვლემს. მოკუნტულებს ხელის გაწვდენაზე თავიანთი „მანლიხერები“,
მაუზერები, თოფები, თოფისწამლიანი აბგები და ტყვიების მარაგი უწყვიათ.
ონორიუს ვაზა-ბარისის სანაპიროს გასწვრივ მზვერავები ჰყავს დაყენებული. ზოგი
მათგანი გამომშრალი კალაპოტით საწინააღმდეგო ნაპირზეა ასული. ჯარისკაცები
ჯერ არ ჩანან.
იქაურობის დათვალიერების შემდეგ ძმები საუბრით კვლავ უკან ბრუნდებიან.
ამდენსაათიანი სროლის შემდეგ სიჩუმე გამეფებულა, რომელსაც მამლების ყივილი
თუ არღვევს. უცნაური და შეუჩვეველია ასეთი სიჩუმე. ანტონიუ ამბობს, იერიშს მას
მერე ველი, რაც გავიგე, რომ ფაველაში ჯარის ახალი ნაწილები ჩავიდნენ, სულ ცოტა
ხუთასი კაციო. როგორ არ უთვალთვალებდა დაღიანი, კალდეირანიდან კვალში
მკითხველთა ლიგა
ედგა, ვერაფერი მოახერხა: მხოლოდ რამდენიმე სული საქონელი წაართვა. ონორიუ
ეკითხება, მართალია თუ არა, რომ ძაღლები როზარიუსა და ჟუეტეს ტოვებენ, იმ
ადგილებს, საიდანაც აქამდე აპირებდნენ იერიშის მიტანასო. მართალია.
ანტონიუ ქამარს იშვებს, მკლავს თავქვეშ იდებს, სახეს ქუდით იფარავს და ძმასთან
ერთად სანგარში ნეტარად იჭიმება. სხეული მადლობელია, რომ, როგორც იქნა, ცოტა
ხნით მაინც მოისვენა, ყურთასმენა კი მაინც დაძაბული აქვს, გაფაციცებით
აყურადებს, ცდილობს, ხმებით გამოიცნოს, ანტიქრისტეს ჯარი უახლოვდებათ თუ
არა. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ჯარისკაცები უკვე აღარც ახსოვს; თვალწინ
ბუნდოვანი, გაურკვეველი სურათები დაუცურავენ, შემდეგ იმაზე იწყებს ფიქრს,
ვინც გვერდით უწევს. ღიაფერთმიანი, ხუჭუჭა ონორიუ მასზე ორი წლით უმცროსია,
მორიდებული, თავშეკავებული, მისთვის ძმაზე მეტია - მისიანი, ამხანაგი,
თანამებრძოლი, საუკეთესო მეგობარი. დიდი ხნით ერთმანეთს არასოდეს
დაშორებიან, არც ერთხელ სერიოზული ჩხუბი არ მოსვლიათ. რატომ არის ონორიუ
აქ, ბელუ-მონტიში? მოძღვარს რატომ ახლავს - რწმენის, ჭეშმარიტების,
სამართლიანობის გამო? სულის გადასარჩენად? თუ უბრალოდ ძმას გამოჰყვა? მას
მერე, რაც კანუდუსში ცხოვრობენ, საკუთარ თავს ამ კითხვას პირველად უსვამს.
როდესაც ანგელოზმა თავისი ფრთა შეახო და ანტონიუმ ბელუ-მონტის გამო
საკუთარ მოწოდებას თავი დაანება, არასოდეს გაჰკვირვებია, რომ მოუვლენდათ თუ
არა ბედისწერა მორიგ განსაცდელს, ძმა, რძალი და საკუთარი ცოლიც უსიტყვოდ,
უდრტვინველად იღებდნენ მის ყველა გადაწყვეტილებას. თითქოს ასე იყო საჭიროო,
ცხოვრების ხელახალ შეცვლაზე ბოლოსაც უსიტყვოდ დათანხმდნენ. ეს ცვლილებები
და განსაცდელები კი ცოტა როდი იყო. ბოლოსაც ასე მოხდა. ონორიუმ და ასუნსაუმ
მისი აქ წამოსვლის გადაწყვეტილებაც უთქმელად, ყოველგვარი წუწუნის გარეშე
მიიღეს. იმ დაუსრულებელ დღეს, როდესაც პოლკოვნიკ მორეირა სეზარის ნაწილი
იერიშზე გადმოვიდა, ისინი კი ქუჩებში იბრძოდნენ, ანტონიუმ პირველად გაიფიქრა,
ვაითუ, ონორიუ სიცოცხლეს საკუთარი რწმენისა და სურვილის კი არა, არამედ
მხოლოდ უფროსი ძმის პატივისცემის გამო სწირავსო. როდესაც ამის შესახებ
შეეცადა, ონორიუს დალაპარაკებოდა, ძმა ცდილობდა, პასუხისთვის თავი
ხუმრობებით აერიდებინა: – ესე იგი, მიგაჩნია, რომ თავს საფრთხეში მხოლოდ
იმიტომ ვიგდებ, ოღონდ კი შენ არ დაგშორდე? რა დიდი წარმოდგენა შეგქმნია
საკუთარ თავზე, ძმაო! – თუმცა ეს ხუმრობები ანტონიუს ეჭვებს კიდევ უფრო
უმძაფრებდა, „უსინდისო ეგოისტი ვარ, ონორიუსა და მისი ოჯახის ბედი ისე
გადავწყვიტე, რომ მათთვის აზრი არც კი მიკითხავს. არც ერთხელ არ
დავინტერესებულვარ, თვითონ რა უნდოდათ, ისე მოვექეცი, როგორც უსულო
საგნებს ან საქონელს ექცევიან“. მაშინ მოძღვარმა მოახერხა მისი ტკივილი დაეცხრო:
თუნდაც ასე იყოს, შენ დაეხმარე მათ, ცის სასუფევლის ღირსები გამხდარიყვნენო,
უთხრა.
გრძნობს, რომ ვიღაც ანჯღრევს, მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობს. მზე
აცხუნებს, ონორიუს თითი ტუჩებთან მიაქვს და აგრძნობინებს, ჩუმად იყავიო:
– გამოჩნდნენ, - ეჩურჩულება ძმა, – სტუმრების მიღება ჩვენ გვხვდა წილად.
– რა პატივია, – ყრუდ პასუხობს ანტონიუ.
სანგარში მუხლებზე იწევა. ვაზა-ბარისის მთაგორიან ნაპირზე დილის მზის
სხივებში პირდაპირ მათკენ ლურჯი, ნაცრისფერი, წითელი ფორმების ტალღა
მოექანება და ოქროსფერი ღილები, ხიშტებისა და ხმლების პირები დამაბრმავებლად
უბრჭყვიალებთ. ესე იგი, არ მოესმა, როდესაც რამდენიმე წუთის წინ დოლების
ბრაგუნი და საყვირების ჭყვიტინი გაიგონა. „მგონი, პირდაპირ ჩვენზე მოდიან“, –
მკითხველთა ლიგა
ფიქრობს ანტონიუ. ჰაერი ისეთი სუფთაა და გამჭვირვალე, რომ ამ მანძილიდანაც
შეუძლია, ნათლად გაარჩიოს ჯარისკაცების სამი კორპუსი. კოლონებად
დამწკრივებულები მოდიან, შუა კოლონა პირდაპირ მათი სანგრისკენ მოემართება.
ენა უეცრად როგორღაც ბლანტი უხდება და სიტყვების წარმოთქმა უჭირს, ონორიუ
უჩურჩულებს, ორი ყაჩაღანა უკვე გავგზავნე: ერთი ფაზენდა ველიაში, მეორე
ტრაბუბუსკენ, რათა ჟუაუ მოციქულსა და პედრაუს შეატყობინოს, რომელი მხრიდან
აპირებენ ძაღლები ქალაქისკენ შემოტევასო.
– აქ უნდა შევაჩეროთ, - ესმის ანტონიუს საკუთარი ხმა, – როგორმე უნდა
გავძლოთ, სანამ ჟუაუ მოციქული და პედრაუ ბელუ-მონტიში დაბრუნდებიან.
– თუ ჯარისკაცები ფაველიდანაც არ დაიწყებენ შემოტევას,– პირქუშად
ბუზღუნებს ონორიუ.
არა მგონიაო, ფიქრობს ანტონიუ. ჯარისკაცები დამშრალი ვაზა-ბარისის
ციცაბო ნაპირებიდან მოცოცავენ, ბევრნი არიან, სამი ათასზე ნაკლები არ იქნება.
შეიძლება ოთხი ათასიც იყვნენ. მიაჩნია, რომ მტერს მთელი ძალები აქეთ ჰყავს
გადმოსროლილი. ყაჩაღანებისა და მათ მხარეს გადმოსულებიდან ჟაგუნსუებმა
იციან, რომ ჰოსპიტალში, რომელიც ფაველასა და მონტი-მარიუს შორის აქვთ
გახსნილი, დაახლოებით ათასი დაჭრილი და ავადმყოფი წევს, – გამოდის, რომ
ჯარის რაღაც ნაწილი ძაღლებს თავიანთი ზურგის, ჰოსპიტლისა და
არტილერისტების დასაცავად უნდა დაეტოვებინათ. აქეთ კი იერიშზე დანარჩენი
ჯარები მოჰყავთ, – პასუხობს ძმას. ანტონიუ, მისკენ არც კი იყურება, მდინარის გაღმა
ნაპირს თვალს არ აშორებს და თან ხელში რევოლვერის დოლურას ამოწმებს, სავსეა
თუ არაო. „მანლიხერიც“ აქვს, მაგრამ ეს რევოლვერი ურჩევნია, კანუდუსში
ჩამოსვლის შემდეგ ყველა ბრძოლაში მისი ერთგული თანამგზავრი. ონორიუს კი,
პირიქით, თოფი უჭირავს, ლულას ბრუსტვერზე აბჯენს: სამიზნე თამასა აწეულია,
თითი უკვე სასხლეტზე უდევს. ალბათ ყველა დანარჩენი ჟაგუნსუც მზადაა ბრძოლის
დასაწყებად, თავ-თავიანთ სანგრებში განაბულან, მაგრამ ბრძანება ყველას კარგად
ახსოვს: მხოლოდ მაშინ დაიწყონ სროლა, როდესაც ძაღლები სულ ახლოს მოვლენ.
მიზანი ერთია: მტერს თავს მოულოდნელად დაესხან დაზედმეტი ტყვიები არ
დახარჯონ. მხოლოდ მოულოდნელობა გადაარჩენთ, მხოლოდ ამით შეძლებენ
სატანის მრავალრიცხოვან და უკეთ შეიარაღებულ მებრძოლებთან გამკლავებას.
სანგარში ბიჭი ცურდება. მებრძოლებს ცხელი ყავით მათარა და სიმინდის ფარინია
მოუტანა. ანტონიუს ეს ცოცხალი, მხიარული თვალები და მკვირცხლი სხეული
კარგად ახსოვს. ბიჭს სებასტიანი ჰქვია, უკვე გამოცდილი მებრძოლია, დაღიანისა და
დიდი ჟუაუს მეკავშირე იყო, ანტონიუ ყავას სვამს. სასმელი პირველივე ყლუპზე
რაღაც შვებას ჰგვრის. ამასობაში ის ბიჭი თავისი მათარითა და ჩანთით ხვლიკივით
სწრაფად და უხმაუროდაა გამქრალი.
„კარგი იქნება, ასე დაწყობილებმა იარონ, წრედ არ შეიკრან, – ფიქრობს ანტონიუ, -
ჩვენც ერთად დავაწვენდით. აქ არც კლდეებია, არც ხეები, არც ბუჩქები. ვერსად
დაიმალებიან, მიწაში ვერ ჩაძვრებიან, იმიტომ რომ ჩვენი სანგრები უფრო მაღლაა და
იქიდან მთელი მინდვრის დაცხრილვა არ გაგვიჭირდება“. მაგრამ ჯარისკაცები
გადაჯგუფებას უკვე იწყებენ, შუა კოლონა წინ იწევს. ორ დანარჩენს უსწრებს, ციცაბო
კბოდეზე პირველი გადმოდის და გამომშრალ კალაპოტს ეფინება. ოქროსფერი
ღილებით ბზინვარე ლურჯფორმიანი ფიგურები ანტონიუსგან ახლა უკვე ორას
მეტრში არიან. დაზვერვის ხალხია, ასამდე იქნებიან. წინ, ქვეითად, ორ მწკრივად და
რიგში სამ-სამად მოიწევენ: მოდიან სწრაფად, წელში გაჯგიმულები, არაფერს
ეფარებიან. ანტონიუ ხედავს, როგორ იგრძელებენ კისრებს მომავლები, შორს ბელუ-
მკითხველთა ლიგა
მონტის ტაძრის ქონგურებს თვალით ზომავენ და ვერც კი ხვდებიან, რომ ყოველი
მათგანი უკვე მიზანშია ამოღებული.
– რაღას უცდი? – ეკითხება ონორიუ, – გინდა, რომ შეგვამჩნიონ? – ანტონიუ
სასხლეტს თითს გამოჰკრავს და ჟაგუნსუების შაშხანების ბათქაბუთქი მარცხნიდანაც
და მარჯვნიდანაც მის გასროლას დაუსრულებელ ექოდ ეხმიანება, დაფდაფებისა და
საყვირების ხმა ამ გუგუნში იკარგება. მომავალ რაზმს კვამლი, მტვერი და არეულობა
ერთდროულად იპყრობს. ანტონიუს მარცხენა თვალი მოუხუჭავს, სროლას
აუჩქარებლად განაგრძობს და მისი ტყვიები ახლა უკვე უკან მიბრუნებულ
ჯარისკაცებს კვალდაკვალ მიჰყვება. კიდევ იმის დანახვას ასწრებს, რომ ორი
დანარჩენი კოლონა უკვე ნაპირზე ამომძვრალა და წინ სამი, არა, ოთხი, მხრიდან
ერთდროულად მოიწევს. სროლა წყდება.
– ვერ გვხედავენ, – ამბობს ონორიუ.
– მზე თვალებში სცემთ, - პასუხობს ანტონიუ, – მალე სულ დაბრმავდებიან.
იარაღს ძმები ერთდროულად ტენიან. ახლა მხოლოდ ცალკეული გასროლების ხმა
ესმით; ჟაგუნსუები დაჭრილებს ხოცავენ, რომლებიც ცდილობენ, თავისიანებამდე
ფორთხვით მიაღწიონ, თავი სადმე ნაპრალებს შეაფარონ. იქიდან უკვე ჩნდებიან
ჯარისკაცების სილუეტები, თავები, კიდურები. მკვრივად შეკრული კვადრატები
იშლებიან, ირღვევიან, ერთმანეთს ეთიშებიან, წინ მომავალნი ცეცხლს ხსნიან, მაგრამ
აშკარაა, რომ სანგრებს ჯერ ვერ ხედავენ და უბრალოდ ცაში ისვრიან, ქალაქისკენ,
რადგან ჰგონიათ, რომ ტყვიები, რომლებმაც მათი ავანგარდი მოსხიპა, სამრეკლოდან
იყო ნასროლი. სროლისგან მიწიდან მტვრის ღრუბელი იწევს და რამდენიმე წუთით
მტრის დანაყოფებს გარს მტვრის მუქი კორიანტელი ეხვევა, თვალთა მზერიდან
აქრობს. ჯარისკაცები ერთ ჯგუფად იკვრებიან, ერთმანეთს აწყდებიან,
ხიშტებჩამოცმულ შაშხანებს ერთმანეთს უმარჯვებენ, შემდეგ კი საყვირების ხმასა და
ოფიცრების ბრძანებაზე – „ქვეითო, წინ იარ!“ – კვლავ ერთმანეთს შორდებიან და
წინ მოიწევენ.
ანტონიუ უკვე ორჯერ ცლის რევოლვერის დოლურას. იარაღი ისეა გახურებული,
რომ ხელისგულს უწვავს, ამიტომ რევოლვერს ბუდეში აბრუნებს და ამჯერად
„მანლიხერს“ იმარჯვებს. კვლავ მიზანში იღებს მორიგ მსხვერპლს და ისვრის,
ჯარისკაცებიდან იმათ ირჩევს, ვინც ხმალს იქნევს, ვინც მედიდური გარეგნობით
გამოირჩევა, მუნდირი კი ოქრომკედით აქვს ნაქარგი, ანუ მეთაურებს, და როდესაც ამ
ერეტიკოსებისა და ფარისევლების შეშინებულ სახეებს ხედავს, ამჩნევს, როგორ
დაწრიალებენ, როგორ აწყდებიან ერთმანეთს, როგორ ეცემიან ძირს სასიკვდილოდ
დაჭრილები ღმერთმა იცის საიდან გამოტყორცნილი ტყვიების წვიმაში, ცალ-ცალკე,
ორ-ორად, ათობით, უეცრად სიბრალული იპყრობს. როგორ შეიძლება ებრალებოდეს
ისინი, ვინც პირისაგან მიწისა ბელუ-მონტის აღსაგველად არიან მოსულები? მაგრამ
მაინც ასეა, ხედავს, როგორ ცვივიან, ესმის, როგორ კვნესიან, ისიც ისევ უმიზნებს
და ესვრის, მაგრამ გულში სიძულვილს არ დაუსადგურებია. ებრალება ეს სულით
ღატაკი, ცოდვებში თავით ფეხამდე ჩაფლული ადამიანები, სატანის მსხვერპლნი, მის
მზაკვრულ ხლართებში გაბმულნი, მის ბრმა იარაღად რომ ქცეულან. განა მთელ
ადამიანთა მოდგმას, მასაც ასეთი ხვედრი არ ელოდა? მოძღვარს რომ არ
შეხვედროდა, ანგელოზის ფრთა რომ არ შეხებოდა, განა ისიც ერთი ამათგანი არ
იქნებოდა?
– მარცხნივ! – ხელს ჰკრავს უცებ ონორიუ.
ანტონიუ იქით იხედება, კავალერია! მათკენ შუბმომარჯვებული მხედრები

მკითხველთა ლიგა
მოიწევენ. ორასნი მაინც იქნებიან, შეიძლება მეტნიც. საყვირების გამაყრუებელი
ჭყვიტინით ვაზა-ბარისის ნაპირებს აღწევენ, ოცეულებად მწკრივდებიან და
ფალანგებიდან თავდასასხმელად ემზადებიან, დაახლოებით ხუთასი მეტრის
დაშორებით არიან, მაგრამ იქ სანგრების ზოლი აღარ არის და ყოფილი ვაჭარი
ხვდება, ახლა რაც შეიძლება მოხდეს, ამ მხედრებს წინააღმდეგობას ვერავინ
გაუწევს, ფერდობს დაუბრკოლებლად გადმოლახავენ, სანგრებს გვერდს ირიბად
აუქცევენ, სასაფლაოზე მოხვდებიან და რამდენიმე წუთში ბელუ-მონტიში
შეიჭრებიან. მათ უკან კი, როდესაც დაინახავენ, რომ გზა თავისუფალია, ქვეითებიც
გაჰყვებიან. ვერც პედრაუ, ვერც დიდი ჟუაუ, ვერც დაღიანი ვერ მიუსწრებენ
დასახმარებლად იმათ, ვინც სახურავებსა და სამრეკლოებზე არიან ჩასაფრებულები.
გაუცნობიერებლად, წამიერ სწრაფვას აყოლილი, ანტონიუ პატრონტაშს ხელს
სტაცებს და სანგრიდან ზემოთ ხტება, ონორიუსთვის მხოლოდ ამის დაყვირებას
ასწრებს: – მხედრები უნდა შევაჩეროთ!
– მომყევით! მომყევით! - მარჯვენა ხელში „მანლიხერითა“ და მარცხენაში
რევოლვერით, პატრონტაშით მხარზე, ზურგში მოხრილი ანტონიუ ისე გარბის
თითქოს სიზმარშია, ან გონება დაბინდვიაო, სიკვდილზე ფიქრი, რომელიც ხანდახან
უმნიშვნელო საუბრისას ძარღვებში სისხლს უყინავდა, ღამღამობით ცივ ოფლში
გახვითქულს აღვიძებდა, ახლა სადღაც უკვალოდ გამქრალა და მხოლოდ ქედმაღალი
გულგრილობის მსგავს განცდას შეუპყრია. აღარ ანაღვლებს, რომ შეიძლება დაჭრან,
ან მოკლან კიდეც და ცოცხლებში აღარ ეწეროს. სანამ იგი კავალერისტების
შესახვედრად გარბის, ისინი მტვრის ბუღს აყენებენ, სხვადასხვაგვარად ჯგუფდებიან,
ჩორთზე გადადიან, წინ ზიგზაგისებურად მოიწევენ, ხან ქრებიან, ხან დამრეც
ბორცვებს, ბექობებს, მის თავში მჭედლის ქურიდან გამოსროლილი ნაპერწკლების
დარად დროდადრო აელვარებულ ფიქრის ნაწყვეტებს, ვიღაცების სახეებსა და
მოგონებებს შორის კვლავ ჩნდებიან. ანტონიუ ხვდება, რომ ეს მხედრები სამხრეთის
მსროლელთა ესკადრონიდან არიან. გაუჩოები. დანახული ჰყავს, როგორ
დაძრწოდნენ საქონლის ძებნაში ფაველის მიდამოებში. დარწმუნებულია, რომ
თავიანთი არაჩვეულებრივი თეთრი ულაყების ნალებით კანუდუსის ღირსებას ვერ
გათელავენ, რადგან დიდი ჟუაუ და კათოლიკური გვარდია, მუკამბუს ზანგები ან
ინდიელი მოისარნი კარირის ტომიდან მათაც და მათ მშვენიერ ულაყებსაც, ყველას
დახოცავენ. ფიქრი ცოლზე, ცოლისდაზე და დანარჩენ ქალებზე გადააქვს, იმაზე,
მოასწრებდნენ თუ არა ბელუ-მონტიში დაბრუნებას. და ამ უამრავი სახის, იმედებისა
თუ ხილვების გარდა თვალწინ უეცრად წარმოუდგება ასარე - სეარის შტატის
საზღვარზე მდებარე პატარა სოფელი, რომელიც მას მერე არ უნახავს, რაც იქიდან
შავი ჭირისგან თავის დასაღწევად გამოიქცა, მშობლიური სანახები თვალწინ
ყოველთვის ასეთ წუთებში დაუდგება ხოლმე, როდესაც უკანასკნელ ზღვარს
გადააბიჯებს, საითაც აღარაფერია სასწაულის ან სიკვდილის გარდა.
ფეხები არ ემორჩილება, ამიტომ მიწაზე წვება, კონდახს მხარზე იბჯენს და სროლას
ისე იწყებს. ვერც უფრო საიმედო ადგილის მოძებნას ასწრებს და ვერც კარაბინის
გადატენას; ამიტომ ძალიან ყურადღებით უმიზნებს. მხედრებამდე ნახევარი მანძილი
გარბენილი აქვს. ისინი მის თვალწინ სქელი მტვრის ღრუბელში მიწას ერთ ადგილას
ტკეპნიან და ანტონიუ თავს ეკითხება, როგორ შეიძლებოდა, აქამდე არ შევემჩნიეთ,
მე ხომ პირდაპირ შუა მინდორზე გავრბოდი და თან ტყვიას ტყვიაზე ვუშენდიო.
კავალერისტებიდან არც ერთი მის მხარეს არ იყურება. მაგრამ ამ დროს, თითქოს მისი
ფიქრი მხედრებს გადაეცათო, მთავარი ოცეული მარჯვნიდან წინ იწყებს წამოსვლას.
ანტონიუ ხედავს, როგორ ატრიალებს წინ მომავალი მხედარი ხმლის პირს ჰაერში,
მკითხველთა ლიგა
თითქოს ნიშანს აძლევს, თითქოს ესალმებაო. ათიოდე კავალერისტი მისკენ
ოთხამოღებით მოიწევს, მას კი „მანლიხერის“ სავაზნე კოლოფი ცარიელი აქვს.
იდაყვებით მიწაზე დაყრდნობილი ორივე ხელს მაგრად უჭერს რევოლვერს,
გადაწყვეტილი აქვს, არ ისროლოს, სანამ ცხენები სულ ახლოს არ მიეჭრებიან, და, აი,
უკვე მის თავზე ატორტმანდნენ მხედრების სიბრაზისგან მოღრეცილი სახეები – რა
გაბრაზებით ურტყამენ ეს მხეცები ცხენებს დეზებს ფერდებში, ხელში შუბის ტარები
რა გამალებით უცახცახებთ, განიერი შარვლები ქარში როგორ ებერებათ! ანტონიუ
ერთმანეთის მიყოლებით სამ ტყვიას იმ მხედრისკენ უშვებს, ხმალს რომ იქნევდა, ვერ
ხედავს, მოარტყა თუ არა და მხოლოდ იმას აცნობიერებს, რომ ვერ გადარჩება,
ხიშტებზე ააგებენ, მიწაზე თქარუნით მორბენალი ფლოქვები გაჭყლეტენ. მაგრამ ამ
დროს რაღაც ხდება: კვლავ რაღაც დაუჯერებელი სასწაულის შეგრძნება ეუფლება.
მაჩეტეებით, დანებით, უროებით, ნაჯახებით შეიარაღებული ბრბო კავალერისტებს
თავს თავბრუდამხვევ ქარბორბალასავით ატყდება, ესვრის, ჩეხს, ცხენებს მყესებს
უჭრის. ხედავს, როგორ აფრინდებიან ჟაგუნსუები შუბის ტარებს, როგორ იჭერენ
მხედრებს ფეხებით, როგორ უჭრიან სადავეებს, ხედავს, როგორ ტრიალებენ ერთ
ადგილზე ცხენები; ესმის ღრიალი, ჭიხვინი, გინება, სროლის ხმა. ჯერ ერთმა
კავალერისტმა გადაურბინა, მერე მეორემ, მის მიწაზე გართხმულ სხეულს
სასწაულებრივად არ წამოედო. ბოლოს ფეხზე წამოდგომას ახერხებს,
ორთაბრძოლაში ებმება. უკანასკნელ ვაზნებსაც ისვრის და კარაბინს ლულით იჭერს,
კომბალივით, იქით გარბის, სადაც მიწაზე ერთმანეთს გადაჭდობილი ჟაგუნსუები და
ცხენებიდან ჩამოცვენილი მხედრები გორავენ. კონდახს ერთ ჯარისკაცს თავში
ურტყამს, რომელიც ჟაგუნსუს ზემოდან მოსჯდომია და არ ჩერდება მანამ, სანამ ის
მოძრაობას არ წყვეტს. შემდეგ ჟაგუნსუს ადგომაში ეხმარება და ორივე ონორიუს
დასახმარებლად გარბის, რომელსაც შუბმომარჯვებული კავალერისტი მოსდევს. მათ
დანახვაზე მხედარი ცხენს დეზს ჰკრავს და ბელუ-მონტისკენ მიაჭენებს. ანტონიუ
მტვერის ამ გაუსაძლის კორიანტელში ერთხანს ადგილიდან ადგილზე ინაცვლებს,
დაცემულებს ფეხზე აყენებს, ისვრის, რევოლვერს ცლის და ისევ და ისევ ტენის.
ბევრი დაჭრილია, რამდენიმე ხიშტით სასიკვდილოდ არის განგმირული. ერთ-ერთ
მათგანს ხმლით მიყენებული ღრმა ჭრილობიდან სისხლი მოსჩქეფს. ახლა
ყველაფერს ისე ხედავს, როგორც სიზმარში: გარშემო უროებით, კონდახებითა და
მაჩეტეებით თავგახეთქილი მხედრები ყრია. აი, მტერი აღარაა და ჟაგუნსუები
ერთად ჯგუფდებიან. ანტონიუს უცებ ახსენდება, რომ მიტოვებულ სანგრებში უნდა
დაბრუნდნენ და შუა სიტყვაზე ჩუმდება; მოწითალო მტვრის ღრუბლებში იმ
სანგრებზე, რომლებშიც აქამდე ისხდნენ, დაუსრულებელი ნაკადით გადმოდიან
ანტიქრისტეს ჯარები.
მას კი გვერდით მხოლოდ ორმოცდაათი კაცი ჰყავს. დანარჩენები სად არიან?
ყველა, ვისაც მოძრაობა შეეძლო, ბელუ-მონტიში დაბრუნდა, – ასეთები ცოტანი, –
ჩიფჩიფებს უკბილო ჟაგუნსუ, ყოფილი მეთუნუქე ზოსიმუ.
ანტონიუს უკვირს, რომ ასეთი მოხუციც ბრძოლაში იყო ჩაბმული, მის ასაკში
სახლში ჯდომა უფრო უპრიანი იქნებოდა, რათა უკიდურეს შემთხვევაში, ხანძრები
ჩაექრო, ან დაჭრილებისთვის ჭრილობები გადაეხვია. აქ დარჩენა აღარ შეიძლება:
კავალერისტების ახალი იერიში ყველას გაანადგურებს.
– დიდ ჟუაუს უნდა მივეხმაროთ, – ეუბნება თანამებრძოლებს ანტონიუ.
სამ-ოთხკაციან ჯგუფებად იყოფიან, დაჭრილებს სიარულში ეხმარებიან, რომ
ოღროჩოღრო გზაზე ფეხი არაფერს წამოჰკრან, ანტონიუ ონორიუსა და ზოსიმუსთან
ერთად უკან იხევს. გაუგებარია, რა ხდება: მის მარცხნივ მოძრავი ბატალიონები და
მკითხველთა ლიგა
მარჯვნივ კავალერისტები – არც ერთი მათ არ ესვრის. რით უნდა აიხსნას მათი ეს
საქციელი? მტვერია და ვერ ხედავენ? იქნებ თვალს მზე სჭრით, თუ ჩქარობენ, რაც
შეიძლება მალე შევიდნენ კანუდუსში და დროის დაკარგვა არ უნდათ? ხომ
შეუძლებელია, მართლაც, არ შეემჩნიათ ცარიელ მინდორში ორმოცდაათი ჟაგუნსუ?!
რადგან ჩვენ ვხედავთ, გამოდის, რომ მათაც უკვე დიდი ხნის წინ უნდა შევემჩნიეთო,
ფიქრობს ანტონიუ და ძმას ცოლისა და რძლის ამბავს ეკითხება, სანამ სანგრიდან
ამოვიდოდი, ყველა ქალს ვუბრძანე, იქაურობა დაეტოვებინათ და უკან
დაბრუნებულიყვნენო, პასუხობს ონორიუ. მაგრამ კანუდუსამდე კიდევ ათასი
ნაბიჯია, თუ არ ვიჩქარებთ, ვერ გადავრჩებითო, ფიქრობს ანტონიუ. მაგრამ მუხლები
უცახცახებს, გული საგულეში უფართხალებს, ხვდება, რომ არც მას და არ სხვებს
ამაზე სწრაფად სიარული აღარ შეუძლიათ. მოხუცი ზოსიმუ უცებ სწორ ადგილას
ფორხილობს - როგორც ჩანს, წამით გრძნობა დაკარგა, ანტონიუ ხელს აშველებს,
გასამხნევებლად მხარზე უტყაპუნებს და მერე უკვე ხელჩაჭიდებული მიჰყავს. ნუთუ
ამ მოხუცმა ოდესღაც ლამის ცოცხლად დაწვა ლეონ ნატუბელი? თუმცა მაშინ
ანგელოზი ჯერ არ შეხებოდა.
– ანტონიუ მეცეცხლის სახლისკენ გაიხედე, – ეუბნება ონორიუ.
ძველი სასაფლაოს გადაღმა, სადაც უცნაურად გადაწნულ ქუჩებში კანუდუსის
ახალმოსახლეები ცხოვრობენ, ხშირი, სასტიკი სროლის ხმა ისმის. ოღონდ ამ ქუჩებს
წმინდანების სახელების ნაცვლად რომანსების გმირების სახელები ჰქვია –
მაგალონის პრინცესის, რობერტ ეშმაკის, სილვანინიას, შარლ დიდის, ფიერაბრასის,
საფრანგეთის თორმეტი პერის სახელები, ნუთუ შესაძლებელია, რომ
მომლოცველებს, რომლებიც სულ ახლახან დამკვიდრდნენ ბელუ-მონტიში,
ძაღლებისთვის ასეთი წინააღმდეგობა გაეწიათ? ყოველი სახურავიდან, ყოველი
კუთხიდან, ყოველი კარიდან სამთავრობო ძალებს თავს ტყვიების წვიმა ატყდებათ
და მათთვის სიკვდილი მოაქვს, ანტონიუ დარწმუნებულიც კია, რომ იმათ შორის,
ვინც დაწოლილი, ფეხზე მდგარი, ჩამუხლული ისვრის, თავისი მუშკეტონით ხელში
პედრაუს გიგანტურ ფიგურას ლანდავს – ვერავისში ვერ აგერევა. – და ეჩვენება, რომ
ამდენი იარაღის კაკანში ამ უზარმაზარი მულატის იარაღის ხმასაც ადვილად არჩევს.
პედრაუ არასოდეს თანხმდება, თავისი ძველისძველი იარაღი „მანლიხერზე“ ან
მაუზერზე გადაცვალოს, თუმცა მათი ხუთვაზნიანი მჭიდები თითქმის მაშინვე
მაგრდება, მუშკეტონი კი ჯერ უნდა ზუმბით გაწმინდოს, თოფისწამალი ჩაყაროს,
მერე ლულაში ჩატენოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაისროლოს, რაც ხელთ
მოხვდება, ყველაფერი: რკინის ნაკუწები, შუშა, ტყვიის ბურთულები, ცვილი და
ქვაც კი. თუმცა, პედრაუ ამ ყველაფერს გასაოცარი სიმარჯვით უმკლავდება და თავის
მუშკეტს იმდენად სწრაფად ტენის, რომ ესეც და მიზანში სროლის მისი
სახელგანთქმული სიზუსტეც ლამის ჯადოქრობად ეჩვენებათ.
ანტონიუს უხარია პედრაუს იქ დანახვა. თუკი პედრაუმ და მისმა ხალხმა
მოასწრეს ჩამოსვლა, ეს ნიშნავს, რომ ჟუაუ მოციქული და დაღიანიც მოასწრებდნენ,
ხოლო ეს კი თავისთავად იმის ნიშანია, რომ ბელუ-მონტი კარგადაა დაცული. ორას
მეტრზე ნაკლებიღა აშორებთ სანგრების პირველ ხაზამდე და წინ მიმავალი
ჟაგუნსუები ხელებს იქნევენ, ყვირიან, რომ მათიანები არ შეცდნენ და მომავლებს
ტყვიებით არ მოეგებონ. ყველაზე მოუთმენლები გარბიან
კიდეც. ანტონიუც და ონორიუც ცდილობენ, ფეხს აუჩქარონ, მაგრამ მაშინვე
გადაიფიქრებენ, რადგან მოხუც ზოსიმუს მათი აყოლა არ შეუძლია. მკლავებში ხელს
უყრიან და ლამის მიათრევენ, წამდაუწუმ იხრებიან, ფეხს ქვებს წამოჰკრავენ,
მოზუზუნე ტყვიებს თავს არიდებენ, რომლებიც, როგორც ანტონიუს ეჩვენება,
მკითხველთა ლიგა
სწორედ მათკენაა დამიზნებული. ბოლოს და ბოლოს ახერხებენ იმ ადგილამდე
მიღწევას, საიდანაც ადრე ქუჩა იწყებოდა, ახლა კი ქვების, თუნუქების, ქვიშის,
მაგიდების, კრამიტების, აგურებისა და კიდევ ათასი რამის გროვაა დახვავებული.
ბარიკადების იქით მსროლელთა მჭიდრო რიგებია. უამრავი ხელი ერთდროულადაა
გამოწვდილი მათ დასახმარებლად. ანტონიუ გრძნობს, როგორ სტაცებენ ხელს, ჯერ
მაღლა როგორ სწევენ, მერე ძირს როგორ უშვებენ. გრძნობს, როგორი დაღლილია და
დასვენება სჭირდება. ვიღაცას მისთვის წყლიანი მათარა მოაქვს და ისიც ხარბად
ეწაფება, ნახევრად თვალებმოხუჭული მტკივნეულ სიამოვნებას გრძნობს, როდესაც
წყალი სიცხისგან გახევებულ ენას, ხახასა და ყელს უსველებს. ყურების შხუილი
ერთიანად უწყნარდება და მაშინ ესმის,როგორ წივიან ტყვიები, როგორ ყვირიან,
ძირს რესპუბლიკა, დიდება მოძღვარსა და იესო ქრისტესო. მაგრამ ამასობაში, სანამ
დაღლილობა სრულიად გაუვლის და სადაცაა ფეხზე წამოდგომას შეძლებს, იმასაც
ხვდება, რაც ჟაგუნსუების ყურს არ სწვდება: – გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს
მარშალ ფლორიანუს! სიკვდილი მოღალატეებს! სიკვდილი ინგლისელებს! ნუთუ
ისე ახლოს არიან, რომ მათი ხმები ასე მკვეთრად ესმის? ამ დროს საყვირების ხმამ
ლამისაა ყურები დაუხეთქოს. მიწაზე მჯდომარე ისევ ხუთ ვაზნას აწყობს
დოლურაში, კარაბინს ხელახლა ტენის, ერთი მჭიდიღა დარჩა. ძალისხმევით,
რომლისგანაც უცებ მაშინვე უყმუის ყველა ძვალი, დგება, ბარიკადებზე მიხოხავს,
იდაყვებით და მუხლებით საკუთარ თავსვე ეხმარება. ვიღაც გვერდით იწევა და
ადგილს უთავისუფლებს.ოც ნაბიჯზე ნაკლებ მანძილზე ჯარისკაცების მჭიდრო
რიგებს ხედავს. ისე რომ, არც უმიზნებს და არც ოფიცრებს ეძებს გამოსარჩევად, ამ
მუქ, ერთად შერწყმულ კვადრატს ყველა ტყვიას ახლის. შემდეგ კი „მანლიხერს“
სტაცებს ხელს, ისვრის და გრძნობს, როგორ ურტყამს უკუცემის ძალისაგან იარაღის
კონდახი მხარზე. სანამ ნაჩქარევად ტენის რევოლვერს, თავს აქეთ-იქით ატრიალებს
და გარემოს აკვირდება, მასონები იერიშზე ყოველი მხრიდან გადმოდიან. პედრაუს
სექტორთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე მასთან: იქ უკვე ხელჩართული ბრძოლაა
გაჩაღებული – ჯარისკა- ცები ხიშტებით იბრძვიან, ჟაგუნსუები გამეტებით იცავენ
თავს ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ – კომბლებით, რკინის უროებით,
ნაჯახებით. პედრაუ არ ჩანს. მარჯვნივ, სრულიად გაუსაძლის მტვერში ფორმიანი
ტალღები უკვე წმინდა ანას, წმინდა იოსების, წმინდა თომას, წმინდა რიტას, წმინდა
იოაკიმის ქუჩებს ედებიან, ნებისმიერიდან წამებში შეიძლება კამპუ გრანდიმდე
მისვლა, ეკლესიებსა და ტაძარზე იერიშის მიტანა, ბელუ-მონტისთვის პირდაპირ
გულში ლახვრის ჩაცემა. ვიღაც შარვალზე ექაჩება, ყაჩაღანაა, უყვირის, ჟუაუ
მოციქული გეძახის წმინდა პეტრეს ქუჩაზეაო. ანტონიუ ძირს ცურდება და მის
ადგილს ბიჭი იკავებს.
სანამ წმინდა კრისპინეს ბექობზე არბის, ხედავს, როგორ მიათრევენ ქუჩის ორივე
მხარეს ქალები სილიან ტომრებსა და კასრებს, მის გარშემო ყველაფერი მტვერსა და
კვამლში იძირება, გრუხუნისა და ქვემეხების გრგვინვისგან ზანზარებს; სახლებს
სახურავები მოგლეჯილი აქვს, დენთისგან გაშავებული კედლები ჩამოქცეულია,
დანარჩენებიც ჩამოქცევის პირასაა. მხოლოდ წმინდა პეტრეს ქუჩაზე, რომელიც კამპუ
გრანდის პარალელურად მიდის და ქალაქს ორ ნაწილად ყოფს სასაფლაოდან
მდინარემდე, ხვდება, რომ ირგვლივ არა ამაო სირბილი, არა პანიკა, არამედ
სრულიად გააზრებული, თუმცა კი ნაჩქარევი საქმიანობაა გაჩაღებული. იქ ჟუაუ
მოციქული დგას, მხარზე ორი კარაბინი გადაუკიდებია, ხალხს ხელმძღვანელობს და
ისინიც მდინარისკენ მოქცეული ყველა ქუჩის გზაჯვარედინზე ბარიკადებს აგებენ.
ჟუაუ ანტონიუს ხელს ართმევს და აუჩქარებლად, მშვიდად და გასაგებად პირდაპირ
მკითხველთა ლიგა
საქმეზე გადადის – სთხოვს მიმდებარე ქუჩები გაამაგროს. შეუძლია იმდენი ხალხი
წაიყვანოს, რამდენიც დასჭირდება.
– იქნებ ჯობდეს, აი, ის ხაზი გავამაგროთ? – ეკითხება ანტონიუ და იმ ბარიკადზე
უთითებს, საიდანაც მოვიდა.
– იქ თავს ვერ დავიცავთ, მაინც გამოარღვევენ, - პასუხობს ჟუაუ, – აქ კი
გაიჭედებიან. ნამდვილი კედელი უნდა აღვმართოთ, მაღალი, განიერი.
– გავიგე, ჟუაუ, წადი, დარდი ნუ გაქვს, – ეუბნება ანტონიუ და როდესაც
ტრიალდება, მიაძახებს: – დაღიანი როგორ არის?
– ცოცხალია, – შემოუბრუნებლად პასუხობს ჟუაუ მოციქული, - ფაზენდა
ველიაშია.
„წყაროებს იცავს“, – ხვდება ანტონიუ, – იქიდან დაღიანს თუ გამოაგდებენ, ქალაქში
წვეთი წყალი აღარ იქნება. ცოცხლები რომ დარჩნენ და იბრძოლონ, ეკლესიებისა და
სამლოცველოს შემდეგ მთავარი წყალსაცავის წყაროების შენარჩუნებაა. ჟუაუ
მოციქულის ფიგურა ქვემოთ, მდინარისკენ ეშვება და მტვრის კორიანტელში
იკარგება. ანტონიუ კვლავ იესო ქრისტეს სახელობის ტაძრის ზარებს შესცქერის.
ძალიან ეშინოდა, რომ ისინი ადგილზე არ დახვდებოდა, ამიტომ ბელუ-მონტიში
დაბრუნებულს მათკენ ერთხელაც არ გაუხედავს. არა, ისევ ადგილზეა,
დაცხრილული, მაგრამ დაუზიანებელი; პატიოსნად მოტანილმა კედლების ქვებმა
გაუძლეს ტყვიებსაც, ჭურვებსაც და ერეტიკოსების ყუმბარებსაც. სახურავებზე,
სამრეკლოებზე, ხარაჩოებზე ჩამომსხდარი ჟაგუნსუები შეუსვენებლად ისვრიან.
ხშირი სროლა ისმის წმინდა ანტონიუს ეკლესიის მხრიდანაც. კათოლიკური
გვარდიის მებრძოლებს შორის, რომლებიც სამლოცველოს იცავენ, დიდი ჟუაუს
სილუეტი იკვეთება და მის დანახვაზე ანტონიუს სულში რწმენა უმტკიცდება, შიში
უქრება, თხემით ტერფამდე რომ შეიპყრო, როდესაც ჟუაუ მოციქულმა უთხრა, ქვედა
ბარიკადებს ჯარისკაცები აუცილებლად აიღებენ და იქ მათ შეჩერებას ვერ
შევძლებთო. უცებ ახსენდება, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება, გამამხნევებელი
ყვირილით იხმობს მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებიც წმინდა კრისპინეს,
წმინდა იოაკიმის, წმინდა რიტას, წმინდა თომას, სულიწმიდის, წმინდა ანას, წმინდა
იოსების ქუჩებზე სახლებს ანგრევენ, რომ ბელუ-მონტის მთელი ეს ნაწილი გაუვალი
გახადონ. ანტონიუ კარაბინს ბერკეტად იყენებს და დანარჩენებს მაგალითს აძლევს.
სანგრების თხრა, ბარიკადების აგება, ეს მაინც შენებაა. ანტონიუ ვილანოვას
ბრძოლაზე უკეთ აღმშენებლობა და ხელმძღვანელობა გამოსდის.

როდესაც საწყობიდან ყველა თოფი, ვაზნებითა და ასაფეთქებლებით სავსე


ყუთი გაიტანეს, შენობა სამჯერ უფრო ფართო გამოჩნდა. მის ირგვლივ გაჩენილი ეს
უზარმაზარი სიცარიელე ახლომხედველ ჟურნალისტს მოუსვენრობისა და საფრთხის
შეგრძნებას კიდევ უფრო უძლიერებდა. ამ დაუსრულებელ ზრიალსა და კაკანში
დროის შეგრძნებასაც აკარგვინებდა. რამდენი ხანი იყო გასული, რაც აქ ადამიანთა
დედასთან და ნატუბელ ლეონთან ერთად იჯდა? კბილები კვლავ გაუთავებლად
უკაწკაწებდა და უსმენდა, როგორ კითხულობდა ლეონი ქალაქში შემოჭრის გეგმას.
წესით, ღამე ჩავლილი უნდა ყოფილიყო და ალბათ მალე გათენდებოდა. როგორ
შეიძლებოდა, ბრძოლა რვა, ათ საათს გაგრძელებულიყო. მაგრამ შიში წამებს
ახანგრძლივებდა, წუთების მდინარებას აჩერებდა. ვაითუ, ერთი საათიც კი არ იყო
გასული, რაც ჟუაუ მოციქულმა, პედრაუმ, დაღიანმა, ონორიუ ვილანოვამ და დიდმა
ჟუაუმ აფეთქების ხმა გაიგონეს და გაჩქარებულები გარეთ გაცვივდნენ. დაიწყო ის,
რასაც დისპოზიციაში „არტილერიის მოთელვა“ ჰქვია. ჟურნალისტს გაახსენდა,
მკითხველთა ლიგა
როგორ ეკამათებოდნენ ერთმანეთს, როგორ გაცვივდნენ საწყობიდან, როგორ
უნდოდა ამ ქალს სამლოცველოში დაბრუნება, მათ კი აიძულეს, აქ დარჩენილიყო და
სროლის შეწყვეტას დალოდებოდა.
რა უცნაურიც უნდა ყოფილიყო, რაღაც შვებისმაგვარს მაინც გრძნობდა, რადგან აქ
მოძღვართან დაახლოებული ორი პირი დაუტოვეს. როგორც ჩანდა, ეს ადგილი
დანარჩენებზე უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. მაგრამ განა სასაცილო არ იყო,
უსაფრთხო ადგილად ჩაეთვალა რამე, როდესაც გარშემო ასეთი ჯოჯოხეთი
ტრიალებდა? არტილერიის მოთელვა ხომ კონკრეტული სამიზნის გარეშე მეთოდურ
სროლას ნიშნავს, უწესრიგო ცეცხლის ნიაღვარს, რომელმაც სიკვდილი და ნგრევა
უნდა მოიტანოს: ხანძრები გააჩინოს, სახლები ჩამოაქციოს, ქუჩები გვამებითა და
ნანგრევებით გადახერგოს. ასეთ მოქმედებას მიზანი ერთი ჰქონდა: როდესაც
კანუდუსში ჯარი შემოიჭრებოდა, ქალაქის დამცველებს წინააღმდეგობის გაწევის
თავი აღარ უნდა ჰქონოდათ.
„პოლკოვნიკ მორეირა სეზარის ტაქტიკაა“, – გაიფიქრა ბეცმა ჟურნალისტმა. რა
სულელები არიან, რა სულელები! არაფერი გაეგებათ იმისა, რაც აქ ხდება, ვერც კი
ეჭვობენ, რა ტიპის ადამიანებთან უწევთ ბრძოლა! სიბნელით მოცული ქალაქის ეს
დაუსრულებელი დაცხრილვა მხოლოდ ერთს – მხოლოდ მას აშინებდა, „ალბათ
ნახევარი ან სამი მეოთხედი კანუდუსი უკვე აიღეს“, – გაიფიქრა მან, თუმცა, ჯერ არც
ერთი ჭურვი ამ საწყობს არ მოხვედროდა. როგორც კი მორიგ, ძლიერ გრგვინვას
გაიგონებდა, შეშინებული, მაშინვე თვალებს ხუჭავდა და თავისთვის ჩურჩულებდა: –
აი ახლა, აი ახლა... – ასეთ დროს გუგუნებდა და ზანზარებდა საწყობის ნივნივები,
წკრიალებდა კრამიტი, იქაურობა მტვრით ივსებოდა და ისეთი შეგრძნება
ეუფლებოდა, რომ მის გარშემო, მის თავზე და ფეხქვეშ სადაცაა ყველაფერი
ჩამოიშლებოდა, ნანგრევებად იქცეოდა, მიწასთან გასწორდებოდა და მასაც ქვეშ
მოიყოლებდა. შენობა ზრიალებდა, მოძრაობდა, მაგრამ მაინც ადგილზე იდგა.
ქალი და ნატუბელი ლეონი ერთმანეთში ჩუმად საუბრობდნენ: სიტყვებს ვერ
არჩევდა და ამიტომ სმენას ძაბავდა, აყურადებდა. რაც სროლა დაიწყო, ორივე
დადუმდა და ჟურნალისტს ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა, რომ ორივე ბრმა ტყვიამ ან
ნამსხვრევებმა იმსხვერპლა და ახლა მათი უსულო გვამების ამარაღა დავრჩიო, ლამის
დააყრუა შეუჩერებელმა კანონადამ, ყურებში თითქოს გამუდმებით რაღაც
უფეთქდებოდა, სმენის წამღები ზრიალი კი არა და არ წყდებოდა. ჟურემა სად არის
ან ჯუჯა? მათ ხომ დაღიანს საჭმელი წაუღეს სანგარში, მაგრამ როგორ ნახავდნენ,
ნამდვილად ასცდნენ, რადგან კაბუკლუ აქ მოვიდა, თათბირზე. ნეტა ცოცხლები
არიან? ერთდროულად მტკივნეულმა, ნაზმა, ნათელმა და თბილმა გრძნობამ
ჟურნალისტს სული შეუგუბა, როდესაც წარმოიდგინა, როგორ იწვნენ მოკუნტულები
დაღიანის სანგარში და მათ თავზე ჭურვები სკდებოდა. იქნებ ისინიც მასზე
ფიქრობენ ამ წუთებში, როგორც ახლა თავად ფიქრობს მათზე. ქალი და ჯუჯა მისი
არსებობის ნაწილი გამხდარიყვნენ. საიდან გაუჩნდა ეს უსაზღვრო სიყვარული ამ
ადამიანების მიმართ, რომლებთანაც საერთო არაფერი ჰქონდა და ათასი ზღვარი
ჰყოფდა – განათლება, ცხოვრების წესი, მეგობრების წრე და ცხოვრებისეული
გამოცდილება? უცნობია, როგორ, გაუგებარია, საიდან გაიბა, ასე დაუძახებლად,
უკითხავად მათ შორის ამ თვეების მანძილზე ეს უხილავი ძაფები, რომლებიც
უცნაური, დაუჯერებელი მოვლენების, მიზეზებისა და შედეგების, შემთხვევითობის
და დამთხვევების ორომტრიალმა შექმნა, რადგან სამივე ლამის ფანტასმაგორიული
მოვლენების შუაგულში მოექცა, ცხოვრებაში, სადაც სიკვდილისგან მხოლოდ სუსტი
საზღვარი ყოფდათ. მაგრამ ეს ძაფები გაიბა და ისინი ერთმანეთთან სამუდამოდ
მკითხველთა ლიგა
დააკავშირა. „მათ აღარასოდეს დავშორდები, – გადაწყვიტა უცებ თავისთვის ბეცმა
ჟურნალისტმა,– მეც ვატარებ დაღიანისთვის საჭმელს, თუნდაც...“
ამ დროს გაცინება მოუნდა. როგორ შეიძლებოდა, წარმოედგინა, რომ ამ ღამის
შემდეგ ისევ ძველებური, ჩვეული ცხოვრება გაგრძელდებოდა. თუ ამ სროლებს
გადაურჩებოდნენ, ნატუბელი ლეონის მიერ წაკითხული დისპოზიციის მეორე
პუნქტს თავს როგორღა დააღწევდნენ? ათასობით ჯარისკაცი წარმოიდგინა,
რომლებიც მჭიდრო რიგებად ჩამოდიოდნენ ფერდობებზე, ყოველი მხრიდან
ქალაქისკენ მოიწევდნენ და გამხდარ ხერხემალზე ფოლადის სიცივემ ჩაუარა.
დავუშვათ, დაუძახებდა, ვინმეს აუხსნიდა ვინ იყო და აქ როგორ გაჩნდა, დაუშვათ,
ეტყოდა, რომ ცივილიზებული, კულტურული ადამიანი, ინტელექტუალი, გაზეთის
ჟურნალისტი იყო, დაუჯერებდნენ, ან, საერთოდ, მის ხმას გაიგონებდნენ? კიდეც რომ
ეთქვა ამ გიჟებთან, ამ ბარბაროსებთან საერთო არაფერი მაქვსო, სიტყვაზე
ენდობოდნენ? მისი ყველა მცდელობა მაინც ამაოდ ჩაივლიდა. პირის გაღებასაც არ
აცლიდნენ. უსახელო ამბოხებულთა ბრბოში განზავებული, მათგან არგამორჩეული,
ისიც ამბოხებულებივით მოკვდებოდა და ეს მისი ცხოვრების კიდევ ერთი აბსურდი,
მისი უგერგილობის უკანასკნელი მტკიცებულება იქნებოდა. განა სადმე არსებობდა
იმაზე უკეთესი მტკიცება, თუ რა უაზროდაა ეს სამყარო მოწყობილი? საშინლად
მოუნდა, ახლა ჟურემა და ჯუჯა მის გვერდით ყოფილიყვნენ, მათი ხმა გაეგონა.
მაგრამ ამის მაგივრად მის ყურს ადამიანთა დედის უეცრად, სრულიად გასაგები
ხმით ნათქვამი მისწვდა: „არის შეცდომები, რომლებსაც ვერ გამოასწორებ, არის
ცოდვები, რომლებსაც ვერ გამოისყიდი“. სიტყვები სრულიად შეგუებულად,
დარწმუნებით, მწარედ, მაგრამ მორჩილად, მრავალწლიანი ტანჯვისა და
გამოცდილების შედეგად გამოწვეული სევდით იყო ნათქვამი.
– თავს ვერ მოვიტყუებ, - ისევ ჩაესმა, როგორ გაიმეორა ქალმა, – ჩემთვის ადგილი
ჯოჯოხეთშია გამზადებული, შვილო, და ერთი ადგილი იმ ცეცხლში ჩემს მისვლას
ელოდება.
– არ არსებობს დანაშაული, რომელსაც მამაღმერთი არ გვაპატიებს, – ნაჩქარევად
პასუხობდა ლეონი, – ღვთისმშობელი გამოგესარჩლება და მამაღმერთი
მოგიტევებს. ტყუილად თავს ნუ იტანჯავ, დედაო.
კაცს მჟღერი, ლამაზი, მტკიცე ხმა ჰქონდა, მელოდიური ინტონაციითა და
ჟურნალისტმა გაიფიქრა, ასეთი ბარიტონი ძლიერ, ტანად, სრულყოფილ მამაკაცს
უნდა ჰქონდესო.
– პატარა, ნაზი, უსუსური, ის-ის იყო ამ ქვეყანას მოევლინა ჩემი პატარა, –
წამღერებით განაგრძობდა ქალი, – დედას კი მკერდში რძე არ ჰქონდა, ეშმაკმა დარია
ხელი და დაღუპა. ბავშვის ტანჯვის ყურება არ მინდა-მეთქი, ვიფიქრე და პირში
შალის გორგალი ჩავუტენე. ეს ყველაზე დიდი ცოდვაა, შვილო, ამ ცოდვას ვერ
მოვინანიებ, ვერ გამოვისყიდი. უკუნითი უკუნისამდე ჯოჯოხეთის ცეცხლში
მომიწევს ტანჯვა.
– როგორ, მოძღვრისა არ გჯერა? – ამშვიდებდა ლეონი, – განა ის არ ელაპარაკება
უფალს? მან ხომ თქვა, რომ...
ამ დროს ახლოს რაღაც აფეთქდა და მისი ხმა ჩაახშო. ბეცი ჟურნალისტი ერთ
ადგილზე გაიყინა, თვალები მოჭუტა, დარტყმისგან მთელი ტანით შეხტა, მაგრამ
ქალის სიტყვებისკენ ყური მაინც ეჭირა. მისმა ნათქვამმა სულის ყველაზე ბნელ
ფსკერზე საგულდაგულოდ მთვლემარე, ბუნდოვანი მოგონებები გაუღვიძა, ნუთუ ის
არის! ყურებში ნაზი, სევდიანი, მონოტონური ხმა ჩაესმოდა, რომელიც ოცი წლის წინ
სასამართლო პროცესზე მოისმინა.
მკითხველთა ლიგა
– შვილის სალვადორელი მკვლელი, – ჩაილაპარაკა თავისთვის.
ვერც კი მოასწრო წამოცდენილი სიტყვების გამო შეშინებულიყო, რადგან
ერთმანეთის მიყოლებით სულ ახლოს ორი ჭურვი ჩამოვარდა და არსენალი ისე
აზანზარდა, ატორტმანდა, თითქოს სადაცაა თაღები თავზე დაემხობათო, იქაურობა
მთლიანად მტვრით გაივსო, ჟურნალისტს ნესტოები გაეჭედა. ცემინება აუტყდა,
იატაკზე იგრიხებოდა და ცახცახებდა. მტანჯველი შეტევა კი ერთმანეთის
მიყოლებით უმეორდებოდა, კიდევ უფრო უძლიერდებოდა, მკერდი ჰაერის
უკმარისობისგან უსკდებოდა, ნეკნებზე ხელებს იტყაპუნებდა და როდესაც წამიერი
გამონათება დადგა, დაინახა, რომ კედლის ნაპრალში მოლურჯო სხივი შემოდიოდა.
მართლაც თენდებოდა. საფეთქლებზე ხელი ისე მოიჭირა, რომ ფრჩხილები კანში
ჩაერჭო და იფიქრა, ჩემი აღსასრული მოვიდაო. ახლა უჰაერობისგან დაიხრჩობოდა,
სულელური, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უკეთესი სიკვდილი იყო, ვიდრე ის, რომ
სიცოცხლე ჯარისკაცის შუბით განგმირულს დაესრულებინა. თან ცემინებას
განაგრძობდა, თან ზურგზე გადატრიალდა. უეცრად იგრძნო, რომ თავით რაღაც
რბილს შეეხო, რაც მზრუნველობას და ალერსს ჰპირდებოდა. ქალმა მისი თავი
მუხლებში ჩაიდო, შუბლიდან ოფლი მოსწმინდა და ისე დაარწია, თითქოს პატარა
ბავშვს ანანავებსო. მან კი, გაოგნებულმა, მადლიერებით ჩაიჩურჩულა: – ადამიანთა
დედავ!
ამ ცემინებას, ცუდად ყოფნას, გაუთავებელ სუნთქვის შეკვრასა და სისუსტეს ერთი
კარგი თვისება მაინც ჰქონდა: შიშისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ახლა ქვემეხების
გრუხუნს უცნაური გულგრილობით უსმენდა და იმაზე ფიქრი, რომ ყოველ წუთს
შეიძლებოდა დაღუპულიყო, საოცარია, მაგრამ საერთოდ აღარ აღელვებდა. ქალი
რაღაცას ეჩურჩულებოდა, მის სუნთქვას სულ ახლოს გრძნობდა, მისი თითები ოდნავ
ეხებოდნენ შუბლზე, ქუთუთოებზე, თავზე ეალერსებოდნენ და, როგორც ადრეულ
ბავშვობაში, სიმშვიდისა და ბედნიერების ნეტარი შეგრძნება დაეუფლა. ცემინება
შეუწყდა, მაგრამ ნესტოებში წვა და ქავილი იმაზე მეტყველებდა, რომ შეტევა
შეიძლება ნებისმიერ წუთს გამეორებოდა. ამ თავდავიწყებაში, რომელიც თრობას
მიაგავდა, სხვა შეტევები გაახსენდა, რომლებიც ასევე სიკვდილის მომასწავებლად
ესახებოდა და სინდისის ქენჯნასავით, უდროო დროს ნასროლ სიტყვასავით,
უეცრად აჩერებდა ხოლმე ბაიაში გატარებულ ბოჰემურ ღამეებზე, რომლებზეც
თავქარიანად ერთობოდა პოეტებთან, ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, გაზეთის
თანამშრომლებთან, მსახიობებთან, ყველანაირ ვიგინდარებთან და ღამის
ლამაზმანებთან – ყველა იმათთან, ვისაც მეგობრებად თვლიდა და ვისთან ერთადაც
სალვადორში ცხოვრება უქმად გაჰყავდა. ისიც ახსოვდა, როგორ დაიწყო ეთერის
შესუნთქვა, რომელიც ასეთი შეტევებით მის დატანჯულ, გაწამებულ სხეულსა და
სიმებივით დაჭიმულ ნერვებს შვებას ჰგვრიდა. გაახსენდა ოპიუმის ჯადოქრობაც,
ნათელ, წამიერ არარსებობაში რომ შთანთქავდა და ცემინებისგან ათავისუფლებდა.
ახლა კი ის ქალი ეხებოდა ალერსიანად, დამამშვიდებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა,
მის ქალურ სურნელსაც კი გრძნობდა, ქალისას, რომელმაც ჯერ კიდევ მის
სიყმაწვილეში, როდესაც გაზეთში მუშაობას ის-ის იყო იწყებდა, საკუთარი შვილი
მოკლა, ახლა კი კანუდუსის ქურუმი გამხდარიყო და მასზე ისევე ძლიერად
ზემოქმედებდა, როგორც ეთერი და ოპიუმი; მის სხეულს ეს ალერსი თავდავიწყებით
ლეთარგიულ, არყოფნის ნეტარ მდგომარეობაში გადაჰყავდა და ჟურნალისტი
ფიქრობდა, ბავშვობისას ის დედა, რომელსაც არასოდეს ვიცნობდი, ოდესმე თუ
მომფერებია ასე, ოდესმე ამდენი სინაზე თუ გამოუჩენია ჩემ მიმართ, უცნობი და
სასტიკი სამყაროს წინაშე დარჩენილისთვის შიში ასე თუ გაუქარვებიაო.
მკითხველთა ლიგა
მეხსიერებაში სალეზიელი მამების სასწავლებლის კლასები და დერეფნები
ამოუტივტივდა, სადაც იგი ჯუჯასავით, ამ ნატუბელი მახინჯივით ყველას დასაცინი
იყო, ხუმრობების მარადიული თემა. სიბეცისა და ცემინების გამო აკი არც სპორტულ
შეჯიბრებებში მონაწილეობდა, არც ხმაურიან თამაშებში, არც ექსკურსიებში –
ყველგან ძალა და სიმკვირცხლე იყო საჭირო. ის კი ლამის ხეიბრად ითვლებოდა.
მშიშარა გახდა, დაწყევლილი ცემინებისა რცხვენოდა, სიბეცისაც, ათობით
პირსახოცივით დიდი ცხვირსახოცის ხმარება უწევდა და არასოდეს ჰყოლია არც
შეყვარებული, არც ცოლი, არც საცოლე, რადგან გამუდმებით გრძნობდა, რა
სასაცილოდ, უგერგილოდ გამოიყურებოდა და ეს გრძნობა საშუალებას არ აძლევდა,
სიყვარული აეხსნა მათთვის, ვინც უყვარდებოდა, მათთვის მიძღვნილი ლექსები
გაეგზავნა, ამიტომ, შეშინებული, ლექსებს მაშინვე წვრილ ნაკუწებად აქცევდა
ხოლმე. მხოლოდ საქმიანი, ნაყიდი, ნაჩქარევი სიყვარული ჰქონდა შეცნობილი ბაიის
როსკიპებისა და ორჯერ იხდიდა გასამრჯელოს ვენეროლოგების კაბინეტში
აუტანელი ტანჯვის გამო. ტოლებისგან გარიყული, გონჯი, ხეიბარი, სხვებისგან ისიც
სიმახინჯით გამოირჩეოდა და აქამდეც უნდა მიმხვდარიყო, რომ აქ შემთხვევით
სულაც არ იყო მოხვედრილი, ამ გონჯებს, მახინჯებს, ხეიბრებს, სამყაროს ყველა
ტანჯულსა და უბედურ ადამიანს შორის, რადგან მისი, როგორც ერთ-ერთი
მათგანის, ადგილი სწორედაც რომ აქ უნდა ყოფილიყო.
საწყალი ბრუციანი ქალის მუხლებს ჩაებღაუჭა, მის ფეხებთან მოიგრიხა და
გულამოსკვნით ატირდა. ტირილისგან სუნთქვა ეკვროდა, ბურტყუნებდა,
თვალებიდან თავშეუკავებლად გადმოღვრილი ცრემლებით თავის წარსულ და აწმყო
ტკივილებზე მოთქვამდა, ჩავლილ სიყმაწვილეს დასტიროდა, თავის მოუწყობელ,
უიღბლო ცხოვრებას; იმასაც კი ამბობდა, რასაც შეიძლება საკუთარ თავსაც კი
უმალავდა, აღიარებდა, რომ უბედური იყო და სასოწარკვეთილი, რომ ჭეშმარიტი
სიყვარული არასოდეს უგემია, რომ ვერ გახდა – არადა, შეეძლო გამხდარიყო –
სახელოვანი დრამატურგი ან შთაგონებული პოეტი, რომ ახლა უფრო
არაფრისმთქმელად და უაზროდ კვდებოდა, ვიდრე ცხოვრობდა. იხრჩობოდა, მაგრამ
ისევ და ისევ იმეორებდა: – ეს უსამართლობაა, უსამართლობაა, უსამართლობააო.
გრძნობდა, რომ ქალი შუბლზე კოცნიდა, ლოყებზე, თვალებზე ხელს უსვამდა,
ესმოდა, როგორ ეჩურჩულებოდა ერთმანეთთან დაუკავშირებელ, ნაზ, აზრისგან
დაცლილ სიტყვებს, სწორედ ისეთ სიტყვებს, მხოლოდ ახალშობილებს რომ
ეუბნებიან, რათა თავად ამ სიტყვების ჟღერადობამ დაიფაროს იგი განსაცდელისაგან,
გაახალისოს და გაახაროს. და ჟურნალისტი მართლა უკეთ გახდა, უსაზღვრო
მადლიერებით აევსო გული, როდესაც ყურთან შელოცვასავით გაისმა: – შვილო, ჩემო
შვილიკო, ჩემო პატარა, ჩემო ბეკეკა, ჩემო გვრიტო...
მაგრამ უეცარმა ხმამ მაშინვე დაუნდობელ, უხეშ სინამდვილეში, ომში დააბრუნა.
მორიგი ჭურვის აფეთქებამ საწყობს სახურავი მოაგლიჯა, ცა თავზე დაამხო,
მბრწყინავი მზე, მსუბუქი ღრუბლები, გასხივოსნებული დილა გამოაჩინა, ნაფოტები,
აგურებისა და კრამიტის ნამტვრევები, დაგრეხილი მავთულები – ყველაფერი ჰაერში
ტრიალებდა და ძირს ცვიოდა. ჟურნალისტი გრძნობდა, როგორ ეყრებოდა თავზე,
მხრებზე, მკლავებზე ათასი კენჭი, კრამიტი, მიწის გორახი, მაგრამ არც მას, არც ქალს,
არც ლეონს არაფერი დამართოდათ, უვნებლად გადარჩენილიყვნენ. სამივენი ფეხზე
წამოცვივდნენ და ერთმანეთს ჩახუტებულები იდგნენ, ის კი ჯიბეებში გამალებით
იქექებოდა, თავის დამტვრეულ სათვალეს ეძებდა და ძრწოლით წარმოიდგენდა, რა
მოხდებოდა, თუკი სათვალე საბოლოოდ დაემტვრეოდა. მაგრამ სათვალე
გადარჩენილიყო და ადამიანთა დედასა და ლეონს ჩაბღაუჭებული, იმ დაბზარული
მკითხველთა ლიგა
სათვალით ცდილობდა, აფეთქებისგან გამრუდებული გარემო დაენახა. ზარალი
ძალიან დიდი ჩანდა, სახურავი აღარ არსებობდა, ფასადი ჩამონგრეული იყო.
მხოლოდ ის კუთხეღა იდგა, სადაც ისინი ისხდნენ, დანარჩენი ყველაფერი ნაგვისა და
ქვა-ღორღის გროვად ქცეულიყო. აღარ არსებული კედლის მიღმაც რაღაც ნანგრევები,
მტვრის კორიანტელი, აქეთ-იქით მორბენალი სილუეტები იკვეთებოდა.
იქაურობას შეიარაღებული ხალხი თითქმის მაშინვე შეესია. სახელოებსა და
შუბლებზე ლურჯი სამკლაურები ეკეთათ, და მათ შორის ჟურნალისტმა
უზარმაზარი, ნახევრად შიშველი ზანგი გაარჩია. ზანგი დიდი ჟუაუ იყო. ბრუციანმა
თავისი დალეწილი სათვალე უფრო უკეთ მოირგო, დაინახა, როგორ ეხვეოდნენ
ახალმოსულები მარია კუადრადუსა და ლეონს და თავზარი დაეცა: ახლა მათ
წაიყვანდნენ, თვითონ კი ამ გაპარტახებულ ადგილას სულ მარტო დარჩებოდა. შიშმა
და სასოწარკვეთამ უეცრად ყველაფერი დაავიწყა, სირცხვილიც, მორიდებაც, ქალს
კალთაზე ჩამოეკიდა და საწყალობელი ვედრება დაუწყო, არ მიმატოვოთ, მეც თან
წამიყვანეთო, და როდესაც ზანგმა წასვლა ბრძანა, ადამიანთა დედამ ისიც თან
გაიყოლა.
ახლა ისიც კვამლითა და მტვრის საფარველიან, მოგრიალე და მოზანზარე,
ნანგრევებით გადახერგილი სამყაროსკენ გაემართა. აღარ ტიროდა, მთელი მისი
ძალისხმევა წარმოუდგენელი ამოცანის შესრულებისკენ იყო მიმართული – ფეხი არ
წამოეკრა, არ ჩამორჩენილიყო, არ დაცემულიყო, ქალისთვის ხელი არ გაეშვა. ძალიან
ხშირად უვლია ასე კამპუ გრანდიში ეკლესიის მოედნისკენ, მაგრამ ახლა ვერ ცნობდა
ვერც ქუჩას და ვერც მოედანს: გარშემო მხოლოდ ქვა-ღორღი, კედლებში
პირდაღებული ბზარები, ნაგავი მოჩანდა, უამრავი ხალხი დარბოდა, ისროდა,
რაღაცას ყვიროდა. ქვემეხები დადუმდნენ და ახლა თოფის სროლის ხმა და ბავშვების
ტირილიღა ისმოდა. ჟურნალისტი ვერ ხვდებოდა, რა მომენტში დაკარგა მარია,
მაგრამ უეცრად გაოცებით აღმოაჩინა, რომ უკვე კარგა ხანი იყო, რაც ქალს კი არა,
უცნაურ არსებას იყო ჩამოკიდებული, რომელიც მასთან ერთად დაოთხილი
გარბოდა, მასავით მძიმედ სუნთქავდა და ამ არსებას თითები კიდევ უფრო მაგრად
მოუჭირა, რადგან ესმოდა: საკმარისი იყო, ხელი გაეშვა, დაიღუპებოდა, სირბილისას
გონჯს ევედრებოდა, ასე ნუ ჩქარობ, შემიბრალე, უსუსური და უძლური ვარო, მერე
მთელი ძალით რაღაცას დაეტაკა, გაიფიქრა ალბათ კედელიაო, მაგრამ მიხვდა, რომ
ადამიანები იყვნენ. ისინი მის წინ შეჯგუფებულიყვნენ, გზა გადაეღობათ, მაგრამ
უცებ ქალის ხმა გაისმა, რომელიც ამ ადამიანების კედელს მის გაშვებას სთხოვდა.
კედელში გასასვლელი გაიხსნა და, როგორც ბეც ჟურნალისტს მაშინ მოეჩვენა,
კასრებსა და ტომრებს, ადამიანებს შორის ძლივს გაეტია. ის ადამიანები ისროდნენ,
ერთმანეთს რაღაცას უყვიროდნენ. შემდეგ კი მარიასა და ლეონთან ერთად დაბალ,
ფიცრულ კარში შესული, ნახევრად ბნელ ოთახში აღმოჩნდა. ქალი ლოყაზე შეეხო და
უთხრა, აქ იჯექი, ნურაფრის გეშინია, ილოცეო, და ლეონთან ერთად მეორე კარს
იქით გაუჩინარდა.
ბეცი ჟურნალისტი იატაკზე დაეშვა. გადაქანცული იყო, შიოდა, სწყუროდა,
ეძინებოდა, უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაევიწყებინა ეს მძიმე სიზმარი,
რომელსაც ცხადში ხედავდა. „სამლოცველოში ვარ“, – გაიფიქრა მან, – მოძღვარი აქ
არის“. თავადვე გაუკვირდა, რომ ასე გაუმართლა: ორ ნაბიჯზე აღმოჩნდა ყველაზე
სახელოვან, ბრაზილიის ყველაზე ოდიოზურ ფიგურასთან, ადამიანთან, რომელმაც
გაუგონარი ქარიშხალი გამოიწვია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეაჯანჯღარა. მერე რა?
მაინც ვერავის მოუყვებოდა. ყური მიუგდო, რა ხდებოდა უკანა ოთახში, მაგრამ
ქუჩის ხმაური ყველა დანარჩენ ხმას ახშობდა. ბზარებიდან ნათელი სხივი
მკითხველთა ლიგა
შემოდიოდა და მზიანი დღის ცოცხალი და ცხელი სითბო ოთახშიც აღწევდა. იმაზე
დაფიქრდა, რომ ჯარისკაცები ახლა სულ ახლოს იყვნენ, რომ ბრძოლები ქუჩებში
მიმდინარეობდა, მაგრამ თვითონ აქ, ამ ბნელ, მთელი სამყაროსგან მოწყვეტილ
ადგილზე იყო და, მიუხედავად ყველაფრისა, სულში საოცარი სიმშვიდე
ჩასდგომოდა.
ამ დროს ფიცრის კარი აჭრიალდა და ზღურბლზე ქალის სილუეტი გამოჩნდა.
ქალს თავსაფარი ეკეთა, ხელში კი თეფში და ჭიქა რძე ეჭირა.
– დედა მარია კუადრადუ თქვენთვის ლოცულობს, – გაიგონა მან, – კურთხეულ
იყოს იესო ქრისტე, მოძღვარი!
– კურთხეულ იყოს, – გაიმეორა პირგამოტენილმა ჟურნალისტმა. აქ, კანუდუსში,
ჭამის დროს ყბები უჩვეულოდ სტკიოდა, მაგრამ ეს სასიამოვნო ტკივილი იყო.
დანაყრებული მაშინვე მიწაზე მიწვა, თავქვეშ ხელები ამოიწყო და დაიძინა. ჭამა და
ძილი – სხვა სიამოვნებანი აღარ დარჩენოდა, სროლა ხან ახლოვდებოდა, ხან სადღაც
შორს ჩერდებოდა, ხან სახლს ისევ გარს ერტყმოდა; ისმოდა, როგორ დარბოდნენ
ვიღაცები. თვალწინ მორეირა სეზარის გაწამებული, ნერვიული, სამკუთხა სახე
ამოუტივტივდა, როგორც იმ დღეებში როდესაც პოლკოვნიკთან ერთად ცხენით გზას
მიუყვებოდა, ან საღამოობით ნავახშმევს ესაუბრებოდა. თითქოს მისი უსიცოცხლოდ
გაწონასწორებული მოდულაციას მოკლებული ხმაც კი შემოესმა, რომელიც სიტყვებს
ნაჩქარევად წარმოთქვამდა: – მასირებული საარტილერიო დარტყმა გადამწყვეტ
შტურმს აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს, რადგან ეს რესპუბლიკის ბევრ
ჯარისკაცს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს; ჩირქგროვა დაუყოვნებლივ და ულმობლად
უნდა მოვიშოროთ, სანამ ერის მთელ სხეულს არ მოსდებია... – ჟურნალისტს
ჩაესმოდა ეს ხმა და ამასთანავე აცნობიერებდა, რომ სადღაც ისევ ისროდნენ
დაჭრილები და დახოცილები მიწაზე ცვიოდნენ, სახლები ინგრეოდა, მის გარშემო
შეიარაღებული ადამიანები მიდი-მოდიოდნენ და ცდილობდნენ, არ
წამოსდებოდნენ, ბრძოლის ველიდან ახალი ამბები მოჰქონდათ, ალბათ ცუდი
და ამიტომ ჯობდა, ყური არ მიეგდო.
დარწმუნებული იყო, რომ ზედ ყურთან გაგონილი ბღავილი არ მოსჩვენებია.
თვალები გაახილა და დაინახა თეთრი ბატკანი, რომელიც ხელს ულოკავდა.
ჟურნალისტმა ცხოველს ხუჭუჭა თავზე ხელი გადაუსვა და მასაც არ დაუხევია უკან,
არ შეშინებია. გვერდით ორნი საუბრობდნენ – მათმა ხმებმა გააღვიძა. ხელში
ჩაბღუჯული მინა თვალთან მიიტანა და ბინდბუნდში პადრე ჟუაკინი იცნო,
რომელიც ვიღაც ფეხშიშველ, თეთრ სამოსში გამოწყობილ, ლურჯთავსაფრიან ქალს
ესაუბრებოდა. პადრეს მუხლებს შორის იარაღი ედო, მხარზე პატრონტაში ჰქონდა
გადაკიდებული. ჟურნალისტის ბეცმა თვალებმაც კი შეამჩნიეს, რომ ომიდან ახლად
დაბრუნებულ კაცს უყურებდნენ: პადრეს გაბურძგნილი თხელი თმა ყალყზე ედგა,
სუტანა ნაფლეთებად ეკიდა, სანდლები კი ტყავის თასმების ნაცვლად თოკით
გადაეკრა. სრულიად გაწამებული ჩანდა. ვიღაც ჟუაკინ სიტუზე ლაპარაკობდნენ.
– ანტონიუ ვილანოვასთან ერთად ნახირის გამოსარეკად იყო წასული, – მწუხარედ
წარმოთქვა პადრემ, – ჟუაუ მოციქულმა მითხრა, ყველანი საღ-სალამათნი
დაბრუნდნენ და ვაზა-ბარისის სანაპიროზე სანგრებისკენ გასწიეს, – აქ ენა დაება,
ხველა აუვარდა, – იქ კი თავს დაესხნენო.
– მერე, ჟუაკინ სიტუ? – გაიმეორა ქალმა.
ახლა ჟურნალისტმა ეს ქალიც იცნო: ალეშანდრინია კორეა იყო, რომელზეც უამრავ
რამეს ჰყვებოდნენ – მაგალითად, იმას, რომ მიწისქვეშა ჭების პოვნა შეეძლო, პადრე

მკითხველთა ლიგა
ჟუაკინს ადრე საყვარლად ესვა. მის სახეს ვერ არჩევდა. ორივე მიწაზე იჯდა.
სამლოცველოს მეორე ოთახში გამავალი კარი ღია იყო: იქ არავინ ჩანდა.
– არ დაბრუნდა, – ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა პადრემ, – ანტონიუ მოვიდა,
ონორიუც, ბევრი სხვაც, ვინც მასთან ერთად იყო მდინარეზე. ის კი არა, არავის
დაუნახავს, ვერაფერი მითხრეს.
– როგორც საჭიროა, ისე მაინც დამემარხაო, – თქვა ქალმა, – თორემ ალბათ წევს
სადმე ცარიელ მინდორში, უპატრონოდ.
– იქნებ ცოცხალიცაა, - კვლავ აჩურჩულდა პადრე, – თუკი ძმები ვილანოვები
დაბრუნდნენ, ის რატომ არ უნდა დაბრუნდეს? იქნებ ახლა სამრეკლოშია, ან წმინდა
პეტრეს ბარიკადებზე, ან ფაზენდაში. ფაზენდა ჯარისკაცებს ჯერ არ აუღიათ.
ბეც ჟურნალისტს გაუხარდა. ის იყო პირი უნდა დაეღო და ეკითხა, ჟურემას და
ჯუჯას რა ბედი ეწიათო, რომ დროზე შეიკავა თავი: მიხვდა, რომ ახლობელ
ადამიანთა ამ ჩუმ საუბარში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. მათ ხმებში ყოველგვარი
დრამატიზმისგან დაცლილი ბედისადმი მორჩილება იგრძნობოდა. ამ დროს ბატკანმა
თითზე ოდნავ მოქაჩა. ისიც წამოიწია და იატაკზე დაჯდა, მაგრამ არც პადრეს, არც
ალეშანდრინიას არ შეუმჩნევიათ, რომ ეღვიძა და მათი საუბარი ესმოდა.
– მაშინ კარგი იქნებოდა, რომ ატანაზიუც მომკვდარიყო, – თქვა ქალმა, – ჟუაკინ
სიტუსთან ერთად იქნებოდა.
ჟურნალისტს გაოგნებისაგან კისერზე, თმის ქვეშ ჭიანჭველებმა დაუარეს. ნუთუ ეს
სიტყვები ქალმა მართლაც წარმოთქვა, თუ ზარების რეკვაში სწორად ვერ გაიგონა
ნათქვამი და მოეჩვენა? ზარები სადღაც მის თავს ზემოთ გუგუნებდა და ათასობით
ხმა ჰყვებოდა. ესე იგი, უკვე საღამო იყო. ბრძოლა თითქმის მთელი დღე გრძელდება.
ჟურნალისტმა მიაყურადა. არა, არც ახლა ჩამცხრალა: აფეთქებისა და ცალკეული
სროლის კაკანი ზარებსა და მლოცველებს თითქოს ბანს ეუბნებოდნენ, ამ ადამიანებს
სიცოცხლეზე მეტად სიკვდილი უფრო აინტერესებდათ. იქნებ იმიტომ, რომ მათი
სიცოცხლე სიკვდილზე უარესი იყო. მხოლოდ ღირსეული დასაფლავება
ადარდებდათ. შეიძლებოდა თუ არა ამის გაგება? თუმცა, ნებისმიერი, ვინც ახლა მის
ადგილას აღმოჩნდებოდა, მათსავით გაიმეორებდა, სიკვდილი ერთადერთი იმედია,
საიქიო ჯილდო, „დღესასწაულიო“, როგორც მოძღვარი ამბობდა. შეამჩნია, რომ
პადრე ჟუაკინი შესცქეროდა.
– რა საშინელებაა, რომ კვლა, ბრძოლა და დაღუპვა ბავშვებს უწევთ, – ჩუმად
წარმოთქვა მან, – ატანაზიუ თოთხმეტისაა, ჟუაკინ სიტუს კი ცამეტიც არ
შესრულებია. მთელი წელია, კლავენ და საფრთხეში არიან, რომ მათაც მოკლავენ. ხომ
მართლა სამწუხაროა?
– დიახ, დიახ, – თავი დაუქნია ჟურნალისტმა, – ძალიან სამწუხაროა. ჩემდა
უნებურად ჩამეძინა, პადრე ჟუაკინ. იქიდან რა ისმის?
– წმინდა პეტრეს ქუჩაზე ჯარისკაცები შეაჩერეს, – უპასუხა პადრემ, – ამ დილით
ანტონიუ ვილანოვამ იქ ბარიკადები აღმართა.
– იმის თქმა გინდათ, რომ რესპუბლიკელები უკვე ქალაქში არიან? – ისევ ჩაეკითხა
ჟურნალისტი.
– აქედან ოცდაათ ნაბიჯზე.
წმინდა პეტრეს ქუჩა მდინარიდან სასაფლაომდე მთელ ქალაქზე კამპუ გრანდის
პარალელურად გადიოდა და ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი იყო კანუდუსში,
რომელსაც ასე თუ ისე შეიძლებოდა ქუჩა დარქმეოდა. ახლა იგი ბარიკადებით იყო
გადატიხრული და იქ ჯარისკაცები იყვნენ. აქედან ოცდაათ ნაბიჯზე. ჟურნალისტს
შეაჟრჟოლა. ლოცვა ხან ხმამაღლა ისმოდა, ხან მინავლდებოდა, ხან სულაც
მკითხველთა ლიგა
წყდებოდა, ხან ისევ მთელ ქალაქს ედებოდა და ბეცი მიხვდა, რომ პაუზების დროს ან
მოძღვრის ხრინწიანი, ან ნეტარის ფლეიტასავით წვრილი, მელოდიური ხმა
გაისმოდა, შემდეგ კი ღვთისმშობლის სადიდებელს ქალები, დაჭრილები, მოხუცები,
მომაკვდავები და ჟაგუნსუებიც კი, რომლებიც თან სროლას არ წყვეტდნენ, გუნდად
აიტაცებდნენ ხოლმე. ნეტა ამ ლოცვაზე ჯარისკაცები რას ფიქრობდნენ?
– ისიც ძალიან სამწუხაროა, რომ პადრეც იძულებულია, ხელში იარაღი აიღოს, –
კვლავ ხმა ამოიღო პადრე ჟუაკინმა, თან თავის კარაბინს ხელს ურტყამდა, რომელიც,
ჟაგუნსუების ჩვეულებისამებრ, მუხლებზე ედო, – სროლა არ ვიცოდი. არც მე, არც
პადრე მარტინესმა – ის ხომ ირემსაც კი ვერ ესროდა.
ნუთუ ეს ბერიკაცი სწორედ ის იყო, რომელიც იქ პოლკოვნიკ სეზარს ქვითინითა
და სლუკუნით შეწყალებას ევედრებოდა?
– პადრე მარტინესი? – ჩაეკითხა ჟურნალისტი.
მიხვდა, რომ პადრე მაინც არ ენდობოდა. მაშასადამე, კანუდუსში სხვა პადრეებიც
ყოფილან. წარმოიდგინა, როგორ პოხავდნენ და წმენდდნენ სხვა პადრეებიც თოფებს,
როგორ უმიზნებდნენ და ისროდნენ. იქნებ ეკლესია ამბოხებულების მხარეს იყო?
მაგრამ განა არქიეპისკოპოსმა მოძღვარი ეკლესიიდან არ განკვეთა? განა კანუდუსის
ფანატიკოსი, ერეტიკოსი და შეშლილი ყველა მრევლში ანათემას არ გადასცეს?
როგორ შეიძლებოდა, რომ პადრეებს მის მხარეს ებრძოლათ?!
– გესმით? გესმით, რას ყვირიან? „ფანატიკოსებო! სებასტიანელებო! კაციჭამიებო!
ინგლისელებო! მკვლელებო! მაგრამ აქ ქალებისა დ ბავშვების დასახოცად ვინ
მოვიდა, თავების დასაჭრელად ვინ გამოეშურა? ვინ აიძულა ცამეტ-თოთხმეტი წლის
ბავშვები, ომში ჩაბმულიყვნენ! თქვენ კი აქ ხართ და არავის მოუკლავხართ, ხომ ასეა?!
ჟურნალისტს შიშმა თავით ფეხამდე დაუარა. პადრე ჟუაკინი მას ჟაგუნსუებს
გასაგლეჯად გადასცემს და მასზე შურს ყველა ერთად იძიებს!
– არადა, თქვენ ხომ კანუდუსში „კაციჭამიას“ ჯართან ერთად მოხვედით. და მაინც
კარგად მიგიღეს, დაგაპურეს, შეგიფარეს. პედრაუს, დაღიანის ან ჟუაუ მოციქულის
რომელიმე მებრძოლი ჯარისკაცებს რომ ჩავარდნოდათ ხელში, წარმოგიდგენიათ,
რას უზამდნენ?!
თითქოს იხრჩობაო, ჟურნალისტმა ყელიდან ისეთი ჩავარდნილი ხმა ამოუშვა:
– დიახ, პადრე, მართალი ხართ. უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი ამ უზადო
დახმარებისათვის, გეფიცებით, მესმის, ეს რას ნიშნავს.
– ათობით, ასობით იხოცებიან, – ხელი გაიშვირა პადრემ ქუჩისაკენ, – რის გამო?
რისთვის? იმისათვის, რომ ღმერთისა სწამდეთ, რომ სურთ, ისე იცხოვრონ, როგორც
უფალმა დაუწესა. ეს ახალი ყრმათა ჟლეტაა.
ჟურნალისტი ფიქრობდა, პადრე ისეთი სასოწარკვეთილია, სადაცაა აქვითინდება,
სიშმაგე დარევს ხელს, მიწაზე გორაობას დაიწყებსო, მაგრამ პადრემ უზარმაზარი
ნებისყოფა გამოავლინა, თავი შეიკავა და ისევ მშვიდი გამომეტყველება დაიბრუნა.
დიდხანს იჯდა ასე თავჩაქინდრული და იარაღის კაკანს, ზარების ხმას და გალობას
მდუმარედ უსმენდა. ალბათ საყვირების ჭყვიტინიც ესმოდა. ჟურნალისტი შიშისგან
ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, მაგრამ მაინც ჰკითხა გაუბედავად, ჟურემა და
ჯუჯა ხომ არ გინახავთო. პადრე ჟუაკინმა თავი გაიქნია. ამ დროს ვიღაცის დაბალი,
ხავერდოვანი ხმა გაისმა:
– წმინდა პეტრეს ქუჩაზე იყვნენ, ბარიკადების აგებაში ეხმარებოდნენ.
გატეხილმა სათვალემ ბუნდოვნად აირეკლა ნატუბელი ლეონის სილუეტი:
უცნაური არსება სამლოცველოს კართან იჯდა თუ მუხლებზე დაჩოქილიყო,
ჟურნალისტი ვერ მიხვდა, მუქ მოსასხამში იყო გახვეული და თავის დიდ, მბრწყინავ
მკითხველთა ლიგა
თვალებს არ აშორებდა. როდის მოვიდა, დიდი ხანია თუ ახლახან? ეს საოცრება,
ნახევრად ცხოველი, ნახევრად ადამიანი ბეც ჟურნალისტს ისეთ
სასოწარკვეთილებაში აგდებდა, რომ ახლაც ვერ გაბედა, მადლობა გადაეხადა,
ან რამე მაინც ეპასუხა. მის სახეს ოდნავ არჩევდა – მზე უკვე გადაწვერილი იყო,
თუმცა კარის ჭუჭრუტანებიდან შემოღწეული სუსტი სინათლე ჩასვლის წინ
კანუდუსის მწერლის არეულ კულულებს უცნაურად ასხივოსნებდა.
– მე მოძღვრის ყველა სიტყვას ვიწერდი, - ისევ გაისმა მისი ლამაზი, ძლიერი
ხმა. ლეონი მას მიმართავდა. იქნებ მისი გართობა უნდოდა? – მის ფიქრებს, რჩევებს,
ლოცვებს, წინასწარმეტყველებებს, მის სიზმრებს. ეს შთამომავლობას სჭირდება:
კიდევ ერთი სახარება იქნება.
– ჰო, – ჩაილუღლუღა შეცბუნებულმა ბეცმა ჟურნალისტმა.
– მაგრამ ახლა ბელუ-მონტიში აღარც ქაღალდია, აღარც მელანი, ბოლო კალამიც კი
გამიტყდა. ამიტომ, რასაც ახლა ამბობს, მარადისობის მონაპოვარი ვეღარ გახდება, -
განაგრძობდა ლეონი ყოველგვარი ბრაზის გარეშე და იმ მორჩილი სიმშვიდით,
რომელიც ჟურნალისტს გამუდმებით აოცებდა: ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ
ადამიანები კანუდუსში ნებისმიერ უბედურებას ისე იღებდნენ, როგორც წვიმას,
მიმწუხრს ან წყალმოვარდნას, ანუ ბუნებრივ მოვლენას. ბუნებაზე კი სულელის მეტი
ვინ გაბრაზდებოდა.
– ლეონი ჭკუის კოლოფი გვყავს, – თქვა პადრე ჟუაკინმა, – ღმერთმა მოგრეხილი
ხერხემლის, მოკლე ფეხებისა და ვიწრო მხრების სანაცვლოდ ნათელი გონებით
დააჯილდოვა. ხომ ასეა, ლეონ?
– ასეა, – თავი დაუქნია კანუდუსის ჟამთააღმწერელმა და ჟურნალისტი, რომელსაც
ლეონი თავისი დიდი თვალებით შესცქეროდა, მიხვდა, რომ სწორედ ასე იყო, –
ბევრჯერ წამიკითხავს კურთხევანი და ღვთისმშობლის ლოცვანი. ადრე კი ყველა
გაზეთს და ქაღალდს ვკითხულობდი, რასაც კი მაჩუქებდნენ. ბევრჯერ
ვკითხულობდი. თქვენ, სენიორ, ალბათ თქვენც ბევრი წიგნი გაქვთ წაკითხული, არა?
ამ კითხვისგან ბეცი ჟურნალისტი ისე დაიბნა, რომ მზად იყო, სამლოცველოდან
თავქუდმოგლეჯილი გავარდნილიყო, თუნდაც შუბლი ტყვიებისთვის შეეშვირა.
– რაღაც-რაღაცები წამიკითხავს, – ჩაიჩურჩულა შემკრთალმა და გაიფიქრა, ნეტა
რაში გამომადგაო. ასეთი იყო მისი კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელსაც კანუდუსში
გატარებული თვეების მანძილზე ჩასწვდა: განათლება და ცოდნა სისულელეა, თავის
მოტყუება, ამაოდ დაკარგული დრო. ვერავითარი წიგნი ახლა გადარჩენაში, ამ
ხაფანგიდან თავის დაღწევაში ვერ დაეხმარება.
– ვიცი, რა არის ელექტრობა, – ამაყად განაგრძო ლეონმა, – შემიძლია, აგიხსნათ, თუ
გნებავთ. თქვენ კი იმას მასწავლით, რაც თქვენ იცით. ვიცი არქიმედეს კანონი, და
ისიც, მიცვალებულისგან მუმია როგორ კეთდება, ისიც, ვარსკვლავები
ერთმანეთისგან რა მანძილზე იმყოფებიან.
მაგრამ ამ დროს კედლის იქით იარაღი ისე ძლიერად და შერწყმულად აკაკანდა,
რომ ნატუბელი სწავლული გაჩუმდა, ჟურნალისტი კი ლამის მადლიერი იყო ამ
სროლებისა, რადგან ამ არსების ხმა, შეხედვა, გვერდით ყოფნა მხოლოდ ისიც კი, რომ
ეს სიმახინჯე ამქვეყნად ცხოვრობდა, ძალიან ცუდად ხდიდა. მაინც რატომ
აღიზიანებდა ასე საშინლად? მას ხომ მხოლოდ საუბარი სურდა, ჭკუითა და
განათლებით თავის მოწონება, მისი კეთილგანწყობის დამსახურება? რით? „მას
ვგავარ, აი, რატომ, – გაიფიქრა ჟურნალისტმა, – ერთ ციხეში ვართ
გამომწყვდეულები, მაგრამ ის კიდევ უფრო უუფლებო და უბედურია“.

მკითხველთა ლიგა
კუმბიელი პადრე შემოსასვლელ კარს მივარდა და გამოაღო: სამლოცველოში
მიმწუხრის სინათლე შემოიჭრა და ჟურნალისტმა მოახერხა, ლეონი უკეთ
შეეთვალიერებინა. ამ შავგვრემან, ჩამოქნილ სახეში, ნაცრისფერ-ფოლადისფერ
თვალებსა და ალაგ-ალაგ ამოზრდილ მეჩხერ წვერში არაფერი უჩვეულო არ
იქნებოდა, რომ არა გამხდარი მუხლები, რომ არა კუზი, რომელიც ზურგზე ისე აჯდა,
თითქოს ტომარა მოუკიდებიაო, რომ არა გრძელი, ძალიან გრძელი ხელები და
დრეკადი, თითქოს უძვლოაო, ობობასმაგვარი საცეცები. როგორ შეიძლებოდა,
ადამიანის ძვლები ასე დამახინჯებულიყო! პადრე ჟუაკინი ჟაგუნსუებს რაღაცას
გასძახოდა: ჯარისკაცები ისევ იერიშზე გადმოსულიყვნენ, ხალხი სჭირდებოდათ -
შემდეგ ოთახში შემოტრიალდა და ჟურნალისტი მიხვდა, რომ პადრე თავისი
კარაბინის ასაღებად დაბრუნდა.
– ბარიკადებს წმინდა კრისპინესა და წმინდა კვიპრიანეს მხრიდან უტევენ, –
გაიგონა სულშეხუთული ხმა, – ტაძარში წადი, იქ უსაფრთხოდ მაინც იქნები.
მშვიდობით, მშვიდობით, დაგვიფარე, დედაო ღვთისმშობელო!
ამ სიტყვებით გარეთ გავარდა, ხოლო თეთრსამოსიანი ქალი შეშინებულ,
აკიკინებულ ბატკანს ჩაეხუტა. ალეშანდრინია კორეამ ის იყო ლეონს ჰკითხა, შენც
წამოხვალ თუ არაო, რომ დაბალმა, მელოდიურმა ხმამ უპასუხა, სამლოცველოში
დარჩენა მირჩევნიაო. თვითონ რაღა უნდა ეღონა? აქ მჯდარიყო? ამ ქალს
გამოჰკიდებოდა? მაგრამ, სანამ ბეცი ჟურნალისტი ფიქრობდა, ქალი უკვე წავიდა და
კარიც გაიხურა. ოთახში ისევ ბინდი ჩამოწვა. ჰაერი აუტანლად იყო დახუთული.
სროლის ხმა ახლოვდებოდა. ჟურნალისტმა წარმოიდგინა, ჯარისკაცები პირდაპირ
გვამებზე როგორ გადმოდიოდნენ, ქვებისა და სილის გროვებს უკან როგორ
იტოვებდნენ და მისკენ გამალებით როგორ მოიწევდნენ.
– არ მინდა სიკვდილი, – გარკვევით წარმოთქვა მან.
– თუ გნებავთ, სენიორ, შეგვიძლია წინასწარ მოვილაპარაკოთ, – უპასუხა ლეონის
მშვიდმა ხმამ, – მე და დედა მარია შეთანხმებულები ვართ, მაგრამ, ვშიშობ, დროზე
დაბრუნებას ვერ მოასწრებს. გნებავთ?
ჟურნალისტი ისე ცახცახებდა, რომ პირის დაღებაც ვერ მოახერხა. მიუხედავად
სროლისა, ზარების გუგუნი და გუნდის ხმაშეწყობილი გალობა არ შეწყვეტილა.
– რკინისგან რომ არ დავიხოცოთ, – უხსნიდა ლეონი, – რადგან ეს უღირსი
სიკვდილია, რკინა ყელში ერჭობა, ადამიანი ველური მხეცივით სისხლისგან იცლება
და სული სახიჩრდება. გნებავთ, ამას თავი ავარიდოთ?
წამით შეყოვნდა და პასუხი რომ ვერ გაიგონა, განაგრძო:
– როდესაც სამლოცველომდე მოაღწევენ და კარის შემომტვრევას დაიწყებენ,
ერთმანეთს სიკვდილში ჩვენ დავეხმარებით. ერთმანეთს ცხვირს და პირს
დავუხშობთ, სანამ არ დავიხრჩობით. შეგვიძლია, ხელებითაც დავიხრჩოთ თავი, ან
სანდლების თასმებით, გნებავთ?
სროლამ სიტყვა გააწყვეტინა. ჟურნალისტს გონებაში ურთიერთსაწინააღმდეგო
ფიქრების კორიანტელი ედგა: სასოწარკვეთილება, დარდი, მწუხარება თავზარს
სცემდა. ის და ლეონი ახლა ჩუმად ისხდნენ და ამ გრუხუნს, გრიალს, ზანზარს, ქაოსს
მდუმარედ უსმენდნენ. ისევ შემოძვრა ოთახში სხივი, მაგრამ ისეთი სუსტი იყო, რომ
ლეონის სახე ვერ გაანათა, მხოლოდ მისი სხეულის უფორმო მონახაზი გამოკვეთა.
არა, არ უნდოდა. ძალა არ შესწევდა, ამ მოლაპარაკებას დასთანხმებოდა. საკმარისი
იყო, ჯარისკაცები კარში გამოჩენილიყ- ვნენ, ყვირილს ატეხდა:

მკითხველთა ლიგა
– ტყვე ვარ! ამბოხებულებმა დამიჭირეს! მიშველეთ! გაუმარჯოს რესპუბლიკას!
დიდება მარშალ ფლორიანუს! – ამ ოთხფეხა არსებას ეცემოდა. დაიჭერდა და
ჯარისკაცებს იმის დასამტკიცებლად წარუდგენდა, რომ ავაზაკების მხარეს არ იყო.
– რა ხალხი ხართ, რა ხალხი ხართ ასეთი? – აღუღლულდა და თავზე ხელები
მოიჭირა, – აქ რა გინდათ? რატომ არ წახვედით, არ გაიქეცით, სანამ ჯერ კიდევ
შეიძლებოდა?! ეს ხომ სიგიჟეა, ამ ხაფანგში იჯდე და ელოდო, როდის მოგკლავენ?!
– გასაქცევი არსადაა, – პასუხობდა ლეონი, – ადრე გავრბოდით. და, აი, ბელუ-
მონტიმდე მოვედით. აქ არის ჩვენი ადგილი. სხვაგან გასაქცევი არსადაა.
ისევ დაიკარგა მისი ხმა გრუხუნსა და ლაწანში. თითქმის სულ დაბნელდა და
ჟურნალისტმა იფიქრა, ჩემთვის ღამე სხვებზე ადრე დგებაო. მაგრამ მართლაც
ჯობდა, მომკვდარიყო, ვიდრე კიდევ ერთი ასეთი ღამე გაეტარებინა. უეცრად
დაუძლეველი, ავადმყოფური, ცხოველური მოთხოვნილება გაუჩნდა, თავისი
თანამგზავრების გვერდით ყოფილიყო. საბოლოოდ სასოწარკვეთილმა ყოველგვარ
აზრს მოკლებული გადაწყვეტილება მიიღო: ჟურემა და ჯუჯა უნდა მოეძებნა;
კარისკენ ბორძიკით გაქანდა და დაიყვირა:
– ჩემი მეგობრები უნდა ვიპოვო, მათთან ერთად მინდა სიკვდილი!
კარს ხელი ჰკრა და სახეზე საღამოს სიგრილე მოელამუნა. მტვრის კორიანტელში
სამლოცველოს დამცველთა ძირს დაწოლილ სილუეტებს ჰკიდა თვალი.
– შეიძლება? შეიძლება გავიდე? – შეევედრა ბეცი ჟურნალისტი, – ჩემი მეგობრები
უნდა ვიპოვო.
– შეიძლება, – უპასუხა ვიღაცამ, – სროლა თითქოს ჩაყუჩდა.
ბარიკადებზე დაყრდნობილმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაშინვე რაღაც რბილს
წამოედო და წაიქცა. როდესაც წამოდგა, იგრძნო, რომ ქალის გამხდარი, სუსტი
სხეული ეხვეოდა. ქალმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ბეცმა ჟურნალისტმა
სურნელით იცნო და სხეულში უსაზღვრო ბედნიერებამ დაუარა, სასოწარკვეთა
სიხარულით შეეცვალა და მას გადაეხვია. ტუჩებით ქალის ტუჩებს შეეხო და იმანაც
კოცნით უპასუხა, – მიყვარხარ, – ბურტყუნებდა ჟურნალისტი, – მიყვარხარ,
მიყვარხარ. ახლა სიკვდილის აღარ მეშინია, – იმეორებდა გაუთავებლად და თან
ჯუჯას კითხულობდა.
– მთელი დღე შენ გეძებდით, – გაიგონა ჯუჯას ხმა, რომელიც ფეხებზე ეხვეოდა, –
მთელი დღე. რა ბედნიერებაა, რომ ცოცხალი ხარ!
– ახლა აღარც მე მეშინია სიკვდილის, – ზუსტად მის ტუჩებთან შეირხა ჟურემას
ტუჩები.

– აქ პიროტექნიკოსს უცხოვრია, – ამბობს უეცრად გენერალი არტურ ოსკარი.


შტაბის ოფიცრები კანუდუსის იერიშის დროს კორპუსის დანაკლისის შესახებ პატაკს
წყვეტენ და დაბნეულები შესცქერიან. გენერალი ხელით ოფიცრებს ჭერზე მტევნებად
დაკიდულ დაუმთავრებელ ხის რაკეტებზე მიანიშნებს, – აი, თურმე ვინ ამზადებდა
ამ სასაცილო ფოიერვერკებს!
ბრძოლის თორმეტი საათის მანძილზე ჯარისკაცებმა ამბოხებულებისაგან
რვა კვარტალი გაწმინდეს – თუკი შეიძლება ნანგრევებისა და ნაგვის უფორმო
გროვებს კვარტალი დაარქვან, – მაგრამ მთელ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქოხი
დარჩა ასე თუ ისე მთელი – ფიცრით ორად გატიხრული ოთახი – და ამიტომ, შტაბი
იქ განლაგდა. ოფიცრები და ადიუტანტები გენერალ ოსკარს გარს შემოხვევიან და
ნამდვილად არ ესმით, რატომ იწყებს უეცრად ლაპარაკს რაკეტებზე ექსპედიციის
კორპუსის მეთაური, რომელმაც ამ ურთულესი დღის შემაჯამებელი დასკვნა უნდა
მკითხველთა ლიგა
გამოიტანოს, საიდან უნდა იცოდნენ, რომ ფოიერვერკები გენერლის საიდუმლო
სუსტი წერტილია, ბავშვობიდან გამოყოლილი დიდი გატაცება და რომ პიაუიში
ყოველ საზეიმო თარიღს იმიზეზებდა, რათა ყაზარმის ეზოში ფოიერვერკების
გაშვების ბრძანება გაეცა. აქ გატარებული თვე-ნახევრის მანძილზე ფაველის
წვერიდან შურით არაერთხელ უცქერია, პროცესიის მსვლელობისას კანუდუსის
თავზე ცა ნაირფერი ცეცხლების გირლანდებით როგორ ნათდებოდა. ის, ვინც ასეთ
რაკეტებს ამზადებდა, თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი უნდა ყოფილიყო და
შეეძლო ბრაზილიის ნებისმიერ ქალაქში სარფიანი შემოსავალი ჰქონოდა.
საინტერესოა, დღევანდელ ბრძოლებში გადარჩა თუ არა. ამ კითხვას გენერალი
საკუთარ თავს უსვამს და ოფიცრების პატაკს უბრუნდება, ყურადღებით ისმენს, რა
ციფრებს უსახელებენ პოლკოვნიკები, მაიორები და კაპიტნები. პატაკის ჩაბარების
შემდეგ ერთნი გადიან და მათ ადგილს სხვები იკავებენ, მესამენი კი ისევ იმ საცოდავ
ქოხში რჩებიან. მალე იქ სრულიად ბნელდება. ჭრაქს ანთებენ. რამდენიმე ჯარისკაცი
მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ მიმართულ კედელთან სილიან ტომრებს აყუდებს.
გენერალი ბოლოს და ბოლოს თვლას ასრულებს.
– ცუდადაა საქმე, ბატონებო, – ამბობს იგი, ნახევარწრედ შემოჯარულ ოფიცრებს
ათვალიერებს და გრძნობს, რა დაძაბული მოლოდინით დუმან, – უარესად, ვიდრე
მეგონა. ათას ოცდაშვიდი კაცია დაღუპული და დაჭრილი. ჯარის ერთი მესამედი!
დაიღუპა ოცდაშვიდი ოფიცერი, მათ შორის პოლკოვნიკი კარლუს ტელისი და
პოლკოვნიკი სერა მარტინსი. ხვდებით, ეს რას ნიშნავს?
ყველა დუმს, მაგრამ გენერალმა იცის, რომ თითოეული ოფიცერი შესანიშნავად
ხვდება ამ ამბის მნიშვნელობას: ასეთი დანაკარგებისას გამარჯვებაც კი დამარცხების
ტოლფასია. შტაბის ოფიცრებს სახეზე მწუხარება, ბრაზი, გაოცება აღბეჭდვიათ,
ზოგიერთს თვალები უცნაურად უელავს.
– იერიშის გაგრძელებით ჩვენ სრულ თვითგანადგურებამდე მივიდოდით, ახლა
თქვენთვის გასაგებია, ცეცხლის შეწყვეტა რატომ ვბრძანე?
როდესაც ამბოხებულთა თავგანწირული წინააღმდეგობით შეფიქრიანებული
გენერალი ოსკარი მიხვდა, რომ მისი ჯარის დანაკარგი მეტისმეტად დიდი იქნებოდა,
ტელისისა და მარტინსის დაღუპვით გაოგნებულმა ბრძანა, ბრძოლა შეეწყვიტათ და
მხოლოდ დაკავებული ტერიტორია შეენარჩუნებინათ. დარწმუნებული იყო, რომ იმ
ოფიცერთა უმრავლესობაში, რომლებიც ახლა მის წინაშე დგანან, ასეთი ბრძანება
პროტესტს გამოიწვევდა და შიშობდა, რომ ამ განკარგულებას არ
დაემორჩილებოდნენ. მისმა ადიუტანტმა, მესამე ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტმა
პინტუ სოუზამ წამოიყვირა კიდეც, თქვენო ბრწყინვალებავ, გამარჯვება ხელში
გვიჭირავსო. მაგრამ ასე როდი იყო. კორპუსის მესამედი განადგურდა. მართალია, რვა
კვარტალი დაიპყრეს, მართალია, ამბოხებულებს დიდი ზიანი მიაყენეს, მაგრამ ფასი
ძალიან მაღალი აღმოჩნდა, საშინლად მაღალი.
გენერალი პიროტექნიკას ივიწყებს და საქმეზე გადადის: ბატალიონებისა და
ქვედანაყოფების მეთაურები, ადიუტანტები და მეკავშირე ოფიცრები თავ-თავიანთ
ნაწილებს დაუბრუნდებიან. ბრძანება იგივეა: შეინარჩუნონ წართმეული
ტერიტორიები, მათგან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიონ უკან, ამბოხებულების
სიმაგრეების მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე საათის წინ დაწყებული ბარიკადების
მშენებლობა დაასრულონ. ბარიკადების აგება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ჯარების
სვლა შეფერხდა და გენერალი მიხვდა, რომ ერთიანად ქალაქს ვერ აიღებდა.
გადაწყდა, რომ მეშვიდე ბრიგადაც, რომელიც აქამდე ფაველაზე გახსნილ ჰოსპიტალს
იცავდა, ბრძოლის ხაზისკენ წამოსულიყო – „შავ ხაზამდე“, რომელიც უკვე
მკითხველთა ლიგა
აჯანყებულების ზედ ცენტრზე გადიოდა. ჭრაქის სუსტი სინათლე კონუსისებურადაა
მოფენილი და გენერალი ოსკარი შტაბის კარტოგრაფის, კაპიტან ტეოტონიუ
კორიოლანუს მიერ შედგენილ რუკაზე იხრება. მოსმენილ პატაკებს ერთმანეთს
უპირდაპირებს, ფიქრობს, აზროვნებს, ამბოხებულებისთვის ქალაქის დაახლოებით
ერთი მეხუთედი აქვთ წართმეული. სამკუთხედი, რომლითაც რუკაზე ფაზენდა
ველიაა აღნიშნული, ჯერ ისევ ჟაგუნსუების ხელში რჩება. დაკავებულია სასაფლაო
და წმინდა ანტონიუს ეკლესიას სულ რაღაც ოთხმოცი ნაბიჯი აშორებთ. ბრძოლის
შეწყვეტის ბრძანება სწორედ მაშინ გასცა.
– ფრონტის ხაზით მხოლოდ კილომეტრ-ნახევარი გვიკავია, – ამბობს კაპიტანი
გიმარაისი და იმედგაცრუებას ვერ მალავს, – რომელი ალყა: წრის ერთი მეოთხედი
ძლივს გვიჭირავს. მოწინააღმდეგეს თავისუფლად შეუძლია მანევრირება და
დამხმარე ძალების გადასროლა.
– ურეზერვოდ ალყის გაგრძელება სახიფათოა, – ამბობს მაიორი კარენიუ, – თქვენო
ბრწყინვალებავ, ბედის ანაბარად რატომ მიგვატოვეს?
გენერალი ოსკარი მხოლოდ მხრებს იჩეჩს. საკმარისი იყო, პირველივე დღეს
ფაველის ხაფანგში გაბმულიყო, რომ მიხვდა, რა დანაკარგი ექნებოდათ მის
ნაწილებს, მაშინვე არაერთი თხოვნა გაუგზავნა უფროსობას, სასწრაფოდ დახმარება
აღმომიჩინეთო; აღწერდა ჯარების მძიმე მდგომარეობას და მეტი
დამაჯერებლობისთვის საფრთხეს აბუქებდა კიდეც. მაშ, აქამდე სარეზერვო
ნაწილები რატომ არ ჩამოვიდნენ?
– სამი ათასი კი არა, ხუთი ათასი ჯარისკაცი რომ გვყოლოდა, კანუდუსი დიდი
ხნის წინ გვექნებოდა აღებული, – ხმამაღლა მსჯელობს მაიორი.
გენერალი ამ თემაზე საუბარს წყვეტს, ამბობს, რომ პოზიციების შემოვლას
აპირებს, იმ ჰოსპიტლის დათვალიერებას, რომელიც ახლა მოწინააღმდეგისთვის
წართმეულ მდინარის ნაპირზე მდებარეობს. გასვლის წინ ჭიქა ყავას სვამს.
ფანატიკოსების ზარებისა და ლიტანიის ხმა საოცრად ახლოს ისმის.
ორმოცდაცამეტი წლის გენერალი არტურ ოსკარი ჯერ ისევ საოცრად ენერგიული
და დაუღალავია: დილის ხუთი საათიდან ჭოგრიტი თვალიდან არ მოუშორებია,
იერიშს აკვირდებოდა, ხოლო როდესაც ჯარებმა ფაველის ფერდობებიდან დაიწყეს
დაშვება, მათთან ჩადიოდა, მეწინავე ნაწილებთან სულ ახლოსაც კი. ერთი წუთითაც
არ დამჯდარა და არაფერი უჭამია, საველე მათარიდან რამდენიმე ყლუპი წყლით
კმაყოფილდებოდა. დღის ბოლოს მის გვერდით მდგარი ჯარისკაცი ბრმა ტყვიამ
დაჭრა. გენერალი კარიდან გადის და მას შავი, უვარსკვლავო ღამე შთანთქავს. ახლა
მხოლოდ მლოცველთა ხმები ისმის; ისინი რაღაც ჯადოსნობით სროლის ხმას
ახშობენ. მკაცრი ბრძანებაა გაცემული, სანგრებში ცეცხლი არ გააჩაღონ. გენერალი
ბარიკადებს ოთხი ოფიცრის თანხლებით ათვალიერებს, მაღალი, უცნაურად
დაკლაკნილი, ქვა-ღორღით, მიწით, აგურების ნამტვრევებით, თუნუქის ნაჭრებით
ნაგები ბარიკადებია. როგორც ჩანს, რაც ხელთ მოხვდებოდათ, ყველაფერს
იყენებდნენ. ბარიკადებს იქით ჯარისკაცები სხედან, დაღლილობისაგან
გათიშულებს, ერთმანეთზე მიყრილებს სძინავთ, კედლებს მიყუდებულები
ღიღინებენ, დროდადრო თავებს მაღლა სწევენ და ჟაგუნსუებს აგინებენ – იმათაც
ალბათ ესმით ეს გინება, რადგან ზოგან მათი სანგრები სულ ხუთ-ათ მეტრშია, –
მიუხედავად ბრძანებისა, აქა-იქ პატარა კოცონები გაუჩაღებიათ: ჯარისკაცები
ქვაბებში ხორცის ნარჩენებისგან წვნიანს იხარშავენ, შაშხს წვავენ, სისხლის
დაკარგვისგან აკანკალებულ დაჭრილებს ათბობენ – ჰოსპიტალში მძიმე
მდგომარეობის გამო ყველას გადაყვანა არ ხერხდება.
მკითხველთა ლიგა
გენერალი ბატალიონების მეთაურებს სულ რამდენიმე სიტყვით მიმართავს.
ყველანი გადაღლილები არიან. ყველას ემჩნევა შიშთან შეზავებული
გულგატეხილობა. არც გენერალია გამონაკლისი: ასეთი განწყობა ხელს მასაც დარევს
ხოლმე, როდესაც ეს წყეული ომი მორიგი მოულოდნელობის წინაშე აყენებს.
შეიარაღებული ძალების სახელით ახალგაზრდა ლეიტენანტს მადლობას უხდის
ბრძოლაში გამოვლენილი სიმამაცისათვის. თავისთვის კი იმეორებს სიტყვებს,
რომლებიც ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად მოსდის თავში: „წყეულიმც იყოს ის
დღე, როდესაც ამ ამბავში გავები“.
ჯერ კიდევ კეიმადასში, როდესაც ათასმა სიძნელემ იჩინა თავი, რადგან არც
საკვები კმაროდა, არც გამწევი მსხვილფეხა საქონელი და საპალნე ჯორები,
არც ფორნები და სამ თვეს გამოუვალი მდგომარეობა სულს უხუთავდა, გენერალმა
ოსკარმა ყველა უბედურებასთან ერთად ისიც გაიგო, რომ, სანამ თავად
დასთანხმდებოდა, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის
წინადადებას, ექსპედიციის კორპუსს გასძღოლოდნენ, სამ გენერალს მსგავს
შეთავაზებაზე კატეგორიული უარი ეთქვა. ახლა კი ესმის, რატომაც თქვეს უარი ამ
მისიაზე, რომელიც მან გულუბრყვილობით დიდ პატივად, უზარმაზარი ნდობისა და
გამორჩეულობის გამოხატულებად, დაფნის გვირგვინისთვის უკანასკნელ ფოთლად
ჩათვალა. ახლაც, როდესაც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ხელს ართმევს, რამდენიმე
სიტყვით ესაუბრება კიდეც, თუმცა კი ირგვლივ გამეფებულ სიბნელეში მათ
სახეებსაც კი ვერ არჩევს, გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რა სულელი ვყოფილვარ,
როდესაც მეგონა, რომ სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ პატივი დამდო და
პიაუის წყნარი გარნიზონიდან, სადაც თითქმის ოცი წელი უღრუბლოდ გავატარე,
ჩემი ღვაწლის გამო გადმომიყვანა, ვინაიდან განზრახული ჰქონდა ჩემთვის ჯილდოს
სახით სამსახურიდან გადადგომის წინ გმირული საქმის ჩადენის შესაძლებლობა
მოეცაო. განა მონარქისტული აჯანყების ჩამხშობი ექსპედიციის გაძღოლა ასეთ
შესაძლებლობად თავად არ ჩათვალა? არადა, ასე სულაც არ ყოფილა. ცდებოდა,
როდესაც ცოლს უხსნიდა, ეს წინადადება ჩემი დამსახურების დაგვიანებული
აღიარება, ამდენი წლის მანძილზე ჩემი შრომის დაუფასებლობის გამოსწორებააო.
მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ დანარჩენმა გენერლებმა ბინძურ საქმეში გასვრა არ
ისურვეს და ეს ავბედითი საჩუქარი მისთვის გაიმეტეს. რა თქმა უნდა, სამივენი
მასზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ! ძალუძდა კი მას, პროფესიონალ სამხედროს, ამ
გროტესკულ, აბსურდულ, ყოვლად უმსგავსო, სამხედრო მეცნიერების ყველა წესის
საწინააღმდეგო ომს გასძღოლოდა?
ბოლო გამაგრების ახლოს ხარის ხორცი შეუწვავთ. გენერალი ოსკარი ოფიცრებს
უერთდება და ცივი ხორცის რამდენიმე ნაჭერს შეექცევა, საუბარს ზარებზე
ჩამოაგდებს, სულ ახლახან დამთავრებულ ლიტანიაზე. ზარები და ლოცვა ხომ ამ
ბრძოლის კიდევ ერთი უცნაურობაა. რომელი მოწინააღმდეგე ილოცებდა ამდენს, ვინ
მოაწყობდა ასე ხშირად რელიგიურ პროცესიებს, ასე ხშირად დარეკავდა ზარებს,
სხვაგან სად დაიცავდნენ ასე გააფთრებით ავაზაკები ეკლესიებს? გული ერევა.
ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ ეს ნაძირალები და კაციჭამიები მაინც
ბრაზილიელები არიან და ყველაზე მთავარით ძალიან ჰგვანან იმათ, ვისთანაც
სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აქვთ გამართული. მაგრამ უფრო მეტად ის აზრი
თრგუნავს, რომ თავად, მხურვალე კათოლიკე და მრევლის პატიოსანი წევრი,
რომელმაც უფრო ბრწყინვალე კარიერა მხოლოდ იმიტომ ვერ გაიკეთა, რომ მასონთა
ლოჟაში შესვლაზე ჯიუტად არ თანხმდებოდა, ახლა იძულებულია, ეომოს ავაზაკებს,

მკითხველთა ლიგა
რომლებიც მორწმუნეობას იბრალებენ. მართალია, პადრე ლიცარდუ ყოველი წირვის
შემდეგ თავის ბრაზს ამბოხებულებზე ანთხევს, მათ ცოდვილ წარმართებს, კერპთაყ-
ვანისმცემლებსა და ერეტიკოსებს უწოდებს, რომლებმაც აღთქმას უღალატეს და
ჭეშმარიტი რწმენა შებილწეს, ეს გაუთავებელი ლოცვები, გალობები, პროცესიები და
იერიშზე იესო ქრისტეს სადიდებელი სიტყვებით გადმოსვლა გენერალს თავგზას
მაინც უბნევს, ამწუხრებს, საგონებელში აგდებს. კაპელანის მცდელობისგან ხეირი
ბევრი არაფერია; გულში მაინც ბუნდოვანება ტანჯავს, მოწინააღმდეგე არ აღმოჩნდა
ისეთი, როგორიც წარმოედგინა; გამოდის, რომ დამსჯელი ექსპედიციის ნაცვლად,
რაღაც სისხლიანი რელიგიური შუღლია. თუმცა, ეს მტანჯველი ფიქრები ხელს არ
უშლის, სძულდეს მოწინააღმდეგე, მტერი, რომელიც ჯერ თვალითაც არ უნახავს, ვერ
მოუხელთებია, რომელმაც გენერალს დამატებით პირადი წყენაც მიაყენა, დაამცირა,
რადგან ამ მისიის გაძღოლაზე დათანხმდა და მხოლოდ გვიან მიხვდა, თუ როგორ
შეცდა.
სანამ პოზიციებს ათვალიერებს, უშენ ადგილებს კვეთს და ვაზა-ბარისის
სანაპიროსთან გამართული ჰოსპიტლისკენ მიემართება, გენერალი გრძნობს,
რომ მტრისადმი სიძულვილი კიდევ უფრო უმძაფრდება. შუა გზაზე „კრუპის“
7,5 დუიმის კალიბრიან ქვემეხებს ლანდავს. ეს ქვემეხები იერიშზე გადასულ
ნაწილებს იცავდა, სამრეკლოებს შეუჩერებლად ესროდა, რადგან მოიერიშეებს
ყველაზე დიდ ზიანს სწორედ იქ ჩამსხდარი ავაზაკები აყენებდნენ. გენერალი
ოსკარი არტილერისტებს ესაუბრება: მიუხედავად ადრიანი დილისა, ისინი მიწას
თხრიან, უეცარი შეტევის შემთხვევისთვის სანგარს ამზადებენ.
დამშრალი მდინარის კალაპოტთან გახსნილი ჰოსპიტალი ყველაზე მძიმე
შთაბეჭდილებას ტოვებს. ცდილობს, ექიმებმა, სანიტრებმა, მომაკვდავებმა ვერ
შენიშნონ და მადლობელია, რომ ჯერ ისევ ნახევრად ბნელა: ფარნები და ჩირაღდნები
ამ სანახაობის მხოლოდ ნაწილს უჩვენებს. აქ პირობები ბევრად უარესია, ვიდრე
ფაველაში: დაჭრილები, როგორც მოიყვანეს, ისევ ისე ყრიან სილასა და კენჭებზე.
ექიმები კი უყვებიან, რომ ყველაფერთან ერთად მთელი დღე და ნახევარი ღამე
ძლიერი ქარი ქროდა, ღია ჭრილობებს მოწითალო სილით ავსებდა. მათ კი
გადასახვევი მასალაც არ გააჩნდათ, დამუშავებასა და მობანაზე რომ არაფერი ეთქვათ.
ყველგან კვნესა, სლუკუნი, გოდება, უაზრო სიცხიანი ბოდვა ისმის. სულის
შემხუთველი სიმყრალე დგას და კაპიტან კორიოლანუს მაშინვე ღებინება ეწყება.
გენერალი არც კი ისმენს მის გაუთავებელ ბოდიშებს, დაჭრილებს ათვალიერებს,
ზოგიერთთან ჩერდება, ხელს ართმევს, ან მხარზე უტყაპუნებს, რამე მისასალმებელს
და გამამხნევებელს ეუბნება, მადლობას უხდის სიმამაცისა და თავგანწირვისათვის,
რომელიც მათ რესპუბლიკის დაცვისას გამოავლინეს. მაგრამ ხმა უწყდება, როდესაც
პოლკოვნიკების - ტელისისა და მარტინსის გვამებს ხედავს – მათ დამარხვას დილით
აპირებენ. პირველი იერიშის დასაწყისშივე მოკლეს – პირველს მკერდში ესროლეს,
როდესაც მდინარეზე გადადიოდნენ, მეორე კი ბარიკადებზე ხელჩართულ ბრძოლაში
დაიღუპა. გენერალს ატყობინებენ, რომ ამბოხებულებმა მისი ცხედარი დანებით,
შუბებითა და მაჩეტეებით სულ დაანაკუწეს, ყურები და ცხვირი მოაჭრეს,
დაასაჭურისეს. ასეთ წუთებში, როდესაც ესმის, ღირსეული და მამაცი ოფიცრის
ცხედარს როგორ დასცინოდნენ, გენერალ ოსკარს არ შეუძლია არ აღიაროს, რომ
ყველა ტყვედ აყვანილი სებასტიანელის განადგურება გამართლებული და
სამართლიანია. ასეთ პოლიტიკას ორი რამ ამყარებს: ჯერ ერთი, ლაპარაკია არა
სამხედრო ტყვეებზე, არამედ ავაზაკებზე. მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა სამხედრო
ღირსებას ჩრდილს არ აყენებს; მეორეც, საკვები მარაგი იმდენად ცოტაა, რომ სხვა გზა
მკითხველთა ლიგა
მაინც არ არის: მათი შიმშილით დახოცვა უფრო არაადამიანური იქნებოდა, ხოლო
პატრიოტების ულუფების შემცირება და ისეთი ურჩხულების დაპურება, რომლებსაც
შეეძლოთ, ასეთი ბოროტება ჩაედინათ, სრული აბსურდი.
ჰოსპიტლის შემოვლის დასრულების შემდეგ გენერალი მიწაზე გართხმულ
ჯარისკაცთან ჩერდება. საბრალოს ზედახორად სანიტრები დასევიან და განძრევის
საშუალებას არ აძლევენ, სანამ მუხლებზე დაჩოქილი ქირურგი ფეხს აჭრის. გენერალ
ოსკარს ესმის, როგორ ითხოვს ქირურგი, შუბლიდან ოფლი მოსწმინდონ, რადგან
თვალებში წურწურით ჩასდის და მუშაობაში ხელს უშლის. ისედაც ცოტას ხედავს:
ქარი ქრის და ფარანს არხევს. ამპუტაციის დასრულების შემდეგ ექიმი ტეოტონიუ
ლეალ კავალკანტი, სან პაულუელი სტუდენტი, ფეხზე დგება. გენერალი და ექიმი
ერთმანეთს ესალმებიან და გენერალი უკან ბრუნდება, მაგრამ ახალგაზრდის
გამხდარი, გაწამებული სახე ისევ თვალწინ უდგას. მისი თავგანწირვა ექიმებსა და
დაჭრილებს შორის ერთგვარ გამოთქმადაც კი იქცა. რამდენიმე დღის წინ გენერალს
წარუდგა და უთხრა: „სასამართლოს გადამეცით, თქვენო ბრწყინვალებავ. ჩემი
საუკეთესო მეგობარი მოვკალი“. იქ მყოფი ლეიტენანტი პინტუ სოუზა მიტკალივით
გაფითრდა, როდესაც იმ ოფიცრის გვარი გაიგონა, რომელსაც, წამებისგან რომ
გაეთავისუფლებინა, ექიმმა საფეთქელში ტყვია დაახალა. გენერალი ახლაც კი
კრთება, როდესაც ეს სცენა ახსენდება. ტეოტონიუმ ძლივს გასაგონი ხმით უამბო,
როგორ ევედრებოდა, მომკალიო, ლეიტენანტი პირის ფერეირა, რადგან ბრძოლაში
ორივე ხელი დაკარგა, დაბრმავდა და სხეულებრივი და სულიერი ტანჯვისაგან
გაწამდა; როგორ შეუსრულა თხოვნა და ახლა რა სასტიკად იტანჯება, როგორ ნანობს
წამიერ სისუსტეს. გენერალმა ოსკარმა უბრძანა, თავი ხელში აიყვანე და მოვალეობის
შესრულებას დაუბრუნდი, შენს ბედს კი კანუდუსის აღების შემდეგ გადავწყვეტო.
უკან დაბრუნებული და პიროტექნიკოსის სახლში ჰამაკზე გაწოლილი ოსკარი
ფაველიდან ახლად შემოსულ პინტუ სოუზას პატაკს უსმენს. მეშვიდე ბრიგადა
სადაცაა გამოცხადდება და ფრონტის ხაზს გაამაგრებს.
ხუთ საათს სძინავს და დასვენებული, მხნე იღვიძებს: ყავას სვამს, ორცხობილას
ღრღნის, რომელსაც ლამის ოქროს ფასი დასდებია. მთელ ფრონტზე უცნაური სიჩუმე
გამეფებულა. სადაცაა მეშვიდე ბრიგადის ბატალიონები წინ ნამოიწევენ, რათა
გადაჯგუფება დამალონ, გენერალი ოსკარი ბრძანებს, საარტილერიო ცეცხლი
სამრეკლოების მიმართულებით გახსნან. როგორც კი თანამდებობა დაიკავა,
ხელმძღვანელობას მაშინვე თხოვნით მიმართა, მისთვის სპეციალური,
ფოლადისთავიანი სამოცდაათმილიმეტრიანი ჭურვები გამოეგზავნათ –
ღირსსახსოვარი 6 სექტემბრის ზღვის37 აჯანყების შემდეგ ისინი რიოში, ზარაფხანაში
ინახებოდა. რატომ არ გამოუგზავნეს? ხომ აუხსნა, რომ ცეცხლგამჩენი ჭურვებითა და
შრაპნელებით უზარმაზარი ქვის ლოდებით ნაგებ კედლებთან ვერაფერს გახდებოდა.
რატომ ყურად არ იღეს მისი თხოვნა?
დღე განსაკუთრებული მოვლენების გარეშე გადის; ჯარისკაცები ჟაგუნსუების
სროლას ზანტად პასუხობენ. გენერალი ოსკარი ახალ ნაწილებს „შავი ხაზის“
გასწვრივ ათავსებს. შტაბის თათბირზე იგი საბოლოოდ წყვეტს, ახალი იერიში
დამხმარე ძალის მოსვლამდე არ მიიტანოს: პოზიციურ ბრძოლაზე გადადის, შეტევას
მცირე დანაყოფებით მარჯვენა ფლანგიდან დაიწყებს – მტრის სუსტი მხარე სწორედ
იქაა. გარდა ამისა, ყველა დაჭრილი, რომელსაც სიარული შეუძლია, მონტი-სანტუში
გაემგზავრება.
შუადღისას, პოლკოვნიკ კარლუს ტელისისა და სერა მარტინსის დაკრძალვის
დროს – ორივეს ერთ საფლავში ასვენებს, მდინარესთან, რომელზეც ორი ჯვარი
მკითხველთა ლიგა
იქნება აღმართული, – გენერლისთვის ცუდი ამბავი მოაქვთ: საჭიროებისამებრ „შავ
ხაზთან“ გასული პოლკოვნიკი ნერი ბრმა ტყვიას თეძოში დაუჭრია.
ღამით გააფთრებული სროლა აღვიძებს. ამბოხებულებს ლაშქრობა მოუწყვიათ,
„კრუპის“ 7,5-კალიბრიან ორ ქვემეხს თავს დასხმიან, არტილერისტების
დასახმარებლად 39-ე ქვეითი ბატალიონი წასულა. „შავი ხაზი“ ფანატიკოსებს
სიბნელეშიზედ გუშაგების ცხვირწინ გადმოულახავთ. სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლა ორ საათს გაგრძელებულა: დანაკარგი ძალიან დიდია – შვიდი ჯარისკაცია
მოკლული, თხუთმეტი, მათ შორის, ლეიტენანტი, დაჭრილი, ამბოხებულებმა
ორმოცდაათი კაცი დაკარგეს. ჩვიდმეტი ტყვედაა ჩავარდნილი. გენერალი ოსკარი
მათ სანახავად მიდის.
უკვე თენდება, გორაკებს განთიადის მოცისფრო სინათლე ეფინება. ქარი ძვალ-
რბილში ატანს და უშენ ადგილზე განიერი ნაბიჯებით მიმავალი გენერალი ფარაჯაში
იბუდნება. საბედნიეროდ, არც ერთი ზარბაზანი არ დაზიანებულა. მაგრამ ჯერ ისევ
ბრძოლით გახურებული ჯარისკაცები ამხანაგების დაღუპვით გააფთრებულები
არიან: ტყვეები ლამის დაუხოცავთ, ცემით სიკვდილის პირას მიუყვანიათ. ყველანი
ახალგაზრდები არიან, ზოგი სულ ბავშვია, ყველა ჩონჩხივით გამხდარია. მათ შორის
ორი ქალია. გენერალი ოსკარი კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რასაც ყველა ტყვე
ადასტურებს: კანუდუსში ნამდვილი შიმშილობაა. არტილერისტები უხსნიან, რომ
მათ სწორედ ეს ქალები და ყმაწვილები ესროდნენ, ყურადღება თავიანთკენ
გადაჰქონდათ, სანამ ამბოხებულები ცდილობდნენ, ქვემეხები უროებით,
ძალაყინებით, კომბლებით დაეზიანებინათ, ან ლულებში სილა ჩაეყარათ. ეს უკვე
მეორე თავდასხმაა – კარგის ნიშანია: ქვემეხები დიდ ზიანს აყენებენ. ყველას, ვინც
ტყვედაა ჩავარდნილი, სახელოზე ან შუბლზე ლურჯი სახვევი უკეთია. იქ მყოფი
ოფიცრები დაბნეულები ეუბნებიან ერთმანეთს, ეს ბარბაროსები სიმდაბლის იმ
ზღვრამდე დავიდნენ, რომ ქალებსა და ბავშვებს აშკარად სასიკვდილოდ იმეტებენ, ეს
ხომ ომის კანონისა და მორალის სრული აბუჩად აგდებააო. წასვლისას გენერალს
ესმის, როგორი ხმაშეწყობით მღერიან ქრისტეს სადიდებელს ტყვეები
სიკვდილით დასჯის წინ. ჰო, მისმა სამმა კოლეგამ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც
ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობდა. ამ ტყვეებისთვის
უცხოა სიბრალული, შეწყალებას არ ითხოვენ და პირზე უფლის სადიდებელი
სიტყვებით იღუპებიან. გენერალს პირში მწარე გემო უჩნდება, თითქოს თამბაქოს
ღეჭვა ზედმეტი მოუვიდაო.
მეორე დღეს არაფერი ახალი არ მოაქვს. გენერალი ფიქრობს, რომ დამხმარე ძალის
მოსვლამდე ყველაფერი ძველებურად იქნება: დროდადრო სროლა დაიწყება,
არეულობა ორ ერთმანეთს დაპირისპირებულ მხარეს შორის სროლებით გრძელდება;
ტყვიები და გინება ბარიკადებიდან სანგრებისკენ გაუთავებლად დაფრენს, თუმცა
სამალავებიდან არც ერთი მხარე თავს არ ყოფს; ეკლესიებსა და სამლოცველოს
ქვემეხებიდან იშვიათად ესვრიან, რადგან ყოველი ჭურვი დათვლილია.
ფაქტობრივად, საკვების გარეშე არიან დარჩენილნი: ბაკში ათიოდე ხარიღა ბღავის,
საცავში ყავისა და მარცვლეულის სულ რამდენიმე ტომარაღა გდია და ისედაც მწირი
რაციონის განახევრება უწევთ.
მაგრამ საღამოსკენ მხედართმთავართან უცნაური ამბავი მოაქვთ: ფაველაში
უეცრად ამბოხებულთაგან მთელი ოჯახი გამოჩენილა, საერთო რაოდენობით
თოთხმეტი სული და ტყვედ ჩაბარებულა. კამპანიის სულ დასაწყისიდან ასეთი რამ
ჯერ არ მომხდარა. ეს სიახლე გენერალს ლამის ფრთებს ასხამს: შიმშილი და
უსახსრობა ამბოხებულთა რიგებს მებრძოლ სულს ურყევს, აშკარაა! ოსკარი პირადად
მკითხველთა ლიგა
მიდის იმ ოჯახის დასაკითხად. მასთან სამი ღრმად მოხუცი, ცოლ-ქმარი და უამრავი
რაქიტიანი, მუცელგაბერილი ბავშვი მიჰყავთ. ჩვენ ყველანი წარმოშობით
იპუერირესიდან ვართ, შიშისაგან კბილების კაპუნით ჰყვებიან ისინი, კანუდუსში
მხოლოდ თვე-ნახევრის წინ მოვედით, იმიტომ კი არა, რომ მოძღვრის სიტყვებმა
მოახდინა ჩვენზე შთაბეჭდილება, არამედ იმიტომ, რომ ხმა გავარდა, უთვალავი
ჯარი მოდისო. ავაზაკები მოვატყუეთ, ვუთხარით, კოკორობოს გზაზე სანგრების
სათხრელად მივდივართო, არადა, სანგრები უკვე წინა დღით იყო გათხრილი, მერე
პედრაუს დაუდევრობით ვისარგებლეთ და თქვენკენ გამოვიქეცითო.
ფაველამდე მთელი დღე შემოვლითი გზებით ევლოთ. ტყვედ ჩაბარებულები
გენერალს დაწვრილებით უყვებიან ყველაფერს, რაც ამბოხებულთა ბანაკში ხდება და
ეს უსიხარულო სურათი ოსკარის ყველა თამამ მოლოდინსაც კი აჭარბებს;
კანუდუსში ადამიანები შიმშილით, ავადმყოფობებითა და ჭრილობებით ბუზებივით
იხოცებიან, ქალაქში პანიკაა გამეფებული, დიდი ჟუაუს, დაღიანის, ჟუაუ
მოციქულისა და პედრაუს მსგავსი მკვლელები რომ არ ემუქრებოდნენ, – თუ მტრის
მხარეს გადახვალთ, ოჯახებს გაგიჟუჟავთო, – უკვე დიდი ხანია ყველა მათ
ჩაბარდებოდა. გენერალს მათი დიდად არ სჯერა: ისე აშკარად ეშინიათ, რომ რას არ
იტყვიან, ოღონდ კი მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ. ბრძანებს, მთელი ოჯახი ბაგაში
ჩაკეტონ. იმათ, ვინც თავისი ნებით ჩაბარდება, სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ. შტაბის
ოფიცრებიც შესამჩნევად გამოცოცხლებულები ჩანან. ვიღაც იმასაც
წინასწარმეტყველებს, რომ წინააღმდეგობა თავისით შეწყდება და ქალაქი დამხმარე
ძალების მოსვლამდე დაეცემა.
თუმცა მეორე დღეს სამთავრობო ძალებს მწარე იმედგაცრუება ელით. მონტი-
სანტუდან გამოსული ნახირი, ასორმცდაათი სული პირუტყვით, ავაზაკების ხელში
ყველაზე ბრიყვულად და სამარცხვინოდ აღმოჩნდა. ამჯერად სამხედროებს ზედმეტი
სიფრთხილე გამოუჩენიათ. ადგილობრივ მეგზურებს აღარ ნდობიან, რადგან მათი
ღალატის წყალობით ქარავანი სწორედ ისეთ ადგილას აღმოჩნდებოდა ხოლმე, სადაც
ჟაგუნსუები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ თავიანთი დაცვა გაუყოლებიათ და
სახელმძღვანელოდ სამხედრო ინჟინრების დახაზული რუკა მიუციათ. მაგრამ მაინც
არ გაუმართლათ. როზარიუსა და უმბურუნასის გზების ნაცვლად იმაზე
აღმოჩენილან, რომელიც კამბაიუსა და ტაბულერინიუში მიდიოდა. იმ გზას კი
პირდაპირ იქ გაუყვანია, სადაც ამბოხებულთა სანგრები იყო გათხრილი. დაცვის
ბიჭებს თავი ვაჟკაცურად დაუცავთ, ჟაგუნსუებს ხელიდან დასხლტომიან, მაგრამ
იმათ საქონელი მაინც წაურთმევიათ და ახლა კანუდუსისკენ მიერეკებიან. ფაველის
მაღლობიდან გენერალი ოსკარი ჭოგრიტით აკვირდება ამ უცნაურ მოვლენას: როგორ
მიემართება მტვრის კორიანტელში ნახირი ბღავილითა და ჩლიქების ბაკუნით
კანუდუსისკენ, ის ნაძირალები კი ამას სიხარულის ყიჟინით როგორ ხვდებიან. ამ
ამბავს გენერალი წყობიდან სრულიად გამოჰყავს, თუმცა ასეთი რამ საერთოდ არ
ახასიათებს, დამნაშავე ოფიცრებს ყველას თანდასწრებით უყვირის. ეს შემთხვევა მის
უზადო სამსახურებრივ რეპუტაციას სამარცხვინო ლაქად დაედება! ამბოხებულებს
ზეიმი რომ ჩაუმწაროს (ასორმოცდაათი ხარი სახუმარო ხომ არ არის! ) ქალაქი იმ
დღეს გაორმაგებული სისასტიკით იცხრილება.
საკვების მხრივ, მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ამიტომ, გენერალი
ოსკარი გაუჩოებისგან შემდგარ სამხედროების ესკადრონს აგზავნის. ისინი
ყველაფერს იღონებენ, რომ შეუდარებელი მხედრებისა და საქონლის მცოდნეების
სახელი დაამტკიცონ, მათ 27-ე ქვეით ბატალიონსაც უმატებს, რათა გაერთიანებული
ძალებით, „სადაც უნდათ და როგორც უნდათ“, საკვები იშოვონ, რადგან
მკითხველთა ლიგა
შიმშილისგან ადამიანები სუსტდებიან და სულიერ მხნეობას კარგავენ. საღამოსკენ
სამხედროები ოც ხარს მორეკავენ და გენერალი არც კი კითხულობს, საქონელი
საიდან გაჩნდა; ხარებს მაშინვე კლავენ, ატყავებენ, წვავენ; ხორცს „შავი ხაზისა“ და
ფაველის დამცავ ჯარისკაცებს ურიგებენ. შტაბის გადაწყვეტილებით ორ ბანაკსა და
მეწინავე პოზიციებს შორის კავშირს უფრო მეტად განამტკიცებენ: ახალ გზებს
იკვალავენ, სადარაჯო პოსტებს აყენებენ, ბარიკადების გამაგრება გრძელდება.
გენერალი დაჭრილთა ევაკუაციასაც მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით
იწყებს. დგება სიები, სანიტარიული ფორნები მოწმდება, კეთდება საკაცეები, ითლება
ყავარჯნები.
იმ ღამეს ფაველის ფერდობზე დაცემულ ბანაკში ატარებს, დილით კი, საუზმისას,
როგორც ყოველთვის, ფინჯან ყავას და გალეტებს რომ მიირთმევს, ამჩნევს, რომ
წვიმს. ამ სასწაულს გაოცებისაგან ენაჩავარდნილი უყურებს. წვიმა ნიაღვრებად
მოედინება, ქარი წივილით ახლის სახეებში ქაფიან მოტრიალე ჭავლებს. ერთიანად
გალუმპული გენერალი სიხარულით აკვირდება, მთელი ბანაკი როგორ ეფინება
გარეთ, წვიმაში, როგორ ტყაპუნობს ტალახში და ხალისობს. ეს პირველი წვიმაა
გამთანგველი სიცხისა და მოუთმენელი წყურვილის რამდენიმე თვის მერე!
ნაჩქარევად ავსებენ ჯარისკაცები ყველა კარდალას და მათარას ძვირფასი სითხით.
გენერალს ჭოგრიტი თვალებთან მიაქვს და ცდილობს, დაინახოს, რა ხდება
კანუდუსში; მაგრამ სქელ ნისლში სამრეკლოების წვეროებიც კი ჩაკარგულია. წვიმა
დიდხანს არ გრძელდება. რამდენიმე წუთში ქარს კვლავ მტვერი მოაქვს. რამდენჯერ
უფიქრია, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, მეხსიერებას მხოლოდ ეს
დაუსრულებელი, დარდის მომტანი ძლიერი ქარი შემორჩება, საფეთქლებს
აგრერიგად რომ მატკივებსო. სანამ ჩექმებს იხდის, რომ ადიუტანტს ტალახისგან
გასაწმენდად გადასცეს, იქ გამეფებულ გახუნებულ, დარდის მომტან გარემოს, სადაც
ერთი მწვანე ფოთოლიც კი არსად ჭიატებს, პიაუის სამოთხისებრ, აბრეშუმივით
გადაბიბინებულ მშვენიერებას ადარებს.
– რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ბაღი მომენატრებოდა, – მიმნდობად ეუბნება
ლეიტენანტ პინტუ სოუზას, რომელიც ამ დროს საბრძოლო ბრძანებებს ამზადებს, –
ვერასოდეს ვხვდებოდი, რა სილამაზეს ხედავდა ჩემი ცოლი ყვავილების მოშენებაში:
დილიდან საღამომდე რაღაცას სხლავდა, რწყავდა... ყოველთვის გამოუსადეგრად
მეჩვენებოდა ბაღში ამდენი დროის დაკარგვა. ახლა მესმის.
მთელ დილას, შტაბის ოფიცრების მიღებისას, მისი ფიქრები ისევ და ისევ იმ
თვალების დამაბრმავებელ, მახრჩობელა მტვერს უბრუნდება, რომლისგანაც თავს
კარავშიც კი ვერ შეაფარებ. „თუ მტვერს საჭმელთან ერთად არ ჭამ, ესე იგი ჭამ
საჭმელს მტვერთან ერთად, და კიდევ ბუზებით შენელებულს“, – ფიქრობს იგი.
ამ ფიქრებისგან სროლის ხმას გამოჰყავს. ამბოხებულთა რაზმი, თითქოს მიწიდან
ამოძვრა და „შავი ხაზი“ გამოარღვიაო, ბარიკადებზე იერიშით გადმოდის. იერიში
ჯარისკაცებს თავს მოულოდნელად ატყდებათ, მაგრამ უკვე ერთი საათის შემდეგ
სებასტიანელები დიდი დანაკლისით არიან უკუგდებულები. გენერალი იმ აზრამდე
მიდის, რომ თავდამსხმელები ცდილობდნენ, ფაზენდა ველიას სანგრებისკენ
გასულიყვნენ. ყველა ოფიცერი ერთხმად ურჩევს, ფაზენდა ველია დაიკავოს და ეს
ამბოხებულთა წყეული ბუდის დანგრევას ბევრად უფრო დააჩქარებს, ფაველის სამ
ტყვიამფრქვევს „შავ ხაზთან“ მიაგორებენ.
დღეს მცველები ბანაკში ოცდაათი ხარით ბრუნდებიან. ჯარისკაცები ძღომამდე
ჭამენ, მხიარულობენ. გენერალი ოსკარი ორივე ჰოსპიტალს ათვალიერებს, სადაც
ექიმები დაჭრილთა საევაკუაციოდ ბოლო სამზადისში არიან. გულის გამგმირავი
მკითხველთა ლიგა
სცენების თავიდან ასაცილებლად გადაწყვეტილია, რომ იმათი სია, ვინც ზურგში
უნდა გადაიყვანონ, უკანასკნელ წუთს გამოაცხადონ.
საღამოს აფორიაქებული ჯარისკაცები მას 7,5-დუიმიანი კალიბრის ჭურვების ოთხ
ყუთს უჩვენებენ, იმ ყუთებს უმბურუნასის გზაზე მზვერავებმა მიაგნეს, ჭურვები
დაზიანებული არ არის და გენერალი ლეიტენანტ მასედუ სუარისს ნებას რთავს
ფოიერვერკი მოაწყოს. ქვემეხთან შორიახლოს თავადაც ჯდება და მომსახურე
პერსონალის მაგალითისამებრ ყურებში ბამბაგარჭობილი უყურებს, როგორ მიქრის
ხმაურით სამოცი ჭურვი კანუდუსისაკენ. შემდეგ ავარდნილ კვამლსა და მტვერში
მოუთმენლად იქით იყურება, საიდანაც ამ მოღალატეების ზარების რეკვა და გალობა
ისმის ხოლმე. მაგრამ ტყვიებით დაცხრილული ორი უზარმაზარი გუმბათი კვამლსა
და მტვერში ისევ იკვეთება. აქა-იქ კედლებზე ნაპრალებიც გასჩენიათ, მაგრამ მაინც
დგანან. როგორ არ ჩამოიქცა ამდენ ხანს? წმინდა ანტონიუს ტაძრის გუმბათიც და
სამრეკლოც უთვალავი ნატყვიარისგან საცერს უფრო მიაგავს, პიზის კოშკივით
გვერდზეც გადახრილა, მაგრამ მაინც არ ჩამოქცეულა! სანამ არტილერისტები
ისროდნენ, გენერალი იმედოვნებდა, რომ ახლა მაინც მოეღებოდა ბოლო
ფანატიკოსთა ამ საბუდარს, ღმერთს ეს სიხარული მისთვის ხომ უნდა მიენიჭებინა!
მაგრამ გუმბათები მაინც უდრტვინველად აღმართულან თავიანთ ადგილებზე.
მეორე დღის გარიჟრაჟზე გენერალი ოსკარი დაჭრილების ეშელონს აცილებს –
სამოცდაათი ოფიცერი, ოთხას ოთხმოცი რიგითი, სწორედ ამდენნი არიან ისინი,
ვისაც, ექიმების აზრით, მონტი-სანტუმდე ჩაღწევა შეუძლია. მათ შორისაა მეორე
კოლონის მეთაური, გენერალი სავაჟე: ფაველაში ჩასვლისთანავე მუცელში დაიჭრა
და ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. გენერალ ოსკარს მასთან მეგობრული
ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ მაინც უხარია, რომ ზურგში უშვებს, რადგან მის
გვერდით ყოველთვის გაურკვეველი დანაშაულის გრძნობა ეუფლება; სავაჟეს
დახმარება რომ არა, პირველ კოლონას მთლიანად გაანადგურებდნენ. ავაზაკებმა
მოახერხეს, ისინი ხაფანგში შეეტყუებინათ და ამასთან, ისეთი საოცარი ტაქტიკური
ოსტატობა გამოიჩინეს, რონ მხოლოდ ამ ფაქტსაც კი შეეძლო ეჭვი გაეღვივებინა:
მონარქისტი ოფიცრები ხომ არ ეხმარებოდნენ იმ ნაძირლებს, ან იქნებ ბრიტანელი
ინსტრუქტორებიც იქ ჰყავდათ? მოკლედ, სამხედრო საბჭოებზე გენერალი ოსკარი
ამჯობინებს, ამ თემაზე ბევრი არ ილაპარაკოს.
ევაკუირებულებისა და დარჩენილების გამოთხოვება, მიუხედავად გენერლის
შიშისა, უცრემლოდ და გაუპროტესტებლად მიმდინარეობს. სამხედროები
ერთმანეთს საზეიმოდ და სერიოზულად, სრულ მდუმარებაში ეხვევიან,
მისამართებს ცვლიან, ისინი კი, ვინც ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებს, ცდილობენ,
ეს სხვისგან მალულად გააკეთონ. წამსვლელებს ოთხი დღის მარაგი მშრალი საკვები
უნდა მიეღოთ, მაგრამ მხოლოდ ერთდღიანი რაციონით მოუხდათ შემოფარგვლა.
დაჭრილებს თან სამხედროების ესკადრონი გააცილებს და შეეცდება, საკვები
გზაზევე მოიპოვოს. მათ 33-ე ქვეითი ბატალიონიც თან გაჰყვება. დაჭრილები და, აი,
ეს დაღლილი, სამოსჩამოხეული, ფეხშიშველი, საბრალობელი შესახედაობის
პროცესია გზას ნელა გაუდგება. გენერალი მიმავლებს გასცქერის და იმაზე ფიქრობს,
როდესაც მონტი-სანტუში ჩავლენ, ვინც იქამდე მოახერხებს ჩაღწევას, უფრო
საშინელი სანახავები იქნებიანო: იქნებ სამხედრო ბობოლები მაშინ მაინც მიხვდნენ
რამეს, მდგომარეობის მთელი სიმძიმე გაისიგრძეგანონ და დახმარების გამოგზავნა
დააჩქარონ.

მკითხველთა ლიგა
ამის შემდეგ მთელი დღე ბანაკში და „შავ ხაზზე“ დათრგუნული და მწუხარე
განწყობა სუფევს. ყველაფერთან ერთად ისევ შიმშილი ისადგურებს: ადამიანები
გველებსა და მოხეტიალე ძაღლებს იჭერენ, ზოგი ჭიანჭველებსაც წვავს,
ოღონდ კი გულის კოვზთან გაუსაძლისი წვა როგორმე მიაჩუმოს. უნიათო სროლა
ამბოხებულებთან კვლავ გრძელდება. პირველი არავინ იწყებს. ელის, როდის
გაიელვებს ბარიკადებს გადაღმა მოწინააღმდეგის სილუეტი, თავი ან ხელი. მხოლოდ
ასეთ შემთხვევაში ისვრიან, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ სიჩუმე ისადგურებს და ეს
სიჩუმეც რაღაც ჰიპნოზურ, უსიამო, გამომათაყვანებელ შეგრძნებას იწვევს. ასეთ
წუთებში მხოლოდ სამრეკლოებიდან ან ტაძრის სახურავიდან გამოსროლილი
ტყვიების ზუზუნი ისმის, ტყვიები ყველაზე ხშირად კი იმ ნახევრად დანგრეული
ქოხებისკენაა მიმართული, ჯარისკაცებს რომ აქვთ დაკავებული, ფიცრის თხელ
კედლებში ადვილად აღწევს. მძინარე ჯარისკაცებს მუსრს ავლებს.
ღამით პიროტექნიკოსის სახლში ყუთზე შემომჯდარი ოსკარი ჭრაქის სინათლეზე
ლეიტენანტ პინტუ სოუზას, პოლკოვნიკ ნერის (უკვე უკეთაა) და კორპუსის შტაბის
ორ კაპიტანს ბანქოს ეთამაშება. უეცრად საუბარი ანტონიუ კონსეილეირუსა და მის
მიმდევრებზე იწყება და კამათში გადადის. კაპიტანი, რომელიც წარმოშობით რიო-
დე-ჟანეიროდანაა, ამტკიცებს, რომ კანუდუსის გამოცანის ახსნა რასების შერევაში
უნდა ეძებონ: პორტუგალიელებმა ზანგებისა და ინდიელების სისხლი შეირიეს,
რამაც, თავის მხრივ, ეს ხალხი ნელ-ნელა გადაშენებამდე და გონებრივ
არასრულფასოვნებამდე, შესაბამისად, ფანატიზმამდე და ცრუმორწმუნეობამდე
მიიყვანა. პოლკოვნიკი ნერი ამ შეხედულებას გაცხარებული ეწინააღმდეგება: სხვა
შტატებშიც ირევა სხვადასხვა რასის სისხლი, მაშინ იქ მსგავსი რატომ არაფერი
ხდება? ნერი პოლკოვნიკ მორეირა სეზარით ისეა აღფრთოვანებული, რომ ლამის
ნახევრად ღმერთად აღიაროს და ამ საკითხშიც მის აზრს იზიარებს; კანუდუსი
რესპუბლიკელების ბოროტი მტრების – მონარქისტების, ყოფილი
მონათმფლობელებისა და პლანტატორების შეთქმულების ნაყოფია, იმათი ბრმა
იარაღი, ვინც იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. სწორედ ისინი აქეზებდნენ და სწორი
გზიდან გადაჰყავდათ ბნელი, უწიგნური ბრბო, ეს სიძულვილიც მათი
შთაგონებულია, – საქმე რასების შერევაში კი არა, უმეცრებაშია, – მტკიცედ აცხადებს
პოლკოვნიკი ნერი.
გენერალი ოსკარი ყურადღებით ისმენს საუბარს, მაგრამ, როდესაც მას სთხოვენ,
აზრი გამოთქვას, იბნევა და დიდხანს ყოყმანობს. – რა თქმა უნდა, – ამბობს ბოლოს, –
ამ მხარეში გამეფებულმა უმეცრებამ მისცა საშუალება არისტოკრატებს,
გაეხელებინათ ეს უბედურები, იმის წინააღმდეგ აემხედრებინათ, რაც თავად
არისტოკრატიის ინტერესებს ემუქრებოდა, რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც
ყველა მოქალაქის თანასწორობას ქადაგებს, ხოლო პრივილეგირებულ ფენას
ავიწროებს. – მაგრამ გენერალს თავადვე არ სჯერა საკუთარი ნათქვამისა და როდესაც
ოფიცრები მიდიან, კანუდუსის საიდუმლოზე კიდევ დიდხანს ფიქრობს. რამ შექმნა
იგი? სისხლისმსმელმა ინსტინქტებმა, რომლებიც ინდიელების შთამომავლებში
ამუშავდა? უკულტურობამ? ფესვგადგმულმა ბარბაროსობამ, ძალადობისკენ
მიდრეკილებამ, რაც აქაურებს აიძულებს, მოსულ ცივილიზაციას წინააღმდეგობა
გაუწიოს? ან იქნებ მათმა განუხრელმა რელიგიურობამ? მაგრამ ვერც ერთი ეს ახსნა
ვერ აკმაყოფილებს.
მეორე დღეს, როდესაც გენერალი სამართებელს ქვაზე თავად ლესავს, შემდეგ კი
წვერს უსაპნოდ და უსარკოდ იპარსავს, ფლოქვების სწრაფი თქარუნი გაისმის. ვიღაც
დაოთხილი მოქრის, თუმცა ყველა მხედარს ნაბრძანები აქვს, ფაველიდან „შავ
მკითხველთა ლიგა
ზოლამდე“ ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ, რათა ეკლესიის გუმბათებიდან
დამიზნებულ ტყვიებს თავი უაზროდ არ დაახოცვინონ. სურს გაარკვიოს, ვინ
დაარღვია მისი ბრძანება და დამნაშავე დასაჯოს. მაგრამ ამ დროს მის ყურს
მხიარული შეძახილები სწვდება. სამმა კავალერისტმა საშიში მონაკვეთი
მშვიდობიანად გამოიარა, წინ მომავალი ლეიტენანტი ცხენიდან ქვეითდება,
გენერლის წინაშე იჭიმება და ეცნობა. გენერალ ჟირარის ბრიგადიდან ოცეულის
მეთაურია. დამხმარე ძალების მეწინავე ნაწილები აქ ორ საათზე უფრო ადრე
იქნებიან. თორმეტივე ბატალიონის ოთხი ათას ხუთასი მებრძოლი მათ
დასახმარებლად მოემართება და ერთი სული აქვს, გენერლის ბრძანებით
რესპუბლიკის დასაცავ ბრძოლაში გადაეშვან. – როგორც იქნა, – ფიქრობს არტურ
ოსკარი, – ჩემი და ბრაზილიის ეს კოშმარი, როგორც იქნა, დასრულდება.

– ჟურემა? – გაუკვირდა ბარონს, – კალუმბიელ ჟურემას გულისხმობთ?


– კვანძის გახსნა აგვისტოში მოხდა, – პასუხს გაექცა ჟურნალისტი, – საშინელი
აგვისტო იყო. ივლისში ქუჩის ბრძოლები ჯერ ისევ მიმდინარეობდა, ჟაგუნსუები
კიდევ უწევდნენ წინააღმდეგობას, კიდევ აკავებდნენ ჯარისკაცებს. მაგრამ აგვისტო
დადგა. ჟირარის ბრიგადამ მოუსწროთ – თორმეტი ახალი ბატალიონი, ოთხი ათას
ხუთასი კაცი, ათობით ქვემეხი, საკვების უზარმაზარი მარაგი. რისი იმედი უნდა
ჰქონოდათ?
მაგრამ ბარონი არ უსმენდა.
– ნუთუ ეს შესაძლებელია, ჟურემა... – გაიმეორა მან და ხედავდა, რა ბედნიერი იყო
მისი სტუმარი ამ სახელის წარმოთქმისას. თუმცა კი, ცდილობდა, არაფერი შეემჩნია.
ბარონი ხვდებოდა, რომ ბეცი ჟურნალისტი ამ ქალის სახელის მხოლოდ ხსენებამაც
კი გააბედნიერა, ესე იგი, მოახერხა, დაეინტერესებინა ბარონი ჟურემათი,
ეიძულებინა, მასზე ელაპარაკა, – ჟურემაზე, კეიმადასელი მეგზურის, რუფინუს
ცოლზე მელაპარაკებით?
ჟურნალისტმა პასუხს თავი კვლავაც აარიდა.
– თანაც აგვისტოში რიოდან სამხედრო ძალების მინისტრი, მარშალი კარლუს
მაშადუ ბეტანკური თავად ჩამობრძანდა, რათა კამპანიის დასკვნითი ეტაპი პირადად
ჩაეტარებინა, – განაგრძობდა ბეცი ჟურნალისტი და თანამოსაუბრის მოუთმენლობით
აშკარად ტკბებოდა, – ჩვენ კანუდუსში ეს ამბავი ჯერ კიდევ არ ვიცოდით. არ
ვიცოდით, რომ მან თავის შტაბბინად მონტი-სანტუ აირჩია და ტრანსპორტის,
საკვების, ჰოსპიტლების საკითხების მოწესრიგებას შეუდგა. არც ის ვიცოდით, რომ
კეიმადასიდან კანუდუსისკენ მოხალისე მებრძოლები, ექიმები, სანიტრები,
მოწყალების დები დაუსრულებელ ნაკადებად მოედინებოდნენ. არ ვიცოდით, რომ
ჟირარის ბრიგადა მარშლის პირად განკარგულებაში იყო გადასული. ეს ყველაფერი
სწორედ აგვისტოში მოხდა. განიხვნა კარნი ცათანი და კანუდუსს თავს ენით
აუწერელი უბედურება დაატყდა.
– თქვენ კი, მიუხედავად ამისა, ბედნიერი იყავით, – ჩაილაპარაკა ბარონმა. სწორედ
ასე შეიძლებოდა გაეგო ჟურნალისტის სიტყვები, – სულ იმის, ჟურემას გამო?
– დიახ, – უპასუხა ჟურნალისტმა და ბარონი მიხვდა, რომ იგი თავის სიხარულს
აღარ მალავდა, ეს მის სულსწრაფ, ენის ბორძიკით საუბარში იგრძნობოდა, – კარგია,

მკითხველთა ლიგა
რომ გაიხსენეთ: თქვენზე და თქვენს მეუღლეზე ხშირად და ყოველთვის
აღფრთოვანებითა და სიყვარულით მელაპარაკებოდა.
ნუთუ ეს კაცი სწორედ იმ ტანად, შავგვრემან გოგონაზე ელაპარაკებოდა,
კალუმბიში რომ გაიზარდა, მისი ცოლის მოახლე რომ იყო, შემდეგ კი ცოლად
ბეჯით და პატიოსან ახალგაზრდას, რუფინუს გაჰყვა? ბარონს ვერ წარმოედგინა, რომ
ის უსიტყვო პატარა მხეცი, ის სოფლის გოგო, შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო, ისე
გადასხვაფერებულიყო, რომ რაღაც როლი მის წინაშე მჯდომი ადამიანის ცხოვრებაში
ეთამაშა. ასე იყო, რადგან ამ ბეცმა რამდენიმე წუთის წინ სრულიად გაუგებარი
წინადადება წარმოთქვა: – სწორედ მაშინ, როდესაც სამყარომ ნგრევა დაიწყო,
როდესაც სასოწარკვეთილებამ თავის აპოგეას მიაღწია, მე, თუმცა ამის წარმოდგენა
ძნელია, პირველად ვიგრძენი, ბედნიერება რა იყო. ბარონს კვლავ არარეალობის
შეგრძნება დაეუფლა, მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, უბრალოდ, ფიქცია
იყო, რაც კანუდუსის შემდეგ დასჩემდა. ყველა ეს შემთხვევითობა, დამთხვევები,
წარმოუდგენელი მოვლენების ჯაჭვი გახურებული ნაკვერჩხლებივით წვავდა. იცოდა
თუ არა ამ ჟურნალისტმა, რომ ჟურემა გალილეო გალმა გააუპატიურა? არ უკითხავს,
უბრალოდ, შემთხვევითობის თუ ბედისწერის იმ ამოუცნობ, იდუმალ კანონებზე
ფიქრობდა, იმ სრულიად შეუცნობელ წესებზე, რომლებიც ხალხებსა და ადამიანებს
მართავდა – ერთმანეთთან სრულიად თვითნებურად და თვითმპყრობლურად
აახლოებდა, აშორებდა, სხვადასხვა მხარეს ისროდა, აიძულებდა, ჰყვარებოდათ ან
სძულებოდათ. წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ ის საცოდავი, სერტანებიდან
გამოსული ბნელი არსება ამდენი და ერთმანეთისაგან ასე განსხვავებული ადამიანის
– რუფინუს, გალილეო გალის, ახლა კიდევ ამ საფრთხობელას, რომელიც იმ ქალის
ხსენებაზე ნეტარად იღიმებოდა, ბედთა გამრიგე გახდებოდა. უცებ ჟურემას ნახვა
მოუნდა: იქნებ მასთან შეხვედრა ესტელას წამლად წასდგომოდა, ის გოგო ხომ წინათ
მის ცოლს ძალიან უყვარდა. ისიც გაახსენდა, როგორ ეჭვიანობდა კიდეც სებასტიანა
და როგორ გაუხარდა, როდესაც ჟურემა ქმართან ერთად კეიმადასში გადავიდა
საცხოვრებლად.
– მართალი გითხრათ, ახლა სიყვარულზე და ბედნიერებაზე საუბარს არ
მოველოდი, – სავარძელში შეირხა ბარონი, – მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი, თუ
საუბარი ჟურემაზე ჩამოვარდებოდა.
ჟურნალისტმა არაფერი უპასუხა და ისევ ომზე ალაპარაკდა.
– განა სასაცილო არ არის, რომ იმ სამხედრო ნაწილს ჟირარის ბრიგადა ერქვა?
როგორც ახლახან გავარკვიე, თავად გენერალ ჟირარს კანუდუსის აღებაში არასოდეს
მიუღია მონაწილეობა. კიდევ ერთი უცნაურობა ამ მართლაც უცნაური ომისა.
მოკლედ, აგვისტოს თორმეტი სულ ახალი ბატალიონის ჩამოსვლით დაიწყო.
კანუდუსშიც უწყვეტად მოედინებოდა ხალხი, ჩქარობდნენ, უნდოდათ, მოესწროთ,
სანამ ახალი ჯარი ალყას საბოლოოდ შეკრავდა. დაგვიანებისა ეშინოდათ! – და
ბარონის ყურს კვლავ გატანჯული, უცნაური, გამაოგნებელი ხარხარი მისწვდა, –
წარმოიდგინეთ: იმის კი არ ეშინოდათ, რომ ალყას თავს ვეღარ დააღწევდნენ,
ეშინოდათ, რომ შემოსვლას ვეღარ მოახერხებდნენ! სიკვდილი არ აფრთხობდათ,
მაგრამ სურდათ, მას კანუდუსში დახვედროდნენ. აი, რა არის სასაცილო!
– თქვენ კი ამ დროს ნეტარებაში იყავით... – უთხრა ბარონმა და თან გაიფიქრა,
იქნებ ჩემი სტუმარი მხოლოდ დარტყმული კი არა, სერიოზული გიჟია, ან იქნებ
მასხარად მიგდებს და არარსებული ამბებით ჩემი გაბრიყვება განუზრახავსო.
– ჯარისკაცები მოვიდნენ, გორაკებზე გაიშალნენ და ერთმანეთის მიყოლებით
კანუდუსისკენ იმ გზებით გამოემართნენ, საიდანაც ქალაქში შესვლა-გამოსვლა ჯერ
მკითხველთა ლიგა
კიდევ შეიძლებოდა. ზარბაზნები ქალაქს შეუჩერებლივ ესროდნენ ყოველი მხრიდან
ესროდნენ – ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან.
შემდეგ, მართალია, შეშინდნენ, რომ გასროლებით თავიანთსავე ზარბაზნებს
გაანადგურებდნენ, რადგან სივრცე ძალიან პატარა იყო, და ცეცხლი გუმბათებისკენ
მიმართეს. გუმბათები კი სამრეკლოებთან ერთად ჯერ კიდევ ძლებდა.
– ჟურემას დამსახურებაა! მივხვდი! – წამოიყვირა ბარონმა, – კალუმბიელმა გოგომ
ბედნიერება მოგიტანათ და ჟაგუნსუდ გაქციათ, სულიერად მაინც, ყოველ
შემთხვევაში, ხომ ასეა?
ჟურნალისტს ბეცი თვალები სქელ მინებს მიღმა აუხამხამდა და აქეთ-იქით, ბადეში
გაბმული თევზებივით აუსხმარტალდა. უკვე მოსაღამოებულიყო, რა ხანია აქ
ისხდნენ. უნდა ამდგარიყო, ესტელა მოენახულებინა, ამდენი ხნით ჯერ არასოდეს
დაეტოვებინა. მაგრამ ბარონი ადგილიდან არ დაძრულა, პასუხს მოუთმენლად და
ცნობისმოყვარეობით ელოდა.
– არა, საქმე ისაა, რომ შევეგუე, – გაისმა ჟურნალისტის ძლივს გასაგონი ხმა.
– რას, სიკვდილს? – ჰკითხა ბარონმა, თუმცა წინასწარ იცოდა, რომ მისი სტუმარი
სულ სხვა რამეს გულისხმობდა.
– იმას, რომ არავინ მეყვარებოდა, რომ არც ერთი ქალი დედამიწის ზურგზე მე არ
შემიყვარებდა, – ისე ჩუმად წარმოთქვა სტუმარმა, რომ ბარონი უფრო მიხვდა, ვიდრე
გაიგონა მისი პასუხი, – რომ ულამაზო და მშიშარა ვარ, რომ ქალი ჩემს მკლავებში ისე
არასდროს მოექცეოდა, თუ ამისთვის ფულს არ მომთხოვდა.
ბარონი ტყავის სავარძელში გაირინდა. ელვასავით გაუელვა თავში, რომ ამ
კაბინეტის კედლებში, რომელიც ამდენი შეთქმულებისა და საიდუმლოების მოწმე
იყო, ამაზე მოულოდნელი და გამაოგნებელი აღიარება არასოდეს წარმოთქმულა.
– თქვენ ამას ვერ გაიგებთ, – ჩაილაპარაკა ჟურნალისტმა ისე, თითქოს მასპინძელს
რამეში ადანაშაულებსო, – თქვენ, უეჭველია, სიყვარული ძალიან ადრე შეიცანით.
ბევრ, უამრავ ქალს უყვარდით და იმ მშვენიერ ქალბატონებს შორის თქვენი
ულამაზესი მეუღლე შეარჩიეთ. პირველივე დაძახილზე ან მინიშნებაზე ყველა
კისერზე ჩამოგეკიდებოდათ, თქვენ ვერ გაიგებთ, როგორია იმათი მდგომარეობა,
ვინც, თქვენგან განსხვავებით, ულამაზოა, მომხიბვლელობა არ გააჩნია, არც
მდიდარია, ბედის ნებიერად არ დაბადებულა. თქვენ ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს, იყო
უგერგილო და უსიამო, როდესაც არც სიყვარული იცი, რა არის, არც სიამოვნება და
კუბოს ფიცრამდე მხოლოდ მეძავებისთვის ხარ განწირული.
„სიყვარული, სიამოვნება“, - დაბნეულად გაიმეორა ბარონმა თავისთვის. ამ ორმა
ნაღვლის მომგვრელმა სიტყვამ მისი ცხოვრების ღამის სიბნელეში მეტეორებივით
გადაიქროლა. მკრეხელობად მოეჩვენა ამ მშვენიერებით სავსე, დავიწყებული
სიტყვების გაგონება ასეთი სასაცილო, უთავბოლო არსებისგან, რომელიც ახლა
სავარძელში მოკრუნჩხულიყო და ცალი ფეხი ფრინველივით აეკეცა. განა სასაცილო
არ იყო, რომ იმ უბრალო სერტანელმა მხეცუნამ აიძულა, სიყვარულსა და
სიამოვნებაზე აელაპარაკებინა ეს, რაც უნდა ითქვას, ინტელიგენტი ადამიანი?
ისმოდა კი ამ სიტყვებში ის მოხდენილობა და დახვეწილობა, რომელსაც მისი
წარმოსახვა სიყვარულის ამაღლებულ რიტუალებთან, მოგზაურობებთან,
აღზრდასთან და განათლებასთან აკავშირებდა? როგორი შეუსაბამობა იყო ამ
სიტყვებსა და კალუმბიელ ჟურემას შორის! ბარონესა გაახსენდა და სულში ისევ
ჭრილობამ დაუწყო წიწკნა. თავს ძალა დაატანა, რომ ჟურნალისტის ნათქვამი
გაეგონა. მას კი საუბრის თემა ისევ მკვეთრად შეეცვალა და კვლავ ომზე
ლაპარაკობდა.
მკითხველთა ლიგა
– წყალი გაგვითავდა, – თავისებური ქირქილით განაგრძობდა ჟურნალისტი, –
კანუდუსი წყლით ფაზენდა ველიას წყალსატევიდან მარაგდებოდა, – ვაზა-ბარისის
ნაპირზე რამდენიმე ჭა იყო, რომლებსაც ჟაგუნსუები განსაკუთრებით იცავდნენ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც კიდევ ხუთი ათასი ახალი ჯარისკაცი ჩამოვიდა, დაღიანსაც
კი მოუწია მათი დათმობა. წყალი აღარ იყო.
ამ სახელის გაგონებაზე ბარონი შეკრთა. მეხსიერებაში მაშინვე დაუდგა
ფართოყვრიმალებიანი, მოყვითალო-ფერფლისფერი სახე, ნაიარევით ცხვირის
ნაცვლად, ჩაესმა მისი მშვიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა, უფლის ნებით კალუმბი
ცეცხლს უნდა მიეცესო. დაღიანი! ამ კაცში თავად მთელი ბოროტება და ის სიბრიყვე
იყო განსხეულებული, რომლის მსხვერპლიც ესტელა გახდა.
– დიახ, დაღიანს, – განაგრძობდა ჟურნალისტი, – ვერ ვიტანდი და მისი ტყვიებზე
მეტად მეშინოდა. ჟურემა უყვარდა: საკმარისი იყო, თითი გაენძრია და გამჭყლეტდა,
გამაქრობდა პირისაგან მიწისა.
ისევ ის მწივანა, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ნერვიული სიცილი აუტყდა, რომელიც შემდეგ
ცემინებაში გადაეზარდა. ბარონს მოსაუბრე თითქმის დავიწყებოდა, იმაზე
ფიქრობდა, როგორ სძულდა ის სისხლისმსმელი ფანატიკოსი. უნდოდა ეკითხა, რა
ბედი ეწია ამ ბოროტების განსახიერებას, ამ ურჩხულსო, მაგრამ ეშინოდა, პასუხად არ
გაეგონა, ცოცხალიაო. ჟურნალისტი ისევ წყალზე ამბობდა რაღაცას, ბარონი უსმენდა,
მაგრამ მისი ნათქვამი ძლივს ესმოდა. ჰო, წყალსატევები ვაზა-ბარისთან; მასზე უკეთ
ვინ იცის ეს თხრილები, რომლებიც მდინარის გასწვრივაა გაჭრილი. წყალდიდობის
დროს ივსებოდა და ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს იმ ხანგრძლივი თვეების
(ხანდახან კი წლების) მანძილზე გადარჩენაში ეხმარებოდა, როდესაც ვაზა-ბარისი
შრებოდა. დაღიანს რაღა დაემართა, ბრძოლაში დაიღუპა, ტყვედ აიყვანეს? ეს
სიტყვები ენის წვერზე ედგა, თქმას ლამობდა, მაგრამ მაინც ახერხებდა, თავი
შეეკავებინა.
– გააზრებაა საჭირო, – დაბეჯითებით, გაცეცხლებითა და მხურვალედ
განაგრძობდა ჟურნალისტი, – მე, როგორც თავად ხვდებით, სახეებს ძლივს
ვარჩევდი. მაგრამ მათი გაგებაც ძალიან მიჭირდა.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ბარონმა, – მაპატიეთ, რაღაც გამომეპარა.
– ქალებსა და ყაჩაღანებზე გეუბნებით, – ჩაიბუტბუტა ჟურნალისტმა, – კანუდუსში
სწორედ ასე ეძახდნენ. როდესაც ჯარისკაცებმა წყალსატევები დაიკავეს, ეს ბიჭები
ქალებთან ერთად იქ ღამღამობით იპარებოდნენ იმ იმედით, რომ რამე მაინც აევსოთ
წყლით, რომ ჟაგუნსუები წყურვილით არ დამხრჩვალიყვნენ. მარტონი მიდიოდნენ.
იმ საცოდავ ნარჩენებსაც ისინი აგროვებდნენ, რასაც საჭმელს ეძახდნენ, ახლა კარგად
გესმით ჩემი?
– რა უნდა ვქნა? – ჰკითხა ბარონმა, – აღვფრთოვანდე? სასოწარკვეთილებაში
ჩავვარდე?
– შეეცადოთ გაიგოთ, – ძველებურად გაუგებრად უპასუხა ჟურნალისტმა, – ვინ
ეხვეწებოდათ, მოძღვარი? ჟუაუ მოციქული? ანტონიუ ვილანოვა? ვინ გადაწყვიტა,
რომ ფაზენდა ველიასკენ წყალზე მხოლოდ ქალებს და ბავშვებს უნდა ევლოთ. ხომ
იცოდნენ, რომ წყალსატევებთან ჯარისკაცები დახვდებოდნენ და მათ აუცილებლად
ესროდნენ? ხომ იცოდნენ, რომ ყოველი ათიდან უკან ერთი-ორი თუ
დაბრუნდებოდა? განა უფროსებს ასეთი თვითმკვლელობა ვინმემ აუკრძალა? ვინ
დააწესა, რომ ზრდასრულ მამაკაცებს უფრო ამაღლებული – ბრძოლაში სიკვდილი –
ეკუთვნოდათ, ვინ? – და ბარონს კვლავ დარდიანი თვალებით ჩააცქერდა, – არც
მოძღვარმა, არც მათმა უფროსობამ. ყველამ ერთად, ერთდროულად, სხვის
მკითხველთა ლიგა
ჩაურევლად გადაწყვიტა, რომ ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც იქცეოდნენ.
სხვაგვარად არავის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ და ტყვიების წვიმისკენ ასეთი
თავგანწირვით არ ივლიდნენ.
– ფანატიკოსები, – უპასუხა ბარონმა და თავად მიხვდა, ეს სიტყვა რა სიძულვილით
იყო წარმოთქმული, – მხოლოდ ბრმა, გაუცნობიერებელ რწმენას შეუძლია ასეთ
რამეზე ხალხი წაიყვანოს. გმირულ საქციელებს, როგორც წესი, მაღალი,
კეთილშობილური მიზნებით ხსნიან. მაგრამ გმირობის მიღმა ხშირად ცრურწმენა,
გონებაშეზღუდულობა, სრულიად სულელური იდეა იმალება.
ბეცი ჟურნალისტი გაირინდა, ბარონს თვალს არ აშორებდა. შუბლი დაეცვარა.
აშკარად გესლიან პასუხს დაეძებდა და ბარონი უკვე მერამდენედ მოემზადა რამე
მკვახე ფრაზის მოსასმენად. მაგრამ სტუმარი ჯერჯერობით ხმას არ იღებდა. ეტყობა,
გადაწყვიტა ბარონი კუთხეში მოგვიანებით მიემწყვდია.
– ჯარისკაცები კი სიზუსტეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თავიანთ მძიმე
ცხოვრებაში ეს მოვლენა უფასო გართობად იქციეს, – თქვა მან, – ფაზენდა ველიასთან
პოზიციებს იკავებდნენ და ელოდნენ, როდის გაანათებდა მთვარე წყლისთვის
გამოსულ მხოხავ ჩრდილებს. გვესმოდა სროლის ხმა და წკარუნი, რაც იმას ნიშნავდა,
რომ ტყვიამ თუნუქის ქვაბი ან ხელადა გახვრიტა. დილით წყალსატევი ყოველთვის
დაჭრილებითა და დაღუპულებით იყო სავსე. მაგრამ...
– მაგრამ თქვენ ვერაფერს ხედავდით, – ჩაურთო ბარონმა. ჟურნალისტის
მღელვარებას მოთმინებიდან გამოჰყავდა.
– ამას ხედავდა ჟურემა, ხედავდა ჯუჯა. მე კი მესმოდა. მესმოდა, როგორ
ემშვიდობებოდნენ ქალები ფაზენდაში წასვლამდე ქმრებს, როგორ ლოცავდნენ
მშობლები ვაჟებს და როგორ ეუბნებოდნენ, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებითო.
ისიც მესმოდა, რა ხდებოდა, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ყველა არა, რა თქმა
უნდა, ისინი, ვისაც ამჯერად გაუმართლებდა. არც მომაკვდავი მოხუცები, არც
უწყლობით შეშლილები წყალს არ ეკარებოდნენ. წყალი სანგრებში მიჰქონდათ, რათა
ჟაგუნსუებს იარაღის ჭერა კიდევ რამდენიმე საათს, ან თუნდაც წუთს შესძლებოდათ.
– თქვენ რაღას აკეთებდით? – ჰკითხა ბარონმა. სასოწარკვეთასთან შერეული
აღფრთოვანება, რომელიც ჟურნალისტის ხმაში ჟაგუნსუებზე საუბრისას გაისმოდა,
უფრო და უფრო აღიზიანებდა, – წყურვილისგან თქვენ რატომ არ მოკვდით? თქვენ
ხომ სანგრებში არ იყავით, არა?
– ამ კითხვას საკუთარ თავს მე თვითონ ვუსვამ, – – ჩაილაპარაკა ჟურნალისტმა, –
მთელ ამ ამბავში წვეთი ლოგიკისა რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის მკვდარი
ვიქნებოდი.
– სიყვარული წყურვილს ვერ დაგავიწყებდათ, – ბარონი შეეცადა, სტუმარი
გესლიანად გაეკენწლა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ჟურნალისტმა, – მაგრამ
სიყვარული გვაძლევს ძალას, წყურვილს წინააღმდეგობა გავუწიოთ. და გარდა
ამისა, რაღაცას ვსვამდით: საიდანაც კი შეიძლებოდა, სითხეს ვწურავდით –
ჩიტების სისხლს, მაგალითად, უარს არც ურუბუებზე ვამბობდით. ფოთლებს
ვღეჭავდით, ფესვებს, ღეროებს – ყველაფერს, რაშიც თუნდაც წვეთი სითხე იყო.
წარმოიდგინეთ, შარდსაც კი არ ვთაკილობდით, – მან ბარონს ისევ გაუსწორა თვალი,
და ბარონმაც ისევ გაიფიქრა: „მე მადანაშაულებს“, – განა არ იცით, რომ ადამიანი
შარდის გამოყოფას მაშინაც განაგრძობს, როცა არაფერს ღებულობს? ეს ჩემთვის
ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოდგა.
– დაღიანზე მიამბეთ, – სთხოვა ბარონმა, – რა ბედი ეწია?
მკითხველთა ლიგა
ჟურნალისტი უცებ იატაკზე ჩამოცურდა. საუბრის დროს ეს უკვე მერამდენედ
ხდებოდა და მასპინძელს აოგნებდა: მისი სტუმარი სავარძელზე ან მღელვარების
გამო ვერ ჩერდებოდა, ან კუნთები უბუჟდებოდა.
– მგონი, ახსენეთ ჟურემა შეუყვარდაო, არა? – დაჟინებით განაგრძობდა ბარონი.
უეცრად თავში უცნაურმა აზრმა გაუელვა: მისი ყოფილი მოახლე სერტანებში
ერთადერთი ქალი და თავად ქალის სახით მოვლენილი ბედისწერა უნდა
ყოფილიყო, რომლის მისთვისვე გაუცნობიერებელ ძალაუფლებასაც ადრე თუ გვიან
კანუდუსთან დაკავშირებული ყველა მამაკაცი ემორჩილებოდა.
– თუკი ასე იყო, მაშ, რატომ არ წაიყვანა?
– ალბათ ომმა შეუშალა ხელი, – უპასუხა ჟურნალისტმა, – ის ხომ ერთ-ერთი
მეთაური იყო. ალყა სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა, დრო სულ უფრო ცოტა
რჩებოდა. პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიდა.
ამჯერად ისე ახარხარდა, რომ ბარონს მოეჩვენა, ეს ხარხარი ცემინებით კი არა,
ამჯერად ცრემლებით დასრულდებაო. მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე.
– ხანდახან თავს იმაზე ვიჭერდი, რომ მინდოდა, ომი გაგრძელებულიყო, რომ საქმე
ძალიან ცუდად წასულიყო, ოღონდ კი დაღიანს ჟურემასთვის ვერ მოეცალა, – ჰაერი
ხარბად ჩაისუნთქა სტუმარმა, – მინდოდა, ომში ან როგორმე სხვაგვარად
დაღუპულიყო.
– რა მოუვიდა? – კვლავ დაჟინებით ჩაეკითხა ბარონი, მაგრამ სტუმარს მისი არ
ესმოდა.
– თუმცა ვერც ომი შეუშლიდა ხელს, ჟურემა ცოლად დაესვა, – ჩაფიქრებით
განაგრძობდა იგი და თვალი იატაკისთვის ჰქონდა დაშტერებული, – განა სხვები
ასე არ იქცეოდნენ? განა არ მესმოდა, როგორ ერწყმოდნენ თავიანთ ცოლებს
გახურებულ სროლაში ღამით ან დღის სინათლეზე ჰამაკებში, ხის ნარებზე, ან
პირდაპირ იატაკზე?
ბარონმა იგრძნო, როგორ აუფორეჯდა სახე: უახლოეს მეგობრებთანაც კი ვერ
იტანდა ამგვარ საუბარს, რომელიც ასე ხშირია ხოლმე მამაკაცურ საზოგადოებაში.
თუ ჟურნალისტი განაგრძობდა, მოსთხოვდა, გაჩუმებულიყო.
– ესე იგი, ომი არაფერ შუაში ყოფილა, – თქვა ამ დროს სტუმარმა და ბარონს ისე
შეხედა, თითქოს მისი არსებობა ახლაღა გაახსენდაო, – მაგრამ წმინდანი გახდა,
გესმით? ასე ამბობდნენ კანუდუსში: წმინდანი გახდა, ანგელოზმა თავისი ფრთა
შეახო, გონება გაუნათა, აკოცაო, – თავი რამდენჯერმე დააქნია, – ვინ იცის, ძალის
გამოყენება არ უნდოდა. ალბათ ახსნად ეს გამოდგება. შეიძლება არადამაჯერებლად
ჟღერდეს, მაგრამ ალბათ სწორედ ასე იყო. სურდა, ყველაფერი ისე ყოფილიყო,
როგორც უფალი ასწავლიდა, როგორც რელიგია ქადაგებდა. ჯვრის დაწერას
აპირებდა. მესმოდა, ხელი როგორ სთხოვა. ალბათ ამიტომ.
– რა დაემართა? – ნელა ჩაილაპარაკა ბარონმა და თითოეული სიტყვა გამოკვეთა.
ჟურნალისტი მას პირდაპირ, თვალმოუშორებლად უყურებდა და ბარონმა ამ
მზერაში უხმო გაოცება ამოიკითხა, – კალუმბი მან გადაწვა, – შეეცადა საკუთარი
დაინტერესება აეხსნა, – სწორედ მან... დაიღუპა? როგორ, რა ვითარებაში?
– ჩემი აზრით, დაიღუპა, – უპასუხა ჟურნალისტმა, – როგორ შეიძლებოდა
გადარჩენილიყო?! განა შეიძლებოდა დაღიანი, ჟუაუ მოციქული, დიდი ჟუაუ
გადარჩენილიყვნენ?
– თქვენ ხომ გადარჩით, ანტონიუ ვილანოვაც, რამდენადაც ვიცი. ესე იგი იქიდან
გამოქცევა მაინც შეიძლებოდა.
– გამოქცევა არ უნდოდათ, – თქვა ჟურნალისტმა და ხმაში დარდი გაერია, –
მკითხველთა ლიგა
პირიქით,ისინი კანუდუსში შეღწევას, იქ დარჩენასა და სიკვდილს აპირებდნენ.
ანტონიუ ვილანოვა განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თავისი ნებით არც ის
წამოსულა, უბრძანეს.
ესეც ასე: ვერც ამ ბეცმა ჟურნალისტმა ვერ დაუდასტურა, რომ დაღიანი ცოცხალი
აღარ იყო. ბარონმა წარმოიდგინა, როგორ შეაგროვებდა ის ავაზაკი თავისნაირი
ბოროტმოქმედების ხროვას, როგორ განაგრძობდა თავის უკეთურ საქციელს,
ჩაიდენდა დანაშაულებს სეარაში, პერნამბუკუში, როგორ იწანწალებდა, როგორ
გადავიდოდა კიდევ უფრო მოშორებულ მხარეებშიც და თავბრუსხვევა იგრძნო.

– ანტონიუ ვილანოვა, – ჩურჩულებს მოძღვარი და ყველას, ვინც კი სამლოცველოში


იმყოფება, სხეულში თითქოს დენი უვლის, – ხმა ამოიღო, ხმა ამოიღო, – უხარია
ნეტარს და გრძნობს, რომ მთელი სხეული ეხორკლება, – დიდება, შენდა, ღმერთო,
დიდება შენდა, იესო! ის, მარია კუადრადუ, ლეონი, პადრე ჟუაკინი, მორჩილები
ტახტს უახლოვდებიან, მიმწუხრის სინათლეზე ოდნავ მჩინარ, დაგრძელებულ,
გაქვავებულ, შავგვრემან სახეს თვალს არ აშორებენ. მოძღვარს ქუთუთოები კვლავ
დახუჭული აქვს, მაგრამ ეჭვი არ არის: არ მოსჩვენებიათ, მართლა დაილაპარაკა.
ნეტარი ხედავს, როგორ იხსნება საყვარელი ბაგეები, როგორ მოძრაობს
მიწებებული ტუჩები: – ანტონიუ ვილანოვა. ყველა კარისკენ გარბის და ერთმანეთს
ასწრებენ, – ახლავე, მოძღვარო, – რომ კათოლიკური გვარდიის მეომრები გაგზავნონ
ანტონიუს საძებნელად. რამდენიმე კაცი უკვე ქვებსა და სილით დატენილ ტომრებს
შორის გარბის. სროლა დროებით შეჩერებულია. ნეტარი მოძღვრის თავით დგება; იგი
ისევ გაუნძრევლად და მდუმარედ წევს, თვალები დახუჭული აქვს, ლილისფერი
მოსასხამის ნაკეცების ქვეშ ნეკნები ეკვეთება და გამხდარი სხეულის გამაოგნებელ
სიგამხდრეს ააშკარავებს. „უკვე ხორცი კი არა, სულია“, – ფიქრობს ნეტარი.
გახარებულ მარია კუადრადუს რძიანი ჭიქა მიაქვს და ნეტარს ქალის იმედით სავსე
ჩურჩული ესმის: „რამე ხომ არ გნებავთ, მოძღვარო?“ ამ ბოლო დღეებში ეს სიტყვები
არაერთხელ გაჟღერე“ ბულა, მაგრამ წინათ მოძღვარს, თითქოს არც ესმოდა, ახლა კი,
მართალია, ისევ არ პასუხობს, მაგრამ გრძელ, აბურდულ, ნახევრად ჭაღარათმიან
გამხდარ თავს უარის ნიშნად აქნევს. ნეტარს ბედნიერების ტალღა ეფინება.
ცოცხალია, იცოცხლებს! ამ დღეებში პადრე ჟუაკინი ავადმყოფს მაჯას უსინჯავდა და
გულს უსმენდა, დროდადრო ატყობინებდა, ჯერ ისევ სუნთქავს, ცოცხალია, მაგრამ
ნეტარი ამ უმოძრაო სხეულის, ამ დადუმებული ბაგეების შემხედვარს ვერა და ვერ
იშორებდა აბეზრად აკვიატებულ აზრს, რომ მისთვის ესოდენ ძვირფასი
მასწავლებლის სული უკვე ზეცისკენ მიემართებოდა.
ვიღაცის ხელი სამოსის კალთაზე ქაჩავს. ნეტარი თავს დაბლა სწევს და მზერით
ნატუბელი ლეონის უზარმაზარ, აბურდული თმის კულულებში შეშინებულ. მბზინავ
თვალებს აწყდება, – გადარჩება? – ეკითხება ლეონი და ხმაში იმდენი დარდი აქვს
ჩაქსოვილი, რომ ნეტარიც მზადაა, ატირდეს.
– რა თქმა უნდა, ლეონ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იცოცხლებს, კიდევ მრავალ წელს
იცოცხლებს.
მაგრამ საკუთარი სიტყვებისა თავადაც არ სჯერა; სულის სიღრმიდან რაღაც
უკარნახებს, რომ ადამიანს, რომელმაც მისი და იმათი ცხოვრებაც, ვინც ახლა
სამლოცველოშია, და იმათიც, ვინც ბელუ-მონტიში იბრძვის და იღუპება, აგრერიგად
შეცვალა, დათვლილი დღეები დარჩა, ან იქნებ საათებიც. დასასრული ახლოსაა, ამას
ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, როდესაც ფაზენდა ველიას საფრთხე დაემუქრა და
მოძღვარმა გრძნობა დაკარგა. ნეტარს შესწევს უნარი, სხვათათვის უბრალო
მკითხველთა ლიგა
დამთხვევებსა და მოვლენებში სიმბოლოები, სხვებისთვის დაფარული აზრი
ამოიცნოს; ნათელხილვის ნიჭი საშუალებას აძლევს, უმნიშვნელო,
არახელდასხმულის თვალსაზრისით უბრალო მოვლენებში არაამქვეყნიური ძალების
გამოვლინება დაინახოს, იმ დღეს იგი წმინდა ანტონიუს ეკლესიაში ლოცულობდა,
რომელიც ომის დაწყებიდანვე მოწყალების სახლად იყო ქცეული, ხმას უწევდა, რათა
სროლის კაკანი და ჭურვების გასკდომის გრგვინვა გადაეფარა, რათა ტკივილით,
ტანჯვითა და შიშით გაწამებულ დაჭრილებს, ავადმყოფებს, მშობიარეთ, მომაკვდავთ
მისი ხმა გაეგონათ, „მამაო ჩვენო“ და „ღვთისმშობლის საგალობელი” მოესმინათ.
სწორედ ამ დროს შემოცვივდნენ ერთ-ერთი ყაჩაღანა და ალეშანდრინია კორეა,
იატაკზე მიმოფანტულ სხეულებს შორის გზა ხტუნვა-ხტუნვით გაიკვლიეს და
ყაჩაღანამ პირველმა უთხრა:
– ძაღლები ფაზენდაში შეიჭრნენ. ჟუაუ მოციქულმა გამომგზავნა იმის სათქმელად,
რომ წამებულთა ქუჩაზე სასწრაფოდ ბარიკადები უნდა ააგოთ. უღმერთოები
პირდაპირ იქით მიდიან და მათი შემჩერებელი არავინაა.
ის-ის იყო ბიჭი ტაძრიდან გავარდა, რომ ალეშანდრინიამ, რომლის ხმაშიც უფრო
მეტი სასოწარკვეთა ისმოდა, ვიდრე სახეზე ეწერა, ნეტარს პირველ ცნობაზე ბევრად
უარესი რამ ჩასჩურჩულა ყურში: – მოძღვარი ავად გახდა.
იმ დილის გახსენებაზე ნეტარს ახლაც ფეხები ეკვეთება, პირი უშრება, გული
უჭერს. რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ – ექვსი, შვიდი, ათი? მაშინ თავს ძალა
დაატანა, რომ ადგილიდან დაძრულიყო, ფეხები დაემორჩილებინა და ეკლესიიდან
გამოვარდნილიყო. როდესაც სამლოცველოში მივიდნენ, მოძღვარი უკვე ტახტზე იწვა
და ცდილობდა, შეშინებული „მორჩილები“ და ლეონი მზერით დაეწყნარებინა.
გრძნობა მას შემდეგ დაკარგა, რაც, ჩვეულებისამებრ, იატაკზე გართხმული და ჯვრის
ფორმით ხელებგაშლილი, დიდხანს ლოცულობდა. მორჩილებმა, ლეონმა და მარია
კუადრადუმ შეამჩნიეს, რომ ფეხი ძლივს გამართა, რათა ერთ მუხლზე წამოწეულიყო,
იატაკს ხელისგულებით დაეყრდნო, როგორც იქნა, მთელი სიმაღლით წამოიმართა
და სისუსტისა თუ ტკივილისგან საშინლად გაფითრებული იატაკზე კვლავ პირქვე
დაემხო. სწორედ იმ წუთს - ექვსი, შვიდი ათი დღის წინ? – ნეტარმა გუმანით იგრძნო,
რომ მოძღვრის წასვლის დრო დამდგარიყო.
შეიძლებოდა ასეთი ეგოისტი ყოფილიყო?! განა არ უნდა გახარებოდა, რომ
მოძღვარს დასვენება და ამქვეყნად მისი ღვაწლის სანაცვლოდ სასუფეველში
ნეტარება ელოდა?! მწუხარება კი არა, სიხარული უნდა დაუფლებოდა: ეგალობა,
ემღერა, მაგრამ გული არ უმღეროდა, სული ეწინააღმდეგებოდა. „დავობლდებით“, –
კვლავ იმავეს ფიქრობს. ამ დროს მოძღვრის ტახტიდან ყურს სუსტი ლიკლიკის
მსგავსი ხმა სწვდება. მოძღვარი კვლავ უძრავად წევს, მაგრამ მარია და მორჩილები
ნაჩქარევად გარს ეხვევიან, ლილისფერ სამოსს უწევენ, სხეულიდან გამომავალ
სითხეს მორჩილად სწმენდენ. ნეტარი ფიქრობს, შეუძლებელია, ეს განავალი იყოს,
რამეთუ განავალი უწმინდურია, ხოლო უწმინდურს მოძღვრის სხეულში არაფერი
ესაქმებაო. ეს სუბსტანცია შეუჩერებლივ გამოდის მისი გაწამებული სხეულიდან, აი,
უკვე ექვსი, შვიდი, ათი დღეა. მაგრამ მოძღვარს ხომ ადრე პირში არაფერი ჩასვლია,
მაშ, გარეთ რა უნდა გამოსდიოდეს? „ეს თავად მისი არსებაა, ნაწილი მისი სულისა,
რომელიც ჩვენთან დარჩება“, – თავიდანვე ეს აზრი ჩაებეჭდა. იყო რაღაც იდუმალი
და წმინდა ამ ხანგრძლივ და უეცარ ჭინთვებში, რომელიც აუცილებლად სითხის
გამოყოფით სრულდებოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ არასოდეს
დასრულდებოდა. „ეს ხომ მისი ძვირფასი ნაწილებია“, – მაშინვე გონება გაუნათდა
ნეტარს, გასაოცარი სიცხადით მიხვდა, რომ მამაღმერთს, ან სულიწმიდას, ან უფალ
მკითხველთა ლიგა
იესო ქრისტეს, ან ღვთისმშობელს, ან თავად მოძღვარს მათი გამოცდა სურდა,
გახარებული ტახტს მიუახლოვდა, თითები ამ სითხეში ჩააწო, მისი წვეთები პირთან
მიიტანა და წამღერებით წარმოთქვა: – უფალო, შენ გინდა, რომ მონანი შენნი ამით
გეზიაროთ? განა ამ ჭეშმარიტებას არ მაზიარებ, ღმერთო? ყველა მორჩილმა მის
მაგალითს მიჰბაძა.
არც ლეონს, არც ადამიანთა დედას, არც „მორჩილებს“ არ ესმით, ასე რატომ აწამებს
ღმერთი მათ მოძღვარს, უკანასკნელ წუთებში რატომ აიძულებს, კუჭში
გაუთავებლად გადიოდეს, თუნდაც ეს უწმინდური გამონადენი ციურ მანანად
იქცეოდეს? ნეტარი უკვე შეეცადა, დანარჩენებისთვის აეხსნა, რაც ხდებოდა და ისინი
მოძღვრის აღსასრულის მისაღებად შეემზადებინა: მამაზეციერს არ უნდა, რომ ჩვენი
მოძღვარი ანტიქრისტეს მსახურებს ჩაუვარდეს ხელში, არ უნდა, დაამციროს. მაგრამ
არც ის უნდა, ჩვენ ვიფიქროთ, თითქოს უკანასკნელი წუთები ტანჯვისგან
ათავისუფლებს და ამიტომ, სანამ ზეცაში ჩაიხუტებს, ამ განსაცდელსაც უგზავნისო.
პადრე ჟუაკინმა ამ სიტყვებისა და საქციელისთვის ნეტარი ძალიან შეაქო, რადგან
ეშინოდა, ვაითუ, მოძღვრის გარდაცვალებამ ისეთი თავზარდაცემა გამოიწვიოს ამ
ხალხში, რომ სულისთვის საზიანო, უკადრებელი ღვთის გმობა წამოაცდენინოსო.
ეშმაკს არ სძინავს და ხელიდან არასოდეს გაუშვებს შემთხვევას, მათი სისუსტით
ისარგებლოსო.
როდესაც სამლოცველოს კარს აღებენ, ნეტარს გარედან უფრო ძლიერი, უფრო
სასტიკი სროლისა და გრუხუნის ხმა ესმის.ზღურბლზე ანტონიუ ვილანოვა, ჟუაუ
მოციქული, დაღიანი და დიდი ჟუაუ დგანან. ტანსაცმლიდან დენთის სუნი ასდით,
ოფლში გახვითქულები, ერთიანად მტვერში ამოგანგლულები, გატანჯულები ჩანან.
მაგრამ სახეები მაინც სიხარულით უბრწყინავთ: გაიგეს, რომ მოძღვარმა ხმა ამოიღო
და, მაშასადამე, ცოცხალია.
– აი, ანტონიუ ვილანოვა, მოძღვარო, – ეუბნება ლეონი ავადმყოფს და მის წინაშე
უკანა თათებზე დგება.
ნეტარი სუნთქვას იკავებს. სამლოცველოში იმდენი ქალი და კაცი შეკრებილა, რომ
ხელის განძრევაც კი შეუძლებელია. ყველას თვალი ტახტზე მწოლიარის უკბილო,
ტუჩებჩაცვენილ პირისახესაა მიჯაჭვული, რომელიც სახეს კი არა, უფრო
სიკვდილისშემდგომ ნიღაბს მიაგავს. დაილაპარაკებს? კიდევ დაილაპარაკებს?
მიუხედავად გარედან შემოსული საშინელი ხმაურისა, ნეტარს ის შეუმცდარი ხმა
კიდევ ესმის, თუმცა ამჯერად არც მარია კუადრადუ, არც მორჩილები მოძღვრისაკენ
არ გარბიან. ყველანი გაუნძრევლად დგანან, კისრები წაუგრძელებიათ და რაღაცას
ელიან. მარიას ტუჩები ჭაღარაშეპარული თმის უწესრიგოდ დაფენილ კულულებს
შორის ყურთან მიაქვს.
– ანტონიუ ვილანოვა მოვიდა, მოძღვარო, – უმეორებს.
მოძღვარს ქუთუთოები ერხევა, ტუჩები ოდნავ ეხსნება. ნეტარი ხვდება, რომ
მომაკვდავი რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ სისუსტე და ტკივილი თუნდაც ერთი
ბგერის გამოცემის საშუალებას არ ანებებს. ამიტომ ღმერთს ევედრება, მოიღოს
მოწყალება და სანაცვლოდ, დაე, მას, ნეტარს, ნებისმიერი ტანჯვა მოუვლინოს. და, აი,
საყვარელი ხმა მართლაც გაისმის, მაგრამ ისე ჩუმად, რომ ყველანი კისრებს
იგრძელებენ.
– აქ ხარ, ანტონიუ? გესმის ჩემი?
უფროსი ვილანოვა მუხლებზე ეცემა და მოძღვრის ხელს მოწიწებით კოცნის: –
დიახ, მოძღვარო, მესმის. – ოფლიანი სახე ტირილისგან დასივებია, ლოყები
შეკავებული ქვითინისგან უცახცახებს, ნეტარს გულში ეჭვიანობისმაგვარი
მკითხველთა ლიგა
გრძნობა გაჰკრავს, ანტონიუ რატომ დაიბარა? რატომ ანტონიუ და არა ის? რცხვენია
თავისი ამ უნებური ფიქრებისა, მაგრამ ეშინია, რომ მოძღვარი ყველას გარეთ
გაუშვებს და ვილანოვას პირისპირ დაელაპარაკება.
– ხაზს აქეთ აღარ დაბრუნდები, ანტონიუ, ქვეყანაში გახვალ და მოუყვები, რაც
ნახე. მე ჩემს სამწყსოსთან ერთად აქ დავრჩები. შენ წახვალ. შენ საერო კაცი ხარ და
ამიტომ წადი, ანგარიში ასწავლე იმათ, ვინც ეს მეცნიერება დაივიწყა. გზას
სულიწმიდა გაგაკვლევინებს. ღმერთმა დაგლოცოს.
ყოფილი ვაჭარი ქვითინებს, ტუჩები უცახცახებს. „ეს არის მისი ანდერძი“, –
ფიქრობს ნეტარი და ამ წუთის დიდებულებას სრულიად აცნობიერებს, რაც ახლა
ესმის და რასაც ხედავს, ათასი, მილიონი ადამიანი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე,
სხვადასხვა რასას მიკუთვნებული, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, ისინიც კი, ვინც
ჯერ არ დაბადებულა, ამ წუთს წლებისა და ასწლეულების მანძილზე ასიათასჯერ
გაიხსენებენ. ქვითინისგან დროდადრო ჩამწყდარი ხმით ვილანოვა ევედრება,
კანუდუსიდან არ გააგდოს და თან, სასოწარკვეთილი, მოძღვრის მუქ, გამხდარ,
ფრჩხილებდაგრძელებულ ხელს ტუჩებს არ აშორებს, ნეტარი წყვეტს ჩაერიოს,
შეახსენოს, რომ ახლა მოძღვრის სურვილისა და ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა
არ შეიძლება. ვილანოვას უახლოვდება, ხელს მხარზე ადებს და ამ ალერსიანი,
მსუბუქი შეხებისგან ვაჭარი უეცრად აზრზე მოდის. ნეტარს ცრემლებით
დაწითლებული თვალებით ქვემოდან ასცქერის და თითქოს ევედრება, დამეხმარეო.
მოძღვარი ისევ დუმდება. გაიგონებენ კი ოდესმე კვლავ მის ხმას? მაგრამ ხმა კი
არა,ორ-სამჯერ ზედიზედ კვლავ ის რაკრაკის მაგვარი გაისმის. რამდენჯერ უკითხავს
საკუთარი თავისთვის, მუცლის გვრემას, გაზებს, ტკივილს, სპაზმს მოძღვარი თავად
გრძნობს თუ არაო. თვით სატანაა მის მუცელს ჩაფრენილი. ახლა ამაში ეჭვიც აღარ
ეპარება. საკმარისია, ფერფლისფერ სახეზე ოდნავი მოძრაობა მაინც შენიშნოს,
მაშინვე მიხვდება, რომ ყოველი შეტევისას მოძღვრის შიგნეულს ცეცხლი ედება,
ათასობით ულმობელი ეშვი ნაფლეთებად გლეჯს.
– მარტო რომ არ იყო, თან შენი ოჯახიც წაიყვანე, – ჩურჩულებს მოძღვარი, – პადრე
ჟუაკინის ის სამი მეგობარიც თან გაიყოლე. დაე, თითოეულმა თავად გადაირჩინოს
სული. შენც, შვილო ჩემო.
მიუხედავად იმისა, რომ ნეტარი მოძღვარს თვალს არ აშორებს, მაინც ასწრებს
შენიშნოს, დაღიანს წამიერად სახე როგორ ეღრიჯება: ნაიარევი სისხლით ევსება,
უთრთის; პირსაც კი აღებს, რომ რაღაც იკითხოს ან შეეწინააღმდეგოს. ქალი, რომლის
ცოლად მოყვანასაც აპირებდა, ბელუ-მონტის დატოვებს.
აღფრთოვანებული ნეტარი ხვდება, რატომ ახსენდება სასიკვდილო სარეცელზე
მოძღვარს პადრე ჟუაკინის მფარველობის ქვეშ მყოფი უცხოები: მოციქულის
გადარჩენა უნდა! დაღიანის სულის სიბილწისგან ხსნას ლამობს, ვინ იცის, ის ქალი
ვინ აღმოჩნდება?! ან იქნებ გამოცდასაც უწყობს: იქნებ ამ სასჯელით კაბუკლუს
ცოდვების გამოსყიდვა სურს? დაღიანს უყურებს და ხედავს, რომ განცდებისა ისევ
არაფერი ეტყობა: სახე, მართალია, ჩამუქებია, მაგრამ მასზე სიმშვიდისა და
მორჩილების გარდა, ვერაფერს ამოიკითხავ. მდუმარედ დგას, ხელში ქუდი უჭირავს
და სარეცელს მოწიწებით შეჰყურებს.
ნეტარი უკვე რწმუნდება, რომ მოძღვრის ბაგენი ამიერიდან აღარასოდეს
განიხვნებიან. „ჩვენთან სალაპარაკოდ ახლა სხვა გზა გამონახა“, – ფიქრობს იგი. ნეტა
რა აზრი დევს ამ გაუთავებელი – ექვსი, შვიდი, ათი დღის – სხეულის მტანჯველ
მუშაობაში, მუცლის ამ საშინელ ტკივილებში? რა მძიმე გასაცნობიერებელია, რომ
შეიძლება განმარტებაში ცდებოდეს, ვერ ხვდებოდეს, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის
მკითხველთა ლიგა
მოვლენა და მოძღვრის მინიშნებები არასწორად გაიგოს. ამქვეყნად შემთხვევითი
არაფერია და არც არაფრისმთქმელი დამთხვევები არსებობს, ყველაფერს უზენაესი
აზრი, ღრმად ჩამჯდარი, ფართოდ ფესვგამდგარი მნიშვნელობა აქვს და მათ
ყოველთვის პირდაპირ ღმერთთან მივყავართ. მაგრამ მხოლოდ წმინდანს ძალუძს იმ
არახელდასხმულთაგან დაფარულ ღვთიურ წესრიგს ჩასწვდეს, რომელიც ღმერთს
ამქვეყნად დაუწესებია.
მოძღვარი კვლავ დუმს, და ნეტარს ახლა დაუჯერებლადაც კი ეჩვენება, რომ სულ
რამდენიმე წუთის წინ ხმას იღებდა. მომაკვდავს თავით პადრე ჟუაკინი უდგას,
ტუჩებს ამოძრავებს, უხმოდ ლოცულობს. თვალზე ყველას ცრემლი უკიაფებს. არავინ
ინძრევა, თუმცა ყველასთვის გასაგებია: წმიდანმა ყველაფერი წარმოთქვა, რაც უნდა
წარმოეთქვა. ჟამმა ჩამოჰკრა! ნეტარი ახლა აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი ბრმა
ტყვიიდან დაიწყო, რომელმაც თეთრი ბატკანი სასიკვდილოდ დაჭრა, როდესაც
მოძღვარი ქადაგების შემდეგ სამლოცველოში ბრუნდებოდა. ის ლამის მისი
უკანასკნელი გამოსვლა იყო. „მისი ხმა უკვე აღარ ისმოდა, უკვე ზეთისხილის ბაღში
იყო გასული. არაადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რათა ყოველ საღამოს
ხარაჩოებით ტაძრის სამრეკლოებზე ასულიყო. ლოცულობდა და ქადაგებდა, მაგრამ
ისინიც კი, ვინც ნეტარის მსგავსად, სულ ახლოს ედგა, გვარდიელების ცოცხალი
კედლის უკან, მის სიტყვებს ძლივსღა არჩევდნენ. როდესაც მარია კუადრადუმ
ჰკითხა, მოძღვარო, ეს ბატკანი შენი ალერსით განწმენდილია და სამლოცველოში ხომ
არ დავმარხოთო, არაო, უპასუხა მოძღვარმა და ბრძანა, მისი ხორცი კათოლიკური
გვარდიის მეომრებს შორის გაენაწილებინათ.
მოძღვრის მარჯვენა ჰაერში იწევა და რაღაცის მოხელთებას ცდილობს, მაგრამ
ძალაგამოცლილი თითები კვლავ სელის ქვეშაგებზე ეცემა, იძაგრება, მუშტად
იკვრება და კვლავ რბილდება. რას ეძებს, რა უნდა? ამ მღელვარე კითხვას ნეტარი
მარია კუადრადუს, დაღიანის, მორჩილების თვალებში კითხულობს.
– ლეონ, აქ ხარ?
ნეტარს გული ეწურება. რას არ გაიღებდა, რომ მოძღვარს მისი სახელი წარმოეთქვა,
რომ მუქ ხელს მისი ძებნა დაეწყო. მაგრამ, აი, ხელისგულის ქვეშ უზარმაზარი,
გაბურძგნილი თავი ძვრება და ლეონი ცდილობს, მომაკვდავს ხელზე აკოცოს. ხელი
ტუჩებიდან ნაჩქარევად უცურდება, წამიერად მის ლოყას ეხება, ხვეულ კულულებში
იკარგება. ნეტარს თვალები ცრემლით ევსება, ვეღარაფერს ხედავს, მაგრამ იცის, რომ
მოძღვარი ლეონის ხშირ ფაფარს უკანასკნელი ძალებით ვარცხნის, ხელს უსვამს,
ულაგებს.
ამ დროს სამლოცველოს გამაყრუებელი გრუხუნი აზანზარებს და ნეტარი
უნებურად თვალებს ჭუტავს, თავს მხრებში რგავს, გადაჯვარედინებულ ხელებს
თავზე იფარებს, რომ სახურავი თავზე არ დაემხოს. დაბრმავებულს ესმის, როგორ
ყვირიან, როგორ დარბიან აქეთ-იქით და თავს ეკითხება, ჯერ ისევ ცოცხალია თუ
გარდაიცვალა და ახლა ასე გრგვინვით სხეულთან გაცლილი სული დადისო. მაგრამ,
აი, ჟუაუ მოციქულის ხმა გაისმის: – წმინდა ანტონიუს გუმბათი ჩამოიქცა! – და
ნეტარი თვალებს ახელს. სამლოცველოს მტვრის საბურველი გადაჰკვრია, ყველას
ადგილი შეუცვლია. ნეტარი ტახტისკენ მიიკვლევს გზას და წინასწარ იცის, რა
დაუდგება თვალწინ. მტვერში ლეონს ხედავს, რომელიც ძველებურად დაჩოქილა,
ხედავს ხელს, რომელიც მის თავზე მსუბუქად დაშვებულა, ხედავს პადრე უჟუაკინს,
რომელიც მოძღვრის ჩავარდნილ მკერდს ყურით დაჰკვრია. მაგრამ, აი, პადრე დგება
და სახე სრულიად შეცვლილი აქვს.

მკითხველთა ლიგა
– უფალმა მიიღო მისი სული, – ჩუმად ამბობს იგი, მაგრამ ყველას, ვინც
სამლოცველოშია, მისი სიტყვები უფრო ხმამაღლა, გრგვინვასავით ჩაესმის, ვიდრე
კედლებს მიღმა გაჩაღებული გნიასი.
ხმას არავინ იღებს, მუხლებზე არავინ ეცემა. ხალხი გაქვავებულია. ცდილობენ,
ერთმანეთს თვალი აარიდონ, რათა ამ ამაღლებულ წუთს ერთმანეთის გამოხედვაში
უწმინდური ფიქრები, ფარული სამარცხვინო აზრები არ ამოიკითხონ. ჭერიდან და
კედლებიდან მტვერი იყრება და ნეტარისა და დანარჩენების ყურს ისევ სწვდება
ახლოდან და შორიდან მომავალი ხმაური: ყვირილი, მოთქმა, ტირილი, ფეხების
ბრაგუნი, ტკაცანი, სახლების ნგრევის გრიალი; ამ ღრიანცელს გახარებული „ვაშაც“
უერთდება. ჯარისკაცებს უკვე სანგრები გადმოულახავთ, წმინდა პეტრეს და წმინდა
კვიპრიანეს ქუჩები, ძველი სასაფლაო დაუპყრიათ, ამდენი ხნის სროლის შემდეგ
წმინდა ანტონიუს ეკლესიის გუმბათიც ჩამოუნგრევიათ და ამას განსაკუთრებით
ზეიმობენ. ნეტარის გონებას რაღაც გაუცხოება ეუფლება, კათოლიკური გვარდიის
ათობით მებრძოლზე ფიქრობს, გუმბათის ჩამოშლისას რომ დაიღუპებოდნენ, კიდევ
ათობით ავადმყოფზე, დაჭრილზე, ხეიბარზე, მშობიარეზე, ასწლოვან მოხუცებსა და
ახალშობილ ბავშვებზე, ყველაზე, ვინც ეკლესიას თავს აფარებდა, ახლა კი
თავებდახეთქილები, გასრესილები, ქვის ლოდებსა და მძიმე კოჭებქვეშ მოყოლილები
წვანან ნანგრევებში, იმათზე, ვინც მოკვდა დასული გადაირჩინა, ვინც უკვე
წამებულთა ოქროს მბზინავ კიბეზე მამაღმერთისკენ მიემართება, და იმათზეც, ვინც
ცოცხლადაა დამარხული აკვამლებულ ნანგრევებში და სასიკვდილო აგონიაში
იტანჯება. თავად ნეტარი კი ვერც ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის და არც
არაფერზე ფიქრობს: სამყარო მისთვის უეცრად დაცარიელდა, ხოლო მისმა სხეულმა
წონა დაკარგა, აღარც ხორცი გააჩნია და აღარც ძვლები, უწონადო ბუმბულადაა
ქცეული და გადახსნილი უფსკრულის პირს ობლად დაჰფარფატებს. გაუცხოებული
მზერით შესცქერის, როგორ უხსნის პადრე ჟუაკინი მოძღვარს ლეონის ხუჭუჭა თმას
შეყინულ თითებს, მერე მიცვალებულს ხელებს მკერდზე როგორ უწყობს. და
მხოლოდ მაშინ იწყებს ლაპარაკს – წამღერებითა და საზეიმო, მჟღერი ხმით, თითქოს
წირვაზე იყოს ან პროცესიის მსვლელობაში მონაწილეობდეს:
– ჩვენ მის ცხედარს გადავასვენებთ ტაძარში, რომელიც მისი ნებით აშენდა, და იქ
სამი დღით და სამი ღამით დავტოვებთ, რათა კანუდუსის ყველა მკვიდრმა შეძლოს
მისი დატირება. ჩვენ მის სხეულს ყველა ქუჩასა და შესახვევს მოვატარებთ, რათა
თავისი სიწმინდით განწმიდოს ქალაქი ეშმაკეულისგან. ჩვენ მას იესო ქრისტეს
ტაძრის მთავარ საკურთხეველთან დავკრძალავთ და საფლავზე ხის ჯვარს
დავუდგამთ, რომელიც მან თავად გამოთალა უდაბნოში.
გულმოდგინედ იწერს პირჯვარს და დანარჩენებიც პირჯვარს იწერენ, ისე რომ
ტახტს თვალს არ აშორებენ. პირველი, ვისი ტირილიც ესმის, ლეონია; მთელი მისი
მოგრეხილი, მახინჯი სხეული ქვითინისგან ცახცახებს. ნეტარი მუხლებზე იჩოქებს
და დანარჩენებიც მას ჰბაძავენ; ლეონს ახლა ტირილში სხვებიც ჰყვებიან. მაგრამ
სამლოცველოში პადრე ჟუაკინის მიერ ლათინურ ენაზე დაწყებული ლოცვა,
რომელიც კარგა ხანს გრძელდება, გარედან შემოსულ ხმაურსაც კი ფარავს.
ლოცულობს და ხელები ერთად აქვს შეტყუპებული, ნელ-ნელა გონს მოდის,
უბრუნდება მხედველობა, სმენა, თავის სხეულს ისევ ძველებურად გრძნობს, თავის
მიწიერ ცხოვრებასაც, რომელიც, ეგონა, სამუდამოდ დავკარგეო და ნეტარი უცებ ისევ
შეიგრძნობს იმ უკიდეგანო სასოწარკვეთილებას, რომელიც მას მერე აღარ უგრძნია,
რაც ბავშვობაში პადრე მორაესმა უთხრა, ბუში ხარ და ამიტომ პადრე ვერ გახდებიო,
– ახლა რატომ მიგვატოვე, მოძღვარო? უშენოდ რაღა გვეშველება, მოძღვარო? ის
მკითხველთა ლიგა
მავთული ახსენდება, რომელიც ოდესღაც მოძღვარმა პომბალში უსახსოვრა,
დაჟანგებული და ათასგვარად დაგრეხილი, ახლაც წელზე აკრავს და მისი ხორცი
ხორცთაგანი გამხდარა. ეს მისი უძვირფასესი რელიკვიაა, როგორც ყველაფერი, რასაც
წმინდანი შეხებია, ჩაუცვამს ან უთქვამს ამქვეყნიური არსებობის მანძილზე.
– არ შეიძლება, – ეუბნება ამ დროს ჟუაუ მოციქული.
ჟუაუ მის გვერდით დაჩოქილა, თვალები დასწითლებია, ხმა უკანკალებს, მაგრამ
მის ნათქვამში მაინც დიდი სიმტკიცე შეიმჩნევა:
– იესო ქრისტეს ტაძარში ვერ გადავასვენებთ. ისე ვერ დავკრძალავთ, როგორც შენ
წარმოგიდგენია. ადამიანებს ასე სასტიკად ვერ მოვექცევით. რა გინდა, ზურგში
ლახვარი ჩავცეთ? გინდა უთხრა, რომ ის, ვისი გულისთვისაც იბრძვიან, მშივრები,
დაუძლურებულები თავს ტყვიას უშვერენ, აღარ არის? ნუთუ ასეთი სისასტიკის
ჩამდენი ხარ, ნუთუ ეს მასონებზე უარესი სისასტიკე არ იქნება?
– მართალია, ნეტარო, – ეუბნება დაღიანიც, – არ შეიძლება ხალხს მისი სიკვდილი
გავუმხილოთ. ახლა, ასეთ დროს, არ შეიძლება. ყველაფერი უკან წავა, საშინელი
თავზარდაცემა იქნება მათთვის, ხალხი დარდისგან ჭკუიდან შეიშლება. ეს ამბავი
უნდა დავმალოთ, თუ გვინდა, რომ ბრძოლა გაგრძელდეს.
– და არა მხოლოდ ამის გამო, – ხმას იღებს ახლა დიდი ჟუაუ და ნეტარს ეს ფაქტი
თავადაც აოგნებს. როდის იყო ეს გოლიათი ხმას იღებდა, კაცი, რომელსაც თითო
სიტყვასაც კი ძლივს დააცდენინებდი? – განა გააფთრებით არ დაუწყებენ ძაღლები
ძებნას მის ცხედარს პატივის ასაყრელად? არავინ უნდა იცოდეს, სად არის იგი
დაკრძალული. ნუთუ გინდა, რომ მისი ცხედარი იპოვონ, ნეტარო?
ნეტარს საკუთარი კბილების კაპუნი ჩაესმის, თითქოს ციება შეეყარაო. ჰო,
მართლები არიან, თავად კი მტყუანია. ისე უნდოდა საყვარელი მასწავლებლისთვის
პატივის მიგება, მისთვის საკადრისი დაკრძალვის მოწყობა, რომ დაავიწყდა –
ძაღლები სულ ახლოს არიან და, მართლაც, მგლების ხროვასავით დაესევიან მისთვის
ესოდენ ძვირფას ძვლებს. მართალია, ახლა მიხვდა – თითქოს ზეცის კარი განიხვნა
და მის შუაში მჯდარმა იესომ გონება გაუნათა – რადგან მამა წავიდა, მისი
მოციქულების ვალია, მოძღვრის ნეშტს გაუფრთხილდნენ, არ დაუშვან, რომ
უწმინდურმა მათზე გაიხაროს,
– მართალია, მართალი, – წარმოთქვამს ნირწამხდარი, – მაპატიეთ, დარდმა გონება
დამიბნელა, შეიძლება ეშმაც შემიჩნდა. ახლა ყველაფერი მესმის! არავის ვეტყვით,
რომ იგი გარდაიცვალა. აქ, ამ სამლოცველოში ავუგებთ წესს და აქვე დავკრძალავთ.
მის საფლავს დავმალავთ და ჩვენ გარდა, არავის ეცოდინება, სად არის მისი
სამუდამო განსასვენებელი. ასეთია უფლის ნება.
სულ ორიოდ წუთის წინ ჟუაუ მოციქულსა და დაღიანზე ბრაზობდა, მზად იყო,
მათთან ეკამათა, ახლა კი ისეთი მადლიერია, რომ დაეხმარნენ, ღვთის ნებას
ჩასწვდომოდა. სუსტი, პატარა, უღონო, მაგრამ ცქვიტი და ენერგიით სავსე,
მოუთმენლად დარბის „მორჩილებსა“ და მოციქულებს შორის, ამუნათებს, ტირილი
შეწყვიტონ, ამ თავზარდაცემისგან როგორმე მაინც გამოფხიზლდნენ, რაც აშკარად
ეშმაკის ხაფანგია და სხვა არაფერი, ემუდარება, წამოდგნენ, გაინძრნენ, ნიჩბები და
წერაქვები მოიტანონ, საფლავის თხრა დაიწყონ, – დრო არ ითმენს, დრო არ ითმენს! –
იმეორებს შეუჩერებლივ. მისი ენერგია სხვებსაც ედებათ: ფეხზე იმართებიან,
თვალებს იმშრალებენ, მხნევდებიან, ერთმანეთს უყურებენ, თავს უქნევენ. ჟუაუ
მოციქულს ხომ ნებისმიერ სიტუაციაში შერჩება ხოლმე გონივრულად მსჯელობის
უნარი, ძალუძს, მოვლენებს ისე უყუროს, როგორც უფრო გამართლებულია.
სამლოცველოს დამცველებთანაც სწორედ ის გადის და მათივე სასარგებლოდ
მკითხველთა ლიგა
ტყუილს ეუბნება: იმ შემთხვევისთვის, თუკი ძაღლები აქაურობას ალყას
შემოარტყამენ, გვირაბია გასათხრელი, ბელუ-მონტის სხვა სახლების დარად
საიდუმლო გასასვლელი სამლოცველოდან პირდაპირ სანგრებამდე უნდა მიიყვანონ;
დიდი ჟუაუ გარბის და მალე ნიჩბები მოაქვს. ტახტთან მაშინვე საფლავის თხრას
იწყებენ. ოთხნი თხრიან, დანარჩენები მუხლმოყრილნი ლოცულობენ, შემდეგ კი
მთხრელებს ენაცვლებიან. ასე გადის რამდენიმე საათი. ვერავინ ამჩნევს, რომ
კანუდუსს მწუხრი მოახლოებია, მარია კუადრადუს ზეთის ჭრაქი აუნთია, კედლის
იქით სროლები, გაბრაზებული და გახარებული შეძახილები შეწყვეტილა, მერე კი
ისევ განახლებულა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე მიწის ბორცვს შეხედავს,
რომელიც საფლავის თხრასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მაღლდება,
კითხულობს, საკმარისი არის თუ არაო, ნეტარი უცვლელად პასუხობს, კიდევ,
კიდევო!
ბოლოს აუხსნელი შინაგანი გუმანი უკარნახებს, საკმარისიაო, და ყველა ჩერდება,
ყველა და თავად ნეტარიც გადაქანცული, მიწით მოთხვრილი, თიხით
მოთხუპნილია. მოძღვრის ცხედრის ჩასვენების დრო მოდის, მაგრამ ნეტარი კვლავ
ვერ იშორებს იმ შეგრძნებას, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ხდება: მას მოძღვრის თავი
უჭირავს, მარია კუადრადუს და დაღიანს ფეხები, დიდ ჟუაუს და პადრე ჟუაკინს
ხელები, მორჩილები კი ძვირფას ცხედარს სელის ქსოვილში ახვევენ. შემდეგ მარია
მიცვალებულს გულზე ლითონის ჯვარცმას ადებს, სამლოცველოს კედლების
ერთადერთ სამშვენისს, კიდევ მუქმარცვლებიან კრიალოსანს – რაც მოძღვარს
იცნობდნენ, მის განუყრელ თანამგზავრს. სუდარაში გახვეულ ცხედარს გათხრილ
სამარეში ფრთხილად უშვებენ. იქ დიდი ჟუაუ და დაღიანი დგანან და ცხედარს
ართმევენ. პადრე ჟუაკინი ლოცვას ლათინურად იწყებს, ლოცვის სიტყვებს
დანარჩენები ჩურჩულით იმეორებენ, ნიჩბებს ფხვიერ მიწაში არჭობენ და საფლავს
მიწით ავსებენ: ნამდვილად სიზმარია - ამ შეგრძნებას სუსტი სინათლე კიდევ უფრო
აძლიერებს. ნეტარი ლეონს შესცქერის, რომელიც მოციქულების ფეხებთან დაცოცავს
და მათ მოძღვრის დამარხვაში ეხმარება. სანამ დაკავებულია, გრძნობების მოთოკვას
ახერხებს, თავს ირწმუნებს, რომ ეს მოკრძალებული პანაშვიდი და ღატაკი საფლავი,
რომელზეც ჯვარიც კი არ იქნება აღმართული, სწორედ ისაა, რასაც მოძღვარი
თავისთვის ისურვებდა: განა ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ღატაკი არ იყო? მაგრამ, აი,
ყველაფერი დასრულებულია, სამლოცველოს შუაგულში მოძღვრის ცარიელი ტახტი
დგას და ნეტარიც ცრემლებს ვეღარ იკავებს. უცებ ხვდება, რომ დანარჩენებიც
ტირიან. ცოტა ხნის შემდეგ თავი ხელში აჰყავს და სამლოცველოში შეკრებილთ
ჩუმად სთხოვს, უფლის წინაშე დაიფიცონ, რომ მოძღვრის განსასვენებელ ადგილს
არავის გაუმხელენ, თუნდაც სასტიკად აწამონ; სათითაოდ ყველასთან მიდის და
ფიცს ისე ადებინებს.

თვალი გაახილა და ბედნიერება არსად გაქრა, როგორც წინა ღამეს, იმის წინა ღამეს,
იმის წინა ღამესაც. უკვე გონებაში აერია, რამდენი ერთმანეთის მსგავსი დღე და ღამე
იყო გასული მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი საწყობის ნანგრევებში ჩამარხული ეგონა,
უეცრად კი სამლოცველოს კართან დაინახა და თავადაც ვერ მიხვდა, როგორ, მის
მკლავებში აღმოჩნდა, გაიგონა, როგორ უთხრეს, მიყვარხარო, და თავადაც როგორ
უპასუხა იგივე. სიმართლე უთხრა – ყოველ შემთხვევაში, იმ სიტყვებმა გაიჟღერა თუ
არა, მაშინვე სიმართლედ იქცა. მას შემდეგ, თუმცა ომი სულ უფრო და უფრო
უახლოვდებოდა, თუმცა შიმშილს და წყურვილს ყოველდღე ტყვიებზე მეტი
ადამიანი მიჰყავდა, ჟურემას ბედნიერების შეგრძნება არ ტოვებდა. ასეთი ბედნიერი
მკითხველთა ლიგა
არასოდეს ყოფილა: არც რუფინუსთან ცხოვრებისას, არც უზრუნველ ბავშვობაში, არც
ფაზენდა კალუმბიში, ბარონესა ესტელა რომ მფარველობდა. ძალიან უნდოდა,
მოძღვრის ფეხებთან დამხობილიყო და მის ცხოვრებაში მომხდარი ამ
სასწაულისთვის მადლობა გადაეხადა.
სროლა სულ ახლოს გაისმოდა, – ამას ძილშიც კი ხვდებოდა, – მაგრამ ყრმა იესოს
ქუჩა მაინც ძველებურად ცარიელი იყო: არავინ გარბოდა, არ ყვიროდა, ქვებსა და
სილიან ტომრებს არ დაარბენინებდა, სანგარს არ თხრიდა, სახურავებს არ შლიდა,
კედლებს არ ანგრევდა, რათა მერე იმ ნანგრევებისგან ბარიკადები აღემართა, როგორც
ბოლო დროს არაერთხელ ხდებოდა. მთელი კანუდუსი ქალაქის ირგვლივ გათხრილ
სანგრებში იჯდა მობუზული, ჯარისკაცები კი სახლს სახლზე, ქუჩას ქუჩაზე
იღებდნენ; ალყა ვიწროვდებოდა, ეკლესიებსა და სამლოცველოს ულმობლად
უახლოვდებოდა. მაგრამ ჟურემას არაფერი ანაღვლებდა: ბედნიერი იყო.
ორ სხვა, უფრო დიდ სახლს შორის ჩაჭეჭყილი პატარა, მიტოვებული ქოხი,
რომელიც ყრმა იესოს ქუჩის კუთხეში იდგა და სამმაგი ბარიკადით გადატიხრულ
კამპუ გრანდის დედა ეკლესიის ქუჩასთან აკავშირებდა, ჯუჯამ აღმოაჩინა. იმ
ბარიკადებს იქით ახლა ჟაგუნსუები იყვნენ ჩასაფრებულები ჟუაუ მოციქულის
მეთაურობით, დედა ეკლესიის სრულიად განადგურებული ქუჩა კი ქალაქის
ჩრდილოეთ საზღვრად ქცეულიყო. იმ ადგილას ჯარისკაცების მიერ დაკავებული
მუკამბუდან გამოქცეული ზანგები და მირანდელიდან და როდელასიდან
გადარჩენილი კარირის ინდიელები იყვნენ გამაგრებულები; ახლა ეს ზანგები და
ინდიელები დედა ეკლესიის ქუჩის ბარიკადებზე პედრაუს მებრძოლებთან ერთად
ისხდნენ, ამ უკანასკნელთ კი, თავის მხრივ, ჯარებისგან შევიწროებულებს,
კოკორობო და ტრაბუბუ მიეტოვებინათ და აქ ისე მოსულიყვნენ. როდესაც ჟურემა,
ჯუჯა და ბეცი ჟურნალისტი იმ ფიცრულში შევიდნენ, იქ ერთადერთი ოთახი,
ოთახის მიწიან იატაკში ამოთხრილი ორმო, ორმოში კი მოკლული ბერიკაცი
დახვდათ, რომელსაც ხელში მუშკეტი ჩაებღუჯა. გვერდით კი ფარინიით სავსე აბგა
და ქილა თაფლი მიედგა. შეეცადნენ, ეს მარაგი რაც შეიძლება დიდხანს
ემყოფინებინათ. სახლიდან მარტო იმიტომ გადიოდნენ, რომ ანტონიუ ვილანოვას
ბრძანებით გათხრილ ორმოებში გვამები გადაეტანათ და ბარიკადების აგებასა და
სანგრის გათხრაში დახმარებოდნენ. სანამ ბრძოლები მიმდინარეობდა, კანუდუსის
მოსახლეობა თავს იმ სანგრებს აფარებდა და მათი გავლით, თხუნელებისა თუ
ხვლიკების დარად, შეეძლოთ, სახლიდან სახლში, ქუჩიდან ქუჩაზე, ბელუ-მონტის
ჯარისკაცებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ისე გადასულიყვნენ, რომ ზემოთ თავი
არც კი ამოეყოთ.
ზურგს უკან ჯუჯა ამოძრავდა. ქალმა გასძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და ცოტა
ხანში ხვრინვა მოესმა. ვიწრო ორმოში იწვნენ, ერთმანეთის გვერდით, სამივე ძლივს
ეტეოდა, მაგრამ ალიზით გალესილ იმ ქოხში ტყვიები ადვილად აღწევდა, თან
ღამღამობით ძალიან ციოდა, ისინი კი შიმშილს ისე დაესუსტებინა, რომ გარიჟრაჟზე
სიცივით კანკალებდნენ. ჟურემამ მზერა ჟურნალისტზე გადაიტანა; კაცს მის მკერდში
თავჩარგულს ეძინა და ოდნავ გახსნილი ტუჩებიდან გამჭვირვალე, აბლაბუდასავით
თხელი დორბლის ძაფი ეკიდა. ჟურემა უფრო ახლოს მიუჩოჩდა და ისე რომ, არ
გაეღვიძებინა, დორბლი ფრთხილად შეისრუტა. ბეც ჟურნალისტს მშვიდი სახით
ეძინა, სიფხიზლეში ასეთი მშვიდი არასოდეს იყო. „ახლა არ ეშინია, – გაიფიქრა
ქალმა, – საწყალი, ჩემი საწყალი, როგორ მოვიქცე, რომ აღარ გეშინოდეს, ეს შიში
როგორ განგიდევნო?“ აკი გამოუტყდა, იმ წუთებშიც კი, როდესაც ბედნიერებას
მჩუქნი, შიში თავს არ მანებებს, გულზე ბლანტი ჭაობივით მაწევსო. მიუხედავად
მკითხველთა ლიგა
იმისა, რომ ჟურემას ახლა ეს მშიშარა სწორედ ისე უყვარდა, როგორც ქალს უყვარს
ხოლმე მამაკაცი, მას ეკუთვნოდა, როგორც ქალი ეკუთვნის ქმარს ან საყვარელს,
დედობრივი გრძნობა, მისი მოვლის სურვილი თავს მაინც არ ანებებდა და მასზე
ზრუნვას ისიც დედასავით განაგრძობდა.
ჟურნალისტმა ცალი ფეხი გასწია და ჟურემას ფეხებს შორის შეუყო. ქალი არ
განძრეულა, მაგრამ იმის გაფიქრებაზე, რომ კაცს ახლა, დღის სინათლეზე
მოუნდებოდა ის, რასაც ღამით სიბნელის საბურველი ეფარა, სახე აუფორეჯდა.
ვაითუ, ახლაც ისურვოს მისი დაუფლება, თავადაც დატკბეს და ქალიც დაატკბოს.
ჟურემას თავით ფეხამდე ჟრუანტელმა დაუარა. თვალები დახუჭა, გაირინდა,
შეეცადა, ყურადღება სროლის ხმაზე გადაეტანა და გაეხსენებინა, რომ სულ ახლოს
იბრძოდნენ, იღუპებოდნენ. მერე შეეცადა, ძმები ვილანოვების ცოლებზე ეფიქრა,
კატარინაზე, სხვა ქალებზე, რომლებიც უკანასკნელ ძალებს იკრებდნენ, ოღონდ კი
დაჭრილებისთვის ჭრილობები გადაეხვიათ, ავადმყოფებისა და
ახალშობილებისთვის მოევლოთ ჯარისკაცებისგან თავისუფალ მოწყალების
სახლებში, მოხუცებზე ეზრუნათ, მთელი დღე ქუჩებში მოკლულებს რომ
აგროვებდნენ და ორმოებისკენ მიათრევდნენ. მოახერხა კიდეც, სხვა რამეზე დაეწყო
ფიქრი, და სულ ახლახან დაუფლებული გრძნობა ჩაიყუჩა. „სირცხვილი დავკარგე, –
გაიფიქრა მან, – გარდა იმისა, რომ ვცოდავ, კიდევ ცოდვაზე ვფიქრობ და ცოდვაზე
ვოცნებობ, ვაითუ, გავგიჟდი? ვაითუ, სულში ეშმაკი ჩამისახლდა!“ სიკვდილი
გვერდით იყო, სულ ახლოს, მას კი ფეხი სულით ხორცამდე ცოდვაში ედგა. არასოდეს
მსგავსი რამ არ დამართვია. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ორ მამაკაცს ეკუთვნოდა,
გაოცებულმა მხოლოდ ახლა გაიგო, რომ სხეულსაც შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო,
ბედნიერება შეეგრძნო; ამას მხოლოდ ახლა ჩასწვდა, როდესაც ეს კაცი, რომელიც
ომისა და შემთხვევითი გარემოებების, ან იქნებ სატანის ნებით მისი ცხოვრების
გზაზე აღმოჩნდა, ახლა ყოველ ღამე ეხვეოდა. მხოლოდ ახლა გაიგო, როგორ
ამძაფრებდა ყველა გრძნობას სიყვარული, სხეულს როგორ უფორიაქებდა, კანი
როგორ ეწვოდა, თავბრუ ისე ეხვეოდა, თითქოს უკანასკნელმა წამმა ჩამოჰკრაო. კაცს
მთელი სხეულით მიეკრო. ზურგს უკან ჯუჯა ისევ ამოძრავდა და დაკარგული
სითბოს ძებნაში მისკენ მიიწია.
ჰო, ნამდვილად ნამუსი ჰქონდა დაკარგული. ადრე მისთვის ვინმეს რომ ეთქვა, აი,
ასე ორ მამაკაცს შორის იწვებიო, თუნდაც ერთ-ერთი მამაკაცი მთლად მამაკაცი არ
ყოფილიყო, ალბათ გაგიჟდებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, მამა- კაცი ჯვარდაუწერლად
დაგეუფლება, თან მეორე მამაკაცის თანდასწრებით ისე რომ, იმ მეორეს ან ეძინება, ან
სულაც თავს მოიკატუნებს რომ სძინავსო, სირცხვილისგან მართლაც დაიწვებოდა,
საკუთარი თავი შეზიზღდებოდა. არადა, ახლა სწორედ ასე იქცეოდა. ჯუჯა გვერდით
ეწვა, ისინი კი, ტუჩებშეტყუპებულები, ერთმანეთს ატკბობდნენ თავიანთი
სხეულებით. ეს ტკბობა ყოველ ღამე მეორდებოდა, ჟურემას კი არაფრის ეშინოდა,
სირცხვილით არ იდაგებოდა, ამას ჩვეულებრივ ამბად თვლიდა და ბედნიერი იყო.
პირველ ღამეს, როდესაც ერთმანეთს ისე ეხვეოდნენ, თითქოს ამქვეყნად მათ გარდა
არავინ იყო, ჯუჯამ იკითხა, ხომ არ გინდათ, მარტონი დაგტოვოთო. არა, შენ
ჩვენთვის ძველებურად საჭირო და ძვირფასი ხარო, უპასუხეს და არ მოუტყუებიათ.
სროლებმა იმატა და სულ ახლოს გაისმა, რამდენიმე წამით მოეჩვენა, შიგ
ქოხში,ზედ ორმოს თავზე ისვრიანო. იქაურობა კვამლითა და მტვრით აივსო.
ჟურემამ ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა, ერთიანად აიზღარბა და გაიფიქრა,
სადაცაა ტყვია მომხვდება, ჭურვი დამეცემა, კედლები თავზე დამემხობაო. მაგრამ

მკითხველთა ლიგა
მალე სროლის ხმა ნელ-ნელა დაშორდა. ქალმა თვალები გაახილა და წყალწყალა
თვალების მზერას გადააწყდა. საწყალს გაღვიძებოდა და ახლა ისევ შიშით კვდებოდა.
– მე კი მეგონა, კოშმარულ სიზმარს ვხედავ-მეთქი, – გაისმა მის ზურგს უკან ჯუჯას
ხმა. ჯუჯა ფეხზე წამოდგა და ორმოდან თავი ამოყო. ჟურემამაც წამოიწია მუხლებზე
და ორმოდან აიხედა, მხოლოდ ჟურნალისტი იწვა გაუნძრევლად. ყრმა იესოს ქუჩაზე
ხალხის ტალღა მოჩანდა – კამპუ გრანდისკენ მიეშურებოდნენ.
– რა ხდება? – იკითხა ორმოში მოკუნტულმა ჟურნალისტმა, – რას ხედავთ?
– ბევრი ხალხია, – დაიხარა მისკენ ჯუჯა, – პედრაუს სანგრიდან გამორბიან.
იმწუთს კარი გაიღო და ჟურემამ ზღურბლზე რამდენიმე კაცი დაინახა. ერთი
იცნო: გრძელთმიანი ყმაწვილი იყო, ჯარისკაცების პირველი გამოჩენისას კოკორობოს
ფერდობზე შეხვდა.
– აქ მოდით! – დაიძახა მან და სროლის ხმა გადაფარა, – დამეხმარეთ!
ჟურემამ და ჯუჯამ ჟურნალისტი ორმოდან ამოათრიეს, ქუჩაში გაიყვანეს. რაც
თავი ახსოვდა, ქალი მიჩვეული იყო, ნებისმიერ ბრძანებას დაუფიქრებლად
დამორჩილებოდა. ამიტომ არც ახლა გაუჭირდებოდა, დაბნეულობა უცებ
ჩამოეფერთხა და ყველასთან ერთად საქმეს შესდგომოდა. თავში აზრადაც არ
მოუვიდოდა, რომ ეკითხა, რას, რატომ და რისთვის აკეთებდნენ. იმ კაცის გვერდით,
რომელიც ახლა ყრმა იესოს ქუჩაზე მასთან ერთად გარბოდა, ყველაფერი სხვანაირად
იყო. ამ კაცს ყველაფრის გაგება უნდოდა, უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მარცხნივ და
მარჯევნივ, წინ და უკან, რას აკეთებდნენ ირგვლივ ადამიანები, რას რატომ
ამბობდნენ, ხოლო მისი შიშივით უშრეტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება
ჟურემას უწევდა. გრძელთმიანმა ახალგაზრდა ჟაგუნსუმ აუხსნა, რომ ძაღლებს
დილიდანვე მოჰქონდათ იერიში სასაფლაოდან სანგრებზე. მართალია, ჯერ
სანგრების დაკავება ვერ შეძლეს, მაგრამ იოანე ნათლისმცემლის ქუჩაზე მოახერხეს
გამაგრება და იესო ქრისტეს ტაძარს ზურგიდან ემუქრებოდნენ. ამიტომ, ჟუაუ
მოციქულის გადაწყვეტილებით, სასაფლაოსთან გაჭრილ სანგრებსა და ეკლესიებს
შორის კიდევ ერთი გამაგრებული ადგილი იყო იმ შემთხვევისთვის, თუკი დაღიანს
თავისი რაზმის წაყვანა მოუხდებოდა. ხალხს სწორედ ამიტომაც აგროვებდნენ: დედა
ეკლესიის ქუჩიდან პედრაუმ თავისი ხალხიც კი მოიყვანა. ეს თქვა და, გრძელთმიანი
დაწინაურდა. ჟურემას ესმოდა, რა მძიმედ სუნთქავდა ჟურნალისტი, ხედავდა,
როგორ ბორძიკობდა გამუდმებით და დარწმუნებული იყო, რომ ისიც მასავით
დაღიანზე ფიქრობდა. ახლა გვერდს ერთმანეთს ვეღარ აუქცევენ, შეხვედრა მოუწევთ.
ქალმა იგრძნო, როგორ მოუჭირა ჟურნალისტმა ხელი და თავადაც ხელის მოჭერით
უპასუხა.
იმ დღიდან, როდესაც თავს ბედნიერება დაატყდათ, დაღიანს არ შეხვედრიან,
მაგრამ ერთმანეთთან მასზე არაერთხელ ულაპარაკიათ, რადგან ორივემ იცოდა, რომ
ამიერიდან ეს სახედამახინჯებული კაბუკლუ მათ სიყვარულს ბევრად უფრო
ემუქრებოდა, ვიდრე თავად ჯარისკაცები. მას შემდეგ კანუდუსის ჩრდილოეთ
საზღვართან იმალებოდნენ, საიდანაც ფაზენდა ველია ყველაზე შორს იყო; ჯუჯა
დაზვერვაზე დადიოდა, დაღიანის შესახებ ამბებს აგროვებდა. როდესაც ერთ დილით
ამბავი მოიტანა, – მაშინ მაკომბუს უკან, წმინდა ელეგიას ქუჩაზე თუნუქის
ფანჩატურს აფარებდნენ თავს – ჯარი ფაზენდა ველიას უტევსო, ჟურემამ
ჟურნალისტს უჩურჩულა, სანამ დაღიანი ცოცხალია, იმ სანგრებს არ დაუთმობსო.
თუმცა, იმავე საღამოს გაიგეს, რომ იგი თავისი გადარჩენილი მეომრებით სწორედ იმ
სანგრებში გამაგრებულიყო, რომელსაც ჯარისკაცები სადაცაა აიღებდნენ. ასე რომ,
ერთმანეთს აუცილებლად გადაეყრებოდნენ. მაგრამ დაღიანთან მოსალოდნელმა
მკითხველთა ლიგა
შეხვედრამაც კი ვერ ჩაუშხამა ის ბედნიერება, რომელიც ახლა თითქოს მისი სხეულის
ნაწილად ქცეულიყო.
ბედნიერება შველოდა, როგორც მის ხელს ჩაფრენილ ჟურნალისტს –
ახლომხედველობა და შიში, როგორც რწმენა, ფანატიზმი და ჩვევა – დანარჩენებს,
და ისინიც გარბოდნენ, იდაყვებით გზას ითავისუფლებდნენ, ბორძიკობდნენ,
ეცემოდნენ, ისევ ფეხზე დგებოდნენ, ბარიკადებისკენ მიექანებოდნენ, წინაღობებს
აგებდნენ, ამჩნევდნენ, გარშემო რა ხდებოდა, ნანახზე ფიქრობდნენ, დასკვნები
გამოჰქონდათ და როგორც ამას გონიერება, საერთო გონი, ან, უბრალოდ, ინსტინქტი
უკარნახებდათ, ისე აფასებდნენ, თუ რას ნიშნავდა ჭურვებით გადაბუგული და
გადათხრილი ქუჩები, გადამწვარი და ჩამოქცეული სახლები, რომლებსაც თავად
ჟაგუნსუებივე შლიდნენ, რათა ნანგრევები ბარიკადებად გამოეყენებინათ; აქა-იქ
მიმოფანტული გვამები, ადამიანის სახედაკარგული ქალები და კაცები ჩამქრალი
თვალებითა და მომჩვარული, ერთიანად გამომშრალი სხეულებით, მიუხედავად
ყველაფრისა, სრულიად გაუგებარი, რაღაც პერვერსიული, აბსურდული ლოგიკით
ჯერ ისევ ცოცხლები რომ იყვნენ.
უყურებდა ქალი ამ სანახაობას, მაგრამ ვერ ხედავდა, რადგან ძველ, ჯერაც
გადაუსვენებელ გვამებს შორის სიმყრალესა და სიბინძურეში ისე იყვნენ აზელილნი,
რომ მკვდართაგან მხოლოდ მოზუზუნე ბუზების სიმრავლით თუ გამოირჩეოდნენ;
როგორც ვერ ხედავდა ზედ მათ თავზე მოტრიალე ყვავ-ყორნებს, ხანდახან, ბრმა
ტყვიით განგმირულნი ქვასავით ძირს რომ ცვიოდნენ, ვერც ნანგრევებს შორის
მთვარეულებივით მობორიალე ბავშვებს, დროდადრო ძირს რომ იხრებოდნენ და
მიწას ღეჭავდნენ.
დიდხანს გარბოდა, და როდესაც ბოლოს და ბოლოს შეჩერდა, ერთი წუთით
თვალების დახუჭვა დასჭირდა და ბრუციან თანამგზავრს მიეყრდნო, რომ მის
ირგვლივ გიჟურად მობზრიალე სამყარო გაჩერებულიყო.
ჟურნალისტმა ჰკითხა, სად ვართო, და ჟურემა უცებ ვერ მიხვდა, რომ ეს
გადათხრილი, სრულიად უცნობი სივრცე იოანე ნათლისმცემლის ქუჩა იყო, ვიწრო
გასასვლელი სასაფლაოსთან მჭიდროდ ნაშენებ სახლებსა და იესო ქრისტეს
მშენებარე ტაძრის უკანა მხარეს შორის. ახლა აქ აღარაფერი ჩანდა, ნანგრევების,
ორმოებისა და უამრავი მოფუსფუსე ხალხის გარდა, რომლებიც წამითაც არ
ჩერდებოდნენ: მიწას თხრიდნენ, მიწითა და სილით სავსე ტომრებს, ყუთებს,
კასრებს, ქვებს, აგურებს, კრამიტებს, მორებს, ცხოველების ლეშსაც კი,
ბარიკადებისკენ მიათრევდნენ და იქ, სადაც ადრე სასაფლაოს ღობე იყო, ბარიკადი
თვალდათვალ იზრდებოდა. ქალს სროლის ხმა აღარ ესმოდა, ამ ზუზუნში მას ვეღარ
არჩევდა. ბეც ჟურნალისტს ის კი უთხრა, დაღიანი არსად ჩანს, ძმებ ვილანოვებს კი
ვხედავო, რომ ამ დროს ვიღაც ცალთვალამ მიაძახა, რაღას უცდითო. ბეცი
ჟურნალისტი მიწაზე დაემხო და თხრა დაიწყო. ჟურემამ წვეტიანი რკინა იპოვა და
მიაწოდა, თავად კი უკვე მერამდენედ შეუდგა ჩვეულ საქმეს: ტომრებს მიწით
ავსებდა, საითაც უჩვენებდნენ, იქით მიათრევდა, აგურებს, ქვებს, კრამიტებს და ხის
ნაჭრებს რაც შეიძლება მჭიდროდ აწყობდა, რომ რამდენიმე მეტრით აზიდული
კედელი უკეთ გაემაგრებინა. დროდადრო თავის ბეც ჟურნალისტთანაც გარბოდა და
ანუგეშებდა, შენთან ახლოს ვარო. ვერც იმას ამჩნევდა, რომ ამ უზარმაზარ კედელს
იქით სროლა ხან წყდებოდა, ხან ისევ იწყებოდა, ხან ძლიერდებოდა, ხან
სუსტდებოდა და ვერც იმ მოხუცებს ხედავდა, რომლებსაც დროდადრო დაჭრილები
ტაძრისკენ გადაჰყავდათ.

მკითხველთა ლიგა
ქალებმა, რომელთა შორისაც ჟურემამ ჟუაუ მოციქულის ცოლი, კატარინა იცნო,
ხელში ქათმის ცოტაოდენ ხორცშერჩენილი ძვლები და ერთი ჩამჩა წყალი მიაწოდეს.
ჟურემა მაშინვე ჟურნალისტთან და ჯუჯასთან გაიქცა საჭმლის გასაყოფად, მაგრამ
ორივეს უკვე მიეღო თავიანთი წილი. საჭმლითა და სასმლით გულს იოხებდნენ და
მაინც დაბნეულები იყვნენ: რა ხანია ქალაქს საკვების ყველა მარაგი ამოეწურა.
უკანასკნელ ნარჩენებს მხოლოდ იმათთვის ინახავდნენ, ვინც დღედაღამ სანგრებსა
და სამრეკლოებზე იყო ჩასაფრებული და გაუთავებელი სროლისგან თითები სულ
დამწვარი ჰქონდათ.
ამ მცირეოდენი შესვენების შემდეგ ჟურემა ისევ შეუდგა შრომას, მაგრამ უცებ
მზერა შემთხვევით ტაძრის სამრეკლოს ჰკიდა და ისეთი რამ შენიშნა, რამაც აიძულა,
კიდევ გაეხედა. ხარაჩოებზე ჟაგუნსუების თავების, სახურავის პარაპეტებში
გამოშვერილი თოფის ლულების გარდა ძირს ჩამომავალ კიბეზე უგერგილოდ,
არაბუნებრივად მოგრეხილი და გადმოწოლილი პატარა ფიგურა შეამჩნია – ბავშვი
იყო თუ ჯუჯა, ვერ არჩევდა. ქალი დააკვირდა და იცნო: მოხუცი მნათე იყო,
ეკლესიის მესანთლე, მოლარე, მეკლიტური, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ნეტარს
ამათრახებდა. სამრეკლოზე საღამოობით, ერთსა და იმავე დროს ადიოდა, ზარს
რეკავდა და მშვიდობიან დროსაც და ახლაც მთელ ბელუ-მონტის ლოცვად იხმობდა.
წინა დღეს ზარები ისევ რეკავდა, ესე იგი მოხუცი უკვე მწუხრის ზარების შემდეგ
მოეკლათ: ტყვიას კიბის საფეხურებზე ჩამოეგდო, ჟაგუნსუებს კი გვამის
გადასატანად ვერ მოეცალათ.
– ერთი სოფლიდან ვიყავით, – ჩაულაპარაკა ჟურემას გვერდით მდგომმა ქალმა, –
შოროშოში ვცხოვრობდით. ჩვენთან ხურო იყო, სანამ ანგელოზმა თავისი ფრთა არ
შეახო.
ჟურემა საქმეს დაუბრუნდა, ახლა აღარც მნათე ახსოვდა და აღარც საკუთარი თავი,
ჟურნალისტსაც იშვიათად აკითხავდა. მზის ჩასვლისას უეცრად დაინახა, რომ ძმები
ვილანოვები სამლოცველოსკენ გარბოდნენ და მათ სხვადასხვა მხრიდან დაღიანი,
ჟუაუ მოციქული და დიდი ჟუაუც უერთდებოდნენ, ალბათ რაღაც მოხდაო,
გაიფიქრა.
ცოტა ხნის შემდეგ, ბეც ჟურნალისტთან საუბრისას, უეცრად იგრძნო, რომ რაღაც
დაუძლეველი ძალა მიწისკენ ეწეოდა. გაჩუმდა, დაბარბაცდა, მუხლებზე დაეშვა და
კაცს ჩაებღაუჭა, - რა დაგემართა, რა მოგივიდა? – აბუტბუტდა კაცი და ქალს მხრებში
ხელი ჩაავლო, – დაგჭრეს? – ჟურნალისტი ახლა უკვე შეშინებული ყვიროდა და ქალს
სხეულს უსინჯავდა. მაგრამ ჟურემა ხვდებოდა, რომ დაჭრილი არ იყო – უბრალოდ,
ძალა გამოსცლოდა: გამოშიგნულივით იყო, ისეთ სიცარიელეს გრძნობდა, რომ პირის
გაღებაც კი არ შეეძლო, არც თითების ამოძრავება. ხედავდა მისკენ დახრილი კაცის
სახეს, რომელმაც ასწავლა ბედნიერება, ხედავდა, როგორ აკვირდებოდნენ მისი
ნამიანი და ხშირ-ხშირად მოხამხამე თვალები, როგორ ცდილობდა ის კაცი, რამე
დაენახა, უნდოდა, დაეწყნარებინა, მაგრამ ძალა არ შესწევდა. მისთვის ყველაფერი
უცებ საოცრად შორეული, უცხო, მოგონილი გამხდარიყო. ჯუჯასაც მოერბინა, ქალს
ჟურნალისტთან ერთად ხელებს უზელდა, თვალებზე ჩამოშლილ თმას უსწორებდა,
ლოყაზე კოცნიდა, ეალერსებოდა. ჟურემა ცდილობდა, თვალები არ დაეხუჭა, იცოდა,
თვალებს თუ დახუჭავდა, მოკვდებოდა, მაგრამ ამის ძალაც კი აღარ შესწევდა.
როდესაც თვალი ისევ გაახილა, ისე აღარ სციოდა. დაღამებულიყო; ცა
ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, გარემოს სავსე მთვარე ანათებდა; ჟურნალისტის
მხარს მიყრდნობილი იჯდა – ნაცნობი სუნიც, გამხდარი მხრის შეხებაც და მისი
სუნთქვაც მაშინვე იცნო – ჯუჯა კი ძველებურად ხელისგულებს უზელდა. ჯერ ისევ
მკითხველთა ლიგა
გაბრუებულმა მათ გადახედა და მიხვდა, რა გახარებულები იყვნენ, გონს რომ
მოვიდა: ისეთი სინაზით ეხვეოდნენ და კოცნიდნენ, რომ თვალებზე ცრემლი მოადგა.
რა დაგემართაო, ეკითხებოდნენ, დაგჭრეს, ავად გახდი? არაო, პასუხობდა იგი,
უბრალოდ, დავიღალე, ბევრი ვიმუშავეო. იქ აღარ ისხდნენ, სადაც გრძნობა დაკარგა:
ამ დროის მანძილზე სროლა განახლებულიყო და ჟაგუნსუებს სასაფლაოს მიდამოები
დაეტოვებინათ, უკან დაეხიათ. ჯუჯა და ჟურნალისტიც იძულებულნი
გამხდარიყვნენ, ქალი იქიდან კუთხეში გადაეყვანათ. თუმცა მომხდურებს იოანე
ნათლისმცემლის ქუჩაზე აღმართული ბარიკადის აღება ვერ მოეხერხებინათ:
სასაფლაოს შემოგარენიდან გამოქცეულ, ცოცხლად დარჩენილ ჟუგუნსუებს
ეკლესიიდან გამოსულები დახმარებოდნენ და ახლაც მედგრად იდგნენ. ესმოდა,
როგორ ეუბნებოდა ჟურნალისტი, მიყვარხარო, და ამ დროს მიწა თითქოს
ატრიალდა. მტვერმა ნესტოები ამოუვსო, თვალებშიც შეეყარა, ძლიერმა ტალღამ
გვერდით გააქანა და იგრძნო, რომ მიწას იყო დაკრული: ჯუჯამ და ჟურნალისტმა
თავი ვერ შეიმაგრეს და ქალს ზედ დაენარცხნენ. მაგრამ ჟურემას არ შეშინებია; მათი
სიმძიმის ქვეშ მოკუნტულმა მაინც შეძლო, ძალა მოეკრიბა და ეკითხა, ცოცხლები
ხართო? ორივე უვნებელი გადარჩენილიყო, მაგრამ აფეთქების გამო თავზე ხის
ნაფოტები, კედლის ნანგრევები და ათასი სხვა რამ ეყარათ. სიბნელეში გაურკვეველი
ხმები ისმოდა: სასოწარკვეთილი კივილი, დაბნეული ყვირილი, შეშლილი
ღრიალი ერთმანეთში იყო აზელილი. ჟურნალისტმა და ჯუჯამ ფეხზე ადგომა
მოახერხეს და წამოჯდომაში ქალსაც დაეხმარნენ. სამივე გზაჯვარედინზე
დარჩენილ ერთადერთ კედელს მიეყრდნო. რა ხდებოდა, რა უნდა მომხდარიყო?
წინ და უკან ვიღაცების ჩრდილები დარბოდნენ, ჰაერს შეშინებული შეძახილები
არღვევდა, ჟურემას ფეხები მოეკვეთა და თავი ბეცი ჟურნალისტის მხარზე ჩამოდო.
ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ ტირილთან, კვნესასთან, ქვითინთან და
მოთქმასთან ერთად ხარხარის, მხიარული შეძახილების, სიმღერის ხმა ჩაესმოდა,
მერე კი ასობით ყელიდან ჭექა-ქუხილივით ამომავალი ეს მხიარულება ერთ მოზეიმე
საომარ სიმღერაში გადაიზარდა.
– წმინდა ანტონიუს ეკლესია, – თქვა ჯუჯამ, – დაანგრიეს, მიწასთან გაასწორეს.
ჟურემამ იქით გაიხედა, სადაც მთვარის სუსტ ნათელში მდინარიდან მონაბერი
ნიავი კვამლის ღრუბელს ფანტავდა და იესო ქრისტეს ტაძრის დიდებული სილუეტი
იშლებოდა, მაგრამ იქ ვეღარც წმინდა ანტონიუს ეკლესიის გუმბათები დაინახა,
ვეღარც სამრეკლო. აი, თურმე რას ნიშნავდა ის საშინელი გრიალი. მოთქმა-ტირილი
და კვნესა კი იმათი უნდა ყოფილიყო, ვინც ტაძარმა ქვეშ მოიყოლა, მაგრამ ჯერ ისევ
ცოცხლები იყვნენ. ჟურნალისტი ისევ ჟურემას იყო ჩახუტებული და კითხულობდა,
ეს გამარჯვების შეძახილები და სიცილი რას ნიშნავსო, ჯუჯა კი უხსნიდა:
ჯარისკაცები ზეიმობენ, სიხარულისგან ჭკუა დაკარგესო. ჯარისკაცები?
ჯარისკაცების ხმა ესმოდათ? ნუთუ ასე ახლოს იყვნენ! საზეიმო შეძახილები კვნესას
ერწყმოდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ სიხარულის ყიჟინა უფრო
ახლოს გაისმოდა. ბარიკადის იქითა მხარეს, რომლის აშენებაშიც წვლილი მათაც
მიუძღოდათ, უთვალავი ჯარისკაცი მოგროვებულიყო და მათგან მხოლოდ
რამდენიმე ნაბიჯიღა ყოფდათ, სულ რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც ახლა
გადადგამდნენ, – ღმერთო, – შეევედრა ღმერთს ჟურემა, – ჰქმენ ისე, რომ ჩვენ სამნი
ერთად დაგვხოცონ!
მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, მთავარი ტაძრის ჩამოქცევას
ბრძოლის დაჩქარებაზე არ უმოქმედია, პირიქით, შეაჩერა კიდეც. ჟურემა, ჯუჯა და
ბეცი ჟურნალისტი ადგილიდან არ იძვროდნენ და ესმოდათ, როგორ ქრებოდა ნელ-
მკითხველთა ლიგა
ნელა ტკივილითა და სიხარულით გამოწვეული შეძახილები და როგორ
ისადგურებდა ირგვლივ უჩვეულო, უკვე გადავიწყებული მდუმარება. აღარც
ზარბაზნებს ისროდნენ, აღარც ტყვიები წუოდნენ – ყურს მხოლოდ სუსტი კვნესა-
მოთქმაღა სწვდებოდა, თითქოს მებრძოლმა მხარეებმა სულის მოსაბრუნებლად
დროებითი ზავი დადესო. დროდადრო ჟურემას, ჯუჯასა და ჟურნალისტს
ეჩვენებოდათ, რომ ჩაეძინათ და გაღვიძებულებმა არ იცოდნენ, ერთი წუთი გავიდა
თუ მთელი საათი. ჯუჯასა და ჟურნალისტს შორის ჩამალულმა ქალმა გაოგნებით
აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ძველებურად იყო და თავადაც ისევ იმავე ადგილზე
იმყოფებოდა.
ერთ-ერთი ასეთი გამოღვიძების დროს დაინახა კათოლიკური გვარდიის
მებრძოლი, რომელიც მათკენ მოდიოდა. რატომ მოვიდა? პადრე ჟუაკინს
გამოეგზავნა, – შენზე ვუთხარი, სიარული არ შეუძლია-მეთქი, – ჩასჩურჩულა
ჟურნალისტმა. ერთი წუთის შემდეგ სიბნელიდან თავად პადრემ ამოყვინთა და
მათკენ სირბილით გამოეშურა, – რატომ არ მოდიხართ?! – რაღაც უცნაურად იკითხა
მან და ჟურემა მიხვდა: დაღიანი!
– ჟურემა ძალიან გადაღლილია, – გაიგონა ქალმა ჟურნალისტის ხმა, –
რამდენჯერმე დაკარგა გონება,
– რას ვიზამთ, მაშინ, დარჩენა მოუწევს, – თქვა პადრე ჟუაკიმმა გაუბრაზებლად,
ისევ ისეთი უცნაური, მაგრამ დაღლილი, მოწყენილი, უნიათო ტონით, – თქვენ ორნი
კი წამომყევით.
– დარჩეს? – ჩაიჩურჩულა ჟურნალისტმა და ქალი გრძნობდა, კაცი მთელი
სხეულით როგორ დაიძაბა.
– დაწყნარდით! – უბრძანა პადრემ, – თქვენ ხომ ასე გინდოდათ კანუდუსის
დატოვება. ჰოდა, ახლა ასეთი საშუალება მოგეცემათ. სიტყვა აღარ დაძრათ.
გამომყევით.
შებრუნდა და წავიდა. ჟურემამ დაღლილობას სძლია და პირველი წამოდგა, ბეცი
ჟურნალისტი დაბნეული ბუტბუტებდა, ჟურემას სიარული არ შეუძლიაო, მაგრამ
ქალმა სიტყვა გააწყვეტინა და იმის დასამტკიცებლად, რომ სიარული შეეძლო, პადრე
ჟუაკინის ჩრდილს პირველი გაჰყვა უკან. რამდენიმე წამში, ხელიხელჩაკიდებულები,
ერთად გარბოდნენ წმინდა ანტონიუს დაქცეული ტაძრის ნანგრევებისკენ, გზას
დაღუპულებსა და მომაკვდავებს შორის მიიკვლევდნენ და ჯერაც არ სჯეროდათ
პადრეს ნათქვამი სიტყვებისა.
მალე ჟურემა მიხვდა, რომ გადასასვლელებისა და ბარიკადების ლაბირინთში,
შეიარაღებულ ხალხს შორის, სამლოცველოსკენ მიდიოდნენ. კარი გაიღო და ფარნის
შუქზე ქალმა დაღიანი იცნო: ალბათ მისი სახელი ხმამაღლა წარმოთქვა, რადგან
ჟურნალისტს მაშინვე ცემინება აუტყდა და ორად მოიხარა. თუმცა პადრე ჟუაკინს
ისინი აქ, კაბუკლუსთან სულაც არ მოეყვანა, რადგან დაღიანს მათკენ არც კი
გამოუხედავს. ყველაფერი სამლოცველოს პირველ, მორჩილების ოთახში ხდებოდა;
კუთხეებში მუხლმოყრილი მორჩილებისა და ადამიანთა დედის გარდა, ნეტარისა და
ნატუბელი ლეონის პროფილები დაინახა. მათ და დაღიანის გარდა, ოთახში ძმები
ვილანოვები და მათი ცოლები იყვნენ. სახეებზე ყველას, პადრე ჟუაკინის ჩათვლით,
უცნაური გამომეტყველება ჰქონდა აღბეჭდილი - თითქოს რაღაც უზარმაზარი,
საშინელი, მოულოდნელი, გამოუსწორებელი უბედურება მომხდარიყო, რომელიც
დიდი ძნელბედობის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. დაღიანი ისე იქცეოდა,
თითქოს მათ საერთოდ ვერ ამჩნევდა, თითქოს ისინი იქ სულაც არ ყოფილიყვნენ და

მკითხველთა ლიგა
ანტონიუ ვილანოვასთან საუბარს განაგრძობდა: – ყვირილს გაიგონებთ, სროლას, თუ
არეულობა დაიწყება, არ გაინძრეთ! მელოდეთ, სანამ სალამურით ნიშანს არ
მოგცემთ. როგორც კი დავუსტვენ, გაიქეცით, გაფრინდით, ისე გაძვერით, თითქოს
მელა იყოთ! – კაბუკლუ გაჩუმდა, ანტონიუ ვილანოვამ თავი მოღუშულად დაუქნია, -
უკანმოუხედავად გაიქეცით, – განაგრძობდა დაღიანი, – უკან ნუღარ
მოტრიალდებით, ვინმე რომ დავარდეს კიდეც, ნურც მის ასაყენებლად, გასაგებია?
ყველაფერი ამაზე და ღმერთზეა დამოკიდებული. თუ მდინარემდე უჩუმრად
მიაღწევთ, გაძვრებით. ასეა თუ ისე, სხვა გასასვლელი მაინც არ არის, იქ კი
შეგიძლიათ სცადოთ.
– მაგრამ შენ ხომ ნამდვილად ვერ გამოძვრები, – გულისტკივილით ამოიკვნესა
ანტონიუ ვილანოვამ, – ვერც შენ და ვერც შენი ხალხი! – ატირებულმა დაღიანს
ხელები ჩაავლო: – არ მინდა ბელუ-მონტიდან წასვლა და თან ასეთ ფასად! შენ ჩემზე
უფრო საჭირო ხარ! დაღიანო! დაღიანო!
კაბუკლუმ გაბრაზებულმა გაითავისუფლა თავი.
– სანამ ინათებს, მანამდე უნდა მოხდეს ყველაფერი, – თქვა მშრალად, – სხვა დროს
არ ივარგებს.
შემდეგ ჟურემას, ჯუჯასა და ჟურნალისტს მიუბრუნდა, რომლებიც ამ დიალოგს
გაქვავებულები უსმენდნენ.
– თქვენც წახვალთ. ასე სურს მოძღვარს, - თქვა მან ისე, თითქოს მათ კი არა, უკან
ვიღაც უხილავს მიმართავსო, – ჯერ ჩუმად ივლით ფაზენდა ველიამდე: ერთმანეთის
ზურგს უკან. ყაჩაღანები გიჩვენებენ ადგილს, სადაც ჩემს ნიშანს დაელოდებით.
ბანაკს გადაივლით და მდინარისკენ გაიქცევით. თუ ღმერთი გიშველით,
სამშვიდობოს გახვალთ, – გაჩუმდა და ჟურემას ჩახუტებულ, ვერხვის ფოთოლივით
აცახცახებულ ჟურნალისტს სახეში ჩააჩერდა, – რაც ამოსაცემინებელი გაქვს, აქ
მოითავე, – დასძინა ისე, რომ ტონი არ შეუცვლია, – არც მანამ და არც მაშინ, როცა
ჩემს ნიშანს დაელოდებით, ცემინება არ შეიძლება, თორემ შუბლს მაშინვე
გაგიხვრეტენ. უსამართლობა იქნება, შენ გამო ყველა დაიღუპოს. კურთხეულ იყოს
უფალი იესო, მოძღვარი.

რიგით კელუზს ვიღაცის ჩურჩული სწორედ მაშინ ესმის, როდესაც კაპიტან


ოლივეირას ადიუტანტი, ახალგაზრდა, თეთრი ჯარისკაცი ესიზმრება. რამდენ ხანს
უტრიალებდა იმ ბიჭს, იმ დილით კი ვაზა-ბარისის ნაპირზე, ქვიან ნაყარს უკან
საჭიროებისათვის ჩაცუცქული დაინახა. მისი უბალნო თეთრი ფეხები და თეთრი
დუნდულები დილის ცინცხალ ნიავზე ისე უზადოდა და უმწიკვლოდ
გამოიყურებოდა, თითქოს სპეციალურად იწვევსო. სიზმარი ისეთი ცხადი და
ხელშესახებია, რომ კელუზს სასქესო ორგანო უმაგრდება, შარვალს უბერავს და
აღელვებული იღვიძებს. ხმები არ წყდება, მაგრამ სიზმარი იმდენად სასურველი და
სასიამოვნოა, რომ ჯარისკაცი ბოლომდე გამოფხიზლებასა და იარაღისთვის ხელის
ტაცებას არ ჩქარობს, პირიქით, კაპიტნის ადიუტანტის დუნდულები კვლავ თვალწინ
უდგას და ერთი სული აქვს, საკუთარ გავარვარებულ ასოს მიეალერსოს და ასე მაინც
დაიკმაყოფილოს დაუძლეველი სურვილი. მაგრამ ხმაური ისე ახლოდან ესმის, რომ
უეცრად ხვდება, რაშიცაა საქმე: ეს ხმები მის თანამებრძოლების კი არა,
ჟაგუნსუებისაა. აქ სულ მარტოა, მტრებით გარშემორტყმული და როგორც კი
ვითარებას აცნობიერებს, ძარღვებში სისხლი ეყინება და მაშინვე ფხიზლდება.
ლეოპოლდინიუ სადღაა? ნუთუ მოკლეს? რა თქმა უნდა, მოკლეს, და თან ისე, რომ
გუშაგმა დაძახებაც ვერ მოასწრო, ვერც განგაშის ატეხა მოასწრო და ალბათ ვერც იმის
მკითხველთა ლიგა
გაცნობიერება, როგორ აღმოჩნდა საიქიოში. ის და ლეოპოლდინიუ, მეხუთე ქვეითი
ბატალიონის ჯარისკაცი, ერთად გამოგზავნეს ფაველიდან ვაზა-ბარისამდე
გადაჭიმული ტერიტორიის საგუშაგოზე. ლეოპოლდინიუ კარგი ბიჭი იყო, მასთან
მოლაპარაკება ყოველთვის შეიძლებოდა, რომ მორიგეობით თვალი მოეტყუებინათ,
თორემ ამ გუშაგობისგან შეიძლებოდა კაცი ჭკუიდან შეშლილიყო.
– რაც შეიძლება მეტი ხმაური უნდა ავტეხოთ, უფრო ბევრნი რომ ვეგონოთ, – ესმის
მბრძანებლური ხმა კელუზს, – ტვინი აურიეთ, დააბნიეთ, რომ მდინარისკენ
გახედვის დროც კი არ ჰქონდეთ.
– კარგი, დაღიანო, ხმაური ჩვენზე იყოს, – პასუხობს მეორე ხმა.
„დაღიანი? დაღიანი აქ არის?“ – ფიქრობს კელუზი. ვერსად წავა და დასამალიც
არსადაა. ჟაგუნსუები ყოველი მხრიდან მოდიან და თუ იპოვეს, აუცილებლად ყელს
გამოსჭრიან. მაგრამ უმალ სხვა რამესაც ხვდება: მის გვერდით კანუდუსის ყველაზე
საშიში ავაზაკია, სასურველი ნადავლი. მაშინვე სტაცებს ხელს შაშხანას და თავს
ძლივს იკავებს, რომ არ წამოვარდეს და ეს ურჩხული არ დახვრიტოს. არადა, რა
მაგარი იქნებოდა, ყველა აღფრთოვანებით დაუწყებდა ყურებას: თანამებრძოლებიც,
პოლკოვნიკი მედეირუსი და თავად გენერალი ოსკარიც კი. მაშინვე კაპრალის
სამხრეებს დააკრავდნენ – დიდი ხანია დაიმსახურა: პირველი წელი როდია, რაც
ჯარში მსახურობს. ბრძოლებში ვაჟკაცურად იბრძოდა, მაგრამ არა და არ
აწინაურებენ, და თურმე ნუ იტყვით, რატომ, იმიტომ, რომ რამდენჯერმეა
გაროზგილი, თანაც ისეთი სულელური მიზეზის გამო, რომელსაც პადრე ლიცარდუ
„ღვთისთვის საძულველ ცოდვას“ ეძახის. კელუზი თავს აბრუნებს: ნათელი ღამეა,
მთვარიანი და ამბოხებულების სილუეტები აშკარად იკვეთება: ოცი-ოცდაათნი
იქნებიან. როგორ ვერ შეამჩნიეს, სულ ორ ნაბიჯში? ჩაყუჩებული კელუზი ჩამუქებულ
სახეებს ათვალიერებს, მხოლოდ თვალებს ამოძრავებს და ისე ცდილობს, საშინელი
ნაიარევით გამოიცნოს, რომელია დაღიანი. აი, ის არის, დანარჩენებს რომ უხსნის,
თავიდან დინამიტი ისროლეთ, იმას უფრო მეტი ხმაური ექნება, თოფებზე მერე
გადადით და ჩემამდე სალამურში არავინ ჩაბეროსო. მერე თავის მებრძოლებს
ემშვიდობება: „კურთხეულ იყოს უფალი იესო, მოძღვარი“. ჟაგუნსუები სიბნელეში
იშლებიან და ჯარის მიმართულებით იკარგებიან.
ყოყმანი საჭიროდ აღარ მიაჩნია. კელუზი მაშინვე ფეხზე დგება, შაშხანას
იმარჯვებს, სასხლეტს სწევს და იმ მხარეს უმიზნებს, საითაც ყაჩაღები გაუჩინარდნენ.
მაგრამ სასხლეტის საკეტი იჭედება, თითქოს ზედ რაღაცამ მიადნოო. რაც ძალი და
ღონე აქვს, აწვება, მაგრამ არაფერი გამოსდის. გაიჭედა! ჯარისკაცი იგინება და
გაბრაზებული იფურთხება, განგაშის ატეხის დროა, ისევ ექაჩება, მაგრამ საკეტს ისევ
ვერაფერს უხერხებს. ლეოპოლდინიუ ისე ეცოდება, რომ სულ ცახცახებს. მაინც
გასძახის ჩურჩულით: – ლეოპოლდინიუ, აქ ხარ?! – მაგრამ დუმილი პასუხობს და
კვლავ შაშხანას უბრუნდება. აჯანჯღარებს, რომ აზრზე მოიყვანოს, შეაგნებინოს, რომ
ახლა ლულის გამრუდების დრო არ არის და ამ დროს აფეთქების ხმაც ესმის. მორჩა,
უკვე შესულები არიან ბანაკში. არადა, პასუხს მას მოსთხოვენ. მშვიდად მძინარ მის
ამხანაგებს დინამიტებს უშენენ. ნაბიჭვრები, ღორები, ახლა მთელ ბატალიონს
ნაკუწებად აქცევენ. ყველაფერი კი მისი ბრალია.
დაბნეულმა და გაცეცხლებულმა აღარ იცის, რა ქნას. როგორ მოიპარნენ ასე
შეუმჩნევლად? რადგან მათთან ერთად დაღიანია, გასაგებია, რომ კანუდუსიდან
გამოძვრნენ, რესპუბლიკელების პოზიციებს გამოაღწიეს, რომ ჯარისთვის ზურგიდან
დაერტყათ. მაგრამ ერთი რამ ვერ გაუგია, დაღიანი ოცდაათი კაცით ხუთასკაციან
პოლკს რა ჯანდაბად ეტენება? შეწუხებულს ესმის, როგორ იწყება იქ, მეხუთე ქვეითი
მკითხველთა ლიგა
ბატალიონის ბანაკში არეულობა, როგორ ერთვის ჩოჩქოლს დაბნეული, უმისამართო
სროლა. რაღა ეშველება? ხომ ჰკითხავენ, კელუზ, განგაში რატომ არ ატეხე, რატომ არ
ისროლე, არ იყვირე, საერთოდ, სად იყავი, როცა ლეოპოლდინიუს კლავდნენო ? რა
უპასუხოს? ახლა კი ტყავს ნამდვილად გააძრობენ.
სიბრაზისაგან ვერაფერს ხედავს, მთელი ძალით აჭერს სასხლეტს და უეცრად
გასროლის ხმა გაისმის, ცხვირს დენთი უწვავს. იარაღი ისევ მწყობრში დგება და
კელუზს გამბედაობა უბრუნდება. ოპტიმიზმიც, რომელიც ამ თვეების მანძილზე
დანარჩენებისგან განსხვავებით, არასოდეს დაუკარგავს, თუმცა გამუდმებითაც
შიოდა და ყოველდღე უამრავ სიკვდილსაც ხედავდა. გაუცნობიერებლად გარბის
ბანაკისკენ, სადაც აჯანყებულებმა მიზანს მიაღწიეს, სასაკლაო მოაწყვეს. უკანასკნელ
ოთხ ტყვიას ჰაერში ისვრის: ბოლადენილი ლულა დაუმტკიცებს უფროსობას, რომ არ
ეძინა, რომ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ უცებ ფეხით რაღაცას
ედება და მთელი ძალით ეცემა, – ლეოპოლდინიუ, – ამბობს შემკრთალი, –
ლეოპოლდინიუ! – და გარშემო მიწაზე ხელებს აფათურებს.
ჰო, ის არის. კელუზი ხელით სინჯავს, ანჯღრევს, ატრიალებს. ასეა: დაკლეს
ნაბიჭვრებმა. იფურთხება, ისე საზიზღრად ხდება, რომ სადაცაა გული აერევა.
მეწყვილეს ყურიდან ყურამდე ყელი ცხვარივით აქვს გამოჭრილი. მოკლულს
იღლიებით სწევს, მას კი თავი უკან ისე უვარდება, თითქოს ჩალით გატენილი
ფიტული იყოს, – ნაძირალები, ნაძირალები! – ბუტბუტებს კელუზი, მაგრამ დარდსა
და სიბრაზეს იკავებს, და სულ უფრო უმძაფრდება აზრი, რომ ახლა გამოძრომას
მოახერხებს: თუკი ბანაკში ლეოპოლდინიუს მიიტანს, კაპიტანი ოლივეირა ალბათ
დაიჯერებს, რომ სადარაჯოზე არ ეძინა, არამედ ავაზაკებს ებრძოდა. გვამს მხარზე
იგდებს და ნელი ნაბიჯით ბანაკისკენ მიემართება, იქ კი, სროლების და ყვირილის
გარდა, ახლა რაღაც სხვა ხმაც ისმის – გაწელილი, ყურისწამღები სტვენა რომელიღაც
უხილავი ფრინველისა, რომელსაც მაშინვე ბანს ეუბნებიან. ეს მათი წყეული
სალამურებია. რატომ უსტვენენ? ბანაკში რატომ შეცვივდნენ, დინამიტები რატომ
ააფეთქეს, იმიტომ რომ მერე სალამურები ეკვნესებინათ? მუხლები ეკვეთება – უნდა
გაჩერდეს, დაისვენოს.
ბანაკთან რაც უფრო ახლოს მიდის, მით უფრო რწმუნდება, რომ იქ პანიკა სუფევს:
მტერი თავს უეცრად წაადგათ. დაბნეული ჯარისკაცები ვარაუდით, ალალბედზე
ისვრიან, ოფიცრების ხმაჩახლეჩილ, განწირულ ყვირილს არად აგდებენ. ამ დროს
ლეოპოლდინიუს სხეული კრთება, გაოცებული კელუზი თავისდა უნებურად გვამს
ხელს უშვებს და მიწაზე ჯდება. არა, გონს არ მოსულა – მკვდარია. ტყვია მოხვდა და
ამიტომაც იგრძნო კელუზმა ზურგში დარტყმა. „ერთ ღამეში სიკვდილს უკვე მეორედ
გადამარჩინე“, - ფიქრობს კელუზი, – „ჯერ დანისგან მიხსენი, ახლა ტყვიისგან.
გმადლობ, მეგობარო“. მიწას ეკვრის, განა სისულელე არ იქნება, თავისიანებმა
მოკლან? რა ქნას, ასე იწვეს, სანამ სროლა არ ჩაჩუმდება, თუ მაინც შეეცადოს,
ბანაკამდე მიცოცდეს? ასე დაბნეული წევს მიწაზე, როდესაც გარიჟრაჟის მოცისფრო
ნათელი გორაკების წვეროებს ეფინება და მისკენ მომავალ ორ სილუეტს არჩევს. უკვე
მზადაა, დაიყვიროს, დახმარება ითხოვოს, მაგრამ უეცრად ეჭვი დაყვირების
საშუალებას არ აძლევს. მომავლებს დაძაბული აკვირდება, ცდილობს, გაარჩიოს,
ფორმები აცვიათ თუ არა, მაგრამ ჯერ ისევ ბნელა და ვერ ახერხებს. ყოველი
შემთხვევისთვის მხრიდან შაშხანას იხსნის, ჩახმახს სწევს და იარაღში ახალ მჭიდს
დებს. ძალიან მიუახლოვდნენ. ჯარისკაცები არ არიან! პირველს თითქმის მიბჯენით
ესვრის, ველური ყვირილი და დაცემის ხმა ესმის. შაშხანა კი ისევ იჭედება, სასხლეტი
მილიმეტრითაც კი არ ემორჩილება.
მკითხველთა ლიგა
უწმაწური გინებით განზე ხტება და შაშხანას ლულით იჭერს, რომ წამოსულ
ჟაგუნსუს კონდახით გაუმკლავდეს. კელუზი ძლიერი და მოხერხებულია, ჩხუბი
შეუძლია: როდესაც კაპიტანი ოლივეირა ასეულში შეჯიბრებას აწყობს, ყოველთვის
გამარჯვებული გამოდის ხოლმე. ცხელი, ხრინწიანი სუნთქვა სახეს უწვავს, თავის
დარტყმას გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, იცის, რომ ყველაზე მთავარია,
შებოჭოს და ხელები დაუჭიროს, მერე დანაც ვეღარაფერს დააკლებს. ასეცაა: როგორც
კი ახერხებს მოწინააღმდეგეს მაჯებში ხელი დაუჭიროს, კელუზი გრძნობს, როგორ
უხევს დანის პირი შარვალს, როგორ უკაწრავს თეძოს. ჟაგუნსუს თავს ურტყამს,
კბენს, კბილებს შორის გინებას ცრის, იბრძვის, ცდილობს, დანიანი ხელი შეუბოჭოს.
არ იცის, რამდენ ხანს გრძელდება ეს ორთაბრძოლა, მაგრამ ხვდება, რომ
მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა სუსტდება, აშკარად ძალას კარგავს და ჟაგუნსუს
მაგრად შებოჭილი ხელი ნელ-ნელა ეშლება, ურბილდება. – გაჯობე, – სისინებს
კელუზი, – აი, სიკვდილიც გეწვია, მოღალატევ. ჟაგუნსუ კიდევ ცდილობს,
შეეწინააღმდეგოს, კბენს, თავს ურტყამს, სულ უფრო და უფრო უნიათო ხდება,
კელუზი ფეხზე ხტება, შაშხანას ხელს ავლებს, კონდახს მთელი ძალით აწვება და
მტერს მუცელში ხიშტს არჭობს. ამასობაში სულ განათებულა არემარე. კელუზი
მტერს უყურებს და გასივებულ სახეზე შემზარავ ნაწიბურს ამჩნევს. გაოგნებისაგან
ხელებს შლის და დაბნეული თვალებს ახამხამებს, მძიმედ სუნთქავს. გახარებული
ყვირილი გულ-მკერდს ლამის უპობს: – დაღიანი?! დაღიანი ხარ?! ავაზაკი
ჯერ ისევ ცოცხალია, კელუზს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს, – დაღიანი!
– ყივის სიხარულისგან შეშლილი ჯარისკაცი, – ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! ის
კი თვალს არ აშორებს, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი ესმის. კვლავ დანის
მოხელთებას ლამობს, – კიდევ ვერ ისვენებ? – ახლა უკვე დასცინის კელუზი,
მკერდზე ფეხს ადგამს, – კიდევ გინდა? – არა, ავაზაკი სხვა რამეს ცდილობს, თავის
მოკვლა გინდა, დაღიანო? – იცინის კელუზი და დანას ხელიდან აგდებინებს, - ნუ
იწვალებ, შენი დაკვლა ჩვენზე იყოს.
დაღიანის ცოცხლად მიყვანა ბევრად უფრო მაგარი საქმეა, ვიდრე მისი მოკვლა.
კელუზი კაბუკლუს დაკაწრულ, გასივებულ, დაკბენილ სახეს უთვალიერებს. გარდა
ამისა, ალბათ ფეხშიცაა დაჭრილი – შარვლის ტოტი სისხლითა აქვს გაპოხილი. მაინც
უჭირს დაჯერება, რომ მის წინაშე მყოფი დაჭრილი და დამარცხებული კაბუკლუ
სწორედ დაღიანია, მეორე ჟაგუნსუსთან მიდის - ჯერ ისევ ცოცხალია, დაკრუნჩხულს
ხელები მუცელზე აქვს მოჭერილი. ამ დროს ხედავს, მისკენ როგორ მორბის
რამდენიმე ჯარისკაცი. ხელს უქნევს, მთელი ხმით გასძახის: – დაღიანია! დაღიანი!
დაღიანი დავიჭირე!
ჯარისკაცები ამბოხებულს ათვალიერებენ, აქეთ-იქით აბრუნებენ, ლამის ყნოსავენ,
ჩექმებით თელავენ, თუმცა დანდობილად, რადგან თვლიან, რომ უფრო უპრიანი
იქნება, თუ პოლკოვნიკ მედეირუსთან ცოცხალს მიიყვანენ და ბანაკში მიათრევენ.
კელუზს იქ საზეიმო შეხვედრა ელის: უკვე ხმა გავარდნილა, რომ თავდამსხმელთაგან
ერთ-ერთი მოკლა, დაღიანი კი ცოცხლად აიყვანა. მის სანახავად მთელი ბატალიონი
გამოფენილია, ულოცავენ, მხარზე ხელს უტყაპუნებენ, თავში მეგობრულად
წკიპურტებს ურტყამენ, ყოველი მხრიდან მათარებს აწვდიან, ვიღაც ლეიტენანტი კი
სიგარეტით უმასპინძლდება. გრძნობების მოზღვავებისგან კელუზს ცრემლები
სცვივა, მაგრამ ამ სისუსტეს იმით ხსნის, რომ თავისი მეწყვილე, ლეოპოლდინიუ
ახსენდება. სინამდვილეში კი ეს ბედნიერების ცრემლებია, დიდებით გამოწვეული
სიხარულის ცრემლები.

მკითხველთა ლიგა
პოლკოვნიკი მედეირუსი თავისთან იხმობს. კელუზი შტაბში ფრთაშესხმული
მიფრინავს. სულ ავიწყდება, რა გაცეცხლებული იყო გუშინ ბრიგადის მეთაური,
რამდენ სასჯელს, გინებას, საყვედურს აფრქვევდა ყველაზე – ვერ გადაურჩნენ ვერც
მაიორები, ვერც კაპიტნები, – და სულ იმიტომ, რომ პირველი ბრიგადა კანუდუსის
გადამწყვეტ შტურმში, ქალაქის საბოლოოდ განადგურებაში არ მონაწილეობდა.
იმასაც ჰყვებიან, რომ ამის გამო პოლკოვნიკ მედეირუსს გენერალ ოსკართან შეხლა-
შემოხლაც კი მოუხდა, ხოლო როდესაც ცნობილი გახდა, რომ სასაფლაოსთან
გათხრილი სანგრები პოლკოვნიკ გოუვეიას მეორე ბრიგადამ დაიკავა, მედეირუსმა
ყავით სავსე ჭიქა მიწას დაანარცხა. კიდევ ჰყვებიან, რომ საღამოსთვის, როდესაც
კორპუსის შტაბმა გაუგონარი დანაკარგებისა და მოულოდნელი, თავგანწირული
წინააღმდეგობის გამო ბრძანა, იერიში შეაჩერეთო, პოლკოვნიკმა მედეირუსმა ამ
მოვლენის პატივსაცემად არაყიც კი გადაჰკრა, თითქოს საზეიმოდ ჰქონოდეს საქმე.
მაგრამ საკმარისია, შტაბის კარავში შევიდეს, კელუზს ის ყველაფერი მაშინვე
ახსენდება. პირველი ბრიგადის მეთაურს სახე უსაზღვრო სიბრაზით მოჰქცევია.
სულაც არ აპირებს, კელუზს შესასვლელთან მიეგებოს, როგორც ჯარისკაცს აქამდე
წარმოედგინა. პოლკოვნიკი დასაკეც სკამზე ზის და იქაურობას ლანძღვა-გინებით
იკლებს, ასე სასტიკად ვის აგინებს? გინების მთელი ეს კორიანტელი დაღიანისკენაა
მიმართული. ოფიცრებით სავსე კარავში მათ ზურგს უკან მდგარი კელუზი
პოლკოვნიკის ფეხებთან, ძირს დაგდებული დაღიანის მუქი ალისფერი ნაიარევით
გარდიგარდმო დადაღულ მოყვითალო სახეს არჩევს. ჯერ ისევ ცოცხალია – თვალები
ნახევრად გახელილი აქვს. ჯარისკაცს კი ყურადღებას არავინ აქცევს. დაბნეულმა არ
იცის, რატომ დაიბარეს და ძალიან უნდა, აქედან უჩუმრად გაიპაროს. ჰგონია, რომ
პოლკოვნიკის მრისხანება დაღიანის დამცინავი, აგდებული გამოხედვითაა
გამოწვეული. არა, თურმე მზერაში არ ყოფილა საქმე: ღამის თავდასხმა ბრიგადას
თვრამეტი ჯარისკაცის სიცოცხლედ დასჯდომია.
– თვრამეტი! თვრამეტი! – გაცეცხლებული ყვირის პოლკოვნიკი, – ოცდაათზე მეტი
დაჭრილია! მეორე ბრიგადა ქალაქზე იერიშს ახორციელებს, ჩვენ კი მთელი დღეა
ნაგავში ვიქექებით, ეს ნაძირალების ბანდა თავს გვესხმის და მოიერიშეებზე მეტი
დანაკარგი გვაქვს!
„ახლა ატირდება“, – ფიქრობს კელუზი. შეშინებულია: ვაითუ, პოლკოვნიკი
როგორღაც მიხვდა, რომ საგუშაგოზე ეძინა და ავაზაკები წინააღმდეგობის გარეშე
გაატარა? ბრიგადის მეთაური ადგილიდან დგება და ძირს დაგდებულ კაცს
გამეტებით ურტყამს წიხლებს. კელუზს შტაბის ოფიცრების ზურგები ეფარება,
ნაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ისინი გვერდზე დგებიან და ისევ ხედავს დაღიანს:
ალისფერი ნაიარევი მთელ სახეზე გართხმია, სახის ნაცვლად ახლა უფორმო
სისხლიან კვერს დამსგავსებია. მაგრამ თვალები მაინც ძველებურად გახელილი აქვს
და მათში კვლავ გამომწვევი და თავხედური გულგრილობა აღბეჭდვია. ტუჩებზე
სისხლიანი ქაფი ებურცება.
კელუზი პოლკოვნიკის ხელში ხმალს ამჩნევს და დარწმუნებულია, რომ ტყვეს
სადაცაა ბოლოს მოუღებს. მაგრამ მედეირუსი კაბუკლუს ყელზე მხოლოდ ხმლის
წვერს აბჯენს. კარავში სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილა და ოფიცრების
სერიოზული განწყობა ჯარისკაცზეც გადადის. ბოლოს და ბოლოს პოლკოვნიკი
მედეირუსი წყნარდება. ხმალს ტახტზე ისვრის და კვლავ სკამზე ჯდება.
– ასე უბრალოდ შენი მოკვლა ცოტაა! – ცრის კბილებში, – შენ სამშობლოს
უღალატე, შენს თანამოქალაქეებს ხოცავდი, ქურდობდი, ძარცვავდი. არ არსებობს

მკითხველთა ლიგა
დანაშაული, შენ რომ არ ჩაგედინოს, არ არსებობს სასჯელი, რომელიც შენს
ნამოქმედარს მიესადაგება.
„იცინის! - გაოგნებული ფიქრობს კელუზი. და მართლაც, კაბუკლუ იცინის. შუბლი
და მისი გადაჭრილი ცხვირიდან დარჩენილი ბორცვი ეჭმუჭნება, პირი ოდნავ
გაღებული აქვს, გახელილი თვალები უბრწყინავს, ხოლო ყელიდან უცნაური ხმა
ამოსდის, რომელიც ძალიან ჰგავს სიცილს.
– ჩემი სიტყვები გამხიარულებს? – ლამის დამარცვლით წარმოთქვამს პოლკოვნიკი,
მაგრამ მაშინვე ჩერდება, რადგან დაღიანის სახე ამ გრიმასით შეშდება, – გასინჯეთ,
ექიმო!
კაპიტანი ბერნარდუ დი პონტი სანიუეზა მუხლებზე ეშვება, ყურს ყაჩაღის მკერდს
ადებს, მაჯას უსინჯავს.
– მკვდარია, თქვენო ბრწყინვალებავ, – ესმის კელუზს. პოლკოვნიკ მედეირუსს სახე
ეცვლება.
– ადგილი აღარ დარჩენილა, – ამატებს ექიმი, – იმდენი ტყვია აქვს ჩაჭედილი;
უცნაურია, ამდენ ხანს როგორ გაძლო.
„ახლა ჩემთვის მოიცლიან“, – ფიქრობს კელუზი. ახლა პოლკოვნიკის პატარა
მოცისფრო-მომწვანო გამჭოლი თვალები მას ოფიცრებს შორის მოძებნის, სოლივით
ჩაესობა, შემდეგ კი საბედისწერო კითხვა გაისმება: „მიპასუხე, რატომ განგაში არ
ატეხე!“ ავტეხე, თქვენო ბრწყინვალებავ, გეფიცებით მაღლა ღმერთს და
ღვთისმშობელს, ვყვიროდი, ვისროდი. – მაგრამ დრო გადის, ბრიგადის მეთაური კი
კვლავ თავის სკამზე ზის და მკვდარ ყაჩაღს, მის დაცინვაში რომ განუტევა სული,
თვალს არ აშორებს.
– თქვენო ბრწყინვალებავ, რიგითი კელუზი აქ არის, – გაისმის კაპიტან ოლივეირას
ხმა.
აი, ახლა, აი, ახლა, ოფიცრები გვერდზე დგებიან და კელუზს პოლკოვნიკთან
მისვლის საშუალებას აძლევენ. პოლკოვნიკი სკამიდან დგება. ჯარისკაცს ლამი-
საა გული საგულიდან ამოუხტეს. პოლკოვნიკი შესცქერის და სახე ნელ-ნელა
ურბილდება, ცდილობს, ტუჩებზე ღიმილი აღიბეჭდოს. მადლიერების ნიშნად
ჯარისკაციც უღიმის.
– ესე იგი, შენ დაიჭირე? – ეკითხება პოლკოვნიკი მედეირუსი.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ! – გამოთქმით პასუხობს გაჯგიმული კელუზი.
– რადგან ასეა, საქმე ბოლომდე მიიყვანე! – ეუბნება პოლკოვნიკი და თავის ხმალს
აწვდის, – თვალები დასთხარე, ენა ამოაგლიჯე. შემდეგ კი თავი მოაჭერი და
ბარიკადების იქით გადააგდე, რომ, იმათ, ვინც იქ ჯერ ისევ ცოცხალია, იცოდნენ, რა
ელოდებათ.

VI

როდესაც ჟურნალისტი, როგორც იქნა, წასასვლელად გაემზადა და ბარონმა


კარამდე მიაცილა, მასპინძელმა გაკვირვებით მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ უკვე
გვიანი ღამე იყო. ურდული გასწია, მასიურ წირთხლს მიყრდნობილი, წუთით
გაჩერდა და შეეცადა, გონებაში აფუთფუთებული შფოთიანი და შემზარავი
სურათები თავიდან მოეშორებინა. მსახური უკვე ფარნით ხელში მოიჩქაროდა და
ეკითხებოდა, ვახშმის გაცხელებას ხომ არ მიბრძანებთო, – არა, - მშრალად გამოცრა

მკითხველთა ლიგა
ბარონმა და, სანამ მსახურს გაუშვებდა, ბარონესა ესტელა მოიკითხა, – დიდი ხნის
წინ ივახშმა და მაშინვე თავის ოთახში აბრძანდა, უპასუხა მსახურმა.
შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ საძინებელში ასულიყო, ირგვლივ გამეფებულ
სიჩუმეში საკუთარ ხმაურიან ნაბიჯებს მიყურადებული ბარონი ისევ უკან,
კაბინეტისკენ დუნედ გაეშურა, იქ, მძიმე, დახუთულ ჰაერში იმ ხანგრძლივი
საუბრის, არა დიალოგის, არამედ ორი სრულიად განცალკევებული მონოლოგის
ნაწყვეტები ჯერ ისევ ბუმბულებივით ლივლივებდა, ბარონი ამ ნაფლეთებს ხედავდა
და თითქოს მათ სუნსაც კი გრძნობდა. ამ აბეზარ ჟურნალისტს სახლში აღარასოდეს
შემოუშვებს, აღარასოდეს დაელაპარაკება. არ დაუშვებს, რომ კიდევ ერთხელ გაისმას
არარსებობიდან დაბრუნებული საზარელი ისტორია, თუ როგორ დაკარგა ბარონმა
დი კანიაბრავამ თავისი ქონება, ძალაუფლება და ცოლი, – სწორედ ცოლზეა
ლაპარაკი, – ჩაიბურტყუნა მან. სხვა დანარჩენის დაკარგვასთან შეგუება რთული არ
არის. კიდევ რამდენს იცოცხლებს? ათ-თხუთმეტ წელიწადს? ამ ხნის განმავლობაში
ისე იცხოვრებს, რომ თავის ჩვევებზე უარის თქმა არ მოუწევს, ფული ეყოფა, მაგრამ
მერე? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მერე რა იქნება: ღვთის მადლით, მემკვიდრეები
არ ჰყავს და არც სანერვიულო აქვს ვინმეს გამო. უხარია კიდეც, რომ ეს საზრუნავიცა
და პოლიტიკის მძიმე ტვირთიც აღარ ეხება. ამ რთულ საქმეს ხელი ოდესღაც
მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა, რომ უფრო ღირსეული არავინ მოიძებნა – ყველა
სხვა ან მეტისმეტად სულელი იყო, ან ფუქსავატი, ანდა მოღალატე. პოლიტიკა
გულზე დიდად არ ეხატებოდა, პირიქით, ყოველთვის ღლიდა და აღიზიანებდა,
უხამს და დამამცირებელ, თანაც, ადამიანის სულმოკლეობისა და უბადრუკობის
ყველაზე უკეთ გამომააშკარავებელ ფუჭ და ამაო ფუსფუსად მიაჩნდა. ბარონი
პოლიტიკის მიმართ გულში ჩამარხული სიძულვილით იყო განწყობილი და
არასდროს ავიწყდებოდა, რომ ამ მოლოხისათვის მეცნიერებით გატაცების
მსხვერპლად შეწირვა მოუხდა: აკი ბავშვობიდან იჭერდა პეპლებს და ჰერბარიუმებს
ავსებდა. მადლობა ღმერთს, პოლიტიკა აღარ ეხებოდა. ესტელა იყო ის დიდი
ტრაგედია, რომელსაც ვერასდროს შეეგუებოდა, იმაში კი, რაც ესტელას დაემართა,
დამნაშავე კანუდუსი იყო – ეს სულელური და ამოუხსნელი მოვლენების გორგალი,
ეს ბრმა სიჯიუტე, ეს ფანატიზმი. არა, ყველა ძაფი, რომელიც მას გარე სამყაროსთან
აკავშირებდა, გაწყვეტილია და გაწყვეტილია სამუდამოდ. ვეღარავინ და
ვეღარასოდეს გაბედავს კანუდუსი გაახსენოს, „განკარგულებას გავცემ, რომ გაზეთში
აიყვანონ, – გაიფიქრა მან, – ჟურნალისტად ამუშაონ, სასამართლოს ქრონიკების
სვეტი ჩააბარონ, ან რაიმე მსგავსი, ასეთი არარაობისთვის სწორედ რომ შესაფერისი
იქნება. მაგრამ ჩემამდე აღარასოდეს მოვუშვებ და აღარც მოვუსმენ. ხოლო თუ
კანუდუსის შესახებ წიგნის დაწერას მოინდომებს, – თუმცა ალბათ არ დაწერს, -– იმ
წიგნს ხელშიც არ ავიღებ“.
სასმელების კარადასთან მივიდა, კონიაკი დაისხა და თითებს შორის გასათბობად
მოქცეული სირჩით ხელში იმ ტყავის სავარძელში ჩაეშვა, საიდანაც მეოთხედი
საუკუნის განმავლობაში ბაიის პოლიტიკას მართავდა. ბაღიდან კუტკალიების
მელოდიური და შეწყობილი ჭრიჭინი ისმოდა, რომელსაც დროდადრო ბაყაყების
დაჟინებული ყიყინი ეხმიანებოდა. რატომ ვერ პოულობდა სიმშვიდეს? რატომ
უვლიდა სხეულში მოუთმენლობის ცახცახი, ისეთი, თითქოს რაღაც გადაუდებელი
საქმე გახსენებოდა, თითქოს ამ წუთებში რაღაც ისეთი ხდებოდა, რასაც საბოლოოდ
და უკვე შეუქცევადად უნდა შეეცვალა მისი ცხოვრება? ნუთუ ისევ კანუდუსის
ბრალი იყო მისი მღელვარება?

მკითხველთა ლიგა
კანუდუსზე ფიქრი თავიდან არ ამოსდიოდა, აზრებით ისევ და ისევ მას
უბრუნდებოდა. მაგრამ მუდმივად თვალწინ მდგარი სურათი იმ ადამიანის ნაამბობს
არ გაუცოცხლებია, რომელიც ახლახან გავიდა მისი კაბინეტიდან: ის მაშინ გაჩნდა,
როდესაც ჯერ არც ჟურნალისტზე, არც კალუმბიდან ჩამოსულ პატარა მსახურ
გოგონაზე, რომელიც ახლა ჟურნალისტის ცოლი გამხდარიყო, არც იმ ჯუჯახე და არც
ალყაშემორტყმული ქალაქიდან მათთან ერთად თავდაღწეულ სხვა დანარჩენებზე
ყოფილა საუბარი. რაღაცით პოლკოვნიკ მურაუს უკავშირდებოდა, სწორედ მას,
სალვადორში ბოლო შეხვედრისას სწორედ ამ კაბინეტში პორტვეინს რომ წრუპავდა.
მოხუცი მურაუ იმას უამბობდა, რაც ფაზენდა ფურმუზას მეპატრონისაგან მოისმინა –
ჟაგუნსუებმა ის ფაზენდაც სხვებივით გადაწვეს, მაგრამ მემამულემ მაინც არ
მიატოვა: ან თავის მიწას იყო მეტისმეტად მიჯაჭვული, ან წასასვლელი არსად
ჰქონდა. დარჩა და მთელი ომი თავისი ფაზენდის ნანგრევებში გაატარა. იმით
გაჰქონდა თავი, რომ ჯარისკაცებს ცოტაოდენ სურსათს მიჰყიდდა ხოლმე. როცა
გაიგო, რომ ყველაფერი დასრულდა და კანუდუსი დაეცა, იმის იმედად, ვინმეს ჩემი
დახმარება დასჭირდებაო, მოჯამაგირეებთან ერთად იქით გაემართა. ჯარები უკვე
წასულიყვნენ. როდესაც მემამულე და მისი თანამგზავრები აჯანყებული ქალაქის
ირგვლივ მდებარე მთებს მიუახლოვდნენ. როგორც მურაუმ უთხრა, ის უცნაურმა,
სხვა ყველაფრისგან სრულიად განსხვავებულმა და გაუგებარმა, მაგრამ ძალიან
ძლიერმა ხმაურმა გააოცა. გარდა ამისა, ირგვლივ ჯერ ისევ ისეთი სუნი იდგა, რომ
ნებისმიერს აუმღვრევდა გულ-მუცელს. მაგრამ ამ ხმაურის მიზეზს მხოლოდ
ტრაბუბუს მრუმე, ქვაღორღიან ფერდობზე ასვლის შემდეგ მიხვდნენ, როდესაც
თვალწინ გადაეშალათ ის, რაც ადრე კანუდუსი იყო. მუდამ გაუმაძღარი, ამჯერად კი
გამძღარი ათასობით ურუბუ ფრთებისა და ნისკარტების ცემით ქალაქს მგლისფერ
ზღვად მოჰფენოდა და როდესაც რომელიმე მათგანი აფრინდებოდა, ადვილი
დასანახი ხდებოდა ის, რაც ვერც დინამიტს, ვერც ტყვიებს და ვერც ალს ვერ
გაენადგურებინა, ის, რაც ცეცხლს ლამის მთლიანად დაენახშირებინა: ირგვლივ
მიმოფანტულ ხელებს, ფეხებს, ხერხემლებს, თავის ქალებსა და კანის ნაგლეჯებს
ახლა ფრინველები კორტნიდნენ, ჯიჯგნიდნენ, გლეჯდნენ, ჭამდნენ, ყლაპავდნენო.
„ათასობით იყვნენ, ათასობით!“ - რამდენჯერმე წამოიძახა პოლკოვნიკმა მურაუმ. ამ
სანახაობით თავზარდაცემული მემამულე და მისი მსახურები, რომლებსაც ეს
სურათი ცხადში საშინელ სიზმრად მოეჩვენათ, მიხვდნენ, რომ არც დასახმარებელი,
აღარც დასამარხი იქ აღარავინ დარჩენილიყო, რადგან იმ საშინელ ფრინველებს
ყველაფერზე ეზრუნათ და ნაჩქარევად შინისკენ გაბრუნდნენ. ეს საშინელი სურათი
ბარონს დიდხანს უკარგავდა მოსვენებას, – კანუდუსმა დაიმსახურა ასეთი
დასასრული, – უთხრა მაშინ მოხუც პოლკოვნიკს და სთხოვა, ამ თემაზე აღარასოდეს
მელაპარაკოო.
აი, თურმე რა ტანჯავდა და აწამებდა, რა წვავდა და ბუგავდა გავარვარებული
ნაკვერჩხალივით. კანუდუსიდან მხოლოდ სვავების ურიცხვი გუნდი დარჩენილიყო.
„ოცდახუთ წელს ვფართხალებდი პოლიტიკის ტალახსა და სისაძაგლეში, რომ ბაია
იმ სულელებისა და უვიცებისაგან გადამერჩინა, რომლებმაც საჭირო დროს საკუთარ
თავზე პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლეს და ეს ყველაფერი ურუბუების ნადიმით
დასრულდა“, – გაიფიქრა მან. მაგრამ ადამიანთა სასტიკი ხოცვა-ჟლეტის თვალწინ
დამდგარ სურათს წინ ისევ და ისევ სასაცილო, ტრაგიკული ფიგურა აეტუზა,
რომელიც წამწამებს ახამხამებდა, ოდნავ ელამი და წყლიანი თვალები თავხედურად
გადმოეკარკლა, ისევ წინ გამოწეული ნიკაპი და უაზროდ გაბზეკილი ყურები
დაინახა და არეული ლაპარაკი გაიგონა: „სიყვარულზე დიდებული ამქვეყნად
მკითხველთა ლიგა
არაფერია, ადამიანს მხოლოდ სიყვარული ეხმაურება, ბედნიერება ნაწილობრივ
მაინც შეიცნოს, მის მნიშვნელობას ჩასწვდეს“. აი, ისიც! აი, რა აწამებდა, ტანჯავდა და
არ ასვენებდა. ბარონმა კონიაკი მოსვა და მწველი სითხე პირში გაიჩერა, მერე
გადაყლაპა და იგრძნო, როგორ ჩაეღვარა ყელში მხურვალე ტალღა.
წამოდგა; თუმცა არ იცოდა რას აპირებდა, ასე მტანჯველად რის გაკეთება სურდა,
მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც გზაჯვარედინზე იდგა და გადაწყვეტილება უნდა
მიეღო, რომლის შედეგების წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელი იყო. მაგრამ მაინც
რას აპირებდა, რა უნდოდა? სირჩა დადგა და საკუთარი გულის ბაგაბუგს,
საფეთქლების გამალებით ფეთქვასა და მთელ სხეულში სისხლის ჩქეფას
მიყურადებული, კაბინეტიდან გავიდა; ჯერ დარბაზი გადაჭრა, მერე კი კიბის ფართო
ბაქანი – არსად სულიერი არ ჭაჭანებდა, არც ნათურები ენთო, მაგრამ ქუჩის
ფარნებიდან საკმარისი შუქი იღვრებოდა. კიბეს აუყვა, წინ ისე ფეხაკრეფით
მიიწევდა, რომ საკუთარი ნაბიჯების ხმა თავადაც არ ესმოდა. ზევით ასული,
უჭოჭმანოდ გაემართა ბარონესას საძინებლისკენ, იქით, სადაც ქალბატონის
დაძახებისთანავე ახლოს რომ ყოფილიყო, შირმის უკან სებასტიანას ეძინა თავის
კუთხეში.
იმის შიშით, რომ კარი ჩაკეტილი იქნებოდა, ხელი გაიშვირა, – ამ ოთახში
გაუფრთხილებლად ადრე არასდროს შესულა. მაგრამ კარი გაიღო. ბარონი ოთახში
შევიდა, კარი ისევ მიხურა, ხელის ფათურით რაზა იპოვა და გასწია. ზეთით
გავსებულ ჭრაქში პატრუქი ცურავდა: ღამის სანათის მოყვითალო შუქში
სიბნელიდან ამონათებულ ლაქად საწოლის ნაწილი, ცისფერი საბანი, ბალდახინი და
მარმაშის ფარდა მოჩანდა. ბარონმა სრულიად უხმაუროდ – ხელები არ უკანკალებდა
– ტანსაცმლის გახდა დაიწყო. გახდა რომ დაამთავრა, საძინებელი ფეხაკრეფით
გადაჭრა და სებასტიანას საკუჭნაოში აღმოჩნდა.
ქალის საწოლთან გაჩერდა, მძინარე არ გააღვიძა. ოთახი ბინდბუნდში იყო
ჩაძირული – ქუჩაში მდგარი გაზის ფარნიდან სახლში მოცისფრო შუქი იღვრებოდა.
ბარონმა ქალის სხეულის მოხაზულობა დაინახა, შესცქეროდა, როგორ იწეოდაზევით
დანაოჭებულიზეწარი და როგორ ჩადიოდა ისევ ქვევით. სებასტიანას თავქვეშ
მრგვალი ბალიში ამოედო და გვერდზე გადაბრუნებულს ეძინა. გრძელი შავი თმა
ლოგინში უწესრიგოდ მიმოჰყროდა და იატაკამდე ეშვებოდა, გაიფიქრა, რომ
სებასტიანა თმადაუვარცხნელი არასდროს ენახა: ფეხზე რომ მდგარიყო, თმა ალბათ
ქუსლებამდე მისწვდებოდა, სარკესთან მდგარი, ან ესტელას გასახალისებლად თავის
თმაში ალბათ ისე ეხვევა, როგორც აბრეშუმის შავ ლაბადაშიო. ეს სურათი ცხადად
წარმოიდგინა და მასში მიძინებულმა ვნებამ იფეთქა. „როგორ მოიქცევა? რომ
დაიყვიროს და ესტელა გააღვიძოს?“ - ფიქრები, აქეთ მომავალს აგრერიგად რომ არ
ასვენებდა, მოულოდნელად გაქრა და გონებაში უცებ გალილეო გალის სახე
ამოუტივტივდა; ისიც გაახსენდა, რომ ამ კაცს, როგორც თავად გალი თვლიდა,
კეთილშობილური მიზნებისთვის – ბრძოლისა და მეცნიერებისთვის ძალა რომ
ჰყოფნოდა, – უბიწოების აღთქმა დაედო. „მეც ასეთი სულელი ვიყავი“, – გაიფიქრა
ბარონმა. თავად, ცხადია, არავითარი აღთქმა არ დაუდვია, მაგრამ განა ამას რაიმე
მნიშვნელობა ჰქონდა, თუკი იგი მართლაც აღასრულა, როდესაც ყოველგვარ
სიამოვნებასა და ხორციელ ტკბობაზე თქვა უარი იმ უბედურების შემდეგ, რამაც მისი
უსაყვარლეს არსებას გონება დაუბნელა?
არც უფიქრია, რას აკეთებდა, ბარონი ანგარიშმიუცემლად დაიხარა, ცალი ხელი
ზეწრისკენ წაიღო, მეორე კი სებასტიანას ტუჩებისკენ, რომ მისი ყვირილი ჩაეხშო.
ქალი შეცბა და თვალები გახილა; ბარონმა მოულოდნელობისგან დაძაბული მისი
მკითხველთა ლიგა
სხეულის ოდნავ ტენიანი სითბო იგრძნო. ასე ახლოდან პირველად ხედავდა.
სებასტიანამ ვერც წამოყვირება მოასწრო და ვერც წამოხტომა: მხოლოდ ხმადაბლა
ამოიოხრა და ბარონმა, რომელსაც ხელი სებასტიანას ტუჩებზე ჰქონდა მიდებული,
მისი მხურვალე სუნთქვა იგრძნო.
– არ დაიყვირო, ყვირილი საჭირო არ არის, - ჩასჩურჩულა ქალს და იგრძნო, რომ
ხმა თავად უკანკალებდა, თუმცა ეს შიშით კი არა, ვნებით გამოწვეული
ცახცახი იყო,– გევედრები, არ იყვირო.
ბარონმა ქალს ზეწარი გადახადა და ყველა ღილზე შეკრული პერანგის ზემოდან
სებასტიანას სავსე, ლამაზად ამობურცული და ორმოცს მიტანებული ქალისთვის
გასაოცრად მკვრივი მკერდის ფერება დაიწყო, თითებს შორის სიცივისგან
გამკვრივებული ძუძუსთავები იგრძნო. თავისთვისვე მოულოდნელი სინაზით
თითის ბალიშები ქალის ცხვირს ჩამოაყოლა, მერე წარბებს, ტუჩებს და თმაში
შეუცურა, მის ხშირ ხვეულებში აბურდა. შემდეგ გაიღიმა, რომ ხმის ამოუღებლად,
უნდობლად და შიშით მის სახეს მიჩერებული ქალი როგორმე დაემშვიდებინა.
– შენთან დიდი ხნის წინათ უნდა მოვსულიყავი, სებასტიანა, – უთხრა მან
ქალს და ტუჩებით მის ლოყას შეეხო, – იმ დღეს უნდა მოვსულიყავი, როდესაც
პირველად მომინდი. იქნებ ესტელა უფრო ბედნიერი ყოფილიყო და შენც
გაბედნიერებულიყავი.
ბარონი ქალისკენ დაიხარა და ტუჩებით მის ტუჩებს დაუწყო ძებნა, მაგრამ აქამდე
მოულოდნელობითა და შიშით შებოჭილი სებასტიანა, როგორც ჩანდა, გამოერკვა და
თავი უკან გადასწია; ბარონმა მისი ვედრებით აღსავსე თვალები დაინახა და მისი
ძლივს გასაგონი ჩურჩული გაიგონა: – ღვთის გულისათვის, იმ ყველაფრის
გულისთვის, რაც თქვენთვის ძვირფასია... სენიორა, სენიორა...
– შენი სენიორა აქ არის და იგი ჩემთვის იმაზე ძვირფასია, ვიდრე შენთვის, –
თითქოს სადღაც გვერდიდან ჩაესმა ბარონს საკუთარი ხმა. მოეჩვენა, რომ მის
მაგივრად ვიღაც სხვა ლაპარაკობდა და ფიქრსაც ვიღაც სხვა ცდილობდა. თავად კი
საკუთარი ოფლით დაცვარული და აღგზნებული სხეულის გარდა ვერაფერს
გრძნობდა, – შენ ამას ვერ გაიგებ... ეს ყველაფერი სწორედ მისთვის ხდება...
სებასტიანას მკერდზე ეალერსებოდა, თან ცალი ხელით პერანგზე ღილებს
პოულობდა და ხსნიდა, მეორით კი ქალს კეფა დაუჭირა და მისი გაყინული და
მჭიდროდ მოკუმული ტუჩების საპოვნელად თავი ააწევინა. სებასტიანა ერთიანად
ცახცახებდა და კბილები უკაწკაწებდა, სხეული წამის უსწრაფესად ოფლით
დასცვაროდა.
– პირი გააღე! – უკმეხად უბრძანა ქალს ბარონმა, თუმცა მსახურებთან და
მონებთან, მაშინ, როდესაც მონები ჯერ ისევ ჰყავდა, ასეთი ტონით ლაპარაკის
უფლებას თავს იშვიათად აძლევდა, – შენ ხომ იცი, რომ შემიძლია, გაიძულო კიდეც,
დამმორჩილდე!
და სებასტიანამ, რომელსაც მისმა მბრძანებლურმა ხმამ საუკუნეების განმავლობაში
სისხლში გამჯდარი შიში და მორჩილების ჩვევა გაუღვიძა, ბარონის ნება შეასრულა,
მაგრამ საძინებლის მოცისფრო ბინდბუნდში სახეზე იქამდე გამოსახული
თავზარდაცემა ზიზღის გრიმასამ შეუცვალა. თუმცა ბარონისთვის ამ ყველაფერს
უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა: ტუჩებით სებასტიანას ტუჩებს მიკრული,
ქალის ღილების გახსნას და გლეჯას განაგრძობდა და მხრებიდან პერანგის
გადაძრობას ცდილობდა. სებასტიანას სული და ბაგეები უკვე ბარონს
ემორჩილებოდა, მაგრამ სხეული ისევ წინააღმდეგობას უწევდა. შიში, რომელიც
ბატონის სურვილის წინააღმდეგ წასვლაზე ძლიერი აღმოჩნდა, ქალს ბრძოლის
მკითხველთა ლიგა
გაგრძელებას აიძულებდა: ერთიანად შეიკრა, თითქოს გაქვავდაო, და როდესაც
ბარონი ლოგინში მის გვერდით გაიშალა და ქალისთვის ხელის მოხვევას შეეცადა,
სებასტიანას წინ გამოშვერილ ხელებს წააწყდა. ქალის მავედრებელი ჩურჩულიც
ესმოდა და იცოდა, რომ მოახლე სადაცაა ტირილს დაიწყებდა, მაგრამ გაჩერებას არ
აპირებდა და სებასტიანას მხრებიდან პერანგის ჩამოგლეჯას კიდევ უფრო ძლიერად
შეეცადა. ბოლოს მოახერხა, ქალისთვის ხელი წელზე მოეხვია და მთელი სხეულით
მიეკრა. არ იცოდა, ეს ორთაბრძოლა რამდენ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ
წინააღმდეგობა სურვილს კიდევ უფრო უმძაფრებდა. როგორც იქნა, სებასტიანა
ლოგინს მიაჯაჭვა, კისერი, მხრები და მკერდი ვნებით დაუკოცნა და ახლა ქალის
მუხლების გაშლას შეეცადა. მერე ისევ სხეულის კოცნა დაუწყო, მის სურნელს
ყნოსავდა, ხან თეძოებსა და ხან მუცელზე სახით ეკვროდა და გრძნობდა, როგორ
ეწმინდებოდა სული ნაღვლისგან, როგორ უთავისუფლდებოდა უსაშველო
უბედურების მძიმე მოგონებებისგან. სწორედ ამ წამს ბარონის ზურგს ვიღაც შეეხო.
უკვე იცოდა, ვინც იქნებოდა, თავი ასწია: საწოლთან ესტელა იდგა და შესცქეროდა.
– ესტელა, საყვარელო... – წარმოთქვა ალერსით ბარონმა, თუმცა სებასტიანას არ
მოშორებია, – მე შენ მიყვარხარ, ისე, როგორც არავის არასდროს არავინ ჰყვარებია, აქ
იმისთვის ვარ, რომ შენთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა მინდა.
გრძნობდა, როგორ უთრთოდა სებასტიანას სხეული და ესმოდა, როგორ
გულამოსკვნით ქვითინებდა თვალებზე ხელებაფარებული ქალი, ხედავდა, რომ
ბარონესა ისევ საწოლთან იდგა და უყურებდა. ესტელას გამომეტყველება არც შიშს
გამოხატავდა, არც მძვინვარებას და არც თავზარდაცემას – სახეზე მხოლოდ რაღაც
უცნაური ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა. სხეულს, რომელიც დროს დაენდო,
გრძელი პერანგი ნახევრად გამჭვირვალე ნისლივით შემობურვოდა; სილუეტი
მოხდენილი და მშვენიერი ჰქონდა; ბინდბუნდი ქერა თმაში ალაგ-ალაგ თეთრ
ძაფებად გარეულ ჭაღარას უფარავდა; თავზე შემოკრული ბადიდან თმის ნაწილი
გამოსჩროდა. ბარონი ვერ ხედავდა, ჰქონდა თუ არა ახლა ესტელას შუბლი ღრმა
ნაოჭით გაღარული – მრისხანების უტყუარი ნიშნით, ერთადერთი გრძნობით,
რომელსაც ცოლი ვერასოდეს ერეოდა, მაგრამ ესტელა წარბებს არ ჭმუხნიდა, პირი კი
ოდნავ გაღებოდა, რაც ინტერესს, მშვიდ ცნობისმოყვარეობასა და გაკვირვებას
მატებდა. კალუმბიში იმ ღამის შემდეგ ბარონი პირველად ხედავდა, რომ მისი ცოლის
ყურადღება საკუთარი ყრუდ ამოგმანული სულის გარეთ რაღაცას მიეპყრო... იმ
ღამის შემდეგ ვეღარც კი წარმოედგინა, რომ ცოლს სახეზე კუშტი გულგრილობის
გარდა, სხვა რამ შეიძლებოდა აღბეჭდვოდა. ოთახში ჩამოწოლილი მოცისფრო
ბინდბუნდისა თუ იმ გრძნობების გამო, რომლებსაც იმ წუთს ბარონესა განიცდიდა,
ქალი ჩვეულებრივზე ფერმკრთალი ჩანდა და კაცი მიხვდა, რომ სადაცაა
აქვითინდებოდა. ლაპლაპა ხის იატაკზე ესტელას შიშველი ტერფები თეთრად
იკვეთებოდა და ბარონი ანგარიშმიუცემლად ცოლის წინაშე უცებ მუხლებზე დაეცა.
სანამ ქალს ფეხის თითებს, ტერფებსა და ქუსლებს უკოცნიდა და გზნებით თავის
სიყვარულზე ეჩურჩულებოდა, სანამ უხსნიდა, როგორ აღმერთებდა ბუნების
უმშვენიერეს ქმნილებას, როგორ იხრიდა ქედს მის წინაშე და სამუდამოდ
დავალებული იყო იმ ბედნიერების გამო, რომელიც მან აჩუქა, ესტელა არ
განძრეულა. მაგრამ იმ წუთს, როცა ბარონი კიდევ ერთხელ შეეხო მის წვრილ კოჭს,
იგრძნო, რომ ქალი შეირხა; მაშინ თავი ასწია და დაინახა, რომ ესტელა იმ ხელს,
რამდენიმე წამის წინ ზურგზე რომ შეეხო, მისკენ იშვერდა; ქალმა ჩვეული
ბუნებრიობითა და ბრძნული ღირსებით, აუჩქარებლად და რბილად,
დამამშვიდებელი და ნაზი ჟესტით, რომელშიც ყოვლისმიმტევებელი ალერსის
მკითხველთა ლიგა
გარდა, არც საყვედური იყო და არც მტრული დამოკიდებულება, ხელი თავზე
დაადო; ამ შეხებამ ბარონი შეძრა და გული მადლიერების გრძნობით აევსო, უკვე
ჩამქრალმა სურვილმა მასში ახალი ძალით ისევ იფეთქა. ცოლის ხელი თავისაში
მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და თითებზე აკოცა, მერე კი, ისე რომ, ესტელასთვის
ხელი არ გაუშვია, საწოლისკენ შებრუნდა, სადაც გარინდული და სახეზე
ხელებაფარებული სებასტიანა იწვა და მწოლიარეს შავგვრემან მუცელზე მეორე ხელი
დაადო.
– ყოველთვის მინდოდა, ის შენთან გამეზიარებინა, საყვარელო, – ხმა
წინააღმდეგობრივი, ერთმანეთში გადახლართული გაუბედაობის, სირცხვილის,
აღელვებისა და ჟინის გრძნობებისაგან უწყდებოდა და უკანკალებდა, – მაგრამ ვერ
ვბედავდი: მეშინოდა, რომ გაწყენინებდი, ტკივილს მოგაყენებდი. ვცდებოდი, არა?
თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობდი, არა? გამიგებდი ხომ? გეცოდინებოდა, არა,
რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შენდამი ჩემი სიყვარულის დამტკიცების საშუალება
იქნებოდა? ასეა, ესტელა?
ბარონესა მას კვლავაც ყოველგვარი რისხვისა და ახლა უკვე გაკვირვების გარეშეც
შეჰყურებდა, სახეზე მხოლოდ ის თვინიერი აუღელვებლობა ეწერა, რომელიც
გამომეტყველებაში რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. მერე მზერა მობუზულ და
მტირალ სებასტიანაზე გადაიტანა და ბარონმა დაინახა, როგორ შეიცვალა მის
თვალებში გულგრილი გამომეტყველება სინაზითა და ცნობისმოყვარეობით.
თითქოს ქალის უსიტყვო ბრძანებას დამორჩილებულმა ცოლს ხელი გაუშვა. ესტელა
საწოლის თავს მიუახლოვდა, ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა და სინატიფით, რომელიც
ბარონს ცოლში ყოველთვის ასე აღაფრთოვანებდა, ისეთი სიფრთხილით, თითქოს
ეშინია, სებასტიანას ტკივილი არ მივაყენოო, ორივე ხელით მოახლის ლოყებს შეეხო.
ბარონი უკვე ვეღარაფერს ხედავდა და აღარც დანახვა უნდოდა. სურვილი
გაუსაძლისი გახდა, სებასტიანასკენ დაიხარა, სხეულს ვნებით უკოცნიდა და სულ
უფრო და უფრო მეტად ეძლეოდა თავდავიწყებას, სანამ არ იგრძნო, რომ თავს უკვე
ვეღარ ერეოდა და მაშინ, გამალებული მოძრაობით, იმდენად ძლიერით, რომ
ტკივილმა, რომელმაც სხეულში დაუარა, წამით ვნებაც კი გადაფარა, სებასტიანას
დაეუფლა. ქალის კვნესა გაიგონა და ისიც დაინახა, რომ ჯერაც სებასტიანასთან
მჯდარი ესტელა მოახლეს თანაგრძნობითა და სინაზით შესცქეროდა და მისი
გაოფლილი შუბლიდან მიკრული თმის მოსაშორებლად ზედ ფრთხილად სულს
უბერავდა.
რამდენიმე საათის შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, თითქოს
ვიღაცამ თუ რაღაცამ ხელის კვრით გააღვიძაო, ბარონმა თვალები გაახილა. ოთახში
ადრიანი დილის სინათლე იღვრებოდა, გალობდნენ ჩიტები, ხმაურობდა ზღვა.
სებასტიანას ლოგინში მარტო იწვა; ფეხები იატაკზე ჩამოუშვა, ადგა, იატაკიდან
აღებულიზეწარი მხრებზე შემოიხვია და ბარონესას საწოლთან მივიდა. ესტელასა და
სებასტიანას, ისე რომ, ერთმანეთს არ ეხებოდნენ, განიერ ლოგინში ეძინათ.
ერთდროულად სევდის, სინაზის, მადლიერებისა და ბუნდოვანი მღელვარების
უცნაური გრძნობით აღვსილი ბარონი წუთით მარმაშის გამჭვირვალე ფარდის წინ
გაჩერდა, შემდეგ კარისკენ გაემართა, სადაც წინა ღამით თავისი ტანსაცმელი დატოვა,
მაგრამ ამომავალი მზის სხივებით განათებულ ზღვის უბეს მიჩერებული, აივანთან
შედგა. ათასჯერ მაინც ენახა, როგორ იბადებოდა მზე სალვადორში და როგორ
კვდებოდა, მაგრამ ეს სანახაობა არასდროს ბეზრდებოდა. აი, ახლაც, ამ საოცრებას –
კუნძულ იტაპარიკას სიმწვანით უხვად გაჯერებულ პეიზაჟს, თვალისმომჭრელ
ცისფერ ცასა და მუქმწვანედ მოლივლივე წყლის წყნარ ზედაპირს შორის
მკითხველთა ლიგა
მედიდურად მოსრიალე თეთრიალქნიან გემებს, ქვევით, ზედ მის ფეხებამდე
დაშვებულ კრამიტის წითელი სახურავების ტეხილ ფართო ხანს – თვალი ვერ
მოსწყვიტა; შესცქეროდა და იმაზე ფიქრობდა, რომ თითოეული ამ სახურავის ქვეშ
ახლა ადამიანები იღვიძებდნენ და თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას იწყებდნენ.
მსუბუქი, ნათელი სევდის საამო გრძნობით აღვსილი ბარონი დესტიერუსა და
ნაზარეთის კვარტალებში მზერით თავისი მეგობრებისა და თანამოაზრეების – ბარონ
დი კოტაჟიპის, ბარონ დი მაკაუბარის, ვიკონტ დი სან-ლორენსუს, ბარონ დი სან-
ფრანსისკუს, მარკიზ დი ბარბასენას, ბარონ დი მარაგოჟიპის, გრაფ დი
სერჟიმირუინის, ვიკონტ დი ოლივეირას - სახლებს დაეძებდა, ადამიანებისა,
რომლებიც, რა ხანია, არ ენახა. მისი მზერა თვალწინ გადაშლილ პეიზაჟს ირგვლივ
ურბენდა და ხან სემინარიის შენობაზე ჩერდებოდა, ხან ხშირ სიმწვანეში ჩაძირულ
დაღმართებზე, ხან იეზუიტთა ყოფილ სასწავლებელზე, ხან წყალსაქაჩზე, ხან კი
საბაჟოზე, უბიწო ჩასახების ეკლესიის კედელში ჩაყოლებულ მოოქრულ ქვებზე მზის
ათინათის თამაშით ტკბებოდა – ეს ქვები დაღუპვისგან გადარჩენისთვის
მადლიერების ნიშნად ჩამოიტანეს მეზღვაურებმა პორტუგალიიდან – და იმაზე
ფიქრობდა, თუ რა ორომტრიალი იდგა უკვე თევზის ბაზარში და რა ფერად-
ფერადად ელვარებდა მისი რიგები. იმწუთს მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო და
მზერა დაძაბა, კისერი წაიგრძელა და, მთელი სხეულით აივნის მოაჯირისკენ
გადახრილი, შორეთს დაჟინებით დააცქერდა. მერე ოთახში შევარდა და იმ კარადას
ეცა, სადაც, როგორც იცოდა, ესტელას თავისი კუს ბაკნის სათეატრო ბინოკლი
ჰქონდა შენახული.
სულ უფრო და უფრო მეტად გაოცებულმა და აღელვებულმა აივანზე
დაბრუნებულმა ბარონმა პატარა ბინოკლი თვალებთან მიიტანა. არა, არ შემცდარა:
კუნძულ იტაპარიკასა და წმინდა მარსელის ციხესიმაგრის კოშკს შორის ნავები
დაცურავდა, მაგრამ შიგ მსხდარი ადამიანები არ თევზაობდნენ,ზღვაში ყვავილებს
ყრიდნენ, ყვავილებს წყალში მთელ კონებად, მთელ თაიგულებად უშვებდნენ,
პირჯვარს იწერდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ბარონს მათი ხმა არ ესმოდა, –
გული გამალებით უცემდა, – დარწმუნებული იყო, ლოცულობდნენ და ალბათ
მღეროდნენ კიდეც.

ნატუბელ ლეონს ესმის, როგორ ამბობენ, რომ დღეს პირველი ოქტომბერია,


ნეტარის დაბადების დღე, რომ ჯარისკაცები კანუდუსს სამი მხრიდან უტევენ და სამი
ბარიკადის აღებას ერთდროულად ცდილობენ: დედა ეკლესიის, წმინდა პეტრეს
ქუჩებზე და ზედ ქრისტეს ტაძართან, მაგრამ მის ყურადღებას მხოლოდ ის ცნობა
იპყრობს, რომ დაღიანის მოკვეთილი, თვალებდათხრილი და ენამოჭრილი თავი
უკვე რამდენიმე საათია, სარზეა აცმული ძაღლების სანგრებთან, ფაზენდა ველიას
უკან. დაღიანი მოკლეს. ასე მოკლავენ ყველას, ვინც ანტონიუ ვილანოვასა და მისი
ოჯახის, კიდევ სამი გადამთიელის კანუდუსიდან გაღწევაში დასახმარებლად
რესპუბლიკელების ბანაკში მასთან ერთად წავიდა. ვინც დარჩა, იმათაც აწამებენ და
თავებს მოჰკვეთენ: მას, ადამიანთა დედას, „მორჩილებს“, რომლებსაც ახლა მუხლი
მოუყრიათ და დაღიანის სულისთვის ლოცულობენ, დაღიანისთვის, რომელმაც
წამებულის გვირგვინი უკვე დაიდგა- კიდევ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩათ?
ჟუაუ მოციქული დაბალ კარს წიხლით ანგრევს, სამლოცველოში სროლისა და
ყვირილის ხმა იჭრება და ლეონს წამით ყურთასმენას უკარგავს.
– გაიქეცით! გაიქეცით! ჩქარა, წადით აქედან! – ღრიალებს ჟუაუ და ორივე
ხელით გასასვლელისკენ აწვება, - ტაძარში გაიქეცით! ჩქარა!
მკითხველთა ლიგა
მერე ტრიალდება და სამლოცველოში მასთან ერთად შემოვარდნილი მტვრის
გაუმჭვირვალი კედლის მიღმა ქრება. ლეონი შეშინებასაც ვერ ასწრებს, არათუ მისი
სიტყვების გააზრებას და ვერც იმის წარმოდგენას, გარეთ რა ხდება. მორჩილები
ფეხზე წამოცვივდებიან და სლუკუნით, წამოკივლებითა და პირჯვრის წერით
კარისკენ გარბიან, ლეონს ხელს ჰკრავენ, გვერდზე ისვრიან, ივიწყებენ, კედელს
აჭეჭყავენ. მისი ტყავის თათმანები რაღა იქნა? უიმათოდ ათი ნაბიჯის გავლასაც კი
ვერ შეძლებს, სულ დასისხლიანდება. ხელებს აფათურებს, რადგან ჰაერი მტვრითაა
სავსე, ხელთათმანებს ვერ პოულობს, მაგრამ, ვინაიდან ხვდება, რომ უკვე ყველა
წავიდა, მათ შორის დედა მარიაც, ოთხზე მდგარი თვითონაც ჩქარობს
სამლოცველოდან გავიდეს. მთელი მისი ძალა, მთელი მისი ნათელი გონება ახლა
იქით არის მიმართული, რომ, როგორც ჟუაუ მოციქულმა უბრძანა, ტაძრამდე
მიაღწიოს. მთელი ძალით მიხოხავს, გარს შემოვლებულ ბარიკადებზე ბობღდება,
ეცემა, ქვა-ღორღი სახესა და სხეულს უგაზავს. ბარიკადებზე კათოლიკური გვარდია
აღარსად ჩანს. „ცოცხლები აღარ არიან!“ – ხვდება ლეონი. და მართლაც, ქვიშით სავსე
ტომრებთან წამდაუწუმ ფეხზე მდგომარედ დარჩენილ, ან მიწაზე დავარდნილ, ძირს
ჩამოცურებულ და მიწაში სახით წამხობილ მოკლულებს, მათ ხელებს, ფეხებს და
თავებს ედება. ამ ლაბირინთს თავს ძლივძლივობით აღწევს და მოედანზე გადის.
ყველაფერზე უკეთ თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს განვითარებული: ბავშვობიდან
საფრთხის უკეთ შეგრძნება და ადამიანთა ამოცნობა სწორედ ამ ინსტინქტმა ასწავლა.
ახლაც წამის უსწრაფესად და შეუცდომლად ახერხებს საფრთხეებიდან ყველაზე
ნაკლების ამორჩევას, მაგრამ სანახაობა ერთ ადგილს აჯაჭვავს, პატარა კასრების
გროვასთან გაშეშებას აიძულებს. კასრები ტყვიებით არის დახვრეტილი და იმ
ნახვრეტებიდან წვრილ ნაკადებად მიწაზე ქვიშა იყრება. ნახევრად აშენებულ ტაძარს
ვერც კი მიუახლოვდება: აშკარაა, რომ გააფთრებული და გახელებული ბრბო,
რომელიც ტაძრისკენ მიექანება, გათელავს, შუაზე გაგლეჯს. რაღაც სასწაულით
ტაძრის კარამდე კიდეც რომ მიაღწიოს, განა შეძლებს მთელ ბელუ-მონტიში
ერთადერთი საიმედო თავშესაფრის, ტაძრის ქვის ლოდებით ნაგებ კარში ჭყლეტასა
და ზედახორაში გაღწევას? ლეონის დიდი, ცოცხალი, დაკვირვებული თვალები ამ
ყველაფერს წამის უსწრაფესად ამჩნევს: გზის გაგრძელება არ შეიძლება. ჯობია,
აქ დარჩეს – აქ დაელოდოს სიკვდილს, – ვიდრე იმ დამღუპველ ჭყლეტასა და
აყალმაყალში შეძვრეს, რომლისთვისაც მისი სუსტი, უღონო სხეული საერთოდ
არ გამოდგება და რისაც მას ამქვეყნად ყველაფერზე მეტად ეშინოდა. მას მერე ეშინია,
რაც იძულებული შეიქნა, კანუდუსის ყველა პროცესიაში, მსვლელობასა და წეს-
ჩვეულებაში მიეღო მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც ამ ერთობის წევრი გახდა,
რომელშიც ყველა თანასწორი იყო და გამონაკლისი არავისთვის კეთდებოდა. „დედა
მარია, - ფიქრობს ის, – არ გადანაშაულებ, რომ მიმატოვე. გაქვს უფლება,
სიცოცხლისთვის იბრძოლო, რომ თუნდაც ერთი დღით, ერთი საათით
გაიხანგრძლივო ამქვეყნად არსებობა“. ასე ფიქრობს, მაგრამ გული მაინც უკვნესის:
ასე არ გაუჭირდებოდა, ასე მწარე არ იქნებოდა სიკვდილი, გვერდით ადამიანთა
დედა, ან მონაზონთაგან რომელიმე მაინც რომ ჰყოლოდა.
კასრებსა და ტომრებს შორის მოკუნტული, თავს აქეთ-იქით ატრიალებს და
თანდათან აცნობიერებს, მოედანზე რა ხდება. სულ რაღაც ორი დღის წინ სასაფლაოს
უკან აგებული ბარიკადი, რომელიც წმინდა ანტონიუს ეკლესიას იცავდა, დაეცა;
ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით ყოველ სახლს ასუფთავებენ ჟაგუნსუებისგან
წმინდა ინესის ქუჩაზე და ეკლესიასთანაც ამ ქუჩით გავლენ. ხალხი ტაძარში
თავშესაფრის იმედად სწორედ იქიდან გამორბის: მოხუცები, ქალები, ხელში
მკითხველთა ლიგა
ჩაბღუჯული, ზურგზე მოკიდებული, მკერდში ჩაკრული ჩვილი ბავშვებით. მაგრამ
ქალაქში ჯერ ისევ იბრძვიან, ჯერ ისევ არიან ისინი, ვისაც ჯარისკაცებისთვის
წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.ზედ მის თავს ზემოთ, სამრეკლოებიდან და იესოს
სახელობის მშენებარე ტაძრის ხარაჩოებიდან შეუჩერებელი სროლის ხმა ისმის და
ლეონი იმასაც ხედავს, როგორ იყრება ნაპერწკლები პატრუქიდან, როდესაც ჟაგუნსუს
ისინი თავისი მუშკეტონების საფალიესთან მიაქვს, მაგრამ იმასაც ხედავს, როგორ
სცვივა ნაფოტები ხეს, ნატეხები – ქვას, როგორ იბნევა აქეთ-იქით წვრილ ნაწილებად
დამსხვრეული კრამიტი. ეს რესპუბლიკელების ტყვიებია. ჟუაუ მოციქული იმის
სათქმელად მივიდა, სამლოცველოდან წადითო, თვითონ კი, რა თქმაუნდა,
კათოლიკური გვარდია შეკრიბა და ჯარისკაცებთან საომრად წმინდა ინესის ქუჩაზე
წაიყვანა. ან იქნებ ახალ ბარიკადს აშენებენ, რომ კიდევ ერთხელ შეეცადონ კანუდუსი
გადაულახავ რკალში მოაქციონ? რა ხშირად ლაპარაკობდა ამაზე მოძღვარი და რა
მართალი იყო! ჯარისკაცები სადღა არიან? რომელი მხრიდან გამოჩნდებიან? რომელი
საათია? დღეა თუ ღამეა? კვამლის, აფეთქებებისა და ტყვიებისგან ჰაერში
ატყორცნილი მიწის ფარდა კიდევ უფრო სქელდება: ლეონს ყელი ეხრინწება,
თვალები უცრემლდება, ყოველი ჩასუნთქვისას ხველება უტყდება.
– მოძღვარი? მოძღვარი სადღაა? – ისმის უცებ ზედ მის ყურთან, – მართალს
ამბობენ, რომ ანგელოზები ჩამოფრინდნენ დაზეცაში წაიყვანეს? ასეა?
მიწაზე ერთიანად სახედანაოჭებული დედაბერი გდია, პირიდან ერთადერთი
კბილი მოუჩანს, თვალები კი ჩირქისგან აქვს შეშუპებული. მაგრამ თითქოს დაჭრილი
არ არის, უბრალოდ, ძალაგამოცლილია.
– ჰო, – პასუხობს ნატუბელი ლეონი და ცხადად აცნობიერებს, რომ ამ ქალისთვის
მეტი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, – ანგელოზებმა ზეცაში აიყვანეს.
– ნეტავ მეც მომაკითხავენ? – ჩიფჩიფებს დედაბერი.
ლეონი თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე უქნევს თავს და სანამ სამუდამოდ
გაშეშდება, დედაბერი სიხარულით იღიმება. წმინდა ანტონიუს ეკლესიიდან
მომავალი სროლა და ყვირილი უცებ კიდევ უფრო ძლიერდება და ლეონს ეჩვენება,
რომ ტყვიები ზედ თავზემოთ დაქრიან და მისთვის სამალავად ქცეულ ტომრებსა და
კასრებს ხვდებიან.
თვალდახუჭული მიწას პირქვე ერთხმება, იცდის.
სროლის ბათქაბუთქი ცოტა რომ კლებულობს, ლეონი ბრუსტვერიდან ფრთხილად
ყოფს თავს და ნამტვრევებისა და ღორღის გროვას უყურებს – ეს ორი დღის წინ
ჩამოქცეული წმინდა ანტონიუს სამრეკლოს ნარჩენებია. იქ ჯარისკაცები არიან. ამის
გაფიქრებაზე, თითქოს დამდუღრესო, სხეული ერთიანად უხურს. ჯარისკაცები,
ჯარისკაცები წმინდა ანტონიუს ეკლესიაში: აი, ისინი ქვებს შორის დაძრწიან,
ტაძარსა და მის შესასვლელთან მიმწყდარ ხალხს ესვრიან. წამით ჭოჭმანით
გაშეშებული ხალხიც უცებ მათკენ მოექანება: ხელები წინ გაუშვერიათ, სახეები კი
მძვინვარებით, გააფთრებითა და შურისძიების წყურვილით მოჰქცევიათ. მოედანზე
ხელჩართული ბრძოლა იმართება – ჰაერში გამოკიდებულ მტვერში, რომელიც
მაშინვე გარშემო ყველაფერს ბურავს, ლეონი ერთმანეთთან მოჩხუბარ ადამიანებს
ხედავს – ერთიმეორეს დაჯახებულ ორ კედელს; ხედავს მოქნეულ ხმლებს, ხიშტებს,
დანებს, მაჩეტეებს, ესმის ღრიალი, ღმუილი, გინება, ესმის, როგორ ყვირიან: –
გაუმარჯოს რესპუბლიკას! ძირს რესპუბლიკა! დიდება იესო ქრისტეს! დიდება
მოძღვარს! დიდება მარშალ ფლორიანუს! – ახლა მოხუცებისა და ქალების
დასახმარებლად ბრძოლაში ერთმანეთის მიყოლებით კათოლიკური გვარდიის

მკითხველთა ლიგა
მეომრებიც ებმებიან, სადღაც გვერდიდან ჩნდებიან. ლეონს ეჩვენება, რომ ჟუაუ
მოციქულიც შენიშნა, შავკანიან გოლიათში კი, რომელიც ხალხის ბრბოში გზას ერთ
ხელში მაჩეტეთი, მეორეში კი გრძელი პისტოლეტით მიიკვლევს, დიდი ჟუაუ
ამოიცნო. ან იქნებ პედრაუა? მაგრამ ჯარისკაცები უკვე იქ ძვრებიან, სადაც ადრე
გუმბათი იყო აღმართული, იქ, საიდანაც მათ ჟაგუნსუები ესროდნენ და ეკლესიის
ნახევრად დანგრეული კედლებიდან მოედნისკენ ახლა უკვე თვითონ ისვრიან – იქ
მათი კეპები და ფორმები კრთება. მხოლოდ ახლა ხვდება ლეონი, რას აპირებს: ერთ-
ერთი მათგანი, მიუხედავად დიდი საფრთხისა, რომ მოწყდება და სიცარიელეში
ჩავარდება, დამახინჯებული ფასადის წვეტიან შვერილზე წონასწორობის დაცვას
ცდილობს. დროშა! ბელუ-მონტის თავზე რესპუბლიკის დროშის აღმართვას
ცდილობს!
ლეონი იმაზე ფიქრობს, რას იტყოდა მოძღვარი, ეს აფრიალებული დროშა რომ
დაენახა, – თუნდაც ბევრ ადგილას ტყვიებით დახვრეტილი, რადგან ხარაჩოებიდან
და ტაძრის სამრეკლოდან ცეცხლი მისი მიმართულებით ჟაგუნსუებმა
დაუყოვნებლივ გახსნეს, – მაგრამ იმწუთს იარაღის მისკენ მიმართულ ლულას
ამჩნევს. მას უმიზნებენ, მას ესვრიან!
აღარც მიწას ეკვრის, არც გაქცევას ან გვერდით გახოხებას ცდილობს და თავში
ერთადერთი აზრი უტრიალებს: ტოტზე ჩამომჯდარ იმ ჩიტს ჰგავს, ჩაყლაპვამდე
მზერით კობრა რომ მონუსხავს ხოლმე. ჯარისკაცი ისევ ესვრის და ლეონი ხედავს,
ყოველი გასროლის შემდეგ როგორ ხვდება უკუცემით კონდახი მხარში. როგორ
უელავს თვალები კვამლისა და მტვრის ბოლქვებს შორის, როგორ იღებს ისევ
მიზანში, გული ველური სიხარულის ცეცხლით ენთება იმის გამო, რომ ის ახლა იმ
ადამიანის ხელშია, რომ ამჯერად ტყვია მიზანში მოხვდება. მაგრამ ვიღაცის ძლიერ
ხელს თხრილიდან სწრაფად ამოჰყავს, ერთბაშად ფეხზე აყენებს და სადღაც
მიათრევს. ნახევრად შიშველი დიდი ჟუაუ უყვირის და კამპუ გრანდიზე უთითებს:
– იქით გაიქეცი, ყრმა იესოს, წმინდა ელეგიას და წმინდა პეტრეს ქუჩებისკენ! იქ
ძაღლებს შეაჩერებენ. თავს უშველე! იქით გაიქეცი!
მერე ლეონს ხელს უშვებს, ისევ ეკლესიებსა და სამლოცველოს შორის გაჩაღებულ
შეხლა-შემოხლაში ებმება, ლეონი კი, რომელსაც მისი ხელი დაცემის საშუალებას არ
აძლევდა, მაშინვე მიწაზე ჯდება, მაგრამ სულ რაღაც წამის შემდეგ, თითქოს ზანგმა
უბიძგაო, თითქოს მასში მიძინებული ძალები გაეღვიძებინოს, ისევ ფეხზე ხტება და
თითქოს ძვლებს თავ-თავის ადგილას ჩაჯდომის საშუალებას აძლევსო, მთელი
სხეულით გაზნექილი ისევ ოთხით გარბის ღორღსა და ჩამოქცეულ კედლებს შორის
კამპუ გრანდიზე. ოდესღაც ის სწორი, ფართო და ერთადერთი ადგილი იყო
კანუდუსში, რომელიც ქუჩად მოხსენიებას იმსახურებდა, ახლა კი, როგორც ყველა
დანარჩენი, შიგ ჩახვავებული გვამებით სავსე ორმოებიან და ღრმულებიან
უკაცრიელ, გადათხრილ ადგილად ქცეულა. მაგრამ ლეონი ვერაფერს ხედავს,
სხეულით თითქმის მიწას გართხმია, არც დაჟეჟილობები ენაღვლება და არც
ჭრილობები. მთელი მისი გონება მხოლოდ ერთისკენ არის მიმართული: იქამდე
მიაღწიოს, სად წასვლაც უბრძანეს, ყრმა იესოს, წმინდა ელეგიასა და წმინდა პეტრეს
ქუჩები გაირბინოს - ეს გველივით დაკლაკნილი ქუჩები დედა ეკლესიის ქუჩაზე
გადის, იქ კი უსაფრთხოდ იქნება, იქ დამალავენ, შეიფარებენ, უშველიან. მაგრამ,
როგორც კი ჭურვებისაგან ნამდვილ ხევად ქცეული ყრმა იესოს ქუჩის მესამე
კუთხეში უხვევს, ხშირი სროლა ესმის და მოწითალო-მოყვითალო ცეცხლის ნათებასა
და ცისკენ სპირალივით ამავალი ნაცრისფერი კვამლის ბოლქვებს ხედავს.
გაუბედავად ჩერდება, გადაყირავებულ სახიდართან და ლატანის ღობესთან
მკითხველთა ლიგა
იკუზება – სულ ეს არის, რაც სახლისგან დარჩენილა. ეყოფა გამბედაობა, რომ
ცეცხლსა და ტყვიებს გაექცეს? იქნებ ჯობდეს, უკან დაბრუნდეს? ციცაბო აღმართის
ბოლოში, სწორედ ყრმა იესოსა და დედა ეკლესიის ქუჩების კვეთაზე ხედავს ხალხი
როგორ ფუსფუსებს, ხან პატარ-პატარა ჯგუფებად და ხანაც თითო-თითოდ ერთი
ადგილიდან მეორეზე ნაჩქარევად გადარბის. ალბათ ეს არის ბარიკადი. იქით უნდა
გაიქცეს, ხალხთან: მათთან სიკვდილიც გაუადვილდება,
მაგრამ, როგორც აქამდე ეჩვენებოდა, დავიწყებული და მიტოვებული სულაც არ
ყოფილა – მარჯვნიდან და მარცხნიდან ხმამაღლა იხმობენ, თითქოს
მიწისქვეშეთიდან ამოსული ხმები ეძახიან: – ლეონ! ლეონ! აქეთ! ჩქარა! დაიმალე!
დაწექი! სად დაიმალოს? ვერავის ხედავს და სირბილს მიწის გროვების, ნანგრევების,
ნატეხებისა და გვამების გვერდის ავლით აგრძელებს. ზოგიერთ გვამს მუცელი
ტყვიამფრქვევის ჯერით აქვს დაფლეთილი და შიგნეულობა გარეთ გადმოჰყრია.
სულის შემხუთველი სიმყრალე იმაზე მეტყველებს, რომ ისინი აქ დიდიხანია ყრიან –
მრავალ საათს და შეიძლება დღესაც კი. სიმყრალე თოფისწამლის ნამწვის სუნს ერევა
და ლეონს სული ეხუთება, გრძნობს, რომ თვალებიდან ცრემლი მოსდის. სულ ახლოს
ექვსი ჯარისკაცი ჩნდება. სამ მათგანს ხელში ჩირაღდანი უჭირავს, მეოთხე
ჩირაღდნებზე თუნუქის ჭურჭლიდან რაღაც სითხეს ასხამს – ალბათ ნავთია, რადგან
ჯარისკაცები ჩირაღდნებს ანთებენ და სახლებისკენ ისვრიან, სხვები კი ამასობაში
ფანჯრებისა და კარის ღიობების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. ლეონი მათგან ათ
ნაბიჯში ადგილს ეყინება, ერთიანად შეშდება. მაგრამ უცებ სროლის გრუხუნი
ისმის და მიწას მიკრული და მტვრისგან ლამის მხედველობადაკარგული თვალებით
რესპუბლიკელებს მიჩერებული ხედავს, რომ საიდანღაც მოფრენილი ტყვიებით
დაცემულებს ხელიდან შაშხანები უვარდებათ, მიწაზე ეცემიან, ტკივილისგან
იკრუნჩხებიან და ყრუდ ღმუიან. თავზე ხელებშემოხვეული ერთ-ერთი უღმერთო
პირდაპირ მის ფეხებთან გორდება და პირიდან ენაგადმოგდებული შეშდება.
კი მაგრამ, საიდან ისვრიან ჟაგუნსუები? სად იმალებიან? ლეონი დაცემუ-
ლებს დაძაბულად აკვირდება, ელოდება, რომ რომელიმე მათგანი გონს მოვა,
წამოდგება და სიცოცხლეს გამოასალმებს.
ნახევრად დანგრეული ქოხიდან ვიღაც ხტება, ხან სირბილით, ხანაც ხოხვითა და
მუხლუხის მსგავსად, კლაკვნით მოკლულებისკენ სწრაფად მიიწევს და ლეონიც
ხვდება: ყაჩაღანა! მაშინვე იმასაც ხედავს, რომ ბიჭები სამნი არიან, მათ უკან კი
სხვებიც მოხოხავენ. ჯარისკაცების გვამებს ჩხრეკენ, ქამრებიდან სავაზნეებს და
მათარებს აგლეჯენ; ერთ-ერთი ბიჭი ჯარისკაცს – როგორც ჩანს, ჯერ ისევ სუნთქავს –
ყელში იმხელა დანას არჭობს, რომ ხელში ძლივს იმაგრებს.
– ლეონ! ლეონ! – ეძახის ბიჭი, ხელის ქნევით თავისკენ იხმობს და ნახევრად
გაღებულ კარს უკან ქრება. დანარჩენები ნადავლს მიწაზე მიათრევენ და აქეთ-იქით
გარბიან, თავზარდაცემისგან გახევებული ლეონი ადგილიდან მხოლოდ ამის შემდეგ
იძვრის, ზღურბლზე ერთდროულად რამდენიმე იჭერს: ხელში აჰყავთ, ერთმანეთს
გადასცემენ, სახლში ძირს აწვენენ, – წყალი დაალევინეთ, – ესმის ქალის ხმა. ვიღაც
მათარას სჩრის დასისხლიანებულ ხელებში, ლეონს მათარა ტუჩებთან მიაქვს, დიდი
ყლუპებით სვამს და აღელვებული და მადლიერი გრძნობს, როგორ უქრობს რაღაც
ჯადოსნობით წყალი სიმხურვალეს თითქოს ცეცხლით გამომწვარ გულ-მუცელში.
სულს როგორღაც ითქვამს და ჟაგუნსუებს კითხვებზე პასუხობს. ექვსნი თუ
შვიდნი არიან: ყველა შეიარაღებულია, ყველა ისეა თოფისწამლის ჭვარტლით
დათხუპნილი, რომ ცნობა შეუძლებელია, ყველა ოფლით სახედაცვარულია,
ზოგიერთს კი ნაჩქარევად თავიც აქვს შეხვეული. ლეონი უყვება, რა ნახა მოედანზე
მკითხველთა ლიგა
აქეთ მომავალმა და ახლაღა ამჩნევს, რომ ფეხებქვეშ ორმო კი არა, მიწისქვეშა
გასასვლელი აქვს, საიდანაც პატარა ყოფს თავს და ყვირის: – ისევ მოდიან! –
ჟაგუნსუები – მათ შორის ორი ქალია – ლეონს გვერდზე რბილად სწევენ და
ფანჯრებთან მირბიან. ამ ქალებსაც იარაღი უჭირავთ ხელში, მარცხენა თვალს ისინიც
ჭუტავენ და ისინიც ვიღაცას უმიზნებენ. კედელში გაჩენილი ღრიჭოდან ლეონი,
როგორც აკვიატებულ სიზმარში, ისევ ამჩნევს, ჯარისკაცები სახლების სახურავებზე
და ფანჯრებში აალებულ ჩირაღდნებს როგორ ისვრიან.
– ცეცხლი! – გაისმის ვიღაცის ბრძანება და ოთახი კვამლით ივსება, ლეონს
აფეთქების გრუხუნი ესმის – ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე კიდევ ერთი. კვამლი რომ
იფანტება, ორმოდან ყაჩაღანები ხტებიან და ვაზნებისა და წყლის მოსატანად ისევ
ქუჩისკენ მიხოხავენ.
– ჯერ ახლოს მოვუშვათ და მერე ყველა ამოვხოცოთ. აქ ხელიდან ვერ
გაგვისხლტებიან, – ამბობს ჟაგუნსუ და ზუმბს თავისი იარაღის ლულაში ტენის.
– სალუსტიანუ, შენს სახლს ცეცხლი წაუკიდეს, – ეუბნება ქალი.
– ჩემსასაც და ჟუაუ მოციქულისასაც, – პასუხობს იგი.
ეს ორი სახლი სწორედ მათ პირდაპირ დგას; ორივე გიზგიზებს. ტკაცატკუცთან
ერთად მათ სმენამდე აღელვებული ყვირილი და სირბილის ხმაც აღწევს. მათკენ
სქელი კვამლი მოიწევს, სუნთქვა ჭირს.
– ჩვენს ცოცხლად გამოწვას აპირებენ, ლეონ, – მშვიდად ამბობს ორმოში მჯდარი
ჟაგუნსუ, - ხედავ, ჩირაღდნები აქვთ.
კვამლი ისეთი სქელია, რომ ლეონს ხველა ეწყება, მაგრამ მისი გონება წამითაც არ
წყვეტს მუშაობას - მკაფიოდ და ცხადად ახსენდება მოძღვრის სიტყვები, რომელიც
ოდესღაც ჩაიწერა – რა თქმა უნდა, ყველა მისი რვეული უკვე დიდი ხანია ფერფლად
იქცა: „ოთხი ხანძარი იქნება. სამს გავუმკლავდები, მეოთხეს უფლის ნებას მივანდობ“.
სულშეხუთული საკუთარ თავს ეკითხება; „მაშ, ეს არის ის ბოლო, მეოთხე ხანძარი?“
ვიღაც მორიდებით მიმართავს: – ლეონ, მოძღვარი სად არის? – ელოდა ამ კითხვას –
როგორც კი ქოხის ზღურბლს გადმოაბიჯა, იცოდა, რომ რომელიმე გამბედაობას
მოიკრებდა და ამ კითხვას დაუსვამდა. შვიდი თუ რვა ადამიანი კვამლის დახეული
ფარდის მეორე მხრიდან სერიოზული და მომლოდინე გამომეტყველებით უყურებს,
– მოძღვარი ზეცაშია, – ხველა-ხველით პასუხობს ის, – ანგელოზები ჩამოფრინდნენ
მის წასაყვანად.
ყელში მოწოლილი ხველების ახალი ტალღისგან წარბებს იჭმუხნის და ორად
იკეცება. გრძნობს, როგორ ებერება უჰაერობით ფილტვები, საშინლად
დანაღვლიანებული იმაზე ფიქრობს, რომ სადაცაა მისი ბოლოც დადგება დაზეცაში
ვერ მოხვდება, – ახლაც კი ვერ ახერხებს, ზეცის არსებობა ირწმუნოს, – და ესმის,
როგორ ახველებენ გვერდით ჟაგუნსუები, როგორ ეკამათებიან ერთმანეთს და როგორ
იღებენ ბოლოს უკან დახევის გადაწყვეტილებას: სადაცაა ცეცხლი ამ სახლზეც
გადმოვა, – წამოდი, ლეონ! – უყვირიან ჟაგუნსუები. „ხელი მომეცი! - ესმის მათი
ხმები, მას კი ძალა არ ჰყოფნის, რომ თვალები გაახილოს და მათკენ მხოლოდ ხელებს
იშვერს, გრძნობს, რომ სადღაც მიათრევენ, ეწევიან, მიჰყავთ. რამდენ ხანს გრძელდება
ეს ბრმად განვლილი გზა? სული ეხუთება, ალაგ-ალაგ კედლებს, ნიჩბებს, ადამიანებს
ეჯახება, ბორძიკობს, აქეთ-იქით ეხეთქება, წინ, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ
მიწისქვეშა გასასვლელში მიდის, დროდადრო ზედაპირზე ამოდის, მერე ისევ მიწის
ქვეშ ჩაყვინთავს, ვიღაცის ხელების ნებას დამორჩილებული. გადის წუთები,
შეიძლება საათებიც, მაგრამ მისი ტვინი მუშაობას განაგრძობს, ათას სხვადასხვა
წვრილმანს ამჩნევს, გონებაში ათას სახეს იცოცხლებს, თავის გაწამებულ სხეულს
მკითხველთა ლიგა
უბრძანებს: „არ დანებდე, არ დანებდე, თუნდაც ამ ლაბირინთიდან გასასვლელამდე
მოითმინე“, – უკვირს, რომ მართლაც არ ნებდება და ნაწილებად არ იშლება.
ხელი, რომელსაც ეჭირა, მოულოდნელად უშვებს და ლეონი მიწაზე რბილად
ჯდება. სადაცაა თავი გაუსკდება, სისხლი ძარღვებს გახეთქავს და მის დაძაბუნებულ
სხეულს ნაფლეთებად აქცევს. მაგრამ არა – საფეთქლებში გრუხუნი თანდათან
კლებულობს და შედარებით სუფთა ჰაერი ნელ-ნელა სიცოცხლისკენ აბრუნებს.
გასროლის ხმები ესმის, ყვირილი, ბევრი, ძალიან ბევრი ფეხის ჩქარი ნაბიჯები,
მტვრისა და ჭვარტლისგან ამოვსებულ თვალებს ისრესს და ხედავს, რომ უკვე მიწის
ზედაპირზეა და რომელიღაც ქოხში დგას, გარშემო კი ჟაგუნსუები და ბავშვიანი
ქალები ახვევია, ბავშვები ქალებს ქვედაკაბებზე ეჭიდებიან. მაშხალების ოსტატს,
ანტონიუ მეცეცხლეს, მაშინვე ცნობს.
უნდა, რომ ჰკითხოს, ანტონიუ, კანუდუსში რა ხდებაო, მაგრამ ხმას ვერ იღებს.
ხანძარი აქ არ არის, მხოლოდ გარშემო ყველაფერზე შემობურული კვამლია ჰაერში
განფენილი, ჟაგუნსუები იარაღს ხმის ამოუღებლად წმენდენ, შაშხანებს ტენიან,
რიგრიგობით გარეთ იხედებიან. რამ წაართვა ენა, ხმა რატომ ჩაუწყდა? ოთხზე
დამდგარი ლეონი მეცეცხლესთან მიდის და მუხლებზე ხელებს ხვევს, ისიც, ისე რომ,
იარაღის საკეტის გაპოხვას არ წყვეტს, მისკენ იხრება.
– ამათ აქ გავაჩერებთ, – ამბობს ანტონიუ თავისი ყრუ, სრულიად შეუცვლელი
ხმით, – მაგრამ სასაფლაო აიღეს, დედა ეკლესიისა და წმინდა ინესის ქუჩებიც.
ყოველი მხრიდან გვაწვებიან. ზურგიდან რომ არ მოგვიარონ, ჟუაუ მოციქულს ერთი
ბარიკადის აგება ყრმა იესოს ქუჩაზე უნდა, მეორის კი წმინდა ელეგიასი.
ლეონის წარმოსახვაში მაშინვე ამ სამ – წმინდა პეტრეს, წმინდა ელეგიასა და ყრმა
იესოს ქუჩებზე გამავალი თავდაცვის უკანასკნელი რკალი უცოცხლდება. ალბათ
მეათედიც არ უჭირავთ ახლა ჟაგუნსუებს იმისა, რაც ბელუ-მონტი იყო.
– როგორ! მაშ, ქრისტე ღმერთის ტაძარი აღებულია? – როგორღაც ახერხებს ხმის
ამოღებას,
– დაანგრიეს, სანამ გეძინა, – ისე აუღელვებლად პასუხობს ანტონიუ, თითქოს
ამინდზე ლაპარაკობსო, – სამრეკლო ჩამოაგდეს, გუმბათი ჩამოანგრიეს. ისეთი
გრუხუნი იყო, რომ ალბათ ტრაბუბუსა და ბენდენგუშიც კი ისმოდა. შენ კი არც
გაგღვიძებია.
– მართალია, რომ მოძღვარიზეცაში ავიდა? – კითხულობს მზერაგაყინული
ქალი და ტუჩებს ძლივს ამოძრავებს,
ლეონი ქალს არ პასუხობს. თვალწინ ნანგრევების გროვა უდგება, – ის, რაც
ტაძრისგან დარჩა, – ხედავს, როგორ ცვივიან კათოლიკური გვარდიის
ლურჯსახვევიანი მებრძოლები, როგორ ენარცხებიან სეტყვასავით ზედ თავზე
ტაძრის კამარაში თავშესაფრის მძებნელთ – დაჭრილებს, სნეულებს, მოხუცებს,
მშობიარეებს, ახალშობილებს, როგორ ფქვავს ქვის ლოდები „მორჩილთა“ ძვლებს.
ხედავს დედა მარიას, რომელიც ხორცის სისხლიან ნაჭრადაა ქცეული.
– ადამიანთა დედა ყველგან შენ დაგეძებს, ლეონ, – თითქოს მისი ფიქრის პასუხად
მოესმის გვერდიდან ვიღაცის ხმა.
ეს ხმა ახლახან ქოხში შემოსულ ბიჭს ეკუთვნის – სიგამხდრისგან გამოჩრილი
ნეკნები, მუხლამდე ძველი შარვალი,ზურგზე მოგდებული სავაზნეებისა და
მათარების შეკვრა. ჟაგუნსუ ბიჭს ამ ტვირთისგან ათავისუფლებს.
– მარია კუადრადუ? – გაძვალტყავებულ ხელზე ხელს ავლებს მას ლეონი, – შენ
თვითონ ნახე? სად არის?
– ბარიკადზე, წმინდა ელეგიას ქუჩაზე, – პასუხობს ბიჭი, – ყველას შენზე ეკითხება.
მკითხველთა ლიგა
– წამიყვანე მასთან! - ნაღვლიანი მუდარით შესცქერის ლეონი ბიჭუნას.
– ნეტარი რესპუბლიკელ ძაღლებთან თეთრი დროშით წავიდა, – მიმართავს
მეცეცხლეს ბიჭუნა.
ლეონი ფეხზე ხტება და ბიჭს ისევ ხელს ავლებს.
– გთხოვ, წამიყვანე მასთან! – უმეორებს ლამის ტირილით.
ბიჭი ანტონიუ მეცეცხლეს ყოყმანით უყურებს.
– წაიყვანე, რაკი გთხოვს, – ეუბნება ანტონიუ, – ჟუაუ მოციქულს კი გადაეცი, რომ
ჩვენთან ჯერჯერობით სიწყნარეა. გადასცემ თუ არა, მაშინვე უკან გამობრუნდი,
დამჭირდები, - ლეონს მათარას აწვდის, – აჰა, წასვლამდე დალიე.
ლეონი რამდენიმე ყლუპს სვამს, „კურთხეულ იყოს უფალი იესო, მოძღვარი!“ –
ბუტბუტებს და ბიჭუნას კვალდაკვალ ქოხიდან გადის. საითაც უნდა გაიხედოს,
ყველგან ხანძარი გიზგიზებს, ადამიანები ცეცხლის ჩაქრობას მიწის მიყრით
ცდილობენ. წმინდა პეტრეს ქუჩა შედარებით ნაკლებადაა დანგრეული, სახლებთან
კაცებსა და ქალებს ხედავს – ეძახიან, ესალმებიან, ზოგიერთი კი ეკითხება, მოძღვრის
წასაყვანად ჩამოფრენილი ანგელოზები თუ დაინახე, იქ იყავი, როცა მოძღვარი
ზეცად ამაღლდაო? ლეონი კითხვებს არ პასუხობს და არც ჩერდება. ყოველი ნაბიჯი
უდიდესი სირთულის გადალახვად უჯდება, ყველა უჯრედი სტკივა, ხელები
საერთოდ აღარ ემორჩილება, მიწიდან სხეულის აზიდვა აღარ სურთ. შიგადაშიგ
ბიჭუნას უყვირის, ასე ჩქარა ნუ გარბიხარ, ვერ გეწევიო, ის კი უცებ,
წამოუყვირებლად, ხმის ამოუღებლად მიწაზე ეცემა, - ლეონი მასთან მიხოხავს და
ბიჭუნას თვალების ადგილას სისხლიან ჭრილობას ამჩნევს, ჭრილობიდან რაღაც
მოთეთრო მოჩანს: ან ძვლის ნატეხი, ან გადღაბნილი თვალის თეთრონი. ისე რომ,
საბოლოოდ მაინც ვერ ხვდება, საიდან ისროლეს, ლეონი მიწაყრილებზე ხტუნვას
ახალი ძალებით აგრძელებს და ჩურჩულებს: – დედა მარია, დედა მარია, შენთან
მოვდივარ, მინდა, შენ გვერდით მოვკვდე. – წინ მიმავალი მიწიდან ამომართულ
ცეცხლისა და კვამლის კედელს აწყდება და ხვდება, რომ გზა მოჭრილია: კედლად
წამომართული ცეცხლი ქუჩას კეტავს. სიმხურვალე სახეს სწვავს და ლეონი
სულშეხუთული ჩერდება.
იმ წუთს საკუთარი სახელი ესმის.
ტრიალდება. არა ქალი, არამედ უსხეულო ჩრდილი, მოჩვენება – დაჭმუჭნილი
კანი, გამოცვენილი ძვლები – ეძახის, მზერა და ხმა ნაღვლით აქვს სავსე, – ცეცხლში
ჩააგდე, ლეონ, – ეუბნება აჩრდილად ქცეული ქალი, – მე ვერ შევძლებ. ცეცხლში
ჩააგდე. არ მინდა, რომ ისიც ისე შეჭამონ ამათ, როგორც მე შემჭამენ – ლეონი იქით
იყურება, საითაც ქალის მზერაა მიმართული და მასთან ძალიან ახლოს, ხანძრის
მეწამული შუქით განათებულ გვამზე მონადიმე ვირთხებს ხედავს – ბევრნი არიან,
ალბათ ათეულობით, მსხვერპლის მუცელსა და სახეს იმდენი დახვევია, რომ
შეუძლებელია გარკვევა, კაცია თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, – ყველა
ხვრელიდან მოძვრებიან – ცეცხლი ყრის გარეთ, ან ხვდებიან, რომ სატანამ გაიმარჯვა,
– ნელა, ლამის დამარცვლით წარმოთქვამს ქალი, – არ მინდა, რომ შეჭამონ, მან ხომ
ჯერ ცოდვის ჩადენაც ვერ მოასწრო, ანგელოზია. ჩააგდე ცეცხლში, ლეონ, ჩააგდე
ძვირფასო. უფალი იესო ქრისტეს გულისათვის. ლეონს მზერა ისევ ვირთხების
აღაპზე გადააქვს: სახე უკვე შეჭმული აქვთ და გვამის მუცელსა და ბარძაყებს ხრავენ.
– კარგი, დედაო, – ამბობს ის და ქალთან დაოთხილი მარჯვედ მირბის, მერე უკანა
თათებზე დამდგარი, ქალის მუხლებიდან პატარა შეკვრას იღებს და გულში იკრავს.
რამდენადაც გამრუდებული ხერხემალი ანებებს, წელში სწორდება და მძიმე

მკითხველთა ლიგა
ქოშინით ამბობს: – წავიღებ, მარტოს არ დავტოვებ, მეც მასთან ერთად წავალ. ეს
ცეცხლი ოცი წელია მელოდება, დედაო.
მერე ცეცხლის კედლისკენ მიდის და ქალი ხედავს, როგორ იკრებს ნატუბელი ბიჭი
უკანასკნელ ძალას და როგორ გალობს მისთვის უცნობ ლოცვას, ამ ლოცვაში
რამდენჯერმე ვიღაც წმინდანის – ალმუდიას სახელი მეორდება.

– ზავი? – ჩაეკითხა ანტონიუ ვილანოვა.


– ჰო, ასე ეწოდება, – უპასუხა მეცეცხლემ, – როდესაც რაიმე თეთრ ჩვარს სწევენ
ზევით, იმას ნიშნავს, რომ ზავს აცხადებენ. მე თვითონ კი არ მინახავს, მაგრამ ბევრმა
ნახა. მერე კი იმ დროშით უკან დაბრუნდა.
– ეს რატომ ჩაიდინა? – ჰკითხა ონორიუმ.
– უცოდველი სულები შეიბრალა, ცოცხლად იწვოდნენ, ბავშვები შეიცოდა,
მოხუცები, ორსულები. შეიბრალა და უღმერთოებთან იმის სათხოვნელად წავიდა,
რომ ისინი ბელუ-მონტიდან გაეშვათ. არავისთვის არაფერი უთქვამს – არც ჟუაუ
მოციქულის, არც დიდი ჟუაუსა და არც პედრაუსთვის, – უბრალოდ, ჯოხს თეთრი
ჩვარი მიამაგრა და დედა ეკლესიის ქუჩას გაუყვა – ძაღლებმა გაატარეს. ყველამ
ვიფიქრეთ, რომ დაღიანივით წამებას უპირებდნენ და უკან უყუროდ, უცხვიროდ და
უენოდ დაგვიბრუნებდნენ. მაგრამ დროშით ხელში საღ-სალამათი დაბრუნდა. ჩვენ
იმ დროისთვის უკვე წმინდა ელეგიაც გადაკეტილი გვქონდა, ყრმა იესოც და დედა
ეკლესიაც. ბევრი ხანძარი ჩავაქრეთ. ნეტარი ორ თუ სამ საათს არ ჩანდა და მთელი ამ
დროის მანძილზე სროლაც შეწყვეტილი იყო. იმიტომ, რომ ზავი დაიდო. ასე აგვიხსნა
პადრე ჟუაკინმა.
მთელი სხეულით აცახცახებული ჯუჯა ჟურემასკენ მიჩოჩდა, გამოქვაბულში
ისხდნენ – კასაბუს დამწვარი ფერმის შორიახლო, გზების გასაყარზე, იქ, სადაც ადრე
ღამის გასათევად თხების მწყემსები ჩერდებოდნენ. აქ თორმეტი დღე გაატარეს და
გამოქვაბულიდან მხოლოდ იმისთვის ძვრებოდნენ, რომ, ოღონდ კი კუჭი
მოეტყუებინათ, ნაჩქარევად ბალახბულახი, საჭმელად გამოსადეგი ფესვები
დაეგლიჯათ და უახლოესი წყაროდან წყალი მიეტანათ. იქაურობა ჯარისკაცებით
იყო სავსე: კეიმადასში პატარ-პატარა რაზმებად და უზარმაზარ კოლონებად
ბრუნდებოდნენ და ამიტომ, გაქცეულებმა გადაწყვიტეს, დამალულიყვნენ და
მოეცადათ. ღამეები ცივი იდგა, რესპუბლიკელების ყურადღება რომ არ მიეპყროთ,
ვილანოვა ცეცხლის ანთების უფლებას არ იძლეოდა; ჯუჯა, უბრალოდ, იყინებოდა.
ყველაზე პატარა იყო, ყველაზე მეტად დასუსტდა და დასაძინებლად დაწოლილი,
სიცივისგან ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ჟურნალისტი და ჟურემა შუაში იწვენდნენ
და თავიანთი სხეულებით ცდილობდნენ მის გათბობას, მაგრამ ჯუჯა ღამის
დადგომას მაინც შიშით ელოდა: გაყინულს კბილები უკანკაწებდა, სიცივე ძვალსა და
რბილში ატანდა. ახლა სხვებთან ერთად იჯდა, მეცეცხლეს უსმენდა და დროდადრო
პატარა ფუნჩულა ხელებით ჟურემასა და ჟურნალისტის თავისკენ კიდევ უფრო
ახლოს მოწევას ცდილობდა.
– პადრე ჟუაკინი? – ჰკითხა მეცეცხლეს ჟურნალისტმა, – ისიც?..
– არა, ის არც ცეცხლისგან მომკვდარა და არც დანისგან, – თითქოს თუნდაც ამ
ერთი სასიამოვნო ამბის შეტყობინებით მათი დამშვიდების შესაძლებლობა
გაუხარდაო, ჩქარ-ჩქარა უპასუხა მაშხალების ოსტატმა, – ბარიკადებზე მოკლეს
ტყვიით – წმინდა ელეგიას ქუჩაზე. ჩემგან ორ ნაბიჯზე. ისიც ისროდა და კლავდა.
სერაფინუ დურგალმა თქვა, პადრე ჟუაკინის ასეთ სიკვდილს უფალი ალბათ არ

მკითხველთა ლიგა
მოიწონებსო. რაც უნდა იყოს, ის ხომ მაინც პადრე იყო და არა ერისკაცი. არ
მოეწონება ალბათ ღმერთს, რომ მისი მსახური იარაღით ხელში დაიღუპა.
– უფლის წინაშე პადრე ჟუაკინს მოძღვარი გამოექომაგება, აუხსნის, რატომ
მოუხდა იარაღის აღება, – თქვა ვილანოვას ცოლმა, – და უფალიც პადრე ჟუაკინს
აპატიებს.
– რა თქმა უნდა, აპატიებს, – დაუდასტურა მეცეცხლემ, – არაფერი შეეშლება.
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლს არ ანთებდნენ და გამოქვაბულში შესასვლელი
ტოტებით, ბუჩქებითა და მთელ-მთელი კაქტუსებით იყო ამოხერგილი, მთვარის
შუქი – ჯუჯას წარმოედგინა, რა გაოცებით დასცქეროდნენ სერტანებს ეს ყვითელი
მთვარე და აურაცხელი ვარსკვლავები – გამოქვაბულში მაინც აღწევდა და
სიბნელიდან მეცეცხლის პროფილს, თითქოს ხის ნაფოტისგან გამოთლილ პაჭუა
ცხვირს, შუბლსა და ნიკაპს გამოკვეთდა. ჯუჯას ეს ჟაგუნსუ კარგად დაამახსოვრდა,
რადგან კანუდუსში ხშირად ენახა, როგორ ამზადებდა რაკეტებს და ფოიერვერკებს:
პროცესიის დროს ქალაქის თავზე ცისკენ მაშხალების უცნაური არაბესკები
მიფრინავდა. ჯუჯას ახსოვდა მისი ხელები, დამწვარი და იარებით დაფარული, ისიც
არ დავიწყებოდა, ომის დაწყებისთანავე ანტონიუ დინამიტის შაშხანების
დამზადებაზე როგორ გადავიდა, რომლებსაც ჟაგუნსუები ბარიკადებიდან ესროდნენ
ჯარისკაცებს: ჯუჯამ პირველმა დაინახა, ეს კაცი გამოქვაბულში როგორ იხედებოდა,
იცნო და ძმებ ვილანოვებს, რომლებსაც ამოღებული პისტოლეტები უკვე სასროლად
გამზადებული ეჭირათ, დაუძახა, არ ესროლოთ, ჩვენიანიაო!
– ნეტარი უკან რატომღა დაბრუნდა? – ჰკითხა მეცეცხლეს ანტონიუ ვილანოვამ მას
შემდეგ. რაც მისალმების ნიშნად ერთმანეთს გადაეხვივნენ. მთელი დღისა და ღამის
მანძილზე კითხვას კითხვაზე სწორედ ის სვამდა, დანარჩენები უმეტესწილად ჩუმად
იყვნენ, – გონება დაუბნელდა?
– თავისთავად ცხადია, – უპასუხა ანტონიუ მეცეცხლემ. ჯუჯა იმის წარმოდგენას
ცდილობდა, ეს როგორ მოხდებოდა: თვალწინ ნეტარის გალეულ სხეულს ხედავდა.
მის გაფითრებულ სახესა და ანთებულ თვალებს, წარმოისახა, როგორ ბრუნდებოდა
ბარიკადებზე დაღუპულების, ცოცხლების, დაჭრილების, ნანგრევების,
ნახანძრალების, დახვავებული ლოდებისა და ვირთხებისთვის გვერდის ავლით
თეთრი დროშით ხელში – აკი ანტონიუ ჰყვებოდა, ვირთხები ყველა ხვრელიდან
მოძვრებოდნენ და გვამებს ხარბად ჭამდნენო.
– დათანხმდნენ, – თქვა ნეტარმა, – დანებებას მიიღებენ.
– ერთმანეთის მიყოლებით, ცალ-ცალკე უნდა გამოვსულიყავით, უიარაღოდ და
ხელებაწეულები, – ისეთი ხმით, თითქოს ვიღაცის სრულიად უაზრო მონაგონის ან
მთვრალის ბოდვის გამეორებას ცდილობსო, განმარტა ანტონიუ მეცეცხლემ, – მაშინ
ჩაითვლებოდა, რომ ტყვედ აგვიყვანეს და არ დაგვხოცავდნენ.
ჯუჯამ გაიგონა, ამ დროს ვიღაცამ როგორ ამოიოხრა – ვილანოვებიდან ერთ-ერთი
იქნებოდა, – რომელიღაც ქალი კი ატირდა. უცნაური იყო, რომ ანტონია და ასუნსაუ,
რომლებიც მუდამ ერთმანეთში ერეოდა, ერთდროულად არასდროს ტიროდნენ: თუ
ერთი იწყებდა, მეორე ჩუმდებოდა, და პირიქით. თუმცა ტირილსაც ისინი მხოლოდ
მას შემდეგ მოჰყვნენ, რაც მეცეცხლემ ვილანოვას კითხვებზე პასუხების გაცემა
დაიწყო; სანამ ბელუ-მონტიდან გამორბოდნენ, სანამ ამ გამოქვაბულში
იმალებოდნენ, არც ერთს ცრემლიც კი არ ჩამოუგდია. ჯუჯა ისე აკანკალდა, რომ
ჟურემამ მხრებზე ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა. არ იცოდა, ასე რა აკანკალებდა –
ან ღამე იყო მეტისმეტად ცივი, ან შიმშილისა თუ მეცეცხლის მონათხრობის გამო
გრძნობდა თავს შეუძლოდ.
მკითხველთა ლიგა
– ნეტარო, გონს მოდი, რას ამბობ?! – ამოიკვნესა დიდმა ჟუაუმ, – დაფიქრდი, რას
მეუბნები? შენ, რა, მართლა გინდა, რომ იარაღი დავყაროთ, ხელები ავწიოთ და
მასონებთან ტყვედ ჩასაბარებლად გავიდეთ? ეს გინდა?
– არა, შენზე ხომ არავინ ლაპარაკობს, – თითქოს ლოცულობსო, წამღერებასავით
უპასუხა ნეტარმა, – უდანაშაულოები წავლენ. ბავშვები, ორსულები, მოხუცები. შენ
მათ მაგივრად ვერ გადაწყვეტ – სჯობს, თავს უშველონ. თუ არ გაუშვებ, ეს იმას
ნიშნავს, რომ საკუთარი ხელით დახოცავ, ასეთ ცოდვას ვერაფრით გამოისყიდი,
ჟუაუ, მათი სისხლი შენს სინდისზე იქნება, უდანაშაულოების სასიკვდილოდ
გაწირვა უფლის წინაშე ცოდვაა. მათ ხომ თავის დაცვა არ შეუძლიათ.
– ნეტარმა თქვა, ჩემი პირით მოძღვარი ლაპარაკობსო, – დაამატა მეცეცხლემ, –
მოძღვარი გამომეცხადა და უდანაშაულოების გადარჩენა მიბრძანაო.
– ჟუაუ მოციქულმა რა უპასუხა? – ჰკითხა ანტონიუ ვილანოვამ.
– ამ ლაპარაკს არ ესწრებოდა, იქ არ იყო. ნეტარი ქალაქში დედა ეკლესიის ქუჩით
დაბრუნდა. ჟუაუ მოციქული კი წმინდა ელეგიას ქუჩაზე იგერიებდა ჯარისკაცებს.
მის მოსაყვანად კაციც კი გაგზავნეს, მაგრამ დააგვიანდა: ბარიკადს ამაგრებდა, ის ხომ
დანარჩენ ბარიკადებს შორის ყველაზე არასაიმედო იყო. ასე რომ, როცა ჟუაუ მოვიდა,
ბავშვები, მოხუცები, სნეულები ნეტარს უკვე უკან მიჰყვებოდნენ, მილასლასებდნენ,
მიხოხავდნენ.
– და არავინ გააჩერა? – ჰკითხა ანტონიუ ვილანოვამ.
– არა. არავინ. ვერავინ გაბედა. ვინ გაბედავდა ნეტართან შეკამათებას? ის ხომ მე და
შენ არ გვგავდა – სხვა ჯილაგისა იყო. მოძღვარს დასაწყისიდანვე თან ახლდა. ნეტარი
იყო! მაგალითად, შენ გეყოფოდა გამბედაობა, გეთქვა, თვალს ლიბრი გადაგეკრა და
არ უწყი, რასა იქმო? ჰოდა, საქმეც ეგ არის. ვერც დიდმა ჟუაუმ გაუბედა, ვერც მე და
ვერც ვერავინ.
– ეჰ, ჟუაუ მოციქული რომ იქ ყოფილიყო... – ჩაიბუტბუტა ვილანოვამ.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მეცეცხლე, – ის კი შეძლებდა.
ჯუჯამ იგრძნო, რომ შუბლი უხურდა, ძვლები კი ეყინებოდა. არც ამ სურათის
წარმოდგენა გაუჭირდა: აი, დედა ეკლესიის ქუჩაზე მაღალი, მოქნილი, მკვრივი
ფიგურა ჩნდება, ქამარში დანაგარჭობილი, გვერდზე მაჩეტე, მხარზე იარაღი,
მკერდზე კი ვაზნების ასხმა მოუჩანს. აი, დგას და ხეიბრების, სახიჩრების, საპყრების,
მოხუცების, ქალებისა და ბავშვების საზარელ პროცესიას შეჰყურებს – ყველანი ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს მკვდრეთით აღმდგარანო, ყველას ხელები თავზე
აქვს შემოწყობილი და ჯარისკაცებისკენ მიემართებიან. ამ სურათის წარმოსადგენად
ჯუჯას უკვე გონების დაძაბვაც აღარ დასჭირვებია: ყველაფერს ისე ცხადად და
გარკვევით ხედავდა, როგორც საცირკო წარმოდგენას იმ ბედნიერ დროს, როცა ბოშა
ჯერ ისევ ცოცხალი იყო და მრავალრიცხოვანი, წარმატებული დასი ჰყავდა. თვალწინ
ახლა ჟუაუ მოციქული დაუდგა, ხედავდა: დაბნეულს, გაოცებულსა და
გაბრაზებულს.
– შეჩერდით! შეჩერდით! – დაიყვირა გააფთრებულმა, აქეთ-იქით იხედებო- და და
მის გვერდით ჩავლილი ხალხის გაჩერებას, დაჭერას, უკან მობრუნებას ცდილობდა, –
შეჩერდით! გაგიჟდით?! შეჩერდით!
– აუხსნეს, რაც ხდებოდა, – განაგრძო მეცეცხლემ, – დიდმა ჟუაუმ აუხსნა, რა და
როგორ, თან ტიროდა და ყველაფერში თავს იდანაშაულებდა. ამასობაში პედრაუც
მოვიდა და კიდევ სხვებიც. ყველა მაშინვე მიხვდა ყველაფერს.
– საქმე ის კი არ არის, რომ ყველას დახოცავენ, – თქვა ხმამაღლა ჟუაუ მოციქულმა,
მხრიდან კარაბინი ჩამოიგლიჯა და ისინი ამოიღო მიზანში, ვინც უკვე გასცდა და
მკითხველთა ლიგა
თანდათან სულ უფრო და უფრო შორდებოდა, – ჩვენც დაგვხოცავენ. ამათ კი
სიკვდილის წინ აწამებენ, დაამცირებენ და მასხრად აიგდებენ, როგორც დაღიანი
აიგდეს მასხრად. ამის დაშვება არ შეიძლება – სწორედაც იმიტომ, რომ
უდანაშაულოები არიან. ნებას არ მივცემ, რომ ყელი გამოსჭრან! არ მინდა, რომ
შეურაცხყონ!
– თან ისროდა, – განაგრძობდა მეცეცხლე, – და დანარჩენებიც ისროდნენ, პედრაუც,
დიდი ჟუაუც და პადრე ჟუაკინიც. მეც ვისროდი, – ჯუჯამ იგრძნო, როგორ გაებზარა
მეცეცხლეს ხმა, – მაგრამ არ ვიცი, სწორად მოვიქეცი, თუ არა? უნდა მესროლა,
ანტონიუ? რა საჭირო იყო, რატომ გვაიძულა მოციქულმა?
– საჭირო იყო, – უყოყმანოდ უპასუხა ვილანოვამ, – იოლი სიკვდილი მოუვლინეთ.
თქვენ რომ არა, მათაც ისევე დაჭრიდნენ დანებით, ისევე დაანაკუწებდნენ, როგორც
დაღიანს მოექცნენ. თქვენთან რომ ვყოფილიყავი, მეც ვისროდი,
– არ ვიცი, – წარმოთქვა მეცეცხლემ, – არ ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი. და, აი,
ვიტანჯები. მოძღვარი რას იტყოდა ამაზე? ათასჯერ ვიფიქრე და ახლაც მუდმივად
ვფიქრობ, რომ იმ ერთმა წუთმა ის ათი წელი გადახაზა, რომელიც მოძღვართან,
გვერდიდან მოუშორებლად გავატარე, ეს შეცდომა სულის წარწყმედად დამიჯდება.
ხანდახან...
გაჩუმდა და ჯუჯამ გაიგონა, რომ ანტონია და ასუნსაუ ტიროდნენ, ამჯერად
ერთად: ოღონდ ერთი ქვითინებდა და მოთქვამდა, მეორე კი, თითქოს ასლოკინებსო,
ჩუმად სლუკუნებდა.
– რა „ხანდახან“? – ჰკითხა ვილანოვამ.
– ხანდახან მეჩვენება, რომ უფალმა, ან ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ან
უწმინდესმა ქალწულმა სასწაული ქმნეს და სიკვდილისგან მხოლოდ იმიტომ
მიხსნეს, რომ მთელი სიცოცხლე იმ ერთი წუთის გამო დავიტანჯო. არ ვიცი. ისევ
არაფერი არ ვიცი. რა ნათელი იყო ბელუ-მონტიში ყველაფერი: დღე დღე იყო, ღამე –
ღამე. იმ წუთამდე, სანამ უდანაშაულოებსა და ნეტარს ვესროდი, ახლა ის ყველაფერი
ისევ ბუნდოვანი, მერყევი და რთული გახდა.
ამოიოხრა და ჟაგუნსუების მიერ იოლი სიკვდილით დახსნილ უდანაშაულოებზე
ანტონიასა და ასუნსაუს გლოვას ყურმიგდებული, კვლავ გაჩუმდა.
– და კიდევ, ეჭვიც არ მასვენებს: იქნებ ღმერთს უნდოდა, რომ მათ ეწამათ და
სამოთხეში მოხვედრილიყვნენ?
„ასეთი სველი რატომ ვარ? – გაიფიქრა ამასობაში ჯუჯამ, – ოფლი მასველებს? თუ
სისხლი მომდის? ალბათ სიცოცხლისგან ვიწრიტები“|. შუბლიდან ოფლის წვეთები
მოცოცავდა, წარბებში და წამწამებში უგორდებოდა, თვალებს უვსებდა, მაგრამ მაინც
გრძნობდა, რომ შიგნით ყველაფერი ეყინებოდა. ჟურემა დროდადრო სახეს
უწმენდდა.
– მერე რა მოხდა? -– გაიგონა ჟურნალისტის ხმა, – მას შემდეგ, რაც ჟუაუ
მოციქულმა, თქვენ და ყველა დანარჩენმა...
ხმა ჩაუწყდა, ვილანოვების გაჩუმებული ცოლები კვლავ აქვითინდნენ.
– მერე რა მოხდა? – კითხვა გაიმეორა ანტონიუ მეცეცხლემ, – მერე
რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ მათ ვესროდით, იმის გამოც გააფთრდნენ, რომ
ნადავლს კარგავდნენ, მათ ხომ უკვე თავისად თვლიდნენ, – შეყოვნდა, ხმა
აუკანკალდა, – მოღალატეებოო! – დაიყვირეს, – თქვენ ზავი დაარღვიეთ და ამის გამო
ზღავთო! და ყოველი მხრიდან დაგვეხვივნენ. ათასობით იყვნენ. კიდევ კარგი, ასე
მოხდა.
– კიდევ კარგი? – ჩაეკითხა ანტონიუ ვილანოვა.
მკითხველთა ლიგა
ჯუჯა კი მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა მეცეცხლე. ჰო, კიდევ კარგი, იმიტომ,
რომ შესაძლებლობა ეძლეოდათ, ისევ შაშხანებით შეიარაღებული, ხელში
ჩირაღდნებიანი ფორმიანებისთვის ესროლათ და არა უდანაშაულო ხალხისათვის,
აქაოდა შეურაცხყოფისგან ვიხსენითო. ჯუჯამ ეს თავიდანვე გაიგო და, მიუხედავად
იმისა, რომ ციებ-ცხელება და კანკალი ტანჯავდა, მაშინვე ყველაფერი ცხადადაც
წარმოიდგინა: დაინახა ჟაგუნსუები ბებერებიან, დამწვრობებით დაფარულ ხელებს
როგორ ისრესდნენ, იმით გახარებულები, რომ მათ წინაშე ისევ ნამდვილი მტერი
აღმოჩნდა – განსაზღვრული, უეჭველი და საძულველი. თვალწინ ცხადად
წარმოუდგა, რა გააფთრებით ეძგერნენ მათ ჯარისკაცები და როგორ ხოცავდნენ გზად
ყოველივეს, ვინც ჯერ ისევ ცოცხალი იყო, როგორ წვავდნენ ყველაფერს, რაც ჯერ
ისევ არ იწვოდა.
– დარწმუნებული ვარ, რომ მაშინაც არ უტირია, – თქვა ქალის ხმამ, მაგრამ ჯუჯამ
არ იცოდა, რომელს ეკუთვნოდა – ანტონიუს თუ ონორიუს ცოლს, – მტირალი დიდი
ჟუაუც შემიძლია წარმოვიდგინო და პადრე ჟუაკინიც, როცა უდანაშაულოებს
ესროდნენ. მაგრამ ის? ნუთუ ისიც ტიროდა?
– თავისთავად ცხადია, ტიროდა, – ჩაიჩურჩულა მეცეცხლემ, – თუმცა პირადად მე
ეს არ მინახავს.
– არასდროს არავის უნახავს, რომ ჟუაუ მოციქულს ეტიროს, – წარმოთქვა იმავე
ხმამ.
– დიდად არასდროს მოგწონდა, – გაღიზიანებული ხმით ჩაიბურტყუნა უფროსმა
ვილანოვამ და ჯუჯა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ქალის ხმა მის ცოლს, ანტონიას
ეკუთვნოდა.
– მართალია, – დაუფარავი სიავით უპასუხა ქალმა, – ახლა კი, განსაკუთრებით.
ახლა ვიცი, რომ ცხოვრება, როგორც მოციქულმა კი არა, არამედ როგორც სატანამ, ისე
დალია. იმისთვის კლავდა, რომ მოეკლა, იმისთვის ქურდობდა, რომ ექურდა,
უხაროდა, როცა ადამიანებისთვის ტანჯვის მიყენება შეეძლო.
გამოქვაბულში სიჩუმე ჩამოწვა - ისეთი მძიმე და სქელი, რომ ხელით შეეხებოდი,
ჯუჯამ იგრძნო, რომ ჟურნალისტი შეშინდა.
– ანტონია, – აუჩქარებლად დაიწყო უფროსმა ვილანოვამ, – ის, რაც ახლა თქვი,
აღარასოდეს გაიმეორო. მე და შენ ერთად მრავალი წელი ვიცხოვრეთ, მთელი
სიცოცხლე. ყოველთვის ერთად ვიყავით და ყველა წინააღმდეგობას, რომელსაც ბედი
გვიმზადებდა, ერთად ვუმკლავდებოდით. მაგრამ, თუ ახლა ნათქვამს ოდესმე კიდევ
იტყვი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება.
ერთიანად ოფლში გახვითქული და სიცივისგან აკანკალებული ჯუჯა წამებს
ითვლიდა და ქალის პასუხს ელოდა.
– იესოს ვფიცავ, აღარასოდეს გავიმეორებ, - ჩაიბუტბუტა ქალმა და ჯუჯამაც ხმა
სწორედ მაშინ ამოიღო.
– მე მინახავს, როგორ ტიროდა ჟუაუ მოციქული, – თქვა მან. კბილები უკაწკაწებდა
და სიტყვები ენიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გაუგებრად სწყდებოდა. შუბლით ჯერაც
ჟურემას მხარს ეკვროდა, – რა,არ გახსოვთ? აკი მოგიყევით. მაშინ, როცა რობერტ
ეშმაკის საშინელ და ჭკუის სასწავლებელ ისტორიას ისმენდა.
– უფლისწული იყო, მაგრამ დაბადებას დედამისი უკვე სრულიად ჭაღარა
მოესწრო, – გაიხსენა ჟუაუ მოციქულმა, – თუ დავუშვებთ, რომ ეშმაკსაც შეუძლია
სასწაულების მოხდენა, მაშინ მისი დაბადებაც სასწაულად უნდა ჩაითვალოს:
ამქვეყნად მისი მოვლინებისთვის დედამისმა სული ეშმაკს მიჰყიდა. მგონი, ასე
იწყება, არა?
მკითხველთა ლიგა
– არა, ასე არ იწყება, – მტკიცედ მოუჭრა ჯუჯამ: თუმცაღა არ ახსოვდა, სად და
როდის დაისწავლა, მაგრამ ამ რომანსს მთელი სიცოცხლის მანძილზე მღეროდა,
ქალაქებსა და სოფლებში დაეხეტებოდა და ხან აგრძელებდა, ხან ამოკლებდა, ხან
ალამაზებდა და ხანაც აზუსტებდა, ხან ამხიარულებდა მაყურებელს, ხანაც ატირებდა
– ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ რა განწყობით უსმენდა. ჟუაუ
მოციქულიც კი ვერ აუბნევდა თავგზას და ამ ისტორიის დასაწყისს ვერ დაავიწყებდა,
– მართალია, დედამისი უშვილოდ იყო დარჩენილი, მართალია, იმ დროისთვის უკვე
ჭაღარაც ერია და ისიც მართალია, რომ სული ეშმაკს მიჰყიდა. მაგრამ მამამისი
არავითარი მეფე არ ყოფილა, ჰერცოგი იყო.
– ჰო, ჰო, ნორმანდიის ჰერცოგი, – დაეთანხმა ჟუაუ მოციქული, – მიდი, აბა,
დალაგებულად მომიყევი.
– ტიროდა? – თითქოს სხვა სამყაროდან მოესმა ესოდენ ნაცნობი ხმა, ამ ხმაში
შეშინებას ყოველთვის აბეზარი ცნობისმოყვარეობა და პასუხის მოუთმენელ
მოლოდინთან ერთად მოუსვენარი ინტერესი ერთვოდა, – რობერტ ეშმაკის
ისტორიის მოსმენისას ტიროდა?
– ჰო, ტიროდა, – ალბათ იმწუთს, როცა ჯუჯამ მკვლელობისა და ყველაფრის
ნგრევის დაუოკებელი ლტოლვით შეპყრობილი, ორსულების მფატრავი, ჩვილების
ყელის მღადრავი („ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთელი იყო და არა ჩვენი მხარიდან“, –
დააზუსტა ჯუჯამ), გლეხების სარზე დამსმელი, ქოხების ცეცხლის წამკიდებელი,
ქოხებისა, სადაც იქ მკვიდრებს მშვიდად ეძინათ, რობერტ ეშმაკის გაუგონარი
ბოროტმოქმედებების შესახებ თხრობა დაიწყო, შენიშნა, რომ ჟუაუ მოციქულს
თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, რომ ცრემლები ღაწვებზე უბზინავდა, ნიკაპი
უცახცახებდა და მკერდი მძიმე სუნთქვისგან ბობოქრად აუდ-ჩაუდიოდა. ჯუჯა
შეშინდა, ენა დაება და გაჩუმდა: დაბნეულს და საგონებელში ჩავარდნილს, ვერ
გაეგო, რა შეცდომა დაუშვა ან რა გაუფრთხილებლობა გამოიჩინა. მავედრებელი
მზერა კატარინას მიაპყრო, რომელიც იმდენად იყო ჩამომდნარი, რომ ჯუჯას ისეთი
შთაბეჭდილება რჩებოდა, ყრმა იესოს ქუჩის ბარიკადზე, სადაც ჟუაუ მოციქულმა
მიიყვანა, უკვე ადგილიც აღარ უჭირავსო. კატარინამ ხელის მოძრაობით ისტორიის
გაგრძელება უბრძანა, მაგრამ ყოფილმა კანგასეირუმ არ დააცალა:
– განა ამ ყველაფერში მას მიუძღვის ბრალი? – ჰკითხა მან ჯუჯას, ისე რომ
იმ წუთს თავის თავს არ ჰგავდა, – განა მარტო ის არის დამნაშავე ყველა ამ
ბოროტმოქმედებაში? განა შეეძლო, სხვა გზა აერჩია? განა ეს დედამისისთვის ვალის
გადახდა არ იყო? ვის უნდა მოსთხოვოს ამ ბოროტმოქმედებებისთვის პასუხი
უფალმა – მას თუ ჰერცოგის მეუღლეს? – ნაღვლიანი და მუქარაჩამდგარი
გამომეტყველებით აღსავსე მისი მზერა ჯუჯას ისარივით შეესო, – მიპასუხე!
– არვიცი... – უპასუხა აკანკალებულმა ჯუჯამ, – ამის შესახებ იქ ნათქვამი არ არის.
მე არაფერ შუაში ვარ, ნუ მიწყრებით, მე მხოლოდ იმას გიყვებით, რაც მოვისმინე და
დავიმახსოვრე.
– ნუ გეშინია, ხელს არავინ დაგაკარებს, – ჩასჩურჩულა მას უსხეულო, სულის
მსგავსმა ქალმა, – განაგრძე თხრობა.
და მანაც განაგრძო საშინელი და ჭკუის სასწავლებელი ისტორია და დაინახა, რომ
კატარინამ ჟუაუ მოციქულს ცრემლი თავისი ქვედაკაბის არშიით მოსწმინდა, შემდეგ
ფერხთით დაუჯდა, თავისკენ მიიზიდა, თავი მუხლებზე დაადო და მოეხვია, რომ იმ
წუთებში ჟუაუ მოციქულს მარტოობა არ ეგრძნო. ის კი აღარ ტიროდა, არც ინძრეოდა,
და სანამ ჯუჯამ თხრობა არ დაამთავრა, სიტყვას აღარ აწყვეტინებდა – ხანდახან
ისტორია წმინდანად და გულმოწყალე განდეგილად ქცეული წმინდა რობერტის
მკითხველთა ლიგა
სიკვდილით სრულდებოდა, ხანდახან კი იმით, რომ რობერტმა თავისი
წარმომავლობის შესახებ შეიტყო. გაიგო, რომ საფრანგეთის თორმეტი პერიდან ერთ-
ერთის – რიჩარდ ნორმანდიელის ვაჟი იყო და მისი გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
ჯუჯას ახსოვდა, რომ მერე – დღისით იყო ეს თუ ღამით? – ჟუაუ მოციქულმა მას
მადლობა გადაუხადა. მაგრამ მაინც როდის, როდის იყო ეს ყველაფერი?
ჯარისკაცების მოსვლამდე, მანამდე, სანამ ეჩვენებოდა, რომ უშფოთველი
ცხოვრებისთვის ამქვეყნად ბელუ-მონტიზე უკეთესი ადგილი არ არსებობდა თუ
მათი მოსვლის შემდეგ. როცა ეს ცხოვრება სიკვდილად, შიმშილად, ნგრევად და
შიშად იქცა?
– როდის იყო ეს, ჟურემა? - ჰკითხა აღელვებული ხმით, თუმცა თვითონაც ვერ
იტყოდა, რატომ ეჩვენებოდა იმ დღის გახსენება ასე მნიშვნელოვნად, – წარმოდგენის
დასაწყისში იყო, ბრუციანო, თუ ბოლოში?
– რა სჭირს? – იკითხა ანტონიამ, ან ასუნსაუმ.
– ციება აქვს, – უპასუხა ჟურემამ და ჯუჯას ხელი მოხვია.
– როდის იყო? – არ ცხრებოდა ჯუჯა, – როდის?
– ბოდავს, – ბრუციანის ხმის გაგონება მოასწრო და ისიც იგრძნო, შუბლზე როგორ
შეეხო და თმასა და ზურგზე ხელი როგორ გადაუსვა, მერე ბრუციანმა დააცემინა –
ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და მესამედ, როგორც ყოველთვის, როცა რამე აშინებდა
ან ართობდა. არა უშავს, აცემინოს. ახლა შეიძლება. იმ ღამეს კი, როცა ქალაქიდან
გამორბოდნენ, დაცემინება სიცოცხლის ფასად შეიძლებოდა დასჯდომოდა.
წარმოიდგინა, რომ ბრუციანი მათ სპექტაკლში მონაწილეობდა და ზედიზედ ოცჯერ,
ორმოცდაათჯერ, ასჯერ აცემინებდა, წვერიანი ქალი კი აქარებდა, ცემინებას
აყოლილი, იმავეს იმეორებდა, ხან გრძლად, ხან მოკლედ, ხან ბოხი ხმით, ხანაც
გამკივანად და მაყურებელთან ერთად თვითონაც მოუნდა გაცინება, მაგრამ ძალა არ
ეყო.
– ჩაეძინა, – თქვა ჟურემამ და თავი უფრო მოხერხებულად ჩაადებინა კალთაში, –
ხვალ უკეთ იქნება.
მაგრამ ჯუჯას არ ეძინა. ყინულივით ცივ და თანაც ცეცხლივით მწველ
გაბრუებაში ჩაძირული და ამ სოროში მოკუნტული, ისევ ანტონიუ მეცეცხლეს
უსმენდა, წარმოსახვითა და გამოცდილებით თავისდა უნებურად უკვე ნანახსა
და განცდილ სამყაროს დასასრულის, ბოლო ჟამის, დანახშირებული გვამებისა
და ნანგრევებად ქცეული შენობების სურათებს ხედავდა. რაც უნდა გაეტანჯა
ცხელებას, რაც უნდა ეკანკალებინა ციებას, რაც უნდა შორეულად მოსჩვენებოდა ამ
ღამით ბაიის სერტანებში ყველა მის გვერდით მჯდომი, სამყაროში, სადაც აღარ იყო
კანუდუსი, აღარ იყვნენ ჟაგუნსუები და მალე ჯარისკაცებიც აღარ იქნებოდნენ – მათ
თავიანთი საქმე გააკეთეს და ახლა აქაურობას ეცლებოდნენ, და ეს მხარე ისევ
მოიპოვებდა მისთვის დამახასიათებელ ამაყ და მათხოვრულ სიცარიელეს, –
აღელვებული და გაოგნებული ჯუჯა ვილანოვასა და მეცეცხლის საუბრების სმენას
მაინც განაგრძობდა.
– შეგიძლია ჩათვალო, რომ ამ ქვეყანას მეორედ მოევლინე, – გაიგონა ონორიუს ხმა,
რომელიც იმდენად იშვიათად ისმოდა, რომ ყოველთვის ეჩვენებოდა, ანტონიუ
ლაპარაკობსო.
– ჰო, – უპასუხა მეცეცხლემ, – მაგრამ მე ხომ არავის მოვუკლავარ. არც კი
დავუჭრივარ. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. სისხლი არსად ჩანდა. იქნებ ქვის
დარტყმამ გამაბრუა. თუმცა, არაფერი მტკივა.

მკითხველთა ლიგა
– გონება დაკარგე, – აუხსნა ანტონიუ ვილანოვამ, – ასე ბევრს დაემართა ბელუ-
მონტიში. მკვდრად ჩაგთვალეს და ამან გადაგარჩინა.
– ამან გადამარჩინა, – ექოსავით გაიმეორა მეცეცხლემ, – მაგრამ არა მხოლოდ ამან.
გონს მოვედი და დავინახე, რომ გვამებს შორის ვიწექი, გარშემო კი ჯარისკაცები
დადიოდნენ და გვამოწმებდნენ, თუ ვინმე გაინძრეოდა, ხიშტებით კლავდნენ ან
ესროდნენ. ძალიან ახლოს გამიარა მთელმა ხროვამ და არავინ მოინდომა,
დარწმუნებულიყო, მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი.
– გამოდის, რომ მთელ დღეს თავს იკატუნებდი? – ჰკითხა ანტონიუმ.
– ჰო, მთელი დღე. მესმოდა, როგორ დადიოდნენ წინ და უკან, როგორ ხოცავდნენ
დაჭრილებს, ტყვეებს თავებს ჰკვეთდნენ, კედლებს აფეთქებდნენ, – განაგრძობდა
მეცეცხლე, – მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება, ძაღლები, ვირთხები და ურუბუები
იყო. მძორს ჭამდნენ. მესმოდა, როგორ დაძრწოდნენ გვამებს შორის, ძვლებს
ხრავდნენ, ნისკარტებს აკაკუნებდნენ. ცხოველებს ხომ ვერ მოატყუებ: ცოცხალს
მკვდრისგან შეუცდომლად არჩევენ, არც ვირთხები და არც სვავები ცოცხლებს არ
ეკარებიან. მე ძაღლებისა მეშინოდა. აი, ეს კი მართლაც ნამდვილი სასწაული იყო –
არც ისინი მომეკარნენ.
– გაგიმართლა, – შენიშნა ანტონიუ ვილანოვამ, – ახლა რას აპირებ?
– მირანდელაში დაგბრუნდები, – უპასუხა მეცეცხლემ, – იქ დავიბადე, გავიზარდე
და ხელობაც იქ ვისწავლე. დავბრუნდები. თუმცა ჯერ დარწმუნებით ვერაფერს
ვიტყვი. თქვენ?
– აქედან შორს წავალთ, – უპასუხა ყოფილმა ვაჭარმა, – ასარეში წავალთ, იქიდან
ვართ წარმოშობით, იქ დაიწყო ჩვენი ცხოვრება. მერე იქიდან გაქცევა მოგვიხდა.
ახლაც სულ გავრბივართ. ოღონდ იქ სხვა უბედურება იყო – შავი ჭირი.
დავბრუნდებით, რომ ყველაფერი იქ დამთავრდეს, სადაც დაიწყო. სხვა რა
დაგვრჩენია!
– გასაგებია, – უთხრა ანტონიუ მეცეცხლემ.

მას შემდეგაც კი, რაც გენერალ ოსკარის შტაბის შიკრიკმა მოახსენა, თუ პოლკოვნიკ
ჟერალდუ მასედუს მოძღვრის თავის ნახვა ნებავს, უნდა იჩქაროს – ლეიტენანტი
პინტუ სოუზა უკვე ბაიაში გასამგზავრებლად ემზადებაო, – ბაიის მოხალისეთა
პოლიციური რაზმის მეთაური თავიდან იმ ფიქრს მაინც ვერ იშორებს, ომის
დასრულებიდან რომ არ ასვენებს: „სად არის? სად უნდა ვეძებოთ? ვინ ნახა?“
ბრიგადების, ბატალიონებისა და პოლკების სხვა მეთაურებთან ერთად (დაბალი
წოდების ოფიცრებს ეს პატივი არ ერგოთ) პოლკოვნიკი მასედუ იმ კაცის ნეშტის
სანახავად მიდის, რომელმაც ამდენი ხალხი ამოხოცა, თუმცაღა ტყვეების
ერთსულოვანი ჩვენებით არც იარაღი და არც დანა ხელში არასდროს სჭერია.
ქსოვილები უკვე იფლითება, ამიტომ თავი ჩამქრალი კირით სავსე ტომარაში ჩადეს;
პოლკოვნიკმა მასედუმ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახა, ნახევრად
გაჭაღარავებული და აბურდული გრძელი თმის გარდა. სხვა ოფიცრებისგან
განსხვავებით, რომლებიც შტაბში რჩებიან, ერთმანეთში მხიარულად მასლაათობენ
და კამპანიის დასრულებით, სახლებში დაბრუნებითა და ოჯახებთან მალე
შეხვედრის შესაძლებლობით ხარობენ, იგი გენერალ არტურ ოსკართან დიდი ხნით
არ ჩერდება, ამ ქეჩასავით მოთელილ ხშირ თმას თვალს ავლებს და ისე რომ,
სიტყვასაც არ ამბობს, ბოლადენილ ნანგრევებსა და ერთმანეთზე დახვავებულ
გვამებს გვერდს უვლის, იქაურობას ეცლება.

მკითხველთა ლიგა
უკვე აღარც კონსეილეირუზე ფიქრობს და არც აღგზნებულ ოფიცრებზე,
რომლებსაც თავის სწორად არასდროს თვლიდა და მას შემდეგ, რაც მისმა
პოლიციურმა რაზმმა კანუდუსი აიღო, სიძულვილისთვის სამაგიეროს
სიძულვილითვე უხდის. იცის, რომ ზურგს უკან ქოფაკს ეძახიან. დიდი ამბავი!
ამაყობს იმით, რომ ბაიის მიწებზე კანგასეირუს ბანდებს უკვე ოცდაათი წელია
დასდევს, რომ იგი, მოკრძალებული შერეულსისხლიანი, რომელიც მულუნგუ-დო-
მორუში დაიბადა – ამ ბატებიდან ვერც ერთი ასეთ სოფელს რუკაზეც კი ვერ
იპოვიდა, – ყოველდღიურად თავს საფრთხეში იგდებდა და ოფიცრის ყველა წოდება
ასე დაიმსახურა, პოლკოვნიკი გახდა. ისინი კი ფეხებზე კიდია.
აი, მისი რაზმელები კი ასე არ ფიქრობენ. ბაიის პოლიციელებს საექსპედიციო
კორპუსის სხვა ნაწილების მხრიდან ცხადად გამოვლენილი უნდობლობა და
დაუფარავი უტიფრობა ძალიანაც სწყინთ და შეურაცხყოფთ, რადგან ოთხი
თვის წინათ მოძღვრის წინააღმდეგ ექსპედიციაში მათ ჩართვას მხოლოდ იმიტომ
დათანხმდნენ, რომ ეს პირადად მან, პოლკოვნიკმა მასედუმ სთხოვა – პოლკოვნიკს
კი, თავის მხრივ, ამ თხოვნით ბაიის გუბერნატორმა მიმართა: იმისათვის, რომ
ცილისმწამებლებმა მთელ ბრაზილიაში ენა ჩაიგდონ, აჯანყებულების თავის ნებაზე
მიშვებაში, მათ მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაში, ფარულ სიმპათიებში
და აჯანყებულთა დანაშაულებრივი განზრახვების საიდუმლოდ წაქეზებაში აღარ
ადანაშაულონ, მოხალისეთა პოლიციური რაზმი კანუდუსის წინააღმდეგ უნდა
წავიდეს და ფედერალურ მთავრობას დაუმტკიცოს, რომ ბაიელები მზად არიან,
სამშობლოს სამსხვერპლოზე ნებისმიერი ზვარაკი მიიტანონ. პოლკოვნიკ მასედუს
ხალხი თავიანთი მეთაურის თავშეკავებულობით არ გამოირჩევა. ისინი
შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე პასუხობენ, დაცინვას – დაცინვით და ამ ოთხი
თვის განმავლობაში სხვა პოლკების ჯარისკაცებთან უკვე უამრავ ჩხუბსა და
აყალმაყალში გაეხვივნენ. ყველაზე მეტად მეთაურების მხრიდან მათდამი აშკარა
უპატივცემულოდ მოპყრობა აცოფებს: ბაიის პოლკი მუდამ ზურგში ჰყავდათ
გამაგრებული და თითქოს კორპუსის შტაბში სამარცხვინო ცილისწამება
დაეჯერებინოთ, მართლაც მოძღვრის ფარულ მომხრეებად და მონარქიის აღდგენაზე
მეოცნებეებად ჩაეთვალოთ, საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.
ისეთი სიმყრალეა, რომ პოლკოვნიკს ცხვირზე ცხვირსახოცის აფარება
უწევს. ქალაქი მთლიანად დაიწვა, ხანძრები ქრება, მაგრამ ჰაერში ნამწვი, მური და
ჭვარტლი, მხურვალე ფერფლი ჯერაც ტრიალებს, მასედუს თვალები
უცრემლიანდება, მაგრამ გვამებს შორის მაინც დაეხეტება, პირქვე ჩამხობილ
მოკლულებს ზურგზე ატრიალებს და სახეზე აკვირდება. მაგრამ გვამების უმეტესობა
დანახშირებულია, ან დამწვრობისგან ისეა დამახინჯებული, რომ ცნობა
შეუძლებელია: როგორ იცნოს ის, ვისაც ეძებს? ანდა, რომ იპოვოს კიდეც, ვინ
დაამტკიცებს, რომ ის არის? ვინ დაარწმუნებს? პოლკოვნიკს იგი ხომ არასდროს
უნახავს. გარეგნობის სიტყვიერი აღწერილობა აშკარად არ გამოადგება. „სისულელეა,
– ფიქრობს, მაგრამ ბუნდოვანი, ანგარიშმიუცემელი წინათგრძნობა მის გონებაზე
ყოველთვის იმარჯვებდა და ბევრჯერაც დახმარებია, როცა უცაბედ აღტყინებას
დამორჩილებული, უნაგირიდან ჩამოუსვლელად ორ-ორი, სამ-სამი დღე-ღამე
რომელიმე სოფლისკენ მიქროდა, რომ კვირებისა და თვეების განმავლობაში
უშედეგო ძებნის შემდეგ ბოროტმოქმედებს თავს მოულოდნელად დასხმოდა. აი,
ახლაც, პოლკოვნიკი ჟერალდუ მასედუ დადის გახრწნილ გვამებს შორის, ერთი
ხელით ცხვირზე ცხვირსახოცი აუფარებია, მეორით ბუზებს იგერიებს, დროდადრო
ჩექმის წვერით ფეხებთან მოფუთფუთე ვირთხას იშორებს და ყოველგვარი ლოგიკის
მკითხველთა ლიგა
მიუხედავად, დარწმუნებულია: საკმარისია, ჟუაუ მოციქულის თავი, ტანი ან
თუნდაც ჩონჩხი დაინახოს, აუცილებლად იცნობს.
– თქვენო ბრწყინვალებავ! – ესმის ხმა და ტრიალდება. მისი ადიუტანტია,
ლეიტენანტი სუარისი, ცხვირ-პირზე მასაც ცხვირსახოცი აქვს აფარებული.
– იპოვეთ? – იმედით ეკითხება მასედუ.
– ჯერ ვერა, თქვენო ბრწყინვალებავ. კორპუსის მეთაურმა მიბრძანა,
გამეფრთხილებინეთ, რომ მენაღმეები ახლა დინამიტის ჩადებას დაიწყებენ. აქ ყოფნა
სახიფათოა.
– დინამიტის? – პოლკოვნიკი აქეთ-იქით პირქუშად იყურება, – აქ რა არის
ასაფეთქებელი?
– გენერალმა ოსკარმა ბრძანა, კანუდუსში ქვა ქვაზე არ დარჩესო. რაც გადარჩა,
ყველაფერი უნდა აფეთქდეს.
– საქმე გამოლევიათ, – ბუტბუტებს პოლკოვნიკი. ნახევრად გაღებულ პირზე ჯერაც
ცხვირსახოცმიფარებული და ჩაფიქრებული, კბილის გვირგვინს რამდენჯერმე
უსვამს ენას და ისევ აქეთ-იქით იყურება: გარშემო მხოლოდ ნანგრევები, გვამები და
სიკვდილია, – კარგი, – ამბობს ბოლოს და მხრებს იჩეჩს, – მაშასადამე, ვეღარასოდეს
გავიგებთ, ცოცხალია ის თუ არა.
ბანაკში ისე ბრუნდებიან, რომ სახიდან ცხვირსახოცს არც ერთი არ იშორებს. მალე
მათ ზურგს უკან აფეთქებების გრუხუნი იწყება.
– ნება მომეცით გკითხოთ, თქვენო ბრწყინვალებავ... – ცხვირსახოციდან
დუდღუნივით ისმის ადიუტანტის ხმა. მასედუ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. –
ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო თქვენთვის ჟუაუ მოციქულის გვამის პოვნა?
– გრძელი ამბავია, – გაუგებრად პასუხობს ადიუტანტს და მუქი თვალებით ისევ
გვამების თვალიერებას განაგრძობს, – რომელიც ჩემ გამო დაიწყო. ყოველ
შემთხვევაში, ასე ამბობენ. ოცდაათიოდე წლის წინათ ჟუაუ მოციქულს მამა
მოვუკალი, რადგან ანტონიუ სილვინუს ბანდასთან იყო დაკავშირებული. ამბობენ,
შვილი სამაგიეროს გადასახდელად კანგასეირუ გახდაო. მერე კი... – მზერა
ლეიტენანტზე გადააქვს და უცებ თავს ღრმა მოხუცად გრძნობს, – რამდენი წლის
ხარ?
– ოცდაორის, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ესე იგი, წარმოდგენაც არ გაქვს, ჟუაუ მოციქული ვინ არის, არა?
– მაქვს, როგორ არა: აჯანყებულების მეთაურია და მთელ მათ ძალებს
ხელმძღვანელობდა. ყაჩაღი.
– ჰო, ყაჩაღი... – ეთანხმება პოლკოვნიკი ჟერალდუ მასედუ, – ბაიაში ყველაზე
საშიში ბოროტმოქმედი. ათი წელი დავდევდი და ვერ დავიჭირე – ყოველ ჯერზე
ხელიდან მისხლტებოდა და მიმალვას ახერხებდა. ამბობდნენ, სული ეშმაკს
მიჰყიდაო. იმხანად ჟუაუ სატანას ეძახდნენ.
– ახლა გასაგებია, რატომაც ეძებდით, – ღიმილით ამბობს ლეიტენანტი სუარისი, –
გინდოდათ, დარწმუნებულიყავით, რომ ამჯერად მიმალვა ვერ მოახერხა, არა?
– სიმართლე გითხრა, თვითონაც არ ვიცი, რატომ, – ისევ მხრებს იჩეჩს
პოლკოვნიკი, – მაგრამ ახალგაზრდობა გამახსენა. ამ ნაგავში ქექვას
ბოროტმოქმედების დაჭერა სჯობს.
ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქების ხმა კვლავ გაისმის: პოლკოვნიკი
მადესუ ხედავს, რომ მთების ფერდობებსა და წვერებზე ათასობით ჯარისკაცი დგას
და კანუდუსში უკანასკნელი ქვების აფეთქებას თვალს იქიდან ადევნებს. მაგრამ
პოლკოვნიკს ეს სრულიად არ აინტერესებს და, მათკენ ზურგით შეტრიალებული,
მკითხველთა ლიგა
ფაველისკენ სვლას განაგრძობს – იქ, ფაზენდა ველიას უკან მისი რაზმია
განთავსებული.
– ამქვეყნად ხანდახან ისეთი რამ ხდება, ჭკუის კოლოფიც რომ იყო, მაინც
ვერაფრით მიხვდები, – ამბობს და ამ უსარგებლო აფეთქებებით გამოწვეული
საზიზღარი შეგრძნება რომ მოიშოროს, გვერდზე აფურთხებს, – ჯერ იყო და,
ბრძანება გასცეს, კანუდუსში ყველა სახლი დათვალეთო, თუმცა მთელი ერთი
სახლიც აღარ იყო, ახლა კი ქვებისა და აგურების ამ გროვებს აფეთქებენ. შენ მაინც
გაიგე, რისთვის ითვლიდა პოლკოვნიკ დანტეს ბარეტუს კომისია სახლებს?
კომისია ქალაქის მყრალად აბოლქვებულ ნარჩენებში მთელი დილა დაეხეტებოდა
და საბოლოოდ დაადგინა, რომ კანუდუსში ხუთი ათას ორასი სახლი
იდგა.
– აჯანყებულებმა თავსატეხი გაუჩინეს, – იცინის ლეიტენანტი, – ციფრები
ერთმანეთს არაფრით არ ემთხვევა. ვარაუდობდნენ, რომ თითო სახლში ხუთი
ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო. ჯამში, დაახლოებით ოცდაათი ათასი გამოდიოდა,
გვამი კი სულ ექვსას ორმოცდაშვიდი იპოვეს.
– იმიტომ, რომ მხოლოდ მთელ გვამებს ითვლიდნენ, – ბურტყუნებს პასუხად
ჟერალდუ მასედუ, – არადა, ისინიც უნდა გაეთვალისწინებინათ, ვინც აფეთქებებმა
ნაწილებად დაგლიჯა და ისინიც, ვისგანაც მხოლოდ ძვლები დარჩა, – უმრავლესობა
სწორედ ასეა. მაგრამ ამათ რას გააგებინებ?!
ბანაკში მისულს ერთ-ერთი ისეთი ამბავთაგანი ხვდება, როგორითაც კანუდუსის
ალყის თითქმის ყოველი დღე აღინიშნება. ოფიცრები აღელვებული ბაიელების
დაშოშმინებას ცდილობენ, უბრძანებენ, დაიშალონ და მომხდარის შესახებ ლაპარაკი
შეწყვიტონ. იმ შემთხვევისთვის, თუ ჯარისკაცები მათი მეგობრების წყენინებისთვის
სამაგიეროს გადახდას მოინდომებენ, კარვების ხაზის გასწვრივ გუშაგები დგანან.
ჯარისკაცების თვალების ავი ელვარებისა და კბილების ღრჭიალის შემხედვარე
პოლკოვნიკი მასედუ მაშინვე ხვდება, რომ შემთხვევა ჩვეულებრივი არ არის; რაღაც
სერიოზული მოხდა. თავის ოფიცრებს ახსნა-განმარტებების საშუალებას არ აძლევს
და პირდაპირ დატუქსვაზე გადადის:
– აი, თურმე როგორ სრულდება ჩემი ბრძანებები! აი, თურმე რას აკეთებთ, იმის
მაგივრად, რომ ავაზაკი ეძებოთ! როგორ გაბედეთ ჩხუბი? მე ხომ გიბრძანეთ,
აყალმაყალისთვის თავი აგერიდებინათ?!
აღმოჩნდა, რომ მისი ბრძანებისამებრ ბაიის მზვერავი ქალაქს იქამდე ჩხრეკდა,
სანამ მენაღმეებმა არ გამორეკეს. სამი მზვერავი, რომლებიც ჟუაუ მოციქულის გვამის
ძებნას აგრძელებდა, სასაფლაოსთან და ეკლესიასთან გავიდა და იმ ადგილას
აღმოჩნდა, სადაც მდინარის დამშრალ კალაპოტთან ტყვეები იმყოფებოდნენ –
რამდენიმე ასეული მხოლოდ ქალი და ბავშვი, რადგან ყველა ტყვე მამაკაცისთვის
თავების მოჭრა უკვე მოესწრო გაუჩო უმცროს ლეიტენანტს, მარანიაუს; მასზე
ამბობდნენ, ტყვეებისთვის ყელის გამოჭრა თავად მოინდომა, რომ აჯანყებულებზე
ეძია შური, რადგან რამდენიმე თვის წინათ მის რაზმს დაესხნენ თავს და
ორმოცდაათი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაციდან ცოცხალი მხოლოდ რვა დატოვესო.
მზვერავი ტყვეებთან მისულა, ჟუაუ მოციქულის შესახებ ქალების დაკითხვა
დაუწყია, და ამ დროს ერთ-ერთს ტყვეებს შორის თავისი მირანგაბელი ნათესავი
ქალი აღმოუჩენია. ერთმანეთს გადახვეული მზვერავისა და ტყვე ქალის შემხედვარე
უმცროს ლეიტენანტ მარანიაუს მზვერავის შეურაცხყოფა დაუწყია, უთქვამს, აი,
დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ რესპუბლიკელების მუნდირში გამოწყობის
მიუხედავად, ქოფაკის რაზმელი პოლიციელები გულის სიღრმეში მაინც
მკითხველთა ლიგა
გამყიდველები დარჩნენო. როდესაც ბაიელს შეპასუხება უცდია, გააფთრებულ
ლეიტენანტ მარანიაუს სახეში მუშტი გაურტყამს და წაუქცევია. მზვერავს გაქცევით
თავის შველა მოუხდა, გაუჩოები კი მისძახოდნენ, ჟაგუნსუებო, გამყიდველებოო.
პოლკოვნიკის გამოჩენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ბანაკში
დაბრუნებულმა მზვერავებმა თანამებრძოლების შეგულიანება დაიწყეს და
პოლიციელებმაც გადაწყვიტეს, შეურაცხყოფისთვის სამაგიერო გადაეხადათ.
პოლკოვნიკი მასედუ ისმენს ამ პატაკს და თან ფიქრობს: „ასეც ვიცოდი; ეს უკვე მეოცე
თუ ოცდამეათე შეხლა-შემოხლაა, ყველაფერი ერთნაირად იწყება და ყოველ ჯერზე
ერთი და იმავეს გამო”.
ჩვეულებრივ, საქმე იმით მთავრდება ხოლმე, რომ იგი თავის ხალხს აშოშმინებს და
პირველი კოლონის სარდალს – გენერალ ბარბუზას, რომლის განკარგულებაშიც
გამოიგზავნა ბაიის მოხალისეთა რაზმი, პატაკს აბარებს, ან – თუ საქმე უფრო
სერიოზულადაა – საექსპედიციო კორპუსის სარდალს, გენერალ არტურ ოსკარს.
მაგრამ ამჯერად პოლკოვნიკ მასედუს კარგად ნაცნობი, განსასაზღვრად შეუძლებელი
გრძნობა ეუფლება, რომელმაც მის ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვანი როლი უკვე
არაერთხელ ითამაშა.
– ეს მარანიაუ ჩემს პატივისცემას არ იმსახურებს, – ამბობს იგი და კბილის ოქროს
გვირგვინს ნაჩქარევად ილოკავს, – ღამღამობით უმწეო ტყვეების ხოცვა ჯარისკაცს კი
არა, ყასაბს შეშვენის. არ მეთანხმებით?
მისი ოფიცრები შეშდებიან, მერე თვალს ერთმანეთისკენ აპარებენ და ჟერალდუ
მასედუ, რომელიც ამასობაში დროდადრო კვლავ კბილის ოქროს გვირგვინს
ილოკავს, კაპიტან სოუზას, კაპიტან ჟერონიმუს, კაპიტან ტეჟადისა და ლეიტენანტ
სუარისის სახეებზე გაკვირვებას, ცნობისმოყვარეობასა და კმაყოფილებას ამჩნევს.
– ჩემი აზრით, უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ვიღაც გაუჩომ ჩემი ხალხი აბუჩად
აიგდოს და ბაიის მკვიდრთ მოღალატეები უწოდოს. მეტი პატივისცემით უნდა
მოგვეპყროს. ასე არ არის?
ოფიცრები ძველებურად გაუნძრევლად დგანან. პოლკოვნიკმა იცის, რომ ისინი
ახლა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიან. სიხარულსაც – რთული არ
არის იმის მიხვედრა, რას ნიშნავს მისი სიტყვები – და მღელვარებასაც.
– აქ დამელოდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ადგილიდან ფეხი არავინ გაადგას, –
ამბობს უკვე გასასვლელისკენ მიმავალი პოლკოვნიკი და როდესაც მისი
ხელქვეითები მაინც უკან გაყოლას ცდილობენ, პროტესტის გამომხატველ
წამოძახილებს აწყვეტინებს და მშრალად წარმოთქვამს: – ეს ბრძანებაა. ამ საქმეს მე
მივხედავ.
იმ დროს, როდესაც ბანაკს ტოვებს და ზურგით სამასი წყვილი თვალის
ერთდროულად აღფრთოვანებულ და მხარდამჭერ მზერას ლამის ფიზიკურად
შეიგრძნობს, პოლკოვნიკმა ჯერ კიდევ არ იცის, რის გაკეთებას აპირებს, მაგრამ გული
მრისხანებით აქვს სავსე და, მაშასადამე, ამაში დასაეჭვებელიც არაფერია: რამეს
მოიმოქმედებს. სიყმაწვილეშიც კი, როდესაც ყველას სისხლი უდუღს, ჩინებული
თავშეკავებულობით გამოირჩეოდა და იმით ჰქონდა სახელი განთქმული, რომ
მოთმინებას მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაში კარგავდა. საკუთარ დაუფიქრებელ
სწრაფვათა მოთოკვის უნარს მისი სიცოცხლე არაერთხელ გადაურჩენია. მაგრამ ახლა
რაღაც ღიტინის მსგავსს გრძნობს, თითქოს ბიკფორდის ზონარს ცეცხლი
ასცოცებოდეს და დინამიტის მუხტს უახლოვდებოდეს: მიაღწევს, აალდება,
აფეთქდება. ამას მრისხანება ჰქვია, ნუთუ ასე სერიოზულად მოხვდა გულზე იმ
ყასბის თავხედობა, რომელმაც ქოფაკი უწოდა, მისი ხალხი კი გამყიდველებად
მკითხველთა ლიგა
შერაცხა? ამ ერთმა წვეთმა აუვსო მოთმინების ფიალა. პოლკოვნიკი ნელა მიაბიჯებს
დახეთქილ, ქვა-ღორღიან მიწაზე და, საკუთარ ფეხებს დაჩერებულს, აღარც
აფეთქებების ხმა ესმის და ვერც თავზემოთ წრეზე მფრენ ურუბუებს ამჩნევს; ხელი
კი, ჯერ ისევ ახალგაზრდულად მარჯვე, მოხერხებული და მოძრაობებში ზუსტი –
რასაკვირველია, დრო მის სახეზე ნაოჭებად დაიხაზა, ბეჭებში ოდნავ მოხარა, მაგრამ
ვერც სისწრაფე წაართვა და ვერც თავდაჯერება, – თითქოს მისი ნების წინააღმდეგ
უმოძრავებსო, ბუდიდან რევოლვერს იღებს და რწმუნდება, რომ ვაზნა ექვსივე
ფოსოში ზის და იარაღს ისევ ბუდეში აბრუნებს. ბოლო წვეთი. კამპანია, რომელიც
შეიძლებოდა მისთვის ყველაზე წარმატებული ყოფილიყო, მისი კარიერის
ბრწყინვალე დაგვირგვინება გამხდარიყო, იმედგაცრუებებისა და გულდაწყვეტის
ჯაჭვად იქცა. იმის ნაცვლად, რომ კორპუსში შტატ ბაიის წარმომადგენელი რაზმის
მეთაური ჯეროვნად დაეფასებინათ, პატივისცემით მოპყრობოდნენ, მუდმივად
ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ, მასაც და მის ხელქვეითებსაც აგრძნობინებდნენ,
რომ მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ. იმის საშუალებაც კი არ მისცეს,
ეჩვენებინათ, რა შეეძლოთ. აქამდე მისი სიმამაცის ერთადერთი გამოვლინება
მოთმინება იყო. ექსპედიცია ჩავარდნით დამთავრდა - ყოველ შემთხვევაში –
მისთვის... პოლკოვნიკი ჟერალდუ მასედუ მხედრული მისალმებით გაჯგიმულ
ჯარისკაცებს ვერ ამჩნევს და წინ აუჩქარებლად მიაბიჯებს.
იმ დაბლობს უახლოვდება, სადაც ტყვეები არიან თავმოყრილნი და უმცროს
ლეიტენანტ მარანიაუს შორიდანვე ცნობს. მარანიაუ თამბაქოს აბოლებს და
გაუჩოების წესისამებრ, ფართო შარვალში გამოწყობილი, თავისი ხალხის
გარემოცვაში მისკენ იცქირება: უთვალტანადო და უშნოა; მისი შემხედვარე
ვერაფრით იტყვი, რომ ეს დაბალი, გალეული, ფერმკრთალი და მომწითურო პატარა
ოფიცერი, აკურატულად შეკრეჭილი ულვაშითა და ქერუბიმის ცისფერი თვალებით,
სასტიკი მკვლელობებისადმი განიცდის დაუოკებელ სწრაფვას და ამ სწრაფვას
ღამღამობით იკმაყოფილებს. პოლკოვნიკი მისკენ აუჩქარებლად მიემართება –
ინდიელისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი სახის გამომეტყველება მის
განზრახვას არ გასცემს; მართალია, თვითონაც არ იცის, რა აქვს განზრახული, მაგრამ
იმას მაინც ამჩნევს, რომ უმცროსი ლეიტენანტის გვერდით კიდევ რვა გაუჩო დგას,
რომ არც ერთ მათგანს შაშხანა არ უჭირავს, იარაღი კარვებთან ჯოჯგინად მიუწყვიათ,
თუმცა, სამაგიეროდ, ყოველ მათგანს ქამარში ხანჯალი აქვს გარჭობილი, მარანიაუს
კი ბუდიდან რევოლვერიც მოუჩანს, პოლკოვნიკი ერთად შეჯგუფებულ ქალებს
უვლის გვერდს. ზოგი ჩაცუცქულა, ზოგი მიწაზე წევს, ჯოჯგინად დადგმული
შაშხანებივით ერთმანეთს მიჰყუდებიან და მათ ცოცხალ-მკვდარ სახეებზე მხოლოდ
თვალებიღა აქვთ ცოცხალი. ბავშვები ხელში უჭირავთ, კალთაში უსხედან,
ქვედაკაბებზე ეტორღიალებიან. როდესაც პოლკოვნიკ მასედუს ლეიტენანტამდე ორი
ნაბიჯიღა რჩება, მარანიაუ სიგარეტს აგდებს და სწორდება.
– თქვენთან ორი საქმე მაქვს, ლეიტენანტო, – ეუბნება მასთან უკვე იმდენად
მიახლოებული პოლკოვნიკი, რომ სამხრეთელი სახეზე ალბათ მის სუნთქვასაც კი
გრძნობს, – უპირველეს ყოვლისა, კეთილი ინებეთ და ტყვეები დაჰკითხეთ, ზუსტად
სად დაიღუპა ჟუაუ მოციქული და თუ არ დაიღუპა, რა ბედი ეწია.
– ტყვეები უკვე დაჰკითხეს, თქვენო ბრწყინვალებავ, – თვინიერი ხმით პასუხობს
მარანიაუ, – პირველად ლეიტენანტმა დაჰკითხა თქვენი პოლკიდან, მერე კი სამმა
მზვერავმაც. სიტყვამ მოიტანა და, კადნიერი საქციელისთვის მე მათი დატუქსვა
მომიხდა. ალბათ უკვე მოგახსენებდნენ. ჟუაუ მოციქულზე ცნობები არ არის.
– მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ, იქნებ ახლა უფრო გაგვიმართლოს, – იმავე
მკითხველთა ლიგა
გულგრილი, თავშეკავებული, ყოველგვარ ემოციასა და გრძნობას მოკლებული
ხმით წარმოთქვამს პოლკოვნიკი მასედუ, – მინდა, რომ ეს პირადად თქვენ ითავოთ.
წვრილ-წვრილი ნაოჭით შემოჯარული მისი მომცრო, მუქი თვალები ჯიქურ
შეჰყურებს ახალგაზრდა ოფიცრის ცისფერ, გაოცებულ და უნდობლად მომზირალ
თვალებს. პოლკოვნიკი თვალებს არ ახამხამებს, აქეთ-იქით არ იყურება, მაგრამ
მახვილი სმენა და ინტუიცია შეუცდომლად უკარნახებს, რომ მისგან მარჯვენა მხარეს
აღმოჩენილი რვავე გაუჩო დაძაბული შეშდება, ქალები კი, უკლებლივ ყველანი,
თვალს არ აშორებენ.
– არის, – მცირე ყოყმანის შემდეგ პასუხობს ლეიტენანტი.
და სანამ უცნაური ბრძანებით საგონებელში ჩავარდნილი ლეიტენანტი ზანტად
მიიკვლევს გზას ტყვეების დაკონკილ ბრბოში, რომელიც მისი მიახლოებისას იხსნება,
შემდეგ კი ისევ ერთად იკვრება, და თან იმაზე ფიქრობს რა მიზანი ამოძრავებს
პოლკოვნიკს. „მართლაც ავაზაკის ბედის გაგება უნდა, თუ ძალაუფლების
დემონსტრირებას ესწრაფვის“, – ჟერალდუ მასედუ ჯარისკაცებისკენ ერთხელაც არ
ტრიალდება, მათგან ხაზგასმით ზურგშებრუნებული, კეფაზე კეპგადაწეული და
დოინჯშემოყრილი დგას, თავის ბუნებრივ პოზაში, თუმცა აქ, სერტანებში,
ყველა ვაკეროც იმავე პოზაში დგას და დაკონკილების ზღვაში მცურავ უმცროს
ლეიტენანტს თვალს ადევნებს. შორს, გორაკს მიღმა, ისევ გაისმის აფეთქებების
გრუხუნი. ტყვეთაგან არავინ ხმას არ იღებს: როდესაც მარანიაუ ერთ ქალთან
ჩერდება და კითხვას უსვამს, იგი პასუხად მხოლოდ უარყოფის ნიშნად აქნევს თავს.
პოლკოვნიკი მასედუ მთლიანად იმით არის მოცული, რის გაკეთებასაც აპირებს,
ყველაფერს, რაც მის ზურგს უკან ხდება, ფხიზლად აყურადებს და უკვირს, რა ჩუმად
დგას ქალების ეს უზარმაზარი მასა. ბავშვებიც კი არ ტირიან, ნუთუ არც შიათ, არც
სწყურიათ, არც ეშინიათ? იქნებ ამ პატარა ჩონჩხებიდან ბევრი უკვე მკვდარიცაა?
– აი, ხომ ხედავთ, აზრი არ ჰქონდა, – ამბობს მასთან დაბრუნებული უმცროსი
ლეიტენანტი, – როგორც ვვარაუდობდი, არავინ არაფერი იცის.
– სამწუხაროა, – ჩაფიქრებული გამომეტყველებით წელავს სიტყვებს ჟერალდუ
მასედუ, – როგორც ჩანს, ვერ გავიგებ, რა ბედი ეწია ჟუაუ მოციქულს.
გაუჩოსკენ ჯერაც ზურგით დგას და უმცროს ლეიტენანტს ცისფერ თვალებსა და
ფერმკრთალ სახეში, რომელზეც დაბნეულობა და ოდნავი მღელვარება იკითხება,
პირდაპირ და მტკიცედ უყურებს.
– კიდევ რით შემიძლია გემსახუროთ? – ხმადაბლა კითხულობს ბოლოს
ლეიტენანტი.
– თქვენ, მგონი, აქაური არ ხართ, არა? – ამბობს პოლკოვნიკი, – და ამიტომ არც ის
გეცოდინებათ აქ, ჩვენთან, სერტანებში ყველაზე მძიმე შეურაცხყოფად რა ითვლება.
მარანიაუს სახე უსერიოზულდება, კოპებს კრავს, და ჟერალდუ მასედუ გრძნობს,
რომ მეტხანს გაწელვა აღარ შეიძლება – ლეიტენანტი სადაცაა ბუდიდან რევოლვერს
ამოიღებს. მოქნეული ხელით სილას მთელი ძალით აწნავს, უმცროსი ლეიტენანტი
ბარბაცებს, წონასწორობას კარგავს და გულაღმა ეცემა, მაგრამ წამოდგომას ვერ
ასწრებს: მიწაზე გაშხლართულს პოლკოვნიკი ზემოდან დაჰყურებს.
– თუ ადგებით, ჩათვალეთ, რომ მკვდარი ხართ, თუ რევოლვერს თუნდაც
შეეხებით – ასევე.
ძირს დაცემულს თვალებში ცივად უყურებს, თუმცა ტონი არც კი შეუცვლია.
გაწითლებულ სახეზე ძრწოლა აღბეჭდვია და პოლკოვნიკმა იცის, რომ სამხრეთელი
არც წამოდგომას შეეცდება და არც რევოლვერის ამოღებას. თავად მანაც ბუდისკენ
ხელი მხოლოდ ყასიდად წაიღო. მარანიაუზე მეტად პოლკოვნიკს მისი რვა გაუჩო
მკითხველთა ლიგა
აინტერესებს: ცდილობს, გამოიცნოს, თავიანთი მეთაურის ასეთ გაჭირვებულ
მდგომარეობაში დანახვისას რას ფიქრობენ და რას გრძნობენ, მაგრამ სულ რამდენიმე
წამის შემდეგ ხვდება: გამარჯვება მისია – არც ჯარისკაცები გაინძრევიან.
– ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა ადამიანისთვის სახეში გარტყმაა, ისე, როგორც
მე გაგარტყით, – ამბობს მასედუ, შარვალს სწრაფად იხსნის და შარდის გამჭვირვალე
ნაკადი უმცროსი ლეიტენანტის განიერ შარვალს ესხმება, – ზედ მოშარდვა კი კიდევ
უფრო დიდი შეურაცხყოფაა.
შემდეგ ტანისამოსს იწესრიგებს, არც ის ავიწყდება, ყური მიადევნოს, მის ზურგს
უკან რა ხდება და ხედავს, რომ მარანიაუ მთელი სხეულით ციებ-ცხელება
ატანილივით კანკალებს, ხედავს, რომ სახე ცრემლებით უსველდება და აღარ იცის,
ამიერიდან თავის სულსა და სხეულს რა მოუხერხოს.
– ფეხებზე მკიდია, რომ ქოფაკს მეძახიან, რადგან ყაჩაღების ძებნას ოცდაათი წელი
შევალიე, – ამბობს ბოლოს და უმცროსი ლეიტენანტი ადგილზე შეშდება. ჟერალდუ
მასედუ ხედავს, როგორ ტირის და ცახცახებს, იცის, რაოდენი სიძულვილი
ისადგურებს ახლა მის სხეულში, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ რევოლვერისკენ
ხელს არც ახლა წაიღებს, – აი, ჩემს ხალხს კი არ მოსწონს, როცა მათ გამყიდველებს
ეძახიან, იმიტომ რომ ეს ტყუილია. რესპუბლიკის საქმისთვის თავდადებულ ასეთ
პატრიოტებს სხვაგან ვერც იპოვით, – კბილის ოქროს გვირგვინს ნაჩქარევად
ილოკავს, – სამი გზა გაქვთ, ლეიტენანტო, – ამბობს მერე ისე, თითქოს ამ საუბრის
შეჯამება უნდაო, – შეგიძლიათ სარდლობას პატაკით მიმართოთ და
უფლებამოსილების გადაჭარბებაში დამადანაშაულოთ. თავისუფლად შესაძლებელია
დამაქვეითონ და პოლიციიდანაც კი დამითხოვონ. არა უშავს: სანამ ყაჩაღები
არსებობენ, შიმშილით არ მოვკედები. შეგიძლიათ, დუელში გამომიწვიოთ და ასეთ
შემთხვევაში ჩვენს საქმეს ეპოლეტების გარეშე გადავწყვეტთ, პისტოლეტებით,
ხმლებითა თუ თქვენი არჩევით, ნებისმიერი იარაღით. შეგიძლიათ, სცადოთ და
ზურგში მესროლოთ. თქვენი ნებაა.
შემდეგ, მისალმების მსგავსად, თითები ქუდთან მიაქვს და მარანიაუს
უკანასკნელად ავლებს თვალს: არა, პირველ გზას აირჩევს, ან, შესაძლოა მეორეს,
მაგრამ ზურგში არ ესვრის - ყოველ შემთხვევაში ახლა, – და მიდის, ისე რომ რვა
გაუჩოს, რომლებიც საბოლოოდ ადგილიდან მაინც არ გაინძრნენ,ზედაც არ უყურებს.
როდესაც გზას დაკონკილ, ჩონჩხებივით გალეულ ქალებს შორის მიიკვლევს,
ვიღაცის დაგრეხილი თათი ჩექმის ყელზე ეპოტინება. ჩირქმდინარე თვალებით
ქვემოდან მელოტი, ბავშვივით პატარა ბებრუცუნა შესცქერის.
– გინდა გაიგო, ჟუაუ მოციქული სად არის? – ჩიფჩიფებს უკბილო პირით.
– მინდა, – თავს უქნევს პოლკოვნიკი ჟერალდუ მასედუ, – ნახე, როგორ მოკლეს?
ბებრუცუნა თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და ენას აწკლაპუნებს.
– აბა, გინდა თქვა, რომ გადარჩა?
ბებრუცუნა ისევ თავს აქნევს. მოხუცს ყოველი მხრიდან ტყვეები შესცქერიან.
– მის წასაყვანად მთავარანგელოზები ჩამოფრინდნენ დაზეცაში აიყვანეს, –
ამბობს დედაბერი და ისევ ენას აწკლაპუნებს, – ჩემი თვალით ვნახე.

მკითხველთა ლიგა
შენიშვნები

1.ეუკლიდის და კუნია (1866-1909 წწ) – ბრაზილიელი მწერალი, ჟურნალისტი,


სოციოლოგი, ისტორიკოსი, განათლებით სამხედრო ინჟინერი, რომელიც თავად
გახდა კანუდუსის აჯანყების დამხობის თვითმხილველი. 1902 წელს მან ამ
მოვლენების შესახებ გამოსცა წიგნი „სერტანები“.

2.სერტან(ებ)ი – მრავლობითი ფორმა პორტუგალიური სიტყვისა sertão, desertão-ს


შემოკლებული ფორმა, რაც უდაბნოს, თითქმის დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურას
მოკლებულ, მიყრუებულ ადგილს ნიშნავს. ისტორიულად, იხმარებოდა
ევროპელებისთვის ნაკლებად ცნობილი, კონტინენტური ბრაზილიის შიდა
რაიონების აღსანიშნავად.

3. ვაკერო (პორტუგ. ვაკეირო) – მწყემსი, მენახირე

4. ანტონიუ კონსეილეირუ, ისევე, როგორც დაღიანი (პაჟეუ), ჟუაუ მოციქული (ჟუაუ


აბადი), მაკამბირა, ასევე, პოლიტიკოსები, გენერლები და პოლკოვნიკები
ისტორიული პირები არიან.

5.Wonderfil - აქ: ძალიან კარგი (ინგლ.)

6. ლიგა – მანძილის საზომი ერთეული, დაახლ. 5 კმ.

7.კაშასა – შაქრის ლერწმის ექსტრაქტისგან დამზადებული მაგარი ალკოჰოლური


სასმელი.

8. კაბუკლუ - თეთრკანიანისა და ინდიელის ნაჯვარი.

9.აკუანი – მტაცებელი ფრინველი

10.არობა – ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში: მასის ერთეული (10-15 კგ-მდე)

11.მანლიხერი – ავსტრიელი კონსტრუქტორის, ფერდინანდ ფონ მანლიხერის მიერ


შექმნილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

12.სენზალა – მონების სოფელი.

13.კაფუზუ – ზანგებისა და მეტისების შთამომავალი

14. ურუბუ - ლეშისმჭამელი ფრინველი; სვავი

მკითხველთა ლიგა
15. რაპადურა – იგივე პანელა, შაქრის ლერწმის წვენის ხარშვით დამზადებული
მკვრივი, ფელამუშისმაგვარი ტკბილეული

16. მე-18 საუკუნეში ამ ადგილას მოხვდა კაპუცინი ბერი აპოლონიუ დი ტოდი. ამ


მთის იერუსალიმის გოლგოთასთან მსგავსებამ ისე გააოგნა, რომ მთის წვერზე ტყე
გააკაფვინა, სამლოცველო ააგებინა და მას შემდეგ იგი ე. წ. მონტი-სანტუდ, ანუ
წმინდა მთად და გოლგოთად მოიხსენიება.

17. ფაველა – აქ: დასახლება

18. რეი - ბრაზილიური ფულის ერთეული

19. ალპარგატები – თოკისგან დაწნული სანდლები

20. Systeme des contradictions - წინააღმდეგობრიობათა სისტემა (ფრანგ. )

21. კანგასეირუ - მე-19 ს-ის დასასრულსა და მე-20ს-ის დასაწყისში ყაჩაღური ბანდის


წევრი ბრაზილიაში

22. Ad honorem – პატივისცემის ნიშნად, ხათრით (ლათ. )

23.რობ როი – შოტლანდიის ეროვნული გმირის, უოლტერ სკოტის რომანის


პერსონაჟი

24.ვარა – ხუთი წყრთა; სიგრძის საზომი – მანძილი იდაყვიდან შუათითის წვერამდე

25. არობა – წონის საზომი ერთეული, 16, 38 კგ.

26.Don’t be afraid - ნუ გეშინია (ინგლ.)

27.They’ve gone.They... – ისინი წავიდნენ, ისინი... (ინგლ.)

28.ზეთისხილის ბაღი - გეთსიმანიის ბალი

29.მონტი კალვარიუ - ქაჩალგორა გოლგოთაზე.

30. Vox populi – ხალხის თქმით; ხალხის ხმა (ლათ.)

31. კოჩინჩინი - კოჩინჩი; ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი


ნაწილი

32. au-dessus de la mêllée – ბრძოლის ველს გარეთ (ფრანგ.)

33. სიტიუ დას ფლორისი – ყვავილების მხარე (პორტ,.)

მკითხველთა ლიგა
34. ჟურემა - მიმოზის სახეობა

35. ჟენტილ – თავაზიანი, კეთილშობილი (პორტ...)

36. ოშოსი – აფრო-ბრაზილიური უზენაესი ღვთაება

37. იგულისხმება 1893 წელს ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრების


მიერ მოწყობილი აჯანყება.

მკითხველთა ლიგა

You might also like