You are on page 1of 1256

1

2
3
ჯორჯ რ. რ. მარტინი
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

მეფეთა ჯახი

4
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა

ეძღვნება ჯონს და გეილს


რაც ჩვენ ერთად პური გაგვიტეხავს და ღვინო გაგვიზიარებია

5
პროლოგი

ალიონს კომეტის კუდი სერავდა, მეწამულ-ალისფერ ცაზე დაჩ-


ნეულ წითელ იარად იცლებოდა სისხლისგან დრაკონის ქვის ქარა-
ფების თავზე.
მაისტერი თავისი ოთახებიდან ქარიან აივანზე გამოსულიყო და
ელოდა. ხანგრძლივი გზით დაქანცული ყორნები აქ სხდებოდნენ
ხოლმე. ფრინველის სკორე ფარავდა მის ორთავ მხარეს აზიდულ
თორმეტი ფუტის სიმაღლის ქიმერებს – ჯოჯოხეთის მწევარსა და ვი-
ვერნას, ორს იმ ათას ქიმერათაგან, უძველესი ციხესიმაგრის კედ-
ლებზე რომ დაედოთ ბინა. დრაკონის ქვაზე რომ მოვიდა, ქიმერათა
ეს ლაშქარი მოსვენებას უფრთხობდა, მაგრამ წლების და წლების
მერე თანდათან შეეჩვია. ეს ორი უკვე ძველ მეგობრებადაც მიაჩ-
ნდა. ახლა, ავი წინათგრძნობით შეპყრობილი, სამივე ერთად ას-
ცქეროდა ცას.
მაისტერს ავის მომასწავებელი ნიშნების არ სჯეროდა. და მა-
ინც... თუმც მოხუცი იყო, კრესენს არასოდეს ენახა ასეთი კაშკაშა
კომეტა, არც ასეთი ფერის ყოფილა რომელიმე ცდომილი: ამ საზა-
რელი ელვარებით, სისხლის, ცეცხლისა და დაისის ფერით გაჯერე-
ბული. ნეტავ მის ქიმერებს მაინც თუ ენახათ მსგავსი რამ? ისინი მის
მოსვლამდე ბევრად ადრე დაიყურსნენ აქ და მისი წასვლის მერეც
დიდხანს, დიდხანს დარჩებოდნენ. მათ ქვის ენებს ლაპარაკი რომ
შესძლებოდათ...
რა სიბრიყვეა. იგი პარაპეტს მიეყრდნო. ქვემოთ ზღვა ეხეთქებო-
და კლდეს, თითებით შავ ხეშეშ ქვას შეიგრძნობდა. მოლაპარაკე ქი-
მერები და წინასწარმეტყველი ნიშნები ცაზე. ბებერი მოთავებული
კაცი ვარ, ისევ ბალღივით მიწყებს ქროლას თავში. ნუთუ მთელი სი-

6
ცოცხლის განმავლობაში მძიმე შრომით ნაგროვები სიბრძნე სხე-
ულის სიმრთელესთან და ჯანთან ერთად დაეშრიტა? მაისტერი იყო,
ძველქალაქის ციტადელში განისწავლა, ჯაჭვიც იქ გაუკეთეს. რამ-
დენად წამხდარიყო, თუკი თავი ცრურწმენებით გამოვსებოდა უბი-
რი გლეხის დარად?
და მაინც... და მაინც... კომეტა უკვე დღისითაც მოჩანდა, ციხის
უკან აზიდული დრაკონის მთის ცხელი ხვრელებიდან მკრთალი რუ-
ხი კვამლი დიოდა, გუშინ დილით კი თეთრმა ყორანმა თავად ციტა-
დელიდან მოიტანა სიტყვა; ამბავი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ,
მაგრამ ამის გამო ნაკლებად შიშისმგვრელად როდი ჟღერდა: ამბა-
ვი ზაფხულის დასრულების შესახებ. ნიშნებიც, სხვაც ყველაფერი...
მეტისმეტად ბევრი რამ გროვდებოდა ერთმანეთზე, უგულებელყო-
ფა შეუძლებელი იყო. რას ნიშნავდა ყოველივე?
ტირილი უნდოდა.
– მაისტერო კრესენ, სტუმრები გვყავს, – პილოსმა ეს სიტყვები
ისე რბილად წარმოთქვა, თითქოს კრესენის პირქუში ფიქრების
შეშფოთებას ეკრძალვოდა. რომ სცოდნოდა, რა უაზრობით ჰქონდა
მაისტერს თავი გამოტენილი, იქნებ ყვირილიც მოერთო, – პრინცე-
სას თეთრი ყორნის ნახვა სურს, – მუდამ შეუცდომელი პილოსი გო-
გონას ახლა პრინცესად მოიხსენიებდა, რაკი მისი მამაბატონი აწი
მეფე იყო. დიდ მლაშე ზღვაში ჩაკარგული კვამლადენილი კლდე-
ების მეფე, მაგრამ მაინც, – თან მისი მასხარა ახლავს. მოხუცებულ-
მა ალიონს ზურგი აქცია, თავის შესამაგრებლად ვივერნას ეყრდნო-
ბოდა.
– ჩემს სკამთან მიმაცილე და შემოიყვანე.
პილოსმა მისი მკლავი დაიყრდნო და ოთახში შეუძღვა. სიჭაბუ-
კეში კრესენს მკვირცხლი ნაბიჯი ჰქონდა, მაგრამ ახლა მეოთხმოცე

7
დღეობამდე აღარაფერი უკლდა და ფეხები სუსტი, ბარბაცა გახდო-
მოდა. ორი წლის წინ წაიქცა და თეძო მოიტეხა, და წესიერად აღარც
შეუხორცდა. შარშან, ავადობამ რომ დარია ხელი, ციტადელმა
ძველქალაქიდან პილოსი გამოგზავნა – სულ რამდენიმე დღით ად-
რე, ვიდრე ლორდი სტანისი კუნძულს ჩაკეტავდა... როგორც ამბობ-
დნენ, მის დამხმარედ, მაგრამ კრესენი მშვენივრად ხვდებოდა სი-
მართლეს. პილოსს ძველი მაისტერი უნდა ჩაენაცვლებინა, როცა ის
მოკვდებოდა. ძალიანაც კარგი. ვინმეს ხომ უნდა დაეჭირა მისი ად-
გილი, და, როგორც ჩანს, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე თავად ისურვებ-
და...
მან ახალგაზრდა კაცს დაანება, იგი თავისი წიგნების და ქაღალ-
დების უკან ჩაესვა.
– მიდი, შემოიყვანე. არ ივარგებს, ქალბატონს ვალოდინოთ, –
ხელი გაიქნია დაჩქარების უძალო ნიშნად, თუმც თავად ვეღარა-
ფერს აკეთებდა სწრაფად. ხორცი დაჭმუჭნილი და დალაქავებული
ჰქონდა, კანი ისე გასიფრიფანებოდა, რომ მის ქვეშ ძარღვების ქსე-
ლი და ძვლების მოყვანილობა გაირჩეოდა. და ეს ხელებიც როგორ
უცახცახებდა, ოდესღაც ასე უცდომელი და მარჯვე რომ ყოფილიყ-
ვნენ... უკან დაბრუნებულ პილოსს თან გოგონა შემოჰყვა – ახლაც,
როგორც ყოველთვის, დამორცხვებული იყო. მათ უკან იმ თავისი
გასაოცარი გვერდელა სვლით მოფლატუნებდა და მოკუნტრუშებდა
გოგონას მასხარა. თავზე ძველი თუნუქის სათლისგან გამოჭრილი
ვითომ-მუზარადი ეფარა, ზედ ღვედით მიება გაფარჩხული ირმის
რქები და ძროხის ზანზალაკები ჩამოეკიდა. მის ყოველ დარწეულ
ნაბიჯზე ზანზალაკები სხვადასხვა ხმით რეკდნენ: წკრიალით, ჟღა-
რუნით, კაკუნით, ბუბუნით...
– ასე ადრიანად ვინ გვწვევია, პიროს? – წარმოთქვა კრესენმა. –

8
მე და ნაკუწა ვართ, მაისტერ, – მიამიტი ცისფერი თვალები ხამხა-
მით შეაჩერდნენ. ვაი, რომ გოგონას ულამაზო სახე ჰქონდა. ბავშვს
მამის კუთხოვანი ყბა და დედის უიღბლო ყურები გამოჰყოლოდა,
რასაც მისი საკუთარი სიმახინჯეც ერთვოდა – იმ შავქერცლა სენის
დანატოვარი, რომელმაც აკვანში კინაღამ იმსხვერპლა კიდევაც.
ცალ ლოყაზე სანახევროდ და ლამის მთელ კისერზე ხორცი გახევე-
ბული და უსიცოცხლო ჰქონდა, კანი დახეთქილი და აქერცლილი
მოუჩანდა, შავად დალაქავებული და შეხებისას ქვის მინამგვანი
იყო, – პილოსმა თქვა, რომ შეიძლებოდა, თეთრი ყორანი გვენახა.
– რასაკვირველია, შეიძლება, – მიუგო კრესენმა. თითქოსდა
როდისმე გულში გაივლებდა მისთვის უარის თქმას. გოგონას ცხოვ-
რებამ იმდენ რამეზე უთხრა უარი. შირინი ერქვა. მომდევნო დღე-
ობას ათის გახდებოდა და მაისტერს არსად ენახა მასავით სევდიანი
ბავშვი. მისი სევდა ჩემი სირცხვილია, გაიფიქრა ბერიკაცმა, ჩემი
მარცხის კიდევ ერთი ნიშანი. – მაისტერო პილოს, მიყავი სიკეთე და
ლედი შირინს საყვავიდან ის ფრინველი ჩამოუყვანე.
– უდიდესი სიამოვნებით, – პილოსი ზრდილი ყმაწვილი იყო, ოც-
დახუთზე მეტის არ იქნებოდა, მაგრამ სიდარბაისლე სამოცი წლის
კაცისა ჰქონდა. ნეტავ კი მეტ ხალისს, მეტ სიცოცხლეს ებუდა მასში
– აქაურობას ყველაფერზე მეტად ეს აკლდა. პირქუშ ადგილებს გა-
ხალისება სჭირდება და არა სიდარბაისლე, დრაკონის ქვა კი უეჭვე-
ლად პირქუში ალაგი იყო: ნოტიო უდაბურებაში აღმართული ეული
ციტადელი, მხარს უკან ლანდად რომ წამოსდგომოდა კვამლადენი-
ლი მთა. მაისტერი მოვალეა, იქ წავიდეს, სადაც გაგზავნიან, და კრე-
სენიც თორმეტიოდე წლის წინ თავის ბატონს მოჰყვა ამ კუნძულზე,
მას ემსახურა, და კარგადაც ემსახურა. მაგრამ არასოდეს ჰყვარებია
დრაკონის ქვა, აქ მყოფს არასოდეს უგრძნია, შინ ვარო. ბოლო
დროს, ძილისგან ძლივს გამოფხიზლებული, თავს რომ დააღწევდა
9
შფოთიან სიზმრებს, რომლებშიც წითელი ქალი მოსვენებას უკარ-
გავდა, ხშირად უცებ ვერც ხვდებოდა, სად იყო.
მასხარამ თავისი დალაქავებული ჭრელი თავი შეატრიალა, საყ-
ვავის ციცაბო კიბეზე ამავალი პილოსისთვის რომ ეცქირა. მის მოძ-
რაობას ზანზალაკები აჰყვნენ.
– ზღვის ქვეშ ჩიტებს ბუმბულებად ქერცლები ასხიათ, – წარმოთ-
ქვა მან წკრიალ-ზრიალში, – ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ.
თავნაკუწა მასხარის კვალობაზეც კი საცოდავი რამ იყო. იქნებ
ოდესღაც მისი ერთი სიტყვაც კმაროდა, დარბაზები ხარხარის ტალ-
ღას რომ წაელეკა, მაგრამ ეს ძალა ზღვამ გამოაცალა, ნახევარ გო-
ნებასთან და მთელ მეხსიერებასთან ერთად. ფუმფულა და სქელი
იყო, კრუნჩხვა და ცახცახი სჩვეოდა და ნახევარჯერ ვერც ხვდებოდა,
რა ხდებოდა მის გარშემო. ახლა მხოლოდ ამ გოგონასღა ეცინებო-
და მასზე და მხოლოდ გოგონას ენაღვლებოდა, საერთოდ ცოცხალი
იქნებოდა თუ არა ეს ბედკრული არსება.
მახინჯი პატარა გოგონა და სევდიანი მასხარა, იქვე უძლური მა-
ისტერიც და, სამნი გამოდიოდნენ... სასაცილოა, სატირალი რომ არ
ყოფილიყო.
– ჩემთან ჩამოჯექი, ბავშვო, – კრესენმა გოგონას ახლო მოუხ-
მო, – ადრიანი დილაა, ეს-ესაა ინათა. ძალიან ადრეა სტუმრად სა-
სიარულოდ. ახლა ჯერაც შენს ლოგინში უნდა იყო ჩამთბარი.
– ცუდი სიზმარი ვნახე, – უთხრა შირინმა, – დრაკონებზე. ჩემს
შესაჭმელად მოდიოდნენ.
რაც მაისტერს ახსოვდა, გოგონას მუდამ აშფოთებდნენ მძიმე
სიზმრები.
– ამაზე ადრე ხომ ვილაპარაკეთ, უთხრა დაყვავებით, – დრაკო-
ნები ვერ გაცოცხლდებიან. ქვისგან არიან გამოკვეთილი, ბავშვო.

10
ძველ დროში ჩვენი კუნძული ვალირიის ვრცელი სამემკვიდრე-
ოს უკიდურესი დასავლეთი საგუშაგო იყო. ეს ციტადელი სწორედ
ვალირიელებმა ააგეს, მათ კი ქვის კვეთის იმგვარი ხერხები იცოდ-
ნენ, რაც ახლა დაკარგულია ჩვენთვის. ციხესიმაგრეს გოდლები
სჭირდება იქ, სადაც ორი კედელი ერთმანეთს ხვდება – თავდაცვის-
თვის ასე ჯობს.
ვალირიელები ამ გოდლებს დრაკონის სახეს აძლევდნენ, მათი
ციხეები უფრო შიშისმგვრელი რომ ყოფილიყო. გალავნებიც ათასი
ქიმერით დააგვირგვინეს უბრალო ქონგურების ნაცვლად, – მან გო-
გონას პატარა ვარდისფერი მტევანი თავის უძალო დალაქავებულ
ხელში მოიქცია და ნაზად მოუჭირა, – ასე რომ, საშიში არაფერია.
მისმა სიტყვებმა შირინი ვერ დაამშვიდა.
– და ის რაღაც, ცაში რომ არის? დალა და მატრისი ლაპარაკობ-
დნენ ჭასთან და დალამ მოჰყვა, როგორ გაიგონა, წითელი ქალი დე-
დას რომ ეუბნებოდა, ეს დრაკონის სუნთქვა არისო, თუ დრაკონები
სუნთქავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ცოცხლდებიან?
წითელი ქალი, მწარედ გაიფიქრა მაისტერმა კრესენმა. არ კმა-
რა, რომ დედას გამოუტენა თავი იმ სიგიჟით, ახლა აპირებს, შვილის
სიზმრებიც მოწამლოს? მკაცრად უნდა დაელაპარაკოს დალას, ასე-
თი ამბების გავრცელება აუკრძალოს.
– ცაში რაც არის, ის კომეტაა, ძვირფასო ბავშვო. კუდიანი ვარ-
სკვლავი, ცაში ჩაკარგული. ძალიან მალე ისევ გაქრება და ჩვენი სი-
ცოცხლის მანძილზე აღარასოდეს გამოჩნდება. უცქირე და დაინახე.
შირინმა გულადად დაუქნია თავი.
– დედამ თქვა, თეთრი ყორანი იმას ნიშნავს, რომ ზაფხული გა-
ვიდაო. – ასეა, მილედი. თეთრი ყორანი მხოლოდ ციტადელიდან
მოფრინავს, – კრესენს თითები გაექცა კისერზე შემოხვეული ჯაჭ-
ვისკენ, რომლის ყოველი რგოლი განსხვავებული ლითონით იყო
11
ნაჭედი და სიბრძნის ამა თუ იმ დარგში მის განსწავლულობას მოწ-
მობდა. ეს მაისტერების ყელსაბამი იყო, მისი ორდენის ნიშანი. ად-
რე, ჭაბუკური ამპარტავნებით როცა იყო” მოსილი, ჯაჭვის ტარება
სულ არ ეძნელებოდა, მაგრამ ახლა მძიმე ეჩვენებოდა, ლითონი ცი-
ვად ეხებოდა კანზე, – ისინი სხვა. ყორნებზე უფრო დიდები არიან და
უფრო გონიერებიც, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი წერილების
გასატანებლად ზრდიან. ეს მოფრინდა, რათა ეცნობებინა, რომ კონ-
კლავი შეიკრიბა, განიხილა მთელი სახელმწიფოს მაისტერების მი-
ერ მიწოდებული ანგარიშები და გამოთვლები და განაცხადა, რომ
ეს გრძელი ზაფხული ბოლოს და ბოლოს დასრულდა.
ათ წელს, ორ შემობრუნებას და თექვსმეტ დღეს გასტანა კაცთა
ხსოვნის მანძილზე ამ უგრძესმა ზაფხულმა.
– აწი აცივდება? – შირინი ზაფხულის ბავშვი იყო და ნამდვილი
სიცივე არასოდეს ენახა.
– თავის დროზე, – მიუგო კრესენმა, – თუ ღმერთები მოწყალე
იქნებიან, თბილ შემოდგომას და უხვ მოსავალს გვიწყალობებენ,
მომავალ ზამთარს მზად რომ შევხვდეთ, – მდაბიორები ამბობდნენ,
ხანგრძლივი ზაფხული კიდევ უფრო. ხანგრძლივ ზამთარს მოასწა-
ვებსო, მაგრამ მაისტერი თვლიდა, ასეთი ამბებით ბავშვის შეშინება
არ ღირსო.
თავნაკუწამ ზანზალაკები ააწკარუნა.
– ზღვის ქვეშ მუდამ ზაფხულია, – წაიმღერა მან, – ქალთევზებს
თმებში ქიტინიები უბნევიათ და ვერცხლისფერი წყალმცენარით
ნაქსოვი კაბები აცვიათ, ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ.
შირინმა ჩაიხითხითა.
– ვერცხლისფერი წყალმცენარის კაბა კარგი იქნება.
– ზღვის ქვეშ აღმა თოვს, – თქვა მასხარამ, – და წვიმა ძვლები-
ვით მშრალია. ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ.
12
– მართლა მოთოვს? – ჰკითხა ბავშვმა.
– მოთოვს, – მიუგო კრესენმა. მაგრამ იქნებ ჯერ რამდენიმე
წელს არ ითოვოს, ღმერთების წყალობით, და მერეც არცთუ დიდ-
ხანს გასტანოს, – აჰ, აი პილოსიც ფრინველთან ერთად.
შირინმა აღტაცებით წამოიყვირა. კრესენიც კი აღიარებდა, რომ
ფრინველი დიდებული შესახედი იყო: თოვლივით ქათქათას და
ქორზე უფრო მოზრდილს ნათელი შავი თვალები ჰქონდა, რაც მი-
ანიშნებდა, რომ უბრალო ალბინოსი კი არა, მართლაც ციტადელის
წმინდა სისხლის თეთრი ყორანი იყო.
– აქეთ! – მოუხმო ფრინველს. ყორანმა ფრთები გაშალა, ჰაერში
აიწია, ხმაურით გადმოიფართხუნა ოთახი და მის გვერდით მაგიდა-
ზე დაეშვა.
– ახლა თქვენს საუზმეზე ვიზრუნებ, – მოახსენა პილოსმა. კრე-
სენმა თავი დაუკრა. ლი – ეს ლედი შირინია, – უთხრა ყორანს.
ფრინველმა თეთრი თავი ზემოთ-ქვემოთ დაიქნია, თითქოს ესალ-
მებოდა.
– ლედი, – დაიყრანტალა, – ლედი.
გოგონას პირი დარჩა ღია.
– ლაპარაკობს!
– რამდენიმე სიტყვას ამბობს. როგორც მოგახსენე, ეს ფრინვე-
ლები ჭკვიანები არიან.
– ჭკვიანი ფრინველი, ჭკვიანი კაცი, ჭკვიანი ჭკვიანი მასხარა, –
წარმოთქვა თავნაკუწამ ჟღარუნის თანხლებით, – ო, ჭკვიანი ჭკვი-
ანი ჭკვიანი მასხარა, – მან სიმღერა წამოიწყო, – ჩრდილი მოვა და
იცეკვებს; იცეკვებს, მილორდ, იცეკვებს, მილორდ, – მღეროდა და
ერთი ფეხიდან მეორეზე ხტოდა, – ჩრდილი მოვა და დარჩება; დარ-
ჩება, მილორდ, დარჩება, მილორდ, – ყოველ სიტყვას თავს აყო-
ლებდა და მისი ზანზალაკები გამაყრუებლად წკრიალებდნენ.
13
ყორანმა დაიჩხავლა და გაფრთხიალდა, საყვავის კიბის რკინის
მოაჯირზე ჩამოჯდა. შირინი თითქოს უფრო დაპატარავდა.
– სულ ამას მღერის. ვეუბნები, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ მიგო-
ნებს. მაშინებს ასე. გააჩუმე.
ნეტავ როგორ, გაიფიქრა ბერიკაცმა. ერთ დროს შემეძლო, სა-
მუდამოდ დამედუმებინა, მაგრამ ახლა...
თავნაკუწა ჯერაც ბიჭი იყო, მათთან რომ მოვიდა. კეთილად ხსე-
ნებულმა ლორდმა სტეფონმა იგი ვოლანტისში იპოვა, ვიწრო ზღვის
გადაღმა. მეფემ – ძველმა მეფემ, ეირის ტარგარიენმა, რომელიც იმ
დროს მთლად შლეგიც არ იყო – მისი ბრწყინვალება პრინც რეიგა-
რისთვის საცოლის საპოვნელად გაგზავნა, რაკი პრინცს და არ ჰყავ-
და, ცოლად რომ შეერთო.
„არაჩვეულებრივი მასხარა ვიპოვეთ“, მოსწერა მან კრესენს იმ
უშედეგო მოგზაურობიდან სავარაუდო დაბრუნების დღემდე ორი
კვირით ადრე, „ჯერ პატარაა, მაგრამ მაიმუნივით სხარტია და ჭკუით
თორმეტ კარის დიდებულს აჯობებს. ფოკუსები და გამოცანები არ
ელევა, გრძნეულება იცის და მშვენივრად მღერის ოთხ ენაზე. მისი
თავისუფლება ფულით ვიყიდეთ და ვაპირებთ, თან წამოვიყვანოთ.
რობერტს ის მეტად მოეწონება და თავის დროზე ამ ბიჭმა იქნებ სტა-
ნისსაც კი ასწავლოს გაცინება“.
კრესენს იმ წერილის გახსენებამ სევდა მოჰგვარა. სტანისს ვე-
რასდროს ვერავინ ასწავლა სიცილი, მით უფრო, თავნაკუწა ბიჭმა.
ქარიშხალი უეცარი ღმუილით ამოტყდა და გემთმმუსვრელმა
ყურემაც გაამართლა თავისი სახელი. ლორდის ორანძიანი გალერა
ქაროსანი ციხესიმაგრის თვალსაწიერზე დაილეწა. მოაჯირებთან
მდგარი ორი უფროსი ძე უცქერდა, როგორ შეემსხვრა მათი მამის
გემი კლდეებს და როგორ დაინთქა წყლებში. ლორდ სტეფონ ბარა-

14
თეონთან და მის მეუღლე ქალბატონთან ერთად ტალღებმა ასი მე-
ნიჩბე და მეზღვაური დაიტანა და მას მერე რამდენიმე დღის განმავ-
ლობაში ყველა მიქცევა გასივებული გვამების ახალ ულუფას ტო-
ვებდა გრიგალის კიდის ქვემოთ გაშლილ სანაპირო ზოლზე.
ბიჭი მესამე დღეს გამოირიყა. მაისტერი კრესენი სხვებთან ერ-
თად ჩავიდა დაბლა, მკვდრების ამოცნობაში რომ დახმარებოდა.
მასხარა რომ იპოვეს, შიშველი იყო, თეთრ დაჭმუჭნილ კანზე
სველი ქვიშა ჰქონდა აკრული. კრესენს ისიც გვამი ეგონა, მაგრამ,
როდესაც ჯორნმიმ კოჭებში ჩაავლო ხელი დასაკრძალ ფორნამდე
მისათრევად, ბიჭმა წყალი ამოახველა და წამოჯდა. ჯორნმი სიკვდი-
ლამდე იფიცებოდა, თავნაკუწას მკვდარივით ცივი სხეული ჰქონ-
დაო.
ვერავინ ვერასოდეს ახსნა, ორ დღეს ზღვაში დაკარგულ მასხა-
რას რა გადახდა თავს. მეთევზეებს უყვარდათ თქმა, ქალთევზამ
წყლით სუნთქვა ასწავლა მისი თესლის სამაგიეროდო. თავად თავ-
ნაკუწას არაფერი უთქვამს. იმ გონიერმა, გამჭრიახმა ბიჭმა, რო-
მელზედაც ლორდი სტეფონი იწერებოდა, ვერ ჩამოაღწია გრიგა-
ლის კიდემდე; მათი ნაპოვნი ბიჭი ვიღაც სხვა იყო, სხეულ– და გო-
ნებაშელახული, ძლივს ლაპარაკობდა და კიდევ უფრო ძნელად აზ-
როვნებდა.
მაგრამ მასხარის სახე უეჭველს ხდიდა მის ვინაობას.
თავისუფალ ქალაქ ვოლანტისში მონების და მსახურებისთვის
სახის მოსვირინგება სჩვეოდათ; ყელიდან თმებამდე ბიჭს კანი წი-
თელ და მწვანე რომბებად ჰქონდა მოხატული.
– ეს საცოდავი შეშლილია, ტკივილები ტანჯავს და არავის არაფ-
რად სჭირდება, ყველაზე ნაკლებ კი – თავის თავს, – განაცხადა მო-
ხუცმა სერ ჰარბერტმა, გრიგალის კიდის მაშინდელმა კასტელანმა,

15
– მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე ის იქნება, თასი ყაყაჩოს რძით შე-
უვსოთ. ტკივილდაამებული ჩაიძინებს და ამით გათავდება. ეგეთი
მკურნალობისთვის თვითონვე დაგლოცავდა, იმდენი ტვინი რომ
ჰქონდეს.
მაგრამ კრესენმა იუარა და, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებულიც
დარჩა. თავნაკუწა გაახარა თუ არა მისმა გამარჯვებამ, მაისტერი
ამას ვერ იტყოდა, დღესაც კი, ამდენი წლის მერე.
– ჩრდილი მოვა და იცეკვებს; იცეკვებს, მილორდ, იცეკვებს, მი-
ლორდ, – აგრძელებდა მასხარა, თავს აქნევდა და ზანზალაკებს აწ-
კარუნებდა. ზრიალ-ჟღრიალი, წკარუნ-რაკუნი ავსებდა ოთახს.
– ლორდ! – იყვირა თეთრმა ყორანმა, – ლორდ, ლორდ, ლორდ
– მასხარაა, რაც თავში მოუვა, იმას იმღერებს, – უთხრა მაისტერმა
აფორიაქებულ პრინცესას, – მის სიტყვებს გულთან ნუ მიიტან. ხვალ
დილით შეიძლება სხვა სიმღერა გაიხსენოს და ეს აღარასოდეს გა-
გაგონოს, – მშვენივრად მღერის ოთხ ენაზეო, წერდა ლორდი სტე-
ფონი...
კარში სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა პილოსი.
– მაისტერ, ბოდიში მომითხოვია...
– ფაფა დაგავიწყდა, – უთხრა გაოცებულმა კრესენმა. პილოსს
ასეთი რამ არ სჩვეოდა.
– მაისტერ, წუხელ სერ დავოსი დაბრუნდა. სამზარეულოში ლა-
პარაკობდნენ ამაზე. ვიფიქრე, რომ ისურვებდი, დაუყოვნებლივ გა-
გეგო ეს ამბავი.
– დავოსი... წუხელო, ამბობ? სად არის?
– მეფესთანაა. თითქმის მთელი ღამე ერთად იყვნენ.
ოდესღაც ლორდი სტანისი უეჭველად გააღვიძებდა, დღის რა ჟა-
მიც არ უნდა ყოფილიყო, რათა გვერდში ჰყოლოდა და მისი რჩევა
ესმინა.
16
– უნდა ეთქვათ ჩემთვის, – დაიჩივლა კრესენმა, – უნდა გავეღ-
ვიძებინე, – თითებში ჩაწნული შირინის თითები გამოითავისუფლა,
– ბოდიში მომითხოვია, მილედი, მაგრამ შენს მამა-ბატონთან მაქვს
სალაპარაკო. პილოს, მკლავი მომაშველე. ამ სასახლეში მეტისმე-
ტად ბევრი საფეხურია და, ასე მგონია, ყოველ ღამეს ცოტას კიდევ
ამატებენ, მხოლოდ იმიტომ, მე რომ გამაწვალონ.
შირინმა და თავნაკუწამ ოთახიდან გამავლებს მისდიეს, მაგრამ
ბავშვი მალევე გაბეზრდა ბერიკაცის ჩოჩიალა ნაბიჯით და წინ გა-
ვარდა, მასხარაც ბაჯბაჯით მიჰყვა, მისი საძროხე ზანზალაკები გა-
მალებით ზრიალებდნენ.
ზღვის დრაკონის კოშკის მთავარ კიბეზე ჩასვლამ კრესენს კიდევ
ერთხელ გაახსენა, ციხესიმაგრეები უძლურთათვის შეუფერებელი
ადგილი რომ იყო. ლორდ სტანისს მოხატული მაგიდის ოთახში ნა-
ხავდა, ქვის დოლის წვერში – ეს დრაკონის ქვის მთავარი ციხე იყო,
ქარიშხლის დროს მისი კედლები ბუბუნებდა და გრგვინავდა და ეს
სახელიც ამიტომ დაერქვა. იქ მისაღწევად გალერეა უნდა გადაეჭ-
რათ, გაევლოთ შუა და შიდა გალავანში დატანებული შავი რკინის
ჭიშკრები, გასცდენოდნენ მათ მცველ ქიმერებს და ამის მერე აევ-
ლოთ იმდენი საფეხური, რომ კრესენს ამის გაფიქრებაც უჭირდა. ამ
კიბეზე ამავალი ახალგაზრდები ორ-ორ საფეხურს ერთად აბიჯებ-
დნენ. თეძომტკივანი მოხუცებისთვის კი ყოველი საფეხური ტანჯვა
იყო. მაგრამ ლორდი სტანისი არ აპირებდა მასთან ჩამოსვლას, ამი-
ტომ მაისტერი ამ განსაცდელს შეეგუა. პილოსი მაინც ჰყავდა დამ-
ხმარედ და ამისაც მადლობელი იყო.
ფრატუნით ჩაუარა მაღალი თაღიანი ფანჯრების რიგს, რომლე-
ბიდანაც ხელისგულივით მოჩანდა გარე ეზო, გარე გალავანი და მის
მიღმა – მეთევზეთა სოფელი. ეზოში მშვილდოსნები ცხრილავდნენ

17
სავარჯიშო კასრებს „მოარგე, მოზიდე, გაუშვი“ ძახილის თანხლე-
ბით. ისრები აფრენილი ჩიტების გუნდის ხმას გამოსცემდნენ. გა-
ლავნის თავზე გუშაგები დაიარებოდნენ, ქიმერებს შორის იხედე-
ბოდნენ და გარეთ დაბანაკებულ ლაშქარს დასცქეროდნენ.
დილის ჰაერი სამზადი კოცონების კვამლს შეემღვრია, სამი კაცი
საუზმობდა თავ-თავისი ლორდების დროშების ქვეშ. ბანაკის სივ-
რცის მიღმა ყურე გემებით იყო სავსე. ბოლო ნახევარი წლის განმავ-
ლობაში რა გემმაც დრაკონის ქვის თვალსაწიერზე ჩაიარა, აქედან
აღარცერთი არ გაუშვიათ. ლორდ სტანისის მძვინვარება, სამგემბა-
ნიანი და სამასნიჩბიანი საომარი გალერა, ლამის სათამაშოდ მო-
ჩანდა გარშემორტყმულ დიდმუცელა ხომალდებს შორის.
ქვის დოლის კართან მდგარი მცველები მაისტერებს ცნობდნენ
და გაატარეს.
– აქ დაიცადე, – უთხრა კრესენმა პილოსს, შიგნით რომ შევიდ-
ნენ, – ჯობს, მარტომ ვნახო.
– გრძელი ასასვლელია, მაისტერ.
კრესენმა გაიღიმა.
– გგონია, დამავიწყდა? ეს საფეხურები იმდენჯერ ამივლია, თი-
თოეულს სახელით ვიცნობ.
ნახევრამდე ასულმა ინანა ეს გადაწყვეტილება სულის მოსათ-
ქმელად და თეძოში ტკივილის დასაამებლად იყო შეჩერებული, რო-
დესაც ზემოდან ფეხის ხმა მოესმა და უცებ კიბეზე ჩამომავალი სერ
დავოსის პირისპირ აღმოჩნდა.
დავოსი თხელი კაცი იყო, არაფრით გამორჩეულ სახეზე ცხადად
ეწერა მდაბიური ჩამომავლობა. ვიწრო ბეჭებზე გვარიანად გაცვე-
თილი, მარილით დალაქავებული და მზით გამოხუნებული მოსასხა-
მი მოეგდო, მისი ყავისფერი კამზოლი და ასეთივე ბრიჯი მის ყავის-

18
ფერსავე თმას და თვალებს ეხამებოდა. კისერზე ღვედით ეკიდა გაც-
ვეთილი ტყავის ქისა, მოკლე წვერში ბლომად გამორეოდა ჭაღარა,
დასახიჩრებულ მარცხენა ხელზე ტყავის თათმანი ეცვა. კრესენი
რომ დაინახა, შეყოვნდა.
– სერ დავოს, – წარმოთქვა მაისტერმა, – როდის დაბრუნდი?
– დღეს, უთენია. ეგ დრო გამორჩევით მიყვარს, – ამბობდნენ,
ღამით გემის მართვაში დავოს თითმოკლეს ტოლს ვერავინ ვერასო-
დეს უდებდაო. სანამ ლორდი სტანისი რაინდად აკურთხებდა, იგი
შვიდი სამეფოს ყველაზე სახელგავარდნილი და მოუხელთებელი
კონტრაბანდისტი იყო.
– და?..
მან თავი გაიქნია.
– ისეა, როგორც გაფრთხილებდით. ისინი არ გამოვლენ, მაის-
ტერ. მისთვის – არა. არ უყვართ.
არა, გაიფიქრა კრესენმა. არც არასოდეს ეყვარებათ ძლიერია,
უნარიანი, სამართლიანი... მართლაცდა ისე სამართლიანი, რომ
გონივრულობის ზღვარსაც კი სცდება... მაგრამ ეს არ კმარა. არც
არასოდეს კმაროდა.
– ყველას ესაუბრე?
– ყველას? არა. მარტო იმათ, ვინც ჩემთან შეხვედრა ინება. ამათ,
ამ კეთილშობილებს, არც მე ვეხატები გულზე. მათთვის მე მუდამ
ხახვის რაინდად დავრჩები, – მარცხენა ხელი მომუჭა, დასახიჩრე-
ბული თითები მუშტად შეკრა; სტანისმა მისთვის ზედა ფალანგები
მოაკვეთინა, ცერის გარდა ყველა თითზე, – გალიან სვონთან და ბე-
ბერ პენროუსთან პური გავტეხე და ტართები დამთანხმდნენ, შუაღა-
მისას ჭალაში შემხვედროდნენ. დანარჩენები – კარგი, ბერიკ დონ-
დარიონი დაიკარგა, ზოგი ამბობს, მოკვდაო, ლორდი კარონი კი
რენლისთანაა: ბრის ნარინჯისფერი, ცისარტყელა მცველთაგან.
19
– ცისარტყელა მცველები?
– რენლიმ საკუთარი ქეშიკების რაზმი შექმნა, – განუმარტა
ძველმა კონტრაბანდისტმა, – მაგრამ ამ შვიდს თეთრები არ აცვია.
თითოეულს თავისი საკუთარი ფერი აქვს. მათი ლორდ მეთაური
ლორას ტაირელია.
ყოველივე ეს სწორედ რომ რენლი ბარათეონს შეჰფეროდა: დი-
დებული ახალი რაინდული ორდენი, რომლის წევრებიც თვალის-
მომჭრელ ახალ სამოსში იქნებოდნენ გამოწყობილი და ყველა მა-
შინვე გამოარჩევდათ. რენლის ბავშვობიდანვე უყვარდა კაშკაშა
ფერები და ძვირფასი ქსოვილები, და თამაშებსაც გატაცებით ეძლე-
ოდა. „შემომხედეთ!“ გაიძახოდა, როდესაც სიცილით გადაირბენდა
გრიგალის კიდის დარბაზებში, „შემომხედეთ, დრაკონი ვარ!“ ან:
„შემომხედეთ, ჯადოქარი ვარ!“ ანდა: „შემომხედეთ, შემომხედეთ,
წვიმის ღმერთი ვარ!“
მამაცი პატარა ბიჭი, გაჩეჩილი თმა და მოცინარი თვალები რომ
ჰქონდა, ახლა კაცი გამხდარიყო, ოცდაერთი წელი შესრულებოდა,
თამაშს კი ჯერაც ვერ გადასჩვეოდა. შემომხედეთ, მეფე ვარ, სევდით
გაიფიქრა კრესენმა. ეჰ, რენლი, რენლი, ძვირფასო, საყვარელო
ბავშვო, იცი განა, რას სჩადიხარ? და რომც იცოდე, შეჩერდებოდი
კი? ნეტავ ჩემ გარდა ვინმეს თუ ედარდება იგი?
– რა მიზეზით ახსნეს ლორდებმა მათი უარი? – ჰკითხა სერ და-
ვოსს.
– აბა რა გითხრა ზოგი შემრიგებლურად მელაპარაკა და ზოგი –
მკვახედ, ზოგი ბოდიშობდა, ზოგი მპირდებოდა, ზოგიც უბრალოდ
იტყუებოდა, – მან მხრები აიჩეჩა – ბოლო-ბოლო, სიტყვები ქარია
და მეტი არაფერი – იმედის მოტანა მაინც არ შეგეძლო?
– მხოლოდ ფუჭის, და მაგას არ ვიზამდი, – უთხრა დავოსმა, –
სტანისმა ჩემგან ის მიიღო, რაც სიმართლეა.
20
მაისტერს ახსოვდა დღე, როდესაც დავოსი რაინდად აკურთხეს,
გრიგალის კიდის ალყის მერე. ლორდ სტანისს და მცირერიცხოვან
გარნიზონს ციხე თითქმის მთელ წელიწადს ეჭირათ ლორდ ტაირე-
ლისა და ლორდ რედვაინის უზარმაზარი ჯარის წინააღმდეგ.
ზღვაც კი შეკრული ჰქონდათ: რედვაინების გალერები, რომ-
ლებზეც არბორის შინდისფერი დროშები ფრიალებდა, დღითა და
ღამით დარაჯობდნენ წყლებს. გრიგალის კიდის ციხეში ცხენები უკ-
ვე დიდი ხნის წინ ჰყავდათ შეჭმული, ძაღლები და კატებიც გამო-
ლეოდათ და გარნიზონი ვირთხებსა და ძირხვენებზე იყო გადასუ-
ლი.
შემდეგ დადგა ღამე, როდესაც მთვარე ის იყო დაიბადა, ვარ-
სკვლავები კი შავმა ღრუბლებმა დაფარეს. იმ წყვდიადით მობუ-
რულმა დავოს კონტრაბანდისტმა გაბედა, დასხლტომოდა რედვაი-
ნის კორდონსაც და გემთმმუსვრელი ყურის კლდეებსაც, ერთნაი-
რად სახიფათო რომ იყო მისთვის. დავოსის მომცრო გემს შავი მუ-
ცელი, შავი აფრები, შავი ნიჩბები და ხახვითა და დამარილებული
თევზით გაძეძგილი ტრიუმი ჰქონდა. ბევრი არაფერი იყო, მართა-
ლია, მაგრამ მისი წყალობით გარნიზონმა იმ დრომდე გაძლო, სა-
ნამ ედარდ სტარკი გრიგალის კიდეს მოაღწევდა და ალყას დალე-
წავდა.
ლორდმა სტანისმა დავოსს რისხვის კონცხზე რჩეული მამულე-
ბი, პატარა ციხე და რაინდის პატივი უბოძა... მაგრამ განკარგულება
გასცა, რომ მისთვის კონტრაბანდისტობაში გალეული წლების სას-
ჯელად მარცხენა ხელის ყოველ თითზე ერთი ფალანგა მოეჭრათ.
დავოსი დამორჩილდა იმ პირობით, რომ სტანისი თავად აღმართავ-
და დანას; ნაკლები ხელით იგი სასჯელს არ მიიღებდა.
ლორდმა ყასბის დანა მოიხმარა, ფალანგები სუფთად და ზუს-

21
ტად რომ წაეჭრა. მერე დავოსმა თავის ახლად შექმნილ გვარად სი-
ვორთი, ზღვაოსანი, აირჩია და დროშად აიღო ღია რუხ ველზე გამო-
სახული შავი გემი, რომელსაც იალქანზე ხახვი ეხატა. ყოფილ კონ-
ტრაბანდისტს უყვარდა თქმა, რომ ლორდმა სტანისმა დიდად და-
ავალა, რაკი ახლა ოთხით ნაკლები ფრჩხილის გამოწმენდა და მოკ-
ვეცა უწევდა.
არა, გაიფიქრა კრესენმა, ასეთი კაცი ფუჭ იმედს არავის მისცემს,
არც ულმობელ სიმართლეს შეარბილებს.
– სერ დავოს, სიმართლე შეიძლება მწარე სასმელი იყოს,
ლორდ სტანისისნაირი კაცისთვისაც კი. იგი მხოლოდ იმას ფიქ-
რობს, როგორ დაუბრუნოს მეფის საბიჯელს მისი სრული ძალაუფ-
ლება, როგორ დაამხოს მისი მტრები და თავად უფლება განაცხა-
დოს იმაზე, რაც სამართლიანად ეკუთვნის. ახლა კი...
– მეფის საბიჯელში ამ კუდმოკვეცილი ლაშქრით თუ წავა, სიკ-
ვდილის მეტს ვერაფერს მოახერხებს. რიცხოვნობა არ ჰყოფნის.
ასეც ვუთხარი, მაგრამ ხომ იცი, რა უკადრისია, – დავოსმა თათ-
მანიანი ხელი ასწია, – თითები უფრო ადრე წამომეზრდება, ვიდრე
ეგ კაცი გონებას მოუხმობს.
ბერიკაცმა ამოიოხრა, – შენ რაც შეგეძლო, უკვე ქენი. ახლა მე
მივალ და შენს ნათქვამს ჩემს სიტყვებსაც მივაშველებ.
დაქანცული ისევ კიბეს შეუყვა.
ლორდ სტანისის თავშესაფარი შავი ქვის შიშველი კედლებით
მოსაზღვრული ერთი დიდი მრგვალი ოთახი იყო, მისი ოთხი მაღა-
ლი და ვიწრო ფანჯარა კომპასის ოთხ წვეტს გაუსწორდებოდა. შუა
პალატში იდგა უზარმაზარი მაგიდა, რომლის გამოც შეერქვა ოთახს
თავისი სახელი. ხისგან გამოთლილი ეს მძიმე ფილა ეაგონ ტარგა-
რიენის ბრძანებით დაამზადეს ჯერ კიდევ დაპყრობამდე. მოხატული
მაგიდა ორმოცდაათ ფუტზე უფრო გრძელი იყო და მისი სიგანეც
22
ყველაზე ფართო ნაწილში ამის ნახევარი მაინც იქნებოდა; მაგრამ
ყველაზე ვიწრო ადგილი ოთხ ფუტსაც არ გასწვდებოდა. ეაგონის
დურგლებმა მას ვესტეროსის მიწების მოხაზულობა შესძინეს, ყოვე-
ლი ყურე თუ ნახევარკუნძული გამოხერხეს, ისე, რომ მაგიდას სწო-
რი კიდე არსად შერჩა. მის ზედაპირზე, რომელიც ლამის სამას-
წლიანი ხმარებისგან ჩამუქებულიყო, ეხატა შვიდი სამეფო – იმგვა-
რი, როგორებიც ეაგონის ჟამს იყვნენ; და ეხატა მდინარეები და მთე-
ბი, ციხესიმაგრეები და ქალაქები, ტბები და ტყეები.
ოთახში იპოვებოდა ერთადერთი სკამი, რომელიც გულდაგულ
მიედგათ მაგიდის ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ვესტეროსის სა-
ნაპირო ხაზზე დრაკონის ქვის სამფლობელოს შეესაბამებოდა, და
შეემაღლებინათ, მაგიდის ზედაპირი უკეთ რომ გამოჩენილიყო.
სკამზე მჯდომ კაცს თასმებით მჭიდროდ შებნეული ტყავის კურ-
ტაკი და უხეში შალის ქსოვილის ბრიჯი ეცვა. მაისტერი კრესენი რომ
შევიდა, ამოხედა.
– ვიცოდი, მოხვიდოდი, ბერიკაცო, დაგიძახებდი თუ არა, მაინც,
– ხმაში სითბოს ნასახიც არ ეტყობოდა; სითბო საერთოდ უცხო იყო
მისთვის. სტანის ბარათეონი, დრაკონის ქვის ბატონი და, ღმერთე-
ბის წყალობით, ვესტეროსის შვიდი სამეფოს რკინის ტახტის კანო-
ნიერი მემკვიდრე, მხარბეჭიანი და მკლავებდაკუნთული იყო, დაძა-
ბული სახე და იმგვარი სხეული ჰქონდა, რომ მზეზე გამოყვანილ
ტყავს მოგაგონებდა, უკვე ფოლადის სიმტკიცე რომ მისცემოდა.
მძიმეო, ამბობდნენ სტანისზე ლაპარაკისას და მართლაცდა მძიმე
იყო. თუმცა ჯერ ოცდათხუთმეტიც არ შესრულებოდა, თავზე თხელი
შავი თმის კანტიღა შემორჩენოდა, ყურებს უკან გვირგვინის ჩრდი-
ლივით რომ ევლებოდა. მისმა ძმამ, განსვენებულმა მეფე რობერ-
ტმა, სიცოცხლის ბოლო წლებში წვერი მოუშვა.

23
მაისტერ კრესენს თავად არ უნახავს, მაგრამ ამბობდნენ, გაბურ-
დული, სქელი, შიშისმგვრელი რამ იყოო. თითქოსდა ძმის ჯიბრზე,
სტანისი ბაკენბარდებს მოკლედ იკრეჭდა და ლურჯ-მოშავო ჩრდი-
ლად ეფინა კვადრატულ ყბასა და ჩაცვენილი ლოყების ღრმულებზე.
მძიმე წარბებქვეშ ღია ჭრილობებივით აჩნდა ღამეულ ზღვასავით
მუქი ლურჯი თვალები. მისი პირი ყველაზე უფრო ცეტ მასხარასაც კი
სასოს წარუკვეთდა. ეს პირი მოღუშვისთვის, ჯავრისთვის და მტკი-
ცედ წარმოთქმული ბრძანებებისთვის იყო შექმნილი, ამ მაგრად
მოკუმულ თხელ, მკრთალ ტუჩებს დავიწყებოდათ, როგორ უნდა გა-
ეღიმათ, გაცინება კი არც არასოდეს იცოდნენ. ზოგჯერ, როდესაც
გვიან ღამით ქვეყნიერება დაყუჩდებოდა და გაირინდებოდა, მაის-
ტერ კრესენს ეჩვენებოდა, რომ ესმოდა, როგორ აკრაჭუნებდა კბი-
ლებს ლორდი სტანისი ციხესიმაგრის მეორე ბოლოში.
– წინათ გამაღვიძებდი, – უთხრა ბერიკაცმა.
– მაშინ ახალგაზრდა იყავი. ახლა ბებერი და ავადმყოფი ხარ,
მოსვენება გჭირდება, – სტანისს არასოდეს უსწავლია ნათქვამის
შერბილება, რაიმეს დაფარვა ან მაამებლობა; რასაც ფიქრობდა,
იმასვე ამბობდა, და ვისაც ეს არ მოსწონდა, ჯანდაბამდეც ჰქონოდა
გზა, – ვიცოდი, რომ მალევე გაიგებდი, დავოსმა რა ამბავი მოიტანა.
ყოველთვის იგებ ხოლმე, ხომ ასეა?
– რომ არ ვიგებდე, ჩემგან სარგებელი არც იქნებოდა, – უთხრა
კრესენმა, – დავოსს კიბეზე შევხვდი.
– და ალბათ ყველაფერი გითხრა? იმ თითებისთვის ენაც ზედ უნ-
და მიმეყოლებინა.
– მაშინ დესპანად აღარ გამოგადგებოდა.
– დესპანად მაინც არ გამომადგა. გრიგალის ლორდები ჩემ გა-
მო არ აღდგებიან. როგორც ჩანს, ბატონებს გულზე არ ვეხატები და
ჩემი საქმის სამართლიანობა მათთვის სულ არაფერს ნიშნავს.
24
მხდალები ვინც არიან, ისხდებიან თავიანთი გალავნების შიგნით და
დაუკვირდებიან, ქარი საიდან დაუბერავს; ვისი გამარჯვება გახდება
უფრო საფიქრებელი. გაბედულებმა უკვე რენლი აღიარეს. რენლი!
– მან ეს სახელი ენაზე დაწვეთებული საწამლავივით გადმოაფურ-
თხა.
– შენი ძმა უკვე ცამეტი წელია, რაც გრიგალის კიდის ბატონია.
ეს ლორდები მისი შეფიცული მებაირაღეები არიან...
– მისი, – შეაწყვეტინა სტანისმა, – მაშინ, როცა წესით და რიგით
ჩემები უნდა იყვნენ. მე არასოდეს მითხოვია, დრაკონის ქვა მომე-
ცით-მეთქი. არც არასოდეს მდომებია. იმიტომ დავიპყარი, რომ აქ
რობერტის მტრები იყვნენ ჩამსხდარი და მიბრძანა, მათი სახსენებე-
ლი მომესპო. მისი ფლოტი ავაგე და მისი საქმე ავასრულე, დავმორ-
ჩილდი, როგორც უმცროსი ძმა უნდა მორჩილებდეს უფროსს. რო-
გორც რენლი უნდა მომქცეოდა მე. და რობერტმა მადლობა რით გა-
დამიხადა? დრაკონის ქვის ლორდი გამხადა, გრიგალის კიდე და
იქაური შემოსავლები კი რენლის მიართვა. ბარათეონების გვარი
გრიგალის კიდეს სამასი წლის მანძილზე ფლობდა; კანონით, რო-
დესაც რობერტი რკინის ტახტზე დაჯდა, ის მე უნდა გადმომცემოდა.
ეს ძველი წყენა იყო, ძველი და გულში ღრმად ჩარჩენილი, და ახ-
ლა კიდევ უფრო მეტადაც განახლებოდა. მისი ლორდის სისუსტის
მიზეზადაც ეს გამხდარიყო; დრაკონის ქვა, თუმც ძველი და მძლავ-
რი სიმაგრე იყო, მხოლოდ ერთ მუჭა ვასალებს მბრძანებლობდა;
მის სამფლობელო ქვიან კუნძულებს მოსახლეობა მეჩხრად შერჩე-
ნოდა და ამის გამო სტანისს ვერ მოეხერხებინა საჭირო რაოდენო-
ბის მებრძოლთა შეკრება. ვიწრო ზღვის გადაღმა მდებარე თავისუ-
ფალი ქალაქებიდან, მირიდან და ლისიდან მოყვანილი ქირით მებ-
რძოლებით შევსებული ლაშქარიც კი, მისი გალავნის გარეთ რომ
დაბანაკებულიყო, მეტისმეტად მცირე იყო ლანისტერთა გვარის
25
ძლიერების დასამხობად.
– რობერტი უსამართლოდ მოგექცა, – ფრთხილად მიუგო მაის-
ტერმა, – მაგრამ საამისოდ გარკვეული მიზეზები ჰქონდა. დრაკო-
ნის ქვა დიდხანს იყო ტარგარიენების გვარის სამყოფელი. აქაურო-
ბის მართვას კაცის ხელი სჭირდებოდა, რენლი კი ჯერ ბავშვი იყო. –
ის ახლაც ბავშვია, – განაცხადა სტანისმა, მისმა მრისხანებამ ზარი-
ვით ჩამორეკა ცარიელ დარბაზში, – ქურდბაცაცა ბავშვი, რომელიც
ფიქრობს, შუბლიდან გვირგვინი ამწაპნოს. განა როდისმე რა ჩა-
უდენია რენლის, ტახტი რომ ეკუთვნოდეს? საბჭოში ზის და ნეკასთან
ლაზღანდარობს, ტურნირებზე კი ჩამოიმხობს იმ ბრჭყვიალა აბჯარს
და თავს მასზე უკეთეს მებრძოლებს აგდებინებს ცხენიდან. სულ
ეგაა ჩემი ძამიკო რენლი, რომელსაც გადაუწყვეტია, რომ მეფე უნდა
იყოს. გეკითხები, რატომ შემომტენეს ღმერთებმა ეს ძმები?
– ღმერთების რა გიპასუხო.
– ამ ბოლო დროს საერთოდაც იშვიათად მპასუხობ, მე თუ მკით-
ხავ. რენლის მაისტერი ვინაა? ის ხომ არ მოვაყვანინო, იქნებ მისი
რჩევა უფრო გამომდგომოდა. როგორ ფიქრობ, რა თქვა იმ მაის-
ტერმა, როდესაც ჩემმა ძმამ ჩემი გვირგვინის მოპარვა დააპირა?
რა რჩევა მისცა შენმა მოძმემ ამ ჩემს მოღალატე სისხლსა და
ხორცს?
– გამიკვირდებოდა, ლორდ რენლის ვინმესთვის რჩევა რომ
ეკითხა, თქვენო მოწყალებავ, – ლორდ სტეფონის უმცროსი ვაჟი მა-
მაცი, მაგრამ უდიერი კაცი დადგა, განსჯაზე მეტად წამიერ გულის-
თქმას მისდევდა. ამაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეში, რენლი
თავის ძმა რობერტს ჰგავდა და სრულიად განსხვავდებოდა სტანი-
სისგან.
– თქვენო მოწყალებავ, – მწარედ გაიმეორა სტანისმა, – ვითომც

26
მეფის შესაფერისად მომმართავ, მაგრამ აბა, რის მეფე ვარ? დრა-
კონის ქვა და ვიწრო ზღვაში გაფანტული რამდენიმე კლდოვანი კუნ-
ძული – სულ ესაა ჩემი სამეფო, – იგი სკამის საფეხურებზე დაეშვა
და მაგიდასთან დადგა, მისი ჩრდილი დაეფინა შავწყალა ჩქერის შე-
სართავს და დახატულ ტყეს, სადაც ახლა მეფის საბიჯელი იყო გაშე-
ნებული. ასე იდგა, დაფიქრებული დასცქეროდა სამეფოს, რომე-
ლიც სათავისოდ სურდა, რომელიც ასე, ხელის ერთ გაწვდენა –ზე
ჰქონდა და მაინც ესოდენ შორეული იყო, – ამ საღამოს ჩემს მებაი-
რაღე ლორდებთან ერთად უნდა ვივახშმო, ვინც კი მყვანან. სელტი-
გარი, ველარიონი, ბარ ემონი, ყველანი იქნებიან, რამდენიც არიან.
საცოდაობაა, სიმრავლე კი არა, მაგრამ სულ ესაა, რაც ჩემმა ძმებმა
დამიტოვეს. ის ლისელი მეკობრე ახალი ანგარიშით გამომეცხადე-
ბა და წვრილად მომახსენებს, რამდენი მმართებს, მირელი მოროში
ისევ მოქცევებზე და შემოდგომის ქარიშხლებზე ზუზუნით გამომიჭე-
დავს ყურებს, ლორდი სანგლასი კი შვიდთა ნებაზე მოჰყვება ღვთის-
ნიერ ბურტყუნს. სელტიგარი მოინდომებს გაიგოს, გრიგალის
ლორდთაგან ვინ შემოგვიდგება. ველარიონი დამემუქრება, რომ
თავის რეკრუტებს შინ დააბრუნებს, ახლავე თუ არ შევუტევთ. რა პა-
სუხი გავცე ყველას? რა უნდა ვქნა ახლა?
– შენი ნამდვილი მტრები ლანისტერები არიან, მილორდ, – უპა-
სუხა მაისტერმა კრესენმა, – შენ და შენს ძმას ერთობლივად რომ
შეგეტიათ...
– რენლის არ შევეკვრები, – სტანისს ხმაზე ეტყობოდა, რომ შე-
კამათებას აზრი არ ჰქონდა, – არა, სანამ საკუთარ თავს მეფეს უწო-
დებს.
– ნუ იქნება რენლი, – დაჰყვა მაისტერი. მისი ლორდი ჯიუტი და
ამაყი იყო; რამეს რომ გადაწყვეტდა, აღარაფრით გადათქვამდა, –
მოკავშირეებად შეიძლება სხვებიც გამოგადგნენ. ედარდ სტარკის
27
ძემ თავი ჩრდილოეთის მეფედ გამოაცხადა და მას მთელი ვინტერ-
ფელი და რივერანი უმაგრებს ზურგს.
– ღლაპი, – თქვა სტანისმა, – და კიდევ ერთი ცრუ მეფე. გახლე-
ჩილი სამეფო უნდა მივიღო?
– ნახევარი სამეფო სულ არაფერს სჯობია, – უთხრა კრესენმა, –
და თუ ბიჭს დაეხმარები, მამამისის მკვლელებზე შური იძიოს... –
რად უნდა ვიძიო შური ედარდ სტარკის გამო? ეგ კაცი ჩემთვის არა-
ფერს ნიშნავდა. კი, რობერტს ნამდვილად ძალიან უყვარდა. ძმასა-
ვით – რამდენჯერ მსმენია მისგან. მე ვიყავი მისი ძმა, ნედ სტარკი კი
არა, მაგრამ ისე მექცეოდა, რომ ამას ვერავინ მიხვდებოდა. გრიგა-
ლის კიდე მე შევუნარჩუნე, ვუცქერდი, როგორ მეხოცებოდნენ შიმ-
შილით რჩეული მებრძოლები, გალავნიდან კი ვხედავდით, როგორ
ქეიფობდნენ მეის ტაირელი და პაქსტერ რედვაინი.
მერე, რობერტმა მადლობა მითხრა ამისთვის? არა. სტარკის
მადლობელი იყო, ალყა რომ მოგვხსნა, უკვე ვირთხების და ბოლო-
კის ჭამაზე რომ ვიყავით გადასულები. რობერტის ბრძანებით ფლო-
ტი ავაგე, დრაკონის ქვა დავიპყარი მისი სახელით. განა აიღო ჩემი
ხელი და მითხრა, ყოჩაღ, ძმაო, რას ვიზამდი უშენოდო? არა, აქეთ
ბრალი დამდო, რად გაგეპარა ვილემ დარი ვისერისთან და ჩვილ-
თან ერთადო – თითქოს შეიძლებოდა, შემემჩნია. თხუთმეტ წელს
მის საბჭოში ვიჯექი, ჯონ ერინს მისი სახელმწიფოს მართვაში ვეხმა-
რებოდი, სანამ რობერტი ლოთობდა და ბოზებში დაეთრეოდა, მაგ-
რამ ჯონი რომ მოკვდა, გამხადა ჩემმა ძმამ თავის მარჯვენად? არა,
სასწრაფოდ თავის ძვირფას ნედ სტარკთან გაკუნტრუშდა და ეს პა-
ტივი მას შესთავაზა. ეს ამბავი კი სასიკეთოდ არცერთს არ მოუბრუნ-
და.
– ეგრეც რომ იყოს, მილორდ, – წყნარად უთხრა მაისტერმა კრე-
სენმა, – უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ წარსული ჩავლილია.
28
მომავალი ჯერაც შეიძლება, შენს ხელში იყოს, თუ სტარკებს შეეკ-
ვრები. სხვებიც შეიძლება მოსინჯო. ლედი ერინზე რას იტყვი? თუ მი-
სი ქმარი დედოფლის მოკლულია, ნამდვილად ენდომება სამარ-
თლის პოვნა. პატარა ძეც ჰყავს, ლორდ ერინის მემკვიდრე. შირინი
მასზე რომ დაგენიშნა...
– ბიჭი სუსტი და სნეულია, – შეედავა ლორდი სტანისი, – მამამი-
სიც კარგად ხვდებოდა, როგორი იყო, როდესაც მთხოვა, ბიჭი დრა-
კონის ქვაზე აღმეზარდა. პაჟად მსახურება ალბათ ძალიანაც მოუხ-
დებოდა, მაგრამ იმ წყეულმა ლანისტერის ქალმა ლორდი ერინი მა-
ნამდე მოწამლა, სანამ ამის გაკეთება მოესწრებოდა, ახლა კი ლიზა
შვილს საარწივეში მალავს. ის კი ბიჭს არასოდეს მოიშორებს, თავს
დავდებ.
– მაშინ შირინი უნდა გაგზავნო საარწივეში, – არ ცხრებოდა მა-
ისტერი კრესენი, – დრაკონის ქვა ბავშვისთვის უსიხარულო ადგი-
ლია.
მისი მასხარაც წაჰყვეს, გოგონას გვერდით ნაცნობი სახე ეყო-
ლება.
– ნაცნობი და საშინელი, – სტანისმა ფიქრიანად შეიჭმუხნა შუბ-
ლი, – მაგრამ... იქნებ ღირდეს, ვცადოთ.
– შვიდი სამეფოს სრულუფლებიანი მბრძანებელი განა ქვრივ
ქალს და უზურპატორებს უნდა ევედრებოდეს შველას? – მკვახედ
იკითხა ქალის ხმამ.
მაისტერი კრესენი მიბრუნდა და თავი დაუკრა.
– მილედი, – შემცბარი იყო, მისი შემოსვლა რომ ვერ გაიგონა.
ლორდმა სტანისმა წარბი შეიკრა.
– არ ვევედრები. არცერთს. ეს კარგად დაიხსომე, ქალო.
– მიხარია ამის გაგონება, – ლედი სელისი სიმაღლით ქმარს არ

29
ჩამოუვარდებოდა, ხმელტანასა და ხმელსახიანს წამოზიდული ყუ-
რები და წვეტიანი ცხვირი ჰქონდა, ზედა ტუჩზე კი მომუქო ღინღლი
ეტყობოდა. უფერული თვალები, მკაცრი პირი, შოლტივით ხმა... და
ისევ მოიქნია ეს შოლტი, – ლედი ერინი მოვალეა, გემსახუროს, ისე-
ვე, როგორც სტარკები, შენი ძმა რენლი და ყველა დანარჩენიც. შენ
ხარ მათი ერთადერთი ნამდვილი მეფე. არ შეგეფერება, ევედრო ან
ევაჭრო იმაზე, რაც ისედაც შენ გეკუთვნის, ღმერთის წყალობით.
ღმერთისო, ასე თქვა, არა ღმერთებისო. წითელმა ქალმა ხელში
ჩაიგდო იგი, მისი გული და სული დაიპყრო, პირი აქცევინა შვიდი
სამეფოს ძველი თუ ახალი ღმერთებისგან და შეუყენა ერთის მსახუ-
რებას, რომელსაც ნათლის უფალს უწოდებდნენ.
– შენს ღმერთს შეუძლია, ეგ წყალობა თავისთვის დაიტოვოს, –
ლორდი სტანისი მეუღლის მხურვალე რწმენას არ იზიარებდა, –
ხმალი მჭირდება, კურთხევა კი არა. სადმე დამალული ჯარი ხომ არ
გყავს, ისეთი, მე რომ არ ვიცი? – ხმაში არანაირი სინაზე არ ეტყო-
ბოდა. სტანისი ქალებთან ყოველთვის მოუსვენრად გრძნობდა
თავს, საკუთარ ცოლთანაც კი. როდესაც მეფის საბიჯელში წავიდა,
რობერტის საბჭოში დასაჯდომად, სელისი თავიანთ ასულთან ერ-
თად დრაკონის ქვაზე დატოვა. წერილებს შინ იშვიათად წერდა, კი-
დევ უფრო იშვიათად ჩადიოდა; საქორწინო სარეცელზე ვალს წე-
ლიწადში ერთხელ ან ორჯერ აღასრულებდა, მაგრამ ამაში არანაირ
სიხარულს არ პოვებდა და ძეები, რომელთა ყოლის იმედიც ოდეს-
ღაც ჰქონდა, არც არასდროს დაბადებულან.
– ჯარები ჩემს ძმებს, ბიძებს და ბიძაშვილებს ჰყავთ, – უთხრა
ქალმა, – ფლორენტების გვარი შენი დროშის ქვეშ შეიკრიბება. –
ფლორენტების გვარს ორ ათას ხმალზე მეტის გამოყვანა არ შეუძ-
ლია, – ამბობდნენ, სტანისმა შვიდი სამეფოს ყველა გვარის სამხედ-

30
რო შეძლება ზეპირად იცისო, – და შენ ბევრად უფრო მტკიცედ გჯე-
რა შენი ძმების და ბიძების, ვიდრე მე, მილედი. ფლორენტების მა-
მულები მეტისმეტად ახლოა ზენაბაღთან საიმისოდ, შენი ბიძა-ბა-
ტონი მეის ტაირელის რისხვას რომ არ შეუშინდეს.
– სხვა გზაც არსებობს, – ლედი სელისი ქმარს მიუახლოვდა, –
გაიხედე ფანჯრიდან, მილორდ. იქ ცაზე გამოსახულს ნახავ ნიშანს,
რომელსაც ელოდი. ალისფერია იგი, ცეცხლის ალისფერი, ჭეშმა-
რიტი ღმერთის ცეცხლოვანი გულის მსგავსი. ეს მისი დროშაა – და
შენიც, აგრეთვე! უცქირე, როგორ იშლება ცის კამარაზე, დრაკონის
მწველი სუნთქვის დარად, შენ კი დრაკონის ქვის ბატონი ხარ. ეს
ნიშნავს, რომ შენი დრო დადგა, თქვენო მოწყალებავ. ეს ცხადზე უც-
ხადესია. გადაწყვეტილია, რომ უნდა გაცურო ამ მიტოვებული
კლდიდან, როგორც ეაგონ დამპყრობელმა, და წალეკო ყოველი შე-
ნი წინააღმდგომი, როგორც ოდესღაც – მან. ოღონდ წარმოთქვი სა-
ჭირო სიტყვა და მიიღე ნათლის უფალი.
– ეგ ნათლის უფალი რამდენ ხმალს მომცემს ხელში? – თავისა-
ზე იდგა სტანისი.
– იმდენს, რამდენიც დაგჭირდება, – აღუთქვა ცოლმა, – დასაწ-
ყისისთვის გრიგალის კიდისა და ზენაბაღის ხმლებს მოგცემს, და
მათ ყველა მებაირაღე ლორდს, აგრეთვე.
– დავოსი სულ სხვა რამეს გეტყოდა, – უთხრა სტანისმა, – ეგ
ხმლები რენლის არიან შეფიცულნი. მათ ჩემს მშვენიერ ჭაბუკ ძმაზე
ამოსდით მზე და მთვარე, როგორც ოდესღაც რობერტზე ამოსდი-
ოდათ... და როგორც არასოდეს – ჩემზე.
– დიახ, – მიუგო ქალმა, – მაგრამ რენლი რომ მომკვდარიყო...
სტანისი ცოლს მოჭუტული თვალებით შეაცქერდა, და კრესენმა თა-
ვი ვეღარ შეიკავა.

31
– ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. თქვენო მოწყალებავ, რა სისულე-
ლეებიც არ უნდა ჩაედინა რენლის...
– სისულელეები? მე მაგას ღალატს ვეძახი, – სტანისი კვლავ
ცოლს მიუბრუნდა, – ჩემი ძმა ახალგაზრდა და ჯანმრთელია, გარშე-
მო ურიცხვი ლაშქარი ახვევია და ის თავისი ცისარტყელა რაინდე-
ბიც, კიდევ.
– მელისანდრემ ცეცხლს ჩახედა და ნახა, მკვდარი იყო.
კრესენს თავზარი დაეცა.
– ძმის მკვლელობა... მილორდ, ეს დიდი ბოროტებაა, მაგაზე
ფიქრიც არ შეიძლება... გევედრები, დამიგდე ყური.
ლედი სელისმა ბერიკაცი მზერით გაზომა.
– და რას ეტყვი, მაისტერ? როგორ მოიპოვებს ნახევარ სამეფოს,
თუ სტარკებთან მუხლისჩოქით მიხოხდება და ჩვენს ასულს კი ლიზა
ერინს მიჰყიდის?
– შენი რჩევა უკვე ვისმინე, კრესენ, – უთხრა ლორდმა სტანისმა,
– ახლა მას დავუგდებ ყურს. შეგიძლია, წახვიდე.
მაისტერმა კრესენმა გაშეშებული მუხლი მოიყარა. ნელი ფრა-
ტუნით ოთახს სანამ კვეთდა, ზურგით ლედი სელისის მზერას
გრძნობდა. კიბის ძირს რომ მიაღწია, ფეხზე ძლივსღა იდგა.
– მომეხმარე, – უთხრა პილოსს.
საკუთარ ოთახებში თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, კრესენმა
ახალგაზრდა დამხმარე დაითხოვა და ისევ აივანზე გავიდა კოჭლო-
ბით, თავის ქიმერებს შორის ჩამდგარს კვლავ ზღვისთვის რომ გა-
ეხედა. სალადორ საანის ერთი საბრძოლო ხომალდი ციხესიმაგრის
გვერდით მისრიალებდა, მისი ხალისიანი ფერებით დაზოლილი
კორპუსი რუხ-მწვანე წყალს ჭრიდა, ნიჩბები მწყობრად მაღლდე-
ბოდნენ და ეშვებოდნენ. უცქერდა, სანამ გემი კონცხს არ ჩაეფარა.
ნეტავ ჩემი შიშებიც ასე იოლად უჩინარდებოდნენ. ნუთუ ამდენ
32
ხანს ამისთვის იცოცხლა?
მაისტერი ყელსაბამს რომ იბამს, შვილების ყოლის იმედს ეთხო-
ვება, მაგრამ კრესენი მაინც ხშირად გრძნობდა თავს მამად. რობერ-
ტი, სტანისი, რენლი... სამი ძე აღზარდა მას შემდეგ, რაც გამძვინვა-
რებულმა ზღვამ ლორდი სტეფონი ჩანთქა. ნუთუ ისე ცუდად შეასრუ-
ლა ნაკისრი საქმე, რომ ახლა უნდა უცქიროს, როგორ ხოცავენ ისი-
ნი ერთმანეთს? არ შეეძლო, ამას შეჰგუებოდა, არც შეეგუებოდა
არაფრით.
ამ უბედურების მიზეზი ის ქალი იყო. ლედი სელისი კი არა, მე-
ორე. წითელი ქალი, როგორც მსახურები ეძახდნენ, რაკი მისი სახე-
ლის წარმოთქმა აფრთხობდათ.
– მე კი წარმოვთქვამ მის სახელს, – უთხრა კრესენმა თავის ჯო-
ჯოხეთის მწევარს, – მელისანდრე.
მელისანდრე ასშაელი, გრძნეული, აჩრდილების შემკვრელი და
ქურუმი რლორისა – ნათლის უფლის, ცეცხლის გულის, ალისა და
ბინდის ღმერთის. მელისანდრე, ვისი სიგიჟეც დრაკონის ქვის მიღმა
აღარ უნდა გავრცობილიყო.
დილის კაშკაშა ნათლიდან შემობრუნებულს თავისი ოთახები
ბინდიანი და პირქუში ეჩვენა. ბერიკაცმა მოუქნელი თითებით სან-
თელი აანთო და საყვავის კიბის ქვეშ შეყუჟული სამუშაო ოთახისკენ
წაიღო. აქ თაროებზე ფაქიზად იყო ჩამორიგებული მისი მალამოები,
წამლები და შხამები. ქვედა თაროზე, ნელსაცხებლებით სავსე დაბა-
ლი თიხის ქილების უკან, თავისი ნეკისხელა ლურჯი მინის შუშა იპო-
ვა. რომ შეარხია, შიგნით რაღაც გაჩხრიალდა. კრესენმა სულის შე-
ბერვით გადააცალა მტვრის ფენა და უკან, თავის მაგიდასთან წა-
იღო. მძიმედ ჩავარდა სავარძელში, საცობი ამოაძრო და შუშის შიგ-
თავსი წამოყარა. ხორბლის მარცვლისხელა თორმეტი კრისტალი
მაგიდაზე საკითხავად გაშლილ პერგამენტზე გაიფანტა. სანთლის
33
შუქზე პატიოსანი თვლებივით ბრწყინავდნენ და ისეთი მეწამული
ფერი ედოთ, რომ მაისტერმა გაიფიქრა, ეს ფერი ადრე სინამდვი-
ლეში არც მცნობიაო.
კისერზე შემოხვეული ყელსაბამი დაუმძიმდა. ერთ-ერთ კრის-
ტალს ნეკის წვერით შეეხო. რა პატარაა, არადა, მასში სიკვდილსი-
ცოცხლის ძალა დევს. ერთი განსაკუთრებული მცენარისგან იყვნენ
დამზადებული, რომელიც მხოლოდ ნეფრიტის ზღვის კუნძულებზე
ხარობდა, აქედან ნახევარი ქვეყნიერების დაშორებით.
ფოთლები უნდა დაგეძველებინა, ლაიმისა და შაქრის ნაყენში
დაგელბო, რომელშიც ზაფხულის კუნძულების განსაკუთრებული,
იშვიათი სუნელი იქნებოდა შერეული. მერე ფოთლები შეიძლებოდა
გადაგეყარა, მაგრამ ნაყენი ნაცრით უნდა შეგეზავებინა და დაკრის-
ტალება გეცლია. გრძელი და ძნელი საქმე იყო, ძვირ და ძნელად სა-
შოვნელ მასალას მოითხოვდა. მაგრამ ლისელმა ალქიმიკოსებმა
და ბრაავოსელმა უსახოებმა იცოდნენ მისი ავანჩავანი...
და მისი ორდენის მაისტერებმაც, აგრეთვე, თუმცა ციტადელის
კედლების გარეთ ამეებზე არ ლაპარაკობდნენ ხოლმე. მთელმა
ქვეყნიერებამ იცოდა, მაისტერი ვერცხლის რგოლს მაშინ ჭედდა,
კურნების ხელოვნებას რომ დაეუფლებოდა – მაგრამ ქვეყნიერებას
ერჩივნა, დაევიწყებინა, რომ იმას, ვინც კურნება იცის, მოკვლაც
კარგად შეუძლია. კრესენს აღარ ახსოვდა, ასშაელები რას უწოდებ-
დნენ იმ ფოთლებს, ან ლისელი მომწამვლელები – კრისტალს. ცი-
ტადელში ამას უბრალოდ მახრჩობელა ერქვა. ღვინოში გარეული
ეს კრისტალი ადამიანს ყელის კუნთებს მუშტივით მჭიდროდ უკრავ-
და და სასულეს უკეტავდა. ამბობდნენ, ამ დროს ადამიანს სახე ისე-
თივე მეწამული უხდება, როგორიც ეს კრისტალის მარცვალია, სა-
იდანაც მისი სიკვდილი აღმოცენდაო. მაგრამ ლუკმის გადაცდენით
გაგუდულ ადამიანსაც ხომ ასე მოსდის.
34
ამაღამ კი ლორდი სტანისის ნადიმზე შეიკრიბებიან მისი მებაი-
რაღეები, მისი ლედი-მეუღლე... და წითელი ქალი, მელისანდრე ას-
შაელი. უნდა დავისვენო, თავის თავს უთხრა მაისტერმა კრესენმა.
საღამოსთვის ძალა უნდა მოვიკრიბო. ხელები არ უნდა მიცახცახებ-
დეს, არც გამბედაობამ უნდა მიღალატოს. საზარელ საქმეს ჩავდი-
ვარ, მაგრამ ასეა საჭირო. თუკი ღმერთები არსებობენ, ისინი უთუ-
ოდ შემინდობენ. ბოლო დროს ისე ცუდად სძინავს. თვალის მოტყუე-
ბა ძალებს შესძენდა იმ განსაცდელის გადასატანად, წინ რომ ელო-
და.
დაღლილი ნაბიჯით წაფრატუნდა საწოლისკენ. ოღონდ, თვალე-
ბი რომ დახუჭა, მაინც ხედავდა კომეტის შუქს, წითელს, ვარვარას
და შემტევად ცოცხალს მისი სიზმრების წყვდიადში. იქნებ ეს ჩემი
კომეტაა, გაიფიქრა ბოლოს ბურანში, სანამ ძილს საბოლოოდ მის-
ცემდა თავს. სისხლის ნიშანია, მკვლელობის მაუწყებელი... ჰო...
რომ გამოეღვიძა, უკვე დაღამებულიყო. მისი საძინებელი სიშა-
ვეში დაძირულიყო და სხეულის ყველა სახსარი სტკიოდა. კრესენი
წამოიწია, თავი უგუგუნებდა. ხელჯოხს წაეტანა და ბარბაცით დადგა
ფეხზე. რა გვიანიაო, გაიფიქრა. არ დამიძახეს. ნადიმებზე ყოველ-
თვის ეძახდნენ ხოლმე, მაგიდის თავთან ახლოს სვამდნენ, ლორდ
სტანისის მახლობლად. თვალწინ ამოუტივტივდა თავისი ბატონის
სახე, არა კაცისა, რომელიც ახლა იყო, არამედ იმ ბიჭის, ოდესღაც
რომ ყოფილიყო, აბუზული რომ იდგა ხოლმე ჩრდილში, მაშინ, რო-
დესაც მზე მის უფროს ძმას დაჰნათოდა. რაც არ უნდა მოემოქმედა,
რობერტს უკვე მოესწრო იმის გაკეთება, და უკეთაც. საბრალო ბი-
ჭი... უნდა იჩქაროს, მისი გულისთვის.
მაისტერმა კრისტალები იქვე ნახა, სადაც დაძინებამდე დატოვა,
და ხელისგულით მოხვეტა პერგამენტიდან. კრესენს არ გააჩნდა
ღრუ ბეჭედი, ისეთი, როგორებიც, ამბობენ, ლისელ მომწამლავებს
35
უყვართო, მაგრამ კაბის ფართო სახელოებზე შიდა მხრიდან უამრა-
ვი დიდი თუ პატარა ჯიბე ჰქონდა გამოკერებული. მახრჩობელა მარ-
ცვლები ერთ-ერთ ჯიბეში ჩამალა, კარი გამოაფრიალა და დაიძახა:
– პილოს? სად ხარ?
პასუხი რომ ვერ მიიღო, უფრო ხმამაღლა გასძახა:
– პილოს, დახმარება მჭირდება!
პასუხი მაინც არ ისმოდა. ეს უცნაური იყო; ახალგაზრდა მაისტე-
რის სენაკი იქვე, კიბის ნახევარი ბრუნით ქვემოთ იყო მოთავსებუ-
ლი, ხმა იქამდე იოლად სწვდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მსახურები
მოიხმო.
– სწრაფად, – უთხრა მათ, – ძალიან დიდხანს მეძინა. ახლა ალ-
ბათ უკვე ნადიმობენ... სვამენ... უნდა გავეღვიძებინე. – რა დაემარ-
თა მაისტერ პილოსს? მართლაც რომ ვერ მიმხვდარიყო.
ისევ უნდა გაევლო ის გრძელი ტალანი. მაღალ ფანჯრებში ზღვის
სურნელით გამძაფრებული ღამის ქარი ჩურჩულებდა. დრაკონის
ქვის კედლების გასწვრივ ჩირაღდნები ციმციმებდნენ და ქვემოთ გა-
დაშლილ ბანაკში ასობით სამზადი კოცონი ენთო, თითქოს ვარ-
სკვლავების ველი მიწას დამხობოდა. მაღლა წითლად და ავად ვარ-
ვარებდა კომეტა. მეტისმეტად ბებერი და ბრძენი ვარ საიმისოდ, ამ-
გვარი რამები რომ მაშინებდეს, უთხრა მაისტერმა თავის თავს. სე-
ფედარბაზში შესასვლელი კარი ქვის დრაკონის პირში იყო მოქცე-
ული. მსახურებს უთხრა, გარეთ დაეტოვებინათ. ჯობდა, მარტო შე-
სულიყო; სისუსტე არ უნდა დასტყობოდა. ხელჯოხზე მძიმედ დაყ-
რდნობილმა აიარა ბოლო რამდენიმე საფეხური და ეშვების ქვეშ
გაჩლახუნდა. ორმა მცველმა მის წინ გახსნა მძიმე წითელი კარი და
ხმისა და სინათლის უცაბედ ნიაღვარს მისცა გზა.
კრესენმა დრაკონის ხახაში შეაბიჯა.

36
დანების და ჭურჭლის ჩხაკუნის, სუფრის ხმადაბალი საუბრის გუ-
გუნს მიღმა თავნაკუწას სიმღერა ჩაესმა: „იცეკვებს, მილორდ, იცეკ-
ვებს, მილორდ...“ მოწკრიალე საძროხე ზანზალაკების თანხლებით.
იგივე საზარელი სიმღერა იყო, დილით რომ მღეროდა. „ჩრდილი
მოვა და დარჩება, დარჩება, მილორდ, დარჩება, მილორდ!“ ქვედა
მაგიდებს შემოსხდომოდნენ რაინდები, მშვილდოსნები და ქირით
მებრძოლთა კაპიტნები. ისინი შავ პურს ტეხდნენ და თევზის კერძში
აწობდნენ. არ ისმოდა ხმამაღალი სიცილი ან ხრინწიანი შეძახილე-
ბი, ნადიმის ღირსებას ჩრდილს რომ მიაყენებდა, როგორც სხვა მებ-
რძოლთა ნადიმებზე; ლორდი სტანისი ასეთ რამეს არ მოითმენდა.
კრესენი გაემართა ამაღლებული ბაქნისკენ, სადაც ლორდები
სუფრას მეფესთან ერთად შემოსხდომოდნენ. თავნაკუწას გარშემო
შემოვლა მოუხდა. ცეკვასა და ზანზალაკების წკრიალში მასხარამ
ვერც დაინახა, ვერც გაიგონა მისი მიახლოება. ერთი ფეხიდან მე-
ორეზე რომ გადახტა, თავნაკუწა კრესენს დაეჯახა და ხელჯოხი გა-
აგდებინა. ისინი ერთად დაენარცხნენ დაბლა გაფენილ ჭილს, ერ-
თმანეთში არეული ხელ-ფეხით; მათ გარშემო კი უეცარმა ხარხარმა
იფეთქა. უეჭველია, სასაცილო სანახავი იქნებოდა.
თავნაკუწა სანახევროდ მასზე გაშოტილი დარჩა, მასხარას ჭრე-
ლი სახე მაისტერის სახეს მიეკრო. ეჟვნებიანი და რქებიანი მუზარა-
დი გადავარდნოდა, – ზღვის ქვეშ დაბლა კი არა, მაღლა ეცემი, –
განაცხადა მან, – ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ, – ხითხითით გადაგორდა
გვერდზე, ფეხზე წამოხტა და წაიცეკვა.
მაისტერი შეეცადა, ნირი არ გაეტეხა, სუსტად გაიღიმა და წამო-
სადგომად წამოიწია, მაგრამ თეძო ისე სტკიოდა, რომ წუთით შეშინ-
და, ალბათ ისევ მოვიტეხეო. იგრძნო, ძლიერი ხელები ამოედო
მკლავებქვეშ და ფეხზე წამოაყენა.
– მადლობა, სერ, – წაიბუტბუტა კრესენმა და შებრუნდა, რათა
37
ენახა, რომელი რაინდი მიეშველა.
– მაისტერ, – წარმოთქვა ლედი მელისანდრემ, დაბალი ხმა ნეფ-
რიტის ზღვის ჰანგით გაჟღენთოდა, – უფრო ფრთხილად უნდა იყო.
ახლაც, როგორც ყოველთვის, თავიდან ფეხამდე წითლები ეცვა:
მის ცეცხლივით კაშკაშა, ფრიალა აბრეშუმის გრძელ, ფართო
კაბას ჩამოგრძელებული სახელოები და გულისპირზე დატანებული
ნაჭრევები ჰქონდა, რომლის შიგნითაც უფრო მუქი, სისხლისფერი
ქსოვილი გამოსჭვიოდა. ყელზე ნებისმიერ მაისტერის ჯაჭვზე უფრო
მჭიდროდ შემოვლებოდა წითელი ოქროს საყელო, ეული მსხვილი
ლალით დამშვენებული.
თმა ჩვეულებრივი წითური ადამიანების მსგავსად ნარინჯის ან
მარწყვისფერი კი არ ჰქონდა, არამედ გაპრიალებულ სპილენძად
უელვარებდა ჩირაღდნების შუქზე. თვალებიც კი წითლად მოუჩან-
და... მაგრამ კანი გლუვი და თეთრი ჰქონდა, უზადო, ნაღებივით
ქათქათა. თხელი იყო, მოქნილი, ბევრ რაინდზეც მაღალი იქნებო-
და. სავსე მკერდი, წვრილი წელი და რბილად მოხაზული სახე ჰქონ-
და. მისი დამნახავი მამაკაცები, და თავად მაისტერიც კი, მზერას
სწრაფად ვერ სწყვეტდნენ. ბევრი ლამაზს უწოდებდა. ლამაზი არ
იყო. წითელი იყო, საზარელი, და წითელი.
– მე... გმადლობ, მილედი.
– შენს ასაკში კაცი უნდა აკვირდებოდეს, ფეხს სად დგამს, – თა-
ვაზით მიმართა მელისანდრემ, – ღამე ბნელი და ხიფათით სავსეა.
იცნო ეს ფრაზა, ქალის რწმენის რომელიღაც ლოცვის ნაწყვეტი. მე-
რედა რა, მე ჩემი რწმენა მაქვს.
– სიბნელე მხოლოდ ბალღებს აფრთხობს, – უთხრა ქალს. ამის
თქმა იყო და, თავნაკუწამ ისევ წამოიწყო თავისი სიმღერა.
– ჩრდილი მოვა და იცეკვებს, იცეკვებს, მილორდ, იცეკვებს, მი-

38
ლორდ... – ესეც გამოცანა, – თქვა მელისანდრემ, – ჭკვიანი მასხა-
რა და სულელი ბრძენკაცი, – დაიხარა, თავნაკუწას ჩამოვარდნილი
ჩაჩქანი აიღო და კრესენს დაახურა. ზანზალაკებმა წყნარად დაიწ-
კრიალეს, სათლი ყურებზე რომ ჩამოუცურდა, – ეს გვირგვინი სწო-
რედ შენს ჯაჭვს მოუხდება, ლორდ მაისტერ, – გამოაცხადა. გარშე-
მო ყველანი იცინოდნენ.
კრესენმა პირი მაგრად მოკუმა და შეეცადა, მოძალებულ მრის-
ხანებას გამკლავებოდა. ქალს იგი სუსტი და უმწეო ეგონა, მაგრამ
ამაღამვე გაიგებდა, რომ ცდებოდა. იქნებ მოხუცი იყო, მაგრამ ცი-
ტადელის აღზრდილი მაისტერი ეთქმოდა.
– ჭეშმარიტების გარდა სხვა გვირგვინი არ მჭირდება, – უთხრა
და მუზარადი მოიხადა.
– ამქვეყნად არის ჭეშმარიტებანი, რომელთაც ძველქალაქში არ
ასწავლიან, – წითელი აბრეშუმის ჩქერებში გახვეული მელისანდრე
შებრუნდა და უკან, მაღალი მაგიდისკენ გასწია, რომელსაც მეფე
სტანისი და მისი დედოფალი შემოსხდომოდნენ. კრესენმა რქიანი
თუნუქის სათლი ისევ თავნაკუწას მიაწოდა და დააპირა, მიჰყოლო-
და.
მის ადგილზე მაისტერი პილოსი იჯდა.
ბერიკაცი შედგა და მიაჩერდა, სხვა ვერაფერი მოახერხა.
– მაისტერო პილოს, – წარმოთქვა ბოლოს, – შენ.”. შენ მე არ
გამაღვიძე. – მისმა მოწყალებამ მიბრძანა, თქვენთვის მოსვენება
მეცლია, – პილოსს ეყო ნამუსი, გაწითლებულიყო მაინც, – მითხრა,
რომ აქ საჭირო არ იქნებოდით.
კრესენმა მდუმარედ მსხდომ რაინდებს, მეთაურებს და ლორ-
დებს გადახედა. ხნიერ და გაუცინარ ლორდ სელტიგარს ძოწებით
ამოქარგული წითელი კიბორჩხალებით მოხატული მანტია მოესხა.

39
მოხდენილ ლორდ ველარიონს ზღვისფერი მწვანე აბრეშუმის სამო-
სი შეერჩია, ყელთან მიბნეული თეთრი ოქროს ზღვის ცხენი მის
გრძელ ქერა თმას ეხამებოდა. ლორდი ბარ ემონი, თოთხმეტი წლის
ფუმფულა ბიჭი, თეთრი სელაპის ბეწვმოვლებულ მეწამულ ხავერ-
დებში გამოხვეულიყო. სერ აქსელ ფლორენტი მდიდრულ ოქროს-
ფერსა და მელის ბეწვშიც კი შეუმჩნეველი ჩანდა. ღვთისმოსავ
ლორდ სანგლასს ყელი, მაჯა და თითი მთვარის სპეკალით დაემშვე-
ნებინა, ლისელი კაპიტანი სალადორ საანი კი ერთიანად ალისფერ
ატლასად, ოქროდ და პატიოსან თვლებად კაშკაშებდა. მხოლოდ
სერ დავოსს ეცვა უბრალო ყავისფერი კამზოლი და მწვანე შალის
მანტია და მხოლოდ სერ დავოსმა გაუსწორა მზერა, რომელშიც სიბ-
რალული ედგა.
– შენ მეტისმეტად სნეული და მეტისმეტად ფრთხილი ხარ საიმი-
სოდ, რომ მჭირდებოდე, ბერიკაცო, – ეს ლორდ სტანისის ხმას ჰგავ-
და, ძალიან ჰგავდა, მაგრამ შეუძლებელი იყო, ის ვერ იქნებოდა, ვე-
რა, – ამიერიდან პილოსი მომცემს რჩევებს. ყორნებთან უკვე ის მუ-
შაობს, რადგან შენ საყვავეში ვეღარ ადიხარ. ისღა მაკლია, ჩემი
სამსახურით მოიკლა თავი.
მაისტერმა კრესენმა თვალები აახამხამა. სტანის, ჩემო ბატონო,
ჩემო სევდიანო პირქუშო ბიჭო, შვილო, რომელიც არასოდეს მყო-
ლია, ამას არ უნდა სჩადიოდე. ხომ იცი, როგორ ვზრუნავდი შენზე,
შენთვის ვცხოვრობდი, მიყვარდი ყველაფრის მიუხედავად? ჰო, მიყ-
ვარდი, მეტად, ვიდრე რობერტი ან რენლი, იმიტომ, რომ შენ გაკ-
ლდა სიყვარული და შენ გჭირდებოდი სხვებზე უფრო. მაგრამ ესღა
თქვა:
– როგორც მიბრძანებ, მილორდ, მაგრამ... მაგრამ მშიერი ვარ.
არ შეიძლება, შენს მაგიდას მივუჯდე? – შენ გვერდით დავჯდე, ჩემი
ადგილი შენ გვერდითაა...
40
სერ დავოსი გრძელი სკამიდან წამოდგა.
– პატივად ჩავთვლი, მაისტერი გვერდით თუ მომიჯდება, თქვენო
მოწყალებავ.
– როგორც გენებოთ, – ლორდი სტანისი მიბრუნდა და რაღაც
უთხრა მელისანდრეს, რომელიც ხელმარჯვნივ მიუჯდა. მარცხნივ
ლედი სელისი ეჯდა, მისივე თვალ-მარგალიტივით კაშკაშა და მყიფე
ღიმილს აფრქვევდა.
შორია, ბუნდოვნად გაიფიქრა კრესენმა, სერ დავოსის ადგილს
რომ უყურებდა. კონტრაბანდისტსა და საპატიო მაგიდას შორის მე-
ბაირაღე ლორდების ნახევარი მოთავსებულიყო. ახლოს უნდა ვი-
ყო, თუ მსურს, ჭიქაში მახრჩობელა ჩავუგდო, მაგრამ რა გზით? მა-
ისტერი ნელა დაიძრა მაგიდის შემოსავლელად, დავოს სივორთის-
კენ მიემართებოდა. თავნაკუწა კი მის გარშემო დახტოდა და კუნ-
ტრუშებდა.
– აქ ჩვენ ვჭამთ თევზს, – გამოაცხადა ბედნიერმა, ხელში ვირ-
თევზა ეჭირა და კვერთხივით იქნევდა, – ზღვის ქვეშ კი თევზები
გვჭამენ ჩვენ. ვიცი, ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ..
სერ დავოსი სკამზე ჩაიწია, თავის გვერდით ადგილი რომ გაეთა-
ვისუფლებინა. – ამ საღამოს ყველას მასხარის ხალათები უნდა
გვცმოდა, – უთხრა კრესენს მოღუშულმა, მაისტერი მის გვერდით
რომ ჩამოჯდა, – იმიტომ რომ სამასხარაოდ შევიკრიბეთ ყველანი.
წითელმა ქალმა თავის ალებში გამარჯვება იხილა, ამიტომ სტანისს
განზრახული აქვს, მოითხოვოს, რაც ეკუთვნის – სულერთია, რამ-
დენი ჯარისკაცი ჰყავს. სანამ ეგ ქალი დაშოშმინდება, ალბათ ყველა
ვნახავთ, რაც თავნაკუწას აქვს ნანახი – ზღვის ფსკერს, სამწუხა-
როდ.
კრესენმა ხელები სახელოებში შეიყო, თითქოს ამცივნებს და
თბებაო. თითებით მოსინჯა მაგარი, გამობურცული ადგილები,
41
კრისტალებს რომ გაეჩინათ ქსოვილზე.
– ლორდ სტანის.
სტანისმა წითელ ქალთან საუბარს თავი ანება და მობრუნდა,
მაგრამ პასუხი ლედი სელისმა გასცა.
– მეფე სტანის. თავს გაგდის, მაისტერ.
– მოხუცია, გონება ეფანტება, – უხეშად მოუჭრა ცოლს მეფემ, –
რა იყო, კრესენ? თქვი, რა გაქვს გულში.
– თუ გაცურვა განგიზრახავს, აუცილებელია, ლორდ სტარკს და
ლედი ერინს შეეკრა...
– არავისთან არ ვაპირებ შეკვრას, – წარმოთქვა სტანის ბარათე-
ონმა. – ისე, ვით ნათელი არ შეეკვრება ბნელს, – ლედი სელისმა
მისი – ხელი აიღო ხელში.
სტანისმა თავი დაუქნია.
– სტარკებს გუმანში აქვთ, ნახევარი სამეფო მომტაცონ, ისევე,
როგორც ლანისტერებმა უკვე მიიტაცეს ჩემი ტახტი, ჩემმა ძვირფას-
მა ღვიძლმა ძმამ კი – ჯარისკაცები, ვასალები და ციხეები, წესით მე
რომ მეკუთვნის. ისინი ყველანი უზურპატორები და ჩემი მტრები
არიან.
დაკარგული მყავს იგი, გაიფიქრა სასოწარკვეთილმა კრესენმა.
ოღონდაც კი შესძლებოდა, მელისანდრეს შეუმჩნევლად მიახლოე-
ბოდა... სულ ერთი წამით მოეხელთებინა მისი ჭიქა.
– შენ შენი ძმა რობერტის კანონიერი მემკვიდრე ხარ, შვიდი სა-
მეფოს ჭეშმარიტი მბრძანებელი, მეფე ანდალთა, როინართა და
პირველ კაცთა, – წარმოთქვა იმედდაკარგულმა, – მაგრამ, თუმც ეს
ასეა, მოკავშირეთა გარეშე ვერ გაიმარჯვებ.
– ჰყავს მოკავშირე, – თქვა ლედი სელისმა, – რლორი, ნათლის
უფალი, ცეცხლის გული, ალისა და ჩრდილის ღმერთი.
– ღმერთები, უკეთეს შემთხვევაში, არასაიმედო მოკავშირენი
42
არიან, – შეედავა ბერიკაცი, – მაგ ღმერთს კი ჩვენში ძალა არ გააჩ-
ნია. – ეგრე გგონია, არა? – მელისანდრეს ყელზე შებმულ ლალს
სხივი დაეცა, როდესაც ქალმა თავი მოაბრუნა, და წუთით ლამის კო-
მეტასავით აგიზგიზდა, – ასეთ სისულელეებს თუ ილაპარაკებ, მაის-
ტერ, ჯობს, ისევ დაიხურო შენი გვირგვინი.
– დიახ, – დაეთანხმა ლედი სელისი, – ნაკუწას მუზარადი. მარ-
თლაც რომ შეგეფერება, ბერიკაცო. დაიხურე, გიბრძანებ.
– ზღვის ქვეშ ქუდი არავის ახურავს, – თქვა თავნაკუწამ, – ვიცი,
ვიცი, ოჰ, ოჰ, ოჰ.
ლორდ სტანისს თვალებს მძიმე წარბები უჩრდილავდა, პირი
მტკიცედ მოეკუმა, ყბა უმოძრავებდა. როცა ბრაზობდა, მუდამ კბი-
ლებს აკრაჭუნებდა ხოლმე.
– მასხარავ, – დაიღრინა ბოლოს, – ქალბატონმა გიბრძანა. მი-
ეცი კრესენს შენი მუზარადი.
არა, გაიფიქრა ბებერმა მაისტერმა, ეს შენ არ ხარ, შენ ასე არ იქ-
ცევი. ყოველთვის სამართლიანი იყავი, შეუბრალებელი, მაგრამ
არა – ბოროტი. არასოდეს ყოფილხარ ბოროტი; არაფერი იცოდი
დაცინვის, ისევე, როგორც არც სიცილის გაგეგებოდა რამე.
თავნაკუწა ცეკვით მიუახლოვდა, საძროხე ზანზალაკების წკრი-
ალ-ზრიალ-კაკუნით. მაისტერი უსიტყვოდ იჯდა, სანამ მასხარა რქი-
ან სათლს თავზე მოარგებდა. კრესენმა მისი სიმძიმით თავი დახარა.
ეჟვნები აწკრიალდნენ.
– იქნებ ამიერიდან რჩევები გვიმღეროს ხოლმე, – თქვა ლედი
სელისმა.
– ზედმეტი მოგდის, ქალო, – უთხრა ლორდმა სტანისმა, – იგი
მოხუცია და მთელი სიცოცხლე კარგად მემსახურა.
და საბოლოოდაც მოგემსახურები, ჩემო ძვირფასო ბატონო, ჩე-

43
მო საბრალო ეულო შვილო, გაიფიქრა კრესენმა, რადგან უცებ მიხ-
ვდა, რა უნდა ეღონა. წინ სერ დავოსის თასი ედგა, მჟავე წითელი
ღვინით სანახევროდ სავსე. სახელოში კრისტალის მაგარი მარცვა-
ლი იპოვა, ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია და თასს გა-
დასწვდა. რბილი, მარჯვე მოძრაობაა საჭირო, ხელი არ ამიცდეს,
შეევედრა ღმერთებს და მათ ისმინეს. თვალის დახამხამებაში გა-
იცალა თითები. უკვე წლები იყო, ასეთი მტკიცე, ასე სწრაფი ხელი
არ ჰქონოდა. დავოსმა შენიშნა, მაგრამ სხვამ არავინ, დარწმუნებუ-
ლი იყო. თასი აიღო და ფეხზე წამოდგა.
– იქნებ მართლაც მასხრულად ვირჯებოდი. ლედი მელისანდრე,
გაიზიარებ ღვინოს ჩემთან? თასი ავწიოთ შენი ღმერთის, ნათლის
უფლის სადიდებლად? მისი ძლიერება ვადღეგრძელოთ?
წითელი ქალი დაკვირვებით შეაცქერდა.
– როგორც გენებოს.
გრძნობდა, ყველა მას რომ უცქერდა. დავოსმა მერხიდან წამომ-
დგარს ხელი სტაცა, ლორდ სტანისის მიერ წაკვეთილი თითებით ჩა-
აფრინდა სახელოზე.
– რას სჩადი? – ჩასჩურჩულა.
– იმას, რაც გასაკეთებელია, – მიუგო კრესენმა, – სახელმწიფოს
და ჩემი ბატონის სულის გადასარჩენად, – დავოსის ხელი მოიშორა
და ღვინო დაბლა დაგებულ ჭილზე დაეშხეფა.
ქალი საპატიო მაგიდის ძირში შეეგება. ყველას თვალი მათ უც-
ქერდა. მაგრამ კრესენი მხოლოდ ქალს ხედავდა: წითელ აბრეშუმს,
წითელ თვალებს, ყელთან წითლად დაბნეულ ლალს, მკრთალ ღი-
მილად აპრეხილ წითელ ტუჩებს. ხელი მაისტერს მოავლო ხელზე,
თასს რომ მისწვდა. ცხელი, გავარვარებული კანი ჰქონდა.
– კიდევ არ არის გვიანი, ღვინო დაიქცეს, მაისტერ.
– არა, – დაიჩურჩულა ბერიკაცმა ხრინწით, – არა.
44
– როგორც გენებოს, – მელისანდრე ასშაელმა თასი ჩამოართვა
და დაეწაფა. ნახევარი ყლუპიღა რჩებოდა, როდესაც უკან დაუბრუ-
ნა, – ახლა შენ.
მაისტერს ხელები უცახცახებდა, მაგრამ თავი აიძულა, ძლიერი
ყოფილიყო. ციტადელის გამოზრდილ მაისტერს შიში არ უნდა ეკა-
რებოდეს. სასაზე მჟავედ მოედო ღვინო. თითებიდან გაცურებული
ცარიელი თასი ნამსხვრევებად გაიფანტა იატაკზე.
– აქაც აქვს მას ძალა, – უთხრა ქალმა, – ცეცხლი კი გამწმენდია.
– ყელთან წითლად უელავდა ლალი.
კრესენმა სცადა, პასუხი გაეცა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხი-
რა. ხველა საზარელ სტვენად ექცა, ჰაერის შესუნთქვას რომ ლა-
მობდა. რკინის თითები წაეჭირა ყელზე და დააჩოქა. მაინც თავს იქ-
ნევდა, უარყოფდა ქალის სიტყვებს, უარყოფდა მის ძალას, მის ჯა-
დოსნობას, მის ღმერთს. და ზანზალაკები რეკდნენ მის რქებში, მას-
ხარა, მასხარაო, ჟღერდნენ, წითელი ქალი კი სიბრალულით უც-
ქერდა და მის წითელ, წითელ თვალებში სანთლების ალი ცეკვავდა.

არია

ვინტერფელში „არია-ცხენისსიფათას“ ეძახდნენ და ფიქრობდა,


ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო, მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ ლუ-
მი მწვანეხელა „თავგოროხას“ შეარქმევდა. თავზე ხელს რომ იდებ-
და, მართლაც ოღროჩოღრო ჰქონდა. იორენმა იმ ხეივანში რომ შე-
ათრია, გოგონას ეგონა, მოკვლას უპირებდა, მაგრამ სუნიანმა მო-
ხუცმა კაცმა მხოლოდ მაგრად ჩაიჭირა და მისი გაბურდული, მოთე-
ლილი თმების ხანჯლით ხერხვას მოჰყვა. გოგონას ახსოვდა, რო-
გორ მიაქანებდა ნიავი ჭუჭყიანი ყავისფერი თმის ბღუჯებს ქვაფე-
ნილზე, იმ სეპტისკენ, სადაც მამამისი მოკვდა.
45
– მე ქალაქიდან კაცები და ბიჭები გამყავს, – ღრენით ეუბნებოდა
იორენი, თან ბასრი ფოლადით თავს უფხეკდა, – წყნარად იყავი, ბი-
ჭო! – საქმე რომ მოათავა, არიას თავზე უსწორმასწორო ბუძგების
გარდა აღარაფერი დარჩა. ამის მერე იორენმა გააფრთხილა, რომ
ანი, ვინტერფელში ჩასვლამდე, იგი არი იქნებოდა, ობოლი ბიჭი. –
ჭიშკარში გავლა არ გაგვიჭირდება, აი, გზა კი სხვა საქმეა. დიდხანს
მოგიწევს სიარული ცუდ ხალხში. ამჯერად ოცდაათი ვიშოვე, კე-
დელზე მისაყვანი კაცები და ბიჭები, და არც გეგონოს, იმ შენს ბუშ
ძმას რამით ჰგავდნენ, – მან გოგონა შეანჯღრია, – ლორდმა ედარ-
დმა დილეგებში ამარჩევინა და იქ პატარა ლორდისწულები რაღაც
ვერ ვნახე. ამ ხროვას რომ ხედავ, ნახევარი დედოფალს ისე გადაგ-
ცემს, გადაფურთხებას ვერ მოასწრებ – შეწყალების ან იქნებ დამა-
ტებით ორიოდე ვერცხლის სამაგიეროდ. მეორე ნახევარიც იმასვე
იზამს, ოღონდ ჯერ გიხმარს და მერე. ასე რომ, შენთვის იყავი და მო-
საფსმელად ტყეში გადი, მარტო. ეს ყველაზე ძნელი იქნება, ერთი
სიტყვით, საჭიროზე მეტი წყალი არ სვა. მეფის საბიჯელიდან იოლად
გავიდნენ, სწორედ ისე, როგორც იორენი ამბობდა. ლანისტერების
მცველები კარიბჭესთან ყველას აჩერებდნენ, მაგრამ იორენმა ერთ-
ერთს სახელით მიმართა და მათი ფორნები დაუბრკოლებლად გა-
ატარეს. არიასთვის ზედაც არავის შეუხედავს. ისინი კეთილშობილ
გოგონას ეძებდნენ, მეფის მარჯვენის ასულს, და არა უშნოდ გადაკ-
რეჭილ გაჩხიკულ ბიჭუნას. არიას ერთხელაც არ მოუხედავს უკან.
ის სურდა, შავწყალა ჩქერი მომსკდარიყო და მთელი ქალაქი წა-
ელეკა, რწყილიანი ფსკერიც, წითელი ციხეც, დიდი სეპტიც, ყველა-
ფერი და ყველაც ზედ მიეყოლებინა, განსაკუთრებით – პრინცი ჯოფ-
რი და დედამისი.
მაგრამ იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა, თანაც, სანსა ჯერაც ქა-

46
ლაქში იყო და ისიც წაილეკებოდა. ეს რომ გაახსენდა, არიამ გადაწ-
ყვიტა, ამის ნაცვლად ვინტერფელში მოხვედრა ენატრა.
თუმცა იორენს შეეშალა, რაც მოფსმაზე უთხრა. ეს ყველაზე ძნე-
ლი საქმე სულაც არ იყო; ყველაზე უფრო ძნელი ლუმი მწვანეხელა
და ღვეზელა იყვნენ, ობოლი ბიჭები. იორენმა ზოგი ქუჩაში მოკრი-
ბა, მუცლების გამოძღობას და ფეხსაცმელებს დაჰპირდა.
დანარჩენები კი შებორკილები იპოვა.
– ებგურს ღირსეული კაცები სჭირდება, – უთხრა მათ, გზას რომ
გაუდგნენ, – მაგრამ თქვენს ხროვას მოუწევს, გაქაჩოს.
იორენმა დილეგებიდან კაცებიც წამოიყვანა: ქურდები, ბრაკო-
ნიერები, მოძალადეები და ამგვარები. ყველაზე უარესი ის სამი იყო,
შავ საკნებში რომ ნახა და რომლებიც, ჩანს, მასაც კი აშინებდნენ,
რადგან ხელფეხშეკრულები ჩასხა ფორნის სიღრმეში და დაიფიცა,
კედლამდე ბორკილებს არ მოვხსნიო. ერთისთვის ცხვირი მოეჭ-
რათ, სახეზე მის ადგილას ნახვრეტი მოუჩანდა; მეორე ზორბა იყო,
სქელი და მელოტი, ლოყებზე სველი წყლულები ჰქონდა და თვა-
ლებში არაფერი ადამიანური არ მოუჩანდა.
მეფის საბიჯელიდან კედელზე მისატანი მარაგებით დატვირთუ-
ლი ხუთი ფორანი გამოიყოლეს: ტყავები და ქსოვილის გრაგნილე-
ბი, თუჯის ფილები, ყორნებით სავსე გალია, წიგნები, ქაღალდი და
მელანი, ფოთოლმწარას ბარდანა, ზეთის ქილები და წამლებით და
სუნელებით სავსე სკივრები. ფორნებს გამწევი ცხენები მიეზიდე-
ბოდნენ, იორენმა კი ორი საბრძოლო ულაყი და ბიჭებისთვის ექვსი
ვირიც იყიდა. არიას ნამდვილ ცხენზე ჯდომა ერჩივნა, მაგრამ ფო-
რანში ჯდომას ვირით სიარულიც სჯობდა.
კაცები მას ზედაც არ უყურებდნენ, აი, ბიჭებთან კი ასე არ გა-
უმართლა. არია ყველაზე უმცროს ობოლზეც ორი წლით პატარა
იყო, თან, რასაკვირველია, ყველაზე ტანმორჩილი და გაჩხიკულიც,
47
ხოლო ლუმიმ და ღვეზელამ გადაწყვიტეს, ხმას იმიტომ არ იღებს,
რომ ან ეშინია, ან სულელია ან ყრუო.
– შეხე ერთი მაგ ხმალს, თავგოროხამ აქ რომ მოათრია, – თქვა
ერთ დილით ლუმიმ, როდესაც ისინი აუჩქარებლად მიაბიჯებდნენ
ბოსტნებისა და ქერის ყანების გასწვრივ. სანამ ქურდობაზე წაას-
წრებდნენ, იგი ქსოვილების მღებავის შეგირდი იყო და ხელები
იდაყვამდე მწვანე ლაქებით ჰქონდა დაფარული. რომ იცინოდა, თა-
ვისი ვირივით ყროყინებდა ხოლმე, – ეგეთ სანაგვის ვირთხას ხმა-
ლი სად უნდა ეშოვა?
არიამ უხმოდ მოიკვნიტა ტუჩი. კარგად ხედავდა ფორნების წინ
მიმავალი იორენის გახუნებულ მოსასხამში გამოხვეულ ზურგს, მაგ-
რამ მტკიცედ გადაეწყვიტა, შველის საძებრად ტირილით არ მივარ-
დნოდა. – ეგება პატარა საჭურველთმტვირთველია, – ჩაურთო ღვე-
ზელამ. დედამისი, სანამ მოკვდებოდა, მცხობელი იყო, ბიჭი მთელი
დღე ურიკას დაათრევდა ქუჩაში და გაჰყვიროდა, ღვეზელები, ცხე-
ლი ღვეზელებიო, – ვინმე ძაან ლორდის პატარა საჭურველთმტვირ-
თველი ბიჭი, და ეგაა.
– არა, ეგ არ იქნება, შეხედე ერთი. დაგენაძლავები, ეგ მართალი
ხმალი არც იქნება. დაგენაძლავები, სათამაშო ხმალი იქნება. არია
ვერ იტანდა, ნემსს რომ დასცინოდნენ.
– ციხე-კოშკში გაჭედილი ფოლადია, შე უტვინო, – იგი უნაგირზე
შემოტრიალდა და ბრაზით მიაჩერდა მოსაუბრეებს, – და გიჯობს,
მოკეტო.
ობოლი ბიჭები აყიჟინდნენ.
– სად იშოვე ეგეთი ხმალი, ცხვირგოროხა? – ჩააცივდა ღვეზე-
ლა. – თავგოროხა, – შეუსწორა ლუმიმ, – იქნებ მოიპარა.
– არაფერიც! – იყვირა არიამ. ნემსი ჯონ სნოუმ აჩუქა. იქნებ იძუ-
ლებული იყო შეჰგუებოდა, თავგოროხას რომ ეძახდნენ, მაგრამ
48
იმას კი აღარ შეეგუებოდა, ჯონისთვის ქურდი ეძახათ.
– თუ მოიპარა, შეიძლება, წავართვათ, – თქვა ღვეზელამ, – მა-
ინც არაა მაგისი. ეგეთი ხმალი გამომადგებოდა.
– აბა ჰე, მიდი, წაართვი, – წააქეზა ლუმიმ.
ღვეზელამ თავის ვირს ქუსლები მოსცხო და არიას გვერდში ჩა-
უდგა. – ე, ცხვირგოროხა, მომე ეგ ხმალი, – ჩალისფერი თმა ჰქონ-
და, მსუქანი სახე მზეზე დასწვოდა და ექერცლებოდა, – მაინც არ იცი
მაგის ხმარება.
დიახაც ვიცი, შეეძლო ეთქვა არიას. ბიჭი მოვკალი მაგით, შენსა-
ვით სქელი ბიჭი; მუცელში ვაძგერე და მოკვდა, და შენც მოგკლავ,
თავს თუ არ დამანებებ. ოღონდ ვერ გაბედა თქმა. იორენმა მეჯინიბე
ბიჭზე არაფერი იცოდა და არიას აფრთხობდა იმაზე ფიქრი, რას
იზამდა, რომ გაეგო. არია დარწმუნებით იტყოდა, რომ წამოყვანილი
კაცებიდან ზოგი აგრეთვე მკვლელი იყო, ის სამი ბორკილებიანი
ხომ – დანამდვილებით, მაგრამ მათ დედოფალი არ ეძებდა, ასე
რომ, მათი საქმე სხვა იყო.
– ერთი შეხედე, – დაიყროყინა ლუმი მწვანეხელამ, – ნაძლევს
ჩამოვალ, ახლა იტირებს. გეტირება, თავგოროხა?
არია იმ ღამით ძილში ტიროდა, მამა ესიზმრებოდა. დილით გა-
მოწურულს და თვალებდაწითლებულს გაეღვიძა და ერთ ცრემლსაც
ვეღარ გადმოაგდებდა, სიკვდილითაც რომ დამუქრებოდნენ.
– ახლა ქვეშ ჩაიფსამს, – ივარაუდა ღვეზელამ.
– დაანებეთ თავი, – უთხრა უკან მომავალმა შავთმიანმა გაჩე-
ჩილმა ბიჭმა. ლუმიმ მას ბუღა შეარქვა, იმ რქიანი მუზარადის გამო,
რომელსაც ბიჭი აპრიალებდა ხოლმე, მაგრამ არასოდეს დაუხუ-
რავს. ლუმი ბუღას დაცინვას ვერ ბედავდა. ის მათზე უფროსი იყო,
თავის ასაკთან შედარებითაც ზორბა; ფართო მკერდი და ძლიერი
მკლავები ჰქონდა.
49
– გიჯობს, ხმალი ღვეზელას მისცე, არი, – უთხრა ლუმიმ, – ხო
ხედავ, ძალიან უნდა. მაგან ერთი ბიჭი წიხლებით მიასიკვდილა.
იმავეს გიზამს, ნაძლევს დავდებ.
– დაბლა დავაგდე და ყვერებში მივცხე, იმდენ ხანს ვურტყი, სა-
ნამ არ მოკვდა, – დაიტრაბახა ღვეზელამ, – სუ ნაწილებად დავშა-
ლე. ყვერები დაუსკდა და სისხლი სდიოდა, ჭუჭუ გაუშავდა. გიჯობს,
ხმალი მომცე.
არიამ ქამრიდან სავარჯიშო ხმალი ჩამოიხსნა.
– ეს აიღე, თუ გინდა, – უთხრა ღვეზელას. ჩხუბი არ უნდოდა. –
ეგ რაღაც ჯოხია, – ვირი უფრო ახლოს მიაყენა და ნემსის ტარს წა-
ეტანა.
არიას ჯოხმა სტვენით გაკვეთა ჰაერი, როდესაც გოგონამ ის ღვე-
ზელას ვირის გავაზე დაუშვა. ცხოველმა იყვირა და განზე გახტა, მხე-
დარი კი ძირს ჩამოებერტყა. არია თავისი ვირის ზურგს გადმოევ-
ლო, წამოწეულ ღვეზელას მუცელში აძგერა ჯოხი და ხვნეშით დააგ-
დო ისევ მიწაზე. მერე სახეზე გადაუჭირა; ბიჭის ცხვირმა გადატეხი-
ლი ტოტის ხმა გამოსცა და ნესტოებიდან სისხლი წასკდა. ღვეზელა
ყმუილს რომ მოჰყვა, არია ლუმი მწვანეხელას მიუტრიალდა, პირ-
დაღებული რომ იჯდა თავის ვირზე.
– შენც ხომ არ გინდა ხმალი? – უწივლა, მაგრამ არა, იმას არ უნ-
დოდა. შეღებილი მწვანე ხელები სახის წინ აასავსავა და არიას უყ-
ვირა, მომშორდიო.
– უკნიდან! – დაუძახა ბუღამ და არია შებრუნდა. ღვეზელა მუხ-
ლებზე წამომდგარიყო, მუჭში დიდი წვეტიანი ქვა დაებღუჯა. არიამ
აცადა, ესროლა, დაყვინთა და აიცილა. მერე კი ეცა. ბიჭმა ხელი ას-
წია და სწორედ იმ ხელში დაარტყა, მერე – ლოყაში, მერე – მუხ-
ლში. ღვეზელა წაეტანა, არია გვერდზე გაუხტა და ჯოხი კეფაზე გა-
დაუჭირა. ის დაეცა, წამოდგა და ბარბაცით დაიძრა მისკენ, წითელი
50
სახე მიწით და სისხლით გადაგლესვოდა. არია წყალზე მოცეკვავის
დგომში შესრიალდა და გაჩერდა. ღვეზელა საკმარისად რომ მიუახ-
ლოვდა, არიამ ჯოხი აძგერა, ზუსტად ფეხებს შორის, თან ისე ძლი-
ერად, მის ხის ხმალს წვეტი რომ ჰქონოდა, მეორე მხარეს, დუნდუ-
ლებიდან გამოეჩრებოდა.
– იმ დროისთვის, იორენმა არია მტერს რომ ააგლიჯა, ღვეზელა
მიწაზე იყო გაშხლართული, ბრიჯები ყავისფერი სიმყრალით ჰქონ-
და მოთხვრილი და ყვიროდა, არია კი გაუჩერებლად უნაცვლებდა
და უნაცვლებდა ჯოხს.
– კმარა! – დაიღრიალა შავმა ძმამ და თითებიდან ჯოხი გამოგ-
ლიჯა, – გინდა, მოკლა ეს უტვინო? – ლუმი და სხვები რომ აწივ-
ლდნენ, ბერიკაცი მათ მიუბრუნდა, – დახურეთ პირები, თორემ მე
დაგეხმარებით. კიდევ რამე ასეთი და, ყველას ფორნების უკან მიგა-
ბამთ და კედლამდე თრევით წაგიღებთ, – მან გადააფურთხა, – ეს
შენ ორმაგად გეხება, არი. ახლა კი გამომყევი, ბიჭო. ახლავე. ყველა
მას შესცქეროდა, ის სამიც კი, ფორანში რომ ისხდნენ შეკოჭილები
და ბორკილგაყრილები. სქელმა წვეტიანი კბილები დააწკაპუნა და
ასისინდა, მაგრამ არიას ყურადღება არ მიუქცევია.
ბერიკაცმა გზიდან კარგა მოშორებით გაათრია, გადახლართულ
ხეებს შორის, თან განუწყვეტლივ იგინებოდა და ბურტყუნებდა. –
ერთი სათითე ტვინიც რომ მქონოდა, მეფის საბიჯელში დაგტოვებ-
დი. გესმის, ბიჭო? – ამ ბოლო სიტყვას აუცილებლად ამოიღრენდა
ხოლმე, გამახვილებით, რომ არიას ნამდვილად გაეგონა, – ბრიჯი
შეიხსენი და ჩაიხადე. მიდი, აქ არავინ დაგინახავს. ქენი! მოღუშულ-
მა არიამ ბრძანება შეასრულა.
– ეგერ, მუხას მიადექი. ხო, აგრე, – გოგონამ ხის ტანს ხელები
შემოხვია და სახე უხეშ ქერქს მიაბჯინა, – ახლა იყვირებ. ხმამაღლა.
არ ვიყვირებ, ჯიუტად გაიფიქრა არიამ, მაგრამ როდესაც იორენმა
51
შიშველ ბარკლებზე ჯოხი გადაუჭირა, კივილი მაინც დასცდა.
– გგონია, მწარეა? – უთხრა ბერიკაცმა, – აბა, ეს ნახე, – ჯოხი
სტვენით ეძგერა. არიამ ისევ იკივლა, ხეს ჩააფრინდა, რომ არ წაქ-
ცეულიყო. – ერთიც, – მაგრად ჩაეჭიდა ხეს, ტუჩი ჩაიკვნიტა და თვა-
ლები დაეხუჭა, ჯოხის მოქნევის ხმა რომ გაიგონა. დარტყმამ შეახ-
ტუნა და ააყმუვლა. არ ვიტირებ, გაიფიქრა, ამას არ ვიზამ. მე ვინ-
ტერფელელი სტარკი ვარ, ჩვენი ნიშანი მგელსაზარაა, მგელსაზა-
რები არ ტირიან. გრძნობდა, მარცხენა ფეხზე სისხლის წვრილი ნა-
კადი რომ ჩასდევდა. ბარკლებსა და. დუნდულებზე ტკივილის ცეც-
ხლი ედებოდა.
– იქნებ ახლა მაინც შეიგნო, რასაც გეტყვი, – უთხრა იორენმა, –
თუ როდისმე შენს რომელიმე ძმას კიდევ შემოსცხებ ამ ჯოხს, ორჯერ
იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე შენ დაარტყამ. გამიგონე? ახლა ჩაიცვი.
ისინი ჩემი ძმები არ არიან, გაიფიქრა არიამ, შარვლის ასაწევად
რომ დაიხარა, მაგრამ იმდენს ხვდებოდა, რომ ხმამაღლა არ ეთქვა.
ხელები ქამარსა და თასმებზე ააფათურა. იორენი უცქერდა.
– გტკივა?
დამდგარი წყალივით მშვიდი, უთხრა გოგონამ თავს, ისე, რო-
გორც სირიომ ასწავლა.
– ცოტათი.
იორენმა გადააფურთხა.
– იმ ღვეზლის ბიჭს უფრო სტკივა. მამაშენი იმას არ მოუკლავს,
გოგო, არც იმ ბაცაცა ლუმის. იმათი ცემა მამას არ დაგიბრუნებს. –
ვიცი, – პირქუშად ჩაიბურდღუნა არიამ.
– არის რაღაც, რაც არ იცი. წესით, ისე არ უნდა მომხდარიყო,
როგორც მოხდა. უკვე დავიძარი წასასვლელად, ყველაფერი უკვე
ნაყიდი და დატვირთული მქონდა, და კაცი მომადგა ბიჭთან ერთად,
ფულით სავსე ქისა მოიტანა და წერილი, ვისგან – შენი საქმე არაა.
52
ლორდმა ედარდმა შავი უნდა შეიმოსოსო, მეუბნება, მოიცადე, ისიც
შენთან ერთად წამოვაო. რა გგონია, რატომ ვიყავი იქ?
მაგრამ რაღაც უცნაურობა მოხდა.
– ჯოფრი, – ამოთქვა არიამ, – ვინმემ უნდა მოკლას ეგ!
– ვინმე მოკლავს, მაგრამ არა მე, და არც შენ, – იორენმა ჯოხის
ხმალი უკან გადაუგდო, – ფორნებთან ფოთოლმწარა აიღე, – უთ-
ხრა, უკან რომ მოდიოდნენ, – ცოტა დაღეჭე, ისე აღარ აგეწვება. ცო-
ტათი მართლაც უშველა, თუმცა საძაგელი გემო ჰქონდა და ნერწყვი
სისხლისფერი გაუხადა. და მაინც, მთელი ის დღე ფეხით იარა, მე-
ორე დღესაც და იმის მომდევნო დღესაც – ტკივილისგან ვირზე ვერ
ჯდებოდა. ღვეზელას საქმე კიდევ უფრო უარესად იყო. იორენს მო-
უხდა, რაღაც კასრები გადაეადგილებინა, ბიჭი ფორნის ბოლოში ქე-
რის ტომრებზე რომ დაეწვინა. ისიც იწვა და, რამდენჯერაც ბორბა-
ლი ქვაზე შეხტებოდა, სლუკუნებდა. ლუმი მწვანეხელას არაფერი
დაშავებია, თუმცა არიას რაც შეეძლო შორიდან უვლიდა.
– რამდენჯერაც მისკენ გაიხედავ, შეკრთება ხოლმე, – უთხრა
ბუღამ არიას, როდესაც გოგონა მისი ვირის გვერდით მიაბიჯებდა.
მას არ უპასუხნია. უფრო უსაფრთხო ეჩვენებოდა, ხმაც არავისთვის
გაეცა.
იმ ღამით, მაგარ მიწაზე გაფენილ თხელ საბანზე მწოლი, დიდ წი-
თელ კომეტას ასცქეროდა. ბუღა მას „წითელ ხმალს“ უწოდებდა; ამ-
ბობდა, ხმალს ჰგავს, ისეთს, პირი გაჭედვის მერე ჯერაც წითლად
რომ უვარვარებსო. არიამ სწორად მოჭუტული თვალებით რომ შე-
ხედა, თვითონაც ხმალი დაინახა, ოღონდ ეს ახლად გაჭედილი ხმა-
ლი კი არა, ყინული იყო, მამამისის ორლესული, ჟრუნა ვალირიული
ფოლადი, წითელი ფერი კი მამამისის სისხლი იყო, პირზე მოცხებუ-
ლი მას მერე, რაც სერ ილინმა, მეფის მართლმსაჯულებამ, მას თავი

53
მოჰკვეთა. იორენმა გვერდზე გაახედა, ეს რომ მოხდა, მაგრამ გო-
გონას ეჩვენებოდა, ყინული იმის მერე ასეთი უნდა ყოფილიყო, ამ
კომეტისნაირი.
ბოლოს და ბოლოს რომ ჩაეძინა, სახლი ესიზმრა. სამეფო გზა
ვინტერფელს ჩაუვლიდა და გრძელდებოდა, კედლისკენ მიემართე-
ბოდა. იორენი დაჰპირდა, რომ ციხეში დატოვებდა ისე, რომ არავის
აზრადაც არ მოუვიდოდა, ვინ იყო იგი. ერთი სული ჰქონდა, ისევ
ენახა დედა, კიდევ – რობი, ბრანი, რიკონი... მაგრამ ყველაზე მეტს
ჯონ სნოუზე ფიქრობდა. ნატრობდა, როგორმე შესძლებოდა, ვინ-
ტერფელში მისვლამდე კედელთან მოხვედრილიყო, რომ ჯონს მის-
თვის თმები აეჩეჩა და „დაიკო“ დაეძახა. არია ეტყოდა, მომენატ-
რეო, და ისიც იმავეს იტყოდა ზუსტად იმავე დროს, ისე, როგორც ყო-
ველთვის ერთდროულად ამბობდნენ ხოლმე რაღაცებს. როგორ გა-
იხარებდა არია მაშინ. ასე სხვა არაფერი გაახარებდა ამქვეყნად.

სანსა

მეფე ჯოფრის დღეობა ნათელი, ქარიანი დილით გათენდა, ცაზე


გაქცეულ ღრუბლებს შორის დიდი კომეტის გრძელი კუდი მოჩანდა.
სანსა მას შესცქეროდა თავისი კოშკის ფანჯრიდან, როდესაც სერ
ერის ოუკჰარტი მოვიდა გოგონას სატურნირე მოედანზე ჩასაცი-
ლებლად.
– როგორ გგონიათ, რას მოასწავებს? – ჰკითხა მას სანსამ.
– შენი საქმროს დიდებას, – უმალ მიუგო სერ ერისმა, – შეხე,
როგორ კაშკაშებს ცაზე, მისი მოწყალების დღეობაზე, თითქოსდა
თავად ღმერთებს აღუმართავთ ალამი მის საპატივცემულოდ. მდა-
ბიორებმა მას უკვე მეფე ჯოფრის კომეტა უწოდეს.

54
უეჭველია, ჯოფრის სწორედ ასე მოახსენეს. სანსას კი ეეჭვებო-
და. – მე გავიგონე, მსახურები დრაკონის კუდს რომ ეძახდნენ.
– მეფე ჯოფრი იქ ზის, სადაც ოდესღაც ეაგონ დრაკონი იჯდა, მი-
სი ძის მიერ აგებულ სასახლეში, – უთხრა სერ ერისმა, – იგია დრა-
კონის მემკვიდრე – და ლანისტერების გვარის ფერიც ხომ მეწამუ-
ლია, ესეც ნიშანია. დარწმუნებული ვარ, ეს კომეტა იმიტომ მოგვევ-
ლინა, ჯოფრის ტახტზე ასვლა რომ აუწყოს ყველას. და მოასწავებს,
რომ მტრებზე გამარჯვებას მოიპოვებს.
ნეტავ მართალი თუაო, გაიფიქრა სანსამ. ასე სასტიკები იქნები-
ან ღმერთები? ახლა ჯოფრის ერთი მტერი სანსას დედა იყო, ძმა რო-
ბი – მეორე. მამამისი მეფის ბრძანებით მოკლეს. მისი ლედი-დედა
და რობიც უნდა დაიხოცონ? კომეტას წითელი ფერი ედო, მაგრამ
ჯოფრი ხომ ბარათეონიც ისევე იყო, როგორც ლანისტერი, და სიმ-
ბოლოდ შავ ველზე გამოსახული ოქროს ხარირემი ჰქონდა. განა
ღმერთებს ჯოფრისთვის ოქროსფერი კომეტა არ უნდა გამოეგზავ-
ნათ?
სანსამ დარაბები მიხურა და ფანჯარას ზურგი აქცია.
– დღეს მშვენიერი ხარ, მილედი, – უთხრა სერ ერისმა.
– მადლობა, სერ, – სანსამ იცოდა, რომ ჯოფრი მოსთხოვდა, მის
საპატივცემულოდ გამართულ ტურნირს დასწრებოდა, და ამიტომ
საგანგებოდ იზრუნა თავის სახესა და ტანსაცმელზე. ბაცი იისფერი
აბრეშუმის კაბა ეცვა, თმას კი ჯოფრის ნაჩუქარი მთვარის სპეკალის
ბადე უფარავდა. კაბას გრძელი სახელოები ჰქონდა და მკლავებზე
დაჩნეულ დალურჯებებს მალავდა. ესენიც ჯოფრის საჩუქარი იყო.
როდესაც უთხრეს, რობმა თავი ჩრდილოეთის მეფედ გამოაცხა-
დაო, საზარლად განრისხდა და სერ ბოროსი სანსას საცემრად გაგ-
ზავნა.
– წავიდეთ? – სერ ერისმა მკლავი შესთავაზა და სანსამ დაანება,
55
რაინდს ოთახიდან გაეყვანა. თუკი რომელიმე ქეშიკი აუცილებლად
კვალში უნდა ასდევნებოდა, სხვებს ისევ ეს ერჩია. სერ ბოროსი
ფიცხი იყო, სერ მერინი – ცივი, სერ მანდონის უცნაური უსიცოცხლო
თვალები აფორიაქებდა, სერ პრესტონი კი, როგორც ჭკუასუსტ
ბავშვს, ისე ექცეოდა. ერის ოუკჰარტი თავაზიანი იყო და გულითა-
დად ესაუბრებოდა ხოლმე. ერთხელ უარიც კი თქვა, როდესაც ჯოფ-
რიმ უბრძანა, სანსასთვის დაერტყა. ბოლოს და ბოლოს, მაინც და-
არტყა, მაგრამ არც ისე მაგრად, როგორც ამას სერ ბოროსი ან სერ
მერინი იზამდნენ, და თან იდავა მაინც. დანარჩენები უკითხავად
მორჩილებდნენ... ქოფაკის გარდა, მაგრამ ჯოფი ქოფაკს მის დასჯას
არასოდეს ავალებდა. ამისთვის დანარჩენი ხუთი ჰყავდა. სერ ერისს
ღია ყავისფერი თმა ჰქონდა და სასიამოვნო შესახედი იყო. დღეს
საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ქათქათა აბრეშუმის მო-
სასხამი მხართან ოქროს ფოთლით ებნია, მკერდზე ბრჭყვიალა ოქ-
რომკედით ჰქონდა ამოქარგული ტოტებგაშლილი მუხა.
– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი დღის გამარჯვება ვის ხვდება
წილად? – ჰკითხა სანსამ, როდესაც ხელმკლავით ეშვებოდნენ კი-
ბეზე. – მე, – ღიმილით მიუგო სერ ერისმა, – მაგრამ, ვშიშობ, გა-
მარჯვება დიდად ტკბილი არ იქნება. მცირე და სუსტი ასპარეზი გვე-
ლის. სარბიელზე ორმოცი კაცი თუ გამოვა, მათ შორის საჭურველ-
თმტვირთველები და თავისუფალი მხედრებიც იქნებიან. პირყვითე-
ლა ბიჭების ცხენებიდან ჩამოყრა რა პატივია.
ამის წინა ტურნირი სხვანაირი იყო, გაიფიქრა სანსამ. ის მეფე
რობერტმა მამამისის საპატივცემულოდ მოაწყო. მთელი სამეფო-
დან მოგროვდნენ დიდებული ლორდები და სახელგანთქმული ფა-
ლავნები ერთმანეთთან შესარკინებლად და მათ მთელი ქალაქი
ადევნებდა თვალს. გაახსენდა იმ შეჯიბრის ბრწყინვალება: კარვე-
ბით მოფენილი მინდორი მდინარის გასწვრივ, თითოეულის კართან
56
რაინდის ფარი ეკიდა, გრძელ მწკრივად ჩარიგებულ აბრეშუმის ბა-
ირაღებს ქარი შლიდა, მზის სხივი კაშკაშა ფოლადსა და მოოქრულ
დეზებზე სხლტებოდა. დღეები ბუკების ჭექით და ფლოქვების თქა-
რუნით რეკდა, ღამეები კი ნადიმებით და სიმღერებით იყო სავსე. ეს
სანსას ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური დღეები იყო, მაგრამ ახლა
მათზე ფიქრი გარდასული უძველესი ხანის მოგონებებს ჩამოჰგავ-
და. რობერტ ბარათეონი მკვდარი გახლდათ, მისი მამაც აგრეთვე,
მას ღალატის ბრალდებით თავი მოჰკვეთეს ბეილორის დიდი სეპ-
ტის კიბეზე. ახლა ქვეყანას სამი მეფე ჰყავდა, სამკბილას გადაღმა
ომი მძვინვარებდა, დედაქალაქი კი სასოწარკვეთილი ადამიანებით
ივსებოდა. რა გასაკვირია, რომ ჯოფრის ტურნირის მოწყობა წითე-
ლი ციხის სქელი ქვის გალავნის შიგნით მოუხდათ. – დედოფალიც
იქ იქნება, როგორ გგონიათ? – სანსა ყოველთვის უფრო უხიფათოდ
გრძნობდა თავს, როდესაც დედოფალი ახლოს იყო და შვილის გა-
მოხდომებს ლაგმავდა.
– ვშიშობ, არა, მილედი. საბჭოს შეკრებაა, რაღაც საშური საქ-
მეები აქვთ გადასაწყვეტი, – სერ ერისმა ხმა დაიდაბლა, – ლორდი
ტაივინი ჰარენჰალთან დასადგომად წავიდა, იმის ნაცვლად, თავისი
ჯარი ქალაქში ჩამოეყვანა, როგორც დედოფალმა უბრძანა. მისი
მოწყალება დედოფალი განრისხებულია, – იგი გაჩუმდა, როდესაც
ლანისტერების მეწამულ მოსასხამებში და ლომისთხემიან მუზარა-
დებში გამოწყობილ მცველთა რაზმმა ჩაუარათ გვერდით. სერ ერი-
სს უყვარდა ჭორაობა, ოღონდ თუ დანამდვილებით იცოდა, არავინ
მაყურადებსო.
დურგლებს დასაჯდომები და სარბიელი გარეთა ეზოში გაემარ-
თათ. მართლაც უბადრუკი რამ ჩანდა და საცქერლად შეკრებილი
მეჩხერი ბრბოც მხოლოდ სანახევროდ ავსებდა ადგილებს.

57
მაყურებელთა უმრავლესობა ქალაქის დაცვის ოქროსმოსასხა-
მიანი მეომრები ან ლანისტერების გვარის მეწამული მცველები იყ-
ვნენ. ერთი მუჭა ლორდები და ქალბატონებიც მოგროვებულიყვნენ,
ისინი, ვინც ჯერაც შემორჩა სამეფო კარზე. რუხსახიანი ლორდი ჯა-
ილს როსბი ოთხკუთხა ვარდისფერ ხელსახოცში ახველებდა. ლედი
ტანდას აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ ასულები: თვინიერი და უჭ-
კუო ლოლისი და ენამწარე ფელისი. შავკანიანი ჯალაბარ ზო
ლტოლვილი იყო, მას სხვა თავშესაფარი არ გააჩნდა, პაწია ლედი
ერმესანდე კი ძიძას კალთაში ჩაესვა. ამბობდნენ, რომ მას მალე მი-
ათხოვებდნენ დედოფლის ერთერთ ბიძაშვილს, რათა ლანისტე-
რებს მის მამულებზე უფლება მოეპოვებინათ.
მეფე მეწამული ჩარდახის ქვეშ იჯდა, ცალი ფეხი მოურიდებლად
გადაეგდო თავისი სავარძლის ჩუქურთმიან ხის სახელურზე.
უკან პრინცი ტომენი და პრინცესა მირცელა ესხდნენ. სამეფო
ლოჟის უკან სანდორ კლეგეინი იდგა მცველად, ხელები ხმლის ვა-
დაზე დაესვენებინა. მეფის ქეშიკთა თეთრი მოსასხამი ნაკეცებად
ეფინა ფართო ბეჭებზე და პატიოსანი თვლებით შემკული ბროშით
ჰქონდა შებნეული. ეს ქათქათა ქსოვილი რაღაც არაბუნებრივად
მოჩანდა მისი უხეში ტილოს მრეში ტუნიკისა და მოქლონებიანი
ტყავის ჟილეტის გვერდით.
– ლედი სანსა, – თავაზით გამოაცხადა ქოფაკმა მისი დანახვი-
სას. ხმა ხეზე ხერხის გასმასავით ხრინწიანი ჰქონდა. დამწვარ სახე-
ზე და ყელზე დაჩნეული ნაიარევების გამო პირი საუბრისას ცალ
მხარეს ეღრიცებოდა.
პრინცესა მირცელამ სანსას მორცხვად დაუქნია თავი სალმის –
ნიშნად, მაგრამ პატარა და პუტკუნა პრინცი ტომენი აღტაცებით წა-
მოიჭრა ფეხზე.
– სანსა, გაიგე? დღეს ტურნირზე უნდა გამოვიდე. დედამ თქვა,
58
რომ შეიძლება.
ტომენი მხოლოდ რვის იყო. სანსას იგი თავის უმცროს ძმას,
ბრანს აგონებდა. ისინი თანატოლები იყვნენ. ბრანი ვინტერფელში
დარჩა, ხეიბარი იყო, მაგრამ არაფერი ემუქრებოდა.
სანსა რასაც გინდა გაიღებდა, ოღონდ ახლა მასთან ყოფილიყო.
– შენი მეტოქის სიცოცხლე საფრთხეშია, – სერიოზულად უთხრა
ტომენს.
– მაგისი მეტოქე ჩალით იქნება გატენილი, – ჯოფი ფეხზე წამოდ-
გა. მოოქრული სამკერდული ეკეთა, ზედ ამოკვეთილი აღრიალებუ-
ლი ლომით, თითქოსდა წუთი-წუთზე ომში უნდა შესულიყო.
იმ დღეს ცამეტი წელი შეუსრულდა, თავისი ასაკისთვის მაღალი
იყო და ლანისტერების მწვანე თვალები და ოქროს თმა ჰქონდა.
– თქვენო მოწყალებავ, – სანსამ რევერანსით ჩაიმუხლა.
სერ ერისმა მეფეს თავი დაუკრა.
– ბოდიში მომითხოვია, თქვენო მოწყალებავ. ასპარეზობისთვის
უნდა შევიჭურვო.
ჯოფრიმ ხელის სწრაფი მოძრაობით დაითხოვა, თან სანსას ზო-
მავდა მზერით.
– მეამა, ჩემი თვლები რომ დაგიბნევია.
ანუ, დღეს მეფეს გადაეწყვიტა, თავაზიანი ყოფილიყო. სანსას
გულზე მოეშვა.
– მადლობას გიხდი მათთვის... და შენი ალერსიანი სიტყვების-
თვის. ღმერთებს შევთხოვ, ბედნიერი დღეობა გქონოდეს, თქვენო
მოწყალებავ.
– დაჯექი, – უბრძანა ჯოფრიმ და თავის გვერდით ცარიელი სკა-
მისკენ მიუთითა, – უკვე გაიგე? მათხოვარი მეფე მომკვდარა. – ვინ?
– სანსას წამით ელდა ეცა, რობს ხომ არ გულისხმობსო. – ვისერისი.

59
შლეგი მეფე ეირისის ბოლო ძე. ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე თავი-
სუფალ ქალაქებში დაიარებოდა და საკუთარ თავს მეფეს ეძახდა.
ჰოდა, დედა ამბობს, დოთრაკებმა ბოლოს და ბოლოს დაადგეს
გვირგვინიო. დამდნარი ოქროთი, – მან გადაიხარხარა, – სასაცი-
ლოა, არა? მაგათი სიმბოლო დრაკონი იყო. თითქმის ისევე მაგა-
რია, ახლა შენი მოღალატე ძმა მგელმა რომ შეჭამოს. იქნებ სწო-
რედ მგლებს მივუგდო, რომ დავიჭერ. გითხარი, რომ ვაპირებ, ერ-
თი-ერთზე ბრძოლაში გამოვიწვიო?
– სიამოვნებით ვიხილავდი, თქვენო მოწყალებავ, – სანსას ტონი
უაღრესად მშვიდი და თავაზიანი იყო, მაგრამ ჯოფრის მაინც მოეჭუ-
ტა თვალები, ვერ გადაეწყვიტა, დასცინოდნენ თუ არა.
– იასპარეზებ დღეს? – ჰკითხა სანსამ საჩქაროდ.
– ლედი-დედამ მითხრა, რომ ჩემი გასვლა მართებული არ იქნე-
ბოდა, რაკი ტურნირი ჩემს საპატივცემულოდაა. თორემ მე გავიმარ-
ჯვებდი. ხომ ასეა, ძაღლო?
ქოფაკს პირი მოექცა.
– ამ ბრბოს წინააღმდეგ? რატომაც არა?
მამამისის ტურნირზე ჩემპიონი კლეგეინი იყო, გაახსენდა სან-
სას. – დღეს გამოხვალთ, მილორდ? – ჰკითხა ქოფაკს.
– არც კი მიღირს, იარაღი ავისხა, – აგდებით თქვა მან, – ეს ქინ-
ქლების ტურნირია.
მეფემ გაიცინა.
– ჩემმა ძაღლმა მკაცრი ყეფა იცის. შეიძლება ვუბრძანო, დღე-
ვანდელ ჩემპიონს შეებრძოლოს. სამკვდრო-სასიცოცხლოდ, –
ჯოფრის უყვარდა, ადამიანებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ აბ-
რძოლებდა. – მაშინ ერთი რაინდით ნაკლები დაგრჩება, – ქოფაკს
რაინდის ფიცი არასოდეს დაუდვია. მისი ძმა იყო რაინდი, მას კი ძმა
სძულდა.
60
ბუკების ხმა გაისმა. მეფე თავის სავარძელში გასწორდა და სან-
სას ხელი ჩაჰკიდა. ოდესღაც გოგონას გული აუჩქროლდებოდა,
თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მისი პრინცი სანსას თხოვნას, გულ-
მოწყალება გამოეჩინა, მამამისის მოჭრილი თავით უპასუხებდა.
ახლა ჯოფრის შეხება ზიზღით ავსებდა, მაგრამ იცოდა, ჯობდა,
არ შესტყობოდა. თავი აიძულა, გაუნძრევლად მჯდარიყო.
– სერ მერინ ტრანტი, მეფის ქეშიკი! – დაიძახა ჰეროლდმა.
სერ მერინი ეზოში დასავლეთის მხრიდან შემოვიდა. ოქროთი
მოზარნიშებული ელვარე თეთრი აბჯარი ეცვა და რძისფერ საბრძო-
ლო ულაყზე ამხედრებულიყო, რომელსაც ლეგა ფაფარს ნიავი უშ-
ლიდა. ზურგსუკან თოვლიანი ველივით ეშლებოდა ქათქათა მოსას-
ხამი. ხელთ თორმეტფუტიანი შუბი ეპყრა.
– სერ ჰობერ რედვაინთა გვარიდან, არბორელი! – წაიმღერა ჰე-
როლდმა. სერ ჰობერი აღმოსავლეთიდან შემოჯირითდა, შავ ულა-
ყს მოაჭენებდა, ღვინისფერი და ლურჯი თოქალთო რომ ეფინა. შუ-
ბიც ამ ფერებად ჰქონდა დაზოლილი, ფარზე კი თავისი გვარის სიმ-
ბოლო, ყურძნის მტევანი ეხატა. ტყუპი რედვაინები დედოფლის
ტყვე-სტუმრები იყვნენ, თავად სანსასავით. იფიქრა, ნეტავ ვინ მო-
იგუნება, მათ ჯოფრის ტურნირში ებრძოლათო. თვითონ ნამდვი-
ლად არ ენდომებოდათო, გაიფიქრა.
ზეიმის მასპინძლის ნიშანზე მებრძოლებმა შუბები დახარეს და
ცხენებს დეზები შემოსცხეს. მაცქერალ მცველებს, ლორდებსა და
ლედებს შორის შეძახილები გაისმა. რაინდები შუაგულ ეზოში შე-
ეყარნენ ერთმანეთს ხისა და ფოლადის ხმამაღალი ჯახანით. თეთ-
რი და ზოლიანი შუბები თითქმის ერთდროულად დაილეწა ნაფოტე-
ბად. ჰობერ რედვაინი დარტყმისგან შექანდა, მაგრამ როგორღაც
მოახერხა, უნაგირზე თავი შეემაგრებინა. რაინდებმა ასპარეზის სა-

61
პირისპირო კიდეებში ცხენები შემოაბრუნეს, დაყარეს თავიანთი გა-
დამტვრეული შუბები და საჭურველთმტვირთველებისგან შემცვლე-
ლი მიიღეს. სერ ჰორას რედვაინმა, ჰობერის ტყუპისცალმა, ძმას გა-
მამხნევებლად შესძახა.
მეორე ცდაზე სერ მერინმა შუბი შეატრიალა და სერ ჰობერს
მკერდში უმიზნა, ის უნაგირიდან გადმოვარდა და ჯახანით დაასკდა
მიწას. სერ ჰორასმა შეიკურთხა და თავისი დაჩეჩქვილი ძმის მინ-
დვრიდან გასათრევად გამოიქცა.
– რა საცოდავად იბრძოლეს, – გამოაცხადა მეფე ჯოფრიმ.
– სერ ბეილონ სუანი სტოუნჰელმელი, წითელი გუშაგიდან, – გა-
ისმა ჰეროლდის დაძახილი. სერ ბეილონის მუზარადს ფართო თეთ-
რი ფრთები ამკობდა, მის მკერდზე კი თეთრი და შავი გედები იბ-
რძოდნენ, – მოროსი სლინტების გვარიდან, ლორდ იანოს ჰარენჰა-
ლელის მემკვიდრე!
– ერთი ამ გათავადებულ დებილ შეხედე! – იყვირა ჯოფმა ისე
ხმამაღლა, რომ ნახევარმა ეზომ გაიგონა. მოროსო, უბრალო სა-
ჭურველთმტეირთველი და თანაც, ახლად გამომცხვარი საჭურველ-
თმტვირთველი, ფარსა და შუბს ხელში ძლივს იმაგრებდა. სანსამ
იცოდა, რომ შუბი რაინდის იარაღი იყო, სლინტები კი მდაბიორები
იყვნენ. ლორდი იანოსი მხოლოდ ქალაქის მცველთა მეთაური იყო,
სანამ ჯოფრი მას ჰარენჰალს და საბჭოს წევრობის პატივს უბოძებ-
და. იმედია, ჩამოვარდება და თავს შეირცხვენს, მწარედ გაიფიქრა
სანსამ. იმედია, სერ ბეილონი მოკლავს. ჯოფრიმ მამამისის მოკვლა
რომ ბრძანა, სწორედ იანოს სლინტმა სტაცა ხელი ლორდ ედარდის
მოჭრილ თავს და მაღლა ასწია მეფისა და შეკრებილი ბრბოს დასა-
ნახად, სანამ სანსა მოთქვამდა და კიოდა.
მოროსს უჯრულა შავ-ოქროსფერი მოსასხამი მოეცვა შავ აბჯარ-

62
ზე, რომელიც ოქროსფერი ხვეულებით იყო მოხატული. ფარზე სის-
ხლიანი შუბი ჰქონდა გამოსახული – მამამისმა მათი ახალი საგვა-
რეულოსთვის ეს სიმბოლო შეარჩია. ოღონდ, ცხენი რომ დაძრა, ეტ-
ყობოდა, არ იცოდა, ფარისთვის რა ექნა, და სერ ბეილონის შუბის
წვერი ზუსტად მის ღერბს ეძგერა. მოროსს შუბი დაუვარდა, სცადა,
წონასწორობა შეენარჩუნებინა, და ჩაფლავდა. ცხენიდან ჩამოვარ-
დნილს ცალი ფეხი უზანგში გაეჩხირა და გაქცეულმა მერანმა იგი
სარბიელის ბოლომდე გაათრია, თავი უსწორმასწორო მიწაზე უხ-
ტოდა. ჯოფმა დამცინავი ყიჟინა მიაყოლა. სანსა შემკრთალი იყო,
შიშობდა, ვაითუ ღმერთებმა ჩემი შურისმაძიებელი თხოვნა ისმინე-
სო. თუმცა როდესაც სლინტი ცხენიდან გამოხსნეს, იგი დასისხლია-
ნებული, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა.
– ტომენ, მეტოქე არასწორად შეგირჩიეთ, – უთხრა მეფემ ძმას,
– ჩალის რაინდი ამაზე უკეთ იბრძვის.
ამის მერე სერ ჰორას რედვაინის ჯერი დადგა. მან ტყუპისცალზე
უკეთ იასპარეზა, ხნიერი რაინდი დაამარცხა, რომლის ფარიც
ლურჯ-თეთრად დაზოლილ ველზე გამოსახული ორი ვერცხლის
გრიფონით იყო შემკული. ბერიკაცი დიდებულად გამოიყურებოდა,
მაგრამ ასევე დიდებულად ვერ გაისარჯა. ჯოფრიმ პირი მოიღრიცა.
– რა უბადრუკი სანახაობაა.
– გაფრთხილებდი, – უთხრა ქოფაკმა, – ქინქლებია-მეთქი.
მეფე სულ უფრო ღიზიანდებოდა. ეს სანსას აშფოთებდა. თვალე-
ბი დახარა და გადაწყვიტა, ხმა არ ამოეღო, რაც არ უნდა მომხდარი-
ყო. თუ ჯოფრი ბარათეონს ხასიათი წაუხდებოდა, მის მრისხანებას
ნებისმიერი შემთხვევითი სიტყვაც ააგიზგიზებდა ხოლმე.
– ლოთორ ბრუნი, თავისუფალი მხედარი, ლორდ ბეილიშის სამ-
სახურში მდგარი, – დაიძახა ჰეროლდმა, – სერ დონტოს წითელი,
ჰოლარდების საგვარეულოდან!
63
შეჭეჭყილი აბჯრით შემოსილი და უღერბო ტანმორჩილი კაცი
ბუნდოვნად გაილანდა ეზოს დასავლეთ კიდეში, მაგრამ მისი მოწი-
ნააღმდეგე არსად ჩანდა. ბოლოს სარბიელზე მეწამულ და ალის-
ფერ აბრეშუმებში გამოხვეული წაბლისფერი ულაყი შემოჯირითდა,
მაგრამ სერ დონტოსი ზურგზე არ ეჯდა. რაინდი მცირე ხნის მერე გა-
მოჩნდა, გინებითა და ბარბაცით მორბოდა. სამკერდულისა და ბუმ-
ბულით მორთული მუზარადის მეტი არაფერი ემოსა. თეთრი, გაჩხი-
კული ფეხები ჰქონდა, მამაკაცობის ნიშანი უხამსად უცანცარებდა,
ცხენს რომ დაედევნა. მაყურებელი აღრიალდა და ლანძღვა დაუწ-
ყო. სერ დონტოსმა ცხენის აღვირი მოიგდო ხელში და შეეცადა, შემ-
ჯდარიყო, მაგრამ ცხოველი წყნარად არ უჩერდებოდა, რაინდი კი
ისე მთვრალი იყო, რომ შიშველი ფეხი უზანგში ვერაფრით მოეხ-
ვედრებინა.
ბრბო ხარხარით გრგვინავდა... მაგრამ მეფეს არ ეცინებოდა.
ჯოფრის თვალებში ის მზერა ჩასდგომოდა, სანსას ძალიან კარ-
გად რომ ახსოვდა: ასე იცქირებოდა ბეილორის დიდ სეპტთან იმ
დღეს, ლორდ ედარდ სტარკის სიკვდილის განაჩენი რომ გამოაცხა-
და. ბოლოს და ბოლოს, სერ დონტოს წითელი ბედს დანებდა, მიწაზე
ჩაჯდა და ბუმბულიანი მუზარადი მოიხადა.
– წავაგე! – დაიყვირა მან, – მოიტათ ღვინო.
მეფე ფეხზე წამოდგა.
– მთელი კასრი გამოუტანეთ სარდაფებიდან! ვნახავ, როგორ ჩა-
იხრჩობა შიგ.
სანსამ გაიგონა, როგორ ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა:
– არ შეიძლება!
ჯოფრიმ თავი მოაბრუნა.
– რა თქვი?

64
სანსას ვერ დაეჯერებინა, ხმა რომ დაძრა. შეიშალა თუ რა და-
ემართა? ჯოფრის შეეწინააღმდეგა ნახევარი კარის წინაშე? არაფ-
რის თქმას არ აპირებდა, მაგრამ... სერ დონტოსი მთვრალი, სულე-
ლი და უსარგებლო იყო, მაგრამ ცუდს არაფერს განიზრახავდა.
– არ შეიძლებაო, მე მითხარი? მე მითხარი?
– გთხოვ, – უთხრა სანსამ, – მხოლოდ იმას ვამბობდი... ეს ცუდის
მომასწავებელი იქნება, თქვენო მოწყალებავ... კაცის... კაცის მოკ-
ვლა შენს დღეობაზე.
– ტყუი, – უთხრა ჯოფრიმ, – შენც მაგასთან ერთად დაგახრჩობ,
ასე თუ გენაღვლება.
– ის სულ არ მენაღვლება, თქვენო მოწყალებავ, – სასოწარკვე-
თილი სიტყვები თავისით მოედინებოდა, – დაახრჩვე ან თავი მოკ-
ვეთე, ოღონდ... ხვალ დილით მოკალი, თუ გსურს, მაგრამ გეხვეწე-
ბი... დღეს არა, შენი დღეობის დღეს – არა. ვერ ავიტან, უიღბლობა
რომ დაგებედოს... საზარელი ნიშანია, მეფეებისთვისაც კი, ყველა
მგოსანი ამას ამბობს...
ჯოფრი მოიღუშა. იცოდა, სანსა რომ ტყუოდა, გოგონა ამას კარ-
გად ხედავდა. სულ სისხლს ადენდა ამის გამო.
– გოგო მართალს ამბობს, – ამოიხროტინა ქოფაკმა, – რასაც
კაცი დღეობაზე დათესავს, მთელი წელი იმას იმკის, – უგრძნობელი
ხმა ჰქონდა, თითქოს სრულიადაც არ ენაღვლებოდა, მეფე დაუჯე-
რებდა თუ არა. შეიძლებოდა, მართალი ყოფილიყო? სანსამ არ
იცოდა. ეს ხომ თვითონ მოიგონა, მხოლოდ იმისთვის, რომ სასჯელი
აერიდებინა. ჯოფრი უკმაყოფილოდ ჩაეშვა თავის სავარძელში და
სერ დონტოსისკენ თითები გაატკაცუნა.
– გაიყვანეთ. მაგ შტერს დილით მოვაკვლევინებ.
– მართლაც, – თქვა სანსამ, – შტერი. შენ კი ისე ჭკვიანი ხარ,

65
ამას რომ ხვდები. მასხარად ყოფნა უფრო მოუხდებოდა, ვიდრე რა-
ინდად, არა? ჭრელაჭრულა უნდა ჩააცვა და ამასხარაო. სწრაფ სიკ-
ვდილს არც იმსახურებს.
მეფემ სანსა გამომცდელად შეათვალიერა.
– იქნებ ისეთი სულელიც არ ხარ, დედაჩემი რომ ამბობს, – მან
ხმა აიმაღლა, – გაიგონე, რა თქვა მილედიმ, დონტოს? დღეიდან შენ
ჩემი ახალი მასხარა ხარ. შეგიძლია, მთვარე-ბიჭის გვერდით და-
იძინო და მასხარას კაბა ჩაიცვა.
სერ დონტოსი სიკვდილის ასე ახლო ჩავლას გამოეფხიზლებინა.
იგი მუხლებზე წამოიწია.
– გმადლობ, თქვენ მოწყალებავ. და შენც, მილედი, გმადლობ.
ლანისტერების მცველებმა იგი მინდვრიდან გაიყვანეს, ზეიმის
მასპინძელი კი მეფის ლოჟას მიუახლოვდა.
– თქვენო მოწყალებავ, ბრუნის ახალი მეტოქე დავუყენო თუ შემ-
დეგი წყვილი გამოვიდეს?
– არც ერთი, არც მეორე. ესენი რაინდები კი არა, ქინქლები
არიან. ყველას სიკვდილით დავსჯიდი, მაგრამ დღეს ჩემი დღეობაა.
მორჩა ტურნირი. მომაშორე სუყველა აქედან.
ზეიმის მასპინძელმა თავი დაუკრა, მაგრამ პრინცი ტომენი მასა-
ვით დამჯერე არ აღმოჩნდა.
– მე ჩალის კაცს უნდა შევბრძოლებოდი!
– დღეს არა.
– მაგრამ მე მინდა!
– სულ არ მენაღვლება, შენ რა გინდა.
– დედამ თქვა, შეგიძლია, გამოხვიდეო.
– ასე თქვა, – დაუდასტურა პრინცესა მირცელამ.
– დედამ თქვა! – გამოაჯავრა მეფემ, – ნუ ბავშვობთ.
– ბავშვები ვართ, – მედიდურად გამოაცხადა მირცელამ, – და
66
კიდევაც უნდა ვიბავშვოთ.
ქოფაკმა გაიცინა.
– გამოგიჭირა.
ჯოფრი დამარცხდა.
– მაშ კარგი. ამათზე უარესად გამოსვლას მაინც ვერ მოახერხებ.
მასპინძელო, გამოიტანე კვინტინი, ტომენსაც უნდა, ქინქლა იყოს.
ტომენს აღტაცებული ყიჟინა აღმოხდა და გასამზადებლად გაიქცა,
კოტიტა პატარა ფეხებს მაგრად მიაბაკუნებდა.
– ყოჩაღად! – მიაძახა სანსამ.
სანამ პრინცის პონის კაზმავდნენ, სარბიელის ბოლოში კვინტი-
ნიც აღმართეს. ტომენის მეტოქე ბავშვისხელა, ჩალით გატენილი
ტყავის მეომარი იყო, მბრუნავ ღერძზე იჯდა, ცალ ხელში ფარი ეჭი-
რა, მეორეში – დაბამბული გურზი. რაინდის თავზე ვიღაცას წყვილი
ირმის რქა მიება. ჯოფრის მამა რობერტს ჰქონდა ირმის რქები მუ-
ზარადზე, გაახსენდა სანსას... მაგრამ ასეთივე რქები ჰქონდა ბიძა-
მის ლორდ რენლისაც, რობერტის ძმას, რომელიც მოღალატე აღ-
მოჩნდა და თავი მეფედ იკურთხა.
ორმა საჭურველთმტვირთველმა პრინცს მორთული, ვერ-
ცხლის-და-ალისფერი აბჯარი შეუბნია. მისი მუზარადის ქიმზე წითე-
ლი ბუმბულების მაღალი კონა ამოზრდილიყო, მის ფარზე კი ერთად
ლაღობდნენ ლანისტერების ლომი და ბარათეონთა გვირგვინოსანი
ხარირემი. საჭურველთმტვირთველებმა პონიზე შესვეს, სერ არონ
სანტაგარი კი, წითელი ციხის ორთაბრძოლის ოსტატი, წინ წამოდგა
და ტომენს ბლაგვი ვერცხლის ორლესული მიაწოდა, რომელსაც
ფოთლის სახედ მოყვანილი პირი ჰქონდა და რვა წლის ბიჭის ხელის
ზომაზე იყო გამოჭედილი.
ტომენმა ხმალი აღმართა.
– კასტერლის კლდე! – იყვირა გაწვრილებული ბიჭური ხმით,
67
პონის დეზები შემოჰკრა და მაგრად დატკეპნილ მიწაზე გაჭენდა, მი-
ზანში კვინტინი ჰქონდა ამოღებული. ლედი ტანდამ და ლორდმა ჯა-
ილსმა კანტიკუნტი შეძახილები მიადევნეს და სანსამაც მათ ხმას
თავისი შეუერთა. მეფე ჩუმად იჯდა. ტომენმა პონი სწრაფ ჩორთზე
გადაიყვანა, ღონივრად მოიქნია ხმალი და, რაინდის გვერდით ჩაქ-
როლებისას, მის ფარს მაგრად დაჰკრა. კვინტინი დატრიალდა, და-
ბამბული გურზი წრეზე შემობრუნდა და პრინცს კეფაში შემოსცხო.
ტომენი უნაგირიდან გადმოენარცხა, მისი ახალთახალი აბჯარი მი-
წაზე დაცემისას ძველი ქოთნებით სავსე ტომარასავით აჩხარუნდა.
ხმალი ხელიდან გაუფრინდა, პონიმ ეზო გადაინავარდა, მაყურებ-
ლებმა კი სიცილი დააყარეს. მეფე ჯოფრიმ ყველაზე დიდხანს და
ხმამაღლა იცინა.
– ოჰ! – შეჰყვირა პრინცესა მირცელამ, ლოჟიდან გადმოცოცდა
და უმცროსი ძმისკენ გაიქცა.
სანსამ იგრძნო, რომ რაღაც უცნაური, თავბრუდამხვევი სიმამა-
ცე დაუფლებოდა.
– უნდა გაჰყვე, – უთხრა მეფეს, – ძმა იქნებ დაშავდა.
ჯოფრიმ მხრები აიჩეჩა.
– და რა, თუ დაშავდა?
– წამოდგომაში უნდა მოეხმარო და უთხრა, რა კარგად გაჭენდა,
– სანსას თითქოს თავი ვეღარ დაეოკებინა.
– ცხენიდან ჩამოვარდა და დაბლა დაეცა, – გაახსენა მეფემ, – ეგ
კარგი ჭენება არ არის.
– შეხე, – შეაწყვეტინა ქოფაკმა, – გამბედავი ბიჭია. აპირებს, კი-
დევ სცადოს.
პრინც ტომენს პონიზე შეჯდომაში ეხმარებოდნენ. ნეტავ კი ტო-
მენი ყოფილიყო უფროსი, ჯოფრის ნაცვლად, გაიფიქრა სანსამ. თა-
ნახმა ვიქნებოდი, ტომენს გავყოლოდი ცოლად.
68
ანაზდად კარიბჭის მხრიდან ხმები გაისმა. ცხაურის ასაწევი ჯაჭ-
ვები აჟღრიალდა და დიდი ჭიშკარი რკინის ანჯამებზე ჭრიალით შე-
მობრუნდა.
– ვინ უთხრათ, ჭიშკარი გააღეთო? – პასუხი მოითხოვა ჯოფრიმ.
ქალაქში ატეხილი არეულობების გამო წითელი ციხის ჭიშკარი უკვე
რამდენიმე დღე იყო, არ გაეღოთ.
ცხაურის ქვეშ ფოლადის ჩხარით და ფლოქვების თქარუნით შე-
მოიჭრა მხედრების მწკრივი. კლეგეინი მეფეს გვერდში ამოუდგა,
ხელი ხმლის ტარზე ედო. მოსულებს ნაბრძოლი და ჩაჭყლეტილი აბ-
ჯრები ეცვათ, დაღლილები და მტვრიანები იყვნენ, მაგრამ დროშად
მეწამულ ველზე ოქროსფრად გამოსახული ლანისტერების ლომი
უძღოდათ.
რამდენიმეს წითელი მოსასხამები და ლანისტერების მებრძოლ-
თა აბჯრები ემოსა, მაგრამ უმეტესობა თავისუფალი მხედრები და
ქირით მებრძოლები იყვნენ, შეკოწიწებული აბჯრები ეცვათ და ბას-
რი ფოლადის იარაღი ეპყრათ... და მათ გარდა სხვებიც იყვნენ, ბე-
ბერი ნენის ზღაპრებიდან გადმოსული მთიელი ველურები, იმ საში-
ნელი ზღაპრებიდან, ბრანს რომ მოსწონდა ხოლმე. გაქუცული ქურ-
ქები და მოთრიმლული ტყავი ეცვათ, გრძელი თმა და საზარელი
წვერი ჰქონდათ. ზოგიერთებს შუბლზე თუ ხელებზე სისხლიანი სახ-
ვევები ედოთ, სხვებს ზოგს თვალი აკლდა, ზოგსაც – ყური თუ თითე-
ბი.
მათ შუაში მოსხლეტილ წითელ ცხენზე ამხედრებული მოდიოდა
დედოფლის ჯუჯა ძია ტირიონ ლანისტერი, ის, ჭინკას რომელსაც
ეძახდნენ. უცნაურ მაღალ უნაგირში იჯდა, რომელიც ზურგსაც და
მუცელსაც უფარავდა. წვერი მოეშვა და ჩაჭყლეტილ სახეზე აბურ-
დული, მავთულივით უხეში ყვითელი და შავი თმების ჯაგარი მოსდე-
ბოდა. მხრებიდან ზურგზე ბინდისტყავის მოსასხამი ეფინებოდა,
69
თეთრად დაზოლილი შავი დიდებული ბეწვი. აღვირი მარცხენა ხე-
ლით ეკავა, მარჯვენა მკლავი კი თეთრი აბრეშუმის სახვევით ჰქონ-
და ჩამობმული. სხვა მხრივ, ისეთივე სასაცილო და უცნაური შესახე-
დი იყო, როგორც მაშინ, ვინტერფელში სტუმრობისას. ეს გამობურ-
ცული შუბლი და სხვადასხვაფერი თვალები... სანსას მასავით უშნო
კაცი ჯერაც არსად ენახა.
მაგრამ ტომენმა პონის დეზები შემოჰკრა და თავქუდმოგლეჯით
გადაიჯირითა ეზო, თან აღტაცებით გაჰყვიროდა. ერთმა ველურმა,
უზარმაზარმა ტლანქმა კაცმა, რომელიც ისეთი ბანჯგვლიანი იყო,
რომ სახე წვერში სულ ჩაჰკარგვოდა, ბიჭი უნაგირიდან აიტაცა, თა-
ვის აბჯრიან-ყველაფრიანად, და ბიძის გვერდით მიწაზე დააყენა.
მან ტომენს ზურგზე შემოჰკრა ხელი, ბიჭის შეუკავებელი კისკისი გა-
მოძახილად აირეკლა გალავნის კედლებიდან და გაოცებულმა სან-
სამ შენიშნა, რომ ისინი ერთი სიმაღლის იყვნენ. მირცელა სირბი-
ლით მიჰყვა ძმას, ჯუჯამ პრინცესა წელით აიტაცა და, აწიოკებული,
ჰაერში დაატრიალა. დაბლა რომ ჩამოსვა, ქონდრისკაცმა გოგონას
ნაზად აკოცა შუბლზე და ტორტმანით გადმოჭრა ეზო, ჯოფრის მიუ-
ახლოვდა.
ორი მხლებელი ფეხდაფეხ აედევნა: შავთმიანი და შავთვალა ქი-
რით მებრძოლი, კატასავით რომ იძვროდა, და ხმელი ჭაბუკი, რო-
მელსაც ცალი თვალის ნაცვლად ცარიელი ბუდეღა ჰქონდა. მათ
ტომენი და მირცელა მოჰყვებოდნენ.
ქონდრისკაცი მეფის წინაშე ცალ მუხლზე დაეშვა.
– თქვენო მოწყალებავ.
– შენ, – წარმოთქვა ჯოფრიმ.
– მე, – დაუდასტურა ჭინკამ, – თუმცა ბიძას და უფროს დისშვილს
უფრო გულთბილი შეხვედრა მართებდათ.
– შენზე ამბობდნენ, მოკვდაო, – უთხრა ქოფაკმა.
70
ჯუჯა კაცმა მაღალს მზერა შეაგება. ცალი თვალი მწვანე ჰქონდა,
მეორე – შავი, და ორივეში სიცივე ედგა.
– მეფეს ველაპარაკები, მის გოშიას კი არა.
– მიხარია, რომ არ მოკვდი, – თქვა პრინცესა მირცელამ.
– მეც, ძვირფასო, – ტირიონი სანსას მიუბრუნდა, – მილედი, ვი-
ზიარებ შენს მწუხარებას. მართლაც, ღმერთები ულმობლები არიან.
სანსა ვერ მიმხვდარიყო, რა ეპასუხა. როგორ შეიძლება, ჯუჯა მი-
სი მწუხარების მოზიარე ყოფილიყო? ღმერთები კი არა, ჯოფრი იყო
ულმობელი.
– შენს მწუხარებასაც ვიზიარებ, ჯოფრი, – წარმოთქვა ქონდრის-
კაცმა. – რა მწუხარებას?
– შენი ხელმწიფე მამა?! დიდი, შეუპოვარი კაცი, შავი წვერი
ჰქონდა; გაიხსენებ, თუ შეეცდები. შენამდე მეფე ის იყო.
– აა, ის. ჰო, სამწუხაროა. ტახმა მოკლა.
– ასე ამბობენ, თქვენო მოწყალებავ?
ჯოფრი მოიღუშა. სანსა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა. რას
ეუბნებოდა ხოლმე სეპტა მორდეინი? ლედის იარაღი ზრდილობაა-
ო, აი, რას. გოგონამ აისხა თავისი იარაღი და თქვა:
– ვწუხვარ, რომ ჩემმა ლედი-დედამ ტყვედ აგიყვანათ, მილორდ.
– ამის გამო უამრავი ადამიანი წუხს, – მიუგო ტირიონმა, – და, სანამ
მოვათავებდე, ზოგი შეიძლება უფრო მეტადაც დამწუხრდეს... მაგ-
რამ თანაგრძნობისთვის მადლობა მომიხსენებია. ჯოფრი, სად შეიძ-
ლება დედაშენი ვნახო?
– ჩემს საბჭოსთანაა, – მიუგო მეფემ, – შენი ძმა ჯეიმი ბრძოლებს
აგებს და აგებს, – მან სანსას ბრაზით შეხედა, თითქოს ეს მისი ბრა-
ლი ყოფილიყოს, – სტარკებმა ის ტყვედ აიყვანეს, რივერანი დავ-
კარგეთ და ახლა ამის შტერი ძმა თავის თავს მეფეს ეძახის. ჯუჯამ
ცალყბად გაიღიმა.
71
– ამ ბოლო დროს თავის თავს მეფეს ვინ აღარ ეძახის.
ჯოფი ვერ მიხვდა, ეს სიტყვები როგორ ჩამოერთმია; თუმცა და-
ეჭვებული და არეული ჩანდა.
– ჰო. კარგი. სასიამოვნოა, რომ არ მომკვდარხარ, ძია. დღეობის
საჩუქარი მომიტანე?
– კი. ჩემი ჭკუა-გონება.
– რობ სტარკის თავი უფრო გამიხარდებოდა, – ჯოფრიმ ალმა-
ცერად გახედა სანსას, – ტომენ, მირცელა, წავედით.
სანდორ კლეგეინი წუთით შეყოვნდა.
– შენს ადგილას ენას კბილს დავაჭერდი, ჯუჯაკაცო, – გააფ-
რთხილა ტირიონი, სანამ პატრონს გაედევნებოდა.
სანსა ჯუჯასთან და მის ნადირებთან მარტო დარჩა. შეეცადა, მო-
ეფიქრებინა, კიდევ რა შეიძლებოდა ეთქვა.
– ხელი გიტკენიათ, – მოახერხა ბოლოს.
– ერთმა თქვენმა ჩრდილოელმა მეომარმა ლახტი დამცხო მწვა-
ნე კბილზე ბრძოლისას. ცხენიდან ჩამოვარდნამ გადამარჩინა, – სა-
ხეზე გადაფენილი ფართო ღიმილი მოურბილდა, სანსას რომ დააც-
ქერდა, – მამა-ბატონზე გლოვის გამოა, ასე სევდიანი რომ ხარ?
– მამაჩემი მოღალატე იყო, – დაუყოვნებლივ წარმოთქვა სან-
სამ, – და ჩემი ძმა და ლედი-დედაც მოღალატეები არიან, – ეს ჩვევა
სწრაფად აითვისა, – მე ჩემი საყვარელი ჯოფრის ერთგული ვარ. –
უეჭველად. მგლებს შორის მოქცეული ირემივით ერთგული.
– ლომებს, – დაუფიქრებლად წაიჩურჩულა გოგონამ. შეშფოთე-
ბულმა მიმოიხედა, მაგრამ ისე ახლოს არავინ იდგა, რომ გაეგონა.
ლანისტერი მის ხელს მისწვდა და ოდნავ მოუჭირა.
– მე ერთი პატარა ლომი ვარ, ბავშვო, და ვფიცავ, არაფერს და-
გიშავებ, – თავი დაუკრა და განაგრძო, – მაგრამ ახლა ბოდიში მო-
მითხოვია. დედოფალთან და საბჭოსთან გადაუდებელი საქმეები
72
მაქვს.
სანსა უცქერდა მიმავალს, ხედავდა, ყოველ ნაბიჯზე როგორ მძი-
მედ ქანაობდა აქეთ-იქით, რაღაც სასაცილო წარმოდგენიდან გად-
მოსულს ჰგავდა. ჯოფრიზე უფრო ალერსიანად მელაპარაკება, გა-
იფიქრა გოგონამ, მაგრამ დედოფალიც ალერსით მომმართავს.
მაინც ლანისტერია, დედოფლის ძმაა და ჯოფრის ბიძა, და მეგო-
ბარი ვერ იქნება. ოდესღაც სანსას მთელი გულით უყვარდა პრინცი
ჯოფრი და აღმერთებდა და ენდობოდა მის დედას, დედოფალს.
მათ ამ სიყვარულის და ნდობის სამაგიეროდ მამამისის თავი მი-
ართვეს. სანსა ამ შეცდომას აღარასოდეს ჩაიდენდა.

ტირიონი

მეფის ქეშიკის სუსხიან თეთრ სამოსში გამოწყობილი სერ მან-


დონ მური სუდარაში გამოხვეულ გვამს ჰგავდა.
– მისმა მოწყალება დედოფალმა ბრძანა, საბჭო სხდომისას არა-
ვინ შეაწუხოსო.
– მე სულ პატარა შეწუხება ვიქნები, სერ, – ტირიონმა სახელო-
დან პერგამენტი გამოაძვრინა, – წერილი მაქვს მამაჩემისგან,
ლორდ ტაივინ ლანისტერის, მეფის მარჯვენის წერილი.
აგერ, ბეჭედი.
– მის მოწყალებას ნებავს, არავინ შეაწუხოს, – ნელა წარმოთქვა
სერ მანდონმა, თითქოსდა ტირიონი ჭკუასუსტი იყო და პირველად
ნათქვამი ვერ გაიგო.
ჯეიმიმ ოდესღაც უთხრა, მური მეფის ქეშიკთაგან ყველაზე სახი-
ფათო ვინმეაო – თავად ჯეიმის მერე, რასაკვირველია – რადგან სა-
ხეზე არასოდეს ეტყობა, რას მოიმოქმედებსო. ტირიონს ახლა კი გა-
მოადგებოდა, რამე შეეტყო. საქმე ხმლებზე თუ მიდგებოდა, ბრონი
73
და ტიმეტი ალბათ მოკლავდნენ რაინდს, მაგრამ ვერ იქნებოდა კე-
თილის მომასწავებელი, თუ საქმეს ჯოფრის ერთ-ერთი მცველის
მოკვლით დაიწყებდა. მაგრამ თუკი ამ კაცს დანებდებოდა და უკან
გაბრუნდებოდა, რა დარჩებოდა მისი ავტორიტეტიდან?
ტირიონმა ძალით გაიღიმა.
– სერ მანდონ, შენ ჩემს მხლებლებს არ იცნობ. ეს ტიმეტ ტიმეტის
ძეა, დაშანთულების წითელი ხელი. ეს კი ბრონია. შემთხვევით ხომ
არ გახსოვს სერ ვარდის იგენი, ლორდ ერინის მცველთა კაპიტანი?
– ვიცნობ სერ ვარდისს, – სერ მანდონს უცნაურად უძრავი და
უსიცოცხლო ღია რუხი თვალები ჰქონდა.
– იცნობდი, – შეუსწორა ტირიონმა მკრთალი ღიმილით.
სერ მანდონმა არ იკადრა შემჩნეოდა, რომ გაიგონა მისი ნათ-
ქვამი.
– როგორც არ უნდა იყოს, – უზრუნველად მიმართა ტირიონმა,
– მე მართლა უნდა ვნახო ჩემი და და წერილი გადავცე. ხომ არ გა-
მოიჩენთ გულისხმიერებას და გაგვიღებთ კარს?
თეთრ რაინდს არაფერი უპასუხნია. ტირიონმა ლამის გადაწყვი-
ტა, ძალით შეევლო კარი, როდესაც სერ მანდონი უეცრად გვერდით
გადგა.
– შენ შეგიძლია შეხვიდე. ამათ არა.
პატარა გამარჯვებაა, გაიფიქრა ტირიონმა, მაგრამ სასიამოვნო.
პირველი გამოცდა ჩააბარა. ტირიონ ლანისტერმა მხრით შეაღო კა-
რი, თავს ლამის მაღალ კაცად გრძნობდა. მეფის მცირე საბჭოს ხუთ-
მა წევრმა უეცრად შეწყვიტა თათბირი.
– შენ, – მისი დის, სერსეის ხმაში თანაბრად შეზავებულიყო გა-
ოგნება და ზიზღი.
– გასაგებია, ჯოფრის ზრდილობა სად აქვს ნასწავლი, – ტირიო-
ნი შეჩერდა, კართან მცველებად მდგარი წყვილი ვალირიული
74
სფინქსით რომ დამტკბარიყო, და უზრუნველი თავდაჯერებულობის
იერი მოირგო. სერსეი ყნოსვით გრძნობდა სხვათა სისუსტეს, რო-
გორც ძაღლს შეუძლია, შიში იყნოსოს.
– აქ რას აკეთებ? – დის მშვენიერ მწვანე თვალებში უმცირესი
სითბოც არ ჩანდა, ისე აკვირდებოდნენ.
– ჩვენი მამა-ბატონისგან წერილი მოვიტანე, – აუჩქარებლად
მიუახლოვდა მაგიდას და მჭიდროდ დახვეული პერგამენტი მრჩევ-
ლებს შორის დადო.
საჭურისმა ვარისმა წერილი აიღო და ფაქიზ, უმარილიან ხელებ-
ში შეატრიალა.
– დიდი გულისხმიერებაა ლორდ ტაივინის მხრიდან. მის საბეჭდ
ცვილს კი რა მშვენიერი ოქროს ელფერი დაჰკრავს, – ვარისი ყუ-
რადღებით დააკვირდა ბეჭედს, – ყოველმხრივ ნამდვილს ჰგავს.
– რასაკვირველია, ნამდვილია, – სერსეიმ წერილი ხელიდან გა-
მოსტაცა, ცვილი გატეხა და პერგამენტი გაშალა.
ტირიონი თვალმოუშორებლად უცქერდა, სანამ ის კითხულობ-
და.
მის დას მეფის ადგილი დაესაკუთრებინა. ტირიონი მიხვდა, რომ
ჯოფრი არცთუ ხშირად იწუხებდა თავს, საბჭოს სხდომებს დასწრე-
ბოდა – რობერტის არ იყოს. ადგა და თავად მარჯვენის სკამზე აცოც-
და. ასეც იყო საჭირო.
– რა სისულელეა, – თქვა დედოფალმა ბოლოს, – ლორდი-მამა
ჩემს ძმას მის მაგივრად საბჭოში დასაჯდომად გვიგზავნის. გვიბრძა-
ნებს, ტირიონი მარჯვენად მივიღოთ, მანამ, სანამ თავად მოახერ-
ხებდეს, შემოგვიერთდეს.
გრანდ-მაისტერმა პაიცელმა გულზე დაფენილ თეთრ წვერზე ხე-
ლი ჩამოისვა და მძიმედ დააქნია თავი.
– როგორც ჩანს, გვმართებს, მის ნებას დავყვეთ.
75
– მართლაც, – ყბაჩა, შემელოტებული იანოს სლინტი ბაყაყს ჩა-
მოჰგავდა, კმაყოფილებით გაფუყულ ბაყაყს, რომელსაც საკუთარ
თავზე მაღლა ახტომა მოეხერხებინა, – ძალიან გვჭირდებოდით, მი-
ლორდ. ყველგან ბუნტია, თან ეს ავი ნიშანი ცაზე, ქალაქის ქუჩებში
არეულობაა...
– და ვისი ბრალია ეს, ლორდ იანოს? – გადაჰკრა სერსეიმ, – წეს-
რიგის დაცვა შენს ოქროსმოსასხამიანებს ევალებათ. შენ კი, ტირი-
ონ, ბრძოლის ველზე უფრო გამოგვადგებოდი.
ტირიონმა გაიცინა.
– არა, ბრძოლის ველებს-მოვრჩი, მადლობა. ცხენზე ჯდომას
სკამზე ჯდომა მირჩევნია, ტაბარის ქნევას კი – ღვინის თასის ჭერა.
მთელი ეს დოლთა ჭექის, აბჯარზე ასხლეტილი მზის სხივის,
მფრთხვინავი და ფლოქვების მცემი რაშების სიმღერები... იცი რა,
დოლები თავს მატკივებდა, ჩემს აბჯარს მზე რომ მოადგა, ლამის
სადღესასწაულო ბატივით შევიბრაწე, ის დიდებული რაშები კი ყო-
ველ წუთას ჯვამენ. არა, კი არ ვწუწუნებ. ერინის ველზე რომ დახვედ-
რა მომიწყვეს, იმასთან შედარებით დოლები, ნეხვი და ბუზის კბენა
მართლაც სანატრელი რამაა.
ნეკამ გაიცინა.
– ოქროს სიტყვებია, ლანისტერ. თითქოს ჩემს გულში იჯდე.
ტირიონმა გაუღიმა, თან ერთი ხანჯალი გაახსენდა, დრაკონის
ძვლის ტარით და ვალირიული ფოლადის პირით. უნდა დავილაპა-
რაკოთ ამაზე, თანაც სულ მალე. ნეტავ ლორდ პეტირს ეს თემაც სა-
ხალისო თუ მოეჩვენება?
– ნება მიბოძეთ, გემსახუროთ იმ მცირედით, რაც შემიძლია, –
უთხრა ყველას.
სერსეიმ ისევ გადაიკითხა წერილი.
– რამდენი ჯარისკაცი მოიყვანე თან?
76
– რამდენიმე ასეული. ძირითადად. ჩემი საკუთარი მებრძოლები
არიან. მამას გაგონებაც არ უნდოდა, თავისები გამოეშვა. ომობს,
ბოლოს და ბოლოს.
– რაში გვარგია შენი რამდენიმე ასეული კაცი, თუ ქალაქს რენ-
ლი შემოადგება ან სტანისი გამოცურავს დრაკონის ქვიდან? მე არ-
მიას ვითხოვ, მამაჩემი კი ქონდრისკაცს მიგზავნის. მარჯვენას მეფე
ასახელებს, საბჭოს დასტურით. ჯოფრიმ ჩვენი ლორდი-მამა დაასა-
ხელა.
– ჩვენმა ლორდმა-მამამ კი – მე.
– ამას ვერ იზამს. ვერა, ჯოფრის თანხმობის გარეშე.
– ლორდი ტაივინი თავის ლაშქართან ერთად ჰარენჰალშია, თუ-
კი გნებავთ, მასთან ერთად განიხილოთ ეს საკითხი, – თავაზით მი-
უგო ტირიონმა, – მილორდებო, ხომ არ დამრთავდით ნებას, ჩემს
დას ცალკე დაველაპარაკო?
ვარისი წამოდგა, თავისებურად გადამტკბარად იღიმებოდა.
– ალბათ როგორ მოგწყურდა დის ტკბილი ხმის სმენა. მილორ-
დებო, გთხოვთ, ვაჩუქოთ ერთად ყოფნის რამდენიმე წუთი. ჩვენი
ბედკრული სახელმწიფოს საწუხარები მოიცდის.
იანოს სლინტი ყოყმანით წამოდგა, გრანდ-მაისტერი – მძიმედ,
მაგრამ წამოდგნენ. ბოლო ნეკა ადგა.
– მოურავს ოთახები მეაგორის სიმაგრეში გავამზადებინო?
– მადლობა მომიხსენებია, ლორდ პეტირ, მაგრამ ლორდ სტარ-
კის ბინას დავიჭერდი, მარჯვენის კოშკში.
ნეკამ გაიცინა.
– ჩემზე მამაცი ყოფილხარ, ლანისტერ. იცი, რა ბედი ენია ბოლო
ორ მარჯვენას?
– ორს? ჩემი შეშინება თუ გინდა, რატომ ოთხს არა?
– ოთხს? – ნეკამ წარბები აწკიპა, – ლორდ ერინის წინამორბედ
77
მარჯვენებს მაგ კოშკში რამე ავი ბედი ეწიათ? სამწუხაროდ, მეტად
პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ მაშინ მათზე მეფიქრა.
– ეირის ტარგარიენის ბოლო მარჯვენა მეფის საბიჯელის რბევის
დროს მოკლეს, თუმცა არა მგონია, მას კოშკში დაბინავება მოეს-
წრო. სულ ორიოდე კვირა დაყო მარჯვენად. მის წინ ვინც იყო, ცოც-
ხლად დაიწვა. მანამდე კიდევ ორი იყო, რომლებიც, გადახვეწილე-
ბი, ცარიელ-ტარიელები დაიხოცნენ უცხო მხარეში და მაინც
თვლიდნენ, რომ გაუმართლათ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ლორდი-
მამა ერთადერთი მარჯვენა იყო, რომელმაც მოახერხა, მეფის საბი-
ჯელიდან უვნებლად გაეტანა სახელი, ქონება და სხეულის ნაწილე-
ბი.
– გასაოცარია, – წარმოთქვა ნეკამ, – მით უმეტეს, უმალ დილე-
გებში დავიგებდი ლოგინს.
იქნებ კიდევაც აგისრულდეს ეგ წადილი, გაიფიქრა ტირიონმა,
თქმით კი ეს თქვა:
– სიმამაცე და სისულელე ძმები არიანო, გამიგონია. რა წყევ-
ლაც არ უნდა ბუდობდეს მარჯვენის კოშკში, იმედია, საკმარისად პა-
ტარა აღმოვჩნდები და ვერ შემამჩნევს.
იანოს სლინტმა გაიცინა, ნეკამ ჩაიღიმა, გრანდ-მაისტერმა პა-
იცელმა კი მძიმედ დაუკრა თავი და იმ ორს მიჰყვა.
– იმედია, მამამ ამხელა გზაზე იმიტომ არ გამოგგზავნა, რომ ის-
ტორიის გაკვეთილებით გვაწამო, – უთხრა დამ, მარტონი რომ დარ-
ჩნენ.
– როგორ მომწყურდა შენი ტკბილი ხმის სმენა, – ამოოხვრით
უთხრა ტირიონმა.
– როგორ მომწყურდა, იმ საჭურისს ცხელი მარწუხებით ენა ამო-
ვაძრო, – მიუგო სერსეიმ, – მამაჩვენი რა, გამოსულელდა? თუ ეს

78
წერილი შენი ნაყალბევია? – კიდევ ერთხელ გადაიკითხა, სულ უფ-
რო მეტად ღიზიანდებოდა, – რატომ შემომტენა შენი თავი? მე მინ-
დოდა, თვითონ მოსულიყო, – ლორდ ტაივინის წერილი თითებში
მოჭმუჭნა, – მე ჯოფრის რეგენტი ვარ და მამაჩვენს მეფის ბრძანება
შევუთვალე!
– მან კი ფეხებზე დაიკიდა, – მიანიშნა ტირიონმა, – კარგა დიდი
ლაშქარი ჰყავს, შეუძლია, ეგრე მოიქცეს. თანაც პირველი კი არაა,
ვინც ასე იქცევა. ხო?
სერსეიმ პირი მაგრად მოკუმა. ტირიონი ხედავდა, სახეზე რო-
გორ ერეოდა სიწითლე.
– თუკი ამ წერილს ნაყალბევად გამოვაცხადებ და ვბრძანებ, დი-
ლეგში ჩაგაგდონ, ამ ბრძანებას ფეხებზე არავინ დაიკიდებს, გპირ-
დები.
ტირიონმა იცოდა, რომ გათხელებულ ყინულზე დადიოდა. ერთი
არასწორი ნაბიჯი და, ჩავარდებოდა.
– არავინ, მართალია, – უთხრა შემრიგებლურად, – მით უმეტეს,
არც მამაჩვენი. აი, ის, ლაშქარი რომ ჰყავს. მაგრამ რატომ უნდა ჩა-
მაგდო დილეგში, საყვარელო დაიკო, მე ხომ შენს დასახმარებლად
მოვედი?
– შენს დახმარებას არ ვითხოვდი. მამაჩვენის მოსვლა ვბრძანე.
– დიახ, – წარმოთქვა ტირიონმა წყნარად, – მაგრამ სინამდვილეში
ჯეიმი გინდა.
მის დას თავი ცბიერად და მოუხელთებლად მიაჩნდა, მაგრამ ტი-
რიონი მასთან ერთად გაიზარდა. ამ სახეს თავისი საყვარელი წიგ-
ნებივით გადაშლილს კითხულობდა და ახლა რისხვა, შიში და სასო-
წარკვეთილება ამოიკითხა.
– ჯეიმი...
– ..,ჩემი ძმაც ისევეა, როგორც შენი, – გააწყვეტინა ტირიონმა,
79
– მხარში დამიდექი და გპირდები, ჯეიმის გავათავისუფლებთ და უვ-
ნებლად დავიბრუნებთ.
– როგორ? – პასუხი მოსთხოვა სერსეიმ, – სტარკის ბიჭმა და დე-
დამისმა არა მგონია დაგვივიწყონ, ლორდ ედარდს თავი რომ მოვ-
კვეთეთ.
– ეგრეა, – დაუდასტურა ტირიონმა, – მაგრამ შენ მისი ასულები
ჯერაც თან გყავს, ჰო? უფროსი გოგონა ეზოში ვნახე ჯოფრისთან ერ-
თად.
– სანსა, – თქვა დედოფალმა, – ხმა დავყარე, რომ უმცროსი
ღლაპიც მე მყავს, მაგრამ ტყუილია. რობერტი რომ მოკვდა, მერინ
ტრანტი გავგზავნე მის ხელში მოსაგდებად, მაგრამ ის დამპალი ცეკ-
ვის ოსტატი ჩაეჩარა და გოგო გამექცა. მას მერე არავის უნახავს.
როგორც ჩანს, მოკვდა. იმ დღეს ბლომად ხალხი დაიხოცა.
ტირიონს ორივე გოგონა ეგულებოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ
ერთიც ივარგებდა.
– მიამბე ამ ჩვენს მეგობრებზე, საბჭოში რომ სხედან.
მისმა დამ კარს გახედა.
– ვითომ რაო?
– მამას, როგორც ჩანს, თვალში არ მოსდის ისინი. მისგან რომ
წამოვედი, აინტერესებდა, გალავანს როგორ მოუხდება მათი თავე-
ბი ლორდ სტარკის თავის გვერდითო, – იგი მაგიდაზე გადაიხარა, –
დარწმუნებული ხარ მათ ერთგულებაში? ენდობი მაგათ?
– მე არავის ვენდობი, – მიახალა სერსეიმ, – უბრალოდ მჭირდე-
ბიან. მამაჩვენი თვლის, რომ გვატყუებენ?
– უფრო ეჭვობს.
– რატომ? ეგეთი რა იცის?
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ის იცის, რომ შენი ძის ხანმოკლე მეფობა სისულელეების და
80
უბედურებების გრძელი მწკრივი იყო. აქედან ასკვნის, რომ ვიღაც
ჯოფრის ძალიან ცუდ რჩევებს აძლევს.
სერსეიმ გამომცდელად შეხედა.
– ჯოფის კეთილი რჩევები არ აკლდა. ის ყოველთვის ძლიერი ნე-
ბისყოფის იყო. ახლა, რაკი მეფე გახდა, დარწმუნებულია, რომ რაც
სურს, ის უნდა ჩაიდინოს, და რჩევას ყური არ უნდა უგდოს. – გვირ-
გვინები საოცარ რამეებს უშვება მათ ქვეშ მოქცეულ თავებს, – და-
ეთანხმა ტირიონი, – ეს ედარდ სტარკის ამბავი... ჯოფრის ნაქნარია?
დედოფალი დაიჯღანა.
– დავალებული ჰქონდა, სტარკი შეეწყალებინა, მისთვის შავის
შემოსვის ნება მიეცა. ასე მაგ კაცს სამუდამოდ ჩამოვიშორებდით
გზიდან და მის ძესთან მშვიდობით მოვაგვარებდით საქმეს, მაგრამ
ჯოფიმ გადაწყვიტა, ბრბო უკეთესი სანახაობით გაერთო. რაღა მექ-
ნა? ლორდ ედარდისთვის თავის მოჭრა ნახევარი ქალაქის გასაგო-
ნად ბრძანა. იანოს სლინტი და სერ ილინიც ბედნიერები გამოცვივ-
დნენ და ისე გადაჭრეს ის კაცი, სიტყვის თქმაც არ დამცალდა!
– ხელები მომუშტა, – არქისეპტონი ბრალად გვდებს, რომ ბე-
ილორის სეპტი სისხლით შევბღალეთ, მოვატყუეთ და არ გავუმხი-
ლეთ, რას ვაპირებდით.
– კაცმა რომ თქვას, მართალია, – თქვა ტირიონმა, – ანუ ეს
ლორდი სლინტი იყო ამაში ჩარეული, არა? მითხარი, ვის მოუვიდა
ბრწყინვალე აზრი, მისთვის ჰარენჰალი ებოძებინა და საბჭოში და-
ესვა?
– ნეკამ მოაწყო ასე. სლინტის ოქროსმოსასხამიანები გვჭირდე-
ბოდა. ედარდ სტარკი რენლისთან ერთად შეთქმულებას აწყობდა,
ლორდ სტანისს წერილი მისწერა, ტახტს სთავაზობდა. შეიძლებო-
და, ყველაფერი დაგვეკარგა. და მაინც, ყველაფერი ბეწვზე ეკიდა.

81
სანსა რომ არ მოსულიყო და არ ეამბნა მამამისის გეგმების შესა-
ხებ... ტირიონი გაოცდა.
– მართლა? მისივე ასული? – სანსა მუდამ ისეთი საყვარელი ბავ-
შვი ჩანდა, ნაზი, თავაზიანი.
– ეგ გოგო ჭკუას კარგავდა სიყვარულით. რასაც გინდა იზამდა
ჯოფრისთვის, სანამ მან მამამისს თავი არ მოჭრა და ეს გულმოწყა-
ლებად არ მონათლა. ამით სიყვარულიც მორჩა.
– მისმა მოწყალებამ თავის ქვეშევრდომთა გულის მოგების გან-
საკუთრებული ხერხები იცის, – ტირიონმა მობრეცილი პირით გა-
იღიმა, – ქეშიკებიდან სერ ბარისტან სელმის გაგდებაც ჯოფრიმ მო-
ისურვა? სერსეიმ ამოიოხრა.
– ჯოფს უნდოდა, რობერტის სიკვდილი ვინმესთვის დაებრალე-
ბინა. ვარისმა სერ ბარისტანი ურჩია. რატომაც არა? ასე ჯეიმი მეფის
ქეშიკთა მეთაური გახდა და მცირე საბჭოში ჩაირიცხა, ჯოფრის კი
შესაძლებლობა მიეცა, თავისი ძაღლისთვის ძვალი გადაეგდო. სან-
დორ კლეგეინი ძალიან უყვარს. ჩვენ ვაპირებდით, სელმისთვის მა-
მულები და კოშკი გვებოძებინა, ეს იმაზე მეტია, რასაც ეგ არაფრის-
მაქნისი ბებერი შტერი იმსახურებს.
– გავიგე, მაგ არაფრისმაქნის ბებერ შტერს ტალახის კართან
სლინტის ორი ოქროსმოსასხამიანი მოუკლავს, როდესაც შეპყრობა
დაუპირეს.
მისი და ძალიან უბედური ჩანდა.
– იანოსს მეტი კაცი უნდა გაეგზავნა. საქმე იმაზე ნაკლებად ეს-
მის, ვიდრე ვისურვებდი.
– სერ ბარისტანი რობერტ ბარათეონის ქეშიკთა ლორდ-მეთაუ-
რი იყო, – თავაზიანად შეახსენა ტირიონმა, – ეირის ტარგარიენის
შვიდი ქეშიკიდან ცოცხლები მხოლოდ ეგ და ჯეიმი დარჩნენ. მდა-
ბიორები მას ისევე მოიხსენიებენ, როგორც საკისფარელ სერვინს
82
და პრინც ეიმონ დრაკონის რაინდს. როგორ გგონია, რას იფიქრე-
ბენ, როდესაც რობ სტარკის ან სტანის ბარათეონის გვერდით ამ-
ხედრებულ ბარისტან მამაცს დაინახავენ?
სერსეიმ გვერდზე გაიხედა.
– ეგ აღარ მიფიქრია.
– მამაჩვენმა იფიქრა, – უთხრა ტირიონმა, – და ამიტომაც გა-
მომგზავნა, რომ ამ სისულელეებს ბოლო მოვუღო და შენს ვაჟს ლა-
გამი ამოვდო.
– ჯოფი შენ ჩემზე მეტად არ დაგიჯერებს.
– იქნებ კიდევაც დამიჯეროს.
– ვითომ რატომ?
– შენზე იცის, რომ არასოდეს არაფერს დაუშავებ.
სერსეიმ თვალები მოჭუტა.
– ალბათ სიცხისგან გაჟრიალებს, თუ გგონია რომ ნებას მოგცემ,
ჩემს შვილს რამე დაუშავო.
ტირიონმა ამოიოხრა. ქალი მთავარს ვერ ხედავდა, როგორც
ხშირად სჩვეოდა.
– ჯოფრის ჩემ გვერდით ისევე არაფერი ემუქრება, როგორც შენ-
თან, – უთხრა დამაჯერებლად, – მაგრამ მუქარას თუ იგრძნობს, უფ-
რო განეწყობა ყურის დასაგდებად, – მან დის ხელი აიღო, – შენი ძმა
ვარ, ხომ იცი. და გჭირდები, გინდა თუ არა ამის აღიარება, მაინც.
შენს ვაჟსაც ვჭირდები, თუ აპირებს, იმ მახინჯი რკინის სკამის შე-
ნარჩუნების იმედი ჰქონდეს.
ჩანს, ქალს თავადვე უკვირდა, რომ ძმამ მისი დაყოლიება შეძ-
ლო. – შენ ყოველთვის ცბიერი იყავი.
– ჩემებურად, პატარა კაცს რომ შეეფერება, – გაიკრიჭა ტირი-
ონი. – შეიძლება ღირდეს, ვცადოთ... მაგრამ არ შეგეშალოს, ტირი-

83
ონ. თუ მიგიღებ, მეფის მარჯვენა სახელად გერქმევა, სინამდვილე-
ში ჩემი მარჯვენა იქნები. სანამ რამეს იზამდე, შენს ყველა გეგმას და
განზრახვას მე გამიზიარებ და არაფერს გააკეთებ ჩემი თანხმობის
გარეშე. გაიგე?
– ო, რასაკვირველია.
– თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა, – იცრუა მან, – შენი ვარ, დაო, – მანამ, სანამ
მჭირდებაო გაიფიქრა, – ახლა, რაკი საერთო მიზანი გვაერთიანებს,
ერთმანეთისგან არაფერი უნდა დავმალოთ. ამბობ, რომ ლორდი
ედარდი ჯოფრიმ მოაკვლევინა, სერ ბარისტანი ვარისმა დაითხოვა,
ლორდი სლინტი კი ნეკამ გვიბოძა. ჯონ ერინი ვინღა მოკლა?
სერსეიმ ხელი გამოსტაცა – მე რა ვიცი?
– საარწივეში მჯდარი მგლოვიარე ქვრივი ფიქრობს, რომ მე.
ნეტავ საიდან მოუვიდა ასეთი რამ აზრად?
– მე ნამდვილად არ ვიცი. ის შტერი ედარდ სტარკი იმავეს მე მაბ-
რალებდა. სიტყვა გადამიკრა რომ ლორდ ერინს ეჭვად ჰქონდა ან...
დარწმუნებით იცოდა...
– რომ შენ ჩვენს ძვირფას ჯეიმისთან კოტრიალობ?
ქალმა სილა გააწნა.
– გგონია, მეც მამაჩვენივით ვერაფერს ვხედავდი? – ტირიონმა
ლოყა მოისრისა, – სულ არ მენაღვლება, ვისთან წევხარ... თუმცა
არც მთლად სამართლიანი მეჩვენება, რომ ერთ ძმას უშლი ფეხებს
და მეორეს არა.
ქალმა სილა გააწნა.
– ნელა, სერსეი, გეხუმრები. მართალი თუ გინდა, ერთი კაი კახ-
პა მირჩევნია. ვერასოდეს გამეგო, რა ნახა ჯეიმიმ შენში, საკუთარი
ანარეკლის გარდა.
ქალმა სილა გააწნა.
84
ტირიონს ლოყები აწითლებული ჰქონდა და ეწვოდა, მაგრამ გა-
იღიმა.
– ასე თუ გააგრძელებ, შეიძლება გავბრაზდე.
ამის გაგონებაზე სერსეიმ ხელი შეაჩერა.
– რატომ უნდა მენაღვლებოდეს შენი გაბრაზება?
– ახალი მეგობრები მყავს, – გაუმხილა ტირიონმა, – შენ ისინი
არ მოგეწონება. რობერტი როგორ მოკალი?
– თვითონვე მოახერხა. ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ. ლანსელმა
რომ გაიგო, რობერტი ტახის მონადირებას აპირებსო, მაგარი ღვი-
ნო მისცა. მისი საყვარელი მჟავე წითელი, მაგრამ შემაგრებული,
სამჯერ უფრო მათრობელა, ვიდრე რობერტი ჩვეული იყო. იმ ვეება
მყრალ შტერს უყვარდა ეგ ღვინო. როგორც კი ისურვებდა, შეეძლო,
შეეწყვიტა ყლურწვა, მაგრამ არა, ერთი ტიკი გამოცალა და ლან-
სელს უთხრა, მეორე მოიტაო. დანარჩენი ტახმა ქნა. ნადიმზე უნდა
ყოფილიყავი, ტირიონ. ასე გემრიელი ტახი არასოდეს გაგისინჯავს.
სოკოთი და ვაშლით შეაზავეს და გამარჯვების გემო ჰქონდა.
– ნამდვილად, დაიკო, ქვრივის ბედისთვის გაჩნდი ამქვეყნად, –
ტირიონს მოსწონდა რობერტ ბარათეონი, დიდი ბობოქარი ბრიყვი
იყო, მაგრამ მაინც... უეჭველია; ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მის
დას იგი ასე ძალიან ეზიზღებოდა, – ახლა, ჩემს გასილაქებას თუ
მორჩი, წავალ, – ფეხები მოატრიალა და მოუქნელად ჩამოცოცდა
სკამიდან.
სერსეიმ შუბლი შეიკრა.
– მე წასვლის ნება არ მომიცია. მინდა ვიცოდე, როგორ აპირებ
ჯეიმის გათავისუფლებას.
– გეტყვი, როცა გავიგებ. გეგმები ხილს ჰგავს, მომწიფება სჭირ-
დება. ამწუთას კი ვაპირებ, ქუჩები დავიარო და ქალაქს დავხედო, –
ტირიონმა კარის გვერდით მდგარ სფინქსს თავზე დაადო ხელი, –
85
და ბოლო დავალება: გეთაყვა, იზრუნე, რომ სანსა სტარკს არაფერი
დაუშავდეს. ორივე გოგონას დაკარგვა არ გამოგვადგება. საბჭოს
პალატიდან გასულმა ტირიონმა სერ მანდონს თავი დაუკრა და
გრძელ თაღებიან დარბაზს დაუყვა. ბრონიც აედევნა. ტიმეტ ტიმე-
ტის ძე არსად ჩანდა.
– სადაა ჩვენი წითელი ხელი? – ჰკითხა ტირიონმა.
– დაზვერვის ჟინი შემოაწვა. მაგისთანები დარბაზებში ლოდი-
ნისთვის არ არიან გაჩენილები.
– იმედია, ისეთს არავის მოკლავს, – მთიელები, რომლებიც ტი-
რიონმა მთვარის მთებში გაფანტული სიმაგრეებიდან ჩამოიყვანა,
თავისებურად, შეუპოვრად ერთგულები იყვნენ, მაგრამ სიამაყე
ჭარბად მოსდგამდათ და ჩხუბზეც არასოდეს იხევდნენ უკან; ყველა
ნამდვილ თუ წარმოსახვით შეურაცხყოფას პასუხად იარაღს აგებებ-
დნენ, – სცადე, იპოვო. და ამასობაში იმასაც მიხედე, დანარჩენები
დააბინაონ და აჭამონ. მინდა, მარჯვენის კოშკის ქვემოთ ყაზარმაში
დაასახლონ, მაგრამ მოურავს ქვის ყვავები და მთვარის ძმები ახ-
ლოს არ მოათავსებინო, და ისიც უთხარი, დაშანთულებს ცალკე
დარბაზი გამოუყოს..
– შენ სად იქნები?
– გატეხილ გრდემლში უნდა დავბრუნდე ბრონი მოურიდებლად
გაიკრიჭა.
– მხლებელი გინდა? ამბობენ, ქუჩები სახიფათოაო.
– ჩემი დის შინა დაცვის კაპიტანს მოვუხმობ და შევახსენებ, რომ
მეც ისეთივე ლანისტერი ვარ, როგორც დედოფალი. უნდა გაიხსე-
ნოს, რომ კასტერლის კლდეს არის შეფიცული და არა სერსეის ან
ჯოფრის.
ერთი საათის შემდეგ ტირიონი წითელი ციხიდან გამოჭენდა,
თან წითელ მოსასხამებში და ლომიან მუზარადებში გამოწყობილი
86
თორმეტი მცველი ახლდა. ცხაურის ქვეშ რომ გაიარეს, მან გალა-
ვანზე ჩამწკრივებული თავები შენიშნა. ძველი კუპრით და ლპობით
გაშავებულ თავებს უკვე დიდი ხანია, ვეღარავინ იცნობდა.
– კაპიტანო ვილარ, – დაუძახა მცველს, – მსურს, დილისთვის
ესენი ჩამოხსნან. მდუმარე დებს მიეცით განსაწმენდად, – იცოდა,
მათი შეთანადება სხეულებთან მთელი ჯოჯოხეთი იქნებოდა, მაგ-
რამ ეს უნდა გაკეთებულიყო. შუა ომის დროსაც კი დაცული უნდა
იყოს გარკვეული წესიერება.
ვილარი შეყოყმანდა.
– მისმა მოწყალებამ გვითხრა, რომ სურს, მოღალატეების თავე-
ბი მანამ დარჩეს გალავანზე, სანამ ბოლოში დარჩენილ იმ სამ შუბ-
საც არ შეავსებს.
– მოდი, გამოვიცნო. ერთი რობ სტარკისთვისაა, დანარჩენი –
ლორდ სტანისისა და რენლისთვის. ასეა?
– დიახ, მილორდ.
– ჩემი დისშვილი დღეს ცამეტი წლის გახდა, ვილარ. ეცადე, გა-
იხსენო. დილისთვის თავები ჩამოხსნილი დამხვდება, ან იმ ცარიელ
შუბებს იქნებ სხვა ბინადარი გაუჩნდეს. მიმიხვდი, რას ვგულისხმობ,
კაპიტან?
– პირადად მივხედავ, რომ ჩამოხსნან, მილორდ.
– კეთილი, – ტირიონმა ცხენს ქუსლები შემოჰკრა და ჩორთით
გასწია. წითელმოსასხამიანებს ისღა დარჩენოდათ, უკან მიჰყო-
ლოდნენ. სერსეის უთხრა, მინდა, ქალაქს დავხედოო. ეს მთლად
ტყუილიც არ ყოფილა. სა ნანახი ტირიონ ლანისტერს სრულიად არ
მოსწონდა. მეფის საბიჯელის ქუჩები ყოველთვის ხალხმრავალი,
გუგუნა და ხმაურიანი იყო.
მაგრამ ახლა ხიფათი უფრო საგრძნობი იყო, ვიდრე ადრინდელი
სტუმრობისას. მქსოველების ქუჩის მახლობლად სანარცხე არხში
87
გაშიშვლებული გვამი ეგდო და მას გაველურებული ძაღლების
ხროვა ჯიჯგნიდა, მაგრამ ეს, ჩანს, არავის ანაღვლებდა. გუშაგები
მრავლად მოჩანდნენ, თავიანთ ოქროსფერ მოსასხამებსა და შავ
ჯაჭვის პერანგებში შემოსილები წყვილ-წყვილად დადიოდნენ შუ-
კებში, რკინის კეტები მოემარჯვებინათ. ბაზრები სავსე იყო ჩამო-
ძონძილი ადამიანებით, შინიდან გამოტანილ ნივთებს რომ ყიდდნენ
ნებისმიერ ფასად, რასაც კი შეაძლევდნენ... სურსათით მოვაჭრე
ფერმერების ნაკლებობაც აშკარად შეიმჩნეოდა. ის ცოტაოდენი სა-
ქონელი, თვალი რომ მოჰკრა, სამჯერ უფრო ძვირი იყო, ვიდრე შარ-
შან. ერთი გამყიდველი შამფურებზე შემწვარ ვირთხებს დაატარებ-
და.
– ახალი ვირთხები! – გაიძახოდა ხმამაღლა, – ახალი ვირთხები!
უეჭველია, ახალი ვირთხები ძველ, გაფუჭებულ ვირთხებს სჯობდა.
შემაშფოთებელი ის იყო, რომ ვირთხები უფრო მადის აღმძვრელი
ჩანდა, ვიდრე იმ საკვების უმეტესობა, რასაც ყასბები ყიდიდნენ.
ფქვილის ქუჩაზე ტირიონს ყველა დახლის კართან ჩამდგარი მცვე-
ლი მოხვდა თვალში. გაჭირვებულ დროში ხაბაზსაც კი ქირით მებ-
რძოლი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე პურიო, გაიფიქრა. – სურსათი
აღარ შემოდის, ჰო? – ჰკითხა ვილარს.
– საკმაოდ ცოტა, – აღიარა კაპიტანმა, – მდინარეთში ომია,
ლორდმა რენლიმ ზენაბაღი ააჯანყა, ამიტომაც დასავლეთის და სამ-
ხრეთის გზები დაკეტილია.
– და ჩემმა კეთილმა დამ რა მოიმოქმედა საქმის გამოსასწორებ-
ლად? – მეფის მშვიდობის აღსადგენად ღონეს ხმარობს – დაარწმუ-
ნა ვილარმა, – ლორდმა სლინტმა ქალაქის დაცვა გაასამმაგა, დე-
დოფალმა ათასი ხელოსანი დაცვის გასაძლიერებლად დაასაქმა.
კალატოზები გალავნებს ამაგრებენ, დურგლები ფილაკვანებს და
სკორპიონებს ამზადებენ, ჯოლბორდები ისრებს თლიან, მჭედლები
88
ხმლებს ჭედენ, ალქიმიკოსთა ამქარი კი ველური ცეცხლის ათი
ათას ქილას დაგვპირდა.
ტირიონი უნაგირზე შეშფოთებით შეიშმუშნა სასიამოვნო იყო
იმის გაგება, რომ სერსეი გულხელდაკრეფილი არ მჯდარა, მაგრამ
ველური ცეცხლი სახიფათო იარაღი იყო და ათი ათასი ქილა სავსე-
ბით კმაროდა, რომ მთელი მეფის საბიჯელი ნაცარტუტად ექცია.
– ჩემმა დამ ამის ფული სად იშოვა? – საიდუმლო არ იყო, რომ
მეფე რობერტმა ტახტი ვალებში ჩაფლული დატოვა, ალქიმიკოსებს
კი ქველმოქმედების სახელი არასოდეს ჰქონიათ გავარდნილი.
– ლორდი ნეკა ყოველთვის ახერხებს ხოლმე რაღაცას, მი-
ლორდ.
ქალაქში შემოსვლის მსურველებს ბაჟი დაუწესა.
– ჰო, ეგ გაჭრიდა, – მიუგო დაფიქრებულმა ტირიონმა. ჭკვიანუ-
რია. ჭკვიანური და უმოწყალო. ბრძოლებს ათიათასობით ადამიანი
გამოექცა, მეფის საბიჯელის ვითომ უსაფრთხოებას რომ შეჰფარე-
ბოდნენ. ტირიონმა ნახა ისინი სამეფო გზაზე, დედების, ბავშვების
და შეწუხებული მამების გუნდები, შურით რომ შესცქეროდნენ მის
ცხენებს და ფორნებს. ქალაქს რომ მოაღწევდნენ, უეჭველია, რაც კი
ებადათ, ყველაფერს გადაიხდიდნენ, ოღონდაც ომს ამ მაღალი, მა-
ნუგეშებელი გალავნის მიღმა დამალვოდნენ... თუმცა იქნებ კიდევ
დაფიქრებულიყვნენ, ველურ ცეცხლზე რომ სცოდნოდათ.
სასტუმრო გატეხილი გრდემლი გალავნის თვალსაწიერზე იდგა,
ღმერთების კარის მახლობლად, საიდანაც იმ დილით ქალაქში შე-
მოვიდნენ. ეზოში შესულებს ბიჭი შეეგებათ სირბილით, ტირიონს
ცხენიდან ჩამოსვლაში რომ დახმარებოდა.
– შენი ხალხი უკან, სასახლეში წაიყვანე, – უთხრა მან ვილარს,
– ღამეს აქ გავათევ.
კაპიტანი შეყოყმანდა.
89
– უხიფათოდ იქნები, მილორდ?
– მაგაზე გეტყოდი, კაპიტანო, რომ ამ დილით, სასტუმრო რომ
დავტოვე, ის” შავყურებით იყო სავსე. არავის შეუძლია, მთლად უხი-
ფათოდ იგრძნოს თავი, როდესაც ჩელა ჩეიკის ასული სადღაც ახ-
ლოს იმყოფება, – ტირიონი კარისკენ წაქანავდა. დარჩეს ახლა ვი-
ლარი და თავი იმტვრიოს, თუ რას ნიშნავს მისი სიტყვები.
სასტუმროს საერთო ოთახში შესულს მხიარული ჟრიამული შე-
მოეგება. მან გამოარჩია ჩელას ხრინწიანი ხითხითი და შაის სიცი-
ლის მსუბუქი ჰანგი. გოგონა ბუხრის სიახლოვეს იჯდა მრგვალ ხის
მაგიდასთან და ღვინოს წრუპავდა. მასთან ერთად იყო სამი შავყუ-
რა, რომლებიც ტირიონმა მცველებად დაუტოვა, და მსუქანი კაცი,
მისკენ ზურგით რომ იჯდა. სასტუმროს მეპატრონეაო, გაიფიქრა ტი-
რიონმა... შაიმ ტირიონს სახელი დაუძახა და დაუპატიჟებელი სტუ-
მარი ფეხზე წამოდგა.
– ჩემო კეთილო ბატონო, უაღრესად ნაამები ვარ შენი ხილვით,
– ამოთქვა ერთბაშად, ფერუმარილიან სახეზე საჭურისის ნაზი ღი-
მილი გადაჰფენოდა.
ტირიონი წაბორძიკდა.
– ლორდ ვარის. არ მეგონა, აქ თუ გნახავდი – სხვებსაც წაუღიათ
მისი თავი, ასე სწრაფად როგორ იპოვა?
– მომიტევეთ, რომ შემოგეჭერით, – წარმოთქვა ვარისმა, – მაგ-
რამ სასწრაფოდ დამჭირდა თქვენი ყმაწვილი ლედის ნახვა.
– ყმაწვილი ლედი, – გაიმეორა შაიმ, სიტყვებს აგემოვნებდა, –
სანახევროდ მართალი ხარ, მილორდ. მართლაც ახალგაზრდა ვარ.
თვრამეტისაა, გაიფიქრა ტირიონმა. თვრამეტისაა და კახპაა, მაგ-
რამ გონება უჭრის, საწოლში კატასავით მოქნილია, დიდი მუქი თვა-
ლები და მშვენიერი შავი თმა აქვს, კიდევ – საამო, რბილი, მშიერი
პატარა პირი... და ჩემია!
90
ჯანდაბა შენ თავს, საჭურისო.
– ვშიშობ, ეს მე შემოგეჭერით, ლორდ ვარის, – უთხრა ნაძალა-
დევი თავაზით, – რომ შემოვედი, შუა ხალისში იყავით.
– მ ლორდ ვარისმა ჩელას ქათინაური სტყორცნა მისი ყურების
გამო და უთხრა, ასეთი მშვენიერი ყელსაბამის გასაკეთებლად ალ-
ბათ ბევრი კაცი მოკალიო, – აუხსნა შაიმ. ტირიონს ყური მოსჭრა,
ვარისი ამგვარად რომ მოიხსენია – „მილორდ“. ასე ხომ მას მიმარ-
თავდა ლოგინის თამაშებისას, – ჩელამ კი მიუგო, დამარცხებულებს
მხოლოდ მშიშრები ხოცავენო.
– უფრო მეტი სიმამაცე ისაა, კაცი ცოცხალი დატოვო, სირცხვი-
ლის ჩამორეცხვის და თავისი ყურის უკან დაბრუნების შესაძლებ-
ლობა რომ ჰქონდეს, – განმარტა ჩელამ, პატარა მუქმა ქალმა,
რომლის საზარელ ყელსაბამზე, არც მეტი არც ნაკლები, ორმოცდა-
ექვსი გამხმარი, დაკუჭული ყური იყო აცმული. ტირიონმა ერთხელ
თავად გადათვალა ისინი, – მხოლოდ ასე შეგიძლია დაამტკიცო,
რომ შენი მტრების არ გეშინია.
შაიმ გადაიხარხარა.
– და მაშინ მილორდმა თქვა, შავყურა რომ ვყოფილიყავი, არა-
სოდეს დავიძინებდი, ცალყურა კაცების დასიზმრების შიშითო.
– მე ეგ სიძნელე არასოდეს შემაწუხებდა, – თქვა ტირიონმა, – მე
მტრები თავზარს მცემენ, ამიტომ ყველას ვხოცავ.
ვარისმა ჩაიხითხითა.
– შესვამ ღვინოს ჩვენთან ერთად, მილორდ?
– შევსვამ ღვინოს, – ტირიონი შაის გვერდით დაჯდა. ჩელასგან
და გოგონასგან განსხვავებით, იგი მიხვდა, აქ რაც ხდებოდა. ვარისი
სიტყვას უთვლიდა. როდესაც თქვა, სასწრაფოდ დამჭირდა, თქვენი
ყმაწვილი ლედი მენახაო, გულისხმობდა: შენ შეეცადე, დაგემალა

91
ის, მაგრამ მე ვიცოდი, სადაც იყო, ვინც იყო, და აი, მეც აქ ვარ. და-
ფიქრდა, ნეტავ ვინ გამცაო. სასტუმროს მეპატრონემ, თავლის ბიჭ-
მა, ჭიშკრის მცველმა... თუ რომელიმე მისიანმა?
– ქალაქში ღმერთების კარით მიყვარს დაბრუნება, – უთხრა ვა-
რისმა შაის, თან თასებს ავსებდა, – კარიბჭის ჩუქურთმები ისეთი
დახვეწილია, ყოველთვის, როდესაც ვუცქერი, ცრემლი მადგება. ის
თვალები... როგორი მეტყველია, არა? გეგონება, მიცქერენო, ცხა-
ურის ქვეშ რომ გადიხარ.
– არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, მილორდ, – უპასუხა შაიმ,
– დილით დავაკვირდები, თუკი გეამებათ.
ნუ გაირჯები, ტკბილო, გაიფიქრა ტირიონმა, თასში ღვინოს ატ-
რიალებდა. ჩუქურთმები არაფერში ენაღვლება. ის თვალები, რომ-
ლებზეც იკვეხნის, მისი საკუთარია. გულისხმობს, რომ თვალს გვა-
დევნებდა, რომ, როგორც კი ქალაქის კარს გამოვცდით, უკვე იცო-
და, სადაც ვიყავით.
– ფხიზლად იყავი, ბავშვო, – დაბეჯითებით უთხრა ვარისმა, – ახ-
ლა მეფის საბიჯელი მთლად უხიფათო ადგილი არაა. ამ ქუჩებს კარ-
გად ვიცნობ და მაინც, დღეს ლამის მეშინოდა, აქეთ რომ მოვდი-
ოდი, ასე მარტოკა და უიარაღო. ამ ბნელ ჟამს ყველგან ავაზაკები
არიან, ო, დიახ. ცივი ფოლადი უჭირავთ და კიდევ უფრო ცივი გულე-
ბი აქვთ. – იქ, სადაც მე შემიძლია, მარტო და უიარაღოდ მოვიდე,
სხვები შეიძლება ხელში ხმლით მოგიცვივდნენ, ამბობდა იგი.
შაიმ გადაიკისკისა.
– ჩემს შეწუხებას თუ შეეცდებიან, ერთი ყურით ნაკლებს წაიღე-
ბენ თან, როდესაც ჩელა აქედან მოაკურცხლინებთ.
ვარისმა ისე გადაიხარხარა, თითქოს ამაზე სასაცილო არას-
დროს არაფერი სმენოდა, მაგრამ მზერა ტირიონზე რომ გადაიტანა,
თვალებში სიცილის ნასახიც არ უჩანდა.
92
– ყმაწვილი ლედი მეტად მომხიბლავია. ჩემი გადასაწყვეტი რომ
იყოს, ძალიან მოვუფრთხილდებოდი.
– ეგრე ვაპირებ. ვინც კი შეეცდება, მას რამე დაუშავოს... იცი,
შავყურობას ვერ გავწევ, ძალიან პატარა ვარ; და სიმამაცეზე თავს
არ ვდებ. – გესმის? იმავე ენაზე გელაპარაკები, საჭურისო. გოგონას
რამეს თუ დაუშავებ, თავს მოგჭრი.
– ახლა დაგტოვებთ, – ვარისი წამოდგა, – ვიცი, როგორი დაღ-
ლილი უნდა იყოთ. მხოლოდ ის მსურდა, მოგსალმებოდი, მილორდ,
და მეთქვა, რა ნასიამოვნები ვარ შენი ჩამოსვლით. საბჭოში ძალიან
გვჭირდები. კომეტა ნახე?
– დაბალი ვარ, თორემ ბრმა კი არა, – უთხრა ტირიონმა. სამეფო
გზიდან რომ უცქერდა, კომეტას ლამის ნახევარი ცა დაეფარა, ნახე-
ვარმთვარეს ჩრდილავდა კაშკაშით.
– ქალაქის ქუჩებში მაგას წითელ მაცნეს ეძახიან, – თქვა ვარის-
მა, – ამბობენ, მეფის მოსვლის წინ ჰეროლდად ჩნდებაო, მოსა-
ლოდნელ ცეცხლსა და სისხლზე გვაუწყებსო, – საჭურისმა უმარი-
ლიანი ხელები მოიფშვნიტა, – შეიძლება, რაღაც გამოცანა დაგიტო-
ვოთ, ლორდ ტირიონ? – პასუხისთვის არ მოუცდია, – ოთახში სამი
დიდებული კაცი ზის: მეფე, ქურუმი და მდიდარი კაცი თავისი ოქრო-
ებით. მათ შორის ქირით მებრძოლი დგას, პატარა კაცი, მდაბიო
წარმოშობის და არცთუ გონებაგამჭრიახი. ყოველი დიდებული და-
ნარჩენი ორის მოკვლას უბრძანებს: „შეასრულე ჩემი ბრძანება“,
ეუბნება მეფე, „იმიტომ, რომ მე შენი კანონიერი მბრძანებელი ვარ“.
„მე დამემორჩილე“, ეუბნება ქურუმი, იმიტომ, რომ მე ღმერთების
სახელით გიბრძანებ!” „მე დამემორჩილე“, ეუბნება მდიდარი, „და
მთელი ეს ოქრო შენი იქნება“. ჰოდა, მითხარით: ვინ დარჩება ცოც-
ხალი და ვინ მოკვდება? – საჭურისი მდაბლად მოიდრიკა და რბილი
ნაბიჯით გაეჩქარა საერთო ოთახიდან.
93
ის რომ წავიდა, ჩელამ ჩაიფრუტუნა, შაიმ კი ლამაზი სახე მოჭ-
მუხნა.
– მდიდარი გადარჩება. არა?
ტირიონმა დაფიქრებულმა მოსვა ღვინო.
– შეიძლება. ან არა. როგორც ჩანს, ქირით მებრძოლს გააჩნია,
– მან თასი მაგიდაზე დადგა, – წამო, მაღლა ავიდეთ.
შაის კიბის თავში დაცდა მოუხდა, რადგანაც მას აშოლტილი,
მარდი ფეხები ჰქონდა, ტირიონს კი – მოკლე, მობრეცილი და მტკი-
ვანი. მაგრამ გოგონა უღიმოდა, როდესაც ტირიონმა მასთან მიაღ-
წია.
– მოგენატრე? – გამოაჯავრა და ხელი ჩაჰკიდა.
– საშინლად, – აღიარა ტირიონმა. შაი ხუთ ფუტზე ოდნავ მაღა-
ლი იყო, და მაინც ქვემოდან ზემოთ უწევდა მისთვის ცქერა...
ოღონდ მასთან არაუშავდა. დაბლიდანაც საამო შესახედი იყო.
– იმ შენს წითელ ციხეში სულ მოგენატრები ხოლმე, – უთხრა და
თავის ოთახში შეუძღვა, – სულ მარტო რომ იწვები შენს ცივ საწოლ-
ში იმ შენს მარჯვენის კოშკში.
– ეგრეა, – ტირიონი სიხარულით იყოლიებდა გოგონას თავის-
თან, მაგრამ ლორდმა-მამამ აუკრძალა. იმ კახპას კარზე არ მიათ-
რევო, ბრძანა ლორდმა ტაივინმა. მისი ქალაქში ჩამოყვანაც საკმა-
ოდ გამომწვევი რამ იყო, მეტს ვეღარ გაბედავდა. მთელი გავლენა
და ავტორიტეტი, რაც კი მოეპოვებოდა, მამამისისგან ჰქონდა, შაის
ეს უნდა გაეგო.
– შორს არ მეყოლები – აღუთქვა გოგონას – სახლი გექნება,
მცველები და მსახურები გეყოლება მეც, როგორც კი მოვახერხებ,
გესტუმრები ხოლმე.
შაიმ კარს ფეხი ჰკრა და მიკეტა ვიწრო ფანჯრების მღვრიე მინებ-
ში ვისენიას ბორცვზე წამომდგარი ბეილორის დიდი სეპტის გარჩევა
94
შეიძლებოდა, მაგრამ ტირიონი სულ სხვა სანახაობამ გაიტაცა. შაი
დაიხარა, ხელები კაბის ქობაზე მოივლო, თავზე გადაიძრო და
გვერდით მიაგდო. საცვლების მას არ სწამდა.
– ვერასოდეს მოისვენებ, – წინ დაუდგა ტირიონს: ვარდისფერი,
შიშველი და მშვენიერი, ცალი ხელით დოინჯი შემოეყარა, – რამ-
დენჯერაც დასაძინებლად წახვალ, იმდენჯერ ჩემზე იფიქრებ. მერე
აიგზნები და არავინ გეყოლება, რომ გიშველოს, შენც ვერ დაიძინებ,
სანამ არ... – ის უხამსი ღიმილი გადაეფინა სახეზე, ტირიონს ასე
რომ მოსწონდა, – ...ამიტომ ეძახიან მარჯვენის კოშკს, მ ლორდ?
– გაჩუმდი და მაკოცე, – უბრძანა ტირიონმა.
მის ტუჩებს ღვინის გემო ჰქონდა, გრძნობდა, როგორ მიებჯინა
პატარა მკვრივი ძუძუები, როდესაც გოგონამ თითებით მისი შარ-
ვლის თასმები მოძებნა.
– ჩემო ლომო, – ჩასჩურჩულა, როდესაც ტირიონი კოცნას მოს-
წყდა, ტანთ რომ გაეხადა, – ჩემო ტკბილო ლორდო, ჩემო გოლია-
თო ლანისტერ, – ტირიონმა იგი საწოლისკენ მიიზიდა.
მასში რომ შეიჭრა, შაიმ ისე დაიყვირა, რომ თავის აკლდამაში
განსვენებულ ბეილორ კურთხეულსაც გააღვიძებდა. მისმა ფრჩხი-
ლებმა ზურგზე ნაჭდევები დაუტოვეს; ასე საამო არცერთი ტკივილი
არ ყოფილა ტირიონისთვის.
სულელო, ფიქრობდა მერე თავისთვის, ჩაზნექილი ნაალის შუ-
აში რომ იწვნენ აბურდულ ზეწრებს შორის. ვერასოდეს ვერაფერს
შეიგნებ, ქონდრისკაცო? კახპაა, ჯანდაბა შენ თავს, შენი ოქრო უყ-
ვარს, შენი სირი კი არა. გახსოვს ტიშა? მაგრამ როდესაც მსუბუქად
მიელამუნა ცალ ძუძუზე, გოგონას კერტი შეხებით გაუმაგრდა.
და მკერდზე წითლად მოუჩანდა ვნებით გატაცებული ტირიონის
ნაკბენი.
– და რას იზამ, მ ლორდ, ახლა, მეფის მარჯვენა როცა ხარ? –
95
ჰკითხა შაიმ, როდესაც ტირიონმა პეშვში მოიქცია მისი თბილი, სა-
ამო მკერდი.
– ისეთ რამეს, რასაც სერსეი არაფრით არ მოელის, – ნაზად ჩას-
ჩურჩულა ტირიონმა მის ნატიფ კისერს, – მე ვიზამ... სამართალს.

ბრანი

ბრანს ფანჯრის რაფის მაგარი ქვა თავის ბუმბულის ქვეშაგებს და


საბნებს ერჩივნა. საწოლში რომ იწვა, კედლები სულს უხუთავდნენ
და ჭერი მძიმედ ეკიდა თავზემოთ; საწოლში რომ იწვა, ოთახი საკ-
ნად ექცეოდა, ხოლო ვინტერფელი – ციხედ. ფანჯრის მიღმიდან კი
ვრცელი სამყარო უხმობდა. სიარული არ შეეძლო, არც კედელზე
ცოცვა, არც ნადირობა ან ხის ხმლებით ბრძოლა, როგორც ოდეს-
ღაც, მაგრამ ხედვას მაინც ხომ ახერხებდა! უყვარდა ცქერა, თუ რო-
გორ იწყებდნენ ციალს ფანჯრები მთელ ვინტერფელში, როდესაც
სანთლებს და ბუხრებს ანთებდნენ კოშკებისა და დარბაზების ისრუ-
ლი მინების მიღმა, და უყვარდა ყურისგდება, მგელსაზარები ვარ-
სკვლავებს რომ უმღერდნენ.
ბოლო დროს მგლებს ხშირად ხედავდა სიზმრად. მე მესაუბრები-
ან, როგორც ძმები ძმასო, ეუბნებოდა თავის თავს, მგელსაზარების
ყმუილი რომ ესმოდა. ლამის გაეგო მათი ნათქვამი... ბოლომდე
არა, მართლა არა, მაგრამ თითქმის... თითქოს იმ ენაზე მღეროდ-
ნენ, რომელიც ადრე იცოდა და როგორღაც დაავიწყდა. ვოლდე-
რებს იქნებ კიდევაც ეშინოდათ მათი, მაგრამ სტარკებს მგლის სის-
ხლი ჰქონდათ. ბებერმა ნენმა უთხრა ასე. თან გააფრთხილა: – თუმ-
ცა ზოგში ის მეტად ძლიერია, ზოგში – ნაკლებად.
ზაფხულის სიმღერები გაწელილი და სევდიანი იყო, ბურძგლა-

96
ძაღლის – უფრო ველური. მათ ხმებს ეზოები და დარბაზები ირეკ-
ლავდა, მთელი სასახლე გამოძახილებით ივსებოდა და გეგონებო-
და, ვინტერფელში ორი მგელი კი არა, მთელი ხროვა ბინადრობდა.
მხოლოდ ორი, იქ, სადაც ოდესღაც ექვსნი იყვნენ. ნეტავ მათაც თუ
ენატრებათ თავიანთი დები და ძმებიო, ფიქრობდა ბრანი. ნეტავ რუხ
ქარს და ლანდს, ნიმერიას და ლედის აჩრდილს ხომ არ უხმობენ?
ნეტავ თუ სურთ, ისინიც შინ დაბრუნდნენ და ერთად იყვნენ ხროვა?
– აბა ვის შეუძლია, მგლის აზრები გაიგოს? – უთხრა სერ როდ-
რიკ კასელმა, ბრანმა რომ ჰკითხა, რატომ ყმუიანო. ბრანის ლედი-
დედამ იგი ვინტერფელის კასტელანად დანიშნა და დაკისრებული
მოვალეობები ფუჭ კითხვებზე დასაკარგ დროს აღარ უტოვებდნენ.
– თავისუფლებას უხმობენ, – განაცხადა ფარლენმა, რომელიც
მეძაღლეთუხუცესი იყო და მგელსაზარები, მისი მწევრების არ იყოს,
არც მას მოსდიოდა თვალში, – არ მოსწონთ, გალავანში რომ არიან
გამომწყვდეული. არც გაემტყუნებათ. ველური არსება ტყეში უნდა
ცხოვრობდეს, სასახლეში კი არა.
– ნადირობა უნდათ, – კვერს უკრავდა გეიგი, მზარეული, თან
წვნიანის დიდ კარდალაში დაკეპილ ქონის ნაჭრებს ყრიდა, –
მგელს ნებისმიერ ადამიანზე უკეთესი ყნოსვა აქვს. ალბათ მსხვერ-
პლის სუნი იკრეს.
მაისტერ ლუვინს ასე არ ეგონა.
– მგლები ხშირად შეჰყმუიან მთვარეს. ესენი კომეტაზე ყმუიან.
ხედავ, რა კაშკაშაა, ბრან? შეიძლება მთვარე ჰგონიათ.
როდესაც ბრანმა ეს ოშას გაუმეორა, მან ხმამაღლა გაიცინა.
– შენს მგლებს შენს მაისტერზე მეტი ჭკუა აქვთ, – თქვა ველურმა
ქალმა, – ის სიმართლე იციან, რომელიც რუხ კაცს უკვე გადაავიწ-
ყდა, – ისე თქვა, რომ ბრანს გააჟრჟოლა, და როცა დაეკითხა, კომე-
ტა რაღას ნიშნავსო, ქალმა მიუგო:
97
– სისხლს და ცეცხლს, ბიჭო, და არაფერს კარგს.
ბრანმა კომეტაზე ჰკითხა სეპტონ ჩეილის, როდესაც ისინი ბიბ-
ლიოთეკის ხანძრიდან გადარჩენილ გრაგნილებს ახარისხებდნენ.
– ეგ ის ხმალია, რომელიც სეზონს კლავს, – მიუგო მან. მალევე
მოფრინდა თეთრი ყორანიც ძველქალაქიდან და შემოდგომის დად-
გომა აუწყათ, ასე რომ, სეპტონი, უეჭველია, მართალი იყო. მაგრამ
ბებერი ნენი მას არ ეთანხმებოდა, მას კი ყველაზე მეტხანს ეცოც-
ხლა.
– დრაკონები, – თქვა მან, თავი ასწია და ჰაერი დაყნოსა. ის
თითქმის ბრმა იყო და კომეტას ვერ ხედავდა, მაგრამ ამბობდა, სუნს
ვგრძნობო, – დრაკონებია, ბიჭო, – ამტკიცებდა იგი. ბრანს პრინცს
არაფრისდიდებით არ ეძახდა, ისევე, როგორც ადრე.
ჰოდორმა მხოლოდ „ჰოდორ“ უთხრა. სხვას არც არაფერს ამ-
ბობდა ხოლმე.
მგელსაზარები კი მაინც ყმუოდნენ. გალავანზე მდგარი მცველე-
ბი ბურტყუნით იგინებოდნენ, საძაღლეში მწევრები გავეშებით ყეფ-
დნენ, ცხენები ბაგებში ფლოქვებს სცემდნენ, ვოლდერები ცეც-
ხლთან ისხდნენ და ცახცახებდნენ და მაისტერი ლუვინიც კი უძილო
ღამეებს უჩიოდა. მხოლოდ ბრანს არ ანაღვლებდა მათი ყმუილი.
სერ როდრიკმა მგელსაზარები საღვთო ტყეში გამოამწყვდია მას მე-
რე, რაც ბურძგლაძაღლმა პატარა ვოლდერს უკბინა, მაგრამ ვინ-
ტერფელის ქვები ხმებს უცნაურად ცვლიდნენ და ზოგჯერ გეგონებო-
და, რომ ისინი ბრანის ფანჯრის ქვეშ, ეზოში ისხდნენ. ხანდახან შე-
ეძლო დაეფიცა, რომ გალავანზე დაეხეტებოდნენ გუშაგებივით სურ-
და, მათი დანახვა შესძლებოდა.
იგი ხედავდა მცველთა დარბაზის და სამრეკლოს კოშკის თავზე
დაკიდებულ კომეტას, მათ უკან და მოშორებით – დაბალ და

98
მრგვალ პირველ ციხეს, რომლის ქიმერებიც შავად ჩანდნენ იისფე-
რი, თითქოსდა დალილავებული ბინდის ფონზე. იყო დრო, ბრანმა
ზეპირად იცოდა ამ შენობების თითოეული ქვა, შიგნიდან თუ გარე-
დან. ყველაზე იყო აცოცებული, ისე მსუბუქად არბოდა კედლებზე,
როგორც სხვა ბიჭები საფეხურებს ჩაირბენენ ხოლმე. იქაური სახუ-
რავები მისი საიდუმლო კუნჭულები იყო, ხოლო დალეწილი კოშკის
წვერზე მობინადრე ყვავები ერთგულ მეგობრებად ჰყავდა.
მერე კი ჩამოვარდა.
ბრანს არ ახსოვდა ჩამოვარდნა, მაგრამ ეუბნებოდნენ, ჩამოვარ-
დიო, ასე რომ, ალბათ ასეც მოხდა. კინაღამ მოკვდა. ქიმერებს რომ
უცქერდა პირველი ციხის თავზე, იქ, სადაც ეს ამბავი დაემართა,
გულ-მუცელს უცნაური დაძაბულობა შეუკრავდა ხოლმე. ახლა კი
აღარ შეეძლო ცოცვა, არც სიარული, არც ხმლებით ბრძოლა და მი-
სი სანუკვარი ოცნებაც რაინდობაზე უიმედოდ ჩამოჭკნა.
ზაფხული ყმუოდა იმ დღეს, ბრანი რომ ჩამოვარდა, და მერეც,
დიდხანს, როდესაც ბიჭი დამტვრეული იწვა საწოლში. ეს რობმა უთ-
ხრა, სანამ საომრად წავიდოდა. ზაფხული გლოვობდა მის გამო,
ბურძგლაძაღლი და რუხი ქარი კი მის სევდას იზიარებდნენ. იმ ღა-
მითაც, სისხლით მოთხვრილმა ყორანმა მათი მამის სიკვდილის ამ-
ბავი რომ მოიტანა, მგლებმა უკვე იცოდნენ და ყმუოდნენ. ბრანი მა-
შინ მაისტერის კოშკურაში იყო რიკონთან ერთად, ტყის შვილებზე
ლაპარაკობდნენ, როდესაც ზაფხულმა და ბურძგლაძაღლმა ლუ-
ვინს ყმუილით სიტყვა შეაწყვეტინეს.
ახლა ვიღას იგლოვენ? იქნებ რომელიმე მტერმა მოკლა ჩრდი-
ლოეთის მეფე, რომელიც ადრე მისი ძმა რობი იყო? იქნებ მისი ბუში
ძმა ჯონი კედლიდან ჩამოვარდა? იქნებ დედა მოკვდა, ან მისი რო-
მელიმე და? თუ სხვა რამ ხდებოდა, როგორც მაისტერი, სეპტონი ან
ბებერი ნენი ფიქრობდნენ?
99
მართლაც მგელსაზარა რომ ვყოფილიყავი, მათ სიმღერას გავი-
გებდიო, გაიფიქრა სევდით. თავის მგლურ სიზმრებში მას შეეძლო,
ციცაბო ფერდობები აერბინა, ყველა კოშკზე უფრო მაღალ, დაკბი-
ლულ თოვლიან მთებს მოჰქცეოდა თავზე და მწვერვალზე შემდგა-
რიყო სავსე მთვარის ქვეშ, დაბლა კი მთელი ქვეყნიერება ყოფილი-
ყო გადაშლილი – როგორც ადრე იყო ხოლმე.
– უუუუ, – საცდელად შეჰყვირა ბრანმა. ხელები პირთან მოიმ-
რგვალა და თავი კომეტისკენ ასწია, – უუუუ, აჰუუუუ, – დაიყმუვლა.
სულელური ხმა იყო, გაწვრილებული, ყრუ და მოცახცახე, პატა-
რა ბიჭის ყმუილს ჰგავდა და არა მგლისას. მაგრამ ზაფხული გამოე-
პასუხა, მისმა ბოხმა ხმამ ბრანის სუსტი ხმა გადაფარა, ბურძგლა-
ძაღლმაც ბანი მისცა. ბრანმა ისევ გასძახა. ერთად ყმუოდნენ, მათი
ხროვის ნარჩენი წევრები.
ხმის გაგონებაზე მის კარს მცველი მოადგა, დამუწუკებულცხვი-
რიანი ჩალისთავა. ოთახში შემოიჭყიტა, დაინახა, ბრანი ფანჯრიდან
რომ გაყმუოდა, და ჰკითხა:
– რა ხდება, ჩემო პრინცო?
ბრანს ეუცხოებოდა, პრინცს რომ ეძახდნენ, თუმც იგი მართლაც
რობის მემკვიდრე იყო, რობი კი ახლა ჩრდილოეთის მეფე გახდა.
მან თავი მოაბრუნა და მცველს შეჰყმუვლა.
– უუუუ. უუუ-უუუ-უუუუ!
ჩალისთავამ სახეზე ხელი აისვა.
– მორჩი აქ ამის კეთებას.
– უუ-უუ-უუუუ,. უუ-უუ-უუუუ!
მცველი გავიდა. უკან დაბრუნებულს თან მაისტერი ლუვინი ახ-
ლდა. თავიდან ფეხებამდე რუხი ეცვა, კისერზე მჭიდროდ შემოხვეო-
და ჯაჭვი.

100
– ბრან, ეს მხეცები შენს დაუხმარებლადაც საკმარისად ხმაურო-
ბენ, – მან ოთახი გადაჭრა და ბიჭს შუბლზე დაადო ხელი, – გვიანია,
ახლა უკვე ღრმა ძილში უნდა იყო.
– მგლებს ველაპარაკები, – ბრანმა მისი ხელი მოიშორა.
– ვუთხრა ჩალისთავას, საწოლში გადაგიყვანოს?
– საწოლამდე მისვლა თვითონაც შემიძლია, – მიკენმა კედელში
რკინის ძელები ჩააჭედა და ბრანს შეეძლო, ხელების დახმარებით
ოთახში გადაადგილებულიყო. ნელა და ძნელად გამოსდიოდა, მე-
რე კი მხრები სტკიოდა ხოლმე, მაგრამ არ უყვარდა, ხელით რომ
ატარებდნენ, – თანაც, რატომ უნდა დავიძინო, თუ არ მინდა.
– ყველამ უნდა იძინოს, ბრან. პრინცებმაც კი.
– რომ მძინავს, მგლად ვიქცევი ხოლმე, – ბრანმა სახე მიატრია-
ლა და ისევ ღამეს გახედა, – მგლები სიზმრებს ხედავენ?
– ვფიქრობ, სიზმრებს ყველა არსება ხედავს, მაგრამ ისე არა,
როგორც ადამიანები.
– მკვდრები ხედავენ სიზმრებს? – ჰკითხა ბრანმა, მამამისზე ფიქ-
რობდა. ვინტერფელის ქვეშ ბნელ აკლდამებში ქვისხურო გრანიტში
მამამისის სახებას კვეთდა.
– ზოგი ამბობს, კიო, ზოგი – არაო, – მიუგო მაისტერმა, – თვი-
თონ მკვდრები ამაზე არაფერს ამბობენ.
– ხეები ხედავენ სიზმრებს?
– ხეები? არა...
– ხედავენ, – თქვა ბრანმა უეცარი დარწმუნებით, – ხეურ სიზ-
მრებს ხედავენ. მე ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე ხე. სარკმლის ხე, აი,
იმნაირი, ჩვენს საღვთო ტყეში რომ დგას, ჰოდა, მეძახის ხოლმე.
მგლური სიზმრები უკეთესია. რაღაცების სუნებს ვგრძნობ და ზოგ-
ჯერ სისხლის გემოს ვსინჯავ.

101
მაისტერმა ლუვინმა ძეწკვი გამოიქაჩა იქ, სადაც ლითონი კი-
სერს უხეხავდა.
– მეტი დრო რომ გაგეტარებინა სხვა ბავშვებთან...
– მეჯავრება სხვა ბავშვები, – თქვა ბრანმა, ვოლდერებს გულის-
ხმობდა, – ხომ გიბრძანე, აქედან მოგეშორებინა.
ლუვინმა ხმა გაიმკაცრა.
– ფრეიები დედა-ლედის აღსაზრდელები არიან, მისი სასწრაფო
ბრძანებით გამოგზავნეს აქ. მათი გაძევება შენ არ მოგეკითხება და
არც კეთილი საქციელია. ჩვენ რომ არ მივიღოთ, აბა, სად წავლენ?
– შინ. მაგათი ბრალია, ზაფხულის თან ყოლას რომ მიშლი.
– ფრეის ბიჭს არ უთხოვია, მეციო, – უთხრა მაისტერმა, – ისევე,
როგორც მე.
– ეგ ბურძგლაძაღლმა ქნა, – რიკონის დიდი შავი მგელი ისეთი
ველური იყო, რომ ზოგჯერ ბრანსაც კი აშინებდა, – ზაფხულს არა-
სოდეს დაუკბენია ვინმე.
– ზაფხულმა სწორედ ამ ოთახში კაცს ყელი გამოსჭამა, თუ დაგა-
ვიწყდა? სიმართლე ისაა, რომ ის საყვარელი ლეკვები, შენ და შენმა
ძმებმა თოვლში რომ იპოვეთ, გაიზარდნენ და საშიშ მხეცებად იქ-
ცნენ. ფრეის ბიჭები ჭკვიანურად იქცევიან, რომ არ ეკარებიან.
– საღვთო ტყეში ვოლდერები უნდა დაგვესახლებინა. რამდენ-
საც უნდათ, იმდენს ითამაშებდნენ გადასალახის ლორდობანას,
ზაფხული კი ისევ ჩემთან დაიძინებდა ხოლმე. პრინცი თუ ვარ, რა-
ტომ არ მიჯერებ? მინდა, მოცეკვავეთი ვიჯირითო, მაგრამ ალბელი
ჭიშკრის იქით არ მიშვებს.
– სწორსაც შვრება. მგლისტყე ხიფათითაა სავსე, ბოლო გასეირ-
ნებას ეს შენთვის უნდა შეეგნებინებინა. გინდა, ვინმე ავაზაკმა
ტყვედ ჩაგიგდოს და ლანისტერებს მიგყიდოს?
– ზაფხული გადამარჩენდა, – არ დაუთმო ბრანმა, – პრინცებს
102
უნდა ჰქონდეთ უფლება, ზღვაშიც გაცურონ, მგლისტყეში ტახებზეც
ინადირონ და შუბებითაც იასპარეზონ.
– ბრან, ბავშვო, რატომ იტანჯავ თავს? როდისმე შეძლებ მაგის
გაკეთებას, მაგრამ ახლა ჯერ რვა წლის ბიჭი ხარ.
– მირჩევნია, მგელი ვყოფილიყავი. მაშინ ტყეში ვიცხოვრებდი
და როცა მინდა, მაშინ დავიძინებდი; არიას და სანსასაც ვიპოვიდი.
ყნოსვით გავიგებდი, სად არიან, მივიდოდი და დავიხსნიდი; და რო-
ცა რობი ომში წავიდოდა, მეც მის გვერდით ვიბრძოლებდი რუხი ქა-
რივით. მეფისმკვლელს ყელს გამოვღადრავდი ეშვებით, დავგლეჯ-
დი და ომიც გათავდებოდა. მაშინ ყველა ისევ ვინტერფელში დაბ-
რუნდებოდა. ნეტავ მგელი ვიყო... – და დაიყმუვლა, – უუ-უუუუუუ.
ლუვინმა ხმას აუწია:
– ნამდვილი პრინცი თავაზიანად მიიღებდა...
– ააჰუუუუ, – უფრო ხმამაღლა დაიყმუვლა ბრანმა, აააჰუუუუ!
მაისტერი დანებდა.
– როგორც ისურვებ, ბავშვო, – სანახევროდ მწუხარე, სანახევ-
როდ გამკიცხავი მზერით შეხედა და ოთახიდან გავიდა.
მარტო რომ დარჩა, ბრანს ყმუილი სახალისო აღარ ეჩვენა და
ცოტა ხანში გაჩუმდა. დიახაც თავაზიანად მივიღე, გაიფიქრა წყრო-
მით. ვინტერფელის ლორდივით ვიქცეოდი, ნამდვილი ლორდივით,
ვერავინ მეტყვის, რომ ასე არ იყო. ვოლდერები რომ ჩამოვიდნენ
ტყუპებიდან, მაშინ რიკონმა მოითხოვა, წავიდნენო. ოთხი წლის
ბავშვი გაჰყვიროდა, რომ დედა, მამა და რობი უნდოდა, ეს უცხო ვი-
ღაცები კი არა. ბრანს მოუხდა მისი დამშვიდება და ფრეიების სტუ-
მართმოყვრულად შეგებება. მან მოსულებს პური და ღვინო და ცეც-
ხლის სიახლოვეს დაჯდომა შესთავაზა.. მაისტერმა ლუვინმაც კი
თქვა, რომ ყველაფერი კარგად გააკეთა.
ოღონდ ეს თამაშამდე იყო.
103
თამაშისთვის საჭირო იყო მორი, კვერთხი, წყალი და ხმამაღალი
ყვირილი. წყალი ყველაზე მნიშვნელოვანიაო, არწმუნებდნენ ბრანს
ვოლდერი და ვოლდერი. მორის ნაცვლად შეიძლებოდა, გეხმარა
ფიცარი ან თუნდაც ქვების მწკრივი, კვერთხად შეიძლებოდა ტოტი
დაგეჭირა. ყვირილიც არ იყო აუცილებელი. მაგრამ წყლის გარეშე
თამაში არ გამოვიდოდა. რაკი მაისტერი ლუვინი და სერ როდრიკი
არ აპირებდნენ, ბავშვები მგლისტყეში სახეტიალოდ და ნაკადულის
საძებრად გაეშვათ, მათ ისღა დარჩენოდათ, საღვთო ტყის ერთ-ერ-
თი მუქი ტბორი გამოეყენებინათ. ვოლდერს და ვოლდერს არასო-
დეს ენახათ მიწიდან ბუყბუყით ამომავალი ცხელი წყალი, მაგრამ
ორივემ განაცხადა, ასე თამაში უფრო საინტერესოც იქნებაო.
ორივეს ვოლდერ ფრეი ერქვა. დიდმა ვოლდერმა თქვა, ტყუპებ-
ში უამრავი ვოლდერია და ყველას ბაბუაჩვენის, ლორდ ვოლდერ
ფრეის საპატივცემულოდ ჰქვია ასეო.
– ვინტერფელში ყველას ჩვენ-ჩვენი საკუთარი სახელი გვაქვს, –
ქედმაღლურად მოახსენა მათ რიკონმა, ეს რომ გაიგო.
მათი თამაში ასეთი იყო: მორს წყალზე გადებდი და ერთი მოთა-
მაშე მის შუაში დგებოდა ჯოხით ხელში. ის გადასალახის ლორდი
იყო და როდესაც სხვა მოთამაშე მიუახლოვდებოდა, უნდა ეთქვა:
„მე გადასალახის ლორდი ვარ! ვინ მოდის?“ მეორე მოთამაშეს უნ-
და მოეხსენებინა, თუ ვინ იყვნენ და რატომ უნდა დაერთოთ მისთვის
გადალახვის ნება. ლორდს უფლება ჰქონდა, მათთვის ფიცი დაედე-
ბინებინა და კითხვებზე ეპასუხებინა. სიმართლის თქმა აუცილებე-
ლი არ იყო, მაგრამ ფიცი უნდა აგესრულებინა, თუ „ნიჩურიტი“ არ
გქონდა ნათქვამი. ასე რომ, ხრიკი ის იყო, იმნაირად გეთქვა „ნიჩუ-
რიტი“, რომ გადასალახის ლორდს ეს არ შეემჩნია. მაშინ შეგეძლო,
გეცადა, ლორდი წყალში ჩაგეგდო და თავად ხდებოდი გადასალა-
ხის ლორდი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ „ნიჩურიტი“ ნათქვამი
104
გქონდა. თუ არა და, თამაშიდან ვარდებოდი. ლორდს შეეძლო,
წყალში ჩაეგდო, ვინც მოესურვებოდა და როცა მოესურვებოდა, და
მთელ თამაშში მხოლოდ მას ჰქონდა ჯოხის გამოყენების უფლება.
სინამდვილეში, თამაში მეტწილად ხელის კვრა, რტყმა და წყალ-
ში ჩავარდნა გამოდიოდა, რომელსაც ახლდა უსასრულო ხმამაღა-
ლი დავა იმის თაობაზე, ამ ან იმ მოთამაშემ თქვა თუ არა „ნიჩური-
ტი“. ყველაზე ხშირად გადასალახის ლორდი პატარა ვოლდერი იყო
ხოლმე.
მაინც პატარა ვოლდერი ერქვა, თუმცა მაღალი და ზორბა იყო;
წითელი სახე და დიდი მრგვალი მუცელი ჰქონდა. დიდი ვოლდერი
სახეწაწვეტებული და ერთი მტკაველით უფრო დაბალი იყო.
– ჩემზე ორმოცდათორმეტი დღით უფროსია, – აუხსნა პატარა
ვოლდერმა, – ამიტომ თავიდან უფრო დიდი იყო, მაგრამ მე უფრო
სწრაფად გავიზარდე.
– ჩვენ ბიძაშვილები ვართ, ძმები კი არა, – დაურთო დიდმა ვოლ-
დერმა, იმან, უფრო პატარა რომ იყო, – მე ვოლდერ ჯამოსის ძე ვარ.
მამაჩემი ლორდ ვოლდერს მეოთხე ცოლთან ეყოლა. ეგ ვოლდერ
მერეტის ძეა. მაგის ბებია ლორდ ვოლდერის მესამე ცოლი იყო,
კრაკეჰალი. ეგ ჩემზე წინაა მემკვიდრეობის რიგში, თუმცა მე მაგაზე
უფროსი ვარ.
– მარტო ორმოცდათორმეტი დღით, – შეედავა პატარა ვოლდე-
რი, – და არცერთ ჩვენგანს არასოდეს ერგება ტყუპები, შტერო.
– მე მერგება, – განაცხადა დიდმა ვოლდერმა, – ოღონდ ვოლ-
დერები მარტო ჩვენ კი არ ვართ. სერ სტევრონს შვილიშვილი ჰყავს,
შავი ვოლდერი, მემკვიდრეობის რიგში ის მეოთხეა; კიდევ წითელი
ვოლდერიცაა, სერ ემონის შვილი, და ბუში ვოლდერიც, ის რიგში
საერთოდ არ დგას. იმას ვოლდერ რივერსი ჰქვია, ვოლდერ ფრეი

105
კი არა. კიდევ გოგოებიც არიან, რომლებსაც ვოლდა ჰქვიათ. – კი-
დევ ტირი. ტირი სულ გავიწყდება ხოლმე.
– ის ვოლტირია, ვოლდერი კი არა, – აგდებით თქვა დიდმა
ვოლდერმა, – და ის ჩვენ მერე დღეს, ასე რომ, სათვალავში ჩასაგ-
დები არაა. ასეც და ისეც, ეგ არასოდეს მეპიტნავებოდა.
სერ როდრიკმა განკარგა, რომ ისინი ერთად შეესახლებინათ
ჯონ სნოუს ძველ საძინებელში, რაკი ჯონ სნოუ ღამის ებგურში იყო
და უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ბრანს ეს არ მოსწონდა; ისე-
თი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფრეიები ცდილობდნენ, ჯონის ად-
გილი მოეპარათ.
იგი მოწყენილი უცქერდა, როგორ დაობდნენ ვოლდერები მზა-
რეულის ბიჭ თალგამასთან და ჯოსეტის გოგონებთან, ბენდისა და
შირასთან. ვოლდერებმა დაადგინეს, რომ ბრანი მსაჯი უნდა ყოფი-
ლიყო და მას გადაეწყვიტა, ვინმეს ნათქვამი ჰქონდა „ნიჩურიტი“ თუ
არა, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყეს, ბრანი სულ გადაივიწყეს.
ყვირილმა და წყლის შხაპუნმა მალე სხვებიც მოიზიდა: პალა, მე-
ძაღლის შვილი, კაინის ბიჭი კალონი და ტომტუ, რომლის მამაც,
სქელი ტომი, ბრანის მამასთან ერთად დაიღუპა მეფის საბიჯელში.
ცოტა ხანში ყველა დასველდა და გატალახიანდა. პალა თავიდან
ფეხებამდე ყავისფერი იყო, თმებში ხავსი ჰქონდა აბურდული და სი-
ცილისგან სულს ძლივს ითქვამდა. ბრანს ამდენი სიცილი არ სმენო-
და იმ ღამის მერე, დასისხლიანებული ყვავი რომ მოფრინდა. ფეხე-
ბი რომ მემორჩილებოდეს, მაგათ ყველას ჩავყრიდი წყალშიო, გა-
იფიქრა მწარედ. გადასალახის ლორდი ჩემ გარდა ვერასოდეს ვე-
რავინ იქნებოდა.
ბოლოს საღვთო ტყეში რიკონმა შემოირბინა, უკან ბურძგლა-
ძაღლი მოსდევდა. იგი უყურებდა, როგორ იბრძოდნენ თალგამა და
პატარა ვოლდერი ჯოხისთვის, სანამ თალგამას ფეხი არ დაუცდა და
106
ხელების ქნევით და ხმამაღალი შხაპუნით წყალში არ ჩაენარცხა.
რიკონმა იყვირა:
– მე! ახლა მე! მეც მინდა თამაში!
პატარა ვოლდერმა ხელით მიიხმო, ბურძგლაძაღლიც პატრონს
მიჰყვა.
– არა, ბურძგლა! – უბრძანა რიკონმა, – მგლები არ თამაშობენ.
ბრანთან დარჩი.
მგელი დამორჩილდა...
...სანამ პატარა ვოლდერმა რიკონს ჯოხი არ გადაუჭირა ზედ მუ-
ცელზე. ბრანმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, შავმა მგელმა
კი ფიცარი გადაიქროლა, წყალი სისხლით შეიფერა; ვოლდერები
ყურისწამღებად წიოდნენ, აკისკისებული რიკონი ტალახში იჯდა, და
ჰოდორმაც მოირბინა ბრაგაბრუგით და ყვირილით:
– ჰოდორ! ჰოდორ! ჰოდორ!
უცნაურია, მაგრამ ამის მერე რიკონმა გადაწყვიტა, რომ მას
ვოლდერები მოსწონდა. გადასალახის ლორდობანა აღარასოდეს
უთამაშიათ, მაგრამ სხვა თამაშებს გააჩაღებდნენ ხოლმე: ურჩხულ-
და-მზეთუნახაობანას, –კატა-ვირთხობანას, სასახლეში სტუმრობა-
ნას, ბევრ სხვა რამესაც. რიკონის მხარდამხარ არბევდნენ სამზა-
რეულოს ნამცხვრებისა და თაფლის ფიჭის ძებნაში, გალავანზე
დარბოდნენ, საძაღლეში ლეკვებს ძვლებს უყრიდნენ და ხის ხმლე-
ბით ვარჯიშობდნენ სერ როდრიკის ფხიზელი მეთვალყურეობით.
რიკონმა მათ ღრმა მიწისქვეშა აკლდამებიც კი უჩვენა, სადაც ქვის-
ხურო მათი მამის სამარეს კვეთდა.
– რა უფლება გქონდა! – უყვირა ბრანმა ძმას, ეს რომ გაიგო, –
ეგ ჩვენი ადგილია, სტარკების ადგილი!
მაგრამ რიკონს არ ენაღვლებოდა.
მისი საძინებელი ოთახის კარი გაიღო. მაისტერ ლუვინს ხელში
107
მწვანე სურა ეჭირა, ამჯერად თან ოშა და ჩალისთავა ახლდნენ. –
ძილის სასმელი გაგიკეთე, ბრან.
ოშამ ბიჭი თავის ხმელ მკლავებში აიტაცა. ქალის კვალობაზე ძა-
ლიან მაღალი იყო, ძარღვიანი და ძლიერი. ციმციმ წაიყვანა საწო-
ლისკენ. – ეს უსიზმრო ძილს მოგგვრის, – უთხრა მაისტერმა და სუ-
რას საცობი ამოაძრო, – ტკბილ, უსიზმრო ძილს.
– მართლა? – ბრანს სურდა, დაეჯერებინა.
– ჰო. დალიე.
ბრანმა დალია. წამალი სქელი და თეთრი იყო, მაგრამ თაფლი
ჰქონდა დამატებული და იოლად დაილია.
– დილით უკვე უკეთ იქნები, – ლუვინმა ბრანს გაუღიმა, ხელი
მოუთათუნა და წავიდა.
ოშა შეყოვნდა.
– ისევ მგლის სიზმრებს ხედავ?
ბრანმა თავი დაუქნია.
– ასე არ უნდა უძალიანდებოდე, ბიჭო. დავინახე, გულის ხეს რომ
ესაუბრებოდი. იქნებ ღმერთები ცდილობენ, გაგეპასუხონ.
– ღმერთები? – ჩაიბუტბუტა უკვე ძილმორეულმა ბრანმა. ოშას
სახე გაიდღაბნა და განაცრისფრდა. ტკბილი, უსიზმრო ძილი, გა-
იფიქრა ბრანმა.
მაგრამ სიბნელეში რომ ჩაიძირა, საღვთო ტყეში აღმოჩნდა. ჩუ-
მად მიდიოდა რუხ-მწვანე ხეგუშაგებისა და დროსავით ბებერი, და-
კორძილი მუხების ქვეშ. დავდივარ, გაიფიქრა აღტაცებულმა. მისი
არსების ნაწილმა იცოდა, რომ ეს სიზმარი იყო და სხვა არაფერი,
მაგრამ სიარულის დასიზმრებაც კი სჯობდა მისი საძინებლის სინამ-
დვილეს, იმ კედლებს, ჭერს და კარს.
ხეებს შორის ბნელოდა, მაგრამ გზას კომეტა უნათებდა, ნაბიჯი
კი მტკიცე ჰქონდა. ოთხი ჯანსაღი ფეხით მიაბიჯებდა, ოთხი ძლიერი,
108
სწრაფი ფეხით. გრძნობდა მიწას, ჩამოცვენილი ფოთლების წყნარ
შარიშურს, სქელ ფესვებს და ქვებს, ნეშოს ღრმა ფენებს. სასიამოვ-
ნო შეგრძნება იყო. ცოცხალი, მათრობელა სუნები უვსებდა ნესტო-
ებს: ცხელი ტბორების მწვანე შლამიანი ყროლი, მდიდარი ლპობა-
დი ნიადაგის სურნელი თათების ქვეშ, მუხებზე მსხდარი ციყვები.
ციყვების სუნმა ცხელი სისხლის გემო და კბილებში ძვლების ტკაცუ-
ნი მოაგონა. პირი ნერწყვმა აუვსო. ნახევარი დღეც არ გასულიყო,
რაც ჭამა, მაგრამ მკვდარი საჭმელი არ ახალისებდა, თუნდაც ირემი
ყოფილიყო. ესმოდა, როგორ ფხუკუნებდნენ და ჩურჩულებდნენ
ციყვები მის თავზემოთ, უსაფრთხოდ ჩამსხდარიყვნენ თავიანთ
ფოთლებს შორის და არც ფიქრობდნენ დაბლა ჩამოსვლას, იქ, სა-
დაც თვითონ და მისი ძმა დაძუნძულებდნენ. ძმის სუნსაც გრძნობდა,
ნაცნობი სუნი იყო, მძაფრი, მისივე ბეწვივით შავი. ახლა ძმა კედ-
ლებს უვლიდა გარს და მრისხანება ავსებდა. გარშემო, გარშემო და-
დიოდა, ღამით და დღისით და ღამით, დაუღლელად ეძებდა...
მსხვერპლს, გასასვლელ გზას, დედას, თავის დაძმებს, თავის ხრო-
ვას... ეძებდა, ეძებდა და ვერსად პოულობდა.
ხეების იქით კედელი მაღლდებოდა, კაცის ხელით ნაგები მკვდა-
რი კლდის წყება, რომელიც ამ ცოცხალი ტყის ნაგლეჯს გარს შემოს-
დგომოდა. დაწინწკლულ რუხად იყო აზიდული, ხავსით დალაქული,
მაგრამ მტკიცე, სქელი და ისე მაღალი იყო, ვერცერთი მგელი ვერ
გადაახტებოდა. გარშემორტყმულ ქვების წყობაში დატოვებულ ნახ-
ვრეტებს ცივი რკინა და ხიწვიანი ხე ხერგავდა. მისი ძმა ყოველ ნახ-
ვრეტთან ჩერდებოდა და რისხვით აჩენდა ეშვებს, მაგრამ გასას-
ვლელი დაკეტილი რჩებოდა.
პირველ ღამეს მანაც იგივე გააკეთა და გაიგო, რომ ასე ვერა-
ფერს გახდებოდა. ღრენა აქ ბილიკებს არ გაუხსნიდათ. გარშემო სი-

109
არულით კედლებს უკან ვერ გასწევდი. ფეხის აწევა და ხეების მო-
ნიშვნა ადამიანებს ვერ მოაშორებდათ. მათ გარშემო სამყარო და-
ვიწროვდა, მაგრამ კედელშემოვლებული ტყის მიღმა ჯერაც იდგა
კაცის ხელით ნაგები კლდის მღვიმეები. ვინტერფელი, გაახსენდა
მას, ანაზდად მოაგონდა სიტყვის ჟღერადობა. ცასავით მაღალი, კა-
ცის ხელით ნაგები კლდეების მიღმიდან ნამდვილი სამყარო უხმობ-
და და იცოდა: უნდა ეპასუხა ან მომკვდარიყო.

არია

დილიდან დაღამებამდე გზას ადგნენ. უკან იტოვებდნენ ტყეებს,


ბაღებსა და გულდაგულ დამუშავებულ ყანებს, გადიოდნენ პატარა
სოფლებს, ხალხმრავალ საბაზრო ქალაქებს, მტკიცე სიმაგრეებს.
რომ დაბნელდებოდა, ბანაკს შლიდნენ და წითელი ხმლის შუქზე
ვახშმობდნენ. კაცები მონაცვლეობით იდგნენ გუშაგად.
არია ხეებს შორის ბანაკად მდგარი სხვა მგზავრების კოცონთა
ციმციმს ხედავდა ხოლმე. ყოველღამე თითქოს უფრო მეტი კოცონი
ჩანდა, დღისით კი სამეფო გზაზე თითქოს სულ უფრო მეტი მგზავრი
ხვდებოდათ.
დილით, დღისით თუ ღამით მოედინებოდნენ: მოხუცები და პატა-
რა ბავშვები, მაღალი თუ ჩია კაცები, ფეხშიშველი გოგონები თუ
მკერდზე ჩვილაკრული ქალები. ზოგი სოფლურ ფორანს მართავდა,
ზოგიც ხარებშებმული ურმით მიჯაყჯაყებდა. უფრო მეტი ამხედრებუ-
ლი იყო: სატვირთო ცხენებსა თუ პონებზე, ჯორებზე, სახედრებზე,
ნებისმიერ რამეზე, რასაც კი სიარული, სირბილი ან გორვა შეეძლო.
ერთი ქალი მეწველ ძროხას მიუძღოდა, ცხოველის ზურგზე კი პატა-
რა გოგონა შემოესვა. არიამ დაინახა მჭედელი, რომელიც ურიკას
მიაგორებდა, შიგ კი თავისი იარაღი ელაგა:
110
უროები, მარწუხები და გრდემლიც კი. ცოტა ხანში სხვა კაცი შეხ-
ვდათ, ისიც ურიკით, ოღონდ მას საბანში გამოხვეული ორი პატარა
ბავშვი ჩაესვა შიგ. მაგრამ უმრავლესობა მაინც ფეხით მოდიოდა,
თავიანთი ავლადიდება მხრებზე მოეგდოთ და დაქანცული, ძალაგა-
მოცლილი სახეები ჰქონდათ. სამხრეთისკენ მიდიოდნენ, ქალაქის-
კენ, მეფის საბიჯელისკენ, და ასში ერთი თუ გამოელაპარაკებოდა
ორიოდე სიტყვით ჩრდილოეთისკენ მიმავალ იორენს და მის სამ-
წყსოს. გოგონას უკვირდა, რატომ არავინ მიდიოდა მათი მიმართუ-
ლებით. მგზავრებიდან ბევრი შეიარაღებული იყო; არია ხედავდა
ხანჯლებს და დაშნებს, ცელებს და ნაჯახებს, აქა-იქ ხმალიც გამო-
ერეოდა. ზოგს ხის ტოტებისგან კეტები დაემზადებინა ან კორძიანი
კვერთხები გამოეთალა. ისინი ხელს ავლებდნენ თავიანთ იარაღს
და შურით უცქერდნენ მათ გვერდით ჩავლილ ფორნებს, მაგრამ,
ბოლოს და ბოლოს, რაზმს მაინც გაატარებდნენ ხოლმე. ოცდაათი
კაცი დიდი რაზმი იყო, რაც არ უნდა ჰქონოდათ იმ ფორნებში.
თვალებით იცქირე, უთხრა სირიომ, ყურებით ისმინე.
ერთ დღეს გზისპირას მდგარმა შეშლილმა ქალმა ყვირილი აუ-
ტეხათ.
– ბრიყვებო! – გაჰკიოდა იგი, – დაგხოცავენ, ბრიყვებო! – საფ-
რთხობელასავით ჩამომხმარი იყო, ჩაცვენილი თვალები და დასის-
ხლიანებული ფეხები ჰქონდა.
მეორე დილას რუხ ფაშატზე ამხედრებულმა ქლესა ვაჭარმა იო-
რენის გვერდით ცხენს აღვირი მოზიდა და შესთავაზა, მისთვის მი-
ეყიდათ ფორნებიც და ყველაფერში, რაც შიგ იყო, და ნამდვილი ღი-
რებულების მეოთხედი ფასი შეაძლია.
– ომია, ისედაც წაგართმევენ, რაც უნდათ. ჯობს, მე მომყიდო, მე-
გობარო.
იორენმა მოხრილი ბეჭები შეაქცია და გადააფურთხა.
111
იმავე დღეს არიამ პირველი საფლავი შენიშნა: პატარა ყრილი
გზის პირას, ბავშვისთვის გათხრილი სამარე. რბილ მიწაში კრისტა-
ლი იყო ჩასმული და ლუმიმ მისი წაღება მოინდომა, მაგრამ ბუღამ
უთხრა, გიჯობს, მკვდარს თავი დაანებოო. რამდენიმე ლიგის მერე
პრეიდმა თითი გაიშვირა და სხვა საფლავებიც დაანახვათ, ახლად
გათხრილი სამარეების მთელი რიგი. ამის მერე დღე არ გაივლიდა
ისე, რომ საფლავები არ შეემჩნიათ.
ერთხელ არიას სიბნელეში რაღაცით შეშინებულს გამოეღვიძა.
ვერ იტყოდა, რამ დააფრთხო. ცაზე წითელი ხმალი ელავდა ათა-
სობით ვარსკვლავთან ერთად. ღამე უჩვეულოდ წყნარი ეჩვენა,
თუმცა ესმოდა იორენის მობუტბუტე ხვრინვა, ცეცხლის ტკაცუნი, ვი-
რების ყრუ ჩქამიც კი. მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სამ-
ყაროს სუნთქვა შეეკრა, და მდუმარებამ ჟრჟოლა მოჰგვარა. ნემსი
ჩაბღუჯა და ისევ დაიძინა.
რომ გათენდა და პრეიდმა არ გაიღვიძა, არია მიხვდა, რომ ღა-
მით მისი ხველა. მოისაკლისა. მაშინ მათ თავადაც გათხარეს საფ-
ლავი და ქირით მებრძოლი იმ ადგილზე დამარხეს, სადაც ბოლოს
ეძინა. სანამ მიწას მიაყრიდნენ, იორენმა გახადა, რაც კი რამ ფასეუ-
ლი ებადა. ერთმა მისი ჩექმები დაისაკუთრა, სხვამ – ხანჯალი.
ჯაჭვის პერანგი და მუზარადიც გაინაწილეს. მისი ორლესული
იორენმა ბუღას გაუწოდა.
– ეგეთი მკლავების პატრონმა შეიძლება, ამის გამოყენებაც ის-
წავლო, – უთხრა მას. ბიჭმა, ტარბერი რომ ერქვა, პრეიდს გულზე
ერთი მუჭა რკო დააყარა, მუხა რომ გაზრდილიყო და მისი სამარე
მოენიშნა. იმ საღამოს სოფელში დაბანაკდნენ, სურომოდებული
სასტუმროს მახლობლად. იორენმა ქისაში მონეტები გადათვალა
და გადაწყვიტა, რომ ცხელი კერძისთვის ეყოფოდათ.
– როგორც ყოველთვის, ახლაც გარეთ დავიძინებთ, მაგრამ აქ
112
აბანო აქვთ, ვინმე თუ თვლით, ცხელი წყალი და საპნის ნაჭერი არ
მაწყენდაო.
არია ბანაობას ვერ გაბედავდა, თუმცა ამ დროისთვის უკვე იო-
რენივით მჟავედ ყარდა. ზოგი არსება, მის ტანსაცმელში რომ ბუ-
დობდა, რწყილიანი ფსკერიდან მოჰყოლოდა აქამდე; სწორი საქ-
ციელი არ იქნებოდა ახლა მათი დახრჩობა. ტარბერი, ღვეზელა და
ბუღა ვარცლებისკენ მიმავალ კაცებს შეუერთდნენ, სხვები აბანოს
წინ მოთავსდნენ. დანარჩენები საერთო ოთახში შეგროვდნენ.
იორენმა ლუმის იმ სამთანაც კი გაატანა ლუდიანი კათხები, და-
ბორკილები ფორნებში რომ დარჩნენ.
დაბანილები და დაუბანლები ერთნაირად შეექცნენ ღორის
ცხელ ღვეზლებს და შემწვარ ვაშლებს. სასტუმროს მეპატრონე თი-
თო კათხით გაუმასპინძლდათ საკუთარ ხარჯზე.
– მე ძმა მყავდა, რომელმაც შავი შეიმოსა, წლების წინ. მსახური
ბიჭი იყო, ჭკვიანი, მაგრამ ერთ დღეს დაინახეს, მილორდის მაგიდი-
დან პილპილი რომ აწაპნა. ძალიან უყვარდა პილპილი, ესაა და ეს.
სულ რაღაც ერთი მწიკვი პილპილის გამო, მაგრამ სერ მალკომი
მკაცრი კაცი იყო. კედელზე პილპილი გაქვთ? – იორენმა თავი რომ
გაიქნია, კაცმა ამოიოხრა, – სამარცხვინოა. ლინკს უყვარდა პილ-
პილი.
არია ფრთხილად ხვრეპდა თავის ლუდს, თან ჯერაც თბილთბილ
ღვეზელს აყოლებდა კოვზით. გაახსენდა, რომ მამა ზოგჯერ ნებას
რთავდათ, ერთი ჭიქა ლუდი დაელიათ. სანსა ლუდის გემოზე იჯღა-
ნებოდა და ამბობდა, ღვინო ბევრად უფრო გემრიელიაო, მაგრამ
არიას მოსწონდა. სანსასა და მამაზე ფიქრმა სევდა მოჰგვარა. სას-
ტუმრო სამხრეთისკენ მიმავალი ხალხით იყო სავსე და საერთო
ოთახს დამცინავმა შეძახილმა გადაურბინა, როდესაც იორენმა
თქვა, რომ ისინი მეორე მხარეს მიემართებოდნენ.
113
– საკმაოდ მალე უკანვე მობრუნდებით, – დარწმუნებული იყო
სასტუმროს მეპატრონე, – ჩრდილოეთით შეუძლებელია წასვლა.
ყანების ნახევარი გადამწვარია, ისინი კი, ვინც დარჩნენ, თავი-
ანთ სიმაგრეებში არიან შემალული. დილას ერთი ჯგუფი რომ გა-
დის, დაბნელებისას უკვე მეორე გვსტუმრობს.
– ეს ჩვენ არ გვენაღვლება, – ჯიუტად წარმოთქვა იორენმა, – ტა-
ლი თუ ლანისტერი, ჩვენთვის სულერთია. ებგური– არცერთის მხა-
რეს არაა.
ლორდი ტალი ბაბუაჩემია, გაიფიქრა არიამ. მისთვის სულერთი
არ იყო, მაგრამ ტუჩი კბილებში მოიქცია და არაფერი უთქვამს, მხო-
ლოდ ყურს უგდებდა.
– მანდ მარტო ტალებში და ლანისტერებში კი არაა საქმე, – უთ-
ხრა სასტუმროს მეპატრონემ, – მთვარის მთებიდან ველური მთი-
ელები ჩამოვიდნენ, მიდი და აუხსენი მაგათ, არცერთ მხარეს არ ვე-
კუთვნიო. და სტარკებიც არიან მანდ გარეული, ყმაწვილი ლორდიც
მოგვადგა, მოკლული მარჯვენის ვაჟი...
არია წელში გაიმართა, ყურები დაცქვიტა. რობზე ამბობდა?
– ასე გამიგია, ეგ ბიჭი მგელზე ზის და ბრძოლაში ისე შედისო, –
თქვა თმაყვითელა კაცმა, ხელში ლუდის კათხა რომ ეჭირა.
– სისულელეა, – გადააფურთხა იორენმა.
– იმ კაცმა, ეგ ვინც მითხრა, თავისი თვალით ნახა. ცხენისხელა
მგელიაო, იფიცებოდა.
– ფიცი-მტკიცი მაგას სიმართლედ ვერ აქცევს, ჰოდ, – უთხრა
სასტუმროს მეპატრონემ, – შენც იფიცები, რომ ვალს გადამიხდი, და
ჯერ გროშიც არ მინახავს შენგან, – საერთო ოთახში ხარხარმა
იფეთქა, თმაყვითელა კაცი კი გაწითლდა.
– მგლებს ცუდი წელი ჰქონდათ, – ჩაერია საუბარში გაფითრე-

114
ბული კაცი, მგზავრობით შელახული მოსასხამი რომ ეცვა – ღმერ-
თის თვალის გარშემო ხროვები ისე გათავხედდნენ, ადრე რომ არა-
ვის ახსოვს. ცხვრებს, ძროხებს ძაღლებს, სულ ერთია, რა არის, ხო-
ცავენ, როგორც უნდათ, ადამიანების კი არ ეშინიათ. ღამით იქაურ
ტყეებში შესვლა სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ.
– სულ ჭორებია, და ეგეც ისეთივე სიმართლეა, როგორც სხვა
ხმები.
– ჩემი დეიდაშვილიც მაგას მეუბნებოდა, იმან. კი ტყუილი არ
იცის, – თქვა მოხუცმა ქალმა, – ამბობს, ერთი დიდი ხროვაა, ასო-
ბით არიან, ადამიანის მკვლელებიო. მათი წინამძღოლი ძუ მგელია,
მეშვიდე ჯოჯოხეთიდან გამოვარდნილი ძუკნა.
ძუ მგელი. საგონებელში ჩავარდნილმა არიამ ლუდი მოხვრიპა.
ღმერთის თვალი სამკბილასთან ახლოს იყო? ნატრობდა, ნეტავ
რუკა მქონდესო. ნიმერია სამკბილას ახლო დატოვა. არ უნდოდა,
მაგრამ იორიმ უთხრა, სხვა გზა არ გვაქვსო. მგელი მათთან ერთად
რომ დაბრუნებულიყო, მოკლავდნენ ჯოფრის დაკბენისთვის, თუმცა
ის სწორედაც იმსახურებდა დაკბენას. იძულებული გახდნენ, ეყვი-
რათ, გასჯავრებოდნენ და ქვები ესროლათ. სანამ არიას ნასროლი
რამდენიმე ქვა მიზანს არ მოხვდა, მგელსაზარა მაინც მოსდევდათ.
ახლა შეიძლება ვეღარც მიცნოსო, გაიფიქრა არიამ. ან, თუ მიც-
ნობს, ალბათ ვეჯავრებიო.
მწვანემოსასხამიანმა კაცმა თქვა:
– მე მსმენია, ეს ჯოჯოხეთის ძუკნა ერთ დღეს სოფელში როგორ
შევიდა. წარმოიდგინეთ, ბაზრობის დღეს, სოფელი ხალხითაა სავ-
სე, ის კი უშიშრად შედის, ვითომც არაფერიო, და დედას ხელიდან
ბავშვს სტაცებს. ეს ამბავი ლორდ მოტონის ყურამდე რომ მივიდა,
მან და მისმა ვაჟებმა დაიფიცეს, მაგ მგელს ბოლოს მოვუღებთო.

115
მგლებზე დაგეშილი მწევრებით ბუნაგამდე მისდიეს და იქიდან გა-
მოქცეულებმა საკუთარი ტყავი ძლივს გადაირჩინეს. იმ ძაღლები-
დან უკან არცერთი არ მოუყვანიათ, არცერთი.
– ზღაპრებია, – დააბრეხვა არიამ, სანამ თავის შეკავებას მოას-
წრებდა, – მგლები ბავშვებს არ ჭამენ.
– შენ რა იცი მაგაზე, ბიჭო? – ჰკითხა მწვანემოსასხამიანმა კაც-
მა.
სანამ პასუხს მოიფიქრებდა, იორენმა მკლავში ჩასჭიდა ხელი. –
ბიჭი ლამისაა გამწვანდეს, იმდენი ლუდი სვა. ეგაა და ეგ. – არაფე-
რიც. ბავშვებს არ ჭამენ...
– გარეთ გადი, ბიჭო... და იცოდე, მანამ არ შემოხვიდე, სანამ არ
ისწავლი, რომ პირი უნდა დამუწო, როდესაც კაცები ლაპარაკობენ,
– მაგრად უბიძგა გვერდითა კარისკენ, რომელიც თავლებში გადი-
ოდა, – გასწი ახლა. მიხედე, რომ მეჯინიბე ბიჭმა ჩვენი ცხენები და-
არწყულოს. ბრაზით გათანგულმა არიამ კარი გაიარა.
– არ ჭამენ, – ჩაიბურტყუნა და სიარულში ქვას ფეხი მისცხო. ის
გაგორდა და ფორნების ქვეშ შეიმალა.
– ბიჭო, – დაუძახა ვიღაცამ მეგობრულად, – კარგო ბიჭო!
შებორკილი კაცი ელაპარაკებოდა. არია ფრთხილად მიუახ-
ლოვდა ფორანს, ცალი ხელი ნემსის ტარზე ედო.
ტყვემ ცარიელი კათხა ასწია, მისმა ჯაჭვებმა ჩხრიალი გაიღო. –
კაცი კიდევ დალევდა. სწყურია, ეს მძიმე ბორკილები რომ უკეთია,
– სამთაგან ეს ყველაზე ახალგაზრდა იყო, თხელი და სასიამოვნო
შესახედი, სულ მუდამ იღიმებოდა. ფორანში ჯდომისგან და მგზავ-
რობისგან გაბურდულ-გაზინთული თმა ცალ მხარეს ჟღალი ჰქონდა,
მეორე მხარეს – თეთრი, – კაცი იბანავებდა კიდეც, – თქვა, როდე-
საც დაინახა, როგორ უცქერდა არია, – ბიჭს შეუძლია, მეგობარი გა-
იჩინოს.
116
– მყავს მეგობრები, – თქვა არიამ.
– რაღაც ვერ ვხედავ, – თქვა უცხვირომ. დაბალი და სქელი იყო,
ვეება ხელები ჰქონდა. მკლავებს, ფეხებს და მკერდს შავი ბალანი
უფარავდა, ზურგიც კი ბანჯგვლიანი ჰქონდა. არიას იგი ერთ წიგნში
ნანახ ნახატს აგონებდა, რომელზეც ზაფხულის კუნძულების ბინადა-
რი მაიმუნი იყო გამოსახული. სახეზე დაჩნეული ნახვრეტის გამო
ძნელი იყო, მისთვის დიდხანს გეცქირა.
მესამემ, მელოტმა, პირი გააღო და რაღაც დიდი თეთრი ხვლიკი-
ვით დაისისინა. არია უკან რომ გახტა, მან უფრო ფართოდ დააღო
პირი და არიას ენა გაუსარსალა, თუმცა ენა კი არა, რაღაც ნაგლეჯი-
ღა შერჩენოდა.
– გაჩე! – ამოთქვა გოგონამ.
– კაცი ბნელ დილეგში თვითონ არ ირჩევს ამხანაგებს, – უთხრა
ლამაზმა ჟღალთმიანმა კაცმა. მისი ლაპარაკი არიას სირიოს ახსე-
ნებდა; ისევე ლაპარაკობდა, მაგრამ თან განსხვავებულად, – ამ
ორს ზრდილობა არ გააჩნია. კაცმა ბოდიში უნდა მოიხადოს. შენ
არი გქვია, ხომ ასეა?
– თავგოროხა, – თქვა უცხვირომ, – თავგოროხა ცხვირგოროხა
ჯოხოსანი. ფრთხილად, ლორათ, თორემ ჯოხს დაგარტყამს.
– კაცს სირცხვილი უნდა წვავდეს თავისი ამხანაგების გამო, –
უთხრა ლამაზმა, – კაცს პატივი აქვს, იყოს ჯეიქენ ჰაგარი, ოდესღაც
თავისუფალ ქალაქ ლორათის შვილი. ნეტავ კი შინ იყოს. ამ კაცის
გაუზრდელ თანაპატიმრებს ჰქვიათ რორჯი, – მან კათხა უცხვიროს-
კენ გაიქნია, – და კბენია. – კბენიამ ისევ დაისისინა და გაყვითლე-
ბული, წვეტებად წაქლიბული კბილების მწკრივი გამოაჩინა. – კაცს
რამე სახელი უნდა ჰქონდეს, ასე არაა? კბენია ვერ ლაპარაკობს,
კბენია ვერ წერს, კბილები კი ბასრი აქვს, ამიტომაც კაცი მას კბენიას
ეძახის, ისიც იღიმება. ხომ მომხიბლავია? არიამ უკან დაიხია.
117
– არა, – ვერაფერს დამიშავებენ, უთხრა თავის თავს, ყველანი
დაბორკილები არიან.
მან კათხა გადმოატრიალა.
– კაცს აეტირება.
უცხვირო რორჯმა გოგონას გინებით გაუქანა თავისი სასმისი.
ბორკილები ხელს უშლიდა, მაგრამ არია გვერდზე რომ არ გამ-
ხტარიყო, კალის მძიმე კათხა მაინც შიგ თავში მოხვდებოდა.
– ლუდი მოგვიტანე, მუწუკო! ახლავე!
– მოკეტე! – არია ცდილობდა მიმხვდარიყო, მის ადგილზე სი-
რიო რას იზამდა. თავისი ხის სავარჯიშო ჯოხი ამოიღო.
– აქეთ მოდექი, – უთხრა რორჯმა, – მაგ ჯოხს საკუარში გაგ-
თხრი და დაგასისხლიანებ, ისე გიხმარ.
შიში ხმალზე ღრმად ჭრის. არიამ თავს აიძულა, ფორანს მიახ-
ლოებოდა. ყოველი ნაბიჯი წინაზე უფრო ძნელი გადასადგმელი
იყო. სამურავივით მძვინვარე. დამდგარი წყალივით წყნარი.
სიტყვები მის თავში ჟღერდნენ. სირიო არ შეშინდებოდა. იმდე-
ნად მიუახლოვდა, უკვე ლამის იყო, ბორბალს შეხებოდა, როცა კბე-
ნია ფეხზე წამოიჭრა და ჯაჭვის ჟღრიალ-ჩხაკუნით წაეტანა. ბორკი-
ლებმა ხელები გოგონას სახესთან ახლოს, ნახევარ ფუტში შეუჩე-
რეს.
მან ისევ დაისისინა.
არიამ დაარტყა. მაგრად, ზუსტად იმ წვრილ თვალებს შორის.
კბენია ყვირილით გადაიქცა უკან, მერე კი მთელი ტანის წონით
დაქაჩა თავისი ჯაჭვები. რგოლები ერთმანეთზე გაცურდა, შეტრი-
ალდა და დაიჭიმა. არიამ გაიგონა ხმელი ხის ჭრიალი, როდესაც
ფორნის იატაკში გაყრილ დიდ რკინის რგოლებს ძალა დაადგა. დი-
დი უფერული ხელები წაეპოტინნენ, კბენიას მკლავებზე ძარღვები
დაებერა, მაგრამ ბორკილმა გაუძლო და, ბოლოს და ბოლოს, იგი
118
უკან გადავარდა, ლოყებზე დაჩნეული წყლულებიდან სისხლი წა-
მოუვიდა.
– ბიჭი მამაცი უფროა, ვიდრე გონიერი, – შენიშნა იმან, ვინც
თავს ჯეიქენ ჰაგარი უწოდა. არია გვერდულად მოსცილდა ფორანს.
მხარზე შეხება რომ იგრძნო, მიტრიალდა და ისევ მოიმარჯვა თავი-
სი ხის ხმალი, მაგრამ ხელში ბუღა შერჩა.
– რას აკეთებ? – ხელები შემრიგებლურად ასწია მაღლა, – იო-
რენმა გვითხრა, ამ სამს არავინ გავკარებოდით.
– მე მაგათი არ მეშინია, – უთხრა არიამ.
– მაშინ შტერი ყოფილხარ. მე მეშინია მაგათი, – ბუღამ ხელი თა-
ვისი ხმლის ვადაზე დაუშვა და რორჯმა სიცილი ატეხა, – წამო, მოვ-
ცილდეთ ამათ.
არიამ ფეხი აითრია, მაგრამ ბუღას დაანება, იგი სასტუმროს წინ
გაეყვანა. უკან რორჯის სიცილი და კბენიას სისინი მისდევდათ. –
გინდა, ვიჩხუბოთ? – ჰკითხა ბუღას. უნდოდა, რამისთვის დაერტყა.
მან გაოცებული მზერა მიაპყრო. სქელი შავი თმა, ჯერაც სველი რომ
ჰქონდა დაბანის მერე, ღრმა ლურჯ თვალებზე ჩამოშლოდა.
– გატკენ რამეს.
– ვერ მატკენ.
– არ იცი, რა ღონიერი ვარ.
– შენ კი არ იცი, მე რა სწრაფი ვარ.
– შენ თვითონ ითხოვე, არი, – მან პრეიდის ორლესული იშიშ-
ვლა, – იაფფასიანი ფოლადია, მაგრამ ეს ნამდვილი ხმალია.
არიამ ნემსი ამოაგო.
– ეს კი კარგი ფოლადია, ასე რომ, შენს ხმალზე უფრო ნამდვი-
ლია. ბუღამ თავი გაიქნია.
– მპირდები, რომ არ იტირებ, თუ გაგეჭრა?

119
– კი, თუ შენც დამპირდები, – იგი გვერდულად შებრუნდა, წყალ-
ზე მოცეკვავის დგომში გაჩერდა, მაგრამ ბუღა არ განძრეულა. გო-
გონას უკან რაღაცას გაუშტერა თვალი, – რა არის?
– ოქროსმოსასხამიანები, – ბიჭს კრიჭა შეეკრა.
შეუძლებელია, გაიფიქრა არიამ, მაგრამ უკან რომ გაიხედა, და-
ინახა ისინი. ექვსნი იყვნენ, სამეფო გზას მოუყვებოდნენ, ქალაქის
მცველთა შავი ჯაჭვის პერანგები და ოქროსფერი მოსასხამები ეც-
ვათ. ერთი ოფიცერი იყო, შავი მინანქრიანი სამკერდული ეკეთა,
ზედ გამოსახული ოთხი ოქროს წრით. სასტუმროს წინ აღვირები მო-
ზიდეს.
თვალებით იცქირე, თითქოს ჩასჩურჩულა სირიოს ხმამ. მისმა
თვალებმა უნაგირის ქვეშ გაქაფული ბეწვი შენიშნეს: ცხენები დიდ-
ხანს და სწრაფად ეტარებინათ. დამდგარი წყალივით წყნარად. ბუ-
ღას მკლავში ჩასჭიდა ხელი და უკან დაახევინა, მაღალი აყვავებუ-
ლი ცოცხალი ღობის უკან.
– ეს რაღაა? – ჰკითხა მან, – რას შვრები? გამიშვი.
– ჩრდილივით ჩუმად, – ჩასჩურჩულა გოგონამ და დაბლა დაქა-
ჩა. იორენის ხალხიდან ზოგი ჯერაც აბანოს წინ იჯდა და თავის რიგს
ელოდა.
– თქვენ, ეი, – დაიძახა ერთმა ოქროსმოსასხამიანმა, – თქვენ
ხართ, შავის შესამოსად რომ მიდიხართ?
– შეიძლება, – გაისმა ფრთხილი პასუხი.
– ჯობდა, თქვენთან ვყოფილიყავით, ბიჭებო, – თქვა ბებერმა
რეისენმა, – ასე გავიგეთ, კედელზე ცივაო.
ოქროსმოსასხამიანების ოფიცერი ჩამოქვეითდა.
– ერთი ბიჭის აყვანის ბრძანება მაქვს.
იორენი სასტუმროდან გამოვიდა, დაბურდულ შავ წვერს თითე-
ბით ივარცხნიდა.
120
– ვინ არის, ბიჭის წაყვანა რომ უნდა?
დანარჩენი ოქროსმოსასხამიანებიც ჩამოქვეითდნენ და თავიან-
თი ცხენების გვერდით დადგნენ.
– რატომ ვიმალებით? – ჩურჩულით იკითხა ბუღამ.
– მე მეძებენ, – ჩასჩურჩულა არიამაც. ბიჭს ყურზე საპნის სუნი
ჰქონდა, – წყნარად იყავი.
– დედოფალს სჭირდება იგი, ბერიკაცო, შენი საქმე კი არაა, მაგ-
რამ მაინც, – თქვა ოფიცერმა და ქამრიდან ზორტი ამოიღო, – აი,
მისი მოწყალება დედოფლის ბეჭედი და ორდერი.
ღობის უკან ბუღამ ეჭვით გაიქნია თავი.
– დედოფალს რაში უნდა უნდოდე, არი?
მან მხარზე მუშტი წაჰკრა.
– წყნარად!
იორენმა თითებით მოსინჯა-ორდერის ზორტი და მასზე ამობურ-
ცული ოქროს ცვილი.
– ლამაზია, – და გადააფურთხა, – საქმე ისაა, რომ ბიჭი ახლა
ღამის ებგურისაა. და ფეხებზე მკიდია, ქალაქში რამე თუ ქნა. – დე-
დოფალს შენი აზრი არ აინტერესებს, ბერიკაცო, და არც მე, – უთ-
ხრა ოფიცერმა, – ბიჭს წავიყვან.
არიამ გაქცევა იფიქრა, მაგრამ იცოდა, რომ ცხენიან მცველებს
თავისი ვირით შორს ვერ წაუვიდოდა. თანაც გაქცევა ყელში ჰქონდა
უკვე ამოსული. იგი გაიქცა, როდესაც მის წასაყვანად სერ მერინი
მოვიდა, მაშინაც გაიქცა, მამა რომ მოუკლეს.
ნამდვილი წყალზე მოცეკვავე თუ იყო, გამოვიდოდა თავისი ნემ-
სით, ყველას დახოცავდა და აღარასოდეს გაექცეოდა ვინმეს.
– არავისაც არ წაიყვან, – ჯიუტად მიუგო იორენმა, – ასეთ რამე-
ებზე კანონი არსებობს.
ოქროსმოსასხამიანმა დაშნა იშიშვლა.
121
– აი, შენი კანონი.
იორენმა ხმალს დახედა.
– ეს კანონი კი არა, ხმალია. იცი რა, მეც მაქვს ეგეთი.
ოფიცერს გაეღიმა.
– ბებერი სულელი. ხუთი კაცი მყავს თან.
იორენმა გადააფურთხა.
– იცი, მე ოცდაათი მყავს.
ოქროსმოსასხამიანმა გაიცინა.
– ეს ჯგრო? – იკითხა ზორბა ტეტიამ, გატეხილი ცხვირი რომ
ჰქონდა, – პირველი ვინ იქნება? – დაიძახა და ფოლადი იშიშვლა.
ტარბერმა თივის ზვინიდან ფიწალი ამოაძრო.
– მე!
– არა, მე! – დაიძახა ძმაბიჭმა, სქელმა კალატოზმა, და ტყავის
წინსაფრიდან, რომელსაც არ იხსნიდა, ჩაქუჩი დააძრო.
– მე! – მიწიდან ამოძვრა კურცი, ხელში ნადირის გასატყავებე-
ლი დანა ეჭირა.
– მე და ეს, – კოსმა თავის მშვილდს ისარი მოარგო.
– ჩვენ, ყველანი, – რეისენმა ხელი დასტაცა მაგარი ხისგან გა-
მოთლილ მაღალ საბჯენ კვერთხს, თან რომ დაატარებდა ხოლმე.
დობერი შიშველი გამოვიდა აბანოს კარიდან, ხელში ტანსაც-
მლის ფუთა ეჭირა; დაინახა, რაც ხდებოდა და ხანჯლის გარდა ყვე-
ლაფერი დაბლა დაყარა.
– ჩხუბია? – იკითხა მან.
– როგორც ჩანს, – ღვეზელა ოთხზე დადგა, სასროლად დიდ
ქვას ეძებდა. არია თვალებს არ უჯერებდა. მას ღვეზელა ეჯავრებო-
და! ის კი რატომ იგდებდა თავს საფრთხეში მისი გულისთვის?
ცხვირგატეხილს ყოველივე ეს ჯერ კიდევ სასაცილო ეჩვენებო-

122
და. – გოგონებო, გადაყარეთ ეგ ქვები და ჯოხები, სანამ მიტყიპულ-
ხართ. არცერთმა არ იცით, ხმალს ხელი რომელი მხრიდან უნდა
მოჰკიდოთ.
– მე ვიცი! – არია მათ არ დაანებებდა, მისი გულისთვის დახოცი-
ლიყვნენ, სირიოსავით. არ დაანებებდა! ცოცხალი ღობე გაარღვია
და, ნემსით ხელში, წყალზე მოცეკვავის დგომში შესრიალდა.
ჩაჭყლეტილცხვირიანმა გადაიხარხარა. ოფიცერმა ახედ-დახე-
და. – დადე ეგ ხმალი, პატარა გოგო, შენ არავინ გერჩის.
– გოგო არ ვარ! – დაიწივლა განრისხებულმა არიამ. რა სჭირ-
დათ? მთელი ეს გზა მის დასაჭერად გამოიარეს, ახლა აგერ იდგა,
მათ წინ, ისინი კი იდგნენ და იღრიჯებოდნენ, – ის ვარ, თქვენ ვინც
გინდათ! – ჩვენ ეგე ის გვინდა, – ოფიცერმა თავისი დაშნა ბუღას მი-
აშვირა, რომელიც წინ გამოვიდა და არიას გვერდით დაუდგა, ხელ-
ში პრეიდის ბასრი მახვილი ეჭირა.
მაგრამ შეეშალა, იორენს თუნდაც წამით თვალი რომ მოაცილა.
ეს წამი კმაროდა, რომ შავი ძმის ხმალი ოფიცრის ყელზე გამო-
ბურცულ ყანყრატოს მიბჯენოდა.
– ვერავისაც ვერ მიიღებ, თორემ შევამოწმებ, ეგ შენი ვაშლი
მწიფე თუა. იმ სასტუმროში ათი-თხუთმეტი ძმა კიდე მყავს, ჯერ თუ
ვერ მოსულხარ ჭკუაზე. შენი რომ ვიყო, მაგ საფატრავს დავაგდებ-
დი, დუნდულებს იმ პატარა მსუქან ცხენზე შემოვაწყობდი და ქალა-
ქისკენ გავკურცხლავდი, – გადააფურთხა და უფრო მაგრად მიაჭი-
რა ხმლის წვერი, – აბა, ჰე!
ოფიცერმა თითები გაშალა. მისი ხმალი მიწაზე დაეცა.
– ამას დავიტოვებთ, – თქვა იორენმა, – კედელზე კარგი ფოლა-
დი არასოდეს გვაწყენს.
– როგორც იტყვი. ამ ერთხელ. წავედით, – ოქროსმოსასხამია-
ნებმა ხმლები ჩააგეს და ამხედრდნენ, – ჯობია, სწრაფად მოცოცხო
123
იმ შენი კედლისკენ, ბერიკაცო. მეორედ რომ დაგიჭერ, ბუში ბიჭის
თავთან ერთად შენსასაც წავიყოლებ.
– შენზე მაგრებსაც უცდიათ ეგეთები, – იორენმა ოფიცრის ცხენს
გავაზე ბრტყლად მოსცხო ხმალი და სამეფო გზისკენ გააქცია. და-
ნარჩენებიც მას მიჰყვნენ.
თვალს რომ მიეფარნენ, ღვეზელამ ყიჟინა დასცა, მაგრამ იორე-
ნი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა.
– შტერო! გგონია, ამით მორჩა? მეორედ ასე კი არ მომეახლება
და ისევ იმ დაწყევლილ ზორტს კი არ შემომთავაზებს. ამოათრიეთ
დანარჩენები იმ ვარცლებიდან, უნდა დავიძრათ. მთელი ღამე ვივ-
ლით, იქნებ ცოტა გავასწროთ, – მიწიდან ოფიცრის დაგდებული
დაშნა აიტაცა, – ეს ვის უნდა?
– მე! – იყვირა ღვეზელამ.
– ოღონდ არისთან საჩხუბრად არ არის, – მან ბიჭს ტარის მხრი-
დან გაუწოდა ხმალი და არიას მიუახლოვდა, მაგრამ მიმართვით ბუ-
ღას მიმართა, – დედოფალს ძალიან დასჭირვებიხარ, ბიჭო.
არიას ვერაფერი გაეგო.
– დედოფალს ეგ რაში სჭირდება?
ბუღამ შეუბღვირა.
– შენ რაღაში სჭირდები? სანაგვის ვირთხა?
– შენ კი ერთი ბუში ბიჭი! – ან იქნებ თავს აჩვენებდა უბრალო
ბუშ ბიჭად? – რა გქვია სინამდვილეში?
– გენდრი, – ისე თქვა, თითქოს დარწმუნებული არ იყო.
– წესით, არცერთი არ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს რამედ, – თქვა
იორენმა, – მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მაინც ვერ წაგიყვანენ.
იმ ორ ცხენზე თქვენ შესხდებით. ოქროს მოსასხამს თვალს რო-
გორც კი მოჰკრავთ, კედლისკენ გაკურცხლეთ ისე, თითქოს დრაკო-
ნი მოგდევდეთ. დანარჩენები მაგათ ფეხებზე ვკიდივართ.
124
– შენ გარდა, – შენიშნა არიამ, – იმ კაცმა თქვა, შენს თავსაც წა-
ვიღებო. – იცი, რას გეტყვი? – უთხრა იორენმა, – თუ მოახერხებს,
მხრებიდან ჩამომხსნას, მაგისი იყოს.

ჯონი

– სემ! – წყნარად დაუძახა ჯონმა.


ქაღალდის, მტვრის და წლების სუნი იდგა. მის წინ ტყავისყდიანი
წიგნებით და ძველი გრაგნილებით დატვირთული ხის მაღალი თა-
როები ილანდებოდა და ბინდში იკარგებოდა. გასასვლელებს შო-
რის სადღაც მიმალული სანათიდან მომავალი შუქი ჟონავდა. ჯონმა
სულის შებერვით ჩააქრო თავისი სანთელი, ჩათვალა, რომ ჯობდა,
ამდენ ძველ და ხმელ ქაღალდს შორის ცეცხლი არ ეტარებინა. და-
ლანდულ შუქს მისდია, თაღებიანი ჭერის ქვეშ ვიწრო გასასვლე-
ლებს დაუყვა. სულ შავებში ჩაცმული, ჩრდილად იძვროდა ჩრდი-
ლებს შორის, მუქთმიანი, გრძელსახა, რუხთვალება. შავი თხუნე-
ლას ტყავის ხელთათმანები ეცვა:
მარჯვენაზე იმიტომ, რომ დამწვარი ჰქონდა, მარცხენაზე – იმი-
ტომ, რომ კაცი თავს სულელად გრძნობ, ცალი ხელთათმანი რომ
გაცვია.
სემუელ ტარლი მაგიდაზე დახრილიყო ქვის კედლის ნიშაში. შუ-
ქი მის თავზემოთ დაკიდებული ლამპიდან მოდიოდა. ჯონის ნაბიჯე-
ბის ხმაზე ამოიხედა.
– მთელი ღამე აქ იყავი?
– აქ ვიყავი? – ჰკითხა გაოცებულმა სემმა.
– ჩვენთან ერთად არ გისაუზმია, შენი საწოლიც ხელუხლებელი
იყო, – ტასტმა ივარაუდა, ხომ არ გაიქცაო, მაგრამ ჯონი ამას არა-

125
სოდეს დაიჯერებდა. დეზერტირობას თავისებური სიმამაცე სჭირდე-
ბოდა, სემს კი სიმამაცე ყოველთვის აკლდა.
– უკვე დილაა? აქ, დაბლა, ვერაფრით შეატყობ.
– რა შტერი ხარ, – უთხრა ჯონმა, – ის შენი საწოლი მოგენატრე-
ბა, ცივ და მაგარ მიწაზე ძილი რომ მოგვიწევს, გპირდები.
სემმა დაამთქნარა.
– მაისტერმა ეიმონმა გამომგზავნა, ლორდ-მეთაურისთვის რუ-
კები რომ მომეძებნა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი... ჯონ, ეს წიგნე-
ბი, ასეთი რამე გინახავს? ათასობითაა!
ჯონმა მიმოიხედა.
– ვინტერფელის ბიბლიოთეკაში ასზე მეტი წიგნია. იპოვე რუკე-
ბი? – კი, როგორ არა, – სემი მაგიდის მეორე მხარეს გადასწვდა, კუ-
პატა თითებით გადაარჩია მის წინ დახვავებული წიგნები და გრაგ-
ნილები, – ერთი თორმეტი მაინც, – მან ოთხკუთხა პერგამენტი გა-
შალა, – საღებავი გახუნდა, მაგრამ გარჩევა შეიძლება, რუკის დამ
– წერმა სად მონიშნა ველურების სოფლის ადგილმდებარეობა, და
კიდევ ერთი წიგნიცაა... სად წავიდა? ამწუთას ვკითხულობდი, –
რამდენიმე გრაგნილი გვერდზე გადაყარა და გაცრეცილ ტყავის
ყდაში აკინძული მტვრიანი ფოლიანტი გამოაჩინა, – აი, ეს, – წარ-
მოთქვა მოწიწებით, – აქ აღწერილია მოგზაურობა ბინდის კოშკი-
დან ეულ კონცხამდე, გაყინულ ნაპირზე, და წერს აეშაგი სახელად
რედვინი. თარიღი არ აქვს, მაგრამ დორენ სტარკია მოხსენიებული
ჩრდილოეთის მეფედ, ასე რომ, დაპყრობამდე უნდა იყოს დაწერი-
ლი. ჯონ, ისინი გოლიათებს ებრძოდნენ! რედვინი ტყის შვილებთა-
ნაც კი ვაჭრობდა, ეს. ყველაფერი აქ წერია, – მან ფრთხილად გადა-
ფურცლა გვერდები, – რუკები ამასაც დაუხატავს, ნახე...
– იქნებ შენ დაგეწერა ჩვენი რეიდის ანგარიში, სემ?

126
ფიქრობდა, ეს სემს გაამხნევებდა, მაგრამ მიხვდა, არ უნდა ეთ-
ქვა. სემს სულ არ სჭირდებოდა შეხსენება, რა ელოდა მეორე დი-
ლით. მან უგულისყუროდ გადაალაგა გრაგნილები.
– აქ კიდევ არის რუკები. ძებნის დრო რომ მქონდეს... ყველაფე-
რი არეულია. თუმცა შემეძლო, მომეწესრიგებინა. ვიცი, მოვახერ-
ხებდი, მაგრამ დრო დამჭირდებოდა... წლები, სიმართლე თუ გინდა.
– მორმონტს ეგ რუკები ცოტა უფრო მალე სჭირდება, – ჯონმა
კოლოფიდან გრაგნილი ამოიღო და სულის შებერვით მტვერი გა-
დააცალა. რომ შლიდა, პერგამენტის კუთხე თითებს შორის ჩაატ-
ყდა, – შეხე, ეს იფშვნება, – თქვა და გახუნებულ ნაწერს შუბლშეკ-
რული დააჩერდა.
– ფრთხილად, – სემმა მაგიდას შემოუარა და გრაგნილი გამო-
ართვა. ისე ეჭირა, თითქოს დაჭრილი ცხოველი აეტატებინა, – მნიშ-
ვნელოვან წიგნებს იწერდნენ ხოლმე, როცა საჭირო ხდებოდა. ზოგი
უძველესი გრაგნილი ალბათ ორმოცდაათჯერ მაინც იქნება გადაწე-
რილი.
– კარგი ახლა, ამის გადაწერით თავს ნუ შეიწუხებ. ოცდასამი
კასრი დამარილებული ვირთევზა, თვრამეტი ქოთანი თევზის ქონი,
ერთი ტომარა მარილი...
– ანგარიში, – თქვა სემმა, – ან იქნებ საყიდლების სია.
– ვის ანაღვლებს, რამდენი დამარილებული ვირთევზა შეჭამეს
ექვსასი წლის წინ? – გაიკვირვა ჯონმა.
– მე, – სემმა ფრთხილად მოათავსა გრაგნილი კოლოფში, სა-
იდანაც ის ჯონმა ამოიღო, – ასეთი დავთრებიდან იმდენი რამის გა-
გება შეიძლება, მართლა. აქედან შეიძლება შეიტყო, რამდენი კაცი
იყო მაშინ ღამის ებგურში, როგორ ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ... –
საჭმელს ჭამდნენ, – თქვა ჯონმა, – და ჩვენსავით ცხოვრობდნენ. –
გაგიკვირდება. ეს სარდაფი საგანძურია, ჯონ.
127
– კარგი, რაკი ასე ამბობ, – ჯონს ეეჭვებოდა. განძ(; ნიშნავს ოქ-
როს, ვერცხლს და პატიოსან თვლებს, და არა მტვერს, ობობებსა და
დაშლილ ტყავს.
– ჰო, ვამბობ, – ცხარედ წარმოთქვა სქელმა ბიჭმა. ჯონზე უფრო-
სი იყო, კანონი უკვე ზრდასრულ კაცად თვლიდა, მაგრამ ძნელი
იყო, მასზე, როგორც ბავშვზე, ისე არ გეფიქრა, – ხეებზე ამოჭრილი
სახეების ნახატები ვიპოვე, და კიდევ წიგნი, ტყის შვილების ენის შე-
სახებ... ისეთი შრომები, ციტადელშიც კი რომ არ აქვთ, გრაგნილე-
ბი ძველი ვალირიიდან, სეზონების ათვლა, ათასი წლის წინ გარ-
დაცვლილი მაისტერების დაწერილი...
– რომ დავბრუნდებით, ეს წიგნები აქვე დაგხვდება.
– თუ დავბრუნდით...
– ბებერ დათვს ორასი გამოცდილი კაცი მოჰყავს, მათი სამი მე-
ოთხედი აეშაგები არიან. ქორინ ნახევარხელა კიდევ ას ძმას მოიყ-
ვანს ბინდის კოშკიდან. ისე უსაფრთხოდ იქნები, თითქოს მამაშენის
სასახლეში იჯდე რქის მთაზე.
სემუელ ტარლიმ მოახერხა, მკრთალად გაეღიმა.
– მამაჩემის სასახლეშიც არასოდეს ვყოფილვარ ძალიან უსაფ-
რთხოდ. ღმერთები ბოროტად ხუმრობენ ხოლმეო, გაიფიქრა ჯონ-
მა.
პიპს და გომბეშოს, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, დიდ რე-
იდში მიეღოთ მონაწილეობა, ციხეშავში უწევდათ დარჩენა. სწორედ
სემუელ ტარლი, თვითაღიარებული მშიშარა, სქელი, გაუბედავი და
ლამის ისეთივე ცუდი მხედარი, როგორიც მოხმალავე – ავსულები-
ან ტყეს უნდა შეჰყროდა პირისპირ. ბებერ დათვს თან ორი გალია
ყორნები მიჰყავდა, რეიდიდან ამბის შეტყობინება რომ შესძლებო-
დათ. მაისტერი ეიმონი ბრმა და ძალიან სუსტი იყო, აეშაგებს ვერ
გაჰყვებოდა, ამიტომ მის ნაცვლად მისი თანაშემწე უნდა წასულიყო.
128
– ყორნების გამო გვჭირდები, სემ. თანაც, გრენის დაშოშმინება-
შიც ხომ უნდა დამეხმაროს ვინმე!
სემს ნიკაპი აუცახცახდა.
– ყორნების მოვლა შენც შეგეძლო, ან გრენს შეეძლო, ან ვისაც
გინდა, – სემის ხმას ოდნავ დაჰკრავდა სასოწარკვეთილება, – შე-
მეძლო, მეჩვენებინა, როგორ უნდა. წერა შენც იცი, ლორდ მორმონ-
ტის წერილებს შენც ჩემსავით კარგად დაწერდი.
– მე ბებერი დათვის თანაშემწე ვარ. მისი საჭურველთმტვირთვე-
ლი უნდა ვიყო, მის ცხენს მივხედო, კარავი გავუშალო; ფრინველე-
ბის მოვლის დრო აღარ მექნება. სემ, ფიცის სიტყვები უკვე წარმოთ-
ქვი. ახლა ღამის ებგურის ძმა ხარ.
– ღამის ებგურის ძმას ასე არ უნდა ეშინოდეს.
– ჩვენ ყველას გვეშინია. სულელები ვიქნებოდით, რომ არ გვე-
შინოდეს, – ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი აეშაგი
დაიკარგა, ბენჯენ სტარკიც კი, ჯონის ბიძა. მისი ორი თანამგზავრი
მკვდრები იპოვეს ტყეში, მაგრამ ღამის სიბნელეში გვამები გაცოც-
ხლდნენ. ჯონს ამის გახსენებაზე დამწვარი თითები შეეკუმშა.
ჯერ კიდევ ესიზმრებოდა ხოლმე ის არსება, მკვდარი ოთორი, მი-
სი მოგიზგიზე ლურჯი თვალები და ცივი შავი ხელები, მაგრამ სემის-
თვის ამის გახსენება ნამდვილად არ ივარგებდა.
– შიში სირცხვილი არააო, ასე მეუბნებოდა მამაჩემი. საქმე ისაა,
მას როგორ ვუხვდებით. მოდი, რუკების შეგროვებაში გიშველი.
სემმა საწყლად დაუქნია თავი. თაროები ისე ახლო იდგა ერთმანეთ-
თან, რომ გვერდიგვერდ ვერ გამოივლიდნენ. სარდაფი გადიოდა
ერთ-ერთ იმ გვირაბში, რომელსაც ძმები ჭიაყელას გზებს უწოდებ-
დნენ. ეს საიდუმლო დახლართული ტალანები ციხეშავის გოდლებს
და სიმაგრეებს მიწის ქვეშ ერთმანეთთან აკავშირებდა.

129
ზაფხულში ჭიაყელას გზებს ვირთხების გარდა იშვიათად თუ მო-
ინახულებდა ვინმე, ზამთარში კი საქმე სხვაგვარად იყო. როდესაც
ორმოცი ან ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის თოვლს წამოყრიდა და
ჩრდილოეთიდან ზუზუნით მოიჭრებოდნენ ყინულოვანი ქარები, ცი-
ხეშავის ნაწილებს ჭიაყელას გზებიღა აერთიანებდნენ.
მალევე, გაიფიქრა ჯონმა, მაღლა რომ ადიოდნენ. მან ნახა მაც-
ნე, მაისტერ ეიმონთან რომ მოფრინდა და ზაფხულის დასრულების
ამბავი მოიტანა – ციტადელის დიდი ყორანი, ლანდივით თეთრი და
ჩუმი. ჯონს ნანახი ჰქონდა ზამთარი, პატარაობისას, მაგრამ ყველა
ამბობდა, რომ ის მოკლე და რბილი ზამთარი იყო. ეს ზამთარი სხვა-
ნაირი იქნებოდა. ამას ძვლებით გრძნობდა.
მიწის ზედაპირზე რომ ამოაღწიეს, ციცაბო საფეხურებზე ამოსუ-
ლი სემი მჭედლის საბერველივით ქშინავდა. სუსხიანმა ქარმა ჯონს
მოსასხამი აუფრიალა და უტკაცუნა. ლანდი ბეღლის წნული და თი-
ხით შელესილი კედლის ქვეშ გაწვართულიყო და ეძინა, მაგრამ ჯო-
ნის გამოჩენისას გაიღვიძა, ბანჯგვლიანი თეთრი კუდი აიშვირა და
მათკენ გამოძუნძულდა.
სემმა ალმაცერად ახედა კედელს. შვიდასი ფუტის სიმაღლის ყი-
ნულის კლდე თავზე წამოსდგომოდათ. ჯონს ზოგჯერ ეჩვენებოდა,
რომ ის სულიერი იყო, თავისი ხასიათი ჰქონდა. ყინულის ფერი სი-
ნათლის სულ მცირე გადახრისას იცვლებოდა. ხან გაყინული მდინა-
რეების ლაჟვარდის ფერი იყო, ხან – ძველი თოვლივით ჭუჭყიანი
თეთრი, ხოლო მზეს თუ ღრუბელი გადაუვლიდა, დაშაშრული ქვის
ფერმკრთალი სირუხე ედებოდა. კედელი დასავლეთით და აღმო-
სავლეთით ვრცელდებოდა, სადამდეც კი თვალი უწვდენდა, და ისე
უზარმაზარი იყო, რომ ციხის ხის სიმაგრეებს და ქვის კოშკებს ჩაგ-
რავდა და აჩიავებდა. აქ სამყაროს დასასრული იყო. ჩვენ კი მის მიღ-
მა მივდივართ.
130
დილის ცა თხელი რუხი ღრუბლებით იყო დახაზული, მაგრამ მათ
უკან მკრთალი წითელი ხაზი გამოსჭვიოდა. შავმა ძმებმა ცდომილს
მორმონტის ჩირაღდანი შეარქვეს და ამბობდნენ (ლამის არც ხუმ-
რობით), ღმერთებმა ის ალბათ იმიტომ მოგვივლინეს, რომ ბერი-
კაცს ავსულებიან ტყეში გზა გაუნათოსო.
– კომეტა ისე კაშკაშაა, რომ უკვე დღისითაც ჩანს, – სემმა წიგნე-
ბით მოიჩრდილა თვალი.
– კომეტაზე ნუ ფიქრობ, ბებერ დათვს რუკები უნდა, კომეტა კი
არა.
ლანდი მათ წინ მიხტოდა. ამ დილით იქაურობა მიტოვებული
ჩანდა, იმდენი აეშაგი გაემართა თხუნელქალაქის საროსკიპოში; –
„დამარხულ განძს“ თხრიდნენ და გონის დაკარგვამდე თვრებოდ-
ნენ. გრენიც მათ გაჰყვა. პიპმა, ჰალდერმა და გომბეშომ შესთავა-
ზეს, პირველი რეიდის აღსანიშნად მისთვის პირველი ქალი ეყიდათ.
უნდოდათ, სემი და ჯონიც წაეყვანათ, მაგრამ სემს კახპების ლა-
მის ისევე ეშინოდა, როგორც – ავსულებიანი ტყის, ჯონს კი ამ საქ-
მეში გარევაც არ უნდოდა.
– თქვენ რაც გინდათ, ის ქენით, – უთხრა გომბეშოს, – მე ფიცი –
დავდე.
სეპტს რომ ჩაუარეს, გალობის ხმა მოესმათ. ბრძოლის წინად-
ღეს ზოგს კახპები სჭირდებოდა, ზოგს – ღმერთები. ჯონმა იფიქრა,
ნეტავ მერე თავს უკეთ რომლები გრძნობენო. სეპტი საროსკიპოზე
მეტად არ იზიდავდა; მის ღმერთებს ტაძრები უსიერ ადგილებში
ჰქონდათ, იქ, სადაც სარკმლის ხეებს გაეშალათ ძვლისფერი ტოტე-
ბი. კედლის მიღმა შვიდთა ძალა არ გააჩნიათ, გაიფიქრა მან, ჩემი
ღმერთები კი მელოდებიან.
საიარაღოს გარეთ სერ ენდრიუ ტართი ახალ რეკრუტებთან მუ-
შაობდა. ისინი წინა საღამოს მოვიდნენ კონვისთან ერთად – ისიც
131
ერთი იმ ბებერ ყვავთაგანი იყო, მთელ შვიდ სამეფოში რომ დაწან-
წალებდნენ და კედლისთვის ხალხს კრებდნენ. ამ ახალ ჯგუფში მო-
ჩანდა კვერთხზე ჩამოყრდნობილი ჭაღარაწვერიანი კაცი, ორი ქერა
ბიჭი, ძმებს რომ ჩამოჰგავდნენ, ბინძურ ატლასებში გამოწყობილი
კოხტაპრუწა ახალგაზრდა, ფეხმოქცეული ჩამოძონძილი კაცი და
ვიღაც მოღიმარი ჯეელი, რომელსაც თავი, როგორც ჩანს, მეომარი
ეგონა. სერ ენდრიუ ახლა ამ ვარაუდის სიმცდარეს უსაბუთებდა. ის
სერ ალისერ თორნიზე უფრო ლმობიერი ოსტატი იყო, მაგრამ დაბე-
ჟილობებს და წყლულებს მისი გაკვეთილებიც ტოვებდა. სემი ყოვე-
ლი მოქნევის დანახვისას კრთებოდა, მაგრამ ჯონ სნოუ ხმლით ვარ-
ჯიშს ყურადღებით აკვირდებოდა.
– რას იტყოდი მაგათზე, სნოუ? – დონალ ნოი თავისი საიარაღოს
კარში იდგა, ტყავის წინსაფრის ქვეშ შიშველი მკერდი მოუჩანდა,
მარცხენა მკლავის ნარჩენი ამჯერად დაფარული არ ჰქონდა.
დიდი მუცლით, გამობერილი მკერდით, ბრტყელი ცხვირით და
ჯაგარმოდებული შავი ყბით ნოი ვერ იყო თვალისთვის საამო სანა-
ხავი, თუმცა გულს ეამებოდა. მეიარაღე კარგი მეგობარი გამოდგა.
– ზაფხულის სუნი უდით, – თქვა ჯონმა, სერ ენდრიუმ მოწინააღ-
მდეგე მიწაზე რომ გაშოტა, – სად იპოვა კონვიმ?
– რომელიღაც ლორდის დილეგებში თოლია-ქალაქის მახლობ-
ლად, – მიუგო მჭედელმა, – ყაჩაღი, დალაქი, მათხოვარი, ორი
ობოლი და კახპა ბიჭი.
– ივარგებენ, – ჯონმა სემს გამამხნევებლად გაუღიმა, – ჩვენ ხომ
ვივარგეთ.
ნოიმ იგი თავისკენ დაქაჩა.
– შენი ძმის ამბები გაიგე?
– კი, წუხელ, – კონვიმ და მისმა მოყვანილებმა ჩრდილოეთში
ახალი ამბებიც მოიყოლეს და საერთო ოთახში სხვაზე თითქმის
132
არაფერზე ულაპარაკიათ. ჯონი ჯერაც ვერ გარკვეულიყო, როგორ
მიეღო ეს ამბები. რობი მეფე? ძმა, რომელთანაც თავად თამაშობდა,
იბრძოდა, პირველი ჭიქა ღვინო ვისთანაც გაიზიარა? მაგრამ არა
დედის რძე, არა. ანუ ახლა რობი ზაფხულის ღვინოს შესვამს მოოჭ-
ვილი თასიდან, როდესაც მე, რომელიმე ღელესთან დაჩოქილი,
პეშვში ჩაგუბებული თოვლის ნაჟურით მოვიკლავ წყურვილს.
– რობი კარგი მეფე იქნება, – თქვა, როგორც ძმის ერთგულება
ავალებდა.
– იქნება რო? – მჭედელმა გულახდილი თვალი გაუსწორა, – მეც
მაგის იმედი მაქვს, ბიჭო, მაგრამ ოდესღაც რობერტზეც შემეძლო,
იგივე მეთქვა.
– ამბობენ, საბრძოლო ურო მისთვის შენ გაგიჭედავს, – გაახსენ-
და ჯონს.
– აჰა. მაგის სამსახურში ვიყავი, ბარათეონების სამსახურში,
გრიგალის კიდის მჭედელი და მეიარაღე ვიყავი, სანამ მკლავს დავ-
კარგავდი. იმხელა ვარ, რომ ლორდ სტეფონს შევხვედრივარ, ზღვა
სანამ წაიყვანდა, და მაგის სამ შვილსაც სახელს სანამ დაარქმევ-
დნენ, იმ დროიდან ვიცნობ. და აი, რას გეტყვი: რობერტი სულ სხვა
კაცი გახდა, რაც ის გვირგვინი დაიდგა. ზოგი კაცი ხმალივითაა: უქ-
მად თუ დაკიდე, ჟანგი ედება.
– მის ძმებზე რაღას იტყვი? – ჰკითხა ჯონმა.
მეიარაღე წუთით დაფიქრდა.
– რობერტი ნამდვილი ფოლადი იყო. სტანისი კი სუფთა რკინაა,
შავი, მტკიცე და ძლიერი, დიახ, მაგრამ მყიფე, როგორც რკინას
სჩვევია. გატყდება და არ მოიდრიკება. რენლი კი, ეგ სპილენძია,
ბრჭყვიალა და კაშკაშა რომაა, შესახედად ლამაზი, მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, დიდი არაფერი ფასი რომ აღმოაჩნდება.
რობი რაღა ლითონია? ჯონს არ უკითხავს. ნოი ბარათეონების
133
მსახური იყო; ალბათ ჯოფრის კანონიერ მეფედ თვლიდა, რობს კი –
მოღალატედ. ღამის ებგურის საძმოში არსებობდა დაუწერელი შე-
თანხმება, ამგვარ საკითხებს მეტისმეტად ღრმად არ ჩაჰკირკიტე-
ბოდნენ. კედელზე მებრძოლები სრულიად შვიდი სამეფოდან იკრი-
ბებოდნენ, ძველი სიყვარული და ერთგულება კი იოლი დასავიწყე-
ბელი არაა, რამდენი ფიციც არ უნდა დაიდოს... რაც ჯონმა თავადაც
კარგად იცოდა. თუნდაც სემი – მამამისის გვარი ზენაბაღს იყო შე-
ფიცული, რომლის ლორდიც, ტაირელი, რენლის უჭერდა მხარს.
ასეთ თემებზე ჯობდა, არ ელაპარაკათ. ღამის ებგური არავის მხა-
რეს არ დგებოდა.
– ლორდი მორმონტი გვიცდის, – თქვა ჯონმა.
– ბებერ დათვს თქვენს თავს ვერ შევეცილები, – ნოიმ მხარზე
დაჰკრა ხელი და გაუღიმა, – დაე, ღმერთები იყვნენ თქვენთან ხვალ
დილით, სნოუ. ბიძაშენი უკან მოგვიყვანეთ, გესმის?
– მოგიყვანთ, – დაჰპირდა ჯონი.
ლორდ-მეთაური მორმონტი მეფის კოშკში შესახლდა მას მერე
რაც მისი სამყოფელი ხანძარმა გაანადგურა. ჯონმა ლანდი გარეთ,
გუშაგებთან დატოვა.
– კიდევ კიბეები, – საწყლად წარმოთქვა სემმა, საფეხურებს რომ
შეუყვნენ, – მეჯავრება კიბეები.
– რა-რა და, ტყეში მაგას ვერ წავაწყდებით.
მისაღებში რომ შევიდნენ, ყორანმა ისინი მაშინვე შენიშნა.
– სნოუ! – დაიჩხავლა ფრინველმა. მორმონტმა საუბარი შეწყვი-
ტა. – კაი ხანი კი დაგჭირდა რუკების მოსატანად, – საუზმის ნარჩე-
ნები განზე გასწია და მაგიდაზე ადგილი მოასუფთავა, – აქ დამილა-
გე. ცოტა ხნის მერე შევხედავ.
თორენ სმოლვუდმა, დაკუნთულმა აეშაგმა, გალეული ნიკაპი და

134
კიდევ უფრო გალეული პირი რომ მოუჩანდა მეჩხერი წვერის ჯაგარ-
ში, ჯონსა და სემს ცივად შეხედა. ის ალისერ თორნის ერთერთი მიმ-
დევარი იყო და არცერთი მათგანი გულზე არ ეხატებოდა.
– ლორდ-მეთაურის ადგილი ციხეშავშია, მან უნდა მართოს და
ბრძანებები გასცეს, – უთხრა მორმონტს, მოსულები აინუნშიაც არ
ჩაუგდია, – ასე მგონია მე.
ყორანმა ფართო შავი ფრთები ააფართხუნა.
– მე, მე, მე!
– როდისმე ლორდ-მეთაური თუ გახდი, როგორც გენებოს, ისე
მოიქეცი, – მიუგო მორმონტმა აეშაგს, – მაგრამ მგონი ჯერ არ მოვ-
მკვდარვარ, არც ძმებს დაუსვიხარ ჩემ ადგილზე.
– ახლა, რაკი ბენ სტარკი დაიკარგა, სერ ჯერემი კი მოკლეს, მე
ვარ პირველი აეშაგი, – ჯიუტად შეედავა სმოლვუდი, – ჯგუფის მე-
თაური მე უნდა ვიყო.
მორმონტს ამის გაგონებაც არ უნდოდა.
– ბენ სტარკი მე გავგზავნე, მანამდე კი – სერ ვაიმარი. არ ვაპი-
რებ, იმათ მერე ახლა შენ გაგგზავნო, მე კი დავჯდე და საგონებელს
მივეცე, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი, სანამ შენც დაკარგულად
ჩაგთვლიდე, – სმოლვუდს თითი მიაშვირა, – და პირველ აეშაგად
ჯერ კიდევ სტარკი რჩება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მკვდარია.
და ეგ დღე თუ დადგება, მის შემცვლელს მე დავასახელებ და არა
შენ. ახლა გეყოფა ჩემი დროის ფლანგვა. როგორც კი ინათებს, გავ-
დივართ. თუ დაგავიწყდა?
სმოლვუდი ფეხზე წამოდგა.
– როგორც მილორდი მიბრძანებს, – ოთახიდან მიმავალმა ჯონს
შეუბღვირა, თითქოს როგორღაც ყველაფერში ის იყო დამნაშავე. –
პირველი აეშაგი! – ბებერმა დათვმა სემს გადაუბრიალა თვალები,
– უმალ შენ გაგხდი პირველ აეშაგად. ჰყოფნის თავხედობა, პირში
135
მითხრას, რომ დავბერდი და მასთან ერთად ვერ წავალ. შენც ბებე-
რი გეჩვენები, ბიჭო? – მთელ თმას, მორმონტის დალაქულ კინკრი-
ხოს რომ გასცვენოდა, მის ნიკაპქვეშ გადაენაცვლებინა გაბურ-
ძგნულ ჭაღარა წვერად, რომელიც ლამის მთელ მკერდს უფარავდა.
სწორედ იმ მკერდზე დაიბრაგუნა მუშტი, – სუსტი ვჩანვარ?
სემმა პირი გააღო და საწყლად დაიწკნავლა. ბებერი დათვი მას
თავზარს სცემდა.
– არა, მილორდ, – სასწრაფოდ ჩაერია ჯონი, – ღონიერი ჩან-
ხართ, როგორც... როგორც...
– ტვინს ნუ მირევ, სნოუ, ხომ იცი, არაფერი გამოგივა. შემახე-
დეთ მაგ რუკებზე.
მორმონტმა სწრაფად გადაქექა რუკები, თითო ფურცელს თითო
შეხედვა და თითო ხვნეშა აღირსა.
– სულ ესაა, რაც იპოვე?
– მე... მ-მ-მილორდ, – აბლუკუნდა სემი, – იქ... იქ კიდევ იყო,
მაგრამ... არეულობა...
– ესენი ძველებია, – დაიჩივლა მორმონტმა და ყორანი მჭახე
ჩხავილით გაეპასუხა:
– ძველი! ძველი!
– სოფლები შეიძლება გაჩნდეს და გაქრეს, მაგრამ მთები და
მდინარეები იქვე იქნება, – შენიშნა ჯონმა.
– ეგეც მართალია. უკვე აირჩიე ყორნები, ტარლი?
– მ-მ-მაისტერი ეიმონი აპ-აპირებს, სა-საღამოს შეარჩიოს, ჭმე-
ვის მერე.
– საუკეთესოები მინდა, რაც ჰყავს. ჭკვიანები და ძლიერები. –
ძლიერი, – თქვა მისმა ფრინველმა, თან ბუმბულებს იწმენდდა, –
ძლიერი, ძლიერი.

136
– ისე თუ მოხდა, რომ იქ ყველანი ამოგვხოცეს, მინდა, ჩემმა შემ-
ცვლელმა იცოდეს, სად და როგორ მოვკვდით.
ამოხოცვაზე ლაპარაკმა სემუელ ტარლის საერთოდ ენა ჩააგდე-
ბინა. მორმონტი წინ გადმოიხარა.
– ტარლი, დაახლოებით შენი ნახევარი ასაკის რომ ვიყავი, ჩემმა
დედა-ლედიმ მითხრა, რომ პირდაღებული თუ ვიდგებოდი, ქრცვინს
ის თავისი ბუდე ეგონებოდა და პირში შემიძვრებოდა. რამე თუ
გაქვს სათქმელი, თქვი. თუ არა და, ქრცვინებს უფრთხილდი, – ხე-
ლი მოკლედ გაიქნია და ანიშნა, წადიო, – მიბრძანდი ახლა, ბევრი
საქმე მაქვს, სისულელეებისთვის არ მცალია. უეჭველია, მაისტერს
რამე საქმე ექნება შენთვის.
სემმა ნერწყვი ჩაყლაპა, უკან გადადგა ნაბიჯი და ისე სწრაფად
გავარდა ოთახიდან, კინაღამ ჭილოფებზე გასრიალდა.
– ეს ბიჭი მართლა ისეთი შტერია, როგორიც ჩანს? – იკითხა
ლორდ-მეთაურმა, ის რომ გავიდა.
– შტერი, – დაიწუწუნა ყორანმაც. მორმონტს არ დაუცდია, ჯონი
რას უპასუხებდა.
– მის ლორდ-მამას მეფე რენლის საბჭოში მაღალი ადგილი უჭი-
რავს და ისიც გავიფიქრე, ეგ ხომ არ გამეგზავნა... მაგრამ არა.
რენლიმ არა მგონია, წრიპინა სქელ ბიჭს ყური უგდოს. სერ არ-
ნელს გავგზავნი. ბევრად უფრო გაწონასწორებულია, დედამისი კი
მწვანევაშლა ფოსოვეიების გვარიდანაა.
– თუ მილორდი ინებებს, რა გსურთ მეფე რენლისგან?
– იგივე, რაც ყველა მაგათგან მინდა, ბიჭო. ხალხი, ცხენები,
ხმლები, აბჯრები, ფქვილი, ყველი, ღვინო, შალი, ლურსმნები... ღა-
მის ებგური წუნია არაა, რასაც გვთავაზობენ, იმას ვიღებთ, – მან თი-
თები მაგიდის უხეშად გარანდულ ფიცრებზე ააკაკუნა, – თუ ხელსაყ-

137
რელი ქარები შეხვდა, სერ ალისერი მეფის საბიჯელს მთვარის შე-
მობრუნების დროისთვის მიაღწევდა, მაგრამ ის ბიჭი, ჯოფრი, ყურს
დაუგდებს თუ არა, არ ვიცი. ლანისტერების გვარი ებგურს არასო-
დეს სწყალობდა.
– თორნის იმ ქმნილების ხელი აქვს, რომ უჩვენოს, – საზარელი
უფერული რამ იყო, შავთითებიანი, ქილაში ჩადებული ისე იკლაკ-
ნებოდა და მოძრაობდა, თითქოს ჯერაც ცოცხალიაო.
– ნეტავ მეორე ხელიც გვქონოდა, რენლისთვის გასაგზავნად.
– დაივენი ამბობს, კედლის იქით რასაც გინდა, იმას იპოვიო. –
აჰა, დაივენი ამბობს. მაგას რომ უსმინო, ბოლო რეიდზე თხუთმეტი
ფუტის სიმაღლის დათვიც უნახავს, – მორმონტმა ჩაიფრუტუნა, –
ხმები დადის, ვითომც ჩემს დას საყვარლად დათვი ეჯდა. ამას უფრო
ადრე დავიჯერებ, ვიდრე თხუთმეტფუტიან დათვს. თუმცა იქ, სადაც
მკვდრებმა შეიძლება სიარული დაიწყონ... აჰ, ასეა თუ ისე, კაცმა მა-
ინც საკუთარ თვალებს უნდა დაუჯეროს. მოსიარულე მკვდარი ვნა-
ხე. გოლიათი დათვები არ მინახავს, – მან ჯონს ხანგრძლივი, გა-
მომცდელი მზერა მიაპყრო, – მაგრამ ხელებზე ვლაპარაკობდით.
როგორ გაქვს ხელები?
– უკეთ მაქვს, – ჯონმა თხუნელას ტყავის ხელთათმანი წაიძრო
და უჩვენა. მკლავი თითქმის იდაყვამდე ნაიარევით ჰქონდა დაფა-
რული, ვარდისფრად აჭრელებული კანი კი დაჭიმული და მგრძნო-
ბიარე იყო, მაგრამ ურჩებოდა, – თუმცა, მტკივა. მაისტერი ეიმონი
ამბობს, ეს კარგიაო. მალამო მომცა, თან რომ წამოვიღო.
– გრძელი კლანჭის ჭერა მაინც შეგიძლია?
– კი, არცთუ ურიგოდ, – ჯონმა თითები აამოძრავა, იმნაირად შე-
კუმშა და გაშალა, როგორც მაისტერმა ასწავლა, – მაისტერმა მით-
ხრა, თითები ყოველდღე უნდა ვავარჯიშო, მოქნილობა რომ შევუ-
ნარჩუნო.
138
– ბრმა კია, მაგრამ ეიმონმა იცის, რასაც ამბობს. ღმერთებს შევ-
თხოვ, მაისტერი ერთი ოცი წლით კიდევ დაგვიტოვოს. იცი, რომ შე-
ეძლო, მეფე ყოფილიყო?
ჯონისთვის ეს მოულოდნელი იყო.
– მითხრა, რომ მისი მამა მეფე ყოფილა მაგრამ არა... ვიფიქრე,
ალბათ უმცროსი ძე იყო-მეთქი.
– ეგრეც იყო. მამამისის მამა დეირონ ტარგარიენი იყო, მეორე
მისი სახელისა, რომელმაც დორნი სახელმწიფოს შემოუერთა. შე-
თანხმების თანახმად, დორნის პრინცესაც შეირთო. მან ოთხი ძე გა-
უჩინა. ეიმონის მამა მეიკარი ამათ შორის ყველაზე უმცროსი იყო,
ეიმონი კი მისი მესამე ვაჟი. გახსოვდეს, ეს ყველაფერი ჩემს დაბა-
დებამდე ბევრად ადრე ხდებოდა, რაც არ უნდა გადაჩაჩანაკებულად
გამოვყავდე სმოლვუდს.
– მაისტერ ეიმონისთვის დრაკონის რაინდის სახელი დაურქმე-
ვიათ. – ეგრე იყო. ზოგი ამბობს, რომ პრინცი ეიმონი იყო მეფე დე-
ირონის ნამდვილი მამა, და არა ეაგონ უღირსი. ასე იყო თუ ისე,
ჩვენს ეიმონს დრაკონის რაინდის მებრძოლი ბუნება არ დაჰყოლია.
უყვარს თქმა, ხმლის ნაცვლად გონება მიჭრიდაო. რა გასაკვირია,
რომ პაპამისმა გუდა-ნაბადი აუკრა და ციტადელში მიაბრძანა. ცხრა
თუ ათი წლის იყო, როგორც ვიცი... და მეცხრე თუ მეათე იყო მემ-
კვიდრეობის რიგშიც.
ჯონმა იცოდა, მაისტერ ეიმონის უკვე ასზე მეტი დღეობა გარდა-
სულიყო. ძნელი იყო, ეს უღონო, ჩამომჭკნარი, მოხრილი და ბრმა
ბერიკაცი არიასხელა, ცხრა თუ ათი წლის ბიჭად წარმოგედგინა. –
ეიმონი თავის წიგნებს უჯდა, როდესაც მისი უფროსი ბიძა, ანუ სავა-
რაუდო მემკვიდრე, ტურნირზე უბედურ შემთხვევას შეეწირა. ორი ძე
დარჩა, მაგრამ ცოტა ხანში ისინიც მამას მიჰყვნენ, გაზაფხულის დი-

139
დი სენის დროს. მეფე დეირონიც გარდაიცვალა, ასე რომ, გვირგვი-
ნი დეირონის მეორე ძეს, ეირისს ერგო.
– შლეგ მეფეს? – გაოცდა ჯონი. ეირისი რობერტის წინ მეფობდა,
არცთუ დიდი ხნის წინ.
– არა, ეს ეირის პირველი იყო. რობერტმა რომელიც ჩამოაგდო,
ის მეორე იყო მისი სახელისა.
– ეს როდის მოხდა?
– ოთხმოცი წლის წინ თუ რაღაც ეგრე, – უთხრა ბებერმა დათვმა,
– და მე მაშინაც არ ვიყავი დაბადებული, თუმცა ეიმონს იმ დროის-
თვის თავისი მაისტერის ჯაჭვის ექვსიოდე რგოლი უკვე გამოეჭედა.
ეირისმა თავისი და შეირთო, როგორც ტარგარიენების წესი იყო, და
ათ თუ თორმეტ წელს იმეფა. ეიმონმა კი ფიცი დადო და ციტადელი
დატოვა, რომელიღაც ლორდისწულის კარზე რომ ემსახურა... სანამ
მისი გვირგვინოსანი ბიძა მემკვიდრის გარეშე არ გადაეგო. რკინის
ტახტი მეფე დეირონის ოთხ ძეთაგან ბოლოზე გადავიდა. ეს კი მე-
იკარი იყო, ეიმონის მამა. ახალმა მეფემ თავისი ყველა ძე კარზე მო-
იხმო და უნდოდა, ეიმონი საბჭოში დაესვა, მაგრამ მან იუარა, თქვა,
რომ საბჭოში ადგილი, წესით და რიგით, გრანდ-მაისტერს ეკუთ-
ვნოდა და ის ამ ადგილს არ მიიტაცებდა. ასე რომ, კვლავ თავისი უფ-
როსი ძმის, დეირონის ციხე-კოშკში მსახურობდა. ჰოდა, ისიც მოკ-
ვდა, მემკვიდრედ მხოლოდ ერთი ჭკუასუსტი გოგონა დარჩა. მე
მგონი, რომელიღაც კახპისგან ათაშანგი შეეყარა. მომდევნო ძმა
ეირიონი იყო.
– ეირიონ ურჩხული? – ჯონს ეს სახელი გაეგონა. „პრინცი, რო-
მელსაც თავი დრაკონი ეგონა“ ბებერი ნენის ერთი ყველაზე საშინე-
ლი ზღაპარი იყო. მის უმცროს ძნას, ბრანს, ძალიან უყვარდა ეს ამ-
ბავი – სწორედ ეგ, თუმცა თვითონ თავის თავს ეირიონ მოგიზგიზეს

140
ეძახდა. ერთ ღამესაც, ნაყლაპი რომ იყო, აიღო და ველური ცეც-
ხლით სავსე ქილა გამოცალა, თანამესუფრეებს უთხრა, ეს დრაკო-
ნად გადამაქცევსო; მაგრამ ღმერთებმა შეიწყალეს და ისიც უბრა-
ლოდ გვამად გადაიქცა. ერთი წელიც არ გასულიყო და, მეფე მეიკა-
რი აჯანყებულ ლორდთან ბრძოლაში დაიღუპა.
ჯონი, მისი საკუთარი მაისტერის მცდელობით, სახელმწიფოს ის-
ტორიაში მთლად უმეცარი არ იყო.
– ეს დიდი საბჭოს წელს მოხდა, – თქვა მან, – ლორდებმა პრინც
ეირიონის მცირეწლოვანი ძე და პრინც დეირონის ასულს უგანეს და
გვირგვინი ეაგონს დაუნარჩუნეს.
– ჰოც და არაც. თავიდან გვირგვინი ჩუმად შესთავაზეს ეიმონს
და მან ასევე ჩუმად უარი თქვა. ღმერთებმა მსახურება დამიწესეს და
არა მმართველობაო, ასე თქვა. ფიცი დადებული ჰქონდა და არ და-
არღვევდა, თუმცა თავად არქისეპტონმა შესთავაზა განტევება. ასე
რომ, ჭკუათმყოფელს არავის მოუნდებოდა რკინის ტახტზე ეირიო-
ნის ნაშიერის დასმა, დეირონის გოგო კი, იმის გარდა, რომ ქალი
იყო, ჭკუაც აკლდა, ჰოდა, ისღა დარჩენოდათ, ეიმონის უმცროსი
ძმისთვის მიემართათ: იგი გახდა ეაგონ, მეხუთე მისი სახელისა. ეა-
გონ არამგონიას ეძახდნენ, მეოთხე ძის მეოთხე ძეს შობით. ეიმონმა
იცოდა, და არც ეშლებოდა, რომ, თუკი კარზე დარჩებოდა, ისინი,
ვინც მისი ძმის მმართველობით უკმაყოფილონი იქნებოდნენ, მის
გამოყენებას შეეცდებოდნენ, ამიტომაც ადგა და კედელზე მოვიდა.
და აქვე რჩებოდა, სანამ მისი ძმა, მისი ძმის ძე და კიდევ მისი ძე რიგ-
რიგობით მეფობდნენ და დაიხოცნენ, და სანამ ჯეიმი ლანისტერმა
არ მოკლა ხაზში უკანასკნელი დრაკონი-მეფე. – მეფე! – დაიყრან-
ტალა ყორანმა, მისაღები გადმოიფართხუნა და მორმონტს მხარზე
დააჯდა, – მეფე, – გაიმეორა მედიდური ბოლთის ცემით.
– მოსწონს ეგ სიტყვა, – თქვა ჯონმა ღიმილით.
141
– სათქმელად ადვილი სიტყვაა. მოსაწონებლადაც ადვილი სიტ-
ყვაა.
– მეფე, – წარმოთქვა ფრინველმა ისევ.
– მგონი, თვლის, რომ თქვენ უნდა გქონდეთ გვირგვინი, მი-
ლორდ. – სახელმწიფოში უკვე სამი მეფეა და ეს მე რომ მომეწონე-
ბოდა, იმაზე ორით მეტია, – მორმონტი ყორანს თითით მიეფერა
ნისკარტის ქვეშ, მაგრამ ჯონ სნოუსთვის თვალი არ მოუცილებია.
ჯონი ამის გამო თავს მოუსვენრად გრძნობდა.
– მილორდ, რატომ მიამბეთ ეს ამბავი მაისტერ ეიმონზე?
– რამე მიზეზი უნდა მქონოდა? – მორმონტი მოიღუშა და თავის
სავარძელში გვერდი იცვალა, – შენი ძმა რობი ჩრდილოეთის მე-
ფედ დასვეს. შენ და ეიმონს შორის ეს საერთოა. ძმად მეფე გყავთ. –
და კიდევ ესეც, – თქვა ჯონმა, – ფიცი.
ბებერმა დათვმა ხმამაღლა ჩაიფრუტუნა და ყორანი აფრინდა, –
ოთახს შემოუფრინა.
– თითო კაცი რომ მომცა ყველა გატეხილ ფიცზე, მე რომ მინა-
ხავს, კედელს დამცველები არასოდეს შემოაკლდებოდა.
– მე ყოველთვის ვიცოდი, რომ რობი ვინტერფელის ლორდი იქ-
ნებოდა.
მორმონტმა დაუსტვინა, ყორანი ისევ მასთან მიფრინდა და
მკლავზე დააჯდა.
– ლორდი ერთია, მეფე – მეორე, – ჯიბიდან პეშვით ფეტვი ამოი-
ღო და ყორანს შესთავაზა, – შენს ძმა რობს ათასფერ დიბა-ატლასსა
და ხავერდებში შემოსავენ, შენ კი შავ ჯაჭვის პერანგში იცოცხლებ
და მოკვდები. ის ვინმე ლამაზ პრინცესას შეირთავს და მისი ძეების
მამა გახდება, შენ კი ცოლი არასოდეს გეყოლება, ვერც საკუთარ
შვილს ჩაიწვენ როდისმე მკლავებში. რობი მართავს, შენ იმსახუ-

142
რებ. ადამიანები შენ ყვავს დაგიძახებენ. მას – თქვენო მოწყალება-
ვო, ეტყვიან. მის ყოველ ნაბიჯს მომღერლები მაშინვე სახელს გაუთ-
ქვამენ, შენ კი, საგმირო საქმეებიც რომ ჩაიდინო, ხოტბას არავინ
შეგასხამს. მითხარი, რომ ყოველივე ეს არ განაღვლებს, ჯონ... და
ვიტყვი, რომ მატყუარა ხარ, და მართალიც ვიქნები.
ჯონი წამოდგა, მშვილდის ლარივით იყო მოჭიმული.
– და რომ მანაღვლებდეს, რა შემიძლია გავაკეთო, მე, ბუშს?
– რას გააკეთებ? – ჰკითხა მორმონტმა, – შენ, ბუში?
– ვინაღვლებ, – მიუგო ჯონმა, – და ფიცის ერთგული დავრჩები.

კეტლინი

კეტლინ სტარკს ეჩვენებოდა, რომ ახლად გამოჭედილი გვირ-


გვინი, რობს რომ ედგა თავზე, მის შვილს სატარებლად ემძიმებოდა.
ვინტერის მეფეთა ძველისძველი გვირგვინი სამი საუკუნის წინ
დაიკარგა, როდესაც ტორენ სტარკმა ეაგონ დამპყრობლის წინაშე
მუხლი მოიყარა და გვირგვინი მას გადასცა. რა უქნა ეაგონმა გვირ-
გვინს, ამას ვერავინ იტყოდა. ლორდ ჰოსტერის მჭედელმა საქმეს
კარგად გაართვა თავი და რობის გვირგვინი ძალიან ჰგავდა იმას,
ძველს, მეფე სტარკებზე მოთხრობილ ამბებში რომ იყო აღწერილი:
ჭედური ბრინჯაოს ღია რგოლზე პირველ ადამიანთა რუნები იყო
ამოტვიფრული, მის გარშემო კი ორლესულის სახედ გამოყვანილი
ცხრა შავი რკინის წვეტი იყო აშვერილი. ოქრო, ვერცხლი და პატიო-
სანი თვლები მასზე არსად ჩანდა; ზამთრის ლითონები ბრინჯაო და
რკინა იყო, მუქი და მტკიცე, ისეთი, სიცივის წინააღმდეგ საბრძოლ-
ველად რომ გამოდგებოდა.
რივერანის სეფე-დარბაზში შეკრებილები იცდიდნენ, მათ წინაშე
ტყვე უნდა მოეყვანათ. კეტლინმა დაინახა, რომ რობმა გვირგვინი
143
უკან გადაიწია, სქელი მოწითურო თმის ბულულზე მოიგდო.
ერთ წუთში ისევ წინ გადმოიწია; მერე ცოტათი შეაბრუნა, თით-
ქოს ასე უფრო მოხერხებულად დააჯდებოდა შუბლზე. გვირგვინის
ტარება იოლი საქმე არაა, გაიფიქრა კეტლინმა, მას რომ უცქერდა;
მით უფრო, თხუთმეტი წლის ბიჭისთვის.
მცველებმა ტყვე რომ შემოიყვანეს, რობმა ხმალი მოითხოვა.
ოლივარ ფრეიმ ტარით მიუშვირა, მისმა ძემ კი ხმალი ამოზიდა
და გაშიშვლებული დაისვენა მუხლებზე, ყველას დასანახად.
– თქვენო მოწყალებავ, აი კაცი, რომლის მოყვანაც გვიბრძანეთ,
– გამოაცხადა სერ რობინ რაიგერმა, ტალების შინა დაცვის კაპი-
ტანმა.
– დაიჩოქე მეფის წინაშე, ლანისტერ! – დაუყვირა თეონ გრე-
იჯოიმ. სერ რობინმა ტყვე მუხლებზე დააჩოქა.
ლომს არ ჰგავსო, გაიფიქრა კეტლინმა. სერ კლიოს ფრეი
ლორდ ტაივინის დის, ლედი ჯენას ვაჟი იყო, მაგრამ ლანისტერების
საარაკო სილამაზის არაფერი ეცხო, არც ქერა თმა და მწვანე თვა-
ლები ჰქონდა. მათ ნაცვლად მავთულივით უხეში ყავისფერი თმა,
გალეული ნიკაპი და თხელი სახე რგებოდა თავისი სხვა წინაპრის,
სერ ემონ ფრეისგან, რომელიც მოხუც ლორდ ვოლდერის მეორე ძე
იყო. თვალები უფერული და მოწყლიანებული ჰქონდა და თითქოს
ვერაფრით მოეხერხებინა, წამით მაინც შეეწყვიტა მათი ხამხამი,
თუმცა ეს შეიძლება სინათლის გამო მოსდიოდა. დილეგები რივე-
რანის ქვეშ ბნელი და ნესტიანი იყო... და ამ დღეებში – გადატვირ-
თულიც.
– ადექი, სერ კლიოს, – მისი ძის ხმა არ იყო ისე ყინულოვანი,
როგორიც მამამისის იქნებოდა, მაგრამ არც თხუთმეტი წლის ბიჭის
ხმას ჰგავდა. ომმა მისგან დროზე ადრე გამოაწრთო მამაკაცი. მის

144
მუხლებზე გარდიგარდმო გადებული ფოლადი მკრთალად ირეკ-
ლავდა დილის სხივს.
მაგრამ სერ კლიოს ფრეის ხმალი როდი უკარგავდა მოსვენებას
– მხეცი აშინებდა. კეტლინის ვაჟმა მას რუხი ქარი დაარქვა. მგელ-
საზარა ტანად ყველა ნაგაზს აღემატებოდა, თხელი და კვამლისფე-
რი იყო, თვალები გამლღვალ ოქროს მიუგავდა. როდესაც მხეცი წინ
გამოძუნძულდა და ტყვე რაინდი დაყნოსა, ოთახში მყოფებმა იგ-
რძნეს მისი შიშის სუნი. სერ კლიოს ფრეი მოჩურჩულე ტყის ბრძო-
ლაში ჩაიგდეს ტყვედ, სადაც რუხმა ქარმა ექვს კაცს გამოღადრა ყე-
ლი.
რაინდი ბორძიკით წამოდგა და ისე სხარტად გაერიდა მგელს,
რომ ზოგმა მაცქერალმა ხმამაღლა გაიცინა.
– მადლობა, მილორდ.
– თქვენო მოწყალებავ, – შეუტია ლორდმა ამბერმა, დიდჯონმა,
რობის ჩრდილოელ მებაირაღეთაგან ყველაზე ომახიანმა... და, აგ-
რეთვე, ყველაზე სანდომ და შეუპოვარმა, ყოველ შემთხვევაში, მისი
მტკიცებით. მან პირველმა გამოაცხადა კეტლინის ვაჟი ჩრდილოე-
თის მეფედ და ახლა თავისი ახალი ბატონის ღირსების უმცირეს შებ-
ღალვასაც არ მოითმენდა.
– თქვენო მოწყალებავ, – სასწრაფოდ გამოასწორა სერ კლიოს-
მა, – მომიტევეთ.
ეს კაცი მამაცი არ არის, გაიფიქრა კეტლინმა. მართლაცდა,
ფრეი უფროა, ვიდრე ლანისტერი. მისი ბიძაშვილი მეფისმკვლელი
სულ სხვა ჯურის იქნებოდა. ვერ ეღირსებოდნენ, ამგვარი პატივის
მიგება სერ ჯეიმისთვის დაეცდენინებინათ მისი უზადო კბილებიდან.
– შენი თავი აქ იმისთვის მოვაყვანინე, რომ წერილი გაგატანო
მეფის საბიჯელში შენს ბიძაშვილ სერსეი ლანისტერთან. მშვიდობის

145
დროშის ქვეშ ივლით, თან ოცდაათი ჩემი საუკეთესო მეომარი გა-
მოგყვება.
სერ კლიოსს აშკარად გულს მოეშვა.
– სიხარულით წავიღებ მისი მოწყალების წერილს დედოფალ-
თან.
– გაიგე, რომ თავისუფლებას არ გიძღვნი, – უთხრა რობმა, –
შენმა პაპამ, ლორდმა ვოლდერ ფრეიმ თავისი და, შესაბამისად,
ფრეიების გვარის მხარდაჭერა აღმითქვა. ბევრი შენი ბიძა თუ ბი-
ძაშვილი ჩვენ მხარდამხარ იბრძოდა მოჩურჩულე ტყეში, მაგრამ
შენ ლომის დროშის ქვეშ ბრძოლა არჩიე. ამის გამო შენ ლანისტერი
ხარ და არა ფრეი. ვითხოვ, თავდებად დამიდო შენი რაინდული
ღირსება, რომ მას მერე, რაც ჩემს წერილს მიიტან, უკანვე დაბრუნ-
დები დედოფლის პასუხით და შენი ტყვეობა განახლდება.
სერ კლიოსმა დაუყოვნებლივ მიუგო:
– დავდებ მაგ ფიცს.
– ამ დარბაზში ყველამ გაიგონა შენი სიტყვები, – გააფრთხილა
იგი კეტლინის ძმამ, სერ ედმურ ტალიმ, რომელიც რივერანისა და
სამკბილას ლორდების სახელით ლაპარაკობდა მათი მომაკვდავი
მამის ნაცვლად, – თუ არ დაბრუნდები, მთელი სახელმწიფო შეიტ-
ყობს, ფიცის გამტეხელი რომ ხარ.
– ფიცს ავასრულებ, – მტკიცედ მიუგო სერ კლიოსმა, – რა წერი-
ლია? – მშვიდობის შეთავაზებაა, – რობი წამოდგა, ხელში ორლე-
სული იპყრო. რუხი ქარი გვერდში ამოუდგა. დარბაზი გაირინდა, –
დედოფალ რეგენტს უთხარი, რომ თუ ჩემს პირობებს მიიღებს,
ხმალს ჩავაგებ და ჩვენ შორის ომს ბოლოს დავუდებ.
დარბაზის ბოლოში კეტლინმა ლორდ რიკარდ კარსტარკის მა-
ღალ, ჩამომხმარ ფიგურას მოჰკრა თვალი. მან მცველთა რიგები გა-
არღვია და კარში გავარდა. სხვა არავინ განძრეულა. რობმა მისი
146
გასვლა არ შეიმჩნია.
– ოლივარ, წერილი მომაწოდე, – ბრძანა მან. საჭურველ-
თმტვირთველმა ორლესული ჩამოართვა და დახვეული პერგამენტი
მიაწოდა.
რობმა გრაგნილი გაშალა.
– უპირველეს ყოვლის, დედოფალმა უნდა გაათავისუფლოს ჩემი
დები და უზრუნველყოს ისინი საზღვაო ტრანსპორტით მეფის საბი-
ჯელიდან თეთრ ნავსადგურამდე. ცხადია, სანსას ნიშნობა ჯოფრი
ბარათეონთან დარღვეულია. როდესაც ჩემი კასტელანისგან მივი-
ღებ ცნობას, რომ ჩემი დები უვნებლად დაბრუნდნენ ვინტერფელში,
მე გავათავისუფლებ დედოფლის ბიძაშვილებს, საჭურველთმტვირ-
თველ ვილემ ლანისტერს და შენს ძმას, ტიონ ფრეის და დაცვას ვა-
ახლებ კასტერლის კლდემდე ან ნებისმიერ იმ ადგილამდე, სადაც
დედოფალი მათ მიყვანას ისურვებს.
კეტლინ სტარკს სურდა, იმის წაკითხვა შესძლებოდა, თუ რა ფიქ-
რებს ფარავდნენ ეს სახეები, ყოველი შეკრული შუბლი თუ მკაცრად
მოკუმული პირი.
– მეორეც, დაგვიბრუნდება ჩემი ლორდი-მამის ძვლები, რათა
შეეძლოს, თავისი ძმისა და დის გვერდით განისვენოს ვინტერფე-
ლის ქვეშ, აკლდამაში, როგორც თავადვე ისურვებდა. უნდა დაგვიბ-
რუნდეს მეფის საბიჯელში მის სამსახურში დაღუპულ შინა მცველთა
ნეშტებიც.
სამხრეთში ცოცხალი ადამიანები მიდიოდნენ და მხოლოდ ცივი
ძვლებიღა ბრუნდებოდა უკან. მართალი იყო ნედი, გაიფიქრა ქალ-
მა. მისი ადგილი ვინტერფელში იყო, ასეც ამბობდა, მაგრამ განა და-
ვუგდე ყური? არა. წადი-მეთქი, ვუთხარი, რობერტის მარჯვენა უნდა
გახდე, ჩვენი გვარის საკეთილდღეოდ, ჩვენი შვილების გულის-
თვის... ჩემი ბრალია, ჩემი, სხვისი არა...
147
– მესამე, მამაჩემის ორლესული ყინული უნდა გადმომეცეს აქ,
რივერანში.
კეტლინი უცქერდა თავის ძმას, სერ ედმურ ტალის, მას ცერები
ერთმანეთზე გადაეჭდო ხმლის ტარზე, სახე ქვასავით უძრავი ჰქონ-
და.
– მეოთხე, დედოფალი უბრძანებს თავის მამას, ლორდ ტაივინს,
გაათავისუფლოს ჩემი რაინდები და მებაირაღე ლორდები, რომლე-
ბიც მან ტყვედ ჩაიგდო სამკბილას მწვანე კბილზე ბრძოლისას.
ამას რომ იზამს, მე გავათავისუფლებ მოჩურჩულე ტყეში აყვა-
ნილ ჩემს ტყვეებს, ყველას, გარდა ჯეიმი ლანისტერისა, რომელიც
ჩემს მძევლად დარჩება მამამისის სამშვიდობო ქცევის თავდებად.
კეტლინი აკვირდებოდა თეონ გრეიჯოის მზაკვრულ ღიმილს და
ფიქრობდა, ნეტავ რას უნდა ნიშნავდესო. ამ ყმაწვილ კაცს ხშირად
ჰქონდა ისეთი გამომეტყველება, თითქოს რაღაც ფარული, მხო-
ლოდ მისთვის განდობილი ოხუნჯობა სცოდნოდა; კეტლინს არასო-
დეს მოსწონდა ეს ღიმილი.
– დაბოლოს, მეფე ჯოფრიმ და დედოფალმა რეგენტმა უნდა
დათმონ ჩრდილოეთზე ყველანაირი უფლება. ამიერიდან ჩვენ ვართ
არა მათი სახელმწიფოს ნაწილი, არამედ – თავისუფალი და დამოუ-
კიდებელი სამეფო, როგორც ძველად. ჩვენი ძალაუფლება გავ-
რცელდება სტარკების მიწებზე ყელის ჩრდილოეთით და აგრეთვე –
მდინარე სამკბილასა და მისი შენაკადებით მორწყულ მიწებზე, რაც
დასავლეთით ოქროს ეშვით იქნება მოსაზღვრული, აღმოსავლე-
თით კი – მთვარის მთებით.
– ჩრდილოეთის მეფე! – დაიგრგვინა დიდჯონმა ამბერმა, ბარ-
კლისსიმსხო მუშტი ჰაერს მოუღერა და დაიქნია, – სტარკი! სტარკი!
ჩრდილოეთის მეფე!
რობმა პერგამენტი ისევ დაგრაგნა.
148
– მაისტერმა ვაიმანმა დახატა რუკა, ზედ მონიშნულია საზღვრე-
ბი, რომლებსაც ჩვენი სამეფოსთვის მოვითხოვთ. დედოფლისთვის
საჩვენებლათ მის ასლს გაგატანით. ლორდი ტაივინი ამ საზღვრებს
გარეთ უნდა გავიდეს და შეწყვიტოს თავდასხმები, ცეცხლის წაკიდე-
ბა და ძარცვა. დედოფალ რეგენტსა და მის ძეს უფლება აღარ ექნე-
ბათ, ჩემი ხალხისგან გადასახადები, შემოსავლები და მსახურება
მოითხოვონ, ხოლო ჩემი ლორდები და რაინდები გათავისუფლდე-
ბიან რკინის ტახტისა და ბარათეონთა თუ ლანისტერების გვარი-
სათვის მიცემული ყველანაირი ერთგულების აღთქმისგან, ფიცის-
გან, დაპირების, მათდამი ვალისა და ვალდებულებისგან. ამას გარ-
და, ლანისტერებმა მშვიდობის თავდებად უნდა გადმოგვცენ ათი
წარჩინებული მძევალი, რომელთა ვინაობაზეც ერთობლივად შევ-
თანხმდებით.
მათ მოვეპყრობი, როგორც საპატიო სტუმრებს, მათი მაღალი
წარმომავლობის შესაფერისად. თუკი ამ შეთანხმების პირობები ერ-
თგულად იქნება დაცული, მე ყოველ წელიწადს ორ მძევალს გავა-
თავისუფლებ და დაცვით დავაბრუნებ მათ ოჯახებში, – რობმა დახ-
ვეული პერგამენტი რაინდს ფეხებთან მიუგდო, – ესაა ჩემი პირობე-
ბი. თუ დედოფალი მათ დათანხმდება, ჩემგან მშვიდობას მიიღებს.
თუ იუარებს, – მან დაუსტვინა და რუხი ქარი ღრენით წამოდგა
წინ, – მაშინ მიიღებს კიდევ ერთ მოჩურჩულე ტყეს.
– სტარკი! – დაიგრგვინა დიდჯონმა და ამჯერად სხვა ხმებიც აჰ-
ყვნენ, – სტარკი, სტარკი, ჩრდილოეთის მეფე! – მგელსაზარამაც
უკან გადაიგდო თავი და აყმუვლდა.
სერ კლიოსს სახეზე აჭრილი რძისფერი დაედო.
– დედოფალი მიიღებს შენს გზავნილს, მი... თქვენო მოწყალე-
ბავ. – კეთილი, – თქვა რობმა, – სერ რობინ, მიხედე, რომ კარგად
აჭამონ და სუფთა სამოსი მისცენ. ინათებს თუ არა, გზას გაუდგეს. –
149
როგორც ბრძანებ, თქვენო მოწყალებავ, – გაეპასუხა სერ რობინ
რაიგერი.
– მაშ, ამით მოვრჩით, – შეკრებილმა რაინდებმა და მებაირაღე
ლორდებმა მუხლი მოიყარეს, როდესაც რობი გასასვლელად შებ-
რუნდა, რუხი ქარი კი ფეხდაფეხ აედევნა. ოლივარ ფრეი წინ გაიჭ-
რა, მისთვის კარი რომ გაეღო. კეტლინი გასულებს მიჰყვა, ძმამაც
მხარდამხარ მისდია.
– ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი, – უთხრა ქალმა შვილს, დარ-
ბაზის უკან გამავალ დერეფანში რომ აღმოჩნდნენ, – თუმცა ის მას-
ხარაობა, მგლით, პატარა ბიჭს უფრო შეჰფეროდა, ვიდრე მეფეს.
რობმა რუხ ქარს ყურებს უკან დაფხანა.
– დაინახე, სახე როგორ შეეცვალა? – ჰკითხა დედას ღიმილით.
– მე ის დავინახე, ლორდი კარსტარკი გარეთ როგორ გავიდა.
– მეც დავინახე, – რობმა ორივე ხელით მოიხადა გვირგვინი და
ოლივარს გადასცა, – ეს უკან, ჩემს საძინებელში წაიღე.
– ახლავე, თქვენო მოწყალებავ, – საჭურველთმტვირთველი და-
ვალების შესასრულებლად გაეჩქარა.
– ნაძლევს ვდებ, ლორდი კარსტარკის ჭკუაზე სხვებიც იყვნენ, –
განაცხადა ედმურმა, კეტლინის ძმამ, – როგორ შეგვიძლია, მშვი-
დობაზე ვილაპარაკოთ, როცა ლანისტერები კალიასავით არიან მო-
დებულები მამაჩემის მიწებს, მის მოსავალს იტაცებენ და მის ხალხს
ხოცავენ? კიდევ ვამბობ, ჰარენჰალზე უნდა გაგველაშქრებინა. – სა-
მაგისო ძალა არ გაგვაჩნია, – მიუგო რობმა, თუმც უწადინოდ. ედ-
მურმა უკან არ დაიხია.
– მერედა, აქ თუ ვისხდებით, ძალა მოგვემატება? ჩვენი ჯარი
დღითი დღე მცირდება.
– მერე, ეგ ვისი ბრალია? – შეუტია კეტლინმა ძმას. ედმურის და-

150
ჟინებით იყო, რობმა გვირგვინის დადგმის მერე მდინარეთის ლორ-
დებს წასვლის ნება რომ დართო, რათა თითოეულს მისი საკუთარი
მამულები დაეცვა. პირველები სერ მარქ პაიპერი და ლორდი კა-
რილ ვენსი წავიდნენ. მათ ლორდი იონოს ბრაკენი მიჰყვა, რომელ-
მაც დაიფიცა, დაებრუნებინა თავისი ციხე-კოშკის გადაბუგული კედ-
ლები და მკვდრები დაემარხა. ახლა კი ლორდმა იასონ მალისტერ-
მა განაცხადა, რომ განზრახული ჰქონდა, დაბრუნებულიყო სი-
გარდს, რომელსაც, საბედნიეროდ, ბრძოლის ქარცეცხლი არ შეხე-
ბოდა.
– ჩემს მდინარელ ლორდებს ვერ მოსთხოვ, უქმად ისხდნენ მა-
შინ, როდესაც მათ ყანებს ძარცვავენ, მათ ხალხს კი ხმლებზე აგე-
ბენ, – თქვა სერ ედმურმა, – მაგრამ ლორდი კარსტარკი ჩრდილო-
ელია. ავი საქმე იქნება, მან თუ მიგვატოვა.
– დაველაპარაკები, – თქვა რობმა, – მოჩურჩულე ტყეში მან
ორი ძე დაკარგა. ვის შეუძლია, დაადანაშაულოს, თუ არ სურს თავი-
სი შვილების მკვლელებთან... და მამაჩემის მკვლელებთან... შერი-
გება.
– კიდევ მეტი სისხლის დაღვრა მამაშენს ვერ დაგვიბრუნებს.
ვერც ლორდ კარსტარკის ძეებს გააცოცხლებს, – თქვა კეტლინ-
მა, – მშვიდობა უეჭველად უნდა შეგვეთავაზებინა, თუმცა ბრძენი კა-
ცი უფრო ლმობიერ პირობებს დასვამდა.
– უფრო ლმობიერზე პირსაც ამიკრავდნენ, – რობს სახეზე წა-
მოზრდილი წვერი თმაზე უფრო მეტად ჟღალი ჰქონდა. როგორც
ჩანს, მის ძეს მიაჩნდა, რომ წვერით უფრო შეუპოვარი, მეფური...
უფრო ასაკოვანი ჩანდა. მაგრამ, წვერიანი თუ უწვერო, ჯერაც
თხუთმეტი წლის ბიჭი იყო და შურისძიება რიკარდ კარსტარკზე ნაკ-
ლებად არ სწყუროდა. იოლი არ ყოფილა მისი დარწმუნება, თუნდაც
ასეთი უხეირო პირობები შეეთავაზებინა ლანისტერებისთვის.
151
– სერსეი ლანისტერი არასოდეს დათანხმდება, შენი დები ორ
ბიძაშვილში გაგიცვალოს. მას თავისი ძმა უნდა, რაც შენ თვითონაც
მშვენივრად იცი, – ეს მისთვის ადრეც ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ
კეტლინმა აღმოაჩინა, რომ მეფეები სულაც არ გიგდებენ ყურს ისე
გულდასმით, როგორც ეს შვილებს სჩვევიათ.
– ვერ გავათავისუფლებდი მეფისმკვლელს, თუნდაც რომ მდო-
მებოდა. ჩემი ლორდები ამის ნებას არასოდეს მომცემდნენ.
– შენმა ლორდებმა შენ დაგისვეს მეფედ.
– და შეუძლიათ, ასევე იოლად ჩამომაგდონ.
– თუკი შენი გვირგვინი ის ფასია, რაც არიასა და სანსას უვნებ-
ლად დასაბრუნებლად უნდა გავიღოთ, ჩვენ მას სიხარულით გადა-
ვიხდით. შენი ლორდების ნახევარი მოინდომებდა, ლანისტერი თა-
ვისსავე საკანში ჩაეკლა. თუ ის შენს ტყვეობაში მოკვდება, ხალხი
იტყვის... – ...რომ ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა, – დაასრულა რობმა.
– და შენი დები? – შეუტია კეტლინმა, – მათაც დაიმსახურეს სიკ-
ვდილი? პირობას გაძლევ, მის ძმას რამე რომ დაემართოს, სერსეი
სისხლის საფასურს სისხლითვე მოგვაგებს...
– ლანისტერს არაფერი მოუვა, – უთხრა რობმა, – ჩემი ნებარ-
თვის გარეშე მას სიტყვის სათქმელადაც ვერავინ ეკარება. საჭმე-
ლიც აქვს, წყალიც, სუფთა ჩალაც და საერთოდაც, იმაზე მეტად უვ-
ლიან, ვიდრე ღირსია. მაგრამ არ გავათავისუფლებ, არიასა და სან-
სას გულისთვისაც კი არა.
კეტლინი მიხვდა, რომ მისი ვაჟი ზემოდან დაჰყურებდა. ნეტავ
ომმა გაზარდა ასე სწრაფად თუ გვირგვინმა, თავზე რომ დაახურე-
სო, გაიფიქრა ქალმა.
– გეშინია, ჯეიმი ლანისტერი ისევ ბრძოლის ველზე დაგიხვდეს,
ესაა, ჰო?
რუხმა ქარმა დაიღრინა, რობის რისხვა იგრძნო; ედმურ ტალიმ
152
კი კეტლინს მხარზე ძმურად ჩამოსდო ხელი.
– კეტ, არ გინდა. ბიჭს აქვს ამის უფლება.
– ბიჭს ნუ მეძახი! – რობი ბიძას მიუტრიალდა და მთელი ბრაზი
ერთბაშად დაანთხია საბრალო ედმურს, რომელსაც მხოლოდ მის-
თვის მხარის დაჭერა უნდოდა, – მე ლამის კაცი ვარ უკვე, და მეფე
გახლავარ – შენი მეფე, სერ. და არც ჯეიმი ლანისტერის მეშინია. ერ-
თხელ დავამარცხე და მეორედაც დავამარცხებ, თუ საჭირო გახდე-
ბა. ოღონდ... – მან თვალებში ჩამოყრილი თმა გადაიწნია და თავი
გაიქნია, – მე იქნებ შემძლებოდა, მეფისმკვლელი მამაჩემში გადა-
მეცვალა, მაგრამ...
– ...მაგრამ არა გოგონებში? – კეტლინს ყინულივით აუღელვე-
ბელი ხმა ჰქონდა, – გოგონები არც ისე მნიშვნელოვანი არიან, ჰო?
რობს არ უპასუხნია, მაგრამ თვალებში ტკივილი ედგა. ცისფერ თვა-
ლებში, ტალის თვალებში, თვალებში, რომელიც მისგან დაჰყვა. დე-
დამ გული ატკინა, მაგრამ ის მამამისის შვილი იყო და ამას არაფ-
რით აღიარებდა.
ეს ჩემგან უღირსი საქციელი იყო, უთხრა ქალმა თავის თავს.
დიდება ღმერთებს, რა მემართება? რაც შეუძლია, ცდილობს,
თავს არ იზოგავს, ხომ ვიცი, ხომ ვხედავ, და მაინც... უკვე დავკარგე
ჩემი ნედი, კლდე, რომელზეც იყო დაშენებული მთელი ჩემი ცხოვ-
რება; გოგონების დაკარგვასაც ვეღარ ავიტან...
– რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი დებისთვის, –
თქვა რობმა, – თუ დედოფალს გონება შერჩენია, იგი მიიღებს ჩემს
პირობებს. თუ არა და, ვანანებ იმ დღეს, უარი რომ შემომითვალა.
ცხადი იყო, რობს ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა.
– დედა, დარწმუნებული ხარ, რომ არ იქნები თანახმა, ტყუპებში
გაემგზავრო? ამგვარად ბრძოლასაც მოშორდები, თანაც ლორდ
ფრეის ასულების გაცნობასაც მოახერხებდი, საცოლის შერჩევაში
153
რომ დამხმარებოდი, ომი რომ გათავდება.
უნდა, რომ წავიდე, დაღლილად გაიფიქრა კეტლინმა. როგორც
ჩანს, მეფეებს დედები აღარ სჭირდებათ, თანაც, მე იმას ვეუბნები,
რის სმენაც არ სურს.
– შენ საკმაოდ დიდი ხარ საიმისოდ, რომ დედის დახმარების გა-
რეშე გადაწყვიტო, ლორდ ვოლდერის გოგონებიდან რომელი გირ-
ჩევნია, რობ.
– მაშინ თეონს გაჰყევი. დილით მიემგზავრება. ის მალისტერს
დაეხმარება, ეს უამრავი ტყვე სიგარდში გადაიყვანონ, მერე კი გემ-
ზე ავა რკინის კუნძულებზე გასამგზავრებლად. იქ შენც შეგეძლებო-
და გემის შოვნა და, მთვარე რომ შემობრუნდებოდა, უკვე ვინტერ-
ფელში იქნებოდი, თუ ქარებიც ხელს შეგიწყობდნენ. ბრანსა და რი-
კონს სჭირდები.
შენ კი არა, ამის თქმა გსურს?
– ჩემს ლორდ-მამას ამქვეყნად მცირე დროღა დარჩენია. სანამ
პაპაშენი ცოცხალია, ჩემი ადგილი რივერანშია, მის გვერდით. – შე-
მეძლო, შენთვის წასვლა მებრძანებინა, როგორც მეფეს.
შემეძლო.
კეტლინმა ამას მოუყრუა.
– კიდევ ერთხელ გეტყვი, აჯობებდა, პაიკზე ვინმე სხვა გაგეგზავ-
ნა, თეონი კი შენ ახლოს დაგეტოვებინა.
– ბეილონ გრეიჯოის მის ძეზე უკეთ ვინ მოელაპარაკება?
– იასონ მალისტერი, – შესთავაზა კეტლინმა, – ტიტოს ბლექვუ-
დი. სტევრონ ფრეი. ვინც გინდა... ოღონდ არა თეონი.
მისი ვაჟი რუხი ქარის გვერდით დაცუცქდა, მგელს ბეწვი აუჩეჩა
და დედის მზერას გაექცა.
– თეონმა მამაცურად იბრძოლა ჩვენთვის. ხომ მოგიყევი, რო-
გორ იხსნა ბრანი ველურებისგან მგლისტყეში. თუ ლანისტერები
154
მშვიდობა – ზე არ დაგვთანხმდებიან, ლორდ გრეიჯოის დრაკარები
დამჭირდება. – ხომალდებს მაშინ უფრო მიიღებ, თუ მისი ძე მძევ-
ლად გეყოლება. – თეონს ნახევარი სიცოცხლე ისედაც მძევლად
აქვს გატარებული. – და არა უმიზეზოდ, – უთხრა კეტლინმა, – ბე-
ილონ გრეიჯოი არაა სანდო კაცი. გაიხსენე, მას თავადაც ეხურა
გვირგვინი, თუმც მოკლე ხნით. შეიძლება, ისევ მოისურვოს მისი
თავზე დადგმა. რობი წამოდგა.
– გვირგვინს არ დავუჭერ. თუ მე ჩრდილოეთის მეფე ვარ, დაე,
ის რკინის კუნძულების მეფე იყოს, თუ ძალიან უნდა. სიხარულით
მივცემ გვირგვინს, თუ ლანისტერების დამხობაში დაგვეხმარება. –
რობ...
– თეონს ვგზავნი. კარგად ბრძანდებოდე, დედა. რუხი ქარი, წა-
ვედით! – რობი სწრაფი ნაბიჯით გაშორდა, მგელსაზარაც გვერდით
მიჰყვა.
კეტლინს ისღა დარჩენოდა, მიმავალისთვის თვალი გაეყოლები-
ნა. მისი ძე და ამჟამად მისი მეფე. რა უცნაური გრძნობა იყო. უბრძა-
ნეო, თავად უთხრა ჯერ კიდევ მოათ კაილინში ყოფნისას. რობი ასეც
მოიქცა.
– წავალ, მამას ვინახულებ, – თქვა უცებ, – წამომყევი, ედმურ. –
მე მინდა, იმ ახალ მშვილდოსნებს დაველაპარაკო, სერ დესმონდი
რომ წვრთნის. მამას მოგვიანებით ვნახავ, – თუ იცოცხლა მანამდე,
გაიფიქრა კეტლინმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მის ძმას ბრძოლა-
ში უფრო ეიოლებოდა შესვლა, ვიდრე ავადმყოფის ოთახში.
უმოკლესი გზა ცენტრალური კოშკისკენ, სადაც მომაკვდავი მა-
მამისი იწვა, საღვთო ტყეზე გადიოდა, მის ბალახებსა და მინდვრის
ყვავილებზე, ხშირად ნაზარდ თელებსა და წითელ ხეებს შორის.
მოშრიალე ფოთლები ისევ ფარავდნენ ტოტებს და არად აგდებდნენ

155
ორი კვირის წინ თეთრი ყორნის მოტანილ ამბავს. შემოდგომა დად-
გაო, იუწყებოდა კრებული, მაგრამ ღმერთებს ჯერაც არ ჩაეთვალათ
საჭიროდ, ამის შესახებ ქარებისა და ტყეებისთვის ეთქვათ. კეტლი-
ნი ამის გამო მათ ემადლიერებოდა. შემოდგომა ყოველთვის შიშით
სავსე ჟამი იყო, თავს წამომდგარი ზამთრის აჩრდილით. ყველაზე
ბრძენი კაციც ვერ იტყოდა, მორიგი მოსავალი უკანასკნელი ხომ არ
გაუხდებოდა.
ჰოსტერ ტალი, რივერანის ლორდი, თავის მისაღებში იწვა. მისი
აივანი ზემოდან გადასცქეროდა აღმოსავლეთს; აქედან კარგად
ჩანდა, სასახლის გალავნის ძირში როგორ ერთვოდა ერთმანეთს
ქვაგორიასა და წითელი კბილის ნაკადები. კეტლინი მასთან რომ
შევიდა, ეძინა, თმა და წვერი მისივე ბუმბულის ქვეშაგებივით თეთ-
რად მოუჩანდა. ოდესღაც ზორბა ტანი მასში ჩაბუდებულ და მზარდ
სიკვდილს დაეჩიავებინა და გაელია.
საწოლის გვერდით იჯდა ჯერაც აბჯარსა და ნამგზავრ მოსასხამ-
ში გამოწყობილი შავი თევზი, კეტლინის მამისძმა. მტვრიან ჩექმებ-
ზე გზის ტალახი ჰქონდა შემხმარი.
– რობმა იცის, რომ დაბრუნდი, ძია? – სერ ბრინდენ ტალი რობის
თვალი და ყური იყო, მის მსტოვართა და წინმარბთა მეთაური.
– არა. თავლებიდან პირდაპირ აქ გამოვეშურე, როდესაც მით-
ხრეს, რომ მეფეს დარბაზობა ჰქონდა. ასე მგონია, მისი მოწყალება
ისურვებს, ჩემი მოტანილი ამბები ჯერ პირადად მოისმინოს, – შავი
თევზი მაღალი, ხმელი კაცი იყო, ვერცხლისფერი თმა და გამოზომი-
ლი მოძრაობები ჰქონდა, სუფთად გაპარსული სახე დაღარვოდა და
ქარით დაშაშროდა, – როგორ არის? – იკითხა და კეტლინი მიხვდა,
რომ რობი არ უგულისხმია.
– ისევ ისე. მაისტერი დასაძინებელ ღვინოს და ყაყაჩოს რძეს აძ-

156
ლევს ტკივილის დასაყუჩებლად, ჰოდა, უმეტესი დრო სძინავს და ძა-
ლიან ცოტას ჭამს. დღითი დღე ძალა ეცლება.
– ლაპარაკობს?
– კი... მაგრამ მის სიტყვებში სულ უფრო ნაკლები აზრია. რაღა-
ცებს ნანობს, დაუმთავრებელ საქმეებს იხსენებს, დიდი ხნის წინ და-
ხოცილი ხალხის და ძველი დროის ამბებს ჰყვება. ზოგჯერ ისიც კი
არ იცის, რა სეზონი დგას ან მე ვინ ვარ. ერთხელ დედამისის სახელი
დამიძახა.
– დედამისი დღემდე ენატრება, – მიუგო ბრინდენმა, – შენ მისი
სახე გაქვს. იგივე ყვრიმალები, ყბის მოხაზულობა...
– შენ იგი ჩემზე უკეთ გახსოვს. მას მერე დიდი დრო გავიდა, –
კეტლინი საწოლზე ჩამოჯდა და მამას სახიდან თხელი თეთრი თმა
გადაუწია.
– რამდენჯერაც მივემგზავრები, იმდენჯერ ვფიქრობ, დაბრუნე-
ბულს ცოცხალი დამხვდება თუ არა, – როგორც არ უნდა ეჩხუბათ,
ლორდ ჰოსტერს და ოდესღაც მისგან უარყოფილ ძმას ღრმა გრძნო-
ბები აკავშირებდათ.
– ასეა თუ ისე, შერიგდით მაინც.
ერთხანს უსიტყვოდ ისხდნენ, ბოლოს კეტლინმა თავი ასწია.
– რა ამბებზე ამბობდი, რობმა უნდა გაიგოსო?
ლორდმა ჰოსტერმა დაიკვნესა და გვერდი იცვალა, თითქოს
ნათქვამი გაიგონაო.
ბრინდენი წამოდგა.
– გამო გარეთ. უმჯობესი იქნება, არ გავაღვიძოთ.
ქალი რაინდს მიჰყვა ქვის აივანზე, რომელიც გემის ცხვირის
მსგავსად იყო გამოჩრილი მისაღების კუთხიდან. ბიძამისმა შუბ-
ლშეკრულმა ახედა ცას.
– უკვე დღისითაც ჩანს. ჩემი ჯარისკაცები მას წითელ შიკრიკს
157
ეძახიან. მაგრამ რა ამბავი მოაქვს?
კეტლინმა თვალები ააპყრო მკრთალ წითელ ხაზს. კომეტა
ლურჯ ცას სერავდა და ღმერთის სახეზე დაჩნეულ ღრმა ნაკაწრს
ჰგავდა. – დიდჯონმა რობს უთხრა, ძველმა ღმერთებმა ნედის შუ-
რისძიების წითელი ბაირაღი გაშალესო. ედმური ფიქრობს, რომ ეს
რივერანის გამარჯვების მაუწყებელია, მასში გრძელკუდა თევზს ხე-
დავს, რომელიც ტალის ფერებშია გამოსახული: წითელი ლურჯზე,
– ქალმა ამოიოხრა, – ნეტავ მეც მათსავით მწამდეს. ალისფერი ლა-
ნისტერების ფერია.
– ეგ ხომ ალისფერი არაა, – უთხრა სერ ბრინდენმა, – არც ტა-
ლების მდინარის შლამისფერი წითელია. იქ, მაღლა, სისხლია, ბავ-
შვო. სისხლითაა ცა გადათხაპნილი.
– მათი თუ ჩვენი სისხლით?
– როდისმე თუ ყოფილა ისეთი ომი, სადაც მხოლოდ ერთი მხა-
რის სისხლი დაღვრილა? – ბიძამისმა თავი გაიქნია, – ღმერთის
თვალის გარშემო მდინარეთი ყველგან სისხლსა და ცეცხლშია გაღ-
ვრილი. ბრძოლებმა სამხრეთით შავწყალამდე ჩააღწია და ჩრდი-
ლოეთით სამკბილას ასცდა, თითქმის ტყუპებამდე. მარქ პაიპერმა
და კარილ ვენსმა რამდენიმე მცირე გამარჯვება მოიპოვეს, ის სამ-
ხრეთელი ლორდისწულიც თავისი მხედრებით რეიდებს აწყობს,
ლორდ ტაივინის სასურსათე ურმებს ესხმის და ისევ ტყეში უჩინარ-
დება. ამბობენ, რომ სერ ბარტონ კრეიკჰოლი იკვეხნიდა, დონდა-
რიონი მოვკალიო, სანამ თავის რაზმს ლორდ ბერიკის დაგებულ ხა-
ფანგში არ შეუძღვა და ყველა მებრძოლი არ დაკარგა.
– ლორდ ბერიკს მეფის საბიჯელიდან ნედის რამდენიმე მცვე-
ლიც წაჰყვა, – გაახსენდა კეტლინს, – ჰფარავდეთ ღმერთები.
– დონდარიონს და იმ წითელ ქურუმს, მასთან ერთად რომ იბ-

158
რძვის, საკმარისად უჭრით ჭკუა, საკუთარ თავს თვითონვე მოუფ-
რთხილდნენ, თუ ყველაფერი მართალია, რასაც მათზე ამბობენ, –
უთხრა ბიძამ, – მაგრამ მამაშენის მებაირაღეების ამბები ნაკლებად
სასიხარულოა. რობს ისინი არსადაც არ უნდა გაეშვა. მწყრებივით
აქეთ-იქით გაიფანტნენ, თითოეული იმას ცდილობს, რაც მისია, ის
დაიცვას, ეს კი ბრიყვული საქციელია, კეტ, ბრიყვული. იონოს ბრა-
კენი თავისი სასახლის ნანგრევებში ბრძოლისას დაიჭრა, მისი ძმის-
შვილი ჰენდრი კი მოკლეს. ტიტოს ბლექვუდმა ლანისტერები კი გა-
ყარა თავისი მიწებიდან, მაგრამ მათ თან წაიყოლეს ყველა ძროხა,
ყველა ღორი და ხორბლის ყველა მარცვალი, ასე რომ, ყორნისხის
დარბაზის და გაპარტახებული მიწების გარდა დასაცავი იქ აღარა-
ფერი დარჩა. დარის მებრძოლებმა კი აიღეს თავიანთი ლორდის ცი-
ხესიმაგრე, მაგრამ ორ კვირაზე მეტხანს ვერ დაიჭირეს, მერე გრე-
გორ კლეგეინი დაატყდათ თავს და მთელი გარნიზონი ხმლებზე
ააგო, მათი ლორდის ჩათვლით.
კეტლინს თავზარი დაეცა.
– დარი მთლად ბავშვი იყო!
– კი, და თანაც, უკანასკნელი გვარში. მაგ ბიჭში კარგი გამოსას-
ყიდის აღება შეიძლებოდა, მაგრამ განა რა არის ოქრო გრეგორ
კლეგეინისნაირი დუჟმომდგარი ძაღლისთვის? მაგ ნადირის თავი
ნამდვილი საჩუქარი იქნება მთელი სახელმწიფოს მოსახლეობის-
თვის.
კეტლინს სმენოდა სერ გრეგორის ავბედითად გავარდნილი სა-
ხელი, მაგრამ მაინც...
– თავებზე მე ნურაფერს მეტყვი, ძია. სერსეიმ ნედის თავი შუბზე
ააგებინა წითელი ციხის გალავანზე და ყვავების და ბუზების საზ-
რდოდ დატოვა, – ახლაც კი უჭირდა დაჯერება, რომ ნედი მართლაც
დაკარგა. ზოგჯერ ღამით სიბნელეში ეღვიძებოდა და ძილბურანში
159
ასე ეგონა, ნედი გვერდით მწოლარე დახვდებოდა. – კლეგეინი ია-
რაღია ლორდ ტაივინის ხელში, სხვა არაფერი, – კეტლინს სჯერო-
და, რომ ნამდვილი საფრთხე ტაივინ ლანისტერი იყო: კასტერლის
კლდის ლორდი, დასავლეთის მცველი, დედოფალ სერსეის, სერ ჯე-
იმი მეფისმკვლელის და ჭინკა ტირიონის მამა, აგრეთვე – ჯოფრი
ბარათეონის, ახლად დასმული ბიჭი-მეფის, პაპა.
– ეგ კი ეგრეა, – დათანხმდა სერ ბრინდენი, – ტაივინ ლანისტე-
რი კი თავს არავის გააბრიყვებინებს. ზის არხეინად ჰარენჰალის გა-
ლავნის შიგნით, თავის ლაშქარს ჩვენს მოსავალს აჭმევს, თან რაც
ვერ მიაქვს, იმას კი წვავს. მარტო გრეგორი კი არ აუშვა ჯაჭვიდან.
სერ ამორი ლორჩიც ბრძოლის ველზეა გამოსული და კიდევ ვიღაც
ქოჰორელი ქირით მებრძოლი, რომელსაც მოწინააღმდეგის მოკ-
ვლაზე მეტად მისი დახეიბრება მოსწონს. ვნახე, რასაც იტოვებენ
უკან. სრულიად გადამწვარია სოფლები, ქალები ნამუსახდილი და
დასახიჩრებული არიან, ყელგამოჭრილ, დაუმარხავ ბავშვებს
მგლები და გარეული ძაღლები დაათრევენ... მკვდარსაც კი გული
შეუწუხდება.
– ედმური განრისხდება, ამას რომ გაიგებს.
– ლორდ ტაივინსაც ზუსტად ეგ უნდა. ამ საშინელებებსაც კი თა-
ვისი მიზანი აქვს, კეტ. ლანისტერს უნდა, საბრძოლველად გამოგ-
ვიწვიოს. – როგორც ჩანს, რობი მას ამ სურვილს აუსრულებს, –
მოთმინება დაკარგა კეტლინმა, – ისედაც ვერ ისვენებს, აქ რომ ზის
უქმად, და დიდჯონი და ედმურიც წააქეზებენ, – მისმა შვილმა ორი
დიდი გამარჯვება მოიპოვა: მოჩურჩულე ტყეში ჯეიმი ლანისტერი
გაანადგურა და რივერანის გალავანს შემომდგარი მისივე უსარ-
დლო ლაშქარი ბანაკების ომში დაამარცხა; მაგრამ ზოგი მათი მე-
ბაირაღისთვის რომ გეგდო ყური, იტყოდი, რობის სახით ეაგონ დამ-
პყრობელი გაცოცხლებულაო.
160
ბრინდენ შავმა თევზმა გაბურძგნილი რუხი წარბები აწკიპა.
– მაშ, სულელი ყოფილა. ომის პირველი წესი ჩემთვის ესაა, კეტ:
არასოდეს აუსრულო მტერს სურვილი. ლორდ ტაივინს უნდა, თავის
შერჩეულ ველზე გამართოს ბრძოლა. უნდა, რომ ჰარენჰალისკენ
დავიძრათ.
– ჰარენჰალი. – სამკბილაზე მცხოვრებმა ყველა ბავშვმა კარ-
გად იცოდა ზღაპრები ჰარენჰალზე, ამ უზარმაზარ ციხესიმაგრეზე,
მეფე ჰარენ შავმა რომ ააგო ღმერთების თვალის გვერდით ასი
წლის წინ, მაშინ, როდესაც შვიდი სამეფო ჯერაც შვიდი სამეფო იყო,
მდინარეთს კი კუნძულელი რკინის ხალხი მართავდა. ქედმაღლო-
ბით შეპყრობილმა ჰარენმა ისურვა, მთელ ვესტეროსში უმაღლესი
სასახლე და კოშკები ჰქონოდა. ორმოცი წელიწადი დასჭირდა მის
აგებას, ვეება ჩრდილად აიზიდა ტბის პირას, სანამ ჰარენის ჯარები
მეზობლებს ძარცვავდნენ ქვის, ხე-ტყის, ოქროსა და მუშების მოსა-
პოვებლად. ათასობით ტყვე ჩაიხოცა მის ქვის სამტეხლოებში, მის
საზიდრებზე მიჯაჭვული მისი ხუთი უზარმაზარი კოშკის აგებისას.
ადამიანები ზამთარში იყინებოდნენ, ზაფხულში იხუთებოდნენ. სა-
მიათასწლოვანი სარკმლის ხეები კოჭებად და ნივნივებად მოჭრეს.
ჰარენმა ერთნაირად გააღატაკა მდინარეთი და რკინის კუნძულები,
თავისი ოცნება რომ მოეკაზმა. და როდესაც ბოლოს და ბოლოს ჰა-
რენჰალი დასრულდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც მეფე ჰარენი მას-
ში შესახლდა, ეაგონ დამპყრობელმა მეფის საბიჯელის ნაპირზე
დადგა ფეხი.
კეტლინს ახსოვდა, როგორ უამბობდა ამ ამბავს ბებერი ნენი მის
საკუთარ შვილებს შინ, ვინტერფელში. „და მეფე ჰარენმა გაიგო,
რომ სქელი გალავნები და მაღალი კოშკები დრაკონებისგან ვერ
დაგიცავს. იმიტომ, რომ დრაკონები დაფრინავენ“, ასე სრულდებო-

161
და ხოლმე ეს ამბავი. ჰარენი და მთელი მისი საგვარეულო მის ვე-
ებერთელა ციხესიმაგრეს მოდებულ ხანძარში ჩაინთქა და მას მერე
ყველა გვარი, რომელიც ჰარენჰალს ფლობდა, უბედურებას ენია.
იქნებ მტკიცე კედლები ჰქონდა, მაგრამ ბნელი, დაწყევლილი ალა-
გი იყო. – არ ვისურვებდი, რობს ამ ციხის ჩრდილში ომი გადაეხადა,
– გამოტყდა კეტლინი, – მაგრამ რამე უნდა ვქნათ, ძია.
– თანაც მალე, – დაეთანხმა ბიძა, – ჯერ ყველაზე უარესი არ
მითქვამს, ბავშვო. დასავლეთით გაგზავნილმა მსტოვარმა ამბავი
მოიტანა, რომ კასტერლის კლდესთან ახალი ლაშქარი იკრიბება.
ლანისტერების კიდევ ერთი ჯარი. ამის გაფიქრებამ კეტლინი ცუდად
გახადა.
– რობს დაუყოვნებლივ უნდა შევატყობინოთ. იმ ჯარს ვინ უსარ-
დლებს?
– სერ სტაფორდ ლანისტერიო, ამბობენ, – სერ ბრინდენი მიბ-
რუნდა და მდინარეებს გადახედა, წითელ-ლურჯ მოსასხამს ნიავი
ურხევდა. – კიდევ ერთი ძმისშვილი? – კასტერლისკლდელი ლანის-
ტერები ჯანდაბამდის რიცხვმრავალი და შვილიერი გვარი იყო.
– ბიძაშვილი, – დააზუსტა სერ ბრინდენმა, – ლორდ ტაივინის
განსვენებული ცოლის ძმა და ამგვარად, ორგზის ნათესავი. ბებერი
კაცია და, ცოტა არ იყოს, ხისთავიანი, მაგრამ შვილი ჰყავს, სერ და-
ვენი, ის კი უფრო სახიფათოა.
– მაშინ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ჯარს ბრძოლაში მამა გამოუძ-
ღვება და არა შვილი.
– სანამ მათ პირისპირ მოგვიწევდეს დადგომა, დრო კიდევ
გვაქვს. ეს ქირით მებრძოლების, თავისუფალი მხედრების და ლა-
ნისპორტის ბაზრებში მოკრებილი პირყვითელა ბიჭების ნაკრები
იქნება. სერ სტაფორდს მოუწევს იზრუნოს, რომ შეაიარაღოს და გა-

162
მოწვრთნას ისინი, სანამ ბრძოლაში ჩაბმას გაბედავდეს... და არ შე-
გეშალოს, ლორდი ტაივინი მეფისმკვლელი როდია. ის განუსჯელად
და აჩქარებით არ იმოქმედებს. მოთმინებით დაელოდება სერ სტა-
ფორდის ლაშქრობას, სანამ ჰარენჰალის გალავნიდან ფეხს გამოდ-
გამდეს.
– თუკი არ... – თქვა კეტლინმა.
– რა თუ არ? – სწრაფად ჩაეკითხა სერ ბრინდენი.
– თუ იძულებული არ გახდება, ჰარენჰალი დატოვოს, – მიუგო
ქალმა, – რამე სხვა ხიფათის გამო.
ბიძამ ფიქრიანად შეხედა.
– ლორდი რენლი.
– მეფე რენლი, – თუ კეტლინი აპირებდა, ამ კაცისთვის დახმა-
რება ეთხოვა, მოუწევდა, იმ ტიტულით მიემართა, რაც მან თავად
დაირქვა. – შეიძლება, – შავმა თევზმა სახიფათოდ გაიღიმა, – მაგ-
რამ რამე ენდომება სამაგიეროდ.
– ის ენდომება, რაც მეფეებს ყოველთვის უნდათ, – უთხრა ქალ-
მა, – მოწიწება და თაყვანისცემა.

ტირიონი

იანოს სლინტი ყასბის შვილი იყო და ყასაბივითაც იცინოდა.


– კიდევ ინებებ ღვინოს? – ჰკითხა ტირიონმა.
– უარს არ ვიტყოდი, – ლორდმა იანოსმა თასი გაუწოდა. კასრის
აღნაგობა ჰქონდა და ღვინოც იმდენივე შეეძლო ჩაესხა, – სულაც
არ ვიუარებდი. მშვენიერი წითელი ღვინოა. არბორიდანაა?
– დორნულია, – ტირიონმა ხელით ანიშნა და მსახურმა ბიჭმა ჩა-
მოუსხა. მსახურებს თუ არ ჩათვლიდა, ის და ლორდი იანოსი მარ-

163
ტონი ისხდნენ მცირე დარბაზში, სანთლით განათებულ პატარა მა-
გიდასთან, გარშემო კი სიბნელე შემოსდგომოდათ, – კარგი მონა-
პოვარია, დორნული ღვინოები ხშირად კი არაა ასე მდიდრული.
– მდიდრული – გაიმეორა ზორბა, ბაყაყისსახიანმა კაცმა და ლა-
ზათიანი ყლუპი მოყლურწა. იანოს სლინტი ღვინოს წრუპვას კი არ
დაუწყებდა. ტირიონმა ეს მაშინვე შენიშნა, – დიახ, მდიდრული.
სწორედ ამ სიტყვას ვეძებდი, სწორედ. სიტყვა მოგდევს, ლორდ ტი-
რიონ, ასე ვთქვათ. და სასაცილო ამბავიც მოყევი. სასაცილო, დი-
ახ... – მოხარული ვარ, ასე თუ ფიქრობ... მაგრამ მე შენსავით ლორ-
დი კი არ ვარ. ჩემთვის უბრალო „ტირიონიც“ საკმარისია, ლორდ
იანოს.
– როგორც გენებოს, – მან ისევ მოსვა და ღვინო შავი ატლასის
კამზოლის გულისპირზე ჩამოიწუწა. ოქროქსოვილის მოკლე მოსას-
ხამს უმაგრებდა პაწია ოქროს შუბი, რომლის წვერიც მუქი წითელი
მინანქრით იყო დაფარული. მართლაცდა, კარგა მთვრალი იყო.
ტირიონმა პირზე ხელი მიიფარა და მორიდებით ამოაბოყინა.
ლორდი იანოსისგან განსხვავებით, ღვინოს მოერიდა, მაგრამ
ძალიან მაძღარი კი იყო. მას მერე, რაც მარჯვენის კოშკში შესახ-
ლდა, მან უპირველეს ყოვლისა გამოიკითხა, თუ ვინ იყო ქალაქში
საუკეთესო მზარეული, და მსახურად აიყვანა. ამ საღამოს ვახშმად
ჰქონდათ ხარის კუდის წვნიანი, ნიგვზით, ისრიმით, წითელი ცერე-
ცოთი და გახეხილი ყველით შეზავებული ზაფხულის ბოსტნეული,
ცხელი კიბოს ღვეზელი, სანელებლებით შეზავებული გოგრის ფაფა
და ერბოში ჩაწყობილი მწყერი. ყოველ კერძს თავისი ღვინო მოჰ-
ყვებოდა. ლორდმა იანოსმა აღიარა, რომ ასე გემრიელად არასო-
დეს ეჭამა.
– უეჭველია, ეს გამოსწორდება, ჰარენჰალში რომ დაბრძანდე-
ბი, – უთხრა ტირიონმა.
164
– ნამდვილად. იქნებ შენს მზარეულს შევთავაზო, მე მემსახუ-
როს, რას იტყვი, ჰა?
– ომები დაწყებულა მაგაზე ნაკლები მიზეზით, – უთხრა ტირიონ-
მა, რაზეც ორივემ დიდხანს და გულიანად იცინეს, – მამაცი კაცი ყო-
ფილხარ, ციხე-დარბაზად ჰარენჰალი რომ აიღე. ისეთი პირქუში ად-
გილია, ისეთი უზარმაზარი... ძვირი შესანახია. თანაც, ზოგი ამბობს,
დაწყევლილიცააო.
– ერთმანეთზე დალაგებული ქვების უნდა მეშინოდეს? – იყვირა
იანოსმა პასუხად, – მამაცი კაციო, ამბობ. მამაცი უნდა იყო, რამეს
რომ მიაღწიო. მე კი მივაღწიე! ჰარენჰალს, დიახ! და რატომაც არა?
შენ ხომ იცი. შენც მამაცი ხარ, ამას ვგრძნობ. იქნებ პატარა, მაგრამ
მამაცი.
– რა კეთილი ბრძანდები. ღვინოს მიირთმევ?
– არა. არა, მართლა, მე... ოხ, დალახვროს ღმერთებმა, კი. რა-
ტო არა? მამაცი კაცი ბოლომდე სვამს!
– ნამდვილად, – ტირიონმა ლორდ სლინტს თასი პირთამდე შე-
უვსო, – გადავხედე იმ ხალხის სახელებს, რომლებსაც, შენი აზრით,
ქალაქის მცველთა მეთაურის ადგილზე შენი შეცვლა შეუძლიათ.
– კაი ხალხია. რიგიანი ხალხი. ექვსიდან ნებისმიერი გამოდგე-
ბოდა, მაგრამ მე ალარ დიმს ვარჩევდი. ჩემი მარჯვენა ხელია. კაი,
კაი კაცი. ერთგული. აიყვანე და არ ინანებ. თუ მეფეც ინებებს. – რა
თქმა უნდა, – ტირიონმა თავისი თასიდან მოსვა, – მე სერ ჯესლინ
ბაივოტერს ვფიქრობდი. სამ წელიწადს იყო ტალახის კარიბჭის კა-
პიტანი და ბეილონ გრეიჯოის აჯანყებისასაც კარგად გამოიჩინა თა-
ვი. მეფე რობერტმა პაიკზე რაინდად აკურთხა. ამის მიუხედავად,
შენს სიაში მისი სახელი არ ჩანს.
ლორდმა იანოს სლინტმა ღვინო მოხვრიპა და, სანამ გადაყლა-
პავდა, წუთით პირში გაიჩერა, დააგემოვნა.
165
– ბაივოტერი. ჰო. მამაცი კაცია, უდავოდ, მაგრამ... ეგ კაცი ძა-
ლიან ხისტია. ხუშტურებიანი ვინმეა. ჯარისკაცებს არ მოსწონთ. თან
ხეიბარიცაა, პაიკზე ხელი დაკარგა, რაინდობა მაგან მოუტანა. არაა
სარფიანი გაცვლა, მე თუ მკითხავ, ხელი სერობაში, – გაიცინა მან,
– სერ ჯესლინს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე
და თავის ღირსებაზე, მე ასე ვთვლი. უმჯობესი იქნება, იქ თუ დატო-
ვებ, სადაც არის, მილო... ტირიონ. საშენო კაცი ალარ დიმია.
– ქალაქის ქუჩებში დიმი არ უყვართო, ასე გავიგე.
– სამაგიეროდ, ეშინიათ მისი. ეგ კიდე უკეთესია.
– რა იყო, მაგაზე რომ მითხრეს? რაღაც არეულობა საროსკიპო-
ში? – ა, ეგ. მაგის ბრალი არ იყო, მილო... ტირიონ. ქალის მოკვლა
აზრადაც არ ჰქონდა, თვითონ იმან აიძულა. ამან გააფრთხილა,
გვერდზე გაწეულიყო და ვალის ასრულება დაეცლია.
– მაინც... დედების და შვილების ამბავი ხომ იცი, შეეძლო ევარა-
უდა, რომ ქალი ბავშვის გადარჩენას შეეცდებოდა, – ტირიონმა გა-
იღიმა, – ეს ყველი მიირთვი, ღვინოზე დიდებულად მიდის.
მითხარი, იმ უმადური საქმისთვის რაღა დიმი აირჩიე?
– კარგი მეთაური თავის მებრძოლებს იცნობს, ტირიონ. ზოგი
ერთი საქმისთვის ვარგა, სხვა – მეორისთვის. ჩვილი გოგონას მოკ-
ვლას, ჯერაც ძუძუს რომ წოვს, განსაკუთრებული კაცი სჭირდება.
ყველა ვერ იზამს. თუნდაც რომ ვიღაც კახპა და მისი კნუტი იყოს.
– ალბათ ეგრეა, – უთხრა ტირიონმა. მას „ვიღაც კახპის“ ხსენებამ
უმალ შაი მოაგონა, კიდევ – ტიშა, დიდიხნისწინანდელი, და ყველა
ის ქალი, წლების მანძილზე მისი მონეტები და მისი თესლი რომ მი-
ეღოთ.
სლინტი კი თავისას განაგრძობდა:
– მძიმე კაცია ეს დიმი, მძიმე საქმისთვის გამოდგება. რასაც ეტ-
ყვი, იმას აკეთებს და სიტყვასაც არასოდეს შემოგიბრუნებს, – მან
166
ყველს ნაჭერი ჩამოათალა, – კარგია, ცხარე. ერთი კარგი ბასრი და-
ნა, კაი ცხარე ყველი და მეტი რა გინდა?
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– მიირთვი, სანამ შეგიძლია. ახლა, მდინარეთი რომ გადაბუგუ-
ლია, ზენაბაღში კი რენლი გვიზის მეფედ, კარგი ყველი მალე ძნელი
საშოვნელი გახდება. მაშ, კახპის ნაბუშრის მოსაკლავად ვინ გამ-
გზავნაო? ლორდმა იანოსმა ტირიონს ეჭვიანი მზერა ესროლა, მერე
გაიცინა და ყველის ნაჭრით მისკენ მიათითა.
– ცბიერი ვინმე ყოფილხარ, ტირიონ. გეგონა, გამაცურებდი,
არა? იანოს სლინტს საჭიროზე მეტი რომ ათქმევინო, მაგ საქმეს
ღვინოზე და ყველზე მეტი სჭირდება. შემიძლია, ჩემი თავით ვიამა-
ყო. არასოდეს ვსვამ კითხვას და არც საქმის მერე ვძრავ კრინტს, მე
ეგრე ვარ.
– როგორც დიმი.
– ზუსტად. ჰარენჰალში რომ წავალ, მეთაურად ეგ გახადე და არ
ინანებ.
ტირიონმა ყველს ნატეხი ჩამოაციცქნა. მართლაც ცხარე იყო,
თანაც ღვინით შეზავებული; ერთობ განსაკუთრებული.
– მეფემ ვინც არ უნდა დაასახელოს, იმისთვის იოლი არ იქნება
შენი აბჯრის მორგება, მაგას ვიტყვი. ლორდ მორმონტზეც იგივე
მეთქმის.
ლორდი იანოსი შეფიქრიანდა.
– მე ეგ ქალი მეგონა. მორმონტი. დათვებთან რომ წვება, ეგაა?
– მაგის ძმაზე ვამბობდი. ჯეონ მორმონტი, ღამის ებგურის ლორდ-
მეთაური. კედელზე რომ ვსტუმრობდი, მაშინ მომიყვა, როგორ უძ-
ნელდებოდა მისი შემცვლელი კაცის პოვნა. ამ ბოლო დროს ებგურს
კარგი მებრძოლები ძალიან ძნელად ემატება, – ტირიონი გაიკრიჭა,
– შენნაირი კაცი რომ ჰყოლოდა, უფრო არხეინად დაიძინებდა. ან
167
ჩაუქი ალარ დიმი.
ლორდმა იანოსმა გადაიხარხარა.
– ეგ ძნელი მოსახდენია!
– ეგრე ჩანს, – უთხრა ტირიონმა, – მაგრამ ცხოვრება ისე იც-
ვლება, ვერც მიხვდები. თუნდ ედარდ სტარკი აიღე, მილორდ. არა
მგონია, როდისმე ეფიქროს, რომ ცხოვრებას ბეილორის სეპტის სა-
ფეხურებზე დაასრულებდა.
– ძალიან ცოტას ეგონა ეგრე, – ხითხითით დაეთანხმა ლორდი
იანოსი.
ტირიონმაც ჩაიხითხითა.
– რა ცუდია, იქ რომ არ ვიყავი და ვერ ვნახე. ამბობენ, ვარისიც
კი გაოცებული იყოო.
ლორდი იანოსი ისე ახარხარდა, რომ მუცელი აუთიმთიმდა.
– ობობამ ყველაფერი იცისო, ასე ამბობენ. ჰოდა, ეს არ იცოდა.
– საიდან უნდა სცოდნოდა? – ტირიონმა ხმაში სუსხის პირველი ნიშ-
ნები გამოურია, – ვარისი დაგვეხმარა, დაეყოლიებინა ჩემი და, შე-
ეწყალებინა სტარკი – იმ პირობით, რომ ის შავს შეიმოსავდა. – ჰა?
– იანოს სლინტი თვალების დაბნეული ხამხამით შეაჩერდა ტირი-
ონს.
– ჩემი და სერსეი, – გაიმეორა ტირიონმა, ოდნავ უფრო მკაც-
რად, რათა ამ ბრიყვს ეჭვიც არ დარჩენოდა, ვის გულისხმობდა, –
დედოფალი რეგენტი.
– ჰო, – სლინტმა ღვინო მოხვრიპა, – მაგას რაც შეეხება, ისა...
მეფემ გასცა ბრძანება, მლორდ. თავად მეფემ.
– მეფე ცამეტი წლისაა, – შეახსენა ტირიონმა.
– მაინც. მეფეა, – სლინტი მოიღუშა და ყბა აუკანკალდა, – შვიდი
სამეფოს მბრძანებელი.

168
– ჰო, ერთი-ორის მაინც, – ტირიონმა მწარედ გაიღიმა, – შეიძ-
ლება, შენი შუბი ვნახო?
– ჩემი შუბი? – თვალები აახამხამა დაბნეულმა ლორდმა იანოს-
მა. ტირიონმა მიათითა.
– ბროში, მოსასხამი რითაც გიბნევია.
ლორდმა იანოსმა ყოყმანით შეიხსნა სამკაული და ტირიონს გა-
უწოდა. – ლანისპორტში რომ ოქრომჭედლები გვყავს, ისინი უკე-
თესს აკეთებენ, – განაცხადა ტირიონმა, – წითელი მინანქრის სის-
ხლი ცოტა ზედმეტად აქვს, თუ არ მიწყენ, რასაც ვამბობ. მითხარი,
მილორდ, შუბი იმ კაცს თავად ჩაეცი ზურგში თუ მხოლოდ ბრძანება
გაეცი?
– ბრძანება გავეცი და ისევ გავცემდი, საჭირო თუ გახდა. ლორ-
დი სტარკი მოღალატე იყო! – სლინტს კინკრიხოზე ჭარხალივით აუ-
წითლდა მელოტი ლაქა, ოქროქსოვილის მოსასხამი კი მხრებიდან
იატაკზე ჩაუცურდა, – ეგ კაცი ჩემს ყიდვას ცდილობდა!
– დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ უკვე გაყიდული იყავი.
სლინტმა ღვინის თასი დახეთქებით დადგა მაგიდაზე.
– დათვერი? თუ გგონია, რომ ასე ვიჯდები და ნებას მოგცემ, ჩემი
ღირსება ეჭვქვეშ დააყენო...
– და რომელი ღირსება? უნდა ვაღიარო, სერ ჯესლინზე უფრო
სარფიანი გარიგება გამოგივიდა: ლორდობა და ციხესიმაგრე ზურ-
გში ჩაცემული შუბის სანაცვლოდ, თან შუბის ჩაცემაც კი არ მოგიხ-
და, – მან ოქროს სამკაული ისევ იანოს სლინტს მიუგდო. პანია შუბი
მის მკერდზე ასხლტა და წკარუნით დაეცა ძირს, მისი მფლობელი კი
ფეხზე წამოდგა.
– შენი ხმის კილო არ მომწონს, მილო... ჭინკა. მე ჰარენჰალის
ლორდი და მეფის საბჭოს წევრი ვარ, შენ კი ვინ ხარ, ბრალდებები
რომ წამომიყენო?
169
ტირიონმა თავი გვერდზე გადახარა.
– მგონია, ძალიან კარგადაც იცი, ვინ ვარ. რამდენი ვაჟი გყავს?
– ჩემს ვაჟებთან რა გესაქმება, ქონდრისკაცო?
– ქონდრისკაცო? – ტირიონს ბრაზი წაეკიდა, – ჭინკაზე უნდა გა-
ჩერებულიყავი. მე ტირიონი ვარ ლანისტერების გვარიდან და ერ-
თხელაც, თუკი იმდენი ტვინი მაინც გაქვს, რაც ღმერთებს ზღვის
ლოქორასთვის მიუციათ, მუხლებზე დაეცემი და მადლობებს აღავ-
ლენ, რომ ჩემთან მოგიხდა საქმის დაჭერა და არა ჩემს მამა-ბატონ-
თან. ჰოდა, რამდენი ვაჟი გყავს?
ტირიონმა იანოს სლინტის თვალებში უცაბედი შიში შენიშნა.
– ს-სამი, მილორდ. და ერთი ასული. გთხოვ, მილორდ...
– ხვეწნა საჭირო არ არის, – ტირიონი სკამიდან ჩამოსრიალდა,
– სიტყვას გაძლევ, მათ არაფერი დაუშავდებათ. უმცროსი ბიჭები სა-
ჭურველთმტვირთველებად წავლენ. თუკი კარგად და ერთგულად
იმსახურებენ, თავის დროზე შესაძლოა რაინდები გახდნენ.
დაე, ნურასოდეს იტყვიან, ლანისტერები არ აჯილდოებენ მათ,
ვინც იმსახურებსო. შენი უფროსი ვაჟი მემკვიდრეობად მიიღებს
ლორდ სლინტის ტიტულს და ამ შენს საზიზღარ ღერბს, – მან პატარა
ოქროს შუბს ფეხი გაჰკრა და მოშორებით გადააფრინა, – მისთვის
მამულები გამოიძებნება და შეეძლება, ციხე თავისთვის თვითონვე
აიგოს. ჰარენჰალი ვერ გამოუვა, მაგრამ ისეთი იქნება, რომ ეყოს.
გოგონასაც საქმროს თვითონ შეურჩევს.
იანოს სლინტს აჭარხლებული სახე გაუფითრდა.
– რ-რა... შენ რ-რას... – ყბები ქონის ნაჭერივით უცახცახებდა. –
რას გიპირებ? – ტირიონმა ცოტა ხანს აცალა ცახცახი, სანამ უპასუ-
ხებდა, – კარაკი ზაფხულის ოცნება დილის მიქცევისას გაცურავს.
მისმა პატრონმა მითხრა, რომ შეივლის თოლიაქალაქში, სამ დაზე,
სკაგოსის კუნძულზე და ზღვისპირა აღმოსავლეთის გუშაგში.
170
ლორდ-მეთაურ მორმონტს რომ შეხვდები, ჩემი გულითადი სალამი
გადაეცი და უთხარი, რომ ღამის ებგურის გასაჭირი არ დამივიწყნია.
დიდხანს სიცოცხლე და კეთილი მსახურება მისურვებია, მილორდ.
იანოს სლინტი მიხვდა, დაუყოვნებლივ სიკვდილით არ მსჯიანო,
და სახის ფერი დაუბრუნდა. ყბა წინ წამოსწია.
– მაგასაც ვნახავთ, ჭინკა. ქონდრისკაცო. იქნებ შენ დაგსვან იმ
გემზე, რას ფიქრობ, ჰა? იქნებ შენ წახვიდე კედელზე, – ნერვიულად
ჩაიცინა, თითქოს ყეფსო, – ერთი შენა ხარ და მეორე – შენი მუქა-
რები. კაი, მაგასაც ვნახავთ. მე მეფის მეგობარი ვარ, იცი? ვნახავთ
ერთი, ჯოფრი რას იტყვის ამაზე. კიდევ – ნეკა და დედოფალიც, დი-
ახ. იანოს სლინტს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. იმასაც ვნახავთ,
ჩვენგან რომელი გაცურავს. გპირდები, ვნახავთ, მართლაც.
სლინტი ქუსლებზე შემოტრიალდა, გუშაგივით, ძველი ჩვევით,
და მცირე დარბაზი სიგრძივ გადაჭრა. მისი ნაბიჯები ქვის იატაკზე
რეკდა. საფეხურები აიბრაგუნა, კარი გამოაფრიალა... და მაღალი,
ოთხკუთხაყბიანი კაცის პირისპირ აღმოჩნდა. კაცს შავი სამკერდუ-
ლი ეკეთა და ოქროსფერი მოსასხამი ეცვა, მარჯვენა ხელის მაჯაზე
მოკვეთილი მტევნის ნაცვლად რკინის ხელი ჰქონდა მიმაგრებული.
– იანოს, – წარმოთქვა მან. წამოზიდული წარბების და შევერ-
ცხლილი თმის ბუჩქის ქვეშ ღრმად ჩამჯდარი თვალები უელავდა.
მის ფეხდაფეხ მცირე დარბაზში წყნარად შემოაბიჯა ექვსმა ოქ-
როსფერმოსასხამიანმა, იანოს სლინტმა უკან რომ გადადგა ნაბიჯი.
– ლორდ სლინტ, – დაუძახა ტირიონმა, – დარწმუნებული ვარ,
უნდა იცნობდე სერ ჯესლინ ბაივოტერს, ჩვენი ქალაქის მცველების
ახალ კაპიტანს.
– აქ ტახტრევანი გვაქვს შენთვის, მილორდ, – უთხრა სლინტს
სერ ჯესლინმა, – ნავსადგურამდე ბნელი და გრძელი გზაა, ქუჩებში
კი ღამღამობით სიარული სახიფათოა. მცველებო!
171
ოქროსმოსასხამიანებმა ყოფილი მეთაური გაიყვანეს, ტირიონ-
მა კი სერ ჯესლინი მიიხმო და პერგამენტის გრაგნილი მიაწოდა.
– ლორდ სლინტს გრძელი მგზავრობა ელის და თანამგზავრები
არ აწყენდა. იზრუნე, რომ ეს ექვსი მასთან ერთად ავიდეს ზაფხულის
ოცნებაზე.
ბაივოტერმა სახელებს გადახედა და გაიღიმა.
– როგორც ინებებ.
– იქ ერთი არის, – წყნარად წარმოთქვა ტირიონმა, – დიმი. კა-
პიტანს უთხარი, არ დავძრახავთ, ეგ დიმი შემთხვევით გემბანიდან
თუ გადავარდება, სანამ დასავლეთის გუშაგს მიაღწევდნენ.
– გამიგია, იქ, ჩრდილო წყლებში, დიდი ღელვები იცისო, მი-
ლორდ, – სერ ჯესლინმა თავი დაუკრა და გავიდა, ზურგსუკან აჩქე-
რებული მოსასხამი მიიყოლა. გზად სლინტის ოქროქსოვილის სა-
მოსს დააბიჯა, ტირიონი მარტო ჩამოჯდა, დორნული ტკბილი ღვინის
წრუპვას მოჰყვა, რომელიც სლინტს გადარჩენოდა. მსახურები მი-
დიმოდიოდნენ, მაგიდას ალაგებდნენ. უთხრა, ღვინო დაეტოვები-
ნათ.
მსახურები საქმეს რომ მორჩნენ, ოთახში ვარისი შემოსრიალ-
და, ლავანდისფერი ფრიალა ხალათი ეცვა, მისსავე სუნს რომ ეხა-
მებოდა.
– ო, დიდებულად მოაგვარეთ, ჩემო კეთილო ლორდ.
– მაშ, პირში სიმწრის გემო რად დამრჩა? – ტირიონმა თითები
საფეთქელზე მიიჭირა, – ვუთხარი, ალარ დიმი ზღვაში გადაესრო-
ლათ. საშინელი ცდუნება მაქვს, შენც ასევე მოგექცე.
– მაშინ შედეგით შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩენილიყავი,
– მიუგო ვარისმა, – ქარიშხლები ამოვარდება და წყნარდება, ტალ-
ღები აიზვირთება, დიდი თევზები პატარა თევზებს სანსლავენ, მე კი

172
ისევ ისე მივცურავ ჩემთვის, ნიჩბებს ვუსვამ. ნებას მიბოძებ, მაგ ღვი-
ნის გემო ვნახო, ლორდ სლინტს აგრერიგად რომ ეამა?
მოღუშულმა ტირიონმა სურისკენ გაიქნია ხელი.
ვარისმა თასი შეივსო.
– აჰ. ზაფხულივით ტკბილია, – მან ისევ მოსვა, – მესმის, ყურ-
ძნის მარცვლები როგორ მღერიან ჩემს სასაზე.
– მე კი მიკვირდა, ეს რა ხმაა-მეთქი. მაგ ყურძნებს უთხარი, ხმა
ჩაიგდონ, ისედაც სადაცაა, თავი გამისკდება. ჩემმა დამ ქნა. ამის
თქმა იუარა ო-რარიგ-ერთგულმა ლორდმა იანოსმა. იმ საროსკი-
პოში ოქროსმოსასხამიანები სერსეიმ გაგზავნა.
ვარისმა ნერვიულად ჩაიხითხითა. ესე იგი, თავიდანვე იცოდა. –
შენ კი ეგ ნაწილი გამომიტოვე, – დაანამუსა ტირიონმა.
– შენი საკუთარი ძვირფასი დაიკო, – თქვა ვარისმა. ისე მწუხარე
იყო, იტყოდი, სადაცაა, ცრემლები წამოსცვივდებაო, – ძნელია, ასე-
თი რამ კაცს უთხრა, მილორდ. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი, და
ვშიშობდი. შეგიძლია, შემინდო?
– არა, – მიახალა ტირიონმა, – ჯანდაბა შენ თავს. ჯანდაბა სერ-
სეის, – იცოდა, სერსეის ხელსაც ვერ ახლებდა. ჯერ ვერა, თუნდაც
რომ ჰქონოდა ამის სურვილი – და სულაც არ იყო დარწმუნებული,
რომ ჰქონდა. მაგრამ ისიც სტანჯავდა, აქ რომ იჯდა და მასხრულ
წარმოდგენას დგამდა სამართლიანობის სახელით, იანოს სლინტის
და ალარ დიმის მსგავს საცოდაობებს სჯიდა, მაშინ, როცა მისი და
თავის მხეცურ საქმეს აგრძელებდა, – ამიერიდან ყველაფერს მეტ-
ყვი ხოლმე, რაც კი იცი, ლორდ ვარის. ყველაფერზე, რაზედაც იცი.
საჭურისს სახეზე ცბიერი ღიმილი გამოესახა.
– ამას შესაძლოა დიდი ხანი დასჭირდეს, ჩემო კეთილო ლორდ.
საკმაოდ ბევრი რამ ვიცი.
– როგორც ჩანს, იმდენი მაინც არა, იმ ბავშვის გადარჩენას რომ
173
ეყოფოდა.
– ვაი, რომ არა. კიდევ ერთი ბუში იყო, ბიჭი, მოზრდილი. რაღა-
ცები ვიღონე, მისთვის ხიფათი რომ ამერიდებინა... მაგრამ ვაღი-
არებ, გულშიაც არ გამივლია, ჩვილს თუ რამე ემუქრებოდა. მდაბიო
წარმოშობის გოგონა, ჯერ ერთი წლისაც არა, კახპის შვილი... განა
რა შეიძლებოდა დაეშავებინა?
– რობერტის შვილი იყო, – მწარედ თქვა ტირიონმა, – სერსეის-
თვის ეგეც კმარა, როგორც ჩანს.
– ჰო. უზომოდ სამწუხაროა. საკუთარ თავს ვადანაშაულებ საბ-
რალო პატარას და დედამისის გამო, რომელიც ასე ყმაწვილი იყო
და უყვარდა მეფე.
– უყვარდა? – ტირიონს არ ენახა მოკლული გოგონა-დედის სა-
ხე, მაგრამ მის წარმოდგენაში იგი შაი და ტიშა ერთად იყო, – ნეტავ
თუ შეუძლია კახპას, მართლა უყვარდეს ვინმე? არა, ნუ მიპასუხებ.
ზოგი რამ ჯობს, არ ვიცოდე, – მან შაი ვრცელ, ქვითა და ხით აგებულ
სახლში დააბინავა, რომელსაც საკუთარი ჭა, თავლა და ბაღი ჰქონ-
და; მიუჩინა მსახურები, რომლებიც გოგონას საჭიროებაზე იზრუ-
ნებდნენ, გასართობად ზაფხულის კუნძულებიდან ჩამოყვანილი
თეთრი ფრინველი აჩუქა, მოსაკაზმი აბრეშუმებით და ვერცხლეუ-
ლით აავსო, უსაფრთხოებისთვის მცველები დაუყენა. ის კი თითქოს
მაინც უკმაყოფილო იყო. მინდა, უფრო დიდხნობით ვიყო შენთანო,
ეუბნებოდა; უნდოდა, მომსახურებოდა და დახმარებოდა ტირიონს.
– შენ ძალიანაც მეხმარები აქ, საბნის ქვეშ, – უთხრა ქალს ტი-
რიონმა ერთ ღამეს, როდესაც მოსიყვარულების შემდეგ მის გვერ-
დით იწვა, თავი მის მკერდზე ესვენა და საზარდული საამო დაძაბუ-
ლობით უფეთქავდა. შაის სიტყვით არაფერი უპასუხია, მხოლოდ
თვალებით. ტირიონმა მათში წაიკითხა, რომ ქალს ამ სიტყვების გა-
გონება როდი სურდა.
174
ტირიონმა ამოიოხრა და ისევ ღვინოს გადასწვდა, მაგრამ ლორ-
დი იანოსი გაახსენდა და სურა გვერდით გასწია.
– როგორც ჩანს, ჩემი და სტარკის სიკვდილზე მართალს მეუბნე-
ბოდა. ამ სიგიჟეს ჩემს დისშვილს უნდა ვუმადლოდეთ.
– მეფე ჯოფრიმ ბრძანება გასცა. იანოს სლინტმა და სერ ილინმა
ის აღასრულეს, სწრაფად, უყოყმანოდ...
– ...ლამის ისე, თითქოს ელოდნენო. ჰო, ეს ადრეც გავიარეთ, და
უშედეგოდ. რა სისულელეა.
– ახლა, როცა ქალაქის დაცვა შენ ხელთაა, მილორდ, კარგი შე-
საძლებლობა გაქვს, იზრუნო, რომ მისმა მოწყალებამ აღარ ჩაიდი-
ნოს მეტი... სისულელე? მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, უნდა
ვთქვათ, რომ დედოფლის შინა დაცვაც ანგარიშშია ჩასაგდები... –
წითელმოსასხამიანები? – ტირიონმა მხრები აიჩეჩა, – ვილარი კას-
ტერლის კლდის ერთგულია. მან იცის, რომ აქ მამაჩემის სახელით
ვიმყოფები. სერსეის გაუჭირდება, მისი მებრძოლები ჩემ წინააღ-
მდეგ გამოიყენოს... თანაც, ასნი არიან, მეტი კი არა. მე თავად მყავს
მაგათზე ორმოცდაათი კაცით მეტი. და კიდევ ექვსი ათასი ოქროს-
მოსასხამიანი, თუ ბაივოტერი ის კაცია, შენ რასაც ამბობ. – ნახავ,
რომ სერ ჯესლინი მამაცი, ღირსეული, მორჩილი კაცია... და ძალიან
მადლიერი.
– ვისი მადლიერი, ნეტავ? – ტირიონი ვარისს არ ენდობოდა,
თუმც მის გამოსადეგობას ვერ უარყოფდა. უეჭველია, მართლაც
რომ ყველაფერი იცოდა, – რატომ მშველი ასე, მილორდ ვარის? –
ჰკითხა, თან მის სათუთ ხელებს, უთმო და უმარილწაცხებულ თავს,
მზაკვრულ ნახევარღიმილს აკვირდებოდა.
– შენ მარჯვენა ხარ. მე ვემსახურები სახელმწიფოს, მეფეს და
შენ.
– როგორც ჯონ ერინს და ედარდ სტარკს მსახურობდი?
175
– ლორდ ერინის და ლორდ სტარკის სამსახურად ძალა არ და-
მიზოგავს. მათმა საზარელმა და მეტად უდროო სიკვდილმა უაღრე-
სად დამამწუხრა.
– დაფიქრდი, რა დღეში ვარ. როგორც ჩანს, შემდეგი მე უნდა ვი-
ყო.
– ოჰ, არა მგონია, – ვარისმა თავის თასში ღვინო დაატრიალა, –
ძალა უცნაური რამაა, მილორდ. ხომ არ დაფიქრებულხარ გამოცა-
ნაზე, იმ დღეს სასტუმროში რომ გითხარი?
– ერთი-ორჯერ კი გამიელვა გონებაში, – გამოტყდა ტირიონი, –
მეფე, მღვდელი, მდიდარი – ვინ გადარჩება და ვინ მოკვდება? ვის
დაემორჩილება ქირით მებრძოლი? ამ გამოცანას პასუხი არ აქვს,
ან, უფრო სწორად, ძალიან ბევრი პასუხი აქვს. ყველაფერი ხმლიან
კაცზეა დამოკიდებული.
– არადა, ის კაცი არაფერია, – თქვა ვარისმა, – არც გვირგვინი
აქვს, არც ოქრო, არც ღმერთების შემწეობა; მხოლოდ წვეტიანი ფო-
ლადის ნაჭერი აბადია.
– ფოლადის მაგ ნაჭერში სიკვდილის და სიცოცხლის ძალა დევს.
– სწორედაც... მაგრამ თუ სინამდვილეში ქირით მებრძოლი
გვმბრძანებლობს, თავს რატომ ვიტყუებთ, ვითომც ძალაუფლება
ჩვენი მეფის ხელში იყოს? ღონიერი, ძლიერი კაცი საერთოდ რატომ
დაემორჩილება ჯოფრისნაირ ბავშვ მეფეს, ან მამამისისნაირ ღვი-
ნით დაჟიებულ ხეპრეს?
– იმიტომ, რომ იმ ბავშვ მეფეებს და ლოთ ხეპრეებს შეუძლიათ,
სხვა ძლიერ კაცებს დაუძახონ, სხვა ხმლებით ხელში.
– მაშ, ნამდვილი ძალაუფლება იმ სხვა ხმლიანი კაცების ხელში
ყოფილა. თუ არა? საიდან აქვთ ის თავიანთი ხმლები? რატომ და-
მორჩილდებიან? – ვარისმა გაიღიმა, – ზოგი ამბობს, ცოდნაა ძალა-
უფლებაო.
176
ზოგი გვეუბნება, ყველანაირი ძალაუფლება ღმერთებისგან მო-
დისო. სხვები იტყვიან, მას კანონი იძლევაო. მაგრამ იმ დღეს ბე-
ილორის სეპტის საფეხურებზე ჩვენი ღმერთებისმოსავი არქისეპტო-
ნი, კანონიერი დედოფალი-რეგენტი და თქვენი ესოდენ გაცნობიე-
რებული მონა-მორჩილი ისევე უღონონი აღმოვჩნდით, როგორც
ბრბოში გარეული ნებისმიერი მეწაღე თუ მეკასრე. სინამდვილეში
ვინ მოკლა ედარდ სტარკი, თუ გიფიქრია? ჯოფრიმ, რომელმაც
ბრძანება გასცა? სერ ილინ პეინმა, რომელმაც ხმალი მოიქნია?
თუ... ვინმე სხვამ? ტირიონმა თავი გვერდზე გადახარა.
– აპირებ, შენი წყეული გამოცანის პასუხი მითხრა, თუ მარტო ის
გინდა, თავი უარესად ამატკივო?
ვარისმა გაიღიმა.
– მაშ, მისმინე. ძალაუფლება იქ ბუდობს, სადაც ხალხს მიაჩნია,
რომ ბუდობს. არც მეტი, არც ნაკლები.
– ესე იგი, ძალაუფლება მასხარას ოინია?
– კედელზე დაცემული ჩრდილია, – დაიჟღურტულა ვარისმა, –
მაგრამ ჩრდილებს მოკვლა შეუძლიათ. და ხშირად ძალიან პატარა
კაცს ძალიან დიდი ჩრდილი შეიძლება ჰქონდეს.
ტირიონმა გაიღიმა.
– ლორდ ვარის, რაღაც უცნაურად მიყვარდები. მაინც კი შეიძ-
ლება მოგკლა, მაგრამ, ასე მგონია, დავღონდები.
– მე მაგას დიდ პატივად მივიღებ.
– ვინ ხარ, ვარის? – ტირიონმა იგრძნო, რომ მართლაც უნდოდა,
სცოდნოდა, – ობობაო, ასე ამბობენ.
– მსტოვრები და ამბის მომტანები იშვიათად უყვარს ვინმეს, მი-
ლორდ. მე სახელმწიფოს ერთგული მსახური ვარ, ეგაა და ეგ.
– და საჭურისი. მოდი, ნუ დავივიწყებთ.
– ეგ იშვიათად თუ დამავიწყდება.
177
– ხალხი მეც ნახევარკაცას მეძახის ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ,
ღმერთები მე შენზე უფრო კეთილად მომექცნენ. დაბალი ვარ, ფეხ-
მოგრეხილი, ქალები დიდი აღფრთოვანებით არ მიყურებენ... მაგ-
რამ მაინც კაცი ვარ. შაი პირველი არაა, ვინც ლოგინი გამითბო. და
ერთ დღესაც შემიძლია, ცოლი შევირთო და ძე გავაჩინო. თუ ღმერ-
თები მოწყალეები იქნებიან, ტანით ბიძას ემგვანება და ტვინით მა-
მას. შენ სანუგეშოდ ასეთი იმედი არ გაგაჩნია. ქონდრისკაცები
ღმერთების დაცინვაა... მაგრამ საჭურისებს ადამიანები ქმნიან. ვინ
დაგასაჭურისა, ვარის? როდის და რატომ? ვინ ხარ სინამდვილეში?
საჭურისს ღიმილი წამითაც არ შესცვლია, მაგრამ მის თვალებში
გაიელვა რაღაცამ, რაც სიცილი სულაც არ იყო.
– რა გულისხმიერებაა, რომ მეკითხები, მილორდ. მაგრამ ჩემი
ამბავი გრძელი და სევდიანია, ჩვენ კი ღალატის ამბები გვაქვს გან-
სახილველი, – მან ხალათის სახელოდან პერგამენტი გამოაძვრინა,
– მეფის გალერის, თეთრი ირმის კაპიტანი შეთქმულებას აწყობს,
აპირებს, სამ დღეში ღუზა აუშვას და თავისი ხმალი და გემი ლორდ
სტანისს შესთავაზოს.
ტირიონმა ამოიოხრა.
– ალბათ მაგ კაცით რაღაც სისხლიანი გაკვეთილი უნდა ჩავატა-
როთ? – სერ ჯესლინს შეუძლია ისე მოაწყოს, რომ ეგ კაცი გაქრეს,
მაგრამ მეფის სამსჯავროს წინაშე წარდგომა დაგვეხმარება, სხვა
კაპიტნების უცვლელი ერთგულების იმედი გვქონდეს.
თან ჩემს მეფურ დისშვილსაც საქმეს გავუჩენთ.
– როგორც იტყვი. გადადე ჯოფრის სამსჯავროსთვის.
ვარისმა პერგამენტში რაღაც ჩაინიშნა.
– სერ ჰორას და სერ ჰობერ რედვაინებმა მცველები მოისყიდეს,
რომ მათ უკანა ჭიშკრიდან გააპარონ, ზეგ ღამით. ყველაფერი მომ-
ზადებულია, რომ მენიჩბეებად გადაცმულებმა პენტოსურ გალერა
178
მთვარის ჩქერზე გაცურონ.
– იქნებ დაგვეტოვებინა იმ ნიჩბებთან რამდენიმე წელიწადს,
გვენახა, როგორ მოეწონებოდათ? – გაიღიმა ტირიონმა, – მაგრამ
არა, ჩემი და ჭკუიდან შეიშლება, ასეთი ძვირფასი სტუმრები რომ
დაეკარგოს. სერ ჯესლინს შეატყობინე. შეიპყრონ ის მოსყიდული
კაცი და აუხსნან, რა პატივია ღამის ებგურში სამსახური. მთვარის
ჩქერის შორიახლოსაც ხალხი დააყენონ, იმ შემთხვევისთვის, თუ
რედვაინები კიდევ იპოვიან ვინმე ისეთ მცველს, ფული რომ უჭირს.
– როგორც ინებებ, – კვლავ ჩაინიშნა ფურცელზე, – შენმა ჯარისკაც-
მა ტიმეტმა სირაჯის ვაჟი მოკლა ამ საღამოს, მოთამაშეთა ბუნაგში
ვერცხლის ქუჩაზე. თამაშში მატყუებდაო.
– მართლა ატყუებდა?
– ოჰ, უეჭველად.
– მაშინ ქალაქის პატიოსანი მოსახლეობა ტიმეტის მადლობელი
უნდა იყოს. ვიზრუნებ, რომ მეფემ მადლობა გამოუცხადოს.
საჭურისმა ნერვიულად ჩაიცინა და ისევ მონიშნა რაღაც.
– კიდევ, ქალაქში წმინდა კაცების შემოსევაა. როგორც ჩანს, ამ
კომეტამ ყველა ჯურის მღვდლები, მოქადაგეები და წინასწარმეტ-
ყველები წამოშალა. ღვინის სარდაფებსა და სახემსეებში მათხოვ-
რობენ და ყველას, ვინც კი მოსასმენად გაუჩერდებათ, ქვეყნის აღ-
სასრულს და დაქცევას უქადიან.
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ეაგონის მოსვლიდან სამას წლისთავს ვუახლოვდებით. ჩემი
აზრით, მათი გამოჩენა სრულიად მოსალოდნელი იყო. იყბედონ, რა
გენაღვლება.
– ისინი ხალხში შიშს თესენ, მილორდ.
– შენს საქმეში ეჩრებიან, არა?
ვარისმა პირზე ხელი მიიფარა.
179
– რა სისასტიკეა, ამას რომ ამბობ. კიდევ ერთი, ბოლო რამ. წუ-
ხელ ლედი ტანდამ მცირე წვეულება მოაწყო. აგერ მაქვს კერძების
ჩამონათვალი და სტუმრების სია, შენთვის საჩვენებლად. ღვინო
რომ ჩამოასხეს, ლორდი ჯაილსი წამოდგა მეფის სადღეგრძელოს
შესასმელად, სერ ბეილონ სუანმა კი შენიშნა, ამ სადღეგრძელოს-
თვის სამი თასი გვინდაო. ბევრს გაეცინა...
ტირიონმა ხელი ასწია.
– კმარა, სერ ბეილონმა გაიხუმრა. სუფრაზე ყურმოკრული მო-
ღალატური სიტყვები არ მაინტერესებს, ლორდ ვარის.
– ბრძენიც ხარ და გულმოწყალეც, მილორდ, – პერგამენტი სა-
ჭურისის სახელოში გაუჩინარდა, – ორივეს ბევრი საქმე გვაქვს. ახ-
ლა დაგტოვებ.
საჭურისის წასვლის მერე ტირიონი დიდხანს იჯდა, სანთელს მის-
ჩერებოდა და ფიქრობდა, ნეტავ ჩემი დედოფალი-და იანოს სლინ-
ტის გადაყენების ამბავს როგორ შეხვდებაო. ტირიონს რამე თუ გა-
ეგებოდა, სერსეის ეს ამბავი არ გაახარებდა, მაგრამ ლორდ ტაივინ-
თან მრისხანე საპროტესტო წერილის გაგზავნის მეტს განა რას იღო-
ნებდა? ქალაქის დაცვა ახლა ტირიონის ხელში იყო, ამას ემატებო-
და ას ორმოცდაათი შეუპოვარი მთიელი და ბრონის მიერ შეკრებილ
ქირით მებრძოლთა სულ უფრო მზარდი რაზმი. წესით, კარგად იყო
დაცული. უეჭველია, ედარდ სტარკსაც ასე ეგონა.
წითელი ციხე ბნელი და უძრავი იყო, როდესაც ტირიონი მცირე
დარბაზიდან გამოვიდა. მისაღებში ბრონი ელოდა.
– სლინტი? – ჰკითხა ქირით მებრძოლმა.
– ლორდი იანოსი დილის მიქცევისას კედლისკენ გაცურავს. ვა-
რისი მიმტკიცებს, რომ ასე ჯოფრის კაცი ჩემი საკუთარი კაცით ჩავა-
ნაცვლე. უფრო საფიქრებელია, ნეკას კაცი შევცვალე ვარისის კუთ-
ვნილით, მაგრამ დაე, ეგრე იყოს.
180
– ჯობს, რომ იცოდე, ტიმეტმა კაცი მოკლა...
– ვარისმა მითხრა.
ქირით მებრძოლი არ გაოცებულა.
– იმ შტერმა იფიქრა, ცალთვალა კაცი უფრო იოლი გასაცურებე-
ლი იქნებაო. ტიმეტმა მაჯა ხანჯლით მიულურსმა მაგიდაზე და შიშ-
ველი ხელით გამოგლიჯა ყელი. აი, ის ფანდი რომ იცის, თითებს
რომ გაამაგრებს და...
– არ მინდა ეგ ამაზრზენი წვრილმანები, ვახშამი ისედაც მუცელ-
ში მიბუყბუყებს, – უთხრა ტირიონმა, – შენი რაზმის შედგენა რო-
გორ მიდის?
– კარგად. ამ საღამოს კიდევ სამი დამემატა.
– როგორ იგებ, ვინ უნდა დაიქირაო?
– ვათვალიერებ. კითხვებს ვუსვამ, რომ გავიგო, სად უბრძოლი-
ათ და რამდენად კარგად იტყუებიან, – ბრონმა გაიღიმა, – მერე კი
ვაძლევ შესაძლებლობას, მომკლან, ამასობაში კი მეც იმავეს ვუპი-
რებ. – რომელიმე მოგიკლავს?
– ისეთი არავინ, გამოსადეგი რომ ყოფილიყო.
– და ვინმემ აქეთ რომ მოგკლას?
– მაშინ ჩემ ნაცვლად იმის დაქირავება გენდომება.
ტირიონი შემთვრალი და ძალიან დაქანცული იყო.
– მითხარი, ბრონ, პატარა ბავშვის მოკვლა რომ დამევალები-
ნა... პაწია გოგონასი, ჯერ კიდევ ძუძუთა ჩვილის... იზამდი? რამის
უკითხავად?
– უკითხავად? არა, – ქირით მებრძოლმა ცერი და საჩვენებელი
თითები ერთმანეთს გაუსვა, – გკითხავდი, რამდენად-მეთქი.
და რაში მჭირდება შენი ალარ დიმი, ლორდ სლინტ? გაიფიქრა
ტირიონმა. ეგეთი ჩემიც ასობით მყავს. სურდა, ეცინა; სურდა, ეტი-
რა; მაგრამ ყველაფერზე მეტად შაი სურდა.
181
არია

გზა ბალახებში გავლებულ ორ მკრთალ ღარად ემჩნეოდა მიწას.


კარგი ამაში ის იყო, რომ აქ ბევრი აღარავინ მგზავრობდა, თითს
არავინ გაიშვერდა და სწავლებას არ დაუწყებდა, რომელ მხარეს უნ-
და წასულიყვნენ. მგზავრების ნაკადი, სამეფო გზა რომ წაელეკა, აქ
ძლივსღა მოწანწკარებდა.
ცუდი ის იყო, რომ გზა გველივით იკლაკნებოდა, კიდევ უფრო
ვიწრო ბილიკებში იხლართებოდა; ზოგჯერ თითქმის სრულიად უჩი-
ნარდებოდა და ნახევარი ლიგის იქით თუ გამოჩნდებოდა ისევ, მა-
შინ, როდესაც უკვე ყველას იმედი გადაეწურებოდა ხოლმე. არიას
ეჯავრებოდა ასე სიარული. ლამაზი მხარე იყო, დაბორცვილ გორა-
კებს და ტერასებად დამუშავებულ მინდვრებს ენაცვლებოდა ტყეები
და მომცრო ველები, მათზე მდინარი დაჩრდილული ნაკადების გას-
წვრივ ტირიფები მისჯროდნენ ერთმანეთს. და მაინც, ბილიკი ისეთი
ვიწრო და დაგრეხილი იყო, რომ ლამის ღოღვით მიიწევდნენ წინ.
სიარულს ფორნებიც აფერხებდა, რომლებიც ძლივს მიიზლაზნე-
ბოდნენ გზაზე, ტვირთის სიმძიმით ღერძები უჭრიალებდათ.
დღეში ათჯერ მაინც უწევდათ გაჩერება, თხრილში გაჭედილი
ბორბალი რომ გაეთავისუფლებინათ ან ტალახიან აღმართზე ასას-
ვლელად დამატებით ჩაებათ გამწევი ცხოველები. ერთხელ, მუხე-
ბის ხშირ კორომში, პირისპირ შეეჩეხნენ სამ კაცს, ხარშებმული
ურემი შეშით რომ დაეტვირთათ. მხარის აქცევა შეუძლებელი იყო.
სხვა გზა არ რჩებოდა, მეტყევეებმა ხარი გამოხსნეს, ხეებს შორის
შეიყვანეს, ურემი მოაბრუნეს, ხარი ისევ შეაბეს და უკან გაუყვნენ
გზას, რომლითაც მოსულიყვნენ. ხარი მათ ფორნებზე უფრო ნელაც
კი მიდიოდა, ასე რომ, იმ დღეს ძლიერ მცირე მანძილი გაიარეს.
182
არია ვერ ითმენდა, სულ მხარსუკან იყურებოდა, ფიქრობდა, სადა-
ცაა ოქროსმოსასხამიანები დაგვეწევიანო. ღამღამობით ყველა ფა-
ჩუნზე ეღვიძებოდა და ნემსის ტარს ბღუჯავდა. დაბანაკებისას გუშა-
გებს უეჭველად დააყენებდნენ ხოლმე, მაგრამ არია ამ გუშაგებს არ
ენდობოდა, განსაკუთრებით – ობოლ ბიჭებს. ისინი მეფის საბიჯე-
ლის შუკებში იქნებ მშვენივრად ახერხებდნენ თავის გატანას, მაგ-
რამ აქ დაბნეულები იყვნენ. ჩრდილივით უჩუმრად როცა მოძრაობ-
და, არიას შეეძლო, ყველა გუშაგს შეუმჩნევლად გასხლტომოდა,
ვარსკვლავების შუქზე გასულიყო ტყეში, სადაც ვერავინ დაინახავ-
და, და თავისი საჭიროებები მოელია. ერთხელ, როცა გუშაგად ლუ-
მი მწვანეხელა იდგა, არია მუხაზე აცოცდა და ხიდან ხეზე გადაძრო-
მით ზედ ბიჭის თავზემოთ მოექცა, მას კი არაფერი შეუნიშნავს. თავ-
ზე უნდა დახტომოდა, მაგრამ იცოდა, მისი წივილი მთელ ბანაკს გა-
აღვიძებდა და იორენს არია შეიძლება ისევ გაეჯოხა.
ლუმი და სხვა ობოლი ბიჭები ბუღას ახლა როგორც ვიღაც გან-
საკუთრებულს, ისე ეპყრობოდნენ, რაკი დედოფალს მისი თავი
სჭირდებოდა. თუმცა თავად მას ამის გაგონებაც არ სურდა.
– არანაირი დედოფლისთვის არაფერი მიქნია, – იტყოდა ბრა-
ზით, – ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ესაა და ეს. საბერველი და მარწუხე-
ბი, ეს წაიღე და ის მოიტანე... მეიარაღე უნდა გამოვსულიყავი, ერთ
დღეს კი ოსტატმა მოტმა მითხრა, ღამის ებგურს უნდა შეუერთდეო,
სულ ესაა, რაც ვიცი, – მერე წავიდოდა და თავისი მუზარადის გაპ-
რიალებას იწყებდა. ლამაზი მუზარადი იყო, მომრგვალებულ-მოყ-
ვანილი, ვიწრო სამზერი და ლითონის ორი დიდი ხარის რქა ჰქონ-
და. არია უცქერდა, როგორ აპრიალებდა იგი ლითონს გაზეთილი
ქსოვილით, ისე აბზინებდა, რომ ფოლადში სამზადი კოცონის ანა-
რეკლები ჩანდა. მაგრამ თავზე არასოდეს დაუხურავს.
– ნაძლევს დავდებ, ეგ იმ მოღალატის ბუშია, – თქვა ლუმიმ ერთ
183
საღამოს. ხმადაბლა ლაპარაკობდა, გენდრის რომ არ გაეგო, ისე, –
მგლების მბრძანებლის, ბეილორის სეპტის კიბეზე თავი რომ წას-
ლიკეს.
– არ არის, – გამოუცხადა არიამ. მამაჩემს მხოლოდ ერთი ბუში
ჰყავს, ჯონი. წამოდგა და ხეებს შეერია. ისღა უნდოდა, თავისი ცხენი
შეეკაზმა და შინისკენ მოეკურცხლა. კარგი ცხენი იყო, ქურანა ფაშა-
ტი, შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა. არია კი ყოველთვის კარგი მხე-
დარი იყო. შეეძლო, გაჭენებულიყო და თანამგზავრთაგან აღარასო-
დეს აღარავინ ეხილა, თუ თავად არ მოინდომებდა. მაგრამ მაშინ
არავინ ეყოლებოდა, მის წინ გზა რომ დაეზვერა, ან ზურგისთვის
ედარაჯა, ანდა გუშაგად მდგარიყო, როდესაც არია ჩათვლემდა და,
ოქროსმოსასხამიანები თუ დაეწეოდნენ, სულ მარტო იქნებოდა.
იორენთან და სხვებთან დარჩენა უფრო უხიფათო იყო.
– ღმერთების თვალიდან შორს აღარ ვართ, – თქვა ერთ დღესაც
შავმა ძმამ, – სამეფო გზა უხიფათო არ იქნება, სანამ სამკბილას არ
გადავივლით. ასე რომ, ტბას დასავლეთის ნაპირის გასწვრივ შემო-
ვუვლით, არა მგონია, იქ გვეძებონ, – და, როდესაც ისევ შეხვდათ
ადგილი, სადაც მათი გზა სხვა ღარით გადაიკვეთა, მან ფორნები და-
სავლეთისკენ მიაბრუნა.
აქ დამუშავებული მინდვრები ტყემ შეცვალა, სოფლები და სი-
მაგრეები უფრო პატარები და შორიშორ გაფანტული იყო, მთები –
უფრო მაღლები, ხევები – უფრო ღრმა. საჭმელი უფრო ძნელი სა-
შოვნელი გახდა. ქალაქში იორენმა ფორნები დამარილებული თევ-
ზით, მაგარი პურით, გამოყვანილი ქონით, თალგამით, ცერცვითა
და ქერით სავსე ტომრებით და დიდი ყვითელი ყველის თავებით
დატვირთა, მაგრამ უკვე ყველაფერი შეჭმული ჰქონდათ. რაკი იძუ-
ლებული გახდნენ, უკაცრიელ ადგილებში გაეტანათ თავი, იორენმა
დახმარებისთვის კოსსა და კურცს მიმართა, რომლებიც დილეგში
184
ბრაკონიერობის გამო ისხდნენ. მათ რაზმის წინ გაგზავნიდა ხოლმე,
ტყეში, საღამოსთვის კი ისინი მოდიოდნენ და ხან ძელზე ჩამოკიდე-
ბული მონადირებული ირემი მოჰქონდათ, ხან – ქამრებზე ასხმული
მწყრები. უმცროს ბიჭებს გზისპირას მაყვლის შესაგროვებლად აგ-
ზავნიდა, ან, ბაღს თუ გადააწყდებოდნენ, ღობეზე გადააძვრენდა და
ტომრებს ვაშლით ავსებინებდა. არია მოხერხებულად ცოცავდა და
ხილსაც სწრაფად აგროვებდა, სიარული კი მარტოს უყვარდა. ერთ
დღეს, სრულიად შემთხვევით, კურდღელს წაადგა თავზე. ყავისფე-
რი და მსუქანი კურდღელი იყო, გრძელი ყურები და ცმაცუნა ცხვირი
ჰქონდა. კურდღლები კატებზე სწრაფად დარბიან, მაგრამ ხეზე ას-
ვლა სრულებით არ ეხერხებათ. არიამ მას თავისი ჯოხი ჩასცხო და
ყურებით აიტაცა. იორენმა ხორცი რაღაც სოკოებთან და გარეულ
ხახვთან ერთად ჩათუშა და არიას მთელი ბარკალი არგუნა, რაკი მი-
სი დაჭერილი კურდღელი იყო. გოგონამ ხორცი გენდრის გაუყო.
დანარჩენებმა ყველამ მიიღო თითო ჩამჩა წვნიანი, დაბორკილების
ჩათვლით. ჯეიქენ ჰაგარმა გოგონას თავაზიანი მადლობა გადაუხა-
და გამასპინძლებისთვის, კბენიამ ბედნიერი გამომეტყველებით გა-
ილოკა ცხიმიანი ბინძური თითები, მაგრამ რორჯმა, უცხვირომ,
მხოლოდ გაიცინა და თქვა:
– ეგეც რომ მონადირეა. თავგოროხა ცხვირგოროხა კურდღელ-
თრისხვა. ერთი სიმაგრის მახლობლად, თეთრი ასკილი რომ ერქვა,
ჯგუფს სიმინდის ყანაში ვიღაც მიწის მუშაკები შემოეხვივნენ და წა-
ღებული ტაროების სანაცვლოდ ფული მოსთხოვეს. იორენმა შეათ-
ვალიერა მათი ცელები და რამდენიმე მონეტა გადაუყარა.
– იყო დრო, შავად შემოსილ კაცს დორნიდან ვინტერფელამდე
ყველა სუფრას უშლიდა და დიდებული ლორდებიც კი პატივად მიიჩ-
ნევდნენ თავიანთ ჭერქვეშ ღამის ებგურის ძმის დაბინავებას. ახლა

185
კი თქვენნაირი ჭილყვავები ერთ ლუკმა ჭიან ვაშლშიც ფულს ითხო-
ვენ, – მწარედ თქვა იორენმა და გადააფურთხა.
– ეს ჭყინტი სიმინდია, და შენნაირი მყრალი და ბებერი შავი ჩი-
ტისთვის მეტიც კია, – მკვახედ მიუგო ერთმა მუშაკმა, – გაეთრიე ახ-
ლა ყანიდან და ეს ბაცაცები და ყაჩაღებიც თან გაათრიე, თორემ ყა-
ნაშივე სარზე გაგსვამთ სხვა ყვავების გასაფრთხობად.
მათ ჭყინტი სიმინდი ფუჩეჩებში შეწვეს, გრძელ ორკაპ ჯოხებზე
წამოცმულ ტაროებს ნაკვერჩხლის თავზე ატრიალებდნენ. ცხელ-
ცხელი ჭამეს და არიას ძალიან გემრიელი ეჩვენა, მაგრამ იორენი
ისე იყო გაბრაზებული, რომ ლუკმაც არ გადასვლია ყელში. ჯგუფის
თავზემოთ თითქოს მისი მოსასხამივით დაფლეთილი და შავი ღრუ-
ბელი ჩამოწოლილიყო. იგი ბანაკში მოუსვენრად სცემდა ბოლთას
და თავისთვის ბურტყუნებდა.
მეორე დღეს კოსი სირბილით მოიჭრა უკან და იორენი გზად გაშ-
ლილი ბანაკის შესახებ გააფრთხილა.
– ოცი თუ ოცდაათი კაცია, აბჯრები და ზარადები აცვიათ, – თქვა
მან, – ზოგი მათგანი მძიმედ დაჭრილია, ერთი, როგორც ჩანს, კვდე-
ბა, ისეთ ხმებს გამოსცემს. ძალიან ხმაურობდა და სულ ახლო მის-
ვლა მოვახერხე. შუბები და ფარები აქვთ, მაგრამ მხოლოდ ერთი
ცხენი ჰყავთ და თანაც კოჭლი. მგონი, აქ კარგა ხანია დგანან, იქაუ-
რობა ისე ყარს.
– დროშა დაინახე?
– ხალიანი ტყის კატა, შავ-ყვითელი, ტალახისფერ-მრეშ ველზე.
იორენმა პირში ფოთოლმწარა ჩაიკეცა და გაღეჭა.
– ვერაფერს ვიტყვი, – აღიარა ბოლოს, – შეიძლება ამათკენ იყ-
ვნენ, შეიძლება იმათკენ. ასე ძალიან დაჭრილები თუ არიან, ალბათ,
ჩვენი ცხენების წაყვანას მოინდომებენ, ვინც არ უნდა იყვნენ. შეიძ-
ლება ჩვენგან ცხენებზე მეტიც მოინდომონ. ნამდვილად, შორიდან
186
შემოვუვლით!
ამ შემოვლამ ისინი რამდენიმე მილით გადაიყვანა გზიდან და
სულ ცოტა, ორ დღედ დაუჯდათ, მაგრამ ბერიკაცმა თქვა, რომ ია-
ფად გამოვიდნენ.
– კედელზე დრო საკმარისი გექნებათ. როგორც ჩანს, მთელი
თქვენი დარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, იქ მოხვედრა მგონი არ
უნდა გეჩქარებოდეთ.
ისევ ჩრდილოეთისკენ რომ შებრუნდნენ, არია სულ უფრო ხში-
რად ხედავდა კაცებს, დამუშავებულ მინდვრებს რომ იცავდნენ. რო-
გორც წესი, ისინი მდუმარედ იდგნენ გზის პირას და ცივ მზერას აყო-
ლებდნენ ყველა გამვლელს. ზოგან ამხედრებული უვლიდნენ თავი-
ანთ ღობეებს, უნაგირზე ნაჯახები ჰქონდათ მიკრული. ერთგან არი-
ამ ხმელ ხეზე შემჯდარი კაცი შენიშნა. მას ხელში მშვილდი ეჭირა,
იქვე კაპარჭიც ჰქონდა ჩამოკიდებული. როგორც კი მგზავრები შე-
ნიშნა, ისარი ლარს მოარგო და არც დაუშვია, სანამ ბოლო ფორა-
ნიც თვალს არ მიეფარა. იორენი მთელი ეს ხანი იგინებოდა.
– აი, მაგან, ხეზე რომ ზის, ნახოს ერთი, როგორ მოეწონება, ეგ-
რე შემოსკუპულს სხვები რომ მიადგებიან. მაშინ ხომ წივილ-კივი-
ლით დაუწყებს ძახილს ღამის ებგურს, მიშველეთო, მაშინ ხომ და-
უწყებს! მეორე დღეს დობერმა საღამოს ცაზე წითელ ათინათს მოჰ-
კრა თვალი.
– ან ეს გზა ისევ შემობრუნდა, ან მზე ჩრდილოეთით ჩადის.
იორენი ბორცვზე აძვრა, უკეთ რომ შეეხედა.
– ხანძარია, – გამოაცხადა მან. თითი გაილოკა და მაღლა ასწია,
– წესით, ქარმა ჩვენგან იქით უნდა წაიღოს. მაინც თვალი ვადევ-
ნოთ. და ადევნეს კიდევაც. ქვეყნიერება რომ ჩაბნელდა, ალი უფრო
და უფრო აკაშკაშდა, გეგონებოდა, მთელ ჩრდილოეთს ცეცხლი

187
ჰქონდა მოდებული. დროდადრო კვამლის სუნიც კი სცემდათ, თუმ-
ცა ქარი არ იცვლებოდა და ალი არ მოახლოებიათ. განთიადისთვის
ხანძარი ჩაიწვა, მაგრამ იმ ღამით მშვიდად არავის სძინებია. შუად-
ღე იყო, ნასოფლარს რომ მიადგნენ. გარშემო რამდენიმე მილის
მანძილზე მინდვრები გადამწვარი და გაპარტახებული იყო, დახო-
ცილი და დამწვარი ცხოველების ლეშებს ცოცხალ საბნად ეფარა
ლეშიჭამია ყვავების გუნდები, რომლებიც საზარელი ყრანტალით
წამოიშლებოდნენ, თუ დააფრთხობდი. სიმაგრის შიგნიდან ჯერაც
კვამლი დიოდა. მისი ძელური ღობე შორიდან მტკიცე გეგონებოდა,
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არასაკმარისად მტკიცე აღმოჩ-
ნდა.
ცხენზე მჯდარი არია ფორნების წინ მიდიოდა. იგი ხედავდა გა-
ლავნების თავზე წამახულ სარებზე აგებულ დამწვარ გვამებს, რომ-
ლებიც ხელებით სახეს იფარავდნენ, თითქოსდა მათი ჩანმთქმელი
ცეცხლის ალს გაურბოდნენ. იორენმა სიმაგრესთან მისვლამდე შე-
ჩერება ბრძანა, არიას და სხვა ბიჭებს ფორნების დაცვა დაავალა,
თავად კი მარჩთან და ძმაბიჭთან ერთად ფეხით გასწია წინ. ჩამო-
ლეწილი ალაყაფი რომ შეიარეს, გალავნის შიგნიდან ყორნების
გუნდები წამოიშალა, ფორნებიდან მათ ყრანტალით და ხრინწიანი
ჩხავილით გამოეხმაურნენ გალიებში დამწყვდეული ყორნები.
– ჩვენც ხომ არ უნდა შევყვეთ? – ჰკითხა არიამ გენდრის, როდე-
საც იორენის წასვლიდან უკვე კარგა ხანი იყო გასული.
– იორენმა თქვა, დაიცადეთო, – გენდრის ხმა ყრუდ გაისმა.
არია შემობრუნდა, რომ შეეხედა, და დაინახა, რომ მას თავისი
მუზარადი დაეხურა: ის მოლაპლაპე ფოლადი, დიდი მრუდე რქები...
როდესაც წასულები ბოლოს და ბოლოს დაბრუნდნენ, იორენს
ხელში პატარა გოგონა აეყვანა, მარჩსა და ძმაბიჭს კი ძველი დახეუ-

188
ლი საბნისგან სახელდახელოდ გაკეთებული საკაცით ქალი მოჰყავ-
დათ. გოგონა ორ წელზე მეტის არ იქნებოდა და გაუჩერებლად ტი-
როდა, სლუკუნებდა, თითქოს ყელში რაღაც გასჩხერიაო. ლაპარა-
კი ან ჯერ არ ესწავლა, ან ახლა დავიწყებოდა. ქალის მარჯვენა
მკლავი იდაყვთან სისხლიანი გადანაჭერით სრულდებოდა, მისი გა-
ხელილი თვალები კი, როგორც ჩანს, ვერაფერს ხედავდნენ. ის ლა-
პარაკობდა, მაგრამ მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდა.
– გევედრებით, – წამოიყვირებდა დროდადრო, – გევედრებით.
გევედრებით რორჯს ეს სასაცილოდ ეჩვენა. ცხვირის ადგილზე
დაჩნეული ნახვრეტიდან იცინოდა და კბენიაც აჰყვა, მაგრამ მარჩმა
მათ შეაგინა და უთხრა, ხმა ჩაეგდოთ.
იორენმა ქალისთვის ფორნის ბოლოში ადგილი გამოათავისუფ-
ლებინა. – და სწრაფად ქენით, – თქვა მან, – დაბნელდება და აქ
მგლები მოვლენ, და კიდევ უარესებიც.
– მეშინია, – ჩაიბურტყუნა ღვეზელამ, როდესაც დაინახა, რო-
გორ ბორგავდა ფორანში ცალხელა ქალი.
– მეც, – გამოტყდა არია.
ღვეზელა მხარში ჩააფრინდა.
– სინამდვილეში არავინაც არ მიცემია სიკვდილამდე, არი. დე-
დაჩემის ღვეზლებს ვყიდდი, მეტი არაფერი.
არიამ ფორნებს გაასწრო და, რამდენადაც ბედავდა, დაწინაურ-
და, პატარა გოგონას ტირილი და ქალის ჩურჩულით ნათქვამი „გე-
ვედრებით“ რომ არ გაეგონა. მას გაახსენდა ზღაპარი, ოდესღაც ბე-
ბერმა ნენმა რომ უამბოთ. ის ზღაპარი ერთ კაცზე იყო, რომელიც
ბოროტმა გოლიათებმა ბნელ ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს.
ის კაცი მამაცი და ჭკვიანი იყო, მან გოლიათები გააცურა და სა-
სახლიდან გაექცა... მაგრამ როგორც კი ციხესიმაგრეს გასცდა,
სხვებმა შეიპყრეს და მისი ცხელი სისხლი შესვეს. ახლა უკვე იცოდა,
189
თუ რას გრძნობდა ის კაცი.
შებინდებისას ცალხელა ქალი მოკვდა. გენდრიმ და ძმაბიჭმა მას
გორაკის ფერდობზე, მტირალა ტირიფის ქვეშ გაუთხარეს სამარე.
ქარმა რომ დაუბერა, არიას მოეჩვენა, რომ გრძელმა, მიწამდე დათ-
რეულმა ტოტებმა დაიჩურჩულეს: „გევედრებით. გევედრებით. გე-
ვედრებით“. კისერზე ღინღლი აებურძგნა და ლამის სირბილით მო-
შორდა სამარის პირს.
– ამაღამ ცეცხლს არ დავანთებთ, – უთხრა მათ იორენმა. ვახ-
შმად ჰქონდათ ერთი პეშვი ველური ბოლოცკი, რომელიც კოსმა შე-
აგროვა, ერთი ჯამი ხმელი ცერცვი და იქვე მოჩუხჩუხე ნაკადულის
წყალი. წყალს უცნაური გემო დაჰკრავდა და ლუმიმ თქვა, ნაკადში
სადღაც ზემოთ გახრწნილი გვამები ყრია და ეს იმის გემოაო. ღვეზე-
ლა მას ლაზათიანად უთავაზებდა, ბებერ რეიზენს გვერდზე რომ არ
გაეთრია.
არიამ ძალიან ბევრი წყალი დალია, მუცელი რამით მაინც რომ
ამოევსო. არ ეგონა, ძილს თუ შეძლებდა, მაგრამ ჩაეძინა. რომ გა-
მოიღვიძა, კუნაპეტი სიბნელე იდგა და შარდის ბუშტი ლამის გას-
კდომოდა. მის გარშემო საბნებსა და მოსასხამებში გამოხვეული
მძინარე ადამიანები იწვნენ. არიამ ნემსი მოსინჯა, წამოდგა და მი-
აყურადა. ჩაესმა გუშაგის ნაბიჯების ჩუმი ჩქამი, შფოთიან ძილს მი-
ცემული ადამიანების ბორგვა, რორჯის გრუხუნა ხვრინვა და უცნაუ-
რი მსტვინავი ხმა, კბენია ძილის დროს რომ გამოსცემდა. მეორე
ფორნიდან თანაბარი ფხაკუნი ისმოდა: იქ იორენი იჯდა, ფოთოლ-
მწარას ღეჭავდა და ხანჯალს ლესავდა.
ერთი გუშაგთანი ღვეზელა იყო.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა ხეებისკენ დაძრულ არიას.
არიამ ტყისკენ გაიქნია ხელი.
– არა, – უთხრა ღვეზელამ. ახლა, ხელში ხმალი რომ ეჭირა, ისევ
190
გამამაცებულიყო, მერე რა, რომ მოკლე დაშნა ჰქონდა და ისიც ყას-
ბის დანასავით ეკავა, – ბერიკაცმა თქვა, ამაღამ ბანაკს არავინ გა-
შორდესო.
– მეფსია, – აუხსნა არიამ.
– ჰოდა, ეგე, იმ ხეს მიადექი, – მიუთითა ღვეზელამ, – მოშორე-
ბით რა ხდება, არ იცი, არი. ცოტა ხნის წინ მგლების ხმა გავიგონე.
იორენი არ მოუწონებდა, ახლა ამასთან რომ ეჩხუბა. სცადა, თავი
შეშინებულად მოეჩვენებინა.
– მგლების? მართლა? მგონი, არც მჭირდება გასვლა, – არია
ისევ თავის საბანში შეძვრა და თავი მოიმძინარა, სანამ არ გაიგონა,
როგორ გაშორდა ღვეზელას ნაბიჯების ხმა. მერე გადმობრუნდა და
ბანაკის მეორე მხრიდან ტყეში შესრიალდა, ჩრდილივით უჩუმრად.
გუშაგები აქეთაც იდგნენ, მაგრამ მათ გვერდით შეუმჩნევლად გავ-
ლა არიას არ გასჭირვებია. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვეულებრივ-
ზე ორჯერ უფრო შორს წავიდა. როდესაც დარწმუნდა, ახლო არავინ
არისო, ბრიჯი ჩაიძრო და დაცუცქდა. შარდავდა, ბრიჯი კოჭების
გარშემო ჰქონდა შემოხვეული, როდესაც ხეების ქვეშიდან ფაჩუნი
მოესმა. ღვეზელა, გაიფიქრა თავზარდაცემულმა, უკან მომდია. მე-
რე ტყეში მოელვარე თვალები დაინახა; არეკლილი მთვარის შუქით
აგიზგიზებული. გულ-მუცელი მოეწურა, ნემსს სტაცა ხელი, აღარ
დაგიდევდათ, ტანსაცმელი რომც დაესველებინა. თვალებს ითვლი-
და: ორი, ოთხი, რვა, თორმეტი... მთელი ხროვა იყო. ერთი მგელი
ძუნძულით გამოვიდა წინ ხეების ქვეშიდან, გოგონას მიაჩერდა და
ეშვები გამოაჩინა. არია იმასღა ფიქრობდა, რა სულელურად მოიქ-
ცა და როგორი ნიშნისმოგებით იტყოდა რამეს ღვეზელა, დილით
ტყეში მის ნახევრად შეჭმულ სხეულს რომ იპოვიდნენ. მაგრამ მგე-
ლი მიტრიალდა და ისევ სიბნელეში გაუჩინარდა. თვალებიც მაშინ-
ვე გაქრნენ. აცახცახებულმა არიამ თავი გაისუფთავა, შარვლის
191
თასმა შეიბნია და მოჩხაკუნე ხმას უკან, ბანაკისკენ და იორენისკენ
გამოჰყვა. აღელვებული გოგონა ფორანში აძვრა და შავ ძმას გვერ-
დით მიუჯდა.
– მგლებია, – უთხრა ხრინწიანი ჩურჩულით, – ტყეში.
– აჰა. იქნებიან, – ზედაც არ შეუხედავს.
– შემაშინეს.
– მართლა? – იორენმა გადააფურთხა, – მეგონა, თითქოს მგლე-
ბი გიყვარდა.
– ნიმერია მგელსაზარა იყო. – არიამ ტანზე შემოიხვია მკლავე-
ბი, – ეგ სულ სხვაა. თანაც, ნიმერია წავიდა, იორი და მე ქვებს ვუ-
შენდით, სანამ არ გაიქცა, თორემ დედოფალი მოკლავდა, – ამ ამ-
ბის მოყოლამ დაასევდიანა, – ნაძლევს დავდებ, ქალაქში რომ მყო-
ლოდა, მამაჩემის თავის მოკვეთას არ დაანებებდათ.
– ობოლ ბიჭებს მამები არ ჰყავთ, – უთხრა იორენმა, – თუ დაგა-
ვიწყდა? – ფოთოლმწარა ნერწყვს წითლად უღებავდა და გეგონე-
ბოდა, პირი სისხლით აქვს სავსეო, – ჩვენ მარტო იმ მგლების უნდა
გვეშინოდეს, კაცის ტყავები რომ აცვიათ. იმნაირების, ის სოფელი
რომ მოაოხრეს.
– სახლში მინდა, – თქვა არიამ საცოდავად. ისე ცდილობდა, მა-
მაცი ყოფილიყო, სამურავივით მძვინვარე და ასე შემდეგ, მაგრამ
ზოგჯერ გრძნობდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთი პატა-
რა გოგონა იყო.
შავმა ძმამ ბარდანიდან კიდევ ერთი ფოთოლმწარა გამოაძრო
და პირში ჩაიგდო.
– იქნება იქვე უნდა დამეტოვებინეთ, სადაც გნახეთ, ბიჭო.
თქვენ ყველანი. ქალაქში ნაკლები ხიფათია, როგორც ჩანს.
– ჩემთვის სულერთია. სახლში მინდა.

192
– კედელზე ხალხი მიმყავს აგერ მალე ოცდაათი წელიწადი იქნე-
ბა, – იორენს ტუჩებზე ქაფი სისხლის ბუშტუკების მსგავსად უბრწყი-
ნავდა, – მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ სამი დავკარგე. ერთი
ბერიკაცი ციებით მოკვდა, ერთ ქალაქელ ბიჭს გველმა უკბინა, რო-
ცა ჯვამდა, ერთმა უტვინომ კი დააპირა, ძილში მოვეკალი და წითე-
ლი ღიმილით დავაჯილდოვე, რაკი ასე შეწუხდა, – მან ხანჯალი
ყელთან გაიტარა, არიასთვის რომ მიენიშნებინა, რა უქნა იმ კაცს, –
სამი ოცდაათ წელიწადში, – მან დაღეჭილი ფოთოლი გადმოაფურ-
თხა, – ახლა იქნებ გემზე დაჯდომა უფრო ჭკვიანური ყოფილიყო.
გზაში მეტი არავის პოვნის იმედი აღარ რჩება, და მაინც... ჭკუათ-
მყოფელი გემით წავიდოდა, მაგრამ მე... ოცდაათი წელია, ამ სამე-
ფო გზაზე დავდივარ, – მან ხანჯალი ქარქაშში ჩააგო, – წადი, დაიძი-
ნე, ბიჭო. გესმის? არია შეეცადა. მაგრამ თავის თხელ საბანში გა-
მოხვეულს მგლების ყმუილი ჩაესმოდა... და სხვა ხმაც, უფრო სუს-
ტი, ქარისგან ჩურჩულად მოტანილი, რაც შესაძლოა კივილი ყოფი-
ლიყო.

დავოსი

დილის ჰაერი ცეცხლმოდებული ღმერთებიდან ავარდნილ


კვამლს დაებნელებინა.
ყველა იწვოდა: ქალწული და დედა, მეომარი და მჭედელი, მარ-
გალიტისთვალება დედაბერი და წვერმოოქრული მამა; უცხოც კი
იწვოდა, რომელიც ადამიანზე მეტად ცხოველს ჩამოჰგავდა.
ძველი გამომშრალი ხე და საღებავისა და ლაკის ურიცხვი ფენე-
ბი ფიცხელი, მშიერი ალით ენთო. სუსხიან ჰაერში ციმციმით ამაღ-
ლდა მხურვალება; მის უკან სასახლის კედლებზე მდგარი ქიმერები
და ქვის დრაკონები გაიდღაბნენ, თითქოსდა დავოსი მათ ცრემლის
193
საბურველის მიღმა უმზერდა. ან თითქოს ნაქანდაკარი ნადირები
ცახცახებდნენ, კრთოდნენ...
– ეს ბოროტებაა, – გამოაცხადა ალარდმა, თუმცა იმის ჭკუა მა-
ინც ეყო, ხმადაბლა ეთქვა. დეილი ბურტყუნით დაეთანხმა.
– ჩუ, – უთხრა მათ დავოსმა, – გახსოვდეთ, სად ხართ, – კარგი
კაჟები ჰყავდა, მაგრამ ახალგაზრდები იყვნენ, მეტადრე ალარდი
იყო ფიცხი. კონტრაბანდისტად რომ დავრჩენილიყავი, ალარდის
ბოლო კედელზე იქნებოდა. სტანისმა დაიხსნა, ამასაც მას უნდა ვუ-
მადლოდე...
ციხესიმაგრის კარიბჭესთან ასობით ადამიანი შეგროვდა, შვიდ-
თა დაწვას რომ დასწრებოდნენ. ჰაერში უსიამო სუნი ტრიალებდა.
ჯარისკაცებსაც კი ეხამუშებოდათ ამგვარი გმობა ღმერთებისა,
რომლებსაც მრავალი მათგანი მთელი სიცოცხლე თაყვანს სცემდა.
წითელმა ქალმა ცეცხლს სამჯერ შემოუარა და ილოცა: ერთხელ
ასშაის კილოკავზე, ერთხელ – მაღალ ვალირიულზე, და ერთხელაც
– საერთო ენაზე. დავოსმა მხოლოდ ეს ბოლო გაიგო.
– რლორ, მოგვეახლე წყვდიადში, გარს რომ გვადგას, – გაიძა-
ხოდა ქალი, – ნათლის უფალო, შენთვის შემოგვიწირავს ეს ცრუ
ღმერთები, ეს შვიდნი, რომელნიც ერთია და მტერია მათი სახელი.
მიიღე ისინი და მოგვფინე შენი ნათელი, რამეთუ ბნელია ღამე და
ძრწოლით აღსავსე.
დედოფალი სელისი მის სიტყვებს იმეორებდა. გვერდით სტანი-
სი ედგა და აუღელვებლად ადევნებდა ყველაფერს თვალს. მოკლედ
გაკრეჭილი წვერის შავ-მოლურჯო ჩრდილქვეშ ყბა ქვასავით გაშე-
შებოდა. ჩვეულებრივზე უფრო მდიდრულად ჩაეცვა, თითქოს სეპ-
ტში წასასვლელად გამოწყობილიყო.
დრაკონის ქვის სეპტი იმ ადგილას იყო აგებული, სადაც ეაგონ
დამპყრობელმა მუხლი მოიყარა ლოცვისთვის, სანამ გაცურავდა.
194
ამას დედოფლის მსახურები არ შეუჩერებია: მათ საკურთხეველი გა-
დააყირავეს, ქანდაკებები დაბლა ჩამოათრიეს და ფანჯრის ფერადი
მინები საომარი უროებით დალეწეს. სეპტონ ბარს მათი დაწყევლის
გარდა არაფერი შეეძლო ეღონა, მაგრამ სერ ჰაბარდ რამბტონი თა-
ვის სამ ვაჟს სეპტში შეუძღვა და ღმერთების დასაცავად დადგა. რამ-
ბტონებმა დედოფლის ოთხი მსახური მოკლეს, სანამ დანარჩენები
დაამარცხებდნენ. მოგვიანებით განსერ სანგლასმა, ლორდთაგან
ყველაზე და ღვთისმოსავმა, ლორდ სტანისს მოახსენა, რომ მის საქ-
მეს მხარს ვეღარ დაუჭერდა. ამჟამად იგი სეპტონთან და სერ ჰაბარ-
დის ორ გადარჩენილ ძესთან ერთად დახუთული საერთო საკნის
ტუსაღი იყო. დანარჩენმა ლორდებმა სწრაფად აითვისეს ეს გაკვე-
თილი.
ღმერთებს დავოს კონტრაბანდისტი დიდად არასოდეს დაგიდევ-
დათ, თუმცა სხვებივით მასაც ჩვევად ჰქონდა, ძღვენი მიერთმია მე-
ომრისთვის ბრძოლის წინ, მჭედლისთვის, როდესაც გემს უშვებდა
წყალზე, და დედისთვის, როცა კი მისი ცოლი ბავშვით დამძიმდებო-
და. ცეცხლმოდებული ღმერთების ცქერა ცუდად ხდიდა და ამის მი-
ზეზი არა მხოლოდ კვაილი იყო.
მაისტერი კრესენი ამას არ დაუშვებდა. ბერიკაცმა ნათლის უფა-
ლი ბრძოლაში გამოიწვია და მკრეხელობის გამო დაისაჯა – ასეთ
ხმებს ავრცელებდნენ ჭორიკნები. დავოსმა იცოდა სიმართლე. მან
დაინახა, როგორ ჩააგდო მაისტერმა რაღაც ღვინის ფიალაში. სა-
წამლავი. სხვა რა უნდა ყოფილიყო? მან სიკვდილის ფიალა გამოცა-
ლა, რათა სტანისი მელისანდრესგან დაეხსნა, მაგრამ ქალი მისმა
ღმერთმა როგორღაც დაიფარა. დავოსი სიხარულით მოკლავდა წი-
თელ ქალს ამის გამო, მაგრამ რას გახდებოდა, როდესაც ციტადელ-
ში გამოზრდილმა მაისტერმაც კი მარცხი იწვნია? თავად მხოლოდ
ერთი კონტრაბანდისტი იყო, რომელსაც წარჩინებისთვის მიეღწია,
195
რწყილიანი ფსკერიდან გამოსული დავოსი, ხახვის რაინდი.
ცეცხლმოდებული ღმერთები ლამაზი შუქით იწვოდნენ, მოცეკ-
ვავე ალების წითელ, მეწამულ და ყვითელ სამოსში იყვნენ გამოხვე-
ული. სეპტონმა ბარმა დავოსს ერთხელ უამბო, თუ როგორ გამოკ-
ვეთეს ისინი იმ გემების ანძებიდან, რომლითაც პირველი ტარგა-
რიენები მოცურდნენ ვალირიიდან. საუკუნეების მანძილზე ქანდაკე-
ბებს ღებავდნენ, ვერცხლით და ოქროთი ფერავდნენ, პატიოსანი
თვლებით ამკობდნენ.
– ამ სილამაზის გამო ისინი რლორისთვის კიდევ უფრო სასურ-
ველი მსხვერპლი იქნება, – თქვა მელისანდრემ, როდესაც სტანისს
ურჩევდა, ღმერთები დაემხოთ და სასახლის კარიბჭეში გაეთრიათ.
ქალწული გარდიგარდმო იწვა მეომარზე, მკლავები გაეშალა, თით-
ქოს მის გულში ჩაკვრას აპირებსო. დედა თითქოს აცახცახდა კიდე-
ვაც, ალმა სახე რომ აულოკა. გულში ორლესული ჰქონდა გაჩრილი
და ტყავის ტარს ცეცხლი ეკიდა. მამა ყველაზე ქვეშ იყო მოქცეული,
ის პირველი ჩამოაგდეს. დავოსი უცქერდა, როგორ იკრუნჩხებოდა
და იგრიხებოდა უცხოს ხელი, როგორ გაუშავდა და სათითაოდ დას-
ცვივდა თითები, ვარვარა ნაკვერჩხლად იქცა. იქვე მდგომ ლორდ
სელტიგარს წყვეტილი ხველა აუვარდა და დანაოჭებული სახე წითე-
ლი კიბორჩხალებით ამოქარგული ოთხკუთხა ხილაბანდით დაიფა-
რა. მირელი მეომრები ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და ცეცხლთან
თბებოდნენ, მაგრამ ჭაბუკ ლორდ ბარ ემონს დალაქული ნაცრისფე-
რი ედო სახეზე, ლორდი ველარიონი კი კოცონის ნაცვლად მეფეს
მისჩერებოდა. დავოსი ბევრს გაიღებდა, ოღონდ სცოდნოდა,
ლორდს თავში რა ფიქრები უტრიალებდა, მაგრამ ველარიონისნაი-
რი კაცი მას გულს არასოდეს გადაუშლიდა.
მოქცევათა ბატონი წარმოშობით ძველი ვალირიიდან იყო და

196
მისმა გვარმა ტარგარიენების პრინცებს სამჯერ გაუჩინა პატარძა-
ლი; დავოს სივორთი კი თევზისა და ხახვის სუნად ყარდა. სხვა
ლორდისწულებიც იმავე თვალით უცქერდნენ. ვერცერთ მათგანს
ვერ ენდობოდა, არც ისინი ჩართავდნენ ოდესმე თავიანთ განმარ-
ტოებულ თათბირებში. ჩემს ძეებსაც ამრეზით უყურებენ. მაგრამ ჩე-
მი შვილიშვილები მათ შვილიშვილებს შეებმიან ტურნირებში და
ერთ დღესაც მათმა ჩამომავალმა შესაძლოა ჩემსაზე იქორწინოს.
მოვა დრო და ჩემი პატარა შავი გემი ისევე ამაღლდება, როგორც
ველარიონის ზღვის ცხენი ან სელტიგარის წითელი კიბორჩხალები.
ასე იქნება, თუ სტანისი ტახტს მოიპოვებს. თუ დამარცხდება...
თუკი დღეს ვინმე ვარ, ყველაფერი მისი წყალობითაა. სტანისმა მას
რაინდობა უბოძა. თავის სუფრასთან საპატიო ადგილი გამოუყო,
კონტრაბანდისტის ნავის სანაცვლოდ საომარი გალერის კაპიტანი
გახადა. დეილი და ალარდიც გალერების კაპიტნები იყვნენ, მარიკი
მენიჩბეთა მეთაური იყო აჩრდილზე, მათოსი მამამისს ემსახურებო-
და შავ ბეთაზე, დევანი კი მეფემ საჭურველთმტვირთველად აიყვანა.
ერთ მშვენიერ დღეს იგი რაინდი გახდებოდა, რაინდი იქნებოდა
ორი უმცროსიც. მარია მომცრო ციხესიმაგრის ქალბატონი იყო რის-
ხვის კონცხზე, სადაც მსახურები მას „მილედის“ ეძახდნენ, თავად
დავოსს კი შეეძლო, წითელ ირემზე ენადირა თავის საკუთარ ტყეში.
ეს ყველაფერი მას სტანის ბარათეონმა მისცა თითის რამდენიმე ფა-
ლანგის საფასურად. ის, რაც მიქნა, სამართლიანი იყო. მთელი ჩემი
ცხოვრება მეფის კანონებს აბუჩად ვიგდებდი. მან დაიმსახურა ჩემი
ერთგულება. დავოსმა კისერზე ტყავის თასმით ჩამობმული პატარა
ქისა მოსინჯა. საკუთარ თითებს იღბლის მომტან თილისმად დაატა-
რებდა, ახლა კი იღბალი მართლაც სჭირდებოდა. ისევე, როგორც
ყველა აქ შეკრებილს. ლორდ სტანისს – ყველაზე მეტად.
მკრთალი ალის ენებმა რუხი ცა გალოკეს. კოცონს მუქი კვამლის
197
ბუქი ავარდა. როდესაც ქარმა კვამლი ხალხისკენ წამოიღო, შეკრე-
ბილებმა თვალები აახამხამეს, აცრემლდნენ და ქუთუთოების სრე-
სას მოჰყვნენ. ალარდმა ხველებით და წყევლა-კრულვით მიატრია-
ლა თავი. ეს იმის სუნია, რაც წინ მოგველის, გაიფიქრა დავოსმა.
ბევრი და უფრო მეტი დაიწვება ცეცხლში, ვიდრე ეს ომი ჩამთავრდე-
ბოდეს.
მელისანდრე თავიდან ფეხებამდე მეწამულ ატლასსა და სის-
ხლისფერ ხავერდში იყო გამოხვეული, ყელთან მიმაგრებული
მსხვილი ლალი ისე უგიზგიზებდა, თითქოს მასაც ცეცხლი ჰქონდა
მოდებული, და თვალებიც ლალივით წითლად უნათებდა.
– ასშაის უძველეს წიგნებში წერია, რომ გრძელი ზაფხულის მე-
რე მოვა დღე, როდესაც ვარსკვლავები გაისისხლება და წყვდიადის
ცივი სუნთქვა მოიცავს ქვეყნიერებას. ამ საზარელ ჟამს მეომარი
ცეცხლიდან ალმოდებულ ხმალს ამოზიდავს. და ეს ხმალი იქნება
ნათლისმფენი, გმირთა წითელი მახვილი, და იგი, ვინც მას ხელთ
იპყრობს, კვალად მოსული აზორ აჰაი იქნება და მის წინაშე წყვდი-
ადი გაიფანტება! – მან ხმა აიმაღლა, რათა ყველა იქ შეკრებილს
სმენოდა, – აზორ აჰაი, რლორის რჩეულო! ნათლის მებრძოლო,
ცეცხლის შვილო! მოვედ, შენი ხმალი გიცდის! მოვედ და დაიპყარი
იგი!
სტანის ბარათეონი ბრძოლაში მიმავალი ჯარისკაცის ნაბიჯით
დაიძრა წინ. მას საჭურველთმტვირთველები მიუახლოვდნენ დასახ-
მარებლად. დავოსი უცქერდა, მისმა ძემ, დევანმა მეფეს მარჯვენა
ხელზე როგორ წამოაცვა გრძელი, დაბამბული ხელთათმანი.
ბიჭს კრემისფერი კამზოლი ეცვა და მკერდზე ცეცხლმოდებული
გული ჰქონდა ამოქარგული. ბრიენ ფარინგიც ასევე იყო გამოწყო-
ბილი. მან მის მოწყალებას კისერზე უხეში ტყავის მოკლე მოსასხამი

198
დაუმაგრა. უკნიდან დავოსს ზანზალაკების სუსტი წკარუნი და ჟღრი-
ალი ჩაესმა.
– ზღვის ქვეშ კვამლი ბუშტებად ადის, ცეცხლის ალი კი მწვანე,
ლურჯი და შავია, – სადღაც წაიმღერა თავნაკუწამ, – მე ვიცი, მე ვი-
ცი, ოჰ, ოჰ, ოჰ.
მეფემ კოცონში შეაბიჯა. კრიჭა შეეკრა, ტყავის მოსასხამს წინ
იფარებდა, ცეცხლს რომ მორიდებოდა. პირდაპირ დედას მიუახ-
ლოვდა, ხმალს თათმანიანი ხელი ჩასჭიდა და ერთი მძლავრი მო-
ზიდვით ამოაძრო ცეცხლმოდებული ხიდან. როდესაც მაღლა აღ-
მართული ხმლით უკან გამობრუნდა, ალუბლისფერი ფოლადის პი-
რის გარშემო ნეფრიტისფერი მწვანე ალები ცეკვავდნენ. მცველები
მისცვივდნენ, მისთვის ტანსაცმელზე მიკრული ნაპერწკლები რომ
მოეშორებინათ.
– ცეცხლის ხმალი! – დაიძახა დედოფალმა სელისმა. სერ აქსელ
ფლორენტი და დედოფლის სხვა მაამებლები აჰყვნენ, – ცეცხლის
ხმალი! ცეცხლის ხმალი! ალი აქვს მოდებული! ალი აქვს მოდებუ-
ლი! ცეცხლის ხმალი!
შეკრებილები შეუწყობელი ყიჟინით გამოეპასუხნენ, სტანისის
ხელთათმანში კი ამასობაში ცეცხლი გაღვივდა. მეფემ შეიკურთხა,
ხმალი წვერით ჩაარჭო დამბალ მიწაში და ხელი ფეხზე დაიტყაპუნა,
ალი რომ ჩაექრო.
– უფალო, მოგვფინე შენი ნათელი! – შესძახა მელისანდრემ.
– რამეთუ ბნელია ღამე და ძრწოლით აღსავსე, – გაეპასუხნენ
სელისი და მისი მხარდამჭერები. ნეტავ მეც თუ უნდა ავყვეო, გა-
იფიქრა დავოსმა. ამდენი მმართებს სტანისის? ეს ცეცხლოვანი
ღმერთი მართლაც მისი ღმერთია? წაკვეთილი თითები შეუხტა.
სტანისმა ხელთათმანი წაიძრო და მიწაზე დააგდო. კოცონში
ჩაყრილ ღმერთებს ძლივსღა იცნობდი. მჭედელს თავი მოსძვრა და
199
ნაცრისა და ნაღვერდლის ბუქი დააყენა. მელისანდრე ასშაის ენაზე
მღეროდა, მისი ხმა ზღვის მოქცევის დარად მაღლდებოდა და იშრი-
ტებოდა. სტანისმა შეტრუსული ტყავის მოსასხამი მოიხსნა და უსიტ-
ყვოდ მიუგდო ქალს ყური. მიწაში ჩარჭობილი ნათლისმფენი ჯერაც
წითლად ვარვარებდა, მაგრამ მის პირზე მოდებული ალები უკვე
ცახცახებდნენ და ქრებოდნენ.
იმ დროისთვის, სიმღერა რომ დასრულდა, ღმერთებისგან მუ-
გუზლებიღა დარჩა და მეფის მოთმინებაც დაილია. მან დედოფალს
იდაყვზე წაავლო ხელი და უკან, სასახლეში შეიყვანა, ნათლისმფენი
კი სადაც იყო, იქვე დატოვა. წითელი ქალი წუთით შეყოვნდა, რათა
ეცქირა, დევანმა და ბრიენ ფარინგმა როგორ მოიყარეს მუხლი და
გაშავებული ხმალი მეფის ტყავის მოსასხამში გაახვიეს. გმირების
წითელი ხმალი სრული უბადრუკობა ჩანსო, გაიფიქრა დავოსმა.
რამდენიმე ლორდი დარჩა, კოცონის უკვამლო მხარეს იდგნენ
და ხმადაბლა საუბრობდნენ. მათკენ მომზირალი დავოსი რომ შე-
ნიშნეს, გაჩუმდნენ. სტანისი თუ დაემხობა, ისინი მყის მეც დაბლა
დამცემენ. არც დედოფლის ხალხს შორის ირიცხებოდა, ამპარტავა-
ნი რაინდებისა და მცირე ლორდისწულების გუნდში, რომლებმაც ამ
ნათლის უფალს მიუძღვნეს თავი და ამგვარად მოიპოვეს ლედი –
არა, დედოფალი, არ გახსოვს? – სელისის კეთილგანწყობა და
მფარველობა.
როდესაც მელისანდრე და საჭურველთმტვირთველები წავიდ-
ნენ და ძვირფასი ხმალიც წაიყოლეს, ცეცხლი უკვე დაშრეტას იწყებ-
და. დავოსი და მისი ძეები შეუერთდნენ ხალხის ნაკადს, ნაპირისკენ
და მომლოდინე გემებისკენ რომ ეშვებოდა.
– დევანს თავი კარგად ეჭირა, – თქვა დავოსმა გზად.
– ჰო, ხელთათმანი ისე მოიტანა, არც დავარდნია, – გაეპასუხა
დეილი.
200
ალარდმა თავი დაუქნია.
– ის ნიშანი დევანის კამზოლზე, ცეცხლმოდებული გული, რაღა
იყო? ბარათეონების ღერბი გვირგვინოსანი ირემია.
– ლორდს შეუძლია, ერთზე მეტი სიმბოლო დაისაკუთროს, –
უთხრა დავოსმა.
დეილს გაეღიმა.
– შავი გემი და ხახვი, მამა?
ალარდმა ქვას გაჰკრა ფეხი.
– სხვებსაც წაუღიათ ჩვენი ხახვი... და ის ცეცხლიანი გული.
შვიდთა დაწვა ბოროტება იყო.
– ასეთი ღვთისმოშიში როდიდან გახდი? – ჰკითხა დავოსმა, –
კონტრაბანდისტის ძემ ღმერთების საქმის განა რა იცის?
– მე რაინდის ძე ვარ, მამა. შენ თუ არ გახსოვს, სხვები რატომ
გაიხსენებენ?
– რაინდის ძე ხარ, მაგრამ არა რაინდი, – უთხრა დავოსმა, – და
არც არასოდეს გახდები, არამკითხე მოამბეობას თუ დაიწყებ. სტა-
ნისი ჩვენი კანონიერი მეფეა, მის გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა
ჩვენი საქმე არაა. ჩვენ მის გემებს ვმართავთ და მის მითითებებს
ვასრულებთ. სულ ესაა.
– მაგაზე კი რას გეტყვი, მამა, – უთხრა დეილმა, – არ მომწონს
ის წყლის კასრები, აჩრდილისთვის რომ მომცეს. ნედლი ფიჭვია. –
წყალი შედარებით ხანგრძლივ ცურვასაც ვერ გაუძლებს, წახდება.
– ლედი მარიაზეც ეგეთები მომცეს, – თქვა ალარდმა, – გამომშრა-
ლი ხე სულ დედოფლის ხალხს ერგო.
– დაველაპარაკები მაგაზე მეფეს, – შეჰპირდათ დავოსი. ჯობს,
მისგან გაიგოს, ვიდრე ალარდისგან. მისი ვაჟები კარგი მებრძოლე-
ბი და კიდევ უკეთესი ზღვაოსნები იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ,
ლორდებთან როგორ ელაპარაკათ. მდაბიო წარმოშობის არიან,
201
როგორც მე ვიყავი, მაგრამ ამის გახსენება არ უყვართ. ჩვენს დრო-
შას რომ უყურებენ, მხოლოდ აფრაგაშლილ მაღალ შავ გემს ხედა-
ვენ. ხახვზე თვალს ხუჭავენ.
ნავსადგური გადაჭედილი იყო, ამაზე უფრო ხალხმრავალი და-
ვოსს ის არც არასოდეს ენახა. ყველა დოკში მეზღვაურები ფუსფუ-
სებდნენ, გემებს მარაგით ტვირთავდნენ. ყველა სასტუმრო გადავ-
სებული იყო ჯარისკაცებით, რომლებიც სვამდნენ, კამათელს თამა-
შობდნენ და კახპებს დაეძებდნენ... ამაოდ დაეძებდნენ, რადგან სტა-
ნისი კუნძულზე კახპებს არ აჭაჭანებდა. სანაპირო ზოლზე გემების
მწკრივი იყო ასხმული: საომარი გალერები თუ სათევზაო ხომალდე-
ბი, ახოვანი კარაკები თუ ძირგანიერი კარაპები. საუკეთესო მისად-
გომები უფრო მოზრდილ ხომალდებს დაეკავებინათ:
სტანისის მეწინავე გემი აჩრდილი ლორდ სტეფონსა და ზღვის
ხარირემს შორის ირწეოდა, იქვე მოჩანდა ლორდ ველარიონის მო-
ვერცხლილი დრიფტმარკის სიამაყე და მისი სამი და-ხომალდი,
ლორდ სელტიგარის მდიდრულად მოჩუქურთმებული წითელი ჭან-
გი და ზორბა ხმალთევზა, თავისი გრძელი რკინის ცხვირით. ზღვაში
მოშორებით ღუზა ჩაეშვა სალადორ საანის ვეებერთელა ვალირი-
ელს, მას გარშემო ოცზე მეტი ზოლიანმუცელა მომცრო ლისური გა-
ლერა შემოხვეოდა.
შავი ბეტა, აჩრდილი და ლედი მარია ექვს სხვა, ასნიჩბიან თუ უფ-
რო მომცრო გალერასთან ერთად ება ქვის ნავმისადგომზე, რომ-
ლის ბოლოშიც გაქუცული პატარა სასტუმრო იყო მოთავსებული.
დავოსს სწყუროდა. იგი შვილებს დაშორდა და სასტუმროსკენ გა-
ემართა. კარის წინ ქიმერა დაცუცქულიყო, დავოსს წელამდე თუ
შესწვდებოდა სიმაღლით. წვიმასა და მარილს მისი ნაკვთები თით-
ქმის მთლად გაეცვითა. მაგრამ იგი დავოსის ძველი ძმაკაცი იყო.
შესვლისას ქვის თავზე ხელი დაუტყაპუნა.
202
– კეთილი იღბალი, – ჩაიბუტბუტა ხმადაბლა.
ხმაურიანი საერთო ოთახის ბოლოში სალადორ საანი იჯდა და
ხის ჯამიდან ყურძენს მიირთმევდა. დავოსი რომ შენიშნა, თავისკენ
მიიხმო.
– სერ რაინდო, მოდი, გვერდით დამიჯექი. მიირთვი ყურძენი.
კიდევ მიირთვი. საოცრად ტკბილია, – ამ ქლესა, მოღიმარი ლი-
სელის კოხტაპრუწობა ვიწრო ზღვის ორთავე მხარეს სალაპარაკოდ
იყო გამხდარი. დღეს ბრჭყვიალა ვერცხლიქსოვილი ემოსა, ისეთი
ჩამოგრძელებული სახელოებით, რომ მათი ბოლოები იატაკამდე
დასთრევდა. ღილებად ნეფრიტის მაიმუნები ეკერა, ჰაეროვან
თეთრ კულულებზე კი ფარშავანგის ბუმბულების მარაოთი შემკული
ჭახჭახა მწვანე ქუდი წამოესკუპებინა.
დავოსმა მაგიდებს შორის გაიკვალა გზა მის გვერდით დასაჯდო-
მად. სანამ გარაინდდებოდა, იგი ხშირად ყიდულობდა საქონელს
სალადორ საანისგან. ლისელი თავადაც კონტრაბანდისტი იყო და,
გარდა ამისა, გახლდათ ვაჭარი, ბანკირი, სახელგავარდნილი მე-
კობრე და ვიწრო ზღვის თვითგამოცხადებული პრინცი. როდესაც
მეკობრე საკმარისად მდიდრდება, მას პრინცად აქცევენ ხოლმე.
სწორედ დავოსი იყო, ლისში რომ გაემგზავრა ძველი ავაზაკის გად-
მოსაბირებლად ლორდ სტანისის სამსახურში.
– ღმერთების დაწვას არ უცქირე, მილორდ? – ჰკითხა დავოსმა.
– წითელ ქურუმებს ლისში დიდი ტაძარი აქვთ. ხან რას წვავენ და
ხან რას, თან სულ იმ რლორს შეჰღაღადებენ. ტვინი წამიღეს თავი-
ანთი ცეცხლებით. მალე მეფე სტანისსაც გააბეზრებენ, იმედია, –
როგორც ჩანს, არად ენაღვლებოდა, ვინმე მის ნათქვამს თუ გაიგო-
ნებდა. არხეინად ჭამდა იმ თავის ყურძენს, წიპწებს ენით ერეკებოდა
გარეთ და თითით იფერთხავდა ტუჩიდან, – ჩემი ათასფერა ჩიტი გუ-

203
შინ მოცურდა, კეთილო სერ. ის საომარი ხომალდი როდია, არა, სა-
ვაჭროა, ჰოდა, მეფის საბიჯელში შეიარა. ნამდვილად არ მიირთმევ
ყურძენს? ამბობენ, ქალაქში ბავშვები მშივრები დადიანო. – დავო-
სის ცხვირწინ მტევანი გააქნია და გაიღიმა. – ელი მინდა, და ახალი
ამბები.
– ამ ვესტეროსელებს სულ სადღაც მიეჩქარებათ, – დაიჩივლა
სალვადორ საანმა, – რა ყრია სიჩქარეში, ერთი მითხარი? ის, ვინც
ცხოვრებაში ჩქარობს, საკუთარი საფლავისკენ მიიჩქარის, – მან
დააბოყინა, – კასტერლის კლდის ბატონმა თავისი ჯუჯა შვილი მე-
ფის საბიჯელის მისახედად გაგზავნა. იქნებ ჰგონია, რომ მისი მახინ-
ჯი სახე თავდამსხმელებს დააფრთხობს, ჰა? ან რომ მტრები სიცი-
ლით დაიხოცებიან, ჭინკა ქონგურებზე რომ მოჰყვება ხტუნვას – ვინ
იცის?! ქონდრისკაცმა გააბუნძულა ის ტეტია, ოქროსმოსასხამია-
ნებს რომ მეთაურობდა, და მის ადგილზე რკინისხელა რაინდი და-
აყენა, – მტევანს მარცვალი მოაწყვიტა და საჩვენებელ თითსა და
ცერს შორის გაჭყლიტა. თითებზე წვენი ჩამოსდინდა.
მიმტანი გოგონა მათკენ გამოეშურა, გზადაგზა წატანებულ ხე-
ლებს იგერიებდა. დავოსმა კათხა ლუდი შეუკვეთა, ისევ საანს მიუბ-
რუნდა და ჰკითხა:
– რამდენად დაცულია ქალაქი?
მან მხრები აიჩეჩა.
– კედლები მაღალი და მტკიცეა, მაგრამ მათზე საბრძოლველად
ვინ იდგება? სკორპიონებს და ცეცხლმტყორცნებს აგებენ, დიახაც,
მაგრამ ოქროსმოსასხამიანები ცოტანი არიან და თანაც ჭყინტები,
სხვები კი არ ჰყავთ. ერთი სწრაფად რომ დავაცხრეთ, როგორც ქო-
რი კურდღელს, დიდ ქალაქს ხელში ჩავიგდებთ. ზურგის ქარი თუ
გვექნა, თქვენი მეფე ხვალ საღამოსვე იმ თავის რკინის ტახტზე დაჯ-
დებოდა. ქონდრისკაცს მასხარასავით გამოვაწყობდით და პატარა
204
დუნდულებს შუბის წვეტით დავუჩხვლეტდით, ჩვენთვის რომ ეცეკვა.
თქვენს კეთილ მეფეს კი შეიძლება ერთი ღამით მშვენიერი დედო-
ფალი სერსეი მოეცა ჩემთვის საჩუქრად, ლოგინს გამითბობდა. თო-
რემ ძალიან დიდი ხნით დავშორდი ჩემს ცოლებს, მთელი ეს დრო
მაგის სამსახურს შევალიე.
– ცოლები არ გყავს, მეკობრევ, – უთხრა დავოსმა, – მხოლოდ
ხარჭები. და ყოველ დღეში და ყოველ გემში კარგად გიხდიან.
– მხოლოდ მპირდებიან, – მწუხარედ წარმოთქვა სალადორ სა-
ანმა, – კეთილო სერ, მე ოქრო მწყურია, და არა ქაღალდზე დაწერი-
ლი სიტყვები, – მან პირში ყურძნის მარცვალი შეიგდო.
– ოქროს მაშინ მიიღებ, როდესაც მეფის საბიჯელის ხაზინას ჩა-
ვიგდებთ ხელში. შვიდ სამეფოში სტანის ბარათეონზე უფრო პატიო-
სანი კაცი არ არსებობს. ის პირობას არ გატეხს, – სიტყვა ჯერ დამ-
თავრებული არ ჰქონდა, რომ თავადვე გაიფიქრა, ეს ქვეყანა უიმე-
დოდ გადაბრუნებულა, რაკი მდაბიო კონტრაბანდისტს უწევს, მეფის
ღირსებას თავდებად დაუდგესო.
– ჰოდა, სწორედ ეგრე იმეორებს და იმეორებს. მე კი ვამბობ,
ვქნათ ეგ ამბავი და მოვრჩეთ. ის ქალაქი ამ ყურძენზე უფრო მწიფეც
კია, ძველო მეგობარო.
მიმტანი გოგონა ელით ხელში დაბრუნდა. დავოსმა მას სპილენ-
ძის ფული ჩაუდო ხელში.
– მეფის საბიჯელი იქნებ მართლაც აგვეღო, როგორც ამბობ, –
თქვა და კათხა ასწია, – მაგრამ რამდენ ხანს შევძლებდით მის შე-
ნარჩუნებას? ტაივინ ლანისტერი, როგორც ვიცით, ჰარენჰალში
დგას დიდი ჯარით, და ლორდი რენლი კი...
– ა, ჰო, უმცროსი ძმა, – თქვა სალადორ საანმა, – მაგ მხრივ საქ-
მე არცთუ კარგადაა, მეგობარო. მეფე რენლი დაიძრა. არა, აქ მას

205
ლორდი რენლი ჰქვია, ბოდიში. იმდენი მეფეა, ენა დამეხლართა. ძა-
მიკო რენლი ზენაბაღიდან წამოვიდა თავის მშვენიერ ყმაწვილ დე-
დოფალთან, ყვავილოვან ლორდებთან და ბრჭყვიალა რაინდებთან
ერთად, თან მძლავრი ქვეითი ლაშქარიც ახლავს. იმ თქვენს ვარდე-
ბის გზას მოუყვება სწორედ იმ დიდი ქალაქისკენ, რომელზედაც ახ-
ლა ვლაპარაკობდით. – თავისი პატარძალიც თან მოჰყავს?
საანმა მხრები აიჩეჩა.
– რატომ ქნა ასე, ჩემთან არ შეუთანხმებია. იქნებ ერთი ღამითაც
კი უძნელდება მის ფეხებშორის მოთავსებული თბილი ბუდის მიტო-
ვება, ან იქნებ გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარება.
– მეფეს უნდა ვუთხრათ.
– მაგაზე უკვე ვიზრუნე, კეთილო სერ. თუმცა მისი მოწყალება
ჩემს ყოველ დანახვაზე ისე იღუშება, მასთან შეხვედრაზე ფიქრიც კი
უკვე გულს მიხეთქავს. როგორ გგონია, უფრო მოვეწონებოდი, ჯვა-
ლო რომ მეცვას და არასოდეს ვიღიმებოდე? ჰოდა, მაგას მე არ ვი-
ზამ. მე პირდაპირი კაცი ვარ, ფარჩა-აბრეშუმში ჩაცმული ამიტანოს.
ანარადა, ჩემს გემებს იქ წავიყვან, სადაც ხალხს უფრო მოვდივარ
თვალში. ის ხმალი ნათლისმფენი არ ყოფილა, მეგობარო.
თემის უეცარმა შეცვლამ დავოსი ააფორიაქა.
– ხმალი?
– ის ხმალი, ცეცხლიდან გამოღებული. ხალხი რაღაცებს მიყვება
ხოლმე, ისეთი ღიმილი მაქვს, მომხიბლავი. რაში უნდა სტანისს
დამწვარი ხმალი?
– ცეცხლოვანი, – შეუსწორა დავოსმა.
– დამწვარი, – გაიმეორა სალადორ საანმა, – და გიხაროდეს,
რომ ასეა, მეგობარო. გსმენია ნათლისმფენის გამოჭედვის ამბავი?
მოგიყვები. მაშინ სამყარო მძიმე წყვდიადით იყო მოცული. მის და-

206
სამარცხებლად გმირს გმირის ხმალი სჭირდებოდა, ისეთი, რომ-
ლის მსგავსიც ადრე არასოდეს გამოჭედილა. ჰოდა, ოცდაათ დღეს
და ოცდაათ ღამეს აზორ აჰაი დაუძინრად შრომობდა ტაძარში, წმინ-
და ხმლის პირს ჭედდა ცეცხლებში. ავარვარებდა, აბრტყელებდა და
კეცავდა, ავარვარებდა, აბრტყელებდა, კეცავდა, დიახ, კიდევ და კი-
დევ, სანამ ხმალი არ დამზადდა. მაგრამ როდესაც ფოლადი საწ-
რთობად წყალში ჩაუშვა, ის ერთიანად დაიფშვნა.
აზორი გმირი იყო და არ შეჰფეროდა, მხრები აეჩეჩა და ასეთი
მშვენიერი ყურძნის საჭმელად წასულიყო, ამიტომ საქმეს თავიდან
შეუდგა. მეორედ ხმლის გასაჭედად ორმოცდაათი დღე და ორმოც-
დაათი ღამე დასჭირდა და ეს მახვილი პირველზე უფრო მშვენიერიც
კი ჩანდა. აზორ აჰაიმ ლომი შეიპყრო, რათა ფოლადი ნადირის წი-
თელ გულში ეწრთო, მაგრამ ხმლის პირი კვლავ დაილეწა და გა-
იფანტა. დიდი იყო მაშინ მისი მწუხარება და ვაება, რადგანაც მიხ-
ვდა, რა უნდა ექნა.
ასი დღე და ასი ღამე ჭედდა იგი მესამე ხმალს და ბოლოს, რო-
დესაც ის თეთრად ავარვარდა წმინდა ცეცხლში, გმირმა ცოლს მო-
უხმო. „ნისა ნისა“, უთხრა მას, რადგანაც ქალს ასე ერქვა, „მკერდი
გაიშიშვლე და იცოდე, ამ სამყაროში ყველაფერზე მეტად შენ მიყ-
ვარხარ“. ქალმა დაუჯერა, რატომ, ვერ გეტყვი, და აზორ აჰაიმ კვამ-
ლადენილი ხმალი ცოცხალ გულში ჩასცა. ამბობენ, ქალის ტანჯვისა
და აღტაცების კივილმა მთვარის სახეს ბზარი გაუჩინაო, მაგრამ მი-
სი სისხლი, სული, ძალა და სიმამაცე ერთიანად ფოლადში გადავი-
და. ასეთია ნათლისმფენის, გმირთა წითელი მახვილის გამოჭედვის
ამბავი.
ახლა გესმის, რას ვგულისხმობ? გიხაროდეს, რომ მისმა მოწყა-
ლებამ უბრალოდ დამწვარი ხმალი ამოათრია იმ ცეცხლიდან. მე-
ტისმეტად კაშკაშა სინათლე თვალს სტკენს, მეგობარო, ცეცხლი კი
207
მწველია. – სალადორ საანმა ბოლო მარცვალიც შეჭამა და ტუჩები
მოილოკა, – როგორ გგონია, მეფე გაცურვას როდის გვიბრძანებს,
კეთილო სერ?
– მგონია, მალე, – უთხრა დავოსმა, – თუკი მისი ღმერთი ინე-
ბებს.
– მისი ღმერთი, სერ მეგობარო? შენი არა? სად სუფევს სერ და-
ვოს სივორთის, ხახვის გემის რაინდის ღმერთი?
დავოსმა ელი მოსვა, ფიქრის დრო რომ მოეგო. სასტუმრო ხალ-
ხითაა სავსე, შენ კი სალადორ საანი არ ხარ, მოაგონა საკუთარ
თავს. ფრთხილად უპასუხე.
– ჩემი ღმერთი მეფე სტანისია. მან შემქმნა და თავისი ნდობით
მაკურთხა.
– დავიმახსოვრებ, – სალადორ საანი ფეხზე წამოდგა, – ბოდიში
მომითხოვია. ამ ყურძენმა მადაზე მომიყვანა, სადილი კი ჩემს ვა-
ლირიელზე მელოდება. წიწაკით შეზავებული დაკეპილი ბატკანი და
სოკოთი, ცერეცოთი და ხახვით დაჩურთული შემწვარი თოლია. მა-
ლე ერთად მივუსხდებით სუფრას მეფის საბიჯელში, ხომ? წითელ
ციხეში ვიქეიფებთ, ქონდრისკაცი კი ამასობაში მხიარული სიმღე-
რებით გაგვართობს. მეფე სტანისს რომ დაელაპარაკები, თუ შეგიძ-
ლია, შეახსენე, მთვარე რომ გაილევა, ჩემს გასამრჯელოს კიდევ
ოცდაათი ათასი დრაკონი დაემატება. ის ღმერთები ჩემთვის უნდა
მოეცა. ძალიან ლამაზები იყვნენ, დასაწვავად გამეტება არ ღირდა.
პენტოსსა და მირში კარგ ფასადაც გაიყიდებოდნენ. კარგი, ერთი
ღამით დედოფალი სერსეი თუ მომცა, ვაპატიებ, – ლისელმა დავოსს
ზურგზე დაუტყაპუნა და ისე მედიდურად გაბრძანდა, თითქოს მთე-
ლი სასტუმრო მისი ყოფილიყო.
სერ დავოს სივორთი კარგა ხანს შერჩა თავის კათხას, იჯდა და

208
ფიქრობდა. ერთი წლის წინ იგი ჩასული იყო მეფის საბიჯელში სტა-
ნისთან ერთად, მაშინ, როდესაც მეფე რობერტმა პრინც ჯოფ – რის
დღეობის აღსანიშნავი ტურნირი მოაწყო. მას ახსოვდა მირელი წი-
თელი ქურუმი თოროსი და ცეცხლოვანი ხმალი, რომელიც ხელჩარ-
თული ბრძოლისას ეჭირა. ის კაცი შთამბეჭდავი სანახავი იყო, წითე-
ლი ანაფორა უფრიალებდა, მისი ხმლის პირზე კი მკრთალი მწვანე
ალები ცეკვავდნენ; მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს არ იყო
ნამდვილი მაგია და მართლაც, ბოლოს და ბოლოს მისი ცეცხლი ჩა-
ინავლა და ბრინჯაოს იო როისმა მას სრულიად ჩვეულებრივი კეტით
გაუხეთქა თავი.
აი, ნამდვილი ცეცხლის ხმალი კი მართლაც საოცარი სანახავი
იქნებოდა. მაგრამ ამ ფასად... როდესაც იგი ნისა ნისაზე ფიქრობდა,
თვალწინ თავისი მარია უდგებოდა, გულღია ფუშფუშა ქალი, მძიმე
ძუძუები და კეთილი ღიმილი რომ ჰქონდა და ამქვეყნად ყველა
ქალს სჯობდა. სცადა წარმოედგინა, როგორ ჩასცემდა მას ხმალს,
და გააჟრჟოლა. გმირად არ ვარ გაჩენილიო, გადაწყვიტა. თუ ჯა-
დოსნური ხმლის ფასი ეს იყო, ესე იგი, იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე
დავოსი მასში გადაიხდიდა.
დავოსმა ელი გამოსცალა, კათხა განზე გასწია და სასტუმროდან
გამოვიდა. გამოსვლისას ქიმერას თავზე დაუტყაპუნა და „იღბა-
ლიო“, ჩაიბუტბუტა. იღბალი მართლაც დასჭირდებოდათ.
უკვე კარგა ხნის დაბნელებული იყო, როდესაც დევანი შავ ბეტას-
თან მოვიდა, აღვირით ქათქათა ცხენს მოიყოლებდა.
– მამა-ბატონო, – განუცხადა დავოსს, – მისი მოწყალება ბრძა-
ნებს, მოხატული მაგიდის პალატში ეახლო. აი ცხენი, დაუყოვნებ-
ლივ უნდა მიხვიდე.
საჭურველთმტვირთველის სამოსში გამოწყობილი დევანი დი-

209
დებული სანახავი იყო და დავოსს მოსწონდა მისი ცქერა, მაგრამ მე-
ფის მოწოდებამ შეაშფოთა. ნეტავ იმას გვიბრძანებს, გავცუროთ?
კაპიტანთაგან მხოლოდ სალადორ საანი როდი თვლიდა, რომ მე-
ფის საბიჯელზე შეტევა უკვე მომწიფებულიყო; მაგრამ კონტრაბან-
დისტს მოთმინება მოეთხოვება. გამარჯვების იმედი არ უნდა გვქონ-
დეს. დრაკონის ქვაზე დაბრუნების დღეს სწორედ ასე ვუთხარი მაის-
ტერ კრესენს, მას მერე კი არაფერი შეცვლილა. ჩვენ ძალიან ცოტა-
ნი ვართ, მტერი კი მრავალრიცხოვანია. ნიჩბების წყალში ჩაშვება
ჩვენს სიკვდილს ნიშნავს. და მაინც, ცხენს ზურგზე მოევლო.
ქვის დოლში რომ მივიდა, ათიოდე კეთილშობილი რაინდი და
დიდებული მებაირაღე ის იყო, კოშკიდან გამოდიოდა. ლორდებმა
სელტიგარმა და ველარიონმა უხმოდ დაუკრეს თავი და გზა განაგ-
რძეს, დანარჩენებს ზედაც არ შეუხედავთ; მაგრამ სერ ალექს ფლო-
რენტი სიტყვის სათქმელად გაჩერდა.
დედოფალ სელისის ბიძა კასრივით კაცი იყო, სქელი მკლავები
და მობრეცილი ფეხები ჰქონდა. ფლორენტების პარტყუნა ყურები
ესხა, თავის ძმისშვილზე უფრო დიდიც კი. მათგან ამოზრდილი ჯაგა-
რა თმა სულაც არ უშლიდა ხელს, გაეგონა თითქმის ყველაფერი,
რაც კი სასახლეში ხდებოდა. სერ ალექსი ათ წელიწადს იყო დრაკო-
ნის ქვის კასტელანი, სანამ სტანისი რობერტის საბჭოში იჯდა მეფის
საბიჯელში, მაგრამ ბოლო დროს დედოფლის მომხრეთა მეთაურად
მოევლინათ.
– სერ დავოს, სასიამოვნოა შენი ხილვა, როგორც მუდამ, – თქვა
მან. – შენიც, მილორდ.
– ამ დილითაც შეგნიშნე. რა სიხარულის ცეცხლში დაიწვნენ ცრუ
ღმერთები, არა?
– კაშკაშა ალით დაიწვნენ, – მისი თავაზიანობის მიუხედავად,

210
დავოსი ამ კაცს არ ენდობოდა. ფლორენტების გვარი რენლის მიუდ-
გა. – ლედი მელისანდრე ამბობს, რომ რლორი თავის ერთგულ მსა-
ხურებს ცეცხლის ალში ზოგჯერ მომავალს დაანახვებსო. ამ დილით
ცეცხლს რომ ვუცქერდი, მომეჩვენა, რომ მშვენიერ მოცეკვავეთა
გუნდს ვხედავდი, ყვითელ აბრეშუმში გამოწყობილ ასულებს, დი-
ადი მეფის წინაშე რომ ირხეოდნენ და ტრიალებდნენ. მგონია, ეს
მართლაც ხილვა იყო, სერ. იმ დიდებას ვკიდე თვალი, მის მოწყალე-
ბას რომ მოელის, როცა მეფის საბიჯელს დავიპყრობთ და მოვიპო-
ვებთ ტახტს, კანონით მას რომ ეკუთვნის.
სტანისს ეგეთი ცეკვები სულ არ ეპიტნავება, გაიფიქრა დავოსმა,
მაგრამ დედოფლის ბიძის განაწყენება ვერ გაბედა.
– მე მხოლოდ ცეცხლი დავინახე, – თქვა მან, – მართალია, კვამ-
ლი თვალებს მიცრემლებდა. უნდა მომიტევო, სერ, მეფე მელოდება,
– მან სერ ალექსს გვერდი აუქცია და გზა განაგრძო. ვერ მიმხვდა-
რიყო, რაინდმა თავი რად გამოიდო. იგი დედოფლის კაცია, მე მე-
ფისა ვარ.
სტანისი თავის მოხატულ მაგიდას მისჯდომოდა, გვერდს მაისტე-
რი პილოსი უმშვენებდა, წინ კი ქაღალდების არეული დასტა ედო.
– სერ, – თქვა მეფემ, დავოსი რომ შევიდა, – მოდი, დახედე ამ
წერილს.
მან მორჩილად აიღო რომელიღაც ქაღალდი.
– საკმაოდ ლამაზი ჩანს, თქვენო მოწყალებავ, მაგრამ, სამწუხა-
როდ, სიტყვებს ვერ ვკითხულობ, – დავოსი რუკების და ნახაზების
გარჩევაში არავის ჩამოუვარდებოდა, თუმცა ასოების და სხვა წარ-
წერებინ ამოცნობა არ შეეძლო. მაგრამ ჩემმა დევანმა ისწავლა წე-
რა-კითხვა, და პატარებმაც, სტეფონმა და სტანისმა.
– დამავიწყდა, – მეფეს წარბებს შორის უკმაყოფილო ნაოჭი გა-
უჩნდა, – პილოს, წაუკითხე.
211
– თქვენო მოწყალებავ, – პილოსმა ერთ-ერთი პერგამენტი აი-
ღო და ყელი ჩაიწმინდა, – მე-ყველა მცნობს სტეფონ ბარათეონის,
გრიგალის კიდის ბატონის, კანონიერ ძედ, მისი ლედი-მეუღლისგან,
ესტერმონტთა შთამომავალ კასანასგან შობილად. ჩემი გვარის
ღირსებას მოვიხმობ და ვაცხადებ, რომ ჩემს საყვარელ ძმას რო-
ბერტს, ჩვენს გარდაცვლილ მეფეს, არ დარჩენია არცერთი კანო-
ნიერი ჩამომავალი; ბიჭი ჯოფრი, ბიჭი ტომენი და გოგონა მირცელა
სერსეი ლანისტერისა და მისი ძმის, ჯეიმი მეფისმკვლელის, კავში-
რის ამაზრზენი სისხლის აღრევის ნაყოფები არიან. შობითა და სის-
ხლით მონიჭებული უფლებით, ვაცხადებ, რომ მე მეკუთვნის შვიდი
სამეფოს რკინის ტახტი. დაე, ყველა მართალმა კაცმა ერთგულება
აღმითქვას. აღსრულდა უფლის ნათლის ქვეშ, დადასტურდა ხელ-
მოწერითა და ბეჭდით სტანის ბარათეონისა, ვინც არის პირველი მი-
სი სახელისა, მეფე ანდალთა, როინართა და პირველ კაცთა და შვი-
დი სამეფოს მბრძანებელი, – პერგამენტმა წყნარად გაიშრიალა,
როდესაც პილოსმა იგი მაგიდაზე დადო.
– აწი სერ ჯეიმი მეფისმკვლელი იყოს ხოლმე, – თქვა მოღუშულ-
მა სტანისმა, – ასეა თუ ისე, ეგ კაცი, მაინც რაინდად რჩება.
არც ის მგონია აუცილებელი, რობერტს „საყვარელი ძმა“ ვეძა-
ხოთ. იმაზე მეტად არ ვყვარებივარ, ვიდრე იძულებული იყო; ჩემი
არ იყოს.
– უვნებელი თავაზიანობაა, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა პი-
ლოსმა. – ტყუილია. ამოიღე, – სტანისი დავოსს მოუბრუნდა, – მა-
ისტერი მეუბნება, რომ ამჟამად ას ჩვიდმეტი ყორანი მოგვეპოვება.
ვაპირებ, ყველა ერთბაშად გამოვიყენო. ას ჩვიდმეტი ყორანი ჩემი
წერილის ას ჩვიდმეტ ასლს წაიღებს სახელმწიფოს ყველა კუთხეში,
არბორიდან ვიდრე კედლამდე. ალბათ ასი მაინც გადაურჩება ისა-

212
რს, ქარიშხალს თუ ქორს. მაშინ ასი მაისტერი ას ლორდს წაუკით-
ხავს ჩემს სიტყვებს ამდენსავე მისაღებსა თუ საძინებელში...
მერე კი წერილებს სავარაუდოდ ცეცხლს მისცემენ, ბაგეს კი და-
იდუმებენ. ამ დიდებულ ლორდებს უყვართ ჯოფრი, ან რენლი, ან
რობ სტარკი. მე ვარ მათი კანონიერი მეფე, მაგრამ უარმყოფენ, თუ-
კი შეძლებენ. ასე რომ, შენ დამჭირდები.
– მიბრძანე, მე მზად ვარ, მეფეო. როგორც ყოველთვის.
სტანისმა თავი დაუქნია.
– მსურს, რომ შავი ბეთა ჩრდილოეთისკენ გააცურო, თოლიაქა-
ლაქის, თითების, სამი დისკენ, თეთრ ნავსადგურამდეც კი. შენი ძე
დეილი სამხრეთისკენ გასწევს აჩრდილით, რისხვის კონცხს და მო-
ტეხილ მკლავს ჩაუვლის, მთელ დორნის სანაპიროს, და არბორამ-
დე მივა. ორივე წერილებით სავსე სკივრს წაიღებთ თან და ყოველ
ნავსადგურში, ყოველ სიმაგრეში თუ მეთევზეთა სოფელში ჩაიტანთ.
მიაკარით წერილი სეპტების და სასტუმროების კარებზე, რომ ვისაც
შეეძლება, ყველამ წაიკითხოს.
– ეგეთები საკმაოდ ცოტანი იქნებიან, – თქვა დავოსმა.
– სერ დავოსი მართალს ამბობს, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა
მაისტერმა პილოსმა, – უმჯობესი იქნება, თუ წერილებს ხმამაღლა
წააკითხებ.
– უმჯობესი, მაგრამ უფრო სახიფათოც, – წარმოთქვა სტანისმა,
– მაგ სიტყვებს კეთილად არ შეხვდებიან.
– მომეცი რაინდები, რომლებიც წაიკითხავენ, – უთხრა დავოს-
მა, – ამას მეტი წონა ექნება, ვიდრე ჩემს ნათქვამ სიტყვებს.
სტანისი ამით კმაყოფილი დარჩა.
– დიახ, შემიძლია ასეთი ხალხის მოცემა. ასიოდე რაინდი მაინც
მყავს ისეთი, უფრო მეტი ხალისით რომ კითხულობენ, ვიდრე იბ-
რძვიან. ჯიქურ და პირდაპირ მიდი, სადაც კი შეძლებ, და ფრთხილი
213
და შემპარავი იყავი, სადაც საჭირო იქნება. კონტრაბანდისტის ყვე-
ლა ხრიკი მოიხმარე, რაც კი იცი: შავი აფრები, ფარული ყურეები,
ყველაფერი. წერილები თუ შემოგაკლდა, რამდენიმე სეპტონი შეიპ-
ყარი და ასლების გადასაწერად დასვი. შენი მეორე ვაჟის დასაქმე-
ბასაც ვაპირებ. ის ლედი მარიას ვიწრო ზღვაზე გადააცურებს, ბრა-
ავოსში და სხვა თავისუფალ ქალაქებში ჩავა და იქაურ მმართვე-
ლებს ჩაუტანს წერილებს. ჩემს უფლებას და სერსეის შერცხვენას
მთელი ქვეყნიერება შეიტყობს.
შენ კი ეტყვი, გაიფიქრა დავოსმა, მაგრამ დაგიჯერებენ? დაფიქ-
რებულმა გახედა მაისტერ პილოსს. მეფემ მის მზერას თვალი მოჰ-
კრა.
– მაისტერ, იქნებ შესდგომოდით გადაწერას. ძალიან ბევრი წე-
რილი დაგვჭირდება, თანაც საჩქაროდ.
– როგორც ინებებ, – პილოსმა თავი დაუკრა და გავიდა.
მეფემ მოიცადა, სანამ ის წავიდოდა, და მერეღა იკითხა:
– რა არის ისეთი, რის თქმაც ჩემი მაისტერის თანდასწრებით არ
გსურს, დავოს?
– ჩემო ბატონო, პილოსი საკმაოდ კარგი ვინმეა, მაგრამ რამ-
დენჯერაც მის კისერზე შემოვლებულ ძეწკვს ვხედავ, მაისტერ კრე-
სენის გამო დარდი შემომაწვება ხოლმე.
– განა მისი ბრალია, ბერიკაცი რომ მოკვდა? – სტანისმა ცეცხლს
ჩახედა, – სულ არ მინდოდა, კრესენი იმ ლხინზე მოსულიყო. კი, გა-
მაბრაზა, ცუდი რჩევა მომცა, მაგრამ მისი სიკვდილი არაფრად მინ-
დოდა. იმედი მქონდა, ცხოვრების რამდენიმე უზრუნველი და სასია-
მოვნო წელი გაეტარებინა. ეს მაინც ნამდვილად დაიმსახურა, მაგ-
რამ, – მან კბილები გააკრაჭუნა, – მაგრამ ადგა და მოკვდა. პილოსი
კი მარჯვედ მემსახურება.
– პილოსის ბრალი აქ ყველაზე ნაკლებია. წერილი... შენმა
214
ლორდებმა როგორ მიიღეს, შეიძლება ვიცოდე?
სტანისმა ჩაიფრუტუნა.
– სელტიგარმა განაცხადა, არაჩვეულებრივიაო. მაგას ჩემი ღა-
მის ქოთნის შიგთავსი რომ ვუჩვენო, იმასაც არაჩვეულებრივად გა-
მოაცხადებს. დანარჩენები ისხდნენ და ბატებივით თავებს აკანტუ-
რებდნენ, ყველა, ველარიონის გარდა. იმან თქვა, რომ საქმეს იარა-
ღი გადაწყვეტს და არა პერგამენტზე დაწერილი სიტყვები. ვითომც
მე ეგ აზრადაც არ მომსვლოდეს. სხვებსაც წაუღიათ ჩემი ლორდები,
მე შენი აზრი მინდა გავიგო.
– პირდაპირ და ძლიერადაა ნათქვამი.
– და მართლად.
– და მართლად. მაგრამ დამტკიცება არ შეგიძლია. ამ სისხლის
აღრევის საბუთი არ გაგაჩნია. იმაზე მეტი არაფერი გაქვს, რაც ერთი
წლის წინაც გქონდა.
– გარკვეული მტკიცება გრიგალის კიდეზე მოიპოვება. რობერ-
ტის ბუში. ის, ჩემი ქორწინების ღამეს რომ ჩასახა, სწორედ იმ სარე-
ცელზე, ჩემთვის და ჩემი პატარძლისთვის რომ იყო მომზადებული.
დელენა ფლორენტების გვარიდანაა, და ქალწული იყო, როდე-
საც რობერტი დაეუფლა, ამიტომაც მან ბავშვი აღიარა. ედრიკ
სტორმს ეძახიან. ამბობენ, რომ ზედგამოჭრილი ჩემი ძმაა. ხალხს
რომ ენახა იგი, მერე კი ჯოფრისა და ტომენისთვის შეეხედა, გაოცე-
ბული დარჩებოდნენ, ასე მგონია...
– მაგრამ როგორ ნახავს მას ხალხი, თუ ის გრიგალის კიდეზეა.
სტანისმა თითები მოხატულ მაგიდაზე აათამაშა.
– ეგ სიძნელეა. ერთი მრავალთაგან, – მან დავოსს ახედა, – წე-
რილზე კიდევ გაქვს რაღაც სათქმელი. მიდი, განაგრძე. იმისთვის კი
არ გამიხდიხარ რაინდად, ფუჭი ქათინაურები რომ გეფრქვია. მაგის-
თვის ჩემი ლორდებიც მეყოფა. თქვი, რაც სათქმელი გაქვს, დავოს.
215
დავოსმა თავი დაუკრა.
– იქ, ბოლოში ერთი წინადადება ეწერა. როგორ იყო? აღსრულ-
და უფლის ნათლის ქვეშ...
– ჰო, – მეფეს კრიჭა ჰქონდა შეკრული.
– შენს ხალხს ეს სიტყვები არ მოეწონება.
– შენსავით? – მკვახედ ჰკითხა სტანისმა.
– ამის მაგივრად რომ გეთქვა, აღსრულდა ღმერთებისა და კაც-
თა წინაშე, ან ძველი და ახალი ღმერთების შეწევნით...
– ღვთისმოსავი ხომ არ გამიხდი, კონტრაბანდისტო?
– მეც შენთვის სწორედ ეგ უნდა მეკითხა, ჩემო ბატონო.
– ა, მართლა? ასე მგონია, ჩემი ახალი ღმერთი თვალში არ მოგ-
დის, ჩემი ახალი მაისტერისა არ იყოს.
– მე არ ვიცნობ მაგ ნათლის უფალს, – აღიარა დავოსმა, – მაგ-
რამ იმ ღმერთებს ვიცნობდი, ამ დილით რომ დავწვით. მჭედელი
ჩემს გემებს იფარავდა, დედამ კი შვიდი ჯანსაღი ვაჟი მაჩუქა. – შვი-
დი ჯანსაღი ვაჟი შენმა ცოლმა გაჩუქა. ლოცულობ მასზე? ამ დილით
შეშა დავწვით, სხვა არაფერი.
– იქნებ ეგრე იყოს, – უთხრა დავოსმა, – მაგრამ პატარა ბიჭი
რომ ვიყავი რწყილიან ფსკერზე და გროშებს ვმათხოვრობდი, ზოგ-
ჯერ სეპტონი მაჭმევდა ხოლმე.
– ახლა მე გაჭმევ.
– შენ შენს სუფრასთან საპატიო ადგილზე დამსვი. ამის სამაგიე-
როდ ჩემგან სიმართლეს იღებ. შენს ხალხს არ ეყვარები, თუ წაარ-
თმევ იმ ღმერთებს, რომლებსაც მთელი სიცოცხლე თაყვანს სცემ-
დნენ და სამაგიეროდ მისცემ იმას, ვისი სახელი წარმოსათქმელა-
დაც კი ეუცხოებათ.
სტანისი მოწყვეტით წამოდგა.
– რლორი. რა არის ამაში ძნელი? არ ეყვარებიო, მეუბნები? და
216
ნეტა როდის ვყვარებივარ? როგორ შეიძლება დავკარგო ის, რაც
არასოდეს მქონია? – იგი სამხრეთის ფანჯარას მიაუხლოვდა და
მთვარით დაფერილ ზღვას გახედა, – ღმერთების რწმენა იმ დღეს
დავკარგე, როდესაც დავინახე, როგორ დაილეწა ქაროსანი იმ ყუ-
რეში. აღთქმა დავდე, ეს ურჩხული ღმერთები, რომლებმაც დედაჩე-
მი და მამაჩემი დაახრჩვეს, ვერასოდეს ეღირსებიან ჩემს თაყვანის-
ცემას-მეთქი. მეფის საბიჯელში არქისეპტონი ლაყბობით ყურს მიჭე-
დავდა, თუ როგორ გვეფინება შვიდთაგან ყოველგვარი სამართალი
და სიკეთე, მაგრამ ყველა მათგანი, რამდენიც კი მინახავს, კაცის ხე-
ლით იყო შექმნილი.
– თუ ღმერთების არ გწამს...
– ეს ახალი ღმერთი რაღად მინდა? – სიტყვა ჩამოართვა სტანის-
მა, – ეს ჩემ თავსაც ვკითხე. ღმერთებზე ცოტა ვიცი და მოწიწება კი-
დევ უფრო ნაკლებიც მაქვს, მაგრამ წითელ ქურუმ ქალს ძალა მო-
ეპოვება.
ჰო, მაგრამ რა ძალაა ეს?
– კრესენს სიბრძნე ჰქონდა.
– მე მწამდა მისი სიბრძნის და შენი გამჭრიახობის, და ამან რა
მარგო, კონტრაბანდისტო? გრიგალის ლორდებმა კუდამოძუებული
გამოგიშვეს. სამათხოვროდ მივადექი კარზე და იმათ სიცილი დამა-
ყარეს. ძალიანაც კარგი, მათხოვრობა დავივიწყოთ, იმათ კი საცი-
ნელი არაფერი ექნებათ. რკინის ტახტი მე მეკუთვნის, მაგრამ რო-
გორ უნდა მივიღო? სახელმწიფოში ოთხი მეფეა და მათგან სამს ჩემ-
ზე მეტი ჯარი და ჩემზე მეტი ოქრო აქვს. მე მხოლოდ გემები მყავს...
და ის ქალი. წითელი ქალი. ჩემი რაინდებიდან ნახევარი შიშით მის
სახელსაც ვერ წარმოთქვამს, იცი ეს? სხვა რომც არაფერი შეეძ-
ლოს, ჯადოქარი, რომელიც მეომარ კაცებში ასეთ შიშს ბადებს, უკვე
ანგარიშში ჩასაგდებია. შეშინებული კაცი დამარცხებული კაცია. იმ
217
ქალს კი, შესაძლოა მეტის გაკეთებაც ძალუძს. მაგასაც გამოვარ-
კვევთ.
პატარა რომ ვიყავი, დაჭრილი მიმინო ვიპოვე და მოვარჩინე.
ფრთამალი დავარქვი. მხარზე მეჯდა ხოლმე, ოთახიდან ოთახში
დამდევდა ფრენით და ჩემი ხელიდან ჭამდა. მაგრამ ცაში არასოდეს
ფრინდებოდა. დროდადრო სანადიროდ გამყავდა, მაგრამ ხეების
კენწეროებს არასოდეს ასცდენია. რობერტი ფრთასუსტს ეძახდა.
მას თავად შევარდენი ჰყავდა, ელვისა ერქვა და მსხვერპლი არასო-
დეს უსხლტებოდა. ერთ დღეს ჩვენმა პაპის ძმამ, სერ ჰარბერტმა
მირჩია, სხვა ფრინველი მომესინჯა. ამ ფრთამალით თავს სასაცი-
ლოდ იგდებო, მითხრა და მართალიც იყო, – სტანის ბარათეონმა
ფანჯარას და სამხრეთის ზღვაზე მორიალე ლანდებს ზურგი აქცია, –
შვიდს ჩემთვის ერთი ბეღურაც არასოდეს დაუჭერია. დროა, ახალი
მიმინო ვცადო, დავოს. წითელი მიმინო.

თეონი

პაიკთან არ იყო რამე საიმედო ნავსადგური, სადაც ღუზაზე დად-


გებოდი, მაგრამ თეონ გრეიჯოის სურდა, მამამისის ციხესიმაგრის-
თვის ზღვის მხრიდან შეეხედა, ისეთივე ენახა, როგორიც უკანასკნე-
ლად იხილა, ათი წლის წინ, როდესაც რობერტ ბარათეონის სა-
ომარმა გალერამ თან წარიტაცა ედარდ სტარკისთვის მისაბარებ-
ლად. იმ დღეს მოაჯირთან იდგა, ნიჩბების ტყლაშუნს და მენიჩბეთა
ოსტატის დოლის ცემას უგდებდა ყურს და უცქერდა, როგორ ინ-
თქმებოდა პაიკი შორეთში. ახლა უნდოდა დაენახა, როგორ ამოიზ-
რდებოდა იგი მის თვალწინ.
მისი ნების დამყოლი მირაჰემი სახიფათო შვერილს გასცდა. აფ-
რები ტყლაშუნობდა, კაპიტანი ხმამაღლა აგინებდა ქარს, ეკიპაჟს
218
და კეთილშობილი ლორდისწულების უტვინო ახირებებს. თეონმა
მოსასხამის ჩაჩი წამოიხურა შხეფების მოსარიდებლად და მშობ-
ლიური სახლის გამოჩენას ელოდა.
ნაპირი ერთიანად წამახული კლდეებისა და მოღუშული ფრი-
ალოებისგან იყო ნაგები და ციხესიმაგრეც ერთი მათგანი გეგონე-
ბოდა.
მისი კოშკები და ხიდები იმავე რუხ-შავი ქვით იყო ნაგები, იმავე
მლაშე ტალღებით ნასველები, ისეთივე მუქი მწვანე მღიერის გაშ-
ლილი ლაქებით დახალული და იმავე ზღვის ფრინველების სკორე-
თი დაწინწკლული. ეს კონცხი, რომელზეც გრეიჯოებმა თავიანთი
ციხე აღმართეს, ოდესღაც ხმლის დარად იყო შეჭრილი ხმელეთი-
დან ოკეანის გულში, მაგრამ კლდე ტალღების გაუთავებელი ხეთქე-
ბით და ცემით ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაილეწა და დაცალ-
კევდა. ახლა მისგან სამი შიშველი და უნაყოფო კუნძულიღა დარჩე-
ნილიყო, და კიდევ – თორმეტიოდე მაღალი კლდის შვერილი,
ზღვის რომელიღაც ღმერთის ტაძრის სვეტების მსგავსად რომ ამო-
ზიდულიყო ტალღებიდან, მათ გარშემო კი მრისხანე ტალღები ქაფ-
დებოდნენ და ილეწებოდნენ. საშიშარი, ბნელი, მიუდგომელი პაიკი
იმ კუნძულებსა და სვეტებზე შემომდგარიყო, ლამის მათი ნაწილი
გამხდარიყო. კოშკებს შორის გაჭიმული გალავანი მაღალ კონცხს
გამოყოფდა დანარჩენი ხმელეთისგან და იცავდა იმ დიდი ქვის ხი-
დის ფუძეს, კონცხიდან უდიდეს კუნძულამდე რომ იყო გადმოსრო-
ლილი. თავად კუნძულს დიდი ციხის მასიური კედლები აგვირგვი-
ნებდა. უფრო შორს ზღვაში თავ-თავიანთ კუნძულებზე შემომდგარი
სამზადის ციხე და სისხლიანი ციხე მოჩანდა. მათ იქით ამოზიდულ
კლდის შვერილებს კოშკები და სხვადასხვა ნაგებობები ეკვროდა,
ყოველი მათგანს ერთმანეთთან აერთებდა ან გადახურული თაღო-
ვანი ხიდები – იქ, სადაც სვეტები ერთმანეთთან ახლო იდგნენ – ან
219
ხითა და ბაწრით შეკრული გრძელი მოქანავე გადასასვლელები,
თუკი შორი-შორ ამოჩრილიყვნენ წყლიდან.
ზღვის კოშკი დალეწილი ხმლის წვერთან ამოზიდულ კუნძულზე
იდგა. ეს სასახლის უძველესი ნაწილი იყო, მრგვალი და მაღალი.
ფრიალოკედლებიანი სვეტი, რომელზეც კოშკი იყო აზიდული, ნა-
ხევრად გამოეჭამა ტალღების გაუთავებელ ცემას. კოშკის ძირი სა-
უკუნოვან მარილიან შხეფებს გადაეთეთრებინა, ზედა სართულებს
მწვანე ფერი დაჰკრავდა სქელ საბნად მოდებული მღიერისგან, დაკ-
ბილული გვირგვინი კი ღამეული სასიგნალო კოცონების მჭვარ-
ტლით გაშავებოდა.
ზღვის კოშკის თავზე მამამისის დროშა ფრიალებდა. მირაჰემი
მისგან ჯერ შორს იყო, თეონი თავად ქსოვილის მეტს ვერაფერს ხე-
დავდა, მაგრამ იცოდა, რა სიმბოლო ეხატა მასზე: ეს გრეიჯოების
გვარის ოქროსფერი კრაკენი იქნებოდა, შავ ველზე გადაშლილი
დაგრეხილი მკლავებით. დროშა რკინის ტარზე ეგო, ქარის შემოქ-
როლებაზე ირხეოდა, ფართხალებდა, თითქოსდა ფრინველია და
აფრენას ლამობსო. აქ სტარკების მგელსაზარა მაინც არ ფრიალებ-
და მის თავზემოთ, გრეიჯოის კრაკენს ჩრდილს არ ჰფენდა.
ციხესიმაგრის უკან, ცაზე, კომეტის ნატიფი კუდი მოჩანდა თხე-
ლი, გაქცეული ღრუბლების მიღმა. მთელი გზა რივერანიდან სიგარ-
დამდე მალისტერები გაუთავებლად მსჯელობდნენ, თუ რას მოასწა-
ვებდა იგი. ეს ჩემი კომეტაა, თავს უთხრა თეონმა, ხელი ბეწვისსარ-
ჩულიანი მოსასხამის ქვეშ შეიცურა და მის ჯიბეში მიყუჟული მუშამ-
ბის ქისა მოსინჯა, მასში რობ სტარკის მიცემული წერილი იდო, ქა-
ღალდი, რომელსაც გვირგვინის ფასი ჰქონდა.
– სასახლე ისეთივეა, როგორიც გახსოვს, მილორდ? – ჰკითხა
კაპიტნის ასულმა და მკლავზე მიეკრა.

220
– უფრო პატარა მეჩვენება, – აღიარა თეონმა, – თუმცა შეიძლე-
ბა ეს სიშორის ბრალი იყოს.
მირაჰემი სქელმუცელა სამხრეთული სავაჭრო გემი იყო, ღვინო,
ქსოვილები და მარცვლეული მოჰქონდა რკინის მადანზე გადასაც-
ვლელად. მისი კაპიტანიც სქელმუცელა სამხრეთელი ვაჭარი იყო
და კლდეებით მოფენილი ზღვა, რომელიც სასახლის ძირას ბობოქ-
რობდა, შიშით უთრთოლებდა მსხვილ ტუჩებს. ამიტომაც საკმაოდ
შორს შეჩერდა, უფრო მოშორებით, ვიდრე თეონი ისურვებდა.
რკინისკუნძულელი კაპიტანი თავისი ვიწრო დრაკარით მათ
კლდეების გასწვრივ ჩაატარებდა და ქვეშ გაუძვრებოდა მაღალ
ხიდს, კარიბჭის კოშკსა და დიდ ციხეს შორის უფსკრულს რომ ევლე-
ბოდა; მაგრამ ამ გასიებულ ძველქალაქელს არ გააჩნდა არც ოსტა-
ტობა, არც ეკიპაჟი, არც სიმამაცე, ამგვარი რამ რომ ჩაედინა.
ამიტომაც უხიფათო მანძილზე ჩაუარეს კლდეებს და თეონი პა-
იკის შორიდან დანახვით უნდა დაკმაყოფილებულიყო. და მაინც, მი-
რაჰემს თავდაუზოგავი ბრძოლა მოუხდა, იმ კლდეებისგან თავი
შორს რომ დაეჭირა.
– იქ ალბათ სულ ქარია, – შენიშნა კაპიტნის ასულმა.
თეონს გაეცინა.
– ჰო, ქარია, ცივა და ნესტია. უბადრუკი და მძიმე ადგილია, სი-
მართლე რომ ვთქვათ. მაგრამ მამა-ბატონმა ერთხელ მითხრა, მძი-
მე ადგილები უდრეკ ადამიანებს შობს, უდრეკი ადამიანები კი სამ-
ყაროს მართავენო.
კაპიტანს სახეზე ზღვასავით მწვანე ფერი ედო, როდესაც თეონს
თავის დაკვრით ეახლა და ჰკითხა:
– ახლა შეიძლება, პორტისკენ გავცუროთ, მილორდ?
– შეიძლება, – უთხრა თეონმა, ბაგეზე მკრთალი ღიმილი დას-

221
თამაშებდა. ოქროს შეპირებამ ეს ძველქალაქელი ურცხვ მლიქვნე-
ლად აქცია. მგზავრობა სულ სხვანაირი იქნებოდა, სიგარდში რკი-
ნისკუნძულელი დრაკარი რომ დახვედროდა, რის იმედიც ჰქონდა.
აქაური კაპიტნები ამაყები და თავისნათქვამები იყვნენ და მაღა-
ლი წარმომავლობის წინაშე მოწიწებით არ ცახცახებდნენ. კუნძუ-
ლები მეტისმეტად პატარა იყო, ამგვარი მოწიწება რომ დაეტია, და
დრაკარები – კიდევ უფრო მცირეც. თუ ყველა კაპიტანი თავის გემზე
მეფე იყო, როგორც ხშირად იტყოდნენ ხოლმე, რა გასაკვირია, რომ
კუნძულებს „ათი ათასი მეფის მხარედ“ მოიხსენიებდნენ. და როდე-
საც ნანახი გქონდა, როგორ ისაქმებდნენ შენი მეფეები მოაჯირიდან
და როგორ მწვანდებოდნენ ქარიშხლის დროს, ძნელი იყო, მუხლი
მოგეყარა მათ წინაშე და ღმერთებად შეგერაცხა. დამხრჩვალი
ღმერთი ქმნის კაცებს”, თქვა ძველმა მეფემ, არონ თავწითელამ
ათასი წლის წინ, მაგრამ გვირგვინებს კი კაცი ქმნის.
დრაკარი გზას ამის ნახევარ დროშიც გალევდა. მირაჰემი სინამ-
დვილეში ერთი ტლაპოს ვარცლი იყო და ქარიშხალში მასზე – ყოფ-
ნას თეონი არაფრისდიდებით არ ისურვებდა. და მაინც, უკმაყოფი-
ლო არ უნდა ყოფილიყო. უკვე აქ იყო, არსადაც არ დაძირულან, და
მგზავრობამ რაღაც-რაღაც სხვა სიამეებიც მოუტანა. მან კაპიტნის
ქალიშვილს წელზე მოხვია ხელი.
– დამიძახე, ლორდისპორტში რომ შევალთ, – უთხრა ქალის მა-
მას, – დაბლა ვიქნებით, ჩემს კაიუტაში, – წავიდა და გოგონაც წა-
იყოლა, მამამ კი მოღუშული მზერა გააყოლა, მაგრამ არაფერი უთ-
ქვამს.
კაიუტა სინამდვილეში კაპიტნის იყო, მაგრამ სიგარდიდან რომ
გამოცურეს, ის თეონს დაუთმეს. კაპიტნის გოგონა თეონისთვის არ
დაუთმიათ, მაგრამ ის მაინც ხალისით ჩაუწვა ლოგინში. ფიალა ღვი-

222
ნო, ჩურჩულით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა – მეტი არც დასჭირვე-
ბია. გოგონა მისი გემოვნებისთვის ცოტა ზედმეტად იყო შევსებული
და ერთიანად დაჭორფლილი კანი ჰქონდა, მაგრამ მისი ძუძუები
პეშვებს გემრიელად უვსებდა და თანაც ქალწული იყო, პირველად
რომ დაჰყვა თეონის ნებას. რაც გასაკვირი იყო მის ასაკში, მაგრამ
თეონს ეს სახალისო ეჩვენა. კაპიტანს, როგორც ჩანს, მათი ამბავი
გულზე არ ეხატებოდა, და ესეც სახალისო იყო, გეცქირა, როგორ
ცდილობდა, ბრაზი გადაეყლაპა და თავაზად დაღვრილიყო კეთილ-
შობილი ლორდის წინაშე, თან არასოდეს ავიწყდებოდა შეპირებუ-
ლი ოქროთი სავსე ქისა.
თეონმა სველი მოსასხამი მხრებიდან მოიხსნა, გოგონამ კი
ჰკითხა:
– ალბათ როგორ გახარებთ შინ დაბრუნება, მილორდ. რამდენ
წელიწადს იყავი წასული?
– ათი, ან რაღაც ეგრე, – უპასუხა თეონმა, – ათი წლის ბავშვი
ვიყავი, ვინტერფელში რომ წამიყვანეს. ედარდ სტარკს მიმცეს აღ-
საზრდელად, – აღსაზრდელი ერქვა, თუმც სინამდვილეში მძევალი
იყო. ნახევარი სიცოცხლე მძევლად ჰქონდა გატარებული... მაგრამ
ეს მეტად აღარ გაგრძელდებოდა. მისი ცხოვრება ისევ მას ეკუთვნო-
და და თვალსაწიერზე არცერთი სტარკი არ ჩანდა. კაპიტნის ასული
მიიზიდა და ყურზე აკოცა, – გაიძრე მოსასხამი.
უცებ დამორცხვებულმა გოგონამ თვალები დახარა, მაგრამ მის
ნათქვამს დაემორჩილა. როდესაც შხეფებით გაჟღენთილი მძიმე სა-
მოსი მისი მხრებიდან გემბანზე დაეცა, ოდნავ დაუკრა თავი თეონს
და აღელვებულმა გაუღიმა. რომ იღიმებოდა, საკმაოდ სულელური
გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ თეონი ქალისგან არასოდეს ით-
ხოვდა დიდ ჭკუას.
– მოდი ჩემთან.
223
ქალი მიუახლოვდა.
– არასოდეს მინახავს რკინის კუნძულები.
– ჩათვალე, რომ გაგიმართლა, – თეონმა თმაზე გადაუსვა ხელი.
ლამაზი, მუქი თმა ჰქონდა, თუმცა ქარს აეწეწა, – კუნძულები მწირი
და ქვიანი ადგილია, გაუხარელი და სანახავად პირქუში. სიკვდილი
აქ ყოველთვის სადღაც ახლოა, სიცოცხლე კი ღატაკი და დუხჭირია.
კაცები მთელი ღამე ელს სვამენ და დაობენ, რომლის ხვედრი უფრო
მძიმეა: მეთევზეების, ზღვას რომ შებმიან, თუ მიწათმოქმედების,
რომლებიც ცდილობენ, უნაყოფო და გამოფიტულ ნიადაგს მოსავა-
ლი გამოგლიჯონ. სიმართლე თუ გინდა, ყველაზე მძიმე ცხოვრება
მაღაროელებს აქვთ, რომლებიც წელებს იწყვეტენ დაბლა, სიბნე-
ლეში, და რისთვის? რკინა, ტყვია, კალა – აი, ჩვენი საგანძური. რა
გასაკვირია, რომ ძველმა რკინელმა კაცებმა მეკობრეობას მიჰყვეს
ხელი!
სულელ გოგოს მისი ნათქვამი თითქოს არც ესმოდა.
– მე შემეძლო, ნაპირზე გადმოგყოლოდი, – თქვა მან, – ასეც ვი-
ზამ, თუ მოისურვებ...
– შეგიძლია, გადმოხვიდე, – დაეთანხმა თეონი და მკერდი და-
უსრისა, – მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთან ერთად არა.
– შენს სასახლეში ვიმუშავებდი, მილორდ. თევზის გამოწელვა,
პურის ცხობა და კარაქის დღვება კარგად ვიცი. მამაჩემი ამბობს, წი-
წაკიანი კიბორჩხალას წვნიანს შენ რომ ამზადებ, ეგეთი გემრიელი
არავის გამოსდისო. იქნებ გეპოვა ჩემთვის ადგილი შენს სამზარეუ-
ლოში, მე კი კიბორჩხალას წვნიანს დაგიმზადებდი.
– და ღამღამობით ლოგინს გამითბობდი? – მისი კოფთის თას-
მებს მისწვდა და მარჯვე, გაწაფული ხელებით შეხსნა დაუწყო, – იყო
დრო, შემეძლებოდა, ნადავლად მიმეყვანე შინ და ცოლად მყოლო-

224
დი, შენ ისურვებდი თუ არა ამას, მაინც. ძველი რკინელები ასე იქცე-
ოდნენ. კაცს ჰყავდა კლდის ცოლი, ნამდვილი მეუღლე, მასავით
რკინისკუნძულელი, მაგრამ მის გარდა მლაშის ცოლებიც ჰყავდა,
მეკობრეობით მოპოვებული ქალები.
გოგონას თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ თე-
ონმა მკერდი მოუშიშვლა.
– მე ვიქნები შენი მლაშის ცოლი, მილორდ.
– სამწუხაროდ, ის დღეები წავიდა, – თეონმა თითი ცალი მძიმე
ძუძუს გარშემო დაატრიალა, წრეებად ჩაჰყვა მსხვილ ყავისფერ
კერტამდე, – აწი აღარ შეგვიძლია, ცეცხლით და მახვილით შეიარა-
ღებულებმა მივდიოთ ქარს და მივითვისოთ ყველაფერი, რაც კი
გვინდა. ახლა მიწაში ვიჩიჩქნებით და ზღვაში ანკესს ვკიდებთ ყვე-
ლა სხვა ხალხივით და თავი ბედნიერად მიგვაჩნია, მთელი ზამთრის
სამყოფი დამარილებული ვირთევზა და ფაფა თუ გვაქვს, – კერტი
პირში ჩაიდო და ისე უკბინა, რომ გოგონამ შეჰყვირა.
– შეგიძლია, ისევ ჩემში შემოხვიდე, თუ გეამება, – ჩასჩურჩულა
ქალმა ყურში, ის კი მკერდს ულოშნიდა. თავი რომ ასწია, იქ, სადაც
პირი ჰქონდა მოვლებული, მუქი წითელი ნიშანი დარჩა.
– მე მეამება, ახალი რაღაც გასწავლო. თასმა შემხსენი და პი-
რით მასიამოვნე.
– პირით?
თეონმა ცერი ფრთხილად გადაუტარა მსხვილ ტუჩებზე.
– ეს ტუჩები მაგისთვისაა შექმნილი, ტკბილო. თუ გსურს, ჩემი
მლაშის ცოლი იყო, ისე უნდა იქცეოდე, როგორც გეტყვი.
თავიდან ქალი მორცხვობდა, მაგრამ, ასეთი უტვინო გოგოს კვა-
ლობაზე, სწრაფად აითვისა, რაც თეონს ძალიან ესიამოვნა. პირიც
სარცხვინელივით სველი და საამო ჰქონდა, თან ასე მისი უსასრუ-
ლო ლაყბობის სმენა არ უწევდა. იყო დრო, მართლაც დავიტოვებდი
225
მლაშის ცოლადო, გაიფიქრა, როდესაც თითები მის აბურდულ თმა-
ში შეაცურა, იყო დრო. ისევ ძველი წესით რომ გვეცხოვრა, წერაქვის
მაგივრად ტაბარი გვექნია და, რასაც შევძლებდით, ყველაფერი
მიგვეთვისებინა: განძი, ქალები თუ დიდება.
იმ დღეებში რკინელები მაღაროებს არ ამუშავებდნენ; ეს რბევი-
დან მოყვანილი ტყვეების საქმე იყო, ესეც და მიწის დამუშავების თუ
თხა-ცხვრის მოვლის სიძნელეებიც მათზე ეკიდა. რკინისკუნძულე-
ლების შესაფერისი საქმიანობა ომი იყო. დამხრჩვალმა ღმერთმა –
ისინი ძარცვისა და ძალადობისთვის შექმნა, მათ მახვილით უნდა
გამოეკვეთათ სათავისო სამეფოები და ცეცხლით, სისხლითა და
სიმღერებით უკვდავეყოთ საკუთარი სახელები.
ეაგონ დრაკონმა ძველი წესი მოშალა, როდესაც შავი ჰარენი
დაწვა, ჰარენის სამეფო ისევ იმ ჯაბან მდინარელებს დაუბრუნა, რკი-
ნის კუნძულები კი ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოს უმნიშვნელო
უკანა ეზოდ გახადა. მაგრამ ძველ სისხლისფერ ამბებს ჯერაც ჰყვე-
ბოდნენ რკინის კუნძულებზე, გამორიყული შეშით ანთებული კოცო-
ნებისა და ახრჩოლებული ბუხრების გარშემო და თვით პაიკის მაღა-
ლი გალავნების შიგნითაც კი. თეონის მამის ტიტულებს შორის
„ლორდი მომკელიც“ წარმოითქმოდა და გრეიჯოების თქმა „ჩვენ
არ ვთესავთო“, იკვეხნიდა.
სწორედ ამ ძველებური ცხოვრების დაბრუნება უფრო სწყუროდა
ლორდ ბეილონს, ვიდრე გვირგვინის ფუჭი დიდება, დიდი ამბოხი
რომ წამოიწყო. რობერტ ბარათეონმა ამ იმედს სისხლიანი წერტი-
ლი დაუსვა თავისი მეგობრის, ედარდ სტარკის დახმარებით, მაგრამ
ახლა ორივენი მკვდრები იყვნენ. მათ ნაცვლად ახლა უმწიფარი ბი-
ჭები მბრძანებლობდნენ და ეაგონ დამპყრობლის გამოჭედილი სა-
ხელმწიფო დამხობილი და დაქსაქსული იყო.

226
სეზონი ახლა დადგა, ფიქრობდა თეონი, როდესაც კაპიტნის ასუ-
ლი პირს ააყოლ-ჩამოაყოლებდა. ახლა დგას საჭირო სეზონი, საჭი-
რო წელი, საჭირო დღე, მე კი საჭირო კაცი ვარ. გვერდელად გაიღი-
მა, როდესაც გაიფიქრა, რას იტყოდა მამამისი, როდესაც თეონი მო-
ახსენებდა, რომ მან, ნაბოლარამ, ბიჭუნამ და მძევალმა, იქ მოიპო-
ვა წარმატება, სადაც თავად ლორდ ბეილონს მოეცარა ხელი.
ექსტაზი თავს ქარიშხალივით მოულოდნელად დაატყდა და გო-
გონას პირი თესლით აუვსო. მან, შემკრთალმა, სცადა, გაწეულიყო,
მაგრამ თეონს მტკიცედ ეჭირა თმით. ცოტა ხნის მერე ზემოთ ამოი-
ნაცვლა და გვერდით მიუწვა.
– ვაამე მილორდს?
– საკმაოდ კარგად, – მიუგო თეონმა.
– მომლაშო იყო, – ჩაიბუტბუტა გოგომ.
– ზღვასავით?
ქალმა თავი დაუქნია.
– ყოველთვის მიყვარდა ზღვა, მილორდ.
– მეც, – წარმოთქვა თეონმა, მის კერტს ანგარიშმიუცემლად
ათამაშებდა თითებს შორის. მართალს ამბობდა. რკინის კუნძულე-
ბის მცხოვრებისთვის ზღვა თავისუფლებას ნიშნავდა. ეს დავიწყებუ-
ლი ჰქონდა, სანამ მირაჰემმა სიგარდში აფრა არ გაშალა. ხომალ-
დის ხმებმა ძველი გრძნობები გაუცოცხლა: ხისა და ბაწრის ჭრიალი,
კაპიტნის დაძახებული ბრძანებები, ქარით ავსებული აფრის ტკაცუ-
ნი მისივე საკუთარი გულისცემასავით ნაცნობი და შვების მომგვრე-
ლი იყო. ეს მემახსოვრება, თავს აღუთქვა თეონმა; ზღვას აღარასო-
დეს უნდა დავშორდე.
– თან წამიყვანე, მილორდ, – შეევედრა კაპიტნის ასული, – არ
არის აუცილებელი, სასახლეში მიმიყვანო. რომელიმე ქალაქში შე-
მიძლია დავრჩე და შენი მლაშის ცოლი ვიყო, – ხელი გაიწვდინა,
227
თეონს ლოყაზე რომ შეხებოდა.
თეონ გრეიჯოიმ მისი ხელი მოიშორა და საწოლიდან გადმოცოც-
და. – ჩემი ადგილი პაიკზეა, შენი კი – ამ გემზე.
– აქ დარჩენა აღარ შემიძლია.
თეონმა შარვლის თასმა შეიკრა.
– რატომ?
– მამაჩემის გამო. შენ რომ აღარ იქნები, დამსჯის, მილორდ.
გამლანძღავს და მირტყამს.
თეონმა მოსასხამი კავიდან ჩამოხსნა და მხრებზე მოიგდო.
– მამებმა ეგრე იციან, – დაეთანხმა, თან ნაკეცებს ვერცხლის
საბნევით იმაგრებდა, – უთხარი, რომ კმაყოფილი უნდა იყოს. იმ-
დენჯერ ვიწექი შენთან, რომ დაორსულდებოდი. ყველას კი არ
ეღირსება მეფის ბუშის აღზრდა, – გოგონამ ბრიყვულად შეხედა და
თეონმა იგი ასე დაბნეული დატოვა.
მირაჰემი ტყიან კონცხს უვლიდა გარს. ფიჭვებით დაფარული
ფრიალო კედლების ქვეშ რამდენიმე სათევზაო ნავიდან ბადეს ეზი-
დებოდნენ. მათგან მოშორებით იდგა მოზრდილი ორჩხომელი და
აფრას ცვლიდა. თეონი კიჩოზე გადავიდა, უკეთ რომ შეეხედა. პირ-
ველი, რაც დაინახა, სასახლე იყო, ბოტლების სიმაგრე. მის პატარა
ბიჭობაში ის ხითა და წნულით იყო ნაგები, რაც რობერტ ბარათეონ-
მა მიწასთან გაასწორა. ლორდმა სევეინმა ციხე ხელახლა ააშენა,
ამჯერად ქვით, და ახლა გორაკის თავზე პატარა ოთხკუთხა ნაგებო-
ბა იყო შემოდგმული. დაბალი კუთხის კოშკებიდან ღია-მწვანე დრო-
შები გადმოეკიდათ, ყოველ მათგანზე ვერცხლისფერი თევზების
გუნდი მოჩანდა.
თევზებიანი პატარა ციხის არცთუ საიმედო მფარველობის ქვეშ
სოფელი ლორდისპორტი იყო გაშენებული. მისი ნავსადგური უამ-

228
რავ გემს დაეხუნძლა. ბოლოჯერ ნანახი ლორდისპორტი ახრჩოლე-
ბულ პარტახად ახსოვდა, დამწვარი დრაკარების და დალეწილი გა-
ლერების ჩონჩხები მკვდარი ლევიათანების ძვლებივით მოსდებო-
და ქვიან სანაპიროს, სახლებიდან კი ჩამოქცეული კედლები და ცივი
ნაცარიღა იყო დარჩენილი. ათი წლის მერე ომის კვალი ოდნავღა
ჩანდა. მდაბიოებმა ძველი ქვებით ახალი ქოხები აიგეს და ბანების
გადასახურად ახალი ბელტები მოჭრეს. საბიჯელის ახლოს ახალი
სასტუმრო წამომართულიყო, ძველზე ორჯერ უფრო დიდი ჩანდა,
ქვედა სართული გათლილი ქვის ჰქონდა, ზედა ორი – ხისა. უკან
მდგარი სეპტი კი არ გაეახლებინათ, მის ადგილზე შვიდგვერდა სა-
ძირკველიღა იყო დარჩენილი.
როგორც ჩანს, რობერტ ბარათეონის რისხვამ რკინელებს ახა-
ლი ღმერთების სიყვარული გაუნელა.
თეონს ღმერთებზე მეტად გემები აინტერესებდა. ურიცხვი სა-
თევზაო ხომალდის ანძებს შორის შენიშნა ტიროშული სავაჭრო გა-
ლერა, მოუქნელი, შავად შეფისული იბენური ორჩხომელის გვერ-
დით რომ იდგა ტვირთის გაცლის მოლოდინში. უამრავი დრაკარი,
რიცხვით ორმოცდაათი-სამოცი მაინც, ღია ზღვაში იდგა ღუზაზე ან
ჩრდილოეთისკენ გაწოლილ ხრეშიან ნაპირზე იყო ათრეული.
ზოგ აფრაზე სხვა კუნძულების ღერბები იყო გამოსახული: ვინჩე-
ბის სისხლიანი მთვარე, ლორდ გუდბრაზერის კანტმოვლებული შა-
ვი საომარი საყვირი, ჰარლოს ვერცხლის ცელი. თეონი მზერით და-
ეძებდა ბიძამისის, ეურონის მდუმარებას. ამ ვიწრო, თავზარდამცე-
მი წითელი ხომალდის კვალიც არსად ჩანდა, მაგრამ მამამისის დი-
დი კრაკენი იქვე იდგა, ცხვირი დამშვენებული ჰქონდა რკინის დიდი
ტარანით, მისი სახელის შესაბამისად რომ გამოეკვეთათ. ნუთუ
ლორდი ბეილონი ელოდა და გრეიჯოების ბაირაღებს მოუწოდა?

229
თეონს ხელი კვლავ მოსასხამის ქვეშ გაექცა და მუშამბის ქისა მო-
სინჯა. მისი წერილის შესახებ რობ სტარკის გარდა არავინ არაფერი
იცოდა; ისეთი სიბრიყვე არ ჩაუდენიათ, ფრინველისთვის რომ ენ-
დოთ თავიანთი საიდუმლო. მაგრამ არც ლორდი ბეილონი იყო
ბრიყვი. შესაძლოა მშვენივრად მიხვდა, ბოლოს და ბოლოს, რატომ
ბრუნდებოდა შინ მისი ძე, და ამის შესატყვისად იმოქმედა.
ეს რომ გაიფიქრა, არ ესიამოვნა. მამამისმა თავისი ომი დიდი
ხნის წინ გადაიხადა და დამარცხდა. ახლა თეონის ჟამი იდგა: გეგ-
მაც მისი იქნებოდა, დიდებაც... და, თავის დროზე, გვირგვინიც.
მაგრამ თუ დრაკარები იკრიბებიან...
რომ დაფიქრდა, გადაწყვიტა, ეს მხოლოდ სიფრთხილის გამოა-
ო.
თავდაცვითი ნაბიჯი იყო, ვაითუ ომი ზღვის აქეთაც გადმოღვრი-
ლიყო. ბერიკაცები ბუნებით ფრთხილები არიან, ხოლო მამამისი ახ-
ლა მოხუცი იყო. მოხუცი გახლდათ მისი ბიძა ვიქტარიონიც, რკინის
ფლოტის ადმირალი. ძია ეურონი კი სხვა ჩიტი იყო, ნამდვილად,
მაგრამ მდუმარება ნავსადგურში არ ჩანდა. მით უკეთესი, გაიფიქრა
თეონმა; ასე კიდევ უფრო სწრაფად მოვახერხებ შეტევას.
მირაჰემმა ხმელეთისკენ რომ აიღო გეზი, თეონმა გემბანზე მო-
უსვენარი ბოლთა დასცა, ნაპირს აცქერდებოდა. არ ელოდა, რომ
ნავმისადგომზე თავად ლორდი ბეილონი დაუხვდებოდა, მაგრამ მა-
მამისი თეონის შესაგებებლად ვინმეს მაინც უეჭველად გამოგზავნი-
და. მოურავ საილას პირმყრალს, ლორდ ბოტლის, იქნებ დაგმერ
ყბაგახეთქილსაც კი. კარგი იქნებოდა დაგმერის საშინელი ბებერი
სიფათის დანახვა. ისეც არ იყო, რომ არაფერი სცოდნოდათ მისი ჩა-
მოსვლის შესახებ. რობმა რივერანიდან ყორნები გამოგზავნა და მე-
რეც, სიგარდში დრაკარი რომ არ დახვდათ, იასონ მალისტერმა თა-
ვისი ფრინველები გაგზავნა პაიკზე, რაკი ჩათვალა, რობის მაცნეები
230
დაიკარგნენო.
მაგრამ თეონი ვერ ამჩნევდა ნაცნობ სახეებს, ვერც საპატიო
მცველებს ხედავდა, რომლებიც ლორდისპორტიდან პაიკზე გააცი-
ლებდნენ. ნაპირზე მხოლოდ მდაბიო მოსახლეობა მიმოდიოდა და
თავის წვრილმან საქმეებს აგვარებდა. სანაპიროს მუშაკები ღვინის
კასრებს მიაგორებდნენ ტიროშული სავაჭრო ხომალდიდან, მეთევ-
ზეები იმდღევანდელ ნადავლს სთავაზობდნენ მყიდველს, ბავშვები
დარბოდნენ და თამაშობდნენ. დამხრჩვალი ღმერთის ქურუმს, თა-
ვისი ზღვისწყალა ანაფორით რომ გამოარჩევდი, აღვირით მიჰყავ-
და წყვილი ცხენი ხრეშიანი სანაპიროს გასწვრივ, მის თავზემოთ კი
სასტუმროს ფანჯრიდან გადმოყუდებული მეძავი რაღაცას ხმამაღ-
ლა უყვიროდა იქვე ჩავლილ იბენელ მეზღვაურებს.
გემის შესახვედრად ნაპირზე რამდენიმე ლორდისპორტელი ვა-
ჭარი მოქუჩდა. ისინი შეკითხვებს შემოსძახოდნენ, სანამ მირაჰემი
ნაპირთან მიდგომას ცდილობდა.
– ძველქალაქიდან ვართ, – გადასძახა კაპიტანმა პასუხად, –
ვაშლები და ფორთოხლები გვაქვს, არბორული ღვინოები, ზაფხუ-
ლის კუნძულების ბუმბულები. წიწაკა მაქვს, მოხატული ტყავები, ერ-
თი თოფი მირული მაქმანი, ქალბატონებისთვის – სარკეები, წყვი-
ლი ძველქალაქური ჩანგი, სმენის დამატკბობელი, – საბიჯელა ჭრი-
ალით და ბრაგუნით დაეშვა ნაპირზე, – და თქვენი მემკვიდრე მო-
გიყვანეთ უკან.
ლორდისპორტელებმა თეონს ცარიელი, უაზრო მზერა შეაგებეს
და ის მიხვდა, რომ ვერ ცნობდნენ. ამან გააბრაზა. კაპიტანს ხელში
ოქროს დრაკონი ჩაუდო.
– ჩემი ნივთები მოატანინე, – პასუხს არ დალოდებია, ისე ჩაჰყვა
საბიჯელს, – ცხენი მჭირდება! – შესძახა სასტუმროს მეპატრონეს. –

231
როგორც იტყვი, მილორდ, – უპასუხა მან ისე, რომ თავიც კი არ და-
უკრავს. თეონს დავიწყებოდა, რა კადნიერები იყვნენ რკინელები, –
მყავს ერთი ისეთი, რომ შემიძლია, მოგცე. საით უნდა გასწიო, მი-
ლორდ?
– პაიკზე, – ეს ბრიყვი ჯერაც ვერ სცნობდა. თავისი საზეიმო –
კამზოლი უნდა ჩაეცვა, გულზე ამოქარგული კრაკენით.
– მალევე უნდა წახვიდე, პაიკს დაბნელებამდე რომ მიაღწიო, –
უთხრა სასტუმროს მეპატრონემ, – ჩემი ბიჭი გამოგყვება და გზას
გიჩვენებს.
– შენი ბიჭი არ დაგვჭირდება, – დაიძახა ბოხმა ხმამ, – არც შენი
ცხენი. ჩემს ძმისწულს მე მივაცილებ.
ამას ამბობდა ქურუმი, თეონმა ცხენებთან ერთად ზღვის პირას
მომავალი რომ შენიშნა. მისი მოახლოებისას მდაბიოებმა მუხლი
მოიყარეს, და თეონს ჩაესმა სასტუმროს მეპატრონის ბუტბუტი: –
თმასველი!
მაღალ და თხელ ქურუმს ჯიქური შავი თვალები და მოკაუჭებული
ცხვირი ჰქონდა; ტანთ მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი ლაქებით შე-
ფერილი ანაფორა ეცვა – დამხრჩვალი ღმერთის ფერები.
მხარიღლივ ტიკი გადაეკიდებინა, წელამდე ჩამოშლილ შავ თმა-
ში და შეუკვეცავ წვერში ხმელი წყალმცენარეების ბაწრები ჰქონდა
ჩაწნული.
თეონს მოაგონდა: თავის ერთ-ერთ იშვიათ და მოკლე წერილში
ლორდი ბეილონი წერდა სულ უმცროსი ძმის შესახებ, რომელიც ქა-
რიშხლის დროს ჩაიძირა, მერე კი, ნაპირზე უვნებლად გამორიყუ-
ლი, წმინდა კაცი შეიქნა.
– ძია ეარონ? – იკითხა ეჭვით.
– ძმისწულო თეონ, – უპასუხა ქურუმმა, – შენმა ლორდმა-მამამ
მიბრძანა, მისთვის მიმეგვარე. წამო.
232
– ერთი წუთით, ძია, – იგი ისევ მირაჰემისკენ შებრუნდა, – ჩემი
ნივთები! – უბრძანა კაპიტანს.
მეზღვაურმა ურთხელის მაღალი მშვილდი და ისრებიანი კაპარ-
ჭი ჩამოუტანა, მაგრამ ძვირფასი სამოსის ფუთა კაპიტნის ასულმა
მოართვა. ქალს თვალები დაწითლებული ჰქონდა. ფუთა რომ მი-
აწოდა, შეეცადა, გადახვეოდა, იქვე, საკუთარი მამის, თეონის ქურუ-
მი ბიძისა და ნახევარი კუნძულის თვალწინ.
თეონი მარჯვედ გამოეცალა.
– მადლობა მომიხსენებია.
– გევედრები, – უთხრა ქალმა, – მართლა მიყვარხარ, მილორდ.
– უნდა წავიდე, – თეონი გაედევნა ბიძას, უკვე ნავმისადგომს რომ
მიუყვებოდა. ათიოდე გრძელი ნაბიჯით წამოეწია, – შენ არ გელო-
დი, ძია. ათი წლის განშორების მერე ვიფიქრე, იქნებ თავად ლორ-
დი-მამაჩემი და ლედი-დედაჩემი დამხვდნენ, ან დაგმერი გამოგზავ-
ნონ საპატიო მცველების თანხლებით-მეთქი.
– პაიკის ლორდ-მომკელის ბრძანებების დაწუნება შენი საქმე არ
არის, – ქურუმს თავი ცივად ეჭირა, სულ არაფრით ჰგავდა იმ კაცს,
თეონს რომ ახსოვდა. ეარონ გრეიჯოი მისი ბიძებიდან ყველაზე უფ-
რო ეძმაკაცებოდა, ჩიტირეკია და მოცინარი იყო, სიმღერები, ელი
და ქალები უყვარდა, – დაგმერს რაც შეეხება, ყბაგახეთქილი მამა-
შენის ბრძანებით ძველ ვიკზე წავიდა, სტონჰაუსების და დრამების
გამოსაფხიზლებლად.
– გამოსაფხიზლებლად – რისთვის? დრაკარები რატომ ირაზმე-
ბიან?
– საერთოდ რატომ ირაზმებიან ხოლმე დრაკარები? – ბიძამისს
ცხენები წყლისპირა სასტუმროს წინ მიება, მათ რომ მიაღწიეს, ქუ-
რუმი თეონს მოუბრუნდა, – მართალი მითხარი, ძმისწულო. ახლა
მგლების ღმერთებს ლოცულობ?
233
თეონი საერთოდაც იშვიათად ლოცულობდა ხოლმე, მაგრამ
ამას ხომ არ ეტყვი ქურუმს, თუნდაც მამაშენის ღვიძლი ძმა იყოს. –
ნედ სტარკი ხეზე ლოცულობდა. არა, სტარკების ღმერთები არად
მენაღვლება.
– კარგია. დაიჩოქე.
მიწა ქვიანი და ტალახიანი იყო.
– ძია, მე...
– დაიჩოქე. თუ ძალიან გაამაყდი? თუ მწვანე მხარის ლორდის-
წული გვეწვია სტუმრად?
თეონმა დაიჩოქა. აქ ცხადი მიზნით მოვიდა და მის მისაღწევად
შესაძლოა ეარონის დახმარება დასჭირვებოდა. კი ღირს გვირგვი-
ნისთვის ცოტა ტალახით და ცხენის ჩონჩორიკით მუხლების გას-
ვრაო, გადაწყვიტა.
– ქედი მოიდრიკე, – ბიძამისმა ტიკი ასწია, საცობი ამოაძრო და
ზღვის წყლის წვრილი ჭავლი თეონის თავზე მიუშვა. წყალმა თმა და-
უსველა და შუბლიდან თვალებში ჩამოსდინდა. ერთი ტოტი წანწკა-
რით შეუძვრა მოსასხამის და კამზოლის ქვეშ, ხერხემალზე დაჰყვა
ცივ ნაკადად. მარილმა თვალები დასწვა, იმასღა ახერხებდა, რომ
არ დაეყვირა. ბაგით ოკეანის გემოს გრძნობდა.
– დაე თეონი, შენი მონა, კვლავ იშვას ზღვიდან, ისე, ვით შენ იშ-
ვი, – წაიმღერა ეარონ გრეიჯოიმ, – აკურთხე იგი მარილით, აკურ-
თხე იგი ქვით, აკურთხე იგი ფოლადით. ძმისწულო, ჯერ კიდევ გახ-
სოვს თქმა?
– რაც მკვდარია, ვეღარასოდეს მოკვდება, – გაიხსენა და მიუგო
თეონმა.
– რაც მკვდარია, ვეღარასოდეს მოკვდება, – გამოძახილივით
გაიმეორა ბიძამისმა, – მაგრამ აღდგება, ადრინდელზე უმტკიცესი
და უძლიერესი. ადექი.
234
თეონი წამოდგა, მლაშე წყლით მოგვრილი ცრემლები ხამხამით
მოიწურა. ბიძამისმა უსიტყვოდ დაუცო ტიკს თავი, თავისი ცხენი ახ-
სნა და შეჯდა. თეონმაც მას მიბაძა. გვერდიგვერდ გაუდგნენ გზას,
სასტუმრო და ნავსადგური უკან მოიტოვეს, აღმართს აუყვნენ,
ლორდ ბოტლის სასახლეს ჩაუარეს და ქვიან გორაკებს შეერივნენ.
ქურუმი მეტად სიტყვასაც არ ძრავდა.
– ნახევარი სიცოცხლე შინიდან მოშორებულმა გავატარე, – ხმა
ამოიღო ბოლოს თეონმა, – კუნძულები შეცვლილი დამხვდება?
– კაცები თევზაობენ, მიწას ჩიჩქნიან და კვდებიან. ქალები სის-
ხლით და ტკივილით შობენ ბავშვებს და კვდებიან. დღეს ღამე მოს-
დევს. ქარები და მოქცევები იგივეა. კუნძულები ისეთია, ჩვენმა
ღმერთმა როგორიც შექმნა.
ღმერთებო, რა პირქუში გამხდარა, გაიფიქრა თეონმა.
– ჩემი და და დედა-ქალბატონი პაიკზე დამხვდებიან?
– არა. დედაშენი ჰარლოზე სახლობს, თავის დასთან. იქ ნაკლე-
ბი ნესტია, მას კი ხველება აწუხებს. შენმა დამ შავი ქარი დიდი ვი-
კისკენ გააცურა, მამა-ბატონის წერილები წაიღო, მალევე დაბრუნ-
დება, უეჭველია.
თეონს არ სჭირდებოდა ახსნა, რომ შავი ქარი აშას დრაკარი
იყო. მას და ათი წელი იყო არ ენახა, მაგრამ ეს კი იცოდა. უცნაურია,
რომ გოგონამ გემს ეს სახელი შეურჩია, მაშინ, როცა რობ სტარკმა
მგელს რუხი ქარი დაარქვა.
– სტარკი რუხია და გრეიჯოი კი – შავი, – ჩაილაპარაკა ღიმი-
ლით, – მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე ქარიანი ვართ.
ქურუმს ამაზე არაფერი ჰქონდა სათქმელი.
– და შენ, ძია? – ჰკითხა თეონმა, – პაიკიდან რომ წამიყვანეს,
შენ ქურუმი არ ყოფილხარ. მახსოვს, როგორ მღეროდი ძველ მე-
კობრულ სიმღერებს მაგიდაზე შემდგარი, ხელში კი ელით სავსე
235
ყანწი გეჭირა!
– ყმაწვილი ვიყავი, ამაოებაში ჩაფლული, – უთხრა ეარონ გრე-
იჯოიმ, – მაგრამ ზღვამ სისულელეები და ამაოება ჩამომრეცხა. ის
კაცი დაიხრჩო, ძმისწულო. ფილტვები ზღვის წყალმა აუვსო, თევ-
ზებმა კი თვალებზე ლიბრი მოაჭამეს. კვლავ რომ აღვდექი, განწმენ-
დილი ვიყავი.
რა პირქუშიცაა, ისეთივე გიჟია. თეონს ის, ძველი ეარონ გრე-
იჯოი მოსწონდა.
– ძია, რატომ მოუწოდა მამაჩემმა თავის ხმლებსა და აფრებს? –
უეჭველია, გეტყვის, პაიკზე რომ მივალთ.
– მინდა, ახლავე შევიტყო მისი გეგმები.
– ჩემგან ვერ შეიტყობ. ნაბრძანები გვაქვს, ამის შესახებ კაციშ-
ვილთან სიტყვა არ დაგვცდეს.
– ჩემთანაც კი? – თეონს ბრაზი მოერია. იგი ომში გასძღოლია
მეომრებს, მეფესთან ერთად უნადირია, სატურნირო ბრძოლებში
დიდება მოუხვეჭავს, ბრინდენ შავი თევზის და დიდჯონ ამბერის
მხარდამხარ ულაშქრია, მოჩურჩულე ტყეში უბრძოლია, იმდენი გო-
გო ჩაუწვენია ლოგინში, რომ ყველას ვერც გაიხსენებს – ბიძამისი
კი ისე ექცევა, თითქოს ჯერაც ათი წლის ბავშვი იყოს.
– თუ მამაჩემი ომს გეგმავს, მე მისი გეგმები უნდა ვიცოდე. მე არ
ვარ „კაციშვილი“. მე პაიკის და რკინის კუნძულების მემკვიდრე ვარ.
– მაგას რაც შეეხება, – უთხრა ბიძამ, – მაგას ჯერ კიდევ ვნახავთ.
ეს სიტყვები სილის გაწნასავით გაისმა.
– ვნახავთ?.. ჩემი ორივე ძმა დაიხოცა, მე მამაჩემის ერთადერთი
ცოცხალი ძე ვარ.
– შენი დაა ცოცხალი.
აშა, გაიფიქრა გაოგნებულმა. გოგონა თეონზე სამი წლით უფ-
როსი იყო, მაგრამ...
236
– ქალი მარტო მაშინაა მემკვიდრე, თუ პირდაპირ ხაზში ვაჟი
შთამომავალი არაა, – შეედავა ხმამაღლა, – გაფრთხილებ, ჩემს
უფლებებს ვერავინ დამცინცლავს.
ბიძამისმა დაიხვნეშა.
– დამხრჩვალი ღმერთის მსახურს აფრთხილებ, ბიჭი? იმაზე მეტი
დაგვიწყნია, შენ რომ გგონია. და ძალიან შეგშლია, თუ თვლი, რომ
მამაშენი ამ წმინდა კუნძულებს როდისმე სტარკს ჩაუგდებს ხელში.
ახლა ჩუმად იყავი. გზა შენი ლაყბობის გარეშეც კარგა გრძელია.
თეონმა ენას კბილი დააჭირა, თუმც გაჭირვებით შეიკავა თავი.
ანუ ასეა საქმეო, გაიფიქრა. თითქოსდა ვინტერფელში გატარებული
ათი წელი საკმარისი იყო, სტარკი გამხდარიყავი. ლორდმა ედარ-
დმა იგი თავისი საკუთარი შვილების გვერდით აღზარდა, მაგრამ
თეონი არასოდეს გამხდარა ერთი მათგანი. მთელმა სასახლემ, ლე-
დი სტარკიდან დაწყებული და სამზარეულოს უკანასკნელი ჭურ-
ჭლის მრეცხავით დამთავრებული, კარგად იცოდა, რომ თეონი მძე-
ვალი იყო, მამამისის მოსაჭკვიანებლად წამოყვანილი, და შესაბა-
მისადაც ეპყრობოდნენ. ბუშ ჯონ სნოუსაც კი მასზე მეტი პატივით ექ-
ცეოდნენ.
ლორდი ედარდი დროდადრო ცდილობდა, მამის როლი მოერ-
გო, მაგრამ თეონისთვის იგი მუდამ რჩებოდა კაცად, ვინც პაიკს სის-
ხლი და ცეცხლი მოუტანა და ვინც იგი სახლს მოსწყვიტა. პატარა ბი-
ჭობაში სტარკის კუშტი სახის და მისი დიდი მუქი ხმლის შიში სტან-
ჯავდა. მისი ცოლი კიდევ უფრო უკარება და მიუნდობელიც კი იყო.
ბავშვები კი... უმცროსები, იმ წლებში, რაც მან ვინტერფელში გა-
ატარა, უმეტესი დრო წკნავალა ჩვილები იყვნენ. მხოლოდ რობი და
მისი უკანონოდ შობილი ნახევარძმა ჯონ სნოუ იყვნენ იმხელები, მი-
სი ყურადღების ღირსი რომ გამხდარიყვნენ. ბუში გულჩათხრობი-
ლი ბიჭი იყო, მისდამი აგდებულ დამოკიდებულებას შორიდანვე
237
გრძნობდა და შურდა, თეონი კეთილშობილი რომ იყო და რობს რომ
უყვარდა. თავად რობის მიმართ თეონს უეჭველად ჰქონდა კეთილი
გრძნობები, როგორც უმცროს ძმას, ისე უცქერდა... მაგრამ ჯობდა,
ეს არ ეხსენებინა. როგორც ჩანდა, პაიკზე ჯერაც ძველ ომს იბრძოდ-
ნენ. ეს არ უნდა გაჰკვირვებოდა. რკინის კუნძულები წარსულში
ცხოვრობდა, აწმყო მეტისმეტად მძიმე და მწარე იყო ასატანად. თა-
ნაც, მამამისი და ბიძამისი ბერიკაცები იყვნენ, ბებერმა ლორდებმა
კი ასე იციან. თავიანთი ძველი, მტვრიანი შუღლები საფლავში ჩა-
აქვთ, არაფერს ივიწყებენ და კიდევ უფრო ნაკლებს პატიობენ.
ზუსტად ეს სჭირდათ მალისტერებსაც, რივერანიდან სიგარდამ-
დე მის თანამგზავრებს. პატრეკ მალისტერი არ იყო ცუდი ჭაბუკი,
მათ ერთნაირად მოსწონდათ გოგოები, ღვინო და შევარდნით ნადი-
რობა. მაგრამ როდესაც მოხუცმა იასონ მალისტერმა შეატყო, რომ
მის მემკვიდრეს რაღაც ზედმეტად გაუტკბა თეონთან ამხანაგობა,
პატრეკი გვერდით გაიყვანა და გაახსენა, რომ სიგარდი რკინისკუნ-
ძულელი მძარცველებისგან სანაპიროს დასაცავად იყო აგებული,
მეკობრეთა შორის კი უმთავრესი პაიკელი გრეიჯოები იყვნენ.
მათ მოგუგუნე კოშკს სახელი ზედ დაკიდებული უზარმაზარი
ბრინჯაოს ზარის გამო დაერქვა. ძველად ზარი რეკვით მოუწოდებდა
მოქალაქეებს და მიწის მუშაკებს, ციხესიმაგრეში შემოსულიყვნენ,
როდესაც დასავლეთის ჰორიზონტზე დრაკარებს დალანდავდნენ
ხოლმე.
– რა მნიშვნელობა აქვს, რომ ზარმა ბოლო სამასი წლის მან-
ძილზე ერთადერთხელ დარეკა, – უთხრა პატრეკმა თეონს მეორე
დღეს, როდესაც მასთან ერთად მიუჯდა მწვანე ვაშლის ღვინოს და
უამბო, როგორ გააფრთხილა მამამისმა.
– ეს მაშინ, ჩემმა ძმამ სიგარდს რომ შემოუტია, – თქვა თეონმა.

238
ლორდმა იასონმა როდრიკ გრეიჯოი ციხესიმაგრის გალავნის ძი-
რას მოკლა და რკინელები უკან, ყურეში გარეკა, – მამაშენს თუ
ჰგონია, ამის გამო მას მტრის თვალით ვუყურებ, ალბათ მხოლოდ
იმიტომ, რომ როდრიკს არ იცნობდა.
მათ ამაზე ბევრი იცინეს და ერთად გაჭენდნენ ტრფობას დანატ-
რებული ახალგაზრდა მეწისქვილის ცოლისკენ, პატრეკი რომ იც-
ნობდა.
ახლა ჩემ გვერდით პატრეკი რომ ყოფილიყო, მალისტერია თუ
რაცაა, მაინც უფრო გულითადი თანამგზავრი იქნებოდა, ვიდრე ეს
პირქუში ბებერი ქურუმი, რადაც ძია ეარონი გადაქცეულა.
ბილიკი, რომელსაც მიჰყვებოდნენ, უხვევდა, იკლაკნებოდა და
სულ აღმა მიიწევდა, შიშველი და ქვიანი ბორცვებისკენ. მალე ზღვა
თვალს მიეფარა, თუმცა ნესტიან ჰაერში მაინც მძაფრად იგრძნობო-
და მარილის სუნი. თანაბარი, მძიმე ნაბიჯით მიიწევდნენ წინ, ჩაუ-
არეს მწყემსის ბინას და მიტოვებულ მაღაროს დასახლებას. ეს ახა-
ლი, წმინდა ეარონ გრეიჯოი თანამოსაუბრედ დიდად ვერ გამოდგე-
ბოდა. გულისწამღებ სიჩუმეში მგზავრობდნენ. ბოლოს და ბოლოს,
თეონმა ვეღარ გაძლო.
– ვინტერფელის ლორდი ახლა რობ სტარკია, – თქვა მან.
ეარონი გზას განაგრძობდა.
– ერთი მგელი მეორისგან დიდად არ განსხვავდება.
– რობმა რკინის ტახტის ერთგულების ფიცი აიყარა და ჩრდი-
ლოეთის მეფის გვირგვინი დაიდგა. ახლა იქ ომია.
– მაისტერის ყორნები მლაშეზე ისევე სწრაფად ფრენენ, რო-
გორც კლდეებზე. ეგ ამბები ძველი და ცივია.
– ეს ახალი დღის დადგომას მოასწავებს, ძია.
– ახალი დღე ყოველ დილას დგება და ისიც ძველს ჰგავს.

239
– რივერანში სხვა რამეს გეტყვიან. იქ ამბობენ, რომ წითელი კო-
მეტა ახალი ჟამის მაცნეა. ღმერთების შიკრიკი.
– ჰო, ეგ ნიშანია, – დაეთანხმა ქურუმი, – მაგრამ ჩვენი ღმერ-
თისგანაა, არა მათი. ანთებული ჩირაღდანია, იმის მსგავსი, ჩვენს
ხალხს რომ დაჰქონდა ძველად. ეს ის ცეცხლია, დამხრჩვალმა
ღმერთმა ზღვიდან რომ ამოიტანა, და მოქცევის დაწყებას მიგვანიშ-
ნებს. დრო დადგა, აფრები გავშალოთ და ქვეყნიერებას მოვედოთ
ცეცხლითა და მახვილით, როგორც თავად მან ქნა.
თეონს გაეღიმა.
– ვეღარ დაგეთანხმები.
– კაცი ღმერთს ისე ეთანხმება, ვით წვიმის წვეთი – ქარიშხალს.
ეს წვეთი ერთ დღესაც მეფე გახდება, ბერიკაცო. თეონი უკვე ყელამ-
დე იყო სავსე ბიძამისის დაღვრემილობით. ცხენს დეზები შემოჰკრა
და, მოღიმარი, ჩორთით დაწინაურდა.
პაიკის გალავანს რომ მიაღწიეს, მზე უკვე ჩასვლას აპირებდა.
მუქი ქვის კედელი ნახევარმთვარედ გაწოლილიყო კბოდიდან კბო-
დემდე, შუაში კარიბჭე ჰქონდა დატანებული, ორთავე მხარეს კი სამ-
სამი ოთხკუთხა კოშკი ედგა. თეონი ახლაც ამჩნევდა რობერტ ბარა-
თეონის ფილაკვნების ლოდებით დაჩნეულ ნაჭდევებს. სამხრეთის
ძველი კოშკის ნანგრევების ადგილზე ახალი გოდოლი აეგოთ, მისი
ქვები უფრო ღიარუხი შეფერილობის იყო და ჯერ არც მღიერი მოს-
დებოდა. რობერტ, ბარათეონმა სწორედ აქ გაარღვია დაცვა, დალე-
წილ ქვასა და გვამებზე გადმოიჭრა თავისი ლაშქრით, ხელში სა-
ომარი ურო ეპყრა, გვერდში კი ნედ სტარკი ამოსდგომოდა. თეონმა
ეს ზღვის კოშკში უხიფათოდ მჯდარმა დაინახა. სიზმრად დღემდე
ელანდებოდა ხოლმე მოგიზგიზე ჩირაღდნები და კედლის ჩამოქცე-
ვის ყრუ გრგვინვა ჩაესმოდა.

240
კარიბჭე გახსნილი ელოდა, დაჟანგული რკინის ცხაური აზიდუ-
ლი იყო. ქონგურებზე მდგარი მცველები უცხო ადამიანის განურჩე-
ველი მზერით შეეგებნენ, როდესაც თეონ გრეიჯოი ბოლოს და ბო-
ლოს შინ დაბრუნდა.
გალავნის შიგნით ზღვასა და ცას პირისპირ შერჩენილი კლდო-
ვანი კონცხის ორმოცდაათიოდე აკრი იყო მოქცეული. აქ იდგა თავ-
ლები, საძაღლეები, სხვა სამეურნეო ნაგებობები.
ცხვრები და ღორები ბაკებში შეერეკათ, ძაღლები კი თავისუფ-
ლად დარბოდნენ. სამხრეთისკენ იყო ქარაფები და დიდი ციხისკენ
გადამავალი ხიდი. უნაგირიდან ჩამომხდარ თეონს ტალღების ხეთ-
ქების ხმა ჩაესმოდა. ცხენის ჩამოსართმევად მეჯინიბე მოახლოვდა.
ორიოდე გაჩხიკული ბავშვი და რამდენიმე მონა დადგა და უაზ-
რო თვალებით მიაჩერდნენ, მაგრამ არსად ჩანდა მისი მამა-ბატონი
ან ვინმე ისეთი, ბავშვობიდან რომ იცნობდა. რა უფერული და მწარე
შინ დაბრუნებააო, გაიფიქრა.
ქურუმი ცხენიდან არ ჩამოსულა.
– არ დარჩები ამაღამ, ჩვენს პურსა და ღვინოს არ გაიზიარებ,
ძია? – მოიყვანეო, შენზე მითხრეს. მოყვანილი ხომ ხარ. ახლა ჩვენი
ღმერთის საქმეებს მივუბრუნდები, – ეარონ გრეიჯოიმ ცხენი შეატ-
რიალა და ნელი ნაბიჯით გაიარა კარიბჭის ცხაურის ტალახიანი წვე-
ტების ქვეშ.
თეონს ფრთხილად მიუახლოვდა წელში მოკაკული, უფორმო
რუხ კაბაში გამოხვეული დედაბერი.
– მილორდ, გამომგზავნეს, რომ ოთახებამდე მიგაცილო.
– ვინ დაგავალა?
– შენმა მამა-ბატონმა, მილორდ.
თეონმა ხელთათმანები წაიძრო.

241
– ანუ იცი, ვინც ვარ. მამაჩემი რატომ არ მოვიდა ჩემ შესახვედ-
რად? – იგი ზღვის კოშკში გიცდის, მილორდ. ნამგზავრი რომ მოის-
ვენებ, მერე.
მე კი ნედ სტარკი მეგონა ცივი.
– შენ ვინ ხარ?
– ჰელია, ამ ციხესიმაგრეს ვპატრონობ შენი ლორდი-მამის და-
ვალებით. – აქ მოურავი საილასი იყო. პირმყრალს ეძახდნენ, – თე-
ონს ახლაც კი ახსოვდა ბერიკაცის პირიდან ამომავალი ღვინის ოხ-
შივარი. – მოკვდა, აგერ უკვე ხუთი წელი იქნება, მილორდ.
– და მაისტერი ქალენი, ის სადღაა?
– ზღვაში განისვენებს. ყორნებს ახლა ვენდამირი უვლის.
თითქოს მე ვიყო აქ უცხო, გაიფიქრა თეონმა. არაფერი შეცვლი-
ლა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.
– მიმაცილე ჩემს ოთახებამდე, ქალო, – უბრძანა. მან მოუქნე-
ლად დაუკრა თავი და ხიდისკენ გაუძღვა. ეს მაინც დახვდა ისეთი,
როგორიც ახსოვდა: უძველესი ლოდები შხეფებს გაელიპა და მღი-
ერს დაელაქა, მათ ფეხქვეშ ვეება ნადირივით ბორგავდა ზღვა, მლა-
შე ქარი ტანსაცმელზე ებღაუჭებოდა.
როცა კი შინ დაბრუნებას წარმოიდგენდა, მუდამ თვალწინ უდგე-
ბოდა, თუ როგორ შედიოდა ზღვის კოშკის მყუდრო საძინებელში,
სადაც ბავშვობაში ეძინა ხოლმე. ამის ნაცვლად მოხუცებული სის-
ხლიანი კოშკისკენ გაუძღვა. დარბაზები აქ უფრო მოზრდილი და
უკეთ გაწყობილი იყო, მაგრამ აქაც არანაკლები სიცივე და სინესტე
იდგა. სუსხიან ოთახებს, თეონს რომ გამოუყვეს, ისეთი მაღალი ჭე-
რი ჰქონდა, რომ ბინდში იკარგებოდა. თეონი იქნებ უფრო ნასია-
მოვნები დარჩენილიყო, რომ არ სცოდნოდა, სისხლიან კოშკს სწო-
რედ ამ ოთახების წყალობით რომ შეერქვა სახელი. ათასი წლის წინ
აქ მდინარის მეფის ძეები დახოცეს, ნაკუწებად აქნეს მძინარეები,
242
რათა სხეულის ნაწილები მათი მამისთვის გაეგზავნათ უკან, მატე-
რიკზე.
მაგრამ პაიკზე გრეიჯოებს ათასში ერთხელ თუ ხოცავდნენ, ისიც
– მხოლოდ საკუთარი ძმები, მისი ორივე ძმა კი მკვდარი იყო. მოჩ-
ვენებების შიშით კი არ იყურებოდა აქეთ-იქით ასე ამრეზილი. კე-
დელზე გაკრული ქსოვილი ობს გაემწვანებინა, ჩაზნექილ ლეიბებს
შმორის სუნი უდიოდა, ძველი ჭილოფი იფშხვნებოდა. მას მერე, რაც
ეს ოთახები უკანასკნელად გახსნეს, წლები და წლები გასულიყო.
ნესტი ძვლებამდე ატანდა.
– ცხელი წყალი მომიტანონ და ბუხარში ცეცხლი დაანთონ, –
უთხრა დედაბერს, – მიხედე, რომ სხვა ოთახებში მაყლები დადგან,
სუსხი ცოტათი მაინც რომ მოტყდეს. და, ღმერთების გულისთვის, ახ-
ლავე გამოგზავნეთ ვინმე და ეს ჭილოფები გამოაცვლევინეთ. – დი-
ახ, მილორდ. როგორც მიბრძანებ, – ქალი გასცილდა.
ცოტა ხანში მოუტანეს წყალი, რომელსაც ითხოვდა. ოდნავ იყო
შემთბარი, ცივი უფრო ეთქმოდა, თანაც ზღვისა იყო, მაგრამ მაინც
მოახერხა, სახიდან, თმიდან და ხელებიდან მგზავრობის ჭუჭყი ჩა-
მოებანა. სანამ ორი მონა ქურებს აჩაღებდა, თეონმა ნამგზავრი ტან-
საცმელი გაიხადა და მამასთან შესახვედრად გამოეწყო. რბილი შა-
ვი ტყავის ჩექმები, მოვერცხლისფრო-რუხი ნაზი შალის ბრიჯი და
მკერდზე გრეიჯოების კრაკენით დამშვენებული შავი ხავერდის კამ-
ზოლი შეარჩია. კისერზე ოქროს ძეწკვი შეიბა, წელზე თეთრი ტყავის
ქამარი შემოირტყა. ცალ თეძოზე ხანჯალი მოირგო, მეორეზე – ორ-
ლესული, შავ-ოქროსფერი ზოლებიანი ქარქაშით. ხანჯალი ამოზი-
და, ცერით ფხა მოუსინჯა, ქამარზე დაკიდებული ქისიდან სალესი
ქვა ამოიღო და რამდენჯერმე გაუსვა. ეამაყებოდა, რომ იარაღს მუ-
დამ ალესილს ინახავდა.
– რომ დავბრუნდები, თბილი ოთახი და სუფთა ჭილი დამხვდეს,
243
– გააფრთხილა მონები და შავი ხელთათმანები ჩაიცვა – აბრეშუმი-
სა, ზედ ოქრომკედით ნაზი ხვეულები რომ ეხატა.
დიდ ციხეში გადახურული ქვის დერეფნით დაბრუნდა, მისი ნაბი-
ჯების ხმა დაბლა გაშლილი ზღვის გაუთავებელ ბუბუნს” ერწყმოდა.
თავის დაღვლარჭნილ სვეტზე შემომდგარ ზღვის კოშკში მოსახ-
ვედრად კიდევ სამი ხიდი უნდა გადაევლო, ყოველი მომდევნო წი-
ნაზე უფრო ვიწრო იქნებოდა. ბოლო ხიდი ხითა და ბაწრით იყო ნა-
კეთები და სველი მლაშე ქარი მას ცოცხალივით არწევდა ფეხქვეშ.
თეონს ჯერ ხიდის ნახევარიც არ გაევლო, რომ გული ყელში მოებჯი-
ნა. შორს, დაბლა, კლდეს შეხეთქებული ტალღები შხეფების მაღალ
ბუქებს აყენებდნენ. ბიჭობაში ამ ხიდს ღამის წკვარამშიც კი სირბი-
ლით გადაივლიდა ხოლმე. ბიჭებს ჰგონიათ, არასოდეს არაფერი
დაუშავდებათ, ჩასჩურჩულა ეჭვის ხმამ. კაცს მეტი გაეგება.
კარი რკინით დამოქლონებული რუხი ხისა იყო. თეონს იგი შიგ-
ნიდან ჩარაზული დაუხვდა. მუშტით დააბრახუნა და შეიკურთხა, რო-
დესაც ხელთათმანს ხიჭვი გამოედო. ხე დამბალი და ობმოდებული
იყო, რკინის მოქლონები – დაჟანგული.
წუთის მერე კარი გამოაღო მცველმა, შავი რკინის სამკერდული
ეცვა და მრგვალი მუზარადი ეხურა.
– შენ ხარ ის ძე?
– გზა მომეცი, თორემ გაგაგებინებ, ვინცა ვარ, – კაცი გვერდზე
გადგა. თეონი მისაღებისკენ ამავალ დაბრეცილ საფეხურებს აუყვა.
მამამისი მაყლის გვერდით მჯდომი ნახა. ობიანი სელაპის ტყავის
კაბა ნიკაპიდან ფეხებამდე ფარავდა. ქვაზე ჩექმის ჩქამის გაგონება-
ზე რკინის კუნძულების ბატონმა მზერა ააპყრო, თავისი ბოლო ცოც-
ხალი ძე რომ ეხილა. უფრო ტანმორჩილი იყო, ვიდრე თეონს ახსოვ-
და. და გაძვალტყავებული. ბეილონ გრეიჯოი მუდამაც გამხდარი კა-

244
ცი იყო, მაგრამ ახლა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ღმერთებს კარ-
დალაში ჩაესვათ და იმდენ ხანს ეხარშათ, სანამ ხორცის უკანასკნე-
ლი უნციაც არ ჩამოადნა და ძვალზე გადაკრული ტყავი და ბალანი-
ღა არ დარჩა. ჩონჩხივით გამხდარი და ჩონჩხივით მტკიცე იყო, ისე-
თი სახე ჰქონდა, კაჟისგან გამოკვეთილი გეგონებოდა. შავი და ბას-
რი თვალებიც კაჟის ნატეხებს მიუგავდა, მაგრამ წლებმა და მლაშე
ქარებმა თმა თეთრად აქაფებული ზამთრის რუხი ზღვის ტალღების
ფერი გაუხადა. შეუკრავად სცემდა წელს ქვემოთ.
– ცხრა წელი, არა? – წარმოთქვა ბოლოს ლორდმა ბეილონმა.
– ათი, – უპასუხა თეონმა და გახეული ხელთათმანი გაიძრო.
– აქედან ბიჭი წაგიყვანეს, – თქვა მამამისმა, – ახლა რა ხარ? –
კაცი ვარ, – მიუგო თეონმა, – შენი სისხლი და ხორცი და შენი მემ-
კვიდრე.
ლორდმა ბეილონმა დაიხვნეშა.
– მაგას ვნახავთ.
– ნახავთ, – აღუთქვა თეონმა.
– ათი წელიო, ამბობ. სტარკს იმდენ ხანსვე ჰყავდი, რამდენიც
მე. ახლა მის დესპანად მოსულხარ.
– იმის არა, – უთხრა თეონმა, – ლორდი ედარდი მკვდარია, დე-
დოფალმა ლანისტერმა თავი მოკვეთა.
– ორივე მკვდარია, სტარკიც და ის რობერტიც, რომელმაც ჩემი
გალავნები თავისი ლოდებით დალეწა. დავიფიცე, რომ ვიცოც-
ხლებდი, სანამ ორივეს საფლავში ჩასულს არ ვნახავდი, და ასეც
ვქენი, – მან სახე მოჭმუხნა, – მაგრამ სიცივე და ნესტი ახლაც ისევე
მიტკივებს სახსრებს, როგორც მაშინ, ისინი ცოცხლები რომ იყვნენ.
ჰოდა, რა აზრი აქვს?
– აქვს აზრი, – თეონი მიუახლოვდა, – მე წერილი მოვიტანე... –

245
ეს ნედ სტარკი გაცმევდა ასე? – სიტყვა შეაწყვეტინა მამამისმა, ცე-
რად ასცქეროდა, იმ თავის ქურქებში გამოხვეული, – იმას სიამოვ-
ნებდა, ხავერდსა და აბრეშუმში გამოეპრანჭე და მისი საყვარელი
გოგოცუნა ყოფილიყავი?
თეონმა იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი სახეში.
– არავისი გოგოცუნაც არ ვარ. ჩემი ტანსაცმელი თუ არ მოგ-
წონს, გამოვიცვლი.
– ეგრეც იზამ, – ლორდმა ბეილონმა ქურქები გადაიყარა და წა-
მოდგა. არ იყო ისე მაღალი, როგორც თეონს ახსოვდა, – ეგ ზიზილ-
პიპილო, ყელზე რომ შეგიბამს, ოქროთი იყიდე თუ რკინით?
თეონმა ოქროს ძეწკვს ხელი შეავლო. სულ დაავიწყდა. ეს იმდე-
ნი ხნის წინ იყო... ძველი წესის თანახმად, ქალებს ჰქონდათ ნება,
ფულით ნაყიდი სამკაულებით მორთულიყვნენ, მაგრამ მეომარი
მხოლოდ იმ ძვირფასეულს იბნევდა, რომელსაც საკუთარი ხელით
მოკლული მტრის გვამს ააცლიდა. ამას რკინის ფასის გადახდა ერ-
ქვა.
– რა ქალივით გაწითლდი, თეონ. კითხვა დაგისვი. ოქროს ფასი
გადაიხადე თუ რკინისა?
– ოქროსი, – აღიარა თეონმა.
მამამისმა თითები გამოსდო ყელსაბამს და ისე ძლიერად გამო-
ქაჩა, ალბათ თეონს თავს წააწყვეტდა, ძეწკვი რომ არ გამწყდარი-
ყო. – ჩემმა ასულმა საყვარლად ტაბარი გაიხადა, – თქვა ლორდმა
ბეილონმა, – ეგღა მაკლია, ჩემი ძე ბოზივით ირთვებოდეს, – მან
გაწყვეტილი ძეწკვი მაყალზე დააგდო, სადაც ის ნაკვერჩხლებს შო-
რის ჩაცურდა, – რისაც მეშინოდა, ის მოხდა. მწვანე მიწებმა მოგარ-
ბილეს და სტარკებმა თავისად გაქციეს.
– გეშლება. ნედ სტარკი ჩემი მედილეგე იყო, მაგრამ ჩემი სის-
ხლი ჯერაც მარილის და რკინისაა.
246
ლორდი ბეილონი მიტრიალდა და გაძვალტყავებული ხელები
გასათბობად მაყალს მიუშვირა.
– მაგრამ სტარკის ლეკვი ჩემთან გაგზავნის, როგორც კარგად
გაწვრთნილ ყორანს, რომელსაც საიმედოდ აქვს ჩაბღუჯული მისი
პატარა წერილუკა.
– იმ წერილს, მე რომ მოვიტანე, პატარას არ დავარქმევდი, –
უთხრა თეონმა, – და მისი წინადადება ჩემგანაა ნაკარნახევი. – ეს
მგლების მეფე შენს რჩევებს ყურს უგდებს, არა? – ამის წარმოდგე-
ნამ ლორდი ბეილონი, როგორც ჩანს, გაამხიარულა.
– ყურს მიგდებს, დიახ. მე მის გვერდით ვნადირობდი, მასთან
ერთად ვიწვრთნებოდი, საერთო სუფრას ვუსხედით და ვომობდი
მის გვერდით. მისი ნდობა დავიმსახურე. როგორც უფროს ძმას, ისე
მიცქერის. იგი...
– არა. – მამამისმა სახეში მიაშვირა თითი, – აქ არა, პაიკზე არა,
ჩემ გასაგონად არ უწოდებ ძმას მას, იმ კაცის შვილს, რომელმაც შე-
ნი ნამდვილი ძმები ხმალზე ააგო. თუ დაგავიწყდა როდრიკი და მა-
რონი, შენი ღვიძლი და სისხლი?
– არაფერიც არ დამვიწყნია, – ნედ სტარკს სინამდვილეში არ-
ცერთი მისი ძმა არ მოუკლავს. როდრიკი ლორდმა იასონ მალის-
ტერმა დასცა სიგარდთან, მარონი კი ჩამოქცეული სამხრეთის კოშ-
კის ნანგრევებში მოყვა... თუმცა არც ნედ სტარკი დაინდობდათ,
ბრძოლის დინებას ისინი ერთად რომ შეეყარა, – ძალიანაც კარგად
მახსოვს ჩემი ძმები, – განაგრძობდა თეონი, განსაკუთრებით კარ-
გად ახსოვდა როდრიკის ლოთიანი ალიყურები და მარონის ბორო-
ტი ხუმრობები და გაუთავებელი ტყუილები, – ის დროც მახსოვს, მა-
მაჩემი მეფე რომ იყო, – მან რობის წერილი ამოიღო და მამამისს
გაუშვირა, – აი, წაიკითხე...
თქვენო მოწყალებავ.
247
ლორდმა ბეილონმა ბეჭედი გატეხა და გრაგნილი გაშალა. შავი
თვალებით გადაირბინა სტრიქონები.
– მაშ, ეს ბიჭი გვირგვინს დამიბრუნებს, – თქვა მან, – ამისთვის
საკმარისია, მისი მტრები გავანადგურო, – თხელი ტუჩები ღიმილმა
მოუბრიცა.
– ამჟამად რობ სტარკი ოქროს ეშვთანაა, – თქვა თეონმა, – ის
რომ დაეცემა, რობი გორაკებს ერთ დღეში გადაივლის. ლორდ ტა-
ივინის ლაშქარი ჰარენჰალშია, დასავლეთისკენ გზა აქვს მოჭრი-
ლი.
მეფისმკვლელი ტყვედაა რივერანში. დასავლეთში რობის მოწი-
ნააღმდეგედ სერ სტაფორდ ლანისტერი და მისი მოგროვებული
ჭყინტი რეკრუტებიღა რჩებიან. სერ სტაფორდი რობის ჯარსა და ლა-
ნისპორტს შორის ჩადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი დაუცვე-
ლი იქნება, ჩვენ ზღვიდან რომ დავატყდებით. თუ ღმერთები ჩვენთან
იქნებიან, თავად კასტერლის კლდეც კი შეიძლება გატყდეს, სანამ
ლანისტერები საერთოდ მიხვდებიან, თავს რომ დავეცით.
ლორდმა ბეილონმა ისევ დაიხვნეშა.
– კასტერლის კლდე არასოდეს გატეხილა.
– აქამდე, – გაიღიმა თეონმა. და რა ტკბილი იქნება.
მამამისს ღიმილითვე არ უპასუხნია.
– ესე იგი, ამიტომ დაგაბრუნა რობ სტარკმა ჩემთან, ამდენი ხნის
მერე? რომ მის ამ გეგმაზე დამითანხმო?
– ეს ჩემი გეგმაა, რობის კი არა, – ამაყად წარმოთქვა თეონმა.
ჩემია, ისე, როგორც გამარჯვებაც ჩემი იქნება, თავის დროზე კი –
გვირგვინიც, – შეტევას მე თვითონ ვუსარდლებ, თუკი ინებებ. ჯილ-
დოდ გთხოვ, რომ კასტერლის კლდე ჩემს საკუთარ სამყოფლად მი-
ბოძო, მას მერე, რაც ლანისტერებს წავართმევთ, – კასტერლის
კლდე თუ ექნა, ლანისპორტსაც და დასავლეთის ოქროვან მიწებსაც
248
თავისთვის დაიჭერდა. ეს იმგვარ სიმდიდრეს და ძალაუფლებას
ნიშნავდა, როგორიც გრეიჯოების გვარს არასოდეს ღირსებოდა.
– გეგმის და რამდენიმე სტრიქონის სამაგიეროდ თავს ძალიან
გულუხვად იჯილდოებ, – მამამისმა წერილი ისევ გადაიკითხა, –
ლეკვი ჯილდოს შესახებ არაფერს ამბობს. მარტო ის წერია, რომ შენ
მისი სახელით ლაპარაკობ, რომ მე ყური უნდა დაგიგდო, და რომ
მას ჩემი გემები და ხმლები უნდა მივცე, სამაგიეროდ კი ის – გვირ-
გვინს მიბოძებს, – კაჟის მზერა ააპყრო და ძეს თვალი გაუსწორა, –
ის მიბოძებს მე გვირგვინს, – ხმა გაუმკაცრდა.
– ცუდადაა სიტყვები შერჩეული, ეს ნიშნავს, რომ...
– რასაც ამბობს, იმასვე ნიშნავს. ეგ ბიჭი მე გვირგვინს მიბოძებს.
ხოლო ის, რაც ბოძებულია, შესაძლოა, ისევ წაგართვან, – ლორდმა
ბეილონმა წერილი მაყალზე დააგდო, ყელსაბამის ზემოდან. პერგა-
მენტი დაიგრიხა, გაშავდა და აბრიალდა.
თეონი გაოგნდა.
– შეიმალე?
მამამისმა მწარე ხელუკუღმა სილა შემოჰკრა.
– წესიერად ილაპარაკე. ვინტერფელში კი ნუ გგონია თავი, მე კი
ის ლაწირაკი რობი არ ვარ, ასე რომ მელაპარაკო. მე გრეიჯოი ვარ,
პაიკელი ლორდი მომკელი, მარილისა და რკინის მეფე, ზღვის ქა-
რის ძე, და გვირგვინის ბოძება ჩემთვის არავის არ შეუძლია. მე
გვირგვინში რკინის ფასს ვიხდი. მე თვითონ მოვიპოვებ ჩემს გვირ-
გვინს, ისე, როგორც ეს არონ თავწითელამ ქნა ხუთი ათასი წლის
წინ. თეონმა უკან დაიხია, მამის ხმაში გაჩენილ უცაბედ მრისხანებას
გაეცალა.
– ჰოდა, აიღე, – მიახალა მოხუცს. ლოყა ჯერ კიდევ ეწვოდა, –
უწოდე თავს რკინის კუნძულების მეფე, არავინ მაგას აინუნშიაც არ

249
ჩააგდებს... სანამ ომები არ დამთავრდება, გამარჯვებული არ მი-
მოიხედავს და არ დაინახავს ბებერ უტვინოს, მის სანაპიროზე რომ
შემომჯდარა და რკინის გვირგვინი დაუფხატავს თავზე.
ლორდმა ბეილონმა გადაიხარხარა.
– აჰა, ესე იგი, მშიშარა მაინც არ ყოფილხარ. მაგრამ არც მე ვარ
უტვინო. როგორ გგონია, გემებს იმისთვის ვაგროვებ, რომ ვუცქი-
რო, ღუზებზე როგორ ირწევიან? ვაპირებ, ცეცხლითა და რკინით გა-
მოვკვეთო საჩემო სამეფო... მაგრამ არა დასავლეთიდან, და არა მე-
ფე რობ-ლაწირაკის ბრძანებით. კასტერლის კლდე ძალიან ძლი-
ერია, ლორდი ტაივინი კი – მზაკვარზე მზაკვარი. დიახაც, ლანის-
პორტი იქნებ აგვეღო კიდევაც, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ შე-
ვინარჩუნებდით. არა. მე სხვა ხილი მწადია. ეგეთი ტკბილი და წვნი-
ანი ვერაა, რასაკვირველია, მაგრამ ეგე, აბია, მწიფე და დაუცველი.
სადო, ალბათ ჰკითხავდა თეონი, მაგრამ ამასობაში მიხვდა.

დენერისი

დოთრაკები კომეტას შირაკ ქიას, სისხლმდინარ ვარსკვლავს


ეძახდნენ. ბერიკაცები ბურტყუნებდნენ, რომ ის ავის მომასწავებე-
ლი იყო, მაგრამ დენერის ტარგარიენმა კომეტას პირველად იმ ღა-
მით მოჰკრა თვალი, ხალ დროგოს სხეული რომ დაწვა, იმ ღამით,
მისმა დრაკონებმა რომ გაიღვიძეს. ის ჩემი მოსვლის მაცნეა, ეუბნე-
ბოდა თავის თავს, როდესაც ღამეულ ცას ასცქეროდა და გულში მო-
ლოდინი უღვიოდა. გზის საჩვენებლად გამომიგზავნეს ღმერთებმა.
მაგრამ როდესაც თქვა, რასაც ფიქრობდა, მისი მოახლე დორეა ში-
შით ათრთოლდა.
– იქით წითელი მიწებია, ხალესი. პირქუში, საზარელი მხარეაო,
მხედრები ამბობენ.
250
– ჩვენ იქით უნდა წავიდეთ, საითაც კომეტა მიგვითითებს, – არ
ტყდებოდა დენერისი... თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ეს ერთა-
დერთი ხსნილი გზა იყო მისთვის.
იგი ვერ გაბედავდა, ჩრდილოეთისკენ გადაეხვია, დოთრაკის
ზღვად წოდებულ ვრცელ ბალახოვან ტრამალს შერეოდა. პირველი-
ვე ხალასარი, რომელსაც გადაეყრებოდნენ, მაშინვე ჩაყლაპავ – და
მის უღონო გუნდს, მეომრებს დახოცავდა, დანარჩენებს კი დაიმო-
ნებდა. მდინარის სამხრეთით მდებარე კრავის ხალხის მხარეც დახ-
შული იყო მათთვის. ისე ცოტანი იყვნენ, ბრძოლაში გაუწაფავი ამ
ხალხისგანაც ვერ დაიცავდნენ თავს, ლაზარინებს კი საკმაო მიზეზე-
ბი ჰქონდათ, ისინი არ ჰყვარებოდათ. შეეძლო, მდინარეს დაჰყო-
ლოდა და მირის, იანკაისა და ასტაპორის ნავსადგურებისკენ დაშვე-
ბულიყო, მაგრამ რახარომ გააფრთხილა, რომ პონოს ხალასარი
სწორედ იქით გაემართა, ათასობით ტყვეს მიერეკებოდნენ ცოცხა-
ლი საქონლის იმ ბაზრებში გასაყიდად, ჩირქოვან წყლულებად რომ
მოსდებოდნენ მონებით მოვაჭრის ყურის ნაპირებს.
– პონოსი რატომ უნდა მეშინოდეს? – შეედავა მას დენერისი, –
ის დროგოს კო იყო და ყოველთვის თავაზით მომმართავდა.
– კო პონო თავაზით მოგმართავდა, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – ხა-
ლი პონო კი მოგკლავს. მან პირველმა მიატოვა დროგო. ათი ათასი
მეომარი გაჰყვა თან. შენ კი ასი გყავს.
არა, გაიფიქრა დენიმ, ოთხი მყავს. დანარჩენები არიან ქალები,
სნეული ბერიკაცები და მოზარდი ბიჭები, თმა რომ არასოდეს დაუწ-
ნავთ. – დრაკონები მყავს, – აღნიშნა მან.
– ბარტყები, – მიუგო სერ ჯორაჰმა, – არახის ერთი მოქნევა კმა-
რა, შენს დრაკონებს ბოლო რომ მოუღოს. თუმცა პონო ალბათ არ
დახოცავს, მოინდომებს, შეიპყროს და დაისაკუთროს. შენი დრაკო-
ნის კვერცხები ლალზე უფრო ძვირად ფასობდა. ცოცხალი დრაკონი
251
ფასდაუდებია. მთელ ქვეყნიერებაზე სამია მხოლოდ. ვინც კი მათ
დაინახავს, თავისთვის მოისურვებს, ჩემო დედოფალო.
– ისინი ჩემებია, – ცხარედ თქვა დენიმ. ისინი მისმა რწმენამ და
გაჭირვებამ მოავლინა ქვეყნად, მათი სიცოცხლის საფასურად დე-
ნის ქმრის, ჯერარშობილი ძის და მაეგ მირი მაზ დურის სიკვდილი
იყო გადახდილი. დენი ცეცხლში შევიდა, როდესაც ისინი იბადე-
ბოდნენ, მათ რძე შესვეს მისი დაბერილი მკერდიდან, – ვერავინ წა-
მართმევს, სანამ ცოცხალი ვარ.
– დიდხანს არ იქნები ცოცხალი, ხალ პონოს თუ გადაეყრები. ან
ხალ ჟაქოს, ან რომელიმე სხვას. შენ იქით უნდა წახვიდე, საითაც
ისინი არ მიდიან.
დენიმ იგი დედოფლის მცველებს შორის პირველად დაასახე-
ლა... და რაკი მორმონტის მოუხეშავი რჩევა და ციური მინიშნება
ერთმანეთს დაემთხვა, უკვე ცხადი გახდა, საით უნდა წასულიყო. მან
თავის ხალხს მოუხმო და თავის ვერცხლისფერ ფაშატზე ამხედრდა.
თმა დროგოს სამგლოვიარო კოცონში დაებუგა, ამიტომაც მოახლე-
ებმა იგი ჰრაკარის ტყავში გამოახვიეს, დოთრაკების ზღვის ბინადა-
რი თეთრი ლომის ტყავში, დროგომ რომ მოკლა. მისი შიშისმგვრე-
ლი თავი ქუდად მოერგო გადატრუსულ კეფაზე, ტყავი კი მოსასხა-
მად ეფინებოდა მხრებსა და ზურგზე. კრემისფერმა დრაკონმა ბასრი
შავი ჭანგები ლომის ფაფარს ჩაავლო, კუდი კი დენის შემოარკალა
მკლავზე. სერ ჯორაჰი თავის ჩვეულ ადგილას დადგა, მის გვერდით.
– ჩვენ კომეტას მივყვებით, – უთხრა დენიმ თავის ხალასარს.
არავინ შესდავებია. ადრე ისინი დროგოს ხალხი იყვნენ, მაგრამ ახ-
ლა დენის გამხდარიყვნენ. დაუწველიო, ასე ეძახდნენ და კიდევ –
დრაკონების დედას. დენის სიტყვები მათთვის კანონი იყო.
გზას ღამით ადგნენ, დღისით კარვებში ემალებოდნენ მზის სხი-
ვებს. დენი ძალიან მალე მიხვდა დორეას სიტყვების სიმართლეს. ეს
252
არ იყო რბილი და საამო მხარე. გზადაგზა დახოცილ და მომაკვდავ
ცხენებს ტოვებდნენ, რადგანაც პონომ, ჟაქომ და სხვებმა დროგოს
საუკეთესო რემები გაირეკეს, დენის კი ბებერი და გაძვალტყავებუ-
ლი, ავადმყოფი და კოჭლი, სუსტი და ოჩანი ცხოველები დაუტოვეს.
და ხალხიც ასეთივე. ძლიერები არ არიან, ეუბნებოდა დენი თავს,
ამიტომ მე უნდა ვიყო მათი ძალა. არ უნდა შემეტყოს არც შიში, არც
სისუსტე, არც ყოყმანი. რა შიშითაც არ უნდა მიკრთოდეს გული, ყო-
ველთვის, როცა შემომხედავენ, მხოლოდ დროგოს დედოფალი უნ-
და დაინახონ. თოთხმეტი წლის კი იყო, მაგრამ თავს – უფრო დიდად
გრძნობდა. თუკი ოდესმე მართლაც იყო პატარა გოგონა, ის დრო
წარსულს ჩაჰბარებოდა.
პირველი კაცი სამი დღის მერე მოკვდა. უკბილო ბერიკაცი, ლიბ-
რგადაკრული ცისფერი თვალები რომ ჰქონდა, ძალაგამოცლილი
ჩამოვარდა ცხენიდან და ვეღარ წამოდგა. ერთი საათის მერე გათავ-
და. ბერიკაცის გვამს სისხლის ბუზები დასტრიალებდნენ და მისი ავი
ბედი ცოცხლებთან მიჰქონდათ.
– მაგან თავისი დრო მოჭამა, – განაცხადა მოახლე ირიმ, – კაცი
თავის კბილებზე დიდხანს არ უნდა ცოცხლობდეს.
სხვები დაეთანხმნენ. დენიმ ბრძანა, ცხენებიდან ყველაზე სუსტი
– მოეკლათ, რათა მკვდარი ამხედრებული შესულიყო ღამის მხარე-
ში. ორი ღამის მერე პატარა გოგონა მოუკვდათ. დედამისის გატან-
ჯული ყმუილი მთელი დღე გაისმოდა, მაგრამ ვერაფერს უშველიდ-
ნენ.
საბრალო ბავშვი ძალიან პატარა იყო, ცხენით რომ ევლო.
მას არ მოუწევდა ღამის მხარის უკიდეგანო შავი ბალახების
თელვა; ის ისევ დაიბადებოდა.
ამ წითელ უდაბურებაში ცოტას თუ იშოვიდი რამეს, საკვებად გა-

253
მოსადეგს, წყალი კი უფრო ძნელადაც იპოვებოდა. დაბალი გორა-
კების და გადახრუკული ქარიანი ველების მხარე იყო, ხმელი და
უკაცრიელი. მდინარეების კალაპოტები, რომლებსაც გადადიოდ-
ნენ, მკვდარი ძვლებივით იყო გამომშრალი. მათი ცხენები უხეშ ყა-
ვისფერ ეშმაბალახს ძოვდნენ, ბღუჯებად რომ იზრდებოდა კლდე-
ების და გამხმარი ხეების ძირას. დენი წინამარბებს აგზავნიდა, მაგ-
რამ ისინი ვერ პოულობდნენ ვერც ჭებს, ვერც წყაროებს. მხოლოდ
დამდგარი, მწარე წყლით სავსე ტბორები ხვდებოდათ ხოლმე, ცხელ
მზეში თანდათან რომ ილეოდა. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ
უდაბნოში, ტბორები პატარავდებოდა, მანძილი კი მათ შორის იზ-
რდებოდა. ქვის, ქვიშისა და წითელი თიხის ამ უგზოუკვლო უდაბუ-
რებაში თუ სადმე მაინც იყვნენ ღმერთები, ისინი უტეხი, ხმელი
ღმერთები იქნებოდნენ, წვიმის მთხოვნელთა ლოცვა არ ჩაესმო-
დათ. ყველაზე ადრე ღვინო გაუთავდათ, მერე – ფაშატის შედედებუ-
ლი რძე, ცხენთაბატონებს ყველანაირ თაფლუჭს რომ ერჩივნათ.
მერე პურის და ხმელი ხორცის მარაგი გამოილია. მონადირეებს
ნადირი არ ხვდებოდათ და კუჭებს მათივე მკვდარი ცხენების ხორ-
ციღა უვსებდათ. სიკვდილს სიკვდილი მოსდევდა. სუსტი ბავშვები,
დანაოჭებული ბებერი ქალები, ავადმყოფები, ბრიყვები თუ გაუფ-
რთხილებლები – ამ ავმა მხარემ ყველა თავისთან დაიტოვა. დორეა
ჩამოხმა და თვალები ჩაუცვივდა, რბილი ოქროსფერი თმა ჩალასა-
ვით მყიფე გაუხდა. დენიც სხვებთან ერთად შიმშილობდა და წყურ-
ვილს იტანდა. მკერდში რძე დაუშრა, კერტები დაუსკდა და სისხლი
სდიოდა. დღითი დღე ელეოდა ხორცი, სანამ ჯოხივით წვრილი და
მტკიცე არ გახდა; მაგრამ ყველაზე მეტად თავისი დრაკონების დარ-
დი ჰქონდა. მამამისი და მისი დიდებული ძმა რეიგარი დენის დაბა-
დებამდე დაიხოცნენ. დედა მის ამქვეყნად მოვლინებას შეეწირა, გა-
რეთ კი ამ დროს ქარიშხალი ღმუოდა. ალერსიანი სერ ვილემ დარი,
254
რომელსაც გოგონა თავისებურად უყვარდა, უკურნებელმა სენმა წა-
იყვანა, როდესაც დენი ძალიან პატარა იყო. მისი ძმა ვისერისი, ხა-
ლი დროგო, დენის მზე-და-ვარსკვლავები რომ იყო, და მისი არშო-
ბილი ვაჟიც კი, ყველა ღმერთებმა წაიყვანეს. ჩემს დრაკონებს აღარ
გავატან, დაიფიცა დენიმ, არ გავატან.
დრაკონები ზომით არ აღემატებოდნენ იმ გაქუცულ კატებს,
ოდესღაც პენტოსში, მაგისტრ ილირიოს მამულების გალავნის ძი-
რას რომ დარბოდნენ... სანამ ფრთებს არ გაშლიდნენ. მათი გაშლი-
ლი ფრთები ტანზე სამჯერ უფრო გრძელი იყო, თავად ფრთა მჭვირ-
ვალი ტყავის ნატიფ მარაოს ჩამოჰგავდა, დიდებულად შეფერილი,
მჭიდროდ იყო გადაკრული გრძელ და წვრილ ძვლებს შორის.
თუ დააკვირდებოდი, შეამჩნევდი, რომ მათი სხეული თითქმის
მხოლოდ კისრის, კუდისა და ფრთისგან შედგებოდა. რა ციცქნები
არიან, ფიქრობდა დენი, ხელიდან რომ კვებავდა მათ, ან, უფრო
სწორად, ცდილობდა, გამოეკვება, იმიტომ, რომ დრაკონები არ ჭამ-
დნენ. ისინი სისინებდნენ და ხაოდნენ ცხენის ხორცის ყოველი ნაჭ-
რის შეთავაზებისას, ნესტოებიდან კვამლს უშვებდნენ, მაგრამ საჭ-
მელს არ ართმევდნენ... სანამ დენის არ გაახსენდა, რა უთხრა ერ-
თხელ ვისერისმა ბავშვობაში.
მხოლოდ ადამიანი და დრაკონი ჭამს ნაცეცხლარ ხორცსო, ასე
უთხრა.
როდესაც დენიმ მოახლეებს გაშავებამდე დააბრაწვინა ცხენის
ხორცი, დრაკონებმა ხარბად დაუწყეს გლეჯა, გველებივით სწრა-
ფად აცხრებოდნენ ყოველ ლუკმას. საკუთარ წონაზე რამდენჯერმე
მეტ შემწვარ ხორცს ნთქავდნენ ყოველდღე და, ბოლოს და ბოლოს,
გაზრდა და მოღონიერება იწყეს. დენის აღტაცებას ჰგვრიდა მათი
გლუვი ქერცლები, მათგან მომდინარე მხურვალება, იმდენად ძლი-
ერი, ცივ ღამეებში მთელ სხეულზე თითქოსდა ალმური ასდიოდათ.
255
ყოველ საღამოს, როდესაც ხალასარი გზას დაადგებოდა, დენი
რომელიმე დრაკონს მხარზე შემოსასმელად იყვანდა. დანარჩენი
ორი ირის და ჟიქვის მოჰყავდათ მოწნული გალიით, რომელიც მათ
ცხენებს შორის ეკიდა, და დენერისს ფეხდაფეხ მისდევდნენ, ასე
რომ, დრაკონები მუდამ ხედავდნენ მას. მხოლოდ ამგვარად თუ
წყნარდებოდნენ.
– ეაგონის დრაკონებს ძველი ვალირიელი ღმერთების სახელე-
ბი ერქვათ, – უთხრა დენიმ თავის სისხლისმიერ მხედრებს ერთ დი-
ლით, ხანგრძლივი ღამეული მგზავრობის მერე, – ვისენიას დრაკო-
ნი ვაგარი იყო, რეინისს მერაქსესი ჰყავდა, ეაგონი კი ბელერიონზე
იჯდა, შავ ძრწოლაზე. ამბობენ, ვაგარის სუნთქვის მხურვალებას შე-
ეძლო, მეომრის აბჯარი გაელღო და მის შიგნით კაცი შეეწვაო, რომ
მერაქსესი მთლიან ცხენებს ყლაპავდა და ბელერიონი... მისი ცეც-
ხლი მისი ქერცლებივით შავი იყო, ფრთები კი ისე ფართოდ ეშლე-
ბოდა, რომ მთელ ქალაქებს ფარავდა მათი ჩრდილი, როდესაც
დრაკონი გადაუფრენდათ.
დოთრაკები მის მართვეებს შეშფოთებით უცქერდნენ. სამთაგან
ყველაზე დიდი მბზინვარე შავი იყო, ქერცლებზე კაშკაშა მეწამული
ძარღვები გაჰკრავდა და მის ფრთებსა და რქებს ეხამებოდა.
– ხალესი, – ჩაიბუტბუტა აგომ, – აგერ ზის ბელერიონი, კვლავ
დაბადებულან.
– იქნებ ეგრეც იყოს, სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – მწუხარედ
მიუგო დენერისმა, – მაგრამ ამ ახალ ცხოვრებაში ახალი სახელი
ექნება. მე დავარქმევ სახელებს იმათ სახსოვრად, ვინც ღმერთებმა
წაიყვანეს. მწვანე რეიგალი იქნება, ჩემი ჩაუქი ძმის სახსოვრად,
რომელიც სამკბილას მწვანე ნაპირებზე დაეცა. კრემ-ოქროვანს ვი-
სერიონს დავარქმევ. ვისერისი ბოროტი, სუსტი და მშიშარა იყო,

256
მაგრამ მაინც ჩემი ძმა იყო. მისი დრაკონი იმას იზამს, რაც ვისერის-
მა ვერ შეძლო.
– და შავ ნადირს? – ჰკითხა სერ ჯორაჰ მორმონტმა.
– შავი, – მიუგო დენიმ, – დროგონია.
მაგრამ თუ მისი დრაკონები იზრდებოდნენ და ძალებს იკრებ-
დნენ, მისი ხალასარი ილეოდა და კვდებოდა. მათ გარშემო ქვეყნიე-
რება კიდევ უფრო მეტადაც კი გაუდაბურდა. ეშმაბალახიც კი ძნელი
საპოვნელი გახდა. ცხენები გზადაგზა უცვივდებოდათ და მალე ისე
ცოტაღა დარჩათ, რომ ზოგს ფეხით უწევდა ამ გრძელ და ძნელ გზა-
ზე ღოღიალი. დორეას ციება დაემართა და ყოველი გავლილი ლი-
გის კვალად სულ უფრო ცუდად ხდებოდა. ტუჩები და ხელები სის-
ხლამდე ჰქონდა დახეთქილი, თმა ბღუჯა-ბღუჯა სცვიოდა და ერთ სა-
ღამოს ისე დაუძლურდა, რომ ცხენზეც ვეღარ შეჯდა.
ჟოგომ თქვა, უნდა დავტოვოთ ან უნაგირზე უნდა დავაბათო, მაგ-
რამ დენის ახსოვდა ის ღამე დოთრაკების ზღვაში, როდესაც ლი-
სელმა გოგონამ ასწავლა საიდუმლოებანი, დროგოს მის თავს რომ
შეაყვარებდა. მან დორეას თავისი საკუთარი ტიკიდან შეასვა წყა-
ლი, შუბლი სველი ქსოვილით გაუგრილა და მისი ხელი ეჭირა, სა-
ნამ აცახცახებულმა გოგონამ სული არ დალია. დენის ხალასარი
მხოლოდ ამის მერეღა გაუდგა გზას.
სხვა მგზავრების კვალსაც ვერ ამჩნევდნენ. დოთრაკები შიშით
აჩურჩულდნენ, რომ კომეტამ ისინი რომელიღაც ჯოჯოხეთში მოიყ-
ვანა. ერთ დილას, როდესაც მათ ბანაკი გაშალეს ქარით გამოშაშ-
რული შავი ქვების გროვებს შორის, დენი სერ ჯორაჰთან მივიდა.
– დავიკარგეთ? – ჰკითხა რაინდს, – ამ უდაბნოს ბოლო არ აქვს?
– ბოლო აქვს, – მიუგო მან დაღლილი ხმით, – მე ნანახი მაქვს
ვაჭრების დახატული რუკები, დედოფალო. მართალია, აქეთ ცოტა
ქარავანს თუ უვლია, მაგრამ აღმოსავლეთში ნამდვილად ძევს დიდი
257
სამეფოები და საოცრებებით სავსე ქალაქები. ი-ტი, ქართი, ასშაი
ბინდის პირას...
– გადავრჩებით, რომ ვნახოთ ისინი?
– არ მოგატყუებ. გზა უფრო მძიმეა, ვიდრე ვფიქრობდი, რაინდს
ნაცრისფერი, დაქანცული სახე ჰქონდა. ხალ დროგოს სისხლისმი-
ერ მხედრებთან ბრძოლაში დაჭრილი თეძო ჯერაც არ შეხორცებო-
და; დენი ამჩნევდა, როგორ ეღრიჯებოდა სახე, ცხენზე რომ ჯდებო-
და, და სიარულისას რა მძიმედ იჯდა უნაგირში, – შეიძლება, განწი-
რულები ვიყოთ, გზას თუ განვაგრძობთ... მაგრამ დანამდვილებით
ვიცი, რომ განწირულები ვიქნებით, უკან თუ მივბრუნდით.
დენიმ მსუბუქად აკოცა ლოყაზე. მისი ღიმილის დანახვამ მხნე-
ობა შემატა. მის ნაცვლადაც უნდა ვიყო ძლიერი, გაიფიქრა უტეხად.
ის ხომ რაინდია, მაგრამ მე დრაკონის სისხლთაგანი ვარ.
მომდევნო ტბორი, რომელსაც წაადგნენ, ქაფქაფა ცხელი იყო და
გოგირდის სუნი უდიოდა, მაგრამ ტიკები ლამის გამოსცლოდათ,
ამიტომ დოთრაკებმა წყალი ქოთნებში გააგრილეს და ნელთბილი
დალიეს. გემოც სუნივით საძაგელი ჰქონდა, მაგრამ წყალი წყალია,
ისინი კი წყურვილს გაეწამებინა. სასოწარკვეთილმა დენიმ ჰორი-
ზონტს გახედა. თავიდან წამოსულების მესამედი უკვე ხელიდან გა-
მოეცალათ, უდაბნო კი ისევ ისე იშლებოდა მათ თვალწინ – შიშვე-
ლი, წითელი და დაუსრულებელი. კომეტა დასცინის ჩემს იმედებს,
გაიფიქრა და წითლად გახაზულ ცას ახედა. იმისთვის გადავლახე
ნახევარი სამყარო და იმისთვის ვნახე დრაკონების დაბადება, რომ
მათთან ერთად მოვკვდე ამ ულმობელ გავარვარებულ უდაბნოში?
ამას არაფრით დაიჯერებდა.
მეორე დღეს დახეთქილ და გამოფიტულ ველს გადადიოდნენ –
წითელ, გამაგრებულ მიწაზე მიაბიჯებდნენ, განთიადმა რომ მიუს-
წროთ. დენის ის იყო, ბანაკის გაშლა უნდა ებრძანებინა, რომ მისი
258
წინამარბები მოიჭრნენ ჭენებით.
– ქალაქი, ხალესი! – გაიძახოდნენ ისინი, – მთვარესავით თეთ-
რი და ქალწულივით მშვენიერი ქალაქი. აქედან ერთი საათის სა-
ვალზეა, უფრო შორს არა.
– მიჩვენეთ, – თქვა დენიმ.
ქალაქი რომ დაუდგა თვალწინ, ალმურის საბურველს უკან თეთ-
რად ალივლივებული გალავანი და კოშკები ისეთი ლამაზი ეჩვენა,
რომ გაიფიქრა, ალბათ მირაჟიაო.
– იცი, ეს რა ადგილი შეიძლება იყოს? სერ ჯორაჰ!
ყარიბმა რაინდმა დაღლილად გაიქნია თავი.
– არა, ჩემო დედოფალო. ამსიშორეს აღმოსავლეთით არასო-
დეს მივლია.
შორი თეთრი კედლები დასვენებას და უსაფრთხოებას ჰპირდე-
ბოდნენ, იქ გამოჯანსაღებას და მოძლიერებას შეძლებდნენ და დე-
ნის ერთი სული ჰქონდა, მათკენ გაჭენებულიყო. ამის ნაცვლად თა-
ვის სისხლისმიერ მხედრებს მიმართა:
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო, გასწით და შეიტყვეთ ამ ქალაქის
სახელი და გაიგეთ, როგორ დახვედრას შეიძლება ველოდეთ.
– დიახ, ხალესი, – უთხრა აგომ.
მხედრები მალევე მობრუნდნენ. რახარო უნაგირს გადმოევლო.
მონეტებით ასხმულ ქამარზე ეკიდა დიდი მორკალული არახი,
დენიმ რომ გადასცა, როცა თავის სისხლისმიერ მხედრად დაასახე-
ლა.
– მკვდარი ქალაქია, ხალესი. მისი ვერც სახელი ვნახეთ, ვერც
ღმერთები. კარიბჭე დალეწილია, ქუჩებში მხოლოდ ქარი და ბუზები
დაფრინავენ.
ჟიქვი აცახცახდა.

259
– საიდანაც ღმერთები წასულები არიან, იქ ღამღამობით ავი აჩ-
რდილები ნადიმობენ. ასეთ ადგილს ჯობს, მოერიდო. ეს ყველამ
იცის.
– ყველამ იცის, – კვერი დაუკრა ირიმ.
– მე არ ვიცი, – დენიმ ცხენს ქუსლები შემოჰკრა და წინ წავიდა,
ძველი კარიბჭის ჩამოლეწილი თაღის ქვეშ გაიარა და მდუმარე ქუ-
ჩას დაუყვა. ფეხდაფეხ მიჰყვნენ სერ ჯორაჰი და სისხლისმიერები,
მათ მერე კი, უფრო აუჩქარებლად, დანარჩენი დოთრაკებიც.
დენი ვერ იტყოდა, რამდენი ხნის წინ მიატოვეს ქალაქი, მაგრამ
თეთრი გალავანი, შორიდან ასე თვალწარმტაცი რომ ჩანდა, ახლო-
დან დაბზარული და ჩამოფშვნილი აღმოჩნდა. გალავნის შიგნით
ვიწრო დაგრეხილი შუკები ერთმანეთს კვეთდა, შენობები ახლო
იყო ერთმანეთთან მიჯრილი, ცარიელი, შეკირული, უფანჯრო ფასა-
დები ჰქონდათ. ყველაფერი თეთრი იყო, თითქოს ოდესღაც აქ
მცხოვრებ ხალხს არაფერი სმენოდა ფერების შესახებ. მზის სხივები
ეღვრებოდა ქვების გროვებს იქ, სადაც ოდესღაც სახლები დაქცეუ-
ლიყო, და ყველგან მოჩანდა ხანძრის გამკრთალებული კვალი.
ფართო ადგილზე, სადაც ექვსმა ქუჩამ ერთად მოიყარა თავი, დენიმ
ცარიელი მარმარილოს კვარცხლბეკი შენიშნა. როგორც ჩანდა,
აქაურობა ოდესღაც დოთრაკებსაც მოენახულებინათ. დაკარგული
ქანდაკება იქნებ ახლაც კი ვაის დოთრაკში იდგა სხვა მოტაცებულ
ღმერთებს შორის. ვინ იცის, რამდენჯერ ჩაუარა კიდევაც გვერდით,
ცხენზე ამხედრებულმა! მის მხარზე შემომჯდარი ვისერიონი ასისინ-
და.
ბანაკი ხანძრით გამოშიგნული სასახლის ნარჩენების წინ გამა-
ლეს, ქარიან მოედანზე, სადაც ფილაქანს შორის ღრიჭოებში ეშმა-
ბალახი იზრდებოდა. დენიმ ხალხი გაგზავნა ნანგრევების გასაჩხრე-

260
კად. ზოგი ფეხათრევით წავიდა, მაგრამ წავიდნენ... და ერთი ნაი-
არევებით დაფარული ბერიკაცი ცოტა ხანში უკან მობრუნდა, მოკუნ-
ტრუშებდა და სახეზე ღიმილი ეფინა, პეშვი კი ლეღვებით ჰქონდა
სავსე. წვრილი, დაკუჭული ნაყოფი იყო, მაგრამ მისი ხალხი ხარბად
მიესია მოსულს, უბიძგებდნენ და მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ ერთმა-
ნეთს, ხილს პირში იტენიდნენ და ნეტარებით ღეჭავდნენ. სხვა მზვე-
რავებმაც მოიტანეს სხვა ხეხილის პოვნის ამბები, ისინი ფარულ ბა-
ღებში იზრდებოდნენ დაკეტილი კარების მიღმა. აგომ დენის უჩვენა
შიდა ეზო, რომელსაც დაბურდული ვაზი მოსდებოდა, მის ყლორ-
ტებს ციცქნა მწვანე მტევნები ესხა. ჟოგომ კი წმინდა, ცივი წყლით
სავსე ჭა იპოვა. მაგრამ ძვლებიც ბევრი ნახეს, დაუმარხავად დარჩე-
ნილი მიცვალებულების გამოთეთრებული, დამსხვრეული თავის ქა-
ლებიც.
– აჩრდილები, – ლუღლუღებდა ირი, – საზარელი აჩრდილები.
აქ არ უნდა დავრჩეთ, ხალესი, ეს ადგილი მათია.
– მე აჩრდილების არ მეშინია. დრაკონები მათზე ძლიერები
არიან, – ლეღვი კი მათზე მეტად მნიშვნელოვანიაო, გაიფიქრა, –
წადი ჟიქვისთან ერთად და საბანაოდ ცოტა სუფთა ქვიშა მიშოვეთ,
და ამ ბრიყვული ლაპარაკით ყურებს ნუღარ მიჭედავ.
თავისი კარვის სიგრილეს შეფარებული დენი მაყალზე ხორცს
ბრაწავდა და ფიქრობდა, რა გადაეწყვიტა. აქ საკვები და წყალი
იპოვებოდა და ბალახიც სამყოფად იყო, ცხენები რომ მოღონიერე-
ბულიყვნენ. რა საამო იქნებოდა ყოველდღე ერთსა და იმავე ადგი-
ლას გაღვიძება, დაჩრდილულ ბაღებში ჯდომა, ლეღვის ჭამა და იმ-
დენი ცივი წყლის დალევა, რამდენიც სულსა და გულს ეამებოდა!
ირიმ და ჟიქვიმ თეთრი ქვიშით სავსე ქოთნები შემოიტანეს, დე-
ნიმ ტანთ გაიძრო და მათ ხელებს მინებდა, სანამ მოახლეები ხეხავ-
დნენ და ასუფთავებდნენ.
261
– თმა წამოგეზარდა, ხალესი, – უთხრა ჟიქვიმ, ქვიშით ზურგს
რომ უხეხავდა. დენიმ თავზე გადაისვა ხელი და ამოზრდილი თმა
მოისინჯა. დოთრაკი მამაკაცები თმას გრძლად იწნავდნენ და იპო-
ხავდნენ, და მხოლოდ დამარცხებისას იჭრიდნენ. იქნებ მეც ასე მო-
ვიქცე, გაიფიქრა მან, რათა ყველას ახსოვდეს, დროგოს ძალა ახლა
ჩემში რომ ცოცხლობს. ხალი დროგო ისე მოკვდა, რომ თმა არასო-
დეს შეუკვეცია, ამას კი ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნიდა.
კარვის მეორე ბოლოში რეიგალმა მწვანე ფრთები გაშალა და
ნახევარი ფუტით აიწია ჰაერში, სანამ ისევ ხალიჩაზე დაეცემოდა.
დაბლა მჯდომი ბრაზით კუდის ქნევას მოჰყვა, მერე თავი ასწია და
დაიწივლა. ფრთები რომ მქონდეს, მეც მენდომებოდა ფრენა, გა-
იფიქრა დენიმ. ძველი დროის ტარგარიენები დრაკონების ზურგზე
შემომსხდრები მიდიოდნენ საომრად. შეეცადა, წარმოედგინა, რას
იგრძნობდა, დრაკონის კისერზე გადამჯდარი ჰაერში რომ აიჭრებო-
და. ეს მთის მწვერვალზე დგომას ემსგავსებოდა, ოღონდ უფრო უკე-
თესი იქნებოდა. ძალიან მაღლა რომ ავფრენილიყავი, მთელი სამ-
ყარო დაბლა გადამეშლებოდა, შვიდ სამეფოსაც კი დავინახავდი
და, ხელს თუ გავიწვდიდი, კომეტას მივწვდებოდი.
ირის ხმამ ოცნებიდან გამოაფხიზლა. სერ ჯორაჰ მორმონტი გა-
რეთ გიცდისო, უთხრა მოახლემ.
– შემოუშვით, – ბრძანა დენიმ. ქვიშით გახეხილი კანი ჩხვლეტ-
და. ლომის ტყავში გამოეხვია. მასზე ბევრად დიდი ჰრაკარის ტყავი
რაც საჭირო იყო, ყველაფერს უფარავდა.
– ატამი მოგიტანე, – უთხრა სერ ჯორაჰმა და მუხლი მოიყარა.
ნაყოფი ისე პატარა იყო, მუჭში თითქმის მთლიანად ჩაემალებოდა,
მაგრამ პირველად რომ მოკბიჩა, ისე ტკბილად დაადნა ენაზე, დენიმ
ლამის წამოიყვირა. ნელა შეჭამა, ყველა ლუკმას აგემოვნებდა, სერ

262
ჯორაჰი კი უამბობდა ხეზე, რომლიდანაც ატამი მოწყვიტა და რომე-
ლიც დასავლეთის კედლის მახლობლად ბაღში იზრდებოდა.
– ხილი, წყალი და ჩრდილი, – თქვა დენიმ, ლოყები ატმის წვე-
ნით ჰქონდა გაწებილი, – ღმერთები გვწყალობენ, აქ რომ მოგვიყ-
ვანეს. – აქ უნდა დავისვენოთ, სანამ არ მოვღონიერდებით, – დაბე-
ჯითებით უთხრა რაინდმა, – წითელი მხარე სუსტს არ ინდობს.
– ჩემი მოახლეები ამბობენ, აქ აჩრდილები არიანო.
– აჩრდილები ყველგან არიან, – წყნარად უთხრა სერ ჯორაჰმა,
– სადაც არ უნდა წავიდეთ, ისინიც ყველგან თან მიგვყავს.
ჰო, გაიფიქრა დენიმ. ვისერისი, ხალი დროგო, ჩემი შვილი რე-
იგო მუდამ ჩემთან არიან.
– მითხარი შენი აჩრდილის სახელი, ჯორაჰ. ჩემებს შენ ყველას
იცნობ.
მას სახე გაუქვავდა.
– ლინესი ერქვა.
– შენი ცოლი იყო?
– ჩემი მეორე ცოლი.
დენი ხედავდა, რომ მისი ხსენება ტკივილს ჰგვრიდა, მაგრამ
სურდა, სიმართლე სცოდნოდა.
– მეტს აღარაფერს მეტყვი მასზე? – დენიმ ცალ მხარზე ჩამოცუ-
რებული ლომის ტყავი გაისწორა, – ლამაზი იყო?
– ძალიან ლამაზი იყო, – სერ ჯორაჰმა მხარს მზერა მოსწყვიტა
და სახეში შეხედა, – პირველად რომ დავინახე, ვიფიქრე, რომ მიწა-
ზე ჩამოსული ქალღმერთი იყო, რომ თავად ღვთაებრივ ქალწულს
შეესხა ხორცი. ჩემზე ბევრად უფრო კეთილშობილი ჩამომავლობა
ჰქონდა. ძველქალაქის ბატონის, ლორდ ლეიტონ ჰაიტაუერის ნა-
ბოლარა ასული იყო. თეთრი ბუღა, მამაშენის ქეშიკების მეთაური,
მისი პაპისძმა იყო. ჰაიტაუერები ძველი გვარია, ძლიერ მდიდარი
263
და ძლიერ ამაყი. – და ერთგული, – თქვა დენიმ, – მახსოვს, ვისერი-
სი ამბობდა, რომ ჰაიტაუერები მათ შორის იყვნენ, ვინც მამაჩემს
უერთგულეს. – ასეა, – დაუდასტურა რაინდმა.
– და თქვენმა მამებმა დაგაქორწინეს?
– არა, – თქვა მან, – ჩვენი ქორწინება... ეს გრძელი და მოსაწყე-
ნი ამბავია, თქვენო მოწყალებავ. მისი მოყოლით თავს არ შეგაწყენ.
– არსად მეჩქარება, – უთხრა დენიმ, – გთხოვ.
– როგორც დედოფალი მიბრძანებს, – სერ ჯორაჰმა შუბლი შე-
იკრა, – ჩემი სახლი... ეს უნდა იცოდე, დანარჩენი რომ გაიგო. დათ-
ვის კუნძული ლამაზია, მაგრამ შორსაა გადაკარგული. წარმოიდგი-
ნე ბებერი დაკორძილი მუხები და მაღალი ფიჭვები, აყვავებული ნა-
რიანები, დახავსებული ლოდები, მთების ციცაბო კალთებზე ჩამორ-
ბენილი ყინულოვანი ნაკადულები. მორმონტების ციხე-დარბაზი
უზარმაზარი მორებითაა ნაგები და მიწის გალავანი აკრავს.
ერთ მუჭა მიწის მოიჯარადეებს თუ არ ჩავთვლით, ჩემი ხალხი ნა-
პირის გასწვრივ სახლობს და საზრდოს ზღვიდან იღებს. კუნძული
შორს, ჩრდილოეთით ძევს და ჩვენი ზამთრები იმაზე უფრო სასტი-
კია, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო, ხალესი.
და მაინც, ჩემი კუნძული მშვენივრად მყოფნიდა და არც ქალები
მაკლდა როდისმე. ქორწინებამდე და ქორწინების მერე მეთევზეთა
ცოლებს და მოიჯარადეთა ასულებს არ ვიკლებდი. ახალგაზრდა ვი-
ყავი, ცოლად მამაჩემის შერჩეული სარძლო რომ მოვიყვანე, გლო-
ვერი იყო უღრანის გორიდან. ათიოდე წელი მყავდა ცოლად.
არაფრით გამორჩეული სახე ჰქონდა, მაგრამ გულკეთილი იყო.
ალბათ, თავისებურად შემიყვარდა კიდეც, თუმცა ჩვენი ურთიერ-
თობა ვალი უფრო იყო, ვიდრე ვნება. სამჯერ მოეშალა მუცელი, ჩემ-
თვის მემკვიდრის გაჩენას რომ ცდილობდა. მესამე ჯერს ცოტა ხანში
გადაჰყვა კიდევაც.
264
დენიმ ხელზე ხელი დაადო და თითებზე მოუჭირა.
– ვწუხვარ, მართლა.
სერ ჯორაჰმა თავი დაუქნია.
– ამ დროისთვის მამაჩემმა უკვე შავი შეიმოსა და დათვის კუნძუ-
ლის სრულ ბატონად მე დავრჩი. საქორწილო შემოთავაზებები არ
მაკლდა, მაგრამ სანამ რამეს გადავწყვეტდი, ლორდი ბეილონ გრე-
იჯოი აჯანყდა უზურპატორის წინააღმდეგ და ნედ სტარკმა თავის მე-
გობარ რობერტის დასახმარებლად ბაირაღებს მოუწოდა. ბოლო
ბრძოლა პაიკზე გაიმართა. რობერტის ლოდმტყორცნებმა მეფე ბე-
ილონის გალავანი რომ ჩამოარღვიეს, ნარღვევში პირველი მირე-
ლი ქურუმი შეიჭრა, მაგრამ დიდად არც მე ჩამოვრჩი. ამით მოვიპო-
ვე რაინდობა.
გამარჯვების საზეიმოდ რობერტმა ლანისპორტის მახლობლად
ტურნირის მოწყობა ბრძანა. იქ ვნახე ლინესი, ჩემზე ერთიორად უფ-
რო ნორჩი ასული. ძველქალაქიდან მამასთან ერთად ჩამოვიდა,
ძმების ასპარეზობა რომ ენახა. თვალს ვერ ვაშორებდი. ისე დავკარ-
გე ჭკუა, რომ ნიშანი ვთხოვე, ტურნირის დროს რომ დავიბნევდი,
თუმცა ოცნებაც ვერ გამებედა, რომ თხოვნას ამისრულებდა.
მაგრამ ამისრულა.
ბრძოლაში ტოლს არავისაც არ ვუდებ, ხალესი, მაგრამ ტურნი-
რის რაინდი ვერ ვარ. მაგრამ მაშინ, მკლავზე ლინესის ნიშანი რომ
მება, სულ სხვა კაცი ვიყავი. შერკინებას შერკინებაზე ვიგებდი.
ლორდი იასონ მალისტერი დაეცა ჩემთან ორთაბრძოლაში, ბრინ-
ჯაოს იონ როისიც. სერ რაიმან ფრეი, მისი ძმა სერ ჰოსტინი, ლორ-
დი ვენტი, ტახისჯანა და სერ ბოროს ბლოუნტიც კი, მეფის ქეშიკი –
ყველანი ჩამოვყარე ცხენებიდან. ბოლო ორთაბრძოლაში ცხრა შუ-
ბი უშედეგოდ შევალეწე ჯეიმი ლანისტერს და მეფე რობერტმა ფა-
ლავნის დაფნა მე მომანიჭა. მე ლინესს დავადგი სიყვარულისა და
265
მშვენების გვირგვინი, იმავე ღამით კი მამამისს გამოვეცხადე და მი-
სი ხელი ვთხოვე. დიდებით და ღვინით თანაბრად ვიყავი მთვრალი.
წესით და რიგით, ქედმაღალი უარით უნდა გამოვესტუმრებინე, მაგ-
რამ ლორდმა ლეიტონმა თანხმობა მითხრა. იქვე, ლანისპორტში
ვიქორწინეთ და ორი კვირის მანძილზე მთელ ქვეყანაზე ჩემზე უფ-
რო ბედნიერი კაცი არ იპოვებოდა.
– მარტო ორი კვირა? – ჰკითხა დენიმ. მეც კი ამაზე მეტი ბედნიე-
რება მეღირსა დროგოსთან, ჩემს მზესა-და-ვარსკვლავებთან.
– ლანისპორტიდან უკან, დათვის კუნძულზე დასაბრუნებლად
ორი კვირა დაგვჭირდა. ლინესს ჩემმა სახლმა ძლიერ გაუცრუა იმე-
დები. იქაურობა ძალიან ცივი, ძალიან ნესტიანი, ძალიან გადაკარ-
გული იყო. ჩემი სასახლე უბრალო ხის დარბაზი აღმოჩნდა. იქ არ
იყვნენ მსახიობები და ჯამბაზები, არ იმართებოდა მეჯლისები თუ
ბაზრობები. წლები ისე გაივლიდა, ერთი მგოსანიც კი არსაიდან მო-
ვიდოდა ჩვენთვის სამღერლად. სადილ-ვახშამიც კი ტანჯვად იქცა:
ჩემს მზარეულს შემწვარის და ჩათუშულის გარდა ბევრი არაფ-
რის გაეგებოდა, ლინესს კი თევზი და ირმის ხორცი მალე მობეზრდა.
მე სიცოცხლე მისი ღიმილისთვის მინდოდა, ამიტომ ძველქალაქი-
დან ახალი მზარეული მოვაყვანინე, ლანისპორტიდან კი ქნარზე
მომღერალი ჩამოვიყვანე. ოქრომჭედლები, მკერავები, პირისფა-
რეშები – ვინც კი ისურვა, ყველა ვიპოვე და ვაახლე, მაგრამ მის-
თვის არაფერი კმაროდა. დათვის კუნძული დათვებით და ხეებით
არის მდიდარი, სხვა კი ზედ არაფერი იპოვება. მე მას მშვენიერი გე-
მი ავუგე და დღესასწაულებსა და ბაზრობებზე ლანისპორტსა და
ძველქალაქში მივცურავდით, ერთხელ კი ბრაავოსშიც კი ჩავედით,
სადაც მევახშეებისგან დიდძალი ფული ვისესხე. მე ტურნირის ფა-
ლავნობით მოვიპოვე მისი ხელი და გული, ამიტომ მისი ხათრით
სხვა ტურნირებშიც ვიბრძოდი, მაგრამ მაშინდელი ჯადო სადღაც
266
გაქრა. მას შემდეგ აღარასოდეს გამიმარჯვია, ყოველი დამარცხება
კი კიდევ ერთი ცხენისა და საასპარეზო აბჯრის დაკარგვას ნიშნავ-
და, რაც უნდა გამომესყიდა ან ახლით შემეცვალა. ამდენ ხარჯს ვერ
ავუდიოდი. ბოლოს დაბეჯითებით მოვითხოვე შინ დაბრუნება, მაგ-
რამ იქ საქმეები ადრინდელზე უფრო უკან-უკან წავიდა. მზარეულის
და ქნარზე დამკვრელის შენახვა აღარ შემეძლო, ლინესი კი, რამ-
დენჯერაც მისი ძვირფასეულობის დაგირავებაზე ჩამოვაგდებდი
სიტყვას, გააფთრებული მეწინააღმდეგებოდა.
მერე... ისეთი რამეები ჩავიდინე, მოყოლაც კი მრცხვენია. ოქ-
როს გულისთვის. ლინესს თავისი სამკაულები, თავისი მგოსანი, თა-
ვისი მზარეული რომ დარჩენოდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმის
ფასად დამიჯდა, რაც კი მებადა. როდესაც გავიგე, რომ ედარდ
სტარკი დათვის კუნძულისკენ მოდიოდა, იმდენად დაკარგული
მქონდა ღირსება, იმის ნაცვლად, დავრჩენილიყავი და მის სამსჯავ-
როზე წავმდგარიყავი; გავიქეცი ცოლთან ერთად. ჩვენი სიყვარუ-
ლის გარდა მნიშვნელობა არაფერს აქვს-მეთქი, თავს ასე ვუთხარი.
ლისში ჩავედით, სადაც გემი გავყიდე, თავი რომ შეგვენახა.
ხმა მწუხარებით ჰქონდა სავსე და დენის არ უნდოდა, გაგრძელე-
ბა ეიძულებინა, მაგრამ უეჭველად უნდა სცოდნოდა, ამბავი რით
დამთავრდა.
– იქ მოკვდა? – ჰკითხა თანაგრძნობით.
– მხოლოდ ჩემთვის, – მიუგო რაინდმა, – ნახევარ წელიწადში
ოქრო შემომელია და იძულებული გავხდი, ქირით მებრძოლად მემ-
სახურა. სანამ როინზე ბრაავოსს ვებრძოდი, ლინესი ვაჭარი პრინ-
ცის, ტრეგარ ორმოლენის სახლში გადაბარგდა. ამბობენ, ახლა
ტრეგარის უფროსი ხარჭაა და მის ცოლსაც კი შიშის ზარს სცემსო.
დენი შეძრწუნებული იყო.
– გძულს?
267
– თითქმის ისევე, როგორც მიყვარს, – უპასუხა სერ ჯორაჰმა, –
ახლა კი გთხოვ, მაპატიო, ჩემო დედოფალო. ახლაღა ვიგრძენი, რა
ძალიან დაღლილი ვარ.
დენიმ წასვლის ნება დართო, მაგრამ, როდესაც ჯორაჰი კარვის
ფარდას სწევდა, ვერ მოითმინა, ერთი შეკითხვაც რომ არ დაედევ-
ნებინა:
– შესახედად როგორი იყო შენი ლედი ლინესი?
სერ ჯორაჰმა ნაღვლიანად გაიღიმა.
– როგორი და, ცოტათი შენ წაგაგავდა, დენერის, – მან მდაბ-
ლად მოიდრიკა ქედი, – ტკბილი ძილი მისურვებია, დედოფალო.
დენის გააჟრჟოლა და ლომის ტყავი უფრო მჭიდროდ შემოიხვია.
მე მგავდა. ეს ბევრ რამეს ხსნიდა ისეთს, რაც მას ბოლომდე ვერ
გაეგო. მიხვდა, რაინდს ვსურვარო. ისე ვუყვარვარ, როგორც ის ქა-
ლი უყვარდა; არა ისე, როგორც რაინდს უყვარს თავისი დედოფა-
ლი, არამედ ისე, როგორც კაცს – ქალი. სცადა, თავი სერ ჯორაჰის
მკლავებში წარმოედგინა, ეფიქრა, როგორ კოცნიდა, ასიამოვნებ-
და, უშვებდა თავის წიაღში. არ იყო კარგი. როგორც კი თვალებს ხუ-
ჭავდა, რაინდის სახე დროგოს სახედ იქცეოდა.
ხალი დროგო მისი მზე-და-ვარსკვლავები იყო, მისი პირველი და
იქნებ მის უკანასკნელადაც უნდა დარჩენილიყო. მაეგი მირი მაზ
დურმა დაიფიცა, რომ ცოცხალ ბავშვს ვეღარასოდეს შობდა, და რო-
მელ კაცს ენდომებოდა უნაყოფო ცოლი? ან ვინ შეძლებდა, გასტო-
ლებოდა დროგოს, თმაშეუჭრელი რომ მოკვდა და ახლა ღამის მხა-
რეში დააჭენებდა ცხენს, ხალასარად კი ვარსკვლავები ჰყავდა? სერ
ჯორაჰის ხმაში მონატრება ისმოდა, თავის დათვის კუნძულზე როცა
ლაპარაკობდა. მე მისი არასოდეს ვიქნები, მაგრამ ერთ დღეს შეიძ-
ლება თავისი სახლი და ღირსება დავუბრუნო. ეს კი შემიძლია მივცე.
იმ ღამით მისი ძილი აჩრდილებს არ შეუშფოთებია. ესიზმრა
268
დროგო და პირველი ერთად ჭენება მათი ქორწინების პირველ ღა-
მეს. სიზმარში ცხენებზე კი არა, დრაკონებზე იყვნენ ამხედრებული.
მეორე დილით დენიმ თავის სისხლისმიერ მხედრებს მოუხმო.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანნო, – უთხრა სამ მეომარს, – თქვე-
ნი სამსახური მჭირდება. ყოველმა თქვენგანმა აირჩიოს სამი ცხენი,
დარჩენილთაგან ყველაზე ძლიერები და საღები. რამდენსაც ზიდა-
ვენ, იმდენი წყალი და საკვები აჰკიდეთ და გზას დაადექით ჩემი გუ-
ლისთვის. აგო სამხრეთ-დასავლეთისკენ გასწევს, რახარო – სამ-
ხრეთისკენ. ჟოგო, შენ კი შირაკ ქიას სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ
უნდა მისდიო.
– რა ვეძებოთ, ხალესი? – ჰკითხა ჟოგომ.
– რაც კი შეგხვდებათ, – მიუგო დენიმ, – ეძებეთ სხვა ქალაქები,
ცოცხალი იქნება თუ ჩამკვდარი. ეძებეთ ქარავნები და ადამიანები.
ეძებეთ მდინარეები, ტბები და დიდი მლაშე ზღვა. გაიგეთ, ეს უდაბ-
ნო რა მანძილზეა ჩვენ წინ გადაშლილი და რა ძევს მის მიღმა. აქე-
დან რომ წავალ, არ ვაპირებ, ისევ ბრმად დავადო თავი, მეორედ უკ-
ვე მეცოდინება, საით მივდივარ და იქამდე მისვლა როგორ აჯობებს.
ჰოდა, წავიდნენ, თმებში ჩაბნეული ზანზალაკების წყნარი წკარუ-
ნით. დენი კი თავისი პატარა გუნდის დაბინავებას შეუდგა ამ ადგი-
ლას, რომელსაც ვაის ტოლორო დაარქვეს, ძვლების ქალაქი. დღე
ღამეს ცვლიდა, ღამე – დღეს. ქალები მიცვალებულების ბაღებში
ხილს კრეფდნენ. კაცები ცხენებს უვლიდნენ და უნაგირებს, უზან-
გებს და ფეხსაცმელებს აწესრიგებდნენ. ბავშვები დახლართულ შუ-
კებში დადიოდნენ და პოულობდნენ ბრინჯაოს მონეტებს, წითელი
შუშის ნამსხვრევებს და ქვის სურებს, გველის მსგავსად მოყვანილი
სახელურები რომ ჰქონდათ. ერთი ქალი წითელმა მორიელმა და-
გესლა, მაგრამ მის გარდა სხვა აღარავინ მომკვდარა.

269
ცხენებმა მოსუქება დაიწყეს. დენი თვითონვე უვლიდა სერ ჯორა-
ჰის ჭრილობას და მანაც შეხორცება დაიწყო.
პირველი რახარო დაბრუნდა. სამხრეთისკენ წითელი უდაბნო
გრძელდება და გრძელდება, სანამ მოწამლული წყლის პირას არ
შეწყდებაო, მოახსენა დენის. აქედან იქამდე მხოლოდ მოტორტმანე
ქვიშები, ქარით დაშაშრული კლდეები და ეკლიანი მცენარეები იპო-
ვებაო. იფიცებოდა, რომ ერთგან დრაკონის ძვლებს ჩაუარა, იმხე-
ლა იყო, ცხენი მის ვეება შავ ყბებს შორის გავატარეო. ამის მეტი კი
არაფერი უნახავს.
დენიმ მას დაავალა, ყველაზე ღონიერი თორმეტი კაცი შეეკრიბა
და მოედნიდან ქვაფენილი აეყარათ, მის ქვეშ მიწა რომ გამოჩენი-
ლიყო. თუ ქვებს შორის ეშმაბალახი ხარობდა, თავისუფალ მინაზე
სხვა ბალახიც გაიზრდებოდა. ჭები საკმარისად ჰქონდათ, წყალი არ
აკლდათ. თესლს თუ მისცემდნენ, მოედანი გაიფურჩქნებოდა.
მერე აგო მოვიდა. სამხრეთ-დასავლეთი უნაყოფო და ხრიოკია-
ო, დაიფიცა. მან კიდევ ორი ქალაქის ნანგრევები იპოვა, ვაის ტო-
ლოროზე უფრო მომცროები იყვნენ, მაგრამ ამას ჩამოჰგავდნენო.
ერთს დაჟანგულ რკინის შუბებზე აცმული თავის ქალების წრე ერ-
ტყა მცველებად და აგომ შიგნით შესვლა ვერ გაბედა, მეორე კი კარ-
გად დაათვალიერა. მან დენის უჩვენა რკინის სამაჯური, ქალაქში
რომ ეპოვნა. სამაჯურს გოგონას ცერის სიმსხო დაუმუშავებელი
ცეცხლოვანი ოპალები ამშვენებდა. იქ გრაგნილებიც იყო, მაგრამ
ხმელი პერგამენტი იფშვნებოდა და სადაც იყო, იქვე დავტოვეო,
თქვა აგომ.
დენიმ მადლობა გადაუხადა და დაავალა, კარიბჭის შეკეთების-
თვის ეხელმძღვანელა. თუ მტერმა უძველეს დროში გადმოლახა წი-
თელი უდაბნო და ეს ქალაქები დააქცია, შეიძლებოდა, ისინი ახლაც
მოსულიყვნენ.
270
– ეს თუ მოხდა, მზად უნდა დავუხვდეთ, – თქვა მან.
ჟოგო იმდენ ხანს არ გამოჩნდა, რომ დენი უკვე შიშობდა, და-
იკარგაო. მაგრამ ბოლოს, როდესაც მისი ნახვის იმედი თითქმის
ყველას გადაეწურა, იგი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან დაბ-
რუნდა. აგოს მიერ დაყენებულმა ერთმა გუშაგმა იგი პირველმა შე-
ნიშნა და ყვირილს მოჰყვა. დენიმ გალავანზე აირბინა, საკუთარი
თვალით რომ ენახა. გუშაგი მართალს ამბობდა. ჟოგო დაბრუნდა,
ოღონდ მარტო არ იყო. მას უკან მოჰყვებოდა სამი უჩვეულოდ ჩაც-
მული უცნობი. რაღაც მახინჯ კუზიან არსებებზე ისხდნენ, რომელთა
გვერდით ნებისმიერი ცხენი ჩია გამოჩნდებოდა.
მათ აღვირს ქალაქის კარიბჭის წინ მოზიდეს და მათ ზემოთ გა-
ლავნის თავზე შემომდგარ დენის ახედეს.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო! – ასძახა ჟოგომ, – დიდ ქალაქ
ქართში ვიყავი და დავბრუნდი სამთან ერთად, რომელთაც უნდათ,
საკუთარი თვალით გნახონ!
დენი დაბლა მდგარ უცნობებს დააცქერდა.
– აგერ ვარ. მიყურეთ, თუ გეამებათ... მაგრამ ჯერ თქვენი სახე-
ლები მითხარით.
ფერმკრთალმა და ლურჯტუჩება კაცმა ხორხისმიერ დოთრაკულ
ენაზე მიუგო:
– მე პაიატ პრი ვარ, დიდი გრძნეული.
მელოტმა კაცმა, ცხვირში პატიოსანი თვალი რომ ეკეთა, თავი-
სუფალი ქალაქების ვალირიულზე წარმოთქვა:
– მე ზარო ზოან დაქსოს მეცამეტე ვარ, ქართის ვაჭარი პრინცი.
ქალს გალაქული ხის ნიღაბი ეკეთა და შვიდი სამეფოს საერთო ენა-
ზე ლაპარაკობდა:
– მე ბინდისმხარელი ქვაითი ვარ. დრაკონების საძებნელად მო-
ვედით. – ნუღარ ეძებთ, – უთხრა დენერის ტარგარიენმა, – უკვე
271
იპოვეთ.

ჯონი

თეთრიხე – სოფელი სემის ძველ რუკებზე ამ სახელით იყო აღ-


ნიშნული. ჯონი აქაურობას სოფელს არც დაუძახებდა. ცხვრის ბაკი-
სა და ჭის გარშემო გაუთლელი ქვით ნაგები ოთხი ცალოთახა, ნა-
ხევრად დაქცეული სახლი იდგა. სახურავად დატკეპნილი მიწა
ჰქონდათ, ფანჯრებზე ტყავის დაგლეჯილი ნაჭრები იყო აკრული.
ყველას ერთად კი მკრთალი ტოტებითა და მუქი წითელი ფოთლე-
ბით თავს გადაჰფარებოდა გოლიათური სარკმლის ხე. ამხელა ხე
ჯონს არასოდეს ენახა, ზრო თითქმის რვა ფუტის სიგანის ჰქონდა,
ტოტები ისე ფართოდ გაეშალა, რომ მისი ჩარდახის ჩრდილქვეშ
მთელი სოფელი იყო მოქცეული. მაგრამ ხის სიდიდე ისე არ აშფო-
თებდა, როგორც სახე... განსაკუთრებით კი პირი, რომელიც უბრა-
ლო გამოკვეთილი ხაზის ნაცვლად დაკბილულ ფუღუროდ მოუჩან-
და და იმხელა იყო, ცხვრის ჩაყლაპვა შეეძლებოდა.
მაგრამ ეს ცხვრის ძვლები არაა, და არც ის არის ცხვრის თავის
ქალა, ნაცარში რაც გდია.
– ბებერი ხეა, – ცხენზე მჯდარ მორმონტს სახე მოეღუშა.
– ბებერი, – დაეთანხმა მხარზე მჯდომი ყორანი, – ბებერი, ბებე-
რი, ბებერი.
– და ძლიერი, – ჯონი გრძნობდა მის ძალას.
თორენ სმოლვუდი ხის ძირას ჩამოქვეითდა, შავი იყო, შეაბჯრუ-
ლი. – შეხედეთ ამ სახეს, რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ამის ეში-
ნოდათ, ვესტეროსში პირველად რომ მოვიდნენ. მეც არ ვიტყოდი
უარს, ამ წყეულ არსებას ნაჯახი დავცხო.

272
– ჩემი ლორდი-მამა ამბობდა, გულის ხის წინაშე ტყუილს ვერა-
ვინ იტყვისო. ძველმა ღმერთებმა იციან, კაცი როდის ტყუის, – უთ-
ხრა ჯონმა.
– მამაჩემიც მასე ამბობდა, – თქვა ბებერმა დათვმა, – მაჩვენეთ
ეგ თავის ქალა.
ჯონი ცხენიდან ჩამოხტა. ზურგსუკან შავი ტყავის ქარქაშით
გრძელი კლანჭი ება, სახელნახევრე ბასტარდი, ბუში-ხმალი, ბებერ-
მა დათვმა მისი სიცოცხლის გადარჩენის სამადლობელოდ რომ
აჩუქა. ბუში-ხმალი ბუშისთვისო, ხუმრობდნენ შავი ძმები. ხმალს სა-
განგებოდ ჯონისთვის გამოკვეთილი ახალი ტარი ჰქონდა და ფერ-
მკრთალი ქვის მგლისთავა კოტათი ბოლოვდებოდა; მაგრამ თავად
პირი ვალირიული ფოლადისა იყო – ძველი, მსუბუქი და მომაკვდი-
ნებლად ბასრი.
მან დაიჩოქა და თათმანიანი ხელი ხეს დაღებულ პირში ჩაუყო.
ფუღურო შიგნიდან შემხმარი წვენით გაწითლებული და ცეცხლით
გამჭვარტლული იყო. თავის ქალას ქვეშ კიდევ ერთი დაინახა, უფ-
რო მომცრო და ყბამოტეხილი, სანახევროდ ჩამარხული იყო ნაცარ-
სა და ძვლის ნამსხვრევებში.
ქალა მორმონტს მიაწოდა, მან ის ორივე ხელით ასწია და ცარი-
ელ თვალის ბუდეებში ჩააცქერდა.
– ველურები თავიანთ მკვდრებს წვავენ. ეს ყოველთვის ვიცო-
დით. ახლა ვნანობ, რომ არ ვკითხე, ასე რატომ შვრებით-მეთქი, სა-
ნამ ჯერ კიდევ რჩებოდა ვინმე საკითხავად.
ჯონ სნოუს გაახსენდა აღმდგარი აჩრდილი, ფერდაკარგულ
მკვდარ სახეზე მისი ლურჯად მოგიზგიზე თვალები. იცოდა, რატო-
მაც იქცეოდნენ ასე, დარწმუნებული იყო.
– ამ ძვლებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, – დაიბუხუნა ბებერმა

273
დათვმა, – ეს ჯეელი ბევრ რამეს გვეტყოდა. გვეტყოდა, როგორ მოკ-
ვდა. ვინ დაწვა და რატომ. სად წავიდნენ ველურები, – მან ამოიოხ-
რა, – ამბობენ, ტყის შვილებმა იცოდნენ მკვდრებთან ლაპარაკიო.
ოღონდ მე არ ვიცი, – ქალა უკან, ფუღუროში შეაგდო, სადაც მისი
დაცემისას ნაცარი აიბუქა, – ყველა სახლი დაიარეთ. გოლიათო, აძ-
ვერი ამ ხის კენწეროზე და მიმოიხედე. მწევრებიც მოიყვანონ. ეგება
ამჯერად კვალი უფრო ახალი იყოს, – ხმაზე ეტყობოდა, რომ ამის
დიდი იმედი არ ჰქონდა.
თითო სახლში ორ-ორი კაცი შევიდა, რათა არაფერი გამორჩე-
ნოდათ. ჯონს მეწყვილედ უშეღავათო ედისონ ტოლეტი შეხვდა, ამ
თმაშევერცხლილ, შუბივით აწოწილ საჭურველთმტვირთველს და-
ნარჩენი ძმები მწუხარე ედს ეძახდნენ.
– ისიც გვეყოფა, მკვდრები რომ დადიან, – უთხრა ჯონს, სოფე-
ლი რომ გადაჭრეს, – ბებერ დათვს ახლა ის უნდა, ილაპარაკონ კი-
დევაც? ზუსტად გეტყვი, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. და ვინ თქვა,
ძვლები არ მოიტყუებიანო? სიკვდილი კაცს გულწრფელს ან თუნ-
დაც ჭკვიანს რატომ გახდის? ეგ მკვდრები, ასე ჩანს, კარგა ჩლუნგე-
ბი არიან და სულ რაღაც საშინელებებზე წუწუნებენ: მიწა ზედმეტად
ცივია, ჩემთვის უფრო დიდი საფლავის ქვა უნდა დაგედოთ, რატომ
ჰყავს იმას ჩემზე მეტი მატლები...
ჯონი მოიხარა, დაბალი კარი რომ გაევლო. შიგნით დატკეპნილი
მიწის იატაკი დახვდა. არანაირი დგამი არ ჩანდა, სახურავში დატო-
ვებული საკვამლე ხვრელის ქვეშ დარჩენილი ცოტაოდენი ნაცრის
გარდა არაფერი მიანიშნებდა, ოდესმე აქ ხალხი თუ ცხოვრობდა. –
რა გაუხარელი ადგილია საცხოვრებლად, – თქვა ჯონმა.
– მე თითქმის ასეთ სახლში დავიბადე, – გამოუცხადა მწუხარე
ედმა, – ჩემი ცხოვრების ჯადოსნურმა წლებმა იქ ჩაიარა. მერე მძიმე

274
დრო დამიდგა, – ოთახის ერთ კუთხეში მშრალი თივის გროვა ეყა-
რა. ედმა მას ნატვრით შეხედა, – კასტერლის კლდის მთელ ოქროს
მივცემდი, ოღონდ კი ისევ ლოგინში დამაძინა.
– ამას ლოგინს ეძახი?
– რაც კი მიწაზე უფრო რბილია და თავზე ჭერი ახურავს, მე ყვე-
ლაფერს ლოგინს ვეძახი, – მწუხარე ედმა ჰაერი დაყნოსა, – ნეხვის
სუნი მცემს.
სუნი ოდნავ იგრძნობოდა.
– ძველი ნეხვის, – გაეპასუხა ჯონი. ეტყობოდა, სახლი კარგა
ხნის მიტოვებული იყო. მან დაიჩოქა და თივა ხელებით მოსინჯა, მის
ქვეშ დაფარული რამე რომ არ გამორჩენოდა, მერე კი კედლებს
დაუარა. დიდი დრო არ დასჭირვებია, – აქ არაფერია.
თავიდანვე მოელოდა, რომ არაფერი იქნებოდა. თეთრიხე მე-
ოთხე სოფელი იყო, რომელიც მათ გაიარეს, და ყველა სოფელში
ერთი და იგივე რამ ხდებოდა. ხალხი წასულიყო, თან წაეყოლები-
ნათ თავიანთი მწირი ავლადიდება და ყველა ცხოველი, რაც კი შე-
იძლება ჰყოლოდათ. არცერთ სოფელს თავდასხმის კვალი არ ეტ-
ყობოდა. უბრალოდ, ყველა... ცარიელი იყო.
– როგორ გგონია, რა დაემართათ? – იკითხა ჯონმა.
– რაღაც იმაზე უარესი, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგი-
ნოთ, – ივარაუდა მწუხარე ედმა, – ვთქვათ, შეიძლება მე მომეხერ-
ხებინა და წარმომედგინა კიდევაც, მაგრამ ჯობია, თავი შევიკავო.
ისიც გვეყოფა, რომ ვიცით, რაღაც საშინელი აღსასრული რომ
გველის, ისეთი, როგორზეც ადრე არც გვიფიქრია.
გარეთ გამოსულებს კართან ორი ძაღლი დახვდათ, იქაურობას
ყნოსავდნენ. სხვა ძაღლებიც სოფელს მოსდებოდნენ. ჩეტი მათ ხმა-
მაღლა ლანძღავდა, ჩვეული ბრაზით, რომელიც თითქოს არასოდეს

275
უნელდებოდა. სარკმლის ხის ფოთლებში გამომჭვირვალ სინათ-
ლეზე სახეზე ამომსხდარი მუწუკები ჩვეულებრივზე უფრო წითლად
უღვიოდა. ჯონი რომ დაინახა, თვალები დაუწვრილდა; ერთმანეთი
უყვართო, მათზე ვერ იტყოდი.
გამოსადეგარი სხვა სახლებშიც ვერაფერი იპოვეს.
– წასული! – ყვიროდა მორმონტის ყორანი, – წასულია! წასუ-
ლია! – ერთი წლის წინ თეთრხეში ველურები ჯერ კიდევ ცხოვრობ-
დნენ, – სერ ჯარემი რიკერის შავ ჯაჭვსა და ჭედურ სამკერდულში
გამოწყობილი თორენ სმოლვუდი მორმონტზე მეტად ჩამოჰგავდა
ლორდს. სიასამურის ბეწვით მდიდრულად ამოგებული მძიმე მო-
სასხამი რიკერების გადაჯვარედინებული ჩაქუჩების ვერცხლის
ბროშით ჰქონდა შებნეული. სერ ჯარემის მოსასხამი, ოდესღაც...
მაგრამ სერ ჯარემი აჩრდილმა შეიწირა, ღამის ებგური კი გამოუყე-
ნებელს არაფერს ტოვებდა.
– ერთი წლის წინ რობერტი მეფობდა და სახელმწიფოში მშვი-
დობა იყო, – გამოაცხადა ჯარმან ბაკველმა, დაბალმა და აუღელვე-
ბელმა კაცმა, მზვერავების მეთაური რომ იყო, – ერთ წელიწადში
ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
– ერთი რამ არ შეცვლილა, – დარწმუნებით წარმოთქვა სერ მა-
ლადორ ლოკიმ, – რაც ნაკლები ველურია, მით ნაკლები თავის ტკი-
ვილი გვაქვს. რაც არ უნდა მოსვლოდათ, ტირილს არ დავიწყებ. ყა-
ჩაღები და მკვლელები არიან, მეტწილად.
ჯონს თავზემოთ გაშლილი წითელი ფოთლებიდან შრიალი ჩაეს-
მა.
ორი ტოტი გაინ-გამოიწია და მან პატარა კაცს მოჰკრა თვალი,
რომელიც ციყვივით სხარტად გადადიოდა ტოტიდან ტოტზე.
ბედვიკი ხუთ ფუტზე მაღალი არ იყო, მაგრამ თმაში გაჩენილი

276
თეთრი ღერები მის ასაკს ამხელდა. აეშაგები მას გოლიათს ეძახ-
დნენ. ის მათ თავზემოთ ტოტების გასაყარზე ჩამოჯდა და თქვა:
– ჩრდილოეთისკენ წყალი ჩანს. შეიძლება ტბაა. დასავლეთით
რამდენიმე კაჟის გორაკი დგას, არც ისე მაღლებია. სხვა ვერაფერს
ვხედავ, მილორდ.
– ამაღამ აქ შეგვეძლო დარჩენა, – შესთავაზა სმოლვუდმა.
ბებერმა დათვმა მაღლა აიხედა, სარკმლის ხის თეთრ ტოტებსა
და წითელ ფოთლებს შორის ცის ნაგლეჯს ეძებდა.
– არა, – გამოაცხადა გადაჭრით, – გოლიათი, რამდენ ხანს გვექ-
ნება კიდევ დღის სინათლე?
– სამ საათს, მილორდ.
– ჩრდილოეთისკენ წავალთ, – გადაწყვიტა მორმონტმა, – იმ
ტბამდე თუ მივაღწევთ, შეგვიძლია, ბანაკი წყლის პირას გავშალოთ,
იქნებ რამდენიმე თევზიც დავიჭიროთ. ჯონ, ქაღალდი მომიტანე. მა-
ისტერ ეიმონისთვის აქამდეც უნდა მიმეწერა.
ჯონმა საუნაგირე ჩანთიდან პერგამენტი, კალამი და მელანი
ამოქექა და ლორდ-მეთაურს მიართვა. თეთრხესთან, დაწერა მორ-
მონტმა.
მეოთხე სოფელი. სრულიად ცარიელია. ველურები წასულან.
– ტარლი მონახე და მიხედე, რომ ეს გაგზავნოს, – მორმონტმა
წერილი ჯონს მიაწოდა. მერე დაუსტვინა და ყორანი მისი ცხენის
თავზე დაეშვა.
– ფეტვი, – მოითხოვა ფრინველმა. ცხენი აჭიხვინდა.
ჯონი თავის ცხენზე შეჯდა, შემოაბრუნა და ჩორთით გასწია.
დიდი სარკმლის ხის ჩრდილის იქით ღამის ებგურის დანარჩენი
მებრძოლები სხვა, უფრო მომცრო ხეების ჩრდილებს შეჰფარებოდ-
ნენ. ზოგი ცხენს აურვებდა, ზოგი დამარილებულ ხორცს ღეჭავდა,
შარდავდნენ, იფხანებოდნენ და ლაყბობდნენ. როდესაც წასვლის
277
ბრძანება მოესმათ, ლაპარაკი შეწყვიტეს და ისევ უნაგირებზე შეს-
ხდნენ. ყველაზე უწინ ჯარმან ბაკველის მზვერავები დაიძრნენ, მათ
შემდეგ მწკრივებად დარაზმულ ავანგარდს თორენ სმოლვუდი მი-
უძღოდა. მერე ბებერი დათვი მოდიოდა ძირითადი ძალით, სერ მა-
ლადორ ლოკი საბარგო ფორნებით და სასაპალნე ცხენებით და ბო-
ლოს – სერ ოტინ ვითერსი და ზურგი. სულ ორასნი იყვნენ და სამა-
სამდე ცხენი ჰყავდათ.
დღისით ნადირის ბილიკებს და მდინარეთა კალაპოტებს მიუყვე-
ბოდნენ, „აეშაგების გზებს“, რომელიც სულ უფრო ღრმად მიუძღვე-
ბოდათ ფოთლებისა და ფესვების უდაბურებაში. ღამით ვარსკვლა-
ვიანი ცის ქვეშ შლიდნენ ბანაკს და კომეტას ასცქეროდნენ.
შავი ძმები ციხეშავიდან მხნე განწყობით გამოვიდნენ, ხუმრობ-
დნენ და ამბებს ჰყვებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს ტყის დადარაჯე-
ბულმა მდუმარებამ თითქოს ყველას გამოაცალა ხალისი. სულ უფ-
რო ძვირად ხუმრობდნენ და სულ უფრო იოლად ცხარდებოდნენ.
არავინ გამოტყდებოდა, მეშინიაო, – ისინი ხომ ღამის ებგურის
მებრძოლები იყვნენ, – მაგრამ ჯონი გრძნობდა მათ დაძაბულობას.
ოთხი ცარიელი სოფელი გაიარეს და ველურების კვალიც არ უნა-
ხავთ, თითქოს ნადირიც კი სადღაც გადახვეწილიყო. ავსულებიანი
ტყე ასეთი ავსულებიანი არასოდეს მოგვჩვენებიაო, ვეტერანებიც კი
ამას ამბობდნენ.
ჯონმა ხელთათმანი წაიძრო, დამწვარი ხელი რომ გაენიავებინა.
რა შეუხედავია. უცებ გაახსენდა, არიას თმას რომ უჩეჩავდა ხოლმე.
მისი პატარა გაჩხიკული და. ნეტავ როგორ არისო, გაიფიქრა.
იმის წარმოდგენამ, რომ შეიძლებოდა, ვეღარასოდეს მოეჩეჩა
მისთვის თმა, მსუბუქი სევდა მოჰგვარა. ხელის გავარჯიშება დაიწ-
ყო, თითებს შლიდა და კრავდა. იცოდა, თუკი ხმლის დამჭერი ხელი

278
გაუშეშდებოდა და მოუქნელი გაუხდებოდა, ეს შესაძლოა სიკვდი-
ლის ფასად დასჯდომოდა. კედლის გადაღმა ხმალი საჭირო რამაა.
ჯონმა სემუელ ტარლი სხვა მნეებს შორის იპოვა, თავის ცხენებს
არწყულებდა. სამი ჰყავდა მოსავლელად მიბარებული: ერთა მისი,
რომელზეც იჯდა, და ორიც – სასაპალნე, ორივეს მავთულით და წნე-
ლებით მოწნული დიდი გალიები მოჰქონდა, რომლებიც ყორნებით
იყო სავსე. ჯონის მიახლოებისას ფრინველებმა ფრთები ააფართხუ-
ნეს და გისოსებს იქიდან შემოსჩხავლეს. რამდენიმე ჩხავილი საეჭ-
ვოდ ჩამოჰგავდა სიტყვებს.
– ლაპარაკს ასწავლი? – ჰკითხა სემს.
– რაღაც სიტყვებს. სამს შეუძლია, „სნოუ“ თქვას.
– ერთი ჩიტიც მეყოფოდა, ჩემს სახელს რომ ჩხაოდა, – უთხრა
ჯონმა, – და შავ ძმებს სნოუს, თოვლის სახელის გაგონებაც არ უნ-
დათ, – ჩრდილოეთში თოვლი ხშირად სიკვდილს მოასწავებდა.
– თეთრხეში რამე ნახეთ?
– ძვლები, ნაცარი და ცარიელი სახლები, – ჯონმა სემს დახვეუ-
ლი პერგამენტი მიაწოდა, – ბებერ დათვს უნდა, ეიმონს ჩვენი ამბავი
შეატყობინოს.
სემმა ერთ-ერთი გალიიდან ფრინველი ამოიყვანა, ფრთებზე ხე-
ლი გადაუსვა, წერილი მიაბა და უთხრა:
– შინ გაფრინდი, მამაცო. შინ.
ყორანმა გაურკვეველი ყრანტალით უპასუხა. სემმა იგი ჰაერში
შეაგდო. მან ხეებს შორის ფართქალით გაიკვლია გზა და ცისკენ
აიჭრა.
– ნეტავ ჩემი თან წაყვანაც შეეძლოს.
– ჯერ კიდევ მაგას ნატრობ?
– იცი, რა, – უთხრა სემმა, – ჰო, ვნატრობ, მაგრამ... ისე აღარ

279
მეშინია, როგორც ადრე. მართლა. პირველ ღამეს, რამდენჯერაც ჩა-
მესმოდა, ვინმე მოსაფსმელად რომ დგებოდა, ვფიქრობდი, ველუ-
რები მოიპარებიან ჩემთვის ყელის გამოსაჭრელად-მეთქი.
მეშინოდა, თვალებს თუ დავხუჭავ, შეიძლება ვერც ვეღარასო-
დეს გავახილო-მეთქი. მაგრამ... იცი... ბოლოს და ბოლოს, ინათა, –
მან მკრთალად გაიღიმა, – იქნებ მშიშარა ვიყო, მაგრამ სულელი არ
ვარ. დაჟეჟილი ვარ და ცხენზე ჯდომით და მიწაზე ძილით წელი
მტკივა, მაგრამ თითქმის აღარ მეშინია. ნახე, – მან ხელი გაიწოდა,
რომ ეჩვენებინა, აღარ მიცახცახებსო, – ჩემს რუკებზეც ვმუშაობ.
რა უცნაურია სამყაროო, გაიფიქრა ჯონმა. კედლიდან ორასი მა-
მაცი მეომარი წამოვიდა და ერთადერთი, ვისაც მას მერე შიში არ
შემატებია, სემი იყო, ეს თვითაღიარებული მშიშარა.
– აი, ნახე, შენგან რა აეშაგი დავაყენოთ, – გაეხუმრა სქელ ბიჭს,
– ცოტაც და, გრენივით წინამარბობა გენდომება. ბებერ დათვს ხომ
არ დაველაპარაკო?
– არ გაბედო! – სემმა თავისი უზარმაზარი შავი მოსასხამის ჩაჩი
წამოიფარა და მოუქნელად შეაცოცდა თავის ცხენს. ეს მუშა ცხენი
იყო, დიდი, ნელი და ტლანქი, მაგრამ მხედრის წონას აეშაგების
ტანმორჩილ საფერხეებზე უკეთ უძლებდა, – იმედი მქონდა, ამაღამ
იმ სოფელში გავჩერდებოდით, – თქვა ფიქრიანად, – კარგი იქნებო-
და ჭერქვეშ გამოძინება.
– ჭერი ცოტაა, ყველას არ გვეყოფოდა, – ჯონიც შეჯდა, სემს გა-
მოთხოვების ნიშნად გაუღიმა და გასწია. მათი რაზმი უკვე გზას გას-
დგომოდა და ჯონმა შორიდან მოუარა სოფელს, შუა ჩოჩქოლში
რომ არ მოყოლილიყო. თეთრიხე რაც ნახა, ეყო.
ლანდი ისე უეცრად გამოიჭრა ბუჩქებიდან, რომ ცხენი დაფრთხა
და ყალყზე შედგა. თეთრი მგელი მათი სავალი გეზიდან კარგა მო-

280
შორებით ნადირობდა, მაგრამ სმოლვუდის დაგზავნილ მონადირე-
ებზე ბევრად მეტად არც მას უმართლებდა. ტყეც სოფლებივითაა და-
ცარიელებულიო, უთხრა დაივენმა ერთ საღამოს, კოცონის გარშე-
მო რომ ისხდნენ.
– დიდი ჯგუფი ვართ, – შეეპასუხა ჯონი, – ნადირს იქნებ ჩვენგან
ატეხილი ხმაური აფრთხობდეს.
– რაღაცამ რომ დააფრთხო, უეჭველია, – უთხრა დაივენმა.
ცხენი რომ დამშვიდდა, ლანდი მსუბუქი ძუნძულით მიჰყვათ
გვერდით. ჯონი მორმონტს მაშინ დაეწია, როდესაც ის კუნელის
ხშირ ბუჩქნარს გვერდს უქცევდა.
– გაუშვა ფრინველი? – ჰკითხა ბებერმა დათვმა.
– დიახ, მილორდ. სემი მათ ლაპარაკს ასწავლის.
ბებერმა დათვმა ჩაიფრუტუნა.
– ინანებს. ეს წყეული არსებები ძალიან ხმაურობენ, მაგრამ ისე-
თს არაფერს იტყვიან, მოსასმენად რომ ღირდეს.
მერე უსიტყვოდ მიდიოდნენ, სანამ ჯონმა არ წარმოთქვა:
– თუ ბიძაჩემსაც ეს სოფლები ცარიელი დახვდა...
– გადაწყვეტდა, გაეგო, თუ რატომაა ასე, – დაასრულა ლორდმა
მორმონტმა მისი ფრაზა, – და შეიძლება, არის ვიღაც ან რაღაც, რო-
მელსაც არ უნდა, ეს შევიტყოთ. კარგი, ქორინი რომ შემოგვიერ-
თდება, სამასნი ვიქნებით. რა მტერიც არ უნდა გველოდეს წინ, ჩვენი
დამარცხება იოლად ვერ გამოუვა. ვიპოვით იმათ, ჯონ, – გპირდები.
ან ისინი გვიპოვიან, გაიფიქრა ჯონმა.

არია

მდინარე ლურჯ-მწვანე ზორტად ციმციმებდა დილის მზის სხივებ-


ზე. ნაპირის გასწვრივ თავხელ წყალს ხშირი ლელი მოსდებოდა.
281
არია ხედავდა წყლის გველს, მდოვრე ზედაპირს რომ ჭრიდა, მის
კვალდაკვალ წყალი მცირე ზოლებად იშლებოდა. თავზემოთ ქორი
ზანტად კრავდა კამარას.
მშვიდი ადგილი ჩანდა... სანამ კოსმა მკვდარი არ დაინახა.
– ეგერ, შამბნარში, – მან თითი გაიშვირა და არიამაც შენიშნა
ჯარისკაცის გვამი, გასიებული და ფორმადაკარგული. მისი სველი –
მწვანე მოსასხამი დამპალ მორს გამოსდებოდა, ციცქნა ვერცხლის-
ფერი თევზების გუნდი კი სახეს წიწკნიდა.
– ხომ გითხარით, გვამები ყრია-მეთქი, – განაცხადა ლუმიმ, – ამ
წყლის გემოთი ვგრძნობდი.
იორენმა გვამის დანახვაზე გადააფურთხა.
– დობერ, ნახე, რამე თუ აქვს ისეთი, თან წასაღებად რომ ღირ-
დეს. აბჯარი, დანა, ფული, რასაც იპოვი, – თავად ცხენი შეატრიალა
და მდინარეში შევიდა, მაგრამ ცხოველმა რბილ შლამში წაიფორხი-
ლა, შამბნარის იქით კი წყალი ერთბაშად გაღრმავდა. იორენი გაბ-
რაზებული მობრუნდა, მისი ცხენი მუხლამდე ყავისფერი ტალახით
იყო მოსვრილი, – აქ არ გადავალთ. კოს, შენ მე წამომყევი აღმა,
ფონი მოვნახოთ. ვოთ, გერენ, თქვენ დაღმა დაუყევით. დანარჩენებ-
მა აქ დაიცადეთ. გუშაგები დააყენეთ.
დობერმა მკვდრის ქამარში ტყავის ქისა იპოვა. შიგ ოთხი სპი-
ლენძის ფული და წითელი ლენტით შეკრული პატარა ქერა კულული
აღმოჩნდა. ლუმი და ტარბერი გაშიშვლდნენ და წყალში შეცურ-
დნენ, ლუმიმ წებია ტალახით აივსო პეშვი და ღვეზელას ესროლა,
თან „ტალახის ღვეზელებიო“, ყვიროდა. ფორნის ბოლოში რორჯი
გინებას მოჰყვა, ყველას ემუქრებოდა და მოითხოვდა, აეშვათ, სა-
ნამ იორენი არ იყო, მაგრამ ყურიც არავინ ათხოვა. კურცმა თევზი
დაიჭირა შიშველი ხელებით. არიამ დაინახა, ეს როგორ ქნა: თავ-

282
ხელ გუბურას დაადგა თავზე, დამდგარი წყალივით უძრავად, და ახ-
ლო მოცურებულ თევზს გველივით სწრაფად სტაცა ხელი. ეს კატე-
ბის ჭერასავით ძნელი არ ჩანდა. თევზებს ბრჭყალები არ აქვთ.
შუადღე იყო, წასულები რომ დაბრუნდნენ. ვოთმა თქვა, ნახევა-
რი მილით ქვემოთ ხის ხიდი ყოფილა, მაგრამ ვიღაცას დაუწვავსო.
იორენმა ფუთიდან ფოთოლმწარა გამოაძრო.
– იქნება ცხენები გადაგვეცურებინა, იქნება ვირებიც, მაგრამ იმ
ფორნებს ვერაფრით გადავიტანთ. თან ჩრდილოეთით და დასავლე-
თით ბოლი მოჩანს, კიდევ ცეცხლები. შეიძლება, მდინარის აქეთა
მხარეს გვიჯობდეს ყოფნა, – მან გრძელი ჯოხი აიღო და ტალახზე
წრე შემოხაზა, რომლიდანაც ქვემოთ ხაზი ეშვებოდა, – ეს ღმერთე-
ბის თვალია, აქედან მდინარე სამხრეთით მიდის. ჩვენ აქ ვართ, –
მდინარის გვერდით, წრის ქვეშ წერტილი დასვა, – ამ ტბას დასავ-
ლეთიდან ვერ შემოვუვლით, როგორც ვაპირებდი. დასავლეთით
წასვლა ისევ სამეფო გზაზე გაგვიყვანს, – მან ჯოხი აატარა ზემოთ,
იქითკენ, სადაც ხაზი და წრე ერთმანეთს კვეთდა, – ეგრე მახსოვს,
აქ ქალაქია. ქვის სიმაგრეა და ლორდისწულიც ჰყავთ, ერთი ციხე-
კოშკი უდგას, მეტი კი არა. მაგრამ მცველები ეყოლება, შეიძლება
ერთი-ორი რაინდიც იყოს. მდინარეს ჩრდილოეთით ავყვებით, წე-
სით, დაბნელებამდე მივასწრებთ. ნავებიც ექნებათ, ჰოდა, ვაპირებ,
გავყიდო, რაც კი რამე გვაქვს, და ნავი ვიქირაო. – მან ჯოხი ტბის
წრეზე გადაატარა, ძირიდან თავამდე, – ღმერთების წყალობით,
ზურგის ქარი გვექნება, ღმერთების თვალს გადავჭრით და ჰარენქა-
ლაქში მივალთ, – მან ჯოხის წვეტი წრის ზედა ნაწილზე დაარჭო, –
ჩვენ შეგვეძლება, იქ ახალი ცხენები ვიყიდოთ ან ჰარენჰალს შევა-
ფაროთ თავი. ეგ ლედი ვენტის სამფლობელოა, ის კი ებგურს ყო-
ველთვის მეგობრობდა.
ღვეზელას თვალები გაუფართოვდა.
283
– ჰარენჰალში მოჩვენებებია!
იორენმა გადააფურთხა.
– ეგეც შენ მოჩვენებებს, – მან ჯოხი ტალახზე დააგდო, – შესხე-
დით. არიას ახსოვდა, რა ამბებს ჰყვებოდა ჰარენჰალზე ბებერი ნე-
ნი. ციხესიმაგრეში ბოროტი მეფე ჰარენი გამაგრდა, მაშინ ეაგონმა
თავისი დრაკონები აუშვა და სასახლე კოცონად აქცია. ნენი ამბობ-
და, ცეცხლოვანი სულები ჯერაც დაძრწიან გამჭვარტლულ კოშკებ-
შიო. ზოგჯერ ადამიანები საღ-სალამათები წვებოდნენ დასაძინებ-
ლად, დილით კი მათ სრულიად დამწვრებს პოულობდნენო.
არიას ეს ბოლომდე არასოდეს სჯეროდა და, ასეც და ისეც, ყვე-
ლაფერი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ღვეზელა სულელი იყო;
ჰარენჰალში მოჩვენებები კი არა, რაინდები დახვდებოდნენ. არიას
შეეძლო, ლედი ვენტისთვის გაემხილა თავისი ვინაობა, მაშინ მისი
რაინდები ვინტერფელამდე მიაცილებდნენ და დაიცავდნენ. რაინ-
დები ასე იქცევიან; ისინი ხალხს იცავენ, მით უმეტეს, ქალებს. ლედი
ვენტი იქნებ მტირალა გოგოსაც კი დახმარებოდა.
მართალია, მდინარის ნაპირი სამეფო გზას ვერ შეედრებოდა,
მაგრამ ცუდი სავალი სულაც არ იყო და ფორნები მის გასწვრივ
მკვირცხლად მიგორავდნენ. პირველი სახლი დაბინდებამდე ერთი
საათით ადრე დაინახეს. პატარა და მყუდრო, ისლით დახურული ქო-
ხი იყო, გარს ხორბლის ყანები ერტყა. იორენი ძახილით დაწინაურ-
და, მაგრამ არავინ გამოპასუხებია.
– ალბათ დაიხოცნენ. ან იმალებიან. დობერ, რეი, მომყევით, –
სამი კაცი ქოხში შევიდა.
– ჭურჭელი არ არის, არც ფული, – ჩაიბურტყუნა იორენმა, რომ
დაბრუნდნენ, – არც ცხოველებია. როგორც ჩანს, გაიქცნენ. შეიძ-
ლება სამეფო გზაზე შეგვხვდნენ კიდეც.

284
სახლი და ყანა გადამწვარი მაინც არ იყო და არც მკვდრები ეყა-
რა გარშემო. სახლის უკან ტარბერმა ბოსტანი იპოვა, მათ ხახვი და
ბოლოკები ამოთხარეს და კომბოსტოებით ტომარა გაავსეს, სანამ
გზას გაუდგებოდნენ.
გზის აყოლებაზე მალევე წაადგნენ ბებერი ხეებით გარშემორ-
ტყმულ მეტყევის სახლს, მის გვერდით მზრუნველად იყო დალაგე-
ბული დასაპობად გამზადებული მორები. ცოტა მოშორებით მდინა-
რეში ათფუტიან ხიმინჯებზე წამომდგარი ნახევრად დაშლილი ქოსი
ნახეს, ორივე მიტოვებული იყო. გვერდით ჩაუარეს ყანებს, ხორბა-
ლი, სიმინდი და ქერი მზის გულზე მწიფდებოდა, მაგრამ არც ხეზე
იჯდა ვინმე გუშაგად, არც ცელით იდგა ვინმე მინდვრებში. ბოლოს
ქალაქიც გამოჩნდა. სიმაგრის გალავნის გარშემო თეთრი სახლები
იყო მიმოფანტული, დიდი სეპტი ყავრით გადაეხურათ, ლორდის ცი-
ხე-კოშკი დასავლეთით მომცრო შემაღლებაზე იდგა... ხალხი კი არ-
სად ჩანდა.
იორენი ცხენზე იჯდა და გაბურძგნილი წვერის მიღმა იღუშებო-
და. – არ მომწონს, – თქვა მან, – მაგრამ რაცაა, ეგაა. მივალთ და
შევხედავთ, ფრთხილად შევხედავთ. იქნება იქ ხალხი იმალებოდეს.
იქნება ნავები დატოვეს ან რამე იარაღი, რაც გამოგვადგებოდა. შავ-
მა ძმამ ათი კაცი ფორნების და მოსლუკუნე პატარა გოგონას სადა-
რაჯოდ დატოვა, დანარჩენები ოთხ ცალ ხუთკაციან ჯგუფად გაყო და
ქალაქის გამოკვლევა დაავალა.
– თვალები დაჭყიტეთ და ყურები დაცქვიტეთ, – გააფრთხილა
ყველა, თავად კი ციხე-კოშკისკენ გასწია, რომ ენახა, ლორდისწუ-
ლის ან მისი მცველების ნიშანწყალს თუ იპოვიდა.
არია გენდრის, ღვეზელას და ლუმისთან ერთ ჯგუფში მოხვდა.
დაბალი, ქოთნისმუცელა ვოთი ოდესღაც გალერაზე ნიჩაბს უს-

285
ვამდა, რის გამოც მათ შორის საუკეთესო მეზღვაურობა ბრალდე-
ბოდა.
ამიტომ იორენმა დაავალა, ჯგუფი ტბასთან ჩაეყვანა და ენახათ,
ნავები ხომ არ იყო. მდუმარე თეთრ სახლებს შორის ცხენით მიმა-
ვალ არიას მკლავებზე დაბურძგლა. ეს ცარიელი ქალაქი ლამის
ისეთსავე შიშს ჰგვრიდა, როგორც ის დამწვარი სიმაგრე, მტირალა
გოგო და ცალხელა ქალი სადაც იპოვეს. რატომ უნდა გაქცეულიყ-
ვნენ ადამიანები, მიეტოვებინათ სახლები და ყველაფერი, რაც ება-
დათ? რას უნდა დაეფრთხო ისინი ასე ძალიან?
მზე დასავლეთით დაბლა გადახრილიყო და ცხენები გრძელ მუქ
ჩრდილებს აფენდნენ გზაზე. მოულოდნელ ჩქამზე არია ნემსს წას-
წვდა, მაგრამ თურმე მხოლოდ დარაბა მიჯახუნდა ქარში. მდინარის
გაშლილ ნაპირზე მგზავრობის შემდეგ ქალაქის დახშულობა ძაბავ-
და. სახლებსა და ხეებს შორის ტბას რომ მოჰკრა თვალი, არიამ
ცხენს მუხლები შემოსცხო და ვოთსა და გენდრის ჩაუქროლა. ხრე-
შიანი ნაპირის წინ გაშლილ ბალახიან მინდორზე გამოჭენდა. ჩამა-
ვალ მზეს უძრავი წყალი ნაჭედი სპილენძის ფერად აეელვარებინა.
ამხელა ტბა არიას ადრე არასოდეს ენახა, იქითა ნაპირის კვა-
ლიც არ ჩანდა. მარცხნივ სასტუმროს უთავბოლო ნაგებობა იდგა
წყალში ჩასობილ მძიმე ხის სვეტებზე. ხელმარჯვნივ წყალში გრძე-
ლი წანწალა იყო შეჭრილი, იქით, აღმოსავლეთისკენ, სხვა ნავსად-
გომებიც ჩანდა: ქალაქიდან გამოწვდილი ხის თითები. მაგრამ ერ-
თადერთი ხომალდი, რომელსაც თვალი მოჰკრა, იყო ამოყირავებუ-
ლი სანიჩბე ნავი, სასტუმროს ქვემოთ კლდეზე რომ მიეტოვებინათ,
ძირი კი სრულიად გამომპალი ჰქონდა.
– არ არის ნავები, – არიას ნირი წაუხდა. ახლა რაღაც იზამენ? –
ეგერ სასტუმროა, – თქვა ლუმიმ, სხვებიც რომ მოახლოვდნენ, –
როგორ გგონიათ, რამე საჭმელი არ დარჩათ? ან ელი?
286
– წამო, ვნახოთ, – შესთავაზათ ღვეზელამ.
– სასტუმროები თავიდან გამოიყარეთ, – შეუღრინათ ვოთმა, –
იორენმა თქვა, ხომალდი იპოვეთო.
– ხომალდები წაიყვანეს, – არიამ საიდანღაც იცოდა, რომ მარ-
თლაც ასე იყო. მთელი ქალაქი შეეძლოთ გადაეჩხრიკათ და იმ ამო-
ყირავებული ნავის მეტს ვერაფერს იპოვიდნენ. დათრგუნვილი ჩა-
მოძვრა ცხენიდან და ტბის პირას დაიჩოქა. წყალი ნაზად შემოადგა
ფეხებზე. რამდენიმე ციცინათელა გამოჩნდა, მათი ციცქნა შუქი
ჩნდებოდა და ქრებოდა. მწვანე წყალი ცრემლებივით თბილი იყო,
ოღონდ სიმლაშე არ ერია. ზაფხულის, შლამის და ნედლი მცენარეე-
ბის გემო ჰქონდა. არიამ მასში სახე ჩაყო და იმდღევანდელი მტვე-
რი, ტალახი და ოფლი ჩამოიბანა. რომ გაიმართა, კისერში წვეთები
ჩაუწანწკარდა. სასიამოვნო იყო. სურდა, შესძლებოდა, ტანთ გაეძ-
რო და გაეცურა, გაჩხიკული ვარდისფერი წავივით გასრიალებული-
ყო წყალში. იქნებ ვინტერფელამდეც კი მიეცურა.
მოდი და ძებნაში მოგვეხმარეო, ეძახდა ვოთი. არიამ დაუჯერა,
ფარდულებსა და სანავე ჯიხურებს ჩამოუარა, სანამ მისი ცხენი ნა-
პირთან ბალახობდა. იპოვეს აფრები, ლურსმნები, გამაგრებული
კუპრით სავსე სათლები და დედა-კატა თავისი ახლად დაყრილი
კნუტებიანად. ნავები არ იყო.
ქალაქი უღრანი ტყესავით იყო ჩაბნელებული, როდესაც იორენი
და სხვები გამოჩნდნენ.
– ქალაქი ცარიელია, – თქვა შავმა ძმამ, – ლორდი წასულა, შე-
იძლება, საბრძოლველად, ან იქნებ თავის ქვეშევრდომთა სამშვი-
დობოზე გასაყვანად, არ ვიცი. ქალაქში ერთი ცხენი ან ღორიც კი არ
დაუტოვებიათ, მაგრამ საჭმელი გვექნება. გზააბნეული ბატი დავი-
ნახე და რამდენიმე ქათამიც, ღმერთების თვალმა კი კარგი თევზი
იცის.
287
– ნავები არაა, – უთხრა არიამ.
– იმ ნავისთვის ხომ არ შეგვეკეთებინა ძირი? – იკითხა კოსმა. –
ოთხ ჩვენგანს ეყოფოდა, – თქვა იორენმა.
– აქ ლურსმნებია, – აღნიშნა ლუმიმ, – გარშემო კი ხეები იზრდე-
ბა. შეგვიძლია, ყველასთვის ავაგოთ ნავები.
იორენმა გადააფურთხა.
– ნავების აშენების რამე გაგეგება, მღებავის ბიჭო? – ჰკითხა.
ლუმი უაზრო მზერით შეაჩერდა.
– ტივი, – შესთავაზა გენდრიმ, – ტივის აგება ყველას შეუძლია,
და გრძელი ჭოკები ავიღოთ, გასაცურებლად.
იორენი დაფიქრდა.
– ტბა მეტისმეტად ღრმაა, ჭოკები რომ მიაწვდინო, მაგრამ თუ
ნაპირ-ნაპირ გავყვებოდით, დაბალ წყალში... მაშინ ფორნები უნდა
დავტოვოთ. იქნებ ეგრე აჯობოს. დილამდე მოვიფიქრებ.
– სასტუმროში დავრჩეთ? – იკითხა ლუმიმ.
– ჩვენ სიმაგრეში დავრჩებით, ჭიშკარს კი დავკეტავთ, – მიუგო
ბერიკაცმა, – როცა მძინავს, მირჩევნია, გარშემო გალავანი მერ-
ტყას. არიამ თავი ვეღარ შეიკავა.
– აქ დარჩენა არ ღირს, – წამოროშა მან, – ხალხი აქ არ გაჩერ-
და. ყველანი გაიქცნენ, მათი ლორდიც კი.
– არის გული უსკდება, – გამოაცხადა ლუმიმ და ყროყინა სი-
ცილს მოჰყვა.
– მე კი არა, – შეუტია არიამ, – მაგრამ აქაურებს ეშინოდათ. –
ჭკვიანი ბიჭი, – უთხრა იორენმა, – საქმე ისაა, რომ ის ხალხი, აქ
რომ ცხოვრობდა, ომში იყო, უნდოდათ ეს თუ არ უნდოდათ.
ჩვენ კი არ ვომობთ. ღამის ებგური არავის მხარეს არ იჭერს, ამი-
ტომ მტრები არ გვყავს.
და არც მეგობრები გვყავს, გაიფიქრა არიამ, მაგრამ ამჯერად
288
ენას კბილი დააჭირა. ლუმი და დანარჩენები უცქერდნენ და არ უნ-
დოდა, მათ თვალში მშიშარა გამოჩენილიყო.
სიმაგრის ჭიშკარი რკინის მოქლონებით იყო გამტკიცებული.
შიგნით შესულებმა ახალგაზრდა ხის სისქის რკინის რაზები იპო-
ვეს, მიწაში და ჭიშკარზე კი რკინის საგანგებო სამაგრები იყო დატა-
ნებული. რაზები რომ ჩაამაგრეს, უზარმაზარი გადაჯვარედინებული
ურდულები გამოვიდა. მთლად წითელი ციხე ვერააო, განაცხადა
იორენმა, როდესაც სიმაგრე თავიდან ბოლომდე გადაჩხრიკეს, მაგ-
რამ ბევრ ციხეს სჯობია და ღამეს მშვენივრად გაგვათევინებსო. ათი
ფუტის სიმაღლის გაულესავი გალავანი გაუთლელი ქვებით იყო ნა-
გები, ქონგურებს შიდა მხრიდან ხის ხარაჩო გასდევდა. ჩრდილოე-
თის მხარეს უკანა ჭიშკარი ჰქონდა დატანებული, გერენმა კი ძველ
ხის საბძელში, ჩალის ქვეშ იპოვა სარქველი, ვიწრო, დაკლაკნილ
გვირაბში რომ ეშვებოდა. საკმაოდ შორს გაჰყვა მას მიწის ქვეშ და
ტბასთან ამოძვრა. იორენმა სარქველზე ფორანი შეაყენებინათ, რა-
თა აქედან დანამდვილებით არავინ მოსდგომოდათ. ხალხი სამ-სამ-
კაციან საგუშაგო ჯგუფებად დაყო და ტარბერი, კურცი და ძმაბიჭი
მიტოვებულ კოშკზე აგზავნა, რათა მაღლიდან სჭეროდათ თვალი.
კურცს საყვირი ჰქონდა, საფრთხის მოახლოებისას რომ ჩაებერა.
ფორნები და ცხოველები შიგნით შეიყვანეს და მათ უკან კარიბჭე
ჩარაზეს. საბძელი დაფხავებული და ისეთი დიდი იყო, რომ ნახევა-
რი ქალაქის ცხოველებს დაიტევდა. თავშესაფარი, სადაც მოქალა-
ქეები იცხოვრებდნენ გაჭირვების დღეებში, კიდევ უფრო დიდი იყო,
დაბალი, გრძელი და ქვით ნაშენი, სახურავი კი ისლის ჰქონდა. კოსი
უკანა ჭიშკრით გავიდა და ბატი მოიყვანა, თან ორი ქათამიც მოაყო-
ლა. იორენმა ცეცხლის გაჩაღების ნება მისცათ. სიმაგრეში ფართო
სამზარეულო იყო, თუმცა ჯამ-ჭურჭელი ერთიანად გაეზიდათ. საჭ-

289
მლის მომზადება წილად გენდრის, დობერს და არიას ერგოთ. დო-
ბერმა არიას დაავალა, ფრინველები გაეპუტა, სანამ გენდრი შეშას
ჩეხავდა.
– რატომ არ შეიძლება, შეშა მე დავჩეხო? – იკითხა მან, მაგრამ
ყურს არავინ უგდებდა. გაგულისებული დაჯდა ქათმის საპუტად, იო-
რენი კი მერხის ბოლოში მოთავსდა და ხანჯლის ლესვას მიჰყო ხე-
ლი.
კერძი რომ მომზადდა, არიამ ქათმის ბარკალი და ცოტა ხახვი
შეჭამა. ბევრს არავინ ლაპარაკობდა, ლუმიც კი. გენდრი ვახშმის მე-
რე თავისთვის მიჯდა გვერდზე, იმგვარი სახით აპრიალებდა მუზა-
რადს, თითქოს სადღაც სხვაგან იყო. მტირალა გოგო სლუკუნებდა
და მოთქვამდა, მაგრამ როდესაც ღვეზელამ ბატის ნაჭერი მიაწოდა,
ხარბად ჩანთქა და თვალებით მორიგ საკბილოს დაუწყო ძებნა.
არიას გუშაგობის მეორე ჯერმა მოუწია, ამიტომ თავშესაფარში
გავიდა და თივის ქვეშაგები იპოვა. ძილი არ ეკარებოდა, ამიტომ
იორენს სალესი გამოართვა და ნემსის გასალესად ჩამოჯდა. სირიო
ფორელს ნათქვამი ჰქონდა, ბლაგვი ხმალი კოჭლი ცხენივითააო.
ღვეზელა მის გვერდით დაცუცქდა თივაზე და უცქერდა, როგორ მუ-
შაობდა.
– სად იშოვე ასეთი კარგი ხმალი? – ჰკითხა. რომ დაინახა, არიამ
როგორ გადახედა, ხელები ასწია, თითქოს თავს იცავსო, – იმას კი
არ გეუბნები, მოიპარეო. ის მაინტერესებს, სად იშოვე, ეგაა და ეგ. –
ჩემმა ძმამ მაჩუქა, – ჩაიბურტყუნა მან.
– არ ვიცოდი, ძმა თუ გყავდა.
არია შეჩერდა და პერანგის ქვეშ მოიფხანა. თივაში რწყილები
ბუდობდნენ, მაგრამ ცოტათი მეტი ეყოლებოდა თუ ცოტათი ნაკლე-
ბი, აწი აღარ ანაღვლებდა.
– ბევრი ძმა მყავს.
290
– მართლა? შენზე უფროსები არიან თუ უმცროსები?
ასე არ უნდა ვილაპარაკო. იორენმა თქვა, ენას კბილი დააჭი-
რეო. – უფროსები, – იცრუა, – იმათაც აქვთ ხმლები, დიდი ორლე-
სულები, და იმათ მაჩვენეს, როგორ უნდა მოვკლა ის ხალხი, გულს
ვინც მიწყალებს.
– გელაპარაკები, გულს კი არ გიწყალებ, – ღვეზელა წავიდა,
არიას თავი გაანება და ისიც თავის ქვეშაგებზე მოიკუნტა. ესმოდა,
როგორ ტიროდა გოგონა თავშესაფრის მეორე ბოლოში. არ შეიძ-
ლება, გაჩუმდეს? სულ მუდამ რატომ უნდა მოთქვამდეს?
როგორც ჩანს, ჩაეძინა, თუმცა არ ახსოვდა, თვალები როგორ
დახუჭა. დაესიზმრა, რომ მგელი ყმუოდა, და ხმა ისე საზარელი იყო,
რომ წამში გამოეღვიძა. თივის ლეიბზე წამოჯდა, გული ბაგაბუგით
უცემდა.
– ღვეზელა, გაიღვიძე, – ფეხზე წამობარბაცდა, – ვოთ, გენდრი,
არ გაიგონეთ? – ფეხზე ჩექმა ამოიცვა.
გარშემო კაცები და ბიჭები შეინძრნენ და ლეიბებიდან წამო-
იწიეს. – რა ხდება? – ჰკითხა ღვეზელამ.
– რა უნდა გაგვეგო? – ეს გენდრი იყო.
– არის საშინელი სიზმარი ესიზმრა, – თქვა ვიღაცამ.
– არა, გავიგონე, – ამტკიცებდა არია, – მგელი იყო.
– არის თავში ჰყავს მგლები, – ჩაიფრუტუნა ლუმიმ.
– იყმუვლონ, მერე რა, – თქვა გერენმა, – ისინი გარეთ არიან,
ჩვენ აქ ვართ, შიგნით.
– ჰო, არასოდეს მინახავს ისეთი მგელი, სიმაგრის აღება რომ
შესძლებოდა, – დაეთანხმა ვოთი.
– მე არაფერი გამიგია, – ჩაერია ღვეზელაც.
– მგელი იყო! – დაუყვირა არიამ მათ და მეორე ჩექმაც ჩაიცვა, –
რაღაც ცუდი ხდება, ვიღაც მოდის, ადექით!
291
სანამ მის ჩაჩუმებას მოასწრებდნენ, ღამის წყვდიადიდან ხმა შე-
მოიჭრა – ოღონდ ამჯერად ეს მგელი როდი იყო, ახლა კურცი ბე-
რავდა თავის სანადირო რქაში და ხიფათს აუწყებდათ. და წამსვე
ყველა ტანთ იცვამდა, ვისაც რა იარაღი ჰქონდა, იმას სტაცებდა
ხელს. არია ჭიშკრისკენ გაიქცა. ისევ გაისმა საყვირის ხმა. ბეღელს
რომ ჩაურბინა, კბენია გააფთრებით მოაწყდა მისკენ და ჯაჭვები და-
ქაჩა, ჯეიქენ ჰაგარმა კი დაუძახა:
– ბიჭო! კარგო ბიჭო! ომია, წითელი ომი? ბიჭო, აგვიშვი. კაცს
ბრძოლა შეუძლია. ბიჭო! – მან ყური არ ათხოვა და მოკურცხლა. გა-
ლავნის გარედან უკვე ესმოდა ცხენების ხმა და ყვირილი.
არია ხარიხაზე აძვრა. პარაპეტი ცოტა არ იყოს, მაღალი იყო,
არია კი – ცოტა არ იყოს, დაბალი; მოუწია, ქვებს შორის ღრიჭოებში
შეეყო ფეხის წვერები, აზიდულიყო და ისე გადაეხედა. წამით მოეჩ-
ვენა, რომ ქალაქი ციცინათელებით იყო სავსე. მერე მიხვდა, რომ ეს
ჩირაღდნიანი ადამიანები იყვნენ, ისინი სახლებს შორის მოაჭენებ-
დნენ ცხენებს. დაინახა, როგორ აენთო სახლის სახურავი, ალმა ღა-
მის მუცელი მოლოკა მეწამული ენებით, ისლი რომ აბრიალდა. მას
სხვა მიჰყვა, კიდევ სხვა, კიდევ, და მალე უკვე ყველგან ცეცხლი გიზ-
გიზებდა.
გენდრი მის გვერდით ამოძვრა, თავისი მუზარადი ეხურა.
– რამდენი არიან?
არია შეეცადა, დაეთვალა, მაგრამ ისინი მეტად სწრაფად მოძრა-
ობდნენ, მათ მიერ გადასროლილი ჩირაღდნები ჰაერში ტრიალებ-
და.
– ასი, – თქვა მან, – ორასი, არ ვიცი, – ცეცხლის ღრიალში ადა-
მიანების ძახილიც ჩაესმოდა, – მალე ჩვენკენაც წამოვლენ.
– ეგე, – თითი მიაშვირა გენდრიმ.
ალმოდებულ შენობებს შორის მხედრების მწკრივი სიმაგრისკენ
292
მოიწევდა. ცეცხლის შუქი ლითონის მუზარადებზე სხლტებოდა და
მათ აბჯარსა და ჯაჭვს ყვითელი და მეწამული ელვით აკვესებდა.
ერთს მაღალ ტარზე დაგებული დროშა მოჰქონდა. არიას მოეჩვენა,
რომ დროშა წითელი იყო, მაგრამ ამ სიბნელეში და გარშემო აღ-
რიალებულ ცეცხლში ძნელი იყო დარწმუნებით თქმა. ყველაფერი
წითელი, შავი ან მეწამული ჩანდა.
ცეცხლი ერთი სახლიდან მეორეზე გადადიოდა. არიამ დაინახა,
როგორ მოედო ალი ხეს, ცეცხლის ენები მის ტოტებს აუყვნენ და
სულ მალე იგი ღამის ფონზე ცოცხალი მეწამულის მოსასხამით შე-
მოსილი იდგა და ბრიალებდა. უკვე ყველას ეღვიძა, ხარიხაზე იდ-
გნენ ან დაბლა შეშინებულ ცხოველებს აოკებდნენ. არიას ესმოდა
იორენის ხმა, ბრძანებებს რომ გაჰყვიროდა. ფეხზე რაღაც მიეხეთ-
ქა, დაბლა დაიხედა და დაინახა, მტირალა გოგონა ჩაჰფრენოდა.
– გადი! – მან ფეხი გაქნევით გაითავისუფლა, – აქ, მაღლა, რა
გინდა? გაიქეცი და სადმე დაიმალე, სულელო! – გოგოს განზე უბიძ-
გა.
მხედრებმა ჭიშკართან აღვირებს მოზიდეს.
– თქვენ მანდ, სიმაგრეში! – დაიძახა რაინდმა, მაღალი მუზარა-
დი ეხურა, წვეტიანი თხემით, – გააღეთ, მეფის სახელით!
– დიახ, და ეგ რომელი მეფეა? – დაუღრიალა პასუხად ბებერმა
რეისენმა, სანამ ვოთი მოასწრებდა, მუჯლუგუნის კვრით გაეჩუმები-
ნა.
იორენი კარიბჭის გვერდით ქონგურებზე აძვრა, თავისი გახუნე-
ბული შავი მოსასხამი ხის კვერთხზე მიება.
– თქვენ, ეი, მანდვე დარჩით! – ჩასძახა მოსულებს, – ქალაქე-
ლები წასულები არიან!
– შენ ვინღა ხარ, ბერიკაცო? ლორდ ბერიკის ერთი კურდღელი?
– შემოსძახა რაინდმა, წვეტიანი მუზარადი რომ ეხურა, – ის
293
ბრიყვი სქელი თოროსი თუ მანდ გყავთ, ჰკითხეთ ერთი, როგორ
მოსწონს ეს ხანძრები!
– ეგეთი არავინ გვყავს, – დაუყვირა იორენმა პასუხად, – მარტო
ებგურში წასაყვანი ბიჭები არიან. თქვენს ომში არ ვერევით! – კვერ-
თხი მაღლა შემართა, თავისი მოსასხამი რომ დაენახვებინა, – შეხე-
დეთ! შავია, ღამის ებგურის ნიშანი!
– ან შავია, დონდარიონების გვარის ფერი! – დაუძახა იმან, მომ-
ხდურების დროშა რომ ეჭირა. ახლა, ცეცხლმოდებული ქალაქის
შუქზე, არია უკეთ ამჩნევდა მის ფერებს: ოქროს ლომს წითელ ველ-
ზე, – ლორდ ბერიკის ემბლემა შავ ველზე წითელი ელვაა!
არიას უცებ გაახსენდა ის დილა, სანსას სახეში ფორთოხალი
რომ ესროლა და ის შტერული სპილოსძვლისფერი კაბა წვენით მო-
უთხვარა. ტურნირზე ვიღაც სამხრეთელი ლორდისწული გამოდი-
ოდა, რომელზედაც მისი დის შტერ დაქალ ჯეინის შევარდნოდა გუ-
ლი.
ელვა მას ეხატა ფარზე და მამამისმა სწორედ ის გაგზავნა ქოფა-
კის ძმისთვის თავის მოსაჭრელად. ის ამბები თითქოს ათასი წლის
წინ მომხდარიყო, სულ სხვა ადამიანს გადახდა თავს სულ სხვა
ცხოვრებაში... მარჯვენის ასულ არია სტარკს და არა ობოლ ბიჭ
არის. არის საიდან უნდა სცნობოდა ლორდები და ეგეთი ვინმეები?
– შენ რა, თვალებში ვერ იყურები? – იორენმა კვერთხი წინ და უკან
გაიქნია, მოსასხამი რომ აფრიალებულიყო, – ხედავ სადმე წყეულ
ელვას?
– ღამით ყველა დროშა შავი ჩანს, – შენიშნა წვეტიანმუზარადი-
ანმა რაინდმა, – გაგვიღე, თორემ ჩავთვლით, რომ დამნაშავეები
ხართ და მეფის მტრებთან ხართ შეკრული!
იორენმა გადააფურთხა.
– ვინაა თქვენი მეთაური?
294
– მე ვარ! – მეომრებმა გზა მისცეს ახოვან მხედარს, მისი საომა-
რი მერნის ჯავშანზე ბუნდოვნად ციალებდა ცეცხლმოდებული სახ-
ლების ანარეკლი. ფარზე მანტიკორა ეხატა, ფოლადის სამკერდუ-
ლი კი ხვეული ნაყშით ჰქონდა დამშვენებული. მუზარადის აწეულ
ცხაურში ფერმკრთალი, ღორისებრი დინგი მოუჩანდა, – სერ ამორი
ლორჩი, კასტერლისკლდელი ლანისტერის, მეფის მარჯვენის, მე-
ბაირაღე. ჭეშმარიტი მეფის, ჯოფრის მარჯვენისა, – მაღალი, გაწ-
ვრილებული ხმა ჰქონდა, – და ჭეშმარიტი მეფის სახელითვე გიბ-
რძანებთ, გააღოთ ჭიშკარი! მათ გარშემო ქალაქი იწვოდა. ღამის
ჰაერი კვამლით იყო სავსე და მოფარფატე წითელი ნაპერწკლები
ვარსკვლავებს სჭარბობდნენ. იორენი მოიღუშა.
– ვერ ვხედავ მაგის საჭიროებას. ქალაქს რაც გინდა უყავით, მე
ეგ არ მესაქმება, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებეთ. ჩვენ თქვენი მტრე-
ბი არ ვართ.
თვალებით იცქირეთო, უნდოდა ეყვირა არიას დაბლა მდგომი
მეომრებისთვის.
– ვერ ხედავენ, რომ არ ვართ ლორდები და რაინდები? – და-
იჩურჩულა. – მე მგონი, ეგ მაგათთვის სულერთია, არი, – ჩასჩურ-
ჩულა გენდრიმაც პასუხად.
მაშინ არიამ სახეში ჩახედა სერ ამორის, ისე, როგორი შეხედვაც
სირიომ ასწავლა, და დაინახა, რომ გენდრი მართალს ამბობდა. –
თუ მოღალატეები არ ხართ, გახსენით ჭიშკარი, – დაიძახა სერ ამო-
რიმ, – დავრწმუნდებით, რომ მართალს ამბობთ, და ჩვენს გზას ვე-
წევით.
იორენი ფოთოლმწარას ღეჭავდა.
– გითხარი, ჩვენ გარდა აქ არავინაა. ამის სიტყვას გაძლევ. წვე-
ტიანმუზარადიანმა რაინდმა გაიცინა.
– ეს ყვავი სიტყვას გვაძლევს.
295
– გზა დაგებნა, ბერიკაცო? – დასცინა ერთმა შუბოსანმა, – კედე-
ლი აქედან შორსაა, ჩრდილოეთით.
– ერთხელაც გიბრძანებთ, მეფე ჯოფრის სახელით, ჭიშკარი გახ-
სნათ და ამით დაამტკიცოთ ერთგულება, რომელსაც სიტყვით აცხა-
დებთ, – თქვა სერ ამორიმ.
იორენი კარგა ხანს აწონ-დაწონიდა მის ნათქვამს, თან ღეჭვას
არ წყვეტდა. მერე გადააფურთხა.
– არა მგონია, ეგრე ვქნა.
– მაშ, ეგრე იყოს. თქვენ ეურჩებით მეფის ბრძანებას და ამით ამ-
ბოხებულებად აცხადებთ თავს, შავმოსასხამიანები ხართ თუ ვინცა
ხართ, მაინც.
– აქ პატარა ბიჭები მყავს! – ჩასძახა იორენმა დაბლა.
– პატარა ბიჭები და ბებერი კაცები ერთნაირად კვდებიან, – სერ
ამორიმ ზანტად ასწია მუშტი და მის უკან ცეცხლით გაცოცხლებული
ბინდიდან შუბი გამოიჭრა. სამიზნე ალბათ იორენი იყო, მაგრამ
გვერდით მდგარ ვოთს მოხვდა. შუბის წვერი ყელში შეესო და უკან
კისრიდან გამოეჩარა. ვოთმა ტარს სტაცა ხელი და დუნედ გადმო-
ვარდა ხარიხიდან.
– გალავანს შეუტიეთ და ყველა დახოცეთ, – მობეზრებული ხმით
წარმოთქვა სერ ამორიმ. ისევ გამოფრინდა შუბები. არიამ ღვეზელა
დაბლა დაქაჩა კურტაკის კალთით. გარედან იარაღის ჟღარუნი გა-
ისმა, ხმლების ქარქაშებზე ჭრიალის ხმა, შუბების ფარებზე ბრაგუნი,
რასაც წყევლა კრულვა და ფლოქვების თქარუნი ერეოდა. მათ თავ-
ზემოთ ტრიალით გადაიქროლა ჩირაღდანმა, ცეცხლის გაწელილ
თითებს მიიყოლებდა; ეზოში დაეცა მიწაზე.
– ხმლები! – იყვირა იორენმა, – გაიშალეთ და კედელი დაიცა-
ვით, სადაც შემოუტევენ. კოს, ურეგ, უკანა კარს მიხედეთ! ლუმი,
ვოთს შუბი ამოაძვრე და იქ ამო, ის სადაც იდგა!
296
ღვეზელას თავისი დაშნა გაუვარდა, ქარქაშიდან ამოღებას რომ
ლამობდა. არიამ მახვილი ისევ ხელში მიაჩეჩა.
– არ ვიცი, ამით როგორ ვიბრძოლო, – უთხრა იმან, თვალებგა-
დათეთრებულმა. – ადვილია, – გული გაუკეთა არიამ, მაგრამ ეს
ტყუილი ყელში ჩაუწყდა, კედლის თავზე მოჭიდებული ხელი რომ
დაინახა. უხეში, დაკოჟრილი ხელი იყო, ნაწევრებზე ჯაგარა შავი ბა-
ლანი ეზრდებოდა, ცერის ფრჩხილქვეშ ჭუჭყი ჰქონდა ჩარჩენილი.
შიში ხმალზე ღრმად ჭრის, გაიფიქრა არიამ, როდესაც ხელის უკან
მრგვალი ზარადის კეხი ამოჩნდა.
მძლავრად დაიქნია ნემსი და ციხესიმაგრეში ნაჭედი ფოლადი
ბღაუჭა თითებს ზედ ნაწევარებზე დაესო.
– ვინტერფელი! – იწივლა გოგონამ. სისხლმა იხუვლა, თითები
დაცვივდა და ზარადიანი სახე ისევე სწრაფად გაუჩინარდა, რო-
გორც გამოჩენილიყო.
– უკან! – დაუყვირა ღვეზელამ. არია შეტრიალდა. მეორე კაცი
წვერიანი და უჩაჩქანო იყო, ხანჯალი კბილებით ეჭირა, ორივე ხელი
ამოსაცოცებლად რომ ჰქონოდა. კედელზე ფეხი როცა გადმოდო,
არიამ მახვილის წვეტი თვალებისკენ უმიზნა. ნემსი მას არც შეხებია,
კაცი უკან გადაქანდა და ჩავარდა. იმედია, სახით დაეცემა და ენას
მოიჭრის.
– იმათ უყურე, მე კი ნუ მომჩერებიხარ! – დაუკივლა ღვეზელას.
ამის მერე, როცა ვიღაც გამოჩნდა კედლის მათ ნაწილზე, ბიჭი მის
თითებს მიადგა და ჩეხა, სანამ უკან არ ჩააგდო. სერ ამორის კიბეები
არ ჰქონდა, მაგრამ სიმაგრის გალავანი გაუთლელი ქვისა იყო და
შეულესავი, ზედ ამოცოცება არ ჭირდა, და მტერსაც ბოლო არ უჩან-
და. არიას რამდენისთვისაც არ უნდა ეჭრა თითები, ეძგერებინა მახ-
ვილი ან კედლიდან ჩაეგდო, მის ნაცვლად კედელზე სხვა მოძვრე-

297
ბოდა. წვეტიანმუზარადიანმა რაინდმა გალავანზე ამოაღწია, მაგ-
რამ იორენმა თავისი შავი ალამი მის შუბს გარშემო შემოახვია და
თავისი ხანჯლით აბჯარი გაუხვრიტა, სანამ ის ქსოვილიდან იარაღის
დახსნას ლამობდა. არია რამდენჯერაც აიხედავდა, მეტ და მეტ გად-
მოფრენილ ჩირაღდანს ხედავდა, ცეცხლის გაწელილი ალი მერეც
ზოლად რჩებოდა მის მზერაში. ხედავდა წითელ დროშაზე გამოსა-
ხულ ოქროს ლომს, ამან ჯოფრი გაახსენა და ინატრა, ნეტავ აქ იყოს,
რომ შემეძლოს, ნემსი იმ დამცინავ სახეში ვაძგეროო. როდესაც
ჭიშკარს ოთხი კაცი მიადგა ნაჯახებით, კოსმა ისინი სათითაოდ და-
ხოცა ისრებით. დობერმა ხარიხიდან ჩაათრია კაცი, დაბლა მას ლუ-
მი დახვდა და, სანამ წამოდგომას მოასწრებდა, თავი ქვით გაუხეთ-
ქა. ყიჟინაც დასცა, მაგრამ უცებ დობერის მუცლიდან ამოჩრილი და-
ნა დაინახა და მიხვდა, რომ ვეღარც ის ადგებოდა. არია გადაახტა
მკვდარ ბიჭს, რომელიც მკლავწაწყვეტილი ეგდო და ჯონზე დიდი
არც იქნებოდა. ეს ალბათ მე არ მიქნიაო, გაიფიქრა, მაგრამ დარ-
წმუნებით ვერ იტყოდა. გაიგონა, როგორ ივედრებოდა შეწყალებას
ქაილი, სანამ რაინდი, ბზიკიანი ფარი რომ ეპყრა, თავს გაუხეთქავ-
და წვეტიანი ზუფანით. ჰაერი სისხლის, კვამლის, რკინის და შარდის
სუნად ყარდა, მაგრამ მერე უკვე გეგონებოდა, თითქოს ყველაფერს
ერთი საერთო სუნი ჰქონდა. არიას არ შეუმჩნევია, როგორ ამოა-
ცოცდა კედელს გამხდარი კაცი, მაგრამ როცა დაინახა, გენდრისა
და ღვეზელასთან ერთად მიეჭრა. გენდრიმ ხმალი კაცს თავზე გადა-
ამსხვრია და მუზარადი გადააძრო. გამოჩნდა მელოტი, შეშინებული
სახე, კბილები აკლდა და მოკლე ჭაღარაშერეული წვერი ჰქონდა.
არიას თან ებრალებოდა იგი და თან კლავდა, და „ვინტერფელი!
ვინტერფელიო“, გაიძახოდა; მის გვერდით მდგარმა ღვეზელამ კი
„ღვეზელაო“, დაიყვირა და კაცის გაძვალტყავებულ კისერს დაჰკრა
ხმალი.
298
გამხდარ კაცს ბოლო რომ მოუღეს, გენდრიმ მისი ხმალი აიტაცა
და დაბლა, ეზოში ჩახტა, სხვებს რომ შებრძოლებოდა. არიამ თვა-
ლი გააყოლა და დაინახა, სიმაგრეს ფოლადის ლანდები მოსდე-
ბოდნენ, მორბოდნენ და ცეცხლის ათინათი ელავდა მათ აბჯრებსა
და ხმლის პირებზე. მიხვდა, სადღაც კედელზე გადმოსვლა მოეხერ-
ხებინათ ან იქნებ უკანა კარში შემოიჭრნენ. დაბლა ჩახტა, გენდრის
გვერდით მიწაზე იმგვარად დაეშვა, როგორც სირიომ ასწავლა.
ღამე ფოლადის ჟღარუნით და დაჭრილთა და მომაკვდავთა ყვი-
რილით იყო სავსე. არია წამით შეყოყმანდა, ვერ გადაეწყვიტა, საით
წასულიყო. გარშემო ყველგან სიკვდილი მეფობდა.
და უცებ იქვე იორენი გაჩნდა, ანჯღრევდა და სახეში ჩაჰყვირო-
და. – ბიჭო! – დაუღრიალა, ისე, როგორც ყოველთვის ღრიალებდა
ხოლმე, – წადი, მორჩა, დავმარცხდით. მოგროვდით, ვინც შეგიძ-
ლიათ, შენ, ეგეც, დანარჩენებიც, ბიჭები, და მოუსვით აქედან. ახლა-
ვე! – როგორ? – ჰკითხა არიამ.
– ის სარქველი! – დაუყვირა მან, – ბეღლის ქვეშ!
და წავიდა, ბრძოლას შეერია ხმლით ხელში. არიამ გენდრის
მკლავში ჩაავლო ხელი.
– ასე თქვა, მოუსვითო! – დაუყვირა, – ბეღელში, გასასვლელით!
მუზარადის ჭრილში ბუღას თვალები ცეცხლის ანარეკლით უგიზგი-
ზებდა. თავი დაუქნია. კედლიდან ღვეზელას დაუძახეს და იპოვეს
ლუმი მწვანეხელა, კანჭში ჩასობილი შუბით რომ იწვა და სისხლი
სდიოდა. გერენიც ნახეს, მაგრამ ისე იყო დაშავებული, ვერ ინძრე-
ოდა. ბეღლისკენ რომ მირბოდნენ, არიამ შუა ალიაქოთში მჯდარი,
ბოლით და ჟლეტვით გარშემორტყმული მტირალა გოგო დაინახა.
ხელი ჩასჭიდა და წამოახტუნა, სხვები კი ამასობაში წინ გაცვივდნენ.
გოგონა არ მოდიოდა, თუმცა არიამ გაულაწუნა კიდევაც. სხვა გზა

299
არ იყო, მარჯვენა ხელით ის უნდა ეთრია, მარცხენაში კი ნემსი ეჭი-
რა. ღამეს პირქუში წითელი ედო. ბეღელს ცეცხლი უკიდიაო, გა-
იფიქრა. თივაში ჩავარდნილი ჩირაღდნიდან ალი უკვე კედლებს
ედებოდა და არიას ესმოდა შიგნით გამომწყვდეული ცხოველების
კივილი. ბეღლიდან ღვეზელამ გამოაბიჯა.
– არი, აქ მოდი! ლუმი უკვე გავიდა, ეგ დატოვე, წამოსვლა თუ არ
უნდა!
არიამ ჯიუტად დაქაჩა გოგო და თან გაითრია. ღვეზელამ ბეღელ-
ში შეირბინა, მიატოვა ისინი... მაგრამ უკნიდან გენდრი წამოეწია,
მის გაპრიალებულ მუზარადზე ცეცხლი ისე ძალუმად პრიალებდა,
რომ რქები მეწამულად უჩანდა. მათთან მიირბინა და მტირალა გო-
გო მხრებზე შემოისკუპა.
– გაიქეცი!
ბეღლის კარში შერბენა ღუმელში შესვლას ჰგავდა. ჰაერში ბო-
ლი ტრიალებდა, უკანა კედელი მიწიდან სახურავამდე ცეცხლის ერ-
თიან ფარდად იყო ქცეული. მათი ცხენები და ვირები წიხლებს იქ-
ნევდნენ, ყალყზე დგებოდნენ და ყურისწამღებად გაჰყვიროდნენ.
საბრალო ცხოველები, გაიფიქრა არიამ. მერე ფორანი და მის ძირზე
მიბორკილი სამი კაცი დაინახა. კბენია მთელი წონით აწყდებოდა
აქეთ, მაჯებიდან, სადაც რკინა ჰქონდა შემორტყმული, სისხლი სდი-
ოდა. რორჯი იგინებოდა და ფიცრებს წიხლს ურტყამდა.
– ბიჭო! – დაუძახა ჯეიქენ ჰაგარმა, – კარგო ბიჭო!
ღია სარქველი მისგან სულ რამდენიმე ფუტის დაშორებით იყო,
მაგრამ ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, დაუჯერებელი სისწრა-
ფით ნთქავდა ძველ ხეს და ხმელ ჩალას. არიას ქოფაკის საზარელი
დამწვარი სახე გაახსენდა.
– გვირაბი ვიწროა! – დაიყვირა გენდრიმ, – გოგო როგორ გა-
ვიყვანოთ? – გაითრიე, – უთხრა არიამ, – ან მიაწექი!
300
– კარგო, კეთილო ბიჭებო! – დაუძახა ჯეიქენ ჰაგარმა ხველე-
ბით. – მომაშორეთ ეს დამპალი ჯაჭვები! – იღრიალა რორჯმა.
გენდრი ყურადღებას არ აქცევდა.
– ჯერ შენ ჩადი, მერე ეს, ბოლოს მე. ჩქარა, გზა გრძელია!
– შეშას რომ ჩეხავდი, – გაახსენდა არიას, – ნაჯახი სად დატოვე?
– გარეთ, თავშესაფართან, – მან მიჯაჭვულ კაცებს გახედა, – მე ვი-
რებს უფრო გადავარჩენდი. დრო არაა.
– ეგ წაიყვანე! – დაუკივლა არიამ, – ეგ გაიყვანე! ქენი, რასაც
გეუბნები!
ცეცხლმა ზურგზე ცხელი წითელი ფრთები დაუტყლაშუნა, არია
ალმოდებული ბეღლიდან რომ გამოიჭრა. გარეთ. სანატრელი სიგ-
რილე იდგა, მაგრამ მის გარშემო ყველგან ხალხი იხოცებოდა. და-
ინახა, კოსმა თავისი ხმალი ძირს რომ დააგდო დანებების ნიშნად,
და ისიც დაინახა, ადგილზევე რომ მოკლეს. ყველგან ბოლი რი-
ალებდა. იორენი არსად ჩანდა, სამაგიეროდ, ნაჯახი იქვე იყო, სა-
დაც გენდრიმ დატოვა, თავშესაფრის გარეთ დალაგებულ შეშასთან.
ნაპობიდან რომ ამოაძრო, ვიღაცის აბჯრიანი ხელი ჩაევლო მკლავ-
ზე. არია შებრუნდა და ნაჯახის პირი ფეხებს შორის ამოსცხო. მისი
სახე არც დაუნახავს, მხოლოდ ჯაჭვის პერანგის რგოლებს შორის
გამოჟონილ მუქ სისხლს ჰკიდა თვალი. იმ ბეღელში შებრუნება ყვე-
ლაზე უფრო ძნელი რამ იყო, რაც კი ოდესმე ჩაედინა. ღია კარიდან
დაკლაკნილი შავი გველეშაპივით მოიგრაგნებოდა ბოლი, შიგნი-
დან საბრალო ცხოველების ყვირილი ისმოდა: ვირების, ცხენების
და ადამიანებისაც. არიამ ტუჩი მოიკვნიტა და კარში შეიჭრა, დაბლა
წაიხარა, მინისკენ, სადაც ნაკლებად სქელი კვამლი იდგა. ცეცხლის
რკალში სახედარი იყო მოქცეული და შიშითა და ტკივილით სავსე
ხმით გაჰყვიროდა. არია დამწვარი ბალნის სიმყრალეს გრძნობდა.

301
ჭერიც აბრიალებულიყო და ზემოდან რაღაცები ცვიოდა: ცეცხლმო-
დებული ხის ნაჭრები და თივისა თუ ჩალის ნაფლეთები. არიამ
ცხვირ-პირზე ხელი აიფარა. ბოლში ფორანს ვერ ხედავდა, მაგრამ
კბენიას კივილი ესმოდა. ხმის მიმართულებით გაცოცდა და უცებ
ბორბალი წამოადგა თავზე. ფორანი შეხტა და ნახევარი ფუტით წა-
მოიწია, როდესაც კბენია ისევ მოაწყდა ჯაჭვებს. ჯეიქენმა არია და-
ინახა, მაგრამ ახლა სუნთქვაც კი ჭირდა, არათუ ლაპარაკი. გოგო-
ნამ ნაჯახი ფორანში შეაგდო. რორჯმა დაიჭირა და თავზემოთ შე-
მართა, უცხვირო სახეზე ჭვარტლიანი ოფლი ნაკადულებად ჩამოს-
დიოდა. არია მირბოდა და ახველებდა. გაიგონა, როგორ ეძგერა
ფოლადი ძველ ხეს, ისევ, ისევ. წამის მერე მეხივით ხმამაღლა იჭექა
და ფორნის ძირი ნაფოტების კორიანტელად გადაიპო.
არია თავით გადაეშვა გვირაბში და ხუთი ფუტის სიღრმეზე ჩა-
ვარდა. პირი მიწით აევსო, მაგრამ ამას არ ნაღვლობდა, კარგი გემო
ჰქონდა, ტალახის გემო, წყლის, მატლების და სიცოცხლის გემო. მი-
წის ქვეშ ჰაერი გრილი და ბნელი იყო. მაღლა კი მხოლოდ სისხლი,
აღრიალებული სიწითლე, მახრჩობელა ბოლი და მომაკვდავი ცხე-
ნების ყვირილი დარჩა. ქამარი შეიბრუნა, ისე, რომ ნემსი ფეხებში
არ გაბლანდვოდა, და გაცოცდა. გვირაბში თორმეტიოდე ფუტი რომ
გალია, ხმა ჩაესმა, რაღაც საზარელი ნადირის ღრიალს რომ წააგავ-
და, მის უკან ცხელი კვამლის და შავი მტვრის ღრუბელი აიბუქა და
ჯოჯოხეთის სიმყრალე შემოასუნთქა. არიამ სუნთქვა შეიკრა, მერე
გვირაბის ტალახიან ძირს აკოცა და ატირდა. ვის დასტიროდა, თავა-
დაც ვერ იტყოდა.

ტირიონი

დედოფალი არ აპირებდა, ვარისისთვის ეცადა.


302
– ღალატი ხომ, თავისთავად, უპატიებელი რამაა, – განაცხადა
გაალმასებულმა, – მაგრამ ეს ურცხვი, უტიფარი არამზადობაა, და
მე არაფრად მჭირდება ის მოცუნცულე საჭურისი იმის სათქმელად,
თუ რა უნდა ვუქნა არამზადებს!
ტირიონმა დას ხელიდან გამოართვა წერილები და ერთმანეთს
გვერდიგვერდ შეადარა. ორი ასლი იყო, ზუსტად ერთსა და იმავე
სიტყვებს იმეორებდა, თუმც სხვადასხვა ხელით იყო დაწერილი. –
პირველი წერილი მაისტერმა ფრენკენმა მიიღო სტოკვორთების ცი-
ხესიმაგრეში, – განუმარტა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა, – მეორე
ასლმა ჩვენამდე ლორდ ჯაილსისგან მოაღწია.
ნეკამ თითებით ჩამოივარცხნა წვერი.
– თუ სტანისმა მაგათთვისაც შეიწუხა თავი, უეჭველია, შვიდ სა-
მეფოში ყოველ მეორე ლორდს უკვე მიღებული აქვს თავისი წილი
ასლი.
– მსურს, ყოველი ეს წერილი ცეცხლს მიეცეს, – გამოაცხადა
სერსეიმ, – ამ ამბავმა გადაკრულადაც კი არ უნდა მიაღწიოს ჩემი
ძის ყურამდე, ან მამაჩემამდე.
– ასე მგონია, მამამ უკვე გადაკრულ სიტყვაზე ბევრად მეტი გა-
იგო, – მშრალად შეეპასუხა ტირიონი, – უეჭველია, სტანისი კასტერ-
ლის კლდეზეც გაგზავნიდა ფრინველს და ჰარენჰალშიც. რაც შეეხე-
ბა წერილების დაწვას, რა აზრი აქვს? სიმღერა ნამღერია, ღვინო და-
იქცა, ქალიშვილი ორსულია. და თანაც სინამდვილეში არც ისე სა-
შინელი რამ ხდება, როგორც ჩანს.
სერსეი მას მიუბრუნდა და მწვანეთვალა მრისხანებად დაატყდა
თავს.
– სულ გამოშტერდი? წაიკითხე, რას ამბობს?! ბიჭი ჯოფრიო, ასე
ეძახის. და ბედავს, ბრალი დამდოს სისხლის აღრევაში, მრუშობასა
და ღალატში!
303
მხოლოდ იმიტომ, რომ მართლაც ბრალეული ხარ. გამაოგნებე-
ლი იყო, როგორი გააფთრებით იგერიებდა სერსეი ბრალდებას,
რომლის სამართლიანობა თავად ყველაზე კარგად მოეხსენებოდა.
ომი თუ წავაგეთ, მსახიობობა უნდა დაიწყოს, ნამდვილი ნიჭი აქვს.
ტირიონმა შეიცადა, სანამ ის ჩაცხრებოდა, და თქვა:
– სტანისს სჭირდება საბაბი, თავისი აჯანყება რომ გაამართლოს.
რა უნდა დაეწერა, თქვენი აზრით? ჯოფრი ჩემი ძმის კანონიერი ძე
და მემკვიდრეა, მაგრამ გადავწყვიტე, ამის გამო მას ტახტი წავარ-
თვაო? – ვერ მოვითმენ, მეძავი მეძახონ!
ჰოდა, რაო, დაიკო, ის კი არ უთქვამს, ჯეიმი ფულს გიხდიდაო.
ტირიონმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ისევ ნაწერს გადაავლო თვა-
ლი. იქ ერთი ფრაზა იყო...
– აღსრულდა უფლის ნათლის ქვეშ... – წაიკითხა მან, – რა უც-
ნაური სიტყვებითაა ნათქვამი.
პაიცელმა ყელი ჩაიწმინდა.
– მაგ სიტყვებს ხშირად ნახავ თავისუფალი ქალაქებიდან მო-
სულ წერილებში. იმავეს ნიშნავს, რაც, დავუშვათ, „დაწერილია
ღმერთის მოწმობით“. წითელი ქურუმების ღმერთის. მათი ჩვეული
მიმართვაა, ნამდვილად ეგაა.
– რამდენიმე წლის წინ ვარისმა გვითხრა, რომ ლედი სელისი წი-
თელ ქურუმს შეუდგა, – გაახსენა მათ ნეკამ.
ტირიონმა ქაღალდს თითები დაჰკრა.
– ახლა კი, როგორც ჩანს, მისმა ლორდმა-მეუღლემაც იგივე ქნა.
ეს ამბავი მათ წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. დაავალე არ-
ქისეპტონს, ამხილოს, თუ როგორ შეაქცია სტანისმა ზურგი ღმერ-
თებს, ისევე, როგორც თავის კანონიერ მეფეს...
– ჰო, ჰო, – მოუთმენლად თქვა დედოფალმა, – მაგრამ უპირვე-
ლესად ამ საძაგლობის გავრცელება უნდა შევაჩეროოთ.
304
საბჭომ ბრძანება უნდა გამოსცეს. ყველას, ვინც კი ხმას ამოი-
ღებს სისხლის აღრევაზე ან ჯოფრის ბუშად მოიხსენიებს, ენას მოჭ-
რიან.
– გონივრული ზომაა, – თქვა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა, თა-
ვის დაქნევისას მისი რანგის მიმანიშნებელი ჯაჭვი აუჟღრიალდა.
– რა სისულელეა, – ამოიოხრა ტირიონმა, – კაცს ენას თუ ამო-
აცლი, მის მატყუარობას კი არ ამტკიცებ, ამით მთელ ქვეყნიერებას
ეუბნები, რომ რის თქმასაც აპირებს, იმის გეშინია.
– აბა რას გვირჩევდი, რა უნდა ვქნათ? – დაეკითხა და.
– ბევრი არაფერი. იჩურჩულონ ერთმანეთში, ეს ამბავი მალევე
მობეზრდებათ. ყველა, ვისაც კი ნამცეცი ტვინი მაინც აბადია, ჩათ-
ვლის, რომ ეს ტლანქი მცდელობაა, გვირგვინის მიტაცება გაამარ-
თლოს. რამით შეუძლია სტანისს ამის დამტკიცება? ან კი საიდან და-
ამტკიცებს იმას, რაც არასოდეს მომხდარა? – ტირიონმა დას თავისი
ყველაზე მომხიბლავი ღიმილი შეაგება.
– ეგ კი ეგრეა, – სერსის სხვა რაღა ეთქმოდა, – ჯერჯერობით. –
თქვენო მოწყალებავ, თქვენს ძმას აქვს უფლება, ასე თქვას, – პეტირ
ბეილიშმა ორი ხელის თითის წვერები წვეტად მიაბჯინა ერთმანეთს,
– თუკი ხალხის ჩაჩუმებას შევეცდებით, ამით ჭორს მეტ წონას და
სანდოობას შევძენთ. ჯობს, აგდებული ზიზღით მოვეკიდოთ, რო-
გორც ურცხვ ტყუილს. და, იმავდროულად, ცეცხლს ცეცხლით შევებ-
რძოლოთ.
სერსიმ მზერით აზომა იგი.
– რა ცეცხლით?
– რაღაც იმგვარივე ამბით, მაგალითად. მაგრამ ისეთით, უფრო
იოლად რომ იყოს დასაჯერებელი. ლორდმა სტანისმა თავისი ქორ-
წინების უდიდესი დრო ცოლისგან მოშორებით გაატარა. არა, ამის
გამო ბრალს კი არ ვდებ, მეც იმავეს ვიზამდი, ლედი სელისი რომ
305
შემერთო. მაგრამ რაც გინდა იყოს, თუ ხმას დავყრით, თითქოს მისი
გოგონა უკანონო ბავშვია, სტანისს კი რქები ადგას, მაშინ... მდაბიო
ხალხი სიხარულით იჯერებს თავის ლორდებზე ყველანაირ საძაგ-
ლობას, მით უმეტეს ისეთ მკაცრ, უჟმურ და უკარება ლორდზე, რო-
გორიც სტანის ბარათეონია.
– მართალია, ის დიდად არასოდეს უყვარდათ, – სერსეი წუთით
დაფიქრდა, – ანუ ჩვენ მას სამაგიეროს მისივე მონეტით დავუბრუ-
ნებთ. დიახ, მომწონს ეს აზრი. ვის შეიძლება, ლედი სელისის საყ-
ვარლობა დავაბრალოთ? ასე მახსოვს, ორი ძმა ჰყავს. და მისი ერთი
ბიძა მთელი ეს დრო დრაკონის ქვაზე ცხოვრობდა...
– სერ აქსელ ფლორენტი მისი კასტელანია, – რაც არ უნდა ვე-
რაგული ყოფილიყო, ტირიონს უნდა ეღიარებინა, რომ ნეკას გეგმა
სახეირო ჩანდა. სტანისი არასოდეს ყოფილა თავის ცოლზე გულშე-
ვარდნილი, მაგრამ ზღარბივით იბუძგებოდა ყველაფერზე, რაც კი
მის ღირსებას შეეხებოდა, და ბუნებითაც მიუნდობელი იყო. თუ მო-
ახერხებდნენ და მასა და მის მიმდევრებს შორის ეჭვს დასთესდნენ,
ეს საქმეს მხოლოდ წაადგებოდა.
– ბალღს ფლორენტების ყურები აქვსო, ასე გამიგია.
ნეკამ ზანტად გადაკვანწა ხელი.
– ლისელი ვაჭრების ერთმა დესპანმა ერთხელ მითხრა, ლორდ
სტანისს როგორ ჰყვარებია თავისი გოგონა, სასახლის კედლების
გარშემო ასობით მისი ქანდაკება რომ დაუდგამსო. მომიწია ამეხ-
სნა, მილორდ, ეგ ქიმერებია-მეთქი, – მან ჩაიქირქილა, – სერ აქსე-
ლი კი გამოდგება შირინის მამობის დასაბრალებლად, მაგრამ გა-
მოცდილება მეუბნება, რაც უფრო დაუჯერებელი და გამაოგნებელია
ამბავი, მით უფრო ხალისით და ხშირად იმეორებენ. სტანისს ერთი
საოცრად მახინჯი მასხარა ჰყავს, გონებასუსტი და სახემოსვირინგე-
ბული. გრანდ-მაისტერ პაიცელს გაოცებით სუნთქვა შეეკრა.
306
– უეჭველია, იმის თქმა არ გსურთ, რომ ლედი სელისი საწოლში
მასხარას ჩაიწვენდა?
– მასხარა უნდა იყო, სელის ფლორენტის ლოგინში ჩაწვენა რომ
მოგინდეს, – უთხრა ნეკამ, – უეჭველად, თავნაკუწა მას სტანისს
აგონებდა. საუკეთესო ტყუილები სწორედაც რომ სიმართლის ნამ-
ცეცებს უნდა შეიცავდეს, დამაჯერებელი რომ იყოს. საქმე ისაა, რომ
ეს მასხარა საოცრად თავდადებულია გოგონასთვის და ყველგან
კუდში დასდევს. ერთმანეთს რაღაცით ჩამოჰგვანან კიდევაც.
შირინსაც დალაქული, სანახევროდ გაქვავებული სახე აქვს.
პაიცელი დაიბნა.
– მაგრამ ეგ შავქერცლა სენის გამოა, საბრალო კინაღამ სიცოც-
ხლეს რომ გამოასალმა ჩვილობისას.
– მე ჩემი ვერსია უფრო მომწონს, – უთხრა ნეკამ, – და მდაბიო-
ებსაც ეგ უფრო მოეწონებათ. მაგათ ისიც სჯერათ, რომ, ორსული ქა-
ლი კურდღელს თუ შეჭამს, გრძელყურა ბავშვი გაუჩნდება.
სერსეიმ იმ ღიმილით შესცინა, რომელიც, ჩვეულებრივ, ჯეიმის-
თვის ჰქონდა ხოლმე შემონახული.
– ლორდ პეტირ, რა უსინდისო ვინმე ხარ.
– მადლობა, თქვენო მოწყალებავ.
– და ხელმოთავებული ქოსატყუილა, – დაუმატა ტირიონმა ნაკ-
ლები სითბოთი. ეს უფრო სახიფათო ვინმე ყოფილა, ვიდრე მეგო-
ნაო, გაიფიქრა.
ნეკამ რუხ-მომწვანო მზერა სრულიად უშფოთველად გაუსწორა
ქონდრისკაცის სხვადასხვაფერ თვალებს.
– ყველას გვაქვს რაღაც ნიჭი, მილორდ.
დედოფალი მეტისმეტად იყო გართული შურისძიების გეგმებით
და მათი შესიტყვება ყურადღების მიღმა დარჩა.
– ჭკუანაკლულმა მასხარამ დაადგა რქები! სტანისს ვიწრო
307
ზღვის გადმოღმა ყველა ღვინის სარდაფში მასხრად აიგდებენ!
– ეს ამბავი ჩვენგან არ უნდა წამოვიდეს, – თქვა ტირიონმა, თო-
რემ ყველა ჩვენს სასარგებლოდ გამოგონილ ტყუილად ჩათვლის.
და სწორადაც ჩათვლიან.
პასუხი ისევ ნეკას ჰქონდა.
– კახპებს ჭორაობა უყვართ, და ასე მოხდა, რომ სამიოდ საროს-
კიპოს მფლობელი გახლავართ. უეჭველია, ვარისიც მოახერხებს,
დუქნებსა და სახემსეებში ხმები დაყაროს.
– ვარისი, – შუბლი შეკრა სერსეიმ, – სად არის ვარისი?
– ეგ მეც მაინტერესებდა, თქვენო მოწყალებავ.
– ეგ ობობა დღედაღამ თავის ქსელებს აბამს, – ავად წარმოთქვა
– გრანდ-მაისტერმა პაიცელმა, – მე მას არ ვენდობი, მილორდებო.
– ის კი ისე კეთილად გელაპარაკებათ, – ტირიონი სკამიდან წამო-
იწია. შემთხვევით, იცოდა, რით იყო საჭურისი მოუცლელი, მაგრამ
სულ არ იყო საჭირო, დანარჩენ მრჩევლებს ეს შეეტყოთ, – ბოდიში
მომითხოვია, მილორდებო. სხვა საქმეები მიხმობს.
სერსეი მყის დაეჭვდა.
– მეფის საქმეები?
– ისეთი არაფერი, თქვენს შეწუხებად რომ ღირდეს.
– მაგას მე გადავწყვეტ, ღირს თუ არა.
– გინდა, სიურპრიზი გამიფუჭო? – უთხრა ტირიონმა, – ჯოფრის-
თვის საჩუქარს ვამზადებინებ. პატარა ძეწკვს.
– რა უნდა უყოს კიდევ ერთ ძეწკვს? ოქროს ძეწკვებიც აქვს და
ვერცხლისაც, იმაზე მეტი, ვიდრე –ზედ ასხმა შეუძლია; თუკი წუთით
მაინც გგონია, რომ ჯოფრის სიყვარულის ყიდვა საჩუქრებით შეიძ-
ლება...
– არა, რატომ, მე მეფის სიყვარული ისედაც მაქვს, ისევე, რო-
გორც მას – ჩემი. ეს ძეწკვი კი, მჯერა, როდისმე მისთვის ყველა
308
სხვაზე უფრო ძვირფასი გახდება, – პატარა კაცმა ყველას თავი და-
უკრა და კარისკენ წაჩლახუნდა.
საბჭოს პალატების გარეთ ბრონი ელოდა, რათა უკან, მარჯვენის
კოშკამდე მიეცილებინა.
– მჭედლები თქვენს მისაღებ ოთახში არიან და თქვენს დიდებუ-
ლებას ელიან, – უთხრა, შიდა ეზოს რომ ჭრიდნენ.
– ჩემს დიდებულებას. რა საამოდ ჟღერს. ლამის ნამდვილი დარ-
ბაისელივით ლაპარაკობ. ცოტა ხანში მუხლის მოყრას დამიწყებ.
– აგერ მაკოცე, ქონდრისკაცო.
– მაგისთანებს კი შაისთან მოვაგვარებ, – ტირიონმა გაიგონა,
ლედი ტანდა მხიარულად რომ გადმოსძახოდა დახვეული კიბის თა-
ვიდან. ვითომც ვერ შეამჩნია და ცოტა უფრო სწრაფად წაჩლახუნდა,
– მიხედე, რომ ჩემი ტახტრევანი გაამზადონ. როგორც კი აქ საქმე-
ებს მოვრჩები, სასახლიდან წავალ.
კართან მცველად ორი მთვარის ძმა იდგა. ტირიონი მათ გულ-
თბილად მიესალმა და დაიჭყანა, სანამ კიბეს აუყვებოდა. საძინე-
ბელში ასვლა ფეხებს ატკივებდა.
ოთახში დახვდა თორმეტი წლის ბიჭი, რომელიც საწოლზე ტან-
საცმელს ალაგებდა. მისი საჭურველთმტვირთველი პოდრიკ პეინი
ისე მორიდებული იყო, რომ ყველაფერს მალვით აკეთებდა. ტირი-
ონმა ბოლომდე ვერ მოიცილა ეჭვი, რომ ლორდმა ტაივინმა მას-
ხრად აიგდო, ეს ბიჭი რომ მიუჩინა.
– თქვენი სამოსი, მილორდ, – ჩაიბურტყუნა ბიჭმა, ტირიონი
რომ შევიდა, თან საკუთარ ჩექმებს დასცქეროდა. მაშინაც კი, სითა-
მამეს რომ მოიკრეფდა და დაილაპარაკებდა ხოლმე, პოდი სახეში
შემოხედვას მაინც ვერ ახერხებდა, – აუდიენციისთვის. და თქვენი
ძეწკვი. მარჯვენის ძეწკვი.
– მშვენიერია. დამეხმარე, ჩავიცვა, – შავი ხავერდის კამზოლი
309
ლომის თავების ფორმის ოქროს ღილებით იყო დაფარული, ძეწკვი
კი მასიური ოქროს ხელებისგან იყო შემდგარი, ყოველი მათგანის
თითები შემდეგის მაჯას ეჭიდებოდა. პოდმა მას ოქროსფოჩებიანი
მეწამული მოსასხამი მოართვა, მისი სიმაღლის შესაფერისად რომ
იყო აჭრილი, ჩვეულებრივ კაცს ის პელერინად თუ გამოადგებოდა.
მარჯვენის პირადი მისაღები ოთახი მეფისას ვერ შეედრებოდა სი-
დიდით, ვერც სატახტო დარბაზის სივრცეებს გასწვდებოდა, მაგრამ
ტირიონს მოსწონდა მისი მირული ხალიჩები, კედელზე გაკრული
ქსოვილი და სიმყუდროვე. კარი რომ შეიარა, მოურავმა დაიძახა: –
ტირიონ ლანისტერი, მეფის მარჯვენა!
ტირიონს ესეც მოეწონა. მჭედლების, მეიარაღეთა და კავეულით
მოვაჭრეების გუნდი, ბრონს რომ შეეკრიბა, მუხლებზე დაეცა.
ის კი ოქროს მრგვალი ფანჯრის ძირას მაღალ სკამზე შემოსკუპ-
და და ბრძანა, წამოდექითო.
– კეთილო ადამიანებო, ვიცი, ყველანი მოუცლელები ხართ, ამი-
ტომ მოკლედ მოგახსენებთ. პოდ, თუ შეიძლება, – ბიჭმა მას ჯვა-
ლოს ტომარა მიაწოდა. ტირიონმა შესაკრავი ღვედი გამოქაჩა და
გახსნა. მისი შიგთავსი ლითონის ხეზე დაცემის ყრუ ბრაგუნით წა-
მოიყარა ხალიჩაზე.
– ეს ციხესიმაგრის სამჭედლოშია გაკეთებული. ათასი ზუსტად
ასეთივე მჭირდება.
ერთ-ერთმა მჭედელმა ნივთის დასათვალიერებლად დაიჩოქა.
სამი უზარმაზარი ფოლადის რგოლი ერთმანეთზე იყო აცმული.
– მძლავრი ჯაჭვია.
– მძლავრია, მაგრამ მოკლე, – მიუგო ტირიონმა, – რაღაცით მე
მგავს. მე ამაზე ბევრად უფრო გრძელი მინდა. რა გქვია?
– რკინისმუცელას მეძახიან, მილორდ, – მჭედელი დაბალი და

310
ფართო იყო, შალის და ტყავის უბრალო სამოსი ეცვა, მაგრამ მკლა-
ვები ხარის კისერივით ჰქონდა ჩამსხვილებული.
– მე მინდა, მეფის საბიჯელის ყველა სამჭედლო ამ რგოლების
მზადებას და მათ ერთმანეთზე გადაბმას შეუდგეს. ყველა სხვა საქმე
გადადეთ. მინდა, რომ ყველა კაცმა, ვისაც კი ლითონის დამუშავე-
ბის საქმე გაეგება, ამ საქმეს მიჰყოს ხელი, ვინც არ უნდა იყოს ის:
ოსტატი, თანაშემწე თუ შეგირდი. ფოლადის ქუჩას რომ ავუყვები,
მინდა, უროების ცემა ჩამესმას, დღითა თუ ღამით. და კიდევ მჭირ-
დება კაცი, ძლიერი კაცი, ამ საქმეს რომ თვალყური ადევნოს. ხარ
შენ ეგეთი კაცი, რკინისმუცელა?
– შეიძლება კიდევაც ვიყო, მილორდ. მაგრამ იმ აბჯარს და
ხმლებს რა ვუყოთ, დედოფალს რომ უნდოდა?
– მისმა მოწყალება დედოფალმა გვიბრძანა, ჯაჭვის პერანგები
და აბჯრები გვეჭედა, – ხმა ამოიღო სხვა მჭედელმა, – ხმლები, ხან-
ჯლები და ტაბარები, ყველაფერი ბლომად დაგვემზადებინა. მისი
ახალი ოქროსმოსასხამიანების შესაიარაღებლად, მილორდ!
– ეგ საქმე მოიცდის, – უთხრა ტირიონმა, – ჯერ ჯაჭვი.
– მილორდ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მისმა მოწყალებამ
ბრძანა, ვინც საჭირო რაოდენობას არ დაამზადებს, თავს გაუჭეჭყა-
ვენო, – შეეპასუხა შეშფოთებული მჭედელი, – მათსავე საკუთარ
გრდემლზე გაუჭეჭყავენ თავსო, ასე თქვა.
სათნო სერსეი, სულ იმას ცდილობს, ქვეშევრდომებს ჩვენი სიყ-
ვარული ჩაუნერგოს.
– არავისაც არ გაუჭეჭყავენ თავს. ამას მე გპირდებით.
– რკინა გაძვირდა, – განაცხადა რკინისმუცელამ, – ამ ჯაჭვს კი
ბევრი რკინა დასჭირდება, და კოქსიც, ქურებისთვის.
– ლორდი ბეილიში მიხედავს, რომ იმდენი ფული გქონდეთ,
რამდენიც დაგჭირდებათ, – აღუთქვა ტირიონმა. იმედია, ნეკას ეს
311
საქმე ენდობა, – ქალაქის დაცვას ვუბრძანებ, რკინა გიშოვონ. თუ
საჭირო გახდა, ამ ქალაქში ბოლო ნალიც კი გადაადნეთ.
წინ ხნიერი კაცი წამოდგა, მდიდრული, ვერცხლისსაკინძიანი წი-
თელი პერანგი ეცვა, მოსასხამზე მელის ბეწვი ჰქონდა მოვლებული.
იატაკზე დაგდებული მსხვილი ფოლადის რგოლების დასათვალიე-
რებლად მუხლებზე დაეშვა.
– მილორდ, – მოახსენა დამწუხრებულმა, – ეს, უკეთეს შემთხვე-
ვაში, უხეში სამუშაოა. არანაირ ხელოვნებას არ მოითხოვს.
უბრალო მჭედლების შესაფერი საქმეა, მათი, ვინც ნალებს ღუ-
ნავს და ჩაიდნებს კვერავს, მე კი ოსტატი მეიარაღე ვარ, თუკი მი-
ლორდი ინებებს. ეს საჩემო საქმე არაა, არც სხვა ჩემნაირი ოსტატე-
ბისა. ჩვენ სიმღერასავით ფხიან ხმლებს ვჭედავთ, იმისთანა აბჯარს
ვაკეთებთ, ღმერთიც მოიხდენს. და არა ამას.
ტირიონმა თავი გვერდზე გადახარა და კაცს თავისი სხვადასხვა-
ფერი მზერით გაუმასპინძლდა.
– რა გქვია, ოსტატო მეიარაღევ?
– სალორეონი, თუკი მილორდი ინებებს. მეფის მარჯვენა ნებას
თუ დამრთავს, პატივად ჩავთვლიდი, მისთვის აბჯარი გამომეჭედა,
ისეთი, მის გვარსა და მაღალ თანამდებობას რომ შეეფერება, – ორ-
მა ოსტატმა ჩაიხითხითა, მაგრამ სალორეონი უკანმოუხედავად მი-
ერეკებოდა, – სამკერდული და ფარფლები, ალბათ. ფარფლებს
მზესავით კაშკაშა ოქროთი დავფერავ, სამკერდულს კი ლანისტერე-
ბის მუქი მეწამული ფერის მინანქარს დავადებ. მუზარადად დემო-
ნის თავს შემოგთავაზებ, მაღალი ოქროს რქებით მორთულს. ბრძო-
ლაში რომ შეხვალ, მტერი ძრწოლით მოკურცხლავს.
დემონის თავი, გაიფიქრა ტირიონმა სევდით, აბა, ესე იგი, რას
ფიქრობენ ჩემზე?

312
– ოსტატო სალორეონ, ვაპირებ, ჩემი ყველა დანარჩენი ბრძო-
ლა ამ სკამზე მჯდომმა გადავიხადო. მე ჯაჭვის რგოლები მჭირდება
და არა დემონის რქები. ჰოდა, მოდი, ასე ვთქვათ: თქვენ აკეთებთ
ჯაჭვს ან გიკეთდებათ ჯაჭვები. არჩევანი თქვენზეა, – წამოდგა და
უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
ბრონი ჭიშკართან ელოდა გამზადებული ტახტრევნით და ამხედ-
რებული შავყურების ამალით.
– იცით, საითაც მივდივართ, – უთხრა მათ ტირიონმა. ტახტრე-
ვანში ასასვლელად შემოთავაზებულ ხელს დაეყრდნო. რაც შეეძ-
ლო, გააკეთა მშიერი ქალაქის დასაპურებლად: რამდენიმე ასეულ
ხუროს ფილაკვნების ნაცვლად სათევზაო გემების აგება დაავალა,
სამეფო გზა გაუხსნა ყველა მონადირეს, ვინც კი მდინარის გადა-
ლახვას გაბედავდა და ოქროსმოსასხამიანებიც კი გაგზავნა დასავ-
ლეთით და სამხრეთით სურსათის შესაძენად – და მაინც ყველგან,
სადაც კი გამოჩნდებოდა, გამკიცხავ და მომლოდინე მზერას აწყდე-
ბოდა. ტახტრევნის ფარდები ამისგან იფარავდა, თანაც ფიქრის
დროც რჩებოდა.
ეაგონის მაღალი ბორცვიდან აუჩქარებლად დაუყვნენ მიმოხვე-
ულ შავჩრდილა ხეივანს და ტირიონი იმდილანდელ ამბებზე დაფიქ-
რდა. მის დას რისხვამ ისე დაუბნელა თვალი, რომ სტანის ბარათეო-
ნის წერილის ნამდვილი მნიშვნელობა ვერ შეამჩნია. მტკიცებულე-
ბის გარეშე მისი ბრალდებები არაფრად ღირდა. მთავარი ის იყო,
რომ მან თავი მეფედ გამოაცხადა. რას იზამს რენლი ამის მერე?
ორივენი ერთად ვერ დასხდებიან რკინის ტახტზე.
უგულისყუროდ გასწია ფარდა რამდენიმე გოჯით და ქუჩაში გა-
იჭვრიტა. მის ტახტრევანს ორთავე მხრიდან ამოსდგომოდნენ ამ-
ხედრებული შავყურები, რომლებსაც კისერზე თავიანთი საზარელი

313
ყელსაბამები ჩამოებათ, წინ კი ბრონი მიდიოდა და გზას უკაფავ-
დათ. ტირიონი მისკენ მაცქერალ გამვლელებს დააკვირდა და ცოტა
ხანს თავს იმით იქცევდა, რომ ცდილობდა გამოეცნო, მათგან ვინ
იქნებოდა მოენე. დაასკვნა, ისინი, რომლებიც ძალიან საეჭვო ჩა-
ნან, ამ საქმეში ალბათ უცოდველები არიანო. უცოდველს ვინც
ჰგავს, ალბათ იმათ უნდა ვერიდოო.
რეინისის ბორცვის უკან უნდა მისულიყო, ქუჩები კი ხალხით იყო
სავსე. ლამის საათი გავიდა, სანამ ტახტრევანი შექანდა და გაჩერ-
და. ტირიონი თვლემდა, მაგრამ, როგორც კი შეჩერდნენ, ერთბაშად
გამოფხიზლდა, თვალები მოისრისა და გადმოსასვლელად ბრონის
ხელს დაეყრდნო.
სახლი ორსართულიანი იყო, ქვედა სართული ქვის ჰქონდა, ზე-
და – ხისა. შენობის ერთი კუთხიდან მრგვალი კოშკურა აზიდული-
ყო. ფანჯრები ფერადი შუშებით მოერთოთ. კარს ზემოთ მოოქრული
ლითონის და წითელი მინის ლამაზი ფარანი ეკიდა.
– საროსკიპო, – წარმოთქვა ბრონმა, – აქ რა გინდა?
– საერთოდ რა უნდა ხოლმე კაცს საროსკიპოებში?
ქირით მებრძოლმა გაიცინა.
– შაი აღარ გყოფნის?
– შაი ბანაკში მყოფნიდა ხოლმე, მაგრამ ახლა სალაშქროდ
აღარ ვართ. პატარა კაცებს დიდი მადა აქვთ, მე კი მითხრეს, აქაური
გოგონები მეფის შესაფერისი არიანო.
– ის ბიჭი უკვე მაგხელაა?
– ჯოფრის კი არა, რობერტის. ის ამ სახლს ძალიან სწყალობდა,
– თუმცა ჯოფრი შეიძლება მართლაც უკვე საკმარისად გაიზარდა.
საინტერესოა, ისე, თუ შენ და შავყურებს გართობა გინდათ, ნუ მო-
გერიდებათ, მაგრამ ჩატაიას გოგოები ძვირი ღირს. ამ ქუჩაზე უფრო

314
იაფიან სახლებსაც ბლომად იპოვით. ერთი კაცი აქ დატოვეთ, რო-
მელსაც ეცოდინება, სად გიპოვოთ, დაბრუნებას რომ ვისურვებ.
ბრონმა თავი დაუქნია.
– როგორც იტყვი.
შავყურები ყურებამდე იკრიჭებოდნენ.
შიგნით შესულ ტირიონს აბრეშუმის თავისუფალ კაბაში გამოწ-
ყობილი მაღალი ქალი დახვდა. აბანოზის კანი და სანდალოზის თვა-
ლები ჰქონდა.
– მე ჩატაია მქვია, – თქვა და მდაბლად დაუკრა თავი, – შენ კი...
– მოდი, სახელების წარმოთქმას ნუ დავეჩვევით. სახელების ცოდნა
სახიფათოა, – ჰაერში რაღაც ეგზოტიკური სურნელი იდგა, მის ფეხ-
ქვეშ მოზაიკურ იატაკზე კი სიყვარულით ჩახვეული ორი ქალი იყო
გამოსახული, – რა საამო სახლი გაქვთ.
– დიდხანს ვიმუშავე, ასეთი რომ გამეხადა. მოხარული ვარ, რომ
მარჯვენა კმაყოფილია, – ხმა მომდინარ ქარვას უგავდა, შორეული
ზაფხულის კუნძულების აქცენტით ჰქონდა გაჟღენთილი.
– ტიტულების ხსენებაც სახელებივით სახიფათო შეიძლება
იყოს, – გააფრთხილა ტირიონმა, – მიჩვენე აბა, შენი გოგონები. –
უდიდესი სიამოვნებით. ნახავ, ყველა ისევე ალერსიანია, რამდენა-
დაც მომხიბვლელი, და სიყვარულის ყველა ხელოვნებაში არიან გა-
წაფულები, – ის მოხდენილად გასრიალდა გასასვლელისკენ და ტი-
რიონს ისღა დარჩენოდა, როგორც შეძლო, ისე გასდევნებოდა თა-
ვისი ჩლახუნა ფეხებით, ქალისაზე ორჯერ მოკლე რომ იყო.
მოხატული მირული შირმის უკნიდან, ყვავილებით, ხვეულებით
და მეოცნებე ასულებით რომ იყო მოხატული, თავად შეუმჩნევლებ-
მა შეიხედეს საერთო ოთახში, სადაც ბერიკაცი სტვირზე მხიარულ
ჰანგს უკრავდა. ბალიშებით მოფენილ ნიშში მოკალათებულ ალის-

315
ფერწვერა მთვრალ ტიროშელს კალთაში მკერდსავსე ყმაწვილი ქა-
ლი ჩაესვა. მისთვის კოფთა შეეხსნა, თავისი ჭიქიდან ძუძუებზე ცოტ-
ცოტაობით ასხამდა ღვინოს, შემდეგ კი ლოკავდა. ორი გოგონა ფე-
რადი ვიტრაჟის წინ იჯდა და ბარათებით თამაშობდა. ჭორფლიანს
ჩალისფერ თმებში ცისფერი ყვავილწნული ჩაებნია. მეორეს გაპ-
რიალებული იასპივით შავი და გლუვი კანი, ფართო მუქი თვალები
და პატარა წვეტიანი ძუძუები ჰქონდა. აბრეშუმის თავისუფალი კაბე-
ბი წელთან მძივებიანი სარტყლებით შემოეკრათ. ფერად მინაში
მზის შუქი იღვრებოდა და თხელ ქსოვილში მათ სასურველ ნორჩ
სხეულებს გამოკვეთდა. ტირიონმა სურვილის მოძალება იგრძნო. –
მოკრძალებით შემოგთავაზებთ მუქკანიან გოგონას, – უთხრა ჩა-
ტაიამ.
– ძალიან ყმაწვილია.
– თექვსმეტი წლისაა, მილორდ.
ჯოფრისთვის შესაფერისი ყოფილა, გაიფიქრა ტირიონმა, ბრო-
ნის ნათქვამი რომ მოაგონდა. მისი პირველი საყვარელი ამაზე
ახალგაზრდაც კი იყო. გაახსენდა, რა მორცხვი ჩანდა, პირველად
რომ გადააძრო თავზე კაბა. გრძელი მუქი თმა ჰქონდა და იმგვარი
ლურჯი თვალები, შიგ დაძირვა რომ შეიძლებოდა, და ტირიონიც ჩა-
იძირა. რამდენი ხანი გავიდა... რა უბადრუკი ბრიყვი ხარ, ქონდრის-
კაცო. – ეს გოგონა შენი სამშობლო მხარიდანაა?
– მის ძარღვებში ზაფხულის სისხლი დის, თუმც ჩემი ასული აქ
დაიბადა, მეფის საბიჯელში, – ტირიონს ალბათ გაოცება შეეტყო,
რაკი ქალმა განაგრძო, – ჩემს ხალხს მიაჩნია, რომ არაფერია სა-
სირცხვო, ბალიშების სახლში თუ გიდევს ბინა. ზაფხულის კუნძუ-
ლებზე დიდ პატივს სცემენ მათ, ვინც სიამოვნების მინიჭებაში გაწა-
ფულია. ბევრი წარჩინებული ჭაბუკი და ასული ამგვარად მსახუ-
რობს ასაკის გაფურჩქვნის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში,
316
და ამით ღმერთებს მიაგებს პატივს.
– ღმერთებს რაღაში სჭირდებათ ეგ?
– ჩვენი სხეულიც, ისევე, როგორც სული, ღმერთების შექმნი-
ლია, განა ასე არაა? მათ ჩვენ მოგვანიჭეს ხმა, რათა შეგვეძლოს,
სიმღერით განვადიდოთ ისინი. მოგვცეს ხელები, რათა შეგვეძლოს,
ტაძრები ავუგოთ მათ. და მოგვცეს ვნება, რათა შევწყვილდეთ და ამ-
გვარად ვადიდოთ ისინი.
– შემახსენე მერე, ეგ არქისეპტონს მოვუყვე, – უთხრა ტირიონ-
მა, – ამ ჩემი მორით რომ შემეძლოს ლოცვა, ბევრად უფრო ღვთის-
მოსავი ვიქნებოდი. სიამოვნებით მივიღებ შენს შემოთავაზებას.
– დავუძახებ ჩემს ასულს. მობრძანდი.
გოგონა მას კიბის ძირას შეხვდა. შაიზე მაღალი იყო, თუმც დედა-
მისს ჩამოუვარდებოდა; ტირიონისთვის რომ ეკოცნა, მუხლის მოყ-
რა მოუხდა.
– მე ალაიაია მქვია, – მის სიტყვებს დედის აქცენტი სულ ოდნავ
დაჰკრავდა, – წამობრძანდი, მილორდ, – ხელი ჩაჰკიდა და საფეხუ-
რების ორი რიგი აატარა, მერე კი გრძელ დერეფანს გაუყვა. ერთი
დახურული კარის მიღმიდან კივილი და სიამის კვნესა ისმოდა, მე-
ორიდან – კისკისი და ჩურჩული. ტირიონს ასო შარვლის შესაბნევ
თასმებზე მიებჯინა. ეს შეიძლება უხერხულიც იყოსო, გაიფიქრა,
ალაიაიას მეორე კიბეზე რომ მიჰყვებოდა, კოშკურის ოთახისკენ. აქ
ერთადერთი კარი იყო. გოგონა შიგნით შეუძღვა და კარი დაკეტა.
ოთახში იდგა ფართო ბალდახინიანი საწოლი და დიდი ტანსაცმლის
კარადა, რომელზეც სასიყვარულო გამოსახულებები იყო ამოკვე-
თილი. ვიწრო ფანჯარას ალმასის მოყვანილობის წითელყვითე-
ლუჯრედებიანი ფერადი მინა ფარავდა.
– ძალიან ლამაზი ხარ, ალაიაია, – უთხრა ტირიონმა, მარტო

317
რომ დარჩნენ, – შენი ყოველი ნაკვთი სასურველია. მაგრამ ამჯე-
რად ყველაზე მეტად შენი ენა მაინტერესებს.
– მილორდი ნახავს, რა კარგად გამოწვრთნილი ენა მაქვს. ბავ-
შვობიდან მასწავლეს, როდის უნდა გამოვიყენო და როდის – არა.
– სასიამოვნოა, – გაიღიმა ტირიონმა, – მაშ, ახლა რას ვიზამთ?
იქნებ რამე თავად შემოგეთავაზებინა?
– დიახ, – მიუგო მან, – თუკი მილორდი კარადას გამოაღებს,
იპოვის იმას, რასაც ეძებს.
ტირიონმა ხელზე აკოცა და ცარიელ კარადაში შეძვრა. ალაიაი-
ამ ზურგსუკან კარი მიუხურა. კარადის უკანა კედელი რომ მოსინჯა,
იგრძნო, როგორ გაუცურდა იგი თითების ქვეშ, და ბოლომდე გვერ-
დზე გასწია. კედლის უკან გაჩენილი ღრუ სივრცე კუნაპეტი შავი იყო,
მაგრამ ტირიონმა ხელი მოაფათურა, სანამ თითებით ლითონი არ
იგრძნო. ხელი მისადგმელი კიბის საფეხურს შემოაჭდო. ქვედა სა-
ფეხური ფეხით მოსინჯა და დაშვება დაიწყო. ქუჩის დონეს კარგად
რომ ჩასცდა, დამრეც მიწის გვირაბში გასასვლელი გამოჩნდა. იქ
ვარისი იდგა სანთლით ხელში და მას უცდიდა.
ვარისი თავის თავს არ ჰგავდა. წვეტიანი ფოლადის ზარადის
ქვეშ ნაიარევი სახე და მუქი წვერის ჯაგარი მოუჩანდა. მოთრიმ-
ლულ ტყავზე ზემოდან ჯაჭვი გადაეცვა, ქამარზე ხანჯალი და დაშნა
ეკიდა.
– იმედია, ჩატაიას სახლმა გაამართლა, მილორდ?
– ლამის ზედმეტადაც, – გამოტყდა ტირიონი, – დარწმუნებული
ხარ, რომ ამ ქალის ნდობა შეიძლება?
– ამ უნდო და მოღალატურ სამყაროში დარწმუნებული არაფერ-
ში ვარ, მილორდ. მაგრამ ჩატაიას არანაირი მიზეზი არ გააჩნია,
რომ დედოფალი უყვარდეს, და იცის, რომ ალარ დიმს თავი შენი
წყალობით დააღწია. წავიდეთ? – იგი გვირაბს დაუყვა.
318
ნაბიჯიც კი სხვანაირი აქვს, შეამჩნია ტირიონმა. ლავანდის სუნის
ნაცვლად ვარისს ნივრის და მჟავე ღვინის ოხშივარი ასდიოდა. –
მომწონს შენი ახალი ტანსაცმელი, – შეაქო ვარისი, თან მიჰყვებო-
და. – ის საქმე, ახლა რომ ვაკეთებ, ნებას არ მაძლევს, ქუჩებში რა-
ინდების რაზმით გარშემორტყმულმა ვიარო. ამიტომ, სასახლიდან
რომ გავდივარ, უფრო შესაფერის სახეს ვიღებ და ამ გზით სიცოც-
ხლეს ვინარჩუნებ, უფრო ხანგრძლივად რომ გემსახუროთ.
– ტყავი გიხდება. საბჭოს შემდეგ სხდომაზე ასე უნდა მოხვიდე. –
შენს დას არ მოეწონება, მილორდ.
– ჩემი და საცვლებში ჩაისვრიდა, – მან სიბნელეში გაიღიმა, –
აქეთ მომავალს მისი არცერთი ჯაშუშის კვალიც არ დამინახავს. –
სასიამოვნოა ამის გაგონება, მილორდ. შენი დის ჯაშუშებიდან ზოგი
ჩემიცაა, თუმცა დედოფალმა ამაზე არაფერი იცის. მეწყინება, რომ
გავიგო, ისეთი ტლანქები გახდნენ, რომ ჩანან კიდევაცო. – მე კიდევ
მეწყინება, რომ გავიგო, სულ ტყუილად შევძვერი კარადაში და გაწ-
ბილებული დავტოვე ჩემი სურვილები.
– ტყუილად რატომ. ახლა მათ იციან, რომ იქ ხარ. ვერ გეტყვი,
რომელიმე მსტოვარს ეყოფოდა თუ არა სიმამაცე, ვითომდა მუშ-
ტრად შესულიყო ჩატაიასთან, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, სიფ-
რთხილის მხარეს გადავაჭარბო.
– რატომაა, რომ საროსკიპოს საიდუმლო შესასვლელი აქვს?
– გვირაბი ერთი მეფის მარჯვენისთვის გაიყვანეს, რომელსაც
ღირსება არ ანებებდა, ამგვარ სახლს დაუფარავად სწვეოდა. ჩატაი-
ამ ამ გვირაბის არსებობა დიდად საიდუმლოდ შეინახა.
– შენ კი იცი.
– ჩიტუნები ბევრ ბნელ გვირაბში დაფრინავენ. ფრთხილად, სა-
ფეხურები ციცაბოა.

319
რომელიღაც თავლის ბოლოში ამოყვინთეს. ალბათ ასე სამიო-
დე კვარტალის მანძილი ჰქონდათ გავლილი რეინისის ბორცვის
ქვეშ. ბაკში მდგარმა ცხენმა დაიჭიხვინა, როდესაც ტირიონმა ხვრე-
ლის კარი ჯახანით დაუშვა. ვარისმა სანთელი ჩააქრო და ძელზე ჩა-
მოდო, ტირიონმა კი მიმოიხედა. ბაკებში ერთი ჯორი და სამი ცხენი
იდგა. იგი ამლაყ ცხენთან მიჩლახუნდა და კბილები გაუსინჯა. – ბე-
ბერია, – წარმოთქვა, – და, მგონი, ქოშინებს.
– საომრად ხომ არ მიჰყავხარ, ბოლოს და ბოლოს, – მიუგო კა-
რისმა, – შესაჯდომად კი გამოდგება და არავის ყურადღებას აო მი-
იპყრობს. ასევე დანარჩენებიც. მეჯინიბე ბიჭები ხომ მხოლოდ სას-
ხამი ჩამოხსნა. უხეში ქსოვილის, გამოხუნებული და დაძენძილი
რამ იყო, მაგრამ ძალიან ფართოდ აჭრილი, – თუ ნებას დამრთავთ,
– ტირიონს მხრებზე რომ მოასხა, მოსასხამმა ის თავიდან ფეხებამ-
დე დაფარა. ჩაჩს თუ წამოიხურავდა, სახეც ჩრდილებში ჩაემალებო-
და, – ადამიანები იმას ხედავენ, რის დანახვასაც მოელიან, – უთხრა
ვარისმა, ჯერაც თავს დაჰფუსფუსებდა და მოსასხამს არგებდა, – ჯუ-
ჯებს უფრო ძვირად გადაეყრები გზაზე, ვიდრე ბავშვებს, ჰოდა, ყვე-
ლა ბავშვს დაინახავს. ბიჭს, ძველი მოსასხამი რომ აცვია და მამის
ცხენზე ზის, სადღაც გაუგზავნია მამამისს. თუმცა უმჯობესი იქნება,
უფრო ხშირად ღამღამობით თუ მოხვალ ხოლმე.
– ეგრე ვიზამ... დღეის იქით. ახლა კი, რა ვქნა, შაი მიცდის, – მან
ქალი მეფის საბიჯელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე, გალავან-
შემორტყმულ სახლში დააბინავა, ზღვის სიახლოვეს, მაგრამ იქ
სტუმრობას უკან ადევნებული მსტოვრების შიშით ვერ ბედავდა. –
რომელ ცხენს აიყვან?
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– ესეც მშვენივრად გამოდგება.

320
– შეგიკაზმავ, – ვარისმა საკიდიდან უნაგირი და აღვირი ჩამო-
იღო. ტირიონმა მძიმე მოსასხამი შეისწორა და მოუთმენელი ბოლ-
თა დასცა.
– საინტერესო სხდომა გამოტოვე. როგორც ჩანს, სტანისმა თავი
მეფედ გამოაცხადა.
– ვიცი.
– იგი ჩემს ძმას და დას სისხლის აღრევაში სდებს ბრალს. ნეტავ
ეგ ეჭვი საიდან გაუჩნდა.
– შეიძლება, წიგნი წაიკითხა და ბუშების თმის ფერს დააკვირდა,
ისევე, როგორც ეს ნედ სტარკმა ქნა, და მანამდე კიდევ – ჯონ ერინ-
მა. ან, იქნებ, ვინმემ ყურში ჩასჩურჩულა, – საჭურისის სიცილის ხმა
მის ჩვეულ ქირქილს არ ჰგავდა, უფრო ბოხი და ღრმა იყო. – ვინმე
შენნაირმა, მაგალითად?
– ჩემზე გაქვს ეჭვი? ეგ მე არ მიქნია.
– შენ რომ გექნა, აღიარებდი?
– არა. მაგრამ რატომ გავცემდი საიდუმლოს, რომელსაც ამდენ
ხანს ვინახავდი? მეფის მოტყუება ერთია და ჭილოფში ჩამჯდარი
ჭრიჭინას ან ბუხრის მილში შემოფრენილი ჩიტუნასგან დამალვა –
მეორე. თანაც, ბუშები აგერ იყვნენ, ხელისგულზე, ვისაც უნდოდა,
ყველა ხედავდა.
– რობერტის ბუშები? ეგენი რა შუაში არიან?
– რვა ჰყავდა, მე რაც ვიცი, – ვარისი თან უნაგირს ეჯაჯგურებო-
და, – მათი დედები ზოგი სპილენძივით ღუოდა, ზოგი თაფლად იყო
დაფერილი, ზოგი წაბლის, ზოგიც ერბოსფერი იყო, მაგრამ ბავშვები
ყველანი ყორანივით შავები გამოდიოდნენ... და ყორანივით ავი ამ-
ბების მომასწავებლებიც აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს.
ჰოდა, როდესაც ჯოფრი, მირცელა და ტომენი შენი დის ფეხებს

321
შორისიდან მზესავით ოქროსქოჩრიანები გამოძვრნენ, თანაც სამი-
ვე, როგორც ერთი – უკვე ძნელი აღარ იყო სიმართლის დანახვა.
ტირიონმა თავი გაიქნია. თუნდაც ერთი ბავშვი რომ გაეჩინა
ქმრისგან, საკმარისი იქნებოდა ეჭვის გასაფანტად... მაგრამ მაშინ
ხომ სერსეი სერსეი აღარ იქნებოდა.
– თუკი შენ არ იყავი ის ჩამჩურჩულებელი, მაშ ვინ იყო?
– ვინმე მოღალატე, უეჭველია, – ვარისმა უნაგირის ღვედი მო-
ჭიმა. – ნეკა?
– მე არავინ მიხსენებია.
ტირიონმა საჭურისს დაანება, ცხენზე შეჯდომაში დახმარებოდა.
– ლორდ ვარის, – უთხრა უკვე უნაგირში მჯდომმა, – ზოგჯერ ასე
მგონია, რომ მეფის საბიჯელში შენზე უკეთესი მეგობარი არ მყავს.
ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ შენ ხარ ჩემი ყველაზე დაუძინებელი მტე-
რი.
– რა უცნაურია. მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ შენზე.

ბრანი

ბრანმა თვალები მანამდე გაახილა, ვიდრე განთიადის პირველი


მკრთალი თითები მის ფანჯარას დარაბებს შეხსნიდნენ.
ვინტერფელს მოსავლის დღესასწაულზე მოსული სტუმრები
ჰყავდა. დღეს ეზოში კვინტინთან ბრძოლას გამართავდნენ. ოდეს-
ღაც ამის მოლოდინი აღტაცებით აავსებდა, მაგრამ ეს ადრე იყო.
ახლა აღარ. ვოლდერები ლორდ მანდერლის საჭურველ-
თმტვირთველებს შეალეწავდნენ შუბებს, მაგრამ ბრანი ამაში მონა-
წილეობას არ მიიღებდა. მამამისის მისაღებში უნდა მჯდარიყო და
პრინცის როლი ეთამაშა.

322
– ყველაფერს ყური დაუგდე და შეიძლება ისწავლო, რას ნიშ-
ნავს, იყო ლორდი, – უთხრა მაისტერმა ლუვინმა.
ბრანს არასოდეს უთხოვია, პრინცი გამხადეთო. ყოველთვის რა-
ინდობაზე ოცნებობდა; კაშკაშა აბჯარი და მღელვარე დროშები უნ-
დოდა, შუბი და ხმალი, ლაჯებში მოქცეული საომარი ცხენი. რატომ
უნდა გალიოს დღეები ბერიკაცის მოსმენაში, სანახევროდ გაუგე-
ბარ რამეებზე რომ ლაპარაკობს? იმიტომ, რომ ხეიბარი ხარ, შეახ-
სენა შინაგანმა ხმავ. ბალიშებშემოწყობილ სკამზე დაბრძანებული
ლორდი შეიძლება ხეიბარიც იყოს – ვოლდერებმა თქვეს, რომ მათი
პაპა ისე უძალო იყო, ყველგან საკაცით დაჰქონდათ – მაგრამ ხეიბა-
რი საომარ ცხენზე ვერ შეჯდება და რაინდი ვერ გახდება. თანაც ეს
მისი ვალი იყო.
– შენ ხარ შენი ძმის მემკვიდრე და ვინტერფელის ბატონი სტარ-
კი, – უთხრა სერ როდრიკმა და გაახსენა, როგორ იჯდა ხოლმე რო-
ბი მათი ლორდი-მამის გვერდით, მისი მებაირაღე ლორდებს რომ
ეახლებოდნენ ხოლმე.
– ლორდი ვაიმან მანდერლი ორი დღის წინ ჩამოვიდა თეთრი
ნავსადგურიდან. ბარჟითა და ტახტრევნით გამოვლო მთელი გზა,
რაკი ისეთი სქელი იყო, რომ ცხენზე ვერ ჯდებოდა. თან დიდი ამალა
ამოჰყვა: რაინდები, საჭურველთმტვირთველები, მცირე ლორდები
და ლედები, ჰეროლდები, მგოსნები, ჯამბაზიც კი, და ეს ყველაფერი
უამრავ ჭყეტელა და ნაირფერ დროშად და იალმაგად ლივლივებდა.
ბრანმა ისინი ვინტერფელში მიიღო, მამამისის მაღალ სკამზე იჯდა,
იმაზე, სახელურებზე მგელსაზარები რომ ჰქონდა გამოკვეთილი, და
მერე სერ როდრიკმა შეაქო, თავი კარგად გეჭირაო.
კარგი იქნებოდა, ყველაფერი ამით დასრულებულიყო. თუმცა
ამით მხოლოდ იწყებოდა.

323
– ნადიმი სასიამოვნო საბაბია, – აუხსნა სერ როდრიკმა, – მაგ-
რამ არავინ გადმოლახავს ასობით ლიგას იხვის ბარკლის ან ჭიქა
ღვინის გამო. ამგვარ გზას მხოლოდ ის გამოივლის, ვისაც ჩვენ წი-
ნაშე დასაჯდომად მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს.
ბრანი თავზემოთ უხეში ქვის ჭერს ასცქეროდა. იცოდა, რობი ეტ-
ყოდა, ნუ ბავშვობო. თითქმის ჩაესმოდა კიდევაც მისი ხმა და მათი
ლორდი-მამისაც, აგრეთვე. ზამთარი მოდის, შენ კი ლამის კაცი ხარ
უკვე, ბრან. ვალი გაკისრია.
ჰოდორი რომ შემოვიდა, ფეხების ბარტყუნით და უსმენო ღიღი-
ნით, ბიჭი უკვე ბედს იყო შეგუებული. მისი დახმარებით დაიბანა და
დაივარცხნა.
– დღეს თეთრი შალის კამზოლი მინდა, – უბრძანა ბრანმა, – და
ვერცხლის ბროში. სერ როდრიკს ენდომება, დღეს ბატონკაცურად
მეცვას. ! – როცა კი შეეძლო, ბრანს ერჩივნა, თავადვე ჩაეცვა, მაგ-
რამ ზოგი რამ – შარვლის ამოცმა, ჩექმების შებნევა – ძალიან უჭირ-
და. ჰოდორის დახმარებით საქმე ბევრად უფრო სწრაფად მიდიოდა.
რამეს თუ ასწავლიდი, ჰოდორი იმ საქმეს მერე უკვე მარჯვედ გააკე-
თებდა. ყოველთვის სათუთი ხელები ჰქონდა, თუმც გასაოცრად ღო-
ნიერი იყო.
– ნაძლევს დავდებ, შენც კი შეგეძლო, რაინდი ყოფილიყავი, –
უთხრა მას ბრანმა, – ღმერთებს შენთვის გონება რომ არ წაერთმი-
ათ, დიდებული რაინდი იქნებოდი.
– ჰოდორ? – ჰოდორმა მიამიტი წაბლისფერი თვალებით მეხე-
და, ნამდვილად ვერაფერი გაეგო.
– ჰო, – უთხრა ბრანმა, – ჰოდორ.
კარის გვერდით კედელზე წნულით და ტყავით დამზადებული კა-
ლათა ეკიდა, შიგ ფეხების გასაყოფი ხვრელები იყო გამოჭრილი.

324
ბრანმა მასზე მიუთითა, ჰოდორმაც კალათზე მიმაგრებულ ღვედებ-
ში გაუყარა მკლავები. მკერდზე მჭიდროდ გადაიჭირა მისი ფართო
სარტყელი და საწოლის გვერდით ჩაიმუხლა. ბრანი კედელში ჩასო-
ბილ სახელურებს ჩაეჭიდა, ფეხების უსიცოცხლო ნონა აზიდა და კა-
ლათის ხვრელებში მოათავსა.
– ჰოდორ, – კვლავ თქვა ჰოდორმა და წამოდგა. მეჯინიბე ბიჭი
შვიდი ფუტის სიმაღლეზე იყო ამართული, მის მხრებზე მოკალათე-
ბული ბრანი თავით ლამის ჭერს ეხებოდა. კარში რომ გადიოდნენ,
დაბლა ჩაიხარა.
ერთხელ ჰოდორს ახალგამომცხვარი პურის სუნი ეცა და სამზა-
რეულოში გაიქცა. მაშინ ბრანმა ისე გაიტეხა თავი, რომ მაისტერ
ლუვინს მისთვის ჭრილობის გაკერვა მოუხდა. მერე მიკენმა საიარა-
ღოში ძველი და დაჟანგული, უცხაურო მუზარადი გამოუნახა, მაგ-
რამ ბრანი იშვიათად თუ დაიხურავდა ხოლმე. ვოლდერები სიცი-
ლით კვდებოდნენ, რამდენჯერაც თავზე დაუნახავდნენ.
ხვეულ კიბეზე რომ ჩადიოდნენ, მან ჰოდორს მხრებზე დააწყო ხე-
ლები. ეზოდან უკვე ხმლის, ფარისა და ცხენების ხმები ისმოდა ტკბი-
ლად სასმენი ჰანგი იყო. უბრალოდ შევხედავ, გადაწყვიტა ბრანმა,
ცოტა ხნით, მეტს არა.
თეთრი ნავსადგურელი ლორდისწულები თავიანთ რაინდებთან
და იარაღასხმულ მებრძოლებთან ერთად მოგვიანებით გამოჩნდე-
ბოდნენ. მანამდე ეზოს მათი საჭურველთმტვირთველები დაჰპატ-
რონებოდნენ, ათიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭები. ბრანს ისე მოუნდა,
თავადაც მათ შორის ყოფილიყო გარეული, რომ ნდომისგან მუცე-
ლი ასტკივდა.
შიდა ეზოში ორი კვინტინი გაემართათ. მყარად დარჭობილ ბოძ-
ზე გარდიგარდმო ტრიალა ძელი იყო მიმაგრებული, რომელსაც

325
ერთ ბოლოზე ფარი ება, მეორე გამსხვილებული ბოლო კი ზედ შე-
მოხვეული ქსოვილებით დაერბილებინათ. ფარები წითელ-ოქროს-
ფრად იყო შეღებილი, თუმც ლანისტერების ლომები ტლანქი და
მიღრეცილები ჩანდნენ და პირველი შეტევებისგან უკვე ნაკაწრებიც
გასჩენოდათ.
კალათში ჩამჯდარ ბრანს გაოცებით მიაშტერდნენ ისინი, ვისაც
ბიჭი ჯერ არ ენახა; მაგრამ მან უკვე ისწავლა მიშტერებული მზერის
არაფრად ჩაგდება. სამაგიეროდ, ყველაფერს ხედავდა:
რის ზურგზე მჯდარი ყველას ზემოდან დასცქეროდა. დაინახა,
რომ ვოლდერები ცხენებზე სხდებოდნენ. მათ ტყუპებიდან მშვენიე-
რი აბჯრები მოიტანეს – ლაპლაპა ვერცხლის სამკერდულები ლურ-
ჯად მომინანქრებული ზარნიშით. დიდ ვოლდერს მუზარადის ქიმი
ციხესიმაგრეს უგავდა, პატარა ვოლდერს კი ლურჯი და ნაცრისფერი
აბრეშუმის ლენტებით შეემკო. ფარები და იალმაგებიც ერთმანე-
თისგან განსხვავებული ჰქონდათ. პატარა ვოლდერს ფრეიების
ტყუპებთან ერთად ღერბის მეოთხედებში მოეთავსებინა ბებიის გვა-
რის ზოლიანი ტახი და დედის გუთნისდედა: ანუ, შესაბამისად, კრა-
კეჰალის და დარის ემბლემები. დიდ ვოლდერს განსხვავებულ მე-
ოთხედებად ბლექვუდების ყორნებიანი ხე და პეიჯების წყვილი გვე-
ლი ჰქონდა. როგორც ჩანს, პატივი და დიდება სწყურიათ, გაიფიქრა
ბრანმა, თან უცქერდა, შუბები როგორ აიღეს.
სტარკს მგელსაზარას მეტი არაფერი სჭირდება.
სწრაფი, ძლიერი და მშვენივრად გამოწვრთნილი, ხალიანი რუ-
ხი ცხენები ჰყავდათ. კვინტინებს მხარდამხარ შეუტიეს. ორივემ ზუს-
ტად განგმირა ფარი და დროულად გასცილდა მეორე, მსხვილ ბო-
ლოს, როდესაც ძელი შემობრუნდა. პატარა ვოლდერმა უფრო ძლი-
ერად აძგერა, მაგრამ, ბრანის აზრით, ცხენზე დიდი ვოლდერი უკეთ

326
იჯდა. ორივე უსარგებლო ფეხს დათმობდა, ოღონდ კი. მათთან შერ-
კინება შესძლებოდა.
პატარა ვოლდერმა გადალეწილი შუბი გვერდზე მიაგდო, ბრანი
შენიშნა და აღვირს მოზიდა.
– რა მახინჯი ცხენია, – თქვა ჰოდორზე.
– ჰოდორი ცხენი არაა, – მიუგო ბრანმა.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა.
დიდი ვოლდერი ჩორთით მოახლოვდა და ბიძაშვილს მხარში
ამოუდგა.
– ჰო, ცხენივით ჭკვიანი ნამდვილად ვერაა.
თეთრი ნავსადგურიდან ჩამოსულმა ბიჭებმა ერთმანეთს მუჯლუ-
გუნები წაჰკრეს და ახითხითდნენ.
– ჰოდორ, – ჰოდორს სახეზე გულწრფელი ღიმილი გადაჰფენო-
და და ხან ერთ ფრეის შეხედავდა, ხან მეორეს. ვერ ხვდებოდა, რომ
დასცინოდნენ, – ჰოდორ ჰოდორ?
პატარა ჰოდორის ცხენმა დაიჭიხვინა.
– ხედავ, ერთმანეთს ელაპარაკებიან? შეიძლება „ჰოდორი“ ცხე-
ნურად „მე შენ მიყვარხარს“ ნიშნავს?
– მოკეტე, ფრეი, – ბრანმა იგრძნო, სახეზე სისხლი მოაწვა.
პატარა ფრეიმ ცხენს დეზი ჰკრა და ახლო მიაყენა, ჰოდორს ისე
მიეჯახა, რომ ნაბიჯით უკან დაახევინა.
– და რას იზამ, თუ არ მოვკეტე?
– თავის მგელს მოგიქსევს, – გააფრთხილა დიდმა ვოლდერმა.
– აბა, ქნას. ყოველთვის მინდოდა მგლის ტყავის მოსასხამი.
– ზაფხული მაგ გასიებულ თავს წაგაწყვეტს, – უთხრა ბრანმა. პა-
ტარა ვოლდერმა შეჯავშნული ხელი სამკერდულზე მიიბრაგუნა. –
შენს მგელს ფოლადის კბილები აქვს, სამკერდული და ჯაჭვი რომ
გაგლიჯოს?
327
– კმარა! – მაისტერი ლუვინის ხმამ მეხის გავარდნასავით გაკვე-
თა ეზოს აურზაური. რამდენი გაიგონა მათი შესიტყვებიდან, ბრანმა
არ იცოდა... მაგრამ ცხადი იყო, გასაბრაზებლად ეყო, – ამგვარი მუ-
ქარები უკადრისი საქმეა და მეტი აღარ გავიგონო. ტყუპებში ასე იქ-
ცევით, ვოლდერ ფრეი?
– ხო, თუ მინდა, – პატარა ვოლდერმა ცხენიდან შეუბღვირა ლუ-
ვინს, თითქოს ეუბნებოდა, ერთი მაისტერი ხარ და მეტი არაფერი,
როგორ ბედავ, გადასალახელ ფრეის რომ კიცხავო?
– ჰოდა, მაშინ, ვინტერფელში ლედი სტარკის აღსაზრდელები
ასე არ იქცევიან. რით დაიწყეთ ეს ყველაფერი? – მაისტერმა რიგ-
რიგობით შეხედა ორივე ბიჭს, – რომელიმე თქვენგანი მეტყვის.
იცოდეთ, თორემ...
ჰოდოროს ვეხუმრებოდით, – გამოტყდა დიდი ვოლდერი, – ბო-
დიში, პრინც ბრანს თუ ვაწყენინეთ. უბრალოდ ვხალისობდით, სხვა
არაფერი, – იმის სინდისი მაინც ეყო, რომ ნირწამხდარი სახე მი-
ეღო. პატარა ვოლდერი კი აღრენილი ჩანდა და მეტი არაფერი.
– ჰოდა, მეც, – თქვა მან, – მეც ვხალისობდი.
ბრანი ხედავდა, რომ მაისტერს თავზე მელოტი ლაქა გაუწით-
ლდა; ლუვინი ახლა უფრო მეტადაც კი იყო გაბრაზებული.
– კარგი ლორდი ამშვიდებს და იცავს სუსტსა და უმწეოს, – უთ-
ხრა ფრეიებს, – მეტად აღარ გავიგო, ჰოდორი თქვენი ბოროტი ხუმ-
რობების საგნად გაგეხადოთ. გესმით? კეთილი გულის ბიჭია, ერ-
თგული და დამჯერე, რასაც ვერცერთ თქვენგანზე ვერ ვიტყოდი, –
მაისტერმა პატარა ვოლდერს თითი დაუქნია, – შენ კიდევ არ მიეკა-
რო საღვთო ტყეს და იმ მგლებს, თორემ ნახავ სეირს, – სახელოების
ფრიალით შემოტრიალდა ქუსლებზე და გამალებით გადადგა რამ-
დენიმე ნაბიჯი, მერე უკან მიიხედა, – ბრან, წამო. ლორდი ვაიმანი
იცდის.
328
– ჰოდორ, გაჰყევი მაისტერს, – უბრძანა ბრანმა.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა. თავისი გრძელი ნაბიჯებით სეფე-
გოდლის კიბეზე დაეწია გაცხარებით გაცუხცუხებულ ლუვინს. მაის-
ტერმა კარი ღიად დაიჭირა, ბრანმა კი ჰოდორს კისერზე მოხვია ხე-
ლები და დაყვინთა, რომ გაიარეს.
– ვოლდერები... – წამოიწყო მან.
– აღარ მინდა მაგის მოსმენა, მორჩა ეგ ამბავი, – მაისტერი ლუ-
ვინი დაქანცული და ძალაგამოცლილი ჩანდა, – სწორად მოიქეცი,
ჰოდორი რომ დაიცავი, მაგრამ იქ საერთოდ არ უნდა მისულიყავი.
სერ როდრიკმა და ლორდმა ვაიმანმა უკვე ისაუზმეს, სანამ გიცდიდ-
ნენ. მე თვითონ უნდა მოვიდე შენს მოსაყვანად, თითქოს პატარა
ბავშვი იყო?
– არა, – მიუგო შერცხვენილმა ბრანმა, – ბოდიში. მარტო ის მინ-
დოდა...
– ვიცი, რაც გინდოდა, – უთხრა მაისტერმა ლუვინმა, უფრო
წყნარად, – ნეტავ კი შეგძლებოდა, ბრან. რამის კითხვა ხომ არ გინ-
და, სანამ აუდიენცია დაიწყება?
– ომზე ვილაპარაკებთ?
– შენ არაფერზე არ ილაპარაკებ, – ლუვინს ხმაში სიმკაცრე და-
უბრუნდა, – შენ ჯერ კიდევ რვა წლის ბავშვი ხარ.
– თითქმის ცხრის!
– რვის, – მტკიცედ გაიმეორა მაისტერმა, – არაფერი თქვა ჩვე-
ულებრივი ზრდილობიანი სიტყვა-პასუხის გარდა, სანამ სერ როდ-
რიკი ან სერ ვაიმანი რამეს არ გკითხავენ.
ბრანმა თავი დაუქნია.
– კარგი, დავიმახსოვრებ.
– სერ როდრიკს არ ვეტყვი, შენსა და ფრეის ბიჭებს შორის რა
მოხდა.
329
– მადლობა.
მათ ბრანი მამამისის მუხის სკამში ჩასვეს რუხ ხავერდის ბალი-
შებზე, გრძელი ხარიხა-მაგიდის უკან. მარჯვნიდან სერ როდრიკი
დაუჯდა, მარცხნივ – მაისტერი ლუვინი; კალმებით, სამელნით და
ცარიელი პერგამენტებით იყო შეიარაღებული, რომ ჩაეწერა, რაც
მოხდებოდა. ბრანმა მაგიდის უხეშ ხეს ხელი გადაუსვა და ლორდ
ვაიმანს დაგვიანების გამო მოუბოდიშა.
– არა, რატომ, პრინცი არასოდეს იგვიანებს, – მეგობრულად მი-
უგო თეთრი ნავსადგურის ბატონმა, – უბრალოდ, ვინც მასზე წინ მო-
დის, ისინი არიან ადრე მოსულები, ესაა და ეს, – ვაიმან მანდერლი
ხმამაღლა, როხროხით იცინოდა. გასაკვირი არ იყო, ცხენზე რომ
ვერ ჯდებოდა; როდესაც შეხედავდი, იტყოდი, ცხენზე მეტს იწონისო.
როგორი სქელიც იყო, ისეთივე სიტყვაუხვი აღმოჩნდა. დაიწყო
იმით, რომ ვინტერფელს სთხოვდა, დაემტკიცებინა ახალი მებაჟე
მოხელეები, რომლებიც მან თეთრ ნავსადგურში დანიშნა. ძველები
ფულს მეფის საბიჯელისთვის ინახავდნენ, იმის სანაცვლოდ, რომ
ჩრდილოეთის ახალი მეფისთვის გადაეხადათ.
– მეფე რობს ახალი ფულის მოჭრაც სჭირდება, – განაცხადა მან,
– თეთრი ნავსადგური ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. – მან შეს-
თავაზათ, რომ თავად იზრუნებდა ამ საქმეზე, თუკი მეფე ინებებდა,
მერე კი დაიწყო ახსნა, თუ როგორ გაამაგრა პორტის დაცვა და რა
დაუჯდა ყოველი გაუმჯობესება.
ფულის მოჭრის გარდა, ლორდი მანდერლი სთავაზობდათ,
რობს საომარი ფლოტი აეგო.
– ზღვაზე საომარი ძალა არ გვყოლია უკვე ასეული წლებია, მას
მერე, რაც ბრანდონ დამწველმა ცეცხლი წაუკიდა მამამისის გემებს.
მომეცით ოქრო და ერთ წელიწადში იმისთანა გალერებს ჩავუშვებ
ზღვაში, რომ დრაკონის ქვის და მეფის საბიჯელის ერთდროულად
330
ასაღებად გამოდგება.
ბრანმა საომარ გემებზე საუბრისას ყურები დაცქვიტა. მისთვის
არავის უკითხავს, მაგრამ ლორდ ვაიმანის აზრი დიდებული ეჩვენა.
გონებაში უკვე ხედავდა კიდევაც იმ გალერებს. გაფიქრა, ნეტავ რო-
დისმე საომარი გემის კაპიტანი ხეიბარი თუ ყოფილაო. მაგრამ სერ
როდრიკი მხოლოდ იმას დაჰპირდა, რომ ამ შეთავაზებას რობს შე-
უთვლიდა განსახილველად, მაისტერი ლუვინი კი წერდა და წერდა.
შუადღე დადგა და გადაიარა. მაისტერმა ლუვინმა ჩოფურა ტიმი
სამზარეულოში ჩაგზავნა და მათ მისაღებშივე ისადილეს ყველით,
ქათმითა და რუხი ქერის კვერებით. ლორდი ვაიმანი თან ფრინველს
გლეჯდა სქელი თითებით, თან თავაზიანად გამოიკითხავდა ლედი
ჰორნვუდის ამბებს, რომელიც ბიძაშვილად ერგებოდა.
– მანდერლია მისი თავდაპირველი გვარი, ხომ იცით. იქნებ,
დარდი რომ დაუცხრება, ისევ მოუნდეს, მანდერლი გახდეს, ჰა? –
მან ფრთა ჩაკბიჩა და ფართოდ გაიღიმა, – ეგრე თუ იქნა, აგერ მეც
უკვე რვა წელია, რაც დავქვრივდი. დროა, ცოლი მოვიყვანო, რას
იტყვით, მილორდებო? თავს მარტო ვგრძნობ, – ძვლები გვერდზე
მიყარა და ბარკალს გადასწვდა, – ან, თუ ქალბატონს უფრო ახალ-
გაზრდა ყმაწვილი სურს, მაშინ ჩემი ვაჟი ვენდელიც უცოლოა. ახლა
სამხრეთშია, ლედი კეტლინს იცავს, მაგრამ უეჭველად დაქორწინე-
ბას მოინდომებს, რომ დაბრუნდება. მამაცი ბიჭია, თანაც მხიარუ-
ლი. სწორედ ისეთია, ქალს თავიდან რომ ასწავლის სიცილს, ჰა? –
მან ცხიმიანი ნიკაპი პერანგის სახელოთი შეიწმინდა.
ბრანს ფანჯრების მიღმა იარაღის სუსტი ჯახანი ესმოდა. ქორწი-
ნებები არაფრად აინტერესებდა. ნეტავ დაბლა ვიყო, ეზოში.
ბატონმა ლორდმა შეიცადა, სანამ მაგიდას აალაგებდნენ, და და-
იწყო საუბარი წერილზე, ლორდ ტაივინ ლანისტერისგან რომ მი-

331
ეღო. მისი უფროსი ვაჟი სერ ვილისი მან მწვანე კბილზე ტყვედ აიყ-
ვანა.
– მთავაზობს, გამოსასყიდის გარეშე დაგიბრუნებ, თუ მისი მოწ-
ყალების ჯარიდან ჩემს რეკრუტებს გამოვიხმობ და დავიფიცებ, რომ
ბრძოლაში მეტად აღარ ჩავებმები.
– რასაკვირველია, უარს ეტყვი, – უთხრა სერ როდრიკმა.
– ამის გამო შიში ნუ გექნებათ, – დაარწმუნა ისინი ლორდმა, –
მეფე რობს ვაიმან მანდერლიზე უფრო ერთგული მსახური არ მო-
ეპოვება. მაგრამ არც ის მინდა, ჩემი შვილი ჰარენჰალში იმაზე დიდ-
ხანს დაიტანჯოს, ვიდრე საჭიროა. ავი ადგილია. ამბობენ, დაწყევ-
ლილიაო. ეგეთი ამბების კი არ მჯერა, მაგრამ მაინც, ასე ამბობენ.
აი, ნახეთ, იანოს სლინტს რა დაემართა. დედოფალმა ჰარენჰა-
ლის ლორდობა უბოძა, მისმა ძმამ კი დაამხო. ამბობენ, გემით გაგ-
ზავნეს კედელზეო. გევედრებით, რომ ტყვეების სათანადო გაცვლა
დროულად მოხერხდეს. ვიცი, ვილისი არ მოინდომებს, მთელი და-
ნარჩენი ომი გულხელდაკრეფილი იჯდეს. ეგ ჩემი შვილი უშიშარია
და მასტიფივით შეუპოვარი.
აუდიენცია რომ დამთავრდა, ბრანს უკვე ბეჭები გაშეშებოდა ერ-
თსა და იმავე სკამზე ჯდომით. იმ საღამოს, ვახშმად რომ იჯდა, საყ-
ვირის ხმამ ახალი სტუმრის მოსვლა აუწყათ. ლედი დონელას რაინ-
დებისა და მსახურების ამალა არ მოჰყოლია, მხოლოდ თავად იყო
და ექვსი დაღლილი მცველი ახლდა, რომლებსაც ნარინჯისფერ
ლივრეაზე ცხენირემი ჰქონდათ ემბლემად გამოსახული.
– ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რაც გადაიტანეთ, – უთხრა ბრან-
მა, როდესაც ქალი მის წინაშე წარდგა მისასალმებლად. ლორდი
ჰორნვუდი მწვანე კბილზე მოკლეს, მათი ერთადერთი ვაჟი კი მო-
ჩურჩულე ტყეში დაეცა, – ვინტერფელს ეს ემახსოვრება.

332
– სასიამოვნოა, ამას რომ მეუბნებით, – ფერმკრთალი და ჩამომ-
ხმარი იყო, სახის ყოველი ნაკვთი გლოვით ჰქონდა აღბეჭდილი, –
ძალზე დავიქანცე, მილორდ. ნებას თუ დამრთავ, დასასვენებლად
დაგეთხოვო, ძლიერ მადლობელი ვიქნები.
– რასაკვირველია, – უთხრა სერ როდრიკმა, – საუბრის დრო
ხვალაც საკმარისი გვექნება.
მეორე დღეს დილის დიდი ნაწილი მარცვლეულზე, ბოსტნეულსა
და დამარილებულ ხორცზე საუბარში გავიდა. მას მერე, რაც ციტა-
დელის მაისტერები შემოდგომის დადგომას აუწყებდნენ ქვეყანას,
ბრძენი ხალხი ყოველი მოსავლიდან ნაწილის გადანახვას იწყებ-
და... თუმცა საკითხი, თუ რა ნაწილი უნდა გადაედოთ, როგორც
ჩანს, დიდი დავის საგანი ხდებოდა ხოლმე. ლედი ჰორნვუდი თავისი
მოსავლის მეხუთედს ინახავდა. მაისტერ ლუვინის რჩევის მერე მან
აღუთქვათ, რომ ამიერიდან ერთ მეოთხედს შეინახავდა. – ბოლტო-
ნის ბუში დრედფორტში ხალხს აგროვებს, – გააფრთხილა ისინი
ქალმა, – იმედია, აპირებს, სამხრეთისკენ დაიძრას და მამამისს
შეუერთდეს ტყუპებთან, მაგრამ როდესაც კაცი გავგზავნე და ვკით-
ხე, რა ჰქონდა განზრახული, ასე შემომითვალა, არცერთი ბოლტო-
ნი ქალს ანგარიშებს არ ჩააბარებსო. თითქოსდა კანონიერი იყოს
და ამ გვარზე უფლება ჰქონდეს.
– ლორდ ბოლტონს არ უღიარებია ეგ ბიჭი, როგორც ვიცი, –
თქვა სერ როდრიკმა, – უნდა გამოვტყდე, მე მას არ ვიცნობ.
– ცოტა თუ იცნობს, – მიუგო ქალმა, – ბოლო დრომდე დედამის-
თან ცხოვრობდა; ორი წლის წინ კი ჭაბუკი დომერიკი მოკვდა და
ბოლტონი მემკვიდრის გარეშე დარჩა. მაშინ ადგა და თავისი ბუში
მოიყვანა დრედფორტში. ყველა ამბობს, რომ ეგ ბიჭი ერთი მზაკვა-
რი ვინმეა და ერთი მსახურიც ჰყავს, თითქმის მასავით ბოროტი. იმ
კაცს ყროლს ეძახიან, ამბობენ, ტანს არასოდეს იბანსო.
333
ერთად ნადირობენ ხოლმე, ბუში და ეგ ყროლი, და ირმებს როდი
უსაფრდებიან. მათზე ისეთი ამბები მსმენია, რომ ვერც კი ვიჯერებ,
თუნდაც ბოლტონზე. ახლა კი, როდესაც ჩემი ლორდი-მეუღლე და
ჩემი ძვირფასი ვაჟი ღმერთებთან წავიდნენ, ბუში ჩემს მიწებს ხარბი
თვალით შემოჰყურებს.
ბრანს სურდა, ლედისთვის ასი კაცი მიეცა, რომლებიც მის უფ-
ლებებს დაიცავდნენ, მაგრამ სერ როდრიკმა მხოლოდ ეს თქვა:
– უყუროს, რამდენიც უნდა, მაგრამ მეტს თუ მოინდომებს, გპირ-
დები, მწარედ დაისჯება. საფრთხე არ გემუქრება, მილედი... თუმცა
მერე და მერე, წასულებზე დარდი რომ ჩაცხრება, იქნებ გონივრული
გეჩვენოს, კვლავ იქორწინო.
– შვილოსნობის ასაკს უკვე გავცდი, თუ რამ სილამაზე მქონდა,
დიდი ხნის წინ გამიხუნდა, – მიუგო ქალმა დაღლილი, მკრთალი გა-
ღიმებით, – მაგრამ მამაკაცები ისე მეხვევიან გარშემო, ასეთი რას
ქალიშვილობისასაც კი არ მახსოვს.
– ხელის მთხოვნელებს მოწყალედ არ უცქერით? – ჰკითხა ლუ-
ვინმა.
– ვიქორწინებ, თუ ამას მისი მოწყალება მიბრძანებს, – მიუგო
ლედი ჰორნვუდმა, – მაგრამ მორს კროუფუდი ერთი ლოთი ნადი-
რია, თანაც ასაკით მამაჩემზე ხნიერი. რაც შეეხება ჩემს კეთილშო-
ბილ კუზენს, მანდერლის, მილორდის საწოლი მას თავადაც ძლივს
იტევს, მე კი ნამდვილად მეტად პატარა და სუსტი ვარ საიმისოდ, მის
ქვეშ რომ დავწვე. ბრანმა იცოდა, რომ კაცებს ქალებზე ეძინათ
ხოლმე, როდესაც ისინი სარეცელს იყოფდნენ. გინდ ლორდ მან-
დერლის ქვეშ დაგიძინია და გინდ დაცემული ცხენის ქვეშო, დაას-
კვნა. სერ როდრიკმა ქვრივს თანაგრძნობით დაუქნია თავი.
– სხვა მთხოვნელებიც გეყოლება, მილედი. ვეცდებით, შენთვის
უფრო მოსაწონი ადამიანი შევარჩიოთ.
334
– შეიძლება ძალიან შორსაც არ მოგიხდეთ ძებნა, სერ.
ქალი რომ წავიდა, მაისტერმა ლუვინმა გაიღიმა.
– სერ როდრიკ, მილედის ნამდვილად მოსწონხარ.
სერ როდრიკმა ყელი ჩაიწმინდა. შემცბარი ჩანდა.
– რა სევდიანი იყო, – თქვა ბრანმა.
სერ როდრიკმა თავი დაუქნია.
– სევდიანი და სათნო, და ძალიანაც მიმზიდველია მისი ასაკის
ქალის კვალობაზე, თავისი სისადავის მიუხედავად. მაგრამ შენი
ძმის სამეფოს მშვიდობას მაინც ემუქრება.
– ეს ქალი? – ჰკითხა გაოცებულმა ბრანმა.
პასუხი მაისტერმა ლუვინმა გასცა:
– რაკი პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავს, უეჭველია, ჰორნვუდის
მამულებს ბევრი მოსურნე ეყოლება. ჰორნვუდების გვარს ტოლჰარ-
ტებიც, ფლინტებიც და კარსტარკებიც უკავშირდებიან დედის ხაზით,
გლოვერები კი ლორდ ჰარისის ბუშს აღზრდიან უღრანის ციხეში.
რამდენადაც ვიცი, დრედფორტს უფლების განცხადების საფუძველი
არ გააჩნია, მაგრამ მათი მიწები მიმდებარეა, რუს ბოლტონი კი ის
კაცი არაა, ამგვარი შესაძლებლობა გამოეპაროს. სერ როდრიკმა
ბაკენბარდები გამოიქაჩა.
– რაკი ასეა, მისმა მებატონე ლორდმა უნდა უპოვოს შესაფერი-
სი მეუღლე.
– რატომ არ შეიძლება, შენ მოიყვანო ცოლად? – ჰკითხა ბრანმა,
– ხომ თქვი, მიმზიდველიაო, ბეთსაც დედა ეყოლებოდა.
მოხუცმა რაინდმა ბრანს მკლავზე დაადო ხელი.
– კეთილი ვარაუდია, ჩემო პრინცო, მაგრამ მე ერთი უბრალო
რაინდი ვარ, თანაც მეტისმეტად მოხუცი. რამდენიმე წელიწადს იქ-
ნებ დამეჭირა მისი მიწები, მაგრამ როგორც კი მოვკვდები, ლედი

335
ჰორნვუდი იმავე ხიფათის პირისპირ აღმოჩნდება და ბეთის მომა-
ვალსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
– მაშინ ლორდ ჰორნვუდის ბუში იყოს მემკვიდრე, – თქვა ბრან-
მა, თან თავისი ნახევარძმა ჯონი გაახსენდა.
სერ როდრიკმა მიუგო:
– ეს ალბათ გლოვერებს გაახარებს და შეიძლება ლორდ ჰორ-
ნვუდის აჩრდილსაც, მაგრამ არა მგონია, ლედი ჰორნვუდმა მოგვი-
წონოს. ის ბიჭი მისი სისხლთაგანი არაა.
– და მაინც, – თქვა მაისტერმა ლუვინმა, – ეგ შესაძლებლობაც
უნდა გავითვალისწინოთ. როგორც თავად თქვა, ლედი დონელა
შვილიერების ასაკს გასცდა. თუ ბუში არ იქნა, მაშ ვინ?
– შეიძლება მე წავიდე? – ბრანს დაბლა ეზოდან ამომავალი ხმა-
ლაობის ხმა ჩაესმოდა, ფოლადის ფოლადზე ჩხარუნი.
– როგორც ინებებ, ჩემო პრინცო, – უთხრა სერ როდრიკმა, –
ყოჩაღ, მშვენივრად გეჭირა თავი.
ბრანი სიამოვნებისგან წამოწითლდა. ლორდად ყოფნა ისე მო-
საწყენიც არ იყო, როგორც თავიდან ეგონა; თანაც, რაკი ლედი
ჰორნვუდმა ლორდ მანდერლიზე ბევრად უფრო მოკლე ხანში მო-
ათავა შეხვედრა, მას დაბნელებამდე რამდენიმე საათი კიდევ რჩე-
ბოდა და შეეძლო, ზაფხული მოენახულებინა. უყვარდა თავის მგელ-
თან ყოფნა და ყოველთვის მიდიოდა, როცა კი სერ როდრიკი და მა-
ისტერი ნებას დართავდნენ.
ჰოდორმა როგორც კი საღვთო ტყეში შეაბიჯა, ზაფხული მაშინვე
გამოძვრა მუხის ქვეშიდან, თითქოს იცოდა, რომ მოდიოდნენ.
ბრანმა მოზიდული შავი სხეულიც შენიშნა, ისიც ბუჩქებიდან უთ-
ვალთვალებდა. – ბურძგლა! – დაუძახა, – აქ მოდი, ბურძგლაძაღ-
ლი! ჩემთან!
მაგრამ რიკონის მგელი ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც
336
გამოჩნდა.
– ჰოდორმა იცოდა, სად იყო ბრანის საყვარელი ადგილი, და გუ-
ბურის პირას მიიყვანა, გულის ხის გაშლილი ტოტების ქვეშ, იქ, სა-
დაც ლორდი ედარდი სალოცავად მუხლს იყრიდა ხოლმე. რომ მი-
ვიდნენ, წყლის ზედაპირზე ტალღები გადარბოდა და სარკმლის ხის
ანარეკლს აციმციმებდა, აცეკვებდა. ოღონდ ქარი არ ქროდა. ბრანი
წუთით საგონებელში ჩავარდა.
და უცებ ტბიდან გამაყრუებელი შხაპუნით ამოიჭრა ოშა. ეს ისე
მოულოდნელი იყო, რომ ზაფხულიც კი ღრენით გადახტა უკან. ჰო-
დორი უკან მიაწყდა, ჰოდორ, ჰოდორო, ღრიალებდა შეშინებული,
ბრანი კი მხრებზე უტყაპუნებდა დასაწყნარებლად.
– როგორ შეგიძლია მანდ ცურვა? – ჰკითხა ოშას, – ხომ ცივია?
– ჩვილობაში ლოლუებს ვწოვდი, ბიჭო. მიყვარს სიცივე. – ომა ლო-
დებთან მიცურდა და წყლიდან ამოძვრა. შიშველი იყო, კანი ხორ-
კლებით დაფარვოდა. ზაფხული მიეპარა და დაყნოსა, – მინდოდა,
ფსკერს მივწვდენოდი.
– არ ვიცოდი, ფსკერი თუ ჰქონდა.
– შეიძლება არც აქვს, – მან ფართოდ გაიცინა, – რას მომაშტერ-
დი, ბიჭო? ქალი ადრე არასოდეს გინახავს?
– მინახავს, – ბრანს ათასჯერ უბანავია თავის დებთან ერთად და
ისიც უნახავს, მოსამსახურე ქალები ცხელ გუბურებში რომ სხდე-
ბოდნენ. მაგრამ ოშა სხვანაირი იყო, მკვრივი და მტკიცე ჩანდა, რბი-
ლისა და მომრგვალებულის ნაცვლად. ფეხები ძარღვიანი ჰქონდა,
ბრტყელი მკერდი ორ ცარიელ ქისას მიუგავდა, – რამდენი ნაიარე-
ვი გაქვს.
– ყველა მათგანი მძიმე შრომითაა მოპოვებული, – ქალი თავის
ყავისფერ კაბას დასწვდა, ფოთლები ჩამოფერთხა და თავზე გადა-
იცვა.
337
– გოლიათებთან ბრძოლაში? – ოშა ამტკიცებდა, კედლის მიღმა
ჯერაც ცხოვრობენ გოლიათებიო. როდისმე იქნებ მეც ვნახო რომე-
ლიმე...
– ადამიანებთან ბრძოლაში, – წელზე ქამრად თოკი შემოიჭირა,
– უფრო ხშირად შავ ყვავებთან. ერთი კიდეც მოვკალი, – თქვა და
თმები შეიბერტყა. რაც ვინტერფელში მოვიდა, თმა მოეზარდა, ახ-
ლა უკვე ყურებზე ჰქონდა ჩამოყრილი. უფრო ლმობიერი ჩანდა,
ვიდრე ის ქალი, მგლისტყეში ბრანის მოკვლას და გაძარცვას რომ
ლამობდა, – სამზარეულოში შენზე და იმ ფრეიებზე რაღაც ლაქ-
ლაქს მოვკარი ყური.
– რაო? რას ამბობდნენ?
– ამბობდნენ, რომ ბიჭი, რომელიც გოლიათს დასცინის, შტერია,
– მწარედ ჩაიცინა მან, – და ქვეყნიერება, სადაც გოლიათის დაცვა
ხეიბარს უხდება – შეშლილი.
– ჰოდორი ვერც მიხვდა, რომ დასცინოდნენ, – თქვა ბრანმა, –
თანაც, ის არასოდეს ჩხუბობს, – გაახსენდა, ერთხელ, პატარაობა-
ში, დედასთან და სეპტა მორდეინთან ერთად ბაზრის მოედანზე წა-
ვიდა. ჰოდორიც თან წაიყვანეს, ტვირთის საზიდად, მაგრამ ის სად-
ღაც ჩამორჩათ და დაიკარგა. რომ იპოვეს, ვიღაც ბიჭებს შუკაში მო-
ემწყვდიათ და ჯოხებით ჩხვლეტდნენ. ჰოდორ, ჰოდორო, ყვიროდა
ის, იკუნტებოდა და სხეულზე ხელებს იფარებდა, მაგრამ არც უფიქ-
რია, მწვალებლებისთვის ხელი შეებრუნებინა, – სეპტონი ჩეილი ამ-
ბობს, ნაზი სულის პატრონიაო.
– აჰა, – დაეთანხმა ქალი, – და იმდენად ღონიერი ხელების, რომ
შეუძლია, კაცს თავი წაწყვიტოს, თუ მოინდომა. მაგრამ უჯობს, ვოლ-
დერებთან ფრთხილად იყოს. ეგეც და შენც. დიდი რომელიცაა და
პატარას რომ ეძახიან, მაგისთვის, მგონი, კარგად დაურქმევიათ სა-

338
ხელი. დიდი გარედანაა, შიგნიდან – პატარა და ძვლებამდე ბორო-
ტი.
– ვერ გაბედავს, რამე დამიშავოს. ზაფხულის ეშინია, რაც არ უნ-
და თქვას.
– მაშინ იქნებ არც ისე სულელია, როგორიც ჩანს, – ოშა მგელ-
საზარებთან ყოველთვის ფრთხილობდა. იმ დღეს, ტყვედ რომ ჩა-
ვარდა, ზაფხულმა და რუხმა ქარმა მის თვალწინ სამი ველური დაფ-
ლითეს, – ან იქნებ კიდევაც იყოს. და ეგეც ცალკე თავში საცემია, –
მან თმა შეიკრა, – კიდევ ხომ არ გესიზმრა მგლის სიზმარი? – არა,
– ბრანს არ უყვარდა თავის სიზმრებზე ლაპარაკი.
– პრინცი უკეთ უნდა იტყუებოდეს, – გაიცინა ოშამ, – კარგი, შენი
სიზმრები შენი საქმეა. მე კი საქმე სამზადში მელოდება და ჯობს, მა-
ნამდე დავბრუნდე, ვიდრე ქეიჯი აყვირებულა და იმ თავისი ხის ციც-
ხვის ქნევა დაუწყია. შენი ნებართვით, ჩემო პრინცო. მგლის სიზ-
მრებზე არაფერი უნდა ეთქვაო, ფიქრობდა ბრანი, როდესაც ჰო-
დორს საძინებლის კიბეზე აჰყავდა. ძილს იმდენ ხანს ებრძოლა, სა-
ნამ შეძლო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დამარცხდა, როგორც ყო-
ველთვის. იმ ღამით სარკმლის ხე ესიზმრა. ხე ღრმა წითელი თვა-
ლებით შემოსცქეროდა, თავისი მობრეცილი ხის პირით ეძახდა; მი-
სი ფერმკრთალი ტოტებიდან კი ფართქალით ჩამოფრინდა სამთვა-
ლა ყვავი, ბრანს სახეს უკენკავდა და ხმალივით ბასრი ხმით მის სა-
ხელს გაიძახოდა.
საყვირების ჭექამ გააღვიძა. ბრანი გვერდზე გადაბრუნდა, მად-
ლობელი იყო, რომ სიზმარს დაეხსნა. ცხენების ხმაური და ყურის-
წამღები ყვირილი ჩაესმა. ისევ სტუმრები მოსულიყვნენ და, რო-
გორც ხმებზე ეტყობოდათ, სანახევროდ მთვრალები იყვნენ. ბრანმა
თავის მოაჯირებს ჩასჭიდა ხელი, საწოლზე წამოიწია და ფანჯრის

339
რაფაზე გადაინაცვლა. მოსულებს დროშაზე ბორკილებდაწყვეტი-
ლი გოლიათი ეხატათ და მიხვდა, რომ ამბერის ხალხი იყო, ბოლო
მდინარის გადაღმა მდებარე ჩრდილოეთის მიწებიდან. მეორე დღეს
ორი ერთად მოვიდა აუდიენციაზე: დიდჯონის ბიძები, ბობოქარი
მამრები, თავიანთი ცხოვრების ზამთარს რომ მისწეოდნენ და წვე-
რები თავიანთივე დათვის ტყავის მოსასხამებივით გასთეთრებო-
დათ. მორსი ერთხელ ყვავს მკვდარი ეგონა და თვალი ამოჰკორ-
ტნა, ახლა თვალის ადგილზე დრაკონის შუშის ნატეხი ჰქონდა ჩას-
მული. როგორც ბებერი ნენი ჰყვებოდა, მას მუჭში მოუმწყვდევია ის
ყვავი და თავი წაუკვნეტია; მას შემდეგ ყვავისმკვნეტელი შეერქვა.
ოღონდ ნენს არასოდეს უთქვამს, მის ხმელ ძმას ბოზთარისხვა რად
ერქვა.
ჯერ დამსხდარებიც არ იყვნენ, რომ მორსმა ლედი ჰორნვუდის
შერთვის ნებართვა ითხოვა.
– დიდჯონი ჭაბუკი მგლის მარჯვენა ხელია, ეს ამბავი ყველამ
იცის. ქვრივის მიწებს ვინ დაიცავს ამბერზე უკეთ, და რომელი ამბე-
რი – ჩემზე უკეთ?
– ლედი დონელა ჯერ კიდევ გლოვობს, – უთხრა მაისტერმა ლუ-
ვინმა.
– მე მისთვის წამალი მაქვს ამ ქურქების ქვეშ, – გადაიხარხარა
მორსმა. სერ როდრიკმა მას თავაზიანი მადლობა მოახსენა და დაჰ-
პირდა, რომ მის თხოვნას მეფისა და ლედი დონელას ყურამდე მი-
იტანდა. ჰოთერს კი გემები უნდოდა.
– ჩრდილოეთიდან ველურები მოიძურწებიან, იმდენი, ადრე
რომ არასოდეს უნახავს. სელაპების ყურეს გადმოდიან თავიანთი
ნავებით და ჩვენს მიწებზე ამოდიან. აღმოსავლეთის გუშაგის ყვავე-
ბი ცოტა არიან. ვერ აკავებენ, ჰოდა, ისინიც ქრცვინებივით მოედ-

340
ვნენ ხმელეთს. დრაკარები გვინდა, დიახაც, და ძლიერი მეზღვაურე-
ბი, მათ სამართავად. დიდჯონმა ძალიან ბევრი წაიყოლა თან. ნახე-
ვარი მოსავალი მიწაში ჩაგვილპა, მომკელი არ გვყავდა და იმიტომ.
სერ როდრიკმა ბაკენბარდები მოიქაჩა.
– თქვენთან მაღალი ფიჭვისა და ბებერი მუხების მთელი ტყეები
იზრდება. ლორდ მანდერლის გემის ხუროები და მეზღვაურები
ჰყავს. ერთად მოახერხებთ, იმდენი დრაკარი. ჩაუშვათ წყალში,
რომ ორივე სანაპიროს დასაცავად კმაროდეს.
– მანდერლი? – მორს ამბერმა ჩაიფრუტუნა, – ეგ დიდი მოთან-
თალე ქონის ტომარა? გამიგონია, მისივე ხალხი დაცინვით ლორდ
მედუზას ეძახის. ფეხზე ძლივს დადის. ერთი რომ უჩხვლიტო ხმლით
მუცელში, ათი ათას გველთევზას დაყრის.
– სქელია, მართალია, – დაეთანხმა სერ როდრიკი, – მაგრამ
ჭკუა უჭრის. შენ იმუშავებ მასთან, თუ არადა, მეფეს მოახსენებ მი-
ზეზს, რატომ არა. – და, ბრანის გასაოცრად, მძვინვარე ამბერები
დათანხმდნენ მის ბრძანებას, თუმცა ბუზღუნით.
სანამ ისინი აუდიენციაზე ისხდნენ, უღრანის ციხიდან გლოვერე-
ბის ხალხი ჩამოვიდა, ტორჰენის მტკიციდან კი ტოლჰარტები ხალ-
ხის დიდი ჯგუფი მოადგათ. საომრად წასულმა გალბარტ და რობეტ
გლოვერებმა უღრანი რობეტის ცოლს ჩააბარეს, მაგრამ ვინტერ-
ფელში მათი მოურავი ეახლათ.
– მილედი გთხოვთ, ჩამოუსვლელობა შეუნდოთ. მისი შვილები
ჯერაც პატარები არიან ამგვარი გზის გასავლელად, დედამ კი მათი
მიტოვება არ ისურვა.
ბრანი მალევე მიხვდა, რომ უღრანის ციხეს სინამდვილეში ლე-
დი გლოვერი კი არა, სწორედ მოურავი მართავდა. მან განაცხადა,
რომ ამჟამად მოსავლის მხოლოდ მეათედ წილს ინახავდა. ასე
თქვა, ვიღაც იქაურმა გრძნეულმა მითხრა, სიცივეების დადგომამდე
341
კიდევ იქნება ნაგვიანევი ზაფხულის ხვავრიელი ხანაო. მაისტერი
ლუვინი მეტად ენაწყლიანი აღმოჩნდა ადგილობრივ გრძნეულებზე
აზრის გამოთქმისას. სერ როდრიკმა მოურავს უბრძანა, ამიერიდან
მოსავლის მეხუთედი გადაენახა და დაწვრილებით გამოჰკითხა მას
ლორდ ჰორნვუდიას ბუშის, ყმაწვილი ლარენს სნოუს შესახებ.
ჩრდილოეთში ყველა წარჩინებულ ბუშს გვარად სნოუ ეძლეოდა. ეს
ყმაწვილი თორმეტიოდე წლის იყო და მოურავმა დიდად შეუქო გო-
ნიერება და სიმამაცე.
– რაც ბუშზე თქვი, შესაძლოა ჭკუასთან ახლო იყოს, ბრან, – უთ-
ხრა მოგვიანებით მაისტერმა ლუვინმა, – ვფიქრობ, ერთ დღეს შე-
იძლება კარგი ლორდი დადგე ვინტერფელისთვის.
– არა, არ დავდგები, – ბრანმა იცოდა, რომ არასოდეს იქნებოდა
ლორდი, ისევე, როგორც ვერც რაინდი გახდებოდა, – ხომ შენ თვი-
თონვე მითხარი, რობი აპირებს, ფრეის გოგო შეირთოსო, და ვოლ-
დერებიც ასე ამბობენ. მას ძეები ეყოლება და მამის მერე ისინი იქ-
ნებიან ვინტერფელის ლორდები, მე კი არა.
– იქნებ ეგრეც მოხდეს, ბრან, – უთხრა სერ როდრიკმა, – მაგრამ
აი, მე სამჯერ ვიქორწინე და ჩემმა ცოლებმა მხოლოდ ასულები მა-
ჩუქეს. ახლა ბეთიღა დამრჩა. ჩემი ძმა მარტინი ოთხი ღონიერი ვა-
ჟის მამა გახდა, მაგრამ მათგან მხოლოდ იორიმ იცოცხლა დაკაცე-
ბამდე. ის რომ მოკლეს, მარტინის ხაზიც დაიშრიტა.
დელ დღეზე რომ ვლაპარაკობთ, დანამდვილებით არაფერი ვი-
ცი.
მეორე დღეს ლეობოლდ ტოლჰარტთან შეხვედრის ჯერი დადგა.
მან ილაპარაკა ამინდის მომასწავებელ ნიშნებზე, მდაბიორების
ჭკუასუსტობაზე და მოჰყვა, როგორ სწყუროდა მის ძმისწულს ბრძო-
ლა.
– ბენფრედმა შუბოსნების საკუთარი ჯგუფი შეკრიბა. ბიჭები
342
არიან, ცხრამეტზე მეტის არცერთი არაა, მაგრამ თავი ყველას მე-
ორე ჭაბუკი მგელი ჰგონია. როდესაც ვუთხარი, მგლები კი არა, ჭა-
ბუკი ბაჭიები ხართ-მეთქი, სიცილი დამაყარეს. ახლა თავს ველურ
კურდღლებს უწოდებენ და შუბებზე მობმული კურდღლის ტყავების
ფრიალით დაჭენაობენ მთელ იმ მხარეში, თან სარაინდო სიმღე-
რებს გაჰყვირიან.
ბრანს ეს დიდებული ეჩვენა. მას ახსოვდა ბენფრედ ტოლჰარტი,
ზორბა და პირდაპირი, როხროხა ბიჭი, რომელიც ხშირად სტუმრობ-
და ვინტერფელს მამამისთან, სერ ჰელმანთან ერთად და რობთან
და თეონ გრეიჯოისთან მეგობრობდა. მაგრამ ცხადი იყო, სერ როდ-
რიკს არ ეამა ეს ამბავი.
– მეფე შემოგვითვლიდა, მეტი მეომარი რომ სჭირდებოდეს, –
თქვა მან, – შენს ძმისწულს უთხარი, რომ ტორჰენის მტკიცში დარ-
ჩეს, როგორც ლორდმა-მამამ უბრძანა.
– ასე მოვიქცევი, სერ, – მიუგო ლეობოლდმა და მხოლოდ მერე-
ღა ახსენა ლედი ჰორნვუდი. საბრალო, არც ქმარი ჰყავს, მისი მამუ-
ლები რომ დაიცვას, აღარც ძე, მემკვიდრეობა რომ მიიღოსო. ჩემი
ლედი-მეუღლეც ჰორნვუდია, განსვენებული ლორდ ჰალისის და,
უეჭველია, ეს თქვენც გახსოვთო, – ცარიელი სასახლე გულსაკლავი
სანახავია. ვფიქრობ, ხომ არ გავუგზავნო ჩემი უმცროსი ვაჟი ლედი
დონელას, თავისი საკუთარივით რომ აღზარდოს. ბერენი ათის ხდე-
ბა, ჩინებული ყმაწვილია, თანაც ლორდის დისშვილია. დარწმუნე-
ბული ვარ, ქალბატონს გაახალისებდა და იქნებ გვარად ჰორნვუდიც
კი აეღო.
– თუ მემკვიდრედ დაასახელებდა? – ივარაუდა მაისტერმა ლუ-
ვინმა.
– ...და გვარიც გაგრძელდებოდა, – დაასრულა ლეობოლდმა.
ბრანმა იცოდა, რა უნდა ეპასუხა.
343
– მადლობა წინადადებისთვის, მილორდ, – წამოროშა, სანამ
სერ როდრიკი ხმას დაძრავდა, – ამ წინადადებას ჩემი ძმის, რობის
ყურამდე მივიტანთ. ჰო, და ლედი ჰორნვუდისაც.
ლეობოლდი, როგორც ჩანს, გაკვირდა, ბრანმა ხმა რომ
ამოიღო. – მადლობელი ვარ, ჩემო პრინცო, – წარმოთქვა მან. მაგ-
რამ ბრანმა მის ცისფერ თვალებში სიბრალული ამოიკითხა, რასაც
იქნებ მცირე სიხარულიც ერთვოდა, რაკი ეს ხეიბარი მისი ძე მაინც
არ იყო. წუთით შესძაგდა ეს კაცი.
მაისტერ ლუვინს კი მისი შეთავაზება ჭკუაში დაუჯდა.
– ბერენ ტოლჰარტი შესაძლოა ჩვენთვის საუკეთესო გამოსავა-
ლი იყოს, – უთხრა მათ, ლეობოლდი რომ დაეთხოვათ, – ჩამომავ-
ლობით იგი სანახევროდ ჰორნვუდია. ბიძამისის გვარი რომ მი-
ეღო...
– ...მაინც ბავშვად დარჩებოდა, – თქვა სერ როდრიკმა, – და გა-
უჭირდებოდა მამულების დაცვა მორს ამბერის და იმ რუს ბოლტო-
ნის ბუშისნაირი მეტოქეებისგან. ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ.
რობს საუკეთესო რჩევა უნდა მივცეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიი-
ღებს.
– ყველაფერი შეიძლება იმის მიხედვით გადაწყდეს, მისთვის რა
უფრო მომგებიანი იქნება, – თქვა მაისტერმა ლუვინმა, – თუ რომე-
ლი ლორდის გულის მოგება სჭირდება ყველაზე მეტად. მდინარე-
თიც მისი სამეფოს ნაწილია, შეიძლება მოინდომოს, მოკავშირეობა
იმითაც განიმტკიცოს, რომ ლედი ჰორნვუდი სამკბილას რომელიმე
ლორდს მიათხოვოს. ბლექვუდს, მაგალითად, ან ფრეის...
– ლედი ჰორნვუდს შეუძლია, რომელიმე ჩვენი ფრეი წაიყვანოს,
– თქვა ბრანმა, – თუ უნდა, ორივე წაიყვანოს.
– არ არის კარგი ასე ლაპარაკი, ჩემო პრინცო, – რბილად და-
ტუქსა სერ როდრიკმა.
344
არც ვოლდერები არიან კარგები. მოღუშული ბრანი მაგიდას და-
აცქერდა და არაფერი უთქვამს.
მომდევნო დღეებში სხვა ლორდების მამულებიდან ყორნები
მოფრინავდნენ და მობოდიშების წერილები მოჰქონდათ. დრედ-
ფორტელი ბუში არ ჩამოვიდოდა. მორმონტები და კარსტარკები
ყველანი სამხრეთში იყვნენ რობთან ერთად, ლორდი ლოკი მეტის-
მეტად მოხუცი იყო მგზავრობისთვის, ლედი ფლინტი ბავშვს ელო-
და, ქვრივის ებგურში სახადი გაჩენილიყო. ბოლოს სტარკების გვა-
რის ყველა უმთავრესმა ქვეშევრდომმა მოაწვდინათ ხმა გარდა
კრანოგელი ჰოულანდ რიდისა, რომელსაც უკვე მრავალი წელი
იყო, ფეხი არ გამოედგა თავისი ჭაობებიდან, და კერვინისა, ვისი ცი-
ხესიმაგრეც ვინტერფელიდან ნახევარი დღის სავალზე მდებარეობ-
და. ლორდი კერვინი ლანისტერების ტყვე იყო, მაგრამ მისი ძე,
თოთხმეტი წლის ჭაბუკი, ერთ ნათელ, ქარიან დღეს ჩამოვიდა ორი
ათეული შუბოსნის თანხლებით.
ბრანი ეზოში მოცეკვავეს დაატარებდა, როდესაც ისინი კარიბჭე-
ში შემოვიდნენ. მაშინვე მოსულებისკენ გაიქცა მისასალმებლად.
კლეი კერვინი ბრანსა და მის ძმებს მუდამ ემეგობრებოდა – დილა
მშვიდობისა, ბრან! – ხალისით შემოსძახა კლეიმ, – თუ ახლა პრინ-
ცი ბრანი უნდა დაგიძახო ხოლმე?
– შენ როგორც გინდა.
კლეიმ გაიცინა.
– რატომაც არა? დღეს ყველა ან მეფეა, ან პრინცი. სტანისმა ვინ-
ტერფელშიც მოიწერა?
– სტანისმა? არ ვიცი.
– ახლა ეგეც მეფეა, – გაანდო კლეიმ, – ასე ამბობს, დედოფალი
სერსეი თავის ძმასთან წვებოდა და ჯოფრი ბუშიაო.
– ჯოფრი ავადშობილი, – ჩაიღრინა კერვინის ერთმა რაინდმა, –
345
რა გასაკვირია, ასე მოღალატე რომ არის, თუ მეფისმკვლელი ჰყავს
მამად.
– აჰა, – გაეპასუხა მეორე, – ღმერთებს სისხლის აღრევა
სძულთ. ხომ ხედავ, ტარგარიენები როგორ დაამხეს.
წუთით ბრანს სუნთქვა შეუგუბდა. მკერდზე გოლიათი ხელი შე-
მოეჭდო და გაჭყლეტვით ემუქრებოდა. მოეჩვენა, რომ ვარდებოდა,
და სასოწარკვეთილი ჩააფრინდა მოცეკვავის აღვირს.
შეძრწუნება ალბათ სახეზეც დაეტყო.
– ბრან! – დაუძახა კლეი კერვინმა, – ცუდად ხომ არ ხარ? ეგ ხომ
კიდევ ერთი მეფეა, სხვა არაფერი.
– რობი მაგასაც დაამარცხებს, – მან მოცეკვავეს თავლებისკენ
მოუტრიალა თავი, კერვინის შეფიქრიანებულ მზერას ვერც ამჩნევ-
და. ყურებში სისხლი უგუგუნებდა და უნაგირზე მიბმული რომ არ ყო-
ფილიყო, ჩამოვარდებოდა.
იმ ღამით ბრანი მამამისის ღმერთებს ევედრა, უსიზმრო ძილი
მოეგვარათ. ღმერთებს თუ ესმათ, აბუჩად აიგდეს მისი იმედები,
რადგანაც ყველანაირ მგლურ სიზმარზე უარესი საშინელება ესიზ-
მრა.
– იფრინე ან მოკვდი! – ყვიროდა სამთვალა ყვავი და უნისკარ-
ტებდა. ბრანი ტიროდა და ევედრებოდა, მაგრამ ყვავი შეუბრალებე-
ლი იყო. ჯერ მარცხენა თვალი გამოჩიჩქნა, მერე – მარჯვენა და ამის
შემდეგ დაბრმავებულ, წყვდიადში მოქცეულ ბიჭს შუბლში ჩაჰკრა,
საზარელი ბასრი ნისკარტი ღრმად ჩაასო თავის ქალაში. ბრანი ისე
კიოდა, დარწმუნებული იყო, ფილტვები დამისკდებაო. ტკივილი ნა-
ჯახივით უპობდა თავს, მაგრამ როდესაც ყვავმა ტვინით გაწებილი
და ძვლის ნამცეცებმიკრული ნისკარტი ამოაცალა, ბრანს მხედვე-
ლობა დაუბრუნდა. დანახულმა სუნთქვა შეუკრა შიშით: კოშკის კე-

346
დელს ებღაუჭებოდა მრავალი მილის სიმაღლეზე, თითები უცურავ-
და, ფრჩხილები ქვაზე ეფხაჭუნებოდა, ფეხები დაბლა ექაჩებოდა,
სულელური და უქმი, მკვდარი ფეხები.
– მიშველეთ! – იყვირა ბრანმა. მის ზემოთ ცაში ოქროს კაცი გა-
მოჩნდა და მაღლა აზიდა.
– რას არ იზამ სიყვარულისთვის, – ჩაიბუტბუტა ალერსიანად,
ბრანს ფეხი ამოჰკრა და ღია სივრცეში შეტყორცნა.

ტირიონი

– ისე ვეღარ მძინავს, როგორც მაშინ, უფრო ახალგაზრდა რომ


ვიყავი, – უთხრა მაისტერმა პაიცელმა. ამგვარად უბოდიშებდა ად-
რიანი შეხვედრის გამო, – მირჩევნია, ავდგე ხოლმე, თუნდაც ქვეყა-
ნა სიბნელეში იყოს ჩაძირული, ვიდრე საწოლში ვიტრიალო და გა-
საკეთებელ საქმეებზე ვიღელვო, – ასე ამბობდა, თუმცა თვალებზე
დაშვებული მძიმე ქუთუთოები ახლაც მთვლემარეს ამსგავსებდა.
საყვავის ქვეშ მოთავსებულ ვრცელ ოთახებში ცინცხალი ჰაერი
იდგა. მსახურმა გოგონამ მოხარშული კვერცხი, ჩაშუშული ქლიავი
და შვრიის ფაფა მოართვათ და პაიცელმა ლოცვა აღავლინა.
– ამ სევდიან ჟამს, როდესაც ამდენი ადამიანი შიმშილობს,
ვთვლი, რომ მართებული იქნება, ჩემი სუფრა მოკრძალებული
იყოს. – საქებარია, – აღიარა ტირიონმა და გატეხა დიდი ყავისფერი
კვერცხი, რომელსაც ესოდენ ამსგავსებდა გრანდ-მაისტერის მე-
ლოტ, დალაქულ თავს, – მე სხვა თვალით ვუყურებ ამ საკითხს.
რაც კი საჭმელი მოიპოვება, ვჭამ, იმ შემთხვევისთვის, ვაითუ
სახვალიოდ არაფერი იყოს– მეთქი, – მან გაიღიმა, – მითხარი, შენი
ყორნებიც ადრე იღვიძებენ?
პაიცელმა მკერდზე დაფენილ ქათქათა წვერზე ჩამოისვა ხელი.
347
– ნამდვილად. მოვატანინო კალამი და მელანი საუზმის მერე?
– არ არის საჭირო, – ტირიონმა წერილები მაგიდაზე დაალაგა,
თავისი ფაფის თეფშის გვერდით. მჭიდროდ დახვეული ორი ერ-
თნაირი პერგამენტი ორივე მხარეს ცვილით იყო დაბეჭდილი, – გო-
გონა დაითხოვე, რომ ვილაპარაკოთ.
– დაგვტოვე, ბავშვო, – უბრძანა პაიცელმა მოსამსახურე გოგო-
ნას. ის სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან, – მაგრამ ეს წერილები...
– დორან მარტელისთვისაა, დორნის პრინცისთვის, – ტირიონმა
კვერცხს დამსხვრეული ნაჭუჭი გადააცალა და ჩაკბიჩა. მარილი აკ-
ლდა, – ერთი წერილია, ორ ასლად. ყველაზე სწრაფი ფრინველები
გაგზავნე. ძლიერ საშური საქმეა.
– როგორც კი ვისაუზმებთ, გავგზავნი.
– ახლავე გაგზავნე. ჩაშუშული ქლიავი მოიცდის. სახელმწიფო –
ვერა. ლორდი რენლი ლაშქარს ვარდის გზაზე მოუძღვება და დანამ-
დვილებით ვერავინ იტყვის, ლორდი სტანისი როდისღა გამოცუ-
რავს დრაკონის ქვიდან.
პაიცელმა თვალები აახამხამა.
– თუ მილორდს ასე ურჩევნია...
– ურჩევნია.
– მე აქ თქვენს სამსახურად ვარ, – მაისტერი მძიმედ წამოიზიდა
ფეხზე. მისი წოდების ჯაჭვი წყნარად აწკრიალდა. მძიმე რამ იყო,
დახვეული და ერთმანეთში გაყრილი თორმეტიოდე მაისტერის
ყელსაბამი დამატებით პატიოსანი თვლებითაც შეემკოთ. და ტირი-
ონს ეჩვენებოდა, რომ ოქროს, ვერცხლისა და პლატინის რგოლები
ბევრად სჭარბობდა უფრო მდარე ლითონებს.
პაიცელი ისე ნელა იძვროდა, რომ ტირიონმა მოასწრო, კვერცხი
მოეთავებინა და ქლიავიც გაესინჯა – მისი აზრით, გადახარშული და

348
ზედმეტად წყალწყალა – ვიდრე ფრთების ცემის ხმა ფეხზე წამოაყე-
ნებდა. განთიადის ცაზე მუქად დაჩნეულ ყორანს გაადევნა თვალი
და მკვირცხლად მიბრუნდა ოთახის ბოლოში ამართული თაროების
ლაბირინთისკენ. მაისტერის წამლები შთამბეჭდავი სანახავი იყო.
თაროებზე ათობით ცვილით დაბეჭდილი ქოთანი, ასობით თავდა-
ცული შუშა, ამდენივე გაუმჭვირვალი ბოთლი, ხმელი ბალახებით
სავსე უამრავი ქილა იდგა, მკაფიო წარწერით. მოწესრიგებული გო-
ნება გამოსჭვივისო, გაიფიქრა ტირიონმა. მართლაც, თუ ერთხელ
გაერკვეოდი წყობაში, იოლად შეატყობდი, რომ ყოველ წამალს თა-
ვისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. და რა საინტერესო რამები ელაგა!
ტირიონმა შეამჩნია ტკბილძილა და ღამისბინდა. ყაყაჩოს რძე, ლი-
სის ცრემლები, დაფხვნილი თავნაცარა, მგლის რისხვა და ეშმას
ცეკვა, ბასილისკოს შხამი, თვალმაბრმავა, ქვრივის სისხლი... ცე-
რებზე აიწია, აიზიდა და ზედა თაროზე პატარა მტვრიან ბოთლს შეს-
წვდა. წარწერა რომ წაიკითხა, გაიღიმა და ბოთლი სახელოში შე-
იცურა.
უკვე მაგიდასთან იჯდა და მეორე კვერცხს ფცქვნიდა, როდესაც
მაისტერი ჩოჩვით დაუყვა კიბეებს.
– შევასრულე, მილორდ, – ბერიკაცი ჩამოჯდა, – ასეთი საქმე...
მართლაც ჯობს, სასწრაფოდ გაკეთდეს. საშური საქმეაო, ბრძანე? –
დიახ, ასეა, – ფაფა ზედმეტად იყო ჩასქელებული და კარაქი და თაფ-
ლი აკლდა. მართალია, კარაქი და თაფლი მეფის საბიჯელში ბოლო
დროს ძვირი სანახავი იყო, მაგრამ სასახლეს ლორდი ჯაილსის წყა-
ლობით არ აკლდა. სურსათის ნახევარი მაინც, რასაც იმ დღეებში
მიირთმევდნენ, მისი ან ლედი ტანდას მიწებიდან მოდიოდა. როსბი
და სტოკვორთი ქალაქის მახლობლად მდებარეობდნენ, ჩრდილოე-
თისკენ, და მათთან ომს ჯერ არ მიეღწია.
– თავად დორნის პრინცი. ნებას დამრთავ, ვიკითხო...
349
– ჯობს, ნუ იკითხავ.
– როგორც ბრძანებ, – პაიცელს ცნობისწადილი ისე მომწიფებო-
და, ტირიონს ლამის გემოს გასინჯვა შეეძლო, – იქნებ... მეფის საბ-
ჭო... ტირიონმა თავისი ხის კოვზი ჯამის კიდეზე დააკაკუნა.
– საბჭო იმისთვისაა, რომ მეფეს რჩევები მისცეს, მაისტერ.
– სწორედ ასეა, – უთხრა პაიცელმა, – მეფე კი...
– ...ცამეტი წლის ბიჭია. მე მისი პირით ვლაპარაკობ.
– ნამდვილად. მეფის საკუთარი მარჯვენა ბრძანდები. მაგრამ...
შენი სათნო და, ჩვენი დედოფალი-რეგენტი, იგი...
– ...დიდ ტვირთს ეზიდება იმ თავისი მშვენიერი თეთრი მხრებით.
არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს ტვირთი კიდევ უფრო მეტად დავუმ-
ძიმო. შენც ხომ ასე ფიქრობ? – ტირიონმა თავი დახარა და გრანდ-
მაისტერს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
პაიცელი ისევ თავის საუზმეს დააჩერდა. ტირიონის სხვადასხვა-
ფერი მწვანე-და-შავი თვალები ადამიანებს როგორღაც აცბუნებდა.
მან ეს იცოდა და მშვენივრად იყენებდა.
– აჰ, – პირზე აფარებული ხელის მიღმა ჩაილუღლუღა ბერიკაც-
მა, – უეჭველია, ამის უფლება გაქვს, მილორდ. რა ზრუნვაა...
რომ ცდილობ, აარიდო ეს... ტვირთი.
– რა ვქნა, ეგეთი ვარ, – ტირიონი ისევ იმ უგემურ ფაფას მიუბ-
რუნდა, – მზრუნველი. სერსეი ჩემი ძვირფასი დაიკოა, ბოლოს და
ბოლოს.
– თანაც ქალია, ნუ დავივიწყებთ, – თქვა გრანდ-მაისტერმა, –
არაჩვეულებრივი ქალი, მაგრამ მაინც... ადვილი არაა, სახელმწი-
ფოს ყველა საჭიროებას მიხედო, მისი სქესის სინაზის გათვალისწი-
ნებით... ო, დიახ, უაღრესად ნაზია, ეგ ედარდ სტარკს ჰკითხეთ.
– მიხარია, რომ ჩემს საზრუნავს იზიარებ. მადლობა მომიხსენე-
ბია სტუმართმოყვარეობისთვის. მაგრამ წინ გრძელი დღე მელის, –
350
სკამიდან ფეხები გვერდზე გადმოკიდა და ჩამოცოცდა, – მქონდეს
იმედი, რომ დაუყოვნებლივ მაცნობებთ, როცა დორნიდან პასუხი
მოვა?
– როგორც იტყვი, მილორდ.
– თანაც, მხოლოდ მე?
– აჰ... რასაკვირველია, – პაიცელის დალაქული ხელი ისე ჩაჰ-
ფრენოდა მისსავე წვერს, როგორც წყალწაღებული ეჭიდება
მხსნელ თოკს. ამის დამნახავ ტირიონს გული სიხარულით აევსო. ეს
ერთი, გაიფიქრა.
ქვედა ეზოში გამოჩლახუნდა. დაგვაჯული ფეხები საფეხურებმა
გაუწვალა. მზე ამასობაში უკვე კარგა შემაღლებულიყო და სასახ-
ლეც ამოძრავდა. გალავანზე მცველები დადიოდნენ, რაინდები და
მეომრები ბლაგვი იარაღით ვარჯიშობდნენ. იქვე ბრონი იჯდა ჭის
პირზე. გვერდით ორმა მომხიბლავმა მსახურმა გოგონამ ჩაუარა,
დიდი მოწნული კალათისთვის ჩაევლოთ ხელი აქეთ-იქიდან და მიჰ-
ქონდათ, მაგრამ ქირით მებრძოლს მათკენ არც კი გაუხედავს. –
ბრონ, იმედებს მიცრუებ, – ტირიონმა გოგონებისკენ მიუთითა, –
ცხვირწინ ამისთანა სანახავი გაქვს, შენ კი მაგ ბატების ატეხილი ჯა-
ხაჯუხის მეტს ვერაფერს ამჩნევ.
– ამ ქალაქში ასობით საროსკიპოა, სადაც სპილენძის ფულიც კი
მიყიდის ჩემს მოსაწონ ქალის სარცხვინელს, – მიუგო ბრონმა, –
მაგრამ ერთ დღეს შეიძლება, ჩემი სიცოცხლე იმაზე ეკიდოს, თუ
რამდენად ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ შენს ბატებს, – იგი წა-
მოდგა, – ვინაა ის ბიჭი, უჯრულა ლურჯ იალმაგში, ფარზე სამი თვა-
ლი რომ ახატია?
– რომელიღაც ზღუდის რაინდი. ტალადი მქვიაო, თავად ასე
თქვა. რა იყო?
ბრონმა თვალებზე ჩამოყრილი თმა გადაიწია.
351
– მაგათში ყველას ეგ ჯობია. მაგრამ შეხედე, რიტმში ჯდება, რამ-
დენჯერაც უტევს, იმდენჯერ ერთსა და იმავე დარტყმებს აკეთებს,
ერთი და იმავე წესით, – ბრონი გაიკრიჭა, – ეს მას სიკვდილს მოუ-
ტანს, იმ დღეს, მე რომ დამიდგება პირისპირ.
– ის ჯოფრისაა შეფიცული, არა მგონია, შენ პირისპირ დგომა
მოუხდეს.
ერთად გადაჭრეს ეზო, ბრონი თავის გრძელ ნაბიჯებს ტირიონის
ჩლახუნს უსადაგებდა. ამ ბოლო დროს ქირით მებრძოლი ლამის
რიგიანად გამოიყურებოდა. მუქი თმა დაბანილი და დავარცხნილი
ჰქონდა, სუფთად იყო გაპარსული და ქალაქის მცველთა ოფიცრის
შავი სამკერდული ეკეთა: მხრებიდან ეშვებოდა ლანისტერების მე-
წამული მოსასხამი, რომელიც ოქროსფერი ხელის მტევნებით იყო
მოხატული. ეს ტირიონმა აჩუქა იმ დღეს, როდესაც თავისი პირადი
დაცვის კაპიტნად დაასახელა.
– დღეს რამდენი მთხოვნელი გვყავს? – იკითხა ტირიონმა.
– ოცდაათზე მეტი, – მიუგო ბრონმა, – უმრავლესობა ან ჩივის ან
რაღაცას ითხოვს, როგორც– ყოველთვის. შენი ფისუნია ისევ გვეწ-
ვია.
ტირიონმა დაიგმინა.
– ლედი ტანდა?
– მისი პაჟი. ისევ ვახშმად გიწვევს. ამბობს, ირმის ბარკალი იქ-
ნებაო, დაჩურთული ბატები თუთის საწებლით და...
– ...მისი ასული, – ლედი ტანდა მას წითელ ციხეში ჩამოსვლის
დღიდანვე კვალში ჩაუდგა და სდევნიდა, ულევი სალამურას ღვეზე-
ლებით, შემწვარი ტახებით და ქონდრიანი ჩაშუშულებით შეიარაღე-
ბული. როგორღაც თავში ჩაიდო, რომ ჯუჯა ლორდისწული ზედგა-
მოჭრილი მეუღლე იქნებოდა მისი ლოლისისთვის. ხმები დადიოდა,
ეს ზორბა, ფუმფულა, გონებადაბინდული გოგო ჯერაც ქალწულია,
352
ოცდაცამეტი წლის ასაკშიო, – ბოდიშის მოხდით უარი შეუთვალე.
– დაჩურთული ბატები არ გიყვარს? – ბოროტად გაიკრიჭა ბრო-
ნი.
– თუ გინდა, შენი იყოს ბატებიც და გოგოც. ან, კიდევ უკეთესი,
შაგა გაგზავნე.
– შაგა ალბათ გოგოს შეჭამს და ბატებს შეირთავს, – შენიშნა
ბრონმა, – როგორც არ უნდა იყოს, ლოლისი წონაში აჯობებს.
– ეგ კი ეგრეა, – აღიარა ტირიონმა და ორ კოშკს შორის გადაჭი-
მული დახურული დერეფნის ჩრდილქვეშ გაიარა, – კიდევ ვის ჭირ-
დები?
ქირით მებრძოლი დასერიოზულდა.
– ბრაავოსელი მევახშეა, რაღაც ზიზილ-პიპილო ქაღალდები
უჭირავს და მეფესთან შეხვედრას ითხოვს, სესხის გადახდის თაობა-
ზე.
– ვითომც ჯოფრიმ ოცს იქით თვლა იცოდეს. ეგ კაცი ნეკას მიუგ-
ზავნე, ის მოიფიქრებს, როგორ მოიშოროს თავიდან. კიდევ?
– კიდევ ლორდისწულია სამკბილადან, ამბობს, რომ მამაშენის
ხალხმა ციხე დაუწვა, ცოლი გაუბახა და გლეხები გაუჟლიტა.
– უეჭველია, მაგას ომს ეძახიან, – ტირიონს გრეგორ კლეგეინის
ნამუშევრის სუნი სცემდა. ან ის სერ ამორი ლორჩი იქნებოდა, ას მა-
მამისის კიდევ ერთი ჯოჯოხეთის მწევარი, ქოჰორელი, – ჯოფრის-
გან რაღა უნდა?
– ახალი გლეხები, – მიუგო ბრონმა, – მთელი ეს გზა იმისთვის
გამოიარა, რომ იჭიკჭიკოს, თუ რა ერთგულია, და ანაზღაურება ით-
ხოვოს.
– მაგისთვის ხვალ გამოვნახავ დროს, – მართლა ერთგული იყო
თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი, მაინც გამოადგებოდა დამყოლი
და მორჩილი მდინარელი ლორდი, – მიხედე, რომ მოხერხებულ
353
ოთახში დააძინონ და ცხელი საჭმელი მისცენ. ახალი ჩექმებიც გა-
უგზავნე, კარგები, მეფე ჯოფრის ყურადღების დასტურად, – გულუხ-
ვობის გამომჟღავნება ზედმეტი არასოდესაა.
ბრანმა მოკლედ დაუქნია თავი.
– კიდევ არის ხაბაზების, ყასბების და ბოსტნეულის გამყიდველე-
ბის დიდი ჯგუფი, უნდათ, რომ მოუსმინო.
– ბოლო ჯერზე უკვე ვუთხარი, რომ მათთვის მისაცემი არაფერი
მაქვს, – ქალაქში საკვების სულ მცირე ნაკადი შემოედინებოდა, მი-
სი დიდი წილი სასახლესა და გარნიზონს ხმარდებოდა. ბოსტნე-
ულის, ძირხვენების, ფქვილისა და ხილის ფასები უზომოდ ავარდა
და ტირიონს გაფიქრებაც არ უნდოდა, თუ რა ხორცი იხარშებოდა
რწყილიანი ფსკერის სახემსეების კარდალებში. იმედია, თევზეული.
ზღვა და მდინარე ჯერაც მათი იყო... მანამდე მაინც, ვიდრე ლორდი
სტანისი მოცურდებოდა.
– დაცვას ითხოვენ. წუხელ ერთი ხაბაზი საკუთარ ღუმელში შეწ-
ვეს. ბრბო აცხადებს, თავის პურს მეტისმეტად დიდ ფასს ადებდაო.
– მართლა დიდ ფასს ადებდა?
– თვითონ ახლა ვეღარ უარყოფს.
– ხომ არ შეჭამეს კიდევაც?
– ყოველ შემთხვევაში, არაფერი გამიგია.
– სხვა დროს შეჭამენ, – თქვა მოღუშულმა ტირიონმა, – მივცემ,
რა დაცვაც შემიძლია. ოქროსმოსასხამიანები...
– ამბობენ, იმ ბრბოში ოქროსმოსასხამიანებიც ერივნენო, –
თქვა ბრონმა, – ითხოვენ, თავად მეფეს დაგვალაპარაკეთო.
– სულელები, – ტირიონმა ისინი უარით გაისტუმრა; მისი დისწუ-
ლი კი მათრახებით და შუბებით გაყრიდა. ლამის ცდუნება გაუჩნდა,
მათი თხოვნა აესრულებინა... მაგრამ არა, ვერ გაბედავდა. ადრე თუ
გვიან მეფის საბიჯელს მტერი შემოადგებოდა და ქალაქის გალავნის
354
შიგნით სულ არაფრად დასჭირდებოდა მოხალისე მოღალატეები, –
უთხარი, რომ მეფე ჯოფრი მათ შიშს იზიარებს და რაც შეუძლია, ყვე-
ლაფერს გაუკეთებს.
– მათ პური უნდათ, დაპირებები კი არა.
– დღეს მაგათ პური რომ მივცე, ხვალ ჭიშკართან ორი იმდენი
მომადგება. კიდევ ვინაა?
– შავი ძმაა კედლიდან. მოურავი ამბობს, ქოთნით რაღაც გახ-
რწნილი ხელები მოიტანაო.
ტირიონმა ოდნავ გაიღიმა.
– მიკვირს, არავინ შეუჭამა. მაგას ალბათ ვნახავ. იორენი ხომ
არაა, შემთხვევით?
– არა. ვიღაც რაინდია. თორნი.
– სერ ალისერ თორნი?! – იმ შავ ძმათაგან, ვისაც კი კედელზე
შეხვდა, ტირიონს სერ ალისერ თორნი ყველაზე ნაკლებად მოსდიო-
და თვალში. სასტიკი, ბოროტი კაცი იყო და საკუთარ თავზე უშველე-
ბელი წარმოდგენა ჰქონდა, – მოდი დავფიქრდე, მე მგონი, სერ
ალისერის ნახვა ახლა მაინცადამაინც არ მინდა. რამე მყუდრო სე-
ნაკი გამოუნახე, სადაც წელიწადია, ჭილოფები არავის გამოუც-
ვლია, და ვაცადოთ, მისი ხელები ცოტა კიდევ დალპეს.
ბრონმა ჩაიცინა და თავის გზაზე გასწია, ტირიონი კი ხვეულ სა-
ფეხურებს შეება. გარე ეზოს რომ გადადიოდა კოჭლობით, აწეული
ცხაურის ჭრიალი ჩაესმა. მთავარ ჭიშკართან მისი და იცდიდა დიდი
ამალით.
თეთრ მერანზე ამხედრებული სერსეი მიუწვდომელი სიმაღლეე-
ბიდან დასცქეროდა, მწვანეში გამოწყობილ ქალღმერთად.
– ძმაო, – დაუძახა მკვახედ. დედოფალი უკმაყოფილო იყო იმით,
თუ როგორ მოექცა იანოს სლინტს.
– თქვენო მოწყალებავ, – ტირიონმა თავაზით დაუკრა თავი, –
355
მშვენიერი სანახავი ხარ ამ დილით, – გვირგვინი ოქროსი ედგა,
ყარყუმის მოსასხამი მოეცვა. მისმა მხლებლებმა მის უკან შეაყენეს
ცხენები: მეფის ქეშიკ სერ ბოროს ბლოუნტს ფარფლებიანი თეთრი
აბჯარი და მისი მოუშორებელი მოღუშული გამომეტყველება ამშვე-
ნებდა. სერ ბეილონ სუანს ვერცხლით შეჭედილ უნაგირზე მშვილდი
ჩამოება; ლორდი ჯაილს როსბი ჩვეულებრივზე უარესად ქოშინებ-
და და ახველებდა; ჰალინ პირომანი ალქიმიკოსთა გილდიას წარ-
მოადგენდა; და იქვე იყო დედოფლის უახლესი ფავორიტი, მისი ბი-
ძაშვილი სერ ლანსელ ლანისტერი, მისი გარდაცვლილი ქმრის სა-
ჭურველთმტვირთველი, ქვრივის დაჟინებით უეცრად რაინდი რომ
გახდა. ესკორტად ამხედრებული ვილარი და ოცი მცველი მოჰყვე-
ბოდათ.
– საით მიიჩქარი ასე დილაადრიან, დაო? – ჰკითხა ტირიონმა. –
ვაპირებ, კარიბჭეები შემოვიარო და ახალი სკორპიონები და ცეც-
ხლმტყორცნები შევამოწმო. არ დავუშვებ, ხალხმა იფიქროს, რომ
ყველა ჩვენგანი ისევე გულგრილად ეკიდება ქალაქის დაცვას, რო-
გორც, ეტყობა, შენ, – სერსეი იმ თავის სხივოსან მწვანე თვალებს
არ აშორებდა, ახლაც კი, ზიზღით სავსე, ასე მშვენიერები რომ ჩან-
დნენ, – მომახსენეს, რომ რენლი ბარათეონი ზენაბაღიდან დაიძრა.
ვარდის გზით მოდის და მთელ თავის საბრძოლო ძალას უკან მო-
იყოლებს.
– ვარისმა ეგ მეც მომახსენა.
– სავსემთვარეობას შეიძლება უკვე აქაც იყოს.
– ისე მოზოზინებს, ვერ მოასწრებს, – დარწმუნებით უთხრა ტი-
რიონმა, – ყოველღამ სხვადასხვა ციხესიმაგრეებში ქეიფობს და
ყველა გზაჯვარედინზე, რომელსაც კი გაივლის, დარბაზობას აწ-
ყობს.

356
– და ყოველდღე მეტი და მეტი ადამიანი იკრიბება მისი დროშე-
ბის გარშემო. ამბობენ, ახლა რენლის ლაშქარი ასი ათას კაცს ით-
ვლისო.
– კარგა ბევრი ყოფილა.
– გრიგალის კიდის და ზენაბაღის ჯარები ერთად მოჰყავს, შე
დაგვაჯულო შტერო, – მიახალა სერსეიმ, – ტაირელის ყველა მებაი-
რაღე მასთანაა, რედვაინების გარდა, და ისინი რომ არ არიან, ეგეც
ჩემი დამსახურებაა. სანამ ის ჩოფურა ტყუპები მე მყავს, ლორდი
პაქსტერი არბორზე იქნება მიყუჟული და თავს ბედნიერად ჩათ-
ვლის, თუ ამ ამბებში არ ჩარევენ.
– სამწუხაროა, რომ ყვავილების რაინდი გაგისხლტა მაგ ლამაზი
თითებიდან. და მაინც, რენლის ჩვენ გარდა სხვა საფიქრალიც აქვს.
მამაჩვენი ჰარენჰალშია, რობ სტარკი – რივერანში. მის ადგილზე
მეც თითქმის ასევე მოვიქცეოდი. წინ ვივლიდი, მთელი სახელმწი-
ფოს დასანახად გამოვფენდი საკუთარ ძალას, თან დავაკვირდებო-
დი, დავიცდიდი. დაე, ჩემს მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან ებ-
რძოლათ, მე კი ხელსაყრელ დროს დავუცდიდი. სტარკი თუ დაგვა-
მარცხებს, სამხრეთი რენლის ღმერთების გამოგზავნილი წითელი
ვაშლივით ჩაუვარდება ხელში ისე, რომ ერთ კაცსაც არ დაკარგავს.
ხოლო სხვაგვარად თუ მოხდა, შეეძლება, დასუსტებულებს დაგვეს-
ხას თავს.
სერსეი არ შოშმინდებოდა.
– მე მინდა, მამაჩვენს თავისი ჯარი მეფის საბიჯელში მოაყვანი-
ნო. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ იგრძნო თავი უსაფრთხოდ, სხვა
არაფერში – როდის შემეძლო, მამაჩვენისთვის რამე გამეკეთებინე-
ბინა?
ქალმა მის შეკითხვას ყური არ უგდო.
– და რას აპირებ ჯეიმის გამოსახსნელად? ის ას შენნაირს უდრის.
357
ტირიონმა ცალყბად გაიღიმა.
– გეხვეწები, ეგ ლედი სტარკს არ უთხრა. ასი ჩემნაირი არ
გვყავს, რომ გადავცვალოთ.
– მამაჩვენი ალბათ გაგიჟდა, შენ რომ გამოგგზავნა. არაფრის-
მაქნისზე უარესიც ხარ, – დედოფალმა აღვირი მოქაჩა და ცხენი შე-
ატრიალა. ჭიშკარი სწრაფი ჩორთით გაიარა, ყარყუმის მოსასხამი
ტალღად გაიყოლა. მისი ამალა სასწრაფოდ უკან მიჰყვა.
სიმართლე ითქვას, რენლი ბარათეონი ტირიონს სულაც არ აფ-
რთხობდა ისე, როგორც მისი ძმა სტანისი. რენლი მდაბიორებს უყ-
ვარდათ, მაგრამ იგი ადრე არასოდეს გასძღოლოდა ომში ჯარს.
სტანისი სულ სხვა იყო: მტკიცე, ცივი, შეუვალი. აი, რომ შესძლე-
ბოდათ და შეეტყოთ, რა ხდებოდა დრაკონის ქვაზე... მაგრამ არ-
ცერთი მეთევზე, რომლებსაც გასამრჯელო გადაუხადა და სტანისის
კუნძულზე მსტოვრად გაუშვა, უკან აღარ დაბრუნებულა და ის მო-
ენეებიც კი, რომლებიც, ვარისის თქმით, მას ჰყავდა სტანისის სახ-
ლობაში, ავისმომასწავებლად დუმდნენ. თუმცა ლისური საომარი
გალერების ზოლიანი მუცლები სანაპიროდანაც ჩანდა და ვარისს
მირიდან ჩამოსდიოდა ცნობები იქაურ ქირით მოცურავე კაპიტნებ-
ზე, რომლებიც დრაკონის ქვის სამსახურში იდგნენ. სტანისმა ზღვი-
დან რომ შემოუტიოს იმ დროს, როდესაც მისი ძმა კარიბჭეებს დაატ-
ყდება, ძალიან მალე ჯოფრის თავს შუბზე ააცვამენ.
მეტიც, ჩემს თავსაც გვერდით მიუსკუპებენ. რა ლი აზრია. გეგმა
უნდა დააწყოს, როგორ გაარიდოს შაი უხიფათოდ ქალაქს, საქმე
აქეთკენ თუ წავა.
მისი მისაღების კართან პოდრიკ პეინი იდგა და იატაკს დასჩერე-
ბოდა. – ის შიგნითაა, – მოახსენა ტირიონის ქამრის ბალთას, –
თქვენს მისაღებში. მილორდ. ბოდიში.
ტირიონმა ამოიოხრა.
358
– შემომხედე, პოდ. ვიძაბები, როდესაც ჩემს ტალიკს ელაპარა-
კები, მით უფრო, თუ არ მიკეთია. ვინაა ჩემს მისაღებში?
– ლორდი ნეკა, – პოდრიკმა მოახერხა და სახეში შეხედა, მაგ-
რამ მაშინვე თვალები დახარა, – ანუ ლორდი პეტირი. ლორდი ბე-
ილიში. ხაზინადარი.
– ისე ამბობ, დუნია ხალხი გამოდის, – ბიჭი მოიბღუნძა, თითქოს
ჩაარტყესო, და ტირიონმა რატომღაც დამნაშავედ იგრძნო თავი.
ლორდი პეტირი რაფა-ტახტზე იჯდა, ზანტი, მოხდენილი თავის ქლი-
ავისფერ კამზოლსა და ყვითელ ატლასის მოკლე მოსასხამში, ცალი
თათმანიანი ხელი საკუთარ მუხლზე ესვენა.
– მეფე არბალეტით ებრძვის კურდღლებს, – თქვა მან, – კურ-
დღლები იგებენ. მოდი, ნახე.
ტირიონი თითის წვერებზე შედგა, რომ გადაეხედა. ეზოში მიწაზე
მკვდარი კურდღელი ეგდო. მეორე ის იყო კვდებოდა ფერდში გაჩ-
რილი ისრისგან, გრძელი ყურები ჯერ კიდევ უტოკავდა. დატკეპნი-
ლი მიწა ფუჭად გახარჯული ისრებით იყო მოფენილი, თითქოს ქა-
რაშოტს ჩალა მიმოუფანტავსო.
– მიდი! – იყვირა ჯოფრიმ. მონადირემ ხელი უშვა კურდღელს,
მანამდე რომ ეჭირა, და მანაც უკანმოუხედავად მოკურცხლა.
ჯოფრიმ არბალეტის სასხლეტი მოსწია. ისარი ორი ფუტით ას-
ცდა მიზანს. კურდღელი უკანა თათებზე შედგა და მეფეს ცხვირი აუც-
მაცუნა. ჯოფრიმ გინებით იწყო ჯალამბრის ტრიალი, ისევ რომ მო-
ეზიდა ლარი, მაგრამ ცხოველმა მოასწრო და გაიქცა.
– ისევ! – მონადირემ გალიაში შეყო ხელი. ეს კურდღელი ყავის-
ფერ ზოლად გაკრთა კედლის ქვების ფონზე, ჯოფრის ნაჩქარევმა
ნასროლმა კი სერ პრესტონს კინაღამ ლაჯებშუა უწია. ნეკა ფანჯრი-
დან შემობრუნდა.
– ბიჭო, გიყვარს კურდღელი ქოთანში? – ჰკითხა პოდრიკ პეინს.
359
პოდი სტუმრის ჩექმებს დააჩერდა – ლამაზები იყო, წითელი მოთ-
რიმლული ტყავისა, შავი ხვეულებით მოხატული.
– საჭმელად, მილორდ?
– შესანახად, – ურჩია ნეკამ, – მალე მთელ სასახლეს კურდღლე-
ბი მოედებიან. დღეში სამჯერ კურდღლის ჭამა მოგვიწევს.
– ვირთხის მწვადს სჯობია, – თქვა ტირიონმა, – პოდ, დაგვტოვე.
თუ ლორდ პეტირს რამე გამაგრილებელი უნდა?
– არა, მადლობა, – ნეკამ დამცინავი ღიმილი შეანათა, – ჯუჯას-
თან ერთად თუ დალევ, მეორე დილით კედელზე გამოიღვიძებო,
ნათქვამია. შავი ფერი ჩემს არაჯანსაღ სიფერმკრთალეს კიდევ უფ-
რო უსვამს ხაზს.
შიში ნუ გაქვს, მილორდ, გაიფიქრა ტირიონმა, შენთვის კედელი
როდი მაქვს გუმანში. ბალიშებაკოკოლავებულ მაღალ სკამზე შე-
მოჯდა და უთხრა:
– დღეს ერთობ თვალწარმტაცი ხარ, მილორდ.
– გულს მტკენთ. მე ვცდილობ, ყოველდღე თვალწარმტაცი ვიყო.
– ეს კამზოლი ახალია?
– დიახ, რა დაკვირვებული ბრძანდები.
– იისფერი და ყვითელი. შენი გვარის ფერებია?
– არა. მაგრამ კაცს მოგბეზრდება ყოველდღე ერთი და იმავე ფე-
რების ტარება დღითა და ღამით – მე ასე მგონია.
– ესეც რა მშვენიერი დანაა.
– მოგწონს? – ნეკას თვალებში სიანცემ იელვა. დანა ამოიღო და
გულგრილად დახედა, თითქოს ადრე არასდროს ენახა, – ვალირიუ-
ლი ფოლადია და დრაკონის ძვლის ტარი აქვს, მაგრამ დიდიც არა-
ფერია. შენია, თუ ინებებ.
– ჩემი? – ტირიონმა ხანგრძლივი მზერით გაზომა, – არა.
არა მგონია. ჩემი? არასოდეს, – იცის, უტიფარმა ნაძირალამ.
360
იცის და ისიც იცის, მე რომ ვიცი, და ფიქრობს, რომ ხელსაც ვერ ვახ-
ლებ.
თუ არის ამქვეყნად კაცი, ოქროთი რომ იყოს შეჭურვილი, ეს პე-
ტირ ბეილიშია, არა ჯეიმი ლანისტერი. ჯეიმის სახელგანთქმული აბ-
ჯარი მოოქრული ფოლადია და სხვა არაფერი, მაგრამ ნეკა, აჰ... ტი-
რიონმა ცოტ-ცოტა რაღაცები შეიტყო ძვირფას პეტირზე, რაც სულ
უფრო მეტად აფორიაქებდა.
ათი წლის წინ ჯონ ერინმა იგი საბაჟოზე რაღაც უმნიშვნელო და
თბილ ადგილზე დანიშნა, სადაც ლორდმა პეტირმა სწრაფად გამოი-
ჩინა თავი იმით, რომ მეფის სხვა ამკრეფებზე სამჯერ უფრო მეტი შე-
მოჰქონდა. მეფე რობერტი წარმოუდგენელი მფლანგველი იყო. პე-
ტირ ბეილიშის მსგავსი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნიჭი, ორი ოქროს
დრაკონის გახახუნებით მესამე გაეჩინა, ფასდაუდებელი იყო მეფის
მარჯვენისთვის.
ნეკას აღზევება ელვისებური იყო. სასახლის კარზე მისი გამოჩე-
ნიდან სამი წლის მერე იგი უკვე ხაზინადარი და მცირე საბჭოს წევრი
გახდა და მისი ხაზინადრობის დროს ტახტის შემოსავალი ათჯერ
აღემატებოდა მისივე ბედკრული წინამორბედის დროინდელს...
თუმცა ტახტის ვალებმაც დიდად იმატა. დიდი ჯამბაზდარი ვინმე იყო
ეს პეტირ ბეილიში.
ჭკუაც უჭრიდა, უდავოდ. უბრალოდ კი არ აგროვებდა ოქროს და
საგანძურში კი არ კეტავდა, არა. მეფის ვალებს დაპირებებით ის-
ტუმრებდა, მეფის ოქროს კი ამუშავებდა. ყიდულობდა ფორნებს,
დუქნებს, გემებს, სახლებს. იძენდა მარცვლეულს, როდესაც ის უხ-
ვად იშოვებოდა, და ყიდდა პურს, როდესაც მასზე გაჭირვება ჩნდე-
ბოდა. ყიდულობდა მატყლს ჩრდილოეთში, ტილოს – სამხრეთში და
მაქმანს – ლისში, ინახავდა, გადაჰქონდა, ღებავდა, ყიდდა. ოქროს
დრაკონები ბარტყობდნენ და მრავლდებოდნენ, ნეკა მათ ავახშებდა
361
და შინ ნამატით აბრუნებდა.
და ამასობაში ყველა ადგილზე საკუთარ ხალხს ათავსებდა.
კლიტის მცველები მისი იყვნენ, ყველა, ოთხივე. სამეფო მთვლე-
ლიც და სამეფო მწონავიც მისგან იყვნენ დასახელებული, აგრეთვე
– სამივე ზარაფხანის მმართველები. ნავსადგურის ზედამხედველე-
ბი, გადასახადის ამკრეფები, საბაჟოს სერჟანტები, მატყლის შემ-
სყიდველები, გემის ხაზინადრები, მეღვინეები – ყოველი ათიდან
ცხრა ნეკას კაცი აღმოჩნდებოდა. უმეტესად საშუალო წარმომავ-
ლობის ადამიანები იყვნენ, ვაჭრის შვილები და მცირე ლორდისწუ-
ლები, ზოგჯერ – უცხოელებიც, მაგრამ მათი მიღწევები ცხადყოფდა,
რომ უნარებით ბევრად– აღემატებოდნენ თავიანთ წარჩინებულ წი-
ნამორბედებს.
არავის არასოდეს მოსვლია აზრად, მის მიერ დანიშნული ადა-
მიანების გამო შეკითხვები დაესვა. ან კი რა საჭირო იყო? ჭკვიანი,
მოღიმარი, გულისხმიერი, ყველას მეგობარი იყო, ყოველთვის
ახერხებდა, იმდენი ოქრო ეშოვა, რამდენიც მეფეს და მის მარჯვე –
ნას სჭირდებოდა. თანაც ისეთი უბრალო ჩამომავლობა ჰქონდა,
ზღუდის რაინდზე ერთი საფეხურით მაღლა თუ იდგა – ვის უნდა ში-
ნებოდა მისი? მებაირაღეები არ ჰყავდა, რომ მოეწოდებინა, ყმების
ლაშქარი არ გააჩნდა, დიდი ციხესიმაგრეები არ ედგა, არც ისეთი
მამულები ჰქონდა, სალაპარაკოდ ღირებულიყო, ვერც დიდებული
ქორწინების იმედი ექნებოდა.
მაგრამ ნეტავ თუ გავბედავ, ხელი ვახლოო, დაფიქრდა ტირი-
ონი. თუნდაც რომ მოღალატე იყოს? დარწმუნებით ვერ იტყოდა,
რომ გაბედავდა, მით უფრო ახლა, სანამ ომი მძვინვარებდა. თანდა-
თან შეძლებდა, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნეკას ხალხი საკუ-
თარით ჩაენაცვლებინა, მაგრამ...
ეზოდან ყიჟინა ამოიჭრა.
362
– აჰ, მისმა მოწყალებამ კურდღელი მოკლა, – შენიშნა ლორდმა
ბეილიშმა.
– უეჭველია, ზოზინა კურდღელი იქნებოდა, – თქვა ტირიონმა, –
მილორდ, შენ ხომ რივერანში აღიზარდე. მსმენია, რომ ტალების
გვერდით იზრდებოდი.
– შეიძლება ასეც ითქვას. განსაკუთრებით გოგონებთან ვიყავი
ახლოს.
– რამდენად ახლოს?
– მათი ქალწულება მე მერგო. საკმარისად ახლოა?
ტყუილი – ტირიონი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნეკა
ტყუილს ამბობდა – ისეთი უზრუნველობით იყო განცხადებული,
რომ კაცი იოლად დაიჯერებდა. იქნებ კეტლინ სტარკი ტყუოდა? თა-
ვისი ქალწულობის დაკარგვასა და ხანჯალზეც, აგრეთვე? რაც უფ-
რო დიდხანს ცხოვრობდა, ტირიონი მით მეტად რწმუნდებოდა, რომ
ამქვეყნად არაფერი იყო მარტივი და ცოტა რამ თუ იყო სიმართლე.
– ლორდ ჰოსტერის ასულებს მე არ ვუყვარვარ, – გამოუტყდა ნე-
კას, – არა მგონია, ყური დამიგდონ, რაც არ უნდა შევთავაზო. მაგ-
რამ შენი პირით ნათქვამი იგივე სიტყვები იქნებ მეტად ეამოს მათ
ყურს. – გააჩნია, რა სიტყვები. თუ გინდა, სანსა შესთავაზო შენი ძმის
სანაცვლოდ, მაშინ ჯობს, ვინმე სხვას დააკარგვინო დრო. ჯოფრი
არასოდეს დათმობს თავის სათამაშოს, ლედი კეტლინი კი არც ისე
სულელია, მეფისმკვლელი მაგ გაჩხიკულ გოგოში გადაცვალოს.
– ვაპირებ, არიაც ხელში ჩავიგდო. ხალხი მყავს საძებრად დაგ-
ზავნილი. – ძებნა პოვნა არ არის.
– მაგას დავიმახსოვრებ, მილორდ. ასეც და ისეც, მე ლედი ლი-
ზას დაყოლიების იმედი მქონდა. მისთვის უფრო სახარბიელო შეთა-
ვაზება მაქვს.

363
– მართალია, ლიზა უფრო იოლი დასაყოლიებელია, ვიდრე კეტ-
ლინი... მაგრამ უფრო მშიშარაცაა და, როგორც ვხვდები, შენ სძულ-
ხარ.
– მისი აზრით, სამართლიანად ვძულვარ. საარწივეში რომ
ვსტუმრობდი, დაჟინებული ჰქონდა, რომ მისი ქმარი მე მოვკალი,
და ჩემგან უარყოფის გაგონებაც არ უნდოდა, – ტირიონი წინ დაიხა-
რა, – ჯონ ერინის ნამდვილ მკვლელს თუ ჩავაბარებ, იქნებ ცოტა
უკეთ იფიქროს ჩემზე.
ბალიშებს დაყრდნობილი ნეკა ამის გაგონებაზე წელში გაიმარ-
თა. – ნამდვილი მკვლელი? უნდა გამოვტყდე, ცნობისწადილი გა-
მიღვიძე. ვის ეჭვობ?
ახლა ტირიონის გაღიმების ჯერი იყო.
– საჩუქრებს უფასოდ მხოლოდ მეგობრებს ვურიგებ. ლიზა ერი-
ნს მოუწევს, ეს შეიგნოს.
– შენ მისი მეგობრობა გჭირდება თუ მისი მებრძოლები?
– ორივე.
ნეკამ კოხტად წაწვეტებულ წვერზე ჩამოისვა ხელი.
– ლიზას საკუთარი მტრებიც ჰყავს. მთვარის მთებიდან ადრინ-
დელზე ბევრად მეტი მრბეველი რაზმი ესხმით თავს... და მთიელები
ახლა უკეთაც არიან შეიარაღებული.
– რა სამწუხაროა, – წარმოთქვა ტირიონ ლანისტერმა, რომელ-
მაც თავად შეაიარაღა ისინი, – ამაშიც დავეხმარებოდი. სიტყვას
ვაძლევ... – და რა დაუჯდება ეს შენი სიტყვა?
– მსურს, ლედი ლიზამ და მისმა ვაჟმა ჯოფრი მეფედ აღიარონ,
ერთგულება შეჰფიცონ და...
– ...და სტარკებს და ტალებს ეომოს? – ნეკამ თავი გააქნია, –
შენს ნაზუქში ტარაკანი ჩავარდნილა, ლანისტერ. ლიზა არასოდეს
გაგზავნის თავის რაინდებს რივერანთან საომრად.
364
– მაგას არც ვთხოვ. მტრები თავზესაყრელად გვყავს. მის ძა-
ლებს ლორდ რენლის წინააღმდეგ მივმართავ, ან ლორდ სტანისის,
დრაკონის ქვიდან თუ დაიძვრება. სამაგიეროდ მივცემ სამართალს
ჯონ ერინის სიკვდილზე და მშვიდობას ველზე. ის კი არა, მაგის იმ
საშინელ ბავშვს აღმოსავლეთის მცველადაც კი დავასახელებ, ისე-
ვე, როგორც მამამისი იყო, – მინდა ვნახო, როგორ გაფრინდება,
დაიჩურჩულა ბიჭის ხმამ ტირიონის მოგონებებში, – და, შეთანხმე-
ბის დასტურად, ჩემს დისშვილს გავუგზავნი.
ტირიონს ეღირსა, პეტირ ბეილიშის რუხ-მწვანე თვალებში გამ-
კრთალი გულწრფელი გაოგნების ხილვით დამტკბარიყო.
– მირცელას?
– ასაკი რომ მოუწევს, შესაძლოა, პატარა ლორდ რობერტზე
იქორწინოს. მანამდე კი ლედი ლიზას აღსაზრდელი იქნება საარწი-
ვეში.
– და რას ფიქრობს მისი მოწყალება დედოფალი ამ საქმეზე? –
ტირიონმა მხრები რომ აიჩეჩა, ნეკას სიცილი წასკდა, – არც მიფიქ-
რია. სახიფათო პატარა კაცი ხარ, ლანისტერ. დიან, შემეძლო, ეს
სიმღერა ლედი ლიზასთვის ჩამეჭიკჭიკებინა, – კვლავ ცბიერი ღიმი-
ლი, კვლავ სიანცე მის მზერაში, – რომ მენაღვლებოდეს.
ტირიონმა თავი დაუქნია. იცოდა, ნეკა სიჩუმეს დიდხანს ვერ გა-
უძლებდა.
– ჰოდა, – განაგრძო ლორდმა პეტირმა მცირე ხნის მერე, სრუ-
ლიად ურცხვად, – ჩემთვის რა გადაინახე?
– ჰარენჰალი.
საინტერესო იყო მისი სახის ცქერა. ლორდ პეტირის მამა უმცი-
რესი იყო ყველა მცირე ლორდთა შორის, პაპამისი უმიწაწყლო ზღუ-
დის რაინდად დაიარებოდა; სამემკვიდროდ მას თითების ქარიან სა-
ნაპიროზე რამდენიმე აკრი ქვიანი მიწა ერგებოდა, სხვა არაფერი.
365
ჰარენჰალი კი შვიდი სამეფოს ერთი უმდიდრესი ლუკმა იყო, ვრცე-
ლი, მდიდარი და ნაყოფიერი მამულები ეკრა, მისი ვეება ციხე-კოშ-
კი სახელმწიფოს არცერთ სასახლეს ტოლს არ უდებდა... ხოლო რი-
ვერანს დაჩრდილავდა კიდეც, რივერანს, სადაც პეტირ ბეილიშს ტა-
ლები აღზრდიდნენ და საიდანაც უბოდიშოდ მიაბრძანეს, როგორც
კი გაბედა და ლორდ ჰოსტერის ასულს შეხედა.
ნეკამ გულდაგულ შეისწორა თავისი მოსასხამის ნაკეცები, მაგ-
რამ ტირიონმა იმ მზაკვრულ კატის თვალებში გამკრთალი შიმში-
ლის სხივი შენიშნა. გამოვიჭირეო, მიხვდა.
– ჰარენჰალი დაწყევლილია, – წარმოთქვა ლორდმა პეტირმა
ცოტა ხნის მერე, ცდილობდა, მოწყენილი ხმა ჰქონოდა.
– მაშინ, გაასწორე მიწასთან და თავიდან ააგე ისეთი, როგორიც
გინდა. ფული არ გიჭირს. ვაპირებ, სამკბილას მებატონე ლორდი
გაგხადო. ეს მდინარეთის ლორდები, როგორც აღმოჩნდა, სანდო
არ არიან. ჰოდა, დაგიმტკიცონ ერთგულება, თუ უნდათ თავიანთი
მამულები. – ტალებმაც?
– თუკი დარჩა რომელიმე ტალი იმ დროისთვის, რომ მოვრჩე-
ბით. ნეკა იმ ბიჭს ჰგავდა, ვინც ეს-ესაა ბარაქიანად ჩაკბიჩა ფიჭა.
თან ლამობდა, ფუტკრები არ დავიწყებოდა, მაგრამ თაფლი ისე
ტკბილი იყო!
– ჰარენჰალი, მთელი მისი მამულები და შემოსავლები, – ოცნე-
ბას მიეცა იგი, – ერთი ხელის დაკვრით სახელმწიფოში ერთ-ერთი
ყველაზე დიდებული ლორდი გამხადე. უმადურებად კი ნუ ჩამომარ-
თმევ, მაგრამ – რისთვის?
– ჩემს დას კარგად ემსახურე, მემკვიდრეობის საქმეში.
– ჰო, იანოს სლინტის არ იყოს. მასაც სწორედ ეს ჰარენჰალი
ებოძა სულ ცოტა ხნის წინ – მხოლოდ იმისთვის, რომ უკან წაგერ-
თმია, როდესაც აღარ დაგჭირდა.
366
ტირიონმა გაიცინა.
– გამომიჭირე, მილორდ. რა მაქვს სათქმელი? შენ მჭირდები,
ლედი ლიზა რომ გადმოიბირო. იანოს სლინტი არ მჭირდება, – მან
ცალი მხარი აიჩეჩა, – მირჩევნია, შენ იჯდე ჰარენჰალში, ვიდრე
რენლი – რკინის ტახტზე. ამაზე მარტივი რა უნდა იყოს?
– მართლაც. იმას თუ ხვდები, რომ შესაძლოა ისევ მომიწიოს
ლიზასთან დაწოლა, ამ ქორწინებაზე რომ დავითანხმო?
– ეჭვი არაა, ამ ამოცანას ღირსეულად გაუმკლავდები.
– ერთხელ ვუთხარი ნედ სტარკს, თუ აღმოაჩენ, რომ მახინჯ
ქალთან წევხარ შიშველი, ისღა დაგრჩენია, თვალები დახუჭო და
სწრაფად მოითავო საქმე, – ნეკამ თითების წვერები ერთმანეთზე
მიაბჯინა და ტირიონს სხვადასხვაფერ თვალებში ჩააცქერდა, – მო-
მეცი ორი კვირა ჩემი საქმეების მოსაგვარებლად და გემი მიშოვე,
თოლიაქალაქში რომ წამიყვანოს.
– მშვენიერია.
მისი სტუმარი წამოდგა.
– სასიამოვნო დილა იყო, ლანისტერ. და სარფიანი... ორივეს-
თვის, ნამდვილად, – თავი დაუკრა და კარისკენ გაემართა, ელვარე
ყვითელ ნაკადად გაიყოლა მოსასხამი.
ესეც ორი, გაიფიქრა ტირიონმა.
საძინებელში ავიდა მოსაცდელად. მალე ვარისიც უნდა გამოჩე-
ნილიყო. ალბათ, შებინდებულზე. ან იქნებ მთვარის ამოსვლის
დროისთვისაც, თუმცა იმედია, ასეც არ დააგვიანებს. ამაღამ შაის
მონახულება უნდოდა. სასიამოვნოდ გაოცდა, როდესაც ჯერ ერთი
საათიც არ გასულიყო და გალტმა ქვის ყვავების ტომიდან უკვე მო-
ახსენა, კართან ფერუმარილიანი კაცი გიცდისო.
– ბოროტი კაცი ხარ, გრანდ-მაისტერი ასეთი სატანჯველისთვის

367
რომ გაიმეტე, – დატუქსა საჭურისმა, – მაგ კაცს ხომ საიდუმლოებე-
ბის ატანა არ აქვს.
– ყვავმა ყორანს უთხრა, შე შავტუხაო. თუ არ გინდა გაიგო, რა
შევთავაზე დორან მარტელს?
ვარისმა ჩაიხითხითა.
– იქნებ ჩემმა ჩიტუნებმა უკვე ამბავი მომიტანეს.
– არა, მართლა? – სწორედ ამის გაგონება სურდა, – განაგრძე.
– დორნელებს აქამდე თავი შორს ეჭირათ ამ ომებისგან. დორას
მარტელმა ბაირაღებს მოუწოდა, ესაა და ეს. ლანისტერების გვარი
როგორ სძულს, ეს ყველამ იცის, და ყველას მიაჩნია, რომ იგი
ლორდ რენლის შეუერთდება. შენ კი გინდა, ეს გადააფიქრებინო. –
ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია.
– ერთადერთი, რაც გამოცანად რჩება: რა შეიძლება შესთავაზო
მოკავშირეობის საფასურად. პრინცი გრძნობიერი კაცია, დღემდე
გლოვობს თავის და ელიას და მის პატარას.
– მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ლორდი არასოდეს დაუშვებს,
გრძნობები გადაეღობოს პატივისკენ მიმავალ გზაზეო... ჰოდა, შემ-
თხვევით ცარიელი ადგილიც გამოგვიჩნდა მცირე საბჭოში, რაკი
ლორდმა იანოსმა შავი შეიმოსა.
– საბჭოს წევრობა უბრალო საქმე არ არის, – აღიარა ვარისმა,
– მაგრამ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამაყმა კაცმა საკუთარი
დის მკვლელობა დაივიწყოს?
– რატომ უნდა დაივიწყოს? – ტირიონმა გაიღიმა, – დავპირდი,
რომ ჩავაბარებ მისი დის მკვლელებს, ცოცხალს თუ მკვდარს, რო-
გორც ურჩევნია. რასაკვირველია, ომს რომ მოვრჩებით, მერე.
ვარისი დაკვირვებით მიაჩერდა.
– ჩემმა ჩიტუნებმა მითხრეს, რომ პრინცესა ელიამ დაიძახა...
ერთი სახელი... როდესაც მას მიადგნენ.
368
– საიდუმლო განა საიდუმლოა, თუ უკვე ყველამ იცის? – კასტერ-
ლის კლდეზე ყველამ იცოდა, რომ ელია და მისი ბავშვი გრეგორ
კლეგეინმა მოკლა. იმასაც ამბობდნენ, პრინცესას ნამუსი რომ ახა-
და, მისი პატარა ვაჟის სისხლი და ტვინი ხელებზე ეცხოო. – ეგ სა-
იდუმლო მამაშენის შეფიცული რაინდია.
– მამაჩემი პირველი გეტყვის, რომ ორმოცდაათი ათასი დორნე-
ლი მეომარი უღირს ერთ ცოფიან ძაღლად.
ვარისმა უმარილიან ლოყაზე ჩამოისვა ხელი.
– და თუ პრინცმა დორენმა ამ საქმის ჩამდენი რაინდის სის-
ხლთან ერთად იმ ლორდის სისხლიც მოითხოვა, ვინც ბრძანება გას-
ცა...
– აჯანყებას რობერტ ბარათეონი ედგა თავში. საბოლოოდ ყვე-
ლა ბრძანება მისგან მოდიოდა.
– რობერტი მეფის საბიჯელში არ ყოფილა.
– არც დორან მარტელი ყოფილა.
– ანუ. სისხლი – მისი სიამაყის, სკამი – მისი პატივმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად. ოქრო და მამულები – თავისთავად. ძვირ-
ფასი წინადადებაა... მაგრამ ტკბილი სასმელი შესაძლოა მოწამლუ-
ლი აღმოჩნდეს. პრინცი რომ ვიყო, რაღაცას კიდევ მოვითხოვდი,
სანამ ამ საჩუქრის ასაღებად გავიწვდიდე ხელს. ერთგულების რა-
ღაც დასტურს, რაღაც ისეთს, რაც ღალატისგან საიმედოდ დამიფა-
რავდა, – ვარისმა რაც შეეძლო მაამებლურად გაიღიმა, – ნეტავ რას
მისცემ ეგეთს?
ტირიონმა ამოიოხრა, – იცი, ხომ?
– რაკი ასე მეკითხები – დიახ. ტომენს. გაგიჭირდება, მირცელა
ორივეს მისცე – დორან მარტელსაც და ლიზა ერინსაც.
– შემახსენე, გამოცანობანა არასოდეს გეთამაშო. თაღლითობ
და იმიტომ.
369
– პრინცი ტომენი ჩინებული ბავშვია.
– თუკი მოვახერხე და, სანამ პატარაა, გამოვგლიჯე სერსეის და
ჯოფრის, იქნებ ჩინებული კაციც დადგეს.
– და ჩინებული მეფე?
– მეფე ჯოფრია.
– ტომენი კი მემკვიდრეა, მის მოწყალებას რამე თუ დაემართება.
ტომენი, რომელსაც ასეთი კეთილი და განსაკუთრებით... დამყოლი
ბუნება აქვს.
– რა მიუნდობელი ხარ, ვარის.
– ამ სიტყვებს ქებად მივიღებ, მილორდ. ასეა თუ ისე, პრინცი
დორანი ძნელია გულგრილი დარჩეს იმ პატივის მიმართ, რომელ-
საც სთავაზობ. ოსტატურად მოაწყვე, უნდა გითხრა... მაგრამ აქ ერ-
თი პატარა სიძნელე მაინცაა.
ჯუჯამ გაიცინა.
– სახელად სერსეი?
– განა რა არის სახელმწიფოს საჭიროებანი დედურ სიყვარულ-
თან შედარებით, მისი წიაღიდან შობილი, მისგან გამოზრდილი შვი-
ლის მიმართ რომ აბადია? იქნებ მისი გვარის სადიდებლად და სა-
ხელმწიფოს უსაფრთხოების სახელით დედოფალი ტომენს ან მირ-
ცელას შელეოდა, მაგრამ ორივეს მოშორება? ნამდვილად უარზე
იქნება.
– ის, რაც სერსეიმ არ იცის, მე ვერაფერს დამიშავებს.
– და თუკი მისი მოწყალება შეიტყობს შენს განზრახვას, სანამ
დრო მომწიფდება?
– ჰოო, – წარმოთქვა ტირიონმა, – მაშინ მეცოდინება, რომ კაცი,
რომელმაც ეს შეატყობინა, ნამდვილად ჩემი მტერი ყოფილა, – და
როცა ვარისმა ჩაიხითხითა, ესეც სამიო, გაიფიქრა.

370
სანსა

ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინდა.


მეასე წაკითხვის მერეც სიტყვები იგივე იყო, რაც პირველად, მა-
შინ, როდესაც სანსამ პერგამენტის გაკეცილი ფურცელი ბალიშის
ქვეშ იპოვა. არ იცოდა, იქ საიდან მოხვდა, ან ვინ გამოგზავნა. ბა-
რათს ხელს არავინ აწერდა, ბეჭედი არ ესვა, ხელწერა კი უცნობი
იყო. მან ფურცელი მკერდზე მიიკრა და ეს სიტყვები დაიჩურჩულა.
„ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინდა“, სუნთქვას-
თან ერთად ამოთქვა, უხმოდ, უჩუმრად.
რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? დედოფალთან ხომ არ უნდა წა-
ეღო, რათა დაემტკიცებინა, კარგი გოგო რომ იყო?
აფორიაქებულმა სანსამ მუცელი მოისრისა. დალილავებული
ლაქა, სერ მერინის დარტყმის მერე რომ გაჩნდა, გამკრთალდა და
გაყვითლდა, მაგრამ ჯერ კიდევ სტკიოდა. ხელი შეჯავშნული ჰქონ-
და, როდესაც დაარტყა. თვითონ სანსას ბრალი იყო. უნდა ისწავ-
ლოს თავისი გრძნობების უკეთ დამალვა, ჯოფრი რომ არ გააჯავ-
როს. როდესაც გაიგო, რომ ჭინკამ იანოს სლინტი კედელზე გაგზავ-
ნა, ვერ მოითმინა და თქვა, იმედია, სხვებს ჩაუვარდება ხელშიო. მე-
ფეს ეს არ ეამა. ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინ-
და.
სანსა ისე მხურვალედ ლოცულობდა. იქნებ ღმერთებმა ისმინეს
მისი, ნამდვილი რაინდი გამოუგზავნეს სახსნელად? იქნებ ეს ტყუპ
რედვაინთაგან ერთ-ერთი იყო, ან მამაცი სერ ბეილონ სუანი... ან
იქნებ ბერიკ დონდარიონიც კი, ის ჭაბუკი რაინდი, რომელზეც მისი
მეგობარი, ჯეინი პული იყო შეყვარებული, წითელი ოქროსავით
თმები და შავ მოსასხამზე გაფანტული ვარსკვლავები რომ ამშვენებ-
და? ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინდა.
371
და თუ ეს ჯოფრის ბოროტი ხუმრობა იყო? იმდღევანდელის
მსგავსი, გალავნის ქონგურებთან რომ აიყვანა მამამისის მოჭრილი
თავის საჩვენებლად? ან იქნებ ეს რაღაც ცბიერი მახე იყო მისი ორ-
გულობის დასამტკიცებლად? იქნებ მივიდეს საღვთო ტყეში და იქ
სერ ილინ პეინი დახვდეს, მის მოლოდინში გულის ხის ქვეშ მდუმა-
რედ ჩამომჯდარს ხელში ყინული ეჭიროს, ფერმკრთალი თვალებით
უთვალთვალებდეს, მივა თუ არა?
ამაღამ საღვთო ტყეში მოდი, შინ დაბრუნება თუ გინდა.
კარი რომ გაიღო, სანსამ საჩქაროდ შეჩურთა წერილი საბნის
ქვეშ და ზედ დააჯდა. მისი მოახლე იყო, წრუწუნას მსგავსი გოგონა,
თხელი ყავისფერი თმით. – რა გინდა? – ჰკითხა სანსამ.
– მილედი ამ საღამოს აბაზანას ისურვებს?
– არა, ცეცხლი მინდა დამინთონ... მამცივნებს – სანსას აჟრჟო-
ლებდა, თუმც ცხელი დღის საღამო იდგა.
– როგორც ისურვებთ.
სანსა გოგონას ეჭვით ადევნებდა თვალს დაინახა წერილი? მან
ხომ არ დაუდო ბალიშის ქვეშ? ალბათ არა; უჭკუოს ჰგავდა, ასეთის-
თვის საიდუმლო წერილის გატანება არ მოგინდებოდა. მაგრამ სან-
სა მას არ იცნობდა. დედოფალი მსახურებს ყოველ ორ კვირაში ერ-
თხელ უცვლიდა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ვერავის
დაუმეგობრდებოდა.
ბუხარში ცეცხლი რომ აგიზგიზდა, მან მოახლეს თავაზიანი მად-
ლობა გადაუხადა და დაითხოვა. გოგონა, როგორც ყოველთვის,
უმალ დაემორჩილა, მაგრამ სანსას მოეჩვენა, რომ თვალებში ცბი-
ერება ედგა. უეჭველია, ახლა დედოფალთან მოკურცხლავდა და ამ-
ბებს მოახსენებდა ან იქნებ ვარისთან დარწმუნებული იყო, მისი ყვე-
ლა მოახლე ჯაშუშად ედგა.

372
მარტო რომ დარჩა, ბარათი ცეცხლში შეაგდო და უცქირა, რო-
გორ დაიგრიხა და გაშავდა პერგამენტი. ამაღამ საღვთო ტყეში მო-
დი, შინ დაბრუნება თუ გინდა. ფანჯარასთან გადაინაცვლა. ხედავ-
და, დაბლა, ასაწევ ხიდზე, როგორ მიმოდიოდა თეთრი აბჯრითა და
მძიმე ქათქათა მოსასხამით მოსილი დაბალი რაინდი. მისმა აღნა-
გობამ მიახვედრა, სერ პრესტონ გრინფილდი უნდა ყოფილიყო. დე-
დოფალმა სანსას სასახლეში თავისუფლად სიარულის უფლება მის-
ცა, მაგრამ მაინც მოიწადინებდა გაეგო, სად მიდიოდა გოგონა, თუ
ის ასე გვიან ღამით დააპირებდა მეაგორის სიმაგრიდან გასვლას.
რა უნდა ეთქვა? კარგად მოვიქეცი, ბარათი რომ დავწვიო, გაიფიქ-
რა. კაბის თასმები შეიხსნა და საწოლში შეძვრა, მაგრამ ვერ იძინებ-
და. ნეტავ ჯერაც იქ იყო? რამდენ ხანს დაიცდიდა? რა სისასტიკე იყო
ბარათის გამოგზავნა ისე, რომ არაფერს ატყობინებდნენ. თავში
არეული ფიქრები უტრიალებდა. ნეტავ კი ვინმე ჰყოლოდა ისეთი,
ვინც ურჩევდა, რა ექნა. ენატრებოდა სეპტა მორდეინი, კიდევ უფრო
მეტად კი – ჯეინი პული, მისი საუკეთესო მეგობარი. სეპტას სხვებ-
თან ერთად მოჰკვეთეს თავი, მისი დანაშაული სტარკების გვარის
სამსახური იყო. სანსამ არ იცოდა, რა დაემართა ჯეინის, რომელიც
მისი ოთახებიდან გაქრა და მერე აღარავის უხსენებია. ცდილობდა,
მათზე ხშირად არ ეფიქრა, მაგრამ ზოგჯერ მოგონებები დაუკითხა-
ვად ეწვეოდნენ და მაშინ ცრემლების შეკავება უჭირდა. ათასში ერ-
თხელ სანსას თავისი დაც კი ენატრებოდა. ახლა არია უკვე ვინტერ-
ფელში იქნებოდა, მშვიდად და უსაფრთხოდ, ალბათ ცეკვავდა და
კერავდა, ბრანსა და პატარა რიკონს ეთამაშებოდა, თუ უნდოდა,
ზამთრის ქალაქშიც გაისეირნებდა ცხენით. ცხენით სეირნობის ნება
სანსასაც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ეზოში, მთელი დღე წრეზე სი-
არული კი მოსაწყენი იყო. სრულიად ფხიზელი იყო, ყვირილი რომ

373
გაიგონა. ხმა თავიდან შორიდან ისმოდა, შემდეგ გაძლიერდა. ბევ-
რი ადამიანი ყვიროდა ერთად. სიტყვებს ვერ არჩევდა. ცხენებიც
ჭიხვინებდნენ, ფეხების ბრაგუნი და ხმამაღალი ბრძანებებიც მოის-
მოდა. ფანჯარასთან მიიპარა და დაინახა, მეომრები გალავნის თავ-
ზე დარბოდნენ, ხელში შუბები და ჩირაღდნები ეჭირათ. ჩაწექი ისევ
შენს საწოლში, უთხრა სანსამ თავის თავს; ეს შენ არ გეხება, ისევ
რაღაც არეულობაა ქალაქში, ესაა და ეს. ჭებთან ბოლო დროს სხვა
არაფერზე ლაპარაკობდნენ, თუ არა ქალაქის არეულობებზე. ომს
გამოქცეული ხალხის გამო ქუჩებში ტევა აღარ იყო და ბევრს საზ-
რდოს მოპოვების სხვა გზა არ გააჩნდა, ერთმანეთის ძარცვის და
ხოცვის გარდა. დაწექი. მაგრამ რომ გადაიხედა, დაინახა, რომ თეთ-
რი რაინდი წასულიყო, მშრალ თხრილზე დაშვებულ ხიდს არავინ
იცავდა.
სანსა დაუფიქრებლად შეტრიალდა და კარადასთან მიირბინა.
ოჰ, რას ჩავდივარ, ჰკითხა თავს, როცა ჭამდა. ეს სიგიჟეა. კოშკებს
შორის გაჭიმულ გალავანზე მრავალი ჩირაღდნის შუქს ხედავდა. ნე-
ტავ, ბოლოს და ბოლოს, სტანისი და რენლი ხომ არ შემოადგნენ ქა-
ლაქს, რათა ჯოფრი მოკლან და თავიანთი ძმის ტახტი მოითხოვონ?
თუკი ასეა, მცველებს ხიდი უნდა აეზიდათ, მეაგორის სიმაგრე და-
ნარჩენი ციხისგან გამოეყოთ. სანსამ მხრებზე სადა რუხი მოსასხამი
მოიგდო და აიღო დანა, რომლითაც ხორცს ჭრიდა ხოლმე. თუ ეს ხა-
ფანგია, ჯობს მოვკვდე, ვიდრე ისევ დავანებო ჩემი ასე წვალებაო,
უთხრა თავს. დანა მოსასხამის ქვეშ ჩამალა. ღამეში რომ გასხლტა,
წინ წითელმოსასხამიანი ხმლოსნების რაზმმა ჩაურბინა. შეიცადა,
სანამ კარგად გასცდებოდნენ, და მერეღა გადაირბინა დაუცველი
ხიდი. ეზოში მეომრები ხმლებს იკრავდნენ წელზე და ცხენებს უნა-
გირებს ადგამდნენ. სერ პრესტონს თავლებთან მოჰკრა თვალი, სამ

374
სხვა ქეშიკთან ერთად, ქათქათა მოსასხამები მთვარესავით უნათებ-
დათ და ჯოფრის აბჯრის მორგებაში ეხმარებოდნენ. სული შეუგუბ-
და, მეფე რომ დაინახა. საბედნიეროდ, მას სანსა არ შეუმჩნევია. ხმა-
მაღალი ყვირილით ითხოვდა, ხმალი და არბალეტი მიერთმიათ.
ხმაური ნელ-ნელა შესუსტდა, სანსა ციხის სიღრმისკენ რომ და-
იძრა. უკან მოხედვას ვერ ბედავდა, ეშინოდა, ვაითუ ჯოფრი უყურებ-
და... ან უარესი, უკან მიჰყვებოდა. წინ მიიწევდა მიმოხვეული კიბით,
რომელიც მის ზემოთ გაჭრილი ვიწრო ფანჯრებიდან გამომავალი
მოცახცახე შუქის ზოლებით იყო დახაზული. კიბის თავს რომ ააღწია,
სანსა უკვე ქოშინებდა. სიბნელეში ჩაძირული ხეივანი გაირბინა და
სულის მოსათქმელად კედელს მიეყრდნო. ფეხზე რაღაც რომ გაეხა-
ხუნა, ლამის გული ამოუხტა საგულიდან, მაგრამ ეს უბრალოდ კატა
აღმოჩნდა, ჩამოძენძილი შავი ხვადი, მოჭმული ყურებით. მან გო-
გონას ავად დაუსისინა და მოკურცხლა. საღვთო ტყეს რომ მიაღწია,
ხმაური უკვე ფოლადის სუსტ ჩხარად და შორეულ ყვირილადღა ჩა-
ესმოდა. სანსამ უფრო მჭიდროდ შემოიხვია ტანზე მოსასხამი. ჰაერი
მიწისა და ფოთლის სურნელს გაეჟღინთა. ლედის აქაურობა მოეწო-
ნებოდაო, გაიფიქრა. საღვთო ტყეში ყოველთვის რაღაცნაირი სივე-
ლურე იდგა. აქაც კი, შუა ქალაქში მდგარი ციხის შუაგულში, იგ-
რძნობოდა, როგორ გიცქერდნენ ძველი ღმერთები.
სანსას მამამისის ღმერთებს დედამისის ღმერთები ერჩივნა. უყ-
ვარდა ქანდაკებები, ვიტრაჟების სურათები, საკმევლის სუნი, სეპ-
ტონები მათი კრისტალებიან-ანაფორებიანად, ცისარტყელების ჯა-
დოსნური ციმციმი სადაფით, ონიქსითა და ფირუზით მოგებულ სა-
კურთხეველზე. მაგრამ ვერც იმას უარყოფდა, რომ საღვთო ტყესაც
ჰქონდა ძალა. მით უფრო, ღამით. დამეხმარე, შეევედრა იგი, მეგო-
ბარი გამომიგზავნე, ნამდვილი მფარველი რაინდი...
ხიდან ხემდე გადადიოდა, ქერქის სიუხეშეს თითებით სინჯავდა.
375
ლოყებზე ფოთლები ედებოდა. დააგვიანა? ასე ადრე არ წავიდოდა,
ხომ არა? ან თუ იყო საერთოდ მოსული? გაებედა დაძახება? აქ ისე-
თი მდუმარება და გარინდება სუფევდა... – მეშინოდა, რომ არ მოხ-
ვიდოდი, ბავშვო.
სანსა ერთბაშად შემობრუნდა. სიბნელეს კაცი გამოეყო, მძიმედ
ჩადგმული, სქელკისერა, მოუქნელი. მუქი მწვანე მოსასხამი მოეცვა
და ჩაჩი წამოეხურა, მაგრამ როგორც კი მთვარის მცირე სხივი და-
ეცა ლოყაზე, სანსამ მაშინვე იცნო დალაქული კანითა და მის ქვეშ
დაჩნეული წვრილი სისხლძარღვების ბადით. – სერ დონტოს, –
ამოთქვა გულგატეხილმა, – ეს შენ ქენი?
– დიახ, მილედი, – რომ მიუახლოვდა, გოგონას მისი სუნთქვის
ღვინით ამჟავებული სუნი ეცა, – მე ვქენი, – ხელი გაიწვდინა სანსა
უკან მიაწყდა.
– არ გაბედო! – მან მოსასხამის ქვეშ შეაცურა ხელი, დამალულ
დანას ჩააფრინდა. – რა... რა გინდა ჩემგან?
– მხოლოდ ის მინდა, დაგეხმარო, – უთხრა დონტოსმა, – რო-
გორც შენ დამეხმარე. – მთვრალი ხარ, ხომ?
– მხოლოდ ჭიქა ღვინო დავლიე, გამბედაობის მოსაკრებად. ახ-
ლა რომ დამიჭირონ, ცოცხლად გამაძრობენ ტყავს.
მე რაღას მიზამენ? სანსა მიხვდა, რომ ისევ ლედიზე ფიქრობდა.
იგი შეძლებდა, სიყალბე ეყნოსა, შეძლებდა; მაგრამ ლედი მკვდარი
იყო, მამამ მოკლა, არიას გამო. დანა იშიშვლა და თავის წინ დაიკავა
ორივე ხელით.
– აპირებ, დანა ჩამცე? – ჰკითხა დონტოსმა.
– ეგრე ვიზამ, – უთხრა გოგონამ, – მითხარი, ვინ გამოგგზავნა.
– არავინ, ძვირფასო ლედი. ჩემს რაინდულ ღირსებას ვფიცავ.
– რაინდულს? – ჯოფრის ბრძანებით, დონტოსი რაინდი აღარ
იყო, მხოლოდ მასხარა გახლდათ, მთვარე-ბიჭზე უმდაბლესი, –
376
ღმერთებს ვევედრებოდი რაინდს, ჩემს საშველად რომ მოვიდოდა,
– თქვა მან, – დღედაღამ ვლოცულობდი. რატომ გამომიგზავნეს
ლოთი ბებერი მასხარა?
– კი დავიმსახურე ეგ სიტყვები, თუმცა... ვიცი, უცნაურად მოგეჩ-
ვენება, მაგრამ... მთელი ის წლები, რაინდად რომ გავატარე, სინამ-
დვილეში მასხარა ვყოფილვარ, ახლა კი, როდესაც მასხარა ვარ,
მგონია... მგონია, შევძლებ ვიპოვო ჩემში ძალა, კვლავ რაინდი გავ-
ხდე, ძვირფასო ლედი. და ეს ყველაფერი მხოლოდ შენი წყალობი-
თაა... შენი სიკეთის, შენი სიმამაცის წყალობით. შენ გადამარჩინე,
არა მხოლოდ ჯოფრისგან, არამედ – საკუთარი თავისგანაც, – მას
ხმა ჩაუწყდა, – მგოსნები ჰყვებიან, ოდესღაც ცხოვრობდა ამქვეყ-
ნად მასხარა, რომელიც ყველაზე უდიდესი რაინდი იყო.
– ფლორიანი, – დაიჩურჩულა სანსამ. სხეულში ჟრუანტელმა
დაუარა. – ძვირფასო ლედი, მე ვიქნები შენი ფლორიანი, – მორჩი-
ლად წარმოთქვა დონტოსმა და მის წინ მუხლებზე დაეცა.
სანსამ ნელა დაუშვა დანა. თავბრუ ეხვეოდა, თითქოს ჰაერში
დაფარფატებდა. სიგიჟეა, ამ ლოთს მივანდო თავი, მაგრამ უარს თუ
ვიტყვი, როდისმე კიდევ მომეცემა სხვა შემთხვევა?
– როგორ... როგორ მოახერხებ? ჩემს აქედან გაყვანას?
სერ დონტოსმა სახე მიაპყრო.
– სასახლიდან გაღწევა ყველაზე უფრო ძნელი საქმე იქნება. მე-
რე უკვე მოიძევება გემები, შინ რომ წაგიყვანენ. ფულის შოვნა და
ყველაფრის მომზადება დამჭირდება, ესაა და ეს.
– ახლავე შეგვიძლია წასვლა? – ჰკითხა სანსამ, დაჯერება ვერ
გაებედა. – ამაღამვე? არა, მილედი, სამწუხაროდ, არა. ჯერ უნდა ვი-
პოვო საიმედო გზა, რითაც სასახლიდან გაგიყვან, დრო რომ მომ-
წიფდება. ეს ადვილი არ იქნება, არც მალე მოხდება. მეც მითვალ-
თვალებენ – მან მღელვარედ მოილოკა ტუჩები, – დანას გასწევ?
377
სანსამ დანა მოსასხამის ქვეშ შეიცურა – ადექი, სერ.
– მადლობა, ძვირფასო ლედი, – სერ დონტოსი მოუქნელად წა-
მობორძიკდა ფეხზე და მუხლებიდან მიწა და ფოთლები ჩამოიბერ-
ტყა, – შენი მამა-ბატონი ისეთი მართალი კაცი იყო, მეორე მთელ
სახელმწიფოში არ იპოვებოდა, მაგრამ მე გვერდით ვედექი და და-
ვუშვი, მოეკლათ. არაფერი მითქვამს, არაფერი გამიკეთებია... და
მაინც, როცა ჯოფრის უნდა მოვეკალი, შენ გამომესარჩლე. ლედი,
მე არასოდეს ვყოფილვარ გმირი, არც რიამ რედვაინი ვარ და არც
ბარისტან მამაცი. არც ტურნირებში გამიმარჯვია, არც ომებში მო-
მიხვეჭია დიდება... მაგრამ ოდესღაც რაინდი ვიყავი და შენ დამეხ-
მარე, გამეხსენებინა, თუ რას ნიშნავს ეს. ჩემი სიცოცხლე უბადრუკი
რამაა, მაგრამ რაცაა, შენ გეკუთვნის, – სერ დონტოსმა გულის ხის
დაკორძილ ტანს დაადო ხელი, სანსა ხედავდა, როგორ ცახცახებდა,
– ვფიცავ, და მოწმედ მამაშენის ღმერთები მყვანან, რომ შინ გაგამ-
გზავრებ.
მან ფიცი დადო. საზეიმო ფიცი, ღმერთების წინაშე.
– მაშინ... ჩემს თავს შენ მოგანდობ, სერ. მაგრამ როგორ გავი-
გებ, დრო რომ დადგება? ისევ ბარათს გამომიგზავნი?
სერ დონტოსმა შეშფოთებით მიმოიხედა.
– ძალიან საშიშია. აქ უნდა მოხვიდე, საღვთო ტყეში. რამდენად
ხშირადაც შეძლებ, იმდენჯერ. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია. ერ-
თადერთი უსაფრთხო ადგილი. სხვაგან არსად. არც შენს ოთახებში,
არც ჩემსაში, არც სეპტში ან ეზოში არ უნდა შევხვდეთ, თუნდაც რომ
მოგვეჩვენოს, მარტონი ვართო. წითელ ციხეში ქვებს ყურები ასხია
და თავისუფლად მხოლოდ აქ შეგვიძლია დავილაპარაკოთ.
– მხოლოდ აქ, – წარმოთქვა სანსამ, – მემახსოვრება.
– და თუ მოხდა ისე, რომ სასტიკი მოგეჩვენები, ან დამცინავი, ან
გულგრილი, მაშინ, როცა ჩვენ გარშემო ხალხი იქნება – შემინდე,
378
ბავშვო. ჩემი როლი უნდა ვითამაშო და შენც იგივე უნდა ქნა. ერთი
მცდარი ნაბიჯი და – ჩვენი თავები გალავანს დაამშვენებს, როგორც
მამაშენისა.
სანსამ თავი დაუქნია.
– მესმის.
– მამაცი და ძლიერი უნდა იყო... და მომთმენი, უპირველეს ყოვ-
ლისა, მომთმენი. – ვიქნები, – შეჰპირდა სანსა, – მაგრამ... გევედ-
რები... რაც შეიძლება, მალე ქენი. მეშინია...
– მეც, – უთხრა სერ დონტოსმა გაცრეცილი ღიმილით, – ახლა
კი უნდა წახვიდე, სანამ მოგისაკლისეს.
– შენ არ წამომყვები?
– აჯობებს, ერთად არასოდეს დაგვინახონ სანსამ თავი დაუქნია
და ნაბიჯი გადადგა... შემდეგ მღელვარედ მობრუნდა და თვალდა-
ხუჭული მსუბუქად ეამბორა ლოყაზე.
– ჩემო ფლორიან, – დაიჩურჩულა, – ღმერთებმა ისმინეს ჩემი
ვედრება. მდინარისპირა მოკირწყლულ ბილიკს დაუყვა, პატარა
სამზარეულოს ჩაუქროლა, გადაირბინა საღორე ეზო, სადაც მისი
გაჩქარებული ნაბიჯების ხმა ბაკებში შერეკილი ღორების ჭყვიტინში
დაიძირა. შინ, ფიქრობდა იგი, შინ, იგი აპირებს, შინ წამიყვანოს, ის
მე დამიფარავს, ჩემი ფლორიანი. ფლორიანისა და ჯონქვილის სიმ-
ღერები მისი ყველაზე საყვარელი ამბები იყო. ფლორიანიც შეუხე-
დავი იყო, თუმცა არც ასეთი მოხუცი.
მიმოხვეულ კიბეზე ჩარბოდა გამალებით, როდესაც დამალული
კარიდან კაცმა გამოაბიჯა. გაქანებული სანსა შეასკდა და წაბორ-
ძიკდა. სანამ დაეცემოდა, მაჯაში რკინის თითები ჩაეჭიდა და ბოხმა
ხმამ ყურში ჩაუხრიალა:
– ამ კიბეზე დაგორება საშიშია, ჩიტუნა. გინდა, მეც მომკლა და
თავიც მოიკლა? – მისი სიცილი ქვაზე ხერხის ჭრიალს ჩამოჰგავდა,
379
– იქნებ გინდოდეს კიდეც. ქოფაკი.
– არა, მილორდ, ბოდიში, არც მიფიქრია, – სანსამ თვალი აარი-
და, მაგრამ გვიანი იყო, მან მოასწრო გოგონას სახის დანახვა, –
გთხოვ, მტკივა ასე, – ხელი გადაატრიალა, შეეცადა, გაეთავისუფ-
ლებინა.
– და რას აკეთებს ჯოფის ჩიტუნა, კიბეზე რად დაფრთხიალებს ამ
შუაღამით? – სანსამ რომ არ უპასუხა, შეანჯღრია, – სად იყავი?
– ს-ს-საღვთო ტყეში, მილორდ, – მიუგო, ტყუილი ვერ გაბედა, –
ვილოცე... მამაჩემისთვის და... მეფისთვის, ვილოცე, რომ არაფერი
დაშავებოდა.
– გგონია, ისე მთვრალი ვარ, დაგიჯერო? – მკლავზე ხელი შეუშ-
ვა. იდგა და ოდნავ ირხეოდა, სინათლის და სიბნელის ზოლები ეცე-
მოდა საზარელ დამწვარ სახეზე, – თითქმის ქალივით გამოიყურები
უკვე... სახე, ძუძუები, უფრო მაღალიც ხარ, თითქმის... ოხ, მაინც ჯერ
კიდევ სულელი ჩიტუნა ხარ, ხომ? ჭიკჭიკებ და ჭიკჭიკებ იმას, რაც
გასწავლეს... იგალობე ჩემთვისაც, რატომ არ მიგალობ? მიდი. მიმ-
ღერე. რამე, რაინდებსა და მშვენიერ ასულებზე რაინდები გიყვარს,
ხომ? სანსას იგი აშინებდა.
– ნ-ნამდვილი რაინდები მილორდ.
– ნამდვილი რაინდები – გამოაჯავრა მან, – და ლორდი არ გახ-
ლავარ, ისევე, როგორც არც რაინდი ვარ. მაინცდამაინც სილაქე-
ბით უნდა ჩაგიტენო ეს თავში? – კლეგეინი შექანდა და ლამის და-
ეცა, – ღმერთებო, – შეიკურთხა მან, – ბევრი დავლიე. გიყვარს ღვი-
ნო, ჩიტუნა? ნამდვილი ღვინო? სისხლისფერი მჟავე წითლით სავსე
დოქის მეტი კაცს არც არაფერი სჭირდება არც ქალს, – გაიცინა და
თავი გაიქნია, – ღორივით გავტყვერი, ჯანდაბა ჩემ თავს წამო ახლა.
შეფრინდი შენს გალიაში, ჩიტუნა. მე მიგაცილებ იქამდე. მეფისთვის
უვნებელს შეგინახავ, – ქოფაკმა უცნაური სინაზით უბიძგა დაღმა
380
დასაშვებად და თავადაც მიჰყვა. კიბე ბოლომდე რომ ჩაიარეს, იგი
ისევ კუშტ მდუმარებაში იყო დაძირული, სანსას იქ ყოფნა თითქოს-
და დავიწყებოდა კიდევაც.
მეაგორის სიმაგრეს რომ მიაღწიეს, სანსა კიდევ უფრო აფორი-
აქდა, რაკი შენიშნა, რომ ხიდს ახლა სერ ბოროს ბლაუნტი იცავდა.
მისი თეთრი ჩაფხუტი აუჩქარებლად შემობრუნდა მათი ნაბიჯების
ხმისკენ. სანსა შეაკრთო მისმა მზერამ. სერ ბოროსი მეფის ქეშიკთა-
გან ყველაზე უარესი იყო, უშნო და უხასიათო, მოღუშული, ყბაჩა.
– ამის ნუ გეშინია, გოგონა, – ქოფაკმა მძიმე ხელი ჩამოსდო
მხარზე, – გომბეშოს რამდენი ზოლიც არ უნდა დაახატო, ვეფხვად
მაინც არ იქცევა. სერ ბოროსმა ხმა აიმაღლა:
– სერ, სად...
– ეგ შენი სერი ტრაკში შეიტენე, ბოროს. რაინდი შენ ხარ, მე კი
არა. მე მეფის ძაღლი ვარ, დაგავიწყდა?
– ცოტა ხნის წინ მეფე ეძებდა თავის ძაღლს.
– ძაღლი სვამდა. ამაღამ შენი ჯერი იყო, დაგეცვა, სერ. შენი და
ჩემი დანარჩენი ძმების.
სერ ბოროსი სანსას მიუბრუნდა.
– ასე გვიან ღამით შენს ოთახებში რატომ არ ხარ, ლედი?
– საღვთო ტყეში ვიყავი და მეფისთვის ვილოცე, – ამჯერად ტყუ-
ილი უკეთ გამოუვიდა, თითქმის მართალს ჰგავდა.
– გგონია, ამ აურზაურში დაეძინებოდა? – თქვა კლეგეინმა, – იქ
რა ამბავი იყო? – სულელები მოგროვდნენ კარიბჭესთან, – გაუმხი-
ლა სერ ბოროსმა, – ვიღაც ენაჭარტალებმა ხმები გაავრცელეს ტი-
რეკის საქორწილო ნადიმის მზადებაზე, ჰოდა ამ საცოდავებმა გა-
დაწყვიტეს, ჩვენც უნდა გვაქეიფონო. მისი მოწყალება შემტევ რაზმს
ჩაუდგა თავში და გაფანტა ისინი.
– მამაცი ბიჭი, – კლეგეინს პირი მოეღრიცა.
381
აბა ვნახოთ, რა მამაცი იქნება, ჩემს ძმას რომ შეეყრება პირის-
პირ, გაიფიქრა სანსამ. ქოფაკმა იგი ასაწევ ხიდზე გადააცილა დახ-
ვეულ კიბეზე რომ ადიოდნენ, გოგონამ ჰკითხა:
– რატომ აძლევ ხალხს ნებას, ძაღლი გიძახონ? და არავის ანე-
ბებ, რაინდი გიწოდოს. – ძაღლები რაინდებზე უფრო მომწონს. მა-
მაჩემის მამა მეძაღლეთუხუცესი იყო კასტერლის კლდეზე. ერთ შე-
მოდგომის წელს, ლორდმა ტიტოსმა. ძუ ლომსა და მის მსხვერპლს
შორის ამოყო თავი. ლომს სულ ფეხებზე ეკიდა, ლანისტერის სიმ-
ბოლო ვარო. იმ ძუკნამ მილორდის ცხენი გამოფატრა და მილორ-
დსაც იმავეს უზამდა, მაგრამ აქ პაპაჩემი მოიჭრა თავის ძაღლებთან
ერთად. სამი ძაღლი მოკვდა იმ ლომის მოგერიებაში. პაპაჩემმა ფე-
ხი დაკარგა, ჰოდა ლანისტერმა საფასური მამულებით გადაუხადა,
მისი ვაჟი კი საჭურველთმტვირთველად წაიყვანა. ჩვენს დროშაზე
სწორედ ის სამი ძაღლია გამოსახული, შემოდგომის ბალახივით
ყვითელ ველზე. ქოფაკი მოკვდება შენთვის და არასოდეს მოგატყუ-
ებს. და ყოველთვის თვალს გაგისწორებს, – ყბის ქვეშ ამოსდო ხე-
ლი და ნიკაპი ააწევინა, მისმა თითებმა მტკივნეულად მოუწეწკეს კა-
ნი, – რაც პატარა ჩიტუნებს არ შეუძლიათ ხომ ასეა? სადაა ჩემი სიმ-
ღერა? – მე... მე ვიცი სიმღერა ფლორიანსა და ჯონქვილზე.
– ფლორიანი და ჯონქვილი? მასხარა და მისი ბოზი. სად მაქვს
მაგის თავი. მაგრამ ერთ დღესაც მიმღერებ, გენდომება თუ არა, მა-
ინც.
– სიამოვნებით გიმღერებ.
სანდორ კლეგეინმა ჩაიფრუტუნა.
– რა ტურფაა და რა ცუდად იტყუება. ძაღლს შეუძლია, ტყუილი
იყნოსოს, ხომ იცი? მიმოიხედე და კარგადაც დაყნოსე ყველაფერი
აქ ყველა მატყუარაა... და ყველა შენზე უკეთ ტყუის.

382
არია

კენწერომდე რომ აძვრა, არიამ ხეებიდან ამოჩრილი საკვამურე-


ბი დაინახა. ისლით დახურული სახლები ტბისა და მასში ჩამდინარე
მომცრო მდინარის პირას იყო მიყუჟული, დაბალი და გრძელი, ფიქ-
ლით დახურული შენობის გვერდით კი წყალში ხის წანწალა შეჭრი-
ლიყო.
გაზიდულ ტოტს გაუყვა, სანამ მან გოგონას წონით დრეკა არ და-
იწყო. წანწალასთან ნავები არ ება, მაგრამ ზოგი საკვამურიდან
კვამლის წვრილი ნაკადი დიოდა, თავლის უკნიდან კი ფორნის კუთ-
ხე მოჩანდა.
იქ ვიღაც არის. არიამ ტუჩი მოიკვნიტა; ყველა სხვა საცხოვრისი,
რომელსაც კი გადააწყდნენ, ცარიელი და მიტოვებული დახვდაო.
სულერთი იყო: ფერმას გადააწყდებოდნენ თუ სოფელს, ციხეს,
სეპტს, ბეღელს – თუ ცეცხლი ედებოდა, ლანისტერები გზად ყველა-
ფერს წვავდნენ. თუ მოკვლა შეიძლებოდა, კლავდნენ. სადაც კი შე-
ეძლოთ, ტყესაც კი ცეცხლს უკიდებდნენ, მაგრამ ფოთლები ბო-
ლოდროინდელი წვიმების წყალობით ჯერაც მწვანედ ხასხასებდა
და ხანძარი შორს არ ვრცელდებოდა. რომ შესძლებოდათ, ტბასაც
კი ცეცხლს მოუკიდებდნენო, თქვა გენდრიმ და არია მიხვდა, რომ
მართალს ამბობდა. მათი გამოქცევის ღამეს ხანძარში გახვეული
ქალაქის ალები ისე კაშკაშებდა წყლის ზედაპირზე, გეგონებოდა,
ტბასაც ცეცხლი უკიდიაო მომდევნო ღამით, როდესაც გაბედეს და
ისევ უკან ნანგრევებში შეიპარნენ, გამჭვარტლული ქვების, სახლე-
ბის ცარიელი ჩონჩხების და გვამების მეტი ვერაფერი ნახეს. ზოგან
ნაცარს ჯერაც ასდიოდა მკრთალი კვამლი. ღვეზელა ევედრათ, უკან
არ დაბრუნებულიყვნენ, ლუმიმ კი სულელები უძახა და უმტკიცებ-

383
დათ, სერ ამორი დაგიჭერთ და თქვენც დაგხოცავთო, მაგრამ სიმაგ-
რეს რომ მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ ლორჩი და მისი მეომრები უკვე
დიდი ხნის წინ წასულიყვნენ. ჭიშკარი დალეწილი დახვდათ, გალა-
ვანი – ნაწილობრივ ჩამოქცეული, ეზო კი დაუმარხავი მკვდრებით
იყო მოფენილი. გენდრისთვის ერთი შეხედვაც კმაროდა.
– მოკლულები არიან, სუყველა, – თქვა მან, – და ძაღლებსაც
უჯიჯგნიათ, შეხედე. – ან მგლებს.
– ძაღლებს თუ მგლებს, სულერთია. მოთავებული ამბავია.
მაგრამ არია არაფრით არ წავიდა, სანამ იორენი არ იპოვეს. ვერ
მოკლავდნენო, ეუბნებოდა თავის თავს. ისეთი მტკიცე და შეუდრე-
კელი იყო, თანაც – ღამის ებგურის ძმა. გენდრისაც ასე უთხრა, გვა-
მებს შორის რომ ეძებდნენ.
მოქნეულ ტაბარს, რომელმაც შეიწირა კიდევაც, მისთვის თავი
ორად გაეპო, მაგრამ ის გრძელი დაბურდული წვერი სხვა არავისი
შეიძლებოდა ყოფილიყო, არც ეს ტანსაცმელი, დაკერებული და გა-
ურეცხავი, და ისე გახუნებული, რომ შავის ნაცვლად რუხი ეთქმოდა.
სერ ამორი ლორჩს საკუთარი მკვდრების დამარხვაზე ისევე ეზრუ-
ნა, როგორც მისგან მოკლულებზე, და ლანისტერების ოთხი მეომა-
რი იორენის მახლობლად იყო მიყრილი. ნეტავ რამდენი კაცი დას-
ჭირდა მის წაქცევასო, გაიფიქრა არიამ. აპირებდა, შინ მივეყვანეო,
ფიქრობდა, როდესაც ბერიკაცის საფლავს თხრიდნენ. იმდენი
მკვდარი იყო, ყველას ვერ დამარხავდნენ, მაგრამ იორენს მაინც უნ-
და ჰქონდეს საფლავიო, დაიჟინა არიამ. აპირებდა, ვინტერფელში
უსაფრთხოდ მივეყვანე, ამას დამპირდა. მისი არსების ნაწილს ტი-
რილი უნდოდა. მეორე ნაწილს სურდა, წიხლი მიეცხო მკვდრისთვის
– მხოლოდ გენდრის გაახსენდა ლორდის კოშკი და ის სამი, იორენ-
მა კოშკის დასაცავად რომ გაგზავნა. მათაც შეუტიეს, მაგრამ
მრგვალ კოშკს მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, ისიც მეორე
384
სართულზე, სადამდეც მისადგმელი კიბით შეიძლებოდა აღწევა. კი-
ბე რომ აზიდეს, სერ ამორის მეომრები ვეღარ შესწვდებოდნენ. ლა-
ნისტერებმა კოშკს ძირთან ფიჩხი შემოუწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს,
მაგრამ ქვა არ დაიწვა, ლორჩს კი მოთმინება არ ეყო მათ საალყოდ.
ძმაბიჭმა გენდრის დაძახილზე კარი გააღო და როდესაც კურცმა
თქვა, უკან წასვლას სჯობს, ჩრდილოეთისკენ გავაგრძელოთ გზაო,
არიას იმედი გაუჩნდა, იქნებ მაინც მივაღწიო ვინტერფელსო. მარ-
თალია, ეს სოფელი ვინტერფელი არ იყო, მაგრამ ისლის შორი სა-
ხურავები სითბოსა და თავშესაფარს ჰპირდებოდნენ, და, ვინ იცის,
იქნებ საჭმელსაც – თუ გაბედავდნენ მიახლოებას. ოღონდ თუ
ლორჩი არ დახვდათ იქ. ლორჩს ცხენები ჰყავდა და ჩვენზე უფრო
სწრაფად ივლიდა.
დიდხანს უთვალთვალა ხეზე მჯდარმა, იმედი ჰქონდა, რამეს და-
ვინახავო: კაცს, ცხენს, დროშას, რამეს, რაც ამბის გაგებაში დაეხმა-
რებოდა. რამდენჯერმე მოძრაობას შეასწრო თვალი, მაგრამ სახ-
ლები ისე შორს იყო, რომ დარწმუნებით ვერაფერს იტყოდა. ერ-
თხელ გარკვევით ჩაესმა ცხენის ჭიხვინი. სოფლის ცა ფრინველე-
ბით იყო სავსე, მეტწილად ყვავები დაფრენდნენ. შორიდან ბუზებზე
დიდები არც მოჩანდნენ, ისლის სახურავებს რომ დასტრიალებდნენ
თავს. აღმოსავლეთით გადაშლილი ღმერთების თვალი მზედაკ-
რულ ლურჯ ფარდაგად გაშლილიყო და ნახევარ ქვეყნიერებას ავ-
სებდა. ზოგჯერ, როდესაც ჯახირით მიუყვებოდნენ შლამიან ნაპირს
(გენდრის გზაზე სიარულის გაგონებაც არ უნდოდა და ეს ღვეზელას
და ლუმისაც კი გონივრულად მიაჩნდათ), არიას ეჩვენებოდა, რომ
ტბა უხმობდა. სურდა, ჩამხტარიყო იმ წყნარ ცისფერ წყალში, კვლავ
შეეგრძნო სისუფთავე, ეცურა, ეშხაპუნა და მზეზე განაბულიყო. მაგ-
რამ ვერ ბედავდა, ტანთ გაეხადა და ებანავა იქ, სადაც შეიძლებოდა,
სხვებს დაენახათ, ან ტანსაცმელი მაინც გაერეცხა. დღის ბოლოს
385
ხშირად ჩამოჯდებოდა ხოლმე ლოდზე და ფეხებს გრილ წყალში აჭ-
ყაპუნებდა. ბოლოს და ბოლოს გადაყარა თავისი დახეთქილი და
დაშლილი ფეხსაცმელი. ფეხშიშველა სიარული თავიდან ძალიან
გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს ბებერებიც დაუსკდა, ჭრილობები შე-
უხორცდა და ფეხისგულები გაუხევდა. მოსწონდა, თითებს შორის
შლამი რომ ეზილებოდა, ისიც მოსწონდა, სიარულისას ფეხქვეშ მი-
წას რომ შეიგრძნობდა.
აქ, მაღლიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყით დაფარულ პატა-
რა კუნძულს ხედავდა. ნაპირიდან ოცდაათიოდე იარდის დაშორე-
ბით წყალზე სამი შავი გედი ისე უშფოთველად მისრიალებდა... მათ
არავინ უთხრა, რომ ომი დაიწყო, მათ არაფრად ენაღვლებოდათ გა-
დამწვარი ქალაქები და დახოცილი ადამიანები. ნატვრის მზერით
შეაჩერდა გედებს. მისი არსების ერთ ნაწილს სურდა, გედი ყოფი-
ლიყო. მეორეს ამ გედების შეჭმა უნდოდა. იმ დილით ცოტაოდენი
რკოს ცომით და ერთი პეშვი ხოჭოებით ისაუზმა. ხოჭოები არც ისე
უგემური იყო, თუ შეეჩვეოდი. მატლები უარესი გამოდგა, მაგრამ
რამდენიმე დღის შიმშილობით ატკივებულ მუცელს მაინც სჯობდა.
ხოჭოები იოლად იპოვებოდა, ქვა უნდა გადაგებრუნებინა და ეგ
იყო. არიამ ერთხელ ადრეც გადაყლაპა ხოჭო, პატარაობაში, ისიც
მხოლოდ იმიტომ, რომ სანსა აეკივლებინა, ასე რომ, ახლა არ შეში-
ნებია მათი ჭამა. არც ქრცვინს ეშინოდა. მაგრამ ღვეზელამ ამოარ-
წყია ხოჭო, რომლის გადაყლაპვასაც ცდილობდა, ლუმის და გენ-
დრის კი არც უცდიათ. გუშინ გენდრიმ ბაყაყი დაიჭირა და ლუმის გა-
უყო, რამდენიმე დღით ადრე კი ღვეზელამ მაყვალი იპოვა და ბუჩქი
პირწმინდად გაკრიფა, მაგრამ მეტწილად წყლით და რკოებით გაჰ-
ქონდათ თავი. კურცმა ასწავლათ, ქვით როგორ დაენაყათ რკოები
და თავისებური ცომი მოემზადებინათ. საზიზღარი გემო ჰქონდა.
არია ნატრობდა, ნეტავ ბრაკონიერი არ მომკვდარიყოო. მან ტყის
386
შესახებ ბევრად მეტი რამ იცოდა, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად,
მაგრამ მას მხარში ისარი მოხვდა, მისადგმელ კიბეს კოშკში რომ
ეზიდებოდა. ტარბერმა ჭრილობა ტბიდან აღებული შლამით და ხავ-
სით შეუხვია და ერთი-ორი დღე კურცი იფიცებოდა, რომ ჭრილობას
არა უშავდა, თუმცა ყელი გაუშავდა, ყბასა და მკერდზე კი მკვეთრი
სიწითლე მოედო. მერე ერთ დილას სისუსტით ფეხზე ვეღარ წამოდ-
გა, მეორე დილისთვის კი მოკვდა.
კურცი ქვების ყორღნის ქვეშ დამარხეს. ძმაბიჭმა მისი ხმალი და
სანადირო რქა დაისაკუთრა, ტარბერმა კი მშვილდი, ჩექმები და და-
ნა დაიტოვა. ეს ყველაფერი თან წაიღეს, როცა წავიდნენ. თავიდან
ეგონათ, სანადიროდ გასწიესო, ეგონათ, მალე ნანადირევით დაბ-
რუნდებიან და ყველას გაგვაძღობენო. ელოდნენ და ელოდნენ, სა-
ნამ, ბოლოს და ბოლოს, გენდრიმ ისევ გზას არ გაუყენა ისინი. ალ-
ბათ ტარბერმა და ძმაბიჭმა გადაწყვიტეს, რომ უკეთ გაიტანდნენ
თავს, თუ ობოლი ბიჭების ხროვა არ ეყოლებოდათ სამწყემსი. სავა-
რაუდოდ, სწორადაც გადაწყვიტეს, მაგრამ არიას ეს ხელს არ უშლი-
და, შეეძულებინა ისინი მათი მიტოვებისთვის.
ხის ძირას ღვეზელამ ძაღლივით დაიყეფა. კურცმა უთხრათ, ერ-
თმანეთისთვის ნიშნის მისაცემად ცხოველების ხმები გამოეყენები-
ნათ. ძველი ბრაკონიერული ხერხიაო, აუხსნათ, მაგრამ ისე მოკვდა,
ვერ მოასწრო, ხმების სწორად გამოცემა ესწავლებინა. ღვეზელა
ფრინველებს საძაგლად აჯავრებდა. ძაღლი უკეთ გამოსდიოდა,
მაგრამ არც იმდენად.
არია მაღალი ტოტიდან დაბლითაზე გადახტა, ხელები წონასწო-
რობის დასაცავად განზე ჰქონდა გაშლილი. წყალზე მოცეკვავე არა-
სოდეს ვარდება. შიშველი ფეხის თითები ტოტს მოეჭიდნენ, არიამ
რამდენიმე ფუტი გაიარა, უფრო მომსხო ტოტზე ჩახტა, მერე გადაწ-
ნულ ფოთლებს შორის ხელებზე დაკიდებულმა ხელმონაცვლებით
387
გადაიქანავა ხის ტანამდე. თითებით, ფეხისგულებით მის უხეშ
ქერქს გრძნობდა. სწრაფად დაეშვა დაბლა, ბოლო ექვსი ფუტი ჩახ-
ტა და, მიწაზე დამხტარი, გადაკოტრიალდა გენდრიმ ხელი გაუწოდა
და წამოაყენა.
– მაღლა კარგა ხანს იყავი. რა დაინახე?
– მეთევზეების პატარა სოფელია აქედან ჩრდილოეთით, ნაპი-
რის გასწვრივ. ოცდაექვსი ისლის სახურავია და ერთიც – ფიქლის,
დავთვალე ფორნის კუთხეც დავინახე. იქ ვიღაც არის.
მისი ხმის გაგონებაზე ბუჩქებიდან ქრცვინი გამოხოხდა. ეს სახე-
ლი ლუმიმ დაარქვა. ასე თქვა, ქრცვინს ჰგავსო, რაც არ იყო მართა-
ლი, მაგრამ სულ მტირალა გოგოს ხომ არ დაუძახებდნენ, მას მე-
რეც, რაც ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა ღნავილი. პირი მოთხვრილი
ჰქონდა. იმედია, ისევ ტალახს არ ჭამდა.
– ხალხი დაინახე? – ჰკითხა გენდრიმ.
– არა, მარტო სახურავები, – აღიარა არიამ, – მაგრამ ზოგი საკ-
ვამურიდან კვამლი დიოდა და ცხენის ხმაც გავიგონე.
ქრცვინმა ფეხზე მკლავები შემოხვია და ჩაებღაუჭა. ამ ბოლო
დროს ზოგჯერ ასე აკეთებდა ხოლმე.
– იქ ხალხი თუა, ესე იგი, საჭმელიცაა, – თქვა ღვეზელამ მეტის-
მეტად ხმამაღლა. გენდრი სულ აფრთხილებდა, წყნარად იყავიო,
მაგრამ არაფერი შველოდა, – იქნებ ცოტა მაინც მოგვცენ.
– იქნებ დაგვხოცონ კიდევაც, – უთხრა გენდრიმ.
– არ დაგვხოცავენ, თუ დავნებდებით, – იმედიანად წარმოთქვა
ღვეზელამ. – რა ლუმივით ლაპარაკობ.
ლუმი მწვანეხელა მუხას მიყუდებული იჯდა ორ მსხვილ ფესვს
შორის. სიმაგრეში ბრძოლისას შუბმა მარცხენა წვივი გაუხვრიტა.
მეორე დღეს ცალი ფეხით მიკოჭლაობდა და მკლავით გენდრიზე
იყო ჩამოკიდებული, ახლა კი ესეც არ შეეძლო. მათ ტოტები მოჭრეს
388
და საკაცე გაუკეთეს, მაგრამ მისი ტარება ზოზინა, მძიმე სამუშაო
იყო, თანაც, რამდენჯერაც შეარყევდნენ, იმდენჯერ გმინავდა და
სლუკუნებდა. – უნდა დავნებდეთ, – თქვა მან, – იორენიც ეგრე უნდა
მოქცეულიყო. ჭიშკარი უნდა გაეღო, როგორც უთხრეს.
არიას აღარ შეეძლო ლუმის გაუთავებელი წუწუნის მოსმენა იმის
თაობაზე, თუ როგორ უნდა დანებებულიყო იორენი. სულ ამაზე ლა-
პარაკობდა, სანამ სხვებს მიჰყავდათ; ამაზე, თავის ფეხზე და ცარი-
ელ კუჭზე.
ღვეზელა ეთანხმებოდა.
– იორენს უთხრეს, ჭიშკარი გააღეო, მეფის სახელით უბრძანეს.
რასაც მეფის სახელით გიბრძანებენ, ის უნდა გააკეთო. სულ იმ
მყრალი ბერიკაცის ბრალია ყველაფერი. რომ დამორჩილებოდა,
ჩვენ თავს გაგვანებებდნენ.
გენდრი მოიღუშა, – რაინდები და ლორდისწულები იყვანენ ერ-
თმანეთს ტყვედ და მერე გამოსასყიდებს იხდიან, მაგრამ შენნაირე-
ბი დანებდებიან თუ არა, ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია, – ის არიას მი-
უბრუნდა, – კიდევ რა დაინახე?
– ეგ თუ მეთევზეების სოფელია, ნაძლევს ვარ, თევზს მოგვყიდი-
ან, – თქვა ღვეზელამ. ტბა თევზით იყო სავსე, მაგრამ მათ არაფერი
გააჩნდათ, რომ ეთევზავათ. არიამ სცადა, შიშველი ხელით დაეჭირა
თევზი, როგორც კოსმა ქნა მის თვალწინ, მაგრამ თევზები მტრედებ-
ზე უფრო სხარტი აღმოჩნდნენ, წყლის ლივლივი კი თვალებს უბამ-
და. – თევზი არ ვიცი, – არიამ ქრცვინს მოთელილი თმა მოუსინჯა
და გაიფიქრა, ალბათ ჯობს, გადავკრიჭოთო, – წყალთან ყვავები
დაფრენენ. იქ რაღაც მკვდარი აგდია. – თევზები, ნაპირზე გამორი-
ყული, – თქვა ღვეზელამ – ყვავები თუ ჭამენ, ნაძლევს ვარ, ჩვენც
გვეჭმევა.
– ყვავები უნდა დავიჭიროთ, მაგათი შეჭმა შეგვიძლია, – თქვა
389
ლუმიმ, – შეგვეძლო, ცეცხლი დაგვენთო და ქათმებივით შეგვეწვა.
გენდრი საშიში სანახავი იყო, რომ იღუშებოდა. ხშირი და შავი
წვერი მოზრდოდა. – გითხარით, არავითარი ცეცხლი-მეთქი.
– ლუმი მშიერია, – დაიწუწუნა ღვეზელამ, – და მეც.
– ყველანი მშივრები ვართ, – უთხრა არიამ.
– შენ არ ხარ, – დაბლა მჯდომმა ლუმიმ გადააფურთხა, – მატ-
ლიჭამია. არია სიამოვნებით მისცხებდა წიხლს ჭრილობაზე.
– გითხარი, შენც ამოგითხრი-მეთქი, რომ მოგენდომებინა.
ლუმიმ ზიზღით დაჭყანა სახე.
– ფეხი რომ არ მტკიოდეს, რამე ტახს მოვინადირებდი.
– რამე ტახს, – გამოაჯავრა არიამ, – ტახზე სანადიროდ სატახე
შუბი გინდა, კიდევ – ცხენი და ძაღლები, და მარეკები, ტახი რომ წა-
მოაგდონ, – მამამისი ნადირობდა ხოლმე ტახზე მგლისტყეში რობ-
თან და ჯონთან ერთად. ერთხელ ბრანიც კი წაიყვანა, მაგრამ არა
არია, თუმც ის ბრანზე უფროსი იყო. სეპტა მორდეინმა უთხრა, ტახზე
ნადირობა ქალბატონების საქმე არ არისო, დედა კი დაჰპირდა, რომ
წამოიზრდები, შეგეძლება, საკუთარი შევარდენი იყოლიოო. ახლა
უკვე წამოზრდილი იყო, მაგრამ შევარდენი რომ ჰყოლოდა, შეჭამ-
და.
– ტახზე ნადირობის შენ რა გაგეგება? – უთხრა ღვეზელამ.
– შენზე მეტი მაინც.
გენდრი მათი სმენის გუნებაზე არ იყო.
– გაჩუმდით, ორივე, უნდა ვიფიქრო, რა ვქნათ, – ფიქრს რომ
ცდილობდა, მუდამ ტანჯული სახე ჰქონდა, თითქოსდა ეს საქმე უდი-
დეს ტკივილს აყენებდა. – დავნებდეთ, – თქვა ლუმიმ.
– გითხარი, ტვინი ნუ წაიღე მაგ დანებებით-მეთქი. არც კი ვიცით,
იქ ვინ არიან. იქნებ ცოტა საჭმლის მოპარვა მოვახერხოთ.

390
– ლუმი მოიპარავდა, ფეხი რომ არ სტკიოდეს, – თქვა ღვეზე-
ლამ, – ქალაქში ქურდი იყო – ცუდი ქურდი, – შეეპასუხა არია, –
თორემ არ დაიჭერდნენ გენდრიმ მოჭუტულმა ახედა მზეს.
– შესაპარად საუკეთესო დრო დაღამებისას იქნება. რომ ჩამობ-
ნელდება დასაზვერად წავალ.
– არა, მე წავალ, – უთხრა არიამ, – შენ ძალიან ხმაურობ.
გენდრის სახეზე ის თავისი ჯიუტი გამომეტყველება ეწერა.
– ორივე წავალთ.
– არი ჯობია წავიდეს, – თქვა ლუმიმ, – ის შენზე უკეთ დაძვრება.
– ორივე წავალთ-მეთქი, ვთქვი.
– მაგრამ უკან რომ არ დაბრუნდეთ? ღვეზელა მარტო ვერ მატა-
რებს, ხომ იცით, ვერა...
– თანაც აქ მგლებია, – თქვა ღვეზელამ, – წუხელ გუშაგად რომ
ვიდექი, მათი ხმა გავიგონე. უფრო ახლოდან ისმოდა.
მგლების ხმა არიასაც ჩაესმა. მას რცხილას ტოტებში ეძინა, მაგ-
რამ ყმუილმა გამოაღვიძა. მერე კი ლამის მთელი საათი იჯდა და უს-
მენდა, ამ ხმისგან ხერხემალზე ჟრჟოლა ასდევდა.
– შენ კიდევ ცეცხლის დანთებასაც არ გვანებებ, რომ გავაფ-
რთხოთ, – თქვა ღვეზელამ, – არ არის სწორი, აქ მგლების შესაჭმე-
ლად რომ გვტოვებთ.
– არავინაც არ გტოვებთ, – უთხრა გენდრიმ ზიზღით, – ლუმის
შუბი აქვს, მგლები თუ მოვლენ, შენც მასთან იქნები. ჩვენ მხოლოდ
მივალთ და შევხედავთ, ესაა და ეს. უკანაც დავბრუნდებით.
– ვინც არ უნდა იყოს, უნდა დანებდეთ, – ასლუკუნდა ლუმი, –
ფეხისთვის წამალი მჭირდება, საშინლად მტკივა.
– ფეხის წამალს თუ ვიპოვით, მოგიტანთ, – უთხრა გენდრიმ, –
არი, წამო, მანამდე მინდა ახლოს მისვლა, სანამ მზე ჩავიდოდეს.
ღვეზელა, ქრცვინი აქ გააჩერე, არ მინდა, აგვედევნოს.
391
– ბოლოს რომ მეჭირა, წიხლი დამარტყა.
– მე დაგარტყამ წიხლს, თუ არ გააჩერებ, – გენდრის პასუხის-
თვის არ დაუცდია, თავისი ფოლადის მუზარადი ჩამოიფხატა და გა-
აბიჯა.
არიას უნდა ერბინა, რომ დასწეოდა. გენდრი მასზე ხუთი წლით
უფროსი და მთელი ფუტით მაღალი იყო, თან გრძელი ფეხები ჰქონ-
და. თავიდან ბიჭი არაფერს ამბობდა, ბრაზიანი სახით ხეებს შორის
მიიკვლევდა გზას და მეტისმეტად ხმაურობდა. მაგრამ ბოლოს შე-
ჩერდა და თქვა:
– მგონი, ლუმი მოკვდება.
არიას არ გაჰკვირვებია. კურცი ჭრილობისგან მოკვდა, ის კი ლუ-
მიზე ბევრად უფრო ძლიერი იყო. როდესაც მისი ტარების ჯერი უწევ-
და, ბიჭის კანის სიმხურვალეს გრძნობდა და ფეხზე ამავალი სიმყრა-
ლე სცემდა – ეგებ და მაისტერი ვიპოვოთ...
– მაისტერები მხოლოდ ციხე-კოშკებში არიან და რომც ვიპო-
ვოთ რომელიმე, ის ლუმისნაირებზე ხელს არ გაისვრის გენდრიმ
დაბლა ჩამოზიდული ტოტის ქვეშ დაყვინთა. – არაა მართალი, –
ზუსტად იცოდა, მაისტერი ლუვინი დაეხმარებოდა ყველას, ვინც კი
შველას სთხოვდა.
– მოკვდება, და რაც მალე, მით უკეთესი დანარჩენებისთვის უნ-
და დაგვეტოვებინა, როგორც თვითონაც ამბობს. შენ ან მე რომ ვყო-
ფილიყავით დაჭრილი, ხომ იცი, ეგ დაგვტოვებდა, – ციცაბო ფლა-
ტეზე. ჩაცოცდა და მის მეორე მხარეს აუყვა, ხელებით ფესვებს ეჭი-
დებოდა, – ყელში ამოვიდა მაგის ტარება, და ეს წუწუნი დანებებაზე.
ფეხზე რომ იდგეს, კბილებს ჩამოვუღებდი. ლუმი აღარავის სჭირდე-
ბა. არც ის მტირალა გოგო სჭირდება ვინმეს.
– ქრცვინს თავი დაანებე, უბრალოდ, შეშინებული და მშიერია,

392
ეგაა და ეგ, – არიამ უკან მიიხედა, მაგრამ გოგონა ამჯერად არ მოს-
დევდა. ალბათ ღვეზელამ დაიჭირა და არ უშვებდა, როგორც გენ-
დრიმ უბრძანა.
– არ გვჭირდება, – ჯიუტად გაიმეორა გენდრიმ, – ეგ, ლუმი და
ღვეზელა გვანელებენ, მაგათ ხელში ვინმე დაგვხოცავს. მთელი
ჯგუფიდან შენ ერთი ხარ, ვინც რამედ ვარგა, თუმცა გოგო ხარ.
არიას ნაბიჯი გაუშეშდა.
– არ ვარ გოგო!
– ხარ. იმათსავით შტერი გგონივარ?
– არა, იმათზე უფრო შტერი მგონიხარ. ღამის ებგურს გოგოები
არ აჰყავს, ეს ყველამ იცის.
– მართალია. არ ვიცი, იორენმა რატომ წამოგიყვანა, მაგრამ
ალბათ რაღაც მიზეზი ჰქონდა. მაინც გოგო ხარ.
– არ ვარ!
– მაშინ ამოიღე და მოფსი. მიდი.
– არ მეფსია. რომ მინდოდეს, ვიზამდი.
– მატყუარა. ვერაფერსაც ვერ ამოიღებ, იმიტომ, რომ არ გაქვს.
ოცდაათი სანამ ვიყავით, ვერ ვამჩნევდი, მაგრამ შენ მოსაფსმელად
ყოველთვის ტყეში მიდიხარ. ღვეზელა ასე არ შვრება, არც მე. გოგო
თუ არ ხარ, საჭურისი იქნები. – საჭურისი შენ ხარ.
– ხომ იცი, რომ არ ვარ, – გენდრიმ გაიღიმა, – გინდა; ამოვიღო
და დაგარწმუნო? დასამალი არაფერი მაქვს.
– დიახაც გაქვს, – მიახალა არიამ, ცდილობდა, საუბარი სხვა თე-
მაზე გადაეტანა, რაკი საჩვენებელი არაფერი ჰქონდა, – ის ოქროს-
მოსასხამიანები შენს წასაყვანად მოვიდნენ, შენ კი არ გვითხარი,
რატომ.
– ნეტა ვიცოდე. მგონი, იორენმა იცოდა, მაგრამ ჩემთვის არ უთ-
ქვამს. და რატომ გეგონა, რომ შენ მოგდევდნენ?
393
არიამ ტუჩი მოიკვნიტა. ახსოვდა, რა უთხრა იორენმა იმ დღეს,
თმები რომ მოაჭრა. ამ ხროვას რომ ხედავ, ნახევარი დედოფალს
ისე გადაგცემს, გადაფურთხებას ვერ მოასწრებ – შეწყალების ან იქ-
ნებ დამატებით ორიოდე ვერცხლის სამაგიეროდ. მეორე ნახევარიც
იმავეს იზამს, ოღონდ ჯერ გიხმარს და ისე. მაგრამ გენდრი სხვა იყო.
დედოფალი მასაც დასდევდა.
– გეტყვი, თუ შენც მეტყვი, – უთხრა ფრთხილად.
– გეტყოდი, რომ ვიცოდე, არი... მართლა ასე გქვია თუ გოგოს
სახელი გაქვს? არია ფეხთან ამოჩრილ დაგრეხილ ფესვს დააჩერ-
და. ხვდებოდა, რომ თავის მოკატუნებას აზრი აღარ ჰქონდა. გენ-
დრიმ იცოდა, თვითონ კი შარვლიდან ვერაფერს ამოიღებდა, რომ
გადაერწმუნებინა. ან ნემსი უნდა ეშიშვლა და იქვე მოეკლა, ან უნდა
მინდობოდა. დარწმუნებული არ იყო, რომ მის მოკვლას მოახერხებ-
და, რომც ეცადა: მასაც ჰქონდა ხმალი და თანაც ბევრად ღონიერი
იყო. სიმართლის თქმის მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
– ლუმიმ და ღვეზელამ არ უნდა გაიგონ, – უთხრა გენდრის.
– ვერ გაიგებენ, – აღუთქვა მან, – ჩემგან – არა.
– არია, – მზერა ააპყრო და თვალებში შეხედა, – არია მქვია.
სტარკების გვარიდან. – სტარკების... – გენდრი შეყოვნდა, სანამ
წარმოთქვამდა, – მეფის მარჯვენა იყო სტარკი. აი, ის, მოღალატეო-
ბისთვის რომ მოკლეს.
– მოღალატე არ ყოფილა. მამაჩემი იყო.
გენდრის თვალები გაუფართოვდა.
– აი, რატომ ჩათვალე...
არიამ თავი დაუქნია.
– იორენს შინ მივყავდი, ვინტერფელში.
– მე... ესე იგი, შენ წარჩინებული ხარ... ქალბატონი იქნები...

394
არიამ დაიხედა დაძონძილ ტანსაცმელზე და შიშველ ფეხებზე, ერ-
თიანად დახეთქილი და დაკოჟრილი რომ ჰქონდა. ხედავდა ფრჩხი-
ლების ქვეშ ჩარჩენილ ჭუჭყს, დაფუფხულ იდაყვებს, დაკაწრულ ხე-
ლებს. ნაძლევს ვდებ, სეპტა მორდეინი ვერც კი მიცნობდა. სანსას
შეიძლება ვეცნე, მაგრამ თავს ისე დაიჭერდა, თითქოს ვერ მიცნო.
– დედაჩემი ქალბატონია, ჩემი დაც, მაგრამ მე არასოდეს ვყო-
ფილვარ. – კი იყავი. ლორდის ასული იყავი და სასახლეში ცხოვ-
რობდი, ხომ ასეა? და შენ... ღმერთებო, მაპატიეთ, მე არასოდეს... –
გენდრი უეცრად შეცბუნდა, ლამის შეშინდა, – ეს ყველაფერი ამო-
ღებაზე და ჩვენებაზე, არ უნდა მეთქვა. მე კიდევ შენ თვალწინ ვფსამ-
დი კიდევაც და ყველაფერი, მე... ბოდიში მომითხოვია, მილედი. –
მორჩი! – დაუსისინა არიამ. მასხრად იგდებდა თუ რა?
– ზრდილობა მეც ვიცი, მილედი, – უთხრა გენდრიმ, როგორც
ყოველთვის, ჯიუტად, – როდესაც ჩვენს სახელოსნოში წარჩინებუ-
ლი გოგონები მოდიოდნენ თავიანთ მამებთან ერთად, ჩემი ოსტატი
მეუბნებოდა, მუხლი მომედრიკა და მხოლოდ მაშინ მელაპარაკა,
როდესაც ისინი მომმართავდნენ, და მათთვის მილედი მეწოდებინა.
– ახლა მილედის ძახილს თუ დამიწყებ, მაგას ღვეზელაც კი შეამ-
ჩნევს. და, ჯობია, ისევ ისე მოფსა ხოლმე, როგორც აქამდე.
– როგორც მილედი მიბრძანებს.
არიამ ორივე ხელით მკერდში უბიძგა. მან ქვაზე წაიბორძიკა და
ზღართანით ჩაჯდა. – ეს როგორი ლორდის ასული ხარ? – ჰკითხა
სიცილით.
– აი, ასეთი, – გვერდში წიხლი მიარტყა, მაგრამ ამით კიდევ უფ-
რო გააცინა, – იცინე, რამდენიც გინდა. მე ვაპირებ, წავიდე და ვნა-
ხო, სოფელში ვინ არის, – მზე უკვე ხეებს ჩაეფარა. სულ მალე სიბ-
ნელე ჩამოწვებოდა. როგორც იქნა, ახლა გენდრის მოუხდა, დასწე-
ოდა.
395
– სუნი გცემს? – ჰკითხა არიამ.
გენდრიმ ჰაერი მოყნოსა.
– დამპალი თევზია?
– ხომ იცი, რომ არა.
– ჯობს, ვიფრთხილოთ. მე დასავლეთიდან შემოვუვლი, ვნახავ,
იქ რამე გზა ხომ არ არის. ფორანი თუ დაინახე, გზა უნდა იყოს. შენ
ნაპირი დაათვალიერე. შველა თუ დაგჭირდა, ძაღლივით დაიყეფე.
– ეგ სისულელეა. შველა თუ დამჭირდა, მიშველეთ-მეთქი, და-
ვიყვირებ, – არია შებრუნდა და მოკურცხლა, შიშველი ფეხები უხ-
მაუროდ მიქროდნენ ბალახში. მხარსუკან რომ მოიხედა, დაინახა,
რომ გენდრი ტანჯული სახით უცქერდა, რაც ნიშნავდა, რომ ფიქ-
რობდა. შეიძლება იმას ფიქრობდა, რომ მილედი საჭმლის მოსაპა-
რად არ უნდა გაეშვა. არიამ ზუსტად იცოდა, რომ აწი რაღაც შტერო-
ბების კეთებას დაიწყებდა.
სოფელს რომ მიუახლოვდა, სუნი გაძლიერდა. ეს წამხდარი თევ-
ზის სუნს არ ჰგავდა. უფრო მკვეთრი, მყრალი იყო. არიამ ცხვირი
შეჭმუხნა. სადაც ხეები შეთხელდა, იქ ბუჩქებს მოფარება დაიწყო.
ჩრდილივით უხმაუროდ სხლტებოდა ერთი ბუჩქიდან მეორემდე.
ხშირ-ხშირად ჩერდებოდა და აყურადებდა. მესამედ რომ მიუგდო
ყური, ცხენების ხმა და ადამიანების ლაპარაკი ჩაესმა. სუნი კი უარე-
სი იდგა. გვამის სიმყრალე, აი, რა იყო ეს. ადრეც ეგრძნო ეს სუნი,
იორენისგან და სხვებისგანაც.
სოფლის სამხრეთით ხშირი მაყვლოვანი იყო გაბარდული. იქამ-
დე რომ მიაღწია, დაისის გრძელმა ჩრდილებმა გამკრთალება იწყეს
და ციცინათელები გამოჩნდნენ. ისლის სახურავებს იქვე, ცოცხალი
ღობის გადაღმა ხედავდა. უჩუმრად გაუყვა ღოჯეს, გასაძრომი იპოვა
და მუცელზე გაწოლილი შიგნით შეძვრა, თან სულ კარგად დამალუ-
ლი რჩებოდა. აქ კი დაინახა ის, რაც სუნს აყენებდა.
396
ღმერთების თვალის წყნარად მოტყლაშუნე წყლის გვერდით გა-
ურანდავი ნედლი ხეებით გრძელი სახრჩობელა აღემართათ. ზედ
ეკიდა ის, რაც ოდესღაც ადამიანები ყოფილიყო. ფეხები შებორკი-
ლი ჰქონდათ, სხეულებზე ყვავები ასხდებოდნენ და გვამიდან გვამზე
ფრინდებოდნენ. ყოველ ყვავზე კი ასობით ბუზი მოდიოდა. ტბიდან
ქარმა რომ მობერა, უახლოესი გვამი ნელა, ნელა დატრიალდა თა-
ვის ჯაჭვზე. ყვავებს მისთვის თითქმის მთლიანად მოეკორტნათ სა-
ხე, მაგრამ რაღაც კიდევ სჭირდა, რაღაც, ბევრად უარესი. ყელი და
მკერდი გაგლეჯილი ჰქონდა, გაფატრული მუცლიდან პრიალა მწვა-
ნე შიგნეულობა და დაფლეთილი ხორცის ნაკუწები გადმოჰკიდებო-
და. – ცალი მკლავი მხრიდან ჰქონდა მოგლეჯილი; არიამ რამდენი-
მე ფუტის მოშორებით დაინახა დაღრღნილი და დატკვერილი ძვლე-
ბი, ხორცისგან პირწმინდად გაცლილი. თავი აიძულა, მომდევნო კა-
ცისთვის შეეხედა, მერე – იმის შემდეგისთვის, ისევ შემდეგისთვის,
თან თავს უმეორებდა, ქვასავით მტკიცე ვარო. გვამები ისე იყო და-
სახიჩრებული და გახრწნილი, არიას დრო დასჭირდა, მიხვედრილი-
ყო, რომ ჩამოკიდებამდე ყველანი გაეშიშვლებინათ. არ ჰგავდნენ
შიშველ ადამიანებს, ლამის საერთოდ არ ჰგავდნენ ადამიანებს.
ყვავებს თვალები ამოეკორტნათ, ზოგისთვის სახეც მთლიანად მო-
ეცლიათ. გრძელი რიგის მეექვსე კაცისგან ერთი ფეხიღა დარჩენი-
ლიყო, ჯერაც ჯაჭვები ჰქონდა შემოხვეული და ნიავის ყოველ წამოქ-
როლებაზე ირხეოდა. შიში ხმალზე უფრო ღრმად ჭრის. მკვდრები
მას ვეღარაფერს დაუშავებდნენ, მაგრამ მათ მკვლელებს შეეძლოთ
დაშავება. სახრჩობელასგან კარგა მოშორებით ჟიქვის პერანგებში
ჩაცმული ორი კაცი შუბებს ჩამოჰყრდნობოდა წყლისპირას მდგარი
გრძელი შენობის წინ, იმის, ფიქლის სახურავი რომ ჰქონდა. მათ წინ
ატალახებულ მიწაში ორი მაღალი სარი იყო ჩასობილი და ზედ
დროშები ეგო. ერთი წითელი ჩანდა, მეორე – უფრო ღია ფერის,
397
თეთრი ან იქნებ ყვითელი, მაგრამ ორივე უძრავად ეკიდა და იმ ბინ-
დბუნდში არია დარწმუნებით იმასაც კი ვერ იტყოდა, წითელი დრო-
შა ლანისტერების მეწამული ფერის იყო თუ არა. რაში მჭირდება
ლომის დანახვა, ამ დახოცილ ხალხს ხომ ვხედავ, ლანისტერების
მეტი ამას ვინ იზამდა? მერე ყვირილი გაიგონა.
ორი შუბოსანი ხმისკენ შეტრიალდა და მესამე კაციც გამოჩნდა,
წინ ტყვეს მოდენიდა. არია ბინდში სახეებს ვერ არჩევდა, მაგრამ ტუ-
საღს ლაპლაპა ფოლადის მუზარადი ეხურა და რქებიც რომ დაინა-
ხა, მიხვდა, გენდრი იყო. შტერო, შტერო, შტერო, შტერო!!! გაიფიქ-
რა. გვერდით რომ ჰყოლოდა, ისევ წიხლს ჩაარტყამდა. მცველები
ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისე შორს იდგნენ, რომ არია
სიტყვებს ვერ არჩევდა, მით უფრო, რომ იქვე, ყურისძირში, ყვავები
ყრანტალებდნენ და დაფრთხიალებდნენ. ერთმა შუბოსანმა გენ-
დრის თავიდან ჩაფხუტი მოგლიჯა და რაღაც ჰკითხა, მაგრამ, ჩანს,
პასუხი არ მოეწონა, იმიტომ, რომ შუბის ტარი სახეზე გადაუჭირა და
მიწაზე დააგდო. იმან, რომელმაც დაატყვევა, წიხლი ჩასცხო, მეორე
შუბოსანი კი ამასობაში მის ხარისთავა მუზარადს იზომებდა. ბო-
ლოს და ბოლოს ფეხზე წამოაყენეს და საბძლისკენ გაუყენეს გზას.
მძიმე ხის კარი რომ გამოაღეს, შიგნიდან პატარა ბიჭი გამოვარდა,
მაგრამ ერთმა მცველმა მკლავში ჩაავლო ხელი და ისევ უკან შეუძა-
ხა. არიას შენობის შიგნიდან გამომავალი ქვითინის ხმა ჩაესმა, მე-
რე ვიღაცამ ისე ხმამაღლა და ტანჯვით აღსავსე ხმით დაიკივლა,
რომ გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა.
მცველებმა გენდრიც ბიჭს მიაყოლეს და ზურგსუკან კარი ჩაურა-
ზეს. სწორედ ამ დროს ტბიდან ფშვინვასავით დაიძრა ნიავი, დროშე-
ბი შეირხა და გაიშალა. ერთზე ოქროს ლომი იყო გამოსახული, რო-
გორც თავიდანვე ეგონა. მეორეზე სამი მბზინავი შავი ფიგურა გარ-

398
ბოდა კარაქივით ყვითელ ველზე. ძაღლებიო, გაიფიქრა. არიას ად-
რეც ჰყავდა ნანახი ეს ძაღლები, მაგრამ სად? რა მნიშვნელობა
ჰქონდა. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა, ის იყო, რომ
მათ გენდრი ჰყავდათ ხელში ჩაგდებული. თუმც კი ჯიუტი და შტერი
იყო, მაინც უნდა გამოეხსნა. ნეტავ ის თუ იციან, დედოფალი რომ
ეძებს?
ერთმა მცველმა თავისი მუზარადი მოიხადა და გენდრისა დაიხუ-
რა. არია ამან გააბრაზა, მაგრამ იცოდა, ხელს ვერაფრით შეუშლი-
და. მოეჩვენა, რომ უფანჯრო შენობიდან ისევ მოისმა დახშული კი-
ვილი, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყოდა. იმდენ ხანს დარჩა, რომ
დაინახა, როგორ შეიცვალნენ მცველები, და სხვაც ბევრი რამ ნახა.
მეომრები მიდი-მოდიოდნენ. ცხენები დასარწყულებლად მდინარე-
ზე ჩაჰყავდათ. ტყიდან მონადირეების ჯგუფი დაბრუნდა და სარზე ჩა-
მოკიდებული ირემი მოიტანეს. უყურა, როგორ გაატყავეს და გამო-
წელეს, მერე კი მდინარის გადაღმა სამზადი კოცონი აანთეს. შემ-
წვარი ხორცის სუნი უცნაურად შეერწყა ხრწნის სიმყრალეს. ცარიე-
ლი მუცელი აუჯანყდა და იფიქრა, ახლა ვარწყევო. საჭმლის სუნზე
სხვა მეომრებიც გამოიშალნენ სახლებიდან, თითქმის ყველა მათ-
განს მოთრიმლული ტყავი და აბჯრის რამე ნაწილი მაინც ეცვა. ირე-
მი რომ შეიწვა, რჩეული ნაჭრები ერთ-ერთ სახლში შეიტანეს.
არია ფიქრობდა, რომ ჩამობნელდება, შევძლებ, ახლო მივიპა-
რო და გენდრი გავათავისუფლოო, მაგრამ მცველებმა სამზადი კო-
ცონიდან ჩირაღდნები აანთეს. საჭურველთმტვირთველმა საბძე-
ლის კართან მდგარ ორ მცველს პური და ხორცი მოუტანა, ცოტა ხან-
ში მათ კიდევ ორი კაცი შეუერთდა, ღვინიანი ტიკი მოიტანეს, ერ-
თმანეთს გადასცემდნენ და რიგრიგობით სვამდნენ. ტიკი რომ გამო-
ცალეს, მოსულები ისევ წავიდნენ, მაგრამ ორი მცველი დარჩა, ისევ

399
შუბებს ჩამოეყრდნენ. არიას ხელები და ფეხები გაშეშებული ჰქონ-
და, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ღობის ბუჩქებიდან გამოძვრა და
ტყის სიბნელეს მისცა თავი. კუნაპეტი ღამე იდგა, მთვარის ნალევი
მრბოლ ღრუბლებში უჩინარდებოდა და ისევ გამოჩნდებოდა ხოლ-
მე. ლანდივით უხმოდ, უთხრა თავს, ხეებს შორის რომ მიდიოდა. ამ
სიბნელეში გაქცევას ვერ ბედავდა. უჩინარ ფესვს რომ არ წამოსდე-
ბოდა და მხარი რომ არ ქცეოდა. მის მარცხნივ ღმერთების თვალი
წყნარად ეტყლაშუნებოდა ნაპირს, ხელმარჯვნივ ქარი კვნესოდა
ტოტებში, ფოთლები შრიალებდა და ირხეოდა. შორიდან მგლების
ყმუილი ჩაესმა. ლუმიმ და ღვეზელამ შიშით ლამის ჩაისვარეს, რო-
დესაც არიამ მათ უკან ხეებიდან გამოაბიჯა.
– წყნარად, – დააჩუმა ისინი და მისკენ გამოქცეულ ქრცვინს
მკლავი მოხვია. ღვეზელა დაჭყეტილი თვალებით შეჰყურებდა.
– ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ გაგვეპარეთ, – ხელში თავისი დაშნა
ეჭირა, აი, ის, იორენმა ოქროსმოსასხამიანს რომ წაართვა, – შენ
კიდევ მგელი მეგონე. – ბუღა სადაა? – ჰკითხა ლუმიმ.
– დაიჭირეს, – დაიჩურჩულა არიამ, – ჩვენ უნდა გავათავისუფ-
ლოთ. ღვეზელა, შენ უნდა დამეხმარო. მივეპარებით და მცველებს
დავხოცავთ, მერე კი მე კარს გავაღებ. ღვეზელამ და ლუმიმ ერთმა-
ნეთს გადახედეს.
– რამდენი არიან?
– ვერ დავითვალე, – გამოტყდა არია, – ოცნი მაინც იქნებიან,
მაგრამ კართან მხოლოდ ორი დგას.
ღვეზელა ისე იყურებოდა, გეგონებოდა, სადაცაა, ატირდებაო.
– ოცს ვერ შევებრძოლებით.
– შენ მარტო ერთს უნდა შეებრძოლო. მეორეს მე მოვკლავ, მე-
რე გენდრის გამოვიყვანთ და გავიქცევით.
– უნდა დავნებდეთ, – თქვა ლუმიმ, – უბრალოდ, მივიდეთ და
400
დავნებდეთ. არიამ ჯიუტად გაიქნია თავი.
– მაშინ ავდგეთ და დავტოვოთ, არი, – შეევედრა ლუმი, – იმათ
არ იციან, ჩვენც რომ ვართ აქ. თუ დავიმალებით, ადგებიან და წავ-
ლენ, ხომ იცი, ნამდვილად წავლენ. ჩვენი ბრალი ხომ არაა, გენდრი
ტყვედ რომ ჩავარდა.
– რა შტერი ხარ, ლუმი, – ბრაზით უთხრა არიამ, – შენ ხომ მოკ-
ვდები, გენდრი თუ არ გამოვათრიეთ. შენ ვინ წაგიღებს?
– შენ და ღვეზელა.
– სულ, ყოველთვის, ისე, რომ დამხმარეც არ გვეყოლება? მაგას
ხომ ვერაფრით შევძლებთ. გენდრი იყო ღონიერი. და მაინც, რაც არ
უნდა თქვათ, მე ვაპირებ, მის გამოსათრევად დავბრუნდე, – მან ღვე-
ზელას შეხედა, – მოდიხარ? ღვეზელამ შეხედა ლუმის, მერე არიას,
ისევ ლუმის.
– წამოვალ, – თქვა უწადინოდ.
– ლუმი, შენ ქრცვინი აქ გააჩერე.
მან პატარა გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ახლოს მიითრია.
– და მგლები რომ მოვიდნენ?
– დანებდი, – ურჩია არიამ.
სოფლამდე გზის გაგნებას თითქოს საათები დასჭირდა. ღვეზე-
ლა სიბნელეში ბორძიკობდა და გზა ერეოდა, არიას უწევდა, დალო-
დებოდა ან უკანაც დაბრუნებულიყო. ბოლოს ხელი ჩაჰკიდა და ხე-
ებს შორის უკან გაიყოლა.
– უბრალოდ, ჩუმად იყავი და მომყევი.
როდესაც ცაზე სოფლის ცეცხლების პირველი ანარეკლი გაკ-
რთა, გააფრთხილა: – ღობის შიგნით მკვდრებია ჩამოკიდებული,
მაგრამ მაგათში საშიში არაფერია. დაიმახსოვრე, რომ შიში ხმალზე
უფრო ღრმად ჭრის. ძალიან უხმაუროდ და ნელა უნდა მივიდეთ.
ღვეზელამ თავი დაუქნია.
401
ცოცხალი ღობის ქვეშ პირველი არია გაძვრა. მეორე მხარეს ჩა-
იკუნტა და ღვეზელას დაუცადა. ღვეზელა ფერდაკარგული და აქო-
შინებული გამოძვრა, სახე და მკლავები გრძელი ნაკაწრებით და-
სისხლიანებოდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არიამ ტუჩებზე
თითი დაადო. ოთხით ჩაუარეს სახრჩობელას, მათ თავზემოთ
მკვდრები ქანაობდნენ. ღვეზელას არც აუხედავს, ხმაც არ ამოუღია.
სანამ ყვავი არ დააჯდა ზურგზე. მაშინ კი შეკრთომის ყრუ ხმა დას-
ცდა. – ვინ არის მანდ? – დაიბუხუნა ხმამ სიბნელეში.
ღვეზელა ფეხზე წამოხტა.
– გნებდებით! – მან გვერდზე მოისროლა თავისი ხმალი. მაშინვე
უკმაყოფილო ჩხავილით ჰაერში აიჭრა ათეულობით ყვავი და გვა-
მების გარშემო აფართხუნდა. არიამ ფეხში წაავლო ხელი და სცადა,
ისევ დაბლა დაექაჩა, მაგრამ მან ფეხი გამოგლიჯა და წინ გაიჭრა
სირბილით, თან მკლავებს იქნევდა, – გნებდებით! გნებდებით!
არია წამოხტა და ნემსი იშიშვლა, მაგრამ გარშემო უკვე ყოველი
მხრიდან შემოსდგომოდნენ. ყველაზე ახლოს მდგომს მოუქნია მახ-
ვილი, მაგრამ მან ფოლადით შემოსილი მკლავი დაახვედრა, ვიღაც
სხვა ზედ მიეხეთქა და მიწაზე დაითრია, მესამემ კი ხმალი გამოსტა-
ცა კბენას რომ შეეცადა, კბილები ცივ მტვრიან ჯაჭვზე გაუწკაპუნდა.
– ოჰო, რა პატარა და მძვინვარე ვინმეა, – სიცილით თქვა ვიღა-
ცამ. რკინიანი მუშტი ისე შემოსცხო, ლამის თავი წააცალა.
ტკივილით გათანგული ეგდო მიწაზე, ისინი მის თავზემოთ ლაპა-
რაკობდნენ, მაგრამ არია სიტყვებს ვერ არჩევდა. ყურები უგუგუნებ-
და. გვერდით გაცოცება რომ სცადა, მის ქვეშ მიწა ატორტმანდა.
ნემსი წაართვეს. ამ ფიქრით მოგვრილი სირცხვილი ტკივილზე უფ-
რო მწარე იყო, ტკივილით კი მართლაც მწარედ სტკიოდა. ეს ხმალი
ჯონმა აჩუქა. მისი ხმარება სირიომ ასწავლა.
ბოლოს ვიღაცამ ქურთუკის გულისპირით ჩაბღუჯა და მუხლებზე
402
წამოაყენა. ღვეზელაც დაჩოქილი იდგა ვიღაც კაცის წინ, მასავით
მაღალი ადამიანი არიას არასოდეს ენახა. ბებერი ნენის ზღაპრები-
დან გადმოსულ ურჩხულს ჰგავდა. ეს გოლიათი საიდან გამოვიდა,
ვერ შენიშნა. მის გახუნებულ ყვითელ იალმაგზე სამი მწევარი გარ-
ბოდა, სახე კი ქვისგან ნაკვეთს მიუგავდა. უცებ არიას გაახსენდა,
სად ჰყავდა ადრე ნანახი ეს ძაღლები. მეფის საბიჯელში ტურნირის
ღამეს თავისი კარვის წინ ყველა რაინდს ღერბიანი ფარი ჰქონდა
დაკიდებული. „აი, ის ქოფაკის ძმისაა“, გაუმხილა სანსამ, როდესაც
ყვითელ ველზე გაქცეულ ძაღლებს ჩაუარეს, „ის ჰოდორზე უფრო
მაღალიც კია, აი, ნახავ. ცხენოსან მთას ეძახიან“.
არიამ თავი ჩაკიდა, გარშემო რა ხდებოდა, მხოლოდ სანახევ-
როდ თუ ეყურებოდა. ღვეზელა კიდევ და კიდევ ნებდებოდა. მთამ
თქვა:
– იმ დანარჩენებთან მიგვიყვან, – და წავიდა. ამის მერე სახრჩო-
ბელებზე დაკიდებულ მკვდრებს ჩაუარეს, ღვეზელა კი ამასობაში
დამტყვევებლებს ჰპირდებოდა, ღვეზელებსა და ნაზუქებს დაგიც-
ხობთ, თუ არაფერს დამიშავებთო. თან ოთხი კაცი გაჰყვათ. ერთს
ჩირაღდანი ეჭირა, ერთს – ორლესული, ორს შუბები ჰქონდა. ლუმი
იქვე ნახეს, სადაც დატოვეს, მუხის ქვეშ.
– გნებდებით! – იყვირა მაშინვე, როგორც კი ისინი დაინახა. თა-
ვისი შუბი გვერდზე მიაგდო და ძველი საღებავით მწვანედ დალაქუ-
ლი ხელები ასწია, – გნებდებით. გთხოვთ.
ჩირაღდნიანმა კაცმა გარშემო ხეების ქვეშ დაძებნა.
– შენ ბოლო ხარ? მცხობელმა ბიჭმა თქვა, კიდევ გოგო არისო.
– გაიქცა, როცა გაიგონა, როგორ მოდიოდით. ძალიან ხმაურობ-
დით. გაიქეცი, ქრცვინი, გაიფიქრა არიამ, გაიქეცი, რაც შეიძლება
შორს, გაიქეცი და აღარასოდეს დაბრუნდე.

403
– გვითხარი, სად ვიპოვოთ ის ბოზიშვილი დონდარიონი და სა-
მაგიეროდ ცხელ საჭმელს მიიღებ.
– ვინ? – ვერ მიხვდა ლუმი.
– ხომ გითხარი, ამ ხროვამაც არ იცის იმაზე მეტი, რაც იმ ძუკნებ-
მა სოფელში. სულ ტყუილად ვკარგავთ ამ ოხერ დროს.
ერთი შუბოსანი ლუმისკენ დაიხარა.
– ფეხზე რამე გჭირს, ბიჭო?
– ნატკენი მაქვს.
– სიარული შეგიძლია? – მის ხმაში თანაგრძნობა გაისმა.
– არა, – მიუგო ლუმიმ, – თქვენ უნდა წამიღოთ.
– ჰოო? – კაცმა დაუდევრად ასწია შუბი და მისი წვერი ბიჭს
რბილ ყელში გაუყარა. ლუმიმ მეტი დანებება ვეღარ მოასწრო. ერ-
თხელ გაფართხალდა და გათავდა. კაცმა შუბი რომ ამოაძრო, სის-
ხლმა მუქ შადრევნად იხუვლა.
– უნდა წამიღოთო, თურმე, – წარმოთქვა ქირქილით.

ტირიონი

გააფრთხილეს, თბილად ჩაიცვიო. ტირიონ ლანისტერმა პატი-


ოსნად დაუჯერა რჩევას. ეცვა მძიმე, დაბამბული ბრიჯი და შალის
კამზოლი, ზემოდან კი ბინდისკატის ტყავის მოსასხამი მოეგდო, აი,
ის, მთვარის მთებში რომ იშოვა. მოსასხამი უაზროდ გრძელი იყო,
მასზე ორჯერ უფრო მაღალ კაცს მოერგებოდა. ცხენზე თუ არ იჯდა,
მისი ტარება მხოლოდ მაშინ შეეძლო, თუ ტანზე რამდენჯერმე შემო-
იხვევდა. ასე კი ზოლიან ბეწვის ბურთს ემსგავსებოდა.
მაგრამ მაინც ფიქრობდა, კარგი ვქენი, რჩევა ყურად რომ ვი-
ღეო. გრძელ და ნესტიან სარდაფში ჩამდგარი სიცივე ძვლებამდე

404
ატანდა. ტიმეტმა ცოტა ხანს გაუძლო აქაურ სუსხს და არჩია, ისევ ზე-
ვით აბრუნებულიყო.
დაახლოებით რეინისის ბორცვის ქვეშ იყვნენ, ალქიმიკოსთა
გილდიის დარბაზის უკან. ნესტიანი ქვის კედლები გვარჯილით იყო
დალაქული, სინათლეს კი დახურული რკინა-მინის ფარანი ასხივებ-
და, რომელიც ფრთხილად მოჰქონდა ჰალინ პირომანს.
მართლაც რომ ფრთხილად... ასეთ ქოთნებთან კი გინდოდა სიფ-
რთხილე. ტირიონმა ერთი ხელში აიღო და დააკვირდა. მრგვალი და
მწითური იყო, მსხვილ თიხის გრეიპფრუტს ჩამოჰგავდა. მისი ხე-
ლისთვის ოდნავ მოზრდილი იყო, მაგრამ იცოდა, ჩვეულებრივი კა-
ცის ხელს კარგად მოერგებოდა. ისეთი სიფრიფანა თიხით გამოე-
ძერწათ, რომ გააფრთხილეს, ზედმეტად არ მოეჭირა, ხელში რომ
არ ჩაფშვნოდა. თიხა უხეში და ხორკლიანი ეჩვენა. ჰალინმა უთხრა,
ასე განგებ არისო. – გლუვი ქოთანი უფრო იოლად გაუსხლტება
კაცს ხელიდან.
ველური ცეცხლი ზანტად გადმოდინდა ჭურჭლის პირისკენ, რო-
დესაც ტირიონმა შიგნით ჩასაჭვრეტად გადმოხარა. მუქი მწვანე უნ-
და ყოფილიყო, იცოდა, მაგრამ ამ სუსტ შუქზე ფერი არ გაირჩეოდა.
– სქელია, – განაცხადა მან.
– ეს სიცივის გამოა, მილორდ, – ჰალინს სახეზე მკვდრისფერი
ედო, რბილი და ნოტიო ხელები ჰქონდა და ქლესური ქცევა სჩვე-
ოდა. სიასამურის ბეწვით გაწყობილი ზოლიანი შავ-წითელი კაბა
ეცვა, მაგრამ ბეწვი ცოტა არ იყოს გაძუნძგლული და ჩრჩილნაჭამი
ჩანდა, – რომ გათბება, სუბსტანცია უფრო იოლად იდენს, ფარნის
ნავთის მსგავსად.
პირომანი ველურ ცეცხლს სუბსტანციად მოიხსენიებდა. ამას
გარდა, ისინი ერთმანეთს განბრძნობილებს ეძახდნენ, რაც ტირი-
ონს ლამის ისევე აღიზიანებდა, როგორც მათივე ჩვევა, გამუდმებით
405
გადაეკრათ სიტყვა რაღაც ულევი და იდუმალი ცოდნის შესახებ,
რომელსაც ვითომდა ფლობდნენ. ოდესღაც მათი გილდია მარ-
თლაც ძლევამოსილი იყო, მაგრამ უკანასკნელ საუკუნეებში ციტა-
დელის მაისტერებმა ლამის ყველგან ჩაანაცვლეს ალქიმიკოსები.
ახლა ძველი ორდენებიდან რამდენიმეღა იყო შემორჩენილი და
ისინიც უკვე აღარც კი იბრალებდნენ, ლითონის გარდასახვა შეგ-
ვიძლიაო...
...მაგრამ, სამაგიეროდ, ველური ცეცხლის კეთება შეეძლოთ.
– მითხრეს, წყალი არ ჩააქრობსო...
– ასეა. თუ ერთხელ ცეცხლი მოედო, სუბსტანცია დაუოკებლად
იწვის, სანამ არ გამოილევა. მეტიც, ის ჟღენთს ქსოვილს, ხეს, ტყავს,
ლითონსაც კი, და მათაც ააალებს. ტირიონს მირელი წითელი ქურუ-
მი თოროსი და მისი ცეცხლოვანი ხმალი გაახსენდა. ველური ცეც-
ხლის თხელი ფენაც კი საათობით იწვოდა. ყოველი ხელჩართული
ბრძოლის მერე თოროსს ახალი ხმალი სჭირდებოდა, მაგრამ რო-
ბერტს უყვარდა ის კაცი და სიხარულითაც კი აძლევდა ახალ
იარაღს.
– და თიხას რატომ არ ჟღენთს?
– ჟღენთს, როგორ არა, – უთხრა ჰალინმა, – ამის ქვეშ კიდევ
არის სარდაფი, სადაც ძველ ქოთნებს ვინახავთ. მეფე ეირისის დრო-
ინდელს. ეს მან ისურვა, ხილის ფორმის ქოთნები დაგვემზადებინა.
მართლაც საშიში ხილია, მილორდ მარჯვენავ, და, მმმ... უკვე გადამ-
წიფებულიც კია, თუ გამიგეთ, რას ვამბობ. ჩვენ ისინი ცვილით დავ-
ბეჭდეთ და ქვედა სარდაფი წყლით ამოვავსებინეთ, მაგრამ ასეც
კი... წესით, ისინი უნდა განადგურებულიყო, მაგრამ მეფის საბიჯე-
ლის რბევისას იმდენი ოსტატი მოგვიკლეს, რომ ის რამდენიმე გა-
დარჩენილი მომსახურე ამ ამოცანას თავს ვეღარ გაართმევდა. თა-

406
ნაც, ეირისისთვის დამზადებული მარაგის დიდი ნაწილი დაკარგუ-
ლი იყო. მხოლოდ გასულ წელს აღმოჩნდა ორასი ქილა ბეილორის
დიდი სეპტის ქვეშ საწყობში. არავის ახსოვს, ისინი იქ რა გზით მოხ-
ვდა, მაგრამ ალბათ საჭიროც არაა გითხრათ, რომ არქისეპტონი ში-
შით კინაღამ გადაირია. მე თავად ვიზრუნე, რომ ყველაფერი უხიფა-
თოდ გადაეტანათ. ურემი ქვიშით ავავსებინე და ყველაზე მარჯვე
მომსახურეები გავგზავნე. მხოლოდ ღამღამობით ვმუშაობდით,
ჩვენ... – ...დიდებულად იმუშავეთ, ეჭვი არ მაქვს, – ტირიონმა ქო-
თანი ისევ უკან დადო, თავის ამხანაგებს შორის. ქოთნები მაგიდას
მთლიანად ფარავდა, ოთხ-ოთხად დაედგათ და მათი მწყობრი რი-
გების ბოლო მიწისქვეშეთის ბინდში იკარგებოდა. ამის უკან კი კი-
დევ სხვა მაგიდებიც იდგა, კიდევ ბევრი სხვა მაგიდა, – განსვენებუ-
ლი მეფე ეირისის ის, რა ჰქვია, ხილი, ჯერაც შეიძლება მათი გამო-
ყენება? – ო, დიახ, თითქმის დანამდვილებით... მაგრამ ფრთხი-
ლად, მილორდ, ძალიან ფრთხილად. რომ ძველდება, სუბსტანცია
ხდება უფრო, მმმ... მერყევი, ასე ვთქვათ. უკვე ნებისმიერი ცეც-
ხლით აენთება, ნებისმიერი ნაპერწკლით. ზედმეტ სითბოში ქოთნე-
ბი თავისთავად აბრიალდება. მათი დატოვება მზეზე არაფრით არ
შეიძლება, თუნდაც მცირე ხნით. შიგნით ცეცხლი თუ გაჩნდა, სიმ-
ხურვალე სუბსტანციას სწრაფად აფართოებს და სულ მალე ქოთანი
იმსხვრევა. თუ მის სიახლოვეს სხვა ქოთნებიცაა, ისინიც აფეთქდება
და ასე...
– ამჟამად რამდენი ქოთანი გაქვთ?
– ამ დილით განბრძნობილმა მუნციტერმა მითხრა, რომ შვიდი
ათას რვაას ორმოცია მზად. ამ რიცხვში შედის მეფე ეირისის დრო-
ინდელი ქოთნებიც, ზუსტად რომ ვთქვათ. – ის ჩვენი გადამწიფებუ-
ლი ხილი?
ჰალინმა თავი დაუკანტურა.
407
– განბრძნობილი მალიარდი დარწმუნებულია, რომ მოვახერ-
ხებთ, სრული ათი ათასი ქოთანი მოგართვათ, როგორც დედოფალს
ვიყავით შეპირებული. მე ვეთანხმები, – პირომანი ზედმეტადაც ნა-
სიამოვნები ჩანდა ამ მოსალოდნელი ამბით. თუ ჩვენი მტრები გად-
როვებენ. პირომანები ველური ცეცხლის დამზადების ხერხს უაღრე-
სად საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ ტირიონმა იცოდა, რომ ეს
ხანგრძლივი, სახიფათო და ხანგრძლივი პროცესი იყო. მას მიაჩ-
ნდა, რომ ათი ათასი ქოთნის დამზადების დაპირება გაუგონარი
კვეხნა იყო, იმის მსგავსი, მებაირაღე რომ დაიქადნებს, მებატონის-
თვის ათი ათას ხმლოსანს გამოვიყვანო, ბრძოლის დღეს კი ასი ან
ორასი კაცით გამოცხადდება. თუ შეუძლიათ, მართლაც ათი ათასი
მოგვცენ...
ვერ გაეგო, უნდა გახარებოდა თუ შეძრწუნებულიყო. ალბათ
ორივე ერთად. – მჯერა, რომ თქვენი გილდიის ძმები ზედმეტად არ
აჩქარდებიან, განბრძნობილო. არაფრად გვჭირდება ათი ათასი ნა-
კიანი ველური ცეცხლი, ერთიც არ გვჭირდება... და, ნამდვილად,
არაფრად გვინდა უბედური შემთხვევები.
– არანაირი უბედური შემთხვევები არ იქნება, მილორდ მარჯვე-
ნავ. სუბსტანციას გამოწვრთნილი მომსახურეები ამზადებენ ცარი-
ელ ქვის საკნებში, დამზადებისთანავე ყოველ ქოთანს შეგირდი
იღებს და აქ ჩამოაქვს. ყოველი სამუშაო საკნის ზემოთ არის ოთახი,
რომელიც მთლიანად ქვიშითაა სავსე. იატაკებს მძლავრი დამცავი
შელოცვა ადევს, მმმ... უმძლავრესი. მის ქვეშ საკანში რამენაირი
ცეცხლი თუ გაჩნდა, იატაკი დაუყოვნებლივ ჩაიქცევა და ქვიშა
ცეცხლს მაშინვე ჩააქრობს. – უდიერ მომსახურეზე რომ აღარაფერი
ვთქვათ, – ტირიონი ვარაუდობდა, რომ ჰალინი ჯადოში რაღაც
ჭკვიანურ მექანიზმს გულისხმობდა. გაიფიქრა, რომ სიამოვნებით
გამოიკვლევდა რომელიმე ამ ცრუჭერიან საკანს და გაარკვევდა,
408
თუ როგორ იყო მოწყობილი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. შესაძ-
ლოა მერე, ომს რომ მოიგებს. – ჩემი თანამოძმენი უდიერები არა-
სოდეს არიან, – დაბეჯითებით თქვა ჰალინმა, – შემიძლია, ვიყო...
მმმ... გულწრფელი?
– ო, რასაკვირველია.
– სუბსტანცია ჩემს ძარღვებში დის და ყოველი პირომანის გულ-
ში უდევს ბინა. ჩვენ პატივს ვცემთ მის ძალას. მაგრამ უბრალო ჯა-
რისკაცმა, ემე... დედოფლის მელიმე ცეცხლმტყორცნის ეკიპაჟი-
დან, ვთქვათ, ბრძოლის ქარცეცხლში დაუფიქრებლობით რომ... ნე-
ბისმიერი პატარა შეცდომა შესაძლოა კატასტროფის მიზეზი გახდეს.
ამის თქმა ზედმეტი არასოდესაა. მამაჩემი ხშირად ახსენებდა ამას
მეფე ეირისს, მამამისი კი მეფე ჯეიჰეირისს ეუბნებოდა იმავეს.
– როგორც ჩანს, ისინიც უჯერებდნენ, – თქვა ტირიონმა, – ქალა-
ქი რომ გადაეწვათ, ვინმე მეტყოდა. მაშ, შენი რჩევაა, რომ აჯობებს,
ფრთხილად ვიყოთ? – ძალიან ფრთხილად იყოთ, – უთხრა ჰალინ-
მა, – ძალიან ძალიან ფრთხილად იყოთ.
– ეს თიხის ქოთნები... საკმარისი რაოდენობით გაქვთ?
– დიახ, მილორდ, გვაქვს, მადლობა, რომ მკითხეთ.
– მაშასადამე, არ იქნებით წინააღმდეგი, ნაწილი რომ წავიღო.
რამდენიმე ათასი. – რამდენიმე ათასი?
– ან იმდენი, რამდენის დათმობაც შეუძლია თქვენს ორდენს ისე,
რომ მზადება არ შეფერხდეს. ცარიელ ქოთნებს ვითხოვ, ხომ გასა-
გებია. ქალაქის ყველა კარიბჭის მცველთა კაპიტნებს დაუგზავნეთ.
– შევასრულებთ, მილორდ, მაგრამ რატომ?..
ტირიონმა დაბლიდან შეჰღიმა.
– როცა მეუბნები, თბილად ჩაიცვიო, თბილად ვიცვამ. როცა მე-
უბნები, ფრთხილად იყავიო, მაშინ... – მან მხრები აიჩეჩა, – საკმა-
რისია, რაც ვნახე. ხომ არ გამოიჩენდი გულისხმიერებას და ჩემს
409
ტახტრევნამდე ხომ არ მიმაცილებდი? – ეს ჩემთვის დიდი... მმმ...
სიამოვნება იქნებოდა, მილორდ, – ჰალინმა ფარანი ასწია და უკან,
კიბეებისკენ წაუძღვა, – კარგია, რომ გვეწვიე. დიდი პატივია, მმმ...
რამდენი ხანია, მეფის მარჯვენას ჩვენთვის პატივი არ დაუდვია მობ-
რძანებით. ლორდ როსარტის მერე არავინ გვწვევია, ის კი ჩვენი
გილდიიდან იყო. მეფე ეირისის დროს მარჯვენობდა, მეფე ეირისს
ჩვენი საქმიანობა დიდად აინტერესებდა. მეფე ეირისი იმისთვის გი-
ყენებდათ, თავისი მტრები ცოცხლად რომ შეებრაწა. ძმამ, ჯეიმიმ,
რაღაც-რაღაცები მოუყვა შლეგ მეფესა და მის გოშია პირომანებზე.
– უეჭველია, ჯოფრიც ძალიან დაინტერესდება.
სწორედ ამიტომ ჯობს, ახლოსაც არ მოგაკაროთ.
– ჩვენ დიდად ვიმედოვნებთ, რომ მეფე თავად გვესტუმრება
გილდიის დარბაზში. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე დედოფალს,
თქვენს დას. დიდი ნადიმი... რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, უფრო
თბებოდა.
– მისმა მოწყალებამ აკრძალა ყოველგვარი ნადიმები, სანამ
ომს არ მოვიგებთ, – ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, გაიფიქრა ტი-
რიონმა, – მეფეს არ მიაჩნია მართებულად, რჩეული ნუგბარით
იქეიფოს მაშინ, როდესაც მის ხალხს პურიც კი არ გააჩნია. – უკიდუ-
რესად, მმმ... ლმობიერი საქციელია, მილორდ. მაშინ იქნებ რამდე-
ნიმე ჩვენგანი სწვეოდა მეფეს წითელ ციხეში. ჩვენი ძალის პატარა
ჩვენება მოგვეწყო და მისი მოწყალება ერთი საღამოთი შეგვექცია
მისი მრავალი საზრუნავისგან. ველური ცეცხლი ჩვენი უძველესი
ორდენის მხოლოდ ერთ-ერთი საიდუმლოა. სხვაც მრავალი და სა-
ოცარი რამ შეგვიძლია გიჩვენოთ.
– ამას ჩემს დასთან ერთად განვიხილავ, – ტირიონს არაფერი
ჰქონდა ცოტაოდენი მაგიური ოინების საწინააღმდეგო, მაგრამ ისიც

410
კმაროდა, ჯოფის ასე რომ უყვარდა ხალხისთვის სამკვდრო-სასი-
ცოცხლოდ შებრძოლების განაჩენის გამოტანა. არ აპირებდა, ახლა
ის დაეშვა, ბიჭს ადამიანის ცოცხლად დაწვით შეექცია თავი. როდე-
საც, ბოლოს და ბოლოს, კიბის თავამდე ააღწიეს, ტირიონმა მხრე-
ბიდან ჩამოიგდო თავისი ბინდისკატის ქურქი და მკლავზე გადაიკე-
ცა. ალქიმიკოსების გილდიის დარბაზი შავი ქვით ნაშენი წარმოუდ-
გენელი ლაბირინთი იყო, მაგრამ ჰალინმა თავდაჯერებით ატარა
მოსახვევებსა და ტალანებში, სანამ რკინის ჩირაღდნების გალერე-
ას არ მიაღწიეს. ეს ექოებით ახმიანებული გრძელი პალატა იყო, მის
ოცფუტიან შავ ლითონის სვეტებს გარშემო მომწვანო ცეცხლი შე-
მოსდგომოდა და აცეკვებდა. ლანდი-ალების ათინათი იატაკისა და
კედლების პრიალა შავი მარმარილოდან სხლტებოდა და დარბაზს
ზურმუხტისფერ სხივებში ხვევდა. ტირიონი უფრო აღტაცებული
დარჩებოდა, რომ არ სცოდნოდა, ვეება რკინის ჩირაღდნები ამ დი-
ლით აანთეს მისი სტუმრობის აღსანიშნავად და ცეცხლი მაშინვე
ჩაქრებოდა, როგორც კი ზურგსუკან კარს მიუხურავდნენ. ველური
ცეცხლი მეტად ძვირი იყო ტყუილუბრალოდ სახარჯად.
ფართო, მომრგვალებული კიბის თავზე გამოვიდნენ. მათ წინ ვი-
სენიას ბორცვის ძირას გამავალი დების ქუჩა იშლებოდა. ტირიონი
ჰალინს გამოემშვიდობა და საფეხურებზე ჩაქანავდა. კიბის ძირას
ტიმეტ ტიმეტის ძე ელოდა დაშანთულების ამალითურთ. დღევანდე-
ლი დღის გეგმების გათვალისწინებით ეს ერთადერთი შესაფერი
დაცვა იქნებოდა. თანაც, მათი ნაიარევები ქალაქელ მძარცველებს
თავზარს სცემდა, რაც ამ ბოლო დროს ძალიანაც სასარგებლო რამ
ჩანდა. სულ რაღაც სამი ღამის წინ წითელი ციხის ჭიშკართან ისევ
შეიყარა ბრბო და საჭმელს ითხოვდა. ჯოფმა მათ ისრების წვიმა და-
ატეხა თავს. ოთხი კაცი მოკვდა, მეფემ კი გადასძახათ, ნებას
გრთავთ, თქვენი მკვდრები ჭამოთო. ზრუნავს, მეტი მეგობარი
411
გვყავდეს. ტირიონს გაუკვირდა, ტახტრევნის გვერდით ბრონიც რომ
დაინახა. – აქ რას აკეთებ?
– წერილებს მოგართმევ, – მიუგო ბრონმა, – რკინისხელა დაბე-
ჯითებით გიხმობს ღმერთების კარიბჭესთან. არ უთქვამს, რატომ.
და, ამას გარდა, მეაგორშიც ხარ დაბარებული.
– დაბარებული? – ტირიონი ერთადერთ ადამიანს იცნობდა, ვი-
საც შეეძლო, ეს სიტყვა შემოეთვალა, – სერსეის რაღა უნდა ჩემგან?
ბრონმა მხრები აიჩეჩა.
– დედოფალი გიბრძანებს, დაუყოვნებლივ დაბრუნდე სასახლე-
ში და მის პალატებში ეახლო. წერილი შენმა ყმაწვილმა კუზენმა მო-
იტანა. საულვაშეზე ოთხი ღერი თმა აქვს და თავი კაცი ჰგონია.
ოთხი ღერი თმა და რაინდობა. ნუ გავიწყდება, ახლა ის სერ ლან-
სელია, – ტირიონმა იცოდა, რომ სერ ჯესლინი კაცს არ გამოუგზავ-
ნიდა, მნიშვნელოვანი მიზეზი რომ არ ჰქონოდა, – ჯობია, ჯერ ის გა-
ვიგო, ბაივოტერს რა უნდა. ჩემს დას მოახსენე, რომ დავბრუნდები,
მერე ვნახავ.
– ეს არ მოეწონება, – გააფრთხილა ბრონმა.
– კარგია. რაც უფრო დიდხანს მოუწევს ლოდინი, მით უფრო გაბ-
რაზდება, ბრაზი კი მაგას ასულელებს. მე კი გაბრაზებული და სულე-
ლი ბევრად მირჩევნია თავდაჭერილსა და გამჭრიახს, – ტირიონმა
დაკეცილი მოსასხამი ტახტრევანში შეაგდო, ტიმეტმა კი ხელი შეაშ-
ველა, დაეხმარა, თავადაც ჩამჯდარიყო.
ღმერთების კარიბჭის შიგნით გაშლილი ბაზრის მოედანი, რომე-
ლიც ჩვეულებრივ დღეებში ბოსტნეულით მოვაჭრე ფერმერებით იქ-
ნებოდა გადავსებული, ახლა ლამის უკაცრიელი იყო. სერ ჯესლინი
კარიბჭესთან შეხვდა და რკინის ხელის აწევით მიესალმა.
– მილორდ, თქვენი კუზენი კლიოს ფრეი გეახლათ, სამშვიდობო
დროშით მოვიდა რივერანიდან და რობ სტარკის წერილი მოიტანა.
412
– მშვიდობის პირობებით?
– ასე ამბობს.
– საყვარელი კუზენი. მიმიყვანე მასთან.
ოქროსფერმოსასხამიანებს სერ კლიოსი მცველების სადარაჯო
სახლის უფანჯრო ოთახში მოეთავსებინათ. შესულების დანახვისას
იგი ფეხზე წამოდგა. – ტირიონ, რა საამოა შენ დანახვა.
– ასეთი რამ ხშირად როდი ჩამესმის, კუზენ.
– სერსეიც შენთან ერთად მოვიდა?
– ჩემი და სხვა საქმეებითაა დაკავებული. სტარკის წერილი
ესაა? – მაგიდიდან პერგამენტი გადმოაცურა, – სერ ჯესლინ, შეგიძ-
ლია დაგვტოვო. ბაივოტერმა თავი დაუკრა და გავიდა.
– მთხოვეს, შეთავაზება დედოფალ-რეგენტისთვის მიმერთმია,
– თქვა სერ კლიოსმა, კარი რომ მიიხურა.
– მე მივუტან, – ტირიონმა გადახედა რუკებს, რომლებიც რობ
სტარკს წერილთან ერთად გამოეგზავნა, – ყველაფერი თავის დრო-
ზე, კუზენ. დაჯექი. დაისვენე. გამხდარი და დაქანცული ჩანხარ, – სი-
ნამდვილეში უფრო უარესადაც გამოიყურებოდა. – ჰო, – სერ კლი-
ოსი მერხზე დაეშვა, – ცუდი ამბები ტრიალებს მდინარეთში, ტირი-
ონ. განსაკუთრებით – ღმერთების თვალის გარშემო და სამეფო
გზის გასწვრივ. მდინარელი – ლორდები საკუთარ ყანებს წვავენ,
ჩვენ რომ გვაშიმშილონ, მამაშენის რაზმები კი ცეცხლს უკიდებენ
ყველა სოფელს, რომელსაც მიადგებიან, მდაბიო ხალხს კი ხოცა-
ვენ. ეს იყო ომი. მდაბიორებს ხოცავდნენ, დიდებულებს კი ტყვედ
იტოვებდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. არ დამავიწყდეს, ღმერ-
თებს მადლი შევწირო, ლანისტერად რომ გავჩნდი.
სერ კლიოსმა თხელი ყავისფერი თმა თითებით გადაივარცხნა.
– სამშვიდობო დროშით ხომ დავდიოდით, მაინც ორჯერ დაგვეს-
ხნენ თავს. ეგ აბჯრიანი მგლები მზად არიან, გაგლიჯონ ნებისმიერი,
413
ვინც კი მათზე სუსტია. ღმერთებმა იციან, თავიდან ვის ემხრობოდ-
ნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარ მხარეს არიან. სამი კაცი დავ-
კარგეთ, ექვსიც დაჭრილია.
– ჩვენს მტერზე რაღას გვეტყვი? – ტირიონმა ისევ სტარკზე გა-
დაიტანა სიტყვა. ბიჭი არც ისე ბევრს ითხოვდა. მხოლოდ ნახევარ
სახელმწიფოს, მისიანი ტყვეების გათავისუფლებას, მძევლებს, მა-
მამისის ხმალს... ჰო, კიდევ – თავის დებს. – ბიჭი უქმად ზის რივე-
რანში, – თქვა სერ კლიოსმა, – მგონი, ეშინია, მამაშენს ბრძოლის
ველზე შეხვდეს. ძალა ყოველდღე აკლდება. მდინარელი ლორდები
წავიდნენ, თავ-თავიანთი მამულების დასაცავად გასწიეს.
მამაც სწორედ ამას განიზრახავდა? ტირიონმა სტარკის რუკა და-
ახვია. – ამ პირობებს არასოდეს დავთანხმდებით.
– სტარკის გოგონებს ტიონსა და ვილემში მაინც თუ გაცვლით? –
ხვეწნით ჰკითხა სერ კლიოსმა.
ტირიონს გაახსენდა, რომ ტიონი მისი უმცროსი ძმა იყო.
– არა, – უთხრა რბილად, – მაგრამ ტყვეების გაცვლის ჩვენს პი-
რობებს შევთავაზებთ. სერსეის და საბჭოსაც დავეკითხები. რივე-
რანში ჩვენს საკუთარ პირობებს გაგატანთ.
ამის დაპირებამ დესპანს აღტაცება არ მოჰგვარა.
– მილორდ, არა მგონია, რობ სტარკი იოლი დასაყოლიებელი
იყოს. ეს მშვიდობა ლედი კეტლინს უნდა, ბიჭს კი არა.
– ლედი კეტლინს თავისი გოგონები უნდა, – ტირიონი მერხიდან
ჩამოცურდა, ხელში რუკა და წერილი ეჭირა, – სერ ჯესლინი მიხე-
დავს, რომ საკვები და ცეცხლი არ მოგაკლდეს. როგორც ჩანს, ძილი
ძალიან გაკლია, კუზენ. უკეთ რომ გავერკვევით, კაცს მოგიგზავნი.
სერ ჯესლინი გალავნის გარეთ ყრილზე იდგა და უცქერდა, ქვე-
მოთ, ველზე, როგორ ვარჯიშობდა რამდენიმე ასეული ახალწვე-
ული. ახლა, როდესაც ამდენი ადამიანი თავშესაფარს ეძებდა მეფის
414
საბიჯელში, ბევრი მოიპოვებოდა ისეთი, ვინც მაძღარი კუჭის და ყა-
ზარმაში ჩალის ქვეშაგების სანაცვლოდ სიხარულით გამწესდებო-
და ქალაქის მცველად. მაგრამ ტირიონს ზედმეტი იმედები არ ჰქონ-
და იმის თაობაზე, როგორ იბრძოლებდნენ ეს მათი ჩამოძონძილი
დამცველები, თუ საქმე ომზე მიდგებოდა.
– კარგად მოიქეცი, მე რომ შემატყობინე, – უთხრა ტირიონმა, –
სერ კლიოსს შენი მფარველობის ქვეშ ვტოვებ. არაფერი მოაკ-
ლდეს.
– მისი მხლებლები? – დაეკითხა მცველთა მეთაური.
– საჭმელი და სუფთა ტანსაცმელი მიეცით, და მაისტერი იპოვეთ,
რომელიც მათ ჭრილობებს მიხედავს. ქალაქში ფეხი არ უნდა შედ-
გან, გასაგებია? – არ იყო საჭირო, რივერანში რობ სტარკის ყურს
მისწვდენოდა, თუ სინამდვილეში რა დღეში იყო მეფის საბიჯელი.
– სავსებით, მილორდ.
– ჰო. და კიდევ ერთი. ალქიმიკოსები ქალაქის ყველა კარიბჭეს-
თან გამოგზავნიან თიხის ქოთნების დიდ მარაგს. მათი მეშვეობით
უნდა გაწვრთნათ ის ხალხი, რომელიც ცეცხლმტყორცნებთან იმუ-
შავებს. ქოთნები მწვანე საღებავით აავსეთ და დატენვასა და სრო-
ლაში ავარჯიშეთ. ვარჯიშისას ვინც კი დაითხვრება, ყველა გამოცვა-
ლეთ. საღებავიან ქოთნებზე ხელს რომ გაიწაფავენ, ქოთნებში ფარ-
ნის ზეთი ჩაუსხით და ავარჯიშეთ, ცეცხლი წაუკიდონ და ასე ალმო-
დებული ისროლონ. როდესაც ამის კეთებას ისწავლიან ისე, რომ ხე-
ლებს აღარ დაიწვავენ, მაშინ შეიძლება ველური ცეცხლიც ვანდოთ.
სერ ჯესლინმა ნიკაპი რკინის ხელით მოიქექა.
– გონივრული ზომებია. თუმცა მე ეგ ალქიმიკოსების ფსელი
გულზე არ მეხატება. – არც მე, მაგრამ რასაც მაძლევენ, იმას ვიყე-
ნებ.
ტახტრევანში რომ დაბრუნდა, ტირიონმა ფარდები ჩამოაფარა
415
და იდაყვის ქვეშ ბალიში ამოიდო. სერსეი უკმაყოფილო იქნებოდა,
სტარკის წერილი პირველად მან რომ ჩაიგდო ხელში, მაგრამ მამა-
მისმა ტირიონი აქ მმართველად გამოგზავნა და არა სერსეის სა-
ამებლად.
ასე ეჩვენებოდა, რომ რობ სტარკმა მათ ძვირფასი შანსი ჩაუგდო
ხელში. დაე, ბიჭმა იცადოს რივერანში და იოლად მიღწეულ მშვი-
დობაზე იოცნებოს. ტირიონი მას საკუთარი პირობების წაყენებით
უპასუხებს და ჩრდილოეთის მეფეს მხოლოდ იმდენს შესთავაზებს,
რამდენიც მისთვის იმედის შესანარჩუნებლად იკმარებს. დაე, სერ
კლიოსმა უნაგირზე მოიცვითოს ის თავისი ხმელი ფრეიული უკანა-
ლი, ატაროს წინ და უკან შეთავაზებები და საპასუხო შეტყობინებე-
ბი. ამასობაში მათი ბიძაშვილი სერ სტაფორდი გამოწვრთნის და
აღჭურვავს ახალ ლაშქარს, რომელიც მან კასტერლის კლდესთან
შეკრიბა. მზად რომ იქნებოდა, იგი და ლორდი ტაივინი შეძლებ-
დნენ, ტალები და სტარკები შუაში მოექციათ და გაესრისათ.
ნეტავი, რობერტის ძმებიც ასე დამყოლები იყვნენ. რაც არ უნდა
აუჩქარებელი ყოფილიყო მისი წინსვლა, რენლი ბარათეონი მაინც
წინ მოცოცავდა, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ მოეშურე-
ბოდა თავისი უზარმაზარი სამხრეთული ლაშქრით, და ტირიონი ყო-
ველღამე იმის შიშით იძინებდა, გამაღვიძებენ და მეტყვიან, სტანისი
თავისი ფლოტით შავწყალას ჩქერს ამოსდევსო. კი, თითქოსდა ვე-
ლური ცეცხლის საკმაო მარაგი მაქვს, მაგრამ მაინც...
მის თავსატეხ ფიქრებში ქუჩის რაღაც აურზაური შემოიჭრა. ტი-
რიონმა ფრთხილად გაიჭვრიტა ფარდებს შორის. ხარაზის მოედანს
გადადიოდნენ, აქ კი მოზრდილი ბრბო შეყრილიყო ტყავის საჩრდი-
ლობლების ქვეშ და წინასწარმეტყველის ღაღადს უგდებდა ყურს.
მისი შეუღებავი შალის ანაფორა და კანაფის ქამარი მიგახვედრებ-
და, რომ გლახაკ ძმათაგანი იყო.
416
– ცოდვა და ხრწნილება! – გამკივანად ყვიროდა წინასწარმეტ-
ყველი, – და ჰა, გაფრთხილებაც! იხილე მამის შოლტი! – მან ცაზე
გადღაბნილ წითელ იარას მიათითა. ეაგონის მაღალ ბორცვზე
მდგარი შორი სასახლე ზუსტად მის ზურგსუკან ექცეოდა, კოშკებს კი
თავს გამაფრთხილებლად დასდგომოდა კომეტა. სცენა ჭკვიანუ-
რად შეურჩევიაო, გაიფიქრა ტირიონმა, – ამპარტავნები, მზვაობარ-
ნი, ბილწნი გავმხდარვართ. ძმა დას შეეყოფა მეფეთა სარეცელზე,
მათი სისხლის აღრევის ნაყოფი კი სასახლეში პატარა, მობრეცილი
მაიმუნი-ეშმას დაკრულზე ცეკვავს. კეთილშობილი ქალბატონები
მასხარებთან მრუშობენ და ურჩხულებს შობენ! ღმერთები არქისეპ-
ტონსაც კი დავიწყებია! სურნელოვან წყალში ბანაობს და ქონებს
იდებს შებრაწული ტოროლებითა და სალამურას ღვეზელებით, მისი
ხალხი კი შიმშილობს! ამპარტავნება ლოცვაზე დიდ ღირსებად ით-
ვლება, ჩვენს სასახლეებს მანკიერება მართავს და ოქრო ყველაფე-
რია ამქვეყნად... მაგრამ კმარა! ბილწი ზაფხული სრულდება და ბო-
ზანდარა მეფე დამხობილია! ტახმა რომ გამოფატრა იგი, დიდი სიმ-
ყრალე აიჭრა ზეცად, მისი მუცლიდან კი ათასი გველი გამოძვრა,
მოსისინე და გესლის მფრქვეველი! – მან გაძვალტყავებული თითი
უკან, კომეტასა და სასახლეს მიაშვირა, – აგერაა მაცნე! თავები გა-
ნიწმინდეთო, ღმერთები შემოგვძახიან, დაე, განწმენდილები ყოფი-
ლიყავით! სათნოების ღვინოში განიბანეთ, თორემ ცეცხლში იბანა-
ვებთ! ცეცხლში!
– ცეცხლში! – გამოეხმაურა რამდენიმე ხმა, მაგრამ დამცინავმა
ყიჟინამ მაშინვე ჩაახშო ისინი. ტირიონი ამან ანუგეშა. ბრძანა, გზა
განეგრძოთ, და მისი ტახტრევანი აღელვებულ ზღვაში გასული გე-
მივით აქანავდა, დაშანთულები გასასვლელს რომ ათავისუფლებ-
დნენ. პატარა, მობრეცილი მაიმუნი-ეშმა, მართლაცდა. კაცმა რომ

417
თქვას, ის არამზადა არქისეპტონზე სწორს ამბობდა. იმ დღეს მთვა-
რე-ბიჭმაც როგორ თქვა მასზე? ღვთისნიერი კაცია, შვიდთა იმგვა-
რად ეთაყვანება, რომ ყოველთვის, სუფრას რომ მიუჯდება, შვიდი-
ვეს ნაცვლად ჭამსო. მასხარას ოხუნჯობის გახსენებამ ტირიონს ღი-
მილი მოჰგვარა.
წითელ სასახლეს ისე მიაღწიეს, უჩვეულოს აღარაფერს გადაჰ-
ყრიან, რამაც ტირიონი გაახარა. თავისი ოთახებისკენ ამავალ კიბე-
ზე რომ ადიოდა, თავს ბევრად უფრო იმედიანად გრძნობდა, ვიდრე
განთიადისას. დრო, აი, სინამდვილეში რა მჭირდება, სხვა კი არა-
ფერი; დრო, რომ ამ ყველაფერს თავი მოვუყარო. ჯაჭვი მზად რომ
იქნება... თავისი მისაღების კარი გამოაღო.
სერსეი ფანჯრიდან შემობრუნდა, ქვედაკაბა მოსხლეტილ თეძო-
ებზე შემოეხვა. – როგორ ბედავ, ფეხებზე დაიკიდო, რომ გიბარებ!
– ჩემს კოშკში ვინ შემოგიშვა?
– შენს კოშკში? ეს ჩემი შვილის სამეფო სასახლეა!
– ხო, მითხრეს, – ტირიონი ნასიამოვნები სულაც არ იყო. კრო-
უნი კიდევ უფრო ნაკლებად ისიამოვნებს: დღევანდელი მცველები
მისი მთვარის ძმები იყვნენ, – სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან
მოსვლას.
– აპირებდი რო?
ტირიონმა კარს უბიძგა და ზურგსუკან მიიხურა.
– ჩემი არ გჯერა?
– არასოდეს, და სამაგისო მიზეზიც მაქვს.
– გულს მტკენ, – ტირიონი კარადისკენ წაჩლახუნდა, ღვინო რომ
დაესხა. სერსეისთან ლაპარაკი ყოველთვის აწყურებდა ხოლმე, –
შენთვის რომ მეწყენინებინა, მეცოდინებოდა კიდევაც.
– რა საზიზღარი გველის წიწილი ხარ. მირცელა ჩემი ერთადერ-

418
თი ასულია. მართლაც გგონია, ნებას მოგცემ, ტომარა ქერივით გა-
ყიდო?
მირცელა, გაიფიქრა ტირიონმა. აჰა, კვერცხიც გაიბზარა. მოდი,
ვნახოთ, რა ჩიტი იჩეკება.
– ტომარა ქერივით რატომ? მირცელა პრინცესაა. ზოგი იმასაც
იტყვის, სწორედ ასეთი ხვედრისთვისაა გაჩენილიო. თუ აპირებ, ტო-
მენს მიათხოვო? მან ხელი მოუქნია, ღვინიანი სირჩა ხელიდან გააგ-
დებინა და იატაკს დაანარცხა. – ძმა ხარ თუ რა ხარ, ამ სიტყვების-
თვის ენა უნდა ამოგგლიჯო. მე ვარ ჯოფრის რეგენტი, შენ კი არა, და
ვამბობ, მირცელას არ გადავუგზავნით იმ დორნელს ისე, როგორც
მე გადამგზავნეს რობერტ ბარათეონთან!
ტირიონმა თითებიდან ღვინო ჩამოიფერთხა და ამოიოხრა.
– რატომაც არა? დორნში ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნება,
ვიდრე აქ. – შენ მთლად გამოსულელდი თუ მე მაგიჟებ? ჩემსავით
კარგად იცი, რომ მარტელებს არანაირი მიზეზი არ აქვთ, გულზე ვე-
ხატებოდეთ.
– მარტელებს ყველანაირი მიზეზი აქვთ, ვძულდეთ. და მაინც,
მგონია, რომ დაგვთანხმდებიან. პრინც დორანის წყრომა ლანისტე-
რებზე მხოლოდ ერთი თაობის ასაკისაა, მაგრამ აი, გრიგალის კი-
დესთან და ზენაბაღთან დორნელები ათასობით წელი ომობდნენ,
რენლიმ კი დორნის მოკავშირეობა რატომღაც თავისთავად ნაგუ-
ლისხმევად ჩათვალა. მირცელა ცხრა წლისაა, ტრისტან მარტელი –
თერთმეტის. ვივარაუდე, რომ მაშინ იქორწინებენ, როდესაც პრინ-
ცესა თოთხმეტის გახდება. მანამდე ის მზეშუბის საპატიო სტუმარი
იქნება, პრინც დორანის მფარველობის ქვეშ. – მძევალი, – სერსეიმ
მჭიდროდ მოკუმა ტუჩები.
– საპატიო სტუმარი, – დაიჟინა ტირიონმა, – და, ასე მგონია,

419
მარტელი მირცელას უფრო კეთილად მოექცევა, ვიდრე ჯოფრი ექ-
ცევა სანსა სტარკს. ვაპირებდი, მასთან ერთად გამეგზავნა სერ ერის
ოუკჰარტიც. როდესაც გვერდით შეფიცულ ფარად მეფის ქეშიკი
ეყოლება, არავინ არასოდეს დაივიწყებს, ვინ ან რა არის იგი.
– სერ ერისი დიდად არ გამოადგება, თუ დორან მარტელი ჩათ-
ვლის, რომ ჩემი ასულის სიკვდილი მისი დის სისხლს ჩამორეცხს.
– მარტელი არ იკადრებს ცხრა წლის გოგონას მოკვლას, მით
უფრო, მირცელასნაირი საყვარელი და უმანკო ბავშვისას. სანამ
პრინცესა მასთან იქნება, შეეძლება, დარწმუნებული იყოს, რომ
ჩვენ ჩვენის მხრივ არაფერში ვუმტყუნებთ, შეთავაზება კი ისე უხვია,
უარის თქმა გაუჭირდება. მირცელა დანაპირების მხოლოდ მცირე
ნაწილია. მე მას შევთავაზე მისი დის მკვლელი, ადგილი საბჭოში,
მარშების რაღაცრაღაც ციხესიმაგრეები...
– ძალიან ბევრია, – სერსეიმ ძუ ლომივით მოუსვენარი ბოლთა
დასცა, ქვედაკაბები შარიშურობდა და ტანზე ეხვეოდა, – მეტისმე-
ტად ბევრი რამ შესთავაზე, თანაც ჩემი ნებართვისა და თანხმობის
გარეშე.
– ჩვენ დორნის პრინცზე გვაქვს ლაპარაკი. ნაკლები რომ შემე-
თავაზებინა, ალბათ სახეში შემაფურთხებდა.
– ძალიან ბევრია! – არ შეეპუა სერსეი, ისევ უკან შემობრუნდა.
– შენ რაღას შესთავაზებდი, მაგ ხვრელს, ფეხებს შორის რომ გაქვს?
– შეუტია თავადაც ბრაზმორეულმა ტირიონმა.
ამჯერად დაინახა, როგორ მოიქნია ხელი. თავი ტკაცუნით შეუბ-
რუნდა გვერდზე. – საყვარელო, საყვარელო დაიკო, – თქვა მან, –
გპირდები, ეს ბოლო იყო, ამის მეტად აღარასოდეს დამარტყამ.
დამ სიცილი დააყარა.
– ნუ მაშინებ, ჯუჯაკაცო. გგონია, მამაჩვენის წერილი დაგიფა-

420
რავს? ქაღალდის ნაკუწი. ედარდ სტარკსაც კი ჰქონდა ეგეთი ქა-
ღალდის ნაკუწი, მაგრამ რად გინდა. ედარდ სტარკს ქალაქის დაცვა
არ ჰყოლია, გაიფიქრა ტირიონმა, არც ჩემი მთიელები, არც ბრონის
აყვანილი ქირით მებრძოლები. მე კი მყავს. ან იმედი მაქვს, რომ
მყვანან. თუ ვარისის, თუ სერ ჯესლინ ბაივოტერის, თუ ბრონის ნდო-
ბა შეიძლება. იქნებ ლორდ სტარკსაც ჰქონდა თავისი ფუჭი იმედები.
მაგრამ არაფერი უთქვამს. ჭკვიანი კაცი მაყალზე ველურ
ცეცხლს არ დაასხამს. ამის ნაცვლად ისევ ღვინო დაისხა.
– როგორ ფიქრობ, რამდენად უსაფრთხოდ იქნება მირცელა, მე-
ფის საბიჯელი თუ დაეცემა? რენლი და სტანისი მის თავს შენი თავის
გვერდით დააგებენ სარზე. და სერსეი ატირდა.
ტირიონ ლანისტერი ამაზე მეტად არ გაოგნდებოდა, ოთახში იმ-
წუთას დრაკონზე ამხედრებული და ლიმონიანი ნამცხვრებით მო-
ჟონგლიორე ეაგონ დამპყრობელი რომ შემოჭრილიყო. დის ტირი-
ლი კასტერლის კლდეზე მასთან ერთად გატარებული ბავშვობის მე-
რე არც ენახა. უხერხულად გადადგა მისკენ ნაბიჯი. როდესაც შენი
და ტირის, წესით, უნდა ანუგეშო... მაგრამ ეს ხომ სერსეი იყო! მან
ფრთხილად გაიწოდა ხელი ქალის მხრისკენ.
– არ მომეკარო, – უთხრა მან და გვერდზე გაიწია. ტირიონს
თითქოს არ უნდა სტკენოდა, მაგრამ ეტკინა, ნებისმიერ სილაზე მე-
ტად. სერსეი თანაბრად იყო განრისხებულიც და მწუხარებით გათან-
გულიც, სახე ასწითლებოდა და ჰაერს პირით ყლაპავდა, – ნუ მიყუ-
რებ... ეგრე ნუ მიყურებ... შენ ნუ!
ტირიონმა თავაზიანად შეაქცია ზურგი.
– შენი შეშინება არ მინდოდა. გპირდები, მირცელას არაფერი
დაემართება. – მატყუარა, – წარმოთქვა ქალმა მის ზურგსუკან, –
ბავშვი აღარ ვარ, ფუჭი დაპირებებით რომ მაწყნარო. ისიც მითხა-
რი, ჯეიმის გავათავისუფლებო. აბა, სადაა? – ალბათ რივერანში.
421
უხიფათოდაა და დაცულია, სანამ მისი გამოხსნის გზას ვიპოვი. სერ-
სეიმ ჩაიფრუტუნა.
– მე უნდა გავჩენილიყავი კაცად. მაშინ თქვენ არავინ დამჭირ-
დებოდით. მაშინ ხოვ არ დავუშვებდი, ყველაფერი ასე მომხდარიყო.
ეს როგორ ქნა ჯეიმიმ, იმ ბიჭს თავი როგორ დააჭერინა? და მამაჩ-
ვენიც, ხომ ვენდობოდი, ხომ ვიყავი ეგეთი შტერი – აბა, სადაა ახლა,
როდესაც მჭირდება? რას აკეთებს?
– ომობს.
– ჰარენჰალის გალავნის უკნიდან? – წარმოთქვა ქალმა აგდე-
ბით, – ბრძოლის რა საინტერესო ხერხია. ერთი შეხედვით საეჭვოდ
ჰგავს დამალვას. – შენც მეორედ შეხედე.
– აბა, შენ რას დაარქმევდი ამას? მამაჩვენი ერთ ციხესიმაგრეში
ზის, რობ სტარკი – მეორეში, და არავინ არაფერს აკეთებს.
– ჯდომაცაა და ჯდომაც, – შეედავა ტირიონი, – ორივე ელოდება,
მოწინააღმდეგე როდის დაიძვრება; მაგრამ ლომი მშვიდად იცდის,
მოზიდული, კუდს ატოკებს, მაშინ, როცა შველი შიშითაა გათანგუ-
ლი, მუხლები აქვს მოდუნებული. სულერთია, საითაც არ უნდა მო-
კურცხლოს, ლომი მაინც მიეწევა, და ეს ძალიან კარგად იცის. – და
დარწმუნებული ხარ, რომ მამაჩვენია ეგ ლომი?
ტირიონს სახეზე ღიმილი გადაეფინა.
– ყველა ჩვენს დროშაზე ეგ ხატია.
სერსეიმ მის ოხუნჯობას ყურადღება არ მიაქცია.
– მამაჩვენი რომ ჩავარდნილიყო ტყვედ, ჯეიმი გულხელდაკრე-
ფილი ნამდვილად არ იჯდებოდა.
ჯეიმი თავის ლაშქარს რივერანის კედლებს შეალეწავდა და სის-
ხლისგან დაცლიდა და ფეხებზე დაიკიდებდა, ექნებოდა თუ არა გა-
მარჯვების შანსი. მოთმინებით არასოდეს გამოირჩეოდა, შენი არ
იყოს, ძვირფასო დაო.
422
– ყველა ჯეიმივით მამაცი ხომ ვერ ვიქნებით, მაგრამ ომის მოგე-
ბის სხვა ხერხებიც არსებობს. ჰარენჰალი მტკიცეა და კარგი განლა-
გება აქვს.
– მეფის საბიჯელს კი – არა, და ეს ჩვენ ორივემ კარგად ვიცით.
სანამ მამაჩვენი სტარკის ბიჭთან ლომ-შველობანას თამაშობს, რენ-
ლი ვარდის გზას მოუყვება. უკვე დღე-დღეზე შეიძლება, კარს მოგ-
ვადგეს!
– ქალაქი ერთ დღეში არ დაეცემა. ჰარენჰალიდან აქამდე სამე-
ფო გზაზე სწრაფი, პირდაპირი მარშით შეიძლება დაეშვა. რენლი
თავისი საალყე მანქანების გაწყობასაც ვერ მოასწრებს, რომ მამაჩ-
ვენი ზურგიდან დაატყდება თავს. რენლის მისი ლაშქარი უროდ გა-
უხდება, ქალაქის კედლები – გრდემლად. მშვენიერი წარმოსადგე-
ნია. სერსეის მწვანე თვალები მზერით ბურღავდნენ, ქალი ფრთხი-
ლობდა, მაგრამ თან სწყუროდა, დაეჯერებინა, რასაც ძმა არწმუნებ-
და.
– და თუ რობ სტარკი გამოილაშქრებს?
– ჰარენჰალი სამკბილას ფონებთან საკმაოდ ახლოა, ამიტომაც
რუს ბოლტონი ვერ შეძლებს ჩრდილოეთში მყოფი ქვეითი ჯარით
მდინარის გადმოლახვას ჭაბუკი მგლის ცხენოსნებთან შესაერთებ-
ლად. სტარკი მეფის საბიჯელზე ვერ გამოილაშქრებს, თუ მანამდე
ჰარენჰალი არ აიღო, ამის ჩასადენად კი რუს ბოლტონთან ერთა-
დაც კი არ ეყოფა ძალები, – ტირიონმა სცადა, რაც შეიძლება, გული-
თადად გაეღიმა, – ამასობაში მამაჩვენი მდინარეთს ტყავს აძრობს,
ბიძაჩვენი სტაფორდი კი კლდეზე ახალ რეკრუტებს კრებს.
სერსეი ეჭვის თვალით ზომავდა.
– ეგ ყველაფერი საიდან იცი? მამაჩვენმა გიამბო, რასაც აპირებ-
და, აქეთ რომ გგზავნიდა?
– არა. რუკას დავხედე.
423
ქალს მზერა ზიზღით აევსო.
– ეს ყველაფერი, ყოველი სიტყვა, მაგ შენს მაიმახ თავში მოიოც-
ნებე, ხომ ასეა, ჭინკა?
ტირიონმა ენა გააწკლაპუნა.
– ძვირფასო დაო, გეკითხები, რომ არ ვიგებდეთ, სტარკები მშვი-
დობას გვთხოვდნენ? – მან სერ კლიოს მოტანილი წერილი ამოიღო,
– ჭაბუკმა მგელმა პირობები გამოგვიგზავნა, ხომ ხედავ. მიუღებე-
ლი პირობებია, ნამდვილად, მაგრამ მაინც, უკვე დაიწყო. არ გინდა,
გადახედო?
– დიახაც, – და წამის უმალ ისევ თხემით ტერფამდე დედოფალი
გახდა, – შენ ხელში როგორღა ჩაგივარდა? ისინი მე უნდა მიმეღო.
– მარჯვენა ხომ იმისთვისაა, რომ რაღაცები მოგართვას? – ტი-
რიონმა მას წერილი გადასცა. სერსეის გასილაქებული ლოყა ჯერაც
ეწვოდა. თუნდაც სულ სისხლი ედინა, ჩათვლიდა, რომ მცირე საფა-
სური გადაიხადა, თუ ქალი დორნულ ქორწინებაზე დასთანხმდებო-
და. არადა, მიაღწევდა ამას, უკვე გრძნობდა.
თანაც, ახლა ზუსტად იცოდა, ვინ იყო სერსეის მოენე... ესეც და-
მატებითი ნუგბარი იყო, პუდინგზე დასაყოლებლად.

ბრანი

მოცეკვავეს ქათქათა შალის თოქალთო ჩააცვეს, ზედ სტარკების


რუხი მგელსაზარა იყო გამოსახული. ბრანს კი რუხი ბრიჯი და თეთ-
რი კამზოლი ემოსა, სახელოებსა და საყელოზე ციყვის ბეწვი ჰქონ-
და მოყოლებული. გულზე ვერცხლითა და გაპრიალებული გიშრით
დამზადებული მგლის თავის ფორმის ბროში ებნია. უჯობდა, ამ ვერ-
ცხლის მგლის ნაცვლად თან ზაფხული ჰყოლოდა, მაგრამ სერ როდ-
რიკი შეუვალი აღმოჩნდა.
424
ქვის დაბალმა საფეხურებმა მოცეკვავე მხოლოდ წამით შეაჩე-
რა. ბრანმა რომ წააქეზა, იოლად აიარა ისინი. ფართო მუხისა და
რკინის კარს მიღმა ვინტერფელის სეფე-დარბაზი ხარიხა-მაგიდე-
ბის რვა გრძელ რიგს იტევდა – შუაში ამაღლებული ბაქნის ორთავე
მხარეს ოთხ-ოთხს. მერხებს მჭიდროდ მსხდარი კაცები ავსებდნენ.
– სტარკ! – შესძახეს მათ, ბრანმა ჩორთით რომ ჩაუარათ, და
ფეხზე წამოდგნენ, – ვინტერფელი! ვინტერფელი!
ბრანი საკმაოდ დიდი იყო და ხვდებოდა, მართლაც მას კი არ
ეგებებოდნენ ამ ყიჟინით – ისინი ჭირნახულს ესალმებოდნენ, რობ-
სა-და მის გამარჯვებებს, მის ლორდ-მამასა და პაპას და ყველა იმ
სტარკს, რვა ათასი წლის მანძილზე რომ ეცხოვრა და ემართა ვინ-
ტერფელი. და მაინც, სიამაყე ავსებდა. მთელი ის დრო, რაც დარბა-
ზის გავლას დასჭირდა, არც კი ახსოვდა, ხეიბარი რომ იყო. მაგრამ
ბაქანს რომ მიაღწია, ოშამ და ჰოდორმა ყველას თვალწინ შეხსნეს
თასმები და აბზინდები, მოცეკვავის ზურგიდან ჩამოსვეს და მის მა-
მათა საკარცხულისკენ წაიღეს. ბრანის მარცხნივ სერ როდრიკი იჯ-
და, გვერდით მისივე ასული ბეთი მოთავსებულიყო. მარჯვნივ რიკო-
ნი ეჯდა. ბიჭს გაბურძგნილი მოწითურო თმის ბუჩქი ისე მოზრდოდა,
რომ მხრებზე მოგდებულ ყარყუმის მოსასხამამდე უწევდა. რაც მათი
დედა წავიდა, ბიჭი თმის შეჭრას არავის ანებებდა. ბოლოჯერ ვინც
სცადა, ის გოგონა დაკბენილი დარჩა.
– მეც მინდოდა ცხენით, – თქვა მან, როდესაც ჰოდორმა მოცეკ-
ვავე გაიყვანა, – მე ცხენზე შენზე უკეთ ვზივარ.
– არაფერიც, ამიტომ გაჩუმდი, – უთხრა ბრანმა ძმას. სერ როდ-
რიკმა დაიგრგვინა, დამსწრეები რომ დაეჩუმებინა. ბრანმა ხმა აი-
მაღლა. იგი სტუმრებს თავისი ძმის, ჩრდილოეთის მეფის სახელით
მიესალმა და ყველას სთხოვა, მადლობა შეეწირათ ძველი და ახალი
ღმერთებისთვის რობის გამარჯვებებისა და ჭირნახულის სიუხვის
425
გამო.
– დაე, ასწილად მეტი სიკეთე მოგვმადლონ, – დაასრულა მან და
მამამისის ვერცხლის თასი ასწია.
– ასწილად მეტი! – კალის ტოლჩები, თიხის კათხები, რკინით შე-
ჭედილი ყანწები ერთმანეთზე მიჭახუნდნენ. თაფლით დამტკბარი
და მიხაკითა და დარიჩინით შეზავებული ბრანის ღვინო იმაზე უფრო
მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეული იყო. თასი რომ დადგა, თავი უკვე
უბრუოდა.
– ყოჩაღ, ბრან, – უთხრა სერ როდრიკმა, – ლორდი ედარდი ია-
მაყებდა. მაგიდის გაგრძელებაზე მჯდარმა მაისტერმა ლუვინმა თა-
ვის დაქნევით დაუკრა კვერი. მსახურებმა კერძების შემოტანა იწყეს.
ბრანს არასოდეს ენახა ამდენი საჭმელი. კერძი კერძს მოსდევდა,
ისე ხშირად და ბევრი, რომ ბრანი ყოველი თავიდან ორიოდე ლუკ-
მის გასინჯვას თუ ახერხებდა. მოჰქონდათ პრასთან ერთად შემწვა-
რი ზუბრის დიდრონი ნაჭრები, სტაფილოთი, ლორით და სოკოებით
შემოწყობილი ირმის ხორცის ღვეზლები, თაფლისა და მიხაკის სა-
წებლიანი დაკეპილი ცხვრის ხორცი, ცხარე იხვი, პილპილიანი ტა-
ხი, ბატი, შამფურზე აგებული მტრედები და წიწილები, ძროხის ხორ-
ცის და ქერის ჩაშუშული, ცივი ხილის კერძი. ლორდმა ვაიმანმა ოცი
კასრით მარილსა და წყალმცენარეებში შეფუთული თევზი ჩამოიტა-
ნა თეთრი ნავსადგურიდან: ზურგიელი და ზღვის ლოკოკინები, კი-
ბორჩხალები და მიდიები, მოლუსკები, ქაშაყი, ვირთევზა, ორაგუ-
ლი, ომარები და გველთევზები. შემოჰქონდათ შავი პური, თაფლაკ-
ვერები და შვრიის ნამცხვრები; იყო თალგამები, ცერცვი და ჭარხა-
ლი, ლობიო, დასრესილი ბოსტნეული და მსხვილი წითელი ხახვები;
მოართმევდნენ შემწვარ ვაშლებს, კენკრის ტარტებს და მაგარ ღვი-
ნოში ჩახარშულ მსხლებს. ყოველ მაგიდაზე ყველის თეთრი ბორ-
ბლები ეწყო და სანელებლებიანი ცხელი ღვინით თუ ჩაცივებული
426
შემოდგომის ელით სავსე სურებს მაგიდების გასწვრივ დაატარებ-
დნენ.
ლორდ ვაიმანის მუსიკოსები მხნედ და ოსტატურად უკრავდნენ,
მაგრამ ქნარის, ვიოლინოსა და საყვირის ხმები სულ მალე ჩაახშო
საუბრისა და სიცილის ნაკადმა, ჭიქებისა და თეფშების წკარუნმა და
მაგიდების ქვეშ საჭმლის ნამუსრევისთვის მოჩხუბარი ძაღლების
ღრენამ. მშვენიერი იყო მომღერლის ნამღერი ბალადები: „რკინის
შუბები“, „გემები იწვის“, „დათვი და ტურფა ასული“, მაგრამ, ჩანდა,
მას მხოლოდ ჰოდორი უსმენდა. იგი გუდასტვირზე დამკვრელის
გვერდით იდგა და ერთი ფეხიდან მეორეზე ხტოდა.
ხმაურმა იმატა, თანაბარ გუგუნად იქცა, ხმების მოთუხთუხე კარ-
დალად. სერ როდრიკი ბრანის ხუჭუჭა თავსზემოდან მაისტერ ლუ-
ვინს ელაპარაკებოდა, რიკონი კი ხალისიანად ჭყლოპინებდა ფრეი-
ებთან. ბრანს არ უნდოდა, ფრეიები საპატიო მაგიდასთან დაესვა,
მაგრამ მაისტერმა შეახსენა, რომ მალე ისინი ნათესავებად გაუხდე-
ბოდნენ. რობს რომელიმე მათი მამიდა უნდა შეერთო, არია კი მათ
რომელიღაც ბიძას უნდა გაჰყოლოდა. „არ გაჰყვება“, თქვა ბრანმა,
„არია მაგას არ იზამს“. მაგრამ მაისტერი ლუვინი შეუვალი იყო, ჰო-
და, ვოლდერები ისხდნენ კიდევაც რიკონის გვერდით.
მომსახურე ბიჭებს ყოველი კერძი ჯერ ბრანთან მიჰქონდათ, რა-
თა მას სურვილისამებრ აეღო ლორდის არჩივი. საქმე იხვებამდე
რომ მიდგა, ბრანს უკვე ლუკმის გადაყლაპვაც აღარ შეეძლო. ამის
შემდეგ ყოველ კერძს თავის დაქნევით იწონებდა და ანიშნებდა, წა-
ეღოთ. თუკი კერძს განსაკუთრებით გემრიელი სუნი უდიოდა, იმას
შემაღლებულზე მჯდომ რომელიმე ლორდთან გზავნიდა – მაისტერ-
მა ლუვინმა უთხრა, რომ საჭირო იყო, თავაზიანობა და კეთილგან-
წყობა ამგვარად გამოეჩინა. მან საბრალო და სევდიან ლედი ჰორ-
ნვუდს ორაგული გაუგზავნა, ტახი – ბობოქარ ამბერებს, კენკრიანი
427
ბატის კერძი – კლეი კერვინს, უზარმაზარი ომარი კი – მეჯინიბეთუ-
ხუცეს ჯოსეთს, რომელიც არც ლორდი იყო და არც სტუმარი, მაგრამ
მოცეკვავე გაწვრთნა და ბრანს შესაძლებლობა მისცა, ცხენი ეტარე-
ბინა. მან ჰოდორსა და ბებერ ნენსაც გაუგზავნა ტკბილეული, მხო-
ლოდ იმიტომ, რომ უყვარდა ისინი. სერ როდრიკმა შეახსენა, აღსაზ-
რდელი ძმებისთვისაც გაეგზავნა რამე, ჰოდა მან პატარა ვოლდერს
მოხარშული ჭარხალი არგუნა, დიდ ვოლდერს კი – ერბოიანი თალ-
გამი.
დაბლა მდგარ მერხებზე ერთად ისხდნენ ვინტერფელის მსახუ-
რები, ზამთრის ქალაქის უბრალო მცხოვრებლები, მახლობელი სი-
მაგრეებიდან ჩამოსული მეგობრები და სტუმარი ლორდების
მხლებლები. ზოგი სახე ბრანს ადრე არასოდეს ენახა, ზოგს საკუთა-
რივით კარგად იცნობდა, მაგრამ ყველა ერთნაირად უცხო ეჩვენე-
ბოდა. თითქოსდა შორიდან ხედავდა მათ, თითქოს ახლაც თავისი
საძინებლის ფანჯარასთან იჯდა და დაბლა ეზოს გადასცქეროდა,
ყველაფერს ხედავდა, მაგრამ მონაწილე არაფრის იყო.
ოშა მაგიდებს შორის დადიოდა და ელს ასხამდა. ლეობოლდ
ტოლჰარტის ერთმა მეომარმა ხელი ქვედაკაბების ქვეშ შეუსრიალა
და ქალმა მას თავზე სურა გადაამტვრია, რასაც ხარხარის ქარიშხა-
ლი მოჰყვა. აი, მიკენმა კი ვიღაც ქალს გულისპირში ჩაუცურა ხელი,
ისიც, ჩანს, არ უარობდა. ბრანმა უყურა, როგორ აცუცქებდა ფარ-
ლენი თავის წითელ ძუკნას უკანა თათებზე ძვლების სათხოვნელად,
და გაიღიმა, როდესაც დაინახა, როგორ ციცქნიდა ბებერი ნენი ცხე-
ლი ღვეზლის დაბრაწულ კანს თავისი დამჭკნარი თითებით. ამაღ-
ლებულ მაგიდასთან მჯდარი ლორდი ვაიმანი იმგვარად დააცხრა
ოხშივარავარდნილ გველთევზებიან თეფშს, თითქოს მტრის ლაშ-
ქარს შეჰყრიაო. იმსისქე იყო, რომ სერ როდრიკმა მისთვის საგან-

428
გებო სკამი დაამზადებინა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად და ხმა-
მაღლა იცინოდა და ბრანი თვლიდა, მომწონსო. საბრალო ფერ-
მკრთალი ლედი ჰორნვუდი მის გვერდით იჯდა, სახეზე თითქოს ქვის
ნიღაბი აეფარებინა და უგემურად კენკავდა საჭმელს. საპატიო მაგი-
დის ბოლოში ჰოთერი და მორსი ლოთიანად ერთობოდნენ, ყანწებს
ისე უჭახუნებდნენ ერთმანეთს, გეგონებოდა, რაინდები ერკინებიან
სარბიელზეო.
აქ ძალიან ცხელა, ძალიან ხმაურია და ყველა დათვრაო, ფიქ-
რობდა ბრანი. თეთრი და რუხი მატყლის ტანსაცმლის ქვეშ ტანი ექა-
ვებოდა და უცებ ინატრა, საღმე სხვაგან ყოფილიყო. ახლა საღვთო
ტყეში გრილა. ცხელ ტბორებს ორთქლი ასდის, სარკმლის ხის წი-
თელი ფოთლები შრიალებენ. უფრო მსუყე სურნელი ტრიალებს; მა-
ლე მთვარეც ამოვა და ჩემი ძმა მას უმღერებს.
– ბრან, – გამოელაპარაკა სერ როდრიკი, – რატომ არაფერს
ჭამ? ეს უძილო სიზმარი ისე ცხადი იყო, რომ ბრანი უცებ ვერ მიხვდა,
სად იყო. – მერე შევჭამ, – თქვა მან, – ახლა მუცელი გასკდომაზე
მაქვს. მოხუც რაინდს თეთრი ულვაში ღვინისგან გავარდისფრებო-
და.
– ყოჩაღ, ბრან, კარგად გაართვი თავი. აქაც და აუდიენციაზეც.
ვთვლი, რომ ერთ დღეს ჩინებული ლორდი იქნები.
მე რაინდი მინდა ვიყო. ბრანმა მამის ვერცხლის თასიდან ისევ
მოსვა სუნელიანი დამტკბარი ღვინო, მადლიერი იყო, რომ შეეძლო,
რაღაცას ჩასჭიდებოდა. თასის გვერდზე დაღრენილი მგელსაზარას
თავი იყო ამობურცული. იგრძნო, ვერცხლის დრუნჩი როგორ ჩაეჭი-
რა ხელისგულში და გაახსენდა, ბოლოს როდის ნახა მამა, ამ თასი-
დან რომ სვამდა.
ეს იმ საღამოს იყო, მეფე რობერტსა და მის კარს საზეიმო ლხინი
რომ გაუმართეს. მაშინ ჯერ კიდევ ზაფხული ჩაღობდა. ამაღლებულ
429
მაგიდას მაშინ მისი მშობლები უსხდნენ, რობერტსა და მის დედო-
ფალთან და დედოფლის ძმებთან ერთად. ძია ბენჯენიც მათთან იყო,
მთლად შავებში ჩაცმული. ბრანი, მისი ძმები და დები მეფის შვი-
ლებთან ერთად ისხდნენ, ჯოფრის, ტომენისა და პრინცესა მირცე-
ლას გვერდით. პრინცესას მთელი ვახშმის განმავლობაში რობის-
თვის აღტაცებული მზერა არ მოუშორებია. არია მაგიდის იქიდან იჭ-
ყანებოდა, როცა არავინ უყურებდა. სანსა სულგანაბული უსმენდა
მეფის მექნარეს, როდესაც ის რაინდულ სიმღერებს მღეროდა, რი-
კონი კი გაუთავებლად იმას კითხულობდა, ჯონი ჩვენთან ერთად რა-
ტომ არ ზისო. „იმიტომ, რომ ბუშია“, უჩურჩულა ბოლოს და ბოლოს
ბრანმა. ახლა აღარავინ აღარ დარჩენილიყო. თითქოს რომელიღაც
ბოროტმა ღმერთმა ჩამოიწოდა ვეება ხელი და ყველა გაფანტა: გო-
გონები ტყვეობაში გადახვეწა, ჯონი – კედელზე, რობი და დედა –
ომში, მეფე რობერტი და მამა საფლავებში ჩააწვინა, და იქნებ ძია
ბენჯენიც...
დაბლა, მერხებზეც კი, ახლა სხვა მეომრები უსხდნენ სუფრას.
იორი მოკვდა, სქელი ტომიც, პორთერი, ალინი, დესმონდი, მეჯინი-
ბეთუხუცესი ჰალენიც, მისი ძე ჰარვინიც... ყველა, ვინც კი მამას სამ-
ხრეთში გაჰყვა, სეპტა მორდეინი და ვაიონ პულიც კი. დანარჩენები
რობს წაჰყვნენ ომში და მალე შეიძლება ისინიც დახოცილიყვნენ.
მას მოსწონდა ჩალისთავა, ჩოფურა ტიმი და სკიტრიკი, სხვა ახალი
მებრძოლებიც, მაგრამ ძველი მეგობრები ენატრებოდა.
მერხებზე ჩამომხდართა ხალისიან თუ სევდიან სახეებს დააკ-
ვირდა და იფიქრა, ნეტავ მომავალ წელს ან იმის მერმისს ვინ აღარ
იქნებაო. ტირილი მოუნდა, მაგრამ არ შეეძლო. ვინტერფელის ბა-
ტონი სტარკი იყო, მამამისის შვილი და თავისი ძმის მემკვიდრე, და
უკვე ლამის კაციც.
დარბაზის ბოლოში კარი გაიღო და ცივი ჰაერის შემოქროლებამ
430
ჩირაღდნების ალი წამით უფრო ააკაშკაშა. ალბელი ლხინზე ორ
ახალ სტუმარს შემოუძღვა. – ლედი მირა რიდების გვარიდან, – და-
იგრგვინა ჯმუხმა მცველმა და სუფრის აურზაური გადაფარა, – მის
ძმასთან, ჟოჟენთან ერთად, რუხწყალას გუშაგიდან. მოლხინეებმა
თავიანთ ჭიქებსა და თეფშებს თვალი მოსწყვიტეს, ახალმოსულები
რომ შეეთვალიერებინათ. ბრანმა გაიგონა, როგორ ჩაუბურტყუნა
პატარა ვოლდერმა მის გვერდით მჯდარ დიდ ვოლდერს, ბაყაყიჭა-
მიებიო. სერ როდრიკი ფეხზე წამოდგა.
– მობრძანდით, მეგობრებო, და ეს ჭირნახულის ლხინი ჩვენთან
ერთად გაიზიარეთ. მომსახურე ბიჭებმა საჩქაროდ გააგრძელეს
ამაღლებულზე მდგომი მაგიდა, ფიცრები და სკამები მოიტანეს.
– ვინ არიან? – იკითხა რიკონმა.
– შლამის ხალხი, – მიუგო პატარა ვოლდერმა აგდებით, – ქურ-
დები და ლაჩრები, კბილები კი მწვანე აქვთ ბაყაყების ჭამისგან.
მაისტერი ლუვინი ბრანის სკამის გვერდით დაიხარა, ჩურჩულით
რჩევა რომ მიეცა. – ამათ გულითადად უნდა მიესალმო. არ მეგონა,
აქ რომ შევხვდებოდით, მაგრამ... იცი, ვინ არიან?
ბრანმა თავი დაუქნია.
– კრანოგელები. ყელიდან.
– ჰოულანდ რიდი მამაშენის ახლო მეგობარი იყო, – უთხრა სერ
როდრიკმა, – როგორც ჩანს, ეს ორნი მისი შვილები არიან.
ახალმოსულები დარბაზს რომ დაუყვნენ, ბრანმა-შენიშნა, რომ
ერთი მათგანი მართლაც გოგონა იყო, თუმცა მისი ტანსაცმლის მი-
ხედვით ამას ვერასოდეს მიხვდებოდა. ხანგრძლივი ხმარებით დარ-
ბილებული ცხვრის ტყავის ბრიჯი და ბრინჯაოს ფარფლებით შეჭე-
დილი უსახელო ქურთუკი ეცვა. რობისხელა იქნებოდა, მაგრამ ბი-
ჭივით გამხდარი იყო, გრძელი ყავისფერი თმა კეფაზე ჰქონდა დახ-
ვეული და მკერდის მინიშნება თუ ეტყობოდა. გამხდარ თეძოზე ცალ
431
მხარეს ნაქსოვი ბადე ეკიდა, მეორე მხარეს – გრძელი ბრინჯაოს
დანა. მკლავქვეშ ჟანგით დალაქული ძველი რკინის მუზარადი
ამოედო. ზურგზე ბაყაყზე სანადირო შუბი და მრგვალი ტყავის ფარი
ჰქონდა მიკრული.
მისი ძმა რამდენიმე წლით უმცროსი იყო და იარაღი არ ესხა. თა-
ვიდან ფეხებამდე მწვანე ეცვა, ჩექმებიც კი მწვანე ტყავისა ჰქონდა,
და, როცა მოახლოვდა, ბრანმა შენიშნა, ხავსისფერი იყო მისი თვა-
ლები, თუმც კბილები ყველა სხვა ადამიანივით თეთრად უელვარებ-
და. ორივე რიდი ნატიფად იყო აღნაგი, ხმალივით თხელები იყვნენ
და სიმაღლით ბრანს არ აღემატებოდნენ. საპატიო მაგიდის წინ
ორივე ცალ მუხლზე დაეშვა.
– მილორდ სტარკთაგანო, – წარმოთქვა გოგონამ, – ასეულო-
ბით და ათასეულობით წლებმა ჩაიარეს მას მერე, რაც ჩემმა ხალხმა
ჩრდილოეთის მეფეს ერთგულება შეჰფიცა. ჩვენმა ლორდმა-მამამ
აქ გამოგვგზავნა, რათა კვლავ წარმოვთქვათ ფიცის სიტყვები, მთე-
ლი ჩვენი ხალხის სახელით.
მე მიცქერის, მიხვდა ბრანი. რაღაც უნდა ეპასუხა.
– ჩემი ძმა რობი სამხრეთში ომობს, – უთხრა, – მაგრამ შეგიძ-
ლიათ, მე მითხრათ სათქმელი, თუკი გსურთ.
– ვინტერფელს აღვუთქვამთ რუხწყალას ერთგულებას, – ერ-
თად წარმოთქვეს მათ, – კერას, გულსა და ჭირნახულს გითმობთ,
მილორდ. ჩვენი ხმლები, შუბები და ისრები თქვენია სამსახურად.
მოწყალება უბოძე ჩვენს უძლურებს, შემწეობა – ჩვენს უმწეოებს და
სამართალი – განურჩევლად ყველას, და ჩვენ არასოდეს გიმტყუ-
ნებთ. – ვფიცავ მიწისა და წყლის სახელით, – თქვა მწვანეებში გა-
მოწყობილმა ბიჭმა. – ვფიცავ ბრინჯაოსა და რკინის სახელით, –
თქვა მისმა დამ. – ვფიცავთ ყინულისა და ცეცხლის სახელით, – და-

432
ასრულეს მათ ერთხმად. ბრანი სიტყვებს ეძებდა. მასაც უნდა შეეფი-
ცა პასუხად რამე? მათი აღთქმა არ იყო ისეთი, როგორებიც მისთვის
ესწავლებინათ.
– ხანმოკლე ყოფილიყოს თქვენი ზამთარი და უხვი – ზაფხული,
– მიუგო პასუხად. როგორც წესი, ეს სიტყვები თავაზს ნიშნავდა, –
წამოდექით. მე ბრანდონ სტარკი ვარ.
გოგონა მირა წამოდგა და ძმასაც ხელი შეაშველა ადგომისას.
– საჩუქრად თევზი, ბაყაყები და ფრინველი მოგართვით, – თქვა
ბიჭმა. – მადლობა მომიხსენებია, – ბრანმა გაიფიქრა, ნეტავ ზრდი-
ლობის გამოსაჩენად ბაყაყის შეჭმა თუ მომიწევსო, – ვინტერფელის
პურსა და ღვინოს გთავაზობთ, – ცდილობდა, გაეხსენებინა ყველა-
ფერი, რაც კი ესწავლებინათ მისთვის კრანოგელებზე, რომლებიც
ყელის ჭაობებში ცხოვრობდნენ და იშვიათად თუ დატოვებდნენ თა-
ვიანთ ტენიან მხარეს. ღარიბი ხალხი იყო, თევზაობით და ბაყაყების
ჭერით გაჰქონდათ თავი. ჭაობების სიღრმეებში ჩამალულ მცურავ
კუნძულებზე ისლითა და დაწნული ლერწმით ნაგები სახლები ედ-
გათ. ამბობდნენ, მხდალები არიან, მოწამლული იარაღით იბრძვიან
და ურჩევნიათ, მტერს დაემალონ, ვიდრე ღია ბრძოლაში შეხვდნე-
ნო. მაგრამ ჰოულანდ რიდი მამამისის ერთ-ერთი უერთგულესი თა-
ნამებრძოლი იყო მეფე რობერტის გვირგვინის მოსაპოვებელ ომში,
ჯერ კიდევ ბრანის დაბადებამდე.
როდესაც დასხდნენ, ბიჭმა, ჟოჟენმა, დარბაზს ცნობისმოყვარე
თვალი მოავლო. – მგელსაზარები სად არიან?
– საღვთო ტყეში, – მიუგო რიკონმა, – ბურძგლა ცუდად მოიქცა.
– ჩემს ძმას მათი ნახვა უნდა, – თქვა გოგონამ.
პატარა ვოლდერი ხმამაღლა ჩაერთო საუბარში.
– ჯობს გაფრთხილდეს, იმათ არ დაინახონ, თორემ უკბენენ.
– არაფერსაც არ უკბენენ, მეც იქ თუ ვიქნები, – ბრანს ესიამოვნა,
433
რომ მათ პელების ნახვა უნდოდათ, – ზაფხული ნამდვილად არ უკ-
ბენს და ბურძგლასაც დააკავეს, – მას ძალიან აინტერესებდა ეს
შლამის ხალხი. არასოდეს შეხვედროდა მათგან ვინმეს. მამამისი
რუხწყალას ბატონს წლების განმავლობაში წერილებს უგზავნიდა
ხოლმე, მაგრამ კრანოგელთაგან არავინ არასოდეს სწვევია ვინ-
ტერფელს. მათთან კიდევ უნდოდა საუბარი, მაგრამ სეფე-დარბაზში
ისეთი ხმაური იდგა, რომ ძნელი იყო, ვინმესთვის რამე გაგეგონები-
ნა, თუ შენ გვერდით არ იჯდა. სერ როდრიკი იჯდა ბრანის გვერდით.
– მართლა ჭამენ ბაყაყებს? – ჰკითხა მოხუც რაინდს.
– აჰა, – მიუგო სერ როდრიკმა, – ბაყაყებს, ლომხვლიკებს და
ყველანაირ ფრინველს. ალბათ ცხვრები და საქონელი არ ჰყავთო,
გაიფიქრა ბრანმა. მომსახურე კაცებს უბრძანა, და-ძმისთვის დაკე-
პილი ცხვრის ხორცი და ზუბრის ანათალები მიერთმიათ, მათი სინე-
ბი კი ხარის ხორცისა და ქერის ჩაშუშული კერძით აევსოთ. რო-
გორც ჩანს, მათ მოეწონათ, რაც მიართვეს. გოგონამ შენიშნა ბრა-
ნის მიშტერებული მზერა და გაუღიმა. ბრანი წამოწითლდა და გვერ-
დზე გაიხედა.
კარგა ხანი გავიდა, ყველანაირი ტკბილეულიც შემოიტანეს და
ყველაფერ ამას ლიტრობით დააყოლეს ზაფხულის ღვინო; ამის მე-
რე საჭმელი აალაგეს და მაგიდები კედლებთან მიდგეს, საცეკვაო
ადგილი რომ გაეთავისუფლებინათ. მუსიკა უფრო ცეცხლოვანი გახ-
და, დოლებიც ჩაერთვნენ და ჰოთერ ამბერმა უზარმაზარი, ვერ-
ცხლის სალტეებით შეკრული რქის საომარი საყვირი ამოიღო. რო-
დესაც მომღერალმა „ღამის დასასრულში“ იმ ადგილს მიაღწია, სა-
დაც ღამის ებგური სხვებთან საომრად გაჭენდა განთიადის ბრძო-
ლაში, მან ისე ჩაჰბერა საყვირს, რომ ყველა ძაღლი ერთბაშად
აყეფდა. ორმა გლოვერმა გუდასტვირზე და ხის ქნარზე გაწელილი

434
ჰანგი წამოიწყო. ფეხზე პირველი მორს ამბერი წამოხტა. მან გვერ-
დზე ჩავლილ მომსახურე გოგოს მკლავზე სტაცა ხელი და ღვინით
სავსე სურა გააგდებინა, რომელიც იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა.
ჭილოფებით, ძვლებისა და პურების ნამუსრევით მოფენილ ქვის ია-
ტაკზე დააბზრიალა, ატრიალებდა და ჰაერში ისროდა. გოგო სულ-
შეგუბებული კისკისებდა, სახეაწითლებულს ქვედაკაბები უფრია-
ლებდა და მაღლა ეწეოდა. მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ. ჰოდორ-
მა თავისთვის დაიწყო ცეკვა, ლორდმა ვაიმანმა პატარა ბეთ კასელს
სთხოვა, ცეკვაში გაჰყოლოდა. ხომ ამხელა იყო, მაგრამ მსუბუქად
მოძრაობდა. რომ დაიღალა, მის ნაცვლად გოგონა კლეი კერვინმა
გაიწვია. სერ როდრიკი ლედი ჰორნვუდს მიეახლა, მაგრამ მან მო-
იბოდიშა და წავიდა. ბრანმა ერთხანს უცქირა ცეკვას, ზრდილობის
ვალი მოიხადა, მერე კი ჰოდორი მოახმობინა. სცხელოდა, დაღლი-
ლი იყო, ღვინით გახურებული, ცეკვამ კი დაადარდიანა. ცეკვასაც
ხომ ვერასოდეს შეძლებდა.
– წასვლა მინდა.
– ჰოდორ, – შეჰყვირა ჰოდორმა პასუხად და ჩაიმუხლა. მაის-
ტერმა ლუვინმა და ჩალისთავამ ბრანი კალათში ჩასვეს. ვინტერფე-
ლის მცხოვრებლებს ეს სანახაობა ასჯერ ენახათ, მაგრამ, უეჭვე-
ლია, სტუმრებს უცნაური ეჩვენათ და ზოგ მათგანს ზრდილობაზე მე-
ტი ცნობისმოყვარეობა აღმოაჩნდა. ბრანმა მათი მოშტერებული
მზერა იგრძნო.
უკანა კარიდან გამოვიდნენ, დარბაზი აღარ გადაუჭრიათ. ბრან-
მა თავი დახარა, ლორდის კარში რომ გადიოდნენ. აქ, ბუნდოვნად
განათებულ ტალანში, ისინი მეჯინიბეთუხუცეს ჯოსეთს წააწყდნენ,
ახლა სხვა სახის ჭენებით რომ იყო გართული. მას კედელზე მიეყუ-
დებინა ბრანისთვის უცნობი ვიღაც ქალი, რომელსაც ქვედაკაბა
წელზე ჰქონდა შემოხვეული. ქალი ხითხითებდა, სანამ ჰოდორი
435
საცქერლად არ შეჩერდა. მერე იკივლა.
– თავი დაანებე, ჰოდორ, – უთხრა ბრანმა, – საძინებელში ამიყ-
ვანე. ჰოდორმა იგი კოშკის დახვეულ კიბეებზე აატარა და ერთ-ერ-
თი იმ რკინის მოაჯირის გვერდით ჩაიმუხლა, მიკენს რომ ჩაემაგრე-
ბინა კედელში. ბრანი სახელურს მოეჭიდა და საწოლში გადაინაც-
ვლა, ჰოდორმა კი ჩექმები და ბრიჯი გააძრო. – თუ გინდა, დაბრუნ-
დი ახლა ლხინზე, ოღონდ ჯოსეთს და იმ ქალს არ მიადგე. – ჰოდორ,
– უთხრა ჰოდორმა და თავი დაუკანტურა.
საწოლთან მდგარი სანთელი სულის შებერვით რომ ჩააქრო,
სიბნელე ფაფუკი, ნაცნობი საბანივით დაეფარა. დარაბებმიხურული
ფანჯრიდან მუსიკის სუსტი ხმა აღწევდა.
უეცრად გაახსენდა მამის მიერ მისთვის პატარაობაში ნათქვამი.
მეფის ქეშიკები მართლაც შვიდი სამეფოს საუკეთესო რაინდები
არიანო? ჰკითხა მაშინ ლორდ ედარდს.
– ახლა აღარ, – მიუგო მამამ, – მაგრამ ოდესღაც მათი ორდენი
ნამდვილი საოცრება იყო, თვალისმომჭრელი, მისაბაძი მაგალითი
მთელი სამყაროსთვის. – თუ იყო ვინმე, სულმთლად ყველაზე უკე-
თესი?
– საუკეთესო რაინდი, ვინც კი მინახავს, სერ არტურ დეინი იყო;
ხმალს, რომლითაც იბრძოდა, განთიადი ერქვა და მოწყვეტილი
ვარსკვლავის გულიდან იყო გაჭედილი. ამ რაინდს აისის მახვილს
უწოდებდნენ და ის მომკლავდა, რომ არა ჰოულანდ რიდი, – მამა
ამის გახსენებამ დაანაღვლიანა და მეტი აღარაფერი უთქვამს.
ბრანმა ინატრა, ნეტავ გამომეკითხა, როგორ იყო ის ამბავიო. რომ
ჩაიძინა, თავი რაინდებითა და მოელვარე აბჯრებით ჰქონდა გამო-
ტენილი, ვარსკვლავის სხივივით მოკაშკაშე ხმლებით იბრძოდა;
მაგრამ სიზმარი რომ ეწვია, ისევ საღვთო ტყეში აღმოჩნდა. სამზა-
რეულოდან და სეფე-დარბაზიდან მოდენილი სუნები ისე მკვეთრად
436
სცემდა, თითქოს ლხინიდან არც წამოსულიყო. ხეების ქვეშ მიძუნ-
ძულებდა, ძმაც ფეხდაფეხ მისდევდა. ღამე ფხიზელი და ხმაურიანი
იყო, კაცთა ხროვის თავშექცევის ყმუილით სავზე. ხმები მათ მოსვე-
ნებას უკარგავდნენ. სურდა, ერბინა, ენადირა, ო, რარიგ სურდა!
რკინის ჟღრიალმა ყურები დააცქვეტინა. ხმა მის ძმასაც ჩაესმა.
ბუჩქებს შორის გაძვრნენ, ხმისკენ გაიქცნენ. ბებერი თეთრი ხის ძი-
რას დამდგარ უძრავ წყალს რომ გადაახტა, უცნობის სუნი ეცა: ადა-
მიანის სუნი, ტყავის, მიწისა და რკინის სუნს რომ შერეოდა.
უცხოებს რომ წაადგნენ, ისინი უკვე რამდენიმე იარაღით შემო-
სულიყვნენ ტყეში. ძუ და ყმაწვილი ხვადი იყვნენ, შიში არ ეტყობო-
დათ, მერეც კი, თეთრი ეშვები რომ გამოუჩინა. ძმამ დაუღრინათ კი-
დევაც, მაგრამ არ გაქცეულან. – აი, მოვიდნენ, – თქვა ძუმ. მირა,
დაიჩურჩულა მისმა ნაწილმა, მგლის სიზმარში ჩაკარგული მძინარე
ბიჭის მოლანდებამ, – იცოდი, რომ ამხელები იქნებოდნენ? – უფრო
დიდებიც იქნებიან, ბოლომდე რომ გაიზრდებიან, – თქვა ყმაწვილმა
ხვადმა, თან ფართო, მწვანე და უშიშარი თვალებით შესცქეროდა, –
შავი შიშით და რისხვითაა სავსე, მაგრამ რუხი ძლიერია... უფრო
ძლიერი, ვიდრე თავად იცის... გრძნობ მათ, დაო?
– ვერა, – თქვა ძუმ და ხელი წელზე ჩამობმული გრძელი მრეში
დანისკენ წაიღო, – ფრთხილად იყავი, ჟოჟენ.
– არაფერს დამიშავებს. დღეს ჩემი სიკვდილის დღე არაა, – ხვა-
დი უშიშრად დაიძრა მათკენ და მისი დრუნჩისკენ გაიწვდინა ხელი,
ზაფხულის ნიავივით მსუბუქად შეეხო. მაგრამ ამ თითების ჩამოსმამ
გარშემო ტყე გაადნო, ფეხქვეშ მიწაც კი კვამლად იქცა და სიცილით
გაიფანტა სადღაც, მან კი ტრიალით იწყო ვარდნა, ვარდნა, ვარ-
დნა...

კეტლინი
437
ბალახით დაფარული მწვანე ბორცვების მხარეში მძინარე კეტ-
ლინს ესიზმრა, რომ ბრანი ისევ მრთელი იყო, არიას და სანსას ერ-
თმანეთისთვის ხელები ჩაეკიდათ, ჩვილი რიკონი კი მკერდზე ჰყავ-
და მიკრული. უგვირგვინო რობი ხის ხმლით თამაშობდა და როდე-
საც ყველამ მშვიდად დაიძინა, კეტლინს თავის საწოლში მოღიმარი
ნედი დახვდა. რა ტკბილი იყო, და რა მალე დასრულდა. ულმობელი
განთიადი შემოდგა, ნათლის მახვილით გაუპო გული. დაქანცულმა,
ტკივილსა და სიმარტოვეში გაიღვიძა. ჭენებამ დაქანცა, ტკივილმა
დაქანცა, დაქანცა ვალმა. ტირილი მინდაო, გაიფიქრა. მინდა, ვინმე
მაწყნარებდეს. ისე დამღალა ძლიერ ქალად ყოფნამ. მინდა, სულე-
ლი და შეშინებული ვიყო. სულ ცოტა ხნით, მეტი არა... ერთი დღით...
ერთი საათით... მისი კარვის გარშემო მეომრები მოძრაობას იწყებ-
დნენ. გაიგონა ცხენების ჭიხვინი, შადი გაშეშებულ ზურგს უჩიოდა,
სერ ვენდელი მშვილდის მირთმევას ითხოვდა. კეტლინს უნდოდა,
ყველა სადღაც გადაკარგულიყო. კარგი მებრძოლები იყვნენ, ერ-
თგულები, მაგრამ დაღალა მათმა სიახლოვემ. თავისი შვილები
ენატრებოდა. ერთ დღესაცო, დაჰპირდა თავის თავს ჯერაც საწოლ-
ში მწოლარე, ერთ დღესაც თავს ნებას მივცემ, სულაც არ ვიყო ძლი-
ერი.
მაგრამ დღეს არა. დღეს ის დღე ვერ იქნებოდა.
თითები ჩვეულებრივზე უფრო მოუქნელი ეჩვენა, ტანსაცმლის
საძებრად რომ მოაფათურა ხელი. ალბათ მადლობელი უნდა ყოფი-
ლიყო, საერთოდ რომ შეეძლო ხელების მოხმარება. ის ხანჯალი ვა-
ლირიული ფოლადის იყო, ვალირიული ფოლადი კი ღრმად და ბას-
რად ჭრის. ამის გასახსენებლად ნაიარევებზე დახედვაც კმაროდა.
გარეთ შადი კარდალაში შვრიის ფაფას ურევდა, სერ ვენდელ მან-
დერლი კი იჯდა და თავის მშვილდს ლარს უგებდა.
438
– მილედი, – წარმოთქვა მან, გარეთ გასული კეტლინი რომ და-
ინახა, – ამ ბალახში ფრინველები ბინადრობენ. ამ დილით საუზმედ
შემწვარ მწყერს ხომ არ ინებებდი? – შვრია და პურიც კმარა... ყვე-
ლასთვის, მგონი. ჯერ კიდევ მრავალი ლიგა გვაქვს გასავლელი,
სერ ვენდელ.
– როგორც ინებებ, მილედი, – რაინდს ბადრ სახეზე გულგატეხი-
ლობა აღებეჭდა, გრძელი დაშვებული ულვაშების ბოლოები იმედ-
გაცრუებით აუთრთოლდა, – შვრია და პური, რა ჯობია? – სერ ვენ-
დელივით სქელი კაცი კეტლინს ცოტა თუ ენახა, მაგრამ რა ძალია-
ნაც არ უნდა ჰყვარებოდა ჭამა, საკუთარ ღირსებას მაინც უფრო მე-
ტად აფასებდა.
– ცოტაოდენი ჭინჭარი ვიპოვე და ჩაი დავაყენე, – მოახსენა შად-
მა, – ინებებს მილედი ერთ ჭიქას?
– დიახ, მადლობა.
ფინჯანი ნაიარევ პეშვში მოიქცია და გასაგრილებლად სული შე-
უბერა. შადი ვინტერფელიდან იყო. რობმა თავისი ოცი საუკეთესო
მებრძოლი აახლა, რათა მათ კეტლინი უსაფრთხოდ მიეცილებინათ
რენლიმდე. ხუთი ლორდისწულიც გაგზავნა მასთან ერთად, ვისი სა-
ხელები და წარჩინებული ჩამომავლობა წონასა და პატივს შემატებ-
დნენ მის გზავნილს. სამხრეთისკენ მიმავალნი შორიდან უვლიდნენ
ქალაქებსა და სიმაგრეებს, მაგრამ მაინც არაერთხელ გადაეყარნენ
შეჭურვილი მეომრების ჯგუფებს, აღმოსავლეთ ცისკიდურზე კვამ-
ლსაც ბევრჯერ მოჰკრეს თვალი. მაგრამ მათი შეწუხება ვერავინ გა-
ბედა. საკმაოდ ცოტანი იყვნენ საიმისოდ, რომ ვინმეს საფრთხედ მი-
ეჩნია, და საკმაოდ ბევრნი იმისთვის, ვინმეს იოლი ლუკმა რომ ჰგო-
ნებოდა. შავწყალას რომ გადავიდნენ, მთავარი ხიფათი უკვე უკან
ჰქონდათ მოტოვებული. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში
ომის ნიშნები აღარსად დაუნახავთ. კეტლინს ეს მგზავრობა არა და
439
არ უნდოდა. რობსაც ასე უთხრა იქ, რივერანში. – რენლი ბოლოჯერ
რომ ვნახე, ბრანისხელა ბავშვი იყო. მე მას არ ვიცნობ. ვინმე სხვა
გაგზავნე. ჩემი ადგილი აქაა, მამაჩემის გვერდით, მთელი ის ხანი,
სანამ ცოცხალია.
შვილმა შეწუხებულმა შეხედა.
– სხვა არავინაა. მე თვითონ ვერ წავალ. მამაშენი ძალიან ავა-
დაა. შავი თევზი ჩემი თვალი და ყურია, მის მოშორებას ვერ გავბე-
დავ. შენი ძმა კი რივერანის დასაჭერად იქნება საჭირო, როდესაც
ჩვენ გავილაშქრებთ...
– გაილაშქრებთ? – ლაშქრობაზე მისთვის არავის არაფერი უთ-
ქვამს. – სულ რივერანში ხომ ვერ ვიჯდები მშვიდობის მოლოდინში.
ისე გამოჩნდება, თითქოს ბრძოლის ველზე გასვლის მეშინოდეს.
როდესაც ბრძოლები შემოაკლდებათ, მეომრები კერასა და ჭირნა-
ხულზე იწყებენ ფიქრსო, მამამ მითხრა. ჩემს ჩრდილოელებსაც კი
მოუსვენრობა იპყრობთ.
ჩემს ჩრდილოელებსო, გაიფიქრა ქალმა. ლაპარაკსაც კი მეფე-
სავით იწყებს. – მოუსვენრობას ჯერ არავინ მოუკლავს, სულსწრა-
ფობას კი – რამდენიც გინდა. თესლი ჩავაგდეთ, ახლა მის ამოს-
ვლას დავუცადოთ.
რობმა ჯიუტად გაიქნია თავი.
– ცოტაოდენი თესლი ქარში გავფანტეთ, ესაა და ეს. შენს დას,
ლიზას, ჩვენს დასახმარებლად წამოსვლა რომ დაეპირებინა, ამ
დროისთვის უკვე შევიტყობდით. რამდენი ფრინველი გავგზავნეთ
საარწივეში, ოთხი? მშვიდობა მეც მინდა, მაგრამ ლანისტერები რა-
ტომ დამითმობენ რამეს, თუ აქ ჯდომის მეტს არაფერს ვიზამ, ჯარი
კი ამასობაში ზაფხულის თოვლივით შემომადნება გარშემო?
– ესე იგი, ოღონდ მშიშარა არავის ეგონო და, მზად ხარ, ლორდ
ტაივინის დაკრულზე იცეკვო? – შეუბრუნა კითხვა ქალმა, – მასაც ის
440
უნდა, ჰარენჰალზე გაილაშქრო, ჰკითხე ბიძაშენ ბრინდენს, თუ არ...
– ჰარენჰალზე არაფერი მითქვამს, – უთხრა რობმა, – ჰოდა, გა-
მეგზავნები რენლისთან, თუ დიდჯონის გაშვება მომიწევს?
ამის გახსენებამ მკრთალი ღიმილი მოჰგვარა. რა აშკარა ხრი-
კია, მაგრამ თხუთმეტი წლის ბიჭისთვის მაინც მარჯვეა. რობმა იცო-
და, რა ძალიან შეუფერებელი იქნებოდა დიდჯონ ამბერისთანა კაცი
რენლი ბარათეონისნაირ კაცთან მისაგზავნად, და ისიც იცოდა, რომ
ეს კეტლინსაც მშვენივრად მოეხსენებოდა. ქალს ისღა დარჩენოდა,
დაჰყაბულებოდა და ელოცა, დაბრუნებულს მამამისი ცოცხალი
დახვედროდა. იცოდა, ლორდი ჰოსტერი ჯანზე რომ ყოფილიყო,
რენლისთან თავადვე წავიდოდა. და მაინც, მძიმე, ძალიან მძიმე იყო
ეს გამგზავრება. მოხუცმა გამოსამშვიდობებლად მისული ქალიშვი-
ლი ვერც კი იცნო. „მინისა“, ასე დაუძახა, „ბავშვები სად არიან? ჩემი
პატარა კეტი, ჩემი ტკბილი ლიზა...“ კეტლინმა შუბლზე აკოცა და
უთხრა, რომ მისი პატარები კარგად იყვნენ.
– დამელოდე, მილორდ, – უთხრა მამას, როდესაც მან თვალები
დახუჭა, – მე გელოდი, ო, რამდენჯერ გელოდი. ახლა შენ უნდა და-
მელოდო.
ბედისწერა ისევ და ისევ სამხრეთისკენ მიმაქროლებსო, ფიქ-
რობდა კეტლინი, მომწარო ჩაის რომ სვამდა, მაშინ, როცა ჩრდი-
ლოეთისკენ უნდა მივეშურებოდე, შინ. რივერანში ყოფნის ბოლო
საღამოს ბრანსა და რიკონს წერილი მისწერა. არ დამვიწყებიხართ,
ჩემო ძვირფასებო, უნდა გჯეროდეთ. უბრალოდ, თქვენს ძმას ახლა
უფრო მეტად ვჭირდები.
– ზემო მანდერს დღესვე უნდა მივაღწიოთ, მილედი, – მოახსენა
სერ ვენდელმა, სანამ შადი ფაფას თეფშებზე იღებდა, – ლორდი
რენლი შორს აღარ უნდა იყოს, ხმებს თუ დავუჯერებთ.

441
და რა უნდა ვუთხრა, როდესაც ვიპოვი? რომ ჩემს ძეს იგი ჭეშმა-
რიტ მეფედ არ მიაჩნია? ამ შეხვედრას დიდად მოწადინებული ვერ
იყო. მათ მეგობრები სჭირდებოდათ და არა მტრების გამრავლება.
რობი კი არასოდეს მოუყრიდა მუხლს პატივით კაცს, ვისზედაც ფიქ-
რობდა, ტახტი არ ეკუთვნისო.
ჯამი დაეცარიელებინა, თუმცა ფაფის გემოც არ ახსოვდა. ჭურჭე-
ლი გვერდზე გადადო.
– დროა, გავუდგეთ, – რაც მალე დაელაპარაკებოდა რენლის,
მით მალე შეძლებდა შინ მიბრუნებას.
ცხენზე პირველი ამხედრდა და რაზმსაც თავად კარნახობდა
ტემპს. მის გვერდით ჰალ მოლენი მოდიოდა და სტარკების დროშა
მოჰქონდა, ყინულივით თეოო ველზე გამოსახული რუხი მგელსაზა-
რა.
რენლის ბანაკიდან ჯერაც ნახევარი დღის სავალზე იყვნენ, რო-
დესაც მზირებმა შენიშნეს. რობინ ფლინტი წინ იყო დასაზვერად წა-
სული, ჭენებით დაბრუნდა და მოახსენა, შორს მდგარი ქარის წის-
ქვილის სახურავზე ჭოგრიტები შევნიშნეთო. კეტლინის ჯგუფმა წის-
ქვილს რომ მიაღწია, იქ მჯდომი კაცი დიდი ხნის წასული დახვდათ.
გზა მომეტებული სიჩქარით განაგრძეს და ერთი მილიც არ გაევ-
ლოთ, რომ რენლის წინამარბები დაატყდნენ თავს, ოც შეჭურვილი
მხედარს შეჭაღარავებული დათვი-რაინდი მოუძღოდა, რომელსაც
იალმაგზე ლურჯი კაჭკაჭები ეხატა. კეტლინის დროშა რომ დაინახა,
წინ მარტო წამოვიდა და ცხენი ჩორთით მიაყენა ახლოს.
– მილედი, – შემოსძახა, – მე მწვანეტბორელი სერ კოლენი გახ-
ლავარ, თუკი ინებებთ. ხიფათიან ადგილებში დაიარებით.
– ჩვენი საქმე არ ითმენს, – უპასუხა ქალმა, – დესპანად მომაგ-
ზავნა ჩემმა ვაჟმა, რობ სტარკმა, ჩრდილოეთის მეფემ, რენლი ბა-
რათეონთან, სამხრეთის მეფესთან, მოსალაპარაკებლად.
442
– მეფე რენლი მთელი შვიდი სამეფოს გვირგვინოსანი და მი-
რონცხებული მეფეა, მილედი, – მიუგო სერ კოლენმა, თუმც კი საკ-
მაოდ თავაზიანად, – მისი მოწყალება მწარე ხიდთან დაბანაკდა, იქ,
სადაც ვარდის გზა მანდელს კვეთს. დიდ პატივად ჩავთვლი, მას გა-
ახლოთ, – რაინდმა შეჭურვილი ხელი ასწია და მისი მეომრები ორ-
მაგ მწკრივად დაეწყვნენ, კეტლინსა და მის რაზმს ორთავ მხრიდან
ჩაუდგნენ. ნეტავ ეს საპატიო დაცვაა თუ ტყვედ აყვანაო, გაიფიქრა
ქალმა. ისღა დარჩენოდა, სერ კოლენის ღირსებას – და ლორდ რენ-
ლის ღირსებას – მინდობოდა. მდინარემდე ერთი საათის სავალი
რჩებოდა, ბანაკის კოცონები რომ შენიშნეს. მერე ფერმების, ყანე-
ბისა და ბორცვებიანი ველების გადაღმიდან შორეული ზღვის ბუტ-
ბუტივით ბუნდოვანმა ხმამ მოაღწია, მიახლოებისას უფრო და უფრო
რომ იზრდებოდა. მანდერის მზეზე ალაპლაპებულ, მღვრიე წყლებს
რომ ჰკიდეს მზერა, იმ დროისთვის საერთო ხმაურში უკვე გამოირჩა
ადამიანების ხმები, ფოლადის ჟღარუნი, ცხენების ჭიხვინი. მაგრამ
ვერც ხმამ, ვერც კვამლმა ვერ შეამზადა მოსულები იმისთვის, რის
ნახვაც ელოდათ.
ათასობით სამზადი კოცონის ბოლი ჰაერს მკრთალი ნისლით ავ-
სებდა. ცხენების ახორები ლიგების მანძილზე იყო გაჭიმული. დრო-
შების ტარების დასამზადებლად უეჭველად მთელი ტყე გაეჩეხათ.
ვარდის გზის ბალახოვან კიდეს ვეება საალყე მანქანები გასდევდა:
პეტრარიები, ფილაკვნები და ცხენოსან კაცზე უფრო მაღალ ბორ-
ბლებზე შემდგარი საგორაო ტარანები. შუბების ფოლადის წვეტები
წითლად ვარვარებდა მზის სხივზე, თითქოსდა უკვე სისხლში ყოფი-
ლიყო გასვრილი, რაინდებისა და დიდებული ლორდების კარვები
კი აბრეშუმის სოკოების დარად ამოზრდილიყვნენ ბალახში. კეტ-
ლინმა შენიშნა შუბოსნები და ხმლოსნები, ჩაჩქანიანი და ჯაჭვის პე-
რანგიანი მეომრები, ბანაკს ადევნებული ტურფები, მშვილდოსნები,
443
ისრებს ბუმბულებს რომ აგებდნენ, ფორნებზე შემომსხდარი მეურ-
მეები, ღორების კოლტს მიჩენილი მეღორეები, შიკრიკებად გაგზავ-
ნილი პაჟები, ხმლების მლესველი საჭურველთმტვირთველები, ამ-
ხედრებული რაინდები, ფიცხი საომარი ულაყების დამაურვებელი
მეჯინიბეები. – რა ამბავია, გული გაგისკდება, – შენიშნა სერ ვენ-
დელ მანდერლიმ; უძველეს ქვის თაღს გადადიოდნენ, ამ ადგილს
მწარე ხიდი სწორედ მის გამო ერქვა. – ეგრეა, – დაეთანხმა კეტლი-
ნი.
გეგონებოდა, ლორდ რენლის მოწოდებაზე სამხრეთის მთელი
რაინდობას მოეყარა თავი. ზენაბაღის ოქროს ვარდს ყველგან და-
ინახავდი: ის ამოქარგული იყო მებრძოლების და მსახურების ტან-
საცმელზე, მკერდის მარჯვენა მხარეს; ფრიალებდა შუბებზე მიმაგ-
რებული მწვანე აბრეშუმის დროშებიდან, ეხატა იმ კარვების წინ და-
კიდებულ ფარებზე, რომლებიც ტაირელების შვილებს, ძმებს, ბიძაშ-
ვილებსა და ბიძებს ეკუთვნოდათ. ვარდის გარდა კეტლინმა შენიშნა
ფლორენტების მელადა-ყვავილი, ფოსოვეიების წითელი და მწვანე
ვაშლები, ლორდ ტარლის მიმავალი მონადირე, ოუკჰარტების მუ-
ხის ფოთლები, კრეინების წერო, მულენდორების შავნარინჯისფერი
პეპლების ღრუბელი.
მანდერის გადაღმა თავიანთი დროშები აღემართათ გრიგალის
ლორდებს, რენლის საკუთარ მებაირაღეებს, რომლებიც ბარათეო-
ნების გვარს და გრიგალის კიდეს იყვნენ შეფიცულები. კეტლინმა
იცნო ბრის კარონის ბულბულები, პენროუსის ბუმბული, ლორდ ეს-
ტერმონტის ზღვის კუ, მწვანე მწვანეზე. მაგრამ მისთვის ნაცნობ ყო-
ველ ფარზე ათი უცნობი მოდიოდა. ეს მებაირაღეებს შეფიცული
წვრილი ლორდების, ზღუდის რაინდების და თავისუფალი მხედრე-
ბის სიმბოლოები იყო. ისინი გუნდ-გუნდად მოფრენილიყვნენ, რათა
რენლი ბარათეონი არა მხოლოდ სახელით, არამედ საქმითაც მეფე
444
გაეხადათ.
რენლის საკუთარი დროშა ყველა დანარჩენზე უფრო მაღლა
ფრიალებდა. უმაღლეს საალყე კოშკზე, გამოუყვანელი ტყავებით
შეფუთულ მუხის ამ ბორბლებიან საოცრებაზე ლივლივებდა ყველა-
ზე უზარმაზარი საომარი ბაირაღი, რაც კი კეტლინს ოდესმე ენახა.
მოელვარე ოქროსფერი ქსოვილი ბარე ორ დარბაზს გასწვდებოდა
ხალიჩად, ზედ ბარათეონების მაღალი, ამაყი ირემი ცეკვავდა. – მი-
ლედი, გესმის ეს ხმა? – ჰკითხა ჰალის მოლენმა და თავისი ცხენი
ქალის ახლო მიაყენა, – რა არის?
კეტლინმა ყური მიუგდო. ყვირილი, ცხენების ხმამაღალი ჭიხვი-
ნი, ფოლადის ჩხარუნი და...
– წამაქეზებელი ყიჟინაა.
ნელა მიუყვებოდნენ აღმართს, მაღლა გაჭიმული ფერადი კარ-
ვების რიგისკენ მიიწევდნენ. მათ შორის რომ გაიარეს, ხალხის რიც-
ხვმა იმატა, ხმები გაძლიერდა. ბოლოს დაინახა კიდევაც, რა ხდებო-
და.
დაბლა, მომცრო ციხესიმაგრის ქვა-ხის გალავნის ძირში ხელ-
ჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. მინდორი მოესუფთავებინათ,
აღემართათ ზღუდეები, ამაღლებული სკამები და საასპარეზო ბა-
რიერები. ასობით მაყურებელი შეყრილიყო, იქნებ – ათასობითაც.
ათხრილი და ატალახებული მიწა დაჭყლეტილი აბჯრით და დამ-
სხვრეული შუბებით იყო მოფენილი – ჩანდა, რომ უკვე მთელი დღე
ან უფრო დიდი ხანიც იყო, რაც ასე ერთობოდნენ, მაგრამ ახლა საქ-
მე ბოლოსკენ წასულიყო. ცხენებზე ოციოდე რაინდიღა დარჩენილი-
ყო, დაუზოგავად უტევდნენ და ხმლებს უქნევდნენ ერთმანეთს, ხო-
ლო მაყურებელი და უკვე ჩამოცვენილი მებრძოლები მათ ყიჟინით
ამხნევებდნენ. კეტლინმა დაინახა, სრულად შეაბჯრული ორი სა-

445
ომარი ცხენი ფოლადისა და სხეულის არეულ გროვად რომ დაეხეთ-
ქა მიწას. – ტურნირია, – განაცხადა ჰალ მოლენმა. მას საერთოდ
სჩვეოდა, ხმამაღლა აღენიშნა თვალსაჩინო რაღაცები.
– ო, დიდებულია, – თქვა სერ ვენდელ მანდერლიმ, როდესაც ცი-
სარტყელა-მოსასხამით შემოსილი რაინდი შემობრუნდა და ხელუ-
კუღმა მოიქნია გრძელტარა ტაბარი, რომლითაც მას გამოდევნე-
ბულ მებრძოლს ფარი გაუხეთქა და უნაგირზე აატორტმანა. ერთმა-
ნეთს მიჯრილი ხალხი წინსვლას უძნელებდათ.
– ლედი სტარკ, – უთხრა სერ კოლენმა, – თუ თქვენი მხლებლე-
ბი ინებებენ და აქ მოგიცდიან, მე მეფესთან წარგადგენდით.
– როგორც იტყვი, – ქალმა ბრძანება გასცა, თუმცა ხმის ამაღ-
ლება მოუხდა, ტურნირის ალიაქოთი რომ გადაეფარა. სერ კოლენ-
მა თავისი ცხენი ნელა გაატარა ხალხში, კეტლინი უკან მიჰყვა. ბრბო
აღრიალდა, როდესაც უმუზარადო წითელწვერა კაცი, ფარზე გრი-
ფონი რომ ჰქონდა გამოსახული, ლურჯაბჯრიანმა ზორბა რაინდმა
დასცა. მის იარაღს მუქი ლაჟვარდისფერი ედო, ლურჯი იყო მისი
ლახტიც კი, ასეთი მომაკვდინებელი ოსტატობით რომ ეპყრა. მის
ცხენს ტართების საგვარეულოს ოთხად გაყოფილი, მზე-და-მთვა-
რიანი ღერბით დამშვენებული თოქალთო ეფარა. – წითელი რონე-
ტი დაეცა, დასწყევლონ ღმერთებმა, – შეიკურთხა ვიღაცამ. – ამ
ლურჯს ლორასი მოუვლის... – მიუგო ამხანაგმა, მისი დანარჩენი
სიტყვები შეკრებილი ხალხის ღრიალში ჩაიკარგა.
კიდევ ერთი დაეცა, თავისივე დასახიჩრებული ცხენის ქვეშ მოჰ-
ყვა, ორივე, ცხენიცა და მხედარიც, ტკივილით გაჰყვიროდა. საჭურ-
ველთმტვირთველები მათ საშველად გაექანნენ.
რა სიგიჟეა, გაიფიქრა კეტლინმა. ყოველმხრივ ნამდვილი მტრე-
ბი არიან შემოჯარული, ნახევარი სახელმწიფო ცეცხლშია გახვე-
ული, რენლი კი ზის აქ და ომობანას თამაშობს, იმ პატარა ბიჭივით,
446
ახლახან რომ აჩუქეს პირველი ხის ხმალი. მომაღლოდ გამართულ
დასაჯდომელზე შეგროვილი ლორდები და ლედები ისევე იყვნენ გა-
ტაცებული ორთაბრძოლით, როგორც დაბლა მდგარი ხალხი. კეტ-
ლინი მათ ყურადღებით დააკვირდა. მამამისი ხშირად იჭერდა საქ-
მეს სამხრეთელ ლორდებთან და მათგან მრავალი რივერანსაც
სტუმრობდა. იცნო ლორდი მათის როვანი, უწინდელზე უფრო მოსუ-
ქებული და ღაჟღაჟა, თეთრ კამზოლზე მისი გვარის ოქროს ხეს გა-
ეშალა ტოტები. მის ქვემოთ კაფანდარა და მოხდენილი ლედი ოუკ-
ჰარტი იჯდა, მას მარცხენა მხარს უმშვენებდა ლორდი რენდილ
ტარლი, რქის მთის ბატონი. ორლესული გულთამსვრელი თავისივე
სკამის ზურგზე ჰქონდა მიყუდებული. – სხვებს მხოლოდ მათი ღერ-
ბებით ცნობდა, ზოგი კი საერთოდ უცნობი იყო მისთვის. მათ შუაში
კი ყმაწვილი დედოფლით მხარდამშვენებული და ოქროს გვირგვი-
ნით თავშემკული მოლანდება ჩამჯდარიყო, უცქერდა და იცინოდა.
რა გასაკვირია, ლორდები ამგვარი ენთუზიაზმით რომ შემოიკ-
რიბნენ მის გარშემო, გაიფიქრა კეტლინმა; ეს ხომ მკვდრეთით აღ-
მდგარი რობერტია. რენლი რობერტივით მშვენიერი იყო: გრძელ-
ფეხებას, ბეჭგანიერს ისეთივე მბზინავი და სწორი, ნახშირივით შავი
თმა შვენოდა. ისეთივე ღრმა, ლურჯი თვალებით იცქირებოდა და
მასავით უზრუნველად იღიმოდა. ძალიან უხდებოდა შუბლზე შემოვ-
ლებული თხელი რკალიც: ნატიფად ნაჭედი ვარდებით მოწნული ოქ-
როს წრე, რომლის წინა მხარეს ამართული იყო მუქ-მწვანე ნეფრი-
ტის ირმის თავი, ოქროს რქებითა და თვალებით. მეფის მუქ-მწვანე
ტუნიკასაც მკერდზე ოქრომკედით ამოქარგული გვირგვინოსანი ხა-
რირემი ამკობდა: ბარათეონების ნიშანი ზენაბაღის ფერში. გვერ-
დშიც ზენაბაღელი გოგონა მოესვა: მისი ახალშერთული ცოლი,
მარჯერი, ლორდ მეის ტაირელის ასული. კეტლინმა იცოდა, რომ მა-
თი ქორწინება ის დუღაბი იყო, რომელიც დიდ სამხრეთულ კავშირს
447
ამყარებდა. რენლი ოცდაერთისა იყო, გოგონა კი რობზე უფროსი
არ იქნებოდა, ძალიან ლამაზს, შვლის თვინიერი თვალები ჰქონდა
და ყავისფერი თმის ფაფარი ზანტ ხვეულებად ეყარა მხრებზე. მორ-
ცხვად, საამოდ იღიმებოდა. ორთაბრძოლის ველზე ცისარტყელას-
მოსასხამიანმა რაინდმა კიდევ ერთი კაცი ჩამოაგდო უნაგირიდან
და მეფემ სხვებთან ერთად მოწონებით დაიღრიალა. – ლორას! –
გაიგონა კეტლინმა მისი დაძახილი, – ლორას! ზენაბაღი! – დედო-
ფალმა აღტაცებით შემოჰკრა ტაში.
კეტლინი შებრუნდა, ბრძოლის დასასრული რომ ენახა. ველზე
ახლა ოთხი კაციღა დარჩენილიყო და ეჭვი აღარ ეპარებოდა, თუ ვის
გულშემატკივრობდა მეფე და უბრალო მაყურებელი. სერ ლორას
ტაირელს ადრე არასოდეს შეხვედროდა, მაგრამ ჭაბუკი ყვავილე-
ბის რაინდის სიჩაუქეზე ხმებს შორეულ ჩრდილოეთამდეც კი მიეღ-
წია. სერ ლორასი ვერცხლისფრად შეაბჯრულ მაღალ თეთრ ცხენზე
იჯდა და გრძელტარა ტაბარით იბრძოდა. მუზარადის ოქროსვარდე-
ბიანი კეხი სახემდე ეშვებოდა. ორი დარჩენილი მებრძოლი გაერ-
თიანდა და ცხენები ლურჯაბჯრიან რაინდზე მიაგდეს. ორივე მხრი-
დან რომ შემოადგნენ, ლურჯმა რაინდმა მკვეთრად შეაყენა ცხენი,
ერთ მოწინააღმდეგეს სახეში შეალეწა თავისი გაბზარული ფარი,
მისმა შავმა ულაყმა კი მეორეს ფოლადით დაჭედილი ფლოქვი გას-
ცხო. წამის უმალ ერთი მებრძოლი ჩამოვარდა, მეორე კი უნაგირზე
შებარბაცდა. ლურჯმა რაინდმა დამსხვრეული ფარი მიწაზე დააგდო
და მარცხენა ხელი გაითავისუფლა, და ყვავილების რაინდი მაშინვე
ზედ წაადგა. ფოლადის აბჯრის სიმძიმე თითქოს ვერაფრით ზღუდავ-
და სერ ლორასის მოქნილობასა და სისწრაფეს, ცისარტყელას მო-
სასხამი ეხვეოდა ტანზე. თეთრი და შავი ცხენები იმგვარად დატრი-
ალდნენ ერთმანეთის გარშემო, გეგონებოდა, მიჯნურები ჭირნახუ-

448
ლის ცეკვაში ჩაბმულანო, ოღონდ მხედრები კოცნის ნაცვლად ერ-
თმანეთს დარტყმებს სთავაზობდნენ. ტაბარი ელავდა, ლახტი ტრი-
ალებდა. ორივე იარაღი საგანგებოდ იყო დაბლაგვებული, მაგრამ
მაინც საზარელი ჯახანი იდგა, უფაროდ დარჩენილ ლურჯ რაინდს
უფრო უარესი დღე ადგა. სერ ლორასი სეტყვასავით აყრიდა დარ-
ტყმებს თავსა და მხრებზე, შემოკრებილი ხალხი კი ზენაბაღიო, დას-
ძახოდა. მოწინააღმდეგე ლახტს უნაცვლებდა, მაგრამ სერ ლორასი
ყოველ მოქნევას სამი ოქროს ვარდით მოხატულ თავის მწვანე, უკვე
შელანძღულ ფარს უხვედრებდა. ტაბარი ლურჯი რაინდის უკუმოქ-
ნევას რომ დაუხვდა და ლახტი გააგდებინა, ბრბოს ახურებული მხე-
ცივით ღრიალი აღმოხდა. ყვავილების რაინდმა საბოლოო დარ-
ტყმისთვის შემართა იარაღი. ლურჯი რაინდი მისკენ გაექანა. ულა-
ყები ერთმანეთს შეასკდნენ, ტაბარის მობლაგვებული პირი შელა-
ხულ ლურჯ სამკერდულს ეძგერა... მაგრამ ლურჯმა რაინდმა მისი
ტარი როგორღაც ფოლადისხელთათმანიან თითებში მოიგდო. მან
სერ ლორასს ხელიდან წაგლიჯა იარაღი, ორი მებრძოლი ცხენდაც-
ხენ შეეჭიდა ერთმანეთს და უცებ ორივენი ჩამოცვივდნენ. ცხენებმა
განზე გაიწიეს და რაინდები შემაძრწუნებელი გრუხუნით დაასკდნენ
მიწას. დარტყმის მთელი სიმძიმე დაბლა მოქცეულ ლორას ტაი-
რელს ერგო. ლურჯმა რაინდმა გრძელი ხანჯალი იშიშვლა და ტაი-
რელს მუზარადის ცხაური აუწია. ბრბო ისე ღრიალებდა, კეტლინი
ვერ გაიგონებდა, რა წარმოთქვა სერ ლორასმა, მაგრამ მის გახეთ-
ქილი, სისხლიანი ტუჩების მოძრაობა ამოიკითხა. გნებდები.
ლურჯი რაინდი ბარბაცით წამოდგა ფეხზე და ხანჯალი რენლი
ბარათეონის მიმართულებით აღმართა – ფალავანი ამგვარად
ესალმებოდა თავის მეფეს. საჭურველთმტვირთველები მოედანზე
შემოიჭრნენ დამარცხებული რაინდის დასახმარებლად. მუზარადი
რომ მოხადეს, კეტლინი გაოცებული დარჩა მისი სიყმაწვილით.
449
რობზე ორიოდე წლით უფროსი თუ იქნებოდა. ალბათ ბიჭიც თავის
დასავით ლამაზი იყო, მაგრამ გახეთქილი ტუჩის, არეული მზერისა
და აბურდულ თმაზე ჩამოდენილი სისხლის დამნახავი ამას დანამ-
დვილებით ვერ იტყოდა.
– მომიახლოვდი, – დაუძახა მეფე რენლიმ ფალავანს.
ის კოჭლობით გაემართა სკამებისკენ. ლურჯი აბჯარი ახლოდან
გაცილებით ნაკლებ დიდებული ჩანდა. ერთიანად დაკაწრული და
ლახტით თუ უროთი ჩაჭეჭყილიყო, ხმლებს ზედ ღრმა ნაჭდევები და-
ეტოვებინა, სამკერდულისა და მუზარადის მინანქარი ამომტვრე-
ოდა. მოსასხამი ნაფლეთებად დასთრევდა. ისე მოძრაობდა, მიხ-
ვდებოდი, რომ აბჯრის შიგნით კაციც გვარიანად იყო შელახული.
რამდენიმე ხმა მიესალმა ყვირილით: „ტართ!“ და, უცნაურია, მაგ-
რამ „ტურფა! ტურფას“ ძახილით. უმრავლესობა კი მდუმარე რჩებო-
და. ლურჯმა რაინდმა მეფის წინ დაიჩოქა. – თქვენო მოწყალებავ, –
თქვა მუზარადით დახშული ხმით.
– ზუსტად ისა ხარ, რაც შენმა ლორდმა-მამამ მითხრა შენზე, –
რენლის ხმა მთელ მინდორს გადასწვდა, – სერ ლორასი ცხენიდან
დანარცხებული ერთი-ორჯერ თუ მინახავს... მაგრამ ამ გზით – არა-
სოდეს!
– ეს უწესო ჩამოგდება იყო, – დაიჩივლა მახლობლად მდგარმა
მშვილდოსანმა, რომელსაც ქურთუკზე ტაირელის ვარდი დაეკერე-
ბინა, – უმსგავსო ილეთია ბიჭის ასე ჩამოთრევა.
ხალხმა შეთხელება იწყო.
– სერ კოლენ, – მიმართა კეტლინმა თავის მხლებელს, – ვინაა
ეს კაცი და რატომ არ მოსწონთ ასე ძალიან?
სერ კოლენმა შუბლი შეკრა.
– იმიტომ, რომ კაცი არაა, მილედი. ეს ბრიენ ტართია, ლორდ
სელვინ მწუხრისვარსკვლავის ასული.
450
– ასული?! – შეძრწუნდა კეტლინი.
– ტურფა ბრიენი, ასე ეძახიან... ოღონდ არა პირში, თორემ მოუ-
წევთ, საკუთარი სხეულით ზღონ ამ სიტყვების ფასი.
კეტლინმა გაიგონა, როგორ გამოაცხადა რენლიმ ლედი ბრიენი
მწარე ხიდთან გამართული დიდი ორთაბრძოლის გამარჯვებულად,
ას სამოცი რაინდიდან ცხენზე დარჩენილ ბოლო მხედრად.
– როგორც ფალავანმა, ნებას გაძლევ, ჩემგან ნებისმიერი ჯილ-
დო მოითხოვო. თუ ხელმეწიფება მისი მოცემა, შენ მას მიიღებ.
– თქვენო მოწყალებავ, – მიუგო ბრიენმა, – გთხოვ, შენს ცისარ-
ტყელა მცველებს შორის ყოფნის პატივი მიბოძო. შენს შვიდთაგან
ერთი მინდა ვიყო, ჩემი სიცოცხლე შენი სიცოცხლის სანაცვლოდ
დავდო, იქ წავიდე, სადაც შენ წახვალ, შენ გვერდით ვატარო ცხენი
და ყოველგვარი ხიფათი აგარიდო.
– ეგრე იყოს, – უთხრა მეფემ, – წამოდექი და მუზარადი მოიხა-
დე. ქალი მის ბრძანებას დამორჩილდა. მუზარადი რომ მოიხადა,
კეტლინი მიხვდა, თუ რას ეუბნებოდა სერ კოლენი.
ტურფაო, ასე ეძახდნენ... დაცინვით. ბინძურ ჩალას მიმგვანებუ-
ლი გაფშეკილი თმა გამოუჩნდა, სახე კი... ბრიენს ფართო, ცისფერი
თვალები აღმოაჩნდა, გოგონას მიმნდობი, მიამიტი თვალები, მაგ-
რამ დანარჩენი... მსხვილი, უხეში ნაკვთები, გამოჩრილი და მობრე-
ცილი კბილები, მეტად ფართო პირი და ისე სავსე ტუჩები ჰქონდა,
დასივებული გეგონებოდა. ლოყებსა და შუბლზე ათასობით ჭორ-
ფლი ეყარა, ცხვირი კი არაერთხელ გასტეხოდა. კეტლინს გული
სიბრალულით აევსო. განა მოიძებნება ამქვეყნად უშნო ქალზე უფ-
რო უბედური არსება?
მაგრამ როდესაც რენლიმ დაფლეთილი მოსასხამი შემოაჭრა
და მის ნაცვლად ცისარტყელას ფერები მოახურა, ბრიენ ტართი უბე-
დური სულაც არ ჩანდა. ღიმილმა გაუშუქა სახე და მტკიცე, ამაყი
451
ხმით წარმოთქვა:
– ჩემი სიცოცხლე შენი სიცოცხლის სანაცვლო ყოფილიყოს,
თქვენო მოწყალებავ. ამიერიდან მე შენი ფარი ვარ, ვფიცავ ამას
ძველი და ახალი ღმერთების სახელით. – გულსაკლავი სანახავი
იყო, თუ რა თვალით უცქერდა მეფეს, – არადა, ზემოდან დასცქერო-
და, თუმცა რენლი სიმაღლით თავის განსვენებულ ძმას ლამის აო
ჩამოუვარდებოდა.
– თქვენო მოწყალებავ! – მწვანეტბორელი სერ კოლენი ცხენი-
დან ჩამოხტა, მაყურებელთა დასაჯდომს რომ მიახლოებოდა, – ნება
მიბოძეთ, – ცალ მუხლზე დადგა მეფის წინ, – პატივად მხვდა, თქვენ-
თვის მეახლებინა ლედი კეტლინ სტარკი, რომელიც დესპანად გა-
მოგზავნა მისმა ძემ რობმა, ვინტერფელის ლორდმა. – ვინტერფე-
ლის ლორდმა და ჩრდილოეთის მეფემ, სერ, – შეუსწორა კეტლინ-
მა. თავადაც ჩამოხდა და სერ კოლენს ამოუდგა გვერდით.
მეფე რენლი გაოცებული ჩანდა.
– ლედი კეტლინ? ერთობ სასიამოვნოა, – იგი თავის ყმაწვილ
დედოფალს მიუბრუნდა, – მარჯერი, ძვირფასო, ეს ლედი კეტლინ
სტარკი გახლავს, ვინტერფელის ქალბატონი. – კეთილი იყოს შენი
მობრძანება, ლედი სტარკ, – უთხრა გოგონამ რბილად, თავაზი-
ანად, – ვწუხვარ თქვენი დიდი დანაკარგის გამო.
– თანაგრძნობისთვის მადლობა მომიხსენებია, – მიუგო კეტ-
ლინმა. – მილედი, ვფიცავ, მე თავად ვიზრუნებ, რომ ლანისტერებმა
ზღონ შენი ქმრის მოკვლის დანაშაული, – განაცხადა მეფემ, – მე-
ფის საბიჯელს რომ ავიღებ, სერსეის თავს გამოგიგზავნი.
ეს განა ნედს დამიბრუნებს? გაიფიქრა კეტლინმა.
– ჩემთვის მხოლოდ ცოდნაც საკმარისი იქნება, რომ სამართა-
ლი აღსრულდა, მილორდ.
– თქვენო მოწყალებავ, – მკვახედ შეუსწორა ბრიენ ლურჯმა, –
452
და, მეფეს რომ წარუდგები, უნდა დაიჩოქო.
– ლორდსა და მის მოწყალებას შორის მანძილი მცირეა, მილე-
დი, – უთხრა კეტლინმა, – ლორდ რენლი გვირგვინოსანია, ისევე,
როგორც ჩემი ძე. თუ გნებავთ, შეგვიძლია, ვიდგეთ ამ ტალახში და
ვიმსჯელოთ, რა პატივი და ტიტულები ეკუთვნის – თითოეულს, მაგ-
რამ მე ასე მგონია, უფრო საშური საქმეები გვაქვს განსახილველი.
რენლის ლორდთაგან ზოგიერთი მის სიტყვებზე წამოიჯაგრა, მაგ-
რამ მეფემ გაიცინა. – კარგი ნათქვამია, მილედი. „მოწყალებად“
მოხსენიების დრო მერეც ბევრი გვექნება, ომს რომ მოვრჩებით.
მითხარი, როდის აპირებს შენი ძე ჰარენჰალზე გალაშქრებას?
სანამ არ შეიტყობდა, მეფე მათი მეგობარი იყო თუ მტერი, კეტ-
ლინი რობის გეგმებზე სიტყვის დაძვრასაც არ აპირებდა.
– ჩემი ძის საომარ თათბირებს არ ვესწრები, მილორდ.
– ზოგი ლანისტერი მეც დამიტოვოს და საწინააღმდეგო არაფე-
რი მექნება. რა უყო მეფისმკვლელს?
– ჯეიმი ლანისტერი ტყვედ არის რივერანში.
– ჯერაც ცოცხალია? – ლორდი მათის როვანი იმედგაცრუებული
ჩანდა. – ჩანს, მგელსაზარა ლომზე მოწყალე ყოფილა, – თქვა გა-
ოცებულმა რენლიმ. – ის, ვინც ლანისტერებზე მოწყალეა, – ჩაიბუტ-
ბუტა ლედი ოუკჰარტმა მწარე ღიმილით, – ზღვაზე უფრო მშრალიც
იქნება.
– მე კი სუსტიო, ვიტყოდი, – ლორდ რენდილ ტარლის მოკლე,
ჯაგარა რუხი წვერი და პირშიმთქმელის სახელი ჰქონდა, – უპატივ-
ცემულობაში ნუ ჩამომართმევთ, ლედი სტარკ, მაგრამ უფრო ჯერო-
ვანი იქნებოდა, ლორდი რობი თავად მოსულიყო მეფისთვის პატი-
ვის მისაგებად და დედამისის კალთას არ ამოჰფარებოდა. – მეფე
რობი ომობს, მილორდ, – მიუგო კეტლინმა ყინულოვანი თავაზია-
ნობით, – ტურნირებით კი არ იქცევს თავს.
453
რენლიმ ფართოდ გაიღიმა.
– დაოკდი, ლორდ რენდილ, ვშიშობ, მეტი მოგდის, – მან გრიგა-
ლის კიდის ლივრეაში გამოწყობილ მნეს მოუხმო, – ლედის მხლებ-
ლებს ადგილები გამოუნახე და იზრუნე, არაფერი მოაკლდეთ. ლე-
დი კეტლინს ჩემი საკუთარი კარავი დაუთმე. რაკი ლორდმა კას-
ველმა გულისხმიერად დაგვრთო მისი ციხე-კოშკით სარგებლობის
ნება, კარავი აღარ დამჭირდება. მილედი, რომ დაისვენებ, პატივად
ჩავთვლი, თუ ჩვენთან ერთად გაიზიარებ პურსა და ღვინოს ლხინზე,
რომელზეც ამ საღამოს გვიწვევს ლორდი კასველი. გამოსამშვიდო-
ბებელ ლხინზე. ალბათ ერთი სული აქვს, ჩემმა მშიერმა ურდომ
ზურგი აჩვენოს.
– არაა მართალი, თქვენო მოწყალებავ, – გააპროტესტა მისი
სიტყვები გალეულმა ჭაბუკმა, ალბათ კასველი რომ იყო, – ყველა-
ფერი, რაც კი მაქვს, თქვენ გეკუთვნით. – ვინმეს ასეთი რამ ჩემი ძმა
რობერტისთვის რომ ეთქვა, ის სიტყვაზე გამოიჭერდა, – თქვა რენ-
ლიმ, – ასულები გყავს?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ. ორი.
– მაშინ, ღმერთებს მადლობა შესწირე, რომ რობერტი არ ვარ.
ჩემი ძვირფასი დედოფალი ის ერთადერთი ქალია, რომელიც
მსურს, – რენლიმ მარჯერის ხელი გაუწოდა და წამოაყენა, – ისევ
ვისაუბრებთ, რომ დაისვენებ და ძალებს მოიკრებ, ლედი კეტლინ.
რენლი თავის დედოფალს ციხე-კოშკისკენ წაუძღვა, მისმა მნემ
კი კეტლინი მეფის მწვანე კარვისკენ გააცილა.
– რამე თუ გჭირდება, მხოლოდ ითხოვე, მილედი.
კეტლინს ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა დასჭირვებოდა
იმის გარდა, რაც დაახვედრეს. კარავი ბევრი სასტუმროს საერთო
ოთახზე უფრო ფართო იყო და მის მოსახერხებლად მოსაწყობად
ბევრი ეზრუნათ. აქ დახვდა ბუმბულის ნაალები და საძილე ქურქები,
454
ხისა და სპილენძისგან დამზადებული იმხელა ვარცლი, რომ შიგ
ორი ადამიანი ერთად ჩაეტეოდა, მაყლები ღამის სუსხის გასაფან-
ტად, ტყავის ღვედების საბანაკე სკამები, საწერი მაგიდა კალმებით
და სამელნით, ატმით, მსხლით და ქლიავით სავსე ლარნაკები, ღვი-
ნის სურა შესაფერისი ვერცხლის ჭიქებით, რენლის ტანსაცმლით
სავსე კედრის ხის სკივრები, წიგნები, რუკები, თამაშის დაფები, არ-
ფა, მაღალი მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭი, წყვილი წითელ-
კუდა სანადირო ქორი, ნატიფი იარაღების შთამბეჭდავი ნაკრები. ეს
რენლი თავს არაფერს უჭირვებს, გაიფიქრა კეტლინმა, კარავში
რომ მიმოიხედა. რა გასაკვირია, ასე ნელა რომ მიიწევს წინ. შემო-
სასვლელის გვერდით გუშაგად იდგა მეფის აბჯარი. ფოთლისფერი
ფოლადის ფურცლისგან იყო გამოჭედილი და ოქროთი შემკული,
მუზარადს ოქროს ირმის რქები აგვირგვინებდა. ლითონი იმგვარად
იყო გაპრიალებული, რომ ქალი სამკერდულზე საკუთარ ანარეკლს
ხედავდა, რომელიც თითქოს ღრმა მწვანე ტბორის ძირიდან ამოს-
ცქეროდა. დამხრჩვალი ქალის სახე, გაიფიქრა კეტლინმა. შეიძლე-
ბა, ადამიანი დარდში დაიხრჩოს? მკვეთრად შეტრიალდა, საკუთარ
სისუსტეზე ბრაზობდა. თავის შეცოდების ფუფუნებისთვის დრო არ
ჰქონდა. თმიდან მტვერი უნდა ჩამოიბანოს და სამეფო ლხინისთვის
უფრო შესაფერად გამოეწყოს. სერ ვენდელ მანდერლი, ლუკას
ბლექვუდი, სერ პერვინ ფრეი და დანარჩენი დიდებული მხლებლები
ციხე-კოშკს მასთან ერთად ეწვივნენ. ლორდ კასველის სეფე-დარ-
ბაზს დიდი მხოლოდ ზრდილობის გამო თუ ეთქმოდა, მაგრამ გადა-
ჭედილ მერხებზე კეტლინის მხლებლებისთვისაც მოინახა ადგილი
რენლის რაინდებს შორის. კეტლინს ამაღლებულზე მიუჩინეს ადგი-
ლი ღაჟღაჟა ლორდ მათის როვანსა და გულითად სერ ჯონ ფოსოვე-
ის, მწვანევაშლა ფოსოვეიების ჩამომავალს შორის. სერ ჯონი ხუმ-
რობდა, ლორდი მათისი კი ზრდილობიანად გამოჰკითხავდა მამის,
455
ძმის, შვილების ჯანმრთელობის შესახებ.
ბრიენ ტართი საპატიო მაგიდის ბოლოში დაესვათ. იგი ქალივით
არ გამოწყობილიყო, ამის ნაცვლად რაინდული მდიდრული სამოსი
შეერჩია. ვარდის და ლაჟვარდის ფერებით ჯვარედინად ოთხად გა-
ყოფილი ხავერდის კამზოლი, ბრიჯი და ჩექმები ეცვა, ნატიფად შემ-
კული ყაწიმი ეკეთა, ზურგზე კი ახალი ცისარტყელა-მოსასხამი ეფი-
ნებოდა. თუმცა მის სიუშნოვეს მაინც ვერანაირი ტანსაცმელი ვერ
შენიღბავდა: მის ჭორფლიან ტორებს, ფართო ბრტყელ სახეს, გა-
მოჩრილ კბილებს. უაბჯროდ სხეული მოუქნელი უჩანდა, თეძოგა-
ნიერი და ძვალმსხვილი იყო, დაბურცული კუნთიანი მკლავები
ჰქონდა, მაგრამ მკერდი საერთოდ არ ეტყობოდა. და მისი ყველა
მოძრაობიდან ჩანდა, რომ ბრიენმა კარგად იცოდა თავისი გარეგ-
ნობის ფასი და იტანჯებოდა მის გამო. ხმას მხოლოდ პასუხის გასა-
ცემად იღებდა და თვალს იშვიათად მოსწყვეტდა ხოლმე საჭმელს.
საჭმელი კი უხვად იყო მორთმეული. ზენაბაღის საარაკო სიუხ-
ვეს ომი არ შეხებია. სანამ მომღერლები მღეროდნენ და ჯამბაზები
ჯამბაზობდნენ, ღვინოში მოხარშული მსხლით დაიწყეს და გადავიდ-
ნენ ციცქნა ცხარე თევზებზე, მარილში ამოვლებული რომ დაებრა-
წათ, და ხახვით და სოკოთი დაჩურთულ დედლებზე. სუფრაზე ელაგა
დიდი რუხი პურები და თალგამის, სიმინდისა და ცერცვის გორები
იდგა. იყო უზარმაზარი შებოლილი ბარკლები და შემწვარი ბატები,
ბრტყელი ხონჩებიდან ლუდსა და ქერში ჩაშუშული ირმის ხორცის
წვენი წვეთავდა. ტკბილეულად ლორდ კასველის მსახურებმა ციხე-
კოშკის სამზარეულოებში ნახელავი ნამცხვრები ჩამოატარეს: ნაღე-
ბის გედები და შაქარლამის მარტორქები, ვარდის ფორმის ლიმო-
ნის ნამცხვრები, დარიჩინიანი თაფლაკვერები და მოცხარის ტარტე-
ბი, შემწვარი ვაშლი და ცხიმიანი ყველები.

456
უხვმა და მდიდრულმა საკვებმა კეტლინს აწყინა, მაგრამ არაფ-
რით არ გამოამჟღავნებდა სისუსტეს აქ, სადაც ამდენი რამ მის სიძ-
ლიერეზე ეკიდა. რენლის მარცხნივ თავისი ახალგაზრდა ცოლი ეჯ-
და, მარჯვნივ – ცოლის ძმა. რაინდს შუბლზე შემოკრული ტილოს
სახვევის გარდა არაფერზე ეტყობოდა იმდღევანდელი უიღბლობა.
მართლაც ისეთი მომხიბვლელი იყო, როგორსაც კეტლინი მოელო-
და. ახლა, თვალებში გაყინული მზერა რომ აღარ ედგა, ცოცხალი
და გონიერი გამოხედვა ჰქონდა, ბუნებრივად ჩამოშლილი ყავისფე-
რი დალალების ტევრი არაერთ ასულს შეშურდებოდა. დაფხრეწი-
ლი სატურნირო მოსასხამი ახლით ჩაანაცვლა, ისევ იმგვარივეთი,
რენლის ცისარტყელა მცველების კაშკაშად დახაზული აბრეშუმით,
რომელიც ზენაბაღის ოქროს ვარდით ჰქონდა შებნეული.
დროდადრო მეფე მარჯერის ნუგბარ ლუკმას გაუწვდიდა ხოლმე
თავისი ხანჯლის წვერით, ან გადაიხრებოდა და ნაზად კოცნიდა ლო-
ყაზე, მაგრამ უმეტესწილად სერ ლორასს ეხუმრებოდა და ესაუბრე-
ბოდა. ცხადი იყო, მეფე სიამოვნებით აგემოვნებდა საჭმელ-სას-
მელს, მაგრამ არც ღორმუცელა ჩანდა და არც ლოთი. ხშირად და
სასიამოვნოდ იცინოდა და ერთნაირი გულითადობით მიმართავდა
დიდებულ ლორდებსაც და მდაბიო მომსახურე გოგონებსაც.
მის სტუმართაგან ზოგი ნაკლებად თავშეკავებული იყო. კეტლი-
ნის აზრით, ზედმეტს სვამდნენ და ძალიან ხმამაღლა ბაქიაობდნენ.
ლორდ ვილუმის ძეები ჯოშუა და ელაიასი ცხარედ დაობდნენ, თუ
რომელი გადავიდოდა პირველი მეფის საბიჯელის გალავანზე.
ლორდ ვარნერს მუხლებზე დაესვა მომსახურე გოგონა და ცხვირით
მის კისერში ჩარგულიყო, ხელით კი ამასობაში გულისპირში უძვრე-
ბოდა. გაიარდ მწვანე, რომელსაც თავი მომღერლად მოჰქონდა,
ქნარს აწვალებდა და ჰყვებოდა ლექსს კუდებით გადაბმულ ლომებ-

457
ზე, რომლის ზოგი ნაწილი მართლაც ირითმებოდა. სერ მარკ მუ-
ლენდორს თან შავ-თეთრი მაიმუნი მოეყვანა და საკუთარი თეფში-
დან უნაწილებდა ნარჩევ ლუკმებს, ხოლო ფოსოვეიების წითელვაშ-
ლა შტოს ჩამომავალი სერ ტანტონი მაგიდაზე აძვრა და დაიფიცა,
სანდორ კლეგეინს ორთაბრძოლაში მოვკლავო. მისი ფიცი იქნებ
სერიოზულადაც მიგეღო, ცალი ფეხი ამ დროს საწებლიან ჯამში რომ
არ ჰქონოდა ჩადგმული.
ამ უგუნურებამ მწვერვალს მაშინ მიაღწია, როდესაც დარბაზში
მსუქანი მასხარა შემოკუნტრუშდა. ტანზე ოქროსფრად შეღებილი
თუნუქი შემოეხვია და ქუდად ნაჭრის ლომის თავი ეხურა. იგი მაგი-
დებს შორის გაქცეულ ჯუჯას გაედევნა და თავში გაბერილ ხარის
ბუშტს უთაქუნებდა. ბოლოს და ბოლოს, მეფე რენლიმ ჰკითხა, რა-
ტომ სცემ შენს ძმასო.
– იმიტომ, თქვენო მოწყალებავ, რომ ძმებისმკვლელი ვარ, – მი-
უგო მასხარამ. – მეფისმკვლელი, შე მართლა მასხარა, – შეუსწორა
რენლიმ და დარბაზი ხარხარმა წალეკა.
კეტლინის გვერდით მჯდარი ლორდი როვანი ამ ხალისში არ
ჩართულა. – ყველანი ისეთი ახალგაზრდები არიან, – თქვა მან.
მართალი იყო. ყვავილების რაინდს მეორე დღეობაც არ ექნებო-
და გადახდილი, როდესაც რობერტმა სამკბილაზე პრინცი რეიგარი
მოკლა. სხვაც რამდენიმე თუ იქნებოდა პასზე ბევრად უფროსი. მე-
ფის საბიჯელის რბევის დროს ჩვილები იყვნენ, ხოლო როდესაც ბე-
ილონ გრეიჯოიმ რკინის კუნძულები ააჯანყა, პატარა ბიჭები თუ ეთ-
ქმოდათ. ჯერ სისხლი არ დაუღვრიათ, ფიქრობდა კეტლინი და უც-
ქერდა, როგორ წააქეზა ლორდმა ბრისმა სერ რობარი, ხანჯლებით
ეჟონგლიორა. ეს ყველაფერი მათთვის ჯერ კიდევ თამაშია, ერთი
დიდი ტურნირია და მხოლოდ დიდების, პატივისა და ალაფის მოხვე-
ჭას მოელიან. სიმღერებითა და ზღაპრებით მთვრალი ბიჭები არიან
458
და ყველა ბიჭივით მათაც უკვდავი ჰგონიათ თავი.
– ომი დააბერებთ, – თქვა კეტლინმა, – როგორც ჩვენ დაგვაბე-
რა, – თავადაც გოგონა იყო, როდესაც რობერტმა, ნედმა და ჯონ
ერინმა ბაირაღები გაშალეს ეირის ტარგარიენის წინააღმდეგ, და
ბრძოლების დამთავრებამდე ქალად იქცა, – მებრალებიან.
– რატომ? – ჰკითხა ლორდმა როვანმა, – შეხედე ერთი. ახალ-
გაზრდები და ღონიერები არიან, სიცოცხლით და სიცილით სავსენი.
და ვნების ცეცხლით, იმდენი ვნებით, რომ არ იციან, სად წაიღონ.
ამაღამ ბევრი ბუში ჩაისახება, დარწმუნებული ბრძანდებოდე. რა
აქვთ შესაბრალისი?
– იმიტომ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, – მიუგო სევდი-
ანმა კეტლინმა, – იმიტომ, რომ ისინი ზაფხულის რაინდები არიან
და ზამთარი მოდის. – გეშლება, ლედი კეტლინ, – ბრიენი თავისი აბ-
ჯარივით ლურჯი თვალებით შეაცქერდა, – ჩვენნაირებისთვის ზამ-
თარი არასოდეს მოვა. ბრძოლაში თუ მოვკვდებით, ჩვენზე ნამდვი-
ლად სიმღერებს შეთხზავენ, სიმღერებში კი მუდამ ზაფხულია. სიმ-
ღერებში ყველა რაინდი ქველია, ყველა ქალწული – მშვენიერი და
ყოველთვის მზე ანათებს. ზამთარი ყველასთვის მოდის, გაიფიქრა
კეტლინმა. ჩემთვის ის მაშინ დადგა, ნედი რომ მოკვდა. შენთვისაც
მოვა, ბავშვო, და იმაზე უფრო მალე, ვიდრე შენ გინდა. ოღონდ ამის
სათქმელად ენა არ მოუბრუნდა.
მეფემ იხსნა.
– ლედი კეტლინ, – გამოსძახა ქალს, – სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა
მომინდა. ხომ არ გამოისეირნებდი ჩემთან ერთად?
კეტლინი წამსვე წამოდგა.
– პატივად ჩავთვლი.
ბრიენიც მაშინვე ადგა.

459
– თქვენო მოწყალებავ, სულ ერთი წუთით მადროვე, აბჯარს ჩა-
ვიცვამ. დაცვის გარეშე არ უნდა დარჩე.
მეფე რენლიმ გაიღიმა.
– მე თუ დაცული არ ვარ ლორდ კასველის შუა ციხე-კოშკში, რო-
მელსაც გარს ჩემივე ლაშქარი აკრავს, ერთი ხმალი მაინც არაფერს
მიშველის... შენი ხმალიც კი, ბრიენ. დაჯე და ჭამე. თუ დამჭირდები,
მოგიხმობ.
მისი სიტყვები გოგონას უფრო ემწარა, ვიდრე იმ დღეს მიღებუ-
ლი ყველა სხვა დარტყმა.
– როგორც გენებოს, თქვენო მოწყალებავ, – ბრიენი დაჯდა და
თვალები დახარა. რენლიმ კეტლინს მკლავში გამოსდო ხელი და
დარბაზიდან გაიყვანა, გაატარა მხრებჩამოყრილი გუშაგის გვერ-
დით, რომელიც ისე საჩქაროდ გასწორდა, კინაღამ შუბი გაუვარდა
ხელიდან. რენლიმ მას მხარზე დაჰკრა ხელი და გაეხუმრა. – აქეთ,
მილედი, – დაბალ კარში გაატარა და კიბის ბაქანზე გაიყვანა. საფე-
ხურებს რომ შეუყვნენ, ჰკითხა, – შემთხვევით სერ ბარისტანი შენს
ვაჟთან ხომ არ არის რივერანში?
– არა, – უპასუხა გაკვირვებულმა კეტლინმა, – განა ჯოფრისთან
არ არის? ხომ მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური იყო.
რენლიმ თავი გაიქნია.
– ლანისტერებმა უთხრეს, ძალიან ბებერი ხარო, და მისი მოსას-
ხამი ქოფაკს მისცეს. მითხრეს, მეფის საბიჯელი დატოვა და დაიფი-
ცა, ჭეშმარიტი მეფის სამსახურში ჩავდგებიო. ის მოსასხამი, დღეს
ბრიენმა რომ მთხოვა, სელმისთვის მქონდა გადანახული, იმის იმე-
დად, რომ იქნებ ჩემთვის შემოეთავაზებინა თავისი ხმალი. ზენაბაღ-
ში რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, რივერანში ხომ არ წავიდა-მეთქი. –
ჩვენ იგი არ გვინახავს.

460
– ბებერია, მართალია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ვინმეა. იმე-
დი მაქვს, არაფერი დაუშავდება. ლანისტერები დიდი სულელები
არიან, – კიდევ აიარეს რამდენიმე საფეხური, – რობერტის სიკვდი-
ლის ღამეს შენს ქმარს ასი ხმალი შევთავაზე და ვარწმუნებდი, ჯოფ-
რი აეყვანა. რომ დაეჯერებინა, დღეს რეგენტი იქნებოდა და მე
არაფრად დამჭირდებოდა ტახტზე უფლების განცხადება.
– ნედმა კი უარი გითხრა, – კეტლინი უთქმელადაც მიხვდა.
– მან დაიფიცა, დაეცვა რობერტის შვილები, – უთხრა რენლიმ,
– მარტოს რომ მემოქმედა, საამისოდ ძალები არ მყოფნიდა, ამი-
ტომ, როდესაც ლორდმა ედარდმა უარი მითხრა, გაქცევის მეტი
აღარაფერი დამრჩენოდა. რომ დავრჩენილიყავი, ვიცი, დედოფალი
იზრუნებდა, უცბადვე მივწეოდი ჩემს ძმას.
რომ დარჩენილიყავი და ნედისთვის მხარი დაგეჭირა, იქნებ
დღესაც ცოცხალი ყოფილიყო, მწარედ გაიფიქრა კეტლინმა.
– შენი ქმარი ძალიანაც მომწონდა, მილედი. ვიცი, რობერტის
ერთგული მეგობარი იყო... მაგრამ ყურს არ დამიგდებდა და არ და-
მიჯერებდა. აქეთ, მინდა, რაღაც გაჩვენო, – მათ კიბის თავამდე ააღ-
წიეს. რენლიმ ხის კარი გამოაღო და ორივენი სახურავზე გავიდნენ.
ლორდ კასველის ციხე არც ისე მაღალი იყო, კოშკი რომ დაგერ-
ქმია, მაგრამ გარშემო დაბალი, ბრტყელი მიწები ერტყა და კეტლი-
ნი ყველა მხარეს მრავალი ლიგის მანძილზე აწვდენდა მზერას. სა-
ითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან კოცონებს ხედავდა. ჩამოცვენილი
ვარსკვლავებივით ფარავდნენ მიწას და, ვარსკვლავების მსგავსად,
არც მათ უჩანდა ბოლო, – დათვალე, თუ გნებავს, მილედი, – წყნა-
რად უთხრა რენლიმ, – განთიადი რომ ამოჩნდება აღმოსავლეთით,
თვლა ჯერაც არ გექნება მოთავებული. ნეტავ რივერანის გარშემო
რამდენი კოცონი ანთია ამაღამ?

461
კეტლინს ესმოდა სეფედარბაზიდან გამოღწეული, ღამეში გადა-
დენილი სუსტი ჰანგი. ვარსკვლავების თვლას ვერ შეეჭიდებოდა.
– მითხრეს, რომ შენმა ვაჟმა ყელი ოცი ათასი მეომრით გადმო-
ლახა, – განაგრძო რენლიმ, – ახლა, რაკი სამკბილას ლორდებიც
მასთან არიან, შესაძლოა, ორმოცი ათასი ჰყავდეს.
არა, გაიფიქრა ქალმა, ამდენს ბევრი უკლია. ბრძოლაში დავ-
კარგეთ ხალხი, სხვები მოსავლის დასაცავად წავიდნენ.
– აქ ორი მაგდენი მყავს, – განაგრძო რენლიმ, – და ეს ჩემი ძა-
ლის მხოლოდ ნაწილია. მეის ტაირელი ზენაბაღში დარჩა კიდევ ათი
ათასი კაცით, ამას გარდა, გრიგალის კიდე უჭირავს მძლავრ გარნი-
ზონს და სულ მალე დორნელები შემომიერთდებიან მთელი თავიან-
თი ძალებით. ჩემი ძმა სტანისიც არ დაგავიწყდეს, რომელსაც დრა-
კონის ქვა უჭირავს და ვიწრო ზღვის ლორდებს მართავს.
– ასე მგონია, სტანისი სწორედ რომ შენ დაგავიწყდა, – იმაზე
მკვახედ წარმოთქვა კეტლინმა, ვიდრე განიზრახავდა.
– ანუ მისი უფლება ტახტზე? – გაიცინა რენლიმ, – მოდი, პირდა-
პირ ვთქვათ, მილედი. სტანისი საძაგელი მეფე იქნებოდა. არც არის
საფიქრებელი, რომ გამეფდეს. ხალხი მას პატივს სცემს, ეშინიათ
კიდევაც მისი, მაგრამ ცოტას თუ ჰყვარებია ოდესმე.
– და მაინც შენი უფროსი ძმაა. თუ შეიძლება ითქვას, რომ რომე-
ლიმეს უფლება გაქვთ რკინის ტახტზე, თქვენ შორის ასეთი ლორდი
სტანისია.
– მითხარი, საერთოდ რა უფლება ჰქონდა ჩემს ძმა რობერტს
რკინის ტახტზე? – მას პასუხისთვის არ დაუცდია, – ჰო, იყო ლაპა-
რაკი ბარათეონებსა და ტარგარიენებს შორის სისხლით ნათესაო-
ბაზე, ასი წლის წინანდელ ქორწინებებზე, მეორე ძეებსა და უფროს
ქალიშვილებზე. ასეთი რამები მაისტერების გარდა არავის ანაღ-

462
ვლებს. რობერტმა ტახტი თავისი უროთი მოიპოვა, – მან ხელი მო-
ატარა ცის კიდიდან კიდემდე მოგიზგიზე კოცონებს, – ჰოდა, აგერ
ჩემი უფლებაც, და ის არაფრით ჩამოუვარდება უფლებას, რომელიც
რობერტს როდისმე ჰქონია. თუ რობი მხარს დამიჭერს, როგორც მა-
მამისმა დაუჭირა მხარი რობერტს, მე ვალში არ დავრჩები. სიხარუ-
ლით დავუმტკიცებ მის მამულებს, ტიტულებსა და პატივს. მართოს
ვინტერფელი ისე, როგორც თვითონ მოიგუნებებს. თუ უნდა, ჩრდი-
ლოეთის მეფეც ისევ უწოდოს თავს, თუ მუხლს მომიყრის და თავის
მებატონედ მაღიარებს. მეფე – სიტყვაა და სხვა არაფერი, მაგრამ
ერთგულება, თავდადება, სამსახური... ეს ყველაფერი უნდა შემომ-
თავაზოს.
– და თუ ამაზე უარს გეტყვის, მილორდ?
– მე ვაპირებ, მეფე ვიყო, მილედი, თანაც – მთლიანი სახელმწი-
ფოს მეფე. ამაზე უფრო მარტივად როგორღა ვთქვა. სამასი წლის
წინ მეფე სტარკმა მუხლი მოუყარა ეაგონ დრაკონს, რაკი დაინახა,
რომ ვერ გაიმარჯვებდა. ეს ბრძნული ქცევა იყო. შენი ძეც ბრძენი უნ-
და იყოს. მე თუ შემეკვრება, ეს ომი, ჩათვალე, მოგებულია. ჩვენ... –
გაოცებულმა რენლიმ უცებ გაწყვიტა სიტყვა, – ეს რაღაა?!
ჟაჭვის ჟღრიალმა ცხაურის აწევა ამცნოთ. მხედარმა, ფრთიანი
მუზარადი რომ ეხურა, დაბლა ეზოში შემოაგდო გაქაფული ცხენი.
– მეფეს უხმეთ! – დაიძახა მან.
რენლი ქონგურზე შეხტა.
– აქ ვარ, სერ!
– თქვენო მოწყალებავ! – მხედარმა უფრო ახლო მოაგდო ცხენი,
– რაც შემეძლო, ჩქარა მოვედი. გრიგალის კიდიდან. ალყაში ვართ,
თქვენო მოწყალებავ, სერ კორთნი არ ნებდება, მაგრამ...
– მაგრამ... ეს შეუძლებელია. ლორდი ტაივინი ჰარენჰალიდან
რომ დაძრულიყო, შემატყობინებდნენ.
463
– ლანისტერები არ არიან, ჩემო ბატონო. შენს კარიბჭეს ლორდი
სტანისია მომდგარი. მეფე სტანისი, როგორც ახლა თავს უწოდებს.

ჯონი

კოკისპირული წვიმა ჯონს სახეში უტყლაშუნებდა. ცხენს დეზი


ჰკრა და მოდიდებულ ნაკადში შეაგდო. მის გვერდით მომავალმა
ლორდ-მეთაურმა ჩაჩი ჩამოიფხატა და ბუზღუნით შეუკურთხა ამი-
ნდს. ყორანი მხარზე ეჯდა, ბუმბულები გაებურძგნა და ისიც ბებერი
დათვივით გაწუწული და ავი ჩანდა. ქარმა სველი ფოთლები აყარა
და მკვდარი ჩიტების გუნდივით ააფრთხიალა მათ გარშემო. ავსუ-
ლებიანი ტყე, გაიფიქრა დაღვრემილმა ჯონმა. დამხრჩვალ ტყეს უფ-
რო ჰგავს. იმედი ჰქონდა, რომ კოლონის ბოლოს მომავალი სემი
უძლებდა. მას კარგ ამინდშიც არ ეხერხებოდა ცხენზე ჯდომა, ექ-
ვსდღიანმა წვიმამ კი მიწა მუხანათი გახადა, სულ რბილ ტალახად
და შიგ ჩამალულ ქვებად აქცია. ქარი რომ ქროდა, წყალს თვალებში
ასხამდათ. სამხრეთში კედელი ალბათ ლღვებოდა, ჩამომდნარი ყი-
ნული თბილ წვიმას ერეოდა და რუებსა და მდინარეებში იწრიტებო-
და. პიპი და გომბეშო ალბათ საერთო ოთახში სხედან და ვახშმის
მოლოდინში შემთბარ ღვინოს წრუპავენ. ჯონს შეშურდა მათი. სვე-
ლი შალი ტანზე ეკვროდა და სუსხავდა, კისერი და მხრები ჯაჭვისა
და ხმლის სიმძიმით სტკიოდა, დამარილებული ვირთევზა და ხორცი
და ხმელი ყველი კი უკვე ცუდად ხდიდა.
სადღაც წინ სანადირო რქის საყვირის მოცახცახე, წვიმის განუწ-
ყვეტელი შხაპუნით სანახევროდ მოგუდული ხმა გაისმა.
– ბაკველის საყვირია, – განაცხადა ბებერმა დათვმა, – ღმერთე-
ბი მოწყალე არიან: კრასტერი ჯერაც აქაა. – მისმა ყორანმა ერ-

464
თხელ შემოჰკრა ერთმანეთს თავისი დიდი ფრთები, „ფეტვიო“, და-
იჩხავლა და ისევ აიბურძგლა.
ჯონს ბევრჯერ სმენოდა შავი ძმების მოყოლილი ამბები კრას-
ტერსა და მის ციხეზე. ახლა მას საკუთარი თვალით ნახავდა. შვიდი
ცარიელი სოფლის გავლის მერე ყველა შიშმა შეიპყრო, რომ კრას-
ტერის სამყოფელიც მკვდარი და მიტოვებული დახვდებოდათ, მაგ-
რამ, როგორც ჩანს, ამას გადარჩენილიყვნენ. იქნებ ბებერმა დათ-
ვმა, ბოლოს და ბოლოს, რაღაც პასუხები მოიპოვოს. ყოველ შემ-
თხვევაში, წვიმას მაინც შევეფარებით. თორენ სმოლვუდი იფიცებო-
და, კრასტერი ებგურს მეგობრობსო, თუმც მას ავი სახელი ჰქონდა
დავარდნილი.
– ის კაცი სანახევროდ შეშლილია, არ უარვყოფ, – უთხრა მან ბე-
ბერ დათვს, – მაგრამ შენც ეგრე დაგემართებოდა, მთელი ცხოვრე-
ბა ამ წყეულ ტყეში რომ გაგეტარებინა. და მაინც, მას კარს მიმდგა-
რი არცერთი აეშაგი არ გაუბრუნებია, და არც მენს რაიდერი უყვარს.
ძვირფას რჩევას მოგვცემს.
ცხელ საჭმელს თუ მოგვცემს და ტანსაცმელს გაგვაშრობინებს,
უკვე მადლობელი ვიქნები. დაივენი ამბობდა, კრასტერი მკვლელი,
მატყუარა, მოძალადე და მხდალიაო და სიტყვას გადაკრავდა, მო-
ნათმფლობელებთან და დემონებთან ვაჭრობსო. – მეტსაც გეტ-
ყვით, – დაურთავდა ბებერი მეტყევე ხის კბილების რაკუნით, – ამ
ტიპს სიცივის სუნი ასდის, დიახაც.
– ჯონ, – უბრძანა ლორდმა მორმონტმა, – უკან წადი, კოლონას
ჩაუარე და ყველას შეატყობინე. და ოფიცრებს შეახსენე, რომ კრას-
ტერის ცოლებთან დავიდარაბა არაფრად მინდა. ხელები დაიმოკ-
ლონ და მხოლოდ იმდენი ელაპარაკონ იმ ქალებს, რამდენიც საჭი-
როა.

465
– დიახ, მილორდ, – ჯონმა ცხენი მოატრიალა და უკვე გამოვ-
ლილ გზას უკან გაუყვა. სასიამოვნო იყო, წვიმას სახე რომ მოარი-
და, თუნდაც ცოტა ხნით. ყველა, ვისაც კი ჩაუარა, თითქოს ცრემ-
ლებს ღვრიდა. მათი რაზმი ნახევარი მილის მანძილზე იყო ტყეში
გაჭიმული. სატვირთო ფორნების მწკრივის შუაში ჯონმა ჩაუარა სე-
მუელ ტარლის, უნაგირში რომ მობღუნძულიყო ფართო, ფარფლებ-
დაშვებული ქუდის ქვეშ. ერთ საბარგო ცხენზე იჯდა, ხოლო დანარ-
ჩენები აღვირით მოჰყავდა. გალიების სახურავებზე არაკუნებული
წვიმა ყორნებს აჩხავლებდა და აფრთხიალებდა.
– მელია შეუსვი? – შესძახა ჯონმა.
სემმა თავი ასწია, ქუდის კიდიდან წყალი ჩამოსწურწურებდა.
– ო, გაუმარჯოს, ჯონ. არა, რა მელა, უბრალოდ წვიმა არ მოს-
წონთ, ჩვენსავით. – საქმეები როგორ მიდის, სემ?
– სველად, – სქელმა ბიჭმა მოახერხა, გაეღიმა, – თუმცა ჯერ
არაფერს მოვუკვლივარ. – მშვენიერია. კრასტერის ციხე ჩვენ წინაა.
ღმერთები თუ შეგვიწყალებენ, თავიანთ ცეცხლთან გამოძინების ნე-
ბას მოგვცემს.
სემი დაეჭვებული ჩანდა.
– მწუხარე ედი ამბობს, კრასტერი საშინელი ველურიაო. თავის-
სავე ქალიშვილებს ცოლად ირთავს და თავისი დადგენილის გარდა
არცერთ სხვა კანონს არ სცნობსო. დაივენმა კი გრენს უთხრა, ძარ-
ღვებში შავი სისხლი უდგასო. დედამისი ველური ქალი იყო, რომე-
ლიც აეშაგთან იწვა, ასე რომ, ბუ... – უცებ მიხვდა, რის თქმას აპი-
რებდა. – ბუშია, – სიცილით წარმოთქვა ჯონმა, – შეგიძლია თქვა,
სემ. ეს სიტყვა ადრეც გამიგია, – ჯონმა თავის პატარა, მუხლმაგარ
საფერხეს დეზი ჰკრა, – სერ ოტინამდე უნდა ჩავიდე. კრასტერის ქა-
ლებთან ფრთხილად დაიჭირე თავი, – თითქოსდა სემუელ ტარლის

466
ამ მხრივ გაფრთხილება სჭირდებოდა, – მოგვიანებით დავილაპა-
რაკებთ, ბანაკად რომ დავდგებით, მერე.
ჯონმა ამბავი მიუტანა სერ ოტინ ვითერსს, რომელიც თავის ზურ-
გის ნაწილთან ერთად მოზოზინებდა. ეს ჩია, სახედაჩამიჩებული კა-
ცი ასაკით მორმონტისხელა იყო და მუდამ დაღლილი ჩანდა, ციხე-
შავშიც კი. ახლა კოკისპირულ წვიმას ულმობლად გაელახა. – კარ-
გი ამბავია, – თქვა მან, – თორემ ამ წვიმამ ძვლებამდე დამალბო და
უკვე საჯდომის კოჟრებზეც კი კოჟრები გამიჩნდა.
უკან რომ გაბრუნდა, ჯონი მწკრივის გეზს დაშორდა და ტყე მოკ-
ლეზე გადაჭრა. ადამიანების და ცხენების ხმები დაშორდა, სველ და
მწვანე უღრანში ჩაიკარგა და საკმაოდ მალე ფოთოლზე, ტოტსა და
ქვაზე აშრიალებული წვიმის თანაბარი ჩხრიალის მეტი აღარაფერი
ესმოდა. შუადღე იდგა, მაგრამ ტყეში საღამოსპირის ბინდი ჩამოწო-
ლილიყო. ჯონი ლოდებსა და გუბეებს შორის მიიკვლევდა გზას,
გვერდს უვლიდა ვეება მუხებს, რუხ-მწვანე ხეგუშაგებსა და შავქერ-
ქიან ძელქვებს. ზოგან ტოტები მის თავზემოთ ჩარდახად გადაეწნე-
ბოდნენ ერთმანეთს და ჯონი წუთით ისვენებდა მის თავზე აშხაპუნე-
ბული წვიმისგან. დამეხილ და ველური თეთრი ვარდებით გადაბარ-
დულ წაბლს რომ ჩაუარა, ბუჩქებში რაღაცის შრიალს მოჰკრა ყური.
– ლანდი! – დაუძახა, – ლანდი, ჩემთან!
მაგრამ სიმწვანიდან დაივენი ამოჩნდა, გაბანჯგვლულ რუხ ცხენ-
ზე იჯდა, გვერდით ასევე ცხენოსანი გრენი მოჰყვებოდა. ბებერ
დათვს მთავარი კოლონის ორივე მხარეს გარემარბები ჰყავდა დაგ-
ზავნილი, რათა მათი სვლის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ და
მტრის მოახლოება ეუწყებინათ. თან ფრთხილობდა და ორ-ორ კაცს
ერთად გზავნიდა.
– აჰ, ეს შენ ხარ, ლორდ სნოუ, – მუხის ღიმილით შეეგება დაივე-
ნი. კბილები ხისგან ჰქონდა გამოთლილი და მთლად კარგად ვერ
467
ერგებოდა ღრძილებზე, – თორე ვიფიქრე, მე და ამ ბიჭმა სხვა ვიშო-
ვეთ-მეთქი. შენი მგელი დაკარგე? – სანადიროდაა წასული, –
ლანდს კოლონასთან ერთად სიარული არ მოსწონდა, მაგრამ ძა-
ლიან შორსაც არ გარბოდა. ღამის გასათევად რომ ბანაკდებოდნენ,
უეჭველად იპოვიდა ხოლმე ჯონს ლორდ-მეთაურის კარავთან.
– სათევზაოდო, უნდა გეთქვა, ამ სისველეში, – უთხრა დაივენმა.
– დედაჩემი სულ მეუბნებოდა, წვიმა მოსავალს უხდებაო, – იმედია-
ნად ჩაურთო გრენმა.
– კიი, ობი ბლომად გვექნება, – თქვა დაივენმა, – ასეთ წვიმას
კარგი მარტო ისა აქვს, რომ კაცს ბანაობა აღარ გჭირდება, – მან თა-
ვისი ხის კბილები დაარაკუნა. – ბაკსველმა კრასტერი იპოვა, – უთ-
ხრა მათ ჯონმა.
– დაკარგული ჰქონდა? – ჩაიხითხითა დაივენმა, – გაიგეთ, მოზ-
ვრებო? კრასტერის ცოლებისკენ არც მისუნოთ, იცოდე.
ჯონმა გაიღიმა.
– ყველა შენთვის გინდა, დაივენ?
დაივენმა ისევ აარაკუნა კბილები.
– შეიძლება. კრასტერს ათი თითი და ერთი მორი აქვს, ასე რომ,
თერთმეტის იქით თვლა არ იცის. ერთი-ორი ცოლით მეტი იქნება
თუ ნაკლები, ვერც შეამჩნევს. – ისე რამდენი ცოლი ჰყავს, მართლა?
– იკითხა გრენმა.
– იმაზე მეტი, ვიდრე შენ გეყოლება როდისმე, ძმაო. მაგრამ ეგ
ცოლებს თვითონვე ამრავლებს, ასე რომ, არ უჭირს. ეგე შენი მხეცი,
სნოუ.
ლანდი ჯონის ცხენის გვერდით მიძუნძულებდა, კუდი აბზეკილი
ჰქონდა, წვიმისგან თავდასაცავად თეთრი ხშირი ბეწვი აებურძგნა.
ისე ჩუმად მოძრაობდა, ჯონი ვერც იტყოდა, ზუსტად როდის გამოჩ-
ნდა. გრენის ცხენმა მისი სუნი რომ იკრა, გვერდზე გახტა; ახლაც კი,
468
თუმცა უკვე წელიწადზე მეტი გასულიყო, ცხენები ფრთხებოდნენ
მგელსაზარას სიახლოვისგან.
– მომყე, ლანდი, – ჯონმა ცხენს დეზი ჰკრა და კრასტერის ციხის-
კენ გაჭენდა. არც მოელოდა, კედლის გადაღმა სადმე ქვის ციხესი-
მაგრე იპოვებაო; წარმოედგინა, რომ ეს ხელოვნურ ყრილზე შემომ-
დგარი, შიდა ეზოს გარშემო შემოშენებული სიმაგრე იქნებოდა, ძე-
ლური ღობით და ხის კოშკით. ამის ნაცვლად მათ დახვდათ ნეხვის
გროვა, საღორე, ცხვრის ცარიელი ბაკი და უფანჯრო, თიხით შელე-
სილი წნული დარბაზი, რომელიც ამ სიტყვით ძნელად თუ მოიხსე-
ნიებოდა. დაბალი და გრძელი იყო, მორებით შეკოწიწებული, მიწის-
სახურავიანი. ყველაფერი ეს იდგა შემაღლების თავზე, რასაც ბორ-
ცვსაც ვერ დაარქმევდი, და გარს მიწის ყრილი ჰქონდა შემოვლებუ-
ლი. ფერდობიდან ლეგა რუები ჩამორბოდნენ, ყრილში წვიმით გა-
მოჭმულ ღარებში მოძვრებოდნენ და ეშვებოდნენ სწრაფ, წვიმებით
ამღვრეულ მდინარეში, რომელიც შემაღლებულის გარშემო უხვევ-
და და ჩრდილოეთისკენ მიექანებოდა.
სამხრეთ-დასავლეთის მხარეს დახვდა ღია ჭიშკარი, რომლის
აქეთ-იქით ორ მაღალ სარზე ცხოველების თავის ქალები იყო ჩა-
მოცმული: ცალ მხარეს – დათვი, მეორე მხარეს – ვერძი. ჯონმა შე-
ნიშნა, რომ დათვის ქალას ჯერაც შერჩენოდა ხორცის ნაკუწები.
შიგნით შემავალთა მწკრივს მიჰყვა. ეზოში ჯარმენ ბაკველის მზვე-
რავები და თორენ სმოლვუდის ზურგის ხალხი ცხენების ახორს მარ-
თავდნენ და კარვების გაშლას ცდილობდნენ. საღორეში სამ უზარ-
მაზარ დედა-ღორს გარშემო გოჭების მთელი ლაშქარი ეხვია. შო-
რიახლოს, ბოსტანში, პატარა გოგო მიწიდან სტაფილოებს თხრიდა,
მთლად შიშველს წვიმა დასდიოდა, ორი ქალი კი ღორს აბამდა და-
საკლავად. ცხოველი ხმამაღლა, საზარლად ჭყიოდა, სასოწარკვე-
თილი ადამიანის მსგავსად. ჩეტის ქოფაკები პასუხად გაუჩერებლად
469
ყეფდნენ პატრონის გინების მიუხედავად, მათ ყეფითვე ეპასუხებო-
და კრასტერის რამდენიმე ძაღლი. ლანდი რომ დაინახეს, ზოგი ძაღ-
ლი დაჩუმდა და გაიქცა, სხვები კი პირიქით, ღრენასა და ყეფას მოჰ-
ყვნენ. მგელსაზარამ და ჯონმა მათ ზედაც არ შეხედეს. ესე იგი, ოც-
დაათი ჩვენგანი თბილად და მშრალად იქნება, გაიფიქრა ჯონმა,
დარბაზი კარგად რომ შეათვალიერა. იქნებ ორმოცდაათიც. ძალიან
პატარა იყო, ორას კაცს ვერ დაიტევდა – ანუ უმრავლესობა გარეთ
უნდა დარჩენილიყო. მერედა, სად უნდა დაწვნენ ისინი? წვიმას ნა-
ხევარ ეზოში მუხლამდე გუბეები დაეყენებინა, მეორე ნახევარი კი
აზელილ ტლაპოდ ექცია. წინ კიდევ ერთი უსიამო ღამე ელოდათ.
ლორდ-მეთაურს თავისი ცხენი მწუხარე ედისთვის მიენდო. ჯონი
რომ ჩამოხდა, ის ცხოველს ფლოქვებიდან ტალახს აცლიდა.
– ლორდი მორმონტი დარბაზშია, – მოახსენა მან ჯონს, – შენზე
დაიბარა, ჩემთან მოვიდესო. ჯობია, მგელი გარეთ დატოვე, მშიერი
ჩანს, კრასტერის რომელიმე ბალღი არ შემოეჭამოს. სიმართლე
გითხრა, ისე მშია, მეც კი შევჭამდი კრასტერის ბალღს, ცხელ-ცხელს
თუ მომიტანდნენ. მიდი, შენს ცხენს მე მივხედავ. შიგნით სითბო და
სიმშრალე თუა, არ მომიყვე, მე იქ არავინ მეძახის, – მან ცხენის ნა-
ლიდან სველი ტალახის გუნდა გადმოაგდო, – ეს ტალახი ნეხვს არ
გაგონებს? შეიძლება, მთელი ეს გორა კრასტერის ქაქით იყოს გაკე-
თებული?
ჯონს გაეღიმა.
– რა იცი, გამიგონია, კაი ხანია, აქ ცხოვრობსო.
– უჰ, რა გამახარე! მიდი, ნახე ბებერი დათვი.
– ლანდი, დარჩი! – უბრძანა ჯონმა მგელს. კრასტერის ციხის კა-
რი ირმის ტყავის ორი ფარდა იყო. ჯონმა მათ შორის გაიარა და თავი
დახარა, დაბალ წირთხლს რომ მორიდებოდა. ოცდახუთიოდე უფ-

470
როსი აეშაგი უკვე შემოსულიყო და ოთახის შუაში გაწყობილი კერი-
ის გარშემო იდგა, მათი ჩექმების გარშემო გუბეები გროვდებოდა.
დარბაზი ჭვარტლის, ნეხვის და სველი ძაღლების სუნად ყარდა. ჰა-
ერი ბოლს დაემძიმებინა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ნოტიო რჩე-
ბოდა. ჭერში დატანებული საკვამლე ხვრელიდან წვიმა ჩამოდი-
ოდა. მთელი შენობა ერთი მთლიანი სივრცე იყო, ზემოთ მოჩანდა
დასაძინებელი ბაქანი, სადაც მისადგმელი კიბეებით შეიძლებოდა
ასვლა. ჯონს გაახსენდა, რას გრძნობდა იმ დღეს, კედლიდან რომ
დაიძრნენ: პატარა გოგონასავით მღელვარე იყო, მაგრამ ერთი სუ-
ლი ჰქონდა, როდის შეხვდებოდა იმ საოცრებებსა და საიდუმლო-
ებებს, ყოველი ახალი ჰორიზონტის იქით რომ ელოდა. ჰოდა, ესეც
ერთი საოცრება, უთხრა თავის თავს და ბინძური, მყრალი დარბაზი
მოათვალიერა. ბოლი თვალებს უწვავდა და უცრემლებდა. გულდა-
საწყვეტია, რომ პიპი და გომბეშო ვერ ხედავენ, რას დააკლდნენ.
კრასტერი ცეცხლის პირას იჯდა. მთელ ოთახში მხოლოდ მას
ჰქონდა საკუთარი სკამი. ლორდ-მეთაური მორმონტიც კი სხვებთან
ერთად საერთო მერხზე უნდა ჩამომჯდარიყო, მის მხარზე აბუზღუნე-
ბული ყორნითურთ. უკან ედგა ჯარმენ ბაკველი, აბჯრიდან და პრი-
ალა სველი ტყავის სამოსიდან წვეთები ჩამოსდიოდა, მას გვერდში
ამოსდგომოდა თორენ სმოლვუდი განსვენებული სერ ჯარემის მძი-
მე სამკერდულითა და სიასამურის ბეწვშემოყოლებული მოსასხა-
მით.
კრასტერის ცხვრის ტყაპუჭი და ტყავის ნაკუწების მოსასხამი მათ
ფონზე მეტად გაქუცული მოჩანდა, მაგრამ მის ცალ მსხვილ მაჯაზე
შემობმული მძიმე რგოლიდან ოქროს ციმციმი სხლტებოდა. ძლი-
ერი კაცი ჩანდა, თუმცა ახლა ცხოვრების ზამთარში შეებიჯებინა, ჭა-
ღარა თმის ფაფარში თეთრი ჭარბობდა. ბრტყელი ცხვირი და გად-

471
მობრუნებული ტუჩი ავ შესახედაობას სძენდა, ცალი ყური არ ჰქონ-
და. ესეც ველური. ჯონს ახსოვდა ბებერი ნენის ზღაპრები ველურ
ხალხზე, რომლებიც სისხლს სვამდნენ ადამიანის თავის ქალებით.
კრასტერი, როგორც ჩანს, სუსტ ყვითელ ლუდს სვამდა პირჩამოტე-
ხილი ქვის ჭიქიდან. ალბათ ზღაპრები არ იცოდა და იმიტომ. – ბენ-
ჯენ სტარკი სამი წელია, არ მინახავს, – ეუბნებოდა იგი მორმონტს,
– და, მართალი თუ გინდა, არც მომნატრებია, – ექვსიოდე შავი
ლეკვი და ერთი-ორიც უსაქმური ღორი მერხებს შორის დაბოდია-
ლებდა, დაფლეთილ ირმის ტყავებში ჩაცმული ქალები კი ლუდით
სავსე ყანწებს არიგებდნენ, ცეცხლს უკეთებდნენ და კარდალაში
ხახვსა და სტაფილოს ჭრიდნენ.
– წესით, შარშან უნდა ჩამოევლო აქ, – თქვა თორენ სმოლვუდ-
მა. ძაღლმა სუნვა-სუნვით შემოუარა მის ფეხს. მან წიხლი გაჰკრა და
აწკავწკავებული გადაისროლა განზე. – ბენი სერ ვაიმარ როისს
ეძებდა, რომელიც გარედთან და ჭაბუკ ვილთან ერთად დაიკარგა.
– კი, ეგ სამი მახსოვს. ლორდისწული აი ამ ლეკვებზე უფროსი
არც იყო. ჩემ ჭერქვეშ ძილი არც იკადრა, აბა რა, ისეთი უკადრი იყო
იმ თავისი სიასამურის მოსასხამით და შავი რკინებით. ჩემი ცოლები
მაინც თვალებდაყვლეპილები მიაჩერდნენ, – მან ცერად გახედა
ყველაზე ახლო მდგომ ქალს, – გარედი ამბობდა, ყაჩაღებს მივდევ-
თო. მე კი ვუთხარი, ეგეთი ჭყინტი მეთაური თუ გყავს, ჯობია, თუ არ
დაეწევი-მეთქი. გარედი არაუშავს იყო, ყვავის თაობაზე. მაგას ყუ-
რები ჩემზე კიდევ ნაკლები ჰქონდა. ყინვამ წაკბინა, ჩემსავით, –
კრასტერმა გაიცინა, – ახლა გავიგე, თავიც დაუკარგავს. ეგეც ყინ-
ვამ მოაკბიჩა?
ჯონს გაახსენდა თეთრ თოვლზე სისხლის წითელი შხეფები, გრე-
იჯოის ფეხისკვრით გაგორებული მკვდარი თავი. ის კაცი დეზერტი-

472
რი იყო. ვინტერფელში დაბრუნებისას ჯონი და რობი ჭენებაში ეჯიბ-
რებოდნენ ერთმანეთს და თოვლში მგელსაზარას ექვსი ლეკვი იპო-
ვეს. ეს ხომ ათასი წლის წინ მოხდა.
– სერ ვაიმარი შენგან რომ წავიდა საით მიემართებოდა?
კრასტერმა მხრები აიჩეჩა.
– ისე მოხდა, რომ ყვავების მოსვლა-წასვლის ყურისგდებაზე
უკეთესი რამები მაქვს ხოლმე საკეთებელი, – მან ლუდი გამოცალა
და ჭიქა გვერდზე გადადო, – ერთი კაი სამხრეთული ღვინო არ
მაქვს, დათვის ღამისთვის გადანახული. ცუდი არ იქნებოდა, ცოტა
ღვინო მქონოდა და ახალი ნაჯახი. ჩემმა ფხა დაკარგა, ასე არ ივარ-
გებს, აგე, ქალები მყავს დასაცავი, – მან თავის მოფუსფუსე ცოლებს
გადახედა. – აქ ცოტანი ხართ, და ცალკე, – უთხრა მორმონტმა, –
თუ გინდა, რამდენიმე კაცს მოგცემ, სამხრეთით კედლამდე რომ გა-
გაცილონ.
ყორანს, ჩანს, მოეწონა ეს წინადადება.
– კედლამდე, – დაიჩხავლა და შავი ფრთები მორმონტის თავს
უკან გაშალა მაღალი საყელოს მსგავსად.
მასპინძელმა ღრეჯით გაიღიმა და ჩამომტრეული, ჩაშავებული
კბილები გამოაჩინა. – და იქ რაღას ვიზამთ, სუფრაზე მოგემსახურე-
ბით? აქ თავისუფალი ხალხი ვართ. კრასტერი არავის ემსახურება.
– ცუდი ჟამი მოდის, მარტო ველურ მხარეში ცხოვრება არ ღირს.
ცივი ქარები ტყდება.
– ტყდება და ატყდეს. ფესვები ღრმად მაქვს, – კრასტერმა გვერ-
დით ჩავლილ ქალს მაჯაზე წაავლო ხელი, – უთხარი, ქალო. უთხა-
რი ლორდ ყვავს, რა ძალიან კარგად ვგრძნობთ აქ თავს.
ქალმა ტუჩები მოილოკა.
– აქ ჩვენი სახლია. კრასტერი ხიფათისგან გვიცავს. ჯობია, თა-
ვისუფალი მოვკვდეთ, ვიდრე ვიცხოვროთ მონად.
473
– მონა, – ჩაიბურტყუნა ყორანმა.
მორმონტი წინ გადაიხარა.
– ყველა სოფელი, რომელსაც ჩავუარეთ, მიტოვებული იყო. რაც
კედლიდან გამოვედით, თქვენ პირველი ცოცხალი ადამიანები
ხართ, ვინც კი ვნახეთ. ხალხი წასულია... დაიხოცნენ, გაიქცნენ თუ
გარეკეს – არ ვიცი. მათი ცხოველებიც ასეა. არაფერია დატოვებუ-
ლი. უფრო ადრე კი ბენ სტარკის ორი აეშაგის ცხედრები ვიპოვეთ
კედლიდან სულ რამდენიმე მილში. ცივები და უფერულები იყვნენ,
ხელ-ფეხი გაშავებული ჰქონდათ, ჭრილობებიდან კი სისხლი არ
სდიოდათ. მაგრამ ციხეშავში რომ წავიღეთ, ღამით გაცოცხლდნენ
და ხალხი დახოცეს. ერთმა სერ ჯარემი რიკერი მოკლა, მეორე კი მე
მომადგა, რაც მეუბნება, რომ რაღაც ახსოვთ იმ დროიდან, ცოცხლე-
ბი რომ იყვნენ. მაგრამ ადამიანური კი აღარაფერი იყო მათში დარ-
ჩენილი.
ქალს პირი დარჩა ღია, სველ ვარდისფერ ღრმულად დააღო;
მაგრამ კრასტერმა მხოლოდ ჩაიფრუტუნა.
– ჩვენ აქ ეგეთებს არ შევუწუხებივართ... და მადლობელი ვიქნე-
ბი, ეგეთ საშინელ ამბებს ჩემ ჭერქვეშ თუ არ მოჰყვებით. მე ღვთის-
ნიერი კაცი ვარ და ღმერთები მიფარავენ. მკვდრები სიარულს თუ
დაიწყებენ, ვიცი, როგორ უნდა გავგზავნო სამარეში. თუმცა ბასრი
ახალი ნაჯახი არ მაწყენდა, – მან ქალს ბარძაყზე წამოუტყაპუნა და
გააქცია, თან მიაძახა, – კიდევ მომიტანე ლუდი, სწრაფად.
– მკვდრები არ გაწუხებენ, – უთხრა ჯარმენ ბაკველმა, – მაგრამ
ცოცხლებზე რას იტყოდი, მილორდ? რას აკეთებს შენი მეფე?
– მეფე! – იყვირა მორმონტის ყორანმა, – მეფე, მეფე, მეფე. – ის
მენს რაიდერი? – კრასტერმა ცეცხლში ჩააფურთხა, – კედლისმიღ-
მელი მეფე. თავისუფალ ხალხს მეფე რად უნდა? – მან მოჭუტული

474
თვალებით გახედა მორმონტს, – ბევრი რამის თქმა შემეძლო რა-
იდერზე და მის საქმეებზე, რო მინდოდეს. მაგ ცარიელ სოფლებზე
კიდე, ეგ სულ მაგის ნაქნარია. ეს დარბაზიც ცარიელი დაგიხვდებო-
დათ, ეგეთების ყურის დამგდები რო ვიყო. კაცს მიგზავნის და მეუბ-
ნება, ჩემი ციხე დავტოვო და მივიდე, მის წინაშე მუხლებზე ვიხოხო.
კაცი უკან გავუგზავნე, მაგრამ მისი ენა მე დავიტოვე. ეგე, კედელზე
მაქვს მიჭედებული, – მან თითი გაიშვირა, – ეგება კიდევაც შემიძ-
ლია გითხრა, სად უნდა ეძებოთ მენს რაიდერი. რო მინდოდეს, –
ისევ გამოაჩინა ჩაშავებული ღიმილი, – მაგრამ მაგისთვის ჯერ კიდე
გვექნება დრო. თქვენ გენდომებათ, ჩემ ჭერქვეშ დაიძინოთ და მთე-
ლი ღორები გადამიჭამოთ. – ჭერქვეშ დაბინავებისთვის ძლიერ
მადლობელი დაგრჩებოდით, მილორდ, – უთხრა მორმონტმა, –
ბევრი ჭენებით გაწვალებული ვართ და ძალიან დავსველდით. – მა-
შინ დარჩით ერთი ღამე. მეტი არა, ყვავები ეგრეც არ მიყვარს. თა-
რო ჩემთვის და ჩემებისთვისაა, მაგრამ მთელი იატაკი დაიკავეთ,
თუ გინდათ. ხორცი და ლუდი ოცი კაცისთვის მაქვს, მეტი არა. და-
ნარჩენმა შავმა ყვავებმა თავისივე საჭმელი კორტნონ.
– ჩვენ გვაქვს საგზალი, მილორდ, – უთხრა ბებერმა დათვმა, –
სიამოვნებით გიწილადებთ ჩვენს სურსათს და ღვინოს.
კრასტერმა სველი პირი ბანჯგვლიანი ხელის ზურგით შეიწმინ-
და. – თქვენ ღვინოს გავსინჯავ, ლორდ ყვავო, მაგას კი ვიზამ. და კი-
დევ ერთი. ჩემ ცოლებს ხელს თუ ვინმე დაადებს, იმ ხელს მე დამი-
ტოვებს.
– შენს სახლში შენი კანონებია, – უთხრა თორენ სმოლვუდმა,
ლორდმა მორმონტმაც მძიმედ დაუქნია თავი, თუმცა კმაყოფილი
არ ჩანდა.
– შევთანხმდით, აბა, – კრასტერმა უკმაყოფილოდ დაიხვნეშა, –
ისეთი კაცი გყავთ, რუკის დახატვა რომ იცოდეს?
475
– სემ ტარლის შეუძლია, – წინ გამოვიდა ჯონი, – სემს უყვარს
რუკები. მორმონტმა ახლოს მიიხმო.
– რომ შეჭამს, აქ გამოუშვი. თან კალამი და პერგამენტი წამოი-
ყოლოს. ტოლეტიც ნახე. უთხარი, ჩემი ტაბარი მომიტანოს. სტუმ-
რის ძღვენი იქნება ჩვენი მასპინძლისთვის. – ეს ვიღაა? – იკითხა
კრასტერმა, სანამ ჯონი გავიდოდა, – სტარკს ჰგავს. – ჩემი მნე და
საჭურველთმტვირთველია, ჯონ სნოუ.
– ბუშია, ხო? – კრასტერმა მზერით გაზომა ჯონი, – კაცს ქალთან
დაწოლა თუ უნდა, ეგრე მგონია, ცოლადაც უნდა მოიყვანოს. მე ეგ-
რე ვიქცევი, – მან ჯონი ხელის აქნევით მოიშორა, – კაი, გაიქეცი და
ქენი, რაც გითხრეს, ბუშო, და იცოდე, ნაჯახი კარგი და ბასრი იყოს,
ბლაგვი იარაღი არაფერში მინდა.
ჯონ სნოუმ ოდნავ დაუკრა თავი და გავიდა. სერ ოტინ ვითერსი
სწორედ იმ დროს შემოდიოდა ოთახში და ირმის ტყავის კართან კი-
ნაღამ ერთმანეთს შეეჯახნენ. წვიმა თითქოს შესუსტებულიყო.
მთელ ეზოში კარვები აღემართათ. გარეთ, ხეების ქვეშაც მოჩანდა
კარვის თავები.
მწუხარე ედი ცხენებს აჭმევდა.
– ველურს ტაბარი მივცეთ, ხო? რატომაც არა, – მან გამოუწოდა
მორმონტის იარაღი, ტარმოკლე საბრძოლო ნაჯახი, რომელსაც შა-
ვი ფოლადის პირი ოქროს ხვეული ზარნიშით ჰქონდა დაფარული, –
მაინც უკან დაგვიბრუნებს, გეფიცები. ბებერი დათვის თავში ჩასო-
ბილს, აი, ნახავ. და ჩვენს ყველა ტაბარს და ყველა ხმალს რატომ არ
ვაძლევთ? სიარულში ჩხარუნობს და ჟღრიალებს და გულს მიწყა-
ლებს. უმაგისოდ უფრო სწრაფად ვივლით, პირდაპირ ჯოჯოხეთის
კარისკენ. ნეტა, ჯოჯოხეთში წვიმს ხოლმე? ეგება კრასტერს ამას ერ-
თი კარგი ქუდი ერჩივნოს? ჯონმა გაიღიმა.
– არა, ტაბარი უნდა. და ღვინო.
476
– ნახე, ეს ბებერი დათვი რა ეშმაკია. თუ ამ ველურს მართლა
კარგად დავათრობთ, იქნებ ააცილოს და მხოლოდ ყური წაგვათა-
ლოს, იმ ტაბარით მოკვლას რომ დაგვიპირებს. ყური ორი მაქვს, აი,
თავი კი – ერთი.
– სმოლვუდი ამბობს, კრასტერი ღამის ებგურს მეგობრობსო.
– იცი, რა განსხვავებაა ებგურის მეგობარ ველურს და არამეგო-
ბარ ველურს შორის? – ჰკითხა უკმეხმა საჭურველთმტვირთველმა,
– ჩვენი მტრები ჩვენს გვამებს ყვავების და მგლების ლუკმად ტოვე-
ბენ. მეგობრები კი საიდუმლო საფლავებში გვმარხავენ. ნეტა, რამ-
დენი ხანია, ის დათვი მიაჭედეს ჭიშკართან? რა ჰქონდა კრასტერს
იქ, სანამ ჩვენ მოვქანდებოდით ყიჟინით? – ედმა ეჭვით დახედა ტა-
ბარს, გრძელ სახეზე წვიმა დასდიოდა, – შიგნით სიმშრალეა?
– კი, უფრო სიმშრალეა, ვიდრე გარეთ.
– მერე თუ შემოვძვრები, ცეცხლისგან მოშორებით თუ დავწვები,
ალბათ დილამდე ვერც ვერავინ შენიშნავს. შიგნით ვინც იქნებიან,
იმათ პირველებს დახოცავს, მაგრამ თუ სიკვდილია, მშრალები მა-
ინც მოვკვდეთ.
ჯონს გაეცინა.
– კრასტერი ერთია. ჩვენ ორასნი ვართ. არა მგონია, ვინმე მოკ-
ლას. – გულს მიკეთებ, – უთხრა ედმა უპირქუშესი ხმით, – და თანაც,
კარგ ბასრ ტაბარს რა სჯობია. აი, უროთი კი არ ვინდომებდი სიკ-
ვდილს. ერთხელ ვნახე კაცი, შუბლში ურო რომ ჩასცხეს. კანი სულ
ცოტაზე გაუსკდა, მაგრამ თავი? დაურბილდა და გოგრასავით გა-
უსივდა, თანაც სულ წითლად უღუოდა. ლამაზი კაცი იყო, მაგრამ მა-
ხინჯად მოკვდა. კაია, უროს რომ არ ვჩუქნით, – ედი თავის ქნევით
წავიდა, უკან წურწურით მიიყოლებდა დამბალ შავ მოსასხამს.
ჯონმა ჯერ ცხენებს აჭამა და თავისი ვახშამი მერეღა გაახსენდა.

477
იმას ფიქრობდა, ნეტავ სემს სად ვნახავო, რომ უცებ შიშით დაძახე-
ბული „მგელიო“, მოესმა. დარბაზს შემოურბინა და ყვირილისკენ
გაექანა, ტალახით დამძიმებული ჩექმების ბრაგუნით. კრასტერის
ერთ-ერთი ქალი მიწით შელესილ ციხის კედელს აჰკვროდა. – გა-
დი! – უყვიროდა იგი ლანდს, – გადი, გესმის? – მგელსაზარას პირში
კურდღელი ჰქონდა გაჩრილი, მეორე კი გასისხლიანებული ეგდო
მიწაზე მის წინ, – გაიყვანე, მილორდ, – შეევედრა ჯონს, რომ დაინა-
ხა.
– არაფერს დაგიშავებს, – ჯონი მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა.
დამტვრეულხარიხებიანი ხის გალია გადაბრუნებული ეგდო სველ
ბალახზე, – ალბათ მშიერი იყო. ნადირს ბევრს ვერ ნახულობს, –
ჯონმა დაუსტვინა. მგელსაზარამ წვრილი ძვლების კნატუნით ჩასან-
სლა კურდღელი და მისკენ გაძუნძულდა.
ქალმა შფოთიანი მზერით შეათვალიერა იგი. უფრო ახალგაზ-
რდა იყო, ვიდრე თავიდან ეჩვენა. თხუთმეტი ან თექვსმეტი წლისაა-
ო, ივარაუდა. მოგრძო სახეზე სველი მუქი თმა მიჰკვროდა, შიშველი
ფეხები კოჭებამდე ტალახით ჰქონდა მოსვრილი. ტყავის ნაკუწების-
გან შეკერილი კაბის ქვეშ ოდნავ ეტყობოდა ორსულის მუცელი. –
შენ კრასტერის შვილი ხარ? – ჰკითხა ჯონმა.
მან მუცელზე დაიფარა ხელი.
– ახლა უკვე ცოლი, – გვერდულად გაშორდა ძაღლს და მწუხა-
რემ დაიჩოქა დამტვრეული გალიის გვერდით, – კურდღლების მო-
შენებას ვაპირებდი. ცხვრები ხომ აღარ გვყავს.
– ებგური აგინაზღაურებს ამას, – ჯონს თავისი ფული არ ჰქონდა,
თორემ თავადვე მისცემდა... თუმცა არ იცოდა, კედლის იქით მცხოვ-
რებ ქალს რაში გამოადგებოდა რამდენიმე სპილენძის გროში ან
თუნდაც ვერცხლის მონეტა, – დილით ლორდ-მეთაურს დაველაპა-
რაკები.
478
მან ხელები კალთაზე შეიწმინდა – მილორდ...
– მე ლორდი არ ვარ.
მაგრამ ქალის ყვირილზე და საკურდღლის მტვრევის ხმაზე უკვე
სხვებიც მოგროვილიყვნენ გარშემო.
– არ დაუჯერო, გოგო! – დაიყვირა სამი დის კუნძულელმა ლარ-
კმა. ეს აეშაგი წუნკალი ძაღლივით ავი იყო, – ეს თავად ლორდი
სნოუა.
– ვინტერფელელი ბუში და მეფის ძმა, გასცინა ჩეტმა, რომელ-
საც თავისი ძაღლები მიეტოვებინა და სეირზე მოერბინა – ეს მგელი
მშიერი თვალით გიყურებს, გოგო, უთხრა ლარკმა, – შეიძლება ეგ
თოთო ხორცი უნდა, მუცელში რომ გიზის.
ჯონს ეს სასაცილოდ არ ეჩვენა.
– ნუ აშინებ!
– კი არ აშინებს, აფრთხილებს ჩეტი რომ იღრიჯებოდა მუწუკე-
ბით დაფარული სახე კიდევ უფრო მახინჯი სანახავი უხდებოდა –
თქვენ არ უნდა დაგელაპარაკოთ, – უცებ გაახსენდა გოგოს.
– მოიცა, – უთხრა ჯონმა, მაგრამ გვიანი იყო. გოგონა ადგილს
მოსწყდა და გაიქცა. ლარკი დარჩენილ კურდღელს წასწვდა, მაგრამ
ლანდმა დაასწრო. ღრენით რომ გამოუჩინა კბილები, კაცს ტალახზე
ფეხი აუსხლტა და თავის გამხმარ უკანალზე დაებერტყა. სხვებმა სი-
ცილი დააყარეს. მგელსაზარამ კურდღელი ხახაში მოიქცია და ჯონს
მიუტანა.
– გოგოს შეშინება რაღა საჭირო იყო, – უთხრა მან დანარჩენებს.
– შენი საყვედურები შენთვის დაიტოვე, ბუშო, – ჩეტი თვლიდა, რომ
ჯონის ბრალი იყო, მაისტერ ეიმონის თანაშემწის თბილი ადგილი
რომ დაკარგა, და არცთუ უსაფუძვლოდ. ჯონი ეიმონს რომ არ მის-
დგომოდა სემ ტარლის ამბით, ჩეტს ავი მონადირე ძაღლების ნაც-
ვლად ახლაც ბრმა ბერიკაცი ეყოლებოდა მოსავლელი, – ლორდ-
479
მეთაურის საყვარელი გოშია კი ხარ, მაგრამ არა თავად ლორდ-მე-
თაურია... და ასე თავხედურადაც ვერ ილაპარაკებდი, სულ ეგ შენი
ურჩხული რომ არ გედგას გვერდში.
– სანამ კედლის გადაღმა ვართ, ებგურის ძმას არ წავეჩხუბები,
– ხმა უფრო მშვიდი ჰქონდა, ვიდრე თავად იყო.
ლარკი ცალ მუხლზე წამოიწია.
– შენი ეშინია, ჩეტ. დებზე, ეგეთებს იცი, რას ვეძახით?
– რაც კი დასაძახებელი სახელია, ყველა ვიცი. თავს ნუ შეიწუხებ,
– ჯონი მათ გაშორდა, გვერდით ლანდი მისდევდა. ჭიშკარს რომ მი-
აღწია, იმ დროისთვის წვიმა უნიათო ჟინჟღვლად გადაქცეულიყო.
მალე დაბნელდებოდა, მორიგი პირქუში ღამე დადგებოდა. ღრუბ-
ლები გადაეფარებოდა მთვარეს, ვარსკვლავებს და მორმონტის ჩი-
რაღდანს და ტყეები კუპრივით ჩაშავდებოდა. მოსაშარდად გასვლა
თავგადასავლად იქცეოდა, თუმც ცოტა სხვანაირ თავგადასავლად,
ვიდრე ჯონ სნოუს წარმოედგინა ოდესღაც.
ხეებს შორის გაჩერებულ აეშაგთაგან ზოგს ფიჩხი და ხმელი ტო-
ტები შეეგროვებინა და კოცონები გაეჩაღებინა. სხვებს. კარვები გა-
ეშალათ ან დაბალ ტოტებზე გაჭიმული მოსასხამებით სახელდახე-
ლო თავშესაფრები გაემართათ. გოლიათი ხმელი მუხის ფუღუროში
შეკუჭულიყო.
– აბა, როგორი სასახლე მაქვს, ლორდ სნოუ?
– მყუდრო ჩანს. ხომ არ იცი, სემი – საითაც მიდიოდი, იქით წადი.
სერ ოტინის კარავს აღარ გასცდე, – გოლიათმა გაიღიმა, – თუ სემ-
მაც ფუღურო არ იშოვა. რამხელა ხე უნდა იყოს! ბოლოს და ბოლოს
სემი ლანდმა იპოვა და ისარივით გაიჭრა წინ. ის ყორნებს კვებავდა
გადმოყუდებული კლდის ქვეშ, რომელიც მცირედ მაინც იფარავდა
წვიმისგან. ნაბიჯის ყოველ გადადგმაზე ჩექმები უჭყაპუნებდა.
– ფეხები სულ დამისველდა, – გაანდო ჯონს უბედური ხმით, –
480
ცხენიდან რომ ჩამოვედი, რაღაც ორმოში ჩავვარდი მუხლამდე.
– გაიხადე ჩექმები და წინდები გაიშრე. მე ხმელ შეშას ვიპოვი.
კლდის ქვეშ მიწა სველი თუ არაა, კოცონის დანთებას შევძლებთ,
ჯონმა სემს კურდღელი დაანახვა, – და ვიქეიფებთ.
– ლორდ მორმონტს არ უნდა ეახლო დარბაზში?
– მე არა, მაგრამ შენ – კი. ბებერ დათვს უნდა, რომ რუკები და-
უხატო. კრასტერი ამბობს, მენს რაიდერს მოგანახვინებთო.
– ოჰ, – სემი კრასტერის ნახვის სურვილით არ იწვოდა, თუნდაც
რომ მასთან შეხვედრა ცეცხლსა და სითბოს ჰპირდებოდა.
– მაგრამ თქვა, ჯერ ჭამოსო. გაიშრე ფეხები, – ჯონი შეშის მო-
საგროვებლად წავიდა, ნეშოს თხრიდა უფრო მშრალი ტოტების მო-
საძებნად და დაჟიებული ფიჭვის წიწვების ქვეშ იქექებოდა, სანამ სა-
ჭირო საწვავი არ მოაგროვა. ამის მერეც თითქოს საუკუნე დასჭირ-
და ნაპერწკლის გასაღვივებლად. მოსასხამი კლდეზე დაკიდა, თავი-
სი ახრჩოლებული პატარა კოცონისთვის წვიმა რომ მოერიდებინა,
და ამგვარად პატარა მყუდრო სენაკიც გამოუვიდათ.
ჯონმა კურდღლის გასატყავებლად ჩაიმუხლა, სემმა კი ჩექმები
გაიძრო. – მე მგონი, თითებს შორის უკვე ხავსი მეზრდება, – განაც-
ხადა დაღვრემილმა ღა საცდელად ფეხის თითები აათამაშა, – კურ-
დღელი გემრიელი იქნება. ეგ სისხლებიც კი არ მანაღვლებს, – მან
გვერდზე გაიხედა, – მარტო სულ ცოტათი... ჯონმა გატყავებული
კურდღელი შამფურზე წამოაგო, ცეცხლს კლდის ნატეხები შემოუწ-
ყო და ვახშამი ნაკვერჩხლების ზემოთ დაამაგრა. კურდღელი კარგა
გაჩხიკული რამ იყო, მაგრამ მზადებისას სამეფო ლხინის სურნელი
დაატრიალა. სხვა აეშაგები შურის თვალით უმზერდნენ. ლანდიც კი
მშიერი ასცქეროდათ, წითელ თვალებში ცეცხლის ალი უკრთოდა
და ჰაერს ყნოსავდა.
– შენ უკვე ჭამე, – შეახსენა ჯონმა.
481
– კრასტერი მართლა ისე ველურია როგორც აეშაგები ჰყვებიან?
– ჰკითხა სემმა. კურდღელს ცეცხლი ოდნავ აკლდა, მაგრამ გადასა-
რევი გემო ჰქონდა, – როგორია მისი ციხე?
– ერთი ნეხვის გროვაა, სახურავით და კერიით, ჯონი მოუყვა, რა
ნახა და გაიგონა კრასტერის ციხეში.
საუბარს რომ მორჩნენ, გარშემო უკვე ბნელოდა სემმა თითები
გაილოკა.. – კაი იყო. მაგრამ ახლა ბატკნის” ბარკალსაც შევჭამდი.
მთელ ბარკალს, მარტო მე, თან პიტნის, თაფლის და მიხაკის საწებ-
ლით ბატკნები ნახე? – ცხვრის ბაკი იყო, მაგრამ უცხვრებოდ.
– თავის მეომრებს რას აჭმევს?
– მეომრები კი არა, კაცი საერთოდ არ მინახავს მარტო კრასტე-
რი, მისი ქალები და რამდენიმე პატარა გოგოა. მიკვირს, თავისი
სახლის დაცვას როგორ ახერხებს. მისი ზღუდეები სალაპარაკოც
არაა, ერთი ტალახის ყრილია და ეგაა. შენ კი ჯობია, ახვიდე და და-
ხატო ის რუკა. გზას გაიგნებ?
– კი, ტალახში თუ არ ჩავვარდი, – სემმა ისევ ამოიცვა თავისი
ჩექმები, კალამი ღა პერგამენტი წამოკრიფა და გვერდულად გაძ-
ვრა ღამეში, მოსასხამზე და ფართხუნა ქუდზე წვიმა უშხაპუნებდა.
ლანდმა თავი თათებზე ჩამოიდო და ცეცხლის სიახლოვეს ჩაიძინა.
ჯონი მის გვერდით გაიჭიმა მიწაზე, სითბოთი ტკბებოდა. ჯერ კიდევ
ცივი და სველი იყო, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე ცოტა
ხნის წინ. იქნებ ამაღამ ბებერმა დათვმა ისეთი რამ შეიტყოს, რაც ძია
ბენჯენთან მიგვიყვანდა. გაღვიძებულმა დილის ცივ ჰაერში თეთრ
ორთქლად ადენილი საკუთარი ამონასუნთქი დაინახა. რომ შეინ-
ძრა, ძვლებმა ტეხა დაუწყო. ლანდი წასულიყო, ცეცხლი ჩამქრალი-
ყო. ჯონმა ხელი გაიწვდინა, ფარდად დაკიდებული მოსასხამი რომ
გადაეწია, ის კი ყინვით გაფიჩხული დახვდა. მაშინ მის ქვეშ გამოძ-
ვრა და ბროლად ქცეულ ტყეში აღმოჩნდა.
482
განთიადის მკრთალი ვარდისფერი სხივი კრთოდა ტოტზე, ფო-
თოლსა თუ ქვაზე. ბალახის ყოველი ღერი ზურმუხტისა იყო, წყლის
თითოეული წვეთი ალმასად ქცეულიყო. ყვავილებს და სოკოებს ერ-
თნაირი მინის მოსასხამები მოეცვათ. ტალახიან გუბეებსაც კი ღია
ყავისფერი ბზინვარება გადაჰკრავდა. აბრჭყვიალებული სიმწვანის
მიღმა მისი ძმების შავი კარვები ყინულის სიფრიფანა მინანქრით შე-
მობურულიყო.
ანუ არსებობს ჯადოქრობა კედლის მიღმა, ბოლოს და ბოლოს.
უცებ მიხვდა, რომ თავის დებზე ფიქრობდა, შეიძლება იმიტომ, რომ
წინა ღამით ესიზმრა ისინი. სანსა ამ ტყეზე მომაჯადოებელიაო, იტ-
ყოდა და აღტაცების ცრემლით აევსებოდა თვალები. არია კი სიცი-
ლით და ყიჟინით გაიჭრებოდა წინ და მოინდომებდა, ხელით შეხე-
ბოდა ყველაფერს.
– ლორდ სნოუ, – მოესმა წყნარი, მორიდებული დაძახილი. ჯონი
მიტრიალდა. ლოდის თავზე, რომელიც იმ ღამით თავშესაფრად
ჰქონდა, ჩაცუცქულიყო კურდღლების პატრონი. იმხელა შავ მოსას-
ხამში იყო გახვეული, ლამის ჩაძირულიყო მის ნაკეცებში. სემის მო-
სასხამია, მაშინვე იცნო ჯონმა. რატომ აცვია სემის მოსასხამი? –
მსუქანმა მითხრა, რომ აქ გიპოვიდი, მილორდ, უთხრა გოგონამ. –
კურდღელი უკვე შევჭამეთ, მაგისთვის თუ მოხვედი, – აღიარა დანა-
შაულის გრძნობით შეპყრობილმა ჯონმა.
– ბებერმა ლორდმა ყვავმა, აი, იმან მოლაპარაკე ჩიტი რომ
ჰყავს, კრასტერს ისეთი არბალეტი მისცა, ას კურდღელს უდრის, –
მან გამობერილ მუცელზე შემოიხვია ხელები, – ეს მართალია, მი-
ლორდ? მეფის ძმა რომ ხარ?
– ნახევარძმა. მე ნედ სტარკის ბუში ვარ ჩემი ძმა რობი ჩრდი-
ლოეთის მეფეა. რატომ მოხვედი?

483
– მსუქანმა, აი იმ სემმა მითხრა, მენახე თავისი მოსასხამი მომ-
ცა, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, თქვენიანი რომ არ ვარ.
– კრასტერი არ გაგიბრაზდება?
– მამაჩემმა წუხელ ძალიან ბევრი დალია ლორდ ყვავის ღვინო.
ახლა მთელ დღეს იძინებს, – გოგონას სუნთქვა პატარა შფოთიან
ბოლქვებად იჭირხლებოდა ჰაერში, – ამბობენ, მეფე სამართალს.
ამყარებს და სუსტებს იცავსო, – ლოდიდან მოუქნელად იწყო ჩამო-
ცოცება, მაგრამ მისი ზედაპირი ყინულს სრიალა გაეხადა და გოგო-
ნას ფეხი დაუსხლტა. ჯონმა დაიჭირა იგი, სანამ დაეცემოდა, და უხი-
ფათოდ ჩამოიყვანა დაბლა. ქალმა გაყინულ მიწაზე დაიჩოქა, – მი-
ლორდ, გევედრები... – ნურაფერს მევედრები. წადი უკან, დარბაზ-
ში. აქ არ უნდა იყო. გვიბრძანეს, კრასტერის ქალებს არ დავლაპა-
რაკებოდით.
– არაა საჭირო ჩემთან დალაპარაკება, მილორდ. უბრალოდ,
თან წამიყვანეთ, რომ წახვალთ, მეტს არაფერს გთხოვ.
მეტს არაფერს ითხოვს, გაიფიქრა ჯონმა. თითქოსდა ეს არაფე-
რი იყოს. – მე... მე შენი ცოლი ვიქნები, თუ გინდა. მამაჩემს ახლა
ცხრამეტი ჰყავს, ერთის მოკლებით არაფერი დაუშავდება.
– შავ ძმებს ფიცი აქვთ დადებული, არასოდეს შეირთონ ცოლე-
ბი, არ იცი? თანაც ჩვენ მამაშენის სტუმრები ვართ.
– შენ არა, – უთხრა ქალმა, – მე დაგაკვირდი. მის ტაბლასთან
არ გიჭამია, არც მის ცეცხლთან გძინებია. მას შენთვის სტუმრის უფ-
ლებები არ მოუცია, ამიტომ ვალდებულებებიც არ გაქვს. ბავშვის
გულისთვის უნდა წავიდე. – შენი სახელიც კი არ ვიცი.
– გილის მეძახის, ღიღილოდან, შემოკლებით.
– ლამაზია, – ჯონს გაახსენდა, ერთხელ სანსამ უთხრა, ასე უნდა
უპასუხო, როდესაც ქალბატონი თავის სახელს გეტყვისო. გოგონას

484
ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ იქნებ თავაზიანი მოპყრობით ესიამოვ-
ნებინა, – კრასტერი გაშინებს, გილი? – ბავშვის გამო მინდა, ჩემ-
თვის კი არა. თუ გოგოა, არა უშავს: ცოტა გაიზრდება და მერე კრას-
ტერი ცოლად მოიყვანს. მაგრამ ნელა ამბობს, ბიჭი იქნებაო, იმას კი
ექვსი ჰყავდა და იცის ეგ ამბები. კრასტერი ბიჭებს ღმერთებს აძ-
ლევს. ეგრე შვრება, რამდენჯერაც თეთრი თოში მოვა, ბოლო დროს
კი ის უფრო ხშირად მოდის ხოლმე. ამიტომ დაუწყო ცხვრების მიცე-
მა, თუმცა კი ბატკნის ხორცი უყვარს. ოღონდ ახლა ცხვრებიც გათავ-
და. მერე ძაღლებზე გადავა, სანამ... – მან თვალები დახარა და მუ-
ცელს ხელი გადაუსვა.
– რა ღმერთებს? – ჯონს ახსენდებოდა რომ კრასტერის ციხეში
არცერთი ბიჭი არ უნახავთ, არც კაცი, თავად კრასტერის გარდა –
სიცივის ღმერთებს, – უთხრა გოგომ, – ღამეში რომ დადიან. თეთრ
აჩრდილებს. და უეცრად ჯონი ისევ ლორდ-მეთაურის კოშკში აღ-
მოჩნდა. მოჭრილი ხელი მის წვივზე მოცოცავდა და როდესაც ორ-
ლესულის წვერით მოიგლიჯა და გადატყორცნა, ის იატაკზე დავარ-
და, იკლაკნებოდა და თითებს ხან ფარჩხავდა, ხან მოკუმშავდა.
მკვდარი ფეხზე წამომდგარიყო, იმ დასერილ და ჩატეტკილ სახეზე
ლურჯი თვალები უელვარებდა. მუცელზე დაჩნეული დიდი ჭრილო-
ბიდან დაფლეთილი ხორცის ბაწრები დასთრევდა, მაგრამ სისხლი
არსად აჩნდა.
– რა ფერის აქვთ თვალები? – ჰკითხა გოგონას.
– ლურჯი. ლურჯი ვარსკვლავებივით კაშკაშა და ისეთივე ცივი.
უნახავს ისინი, გაიფიქრა ჯონმა. კრასტერი ტყუის.
– წამიყვანთ? მარტო კედლამდე...
– ჩვენ კედლისკენ არ მივდივართ. ჩრდილოეთისკენ მივემარ-
თებით, მენს რაიდერს და მაგ სხვებს ვეძებთ, იმ თეთრ აჩრდილებს
და მათ ცოცხალ მკვდრებს. ჩვენ მათ ვეძებთ, გილი. შენი ბავშვი
485
ჩვენთან უსაფრთხოდ ვერ იქნება. გოგოს სახეზე ცხადი შიში გამოე-
სახა.
– მაგრამ უკან ხომ დაბრუნდებით. ომს რომ მორჩებით, ისევ ამ
გზით გამოივლით. თუ დარჩა ჩვენგან ვინმე ცოცხალი.
– შეიძლება, გამოვიაროთ. ამას ბებერი დათვი წყვეტს, აი, ის,
ლორდ ყვავს რომელსაც ეძახით. მე მხოლოდ მისი საჭურველ-
თმტვირთველი ვარ. ჩემს სავალ გზას მე არ ვარჩევ. – არა. – გოგო-
ნას ხმაში დამარცხება გაისმა, – ბოდიში, რომ შეგაწუხე, მილორდ,
მე მხოლოდ... ამბობენ, მეფე ხალხს იცავსო, და ვიფიქრე... – სასო-
წარკვეთილი გოგონა გაიქცა, სემის მოსასხამი ფართო შავი ფრთე-
ბივით უფართხუნებდა ზურგსუკან.
ჯონი უცქერდა მიმავალს. დილის კაშკაშა მშვენიერებით მოგ-
ვრილი სიხარული მთლად გაუქრა. ჯანდაბა მაგას, გაიფიქრა აღ-
შფოთებულმა, და ორგზის ჯანდაბა სემის თავს, აქ რომ მომიგზავნა.
ნეტავ რა იფიქრა, რის გაკეთებას შევძლებდი მისთვის? აქ ველუ-
რებთან საბრძოლველად ვართ, მათ გადასარჩენად კი არა. თავშე-
საფრებიდან სხვა ძმებიც გამოძვრნენ მთქნარებითა და ზმორებით.
ჯადო უკვე გაფერმკრთალდა, ყინულოვანი სიკაშკაშე ისევ ჩვე-
ულებრივ ცვარად იქცეოდა ამომავალი მზის სხივებქვეშ. ვიღაცამ
ცეცხლი დაანთო: ჯონს ხეების მიღმიდან მოტანილი კვამლის და
შაშხის სუნი ეცა. თავისი მოსასხამი ჩამოხსნა და ლოდს მიაფერთხა,
ღამით გაჩენილი ყინულის თხელი ფენა შემოამსხვრია; მერე გრძე-
ლი კლანჭი აიღო და მკლავი ყაწიმში გაუყარა. რამდენიმე იარდის
მოშორებით გაყინულ ბუჩქს მიაფსა, შარდს ცივ ჰაერში ორთქლი
ასდიოდა და, სადაც კი დაეცემოდა, ყინულს ადნობდა. მერე შეიკრა
თავისი შავი ბრიჯი და სუნებს მიჰყვა.
ცეცხლის გარშემო შეგროვილ ძმებს შორის გრენი და დაივენიც
იდგნენ. ჰეიკმა ჯონს მიაწოდა პურის ამოღრუტნული ყუა, რომელიც
486
დაბრაწული შაშხით და შაშხის ქონზე შემთბარი დამარილებული
თევზის ნაჭრებით აუვსო. ხარბად ჩასანსლა შეთავაზებული საჭმე-
ლი, თან ყურს უგდებდა დაივენის ბაქიაობას, წუხელ კრასტერის სამ
ქალთან ვიწექიო.
– არაფერიც, – უთხრა შუბლშეკრულმა გრენმა, დავინახავდი,
რომ გექნა. დაივენმა ხელუკუღმა გაჰკრა ყურქვეშ.
– შენ? დაინახავდი? შენ მაისტერ ეიმონივით ბრმა ხარ შენ ის
დათვიც კი არ დაგინახავს. – რა დათვი? დათვი იყო?
– დათვი ყოველთვისაა, – განაცხადა” მწუხარე ედმა თავისი ჩვე-
ული მწუხარე მორჩილების ტონით, – ერთმა ძმა მომიკლა, პატარა
რომ ვიყავი. მერე მისი კბილები ეკიდა ყელზე ტყავის ღვედით. თან
რა კარგი კბილები იყო, ჩემსას ბევრად სჯობდა. მე კბილები სულ
მაწვალებენ.
– სემს წუხელ დარბაზში ეძინა? – ჰკითხა მას ჯონმა – მაგას ძილს
ვერ დაარქმევ. მიწა მაგარი იყო, ზედ დაფენილ ჭილს მყრალი სუნი
უდიოდა, ჩემი ძმები კი საზარლად ხვრინავდნენ. დათვებზე კიდევ,
ლეგა ბერნარივით სასტიკად მაინც ვერცერთი ვერ ბრდღვინავს.
თუმცა თბილად კი ვიყავი. ღამე რამდენიმე ძაღლი ზედ შემაცოცდა.
ჩემი მოსასხამი ლამის უკვე მშრალი იყო, როდესაც ერთმა ზედ და-
აფსა. ან შეიძლება ეგ ლეგა ბერნარსაც ექნა. შეამჩნიეთ, რომ წვიმა
მაშინვე შეწყდა, როგორც კი თავზე ჭერი დამეფარა? ახლა, გარეთ
რომ გამოვედი, ისევ გაწვიმდება. ღმერთებს და ძაღლებს ერთნაი-
რად მოსწონთ, რომ მაფსამენ.
– წავალ, ლორდ მორმონტს ვნახავ, – თქვა ჯონმა.
წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ მოზღუდული ეზო ჯერაც თავხელი
ტბების და ლიპი ტალახის ჭაობად იყო ქცეული. შავი ძმები კარვებს
კეცავდნენ, ცხენებს აჭმევდნენ და დამარილებულ ხორცს ღეჭავ-
დნენ. ჯარმენ ბაკველის მზვერავები უნაგირებს ღვედებს უჭერდნენ
487
გასვლის წინ.
– ჯონ, – მიესალმა უკვე ამხედრებული ბაკველი, – ეგ შენი ბუში
ხმალი კარგად ალესილი იქონიე. საკმაოდ მალე გამოგვადგება.
კრასტერის დარბაზი დღის შუქის მერე ბნელი ეჩვენა. ღამის ჩი-
რაღდნები ლამის ჩამწვარიყო და ვერ მიხვდებოდი, გარეთ მზე რომ
ანათებდა. ლორდ მორმონტის ყორანმა პირველმა შენიშნა შესუ-
ლი. დიდი შავი ფრთები სამიოდეჯერ აიქნია და გრძელი კლანჭის
ტარზე დაეშვა.
– ფეტვი? – ჯონის გამოჩრილ თმას დაუწყო კორტნა.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგ გაფუჭებულ მათხოვარ ფრინ-
ველს, ჯონ. ეს-ესაა, ჩემი შაშხის ნახევარი შეჭამა, – ბებერი დათვი
კრასტერის ტაბლას უჯდა და შემწვარი პურით, შაშხით და ცხვრის
გულ-ღვიძლის ძეხვით საუზმობდა სხვა ოფიცრებთან ერთად. კრას-
ტერის ახალი ტაბარი მაგიდაზე იდო, მისი ოქროვანი ზარნიში
მკრთალად ციალებდა ჩირაღდნების შუქზე. პატრონი უგონოდ გაშ-
ხლართულიყო საძილე ბაქანზე, მაგრამ ყველა ქალი ამდგარიყო,
გარშემო დადიოდნენ და ემსახურებოდნენ, – აბა, როგორი დღე
გაგვითენდა?
– ცივა, მაგრამ წვიმა შეწყდა.
– ძალიან კარგი. მიხედე, ჩემი ცხენი შეკაზმონ და მოამზადონ.
ვაპირებ, ერთ საათში გავიდეთ. უკვე ჭამე? კრასტერის სუფრა უბრა-
ლოა, მაგრამ განაყრებს. კრასტერის საჭმელს არ შევჭამ, უცებ გა-
დაწყვიტა ჯონმა.
– ძმებთან ერთად ვისაუზმე, მილორდ, – ჯონმა ყორანი გრძელი
კლანჭიდან გააფრთხო. ფრინველმა ისევ მორმონტის მხარზე გა-
დაინაცვლა და მაშინვე დაასკინტლა, – შეგეძლო, ეგ სნოუზე გექნა
და ჩემთვის არ შემოგენახა, – დაიბუზღუნა ბებერმა დათვმა. ყორან-
მა დაიჩხავლა.
488
სემი დარბაზის უკან იპოვა, გილთან ერთად იდგა დამტვრეული
გალიის გვერდით. გოგონა მას თავისი მოსასხამის ჩაცმაში ეხმარე-
ბოდა, მაგრამ ჯონის დანახვაზე იქიდან გაიპარა. სემმა მას ნაწყენი
საყვედურით შეხედა.
– მეგონა, დაეხმარებოდი.
– ნეტავ როგორ უნდა დავხმარებოდი? – მკვახედ ჰკითხა ჯონმა,
– შენს მოსასხამში გამომეხვია და თან წამომეყვანა? ჩვენ გვიბრძა-
ნეს, არ...
– ვიცი, – დამნაშავე ხმით თქვა სემმა, – მაგრამ მას ეშინოდა. მე
ვიცი, რა არის, როცა გეშინია. ვუთხარი...
– რა? რომ თან წავიყვანთ?
სემს მსუქანი სახე აუპილპილდა.
– უკანა გზაზე, – ჯონს თვალს ვერ უსწორებდა, – ბავშვი უნდა
ეყოლოს. – სემ, საერთოდ გამოშტერდი? ამ გზით შეიძლება არც
დავბრუნდეთ. და რომც დავბრუნდეთ, როგორ გგონია, ბებერი დათ-
ვი დაგანებებს, კრასტერის ცოლი გამოაყოლო ხელს?
– ვიფიქრე... იქნებ მაგ დროისთვის მომეფიქრებინა, რა გზით შე-
იძლება... – ამის დრო არ მაქვს, ცხენები უნდა დავაურვო და შევკაზ-
მო, – ჯონმა გასწია, შემცბარიც იყო და გაბრაზებულიც ერთდრო-
ულად. სემს გულიც ისევე ვრცელი ჰქონდა, როგორც მთელი სხე-
ული, მაგრამ, რამდენი წიგნიც არ უნდა წაეკითხა, დროდადრო გრე-
ნივით შეუგნებელი იყო ხოლმე. შეუძლებელია ამის გაკეთება, თა-
ნაც უღირსი საქციელია. მაშ, რატომ ვგრძნობ თავს ასე შერცხვენი-
ლად? ჯონმა მორმონტის გვერდით თავისი ჩვეული ადგილი დაიკა-
ვა. ღამის ებგური თავის ქალებს შორის პირდაღებული ჭიშკრიდან
გადმოიღვარა და ჩრდილო-დასავლეთით შეუყვა დაბრეცილ ნადი-
რის ბილიკს. მათ გარშემო ჩამომდნარი ყინული წვეთავდა აუჩქარე-
ბელ წვიმად თავისი წყნარი ჰანგის თანხლებით. შემოსაზღვრულის
489
ჩრდილოეთ მხარეს გზად დახვდათ მოდიდებული ნაკადი, ფოთლე-
ბით და ფიჩხით რომ იყო სავსე. მაგრამ მზვერავებმა ფონი იპოვეს
და კოლონამ გადასვლა მოახერხა. წყალი ცხენებს მუცლამდე შე-
მოსწვდათ. ლანდმა მდინარე გადაცურა, მეორე ნაპირზე ასულს მუ-
ქი წყალი ჩამოსწურწურებდა თეთრი ბეწვიდან. ტანი რომ გაიბერ-
ტყა და ყოველ მხარეს მიმოფანტა წყალი და ტალახი, მორმონტს
არაფერი უთქვამს, მაგრამ მის მხარზე შემომჯდარი ყორანი აჩხავ-
ლდა.
– მილორდ, – ხმადაბლა უთხრა ჯონმა, როდესაც გარშემო ისევ
ტყე შემოეჯარათ, – კრასტერს ცხვრები არ ჰყავს. არც ვაჟები.
მორმონტს არაფერი უპასუხნია.
– ვინტერფელში ერთი მსახური ქალი ზღაპრებს გვიამბობდა
ხოლმე, – განაგრძო ჯონმა, – ხშირად ამბობდა, ზოგი ველური
სხვებთან წვება ნახევრად-ადამიანი ბავშვების გასაჩენადო.
– ბუხართან მოსაყოლი ზღაპრებია. რითაა კრასტერი ჩვეულებ-
რივ ადამიანზე ნაკლები?
უამრავი რამით.
– ის თავის შვილებს ტყეში ტოვებს.
ხანგრძლივი სიჩუმის მერე მორმონტმა თქვა:
– ჰო, – და ისევ, – ჰო.
– ჰო, ჰო, ჰო, – დაიბუზღუნა ყვავმაც, თან მის მხარზე დააბოტებ-
და. – იცოდი?
– სმოლვუდმა მითხრა. დიდი ხნის წინ. ყველა აეშაგმა იცის, მაგ-
რამ ამაზე ცოტა თუ ლაპარაკობს.
– ბიძაჩემმაც იცოდა?
– ყველა აეშაგმა, – გაუმეორა მორმონტმა, – შენ თვლი, რომ მე
უნდა შევაჩერო იგი. მოვკლა, თუ საჭიროა, – ბებერმა დათვმა ამოი-

490
ოხრა, – უბრალოდ ზედმეტ მჭამელებს რომ იშორებდეს, სიხარუ-
ლით გამოვგზავნიდი იორენს ან კონვისს იმ ბიჭების ასაყვანად. შა-
ვის შესამოსად აღვზრდიდით და ებგური ბევრად გაძლიერდებოდა.
მაგრამ ველურები უფრო სასტიკ ღმერთებს ემსახურებიან, ვიდრე
შენ ან მე. ეს ბიჭები კრასტერის ძღვენია. მისი ლოცვაა, თუ გნებავს.
მისი ცოლები ალბათ სხვაგვარად ლოცულობენ, გაიფიქრა ჯონ-
მა. – ეგ როგორ გაიგე? – ჰკითხა ბებერმა დათვმა, – კრასტერის
რომელიმე ცოლისგან? – დიახ, მილორდ, – აღიარა ჯონმა, – ნუ
მკითხავ, რომლისგან. შეშინებული იყო და დახმარება სჭირდებო-
და.
– ეს ქვეყნიერება სავსეა ხალხით, ვისაც დახმარება სჭირდება,
ჯონ. კარგი იქნებოდა, ზოგს მაინც გაებედა და საკუთარ თავს თვი-
თონვე დახმარებოდა. ახლაც კი კრასტერი გალეშილი გდია თავის
ბაქანზე, ღვინის სუნად ყარს და ამქვეყნად არაფერი გაეგება. დაბ-
ლა მის ტაბლაზე ბასრი ახალი ტაბარი დევს. მე ამას „შესმენილ
ლოცვას“ დავარქმევდი და ყველაფერს ბოლოს მოვუღებდი.
ჰო. ჯონს გილი გაახსენდა. ის და მისი დები. ცხრამეტნი იყვნენ,
კრასტერი კი ერთი იყო, მაგრამ...
– და მაინც, კრასტერის სიკვდილი ჩვენთვის ძნელი იქნებოდა.
ბიძაშენს შეეძლო მოეყოლა, ჩვენი აეშაგების სიცოცხლესა და სიკ-
ვდილს შორის რამდენჯერ ჩადგა კრასტერის ციხე.
– მამაჩემი... – შეყოყმანდა ჯონი.
– მიდი, ჯონ. თქვი, რის თქმაც გინდოდა.
– მამაჩემმა ერთხელ მითხრა, ზოგი მებრძოლი ჯობს საერთოდ
არ გყავდესო, – დაასრულა ჯონმა, – მებაირაღე თუ სასტიკი ან უსა-
მართლოა, ის საკუთარი თავის გარდა თავის მებატონესაც სვრისო.
– კრასტერი თავის თავის კაცია. ჩვენთან ფიცით არასოდეს ყო-

491
ფილა შეკრული. არც ჩვენს კანონებს ექვემდებარება. კეთილშობი-
ლი გული გაქვს, ჯონ, მაგრამ დაისწავლე ეს გაკვეთილი. ჩვენ სამ-
ყაროს ვერ გამოვასწორებთ, არცაა ეს ჩვენი მიზანი. ღამის ებგურს
სხვა ომები აქვს საომარი.
სხვა ომები. ჰო. ეს არ უნდა დამავიწყდეს.
– ჯარმენ ბაკველმა მითხრა, შეიძლება, მალე ხმალი დაგჭირდე-
სო. – ეგრე გითხრა? – მორმონტს ჩანს, არ ესიამოვნა, – კრასტერმა
წუხელ ბევრი და მეტიც ილაპარაკა. იმდენად დამარწმუნა ყველა-
ფერში, რისი შიშიც მქონდა, რომ მის იატაკზე უძილოდ გდებისთვის
გამწირა. მენს რაიდერი თავის ხალხს ყინვის ეშვებში კრებს. სოფ-
ლებიც ამიტომაა ცარიელი. ყინვის ეშვები სასტიკი, მკაცრი ადგი-
ლია, ქვისა და ყინულის უდაბურება და მეტი არაფერი. იქ ამდენი
ხალხი დიდხანს ვერ გაძლებს. ეს შეკრება მარტო ერთი მიზეზით შე-
მიძლია ავხსნა: მენს რაიდერი სამხრეთისკენ აპირებს გაჭრას, შვიდ
სამეფოს რომ დაარტყას.
– ველურები ადრეც შეჭრილან სახელმწიფოში, – შინ, ვინტერ-
ფელში, ჯონს ეს ამბები სმენოდა ბებერი ნენისგან და მაისტერ ეიმო-
ნისგანაც, – რეიმუნ წვერწითელა გაუძღვა მათ სამხრეთისკენ პაპა-
ჩემის პაპის დროს, კიდევ მანამდე კი იყო მეფე, სახელად ბეილ ბარ-
დი.
– კი, და მათზე ბევრად ადრე კიდევ იყვნენ რქიანი მბრძანებელი
და მეფე-ძმები ჯენდელი და გორნი, უძველეს დღეებში კი – ჯორემა-
ნი, რომელმაც ზამთრის საყვირში ჩაბერა და მიწაში მძინარე გო-
ლიათები გამოაღვიძა. მათგან ყველამ კედელს შეალეწა თავისი ძა-
ლები, ან ვინტერფელის მძლავრებით დამარცხდა კედლის გადაღ-
მა... მაგრამ ღამის ებგური ახლა აჩრდილიღაა იმისა, რაც ოდესღაც
ვყოფილვართ, და ჩვენ გარდა კიდევ ვინღა რჩება, ველურებს რომ
შეებრძოლოს? ვინტერფელის ლორდი მოკვდა, მისმა მემკვიდრემ
492
კი თავისი ლაშქარი სამხრეთისკენ წაიყოლა ლანისტერებთან საბ-
რძოლველად. ველურებს ასეთი შემთხვევა შესაძლოა აღარასოდეს
მიეცეთ. მე ვიცნობ მენს რაიდერს, ჯონ. ფიცისგამტეხელია, მართა-
ლია... მაგრამ თვალები აქვს და ხედავს, და ჯერაც ვერავის გაუბე-
დავს, მას მხდალი უწოდოს.
– ჩვენ რაღას ვიზამთ? – ჰკითხა ჯონმა.
– ვიპოვით მენსს, – მიუგო მორმონტმა, – შევებრძოლებით. შე-
ვაჩერებთ. სამასი კაცი, გაიფიქრა ჯონმა; სამასი – ველურეთის რის-
ხვის წინააღმდეგ. თითები გაშალა და მოკუმშა.

თეონი

ის, უდავოდ, მშვენიერება იყო. მაგრამ შენი პირველი ყოველ-


თვის მშვენიერია, გაიფიქრა თეონ გრეიჯოიმ.
– რა ტკბილად იღიმება, – წარმოთქვა ქალის ხმამ მის უკან, –
ეტყობა, ლორდისწულს მოსწონს, ჰო?
თეონი შემობრუნდა და მუშტრის მზერით აათვალიერა. დანახუ-
ლი მოეწონა. ერთი შეხედვით მიხვდა, რკინისკუნძულელი იყო.
თხელსა და გრძელფეხებას მუქი თმა მოკლედ შეეკრიჭა, ქარით და-
შაშრული კანი და ძლიერი, მარჯვე ხელები ჰქონდა. ქამარზე ხანჯა-
ლი ეკიდა. თხელ სახეზე ცხვირი ზედმეტად დიდი და წაწვეტებული
მოუჩანდა, მაგრამ მისი ღიმილი ამ ნაკლს ფარავდა. თეონის ვარა-
უდით, ქალი მასზე რამდენიმე წლით უფროსი უნდა ყოფილიყო, მაგ-
რამ ოცდახუთზე მეტის არ იქნებოდა. ისე დადიოდა, თითქოს ფეხ-
ქვეშ გემბანს იყო ნაჩვევი.
– ჰო, ძვირფასი სანახავია, – მიუგო ქალს, – მაგრამ შენ ვერ შე-
გედრება. – ოჰო, – ქალს სახეზე ღიმილი გადაეფინა, – ჯობს,
ფრთხილად ვიყო. ამ ლორდისწულს თაფლში ამოვლებული ენა
493
ჰქონია.
– გასინჯე და ნახავ.
– ესე იგი, ასეა საქმე? – წარმოთქვა ქალმა და თამამად გაუსწო-
რა თვალი. რკინის კუნძულებზე იყვნენ ქალები – ბევრი არა, მაგრამ
გამოერეოდნენ ხოლმე – ვინც დრაკარებს თავიანთ ქმრებთან ერ-
თად მართავდნენ. ამბობდნენ, მარილი და ზღვა მათ ცვლის და სიყ-
ვარულში მამაკაცის მადას სძენთო, – განა ამდენი ხანი გაატარე
ზღვაში, ლორდისწულო? თუ იქ, საიდანაც მოხვედი, ქალები არ
იცის? – ქალები ბლომადაა, მაგრამ შენნაირები არ არიან.
– და რა იცი, მე რანაირი ვარ?
– ჩემი თვალები შენს სახეს ხედავს. ყურებს შენი სიცილი ჩაეს-
მის. სირი კი შენზე ანძასავით მიდგება.
ქალმა მისკენ გადადგა ნაბიჯი და შარვალზე წინიდან ხელი მი-
ადო. – ჰო, მატყუარა არ ყოფილხარ, – უთხრა და ქსოვილის ზემო-
დან ხელი მოუჭირა, – რაო, გაწვალებს?
– სასტიკად.
– საბრალო ლორდისწული, – ქალმა ხელი შეუშვა და უკან გად-
გა, – საქმე ისაა, რომ გათხოვილი ვარ, თან ცოტა ხნის წინ დავორ-
სულდი კიდევაც. – ღმერთები გვწყალობენ, – უთხრა თეონმა, – ესე
იგი, ბუშს ვერ გაგიკეთებ. – ჩემი ქმარი მადლობელი მაინც არ დაგ-
რჩება.
– ის არა, მაგრამ იქნებ შენ დამრჩე.
– და რისი გულისთვის? ლორდები ადრეც მყოლია. ისინიც სხვა
კაცებს ჰგვანან. – პრინცი თუ გყოლია? – ჰკითხა თეონმა, – რომ და-
ჩამიჩდები და გაჭაღარავდები, ძუძუები კი წელსქვემოთ ჩამოგეკი-
დება, შვილთაშვილებს მოუყვები, რომ ოდესღაც მეფე გიყვარდა.
– აჰა, ახლა უკვე სიყვარულზე ვლაპარაკობთ? მე კი ვიფიქრე,
უბრალოდ შედება-გამოღებაზეა-მეთქი.
494
– სიყვარული გწყურია? – თეონმა გადაწყვიტა, ეს გოგო მომწონ-
სო, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. მისი მახვილი გონება სულს მო-
ათქმევინებდა დამბალი და მოღუშული პაიკის მერე, – გსურს, რომ
ჩემს დრაკარს შენი სახელი დავარქვა, ქნარზე სიმღერით შეგამკო,
მხოლოდ პატიოსანი თვლებით შეგმოსო და ჩემი სასახლის კოშკში
გამოგკეტო, სიმღერების გმირი პრინცესების დარად?
– გემს კი უნდა დაარქვა ჩემი სახელი, – უთხრა ქალმა, სხვა ყვე-
ლაფერი გამოტოვა, – ბოლოს და ბოლოს, ჩემი აგებულია.
– სიგრინმა ააგო. ჩემი ლორდი-მამის გემთმშენებელმა.
– მე ესგრედი ვარ. ემბროუდის ასული და სიგრინის ცოლი.
თეონმა არ იცოდა, ემბროუდს ასული თუ ჰყავდა, ან სიგრინს –
ცოლი. მაგრამ ჭაბუკ გემთმშენებელს მხოლოდ ერთხელ შეხვედ-
როდა, ბებერი კი ძლივსღა ახსოვდა. – ცოდო ხარ სიგრინისთვის.
– ოჰო. სიგრინმა კი მითხრა, ეს მშვენიერი გემი ცოდოაო შენ-
თვის. თეონი აიჯაგრა.
– იცი, ვინ ვარ?
– პრინცი თეონი გრეიჯოების გვარიდან. სხვა ვინ იქნები? მარ-
თალი მითხარი, მილორდ, რამდენად მოგწონს ეს შენი ქალწული?
სიგრინს მოუნდება, გაიგოს. დრაკარი ისე ახალი იყო, რომ ჯერაც
კუპრის და ფისის სუნი უდიოდა. დილით მისი ბიძა ეარონი აკურ-
თხებდა, მაგრამ თეონი პაიკიდან მოჭენდა, რათა მანამდე შეევლო
მისთვის თვალი, სანამ წყალში ჩაუშვებდნენ. სიდიდით მამამისის
დიდ კრაკენსა და ბიძამის ვიქტარიონის რკინის ძლევას ვერ შეედ-
რებოდა, მაგრამ სწრაფი და მომხიბვლელი ჩანდა, ახლაც კი, ნა-
პირზე მდგომი და ხის აკვანში მოქცეული. ასი ფუტის სიგრძის ვიწ-
რო და შავი მუცელი ჰქონდა, ერთი ანძა ედგა, ორმოცდაათი გრძე-
ლი ნიჩაბი მოუჩანდა და მისი გემბანი ას კაცს დაიტევდა... ცხვირზე
კი ისრის წვეტის ფორმის დიდი რკინის ტარანი ჰქონდა დაგებული.
495
– სიგრინმა კარგი სამსახური გამიწია, – აღიარა მან, – მართლა
ისეთი სწრაფია, როგორიც ჩანს?
– უფრო სწრაფიც – თუ იცი, როგორ უნდა მართო.
– რამდენიმე წელია, გემი არ მიმართავს.
და, სიმართლე თუ გინდა, არასოდეს ვყოფილვარ კაპიტნად.
– მაგრამ გრეიჯოი ვარ, და რკინისკუნძულელი. ზღვა სისხლში
მაქვს. – შენი სისხლი კი ზღვაში იქნება, თუ გემსაც ისე მართავ, რო-
გორც ლაპარაკობ, – უთხრა ქალმა.
– ასეთ მშვენიერ ქალწულს ავად არასოდეს მოვეპყრობი – მშვე-
ნიერ ქალწულს? – გაიცინა ქალმა, – ეს ხომ ზღვის ძუკნაა! – აჰა,
სახელიც დაარქვი. ზღვის ძუკნა.
ქალი ამან გაახალისა. თეონი მის მუქ თვალებში აცეკვებულ ნა-
პერწკლებს ხედავდა. – აბა, რომ მითხარი, შენს სახელს დავარქმე-
ვო? – ჰკითხა საყვედურით. – ეგრე ვქენი, – თეონმა ხელში ჩასჭიდა
ხელი, – დამეხმარე, მილედი. მწვანე მხარეებში სწამთ, რომ ორ-
სულ ქალს იღბალი მოაქვს ყველა კაცისთვის, ვისთანაც დაწვება. –
მწვანე მხარეებში განა რა გაეგებათ გემების? ანდა ქალების, ბო-
ლოს და ბოლოს? თანაც, მე მგონი, ეგ შენ თვითონ გამოიგონე.
– რომ გამოგიტყდე, მაინც გეყვარები?
– მაინცო? განა ოდესმე მიყვარდი?
– არა, – აღიარა თეონმა, – მაგრამ ვაპირებ გამოვასწორო ეგ
საქმე, ჩემო ძვირფასო ესგრედ. ცივი ქარი ქრის. ამო ჩემს გემზე და
მომე ნება, გაგათბო. დილით ბიძაჩემი ეარონი ზღვის წყალს დაას-
ხამს ცხვირზე და დუდუნით აღუვლენს ლოცვებს დამხრჩვალ
ღმერთს, მაგრამ მე მირჩევნია, ჩემი და შენი წიაღის რძით ვაკურ-
თხო იგი. – დამხრჩვალ ღმერთს ეგ შეიძლება არ მოეწონოს.
– მეტრაკეა ეგ დამხრჩვალი ღმერთი. თუ არ მოგვეშვა, ავიღებ
და ისევ დავახრჩობ. ორ კვირაში ომში მივდივართ. ნუთუ საომრად
496
ასე სურვილით ატანილს გამიშვებ? – სიამოვნებით.
– ბოროტი ასული. ჩემს გემს სახელი სწორად დავარქვი სასო-
წარკვეთილმა კლდეებს თუ შევალეწე იგი, შენი ბრალი იქნება.
– რა, გემის მართვას ამით აპირებ? – ესგრედმა ისევ შეავლო ხე-
ლი ბრიჯის წინა ნაწილს და გაიღიმა, როდესაც თითი მის გაქვავე-
ბულ ასოს ააყოლა. – წამომყევი პაიკზე, – უთხრა უცებ თეონმა და
გაიფიქრა: რას იტყვის ლორდი ბეილონი? და ისევ: რაში მენაღვლე-
ბა, რას იტყვის? კაცი ვარ უკვე, თუ მინდა, გოგო ჩავიწვინო საწოლ-
ში, ეს ჩემ გარდა არავის საქმე არაა.
– და პაიკზე რა ვაკეთო? – ხელი ისევ იქ ჰქონდა.
– ამაღამ მამაჩემი თავის კაპიტნებს აქეიფებს, – მათ ყოველ სა-
ღამოს აქეიფებდა, სანამ დანარჩენი ხომალდების მოსვლას ელოდ-
ნენ, მაგრამ რა საჭირო იყო ყველაფრის თქმა.
– ერთი ღამით შენს კაპიტნად გამხდი, მილორდ პრინცო? – ასე-
თი ანცი ღიმილი ქალის სახეზე არასოდეს ენახა.
– შეიძლება. თუ მეცოდინება, რომ უხიფათოდ შემიყვან ნავსად-
გურში. – ჰო, ის კი ვიცი, ნიჩბის რომელი ბოლო უნდა ჩაუშვა წყალ-
ში, ბაგირებსა და კვანძებში კი ჩემზე უკეთ არავინ ერკვევა, – ცალი
ხელით შეუხსნა ბრიჯის თასმები, მერე ფართოდ გაიღიმა და უკან გა-
დადგა ნაბიჯი, – სამწუხაროა, რომ გათხოვილი ქალი ვარ და თანაც
დავორსულდი.
აღელვებულმა თეონმა შარვალი შეიბნია.
– სასახლეში უნდა დავბრუნდე. თუ არ წამომყვები, მწუხარებით
გზას ავცდები და კუნძულებს დავაობლებ.
– ამას ვერ ავიტანთ... მაგრამ ცხენი რომ არ მყავს, მილორდ? –
ჩემი საჭურველთმტვირთველის ცხენზე შეჯექი.
– და იმ საბრალომ პაიკამდე ფეხით იაროს?
– მაშინ მე შემომიჯექი.
497
– ეგეც გინდოდა, – ისევ გაიღიმა, – ჰოდა, წინ მოგიჯდე თუ უკან?
– იქ, საიდანაც შენ გენდომება.
– მე ზემოდან მინდა.
სად იყო ეს გოგო მთელი ჩემი ცხოვრება?
– მამაჩემის დარბაზი ბნელი და ნესტიანია. ესგრედია საჭირო,
ცეცხლი რომ დააგიზგიზოს. – ლორდისწულს თაფლში ამოვლებუ-
ლი ენა ჰქონია.
– ამით არ დავიწყეთ?
მან ხელები ასწია.
– და ამითვე ვამთავრებთ. ესგრედი შენია, ძვირფასო პრინცო.
წამიყვანე შენს სასახლეში. მიჩვენე ზღვაში აღმართული შენი ამაყი
კოშკები. – ცხენი სასტუმროში დავტოვე. წამო.
ნაპირს ერთად გაუყვნენ და თეონმა მკლავში ხელი რომ გაუყა-
რა, ის არ გაწეულა. მოსწონდა მისი ნაბიჯი: სითამამე ეტყობოდა
აუჩქარებელ, დარწეულ სვლაში. ალბათ საბნების ქვეშაც ასე თამა-
მი იქნებოდა.
ლორდისპორტი უჩვეულოდ ხალხმრავალი იყო, ქალაქს ხრე-
შიანი ნაპირის გასწვრივ ჩამწკრივებული და მოშორებით ყურეში
ღუზაზე მდგარი დრაკარების ეკიპაჟები ავსებდა. რკინისკუნძულე-
ლები მუხლს ხშირად და იოლად არ იყრიან ხოლმე, მაგრამ თეონმა
შენიშნა, რომ მენიჩბეები და მოქალაქეები ერთნაირად ჩუმდებოდ-
ნენ მათი ჩავლისას და თავის თავაზიანი დაკვრით ესალმებოდნენ.
ბოლოს და ბოლოს გაიგეს, ვინ ვარ, გაიფიქრა მან. დიდი ხანია,
დროა.
დიდი ვიკის ლორდი გუდბრაზერი წინა ღამით ჩამოვიდა და თან
თავისი ძირითადი ძალა, ორმოცამდე დრაკარი მოიყოლა. ყველგან
მისი ხალხი მოჩანდა, თხის ბეწვის ზოლიანი ქამრების წყალობით
იოლად გამოირჩეოდნენ სხვებისგან. სასტუმროში ამბობდნენ,
498
ოტერ ფეხმოქცეულის კახპები ბარბაცით დადიან, ისე იხმარეს ამ
ქამრიანმა უწვერულმა ბიჭებმაო. ჰოდა, მადლობა უთხრან ამ ბიჭებ-
სო, თვლიდა თეონი. იმედი ჰქონდა, თვალით აღარ ნახავდა იმ ბინ-
ძურ ათაშანგის ბუნაგს. ახლანდელი თანამგზავრი ბევრად უფრო
მოსდიოდა თვალში. ის, რომ ქალი მამამისის გემთმშენებლის შვი-
ლი იყო და თანაც დაორსულებული, კიდევ უფრო მეტადაც აღელ-
ვებდა.
– მილორდმა პრინცმა უკვე დაიწყო ეკიპაჟის შერჩევა? – ჰკითხა
ესგრედმა, თავლისკენ რომ მიდიოდნენ, – ჰეი, ლურჯკბილა! – და-
უძახა გვერდით ჩავლილ მაღალ მეზღვაურს, დათვის ტყავის ჟილე-
ტი და ყორნისფრთიანი მუზარადი რომ ჰქონდა, – როგორ ვიკითხო
შენი პატარძალი?
– გაბერილია, ამბობენ, ტყუპებიაო.
– უკვე? – ესგრედმა იმ თავისი ანცი ღიმილით გაიღიმა, – ნიჩბის
წყალში ჩაშვება არ დაგიხანებია!
– დიახ, და ვუსვი და ვუსვი და ვუსვი! – დაიღრიალა კაცმა.
– ზორბა კაცია, – აღნიშნა თეონმა, ლურჯკბილა, ჰო? ჩემი ზღვის
ძუკნისთვის ხომ არ ავიყვანო?
– შესთავაზე, თუ გინდა, რომ შეურაცხყო. ლურჯკბილას თავისი
საკუთარი გემი ჰყავს.
– დიდხანს ვიყავი წასული, ადამიანებს ვეღარ ვცნობ, – უთხრა
თეონმა. ის ეცადა, მოეძებნა თავისი მეგობრები, რომლებთან ერ-
თადაც ბიჭობაში თამაშობდა ხოლმე, მაგრამ ისინი წასულიყვნენ,
დახოცილიყვნენ ან გაზრდილიყვნენ და უცხოებად ქცეულიყვნენ, –
ბიძაჩემმა ვიქტარიონმა თავისი მესაჭე დამითმო. – რაიმოლფ გრი-
გალის მსმელი? კაი კაცია, სანამ ფხიზელია, – ქალმა ისევ დაინახა
ნაცნობი სახეები და გვერდით ჩავლილ სამეულს შესძახა, – ალერ,
ქარლ. სადაა შენი ძმა, სკაიტი?
499
– ჩანს, დამხრჩვალ ღმერთს ღონიერი მენიჩბე დასჭირდა, – უპა-
სუხა დაბალმა კაცმა, რომელსაც წვერში თეთრი გამორეოდა.
– იმას ამბობს, ელდისმა ზედმეტი დალია და ის გაბერილი მუცე-
ლი გაიხეთქაო, – ჩაურთო მის გვერდით მომავალმა ვარდისფერ-
ლოყება ჭაბუკმა.
– რაც მკვდარია, აღარასოდეს მოკვდება, – თქვა ესგრედმა.
– რაც მკვდარია, აღარასოდეს მოკვდება, – მათთან ერთად ჩა-
იბუტბუტა თეონმაც. – ეტყობა, აქ ყველა გიცნობს, – უთხრა ქალს,
მეზღვაურები რომ გასცდნენ. – გემთმშენებლის ცოლი ყველას უყ-
ვარს. ეგრე უჯობს, თუ არ უნდა, გემი ჩაეძიროს. ნიჩბის მოსასმელად
ხალხი თუ გჭირდება, ის სამი არაა ცუდი. – ღონიერი მკლავი ლორ-
დისპორტში ბლომად იშოვება, – თეონს ამაზე ბევრი ჰქონდა ნაფიქ-
რი. მას მებრძოლები სჭირდებოდა, და ისეთი ხალხი, ვინც მისი ერ-
თგული იქნებოდა, და არა მამა-ბატონის ან მისი ბიძების. ამჟამად
მორჩილი ჭაბუკი პრინცის როლს თამაშობდა და ელოდა, ლორდი
ბეილონი როდის გააცხადებდა სრულად თავის გეგმებს. თუ აღმოჩ-
ნდებოდა, რომ არ მოეწონებოდა ეს გეგმები ან საკუთარი ადგილი
მათში, მაშინ კი...
– ღონე არ კმარა. დრაკარის ნიჩბები ერთივით უნდა მოძრაობ-
დეს, თუ გინდა, სწრაფად ატარო. ჭკუა თუ გაქვს, იმ ხალხს აიყვანდი,
ვისაც ადრე ერთად მოუსვამს ნიჩაბი. – ბრძნული რჩევაა. იქნებ შენ
დამეხმარო მათ არჩევაში, – დაე, იფიქროს, რომ მისი ჭკუა მჭირდე-
ბა, ქალებს უყვართ ეგეთი რამები.
– იქნებ კიდევაც დაგხმარებოდი. თუ კარგად მომექცევი.
– მაშ როგორ?
მირაჰემს რომ მიუახლოვდნენ, თეონმა ნაბიჯს აუჩქარა. მაღა-
ლი, ცარიელი გემი ნავმისადგომთან ირწეოდა. მისმა კაპიტანმა

500
ორი კვირის წინ დააპირა გაცურვა, მაგრამ ლორდმა ბეილონმა ნე-
ბა არ დართო. ლორდისპორტში შემოსული არცერთი ვაჭარი არ გა-
უშვა უკან. არ უნდოდა, საომარი გემების შეკრების ამბავს მატერი-
კამდე მანამ მიეღწია, სანამ შეტევისთვის ბოლომდე არ იქნებოდა
მზად. – მილორდ, – ჩამოსძახა საბრალობელმა ხმამ სავაჭრო გე-
მის ცხვირიდან. კაპიტნის ასული მოაჯირს გადმოჰყუდებოდა და მი-
მავალ თეონს გამოსცქეროდა. მამამისმა ნაპირზე ჩამოსვლა აუკ-
რძალა, მაგრამ რამდენჯერაც თეონი ლორდისპორტში მოხვდა, იმ-
დენჯერ შენიშნა იგი, ეულად რომ დაბორიალებდა გემბანზე, – მი-
ლორდ, ერთი წუთით, – მოსძახოდა გოგონა, – თუ მილორდს ეამე-
ბა...
– ეგრე იყო? – ჰკითხა ესგრედმა, როდესაც თეონმა იგი საჩქა-
როდ ჩაატარა გემის გვერდზე, – აამა მილორდს?
ამასთან მორიდება საჭირო არაა.
– რაღაც ხანი, ჰო. ახლა უნდა, ჩემი მლაშის ცოლი გახდეს.
– ოჰო. ცოტა დამლაშება კი არ აწყენდა. ნამეტანი რბილი და ფა-
ფუკია. ხომ არ მეშლება?
– არ გეშლება. – რბილი და ფაფუკი. საიდან მიხვდა?
ვექსისთვის ნათქვამი ჰქონდა, სასტუმროსთან მოეცადა. საერ-
თო ოთახი ისეთი გაჭედილი იყო, კარი ძლივს შეაღო. არც მერხებ-
ზე, არც მაგიდებთან დასაჯდომი ადგილი არ დარჩენილიყო. ვერც
თავისი საჭურველთმტვირთველი დაინახა. – ვექს! – დაიღრიალა იმ
გუგუნსა და ჩხარაჩხურში. მაღლა თუა რომელიმე იმ სიფილისიან
კახპასთან ერთად, ტყავს გავაძრობო, ფიქრობდა, როდესაც ბიჭს
თვალი მოჰკრა. ბუხართან იჯდა და კამათელს აგორებდა... და იგებ-
და კიდეც, როგორც მის წინ დაგროვილი მონეტებით ჩანდა.
– წასვლის დროა! – გამოუცხადა თეონმა. ბიჭმა აინუნშიაც რომ
არ ჩააგდო, ყურზე სტაცა ხელი და თამაშს მოსწყვიტა. ვექსმა მთელი
501
მუჭა სპილენძის მონეტები ჩაიჯიბა და უსიტყვოდ მიჰყვა. მისი ეს
თვისება თეონს ძალიან მოსწონდა. საჭურველთმტვირთველების
უმრავლესობას გრძელი ენა აქვს, მაგრამ ვექსი მუნჯად იყო დაბა-
დებული... რაც, ჩანს, ხელს არ უშლიდა, ნებისმიერი თორმეტის
წლის ბიჭზე ნაკლებად გონიერი არ ყოფილიყო. ლორდ ბოტლის
ერთ-ერთი ნახევარძმის უკანონო ძე იყო. მისი საჭურველთმტვირ-
თველად აყვანა შედიოდა ფასში, რომელიც თეონმა თავის ცხენში
გადაიხადა.
ვექსმა ესგრედი რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა. გეგო-
ნება, აქამდე ქალი არ ენახოს, გაიფიქრა თეონმა.
– ესგრედი პაიკზე წამომყვება. ცხენები შეკაზმე, სწრაფად.
ბიჭი ლორდ ბეილონის თავლიდან გამოყვანილ ტანმორჩილ სა-
ფერხეზე იჯდა, აი, თეონის ცხენი კი სულ სხვა გვარის ცხოველი იყო.
– ეს ჯოჯოხეთის მერანი სად იპოვე? – ჰკითხა ესგრედმა, ცხენი
რომ დაინახა, მაგრამ მისმა სიცილმა თეონი მიახვედრა, რომ ქალი
აღტაცებული იყო. – ეგ ერთი წლის წინ ლორდმა ბოტლიმ ლანის-
პორტში იყიდა, მაგრამ მისთვის ზედმეტად ფიცხი აღმოჩნდა, ამი-
ტომ სიამოვნებით გაყიდა, – რკინის კუნძულები მეტისმეტად მწირი
და კლდოვანი იყო საიმისოდ, რომ რიგიანი ცხენები მოეშენებინათ.
კუნძულელები უკეთეს შემთხვევაში ისე-რა მხედრები თუ იყვნენ და
თავს გემბანზე ბევრად უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე უნაგირზე. ლორ-
დებიც კი საფერხეებზე ან ბანჯგვლიან ჰარლოურ პონებზე სხდე-
ბოდნენ ხოლმე და აქ სახარე ურმები უფრო ხშირად შეგხვდებოდა,
ვიდრე ეტლები. ღარიბი ხალხი, ვისაც არცერთის საყიდელი ფული
გააჩნდა და არც მეორის, თავადვე ეწეოდა საკუთარ გუთანს თხელ,
ქვიან მიწაზე.
მაგრამ თეონს ათი წელი ჰქონდა გატარებული ვინტერფელში და
არ აპირებდა, საომრად კარგი ცხენის გარეშე წასულიყო. ლორდმა
502
ბოტლიმ სწორედ რომ მის იღბლად იყიდა ეს ფიცხი ულაყი, ტყავი და
ზნე ერთნაირად შავი რომ ჰქონდა. სარბოლ ცხენებზე უფრო დიდი
იყო, მაგრამ ზორბა საომარ ცხენებს ტანად ჩამოუვარდებოდა. რად-
გან თეონიც ჩამოუვარდებოდა ტანად ზორბა რაინდებს, ეს ამბავი
ხელს აძლევდა. ცხოველი თვალებიდან ცეცხლს ყრიდა. ახალი პატ-
რონი რომ დაინახა, კბილები დაკრიჭა და შეეცადა, სახეზე ეკბინა.
– სახელი აქვს? – ჰკითხა ესგრედმა, თეონი რომ შეჯდა.
– ღიმილა, – ქალს ხელი მიაწოდა და ამოზიდა, წინ შემოისვა.
ასე შეეძლო, ჭენებისას მისთვის ხელები შემოეხვია, – ერთ კაცს
ვიცნობდი, რომელმაც მითხრა, უდროო დროს იცი გაღიმებაო.
– მართლა ეგრე იცი?
– მხოლოდ მათი აზრით, ვინც საერთოდ არაფერზე იღიმება, –
მამამისი და ბიძამისი ეარონი გაახსენდა.
– ახლა იღიმები, მილორდ პრინცო?
– ო, დიახ, – თეონმა მკლავები შემოატარა, აღვირს რომ მის-
წვდენოდა. ქალი ლამის მისი სიმაღლის იყო. მის თმას დაბანა არ
აწყენდა, ლამაზ კისერზე კი მკრთალი ვარდისფერი ნაიარევი აჩ-
ნდა, მაგრამ თეონს მოსწონდა მისი სუნი: მარილის, ოფლის, ქალის.
პაიკისკენ უკანა გზა ბევრად უფრო მეტ თავგადასავალს ჰპირდე-
ბოდა, ვიდრე აქეთობისას. ლორდისპორტს კარგად რომ გასცდნენ,
თეონმა ძუძუზე დაადო ხელი. ესგრედი მისწვდა და ჩამოაშვებინა.
– ჯობია, ორივე ხელი აღვირზე გეკიდოს, თორემ ეს შენი შავი
მხეცი ორივეს ჩამოგვყრის და წიხლით დაგვხოცავს.
– ეგეთები უკვე გამოვუბერტყე თავიდან, – გახალისებული თე-
ონი ერთხანს წესიერად იქცეოდა. თავაზიანად ქაქანებდა ამინდზე
(რომელიც მისი ჩამოსვლის მერე ერთნაირად რუხი და ღრუბლიანი
იყო, ხშირი წვიმებით) და მოუთხრობდა, თუ ვინ გახდა მისი მსხვერ-
პლი მოჩურჩულე ტყეში. როდესაც ჰყვებოდა, როგორ მიუახლოვდა
503
თავად მეფისმკვლელს, ხელი ისევ იქ ააცოცა, სადაც მანამდე ედო.
პატარა ძუძუები ჰქონდა, მაგრამ თეონს მათი სიმკვრივე მოსწონდა.
– არ გინდა ეგრე, მილორდ პრინცო.
– ო, მაგრამ რომ მინდა? – თეონმა ხელი მოუჭირა.
– შენი საჭურველთმტვირთველი გიყურებს.
– გვიყუროს. გეფიცები, არასოდეს არავის მოუყვება.
ესგრედმა მისი თითები მკერდიდან მოიშორა. ამჯერად მტკიცედ
დაბმული დაიტოვა ხელში. ძლიერი ხელები ჰქონდა.
– მიყვარს, ქალს მტკიცედ რომ შეუძლია ჩავლება.
ესგრედმა ჩაიფრუტუნა.
– არ ვიტყოდი, იმ გემზე მდგარი გოგოს შემხედვარე.
– მის მიხედვით ნუ იმსჯელებ. მთელ გემზე ის იყო ერთადერთი
ქალი. – მამაშენზე მომიყევი. კეთილად მიმიღებს თავის სასახლე-
ში? – რატომ იზამს მაგას? მე არ მივუღივარ კეთილად, მისი საკუთა-
რი სისხლი და ხორცი, პაიკის და რკინის კუნძულების მემკვიდრე.
– ხარ რო მემკვიდრე? – ჰკითხა ქალმა შემპარავად, – ამბობენ,
რომ ბიძები გყავს, ძმები, და...
– ჩემი ძმები დიდი ხნის წინ დაიხოცნენ, ჩემი და კი..: აბა, რა ვი-
ცი, ამბობენ, აშას საყვარელი ტანსაცმელი მუხლსქვემოთ ჩამოგ-
რძელებული ჯაჭვის პერანგია, შიგნიდან კი მოთრიმლული ტყავის
საცვლები აცვიაო. მაგრამ კაცის ტანსაცმელი კაცად მაინც ვერ გახ-
დის. ომს რომ მოვიგებ, მისთვის კარგ საქორწინო გარიგებას მო-
ვაწყობ – თუ ვიპოვე ისეთი კაცი, მის წაყვანას რომ მოინდომებს.
როგორც მახსოვს, ქორივით ცხვირი ჰქონდა, ფერიმჭამელებით
სავსე სახე და ბიჭივით მკერდი. – და კი შეგიძლია გაათხოვო, – აღ-
ნიშნა ესგრედმა, – მაგრამ ბიძებს რას უშვრები? – ბიძები... – თე-
ონის უფლება წინ უსწრებდა მამამისის სამი ძმის უფლებებს, მაგრამ
ქალი მაინც მგრძნობიარე სიმებს შეეხო. კუნძულებზე გაუგონარი
504
ამბავი როდი იყო, ძლიერ, პატივმოყვარე ბიძას სუსტი ძმისშვილის-
თვის მემკვიდრეობის უფლება წაერთმია და, რა გასაკვირია, ამასო-
ბაში შემოკვდომოდა კიდევაც. მაგრამ მე არ ვარ სუსტი, უთხრა თე-
ონმა თავის თავს, და იმ დროისთვის, მამაჩემი რომ მოკვდება, უფ-
რო ძლიერიც ვიქნები. – ბიძები ჩემთვის საშიში არ არიან, – გამო-
უცხადა ქალს, – ეარონი ზღვის წყლით და სიწმინდითაა მთვრალი.
მარტო თავისი ღმერთისთვის ცოცხლობს... – თავისი ღმერთის-
თვის? შენი არაა?
– ჩემიცაა. რაც მკვდარია, ვეღარასოდეს მოკვდება, – მან ოდნავ
გაიღიმა, – თუ როგორც წესი და რიგია, ისე ვიღაღადებ ღვთივსათ-
ნო სიტყვებს, თმასველი გზაზე არ გადამიდგება. ბიძაჩემი ვიქტა-
რიონი კი...
– რკინის ფლოტის კაპიტანი და მრისხანე მეომარია. მასზე სიმ-
ღერები სალუდეებში მომისმენია.
– მამა-ბატონის აჯანყებისას მან ლანისპორტში გაცურა ბიძაჩემ
ურონთან ერთად და იქ ღუზაზე მდგარი ლანისტერების ფლოტი დაწ-
ვა, – გაიხსენა თეონმა, – თუმცა გეგმა ეურონის მოფიქრებული იყო.
ვიქტარიონი დიდ და ჭაღარა ხარს ჰგავს, ძლიერი, მოუღლელი და
დაუზარელია, მაგრამ დოღს კი ვერ მოიგებს. უეჭველია, ის ისევე
ერთგულად მემსახურება მე, როგორც მამაჩემს მსახურობდა. შეთ-
ქმულების მოსაწყობად საკმარისი არც გამჭრიახობა აქვს და არც
პატივმოყვარეობა.
– სამაგიეროდ, ურონ ყვავისთვალას არ აკლია გამჭრიახობა გა-
მიგონია, მასზე საზარელ რამებს ჰყვებოდნენ.
თეონი უნაგირზე შეიშმუშნა.
– ბიძაჩემი ეურონი კუნძულებზე თითქმის ორი წელია, არავის
უნახავს. შეიძლება, მკვდარიც კი იყოს, – ჯობს კიდევაც, ასე თუა.
ლორდ ბეილონის უფროს ძმას არასოდეს აუღია ხელი ძველ წესზე,
505
ერთი დღითაც კი. ამბობდნენ, იბენიდან ვიდრე ასშაიმდე ყველა ნავ-
სადგურში კარგად იცნობენ მის შავაფრებიან, მუქ წითელ მდუმარე-
ბას და თავზარს სცემთ მისი ხსენებაო.
– იქნებ მკვდარიცაა, – დაეთანხმა ესგრედი, – და ცოცხალი თუა,
იმდენი ხანია, ზღვაშია გასული, რომ აქ ნახევრად უცხო იქნება. რკი-
ნელები არასოდეს დასვამენ უცხოს ზღვისქვის სკამზე.
– ჰო, ალბათ არ დასვამენ, – მიუგო თეონმა, სანამ გაიაზრებდა,
რომ კუნძულელებისთვის სინამდვილეში თავადაც უცხო იყო. ამის
გაფიქრებაზე შუბლი შეიკრა. ათი წელი დიდი დროა, მაგრამ ახლა
უკვე დავბრუნდი, მამაჩემი კი სიკვდილს ჯერ არ აპირებს. დრო
მაქვს, თავი გამოვიჩინო.
დააპირა, ისევ მოესინჯა ესგრედის მკერდი, მაგრამ ქალი ალბათ
ისევ გააწევინებდა ხელს, თანაც ბიძებზე საუბარმა ჟინი როგორღაც
დაუცხრო. ამ თამაშებისთვის სასახლეშიც ექნებათ დრო, მის ოთა-
ხებში რომ განმარტოვდებიან. – პაიკზე რომ მივალთ, ჰელიას დავე-
ლაპარაკები, რომ ნადიმზე საპატიო ადგილას დაგსვას, – უთხრა
ქალს, – მე შემაღლებულზე უნდა ვიჯდე, მამაჩემის მარჯვნივ, მაგ-
რამ ის რომ გავა, ჩამოვალ და შენთან ვიქნები. დიდხანს იშვიათად
ჩერდება ხოლმე. ბოლო დროს ბევრ სასმელს ვეღარ იტანს.
– რა სამწუხაროა, დიდი ადამიანი რომ ბერდება.
– ლორდი ბეილონი დიდი ადამიანის მამაა მხოლოდ.
– თავმდაბალი ლორდისწული.
– თავს მარტო სულელი დაიმცირებს, როცა უამრავი ადამიანი
სიხარულით იზამს ამ საქმეს მის ნაცვლად, – თეონმა მსუბუქად აკო-
ცა კისერზე. – ამ დიდ ნადიმზე რა უნდა ჩავიცვა? – ქალმა ხელი უკან
გასწია და მისი სახე მოიშორა.
– ჰელიას ვთხოვ, ჩაგაცვას. ჩემი დედა-ქალბატონის რომელიმე
კაბა გამოდგება. ის ჰარლოუზეა და დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
506
– მსმენია, ცივმა ქარებმა დააძაბუნესო. მის სანახავად არ წახ-
ვალ? იქ მისაცურად სულ რაღაც ერთი დღეა საჭირო და, უეჭველია,
ლედი გრეიჯოი თავისი ძის უკანასკნელად ნახვის მონატრული იქ-
ნება.
– წავიდოდი, რომ შემეძლოს. აქ უამრავი საქმე მაქვს. ახლა, რაც
ჩამოვედი, მამაჩემმა ყველაფერი მე მომანდო. იქნება მშვიდობა და
მერე.
– მას მშვიდობას შენი მისვლა მიუტანდა.
– რა ქალივით ლაპარაკობ, – დაიწუწუნა თეონმა.
– ვაღიარებ, ქალი ვარ... თანაც ორსული.
ამის წარმოდგენა რატომღაც აღაგზნებდა.
– შენ ასე ამბობ, მაგრამ ტანზე არაფერი გეტყობა. როგორ და-
მიმტკიცებ? რომ დაგიჯერო, ჯერ უნდა ვნახო, როგორ დაგებერება
ძუძუები, და შენი ხსენი ვიგემო. – რას იტყოდა ამაზე ჩემი ქმარი? მა-
მაშენის შეფიცული მებრძოლი და მსახური? – იმდენი გემის აშენე-
ბას შევუკვეთავთ, ვერც გაიგებს, რომ წამოსული ხარ. ქალმა გაიცი-
ნა.
– რა ბოროტ ლორდისწულს მოვუტაცივარ. თუ დაგპირდები,
რომ ერთ დღესაც განახებ, როგორ ვაწოვებ ძუძუს ბალღს, მაშინ კი-
დევ მომიყვები შენს ომზე, თეონ გრეიჯოი? წინ ჯერაც მრავალი მი-
ლი გვიდევს, მთები გვაქვს გადასავლელი, და მე მინდა ვისმინო
მგელ-მეფეზე, ვისაც ემსახურებოდი, და ოქროს ლომზე, ის რომ ებ-
რძოდა. თეონს უნდოდა, ესიამოვნებინა ესგრედი, და დათანხმდა.
გრძელი გზა მალე გაილია, სანამ ის ქალს ლამაზ თავს ვინტერფე-
ლისა და ომის ამბებით უვსებდა. ზოგი შენიშვნა გაოცებულს ტოვებ-
და. რა ადვილია მასთან საუბარი, დალოცონ ღმერთებმა, ფიქრობ-
და თეონი. თითქოს უკვე მრავალი წელია ვიცნობდე. თუ ლოგინშიც

507
ასევე ამიბა მხარი, როგორც საუბარში, ეს ქალი ჩემთვის უნდა და-
ვიტოვო... თვალწინ დაუდგა სიგრინ გემთმშენებელი, სქელი და გო-
ნებაზანტი კაცი, სელისფერი თმა უკვე რომ შეთხელებოდა დამუწუ-
კებული შუბლის ზემოთ, და თავი გაიქნია. აფსუსია. რა გულსაკლა-
ვად აფსუსია.
დრო თითქოს არც გასულიყო და პაიკის დიდი გალავანი უკვე
მათ წინ აღიმართა. კარიბჭე ღია დახვდათ. თეონმა ღიმილას დეზები
შემოჰკრა და კარი სწრაფი ჩორთით გაიარა. ესგრედს ჩამოსვლაში
დაეხმარა. ძაღლები ყურისწამღებად ყეფდნენ. რამდენიმემ კუდის
ქიცინით ახლოს მოირბინა. თეონს ჩაუქროლეს და ქალს მიახტნენ,
ლამის წააქციეს. მის გარშემო ხტოდნენ, წკმუტუნებდნენ და ლოკავ-
დნენ. – გადი! – იყვირა თეონმა და ერთ დიდ ყავისფერ ძუკნას აც-
დენილი წიხლი მოუქნია, მაგრამ ესგრედი იცინოდა და ძაღლებს
ეთამაშებოდა.
ძაღლების მერე ბრაგაბრუგით მოირბინა მეჯინიბემ.
– ცხენი წაიყვანე, – უბრძანა თეონმა, – და ეს წყეული ძაღლები
აქედან მოაშორე... იმ ტეტიამ ზედაც არ შეხედა. სახე ფართო, კბილ-
ჩამომტვრეული ღიმილით გაებადრა. – ლედი აშა. დაბრუნდი.
– წუხელ, – მიუგო ქალმა, – დიდი ვიკიდან ლორდ გუდბრაზერს
გამოვყევი, ღამე კი სასტუმროში გავათიე. უმცროსი ძამიკო დამთან-
ხმდა, ლორდისპორტიდან წამოვეყვანე, – მან ერთ-ერთ ძაღლს
ცხვირზე აკოცა და თეონს გაუღიმა.
თეონი გაშეშებული იდგა და მას უცქერდა. აშა. არა. ეს აშა ვერ
იქნება. უცებ მიხვდა, რომ მის წარმოსახვაში ორი აშა ცხოვრობდა.
ერთი ის პატარა გოგო იყო, ბავშვობაში რომ იცნობდა. მეორე უფრო
ბუნდოვნად ჰყავდა წარმოდგენილი და მის დედას ჩამოჰგავდა. არ-
ცერთი არაფრით ჰგავდა ამ... ამ... ამ... – ფერიმჭამელები მაშინ გა-

508
მიქრა, ძუძუები რომ გამომივიდა, – აუხსნა მან, თან ძაღლს ეჭიდა-
ვებოდა, – ქორის ცხვირი კი შემრჩა თეონმა ხმის დაძვრა მოახერხა.
– რატომ არ მითხარი?
აშამ ძაღლი გაუშვა და გაიმართა.
– ჯერ მინდოდა მენახა, რა იყავი. და ვნახე კიდევაც, – მერე დამ-
ცინავად დაუკრა თავი, – ახლა, ძამიკო, ბოდიში მომითხოვია. უნდა
ვიბანაო და ნადიმისთვის გამოვეწყო. ნეტავ კიდევ თუ შემომრჩა ის
ჯაჭვის კაბა, ტყავის საცვლებზე რომ მიყვარს ჩაცმა? – ისევ მზაკვრუ-
ლად გაუღიმა და ხიდი იმ აუჩქარებელი დარწეული ნაბიჯით გადაჭ-
რა, თეონს ასე რომ მოსწონდა.
რომ შემობრუნდა, გაკრეჭილი ვექსი შერჩა ხელში. მან ბიჭს ყუ-
რის ძირში შემოჰკრა. – ეს, ასე ძალიან რომ გიხარია, იმიტომ, – და
მეორედ, უფრო მძლავრად, – ეს კი – რომ არ გამაფრთხილე. სხვა
დროს ენა გაიზარდე.
სასტუმრო ციხეში თავისი ოთახები ასე სუსხიანი არასოდეს მოს-
ჩვენებია, თუმცა მონებს მაყლები გაღვივებული დაეტოვებინათ.
ჩექმები გაიძრო, მოსასხამს იატაკზე ჩამოვარდნა დაანება და ღვი-
ნო დაისხა, თან პატარა მოუქნელ გოგოს იხსენებდა, კუთხოვანი
მუხლები და ფერიმჭამელები რომ ჰქონდა. შარვალი შემიხსნა, გა-
იფიქრა შეურაცხყოფილმა, და მითხრა... ო, ღმერთებო, მე კი ვუთ-
ხარი... გმინვა აღმოხდა. ამაზე უფრო საზიზღარ სულელად ვერც მო-
ახერხებდა, გამოჩენილიყო. არა, გაიფიქრა მერე. იმან გამასულე-
ლა. ეგ ბოროტი ძუკნა ყოველი წუთით ტკბებოდა. და ხელს როგორ
მავლებდა...
ჭიქა აიღო და ფანჯრისკენ წავიდა, ფართო რაფაზე ჩამოჯდა.
სვამდა და ზღვას უცქერდა, პაიკის თავზემოთ კი ცა მუქდებოდა. აქ
ჩემი ადგილი არაა, გაიფიქრა, და ამის მიზეზი აშაა, სხვებსაც წა-

509
უღიათ! დაბლა გაშლილი მწვანე წყალი გარუხდა, მერე ჩაშავდა. მე-
რე შორი ჰანგიც ჩაესმა და მიხვდა, დრო იყო, სანადიმოდ ტანთ გა-
მოეცვალა. სადა ჩექმები და კიდევ უფრო სადა, მგლოვიარე შავი და
რუხი ფერის ტანსაცმელი შეარჩია, თავისივე განწყობის შესაფერი-
სი. სამკაული არ შეუბამს – რკინის ფასად ნაყიდი არაფერი ჰქონდა.
იმ ველურისთვის შემეძლო ამერთმია რამე, ბრან სტარკის გადა-
სარჩენად რომ მოვკალი; მაგრამ იმას არაფერი ჰქონდა ისეთი, ასა-
ღებად რომ ღირებულიყო. ასეთი წყეული ბედი მაქვს, მაინცდამაინც
გლახაკი მოვკალი.
გრძელი გაბოლილი დარბაზი უკვე სავსე იყო მამამისის ლორ-
დებით და კაპიტნებით, თეონი რომ შევიდა. დაგმერ ყბაგახეთქილი
ჯერ არ დაბრუნებულიყო ძველი ვიკიდან სტონჰაუზსა და დრამერებ-
თან ერთად, მაგრამ დანარჩენები ყველანი აქ იყვნენ: ჰარლოელი
ჰარლოები, ბლექტაიდელი ბლექტაიდები; სპარები, მერლინები,
გუდბრაზერები დიდი ვიკიდან, სოლტკლიფები და სანდერლიები
სოლტკლიფიდან, ბოტლიები და ვინჩები პაიკის მეორე მხრიდან.
მონები ელს ასხამდნენ, მუსიკა უკრავდა: ვიოლინოები, გუდასტვი-
რები და დოლები. სამი ზორბა კაცი თითების ცეკვით იყო გართული,
მოკლეტარა ნაჯახებს უქნევდნენ ერთმანეთს. საჭირო იყო, ნაჯახი
დაგეჭირა ან ზედ გადახტომოდი ისე, რომ ნაბიჯი არ შეგშლოდა. თი-
თების ცეკვა იმიტომ ერქვა, რომ მაშინ სრულდებოდა, როცა რომე-
ლიმე მოცეკვავეს წაეჭრებოდა ერთი... ან ორი, ან ხუთი... თითი.
არც მოცეკვავეებს, არც მსმელებს დიდი ყურადღება არ მიუქცე-
ვიათ თეონ გრეიჯოისთვის, როდესაც მან ამაღლებული მაგიდისკენ
გააბიჯა. ბეილონ გრეიჯოი დაბრძანებულიყო ზღვისქვის სკამზე,
რომელიც ერთიანი, პრიალა შავი ქვისგან იყო გამოკვეთილი და
უზარმაზარი კრაკენის ფორმა ჰქონდა. ლეგენდები ჰყვებოდნენ,
რომ პირველ ადამიანებს ის ძველი ვიკის ნაპირზე დახვდათ, რკინის
510
კუნძულებზე როცა მოვიდნენ. საკარცხულის მარცხნივ თეონის ბი-
ძები ისხდნენ. აშა მის მარჯვნივ მოკალათებულიყო, საპატიო ად-
გილზე.
– დაიგვიანე, თეონ, – შენიშნა ლორდმა ბეილონმა.
– ბოდიში მომითხოვია, – თეონი აშას გვერდით ცარიელ სკამზე
დაჯდა. მისკენ გადაიხარა და ყურში ჩაუსისინა, – ჩემს ადგილზე ზი-
ხარ.
მან უცოდველი თვალებით მოხედა.
– ძმაო, ნამდვილად გეშლება. შენი ადგილი ვინტერფელშია, –
მისი ღიმილი ხმალივით ჭრიდა, – რა უყავი შენი ლამაზი ტანისამო-
სი? ასე გავიგე, ტანზე აბრეშუმის და ხავერდის შეხება უყვარსო, –
თავად რბილი შალის მწვანე კაბა ეცვა, ქსოვილი მისი სხეულის
თხელ ნაკვთებს ეკვროდა.
– ის ჯაჭვის პერანგი ალბათ დაგიჟანგდა, – შეუღრინა პასუხად,
– რა ცუდია. გნახავდა კაცი სულ რკინებში ჩაცმულს.
აშამ გაიცინა.
– შეიძლება კიდევაც მნახო, ძამიკო... თუ გგონია, რომ შენი
ზღვის ძუკნა ჩემს შავ ქარს დაეწევა, – მათი მამის ერთ-ერთი მონა
მიუახლოვდათ, ხელში ღვინიანი სურა ეჭირა, – ამ საღამოს ღვინოს
დალევ თუ ელს, თეონ? – და მისკენ გადაიხარა, – თუ ისევ ჩემი ხსე-
ნის გემო გწყურია?
თეონი წამოწითლდა.
– ღვინო, – უთხრა მონას. აშა შეტრიალდა, მაგიდაზე დააბრახუ-
ნა და ელი მოითხოვა. თეონმა პური ორად გაჭრა, თეფშივით ამოღ-
რუტნა და მზარეულს მოუხმო, რომ მას შიგ თევზის კერძი ჩაესხა.
ფაფასავით სქელი შეჭამანდის სუნმა ცუდად გახადა, მაგრამ თავს
ძალა დაატანა, რომ ცოტაოდენი შეეჭამა. ღვინოს ბლომად სვამდა
და ორ თავ კერძს კიდევ გაუძლო. თუ ვარწყევ, სულ აშაზე დავღვრი.
511
– მამამ იცის, მის გემთმშენებელს რომ გაჰყევი? – ჰკითხა დას. –
სიგრინზე მეტად – არა, – აშამ მხრები აიჩეჩა, – ესგრედი მისი აშე-
ნებული პირველი გემი იყო. დედამისის სახელი დაარქვა. გამიჭირ-
დებოდა მეთქვა, უფრო მეტად რომელი უყვარდა.
– ყველაფერი, რაც კი მითხარი, მომატყუე.
– ყველაფერი არა. გახსოვს, გითხარი, ზემოდან მიყვარს-მეთქი?
– გაიბადრა აშა. ამან კიდევ უფრო მეტად გააბრაზა.
– გათხოვილი ვარო, ორსულადო...
– ო, ეგეც არ იყო მთლად ტყუილი, – აშა ფეხზე წამოხტა, –
როლფ, აქეთ! – დასძახა ერთ-ერთ მოცეკვავეს და ხელი შემართა.
კაცმა დაინახა იგი, შემოტრიალდა და უეცრად მის ხელს ნაჯახი მოს-
წყდა, ჩირაღდნების შუქით ალაპლაპებული გამოფრინდა მათკენ.
თეონმა განცვიფრებით დააღო პირი და, სანამ რამეს მოასწრებდა,
აშამ გამოტყორცნილი ნაჯახი ჰაერიდან ჩამოხსნა და მაგიდას დას-
ცხო, მისი ჯამი გააპო და საწებელი გარშემო მოწუწა, – აი, ჩემი ქმა-
რი, – მერე კაბაში ჩაიყო ხელი და მკერდში ჩამალული ხანჯალი
ამოიღო, – აი, ესეც ჩემი საყვარელი ძუძუთა ბალღი. ვერ წარმოიდ-
გინა, იმწუთას როგორი შესახედი იყო თავად, მაგრამ უცებ აღიქვა,
რომ სეფედარბაზს ხარხარი აზანზარებდა და რომ ყველა მას აყრი-
და სიცილს. მამამისიც კი იღიმებოდა, წყეული იყვნენ ღმერთები, ბი-
ძამისი ვიქტარიონი კი ხმამაღლა ხითხითებდა. ისღა დარჩენოდა,
პასუხად ნაძალადევი ღიმილი მოერგო. იმასაც ვნახავთ, ვინ გაიცი-
ნებს ბოლოს, ძუკნავ.
აშამ ნაჯახი მაგიდიდან ამოაძრო და ისევ მოცეკვავეებს გადაუგ-
დო სტვენისა და მოწონების ყიჟინის თანხლებით.
– ის ჯობია, გაითვალისწინო, რაც ეკიპაჟის შერჩევაზე გითხარი,
– მონამ მათ სინი მიართვა, აშამ დამარილებული თევზი ხანჯალზე

512
ააგო და შეექცა, – თავი რომ შეგეწუხებინა და რამე შეგეტყო სიგ-
რინზე, შენს გასულელებას ვერასოდეს მოვახერხებდი. ათი წელი
მგლად იყავი, ახლა კი მოდიხარ აქ და კუნძულების პრინცად მო-
გაქვს თავი, ისე, რომ არავინ და არაფერი არ იცი. რატომ იომებს და
მოკვდება შენთვის ვინმე?
– მე მათი კანონიერი პრინცი ვარ, – გადაჭრით თქვა თეონმა. –
მწვანე მხარის კანონებით შეიძლება ეგრეც იყოს. მაგრამ აქ ჩვენ
ჩვენი კანონები გვაქვს, თუ დაგავიწყდა?
მოღუშული თეონი შებრუნდა და მის წინ დადებულ გაკვეთილ
პურს დახედა. ცოტაც და, წვენი მუხლებზე დაეწუწებოდა. მონას და-
უძახა, რომ გაეწმინდა. ნახევარი სიცოცხლე ველოდი, როდის დავ-
ბრუნდებოდი შინ, და რისთვის? აბუჩად აგდების და გულგრილო-
ბისთვის? ეს ის პაიკი არ იყო, რომელიც მას ახსოვდა. საერთოდ ახ-
სოვდა კი რამე? ძალიან პატარა იყო, მძევლად რომ გაიტაცეს.
ნადიმს საკმაოდ მწირი ეთქმოდა, ერთმანეთს მოსდევდა თევზის
კერძები, შავი პური და შეუნელებელი თხის ხორცი. ყველაზე უფრო
გემრიელი რამ, რაც თეონს ყელში გადაუვიდა, ხახვის ღვეზელი
იყო. ელსა და ღვინოს მას მერეც დიდხანს ასხამდნენ, რაც ბოლო
კერძიც გაიტანეს.
ლორდი ბეილონ გრეიჯოი ზღვისქვის სკამიდან წამოდგა.
– მოათავეთ სმა და ჩემს მისაღებში მოდით, – უთხრა საპატიო
მაგიდასთან მჯდომ თანამეინახეებს, – გეგმები გვაქვს დასაწყობი,
– სხვა არაფერი უთქვამს, ისე გავიდა თავის ორ მცველს შუა ჩამდგა-
რი. ძმებიც მალევე მიჰყვნენ. თეონიც წამოდგა, რომ მათ გაჰყოლო-
და.
– ჩემი ძამიკო წასვლას ჩქარობს, – აშამ ყანწი ასწია და ისევ ელი
მოითხოვა. – მამა-ბატონი გვიცდის.

513
– მრავალი წელი იცადა უკვე. ცოტა მოცდა არაფერს დაუშა-
ვებს... მაგრამ მისი განრისხების თუ გეშინია, მიდი, გაეკიდე მაინც.
ბიძაჩვენების დაწევა არ გაგიჭირდება, – მან გაიღიმა, – ბოლოს და
ბოლოს, ერთი ზღვის წყლითაა მთვრალი, მეორე კი ისეთი გონება-
ზანტი ჭაღარა ხარია, რომ შეიძლება გზა დაკარგოს. გაღიზიანებუ-
ლი თეონი ისევ დაჯდა.
– მე არა კაცს არ დავდევ კუდში.
– კაცს არა, მაგრამ ყველა ქალს, ხო?
– მე კი არ წამივლია შენთვის სირზე ხელი.
– იმიტომ რომ არ გამაჩნია, ხო? სხვა ყველაფერზე ძალიანაც
კარგად წამავლე. თეონი გრძნობდა, როგორ ედებოდა სახეზე სი-
წითლე.
– მე კაცი ვარ და კაცური სურვილები მაქვს. შენ რა გაუგებარი
არსება ხარ? – მე ერთი მოკრძალებული ასული ვარ მხოლოდ, –
აშამ მაგიდის ქვეშ ხელი გამოსწია და ისევ მოუჭირა ასოზე. თეონი
კინაღამ სკამიდან წამოხტა, – რა, აღარ გინდა, ნავსადგურში შეგიყ-
ვანო, ძმაო?
– ქორწინება საშენო არაა, – გადაწყვიტა თეონმა, – მმართველი
რომ გავხდები, ნამდვილად მდუმარე დებს ჩავაბარებ შენს თავს, –
ზეზე წამობარბაცდა და არეული ნაბიჯით გასწია მამამისის სანახა-
ვად.
ზღვის კოშკისკენ გაწვდილ მოქანავე ხიდს რომ მიაღწია, წვიმა
მოდიოდა. მუცელი დაბლა აყალყული ტალღებივით უღმუოდა და
უბობოქრებდა, ღვინომ კი ნაბიჯი აურია. თეონმა კბილები გააკრა-
ჭუნა და მაგრად ჩაეჭიდა ბაგირს. ხიდს მიყოლილმა წარმოიდგინა,
რომ აშას ყელს იყო ჩაფრენილი ასე გააფთრებით. მისაღები ისეთი-
ვე ნესტიანი და ცივი იყო, როგორც ყოველთვის. სელაპის ტყავის
საბნებში ჩაფლული მამამისი მაყალთან იჯდა, აქეთ-იქიდან ძმები
514
შემოსხდომოდნენ. თეონი რომ შევიდა, ვიქტარიონი მოქცევებსა და
ქარებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ლორდმა ბეილონმა ხელის აქნე-
ვით გააჩუმა.
– ჩემი გეგმები უკვე განვსაზღვრე. დროა, შენც შეიტყო.
– ზოგი რამის შემოთავაზება მინდა...
– შენი რჩევა რომ დამჭირდება, გკითხავ, – უთხრა მამამ, – ძვე-
ლი ვიკიდან ფრინველი მოვიდა. დაგმერს დრამები და სტონჰაუსები
მოჰყავს. ღმერთები კეთილ ქარებს თუ გამოგვიგზავნიან, მათი ჩა-
მოსვლისთანავე გავცურავთ... ან შენ გაცურავ. მინდა, პირველი
დარტყმა შენ განახორციელო, თეონ. რვა დრაკარს წაიყვან ჩრდი-
ლოეთისკენ...
– რვას? – თეონი სახეზე აჭარხლდა, – რვა დრაკარით რა უნდა
ვქნა? – ქვიანი ნაპირი უნდა ააოხრო, დაარბიო მეთევზეთა სოფლე-
ბი და ჩაძირო ყველა გემი, რაც კი შეგხვდება. შეიძლება მოახერხო
და ზოგი ჩრდილოელი ლორდი მათი ქვის გალავნებიდან გამოიტ-
ყუო. ეარონი წამოგყვება და კიდევ – დაგმერ ყბაგახეთქილი. – დამ-
ხრჩვალმა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხმლები, – თქვა ქურუმმა. თე-
ონი თავს ისე გრძნობდა, თითქოს სილა გააწნესო. მძარცველის სა-
მუშაოზე გზავნიდნენ, მეთევზეების ქოხების სახრჩოლებლად და მა-
თი მახინჯი გოგოების გასაბახებლად, და, როგორც ჩანს, ლორდი
ბეილონი ამის გაკეთებასაც კი არ ანდობდა ბოლომდე. ვითომ
თმასველის ღუშვა და ტუქსვა არ ეყოფოდა, დაგმერ ყბაგახეთქილ-
საც ატანდა, ეს კი ნიშნავდა, რომ თეონს მეთაური მხოლოდ სახე-
ლად ერქმეოდა.
– აშა, შვილო, – განაგრძო ლორდმა ბეილონმა. თეონი მიტრი-
ალდა და დაინახა, რომ მისი და უხმოდ შემოსრიალებულიყო ოთახ-
ში, – შენ ოცდაათ დრაკარს წაიყვან რჩეული მებრძოლებით და

515
ზღვის დრაკონის კონცხს შემოუვლით. უღრანის ციხის ჩრდილოე-
თით მიქცევის მეჩეჩზე გადმოსხდებით. იქიდან რაც შეიძლება იჩქა-
რეთ და ციხესიმაგრე იქნებ მანამდე ჩაიგდოთ ხელში, ვიდრე საერ-
თოდ მიხვდებიან, რომ მიადექით.
აშამ არაჟანში ჩამჯდარი კატასავით გაიღიმა.
– ყოველთვის მინდოდა, ციხესიმაგრე მქონოდა, – დაიკრუტუნა
კმაყოფილმა. – ჰოდა, აიღე.
თეონს ისღა რჩებოდა, ენაზე კბილი დაეჭირა. უღრანის ციხე
გლოვერების იყო. ახლა, როცა რობეტიც და გალბარტიც სამხრეთ-
ში ომობდნენ, ციხეს მცირე დაცვაღა ეყოლებოდა, ხოლო მისი აღე-
ბით რკინელებს შუა ჩრდილოეთში მტკიცე საყრდენი გაუჩნდებო-
დათ. უღრანის ასაღებად მე უნდა გავეგზავნე. იცნობდა იქაურობას,
გლოვერებს რამდენჯერმე სტუმრობდა ედარდ სტარკთან ერთად.
– ვიქტარიონ, – მიმართა ლორდმა ბეილონმა თავის ძმას, – ძი-
რითადი საქმე შენზეა. ჩემი შვილები რომ დაარტყამენ, ვინტერ-
ფელს მოუწევს, მათ უპასუხოს. წესით, მცირე წინააღმდეგობაღა უნ-
და დაგხვდეს, მლაშე შუბს და ცხელების წყალს რომ აჰყვები გემე-
ბით. სათავეებამდე რომ ახვალ, იქიდან მოათ კაილინამდე უკვე ოც
მილზე ნაკლებია. სამეფოს გასაღები ყელია. დასავლეთის ზღვებს
უკვე ჩვენ ვმართავთ. მოათ კაილინს რომ დავიჭერთ, ლეკვი ვეღარ
შეძლებს უკან, ჩრდილოეთში გაჭრას. და თუ ჭკუა არ ეყოფა და შე-
ეცდება, მისი მტრები ზურგსუკან ყრილ გზას დაუხშობენ და ბიჭუნა
რობი ბოთლში გამოჭერილი ვირთხასავით გაიჭედება. თეონს გაჩუ-
მება აღარ შეეძლო.
– თამამი გეგმაა, მამა, მაგრამ ციხესიმაგრეებში მყოფი ლორ-
დები... ლორდმა ბეილონმა მყისვე ჩაახშო მისი სიტყვა.
– ლორდები სამხრეთისკენ წავიდნენ ლეკვთან ერთად. ციხესი-
მაგრეებში მხდალები, ბებრები ან ჭყინტი ბიჭებიღა დარჩნენ. ისინი
516
ერთმანეთის მიყოლებით დაგვნებდებიან ან დაეცემიან. ვინტერფე-
ლი შეიძლება ერთი წელი დაგვიდგეს, მაგრამ მერე რა? დანარჩენი
ყველაფერი ჩვენი იქნება, ტყეები, ყანები და დარბაზები, იქაურები
კი მონებად და მლაშის ცოლებად გვეყოლება.
ეარონ თმასველმა ხელები ამართა.
– და ამაღლდება რისხვის წყლები, და დამხრჩვალი ღმერთი–
თავის მძლავრებას მწვანე მხარეზე განავრცობს!
– რაც მკვდარია, აღარასოდეს მოკვდება, – გაეპასუხა ვიქტარი-
ონი. – რაც მკვდარია, აღარასოდეს მოკვდება, – აჰყვნენ ლორდი
ბეილონი და აშა, და თეონსაც ისღა დარჩენოდა, მათთან ერთად ჩა-
ებუტბუტებინა სიტყვები. ამით მორჩნენ. გარეთ წვიმა ადრინდელზე
ძლიერად ასხამდა. ბაგირის ხიდი ფეხქვეშ ქანაობდა და იკლაკნე-
ბოდა. თეონ გრეიჯოი შუა ხიდზე შედგა და დაბლა კლდეებს ჩააც-
ქერდა. ტალღები ზათქით და ღრიალით ეხლებოდა მყარს და იგი
ტუჩებზე მარილიანი შხეფების გემოს გრძნობდა. ქარის უეცარმა შე-
მოქროლებამ წააბარბაცა და მუხლებზე დასცა.
აშამ წამოდგომა უშველა.
– ღვინოსაც ვერ იტან, ძმაო.
თეონი მხარზე დაეყრდნო და დაანება, ქალს იგი წვიმით გადა-
რეცხილ ფიცრებზე გადაეტარებინა.
– ესგრედი რომ იყავი, ბევრად უფრო მომწონდი, – უთხრა საყ-
ვედურით მან გაიცინა.
– ბარი-ბარში. მე ცხრა წლისა უფრო მომწონდი.

ტირიონი

მაღალი კარის მიღმიდან არფის წყნარი ხმა გამოდიოდა, მას


სტვირების რაკრაკი ერთვოდა.
517
მომღერლის ხმას სქელი კედლები ახშობდა, მაგრამ ტირიონის-
თვის ეს ლექსი ნაცნობი იყო. ასული მიყვარდა, ტურფა, ვით ზაფხუ-
ლი, მზის სხივი უკრთოდა თმაში... ამ საღამოს დედოფლის კარს სერ
მერინ ტრანტი იცავდა. მისი ბუზღუნა მისალმება „მილორდ“ ტირი-
ონს უკმაყოფილო ეჩვენა, მაგრამ კარი მაინც გაუღო. დის საძინე-
ბელში რომ შეაბიჯა, სიმღერა უეცრად შეწყდა.
სერსეი ბალიშების გროვაზე იყო მიწოლილი. ფეხშიშველს თმა
მომხიბვლელად ჰქონდა აწეწილი, ოქროვან-მწვანე ფარჩის კაბა
ეცვა, რომლის მძიმე ქსოვილი სანთლების შუქზე აციმციმდა, ქალმა
შესულს რომ ამოხედა.
– ძვირფასო დაო, – უთხრა ტირიონმა, – რა ლამაზი ხარ ამ ღა-
მით, მერე მომღერალს მიუბრუნდა, – და შენც, ბიძაშვილო. არც ვი-
ცოდი, ასე ტკბილი ხმა თუ გქონდა. მის შექებაზე სერ ლანსელი გა-
იბუსხა. ალბათ ჩათვალა, დამცინისო. ტირიონისთვის რომ გეკით-
ხა, ბიჭი სამი დუიმით გაიზარდა სიმაღლეში მას მერე, რაც რაინდად
აკურთხეს. ლანსელს სქელი მოჟღალო თმა და ლანისტერების მწვა-
ნე თვალები ჰქონდა, ტუჩის ზემოთ კი რბილი ქერა ბუსუსები ემჩნე-
ოდა. თექვსმეტი წლის იყო და ჭაბუკური თავდაჯერების მთელი უბე-
დურება ერთად სჭირდა, რაც ოდნავადაც არ იყო შერბილებული იუ-
მორით ან თვითკრიტიკით, სამაგიეროდ, უხვად ერთვოდა ის ქედ-
მაღლობა, რაც ასე ბუნებრივად მოსდგამთ ქერა, ძლიერ და ლამაზ
მამაკაცად დაბადებულებს.
– მისმა მოწყალებამ დაგიძახა? – პასუხი მოსთხოვა ბიჭმა.
– არა მგონია. ძალიან ვწუხვარ, რომ გართობა უნდა შეგაწყვე-
ტინოთ, ლანსელ, მაგრამ, იცი რა, ჩემს დას მნიშვნელოვან საქმეებ-
ზე უნდა ვესაუბრო. სერსეიმ ეჭვის თვალით შეხედა.
– აქ იმ მათხოვარი ძმების ამბავზე თუ ხარ მოსული, ტირიონ,
საყვედურები არ დამიწყო. არ მჭირდება ბინძური მოღალატური
518
წარმოდგენები ქუჩაში. დადგნენ ახლა და ერთმანეთს უქადაგონ.
დილეგებში.
– და თქვან, იღბალი გვქონია, ასე მოწყალე დედოფალი რომ
გვყავსო, – დაურთო ლანსელმა, – მე მათთვის ენებს ამოვაგლეჯი-
ნებდი.
– ერთმა იმის თქმაც კი გაბედა, თითქოს იმის გამო ვისჯებოდეთ,
რომ ჯეიმიმ კანონიერი მეფე მოკლა, – განუცხადა სერსეიმ, – ამის
ატანა არ შეიძლებოდა, ტირიონ. ამ ტილებთან გასასწორებლად
ქვეყნის შესაძლებლობა გქონდა, მაგრამ არც შენ, არც შენმა სერ
ჯესლინმა არაფერი ქენით, ამიტომ ვუბრძანე ვილარს, საქმისთვის
მას მიეხედა.
– ეგრეც მოიქცა, – ტირიონი გაჯავრდა, როდესაც წითელმოსას-
ხამიანებმა მასთან შეთანხმების გარეშე ჩაყარეს დილეგებში ექვსი
გაბურძგნილი წინასწარმეტყველი, მაგრამ მათ გამო ერთი ამბის
ატეხა არ უღირდა, – უეჭველია, ქუჩებში ცოტა მეტი სიწყნარე ყვე-
ლას გვარგებს. მაგის გამო არ მოვსულვარ. ისეთი ამბები მაქვს,
რომ ვიცი, ძვირფასო დაო, გეშურება მათი გაგება, მაგრამ ჯობს, თუ
მათზე პირისპირ ვილაპარაკებთ.
– კეთილი, – მეარფემ და მესტვირემ თაყვანი სცეს და დაუყოვ-
ნებლივ გავიდნენ, სერსეიმ კი ბიძაშვილს კდემამოსილად აკოცა
ლოყაზე, – დაგვტოვე, ლანსელ. ჩემი ძმა საშიში არაა, მარტო რო-
ცაა. ხოლო თავისი ცხოველები რომ მოეყარა აქ, სუნით მივხვდებო-
დით.
ჭაბუკმა რაინდმა გამგმირავი მზერა სტყორცნა ბიძაშვილს და
კარი ჯახუნით გაიკეტა.
– რომ იცოდე, შაგას ორ კვირაში ერთხელ ბანაობას ვაიძულებ
ხოლმე, – თქვა ტირიონმა, ის რომ გავიდა.
– რაღაც ძალიან კმაყოფილი ჩანხარ საკუთარი თავით. რატომ?
519
– რატომ არა? – მიუგო ტირიონმა. დღითა თუ ღამით განუწყვეტ-
ლივ რეკდნენ უროები ფოლადის ქუჩაზე და ვეება ჯაჭვს სიგრძე ემა-
ტებოდა. ის ფართო ბალდახინიან საწოლზე შეხტა, – ეს ის საწოლი
არაა, რომელზეც რობერტი მოკვდა? მიკვირს, რომ დაიტოვე.
– მაგაზე რომ მძინავს, ტკბილი სიზმრები მსტუმრობენ, – მიუგო
ქალმა, – ახლა ამოღერღე შენი ახალი ამბები და აქედან გაჩლახუნ-
დი, ჭინკა. ტირიონმა გაიღიმა.
– ლორდი სტანისი დრაკონის ქვიდან გამოვიდა.
სერსეი ფეხზე წამოხტა.
– შენ კიდევ აქ ზიხარ და ჭირნახულის დღის გოგრასავით იკრი-
ჭები? ბაივოტერმა ქალაქის დაცვა შეყარა? ახლავე ჰარენჰალში უნ-
და გავგზავნოთ ფრინველი, – ტირიონს ახლა უკვე სიცილი წასკდა.
სერსეიმ მხრებში ჩაავლო ხელები და შეაჯანჯღარა, – მორჩი! გაგიჟ-
დი? თუ მთვრალი ხარ? მორჩი!
– არ შემიძლია, – ძლივძლივობით ამოთქვა სიტყვები, სიცილი
ახრჩობდა, – ღმერთებო, რა სასაცილოა... სტანისი...
– რა?!
– ჩვენკენ კი არ გამოცურა, – მოახერხა ტირიონმა ბოლოს და
ბოლოს, – გრიგალის კიდეს შემოაწყო ალყა. რენლი მის შესახვედ-
რად გაემართა.
დის ფრჩხილები მტკივნეულად ესობოდა მკლავებში. წუთით უნ-
დობლად შესცქეროდა, თითქოს ტირიონს უეცრად უცხო ენაზე და-
ეწყო ლუღლუღი.
– სტანისი და რენლი ერთმანეთს ებრძვიან? – ტირიონმა თავი
რომ დაუქნია, სერსეი აკისკისდა, – მადლობა ღმერთებს! მალე იმა-
საც დავიჯერებ, რობერტი მაგათში ყველაზე ჭკვიანი იყო!
ტირიონმა თავი უკან გადაიგდო და ახარხარდა. ისინი ერთად

520
იცინოდნენ. სერსეიმ საწოლიდან ჩამოათრია და დაატრიალა, მო-
ეხვია კიდევაც, წამით გოგონასავით ატაცებული. ხელი რომ უშვა,
ტირიონს სუნთქვა ეკვროდა და თავბრუ ეხვეოდა. პატარა მაგიდას-
თან მიბარბაცდა და თავის შესამაგრებლად ხელით დაეყრდნო. –
გგონია, მათ შორის საქმე ბრძოლამდე მიდგება? რამე შეთანხმებას
რომ მიაღწიონ... – ვერ მიაღწევენ, – უთხრა ტირიონმა, – ძალიან
განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თან ძალიან ჰგვანან, და ვერ-
ცერთი ვერასოდეს იტანდა მეორეს. – და სტანისი ყოველთვის
თვლიდა, რომ გრიგალის კიდე მოტყუებით გამოაცალეს ხელიდან,
– ფიქრიანად თქვა სერსეიმ, – ბარათეონების გვარის უძველესი ცი-
ხე წესით და რიგით მას ეკუთვნოდა... რომ იცოდე, რამდენჯერ მიად-
გა რობერტს და ერთსა და იმავეზე ეწუწუნებოდა იმ თავისი პირქუში
ნაწყენი ხმით! როდესაც რობერტმა მამულები რენლის გადასცა,
სტანისმა ისე შეიკრა კრიჭა, მეგონა, კბილები აღარ შერჩება-მეთქი!
– აბუჩად ამიგდოო, ჩათვალა – სწორედაც რომ იყო აბუჩად აგ-
დება, – თქვა სერსეიმ.
– ვადღეგრძელოთ ძმური სიყვარული?
– ჰო, – მიუგო აღტაცებულმა ქალმა;– ო, ღმერთებო, ჰო.
დისკენ ზურგშექცეულმა ჩამოასხა ორი ჭიქა ტკბილი არბორუ-
ლი. ქალის სასმელში ერთი მწიკვი წმინდა ფხვნილის ჩაყრა ადვილ-
ზე უადვილესი იყო.. – სტანისს გაუმარჯოს! – თქვა და ქალს ღვინო
მიაწოდა. საშიში არ ვარ, როცა მარტო ვარ, ჰო?
– რენლის გაუმარჯოს! – უპასუხა მან სიცილით, დიდხანს და სას-
ტიკად ეომოთ და სხვებმაც წაიღონ ორივე!.
ამ სერსეის ხედავს ნეტავ ჯეიმი? რომ იღიმებოდა, ხვდებოდი,
მართლაც რა ლა – მაზი იყო. ასული მიყვარდა, ტურფა, ვით ზაფხუ-
ლი, მზის სხივი უკრთოდა თმაში... ლამის ინანა მისი მოწამვლა.

521
მეორე დილით საუზმეზე ეახლა დის შიკრიკი. დედოფალი შეუძ-
ლოდ იყო და თავისი ოთახიდან ვერ გამოდიოდა. ალბათ უფრო სა-
პირფარეშოდან ვერ გამოდიოდა. ტირიონმა სათანადოდ შეიცხადა
თანაგრძნობის ნიშნად და სერსეის შეუთვალა, გულმშვიდად დაეს-
ვენა, სერ კლიოსთან საქმეს თავად მოაგვარებდა ისე, როგორც შე-
თანხმდნენ.
ეაგონ დამპყრობლის რკინის ტახტი საზიზღარი წვეტების და
დაკბილული ლითონის გროვა იყო, ავად ჩასაფრებოდნენ ნებისმი-
ერ სულელს, ვინც კი დააპირებდა, არხეინად ჩამომჯდარიყო. მისკენ
ამავალი საფეხურები დაგვაჯულ ფეხებს უძაბავდა და ტირიონს ყო-
ველწუთს ახსოვდა, რა სასაცილო სანახავი იყო ამ დროს. მაგრამ ამ
სკამს ერთს ვერ წაართმევდი – მაღალი ნამდვილად იყო.
მეწამულ მოსასხამებსა და ლომისქიმიან ზარადებში გამოწყო-
ბილი ლანისტერების მცველები მდუმარედ იდგნენ. დარბაზის გა-
დაღმა მათ პირისპირ გამოჭიმულიყვნენ ჯესლინის ოქროსმოსასხა-
მიანები. ტახტისკენ მიმავალ საფეხურებს აქეთ-იქიდან ბრონი და
მეფის ქეშიკი სერ პრესტონი დასდგომოდნენ. გალერაზე კარის დი-
დებულები იყვნენ შეგროვილი, მთხოვნელები კი მაღალ მუხა-ბრინ-
ჯაოს კართან შეჯგუფებულიყვნენ. სანსა სტარკი ამ დილით განსა-
კუთრებით ლამაზი ჩანდა, თუმცა სახე რძესავით ჰქონდა გაფითრე-
ბული. ლორდი ჯაილსი იდგა და ახველებდა, საბრალო კუზენ ტი-
რეკს თავისი სანეფო, ხავერდისა და ყარყუმის მანტია მოესხა. სამი
დღის წინ პატარა ლედი ესმერალდაზე დაქორწინდა, მას მერე და-
ნარჩენი საჭურველთმტვირთველები „გადიას“ ეძახდნენ და ეკითხე-
ბოდნენ, პატარძალს ქორწილის ღამეს რანაირი საფენები ეკეთაო.
ტირიონმა ყველას ზემოდან დახედა და იგრძნო, რომ მოსწონდა
ეს. – წინ წამოდგეს სერ კლიოს ფრეი! – მისი ხმა ქვის კედლებმა

522
აისხლიტა და დარბაზის მთელ სიგრძეზე გადაიგუგუნა. ესეც მოეწო-
ნა. რა ცუდია, რომ შაის არ შეუძლია, აქ იყოს და მხედავდესო, გა-
იფიქრა. გოგონამ კი სთხოვა, მოვალო, მაგრამ ეს შეუძლებელი
იყო.
სერ კლიოსმა ოქროსა და წითელმოსასხამიანებს შორის გრძე-
ლი გზა გამოიარა, არც მარჯვნივ გაუხედავს, არც მარცხნივ. მუხლი
რომ მოიყარა, ტირიონმა დაინახა, რომ კუზენი მელოტდებოდა.
– სერ კლიოს, – მიმართა საბჭოს მაგიდასთან მჯდომმა ნეკამ, –
მადლობას მოგახსენებთ ლორდ სტარკისგან სამშვიდობო შემოთა-
ვაზების მორთმევისთვის. გრანდ-მაისტერმა პაიცელმა ყელი ჩაიწ-
მინდა.
– დედოფალმა-რეგენტმა, მეფის მარჯვენამ და მცირე საბჭომ გა-
ნიხილა თვითმარქვია ჩრდილოეთის მეფის შემოთავაზებები. სამ-
წუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ მათ ვერ მივიღებთ, და ჩრდი-
ლოელებს ეს უნდა გადასცეთ, სერ. – ჩვენი პირობები ასეთია, – უთ-
ხრა ტირიონმა, – რობ სტარკმა უნდა დადოს იარაღი, ერთგულება
შემოგვფიცოს და ვინტერფელში დაბრუნდეს. უვნებლად გაათავი-
სუფლოს ჩემი ძმა და თავისი ლაშქარი ჯეიმის დაუქვემდებაროს, რა-
თა ის აჯანყებული რენლი და სტანის ბარათეონების წინააღმდეგ და-
იძრას. სტარკის ყოველმა მებაირაღემ თავისი ძე ჩვენთან უნდა გა-
მოგზავნოს მძევლად. თუ ძე არ ჰყავს, მაშინ – ასული. მათ კეთილად
მოეპყრობიან და სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებზე დანიშნა-
ვენ, ასე იქნება, თუ მათი მამები კვლავ ღალატს არ განიზრახავენ.
კლეოს ფრეის ფერი ეცვალა.
– მილორდ მარჯვენავ, – თქვა მან, – ლორდი სტარკი არასოდეს
დათანხმდება ამ პირობებს.
მაგას არც ველით, კლიოს.
– უთხარი, რომ კასტერლის კლდეზე ახალი მძლავრი ლაშქარი
523
შევკრიბეთ, სულ მალე ის დასავლეთიდან შემოუტევს, მამაჩემი კი
ამასობაში აღმოსავლეთიდან მოადგება. უთხარი, რომ მარტოა, მო-
კავშირეების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სტანის და რენლი ბარათეო-
ნები ერთმანეთს ეომებიან, დორნის პრინცი კი თანახმაა, მისი ვაჟი
პრინცესა მირცელაზე დააქორწინოს, – შიშნარევი აღტაცების ბუტ-
ბუტმა ერთნაირად გადაურბინა გალერეაზე თუ დარბაზის ბოლოს
შეკრებილ ადამიანებს.
– რაც შეეხება ჩემს კუზენებს, – განაგრძო ტირიონმა, – ჰარიონ
კარსტარკს და სერ უილის მანდერლის ვთავაზობთ ვილემ ლანის-
ტერის სანაცვლოდ, ხოლო ლორდ კერვინსა და სერ დონელ ლოკის
– შენი ძმა ტიონის სანაცვლოდ. სტარკს უთხარი, რომ ორი ლანის-
ტერი წლის ნებისმიერ დროს ეღირება ოთხი ჩრდილოელი, – შეიცა-
და, სანამ სიცილი ჩაცხრებოდა, – მამის შვლებს მიიღებს, ჯოფრის
კეთილი ნების ნიშნად.
– ლორდი სტარკი აგრეთვე ითხოვს თავის დებს და მამამისის
ხმალს, – შეახსენა სერ კლიოსმა, – სერ ილინ პეინი მუნჯად იდგა,
ედარდ სტარკის ორლესულის ხმალი ცალი მხრის უკნიდან ამოს-
ჩროდა.
– ყინული, – თქვა ტირიონმა, – ამას მიიღებს, როდესაც დაგვი-
ზავდება, მანამდე არა.
– როგორც ბრძანებ. და მისი დები?
ტირიონმა სანსასკენ გაიხედა და სიბრალულის ქენჯნა იგრძნო,
როდესაც წარმოთქვა: – სანამ უვნებლად არ გაათავისუფლებს ჩემს
ძმა ჯეიმის, ისინი აქ დარჩებიან მძევლებად. მასზე კიდია, თუ რო-
გორ მოექცევიან გოგონებს, – და, თუ ღმერთები მოწყალენი იქნე-
ბიან, ბაივოტერი მანამდე იპოვის ცოცხალ არიას, სანამ რობი მისი
დაკარგვის ამბავს შეიტყობდეს.
– გადავცემ შენს გზავნილს, მილორდ.
524
ტირიონმა ტახტის სახელურიდან გამოჩრილი ერთ-ერთი დაბ-
რეცილი ფოლადის პირი მოქაჩა. ახლა კი, მთავარი დარტყმა.
– ვილარ, – მოუხმო მცველთა მეთაურს.
– მილორდ.
– სტარკის გამოგზავნილი მეომრები საკმარისია ლორდ ედარ-
დის ძვლების დასაცავად, მაგრამ ლანისტერს ლანისტერების ამა-
ლა უნდა აცილებდეს, – გამოაცხადა ტირიონმა, – სერ კლიოსი დე-
დოფლის კუზენია და ჩემიც, აგრეთვე. უფრო მშვიდად დავიძინებთ,
თუ რივერანში შენ ჩააცილებდი ხიფათის გარეშე. – როგორც მიბ-
რძანებ. რამდენი კაცი წავიყვანო?
– ყველა, რამდენი.
ვილარი ქვისგან გამოკვეთილივით გაშეშდა. სამაგიეროდ, მაის-
ტერი პაიცელი წამოდგა ფეხზე, ღელვისგან სულს ძლივს ითქვამდა.
– მილორდ მარჯვენავ, ეს შეუძლებელია... თქვენმა მამამ, თავად
ლორდმა ტაივინმა გამოგზავნა ჩვენს ქალაქში ეს ღირსეული მებ-
რძოლები დედოფალ სერსეის და მისი შვილების დასაცავად...
– მეფის ქეშიკები და ქალაქის დაცვა მათ საკმარისად კარგად
იცავენ. ღმერთები გფარავდნენ ამ გზაზე, ვილარ.
საბჭოს მაგიდასთან მჯდომმა ვარისმა მიხვედრით ჩაიღიმა, ნეკა
მოწყენილობის ნიღაბს ეფარებოდა, გაფითრებული და გაოგნებუ-
ლი პაიცელი კი წყლიდან ამოყვანილი თევზივით ყლაპავდა ჰაერს.
წინ ჰეროლდი წამოდგა.
– თუ ვინმეს სურს, მეფის მარჯვენას მიმართოს, ახლა თქვას ან
წავიდეს და ამიერიდან დადუმდეს ამაზე.
– მე მომისმინოს, – ერთიანად შავად ჩაცმულმა გამხდარმა კაც-
მა რედვაინ ტყუპებს შორის გამოიკვლია გზა.
– სერ ალისერ! – შესძახა ტირიონმა, – ოჰ, არ ვიცოდი, სასახ-
ლეში რომ გვეწვიე. უნდა შეგეტყობინებინა.
525
– ეგრეც მოვიქეცი, როგორც მოგეხსენება, – თორნი, როგორც
ყოველთვის, ახლაც უკმეხი იყო. ამ ორმოცდაათი წლის გამხდარ,
მკვეთრნაკვთებიან კაცს მძიმე მზერა და მძიმე ხელი ჰქონდა, შავ
თმაში ჭაღარა გამორეოდა, – გამირბოდნენ, თვალს მარიდებდნენ
და მალოდინებდნენ, როგორც ვიღაც ნაბიჭვარ მსახურს.
– მართლა? ბრონ, ვერ დაგმართნია კარგი საქმე. სერ ალისერი
ჩემი ძველი მეგობარია. კედელზე გვივლია ერთად.
– ძვირფასო სერ ალისერ, – დაუყვავა ვარისმა, – ძლიერ მკაც-
რადაც ნუ განგვსჯი. ამ მძიმე და არეულ დროში იმდენი ვინმე ეძიებს
ჩვენი ჯოფრის წყალობას. – იმაზე უფრო მძიმე დროა, შენ ვიდრე
გგონია, საჭურისო.
– პირში ლორდ საჭურისს ვეძახით, – წაიქილიკა ნეკამ.
– რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, კეთილო ძმაო? – შემრიგებლუ-
რად ჰკითხა გრანდ-მაისტერმა პაიცელმა.
– ლორდმეთაურმა მის მოწყალება მეფესთან გამომგზავნა, –
მიუგო თორნმა, – საკითხი მეტად საჭირბოროტოა, მსახურებს ვერ
ვანდობ.
– მეფე თავისი ახალი არბალეტით თამაშობს, – უთხრა ტირიონ-
მა. ჯოფრის თავიდან მოსაშორებლად საკმარისი აღმოჩნდა ერთი
ტლანქი მირული არბალეტი, ერთბაშად სამ ისარს რომ ისროდა. მე-
ფეს ხომ უეჭველად დაუყოვნებლივ უნდა მოესინჯა იარაღი, – შეგიძ-
ლია, მსახურებს ელაპარაკო ან დადუმდე ამაზე. – როგორც გენე-
ბოთ, – წარმოთქვა სერ ალისერმა, ყოველი სიტყვით უკმაყოფილე-
ბას გამოხატავდა, – გამომგზავნეს, რათა გითხრათ, რომ დიდი ხნის
წინ დაკარგული ორი აეშაგი ვიპოვეთ. მკვდრები იყვნენ, მაგრამ
როდესაც გვამები უკან, კედელზე მოვიტანეთ, ღამით ისინი კვლავ
აღდგნენ. ერთმა სერ ჯარემი რიკერი მოკლა, მეორე კი ლორდ-მე-
თაურის მოკვლას შეეცადა.
526
ტირიონს შორიდან ვიღაცის ხითხითი ჩაესმა. უნდა, ამ სისულე-
ლით სასაცილოდ ამიგდოს? უხერხულად შეიშმუშნა და ვარისს, ნე-
კას და პაიცელს ჩახედა, ნეტავ რომელიმე მათგანი ხომ არ არის ამა-
ში გარეულიო, ფიქრობდა. ჯუჯა თუ ხარ, ღირსებაზე ისედაც ძნელად
მიგიწვდება ხელი. თუ კარი და სამეფო მას სასაცილოდ გაიხდიდა,
განწირული იყო. და მაინც... მაინც...
ტირიონს გაახსენდა ის ცივი ღამე, ვარსკვლავებით მოჭედილი
ცის ქვეშ ჯონ სნოუსა და ვეება თეთრ მგელთან ერთად რომ იდგა
კედლის თავზე სამყაროს კიდესთან და მის მიღმა უგზო და უნიშნო
წყვდიადს გასცქეროდა. მაშინ იგრძნო... რა? რაღაც ნამდვილად იგ-
რძნო, ძრწოლა, ჩრდილოეთის ცივი ქარივით რომ მსჭვალავდა.
მგელმა ღამეს გაჰყმუვლა და მისმა ხმამ ჟრუანტელი მოჰგვარა. სუ-
ლელი ნუ ხარ, უთხრა თავს. მგელი, ქარი, ბნელი ტყე არაფერს ნიშ-
ნავდა. და მაინც... ციხეშავში ყოფნისას ბებერ ჯეორ მორმონტს შე-
ეთვისა. – იმედია, ბებერი დათვი ამ თავდასხმას გადაურჩა.
– გადაურჩა.
– და თქვენ, ძმებმა მოკალით ის... მკვდარი კაცები?
– მოვკალით...
– დანამდვილებით იცით, რომ ამჯერად მკვდრები არიან? – შე-
პარვით ჰკითხა ტირიონმა. როდესაც ბრონი სიცილის შესაკავებ-
ლად ხველას მოჰყვა, უკვე მიხვდა, როგორც უნდა გაეგრძელებინა,
– მართლა-მართლა მკვდრები?
– თავიდანვე მკვდრები იყვნენ, – შეუტია სერ ალისერმა, – გა-
ფითრებულები, ცივები, ხელები და ფეხები ჩაშავებული ჰქონდათ.
ჯარედის ხელი თან მოვიტანე, ბუშის მგელმა წააწყვიტა გვამს.
ნეკა ადგილზე შეინძრა.
– სადაა ეს მომხიბვლელი ნიშანი?
სერ ალისერი უხერხულობის დასაფარად მოიღუშა – დალპა და
527
ნაკუწებად დაიშალა, სანამ ვიცდიდი, ყურს როდის მათხოვებდნენ.
ძვლების მეტი აღარაფერი დარჩა საჩვენებელი.
დარბაზში ხითხითი ისმოდა.
– ლორდ ბეილიშ, – ჩასძახა ტირიონმა ნეკას, – ჩვენს მამაც სერ
ალისერს ასი ნიჩაბი უყიდე და კედელზე გაატანე.
– ნიჩბები? – სერ ალისერმა ეჭვით მოწკურა თვალები.
– თქვენს მკვდრებს თუ დამარხავთ ხოლმე, სიარულს აღარ და-
იწყებენ, – უთხრა ტირიონმა და შეკრებილებმა დაუფარავად ატეხეს
სიცილი, – ნიჩბები თქვენს საწუხარს ბოლოს მოუღებს, თან თუ რამ-
დენიმე ღონიერ ხელსაც მოვაყოლებთ მათ დასაჭერად. სერ ჯეს-
ლინ, მიხედე, რომ კეთილმა ძმამ ქალაქის დილეგები დაძებნოს.
ჯესლინმა მიუგო:
– როგორც ბრძანებ, მილორდ, მაგრამ საკნები თითქმის ცარი-
ელია. ვინც კი გამოდგებოდა, ყველა იორენმა წაიყვანა.
– მაშინ დაიჭირე ვიღაცები, – უთხრა ტირიონმა, – ან ხმა დაყა-
რე, კედელზე პურს და თალგამს იძლევიანო, და თავიანთი სურვი-
ლით წავლენ, – ქალაქში მეტისმეტად ბევრი მჭამელი იყო, ღამის
ებგურს კი ყოველთვის აკლდა ხალხი. ტირიონის ნიშანზე ჰეროლ-
დმა დარბაზობის დასრულება გამოაცხადა და ხალხმა გასვლა და-
იწყო. სერ ალისერ თორნი ასე იოლად თავიდან მოსაშორებელი
როდი იყო. ტირიონი დაბლა რომ დაეშვა, ის რკინის ტახტის საფე-
ხურების ძირას ელოდა. – გგონია, მთელი ეს გზა ზღვისპირა აღმო-
სავლეთის გუშაგიდან იმისთვის გამოვცურე, რომ შენნაირებმა სა-
ცინლად ამიგდონ? – ბრაზით ადუღებული გადაუდგა გზაზე, – კი არ
ვხუმრობ. საკუთარი თვალით ვნახე. გეუბნები, მკვდარი დადიოდა-
მეთქი.
– უნდა გეცადათ და უფრო საფუძვლიანად მოგეკლათ, – ტირი-
ონმა გვერდი აუარა. სერ ალისერმა სცადა, სახელოზე წასტანებოდა
528
მაგრამ პრესტონ გრინფილდმა უკან გასწია.
– არ მიეკარო, სერ.
თორნმა კარგად იცოდა, არ ღირდა, მეფის ქეშიკს დასძგერებო-
და. – სულელი ხარ, ჭინკა, – მიაძახა ჩავლილ ტირიონს.
ქონდრისკაცი მოტრიალდა, სახეში რომ შეეხედა.
– მე? მართლა? მაშინ ნეტავ შენ რატომ დაგცინოდნენ? – მკრთა-
ლად გაიღიმა, – ხალხისთვის მოხვედი, ასე არაა?
– ცივი ქარები დგებიან. კედელი უნდა გავამაგროთ.
– მის გასამაგრებლად კი ხალხი გჭირდებათ, რასაც გაძლევ კი-
დეც... თუ შეამჩნიე და თუ ყურში დაცინვის გარდა სხვა რამეც შეუშ-
ვი. წაიყვანე ისინი, მადლობა მითხარი და გასწი შენს გზაზე, სანამ
ისევ ჩანგალი არ მომიღერებია. ჩემი თბილი სალამი გადაეცი
ლორდ მორმონტს და ჯონ სნოუსაც, აგრეთვე, – ბრონმა სერ ალი-
სერს იდაყვში ჩასჭიდა ხელი და ძალით გაიყვანა დარბაზიდან.
გრანდ-მაისტერი პაიცელი უკვე გაცუხცუხებულიყო, მაგრამ ვარის-
მა და ნეკამ ყველაფერი დაინახეს, თავიდან ბოლომდე.
– სულ უფრო მეტად აღტაცებული ვარ შენით, მილორდ, – გამო-
უტყდა საჭურისი, – ერთი სწრაფი დარტყმით სტარკი ბიჭი მამამისის
ძვლებით მოალბე და შენს დას მცველები ჩამოაშორე. იმ შავ ძმას
მიეცი ხალხი, რაც კიდევაც უნდოდა, ქალაქს რამდენიმე მშიერი მჭა-
მელი მოაშორე და ყველაფერი ეს დაცინვით ქენი, ისე, რომ არავინ
თქვას, ჯუჯას სნარკების და გრუმკინების ეშინიაო. ო, მარჯვედ მოაწ-
ყვე! ნეკამ წვერზე ჩამოისვა ხელი.
– მართლა აპირებ, ყველა თქვენი მცველი გაგზავნო, ლანის-
ტერ? – არა, მარტო ჩემი დის ყველა მცველის გაშვებას ვაპირებ.
– დედოფალი მაგის ნებას არასოდეს დაგრთავს.
– მე კი მგონია, დამრთავს. მე მისი ძმა ვარ; და უფრო ახლოს
რომ გამიცნობ, შენც გეცოდინება, რომ ყველაფერს, რასაც ვამბობ,
529
სერიოზულად ვამბობ. – ტყუილებსაც კი?
– განსაკუთრებით ტყუილებს. ლორდ პეტირ, ვგრძნობ, რაღა-
ცით უკმაყოფილო დამრჩი.
– ადრინდელზე ნაკლებად კი არ მიყვარხარ მილორდ. თუმცა,
რომ მასულელებენ, გულზე დიდად არ მეხატება. მირცელა ტრისტან
მარტელზე თუ თხოვდება, რობერტ ერინს ვეღარ გაჰყვება, ასეა?
– ვერა, დიდი სკანდალის გარეშე ვერა, – აღიარა ტირიონმა, –
ვწუხვარ ჩემი მცირე ეშმაკობის გამო, ლორდ პეტირ, მაგრამ, ჩვენ
რომ ვსაუბრობდით, არ ვიცოდი, დორნელები თუ დამთანხმდებოდ-
ნენ.
ნეკა ვერ დაშოშმინდა – არ მიყვარს, რომ მატყუებენ, მილორდ
მეორედ ვინმეს გაცურებას თუ დააპირებ, მე გამომტოვე.
ოღონდ თუ შენც იმავეს იზამ ჩემთვის, გაიფიქრა ტირიონმა და
ნეკას თეძოსთან ქარქაშით ჩამობმულ ხანჯალს დახედა.
– უაღრესად ვწუხვარ, თუ გაწყენინე. ყველამ იცის, როგორ გვიყ-
ვარხარ, მილორდ. და რა ძალიან გვჭირდები.
– ეცადე, ეს არ დაგავიწყდეს, – ამ სიტყვებით ნეკა შებრუნდა და
წავიდა. – გამომყევი, ვარის, – უთხრა ტირიონმა. ისინი ტახტის უკან
მოთავსებული სამეფო კარით გავიდნენ, საჭურისი მსუბუქად მიაფ-
რატუნებდა ჩუსტებს ქვაზე. – ლორდი ბეილიში მართალი იყო და
შენ იცი ეს. დედოფალი არასოდეს დაგთანხმდება, მისი მცველები
სხვაგან გაგზავნო – დამთანხმდება. მაგაზე შენ იზრუნებ.
ვარისს სქელ ტუჩზე ღიმილი აუთამაშდა.
– ნუთუ?
– კი, ნამდვილად. ეტყვი, რომ ეს ჯეიმის გათავისუფლების გეგ-
მის ნაწილია. ვარისმა შეთეთრებულ ლოყაზე ჩამოისვა ხელი.
– უეჭველია, ამასთანაა დაკავშირებული, ოთხ კაცს რომ ეძებდა
ბრონი ასე გულმოდგინედ მეფის საბიჯელის ბნელ კუნჭულებში.
530
ქურდს, მომწამვლელს, მსახიობს, მკვლელს.
– მეწამულ მოსასხამებს თუ მოაცვამ და ლომიან ზარადებს და-
ახურავ, სხვა მცველებისგან არც გამოირჩევიან. სულ ვფიქრობდი,
რა მეღონა, რა გზით მომეხვედრებინა ისინი რივერანში, სანამ არ
მოვიფიქრე, ყველას თვალწინ ყოფნით დამემალა. ისინი მთავარი
კარიბჭით შევლენ რივერანში, ლანისტერების გაშლილი დროშების
ქვეშ, ლორდ ედარდის ძვლების მხლებლებად, – მან ცალყბად გა-
იღიმა, – მარტო ოთხ კაცს. თვალს არ მოაცილებდნენ. ასში კი ოთხი
იოლად დაიმალება. ამიტომ ნამდვილი მცველებიც უნდა გავგზავნო
ცრუებთან ერთად... ასეც მოახსენე ჩემს დას. – და თავისი საყვარე-
ლი ძმის ხათრით დაყაბულდება, მთელი თავისი შიშების მიუხედა-
ვად, – ისინი ცარიელ კოლონადას მიუყვებოდნენ – და მაინც, წი-
თელმოსასხამიანების წასვლა უეჭველად შეაშფოთებს.
– მე მომწონს, როცა შფოთავს, – უთხრა ტირიონმა.
სერ კლიოს ფრეი იმავე დღით წავიდა, თან ვილარი და ლანისტე-
რების ასი წითელმოსასხამიანი მცველი ეახლა. რობ სტარკის გა-
მოგზავნილი მეომრები მათ მეფის ჭიშკართან შეხვდნენ და დასავ-
ლეთისკენ გრძელ მგზავრობას შეუდგნენ. ტირიონმა ტიმეტი ყაზარ-
მებში ნახა, თავის დაშანთულებს კამათელს ეთამაშებოდა. – შუაღა-
მისას ჩემს მისაღებში ამოდი. – ტიმეტმა ჯიქური ცალთვალა მზერით
გაზომა და მოკლედ დაუქნია თავი. დიდი ენაწყლიანობით არ გამო-
ირჩეოდა. იმ საღამოს ქვის ყვავებთან და მთვარის ძმებთან ერთად
ქეიფობდა მცირე დარბაზში, თუმცა ამჯერად ღვინო არ დაულევია.
ნათელი გონება სჭირდებოდა. – შაგა, ახლა მთვარე როგორია?
მოღუშული შაგა საზარელი სანახავი იყო.
– მგონი, ბნელი.
– დასავლეთში მასეთს მოღალატის მთვარეს ეძახიან. ეცადე,
ამაღამ ძალიან არ დათვრე და ნაჯახი ბასრი გქონდეს.
531
– ქვის ყვავებს ნაჯახი მუდამ ბასრი აქვთ, შაგას ნაჯახი კი ყველა-
ზე უფრო ბასრია. ერთხელ ერთ კაცს თავი მოვჭერი და ვერ გაიგო,
სანამ თმის დავარცხნა არ მოუნდა. მერე ჩამოუვარდა.
– მაგიტომ არ ივარცხნი არასოდეს? – ქვის ყვავები ახარხარ-
დნენ და ფეხები ააბრაგუნეს, შაგა ყველაზე ხმამაღლა როხროხებ-
და.
შუაღამის სასახლე მდუმარე და ბნელი იყო. გალავანზე მდგარმა
რამდენიმე ოქროსმოსასხამიანმა ალბათ შენიშნა, როგორ გამო-
ვიდნენ ისინი მარჯვენის კოშკიდან, მაგრამ ხმა არავის აუმაღლებია.
ის მეფის მარჯვენა იყო და არავის ეკითხებოდა, სად წავიდოდა.
ხის თხელი კარი ჭახანით გახეთქა შაგას წიხლმა. ნაფოტები შიგ-
ნით შეიყარა და ტირიონმა ქალის შეშინებული შეკივლება გაიგონა.
შაგამ ტაბარის სამი მოქნევით დაჩეხა კარი და ნამსხვრევებში შეიჭ-
რა, მას ჯერ ტიმეტი მიჰყვა, შემდეგ ტირიონმა გადააბიჯა ფრთხი-
ლად ნამსხვრევებს. ცეცხლი მბჟუტავ ღადრად ჩანავლულიყო და სა-
ძინებელი ბნელ ჩრდილებში იყო ჩაძირული. ტიმეტმა საწოლს მძი-
მე ფარდა რომ გადააცალა, შიშველი მსახური გოგონა ფართოდ
დაჭყეტილი თვალებით შეაჩერდა. – გევედრები, მილორდ, – შეს-
თხოვა საწყალობლად, – ნურაფერს დამიშავებთ! – აწითლებული,
დამფრთხალი შეეცადა, შაგას გაშორებოდა, თან ხელებით იფარავ-
და სიშიშვლეს, ოღონდ ხელები არ ჰყოფნიდა.
– გასწი, – უთხრა ტირიონმა, – შენთან არ მოვსულვართ.
– შაგას ეს ქალი უნდა.
– შაგას ამ ბოზების ქალაქში ყველა ბოზი უნდა, – დაიჩივლა ტი-
მეტ ტიმეტის ძემ. – ჰო, – არ შემცბარა შაგა, – შაგა მაგას ჯანსაღ
ბავშვს გაუკეთებს. – ჯანსაღი ბავშვი თუ მოუნდება, ეცოდინება, ვის
მიაკითხოს, – თქვა ტირიონმა, – ტიმეტ, გაიყვანე... ფრთხილად, თუ
შეიძლება.
532
დაშანთულმა გოგონა საწოლიდან დაითრია და ნახევრად ნაბი-
ჯით, ნახევრად თრევით გადაატარა ოთახი. შაგამ მშიერი ძაღლის
სევდიანი მზერა გააყოლა. გოგონამ დალეწილ კარზე გადაიბორძი-
კა და ტიმეტის მტკიცე ხელის კვრით დარბაზში გავარდა. თავზემოთ
ყორნები ჩხაოდნენ.
ტირიონმა საწოლს რბილი საბნები გადააძრო და მათ ქვეშ ჩამა-
ლული გრანდ-მაისტერი პაიცელი გამოაჩინა.
– მითხარი, ციტადელს მოსწონს ეგ ამბავი მსახურ გოგონებს
ლოგინში რომ ითრევ, მაისტერ?
ბერიკაციც გოგონასავით მთლად შიშველი იყო, თუმც მასავით
მიმზიდველად ვერ გამოიყურებოდა. მძიმექუთუთოებიანი თვალები
ამჯერად ფართოდ დაეჭყიტა. – რ-რას ნიშნავს ეს? მე მოხუცი ადა-
მიანი ვარ, შენი ერთგული მსახური... ტირიონი საწოლზე შემოჯდა.
– იმდენად ერთგული, რომ დორან მარტელს ჩემი მხოლოდ ერ-
თი წერილი გაუგზავნე. მეორე ჩემს დას გადაეცი.
– ა-არა, – დაიწრიპინა პაიცელმა, – არა, ცილისწამებაა, გეფი-
ცები, ეგ მე არ მიქნია. ვარისი, ვარისმა ქნა, ობობამ, ხომ გაფრთხი-
ლებდი....
– ყველა მაისტერი ასე ცუდად იტყუება? ვარისს ვუთხარი, რომ
პრინც დორანს ჩემს დისშვილ ტომენს ვუგზავნიდი აღსაზრდელად.
ნეკას ვუთხარი, რომ ვაპირებდი, მირცელა საარწივეს ლორდ რო-
ბერტზე დამექორწინებინა. არცერთისთვის არ მითქვამს, რომ დორ-
ნელებს მირცელა შევთავაზე ეს სიმართლე მხოლოდ იმ წერილებში
ეწერა, შენ რომ გადმოგეცი.
პაიცელი საბნის კუთხეს ჩაებღაუჭა – ფრინველები იკარგებიან,
წერილები შეიძლება მოიპარო ან იყიდო... ვარისმა ქნა, ისეთი რა-
მები შემიძლია მოგიყვე მაგ საჭურისზე, სისხლი გაგეყინება. – ჩემს
გოგოს ცხელსისხლიანი უფრო მოვწონვარ.
533
– დარწმუნებული იყავი, საჭურისი ერთ საიდუმლოს რომ გიჩურ-
ჩულებს ყურში, შვიდს თავისთვის იტოვებს. და ნეკა, ეგ კიდევ...
– ლორდ პეტირს კარგად ვიცნობ. ლამის შენნაირი ცრუა. შაგა,
კაცობის ნიშანი წააჭერი და თხებს აჭამე.
შაგამ ვეება ორლესული ტაბარი შემართა.
– აქ თხები არ არიან, ნახევარკაცო.
– ქენი, რაც გითხარი.
შაგა ღრიალით გადმოხტა წინ. პაიცელი მოიკუნტა და ჩაისველა,
შარდი გარშემო მიმოიწუწა, მაისტერი უკან რომ მიაწყდა. მთიელმა
ფუშფუშა თეთრი წვერის ბოლოთი დაიჭირა და ტაბარის ერთი მოქ-
ნევით წააკვეცა.
– ტიმეტ, როგორ გგონია, ჩვენი მეგობარი უფრო გულახდილი
არ იქნებოდა, ბაკენბარდების უკან რომ არ იმალებოდეს? – ტირი-
ონმა ზეწრის კიდით ჩექმებიდან შარდი მოიწმინდა.
– მალე გვეტყვის სიმართლეს, – ტიმეტს ამოშანთული თვალის
ცარიელ ბუდეში წყვდიადი ჩასდგომოდა, – მისი შიშის მყრალი სუნი
უკვე მცემს. შაგამ თმის ბღუჯა იატაკზე დაყარა და დარჩენილ წვერში
წაავლო ხელი. – წყნარად, მაისტერ, – გააფრთხილა ტირიონმა, –
როცა შაგა ბრაზდება, ხელები უკანკალებს.
– შაგას ხელი არასოდეს უკანკალებს! – აღშფოთებით წარმოთ-
ქვა ზორბა მთიელმა, ფოლადის ფართო ნახევარმთვარე პაიცელს
აცახცახებულ ნიკაპზე მიაჭირა და კიდევ ცოტა თმა ჩამოაპარსა.
– რამდენი ხანია, რაც ჩემი დისთვის ჯაშუშობ? – ჰკითხა ტირი-
ონმა. პაიცელი აჩქარებით და სუსტად სუნთქავდა.
– რასაც კი ვშვრებოდი, ლანისტერების სარგოდ ვშვრებოდი, –
ბერიკაცს ფართო შუბლი ოფლით დასცვარვოდა და ზედ თეთრი
თმის თხელი ბუწუწები მიჰკვროდა, – ყოველთვის... უკვე წლებია...

534
თქვენს ლორდ მამას ჰკითხე, მე მუდამ მისი ერთგული მსახური ვი-
ყავი... მე ვურჩიე ეირისს ჭიშკრის გახსნა...
ტირიონი ამის გაგონებამ გააოცა. ქალაქის დაცემის დროს ის პა-
ტარა მახინჯი ბიჭი იყო და კასტერლის კლდეზე იზრდებოდა.
– ანუ მეფის საბიჯელის რბევაც შენს კისერზეა?
– სახელმწიფოს სახელით! რეიგარი რომ მოკვდა, ამის მერე ომი
უკვე წაგებული იყო. ეირისი შეშლილი იყო, ვისერისი – ძალიან პა-
ტარა, პრინცი ეაგონი ჯერაც დედის ძუძუს წოვდა, სახელმწიფოს კი
მეფე სჭირდებოდა... ღმერთებს ვევედრებოდი, შენი ღირსეული მა-
მა ყოფილიყო მეფე, მაგრამ რობერტი ძლიერი იყო, ლორდმა სტარ-
კმა კი სწრაფად იმოქმედა...
– რამდენს უღალატე ნეტა? ეირისს ედარდ სტარკს მე... მეფე რო-
ბერტსაც? ლორდ ერინს, პრინც რეიგარს? როდის დაიწყო, პაიცელ?
– როდის დასრულდებოდა, იცოდა. ტაბარმა პაიცელს ყრონტი გა-
უკაწრა და ყბის ქვეშ რბილ მომჩვარულ კანზე აუცურდა, თან თმის
ბოლო ღერებიც აპარსა.
– შენ... აქ არ ყოფილხარ, – ამოთქვა მან, როდესაც ტაბარის პი-
რი მისი ლოყებისკენ ასრიალდა, – რობერტი... მისი ჭრილობა რომ
გენახა ის, სუნი გცემოდა, ეჭვიც აღარ გექნებოდა...
– ოჰ, ვიცი, ტახმა შენი გასაკეთებელი საქმე შეასრულა... მაგრამ
სანახევროდ რომ ექნა, უეჭველია, შენ ბოლომდე მიიყვანდი.
– უვარგისი მეფე იყო... ამპარტავანი, ლოთი, მრუში... ის შენს
დას გვერდზე მოიტოვებდა, საკუთარ დედოფალს... გთხოვ... რენლი
შეთქმულებას აწყობდა, აპირებდა, ზენაბაღელი გოგონა კარზე მო-
ეყვანა თავისი ძმის საცდუნებლად... ღმერთების წინაშე, სიმარ-
თლეა – ლორდი ერინი რაღა შეთქმულებას აწყობდა?
– მან იცოდა, – წარმოთქვა პაიცელმა, – იცოდა...
– ვიცი, რაც იცოდა, – მოუჭრა ტირიონმა, რომელსაც სულაც არ
535
სჭირდებოდა, შაგას და ტიმეტსაც სცოდნოდათ.
– აპირებდა, თავისი ცოლი საარწივეში გაეგზავნა, თავისი შვი-
ლი კი – დრაკონის ქვაზე, აღსაზრდელად... აპირებდა, ამოქმედებუ-
ლიყო.
– შენ კი დაასწარი და მოწამლე.
– არა, – სუსტად გაიბრძოლა მაისტერმა. შაგამ დაიღრინა და
თავზე ჩაავლო ხელი. იმხელა მტევანი ჰქონდა, თავს კვერცხივით
დაუფშვნიდა, ხელი რომ მოეჭირა. ტირიონმა საყვედურით გაუწ-
კლაპუნა ენა.
– შენს წამლებს შორის ლისის ცრემლები ვნახე. თანაც, ლორდ
ერინს თავისი მაისტერი ჩამოაშორე და შენ თავად მკურნალობდი
ნამდვილად რომ მომკვდარიყო. – ცილისწამებაა!
– უფრო სუფთად გაპარსე, – შესთავაზა შაგას ტირიონმა, – ისევ
ყელზე. ტაბარი ისევ დაბლა ჩამოცურდა სუსტი ფხაკუნით. პაიცელს
ტუჩებზე თხელი ნერწყვი აუქაფდა, პირი უცახცახებდა.
– ვცდილობდი ლორდ ერინის გადარჩენას. გეფიცები...
– ფრთხილად, შაგა, უჭრი.
– დოლფი მეომრებს აკეთებდა, დალაქებს კი არა.
ყელზე ჩამოდინებული და მკერდამდე ჩაწანწკარებული სის-
ხლის წვეთები რომ იგრძნო, ბერიკაცს უკანასკნელი ძალები გამოე-
ცალა. თითქოს დაპატარავდა, უფრო ჩია, უფრო სუსტი ჩანდა, ვიდ-
რე მაშინ, ოთახში რომ შემოეჭრნენ. – ჰო, – დაიჩურჩულა მან, – ჰო,
კოლემონი გამორეცხვას უპირებდა, ამიტომაც მოვიშორე. დედო-
ფალს ლორდ ერინის სიკვდილი სჭირდებოდა, კი არ უთქვამს ჩემ-
თვის, ვერ მეტყოდა, ვარისი ისმენდა, განუწყვეტლივ ისმენდა, მაგ-
რამ, რომ შევხედე, უკვე მივხვდი. ოღონდ საწამლავი მე არ მიმიცია,
გეფიცები, – ბერიკაცს ცრემლები წამოსცვივდა, – ვარისი გეტყვის,

536
ერთი ბიჭი იყო, მისი საჭურველთმტვირთველი, ჰიუ ერქვა, ნამდვი-
ლად მისი გაკეთებული იქნებოდა, ჰკითხე შენს დას, იმას ჰკითხე!
ტირიონს შესძაგდა მისი ცქერა.
– შეკარით და წაიყვანეთ, – ბრძანა მან, – რომელიმე ბნელ დი-
ლეგში ჩააგდეთ. შაგამ და ტიმეტმა იგი დალეწილ კარში გაათრიეს.
– ლანისტერ, – კვნესოდა იგი, – ყველაფერი, რაც კი ვქენი, ლა-
ნისტერებისთვის ვქენი...
რომ წავიდნენ, ტირიონმა აუჩქარებლად დაათვალიერა ოთახე-
ბი და თაროებიდან კიდევ რამდენიმე პატარა ბოთლი ჩამოიღო. სა-
ნამ საქმიანობდა, მაღლიდან ყორნები დაჰყრანტალებდნენ უცნაუ-
რად დამამშვიდებელი ხმით. ვინმე უნდა ეპოვა, ვინც ფრინველებს
მოუვლიდა, სანამ ციტადელი პაიცელის შემცვლელს გამოგზავნი-
და. მე კი იმედი მქონდა, რომ მისი ნდობა შემეძლებოდა. ეჭვობდა,
რომ უფრო ერთგულები არც ვარისი და ნეკა გამოდგებოდნენ...
ოღონდ უფრო მოუხელთებლად იქცეოდნენ და ამიტომ მეტად სახი-
ფათონიც იყვნენ. შესაძლოა მამამისის ხერხი მართლაც ყველას
სჯობდა: მოეხმო ილინ პეინი, კარიბჭის თავზე სამი თავი აეგო და
ამით დაემთავრებინა. განა საამო სანახავი არ იქნებოდა?

არია

შიში ხმალზე უფრო ღრმად ჭრის, უმეორებდა არია თავის თავს,


მაგრამ ამით შიში არ სცილდებოდა. ის ისევე გახდა მისი ცხოვრების
ნაწილი, როგორც ხმელი პური და მაგარ, ხნარცვიან მიწაზე მთელი
დღის სიარულით დაბებრებული ფეხისგულები. ეგონა, ვიცი, რაც
არის შიშიო, მაგრამ ისეთი შიში, ღმერთების თვალის პირას მდგარ
ქვის საბძელში რომ გამოცადა, ადრე არასოდეს ეჭამა. რვა დღე გა-

537
ატარა იქ, სანამ მთაკაცი გასვლის ბრძანებას გასცემდა, და ყოველ-
დღე ვიღაცის სიკვდილის მოწმე ხდებოდა.
მთაკაცი საწყობში მას მერე მოდიოდა, რაც ისაუზმებდა, და ერთ-
ერთი ტყვე დასაკითხად მიჰყავდა. სოფლელები მას არასოდეს უყუ-
რებდნენ. შეიძლება ფიქრობდნენ, ჩვენ თუ არ შევიმჩნევთ, იქნებ
ვერც მან შეგვამჩნიოსო... მაგრამ ის ყველას მშვენივრად ამჩნევდა
და ვისაც მოისურვებდა, მიჰყავდა. ვერსად დაიმალებოდი, ვერაფ-
რით გააცურებდი, თავს ვერაფრით დაიცავდი.
ერთი გოგო სამი ღამე ზედიზედ წვებოდა ერთ ჯარისკაცთან; მე-
ოთხე დღეს მთაკაცმა ის გოგო აირჩია და ჯარისკაცს ხმაც არ დაუძ-
რავს.
ღიმილიანი ბერიკაცი მათ ტანსაცმელს უკემსავდა და სულ თავის
შვილზე ლაპარაკობდა, რომელიც მეფის საბიჯელში ოქროსმოსას-
ხამიანებს შორის მსახურობდა. – მეფის კაცია, – ამბობდა ხოლმე
მასზე, – მეფის ერთგული კაცია ჩემსავით, სულმთლად ჯოფრისკე-
ნაა, – ამას ისე ხშირად ამბობდა, რომ დანარჩენი ტყვეები „სულ-
მთლად ჯოფრისკენს“ ეძახდნენ, როცა მცველებს არ ესმოდათ.
სულმთლად ჯოფრისკენ მეხუთე დღეს წაიყვანეს.
ახალგაზრდა დედამ, ნაყვავილარი სახე რომ ჰქონდა, შესთავა-
ზა, რომ საკუთარი ნებით მოუთხრობდა ყველაფერს, რაც იცოდა,
თუ მის პატარა გოგონას არაფერს დაუშავებდნენ. მთაკაცმა მას მო-
უსმინა; მეორე დილით შვილი წაართვა, დარწმუნებული რომ ყოფი-
ლიყო, არაფერი დაუმალავსო.
არჩეულებს დანარჩენების თვალწინ დაჰკითხავდნენ, რათა ყვე-
ლას კარგად სცოდნოდა, მოჯანყეებს და მოღალატეებს რა ბედი
ელოდათ. კითხვებს სვამდა კაცი, რომელსაც ღიტინას ეძახდნენ.
ისეთი არაფრით გამორჩეული სახე ჰქონდა და ისე სადად ეცვა, რომ

538
არიას შესაძლოა ერთ-ერთ სოფლელადაც მიეღო, სანამ მუშაობი-
სას არ ნახა.
– ღიტინა ვისაც გინდა აყმუვლებს, სულ ქვეშ იფსამენ ხოლმე, –
უთხრა მათ ჩიზიკმა, აი, იმან, არიამ კბენა რომ დაუპირა, ვინც პატა-
რა და მძვინვარე დაუძახა და აბჯრიანი მუშტი შემოსცხო თავში. ის
ზოგჯერ ღიტინას ეხმარებოდა ხოლმე. ზოგჯერ სხვები იყვნენ დამ-
ხმარედ. სერ გრეგორ კლეგეინი უძრავად იდგა ხოლმე, უცქერდა და
უსმენდა, სანამ მსხვერპლი არ მოკვდებოდა.
კითხვები ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ჰქონდათ თუ არა სო-
ფელში დამალული ოქრო? ვერცხლი, ძვირფასი თვლები? იყო სად-
მე კიდევ სურსათი? სად იყო ლორდი ბერიკ დონდარიონი? სოფლე-
ლებიდან მას ვინ ეხმარებოდა? რომ წავიდა, საით გაემართა? რამ-
დენი კაცი ჰყავდა თან? რამდენი რაინდი, რამდენი მშვილდოსანი,
რამდენი ხმლოსანი? რით იყვნენ შეიარაღებულები? რამდენი იყო
ცხენოსანი? რამდენი დაჭრილი ჰყავდა? მტერთაგან სხვა ვინ ნახეს?
რამდენი? როდის? როგორი დროშები ეჭირათ? საით წავიდნენ? იყო
სოფელში ოქრო დამალული? ვერცხლი, ძვირფასი თვლები? სად
იყო ბერიკ დონდარიონი? რამდენი კაცი ახლდა? მესამე დღიდან მო-
ყოლებული არიას შეეძლო, თვითონვე დაესვა კითხვები. მათ იპო-
ვეს ცოტა ოქრო, ცოტა ვერცხლი, სპილენძის გროშებით სავსე დიდი
ტომარა და ძოწებით მოოჭვილი პირჩამოტეხილი თასი, რომლის
გამოც ორმა ჯარისკაცმა ლამის ხელჩართული ჩხუბი გააჩაღა. შეიტ-
ყვეს, რომ ლორდ ბერიკს ათი შიმშილით დაოსებული კაცი ახლდა
თან, ან შეიძლება – ასი ცხენოსანი რაინდი; რომ გაემართა დასავ-
ლეთისკენ ან იქნებ ჩრდილოეთის ან სამხრეთისკენ; რომ მან ნავით
გადაცურა ტბა; რომ ზუბრივით ღონიერი იყო ან სისხლისდენით იყო
დაოსებული. ღიტინას დაკითხვას ცოცხალი არასოდეს არავინ გა-

539
დარჩენია: არა კაცი, არა ქალი ან ბავშვი. ყველაზე უფრო გამძლეე-
ბი დაღამებამდეც კი ცოცხლობდნენ. მათ სხეულებს ცეცხლებს იქით
კიდებდნენ მგლების საჯიჯგნად.
გზას რომ გაუდგნენ, არიამ უკვე იცოდა, რომ არ იყო წყალზე მო-
ცეკვავე. სირიო ფორელი არასოდეს დაუშვებდა, დარტყმით წაექცი-
ათ და ხმალი წაერთმიათ, არც უქმად იდგებოდა, როცა ლუმი მწვა-
ნეხელა მოკლეს. სირიო არასოდეს იჯდებოდა იმ საწყობში ხმაგაკ-
მენდილი და არც მორჩილად ილასლასებდა გზაზე სხვა ტყვეებთან
ერთად. სტარკების სიმბოლო მგელსაზარა იყო, მაგრამ არია თავს
გრძნობდა ცხვრად, რომელსაც გარშემო სხვა ცხვრების ფარა ეხ-
ვია. სძულდა სოფლელები მათი ცხვრული მორჩილების გამო, თით-
ქმის ისევე სძულდა, როგორც საკუთარი თავი.
ლანისტერებმა ყველაფერი წაართვეს: მამა, მეგობრები, სახლი,
იმედი, სიმამაცე. ერთმა ნემსი წაგლიჯა, მეორემ კი მისი ხის ხმალი
მუხლზე გადაიმტვრია. მისი სულელური საიდუმლოც კი მოსტაცეს.
საბძელი საკმაოდ დიდი იყო საიმისოდ, რომ გვერდზე გამძვრალი-
ყო და სადმე კუთხეში მოეშარდა, სადაც ვერავინ ხედავდა, მაგრამ
გზაზე ამას ვეღარ ახერხებდა. სანამ შეეძლო, ითმენდა, მაგრამ ბო-
ლოს და ბოლოს მოუწია, ბუჩქის გვერდით ჩაცუცქულიყო და ყვე-
ლას თვალწინ ჩაეხადა ბრიჯი, თორემ იქვე ჩაისველებდა. ამან ღვე-
ზელას თვალები დააჭყეტინა, მაგრამ სხვას სერ გრეგორს და მის მე-
ომრებს არაფრად ენაღვლებოდათ.
დამტყვევებლები ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ. არიას
გახეთქილ ტუჩად დაუჯდა ენაზე კბილის დაჭერის სწავლა. იყვნენ
ისეთებიც, გაკვეთილი რომ ვერ აითვისეს. სამი ძმა იყო, მათგან ერ-
თი სულ მამას ეძახდა, ამიტომაც აიღეს და სახე არავის ზედაც არ შე-
უხედავს. ფარაში გოგო ცხვარი ეყოლებოდათ თუ ბიჭი ცხვარი, ეკ-

540
ლიანი ლახტით ჩაუნგრიეს. მაშინ ბიჭის დედა აკივლდა და რაფ საყ-
ვარელმა ისიც მოკლა.
არიამ ნახა მათი სიკვდილი და არაფერი მოიმოქმედა. სიმამაცე-
ში განა რა ეყარა? დასაკითხად შერჩეული ერთი ქალი შეეცადა, მა-
მაცი ყოფილიყო, მაგრამ ისიც სხვების მსგავსად კივილით მოკვდა.
იმ გზაზე მამაცები არ არსებობდნენ, მხოლოდ დამფრთხალი და
მშიერი ადამიანები მილასლასებდნენ. უმეტესობა ქალები და ბავ-
შვები იყვნენ. მათ შორის რამდენიმე მამაკაცი ერია და ისინიც ძა-
ლიან მოხუცები ან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. დანარჩენები
იმავე სახრჩობელებზე მიაჯაჭვეს და მგლებსა და ყორნებს დაუტო-
ვეს. გენდრი მხოლოდ იმიტომ დაინდეს, რომ გაამხილა, რქიანი მუ-
ზარადი მე თვითონ გამოვჭედეო; მჭედლები, თუნდაც შეგირდი
მჭედლები, მეტისმეტად ძვირად ფასობდა, მოსაკლავად რომ გაემე-
ტებინათ. მთაკაცმა უთხრათ, რომ ლორდ ტაივინის მსახურებად მი-
ერეკებოდნენ ჰარენჰალში. – თქვენ, მოღალატეებმა და მეამბოხე-
ებმა ღმერთებს მადლობა შესწირეთ, რომ ლორდი ტაივინი ასე
ლმობიერად გეპყრობათ. მეტი რაღა გინდათ, თქვენნაირ ყაჩაღებს:
დაემორჩილეთ და ემსახურეთ სიცოცხლის საფასურად.
– რა უსამართლობაა. უსამართლობაა, – არიამ გაიგონა, რო-
გორ შესჩიოდა ერთი დანაოჭებული დედაბერი მეორეს, როდესაც
ღამით დასაძინებლად მოეწყვნენ, – არანაირი ღალატი არც დაგვი-
პირებია, ისინიც მოვიდნენ და წაიღეს, რაც უნდოდათ, ამათი არ
იყოს.
– ოღონდ ლორდ ბერიკს ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, და-
იჩურჩულა მისმა მოსაუბრემ, – და იმ წითელმა ქურუმმა ფული გა-
დაგვიხადა ყველაფერში, რაც კი წაიღეს.
– გადაიხადა? ჩემი ორი ქათამი წაიყვანა და ქაღალდის ნაკუწი
მომცა, ზედ დახატული რაღაც ნაჯღაბნებით. დაგლეჯილი ბინძური
541
ქაღალდი ვჭამო, გეკითხები? კვერცხებს დამიდებს? – მიმოიხედა,
რათა დარწმუნებულიყო, ახლომახლო მცველები არ არიანო, და
სამჯერ გადააფურთხა, – ეს ტალებს, ეს ლანისტერებს და ესეც სტარ-
კებს.
– რა სიბილწე და რა სირცხვილია, – დაისისინა ერთმა ბერიკაც-
მა, – ძველი მეფე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას არ დაუშვებდა.
– მეფე რობერტი? – ვერ მოითმინა არიამ.
– მეფე ეირისი, შეიწყალონ ღმერთებმა, – ზედმეტად ხმამაღლა
წარმოთქვა ბერიკაცმა. მის დასაჩუმებლად ზოზინით გამოემართა
ერთი მცველი. მოხუცმა თავისი ორივე კბილი დაკარგა და იმ ღამით
ხმა აღარავის ამოუღია.
ტყვეების გარდა სერ გრეგორს თან მოჰყავდა თორმეტი ღორი,
გალიით ქათმები, მჭლე მეწველი ძროხა და ცხრა ურემ დამარილე-
ბულ თევზს მოეზიდებოდა. მთაკაცს და მის მეომრებს ცხენები ჰყავ-
დათ, მაგრამ ტყვეები ყველანი ფეხით მიდიოდნენ. ვინც სუსტდებო-
და და რაზმს ვერ მისდევდა, იმათ ხოცავდნენ და ასე იშორებდნენ
თავიდან, ასევე ექცეოდნენ ყველა ბრიყვს, რომელიც გაქცევას გა-
ნიზრახავდა. მცველები ღამღამობით ქალებს ბუჩქებში მიათრევ-
დნენ, მათგან უმეტესობა ამას თითქოს მოელოდა და საკმაოდ მორ-
ჩილად მიჰყვებოდნენ. ერთ გოგონას, სხვებისგან სილამაზით რომ
გამოირჩეოდა, აიძულებდნენ, ყოველღამე ოთხ ან ხუთ სხვადასხვა
კაცს გაჰყოლოდა, სანამ ერთ-ერთს ქვა არ ჩასცხო. სერ გრეგორმა
ყველას აყურებინა, როგორ წააცალა გოგონას თავი თავისი უზარ-
მაზარი ორლესულით. – გვამი მგლებს დაუტოვეთ, – ბრძანა მერე
და ხმალი გასაწმენდად თავის საჭურველთმტვირთველს გადასცა.
არიამ გახედა ნემსს, რომელიც ქარქაშით ჩამოეკიდებინა თეძო-
ზე შავწვერა, შემელოტებულ კაცს, პოლივერს რომ ეძახდნენ. კარ-

542
გია, რომ წამართვესო, გაიფიქრა. თორემ ეცდებოდა, სერ გრეგო-
რისთვის ეძგერებინა, ის საერთოდაც შუაზე გააპობდა არიას და მა-
საც მგლები შეჭამდნენ. პოლენი სხვებივით საზიზღარი არ იყო, თუმ-
ცა კი ნემსი მოსტაცა. იმ ღამით, როცა დაიჭირეს, ლანისტერების
ხალხი უსახელო და უცნობი კაცები იყვნენ და თავიანთივე მუზარა-
დებივით ერთნაირი სახეები ჰქონდათ, მაგრამ მერე და მერე არიამ
მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეძლო. საჭირო იყო, გცოდნოდა,
ვინ ზარმაცი იყო და ვინ – ბოროტი, ვინ გამჭრიახი და ვინ – ბრიყვი.
საჭირო იყო გაგეგო, რომ იმას, რომელსაც სხვები პირქაქას ეძახ-
დნენ, ამქვეყნად ყველაზე უფრო ბილწი ენა კი ჰქონდა, მაგრამ თუ
სთხოვდი, პურის ნაჭერს დაგიმატებდა, მაშინ, როცა მხიარული ბე-
ბერი ჩიზიკი-და ტკბილად მოუბარი რაფი პურის მაგივრად ალიყურს
გაჭმევდნენ. არია აკვირდებოდა, უსმენდა და იმგვარად ხვეწდა თა-
ვის სიძულვილს, როგორც ოდესღაც გენდრი აპრიალებდა თავის
რქიან მუზარადს. ახლა ის ხარის რქები დანსენს ეხურა და არიას
სძულდა იგი ამის გამო. სძულდა პოლივერი ნემსის გამო და სძულ-
და ბებერი ჩიზიკი, რომელსაც თავი ენამოსწრებული ეგონა. კიდევ
უფრო უარესად სძულდა რაფ საყვარელი, რომელმაც ლუმის ყელში
შუბი აძგერა. სძულდა სერ ამორი ლორჩი იორენის გამო და სერ მე-
რინ ტრანტი სირიოს გამო, სძულდა ქოფაკი ყასბის ბიჭის, მიკას სიკ-
ვდილის გამო, სძულდა სერ ილინი, პრინცი ჯოფრი და დედოფალი
– მამამისის, სქელი ტომის, დესმონდის და თუნდაც სანსას მგლის,
ლედის გამო. ღიტინა ისეთ შიშის ზარს სცემდა, რომ ლამის მისი შე-
ძულებისაც კი შეშინებოდა. ხანდახან თითქმის ავიწყდებოდა კიდე-
ვაც, ღიტინა რომ ახლდათ; როცა კითხვებს არ სვამდა, სულ სხვა ჯა-
რისკაცი იყო, სხვებზე უფრო ჩუმი, სახით ათასობით სხვა კაცის
მსგავსი. არია ყოველღამე ჩამოთვლიდა ხოლმე მათ სახელებს.
– სერ გრეგორი, – ჩასჩურჩულებდა თავის ქვის სასთუმალს, –
543
დანსენი, პოლივერი, ჩიზიკი, რაფ საყვარელი. ღიტინა და ქოფაკი.
სერ ამორი, სერ ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი, დედოფალი სერ-
სეი, – შინ, ვინტერფელში არია ლოცულობდა ხოლმე სეპტში დე-
დასთან ერთად და საღვთო ტყეში მამასთან ერთად. მაგრამ აქ, ჰა-
რენჰალისკენ მიმავალ გზაზე, ღმერთები არ იპოვებოდნენ და ეს სა-
ხელები იყო ერთადერთი ლოცვა, რომელიც არ უნდა დავიწყებოდა.
ყოველდღე მიდიოდნენ და ყოველღამე იმეორებდა იმ თავის სა-
ხელებს, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ხეები არ შეთხელდა და ბორ-
ცვების, დაკლაკნილი მდინარეებისა და მზით დაფერილი მინდვრე-
ბის ნაკუწებით შეკერილ მხარეში არ მოხვდნენ. ნახანძრალი სიმაგ-
რეების ჩონჩხები დამპალი კბილებივით შავად ამოჩრილიყო აქა-
იქ. კიდევ ერთი გრძელი დღე გალიეს გზაში და შორს ჰარენჰალის
კოშკებს მოჰკრეს თვალი, მტკიცედ აზიდულს ტბის ლურჯი წყლების
მახლობლად.
ჰარენჰალს რომ მივაღწევთ, მერე უფრო იოლი იქნებაო, ერთმა-
ნეთს ეუბნებოდნენ ტყვეები, მაგრამ არია სულაც არ იყო ამაში დარ-
წმუნებული. მას ახსოვდა ბებერი ნენის ზღაპრები შიშისგან აგებულ
ციხესიმაგრეზე. ჰარენ შავმა დუღაბი ადამიანის სისხლზე მოზილაო,
ამბობდა ნენი, და ხმას ისე იდაბლებდა, ბავშვები მისკენ უნდა დახ-
რილიყვნენ, სიტყვები რომ გაეგონათ. მაგრამ ეაგონის დრაკონებმა
ჰარენი და მისი ძეები მათ ბუმბერაზ ქვის კედლებში გამობუგეს.
არიამ კბილებში მოიქცია ტუჩი, თან კოჟრებით გამაგრებული ფეხე-
ბით მიაბიჯებდა გზაზე. ბევრი აღარ დარჩაო, უთხრა თავის თავს; ის
კოშკები სულ რამდენიმე მილის იქით თუ იქნება. მაგრამ მათ ის დღე
და თითქმის მთელი მომდევნო დღე იარეს, სანამ, ბოლოს და ბო-
ლოს, ლორდ ტაივინის ლაშქრის კიდეს მიაღწევდნენ. ჯარი ციხესი-
მაგრის დასავლეთით იყო დაბანაკებული ქალაქის ნახანძრალ ნან-
გრევებს შორის. ჰარენჰალის სიდიდე შორიდან დამნახველის
544
თვალს ატყუებდა. მისი ვეებერთელა გალავანი ტბის პირას იყო
ამართული: მთის კლდეებივით ფრიალო და მიუვალი, მის ქონგუ-
რებზე მწკრივად შემოდგმული სკორპიონები კი იმ მწერივით პატა-
რები ჩანდნენ, რომლის სახელიც ერქვათ.
ლანისტერის ლაშქრის სიმყრალე ბევრად უფრო ადრე მისწვდა
არიას ყნოსვას, ვიდრე იგი ტბის ნაპირის გაყოლებაზე, კარვების
თავზე აღმართული ბაირაღების გარჩევას შეძლებდა. ეს სუნი მეტ-
ყველებდა, რომ კარგა ხანი იყო, რაც ლორდი ტაივინი აქ იდგა. ბა-
ნაკის გარშემო გათხრილ გადავსებულ სანარცხე ორმოებს უამრავი
ბუზი დაჰბზუოდა თავს, გარშემო თავდასაცავად დასობილ სარებს
კი მწვანე ობი მოსდებოდა.
ჰარენჰალის კარიბჭის კოშკი ვინტერფელის დიდი ციხისხელა
იყო და თავზარდამცემი ჩანდა თავისი დანაპრალებული, გამოხუნე-
ბული ქვებით. გარედან გალავნის მიღმა მხოლოდ ხუთი უზარმაზა-
რი გოდოლი მოჩანდა. მათგან ყველაზე დაბალი ვინტერფელის
უმაღლეს კოშკს ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ არ იყვნენ ისე
ატყორცნილები, როგორც ნამდვილი კოშკის წესი და რიგია. არიამ
იფიქრა, ბებერი კაცის დაკორძილ, დაკვრანჩხულ თითებს წააგავს,
რომლებიც ცაზე გაცურებულ ღრუბლებს წასტანებიანო. გაახსენდა,
ნენი რომ უამბობდათ, როგორ დადნა ქვა და ცვილივით დაედინა სა-
ფეხურებზე, გადმოიღვარა ფანჯრებიდან; ლავა ავ, მწველ წითლად
ღვიოდა და ციხეში თავშეფარებულ ჰარენს დაეძებდა. არიას ახლა
მისი ყველა სიტყვა სჯეროდა, კოშკები ხომ ერთმანეთზე უფრო მა-
ხინჯი და გვერდმოქცეული იყო, კორძებიანი, დაღარული, დამსკდა-
რი.
– არ მინდა იქ! – დაიწრიპინა ღვეზელამ, როდესაც ჰარენჰალმა
მათ წინ ჭიშკარი გახსნა, – იქ მოჩვენებებია!
ჩიზიკმა გაიგონა მისი ხმა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ გაიღიმა. –
545
მცხობელო ბიჭო, აირჩიე: ან მოჩვენებებთან შეხვალ, ან მოჩვენე-
ბად იქცევი. ღვეზელამ სხვებთან ერთად გაიარა ჭიშკარი.
გამოძახილებით აგუგუნებულ ქვისა და ხის აბანოში ტყვეები გა-
აშიშვლეს და აიძულეს, დაწითლებამდე ეხეხათ სხეული ქაფქაფა
ცხელი წყლით სავსე ვარცლებში. მათ თვალყურს ორი ულმობელი
დედაბერი ადევნებდათ და ისე დაურიდებლად მსჯელობდნენ მათ-
ზე, თითქოსდა ახლად მორეკილი სახედრები ყოფილიყვნენ. არიას
ჯერი რომ მოვიდა, დიასახლისი ამაბელი შეშფოთებული აქოთქოთ-
და მისი ფეხების დანახვაზე, დიასახლისმა ჰარამ კი თითებზე გაჩე-
ნილი კოჟრები მოუსინჯა, ნემსით დიდხნობით ვარჯიშმა რომ და-
უტოვა.
– ნამდვილად კარაქის დღვებისგან აქვს, – თქვა მან, – ვინმე
ფერმერის ლეკვი ხარ, ხო? კარგი, არა უშავს, გოგო, კარგად თუ იმუ-
შავებ, ცხოვრებაში შეიძლება მეტსაც მიაღწიო. და თუ არ იმუშავებ
კარგად, გაილახები. რას გეძახიან? არია ვერ გაბედავდა თავისი
ნამდვილი სახელის თქმას, მაგრამ არც არი ივარგებდა, ბიჭის სახე-
ლი – ქალები კარგად ხედავდნენ, გოგო რომ იყო.
– ქრცვინი, – თქვა მან იმ გოგოს სახელი, პირველი ვინც გაახ-
სენდა, – ლუმი ქრცვინს მეძახდა.
– გასაგებია, რატომაც, – ასრუტუნდა დიასახლისი ამაბელი, – ეს
თმა საფრთხობელასავით გაქვს და თანაც ტილების ბუდეა. გადაგ-
პარსავთ და მერე სამზარეულოში მოუსვამ.
– მირჩევნია, ცხენებს მოვუარო, – არიას უყვარდა ცხენები, თა-
ნაც, თავლებში თუ იმუშავებდა, იქნებ ცხენის მოპარვა და გაქცევაც
მოეხერხებინა. დიასახლისმა ჰარამ ისე შემოულაწუნა, რომ გასიე-
ბული ტუჩი ისევ გაუსკდა. – ენა დაიმოკლე, თორემ უარესი მოგივა.
არავინ გეკითხება, შენ რა გირჩევნია. სისხლს მლაშე ლითონისებუ-
რი გემო ჰქონდა. არიამ თვალები დახარა და არაფერი უთქვამს.
546
ნემსი რომ მქონოდა, დარტყმას ვერ გაბედავდა, გაიფიქრა მოღუ-
შულმა. – ლორდ ტაივინს და მის რაინდებს ცხენების მოსავლელად
მეჯინიბეები და საჭურველთმტვირთველები ჰყავთ, შენისთანები
არაფერში სჭირდებათ, – უთხრა დიასახლისმა ამაბელმა, – სამზა-
რეულო კი მყუდრო და სუფთაა, ყოველთვის იპოვი თბილ ადგილს
ცეცხლის გვერდით დასაძინებლად და საჭმელიც ბლომად გექნება.
იქ კარგად მოეწყობოდი, მაგრამ ვატყობ, ჭკვიანი გოგო არ ხარ. ჰა-
რა, ეს ქრცვინს მივცეთ.
– როგორც იტყვი, ამაბელ, – მათ არიას რუხი ჯვალოს კაბა და
ფეხზე ცუდად მორგებული ფეხსაცმელები მისცეს და გაუშვეს.
ვისი, გოდების კოშკის უმცროსი მნე, დაბალი და სქელი კაცი
იყო, ხორციანი წითელი ცხვირი ჰქონდა, სქელი ტუჩების ცალ კუთ-
ხეში კი მსხვილი მუწუკების გროვა უღვიოდა. არია მისთვის გაგზავ-
ნილ ექვს ტყვეთაგან ერთ-ერთი იყო. ვისმა ყველა გამომცდელი
მზერით აწონ-დაწონა.
– ლანისტერები გულუხვები არიან მათთან, ვინც კარგად ემსახუ-
რებათ. თქვენნაირები კი არაფრით იმსახურებენ ამგვარ პატივს,
მაგრამ ომში რასაც წააწყდები, ის უნდა გამოიყენო. ბეჯითად იმუშა-
ვეთ, საკუთარი ადგილი იცოდეთ და ერთ დღეს შეიძლება ჩემსავით
ბევრს მიაღწიოთ. ოღონდ დიდად ნუ დააპირებთ, ჩვენი დიდებული
ლორდის სიკეთის იმედი გქონდეთ, ის წავა და მე აქ დაგრჩებით, ნა-
ხავთ, – მათ წინ ბოლთა დასცა და დაარიგა, რომ არასოდეს უნდა
უცქირონ დიდებულებს თვალში, თავად ხმა არ უნდა ამოიღონ, სა-
ნამ ისინი არ მიმართავენ, არც წინ უნდა შეეჩეხონ ბატონს.
– ყნოსვა არასოდეს მატყუებს, – დაიტრაბახა მან, – შემიძლია
ვიყნოსო უტიფრობა, შემიძლია ვიყნოსო ამპარტავნება და ურჩობა.
ეგეთი რამე თუ მომხვდება ცხვირში, პასუხი მოგეკითხებათ. რამ-
დენჯერაც გიყნოსავთ, შიშის მეტი სხვა სუნი არ გავიგონო!
547
დენერისი

ქართის გალავანზე მდგარმა გუშაგებმა გონგს დასცხეს, მისი


მოსვლა რომ ეუწყებინათ; სხვები ბერავდნენ უჩვეულო საყვირებში,
რომლებიც ბრინჯაოს გველებივით ეხვიათ ტანზე. ქალაქიდან აქ-
ლემებზე ამხედრებული მეომრები გამოვიდნენ, საპატიო მცველე-
ბად რომ ხლებოდნენ. მხედრებს ეცვათ ფარფლებიანი სპილენძის
აბჯარი, ეხურათ სპილენძის ეშვებით და შავი აბრეშუმის გრძელი
პლუმაჟებით დამშვენებული დრუნჩიანი მუზარადები და მაღალ,
ლალებით და ძოწებით მოოჭვილ უნაგირებზე ისხდნენ. აქლემებს
ათასფერად ალივლივებული თოქალთოები ეფარათ. – ქართი უდი-
დესი ქალაქია მათ შორის, რაც კი ყოფილა ან როდისმე იქნება, –
უთხრა პაიატ პრიმ ადრე, ჯერ კიდევ ვაის ტოლოროს ძვლებს შო-
რის, – ის ქვეყნიერების ცენტრია, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შო-
რის გამავალი ჭიშკარია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამა-
კავშირებელი ხიდია; ისეთი ძველია, რომ ადამიანთა ხსოვნა ვერ
სწვდება, და ისე ბრწყინვალე, რომ საათოს ბრძენმა თვალები დაით-
ხარა მას მერე, რაც პირველად იხილა ქართი – რადგან იცოდა, რომ
ყველაფერი, რასაც კი ამიერიდან ნახავდა, უბადრუკი და მახინჯი
მოეჩვენებოდა მასთან შედარებით. დენიმ ჩათვალა, რომ გრძნე-
ული ცოტა არ იყოს, ამლაშებდა, მაგრამ ქალაქი უდავოდ დიდებუ-
ლი რამ იყო. ქართს სამ წყებად ეკრა ფართო, ნაჩუქურთმალი გა-
ლავანი. გარე წრე წითელი ქვიშაქვისა იყო, სიმაღლით ოცდაათ
ფუტს სწვდებოდა და ცხოველების გამოსახულებები ამშვენებდა:
მცოცავ გველებს, მფრენ ძერებსა და წყალში მცურავ თევზებს შო-
რის მოჩანდნენ წითელი უდაბნოს მგლები, ზოლიანი ზორსები და

548
ვეებერთელა სპილოები. შუა კედელი ორმოც ფუტამდე მაღლდებო-
და, მისი რუხი გრანიტი ბრძოლის სცენებს გაეცოცხლებინა. აქ
ხმლები, ფარები და შუბები ჟღრიალებდნენ, ისრები ფრენდნენ,
იხოცებოდნენ გმირი მებრძოლები თუ უცოდველი ჩვილები, სამ-
გლოვიარო კოცონები გიზგიზებდა. შიდა კედელი ორმოცდაათი ფუ-
ტის სიმაღლის შავი მარმარილო იყო და მასზე გამოკვეთილმა სუ-
რათებმა დენი წამოაწითლა კიდევაც, სანამ თავს არ შემოუძახა, სუ-
ლელი ნუ ხარო. ქალწული ხომ არ იყო; თუ რუხი კედლის ხოცვა-
ჟლეტას უსწორებდა თვალს, ერთმანეთის მოალერსე ქალებისა და
კაცების დანახვაზე რაღად უნდა შემცბარიყო?
გარე ჭიშკარი სპილენძით იყო შეჭედილი, შუა – რკინით. შიდა,
მესამე, ოქროს თვალებით დაემოქლონებინათ. დენის მიახლოები-
სას ყველა ერთად გაიხსნა. თავისი ვერცხლა ქალაქში რომ შეიყვა-
ნა, პატარა ბავშვებმა მოირბინეს და გზაზე ყვავილები დაუფინეს.
ოქროსფერი სანდლები ეცვათ და შიშველ ტანს მხოლოდ კაშკაშა
საღებავი უფარავდათ.
ფერები, ასე რომ აკლდა ვაის ტოლოროს, უკლებლივ ყველა
ქართში გადმობარგებულიყო. მის გარშემო ერთმანეთს მისჯროდ-
ნენ სიცხიან სიზმარში ნანახივით უჩვეულო შენობები და ვარდის-
ფერ, იისფერ, ყვითელ ფერებად ირეოდნენ ერთმანეთში. გაიარეს
ბრინჯაოს თაღის ქვეშ, შეწყვილებული გველების სახედ რომ იყო
მოყვანილი, ქერცლებად იასპი, ობსიდიანის და ლაზურიტის თხელი
ფირფიტები ესხათ. ცას სწვდებოდნენ ტანწერწეტა გოდლები, დენის
ამსიმაღლე კოშკები სხვაგან არსად ენახა, ყოველი მოედანი კი გრი-
ფონების, დრაკონების ან მანტიკორების ფორმის საოცარი შადრევ-
ნებით იყო მორთული.
ქართელები ქუჩებში ჩამწკრივებულიყვნენ, მოგროვებულიყ-
ვნენ ნატიფ აივნებზე, რომლებიც ისეთი ნაზი და ჰაეროვანი ჩანდა,
549
გაგიკვირდებოდა, მაცქერალთა სიმძიმეს როგორ უძლებსო. მაღ-
ლები და ფერმკრთალები იყვნენ, ტილო, ფარჩა და ვეფხვის ტყავები
ემოსათ, ყოველი მათგანი ლორდს ან ლედის ჰგავდა დენის თვალ-
ში. ქალებს კაბიდან ცალი მოშიშვლებული ძუძუ უჩანდათ, კაცები კი
მძივებით მორთული აბრეშუმის ქვედაკაბებით დადიოდნენ. დენის
ეჩვენებოდა, რომ ჩამოძენძილი და ველური ჩანდა, მათ რიგებს შო-
რის რომ მიაბიჯებდა ამხედრებული, თავისი ლომის ტყავის მოსას-
ხამით და მხარზე შემოსმული შავი დროგონით. მისი დოთრაკელები
ქართელებს „რძის ხალხს“ ეძახდნენ მათი სიფერმკრთალის გამო,
ხალი დროგო კი იმ დღეზე ოცნებობდა, აღმოსავლეთის დიდი ქალა-
ქების გაძარცვას რომ შეძლებდა. დენიმ თავის სისხლისმიერებს გა-
დახედა, მათ მუქ ნუშისებრ თვალებში ვერ წაიკითხავდი, თუ რას
ფიქრობდნენ. ნეტავ აქ მხოლოდ ალაფს თუ ხედავენო, გაიფიქრა.
ამ ქართელებს ალბათ რა ველურებად ვეჩვენებითო.
პაიატ პრიმ მისი პატარა ხალასარი ჩაატარა ფართო არკადის შუ-
აში, რომლის გასწვრივაც თეთრ და მწვანე მარმარილოს კვარ-
ცხლბეკებზე ქალაქის უძველესი გმირები ჩამწკრივებულიყვნენ
ადამიანზე სამჯერ უფრო მაღალ ქანდაკებებად. გაიარეს მღვიმესა-
ვით ბაზარი, რომლის გისოსებიან ჭერშიც ათასობით ფერადი ფრინ-
ველი ბინადრობდა. დახლებს წამომდგარ საფეხუროვან კედლებზე
ხეები და ყვავილები იფურჩქნებოდნენ, ხოლო აქ, დაბლა იყიდებო-
და თითქოსდა ყველაფერი, რაც კი ღმერთებს სამყაროში მოევლი-
ნათ.
ვერცხლა დაფრთხა, როდესაც ვაჭრების პრინცი ზარო ზოან დაქ-
სოსი მიუახლოვდა; დენიმ უკვე დაადგინა, რომ ცხენებს აქლემების
სიახლოვე არ მოსწონდათ. – თუ აქ თვალს მოჰკრავ რამეს და მო-
ისურვებ, ო, ქალთა შორის უმშვენიერესო, მხოლოდ თქვი და შენი
იქნება, – ჩამოსძახა მოჩუქურთმებულ, რქებგაშვერილ უნაგირზე
550
მჯდარმა ზარომ.
– მთელი ქართი მისია, ეს ზიზილ-პიპილოები რაში სჭირდება, –
წაიმღერა ლურჯტუჩება პაიატ პრიმ, მეორე გვერდში რომ ამოსდგო-
მოდა, – როგორც დაგპირდი, ისე იქნება, ხალესი. გამომყევი უკვდა-
ვის სახლში და ჭეშმარიტების და სიბრძნის სასმისი შესვი.
– რად უნდა შენი მტვრით სავსე პალატები, როდესაც მე მზის ნა-
თელს, საამო წყალს და აბრეშუმის ლოგინს ვთავაზობ? – შეუტია ზა-
რომ გრძნეულს, – ცამეტნი მშვენიერ თავს შავი ნეფრიტის და ცეც-
ხლოვანი ოპალების გვირგვინით შეუმკობენ. – ერთადერთი სასახ-
ლე, რომელიც ჩემთვის მინდა, მეფის საბიჯელის წითელი ციხეა, მი-
ლორდ პაიატ, – დენი გრძნეულთან ფრთხილობდა: მაეგი მირი მაზ
დურმა მას გული აუყარა ყველაზე, ვისაც კი ჯადოსნობაში ერია ხე-
ლი, – და თუკი ქართის დიდებულები ინებებენ, საჩუქრებით ამავ-
სონ, მაშინ დაე, გემები და მეომრები მომცენ იმის მოსაპოვებლად,
რაც კანონიერად მეკუთვნის.
პაიატს ლურჯი ტუჩები თავაზიან ღიმილად აეგრიხა.
– ისე იქნება, როგორც ბრძანებ, ხალესი, – და მაშინვე გასცილ-
და, რწევით აჰყვა აქლემის ნაბიჯს, უკან გრძელი, მძივებით მოქარ-
გული კაბა მისთრევდა. – ყმაწვილი დედოფალი ასაკისთვის შეუფე-
რებლად ბრძენია, – ჩამოუჟღურტულა ზარო ზოან დაქსოსმა თავისი
მაღალი უნაგირიდან, – ქართში ამბობენ, გრძნეულის სახლი
ძვლით და სიცრუითაა ნაგებიო.
– მაშ, რატომ იდაბლებს ხალხი ხმას ქართელ გრძნეულებზე ლა-
პარაკისას? მათ ძალას და სიბრძნეს მთელ დასავლეთში სცემენ პა-
ტივს.
– ოდესღაც მართლაც ძლიერნი იყვნენ, – დაეთანხმა ზარო, –
მაგრამ ახლა იმ უძლურ ბებერ ჯარისკაცებს ჩამოჰგვანან, თავიანთ

551
სიჩაუქეს რომ იკვეხნიან, ძალი და ღონე კი დიდი ხანია, აღარ მოს-
დგამთ. კითხულობენ თავიანთ დაძონძილ გრაგნილებს, საღამოს-
ბინდის წვენს სვამენ, სანამ ტუჩები არ გაულურჯდებათ და მინიშნე-
ბით ლაპარაკობენ რაღაც უდიდესი ძალის შესახებ, მაგრამ ცარიე-
ლი ნაჭუჭებიღა დარჩენილან თავიანთ წინამორბედებთან შედარე-
ბით. პაიატ პრის ძღვენები ხელში მტვრად ჩაგეშლება, იცოდე, – თა-
ვის აქლემს მათრახი შემოჰკრა და წინ გაეჩქარა. – ყვავმა ყორანს
უთხრა, შე გამურულოო, – ჩაიბუტბუტა სერ ჯორაჰმა ვესტეროსის
საერთო ენაზე. ყარიბ რაინდს, როგორც ყოველთვის, მის მარჯვნივ
მოჰყავდა ცხენი. ქართში შემოსასვლელად მან დოთრაკული ტან-
საცმელი გაიხადა და ისევ ჯაჭვი, აბჯარი და შალის ქსოვილი, ნახე-
ვარი სამყაროს იქით მდებარე შვიდი სამეფოს სამოსი ჩაიცვა, –
სწორად მოიქეცი, ორივესგან შორს რომ დაიჭირე თავი, თქვენო
მოწყალებავ.
– ეს ადამიანები გვირგვინის დაბრუნებაში დამეხმარებიან, – გა-
ეპასუხა დენი, – ზაროს ურიცხვი სიმდიდრე აქვს, პაიატ პრი კი...
– იბრალებს, ძალა მაქვსო, – მკვახედ მოჭრა რაინდმა. მუქ მწვა-
ნე იალმაგზე უკანა თათებზე ამართული მორმონტების დათვი ჰქონ-
და გამოსახული, შავი და მძვინვარე. ჯორაჰიც არანაკლებ მძვინვა-
რე ჩანდა, ბღვერით რომ უცქერდა ბაზარში არეულ ბრბოს, – აქ
დიდხანს არ დავყოვნდებოდი, დედოფალო. ამ ადგილის სუნიც კი
არ მომწონს.
დენიმ გაიღიმა.
– აქლემების სუნი ხომ არ გცემს? თვითონ ქართელები ჩემს ნეს-
ტოებს საკმაოდ საამო ეჩვენებათ.
– სურნელებებს საკმაოდ ხშირად სიმყრალის დასაფარად ხმა-
რობენ. ჩემი დიდი დათვი, გაიფიქრა დენიმ. მე მისი დედოფალი

552
ვარ, მაგრამ მისი ბელიც ყოველთვის ვიქნები, ის ყოველთვის დამი-
ცავს და დამიფარავს. ამის გამო თავს უხიფათოდ გრძნობდა, მაგ-
რამ სევდაც ერეოდა. უნდოდა, იმაზე მეტად ჰყვარებოდა რაინდი,
ვიდრე უყვარდა.
ზარო ზოან დაქსოსმა სტუმარს შესთავაზა, ქალაქში ყოფნისას
შენი მასპინძელი ვიქნებიო. დენი ელოდა, რომ დიდებულ სასახლე-
ში მოხვდებოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ ის ჩვეულებრივ საბაზრო
ქალაქზე დიდი იქნებოდა. ამის გვერდით მაგისტრ ილირიოს პენტო-
სური სახლი მეღორის ქოხს ჰგავსო, გაიფიქრა. ზარო აღუთქვამდა,
რომ მისი სახლი თავისუფლად დაიტევდა დენის ხალხს და მათ ცხე-
ნებსაც. სინამდვილეში სტუმრები ჩაიკარგნენ მასში. დენის სასახ-
ლის მთელი ფრთა გამოუყვეს. მას ექნებოდა საკუთარი ბაღი, მარ-
მარილოს აუზი, მაგიურ კრისტალში ცქერისთვის განკუთვნილი
კოშკი და გრძნეულის ლაბირინთი. მის ყოველ სურვილს მონები
აასრულებდნენ. დენის ოთახებში იატაკი მწვანე მარმარილოსი იყო,
კედლებზე გაკრული აბრეშუმი სიოს ყოველ წამოქროლებაზე ციმ-
ციმებდა.
– მეტად გულუხვი ხარ, – უთხრა დენიმ ზარო ზოან დაქსოსს.
– დრაკონების დედისთვის არა ძღვენი არ არის ზედმეტად მდიდ-
რული, – ზარო ერთი მინაზებული, მოხდენილი კაცი იყო, მელოტი
თავი და არწივისებური ცხვირი ჰქონდა და ერთიანად ლალებით,
ოპალებით და ნეფრიტის ქვებით იყო დაფარული, – დილით ფარშა-
ვანგით და ტოროლას ენებით ისაუზმებ და დატკბები მუსიკით, რო-
მელიც ქალთა შორის უმშვენიერესის სმენას შეჰფერის. ცამეტნი და
ქართის ყველა დიდებული შენთვის პატივის მოსაგებად მოვლენ.
ქართის დიდებულები ჩემი დრაკონების სანახავად მოვლენ, გა-
იფიქრა დენიმ, მაგრამ ზაროს მადლობა მოახსენა, როცა ის დაეთ-

553
ხოვა. პაიატ პრიც წავიდა, მანამდე კი დაჰპირდა, უკვდავებს შევ-
თხოვ, თავისთან მიგიღონო.
– ეს ზაფხულის თოვლივით იშვიათი პატივია, – განაცხადა მან.
წასვლამდე დენის შიშველ ფეხზე ემთხვია უფერული ლურჯი ტუჩე-
ბით და გადასცა საჩუქარი, ნელსაცხებლით სავსე ქილა, რაც, რო-
გორც თავად ამტკიცებდა, დენის ჰაერის სულების დანახვას შეაძ-
ლებინებდა. სამი მაძიებლიდან ბოლო ქვაით აჩრდილების შემ-
კვრელი წავიდა. მისგან დენიმ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო.
– უფრთხილდი, – უთხრა ქალმა წითლად მოჭიქული ნიღბის
მიღმიდან. – ვის?
– ყველას. დღით და ღამით მოვლენ ხოლმე, რათა იხილონ სა-
ოცრება, კვლავაც რომ შობილა ამქვეყნად, და, რა იხილავენ, მო-
ისურვებენ. რადგანაც დრაკონები ხორცშესხმული ცეცხლია, ცეც-
ხლი კი ძალაა.
როდესაც ქვაითიც წავიდა, სერ ჯორაჰმა უთხრა:
– მართალს ამბობს, ჩემო დედოფალო... თუმცა სხვებზე მეტად
არც ეგ მომდის თვალში.
– არ მესმის მისი, – პაიატი და ზარო იმ წუთიდან, რაც დრაკო-
ნებს მოჰკრეს თვალი, დაპირებების კორიანტელში ხვევდნენ და
თავს მის ერთგულ მსახურებად აცხადებდნენ, ქვაითი კი იშვიათად
თუ მიმართავდა რამე გამოუცნობი ფრაზით. ისიც აშფოთებდა, რომ
ქალის სახე არასოდეს ენახა. გახსოვდეს მირი მაზ დური, აფრთხი-
ლებდა დენი თავს; გახსოვდეს ღალატი. იგი თავის სისხლისმიერ
მხედრებს მიუბრუნდა. – სანამ აქ ვიცხოვრებთ, ჩვენი საკუთარი გუ-
შაგიც გვეყოლება. არავინ შემოვიდეს სასახლის ამ ფრთაში ჩემი ნე-
ბართვის გარეშე და იზრუნეთ, რომ დრაკონებს ყოველთვის ფხიზ-
ლად იცავდნენ.
– ეგრე ვიზამთ, ხალესი, – უთხრა აგომ.
554
– ჩვენ ქართის მხოლოდ ის ნაწილი ვნახეთ, რომლის ჩვენებაც
პაიატ პრიმ ისურვა, – განაგრძო დენიმ, – რახარო, წადი და დანარ-
ჩენიც დაათვალიერე, და მომიყევი, რასაც ნახავ. თან სანდო კაცები
წაიყვანე – და ქალებიც, რომლებიც იქაც შევლენ, სადაც კაცებს არ
უშვებენ.
– როგორც ბრძანებ, სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – უთხრა რა-
ხარომ. – სერ ჯორაჰ, ნავსადგური იპოვე და ნახე, რა ხომალდებს
აქვთ იქ ღუზა ჩაშვებული. ნახევარი წელიწადია, შვიდი სამეფოდან
ამბავი აღარ მსმენია. იქნებ ღმერთებმა რომელიმე მამაცი კაპიტანი
გადმოაგდონ აქეთ ვესტეროსიდან, შინ რომ წაგვიყვანოს. რაინდი
მოიღუშა.
– ეს წყალობა არ იქნება. უზურპატორი მოგკლავს, ეს დღესავით
ცხადია, – მორმონტმა ცერები ჩაიყარა ქამარში, – ჩემი ადგილი
აქაა, შენ გვერდით. – ჩემი დაცვა ჟოგოსაც შეუძლია. შენ მეტი ენა
იცი, ვიდრე ჩემმა სისხლისმიერებმა, თანაც დოთრაკები არ ენდო-
ბიან არც ზღვას, არც იმათ, ვინც ზღვაზე ცურავს. ეს საქმე მხოლოდ
შენ შეგიძლია მომიგვარო. გაიარე გემებს შორის და გამოელაპარა-
კე მათ მეზღვაურებს, გაიგე, საიდან არიან, საით მიემართებიან და
რა ჯურის ხალხია მათი კაპიტნები.
რაინდმა უწადინოდ დაუქნია თავი.
– როგორც მეტყვი, ჩემო დედოფალო.
როდესაც ყველა წავიდა, მოახლეებმა დენის გახადეს მგზავრო-
ბით დალაქავებული აბრეშუმები და იგი პორტიკის ჩრდილში გა-
რინდული მარმარილოს აუზისკენ გაემართა. წყალი ჩინებულად
გრილი იყო და შიგ ციცქნა ოქროს თევზები ცხოვრობდნენ. ისინი
ცნობისმოყვარედ ეტანებოდნენ კანზე პირებით და დენი ხითხითს
ვერ იკავებდა. სასიამოვნო იყო თვალების დახუჭვა და ტივტივი, რო-
ცა იცოდა, რამდენსაც სურდა, იმდენს დაისვენებდა. იფიქრა, ნეტავ
555
თუ არის ეაგონის წითელ ციხეში ასეთი აუზი, იქაც თუ ხარობს ლა-
ვანდისა და პიტნის სურნელით სავსე ბაღებიო? უნდა ყოფილიყო,
უეჭველად. ვისერისი სულ ეუბნებოდა, შვიდი სამეფო ამქვეყნად
ყველაზე მშვენიერი ადგილიაო.
სახლზე ფიქრებმა ააფორიაქა. მისი მზე-და-ვარსკვლავები ცოც-
ხალი რომ ყოფილიყო, თავის ხალასარს შხამიან წყალზე გადაიყ-
ვანდა და მის მტრებს მიწასთან გაასწორებდა, მაგრამ ხალის ძლი-
ერებამ დატოვა ქვეყნიერება. სისხლისმიერი რაინდები შერჩნენ,
ისინი დენის იყვნენ შეფიცულები და ბრძოლაც ეხერხებოდათ, მაგ-
რამ მხოლოდ ცხენთა ბატონების ნირზე. დოთრაკები ქალაქებს არ-
ბევდნენ და სამეფოებს ძარცვავდნენ, ოღონდ არ მართავდნენ მათ.
დენის სრულებითაც არ სურდა, მეფის საბიჯელი მოუსვენებელი აჩ-
რდილებით სავსე შავ ნანგრევებად ექცია. ცრემლები ისედაც ბევრი
ნახა. მინდა, ჩემი სამეფო გავამშვენო, მსუქანი კაცებით, ლამაზი
ასულებით და მოცინარი ბავშვებით ავავსო. მინდა, ჩემი ხალხი იღი-
მებოდეს, როდესაც ცხენით ჩავლილს დამინახავენ, როგორც, ვისე-
რისის თქმით, მამაჩემს უღიმოდნენ. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა,
უნდა დაეპყრო.
უზურპატორი მოგკლავს, დღესავით ცხადია, უთხრა მორმონტმა.
რობერტმა მოკლა მისი ქველი ძმა რეიგარი, მისმა მოგზავნილმა
ერთმა არსებამ კი შხამიანი წყალი გადმოიარა, ის და მისი დაუბა-
დებელი ძე რომ მოეკლა. ამბობდნენ, რობერტ ბარათეონი ბუღასა-
ვით ძლიერი და ბრძოლაში შეუდრეკელია, ომს კი არაფერი ურჩევ-
ნიაო. მას გვერდში ედგნენ დიდებული ლორდები, რომლებსაც მისი
ძმა უზურპატორის ძაღლებს ეძახდა: ცივად მომზირალი და გულგა-
ყინული ედარდ სტარკი და ოქროვანი ლანისტერები, მამა და ძე, უმ-
დიდრესები, მძლავრები, ღალატიანები. ამგვარი კაცის დამხობის
იმედი როგორ უნდა ჰქონოდა? ხალი დროგო ცოცხალი რომ იყო,
556
ადამიანები მის წინაშე ცახცახებდნენ და რისხვის დასაცხრობ სა-
ჩუქრებს ძღვნიდნენ. თუ სხვაგვარად მოიქცეოდნენ, დროგო არ-
თმევდა ქალაქებს, სიმდიდრეს, ცოლებს და ყველაფერს, რაც კი
ებადათ. მაგრამ ხალის ხალასარი ვეება იყო, დენისა კი – მცირე. მი-
სი ხალხი გამოჰყვა წითელ უდაბნოში, როდესაც დენი კომეტას მის-
დევდა, და შხამიან წყალზეც გადაჰყვებოდა, მაგრამ მათი რიცხვი
საკმარისი არ იყო. შესაძლოა მისი დრაკონებიც კი არ ყოფილიყო
საკმარისი. ვისერისს სწამდა, რომ სახელმწიფო აღდგებოდა თავისი
კანონიერი მეფის დასაცავად... მაგრამ ვისერისი ბრიყვი იყო, ბრიყ-
ვებს კი სულელური რაღაცების სწამთ. ეჭვებმა ჟრჟოლა მოჰგვარა.
უეცრად წყალი ცივი ეჩვენა, ციცქნა კბენია თევზები კი – აბეზრებად.
ფეხზე წამოდგა და აუზიდან ამოვიდა.
– ირი! – დაიძახა, – ჟიქვი!
მოახლეებმა რომ გაამშრალეს და ქვიშაბრეშუმის კაბით შემო-
სეს, დენის ფიქრები გადასწვდა იმ სამს, რომლებმაც ძვლების ქა-
ლაქში იპოვეს იგი. სისხლიანმა ვარსკვლავმა ქართში ფუჭად როდი
ჩამომიყვანა. აქ ვიპოვი იმას, რაც მჭირდება, თუ მეყოფა ძალა იმის
მისაღებად, რასაც მთავაზობენ, და სიბრძნე, მახეებს თავი რომ ავა-
რიდო. თუ ღმერთებს განზრახული აქვთ, რომ სამეფო დავიპყრო,
ისინი დამეხმარებიან, ისინი ნიშანს გამომიგზავნიან. და თუ არა...
თუ არა...
საღამოს პირი იდგა და დენი თავის დრაკონებს აჭმევდა, როდე-
საც აბრეშუმის ფარდაში ირიმ შემოაბიჯა და მოახსენა, რომ სერ ჯო-
რაჰი ნავსადგურიდან დაბრუნდა... და მარტო არ იყო.
– შემოუშვი, და ისიც, ვისთან ერთადაც მოვიდა, – უთხრა დაინ-
ტერესებულმა დენიმ. შემოსულებს ბალიშების მთაზე წამომჯდარი
დახვდა, გარშემო დრაკონები ეხვივნენ. რაინდის მოყვანილ კაცს

557
მწვანე და ყვითელი ბუმბულების მოსასხამი ეცვა და გაპრიალებუ-
ლი გიშერივით შავი კანი ჰქონდა.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა რაინდმა, – ქოჰურო მო მოგიყ-
ვანე, დარიჩინის ქარის კაპიტანი მაღალ ხეთა ქალაქიდან.
შავმა კაცმა მუხლი მოიყარა.
– დიდი პატივია ჩემთვის, ჩემო დედოფალო, – თქვა მან; არა
ზაფხულის კუნძულების ენაზე, რომელიც დენიმ არ იცოდა, არამედ
ცხრა თავისუფალი ქალაქის მორაკრაკე ვალირიულ კილოკავზე.
– პატივს შენ მდებ, ქოჰურო მო, – მიუგო დენიმ იმავე ენაზე, –
ზაფხულის კუნძულებიდან მოდიხარ?
– ასეა, თქვენო მოწყალებავ, მაგრამ უფრო ადრე, მას მერე ნა-
ხევარი წელიც არ გასულა, რაც ძველქალაქს ვეწვიე. იქიდან საოცა-
რი ძღვენი მოგართვი. – ძღვენი?!
– ახალი ამბების ძღვენი. დრაკონების დედაო, გრიგალით შობი-
ლო, მართალს გეტყვი, რობერტ ბარათეონი მკვდარია.
მისი ოთახის გარეთ ქართს ბინდი ეფინებოდა, მაგრამ დენის
გულში მზემ ამოანათა. – მკვდარია? – გაიმეორა მან. მის მუხლზე
მჯდარი შავი დროგონი ასისინდა და დენის სახის წინ პირბადესავით
დაეკიდა მკრთალი კვამლი, – დანამდვილებით იცი? უზურპატორი
მკვდარია?
– ასე ამბობენ ძველქალაქში, დორნში, ლისში და ყველა იმ პორ-
ტში, სადაც კი შევედით.
მან მოწამლული ღვინო გამომიგზავნა, მაგრამ მე ვცოცხლობ,
თავად კი მოკვდა. – რით მოკვდა? – მის მხარზე ვისერიონმა ააფარ-
თხუნა ნაღებისფერი ფრთები და ნიავი ააყენა.
– გოლიათმა ტახმა გაგლიჯა მეფისტყეში ნადირობისას, ასე შე-
ვიტყვე ძველქალაქში. სხვები ამბობენ, რომ დედოფალმა უღალატა,
ან საკუთარმა ძმამ, ან ლორდმა სტარკმა, რომელიც მისი მარჯვენა
558
იყო. მაგრამ ყველა ამბავი ადასტურებს, რომ მეფე რობერტი მკვდა-
რია და საფლავში წევს.
დენის არასოდეს ენახა უზურპატორის სახე, მაგრამ იშვიათად
თუ გაივლიდა დღე ისე, მასზე რომ არ ეფიქრა. მისი ვეება ჩრდილი
დაბადებისთანავე დაადგა თავს, იმ წუთიდან, როდესაც იშვა სის-
ხლითა და გრიგალით გარემოცული, სამყაროში, სადაც მისი ადგი-
ლი აღარ დარჩენილიყო. ახლა კი ამ გიშერივით უცნობმა მის ცხოვ-
რებას ეს ჩრდილი გადააცალა.
– ახლა რკინის ტახტზე მისი ბიჭი ზის, – თქვა სერ ჯორაჰმა. – მე-
ფე ჯოფრი მეფობს, – დაეთანხმა ქოჰურო მო, – მაგრამ ლანისტერე-
ბი მართავენ. რობერტის ძმები გაიქცნენ მეფის საბიჯელიდან. ამბო-
ბენ, რომ ისინი აპირებენ გვირგვინზე თავიანთი უფლების გაცხადე-
ბას. მარჯვენაც დაემხო, ლორდი სტარკი, მეფე რობერტის მეგობა-
რი რომ იყო. ის ღალატის ბრალდებით შეიპყრეს. – ნედ სტარკი მო-
ღალატეა? – ჩაიფრუტუნა სერ ჯორაჰმა, – არა მგონია. უმალ გრძე-
ლი ზაფხული დაბრუნდება, ვიდრე ეგ თავის ძვირფას ღირსებას შებ-
ღალავდეს. – რა ღირსება შეიძლება ჰქონდეს? – უთხრა დენიმ, –
მან თავის კანონიერ მეფეს უღალატა, იმ ლანისტერებივით, – ესია-
მოვნა იმის გაგება, რომ უზურპატორის ძაღლები ერთმანეთს დარე-
ოდნენ, თუმცა არ გაჰკვირვებია. იგივე მოხდა, როდესაც მისი დრო-
გო მოკვდა და მისმა ვრცელმა ხალასარმა ნაწილებად დაიგლიჯა
საკუთარი თავი, – ჩემი ძმაც მოკვდა, ვისერისი, ჭეშმარიტი მეფე, –
უთხრა მან ზაფხულის კუნძულელს, – ხალ დროგომ, ჩემმა ქმარმა-
ბატონმა მოკლა იგი გამდნარი ოქროს გვირგვინით, – ნეტავ უფრო
ბრძნულად თუ მოიქცეოდა მისი ძმა, რომ სცოდნოდა, ასე ახლო იყო
შურისძიება, ღმერთებს რომ შესთხოვდა?
– მაშ, ვწუხვარ შენ გამო, დრაკონების დედაო, და სისხლისგან
დაცლილი ვესტეროსის გამო, რომელმაც თავისი ჭეშმარიტი მეფე
559
დაკარგა.
დენის მოალერსე თითებში განაბული მწვანე რეიგალი უცხო
კაცს მდნარი ოქროს თვალებით უმზერდა. პირი რომ გააღო, კბილე-
ბი შავი ნემსებივით აუელვარდა. – როდის ბრუნდება შენი გემი ვეს-
ტეროსში, კაპიტანო?
– სამწუხაროდ, იქით ერთ წელიწადს ან მეტხანს არ მიბრუნდება.
დარიჩინის ქარი აქედან აღმოსავლეთით გაცურავს, ნეფრიტის
ზღვას შემოუვლის მოვაჭრის წრეზე. – გასაგებია, – უთხრა იმედგაც-
რუებულმა დენიმ, – მაშ, კეთილი ქარები და სარფიანი ვაჭრობა მი-
სურვებია. ძვირფასი ძღვენი მომართვი.
– მე უხვი გასამრჯელო მივიღე, დიდო დედოფალო.
დენი ვერ მიუხვდა.
– ეგ რანაირად?
კაცს თვალები აუელვარდა.
– დრაკონები ვიხილე.
დენიმ გაიცინა.
– იმედია, მოვა დრო და ისევ იხილავ. მოდი ჩემთან მეფის საბი-
ჯელში, როდესაც მამაჩემის ტახტზე დავჯდები, და დიდ ჯილდოს მი-
იღებ.
ზაფხულის კუნძულელი დაჰპირდა, რომ უეჭველად ასე მოიქცე-
ოდა, მსუბუქად ეამბორა თითებზე და წავიდა. ჟიქვიმ გააცილა, სერ
მორმონტი კი დენისთან დარჩა. – ხალესი, – თქვა მან, – შენს ადგი-
ლას ასე ღიად არ ვისაუბრებდი საკუთარ გეგმებზე. ეს კაცი ამიერი-
დან ამბავს მიიტანს ყველგან, სადაც კი წავა. – დაე, – უთხრა დენიმ,
– დაე, მთელმა სამყარომ შეიტყოს ჩემი განზრახვა. უზურპატორი
მკვდარია, რაღა აზრი აქვს მალვას?
– მეზღვაურის ყველა ნაამბობი სიმართლე როდია ხოლმე, – გა-
აფრთხილა სერ ჯორაჰმა, – და რობერტი მართლა მკვდარი რომც
560
იყოს, მის ნაცვლად ახლა მისი ძე მეფობს. სინამდვილეში, არც არა-
ფერი შეცვლილა.
– ყველაფერი შეიცვალა, – დენი ერთბაშად წამოდგა. მისი დრა-
კონები ჩხავილით აიშალნენ და ფრთები გაშალეს. დროგონი აფარ-
თხუნდა და თაღიანი კარის თავზე წირთხლს ჩაებღაუჭა. სხვებმა ია-
ტაკი გადაირბინეს, ფრთების წვერებს მარმარილოზე მიაფხაჭუნებ-
დნენ, – ადრე შვიდი სამეფო ჩემი დროგოს ხალასარს ჰგავდა, მისი
ძალა ას ათასს ერთ მთლიანობად კრავდა. ახლა ისინი ნაკუწებად
დაიშლებიან, როგორც ხალასარს მოუვიდა ჩემი ხალის სიკვდილის
მერე.
– დიდებული ლორდები ყოველთვის იბრძოდნენ ერთმანეთთან.
მითხარი, ვინ გაიმარჯვა, და მე გეტყვი, ეს რას ნიშნავს. ხალესი, შვი-
დი სამეფო მწიფე ატმებივით როდი ჩაგიცვივდება ხელებში. საჭირო
იქნება ფლოტი, ოქრო, ჯარი, მოკავშირეები... – ეგ ყველაფერი ვი-
ცი, – დენიმ მისი ხელები თითებში მოიქცია და ეჭვით სავსე მუქ თვა-
ლებს ახედა. ზოგჯერ ის ჩემში ხედავს ბავშვს, რომელიც უნდა დაიც-
ვას, ზოგჯერ – ქალს, რომელთან დაწოლაც სწყურია, მაგრამ რო-
დისმე მაინც თუ ხედავს ჩემში თავის დედოფალს? – მე აღარ ვარ ის
შეშინებული გოგო, პენტოსში რომ გაიცანი. მართალია, მხოლოდ
თხუთმეტი დღეობა გადავიხადე... მაგრამ დოშ ხალენის დედაბრე-
ბივით ბებერი ვარ და ჩემი დრაკონებივით ნორჩი, ჯორაჰ. მე ძე გა-
ვაჩინე, ხალი დავწვი, გადმოვლახე წითელი უდაბნო და დოთრაკის
ზღვა. ჩემი სისხლი დრაკონისაა.
– როგორც შენი ძმის იყო, – ჯიუტად მიუგო რაინდმა.
– მე ვისერისი არ ვარ.
– არა, – აღიარა სერ ჯორაჰმა, – შენში რეიგარი უფროა, მაგრამ
რეიგარის მოკვლაც კი შესაძლებელი იყო. ეს რობერტმა დაამტკიცა
სამკბილაზე. და ამისთვის საომარი უროს მეტი არაფერი დასჭირდა.
561
დრაკონებიც კი კვდებიან.
– დრაკონები კვდებიან, – დენი ფეხის წვერებზე წამოიწია, ნაზად
რომ ეკოცნა მისთვის გაუპარსავ ლოყაზე, – მაგრამ ასევე კვდებიან
დრაკონის მკვლელებიც.

ბრანი

მირა ფრთხილად, აუჩქარებლად იძვროდა წრეზე; ბადე გამოხ-


სნილი ეკიდა მარცხენა ხელზე, მარჯვენაში ბაყაყზე სანადირო თხე-
ლი, სამკბილა შუბი მოემარჯვებინა. ზაფხული მას თავის ოქროს
თვალებს არ აცილებდა, გარს ბრუნავდა, კუდი გაშეშებული და
ამართული ეჭირა. აკვირდებოდა, აკვირდებოდა...
– ჰაი! – იყვირა გოგონამ და შუბი აძგერა. მგელი მარცხნივ გას-
რიალდა და ისკუპა, სანამ გოგონა შუბს ისევ მოიმარჯვებდა. მირამ
ბადე ისროლა, მისი ხვეულები ჰაერში გაიშალა გოგონას სახის წინ.
ზაფხული გაშლილ ბადეში შეიჭრა, თან აითრია; ნახტომით მკერდზე
დაეძგერა გოგონას და გადააყირავა, წააქცია. მას შუბი ხელიდან გა-
უვარდა და ბზრიალით გადავარდა გვერდზე. ცვრიანმა ბალახმა და-
ცემა შეარბილა, მაგრამ დარტყმამ სუნთქვა მაინც შეუგუბა. მგელი
წაქცეულს თავზე დაადგა. ბრანი აყიჟინდა.
– წააგე!
– მოიგო, – თქვა მისმა ძმამ ჟოჟენმა, – ზაფხული ბადეშია გახ-
ვეული. ბრანმა დაინახა, რომ ბიჭი მართალს ამბობდა. ზაფხული ბა-
დეს ქაჩავდა და იღრინებოდა, მისგან დახსნას ლამობდა, მაგრამ
ამით კიდევ უფრო იხლართავდა თავს. ბადის მიღმიდან კბენაც არ
შეეძლო.
– გამოუშვი.
გოგონა რიდი სიცილით ჩაეხვია ბადეში აბურდულ მგელს და
562
მასთან ერთად გაკოტრიალდა მიწაზე. ზაფხული საბრალობლად აწ-
კმუვლდა, ფეხებს იქნევდა, შემბოჭველი ღვედები რომ მოეცილები-
ნა. მირამ დაიჩოქა, თასმა გამოხსნა, კუთხე გამოქაჩა, აქა-იქ ოსტა-
ტურად გასწი-გამოსწია და გამოხსნილი მგელსაზარა უცებ გვერდზე
გახტა.
– ზაფხული, ჩემთან! – ბრანმა მკლავები გაშალა, – ნელა! – უთ-
ხრა წამით ადრე, სანამ მგელი ზედ შეასკდებოდა. მთელი ძალ-ღო-
ნით ჩაებღაუჭა, მგელმა კი იგი ბალახებზე გაათრია. ჭიდაობდნენ და
გორავდნენ, მგელი იღრინებოდა და ყეფდა, ბიჭი იცინოდა. ბოლოს
ბრანი ზემოდან გაშოტილი დარჩა, ტალახში ამოთხვრილი მგელი
მის ქვეშ მოექცა.
– კარგი მგელი, – ქოშინებდა ბრანი. ზაფხულმა ყური აულოკა.
მირამ თავი გაიქნია.
– არასოდეს ბრაზდება?
– ჩემზე არასოდეს, – ბრანმა ყურებში ჩაავლო ხელები და ზაფ-
ხულმა გამეტებით გაუწკაპუნა კბილები, მაგრამ ეს ყველაფერი თა-
მაში იყო, – ზოგჯერ ტანსაცმელს მიხევს ხოლმე, მაგრამ სისხლი
არასოდეს უდენია.
– ანუ შენთვის არ უდენია. ჩემი ბადე რომ ასცილებოდა...
– შენ არაფერს დაგიშავებდა. იცის, რომ მომწონხარ, – ჭირნახუ-
ლის ლხინის მერე ორიოდ დღეში ყველა ლორდი და რაინდი გზას
გაუდგა, მაგრამ რიდები დარჩნენ და ბრანის განუყრელი ამხანაგები
გახდნენ. ჟოჟენი ისეთი სერიოზული იყო, რომ ბებერი ნენი მას „პა-
ტარა ბაბუას“ ეძახდა, მაგრამ მირა ბრანს თავის დას, არიას აგონებ-
და. გოგონას გატალახიანების არ ეშინოდა და ბიჭივით კარგად შე-
ეძლო სირბილი, ბრძოლა და სროლა. მართალია, არიაზე დიდი
იყო, თექვსმეტის ხდებოდა – უკვე ქალი ეთქმოდა. ორივე ბრანზე

563
უფროსი იყო, თუმცა უკვე მისმა მეცხრე დღეობამაც გადაიარა; მაგ-
რამ არასოდეს ექცეოდნენ, როგორც ბავშვს.
– ნეტავ თქვენ იყოთ ჩვენი აღსაზრდელები ვოლდერების ნაც-
ვლად, – ბრანი უახლოესი ხისკენ გაცოცდა. მისი კლაკვნა და ცდა
მძიმე სანახავი იყო, მაგრამ როდესაც მირა ასაყვანად მიუახლოვ-
და, არ მომეხმაროო, უთხრა. ის მოუქნელად იზიდებოდა, უკან იზნი-
ქებოდა და გვერდიდან გვერდზე გორდებოდა, წინ წასაწევად მკლა-
ვების ძალას მოიხმარდა, სანამ მაღალი იფნის ძირას არ წამოჯდა
ხეზე ზურგმიყრდნობილი. – აი, ხომ გეუბნებოდი, – უთხრა მირას.
ზაფხული დაწვა და თავი ბრანს მუხლებზე დაადო, – ადრე არავინ
ვიცოდი ისეთი, ბადით ბრძოლა რომ შეეძლო, – განაგრძო მან, თან
მგელსაზარას ყურებს შორის ფხანდა, – ეგ თქვენმა ორთაბრძოლის
ოსტატმა გასწავლა?
– მამაჩემმა მასწავლა. რუხწყალაში რაინდები არ გვყავს. არც
ორთაბრძოლის ოსტატები, არც მაისტერები.
– თქვენს ყორნებს ვინ უვლის?
გოგონამ გაიღიმა.
– ყორნებს რუხწყალას პოვნა არ შეუძლიათ, ისევე, როგორც
ჩვენს მტრებს. – რატომ?
– იმიტომ, რომ ერთ ადგილას არ დგას, – უთხრა მან.
ბრანს ადრე არასოდეს სმენოდა მოძრავი ციხესიმაგრის შესა-
ხებ. ყოყმანით შეხედა, მაგრამ ვერ მიხვდა, გოგონა ატყუებდა თუ
არა.
– ნეტავ მისი ნახვა შემეძლოს. როგორ გგონია, თქვენი ლორდი-
მამა ნებას დამრთავს, გეწვიოთ, ომი რომ დამთავრდება?
– ყველაზე სასურველი სტუმარი იქნები, ჩემო პრინცო. მერე თუ
ახლა. – ახლა? – ბრანს მთელი ცხოვრება ვინტერფელში ჰქონდა
გატარებული. შორეული მხარეების ნახვაზე ოცნებობდა, – სერ
564
როდრიკი რომ დაბრუნდება, ვთხოვ. მოხუცი რაინდი აღმოსავლე-
თით გაემგზავრა იქაური არეულობის მოსაგვარებლად. ყველაფერი
რუს ბოლტონის ბუშმა წამოიწყო, როდესაც ჭირნახულის ზეიმიდან
დაბრუნებული ლედი ჰორნვუდი შეიპყრო და იმავე ღამით იქორწი-
ნა მასზე, თუმცა ასაკით შვილად შეჰფეროდა. მერე ლორდმა მან-
დერლიმ დაიკავა ჰორნვუდების ციხესიმაგრე. იმისთვის, რომ მათი
მამულები ბოლტონებისგან დავიცვაო, ასე მოიწერა, მაგრამ სერ
როდრიკი მასზე თითქმის ისევე იყო განრისხებული, როგორც ბუშ-
ზე, – სერ როდრიკმა შეიძლება გამომიშვას. მაისტერი ლუვინი მა-
გას არასოდეს იზამს.
სარკმლის ხის ქვეშ ფეხმორთხმით მჯდარმა ჟოჟენმა მას დაფიქ-
რებით შეხედა. – კარგი იქნებოდა, ვინტერფელიდან რომ წასული-
ყავი, ბრან.
– კარგი იქნებოდა?
– ჰო. და რაც მალე, მით უკეთესი.
– ჩემს ძმას მწვანე ხედვა აქვს, – უთხრა მირამ, – ისეთი რამები
ესიზმრება, რაც არ მომხდარა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მოხდეს.
– არა ზოგჯერ, მირა, – მათ ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. ბი-
ჭის მზერა ნაღვლიანი იყო, გოგონასი – გამომწვევი.
– მითხარი, რა მოხდება, – უთხრა ბრანმა.
– გეტყვი, – მიუგო ჟოჟენმა, – თუ შენც მომიყვები შენს სიზმრებ-
ზე. საღვთო ტყეში სიჩუმე ჩამოვარდა. ბრანს ფოთლების შრიალი
და ცხელ ტბორებში ჰოდორის შხაპუნი ჩაესმოდა. გონებაში ამოუ-
ტივტივდა ოქროვანი კაცი და სამთვალა ყვავი; გაახსენდა ყბაში გახ-
რაშუნებული ძვლები და. სისხლის სპილენძისებური გემო.
– მე არაფერი მესიზმრება. მაისტერი ლუვინი ძილის წამლებს
მასმევს. – გშველის?
– ზოგჯერ.
565
– ვინტერფელში ყველამ იცის, რომ ღამღამობით ყვირი და ოფ-
ლში გაღვრილი იღვიძებ, ბრან. მაგაზე ლაპარაკობენ ქალები წყა-
როსთან და მცველები მათ დარბაზში. – გვითხარი, ასე ძალიან რა
გაშინებს, – უთხრა ჟოჟენმა.
– არ მინდა. თანაც ეს სიზმრებია და სხვა არაფერი. მაისტერი
ლუვინი ამბობს, რომ სიზმრები რასაც გინდა, იმას შეიძლება ნიშ-
ნავდეს – ან სულაც არაფერს. – ჩემი ძმაც სხვა ბიჭების მსგავსად
ნახულობს სიზმარს და ის რასაც გინდა იმას შეიძლება ნიშნავდეს, –
თქვა მირამ, – მაგრამ მწვანე სიზმრები სხვა რამეა. ჟოჟენის თვა-
ლებს ხავსის ფერი ედო და ზოგჯერ, შენ რომ გიცქერდა, გეგონებო-
და, სხვა რამეს ხედავსო. ისე, როგორც ახლა.
– მესიზმრა ფრთიანი მგელი, მიწაზე მიბმული რუხი ქვის ჯაჭვით,
– თქვა მან, – მწვანე სიზმარი იყო, ამიტომ ვიცი, სიმართლეა. ყვავი
ლამობდა, ჯაჭვი გაეკორტნა, მაგრამ ქვა მტკიცე იყო და მისი ნის-
კარტი მხოლოდ მცირე ნაჭდევებს აჩნევდა. – ყვავს სამი თვალი
ჰქონდა?
ჟოჟენმა თავი დაუქნია.
ზაფხულმა თავი ასწია და შლამის კაცს მუქი ოქროვანი თვალე-
ბით მიაჩერდა. – პატარა რომ ვიყავი, კინაღამ მოვკვდი რუხწყალას
ცხელებით. მაშინ იყო, ყვავი რომ მოვიდა ჩემთან.
– ჩემთან კიდევ, რომ ჩამოვვარდი, მერე მოვიდა, – წამოროშა
ბრანმა, – დიდხანს ვიყავი უგონოდ. მითხრა, უნდა იფრინო, თორემ
მოკვდებიო, და გამოვიღვიძე. ოღონდ აღმოჩნდა, რომ დამტვრეუ-
ლი ვიყავი და სულაც არ შემეძლო ფრენა. – შეძლებ, თუ მოინდო-
მებ, – მირა თავის ბადეს დასწვდა, ჩამოფერთხვით გაასწორა და
თავისუფალ ნაკეცებად აკრიფა.
– ფრთიანი მგელი შენ ხარ, ბრან, – უთხრა ჟოჟენმა, – თავიდან,
აქ რომ მოვედით, დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ახლა ზუსტად
566
ვიცი. ყვავმა ჩვენ გამოგვგზავნა შენი ჯაჭვის გასაწყვეტად.
– ყვავი რუხწყალაშია?
– არა. ყვავი ჩრდილოეთშია.
– კედელთან? – ბრანს ყოველთვის უნდოდა კედლის ნახვა. ახ-
ლა იქ მისი ბუში ძმა ჯონი იყო, ღამის ებგურის მებრძოლად.
– კედლის მიღმა, – მირა რიდმა ბადე ქამარზე დაიკიდა, – რო-
დესაც ჟოჟენმა ჩვენს ლორდ-მამას მოუყვა, რაც დაესიზმრა, მან
ჩვენ ვინტერფელში გამოგვგზავნა. – როგორ უნდა გავწყვიტო ჯაჭ-
ვი, ჟოჟენ? – ჰკითხა ბრანმა.
– თვალი გაახილე.
– ღია მაქვს, ვერ ხედავ?
– ორი გაქვს ღია, – ჟოჟენმა მიათითა, – ერთი, მეორე.
– მერე, მარტო ორი მაქვს.
– სამი გაქვს. ყვავმა მესამე თვალიც მოგცა, მაგრამ შენ არ
ახელ, – აუჩქარებელი, რბილი საუბარი იცოდა, – ორი თვალით შენ
ჩემს სახეს ხედავ. სამით ჩემი გულის დანახვას შეძლებდი. ორით იმ
მუხის დანახვა შეგიძლია. სამით დაინახავდი რკოს, რომლიდანაც
ის მუხა ამოვიდა, და კუნძს, რადაც როდისმე იქცევა. ორით მხო-
ლოდ იმას ხედავ, რაც შენი გალავნის შიგნითაა. სამით გაიხედავდი
სამხრეთით ზაფხულის ზღვამდე და ჩრდილოეთით კედლის გადაღ-
მა.
ზაფხული წამოდგა.
– ეგრე შორს გახედვა არ მჭირდება, – ბრანმა მღელვარედ გა-
იღიმა, – დავიღალე ყვავებზე ლაპარაკით. მოდი, მგლებზე ვილაპა-
რაკოთ. ან ლომხვლიკებზე. როდისმე მოგინადირებია ლომხვლიკა,
მირა? აქ ეგენი არ გვყავს.
მირამ თავისი საბაყაყე შუბი ბუჩქებიდან ამოაძრო.

567
– ისინი წყალში ცხოვრობენ. მდორე მდინარეებში და ღრმა ჭა-
ობებში... ძმამ შეაწყვეტინა.
– ლომხვლიკები დაგსიზმრებია?
– არა, – უთხრა ბრანმა, – ხომ გითხარი, არ მინდა...
– მგელი დაგსიზმრებია?
ბრანს მისი დაჟინება უკვე აბრაზებდა.
– არ ვაპირებ, ჩემს სიზმრებზე მოგიყვე. მე პრინცი ვარ. ვინტერ-
ფელელი სტარკი.
– ის მგელი ზაფხული იყო?
– გაჩუმდი.
– ჭირნახულის ლხინის ღამეს დაგესიზმრა, რომ ზაფხული იყავი,
საღვთო ტყეში, ხომ? – მორჩი! – დაუყვირა ბრანმა. ზაფხული სარ-
კმლის ხისკენ დაიძრა, თეთრი კბილები გამოაჩინა.
ჟოჟენ რიდს ყურადღება არ მიუქცევია.
– ზაფხულს რომ შევეხე, ვიგრძენი, მასში რომ იყავი. ისევე, რო-
გორც ახლაც მასში ხარ.
– ვერ იგრძნობდი. მე საწოლში ვიწექი. მეძინა.
– შენ საღვთო ტყეში იყავი, სულ რუხები გეცვა.
– ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო...
ჟოჟენი წამოდგა.
– მე გიგრძენი. შენი ჩამოვარდნაც ვიგრძენი. ეგაა, რომ გაში-
ნებს – ჩამოვარდნა? ჩამოვარდნა, გაიფიქრა ბრანმა, და ოქროს კა-
ცი, დედოფლის ძმა, ისიც მაშინებს, მაგრამ ჩამოვარდნა – უფრო.
ოღონდ არ უთქვამს. როგორ შეეძლო? მან ვერ შეძლო, ეთქვა სერ
როდრიკისთვის ან მაისტერ ლუვინისთვის, ვერც რიდებს ეტყოდა.
თუ ამაზე არ ილაპარაკებდა, იქნებ დავიწყებოდა. არასოდეს ნდო-
მებია, გახსენებოდა. ეს ნამდვილი გახსენება ვერც კი იქნებოდა.
– ყოველღამე ვარდები, ბრან? – წყნარად ჰკითხა ჟოჟენმა.
568
ზაფხულის ყელიდან ხმადაბალი მოგუგუნე ღრენა გაისმა და ამ
ხმაში თამაშის მისხალიც აღარ იყო. წინ წამოდგა, დაკრეჭილი კბი-
ლებით და აგიზგიზებული თვალებით. მირა მგელსა და ძმას შორის
ჩადგა, ხელში შუბი ეჭირა.
– გააჩერე, ბრან..
– ჟოჟენი აბრაზებს.
მირამ ბადე ჩაიხსნა.
– ეს შენი ბრაზია, ბრან, – წარმოთქვა მისმა ძმამ, – შენი შიშია.
– არ არის ჩემი. მე მგელი არ ვარ, – ოღონდ მათთან ერთად ყმუოდა
ღამით და სისხლს უსინჯავდა გემოს თავის მგლურ სიზმრებში.
– შენი ნაწილი ზაფხულია და ზაფხულის ნაწილი შენ ხარ. იცი შენ
ეს, ბრან. ზაფხული წინ გამოიჭრა, მაგრამ მირამ გზა გადაუჭრა, სამ-
კბილა შუბი აძგერა. მგელი განზე გახტა, გარს დაუარა, მიპარვას
ლამობდა. მირა შებრუნდა, თვალს არ აცილებდა.
– დაუძახე, ბრან.
– ზაფხული! – დაუძახა ბრანმა, – ჩემთან, ზაფხული! – გაშლილი
ხელისგული ბარძაყზე დაირტყა. ხელი აეწვა, თუმც მკვდარ ფეხში
არაფერი უგრძნია. მგელსაზარა ისევ წინ გამოიჭრა, ისევ შეეგება
მირას შუბი. ზაფხული გაეცალა, უკან გაბრუნდა. ბუჩქებმა გაიშრია-
ლა და სარკმლის ხის უკნიდან მოსხლეტილი შავი ფიგურა გამოძუნ-
ძულდა, მასაც გამოეჩინა თეთრი კბილები. სუნი მძაფრი იყო: ძმამ
მისი რისხვა იყნოსა. ბრანმა იგრძნო, კისერზე თმები აებურძგნა. მი-
რა ძმის გვერდით იდგა, ორივე მხრიდან მგლები უტევდნენ.
– ბრან, დაუძახე, მოგვშორდნენ.
– ვერ ვშვრები!
– ჟოჟენ, ხეზე ადი.
– არაა საჭირო. დღეს ჩემი სიკვდილის დღე არაა.

569
– ქენი, რაც გითხარი! – დაჰკივლა გოგონამ და მისი ძმა სარ-
კმლის ხის ტანს აუყვა, მის სახეს ხელის მოსაჭიდებლად ხმარობდა.
მგელსაზარები მოახლოვდნენ. მირამ შუბი და ბადე დააგდო, შეხტა
და თავზემოთ გამოწვდილ ტოტს ჩაეჭიდა. ბურძგლას ეშვებმა მის
კოჭთან გაიწკაპუნა, როდესაც გოგონა აიზიდა და ტოტს ზემოდან
მოექცა. ზაფხული დაცუცქდა და აყმუვლდა, ბურძგლაძაღლი კი ბა-
დეს შეება, – კბილებში მოიქცია და იქნევდა.
ბრანს მაშინღა გაახსენდა, რომ მარტონი არ იყვნენ ხელები პირ-
თან მოიმრგვალა. – ჰოდორ! – დაუძახა, – ჰოდორ! ჰოდორ! – ძა-
ლიან შეშინებული და როგორღაც დარცხვენილი იყო, – ჰოდორს
არაფერს დაუშავებენ, – დაარწმუნა ხეზე ასული მეგობრები. რამდე-
ნიმე წუთში არეული ღიღინი ჩაესმათ. ცხელ ტბორებთან ყოფნის მე-
რე ჰოდორი სანახევროდ ჩაცმული და ტალახით დასვრილი იყო,
მაგრამ ბრანს მისი დანახვა ასე ძალიან არასოდეს გახარებია.
– ჰოდორ, დამეხმარე. გაყარე მგლები, გაყარე.
ჰოდორი სიხარულით დამორჩილდა, მკლავებს იქნევდა და
უზარმაზარ ფეხებს აბარტყუნებდა, ჰოდორ, ჰოდორო, ყვიროდა;
ჯერ ერთ მგელს მიეჭრა სირბილით, მერე მეორეს. პირველი ბურ-
ძგლაძაღლი გაიქცა, უკანასკნელადაც დაიღრინა და ისევ მწვანე
ბუჩქებში შეძვრა. ზაფხული კი ბრანთან დაბრუნდა და მის გვერდით
მიწაზე გაწვა. მირამ მიწაზე დაშვებისთანავე შუბსა და ბადეს სტაცა
ხელი. ჟოჟენი ზაფხულს თვალს არ აცილებდა.
– ამაზე ისევ ვილაპარაკებთ, – დაჰპირდა ბრანს.
ეს მგლებმა ქნეს, მე კი არა. ვერ გაეგო, ასე რამ გაახელათ. შე-
იძლება მაისტერი ლუვინი მართალი იყო, საღვთო ტყეში რომ ჩაკე-
ტა ისინი.
– ჰოდორ, მაისტერ ლუვინთან წამიყვანე.
– საყვავის ქვეშ მოთავსებული მაისტერის კოშკურა ბრანის
570
ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო, ყოველთვის უიმედოდ აყრილ-
დაყრილი, მაგრამ ეს ერთმანეთში არეული წიგნები, გრაგნილები
და ბოთლები ბრანს ისეთსავე ნაცნობ და შინაურული გრძნობას
უჩენდა, როგორც მათი მფლობელის მელოტი თავი, ფართხუნა სა-
ხელოები და ფართო რუხი ანაფორა. ყორნებიც უყვარდა.
ლუვინი მაღალ სკამზე შემოსკუპებულიყო და წერდა. ახლა, სერ
როდრიკი რომ წავიდა, ციხესიმაგრის მართვა მთლიანად მას დააწ-
ვა მხრებზე. – ჩემო პრინცო, – წარმოთქვა მან, ჰოდორი ოთახში
რომ შევიდა, – დღეს გაკვეთილებზე ადრე მოსულხარ. – მაისტერი
ყოველდღე რამდენიმე საათს ბრანს, რიკონს და ვოლდერ ფრეიებს
ამეცადინებდა.
– ჰოდორ, წყნარად დადექი, – ბრანი ორივე ხელით ჩაეჭიდა
კედლის შანდალს და კალათიდან ამოიზიდა. წუთით ხელებზე ეკი-
და, სანამ ჰოდორმა სკამისკენ არ წაიყვანა. – მირა ამბობს, რომ მის
ძმას მწვანე ხედვა აქვს.
მაისტერმა ლუვინმა კალმით ცხვირი მოიქექა.
– ჰო?
ბრანმა თავი დაუქნია.
– შენ მეუბნებოდი, ტყის შვილებს მწვანე ხედვა ჰქონდათო. მახ-
სოვს. – ზოგი მართლაც იჩემებდა ამ დიდი ძალის ქონას. მათ ბრძენ-
კაცებს მწვანის მჭვრეტელები ერქვათ.
– ეს ჯადოქრობა იყო?
– შეგიძლია, ასეც უწოდო, რაკი უკეთესი სახელი არ გაგვაჩნია.
სინამდვილეში ეს განსხვავებული სახის ცოდნა იყო.
– რა იყო?
ლუვინმა კალამი დადო.
– ზუსტად არავინ იცის, ბრან. ტყის შვილები ამქვეყნად აღარ
არიან და მათი სიბრძნეც მათთან ერთად გაქრა. მიგვაჩნია, რომ ის
571
ხეებზე ამოკვეთილ სახეებს უკავშირდებოდა. პირველ ადამიანებს
სწამდათ, რომ მწვანის მჭვრეტელებს სარკმლის ხის თვალებით
ხედვა შეეძლოთ. ამიტომ იყო, ხეებს რომ ჭრიდნენ, ტყის შვილებ-
თან როცა ომობდნენ ხოლმე. სავარაუდოდ, მწვანის. მჭვრეტელებს
შეეძლოთ ტყის ნადირის და ფრინველის მართვა. თევზებისაც კი. ბი-
ჭი რიდი ამბობს, რომ ასეთ ძალას ფლობს?
– არა. არა მგონია მაგრამ სიზმრებს ხედავს ხოლმე, რომლებიც
ზოგჯერ ცხადდებაო, მირა ამბობს.
– ყველა ჩვენგანი ნახულობს სიზმრებს რომლებიც ზოგჯერ
ცხადდება. ხომ დაგესიზმრა შენი ლორდი მამა აკლდამაში, სანამ
მის სიკვდილს შევიტყობდით, გახსოვს? – რიკონსაც დაესიზმრა.
ერთი და იგივე სიზმარი ვნახეთ.
– დაარქვი ამას მწვანე ხედვა, თუ გინდა... მაგრამ გაიხსენე ის
ათობით ათასი სიზმარიც, რომლებიც შენ და რიკონმა ნახეთ და არ
აგხდომიათ. თუ გახსოვს, რა გასწავლე იმ ჯაჭვის ყელსაბამზე, მაის-
ტერებს რომ უკეთიათ?
ბრანი წუთით დაფიქრდა, გახსენებას ლამობდა.
– მაისტერი თავის ჯაჭვს ძველქალაქის ციტადელში ჭედს. ჯაჭვი
იმიტომაა, რომ მსახურების ფიცს დებ, და სხვადასხვა ლითონისგან
იმიტომაა, რომ სახელმწიფოს ემსახურები, სახელმწიფოს კი სხვა-
დასხვანაირი ადამიანები ჰყავს. ყოველ ჯერზე, როდესაც რამეს
სწავლობ, მორიგ რგოლს ამზადებ. შავი რკინა ყორნების გაწ-
ვრთნის და მოვლის ცოდნაა, ვერცხლი – კურნების, ოქრო – ანგა-
რიშის და რიცხვების. ყველა არ მახსოვს.
ლუვინმა თითი ყელსაბამის ქვეშ ჩაიყარა და ცოტ-ცოტაობით მი-
სი მობრუნება იწყო. ასეთი კაფანდარა კაცის კვალობაზე სქელი კი-
სერი ჰქონდა, ჯაჭვი კი მჭიდროდ აჯდა, მაგრამ რამდენიმე გამოქაჩ-
ვით მთლიანად შემოაბრუნა.
572
– ეს ვალირიული ფოლადია, – თქვა მან, როდესაც მუქი რუხი
ლითონის რგოლი ყანყრატოზე გაუჩერდა, – ასეთი რგოლი ასიდან
მხოლოდ ერთ მაისტერს უკეთია. ეს აღნიშნავს, რომ მე შევისწავლე
ის, რასაც ციტადელი უმაღლეს საიდუმლოებებს უწოდებს – ჯადოქ-
რობა, მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან ჩამთრევი და მომხიბლავი
საქმიანობაა, მაგრამ ბევრი არაფერში გარგია, ამიტომაა, ასე ცოტა
მაისტერი რომ იწუხებს თავს მისი შესწავლით.
ყველა, ვინც კი უმაღლეს საიდუმლოებებს შეისწავლის, ადრე თუ
გვიან თავადაც – ცდის ჯადოს ქმნას. უნდა ვაღიარო, ამ ცდუნებას
მეც ავყევი. მაშინ ჯერაც ბიჭი ვიყავი და რომელი ბიჭი არ ოცნებობს
იდუმლად, რომ საკუთარ თავში დაფარული ძალები იპოვოს? ამ ძა-
ლისხმევას იმაზე მეტი ნაყოფი არ მოუტანია, ვიდრე ჩემამდე ათასო-
ბით ბიჭის მცდელობებს, და ათასობით ჩემ მერე, კიდევ. სამწუხა-
როა, მაგრამ ჯადოქრობა არ გამოდის.
– ხანდახან გამოდის, – შეედავა ბრანი, – ხომ დამესიზმრა ის
სიზმარი, რიკონსაც დაესიზმრა. თანაც, აღმოსავლეთში მაგები და
გრძნეულები ცხოვრობენ. – ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც
თავს მაგებს და გრძნეულებს უწოდებენ, – უპასუხა მაისტერმა ლუ-
ვინმა, – ციტადელში მყავდა მეგობარი, რომელსაც ყურიდან ვარ-
დის გამოღება შეეძლო, მაგრამ ჩემზე უკეთესი ჯადოქარი სულაც არ
იყო. დიახ, ნამდვილად, ბევრი რამ არის ისეთი, რის გაგებაც არ შეგ-
ვიძლია. ასობით და ათასობით წელია ჩავლილი, ერთი კაცი კი რას
ხედავს ცხოვრებაში – რამდენიმე ზაფხულის, რამდენიმე ზამთრის
მეტს? მთებს შევცქერით და მყარად დგანანო, ვამბობთ, და თითქოს
მართლაც ასეა... მაგრამ დროთა განმავლობაში მთები მაღლდები-
ან და იშლებიან, მდინარეები მიმართულებას იცვლიან, ციდან ვარ-
სკვლავები ცვივა, ვრცელი ქალაქები ზღვაში იძირება. ღმერთებიც
კი კვდებიან, სავარაუდოდ. ყველაფერი იცვლება.
573
შესაძლოა მაგია ოდესღაც ამქვეყნად მოქმედი მძლავრი ძალა
იყო, მაგრამ ახლა ასე აღარაა. ის მცირედი, რაც დარჩა, კვამლის
ფთილას წააგავს, დიდი კოცონის დაშრეტის მერე რომ დარჩენილა
ჰაერში და ისიც კი იფანტება. ვალირია უკანასკნელი ნაკვერჩხალი
იყო, და დაიღუპა. აღარ არიან დრაკონები, გოლიათები გაწყდნენ,
ტყის შვილები და მთელი მათი სიბრძნე დავიწყებასაა მიცემული.
არა, ჩემო პრინცო. ჟოჟენ რიდს შეიძლება ერთი-ორჯერ უნახავს
სიზმარი, რომელიც სჯერა, რომ ამხდარა, მაგრამ მწვანე ხედვა მას
არ გააჩნია. არცერთი ცოცხალი ადამიანი აღარ ფლობს ამ ძალას.
ბრანმა იგივე გაუმეორა მირას, როდესაც გოგონა შებინდებისას
ოთახში ეწვია. თავად ფანჯრის რაფაზე იჯდა და უცქერდა, როგორ
ინთებოდა ცეცხლები. – ვწუხვარ, მგლები ასე რომ იქცეოდნენ. ზაფ-
ხული ჟოჟენს არ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ არც ჟოჟენს უნდა
ელაპარაკა ასე ჩემს სიზმრებზე. ყვავმა მომატყუა, როდესაც მით-
ხრა, ფრენა შეგიძლიაო, და შენი ძმაც იტყუებოდა. – ან შესაძლოა
შენს მაისტერს ეშლება.
– არ ეშლება. მის რჩევას მამაჩემიც კი ყურს უგდებდა.
– მამაშენი უსმენდა, უეჭველად. მაგრამ ბოლოს თავისი შეხედუ-
ლებისამებრ წყვეტდა. ბრან, შეიძლება მოგიყვე, რა დაესიზმრა ჟო-
ჟენს შენზე და შენს ძმა-აღსაზრდელებზე? – ვოლდერები ჩემი ძმები
არ არიან.
გოგონამ მისი ნათქვამი არად ჩააგდო.
– თქვენ ისხედით და ვახშმობდით, მაგრამ მსახურის ნაცვლად
საჭმელი მაისტერმა მოგიტანათ. შენ შემწვარი ხორცის სამეფო ნა-
ჭერი მოგართვა, ჩინებული, ცვრიანი მწვადი, მისმა სურნელმა ყვე-
ლას პირი მოუწყლიანა. ფრეიებს კი ძველი, გაშავებული, მკვდარი
ხორცი მისცა მაგრამ მათ უფრო მოსწონდათ თავიანთი საჭმელი,
ვიდრე შენ – შენი.
574
– ვერაფერი გავიგე.
– გაიგებსო, ჩემი ძმა ამბობს. ჰოდა, რომ გაიგებ, ისევ დავილა-
პარაკოთ ბრანი იმ საღამოს ლამის შიშით მიუჯდა სუფრას, მაგრამ
ვახშმად მტრედის ღვეზელი მოუტანეს. სხვებსაც იგივე მიართვეს და
არ ეტყობოდა, რომ ვოლდერების საჭმელი რამით ჩამოუვარდებო-
და დანარჩენებისას. მაისტერი ლუვინი მართალიაო, უთხრა თავის
თავს. ვინტერფელს ცუდი არაფერი ემუქრებოდა, რაც არ უნდა ეთ-
ქვა ჟოჟენს. ბრანს გულზე მოეშვა... მაგრამ იმედიც გაუცრუვდა. თუ
მაგია არსებობდა, ყველაფერი შესაძლებელი იყო. შეიძლებოდა,
მოჩვენებებს ევლოთ, ხეებს ელაპარაკათ, დალეწილი ბიჭები კი
გაზრდილიყვნენ და რაინდები გამხდარიყვნენ. – მაგრამ არ არსე-
ბობს, – წარმოთქვა ხმამაღლა, თავისი საწოლის წყვდიადში ჩაფ-
ლულმა, – ჯადოქრობა არ არსებობს და ზღაპრები ზღაპრებია და მე-
ტი არაფერი. და თავად ვერასოდეს გაივლიდა, ვერც იფრენდა, ვერც
რაინდი გახდებოდა.

ტირიონი

ჭილოფი შიშველ ფეხისგულებზე ჩხვლეტდა.


– კუზენს სტუმრობისთვის უჩვეულო დრო შეურჩევია, – უთხრა
ტირიონმა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფ პოდრიკ პეინს, რომელიც
უეჭველად მოელოდა, მარჯვენის გაღვიძების გამო ცოცხლად შემ-
წვავენო, – ჩემს მისაღებში მიაცილე და უთხარი, რომ ახლავე ჩამო-
ვალ.
ფანჯრის მიღმა ჩამდგარი სიშავის მიხედვით თუ იმსჯელებდა,
შუაღამეს გვარიანად გადაცილებული უნდა ყოფილიყო. იქნებ ლან-
სელი თვლის, რომ ამ დროს ბურანში ვიქნები და დუნედ ვიაზროვ-
ნებ? არა, ლანსელი საერთოდ არ იწუხებს თავს ფიქრით, ეს სერსეის
575
ოინებია. მის დას იმედგაცრუება ელოდა. საწოლში იწვა, მაგრამ
გვიანობამდე მუშაობდა: სანთლის მოციმციმე შუქზე კითხულობდა,
ვარისის მოენეთა ანგარიშებს არჩევდა, ნეკას ხარჯთაღრიცხვის
წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, სანამ ციფრების სვეტები არ გაიდღაბნა და
თვალები არ აეწვა. საწოლის გვერდით მდგარი ტაშტიდან სახეზე
გრილი წყალი შეისხა და კარგა ხანი დაყო საპირფარეშოში დაცუც-
ქულმა, ღამის ჰაერი ცივად ედებოდა შიშველ კანზე. სერ ლანსელი
თექვსმეტი წლის იყო და დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა. დაე,
იცადოს და მოუთმენლობამ შეიპყროს. მუცელი რომ დაიცარიელა,
ტირიონმა ხალათი შემოიცვა და თითებით აიჩეჩა თხელი ჩალისფე-
რი თმები, ვითომც ახლაღა გავიღვიძეო.
ლანსელი ჩაღველფილი ბუხრის წინ სცემდა ბოლთას. ნაჭრევე-
ბიანი წითელი ხავერდი ემოსა, რომლის ქვეშ შავი აბრეშუმის შიდა
სახელოები მოუჩანდა. ქამარზე მოოქრული ქარქაშით ჩამოება მო-
ოჭვილი ხანჯალი.
– კუზენ, – მიესალმა ტირიონი, – სტუმრობით იშვიათად მანებივ-
რებ. რას მივაწერო ეს დაუმსახურებელი სიამე?
– მისმა მოწყალება დედოფალმა-რეგენტმა გამომგზავნა, რათა
გრანდ-მაისტერ პაიცელის გათავისუფლება გიბრძანო, – სერ ლან-
სელმა უჩვენა მეწამული ზორტი, რომელზეც ოქროსფერ ცვილზე გა-
მოსახული სერსეის ლომი მოჩანდა, – აი, მისი გუჯარი. – ვხედავ, –
ტირიონმა ხელის აქნევით მოიშორა გამოწვდილი ზორტი, – იმედი
მაქვს, ჩემი და ზედმეტად არ იძაბავს თავს, სულ ცოტა ხნის წინ აკი
შეუძლოდ იყო. სამწუხარო იქნება, რომ შეუბრუნოს.
– მისი მოწყალება სავსებით გამოკეთდა, – მოუჭრა სერ ლან-
სელმა. – რა ტკბილი მოსასმენია, – თუმც ცოტა სხვა ჰანგი აჯობებ-
და. უფრო დიდი დოზა უნდა მიმეცა. ტირიონს იმედი ჰქონდა, სერსეი

576
კიდევ რამდენიმე დღე არ ჩაერეოდა მის საქმეებში, თუმცა მისი გა-
მოჯანმრთელება დიდად არ გაჰკვირვებია. ბოლოს და ბოლოს, დე-
დოფალი ჯეიმის ტყუპისცალი იყო. თავი აიძულა, გულითადად გა-
ეღიმა, – პოდ, ცეცხლი აგვინთე, ჩემი აზრით, აქ ზედმეტად ცივა. და-
ლევ ჩემთან ერთად, ლანსელ? ასე ვატყობ, შემთბარი ღვინო დაძი-
ნებაში მეხმარება. – დაძინებაში დახმარება არ მჭირდება, – მიუგო
სერ ლანსელმა, – აქ მისი მოწყალების ბრძანებით მოვედი და არა
შენთან დასალევად, ჭინკა.
რაინდობამ ბიჭს სითამამე შესძინაო, ფიქრობდა ტირიონი. ამან,
და იმ სამწუხარო წვლილმა, რომელიც მეფე რობერტის მკვლელო-
ბაში მიუძღვის.
– ღვინო მართლაც შეიძლება საფრთხილო იყოს, – ღიმილით
შეავსო ჭიქა, – გრანდ-მაისტერი პაიცელი კი... ჩემი ძვირფასი და
მართლაც რომ შეეწუხებინა მის ამბავს, ვივარაუდებდი, რომ თავად-
ვე მოვიდოდა. ამის ნაცვლად შენ გგზავნის. რა უნდა დავასკვნა აქე-
დან?
– რაც გინდა, ის დაასკვენი, მაგრამ ტყვე კი გაათავისუფლე.
გრანდ-მაისტერი დედოფალ-რეგენტის ერთგული მეგობარია და
მისი პირადი მფარველობის ქვეშ იმყოფება, – ჭაბუკის ბაგეს დამცი-
ნავი ღიმილის ჩრდილი დასთამაშებდა: მოსწონდა, რასაც აკეთებ-
და. ჩანს, სერსეისგან სწავლობს. – მისი მოწყალება ამ უმსგავსობას
არასოდეს შეეგუება. შეგახსენებს, რომ იგი ჯოფრის რეგენტია. – მე
კი ჯოფრის მარჯვენა ვარ.
– მარჯვენა მსახურობს, – უზრუნველად მოახსენა ჭაბუკმა რაინ-
დმა, – რეგენტი კი მართავს, სანამ მეფეს ასაკი მოუწევს.
– ალბათ აჯობებდა, დაგეწერა ჩემთვის, უკეთ რომ დამემახსოვ-
რებინა, – ცეცხლი უკვე მხიარულად ტკაცუნებდა, – შეგიძლია დაგ-
ვტოვო, პოდ, – მიმართა თავის საჭურველთმტვირთველს. ბიჭი რომ
577
წავიდა, მერეღა მიუბრუნდა ლანსელს, – კიდევ რამეა?
– დიახ. მისმა მოწყალებამ მიბრძანა, შემეტყობინებინა, რომ
სერ ჯესლინ ბაივოტერი არ ემორჩილება თავად მეფის სახელით გა-
ცემულ ბრძანებებს.
რაც იმას ნიშნავს, რომ სერსეიმ უკვე უბრძანა ბაივოტერს პაიცე-
ლის გათავისუფლება და უარი მიიღო.
– გასაგებია.
– დედოფალი მოითხოვს, რომ მას ჩამოერთვას დაკავებული თა-
ნამდებობა და დაპატიმრებულ იქნეს ღალატის ბრალდებით. გაფ-
რთხილებ...
ტირიონმა ღვინიანი ჭიქა გვერდზე გადადო.
– შენი გაფრთხილებები შენთვის დაიტოვე, ბიჭი.
– სერ, – გამოსცრა ლანსელმა. ხელი ხმალზე წაივლო, შეიძლე-
ბა, ტირიონს ახსენებდა, ხმალი მაბიაო, – სიტყვებს დაუკვირდი,
ჭინკა, – უეჭველია, აპირებდა, მუქარით სავსე ხმა ჰქონოდა, მაგრამ
ის სულელური საულვაშე ღინღლი მთელ ეფექტს უფლავებდა.
– კარგი, ხელი უშვი მაგ ხმალს. ჩემი ერთი დაძახილი კმარა, შა-
გა აქ გაჩნდება და მოგკლავს. ტაბარით, ტიკით კი არა.
ლანსელი წამოწითლდა. ნუთუ ისეთი სულელი იყო, რომ სწამდა,
რობერტის სიკვდილში ჩემი წვლილი შეუმჩნეველი დარჩაო?
– მე რაინდი ვარ...
– შევატყვე. მითხარი: სერსეიმ მანამდე გაგხადა რაინდი თუ მას
მერე, რაც საწოლში ჩაგიწვინა?
ლანსელის მწვანე თვალებში გამკრთალი სხივი ტირიონისთვის
აღიარებად კმაროდა. ანუ ვარისმა მართალი უთხრა.
რას იზამ, ვერავინ იტყვის, რომ ჩემს დას თავისი ოჯახი არ უყ-
ვარს. – რა, სათქმელი არაფერი გაქვს? გასაფრთხილებელი აღარ
გყავარ? – ამ ბილწ ცილისწამებას უკან წაიღებ ან...
578
– კარგი, რა. თუ გიფიქრია, რას იზამს ჯოფრი, როდესაც ვეტყვი,
მამამისი რომ მოკალი, დედამისის ლოგინში ჩასათრევად?
– ეგრე არ ყოფილა! – გააპროტესტა შეძრწუნებულმა ლანსელ-
მა. – არა? კაი ერთი, აბა როგორ იყო?
– დედოფალმა შემაგრებული ღვინო მომცა! მეფის საჭურველ-
თმტვირთველი რომ გავხდი, თავად შენმა მამამ, ლორდმა ტაივინმა
მიბრძანა, დედოფალს ყველაფერში დავმორჩილებოდი!
– ისიც გითხრა, იხმარე ხოლმეო? – ერთი დახედე. არც ისე მა-
ღალია, არც ისე ლამაზი ნაკვთები აქვს, თმა ბაჯაღლო ოქროს ნაც-
ვლად ფერფლისფრად უბზინავს, მაგრამ... ალბათ ჯეიმის უხეირო
ასლიც კი სჯობს ცარიელ საწოლს, – არა, არა მგონია, ასე ეთქვა. –
არ ვაპირებდი... მხოლოდ ის ვქენი, რაც მიბრძანეს, მე... – გეჯავრე-
ბოდა ეგ ყველაფერი, ეს გინდა, რომ დაგიჯერო? საპატიო ადგილი
კარზე, რაინდობა, ჩემი და ღამღამობით ფეხებს გიპლაკავს, ო, რა-
საკვირველია, საშინელებაა შენთვის, – ტირიონმა ფეხზე წამოიწია,
– აქ მოიცადე. მისი მოწყალება მეფე მოისურვებს, თავისი ყურით
ისმინოს.
ლანსელს მყისვე ჩამოერეცხა გამომწვევი თავდაჭერა. ჭაბუკი
რაინდი შეშინებულ ბიჭად ჩაუვარდა ფეხებში.
– შემიბრალე, მილორდ, გევედრები!
– ეგ ჯოფრისთვის შემოინახე. მოსწონს, კარგად რომ ევედრები-
ან. – მილორდ, ეს შენმა დამ მიბრძანა, დედოფალმა, როგორც ამ-
ბობ, მაგრამ მისი მოწყალება... ის ვერასოდეს გაიგებს...
– გინდა, მეფეს სიმართლე დავუმალო?
– მამაჩემის გულისთვის! ქალაქიდან წავალ, ისე იქნება, თით-
ქოს არც არასოდეს მომხდარა! ვფიცავ, ამას ბოლოს მოვუღებ...
ძნელი იყო სიცილის შეკავება.
– არა მგონია.
579
ჭაბუკი ახლა დაბნეული ჩანდა.
– მილორდ?
– ხომ გაიგონე, რაც ვთქვი. მამაჩემმა გიბრძანა, ჩემს დას და-
მორჩილებოდი? ძალიანაც კარგი, დაემორჩილე. მასთან ახლოს
იყავი, მისი ნდობა შეინარჩუნე, იმდენჯერ აამე, რამდენჯერაც მოგ-
თხოვს. ამის ცოდნა არავის სჭირდება... სანამ ჩემი ერთგულიც იქ-
ნები. მინდა ვიცოდე, რას აკეთებს სერსეი. სად დადის, ვის ნახუ-
ლობს, რაზე ლაპარაკობს, რა გეგმებს აწყობს. ყველაფერი. და შენ
ამას მიამბობ ხოლმე, ხომ ასეა?
– დიახ, მილორდ, – სრულიად უყოყმანოდ მიუგო ლანსელმა.
ტირიონს ეს მოეწონა, – გიამბობ. გეფიცები. როგორც მიბრძანებ.
– ადე, – ტირიონმა მეორე თასი შეავსო და ჭაბუკს გაუწოდა, –
ჩვენი ურთიერთგაგების იყოს. დალიე; ნუ გეშინია, რამდენადაც ვი-
ცი, სასახლეში ტახები არ დარბიან, – ლანსელმა თასი გამოართვა
და დალია, თუმც შებოჭილი იყო, – გაიღიმე, ბიძაშვილო. ჩემი და
ლამაზი ქალია, მე კი რასაც ვაკეთებ, სახელმწიფოს სიკეთისთვის
ვაკეთებ. შენც შეიძლება აქედან კარგად იხეირო. რაინდობა არაფე-
რია. ჭკვიანი თუ იქნები, ჩემგან ლორდობას მიიღებ, სანამ ყველა-
ფერი მორჩებოდეს, – ტირიონმა თასში ღვინო დაატრიალა, – ჩვენ
გვინდა, რომ სერსეის შენი ნდობა ჰქონდეს. დაბრუნდი მასთან და
მოახსენე, რომ პატიებას ვთხოვ. უთხარი, რომ შემაშინე, რომ მას-
თან ჩხუბი არ მინდა, და რომ ამიერიდან მისი თანხმობის გარეშე
არაფერს ვიზამ. – მაგრამ... იგი მოითხოვს...
– ოჰ, მივცემ თავის პაიცელს.
– მისცემ? – ლანსელი გაოცებული ჩანდა.
ტირიონმა გაიღიმა.
– დილით გავათავისუფლებ. შემეძლო, ფიცილს მოვყოლოდი,

580
მისი თმის ბეწვიც კი არ შემირხევია-მეთქი, მაგრამ ეგ მთლად მარ-
თალი არ იქნებოდა. ასეა თუ ისე, კარგად იქნება, თუმცა მის მხნე-
ობაზე თავს ვეღარ დავდებ. ბნელი დილეგები მისი ასაკის კაცს არ
უხდება. სერსეის თუ უნდა, დაიტოვოს თავის გოშიად ან კედელზე
გაუშვას, ჩემთვის სულერთია. მაგრამ საბჭოში აღარ დავინახო. –
და სერ ჯესლინი?
– უთხარი ჩემს დას, რომ მოახერხებ, ჩამომაცილო იგი, მაგრამ
ამას დრო დასჭირდება. ეს ცოტა ხნით მაინც დააშოშმინებს.
– როგორც იტყვი, – ლანსელმა ღვინო გამოცალა.
– და ერთიც. ახლა, მეფე რობერტი რომ მოკვდა, უხერხული იქ-
ნება, მისი მგლოვიარე ქვრივი უეცრად რომ გაიბეროს.
– მილორდ, მე... ჩვენ... დედოფალმა მიბრძანა, რომ არ... – ყუ-
რები ლანისტერების მეწამულით დაეფერა, – მის მუცელზე, მი-
ლორდ.
– მშვენიერ მუცელზე, უეჭველია. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ
მორწყე... მაგრამ გაფრთხილდი, ეგ შენი ცვარი სხვაგან არსად მო-
გიხვდეს. მეტი დისშვილები აღარ მინდა, გასაგებია?
სერ ლანსელმა უხერხულად დაუკრა თავი და წავიდა.
ტირიონმა წამით თავს უფლება მისცა, ბიჭი შებრალებოდა. ეგეც
ერთი სულელია, თანაც უხერხემლო ვინმეა, მაგრამ არ იმსახურებს,
რასაც მე და სერსეი ვუშვრებითო. საბედნიეროდ, ძია კევანს კიდევ
ორი ძე ჰყავდა: ეს, როგორც ჩანს, ერთ წელსაც ვერ გაატანდა. სერ-
სეი დაუფიქრებლად მოკლავდა, თუ შეიტყობდა, მღალატობსო, და
თუ ღმერთების წყალობით ასე არ მოხდებოდა, ბიჭი მეფის საბიჯელ-
ში ჯეიმის დაბრუნების დღეს ნამდვილად ვეღარ გადაურჩებოდა. სა-
კითხავი ისღა იყო, ეჭვით განრისხებული ჯეიმი აკუწავდა თუ სერსეი
მანამდე მოკლავდა, რათა ჯეიმის არაფერი შეეტყო. ტირიონი

581
ფსონს სერსეიზე ჩამოვიდოდა. აფორიაქებული იყო და იცოდა, ამა-
ღამ ვეღარ დაიძინებდა. აქ მაინც ვერა. მისაღების კართან სკამზე
მძინარე პოდრიკ პეინი იპოვა და შეანჯღრია.
– ბრონს დაუძახე, მერე თავლებში ჩაირბინე და ორი ცხენი შე-
აკაზმინე. საჭურველთმტვირთველს თვალები ძილისგან დაბინდვო-
და.
– ცხენები.
– აი, დიდი ყავისფერი ცხოველები როა, ვაშლები უყვართ. ნამ-
დვილად, ნანახი გექნება. ოთხი ფეხი აქვთ და კუდი. მაგრამ ჯერ
ბრონი.
ქირით მებრძოლმა დიდხანს არ ალოდინა.
– ახლა ვინ ჩაგიფსა კომპოტში? – მოსთხოვა პასუხი.
– სერსეიმ, სხვამ ვინ. წესით, აქამდე გემოს უნდა მივჩვეოდი,
მაგრამ არა უშავს. როგორც ჩანს, ჩემს სათნო დას ნედ სტარკში ვეშ-
ლები.
– ასე ვიცი, ის უფრო მაღალი იყო.
– ჯოფმა თავი რომ მოჭრა, აღარ. უფრო თბილად უნდა ჩაგეცვა,
ღამე ცივია. – სადმე მივდივართ?
– ყველა ქირით მებრძოლი შენსავით გამჭრიახია?.
ქალაქის ქუჩები სახიფათო იყო, მაგრამ ბრონის გვერდით ტი-
რიონი თავს საკმაოდ დაცულად გრძნობდა. მცველებმა ჩრდილოე-
თის გალავანში დატანებული უკანა კარიდან გაატარეს და ისინი ეა-
გონის მაღალი ბორცვის ძირისკენ დაუყვნენ შავჩრდილა შუკას,
იქიდან ღორების დოღის გასასვლელში მოხვდნენ და ჩაუარეს დამ-
სხვრეული ფანჯრებისა და მაღალი ხის შენობების რიგს, რომლების
ზედა სართულებიც იმგვარად გადმოყუდებოდა ქუჩას, ლამის ერ-
თმანეთს შეხებოდნენ. მიმავლებს თითქოს მთვარე ასდევნებოდათ

582
და საკვამურებს შორის დამალობანას ეთამაშებოდათ. გზად მხო-
ლოდ ერთი ეული დედაბერი შემოხვდათ, კუდით მკვდარ კატას მო-
აკონწიალებდა. მან დამფრთხალმა შეხედა მომავლებს, თითქოს
ეშინოდა, სადილი არ მომტაცონო, და სიტყვის უთქმელად შესხლტა
სიბნელეში.
ტირიონი ფიქრობდა მათზე, ვინც მასზე ადრე ყოფილიყვნენ მე-
ფის მარჯვენები და ვინც ვერ გაუმკლავდნენ მისი დის მზაკვრობას.
ან კი როგორ? როგორიც ისინი იყვნენ... ისე პატიოსნები, ცხოვრება
არ ეკადრებათ, ისე ღირსეულები, მოჯმა არ ეკადრებათ, ეგეთ უტვი-
ნოებს სერსეი დილაობით საუზმედ მიირთმევს ხოლმე. ჩემი დის და-
მარცხების ერთადერთი გზაა, მისსავე თამაშში ჩაება, ამას კი არა-
სოდეს იზამდა არც ლორდი სტარკი და არც ლორდი ერინი. რა გა-
საკვირია, რომ ორივე მკვდარი იყო, მაშინ, როცა ტირიონ ლანის-
ტერს ასე ცოცხლად თავი არასოდეს უგრძნია. იქნებ სასაცილოც
ჩანდა მეჯლისზე ამ დაგვაჯული ფეხებით, მაგრამ ეს ცეკვა იცოდა.
გვიანი დროის მიუხედავად, საროსკიპო ხალხით იყო სავსე. ჩატაია
გულითადად მიესალმათ და საერთო ოთახში შეუძღვათ. ბრონი
დორნელ შავთვალა გოგონას აჰყვა ზემოთ, მაგრამ ალაიაია დაკა-
ვებული აღმოჩნდა.
– ისე გაუხარდება, როდესაც გაიგებს, რომ მოხვედი, – უთხრა
ჩატაიამ, – ვიზრუნებ, რომ კოშკურის ოთახი გაგიმზადონ. ინებებს
მილორდი ჭიქა ღვინოს, სანამ იცდის? – გეახლებით, – უთხრა ტი-
რიონმა.
ღვინო უბადრუკი აღმოჩნდა იმ არბორულ სასმელებთან შედა-
რებით, ამ სახლში სტუმრებს რომ უმასპინძლდებოდნენ ხოლმე.
– უნდა შეგვინდო, მილორდ, – მოუბოდიშა ჩატაიამ, – ამ ბოლო
დროს ვერანაირ ფასად ვეღარ ვშოულობ რიგიან ღვინოს.
– სამწუხაროდ, არა მარტო შენ.
583
ჩატაიამ ერთხანს ივიშვიშა მასთან ერთად, მერე ბოდიშის მოხ-
დით დაეთხოვა და გაგოგმანდა. ლამაზი ქალიაო, ფიქრობდა ტირი-
ონი, მიმავალს რომ უცქერდა. ასეთი მოხდენილობა და ღირსება
კახპაში იშვიათად თუ დაენახა. თუმცა, უეჭველია, თვითონ ქალს
თავი ქურუმად უფრო მიაჩნდა. იქნებ საქმეც სწორედ ამაშია. საქმე
ის კი არაა, რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ რად ვაკეთებთ. ამ ფიქრმა
რაღაცნაირი სიმშვიდე მოჰგვარა.
სახლის ზოგი მუშტარი ალმაცერად გამოსცქეროდა. ბოლოჯერ
ქუჩაში გამოსვლა რომ გაბედა, ერთმა კაცმა შეაფურთხა... არა, სცა-
და შეფურთხება. მის ნაცვლად ბრონს მოახვედრა და აწი მოუწევს,
უკბილოდ იფურთხოს ხოლმე. – მილორდი თავს გარიყულად
გრძნობს? – დენსი მუხლზე დაუსკუპდა და ყურზე წაკბინა, – მე მაგის
წამალი მაქვს.
ტირიონმა ღიმილით გაიქნია თავი.
– ენითუთქმელად მშვენიერი ხარ, ტკბილო, მაგრამ ალაიაიას
წამალი შემიყვარდა. – ჩემი არასოდეს გაგისინჯავს. მილორდი ია-
იას გარდა არავის ირჩევს. ის ხომ კარგია, მაგრამ მე უკეთესი ვარ,
არ გინდა, სინჯო?
– იქნებ სხვა დროს, – ტირიონს არც ეეჭვებოდა, რომ დენსის
უამრავი თავშესაქცევი აღმოაჩნდებოდა. ხითხითა და ცხვირპაჭუა
იყო, ჭორფლები ეყარა, სქელი წითური ფაფარი კი წელს ქვემოთ
სცემდა. მაგრამ მას შაი ელოდა თავის სახლში. გოგონამ კისკისით
მოსინჯა ფეხებს შორის და ბრიჯის ზემოდან ხელი მოუჭირა. – მგო-
ნი, არ უნდა, სხვა დრომდე იცადოს, – გამოუცხადა ტირიონს, – მგო-
ნი, უნდა, ამოხტეს და ყველა ჭორფლი გადამითვალოს.
– დენსი, – კარში ალაიაია იდგა, მუქს, აუღელვებელს, მჭვირვა-
ლი მწვანე აბრეშუმი ეხვია, – მილორდი ჩემთან მოვიდა.
დენსის არ სწყენია.
584
– სხვა დროს, – შეახსენა. პირში თითი ჩაიყო და მოწუწნა.
შავკანიანი გოგო საფეხურებზე აუძღვა.
– საწყალი დენსი, – თქვა მან, – ორი კვირა აქვს, მილორდს თა-
ვი რომ აარჩევინოს. თორემ თავის შავ მარგალიტებს წააგებს მირა-
ისთან.
მირაი ერთი უკარება, ფერმკრთალი, დახვეწილი გოგონა იყო,
ტირიონმა მას ერთი-ორჯერ მოჰკრა თვალი. მწვანე თვალები და
ფაიფურის კანი ჰქონდა, გრძელი და სწორი ვერცხლისფერი თმა ამ-
შვენებდა. ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მეტისმეტად თავშეკავებუ-
ლი.
– სულ არ მინდა, საბრალო ბავშვი ჩემ გამო მარგალიტებს გა-
მოეთხოვოს. – მაშინ, კიდევ რომ მოხვალ, ის წამოიყვანე მაღლა.
– იქნებ ეგრეც ვქნა.
გოგონამ გაიღიმა.
– არა მგონია, მილორდ.
ტირიონმა ნაზად გამოითავისუფლა თავი გოგონას მკლავების-
გან და წამოდგა. მართალია, გაიფიქრა ტირიონმა, არ წამოვიყვან.
შაი იქნებ კახპაა და მეტი არაფერი, მაგრამ მე ჩემებურად მისი ერ-
თგული ვარ.
კოშკურა ოთახში ტირიონმა კარადის კარი გამოაღო და ალაიაი-
ა ცნობისმოყვარედ შეათვალიერა.
– რას აკეთებ ხოლმე, სანამ წასული ვარ?
მან მკლავები ასწია და შავი პრიალა კატასავით გაიზმორა.
– მძინავს. რაც ჩვენთან დაიწყე სიარული, ბევრად უფრო დასვე-
ნებული ვარ, მილორდ. თანაც მირაი კითხვას გვასწავლის იქნებ მა-
ლე წიგნითაც მოვახერხო თავის შექცევა.
– ძილი კარგია, – მოუწონა ტირიონმა, – წიგნები კიდევ უკეთე-
სი, – სწრაფად აკოცა ლოყაზე. მერე ჭაში ჩაეშვა და გვირაბი გაიარა.
585
თავისი ამლაყი ცხენით თავლიდან რომ გამოდიოდა, ტირიონმა
სახურავებზე გადმოდენილი სიმღერა გაიგონა. კარგი იყო იმის გა-
ფიქრება, რომ ადამიანები ჯერ კიდევ მღეროდნენ, თუნდაც ამ შუა
ხოცვა-ჟლეტასა და შიმშილში. ნაცნობმა ბგერებმა აუვსო გონება და
წუთით ლამის ჩაესმა ტიშას ხმა, ჩაესმა, როგორ უმღეროდა იგი ნა-
ხევარი ცხოვრების წინ. აღვირი მოზიდა და ყური მიუგდო. ჰანგი
სხვა იყო, შორეულ სიტყვებს ვერ არჩევდა. ესე იგი, სხვა სიმღერაა,
და რატომაც არა? მისი საყვარელი უმანკო ტიშა თავიდან ბოლომდე
სიცრუე იყო, ერთი უბრალო კახპა იყო, მისმა ძმა ჯეიმიმ ტირიონის
დასაკაცებლად რომ დაიქირავა. ახლა კი ტიშას თავი დავაღწიე, გა-
იფიქრა ტირიონმა. ნახევარი სიცოცხლე უკან მდევდა, მაგრამ აწი
აღარ მჭირდება; ისევე, როგორც არ მჭირდება ალაიაია, დენსი ან
მირეი, ან ასობით მათი მსგავსი, რომლებთანაც ვწოლილვარ ამ
წლების განმავლობაში. მე ახლა შაი მყავს. შაი.
სახლის ჭიშკარი დაკეტილი და ჩარაზული დაუხვდა. ტირიონი
აბრახუნებდა, სანამ ზედ გამოყვანილი ბრინჯაოს თვალი ჩხაკუნით
არ გაიხსნა.
– მე ვარ.
კაცი, რომელმაც ტირიონი შეუშვა, ვარისის ერთ-ერთი ყველაზე
მშვენიერი აღმოჩენა იყო, ბრაავოსელი ხანჯლით მებრძოლი, კურ-
დღლისტუჩა და ბრუციანი. ტირიონს არ სჭირდებოდა, შაის გარშემო
ყოველდღე მოხდენილ, ახალგაზრდა მცველებს ეტრიალათ.
– ბებერი, უშნო, დაჩეხილი კაცები მიპოვე, ჯობია, ცვედანები თუ
იქნებიან, – უთხრა მან საჭურისს, – ისეთები, ბიჭები რომ უყვართ.
ან ცხვრები, ბოლოს და ბოლოს. ვარისმა ცხვრების მოყვარულები
ვერ იშოვა, მაგრამ იპოვა ერთი საჭურისი მგუდავი და ორი აქოთე-
ბული იბენელი, რომლებსაც თავიანთი ტაბარები და ერთმანეთი

586
ერთნაირად უყვარდათ. დანარჩენებიც ისეთები იყვნენ, მათზე სანა-
ქებო დაქირავებულ მკვლელთა დასი არცერთ დილეგს ჯერაც არ
ეხილა, ერთიმეორეზე უფრო შეუხედავები. როდესაც ვარისმა ისინი
ტირიონის წინ ჩაატარა, დაეჭვდა კიდევაც, ხომ არ გადავაჭარბეო,
მაგრამ შაის ამის გამო ერთხელაც არ დაუჩივლია. ან კი რატომ და-
იჩივლებს? ის ჩემ გამოც არასოდეს ჩივის, მე კი უფრო საშინელი
ვარ, ვიდრე მისი ყველა მცველი ერთად. იქნებ სიუშნოვეს საერთოდ
ვერც კი ამჩნევს. და მაინც, ტირიონს ერჩივნა, სახლის დაცვა თავისი
მთიელებისთვის მიენდო; ვთქვათ, ჩელას შავყურებისთვის ან მთვა-
რის ძმებისთვის. მათ რკინისებურ ერთგულებას და ღირსების
გრძნობას უფრო ენდობოდა, ვიდრე ქირით მებრძოლების სიხარ-
ბეს. მაგრამ ეს ძალიან სარისკო იქნებოდა. მთელმა მეფის საბიჯელ-
მა იცოდა, რომ მთიელები ტირიონის ხალხი იყო. შავყურები აქ რომ
გამოეგზავნა, სულ მალე მთელ ქალაქს ეცოდინებოდა, რომ მეფის
მარჯვენა ხარჭას ინახავდა. ერთმა იბენელმა ცხენი ჩამოართვა.
– უკვე გააღვიძეთ? – ჰკითხა ტირიონმა.
– არა, მილორდ.
– კარგია.
საძინებლის ბუხარში ცეცხლი ნაკვერჩხლებადღა ღუოდა, მაგ-
რამ ოთახში ჯერ კიდევ თბილოდა. შაის ძილში საბნები გადაეხადა.
შიშველი იწვა ბუმბულის ქვეშაგებზე, მისი ნორჩი სხეულის რბილი
ხვეულები ბუხრიდან მოფენილ მკრთალ ელვარებას დაეფერა. ტი-
რიონი კარში იდგა და მისი მზერით თვრებოდა. მირეიზე ნორჩია,
დენსიზე საყვარელი, ალაიაიაზე ლამაზი, მხოლოდ ის მჭირდება,
სხვა არავინ. ნეტავ როგორ შეიძლება, კახპა ასე სუფთა, ასე ძვირ-
ფასი და უცოდველი ჩანდეს? არ აპირებდა, მისთვის ძილი დაეფ-
რთხო, მაგრამ მხოლოდ დანახვამაც კი აღაგზნო. ტანსაცმელი ია-

587
ტაკზე დაყარა, საწოლზე აძვრა, ნაზად გადაუშალა ფეხები და თეძო-
ებს შორის აკოცა. შაიმ ძილში ჩაიბუტბუტა. ისევ აკოცა, ალოკა გო-
გონას ფარული სიტკბოება, სანამ ქალის სარცხვინელი და მისი წვე-
რი ერთნაირად არ დასველდა. როდესაც გოგონამ წყნარად დაიკ-
ვნესა და აცახცახდა, ტირიონი მაღლა აცოცდა, მასში შეაღწია და
თითქმის მაშინვე დაიცალა. გოგონას თვალები ღია ჰქონდა. გაუღი-
მა, თავზე ხელი გადაუსვა და წასჩურჩულა:
– ამწუთას ისეთი ტკბილი სიზმარი ვნახე, მილორდ.
ტირიონმა პატარა გამაგრებულ კერტზე წაკბინა და თავი მის
მხარზე დაასვენა. მისი წიაღიდან არ გამოსულა. ნეტავ შეეძლოს,
არც არასოდეს გამოვიდეს მისგან. – ეს სიზმარი არ არის, – აღუთ-
ქვა ქალს. სინამდვილეა, ყველაფერი ეს სინამდვილეა, გაიფიქრა.
ომები, ინტრიგები, დიდი სისხლიანი თამაში, და მე – ყოველივეს შუ-
აგულში... მე, ჯუჯა, მახინჯი, რომელსაც აბუჩად იგდებდნენ და დას-
ცინოდნენ, ახლა კი ჩემ ხელთაა ყველაფერი: ძალაუფლება, ქალა-
ქი, გოგონა. ესაა, რისთვისაც ვიყავი გაჩენილი, და, შემინდონ
ღმერთებმა, მაგრამ მიყვარს ასე ყოფნა... და შაი. მიყვარს შაი.

არია

ჰარენ შავს თავისი გოდლებისთვის რა სახელების შერქმევა


ჰქონდა გუმანში, დიდი ხანია, აღარავის ახსოვდა. ახლა მათ ძრწო-
ლის კოშკს, ქვრივის კოშკს, გოდების კოშკს, აჩრდილების კოშკს და
მეფის კოცონის კოშკს უწოდებდნენ. არია გოდების კოშკის ქვეშ
ღრმა სარდაფებში იძინებდა, პატარა ნიშაში დაყრილ ჩალაზე. და-
საბანი წყალი და საპნის ნაჭერი ყოველთვის მოეპოვებოდა. მძიმე
საქმეს აკეთებდა, მაგრამ ყოველდღე რამდენიმე მილის გავლაზე

588
უფრო მძიმე არ იყო. ქრცვინს, არისგან განსხვავებით, მუცლის ამო-
სავსებად მატლების და ხოჭოების ძებნა არ სჭირდებოდა; ყოველ-
დღე აძლევდნენ პურს და ქერის წვნიანს შიგ ჩაყრილი სტაფილოსა
და თალგამის ნაჭრებით. ორ კვირაში ერთხელ ხორცის ნაკუწსაც კი
იმეტებდნენ. ღვეზელა მასზე უკეთესადაც კი იკვებებოდა. სწორედ
სათავისო ადგილას მოხვდა, სამზარეულოებში. ეს გუმბათიანი
მრგვალი ქვის შენობა თავისთავადი, ცალკე სამყარო იყო. არია მის
თაღებიან სარდაფში ჭამდა ხოლმე, ვისთან და მას ჩაბარებულ და-
ნარჩენ მსახურებთან ერთად უჯდა ხარიხა-მაგიდას. მაგრამ ზოგჯერ
საჭმლის მოსატანად გაამწესებდნენ და ღვეზელასთან წუთით გასა-
უბრებას ახერხებდა. ბიჭს მუდამ ავიწყდებოდა, რომ არიას ახლა
ქრცვინი ერქვა და ისევ არის ეძახდა, თუმცა იცოდა, გოგო რომ იყო.
ერთხელ შეეცადა, მისთვის ვაშლის ნამცხვარი ჩაეცურებინა, მაგ-
რამ ისე მოუქნელად ირჯებოდა, რომ ორმა მზარეულმა დაინახა.
ნამცხვარი წაართვეს და დიდი ხის კოვზით მიტყიპეს.
გენდრი სამჭედლოში გაგზავნეს. არია იშვიათად თუ მოჰკრავდა
ხოლმე თვალს. დანარჩენების, ვისთან ერთადაც მსახურობდა, სა-
ხელების გაგებაც კი არ უნდოდა. სახელი თუ იცოდი, მათი სიკვდი-
ლი უფრო უარესი მოგეჩვენებოდა. უმეტესობა არიაზე უფროსიც
იყო და განცალკევებით ყოფნას იოლად ანებებდნენ. ვეებერთელა
ჰარენჰალის დიდი ნაწილი დიდი ხანია, პარტახად იყო ქცეული. ლე-
დი ვენტს ციხესიმაგრე ტალების გვარის მებაირაღის რანგში ეჭირა,
მაგრამ ხუთი კოშკიდან მხოლოდ ორის ქვედა მესამედ ნაწილებს
იყენებდა, დანარჩენი კი მოუვლელობით იშლებოდა. ახლა ლედი
გაქცეულიყო, დარჩენილი მცირერიცხოვანი მსახურები კი ვერ აუ-
დიოდნენ ყველა იმ რაინდის, ლორდის და წარჩინებული ტყვეების
საჭიროებებს, ლორდ ლანისტერს თან რომ მოეყოლებინა; ამიტო-

589
მაც ლანისტერების რაზმები მსახურებსაც ისე აგროვებდნენ, რო-
გორც ალაფს ან სურსათს. ჭორად ამბობდნენ, ლორდი ტაივინი აპი-
რებს, ჰარენჰალს ძველი დიდება აღუდგინოს და, რეი რომ დას-
რულდება, თავის სამყოფლად აქციოსო.
ვისი არიას წერილებს დაატარებინებდა, წყალს აზიდვინებდა,
საჭმელს არიგებინებდა, ზოგჯერ კი ავალებდა, სუფრას მომსახურე-
ბოდა ყაზარმების დარბაზში, საიარაღოს თავზემოთ, სადაც ჯარის-
კაცები ჭამდნენ ხოლმე. მაგრამ ყველაზე ხშირად ლაგება-მორეც-
ხვა ევალებოდა. გოდების კოშკის პირველ სართულზე საწყობები და
ბეღლები იყო განლაგებული, მომდევნო ორ სართულზე გარნიზო-
ნის ნაწილი ბინადრობდა, მაგრამ ზედა სართულებზე უკვე ოთხმოცი
წელი იყო, აღარავის ეცხოვრა. ახლა ლორდმა ტაივინმა ბრძანა,
იქაურობა ისევ საცხოვრებლად გამოსადეგი გაეხადათ. იატაკები
მოსახეხი იყო, ფანჯრებიდან ჭვარტლი უნდა ჩამოერეცხათ, დამ-
ტვრეული სკამები და საწოლები გაეტანათ. ბოლო სართული დახუნ-
ძლული იყო უზარმაზარი შავი ღამურების ბუდეებით – ეს არსებები
ვენტებს გვარის სიმბოლოდ გაეხადათ. სარდაფებში კი ვირთხები
ბინადრობდნენ... და აჩრდილებიცო, ამბობდა ზოგი, ჰარენ შავის და
მისი ძეების სულებიო.
არიას ეს სისულელედ მიაჩნდა. ჰარენი და მისი ძეები მეფის კო-
ცონის კოშკში დაიხოცნენ, იმიტომაც ერქვა ასე, და ნეტა რატომ
გადმოვიდოდნენ ეზოს აქეთ არიას სადევნად? გოდების კოშკი მხო-
ლოდ მოთქვამდა, როდესაც ჩრდილოეთის ქარი უბერავდა, ეს კი
მხოლოდ ჰაერის ხმა იყო, მხურვალებისგან დახეთქილი ქვების ნაპ-
რალებში გავლისას რომ ისმოდა. ჰარენჰალში მოჩვენებები თუ
ცხოვრობდნენ, მათ არია არც ერთხელ არ შეუწუხებიათ. მას ცოცხა-
ლი ადამიანების ეშინოდა, ვისის, სერ გრეგორ კლეგეინის და თვი-

590
თონ ლორდ ტაივინ ლანისტერის, რომელსაც მეფის კოცონის კოშ-
კში დაედო ბინა: ეს გოდოლი ჯერაც ყველაზე მაღალი და მძლავრი
იყო, თუმცა გვერდი მოჰქცეოდა ჩამომწვარი ქვის წონის ქვეშ და ნა-
ხევრად ჩამომდნარ გოლიათურ შავ სანთელს წააგავდა.
არია ფიქრობდა, ნეტავ რას იზამს ლორდი ტაივინი, რომ მივად-
გე და გამოვუტყდე, რომ არია სტარკი ვარო; მაგრამ იცოდა, რომ ვე-
რასოდეს მიუახლოვდებოდა იმდენად, რომ დალაპარაკება მო-
ეხერხებინა, და რომც მოეხერხებინა, ის არ დაუჯერებდა, ვისი კი
ამის მერე დაასისხლიანებდა, ისე სცემდა.
თავისებურად, თავისი პატარა გაბღენძილი არსებით, ვისი ლა-
მის სერ გრეგორივით შიშპისმგვრელი იყო. მთაკაცი ადამიანებს ბუ-
ზებივით ხოცავდა, მაგრამ უფრო ხშირად ამ ბუზებს თითქოს ვერც კი
ამჩნევდა. ვისს არასოდეს ავიწყდებოდა, სად იყავი, რას აკეთებდი,
ზოგჯერ ისიც კი იცოდა, თუ რას ფიქრობდი. უმცირესი საბაბის გა-
მოც გცემდა. ძაღლი ჰყავდა, თითქმის პატრონივით ბოროტი ხალე-
ბიანი ძუკნა, რომელიც არიას მიერ აქამდე ნანახ ყველა ძაღლზე უა-
რესად ყარდა. ერთხელ დაინახა, როგორ მიუქსია ვისმა ძაღლი სა-
პირფარეშოში მომუშავე ბიჭს, რომელიც აბრაზებდა. ძუკნამ ბიჭს
წვივიდან მოზრდილი ხორცი გამოაგლიჯა, ვისი კი იდგა და იცინო-
და. ვისს სამი დღე დასჭირდა, არიას საღამოს ლოცვებში საპატიო
ადგილი რომ დაემკვიდრებინა. – ვისი, – დაიჩურჩულებდა იგი სულ
თავიდანვე, – დანსენი, ჩიზიკი, პოლივერი, რაფ საყვარელი. ღიტინა
და ქოფაკი. სერ გრეგორი, სერ ამორი, სერ ილინი, სერ მერინი, მე-
ფე ჯოფრი, დედოფალი სერსეი. – რომელიმე მათგანი რომ დავიწ-
ყებოდა, მერე იპოვიდა მოსაკლავად?
გზაზე არია თავს ცხვრად გრძნობდა, ჰარენჰალმა კი თაგვად აქ-
ცია. თაგუნიასავით რუხი იყო თავის ჩხვლეტია შალის პერანგში,
თაგუნიასავით იყუჟებოდა სასახლის ბზარებსა თუ ნაპრალებში და
591
ბნელ ხვრელებში, ძლევამოსილთა გზიდან გაცლას ჩქარობდა.
ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ყველანი იმ სქელი გალავნის შიგნით
მოქცეული თაგვები იყვნენ, თავად რაინდები და დიდებული ლორ-
დებიც კი. ციხესიმაგრის ზომები გრეგორ კლეგეინსაც კი აპატარა-
ვებდა. ჰარენჰალი ვინტერფელზე სამჯერ უფრო ვრცელ ადგილს
იკავებდა, შენობები კი იმდენად აღემატებოდა ვინტერფელის კოშ-
კებს, რომ ვერც კი შეადარებდი. მისი თავლები ათასობით ცხენს
იტევდნენ, მისი საღვთო ტყე ოც აკრზე იყო გაშლილი, მისი სამზარე-
ულო-ვინტერფელის სეფედარბაზისხელა იყო, ხოლო აქაური სეფე-
დარბაზი, ამაყად რომ უწოდებდნენ ასი ბუხრის დარბაზს, თუმცა სი-
ნამდვილეში ოცდარაღაცა ბუხარი ჰქონდა (არიამ ორჯერ სცადა მა-
თი დათვლა, მაგრამ ერთხელ ოცდაცამეტი გამოუვიდა, მეორედ –
ოცდათხუთმეტი), ისე უზარმაზარი იყო, რომ ლორდ ტაივინს იქ მთე-
ლი თავისი ლაშქრის ნადიმად დასხმა შეეძლო, თუმცა ეს არასოდეს
უქნია. კედლები, კარები, დარბაზები, კიბეები, ყველაფერი ისეთი,
ადამიანისთვის შეუფერებელი სიდიდის იყო, რომ არიას ბებერი ნე-
ნის ზღაპრებს ახსენებდა კედლის გადაღმა მცხოვრებ გოლიათებზე.
და რადგან დიდებული ბატონები და ქალბატონები ვერასოდეს
ამჩნევენ პატარა რუხ თაგუნას მათ ფერხთით, არია უამრავ საიდუმ-
ლოს იგებდა, საკმარისი იყო, დაკისრებული საქმის კეთებისას ყუ-
რები დაცქვეტილი ჰქონოდა. ლამაზი პია, საკუჭნაოში რომ მუშაობ-
და, ბოზანდარა იყო, ცხოვრებაში გზას სასახლის ყველა რაინდთან
წოლით იკაფავდა. მედილეგის ცოლი ბავშვს ელოდა, მაგრამ ნამ-
დვილი მამა ან სერ ალინ სტაკსპეარი იყო, ან თეთრღიმილა ვათი.
ლორდი ლეფორდი სუფრასთან რომ იჯდა, მოჩვენებებს დასცინო-
და, მაგრამ საწოლთან მუდამ ანთებული სანთელი ედგა. სერ დანა-
ვერის საჭურველთმტვირთველი ჯოდჯი ძილში ქვეშაგებს ასველებ-

592
და. მზარეულებს ეჯავრებოდათ სერ ჰარის სვიფტი და ყველა საჭ-
მელში უფურთხებდნენ. ერთხელ იმასაც კი მოჰკრა ყური, მაისტერ
ტოთმურის მოახლე გოგონა თავის ძმას რომ უყვებოდა წერილის
შესახებ, რომელიც იტყობინებოდა, ჯოფრი ბუშია და მეფობის უფ-
ლება არ გააჩნიაო.
– ლორდმა ტაივინმა უბრძანა, წერილი დაეწვა და ამგვარი სი-
ბილწე აღარ გაემეორებინა, – ჩურჩულებდა გოგონა.
გაიგო, რომ ომში მეფე რობერტის ძმები სტანისი და რენლი ჩაბ-
მულიყვნენ. – ახლა ორივე მეფეა, – თქვა ვისმა, – სახელმწიფოში
იმდენი მეფეა, რამდენი ვირთხაც კი არ იქნება სასახლეში.
ლანისტერების ჯარისკაცებიც კი ეჭვობდნენ, რამდენ ხანს შე-
ინარჩუნებდა ჯოფრი რკინის ტახტს.
– მაგ ბიჭს ჯარი სულ არ ჰყავს, იმ ოქროსმოსასხამიანების გარ-
და, ჭკუას კი საჭურისი, ჯუჯა და ქალი არიგებენ, – გაიგონა არიამ
შემთვრალი ლორდისწულის ბურტყუნი, – რომელი რაში გამოად-
გება, საქმე ომზე რომ მიდგება? არ ცხრებოდა მითქმა-მოთქმა ბე-
რიკ დონდარიონზე. ერთმა სქელმა მშვილდოსანმა თქვა, სისხლი-
ანმა ჯამბაზებმა მოკლესო, მაგრამ სხვებმა სიცილი დააყარეს. –
ლორჩმაც მოკლა ეგ ჩქარ ჩანჩქერებთან, მთაკაცმა კიდევ ორჯერ
გაუშვა გაღმა. ვერცხლის ირემზე გენიძლავები, ახლაც დიდხანს არ
იქნება მკვდარი. არიამ ვერ გაიგო, ვინ იყვნენ სისხლიანი ჯამბაზები,
სანამ ორი კვირის შემდეგ ჰარენჰალს ყოვლად საოცარი მეომრე-
ბის რაზმი არ მოადგა. დროშაზე შავი თხა ეხატათ სისხლიანი რქე-
ბით, მის ქვეშ კი მოდიოდნენ ამხედრებული სპილენძისფერი კაცე-
ბი, რომლებსაც ნაწნავებში ზანზალაკები ებნიათ; ზოლიან შავ-
თეთრ ცხენებზე შემსხდარი შუბოსნები; მშვილდოსნები უმარილ-
წასმული ლოყებით; დაგვაჯული ბალნიანი კაცები ბანჯგვლიანი ფა-

593
რებით; ბუმბულიან მოსასხამებში გამოხვეული შავკანიანი მეომრე-
ბი; მწვანე-და-ვარდისფერ მასხარის სამოსში გამოწყობილი ტან-
წვრილი მასხარა; ხმლით მებრძოლები, ორად გაყოფილი და მწვა-
ნედ, იისფრად და ვერცხლისფრად შეღებილი წარმოუდგენელი წვე-
რი რომ ჰქონდათ; ხელშუბიანი მეომრები, ლოყებს გაფერადებული
ნაიარევები რომ უფარავდათ; სეპტონის ანაფორიანი გამხდარი კა-
ცი; კიდევ ერთი, მაისტერის რუხი კაბა რომ ეცვა და მშობლიური შე-
სახედაობა ჰქონდა; და ერთიც, ავადმყოფურად გამომეტყველი,
რომლის მოსასხამის კიდეებსაც გრძელი ქერა თმის ფოჩები მიუყ-
ვებოდა.
მათ წინ მოუძღოდა ჭოკივით გამხდარი და აწოწილი კაცი, ჩამო-
წელილ გამოფიტულ სახეს კიდევ უფრო უგრძელებდა შავი კანაფი-
ვით წვერი, წაწვეტებული ნიკაპიდან ლამის წელამდე რომ სცემდა.
მისი უნაგირის კეხზე ჩამოკიდებული მუზარადი შავი ფოლადისგან
იყო გამოჭედილი და თხის თავის სახე ჰქონდა. კისერზე ჩამოება
ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სხვადასხვა ლი-
თონის რგოლებისგან შედგებოდა, ცხენად კი ის უცნაური შავ-თეთ-
რზოლება ცხოველი ჰყავდა. – ამ გუნდის გაცნობას არ გირჩევ,
ქრცვინი, – უთხრა ვისმა, როდესაც შეამჩნია, როგორ შესცქეროდა
არია თხისმუზარადიან კაცს. მას ორი თანამეინახე ახლდა, ლორდ
ლეფორდის სამსახურში მდგარი ჯარისკაცები.
– ვინ არიან? – ჰკითხა არიამ.
ერთმა ჯარისკაცმა გაიცინა.
– უფეხოები, გოგონი. თხისჩლიქები. ლორდ ტაივინის სისხლია-
ნი ჯამბაზები. – დაშოშმინდი. ამას ტყავი თუ გააძვრეს, სისხლს შენ
აწმენდ, – მიმართა მას ვის – ქრცვინი, ესენი ქირით მებრძოლები
არიან. საკუთარ თავს მამაც თანამებრძოლებს ეძახიან. სხვა სახე-
ლი არც გააგონო, თორემ ძალიან ვავა იქნება. თხისმუზარადიანი
594
მაგათი კაპიტანია, ლორდი ვარგო ჰოუთი.
– რა ჩემი ფეხების ლორდია, – თქვა მეორე ჯარისკაცმა, – სერ
ამორიმ თქვა, არ არისო, გავიგონე. ერთი ვიღაც ქირით მებრძო-
ლია, დორბლიანი პირით და თავის თავზე უშველებელი წარმოდგე-
ნით.
– აჰა, – დაეთანხმა ვისი, – მაგრამ ამან ჯობია, ლორდი ეძახოს,
თუ უნდა, მთელი დარჩეს.
არიამ ისევ ვარგო ჰოუთს შეხედა. ნეტავ რამდენი ურჩხული
ჰყავს ლორდ ტაივინს? მამაცი თანამებრძოლნი ქვრივის კოშკში და-
ბინავდნენ, ასე რომ, არიას მათი მომსახურება არ უწევდა. ეს ძა-
ლიანაც ახარებდა; მათი მოსვლის ღამესვე ქირით მებრძოლებსა და
ლანისტერების ჯარისკაცებს შორის ჩხუბი ატყდა. სერ ჰარის სვიფ-
ტის საჭურველთმტვირთველი ხანჯლით გამოფატრეს, ორი სის-
ხლიანი ჯამბაზი დაიჭრა. მეორე დილით ლორდმა ტაივინმა ორივე
ჩამოახრჩობინა კარიბჭის თავზე და ლორდ ლიდენის რამდენიმე
მშვილდოსანიც მიაყოლა. ვისმა თქვა, ამ მშვილდოსნებმა წამოიწ-
ყეს არეულობა, ისინი ქირით მებრძოლებს ბერიკ დონდარიონის გა-
მო დასცინოდნენო. მას მერე, რაც ჩამოხრჩობილები ფართხალს
მორჩნენ, ვარგო ჰოუთი და სერ ჰარისი ლორდ ტაივინის თვალწინ
ერთმანეთს გადაეხვივნენ, გადაკოცნეს და დაიფიცეს, მუდამ ჰყვა-
რებოდათ ერთმანეთი. არიას ვარგო ჰოუთის ჩლიფინი და დორ-
ბლების ყრა სასაცილო მოეჩვენა, მაგრამ გაცინებას როგორ გაბე-
დავდა. სისხლიან ჯამბაზებს ჰარენჰალში დიდი ხანი არ დაუყვიათ,
მაგრამ სანამ ისინი ისევ გაილაშქრებდნენ, არიამ გაიგონა ერთი
მათგანის ნათქვამი, რომ ჩრდილოეთის ჯარს რუს ბოლტონის სარ-
დლობით სამკბილას ლალის ფონი დაეკავებინა. – მდინარეს თუ
გადმოვიდა, ლორდი ტაივინი ისევ დედას უტირებს, როგორც მწვანე
კბილზე ქნა, – თქვა ლანისტერების მშვილდოსანმა, მაგრამ მისმა
595
ამხანაგებმა დასცინეს.
– ბოლტონი მდინარეს არ გადმოვა, ვიდრე ჭაბუკი მგელი რივე-
რანიდან არ წამოვა და მთელ თავისი ველურ ჩრდილოელებს და
მგლებს თან არ გამოირეკავს. არიამ არ იცოდა, მისი ძმა ასე თუ მო-
ახლოებულიყო. რივერანი ვინტერფელზე ბევრად უფრო ახლო იყო,
თუმცა ზუსტად არ იცოდა, ჰარენჰალიდან საით მდებარეობდა. რო-
გორღაც გავიგნებდი, ვიცი, მოვახერხებდი იქამდე გზის გაგნებას,
ოღონდ კი აქედან გამაღწევინა. როდესაც გაიფიქრა, რობს ისევ ვნა-
ხავო, არიამ ტუჩი მოიკვნიტა. ჯონის ნახვაც მინდა, ბრანისა და რი-
კონის, და დედასი. სანსასიც კი... ვაკოცებდი და ნამდვილი ლედი-
ვით მოვუხდიდი ბოდიშს, გაუხარდებოდა. ეზოში ყურმოკრული სა-
უბრებიდან შეიტყო, რომ ძრწოლის კოშკის ზედა ოთახებში სამკბი-
ლას მწვანე კბილის ბრძოლაში აყვანილი ოცდაათზე მეტი ტყვე
ცხოვრობდა. მათგან უმრავლესობა თავისუფლად დადიოდა ციხე-
სიმაგრის ტერიტორიაზე, რადგანაც ფიცი დაედოთ, გაქცევას არ შე-
ვეცდებითო. კი დაიფიცეს, არ გავიქცევითო, უთხრა არიამ თავს,
მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ არც მე გამაქცევდნენ. ტყვეები საკუ-
თარ მაგიდასთან სადილობდნენ ასი ბუხრის დარბაზში და ხშირად
ჩანდნენ ხოლმე ეზოებში. ოთხი ძმა ყოველდღე ერთად ვარჯიშობდა
ქვაფენილის ეზოში, კვერთხებით და ხის ფარებით ებრძოდნენ ერ-
თმანეთს. სამი მათგანი გადასალახელი ფრეიები იყვნენ, მეოთხე –
მათი ბუში ძმა. თუმცა აქ მცირე ხანი დაყვეს: ერთ დღესაც კიდევ
ორი მათი ძმა მოვიდა მშვიდობის დროშით და ოქროთი სავსე სკივ-
რით და ტყვეები მათი ხელში ჩამგდები რაინდებისგან გამოისყიდეს.
მერე ექვსივე ფრეი ერთად წავიდა.
თუმცა ჩრდილოელების გამოსასყიდად არავინ მოსულა. ღვეზე-
ლამ უთხრა, ერთი სქელი ლორდისწული სულ სამზარეულოში
ტრიალებს და კბილის გასაკრავს დაეძებსო. გაბურძგნილი ულვაში
596
პირს უფარავს, მოსასხამი კი ვერცხლისა-და-საფირონის სამკაპით
აქვს შებნეულიო. ეს ლორდისწული ლორდ ტაივინს ეკუთვნოდა,
მაგრამ შეუპოვარი, წვერიანი ჭაბუკი, თეთრი მზეებით მოხატული
შავი მოსასხამი რომ ეცვა და ქონგურებზე მარტო სიარული სჩვე-
ოდა, ვიღაც ზღუდის რაინდს აეყვანა და მისი წყალობით გამდიდრე-
ბის იმედი ჰქონდა. სანსას ეცოდინებოდა, ვინ იყო იგი, ესეც და მსუ-
ქანიც, მაგრამ არია ტიტულებით და ემბლემებით დიდად არასოდეს
დაინტერესებულა. როცა კი სეპტა მორდეინი ამა თუ იმ საგვარეუ-
ლოს ისტორიის თხრობას შეუდგებოდა, მისი გონება სხვაგან იწყებ-
და ქროლას, ოცნებებში მიდიოდა და ისღა უნდოდა, გაკვეთილი მა-
ლე დამთავრებულიყო.
ოღონდ ლორდი კერვინი კი ახსოვდა, მისი მამულები ვინტერ-
ფელთან ახლოს იყო და იგი ხშირად სტუმრობდათ ხოლმე თავის
ძესთან, კლეისთან ერთად. მაგრამ, ბედისწერის ნებით, სწორედ ის
იყო ერთადერთი ტყვე, რომელიც არასოდეს დაუნახავს – ლოგინად
იყო ჩავარდნილი და კოშკის საკანში იწვა, ჭრილობას ებრძოდა.
დღიდან დღემდე ცდილობდა არია, მოეფიქრებინა, როგორ დას-
ძრომოდა მისი კარის მცველებს და ლორდი ენახა. თუ იგი გოგონას
იცნობდა, დახმარებას ღირსების ვალად ჩათვლიდა. მას ნამდვი-
ლად ექნებოდა ოქრო, ლორდებს ფული სულ აქვთ ხოლმე; შესაძ-
ლოა ლორდ ტაივინის რომელიმე ქირით მებრძოლიც კი მოესყიდა,
რათა მას არია რივერანამდე მიეყვანა. მამა ყოველთვის იმას ამ-
ბობდა საკმარისი ფულისთვის ქირით მებრძოლი ვისაც გინდა, უღა-
ლატებსო.
მერე ერთ დღესაც არიამ რუხ, ჩაჩიან ანაფორებში ჩაცმული სამი
ქალი დაინახა, თავიანთ ფორანში ცხედარს რომ ასვენებდნენ. მიც-
ვალებულს ტაბარის ნიშნით დამშვენებული ძვირფასი აბრეშუმის
მოსასხამი ეცვა. როდესაც გოგონამ იკითხა, ვინ არისო, ერთმა
597
მცველმა მიუგო, ლორდი კერვინი მოკვდაო. მისი სიტყვები ისე ეძ-
გერა, თითქოს ვინმეს მუცელში წიხლი ამოეცხოს. მაინც ვერაფრით
გიშველიდა, გაიფიქრა მან, როდესაც მდუმარე დებს ფორანი ჭიშ-
კარში გაჰყავდათ; თავის თავსაც კი ვერ უშველა, შე შტერო თაგვო.
ამის მერე სხვა ისევ აღარაფერი დარჩენოდა უნდა ეხეხა, ეცუნ-
ცულა და კარებთან ეყურადებინა. ლორდი ტაივინი მალე რივერან-
ზე გაილაშქრებსო, გაიგონა. ან სამხრეთით ზენაბაღისკენ გაჭენდე-
ბაო, რაკი ამის მოლოდინი არავის ექნებოდა. არა, მას მეფის საბი-
ჯელი უნდა დაეცვა, ყველაზე სახიფათო მტერი სტანისი იყო. არა,
აპირებდა, გრეგორ კლეგეინი და ვარგო ჰოუთი რუს ბოლტონის და-
სამარცხებლად გაეშვა და ზურგში მოღერებული ხანჯალი მოეშო-
რებინა. ყორნებს გზავნიდა საარწივეში, ლედი ერინის შერთვა და
ველის ხელში ჩაგდება ჰქონდა გუმანში. ერთ ტონა ვერცხლს ყიდუ-
ლობდა ჯადოსნური ხმლების გამოსაჭედად, რომლებიც სტარკების
მაქციებს დახოცავდნენ. ლედი სტარკს სწერდა წერილებს მშვიდო-
ბის ჩამოსაგდებად, მეფისმკვლელს მალე გაათავისუფლებდნენ.
თუმცა ყორნები ყოველდღე მოფრინავდნენ და მიფრინავდნენ,
ლორდი ტაივინი უფრო ხშირად დაკეტილი კარის მიღმა იჯდა თავის
საომარ საბჭოსთან ერთად. არია ხედავდა ხოლმე მას, მაგრამ ყო-
ველთვის შორიდან: ერთხელ გალავანზე დადიოდა სამ მაისტერთან
და ხშირულვაშა სქელ ტყვესთან ერთად, ერთხელ თავის მებაირაღე
ლორდებთან ერთად ბანაკის დასათვალიერებლად გაჭენდა, მაგ-
რამ ყველაზე ხშირად გადახურული აივნის თაღქვეშ იდგა და დაბლა
ეზოში, ჯარისკაცების წვრთნას ადევნებდა თვალს. იდგა და ორივე
ხელი თავისი ორლესულის ოქროს კოტაზე ესვენა. ამბობდნენ,
ლორდ ტაივინს ყველაზე მეტად ოქრო უყვარსო. კუჭშიც ოქროდ გა-
დისო, გაიგონა ერთხელ რომელიღაც საჭურველთმტვირთველის
ხუმრობა. ლორდი ხნიერი კაცის კვალობაზე მტკიცე და ძლიერი
598
ჩანდა, ჯაგარა ოქროვანი ბაკენბარდები და მელოტი თავი ჰქონდა.
მის სახეს რომ ხედავდა, არიას მამა აგონდებოდა, თუმცა ისინი ერ-
თმანეთს არაფრით ჰგავდნენ. ლორდის სახე აქვს, ესაა და ესო, უთ-
ხრა არიამ თავს. გაახსენდა, მისი ლედი-დედა მამას რომ ეტყოდა
ხოლმე, შენი ლორდის სახე მიიღე და ესა თუ ის საქმე მოაგვარეო.
მამას ამაზე ეცინებოდა. არიას ვერ წარმოედგინა, ლორდი ტაივინი
საერთოდ თუ იცინოდა რამეზე.
ერთ დილით, როდესაც არია ჭასთან თავის რიგს ელოდებოდა
წყლის ამოსაღებად, აღმოსავლეთის ჭიშკრის ანჯამების კვნესა ჩა-
ესმა. მეომრების რაზმმა ცხაურის ქვეშ ნაბიჯით გამოატარა ცხენები.
როდესაც მათი მეთაურის ფარზე გაცოცებული მანტიკორა შენიშნა,
გოგონას არსება სიძულვილმა გამსჭვალა. დღის სინათლეზე სერ
ამორი ლორჩი ნაკლებად შემზარავი ჩანდა, ვიდრე ჩირაღდნების
შუქზე, მაგრამ ახლაც იმ ღორის თვალებს აცეცებდა, არიას რომ ახ-
სოვდა. ერთმა ქალმა თქვა, მისმა რაზმმა მთელ ტბას შემოუარა
გარშემო, ბერიკ დონდარიონს დასდევდნენ და მეამბოხეებს ხოცავ-
დნენო. ჩვენ მეამბოხეები არ ვყოფილვართ, გაიფიქრა არიამ. ჩვენ
ღამის ებგური ვიყავით; ღამის ებგური კი არავის მხარეზე არ იბ-
რძვის. თუმცა სერ ამორის იმაზე ნაკლები მებრძოლი ჰყავდა, ვიდ-
რე მას ახსოვდა, და ბევრი მათგანი დაჭრილი იყო. იმედია, ჭრილო-
ბები დაულპებათ. იმედია, ყველანი დაიხოცებიან. მერე კი მწკრივის
ბოლოში მომავალი სამი კაცი დაინახა. რორჯს თავზე დაეფხატა შა-
ვი ზარადი ფართო რკინის საცხვირეთი, ასე ძნელად თუ შეატყობდი,
ცხვირი რომ არ ჰქონდა. მის გვერდით კბენია იყო დაბერტყებული
საომარ ცხენზე, რომელიც ლამის ჩაკეცილიყო მხედრის წონისგან.
ტანს სანახევროდ მორჩენილი დამწვრობები უფარავდა, რაც ჩვე-
ულებრივზე უფრო საზიზღარსაც კი ხდიდა.
მაგრამ ჯეიქენ ჰაგარი ახლაც იღიმებოდა. ტანსაცმელი ისევ
599
დაფლეთილი და უსუფთაო ეცვა, მაგრამ თმის დაბანა და დავარცხნა
მოესწრო. წითლად, თეთრად და მბზინვარედ ეფინებოდა მხრებზე
და არიას ჩაესმა, როგორ ხითხითებდნენ ერთმანეთთან მისით აღ-
ტაცებული გოგონები.
უნდა დამეტოვებინა იმ ცეცხლში. გენდრიმ მითხრა, დატოვეო,
და უნდა დამეჯერებინა. ის ნაჯახი რომ არ შეეგდო მათთვის, ახლა
სამივე მკვდარი იქნებოდა. წამით შიშმა შეიპყრო, მაგრამ მათ სრუ-
ლიად გულგრილად ჩაუარეს გვერდით. მხოლოდ ჯეიქენ ჰაგარმა
გაიხედა არიას მხარეს, ოღონდ მისი მზერა წამითაც არ შეყოვნებუ-
ლა, ისე გადასრიალდა სხვებზე. ვერ მცნობს, გაიფიქრა გოგონამ.
არი ხმლიანი შეუპოვარი პატარა ბიჭი იყო, მე კი უბრალო რუხი თა-
გუნია-გოგონა ვარ, ხელში სათლით. ის დღე გოდების კოშკის კიბის
რეცხვაში გაატარა. საღამოსთვის დაწითლებული – ხელებიდან უკ-
ვე სისხლი სდიოდა, მკლავები კი სტკიოდა და დაღლილობით უცახ-
ცახებდა, როდესაც სათლს უკან, საკუჭნაოში მიათრევდა. ისე იყო
დაქანცული, ჭამაც არ შეეძლო, ამიტომ ვისს დაეთხოვა და თავის ჩა-
ლაში შეძვრა დასაძინებლად. – ვისი, – წარმოთქვა მთქნარებით, –
დანსენი, ჩიზიკი, პოლივერი, რაფ საყვარელი. ღიტინა და ქოფაკი.
სერ გრეგორი, სერ ამორი, სერ ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი,
დედოფალი სერსეი.
გაიფიქრა, ჩემს ლოცვას სამი ახალი სახელიც ხომ არ დავუმა-
ტოო, მაგრამ ისე დაღლილი იყო, ამ საღამოს ვერ გადაწყვეტდა.
– არიას ტყეში გაქცეული მგლები ესიზმრებოდა, როდესაც პირ-
ზე გლუვი და თბილი ქვასავით აეფარა ვიღაცის ხელი, მტკიცე და შე-
ურყეველი. მყის გაეღვიძა, კლაკვნით და ბრძოლით.
– გოგო არაფერს ამბობს, – ჩასჩურჩულა ხმამ ყურში – გოგო
პირს მუწავს, არავის არაფერი ესმის, და მეგობრებს შეეძლებათ სა-
იდუმლოდ მოილაპარაკონ. ჰო? არიას ლამის გული ამოხტომოდა
600
საგულიდან. მოახერხა და ოდნავ დაიქნია თავი. ჯეიქენ ჰაგარმა ხე-
ლი მოაცილა. სარდაფში უკუნეთი სიბნელე იდგა და არია მის სახეს
ასე ახლოდანაც კი ვერ ხედავდა. მაგრამ მისი სუნი სცემდა. კანზე
სისუფთავის და საპნის სუნი უდიოდა, თმებზე კი სუნამო დაეპკურე-
ბინა.
– ბიჭი გოგოდ იქცევა, – ჩაიბუტბუტა მან.
– ყოველთვის გოგო ვიყავი. მეგონა, ვერ შემამჩნიე.
– კაცი ხედავს. კაცმა იცის.
არიას გაახსენდა, რომ სძულდა იგი.
– შემაშინე. ახლა შენ ერთი მათგანი ხარ, იმ ცეცხლში უნდა ჩა-
მეტოვებინე. აქ რას აკეთებ? გადი აქედან, თორემ ვისს დავუძახებ.
– კაცი ვალებს იხდის. კაცს სამი მართებს.
– სამი?
– წითელი ღმერთი თავისას იღებს, საყვარელო გოგონი, და სი-
ცოცხლის ფასი მხოლოდ სიკვდილით შეიძლება გადაიხადო. გოგო-
ნამ წაართვა სამი, მას რომ ეკუთვნოდა. ამ გოგომ მათ ნაცვლად სა-
მი უნდა გადაიხადოს თქვი სახელები და დანარჩენს კაცი იზამს.
უნდა, რომ დამეხმაროს, მიხვდა არია და ნიაღვრად მოვარ-
დნილმა იმედმა თავბრუ დაახვია.
– რივერანში წამიყვანე, შორი არაა, ცხენებს თუ მოვიპარავთ,
შევძლებთ... მან ტუჩებზე თითი დაადო.
– ჩემგან სამ სიცოცხლეს მიიღებ. არც მეტს, არც ნაკლებს. სამი,
და ბარიბარში ვიქნებით. ასე რომ, გოგომ იფიქროს, – ნაზად აკოცა
თმაზე, – მაგრამ არც ისე დიდხანს. როდესაც არიამ თავისი სან-
თლის ნამწვი აანთო, მისგან სუსტი სურნელიღა დარჩენილიყო, ჰა-
ერში გარჩენილი ამბრისა და მიხაკის მოგონება. გვერდითა ნიშში
მწოლი ქალი აწრიალდა თავის ჩალაზე და სინათლის გამო დაიწუ-

601
წუნა, ამიტომ არიამ სანთელს სული შეუბერა. თვალები რომ დახუ-
ჭა, მოგონებაში სახეები ამოუტივტივდა. ჯოფრი და დედამისი, ილინ
პეინი და მერინ ტრანტი და სანდორ კლეგეინი... მაგრამ ისინი მეფის
საბიჯელში იყვნენ ასობით მილის იქით, სერ გრეგორმა კი მხოლოდ
რამდენიმე ღამე დაყო ციხეში, სანამ ისევ სარბევად წავიდოდა, რა-
ფი, ჩიზიკი და ღიტინაც თან წაიყვანა. სერ ამორი ლორჩი კი იყო ახ-
ლოს, ისიც ხომ ლამის მათსავით სძულდა. ასე არაა? დარწმუნებით
ვერ იტყოდა. თანაც ყოველთვის რჩებოდა ვისი.
მეორე დილით ისევ მასზე იფიქრა, როდესაც უძინარს დაემთქნა-
რა – ქრცვინი, – ჩაუკრუტუნა ვისმა, – მეორედ პირღიას რომ დაგი-
ნახავ, ენას ამოგაძრობ და ჩემს ძუკნას ვაჭმევ, – თან ყური მოუსრი-
სა, რათა დარწმუნებულიყო, გაიგონაო, და უთხრა, ისევ კიბეებს
მიბრუნებოდა, დაბნელებამდე მესამე ბაქნამდე გასუფთავებული
იყოსო.
არია მუშაობდა და ფიქრობდა იმ ხალხზე, ვისი სიკვდილიც სურ-
და. წარმოიდგინა, რომ საფეხურებზე მათ სახეებს ხედავდა, და ქვას
უფრო მაგრად ხეხავდა, რომ მოეცილებინა. სტარკები ლანისტერებ-
თან ომობდნენ, თავად სტარკი იყო, ეს კი ნიშნავდა, რომ რაც შეიძ-
ლება მეტი ლანისტერი უნდა მოეკლა, ომში ასე იქცევიან. მაგრამ არ
თვლიდა, ამ საქმეში ჯეიქენს უნდა მივენდოო. მე თვითონ უნდა დავ-
ხოცო ისინი. ყოველთვის, როდესაც მამამისი კაცს სიკვდილს მიუს-
ჯიდა, განაჩენს თავადვე აღასრულებდა ყინულით, თავისი ორლესუ-
ლით. გაიგონა, როგორ უთხრა ერთხელ რობსა და ჯონს, თუ ადამი-
ანს სიცოცხლე უნდა წაართვა, მის წინაშე ვალდებული ხარ, სახეში
უცქირო და მისი უკანასკნელი სიტყვები ისმინოო. მეორე დღეს იგი
ერიდებოდა ჯეიქენ ჰაგართან შეხვედრას, და იმის მომდევნო დღე-
საც. ეს არ გასძნელებია: თავად ძალიან პატარა იყო, ჰარენჰალი კი
– უზარმაზარი, პატარა თაგუნას ბევრგან შეეძლო დამალვა.
602
მერე კი სერ გრეგორი დაბრუნდა, იმაზე ადრე, ვიდრე მოელოდ-
ნენ. ამჯერად ტყვეების ფარის მაგივრად თხების არვე მორეკა. არი-
ამ გაიგონა, რომ ლორდ ბერიკის ერთ-ერთ ღამეულ თავდასხმას მი-
სი ოთხი კაცი შეეწირა, მაგრამ ისინი, არიას რომლებიც სძულდა,
უვნებლები დაბრუნდნენ და გოდების კოშკის მესამე სართულზე და-
ბინავდნენ. ვისმა იზრუნა, რომ მათ სასმელი არ მოჰკლებოდათ. –
ამ ხროვას ყოველთვის ყელი უშრება ხოლმე, – ჩაიბურტყუნა მან, –
ქრცვინი, ადი მათთან და ჰკითხე, ტანსაცმელი ხომ არ აქვთ შესაკე-
თებელი. ქალებს დავასაქმებ. არიამ თავისი კარგად გახეხილი სა-
ფეხურები აირბინა. ოთახში შესულს ზედაც არავინ შეხედა. ჩიზიკი
ცეცხლს მისჯდომოდა ელით სავსე ყანწით ხელში და რომელიღაც
თავშესაქცევ ამბავს ჰყვებოდა. არიამ სიტყვის გაწყვეტინება ვერ გა-
ბედა, სულ არ უნდოდა დასისხლიანებული ტუჩები.
– ჰოდა, მარჯვენის ტურნირის მერე იყო, სანამ ომი დაიწყებოდა,
– ამბობდა ჩიზიკი, – უკან ვბრუნდებოდით დასავლეთში, სერ გრე-
გორი და ჩვენ, შვიდი. რაფი იყო მაშინ ჩემთან, კიდევ – ახალგაზრდა
ჯოს სტილვუდი, სარბიელზე სერ გრეგორის საჭურველთმტვირთვე-
ლი ის იყო. ჰოდა, მივადექით იმ ამძღნერებულ წყალს, წვიმებისგან
მოდიდებული იყო. ვერ გავიდოდით და ვერა, მაგრამ იქვე ლუდის
დუქანი იდგა, ჰოდა, შევედით მოსამაგრებლად. სერმა მელუდე გა-
მოათრია და უთხრა, ყანწები გვივსე, სანამ წყალი არ დავარდებაო.
შენ უნდა გენახა, იმ კაცს ღორის თვალები რომ აუციმციმდა ვერ-
ცხლის დანახვაზე. ჰოდა, გვიზიდავენ ელს, ისა და მისი გოგო, არა-
და, წყალწყალა რამეა, ყავისფერი ფსელია და ეგაა, ვერ გამამხია-
რულა, ვერც მე, ვერც სერი. და მელუდე ენას არ აჩერებს, სულ იმას
ამბობს, რა კარგია, რომ მივედით, რომ წვიმების გამო მუშტარი და-
ელია. იმ შტერმა პირი ხომ აღარ დახურა, სერი კი სიტყვასაც არ
სცემს, იმ იაჟუჟუნა რაინდზე იბოღმება, და იმის მათხოვრულ ოინზე.
603
ვხედავთ, როგორ აქვს პირი მოკუმული, ჰოდა, მეც და დანარჩენმა
ბიჭებმაც ვიცით, წკმუტი რომ არ უნდა დავძრათ, მაგრამ მელუდემ
ხო უნდა ილაპარაკოს, ადგა და ისიც კი ჰკითხა, მილორდმა როგორ
იასპარეზაო. სერმა ერთი კი გადახედა, – ჩიზიკი ახორხოცდა, ელი
გადაყლურწა და ქაფი ხელის ზურგით მოიწმინდა, – ამასობაში მა-
გის გოგოს მოჰქონდა და ასხამდა, პატარა სქელო ვინმე – იყო,
თვრამეტის თუ რაღაც... სა – ალბათ უფრო ცამეტის, – სიტყვა გაწე-
ლა რაფ საყვარელმა.
– კაი, როგორც იყო, ბევრი არაფერზე შეეხედებოდა, მაგრამ
ეგონი სვამდა და ფათური დაუწყო, შეიძლება მეც მოვუსვი ხელი ერ-
თი-ორჯერ, რაფი კიდე ჭაბუკ სტილვუდს ეუბნება, აათრიე ეს გოგო
მაღლა და კაცი გახდიო, ბიჭს აქეზებს, რაღა. ბოლოს და ბოლოს,
ჯოსი კაბის ქვეშ შეუძვრა, იმან კი იწივლა, დოქი დააგდო და სამზა-
რეულოში მოკურცხლა. ამით მორჩებოდა კიდევაც, მაგრამ იმ ბებე-
რი შტერმა რა ქნა! სერთან მივიდა და ჩვენზე უთხრა, გოგოს თავი
დაანებონო, მირონცხებული რაინდი ხარო და ეგეთები. სერ გრეგო-
რი მანამდე ზედაც არ უყურებდა, რით ვერთობოდით, ახლა კი გა-
მოიხედა, ხომ იცი, როგორც იცის, და ბრძანა, გოგო მოიყვაო. ახლა
ბებერს გოგო სამზარეულოდან უნდა მოეთრია, და ვისი ბრალი იყო?
მარტო მაგისი. სერმა ახედ-დახედა და ამბობს, აჰა, ესაა ის ბოზი, ამ-
დენი ამბავი ვიზეც ატეხეო? ეს გამოშტერებული ბებერი კი მიახლის:
სერ, ჩემი ლაინა ბოზი სულაც არააო. სერმა კიდევ თვალიც არ და-
უხამხამებია, ისე თქვა, აი, თუ არაო, კიდევ ერთი ვერცხლი მიუგდო
ბებერს, გოგოს კაბა შემოახია და მიდი – იქვე, მაგიდაზე, თავისი მა-
მიკოს თვალწინ. გოგო ბაჭიასავით ფართხალებდა და იკლაკნებო-
და, და როგორ წიოდა! ბებერს იმისთანა სახე ჰქონდა, ისე ვიცინე,
ელი ცხვირიდან წამომივიდა. მერე იმ ბიჭმა გაიგო წივილი, ძმა თუ
იყო, და სარდაფიდან მოქანდა, ხოდა, რაფსაც მოუწია, მუცელში
604
ხანჯალი ეფუშა. ამასობაში სერიც მორჩა და თავის სასმელს მიუბ-
რუნდა, და ჩვენ მივადექით ყველა რიგრიგობით. ტობოტმა ხო რო-
გორ იცის, მოაბრუნა და უკნიდან უშვება. მე რომ მომიწია, გოგო
აღარ იბრძოდა, შეიძლება ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, მომწონ-
სო, თუმცა, მართალი გითხრა, ცოტა რომ ეფართხალა, არ მაწყენ-
და. და ახლაა ყველაზე კარგი... ყველაფერი რომ მორჩა, სერი ეუბ-
ნება ბებერს, ხურდა მაიტაო. გოგო ვერცხლის ფული არ ღირდაო,
ეუბნება... და, წყეული ვიყო, თუ იმ ბებერმა მუჭით სპილენძის ფული
არ მოზიდა, მილორდს ბოდიშები უხადა და მადლობა, რომ მესტუმ-
რეო, გაიძახოდა.
გარშემო ყველანი ახარხარდნენ, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ჩი-
ზიკი როხროხებდა; საკუთარი მონათხრობი ისე აცინებდა, რომ
ცხვირიდან წვინტლი ჩამოუვიდა და გაბურდულ ჭაღარა წვერში ჩა-
ეწვეთა. არია კიბის ჩრდილში იდგა და უცქერდა. მერე სარდაფში ჩა-
იპარა ისე, რომ სიტყვა არ უთქვამს. როდესაც ვისმა გაიგო, რომ
ტანსაცმელზე არაფერი უკითხავს, ბრიჯი ჩააძრო და ისე გაწკეპლა,
ბარძაყები სულ სისხლით გაეწება, მაგრამ არიამ თვალები დახუჭა
და იხსენებდა სიტყვებს, რომლებიც სირიოს მისთვის ესწავლებინა,
და თითქმის ვერაფერი იგრძნო. ორი დღის მერე ვისმა ყაზარმების
დარბაზში გაგზავნა სუფრის მოსამსახურებლად. არიას ღვინიანი
სურა დაჰქონდა და სასმისებს ავსებდა, როცა ჯეიქენ ჰაგარი შენიშ-
ნა; ის გასასვლელის იქით იჯდა. არიამ ტუჩი მოიკვნიტა და ფრთხი-
ლად მიმოიხედა, რათა დარწმუნებულიყო ვისი არსად ჩანსო. შიში
ხმალზე ღრმად ჭრის, უთხრა თავის თავს.
ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე, ყოველი შემდეგის მერე სულ უფ-
რო ნაკლებად გრძნობდა თავს თაგვად. მერხს დაუყვა, თან ღვინის
თასებს ავსებდა. ჯეიქენს მარჯვნივ ღვინით გაბრუჟული რორჯი მის-

605
ჯდომოდა, მაგრამ მას არიასთვის ზედაც არ შეუხედავს. არია დაიხა-
რა და ჩიზიკიო, ყურში ჩასჩურჩულა ჯეიქენს. ლორათელს არაფრით
შესტყობია, რომ გაიგონა.
სურა დაიცალა, არია სარდაფში ჩავიდა, კასრიდან რომ შეევსო,
და სასწრაფოდ ისევ შეუდგა ფიალების ავსებას. წყურვილს არავინ
დაუხრჩვია, სანამ იგი წასული იყო, მისი ხანმოკლე არყოფნა არც კი
შეუმჩნევიათ.
მეორე დღეს არაფერი მომხდარა, არც იმის მომდევნო დღეს,
მაგრამ მესამე დღეს ვისს შეჰყვა სამზარეულოში, საჭმელი რომ წა-
მოეღო.
– მთაკაცის ერთი მებრძოლი გალავნის ბილიკიდან ჩამოვარდა
და ის უტვინო კისერი მოიტეხა, – გაიგონა, როგორ უთხრა ვისმა
მზარეულს.
– მთვრალი იყო? – იკითხა ქალმა.
– ჩვეულებრივზე მეტად – არა. ზოგი ამბობს, ჰარენის აჩრდილმა
გადააგდოო, – ვისმა ჩაიფრუტუნა, რათა ყველა მიმხვდარიყო, თა-
ვად რას ფიქრობდა ასეთ ჭორებზე.
ეს ჰარენი არ ყოფილაო, უნდოდა ეთქვა არიას; მე ვიყავი. ჩიზიკი
მან მოკლა, ერთი ჩაჩურჩულებით, და კიდევ ორსაც მოკლავდა. მე
ვარ ჰარენჰალის აჩრდილი, გაიფიქრა მან. და იმ საღამოს ერთით
ნაკლები საძულველი სახელი წარმოთქვა.

კეტლინი

მწვანე, ბალახოვანი მინდორი ღია-ნაცრისფერი სოკოებით და


მოჭრილი ხეების ქერქგაცლილი კუნძებით იყო დალაქავებული. აქ
უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. – პირველები ვართ, მილედი, –
წარმოთქვა ჰალის მოლენმა, როდესაც შუა მინდორზე აღვირები
606
მოზიდეს. მარტონი იდგნენ ორ ლაშქარს შორის, კაცის შუბზე სტარ-
კების გვარის მგელსაზარიანი დროშა ტკაცუნებდა და ფრიალებდა.
კეტლინი აქედან ზღვას ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რა ახლოს
იყო იგი. აღმოსავლეთიდან მობერილ ქარს მარილის სუნი ჟღენ-
თდა.
სტანის ბარათეონის მსახურებს ხეები საალყე მანქანების და ფი-
ლაკვნების ასაშენებლად მოეჭრათ. კეტლინი ფიქრობდა, ნეტავ
რამდენ ხანს ხარობდა აქ ტყე და ნეტავ ნედიც აქ ხომ არ შეჩერდა,
როდესაც სამხრეთისკენ მიუძღოდა ლაშქარს გრიგალის კიდის ალ-
ყის მოსახსნელადო. იმ დღეს მან დიადი გამარჯვება მოიპოვა, მით
უფრო დიადი, რომ მის მოსაპოვებლად სისხლი არ დაღვრილა. ინე-
ბონ ღმერთებმა, რომ მეც იგივე ვქნა, ლოცვა აღავლინა კეტლინმა.
მისი ქვეშევრდომები მიიჩნევდნენ, რომ აქ მოსვლაც კი უკვე სიგიჟე
იყო.
– ეს ჩვენი ომი არაა, მილედი, – უთხრა სერ ვენდელ მანდერ-
ლიმ, – ვიცი, მეფე არ ისურვებდა, მის დედას თავი ასეთ საფრთხეში
ჩაეგდო.
– ჩვენ ყველანი საფრთხეში ვართ, – მიუგო ქალმა, იქნებ ზედმე-
ტად უკმეხადაც, – გგონია, მე მსურს აქ ყოფნა, სერ?
ჩემი ადგილი რივერანშია, მომაკვდავი მამაჩემის გვერდით; ვინ-
ტერფელშია, ჩემს ძეებთან.
– რობმა სამხრეთში იმისთვის გამომგზავნა, რომ მისი სახელით
ვილაპარაკო, და სწორედ ამას ვიზამ, – კეტლინმა იცოდა, იოლი არ
იქნებოდა ამ ძმებს შორის მშვიდობის ჩამოგდება, მაგრამ, სახელ-
მწიფოს საკეთილდღეოდ, უნდა ცდილიყო. წვიმით დამბალი მინ-
დვრების და ქვიანი ბორცვების რიგის გადაღმა ხედავდა გრიგალის
კიდის ცადატყორცნილ ციხესიმაგრეს, რომელსაც ზურგი შეექცია

607
უხილავი ზღვისთვის. ამ ღია-ნაცრისფერ ქვის ბუმბერაზს გარშე-
მორტყმული ლორდ სტანისის ლაშქარი დროშებიანი წრუწუნების
რაზმივით პატარა და საწყალი ჩანდა. სიმღერები ჰყვებოდნენ, რომ
გრიგალის კიდე უძველეს დროში ააგო დარენმა, პირველმა გრიგა-
ლის მეფემ, რომელმაც ზღვის ღმერთისა და ქარის ქალღმერთის
ასულის, მშვენიერი ელეინაის სიყვარული მოიპოვა. მათი ქორწინე-
ბის ღამეს ელეინაიმ მოკვდავის სიყვარულს არგუნა თავისი ქალწუ-
ლება და ამით მოკვდავთა მსგავსად, სასიკვდილოდ გასწირა თავი.
მისმა მწუხარე მშობლებმა დარენს თავს რისხვა დაატეხეს და მისი
სამყოფლის დასაქცევად ქარი და წყალი გაგზავნეს. მისი მეგობრე-
ბი, ძმები და ქორწილის სტუმრები დაქცეულმა კედლებმა დაიტანეს
ან ქარმა გაიტაცა ზღვაში, მაგრამ დარენი ელეინაიმ დაიფარა თავის
მკლავებში და არაფერი დაშავებია. ხოლო როდესაც განთიადი მო-
ვიდა, დარენმა ომში გამოიწვია ღმერთები და დაიფიცა, რომ ციხეს
კვლავ ააშენებდა.
დაქცეულის მერე ხუთი ციხესიმაგრე ააგო, ყოველი მომდევნო
ადრინდელზე უფრო დიდი და მტკიცე იყო, მაგრამ ყველა მათგანი
თვალწინ ექცეოდა, როდესაც გემთმმუსვრელ ყურეში გრიგალები
ადგებოდნენ და წყლის ვეება კედლებს გამოდენიდნენ ნაპირისკენ.
ლორდები სთხოვდნენ, ნაპირიდან მოშორებით აეგო ციხე;
მღვდლები ურჩევდნენ, ელეინაი ისევ ზღვისთვის დაებრუნებინა და
ამით ღმერთების გული მოეგო; მისი მდაბიო ქვეშევრდომებიც კი
დანებებას ევედრებოდნენ. დარენს ამის გაგონებაც კი არ უნდოდა.
მეშვიდედ ააგო ციხე, ყველაზე დიდი და ბუმბერაზი. ზოგი ამბობდა,
მის აგებაში ტყის შვილები დაეხმარნენ, ჯადოთი გამოთალეს ქვე-
ბიო. სხვები ამტკიცებდნენ, ერთმა პატარა ბიჭმა ურჩია, თუ რა უნდა
გაეკეთებინა, და ის ბიჭი რომ გაიზარდა, ბრან მშენებელი გახდაო.

608
მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამბავი, ბოლო ერთი ჰქონ-
და: თუმც განრისხებული ღმერთები გრიგალს გრიგალზე ატეხდნენ
თავს, მეშვიდე ციხე შეურყევლად იდგა და დარენ ღმერთების ჭმუნ-
ვა და მშვენიერი ელეინაი ერთად ცხოვრობდნენ იქ სიცოცხლის ბო-
ლომდე.
ღმერთებს არაფერი ავიწყდებათ და მძვინვარე ქარიშხლები
დღესაც ამოსდევდნენ ვიწრო ზღვას. მაგრამ გრიგალის კიდე კვლავ
შეურყევლად იდგა საუკუნეთა და ათობით საუკუნეთა მანძილზე: ცი-
ხე, სხვა ციხეთაგან გამორჩეული. მისი გოლიათური კოშკებიანი გა-
ლავანი ათას ფუტზე მაღლდებოდა, არც გასასვლელი, არც საისრე
ჭრილი არ აჩნდა სადმე, ყველგან მოგლუვებული, მომშვილდული,
გაპრიალებული იყო, მისი ქვები ისე ოსტატურად ერწყმოდა ერთმა-
ნეთს, რომ არსად ჰქონდა ბზარი, კუთხე ან ნაპრალი, რაზეც ქარი
შეძლებდა გამოდებას. ამბობდნენ, ეს გალავანი ყველაზე ვიწრო
ადგილას ორმოცი ფუტის სისქისააო, ზღვის მხარეს კი ოთხმოც ფუ-
ტამდეც აღწევსო. ქვის ორმაგი წყობა შიგნიდან ქვით და ხრეშით
ამოევსოთ. ამ მძლავრი ბასტიონის შიგნით სამზარეულოები, თავ-
ლები და ეზოები საიმედოდ იყო დაცული ქარისა და ტალღებისგან.
გოდოლი კი მხოლოდ ერთი იდგა, თვალუწვდენელი დოლის კოშკი,
ზღვისკენ უფანჯრო კედელი მიექცია. ეს კოშკი ისეთი უზარმაზარი
რამ იყო, რომ ბეღლები, ყაზარმები, სანადიმო დარბაზი და ლორ-
დის ბინები ყველა ერთად იყო მასში მოქცეული. გვირგვინად
მძლავრი ქონგურები ედგა და შორიდან წვეტებიანი მუშტით დაბო-
ლოებულ შემართულ მკლავს წააგავდა.
– მილედი! – დაუძახა ჰალ მოლენმა. ციხესიმაგრის ქვეშ განლა-
გებულ მოწესრიგებულ პატარა ბანაკს ორი მხედარი გამოეყო და ახ-
ლა აუჩქარებელი ნაბიჯით მათკენ მოემართებოდნენ, – ეს მეფე სტა-
ნისი უნდა იყოს.
609
– უეჭველად, – კეტლინი მომავლებს უცქერდა. სტანისი უნდა
იყოს, მაგრამ ეს ბარათეონების დროშა არაა. მკვეთრ ყვითლად მო-
ჩანდა, არ ჰგავდა რენლის ბაირაღების მდიდრულ ოქროსფერს.
მასზე გამოსახული ემბლემა კი წითელი იყო, თუმცა ქალი ვერ ხე-
დავდა, რა იყო გამოსახული.
რენლი ბოლო მოვიდოდა. ასეც უთხრა, როდესაც კეტლინი წა-
მოვიდა. არ აპირებდა ცხენზე შეჯდომას, სანამ არ დაინახავდა, რომ
მის ძმას უკვე კარგა მანძილი გამოევლო. პირველად მოსული და-
ნარჩენებს უნდა დალოდებოდა, ხოლო რენლი არავისაც არ დაუც-
დიდა. მეფეები ასეთი თამაშებით ერთობიან, გაიფიქრა ქალმა. ჰო-
და, თავად ხომ არ იყო მეფე, თამაში არ სჭირდებოდა. ლოდინი კი
ძალიან კარგად იცოდა. სტანისი მოახლოვდა და კეტლინმა დაინა-
ხა, რომ წითელი ოქროს გვირგვინი ეხურა, მისი წვეტები ალის სა-
ხედ იყო მოყვანილი. ქამარი ძოწებით და ყვითელი ტოპაზებით
ჰქონდა მოოჭვილი, ხოლო წელზე ჩამობმულ ხმლის ტარზე მსხვი-
ლი ოთხკუთხა ლალი მოუჩანდა. სხვა მხრივ კი უბრალოდ გამოწყო-
ბილიყო: დაბამბულ კამზოლზე მოქლონებიანი ტყავის ქურთუკი შე-
მოეცვა, გაცვეთილი ჩექმები და ყავისფერი ჯვალოს ბრიჯი ემოსა.
მის მზისფერ დროშაზე ნარინჯისფერი ალებით მოცული წითელი გუ-
ლი იყო გამოხატული. გვირგვინოსანი ირემიც ჩანდა, ოღონდ... და-
პატარავებული და გულის შიგნით მოქცეული. კიდევ უფრო საოცა-
რი იყო მისი მედროშე: თავიდან ფეხებამდე წითლებში მოსილი ქა-
ლი, რომელსაც სახეს მეწამული მოსასხამის ფართო ჩაჩი უფარავ-
და. წითელი ქურუმი ქალიო, გაიფიქრა გაოცებულმა კეტლინმა. მა-
თი სექტა მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი იყო თავისუფალ ქა-
ლაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ შვიდ სამეფოში ცო-
ტანი იპოვებოდნენ.
– ლედი სტარკ, – წარმოთქვა სტანისმა სუსხიანი თავაზით და
610
ცხენი შეაყენა. თავი რომ დაუკრა, იმაზე უფრო მელოტი გამოჩნდა,
ვიდრე კეტლინს ახსოვდა. – ლორდ სტანის, – გაეპასუხა თავადაც.
მან კრიჭა შეკრა მოკლედ შეკრეჭილი წვერის ქვეშ, მაგრამ ტი-
ტულების გამო არ შესდავებია, რის გამოც კეტლინი მადლობელი
დარჩა.
– არ ველოდი, გრიგალის კიდეზე შენს ნახვას, – მისი ღრმად
ჩასმული თვალების მზერა აფორიაქებდა. ეს კაცი მსუბუქი თავაზია-
ნობისთვის არ იყო გაჩენილი, – ვწუხვარ შენი ლორდი-მეუღლის გა-
მო; თუმც ედარდ სტარკი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. – იგი არასო-
დეს იყო შენი მტერი, მილორდ. როდესაც ლორდმა ტაირელმა და
ლორდმა რედვაინმა იმ ციხეში დაგატყვევეს და შიმშილით გიტევ-
დნენ, ალყა ედარდ სტარკმა დაშალა.
– ჩემი ძმის ბრძანებით და არა ჩემი სიყვარულის გამო, – მიუგო
სტანისმა, – ლორდმა ედარდმა ვალი აღასრულა, ამას არც უარ-
ვყოფ. მე როდისმე სხვაგვარად მოვქცეულვარ? რობერტის მარჯვე-
ნა მე უნდა ვყოფილიყავი.
– შენმა ძმამ ინდომა ასე. ნედს არც არასდროს მოუსურვებია. –
მაგრამ დასთანხმდა იმის აღებას, რაც წესით ჩემი უნდა ყოფილიყო.
და მაინც, სიტყვას გაძლევ, მისი მკვლელობის გამო სამართალს გა-
ვაჩენ. რა სიამოვნებით არიგებდნენ მოჭრილ თავებს ესენი, ვინც მე-
ფობას აპირებდნენ. – შენი ძმაც იმავეს დამპირდა. მაგრამ, რომ არ
დაგიმალო, მირჩევნია, ჩემი ასულები დავიბრუნო, სამართლის გა-
ჩენა კი ღმერთებს მივანდო. სანსა ახლაც სერსეის ჰყავს, არიაზე კი
რობერტის სიკვდილის მერე არაფერი გაგვიგია. – ქალაქს რომ ავი-
ღებ, თუ თქვენს შვილებს ვიპოვით, აუცილებლად მიიღებთ მათ, –
ცოცხლებს ან მკვდრებს, გულისხმობდა მისი კილო.
– ეგ როდისღა მოხდება, ლორდ სტანის? მეფის საბიჯელი შენი
დრაკონის ქვის სიახლოვესაა, მე კი აქ მოსულს გხედავ.
611
– გულწრფელი ყოფილხარ, ლედი სტარკ. ძალიანაც კარგი, მეც
გულწრფელობით გიპასუხებ. ქალაქის ასაღებად მჭირდება იმ სამ-
ხრეთელი ლორდების ძალები, რომლებიც ეგერ, ველის გადაღმა
დგანან. ისინი ჩემს ძმასთან არიან. უნდა წავართვა, სხვა გზა არაა.
– ადამიანები მას შეუდგებიან, ვისაც სურთ მილორდ. ეს ლორ-
დები რობერტს და ბარათეონების გვარს არიან შეფიცულნი. თუ შენ
და შენი ძმა მტრობას დაივიწყებდით... – რენლისთან სამტრო არა-
ფერი მქონდა, ვალის ერთგული რომ ყოფილიყო. უფროსი მე ვარ
და მეფეც მე ვარ. მხოლოდ ის მინდა, რაც სამართლიანად მეკუთ-
ვნის. რენლის ვალია, მიერთგულოს და დამემორჩილოს. ვაპირებ,
კიდევაც მივიღო ერთგულება და მორჩილება: მისგან და იმ დანარ-
ჩენი ლორდებისგანაც. – სტანისმა ყურადღებით ჩახედა სახეში, –
და შენ რაღამ მოგიყვანა ამ ველზე, მილედი? სტარკების გვარი ჩემი
ძმის გვერდით დადგა, ეს თუა მიზეზი?
ამას ვერ დაიყოლიებ, გაიფიქრა ქალმა, მაგრამ მე უნდა ვეცადო.
ამით ძალიან ბევრი რამ წყდებოდა.
– ჩემი ძე ჩრდილოეთის მეფედ ზის, ჩვენი ლორდების და ხალხის
ნებით. მუხლს არავის მოუყრის, მაგრამ ყველას მეგობრობის ხელს
უწვდის.
– მეფეებს მეგობრები არ ჰყავთ, – მოუჭრა სტანისმა, – მხოლოდ
ქვეშევრდომები და მტრები.
– და ძმები, – გაისმა მხიარული ხმა კეტლინის ზურგსუკან. კეტ-
ლინმა მიიხედა და დაინახა, რენლის ცხენი კუნძებს შორის მოიკ-
ვლევდა გზას. უმცროსი ბარათეონი დიდებული სანახავი იყო მწვანე
ხავერდის კამზოლსა და ჟღალი ბეწვით მოვლებულ ატლასის მო-
სასხამში. საფეთქლებს ოქროს ვარდების გვირგვინი უფერავდა,
შუბლთან ნეფრიტის ირმის თავი მოუჩანდა, გვირგვინის ქვემოდან

612
გრძელი შავი თმა ეღვრებოდა მხრებზე. ყაწიმზე შავი ალმასის ნამ-
ტვრევები მიმოფანტვოდა, ყელზე კი ოქროსა და ზურმუხტების ჯაჭვი
ეკიდა.
მედროშედ რენლისაც ქალი შეერჩია, თუმც ბრიენს სახე დაეფა-
რა და აბჯარი ეცვა, ასე კი მის ქალობას ვერავინ გამოიცნობდა.
თორმეტფუტიან შუბზე შავ და ოქროსფერება გვირგვინოსანი ხარი-
რემი ცეკვავდა, როდესაც ზღვიდან მობერილი ქარი ქსოვილს შლი-
და.
ძმა მოკლედ მიესალმა.
– ლორდ რენლი – მეფე რენლი. ეს მართლაც შენ ხარ, სტანის?
სტანისი მოიღუშა – სხვა ვინ იქნებოდა?
რენლიმ უზრუნველად აიჩეჩა მხრები.
– დროშა რომ დავინახე, უცებ ვერ მივხვდი. ვისი დროშა გიჭი-
რავს? – ჩემი საკუთარი.
– მეფემ თავის ემბლემად ნათლის უფლის ალმოდებული გული
შეარჩია, – ხმა დაძრა წითლად მოსილმა ქურუმმა ქალმა.
რენლი, ჩანს, ამ ამბავმა გაახალისა.
– მით უკეთესი. ორივეს ერთი დროშა რომ გვეჭიროს, ბრძოლა
სულ აირ-დაირეოდა. – მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ ბრძოლა არ
გაიმართება, – თქვა კეტლინმა, – ჩვენ სამს საერთო მტერი გვყავს,
რომელსაც შეუძლია, ყველა გაგვანადგუროს. სტანისმა კუშტი მზე-
რა გაუსწორა.
– რკინის ტახტი მე მეკუთვნის, ყველა, ვინც კი უარყოფს ამას, ჩე-
მი მტერია. – ამას მთელი სახელმწიფო უარყოფს, ძმაო, – უთხრა
რენლიმ, – ბერიკაცები უარყოფენ სიკვდილისწინა ხრიალით და
ჯერ უშობელი ბალღები უარყოფენ დედების მუცელში. უარყოფენ
დორნში და უარყოფენ კედელზე. არავის უნდა, მეფედ რომ ჰყავდე.
ბოდიში.
613
სტანისმა კრიჭა შეკრა.
– დავიფიცე, არ დაგლაპარაკებოდი, სანამ ეს მოღალატის გვირ-
გვინი გახურავს. ფიცი არ უნდა გამეტეხა.
– ეს სიბრიყვეა, – შეუტია მათ კეტლინმა, – ჰარენჰალში ლორდი
ტაივინი ზის ოცი ათასი ხმლოსნით. მეფისმკვლელის ჯარის ნარჩე-
ნები ოქროს კბილზე მოგროვდნენ, კასტერლის კლდის ქვეშ ლანის-
ტერების კიდევ ერთი ლაშქარი იკრიბება, ხოლო სერსეის და მის
ვაჟს მეფის საბიჯელი და ის თქვენი ძვირფასი რკინის ტახტი უჭი-
რავთ. თქვენ ორივენი მეფედ აცხადებთ თავს, ამასობაში სამეფო
სისხლისგან იცლება, მის დასაცავად კი ხმალს არავინ სწევს, ჩემი
შვილის გარდა. რენლიმ მხრები აიჩეჩა.
– შენმა ძემ რამდენიმე ბრძოლა მოიგო. მე კი ომს მოვიგებ. დად-
გნენ ლანისტერები და მიცადონ.
– თუ გაქვს რამე შემოსათავაზებელი, შემომთავაზე, – მოჭრა
სტანისმა, – თუ არადა, წავალ.
– ძალიანაც კარგი, – მიუგო რენლიმ, – გთავაზობ, დაქვეითდე,
მუხლი მომიყარო და ერთგულება შემომფიცო.
სტანისმა მრისხანება მოთოკა.
– ამას ვერასოდეს ეღირსები.
– შენ რობერტს ემსახურებოდი, მე რატომ არ უნდა მემსახურო?
– რობერტი ჩემზე უფროსი იყო. შენ უმცროსი ხარ.
– უმცროსი, უფრო მამაცი და ბევრად უფრო მომხიბვლელი...
– და ქურდი და უზურპატორი იმავდროულად.
რენლიმ მხრები აიჩეჩა.
– ტარგარიენები რობერტს ეძახდნენ უზურპატორს. ასე ჩანს, ამ
სირცხვილს უძლებდა. ჰოდა მეც...
ასე არ ივარგებდა.

614
– ერთი ყური უგდეთ, რას ამბობთ! ჩემი შვილები რომ იყოთ; თა-
ვებს ერთმანეთზე გახდევინებდით და საძინებელში ჩაგკეტავდით,
სანამ არ გაგახსენდებოდათ, ძმები რომ ხართ!
სტანისმა წარბი შეყარა.
– ბევრის უფლებას აძლევ თავს, ლედი სტარკ. კანონიერი მეფე
მე ვარ და შენი ვაჟიც მოღალატეა, ჩემი ძმის არ იყოს. მისი დროც
მოვა.
შეუფარავმა მუქარამ ქალს რისხვა უფრო გაუღვივა.
– სხვებს იოლად უწოდებ მოღალატესა და უზურპატორს, მი-
ლორდ, მაგრამ შენ რით. განსხვავდები მათგან? ამბობ, მხოლოდ მე
ვარ კანონიერი მეფეო, მაგრამ, ასე მახსოვს, რობერტს ორი ძე დარ-
ჩა. შვიდი სამეფოს ყველანაირი კანონის თანახმად, მისი კანონიერი
მემკვიდრე პრინცი ჯოფრია, მის მერე კი – ტომენი... და ჩვენ ყველა-
ნი მოღალატეები ვართ, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზეზები
გვქონდეს.
რენლიმ გაიცინა.
– უნდა შეუნდო ლედი კეტლინს, სტანის. რივერანიდანაა წამო-
სული, გრძელი გზა გამოიარა ცხენდაცხენ. მგონი, შენი პატარა ბა-
რათი თვალითაც არ უნახავს. – ჯოფრი ჩემი ძმის ჩასახული არაა, –
მკვახედ ამოთქვა სტანისმა, – არც ტომენი. ბუშები არიან. გოგოც,
ასევე. სამივე სისხლის აღრევის ამაზრზენი ნაყოფია. ნუთუ თუნდაც
სერსეის შეეძლო ასეთი სიგიჟის ჩადენა? კეტლინს ენა ჩაუვარდა. –
ხომ ძვირფასი ამბავია, მილედი? – ჰკითხა რენლიმ, – რქის მთაზე
ვიყავი, როდესაც ლორდმა ტარლიმ წერილი მიიღო, და, გამოგიტ-
ყდებით, გაოგნებით სუნთქვა შემეკრა, – მან ძმას გაუღიმა, – ვერა-
სოდეს ვიფიქრებდი, ასე ჭკვიანი თუ იყავი, სტანის. ეგ სიმართლე
რომ იყოს, მართლაცდა რობერტის მემკვიდრე გამოდიხარ. – სი-
მართლე რომ იყოს? მატყუარას მიწოდებ?
615
– ამ ზღაპრიდან ერთი სიტყვის დამტკიცება მაინც თუ შეგიძლია?
სტანისმა კბილები გაახრჭიალა.
რობერტს ეს ნამდვილად არ შეუტყვია, გაიფიქრა კეტლინმა, თო-
რემ სერსეი მყის უთავოდ დარჩებოდა.
– ლორდ სტანის, – ჰკითხა ქალმა, – თუკი იცოდი, დედოფალს
ასეთი საზარელი დანაშაული ედებოდა ბრალად, რატომ დამალე?
– არ დამიმალავს, – განაცხადა სტანისმა, – ჯონ ერინს გავუმხი-
ლე ჩემი ეჭვები. – და არა საკუთარ ძმას?
– ჩემი ძმა ყოველთვის მხოლოდ მოვალეობის გრძნობის კარნა-
ხით მეპყრობოდა და მეტი არაფერი, – თქვა სტანისმა, – ჩემგან ეს
ბრალდება გამოგონილი და თავკერძა გამოჩნდებოდა, საიმისოდ
გამიზნული, რომ მემკვიდრეობის ხაზში საკუთარი თავი პირველ ად-
გილზე წამომეწია. მჯეროდა, რობერტი უფრო იოლად დაუგდებდა
ყურს ჯორჯ ერინისგან წამოსულ ბრალდებას, ეგ კაცი ხომ უყვარდა.
– აჰა, – წარმოთქვა რობერტმა, – ანუ მკვდარი გვყავს მოწმედ. –
გგონია, შემთხვევით მოკვდა, შე ჭკუამოკლე სულელო? სერსეიმ
მოწამლა იმის შიშით, არ მამხილოსო. ლორდი ჯონი დამამტკიცე-
ბელ საბუთებს აგროვებდა... – უეჭველია, საფლავში ჩაიტანა. რა
უხერხულად გამოვიდა.
კეტლინი იხსენებდა, ერთმანეთს უსადაგებდა სხვადასხვა ამ-
ბებს. – ჩემი და ლიზა ვინტერფელში გამოგზავნილ წერილში დედო-
ფალს სდებდა ბრალს მისი ქმრის სიკვდილის გამო, – გაუმხილა
ძმებს, – მერე, საარწივეში, მკვლელობა დედოფლის ძმას, ტირი-
ონს, დააკისრა.
სტანისმა ჩაიფრუტუნა.
– თუ გველების ბუდეს დაადგამ ფეხს, რა მნიშვნელობა აქვს,
პირველი რომელი გიკბენს?

616
– მთელი ეს გველები და სისხლის აღრევა მშვენიერი გასართო-
ბია, მაგრამ არაფერს ცვლის. იქნებ ჩემზე უფრო სამართლიანი უფ-
ლება გქონდეს, სტანის, მაგრამ მე მაინც უფრო დიდი ჯარი მყავს, –
რენლიმ მოსასხამის ქვეშ შეიცურა ხელი. სტანისმა ეს შენიშნა და
მყისვე თავისი ხმლის ტარს წასწვდა, მაგრამ სანამ იარაღს იშიშ-
ვლებდა, მისმა ძმამ ამოაძვრინა... ატამი.
– ხომ არ მიირთმევ, ძმაო? – ჰკითხა ღიმილით, – ზენაბაღიდა-
ნაა. მერწმუნე, ასე ტკბილი არასოდეს არაფერი გიჭამია, – მან ხილი
ჩაკბიჩა. პირის კუთხეზე წვენი ჩამოსდინდა. – აქ ხილის მისართმე-
ვად არ მოვსულვარ, – სტანისი გაცეცხლებული იყო. – მილორდე-
ბო! – ჩაერია კეტრინი, – ჩვენ აქ კავშირის პირობებს უნდა ვათან-
ხმებდეთ, ერთმანეთის აბუჩად აგდების ნაცვლად.
– კაცმა ატმის გასინჯვაზე უარი არასოდეს უნდა თქვას, – განაც-
ხადა რენლიმ და კურკა გადაისროლა, – შეიძლება მეორედ ვეღარც
კი იგემოს. ცხოვრება ხანმოკლეა, სტანის. გაიხსენე, რას ამბობენ
სტარკები. ზამთარი მოდის. – პირი ხელის ზურგით შეიწმინდა.
– მე აქ არც მუქარის მოსასმენად მოვსულვარ.
– არც არავინ გემუქრება,– შეუტია რენლიმაც, – როდესაც დაგე-
მუქრები, უეჭველად მიხვდები. სიმართლე თუ გინდა, გულზე არასო-
დეს მეხატებოდი, სტანის, მაგრამ შენ ჩემი ღვიძლი ხარ და არაფ-
რად მინდა შენი მოკვლა. ჰოდა, თუ გრიგალის კიდე გსურს, აიღე...
როგორც ძმური საჩუქარი. როგორც ოდესღაც რობერტმა მე გად-
მომცა იგი, ახლა მე გადმოგცემ შენ.
– ის შენი არაა, რომ მაჩუქო. ჩემია, კანონით.
რენლიმ ამოიოხრა და სანახევროდ შებრუნდა უნაგირზე.
– რა ვუყო ამ ჩემს ძმას, ბრიენ? ატამს არ იღებს, ციხესიმაგრეს
არ იღებს, ჩემს ქორწილსაც კი თავი აარიდა.
– ორივემ ვიცით, რომ შენი ქორწინება მასხარას წარმოდგენა
617
იყო და მეტი არაფერი. ერთი წლის წინ აპირებდი, ეგ გოგო რობერ-
ტის კახპად დაგესვა. – ერთი წლის წინ ვაპირებდი, ეგ გოგო რობერ-
ტის დედოფლად დამესვა, – მიუგო რენლიმ, – მაგრამ მაგას რა
მნიშვნელობა აქვს? რობერტი ტახს ერგო, მარჯერი კი – მე. გაგი-
ხარდება, რომ გაიგებ, ჩემს ხელში ქალწულად მოხვდა. – შენს ხელ-
ში ასეთადაც მოკვდება.
– ო, წელიწადიც არ გავა, მისგან ძე მეყოლება, აი, ნახავ. გეხვე-
წები, შენ თვითონ რამდენი ძე გყავს, სტანის? ა, ხო: არცერთი, –
რენლიმ უმანკოდ გაიღიმა, – და რაც შენს ასულს შეეხება, შენი ძა-
ლიან კარგად მესმის. ჩემი ცოლი შენსას რომ ჰგავდეს, მეც მასხა-
რას მივუგზავნიდი, რომ მომსახურებოდა..
– კმარა! – დაიღრიალა სტანისმა, – ასე პირში დაცინვას არ მო-
ვითმენ, გესმის? არ მოვითმენ! – ქარქაშიდან ორლესული იშიშვლა.
ფოლადი უცნაურად აელვარდა მზის მკრთალ სხივებზე: ხან წით-
ლად, ხან ყვითლად, ხანაც თვალისმომჭრელ თეთრად. მის გარშე-
მო ჰაერი აცახცახდა, თითქოს სიცხისგანო. კეტლინის ცხენმა და-
იჭიხვინა და უკან გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ბრიენი წინ გამოიჭრა და
ძმებს შორის ჩადგა, ხელში მასაც ხმალი ეპყრა.
– ჩააგე იარაღი! – დაუყვირა სტანისს.
სერსეი ლანისტერი იცინის, კვდება სიცილითო, გაიფიქრა და-
ქანცულმა კეტლინმა. – სტანისმა თავისი მოკამკამე ხმალი ძმას მი-
აშვირა.
– შებრალება განა არ ვიცი, – დაიგრგვინა მან, ვისაც სრულიად
შეუბრალებელი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი, – არც მსურს,
ნათლისმფენი ძმის სისხლით შევბღალო. დედაჩვენის ხათრით, რო-
მელმაც ორივე მუცლით გვატარა, ამ ღამესაც გიბოძებ, შენს სისუ-
ლელეზე კიდევ რომ დაფიქრდე, რენლი. დაუშვი ბაირაღები და გან-
თიადამდე მეახელი, და მე გიბოძებ გრიგალის კიდესა და შენს ძველ
618
ადგილს საბჭოში, მემკვიდრედაც შენ დაგასახელებ, სანამ ძე დამე-
ბადებოდეს. თუ არადა, გაგანადგურებ. რენლიმ გაიცინა.
– სტანის, ნამდვილად, ძალიან ლამაზი ხმალია, მაგრამ, ასე
მგონია, მისმა სიკაშკაშემ თვალები წაგიხდინა. გახედე ველის ბო-
ლოს, ძმაო. ხედავ იმ დროშებს? – გგონია, ქსოვილების სიმრავლე
მეფედ გაგხდის?
– ტაირელების ხმლები გამხდის მეფედ. როვანი, ტარლი და კა-
რონი გამხდიან მეფედ ტაბარით, ლახტით და საომარი უროთი. ტარ-
თების ისრები და პენროუსების შუბები, ფოსოვეი, ქუი, მულენდორი,
ესტერმონტი, სელმი, ჰაიტაუერი, ოუკჰარტი, კრეინი, კასველი,
ბლექბარი, მორიგენი, ბისბარი, შერმერი, დანი, ფუტლი... ფლო-
რენტების გვარიც კი, შენი საკუთარი ცოლის ძმები და ბიძები, ისინი
გამხდიან მეფედ. სამხრეთის მთელი მხედრობა მე მომდევს, და ეს
ჩემი ძალის მცირე ნაწილია. მათ ჩემი ქვეითები მოჰყვებიან, ასი
ათასი ხმლოსანი და შუბოსანი. და შენ გამანადგურებ? რით, მითხა-
რი ერთი? იმ ერთი მუჭა ბრბოთი, ციხის კედლების ქვეშ რომ ვხე-
დავ? ხუთი ათასიო, ვიტყვი და კიდევ წამატებული იქნება. ვინ არიან:
ვირთევზას ლორდები, ხახვის რაინდები და ქირით მებრძოლები!
მათი ნახევარი ჩემკენ გადმოვა ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე.
მზვერავებმა მითხრეს, ოთხას ცხენზე ნაკლები გყავს. ეგ ქირით მებ-
რძოლები, ტყავები რომ აცვიათ, ერთი წუთითაც ვერ დაუდგებიან
შეაბჯრულ შუბოსნებს. არაფრად მენაღვლება, რამდენად გამოც-
დილ მეომრად მოგაქვს თავი, სტანის, მაგრამ ეგ შენი ლაშქარი ჩემი
მეწინავეების პირველ შეტევასაც ვერ გადაურჩება.
– მაგასაც ვნახავთ, ძმაო, – სტანისმა ხმალი რომ ჩააგო, იტყო-
დი, ქვეყნიერებას ერთი მნათობი დააკლდაო, – განთიადი მოვა და
მაგასაც ვნახავთ. – იმედია, შენი ახალი ღმერთი ლმობიერი ვინმეა,
ძმაო.
619
სტანისმა ზიზღით ჩაიფრუტუნა და გაჭენდა წითელი ქურუმი ქა-
ლი წუთით შეყოვნდა.
– ცოდვები მოინანიე, ლორდ რენლი, – თქვა და ცხენი მიაბრუნა.
ისინი ერთად გაემართნენ ბანაკისკენ, სადაც რენლის ათასები და
კეტლინის რამდენიმე კაცი მათ დაბრუნებას ელოდა.
– შეიძლება დიდი შედეგი არ მოგვიტანა, მაგრამ სახალისო კი
იყო, – განაცხადა რენლიმ, – ნეტავ სად შეიძლება მეც ვიშოვო ეგე-
თი ხმალი? არა უშავს, უეჭველია, ლორასი ბრძოლის მერე მაჩუ-
ქებს. მწუხარებით მავსებს, რომ საქმე აქამდე უნდა მივიდეს.
– რა ხალისიანი მწუხარება გცოდნია, – უთხრა კეტლინმა, რო-
მელიც მართლაც ძალიან დამწუხრებულიყო.
– მართლა? – რენლიმ მხრები აიჩეჩა, – თუნდაც ეგრე იყოს, ვა-
ღიარებ, სტანისი არასოდეს მყვარებია დიდი ძმური სიყვარულით.
როგორ გგონია, ის ამბავი შეიძლება მართალი იყოს? თუ ჯოფი მე-
ფისმკვლელისაა...
...მაშინ შენი ძმა კანონიერი მემკვიდრეა.
– სანამ ცოცხალია, – აღიარა რენლიმ, – თუმცა სულელური კა-
ნონია, არ მეთანხმები? რატომ უნდა იყოს მემკვიდრე უფროსი ძე და
არა ის, უფრო შესაფერი რომელიცაა? გვირგვინი მე მომიხდება ისე,
როგორც არასოდეს უხდებოდა რობერტს და ვერასოდეს მოუხდება
სტანისს. თავად ჩემი არსების თვისებაა ის, რომ დიადი მეფე ვიყო,
ძლიერი, მაგრამ სულგრძელი, ბრძენი, სამართლიანი, ბეჯითი, მე-
გობრების ერთგული და მტრების რისხვა, თუმცა პატიების შემძლე,
მომთმენი... – თავმდაბალი? – სიტყვა შეაშველა კეტლინმა.
რენლიმ გაიცინა.
– მეფეს ზოგი ნაკლი ეპატიება, მილედი.
კეტლინი უსაშველო დაღლილობას გრძნობდა. ყველაფერმა

620
ფუჭად ჩაუარა. ძმები ბარათეონები სისხლში დაახრჩობენ ერთმა-
ნეთს, მისი ძე კი მარტოდმარტო უნდა აღუდგეს წინ ლანისტერებს,
და თავად რაც არ უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა, მათ ვერაფრით შე-
აჩერებდა. დიდი ხანია, დროა, რივერანში გავბრუნდე და მამაჩემს
თვალები დავუხუჭო, გაიფიქრა. ამას მაინც შევძლებ. იქნებ ცუდი
დესპანი ვიყო, მაგრამ კარგი ჭირისუფალი ვიქნები, მიშველონ
ღმერთებმა.
მათი ბანაკი მოხერხებულად იყო მოწყობილი ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ გაწოლილი ქვიანი ქედის თავზე. ბევრად მოწესრიგე-
ბული ჩანდა, ვიდრე მანდერის ვრცელი სადგომი, თუმცა იმაზე ოთ-
ხჯერ უფრო მცირეც იყო. როდესაც გაიგო, ჩემი ძმა გრიგალის კიდეს
შემოსდგომიაო, რენლიმ გაყო თავისი ლაშქარი, ისევე, როგორც
რობი მოიქცა ტყუპებთან. მრავალრიცხოვანი ქვეითები მწარე ხიდ-
თან დატოვა თავის ახალშერთულ დედოფალთან, ფორნებთან, ურ-
მებთან, სასაპალნე ცხოველებთან და თავის უზარმაზარ საალყე
მანქანებთან ერთად, თავად კი რაინდებსა და თავისუფალ მხედ-
რებს ჩაუდგა სათავეში და აღმოსავლეთისკენ გაჭენდა. ამაშიც კი რა
ძალიან ჰგავდა თავის ძმას, რობერტს... ოღონდ რობერტს ედარდ
სტარკი ჰყავდა, რომელიც წინდახედულებით დააცხრობდა მის გა-
ნუსჯელ სიმამაცეს. ნედი უთუოდ დაიყოლიებდა რობერტს, მთელი
თავისი ძალით წამოსულიყო, რათა სტანისს გარს შემოსდგომოდა
და მოალყეებისთვის თავად შემოერტყა ალყა. მაგრამ რენლიმ უარ-
ყო ეს გამოსავალი და თავქუდმოგლეჯილი გამოქანდა, ძმას რომ
შერკინებოდა. მან გადაასწრო თავის მარაგებს, სურსათი და ცხოვე-
ლების საკვები, მთელი ფორნები, ჯორები და ხარები რამდენიმე
დღის სავალზე მოიტოვა უკან. ახლა სასწრაფოდ ბრძოლაში უნდა
ჩაბმულიყო ან შიმშილი ელოდა. კეტლინმა ჰალ მოლენი ცხენების
მისახედად გაგზავნა, თავად კი რენლის გაჰყვა სამეფო კარვისკენ,
621
შუა ბანაკში რომ იდგა. მწვანე აბრეშუმის კედლების შიგნით რენ-
ლის მეთაურები და მებაირაღე ლორდები იცდიდნენ, მოლაპარაკე-
ბის შედეგები რომ გაეგოთ.
– ჩემი ძმა არ გამოცვლილა, – განუცხადა მათ ჭაბუკმა მეფემ,
ბრიენმა კი ამასობაში მოსასხამი შეხსნა და შუბლიდან ოქროს-და-
ნეფრიტის გვირგვინი ააცალა, – ციხეები და პატივი არ ჰყოფნის,
უეჭველად სისხლი სწყურია. ჰოდა, კიდევაც მიიღებს ჩემგან, რაც
ასე ძალიან სურს.
– თქვენო მოწყალებავ, აქ ბრძოლის საჭიროებას ვერ ვხედავ, –
სიტყვა ჩაურთო ლორდმა მათის როვანმა, – ციხესიმაგრე საიმე-
დოდ დაცული და კარგად მომარაგებულია. სერ კორთნი პენროუსი
გამოცდილი მეთაურია, და არ აგებულა ისეთი ფილაკვანი, გრიგა-
ლის კიდის კედელს რომ გაარღვევდა. გაუშვი, ეჭიროს ალყა ლორდ
სტანისს. ამით ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებს, და სანამ აქ იჯ-
დება შეციებული, მშიერი და არაფრის მაქნისი, ჩვენ წავალთ და მე-
ფის საბიჯელს ავიღებთ. – და ხალხს ვალაპარაკებ, სტანისთან ომის
შეეშინდაო?
– ამას მხოლოდ ბრიყვები იტყვიან, – შეედავა ლორდი მათისი.
რენლიმ დანარჩენებს გადახედა.
– თქვენ რაღას იტყვით?
– მე ვიტყვი, რომ სტანისი სახიფათოა შენთვის, – გამოუცხადა
ლორდმა რენდილ ტარლიმ, – სისხლს თუ არ დააღვრევინებ, სულ
უფრო გაძლიერდება, შენს ძალას კი ბრძოლები დაასუსტებს. ლა-
ნისტერებს ერთ დღეში ვერ დავამარცხებთ. იმ დროისთვის, როცა
მათ საბოლოოდ გაუსწორდები, ლორდი სტანისი შესაძლოა შენსა-
ვით ძლიერიც იყოს... ან უფრო მეტადაც.
სხვები ხმამაღლა დაეთანხმნენ. მეფე ნაამები ჩანდა.
– მაშასადამე, ვიბრძოლებთ.
622
რობსაც ისევე ვუმტყუნე, როგორც ნედს, გაიფიქრა კეტლინმა.
– მილორდ, – მიმართა რენლის, – თუ შებრძოლება გადაწყვე-
ტილია, ჩემი აქ ყოფნა საჭირო აღარაა. ნება მიბოძე, რივერანში
დავბრუნდე.
– მაგის უფლებას არ გაძლევ, – რენლი სამგზავრო სკამზე ჩა-
მოჯდა. კეტლინი გაშეშდა.
– იმედი მქონდა, მშვიდობის დამყარებაში დაგხმარებოდი, მი-
ლორდ. ომში არ დაგეხმარები. რენლიმ მხრები აიჩეჩა.
– გავბედავ ვივარაუდო, რომ თქვენი ოცდახუთი კაცის გარეშეც
მოვახერხებდით რამეს, მილედი. არ ვაპირებ, ბრძოლაში ჩაგაბათ,
მხოლოდ ის მინდა, უცქირო მას. – მე მოჩურჩულე ტყეში გახლდი,
მილორდ. ხოცვა-ჟლეტა ბევრი მინახავს. აქ დესპანად მოვედი...
– და დესპანადაც წახვალ, – უთხრა რენლიმ, – მაგრამ იმაზე მე-
ტი გეცოდინება, ვიდრე მოსვლისას იცოდი. საკუთარი თვალით უნ-
და ნახო, თუ რა ელის მეამბოხეებს, რათა შენმა ძემ ეს შენივე პირი-
დან გაიგონოს. შიში ნუ გაქვს, ხიფათს არ მოგაკარებთ, – იგი გან-
კარგულებების გასაცემად მიბრუნდა, – ლორდ მათის, შენ ჩემი ძი-
რითადი ნაწილის ცენტრს ჩაუდგები სათავეში. ბრის, შენ მარცხნივ
ჩადგები. მარჯვენა ფლანგი ჩემია. ლორდ ესტერმონტ, შენ რეზერვს
უსარდლებ.
– არ გიმტყუნებ, თქვენო მოწყალებავ, – გაეპასუხა ლორდი ეს-
ტერმონტი. – მეწინავედ ვინ იქნება? – ჩაერთო ლორდი ესტერმონ-
ტი.
– თქვენო მოწყალებავ, – მიმართა სერ ჯონ ფოსოვეიმ, – გთხოვ,
მე მიბოძო ეგ პატივი.
– რამდენიც არ უნდა ევედრო, – წარმოთქვა სერ გაიარდ მწვა-
ნემ, – პირველი დარტყმა მხოლოდ შვიდთაგან ერთს ეკუთვნის.

623
– ფარების კედლის აწყობას მარტო ლამაზი მოსასხამი არ ჰყოფ-
ნის, – განაცხადა რენდილ ტარლიმ, – მეის ტაირელის მეწინავე
რაზმს რომ მივუძღოდი, შენ ჯერაც დედის ძუძუს წოვდი, გაიარდ.
კარავში ყაყანი ატყდა, სხვებიც ითხოვდნენ მეწინავეობის პა-
ტივს. ზაფხულის რაინდები, გაიფიქრა კეტლინმა. რენლიმ ხელი
ამართა.
– კმარა, მილორდებო. თორმეტი მეწინავე რაზმი რომ მყავდეს,
ყველა მიიღებდით თითოს, მაგრამ უპირატესი დიდება, წესით და
რიგით, უპირატეს რაინდს ეკუთვნის. პირველი დარტყმა სერ ლორა-
სისაა.
– მოხარული ვიქნები, თქვენო მოწყალებავ, – ყვავილების რა-
ინდმა მეფის წინაშე დაიჩოქა, – შენი კურთხევა მიბოძე, და რაინდი,
გვერდით ვინც გამომყვება შენი დროშით. დაე, ხარირემი და ვარდი
გვერდიგვერდ შევიდნენ ომში. რენლიმ მიმოიხედა.
– ბრიენ.
– თქვენო მოწყალებავ? ბრიენს ჯერაც თავისი ლურჯი აბჯარი ეც-
ვა, თუმცა მუზარადი მოეხადა. ხალხით სავსე კარავში ცხელოდა და
ოფლით სველი ყვითელი თმა ფართო, შეუხედავ სახეზე მიჰკვროდა,
– ჩემი ადგილი შენ გვერდითაა. მე შენი შეფიცული ფარი ვარ...
– შვიდთაგან ერთი, – შეახსენა მეფემ, – შიში ნურაფრის გაქვს,
ოთხი შენი ამხანაგი ბრძოლაში თან გამომყვება ბრიენი მუხლებზე
დაეცა.
– თუ თქვენს მოწყალებას უნდა გავშორდე, მაშინ შენი საბრძო-
ლოდ გამზადების პატივი მიბოძე.
კეტლინმა გაიგონა, უკან ვიღაცამ ჩაიხითხითა. საბრალო, შეყვა-
რებულია მასზე, გაიფიქრა სევდით. მისი საჭურველთმტვირთველო-
ბა მხოლოდ იმისთვის მოიგონა, რომ როგორმე შეეხოს და არაფ-
რად ენაღვლება, ბრიყვად რომ თვლიან.
624
– მიბოძებია, – დაყაბულდა რენლი, – ახლა კი დამტოვეთ, ყვე-
ლამ. მეფეებიც კი ისვენებენ ბრძოლის წინ.
– მილორდ, – წარმოთქვა კეტლინმა, – ბოლო სოფელი რომ გა-
მოვიარეთ, პატარა სეპტი შევნიშნე. თუ რივერანში წასვლის უფლე-
ბას არ მაძლევ, ნება მიბოძე, იქ წავიდე და ვილოცო.
– როგორც გენებოს. სერ რობარ, ლედი სტარკს მცველები აახ-
ლე... მაგრამ იზრუნე, რომ განთიადამდე ჩვენთან დაბრუნდეს.
– კარგი იყო, შენც რომ გელოცა, – ურჩია კეტლინმა.
– გამარჯვება ვითხოვო?
– სიბრძნე.
რენლიმ გაიცინა.
– ლორას, დარჩი და ლოცვაში მომეხმარე. იმდენი ხანია, არ მი-
ლოცია, სულ დამავიწყდა, როგორ უნდა. დანარჩენებმა კი იცოდეთ:
როგორც კი ინათებს, ყველა ჯარისკაცი თავის ადგილას იდგეს, შეი-
არაღებული, შეჭურვილი და ამხედრებული. სტანისს იმისთანა გან-
თიადს მოვუწყობთ, დიდხანს ვერ დაივიწყოს. კარვიდან რომ გამო-
ვიდა, უკვე ბინდდებოდა. გვერდით სერ რობარ როისი ამოუდგა.
კეტლინი შორიდან იცნობდა მას – ბრინჯაოს როისის ვაჟთაგანი
იყო. თავისებური უხეში სილამაზე და ტურნირებზე მებრძოლის სა-
ხელი ჰქონდა. რენლიმ მას ცისარტყელას მოსასხამი და სისხლის-
ფერი აბჯარი უბოძა და თავის შვიდ ქეშიკთაგან ერთ-ერთად დაასა-
ხელა.
– ველიდან შორს გადმოვარდნილხარ, სერ.
– შენ კი – ვინტერფელიდან, მილედი.
– მე ვიცი, აქ რამ მომიყვანა, შენ კი რისთვის მოხვედი? ეს ხომ
შენი ომი არაა, ისევე, როგორც არც ჩემია.
– ჩემს ომად გავიხადე მაშინ, როდესაც რენლი ჩემს მეფედ ვაღი-
არე. – როისები ერინების საგვარეულოს მებაირაღეები არიან.:
625
– მამაჩემს ეკისრება ლედი ლიზას ერთგულება, ასევე – მის მემ-
კვიდრეს. მეორე ვაჟმა სადაც შეძლებს, იქ უნდა მოიხვეჭოს დიდება,
– სერ რობარმა მხრები აიჩეჩა, – კაცი ტურნირებისგან შეიძლება
დაიღალოს.
ოცდაერთზე მეტის ვერ იქნება, ფიქრობდა კეტლინი, თავისივე
მეფის ასაკისაა... მაგრამ მის მეფეს, მის რობს, თხუთმეტი წლისას
მეტი სიბრძნე ჰქონდა, ვიდრე ამ ჭაბუკს შეეძინა მთელი თავისი
ცხოვრების მანძილზე. ან კეტლინი ევედრებოდა ღმერთებს, რომ
ჰქონოდა.
მის პატარა ბანაკში შადი კარდალაში სტაფილოს ათლიდა, ჰალ
მოლენი სამ ვინტერფელელ მცველთან ერთად კამათელს აგორებ-
და, ლუკას ბლექვუდი კი ხანჯალს ლესავდა.
– ლედი სტარკ, – წარმოთქვა ლუკასმა, კეტლინი რომ დაინახა,
– მოლენი ამბობს, გამთენიისას ბრძოლა დაიწყებაო.
– მართალს ამბობს, – მიუგო კეტლინმა. და, როგორც ჩანს,
გრძელი ენაც ჰქონია. – ჩვენ ვიბრძოლებთ თუ გავეცლებით?
– ჩვენ ვილოცებთ, ლუკას, – უპასუხა ქალმა, – ვილოცებთ.

სანსა

– რაც უფრო მეტხანს ალოდინებ, მით უარესი შენთვის, – გააფ-


რთხილა სანდორ კლეგეინმა.
სანსა ცდილობდა, ეჩქარა, მაგრამ თითები ღილკილოებსა და
კვანძებში ეხლართებოდა. ქოფაკს მუდამ მოურიდებელი ენა ჰქონ-
და, მაგრამ ახლა რაღაც იყო მის შემოხედვაში ისეთი, რამაც სანსა
დაზაფრა. ჯოფრის მისი და სერ დონტოსის შეხვედრების შესახებ რა-
მე ხომ არ შეუტყვია? არა, ნუ, ფიქრობდა იგი, თმას რომ ივარცხნი-

626
და. სერ დონტოსი ერთადერთ იმედად რჩებოდა. ლამაზი უნდა ვი-
ყო, ჯოფს უყვარს, ლამაზი როცა ვარ, მას ყოველთვის მოსწონდა, ამ
ფერის კაბა რომ მეცვა. ქსოვილი ხელებით ჩამოისწორა. კაბა მკერ-
დზე მჭიდროდ ადგა.
ოთახიდან რომ გავიდნენ, სანსა ქოფაკს მარცხნივ ამოუდგა, სა-
ხის დამწვარი მხარის საპირისპიროდ.
– მითხარი, რა დავაშავე.
– შენ არა. შენმა მეფე-ძმამ.
– რობი მოღალატეა, – სანსამ ზეპირად იცოდა, რა უნდა ეთქვა,
– მან თუ რამე გააკეთა, მე არაფერ შუაში ვარ.
ინებონ ღმერთებმა, მეფისმკვლელის ამბავი არ იყოს. თუ რობმა
ჯეიმი ლანისტერს რამე დაუშავა, ეს სანსას სიცოცხლის ფასად და-
უჯდებოდა. სერ ილინი გაახსენდა, მისი ხმელი, ჩოფურა სახიდან
მომზირალი ის წყლისფერი, ულმობელი თვალები.
ქოფაკმა ჩაიფრუტუნა.
– რა კარგად გაგწვრთნეს, ჩიტუნა.
იგი გოგონას ქვედა ეზოში ჩაუძღვა, სადაც მშვილდოსნებისთვის
სამიზნე კასრები იყო მოწყობილი. კაცები გაიწ-გამოიწივნენ და გა-
ატარეს. სანსას ლორდ ჯაილსის ხველა ჩაესმოდა. უსაქმოდ მოყია-
ლე მეჯინიბეები უტიფრად ათვალიერებდნენ სანსას, მაგრამ სერ
ჰორასმა თვალი აარიდა, გოგონამ გვერდით რომ ჩაუარა, მისმა
ძმამ ჰობერმა კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს საერთოდ არ დაუნა-
ხავს იგი. მიწაზე მომაკვდავი ჟღალი კატა ეგდო და საწყალობლად
ჩხაოდა, ნეკნებს შორის არბალეტის ისარი ჰქონდა ამოჩრილი. სან-
სამ გვერდი აუქცია, გული უწუხდა.
ჯოხის ცხენზე გადამჯდარი სერ დონტოსი მიუახლოვდა. მას მე-
რე, რაც ღვინით გამობრუჟულმა რაინდმა ტურნირზე ცხენზე შეჯდო-
მა ვერ მოახერხა, მეფემ უბრძანა, მუდამ ამხედრებულს ევლო.
627
– გამაგრდი, – ჩასჩურჩულა და მკლავზე მოუჭირა ხელი.
ჯოფრი შეგროვებული ხალხის შუაგულში იდგა და მოჩუქურთმე-
ბული არბალეტის სახელურს ატრიალებდა. სერ ბოროსი და სერ მე-
რინი გვერდში ჰყავდა. მათი დანახვა კმაროდა, სანსას გულ-მუცე-
ლი რომ გაჰქვავებოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – დაეშვა იგი მუხლებზე.
– ახლა მუხლის მოყრა არ გიშველის, – თქვა მეფემ, – ადე. აქ
იმიტომ ხარ, შენი ძმის ბოლო მოღალატური საქციელი რომ ზღო.
– თქვენო მოწყალებავ, ჩემს მოღალატე ძმას რაც არ უნდა ჩა-
ედინა, მე არაფერ შუაში ვარ. თავადაც იცი, გევედრები...
– ააყენეთ!
ქოფაკმა ფეხზე წამოაყენა, ეს უხეშად არ გამოსვლია.
– სერ ლანსელ, – წარმოთქვა ჯოფმა, – უთხარი, რა უმსგავსობა
ჩაიდინა. სანსას ლანსელ ლანისტერი ყოველთვის სანდომიან და
თავაზიან ჭაბუკად მიაჩნდა, მაგრამ მის მზერაში ახლა” არც სიკეთე,
არც სიბრალული არ იკითხებოდა. – შენმა ძმამ რაღაც ავი ჯადო მო-
იხმარა და სერ სტაფორდ ლანისტერს უარგების არმიით დაეცა
თავს. ლანისპორტიდან იქამდე ცხენით სამი დღის სავალი მანძი-
ლიც არ იქნება. ათასობით მამაცი მეომარი ძილში ამოწყვიტეს ისე,
რომ ხმლის ამოზიდვაც არ დააცადეს. ამ სასაკლაოს მოწყობის მერე
ჩრდილოელებმა დახოცილების ხორცით ნადიმი გამართეს.
სანსას ძრწოლამ ცივი ხელები წაუჭირა ყელში.
– სათქმელი არაფერი გაქვს? – ჰკითხა ჯოფრიმ.
– თქვენო მოწყალებავ, საბრალო ბავშვი გაოგნებულია, – ჩა-
იბუტბუტა სერ დონტოსმა.
– წყნარად, მასხარავ, – ჯოფრიმ არბალეტი ასწია და სანსას სა-
ხეში დაუმიზნა, – თქვენ, სტარკები, ისეთივე მხეცები ხართ, რო-
გორც ეგ თქვენი მგლები. კი არ დამვიწყნია, შენმა ურჩხულმა რა
628
მიქნა.
– ის არიას მგელი იყო, – წარმოთქვა სანსამ, – ლედის შენთვის
არაფერი დაუშავებია, შენ კი მაინც მოკალი.
– მე არა, მამაშენმა მოკლა, – მიუგო ჯოფმა, – აი, მამაშენი კი მე
მოვკალი. ნეტა ჩემი ხელით მექნა. წუხელ რომ კაცი მოვკალი, ის
მამაშენზე დიდი იყო. ჭიშკართან მომადგნენ, ჩემს სახელს იძახდნენ
და პურს მთხოვდნენ, თითქოს ხაბაზი ვიყო. მაგრამ ვასწავლე ჭკუა.
ყველაზე ხმამაღლა რომელიც ყვიროდა, იმას შიგ ყელში გავუყარე
ისარი.
– მოკვდა? – სახეში შემოჩრილი ამ ავი ისრის წვერის შემხედვა-
რეს უჭირდა მოფიქრება, სხვა რა ეთქვა.
– აბა რა, ყელში ჩემი ისარი ჰქონდა გაჩრილი. ერთი ქალი ქვებს
ისროდა, იმასაც მოვარტყი, მაგრამ მხოლოდ მკლავში, – ჯოფრი
მოიღუშა და არბალეტი დახარა, – შენც გესროდი, მაგრამ დედა ამ-
ბობს, ასე თუ ვიზამ, ბიძაჩემ ჯეიმის მოკლავენ. ამიტომ მხოლოდ და-
ისჯები, შენს ძმას კი შევუთვლით, რა დაგემართება, თუ არ დაგვნებ-
და. ძაღლო, დაარტყი.
– მე, მე ვცემ! – სერ დონტოსი თუნუქის აბჯრის ჟღრიალით გამო-
იჭრა წინ. ხელთ ეპყრა ვითომ-ლახტი, რომელსაც თავად ნესვი ეგო.
ჩემი ფლორიანი. მზად იყო, დაეკოცნა იგი, მისი დალაქავებული კა-
ნი, გამოჩრილი ძარღვები. გარშემო შემოუთოხარიკა თავისი ჯოხის
ცხენით, აი, შე მოღალატეო, დასძახოდა და თავში ნესვს უხათქუნებ-
და. სანსამ ხელები აიფარა, რამდენჯერაც ნესვი მოხვდა, იმდენჯერ
წაბარბაცდა. მეორე შემოხათქუნებაზე უკვე თმებიც გაეწება. მის
გარშემო ხალხი იცინოდა. ნესვი ნაფლეთებად იქცა. გაიცინე, ჯოფ-
რი, ვედრება აღავლინა სანსამ, სახეზე და ცისფერი აბრეშუმის კაბის
გულისპირზე წვენი ჩამოსდიოდა. გაიცინე და ეს იკმარე. ჯოფრის
არც კი ჩაუცინია.
629
– ბოროს. მერინ.
სერ მერინ ტრანტმა დონტოსს მკლავში ჩაავლო ხელი და განზე
მოისროლა. სახეაჭარხლებული მასხარა ძირს გაიშოტა თავის ჯო-
ხიან-ნესვიანად. სერ ბოროსმა სანსა დაიჭირა.
– სახეს თავი გაანებე, – უბრძანა ჯოფრიმ, – მომწონს, ლამაზი
რომაა. ბოროსმა სანსას მუცელში ამოსცხო და სუნთქვა შეუგუბა.
გოგონა რომ მოიკეცა, რაინდმა მისი თმა დაბღუჯა და ხმალი იშიშ-
ვლა. ერთ საზარელ წამს სანსა დარწმუნებული იყო, რომ ყელის გა-
მოჭრას უპირებდა. ხმალი ბრტყლად შემოჰკრა ბარკლებზე, ისე
მძლავრად, გოგონას ეგონა, ფეხები დამემტვრევაო სანსამ შეჰყვი-
რა. თვალები ცრემლით აევსო. მალე დამთავრდებაო, თავს უთხრა.
დარტყმების სათვალავი დაეკარგა.
– კმარა, – გაიგონა ქოფაკის ჟღრიალა ხმა – არა, არ კმარა, –
გაეპასუხა მეფე, – ბოროს, გაატიტვლე.
ბოროსმა სქელი ხელი სანსას გულისპირში ჩაუყარა და მაგრად
დაქაჩა. აბრეშუმი ჩამოიხა და გოგონა წელამდე შიშველი დარჩა.
სანსამ მკერდზე ხელები აიფარა. შორიდან ბოროტი ხითხითის ხმე-
ბი ჩაესმოდა.
– დაასისხლიანე, ისე სცემე, – თქვა ჯოფრიმ, – იმასაც ვნახავთ,
მაგის ძმას როგორ მოეწონება...
– ეს რა ხდება?
ჭინკას ხმამ მათრახივით გაიტკაცუნა და სანსა უეცრად გათავი-
სუფლდა. გაჭირვებით წამოიმართა მუხლებზე, მკერდზე მკლავებ-
გადაჯვარედინებული, სუნთქვაარეული. – ესაა შენი რაინდობა, სერ
ბოროს? – ბრაზით დაეკითხა ტირიონ ლანისტერი. თან ის თავისი
გოშია ქირით მებრძოლი ახლდა, და ერთი მისი ველურიც, აი ის,
თვალდამწვარი, – უმწეო ქალწულებს რა ჯურის რაინდები სცემენ?

630
– იმ ჯურის, თავიანთ მეფეს რომ ემსახურებიან, – სერ ბოროსმა ხმა-
ლი აღმართა, მას სერ მერინი ამოუდგა გვერდში, ქარქაშიდან ამო-
გებისას მისმა ხმალმა ჩხარი გაიღო.
– ფრთხილად მაგ ხმლებთან, – გააფრთხილა ისინი ჯუჯას ქირით
მებრძოლმა, – გეწყინებათ, ეგ ლამაზი თეთრი მოსასხამები სის-
ხლით რომ მოგეთხვაროთ. – ვინმემ მიეცით გოგონას რამე, მოსა-
ხურად, – თქვა ჭინკამ. სანდორ კლეგეინმა მოსასხამი შეიხსნა და
სანსას მოაგდო მხრებზე. გოგონა მაგრად ჩააფრინდა ქსოვილს,
ჩაბღუჯა, მკერდზე მიიკრა. უხეში ტილო კანს უჩხვლეტდა, მაგრამ
ასე საამო არც ერთი ხავერდის შეხება არ ყოფილა.
– ეს გოგო შენი დედოფალი უნდა იყოს, – უთხრა ჭინკამ ჯოფრის,
– მისი ღირსება არაფრად გენაღვლება?
– მე მას ვსჯი.
– რა ბრალი მიუძღვის? ძმის ომში მაგას არ უბრძოლია.
– მაგას მგლის სისხლი აქვს.
– შენ კიდევ – ბატის ტვინი.
– ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს მეფეს შეუძლია, რაც
მოუნდება, ის აკეთოს.
– ეირის ტარგარიენი აკეთებდა რაც მოეპრიანებოდა. დედას
არასოდეს მოუყოლია, მერე რა დაემართა?
სერ ბოროს ბლოუნტმა ხმაურით ჩაიწმინდა ყელი.
– მის მოწყალებას ვერავინ დაემუქრება, როდესაც გვერდით მე-
ფის ქეშიკები არიან. ტირიონ ლანისტერმა წარბი ასწია.
– მე მეფეს კი არ ვემუქრები, სერ, არამედ საკუთარ დისშვილს
ჭკუას ვასწავლი. ბრონ, ტიმეტ, ამის მერე სერ ბოროსი პირს თუ გაა-
ღებს, მოკალით, – ჯუჯამ გაიღიმა, – ეს კი მუქარა იყო, სერ. ატყობ
განსხვავებას?
სერ ბოროსი მუქ-წითლად აჭარხლდა.
631
– დედოფალი შეიტყობს ამის შესახებ!
– ეჭვიც არ მეპარება, შეიტყობს. და რას ვუცადოთ? ჯოფრი, მო-
ვუხმოთ დედაშენს? მეფე წამოწითლდა.
– სათქმელი არაფერი გაქვს, თქვენო მოწყალებავ? – განაგ-
რძობდა მისი ბიძა, – კარგი. მიეჩვიე, უფრო ხშირად მოიხმარო ყუ-
რები და უფრო იშვიათად – პირი, ან არადა, შენი მეფობა იმაზე მოკ-
ლე იქნება, მე რომ ვარ. ეს დაუოკებელი სისასტიკე შენი ხალხის
სიყვარულს ვერ მოგიხვეჭს... და ვერც შენი დედოფლისას. – შიში
სიყვარულს სჯობსო, დედა ასე ამბობს, – ჯოფრიმ სანსას მიათითა,
– მაგას ჩემი ეშინია.
ჭინკამ ამოიოხრა.
– ჰო, ვატყობ. რა სამწუხაროა, სტანისი და რენლიც თორმეტი
წლის გოგონები რომ არ არიან. ბრონ, ტიმეტ, წამოიყვანეთ.
სანსა თითქოს სიზმარში მიაბიჯებდა. ეგონა, ჭინკას მსახურები
უკან, თავის ოთახებში დააბრუნებდნენ, მეაგორის სიმაგრეში, მაგ-
რამ ამის ნაცვლად მარჯვენის კოშკისკენ გაუძღვნენ. აქ ფეხიც არ
შემოედგა იმ დღის მერე, რაც მამამისი შეირისხა, და ლამის გული
წასვლოდა, კვლავ იმ საფეხურებს რომ აუყვა.
იგი უცნობ მოახლეებს ჩააბარეს, ისინი ანუგეშებდნენ, აწყნარებ-
დნენ აცახცახებულ სანსას. ერთმა კაბის ნარჩენები და საცვლები გა-
ხადა, მეორემ აბანავა, სახიდან და თმებიდან წებოვანი წვენი ჩამო-
ბანა. სანამ ისინი საპნით ხეხავდნენ და თავზე თბილ წყალს ავლებ-
დნენ, სანსას თვალწინ ისევ ეზოში მყოფთა სახეები ედგა. რაინდებს
ფიცი აქვთ დადებული, სუსტებს გამოესარჩლონ, ქალები დაიცვან
და სამართლიანობისთვის იბრძოლონ, მაგრამ არც ერთს თითიც
არ გაუნძრევია. მხოლოდ სერ დონტოსი ცდილობდა, დახმარებო-
და, ის კი რაინდი აღარ იყო, ისევე, როგორც არც ჭინკა იყო რაინდი,
არც ქოფაკი... ქოფაკს რაინდები ეჯავრებოდა... მეც მეჯავრებიან,
632
გაიფიქრა სანსამ. ისინი არ არიან ჭეშმარიტი რაინდები, არც ერთი
მათგანი.
რომ გასუფთავდა, მის სანახავად მსუქანი თავწითელა მაისტერ
ფრენკენი მოვიდა. უთხრა, პირქვე დაწოლილიყო ნაალზე, სანამ
თავად მალამოს უსვამდა მტკივან წითელ ზოლებზე, რომლითაც ფე-
ხები ჰქონდა დაფარული. მერე კი ძილის ღვინო შეუზავა და თაფ-
ლით დაუტკბო, უფრო საამო დასალევი რომ ყოფილიყო. – დაიძინე
ცოტა ხნით, ბავშვო. რომ გაიღვიძებ, ეს ყველაფერი ავ სიზმრად მო-
გეჩვენება. არა, არ მომეჩვენება, შე შტერო კაცო, გაიფიქრა სანსამ,
მაგრამ ღვინო მაინც დალია და დაიძინა.
რომ გამოეღვიძა, ბნელოდა. ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო, სად
იმყოფებოდა. ოთახი თან უცხო იყო, თან უცნაურად ნაცნობი. რომ
წამოდგა, ფეხებში ტკივილმა დაუარა და ყველაფერი გაახსენდა.
თვალები ცრემლით აევსო. საწოლის გვერდით ვიღაცას მისთვის ხა-
ლათი მოემზადებინა. სანსამ სამოსი შემოიცვა და კარი გააღო. გა-
რეთ მკაცრსახიანი ქალი იდგა, უხეში ყავისფერი კანი ჰქონდა, გამ-
ხდარ კისერზე სამი ყელსაბამი ჩამოება: ერთი ოქროსი, ერთი ვერ-
ცხლის და ერთიც – ადამიანის ყურებით აცმული.
– რა ჰგონია, სად მიდის? – ჰკითხა ქალმა, თან მაღალ შუბს ეყ-
რდნობოდა. – საღვთო ტყეში, – სერ დონტოსი უნდა ეპოვა, შევედ-
რებოდა, ახლავე წაეყვანა შინ, სანამ გვიანი არ იყო.
– ნახევარკაცამ თქვა, არ უნდა გავიდესო, – უთხრა ქალმა, – აქ
ილოცე, ღმერთები გაიგონებენ.
სანსამ თვინიერად დახარა თვალები და უკან შებრუნდა. უცებ
მიხვდა, ეს ადგილი ასე ნაცნობი რატომ ეჩვენებოდა. ამ ოთახში
არია ცხოვრობდა, როდესაც მამა მეფის მარჯვენა იყო. არიას არც
ერთი ნივთი აქ აღარ ჩანდა, ავეჯიც გადაეადგილებინათ, მაგრამ
ოთახი მაინც იგივეა...
633
ცოტა ხნის მერე მსახურმა გოგონამ თეფშით ყველი, პური და ზე-
თისხილი შემოუტანა, თან სურით ცივი წყალიც მოაყოლა.
– წაიღე, – უბრძანა სანსამ, მაგრამ გოგონამ საჭმელი მაგიდაზე
დატოვა. სანსა მიხვდა, მწყურიაო. ყოველი ნაბიჯის გადადგმა თით-
ქოს ხანჯლებით უსერავდა ფეხებს, მაგრამ თავი აიძულა, ოთახი გა-
დაეჭრა. ორი ჭიქა წყალი დალია და ზეთისხილს კიკნიდა, როდესაც
კაკუნი გაისმა. შფოთვით შეტრიალდა კარისკენ და ხალათის კალ-
თები ჩამოისწორა.
– დიახ?
კარი გაიღო და ტირიონ ლანისტერი შემოვიდა.
– მილედი. იმედია, არ გაწუხებ?
– მე შენი ტყვე ვარ?
– ჩემი სტუმარი, – ქონდრისკაცს თავისი თანამდებობის ნიშანი,
გადაბმული ოქროს ხელებით შემდგარი ძეწკვი ეკეთა, – ვიფიქრე,
ვისაუბრებთ-მეთქი. – როგორც მილორდი მიბრძანებს, – სანსას
თვალი ვერ მოეცილებინა; ჯუჯას ისეთი მახინჯი სახე ჰქონდა, რომ
უცნაურად მომნუსხველი იყო გოგონასთვის. – საჭმელი და სამოსი
ისეთია, როგორსაც ისურვებდი? ჰკითხა მან, – თუ რამე გჭირდება,
მხოლოდ ითხოვე.
– ძალიან კეთილი ბრძანდები. და ამ დილით... დიდი სიკეთე
იყო, რომ დამეხმარე. – უფლება გაქვს, იცოდე, რამ გაახელა ჯოფრი
ასე. ექვსი ღამის წინ შენი ძმა თავს დაეცა ბიძაჩემ სტაფორდს, რო-
მელიც თავის ლაშქართან ერთად ბანაკად იდგა სოფელ ხარჯვარე-
დინთან, კასტერლის კლდიდან სამი დღის სავალ მანძილზე. თქვენ-
მა ჩრდილოელებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. ეს ამბავი ამ დი-
ლითღა შევიტყვეთ. რობი თქვენ ყველას დაგხოცავთ, გაიფიქრა სი-
ხარულით ატანილმა სანსამ. – ეს... ეს საზარელია, მილორდ. ჩემი
ძმა ბოროტი მოღალატეა. ჯუჯამ ოდნავ გაიღიმა.
634
– კრავი რომ არ არის, ეგ კი საკმაოდ ცხადად დაამტკიცა.
– სერ ლანსელმა თქვა, რობი უარგების ლაშქარს უძღოდაო.
ჭინკამ დაცინვით ჩაიცინა.
– სერ ლანსელმა ბრძოლა მარტო ტიკებით იცის და უარგს და
ვარდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. შენს ძმას თავისი მგელსაზარა
თან ჰყავდა, მაგრამ, ეჭვი მაქვს, ეს იყო და ეს. ჩრდილოელები ბიძა-
ჩემის ბანაკში შეიპარნენ და მისი ცხენების საბლები გადაჭრეს,
ლორდმა სტარკმა კი მათ შორის თავისი მგელი შეუშვა. საომრად
გაწვრთნილი ულაყებიც კი შიშით შეიშალნენ. კარვებში მძინარე
რაინდები სასიკვდილოდ გადათქერეს, შიშით დაზაფრულმა ჯარის-
კაცებმა კი გაიღვიძეს და გაიქცნენ, თან იარაღი გადაყარეს, უფრო
სწრაფად რომ ერბინათ. სერ სტაფორდი მაშინ მოკლეს, ცხენს რომ
მისდევდა, ლორდმა რიკარდ კარსტარკმა ააგო შუბზე. სერ რუბერტ
ბრაქსიც მოკლულია, სერ ლაიმონ ვიკარი, ლორდი კრეიკჰოლი და
ლორდი ჯასტი. ასე, ორმოცდაათამდე ტყვედ აიყვანეს, მათ შორის –
ჯასტის ძეები და ჩემი ბიძაშვილისშვილი მარტინ ლანისტერი. ისინი,
ვინც გადარჩნენ, საზარელ ამბებს ავრცელებენ და იფიცებიან, რომ
ჩრდილოეთის ძველი ღმერთები შენი ძმის მხარდამხარ იბრძოდ-
ნენ.
– მაშ... ჯადოქრობა არ ყოფილა?
ლანისტერმა ჩაიფრუტუნა.
– ჯადოქრობა ის საწებელია, ბრიყვები თავიანთ მარცხს რომ მო-
ასხამენ ხოლმე, საკუთარი უმაქნისობა რომ დამალონ. ჩემს მატ-
ყლისტვინა ბიძას გუშაგების დაყენებითაც კი არ შეუწუხებია თავი,
ასე ჩანს. მისი ლაშქარი ახალწვეული ბიჭების, მაღაროელების, მი-
წისმუშაკების, მეთევზეებისგან შედგებოდა, ლანისპორტის მთელი
ნაგავი იქ იყო შეყრილი. ერთადერთი იდუმალება იმაშია, როგორ
მოახერხა შენმა ძმამ მათთან მიპარვა. ჩვენს ჯარს ჯერაც უჭირავს
635
ციხე ოქროს კბილთან, ისინი კი იფიცებიან, აქ არ ჩაუვლიათო, – ჯუ-
ჯამ მხრები აიჩეჩა, – კაი, თავი დავანებოთ. – რობ სტარკი მამაჩემის
თავისტკივილია. ჯოფრი – ჩემი მითხარი, რა გრძნობა გაქვს ჩემი
მეფური დისშვილის მიმართ?
– მთელი გულით მიყვარს, – დაუყოვნებლივ მიუგო სანსამ.
– მართლა? – ხმაზე არ ეტყობოდა, რომ დაიჯერა, – ახლაც?
– ჩემი სიყვარული მისი მოწყალების მიმართ ასე ძლიერი არა-
სოდეს ყოფილა. ჭინკამ ხმამაღლა გადაიხარხარა.
– იცი, ვიღაცას შენთვის ტყუილების თქმა უსწავლებია. ერთ
მშვენიერ დღეს მისი მადლობელი დარჩები, ბავშვო. ჯერაც ბავშვი
ხარ, ხომ ასეა? თუ უკვე გაიფურჩქნე? სანსა წამოწითლდა. როყიო
შეკითხვა იყო, მაგრამ ნახევარი სასახლის წინაშე გაშიშვლების
სირცხვილთან ეს რა მოსატანია.
– არა, მილორდ.
– ძალიანაც კარგი. ეს თუ განუგეშებს გეტყვი რომ არ ვაპირებ,
როდისმე ჯოფრის მიგათხოვო. სამწუხაროდ, ყოველივე იმის მერე,
რაც მოხდა, სტარკებსა და ლანისტერებს ვერანაირი ქორწინება ვე-
ღარ დააზავებს. არადა, სამწუხაროა. ეს ქორწინება მეფე რობერტის
ერთი საუკეთესო განზრახვათაგანი იყო, ჯოფრის ყველაფერი რომ
არ გაეფუჭებინა.
სანსამ იცოდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში
გაეჩხირა. – როგორ დაჩუმდი, – მიმართა ტირიონმა, – ეს გსურს?
შენი ნიშნობის გაუქმება? – მე... – სანსამ არ იცოდა, რა ეთქვა. რამე
ხრიკია? დამსჯის, სიმართლე რომ ვუთხრა? მიაჩერდა ქონდრისკა-
ცის საძაგელ გამობურცულ შუბლს, უტეხ შავ თვალს და გამჭრიახ
მწვანე თვალს, მობრეცილ კბილებს და ჯაგარა წვერს, – მხოლოდ
ის მინდა, ერთგული ვიყო.
– ერთგული, – ჩაფიქრდა ქონდრისკაცი, – და რაც შეიძლება
636
შორს ყველა ლანისტერისგან. ამის გამო ბრალს ვერ დაგდებ. შენ-
ხელა რომ ვიყავი, მეც ეგ მინდოდა, – მან გაიღიმა, – ასე მითხრეს,
ყოველდღე საღვთო ტყეში დადიხარ. რაზე ლოცულობ, სანსა? რო-
ბის გამარჯვებაზე და ჯოფრის სიკვდილზე... და სახლზე.
– ვლოცულობ, ბრძოლები დასრულდეს:
– ეგ საკმაოდ მალე მოხდება. იქნება ომი შენს ძმა რობსა და
ლორდ-მამაჩემს შორის, და ყველაფერს ეგ გადაწყვეტს.
რობი მას დაამარცხებს, გაიფიქრა სანსამ. მან დაამარცხა ბიძა-
შენი და შენი ძმა ჯეიმი, მამაშენსაც დაამარცხებს.
ქონდრისკაცმა მის სახეზე გადაშლილი წიგნივით იოლად ამოი-
კითხა მისი იმედები. – ხარჯვარედინი ნურაფერში დაგარწმუნებს,
მილედი, – უთხრა, ოღონდ არა უხეშად, – ერთი ბრძოლა ომი არაა,
ლორდი-მამაჩემი კი, გარწმუნებ, ბიძაჩემ სტაფორდს არ ჰგავს. აწი
საღვთო ტყეში რომ წახვალ, ილოცე, შენს ძმას ეყოს სიბრძნე, მუხ-
ლი მოიყაროს. როგორც კი ჩრდილოეთში ისევ მეფის მშვიდობა და-
ისადგურებს, ვაპირებ, შინ გაგამგზავრო, – ფანჯრის რაფიდან გად-
მოხტა და განაგრძო, – ამაღამ შეგიძლია აქ იძინო. მცველებად ჩემს
ხალხს დაგიყენებ, ალბათ ქვის ყვავებს... – არა, – წამოსცდა შეძ-
რწუნებულ სანსას. მარჯვენის კოშკში თუ გამოკეტავდნენ, ქონ-
დრისკაცის მეომრები თუ უდარაჯებდნენ, როგორღა მოახერხებდა
სერ დონტოსი, თავისუფლებისკენ გაეტაცებინა?
– შავყურები გირჩევნია? ჩელას მოგიჩენ, თუ ქალის ახლო ყოფ-
ნა უფრო დაგამშვიდებს... – გთხოვ, არა, მილორდ, ველურების მე-
შინია.
ტირიონი გაიკრიჭა.
– მეც. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი ეშინია ჯოფ-
რის და იმ ცბიერი ასპიტების და ჯამილოკია ძაღლების ხროვას, თა-

637
ვად ქეშიკებს რომ ეძახის. თუ შენს სიახლოვეს ჩელა ან ტიმეტი იქ-
ნებიან, ვერავინ გაბედავს, რამე დაგიშავოს. – მირჩევნია, ჩემს სა-
წოლში დავბრუნდე, – ტყუილი უცებ მოაფიქრდა, მაგრამ ისე დამა-
ჯერებელი ეჩვენა, რომ მაშინვე ჩამოარაკრაკა, – ამ კოშკში მამაჩე-
მის მცველები დახოცეს. მათი აჩრდილები საზარელ სიზმრებს
მგვრიან და, სადაც არ უნდა გავიხედო, მათი სისხლი მელანდება.
ტირიონ ლანისტერი ყურადღებით დააკვირდა სახეზე.
– ჩემთვის უცხო არაა კოშმარები, სანსა. იქნებ შენ იმაზე უფრო
ბრძენი ხარ, ვიდრე მე მგონია. ნება დამრთე, შენს ოთახებამდე მა-
ინც მიგაცილო უხიფათოდ.

კეტლინი

იმ დროისთვის, სოფელი რომ იპოვეს, უკვე სრულიად ბნელოდა.


კეტლინი ფიქრობდა, ნეტავ, ამ ადგილს სახელი თუ აქვსო. თუ ჰქონ-
და, მისმა მცხოვრებლებმა ეს ცოდნაც თან გაიყოლეს, როდესაც გა-
იქცნენ, მთელ თავიანთ ავლადიდებასთან ერთად, სეპტის უკანას-
კნელ სანთლამდე რომ გაეზიდათ. სერ ვენდელმა ჩირაღდანი აან-
თო და დაბალ კარში შეუძღვა.
შიგნიდან შვიდივე კედელი დაბზარული და დაბრეცილი იყო.
ღმერთი ერთიაო, ასწავლა კეტლინს სეპტონმა ოსმინდმა პატარაო-
ბაში; ერთია, მაგრამ შვიდი სახე აქვს, მსგავსად იმისა, როგორც
სეპტია ერთი შენობა, შვიდი კედლითო. ქალაქის მდიდარ სეპტებში
შვიდთა ქანდაკებები იდგა და ყველას თავისი საკურთხეველი ჰქონ-
და. ვინტერფელში სეპტონმა ჩაილიმ ყოველ კედელზე ხისგან გა-
მოკვეთილი ნიღბები დაკიდა. აქ კეტლინს მხოლოდ ნახშირით მო-
ხაზული მოუხეშავი გამოსახულებები დახვდა.

638
სერ ვენდელმა ჩირაღდანი კართან შანდალში ჩაამაგრა და გა-
რეთ გავიდა, იქ დაუცდიდა რობარ როისთან ერთად. კეტლინი სახე-
ებს დააკვირდა. მამა წვერიანი იყო, როგორც ყოველთვის. დედა
იღიმებოდა, მოყვარული მფარველი. მეომრის სახის ქვეშ ხმალი
იყო გამოსახული, მჭედლის სახესთან – ურო. ქალწული მშვენიერი
იყო, დედაბერი – დამჭკნარი და ბრძენი.
მეშვიდე სახე კი... უცხო არც ქალი იყო, არც კაცი; მუდმივი დევ-
ნილი შორეული ქვეყნებიდან მოსული ყარიბი, ადამიანზე მდაბა-
ლიც და აღმატებულიც, უცნობი და შეუცნობელი. აქ მისი სახე შავ
ოვალად იყო გამოსახული, ჩრდილად, რომელსაც თვალებად ვარ-
სკვლავები ესხა. კეტლინს მან შფოთვა მოჰგვარა. მისგან მცირე ნუ-
გეშს თუ მიიღებდა.
დედის წინ დაიჩოქა.
– ქალბატონო, დედური თვალით მოხედე ამ ბრძოლას. აქ ვინც
კი იბრძვის, ყველა შვილია, უკლებლივ. დაიფარე ისინი, თუ შეგიძ-
ლია, და დაიფარე ჩემი ძეები. მოწყალედ მოხედე რობს, ბრანს და
რიკონს. კვლავ მამყოფე მათთან. დედის სახეს მარცხენა თვალის
ქვემოთ ბზარი აჩნდა: ასე გეგონებოდა, ტირისო. კეტლინს ესმოდა
სერ ვენდელის მოგუგუნე ხმა და დროდადრო სერ რობარის წყნარი
პასუხები – ისინი მოსახდენ ბრძოლაზე ლაპარაკობდნენ. ღამეში
სხვა ჩქამი არ ისმოდა, ჭრიჭინებიც კი არ ხმობდნენ და ღმერთებიც
მდუმარებდნენ. ნეტავ, შენს ძველ ღმერთებს თუ მოუციათ როდისმე
შენთვის პასუხი, ნედ? როდესაც შენი გულის ხის წინ იყრიდი მუხლს,
ესმოდათ შენი?
ჩირაღდნის მოცახცახე შუქი კედლებზე ცეკვავდა, სახეებს აცოც-
ხლებდა, არხევდა, ცვლიდა. ქალაქების დიდ სეპტებში ქანდაკებებს
მოქანდაკეების მიცემული გამომეტყველება ჰქონდათ, ნახშირის ამ

639
უხეშ მონახაზებში კი ვისაც გინდოდა, დაინახავდი. მამის სახემ სა-
კუთარი მამა მოაგონა, რივერანში ლოგინად ჩავარდნილი რომ
კვდებოდა. მეომარი იყო რენლი და სტანისი, რობი და რობერტი, ჯე-
იმი ლანისტერი და ჯონ სნოუ. მის ნაკვთებში წამით არიაც კი და-
ლანდა. მერე კარში შემოქროლილმა ქარმა ჩირაღდანი ააშიშხინა
და მსგავსება გაქრა, ნარინჯისფერი ნათებით გადაირეცხა.
კვამლი თვალებს უწვავდა. ნაიარევი ხელისგულებით მოისრისა
ისინი. ისევ დედას რომ ახედა, საკუთარი დედა დაინახა. ლედი მი-
ნისა ტალი ლოგინობას გადაჰყვა, როდესაც ლორდ ჰოსტერს მე-
ორე ძეს უშობდა. ჩვილი დედასთან ერთად დაიღუპა და მას მერე მა-
მასაც გამოეცალა სიცოცხლის ნაწილი. ყოველთვის ისე მშვიდი
იყოო, გაიფიქრა კეტლინმა, დედის ნაზი ხელები, მისი თბილი ღიმი-
ლი რომ გაიხსენა. რომ ეცოცხლა, რა სხვანაირი შეიძლებოდა ყო-
ფილიყო ჩვენი ცხოვრება. ნეტავ, რას გაუგებდა ლედი მინისა თავის
უფროს ასულს, ახლა მის წინ რომ დაეჩოქა? რამდენი ლიგა გამოვი-
არე, და რისთვის? ვის გამოვადექი? ასულები დავკარგე, რობს
არაფრად ვუნდივარ, ბრანს და რიკონს კი ნამდვილად უგრძნობე-
ლი, უსულგულო დედა ვგონივარ. ნედის გვერდითაც კი არ ვყო-
ფილვარ მისი სიკვდილის დროს... თავი უბრუოდა, მის გარშემო სეპ-
ტი თითქოს იძვროდა. ჩრდილები ტრიალებდნენ და იცვლებოდნენ,
დამფრთხალ ცხოველებად გადარბოდნენ დაბზარულ თეთრ კედ-
ლებზე. კეტლინს დღეს არაფერი ეჭამა. ალბათ უგუნურად მოიქცა.
თავს უთხრა, ამის დრო არ მქონდაო, მაგრამ სიმართლე ის იყო,
რომ სამყაროში, ნედს რომ მიეტოვებინა, საკვებმაც დაკარგა გემო.
როდესაც მას თავი მოჰკვეთეს, მეც მომკლეს მაშინ. უკან ჩირაღდან-
მა გაიტკაცუნა და უცებ მოეჩვენა, რომ კედელზე მისი დის სახე გა-
მოისახა, თუმცა თვალები უფრო მკაცრი ჰქონდა, ვიდრე ახსოვდა;

640
ეს ლიზას კი არა, სერსეის თვალები იყო. სერსეიც დედაა. სულერ-
თია, ვინ ჩასახა ის ბავშვები, ქალი გრძნობდა მათ მოძრაობას საკუ-
თარ წიაღში, ტკივილით და სისხლისდენით დაბადა და ძუძუ აწოვა.
თუ მართლაც ჯეიმისები არიან...
– სერსეიც ლოცულობდა შენ წინაშე, ქალბატონო? – დაეკითხა
კეტლინი დედას. კედელზე გამოსახულს ხედავდა დედოფალ ლა-
ნისტერის ამაყ, ცივ, მომხიბლავ ნაკვთებს. ბზარი იქვე იყო; სერსეიც
კი შეიძლებოდა, აეტირებინა თავისი შვილების ბედს. „შვიდთაგან
ყოველი განასახიერებს შვიდივეს“, უთხრა ერთხელ სეპტონმა ოს-
მინდმა. დედაბერიც ქალწულივით მშვენიერია და დედა შეიძლება
მეომარივით მძვინვარე გახდეს, როდესაც მის შვილებს საფრთხე
დაემუქრება. ჰო... მან საკმარისად დიდხანს უყურა რობერტ ბარა-
თეონს ვინტერფელში, რათა მიმხვდარიყო, რომ მეფე ჯოფრის დიდი
სითბოთი არ ეკიდებოდა. თუ ბიჭი მართლაც ჯეიმისი იყო, რობერტი
მას დედამისთან ერთად გამოასალმებდა სიცოცხლეს და ცოტა თუ
გაკიცხავდა ამის გამო. ბუშების ჩასახვა არავის უკვირდა, მაგრამ
სისხლის აღრევა საზარელი ცოდვა იყო ძველი თუ ახალი ღმერთე-
ბის წინაშე და ამგვარი სიბილწის შვილები სეპტში და საღვთო ტყე-
ებში ერთნაირად სძაგდათ. დრაკონი მეფეები აქორწინებდნენ და-
ძმას, მაგრამ ისინი ძველი ვალირიის შთამომავლები იყვნენ და, თა-
ვიანთი დრაკონების დარად, არც თვითონ აგებდნენ პასუხს ადამი-
ანთა თუ ღმერთების წინაშე.
ნედმა ალბათ იცოდა. და მანამდე – ლორდმა ერინმაც. რა გასაკ-
ვირია, რომ დედოფალმა ორივე მოკლა. მე თვითონ განა ასე არ მო-
ვიქცეოდი? კეტლინმა ხელები მოკუმშა, ნაიარევები დაეჭიმა თი-
თებზე, იქ, სადაც მკვლელის ხანჯალმა ძვლამდე ჩაჭრა ხორცი, რო-
დესაც ქალი თავისი შვილის სიცოცხლისთვის იბრძოდა. – ბრანმაც
იცის, – დაიჩურჩულა მან და თავი დახარა. იდიდონ ღმერთებმა, მან
641
ალბათ დაინახა რამე, გაიგონა რამე, ალბათ ამიტომ სცადეს მისი
მოკვლა. დაბნეულმა, დაქანცულმა კეტლინმა თავი ღმერთებს მიან-
დო. მუხლი მოუყარა მჭედელს, რომელიც დამსხვრეულს ამთე-
ლებს, და სთხოვა, დაეფარა მისი საყვარელი ბრანი. ქალწულთან
გადაინაცვლა .და შეევედრა, შესწეოდა არიას და სანსას, დაეფარა
ისინი მათ უბიწოებაში. მამას სამართლიანობას ევედრა, სამარ-
თლის ძიების ძალა და მისი შეცნობის სიბრძნე სთხოვა, მეომარს კი
შეევედრა, რობი გაეძლიერებინა და ფარად ჰყოლოდა ბრძოლებში.
ბოლოს დედაბერს მიუბრუნდა, რომლის ქანდაკებასაც ხშირად
ხელში სანათი ეპყრა ხოლმე.
– მიწინამძღვრე, ბრძენო ქალბატონო, – მიმართა ლოცვით, –
მიჩვენე ბილიკი, რომელსაც უნდა მივსდიო, დამეხმარე, არ წავბორ-
ძიკდე წინ გაშლილ წყვდიადში. ბოლოს ზურგსუკან ნაბიჯების ხმა
მოესმა და კარი გახმაურდა. – მილედი, – თავაზით მიმართა სერ
რობარმა, – ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენი დრო იწურება. გან-
თიადამდე უნდა დავბრუნდეთ.
კეტლინი გაჭირვებით წამოდგა. მუხლები სტკიოდა და იმწუთას
ძლიერ ძვირად უღირდა რბილი ლოგინი და ბალიში.
– მადლობა, სერ. მე მზად ვარ.
მდუმარედ გაიარეს მეჩხერი ტყე, სადაც ხეები ლოთი კაცებივით
წაფერდებულიყვნენ ზღვის საპირისპირო მხარეს. ცხენების შფოთი-
ან ჭიხვინს და ფოლადის ჩხაკუნს მიჰყვნენ რენლის ბანაკამდე. მე-
ომრების და ცხენების გრძელი მწკრივები წყვდიადით იყო შეჭურვი-
ლი, თითქოს თავად მჭედელს ღამე ფოლადად გაეჭედა. დროშები
იყო მარჯვნივ, დროშები მარცხნივ და მის წინაც დროშების მწკრივი
მწკრივს მისჯროდა, მაგრამ განთიადისწინა ბინდში მათი არც ფერე-
ბი, არც სიმბოლოები არ გაირჩეოდა. რუხი ლაშქარიო, გაიფიქრა
კეტლინმა. რუხი მებრძოლები რუხ ცხენებზე, რუხი დროშების ქვეშ.
642
მომლოდინე ცხენებზე რომ შესხდნენ, რენლის აჩრდილმა-რაინ-
დებმა შუბები ზეაღმართეს და კეტლინმა გაიარა მაღალი შიშველი
ხების ტყეში, ფოთლებისგან და სიცოცხლისგან რომ იყო განძარ-
ცვილი. იქ, სადაც გრიგალის კიდე იდგა, მხოლოდ უფრო ღრმა
წყვდიადი მოჩანდა, სიშავის იმ კედელში ვერა ვარსკვლავის სხივი
ვერ გამოაღწევდა, მაგრამ ველის გადაღმა, იქ, სადაც ლორდმა სტა-
ნისმა ბანაკი გაშალა, მოძრავი ჩირაღდნები ილანდებოდა. რენლის
სამყოფელში ანთებული სანთლების გამო გეგონებოდა, მოელვარე
აბრეშუმის კედლები ანათებსო, და ვრცელი კარავი ზურმუხტისფე-
რი სხივით გაცოცხლებულ ჯადოსნურ სასახლეს ემგვანებოდა. ორი
ცისარტყელა მცველი გუშაგად იდგა სამეფო კარვის კართან. მწვანე
შუქი უცნაურად ეფინებოდა სერ პარმენის იალმაგის იისფერ ქლია-
ვებს და ავადმყოფურ ელფერს სდებდა მზესუმზირას ყვავილებს,
რომლებსაც ერთიანად მოეჩითათ სერ ემონის ყვითელი მინანქრის
სამკერდული. მუზარადებიდან გრძელი აბრეშუმის პლუმაჟები იღ-
ვრებოდა, მხრებს კი ცისარტყელა-მოსასხამები უფარავდათ.
კარავში კეტლინს ბრიენი დახვდა, ის მეფეს ბრძოლისთვის აღ-
ჭურვავდა, ლორდი ტარლი და ლორდი როვანი კი განლაგებასა და
ტაქტიკაზე ლაპარაკობდნენ. შიგნით სასიამოვნო სითბო იდგა,
ათიოდე მომცრო რკინის მაყალში გაღვივებულ ნახშირს ალმური
ასდიოდა.
– უნდა დაგელაპარაკო, თქვენო მოწყალებავ, – მიმართა რენ-
ლის, ამჯერად მეფის ტიტულით მიმართა. ამაზეც თანახმა იყო,
ოღონდ კი მისი ყურადღება მიეპყრო. – ახლავე, ლედი სტარკ, – მი-
უგო რენლიმ. ბრიენმა მისი დაბამბული ტუნიკის ზემოდან აბჯრის
სამკერდული საზურგეს მოარგო. მეფის აბჯარი მუქი მწვანე იყო,
ზაფხულის ტყის ფოთლების ფერი, ისე მუქი, რომ სანთლების შუქს

643
ისრუტავდა. ოქროს სხივი ელავდა მისი სამშვენისებიდან და შესაბ-
ნევებიდან, იმ ტყეში დანთებული შორეული ცეცხლების დარად, და
მის ყოველ შერხევაზე ციმციმებდა, – განაგრძე, გთხოვ, ლორდო
მათის.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა მათის როვანმა და კეტ-
ლინს ალმაცერად გახედა, – როგორც გეუბნებოდი, ჩვენი ბრძოლა
კარგადაა დაგეგმილი. რისთვის ვუცადოთ გათენებას? ბრძანე, და-
ვიძრათ.
– და ხალხს ვათქმევინო, რომ ღალატით გავიმარჯვე, რაინდის-
თვის შეუფერებელი თავდასხმით? განთიადი იყო დათქმული დრო.
– სტანისის მიერ დათქმული. – შენიშნა რენდილ ტარლიმ, –
ჩვენ მასთან შესაბმელად ამომავალი მზის მიმართულებით უნდა
დავიძრათ. სანახევროდ ბრმები ვიქნებით. – ეგ მხოლოდ პირველ
შეტაკებამდე გაგრძელდება, – თავდაჯერებით წარმოთქვა რენლიმ,
– სერ ლორასი მათ წყობას დაშლის და ამის მერე ყველგან ქაოსი
იქნება, – ბრიენმა მწვანე ტყავის ღვედები მოჭიმა და ოქროს აბზინ-
დები შეუბნია, – ჩემი ძმა რომ დაეცემა, ყურადღება მიაქციეთ, რომ
მისი ნეშტი არ შეურაცხყონ. ის ჩემი სისხლთაგანია, არ დავუშვებ,
მისი თავი შუბზე წამოცმული არბენინონ აქეთ-იქით. – და თუ დაგ-
ვნებდა? – ჰკითხა ლორდმა ტარლიმ.
– დაგვნებდა? – გაიცინა სერ როვანმა, – როდესაც მეის ტა-
ირელმა გრიგალის კიდეს ალყა შემოარტყა, სტანისი ვირთხების ჭა-
მაზე გადავიდა, ჭიშკარი კი არ გაუხსნია. – კი, მახსოვს, – რენლიმ
ნიკაპი ასწია, ბრიენისთვის საყელურის მორგება რომ ეცლია, – უკ-
ვე ბოლოსკენ სერ გეივენ ვაილდმა და მისმა სამმა რაინდმა უკანა
კარიდან გაპარვა სცადეს დასანებებლად. სტანისმა შეიპყრო ისინი
და ბრძანა, გალავნიდან გადაეტყორცნათ ფილაკვნებით. ახლაც

644
თვალწინ მიდგას გეივენის სახე, როცა გაკოჭეს. ჩვენი ორთაბრძო-
ლის ოსტატი იყო.
ლორდი როვანი შეფიქრიანდა.
– გალავნიდან არავინ გადმოუტყორცნიათ. უეჭველად მემახ-
სოვრებოდა. – მაისტერმა კრესენმა სტანისს უთხრა, შეიძლება, ჩვე-
ნი მკვდრების შეჭმა მოგვიწიოსო, ჰოდა, კარგი ხორცის გადაყრა
არავის აწყობდა, – რენლიმ თმა უკან გადაიყარა. ბრიენმა ხავერ-
დის თასმით შეუკრა თმა და ყურებზე დაბამბული ქუდი ჩამოაცვა,
რომელსაც მისი მუზარადის სიმძიმე უნდა შეერბილებინა, – მად-
ლობა ხახვის რაინდს, გვამებით სადილობამ არ მოგვიწია, მაგრამ
იქამდე ცოტაღა გვაკლდა. მეტისმეტად ცოტაც, სერ გეივენის აზრით,
რომელსაც თავის საკანში ამოხდა სული. – თქვენო მოწყალებავ, –
კეტლინი მოთმინებით იცდიდა, მაგრამ დრო აღარ ითმენდა, – დამ-
პირდი, რომ მომისმენდი.
რენლიმ თავი დაუქნია.
– მიხედეთ თქვენს რაზმებს, მილორდებო... ჰო, და თუ ბარისტან
სელმი ჩემს ძმასთანაა, მინდა, რომ ცოცხალი დარჩეს.
– მას მერე, რაც ჯოფრიმ გააგდო, ბარისტან სელმიზე არავის
არაფერი სმენია, შენიშნა ლორდმა როვანმა.
– ვიცნობ მაგ ბერიკაცს. მისთვის აუცილებელია, რომ მეფეს
იცავდეს, თორემ ისე ვინღა იქნება? მაგრამ ჩემთან არ მოსულა, ლე-
დი კეტლინიც ამბობს, რომ არც რობ სტარკთანაა რივერანში. სად
უნდა იყოს, თუ არა სტანისთან? – როგორც იტყვი, თქვენო მოწყა-
ლებავ. არაფერი დაუშავდება, – ლორდებმა მდაბლად დაუკრეს თა-
ვი და გავიდნენ.
– თქვი, რაც გაქვს სათქმელი, ლედი სტარკ, – უთხრა რენლიმ.
ბრიენმა ფართო ბეჭებზე მოსასხამი დაუმაგრა. ოქროვანი ფარჩის

645
მძიმე ქსოვილზე გიშრის ფირფიტებით ბარათეონების გვირგვინო-
სანი ხარირემი იყო გამოყვანილი.
– ლანისტერები ჩემი შვილის, ბრანის მოკვლას ცდილობდნენ.
ათასჯერ მიკითხავს თავისთვის, რატომ-მეთქი. ამ კითხვაზე შენმა
ძმამ გამცა პასუხი. იმ დღეს, ბრანი რომ ჩამოვარდა, სანადიროდ იყ-
ვნენ წასულები. რობერტი, ნედი და მათი მხლებლების უმრავლესო-
ბა ტახს გაედევნენ, მაგრამ ჯეიმი ლანისტერი ვინტერფელში დარჩა,
დედოფალიც, ასევე.
რენლიმ სწრაფად მოიხელთა კავშირი.
– და ფიქრობ, ბიჭი მათ თავზე წაადგა, როცა...
– გევედრები, მილორდ, ნება მომეცი, წავიდე შენს ძმა სტანის-
თან და ვუთხრა, რასაც ვეჭვობ.
– რა საჭიროა?
– რობი გვირგვინს მოიხდის, თუ შენ და შენი ძმა იმავეს იზამთ, –
თქვა ქალმა. იმედია, მართალს ამბობს. თავადვე გახდის ამას სი-
მართლედ, თუ საჭირო გახდება. რობი მას დაუჯერებს, თუნდაც რომ
მისმა ლორდებმა ქალს ყური არ უგდონ, – თქვენ სამმა შეკრიბეთ
დიდი საბჭო, რასაც სახელმწიფო ასობით წელიწადია, აღარ მოს-
წრებია. ვინტერფელში ხალხი გავგზავნოთ, რათა ბრანმა მათ უამ-
ბოს, რაც ნახა, და ყველამ შეიტყოს, რომ ლანისტერები ნამდვილი
უზურპატორები არიან. დაე, შვიდი სამეფოს ლორდების კრებულმა
აირჩიოს, ვინ მართოს ისინი. რენლიმ გაიცინა.
– მითხარი, მილედი, მგელსაზარები კენჭს ყრიან ხოლმე იმის
გადასაწყვეტად, ხროვას ვინ წაუძღვება? – ბრიენმა მეფეს მოუტანა
საფუხრები და მუზარადი, რომლის ოქროს რქები მის სიმაღლეს კი-
დევ ფუტ-ნახევრით ზრდიდა, – მოლაპარაკებების დრო გათავდა.
ახლა იმას ვნახავთ, ვის მეტი ძალა ერჩის, – რენლიმ მარცხენა ხელ-
ზე ნაწევრებიანი მწვანე-ოქროსფერი საფუხარი წამოიცვა, ბრიენი
646
კი მუხლებზე დაეშვა, რათა მისთვის ორლესულით და ხანჯლით დამ-
ძიმებული ქამარი შემოერტყა. – გევედრები წმინდა დედის სახე-
ლით, – წამოიწყო კეტლინმა, მაგრამ ქარის უეცარმა შემოქროლე-
ბამ კარვის კარი შემოაფრიალა. მოეჩვენა, რომ რაღაც მოძრაობას
ჰკიდა თვალი, მაგრამ, თავი რომ მიაბრუნა, მხოლოდ აბრეშუმის კე-
დელზე ამოძრავებული მეფის ჩრდილი დაინახა. გაიგონა, როგორ
წამოიწყო რენლიმ რაღაც საოხუნჯოს თქმა, მისი ჩრდილი კი იძ-
ვროდა, მწვანეზე შავად დაჩნეულმა, ხმალი შემართა... სანთლები
დაიღვენთნენ, აცახცახდნენ, რაღაც ხდებოდა უჩვეულო, საბედისწე-
რო... და კეტლინმა შენიშნა: რენლის ხმალი ჯერაც უძრავად ეგო
ქარქაშში, მაგრამ ჩრდილის ხმალი...
– ცივა, – წარმოთქვა რენლიმ სუსტი, დაბნეული ხმით, თვალის
დახამხამებით ადრე, ვიდრე მისი საყელურის ფოლადი ტილოსავით
გაიკვეთებოდა იმ ხმლის ჩრდილის ქვეშ, რომელიც აქ არ იყო. მო-
ასწრო, მკვეთრად ჩაესუნთქა, სანამ მისი ყელიდან სისხლი იხუვ-
ლებდა.
– თქვენო მო... არა! – იწივლა ბრიენ ლურჯმა, ის ავბედითი ნა-
კადული რომ დაინახა. პატარა შეშინებული გოგონას ხმა ჰქონდა.
მეფე მის მკლავებს მიესვენა, სისხლის ფურცელი დაეფინა აბჯრის
სამკერდულზე, დაბლა-დაბლა მოიწევდა მუქი წითელი ნაკადი და
მის მწვანესა და ოქროსფერს ძირავდა. მეტი და მეტი სანთელი ჩა-
მოდნა, დაიღვენთა. რენლი ცდილობდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სა-
კუთარ სისხლში იხრჩობოდა. მუხლები მოეკეცა და ახლა ბრიენის
ძალაღა აკავებდა ფეხზე. მეომარმა ქალმა კი უკან გადაიგდო თავი
და უსიტყვო, ტანჯული კივილი აღმოხდა. ჩრდილი... რაღაც ბნელი
და ბოროტი აღსრულდა აქ, იცოდა კეტლინმა, რაღაც ისეთი, რის
მიხვედრა ჯერ ვერც კი დაეწყო. ის ჩრდილი რენლის არ ყოფილა. იმ

647
კარში სიკვდილი შემოვიდა და მისი სიცოცხლე ჩააქრო ისევე მალი-
ად, როგორც ქარმა – მისი სანთლები.
ორიოდე წამი გავიდა, სანამ რობარ როისი და ემონ ქაი კარავში
შემოცვივდებოდნენ, თუმცა კეტლინს მოეჩვენა, მანამდე ნახევარი.
ღამე გაილიაო. მათ წყვილი მეომარი შემოჰყვათ, ხელში ჩირაღ-
დნებით. ბრიენის მკლავებში მისვენებული რენლი რომ დაინახა,
დაზაფრულმა სერ რობარმა შეჰყვირა.
– ბილწო დედაკაცო! – დაიღრიალა მზესუმზირებით მოხატულმა
სერ ემონმა, – მოშორდი მეფეს, მდაბალო არსებავ!
– დიდება ღმერთებს, ბრიენ, რად ქენი ეგ? – ჰკითხა სერ რობარ-
მა. ბრიენმა თავისი მეფის სხეულს თვალი მოსწყვიტა და შემოსუ-
ლებს ახედა. მის მხრებზე მოსხმული ცისარტყელა ქსოვილი წით-
ლად დაფერილიყო, სადაც მეფის სისხლს გაეჟღინთა.
– მე... მე...
– მოკვდები ამის გამო! – სერ ემონმა კართან დაწყობილი იარა-
ღიდან გრძელტარა ტაბარი ამოიტაცა, – მეფის სიცოცხლეს საკუთა-
რი სიცოცხლით ზღავ! – არა! – იკივლა კეტლინ სტარკმა, როგორც
იყო, ხმა დაუბრუნდა. მაგრამ გვიანღა იყო. სისხლიანმა სიშლეგემ
შეიპყრო ყველა და ისინი დაუოკებლად გამოიჭრნენ წინ, ქალის
სუსტი ხმა მათ ღრიალში ჩაიკარგა.
ბრიენი ისეთი სწრაფი აღმოჩნდა, კეტლინი თვალებს ძლივს უჯე-
რებდა. საკუთარი ხმალი თან არ ჰქონდა, ამიტომ რენლის ხმალი
ამოიტაცა ქარქაშიდან და ემონის მოქნეულ ტაბარს დაუხვედრა.
ფოლადი ფოლადს გამაყრუებელი ზრიალით შეეჯახა და თეთრ-ცის-
ფერი ნაპერწკლები გაყარა. ბრიენი ფეხზე წამოხტა, მკვდარი მეფის
სხეული უხეშად მიაგდო გვერდზე. სერ ემონმა მასზე წაიბორძიკა,
ქალთან მიახლოებას რომ ლამობდა, ბრიენის ხმალმა კი ხის ტარი
გაკვეთა და ტაბარის პირი ტრიალით გადავარდა. ვიღაცამ ბრიენს
648
ზურგში ანთებული ჩირაღდანი აძგერა, მაგრამ ცისარტყელა-მოსას-
ხამი ისე იყო სისხლით დამბალი, რომ ცეცხლი არ მოედო. ბრიენი
შებრუნდა და ხმალი მოიქნია, ჩირაღდანი ხელიანად ძირს დაეცა.
ხალიჩაზე ცეცხლის ალები გაცოცდნენ. დასახიჩრებული კაცი აყ-
ვირდა. სერ ემონმა ტაბარის ტარი დააგდო და ხმალს მისწვდა. მე-
ორე მებრძოლმა შეუტია, ბრიენმა მოიგერია, მათი ხმლები აცეკ-
ვდნენ, აჩხაკუნდნენ ერთიმეორეზე. როდესაც ემონ ქაიმაც შეუტია,
ბრიენი იძულებული გახდა, უკან დაეხია, მაგრამ როგორღაც მაინც
ახერხებდა ორივეს მოგერიებას. მიწაზე დაგდებულ რენლის გულის
შემაწუხებლად გადაჰქანებოდა თავი ცალ მხარეს და მეორე პირი-
ვით დაეღო ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი უკვე სუსტი ფეთქვით-
ღა დიოდა.
სერ რობარი უკან რჩებოდა, ვერ გარკვეულიყო, მაგრამ ახლა
ისიც ხმლის ტარს მისწვდა.
– რობარ, არა, მისმინე! – კეტლინი მკლავში ჩააფრინდა, – ტყუ-
ილად აბრალებთ, ბრიენს არ უქნია. მიეშველე! მისმინე, ეს სტანისმა
ქნა! – სახელი მანამდე მოადგა ენაზე, სანამ გაიაზრებდა, საიდან
მოაგონდა; მაგრამ, როგორც კი წარმოთქვა, მიხვდა, რომ მარ-
თალს ამბობდა, – გეფიცები, შენ ხომ მიცნობ, სტანისმა ჭაბუკმა ცი-
სარტყელას რაინდმა ამ შეშლილ ქალს ფერდაკარგული, შეშინებუ-
ლი მზერა მიაპყრო.
– სტანისმა? როგორ?
– არ ვიცი. გრძნეულება, რაღაც შავი ჯადო, აქ ჩრდილი იყო,
ჩრდილი, – შეშლილი, გადარეული ეჩვენებოდა საკუთარი ხმა, მაგ-
რამ სიტყვები უწყვეტად მოედინებოდნენ, მის ზურგსუკან კი ფოლა-
დი ფოლადზე რეკდა, – აჩრდილი იყო, ხმლით, ვფიცავ! ჩემი თვა-
ლით ვნახე! რამ დაგაბრმავა, მაგ გოგოს ხომ უყვარდა იგი! დაეხმა-

649
რე! – მხარსუკან გაიხედა, დაინახა, რომ მეორე მცველიც დაეცა, მო-
დუნებული თითებიდან ხმალი გაუვარდა. გარედან ყვირილი ისმო-
და. იცოდა, ახლა ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, კიდევ მეტი გან-
რისხებული მეომარი დასდგომოდათ თავს, – ის უდანაშაულოა, რო-
ბარ. ვფიცავ – ჩემი ქმრის საფლავის, ჩემი, როგორც სტარკის, ღირ-
სების სახელით!
ამან რაინდი დაარწმუნა.
– მე მათ შევაკავებ, – უთხრა სერ რობარმა, – წაიყვანე გოგო
აქედან, – შებრუნდა და გავიდა.
ცეცხლმა კედლამდე მიაღწია და ახლა კარვის კალთას მიუყვე-
ბოდა მაღლა. სერ ემონი ბრიენს უშეღავათოდ უტევდა, თავად ყვი-
თელი მინანქრიანი ფოლადი ემოსა, გოგოს – მხოლოდ შალის სა-
მოსი. კეტლინი აღარც ახსოვდა, სანამ რკინის მაყალი კეფაში არ
მოხვდა. მუზარადი ეხურა და ბევრი არაფერი დაშავებია, მაგრამ
დარტყმამ კი დააჩოქა.
– ბრიენ, მომყევი! – უბრძანა კეტლინმა. გოგო უცბად მიუხვდა.
მწვანე აბრეშუმი ერთი დაკვრით გაიპო. სიბნელეში და გამთენიის-
ხანის სუსხში გამოაბიჯეს. ხმამაღალი შეძახილები კარვის მეორე
მხარეს ისმოდა.
– აქეთ, – უთხრა კეტლინმა, – და ნელა. არ უნდა გავიქცეთ, თო-
რემ გვკითხავენ, რატომ გავრბივართ. არხეინად იარე, თითქოს
არაფერიო.
ბრიენმა ხმალი ქამარში გაიყარა და კეტლინს მხარდამხარ მიჰ-
ყვა. ღამის ჰაერს წვიმის სუნი ჰქონდა. მათ უკან მეფის კარავი გიზ-
გიზებდა, ცეცხლის ენები მაღლდებოდა ბნელ ცაზე. არავის უცდია
მათი შეჩერება. გარშემო ხალხი დარბოდა, ხანძარზე, მკვლელობა-
ზე და ჯადოზე გაჰყვიროდნენ. ზოგი მცირე ჯგუფებად შეგროვებული-

650
ყო და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. რამდენიმე კიდევაც ლოცულობ-
და, ერთი საჭურველთმტვირთველი კი მუხლებზე დაცემულიყო და
დაუფარავად მოთქვამდა.
რენლის რაზმები უკვე იშლებოდა, რაკი ამბავი კაციდან კაცს გა-
დაეცემოდა. ღამის კოცონები ჩაინავლა და, როდესაც აღმოსავ-
ლეთმა განათება იწყო, გრიგალის კიდის ვეებერთელა სახება ქვის
სიზმარივით ამოჩნდა სიბნელიდან. მკრთალი ნისლის ხვეულები
ველზე გადარბოდნენ, მზეს გაურბოდნენ ქარის ფრთებზე შემსხდარ-
ნი. ერთხელ გაიგონა, ბებერი ნენი მათ დილის აჩრდილებს უწოდებ-
და, უკან, საკუთარი საფლავებისკენ გაბრუნებულ სულებს. ახლა
რენლიც ერთი მათგანი იყო, წასულიყო თავისი ძმის, რობერტის და-
რად, კეტლინის ძვირფასი ნედის დარად. – არც ერთხელ არ მოვხვე-
ვივარ, სანამ არ მოკვდა, – ჩუმად თქვა ბრიენმა, როდესაც ისინი
გარშემო ამდგარ ქაოსში მიიკვლევდნენ გზას. ისეთი ხმა ჰქონდა,
იტყოდი, ეს-ესაა, გული წაუვაო, – წუთის წინ იცინოდა და მერე უცებ
ყველაფერი სისხლით დაიფარა... მილედი, ვერ გამიგია. ნახე, ხომ
ნახე?.. – მე ჩრდილი დავინახე. თავიდან რენლის ჩრდილი მეგონა,
მაგრამ არა, მისი ძმის იყო.
– ლორდ სტანისის?
– ვიგრძენი იგი. უაზრობაა, ვიცი.
ბრიენისთვის არ იყო უაზრობა.
– მოვკლავ, – განაცხადა მაღალმა უშნო გოგომ, – ჩემი ბატონის
საკუთარი ხმლით მოვკლავ. ვფიცავ. ვფიცავ. ვფიცავ.
ჰალ მოლენი და სხვა მისი მხლებლები გამზადებული ცხენებით
ელოდნენ. სერ ვენდელ მანდერლი ვერ ოკდებოდა, ისე სურდა გა-
ეგო, რა ხდებოდა. – მილედი, ბანაკი გადაირია, – წამოროშა, რო-
გორც კი ისინი დაინახა, – ლორდი რენლი, მართლა... – უცებ და-

651
დუმდა, სისხლით მოთხვრილ ბრიენს მიაშტერდა. – მკვდარია, მაგ-
რამ არა ჩვენი ხელით.
– ბრძოლა... – წამოიწყო ჰალ მოლენმა.
– ბრძოლა აღარ გაიმართება, – კეტლინი შეჯდა, მისი ამალა მის
უკან მოეწყო, სერ ვენდელი მარცხნივ ამოუდგა, სერ პერვინ ფრეი –
ხელმარჯვნივ, – ბრიენ, რაც ვართ, იმაზე ორჯერ მეტი ცხენი გვყავს.
აირჩიე რომელიმე და წამოგვყევი. – მე ჩემი ცხენი მყავს, მილედი.
და ჩემი აბჯარი...
– დატოვე. აქაურობას კარგად უნდა გავცდეთ, სანამ ჩვენი ძებნა
მოუვათ აზრად. ჩვენ ორივენი მეფის გვერდით ვიყავით, როდესაც
მოკლეს. ამ ამბავს არ დაივიწყებენ, – ბრიენი უსიტყვოდ მიბრუნდა
და ისე მოიქცა, როგორც უთხრეს, – გასწით, – უბრძანა კეტლინმა
თავის ამალას, როდესაც ყველა ამხედრდა, – თუ ვინმემ ჩვენი შეჩე-
რება მოინდომა, მოკალით.
ველზე განთიადის გრძელი თითები გაიშალა, ქვეყნიერებას ფე-
რები უბრუნდებოდა. იქ, სადაც ადრე აჩრდილის შუბებით შეიარა-
ღებული რუხი მეომრები ისხდნენ რუხ ცხენებზე, ახლა ათობით ათა-
სი შუბის წვერი ციალებდა ცივი ვერცხლისფრით და ქარში გაშლილ
მირიად ბაირაღზე კეტლინი წითლის, ვარდისფრის და ნარინჯის ელ-
ვარებას ხედავდა, ლურჯისა და მწვანის ფეროვნებას, ოქროსა და
ყვითლის შუქს – გრიგალის კიდისა და ზენაბაღის მთელ ძალმოსი-
ლებას, ძალას, რომელიც ერთი საათის წინ რენლის ეკუთვნოდა. ახ-
ლა ისინი სტანისის არიან, მიხვდა ქალი, თუმცა ეს ჯერ თავადაც არ
იციან. ვის უნდა შეუდგნენ, თუ არა უკანასკნელ ბარათეონს? სტანის-
მა ერთი ავი დარტყმით მიითვალა ყველა.
კანონიერი მეფე მე ვარ და შენი ვაჟიც მოღალატეა, ჩემი ძმის არ
იყოს. მისი დროც მოვა. ქალს ტანში ცივმა ჟრჟოლამ დაუარა.

652
ჯონი

გორაკი ტყის ხშირი ბარდებიდან იყო ამოჩრილი, ეულად, ანაზ-


დად მაღლდებოდა, მისი ქარით გადაგვილი წვერი გარშემო მრავა-
ლი მილის სიშორიდან მოჩანდა. აეშაგებმა თქვეს, ველურები ამას
პირველკაცთა მუშტს ეძახიანო. მართლაც ჰგავს მუშტსო, გაიფიქრა
ჯონ სნოუმ, მიწასა და ტყეში ამოჩრილს, მის შიშველ ლეგა ფერდებს
ქვები აჩნია სახსრებად.
იგი ლორდ მორმონტთან და სხვა ოფიცრებთან ერთად ცხენდაც-
ხენ ავიდა გორაკის წვერზე, ლანდი კი ძირს დატოვა, ხეების ქვეშ.
ასვლისას მგელსაზარა სამჯერ გაექცათ და ორჯერ უწადინოდ მობ-
რუნდა ჯონის დასტვენაზე. მესამედ ლორდ-მეთაურს მოთმინება გა-
მოელია და ჯონს შეუტია:
– გაუშვი, ბიჭო, წავიდეს მინდა, წვერზე დაბნელებამდე ავიდე. ეგ
მგელი მერე იპოვე.
აღმართი ციცაბო და ქვიანი იყო, მის მწვერვალს გვირგვინად ევ-
ლებოდა დაუმუშავებელი ქვით ნაგები კედელი, კაცს მკერდამდე
რომ შესწვდებოდა. დასავლეთისკენ დაუარეს და ერთხანს იარეს,
სანამ იმხელა ღიობს ნახავდნენ, ცხენს რომ შეატარებდა. – კარგი
ადგილია, თორენ, – განაცხადა ბებერმა დათვმა, როდესაც, ბოლოს
და ბოლოს, მწვერვალს მიაღწიეს, – მეეჭვება, უკეთესი ვიპოვოთ.
ბანაკს აქ მოვაწყობთ და ნახევარხელას დაველოდებით, – ლორდ-
მეთაური უნაგირიდან ჩამოხტა, რამაც მის მხარზე მჯდომი ყორანი
გააფრთხო. ფრინველი ხმამაღალი უკმაყოფილო ჩხავილით აიჭრა
ჰაერში.
გორაკის თავიდან თვალწარმტაცი ხედები იშლებოდა, მაგრამ
ჯონის თვალს წრიული კედელი იზიდავდა, მისი დაშაშრული რუხი
ლოდები, ზედ მოდებული მღიერის თეთრი ლაქები, მწვანე ხავსის
653
წვერი. ამბობდნენ მუშტი აისის ხანაში პირველი ადამიანების სიმაგ-
რე იყოო.
– ძველი ადგილია, და მტკიცე, – თქვა თორენ სმოლვუდმა – ძვე-
ლი! – დაიჩხავლა მორმონტის ყორანმა, რომელიც ხმაურიანი ფარ-
თხუნით დასტრიალებდათ თავზე, – ძველი, ძველი, ძველი.
– წყნარად, – შეუღრინა მორმონტმა ფრინველს. ბებერი დათვი
მეტისმეტად ამაყი იყო საიმისოდ, საკუთარ უძლურებაში რომ გა-
მომტყდარიყო, მაგრამ ჯონი ხედავდა: მასზე ახალგაზრდა მეომრე-
ბისთვის ფეხის აწყობა ბერიკაცს თავის კვალს აჩნევდა.
– თუ საჭირო გახდა, ეს მწვერვალი ადვილი დასაცავი იქნება, –
შენიშნა თორენმა, თან ქვის წრის გასწვრივ ჩაიარა ცხენდაცხენ, სი-
ასამურის ბეწვით შემოტეხილ მოსასხამს ქარი უფრიალებდა.
– ჰო. აქაურობა ივარგებს, – ბებერმა დათვმა ქარში ხელი ასწია
და მკლავზე ყორანი დააფრინდა, მისი კლანჭები შავ ჯაჭვზე აფხა-
ჭუნდა.
– და წყალი, მილორდ? – დაინტერესდა ჯონი.
– გორაკის ძირთან ნაკადული გადმოვიარეთ.
– სასმელისთვის შორს გვიწევს სიარული, – შენიშნა ჯონმა, –
თანაც, ქვის წრის გარეთ.
– მთაზე ასვლა გეზარება, ბიჭო? – დაეკითხა თორენი.
– როგორც ჩანს, ასე გამაგრებულ ადგილს სხვას ვერ ვნახავთ.
წყალს მოვზიდავთ და მივხედავთ, რომ მარაგი ყოველთვის გვქონ-
დეს, – თქვა მორმონტმა და ჯონი მიხვდა, რომ დავას აზრი აღარ
ჰქონდა. ბრძანება გაიცა და შავმა ძმებმა პირველი ადამიანების მი-
ერ აგებული ქვის წრის შიგნით ბანაკი გაშალეს. შავი კარვები წვი-
მის მერე ამოზრდილი სოკოებივით მიმოიფანტა გარშემო, შიშველი
მიწა საბნებით და შეკრული ქვეშაგებით დაიფარა. მნეებმა ცხენები
გრძელ მწკრივად დააბეს, მათ ჭმევაზე და დარწყულებაზე იზრუნეს.
654
დღის კლებად შუქში მეტყევეები ხეებს ნაჯახებით მისდგნენ მთელი
ღამის სამყოფი შეშის დასაგროვებლად. მშენებლების ჯგუფი შეუდ-
გა ბარდების კაფვას, საპირფარეშოების თხრას, და ცეცხლით მომ-
წვარი და გამაგრებული მარგილების კონებიც გახსნეს.
– დაბნელებამდე კედლის ყველა ღიობს წინ თხრილი ჰქონდეს
და მარგილებით – იყოს ჩაკეტილი, – ბრძანა ბებერმა დათვმა.
ჯონ სნოუ მას მერე, ლორდ-მეთაურის კარავი რომ გაშალა და
მორმონტის და თავის ცხენებსაც მიხედა, ლანდის საძებრად გორა-
კიდან დაეშვა. მგელსაზარა ანაზდად მოვიდა, სრულიად უხმოდ.
ერთ წუთს ჯონი ხეების ქვეშ მიაბიჯებდა სტვენით და ყვირილით,
სრულიად მარტო იყო გარშემო შემომდგარ სიმწვანეში, ფეხქვეშ
გირჩები და დაცვენილი ფოთლები ეფინა; მეორე წუთას კი ვეება
თეთრი მგელსაზარა ამოუდგა გვერდში, დილის ნისლივით ფით-
რისფერი. მაგრამ სიმაგრეს რომ მიადგნენ, ლანდი ისევ გაოჩნდა.
იგი ფრთხილად მიძუნძულდა ქვებს შორის დარჩენილ ღიობთან,
დაყნოსა და უკან დაიხია, თითქოს არ მოეწონა, რაც იგრძნო. ჯონმა
სცადა, ქეჩოში ჩაევლო ხელი და ძალით შეეთრია წრეში, მაგრამ ეს
იოლი საქმე არ აღმოჩნდა: მგელი მისივე წონის იყო და ბევრად უფ-
რო ღონიერი.
– ლანდი, რა გჭირს? – ასეთი ფორიაქი მგელს არ სჩვეოდა. ჯონს
ისღა დარჩენოდა, ფარ-ხმალი დაეყარა.
– როგორც გინდა, – უთხრა მგელს, – წადი, ინადირე.
წითელმა თვალებმა გააცილეს, როდესაც ჯონმა ხავსიან ქვებს
შორის გაიარა და კედლის შიგნით შებრუნდა.
აქ წესით საფრთხე არ უნდა დამუქრებოდათ. გორაკი მთელ არე-
მარეს გადასცქეროდა; ჩრდილო და დასავლეთის კალთები ფრი-
ალო ჰქონდა, აღმოსავლეთის კი – ოდნავ ნაკლებად დამრეცი. მაგ-
რამ ბინდი რომ ჩამუქდა და ხეებს შორის სიბნელემ დაიბუდა, ჯონს
655
ავი წინათგრძნობა თანდათან უფრო მოეძალა. ეს ავსულებიანი
ტყეაო, უთხრა თავისთავს. შეიძლება აქ აჩრდილები ბინადრობენ,
პირველი ადამიანების სულები. ეს ოდესღაც მათი სახლი იყო.
– ნეტა რას ბავშვობ, – უთხრა თავს. ერთად დახვავებულ ლო-
დებზე აცოცდა და ჩამავალ მზეს გახედა. სამხრეთისკენ რკალად გა-
წოლილი რძეწყალას ზედაპირი ბაჯაღლო ოქროსავით ლაპლაპებ-
და. მდინარის აღმა ქვეყნიერება უფრო უსწორმასწორო და დაგლე-
ჯილი ჩანდა, ხშირ ტყეს შიშველი ქვიანი გორაკების რიგი ენაცვლე-
ბოდა, მაღლები, ველურები აღმართულიყვნენ ჩრდილოეთისა და
დასავლეთისკენ, მათი მწკრივი მწკრივს ეჯრებოდა და რუხ-ლურჯ
სიშორეში იკარგებოდა, მათი დაკბილული წვეტები მარადიულ
თოვლს შეებურა შორიდანაც კი უზარმაზარი, ცივი და მიუდგომლე-
ბი ჩანდნენ.
აქ, ახლო კი ხეების საბრძანებელი იყო სამხრეთით და აღმოსავ-
ლეთით, სადამდეც კი ჯონს თვალი გასწვდებოდა, ტყე ვრცელდებო-
და; გადახლართული ფესვებისა და ტოტების ვრცელ ზღვას მწვანის
ათასობით ელფერი ედო და ეს სიმწვანე ალაგ წითლად იყო დალა-
ქავებული, სადაც ფიჭვებსა და ხეგუშაგებს შორის სარკმლისხეს გა-
მოეკვლია გზა, ალაგ კი, სადაც რომელიმე ფოთლოვანს გაყვითლე-
ბა დაეწყო, ყვითელი ერეოდა. ქარი რომ ქროდა, ჯონს ჩაესმოდა,
როგორ ოხრავდნენ და ტკაცუნებდნენ ტოტები, ასაკით მასზე დიდე-
ბი რომ იყვნენ. ათასობით ფოთოლი თრთოდა და წუთით ტყე მარა-
დიულ და შეუცნობელ, ღრმა მწვანე ოკეანედ ეჩვენა, რომელსაც ქა-
რიშხალი ძრავდა და აღელვებდა.
როგორც ჩანს, ლანდი იქ, დაბლა, მარტო არ იქნებოდა ამ ზღვის
ქვეშ ნებისმიერ რამეს შეიძლებოდა ევლო, ტყის წყვდიადში, იმ ხე-
ების ქვეშ თვალს მოფარებული, ცოცვით დაძრულიყო ქვის კედლის
წრისკენ. ნებისმიერი რამ. საიდან შეიტყობდნენ? დიდხანს იდგა ასე,
656
სანამ მზე ხერხივით დაკბილულ მთებს არ ჩაეფარა და ტყეში წყვდი-
ადმა არ იწყო დასადგურება.
– ჯონ? – შემოსძახა სემუელ ტარლიმ, – ასეც ვიფიქრე, შენ იქნე-
ბოდი. როგორ ხარ?
– კარგად, რა მიშავს, – ჯონი დაბლა ჩამოხტა, დღეს თავს რო-
გორ გრძნობდი? – კარგად. კარგად ვგრძნობდი. მართლა.
ჯონი არ აპირებდა, თავისი შფოთვები მეგობრისთვის გაეზიარე-
ბინა, მით უფრო ახლა, როდესაც სემუელ ტარლი, ბოლოს და ბო-
ლოს, სიმამაცეს იკრებდა. – ბებერი დათვი აპირებს, ქორინ ნახე-
ვარხელას და ბინდისკოშკელ მებრძოლებს აქ დაუცადოს.
– მტკიცე ადგილი ჩანს – თქვა სემმა, – პირველი ადამიანების
სიმაგრე. როგორ გგონია, აქ ბრძოლები ყოფილა?
– უეჭველად. შენ ჯობია, ფრინველი გაამზადო. მორმონტი ამბის
გაგზავნას მოინდომებს. – ნეტავ ყველას გაგზავნა შემეძლოს. ეჯავ-
რებათ გალიაში ჯდომა. – შენც შეგჯავრდებოდა, ფრენა რომ გცოდ-
ნოდა.
– ფრენა რომ მცოდნოდა, ახლა ციხეშავში ვიჯდებოდი და ღო-
რის ხორცის ღვეზელი მედებოდა თეფშზე, – უთხრა სემმა.
ჯონმა ბეჭზე მოუტყაპუნა დამწვარი ხელი. უკან ერთად წამოვიდ-
ნენ, ბანაკი გადაჭრეს. მათ გარშემო ყველგან სამზად ცეცხლებს ან-
თებდნენ. თავზემოთ ცაზე ვარსკვლავები ჩნდებოდნენ. მორმონტის
ჩირაღდნის გრძელი წითელი კუდი მთვარესავით კაშკაშებდა. ჯონ-
მა ყორნების ხმები მანამ გაიგო, ვიდრე მათ დაინახავდა. ზოგი მის
სახელს იძახდა. ამ ფრინველებს ხმაურის ატეხა არასოდეს ერიდე-
ბოდათ. ესენიც გრძნობენ.
– წავალ, ბებერ დათვს დავხედავ, – თქვა ჯონმა, – თუ არ აჭამეს
ისიც ახმაურდება ხოლმე.
მორმონტი თორენ სმოლვუდს და კიდევ რამდენიმე ოფიცერს
657
ესაუბრებოდა. – აი, თურმე სად ხარ, – გაუბრაზდა ბერიკაცი – ცხე-
ლი ღვინო მოგვიტანე, თუ ინებებ. ღამე სუსხიანია.
– დიახ, მილორდ, – ჯონმა კოცონი აანთო, საწყობიდან მორმონ-
ტის საყვარელი მაგარი წითელი ღვინის პატარა კასრი გამოითხოვა
და კარდალაში ჩაასხა. მერე კარდალა ცეცხლის თავზე დაკიდა, სა-
ნამ დანარჩენ სანელებლებს შეაგროვებდა. ცხელ სანელებლებიან
ღვინოზე რომ მიდგებოდა საქმე, ბებერი დათვი ძლიერ წუნია ხდე-
ბოდა. ამდენი და ამდენი დარიჩინი, ამდენი მუსკატი, ამდენი თაფლი
უნდა ჰქონოდა და არც ერთი ნამცეცით მეტი. ქიშმიში, ნიგოზი და
ხმელი კენკრა სჭირდებოდა, ოღონდ ლიმონი არა – ეს ხომ მდაბა-
ლი სამხრეთული ერესი იყო. არადა, საკვირველია, დილის ლუდში
ლიმონს ყოველთვის იწურავდა. სასმელი ცხელი უნდა იყოს, რომ
კაცი როგორც წესი და რიგია, ისე გაათბოსო, ითხოვდა ლორდ-მე-
თაური, მაგრამ ღვინო არაფრისდიდებით არ უნდა ადუღდესო. ჯონი
ფრთხილობდა და კარდალას ფხიზლად დარაჯობდა. ამ მზადებაში
კარვიდან გამომავალი ხმებიც ესმოდა.
– ყინვის ეშვებამდე ყველაზე უფრო იოლად მაშინ მივალთ, თუ
რძეწყალას ავყვებით სათავემდე. მაგრამ მაგ ბილიკს თუ მივყევით,
რაიდერი ჩვენს მიახლოებას შეიტყობს, ეს დღესავით ცხადია.
– იქნებ გოლიათის კიბე გამოგვადგეს, – თქვა სერ მალადორ
ლოკიმ, – ან ზუზუნა უღელტეხილი, თუ ჩამოთოვლილი არაა.
ღვინოს ორთქლი ასდიოდა. ჯონმა კარდალა ცეცხლიდან გად-
მოდგა რვა ჭიქა აავსო და კარავში წაიღო. ბებერი დათვი მიახლოე-
ბით რუკას დასჩერებოდა, რომელიც სემმა დაუხატა კრასტერის ცი-
ხეში ყოფნისას. ჯონის სინიდან ჭიქა აიღო, ერთი ყლუპი გასინჯა და
მოწონების ნიშნად თავი ოდნავ დაიქნია. მისი მკლავიდან ყორანი
ჩამოხტა. – ფეტვი, – თქვა მან, – ფეტვი. ფეტვი.
სერ ოტინ ვაითერსმა ხელის აქნევით იუარა ღვინო.
658
– მე მთებში საერთოდ არ წავიდოდი, – თქვა წვრილი, დაღლი-
ლი ხმით, – ყინვის ეშვები ზაფხულშიც კი მწარედ იკბინებიან, ახლა
კი... ქარიშხალში თუ მოვყევით... – არ ვაპირებ, ყინვის ეშვებში შევ-
ყო თავი, თუ იძულებული არ გავხდი, – უთხრა მორმონტმა, – ველუ-
რებს ჩვენზე უკეთ კი არ შეუძლიათ თოვლით და ქვებით თავის გა-
ტანა. ისინი მაღლიდან მალე დაეშვებიან, ლაშქრისთვის კი, რამხე-
ლაც არ უნდა იყოს, ერთადერთი შესაძლო გზა რძეწყალას დაყო-
ლებით გადის. ასე თუა, აქ კარგ ადგილას ვართ გამაგრებულები.
შეუმჩნევლად ვერაფრით ჩაგვივლიან. – შეუმჩნევლად ჩავლა შეიძ-
ლება არც უნდოდეთ. ისინი ათასობით არიან, ჩვენ კი სამასი ვიქნე-
ბით, როდესაც ნახევარხელა ჩვენამდე მოაღწევს, – სერ მალადორ-
მა ჯონს ჭიქა ჩამოართვა.
– საქმე ბრძოლაზე თუ მიდგა, ამაზე უკეთეს ადგილს ვერც ვიშო-
ვით, – განაცხადა მორმონტმა,.– ჩვენ დაცვას გავაძლიერებთ. ხან-
დაკებს გავთხრით, მარგილებს დავარჭობთ. მთის ფერდზე მავთუ-
ლის ეკლებს დავყრით, ყველა ღიობს შევაკეთებთ. ჯარმან, ყველაზე
თვალგამჭრიახი ვინც გყავს, გუშაგებად ისინი მინდა. ჩვენ გარშემო
ჩააყენე და მდინარის გასწვრივაც, რომ შეგვატყობინონ, ვინმე თუ
მოგვიახლოვდა. ხეებზე შენიღბე ისინი. და ჯობს, წყლის ამოზიდვა
დავიწყოთ, იმაზე მეტის, ვიდრე გვჭირდება. ავზებს გავთხრით. ამით
ხალხს საქმეს მივცემთ, ბოლოს კი იქნებ კიდევაც გამოგვადგეს.
– ჩემი აეშაგები... – წამოიწყო თორენ სმოლვუდმა – შენმა აეშა-
გებმა დასაზვერად მდინარის აქეთა მხარე იმყოფინონ, სანამ ნახე-
ვარხელა ჩვენამდე არ მოაღწევდეს. მერე კი ვნახოთ. მეტად ხალხის
დაკარგვა არაფერში მინდა.
– მენსი რაიდერი თავის ხალხს შეიძლება აქედან ერთი დღის სა-
ვალზე კრებდეს, ჩვენ კი ვერ შევიტყოთ, – დაიჩივლა სმოლვუდმა.

659
– ჩვენ ვიცით, სადაც იკრიბებიან ველურები, – შეეპასუხა მორ-
მონტი, – ეგ კრასტერმა გვითხრა. ეგ კაცი სულ არ მომდის თვალში,
მაგრამ არა მგონია, მაგაში გვატყუებდეს.
– როგორც იტყვი, – სმოლვუდი დაბღვერილი გავიდა. სხვებმა
ღვინო ჩაამთავრეს და უფრო თავაზიანი ქცევით გავიდნენ კარვი-
დან.
– ვახშამი მოგართვა, მილორდ? – ჰკითხა ჯონმა.
– ფეტვი! – დაიყვირა ყორანმა. მორმონტს მაშინვე არ უპასუხე-
ბია. ხმა რომ ამოიღო, ეს უთხრა:
– შენმა მგელმა დღეს ნადირი იპოვა?
– ჯერ არ დაბრუნებულა.
– ახალი ხორცი გამოგვადგებოდა, – მორმონტმა ხელი ტომარა-
ში ჩაყო და ყორანს მუჭით ფეტვი შესთავაზა, – გგონია, არასწორია,
აეშაგებს ახლო ყოფნა რომ ვუბრძანე?
– ეს ჩემი სათქმელი არაა, მილორდ.
– არის, თუ გეკითხებიან.
– თუ აეშაგები მუშტის თვალსაწიერს არ უნდა გასცდნენ ვერ
ვხვდები, ბიძაჩემის პოვნის იმედი როგორ უნდა ჰქონდეთ, – გამოტ-
ყდა ჯონი.
– ვერც ექნებათ, – ყორანი ბებერი დათვის ხელისგულიდან მარ-
ცვლებს კენკავდა, – ორასი კაცისთვის თუ ათი ათასისთვის, ეს მხა-
რე ერთნაირად უკიდეგანოა, – ფეტვი გათავდა და მორმონტმა ხე-
ლი ამოატრიალა.
– ხომ არ გგონია, ძებნა ფუჭია?
– მაისტერი აემონი ჭკვიანად გთვლის, – მორმონტმა ყორანი
მხარზე შეისვა. ფრინველმა თავი ცალ მხარეს დახარა, პატარა თვა-
ლები უბრწყინავდა პასუხი თავისთავად გაჩნდა.
– ანუ... ასე მგონია, ერთი კაცი უფრო იოლად იპოვის ორასს,
660
ვიდრე ორასი – ერთს. ყორანი დამცინავი ჩხავილით გაეპასუხა,
მაგრამ ბებერმა დათვმა ჭაღარა წვერში ჩაიღიმა.
– ამდენი კაცი და ცხენი ისეთ კვალს ტოვებს, აემონსაც რომ არ
გაუჭირდებოდა გაყოლა. ამ გორაკიდან ჩვენს კოცონებს ყინულის
ეშვების ძირას მდგარიც კი დაინახავს. ბენ სტარკი ცოცხალი და თა-
ვისუფალი თუა, უეჭველია, ჩვენთან მოვა. – ჰო, – თქვა ჯონმა, –
მაგრამ... თუ...
– მოკვდა? – ჰკითხა მორმონტმა, მის ხმაში თანაგრძნობა ისმო-
და. ჯონმა უწადინოდ დაუქნია თავი.
– მოკვდა, – თქვა ყორანმა, – მოკვდა მოკვდა.
– მაინც შეიძლება მოვიდეს, – თქვა ბებერმა დათვმა, – როგორც
ოთორი და ჯაფერ ფლაუერსი. ამის წარმოდგენა მეც შენსავით მზა-
რავს, მაგრამ ეს შესაძლებლობაც უნდა ვაღიაროთ.
– მოკვდა, – დაიყრანტალა ყორანმა და აიფხორა. სულ უფრო
ხმამაღლა, უფრო გამყივანად ჩხაოდა, – მოკვდა.
მორმონტმა ფრინველს შავ ბუმბულზე გადაუსვა ხელი და უნებუ-
რი მთქნარება მაჯით შეიკავა.
– მგონი, ვახშამზე უარს ვიტყვი. დასვენება უფრო მომიხდება.
როგორც კი ინათებს, გამაღვიძე.
– ძილი ნებისა, მილორდ, – ჯონმა ცარიელი ჭიქები წამოკრიფა
და გარეთ გავიდა. შორი სიცილი და სტვირის მოწუწუნე ხმა ჩაესმა.
ბანაკის შუაგულში დიდი კოცონი გიზგიზებდა და კერძის სუნი იდგა.
ბებერ დათვს იქნებ არ შიოდა, მაგრამ ჯონი მშიერი იყო. იგი კოცო-
ნისკენ დაიძრა.
დაივენს ხელში კოვზი ეპყრა და სიტყვით გამოდიოდა.
– ამ ტყის ზნეს კარგად ვიცნობ და გეუბნებით, ამაღამ იქ ცხენი-
თაც არ ვინდომებდი მარტო გავლას. გრძნობთ, რა სუნი დგას?
გრენი მას თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა, მაგრამ მწუხარე
661
ედი შეეპასუხა: – რის სუნი დგას და ორასი ცხენის ნეხვის. და ამ
წვნიანის. და მაგის სუნიც ნეხვივითაა, ახლა მივხვდი, კარგად რომ
დავყნოსე.
– აგერ მიყნოსე, ნეხვივით სუნი თუ აქვს, – ჰეიკმა ასოზე დაიტ-
ყაპუნა ხელი. მერე ჯონს ბუზღუნით შეუვსო ჯამი კარდალიდან ამო-
ღებული წვენით.
კერძი ქერით, სტაფილოთი და ხახვით იყო ჩასქელებული, აქა-
იქ დამარილებული ხორცის ნაჭრებიც ეყარა, რომლებიც ხარშვას
დაერბილებინა.
– რის სუნი გცემს, დაივენ? – ჰკითხა გრენმა.
მეტყევე ცოტა ხანს თავის კოვზს წუწნიდა. კბილები გამოეღო, სა-
ხე გახეშეშებული და დამჭკნარი ჰქონდა, თითები – ბებერი ფესვე-
ბივით დაკორძილი. – მგონია... უდის... სიცივის სუნი თუ რა.
– ეგ თავიც კბილებივით ხისგან გაქვს გამოჩორკნილი, – უთხრა
ჰეიკმა, – სიცივეს სუნი არ აქვს.
აქვს, გაიფიქრა ჯონმა და ის ღამე გაახსენდა, ლორდ-მეთაურის
ოთახებში. სიკვდილის სუნი აქვს. უცებ მადა დაეკარგა. თავისი წვნი-
ანი გრენს მიაწოდა: ეტყობოდა, დამატებითი ულუფა არ აწყენდა,
ღამით თბილად რომ ყოფილიყო. სუსხიანი ქარი უბერავდა, კოცონს
რომ მოსცილდა. დილისთვის მიწას თრთვილი დაფარავდა, კარვე-
ბის თასმებიც გაფიჩხული დახვდებოდათ. კარდალის ფსკერზე ცო-
ტაოდენი ღვინო ჩარჩენილიყო. ჯონმა ცეცხლში რამდენიმე ღერი
ახალი შეშა შეყარა და კარდალა გასაცხელებლად ალზე შემოდგა.
იცდიდა და თან თითებს ამუშავებდა, შლიდა და მუჭავდა, სანამ ხელ-
მა ჩხვლეტა არ დაუწყო. ბანაკის გარშემო პირველი გუშაგები დად-
გნენ. წრიული კედლის მთელ გაყოლებაზე ჩირაღდნები ენთო. უმ-
თვარო ღამე იდგა, მაგრამ ცა ათასობით ვარსკვლავით იყო მოჭე-

662
დილი. სიბნელიდან ხმა ამოიჭრა: სუსტი, შორეული, მაგრამ უტყუა-
რად ნაცნობი: მგლები ყმუოდნენ. სუსხიან, ეულ სიმღერად დარხეუ-
ლი მათი ხმა მაღლდებოდა და ისევ წყდებოდა. ჯონს კისერზე და-
ბურძგლა. ცეცხლის მეორე მხარეს ჩამდგარი ბინდიდან წყვილი წი-
თელი თვალი შემოსცქეროდა, ალის შუქით აკვესებული. – ლანდი,
– ამოთქვა გაოცებულმა ჯონმა, – მაშ, ბოლოს და ბოლოს, შემოხვე-
დი შიგნით? – თეთრი მგელი ხშირად მიდიოდა სანადიროდ მთელი
ღამით; გათენებამდე მის დანახვას აღარ ელოდა, – ეგრე ცუდად წა-
გივიდა ნადირობა? – ჰკითხა მგელს, – აქეთ მოდი. ჩემთან, ლანდი!
მგელსაზარამ კოცონს შემოუარა, ჯონი დაყნოსა. მოუსვენრობა
ეტყობოდა. როგორც ჩანს, ხორცის სათხოვნელად არ მოსულიყო.
როდესაც მკვდრები წამოდგნენ, ლანდმა გაიგო. მან გამაღვიძა, გა-
მაფრთხილა. შეშფოთებული ადგა ფეხზე. – იქ რამეა? ლანდი, სუნი
იკარი? – დაივენმა თქვა, რომ სიცივის სუნი სცემდა. მგელსაზარა
წინ გადახტა, შეჩერდა, უკან მოიხედა. უნდა, რომ მივყვე. ჯონმა მო-
სასხამის ჩაჩი წამოიხურა და მოსცილდა კარვებს, თავისი კოცონის
სითბოს, ტანმორჩილი ბანჯგვლიანი საფერხეების რიგს ჩაუარა.
ლანდმა გვერდით რომ ჩაუძუნძულა, ერთმა ცხენმა შფოთვით და-
იჭიხვინა. ჯონმა დასამშვიდებლად დაუყვავა და შეჩერდა, დრუნჩზე
რომ მოფერებოდა. როდესაც კედელს მიუახლოვდნენ, ნაპრალებში
ქარის სტვენა გაიგონა. ვიღაცამ სიბნელიდან შემოსძახა. ჯონი ჩი-
რაღდნის შუქში გაჩერდა.
– ლორდ-მეთაურს წყალი უნდა მოვუტანო.
– მიდი მაშინ, – უთხრა მცველმა, – და სწრაფად ქენი, – შავ მო-
სასხამში მობუზულმა, ქარისგან დასაცავად ჩაჩწამოხურულმა არც
კი შეხედა, სათლი ეჭირა თუ არა. ჯონი გვერდულად გაძვრა ორ წა-
მახულ მარგილს შორის, ლანდი კი მათ ძირებთან გასრიალდა. ნაპ-
რალში ჩირაღდანი იყო ჩარჭობილი, მისი ალი ქარის წამობერვაზე
663
ფერმკრთალ ნარინჯისფერ ალმებად ფრიალებდა. ქვებს შორის ღი-
ობში რომ გაძვრა, ჯონმა ჩირაღდანი აიტაცა ხელში. ლანდი სირბი-
ლით დაეშვა ფერდობზე. ჯონი უფრო ნელი ნაბიჯით მიჰყვა, ჩადიო-
და და ჩირაღდანს წინ წაიმძღვარებდა. მის უკან ბანაკის ხმები ნელ-
ნელა მიწყდა. ღამე შავი იყო, ფერდი – დამრეცი, ქვიანი და ოღრო-
ჩოღრო. წუთით ყურადღება რომ მოედუნებინა, ნამდვილად მუხლს
წაიმტვრევდა... ან კისერს. ნეტავ რას ვშვრებიო, ჰკითხა თავისთავს,
როდესაც ჩასასვლელ გზას არჩევდა.
ქვემოთ ქერქით და ფოთლებით შეჯავშნულ მეომრებად იდგნენ
ხეები, მდუმარე მწკრივად მოწყობილიყვნენ და გორაკზე შეტევის
ბრძანებას უცდიდნენ. შავები ჩანდნენ... ჩირაღდნის შუქი რომ მიად-
გათ, ჯონმა მერეღა დალანდა მათი სიმწვანე. ბოლოს ქვებზე გადა-
დენილი წყლის ჩხრიალიც ჩაესმა. ლანდი ხეებს შორის ამოზრდილ
ბუჩქებში გაუჩინარდა. ჯონი წვალებით მიჰყვებოდა, ნაკადულის
ხმას, ქარში ამღერებულ ფოთლებს უსმენდა. მოსასხამზე ტოტები
ეჭიდებოდნენ, თავზემოთ გადაწნულმა ტოტებმა კი ვარსკვლავები
დამალეს.
ლანდი რომ დაინახა, ის ნაკადულიდან წყალს სვლეპდა – ლან-
დი! – დაუძახა, – ჩემკენ! ახლავე!
მგელსაზარამ თავი რომ ასწია, თვალები წითლად და ავად აუ-
ელვარდა, ხახიდან ჩამოდენილი წყალი დორბლებს მიუგავდა. იმ-
წუთას რაღაც სასტიკი და შემზარავი ჩანდა. და უცებ ადგილს მოს-
წყდა, ჯონს გვერდით ჩაურბინა და ხეებს შორის გაიჭრა. – ლანდი,
არა, გაჩერდი! – შეჰყვირა ჯონმა, მაგრამ მგელმა მისი დაძახილი
არად ჩააგდო. მოსხლეტილი თეთრი სხეული ბნელში დაინთქა და
ჯონს ორი გზაღა დარჩენოდა: ან ისევ გორაკზე ასულიყო, ან მგელს
მიჰყოლოდა.
და მიჰყვა, გაბრაზებული, ჩირაღდანი დაბლა დაეღირა, ქვები
664
რომ გაერჩია, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე წაბორძიკებით ემუქრე-
ბოდნენ, სქელი ფესვები, რომლებიც თითქოს ფეხებზე ეჭიდებოდ-
ნენ, ღრმულები, სადაც კოჭის გადაბრუნება შეიძლებოდა. რამდენი-
მე ნაბიჯს გადადგამდა და ისევ და ისევ ლანდს ეძახდა, მაგრამ ხეებს
შორის ღამის ქარი ტრიალებდა და მის სიტყვებს იტაცებდა. ეს სიგი-
ჟეა, გაიფიქრა, თან უფრო ღრმად შედიოდა ტყის სიღრმეში. უკვე
მობრუნებას აპირებდა, როდესაც წინ და მარჯვნივ, გორაკის მხა-
რეს, თეთრი ფერი გაკრთა. ისევ მისკენ გაეჩქარა ბორძიკით, თან
თავისთვის იგინებოდა.
მუშტის ძირს დაახლოებით მეოთხედ მანძილზე შემოუარა, სანამ
მგელი თვალსაწიერიდან ისევ დაეკარგებოდა. ბოლოს და ბოლოს,
სულის მოსათქმელად შეჩერდა გორაკის ძირას, ბუჩქებს, ბარდებსა
და ნაყარ ქვებს შორის. ჩირაღდნის შუქის მიღმიდან სიბნელე უტევ-
და.
წყნარმა ფხაჭუნმა მიახედა. ხმის მიმართულებით წავიდა,
ფრთხილად აბიჯებდა ეკლიან ტოტებსა და ქვებს. წაქცეული ხის
უკან ისევ წაადგა ლანდს. მგელსაზარა გამალებით თხრიდა მიწას,
ფეხებით ისროდა ჰაერში.
– რა იპოვე? – ჯონმა ჩირაღდანი დახარა და რბილი მიწის მომ-
რგვალებული ყრილი დაინახა. სამარეო, გაიფიქრა. მაგრამ ვისია?
ჩაიმუხლა და ჩირაღდანი თავის გვერდით მიწაში ჩაასო. ნიადა-
გი ფხვიერი იყო, ქვიშისებური. ჯონი პეშვებით ყრიდა განზე. არც
ქვები ხვდებოდა, არც ფესვები. რაც არ უნდა ყოფილიყო აქ, ცოტა
ხნის წინ ჩაედოთ. ორი ფუტის სიღრმეზე ქსოვილს წააწყდა. გვამს
ელოდა, გვამის პოვნის შიში ჰქონდა, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.
ქსოვილს ხელი მიაჭირა და მის ქვეშ პატარა, ბასრი, მტკიცე ფორმე-
ბი შეიგრძნო. არც სუნი იდგა, არც საფლავის მატლები ჩანდნენ.
ლანდმა უკან დაიხია და დაცუცქდა, თან უცქერდა.
665
ჯონმა ფხვიერი მიწა გადაყარა და მომრგვალებული ფუთა გა-
მოაჩინა, რომელიც გარდიგარდმო ორი ფუტი იქნებოდა. კიდეებს
აქეთ-იქიდან თითები ამოუყარა და ამოქაჩა. რომ ამოათრია, შიგ-
თავსი შეინძრა და აწკრიალდა. განძიო, გაიფიქრა, მაგრამ მოყვანი-
ლობა მონეტებისას არ ჰგავდა, ხმაც განსხვავდებოდა ლითონის
ჟღრიალისგან. ფუთას გაქუცული ბაწარი ჰქონდა გადაჭერილი.
ჯონმა ხანჯალი იშიშვლა და ბაწარი გაჭრა, ქსოვილს კიდეებზე ჩა-
ეჭიდა და გამოქაჩა. ფუთა ამობრუნდა და მისი შიგთავსი მიწაზე
გადმოიყარა მუქი, კაშკაშა ელვარებით. ჯონს თორმეტი დანა, ფოთ-
ლისებური შუბისპირები, უამრავი ისრისპირი დაუდგა თვალწინ.
ჯონმა ხანჯლის პირი აიღო ხელში – ბუმბულივით მსუბუქი და ლაპ-
ლაპა-შავი იყო, ტარი არ ეგო. მის წიბოზე ჩირაღდნის შუქმა გადა-
ირბინა, ეს წვრილი ნარინჯისფერი ზოლი მის სამართებლისებურ
სიბასრეს მოწმობდა. დრაკონის მინა. რასაც მაისტერები ობსიდი-
ანს ეძახიან. ნუთუ ლანდმა ტყის შვილების უძველესი სამალავი
იპოვა, ათასობით წლის წინ რომ დაეფლათ? პირველკაცთა მუშტი
ძველი ადგილი იყო, მაგრამ... დრაკონის მინის ქვეშ ზუბრის რქით
დამზადებული, ბრინჯაოსკანტიანი ძველი საომარი საყვირი იდო.
ჯონმა მისგან მიწა გამობერტყა და იქიდანაც ისრისპირების ნაკადმა
იხუვლა. მათ დაბლა დაცვენა დაანება და ქსოვილის წასწვდა, რო-
მელშიც იარაღი იყო შეხვეული, თითებით მოსრისა. ხარისხიანი შა-
ლი იყო, სქელი, ორმაგად ნაბეჭვი, ნოტიო, მაგრამ არა – დამპალი.
მიწის ქვეშ დიდი ხანი არ დაეყო. და მუქი ფერი ედო. მჯიღით დაბღუ-
ჯა და ჩირაღდანთან ახლო მიიტანა. არა, მუქი კი არა. შავი. ჯონი სა-
ნამ წამოდგებოდა და ქსოვილს დაფერთხავდა, უკვე მანამდე იცო-
და, რაც ეჭირა: ეს ღამის ებგურის შეფიცული ძმის მოსასხამი იყო.

ბრანი
666
ალბელმა იგი სამჭედლოში იპოვა, მიკენისთვის საბერველებს
ამუშავებდა. – მაისტერს უნდა, კოშკში ახვიდე, მილორდ პრინცო.
მეფისგან ფრინველი მოვიდა. – რობისგან? – აღტაცებული ბრანი
ჰოდორს აღარ დაელოდა, ალბელის დართო ნება, საფეხურებზე
აეყვანა. ისიც ზორბა კაცი იყო, თუმცა ჰოდორივით ვერა, და ღონით
ხომ საერთოდ ვერ შეედრებოდა. მაისტერის კოშკს რომ მიაღწიეს,
იმ დროისთვის სახე უკვე აჭარხლებოდა და ქშინავდა. რიკონი უკვე
მისულიყო და ორივე ვოლდერ ფრეიც.
მაისტერმა ლუვინმა ალბელი დაითხოვა და კარი დაკეტა.
– მილორდებო, – წარმოთქვა მწუხარედ, – მისი მოწყალებისგან
წერილი მივიღეთ, მასში კარგი ამბებიცაა და ცუდიც. მან დიდი გა-
მარჯვება მოიპოვა დასავლეთში, ლანისტერების ლაშქარი დალეწა
ხარჯვარედინთან და რამდენიმე ციხესიმაგრეც აიღო. აშმარკიდან
გვწერს, მარბრანდების ყოფილი ციხიდან.
რიკონმა მაისტერს ანაფორა დაქაჩა.
– რობი შინ ბრუნდება?
– სამწუხაროდ, არა მგონია, ჯერ დაბრუნდეს წინ ჯერაც ბრძო-
ლები ელის. – ლორდი ტაივინი დაამარცხა? – იკითხა ბრანმა.
– არა, – მიუგო მაისტერმა, – მტრის ლაშქარს სერ სტაფორდ
ლანისტერი სარდლობდა. იგი ბრძოლაში დაეცა.
ბრანს არასოდეს სმენოდა სერ სტაფორდ ლანისტერის სახელი.
ამიტომ გულში უნებურად დაეთანხმა დიდ ვოლდერს, როდესაც მან
წარმოთქვა:
– ლორდი ტაივინი ერთადერთია, ვის დამარცხებასაც აზრი აქვს.
– რობს უთხარი, რომ მინდა, შინ დაბრუნდეს, – თქვა რიკონმა, –
მაგას შეუძლია, თავისი მგელიც მოიყვანოს და დედა და მამაც, –

667
რიკონმა იცოდა, ლორდი ედარდი მკვდარი რომ იყო, მაგრამ ზოგ-
ჯერ ივიწყებდა... ძალითო, ეჭვობდა ბრანი. მისი ძმა ისეთი ჯიუტი
იყო, როგორიც მხოლოდ ოთხი წლის ბიჭი შეიძლება იყოს. ბრანს
უხაროდა რობის გამარჯვება, მაგრამ შფოთვაც იპყრობდა. მას კარ-
გად ახსოვდა, რა თქვა ოშამ იმ დღეს, როდესაც მისმა ძმამ ვინტერ-
ფელიდან ლაშქარი დაძრა. არასწორ გზას ადგასო, ირწმუნებოდა
ველური ქალი.
– სამწუხაროდ, არც ერთი გამარჯვება არ მოდის საფასურის გა-
რეშე, – მაისტერი ლუვინი ვოლდერებს მიუბრუნდა, – მილორდებო,
თქვენი ბიძა სერ სტევრონ ფრეი მათ შორისაა, ვინც ხარჯვარედინ-
თან სიცოცხლეს გამოესალმა. ბრძოლაში დაიჭრაო, რობი წერს.
ჭრილობა მძიმე არ ეგონათ, მაგრამ სამი დღის მერე იგი თავის კა-
რავში გარდაიცვალა, მძინარე.
დიდმა ვოლდერმა მხრები აიჩეჩა.
– ძალიან ბებერი იყო. სამოცდახუთის, მგონი. ბრძოლისთვის
მეტისმეტად ბებერი. სულ იმას ამბობდა, დავიღალეო.
პატარა ვოლდერი აფრუტუნდა.
– ბაბუაჩვენის სიკვდილის ლოდინით იყო დაღლილი, ამას ამ-
ბობ, ხო? ეს ნიშნავს, რომ ახლა მემკვიდრე სერ ემონია?
– ნუ ხარ სულელი, – უთხრა ბიძაშვილმა, – პირველი ვაჟის ძე-
ები მეორე ვაჟზე წინ დგანან. რიგში მომდევნო სერ რაიმანია, მერე
მოდის ედვინი, შავი ვოლდერი და პეტირ მუწუკა. მერე უკვე – ეაგო-
ნი და მისი ვაჟები.
– რაიმანიც ბებერია, – თქვა პატარა ვოლდერმა; – ორმოცზე მე-
ტისაა, ნაძლევს დავდებ. და სუსტი კუჭი აქვს. გგონია, ის იქნება
ლორდი?
– მე ვიქნები ლორდი. ისიც თუ იქნა, არ მენაღვლება.
მაისტერმა ლუვინმა მკაცრად გააწყვეტინა:
668
– უნდა გრცხვენოდეთ ასე ლაპარაკი, მილორდებო. რატომ არ
წუხხართ? ბიძათქვენი მოკვდა.
– ჰო, – თქვა პატარა ვოლდერმა, – ძალიან ვწუხვართ.
თუმცა სულ არ წუხდნენ. ბრანს გულ-მუცელი შეეკუმშა. მათ ამ
კერძის გემო ჩემზე მეტად მოსწონთ. მაისტერ ლუვინს წასვლის ნე-
ბართვა სთხოვა. – კეთილი, – მაისტერმა ზარი დააწკარუნა და მშვე-
ლელს უხმო. ჰოდორი ალბათ თავლებში მუშაობდა. მის ნაცვლად
ოშა მოვიდა. თუმცა ქალი ალბელიზე უფრო ღონიერი იყო და ბრა-
ნის აყვანა და კიბის ჩავლა არ გასჭირვებია. – ოშა, – ჰკითხა ბრან-
მა, როდესაც ეზოს ჭრიდნენ, – იცი ჩრდილოეთის გზა? კედლამდე
და... იმის იქითაც კი?
– გზის გაგნება ადვილია. ყინულის დრაკონი უნდა მონახო და
მხედრის თვალში ლურჯ ვარსკვლავს მისდიო, – მან ზურგით შეაღო
კარი და ხვეულ კიბეებს აუყვა.
– და იქ ჯერ კიდევ არიან გოლიათები და... კიდევ სხვებიც, და
ტყის შვილებიც? – გოლიათები მინახავს, ტყის შვილებზე მსმენია,
თეთრი მავალები კი... რად გინდა, იცოდე?
– სამთვალა ყვავი თუ გინახავს როდისმე?
– არა, – გაიცინა ქალმა, – და ვერ ვიტყვი, მინდა ვნახო-მეთქი,
– ოშამ ბრანის საძინებლის კარს ფეხი ჰკრა და ბიჭი რაფის დასაჯ-
დომზე დასვა, საიდანაც დაბლა გაშლილ ეზოში ცქერა შეეძლო.
მისი წასვლის მერე თითქმის მაშინვე კარი ისევ გაიღო და ჟოჟენ
რიდი დაუკითხავად შემოვიდა, უკან მისი და მირა მოსდევდა.
– გაიგეთ, ფრინველი რომ მოფრინდა? – ჰკითხა ბრანმა. შემო-
სულმა ბიჭმა თავი დაუქნია, – ეს ვახშამი კი არ იყო, როგორც შენ
ამბობდი. რობის წერილზე იყო, და კი არ ვჭამდით, არამედ...
– მწვანე სიზმრებს ზოგჯერ უცნაური ფორმა აქვთ, – დაეთანხმა
ჟოჟენი, – მათი ნამდვილი აზრი ყოველთვის ადვილი გასაგები
669
არაა.
– მითხარი ის ცუდი, რაც გესიზმრა, – უთხრა ბრანმა, – ცუდი ამ-
ბავი, რაც ვინტერფელს ელის.
– დამიჯერებს ახლა მილორდი პრინცი? ირწმუნებს ჩემს სიტ-
ყვებს, რაც არ უნდა უჩვეულოდ ჩაესმას ყურში?
ბრანმა თავი დაუქნია.
– ზღვა ელის.
– ზღვა?
– დამესიზმრა, რომ ვინტერფელს გარშემო ზღვა ეკრა. ვნახე, შა-
ვი ტალღები რომ ასკდებოდნენ ჭიშკარსა და კოშკებს, მერე კი მა-
რილიანი წყალი გალავანზე გადმოდინდა და ციხესიმაგრე აავსო.
ეზოში დამხრჩვალი კაცები ტივტივებდნენ. როდესაც პირველად
ვნახე ეს სიზმარი, ჯერ კიდევ რუხწყალაში, მათ სახეებს არ ვიცნობ-
დი, მაგრამ ახლა ვიცნობ. ერთი ალბელია, ის მცველი, ნადიმზე ჩვე-
ნი სახელები რომ დაიძახა. მეორე თქვენი სეპტონია. და თქვენი მჭე-
დელიც. – მიკენი? – ბრანი გაოცებული და შეშინებული იყო, – მაგ-
რამ ზღვა აქედან ათასობით და ათასობით ლიგის იქითაა, ვინტერ-
ფელის გალავანი კი ისეთი მაღალია, შიგ წყალი ვერ შევა, აქამდე
რომც მოეღწია.
– ღამის წყვდიადში ამ გალავანს ზღვა გადაევლება, – თქვა ჟო-
ჟენმა, – მე ვნახე მკვდრები, გასივებულები, დამხრჩვალები.
– უნდა ვუთხრათ, – თქვა ბრანმა, – ალბელის, მიკენს და სეპტონ
ჩეილის. ვუთხრათ, რომ არ დაიხრჩონ.
– ეს მათ არ უშველის, – უპასუხა მწვანედ ჩაცმულმა ბიჭმა.
მირა რაფას მიუახლოვდა და ბრანს მხარზე დაადო ხელი.
– არ დაიჯერებენ, ბრან. როგორც არც შენ გჯერა.
ჟოჟენი ბრანის საწოლზე ჩამოჯდა.
– მითხარი, შენ რა გესიზმრება.
670
ბრანს ეშინოდა, ახლაც კი, მაგრამ დაიფიცა, რომ ენდობოდა
მათ, ვინტერფელელი სტარკი კი ყოველთვის ასრულებს მიცემულ
სიტყვას.
– სხვადასხვანაირი რამები, – წარმოთქვა ნელა, – მგლის სიზ-
მრებს ვხედავ, ისინი არც ისე ცუდია. დავრბივარ, ვნადირობ და ციყ-
ვებს ვხოცავ. კიდევ მაქვს სიზმრები, რომლებშიც ყვავი მოდის და
მეუბნება, ვიფრინო. ზოგჯერ ამ სიზმრებში ხეცაა, ის ჩემი სახელით
მიხმობს. ეს კი მაშინებს. მაგრამ ყველაზე უარესი ის სიზმრებია,
რომლებშიც ვვარდები, – მან ეზოს ჩახედა, თავს უბედურად
გრძნობდა, – ადრე არასოდეს ჩამოვვარდნილვარ. როცა ვცოცავდი
ხოლმე. ყველგან გავდიოდი, სახურავებზეც და კედლების გასწვრი-
ვაც, დამწვარ კოშკში ყვავებს ვაჭმევდი ხოლმე. დედას ეშინოდა,
რომ ჩამოვვარდებოდი, ოღონდ მე ვიცოდი, რომ ეგ არასოდეს მო-
მივიდოდა. მაგრამ ჩამოვვარდი და ახლა, როცა კი მძინავს, ყოველ-
თვის ვვარდები. მირამ მხარზე მოუჭირა ხელი.
– სულ ესაა?
– მგონი.
– უარგი, – წარმოთქვა ჟოჟენ რიდმა.
ბრანი გაფართოებული თვალებით მიაშტერდა.
– რა?
– უარგი. მაქცია. მხეცკაცა. ასე დაგიძახებენ, შენი მგლის სიზ-
მრების შესახებ რომ გაიგონ.
ამ სახელებმა ისევ შიში მოჰგვარა.
– ვინ დამიძახებს?
– შენი საკუთარი ხალხი. შიშით. ზოგი შეგიძულებს, თუ გაიგო,
ვინც ხარ. ზოგმა შეიძლება შენი მოკვლაც კი სცადოს.
ბებერი ნენი ზოგჯერ ჰყვებოდა ხოლმე მხეცკაცებსა და მაქციებ-

671
ზე საზარელ ზღაპრებს. ზღაპრებში ისინი ყოველთვის ბოროტები იყ-
ვნენ.
– მე ეგეთი არ ვარ, – თქვა ბრანმა, – არ ვარ. ეს სიზმარია, მეტი
არაფერი. – მგლის სიზმარი ჩვეულებრივი სიზმარი არაა. როცა
გღვიძავს, თვალები მაგრად გაქვს დახუჭული, მაგრამ როდესაც
ჩათვლემ, თვალი გეხილება და შენი სული თავის მეორე ნახევარს
დაეძებს. მძლავრია შენში ეს ძალა.
– არ მჭირდება ეგ ძალა. მე მინდა, რაინდი ვიყო.
– რაინდობა გინდა, უარგი კი ხარ. ამას ვერ შეცვლი, ბრან, უარს
ვერ იტყვი და ვერ მოიცილებ. შენ ფრთიანი მგელი ხარ, მაგრამ არა-
სოდეს იფრენ, – ჟოჟენი წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა, – თუ
თვალს არ გაახელ, – ორი თითი შეატყუპა და ბრანს მაგრად დაჰკრა
შუბლზე.
როდესაც ბრანმა ხელი ასწია და დაკრული ადგილი მოისინჯა, იქ
მხოლოდ გლუვი დაუზიანებელი კანი დახვდა. თვალი არ იყო, არც
ღია და არც დახუჭული. – როგორ გავახილო, თუ არ მაქვს?
– მაგ თვალს თითებით ვერასოდეს იპოვი, ბრან. გულით უნდა
ეძებო, – ჟოჟენი ბრანს იმ თავისი უცნაური თვალებით აცქერდებო-
და სახეში, – თუ გეშინია? – მაისტერი ლუვინი ამბობს, რომ სიზ-
მრებში არაფერია ისეთი, რისიც კაცს უნდა ეშინოდეს.
– არის, – თქვა ჟოჟენმა.
– რა?
– წარსული. მომავალი. სიმართლე.
რომ წავიდნენ, ბრანი ადრინდელზე უფრო დაბნეული დატოვეს.
მარტო რომ დარჩა, ბრანი შეეცადა, მესამე თვალი გაეხილა, მაგრამ
არ იცოდა, ეს როგორ ექნა. ტყუილად ჭმუხნიდა შუბლს და მუშტს
იკაკუნებდა, მაინც ისე ხედავდა, როგორც ადრე. მომდევნო დღეებ-

672
ში იგი ცდილობდა, სხვები გაეფრთხილებინა იმის თაობაზე, რაც ჟო-
ჟენმა ნახა, მაგრამ ისე არ გამოსდიოდა, როგორც სურდა. მიკენს
მისი ნათქვამი სასაცილოდ მოეჩვენა.
– მაშ ამბობ, ზღვაო? ისე, ხო იცი, ყოველთვის მინდოდა ზღვის
ნახვა. მაგრამ მის სიახლოვეში ყოფნა არასოდეს მომიხდა. აბა ახ-
ლა ის თვითონ მოვა ჩემთან, ხო? დიდება ღმერთებს, ასე რომ შეიწუ-
ხეს თავი ერთი საწყალი მჭედლისთვის. – ღმერთები წამიყვანენ,
როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან, – წყნარად უთხრა სეპტონმა ჩე-
ილიმ, – თუმცა არა მგონია, რომ დავიხრჩო, ბრან. იცი, მე თეთრი
დაშნის ნაპირას გავიზარდე. საკმაოდ კარგად ვცურავ.
ალბელი ერთადერთი იყო, ვინც გაფრთხილება ყურად იღო. იგი
თავად წავიდა ჟოჟენთან დასალაპარაკებლად და ამის მერე ბანაო-
ბაც შეწყვიტა და აღარც ჭას ეკარებოდა. ბოლოს ისეთი სუნი აუვიდა,
რომ ექვსმა სხვა მცველმა იგი ცხელი წყლით სავსე ვარცლში ჩააგ-
დო და გაწითლებამდე ხეხეს, ის კი გაჰკიოდა, რომ დახრჩობას უპი-
რებდნენ, როგორც ბაყაყმა-ბიჭმა თქვა. ამის მერე ბრანის და ჟოჟე-
ნის დანახვაზე ყოველთვის შუბლს კრავდა და რაღაცას თავისთვის
ბურტყუნებდა. ალბელის დაბანიდან რამდენიმე დღის მერე ვინტერ-
ფელში სერ როდრიკი დაბრუნდა და თან მოიყვანა ტყვე: მსუქანი
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სქელი და სველი ტუჩები და გრძელი
თმა ჰქონდა და ფეხსალაგის სუნი უდიოდა, ალბელიზე უფრო მყრა-
ლიც კი.
– მყრალაო, ასე ეძახიან, – უთხრა ჩალისთავამ, როდესაც ბრან-
მა ჰკითხა, ეს ვინააო, – მაგის ნამდვილი სახელი არც გამიგია. ამ-
ბობენ, ბოლტონის ბუშს ემსახურებოდა და ლედი ჰორნვუდის მოკ-
ვლაში დაეხმარაო.
თვითონ ბუშიც მკვდარი იყო, ეს ბრანმა იმ საღამოს ვახშამზე შე-

673
იტყო. სერ როდრიკის მეომრებმა იგი ჰორნვუდის მიწებზე გამოიჭი-
რეს რაღაც საშინელების კეთებისას (ბრანი ზუსტად ვერ იტყოდა,
რის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ისეთი იყო, რასაც გახდილები
შვრებიან) და ისრით მოკლეს, როდესაც მან ცხენდაცხენ გაქცევა
სცადა. ოღონდ საბრალო ლედი ჰორნვუდს ვეღარ მიუსწრეს. მას მე-
რე, რაც ქალზე იქორწინა, ბუშმა იგი კოშკში გამოამწყვდია და საჭ-
მელს არ აძლევდა. ბრანმა გაიგონა, კაცები რომ ჰყვებოდნენ, რო-
დესაც სერ როდრიკმა კარი შეანგრია, ნახა, რომ ქალს პირი სის-
ხლით ჰქონდა მოთხვრილი, თითები კი – მოჭმული. – ამ ურჩხულმა
ეკლიანი საბელი შეგვაბა, – უთხრა ბებერმა რაინდმა მაისტერ ლუ-
ვინს, – გვინდა თუ არ გვინდა, ლედი ჰორნვუდი მისი ცოლი იყო. მან
ქალი აიძულა, ფიცი დაედო როგორც სეპტონის, ასევე გულის ხის
წინაშე, და იმავე ღამეს მოწმეების თვალწინ გაიზიარა მისი სარეცე-
ლი. ქალმა ხელი მოაწერა ანდერძს, რომელშიც მას მემკვიდრედ
ასახელებს, და თავისი ბეჭედიც დაასვა.
– მოღერებული ხმლის ქვეშ დადებული ფიცი არ ითვლება, – შე-
ედავა მაისტერი. – რუს ბოლტონი შეიძლება ამაში არ დაგეთან-
ხმოს. არც დაგეთანხმება, თუ ამის სანაცვლოდ მამულების იმედი
აქვს, – სერ როდრიკი ძლიერ უბედური ჩანდა, – ამ მსახურსაც სი-
ამოვნებით წავაცლიდი თავს, ისიც თავისი ბატონივით მხეცია. მაგ-
რამ, სამწუხაროდ, ალბათ ცოცხლად უნდა შევინახო, სანამ რობი
დაბრუნდებოდეს. იგი ბუშის საზარელი დანაშაულების ერთადერთი
მოწმეა. შესაძლოა, როდესაც ლორდი ბოლტონი მის მონაყოლს
გაიგებს, თავისი მოთხოვნა დათმოს, მაგრამ ამასობაში მანდერ-
ლის რაინდები და დრედფორტელები ერთმანეთს ხოცავენ ჰორნვუ-
დის ტყეებში, მე კი მათ დასაშოშმინებლად ძალა არ მყოფნის, – მო-
ხუცი რაინდი სკამზე შეტრიალდა და ბრანს მკაცრად შეხედა, – და
შენ რაღას შვრებოდი, სანამ მე წასული ვიყავი, მილორდ პრინცო?
674
ჩვენს მცველებს უბრძანე, არ იბანაოთო? გინდა რომ იმ მყრალასა-
ვით ქოთდნენ, ასეა?
– აქ ზღვა მოაღწევს, – თქვა ბრანმა, – ჟოჟენმა ასე ნახა მწვანე
სიზმარში. ალბელი დაიხრჩობა.
მაისტერმა ლუვინმა თავისი ჯაჭვის საყელური გამოქაჩა.
– ბიჭ რიდს სჯერა, რომ სიზმარში მომავალს ხედავს, სერ როდ-
რიკ. ბრანს უკვე ველაპარაკე ასეთი წინასწარმეტყველების მაცდუ-
რობაზე, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ქვიან ნაპირზე არეულო-
ბაა. დრაკარებით მოსული ყაჩაღები მეთევზეების სოფლებს ძარ-
ცვავენ. წვავენ და ძალადობენ. ლეობოლდ ტოლჰარტმა თავისი
ძმისშვილი ბენფრედი გაგზავნა მათ წინააღმდეგ, მაგრამ სავარა-
უდოდ, როგორც კი შეიარაღებულ მეომრებს მოჰკრავენ თვალს,
ისინი თავიანთ დრაკარებში ჩასხდებიან და გაიქცევიან. – ჰო, და
რომელიმე სხვა ადგილს დაატყდებიან. სხვებსაც წაუღიათ ყველა
ეგეთი მხდალი. ვერასოდეს გაბედავდნენ, ამ ბუში ბოლტონის არ
იყოს, ჩვენი მთავარი ძალა სამხრეთში, აქედან ათასობით ლიგის
იქით რომ არ იყოს, – სერ როდრიკმა ბრანს შეხედა, – კიდევ რა
გითხრა იმ ბიჭმა?
– თქვა, წყალი გალავანს გადაუვლისო. ალბელი ნახა დამ-
ხრჩვალი, კიდევ – მიკენი და სეპტონი ჩეილიც.
სერ როდრიკმა შუბლი შეიკრა.
– კეთილი, თუკი ასეა, მე თვითონ თუ მომიხდა იმ ყაჩაღების წი-
ნააღმდეგ გალაშქრება, ალბელის თან არ წავიყვან. მე ხომ არ ვუნა-
ხივარ დამხრჩვალი, არა? კარგია. ბრანს მისმა სიტყვებმა გული გა-
უკეთა. მაშინ იქნებ არ დაიხრჩონო, გაიფიქრა. ზღვას თუ არ მიეკა-
რებიან.
მირამაც ასე ჩათვალა, იმ საღამოს, მოგვიანებით, როდესაც იგი
და ჟოჟენი ბრანის ოთახში ავიდნენ, ფილებით რომ ეთამაშათ სამში.
675
მაგრამ მისმა ძმამ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
– რასაც მწვანე სიზმარში ვხედავ, იმას ვერ შეცვლი.
ამან მისი და გააბრაზა.
– რატომ გამოგვიგზავნიან ღმერთები გაფრთხილებას, თუ არ
შეგვიძლია, გავფრთხილდეთ და შევცვალოთ, რაც გველის?
– არ ვიცი, – მწუხარედ მიუგო ჟოჟენმა.
– ალბელი რომ იყო, ალბათ ჭაში ჩახტებოდი, რომ მოგემთავრე-
ბინა ეს ამბავი! მან უნდა იბრძოლოს, და ბრანმაც!
– მე? – ბრანს უცებ შეეშინდა, – რას უნდა შევებრძოლო? მეც უნ-
და დავიხრჩო? მირამ მას დამნაშავე თვალით შეხედა.
– არ უნდა მეთქვა.
ბრანი ხვდებოდა, რომ გოგონა რაღაცას უმალავდა.
– მე მნახე მწვანე სიზმარში? – აღელვებულმა ჰკითხა ჟოჟენს, –
მეც დავიხრჩვე? – არ დამხრჩვალხარ, – ჟოჟენი ისე ლაპარაკობდა,
თითქოს ყოველი სიტყვის წარმოთქმა ტკივილს აყენებდა, – ის კაცი
დამესიზმრა, დღეს რომ მოიყვანეს. აი, მყრალას რომელსაც ეძახი-
ან. შენ და შენი ძმა მის ფეხებთან იწექით მკვდრები, ის კი გრძელი
წითელი დანით სახეზე ტყავს გაძრობდათ.
მირა ფეხზე წამოდგა.
– დილეგში თუ ჩავალ, შემიძლია, შუბი შიგ გულში ჩავცე. ბრანს
როგორღა მოკლავს, თვითონ მკვდარი თუ იქნება?
– მედილეგეები არ შეგიშვებენ, – უთხრა ჟოჟენმა, – მცველები.
და თუ ეტყვი რატომ გინდა მისი მოკვლა, არ დაგიჯერებენ.
– მეც კი მყავს მცველები, – შეახსენა მათ ბრანმა, – ალბელი,
ჩოფურა ტიმი, ჩალისთავა და სხვებიც.
ჟოჟენს ხავსისფერი თვალები სიბრალულით ჰქონდა სავსე.
– ისინი მათ ვერ შეაჩერებენ, ბრან. რატომ, ვერ დავინახე, მაგ-
რამ ვნახე ამბის დასასრული. შენ და რიკონი გნახეთ სამარხებში,
676
დაბლა, სიბნელეში, მკვდარ მეფეებთან და მათ ქვის ლომებთან.
არა, გაიფიქრა ბრანმა. არა.
– რომ წავიდე... რუხწყალაში, ან ყვავთან, სადმე შორს, სადაც
ვერ მიპოვიან... – აზრი არ აქვს. სიზმარი მწვანე იყო, ბრან, მწვანე
სიზმრები კი არ ტყუიან.

ტირიონი

ვარისი მაყალთან იდგა და სათუთ თათებს ითბობდა.


– გამოდის, რომ რენლი საზარელი სიკვდილით მოკლეს საკუ-
თარი ლაშქრის შუაგულში. ყელი ყურიდან ყურამდე ჰქონდა გადახ-
სნილი, ხმალმა ფოლადსა და ძვალში, როგორც კარაქში, ისე გაი-
არა.
– ვისი ხელით მოკვდა? – პასუხი მოითხოვა სერსეიმ.
– როდისმე თუ დაფიქრებულხარ, კითხვები ხშირად ერთნაირი
რომაა, პასუხი კი – არასოდეს? ჩემს მოენეებს ყოველთვის ისე მა-
ღალი მდგომარეობა არ უჭირავთ, როგორსაც ვისურვებდით. მეფე
რომ კვდება, წარმოსახვა ბნელში ამოზრდილი სოკოებივით მრავ-
ლდება. მეჯინიბე ამბობს, რომ რენლი საკუთარმა ცისარტყელა-რა-
ინდმა მოკლა. მრეცხავი ქალი აცხადებს, სტანისი შეიპარა თავისი
ძმის ლაშქრის შუაში, თან ჯადოსნური ხმალი ჰქონდაო. რამდენიმე
ჯარისკაცი დარწმუნებულია, რომ ეს ავი საქმე ქალის ჩადენილია,
მაგრამ ვერ შეთანხმებულან, რომელი ქალის. რენლის მიერ უარ-
ყოფილმა ასულმაო, ამბობს ერთი. ბანაკს ადევნებულმა კახპამ,
რომელიც ბრძოლის წინ განსაცხრომად შეიყვანა კარავშიო, ამ-
ბობს მეორე. მესამე იმასაც კი ბედავს, შეიძლება მკვლელი ლედი
კეტლინ სტარკი იყოსო. დედოფალს ეს არ ესიამოვნა.

677
– აუცილებელია, ყველა სულელის მონაჩმახის სმენით დრო გვა-
კარგვინო? – ამ მონაჩმახებში კარგად მიხდი, ჩემო მოწყალე დედო-
ფალო.
– ჩვენ სიმართლეში გიხდით, ლორდ ვარის. გახსოვდეს ეს, თო-
რემ მცირე საბჭო შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს.
ვარისმა ნერვიულად ჩაიხითხითა.
– შენ და შენი კეთილშობილი ძმა მის მოწყალებას სრულიად
მრჩევლების გარეშე დატოვებთ, ასე თუ გაგრძელდა.
– გავბედავ და ვიტყვი, სახელმწიფოს შეუძლია, ნაკლები მრჩევ-
ლითაც გაძლოს, – ღიმილით წარმოთქვა ნეკამ.
– ძვირფასო, ძვირფასო პეტირ, – უთხრა ვარისმა, – არ გაწუხებს
აზრი, რომ შესაძლოა, მარჯვენის პატარა სიაში მომდევნო სახელი
შენი იყოს?
– შენზე წინ, ვარის? ამაზე ვერც კი ვიოცნებებ.
– იქნებ კედელზე გვერდიგვერდ ვიყოთ ძმები, მე და შენ, – ვა-
რისმა ისევ ჩაიხითხითა. – ეს შეიძლება იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე
ისურვებდი, თუ შემდეგი სიტყვა, პირიდან რომ ამოგივა, გამოსადე-
გი არ იქნა, საჭურისო, – სერსეი ისე შესცქეროდა, ნამდვილად მზად
იყო, კიდევ ერთხელ დაეკოდა ვარისი.
– შეიძლება, აქ რამე ხრიკი იყოს? – იკითხა ნეკამ.
– თუკი ასეა, გასაოცრად გამჭრიახი ხრიკია, – თქვა ვარისმა, –
მან ნამდვილად მოახერხა, ჩემთვის თვალები აება.
ტირიონს მოთმინება გამოელია.
– ჯოფრი ისე იმედგაცრუებული იქნება, – თქვა მან, – ისეთი
თვალწარმტაცი სარი ჰქონდა რენლის თავისთვის გადანახული.
მაგრამ, ვისაც არ უნდა ჩაედინა ეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის
უკან სტანისი იდგა. სარგებელი უეჭველად მან ნახა, – ტირიონს ეს

678
ახალი ამბავი სულაც არ ეპიტნავა; იმედი ჰქონდა, ძმები ბარათეო-
ნები სისხლიან ბრძოლაში გაანადგურებდნენ ერთმანეთს. გრძნობ-
და, იდაყვი რომ სტეხდა იქ, სადაც ლახტმა გაუხეთქა. ნესტიან ამინ-
დში ზოგჯერ ასე მოსდიოდა. მან უნებურად წაივლო ხელი იდაყვზე
და იკითხა:
– და რენლის ლაშქარი?
– მის ქვეითთა დიდი ნაწილი მწარე ხიდთან რჩება, – ვარისი მა-
ყალს მოშორდა და მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა, – იმ
ლორდების უმეტესობა, ვინც ლორდ რენლისთან ერთად მივიდა
გრიგალის კიდესთან, თავის ბაირაღიან-ხმლებიანად სტანისისკენ
გადავიდნენ, მთელი მათი მხედრობითურთ.
– ფლორენტების თავკაცობით, ნაძლევს დავდებდი, – თქვა ნე-
კამ. ვარისმა ნაზად გაუღიმა.
– და მოიგებდი, მილორდ. ლორდმა ალესტერმა მართლაც პირ-
ველმა მოიყარა მუხლი. მას ბევრმა მიბაძა.
– ბევრმა, – ხაზგასმით წარმოთქვა ტირიონმა, – მაგრამ არა ყვე-
ლამ? – არა ყველამ, – დაუდასტურა საჭურისმა, – არც ლორას ტა-
ირელმა, არც რენდილ ტარლიმ, არც მათის როვანმა. და არც თვი-
თონ გრიგალის კიდე დამორჩილდა. ციხე სერ კორტნი პენროუსს
უჭირავს რენლის სახელით და არ იჯერებს, რომ მისი ბატონი მკვდა-
რია. მოითხოვს ნეშტის ნახვას, სანამ კარიბჭეს გახსნიდეს, მაგრამ,
როგორც ჩანს, რენლის გვამი აუხსნელი გზით გაუჩინარდა. სავარა-
უდოდ, გაიტაცეს. რენლის რაინდების მეხუთედმა სერ ლორასს გა-
ყოლა არჩია სტანისის წინაშე მუხლის მოდრეკას. ამბობენ, ყვავი-
ლების რაინდი ჭკუიდან გადავიდა, მეფის სხეული რომ დაინახაო,
და რენლის სამი მცველი მოკლა, მათ შორის – ემონ ქაი და რობარ
როისი. სამწუხაროა, სამზე რომ გაჩერდა, გაიფიქრა ტირიონმა.
– სერ ლორასი, როგორც ჩანს, მწარე ხიდისკენ მიემართება, –
679
განაგრძო ვარისმა, – იქ თავისი და ელოდება, რენლის დედოფალი,
და მასთან – უამრავი ჯარისკაცი, რომლებიც უეცრად უმეფოდ დარ-
ჩნენ. ახლა ვის მხარეს დადგებიან? ფაქიზი საკითხია. მათგან ბევრი
გრიგალის კიდესთან დარჩენილ ლორდებს ემსახურება, ისინი კი
ახლა სტანისს ემხრობიან.
ტირიონი წინ წაიხარა.
– მეჩვენება, რომ აქ ჩვენთვის სარგებელი ჩანს. სერ ლორას
ტაირელს თუ მივიმხრობთ, მაშინ იქნებ ლორდი მეის ტაირელი და
მისი მებაირაღეებიც შემოგვიერთდნენ. შეიძლება ამჯერად სტანისს
შესთავაზეს საკუთარი ხმლები, მაგრამ შეუძლებელია, ის კაცი უყ-
ვარდეთ, მაშინ თავიდანვე მისკენ იქნებოდნენ.
– ჩვენ რა, უფრო ვუყვარვართ? – ჰკითხა სერსეიმ.
– არა მგონია, – მიუგო ტირიონმა, – რენლი უყვარდათ, ეს ცხა-
დია, მაგრამ რენლი მოკლულია. იქნებ შევძლოთ და კარგი, სარწმუ-
ნო მიზეზები შევთავაზოთ, სტანისს ჯოფრი რომ არჩიონ... თუ სწრა-
ფად გავინძრევით.
– რა მიზეზები შეგიძლია შესთავაზო?
– ოქროს მიზეზები, – შესთავაზა ნეკამ მაშინვე.
ვარისმა პირი გააწკლაპუნა.
– ტკბილო პეტირ, ნამდვილად არ გულისხმობ, რომ ეს მძლე
ლორდები და კეთილშობილი რაინდები ბაზარზე გამოტანილი ქათ-
მებივით შეიძლება იყიდო?
– ბოლო დროს ჩვენს ბაზრებზე თუ ჩაგივლია, ლორდ ვარის? –
ჰკითხა ნეკამ, – გავბედავ და ვიტყვი, დარწმუნდებოდი, რომ ლორ-
დი ქათამზე უფრო იოლი საყიდელია. რასაკვირველია, ლორდები
ქათმებზე უფრო ამაყად კაკანებენ და შეურაცხყოფად ჩაგითვლიან,
ვაჭარივით მონეტას თუ გაუწვდი, მაგრამ ძღვენის მიღებაზე იშვია-
თად არიან უარს... პატივი, მამულები, ციხესიმაგრეები...
680
– ქრთამმა შეიძლება უფრო მცირე ლორდები კი მოალბოს, –
თქვა ტირიონმა, – მაგრამ არა – ზენაბაღი.
– მართალია, – დაეთანხმა ნეკა, – ამ საქმეში მთავარი ყვავილე-
ბის რაინდია. მეის ტაირელს ორი უფროსი ვაჟიც ჰყავს, მაგრამ ლო-
რასი ყოველთვის გამორჩევით უყვარდა. მის გულს თუ მოიგებ, ზე-
ნაბაღი შენი იქნება.
დიახ, გაიფიქრა ტირიონმა.
– მგონი, მაგალითი განსვენებული ლორდი რენლისგან უნდა
ავიღოთ. ტაირელის მოკავშირეობა შეგვიძლია მისი გამოცდილი
გზით მოვიპოვოთ. ქორწინებით. ვარისი ყველაზე სწრაფად მიხვდა.
– ფიქრობ, მეფე ჯოფრის მარჯერი ტაირელი შერთო.
– ეგრეა, – რენლის ყმაწვილი ცოლი თხუთმეტ თუ თექვსმეტ
წელზე მეტის არ იქნებოდა, როგორც ტირიონს ახსოვდა... ჯოფრიზე
უფროსია, მაგრამ რამდენიმე წელიწადი არაფერს ნიშნავს. ტირიო-
ნი ლამის აგემოვნებდა ამ მარჯვე, ტკბილ გეგმას.
– ჯოფრი სანსა სტარკზეა დანიშნული, – შეედავა სერსეი.
– საქორწინო შეთანხმებები შეიძლება დაირღვეს. რა სარგე-
ბელს მოიტანს, მეფემ მკვდარი მოღალატის ასულზე რომ იქორწი-
ნოს?
ნეკამ ხმა ამოიღო.
– შეგიძლიათ, მისი მოწყალების ყურადღება მიაქციოთ იმას,
რომ ტაირელები სტარკებზე ბევრად უფრო მდიდრები არიან, და
რომ მარჯერიზე ამბობენ, ლამაზიაო... და თანაც მისი ლოგინში ჩაწ-
ვენაც უკვე შეიძლება.
– დიახ, – თქვა ტირიონმა, – ჯოფრის ეს ამბავი უნდა მოეწონოს.
– ჩემი ვაჟი ჯერ მეტისმეტად პატარაა, ეგ საქმეები რომ აღელვებ-
დეს. – ეგრე გგონია? – ჰკითხა ტირიონმა, – ცამეტისაა, სერსეი. მე
მაგ ასაკში შევირთე ცოლი.
681
– შენ იმ სამწუხარო ამბით ყველას ჩირქი მოგვცხე. ჯოფრი უფრო
დახვეწილია. – იმდენად დახვეწილი, რომ სერ ბოროსს სანსასთვის
კაბა შემოახევინა. – გაბრაზდა გოგოზე და იმიტომ.
– იმ მზარეულ ბიჭზეც გაბრაზდა, წუხელ სუპი რომ დააქცია, მაგ-
რამ არ გაუშიშვლებია. – ეგ რაღაც დაღვრილი სუპის ბრალი კი არ
იყო...
არა, ეგ რაღაც ლამაზი ძუძუების ბრალი იყო. იმ დღეს ეზოში
დატრიალებული ამბის მერე ტირიონი ელაპარაკა ვარისს, თუ რო-
გორ შეიძლებოდა ჯოფრისთვის ჩატაიასთან სტუმრობის მოწყობა.
თაფლის გემომ ბიჭი იქნებ დაატკბოსო, იმედი ჰქონდა. ღმერთებმა
ქნან და, იქნებ მადლიერების გრძნობაც კი გასჩენოდა, ტირიონს კი
თავისი ბატონისგან ცოტა მეტი კეთილგანწყობა ნამდვილად არ აწ-
ყენდა. რასაკვირველია, ეს საიდუმლოდ უნდა მოეხერხებინათ. ყვე-
ლაზე ძნელი მოსახერხებელი მისგან ქოფაკის მოცილება იქნებო-
და.
– ეგ ძაღლი თავის პატრონს შორს არასოდეს სცილდება, –
ბჭობდა იგი ვარისთან, – მაგრამ ყველა კაცს სძინავს ხოლმე. ზოგი
კიდევაც თამაშობს, ბოზებშიც დადის და ღვინის სარდაფებშიც.
– ქოფაკი ყველაფერსაც აკეთებს ხოლმე, მაგას თუ მეკითხები. –
არა, – უთხრა ტირიონმა, – იმას გეკითხები, როდის-მეთქი. ტირი-
ონმა ლოყაზე მიიდო ხელი და იდუმალად გაიღიმა.
– მილორდ, ეჭვიან კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ გინდა იპო-
ვო დრო, როდესაც სანდორ კლეგეინი მეფე ჯოფრის არ იცავს, ბიჭის
დაშავება უფრო იოლი რომ ყოფილიყო.
– დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მიცნობ, მასე რომ არ იფიქრო,
ლორდ ვარის, – უთხრა ტირიონმა, – მე მინდა, ჯოფრის ვუყვარდე,
ესაა და ეს. საჭურისი დაპირდა, მაგ საქმეს მივხედავო. მაგრამ ომი
თავისას ითხოვდა; ჯოფ – რის მამაკაცად კურთხევა გადაიდო.
682
– უეჭველია, შენ საკუთარ ვაჟს ჩემზე უკეთ იცნობ, – თავს ძალა
დაატანა და ასე უთხრა სერსეის, – მაგრამ ტაირელთან ქორწინების
სასარგებლოდ მაინც ბევრი რამის თქმა შეიძლება. ეს შესაძლოა
ერთადერთი საშუალება იყოს, რომ ჯოფრიმ ცოცხალმა მიატანოს
თავის ქორწინების ღამემდე.
ნეკა დაეთანხმა.
– სტარკის გოგო ჯოფრის საკუთარი სხეულის მეტს ვერაფერს
შესთავაზებს, რაც არ უნდა ტკბილი ძღვენი იყოს ეს. მარჯერი ტაი-
რელს კი ორმოცდაათი ათასი ხმალი და ზენაბაღის მთელი ძლიერე-
ბა მოჰყვება.
– ნამდვილად, – ვარისმა დედოფალს სახელოზე ჩამოსდო თა-
ვისი რბილი ხელი, – შენ დედის გული გალაპარაკებს და ისიც ვიცი,
მის მოწყალებას უყვარს თავისი პატარა საცოლე, მაგრამ მეფემ უნ-
და ისწავლოს, სახელმწიფოს საჭიროებებს საკუთარ სურვილებზე
წინ რომ უნდა დაყენება. მე ვამბობ, რომ ეს უნდა შევთავაზოთ.
დედოფალმა მკლავი საჭურისის შეხებისგან გაითავისუფლა.
– ქალი რომ იყო, ასე არ ილაპარაკებდი. რაც გინდათ თქვით, მი-
ლორდებო, მაგრამ ჯოფრი მეტისმეტად ამაყია საიმისოდ, რენლის
დანატოვარს რომ დასჯერდეს. ამაზე არასოდეს დათანხმდება.
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– როდესაც სამ წელიწადში მეფეს ასაკი შეუსრულდება, მას შე-
ეძლება დათანხმდეს ან არ დათანხმდეს რჩევებს. მანამდე შენ ხარ
მისი რეგენტი და მე ვარ მისი მარჯვენა, და იმას მოიყვანს ცოლად,
ვისზედაც ჩვენ ვეტყვით, მოიყვანეო. დანატოვარზე ვეტყვით თუ რა-
ზეც.
სერსეის უკვე ისრები გამოლეოდა.
– მაშინ შესთავაზეთ, მაგრამ ღმერთებმა დაგიფაროთ, ჯოფრის
ის გოგო თუ არ მოეწონა.
683
– სასიამოვნოა, რომ შევთანხმდით, – თქვა ტირიონმა, – მაშ,
რომელი ჩვენგანი წავა მწარე ხიდთან? სერ ლორასს მანამდე უნდა
მივართვათ ჩვენი შეთავაზება, სანამ სისხლი გაუნელდებოდეს.
– აპირებ, რომელიმე მრჩეველი გაგზავნო?
– არა მგონია, ყვავილების რაინდმა ბრონს ან შაგას გაუყადროს
თავი, ჰო? ტაირელები ამაყები არიან.
მისმა დამ ხელიდან არ გაუშვა მომენტი და ვითარების თავის სა-
სიკეთოდ მობრუნებას შეეცადა.
– სერ ჯაკლინ ბაივოტერი კეთილშობილი წარმომავლობისაა. ის
გაგზავნე. ტირიონმა თავი გაიქნია.
– ისეთი ვინმე გვინდა, ვისაც ჩვენი ნათქვამის გამეორებაზე და
პასუხის უკან წამოღებაზე მეტი რამ შეეძლება. ჩვენმა დესპანმა მე-
ფის და საბჭოს სახელით უნდა ილაპარაკოს და საქმე სწრაფად მო-
აგვაროს.
– მეფის პირით მარჯვენა ლაპარაკობს, – სანთლის ალი სერსეის
თვალებში ველური ცეცხლივით მწვანედ ციალებდა, – შენ თუ გაგ-
გზავნით, ტირიონ, იგივეა, ვითომც თავად ჯოფრი წასულა. ან კი უკე-
თესს ვის ვნახავთ, შენ სიტყვებს ისევე ოსტატურად მოიხმარ, რო-
გორც ჯეიმი – ხმალს.
ასე ძალიან გინდა ჩემი ქალაქიდან გასტუმრება, სერსეი?
– მეტად გულისხმიერი ბრძანდები, დაო, მაგრამ მეჩვენება, რომ
ვაჟის დედას ბევრად უფრო შეეფერება მისი ქორწინების მოწყობა,
ვიდრე ვიღაც ბიძას. და შენ მეგობრების მოპოვების ისეთი ნიჭი
გაქვს, რომლის მსგავსზეც მე ვერც კი ვიოცნებებ. ქალს თვალები
დაუწვრილდა.
– ჯოფს სჭირდება, რომ გვერდში ვყავდე.
– თქვენო მოწყალებავ, მილორდ მარჯვენავ, – თქვა ნეკამ, – მე-

684
ფეს ორივენი აქ სჭირდებით. ნება მომეცით, მე წავიდე თქვენ ნაც-
ვლად.
– შენ? – ნეტავ რა სარგებელს ხედავს ამაშიო, საგონებელს მი-
ეცა ტირიონი. – მე მეფის მრჩეველი ვარ, მაგრამ არა მისი ნათესავი,
ასე რომ, ჩემგან მძევალი ვერ გამოვა. სერ ლორასი საკმაოდ ახ-
ლოს გავიცანი, ტურნირზე რომ იყო ჩამოსული, და მისთვის წყენის
მიზეზი არ მიმიცია. მეის ტაირელს ჩემი მტრობა გულში არ უდევს,
რამდენადაც ვიცი, და თავი მომაქვს, რომ არც მოლაპარაკებებში
ვარ გაუწაფავი. ჩაგვიგდო ხელში. ტირიონი არ ენდობოდა პეტირ
ბეილიშს, არც მისთვის თვალის მოცილება სურდა, მაგრამ სხვა რა
გზა რჩებოდა? ან ნეკა უნდა წასულიყო, ან თავად ტირიონი, და ძა-
ლიან კარგად მოეხსენებოდა, რომ, თუ მეფის საბიჯელს რაღაც
დროით დატოვებდა, ყველაფერი, რისთვისაც კი მიეღწია, უცებ და-
იფუშებოდა. – აქედან და მწარე ხიდამდე ბრძოლებია გაჩაღებული,
– წარმოთქვა ფრთხილად, – და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ
ლორდი სტანისი საკუთარ მწყემსებსაც წარგზავნიდა თავისი ძმის
გზააბნეული ცხვრების მოსაკრებად. – მწყემსების არასოდეს მშინე-
ბია. მე ცხვრები უფრო მაფიქრებენ. მაგრამ, რასაკვირველია,
მხლებლები მეყოლება.
– შემიძლია, ასი ოქროსმოსასხამიანი მოგცე, – უთხრა ტირიონ-
მა. – ხუთასი.
– სამასი.
– და კიდევ ორმოციც – ოცი რაინდი ამდენივე საჭურველ-
თმტვირთველით. რაინდული ამალით თუ არ მივადექი, ტაირელები
ზედაც არ შემომხედავენ. ესეც მართალი იყო.
– თანახმა ვარ.
– ჩემს რაზმში ღორასს და ღობერსაც ჩავრთავ და ბოლოს მათ
ლორდ-მამასთან გავგზავნი. კეთილი ნების ჟესტი იქნება. პაქსტერ
685
რედვაინი გვჭირდება, ის მეის ტაირელის უძველესი მეგობარია და
თავადაც კარგა ძალის მფლობელია.
– და მოღალატეც, – ჯიუტად წარმოთქვა დედოფალმა, – არბო-
რიც ყველა დანარჩენთან ერთად რენლის მიუდგებოდა, რედვაინს
ძალიან კარგად რომ არ სცოდნოდა, ამით მისი ლეკვები დაშავდე-
ბოდნენ.
– რენლი მოკვდა, თქვენო მოწყალებავ, – აღნიშნა ნეკამ, – და
არც სტანისს, არც ლორდ პაქსტერს არ დავიწყებიათ, რედვაინის გა-
ლერები ზღვას რომ კეტავდნენ გრიგალის კიდის ალყის დროს. და-
უბრუნე ტყუპები და ჩვენ შეიძლება რედვაინების სიყვარული მოვი-
პოვოთ.
სერსეი შეუვალი იყო.
– სხვებსაც წაუღიათ მისი სიყვარული, მე მისი ხმლები და იალ-
ქნები მჭირდება. იმ ტყუპებზე ჩაბღაუჭება საუკეთესო ხერხია, ნამ-
დვილად მოვიპოვოთ, რაც გვინდა. ტირიონს ამაზე პასუხი ჰქონდა.
– მაშინ მოდი, სერ ჰობერი დავაბრუნოთ არბორში, სერ ჰორასი
კი დავიტოვოთ. ლორდი პაქსტერი საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყოს,
რომ ამ მინიშნების აზრი ამოიცნოს. ამ შეთავაზებას ყველა დაეთან-
ხმა, მაგრამ ნეკას ჯერ არ მოეთავებინა. – ცხენები დაგვჭირდება.
სწრაფები და ღონიერები. ომია და შემცვლელებს გზადაგზა ძნელად
ვიშოვით. ოქროს გვარიანი მარაგიც დაგვჭირდება, სასაჩუქრედ,
ადრეც რომ ვთქვით.
– წაიღე, რამდენიც გჭირდებათ. ქალაქი თუ დაეცა, სტანისი ისე-
დაც ყველაფერს მიიტაცებს.
– დამჭირდება წერილობითი გუჯარი. საბუთი, რაც მეის ტაი-
რელს ყველა ეჭვს გაუქრობს ჩემი ავტორიტეტის შესახებ; რაც მე
სრულ ძალაუფლებას მომანიჭებს, მასთან მოლაპარაკება ვაწარ-
მოო ამ ქორწინების და ნებისმიერი სხვა შეთანხმების თაობაზე, რაც
686
კი საჭირო იქნება, და მეფის სახელით მისი მხარის ვალდებულების
პირობებიც გავცე. მას ხელი უნდა მოაწეროს ჯოფრიმ და ამ საბჭოს
ყველა წევრმა, და ყოველი ჩვენგანის ბეჭედი დაესვას.
ტირიონი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
– შევთანხმდით. ამით მორჩა? შეგახსენებ, აქედან მწარე ხიდამ-
დე გრძელი გზაა. – მე მას განთიადამდე დავადგები, – ნეკა წამოდ-
გა, – მჯერა, რომ დავბრუნდები, მეფე იზრუნებს, სათანადო ჯილდო
მომეცეს მისი საქმისთვის თავდადების საფასურად. ვარისმა ჩა-
იხითხითა.
– ჯოფრი ისეთი მადლიერებით აღსავსე ბატონია, დარწმუნებუ-
ლი ვარ, გულდაწყვეტილი არ დარჩები, ჩემო კეთილო და მამაცო
ლორდო.
დედოფალი უფრო პირდაპირი აღმოჩნდა.
– რა გინდა, პეტირ?
ნეკამ ტირიონს გახედა მზაკვრული ღიმილით.
– ამაზე ცოტა ხანს უნდა დავფიქრდე. უეჭველად, რამეს მოვი-
ფიქრებ, – მან ფართო ჟესტით დაუკრა ყველას თავი და გავიდა, ისე
არხეინად, თითქოს რომელიმე თავისი საროსკიპოსკენ აეღო გეზი.
ტირიონმა ფანჯრიდან გაიხედა. ისეთი სქელი ნისლი იდგა, რომ
ეზოს გადაღმა გალავანსაც კი ვერ არჩევდა. იმ სირუხეში რამდენიმე
ბუნდოვანი შუქი გამოკრთოდა. გზას დასადგომად ურიგო დღეაო,
გაიფიქრა. პეტირ ბეილიშის არ შურდა.
– ჯობს, იმ საბუთების შედგენას შევუდგეთ. ლორდ ვარის, პერ-
გამენტი და კალამი მოატანინე. და ვინმემ ჯოფრი უნდა გააღვიძოს.
ჯერ კიდევ ბურუსი და სიბნელე იდგა, როცა კრება, ბოლოს და
ბოლოს, დასრულდა. ვარისმა სწრაფად დატოვა დარბაზი, მისმა
რბილმა ფაჩუჩებმა ჩქარ-ჩქარა გადაჭრეს ქვის იატაკი. ლანისტერე-
ბი წუთით კართან შეყოვნდნენ. – როგორ მიდის შენი ჯაჭვის საქმე,
687
ძმაო? – ჰკითხა დედოფალმა, სანამ სერ პრესტონი მხრებზე ციყვის
ბეწვის სარჩულით დათბუნებულ, ვერცხლოვანი ფარჩის მოსასხამს
უმაგრებდა.
– რგოლი რგოლს ემატება და გრძელდება. ღმერთებს მადლობა
უნდა შევწიროთ, რომ სერ კორტნი პენროუსი ასე ძალიან ჯიუტია.
სტანისი არასოდეს გამოემართება ჩრდილოეთისკენ, თუ ზურგსუ-
კან გრიგალის კიდე აუღებელი დარჩა. – ტირიონ, მე ვიცი, რომ ყო-
ველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ასე მგონია, რომ
ვცდებოდი შენი შეფასებისას. არც ისე უიმედო სულელი ხარ, რო-
გორც მეგონა. მართალი თუ გინდა, ახლა ვხვდები, რომ ძალიან
დაგვეხმარე. მადლობა ამისთვის. უნდა მაპატიო, წარსულში მკვა-
ხედ თუ გელაპარაკებოდი. – უნდა გაპატიო? – ტირიონმა მხრების
აჩეჩვა და ღიმილი შეაგება, – ძვირფასო დაიკო, ისეთი არაფერი
გითქვამს, რასაც პატიება სჭირდება.
– ანუ ამბობ, რომ დღეს არ მითქვამს? – მათ ერთად გაიცინეს...
და სერსეი დაიხარა, სწრაფი, ნაზი ამბორით შეეხო შუბლზე.
ტირიონმა გაოცებით ხმა ვეღარ დაძრა. იდგა და უცქერდა დარ-
ბაზში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ქალს, რომელსაც გვერდით სერ
პრესტონი მიჰყვებოდა. – გავგიჟდი თუ ამწუთას ჩემმა დამ მაკოცა?
– ჰკითხა ბრონს, როდესაც სერსეი თვალს მიეფარა.
– ასე ძალიან საამო იყო?
– ეს იყო... მოულოდნელი, – სერსეი ბოლო დროს უცნაურად იქ-
ცეოდა. ტირიონს ეს ძლიერ აშფოთებდა, – ვცდილობ გავიხსენო,
ბოლოს როდის მაკოცა. მაშინ ექვს ან შვიდ წელზე მეტის ვერაფრით
ვიქნებოდი. მაშინაც ჯეიმიმ აკოცნინა. – მან, ბოლოს და ბოლოს,
აღიარა შენი მომხიბვლელობა.
– არა, – თქვა ტირიონმა, – არა, ამ ქალმა რაღაც ჩაიფიქრა. ჯო-
ბია, გაარკვიე, რა, ბრონ. ხომ იცი, მეჯავრება მოულოდნელობები.
688
თეონი

თეონმა ლოყიდან ხელის ზურგით მოიწმინდა ფურთხი.


– რობი გამოგფაშვავს, გრეიჯოი! – დაიკივლა ბენფრედ ტოლ-
ჰარტმა, – შენს მოღალატე გულს თავის მგელს აჭმევს, შე ცხვრის
ნეხვო!
ერონ თმასველის ხმამ ხმალივით გაკვეთა უწმაწური სიტყვების
კორიანტელი. – ახლა კი უნდა მოკლა!
– მანამდე რამდენიმე კითხვას დავუსვამ, – თქვა თეონმა.
– ტრაკში შეიტენე შენი კითხვები, – გასისხლული, უღონო ბენ-
ფრედი სტიგსა და ვერლაგს შორის ეკიდა, – ყელში გაგეჩხირება,
მანამ ჩემგან რამე პასუხს მიიღებდე, მხდალო! მოღალატე!
ძია ერონი შეუვალი იყო.
– შენ რომ გაფურთხებს, ამით ჩვენ ყველას გვაფურთხებს. დამ-
ხრჩვალ ღმერთს აფურთხებს! უნდა მოკვდეს.
– მამაჩემმა მეთაურად აქ მე გამომგზავნა, ძია.
– მე კი გამომგზავნა, რჩევები რომ გაძლიო!
და თვალყური მადევნო. თეონი ვერ ბედავდა, ბიძამისს ზედმე-
ტად მისწოლოდა. კი, მეთაური თვითონ იყო, მაგრამ მის ჯარისკა-
ცებს დამხრჩვალი ღმერთის უფრო სწამდათ, ვიდრე მისი, და ერონ
თმასველი მათ შიშის ზარს სცემდა. არც გაემტყუნებათო, გაიფიქრა
თეონმა.
– ამის გამო თავს წააგებ, გრეიჯოი. თვალებს ყვავები ამოგკორ-
ტნიან, – ბენფრედმა სცადა, ისევ შეეფურთხებინა, მაგრამ პირიდან
მხოლოდ ცოტაოდენი სისხლი გადმოუვარდა, – სხვებსაც უჩინ-
ჩლავთ ეგ თქვენი გაწუწული ღმერთი! ტოლჰარტ, ამით საკუთარი

689
სიცოცხლე გადააფურთხე, გაიფიქრა თეონმა. – სტიგ, ენა ჩააგდე-
ბინე, – უთხრა თავის კაცს.
მათ ბენფრედი მუხლებზე დააჩოქეს. ვერლაგმა ქამრიდან კურ-
დღლის ტყავი ამოიძრო და კბილებს შორის შესჩარა, ყვირილი რომ
დაეჩუმებინა. სტიგმა ტაბარი მოიმარჯვა.
– არა, – განაცხადა ერონ თმასველმა, – ღმერთს უნდა მივცეთ.
ძველი წესის თანახმად. რა მნიშვნელობა აქვს? მკვდარი მკვდარია.
– წაიყვანე მაშინ.
– შენც წამოხვალ. აქ მეთაური შენ ხარ. მსხვერპლი შენგან უნდა
იყოს. თეონს ამდენის ატანაც არ შეეძლო.
– ქურუმი შენ ხარ, ძია, ღმერთის საქმეები შენთვის დამითმია.
შენც იგივე სიკეთე მიქენი და ომის საქმეები მე დამითმე, – მან ხელი
გაიქნია და ვერლაგმა და სტიგმა ტყვე ნაპირისკენ წაათრიეს. ერონ
თმასველმა ძმისშვილს გამკიცხავი მზერა შეავლო და მათ მიჰყვა.
ქვის ნაპირამდე ჩავიდოდნენ ბენფრედ ტოლჰარტის მარილიან
წყალში ჩასახრჩობად. ძველი წესით.
იქნებ ეს გულმოწყალებაც იყოსო, ფიქრობდა თეონი, როდესაც
საპირისპირო მხარეს მიემართებოდა. სტიგი ვერ იყო დიდად გაწა-
ფული ჯალათი, ბენფრედს კი ტახივით სქელი კისერი ჰქონდა, კუნ-
თებით და ქონით დამსხვილებული. მაგაზე დავცინოდი ხოლმე, მა-
ინტერესებდა, რამდენად შევძლებდი მის გამწარებას, გაახსენდა
თეონს. ეს იყო რამდენი, სამი წლის წინ? როდესაც ნედ სტარკი ტო-
რენის მტკიცში გაემგზავრა სერ ჰელმანის სანახავად, თეონი თან
იახლა და მან ორი კვირა გაატარა ბენფრედის გვერდით.
გამარჯვების უხეში ღრიანცელი ესმოდა გზის მოსახვევიდან, სა-
დაც ბრძოლა გადაიხადეს... თუ მოინდომებდი და ამას ბრძოლას
დაარქმევდი. ცხვრების ხოცვას უფრო ჰგავდა, მართალი თუ გინდა.
ფოლადისმატყლიანი, მაგრამ მაინც ცხვრების ხოცვას.
690
ქვის ნაყარზე ავიდა და მკვდარ ხალხს და მომაკვდავ ცხენებს და-
ხედა. ცხენები უკეთეს ბედს იმსახურებდნენ. ტიმორმა და მისმა
ძმებმა შეკრიბეს ისინი, რომლებიც ბრძოლას უვნებლად გადაურ-
ჩნენ, არზენმა და შავმა ლორენმა კი დაადუმეს ის ცხოველები, რომ-
ლებიც მძიმედ იყვნენ დაშავებულები და ვერ გადარჩებოდნენ. და-
ნარჩენები გვამებს ძარცვავდნენ. გევინ ჰარლო მკვდარს მუხლებით
დასდგომოდა მკერდზე და ბეჭდების მოსაძრობად თითებს ახერხავ-
და. რკინის ფასს იხდიდა. ლორდი-მამაჩემი მოუწონებდა. აზრად
გაუელვა, ხომ არ დავძებნო ის ორი კაცი, ჩემი ხელით რომ მოვკა-
ლი, და არ ვნახო, რამე ღირებული ძვირფასეულობა ხომ არ
აბიათო, მაგრამ ამ განზრახვამ პირში მწარე გემო გაუჩინა. წარმო-
იდგინა, რას იტყოდა ედარდ სტარკი. მაგრამ ამ ფიქრმა გააბრაზა
კიდევაც. სტარკი მკვდარია და ლპება, და არაფრადაც არ მენაღ-
ვლება, შეახსენა თავს.
ბებერი ბოტლი, მეტსახელად თევზიწვერა, მოღუშული იჯდა
ალაფის გროვასთან, რომელსაც მისი სამი ვაჟი ამატებდა და ამა-
ტებდა. ერთი მათგანი ახლა ეძიძგილავებოდა სქელ ტოდრიკს, რო-
მელიც მკვდრებს შორის დაბარბაცებდა, ცალ ხელში ელით სავსე
ყანწი ეჭირა, მეორეში – ტაბარი, მხრებზე კი თეთრი მელიის ბეწვის
მოსასხამი მოეგდო, წინა მფლობელის სისხლით სულ ოდნავ შელა-
ხული.
მთვრალიაო, გაიფიქრა თეონმა, მაღლიდან რომ დასცქეროდა.
ამბობდნენ, რომ ძველად რკინის კაცები ხშირად თვრებოდნენ
ბრძოლებში სისხლით, ისე გავეშებით ომობდნენ, რომ არც ტკი-
ვილს გრძნობდნენ, არც მტრის შიშს, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი
ელით იყო გამობრუჟული.
– ვექს, ჩემი მშვილდი და კაპარჭი მოიტა, – ბიჭი გაიქცა და ია-

691
რაღი მოურბენინა. თეონმა მშვილდი მოზიდა და ლარი ნაჭდევში ჩა-
აცურა, ტოდრიკმა კი ამასობაში ბოტლის ბიჭი წააქცია და თვალებ-
ში ელი შეასხა. თევზიწვერა გინებით წამოხტა ფეხზე, მაგრამ თეონ-
მა დაასწრო. ყანწიან ხელში უმიზნებდა, სურდა, ისეთი ნასროლი ეჩ-
ვენებინა, სალაპარაკოდ რომ გახდომოდათ, მაგრამ ტოდრიკმა ჩა-
ნაფიქრი წაუხდინა და გვერდზე გადაიხარა, როგორც კი თეონმა
ლარი გაუშვა. ისარი მუცელში მოხვდა.
მოალაფეები გაშეშდნენ, პირდაღებულები შემოაცქერდნენ. თე-
ონმა მშვილდი დაუშვა.
– არავითარი ლოთობა-მეთქი, ვთქვი, და არავითარი ჩხუბი
ალაფისთვის, – მუხლებზე დაცემული ტოდრიკი ხმაურით კვდებო-
და, – ბოტლი, დაადუმე, – თევზიწვერა და მისი ვაჟები სწრაფად და-
მორჩილდნენ. ყელი გამოჭრეს ტოდრიკს, რომელიც უკვე სუსტად-
ღა იქნევდა ფეხებს, და, ჯერ სულიც არ ამოსვლოდა, რომ უკვე ააცა-
ლეს ქურქიც, ბეჭდებიც და იარაღიც.
ახლა ეცოდინებათ, რომ, რასაც ვამბობ, უნდა შეასრულონ.
ლორდმა ბეილონმა მეთაურობა იქნებ კიდევაც” ჩააბარა, მაგრამ
თეონმა იცოდა, რომ ჯარისკაცებიდან ზოგი მასში მწვანე მიწებიდან
ჩამოსულ ერთ ნაზ ბიჭს ხედავდა და მეტს არაფერს. – ვინმეს კიდევ
სწყურია? – არავინ გამოპასუხებია, – კარგია. – მან ფეხი გაჰკრა
ბენფრედის დაცემულ ბაირაღს, რომელიც მედროშე საჭურველ-
თმტვირთველს მაგრად ჩაებღუჯა მკვდარ ხელში. დროშის ქვემოთ
კურდღლის ტყავი იყო გამობმული. რატომ კურდღლის ტყავი? აპი-
რებდა ეკითხა, მაგრამ შეფურთხებამ კითხვები გადაავიწყა. მშვილ-
დი ისევ ვექსს გადაუგდო და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას,
თან იხსენებდა, რა აღტაცება იპყრობდა მოჩურჩულე ტყის მერე, და
უკვირდა, ეს გამარჯვება რად არ იყო ადრინდელივით ტკბილი.
ტოლჰარტ, შე წყეულო ამპარტავანო შტერო, წინ მზვერავებიც კი არ
692
გაგიგზავნია.
ისინი ხუმრობდნენ და მღეროდნენ კიდევაც, თავს რომ წაად-
გნენ. ტოლჰარტების სამი ხე ფრიალებდა მათ თავზემოთ, მათი შუ-
ბების წვერებზე კი შტერულად ფართხალებდა კურდღლის ტყავები.
ძეძვებში ჩამსხდარმა მეისრეებმა სიმღერის ხალისი წაუხდინეს, მე-
რე კი თეონი თავად წაუძღვა თავის ჯარისკაცებს, ხანჯლით, ტაბა-
რით და საომარი უროთი რომ დაესრულებინათ ეს სასაკლაო. ბრძა-
ნა, მათი მეთაური ცოცხალი აეყვანათ დასაკითხად.
მაგრამ არ მოელოდა, რომ ეს ბენფრედ ტოლჰარტი იქნებოდა.
თეონი თავის ზღვის ძუკნაზე რომ დაბრუნდა, ბენფრედის მომ-
ჩვარულ სხეულს უკვე წყლიდან ნაპირზე მოათრევდნენ. მისი დრა-
კარები კენჭებიანი სანაპიროს გასწვრივ ჩამდგარიყვნენ, მათი ანძე-
ბი ცის ფონზე იკვეთებოდა. მეთევზეების სოფლისგან არაფერი იყო
დარჩენილი ცივი ნაცრის გარდა, რომელიც ყარდა, როდესაც აწვიმ-
და ხოლმე. კაცები ყველა დახოცეს, რამდენიმეს გარდა, ვისაც თე-
ონმა გაქცევა დაანება, რათა მათ ამბავი მიეტანათ ტორენის მტკიც-
ში. მათი ცოლები და ასულები, ახალგაზრდები და ლამაზები რომ-
ლებიც იყვნენ, მლაშის ცოლებად ჩამოირიგეს. ბებრები და უშნოები
უბრალოდ გააბახეს და დახოცეს, ან მონებად დაიტოვეს, ვისზეც მო-
ეჩვენათ, საკმარისად გამრჯე და თვინიერიაო.
ის შეტევაც თეონმა დაგეგმა, დრაკარები სუსხიან ბინდში მიაყე-
ნა ნაპირს და ტაბარით ხელში პირველი ჩამოხტა ხომალდის ცხვი-
რიდან, თავის მეომრებს მძინარე სოფელში რომ შესძღოლოდა.
არც ეს საქმე იყო მისი გუნების, მაგრამ სხვა რა არჩევანი ჰქონდა?
მისი სამგზის წყეული და ახლაც კი ჩრდილოეთისკენ მიაცურებ-
და თავის შავ ქარს და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ თავისთვის ციხე-
სიმაგრეს მოიპოვებდა. ლორდმა ბეილონმა იზრუნა, რომ ხომალ-

693
დების შეკრების ამბავი რკინის კუნძულებს არ გასცდენოდა და თე-
ონის სისხლიანი საქმიანობა ქვის ნაპირზე ალაფისთვის დაცემულ
ზღვის მეკობრეებს დაჰბრალდებოდათ. ჩრდილოელები ვერ გაიაზ-
რებენ ნამდვილ საშიშროებას, სანამ მეხი უღრანის ციხეს და მოათ
კაილინს არ დაატყდება თავს. და როდესაც ყველაფერი მოთავდება
და გამარჯვებას მოვიპოვებთ, ისევ იმ ძუკნა აშაზე შეთხზავენ სიმღე-
რებს და არც კი გაახსენდებათ, რომ მე აქ ვიყავი. ასეც მოხდება, თუ
თავად არაფერი იღონა.
დაგმერ ყბაგახეთქილი თავისი დრაკარის, ქაფიყლაპიას მაღა-
ლი, ნაქანდაკარი ცხვირის გვერდით იდგა. თეონმა მას ხომალდე-
ბის გუშაგობა დაავალა; თორემ მეომრები ამასაც დაგმერის გამარ-
ჯვებად მონათლავდნენ, მისად კი არა. ვინმე უკადრის კაცს შეიძლე-
ბა ეს აბუჩად აგდებად მიეღო, მაგრამ ყბაგახეთქილმა მხოლოდ გა-
იცინა. – გამარჯვების დღეა, – ჩამოსძახა დაგმერმა, – შენ კი არც კი
იღიმები, ბიჭო. ცოცხლებმა უნდა გაიღიმონ, იმიტომ, რომ მკვდრებს
ეგ აღარ შეუძლიათ, – და თვითონ გაიღიმა, რომ ეჩვენებინა, რო-
გორ უნდოდა. ამან საზარელი სანახავი გახადა. თოვლივით თეთრი
თმის ფაფრის ქვეშ დაგმერს ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი ნაი-
არევი აჩნდა, რაც კი თეონს ენახა. ეს ბიჭობაში მოხვედრილმა ტა-
ბარმა დაუტოვა, რომელსაც ლამის შეეწირა კიდევაც. დარტყმამ მას
ყბა გაუპო, წინა კბილები ჩაუმსხვრია და ორის ნაცვლად ოთხი ტუჩი
დაუტოვა. ლოყებსა და ყელს ჯაგარა წვერი უფარავდა, მაგრამ ნაი-
არევზე თმა არ ამოსდიოდა, ამიტომაც დაჭმუჭნილი, პრიალა კანი
თოვლიან ველზე გაჩენილი ნაპრალის მსგავსად ორად უყოფდა სა-
ხეს, – ხომ გავიგონეთ, როგორ მღეროდნენ, – თქვა ბებერმა მე-
ომარმა, – კარგი სიმღერა იყო, მამაცურადაც გასძახოდნენ.
– უკეთ მღეროდნენ, ვიდრე იბრძოდნენ. გინდ ქნარები სჭერო-
დათ და გინდა ეგ შუბები.
694
– რამდენი კაცი დავკარგეთ?
– ჩვენები? – თეონმა მხრები აიჩეჩა, – ტოდრიკი. მე მოვკალი,
იმიტომ, რომ დათვრა და ნადავლზე ჩხუბობდა.
– ზოგი კაცი იმისთვის იბადება, რომ მოკლა, – ნაკლებად გულო-
ვანი კაცი მოერიდებოდა ასეთი საზარელი ღიმილის ჩენას, მაგრამ
დაგმერი უფრო ხშირად და ფართოდ იკრიჭებოდა, ვიდრე ლორდ
ბეილონს სჩვეოდა როდისმე. რაც არ უნდა შეუხედავი ყოფილიყო,
ამ ღიმილმა თეონს ათასი მოგონება გაუღვიძა. ბიჭობაში მას ხში-
რად ხედავდა ხოლმე, როდესაც ცხენს ხავსიან კედელზე გადაახტუ-
ნებდა ან ტაბარს მოიქნევდა და ზუსტად გაკვეთდა სამიზნეს. ეს ღი-
მილი შეეგება, როდესაც დაგმერის მოქნეულ ხმალს მარჯვედ დაუხ-
ვედრა თავისი, როდესაც გაფრენილი თოლია განგმირა ისრით,
როდესაც საჭეს ჩაეჭიდა და დრაკარი უხიფათოდ გაატარა ქაფებშე-
მომდგარი კლდეების ხახაში. მან მეტი ღიმილი გაიმეტა ჩემთვის,
ვიდრე მამაჩემმა და ედარდ სტარკმა ერთად. რობიც კი... იმ დღეს კი
ეკუთვნოდა გაღიმება, როდესაც ბრანი იმ ველურის ხელიდან დაიხ-
სნა, მაგრამ ამის ნაცვლად მოღუშულ შუბლს წააწყდა, თითქოსდა
მზარეული ყოფილიყო და წვნიანი მიეწვა. – უნდა დაგელაპარაკო,
ძია, – უთხრა თეონმა. დაგმერი მისი ღვიძლი ბიძა არ იყო, მხოლოდ
შეფიცული მსახური იყო და ოთხი თუ ხუთი თაობის წინ გრეიჯოის
სისხლი თუ შერეოდა, მხოლოდ მალულად; მაგრამ თეონი მაინც
ყოველთვის ძიას ეძახდა.
– ამო მაშინ ჩემს გემბანზე, – დაგმერისგან „მილორდებს“ ვერ
ეღირსებოდი, საკუთარ გემბანზე როცა იდგა. რკინის კუნძულებზე
თავის საკუთარ გემზე ყველა კაპიტანი მეფე იყო.
თეონმა ოთხი გრძელი ნაბიჯით აიარა ქაფიყლაპიას გემბანამდე
გადებული ლატანი და დაგმერი მას მოცუცქნული კიჩოს ოთახისკენ
წაუძღვა, სადაც ბერიკაცმა მჟავე ელით შეივსო ყანწი და თეონსაც
695
შესთავაზა. მან იუარა. – ცხენები საკმარისად ვერ დავიჭირეთ. ცო-
ტაა, მაგრამ... რაც არის, არის, მგონია, იმითაც მოვახერხებ, რაც
მყავს. ნაკლები მეომარი მეტ დიდებას ნიშნავს. – ცხენები რაში
გვჭირდება? – რკინისკუნძულელთა უმრავლესობის მსგავსად, დაგ-
მერს ქვეითად ან გემბანიდან ბრძოლა ერჩია, – ცხენები მხოლოდ
გემბანზე დაგვიჯვამენ და ფეხებში გაგვებლანდებიან.
– თუ გავცურეთ, ხო, – დაეთანხმა თეონი, – მე სხვა გეგმა მაქვს,
– ის ყურადღებით აკვირდებოდა თანამოსაუბრეს, რომ შეეტყო, რო-
გორ მიიღებდა იგი მის ნათქვამს. ყბაგახეთქილის გარეშე ვერა-
ფერს გახდებოდა. მეთაური იყო თუ რა, მებრძოლები არასოდეს
გაჰყვებოდნენ, თუ ერონიც და დაგმერიც მის წინააღმდეგ იქნებოდ-
ნენ, უჟმური ქურუმის დაყოლიების იმედი კი არ ჰქონდა.
– ლორდმა-მამაშენმა გვიბრძანა, სანაპირო დაგვეწიოკებინა და
მეტი არაფერი, – თეონს დაფანჩული თეთრი წარბების ქვემოდან
ზღვის ქაფივით უფერული თვალები შემოსცქეროდნენ. მათში გა-
კიცხვა ჩანდა თუ დაინტერესების ნაპერწკალი? ალბათ მეორე, გა-
იფიქრა თეონმა... იმედია...
– შენ მამაჩემის კაცი ხარ.
– მისი ყველაზე სანდო კაცი, და ყოველთვის ეგრე ვიყავი.
სიამაყე, გაიფიქრა თეონმა. ამაყია, და ეს უნდა გამოვიყენო, მი-
სი სიამაყე გამომადგება გასაღებად.
– რკინის კუნძულებზე არავინაა, ვინც შუბის და ხმლის ტრიალში
შეგედრება. – ძალიან დიდხანს იყავი წასული, ბიჭო. რომ წახვედი,
მართლაც ეგრე იყო, როგორც ამბობ, მაგრამ მე ამასობაში ჩამოვ-
ბერდი ლორდ ბეილონის სამსახურში. მომღერლები ახლა ანდრიკ-
ზე ამბობენ, ყველას ის სჯობიაო. ანდრიკ გაუღიმარი, ასე შეარქვეს.
უზარმაზარი კაცია. ძველი ვიკის ლორდ დრამს ემსახურება. და შავი
ლორენი და ასული ქარლიც ლამის ეგეთი შემზარავებია.
696
– ეგ ანდრიკი შეიძლება მძლავრი მებრძოლი იყოს, მაგრამ ჯა-
რისკაცებს მისი ისე არ ეშინიათ, როგორც შენი.
– კი, ეგ კი ეგრეა, – უთხრა დაგმერმა. ყანწზე მოვლებული თი-
თები ბეჭდებით ჰქონდა დამძიმებული. ოქრო, ვერცხლი და ბრინ-
ჯაო მოუჩანდა, საფირონებით, ძოწით და დრაკონის მინით დამშვე-
ნებული. თეონმა იცოდა, თითოეულში რკინის ფასი ჰქონდა გადახ-
დილი.
– მე რომ შენნაირი კაცი მყოლოდა სამსახურში, ამ ძარცვისა და
აწიოკების საბავშვო საქმეზე არ მოვაცდენდი. ეგ ლორდ ბეილონის
ყველაზე საიმედო კაცის საკეთებელი არაა.
დაგმერს ღიმილმა ტუჩები გაუპო და კბილების ჩაშავებული ნამ-
სხვრევები გამოუჩინა. – და არც მისი კანონიერი ვაჟის? – დაიგუგუ-
ნა მან, – ძალიან კარგად გიცნობ, თეონ. შენი პირველი ნაბიჯი მაქვს
ნანახი, პირველი მშვილდი მე მოგაზიდვინე. მოცდენილად მე კი არ
ვგრძნობ თავს.
– წესით და კანონით, ჩემი დის საქმე მე უნდა დამკისრებოდა, –
გამოტყდა თეონი, იგრძნო, წუწუნი რომ გამოუვიდა, და უხერხულად
შეიშმუშნა.
– გულთან ძალიან ახლო მიგაქვს ეგ საქმე, ბიჭო. შენი ლორდი-
მამა არ გიც – ნობს, ესაა და ეს. შენი ძმები რომ დახოცეს და შენ
მგლებმა მოგიტაცეს, ნუგეშად შენი და დარჩა. მიეჩვია, მას მინდო-
ბოდა, და გოგოსაც ერთხელაც არ უმტყუნია. – არც მე მიმტყუნია.
სტარკებმა იცოდნენ ჩემი ფასი. ბრინდენ შავი თევზის რჩეული მზვე-
რავი ვიყავი, მოჩურჩულე ტყეშიც მოწინავეთა შორის ვუტევდი. ამ-
დენი დამაკლდა, თავად მეფისმკვლელთან გადამეჯვარედინებინა
ხმლები, – თეონმა ორი ფუტის მანძილზე გაშალა ხელები, – ჩვენ
შორის დარინ ჰორნვუდი ჩადგა და სიცოცხლესაც გამოეთხოვა.

697
– ამეებს რატო მიყვები? – ჰკითხა დაგმერმა, – ხმალი პირვე-
ლად მე ჩაგიდე ხელში. ვიცი, მშიშარა არ ხარ.
– მამაჩემმაც იცის?
ჭაღარა მოხუც მებრძოლს ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა, რა-
ღაც უგემური ჩაკბიჩაო.
– ეგაა, რომ... თეონ, მგელი-ბიჭი შენი მეგობარია, და სტარკებს
ათი წელი ჰყავდი თავისთან.
– მე სტარკი არ ვარ, – ლორდმა ედარდმა იზრუნა საამისოდ, –
გრეიჯოი ვარ და ვაპირებ, მამაჩემის მემკვიდრე ვიყო. ეგ როგორ
მოვახერხო, თუ რამე საგმირო საქმით არ გამოვიჩინე თავი?
– ჯერ ჭაბუკი ხარ. სხვა ომებიც იქნება და საგმირო საქმეებიც არ
დაგაკლდება. ამჯერად ნაბრძანები გვაქვს, ქვის ნაპირი ვარბიოთ.
– მოდი, მაგას ბიძაჩემმა ერონმა მიხედოს. ექვს გემს მივცემ,
ყველას, ქაფიყლაპიასა და ზღვის ძუკნას გარდა, და წვას და ახრჩოს,
რამდენიც უნდა, სანამ თავის ღმერთს არ გამოაძღობს.
– მეთაურად შენ ხარ დანიშნული, ერონ თმასველი კი არა.
– თუ რბევა გაგრძელდება, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ქურუმი
იმას ვერ იზამს, მე რასაც ვაპირებ, ვერც იმას, შენგან რაც მინდა.
ისეთი საქმე მაქვს, რის გახერხებაც მხოლოდ დაგმერ ყბაგახეთ-
ქილს შეუძლია.
დარმერმა ბარაქიანად მოსვა ყანწიდან.
– მითხარი.
ცდუნებას ებრძვის, გაიფიქრა თეონმა. ეს ძარცვა ჩემზე მეტად კი
არ ეხალისება. – ჩემს დას თუ შეუძლია ციხესიმაგრის აღება, მეც კი
შემიძლია. – აშას ჩვენზე ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეტი ხალხი ჰყავს.
თეონმა მზაკვრული გაღიმების ნება მისცა თავს.
– სამაგიეროდ ჩვენ ოთხჯერ მეტი ტვინი გვაქვს და ხუთჯერ მეტი
– სიმამაცე. – მამაშენი...
698
– ...მადლობას მეტყვის, მის სამეფოს რომ გადავცემ. ისეთი რა-
მის ქმნას ვაპირებ, კიდევ ათას წელს მაგაზე მღეროდნენ მგოსნები.
თეონმა იცოდა, ეს დაგმერს შეაფიქრიანებდა. მგოსანმა სიმღე-
რა შეთხზა ტაბარზე, რომელმაც მას ყბა ორად გაუპო, და ბერიკაცს
უყვარდა მისი მოსმენა. როცა კი შეთვრებოდა ხოლმე, მეკობრულ
სიმღერას მოითხოვდა, რამეს ისეთს, ხმამაღალი და ბობოქარი რომ
ყოფილიყო, მკვდარ გმირებზე და განუსჯელ სიმამაცეზე. თმა გა-
უთეთრდა, კბილები დასცვივდა, და მაინც დიდება სწყურია. – მე რა
მეკისრება მაგ შენს გეგმებში, ბიჭო? – იკითხა დაგმერ ყბაგახეთ-
ქილმა კარგა ხნის დუმილის მერე და თეონი მიხვდა, რომ ბერიკაცი
მისი იყო. – მტრის გულში შიში დააბუდო, ისე, როგორც ეს მხოლოდ
შენი სახელის ხსენებას შეუძლია. შენ ჩვენი ძალის დიდ ნაწილს გა-
იყოლებ და ტორენის მტკიცისკენ გასწევ. ჰელმან ტოლჰარტმა სა-
უკეთესო მეომრები სამხრეთში გაიყოლა, ბენფრედი კი აქ მოკვდა
მათ ძეებთან ერთად. ახლა იქ ბიძამისი ლეობოლდი იქნება დარჩე-
ნილი, მცირე გარნიზონით, – ბენფრედის დაკითხვა რომ დამცლო-
და, იმასაც გავიგებდი, ზუსტად რამხელათიო, გაიფიქრა, – დაუფა-
რავად მიადექით. რამდენიც გინდა, იმდენი საგმირო სიმღერა იმღე-
რეთ. ის მინდა, კარიბჭე დაკეტონ.
– ეს ტორენის მტკიცი ძლიერი ციხეა?
– საკმაოდ ძლიერია. ოცდაათი ფუტის სიმაღლის ქვის გალავანი
აქვს, ყოველ კუთხეში – კვადრატული კოშკი და შიგნითაც – კვად-
რატული ციხე. – ქვის გალავანს ცეცხლს ვერ წაუკიდებ. როგორ უნ-
და ავიღოთ? იმდენი არ ვართ, თუნდაც რომ პატარა ციხესიმაგრეზე
შეტევა შეგვეძლოს. – თქვენ მათ გალავანთან ბანაკს დასცემთ და
ფილაკვნების და საალყე მანქანების აგებას შეუდგებით.
– ეგ ძველი წესი აღარაა. დაგავიწყდა? რკინელები ხმლებით და
ტაბარებით იბრძვიან, ქვების სროლით კი არა. მტრის შიმშილით
699
დამარცხება სახელს ვერ გაგითქვამს. – ლეობოლდს ეგ არ ეცოდი-
ნება. როდესაც დაინახავს, რომ საალყე მანქანებს აგებთ, ის თავისი
დედაბრული სისხლი ძარღვებში გაეყინება და მიშველეთო, აბღავ-
ლდება. მშვილდოსნები დააშოშმინე, ძია, გაუშვი ყორნები, გაფრინ-
დნენ. ვინტერფელის კასტელანი მამაცი კაცია, მაგრამ ასაკმა გონე-
ბაც ისევე დაუუძლურა, როგორც მხარ-მკლავი. რომ გაიგებს, მისი
მეფის ერთ მებაირაღეს საზარელი დაგმერ ყბაგახეთქილი დაესხა
თავს, თავის ძალებს შეკრებს და ტოლჰარტის მტკიცისკენ გაქანდე-
ბა. ეს მისი ვალია. სერ როდრიკმა კი, რა-რა და, ვალის ასრულება
იცის. – რა ძალაც არ უნდა მოკრიბოს, ჩემსაზე მეტი იქნება, – თქვა
დაგმერმა, – ეს ბებერი რაინდები კი იმაზე გამჭრიახები არიან, ვიდ-
რე შენ გგონია, თორემ პირველ ჭაღარასაც ვერ მოესწრებოდნენ.
ისეთ ბრძოლაში გვიშვებ, რომლის მოგებაც არ შეგვიძლია, თეონ.
ეს ტორენის მტკიცი არ დაეცემა.
თეონმა გაიღიმა.
– ტორენის მტკიცის აღებას არც ვაპირებ

არია

ციხესიმაგრე გნიასს და არეულობას მოეცვა. კაცები ფორნებზე


შემდგარიყვნენ და ღვინის კასრებს, ფქვილის ტომრებს და ახალ-
გათლილი ისრების კონებს ტვირთავდნენ. მჭედლები ხმლებს პი-
რებს უმართავდნენ, ჩაჭყლეტილ სამკერდულებს ასწორებდნენ და
ნალებს აკრავდნენ საბრძოლო ულაყებს თუ სასაპალნე ჯორებს.
ჯაჭვის პერანგებს ქვიშიან კასრებში ყრიდნენ და ეზოს ოღროჩოღ-
რო ქვაფენილზე აგორავებდნენ, გასახეხად და გასაპრიალებლად.
ვისის ქალებს ოცი მოსასხამი უნდა შეეკეთებინათ, კიდევ ასიოდე –
გაერეცხათ. დიდებული და მდაბიო ერთნაირად შეყრილიყო სეპტში
700
სალოცავად. გალავნის გარეთ კარვებს და ჩარდახებს კეცავდნენ.
საჭურველთმტვირთველები სამზად კოცონებზე წყლიან სათლებს
ცლიდნენ, ჯარისკაცები კი სალესებს იღებდნენ, ხმლებისთვის ბო-
ლოჯერაც რომ გაესვათ. ყველაფერი ხმაურობდა: ცხენები ქარებს
უშვებდნენ და ჭიხვინებდნენ, ლორდები ბრძანებებს გაჰყვიროდნენ,
ჯარისკაცები ერთმანეთს აგინებდნენ, ბანაკის მიმდევრები ჩხუბობ-
დნენ. ლორდი ტაივინ ლანისტერი, ბოლოს და ბოლოს, სალაშ-
ქროდ გადიოდა. კაპიტნებიდან პირველი სერ ადამ მარბრანდი და-
იძრა, დანარჩენებზე ერთი დღით ადრე. ლამაზად წავიდა, ფიცხ ქუ-
რანა საბრძოლო ულაყზე იყო ამხედრებული, რომლის ფაფარიც
ისეთივე წითელ სპილენძად ელვარებდა, როგორც სერ ადამის
მხრებზე დაყრილი თმის ჩქერი. ცხენს მხედრის მოსასხამს შეხამე-
ბული ბრინჯაოსფერი აბჯარი ეცვა, რომელზეც ცეცხლმოდებული ხე
იყო გამოსახული. ციხესიმაგრის ბინადარი ზოგი ქალი ცხარე ცრემ-
ლებს ღვრიდა, მიმავალს რომ უცქერდა. ვისმა თქვა, რომ იგი დიდე-
ბული მხედარი და ხმლით მებრძოლი იყო, ლორდ ტაივინის ყველა-
ზე მამაცი სარდალი.
იმედია, მოკვდება, გაიფიქრა არიამ, თან უცქერდა, როგორ გა-
ვიდა იგი კარიბჭიდან და უკან ნაკადად გაიყოლა მეომრების ორმა-
გი მწკრივი. იმედია, ყველანი დაიხოცებიან. იცოდა, რომ ისინი
რობთან საომრად მიდიოდნენ. მუშაობისას საუბრების ყურისგდე-
ბით არიამ შეიტყო, რომ რობს დასავლეთში დიდი გამარჯვება მო-
ეპოვებინა. ვიღაცამ თქვა, ლანისპორტი გადაწვაო, ან იქნებ აპი-
რებდა, გადაეწვა. კასტერლის კლდე დაიპყრო და ყველა ამოხოცა,
ან იქნებ ოქროს ეშვის გარშემო იდგა ალყად... მაგრამ რაღაც რომ
მოხდა, ეს უეჭველი იყო.
არია ვისის დავალებით დილიდან დაღამებამდე წერილებს და-

701
არბენინებდა. ზოგი ციხის გალავნის გარეთაც კი უნდა წაეღო, ბანა-
კის ტალახებსა და აურზაურში. შემეძლო გავქცეულიყავი, გაიფიქ-
რა, გვერდით ფორანმა რომ ჩაუხრიგინა. შემეძლო, ფორანს შევ-
ხტომოდი და დავმალულიყავი, ან ბანაკს ადევნებულებს გავრეოდი;
არავინ შემაჩერებდა. ასეც მოიქცეოდა, რომ არა ვისი. მან არაერ-
თხელ აუხსნათ, რას უზამდა იმას, ვინც მისგან გაქცევას შეეცდებო-
და. „კი არ იცემებით, აჰ, არა. თითსაც არ დაგაკარებთ. ქოჰორე-
ლისთვის შეგინახავთ, ო, დიახ, ავდგები და სახიჩარასთვის მოგი-
ტოვებთ. ვარგო ჰოუთი ჰქვია, და რომ დაბრუნდება, ფეხებში გადაგ-
ჭრით“. იქნებ, ვისი რომ მოკვდეს... მაგრამ მასთან რომ იყო, ასე არ
ფიქრობდა. მას შეეძლო შემოეხედა და ეყნოსა, რასაც ფიქრობდი.
თვითონ ყოველთვის ასე ამბობდა.
ოღონდ ვისს აზრადაც არასოდეს მოსვლია, რომ არიამ კითხვა
იცოდა, ამიტომ მისთვის ჩაბარებული წერილის დაბეჭდვით თავს არ
იწუხებდა. არიამ ყველაში ჩაიჭყიტა, მაგრამ ღირებული არაფერი
გაუგია, სულ რაღაც სულელური გადაგზავნები იყო, ეს ურემი საბ-
ძელშიო, ის – საიარაღოშიო. ერთი წერილით კამათელში წაგებუ-
ლის გადახდას ითხოვდა, მაგრამ რაინდმა, რომელსაც გადასცა,
კითხვა არ იცოდა. როდესაც გოგონამ უთხრა, წერილში რაც ეწერა,
მან სცადა, წაეთაქებინა, მაგრამ არიამ მისი მოქნეული ხელის ქვეშ
დაყვინთა, მისი უნაგირიდან ვერცხლით შეჭედილი ყანწი მოგლიჯა
და მოკურცხლა. რაინდმა დაიღრიალა და გაედევნა, მაგრამ გოგო-
ნა ორ საზიდარს შორის გაძვრა, ერთად მდგარი მშვილდოსნების
ჯგუფში გასხლტა და სანარცხე არხს გადაახტა. შეჭურვილმა რაინ-
დმა ვერ მისდია. როდესაც ყანწი ვისს გადასცა, მან უთხრა, რომ
ასეთ ჭკვიან პატარა ქრცვინს ჯილდო ეკუთვნოდა.
– ამაღამ მსუქანი დაბრაწული დედლით ვაპირებ ვივახშმო. შენც

702
გაგიყოფ. მოგეწონება. სადაც არ უნდა წასულიყო, არია ჯეიქენ ჰა-
გარს ეძებდა, უნდოდა, კიდევ ერთი სახელი ჩაეჩურჩულებინა მის-
თვის, სანამ ყველა, ვინც კი სძულდა, არ წასულიყო და თვალსაწიე-
რიდან არ დაჰკარგვოდა, მაგრამ არეულობასა და აურზაურში ლო-
რათელი ქირით მებრძოლი ვერსად ნახა. მას ჯერაც ემართა ორი
სიკვდილი და არია წუხდა, ვერასოდეს მივიღებ ჩემსას, თუ იგი
სხვებთან ერთად საომრად გაემართებაო. ბოლოს და ბოლოს, მხნე-
ობა მოიკრიბა და ერთ კარიბჭის მცველს მასზე ჰკითხა, ხომ არ წა-
სულაო.
– ლორჩის ჯარისკაცია, ხო? – უთხრა კაცმა, – მაშინ არ მიდის.
ბატონმა სერ ამორი ჰარენჰალის კასტელანად დანიშნა. მისი რაზმი
მთლიანად აქ რჩება, ციხის დასაჭერად. სისხლიანი ჯამბაზებიც
დარჩებიან, ვიღაცამ ხომ უნდა არბიოს სოფლები და საჭმელი მოზი-
დოს. ის ვაცი ვარგო ჰოუთი ალბათ ცოფებს ყრის, მას და ლორჩს
ერთმანეთი ყოველთვის ეჯავრებოდათ.
ესე იგი, მთაკაცი ლორდ ტაივინთან ერთად მიდიოდა. ბრძოლა-
ში მეწინავეებს წაუძღვებოდა, რაც ნიშნავდა, რომ დანსენი, პოლი-
ვერი და რაფი ხელიდან უსხლტებოდნენ, თუ ჯეიქენს არ იპოვიდა და
წასვლამდე არ მოაკვლევინებდა რომელიმეს. – ქრცვინი, – უთხრა
ვისმა შუადღისას, – საიარაღოში წადი და ლუკანს უთხარი, რომ სერ
ლაიონელის ხმალს პირი ამოტყდა და ახალი სჭირდება. აი, მისი ნი-
შანი, – მან გაკეცილი ფურცელი გაუწოდა, – და სწრაფად ქენი, ის
სერ კევან ლანისტერთან ერთად უნდა გავიდეს.
არიამ ფურცელი გამოართვა და გაიქცა. საიარაღო ციხესიმაგ-
რის სამჭედლოზე იყო მიდგმული, გრძელ, მაღალჭერიან და გვირა-
ბის მსგავს შენობაზე, რომლის კედლებშიც ოცი ქურა იყო ჩაშენებუ-
ლი და გრძელი ქვის ვარცლებიც იდგა, ფოლადის საწრთობად. ქუ-
რების ნახევარი გაჩაღებული ჰქონდათ, არია რომ შევიდა. კედლები
703
უროების ცემით გუგუნებდა, ტყავისწინსაფრიანი ზორბა კაცები კი
საბერველს ამუშავებდნენ და ოფლად იღვრებოდნენ იმ პირქუშ პა-
პანაქებაში. გენდრი რომ შენიშნა, შეამჩნია, რომ მკერდი მასაც ოფ-
ლით ჰქონდა გაპოხილი, მაგრამ მძიმე შავი თმის ქვეშიდან გამომ-
ზირალ ლურჯ თვალებს შერჩენოდა ის ჯიუტი გამოხედვა, არიას
რომ ახსოვდა. არიამ არ იცოდა, საერთოდ სურდა მასთან გამოლა-
პარაკება თუ არა. მისი ბრალი იყო, ყველანი რომ დაიჭირეს.
– ლუკანი რომელია? – მან ქაღალდი გაუშვირა, – სერ ლაიონე-
ლს ახალი ხმალი უნდა წავუღო.
– დაიკიდე სერ ლაიონელი, – გენდრიმ მკლავში ჩასჭიდა ხელი
და გვერდზე გაათრია, – წუხელ ღვეზელა მეკითხებოდა, გავიგონე
თუ არა, იმ სიმაგრეში ვინტერფელიო, რომ დაიძახე – როდესაც გა-
ლავანზე ვიბრძოდით.
– არ დამიძახია!
– არა, დაიძახე. მეც გავიგონე.
– ყველა რაღაცას იძახდა, – თავი იმართლა არიამ, – ღვეზელა
ღვეზელაო, გაიძახოდა. ალბათ ასჯერ მაინც დაიძახა.
– საქმე ისაა, რას იძახდი. მე ღვეზელას ვუთხარი, ყურები გამო-
იწმინდე-მეთქი. ვინ მეჩრები! ასე ყვიროდა და მეტი არაფერი-მეთ-
ქი. თუ გკითხა, შენც იგივე უთხარი. – კარგი, – უთხრა არიამ, თუმცა
ფიქრობდა, „ვინ მეჩრები“ – ამის ძახილი შტერობააო. ვერ გაბედავ-
და, ღვეზელასთვის ეთქვა, ვინ იყო თვითონ სინამდვილეში. ღვეზე-
ლას სახელი ხომ არ ვუთხრა ჯეიქენს?
– ლუკანს მოვიყვან, – უთხრა გენდრიმ.
ლუკანმა წერილი გახსნა და ახვნეშდა (თუმცა, არიას აზრით, მი-
სი წაკითხვა არ შეეძლო) და თაროდან მძიმე ორლესული ჩამოიღო.
– მაგ უტვინოსთვის ეს ზედმეტად კარგი რამაა, და ჩემზე უთხარი,
ასე თქვაო, – უთხრა არიას და ხმალი გადასცა.
704
– კარგი, – მოატყუა არიამ. მართლაც რომ ეთქვა, ვისი დაასის-
ხლიანებდა, ისე სცემდა. ლუკანს შეეძლო კეთილი ენება და თავისი
მკვახე სიტყვები თვითონვე მიერთმია ვისისთვის.
ორლესული ნემსზე ბევრად უფრო მძიმე იყო, მაგრამ არიას მოს-
წონდა მისი ჭერა. ხელს ფოლადი რომ უმძიმებდა, თავი უფრო ძლი-
ერი ეგონა. იქნებ ჯერ კიდევ აო ვიყო წყალზე მოცეკვავე, მაგრამ
აღარც თაგვი ვარ. თაგვს ხმლის მოხმარება არ შეუძლია, მე კი შე-
მიძლია. ჭიშკარი ღია იყო, ჯარისკაცები შედი-გადიოდნენ მასში,
ეზოში ცარიელი ფორნები შემოგორდებოდნენ და ტვირთის სიმძი-
მით აჭრაჭუნებულები, დარწეულები მიგორავდნენ უკან. არიამ გა-
იფიქრა, თავლაში ხომ არ წავიდე და ვთქვა, სერ ლაიონელს ახალი
ცხენი სჭირდებაო. მას ქაღალდი თან ჰქონდა, მეჯინიბე ბიჭს კი ლუ-
კანზე უკეთესი კითხვა არ ეცოდინებოდა. შემიძლია წავიყვანო ცხე-
ნი, ხმალი წავიღო და უბრალოდ გავიდე აქედან. თუ მცველები გამა-
ჩერებენ, ქაღალდს ვუჩვენებ და ვეტყვი, ყველაფერი სერ ლაიონე-
ლისთვის მიმაქვს-მეთქი. თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი
იყო ეს სერ ლაიონელი ან სად უნდა ეპოვა. გამოკითხვას თუ დაუწ-
ყებდნენ, ყველაფერს გაიგებდნენ, და მაშინ ვისი... ვისი... არიამ ტუ-
ჩი მოიკვნიტა. ცდილობდა, არ ეფიქრა, როგორი იქნებოდა ფეხების
მოჭრა. ამასობაში გვერდით ტყავისკურტაკიანი და რკინისმუზარა-
დიანი მოისრების ჯგუფმა ჩაუარა, მხრებზე თავიანთი მშვილდები
გადაეკიდებინათ. არიამ მათი ლაპარაკის ნაწყვეტებს მოჰკრა ყური.
– გოლიათებია-თქო, გეუბნები, კედლის მიღმიდან მოსული
თორმეტფუტიანი გოლიათები ჰყავს, ძაღლებივით მოსდევენ უკან...
– გაუგონარი ამბავია, ასე მალე რომ წაადგა, ღამით და რა ვიცი
კიდევ. მგელი უფროა, ვიდრე ადამიანი, ეგ სტარკები ყველა ეგრეა...
– მივაჯვი მაგ შენს მგლებს და გოლიათებს, ეგ ბიჭი შარვალში

705
ჩაისველებდა, ჩვენზე რომ იცოდეს, მოდიანო. კაცობა არ ეყო, ჰა-
რენჰალზე წამოსულიყო, ხო ეგრეა? სხვა მხარეს გაიქცა, ეგრეა? ახ-
ლაც გაიქცეოდა, რომ იცოდეს, რა ჯობია მისთვის. – შენ კი ეგრე ამ-
ბობ, მაგრამ იქნებ იმ ბიჭმა ისეთი რამ იცის, ჩვენ რომ არ ვიცით,
ეგება ჩვენ უნდა გავრბოდეთ...
ჰო, გაიფიქრა არიამ. ჰო, ეს თქვენ უნდა გარბოდეთ, თქვენ,
ლორდი ტაივინი, მთაკაცი და სერ ადამი და სერ ამორი და უტვინო
სერ ლაიონელი, ვინც არ უნდა იყოს; თქვენ, ყველა, ჯობია, გაიქე-
ცით, თორემ ჩემი ძმა დაგხოცავთ, ის სტარკია, და მგელი უფროა,
ვიდრე კაცი, და მეც ეგეთი ვარ.
– ქრცვინი! – ვისის ხმამ მათრახივით გაიშხუილა. გოგონას არ
დაუნახავს, რომელი მხრიდან მიუახლოვდა, მაგრამ უეცრად ზედ
მის ცხვირწინ აიმართა, – ეგ აქ მომე. დიდი ხანი დაგჭირდა, – თი-
თებიდან ხმალი გამოგლიჯა და ხელუკუღმა სილა – გასცხო, – მე-
ორედ უფრო სწრაფად ქენი ხოლმე!
არია ცოტა ხნით ისევ მგელი იყო, მაგრამ ვისის სილამ ეს ყველა-
ფერი ჩამოაცილა და მხოლოდ პირში დაგუბებული საკუთარი სის-
ხლის გემო დაუტოვა: არიამ ენა მოიკვნიტა, ვისმა რომ დაარტყა.
სძულდა იგი ამის გამო.
– კიდევ გინდა? – შეუტია ვისმა, – მაგასაც მიიღებ. მაგ შენს უტი-
ფარ მზერას არ მოვითმენ. ლუდსახარშში ჩადი და ტაფლბერის უთ-
ხარი, რომ მისთვის ორი დუჟინი კასრი მაქვს, ოღონდ ურჩევნია, თა-
ვისი ბიჭები გამოგზავნოს წასაღებად, თორემ ვიპოვი ვინმეს, ვისაც
ის კასრები უფრო მეტად სჭირდება, – არია შებრუნდა და წავიდა,
მაგრამ, ვისის აზრით, გოგონა არასაკმარისად ჩქარობდა, – გაიქე-
ცი, ამაღამ ჭამა თუ გინდა, – მიაყოლა უკნიდან ყვირილით. მსუქანი
დაბრაწული დედლის დაპირება უკვე დავიწყებოდა, – და აღარ და-

706
იკარგო, თორემ გეფიცები, სისხლებს გადენ, ისე გცემ. ვერ მცემ, გა-
იფიქრა არიამ. ვერასოდეს ვეღარ მცემ. მაგრამ გაიქცა. მის ნაბი-
ჯებს ალბათ ჩრდილოეთის ძველი ღმერთები ადევნებდნენ თვალს.
ლუდსახარშამდე ნახევარი გზა რომ გაირბინა, სწორედ მაშინ,
ქვრივის კოშკსა და მეფის კოცონის კოშკს შორის გადაჭიმული თა-
ღოვანი ხიდის ქვეშ რომ გადიოდა, მან ხრინწიანი, ღრენია სიცილი
გაიგონა. კუთხიდან რორჯმა გამოუხვია, თან სამი კაცი მოჰყვებო-
და, მკერდზე ყველას სერ ამორის მანტიკორას ნიშანი ეკერა. არია
რომ დაინახა, რორჯი გაჩერდა და გაიღრიჭა, დაღებული პირი და
ჩამპალი კბილები გამოუჩნდა სახეზე აფარებული ტყავის ნაჭრის
ქვეშ, რომელსაც ზოგჯერ ცხვირის ადგილას დაჩნეული ხვრელის
დასაფარად იკეთებდა ხოლმე.
– იორენის პატარა ბოზო, – დაუძახა მან გოგონას, – უკვე ვიცით,
იმ შავ ნაბიჭვარს რად უნდოდა შენი კედელზე წათრევა, ხომ ასეა? –
მან ისევ გაიცინა და სხვებიც აყვნენ, – ჯოხი სადღა გაქვს? ასე მახ-
სოვს, დაგპირდი, ტრაკში გაგთხრი-მეთქი, – იგი გოგონასკენ დაიძ-
რა. არიამ უკან დაიხია, – ისე მამაცი აღარ ხარ ახლა, ჯაჭვებით დაბ-
მულს რომ ვეღარ მხედავ, ხო?
– მე გადაგარჩინე, – არია მათ შორის ერთ იარდს ინარჩუნებდა,
მზად იყო, გველივით გამსხლტარიყო, ის თუ წაეტანებოდა.
– ამის გამო ერთხელ დამატებით უნდა გიხმარო, როგორც ჩანს.
იორენი წინიდან გრილდებოდა თუ ეგ პატარა მკვრივი ტაკუნიები
უფრო მოსწონდა? – მე ჯეიქენს ვეძებ, – უთხრა არიამ, – წერილი
მაქვს.
რორჯი შეჩერდა. მის თვალებში რაღაც... შეიძლებოდა, რომ მას
ჯეიქენ ჰაგარის შინებოდა?
– აბანოშია. გამეცალე გზიდან.
არია შეტრიალდა და გაიქცა, ირემივით მიქროდა, მისმა ფეხებმა
707
ლამის გადაიფრინეს ქვით მოკირწყლული ეზო. აბანოსთან რომ მი-
ირბინა, ჯეიქენი აბაზანაში ლბებოდა, მის გარშემო ორთქლი დი-
ოდა, მოახლე გოგონა კი თავზე ასხამდა ცხელ წყალს. გრძელი თმა,
ცალ მხარეს წითელი, მეორე მხარეს კი – თეთრი, დასველებოდა და
მძიმედ ეშლებოდა მხრებზე.
არია ჩრდილივით ჩუმად მიეპარა, მაგრამ მან მაინც გაახილა
თვალები. – გოგონა პატარა თაგუნიას თათებით მოიპარება, მაგ-
რამ კაცს მაინც ესმის, – თქვა მან. როგორ გაიგონა? გაოცდა არია,
და ჯეიქენს თითქოს ესეც ჩაესმა, – ქვაზე ტყავის შრაშუნი საომარი
საყვირების ჭექასავით ხმამაღალია კაცისთვის, რომელსაც სმენა
გახსნილი აქვს. ჭკვიანი გოგონები ფეხშიშველები დადიან. – წერი-
ლი მაქვს, – არიამ ყოყმანით შეხედა მოახლე გოგოს. როდესაც მიხ-
ვდა, წასვლას არ აპირებსო, დაიხარა, სანამ კაცს პირით ლამის
ყურზე არ შეეხო. – ვისი, – ჩასჩურჩულა.
ჯეიქენ ჰაგარმა თვალები დახუჭა, მოდუნებული, სანახევროდ
ჩათვლემილი ტივტივებდა.
– ბატონ ლორდს მოახსენე, რომ კაცი ეახლება, როცა მოიცლის,
– უცებ ხელი გაიქნია და არიას ცხელი წყალი შეაშხეფა, და გოგონა
უკან გადახტა, რომ არ დასველებულიყო. როდესაც ტაფლბერის გა-
დასცა ვისის ნათქვამი, ლუდის მხარშავმა ხმამაღლა შეიგინა.
– ვისს უთხარი, ჩემს ბიჭებს საქმე არ აკლიათ-თქო, და ისიც უთ-
ხარი, ჩოფურა ნაბიჭვარი ხარ-თქო, და შვიდივე ჯოჯოხეთი გაიყინე-
ბა, სანამ კიდევ ეღირსებოდე ჩემს ელს-თქო. ეგ კასრები ამ საათში-
ვე აქ მექნება, თუ არადა, ლორდი ტაივინი გაიგებს ამ ამბავს, იმასაც
ნახავ, თუ არა-თქო.
ვისმაც შეიგინა, როდესაც არიამ შემონათვალი გადასცა, თუმცა
გოგონამ ჩოფურა ნაბიჭვრების ნაწილი გამოტოვა. ქოთქოთებდა
და იმუქრებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ექვსი კაცი დარაზმა
708
და ბუზღუნით გაგზავნა ისინი კასრების ლუდსახარშში ჩასაზიდად.
იმ საღამოს ვახშმად ქერის, ხახვის და სტაფილოს წყალწყალა
წვნიანი და ძველი რუხი პურის ნაჭერი ჰქონდათ. ერთ ქალს, რომე-
ლიც ვისს ღამღამობით თავისთან მიჰყავდა ხოლმე, ცისფერი ყვე-
ლის ნაჭერი და იმ დედლის ფრთაც შეხვდა, რომელზედაც ვისი დი-
ლით ჰყვებოდა. დანარჩენი თვითონვე შეჭამა, ცხიმი პრიალა ზო-
ლად ჩამოსდიოდა პირის კუთხეებში მოდებულ ჩირქოვან მუწუკებ-
ზე. ფრინველი თითქმის მთლიანად შეჭმული ჰქონდა, როდესაც
ჯამს მზერა მოსწყვიტა და მასზე მიჩერებული არია დაინახა.
– ქრცვინი, აქ მოდი.
ერთ ბარკალს ჯერ კიდევ შერჩენოდა მუქი ხორცის რამდენიმე
ლუკმა. დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახლა გაახსენდაო, გაიფიქრა
არიამ. ფიქრმა, რომ ჯეიქენს მისი მოკვლა დაავალა, არია ცუდად
გახადა. მერხიდან წამოდგა და მაგიდის თავს მიუახლოვდა.
– დავინახე, როგორ მიყურებდი, – ვისმა თითები არიას გულის-
პირს შეაწმინდა. მერე კი უცებ ყელში სტაცა ხელი და მეორით სილა
გააწნა, – რა გითხარი? – ისევ გასცხო, ახლა ხელუკუღმა, – ეგ შენი
თვალები შენთვის შეინახე, თორემ მეორეჯერ კოვზით გამოგჩიჩქნი
და ჩემს ძუკნას შევაჭმევ, – უბიძგა და იატაკზე დააგდო. კაბის ქობა
ხიწვიანი მერხიდან გამოჩრილ ლურსმანს წამოედო და გაიფხრიწა,
– სანამ დაიძინებ, ამას დაკემსავ, – გამოუცხადა ვისმა და დედალს
ბოლო ლუკმა მოაგლიჯა. რომ მოათავა, ხმაურით გაილოკა თითები
და ძვლები თავის უშნო ხალიან ძაღლს დაუყარა.
– ვისი, – ჩურჩულებდა არია იმ ღამით, როდესაც კაბის ნახევზე
დახრილიყო საკემსად, – დანსენი, პოლივერი, რაფ საყვარელი, –
რამდენჯერაც ძვლის ნემსს შეუღებავ შალში გამოატარებდა, იმდენ-
ჯერ თითო სახელს წარმოთქვამდა, – ღიტინა და ქოფაკი. სერ გრე-

709
გორი, სერ ამორი, სერ ილინი, სერ მერინი, მეფე ჯოფრი, დედოფა-
ლი სერსეი.
გაიფიქრა, ნეტავ კიდევ რამდენ ხანს დარჩება ვისი ჩემს ლოცვა-
შიო, და ძილს იმ იმედით მისცა თავი, რომ გაიღვიძებდა და იგი
მკვდარი დახვდებოდა. მაგრამ დილით, როგორც ყოველთვის, ვი-
სის ჩექმის ბასრი წვეტის კვრამ გამოაღვიძა. ლორდ ტაივინის ლაშ-
ქრის ძირითადი ნაწილი დღეს დაიძვრებაო, უთხრა მან ყველას, რო-
დესაც შვრიის კვერებით საუზმობდნენ.
– ნურავინ იფიქრებთ, როგორ გაიოლდება აქ ცხოვრება, რაკი
მილორდი ლანისტერი წავაო, – გააფრთხილა მან ისინი, – ციხესი-
მაგრე ამით კი არ დაპატარავდება, ამას გპირდებით; ეგაა, რომ მის
მოსავლელად აქ ნაკლები ხელი დარჩება. მცონარების და ძილის-
გუდების თქვენი ხროვა აწი ისწავლის, რა ყოფილა მუშაობა, დი-
ახაც. ოღონდ არა შენგან. არიამ თავისი კვერი მოციცქნა. ვისმა შე-
უბღვირა, თითქოს მისი საიდუმლო იყნოსაო. გოგონა სასწრაფოდ
დააჩერდა თავის საჭმელს და მეტად მზერა აღარც აუპყრია.
როდესაც ლორდი ტაივინ ლანისტერი ჰარენჰალიდან დაიძრა,
ეზოს უკვე ფერმკრთალი ნათელი ავსებდა. არია გოდების კოშკის
შუაწელზე გამოჭრილი თაღიანი ფანჯრიდან უცქერდა მიმავლებს.
ლორდის საომარ ბედაურს მინანქრიანი მეწამული ფარფლების
თოქალთო ეფარა, თავსა და კისერს კი მოოქრული ფოლადი უფა-
რავდა; ლორდი ტაივინი სქელი ყარყუმის მოსასხამით იწონებდა
თავს. მისი ძმა სერ კევანი თითქმის მასავით დიდებული შესახედი
იყო. წინ ოთხი მედროშე მიუძღოდათ და უზარმაზარი, ოქროსლო-
მიანი მეწამული ბაირაღები მიჰქონდათ. ლანისტერების უკან დიდე-
ბული ლორდები და კაპიტნები ჩამდგარიყვნენ. მათი ალმები ნაირ-
ფერ სანახაობად ფრიალებდა და ტკაცუნებდა: წითელი ხარი და ოქ-
როსფერი მთა, იისფერი მარტორქა და ჯუჯა მამალი, ზოლიანი ტახი
710
და მაჩვი, ვერცხლისფერი კვერნა და მასხარას სამოსში გამოწყობი-
ლი ჟონგლიორი, ვარსკვლავები და მზის დისკოები, ფარშავანგი და
ჯიქი, თარაზო და ხანჯალი, შავი ჩაჩი, ლურჯი ხოჭო და მწვანე ისარი.
ყველაზე ბოლოს სერ გრეგორ კლეგეინი მიდიოდა, რუხი ფოლადის
აბჯარი ეცვა და მხედარივით ავზნიან ულაყზე იჯდა. გვერდში პოლი-
ვერი მიჰყვებოდა, ხელში შავძაღლიანი დროშა ეჭირა, თავზე კი გენ-
დრის რქიანი მუზარადი ეხურა. მაღალი კაცი იყო, მაგრამ თავისი
ბატონის ჩრდილში მოზარდ ბიჭს ჰგავდა. არიას ზურგზე ჟრჟოლა
აუყვა, როდესაც უცქერდა, როგორ გადიოდნენ ისინი ჰარენჰალის
კარიბჭის ვეება რკინის ცხაურის ქვეშ. უცებ მიხვდა, რომ საშინელი
შეცდომა დაუშვა. რა შტერი ვარო, გაიფიქრა. ვისი არაფერს ნიშნავ-
და, ისევე, როგორც ჩიზიკი. აი, კაცები, ვისაც წონა ჰქონდათ, ვინც
უნდა დაეხოცა. წუხელ შეეძლო, ნებისმიერი მათგანის სიკვდილი
მოეთხოვა ჩურჩულით, ასე გაცეცხლებული რომ არ ყოფილიყო ვის-
ზე იმ სილაქების და დედალზე ნათქვამი ტყუილის გამო. ლორდი ტა-
ივინი, რატომ არ ვთქვი ლორდი ტაივინი?
იქნებ ჯერ ძალიან გვიანი არ იყო, გადაეფიქრებინა. ვისი ჯერ არ
იყო მკვდარი. რომ მოახერხოს და ჯეიქენი იპოვოს, უთხრას...
არია საჩქაროდ დაუყვა ხვეულ საფეხურებს, მიატოვა დავალე-
ბული საქმე. ესმოდა ჯაჭვების ჟღრიალი, როდესაც ცხაურს დაბლა
უშვებდნენ, მისი მსხვილი წვეტები ღრმად ეშვებოდა მიწაში... და
უცებ სხვა ხმაც გაიგონა, ტკივილისა და შიშის წივილი. არიას თორ-
მეტმა ადამიანმა მაინც მიასწრო, მაგრამ ძალიან ახლოს არც ერთი
არ მიდიოდა. გოგონა მათ შორის გაძვრა. ქვებზე ვისი იყო გაშოტი-
ლი, ყელი წითლად ჰქონდა გამოფატრული, უჩინო თვალებით რუხ
ღრუბლებს მისჩერებოდა. მკერდზე მისივე უშნო ხალებიანი ძაღლი
ადგა, მისი ყელიდან გადმოდენილ სისხლს ლოკავდა და დროდად-
რო მკვდარს სახეზე კბილებით ხორცს გლეჯდა. ბოლოს და ბოლოს,
711
ვიღაცამ მშვილდი მოიტანა და ხალიან ძაღლს ესროლა, რომელიც
ამასობაში ვისის ყურს მისდგომოდა.
– წყეული არსება, – გაიგონა არიამ ვიღაც კაცის ნათქვამი, – ეგ
ძუკნა მაგან ლეკვობიდან გამოზარდა.
– ეს წყეული ადგილია, – გაეპასუხა მშვილდიანი კაცი.
– მაგას ჰარენის აჩრდილი შვება, აი, ვინ, – თქვა დიასახლისმა
ამაბელმა, – ერთ ღამესაც აღარ დავრჩები აქ, გეფიცებით.
არიამ მკვდარ კაცს და მის მკვდარ ძაღლს მზერა მოსწყვიტა. გო-
დების კოშკის კედელს ჯეიქენ ჰაგარი მხრით მიჰყუდებოდა. როდე-
საც გოგონას მზერა შენიშნა, ხელი სახესთან მიიტანა და ლოყაზე
სასხვათაშორისოდ მიიდო ორი თითი.

კეტლინი

რივერანიდან ორი დღის სავალზე ისინი მზვერავმა შენიშნა, რო-


დესაც შლამიანი მდინარის პირას მდგარნი ცხენებს არწყულებ-
დნენ. კეტლინს ასე არასოდეს გახარებია ფრეიების გვარის ტყუპ-
კოშკიანი სიმბოლოს დანახვა.
როდესაც მას ბიძამისთან მიყვანა სთხოვა, კაცმა უთხრა:
– შავი თევზი დასავლეთისკენ გაემართა მეფესთან ერთად, მი-
ლედი. მის ნაცვლად წინამარბებს მარტინ რივერსი მეთაურობს.
– გასაგებია, – კეტლინს რივერსი ტყუპებში ჰყავდა ნანახი. იგი
ვოლდერ ფრეის უკანონო ვაჟი იყო, სერ პერვინის ნახევარძმა.
ქალს არ გაჰკვირვებია, როდესაც გაიგო, რობმა ლანისტერების ძა-
ლის გულისგულს დაარტყა; ცხადია, რომ სწორედ ამას განიზრახავ-
და, როდესაც დედა რენლისთან მოსალაპარაკებლად გაუშვა, – სად
არის ახლა რივერსი? – მისი ბანაკი აქედან ორი საათის სავალზეა,
მილედი.
712
– მიგვიყვანე მასთან, – უბრძანა ქალმა. ბრიენი ამხედრებაში
მოეხმარა და მაშინვე გზას გაუდგნენ.
– მწარე ხიდიდან მოდიხარ, მილედი? – ჰკითხა მზვერავმა.
– არა, – იქ მისვლა ვერ გაბედა. რენლის სიკვდილის მერე კეტ-
ლინმა დარწმუნებით არ იცოდა, როგორ დახვედრას მოუწყობდნენ
ყმაწვილი ქვრივი და მისი დამცველები. ამის ნაცვლად მან შუა ომში
გამოიარა, ბარაქიან მდინარეთზე, რომელიც ლანისტერების რის-
ხვას გადაბუგულ უდაბნოდ ექცია, და ყოველღამე მის მზვერავებს
ისევ და ისევ მოჰქონდათ ამბები, რომლებიც ქალს გულს უკლავდა,
– ლორდი რენლი მოკლულია, – დაამატა მან.
– ჩვენ კი იმედი გვქონდა, ეგ ამბავი ლანისტერების მოგონილი
სიცრუე იქნებოდა, ან...
– ნეტავ ეგრე ყოფილიყო. რივერანს ჩემი ძმა მართავს?
– დიახ, მილედი. მისმა მოწყალებამ სერ ედმური დატოვა, რათა
მას რივერანი დაეჭირა და ზურგი დაეცვა.
ღმერთებმა მისცენ საამისო ძალა, გაიფიქრა კეტლინმა. და სიბ-
რძნეც, აგრეთვე. – რობისგან რამე ამბავი არის?
– არ გაგიგიათ? – კაცი გაოცებული ჩანდა, – მისმა მოწყალებამ
დიდი გამარჯვება მოიპოვა ხარჯვარედინთან. სერ სტაფორდ ლა-
ნისტერი მოკლულია, მისი ლაშქარი გაიფანტა.
სერ ვენდელ მანდერლიმ სიხარულის ყიჟინა დასცა, მაგრამ კეტ-
ლინმა მხოლოდ თავი დაუქნია. ხვალინდელი განსაცდელები უფრო
იპყრობდა მის გონებას, ვიდრე გუშინდელი ტრიუმფები.
მარტინ რივერსს ბანაკი დალეწილი სიმაგრის ნანგრევებში მო-
ეწყო, უსახურავო თავლის და ასამდე ახალი სამარის გვერდით. კეტ-
ლინი ცხენიდან რომ ჩამოხდა, იგი ქალის წინაშე ცალ მუხლზე და-
ეშვა.

713
– კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, მილედი. შენმა ძმამ დაგვავა-
ლა, თვალი გვჭეროდა, თუ გამოჩნდებოდი, და სასწრაფოდ რივერა-
ნამდე მიგვეცილებინე, თუ შეგეყრებოდით. კეტლინს მისი ნათქვამი
ავად ენიშნა.
– მამაჩემის ამბავია?
– არა, მილედი. ლორდი ჰოსტერი თავს ძველებურად გრძნობს
– რივერსი ღაჟღაჟა კაცი იყო, თავის ნახევარძმებს ბევრი არაფრით
ჰგავდა, – უბრალოდ ვშიშობდით, ლანისტერების მზვერავებს არ
შეჰყროდით. ლორდმა ტაივინმა ჰარენჰალი დატოვა და მთელი თა-
ვისი ძალებით დასავლეთისკენ დაიძრა.
– ადექი, – უთხრა რივერსს შუბლშეკრულმა კეტლინმა. მალე
სტანის ბარათეონიც დაიძვრება, გვიშველონ ღმერთებმა, – რამდენ
ხანში მოაღწევს ჩვენამდე ლორდი ტაივინი?
– სამ დღეში, იქნებ ოთხში, ძნელი სათქმელია. ყველა გზაზე მზი-
რები გვიყენია, მაგრამ აჯობებს, თუ არ დავყოვნდებით.
არც დაყოვნებულან. რივერსმა სწრაფად აშალა ბანაკი, ქალის
გვერდით ამხედრდა და ისევ გზას გაუდგნენ, ახლა უკვე ორმოცდაა-
თი მეომარი მიაჭენებდა ცხენებს მგელსაზარას, კამარაშეკრული
კალმახის და ტყუპი კოშკების დროშების ქვეშ. კეტლინის მხლებ-
ლებს სურდათ, მეტი შეეტყოთ ხარჯვარედინთან რობის გამარჯვე-
ბის შესახებ, და რივერსი მათ ნებას დაჰყვა.
– რივერანში მგოსანი მოვიდა, თავისთავს რაიმუნდ მელექსეს
უწოდებს, მას იმ ბრძოლაზე სიმღერა აქვს შეთხზული. უეჭველია, ამ
საღამოს მოისმენ, მილედი. „მგელი ღამეში“, ეგ რაიმუნდი თავის
სიმღერას ასე უწოდებს. – მან განაგრძო თხრობა და მოჰყვა, სერ
სტაფორდის ლაშქრის ნარჩენებმა ლანისპორტს რომ შეაფარეს თა-
ვი. საალყე მანქანების გარეშე კასტერლის კლდეს ვერ შეუტევდნენ,

714
ამიტომ ჭაბუკი მგელი ახლა ლანისტერებს რივერანის აოხრების-
თვის უხდიდა სამაგიეროს. ლორდი კარსტარკი და ლორდი გლოვე-
რი სანაპიროს არბევდნენ, ლედი მორმონტმა ათასობით საქონელი
შეიპყრო და ახლა მათ რივერანისკენ მოერეკებოდა, ხოლო დიდ-
ჯონმა კასტამერის, ნანის ხევის და პენდრიკის გორების ოქროს მა-
ღაროები დაიპყრო. სერ ვენდელმა გადაიხარხარა. – ლანისტერებს
ისე სწრაფად სხვა არაფერი მოაქანებთ შინ, როგორც საფრთხეში
ჩავარდნილი მათი ოქროები.
– მეფემ როგორ მოახერხა ოქროს ეშვის აღება? – ჰკითხა სერ
პერვინ ფრეიმ თავის ბუშ ძმას, – ეგ ხომ ძალიან მტკიცე ციხეა და
მთის გზას კეტავს. – არც აუღია. ღამით ფარულად აუარა გვერდი.
ამბობენ, გზა მგელსაზარამ უჩვენაო, იმ თავისმა რუხმა ქარმა. ცხო-
ველმა ყნოსვით მიაგნო თხების ბილიკს, ვიწრო ხევში რომ ეშვებო-
და და მერე ისევ მაღლა იწევდა, ქედის ძირას გადიოდა. დაკლაკნი-
ლი, ქვიანი გზაა, ოღონდ ერთ მწკრივად ჩამდგარ მხედრებს გაატა-
რებს. საგუშაგო კოშკებზე მდგარ ლანისტერებს იქით არც გაუხე-
დავთ, – რივერსმა ხმა დაიდაბლა, – ზოგი ამბობს, ბრძოლის შემ-
დეგ მეფემ სტაფორდ ლანისტერს გული ამოსჭრა და თავის მგელს
აჭამაო.
– ეგეთ რამეს არ დავიჯერებ, – მოუჭრა კეტლინმა, – ჩემი ვაჟი
მხეცი კი არ არის. – როგორც იტყვი, მილედი. მაგრამ ის ნადირი
ნაკლებს არც იმსახურებდა. ის ხომ ჩვეულებრივი მგელი არ არის.
დიდჯონს უთქვამს, რომ თქვენს შვილებს ეგ მგელსაზარები ჩრდი-
ლოეთის ძველმა ღმერთებმა გამოუგზავნეს.
კეტლინს გაახსენდა დღე, როდესაც მისმა ბიჭებმა გვიანი ზაფხუ-
ლის თოვლში ჩაფლული ლეკვები იპოვეს. ხუთნი იყვნენ, სამი ხვა-
დი და ორი ძუ, სტარკების ოჯახის ხუთი კანონიერი შვილისთვის...

715
და მეექვსე, თეთრბეწვა და წითელთვალა, ნედის ბუში ძის, ჯონ სნო-
უსთვის. ჩვეულებრივი მგლები არ იყვნენ, მართლაც. იმ ღამით, ბა-
ნაკი რომ გაშალეს, ბრიენმა მისი კარავი მოძებნა. – მილედი, ახლა
უკვე უხიფათოდ მოაღწიე შენებამდე, ძმის ციხესიმაგრემდე ერთი
დღის გზაღა დაგრჩა. ნება მომეცი, დაგტოვო.
კეტლინი ამას არ უნდა გაეკვირვებინა. ეს შეუხედავი ყმაწვილი
ქალი მთელი მათი მგზავრობის განმავლობაში თავისთვის იყო,
თითქმის მთელ დროს ცხენებთან ატარებდა, ბეწვს ვარცხნიდა და
ნალებიდან ქვებს აცლიდა. შადს მზადებასა და ნანადირევის გასუფ-
თავებაში ეხმარებოდა და მალე დაამტკიცა, რომ არავისზე უარესი
მონადირე არ იყო. კეტლინს რის გაკეთებაც არ უნდა ეთხოვა, ბრი-
ენი მარჯვედ და ჩივილის გარეშე ასრულებდა, როდესაც მიმართავ-
დნენ, თავაზით სცემდა პასუხს; მაგრამ არასოდეს ლაქლაქებდა,
არც ტიროდა, არც იცინოდა. ყოველდღე მათთან ერთად მგზავრობ-
და და მათთან ერთად ეძინა, მაგრამ სინამდვილეში ერთი მათგანი
მაინც არ გამხდარა.
რენლის გვერდითაც ასე იყო, გაიფიქრა კეტლინმა. ნადიმზეც,
ხელჩართულ ბრძოლაშიც, რენლის კარავშიც კი, თავის მოძმე ცი-
სარტყელა-მცველებს შორისაც კი. ამ ქალს გარშემო ვინტერფელის
გალავანზე უფრო მაღალი კედელი აკრავს. – ჩვენ თუ დაგვტოვებ,
საით წახვალ? – ჰკითხა კეტლინმა.
– უკან, – მიუგო ბრიენმა, – გრიგალის კიდისკენ.
– მარტო, – ეს კითხვა არ იყო.
მისი ფართო სახე უძრავი წყლის ტბორს მოჰგავდა, არაფერი ამ-
ხელდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დაბუდებული მის სიღრმეში.
– დიახ.
– სტანისის მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი.

716
ბრიენმა სქელი, დაკოჟრილი თითები თავისი ხმლის ტარს მო-
უჭირა. ხმალს, რომელიც ადრე რენლისა იყო.
– დავიფიცე. სამჯერ. შენც გაიგონე.
– გავიგონე, – დაუდასტურა კეტლინმა. ისიც იცოდა, გოგონამ
რომ სისხლით დალაქავებული ტანსაცმელი გადაყარა, თავისი ცი-
სარტყელა-მოსასხამი დაიტოვა. ბრიენის საკუთარი ნივთები ბანაკ-
ში დარჩა, როდესაც გამოიქცნენ, და იგი იძულებული გახდა, სერ
ვენდელის ზედმეტი სამოსის უცნაურ კრებულში გამოწყობილიყო,
რაკი რაზმში სხვა არავინ იყო ისეთი, საკმარისად დიდი ტანსაცმე-
ლი რომ ჰქონოდა, – გეთანხმები, ფიცი უნდა შესრულდეს, მაგრამ
სტანისს გარშემო ურიცხვი ლაშქარი ახვევია, მათ შორის – პირადი
მცველები, რომლებსაც მისი დაცვის ფიცი აქვთ დადებული.
– მისი მცველების არ მეშინია. არც ერთ მათგანს არაფერში ჩა-
მოვუვარდები საერთოდაც არ უნდა გამოვქცეულიყავი.
– ეს გაწუხებს, რომ ვიღაც ბრიყვმა შეიძლება მხდალი გიწოდოს?
– კეტლინმა ამოიოხრა, – რენლის სიკვდილი შენი ბრალი არ იყო.
შენ მას ღირსეულად ემსახურებოდი, მაგრამ როცა ცდილობ, მიწაში
ჩაჰყვე, ამით ვერავის ვეღარ ემსახურები, – კეტლინმა ხელი გაიწო-
და, შეხებით მცირედ მაინც რომ ენუგეშებინა, – ვიცი, რა მძიმეა...
ბრიენმა მისი ხელი მოიშორა.
– არავინ იცის.
– გეშლება, – მკაცრად უთხრა კეტლინმა, – ყოველ დილით, რო-
ცა ვიღვიძებ, მახსენდება, რომ ნედი აღარ არის. ხმლის ქნევა არ მე-
ხერხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვოცნებობ, მეფის საბიჯელ-
ში წავიდე, სერსეი ლანისტერს იმ თეთრ ყელზე ვტაცო ხელები და
წავუჭირო, სანამ სახე არ გაუშავდება.
ტურფამ კეტლინს მიაპყრო თვალები – ეს ერთადერთი იყო, რაც
მართლაც ლამაზი ჰქონდა.
717
– ამას თუ ოცნებობ, მაშ რად გინდა, დამაკავო? იმის გამო, რაც
სტანისმა მოლაპარაკებისას თქვა?
ამის გამო სურდა? კეტლინმა ბანაკს გახედა. ორი კაცი გუშაგის
ნაბიჯით უვლიდა ბანაკს გარს, ხელში შუბები ეჭირათ.
– მე მასწავლეს, რომ კეთილი ადამიანები ამქვეყნად ბოროტე-
ბას უნდა ებრძოლონ. რენლის სიკვდილი უეჭველად ბოროტება
იყო. ოღონდ მე ისიც მასწავლეს, რომ მეფეებს ღმერთები აღაზევე-
ბენ, და არა ადამიანთა მახვილი. თუ სტანისი ჩვენი კანონიერი მე-
ფეა...
– არ არის. არც რობერტი ყოფილა კანონიერი მეფე, რენლიც კი
ამას ამბობდა. კანონიერი მეფე ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, მას მე-
რე, რაც რობერტმა კანონიერი მემკვიდრე დასცა სამკბილაზე. სად
იყვნენ მაშინ ღმერთები? ღმერთებს ადამიანები არაფერში ენაღ-
ვლებათ, ისევე, როგორც მეფეებს არ ენაღვლებათ გლეხები. – კარგ
მეფეს ენაღვლება.
– ლორდი რენლი... მისი მოწყალება... ის... ის ყველაზე უკეთესი
მეფე იქნებოდა, მილედი, ისეთი კეთილი იყო, იგი...
– ის აღარაა, ბრიენ, – მიმართა კეტლინმა, რაც შეიძლება, ლმო-
ბიერად, – სტანისი და ჯოფრი დარჩნენ... და ჩემი ვაჟიც.
– იგი არ... თქვენ არასოდეს შეურიგდებით სტანისს, ჰო? მოუყ-
რით მუხლს? თქვენ არ...
– მართალს გეტყვი, ბრიენ. არ ვიცი, ჩემი ძე შეიძლება იყოს მე-
ფე, მაგრამ მე დედოფალი ვერ ვარ... მხოლოდ დედა ვარ, რომელ-
საც სურს, ხიფათი აარიდოს შვილებს, რა გზითაც შეძლებს.
– მე არ ვარ გაჩენილი იმისთვის, დედა რომ ვიყო. მე უნდა ვიბ-
რძოლო. – მაშინ იბრძოლე... მაგრამ ცოცხლებისთვის და არა
მკვდრისთვის. რენლის მტრები რობის მტრებიც არიან.
ბრიენი მიწას დააჩერდა და ფეხი მოინაცვლა.
718
– მე შენს ძეს არ ვიცნობ, მილედი, – მან მაღლა აიხედა, – შემეძ-
ლო, შენთვის მემსახურა, მილედი. თუ მიიღებდი ჩემს სამსახურს.
კეტლინი გაოცდა.
– მე რატომ?
კითხვამ ბრიენი შეაცბუნა.
– შენ დამეხმარე. იქ, კარავში... როცა ეგონათ, რომ მე... რომ
მე... – შენ უდანაშაულო იყავი.
– თუნდაც, მაინც არ გევალებოდა ამის გაკეთება. შეგეძლო,
მათთვის ჩემი თავი მოგეკვლევინებინა. მე შენთვის არავინაც არ ვი-
ყავი.
იქნებ არ მინდოდა, ვყოფილიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც
იქ მომხდარის ბნელი სიმართლე ეცოდინებოდა, იფიქრა კეტლინმა.
– ბრიენ, წლების მანძილზე ბევრი კეთილშობილი ლედის სამსა-
ხური მიმიღია, მაგრამ შენნაირი არავინ მყოლია. მე სარდალი რო-
დი ვარ.
– არ ხარ, მაგრამ სიმამაცე არ გაკლია. საბრძოლო სიმამაცე კი
არა, შეიძლება... იქნებ... არ ვიცი... რაღაცნაირი ქალური სიმამაცე.
და ვფიქრობ, ჟამი რომ დადგება, შენ ჩემს დაკავებას არ შეეცდები.
დამპირდი ამას. რომ არ დამაკავებ, სტანისისკენ რომ წავალ.
კეტლინს ჯერაც ყურებში ედგა სტანისის ნათქვამი, რომ რობის
ჯერიც მოვიდოდა. კისერზე ცივ შემოსუნთქვას ჰგავდა ეს ხსოვნა.
– ჟამი რომ მოვა, არ დაგაკავებ.
მაღალმა გოგომ მოუქნელად მოიყარა მუხლი, რენლის ხმალი
იშიშვლა და კეტლინის ფერხთით დადო.
– მაშ, მე შენი ვარ, მილედი. შენი ყმა ან... ან რასაც ისურვებ, მი-
წოდო. მე დავიცავ შენს ზურგს, შევასრულებ შენს რჩევას და შენს
სიცოცხლეს ჩემსას ვანაცვალებ, საჭირო თუ გახდა. ვფიცავ ძველი
და ახალი ღმერთების წინაშე. – მე კი ვფიცავ, რომ ჩემს კერასთან
719
ყოველთვის იქნება შენი წილი ადგილი და ჩემს სუფრაზე – შენი წი-
ლი ღვინო და პური, და ვფიცავ, არასოდეს მოგთხოვო ისეთი სამსა-
ხური, რაც ღირსებას შეგილახავდა. ვფიცავ ძველი და ახალი ღმერ-
თების წინაშე. წამოდექი, – როდესაც გოგონას ხელები საკუთარ ხე-
ლისგულებში მოიქცია, კეტლინმა ღიმილი ვეღარ შეიკავა. რამდენ-
ჯერ მინახავს, ნედი მამაკაცის სამსახურს რომ იღებდა. ნეტავ რას
იფიქრებდა, ახლა რომ დავენახე?
წითელი კბილის ფონი მომდევნო დღეს, ნაშუადღევს გადაიარეს,
რივერანის აღმა, სადაც მდინარე ფართო რკალზე უხვევდა და თავ-
ხელ ტალახიან წყლებად იშლებოდა. გადასალახს მშვილდოსნების
და შუბოსნების შერეული რაზმი იცავდა, მკერდზე მალისტერების
არწივის ნიშანი ებნიათ. კეტლინის დროშები რომ დაინახეს, წამახუ-
ლი მარგილების უკნიდან გამოვიდნენ და მდინარის გადაღმიდან
კაცი გამოგზავნეს, მოსულებს ფონზე რომ გადმოსძღოლოდა.
– ნელა და სიფრთხილით, მილედი, – გააფრთხილა მან, როდე-
საც ქალის ცხენის აღვირს ჩაავლო ხელი, – წყალში რკინის შუბები
ჩავასეთ, იცით, და ქვებს შორის კიდევ მავთულის ეკლებია გაფან-
ტული. ყველა ფონზე იგივე ხდება, შენი ძმის ბრძანებაა ასეთი.
ედმური აქ საბრძოლველად ემზადება. ამის გაფიქრებამ გული
მოუწურა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა.
წითელ კბილსა და ქვაგორიას შორის ისინი შეუერთდნენ მდა-
ბიოების ნაკადს, რომლებიც რივერანში თავის შესაფარებლად მი-
დიოდნენ. ზოგი საქონელს მიერეკებოდა, სხვები საზიდრებს ეწეოდ-
ნენ, მაგრამ ჩავლილ კეტლინს გზა მისცეს და „ტალი!“ და „სტარკი!“
შეძახილებით მიესალმნენ. ციხესიმაგრემდე ნახევარი მილით ად-
რე დიდი ბანაკი გაიარეს, სადაც ლორდის კარვის თავზე ბლექვუდე-
ბის მეწამული დროშა ფრიალებდა. აქ კეტლინის ამალას ლუკასი
გამოეყო და თავისი მამის, ლორდ ტიტოსის მოსაძებნად გაემართა.
720
დანარჩენებმა გზა განაგრძეს. კეტლინმა ქვაგორიას ჩრდილოეთით
ნაპირის გასწვრივ გაჭიმული მეორე ბანაკიც შენიშნა, ქარი ნაცნობ
დროშებს შლიდა: მარქ პაიპერის მოცეკვავე ქალწულს, დარის გუთ-
ნისდედას, პეიჯისის გადახლართულ წითელ-და-თეთრ წყვილ
გველს. ესენი ყველანი მამამისის მებაირაღეები იყვნენ, სამკბილას
ლორდები. უმრავლესობა მასზე ადრე წავიდა რივერანიდან, საკუ-
თარი მიწების დასაცავად გაემართნენ. რაკი ისევ აქ დახვდნენ, ესე
იგი, ედმურმა მოუწოდა მათ უკან. გვიშველონ ღმერთებმა, როგორც
ჩანს, მართალია, ედმური აპირებს, ლორდ ტაივინს დაუდგეს წინ.
კეტლინმა შორიდან შენიშნა, რომ რივერანის გალავანზე რაღაც მუ-
ქად ქანაობდა. ახლოს მისულმა გაარჩია, რომ ქონგურებიდან
მკვდრები იყვნენ გადმოკიდებული, გრძელი თოკების ბოლოზე კონ-
წიალებდნენ, კისრებზე კანაფის მარყუჟები ჰქონდათ შემოჭერილი,
სახეები გასივებოდათ და ჩამუქებოდათ. ზედ ყვავები ასხდებოდნენ,
მაგრამ მეწამული მოსასხამები მაინც მკვეთრად ეჩნეოდა ქვიშაქვის
კედელს. – ლანისტერები ჩამოუხრჩვიათ, – აღნიშნა ჰალ მოლენმა.
– მშვენიერი სანახავია, – ხალისიანად განაცხადა ვენდელ მან-
დერლიმ. – ჩვენს მეგობრებს გართობა უჩვენოდ დაუწყიათ, – გა-
იხუმრა პერვინ ფრეიმ. ყველამ გაიცინა ბრიენის გარდა. მან თვალ-
დაუხამხამებლად ახედა სხეულების მწკრივს და არც არაფერი უთ-
ქვამს, არც გაუღიმია.
თუ მეფისმკვლელი ჩამოკიდეს, მაშინ ჩემი გოგონებიც მკვდრე-
ბი არიან. კეტლინმა ცხენს დეზი ჰკრა და ჩორთზე გადაიყვანა. ჰალ
მოლენმა და რობინ ფლინტმა ჭენებით გაასწრეს, კარიბჭესთან
მდგომებს შესძახეს. გალავანზე მდგარმა მცველებმა ალბათ ადრე-
ვე შენიშნეს მათი დროშები, რადგანაც კარიბჭის ცხაური აზიდული
დახვდათ.
ედმური ცხენდაცხენ გამოვიდა კეტლინის შესახვედრად, მის
721
გარშემო მამამისის სამი შეფიცული მებრძოლი ჩამდგარიყო: ორ-
თაბრძოლის ოსტატი, ღიპიანი სერ დესმონდ გრელი, მოურავი ათე-
რაის ვეინი და რივერანის ზორბა, მელოტი მცველთა მეთაური, სერ
რობინ რაიგერი. სამივე ლორდ ჰოსტერის ასაკისა იყო, ამ კაცებმა
ცხოვრება მამამისის სამსახურში გალიეს. მოხუცები არიან, ახლაღა
აღიქვა კეტლინმა. ედმურს ლურჯ-წითელი მოსასხამი მოეცვა ვერ-
ცხლისფერი თევზით დაქარგულ პერანგზე. როგორც ჩანდა, კეტლი-
ნის სამხრეთისკენ გამგზავრების მერე წვერი არც გაეპარსა და სა-
ხეზე ცეცხლოვან ბუჩქად ჰქონდა მოდებული. – კეტ, რა კარგია, უვ-
ნებლად დაბრუნებულს რომ გხედავ. რენლის სიკვდილი რომ შე-
ვიტყვეთ, შევშფოთდით შენ გამო. თანაც, ლორდი ტაივინიც დაიძ-
რა. – ჰო, ასე მითხრეს. როგორ არის მამა?
– ერთ დღეს არა უშავს ხოლმე, მეორე დღეს... – მან თავი გაიქ-
ნია, – გკითხულობდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა მისთვის.
– სულ მალე მივალ მასთან, – აღუთქვა კეტლინმა, – რენლის
სიკვდილის მერე გრიგალის კიდიდან ამბავი არ მოსულა? ან მწარე
ხიდიდან? – გზაზე დამდგარ ხალხს ყორნებს ვერ უგზავნიან და კეტ-
ლინს სურდა, სცოდნოდა, რა მოხდა მის უკან. – მწარე ხიდიდან არა-
ფერია. გრიგალის კიდიდან სამი ფრინველი მოვიდა, კასტელანის,
სერ კორტნი პენროუსისგან, სამივეჯერ ერთსა და იმავეს ითხოვდა.
სტანისმა მას ალყა შემოარტყა ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც. მო-
კავშირეობას სთავაზობს ნებისმიერ მეფეს, ვინც კი ალყას დაარ-
ღვევდა. ამბობს, ბიჭის გამო ვშიშობო. ვინ ბიჭი შეიძლება იყოს,
იცი?
– ედრიკ სტორმი, – მიუგო ბრიენმა, – რობერტის ბუში ძე.
ედმურმა მას ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
– სტანისმა დაიფიცა, რომ გარნიზონს გაათავისუფლებს და უვ-

722
ნებლად გაუშვებს, საითაც უნდათ, თუ ორ კვირაში ციხესიმაგრეს ჩა-
აბარებენ და ბიჭს მას გადასცემენ, მაგრამ სერ კორტნი არ თანხმდე-
ბა.
ყველაფერს სწირავს ერთი ბუში ბიჭის გამო, რომელიც მისი სის-
ხლი და ხორციც კი არ არის, გაიფიქრა კეტრინმა.
– პასუხი გაუგზავნე?
ედმურმა თავი გაიქნია.
– რისთვის, თუ ვერც დახმარებას შევთავაზებთ და ვერც ვერაფ-
რით დავაიმედებთ? არც სტანისია ჩვენი მტერი.
სერ რობინ რაიგერი ლაპარაკში ჩაერთო:
– მილედი, შეგიძლია მოგვიყვე, როგორ მოკვდა ლორდი რენ-
ლი? ჩვენამდე უცნაურმა ამბებმა მოაღწია.
– კეტ, – მიმართა ძმამ, – ზოგი ამბობს, რომ რენლი შენ მოკალი.
სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ვიღაც სამხრეთელმა ქალმა ქნა, – მისი
მზერა ბრიენზე შეჩერდა. – ჩემი მეფე მოკლეს, – წყნარად წარმოთ-
ქვა გოგონამ, – ოღონდ ეს ლედი კეტლინს არ უქნია. ვფიცავ ამას
ჩემს ხმალზე, ძველი და ახალი ღმერთების სახელით. – ეს ბრიენ
ტართია, ლორდ სელვინ მწუხრის ვარსკვლავის ასული, იგი რენ-
ლის ცისარტყელა მცველებს შორის მსახურობდა, – უთხრა დამ-
ხვდურებს კეტლინმა, – ბრიენ, პატივი მაქვს, წარმოგიდგინო ჩემი
ძმა სერ ედმურ ტალი, რივერანის მემკვიდრე. მისი მოურავი ათერა-
ის ვეინი. სერ რობინ რაიგერი და სერ დესმონდ გრელი. – ჩემთვის
დიდი პატივია, – წარმოთქვა სერ დესმონდმა. სხვებმაც გაიმეორეს
მისი სიტყვები. გოგონა წამოწითლდა, ამ ჩვეულებრივმა თავაზმაც
კი შეაცბუნა. თუკი ედმურს იგი უცნაურ ქალად მოეჩვენა, იმის რიდი
ეყო, არაფერი ეთქვა. – ბრიენი, ისევე, როგორც მე, რენლისთან
იყო, როდესაც იგი მოკლეს, – თქვა კეტლინმა, – მაგრამ ჩვენ მის
სიკვდილში ბრალი არ მოგვიძღვის, – იგი არ აპირებდა, რამე ეთქვა
723
მკვლელ ჩრდილზე აქ, ღია ადგილას, გარშემო შემოხვეული ხალ-
ხის წინაშე. ამიტომ ხელით ცხედრებისკენ ანიშნა, – ეს ვინ ჩამოგიხ-
რჩვიათ? ედმურმა მოუსვენრად აიხედა მაღლა.
– ესენი სერ კლიოსს მოჰყვნენ, როდესაც მან ჩვენს სამშვიდობო
შეთავაზებაზე დედოფლის პასუხი მოგვიტანა.
კეტლინი გაოგნდა.
– დესპანები მოკალი?
– ცრუ დესპანები, – განაცხადა ედმურმა, – მათ მშვიდობა აღ-
მითქვეს და იარაღი ჩამაბარეს, მეც ციხესიმაგრეში თავისუფლად
სიარულის ნება დავრთე. ჰოდა, სამი ღამე ჩემს პურს ჭამდნენ და
ჩემს ღვინოს სვამდნენ, სანამ მე სერ კლიოსთან ვბჭობდი. მეოთხე
ღამეს კი მეფისმკვლელის გათავისუფლება სცადეს, – მან მაღლა
მიათითა, – იმ ზორბა ნადირმა ორი მცველი მოკლა, ისე, რომ თავი-
სი სქელი ხელების მეტი არაფერი მოუხმარია: ყელში წაუჭირა ორი-
ვეს და თავებით ერთმანეთს შეახეთქა. ამასობაში კი ის გაჩხიკული,
მის გვერდით რომ კიდია, ლანისტერის საკანს მავთულის ნაგლეჯით
აღებდა, დასწყევლონ ღმერთებმა. ის, ბოლოში რომაა, რაღაც ჯან-
დაბა მუცლით მეზღაპრე აღმოჩნდა. ჩემი ხმით ლაპარაკობდა და
მდინარის ჭიშკრის გახსნა ბრძანა. მცველები ერთხმად იფიცებიან,
ასე იყოო, ენგერიც, დელფიც, გრძელი ლიუც, სამივე. მე რომ მკით-
ხო, იმ კაცის ხმა ჩემსას სულ არ ჰგავდა, მაგრამ რა გინდა, ის შტე-
რები ცხაურს მაინც სწევდნენ.
ამაში ჭინკას ხელი ურევიაო, იეჭვა კეტლინმა. იმავე გამჭრიახო-
ბის სუნი უდიოდა, რაც მან საარწივეში გამოიჩინა. იყო დრო, იტყო-
და, ლანისტერებს შორის ყველაზე ნაკლებ სახიფათო ტირიონიაო;
ახლა ძველებურად დარწმუნებული ვეღარ იყო. – როგორღა დაიჭი-
რეთ?

724
– აჰ, ეგ რომ მოხდა, ციხეში არ ვიყავი. ქვაგორიას გაღმა გადა-
ვედი, უნდა... ისა... – კახპებში ან გოგონებში გასართობად. განაგ-
რძე.
ედმურს ლოყებიც წვერივით აუგიზგიზდა.
– განთიადისწინა ჟამი იდგა და ის იყო, უკან ვბრუნდებოდი.
გრძელმა ლიუმ ჩემი ნავი რომ დაინახა და მიცნო, ბოლოს და ბო-
ლოს, გადაწყვიტა, დაეჭვებულიყო, ქვემოთ ვინღა დგას და ბრძანე-
ბებს ვინ მაძლევსო, და ყვირილი ატეხა. – მითხარი, რომ მეფის-
მკვლელი ისევ შეიპყარით.
– კი, მაგრამ ეგ იოლი საქმე არ იყო. ჯეიმიმ ხმალი ჩაიგდო ხელ-
ში, მოკლა პოულ პერნფორდი და სერ დესმონდის საჭურველ-
თმტვირთველი მაილისი, დელფი კი ისე მძიმედ დაჭრა, რომ მაის-
ტერი ვაიმანი შიშობს, მალე ისიც მოკვდება. დიდი სისხლისმღვრე-
ლი ალიაქოთი ატყდა. იარაღის ხმაზე სხვა წითელმოსასხამიანებ-
მაც მოირბინეს და ბრძოლაში ჩაებნენ, შიშველი ხელებით თუ რაც
ჰქონდათ, იმით. ეგენი იმ ოთხთან ერთად ჩამოვახრჩვე, ვინც ტყვე
გამოუშვა, დანარჩენები კი დილეგებში ჩავყარე. ჯეიმიც. აწი ვეღარ
გაგვექცევა. ამჯერად ჯურღმულებშია, ბნელში, ხელ-ფეხი შებორკი-
ლი აქვს და კედელზეა მიჯაჭვული.
– და კლიოს ფრეი?
– იფიცება, შეთქმულებაზე არაფერი ვიცოდიო. ვინ იცის? ეგ კაცი
ნახევრად ლანისტერია, ნახევრად – ფრეი, და თავით ფეხებამდე
ცრუპენტელაა. ის ჯეიმის ძველ კოშკის საკანში ჩავამწყვდიე.
– ამბობ, პირობები მოიტანაო?
– კი, თუ მაგას პირობები ეთქმის. დარწმუნებული ვარ, შენ ისინი
ჩემზე მეტად არ მოგეწონება.
– სამხრეთიდან არავის დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს,
ლედი სტარკ? – ჰკითხა ათერაის ვეინმა, მამამისის მოურავმა, – ეს
725
სისხლის აღრევის ბრალდება... ლორდი ტაივინი ასეთ აბუჩად აგდე-
ბას იოლად არ გადაიტანს. მოინდომებს, თავისი ასულის სახელს
მოცხებული ჩირქი მისი ბრალმდებლის სისხლით ჩამორეცხოს,
ლორდ სტანისს ეს უნდა ესმოდეს. სხვა არჩევანი არ აქვს, ჩვენ უნდა
შეგვეკრას. სტანისი უფრო მძლავრ და ბნელ ძალას შეეკრა.
– მოდი, ამ საკითხებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, – კეტლინმა
ჩორთით გადაიარა ასაწევი ხიდი, მკვდარი ლანისტერების საზარე-
ლი რიგი უკან მოიტოვა. ძმა მხარდამხარ მიჰყვა. რივერანის აფუს-
ფუსებულ ზედა ეზოში რომ შეჯირითდნენ, ცხენების წინ ტიტლიკანა
ახალფეხადგმული ბავშვი გამობაჯბაჯდა. კეტლინმა მკვეთრად და-
ქაჩა აღვირი, მისთვის მხარი რომ აექცია, და შეშფოთებულმა მი-
მოიხედა. ციხესიმაგრეში ასობით მდაბიო შეეშვათ და გალავანზე
მოუხეშავი თავშესაფრების მიდგმის ნებაც მიეცათ. მათი ბალღები
ყველგან და ყველას ფეხებში ედებოდნენ, ეზო კი მათი ძროხებით,
ცხვრებით და ქათმებით იყო სავსე.
– ეს ხალხი ვინაა?
– ჩემი ხალხია, – მიუგო ედმურმა, – ეშინოდათ.
მხოლოდ ჩემი ძვირფასი ძმა თუ მოახერხებდა, ამდენი უსარგებ-
ლო პირით გამოეტენა ციხესიმაგრე, რომელიც მალე შესაძლოა
ალყაში მოექცეს. კეტლინმა იცოდა ედმურის ჩვილი გულის ამბავი;
ზოგჯერ ფიქრობდა, ვაითუ თავი კიდევ უფრო ჩვილი აქვსო. ამის გა-
მო მეტადაც უყვარდა იგი, მაგრამ...
– რობისთვის ყორნის გაგზავნა შესაძლებელია?
– ის ბრძოლის ველზეა, მილედი, – უპასუხა სერ დესმონდმა, –
ფრინველი მას ვერაფრით ვერ მიაგნებს.
ათერაის ვეინმა ჩაახველა.
– სანამ ჩვენგან წავიდოდა, ჭაბუკმა მეფემ დაგვავალა, რომ მობ-

726
რუნდებოდი, ტყუპებში გაგვეგზავნე, ლედი სტარკ. იგი გთხოვს, მე-
ტი შეიტყო ლორდ ვოლდერის ასულებზე, რათა საცოლის შერჩევა-
ში დაეხმარო, მაგის დრო რომ მოვა. – დასვენებულ ცხენებს და საგ-
ზალს გაგიმზადებთ, – დაჰპირდა ძმა, – შენც დასვენება გენდომება,
სანამ...
– მე დარჩენა მენდომება, – თქვა კეტლინმა და ცხენიდან ჩამოხ-
და. არ აპირებდა, რივერანი და მომაკვდავი მამა დაეტოვებინა და
რობის საცოლის სარჩევად წასულიყო. რობს უნდა, რომ უსაფ-
რთხოდ ვიყო, ამის გამო ვერ დავძრახავ, მაგრამ მისი საბაბი არაფ-
რად ვარგოდა, – ბიჭო! – დაიძახა ქალმა, თავლიდან ყმაწვილი გა-
მოიქცა და ცხენის აღვირი ჩამოართვა.
ედმური უნაგირიდან გადმოხტა. იგი დაზე ერთი თავით მაღალი
იყო, მაგრამ კეტრინისთვის ყოველთვის უმცროს ძმად დარჩებოდა.
– კეტ, – უთხრა ნირწამხდარმა, – ლორდი ტაივინი მოიწევს... –
ის დასავლეთისკენ მოემართება, საკუთარი მიწების დასაცავად.
ჭიშკარს თუ ჩავრაზავთ და გალავნის უკან მივიყუჟებით, შეგვეძლე-
ბა, უსაფრთხოდ ვუცქიროთ, როგორ ჩაივლის გზაზე.
– ეს ტალის მიწებია, – განაცხადა ედმურმა, – თუ ტაივინ ლანის-
ტერს იმედი აქვს, უსისხლოდ გადაიაროს მასზე, მე ვაპირებ, მწარე
გაკვეთილი ჩავუტარო. ისეთივე, როგორიც მის ძეს? კეტლინის ძმა
შეიძლებოდა მდინარის კლდესავით გაკერპებულიყო, თუ მის სი-
ამაყეს რამე შელახავდა, მაგრამ მათგან არც ერთს არ დავიწყებო-
და, სერ ჯეიმიმ როგორ აკაფა სისხლიან ნაკუწებად ედმურის ლაშ-
ქარი, როდესაც ბოლოჯერ შეებნენ ერთმანეთს.
– ჩვენ შეიძლება ვერაფერი მოვიგოთ და ყველაფერი წავაგოთ,
ლორდ ტაივინს ბრძოლის ველზე თუ შევხვდებით, – ფრთხილად
თქვა კეტლინმა.
– ეზო შეუფერებელი ადგილი მგონია ჩემს საბრძოლო გეგმებზე
727
ბჭობისთვის. – როგორც იტყვი. სად წავიდეთ?
მის ძმას სახე ჩაუმუქდა. წუთით ქალმა იფიქრა, ახლა მოთმინე-
ბას დაკარგავსო, მაგრამ ბოლოს მოჭრა:
– საღვთო ტყეში. თუ აუცილებლად გინდა.
კეტლინი ძმას უკან მიჰყვა საღვთო ტყის ჭიშკრისკენ გაწოლილი
ხეივნის გასწვრივ. ედმური ყოველთვის ასე პირქუშად, დამთრგუნ-
ველად ბრაზობდა ხოლმე. კეტლინი წუხდა, გული რომ ატკინა, მაგ-
რამ საკითხი მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო საიმისოდ, რომ მისი
სიამაყისთვის ეგორებინა კოჭი. როდესაც მარტონი დარჩნენ ხეების
ქვეშ, ედმური მოტრიალდა და პირისპირ დაუდგა.
– შენ არ გაქვს საიმისო ძალა, რომ ლანისტერებს ბრძოლის
ველზე წინ აღუდგე, – მიახალა კეტლინმა.
– მთელ ჩემს ძალას რომ დავრაზმავ, რვა ათასი ქვეითი და სამი
ათასი მხედარი მოგროვდება, – უთხრა ედმურმა.
– ანუ ლორდ ტაივინს შენზე დაახლოებით ორჯერ მეტი ეყოლე-
ბა. – რობმა უფრო უთანასწორო ბრძოლა მოიგო, – მიუგო ედმურ-
მა, – თანაც, მე გეგმა მაქვს. შენ რუს ბოლტონი დაგავიწყდა. ლორ-
დმა ტაივინმა იგი დაამარცხა მწვანე კბილზე, მაგრამ აღარ მისდია.
როდესაც ლორდი ტაივინი ჰარენჰალში წავიდა, ბოლტონმა ლა-
ლის ფონი და გზაჯვარედინები დაიჭირა. მას ათი ათასი კაცი ჰყავს.
ჰელმან ტოლჰარტს შევუთვალე, ბოლტონს შეუერთდეს იმ გარნი-
ზონთან ერთად, რობმა ტყუპებში რომ დატოვა...
– ედმურ, რობმა ის რაზმი დატოვა, რათა მათ ტყუპები დაიცვან
და თვალი ეჭიროთ, რომ ლორდი ვოლდერი ჩვენი ერთგული დარ-
ჩეს.
– უკვე დარჩა ერთგული, – ჯიუტად მიუგო ედმურმა, – ფრეიებმა
მოჩურჩულე ტყეში მედგრად იბრძოლეს, ბებერი სერ სტევრონი კი
ხარჯვარედინთან დაეცა, როგორც გავიგეთ. სერ რაიმანი და შავი
728
ვოლდერი რობს ახლავან დასავლეთში, მარტინი ზვერვაში ძალიან
დაგვეხმარა, სერ პერვინი კი შენ გახლდა, რენლისთან უხიფათოდ
რომ ჩაეყვანე. გვიწყალონ ღმერთებმა, მეტი რაღა უნდა მოვთხო-
ვოთ? რობი ლორდ ვოლდერის ერთ-ერთ ასულზეა დანიშნული, მე-
ორე კი რუს ბოლტონმა შეირთოო, შევიტყვე. და ორი მისი შვილიშ-
ვილი კიდევ შენ თვითონ არ წაიყვანე ვინტერფელში აღსაზრდე-
ლად?
– აღსაზრდელი შესაძლოა იოლად გადაიქცეს მძევლად, თუ სა-
ჭირო გახდა, – კეტლინმა აქამდე არ იცოდა სერ სტევრონის სიკვდი-
ლის ამბავი, არც ბოლტონის ქორწინებაზე სმენოდა.
– ჰოდა მით უმეტეს, ორი მძევალიც თუ გვყავს, ლორდი ვოლდე-
რი მით უფრო ვერ გაბედავს, გვიმუხთლოს. ბოლტონს ფრეის მეომ-
რები სჭირდება, და სერ ჰელმანსაც, აგრეთვე. მე მას ვუბრძანე, ჰა-
რენჰალი აიღოს ისევ.
– სისხლიანი საქმე ჩანს.
– ჰო, მაგრამ ეგ ციხე რომ დაეცემა, სერ ტაივინს საიმედო უკან
დასახევი ადგილი აღარ ექნება. წითელი კბილის ფონთან ჩემი
ახალწვეულები დადგებიან და მდინარეზე არ გადმოუშვებენ. თუ
ბრძოლით გადმოლახვას შეეცდება, მასაც იგივე ბედი ეწევა, რაც
რეიგარს ეწია, სამკბილას გადმოლახვა რომ სცადა. უკან თუ დაი-
ხევს, რივერანსა და ჰარენჰალს შორის მოექცევა, და, რობი რომ
დაბრუნდება, ტაივინს ერთხელ და საბოლოოდ გავუსწორდებით.
მისი ძმის ხმა უკმეხი თავდაჯერებით იყო გაჟღენთილი, მაგრამ
კეტლინი მიხვდა, რომ ფიქრობდა, ნეტავ რობს ძია ბრინდენი დასავ-
ლეთში თან არ წაეყოლებინაო. შავი თევზი ნახევარ ასეულ ბრძო-
ლაში იყო გამოცდილი; ედმური მხოლოდ ერთ ბრძოლაში გამოიცა-
და და ისიც წააგო.

729
– კარგი გეგმაა, – დააბოლოვა ედმურმა, ლორდი ტიტოსი ამ-
ბობს, კარგიაო, ლორდ იონოსსაც ასე მიაჩნია. უეჭველი რომ არ
იყოს, ბლექვუდები და ბრაკენები ერთმანეთს განა რამეში დაეთან-
ხმებოდნენ, გეკითხები?
– იყოს, როგორცაა, – კეტლინი უცებ დაიქანცა. იქნებ ეშლებო-
და, ძმას რომ ედავებოდა. იქნებ ეს დიდებული გეგმა იყო, მის ავ წი-
ნათგრძნობებს კი მხოლოდ ქალური შიშები ასაზრდოებდა. სურდა,
ნედი ყოფილიყო აქ, ან მისი ძია ბრინდენი, ან... მამას ჰკითხე ამის
შესახებ?
– მამა ახლა იმ დღეში არაა, სტრატეგიები შემიფასოს. ორი დღის
წინ შენი და ბრანდონ სტარკის ქორწილის გეგმებს აწყობდა! წადი,
შენ თვითონ ინახულე, მე თუ არ მიჯერებ. ეს გეგმა გაამართლებს,
კეტ, აი, ნახავ – იმედი მაქვს, ედმურ. მართლა იმედი მაქვს, – მან
ძმას ლოყაზე აკოცა, რათა მიეხვედრებინა, მართლაც ასეაო, და მა-
მის სანახავად წავიდა. ლორდი ჰოსტერ ტალი ისეთივე დახვდა, რო-
გორიც დატოვა: ლოგინში მწოლი, გატანჯული, გაფითრებული და
ოფლით გაწებილი. ოთახში ავადმყოფობის ოხშივარი იდგა, მძიმე
ჰაერში თანაბრად შერეოდა ერთმანეთს ძველი ოფლის და წამლე-
ბის სუნი. კეტლინმა ფარდები რომ გადასწია, მამამისმა სუსტად და-
იკვნესა და თვალები ხამხამით გაეღო. ისე მიაჩერდა, თითქოს ვერ
გაეგო, ვინ იყო ეს ქალი და რა უნდოდა.
– მამა, – აკოცა კეტლინმა, – დავბრუნდი ახლა თითქოს იცნო.
– დაბრუნდი, – დაიჩურჩულა სუსტი ხმით; ძლივს ძრავდა ტუ-
ჩებს. – ჰო, – მიუგო კეტლინმა, – რობმა სამხრეთში გამგზავნა, მაგ-
რამ მე უკან გამოვეჩქარე. – სამხრეთში... სად... საარწივე სამხრეთ-
შია, საყვარელო? ვერ ვიხსენებ... ო, ჩემო ძვირფასო, მე ისე მეშინო-
და... მაპატიე, შვილო? – ლოყებზე ცრემლები დასდინდა. – ისეთი
არაფერი ჩაგიდენია, საპატიებელი რომ იყოს, მამა, – რბილ თეთრ
730
თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლი მოუსინჯა. სიცხე ჯერ კიდევ წვავდა
შიგნიდან, მაისტერის ამ წამლების სმის მერეც.
– ეგრე ჯობდა, – დაიჩურჩულა მამამისმა, – ჯონი კარგი კაცია,
კარგი... ძლიერი, კეთილი... იზრუნებს შენზე... კი, იზრუნებს... და კე-
თილშობილი წარმომავლობისაა, დამიჯერე, მე მამაშენი ვარ... მა-
მაშენი შენც კეტთან ერთად გათხოვდები, კი, გათხოვდები...
ლიზა ვგონივარ, მიხვდა კეტლინი. შემიწყალონ ღმერთებმა, ისე
ლაპარაკობს, თითქოს ჯერ არ გავთხოვილვართ. მამას მის თითებ-
ზე ჩაფრენილი ხელები ორი დამფრთხალი თეთრი ფრინველივით
უფართქალებდა.
– ის ყმაწვილი... საძაგელი ბიჭი... მისი სახელიც არ მიხსენო...
შენი ვალია... დედაშენი რას იზამდა... – ლორდმა ჰოსტერმა წამო-
იყვირა, ტკივილმა რომ შეუტია, – ო, შემინდონ ღმერთებმა, შემინ-
დონ, შემინდონ. ჩემი წამალი... მაისტერი ვაიმანი წამს მის გვერ-
დით გაჩნდა და ტუჩებთან ფიალა მიუტანა. ლორდი ჰოსტერი სქელ
თეთრ წამალს ისე დაეწაფა, როგორც ჩვილი – დედის რძეს, და კეტ-
ლინის თვალწინ კვლავ სიმშვიდემ მოიცვა.
– ახლა დაიძინებს, მილედი, – უთხრა მაისტერმა, ფიალა რომ
დაიცალა. ყაყაჩოს რძემ ლორდ ჰოსტერს პირის გარშემო სქელი
თეთრი ზოლი დაუტოვა. მაისტერმა სახელოთი მოსწმინდა.
კეტლინს ამის ყურება მეტად აღარ შეეძლო. ჰოსტერ ტალი მთე-
ლი ცხოვრება ძლიერი მამაკაცი იყო, თანაც ამაყი. ქალს გული
სტკიოდა, ასე დაბეჩავებულს რომ ხედავდა. იგი ტერასაზე გავიდა.
ქვემოთ გადაშლილი ეზო ლტოლვილებით იყო სავსე და ერთი გნი-
ასი გაჰქონდათ, მაგრამ გალავნის გადაღმა ისევ დიოდნენ წმინდა,
უზადო, უსასრულო მდინარეები. ეს ლორდ ჰოსტერის მდინარეებია
და მალე დაბრუნდება მათთან, თავის უკანასკნელ გზაზე დამდგარი.
მაისტერი ვაიმანი გარეთ გამოჰყვა.
731
– მილედი, – უთხრა წყნარად, – აღსასრულს დიდხანს ვეღარ გა-
დავავადებ. მის ძმასთან შიკრიკი უნდა გავგზავნოთ. სერ ბრინდენი
მოისურვებს, აქ იყოს. – ჰო, – უთხრა კეტლინმა მწუხარებით ჩახ-
ლეჩილი ხმით.
– და ალბათ ლედი ლიზაც?
– ლიზა არ მოვა.
– შენ თავად თუ მისწერ, იქნებ ისურვოს.
– რამდენიმე სიტყვას დავწერ, თუ ასე გინდა, – კეტლინი საგო-
ნებელს მისცემოდა, ნეტავ ლიზას „საძაგელი ბიჭი“ ვინღა იყოო.
როგორც ჩანს, ვინმე ჭაბუკი საჭურველთმტვირთველი ან ზღუდის
რაინდი... თუმცა ლორდი ჰოსტერი ისე ცხარედ იყო მისი წინააღ-
მდეგი, ის შეიძლება ვაჭრის ვაჟი ყოფილიყო, ან ვინმე ბუში შეგირ-
დი, შეიძლება – მგოსანიც კი ლიზას ყოველთვის ძალიან უყვარდა
მგოსნები. ამის გამო არ უნდა გავკიცხო. ჯონ ერინი მამაჩვენზე ოცი
წლით უფროსი იყო, რაც არ უნდა წარჩინებული ჩამომავლობა ჰქო-
ნოდა.
კოშკი, რომელიც ძმამ სამყოფელად გამოუყო, სწორედ ის იყო,
რომელშიც ის და ლიზა ერთად ცხოვრობდნენ გათხოვებამდე. კარ-
გი იქნებოდა ისევ ბუმბულის ქვეშაგებში ძილი, ბუხარში დანთებუ-
ლი ცეცხლის სითბო; რომ დაისვენებდა, ქვეყნიერება იქნებ ასე
უღიმღამო აღარ მოსჩვენებოდა.
მაგრამ თავის ოთახებთან მისულმა დაინახა, რომ კარს აქეთ
ათერაის ვეინი უცდიდა რუხად ჩაცმულ ორ ქალთან ერთად, რომ-
ლებსაც თავშლებიდან მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. კეტლინი
მაშინვე მიხვდა, რად იყვნენ აქ.
ძვლებმა ვინტერფელის ქვეშ უნდა განისვენოს.
მის ქანდაკს გამოკვეთენ, მის ქვის სახებას, რომელიც ბნელში
იჯდება ფერხთით – ნედი?
732
დებმა მზერა დახარეს. ათერაისმა კი უთხრა:
– სერ კლიოსმა ჩამოასვენა მეფის საბიჯელიდან, მილედი.
– მიმიყვანეთ მასთან, – ბრძანა ქალმა.
მათ იგი მერხ-მაგიდაზე დაეწვინათ და დროშით დაეფარათ,
სტარკების გვარის თეთრი ალმით, ზედ რუხი მგელსაზარას ნიშნით.
– მინდა შევხედო, – თქვა კეტლინმა.
– მხოლოდ ძვლებიღაა დარჩენილი, მილედი.
– მინდა შევხედო, – გაიმეორა მან.
– ერთმა მდუმარე დათაგანმა დროშა გადახადა.
ძვლებიღაა, გაიფიქრა კეტლინმა. ეს ნედი არაა, ეს არ არის კაცი,
რომელიც მიყვარდა, ჩემი შვილების მამა. ხელები გულზე დაეკრი-
ფა, ჩონჩხი-თითები რაღაც ორლესულის ტარზე შემოეჭდო, მაგრამ
ეს არ იყო ნედის ძლიერი, სიცოცხლით სავსე ხელები. მათ ძვლები
ნედის იალმაგში გამოეწყოთ, რბილ თეთრ ხავერდში, რომლის
მკერდზეც მგელსაზარას ნიშანი იყო გამოსახული. მაგრამ აღარა-
ფერი დარჩენილიყო იმ რბილი სხეულისგან, რომელზეც კეტლინს
მრავალი ღამის განმავლობაში ესვენა ხოლმე თავი; იმ მკლავების-
გან, გულში რომ იხუტებდნენ. თავი ტანზე წვრილი ვერცხლის მავ-
თულით იყო მიბმული, მაგრამ ერთი თავის ქალა მეორისგან ბევრი
არაფრით განსხვავდება, იმ ცარიელ ღრმულებში კი კეტლინმა თა-
ვისი ლორდის მუქი რუხი თვალების კვალიც ვერ ნახა, თვალებისა,
რომლებიც ხან ნისლივით სათუთი იყო, ხან კი – კლდესავით შეუვა-
ლი. მისი თვალები ყვავებს აჭამეს, გაახსენდა ქალს. გვერდზე მიბ-
რუნდა.
– ეს მისი ხმალი არ არის.
– ყინული არ დაგვიბრუნეს, მილედი, – უთხრა ათერაისმა, –
მხოლოდ ლორდ ედარდის ძვლები მოიტანეს.
– დედოფალს ალბათ მაგაზეც მადლობა უნდა ვუთხრა.
733
– მადლობა ჭინკას მოახსენე, მილედი. ეს მან გადაწყვიტა.
მოვა დღე, როცა ყველა მათგანს ვეტყვი მადლობას.
– მადლობელი ვარ თქვენი სამსახურისთვის, დებო, – თქვა კეტ-
ლინმა, – მაგრამ ახლა ახალი საქმე უნდა დაგაკისროთ. ლორდი
ედარდი სტარკი იყო, და მისმა მწოლი მგელსაზარათი და მუხლებზე
დასვენებული ხმლით.
– მიხედე, რომ დებს მისცენ დასვენებული ცხენები და სხვაც ყვე-
ლაფერი, რაც კი შეიძლება მგზავრობისთვის დასჭირდეთ, – უთხრა
ათერაის ვეინს, – ვინტერფელამდე მათ ჰალ მოლენი მიაცილებს,
როგორც იქაურ მცველთა მეთაური, – ქალმა დახედა ძვლებს – ეს-
ღა დარჩენილიყო მისი ბატონისგან, მისი სიყვარულისგან, – ახლა
კი ყველამ დამტოვეთ. ამაღამ ნედთან მარტო დავრჩები.
რუხად შემოსილმა ქალებმა თავი დაუკრეს. მდუმარე დები ცოც-
ხლებთან არ ლაპარაკობენ, ბუნდოვნად გაახსენდა კეტლინს; მაგ-
რამ ზოგი ამბობს, მკვდრებთან შეუძლიათ ლაპარაკიო. როგორ
შურდა ამის...

დენერისი

ფარდები ქუჩის მტვერს და სიცხეს აკავებდა, მაგრამ იმედგაც-


რუებას წინ ვეღარ ეღობებოდა. დენი დაღლილი შეძვრა შიგნით,
უხაროდა, ქართელების თვალთა ზღვას რომ მოსცილდებოდა.
– გზა! – დასძახა ჟოგომ ბრბოს თავისი უნაგირის სიმაღლიდან –
გზა, გზა მიეცით დრაკონების დედას!
გრილ ატლასის ბალიშებზე გადაწოლილმა ზარო ზოან დაქსოს-
მა ლალისფერი ღვინო ნეფრიტისა და ოქროს ერთნაირ თასებში ჩა-
მოასხა. ხელები მარჯვე და მტკიცე ჰქონდა, თუმცა ტახტრევანი
ტორტმანებდა..
734
– შენს სახეზე გამოხატულ ღრმა სევდას ვჭვრეტ, ჩემო სიყვარუ-
ლის სინათლევ, – მან დენის თასი შესთავაზა, – იქნებ ეს დაკარგუ-
ლი ოცნების სევდაა? – დაყოვნებული ოცნების, მხოლოდ და მხო-
ლოდ, – დენის ვიწრო ვერცხლის საყელო ყელს უხეხავდა მან სამ-
კაული შეიხსნა და გვერდით მიაგდო. საყელოს ჯადოსნური ამეთ-
ვისტო ამშვენებდა, რომელიც, ზაროს მტკიცებით, დენის ყველა სა-
წამლავისგან დაიფარავდა. კეთილშობილი ცნობილი იყვნენ იმით,
რომ მოწამლული ღვინის შეთავაზება სჩვეოდათ. ყველასთვის, ვი-
საც სახიფათოდ მიიჩნევდნენ... მაგრამ დენისთვის ჭიქა წყალიც კი
არ შეუთავაზებიათ. მათ ჩემში დედოფალი სულაც ვერ დაინახეს,
მწარედ გაიფიქრა დენიმ. მხოლოდ დღის თავშესაქცევი ვიყავი მათ-
თვის, უცნაური ცხოველების პატრონი მეცხენე გოგო.
დენი ღვინოს რომ წასწვდა, რეიგალმა დაისისინა და ბასრი შავი
კლანჭები შიშველ მხარში ჩაასო. გოგონა მოიჭმუხნა და დრაკონი
მეორე მხარზე გადაისვა, სადაც კანის ნაცვლად ის ტანისამოსს ჩა-
აფრინდებოდა. დენის ქართელივით ეცვა. ზარომ გააფრთხილა,
რომ აღსაყდრებულნი ყურს არასოდეს დაუგდებდნენ დოთრაკს,
ამიტომაც მათ წინაშე წარსადგომად მძიმე მწვანე ფარჩის კაბა ჩა-
იცვა, რომელიც ცალ ძუძუს უჩენდა, ფეხი მოვერცხლილი სანდლე-
ბით შეიმოსა, წელზე კი შავ-თეთრი მარგალიტების ქამარი შემოირ-
ტყა. შემეძლო, თუნდ შიშველი მივსულიყავი, ისე დამეხმარნენ. იქ-
ნებ ასეც უნდა მექნა. ხარბად დაეწაფა ღვინოს.
ქართის ძველი მეფეების და დედოფლების ჩამომავლები, კე-
თილშობილი, მართავდნენ ქალაქის დაცვას და მოხატული გალე-
რების ფლოტს, რომელიც ზღვებს შორის სრუტეებს იცავდა. დენე-
რის ტარგარიენს უნდოდა ფლოტი, ან მისი ნაწილი, და კიდევ – მათი
ჯარისკაცები. მან ხსოვნის ტაძარში ტრადიციული მსხვერპლი შეს-

735
წირა, ტრადიციული ქრთამი მიართვა გრძელი ნუსხის მცველს, ტრა-
დიციული ხურმა გაუგზავნა კარის გამღებს და, ბოლოს და ბოლოს,
კიდევაც მიიღო ტრადიციული ცისფერი აბრეშუმის მაშიები, რომე-
ლიც მას ათასი ტახტის დარბაზში იწვევდა. კეთილშობილებმა დენის
თხოვნა მათი წინაპრების მაღალ ხის დასაჯდომლებზე შემომ-
სხდრებმა მოისმინეს. დასაჯდომლები გლუვ საფეხურებად მაღ-
ლდებოდა მარმარილოს იატაკიდან მაღალგუმბათიან ჭერამდე,
რომელიც ქართის გარდასული დიდების სცენებით იყო მოხატული.
სკამები უზარმაზარი იყო, წარმოუდგენლად ნაჩუქურთმალი, ოქ-
როფერილი და ქარვით, ონიქსით, ფირუზითა და ნეფრიტით მოოჭ-
ვილი; ყოველი მათგანი დანარჩენებისგან განსხვავდებოდა და ყო-
ველი ლამობდა, ყველაზე ზღაპრული სწორედ ის ყოფილიყო. მაგ-
რამ მათზე მსხდომი კაცები ისე მოთენთილები ჩანდნენ და ისე და-
ქანცულად ლაპარაკობდნენ, მძინარეები გეგონებოდა. ისმენდნენ,
მაგრამ ვერ იგებდნენ, ან გაგონილი არაფრად ენაღვლებოდათო,
გაიფიქრა დენიმ. მართლაცდა რძის ხალხი არიან. ჩემს დახმარებას
არც არასდროს აპირებდნენ. მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ თავი
შეექციათ. მოწყენილობამ მოიყვანა ყველა და ჩემს მხარზე შემომ-
ჯდარი დრაკონი ჩემზე მეტად აინტერესებდათ. – მითხარი კეთილ-
შობილთა სიტყვები, – აქეზებდა ზარო ზოან დაქსოსი, – მითხარი,
რა თქვეს ასეთი, ჩემი გულის დედოფალი რომ დამიმწუხრეს? –
არაო, მითხრეს, – ღვინოს ბროწეულების და ზაფხულის დღეების გე-
მო ჰქონდა, – ძალიან ზრდილობიანად მითხრეს, მართლა, მაგრამ
მთელი იმ საამო სიტყვების უკან მაინც „არა“ იდგა.
– ეპირფერე?
– ურცხვად.
– იტირე?

736
– დრაკონის სისხლთაგანი არასოდეს ტირის გაცხარდა დენი ზა-
რომ ამოიოხრა.
– უნდა გეტირა. – ქართელები ხშირად და ძალდაუტანებლად ტი-
როდნენ, ეს მათთან სინატიფის ნიშნად მიიჩნეოდა, – იმ კაცებმა რა-
ღა თქვეს, ჩვენ რომ მოვქრთამეთ? – მათოსს არაფერი უთქვამს.
ვენდელომ შემაქო, კარგად ლაპარაკობო. უზადომაც სხვებივით უა-
რი მითხრა, მაგრამ მერე იტირა.
– ვაი, რომ ქართელებს ვერავის ენდობი, – ზარო თავად არ იყო
კეთილშობილთაგანი, მაგრამ დენი მან დაარიგა, ვინ მოექრთამა
და რამდენი შეეთავაზებინა, – ტიროდე, ტიროდე კაცთა მუხანათო-
ბას!
დენის თავის ოქროზე უფრო ეტირებოდა. იმ ქრთამით, მათოს მა-
ლარავანს, ვენდელო ქარ დითსა და ეგონ ემეროს უზადოს რომ მი-
ართვა, თავისუფლად იყიდდა გემს ან ოც ქირით მებრძოლს მაინც
დაიქირავებდა.
– იქნებ სერ ჯორაჰი გავგზავნო და ჩემი ძღვენი უკან მოვითხო-
ვო? – ჰკითხა ზაროს. – მაშინ იქნებ მწუხარე კაცი მოვიდეს ჩემს სა-
სახლეში და მძინარე მოგკლას, – მიუგო მან. მწუხარე კაცები
„მკვლელების უძველესი და წმინდა გილდია იყო. ასე იმიტომ ერ-
ქვათ, რომ მოკვლის წინ მსხვერპლს ყოველთვის უჩურჩულებდნენ:
„ო, როგორ ვწუხვარ!“ ქართელებს ზრდილობას ვერ დაუწუნებდი, –
ბრძნული ნათქვამია, უმალ ფაროსის ქვის ძროხას მოწველი, ვიდრე
კეთილშობილს ოქროს გააგდებინებო. დენიმ არ იცოდა, სად იყო
ფაროსი, მაგრამ ასე ეჩვენებოდა, ქართი სწორედ მაგ ქვის ძროხე-
ბითაა სავსეო. ზღვებს შორის ვაჭრობით გამდიდრებული ვაჭარი
პრინცები სამ მოქიშპე ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. ესენი იყო: მესა-
ნელებლეთა უძველესი გილდია, ტურმალინის საძმო და ცამეტნი,
რომელსაც ზარო მიეკუთვნებოდა. ყოველი მათგანი დანარჩენს
737
პირველობას ედავებოდა და სამივე ერთად გაუთავებლად ეჯიბრე-
ბოდა კეთილშობილებს. და ყველა ამათ თავს ადგნენ ლურჯტუჩა
გრძნეულები, ისინი მომაკვდინებელ ძალას ფლობდნენ, იშვიათად
ჩანდნენ, მაგრამ დიდ შიშს იწვევდნენ. ზაროს გარეშე დენი ვერა-
ფერს გახდებოდა. ის ოქრო, რომელიც მან ათასი ტახტის დარბაზის
კარის გაღებაში გაფლანგა, უმთავრესად ვაჭრის გულუხვობის და
გამჭრიახობის წყალობით იყო მოპოვებული. მას მერე, რაც ცოც-
ხალ დრაკონებზე ხმები მთელ აღმოსავლეთს მოედო, ამ ამბის სი-
მართლეში დარწმუნების მეტი და მეტი მსურველი გამოჩნდა, და ზა-
რო ზოან დაქსოსმა იზრუნა, დიდსა თუ პატარას განურჩევლად მიეძ-
ღვნა რამე დრაკონების დედისთვის.
მისი წყალობით გაჩენილი ნაკადული მალე წარღვნად იქცა. სა-
ვაჭრო გემების კაპიტნებს მოჰქონდათ მირული მაქმანები, ზაფრა-
ნით სავსე ზარდახშები ი– ტიდან, ქარვა და დრაკონის მინა ასშა-
იდან. ვაჭრები მონეტებით სავსე ქისებს სთავაზობდნენ, ოქრომჭედ-
ლები – ბეჭდებსა და ძეწკვებს. მესტვირეები უკრავდნენ მისთვის,
ჯამბაზები ჯამბაზობდნენ, მასხარები ჟონგლიორობდნენ, ქსოვილის
მღებავები კი ისეთ ფერებში მოსავდნენ, რომელთა არსებობაც არ
იცოდა. ორმა ჯოგოს ნაიმ ერთი თავისი ზორსი აჩუქა, შავ-თეთრი და
ფიცხი. ერთმა ქვრივმა ქალმა თავისი ქმრის გვამი მოუტანა, რომე-
ლიც მოვერცხლილი ფოთლების ქერქით იყო დაფარული: ითვლე-
ბოდა, რომ ამგვარ ნეშტს უდიდესი ძალა ჰქონდა, მით უფრო, თუ
გარდაცვლილი ჯადოქარი იყო, როგორც ეს. ტურმალინის საძმომ
კი თავზე სამთავა დრაკონის ფორმის გვირგვინი დაადგა. დრაკონე-
ბის ქერცლი ყვითელი ოქროსი იყო, ფრთები – ვერცხლისა, თავები
კი ნეფრიტის, სპილოს ძვლისა და გიშრისგან იყო ნაკეთები. საჩუქ-
რებიდან დენიმ მხოლოდ ეს გვირგვინი დაიტოვა. დანარჩენი კე-

738
თილშობილებზე დახარჯული ოქროს მოსაგროვებლად გაყიდა. ზა-
რო გვირგვინის გაყიდვასაც ურჩევდა – იფიცებოდა, ცამეტნი იზრუ-
ნებენ, უფრო ლამაზი გვირგვინი რომ გქონდესო – მაგრამ დენიმ
აუკრძალა. ვისერისმა დედაჩემის გვირგვინი გაყიდა და ხალხმა მას
მათხოვარი შეარქვა; მე კი ამას დავიტოვებ, რათა ხალხმა დედოფა-
ლი მიწოდოსო, თქვა და ასეც მოიქცა, თუმცა გვირგვინის სიმძიმე
კისერს ატკივებდა. მაგრამ, გვირგვინოსანიც კი, მაინც მათხოვარი
ვარ, გაიფიქრა დენიმ. ამქვეყნად ყველაზე დიდებული მათხოვარი,
მაგრამ მაინც მათხოვარი. ამაზე ფიქრი გულს უკლავდა, როგორც
ალბათ მის ძმას ოდესღაც. მთელი ის წლები, ქალაქიდან ქალაქში
რომ გარბოდა, უზურპატორის ხანჯლებს ერთი ნაბიჯით ასწრებდა,
დახმარებას ევედრებოდა არხონებს, პრინცებსა და მაგისტრებს,
ლიქნით ყიდულობდა ჩვენს საჭმელს. ალბათ იცოდა, როგორ დას-
ცინოდნენ ისინი. რა გასაკვირია, ასე ავი და გამწარებული რომ იყო.
ბოლოს და ბოლოს, ამ ყველაფერმა ჭკუიდან შეშალა. მეც იგივე და-
მემართება, თუ დავყევი. მისი არსების ნაწილს ყველაზე მეტად ის
სურდა, თავის ხალხს ისევ ვაის ტოლოროში გასძღოლოდა და
მკვდარი ქალაქი აეყვავებინა. არა, ეს დამარცხება იქნებოდა. მე
მაქვს ის, რაც ვისერისს არასოდეს გააჩნდა. დრაკონები მყავს. მთე-
ლი განსხვავებაც ესაა.
მან რეიგალს ხელი გადაუსვა. მწვანე დრაკონმა კბილები მოავ-
ლო და მაგრად მოუჭირა. გარეთ დიდი ქალაქი დუდუნებდა, ჟღრი-
ალებდა და დუღდა, მისი მირიადი ხმა ერთ დუდუნა, ზღვის მოქცევის
მსგავს ჰანგად ერთდებოდა. – გზა, რძის ადამიანებო, გზა მიეცით
დრაკონების დედას! – ყვიროდა ჟოგო და ქართელები განზე დგე-
ბოდნენ, თუმცა ამაში შესაძლოა ხარების დამსახურება მეტი იყო,
ვიდრე მისი ძახილის. აქანავებული ფარდების მიღმა დენი დრო-
დადრო თვალს მოჰკრავდა ხოლმე თავის რუხ ულაყზე ამხედრებულ
739
მცველს. დროდადრო ერთერთ ხარს მის ნაჩუქარ ვერცხლისტარიან
შოლტს გადაჰკრავდა ხოლმე. აგო ტახტრევანის მეორე გვერდს
იცავდა, რახარო კი პროცესიას უკან მოჰყვებოდა, ბრბოში სახეებს
აკვირდებოდა და ხიფათის უმცირეს ნიშნებს ეძებდა. სერ ჯორაჰი
დენიმ დღეს შინ დატოვა დანარჩენი დრაკონების დასაცავად; ყარი-
ბი რაინდი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ამ სულელურ მცდელო-
ბას. არავის ენდობაო, ფიქრობდა დენი, და ალბათ მართალიცაა.
დენიმ თასი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. რეიგალმა ღვინო დაყ-
ნოსა და სისინით გასწია თავი უკან.
– შენს დრაკონს კარგი ყნოსვა ჰქონია, – ზარომ ტუჩები შეიწმინ-
და, – ეს ჩვეულებრივი ღვინოა. ამბობენ, ნეფრიტის ზღვის გადაღმა
ისეთ ოქროსფერ ყურძენს წურავენ, რომ თუ მისი წვენის ერთ ყლუპს
მაინც შესვამ, ყველა სხვა ღვინო ძმრად მოგეჩვენებაო. წამო, მე და
შენ ერთად გავცუროთ ჩემი სასეირნო ხომალდით მის საძებრად. –
ამქვეყნად საუკეთესო ღვინოს არბორში ამზადებენ, – განუცხადა
დენიმ. გაახსენდა, ლორდი რედვაინი მისი მამისთვის იბრძოდა
უზურპატორის წინააღმდეგ, იგი ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან,
ვინც ბოლომდე ერთგული დარჩა. ჩემთვისაც თუ იბრძოლებს? იმ-
დენი წელი გავიდა, დარწმუნებით ვერაფერს იტყოდი, – წამომყევი
არბორში, ზარო, და იმისთანა ღვინოს იგემებ, არასოდეს რომ არ
გაგისინჯავს. მაგრამ ამისთვის საომარი გემი დაგვჭირდება, სასე-
ირნო კი არა.
– მე საბრძოლო გემები არ მყავს. ომი ვაჭრობისთვის საზიანოა.
ბევრჯერ მითქვამს შენთვის: ზარო ზოან დაქსოსი მშვიდობის კაცია.
ზარო ზოან დაქსოსი ოქროს კაცია, გაიფიქრა დენიმ, ოქრო კი
იმდენ გემს და ხმალს მიყიდის, რამდენიც დამჭირდება.
– მე არ გთხოვ, ხმალი აიღო ხელში. მხოლოდ მათხოვე შენი გე-
მები. მან მოკრძალებით გაიღიმა.
740
– რამდენიმე სავაჭრო გემი მართლაც მყავს, ასეა. მაგრამ ვინ
იტყვის, ზუსტად რამდენი? რომელიმე შეიძლება ახლა, ამწუთასაც
იძირებოდეს ზაფხულის ზღვის რომელიღაც ქარიშხლიან კიდეზე.
მეორე შეიძლება ხვალ მეკობრეებს გადააწყდეს. ზეგ შეიძლება რო-
მელიმე ჩემმა კაპიტანმა შეხედოს სიმდიდრეს, რომელსაც განკარ-
გავს, და იფიქროს, ეს ყველაფერი ჩემი უნდა იყოსო. ვაჭრობას ხი-
ფათი სდევს. ჰოდა, რაც უფრო დიდხანს ვლაპარაკობთ, როგორც
ჩანს, სულ უფრო ნაკლები გემი მრჩება. წამისწამ ვღარიბდები.
– მომე გემები და ისევ გაგამდიდრებ.
– გამომყევი ცოლად, კაშკაშა სხივო, და ჩემი გულის ხომალდი
მართე. შენს სილამაზეზე ფიქრით ღამეები არ მძინავს.
დენიმ გაიღიმა. ზაროს სიტყვაკაზმული სიყვარულში გამოტყდო-
მები მას ართობდა, მაგრამ მისი ქცევა სიტყვებს არ შეესაბამებოდა.
თუ სერ ჯორაჰი თვალს ვერ წყვეტდა მის მოშიშვლებულ მკერდს,
ტახტრევანში ჩაჯდომაში როცა ეხმარებოდა, ზარო თითქოს ვერც კი
ამჩნევდა მას, ამ სივიწროვეშიც კი. თანაც ნანახი ჰყავდა ტურფა ბი-
ჭები, ვაჭარ-პრინცს თავს რომ ევლებოდნენ და აბრეშუმის სამოსის
ფრიალით დაფარფატებდნენ მისი სასახლის დარბაზებში.
– ტკბილად ლაპარაკობ, ზარო, მაგრამ შენი სიტყვების მიღმა
მორიგი „არა“ ჩამესმის. – რკინის ტახტი, რომელზეც შენ ჰყვები, სა-
ზარლად ცივი და მაგარი ჩანს. გაფიქრებაც არ მინდა, იმ დაკბი-
ლულმა წვეტებმა ეს მშვენიერი კანი რომ გაჭრან, – ზაროს ცხვირში
ჩამაგრებული ძვირფასი თვლები რაღაც უცნაურ ბრჭყვიალა ჩიტს
ამსგავსებდა. გრძელი, ნატიფი თითები აიქნია, – დაე, ეს იყოს შენი
სამეფო, დედოფალთაგან უმშვენიერესო, და დაე, მე ვიყო შენი მე-
ფე. ოქროს ტახტს მოგიძღვნი, თუკი ისურვებ. ქართი რომ მოგწყინ-
დება, მერე შეგვეძლება ი-ტის გარშემო ვიმოგზაუროთ და პოეტების

741
საოცნებო ქალაქი ვეძიოთ, სიბრძნის ღვინო შევსვათ მკვდრის თა-
ვის ქალადან.
– მე ვაპირებ, ვესტეროსში გავცურო და შურისძიების ღვინო შევ-
სვა უზურპატორის ქალათი, – მან რეიგალს თვალქვეშ დაფხანა, მა-
ნაც წუთით გაშალა ნეფრიტივით მწვანე ფრთები და ტახტრევნის
დამდგარი ჰაერი აამოძრავა.
ზარო ზოან დაქსოსს ლოყაზე ერთი უზადო ცრემლი დასდინდა.
– ნუთუ ვერაფერი გადაგაფიქრებინებს ამ სიგიჟეს?
– ვერაფერი, – ნეტავ მართლა ისე დაჯერებული ვიყო, როგორც
ვლაპარაკობო, გაიფიქრა, – ცამეტთაგან თითომ ათი გემი რომ
მათხოვოს...
– მაშინ გექნება ას ოცდაათი გემი, მათ სამართავად კი – არანაი-
რი ეკიპაჟი. შენი საქმის სამართლიანობა ქართის მოქალაქეების-
თვის არაფერს ნიშნავს. რატომ უნდა აწუხებდეს ჩემს მეზღვაურებს,
ვინ იჯდება ქვეყნიერების კიდეში მდებარე რომელიღაც სამეფოს
ტახტზე?
– გადავუხდი და შეაწუხებთ.
– რას გადაუხდი, ჩემი ზეცის ბრწყინვალე ვარსკვლავო?
– მნახველების მოტანილ ოქროს.
– შეგიძლია ეგრე მოიქცე, – აღიარა ზარომ, – მაგრამ ამხელა
წუხილი ძვირი ეღირება. იმაზე ბევრად მეტის გადახდა მოგიწევს,
ვიდრე მე ვუხდი, ჩემი დამაქცეველი ხელგაშლილობა კი მთელ
ქართს სიცილად აქვს აგდებული.
– თუ ცამეტნი არ დამეხმარებიან, მაშინ იქნებ მესანელებლეთა
გილდიის ან ტურმალინის საძმოსთვის მეთხოვა?
ზარომ ზანტად აიჩეჩა მხარი.
– ისინი ლიქნის და ტყუილების მეტს არაფერს მოგცემენ. მესანე-

742
ლებლეები პირფერები და ცრუპენტელები არიან, საძმო კი მეკობ-
რეებითაა სავსე.
– მაშინ პაიატ პრის უნდა ვუგდო ყური და გრძნეულებს მივმარ-
თო. ვაჭარი პრინცი უცებ წამოჯდა.
– პაიატ პრის ლურჯი ტუჩები აქვს და ჭეშმარიტად უთქვამთ,
ლურჯი ბაგე მხოლოდ ტყუილს ამოთქვამსო. იმათ სიბრძნეს უგდე
ყური, ვისაც გულით უყვარხარ. გრძნეულები სასტიკი არსებები
არიან, რომლებიც მტვერს ჭამენ და ჩრდილს სვამენ. ისინი არა-
ფერს მოგცემენ. არაფერი აქვთ მოსაცემი.
– მე არ დამჭირდებოდა, ჯადოქრებთან მეძებნა დახმარება, ჩემს
მეგობარ ზარო ზოან დაქსოსს რომ მოეცა, რასაც ვთხოვ.
– მე ჩემი სახლი და გული მოგიძღვენი, ეს შენთვის არაფერია?
მე მოგეცი ნელსაცხებლები და ბროწეულები, ჯამბაზი მაიმუნები და
ფურთხია გველები, დაკარგული ვალირიის გრაგნილები, კერპის
თავი და გველეშაპის ტერფი. მე გაჩუქე ეს აბანოზისა და ოქროს ტახ-
ტრევანი და მის საზიდად შესაფერი ხარკამეჩები, ერთი სპილოს
ძვალივით თეთრი, მეორე – გიშერივით შავი, და ორივე პატიოსანი
თვლებით მოოჭვილი რქებით.
– ჰო, – უთხრა დენიმ, – მაგრამ მე გემები და ჯარისკაცები მჭირ-
დებოდა. – განა არ მოგეცი ჯარი, ქალთა შორის უძვირფასესო? ათა-
სი ხანჯლოსანი, ყველა ლაპლაპა აბჯრით მოსილი, – აბჯრები ვერ-
ცხლით და ოქროთი იყო ნაკეთები, რაინდები – ნეფრიტით, ბერი-
ლით, ონიქსითა და ტურმალინით, ქარვით, ოპალითა და ამეთვის-
ტოთი, და თითო მისი ნეკის სიმაღლე იყო.
– ათასი მშვენიერი რაინდი მაჩუქე, – უთხრა დენიმ, – მაგრამ
ჩემს მტრებს მათი არ შეეშინდებათ. ჩემი კამეჩები კი წყალზე ვერ
გადამატარებენ, მე... რატომ ვჩერდებით? – ხარკამეჩებმა საგ-
რძნობლად შეაჩერეს სვლა.
743
– ხალესი, – შემოსძახა აგომ ფარდებში, როდესაც ტახტრევანი
შექანდა და ერთბაშად შეჩერდა. დენი იდაყვზე გადმოწვა და გარეთ
გადმოიხარა. ისინი ბაზრის კიდეში იყვნენ და წინ გზას ხალხის ერ-
თიანი კედელი უღობავდათ.
– რას უყურებენ?
ჟოგო მობრუნდა და ცხენდაცხენ მიუახლოვდა.
– ცეცხლის მაგს, ხალესი.
– მეც მინდა ვნახო.
– მაშინ უნდა ნახო, – დოთრაკელმა მას ხელი შესთავაზა. დენი
რომ ჩაეჭიდა, მხედარმა თავის ცხენზე აზიდა იგი და წინ შემოისვა,
საიდანაც შეგროვებული ხალხის თავების ზემოდან ცქერა შეეძლო.
ცეცხლის მაგს ჰაერში კიბე გამოესახა, მოგიზგიზე ალის ტკაცუნა,
ნარინჯისფერი მისადგმელი კიბე, რომელიც საყრდენის გარეშე აზი-
დულიყო ბაზრის იატაკიდან და მაღალ გისოსიან ჭერს აღწევდა. დე-
ნიმ შენიშნა, რომ მაყურებლების უმეტესობა ამ ქალაქის მცხოვრებ-
ლები არ იყვნენ. დაინახა სავაჭრო გემებიდან გადმოსული მეზღვაუ-
რები, ქარავნებით მოსული ვაჭრები, წითელი უდაბნოდან გამოსუ-
ლი დამტვერილი კაცები, მოხეტიალე ჯარისკაცები, ხელოსნები, მო-
ნებით მოვაჭრენი. ჟოგომ ცალი ხელი წელზე შემოხვია და მისკენ
დაიხარა. – რძის ადამიანები მას ერიდებიან. ხალესი, ხედავ იმ გო-
გოს, თექის ქუდით? აი იმას, სქელი მღვდლის უკან რომ დგას. ის...
– ქისისმჭრელია, – დაასრულა დენიმ. განაზებული ლედი როდი
იყო, ასეთი რამ ვერ შეემჩნია. უამრავ ჯიბგირს გადასწყდომოდა თა-
ვისუფალი ქალაქების ქუჩებში, იმ წლებში, თავის ძმასთან ერთად
უზურპატორის დაქირავებულ მკვლელებს რომ გაურბოდა. მაგი ხე-
ლებს შლიდა და ალს უფრო და უფრო ამაღლებდა მკლავების ფარ-
თო აქნევით. მაცქერლებმა კისრები მაღლა გაიწვდინეს, ქისის-
მჭრელები კი ამასობაში მჭიდროდ მდგარ ხალხს შორის გაძვრნენ,
744
ხელისგულებში პატარა დანები ჰქონდათ ჩამალული. ქისებს ცალი
ხელით წაპნიდნენ, მეორით კი ამასობაში მაღლა მიუთითებდნენ,
როგორც სხვები.
როდესაც ცეცხლის კიბე ორმოცი ფუტის სიმაღლეზე აიზიდა, მა-
გი წინ გამოხტა და ზედ აცოცება იწყო, მაიმუნივით სწრაფ-სწრაფად
უნაცვლებდა ხელებს და მაღლა მიძვრებოდა. ყოველი საფეხური,
რომელსაც შეეხებოდა, მის უკან ლღვებოდა და ვერცხლისფერი
კვამლის ძაფებად იწეწებოდა. წვერს რომ მიაღწია, კიბე სრულიად
გაქრა და გაქრა ჯადოქარიც.
– კარგი ოინია, – გამოაცხადა აღტაცებულმა ჟოგომ.
– ოინი არ არის, – წარმოთქვა ვიღაც ქალმა საერთო ენაზე.
დენის ბრბოში ქვაითი არ შეუნიშნავს, მაგრამ ქალი ახლა მის
წინ იდგა, წითელი გალაკული ნიღბიდან წყლიანი თვალები უბრწყი-
ნავდა.
– რის თქმა გინდა, მილედი?
– ნახევარი წლის წინ ამ კაცს ისიც კი არ შეეძლო, დრაკონის მი-
ნით ცეცხლი დაეკვესებინა. ფხვნილებსა და ველურ ცეცხლში ერ-
კვეოდა ასე თუ ისე, იმდენად მაინც, რომ ბრბო შეექცია, სანამ მისი
ჯიბგირები საქმიანობდნენ. შეეძლო, ნაღვერდალზე ევლო და ჰაერ-
ში ცეცხლის ვარდები გაეფურჩქნა, მაგრამ ცეცხლის კიბეზე აძრო-
მაზე ვერც იოცნებებდა, როგორც ჩვეულებრივ მეთევზეს არ შეუძ-
ლია იოცნებოს, კრაკენი მოიხელთოს თავის ბადეში.
დენიმ შფოთვით შეავლო თვალი იმ ადგილს, სადაც კიბე იდგა.
უკვე კვამლიც გაფანტულიყო და შეგროვებული ხალხი იშლებოდა,
ყველა თავის საქმეზე მიემართებოდა. რამდენიმე წუთში ზოგი აღ-
მოაჩენდა, რომ ქისა შემსუბუქებოდა. – ახლა?
– ახლა კი მას ძალა ემატება, ხალესი. და ამის მიზეზი შენ ხარ. –
მე? – დენიმ გაიცინა, – ეგ როგორ?
745
ქალმა მისკენ გადადგა ნაბიჯი და დენის მაჯაზე ორი თითი და-
ადო. – შენ დრაკონების დედა ხარ. ხომ ასეა?
– არის, და ჩრდილის ვერც ერთი ნაშიერი მას ვერ მიეკარება, –
ჟოგომ ქვაითის თითები თავისი შოლტის ტარით გასწია.
ქალმა უკან დაიხია.
– საჩქაროდ უნდა წახვიდე ამ ქალაქიდან, დენერის ტარგარიენ,
თორემ მალე საერთოდ არ გაგიშვებენ აქედან.
დენის მაჯა აეწვა იქ, სადაც ქვაითი შეეხო.
– საით მირჩევდი წასვლას?
– ჩრდილოეთში რომ მოხვდე, სამხრეთისკენ უნდა გაემართო.
დასავლეთში ჩასაღწევად აღმოსავლეთით უნდა იარო. წინ წასას-
ვლელად უკან უნდა წახვიდე და სინათლის შესახებად ჩრდილის
მიღმა უნდა გააღწიო.
ასშაი, გაიფიქრა დენიმ. ასშაიში მირჩევს წასვლას.
– ასშაელები ჯარს თუ მომცემენ? – მოსთხოვა ქალს პასუხი, –
ასშაიში მოიძებნება ჩემთვის ოქრო? იქ გემები იქნება? რა არის ას-
შაიში ისეთი, რასაც ქართში ვერ ვნახავ?
– სიმართლე, – უთხრა ნიღბიანმა ქალმა. თავი დაუკრა და
კვლავ ბრბოში გაუჩინარდა. რახარომ აგდებულად ჩაიფრუტუნა თა-
ვის შავ, ჩამოგრძელებულ ულვაშებში. – ხალესი, კაცმა ჯობია მო-
რიელები ყლაპოს, ვიდრე ენდოს ჩრდილის ნაშიერს, რომელსაც
მზის შუქზე სახის გამოჩენაც ვერ გაუბედავს. ეს ყველამ იცის. – ყვე-
ლამ იცის, – დაეთანხმა აგო.
ზარო ზოან დაქსოსი მათ საუბარს თავის ბალიშებზე წამოწოლი-
ლი აყურადებდა. როდესაც დენი ისევ მის გვერდით მოკალათდა,
უთხრა:
– შენი ველურები იმაზე ბრძენები არიან, ვიდრე თავად ხვდები-
ან. ის სიმართლე, რომელსაც ასშაელები ინახავენ, ღიმილს როდი
746
მოგგვრის, – მერე ისევ ღვინით სავსე თასი მიაწოდა და ლაპარაკი
გაუბა. სახლამდე მთელი გზა სიყვარულზე, ვნებაზე და სხვა სისულე-
ლეებზე იყბედა.
თავის წყნარ ოთახებში დენიმ სასწრაფოდ გაიძრო მთელი მორ-
თულობა და იისფერი აბრეშუმის ფართო კაბა გადაიცვა. მის დრა-
კონებს შიოდათ, ამიტომ გველი აქნა და ხორცის ნაჭრები მაყალზე
შებრაწა. იზრდებიან, გაიფიქრა მან, როდესაც უცქერდა, როგორ ეჩ-
ხუბებოდნენ ერთმანეთს დანახშირებული ხორცის მოსაპოვებლად.
ალბათ ორჯერ მეტს იწონიან, ვიდრე ვაის ტოლოროში. მაგრამ მა-
ინც წლები გავა, სანამ ისე მოიზრდებიან, მათი ომში წაყვანა რომ
შეიძლებოდეს. თანაც უნდა გაიწვრთნან კიდევაც, თორემ მთელ სა-
მეფოს ამიოხრებენ. რაც არ უნდა ტარგარიენის სისხლი ჰქონოდა,
დენიმ ვარაუდადაც კი არ იცოდა, როგორ უნდა გაეწვრთნა დრაკო-
ნი.
მზე რომ ჩადიოდა, მასთან სერ ჯორაჰ მორმონტი მოვიდა.
– კეთილშობილებმა უარი გტკიცეს?
– ჰო, როგორც კიდევაც მეუბნებოდი. მოდი, დაჯექი, მირჩიე რა-
მე, – დენიმ ხელზე მოქაჩა და გვერდით მოისვა, ჟიქვიმ კი იისფერი
ზეთისხილი და ღვინოში ჩამბალი ხახვები მოართვათ.
– ამ ქალაქში დახმარებას ვერ ეღირსები, ხალესი, – სერ ჯორაჰ-
მა ხახვი ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცია, – ყოველი
გავლილი დღე უფრო და უფრო მარწმუნებს ამაში. კეთილშობილე-
ბი ქართის გალავნის იქით ვერაფერს ამჩნევენ, ზარო კი...
– ცოლად გამომყევიო, ისევ მთხოვა.
– ჰო, და ისიც ვიცი, რატომ, – რაინდმა შუბლი შეიკრა და მისი
მძიმე შავი წარბები ღრმად ჩასმული თვალების ზემოთ ერთმანეთს
შეეყარნენ.

747
– იგი ჩემზე ოცნებობს, დღითა თუ ღამით, – სიცილი აუტყდა დე-
ნის. – ბოდიში მომითხოვია, ჩემო დედოფალო, მაგრამ შენს დრა-
კონებზე ოცნებობს, შენზე კი არა.
– ზარო მარწმუნებს, რომ ქართში ქალი და კაცი ქორწინების მე-
რე თავ-თავიანთ ქონებას ინარჩუნებენ. დრაკონები ჩემია, – მან გა-
იღიმა, როდესაც დროგონმა ხტუნვით და ფართხუნით გადმოირბინა
მარმარილოს იატაკი და მის გვერდით ბალიშზე აცოცდა.
– მართალს ამბობს – იმდენად, რამდენადაც... მაგრამ ერთი რა-
მის აღნიშვნა გამორჩა. ქართელებს უცნაური საქორწილო ადათი
აქვთ, ჩემო დედოფალო. შეუღლების დღეს ცოლს შეუძლია, სიყვა-
რულის დადასტურება სთხოვოს ქმარს. რაც არ უნდა ისურვოს კაცის
საკუთრებიდან, მან უნდა უძღვნას. და კაცსაც შეუძლია, ქალს სთხო-
ვოს იგივე. მხოლოდ ერთი რამის თხოვნა შეიძლება, მაგრამ, რაც
არ უნდა ითხოვოს, უარი ვერ ეთქმის.
– ერთი რამ, – გაიმეორა დენიმ, – და უარს ვერ იტყვი?
– ერთი დრაკონი მაინც თუ ეყოლა, ზარო ზოან დაქსოსი ამ ქა-
ლაქის მბრძანებელი შეიქნება, აი, ერთი გემი კი ჩვენს საქმეს ცო-
ტად თუ წაადგება. დენიმ ხახვი ჩაკბიჩა და კაცთა მუხანათობაზე მწუ-
ხარე ფიქრებს მიეცა. – ათასი ტახტის დარბაზიდან რომ ვბრუნდე-
ბოდით, ბაზარში გამოვიარეთ, – უთხრა ბოლოს სერ ჯორაჰს, – იქ
ქვაითი ვნახე, – და უამბო ცეცხლის მაგზე და ცეცხლოვან კიბეზე, და
იმაზე, თუ რა უთხრა წითელნიღბიანმა ქალმა. – მართალი თუ გინ-
და, სიხარულით წავიდოდი ამ ქალაქიდან, – უთხრა რაინდმა, დენიმ
ლაპარაკი რომ დაასრულა, – მაგრამ არა ასშაიში.
– აბა სად?
– აღმოსავლეთში, – მიუგო მან.
– აქედანაც კი ჩემს სამეფოს ნახევარი სამყარო მაშორებს. კი-

748
დევ უფრო აღმოსავლეთით თუ წავალ, შინ, ვესტეროსში დასაბრუ-
ნებელი გზა შეიძლება ვეღარც კი ვიპოვო.
– დასავლეთით თუ წახვალ, შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქ-
რება. – ტარგარიენების გვარს თავისუფალ ქალაქებში მეგობრები
ჰყავს, – მოაგონა დენიმ, – უფრო ერთგული მეგობრები, ვიდრე ზა-
რო ან კეთილშობილები არიან. – ილირიო მოპატისს თუ გულის-
ხმობ, მაშინ ეჭვი მეპარება. საკმარის ოქროს ფასად ილირიო ისე
იოლად გაგყიდის, როგორც ვიღაც მხევალს.
– მე და ჩემი ძმა ილირიოს სახლის სტუმრები ნახევარი წელი ვი-
ყავით. ჩვენი გაყიდვა რომ ნდომოდა, მაშინ იზამდა.
– კიდევაც გაგყიდა, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – ხალ დროგოზე.
დენის სახე აუხურდა. მართალს ეუბნებოდა, მაგრამ ძალიან უხე-
შად. – ილირიო უზურპატორის მოგზავნილი დანებისგან გვიცავდა
და ჩემი ძმის მოთხოვნის სამართლიანობას აღიარებდა.
– ილირიო არაფერს აღიარებს ილირიოს გარდა. ღორმუცე-
ლებს, როგორც წესი, სიხარბე გამოარჩევთ, მაგისტრებს კი – მზაკ-
ვრობა. ილირიო მოპატისი ერთიცაა და მეორეც. რა იცი მასზე სი-
ნამდვილეში?
– ის ვიცი, რომ მან დრაკონის კვერცხები მაჩუქა.
ჯორაჰმა ჩაიფრუტუნა.
– რომ სცოდნოდა, გამოიჩეკებიანო, თვითონვე დააჯდებოდა
კრუხად. ამან დენის უნებლიე ღიმილი მოჰგვარა.
– ო, მაგაში კი ეჭვი არ მეპარება, სერ. ილირიოს იმაზე უკეთ ვიც-
ნობ, ვიდრე გგონია. ბავშვი ვიყავი, მისი სახლი რომ დავტოვე და
ჩემს მზესა-და-ვარსკვლავებს ცოლად გავყევი, მაგრამ არც ბრმა
ვყოფილვარ და არც ყრუ. და ახლა ბავშვიც აღარ ვარ. – ილირიო
შენი მეგობარი რომც იყოს, როგორც გგონია, – ჯიუტად თქვა რაინ-
დმა, – საკმარისი ძალა არ გააჩნია, მარტოკამ რომ დაგსვას ტახტზე,
749
ისევე, როგორც შენი ძმის გამეფება არ შეეძლო.
– ილირიო მდიდარია, – უთხრა დენიმ, – შეიძლება ზაროსავით
არა, მაგრამ საკმარისი აქვს, გემები რომ დამიქირავოს. და ხალხიც.
– ქირით მებრძოლები ზოგჯერ შეიძლება გამოსადეგი იყვნენ, –
აღიარა სერ ჯორაჰმა, – მაგრამ მამაშენის ტახტს თავისუფალ ქალა-
ქებში მოკრებილი ნაგვით ვერ მოიგებ. გახლეჩილ სახელმწიფოს
ისე სწრაფად არაფერი ამთლიანებს, როგორც მათ მიწაზე შეჭრილი
ჯარი.
– მე მათი კანონიერი დედოფალი ვარ, – შეედავა დენი.
– შენ ხარ უცნობი, რომელიც აპირებს, მათ ნაპირებზე უცხოელ-
თა ჯარი გადმოსხას, ისეთი, საერთო ენაც კი რომ არ იციან. ვესტე-
როსის ლორდები შენ არ გიცნობენ და ყველანაირი მიზეზი აქვთ,
რომ ეშინოდეთ შენი და არ გენდობოდნენ. მანამდე უნდა მოიგო მა-
თი გული, ვიდრე გაცურავდე. რამდენიმესი მაინც. – და მაგას რო-
გორ მოვახერხებ, თუ დაგიჯერე და აღმოსავლეთით წავედი? ჯორაჰ-
მა ზეთისხილი შეჭამა და კურკა მუჭში გადმოაფურთხა.
– არ ვიცი, თქვენო მოწყალებავ, – აღიარა მან, – მაგრამ ის ვიცი,
რომ, რაც უფრო დიდხანს დარჩები ერთ ადგილას, შენი მტრები უფ-
რო იოლად გიპოვიან. ტარგარიენის სახელი მათ ჯერ კიდევ შიშს
ჰგვრის, ისე ძალიან, რომ მკვლელიც კი მოგიგზავნეს, როცა გაიგეს,
ბავშვს ელოდებაო. შენს დრაკონებზე რომ შეიტყონ, მაშინ რაღას
იზამენ?
დროგონი მისი მკლავის ქვეშ მოკალათებულიყო, მთელი დღე
მზის გულზე ნადები ქვასავით ცხელი იყო. რეიგალი და ვისერიონი
ხორცის ნაჭრის გამო ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ფრთებს ურტყამ-
დნენ და ნესტოებიდან კვამლი სდიოდათ. ჩემი შეუპოვარი შვილე-
ბიო, გაიფიქრა დენიმ. მათ არაფერი უნდა დაუშავდეთ.
– კომეტამ ქართში ტყუილად არ ჩამომიყვანა. იმედი მქონდა, აქ
750
ჯარს ვიშოვიდი, მაგრამ, ჩანს, ასე არ მოხდება. სხვა რა მიზეზი შეიძ-
ლება ჰქონდეს აქ მოსვლას? – მეშინიაო, მიხვდა; მაგრამ სიმამაცე
მართებდა, – ხვალ დილით პაიატ, პრისთან წახვალ.

ტირიონი

გოგონას არ უტირია. თუმცა პატარა იყო, მირცელა ბარათეონი


პრინცესად იყო დაბადებული. და ლანისტერად, მისი გვარის მიუხე-
დავად, შეახსენა ტირიონმა თავისთავს. მასში ჯეიმის სისხლი იმდე-
ნივეა, რამდენიც სერსეისი. მართალია, ღიმილი ცოტა უმწეო გაუხ-
და, როდესაც ძმები გამოემშვიდობნენ და იგი ზღვაურის გემბანზე
დატოვეს, მაგრამ გოგონამ იცოდა, რა უნდა ეთქვა, და საჭირო სიტ-
ყვები გულადად და სათანადო ღირსებით წარმოთქვა. განშორების
დრო რომ დადგა, ცრემლები პრინცმა ტომენმა გადმოყარა, მირცე-
ლა კი აწყნარებდა.
ტირიონი გამოთხოვების სცენას მეფე რობერტის უროს, ამ ოთ-
ხასნიჩბიანი საომარი გალერის მაღალი გემბანიდან დაჰყურებდა.
რობის ურო, როგორც მას მენიჩბეები ეძახდნენ, მირცელას ესკორ-
ტში უმთავრესი ძალა იქნებოდა. ლომვარსკვლავა, მამაცი ქარი და
ლედი ლიანაც მასთან ერთად გაცურავდნენ.
ტირიონს ჭკუაში სულაც არ უჯდებოდა, ასე მნიშვნელოვანი ნაწი-
ლი ჩამოეშორებინა მათი ისედაც შეკვეცილი ფლოტისთვის, რომე-
ლიც გვარიანად დაესუსტებინა დრაკონის ქვაზე სტანისს გაყოლი-
ლი გემების დაკარგვას, მაგრამ სერსეის ნაკლები დაცვის გაგონე-
ბაც არ უნდოდა. შეიძლება ქალი ბრძნულადაც იქცეოდა. თუ გოგოს
ტყვედ ჩაიგდებდნენ, სანამ ის მზეშუბში ჩააღწევდა, მაშინ დორნთან
ალიანსი ხელში შემოეფშვნებოდათ. აქამდე დორან მარტელს ბა-

751
ირაღების მოწოდების გარდა არაფერი მოემოქმედებინა. ჰპირდე-
ბოდათ, როგორც კი მირცელა ბრაავოსში სამშვიდობოს ჩააღწევდა,
დორან მარტელი თავის ძალებს უღელტეხილებისკენ დაძრავდა,
რაც ზოგ მარშელ ლორდს აიძულებდა, კარგად შეეგნო თავისი ერ-
თგულების ვალი, სტანისს კი შეაყოვნებდა, ჩრდილოეთისკენ დაძ-
ვრას თუ მოინდომებდა. თუმცა ეს წმინდა წყლის ხრიკი იყო. მარტე-
ლები ნამდვილ ბრძოლაში არ ჩაერთვებოდნენ, თუ თავად დორნს
არავინ შეუტევდა, სტანისი კი ასეთი იოლი გასაბრიყვებელი არ იყო.
თუმცა ზოგ მისი მებაირაღეს შეიძლება კიდევაც ეყოს საამისო სიშ-
ტერეო, გაიფიქრა ტირიონმა. უნდა დავფიქრდე ამაზე.
მან ხმა ჩაიწმინდა.
– ბრძანება იცი, კაპიტან.
– ნამდვილად, მილორდ. სანაპიროს უნდა მივდიოთ, ხმელეთი-
დან მუდამ თვალსაწიერზე ვრჩებოდეთ, სანამ მარწუხა კონცხს არ
მივადგებით. იქიდან პირდაპირ უნდა გადავჭრათ ვიწრო ზღვა ბრა-
ავოსისკენ. არასდიდებით არ უნდა მოვექცეთ დრაკონის ქვის
თვალსაწიერზე.
– და თუ მტერი მაინც წაგადგებათ?
– ერთი გემი თუ იქნა, უნდა მოვიგერიოთ ან გავანადგუროთ. მე-
ტი თუ იქნა, მამაცი ქარი ზღვაურს უნდა მიჰყვეს და დაიცვას მისი
გაქცევა, დანარჩენი ფლოტი კი ბრძოლაში ჩაებას.
ტირიონმა თავი დაუქნია. თუ ხიფათი დაატყდათ, პატარა ზღვა-
ურმა მდევრისგან დასხლტომა უნდა მოახერხოს. ეს მომცრო, დი-
დაფრებიანი გემი ყველა საომარ ხომალდს უკან ჩამოიტოვებდა;
ყოველ შემთხვევაში, მისი კაპიტანი ასე ამბობდა. ბრაავოსს რომ მი-
აღწევს, მირცელას მერე აღარაფერი უნდა ემუქრებოდეს. სერ ერის
ოუკჰარტსაც მასთან ერთად გზავნიდა, იგი გოგონას შეფიცული შუ-
ბი იქნებოდა; ბრაავოსიდან კი იქაური მეომრებიც გაჰყვებოდნენ და
752
მზეშუბამდე მიაცილებდნენ. ლორდი სტანისიც კი მოერიდებოდა
თავისუფალ ქალაქთაგან ყველაზე დიდი და მძლავრი ქალაქის რის-
ხვის გამოწვევას. მეფის საბიჯელიდან დორნში ბრაავოსის გავლით
გამგზავრებას მთლად პირდაპირ გზას ვერ დაარქმევდი, მაგრამ სა-
მაგიეროდ ყველაზე უსაფრთხო ასე იქნებოდა... იმედია ლორდ სტა-
ნისს ამ გამგზავრებაზე რომ შეეტყო, ჩვენ წინააღმდეგ ფლოტის გა-
მოსაგზავნად უკეთეს დროს ვერც შეარჩევდა. ტირიონმა უკან გაიხე-
და, იქ, სადაც ჩქერი შავწყალას ყურეს ერთვოდა, და შვებით ამოი-
სუნთქა, ვრცელ მწვანე ჰორიზონტზე აფრებს რომ ვერ მოჰკრა თვა-
ლი. ბოლო ცნობებით, ბარათეონის ფლოტი ჯერაც გრიგალის კი-
დესთან იდგა, სადაც სერ კორტნი პენროუსი ჯერაც ალყას აკავებდა
მკვდარი რენლის სახელით. ტირიონის საჯალამბრე კოშკები კი ამა-
სობაში სამ მეოთხედზე ამოეყვანათ. ახლაც კი მუშები მძიმე ოთ-
ხკუთხა ქვებს ერთმანეთზე აწყობდნენ და, უეჭველია, ტირიონს
წყევლიდნენ, უქმეზე მუშაობას რომ აიძულებდათ. დაე, იწყევლონ.
ორი კვირაც, სტანის, და მეტი არც მინდა. ორი კვირაც და, მზად იქ-
ნება.
ტირიონი უცქერდა, როგორ დაიჩოქა მისმა დისწულმა არქისეპ-
ტონის წინაშე, გზას გადგომამდე მისგან კურთხევის მისაღებად. სეპ-
ტონის ბროლის გვირგვინს მზის სხივი დაეცა და მირცელას მაღლა
აპყრობილ სახეზე ცისარტყელად გაიფანტა. მდინარის ნაპირიდან
მომდინარე ხმაურის გამო მისი ლოცვა არ ესმოდა. იმედია, ღმერ-
თებს უფრო მახვილი სმენა აქვთო, გაიფიქრა. არქისეპტონი სახლი-
ვით განიერი იყო, უფრო გაფუყული და ქოშინაც კი, ვიდრე პაიცელი.
კმარა, ბერიკაცო, მორჩი ახლა, გაიფიქრა გაბეზრებულმა ტირიონ-
მა. ღმერთებს შენს მოსმენაზე უკეთესი საქმეც მოეპოვებათ, ჰოდა
მეც.

753
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ზუზუნი და ბუტბუტი მოთავდა, ტი-
რიონი რობის უროს კაპიტანს გამოეთხოვა.
– ჩემი დისწული უვნებლად ჩაიყვანე ბრაავოსში და დაბრუნე-
ბულს რაინდობა გელის, – დაჰპირდა მას.
ციცაბო ლატანს ნავსადგომისკენ რომ დაუყვებოდა, ტირიონი
მისკენ მიმართულ ავ მზერას გრძნობდა. გალერა წყნარად ირწეო-
და და ფეხქვეშ ატორტმანებული საყრდენი ჩვეულებრივზე უარესად
ურევდა ნაბიჯს. ნაძლევს. ჩამოვალ, ერთი სული აქვთ, ხითხითს
მოჰყვნენ. დაუფარავად დაცინვა ვერც ერთმა გაბედა, თუმცა ხის და
ბაწრის ჭრიალს და ბიჯგებს შორის მდინარის ჩქაფუნს შერთული
ბურტყუნი ჩაესმოდა. ხალხს არ ვუყვარვარო, გაიფიქრა. ან რა გა-
საკვირია. მე კარგად ნაკვები და მახინჯი ვარ, ისინი კი შიმშილობენ.
ბრონმა იგი შეგროვებულ ბრბოში გააცილა და სერსეისთან და
მის ვაჟებთან მიიყვანა. დამ ზედაც არ შეხედა, არჩია, ყველა ღიმი-
ლი მათი კუზენისთვის დაეფრქვია. ტირიონმა შეხედა მომხიბვლელ
ლანსელს, რომლის თვალთა სიმწვანეც ქალის წვრილ თეთრ ყელ-
ზე შემოვლებულ ზურმუხტთა აცმას ედრებოდა, და თავისთვის ცბი-
ერად ჩაიღიმა. ვიცი შენი საიდუმლო, სერსეი. მისი და ბოლო დროს
ხშირად სტუმრობდა არქისეპტონს, ლორდ სტანისთან მოსალოდ-
ნელ ბრძოლაში წარმატებისთვის მის ლოცვას ეძიებდა... ყოველ
შემთხვევაში, ძმას ასე არწმუნებდა. სინამდვილეში ბეილონის დიდ
სეპტში წუთით შეირბენდა, მერე კი მოგზაურის უბრალო ლეგა მო-
სასხამში გამოხვეული მიიპარებოდა, რათა შეხვედროდა მავან ზღუ-
დის რაინდს, საოცარი სახელი სერ ოსმუნდ ქეთელბლექი რომ ერ-
ქვა, და მის ასეთსავე საძაგელ ძმებს, ოსნისა და ოსფრიდს. ლან-
სელმა მათზე ყველაფერი მოუთხრო. სერსეი აპირებდა, ქეთელ-
ბლექები ქირით მებრძოლების საკუთარი რაზმის საყიდლად გამოე-

754
ყენებინა. დაე, გაერთოს თავისი შეთქმულებებით. დასთან ურთიერ-
თობა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, თუ ქალს ეგონა, ძმა გაცურე-
ბული მყავსო. ქეთელბლექები ანუგეშებენ, ფულს გამოართმევენ,
დაჰპირდებიან ყველაფერს, რასაც მათგან ითხოვს – რატომაც არა,
თუ ბრონიც ზუსტად იმდენსავეს უხდის, სპილენძის ბოლო გროშამ-
დე? სამივე მაამებელი თაღლითი იყო და სინამდვილეში ტყუილი
უკეთ ეხერხებოდათ, ვიდრე ხმლის ქნევა. სერსეიმ მოახერხა და სა-
მი ცარიელი დოლი იყიდა; მისი მოთხოვნით სამივე მძვინვარედ გუ-
გუნებდა, მაგრამ სინამდვილეში შიგ არაფერი ეყარა. ტირიონს ეს
უზომოდ ახალისებდა.
ბუკებმა საზეიმოდ დასჭექეს და ლომვარსკვლავა და ლედი ლი-
ანა ნაპირს მოსწყდნენ, მდინარეს დაჰყვნენ ზღვაურისთვის გზის გა-
საკაფად. ნაპირის გასწვრივ შეყრილი აუარება ხალხიდან კანტიკუნ-
ტი ყიჟინა გაისმა, ისეთივე უძალო და არეული, როგორც თავზემოთ
ცაზე გაწეწილი ღრუბლები. მირცელამ გაიღიმა და გემბანიდან ხე-
ლი დაუქნიათ. უკან სერ ერის ოუკჰარტი ედგა, რაინდს თეთრ მო-
სასხამს ქარი უშლიდა. კაპიტანმა გემის ახსნა ბრძანა, ნიჩბებმა
ზღვაური შავწყალა ჩქერის სწრაფ ნაკადში შეიყვანეს და აქ მისი აფ-
რები ქარით დაიბერა – ტირიონის დაჟინებით, ეს ჩვეულებრივი
თეთრი აფრები იყო, და არა ლანისტერების მეწამული იალქნები.
პრინცი ტომენი ასლუკუნდა.
– რა ძუძუთა ბალღივით კნავი, – დაუსისინა ძმამ, – პრინცები არ
ტირიან! – პრინცი ეიმონ დრაკონის რაინდი ტიროდა იმ დღეს, რო-
დესაც პრინცესა ნაერისი მის ძმას, ეაგონს მისთხოვდა, – თქვა სან-
სა სტარკმა, – და ტყუპები სერ არიკი და სერ ერიკი თვალცრემლია-
ნი დაიხოცნენ, მას მერე, რაც ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს.
– წყნარად, თორემ სერ მერინი ახლა შენ დაგჭრის სასიკვდი-

755
ლოდ, – განუცხადა ჯოფრიმ თავის დანიშნულს. ტირიონმა დას გა-
დახედა, მაგრამ სერსეი სერ ბეილონ სუანს უგდებდა ყურს.
ნეტავ მართლა ვერ ხედავს, სინამდვილეში რა არის ეს ბიჭი?
მდინარეში გასულმა მამაცმა ქარმა ნიჩბები აიკრიფა და ნაკადს
დაჰყვა ზღვაურის კვალდაკვალ. სულ ბოლოს მეფე რობერტის ურო
მიცურავდა, სამეფო ფლოტის მშვენება... ან, ფლოტის იმ ნაწილის
მშვენება მაინც, რომელმაც შარშან სტანისს არ გასდია დრაკონის
ქვაზე. ტირიონმა გემები ფრთხილად შეარჩია, ყველა დაიწუნა,
რომლის კაპიტნებიც შესაძლოა, მთლად სანდოები არ ყოფილიყ-
ვნენ, ვარისის თქმით... მაგრამ იყო თუ არა თავად ვარისი მთლად
სანდო, ამის ეჭვი ჯერაც რჩებოდა. ვარისზე ზედმეტად ვარ დამოკი-
დებული, ფიქრობდა ტირიონი. ჩემი საკუთარი მოენეები მჭირდება.
მათაც კი ვერ ენდობი, მაგრამ.... მიენდობი და თავსაც დაკარგავ. ახ-
ლა ისევ ნეკაზე დაიწყო ფიქრი. მას მერე, რაც მწარე ხიდისკენ გაემ-
გზავრა, პეტირ ბეილიშზე სიტყვა აღარ სმენოდათ. ეს შეიძლება არც
არაფერს ნიშნავდა – ან ნიშნავდა ყველაფერს. ვარისიც კი ვერა-
ფერს ამბობდა. საჭურისი ვარაუდობდა, იქნებ ნეკა გზაზე რამე ფა-
თერაკს გადაეყარაო. იქნებ მოკლეს კიდევაცო. ამაზე ტირიონმა და-
ცინვით ჩაიფრუტუნა და მიუგო, ნეკა ისევეა მკვდარი, როგორც მე –
გოლიათიო. უფრო საფიქრებელი იყო, რომ ტაირელები შეთავაზე-
ბულ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ. ტირიონი მათ ამის გამო
ვერ გაამტყუნებდა. მეის ტაირელი რომ ვყოფილიყავი, ვარჩევდი,
ჯოფრის თავი ყოფილიყო სარზე და არა ჯოფრის ასო – ჩემს ასულში.
პატარა ფლოტი უკვე კარგა შორს იყო ყურეში გასული, როდესაც
სერსეიმ ანიშნათ, წასვლის დროაო. ბრონმა ტირიონის ცხენი მოიყ-
ვანა და შეჯდომაში დაეხმარა. ეს პოდრიკ პეინს ევალებოდა, მაგ-
რამ საჭურველთმტვირთველი წითელ ციხეში დატოვეს. ქირით მებ-

756
რძოლი ბევრად უფრო საიმედო მხლებელი იყო, ვიდრე ის ბიჭი იქ-
ნებოდა.
ვიწრო ქუჩების გასწვრივ ქალაქის მცველები ჩამწკრივებულიყ-
ვნენ და შუბების ტარებით აკავებდნენ ბრბოს. წინ სერ ჯესლინ ბა-
ივოტერი მიდიოდა, შავ ჯაჭვის პერანგებსა და ოქროსფერ მოსასხა-
მებში ჩაცმულ, სოლად დაწყობილ ცხენოსან შუბოსნებს მიუძღოდა
წინ. მას უკან მიჰყვებოდნენ სერ არონ სანტაგარი და სერ ბეილონ
სუანი და მეფის დროშები მიჰქონდათ: ლანისტერების ლომი და ბა-
რათეონთა გვირგვინოსანი ხარირემი.
მათ შემდეგ მაღალ რუხ ცხენზე შემჯდარი ჯოფრი მიდიოდა, ოქ-
როს კულულებზე ოქროს გვირგვინი ედგა. გვერდით სანსა სტარკს
ჩაეყენებინა წაბლისფერი ფაშატი, განზეც არ იხედებოდა, გაშეშებუ-
ლი მიჰქონდა თავი, სქელი მოწითურო თმა მთვარის სპეკალების
ბადის ქვემოდან მხრებზე ეფინებოდა. წყვილს აქეთ-იქიდან ორი ქე-
შიკი იცავდა: მეფის ხელმარჯვნივ ქოფაკი იდგა, სერ მანდონ მური
კი სტარკ გოგონას ხელმარცხნივ მოჰყვებოდა.
მათ აქსუტუნებული ტომენი მისდევდა თეთრაბჯრიან და თეთ-
რმოსასხამიან სერ პრესტონ გრინფილდთან ერთად, შემდეგ კი
სერსეი მოდიოდა, მას სერ ლანსელი ახლდა, მცველებად კი მერინ
ტრანტი და ბოროს ბლოუნტი ედგნენ. ტირიონიც დას მიჰყვა. მათ
ტახტრევანში მჯდარი არქისეპტონი და კარის დიდებულებისგან შემ-
დგარი გრძელი ამალა მისდევდა: სერ ჰორას რედვაინი, ლედი ტან-
და და მისი ასული, ჯალაბარ ზო, ლორდი ჯაილს როსბი და დანარ-
ჩენები. მსვლელობას მცველების ორმაგი მწკრივი ასრულებდა.
შუბების ზღუდის მიღმიდან მხედრებს გაუპარსავი და დაუბანელი
ადამიანები ბლაგვი მძვინვარებით შესცქეროდნენ. იოტისოდენა-
დაც არ მომწონს ეს ამბავი, გაიფიქრა ტირიონმა. ბრონს ბრბოში
აქა-იქ ქირით მებრძოლები ჰყავდა ჩაყენებული, მათ ევალებოდათ,
757
ნებისმიერი არეულობა დაწყებისთანავე ჩაეხშოთ. შეიძლება სერ-
სეიმ ქეთელბლექები ასევე განალაგა. ტირიონი რატომღაც ფიქ-
რობდა, ეს დიდად ვერაფრით დაგვეხმარებაო. ცეცხლი თუ მეტისმე-
ტად დიდია, ქოთანში ერთი მუჭა ქიშმიშის ჩაყრით პუდინგს მიწვის-
გან ვერ გადაარჩენ.
მათ თევზის ვაჭრების მოედანი გადაჭრეს და ტალახის ქუჩას აუყ-
ვნენ, სანამ ვიწრო, დაკლაკნილ კაუჭის შუკაში შეუხვევდნენ და ეა-
გონის მაღალი ბორცვის აღმართს შეუდგებოდნენ. ჭაბუკი მეფის
ჩავლისას კანტიკუნტად გაისმა ხმები: „ჯოფრი! გაუმარჯოს! გაუმარ-
ჯოს!“, მაგრამ ყოველ დამძახებელზე ასი მდუმარე კაცი მოდიოდა.
ლანისტერები ჩამოძონძილი კაცების და მშიერი ქალების ზღვაში
მიაბიჯებდნენ და პირქუში მზერა მოქცევასავით ეხლებოდათ. წინ
მიმავალმა სერსეიმ ლანსელის რაღაც ნათქვამზე გაიცინა, მაგრამ
ტირიონს მისი ხალისი მოგონილი ეჩვენა. შეუძლებელი იყო, ქალს
გარშემო გამეფებული მღელვარება არ შეემჩნია, მაგრამ მის დას
ყოველთვის სჯეროდა, რომ ჯობდა, შიში არ დასტყობოდა. ნახევარი
გზა გავლილი ჰქონდათ, როდესაც ვიღაც ქალმა ორ მცველს შორის
გასასვლელი გამოარღვია და მეფისა და მისი მხლებლების წინ ქუ-
ჩაზე გამოვარდა, ხელებში მაღლა აწეული ჩვილის ნეშტი ეჭირა.
ბავშვის სხეული გალურჯებული, გასივებული და მახინჯი იყო, მაგ-
რამ ნამდვილი საშინელება დედის თვალებში მოჩანდა. ჯოფრიმ წუ-
თით თითქოს მისი გადაქელვა განიზრახა, მაგრამ სანსა სტარკი გა-
დაიხარა და რაღაც უთხრა. მეფემ საფულე მოიჩხრიკა და ქალს ვერ-
ცხლის ირემი გადაუგდო. მონეტა ბავშვზე ასხლტა და გვერდზე გა-
დაგორდა, ოქროსმოსასხამიანების ფეხებს შორის შევარდა, იქ კი
თორმეტიოდე კაცი დაერია ერთმანეთს მის ხელში ჩასაგდებად. დე-
დას თვალიც არ დაუხამხამებია. გაძვალტყავებული ხელები მკვდა-
რი ბიჭის წონით უცახცახებდა.
758
– გასწი, თქვენო მოწყალებავ, – დაუძახა სერსეიმ მეფეს, – ამ
საბრალოს ვეღარაფრით ვუშველით.
დედამ გაიგონა მისი სიტყვები. დედოფლის ხმამ როგორღაც შე-
აღწია მის განადგურებულ გონებაში. მომჩვარული სახე ზიზღით და-
ემანჭა.
– ბოზო! – იწივლა მან, – მეფისმკვლელის ბოზო! ძმის ნათრევი!
ძმის ნათრევი! ძმის ნათრევი!
ტირიონს თვალი არ შეუსწრია, ნეხვი ვინ ისროლა. მან მხოლოდ
სანსას შეკივლება და ჯოფრის ხმამაღალი გინება გაიგონა, და, რომ
შეხედა, მეფე უკვე ლოყიდან იწმენდდა ყავისფერ სიბინძურეს. ოქ-
როსფერ ქოჩორზეც ეცხო და ნაწილი სანსას მისწუწებოდა ფეხებზე.
– ვინ ისროლა? – დაიღრიალა ჯოფრიმ. თითები თმაში შეიყარა
სახე საზარლად დაღრიჯა და კიდევ ერთი პეშვი ნეხვი მოისროლა
გვერდზე, – ის კაცი მინდა, ვინც ეს ისროლა! – დაიყვირა ისევ, – ასი
ოქროს დრაკონი მას, ვინც გასცემს! – ეგერ, იქ იყო! – იყვირა ვიღა-
ცამ ბრბოდან. მეფემ ცხენი წრეზე დააბრუნა, გარშემო მდგარი სახ-
ლების სახურავები და ღია აივნები შეათვალიერა. შეგროვილი
ხალხი უთითებდა, მუჯლუგუნებს ისროდა, აგინებდა ერთმანეთს და
მეფეს. – თქვენო მოწყალებავ, გთხოვ, თავი დაანებე, – შეევედრა
სანსა. მეფეს აინუნშიაც არ ჩაუგდია.
– მომგვარეთ კაცი, ის სიბინძურე ვინც ისროლა! ბრძანა ისევ, –
ამას საკუთარი ენით ამლოკავს ან თავს დაკარგავს. ძაღლო, აქ მო-
მითრიე!
სანდორ კლეგეინი დამორჩილდა და უნაგირს გადმოევლო, მაგ-
რამ იმ ცოცხალ გალავანში კაცი ვერ გააღწევდა, სახურავებზე ხომ
– მით უფრო. უფრო ახლოს მდგომები აწრიალდნენ, მისთვის გზის
მიცემა სცადეს, მაგრამ უკანები აწვებოდნენ, სანახავად მოიწევ-
დნენ. ტირიონმა უბედურების მოახლოება იგრძნო.
759
– კლეგეინ, შეეშვი, ის კაცი დიდი ხნის წინ გაიქცა.
– მომგვარეთ! – ჯოფრიმ სახურავს მიათითა, – ეგერ იქ იყო!
ძაღლო, გზა გაიკაფე და მომითრიე... – მისი ბოლო სიტყვები ატე-
ხილ გნიასში ჩაიკარგა, მრისხანების, შიშის და სიძულვილის
მგრგვინავი ქუხილი დაიძრა ყოველი მხრიდან. – ნაბიჭვარო! – უყ-
ვირა ვიღაცამ ჯოფრის, – ნაბიჭვარო მხეცო! სხვა ხმები „ბოზოს“ და
„ძმის ნათრევს“ შემოსძახოდნენ დედოფალს, ტირიონს კი „მახინჯი“
და „ნახევარკაცა“ ერგო. შეურაცხმყოფელ სიტყვებს შორის გაარჩია
ყვირილი „სამართალი!“ და „რობი, მეფე რობი, ჭაბუკი მგელი!“ აგ-
რეთვე – „სტანის!“ და „რენლიც“ კი. ქუჩის ორივე მხრიდან ბრბო შუ-
ბის ტარებს მოაწყდა, ოქროსმოსასხამიანები კი მწყობრის შენარჩუ-
ნებას ლამობდნენ. ქვები, ნეხვი და უფრო ბილწი რაღაცებიც დააც-
ვივდათ თავზე.
– გვაჭამეთ! – იწივლა ვიღაც ქალმა.
– პური! – დაიგრგვინა მის უკან მდგომმა კაცმა.
– პური მოგვე, ნაბიჭვარო! – თვალის დახამხამებაში ათასობით
ხმა აჰყვა ერთმანეთს მწყობრ გუგუნში. მეფე ჯოფრი, მეფე რობი და
მეფე სტანისი ყველას გადაავიწყდა, მხოლოდ მეფე პურიღა მბრძა-
ნებლობდა, – პუ-რი! – გაიძახოდნენ ისინი, – პუ-რი! პუ-რი!
ტირიონმა ცხენს დეზი ჰკრა და დასთან მიაგდო.
– უკან, სასახლეში. ახლავე!
სერსეიმ მოკლედ დაუქნია თავი და სერ ლანსელმა ხმალი იშიშ-
ვლა. მწკრივის თავში მდგარი ჯესლინ ბაივოტერი ბრძანებებს ღრი-
ალებდა. მისმა მხედრებმა შუბები დახარეს და სოლად დაწყობილე-
ბი წინ დაიძრნენ. მეფე თავის ცხენს მოუსვენრად აბრუნებდა წრეზე,
ოქროსმოსასხამიანების რიგის მიღმიდან კი უკვე ხელები გამოიწ-
ვდინეს, მის ჩავლებას ლამობდნენ. ერთი ფეხზე წასწვდა, მაგრამ

760
მხოლოდ წამით. სერ მანდონის ხმალმა იელვა და მტევანი მაჯას წა-
აწყვიტა. – გასწი! – უყვირა ტირიონმა დისშვილს და მის ცხენს გავა-
ზე გადაუჭირა. ცხოველი ყალყზე შედგა, ყურისწამღებად დაიჭიხვი-
ნა და წინ გავარდა, ბრბომ გზა უტია. ტირიონი მეფეს ფეხდაფეხ მიჰ-
ყვა გაჩენილ ღიობში. ხმალმომარჯვებული ბრონიც არ ჩამორჩათ.
ჭენებისას თავთან წვეტიანმა ქვამ ჩაუქროლა, სერ მანდონის ფარს
კი დამპალი კომბოსტო შეასკდა. მარცხნივ სამმა ოქროსმოსასხამი-
ანმა ხალხის მოზღვავებას ვეღარ გაუძლო და წამში ბრბო წინ გამო-
იჭრა, მორბოდნენ და წაქცეულებს მოთელავდნენ. ჩამორჩენილი
ქოფაკი გაუჩინარდა, თუმცა მისი უმხედრო ცხენი მათ გვერდით
მოქროდა. ტირიონმა დაინახა, როგორ გადმოათრიეს უნაგირიდან
არონ სანტაგარი და ხელიდან ბარათეონთა შავ-ოქროსფერი ხარი-
რემი წაგლიჯეს. სერ ბეილონ სუანმა ლანისტერების ლომი დააგდო,
ორლესული რომ ეშიშვლა. გამალებული კაფავდა მარჯვნივ თუ
მარცხნივ, დაცემული დროშა კი წამში დაფლითეს, ათასობით ნაკუ-
წი ქარს აყოლილი მეწამული ფოთლებივით არიალდა ჰაერში და
წამში გაუჩინარდა. ვიღაც ჯოფრის ცხენის წინ წაბორძიკდა და და-
იკივლა, მეფემ რომ გადათელა. კაცი იყო, ქალი თუ ბავშვი, ტირიო-
ნი ვერ იტყოდა. სახეგადაფითრებული ჯოფრი მის გვერდით მოქრო-
და, ხელმარცხნივ თეთრ აჩრდილად მისდევდა სერ მანდონ მური.
და უცებ ეს სიშლეგე დასრულდა, მათ სასახლის ბარბიკანის წინ
გაშლილი მოკირწყლული მოედანი გადაითქარუნეს. კარიბჭე შუ-
ბოსნების რაზმს ეჭირა. სერ ჯესლინი თავის შუბოსნებს უკან აბრუ-
ნებდა, მორიგი შეტევისთვის. შუბები გაიწ-გამოიწივნენ და მეფის
გუნდი ცხაურების ქვეშ გაატარეს. თავს წამოადგათ ბაცი წითელი
გალავანი, დამაიმედებლად მაღალი და მშვილდოსნებით აჯაგრუ-
ლი.

761
ტირიონს არ ახსოვდა, ცხენიდან როგორ ჩამოვიდა. სერ მანდო-
ნი აცახცახებულ მეფეს ცხენიდან ჩამოსვლაში შველოდა, როდესაც
სერსეი, ტომენი და ლანსელი ჭიშკარში შემოვიდნენ, მათ უკან სერ
მერინი და სერ ბოროსი მოსდევდათ. ბოროსს ხმლის პირზე სისხლი
ეცხო, მერინისთვის კი ქათქათა მოსასხამი მოეგლიჯათ. სერ ბე-
ილონ სუანი უმუზარადოდ დაბრუნდა, მისი ცხენი გაქაფულიყო და
პირთან სისხლი სდიოდა. ჰორას რედვაინმა ლედი ტანდა შემოიყვა-
ნა, ქალი ლამის გაეგიჟებინა თავის ასულზე, ლოლისზე დარდს, რო-
მელიც უნაგირიდან ჩამოაგდეს და უკან დარჩათ. ლორდმა ჯაილ-
სმა, ჩვეულებრივზე უფრო რომ განაცრისფრებოდა სახე, ენის ბორ-
ძიკით მოყვა, როგორ გადმოვარდა ტახტრევანიდან არქისეპტონი,
როგორ გაჰკიოდა ლოცვებს, ბრბომ კი ზედ გადაუარა. ჯალაბარ
ზომ თქვა, მგონი, დავინახე, მეფის ქეშიკმა სერ პრესტონ გრინფილ-
დმა არქისეპტონის გადაბრუნებული ტახტრევნისკენ გააბრუნა ცხე-
ნიო, მაგრამ დაბეჯითებით ვერ იტყოდა.
ტირიონს ბუნდოვნად ჩაესმოდა მაისტერის შეკითხვა, ხომ არ
დაშავდიო. მან გზა გაიკვალა ეზოში მდგარი დისშვილისკენ, რო-
მელსაც ნეხვიანი გვირგვინი გვერდზე მოჰქცეოდა.
– მოღალატეები! – ლუღლუღებდა იგი, – ყველას თავს წავჭრი,
მე... ჯუჯამ აჭარხლებულ სახეზე ისე გაულაწუნა, რომ ჯოფრის გვირ-
გვინი მოსძვრა. მერე ორივე ხელით უბიძგა და მიწაზე გაშხლართა.
– შე სისხლისმსმელო, დაბრმავებულო შტერო!
– მოღალატეები იყვნენ! – დაიწრიპინა მიწაზე დაგდებულმა
ჯოფრიმ, – მლანძღავდნენ და თავს დამესხნენ!
– შენი ძაღლი ხომ მიუქსიე! რა გგონია, რას იზამდნენ, მორჩი-
ლად მუხლს მოგიყრიდნენ, სანამ ქოფაკი რამდენიმე თავს წასლი-
კავდა? შე დამპალო, უტვინო ლაწირაკო, კლეგეინიც მოკალი და
ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ვინმე, თვითონ კი ნაკაწრის გარეშე
762
გამოაღწიე! ჯანდაბა შენ! – და წიხლი მისცხო. ისე ესიამოვნა, რომ
მეტსაც არ დაამადლიდა, მაგრამ, ჯოფრიმ რომ შეჰყმუვლა, სერ მან-
დონ მურმა ტირიონი გვერდზე გაათრია, იქ კი ბრონმა ჩაიბარა. სერ-
სეიმ ვაჟის გვერდით დაიჩოქა, სერ ბეილონ სუანი კი სერ ლანსელს
აკავებდა. ტირიონი ბრონს ჩავლებული თითებიდან გამოუსხლტა.
– რამდენნი დარჩნენ გარეთ? – იყვირა უმისამართოდ.
– ჩემი გოგონა, – ტიროდა ლედი ტანდა, – გევედრებით, ვინმე
უნდა გაბრუნდეს ლოლისის მოსაძებნად...
– სერ პრესტონი არ დაბრუნებულა, – მოახსენა სერ ბოროს
ბლაუნტმა, – არც არონ სანტაგარი.
– არც ძიძა, – თქვა სერ ჰორას რედვაინმა. ეს სახელი საჭურ-
ველთმტვირთველებმა ჭაბუკ ტირეკ ლანისტერს მიაკერეს.
ტირიონმა ეზო მოათვალიერა.
– სტარკის გოგონა სადაა?
თავიდან არავის უპასუხნია. ბოლოს ჯოფრიმ თქვა:
– ჩემ გვერდით მოდიოდა. არ ვიცი, სად წავიდა.
ტირიონმა კოტიტა თითები ატკივებულ საფეთქლებზე მიიჭირა.
თუ სანსა სტარკს რამე დაუშავდა, ჯეიმი მკვდრად უნდა ჩაეთვალათ.
– სერ მანდონ, მისი ფარი შენ იყავი.
სერ მანდონ მურს წარბიც არ შეუხრია.
– ქოფაკს გარს რომ შემოერტყნენ, მე უწინარესად მეფეზე ვიზ-
რუნე. – და სწორადაც მოიქეცი, – ჩაურთო სერსეიმ, – ბოროს, მე-
რინ, დაბრუნდით და იპოვეთ გოგონა.
– და ჩემი შვილი, – ტიროდა ლედი ტანდა, – გევედრებით, სერ...
სერ ბოროსს უსაფრთხო ციხესიმაგრიდან გასვლის აზრი სულაც არ
მოეწონა. – თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მან დედოფალს, – ჩვენი
თეთრი მოსასხამების დანახვამ შეიძლება ბრბო გაახელოს.
ტირიონი ყელამდე იყო უკვე სავსე.
763
– სხვებსაც წაუღიათ თქვენი დამპალი მოსასხამები! გაიძვრე, თუ
ასე გეშინია მისი ტარება, შე წყეულო შტერო... მაგრამ გასწი და მი-
პოვე სანსა სტარკი, თორემ ვფიცავარ, შაგას ორად გავაჩეხინებ მაგ
შენს მახინჯ თავს, რომ ვნახო, შიგ დამპალი ჩალის გარდა რამე თუ
გიყრია!
სერ ბოროსი რისხვით აჭარხალდა.
– შენ მეძახი მახინჯს, შენ?! – შეჯავშნულ მუჭში ჯერაც სისხლიანი
ხმალი ჰქონდა ჩაბღუჯული, და იარაღის შემართვა იწყო. ბრონმა
ტირიონი უბოდიშოდ შეიგდო ზურგსუკან.
– კმარა! – შესძახა სერსეიმ, – ბოროს, რაც გიბრძანეს, იმას
იზამ, თუ არადა, ვიპოვით ვინმეს, მაგ მოსასხამის ტარებას რომ შე-
იფერებს. შენი ფიცი... – ეგერაა! – იყვირა ჯოფრიმ და ხელი გაიშვი-
რა.
კარიბჭეში სანდორ კლეგეინი შემოჯირითდა სანსას წაბლა ცხე-
ნით. გოგონა უკან ეჯდა და ორივე ხელით მაგრად შემოხვეოდა
მკერდზე.
– დაშავებული ხომ არ ხარ, ლედი სანსა? – დაუძახა ტირიონმა.
სანსას თავზე დაჩნეული ღრმა ნახეთქიდან სისხლი შუბლზე დასდი-
ოდა. – ისინი... ისინი რაღაცებს ისროდნენ... ქვებს და სიბინძურე-
ებს, კვერცხებს... ვცდილობდი მეთქვა, პური არ მაქვს და ვერ მოგ-
ცემთ-მეთქი. ერთმა კაცმა უნაგირიდან გადმოთრევა დამიპირა. ქო-
ფაკმა მგონი მოკლა... მკლავი... – თვალები გაუფართოვდა და პირ-
ზე ხელი აიფარა, – მკლავი მოჰკვეთა.
კლეგეინმა იგი მიწაზე ჩასვა. თეთრი მოსასხამი დახეული და და-
ლაქავებული ჰქონდა, გაგლეჯილი მარცხენა სახელოდან სისხლი
მოჟონავდა.
– ჩიტუნას სისხლი სდის. ვინმემ წაიყვანეთ თავის გალიაში და
მიხედეთ იმ ჭრილობას, – მაისტერი ფრენკენი წინ გამოცუხცუხდა
764
მისი ნათქვამის შესასრულებლად, – სანტაგარს ბოლო მოუღეს, –
განაგრძო ქოფაკმა, – ოთხ კაცს ჰყავდა გაკავებული მიწაზე და რიგ-
რიგობით თავში ქვას უხათქუნებდნენ. ერთი გამოვწელე, მაგრამ
სერ არონს ამით რა ხეირი.
მას ლედი ტანდა მიუახლოვდა.
– ჩემი გოგონა...
– არ მინახავს, – ქოფაკმა ეზოს მოავლო თვალი და შუბლი შეიკ-
რა, – ჩემი ცხენი სადაა? იმ ცხენს რამე თუ მოუვიდა, ვიღაც დაისჯე-
ბა.
– ერთხანს ჩვენ გვერდით მორბოდა, – უთხრა ტირიონმა, – მაგ-
რამ მერე რა მოუვიდა, არ ვიცი.
– ხანძარი! – მოისმა ძახილი ბარბიკანიდან, – მილორდებო, ქა-
ლაქში ბოლი მოჩანს! რწყილიანი ფსკერი იწვის!
ტირიონი უზომოდ დაქანცული იყო, მაგრამ სასოწარკვეთის-
თვის ჯერ არ ეცალა. – ბრონ, წაიყვანე, რამდენი ჯარისკაციც გჭირ-
დება, და მიხედე, რომ წყლის ფორნები არავინ შეაფერხოს, – გვიშ-
ველონ ღმერთებმა, ველური ცეცხლი... ერთი ნაპერწკალიც რომ
მისწვდეს... – თუ სხვა გზა არ არის, მთელი რწყილიანი ფსკერი შე-
იძლება განადგურდეს, მაგრამ ცეცხლმა არაფრით არ უნდა მიაღწი-
ოს ალქიმიკოსების გილდიის დარბაზს, გასაგებია? კლეგეინ, შენც
გაჰყვები, – წამით ეჩვენა, რომ ქოფაკის მუქ თვალებში შიში შენიშ-
ნა. ცეცხლიო, მიხვდა. სხვებმაც წამიღონ, რასაკვირველია, ეჯავრე-
ბა ცეცხლი, გვარიანად აქვს ნაგემი. მაგრამ ის მზერა მყის გაქრა,
კლეგეინის ნაცნობი ღუშვა გადაეფარა.
– წავალ, – თქვა მან, – მაგრამ იმიტომ კი არა, შენ რომ მიბრძა-
ნე. ის ცხენი მყავს მოსაძებნი.
ტირიონი სამ დანარჩენ ქეშიკს მიუბრუნდა.
– თითოეული თქვენგანი ჰეროლდს გაჰყვება. ხალხს უბრძანეთ,
765
სახლებში დაბრუნდნენ. ყველას, ვისაც კი საღამოს ზარის ჩამოკ-
ვრის მერე ქუჩაში ნახავენ, სიკვდილი ელის.
– ჩვენი ადგილი მეფის გვერდითაა, – განაცხადა თვითკმაყო-
ფილმა სერ მერინმა. სერსეი ასპიტივით წამოყელყელავდა.
– თქვენი ადგილი იქაა, სადაც ჩემი ძმა გეტყვით, – მიახალა მე-
რინს, – მარჯვენა მეფის პირით ლაპარაკობს და მისი ურჩობა ღალა-
ტია.
ბოროსმა და მერინმა ერთმანეთს გადახედეს.
– მოსასხამები გვეცვას, თქვენო მოწყალებავ? – ჰკითხა სერ ბო-
როსმა. – ისე გიქნიათ, შიშვლებს გივლიათ. იქნებ ასე მაინც აჩვე-
ნოთ ბრბოს, კაცები ვართო. ალბათ ეჭვი ეპარებათ იმის მერე, რაც
ნახეს, ქუჩაში როგორ იქცეოდით. ტირიონს დის მრისხანების და-
ოკება არ უცდია. თავი უსკდებოდა. ეჩვენებოდა, კვამლის სუნი
მცემსო, მაგრამ შეიძლება ეს მის ნერვებს ეკიდა ცეცხლი. მარჯვენის
კოშკის კარს ორი ქვის ყვავი იცავდა.
– ტიმეტ ტიმეტის ძე მომიძებნეთ.
– ქვის ყვავები დაბუგულებს უკან არ დასდევენ ძახილით, – ამა-
ყად მოახსენა ერთმა ველურმა.
ტირიონს წუთით დაავიწყდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
– მაშინ შაგა მიპოვეთ.
– შაგას სძინავს.
ძნელი იყო, არ ეყვირა.
– გააღვიძეთ. შაგა.
– შაგა დოლფის ძის გაღვიძება იოლი საქმე არაა, – დაიწუწუნა
კაცმა, – მისი რისხვა შემზარავია.
და ბუზღუნით წავიდა.
მთიელი მთქნარებით და ფხანით შემობოდიალდა ოთახში.
– ნახევარი ქალაქი ამბოხებულია, ნახევარი იწვის, შაგა კი წევს
766
და ხვრინავს, – თქვა ტირიონმა.
– შაგას აქაური ტალახიანი წყალი არ მოსწონს, ამიტომ უწევს,
თქვენი წყალწყალა ელი და მჟავე ღვინო სვას, მერე კი თავი სტკივ-
დება.
– შაი რკინის კარიბჭის მახლობლად ერთ სახლში დავასახლე.
მინდა, მასთან წახვიდე და დაიცვა, რაც არ უნდა მოხდეს.
ზორბა კაცმა გაღიმა, კბილები ყვითელ ნაპრალად გაკრთა მისი
წვერის უღრანში. – შაგა მას აქ მოგიყვანს.
– უბრალოდ მიხედე, რომ არაფერი დაუშავდეს. უთხარი, რომ,
როგორც კი შევძლებ, მივაკითხავ. იქნებ ამაღამვე, ან ხვალ მაინც
აუცილებლად.
მაგრამ საღამოსთვის ქალაქი ჯერაც არეული იყო, თუმცა ბრონ-
მა მოახსენა, რომ ხანძარი ჩააქრეს და მეამბოხე ბრბოს უმეტესი ნა-
წილი გაფანტეს. რაც არ უნდა დანატრული ყოფილიყო ტირიონი შა-
ის მკლავებში მოსვენებას, მიხვდა, ამაღამ ვერსადაც ვერ წავიდო-
და.
ტირიონი ცივი დედლით და რუხი პურით ვახშმობდა თავის მოწ-
ყენილ მისაღებში, როდესაც სერ ჯესლინ ბაივოტერმა მოკლულების
სია მოუტანა. იმ დროისთვის ბინდი უკვე სიბნელემ შეცვალა, მაგ-
რამ სანთლების ასანთებად და ბუხარში ცეცხლის გასაჩაღებლად
მოსულ მსახურებს ტირიონმა უყვირა და გააქცია. გუნება მისივე
ოთახის მსგავსად მოშხამვოდა და ჩაჰბნელებოდა და ბაივოტერს
არაფერი უთქვამს ისეთი, რაც გულს გაუკეთებდა. მკვდრების სია
არქისეპტონით იწყებოდა, ნაკუწებად რომ დაგლიჯეს, სანამ იგი თა-
ვის ღმერთებს კივილით ევედრებოდა შეწყალებას. მოშიმშილე
ხალხისთვის ძნელი სანახავი უნდა იყვნენ მღვდლები, სიმსუქნით
ნაბიჯს რომ ვერ დგამენო, გაიფიქრა ტირიონმა. სერ პრესტონის
გვამი თავიდან ვერც იპოვეს, ოქროსმოსასხამიანები თეთრაბჯრიან
767
რაინდს ეძებდნენ, ის კი ისე იყო დაჩეხილი და დაჩხვლეტილი, რომ
თავიდან ფეხებამდე მოწითალო-მომრეშო ფერი ედო. სერ არონ
სანტაგარი სანარცხე არხში იპოვეს, დალეწილი მუზარადის ქვეშ
თავი წითელ ფაფად გადაჰქცეოდა. ლედი ტანდას ასულმა თავისი
ქალწულობა ორმოცდაათ აღრიალებულ კაცს მაინც დაუთმო
მთრიმლავის სახელოსნოს უკან. დედიშობილა მიბოდიალებდა
შაშხის შუკაში, ოქროსმოსასხამიანებმა რომ იპოვეს. ტირეკი ჯერაც
ვერ ნახეს, ვერც არქისეპტონის ბროლის გვირგვინი. ცხრა ოქროს-
მოსასხამიანი მოეკლათ, ორი მძიმედ იყო დაჭრილი. ბრბოდან და-
ხოცილების დასათვლელად თავი არავის შეუწუხებია. – მინდა, რომ
ტირეკი იპოვონ, მკვდარი თუ ცოცხალი, – მოჭრა ტირიონმა, როდე-
საც ბაივოტერმა დაასრულა, – ის ჯერ ბავშვია. ჩემი განსვენებული
ბიძის ტიგეტის ძეა. მამამისი ყოველთვის კეთილად მეპყრობოდა.
– ვიპოვით. მასაც და სეპტონის გვირგვინსაც.
– სხვებსაც უთხრიათ ერთმანეთისთვის სეპტონის გვირგვინი,
ფეხებზე მკიდია. – მცველების მეთაურად რომ დამასახელე, ასე
მითხარი, ყოველთვის შეუფარავი სიმართლე მინდაო.
– რაღაც ისე ვატყობ, არ მომეწონება, რის თქმასაც აპირებ, –
პირქუშად წარმოთქვა ტირიონმა.
– დღეს ქალაქი დავაოკეთ, მილორდ, მაგრამ ხვალინდელზე ვე-
რაფერს გეტყვი. კარდალა სადაცაა ადუღდება. იმდენი ქურდი და
მკვლელი დაძრწის ქუჩებში, რომ უკვე საკუთარ სახლშიც ვეღარა-
ვინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. საშარდავის მოსახვევის შეჭამან-
დებიდან ტიფი ვრცელდება, და ვერც სპილენძით, ვეღარც ვერ-
ცხლით საჭმელს ვეღარ იყიდი. თუ ადრე მხოლოდ შეფარული ბუზ-
ღუნი ისმოდა სანარცხე არხებიდან, ახლა ღალატზე ღიად ლაპარა-
კობენ გილდიის დარბაზებსა და ბაზრებში.
– მეტი ხალხი გჭირდება?
768
– რაც მყავს, იმათგანაც ნახევარს არ ვენდობი. სლინტმა მცვე-
ლების რიცხვი გაასამმაგა, მაგრამ გუშაგი რომ იყო, ამისთვის ოქ-
როსფერი მოსასხამის მოცმა არ კმარა. ახალაყვანილებს შორის
არიან კარგი და ერთგული კაცები, მაგრამ იმაზე მეტი მხეცი, ლოთი,
მხდალი და მოღალატეა, ვიდრე გენდომება, რომ იცოდე. გაუწ-
ვრთნელები და უწესრიგოები არიან და საკუთარი ტყავის გარდა
ქვეყნად არაფერს ერთგულებენ. საქმე ბრძოლაზე თუ მიდგება, ვში-
შობ, ვერ გაუძლებენ. – არც არასოდეს მოველოდი, რომ გაუძლებ-
დნენ, – თქვა ტირიონმა, – თუ გალავანში შემოაღწიეს, წასულია
ჩვენი საქმე – ეს თავიდანვე ვიცოდი.
– ჩემი ხალხი ძირითადად მდაბიორებიდან არიან აყვანილი.
ისინიც იმავე ქუჩებში დადიან, იმავე სარდაფებში სვამენ ღვინოს და
იმავე სახემსეებში ივსებენ კუჭებს. შენს საჭურისს ალბათ უკვე ნათ-
ქვამი აქვს, რომ მეფის საბიჯელში ლანისტერები არც მაინცდამაინც
უყვართ. ბევრს ჯერაც ახსოვს, თქვენმა ლორდმა-მამამ ქალაქი რომ
დაარბია, მას მერე, რაც ეირისმა ჭიშკარი გაუღო. ჩურჩულებენ,
რომ ღმერთები თქვენი გვარის ცოდვების გამო გვსჯიან – შენი ძმის
მიერ მეფე ეირისის მოკვლის, რეიგარის შვილების დახოცვის, ედა-
რდ სტარკის სიკვდილით დასჯის და ჯოფრის სასტიკი მართლმსაჯუ-
ლების გამო. ზოგი დაუფარავად ლაპარაკობს, თუ რამდენად უკეთ
მიდიოდა საქმეები, როდესაც მეფედ რობერტი იჯდა, და მიანიშნებს,
რომ სტანისის გამეფებით ისევ უკეთესი დროება დადგება. სახემსე-
ებში, ღვინის სარდაფებში და საროსკიპოებში ყველგან გაიგონებ
ამგვარ ლაპარაკს და, ვშიშობ, იმავეს ამბობენ ყაზარმებში და გილ-
დიის დარბაზებშიც.
– ხალხს სძულს ჩემი ოჯახი, ამას მეუბნები?
– აჰა... და მათ წინააღმდეგ წავლენ, თუ ამის შესაძლებლობა ექ-
ნებათ. – ჩემ წინააღმდეგაც?
769
– ჰკითხე შენს საჭურისს.
– მე შენ გეკითხები.
ბაივოტერმა ღრმად ჩასმული თვალები ქონდრისკაცის სხვადას-
ხვაფერ თვალებს გაუსწორა და მზერა არ აურიდებია.
– შენ წინააღმდეგ ყველაზე მეტად, მილორდ.
– ყველაზე მეტად? – ასეთმა უსამართლობამ ლამის სუნთქვა შე-
უკრა, – ჯოფრიმ უთხრათ, თქვენივე მკვდრები ჭამეთო, ჯოფრიმ მი-
უქსიათ თავისი ძაღლი. მე რატომ მადანაშაულებენ?
– მისი მოწყალება ჯერ კიდევ ბავშვია. ქუჩებში იმას ამბობენ, ავი
მრჩევლები ჰყავსო. დედოფალი უბრალო ხალხის მეგობრად არა-
სოდეს მიაჩნდათ, ვარისსაც ობობას სიყვარულით კი არ ეძახიან...
მაგრამ ყველაზე მეტად შენ გდებენ ბრალს. შენი და და საჭურისი მა-
შინაც აქ იყვნენ, როდესაც უკეთესი დროება იდგა, მეფე რობერტის
მეფობისას, შენ კი არ იყავი. ამბობენ, რომ შენ აავსე ქალაქი ამპარ-
ტავანი ქირით მებრძოლებით და დაუბანელი ველურებით, მხეცე-
ბით, რომლებიც იღებენ, რაც კი მოეწონებათ, და საკუთრის გარდა
არც– ერთ სხვა კანონს არ ცნობენ. ამბობენ, იანოს სლინტი იმიტომ
გააძევე, რომ ზედმეტად პირდაპირი და პატიოსანი აღმოჩნდა და ეს
ვერ იგუე. ამბობენ, რომ ბრძენი და კეთილი პაიცელი დილეგში ჩა-
აგდე, როდესაც გაბედა და შენ წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა. ზოგი
იმასაც აცხადებს, რომ რკინის ტახტი საერთოდაც შენთვის გინდა.
– ჰო, და თანაც ურჩხული ვარ, მახინჯი და გვერდმოქცეული, ეს
არ დაგავიწყდეს, – თითები მუშტად შეეკრა, – მეყო, რაც მოვისმინე.
ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმეები გვაქვს მისახედი. დამტოვე.
იქნებ მამაჩემი მართალი იყო, მთელი ეს წლები ათვალწუნებუ-
ლი რომ ვყავდი, თუ სულ ესაა, რასაც კი შემიძლია მივაღწიო, გა-
იფიქრა ტირიონმა, მარტო რომ დარჩა. ვახშმის ნარჩენებს დააჩერ-
და, მუცელი აუწრიალა ცივი გაქონილი დედლის დანახვამ. ზიზღით
770
გასწია განზე, პოდს დაუძახა და ვარისის და ბრონის მოსაყვანად გა-
აქცია. ყველაზე სანდო მრჩევლებად საჭურისი და ქირით მებრძო-
ლი მყავს, ჩემი გულის ქალბატონი კი კახპაა. მე რა ვარ ამის მერე?
ბრონმა დაიჩივლა, ბნელაო, და ბუხრის გაჩაღებაც მოინდომა.
ცეცხლი უკვე გიზგიზებდა, როდესაც ვარისი მობრძანდა.
– სად იყავი? – პასუხი მოსთხოვა ტირიონმა.
– მეფის საქმეებზე დავრბოდი, ძვირფასო ლორდ.
– ა, ჰო, მეფის, – ჩაიბუზღუნა ტირიონმა, – ჩემი დისშვილი ფეხ-
სალაგშიც არ უნდა დასვა, რკინის ტახტზე კი არა.
ვარისმა მხრები აიჩეჩა.
– შეგირდი საქმეში უნდა გაწაფო.
– მყრალი შუკის შეგირდებიდან ნახევარზე მეტი უკეთესად მარ-
თავდა ქვეყანას, ვიდრე ეგ თქვენი მეფე, – ბრონი ტირიონის პირდა-
პირ მიუჯდა სუფრას და დედალს ფრთა ააგლიჯა.
ტირიონი შეეჩვია, არად ჩაეგდო ქირით მებრძოლის ჩვეული
უტიფრობა, მაგრამ ამჯერად გაღიზიანდა.
– მგონი, ნება არ მომიცია, ჩემი ვახშამი მოათავო.
– როგორც ჩანს, შენ მაგას არ ჭამ, – ხორცით გამოტენილი პი-
რით თქვა ბრონმა, – ქალაქი შიმშილობს, ახლა საჭმლის გაფუჭება
დანაშაულია. ღვინო გაქვს? მალე მომთხოვს, დამისხიო, პირქუშად
გაიფიქრა ტირიონმა.
– ზედმეტი მოგდის, – გააფრთხილა ბრონი.
– შენ კი საკმარისსაც არ შვრები, – ბრონმა ფრთის ძვალი ჭილზე
დააგდო, – გიფიქრია, რამდენად უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება,
ის მეორე უფრო ადრე რომ გაჩენილიყო? – დედალს თითები ჩაუყა-
რა და მთელი მუჭა თეთრი ხორცი ამოგლიჯა, – ის, მტირალა, ტომე-
ნი. ასე ეტყობა, რასაც ეტყვიან, იმას იზამს – როგორც კარგ მეფეს
შეეფერება.
771
ტირიონს ხერხემალზე სიცივე დაუყვა, როდესაც მიხვდა, რას გუ-
ლისხმობდა ქირით მებრძოლი. ტომენი რომ ყოფილიყო მეფე...
ტომენის გამეფების ერთადერთი გზა არსებობდა. არა, ამაზე
ფიქრიც არ უნდოდა. ჯოფრი მისი სისხლი და ხორცი იყო და ჯეიმის
ისევე ერგებოდა ძედ, როგორც სერსეის.
– ამის თქმისთვის შეიძლება თავიც დაგაკარგვინო, – უთხრა
ბრონს, მაგრამ ქირით მებრძოლმა მხოლოდ გაიცინა.
– მეგობრებო, – წარმოთქვა ვარისმა, – ჩხუბი არაფერში გვარ-
გია. თავი დაიჭირეთ. – ვისი? – კუშტად ჰკითხა ტირიონმა. სიამოვ-
ნებით აირჩევდა რამდენიმეს.

დავოსი

სერ კორტნი პენროუსს აბჯარი არ ეცვა. თავად ქურან ულაყზე იჯ-


და, მისი მედროშე – ხალიან ლურჯაზე. მათ თავზემოთ ბარათეონე-
ბის გვირგვინოსანი ხარირემი და პენროუსების გადაჯვარედინებუ-
ლი, ჟანგისფერ ველზე თეთრად დაჩნეული ბუმბულები ფრიალებ-
და. სერ კორტნის ნიჩაბივით წვერიც ჟანგისფერი იყო, თუმცა კინ-
კრიხო მთლად გამელოტებოდა. მეფის ამალის სიმრავლემ და დი-
დებულებამ თუ გააოცა კიდეც, ეს ავდრით გაუხეშებულ სახეზე არ
დასტყობია. ჯაჭვის ჟღრიალით და აბჯრის ჩხარით მოჯირითდნენ
დავოსსაც კი ჯავშანი ეცვა, თუმცა თავადაც ვერ იტყოდა, რად უნდო-
და, მხრები და წელი უჩვევი სიმძიმისგან სტკიოდა. აბჯრის გამო-
თავს შებოჭილად და ბრიყვულად გრძნობდა და კიდევ ერთხელ და-
ეკითხა თავს, ნეტავ აქ რატომ ვარო. მეფის ბრძანების მართებულო-
ბაში ეჭვის შეტანა მე არ მეკითხება, და მაინც...
ამალის ყველა წევრი უფრო წარჩინებული ჩამომავლობის და

772
უფრო მაღალი რანგისა იყო, ვიდრე დავოს სივორთი, და ეს დიდე-
ბული ლორდები ერთიანად ბრჭყვინავდნენ დილის მზის სხივებში.
ვერცხლით ფერილი ფოლადი და ოქროს ზარნიში აბჯარს უელვა-
რებდათ, საბრძოლო ჩაჩქნები კი აბრეშუმის პლუმაჟებით, ბუმბუ-
ლებით და საგვარეულო მხეცების სპეკალისთვალება ფიგურებით
ჰქონდათ შემკული. თავად სტანისიც ამ მდიდრულ, მეფურ რაზმში
შემთხვევით მოხვედრილს ჰგავდა. დავოსის მსგავსად მეფეც უბრა-
ლოდ გამოწყობილიყო შალსა და მოთრიმლულ ტყავში. თუმცა სა-
ფეთქლებზე შემოვლებული წითელი ოქროს რგოლი გარკვეულ დი-
დებულებას მატებდა. თავს რომ აბრუნებდა, ალის ენის მსგავსად
მოყვანილ ოქროს წვეტებზე მზის სხივი სხლტებოდა.
ბოლო რვა დღის განმავლობაში, მას მერე, რაც შავი ბეტა გრი-
გალის კიდის ფლოტის დანარჩენ ნაწილს შეუერთდა, დავოსი ახლა
პირველად მოხვდა მის მოწყალებასთან ასე ახლოს. ჩამოსვლიდან
ერთ საათში უკვე მოითხოვა მასთან შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ ის
მოახსენეს, მეფე დაკავებულიაო. მეფე ხშირად იყო დაკავებული, ეს
დავოსმა თავისი ძისგან, დევანისგან შეიტყო, რომელიც ერთ-ერთი
სამეფო საჭურველთმტვირთველი იყო. ახლა, როდესაც სტანის ბა-
რათეონმა ძალაუფლება მოიხვეჭა, ლორდისწულები ისე ეხვეოდ-
ნენ, როგორც ბუზები – გვამს. თავადაც ნახევრად გვამს მოჰგავს,
თითქოს წლები შემატებია მას მერე, რაც დრაკონის ქვიდან გამოვე-
დი. დევანმა თქვა, მეფეს ბოლო დროს თითქმის არც სძინავსო. –
რაც ლორდი რენლი მოკვდა, მას საშინელი კოშმარები სტანჯავენ,
– გაუმხილა ბიჭმა მამას, – მაისტერის წამლები ვერას რგებს. მხო-
ლოდ მელისანდრეს შეუძლია, დააწყნაროს და ძილი მოჰგვაროს.
ნეტავ ამიტომ ცხოვრობს ქალი ახლა მის კარავში? გაიფიქრა და-
ვოსმა. იმისთვის, ერთად რომ ილოცონ? თუ მის დასამშვიდებლად
და დასაძინებლად სხვა ხერხიც იცის? უღირსი კითხვა იყო და მისი
773
დასმა საკუთარ შვილთანაც კი ვერ გაბედა. დევანი კარგი ბიჭი იყო,
მაგრამ კამზოლზე დაქარგულ ცეცხლმოდებულ გულს ამაყად ატა-
რებდა, და მამას შეღამებულზე ანთებულ კოცონებთანაც ენახა იგი,
ნათლის უფალს განთიადის მოვლინებას რომ ევედრებოდა. მეფის
საჭურველთმტვირთველიაო, უთხრა დავოსმა თავისთავს; მოსა-
ლოდნელიც იყო, მეფის ღმერთი ენამა. დავოსს ლამის დავიწყებო-
და, ახლოდან რა მაღალი, რა სქელი იყო გრიგალის კიდის კედლე-
ბი. მეფე სტანისი მათ ძირას შედგა, სერ კორტნისა და მისი მედრო-
შიდან რამდენიმე ფუტის მოშორებით.
– სერ, – წარმოთქვა ქედმაღლური თავაზით. ჩამოხდომა არც
დაუპირებია. – მილორდ, – ეს ნაკლებად თავაზიანი მიმართვა იყო,
მაგრამ – მოსალოდნელი. – წესია, მეფეებს „თქვენო მოწყალება-
ვო“, მიმართოთ, – განაცხადა ლორდმა ფლორენტმა. მის სამკერ-
დულზე წრედ მოყვანილი ფირუზის ყვავილებიდან წითელ ოქროს
მელას გამოეყო მოელვარე დრუნჩი. წყალნათელის ციხის ერთობ
მაღალმა, ერთობ დახვეწილმა, ერთობ მდიდარმა ლორდმა რენ-
ლის მებაირაღეთაგან პირველმა აღიარა სტანისი, პირველმა უარ-
ყო თავისი ძველი ღმერთები და ნათლის უფალს შეუდგა. სტანისმა
თავისი დედოფალი დრაკონის ქვაზე დატოვა ბიძამის აქსელთან ერ-
თად, თუმცა დედოფლის ხალხი ახლა უფრო ძალმოსილი და მრა-
ვალრიცხოვანი იყო, ვიდრე ოდესმე, მათგან უმთავრესი კი ალეს-
ტერ ფლორენტი გახლდათ. სერ კორტნი პენროუსმა მას ყურიც არ
უგდო, არჩია, სტანისისთვის მიემართა. – კეთილშობილი კრებუ-
ლია. დიდებული ლორდები ესტერმონტი; ეროლი და ვარნერი. სერ
ჯონი მწვანევაშლა ფოსოვეიების გვარიდან და სერ ბრაიანი წითლი-
დან. ლორდი კარონი და სერ გაიარდი, მეფე რენლის ცისარტყელა
ქეშიკთაგანი... და სწორუპოვარი ლორდი ალესტერ ფლორენტი

774
წყალნათელელი, რასაკვირველია. იქ, უკან, განა შენს ხახვის რა-
ინდს არ ვხედავ? მოგესალმები, სედ დავოს. ვშიშობ, ქალბატონს არ
ვიცნობ. – მე მელისანდრე მქვია, სერ, – აბჯარი მხოლოდ მას არ ეც-
ვა, იმ თავის წითელ ფრიალა კაბებში იყო გამოხვეული. ყელთან
დაბნეული მსხვილი ლალი დღის შუქს ეწაფებოდა, – მე ვმსახურობ
თქვენს მეფეს, და ნათლის უფალს. – ყოველივე კეთილს გისურვებ
ამ საქმეში, მილედი, – მიუგო სერ კორტნიმ, – მაგრამ მე სხვა ღმერ-
თებს და სხვა მეფეს ვემსახურები.
– მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მეფე არსებობს და მხოლოდ ერთი
ღმერთი, – განაცხადა ლორდმა ფლორენტმა.
– აქ საღვთისმეტყველო პაექრობისთვის შევიკრიბეთ, მი-
ლორდ? რომ მცოდნოდა, სეპტონს ვიახლებდი.
– მშვენივრად მოგეხსენება, აქ რისთვის ვართ, – თქვა სტანისმა,
– ჩემს შემოთავაზებაზე საფიქრელად ორი კვირა გქონდათ. ყორნე-
ბი ხომ დაგზავნეთ. მშველელი არ მოსულა. არც მოვა. გრიგალის
კიდე მარტო დგას, მე კი მოთმინება მელევა. უკანასკნელად გიბრძა-
ნებ, სერ, ჭიშკარი გახსნა და ჩამაბარო ის, რაც კანონიერად მეკუთ-
ვნის. – რა პირობებით? – ჰკითხა სერ კორტნიმ.
– იმავე, რაც ადრე შემოგთავაზეთ, – მიუგო სტანისმა, – ღალატს
შეგინდობთ, როგორც შევუნდე იმ ლორდებს, ახლა ჩემ უკან რომ
დგანან. გარნიზონის მებრძოლებს ნება დაერთვებათ, ჩემს სამსა-
ხურში ჩადგნენ ან დაუბრკოლებლად დაბრუნდნენ სახლებში. შე-
გიძლიათ, დაინარჩუნოთ საკუთარი იარაღი და იმდენი საკუთრება,
რამდენსაც კაცი ზიდავს. ოღონდ თქვენს ცხენებს და სასაპალნე
ცხოველებს მე დავიტოვებ. – ედრიკ სტორმს რა მოელის?
– ჩემი ძმის ბუში მე უნდა ჩამბარდეს.
– მაშინ ჩემი პასუხი ისევ არაა, მილორდ.
მეფემ კრიჭა შეიკრა. არაფერი უთქვამს.
775
მის ნაცვლად მელისანდრემ დაძრა ხმა.
– დაე, ნათლის უფალმა დაგიფაროს შენს სიბნელეში, სერ კორ-
ტნი. – დაე, სხვებმა აბახონ ეგ თქვენი ნათლის უფალი, – მიახალა
პენროუსმა პასუხად, – ტრაკი კი მაგ ძონძით გაუწმინდონ, დროშად
რომ დაგაქვთ ლორდმა ალესტერ ფლორენტმა ხმა ჩაიწმინდა.
– სერ კორტნი, დაუკვირდი, რას ლაპარაკობ. მისი მოწყალება
ბიჭს არაფერს დაუშავებს. ბავშვი მისი სისხლი და ხორცია, და ჩე-
მიც, აგრეთვე. ჩემი ძმისწული დელენა იყო დედამისი, ეს ყველამ
იცის მეფეს. თუ არ ენდობი, მე მენდე. შენ იცი, ღირსების კაცი ვარ...
– მე ის ვიცი, პატივის კაცი რომ ხარ, – გააწყვეტინა სერ კორ-
ტნიმ, – კაცი, ვინც მეფეებსა და ღმერთებს ისე იცვლის, როგორც მე
– ჩექმებს. ისევე, როგორც ის მოღალატეები, ჩემ წინ რომ დგანან.
მეფის მხლებლებისგან ბრაზიანი შეძახილები გაისმა არც ტყუის,
გაიფიქრა დავოსმა. სულ ცოტა ხნის წინ ფოსოვეიები, გაიარდ მო-
რიგენი, ლორდები კარონი, ვარნერი, ეროლი და ესტერმონტი –
ყველანი რენლისები იყვნენ. მის კარავში ისხდნენ, საბრძოლო გეგ-
მების დაწყობაში ეხმარებოდნენ, ფიქრობდნენ, როგორ დაემხოთ
სტანისი. ლორდი ფლორენტიც მათთან იყო – დედოფალ სელისს
ღვიძლ ბიძად ეკუთვნოდა, მაგრამ წყალნათელის ლორდს ამან ხე-
ლი არ შეუშალა, რენლის წინაშე მოეყარა მუხლი, როდესაც რენ-
ლის ვარსკვლავი ამოსვლას იწყებდა. ბრაის კარონმა თავისი ცხენი
რამდენიმე ნაბიჯით წინ დაძრა, გრძელ, ცისარტყელას ფერებად და-
ხაზულ მოსასხამს ზღვაური უფრიალებდა.
– აქ არავინ მოღალატე არაა, სერ. ჩემი ერთგულება გრიგალის
კიდეს ეკუთვნის, მეფე სტანისი კი მისი კანონიერი ბატონია... და
ჩვენი ჭეშმარიტი მეფე. იგი ბარათეონთა გვარის ბოლო წარმომად-
გენელია, რობერტის მემკვიდრე, და რენლისაც. – თუკი ასეა, თქვენ
შორის რად არ დგას ყვავილების რაინდი? და სადაა მათის როვანი?
776
რენდილ ტარლი? ლედი ოუკჰარტი? რატომ არ არიან ისინი თქვენს
კრებულში, ისინი, ვისაც რენლი ყველაზე მეტად უყვარდათ? სადაა
ბრიენ ტართი, გეკითხებით?
– ისა? – სერ გაიარდ მორიგენმა ხრინწიანად გაიცინა, – გაიქცა.
სხვა რა გზა ჰქონდა. მეფე მისი ხელით დაიღუპა.
– ტყუილია, – თქვა სერ კორტნიმ, – ბრიენს ჯერ კიდევ მაშინ ვიც-
ნობდი, პატარა გოგონა რომ იყო და მამამისის ფერხთით თამაშობ-
და შეღამების ციხეში, და კიდევ უკეთ გავიცანი მას მერე, რაც აქ გა-
მოგზავნეს, გრიგალის კიდეზე. მას რენლი ბარათეონზე პირველი
ნახვისთანავე შეუვარდა გული, ამას ბრმაც შეამჩნევდა. – რასაკ-
ვირველია, – არხეინად განაცხადა ლორდმა ფლორენტმა, – და
პირველი ქალი კი არ იყო, ვინც ისე გააგიჟა უარყოფამ, რომ კაცი
სასიკვდილოდ გაიმეტა. მაგრამ მე ჩემდათავად მჯერა, რომ მეფე
ლედი სტარკმა მოკლა. რივერანიდან აქამდე მოკავშირეობის სათ-
ხოვნელად გამოიარა გზა, რენლიმ კი უარი უთხრა. უეჭველია, ქალი
მას თავისი ვაჟისთვის სახიფათოდ თვლიდა, ამიტომაც თავიდან მო-
იშორა. – ეგ ბრიენმა ქნა, – დაბეჯითებით თქვა ლორდმა კარონმა,
– სერ ემონ ქაიმ ფიცით თქვა ეს, სანამ მოკვდებოდა ამას მე. გეფი-
ცებით სერ კორტნი. სერ კორტნის ხმა ზიზღით დაუბოხდა.
– და რა ფასი ექნება მაგ ფიცს? ვხედავ, შენი ფერადი მოსასხამი
გაცვია. ის, რენლიმ რომ მოგცა, როდესაც მისი დაცვის ფიცი დადე.
ის თუ მკვდარია, როგორ მოხდა, შენ ცოცხალი რომ დარჩი? – მკვა-
ხე სიტყვებით ახლა გაიარდ მორიგენს მიმართა,– შენც იგივე უნდა
გკითხო, სერ გაიარდ მწვანე, ჰო? ცისარტყელა ქეშიკთაგანი? შეფი-
ცული, რომ მეფის სიცოცხლისთვის საკუთარს გასწირავს? ასეთი
მოსასხამი რომ მქონდეს, მისი ტარება შემრცხვებოდა.
მორიგენი აიჯაგრა.

777
– მადლობა თქვი, რომ მოლაპარაკებაზე ვართ, პენროუს, თო-
რემ ამ სიტყვებისთვის ენას ამოგაძრობდი.
– და იმავე ცეცხლში ჩააგდებდი, სადაც საკუთარი კაცობა დატო-
ვე? – კმარა! – წარმოთქვა სტანისმა, – ნათლის უფალმა ინება, რომ
ჩემი ძმა ღალატისთვის მომკვდარიყო. ეს ვინ ჩაიდინა, მნიშვნელო-
ბა არ აქვს.
– იქნებ შენთვის არ ჰქონდეს, – უთხრა სერ კორტნიმ, – მე ვის-
მინე შენი შემოთავაზება, ლორდ სტანის. ახლა ჩემსას მოგახსენებ,
– მან ხელთათმანი წაიძრო და მეფეს სახეში მიაფერთხა, – ერთი-
ერთზე ბრძოლა. ხმლით, შუბით ან ნებისმიერი იარაღით, რომელ-
საც შენ დაასახელებ. ან, თუ გეშინია, შენი ჯადოსნური ხმალი და სა-
მეფო ტყავი საფრთხეში ჩააგდო ბერიკაცთან შერკინებით, დაასახე-
ლე შენი ფალავანი, და მეც ასე მოვიქცევი, – მან გამანადგურებელი
მზერა ესროლა გაიარდ მორიგენს და ბრაის კარონს, – ამ ლეკვები-
დან ნებისმიერი გამოდგება, ასე მგონია. სერ გაიარდ მორიგენს
რისხვით სახე ჩაუშავდა.
– მე მივიღებ გამოწვევას, თუ მეფე ინებებს.
– მეც, – ბრაის კარონმა სტანისს შეხედა.
მეფემ კბილები გააღრჭიალა.
– არა.
სერ კორტნის არ გაკვირვებია.
– შენი საქმის სამართლიანობა გაეჭვებს, მილორდ, თუ შენი
მკლავის ძალა? გეშინია, რომ შენს მოგიზგიზე ხმალს მივაფსამ და
ჩავაქრობ?
– სრულ ბრიყვად მიგაჩნივარ, სერ? – ჰკითხა სტანისმა, – ოცი
ათასი კაცი მყავს. თქვენ ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც ალყა გაქვთ
შემორტყმული. რატომ ვარჩევ ერთი-ერთზე ბრძოლას, როცა ჩემი
საბოლოო გამარჯვება უეჭველია? – მეფემ მას თითი მიაშვირა, – მე
778
პატიოსნად გაფრთხილებ. თუ მაიძულებ, ჩემი ციხესიმაგრე შტურ-
მით ავიღო, შეწყალების იმედი ნუღარ გექნებათ ჩამოგახრჩობთ ღა-
ლატისათვის, ყველას, უკლებლივ.
– როგორც ღმერთები ინებებენ. მოიტა შენი შტურმი, მილორდ –
და გაიხსენე, თუ არ დაიზარებ, ამ ციხესიმაგრის სახელი, – სერ
კორტნიმ აღვირი მოქაჩა და უკან, კარიბჭისკენ დაიძრა.– სტანისს
არაფერი უთქვამს, ცხენი მოაბრუნა და თავისი ბანაკისკენ გამოს-
წია. დანარჩენებიც გამოჰყვნენ.
– ამ გალავანს თუ შევუტევთ, ათასები დაიხოცებიან – ღელავდა
მოხუცი ლორდი ესტერმონტი, რომელიც მეფეს ბაბუად ერგებოდა
დედის მხრიდან, – უკეთესი არ არის, ერთი სიცოცხლე ჩავაგდოთ
საფრთხეში? ჩვენი საქმე სამართლიანია, შესაბამისად, ღმერთები
ჩვენს ფალავანს მკლავს გამარჯვებისთვის უკურთხებენ. ღმერთი,
ბერიკაცო, გაიფიქრა დავოსმა. დაგავიწყდა, ახლა მხოლოდ ერთი
გვყავს, მელისანდრეს ნათლის უფალი.
სერ ჯონ ფოსოვეიმ ხმა ამოიღო:
– მე თვითონაც სიხარულით მივიღებდი ამ გამოწვევას, თუმცა
ვერც ლორდ კარონს, ვერც სერ გაიარდს ხმლის პყრობაში ვერ შე-
ვედრები. რენლის გრიგალის კიდეზე სახელოვანი რაინდები არ და-
უტოვებია. გარნიზონი ბებერი მებრძოლებისა და ჭყინტი ბიჭებისგან
შედგება.
ლორდმა კარონმა კვერი დაუკრა.
– იოლი გამარჯვება გვექნებოდა, ნამდვილად. და რა სახელია,
გრიგალის კიდის ერთი დარტყმით ხელში ჩაგდება!
სტანისმა ყველას თვალი მოავლო.
– კაჭკაჭებივით ჭარტალებთ, აზრი კი მათზე ნაკლებიც მოგეპო-
ვებათ. დამიწყნარდით, – მეფის მზერა დავოსზე შეჩერდა, – სერ. მე

779
გამომყევი, – მან ცხენს დეზი ჰკრა და მხლებლებს დაშორდა. მხო-
ლოდ მელისანდრე მიჰყვა, ხელში ფართოდ გაშლილი ბაირაღი ეკა-
ვა, მასზე გამოსახულ ალმოდებულ გულში გვირგვინოსანი ხარირე-
მი იყო ჩახატული. თითქოს ერთიანად ჩაყლაპულიყო.
დავოსმა შენიშნა, როგორ გადახედეს ერთმანეთს ლორდისწუ-
ლებმა, როდესაც მათ გვერდით ჩაუარა მეფესთან მისაახლოებ-
ლად. ესენი ხომ ხახვის რაინდები არ იყვნენ, არამედ ძველი, პატი-
ვით მოსილი გვარების შთამომავალი ამაყი მამრები. როგორღაც
იცოდა, რომ რენლი მათ ასე აგდებით არასოდეს მიმართავდა. ნა-
ბოლარა ბარათეონი ლაღი თავაზის ნიჭით იყო დაჯილდოებული,
რაც მის ძმას, სამწუხაროდ, აკლდა.
თავისი ცხენი მეფის გვერდით რომ ჩააყენა, ისევ აუჩქარებელ
ჩორთზე გადავიდა. – თქვენო მოწყალებავ.
ასე ახლოდან სტანისი კიდევ უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე
დავოსს მანამდე მოეჩვენა. დაქანცული სახე ჰქონდა, თვალების
ქვეშ მუქი წრეები მოუჩანდა. – კონტრაბანდისტი ადამიანებში კარ-
გად უნდა ერკვეოდეს, – უთხრა მეფემ, – რა შეგიძლია მითხრა ამ
სერ კორტნი პენროუსზე?
– უტეხი კაცია, – ფრთხილად წარმოთქვა დავოსმა.
– სიკვდილი მონატრებია-მეთქი, მე ვიტყოდი. ჩემგან შეწყალება
ფეხებზე ჰკიდია. და საკუთარი სიცოცხლეც ფეხებზე ჰკიდია, ისე აგ-
დებს სასწორზე, და იმ გალავნის შიგნით მყოფი ყველა კაცისაც. ერ-
თი-ერთზე ბრძოლა? – მეფემ დაცინვით ჩაიფრუტუნა, – უეჭველად,
რობერტში შევეშალე.
– უფრო იმას ვიტყოდი, სასოწარკვეთილია-მეთქი. სხვა რის იმე-
დი შეიძლება ჰქონდეს?
– არაფრის. ციხესიმაგრე დაეცემა. მაგრამ როგორ მოვახდი-
ნოთ ეგ სწრაფად? – სტანისი წუთით ამაზე დაფიქრდა. ფლოქვების
780
თანაბარი კაკუნის მიღმა დავოსს ჩაესმოდა, როგორ აღრჭიალებდა
მეფე კბილებს, – ლორდი ალესტერი მაჯერებს, მოხუცი ლორდი
პენროუსი მოვაყვანინო აქ. სერ კორტნის მამა. ალბათ იცნობ მაგ
კაცს? – შენს დესპანად რომ ვეახლე, ლორდმა პენროუსმა ბევრ
სხვაზე უფრო თავაზიანად მიმიღო, – თქვა დავოსმა, – ერთი ბებერი
კაცია, მაგის დრო უკვე გარდასულა. სნეული და სუსტია.
– ფლორენტი კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაასუსტებს. მისი ძის
თვალწინ, ყელზე გამობმული ყულფით.
დედოფლის ხალხის წინააღმდეგ წასვლა სახიფათო იყო, მაგრამ
დავოსს ფიცი ჰქონდა დადებული, მეფისთვის ყოველთვის სიმარ-
თლე ეთქვა.
– მე მგონია, ეგ ავი საქმე იქნება, ჩემო ბატონო. სერ კორტნი ამ-
ჯობინებს, მამის სიკვდილს უცქიროს, ვიდრე ნდობა გაუმტყუნოს. ეგ
არაფერს მოგვიტანს, სირცხვილის გარდა.
– რა სირცხვილს? – აიჯაგრა სტანისი, – შენ რა, გინდა, მოღალა-
ტეები დავინდო? – ისინი ხომ დაინდე, ახლა უკან ვინც მოგვყვებიან.
– ამის გამო მამტყუნებ, კონტრაბანდისტო?
– მაგას მე ვინ მეკითხება, – დავოსი შიშობდა, ზედმეტი მომივი-
დაო. მეფე არ ცხრებოდა.
– შენ ამ პენროუსს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე ჩემს მებაირა-
ღე ლორდებს. რატომ?
– იგი ერთგულია.
– არასწორად ერთგული, მკვდარი უზურპატორის ერთგული.
– დიახ, – აღიარა დავოსმა, – მაგრამ, მაინც ერთგული.
– და ისინი, უკან რომ მოგვყვებიან, არ არიან ერთგულები?
დავოსმა უკვე ძლიერ შორს შეტოპა, ახლა უკან დახევა აღარ არ-
გებდა. – შარშან ისინი რობერტის იყვნენ, ერთი თვის წინ – რენლი-
სი. დღეს შენები არიან. ხვალ ვისები იქნებიან?
781
და სტანისმა გადაიხარხარა. ანაზდეული, უხეში, დამცინავი სი-
ცილი აუტყდა. – გეუბნებოდი, მელისანდრე, – მიმართა წითელ
ქალს, – ჩემი ხახვის რაინდი სიმართლეს მეუბნება ხოლმე.
– ვხედავ, მას კარგად იცნობ, თქვენო მოწყალებავ, – უთხრა წი-
თელმა ქალმა. – დავოს, ძალიან მაკლდი, – თქვა მეფემ, – დიახაც,
მოღალატეების ამალა მყავს ადევნებული, ყნოსვა არ გატყუებს. ჩე-
მი მებაირაღე ლორდები საკუთარ ღალატსაც კი ღალატობენ. მე
ისინი მჭირდებიან, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ მძაგს ასეთების
შეწყნარება, მაშინ, როდესაც მათზე უკეთესი ხალხი ნაკლები დანა-
შაულისთვისაც დამისჯია. უფლება გაქვს, გამკიცხო, სერ დავოს.
– შენ საკუთარ თავს უფრო მეტად კიცხავ, ვიდრე მე ამას ოდესმე
შევძლებდი, თქვენო მოწყალებავ. შენ ეს დიდებული ლორდები ტახ-
ტის მოსაპოვებლად გჭირდება... – თითები და რამე, ხომ? – სტანის-
მა პირქუშად გაიღიმა.
დავოსმა უანგარიშოდ ასწია დასახიჩრებული ხელი ყელზე დაკი-
დებული ქისისკენ და შიგნით თითის ძვლები მოსინჯა იღბალი მეფემ
შენიშნა.
– ჯერაც თან გაქვს, ხახვის რაინდო? არ დაგიკარგავს?
– არა...
– რატომ ინახავ? ხშირად მიკითხავს თავისთვის.
– მახსენებენ, თუ ვინ ვიყავი. საიდან მოვედი შენს მართლმსაჯუ-
ლებას მახსენებენ, ჩემო ბატონ.
– ეგ მართლაც მართლმსაჯულება იყო, – თქვა სტანისმა, – კარ-
გი საქციელი ცუდს არ ჩამორეცხს, ისევე, როგორც ცუდი არ ჩამო-
რეცხს კარგს. ყველაფერს სათანადოდ უნდა მიეზღოს. შენ გმირი
იყავი და თანაც – კონტრაბანდისტი, – მან უკან ჩამორჩენილ ლორდ
ფლორენტსა და დანარჩენებს გახედა, ცისარტყელას რაინდებსა და

782
მოღალატეებს, – ეს შეწყნარებული ლორდები კარგს იზამდნენ, ამა-
ზე დაფიქრებულიყვნენ. კარგი, პატიოსანი ადამიანები ჯოფრისთვის
იბრძოლებენ, რაკი ჭეშმარიტ მეფედ ჩათვლიან, შეცდომით. ჩრდი-
ლოელებმა ნამდვილ მეფედ შესაძლოა რობ სტარკიც კი ჩათვა-
ლონ. მაგრამ ამ ლორდებმა, ჩემი ძმის ბაირაღების ქვეშ რომ მო-
იყარეს თავი, ზუსტად იცოდნენ, უზურპატორი რომ იყო. კანონიერ
მეფეს ზურგი აქციეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება და დიდე-
ბა მოეპრიანათ. მეც ზუსტად ვიცი, ვინ არიან და რა არიან. შევიწყა-
ლე, დიახ, შევუნდე. მაგრამ არაფერი დამვიწყებია, – ერთხანს და-
დუმდა, მართლმსაჯულების გეგმებს აწყობდა თავისთვის. და უცებ
ერთბაშად იკითხა, – მდაბიორები რენლის სიკვდილზე რას ამბო-
ბენ? – გლოვობენ. შენი ძმა უყვარდათ.
– ბრიყვებს ბრიყვი უყვართ, – ჩაიბურტყუნა სტანისმა, – მაგრამ
მეც ვგლოვობ მას. იმ ბიჭს ვგლოვობ, რომელიც ოდესღაც იყო, და
არა კაცს, რადაც გაიზარდა. – ისევ დადუმდა, და ცოტა ხანში იკით-
ხა, – სერსეის მიერ სისხლის აღრევა როგორ მიიღეს? – სანამ მათ
შორის ვიდექით, მეფე სტანისს გაუმარჯოსო, ყვიროდნენ რომ გა-
მოვცურეთ, მერე რაღას ამბობენ, ვერ გეტყვი – გგონია, დაიჯერეს?
– რომ ვკონტრაბანდისტობდი, ვისწავლე, რომ ზოგ კაცს ყველა-
ფერი სჯერა, ზოგს კი – არაფერი. ორივენაირები შეგვხვდა. და კი-
დევ ერთი ამბავიცაა ხალხში მოდებული...
– დიახ, – მოჭრა სტანისმა, – სელისმა რქები დამადგა და ამ
რქებზე მასხარის ზანზალაკები შემაბა. ჩემი ასული ჭკუანაკლული
მასხარას შვილია! ისეთივე ბოროტი ჭორია, რამდენადაც – სულე-
ლური. რენლიმ მომიგდო ეგ ჭორი საჯიჯგნად, მოსალაპარაკებლად
რომ შევხვდი ასეთი რამ რომ დაიჯერო, თვითონაც თავნაკუწასავით
გიჟი უნდა იყო!
– ეგ კი ეგრეა, ჩემო ბატონო... მაგრამ სჯერათ თუ არ სჯერათ,
783
ამბავს კი სიხარულით ჰყვებიან, – ბევრგან ეს ჭორი მათზე უწინ მი-
სული დაუხვდათ და მათ მიერ მიტანილი ნამდვილი ამბავი გააუფა-
სურა.
– რობერტს შეეძლო, თასში ჩაეფსა და ხალხი ღვინოაო იტყოდა.
მე წმინდა ცივ წყალს ვთავაზობ, ისინი კი ეჭვით აცეცებენ თვალებს
და ერთმანეთს ეჩურჩულებიან, რა უცნაური გემო დაჰკრავსო, –
სტანისმა კბილები გააღრჭიალა, – ვინმემ რომ თქვას, რომ ტახად
გადავიქეცი და რობერტი მე მოვკალი, ამასაც დაიჯერებენ. – ხალხს
ლაპარაკს ვერ აუკრძალავ, ბატონო, – უთხრა დავოსმა, – მაგრამ
როდესაც შენი ძმების ნამდვილ მკვლელებზე შურს იძიებ, სახელ-
მწიფო დაიჯერებს, რომ ეს ჭორები სისულელეა.
სტანისი თითქოს სანახევროდ უსმენდა.
– მჯერა, რობერტის სიკვდილში სერსეის ხელი ურევია. მის გამო
პასუხს ვაგებინებ. ჰო, და ნედ სტარკის და ჯონ ერინის სიკვდილის
გამოც.
– და რენლის? – სიტყვები მანამდე დასცდა, სანამ დავოსი და-
ფიქრებას მოასწრებდა. მეფეს დიდხანს არაფერი უთქვამს. მერე ძა-
ლიან წყნარად წარმოთქვა: – ზოგჯერ მესიზმრება ხოლმე. რენლის
სიკვდილი. მწვანე კარავი, სანთლები, აკივლებული ქალი. და სის-
ხლი, – სტანისმა ხელებზე დაიხედა, – ის რომ მოკვდა, მე ჯერაც სა-
წოლში ვიწექი. ამას შენი დევანიც გეტყვის. ის ცდილობდა, გავეღვი-
ძებინე. განთიადი ახლოვდებოდა და ჩემი ლორდები მელოდნენ,
ღელავდნენ. უკვე ამხედრებული უნდა ვყოფილიყავი, შეაბჯრული.
ვიცოდი, რომ რენლი გარიჟრაჟზე შემომიტევდა. დევანი ამბობს,
რომ ვბორგავდი და ვყვიროდი, მაგრამ განა ამას რა მნიშვნელობა
აქვს? ეს სიზმარი იყო. მე ჩემს კარავში ვიყავი, რენლი რომ მოკვდა,
და რომ გავიღვიძე, ხელები სუფთა მქონდა.
სერ დავოს სივორთს არარსებული თითისწვერები ასტკივდა. აქ
784
რაღაც ვერაა რიგზე, იფიქრა ძველმა კონტრაბანდისტმა. მაგრამ
სტანისს თავი დაუქნია და თქვა: – გასაგებია.
– რენლიმ ატამი შემომთავაზა. მოლაპარაკებისას. დამცინოდა,
მიწვევდა, მემუქრებოდა, და ატამი შემომთავაზა. მეგონა, ხმალს იწ-
ვდის-მეთქი, და მეც ჩემს ხმალს წავწვდი. ეს უნდოდა, რომ შიში გა-
მომემჟღავნებინა? თუ უბრალოდ ერთი უმიზნო ოხუნჯობა იყო? რო-
დესაც ამბობდა, რა ტკბილი ატამიაო, მის სიტყვებში რამე დაფარუ-
ლი აზრი იდო? – მეფემ იმგვარად გააქნია თავი, როგორც ძაღლი
დაიქნევს ხოლმე კურდღელს, მისთვის კისრის გადაკვნეტა რომ უნ-
და, – ჩემს ასე არევას რაღაც ხილის ჩაკბეჩით მხოლოდ რენლი თუ
მოახერხებდა. ღალატის გამო გახდა საკუთარი ბედისწერის
მსხვერპლი, მაგრამ მიყვარდა იგი, დავოს. ახლა კი ვიცი. ვფიცავ,
აღსასრული რომ დამიდგება, მაშინაც ჩემი ძმის ატამზე ვიფიქრებ.
ამასობაში უკვე ბანაკში მოსულიყვნენ, კარვებს, აფრიალებულ ბა-
ირაღებს და აყუდებულ ფარებსა და შუბებს შორის მიაბიჯებდნენ. ჰა-
ერში ცხენის ჩონჩორიკის სიმყრალე იდგა, მას კოცონების კვამლი
და მოთუშული ხორცის სუნი ერთვოდა. სტანისმა აღვირი მოზიდა,
რათა ლორდი ფლორენტი და დანარჩენები მოკლე შეძახილით და-
ეთხოვა, და უბრძანა, ერთ საათში კარავში ხლებოდნენ საომარ გეგ-
მებზე მოსათათბირებლად. მათ თავები დაუკრეს და გაიფანტნენ,
დავოსი და მელისანდრე კი მეფესთან ერთად მისი კარვისკენ გა-
ემართნენ.
კარავი დიდი უნდა ყოფილიყო, რადგანაც მებაირაღე ლორდები
სათათბიროდ აქ იკრიბებოდნენ. მაგრამ სამეფო დიდებულების
არაფერი ეცხო. მძიმე ტილოს ჯარისკაცული კარავი იყო, მუქი ყვი-
თელი ფერისა, ისიც ზოგან ოქროსფრამდე გამოხუნებულიყო. მხო-
ლოდ ცენტრალურ ჭოკზე მოფრიალე დროშა ამხელდა, რომ აქ მე-

785
ფე იყო გაჩერებული. ეს, და კიდევ კართან მდგარი მცველები, დე-
დოფლის ხალხი, ტარმაღალ შუბებს რომ ეყრდნობოდნენ და საკუ-
თარ გულებზე ზემოდან მეორე, ცეცხლმოდებული გული ჰქონდათ
დაკერებული.
მეჯინიბეებმა მოირბინეს და ცხენიდან ჩამოსვლაში დაეხმარნენ.
ერთმა მცველმა მელისანდრეს ის ვეებერთელა დროშა ჩამოართვა
და მისი ტარი ღრმად ჩაარჭო რბილ მიწაში. დევანი კარის გვერდით
დადგა, იცდიდა, რათა მეფისთვის შესვლისას ფარდა აეწია. მის
გვერდით უფროსი საჭურველთმტვირთველი იდგა. სტანისმა გვირ-
გვინი მოიხადა და დევანს მიაწოდა.
– ცივი წყალი, ორი თასი. დავოს, შენ მომემსახურე. მილედი, და-
გიძახებ, როცა დამჭირდები.
– როგორც მეფე ბრძანებს, – თავი დაუკრა მელისანდრემ.
დილის კაშკაშა შუქიდან შესულებს კარავი გრილი და ბინდიანი
ეჩვენათ. სტანისი უბრალო ხის სამგზავრო სკამზე ჩამოჯდა და და-
ვოსს მეორე ასეთსავე სკამზე მიუთითა.
– როდისმე იქნებ ლორდად გაგხადო, კონტრაბანდისტო. ოღო-
ნდ კი სელტიგარი და ფლორენტი გავამწარო. თუმცა ამის გამო მად-
ლობელი არ დამრჩები. ეს ნიშნავს, რომ მოგიწევს, ამ თათბირებზე
იტანჯო და თავი მოაჩვენო, რომ ჯორების ყროყინი გაინტერესებს.
– რისთვის ეძახი, თუ არაფერში გარგიან?
– ჯორებს უყვართ საკუთარი ხმის მოსმენა, აი, რატომ. მე კი ისი-
ნი მჭირდებიან, ჩემი ურემი რომ გასწიონ. არა, ათასში ერთხელ რა-
ღაც სასარგებლო წამოსცდებათ ხოლმე. მაგრამ დღეს ეგ არ მოხდე-
ბა, ასე მგონია – აჰ, აი შენი ვაჟიც, ჩვენი წყლით. დევანმა სინი მაგი-
დაზე დადო და ორი თიხის თასი შეავსო. მეფემ დალევამდე წყალში
მწიკვი მარილი ჩაყარა. დავოსმა წყალი როგორც იყო, ისე დალია,
თუმცა ღვინო ერჩივნა.
786
– თათბირის შესახებ ამბობდი?
– მე გეტყვი, როგორ ჩატარდება. ლორდი ველარიონი დაიჟი-
ნებს, რომ ციხის გალავანს გარიჟრაჟზევე შევუტიოთ. კავებით და
გასაშლელი კიბეებით მივიდეთ და ისრებს და ადუღებულ ზეთს შე-
ვუშვიროთ თავი. ჭაბუკი ჯორები ამას დიდებულ წინადადებად ჩათ-
ვლიან. ესტერმონტი არჩევს, შემოვადგეთ და შიმშილით დავიმორ-
ჩილოთ, როგორც ოდესღაც ტაირელი და რედვაინი მე მიპირებ-
დნენ. ამას შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს, მაგრამ ბებერ ჯო-
რებს არსად ეჩქარებათ. ლორდ კარონს და დანარჩენებს კიდევ,
წიხლების ქნევა ვისაც უყვართ, ენდომებათ, სერ კორტნის ხელთათ-
მანი ავიღოთ და ყველაფერი ერთი-ერთზე ბრძოლას მივანდოთ.
თითოეულს ნატვრად ექნება, ჩემი ფალავანი იყოს და უკვდავი დი-
დება მოიხვეჭოს, – მეფემ წყალი გამოცალა, – შენ რას მირჩევდი,
კონტრაბანდისტო?
დავოსი წუთით დაფიქრდა, სანამ უპასუხებდა.
– დაუყოვნებლივ მეფის საბიჯელს შეუტიო.
მეფემ ჩაიფრუტუნა.
– და გრიგალის კიდე აუღებელი დავტოვო?
– სერ კორტნის არ აქვს იმის ძალა, რამე გავნოს. ლანისტერებს
აქვთ. ალყა ძალიან დიდ დროს წაიღებს, ერთი-ერთზე ბრძოლა ძა-
ლიან სათუო რამაა, შეტევა კი ათასობით სიცოცხლეს შეიწირავს და
ან მოგვიტანს გამარჯვებას, ან არა. და არც არის საჭირო. ჯოფრის
ტახტიდან რომ ჩამოაგდებ, ეს ციხესიმაგრეც ყველაფერ დანარჩენ-
თან ერთად შენი გახდება. ბანაკში ლაპარაკობენ, რომ ლორდი ტა-
ივინი დასავლეთისკენ მიეჩქარება, ლანისპორტი ჩრდილოელების
შურისძიებისგან რომ დაიფაროს... – უსაშველოდ ჭკვიანი მამა
გყავს, დევან, – უთხრა მეფემ მის იდაყვთან გაჩერებულ ბიჭს, – ისე-

787
თია, რომ ვნატრობ, ნეტავ მეტი კონტრაბანდისტი მყავდეს ქვეშევ-
რდომად-მეთქი. და ნაკლები ლორდი. თუმცა ერთი რამ გეშლება,
დავოს. არის შეტევა საჭირო. გრიგალის კიდე აუღებლად რომ მო-
ვიტოვო უკან, ჩემზე იტყვიან, რომ აქ დამარცხება ვიგემე. ამას კი
ვერ დავუშვებ. ხალხს არ ვუყვარვარ ისე, როგორც ჩემი ძმები უყ-
ვარდათ. იმიტომ მომყვებიან, რომ ეშინიათ ჩემი... დამარცხება კი
შიშს კლავს. ციხესიმაგრე უნდა დაეცეს, – ყბა აქეთ-იქით გააღრჭი-
ალა, – დიახ, და თანაც მალე. დორან მარტელმა ბაირაღებს მოუწო-
და და მთის გადასასვლელები დაიჭირა. მისი დორნელები გამზადე-
ბული არიან, მარშებს დაატყდნენ თავს. და ზენაბაღიც მოთავებული
საქმე როდია. ჩემმა ძმამ თავისი ძალის დიდი წილი მწარე ხიდთან
დატოვა, დაახლოებით სამოცი ათასი ქვეითი. ჩემი ცოლისძმა სერ
ეროლი გავგზავნე სერ პარმენთან ერთად, რათა ის ლაშქარი ჩემი
მმართველობის ქვეშ ამეყვანა, მაგრამ აქამდე არ დაბრუნებულან.
ვშიშობ, სერ ლორას ტაირელმა მწარე ხიდს ჩემს დესპანებზე ადრე
მიაღწია და ის ლაშქარი თავისთვის დაინარჩუნა. – მით მეტი მიზეზი
გვაქვს, მეფის საბიჯელი რაც შეიძლება სწრაფად ავიღოთ. სალა-
დორ საანმა მითხრა...
– სალადორ საანი მხოლოდ ოქროზე ფიქრობს! – იფეთქა სტა-
ნისმა, – თავი გამოტენილი აქვს იმ განძზე ოცნებით, რომელიც მისი
აზრით, წითელი ციხის ქვეშ უნდა ელაგოს. ასე რომ, მოდი, სალა-
დორ საანზე ნუღარაფერს ვიტყვით. როდესაც ომში ლისელი ყაჩა-
ღის რჩევა დამჭირდება, იმ დღესვე მოვიხდი გვირგვინს და შავს შე-
ვიმოსავ, – მეფემ მუშტი შეკრა, – აქ ჩემს სამსახურად ხარ თუ არა,
კონტრაბანდისტო? თუ ის გინდა, თავი მომაბეზრო დავით?
– მე შენი ვარ, – უთხრა დავოსმა.
– მაშინ მისმინე. სერ კორტნის ლეიტენანტი ფოსოვეიების კუზე-
ნია. ლორდი მიდოუსი, ოცი წლის ჭყინტი ბიჭი. პენროუსს რამე რომ
788
დაემართოს, გრიგალის კიდეს ეს ყმაწვილი ჩაიბარებს, მისი ბიძაშ-
ვილები კი თვლიან, რომ იგი დაუყოვნებლივ მიიღებს ჩემს პირო-
ბებს და ციხესიმაგრეს ჩამაბარებს.
– ერთი ყმაწვილი მახსენდება, გრიგალის კიდე რომ ჩააბარეს.
ოც წელზე ბევრად დიდი არც ის იყო.
– ლორდი მიდოუსი ისე ხისთავა კერპი არ არის, მე რომ ვიყავი.
– კერპია ოუ მშიშარა, რა მნიშვნელობა აქვს? სერ კორტნი პენროუ-
სი ჯანმრთელი და საღი მეჩვენა.
– ჩემი ძმაც ეგრე იყო, სანამ მოკვდებოდა. ღამე ბნელი და ხიფა-
თით სავსეა, დავოს. დავოს სივორთმა იგრძნო, კისერზე ჟრჟოლამ
რომ დაუარა.
– მილორდ, არ მესმის, რას ამბობ.
– არც მჭირდება, გესმოდეს. მხოლოდ შენი სამსახური მინდა.
ერთი დღეც არ გავა, და სერ კორტნი მოკვდება. მელისანდრემ ეს
მომავლის ალში იხილა. მისი სიკვდილი და ისიც, თუ როგორ მოკ-
ვდება. რა თქმა უნდა, რაინდულ ორთაბრძოლაში არ პოვებს აღსას-
რულს, – სტანისმა თასი გაუწოდა და დევანმა იგი კვლავ წყლით შე-
უვსო, – მისი ცეცხლი არ ტყუის ხოლმე. რენლის ბედისწერაც იხი-
ლა. დრაკონის ქვაზე მყოფმა დაინახა და სელისს უთხრა. ლორდი
ველარიონი და შენი მეგობარი სალადორ საანი ჯოფრის წინააღ-
მდეგ გამიშვებდნენ, მაგრამ მელისანდრემ მითხრა, გრიგალის კი-
დისკენ თუ გამოვწევდი, ჩემი ძმის ძალის დიდ წილს ხელში ჩავიგ-
დებდი, და მართალიც იყო. – მ-მაგრამ, – ენა დაებორკა დავოსს, –
ლორდი რენლი აქ მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ შენ შემოადექი
ციხეს. მანამდე მეფის საბიჯელისკენ მიემართებოდა, ლანისტერე-
ბის წინააღმდეგ, აპირებდა...
სტანისი სკამზე შეინძრა და მოიღუშა.
– მიემართებოდა, აპირებდა, მერედა რა? ბოლოს რაც ქნა, ის
789
ქნა. აქ მოვიდა თავისი ბაირაღებით და ატმებით, თავის ბედისწერას
მოადგა... და ჩემთვის ძალიანაც კარგი იყო, ასე რომ მოიქცა. მელი-
სანდრემ თავის ალში სხვა დღეც იხილა. ის დილა, როდესაც თავის
მწვანე აბჯარში გამოწყობილი რენლი სამხრეთიდან მოადგებოდა
მეფის საბიჯელის გალავანს, მის ძირას ჩემი ლაშქრის გასანადგუ-
რებლად. იქ რომ შევხვედროდი ჩემს ძმას, მის ნაცვლად მე მოვ-
კვდებოდი.
– ან შენს ძალას მისას შეუერთებდი და ლანისტერებს ერთად და-
ამხობდით, – შეედავა დავოსი, – ასე რატომ არ შეიძლებოდა? თუ
მელისანდრემ ორი მომავალი იხილა... ორივე სიმართლე ვერ იქნე-
ბოდა.
სტანისმა თითი მიაშვირა.
– აი, აქ ცდები, ხახვის რაინდო. ზოგი ნათელი ორ ჩრდილზე მეტს
აჩენს. ღამის ცეცხლთან დადექი და თვითონვე ნახავ. ალი ცახცა-
ხებს და ცეკვავს, არასოდეს ჩერდება. ჩრდილები გრძელდება და
მოკლდება, და ყოველ კაცს ათზე მეტი ჩრდილი ახლავს. ზოგი
სხვებზე მკრთალია, ესაა და ეს. ჰოდა, ადამიანებს შეუძლიათ, მომა-
ვალსაც დაატყონ ჩრდილი. ერთი ან მეტი. მელისანდრე კი ყველას
ხედავს. შენ ეგ ქალი არ მოგწონს. ვიცი ეგ, დავოს, ბრმა კი არ ვარ.
არც ჩემს ლორდებს ეხატებათ გულზე. ესტერმონტს ალმოდებული
გული ცუდ არჩევნად მიაჩნია და მევედრება, გვირგვინოსანი ხა-
რირმის დროშით ვიბრძოლოთ, როგორც წინათ. სერ გაიარდი ამ-
ბობს, რომ მედროშედ ქალი არ უნდა მყავდეს. სხვები ჩურჩულებენ,
რომ ჩემს საომარ თათბირებზე მისი ადგილი არაა, რომ უკან, ასშაი-
ში უნდა გავგზავნო, რომ ცოდვას ჩავდივარ, ღამღამობით ჩემს კა-
რავში რომ მყავს. დიახაც, ჩურჩულებენ... ის კი ამასობაში მემსახუ-
რება.
– რით გემსახურება? – ჰკითხა დავოსმა, პასუხის მოლოდინი
790
თავზარს სცემდა. – რითაც საჭიროა, – მეფემ თვალი თვალში გა-
უყარა, – და შენ? – მე... – დავოსმა ტუჩები მოილოკა, – მე შენი ვარ,
მიბრძანე. რა გინდა, ვქნა? – არაფერი ისეთი, რაც ადრე არ გიქნია.
ხომალდი ნაპირს მიაყენე ციხის ძირას, ისე, რომ არავინ დაინახოს,
ღამის წყვდიადში. შეგიძლია?
– კი. ამაღამ?
მეფემ მოკლედ ჩაიქნია თავი.
– პატარა ნავს წაიყვან. შავ ბეტას არა. არავინ უნდა გაიგოს, რას
აკეთებ. დავოსს უნდოდა, შეწინააღმდეგებოდა. ახლა იგი რაინდი
იყო, აღარ კონტრაბანდისტობდა, მკვლელი კი არც არასოდეს ყო-
ფილა. მაგრამ პირი რომ გააღო, სიტყვები არ ამოუვიდა. ეს სტანისი
იყო, მისი სამართლიანი ბატონი, რომელსაც უმადლოდა ყველა-
ფერს, რაც კი გამხდარიყო. შვილებზეც უნდა ეფიქრა. შეუნდონ
ღმერთებმა, რა უქნა იმ ქალმა?
– ხმასაც არ იღებ, – შენიშნა სტანისმა.
და არც უნდა ამოვიღო, უთხრა თავს დავოსმა, მაგრამ ამის ნაც-
ვლად წარმოთქვა: – ჩემო ბატონო, ციხე ხელში უნდა ჩაიგდო, ახლა
კი ვხვდები, მაგრამ ნამდვილად, ამისთვის სხვა გზაც არსებობს. უფ-
რო მართალი გზები. სერ კორტნის ნება დართე, ბუში თავისთან და-
იტოვოს, და შეიძლება დაგმორჩილდეს. – ბიჭი მე უნდა მყავდეს,
დავოს. ასეა საჭირო. მელისანდრემ ესეც იხილა ცეცხლში.
დავოსმა სხვა საბუთებს დაუწყო ძებნა.
– გრიგალის კიდეში არც ერთი რაინდი არაა ისეთი, სერ გაი-
არდს ან ლორდ კარონს რომ შეედრებოდეს, ან ასობით სხვა მებ-
რძოლს, ვინც სამსახური შემოგფიცეს. ეს ერთი-ერთზე ბრძოლა...
იქნებ სერ კორტნი ცდილობს, ღირსების შენარჩუნებით დათმოს ცი-
ხე? თუნდაც რომ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს?

791
მეფეს სახეზე ღრუბელივით გადაურბინა შეჭირვებულმა გამო-
მეტყველებამ. – უფრო საფიქრებელია, რომ რაღაც ღალატი უდევს
გულში. ფალავნების შერკინება არ შედგება. სერ კორტნი უკვე
მკვდარი იყო, ის ხელთათმანი რომ ისროლა. ალები არ ტყუიან, და-
ვოს.
მაგრამ გარდაუვალი რომ ახდეს, ამისთვის მე ვარ საჭირო, გა-
იფიქრა დავოსმა. დიდი ხანი იყო, ასეთ მწუხარებას არ გაეთანგა.
აი, ასე მოხდა, რომ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გემთმმუსვრელ
ყურეში, ციცქნა შავაფრიან ნავს მართავდა კუნაპეტ ღამეში. ცა იგი-
ვე იყო, ზღვაც იგივე. ჰაერში იგივე მლაშე სუნი იდგა და წყალიც ზუს-
ტად ისევე ეტყლაშუნებოდა ნავის მუცელს, როგორც ახსოვდა. ცი-
ხესიმაგრის გარშემო ათასობით კოცონი ციმციმებდა, როგორც ტა-
ირელების და რედვაინების კოცონები თექვსმეტი წლის წინ. ოღონდ
ყველაფერი დანარჩენი სხვანაირად იყო.
მაშინ გრიგალის კიდეზე მიმქონდა სიცოცხლე, ხახვის სახე რომ
მიეღო. ახლა კი სიკვდილს მივიყოლებ ასშაელი მელისანდრეს სა-
ხით. თექვსმეტი წლის წინ აფრები ჭრიალებდა და ტკაცუნებდა ქა-
რის ყოველ შემობერვაზე, სანამ არ დაუშვა ისინი და შეფუთული
ნიჩბებით არ განაგრძო გზა. და მაინც, გული ყელში ჰქონდა მიბჯე-
ნილი. ოღონდ რედვაინების გალერებზე მყოფებს ამდენი ხნის სიმ-
შვიდემ სიფხიზლე მოუდუნა და მათ შავი ატლასივით გაისრიალეს
გუშაგებს შორის. ამჯერად თვალსაწიერზე მდგარი ერთადერთი გე-
მიც სტანისის იყო და ერთადერთი საფრთხე ციხის გალავანზე მდგა-
რი გუშაგებისგან თუ ელოდათ. და მაინც, დავოსი მშვილდის ლარი-
ვით იყო მოზიდული. მელისანდრე მერხზე იყო დაყურსული, მთლი-
ანად ჩაკარგულიყო მუქი წითელი მოსასხამის ნაკეცებში, თავიდან
ფეხებამდე რომ ფარავდა, სახე გაცრეცილ ლაქად მოუჩანდა ჩაჩის

792
ქვემოთ. დავოსს წყალი უყვარდა. ყველაზე უკეთ მაშინ ეძინა, რო-
დესაც მის ქვეშ გემბანი ირწეოდა, ბაგირებს შორის აკვნესებული ქა-
რის ხმა კი ბევრად უფრო ტკბილი მოსასმენი იყო მისთვის, ვიდრე
ნებისმიერი მგოსნის აჟღერებული ქნარის სიმები. თუმცა ამ ღამით
ზღვამაც კი ვერაფრით ანუგეშა. – შიშის სუნი მომდის შენგან, სერ
რაინდო, – წყნარად მიმართა წითელმა ქალმა. – ვიღაცამ ერთხელ
მითხრა, ღამე ბნელი და ხიფათით სავსეაო. თან ამაღამ არ ვარ რა-
ინდი. ამაღამ მე ისევ დავოს კონტრაბანდისტი ვარ. ნეტავ კი ხახვი
ყოფილიყავი. ქალმა გაიცინა.
– ჩემი გეშინია? თუ იმის, რასაც ჩვენ ჩავდივართ?
– რასაც თქვენ ჩადიხართ. მე მაგ საქმეში წილი არ მიდევს.
– აფრა შენმა ხელმა აღმართა. საჭე შენს ხელს უპყრია.
დავოსს არაფერი უთქვამს, თავის საქმეს მიუბრუნდა. ნაპირთან
კლდეები იყო ამოჩრილი ეშვებად, ამიტომ კარგა შორს შეცურა ყუ-
რეში. მოქცევისთვის უნდა ეცადა, სანამ მობრუნდებოდა. გრიგალის
კიდე უკან-უკან რჩებოდათ, მაგრამ წითელ ქალს ეს თითქოს არ
ენაღვლებოდა.
– კეთილი კაცი ხარ, სერ დავოს? – ჰკითხა.
კეთილი კაცი ამას ჩაიდენდა?
– კაცი ვარ, – მიუგო მან, – ჩემს ცოლს კეთილად ვეპყრობი, თუმ-
ცა სხვა ქალებიც მყოლია. ვცდილობდი, ჩემი ვაჟებისთვის მამობა
გამეწია, ამქვეყნად ადგილის დამკვიდრებაში დავხმარებოდი. დი-
ახაც, კანონები დამირღვევია, მაგრამ ამღამინდელ ღამემდე არ მიგ-
რძნია, რომ ბოროტებას ჩავდიოდი. ვიტყოდი, რომ ჩემი ნაწილები
შერეულია, მილედი. კარგი და ცუდი.
– რუხი კაცი, – თქვა ქალმა, – არც თეთრი, არც შავი. არამედ
ორივეში გარეული. ესაა, რაც ხარ, სერ დავოს?

793
– მერედა რა, ეგრეც რომ იყოს? ასე ვატყობ, ადამიანების უმრავ-
ლესობა რუხია. – თუ ნახევარი ხახვი დალპება და გაშავდება, ის
დამპალი ხახვია. ადამიანი კეთილია ან ბოროტი.
მათ უკან მოციმციმე ცეცხლები შავ ცაზე დაჩნეულ ერთიან ბუნ-
დოვან ციმციმად იქცა და ნაპირი ლამის თვალთაგან დაეკარგათ.
მოტრიალების დრო იყო. – თავი მოარიდე, მილედი, – საჭეს დააწვა
და პატარა ნავმა მობრუნებისას შავი წყლის ჭავლი გაჭრა. მელისან-
დრემ დატრიალებული რეის ქვეშ თავი დახარა, ცალი ხელი ნავის
კიდეზე ედო, ისევ ისე აღუშფოთველი იჯდა. ხე აჭრიალდა, ტილო ატ-
კაცუნდა, წყალი აშხაპუნდა, ისე ხმამაღლა, კაცი დაიფიცებდა, ნამ-
დვილად ციხეშიც გაიგონესო. დავოსმა კი კარგად იცოდა, რომ გრი-
გალის კიდის ზღვის მხარის ვეება კედლებში მხოლოდ კლდეებზე
დამსხვრეული ტალღების ხმა აღწევდა, და ისიც სუსტად. ნაპირისკენ
დაძრულებს უკნიდან ატალღული კვალი გაედევნათ.
– კაცებზე და ხახვებზე რომ ლაპარაკობ, – უთხრა დავოსმა მე-
ლისანდრეს, – ქალებზე რაღას იტყვი? მათზეც იმავეს? კეთილი ხარ
თუ ბოროტი, მილედი? ამან ქალი გააცინა.
– ო, კეთილი. მე თავადაც თავისებური რაინდი ვარ, ძვირფასო
სერ. ნათლის და სიცოცხლის ფალავანი.
– ოღონდ ამაღამ კაცის მოკვლა გაქვს განზრახული, – უთხრა
დავოსმა, – როგორც მაისტერი კრესენი მოკალი.
– თქვენმა მაისტერმა თავი მოიწამლა. მე მიპირებდა მოწამვლას
მაგრამ მე უფრო დიდი ძალა მიფარავდა, მას კი არა.
– და რენლი ბარათეონი? ის ვინღა მოკლა?
ქალმა თავი მოაბრუნა. ჩაჩის ჩრდილქვეშ თვალები ღია-წითე-
ლი სანთლის ალივით უგიზგიზებდა.
– მე არა.
– ტყუი, – დავოსმა ახლა უკვე უეჭველად იცოდა.
794
მელისანდრემ გაიცინა.
– წყვდიადსა და ცდომილებაში ხარ დაკარგული; სერ დავოს.
– და ძალიანაც კარგი, – დავოსმა გრიგალის კიდის გალავნის
გასწვრივ მოციმციმე შორეულ ცეცხლებზე მიუთითა, – გრძნობ, რა
ცივია ქარი? მცველები იმ ჩირაღდნების მახლობლად იქნებიან შეგ-
როვებულები. მცირე სითბოს, მცირე სინათლეს ნუგეში ახლავს
ასეთ ღამეებში. მაგრამ ის მცველებს დააბრმავებს და ისინი ვერ და-
ინახავენ, ჩვენ როგორ გავივლით, – იმედია, ვერა, გაიფიქრა თა-
ვისთვის, – წყვდიადის ღმერთი გვიფარავს ახლა, მილედი. შენც კი.
ამ სიტყვებზე მისი თვალების ალმა თითქოს უფრო კაშკაშად იკ-
ვესა. – ნუ ახსენებ მის სახელს, სერ. ვაითუ მისი შავი მზერა ჩვენკენ
მოაბრუნო. პირობას გაძლევ, იგი არავის არასოდეს დაიფარავს. ის
ყოველივე ცოცხლის მტერია. ის ჩირაღდნები გვმალავენ, შენ თვი-
თონვე თქვი. ცეცხლი. ნათლის უფლის კაშკაშა ძღვენი... – როგორც
შენ იტყვი.
– როგორც ის იტყვის, უფრო სწორად.
ქარი იცვლებოდა, დავოსი გრძნობდა, შავ ზეწარზე დაჩნეული
ტალღებით ხედავდა ამას. ბაგირისკენ გაიწვდინა ხელი.
– აფრის დაკეცვა მიშველე. დანარჩენ გზას ნიჩბებით გავცუ-
რავთ. მათ ერთად დაკეცეს და მიაბეს აფრა, ნავი კი მათ ფეხქვეშ ქა-
ნაობდა. დავოსმა ნიჩბები რომ მოხსნა და აფორიაქებულ შავ წყალ-
ში ჩაუშვა, ჰკითხა: – რენლიმდე ვიღამ მიგაცურა?
– არ მჭირდებოდა, – თქვა მან, – მას არავინ იცავდა. აქ კი... ეს
გრიგალის კიდე ძველი ადგილია, მის ქვებში ჯადოებია ჩართული.
ამ ბნელ გალავანში აჩრდილი ვერ შეაღწევს – ძველი, მივიწყებული
გალავანია, მაგრამ ჯერაც ძველებურად დგას. – აჩრდილი? – და-
ვოსს დაბურძგლა, – აჩრდილი წყვდიადის ქმნილებაა. – ბალღზე
უმეცარი ხარ, სერ რაინდო. წყვდიადში ჩრდილი არ არსებობს.
795
ჩრდილები ნათლის მსახურები არიან, ცეცხლის შვილები. რაც უფ-
რო კაშკაშაა ალი, მით უფრო ბნელ ჩრდილს აჩენს.
მოღუშულმა დავოსმა დააჩუმა ქალი. ისევ უახლოვდებოდნენ ნა-
პირს და წყლის ზედაპირს ხმები მოსდევდა. ნიჩბებს უსვამდა, მათი
სუსტი ხმა ტალღების შრიალში იკარგებოდა.
გრიგალის კიდე ზღვისკენ თეთრ კლდეზე იყო შემომჯდარი; ცარ-
ცისფერი ტინი ფრიალოდ აზიდულიყო ცისკენ და მასზე დაშენებულ
სქელ გალავანს სიმაღლით ორჯერ აღემატებოდა. კლდეში ხვრელს
დაეღო პირი და დავოსმა იქით მიმართა ნავი, როგორც თექვსმეტი
წლის წინ. დერეფანი ციხესიმაგრის ქვეშ მოქცეულ გამოქვაბულამ-
დე გადიოდა, სადაც გრიგალის ძველ ლორდებს ნავმისადგომი მო-
ეწყოთ. გვირაბში მხოლოდ მაღალი მოქცევისას შეიძლებოდა შე-
ცურვა და მაშინაც არ იყო უხიფათო, მაგრამ კონტრაბანდისტის ჩვე-
ვებს დავოსისთვის ჯერაც არ ეღალატათ. მარჯვედ გაცურა დაკბი-
ლულ კლდეებს შორის და ნავი გვირაბის პირს მიაყენა. ტალღებს
დაანება, შიგნით შეეტაცათ მისი ხომალდი. მის გარშემო კლდეს ას-
კდებოდა წყალი, ნავს აქეთ-იქით ათამაშებდა და თავიდან ფეხებამ-
დე წუწავდა მგზავრებს. სიბნელიდან, აღრიალებული ქაფიდან აქამ-
დე უჩინარი კლდის შვერილი გამოიჭრა მათ შესახვედრად და და-
ვოსმა ნიჩაბი მიაბჯინა, ძლივძლიობით აუქცია გვერდი. და უცებ
შიგნით აღმოჩნდნენ, ბნელში ჩაკარგულები, მათ გარშემო ტალღე-
ბი დაცხრნენ. პატარა ნავმა სვლა შეანელა და დატრიალდა. მათივე
სუნთქვის ხმა კედლებიდან ირეკლებოდა და ყოველი მხრიდან ერ-
ტყმოდათ გარს. დავოსი ასეთ წყვდიადს არ მოელოდა. ბოლოჯერ
რომ იყო აქ, გვირაბის გასწვრივ ჩირაღდნები ენთო, ჭერში დატანე-
ბული საკლავი ხვრელებიდან კი მოშიმშილე ადამიანების თვალები
დასცქეროდნენ. იცოდა, სადღაც წინ ცხაური რომ იყო. დავოსმა ნიჩ-
ბით შეანელა სვლა და ნავი ცხაურს თითქმის რბილად მიეჯახა.
796
– ამის იქით ვეღარ წავალთ, თუ ციხეში კაცი არ გყავს, ცხაური
რომ აგვიწიოს, – მისმა ჩურჩულმა რბილი ვარდისფერი თათებით
გაქცეული თაგვების მწკრივივით გადაირბინა მოშხაპუნე წყალზე.
– გალავანს უკვე გამოვცდით?
– კი. ციხის ქვეშ ვართ. მაგრამ უფრო შიგნით ვეღარ შევალთ.
ცხაური ფსკერამდე ეშვება. და გისოსები ისე ახლო-ახლოა, რომ
ბავშვიც ვერ გაძვრება. პასუხად წყნარი შრიალი მოესმა. მერე კი
წყვდიადში სინათლე გაიფურჩქნა. დავოსმა ხელი ასწია, თვალები
რომ მოეჩრდილა, და სუნთქვა ყელში გაეჩხირა. მელისანდრეს მო-
სასხამი გადაეგდო და შემოჭერილი კაბიდან ამომძვრალიყო. ახლა
შიშველი იდგა და ორსულის დიდი მუცელი მოუჩანდა. მკერდზე მძი-
მედ ეკიდა დაბერილი ძუძუები, მუცელი გასკდომაზე ჰქონდა.
– გვიშველონ ღმერთებმა, – დაიჩურჩულა დავოსმა და პასუხად
ქალის ხმადაბალი, ბოხი სიცილი ჩაესმა. თვალები ნაღვერდლებს
მიუგავდა და ოფლი, კანს რომ უცვარავდა, თითქოს თავისთავად ცი-
ალებდა. მელისანდრე ბრწყინავდა. ქოშინით ჩაჯდა და ფეხები გაშა-
ლა. ბარძაყებზე მელანივით შავი სისხლი დასდინდა. მისი ყვირილი
ტანჯვისა იყო, ან აღტაცების, ან ორივე ერთად. და დავოსმა დაინახა,
ბავშვის კინკრიხო როგორ დაიძრა მისი სხეულიდან. ორი მკლავი
გამოთავისუფლდა, აფათურებული შავი თითები მელისანდრეს და-
ჭიმულ ბარძაყებს მოეჭიდნენ, მოქაჩეს, სანამ მთელი აჩრდილი არ
მოევლინა სამყაროს და არ აიმართა დავოსზე მაღალი, გვირაბის
ჭერამდე მაღალი, ნავზე დაღირებული. მხოლოდ წამით შეასწრო
თვალი, სანამ ის გაქრებოდა, ცხაურის გისოსებს შორის გასხლტე-
ბოდა და წყლის ზედაპირზე გაქროლდებოდა, მაგრამ ეს წამიც კმა-
როდა.
იცნობდა ამ აჩრდილს. იმ კაცსაც იცნობდა, ვისი ჩრდილიც იყო.

797
ჯონი

დაძახილი ღამის წყვდიადიდან მოიჭრა. ჯონი იდაყვზე წამოიწია,


გრძელ კლანჭს გადასწვდა ჩვევით. ბანაკი ამოძრავდა. საყვირი,
მძინარეთ რომ აღვიძებს, გაიფიქრა. გრძელი, დაბალი ხმა სმენის
საწიერზე დაყოვნდა. წრიული კედლის გარშემო მავალი გუშაგები
ახლა გაშეშებულიყვნენ, თეთრ ორთქლად სუნთქავდნენ, თავები
დასავლეთისკენ მიებრუნებინათ. საყვირის ხმა რომ მიწყდა, თით-
ქოს ქარიც კი გაირინდა. ადამიანები საბნებიდან გამოძვრნენ და შუ-
ბებს და ხმლიან სარტყლებს მისწვდნენ, სწრაფად მოძრაობდნენ,
აყურადებდნენ. ცხენმა დაიჭიხვინა და ჩააჩუმეს. წამით ეჩვენათ,
რომ მთელმა ტყემ განაბა სული. ღამის ებგურის ძმები მეორე დაძა-
ხილს მოელოდნენ, ლოცულობდნენ, რომ არ გაეგოთ, შიშობდნენ,
რომ მოესმებოდათ. როდესაც სიჩუმე აუტანლად გაგრძელდა და მე-
ომრები დარწმუნდნენ, რომ საყვირი აღარ დასჭექდა, მორცხვად გა-
უღიმეს ერთმანეთს, თითქოსდა უარობდნენ, შევშფოთდითო. ჯონ
სნოუმ რამდენიმე ჯოხი შეაგდო ცეცხლში, ხმლის სარტყელი შეიბა,
ჩექმები ამოიცვა, მოსასხამიდან მიწა და ცვარი ჩამოფერთხა და
მხრებზე მოიგდო. მის გვერდით ალი აგიზგიზდა, საამური სიცხე სა-
ხეზე მოედო, სანამ იცვამდა. ესმოდა, როგორ დადიოდა ლორდ-მე-
თაური თავის კარავში. წუთის შემდეგ მორმონტმა კარვის შესას-
ვლელი ასწია.
– ერთი იყო? – მის მხარზე შემომჯდარი აბურძგნული და მდუმა-
რე ყორანი საცოდავად იყურებოდა.
– ერთი, მილორდ, – დაუდასტურა ჯონმა, – ძმები ბრუნდებიან.
მორმონტი ცეცხლს მიუახლოვდა.
– ნახევარხელა. დიდი ხანია, დროცაა, – ლოდინის ყოველი დღე

798
ბერიკაცს უფრო და უფრო ფხუკიანს ხდიდა. ცოტაც და, ქვების სრო-
ლას დაიწყებდა, – მიხედე, ხალხს ცხელი კერძი დახვდეს და ცხე-
ნებს – საკვები. ქორინი მაშინვე ჩემთან მოვიდეს. – მოვიყვან, მი-
ლორდ, – ბინდისკოშკელ ძმებს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ
ელოდნენ. რომ არ გამოჩნდნენ, ძმები საგონებელში ჩაცვივდნენ.
ჯონს კოცონების გარშემო პირქუში ბურტყუნი ესმოდა ხოლმე, და
არა მხოლოდ მწუხარე ედისგან. სერ ოტინ ვითერსი დაუყოვნებლივ
ციხეშავში დაბრუნებას მოითხოვდა. სერ მალადორ ლოკი ბინდის
კოშკისკენ წასვლას არჩევდა, იმედი ჰქონდა, ქორინის კვალს წას-
დგომოდა და გაეგო, რა დაემართა. თორენ სმოლვუდს კი უნდოდა,
მთებისკენ განეგრძოთ გზა.
– მენს რაიდერმა იცის, რომ ებგურს უნდა ეომოს, – გამოაცხადა
თორენმა, – მაგრამ არასოდეს დაგვიწყებს ძებნას ასე შორს ჩრდი-
ლოეთში. რძეწყალას თუ ავუყვებით, მოულოდნელად წავადგებით
და მანამდე დავჭრით ზორტებად მის ლაშქარს, სანამ აზრზე მოვა,
მომადგნენო.
– ჩვენზე ბევრად მეტი იქნებიან, – შეედავა სერ ოტინი, – კრას-
ტერმა თქვა, დიდ ლაშქარს კრებსო. მრავალ ათასს. ქორინის გარე-
შე, სულ ორასი ვართ. – მიუშვი ორასი მგელი ათი ათას ცხვარზე,
სერ, და ნახე, რა მოხდეს, – დაბეჯითებით წარმოთქვა სმოლვუდმა.
– იმ ცხვრებს თხებიც ურევიათ, – გააფრთხილა ჯარმან ბაკველ-
მა, – დიახ, და შეიძლება – რამდენიმე ლომიც. ჩხარპერანგა, ჰარმა
ძაღლისთავა, ალფინ ყვავისმკვლელი... – მაგათ შენზე უარესად
როდი ვიცნობ, ბაკველ, – შეუტია თორენ სმოლვუდმა, – და ვაპი-
რებ, თავები წავჭრა, ყველას სათითაოდ. ეგენი ველურები არიან. ჯა-
რისკაცები კი არა. რამდენიმე ასეული გმირთაგმირი, უეჭველია,
ნაყლურწი, ქალების, ბავშვების და მონების უზარმაზარი ხროვის

799
შუა. ჩამოვუქროლებთ და ყმუილით გავაქცევთ თავიანთივე ბუნაგე-
ბისკენ.
უკვე მრავალი საათი იყო, ასე დაობდნენ, და ვერაფერზე შეთან-
ხმდნენ. ბებერი დათვი მეტისმეტად ჯიუტი იყო საიმისოდ, უკან რომ
დაეხია, მაგრამ არც იმას აპირებდა, რძეწყალას აღმა გაექუსლა და
ომი ეძია. საბოლოოდ ვერაფერი გადაწყვიტეს იმის გარდა, რომ
ბინდისკოშკელებისთვის რამდენიმე დღე კიდევ დაეცადათ და ისევ
ეთათბირათ, თუ არ გამოჩნდებოდნენ.
ახლა კი ისინიც გამოჩნდნენ, რაც ნიშნავდა, რომ გადაწყვეტი-
ლების მიღებას ვეღარ გადადებდნენ. ჯონს თუნდაც ეს უკვე ახარებ-
და. თუ მენს რაიდერთან შებრძოლება არ ასცდებათ, დაე, ეს მალე
მოხდეს.
მან მწუხარე ედი ცეცხლის პირას იპოვა, იდგა და ჩიოდა, როგორ
უჭირდა ძილი, როცა ხალხი ტყეში საყვირის ბერვას აიჩემებდა. ჯონ-
მა მას ახალი საწუწუნო მისცა. მათ ერთად გააღვიძეს ჰეიკი, რომე-
ლიც ლორდ-მეთაურის ბრძანების გაგონებაზე გინებას მოჰყვა, მაგ-
რამ მაინც ადგა და სულ მალე თორმეტ ძმას უკვე ძირხვენებს აჭრე-
ვინებდა წვნიანის მოსახარშად.
ჯონი ბანაკს რომ კვეთდა, აქოშინებული სემი მიეჭრა. შავი ჩაჩის
ქვეშ სავსე მთვარესავით მრგვალი და ფერმკრთალი სახე მოუჩან-
და.
– საყვირის ხმა გავიგე. ბიძაშენი დაბრუნდა?
– არა, ბინდისკოშკელები მოვიდნენ, ესა და ეს, – სულ უფრო უძ-
ნელდებოდა, მაინც არ დაეკარგა ბენიენ სტარკის დაბრუნების იმე-
დი. მოსასხამი, მუშტის ძირას რომ იპოვა, იოლად შეიძლებოდა, ბი-
ძამისის ან რომელიმე მისი მეომრის ყოფილიყო, ამას ბებერი დათ-
ვიც აღიარებდა, თუმცა ვერავინ ამბობდა, რატომ უნდა ჩაემარხათ
იქ, დრაკონის მინის სამალავზე შემოხვეული, – სემ, უნდა წავიდე.
800
წრიულ კედელთან თავზე წაადგა მცველებს, რომლებიც ნახევრად
გაყინული მიწიდან მარგილებს აძრობდნენ, შემოსასვლელი რომ
გაეხსნათ. ცოტა ხნის მერე ბინდის კოშკიდან მოსული ძმების მწკრი-
ვი უკვე შემოუყვა ფარდობზე დაკლაკნილ გზას. ერთიანად ტყავსა
და ქურქებში იყვნენ გამოწყობილი, ფოლადი ან ბრინჯაო ძუნწად თუ
გაიელვებდა აქა-იქ. კუშტ, გამხდარ სახეებს ხშირი წვერი უფარავ-
დათ და თავიანთი ცხენებივით გაბურძგნილები ჩანდნენ. ჯონი გა-
ოცდა, როცა შენიშნა, რომ ზოგი ორ-ორი შემომსხდარიყვნენ ცხენ-
ზე. უფრო ყურადღებით რომ დააკვირდა, ცხადი გახდა, რომ ბევრი
მათგანი დაჭრილი იყო. გზაზე ხიფათს გადაჰყროდნენ. ჯონმა ქო-
რინ ნახევარხელა დანახვისთანავე იცნო, თუმცა ადრე არასოდეს
შეხვედროდა. ეს ზორბა აეშაგი ებგურში ლამის ლეგენდად იყო ქცე-
ული – აუჩქარებლად მთქმელი და სწრაფად მოქმედი კაცი იყო, შუ-
ბივით მაღალი და გამართული, გრძელფეხება და კუშტი. თავისი მე-
ომრებისგან განსხვავებით, სუფთად იყო გაპარსული. მუზარადს
ქვემოდან თმა მძიმე, შეთრთვილულ ნაწნავად ჰქონდა დაშვებული,
შავი” სამოსი კი, ისე გამოხუნებოდა, უკვე რუხი ეთქმოდა. ხელზე,
რომლითაც აღვირი ეპყრა, მხოლოდ ცერი და საჩვენებელი თითე-
ბიღა შერჩენოდა: დანარჩენი ოდესღაც ველურის ტაბარს დაახვედ-
რა, რომელიც თავს გაუჩეხავდა, ასე რომ არ ექნა. ჰყვებოდნენ, რომ
დასახიჩრებული მუშტი ტაბარის პატრონს სახეში შესჩარა, ისე, რომ
სისხლის ღვარით დააბრმავა, და მოკლა, სანამ ის თვალებში გამოი-
ხედავდა. იმ დღის მერე კედლისიქითა ველურებს მასზე შეურიგებე-
ლი მტერი არ ჰყოლიათ.
ჯონი მას მიესალმა.
– ლორდ-მეთაური მორმონტი დაუყოვნებლივ შეგხვდებათ მის
კარვამდე მიგაცილებ. ქორინი უნაგირს გადმოევლო – ჩემი მებ-
რძოლები მშივრები არიან, ჩვენს ცხენებს კი მიხედვა სჭირდებათ. –
801
ყველაზე იზრუნებენ.
აეშაგმა ცხენი ერთ თავის კაცს გადასცა და ჯონს მიჰყვა.
– შენ ჯონ სნოუ ხარ. მამაშენს ჰგავხარ.
– იცნობდი მას, მილორდ?
– მე ლორდთაგანი არ ვარ. მხოლოდ – ღამის ებგურის ძმა. ვიც-
ნობდი ლორდ ედარდს, დიახ. მანამდე კი – მამამისსაც.
ჯონმა ფეხს აუჩქარა, ქორინის გრძელი ნაბიჯებისთვის რომ მი-
ედია – ლორდი რიკარდი ჩემს დაბადებამდე მოკვდა.
– ის ებგურს მეგობრობდა, – ქორინმა უკან მიიხედა, – შენზე ამ-
ბობენ, მგელსაზარა დასდევსო.
– ლანდი გათენებისას დაბრუნდება. ღამღამობით ნადირობს
ხოლმე. ბებერი დათვის კოცონთან მწუხარე ედი იდგა, ლორის ნაჭ-
რებს წვავდა და კარდალაში თორმეტიოდე კვერცხს ხარშავდა.
მორმონტი ხისა და ტყავის საბანაკე სკამში იჯდა – უკვე ვშიშობდი
თქვენ გამო. ხიფათს გადაეყარეთ?
– ალფინ ყვავისმკვლელს გადავეყარეთ. მენსს კედლის გას-
წვრივ დაზვერვაზე ჰყავდა გამოგზავნილი, ჰოდა, უკანა გზაზე მომა-
ვალს გადავაწყდით, – ქორინმა მუზარადი მოიხადა, – ალფინი სა-
ხელმწიფოს მეტად ვეღარ შეაწუხებს, მაგრამ მისი გუნდიდან რამ-
დენიმე მაინც გაგვისხლტა. სადამდეც შევძელით, მივდიეთ და დავ-
ხოცეთ, მაგრამ შესაძლებელია, რამდენიმემ მაინც მიაღწიოს მთე-
ბამდე. – რად დაგიჯდათ?
– ოთხი ძმა დაგვეღუპა. თორმეტი დაჭრილია მტრებზე სამჯერ
ნაკლები. და ტყვეები ავიყვანეთ. ერთი მალევე მოკვდა ჭრილობე-
ბისგან, მაგრამ მეორემ იმდენ ხანს კი იცოცხლა, დაკითხვა რომ
მოგვესწრო.
– ჯობია, მაგაზე კარავში ვილაპარაკოთ. ჯონი ელიან ყანწს მო-
გიტანს. თუ ცხელი სანელებლიანი ღვინო გირჩევნია?
802
– ადუღებული წყალი საკმარისი იქნება. კიდევ – კვერცხი და
ლორის ნაჭერი. – როგორც ინებებ – მორმონტმა კარვის ფარდა ას-
წია, ქორინი მოიხარა და შიგნით შეაბიჯა.
ედი კარდალას თავზე დასდგომოდა და კვერცხებს კოვზით აბრუ-
ნებდა. – ამ კვერცხების მშურს, – თქვა მან, – „ახლა“ ცოტა მოხარ-
შვა არც მე მაწყენდა. კარდალა უფრო მოზრდილი რომ ყოფილიყო
შიგ ჩავხტებოდი. თუმცა წყალს ღვინო აჯობებდა. უფრო უარესი სიკ-
ვდილიც არსებობს ვიდრე თბილად და მთვრალად. ერთ ძმას ვიც-
ნობდი, აიღო და ღვინოში დაიხრჩო თავი. ისედაც საძაგელი ღვინო
იყო და მისმა გვამმა გემო სულ არ გამოუსწორა – დალიეთ ის ღვი-
ნო?
– საშინელებაა, მკვდარ ძმას რომ იპოვი. შენც კი მოგინდებოდა
დალევა, ლორდ სნოუ, – ედმა კარდალას მოურია და ცოტა მუსკატი
ჩაუმატა.
ჯონი აფორიაქებული დაცუცქდა ცეცხლის გვერდით და ჯოხით
გაქექა. კარვიდან ბებერი დათვის ხმა ესმოდა, მას ყორნის. ჩხავილი
და ქორინ ნახევარხელას წყნარი ლაპარაკი ენაცვლებოდა, მაგრამ
სიტყვებს ვერ არჩევდა. ალფინ ყვავისმკვლელი მომკვდარა, ეს კარ-
გია. ის ველურ ყაჩაღებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაუნდო-
ბელი იყო, ეს სახელიც მისი დახოცილი შავი ძმების გამო ერქვა.
მაშ, რატომ ჰქონდა ქორინს ასე მგლოვიარე ხმა, ამგვარი გამარჯვე-
ბის მერე? ჯონს იმედი ჰქონდა, ბინდის კოშკიდან მებრძოლების
მოსვლა ბანაკს გაამხნევებსო. წინა ღამეს სიბნელეში მოსაშარდად
გასული უკან რომ ბრუნდებოდა, ჩანაღვერდლებულ კოცონს შემომ-
სხდარი ხუთი თუ ექვსი კაცის წყნარი ლაპარაკი ჩაესმა. ყური რომ
მოჰკრა ჩეტის ბურტყუნს, დიდი ხანია, დროა, უკან ვბრუნდებოდე-
თო, გაჩერდა და მიაყურადა.
– ნამდვილი ბერიკაცული უგუნურებაა, ეს რეიდი, – გაიგონა მან,
803
– იმ მთებში საკუთარი საფლავების მეტს ვერაფერს ვიპოვით.
– ყინვის ეშვებში გოლიათები ბუდობენ, კიდევ – უარგები და უა-
რესი რამეებიც, – თქვა სამდელმა ლარკმა.
– მე იქ წამომსვლელი არ ვარ.
– ბებერი დათვი შენ კი არ გეკითხება.
– იქნებ ეს ჩვენ არ შევეკითხოთ, – თქვა ჩეტმა.
სწორედ მაშინ ერთმა ძაღლმა თავი ასწია და დაიღრინა, და ჯონი
სწრაფად უნდა გასცლოდა იქაურობას, სანამ შეამჩნევდნენ. ეს ლა-
პარაკი ჩემს გასაგონად არ იყო, გაიფიქრა მან. ფიქრობდა, მორ-
მონტისთვის ეამბნა, რაც გაიგონა, მაგრამ თავი ვერ აიძულა, ძმები
დაებეზღებინა, თუნდაც ისეთი ძმები, ჩეტი და სამდელი რომ იყვნენ.
უბრალოდ ენებს იფხანდნენო, დაიჯერა თავი. შეციებულები და შე-
შინებულები არიან, ასე ვართ ყველა. ძნელი იყო აქ, ტყიდან ამოჩ-
რილ ამ მწვერვალზე ყურყუტი და ლოდინი, სულ იმაზე ფიქრი, რას
მოიტანდა შემდეგი დღე. უხილავი მტერი ყოველთვის ყველაზე უფ-
რო შიშისმგვრელია.
ჯონმა თავისი ახალი ხანჯალი ქარქაშიდან ამოაგო და ელვარე
შავ მინაზე აციმციმებულ ალს დააკვირდა. ხის ტარი თავად გამოუ-
თალა და გარშემო კანაფი დაახვია, უფრო მარჯვედ მოსაჭიდი რომ
ყოფილიყო. ულამაზო იყო, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდა. მწუხა-
რე ედს მიაჩნდა, რომ მინის დანა დაახლოებით ისევე გამოსადეგი
იყო, როგორც ძუძუსთავები – რაინდის აბჯარზე, მაგრამ ჯონი არ
ეთანხმებოდა. დრაკონის მინის პირი ფოლადზე უფრო ბასრი იყო,
თუმცა – ბევრად უფრო მყიფეც.
და იქ უმიზეზოდ არ უნდა ყოფილიყო ჩამარხული.
მან გრენსაც დაუმზადა ასეთი ხანჯალი, ლორდ-მეთაურსაც. სა-
ომარი რქა სემს აჩუქა. კარგად რომ დააკვირდნენ, საყვირი გაბზა-

804
რული აღმოჩნდა და მას მერეც კი, რაც შიგნიდან მთელი მიწა გა-
მოწმინდა, ხმა მაინც ვერ გააღებინა. პირიც ჩამომტვრეული ჰქონ-
და, მაგრამ სემს უყვარდა ძველი ნივთები, უსარგებლო ძველი ნივ-
თებიც კი.
– ამით ყანწი გაიკეთე, – უთხრა ჯონმა, – და, რამდენჯერაც შეს-
ვამ, იმდენჯერ გაგახსენდება, როგორ იყავი კედლის მიღმა რეიდში,
პირველ კაცთა მუშტამდეც კი, – მან სემს შუბის პირი და ათიოდე ის-
რის პირი მისცა, დანარჩენი კი სხვა მეგობრებს ჩამოურიგა იღბლის
თილისმად.
ბებერ დათვს ხანჯლის ჩუქება, როგორც ჩანს, ესიამოვნა, მაგ-
რამ, როგორც ჯონმა შეამჩნია, ქამარზე ფოლადის დანის ტარება
ერჩივნა. მორმონტი ვერ ეუბნებოდა, ვის შეიძლებოდა დაეფლა მო-
სასხამი ან ამას რა აზრი შეიძლებოდა ჰქონოდა. იქნებ ქორინს
სცოდნოდა? ნახევარხელას ველურეთში ყველა ამჟამად მცხოვრებ
ადამიანზე უფრო შორს ევლო.
– შენ გინდა შეუტანო, თუ მე ვქნა?
ჯონმა ხანჯალი ქარქაშში ჩააგო.
– მე შევიტან, – უნდოდა მოესმინა, რას ლაპარაკობდნენ.
ედმა ძველ ქერის პურს სამი სქელი ნაჭერი ჩამოათალა, ხის სინ-
ზე დაალაგა, ზემოდან ლორი დააწყო და მისივე ცხიმი მოასხა, და
თასი მაგრად მოხარშული კვერცხებით აავსო. ჯონმა თასი ერთ
ხელში დაიჭირა, სინი – მეორში, ზურგით გასწია ფარდა და ლორდ-
მეთაურის კარავში შეაბიჯა.
ქორინი ფეხმორთხმით იჯდა იატაკზე, ზურგი შუბივით გამართუ-
ლი ეჭირა. ლაპარაკობდა და მტკიცე ბრტყელ ლოყებზე სანთლის
შუქი დასთამაშებდა.
– ჩხარპერანგა, მოტირალი და ყველა სხვა მეთაურიც, მცირე თუ
დიდი. უარგებიც ჰყავთ, მამონტებიც და იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე
805
ჩვენ წარმოვიდგენდით. ან ის ამბობდა ასე. ვერ დავიფიცებ, მართა-
ლია-მეთქი. ებენი დარწმუნებულია, რომ ის კაცი ზღაპრებს ჰყვებო-
და, სიცოცხლე ცოტათი მაინც რომ გაეხანგრძლივებინა. – მართა-
ლია თუ ტყუილი, კედელზე ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, – წარ-
მოთქვა ბებერმა დათვმა, როდესაც ჯონმა მათ შორის სინი მოათავ-
სა, – და მეფეც. – რომელი მეფე?
– ყველა. ნამდვილიც და ცრუც, ყველა ერთნაირად. თუ სახელ-
მწიფოს მმართველებად გამოაცხადეს თავი, ადგნენ და დაიცვან კი-
დევაც.
ნახევარხელა კვერცხს გადასწვდა და ჯამის კიდეზე გატეხა.
– ეს მეფეები რაც მოეპრიანებათ, იმას იზამენ, – თქვა და ნაჭუჭს
გაცლა დაუწყო, – და, სავარაუდოდ, მალიან ცოტას. ერთი ვინტერ-
ფელის იმედი შეიძლება გვქონდეს. სტარკებმა ჩრდილოეთი უნდა
გააერთიანონ.
– ჰო. ნამდვილად, – ბებერმა დათვმა რუკა გაშალა, შუბლშეკ-
რული დააჩერდა, გვერდზე მიაგდო, ახლა სხვა გაშალა. ჯონი ხვდე-
ბოდა, იმის საგონებელშია, უროს სად დასცხებენო. იყო დრო, ებგუ-
რი კედლის ასი ლიგის გასწვრივ აშენებულ ჩვიდმეტ ციხეს ავსებდა,
მაგრამ საძმოს შემცირებასთან ერთად ისინი თანდათანობით მი-
ატოვეს. ახლა გარნიზონი სამშიღა იდგა და ეს მენს რაიდერს მათსა-
ვით კარგად მოეხსენებოდა.
– იმედია, სერ ალისერ თორნი მეფის საბიჯელიდან ახალ ხალხს
ჩამოგვიყვანს თუ ბინდის კოშკიდან ხალხს რუხ მცველში გადმოვა-
ნაწილებთ, დასავლეთის გუშაგიდან კი – გრძელ ყორღანში...
– რუხი მცველი ძირითადად ჩამოქცეულია. ქვის კარი უკეთ გა-
მოდგება, თუ ხალხს ვიპოვით. იქნებ ყინულის სამანი და უძირო
ტბაც გამოდგეს მათ შორის კი კედლის თავზე ყოველდღიური პატ-
რული დავნიშნოთ.
806
– პატრული, დიახ. დღეში ორჯერ, თუ შევძელით. თავისთავად
კედელი უზარმაზარი დაბრკოლებაა. ოღონდ, თუ. არ დაიცავი, მარ-
ტო კედელი ვერ შეაჩერებთ, თუმცა დააყოვნებთ კი. რაც უფრო დი-
დი ლაშქარი ჰყავთ, უფრო მეტი დრო დასჭირდებათ. იმას თუ შევხე-
დავთ, რა გამოცარიელებული დატოვეს სოფლები, ალბათ, ქალე-
ბის წამოყვანასაც აპირებენ. ბავშვებისაც და ცხოველებისაც... რო-
დისმე გინახავს, თხა მისადგმელ კიბეზე ასულიყოს? ან ბაგირზე?
დიდი კიბის აშენება დასჭირდებათ, ან ყრილის,.. ამას შეიძლება
მთვარის ერთი შემობრუნებაც დასჭირდეს, შესაძლოა მეტიც. მენსი
მიხვდება, რომ ყველაფერს უჯობს, კედლის ქვეშ გაძვრეს. ჭიშკრით
ან...
– ან ნაპრალში.
მორმონტმა ერთბაშად ასწია თავი.
– რაო?
– ისინი არ აპირებენ კედელზე აძრომას ან მის ქვეშ გათხრას, მი-
ლორდ. ფიქრობენ, გააპონ იგი.
– კედელი შვიდასი ფუტის სიმაღლისაა, საფუძველთან კი ისე
სქელია, რომ ათას კაცს მთელი წელი მოუწევს, წერაქვებით და ნა-
ჯახებით იმუშაოს. – თუნდაც.
მორმონტმა წვერი მოიქაჩა და შეიჭმუხნა.
– როგორ?
– როგორ და, ჯადოქრობით, – ქორინმა ნახევარი კვერცხი ჩაკ-
ბიჩა, – ასე თუ არაა, რაში დასჭირდებოდა მენსს, ყინვის ეშვებში შე-
ეკრიბა თავისი ხალხი? შიშველი, მკაცრი ადგილია, და კედლიდან
კიდევ იმსიშორე, დამქანცველი სავალია. – მეგონა, მთები იმის-
თვის არჩია, ეს შეკრება ჩემი აეშაგების თვალისთვის რომ მოეფა-
რებინა.
– შეიძლება, ქორინმა კვერცხს ბოლო მოუღო, – მაგრამ მგონია,
807
აქ კიდევ რაღაცაშია საქმე. რაღაცას დაეძებს იმ მაღალ, ცივ ადგი-
ლებში დაეძებს რაღაცას, რაც სჭირდება.
– რაღაც? – მორმონტის ყორანმა თავი ასწია და დაიჩხავლა დახ-
შულ კარავში მისი ხმა დანასავით ბასრად გაისმა.
– რაღაც ძალას. თუ რას, ეს ჩვენმა ტყვემ არ იცოდა. იქნებ ზედ-
მეტად მკაცრად დაიკითხა და რომ მოკვდა, ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა
სათქმელი. მაგრამ მეეჭვება, სცოდნოდა.
ჯონს გარედან ქარის ზუზუნი ჩაესმოდა წივილით მოძვრებოდა
კედლის ქვებს შორის და კარვების თოკებს ქაჩავდა. მორმონტმა
ფიქრიანად მოისრისა პირი. – რაღაც ძალას, – გაიმეორა, – უნდა
შევიტყო.
– მაშინ მთებში მზვერავები უნდა გაგზავნო.
– მეტი ხალხის დაკარგვა არ მინდა.
– ჩვენ სიკვდილის მეტი არაფერი შეგვიძლია. აბა რატომ მოვიც-
ვით ეს შავი მოსასხამები, თუ არა სახელმწიფოს დასაცავად? მე
თხუთმეტ კაცს გავგზავნიდი, სამ ცალ ხუთ-ხუთკაციან ჯგუფს. ერთმა
რძეწყალა გაჩხრიკოს, ერთმა – ზუზუნა უღელტეხილი, ერთი კი გო-
ლიათის კიბეზე ავიდეს. მეთაურებად ჯარმან ბაკველი, თორენ
სმოლვუდი და მე ვიქნებით. რომ გავიგოთ, რა ხდება იმ მთებში. –
ხდება, – დაიჩხავლა ყორანმა, – ხდება.
ლორდ-მეთაურმა მორმონტმა მთელი მკერდით ამოიხვნეშა.
– სხვა გზას ვერ ვხედავ, – დაასკვნა ბოლოს, – მაგრამ თუ არ
დაბრუნდით... – ყინვის ეშვებიდან ვინმე ჩამოვა, მილორდ, – უთ-
ხრა აეშაგმა, – ან ჩვენ, საღ-სალამათები... ან არადა, მენს რაიდერი,
თქვენ კი ზედ მის გზაზე სხედხართ. იმას ვერ იზამს, სამხრეთისკენ
გასწიოს და თქვენ აქ დაგტოვოთ, იმისათვის, კვალში რომ ჩაუდგეთ
და მთელი გზა მოსვენება არ მისცეთ. უნდა შემოგიტიოთ. ეს კი კარ-
გად გამაგრებული ადგილია.
808
– არც ისე კარგად, – თქვა მორმონტმა.
– მაშინ, ასე ჩანს, ყველა მოვკვდებით. ჩვენი სიკვდილი კედელ-
ზე მყოფ ჩვენს ძმებს დროს მოაგებინებს. დროს, რომ ცარიელ ციხე-
ებში ხალხი ჩააყენონ და ჭიშკრები ჩაყინონ, დროს, რომ ლორდებს
და მეფეებს დასახმარებლად მოუწოდონ, დროს, ტაბარები რომ გა-
ლესონ და ფილაკვნები შეაკეთონ. ჩვენი სიცოცხლე სარფიანად და-
ხარჯული მონეტა იქნება.
– მოვკვდებით, – დაიბუზღუნა ყორანმა და მორმონტის მხრებზე
ბოლთა დასცა, – მოვკვდებით, მოვკვდებით, მოვკვდებით...
ბებერი დათვი მხრებჩამოშვებული, მდუმარე იჯდა, თითქოსდა
სიტყვის თქმის აუცილებლობა მძიმე ტვირთად დასწოლოდა და ვე-
ღარ ზიდავდა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, წარმოთქვა:
– შემინდონ ღმერთებმა. აირჩიე ხალხი ქორინ ნახევარხელამ
თავი მიაბრუნა. ჯონს მზერა გაუსწორა და დიდხანს თვალი არ მო-
უცილებია.
– კეთილი. ჯონ სნოუს ვირჩევ მორმონტმა თვალები აახამხამა.
– ეგ ჯერ მთლად ბიჭია. თანაც, ჩემი მოურავია. აეშაგიც კი არ
არის. – შენს დახმარებას ტოლეტიც შეძლებს, მილორდ, – ქორინმა
დასახიჩრებული, ორთითა ხელი ასწია, – კედლის აქეთ ძველ ღმერ-
თებს ჯერაც დიდი ძალა აქვთ. პირველ კაცთა ღმერთებს... და სტარ-
კებისაც.
მორმონტმა ჯონს შეხედა.
– შენ რა გირჩევნია?
– წასვლა, – მიუგო მან მაშინვე.
ბერიკაცმა სევდით გაიღიმა.
– ასეც მეგონა.
როდესაც ჯონი ქორინ ნახევარხელას მხარდამხარ კარვიდან გა-

809
მოვიდა, ცა უკვე განთიადს შეეფაკლა. გარშემო ქარმა შემოურბი-
ნათ, შავი მოსასხამები აუფრიალათ და ცეცხლიდან წითელი ნაპერ-
წკლების გროვა გაყარა.
– შუადღისას დავიძვრებით, – უთხრა აეშაგმა, – ჯობია, იპოვო
ის შენი მგელი.

ტირიონი

– დედოფალი პრინც ტომენის გახიზვნას აპირებს, – ისინი სეპ-


ტის მდუმარე ბინდში იყვნენ დაჩოქილები, განმარტოებულებს გარ-
შემო მხოლოდ ჩრდილები და მოციმციმე სანთლები ეხვიათ, მაგრამ
ლანსელი მაინც ხმადაბლა ლაპარაკობდა, – ლორდი ჯაილსი მას
როსბიში წაიყვანს, და იქ ეყოლება, როგორც პაჟი. აპირებენ, თმა
მუქად შეუღებონ და ყველას უთხრან, რომ ზღუდის რაინდის ძეა. –
დედოფალს ჯანყის ეშინია? თუ ჩემი?
– ორივესი, – უთხრა ლანსელმა.
– აჰ, – ტირიონმა ამ შეთქმულების შესახებ არაფერი იცოდა. ნუ-
თუ ვარისს ამჯერად უმტყუნეს მისმა ჩიტუნიებმა? ზოგჯერ ალბათ
ობობასაც კი ჩაეთვლიმებაო, იფიქრა... თუ საჭურისი უფრო ღრმა
და დახლართულ თამაშს თამაშობდა, ვიდრე ტირიონი ხვდებოდა?
– მადლობელი ვარ შენი, სერ.
– მიბოძებ, რაც ვითხოვე შენგან?
– შეიძლება, – ლანსელს უნდოდა, შემდეგ ბრძოლაში საკუთარ
რაზმს ჩასდგომოდა თავში. ეს გადასარევი საშუალება იყო, მანამ
მომკვდარიყო, სანამ ამ ულვაშის ბოლომდე მოშვებას მოასწრებდა.
მაგრამ ყმაწვილ რაინდებს ხომ თავი ყოველთვის უძლეველი ჰგო-
ნიათ.
ტირიონი მას მერეც დაყოვნდა, რაც კუზენი მალვით გასხლტა
810
სეპტიდან. მეომრის საკურთხეველთან ერთი სანთლიდან მეორე
აანთო. ჩემს ძმას მიხედე, პირსისხლიანო ნაბიჭვარო, შენი სამ-
წყსოა. მეორე სანთელი უცხოს დაუნთო, თავისთვის. იმ ღამით, რო-
დესაც წითელი ციხე წყვდიადში იყო ჩაფლული, ბრონი ეახლა; სწო-
რედ ის იყო, წერილს ბეჭდავდა.
– ეს სერ ჯესლინ ბაივოტერს მიუტანე, – ჯუჯამ ცხელი ოქროსფე-
რი ცვილი პერგამენტს დააწვეთა.
– რა წერია შიგ? – ბრონმა კითხვა არ იცოდა, ამიტომაც ხეპრულ
კითხვებს სვამდა. – რომ ორმოცდაათი საუკეთესო ხმალი უნდა წა-
იყვანოს და ვარდის გზა დაზვეროს, – ტირიონმა ბეჭედი რბილ
ცვილს მიაჭირა.
– სტანისის მოსვლა მეფის გზიდან უფრო სავარაუდოა.
– კი, ვიცი. ბაივოტერს უთხარი, ყურადღება არ მიაქციოს, წე-
რილში რა წერია, და თავისი ხალხი ჩრდილოეთისკენ წაიყვანოს.
როსბის გზაზე ხაფანგი უნდა მოაწყოს. ერთი-ორ დღეში ლორდი ჯა-
ილსი თავისი ციხესიმაგრისკენ გაემართება, თან თორმეტიოდე
მცველი ეყოლება, მსახურები, და ჩემი დისწული. პრინცი ტომენი შე-
იძლება პაჟივით იყოს ჩაცმული.
– გინდა, რომ ბიჭი დააბრუნოს, ხო?
– არა. მინდა, რომ ციხესიმაგრემდე მიიყვანოს, – ტირიონმა გა-
დაწყვიტა, რომ ბიჭის ქალაქიდან გახიზვნა მისი დის ერთ-ერთი სა-
უკეთესო განზრახვა იყო. როსბიში ტომენს არც ბრბო დაემუქრებო-
და, თან მისი მოშორება ძმისაგან სტანისს საქმეს გაურთულებდა.
მეფის საბიჯელი რომც აეღო და ჯოფრი მოეკლა, მაინც მოუწევდა
ლანისტერების ტახტის უფლებასთან გამკლავება, – ლორდი ჯაილ-
სი მეტისმეტად სნეულია, რომ გაიქცეს, და მეტისმეტად მშიშარა,
რომ შეგებრძოლოს. იგი თავის კასტელანს კარიბჭის გაღებას უბ-

811
რძანებს. გალავნის შიგნით რომ აღმოჩნდება, ბაივოტერმა გარნი-
ზონი უნდა გაყაროს და ტომენი იქ უსაფრთხოდ შეინახოს. ჰკითხე,
რამდენად საამოდ ჩაესმის ყურში „ლორდი ბაივოტერი“.
– „ლორდი ბრონი“ უკეთ ჟღერს. იმ ბიჭის შეპყრობა შენთვის მეც
კარგად შემიძლია. ხელში დავარწევ და იავნანასაც ვუმღერებ, ამის-
თვის ლორდობას თუ იძლევიან. – შენ აქ მჭირდები, – უთხრა ტირი-
ონმა. თან, დისწულს შენ ვერც განდობ. ჯოფრის რამე რომ მოუვი-
დეს, ლანისტერების უფლება რკინის ტახტზე ტომენის ყმაწვილ
მხრებს დააწვება. სერ ჯესლინის ოქროსმოსასხამიანები ბიჭს და-
იცავენ; ბრონის ქირით მებრძოლები კი უფრო ხალისით მიჰყიდ-
დნენ მას მტერს.
– ახალმა ლორდმა ძველს რა უყოს?
– რაც მოეპრიანება, ოღონდ ჭმევა არ დაავიწყდეს. არ მინდა,
მოკვდეს, – ტირიონი მაგიდიდან სკამიანად გაიწია, – ჩემი და
პრინცს რომელიმე ქეშიკს გააყოლებს. ბრონს ეს არ ენაღვლებოდა.
– ქოფაკი ჯოფრის ძაღლია, იმას არ დატოვებს სხვებს რკინისხე-
ლას ოქროსმოსასხამიანები საკმაოდ იოლად გაუსწორდებიან.
– საქმე მოკვლაზე თუ მიდგა, ტომენის თვალწინ არ ქნან, – ტი-
რიონმა მუქი ყავისფერი, მძიმე მოსასხამი მოიგდო მხრებზე, – ჩემი
დისწული გულჩვილია. – დარწმუნებული ხარ, რომ ლანისტერია?
– დარწმუნებული მარტო იმაში ვარ, რომ წინ ზამთარი და ბრძო-
ლა გველის. წამო. გზის ნაწილს შენთან ერთად გამოვივლი.
– ჩატაიასკენ?
– რა კარგად მიცნობ.
სასახლიდან ჩრდილოეთ გალავნის უკანა კარით გავიდნენ. ტი-
რიონმა ცხენს დეზები შემოჰკრა და შავჩრდილა ხეივანი ჩაითქარუ-
ნა. ქვაზე ახმაურებული ფლოქვების ხმაზე რამდენიმე მფრთხალი
ჩრდილი ბნელ შუკებს მიაწყდა, მაგრამ მათთვის აშარება არავის
812
გაუბედავს. საბჭომ კომენდანტის საათი დანიშნა; მწუხრის ზარების
ჩამორეკვის მერე ქუჩაში ყოფნა სიკვდილით ისჯებოდა. ამით მეფის
საბიჯელში სიმშვიდე ასე თუ ისე აღდგა და დილაობით ხეივნებში ნა-
პოვნი გვამების რიცხვი გაანახევრა, თუმცა ვარისი ამბობდა, რომ
ხალხი ამის გამო ტირიონს წყევლიდა. მადლობელები კი უნდა ყო-
ფილიყვნენ, რომ საწყევლად სული ედგათ პირში. სპილენძმჭედ-
ლის შუკას რომ გაუყვნენ, წინ ორი ოქროსმოსასხამიანი გადაუდ-
გათ, მაგრამ რომ მიხვდნენ, ვის გადააწყდნენ, მარჯვენას შენდობა
სთხოვეს და ხელის დაქნევით გააცილეს. ბრონმა ტალახის კარიბ-
ჭესთან მისასვლელად სამხრეთისკენ გაუხვია და მათი გზები გაიყა-
რა. ტირიონმა ჩატაიას სახლისკენ გასწია, მაგრამ უცებ მოთმინება
გამოელია. უნაგირზე შებრუნდა და გამოვლილ ქუჩას გახედა. ადევ-
ნებული აჩრდილის ნიშანწყალიც არ ჩანდა. ყველა ფანჯარა ჩაბნე-
ლებული ან დარაბებაფარებული იყო. ხეივნებში აზუზუნებული ქა-
რის ხმის მეტი ჩქამი არ ისმოდა. თუ სერსეიმ ამაღამ ვინმე ამადევნა,
მაშინ მდევარი ალბათ ვირთხადაა გადაცმული. – ჯანდაბა, – ჩა-
იბურტყუნა თავისთვის. ეს სიფრთხილე ყელში ჰქონდა ამოსული.
ცხენი მოაბრუნა და დეზები შემოჰკრა. თუ ვინმე მომდევს, ვნახოთ,
რა მოჯირითეცაა. ქვაფენილზე ფლოქვების თქარუნით გაიქროლა
მთვარით განათებული ქუჩები. ვიწრო ხეივანი გალია, ხვეულ შუკას
აუყვა, თავისი სიყვარულისკენ მიეჩქარებოდა. ჭიშკარზე რომ დააბ-
რახუნა, წვეტებიანი ქვის კედლის მიღმიდან ჰანგის სუსტი ჟღერა ჩა-
ესმა. ერთ-ერთმა იბენელმა შეუშვა. ტირიონმა მას ცხენი გადასცა
და ჰკითხა: – ის ვინღაა? – დერეფნის წამახული ფანჯრები ყვითელი
შუქით ენთო და კაცის სიმღერა ისმოდა.
იბენელმა მხრები აიჩეჩა.
– ვიღაც სქელმუცელა მომღერალია.

813
თავლიდან სახლისკენ რომ მიდიოდა, ხმა თანდათან გაძლიერ-
და. ტირიონს მომღერლები არასოდეს უყვარდა, ეს კი ყველა და-
ნარჩენზე ნაკლებადაც ეპიტნავებოდა, თუმცა თვალითაც არ ენახა.
კარი რომ გამოაღო, კაცი დადუმდა. – მილორდ მარჯვენავ, – და-
იჩოქა. შემელოტებული იყო და ქეთლივით ლიპი ეკიდა, – რა პატი-
ვია, რა პატივია.
– მილორდ, – შაი მის დანახვაზე გაიბადრა. ტირიონს გულს
ეფონა ეს ღიმილი, ეამა, როგორ სწრაფად, დაუფიქრებლად გაუსხი-
ვოსნდა გოგონას სახე. მას იისფერი აბრეშუმი ემოსა, ვერცხლის
ფარჩის სარტყლით. ფერები ხაზს უსვამდა მისი მუქი თმის ელფერს
და მისი კანის გლუვ სითეთრეს.
– საყვარელო, – დაუძახა გოგონას, – ეს ვინღაა?
მომღერალმა თვალები ააპყრო.
– საიმონ ვერცხლისენად მიხმობენ, მილორდ. მუსიკოსი ვარ,
მომღერალი, მთხრობელი...
– და დიდი ბრიყვი, – დაასრულა ტირიონმა, – რა მიწოდე, რომ
შემოვედი? – გიწოდე? მე მხოლოდ... – საიმონს ვერცხლის ენა,
ჩანს, ტყვიად გადაექცა, – მილორდ მარჯვენავ, პატივია-მეთქი...
– უფრო ჭკვიანი კაცი თავს მომაჩვენებდა, რომ ვერ მიცნო. მე კი
არ დავუჯერებდი, მაგრამ უნდა ცდილიყავი მაინც. ახლა რა გიყო?
შენ იცი ჩემი საყვარელი შაის შესახებ, იცი, სად ცხოვრობს, იცი,
რომ ღამღამობით მარტო ვსტუმრობ ხოლმე. – ვფიცავ, არავის ვეტ-
ყვი...
– ამაზე შევთანხმდეთ. მშვიდობის ღამე მისურვებია, – ტირიონი
შაის კიბეზე აუძღვა. – ახლა ჩემმა მომღერალმა შეიძლება ვეღარა-
სოდეს მიმღეროს, – დაიჩივლა შაიმ, – შიშით ხმა ჩააწყვეტინე.
– ცოტა თუ შეეშინდა, არა უშავს, მაღალი ნოტების აღებაში და-
ეხმარება. ქალმა საძინებლის კარი მიხურა.
814
– ხომ არაფერს დაუშავებ? – სურნელოვანი სანთელი აანთო და
დაიჩოქა, ტირიონისთვის ჩექმები რომ გაეძრო, – მისი სიმღერა
მართობს იმ ღამეებში, შენ რომ არ მოდიხარ.
– ნეტავ კი ყოველღამ შემეძლოს მოსვლა, – თქვა ტირიონმა, ქა-
ლი კი შიშველ ტერფებს უზელდა, – კარგად მღერის?
– ზოგ-ზოგიერთზე უკეთ. ზოგზეც – უარესად.
ტირიონმა კაბა გადაუხსნა და სახე მის ძუძუებს შორის ჩამალა.
გოგონას ყოველთვის სისუფთავის სუნი ასდიოდა, აქაც კი, ამ
მყრალ საღორე-ქალაქში. – გყავდეს, თუ გინდა, მაგრამ მაშინ
გვერდიდან არ მოიშორო. ეგღა მაკლია, ქალაქში იხეტიალოს და
სახემსეებში ჭორები ყაროს.
– არ იზამს, – წამოიწყო ქალმა.
ტირიონმა ბაგე თავისი ბაგით დაუფარა. ლაპარაკი სამყოფი
ჰქონდა; ახლა იმ სიამის ტკბილი სიმარტივე სწყუროდა, მის თეძო-
ებს შორის რომ ეგულებოდა. აქ მაინც ელოდნენ და სურდათ იგი.
მოგვიანებით მან შაის თავქვეშიდან გამოაძრო მკლავი, ტუნიკა
გადაიცვა და ბაღში ჩავიდა. ნახევარი მთვარე ხილის ხეების ფოთ-
ლებს ვერცხლავდა და ქვის საცურაო გუბურის ზედაპირზე ციალებ-
და. ტირიონი წყლის პირას ჩამოჯდა. სადღაც მის მარჯვნივ ჭრიჭინა
კრუალებდა, უცნაურად მყუდროდ ჩაესმოდა ეს ხმა. რა სიმშვიდეა
აქ, გაიფიქრა, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ასე?
სუსტმა, უსიამოვნო სუნმა თავი მიაბრუნებინა. მის უკან ღია კარ-
ში შაი იდგა, ტირიონის ნაჩუქარი ვერცხლისფერი ხალათი მოესხა.
ასული მიყვარდა, თეთრი, ვით ზამთარი, მთვარე უბრწყინავდა თმა-
ში. მას უკან ერთ-ერთი გლახაკ ძმათაგანი ამოსდგომოდა, ჩასუქე-
ბულს ბინძური, საკერებლებიანი პერანგი ეცვა, შიშველ ფეხებზე ტა-
ლახი შეხმობოდა, კისერზე, იქ, სადაც სეპტონს კრისტალი ექნებო-

815
და, ტყავის თასმით ჯამი ეკიდა. ისეთი სუნი უდიოდა, ვირთხას გაგუ-
დავდა. – ლორდი ვარისი მოვიდა შენ სანახავად, – მოახსენა შაიმ.
გლახაკმა ძმამ გაოცებით დაჭყეტილი თვალებით შეხედა. ტირი-
ონს გაეცინა. – რა თქმა უნდა. როგორ იცანი, როცა მეც კი ვერ მივ-
ხვდი?
შაიმ მხრები აიჩეჩა.
– ხომ ეგაა. ოღონდ სხვანაირად აცვია.
– სხვანაირად გამოიყურება, სხვანაირი სუნი უდის, სხვანაირად
დადის, – თქვა ტირიონმა, – ბევრი კაცი მოტყუვდებოდა.
– და ბევრი ქალიც, ალბათ. მაგრამ არა კახპა. კახპა სწავლობს,
კაცს ხედავდეს, და არა მის ტანსაცმელს, თუ არადა, ხეივანში
მკვდარს პოულობენ. ვარისი შეწუხებული ჩანდა, და ამის მიზეზი ფე-
ხებზე დაჩნეული ცრუ წყლულები არ უნდა ყოფილიყო. ტირიონმა
ჩაიხითხითა.
– შაი, ღვინოს ხომ არ მოგვართმევდი? – ღვინო ალბათ დასჭირ-
დებოდათ. ის, რამაც ამ შუაღამისას საჭურისი აქ მოარბენინა, კარგი
ამბავი ვერ იქნებოდა. – ლამის მეშინია, გითხრა, რამ მომიყვანა,
მილორდ, – უთხრა ვარისმა, შაი რომ წავიდა, – საზარელი ამბები
მოგიტანე.
– შავ ბუმბულებში უნდა გამოეწყო ხოლმე, ვარის. ნებისმიერ
ყვავზე უფრო ავბედითი ხარ, – ტირიონი მოუქნელად წამოიმართა
ფეხზე, შემდეგი შეკითხვის დასმის ლამის ეშინოდა, – ჯეიმის ამბა-
ვია? – რამე თუ დაუშავეს, ვერ გადარჩებიან. – არა, მილორდ. სხვა
რამეა. სერ კორტნი პენროუსი მკვდარი. გრიგალის კიდემ სტანის
ბარათეონს კარიბჭე გაუხსნა.
შიშმა ტირიონის გონებიდან ყველა სხვა აზრი განდევნა. შაი ღვი-
ნით რომ დაბრუნდა, მან მხოლოდ ერთი მოსვა და თასი სახლის კე-

816
დელს შეალეწა. ქალმა ხელი ასწია, ნამსხვრევებს რომ მორიდებო-
და, მთვარის შუქზე შავად დაჩნეული ღვინო კი გრძელ თითებად ჩა-
მოიწელა ქვებზე.
– წყეული იყოს! – წამოიძახა ტირიონმა.
ვარისმა გაიღიმა და ჭიანი კბილები გამოაჩინა.
– ვინა, მილორდ? სერ კორტნი თუ სტანის ბარათეონი?
– ორივე. – გრიგალის კიდე მტკიცე ციხე იყო, ნახევარ წელი-
წადს მაინც გაუძლებდა, მეტს თუ არა... ეს დრო კი მამამისს ეყოფო-
და, რობ სტარკს რომ გასწორებოდა, – როგორ მოხდა?
ვარისმა შაის შეხედა.
– მილორდ, რა საჭიროა, შენი ძვირფასი ქალბატონის ძილი ასე-
თი პირქუში და სისხლიანი ამბებით შევაშფოთოთ?
– ქალბატონს იქნებ კიდევაც შეშინებოდა, – თქვა შაიმ, – მე კი
არ მეშინია. – არადა, უნდა გეშინოდეს, – უთხრა ტირიონმა, – რაკი
გრიგალის კიდე დაეცა, სტანისი ახლა მეფის საბიჯელს მოაპყრობს
თვალს, – უკვე ნანობდა, ღვინო რომ დააქცია, – ლორდ ვარის, წუ-
თით გვადროვე და მე შენთან ერთად დავბრუნდები სასახლეში.
– თავლაში დაგელოდები, – თავი დაუკრა და გაბაჯბაჯდა.
ტირიონმა შაი მიიზიდა, გვერდით მოისვა.
– შენ აქ უსაფრთხოდ არ ხარ.
– კედელი მაკრავს, შენი მოჩენილი მცველებიც მყავს.
– ქირით მებრძოლები, – თქვა ტირიონმა, – მათ ჩემი ოქრო ძა-
ლიანა მოსწონთ, მაგრამ მოკვდებიან კი მისი ხათრით? კედელი კი
ისეთია, ერთი კაცი მეორეს მხრებზე რომ შეადგეს, წამში გადმოევ-
ლება. ზუსტად ასეთ სახლს ჯანყის დროს ცეცხლი წაუკიდეს. მისი
პატრონი ოქრომჭედელი იმ დანაშაულის გამო მოკლეს, რომ სავსე
საკუჭნაოები ჰქონდა. ამიტომ დაგლიჯეს არქისეპტონიც, ლოლისი
ორმოცდაათჯერ გააბახეს და სერ არონს თავი გაუჩეჩქვეს. როგორ
817
გგონია, რას იზამენ, მარჯვენის ქალბატონი თუ ჩაიგდეს ხელში?
– მარჯვენის კახპაო, გინდა თქვა? – გოგონა იმ თავისი ფართო,
უშიშარი თვალებით მიაჩერდა, – თუმცა კი სიხარულით ვიქნებოდი
შენი ქალბატონი, მილორდ. ჩავიცვამდი იმ ლამაზ-ლამაზ კაბებს,
შენ რომ მაჩუქე, ატლასში, ხავერდსა და ფარჩაში გამოვეწყობოდი,
შენს ძვირფასეულობას ავისხამდი, ხელს ჩაგკიდებდი და ნადიმებზე
გვერდს დაგიმშვენებდი. შევძლებდი, ძეები გამეჩინა შენთვის, ვიცი,
შევძლებდი... და ვფიცავ, არასოდეს შეგარცხვენდი.
ჩემი სიყვარული შენდამი უკვე საკმარისად მარცხვენს.
– ტკბილი ოცნებაა, შაი. დაივიწყე, გეხვეწები. ეგ ვერასოდეს
მოხდება. – დედოფლის გამო? მე მისი არ მეშინია.
– მე მეშინია.
– მაშინ მოკალი და გაათავე. არ გეტყობა დიდად გიყვარდეთ ერ-
თმანეთი ტირიონმა ამოიოხრა.
– იგი ჩემი დაა. კაცი, რომელიც საკუთარ სისხლსა და ხორცს
მოკლავს, წყეულია ღმერთებისა და ადამიანების თვალში. ამას
გარდა, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ სერსეიზე მე და შენ, მამაჩემი-
სა და ჩემი ძმისთვის იგი ძვირფასია. მე შემიძლია, შვიდ სამეფოში
ნებისმიერი კაცი გავაცურო, მაგრამ ღმერთებმა ხმლით შეიარაღე-
ბულ ჯეიმისთან საბრძოლველად არაფერი მიბოძეს.
– ხმლები ჭაბუკ მგელს და ლორდ სტანისსაც აქვთ, მაგრამ იმა-
თი არ გეშინია. რა ცოტა რამ გაგეგება, ძვირფასო.
– მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ლანისტერების საგვარეუ-
ლოს მთელი ძალა მაქვს. ჯეიმის ან მამაჩემის წინააღმდეგ კი – მხო-
ლოდ მობრეცილი ზურგი და კოტიტა ფეხები.
– მე გყავარ, – შაიმ აკოცა, მკლავები კისერზე მოხვია და მიეკრა.
მისმა კოცნამ ტირიონი, როგორც ყოველთვის, აღაგზნო.
– ახლა არ გინდა. ძვირფასო, მე მაქვს... შეიძლება ამას გეგმის
818
ჩანასახი უწოდო. მგონი, მოვახერხებ, სასახლის სამზარეულოებში
მოგაწყო.
შაის სახე გაუქვავდა.
– სამზარეულო?
– ჰო. ვარისს თუ შევუთანხმდი, ვერავინ მიხვდება.
გოგონამ ჩაიხითხითა.
– მილორდ, ხომ დავწამლე ყველა. რამდენმა კაცმაც გასინჯა ჩე-
მი ნახელავი, ყველამ ის თქვა, ახ, რა გადასარევი ბოზი ხარო.
– წითელ ციხეში მზარეულები არ აკლიათ. არც ყასბები და მცხო-
ბელები. ჭურჭლის მრეცხავად მოგიწევს დადგომა.
– ჭურჭლის მრეცხავი ქალი, – თქვა შაიმ, – ჩხვლეტია ყავისფერ
ჯვალოს კაბაში. მილორდს ასეთი ვუნდივარ?
– მილორდს შენ ცოცხალი უნდიხარ, – უთხრა ტირიონმა, – ქვა-
ბებს კი ფარჩა-ატლასში გამოწყობილი ვერ გახეხავ.
– მილორდს მოვბეზრდი? – გოგონამ ხელი ტუნიკის ქვეშ შეუცუ-
რა და ასო მოუსინჯა. ორიოდეჯერ გადაუსვა ხელი და უკვე გამაგრე-
ბული დაიჭირა, – არა, ჯერაც ვუნდივარ, – გაიცინა, – გინდა, სამზა-
რეულოს გოგო იგემო, მილორდ? შეგიძლია, ფქვილი დამაყარო და
ძუძუებიდან საწებელი ამლოკო, თუ შენ... – გეყოფა, – მისმა საქცი-
ელმა დენსი მოაგონა, გოგონა, ნაძლევის მოგება რომ უნდოდა. მი-
სი ხელები განზე გასწია, რომ ანცობა შეეწყვიტა, – ახლა სასიყვა-
რულო გართობების დრო არ არის, შაი. შეიძლება, სასწორზე შენი
სიცოცხლე იდოს. გოგონას ღიმილი ჩამოსცილდა.
– მლორდს თუ არ ესიამოვნა, მისი წყენა გუნებაშიც არ გამივ-
ლია, მაგრამ... უბრალოდ, მეტი მცველი რომ დამიყენო?
ტირიონმა ღრმად ამოიხვნეშა. არ დაგავიწყდეს, რა ახალგაზ-
რდაა, უთხრა თავისთავს. მისი ხელი ხელში მოიქცია.
– ძვირფასი თვლები შეიძლება ისევ დააგროვო, ახალი კაბებიც
819
შეიკერება, ძველებზე ბევრად უფრო ლამაზები. ჩემთვის ამ კედლებ-
ში ყველაზე ძვირფასი რამ შენ ხარ. უსაფრთხო ადგილი არც წითე-
ლი ციხეა, მაგრამ აქაურობაზე ბევრად უფრო საიმედო კია. მინდა,
იქ მყავდე.
– სამზარეულოში, – ხმა უგრძნობელი ჰქონდა, – ქვაბების სახე-
ხად. – ცოტა ხნით.
– მამაჩემი მამუშავებდა სამზარეულოში, – თქვა და პირი დაბრი-
ცა, – მაგიტომაც გამოვექეცი.
– შენ მითხარი, რომ მამაშენი ლოგინში გამუშავებდა, და იმი-
ტომ გამოექეცი, – გაახსენა ტირიონმა.
– ეგეც. არც მისი ქვაბები მომწონდა და არც მისი სირი, – მან თა-
ვი გაიქნია, – რატომ არ შეიძლება, შენს კოშკში მიყოლიო? ლორ-
დების ნახევარს გულის სწორები ჰყავთ კარზე.
– მე გასაგებად ამიკრძალეს შენი სასახლეში მიყვანა.
– შტერმა მამაშენმა აგიკრძალა, – გაიბუსხა შაი, – საკმაოდ დი-
დი ხარ, რომ რამდენიც გინდა, იმდენი კახპა გყავდეს. ისევ ჟღვინ-
ტიანი ბიჭი ჰგონიხარ? რას გიზამს, მიგტყიპავს?
ტირიონმა დაარტყა. არც ისე მაგრად, მაგრამ საკმარისად მაგ-
რად. – ჯანდაბა შენ თავს, – უთხრა, – ჯანდაბა. არასოდეს დამცინო.
შენ – არა. შაი წუთით მდუმარედ იდგა. მხოლოდ მწერების ხმა ის-
მოდა, ჭრიჭინი, ჭრიჭინი. – უკაცრავად, მილორდ, – წარმოთქვა ბო-
ლოს, მძიმე, გაქვავებული ხმით, – გულშიც არ გამივლია, მეთავხე-
და.
მე კი გულშიაც არ გამივლია, დამერტყა. შემიწყალონ ღმერთებ-
მა, სერსეიდ ვიქეცი? – არასწორად მოვიქეცი, – თქვა მან, – ორივე
არასწორად მოვიქეცით, შაი, შენ არ გესმის, – სიტყვები, რომლის
წარმოთქმასაც არ აპირებდა, მისგან მოძვრებოდნენ, როგორც ჯამ-
ბაზები – ღრუ ცხენიდან, – ცამეტის რომ ვიყავი, მოიჯარის ასული
820
შევირთე ცოლად. უფრო სწორად, მე მეგონა მოიჯარის ასული. მისი
სიყვარულით დაბრმავებული ვიყავი და მეგონა, ისიც იმავეს
გრძნობდა ჩემდამი, მაგრამ მამაჩემმა სიმართლეზე მახლევინა
ცხვირი. ჩემი პატარძალი კახპა იყო, იგი ჯეიმიმ დაიქირავა, რათა
პირველად მეგემა მამაკაცობის სიამე.
მე კი ყველაფერი დავიჯერე, მე შტერმა.
– ჭკუა რომ ესწავლებინა, მამაჩემმა ჩემი ცოლი თავის მცველებს
ყაზარმაში მიუყვანა, რათა მათ ეხმარათ, როგორც უნდოდათ, მე კი
მიბრძანა, მეცქირა. და მეც დავუფლებოდი, ბოლოჯერ, მას მერე,
დანარჩენებმა რომ მოათავეს. ბოლოჯერ, ყოველგვარი სიყვარუ-
ლის თუ სინაზის გარეშე. ამგვარად გეხსომება, ეს ქალი სინამდვი-
ლეში ვინც ბრძანდებაო, ასე მითხრა; და მე არ უნდა დავმორჩილე-
ბოდი, მაგრამ ჩემმა ასომ მიღალატა, და ვქენი, როგორც მან მიბ-
რძანა. – ამას რომ მორჩა, მამაჩემმა ქორწინება გააუქმა. სეპტონმა
თქვა, ისეა, თითქოს არც გიქორწინიათო, – ტირიონმა შაის ხელზე
მოუჭირა ხელი, – გეხვეწები, აღარაფერი მითხრა მარჯვენის კოშ-
კზე. სამზარეულოში სულ ცოტა ხნით იქნები. სტანისთან საქმეს რომ
მოვათავებთ, ისევ გექნება სახლი, და შენი ხელებივით ნაზი აბრეშუ-
მები გეცმევა.
შაის თვალები გაუფართოვდა მაგრამ ტირიონი ვერ არჩევდა, რა
იდგა მათში. – ხელები ნაზი აღარ მექნება, მთელი დღე ქურები თუ
ვწმინდე და სინები ვხეხე. მერეც მოგინდება, რომ შეგეხო, წითელი
და გაუხეშებული ხელები რომ მექნება, ცხელი წყლისგან და საპნის-
გან დახეთქილი?
– კიდევ უფრო მეტადაც მომინდება, – უთხრა ტირიონმა, – მათ
ჩემს ხელებში რომ მოვიქცევ, მემახსოვრება, რა მამაცი ხარ.
ვერ ხვდებოდა, გოგონამ დაიჯერა თუ არა მისი. მზერა კი დახარა
და უთხრა: – როგორც მიბრძანებ, მლორდ.
821
ამ საღამოს მისგან მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, ტირიო-
ნი ამას ცხადად ხედავდა. ლოყაზე აკოცა, იქ, სადაც შემოჰკრა, ტკე-
ნა ცოტათი მაინც რომ გაექარვებინა. – ხალხს გამოვგზავნი შენ წა-
საყვანად.
ვარისი თავლაში იცდიდა, როგორც დაჰპირდა. მისი კოჭლი ცხე-
ნი ცოცხალმკვდარს ჰგავდა. ტირიონი ამხედრდა; ერთმა ქირით
მებრძოლმა ჭიშკარი გააღო. მდუმარედ გავიდნენ ეზოდან. რატომ
მოვუყევი ტიშაზე, მიშველონ ღმერთებმა? დაეკითხა თავს, უეცრად
შიშით შეპყრობილი. არსებობს საიდუმლო, რომელზეც არასოდეს
უნდა ილაპარაკო, სირცხვილი, რომელიც კაცმა სამარეში უნდა ჩა-
იყოლოს. რა უნდოდა მისგან მიეღო, პატიება? რას ნიშნავდა მისი ის
მზერა? ქვაბების ხეხვის წარმოდგენა სძაგდა ასე ძალიან თუ მისი
აღსარება? როგორ შემეძლო, ასეთი რამ მომეთხრო მისთვის და კი-
დევ იმედი მქონოდა, რომ ვეყვარები? ჰკითხა მისი არსების ნაწილ-
მა, და მეორე ნაწილმა მყის გამოაჯავრა: შე შტერო ჯუჯავ, იმ კახპას
მხოლოდ ოქრო და პატიოსანი თვლები უყვარს.
დაშავებული იდაყვი სტეხდა, ფლოქვის ყოველ დაცემაზე უზრია-
ლებდა. ზოგჯერ ლამის ეგონა, რომ იქიდან ერთმანეთზე გახრჭია-
ლებული ძვლების ხმები ესმოდა. იქნებ ჯობდა, მაისტერს სჩვენებო-
და, ტკივილის დამაამებელი წამალი გამოერთმია... მაგრამ მას მე-
რე, რაც პაიცელმა თავი გააცხადა, ტირიონი მაისტერებს აღარ ენ-
დობოდა. ღმერთებმა იციან, ვისთან იყვნენ შეთქმულები, ან წამალს
რით შეგიზავებდნენ.
– ვარის, – უთხრა საჭურისს, – შაის სასახლეში მიყვანა მინდა
ისე, რომ სერსეიმ არ გაიგოს, – და მოკლედ მოუხაზა სამზარეულოს
გეგმა.
ლაპარაკს რომ მორჩა, საჭურისმა ჩუმად ჩაიხითხითა.
– როგორც მილორდი მიბრძანებს, ისე ვიზამ, რასაკვირველია...
822
მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, სამზარეულო თვალებით და ყურები-
თაა სავსე. თუნდაც რომ გოგოზე ისეთი არაფერი იეჭვონ, მაინც უამ-
რავ შეკითხვას დაუსვამენ. სად დაიბადა? მშობლები ვინ იყვნენ? მე-
ფის საბიჯელში როგორ მოხვდა? სიმართლეს ხომ ვერ იტყვის, ჰო-
და, უნდა იცრუოს... იცრუოს და იცრუოს, – მან ტირიონს ჩამოხედა,
– და ასეთი ლამაზი, ყმაწვილი ჭურჭლის მრეცხავი გოგო ცნობისწა-
დილის გარდა ვნებასაც აღძრავს. ხელებს მოუსვამენ, უჩქმეტენ, მო-
უტყაპუნებენ, მოეფერებიან. ღამღამობით საბნის ქვეშ ჭაბუკი შე-
გირდები შეუწვებიან. რომელიმე მარტოხელა მზარეულმა იქნებ
ცოლად მოყვანა დაუპიროს. მცხობელები ძუძუებს დაუზელენ ფქვი-
ლიანი ხელებით.
– მირჩევნია, ეფერონ, ვიდრე აკუწონ თქვა ტირიონმა.
ვარისმა რამდენიმე ნაბიჯი უხმოდ გაიარა და მერე თქვა:
– შეიძლება სხვანაირადაც მოხერხდეს. ისე მოხდა, რომ ლედი
ტანდას ასულის მოახლემ ქალბატონს სამკაულები აწაპნა. ლედი
ტანდას ეს რომ მოვახსენო, ის იძულებული იქნება, გოგო მაშინვე
გააგდოს. მის ასულს კი ახალი მოახლე დასჭირდება. – გასაგებია,
– ტირიონი მაშინვე მიხვდა, ეს კარგი გამოსავალი იყო. ქალბატო-
ნის მოახლეს ჭურჭლის მრეცხავზე უფრო სათუთი კაბა ეცმეოდა და
იქნებ ერთიორი სამკაულიც ჰკეთებოდა. შაის ეს გაუხარდებოდა.
თანაც სერსეი ლედი ტანდას მოსაწყენ და ისტერიულ არსებად
თვლიდა, ლოლისს კი – უტვინო ძროხად. მათთან სტუმრობანას
ნამდვილად არ დაიწყებდა.
– ლოლისი თვინიერი და მიმნდობია. რაც არ უნდა მოუყვე, და-
იჯერებს. მას მერე, რაც ბრბომ ქალწულობა აართვა, თავისი ოთახე-
ბიდან გამოსვლის ეშინია, ჰოდა, შაიც თვალს იქნება მოფარებუ-
ლი... მაგრამ საკმაოდ ახლოსაც იქნება, მისგან ნუგეში თუ დაგჭირ-
და.
823
– მარჯვენის კოშკს უთვალთვალებენ, ეს შენც კარგად იცი, და
სერსეი უეჭველად დაინტერესდება, ლოლისის მოახლე ჩემთან
სირბილს თუ გაახშირებს. – მე იქნებ მოვახერხო, გოგონა შენს სა-
ძინებელში შეუმჩნევლად მოგგვარო. ჩატაიას სახლი ერთადერთი
კი არ არის, ფარული კარები რომ მოეპოვება. – საიდუმლო გასას-
ვლელი? ჩემს ოთახებში? – ტირიონი ამან უფრო გააღიზიანა, ვიდრე
გააკვირვა. რისთვის დახოცა მეაგორ ბოროტმა ყველა მშენებელი,
თუ არა ამგვარი საიდუმლოებების დასაფარად? – ჰო, წესით, ალ-
ბათ უნდა იყოს. სად ვნახავ კარს? მისაღებში? საძინებელში?
– მეგობარო, ხომ არ მაიძულებ, ჩემი ყველა პატარა საიდუმლო
გაგიმხილო? – ამიერიდან ჩათვალე, რომ ეგენი ჩვენი პატარა სა-
იდუმლოებებია, ვარის, – ტირიონმა მყრალ სამოსში გამოხვეულ
საჭურისს ახედა, – თუ ჩავთვლით, რომ ჩემს მხარეს ხარ...
– ნუთუ ეჭვი გეპარება?
– ო, არა, უყოყმანოდ გენდობი, – დარაბებიანი ფანჯრებიდან
ექოდ ასხლტა მისი მწარე სიცილი, – მართალი თუ გინდა, ჩემი სის-
ხლი და ხორცივით გენდობი. ახლა მითხარი, კორტნი პენროუსი
როგორ მოკვდა.
– ამბობენ, კოშკიდან გადაიგდო თავიო.
– თავი გადაიგდო? არ მჯერა!
– მცველებს მის ოთახში შესული არავინ დაუნახავთ, ვერც მერე
იპოვეს ვინმე. – ესე იგი, მკვლელი ადრევე შევიდა და საწოლის ქვეშ
დაიმალა, – ივარაუდა ტირიონმა, – ან სახურავიდან დაეშვა თოკით
შეიძლება, მცველები ტყუიან. ვინ იცის, თვითონვე მოკლეს?
– უეჭველია, მართალი ხარ, მილორდ – მისი თვითკმაყოფილი
ტონი კი სხვას ამბობდა.
– მაგრამ შენ ასე არ გგონია? მაშ, როგორ მოხდა?

824
ვარისს კარგა ხანს სიტყვა არ დაუძრავს. მხოლოდ მოკირ-
წყლულ ქუჩაზე ფლოქვების ცემის ხმა ისმოდა. ბოლოს საჭურისმა
ყელი ჩაიწმინდა.
– მილორდ, ძველი ძალების არსებობის თუ გწამს?
– ანუ მაგიის? – ჰკითხა ტირიონმა მოუთმენლად, – სისხლის ჯა-
დო, წყევლა, სახისცვლა, ეგეთი რამეები? – მან ჩაიფრუტუნა, – გინ-
და თქვა, რომ გგონია, სერ კორტნი მოაჯადოვეს და ისე მოკლეს?
– სერ კორტნის იმ დილისთვის, როცა მოკვდა, ლორდი სტანისი
ჰყავდა გამოწვეული ერთი-ერთზე ბრძოლაში. გეკითხები, სასოწარ-
კვეთილი კაცი ასე იქცევა? მერე, გაიხსენე ლორდ რენლის საიდუმ-
ლოებით მოცული და ასე დროული სიკვდილი, მაშინ, როდესაც მისი
ჯარი ბრძოლის ველზე მისი ძმის გასანადგურებლად ირაზმებოდა, –
საჭურისი წამით შეყოვნდა, – მილორდ, ერთხელ მკითხე, როგორ
დაგასაჭურისესო.
– მახსოვს, – უთხრა ტირიონმა, – ამაზე ლაპარაკი არ ისურვე. –
არც ახლა მინდა, მაგრამ... – ახლა უფრო დიდხანს დადუმდა, და
ისევ რომ ალაპარაკდა, მისი ხმა როგორღაც სხვანაირად გაისმა, –
ობოლი ბიჭი ვიყავი და მოხეტიალე დასში ვიდექი შეგირდად. ჩვენს
ოსტატს პატარა განიერი ნავი ჰქონდა და იმით ვიწრო ზღვის ნაპირს
დავყვებოდით, ყველა თავისუფალ ქალაქში წარმოდგენას ვდგამ-
დით და ზოგჯერ ძველქალაქსა და მეფის საბიჯელსაც ვეწვეოდით
ხოლმე. ერთხელაც მირში ჩვენს დასს ერთი კაცი ეწვია. წარმოდგე-
ნის მერე ჩემს ოსტატს იმდენი შესთავაზა ჩემში, რომ მან ცდუნებას
ვერ გაუძლო. თავზარი დამეცა. ვშიშობდი, რომ ის კაცი იმას მიპი-
რებდა, რასაც, როგორც მსმენოდა, კაცები უშვებოდნენ ხოლმე პა-
ტარა ბიჭებს, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ერთადერთი
ნაწილი, რაც მას ჩემგან სჭირდებოდა, ჩემი მამაკაცობის ნიშანი

825
იყო. ისეთი წამალი დამალევინა, რომ მოძრაობას და ხმის ამოღე-
ბას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. გრძელი მრუ-
დე დანით ამაჭრა ძირიც და ღეროც, თან განუწყვეტლივ შელოცვას
აყოლებდა. ვხედავდი, როგორ დაწვა მაყალზე ჩემი სხეულის ნაწი-
ლები. ალი გაცისფრდა და ჩამესმა ხმა, მის ძახილს რომ უპასუხა,
თუმცა მათი ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა.
იმ დროისთვის, ჩემთან თავისი საქმე რომ მოათავა, მსახიობებს
უკვე გაეცურათ. რაკი უკვე მიიღო ჩემგან, რაც უნდოდა, იმ კაცსაც
აღარაფერში ვჭირდებოდი, ჰოდა, გარეთ გამიძახა. რომ ვკითხე, ახ-
ლა რაღა უნდა ვქნა-მეთქი, მიპასუხა, ალბათ, უნდა მოკვდეო. მის
ჯინაზე გადავწყვიტე, მეცხოვრა. ვმათხოვრობდი, ვქურდობდი და
ვყიდდი სხეულის იმ ნაწილებს, რაც ჯერაც შემრჩენოდა. მალე ქურ-
დობაში მთელ მირში ტოლს არავის ვუდებდი და, რომ წამოვიზარ-
დე, მივხვდი, რომ ხშირად ხალხის წერილების შიგთავსი მათი ქისე-
ბის შიგთავსზე უფრო ღირებულია. და მაინც, დღემდე მესიზმრება
ხოლმე ის ღამე, მილორდ. ის ჯადოქარი კი არა, არც მისი დანა, ისიც
კი არა, როგორ შიშხინებდა ჩემი მამაკაცობა, როდესაც იწვოდა. ხმა
მესიზმრება. ცეცხლის ალიდან მოსული ხმა. ღმერთი იყო, დემონი
იყო თუ ჯადოქრის რაღაც ხრიკი? ამას ვერ გეტყვი, თუმცა კი ხრიკე-
ბის საქმე კარგად გამეგება. დარწმუნებით მხოლოდ ის ვიცი, რომ
კაცმა დაუძახა, და მან უპასუხა, და იმ დღიდან შემჯავრდა მაგიაც და
ყველა, ვისაც მასში ხელი ურევია. თუ ლორდი სტანისი ერთი მათგა-
ნია, ვაპირებ, მკვდარი ვიხილო იგი.
ლაპარაკს რომ მორჩა, ერთხანს უსიტყვოდ მიჰყავდა ცხენი. ბო-
ლოს ტირიონმა უთხრა:
– შემზარავი ამბავია. ვწუხვარ.
საჭურისმა ამოიოხრა.

826
– წუხხარ, მაგრამ არ დამიჯერე. არა, მილორდ, ბოდიშები რა სა-
ჭიროა. გაბრუებული ვიყავი, ტკივილით დატანჯული, თან ყველაფე-
რი დიდი ხნის წინ და შორს, ზღვის გადაღმა მოხდა. უეჭველია, მო-
მელანდა ის ხმა. საკუთარ თავსაც ათასჯერ ვუთხარი ასე.
– მე ფოლადის ხმლების, ოქროს მონეტების და კაცის გონების
მჯერა, – უთხრა ტირიონმა, – კიდევ მჯერა, რომ ოდესღაც დრაკო-
ნები ცოცხლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათი თავის ქალები მაქვს
ნანახი.
– მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ მაგაზე უარესს არასოდეს არა-
ფერს ნახავ, მილორდ. – მართალია, კარგი იქნებოდა, – ტირიონმა
გაიღიმა, – სერ კორტნის სიკვდილზე კიდევ, ხომ ვიცით, სტანისმა
თავისუფალი ქალაქებიდან ნაოსნები რომ დაიქირავა. შეიძლება,
იმათ მოიყოლეს თან მარჯვე მკვლელი.
– ძალიან მარჯვე მკვლელი.
– ეგეთებიც არიან. ხანდახან ვოცნებობდი ხოლმე, რომ ერთ
დღესაც ისეთი მდიდარი ვყოფილიყავი, ჩემი ძვირფასი დაიკოსთვის
უსახო კაცი მიმეგზავნა. – იმის მიუხედავად, თუ როგორ მოკვდა სერ
კორტნი, – თქვა ვარისმა, – იგი მკვდარია და ციხე დაეცა. სტანისს
შეუძლია, როცა უნდა, გამოილაშქროს. – რამენაირად შეგვიძლია,
დორნელები მარშებზე ჩამოსასვლელად დავითანხმოთ? – არანა-
ირად.
– სამწუხაროა. კეთილი, საფრთხე მარშელ ლორდებს იმას მა-
ინც აიძულებს, თავიანთ ციხესიმაგრეებში დაეტიონ. მამაჩემისგან
რა ამბებია?
– ლორდ ტაივინს კიდევაც რომ მოახერხებინა და წითელ კბილ-
ზე გადმოსულიყო, ჩემამდე მაგ ამბავს ჯერაც არ მოუღწევია. თუ-არ
იჩქარებს, შეიძლება მტრებს შორის მოექცეს. მანდერის ჩრდილოე-
თით ოუკჰარტების ფოთოლი და როვანების ხე შენიშნეს.
827
– ნეკასგან არაფერი ისმის?
– შეიძლება მწარე ხიდამდე ვერც მიაღწია. ან შეიძლება იქ მოკ-
ვდა. ლორდმა ტარლიმ რენლის მარაგები ჩაიგდო ხელში და ბევ-
რიც დახოცა; ძირითადად ფლორენტები. ლორდი კასველი თავის
ციხეში გამოიკეტა.
ტირიონმა თავი უკან გადაიგდო და გადაიხარხარა.
დაბნეულმა ვარისმა აღვირი მოზიდა – მილორდ?
– სასაცილოს ვერაფერს ხედავ, ლორდ ვარის? ტირიონმა ჩარა-
ზული ფანჯრებისკენ გაიქნია ხელი, მთელ მძინარე ქალაქზე მიანიშ-
ნა, – გრიგალის კიდე დაეცა და სტანისი აქეთ მოემართება, ცეც-
ხლით და მახვილით და კიდევ ღმერთებმა უწყიან, რა ბნელი ძალე-
ბით შეიარაღებული, და ამ კეთილ ხალხს არ ჰყავს არც ჯეიმი, ისინი
რომ დაიცვას, არც რობერტი, არც რენლი, არც რეიგარი ან თავიან-
თი ძვირფასი ყვავილების რაინდი. მარტო მე ვყავარ, ის, ვინც
სძულთ, – მან ისევ გაიცინა, – ჯუჯა, ბოროტი მრჩეველი, პატარა,
მობრეცილი მაიმუნი-დემონი. ჩემ მეტი არავინ დგას მათსა და ქა-
ოსს შორის!

კეტლინი

– მამას უთხარი, წავედი, რათა შეეძლოს, ჩემით იამაყოს, – მისი


ძმა უნაგირს მოევლო, თხემით ტერფამდე ლორდი იყო, იმ ლაპლა-
პა აბჯარსა და მოფრიალე წყალმიწის მოსასხამში. მუზარადის თხე-
მი ვერცხლის კალმახის სახედ ჰქონდა გამოყვანილი, მის ფარზე გა-
მოსახული თევზის ტყუპისცალად.
– ის ყოველთვის ამაყობდა შენით, ედმურ. და უზომოდ უყვარ-
ხარ. დაიჯერე. – ვაპირებ, სიამაყის მეტი საბაბი მივცე, ვიდრე უბრა-

828
ლოდ დაბადებით, – მან საომარი ულაყი შემოაბრუნა და ხელი ას-
წია. ბუკებმა დასჭექეს, დოლი აგუგუნდა, ასაწევი ხიდი ბიძგებით და-
ეშვა დაბლა და სერ ედმურ ტალი რივერანიდან გამოუძღვა თავის
მებრძოლებს, აღერილი შუბები და მოფრიალე ბაირაღები რომ მიჰ-
ქონდათ. შენზე უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქარი მე მყავს, ძმაო,
გაიფიქრა კეტლინმა, მიმავალს რომ გასცქეროდა. ეჭვების და შიშე-
ბის ლაშქარი.
მის გვერდით მდგომი ბრიენის ტანჯვა ლამის ხელით შეიძლებო-
და მოგესინჯა. კეტლინმა მისთვის სამოსი შეაკერინა, მისი ჩამომავ-
ლობის შესაფერისი ლამაზი კაბები, მაგრამ მას მაინც სხვადასხვა
ნაჭრებით შეკოწიწებული აბჯრის და მოთრიმლული ტყავის ჩაცმა
ერჩივნა, წელზე კი ხმლის ქამარი ერტყა. უეჭველია, ერჩივნა, ედ-
მურთან ერთად საომრად წასულიყო, მაგრამ რივერანის მტკიცე გა-
ლავანსაც კი სჭირდებოდა ხმლიანი დამცველები. მისმა ძმამ ყველა
ჯანსაღი კაცი ფონებისკენ წაიყვანა, სერ დესმონდ გრელს კი გარნი-
ზონად დაჭრილები, მოხუცები და სნეულები დაუტოვა, კიდევ – რამ-
დენიმე საჭურველთმტვირთველი და უწვრთნელი, ჯერაც დაუკაცე-
ბელი გლეხის ბიჭი. და ეს – ქალებით და ბავშვებით სავსე ციხესი-
მაგრის დასაცავად.
როდესაც ედმურის უკანასკნელი ქვეითიც გასცდა აწეულ ცხა-
ურს, ბრიენმა ჰკითხა:
– ახლა რაღას ვიზამთ, მილედი?
– რაც გვევალება, – კეტლინს სახე მოექცა, ეზოს რომ ჭრიდა.
ყოველთვის აღვასრულებდი ჩემს ვალს, გაიფიქრა მან. იქნებ ლორ-
დი-მამა ამიტომაც გამოარჩევდა ყველა თავის შვილს შორის. კეტ-
ლინის ორი უფროსი ძმა უასაკო მოკვდა, ასე რომ, იგი ლორდ ჰოს-
ტერისთვის ძეც იყო და ასულიც, სანამ ედმური დაიბადებოდა. მერე
დედა მოუკვდათ და მამამ უთხრა, რომ ახლა იგი უნდა ყოფილიყო
829
რივერანის ქალბატონი, და კეტლინმა ესეც შეუსრულა. და როდესაც
ლორდმა ჰოსტერმა მისი თავი ბრანდონ სტარკს აღუთქვა, მან მამას
მადლობა გადაუხადა ასეთი დიდებული ქორწინების მოწყობის-
თვის.
ბრანდონს ჩემი ნიშანი მივეცი შესაბმელად და არც ერთხელ არ
მინუგეშებია პეტირი მას მერე, რაც დაიჭრა, არც კი გამოვთხოვები-
ვარ, მამამ შინიდან რომ გაამგზავრა. ხოლო როდესაც ბრანდონი
მოკლეს და მამამ მითხრა, რომ სანაცვლოდ მის ძმას უნდა გავყო-
ლოდი, ესეც სიხარულით ავუსრულე, თუმცა ნედი ქორწინების
დღემდე თვალითაც არ მენახა. ჩემი ქალწულება ამ კუშტ უცნობს ჩა-
ვაბარე და გავუშვი თავის ომში, თავის მეფესთან და იმ ქალთან, ბუ-
ში რომ გაუჩინა. იმიტომ, რომ ყოველთვის ვასრულებდი, რაც მევა-
ლებოდა.
ფეხებმა სეპტში მიიყვანეს, შვიდგვერდა კირქვის ტაძარში, რო-
მელიც დედამისის ბაღნარებში იყო ჩადგმული და ცისარტყელას
სხივები ავსებდა. ტაძარი ხალხით დახვდათ სავსე; როგორც ჩანს,
არა მხოლოდ კეტლინს დასჭირვებოდა ლოცვა. ქალმა მუხლი მო-
იყარა მეომრის მარმარილოს მოხატული გამოსახულების წინაშე
და სურნელოვანი სანთლები დაანთო – ერთი ედმურისთვის, ერთიც
– ცხრა მთას იქით გადაკარგული რობისთვის. დაიფარე ისინი და
გამარჯვება მოუტანე, შესთხოვა ღვთაებას, და მოუოხე დაცემულთა
სულებს და ანუგეშე მათზე მგლოვიარენი. სანამ კეტლინი ლოცუ-
ლობდა, სეპტონი შემოვიდა, სასაკმევლე და კრისტალი შემოიტანა,
და ქალმა გადაწყვიტა, მსახურებაზე დარჩენილიყო. ამ სეპტონს არ
იცნობდა: მონდომებული ახალგაზრდა კაცი იყო, ედმურის ხნის იქ-
ნებოდა. კარგად მსახურებდა, შვიდთაც მჟღერი, საამო ხმით უგა-
ლობდა დიდებას, მაგრამ კეტლინი მიხვდა, რომ დიდი ხნის წინ გარ-

830
დაცვლილი სეპტონ ოსმინდის გაბზარული, ხმაწვრილი კილო ენატ-
რებოდა. ოსმინდი მოთმინებით მოისმენდა მონაყოლს, თუ რა ნახა
და იგრძნო კეტლინმა რენლის კარავში, შეიძლება სცოდნოდა კი-
დევაც, რას ნიშნავდა ეს ყოველივე და რა უნდა ექნა, მისი სიზმრების
ბინადარი აჩრდილები რომ დაეშოშმინებინა. ოსმინდი, მამაჩემი,
ძია ბრინდენი, ბებერი მაისტერი კიმი – მათ თითქოს ყოველთვის
ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ახლა მეღა დავრჩი, და მეჩვენება,
რომ არაფერი ვიცი ქვეყანაზე, ჩემი ვალიც კი გადამავიწყდა. რო-
გორ შემიძლია, ვალი აღვასრულო, თუ არ ვიცი, რაშია იგი?
კეტლინი რომ წამოდგა, იგრძნო, მუხლები გაშეშებოდა, მაგრამ
სიბრძნის შემატებას ვერ გრძნობდა. იქნებ ჯობდა, ამაღამ საღვთო
ტყეში წასულიყო და ნედის ღმერთებსაც შევედრებოდა. ისინი შვიდ-
ზე უფრო ძველები იყვნენ. გარეთ გამოსულს სულ სხვანაირი სიმღე-
რა შეეგება. რაიმუნდ მელექსე ლუდსახარში სახლის გვერდით
მსმენელთა წრეში ჩამჯდარიყო, მისი ბოხი ხმა ზარივით რეკდა, რო-
ცა ლორდ დერემონდის სიჩაუქის ამბავს ჰყვებოდა სისხლის მინ-
დორზე.
და იდგა ასე, ხმლოსანი,
ბოლოდღა დარის ათეულისა...
ბრიენი წუთით გაჩერდა ყურის დასაგდებად; ფართო მხრები ჩა-
მოეყარა, სქელი მკლავები გულზე გადაეჭდო. გვერდით დაკონკი-
ლი ბიჭების გუნდმა ჩაუქროლათ, გაჰკიოდნენ და ერთმანეთს ჯო-
ხებს უშენდნენ. ასე ძალიან რატომ უყვართ ბიჭებს ომობანა? იქნებ
რაიმუნდი იყო ამ კითხვის პასუხი... მომღერალმა ხმა აიმაღლა, და-
სასრულს რომ მიუახლოვდა.
და წითელია მის ფეხქვეშ კორდი,
დროშებიც წითლად ელავს,
წითლად ციალებს მზე დამავალი,
831
მის აბჯარს წითლად ფერავს.
მოდი, თუ მოხვალ, შესძახებს ლორდი,
ჯერ კიდევ შია ჩემს ხმალს,
და მრისხანების ავი ყიჟინით
დაეშურება შებმას...
– ამ ლოდინს ომი სჯობს, – თქვა ბრიენმა, – როცა იბრძვი, თავს
ასე უმწეოდ არ გრძნობ. ხმალი გაქვს და ცხენი, ხან – ტაბარი შეაბ-
ჯრული თუ ხარ, ძნელია შენი დაშავება.
– ომში რაინდებიც იღუპებიან, – შეახსენა კეტლინმა.
ბრიენმა თავისი ლურჯი, მშვენიერი თვალები შეანათა.
– ქალებიც კვდებიან ლოგინობისას. და მათზე სიმღერებს არა-
ვინ მღერის. – ბავშვები სხვანაირი ომია, – კეტლინმა ეზოს გადაჭრა
იწყო, – ამ ომში არც ბაირაღებია, არც ბუკები ჭექენ, მაგრამ ნაკლე-
ბად უწყალო როდია. ბავშვის მუცლად ტარება, მისი შობა... დედა
გიამბობდა, რა ტკივილია...
– დედას არ ვიცნობდი, – უთხრა ბრიენმა, – მამაჩემის გვერდით
იყვნენ ქალბატონები... ყოველ წელს ახალი ქალბატონი, მაგრამ...
– ეგენი ქალბატონები არ ყოფილან, – უთხრა კეტლინმა, – რაც
არ უნდა ძნელი იყოს ბავშვის შობა, ბრიენ, ის, რაც ამას მოჰყვება,
უფრო ძნელია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ შუა ვიხლიჩები. ნეტავ ხუთი
ვიყო, თითო თითო შვილისთვის, რომ შემეძლოს, ყველა დავიფა-
რო.
– შენ ვინღა დაგიფარავს, მილედი?
მკრთალი, დაქანცული ღიმილით უპასუხა.
– ვინ და, ჩემი ოჯახის მამაკაცები. ლედი-დედა ასე მეუბნებოდა.
ჩემი მამალორდი, ჩემი ძმა, ჩემი ბიძა, ქმარი, ისინი დამიფარავენ...
მაგრამ სანამ ისინი ჩემგან შორს არიან, ალბათ შენ უნდა დაიჭირო
მათი ადგილი, ბრიენ.
832
ბრიენმა თავი დაუკრა.
– ვეცდები, მილედი.
იმ დღეს, მოგვიანებით, მაისტერმა ვაიმანმა წერილი შემოუტანა.
მაშინვე წაიკითხა, იმედი ჰქონდა, რობისგან იქნება, ან ვინტერფე-
ლიდან, სერ როდრიკისგანო, მაგრამ წერილი ვინმე ლორდ მიდო-
უსს გამოეგზავნა, რომელიც თავს გრიგალის კიდის კასტელანს
უწოდებდა. სწერდა მამამისს, მის ძმას, მის ძეს, „ან მას, ვისაც ახლა
რივერანი უჭირავს“. სერ კორტნი პენროუსი მოკვდაო, წერდა იგი,
გრიგალის კიდემ კი კარი გაუღო სტანის ბარათეონს, კანონიერ მემ-
კვიდრეს. ციხესიმაგრის გარნიზონმა მას შეჰფიცა ხმლით სამსახუ-
რი და მათგან არც ერთს ზიანი არ მისდგომია.
– კორტნი პენროუსის გარდა, – ჩაიბუტბუტა კეტლინმა. იგი ამ
კაცს არასოდეს შეხვედროდა, მაგრამ მისი სიკვდილის გაგებამ და-
ამწუხრა, – რობმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეიტყოს, – უთხრა მაის-
ტერს, – ვიცით, სად არის ახლა? – ბოლოს რაც გავიგეთ, იგი კრა-
გისკენ მიემართებოდა, ვესტერლინგების გვარის ციხე-დარბაზის-
კენ, – მიუგო მაისტერმა ვაიმანმა, – თუ ყორანს აშმარკში გავუშვებ,
შეიძლება, წერილის მისაღებად მხედარი აფრინონ – ეგრე ქენი.
მაისტერი რომ წავიდა, კეტლინმა წერილი ისევ გადაიკითხა.
– ლორდი მიდოუსი რობერტის ბუშზე არაფერს წერს, – გაუმხი-
ლა მან ბრიენს, – ალბათ ეგ ბავშვიც სხვებთან ერთად სტანისს ჩა-
აბარა, თუმცა ვერ ვხვდები, სტანისს ასე ძალიან რად უნდოდა იგი.
– იქნებ ეშინია, ბიჭმა ტახტზე უფლება არ განაცხადოს.
– ბუშმა? არა, აქ რაღაც სხვა ამბავია... ბავშვი შესახედად როგო-
რია? – შვიდი თუ რვა წლისაა, ლამაზი, შავი” თმა და ნათელი ლურჯი
თვალები აქვს. სტუმრებს ხშირად ლორდ რენლის შვილი ეგონათ
ხოლმე.
– რენლი კი რობერტს ჰგავდა, – კეტლინი რაღაცას ხვდებოდა,
833
– სტანისი აპირებს, ძმის ბუში სახელმწიფოს წარუდგინოს რათა
ხალხმა მასში რობერტი დაინახოს და დაფიქრდნენ, ჯოფრის რად
არ დაემსგავსა ასე.
– ეგ რამეს დაამტკიცებს?
– მათ, ვინც სტანისს ემხრობიან, ეს დამამტკიცებელ საბუთად გა-
მოადგებათ. ვინც ჯოფრის უჭერს მხარს, იტყვიან, ეს არაფერსაც არ
ნიშნავსო, – მისი საკუთარი შვილები ტალებს უფრო ჰგავდნენ, ვიდ-
რე სტარკებს. მხოლოდ არიას დაჰყვა ნედის ნაკვთები. და ჯონ სნო-
უს, მაგრამ იგი ჩემი შვილი არ ყოფილა. მიხვდა, რომ ჯონის დედაზე
ფიქრობდა, იმ ფარული სიყვარულის აჩრდილზე, რომელზედაც მის
ქმარს სიტყვაც არასოდეს დაუძრავს. ისიც ჩემსავით გლოვობს
ნედს? თუ შეიძულა იგი, რადგანაც მის სარეცელს ჩემი ანაცვალა?
ისიც ლოცულობს თავისი შვილისთვის, როგორც მე ვილოცე ჩემის-
თვის?
ფორიაქა და ამაო ფიქრები იყო. თუ ჯონი მოწყვეტილი ვარ-
სკვლავის ქალბატონმა აშარა დეინმა შობა, როგორც ზოგი ჩურჩუ-
ლებდა ხოლმე, იგი დიდი ხნის წინ მოკვდა. თუ მან არა და, მაშინ
კეტლინმა საერთოდ არ იცოდა, ვინ და სად შეიძლება ყოფილიყო
ჯონის დედა. და ამას მნიშვნელობა აღარც ჰქონდა. ნედი მკვდარი
იყო. და მისი ყველა სიყვარული და ყველა საიდუმლო მასთან ერ-
თად მოკვდა. ღა მაინც, კიდევ ერთხელ დარჩა გაოცებული იმით, თუ
რა უცნაურად ირჯებიან კაცები, როცა საქმე მათ ბუშებზე მიდგება.
ნედი ყოველთვის თავგამოდებით იცავდა ჯონს, სერ კორტნი პენრო-
უსმა სიცოცხლე გასწირა იმ ედრიკ სტორმისთვის; აი, რუს ბოლტო-
ნის კი მისი ბუში თავის ძაღლებზე ნაკლებად ენაღვლებოდა, რო-
გორც ეს ჩანდა იმ უცნაური ცივი წერილიდან, ედმურმა სამი დღის
წინ რომ მიიღო მისგან. „მტკიცე ციხეა და კარგადაც არის დაცული,
მაგრამ მისი მოწყალების იქნება, თუნდაც რომ ამის გასაკეთებლად
834
მასში მყოფი ყველა სულიერის ამოწყვეტა დამჭირდეს“. იმედი
ჰქონდა, მისი მოწყალება ამ დამსახურებას გამოუბრიდა მისი ბუში
ძის დანაშაულში, რომელიც სერ როდრიკმა მოაკვლევინა. „უეჭვე-
ლია, ამ სასჯელს იმსახურებდა“, წერდა ბოლტონი, შებღალული
სისხლი მუდამ მოღალატურია, და რემსის მზაკვარი, ხარბი, დაუნ-
დობელი ბუნება ჰქონდა. ალბათ მე თავადაც მოვინდომებდი მის
თავიდან მოშორებას. კანონიერი ძეები, რომელნიც ჩემმა ახალ-
შერთულმა ცოლმა აღმითქვა, თავს უხიფათოდ ვერ იგრძნობდნენ,
სანამ ის ცოცხალი იქნებოდა. აჩქარებული ნაბიჯების ხმამ ეს საზა-
რელი ფიქრები გაუფანტა. ოთახში ქოშინით შემოიჭრა სერ დესმონ-
დის საჭურველთმტვირთველი და მუხლზე დაეშვა. – მილედი... ლა-
ნისტერები... მდინარის იქით.
– ამოისუნთქე, ბიჭო, და ნელა მითხარი.
ბიჭმა დაუჯერა.
– შეიარაღებულ მეომართა რაზმი, – მოახსენა ქალს, – წითელი
კბილის გადაღმა. დროშაზე უხატიათ იისფერი მარტორქა, ლანის-
ტერის ლომის ქვეშ გამოსახული. ლორდ ბრაქსის რომელიღაც ძე
იქნება. ბრაქსი ერთხელ ეწვიათ რივერანში, კეტლინის ბავშვობი-
სას; მისი ერთ-ერთი ვაჟის კეტლინზე ან ლიზაზე დაქორწინებას სთა-
ვაზობდათ. ნეტავ ახლა სწორედ ის ვაჟი ხომ არ მოუძღვის შეტევა-
სო, იფიქრა ქალმა. ლანისტერები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მო-
ჭენდნენ, დროშების ნიავქარის თანხლებითო, ასე უთხრა სერ დეს-
მონდმა, როდესაც კეტლინი მასთან ჩავიდა, გალავნის ქონგურებზე.
– რამდენიმე წინამარბია და მეტი არაფერი, – გული გაუკეთა მან
ქალს, – ლორდ ტაივინის ძირითადი ძალა აქედან ბევრად უფრო
სამხრეთითაა. აქ არაფერი გვემუქრება. წითელი კბილის სამხრე-
თით ღია, ბრტყელი ველი იდო. საგუშაგო კოშკიდან კეტლინის თვა-

835
ლი მრავალი მილის მიღმა სწვდებოდა. ასეც კი, მხოლოდ უახლოე-
სი ფონი ხვდებოდა თვალსაწიერში. ედმურმა მისი დაცვა ლორდ ია-
სონ მალისტერს დააკისრა, ამის და კიდევ სხვა სამი ფონისაც, მდი-
ნარის აღმა რომ იპოვებოდა. ლანისტერის მეომრები ყოყმანით
შედგნენ წყლის მახლობლად, მათ მეწამულ-ვერცხლისფერ დრო-
შებს ქარი აფრიალებდა.
– ორმოცდაათზე მეტი არ იქნებიან, მილედი, – შეაფასა სერ დეს-
მონდმა. კეტლინი უცქერდა გრძელ მწკრივად გაშლილ მხედრებს.
ლორდ იასონის მეომრები ლოდების, ბალახის, ბორცვების უკან ჩა-
საფრებული ელოდნენ მათ შემოტევას. იჭექა ბუკმა და მხედრები
მძიმედ დაიძრნენ წინ, შხაპუნით შეიჭრნენ ნაკადში. წუთით დიდებუ-
ლი სანახავები იყვნენ, კაშკაშა აბჯრებით, მოფრიალე დროშებით;
მათი შუბების წვერებიდან მზის სხივი სხლტებოდა.
– მიდი, – გაიგონა კეტლინმა ბრიენის ჩურჩული.
ძნელი იყო მიხვედრა, რა ხდებოდა, მაგრამ ცხენების კივილი ამ-
სიშორეზეც კი ხმამაღალი ეჩვენებოდა, ამ ხმის მიღმა კი ფოლადის
ფოლადზე სუსტი ჩხარი მოისმოდა. უეცრად დროშა გაუჩინარდა,
რაკი მისი დამჭერი მოცელეს, და მალევე ნაკადმა პირველი მკვდა-
რი ჩამოატარა გალავანთან. ამასობაში ლანისტერებმაც არეულად
დაიხიეს უკან. კეტლინი უცქერდა, როგორ გადაეწყვნენ, სწრაფად
მოითათბირეს და უკან გაჭენდნენ, იქით, საიდანაც მოსულიყვნენ.
გალავანზე მდგარი მეომრები დაცინვით მისძახოდნენ კვალში,
თუმც ისინი უკვე იმსიშორეს წასულიყვნენ, ვეღარაფერს გაიგონებ-
დნენ.
სერ დესმონდმა მუცელზე შემოირტყა ხელი.
– ნეტავ ეს ლორდ ჰოსტერს ენახა. აცეკვდებოდა სიხარულით.
– სამწუხაროდ, ის დრო გავიდა, მამაჩემი რომ ცეკვავდა, – თქვა

836
კეტლინმა, – ეს კი ბრძოლის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ლანისტე-
რები ისევ მოვლენ. ლორდ ტაივინს ჩემს ძმაზე ორჯერ დიდი ლაშქა-
რი ჰყავს.
– ათჯერ მეტიც რომ ჰყავდეს, ეს არაფერს ნიშნავს, – შეეპასუხა
სერ დესმონდი, – წითელი კბილის დასავლეთი ნაპირი აღმოსავლე-
თისაზე უფრო მაღალია და ტყითაა შემოსილი. ჩვენი მოისრები
კარგ საფარში სხედან, წინ კი სამიზნედ ღია ველი აქვთ... და მათი
რიგები რომც გამოარღვიონ, ედმურს თავისი საუკეთესო რაინდები
ეყოლება რეზერვში, იქ მიაშველებს, სადაც ყველაზე უფრო მეტად
იქნებიან საჭირო. იმათ მდინარე შეაჩერებს.
– ღმერთებმა ინებონ, ასე იყოს, – მიუგო კეტლინმა.
იმ ღამით მტერი ისევ მოვიდა. კეტლინს ნაბრძანები ჰქონდა,
უმალ გაეღვიძებინათ, თავს თუ დაესხმოდნენ, და შუაღამეს უკვე
კარგა ძალით რომ გადასცდა, მოახლე გოგონა ფრთხილად შეეხო
მხარზე. კეტლინი მყის წამოჯდა.
– რა იყო?
– ისევ ფონთან არიან, მილედი.
საღამურში გამოხვეული კეტლინი ციხის სახურავზე ავიდა. აქე-
დან მისი თვალი გალავნის მიღმა სწვდებოდა და მთვარით განათე-
ბულ მდინარესაც ხედავდა, სადაც ბრძოლა იყო გაჩაღებული. დამ-
ცველებს ნაპირის გასწვრივ საგუშაგო კოცონები ენთოთ და ლანის-
ტერებს შესაძლოა იმედი გაუჩნდათ, ღამით თვალაბმულები ან მი-
ძინებულები იქნებიანო. ასე თუა, განუსჯელად მოიქცნენ. სიბნელე
არასაიმედო მოკავშირე გამოადგათ. მკერდამდე რომ შემოადგათ
ფონის წყალი, მეომრები ფარულ ღრმულებს წაადგნენ და შხაპუნით
ჩაცვივდნენ წყალში, ზოგი ლოდებს წამოედო ან მავთულის ეკლებ-
ზე გაიჭრა ფეხი. მალისტერის მოისრებმა ცეცხლმოდებული ისრე-
ბის ქარიშხალი დაატეხეს თავს, ისინი სისინით მიქროდნენ ნაკადის
837
ზემოთ და პორიდან ეს უცნაურად მშვენიერი სანახავი იყო. ერთი მე-
ომარი თორმეტ ისარს მაინც გაეგმირა, იგი, ცეცხლმოდებული ტან-
საცმლით მოსილი, ცეკვავდა და ბრუნავდა მუხლამდე წყალში, სა-
ნამ, ბოლოს და ბოლოს, არ დაეცა და წყალმა არ გაიტაცა. იმ დრო-
ისთვის, როდესაც მისმა სხეულმა ქანაობით ჩაუარა რივერანს,
ალებიც და მისი სიცოცხლეც უკვე ჩამქრალიყო.
მცირე გამარჯვებაა, გაიფიქრა კეტლინმა, როდესაც ბრძოლა
დამთავრდა და გადარჩენილი მტრები უკან, სიბნელეში გაუჩინარ-
დნენ; მაგრამ მაინც გამარჯვება ჰქვია. კოშკურის ხვეულ კიბეზე რომ
ეშვებოდნენ, მან ბრიენს ჰკითხა, რას ფიქრობო. – ამით ლორდმა
ტაივინმა თითი წაგვკრა მხოლოდ, ესაა და ეს, – უთხრა გოგონამ, –
იგი გვსინჯავს, სუსტ წერტილს ეძებს, დაუცველ ფონს. თუ ასეთს ვერ
იპოვის, მაშინ თითებს მუშტად შეკრავს და შეეცდება, ისე გამოაღწი-
ოს, – ბრიენმა მხრები დაუშვა, – მე ასე მოვიქცეოდი. მის ადგილზე,
– ხელი ხმლის ტარისკენ დაუშვა და მოუთათუნა, თითქოს შეამოწმა,
ადგილზე იყო თუ არა.
აი, მაშინ კი ღმერთებმა გვიშველონ, გაიფიქრა კეტლინმა. მაგ-
რამ ამის თავიდან ასაცილებლად ვერაფერს იზამდა. იქ, მდინარეზე
ედმურის ომი გრძელდებოდა. მისი აქ იყო, ციხესიმაგრის შიგნით.
მეორე დილით, საუზმის მერე მან დაიბარა მამამისის ხნიერი მო-
ურავი, ათერაის ვეინი.
– სერ კლიოს ფრეის დოქით ღვინო შეუტანონ. მალე მის დაკით-
ხვას ვაპირებ და მინდა, ენა გაეხსნას.
– როგორც ბრძანებ, მილედი.
ცოტა ხანში მოადგათ მხედარი, მკერდზე მალისტერის არწივით,
და ლორდ იასონისგან წერილი მოიტანა, რამაც მორიგი შეტაკების
და მორიგი გამარჯვების ამბავი აუწყათ. სერ ფლემენტ ბრაქსი ცდი-
ლიყო, მდინარე სხვა ფონთან გადმოელახა, აქედან ექვსი მილით
838
სამხრეთით. ამჯერად ლანისტერებმა მოკლე შუბები არჩიეს, ფა-
რებს ამოეფარნენ და მდინარეში ფეხდაფეხ შევიდნენ; მაგრამ მა-
ლისტერის მშვილდოსნებმა მაღალკამაროვანი ისრები დააყარეს,
ნაპირზე მდგარი სკორპიონები კი ამასობაში მძიმე ლოდებს უშენ-
დნენ წყობის დასარღვევად.
– თორმეტი მკვდარი წყალში ჩარჩათ, თავხელს მხოლოდ ორმა
გამოაღწია, იმათაც სწრაფად გავუსწორდით, – მოახსენა მხედარმა.
მან აგრეთვე მოუთხრო მდინარის აღმა ატეხილ ბრძოლაზე, იქ, სა-
დაც ფონი ლორდ კარილ ვენსს ეჭირა, – ის შემოტევებიც მოვიგერი-
ეთ, მტერს დიდი დანაკარგი აქვს.
იქნებ ედმური იმაზე ბრძნულად მოიქცა, ვიდრე მეგონა, გაიფიქ-
რა კეტლინმა. მის ლორდებს ბრძოლის ეს გეგმა გამართლებულად
მიაჩნდათ, მე რაღამ დამაბრმავა? ჩემი ძმა ის პატარა ბიჭი აღარაა,
ბავშვობიდან რომ მახსოვს; ბავშვი აღარაა, რობის არ იყოს.
საღამომდე შეიცადა, სანამ სერ კლიოს ფრეის შეუვლიდა – ასე
განსაჯა, რაც უფრო გადავდებ მასთან შეხვედრას, მით უფრო
მთვრალი დამხვდებაო. კოშკის საკანში რომ შევიდა, სერ კლიოსი
მუხლებზე დაეცა.
– მილედი, გაქცევის გეგმაზე არაფერი ვიცოდი. ჭინკამ თქვა,
ლანისტერს ლანისტერების მცველები უნდა ახლდნენო, ვფიცავ,
როგორც რაინდი...
– წამოდექი, სერ, – კეტლინი ჩამოჯდა, – ვიცი, რომ ვოლდერ
ფრეის შვილიშვილი ფიცს არ გატეხდა, თუ ეს მის მიზანს არ ემსახუ-
რებოდა, – ჩემმა ძმამ თქვა, ზავის პირობები მოგიტანია.
– მოვიტანე, – სერ კლიოსი ბარბაცით წამოდგა. ქალს ეამა, რომ
დაინახა, ფეხზე ძლივს დგასო.
– მომახსენე, – უბრძანა, და ისიც დამორჩილდა.

839
სერ კლიოსი ლაპარაკს რომ მორჩა, კეტლინი ერთხანს შუბ-
ლშეკრული იჯდა და ფიქრობდა. ედმური მართალს ამბობდა, ეს პი-
რობები სულაც არ იყო, გარდა... – ლანისტერი არიას და სანსას თა-
ვის ძმაში გაცვლის?
– დიახ. რკინის ტახტზე მჯდომმა დაიფიცა ეს.
– მოწმეების წინაშე?
– მთელი კარის წინაშე, მილედი. და ღმერთების წინაშეც. სერ
ედმურსაც ასე მოვახსენე, მაგრამ მან მითხრა, ეს შეუძლებელიაო,
რომ მისი მოწყალება რობი არასოდეს დათანხმდება.
– მართალი გითხრა, – კეტლინი რობს ვერც დასწამებდა, არას-
წორად იქცევაო. არია და სანსა ბავშვები იყვნენ, მეფისმკვლელი კი,
ცოცხალი და თავისუფალი, მთელ სახელმწიფოში ერთ-ერთ ყველა-
ზე სახიფათო მტრად ეყოლებოდათ. ეს გზა არ გამოადგებოდა. – ნა-
ხე ჩემი ასულები? კარგად ექცევიან?
სერ კლიოსი შეყოყმანდა.
– მე... დიახ, როგორც ჩანს, კარგად.
ცდილობს, იცრუოს, მიხვდა კეტლინი, მაგრამ ღვინომ გამჭრია-
ხობა დაუბლაგვა. – სერ კლიოს, – მიმართა ცივად, – ხომ იცი, სამ-
შვიდობო დროშის მფარველობა მაშინ ჩამოგცილდა, როდესაც შენ-
მა მხლებლებმა გაგვაცურეს. თუ მომატყუებ, შენც მათ გვერდით გა-
დაგკიდებენ გალავნიდან, დამიჯერე. კიდევ გკითხავ: ნახე ჩემი ასუ-
ლები? კაცს შუბლი ოფლით დაეცვარა.
– სანსა ვნახე დარბაზობაზე, იმ დღეს, როცა ტირიონმა თავისი
პირობები დამისახელა. ულამაზესი იყო, მილედი. შეიძლება, ცოტა-
თი, ეე... ფერმკრთალი ჩანდა. დაძაბული თუ რა.
სანსა, მაგრამ არა არია. ეს რასაც გინდა, იმას შეიძლება ნიშნავ-
დეს. არიას მოთვინიერება ყოველთვის უფრო ძნელი იყო. შეიძლე-
ბა სერსეის არ ნებავდა მისი გამოჩენა ღია დარბაზობაზე, სადაც
840
არავინ იცოდა, გოგონა რას იტყოდა ან მოიმოქმედებდა. შეიძლება
სადმე საიმედოდ ჩაკეტეს, თვალს მოაფარეს. ან იქნებ მოკლეს კი-
დევაც. კეტლინმა ეს ფიქრი თავიდან მოიშორა.
– მისი პირობებიო, თქვი... მაგრამ დედოფალი-რეგენტი სერსეი-
ა. – ორივეს ნაცვლად ტირიონი ლაპარაკობდა. დედოფალი დარბა-
ზობას არ ესწრებოდა. ასე მითხრეს, იმ დღეს უქეიფოდ ყოფილა.
– საინტერესოა, – კეტლინს გაახსენდა ის საზარელი მგზავრობა
მთვარის მთებში, ისიც, თუ როგორ მოახერხა ტირიონმა და ის ქი-
რით მებრძოლი თავისკენ გადაიბირა. ჯუჯა მეტისმეტად ჭკვიანია.
ვერაფრით ხვდებოდა, როგორ მოახერხა, ცოცხალს გაეღწია მთის
გზაზე, მას მერე, რაც ლიზამ იგი ველიდან გააძევა, მაგრამ არ უკ-
ვირდა, რომ მოახერხა. ნედის სიკვდილში მაინც მისი ხელი არ ერია.
და მე დამიცვა, მთიელები თავს რომ დაგვესხნენ. მის სიტყვაზე დან-
დობა რომ შემეძლოს... ხელები გაშალა და თითებზე დაჩნეულ ნაი-
არევებს დააცქერდა. მისი ხანჯლის კვალია, შეახსენა თავისთავს.
მისი ხანჯალი ეჭირა მკვლელს, რომელსაც მან ბრანისთვის ყელის
გამოსაჭრელად ფული გადაუხადა. თუმცა ქონდრისკაცი ამას უა-
რობდა, რასაკვირველია. მაშინაც კი, როცა ლიზამ იგი ცის საკანში
გამოამწყვდია, და მერეც, მთვარის კარით რომ ემუქრებოდა, ტი-
რიონი მაინც უარყოფდა დანაშაულს. – იტყუებოდა, – თქვა და ერ-
თბაშად წამოდგა, – ლანისტერები ყველანი მატყუარები არიან და
ქონდრისკაცი მათ შორის ყველაზე უარესია. მკვლელი მისი ხან-
ჯლით იყო შეიარაღებული.
სერ კლიოსი მიაჩერდა.
– ხანჯალზე არაფერი ვიცი...
– არაფერი იცი, – დაუდასტურა ქალმა და საკნიდან გამოიჭრა.
ბრიენი უსიტყვოდ აედევნა. მაგისთვის იოლია, გაიფიქრა კეტლინმა
უეცარი შურით. ბრიენი ამაში კაცს ჰგავდა. კაცისთვის ყველაფერს
841
ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი არასოდეს დევს უახლოეს ხმალზე
უფრო შორს. ქალისთვის, დედისთვის პასუხამდე უფრო ქვიანი, უფ-
რო ძნელად საცოდინო გზა იდო...
გვიანი ვახშამი სეფედარბაზში მიიღო, თავის გარნიზონთან ერ-
თად, რათა გაემხნევებინა ისინი, რითაც შეეძლო. რაიმუნდ მელექ-
სე მთელი ვახშმის განმავლობაში მღეროდა, ამიტომ კეტლინი აღარ
იყო ვალდებული, ელაპარაკა. მომღერალმა დაასრულა სიმღერით,
რომელიც ხარჯვარედინზე რობის გამარჯვების შესახებ შეეთხზა. და
მისი მგლების თვალებად ენთნენ ვარსკვლავნი ღამისა,
და მათ სიმღერას მღეროდა ქროლვა-გრიალი ქარისა.
ტაეპსა და ტაეპს შორის რაიმუნდი თავს უკან გადასწევდა და ყმუ-
ოდა ხოლმე და სიმღერის დასასრულისთვის ნახევარი დარბაზი მის
ყმუილს ჰყვებოდა, დესმონდ გრელის ჩათვლით, რომელიც კარგად
ნაყლურწი ჩანდა. მათ ხმებს ჭერის კოჭები ისხლეტდა.
იმღერონ, თუ ეს გულს უმაგრებთ, გაიფიქრა კეტლინმა, თითებ-
ში ვერცხლის თასს ათამაშებდა.
– შეღამების ციხეში ყოველთვის იყო ხოლმე მგოსანი, პატარა
რომ ვიყავი, – წყნარად წარმოთქვა ბრიენმა, – ყველა სიმღერა ზე-
პირად მქონდა დასწავლილი. – სანსამაც ყველა ზეპირად იცოდა,
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მგოსანი თუ გამოჩნდებოდა ისეთი,
ჩრდილოეთში ამსიშორეს წამოსულიყო და ვინტერფელში გვწვე-
ოდა, – თუმცა მე ვუთხარი, რომ მეფის კარზე მომღერლები დახვდე-
ბოდნენ. ვუთხარი, რომ იქ ყველანაირ მუსიკას მოისმენდა, რომ მა-
მამისი ოსტატს უპოვიდა რომელიც არფაზე დაკვრას შეასწავლიდა.
ო, მაპატიონ ღმერთებმა... – ერთი ქალი მახსოვს... – განაგრძო
ბრიენმა, – ვიწრო ზღვის გადაღმა მდებარე რომელიღაც ქვეყნიდან
მოვიდა. ისიც კი არ ვიცი, რა ენაზე მღეროდა, მაგრამ ხმაც ისეთივე
მშვენიერი ჰქონდა, როგორიც თავად იყო. ქლიავისფერი თვალები
842
ჰქონდა და ისეთი წვრილი წელი, რომ მამაჩემს შეეძლო, ორი ხე-
ლის თითებით შემოსწვდენოდა. მამაჩემს ლამის ჩემსავით დიდი ხე-
ლები ჰქონდა, – მან მომუჭა გრძელი, სქელი თითები, თითქოს მათი
დამალვა ეწადა.
– მამაშენისთვის გიმღერია ხოლმე?
ბრიენმა თავი გაიქნია და თავის თეფშს ჩააჩერდა, თითქოს საწე-
ბელში წაიკითხავდა პასუხს.
– ლორდ რენლისთვის?
გოგონა გაწითლდა.
– არასოდეს, მე... მისი მასხარა ზოგჯერ ბოროტად ხუმრობდა
ხოლმე, და მე... – ერთხელაც მე უნდა მიმღერო.
– მე... გეხვეწები, ნიჭი არ მაქვს, – ბრიენი სკამიანად გაიწია მა-
გიდისგან, – მაპატიე, მილედი. ნებას დამრთავ, წავიდე?
კეტლინმა თავი დაუქნია. მაღალი, მოუხეშავი გოგონა ფართო
ნაბიჯებით გავიდა დარბაზიდან, ხმაურიან ღრეობაში ლამის ვერა-
ვინ შენიშნა. ფარავდნენ ღმერთები, გაიფიქრა კეტლინმა და დუნედ
მიუბრუნდა თავის ვახშამს.
ურო, რომლის მოქნევასაც ბრიენი წინასწარმეტყველებდა, სამი
დღის მერე ეძგერათ და მის შესახებ მხოლოდ კიდევ ხუთი დღით
გვიან შეიტყვეს. კეტლინი მამას ეჯდა გვერდით, როდესაც ედმურის
შიკრიკი მოვიდა. კაცს აბჯარი დაბრეცოდა, ჩექმებზე მტვერი ედო,
იალმაგი კი გაგლეჯილი ჰქონდა, მაგრამ მისი სახის გამომეტყვე-
ლება, ქალის წინ რომ დაიჩოქა, კმაროდა, რათა კეტლინი მიმხვდა-
რიყო, კეთილი ამბავი მოიტანაო.
– გამარჯვება, მილედი, – მან კეტლინს ედმურის წერილი გაუწო-
და. ბეჭედი რომ გატეხა, ქალს ხელი უკანკალებდა.
ლორდი ტაივინი მდინარის გადმოლახვას თორმეტ სხვადასხვა

843
ფონთან შეეცადაო, წერდა ძმა, მაგრამ ყველა შემოტევა მოიგერი-
ეს. ლორდი ლეფორდი დაიხრჩო, კრეიკჰოლელი რაინდი, ტახად
წოდებული, ტყვედ ჩავარდა, სერ ადამ მარბრანდს ორჯერ დაახევი-
ნეს უკან..: მაგრამ ყველაზე სასტიკი ბრძოლა ქვის წისქვილთან გა-
ჩაღდა, სადაც შეტევას სერ გრეგორ კლეგეინი მიუძღოდა. იმდენი
მეომარი დაეხოცა, რომ მათმა დაცემულმა ცხენებმა ლამის მდინა-
რე შეაგუბა. ბოლოს და ბოლოს, მთაკაცმა და მისმა რამდენიმე სა-
უკეთესო მეომარმა ამოაღწიეს დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ ედმურ-
მა თავისი რეზერვი მათზე მიაგდო, ისინი გაიფანტნენ და გასის-
ხლიანებულები, დაჭრილები გაიქცნენ. თავად სერ გრეგორმაც ცხე-
ნი დაკარგა და ფეხდაფეხ ბარბაცით გადაიარა წითელი კბილი,
თორმეტამდე ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, მის გარშემო კი ისრე-
ბის და ქვების წვიმა წვიმდა. „ვერ გადმოვლენ, კეტ“, ნაჩქარევად
წერდა ედმური, „ლორდი ტაივინი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მი-
ემართება. ეს იქნებ ფანდი იყოს, იქნებ უკანდახევა – სულერთია.
ვერ გადმოვლენ“. სერ დესმონდ გრელი აღტაცებული იყო.
– ოჰ, ნეტავ კი იქ ვყოფილიყავი, – თქვა მოხუცმა რაინდმა, კეტ-
ლინმა წერილი რომ წაუკითხა, – სადაა ის შტერი რაიმუნდი? ღმერ-
თმანი, სასიმღერო ამბავია, და ისეთი სიმღერა გამოვა, ედმურიც კი
სიამოვნებით რომ მოუსმენს. წისქვილი, რომელმაც დაფქვა მთაკა-
ცი – ლამისაა, მე თვითონ გამომეთქვა სიტყვები, სიმღერის ნიჭი
რომ მქონოდა!
– სიმღერის გაგონებაც არ მინდა, სანამ ბრძოლები არ ჩათავე-
ბულა, – განუცხადა კეტლინმა, იქნებ ზედმეტადაც მკვახედ. თუმცა
სერ დესმონდს სიტყვის წარმოთქმა დაანება და იმაზეც დაჰყაბულ-
და, ქვის წისქვილის სადღეგრძელოდ რამდენიმე კასრი გაეხსნათ.
რივერანში დაძაბული, მწუხარე განწყობა იდგა და ცოტაოდენი სას-
მელი და იმედი ყველას არგებდა.
844
იმ ღამით სასახლე ზეიმის ხმებმა აავსო. „რივერანი!“ გაიძახოდ-
ნენ მდაბიორები, „ტალი, ტალი!“ ისინი შეშინებულები, იმედდაკარ-
გულები მოადგნენ ჭიშკარს და მისმა ძმამ ყველა შიგნით შემოუშვა,
მაშინ, როდესაც მრავალი ლორდი კარს ჩაურაზავდათ. მათი ხმები
მაღალ ფანჯრებში იღვრებოდა და მძიმე წითელი ხის კარებს ქვეში-
დან აღწევდა ოთახში. რაიმუნდი თავის ჩანგს ამღერებდა, მას წყვი-
ლი მედოლე და ლერწმისსტვირიანი ჭაბუკი ჰყვებოდნენ. კეტლინი
უსმენდა გოგონების კისკისს და იმ უმწიფარი ბიჭების გულმოცემულ
ქაქანს, მისმა ძმამ გარნიზონად რომ დაუტოვა. საამო ხმები იყო...
თუმცა კეტლინს გულზე არ ეკარებოდა. მათი სიხარულის გაზიარება
არ შეეძლო.
მამის მისაღებში რუკების მძიმე, ტყავისყდიანი წიგნი იპოვა და
მდინარეთზე გადაშალა. წითელი კბილის ბილიკი მოძებნა და სან-
თლის მოციმციმე შუქზე თვალი ჩააყოლა. სამხრეთ-აღმოსავლე-
თისკენ მიემართებაო, გაიფიქრა. ამ დროისთვის ალბათ შავწყალა
ჩქერის შუაწელებამდე მიაღწევდნენო, ივარაუდა. წიგნი ადრინ-
დელზე უფრო მეტადაც გულდამძიმებულმა დახურა. ღმერთები მათ
გამარჯვებას გამარჯვებაზე სძღვნიდნენ. ქვის წისქვილთან, ხარჯვა-
რედინზე, ბანაკების ბრძოლაში, მოჩურჩულე ტყეში... მაგრამ თუ ვი-
მარჯვებთ, ასე ძალიან რატომ მეშინია?

ბრანი

მთლად უჩუმარი წკრიალი გაისმა, ფოლადის ქვაზე გასმის ხმას


ჰგავდა. მან თათებზე დადებული თავი ასწია. მიაყურადა, ღამე დაყ-
ნოსა. მწუხრის წვიმამ ასობით მიძინებული სუნი გააღვიძა და ისევ
სიმსუყე, ძალა შესძინა. ბალახი და ნარი, მიწაზე დაჭყლეტილი მაყ-
ვალი, ტალახი, ჭიაყელები, ფოთლის ნეშო, ბუჩქებში გამძვრალი
845
ვირთხა... ძმის ქურქის ბანჯგვლიანი, შავი სუნი და მისი მოკლული
ციყვის სისხლის მოსპილენძო მჭახე სუნი ეცა. მის თავზემოთ ტო-
ტებზე სხვა ციყვები დარბოდნენ, სველი ბეწვის და შიშის სუნი ასდი-
ოდათ; მათი ციცქნა კლანჭები ხის ქერქზე ფხაჭუნებდა. ის ხმაც რა-
ღაც ამდაგვარად გაისმოდა.
და ისევ ჩაესმა წკრიალი და ფხაჭუნი. ხმამ ფეხზე წამოაყენა. ყუ-
რები დაეცქვიტა, კუდი ასწია. დაიყმუვლა, ხანგრძლივი, მაღალი,
მთრთოლვარე ხმით, მძინარეების გასაღვიძებლად ყმუოდა, მაგ-
რამ კაცთა ნაშენები კლდის გროვა ბნელი და უსიცოცხლო იყო. ყუ-
ჩი, სველი ღამეა, ასეთი ღამე ადამიანებს სოროებში შედენის. წვი-
მამ გადაიღო, მაგრამ ადამიანები ჯერაც ემალებოდნენ ნესტს, ცეც-
ხლთან იყუჟებოდნენ თავიანთ ქვით აგებულ გამოქვაბულებში.
ძმა ხეებს შორის გამოსხლტა, თითქმის ისევე უხმოდ მოძრაობ-
და, როგორც მისი მეორე ძმა, ბუნდოვნად რომ ახსოვდა დიდი ხნის
წინ გასული დროიდან, თეთრი და სისხლისფერთვალება. ამ ძმის
თვალები ჩრდილის ტბორებად მოჩანდა, მაგრამ ქეჩოზე ბეწვი აჯაგ-
ვროდა. მასაც გაეგონა ხმა და იცოდა, რომ იგი საფრთხეს მოასწა-
ვებდა.
ამჯერად წკრიალს და ფხაჭუნს გასრიალების ხმა და ქვაზე შიშვე-
ლი ფეხის რბილი, სწრაფი ტყაპუნი მოჰყვა. ქარმა კაცის სუსტი სუნი
მობერა – ამ სუნს არ იცნობდა. უცნობი. საფრთხე. სიკვდილი.
იგი ხმისკენ გაექანა, გვერდით ძმა მიჰყვებოდა. მათ წინ ქვის ბუ-
ნაგი აღიმართა, თავისი სქელი და სველი კედლებით. კბილები დაკ-
რიჭა, მაგრამ კაცის ხელით ნაკეთებ კლდეს ეს არად ჩაუგდია. წინ
ჭიშკარი გაილანდა, გისოსსა და წირთხლზე მჭიდროდ შემოხვეული
შავი რკინის გველით. რომ შეასკდა, კარი შეზანზარდა, გველი აჩხა-
რუნდა და დასრიალდა, მაგრამ გაუძლო. ცხაურებს შორის ხედავდა

846
ქვის გრძელ სოროს, რომელიც კედლებს შორის მიემართებოდა გა-
დაღმა ქვის მინდვრისკენ, მაგრამ გასვლა შეუძლებელი იყო. ცხაუ-
რებს შორის დრუნჩს თუ გაყოფდა, მეტს ვერა. მის ძმას ბევრჯერ ეცა-
და კბილებით ჭიშკრის შავი ძვლების გადაკვნეტა, მაგრამ ისინი არ
იმტვრეოდა. ქვეშ გათხრაც სცადეს, მაგრამ იქ მიწით და მრეში
ფოთლებით სანახევროდ დაფარული დიდი, ბრტყელი ქვები დახ-
ვდათ. ღრენით დასცა ბოლთა ჭიშკრის წინ, მერე კიდევ ერთხელ შე-
ასკდა. კარი ოდნავ შეინძრა და უკან გადმოსტყორცნა. დაკეტილია,
ჩაუჩურჩულა რაღაცამ. მიჯაჭვულია. ხმა, რომელიც არ გაუგონია,
შეგრძნება სუნის გარეშე. სხვა გასასვლელებიც ჩარაზული იყო. კა-
ცის ნაკეთებ კლდეში დატანებულ ყველა გასასვლელს სქელი, მტკი-
ცე ხე ფარავდა. გარეთ ვერ გახვიდოდი.
გახვალ, ისევ აჩურჩულდა რაღაც და მოეჩვენა, თითქოს შავი მი-
წიდან ცერად ამოჩრილი დიდი, წიწვებით დაფარული ხის ჩრდილს
ხედავდა, კაცის სიმაღლეზე ათჯერ უფრო მაღალს. მაგრამ, რომ მი-
მოიხედა, ვეღარ შენიშნა. საღვთო ტყის მეორე მხარე, გუშაგა, ჩქა-
რა, ჩქარა... ღამის წყვდიადიდან მოგუდული შეყვირება მოისმა და
მყის მიწყდა.
სწრაფად, სწრაფად შეტრიალდა და უკან, ხეებს შორის შეიჭრა,
თათების ქვეშ სველი ფოთლები უშრიალებდა, გვერდით ჩარბენი-
სას ტოტები სცემდნენ. ესმოდა, ძმა ფეხდაფეხ მისდევდა. გულის ხის
ქვეშ გასხლტნენ და ცივ ტბორს შემოურბინეს, მაყვლის ბუჩქები გა-
იშლიგინეს, ჩახლართულ მუხებს, იფნებსა და კუნელების ბუჩქნარს
გააღწიეს და ტყის იქითა მხარეს გაძვრნენ... და აჰა, აქ იდგა ის
ჩრდილი, დაუნახავად რომ წარმოუდგა თვალწინ – სახურავებისკენ
გაშვერილი, დახრილი ხე. გუშაგა, გაუელვა ფიქრმა.
მაშინ გაახსენდა, როგორი იყო ზედ ცოცვა. ყველგან გამოჩრი-

847
ლი წიწვები შიშველ სახეს უკაწრავდა და კისერში ეყრებოდა, ხელე-
ბი ფისით ეწებებოდა, ფიჭვის მჭახე სუნი დგებოდა. ბიჭისთვის იოლი
ასაცოცებელი ხე იყო, წახრილი, მრუდე, ტოტები ისე ახლო-ახლო
ეზრდებოდა, მისადგმელი კიბე გეგონებოდა, და ზედ სახურავამდე
იყო გადებული.
მან ღრენით მოყნოსა ხის ძირი, ფეხი ასწია და შარდით მონიშნა.
სახეზე დაბალი ტოტი მოედო, პირი სტაცა და მანამ ატრიალა და ქა-
ჩა, სანამ ტკაცუნით არ მოტეხა. პირი წიწვებით და წვენის მწარე გე-
მოთი აევსო. თავი გაიქნია და დაიღრინა. ძმა დაცუცქდა და ხმამაღ-
ლა, გაბმით დაიყმუვლა, მისი სიმღერა მწუხარებას გაეშავებინა. ასე
ვერ გავიდოდნენ. ციყვები ხომ არ იყვნენ, ან ადამიანის ლეკვები,
ვერ შეაცოცდებოდნენ ხის ზროებს, ვერ მოეჭიდებოდნენ რბილი
ვარდისფერი თათებით და მოუქნელი ტერფებით. მათ სირბილი შე-
ეძლოთ, ნადირობა, წანწალი. ღამის სივრცის იქით, მათ ახლო შე-
მომდგარი ქვის მიღმა ძაღლებმა გაიღვიძეს და აყეფდნენ. ჯერ ერ-
თი, მერე – მეორე, მერე – ყველა, დიდი გნიასი ატეხეს. მათაც იგ-
რძნეს ის სუნი: მტრისა და შიშის.
შიმშილივით ცხელმა, სასოწარკვეთილმა მძვინვარებამ აავსო
ნახტომით მოშორდა კედელს, ხეების ქვეშ შეიჭრა, ტოტების და
ფოთლების ჩრდილი ლაქებად ედებოდა რუხ ბეწვზე... და უცებ შებ-
რუნდა, უკან გაკურცხლა. ფეხებით სველ ფოთლებსა და წიწვებს ის-
როდა ჰაერში და წამით მონადირედ იქცა, მის წინ ქორბუდა ხარი-
რემი გარბოდა და მისი დანახვაც შეეძლო, ყნოსვაც, თავდავიწყებუ-
ლი დევნით მისდია. შიშის სუნი გულს უჩქროლებდა და ლაშებიდან
დორბლი სდიოდა, ნახტომით მიაღწია წაქცეულ ხეს და მის ზროზე
შეიგდო თავი, კლანჭებით ფხოჭნიდა ქერქს საყრდენის ძებნაში. ზე-
მოთ ახტა, ისევ ზემოთ, ორი ნახტომი, სამი, არ შენელებულა, სანამ

848
დაბლითა ტოტებს შორის არ მოექცა. ტოტები ფეხებში ებლანდებო-
და და თვალებში სცემდა; მომწვანო-რუხი წიწვები გაიფანტა, ტკაცუ-
ნით რომ გაარღვია მათ შორის სივრცე. ახლა უნდა შენელებულიყო.
რაღაც წამოედო ფეხზე და ღრენით მოქაჩა, გამოითავისუფლა. ფეხ-
ქვეშ ზრო დავიწროვდა, დაქანება უფრო ციცაბო გახდა, ლამის გას-
წორდა, თან სველიც იყო. ხის ქერქი კანივით იფხრიწებოდა, კლან-
ჭის მოდებას რომ ცდილობდა. მესამედი აიარა, ნახევარი, მეტი, სა-
ხურავს ლამის მისწვდენოდა... და მაშინ ფეხი დააბიჯა და იგრძნო,
როგორ დაუცურდა სველი ხის მრუდ ზედაპირზე, და უცებ დაცურდა,
წაბორძიკდა. შიშის და მძვინვარების ყმუილი აღმოხდა, ეცემოდა,
ეცემოდა და იკლაკნებოდა, მიწა კი მის დასალეწად მაღლა მოქრო-
და...
და ბრანი ისევ ლოგინში აღმოჩნდა, თავის განმარტოებულ კოშ-
კურა ოთახში, საბნებში იყო გაბლანდული, სულს ძლივს ითქვამდა.
– ზაფხული! – დაიყვირა ხმამაღლა, – ზაფხული!
ეჩვენებოდა, რომ მხარი სტკიოდა, თითქოსდა ზედ დაცემული-
ყო, მაგრამ იცოდა, ეს ტკივილი მხოლოდ მკრთალი აჩრდილი იყო
იმისა, რასაც მგელი გრძნობდა. ჟოჟენმა მართალი უთხრა. მე მხეც-
კაცა ვარ. გარედან სუსტად მოისმოდა ძაღლების ყეფა. ზღვა მოად-
გათ. იგი გალავანზე გადმოედინება, ზუსტად ისე, როგორც ჟოჟენმა
ნახა. ბრანმა თავზემოთ სახელურს ჩასჭიდა ხელი და წამოიწია, თან
მშველელს უხმობდა. არავინ მოსულა და წამის მერე კიდევაც გაახ-
სენდა, რომ არც არავინ მოვიდოდა. მის კართან მდგარი დაცვა მოხ-
სნეს. სერ როდრიკს დასჭირდა მებრძოლი ასაკის ყოველი კაცი, ვის
მოპოვებასაც კი შეძლებდა; ასე რომ, ვინტერფელი ლამის გარნი-
ზონის გარეშე იყო დარჩენილი.
დანარჩენები რვა დღის წინ წავიდნენ: ექვსასი კაცი, ვინტერფე-

849
ლიდან და მახლობელი სიმაგრეებიდან. კლეი კერვინი სამასი მეომ-
რით გზად შეუერთდებოდა, მაისტერმა ლუვინმა კი მათ წინ ყორნები
გაგზავნა რეკრუტების მოსაწოდებლად თეთრი ნავსადგურიდან,
ყორღანეთიდან და მგლისტყის სიღრმეში ჩაკარგული დასახლებე-
ბიდანაც კი. ტორენის მტკიცს დაგმერ ყბაგახეთქილად წოდებული
ვიღაც საზარელი მეომარი უტევდა თავისი ლაშქრით. ბებერმა ნენმა
თქვა, რომ მისი მოკვლა შეუძლებელი იყო; რომ ადრე მტერმა თავი
ორად გადაუჩეხა ტაბარით, მაგრამ დაგმერი ისეთი შეუპოვარი იყო,
რომ მან ორი ნახევარი ერთმანეთზე მიიტყუპა და ასე ეჭირა, სანამ
არ შეუხორცდა. იქნებ დაგმერმა გაიმარჯვა? ტორენის მტკიცი ვინ-
ტერფელიდან მრავალი დღის სავალზე იყო, მაგრამ მაინც... ბრანმა
საწოლიდან გადმოითრია თავი, სახელურიდან სახელურზე ინაც-
ვლებდა, სანამ ფანჯრამდე არ მიაღწია. თითები ოდნავ უცახცახებ-
და, დარაბები რომ გამოხსნა. ეზო ცარიელი იყო, ყველა ფანჯარა,
რომელსაც კი ხედავდა, შავად მოჩანდა. ვინტერფელს ეძინა.
– ჰოდორ! – რაც შეეძლო, ხმამაღლა ჩასძახა დაბლა. ჰოდორს
ახლა თავლების თავზე ეძინებოდა, მაგრამ, თუ ხმამაღლა იყვირებ-
და, იქნებ გაეგონა. ან ვინმე სხვას გაეგონა, – ჰოდორ, მოდი ჩქარა!
ოშა! მირა, ჟოჟენ, ვინმე მოდით! – ბრანმა ხელისგულები პირის
გარშემო მოიმრგვალა – ჰოოოდოოორ!!
მაგრამ როდესაც მის უკან ჯახანით გაიღო კარი, ოთახში შემო-
სული კაცი ბრანის ნაცნობი არ აღმოჩნდა. ტყავის ჟილეტზე ერთმა-
ნეთზე გადადებული რკინის წრეები ეკერა, ცალ ხელში ხანჯალი ეჭი-
რა, ზურგზე კი ტაბარი ჰქონდა მიკრული. – რა გინდა? – შეუტია შე-
შინებულმა ბრანმა, – ეს ჩემი ოთახია. გადი აქედან! საძინებელში
შემოსულ კაცს თეონ გრეიჯოი მოჰყვა.
– აქ შენთვის რამის დასაშავებლად არ მოვსულვართ, ბრან.
– თეონ? – ბრანს შვების განცდამ თავბრუც კი დაახვია, – რობმა
850
გამოგგზავნა? ისიც აქაა?
– რობი შორსაა. ის ვერ დაგეხმარება.
– დამეხმარება? – ბრანს ვერაფერი გაეგო, – ნუ მაშინებ, თეონ.
– მე ახლა პრინცი თეონი ვარ. ჩვენ ორივენი პრინცები ვართ, ბრან.
ვინ იფიქრებდა? მაგრამ მე შენი ციხესიმაგრე ავიღე, ჩემო პრინცო.
– ვინტერფელი? – ბრანმა თავი გაიქნია, – არა, როგორ.
– დაგვტოვე, ვერლაგ, – ხანჯლიანი კაცი გავიდა. თეონი საწოლ-
ზე ჩამოჯდა, – კაუჭებით და თოკებით ოთხი კაცი გადმოვაცოცე გა-
ლავანზე, უკანა კარი გაგვიღეს დანარჩენებს. ჩემი მებრძოლები
შენს ხალხს უსწორდებიან – აი, ახლაც კი, ამჟამად. დამიჯერე, ვინ-
ტერფელი ჩემია.
ბრანს ვერ გაეგო.
– მაგრამ შენ ხომ მამაჩემის აღსაზრდელი ხარ.
– ახლა შენ და შენი ძმა ხართ ჩემი აღსაზრდელები. როგორც კი
ბრძოლა დასრულდება, ჩემი მებრძოლები შენს დარჩენილ ხალხს
სეფედარბაზში შეკრებენ. იმათ მე და შენ უნდა დაველაპარაკოთ.
შენ მათ ეტყვი, რომ ვინტერფელი მე ჩამაბარე, და უბრძანებ, ისევე
ემსახურონ და მორჩილებდნენ ახალ ბატონს, როგორც ძველს
ემორჩილებოდნენ. – არ ვეტყვი, – თქვა ბრანმა, – ჩვენ შეგებრძო-
ლებით და გაგყრით. მე არასოდეს დაგნებებივარ, ვერ იტყვი, თით-
ქოს ეგ მექნას.
– ეს თამაში არაა, ბრან, ასე რომ, ბავშვად ნუ მაჩვენებ თავს, ამას
არ მოვითმენ. ციხესიმაგრე მე მეკუთვნის, მაგრამ ეს ხალხი ჯერაც
შენია. პრინცს თუ უნდა, მათ საფრთხე აარიდოს, ისე იზამს, რო-
გორც ვეუბნები, – იგი წამოდგა და კარისკენ გაემართა, – ვინმე მო-
ვა, რომ ჩაგაცვას და სეფედარბაზში მოგიყვანოს. კარგად დაფიქ-
რდი, რა გინდა იქ თქვა.
ლოდინმა ბრანს თავი კიდევ უფრო უმწეოდ აგრძნობინა. იგი
851
ფანჯრის რაფაზე იჯდა, ჩაბნელებულ კოშკებს და შავ გალავანს აც-
ქერდებოდა. ერთხელ მოეჩვენა, რომ მცველების დარბაზის უკნი-
დან ყვირილი და ხმლების ჩხარუნის მსგავსი ხმა შემოესმა, მაგრამ
ზაფხულისნაირი ყურები არ ჰქონდა, კარგად რომ ესმინა, არც მი-
სებრი ყნოსვა გააჩნდა. როცა მღვიძავს, ხეიბარი ვარ, მაგრამ, როცა
ვიძინებ, როდესაც ზაფხული ვხდები, შემიძლია, ვირბინო, ვიბრძო-
ლო, მესმოდეს და ვყნოსავდე. მოელოდა, რომ მასთან ჰოდორი მო-
ვიდოდა, ან იქნებ რომელიმე მოახლეთაგანი, მაგრამ როდესაც კა-
რი კვლავ გაიღო, მაისტერი ლუვინი შემოვიდა ანთებული სანთლით
ხელში.
– ბრან, – წარმოთქვა მან, – შენ... იცი, რაც მოხდა? გითხრეს? –
მარცხენა თვალის ზემოთ კანი გახეთქილი ჰქონდა და სახეზე სის-
ხლი ჩამოსდიოდა. – თეონი იყო. მითხრა, ვინტერფელი ახლა ჩე-
მიაო.
მაისტერმა სანთელი დადო და ლოყიდან სისხლი მოიწმინდა.
– არხი გადმოცურეს, გალავანზე კაუჭით და თოკებით გადმო-
ცოცდნენ. სველები, გაწუწულები გადმოვიდნენ, ხელში იარაღით. –
კართან მიდგმულ სკამზე ჩამოჯდა, სახეზე ახალი სისხლი ჩამოედი-
ნა, – ჭიშკართან ალბელი იყო, მოულოდნელად მიუხტნენ კოშკურა-
ში და მოკლეს. ჩალისთავაც დაჭრილია. სანამ შემოიჭრებოდნენ,
ორი ყორნის გაგზავნა მოვასწარი. თეთრი ნავსადგურისკენ გაგზავ-
ნილი ფრინველი წავიდა, მაგრამ მეორეს ისრით მისწვდნენ, – მაის-
ტერი ლუვინი იატაკზე დაფენილ ისლს დააჩერდა, – სერ როდრიკმა
ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლი წაიყოლა, მაგრამ ბრალი ჩემიც
ისევეა, როგორც მისი. მე ვერ განვჭვრიტე ეს საშიშროება, მე ვერ...
ჟოჟენმა განჭვრიტა, გაიფიქრა ბრანმა.
– ჩაცმა მიშველე, ჯობია.
– ჰო, რა თქმა უნდა, – ბრანის საწოლის ფეხებში მდგარ მძიმე,
852
რკინით შეჭედილ სკივრში მაისტერმა საცვლები, ბრიჯი და ტუნიკა
მოიძია, – შენ ვინტერფელის ბატონი სტარკი და რობის მემკვიდრე
ხარ. პრინცს უნდა ჰგავდე, – მათ ერთად გამოაწყვეს ბრანი, რო-
გორც ლორდს ეკადრებოდა.
– თეონს უნდა, რომ ციხესიმაგრე ჩავაბარო, უთხრა ბრანმა მა-
ისტერს, რომელიც მოსასხამს მისი საყვარელი, ვერცხლის და გიშ-
რისგან დამზადებული მგლისთავა ბალთით უკრავდა.
– ეგ სირცხვილი არაა. ლორდმა თავისი ქვეშევრდომები უნდა
დაიცვას. ავი ადგილები ავ ადამიანებს აღზრდიან, ბრან; გახსოვდეს
ეს, რკინელებთან რომ გექნება საქმე. შენმა ლორდმა-მამამ ყველა-
ფერი გააკეთა თეონის მოსარბილებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს
არასაკმარისი და გვიანი აღმოჩნდა.
მათ წასაყვანად მოსული რკინისკუნძულელი ჯმუხი, სქელკისერა
კაცი იყო, ნახშირივით შავი წვერი შუა მკერდამდე სცემდა. ბიჭს იო-
ლად ზიდავდა, თუმცა დაკისრებული მოვალეობით გაბედნიერებუ-
ლი არ ჩანდა. რიკონის საძინებელი ნახევარი სართულით დაბლა
იყო. ოთხი წლის ბავშვი გაეღვიძებინათ და ახლა ჭინჭყლობდა.
– დედა მინდა, – თქვა მან, – მინდა, აქ იყოს. და ბურძგლაძაღლი
კიდევ. – დედა შორსაა, ჩემო პრინცო, – მაისტერმა ლუვინმა საღა-
მური გადააძრო, – მაგრამ მე აქ ვარ, და ბრანიც, – რიკონს ხელი
ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა. ქვემოთ მირას და ჟოჟენს შეხ-
ვდნენ, ისინი ოთახიდან გამოჰყავდა კაცს, რომელსაც თავისზე სამი
ფუტით უფრო მაღალი შუბი ეკავა. ჟოჟენმა ბრანს შეხედა, თვალები
მწუხარებით სავსე მწვანე ტბორებს უგავდა. სხვა რკინელებმა ფრეი-
ები მორეკეს. – შენმა ძმამ სამეფო წააგო, – უთხრა ბრანს პატარა
ვოლდერმა, – ახლა პრინცი კი არ ხარ, მძევალი ხარ.
– თქვენც, – უთხრა ჟოჟენმა, – მეც. და ჩვენ ყველანი.
– შენ არავინ გელაპარაკება, ბაყაყიჭამია.
853
ერთი რკინელი წინ გაუძღვათ ანთებული ჩირაღდნით, მაგრამ
ისევ გაწვიმდა და ცეცხლი მალევე ჩაუქროთ. ეზოს რომ ჭრიდნენ,
საღვთო ტყიდან მგელსაზარების ყმუილი მოესმათ. იმედია, ზაფხუ-
ლი არ დაშავებულა, ხიდან რომ ჩამოვარდა. თეონ გრეიჯოი სტარ-
კების საკარცხულში იჯდა. მოსასხამი მოეხსნა. თხელი ჯაჭვის პე-
რანგის ზემოდან მოცმულ შავ იალმაგზე თავისი გვარის ნიშანი, ოქ-
როს კრაკენი, ჰქონდა ამოქარგული. ხელები ქვის ფართო სახელუ-
რების ბოლოში გამოკვეთილ მგლის თავებზე ესვენა.
– რობის სკამზე თეონი ზის, – თქვა რიკონმა.
– ჩუ, რიკონ, – ბრანი გრძნობდა მათ გარშემო დაბუდებულ საფ-
რთხეს, მაგრამ მისი ძმა მეტად პატარა იყო. რამდენიმე ჩირაღდანი
ენთო, დიდ ბუხარში ცეცხლი ციმციმებდა, მაგრამ დარბაზის დიდი
ნაწილი ჩაბნელებული რჩებოდა. მერხები კედლებთან მიედგათ და
დასაჯდომი არ იყო, ამიტომ ციხესიმაგრის ბინადრები მომცრო ჯგუ-
ფებად შეკრებილები იდგნენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ბებე-
რი ნენი დაინახა, უკბილო პირს აფჩენდა და მუწავდა. ჩალისთავა
ორ სხვა მცველს ეჭირა, შიშველ მკერდზე სისხლიანი დოლბანდი
ეხვია. ჩოფურა ტიმი უნუგეშოდ მოთქვამდა, ბეთ კასელი შიშით ტი-
როდა.
– ესენი ვინღა გვყავს? – იკითხა თეონმა რიდებსა და ფრეიებზე.
– ესენი ლედი ფრეის აღსაზრდელები არიან, ორივეს ვოლდერ
ფრეი ჰქვია, – მიუგო მაისტერმა ლუვინმა, – ეს კი ჟოჟენ რიდი და
მისი და მირა არიან, რუხწყალას გუშაგის ბატონის, ჰოულანდ რი-
დის ძე და ასული; ისინი ვინტერფელთან ერთგულების ფიცის გასა-
ახლებლად მოვიდნენ.
– მავანი იტყოდა, ცუდი დრო შეურჩევიათო, – თქვა თეონმა, –
მაგრამ მე – არა. აქ ხართ და აქვე დარჩებით, – იგი საკარცხულიდან
ადგა, – მოიყვა აქ პრინცი, ლორენ, – შავწვერა კაცმა ბრანი ქვაზე
854
ქერის ტომარასავით დააბერტყა. ხალხი ჯერ კიდევ შემოჰყავდათ
სეფედარბაზში, ყვირილით და შუბის ტარებით მოერეკებოდნენ. გე-
იგი და ოშა სამზარეულოდან ამოვიდნენ, ფქვილით იყვნენ მოსვრი-
ლები, როგორც ჩანს, დილისთვის პურს აცხობდნენ. შემოათრიეს
მიკენი, იგი გამწარებული იგინებოდა. კოჭლობით შემოვიდა ფარ-
ლენი, თან ლამობდა, პალას შეშველებოდა. გოგონას კაბა ორად
ჰქონდა გაფხრეწილი; მომუჭული თითებით იკავებდა ქსოვილს და
ისე მოდიოდა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ტანჯვა იყო მისთვის. სეპტო-
ნი ჩეილი წინ გაიჭრა, ხელი რომ შეეშველებინა, მაგრამ ერთმა რკი-
ნელმა იგი იატაკზე დააგდო.
კარში ყველაზე ბოლოს ტუსაღი მყრალა შემოვიდა, წინ მსუყე,
ცხარე სიმყრალე უძღოდა. ბრანს მისი სუნისგან ლამის შიგნეულო-
ბა ამოუტრიალდა. – ეს კოშკის საკანში გამომწყვდეული ვნახეთ, –
განაცხადა მისმა მხლებელმა, უწვერულმა, ჟღალთმიანმა ჭაბუკმა,
რომელსაც სველი ტანსაცმელი ეცვა: უეჭველია, ერთი მათგანი იყო,
ვინც არხი გადმოცურა, – ამბობს, მყრალას მეძახიანო. – ნეტა რა-
ტომ, – გაიღიმა თეონმა, – სულ ასე ცუდი სუნი გდის თუ ახლახან
ღორთან გაათავე?
– რაც დამიჭირეს, არც გამითავებია, მლორდ. ისე ჰეკი მქვია.
დრედფორტელი ბუშის სამსახურში ვიყავი, სანამ სტარკებმა ზურ-
გში ისარი არ დაარჭვეს, ქორწილის საჩუქრად.
თეონს ეს სახალისო ეჩვენა.
– ვინ მოიყვანა?
– ჰორნვუდის ქვრივი, მლორდ.
– ის დედაბერი? ბრმა იყო თუ? იმ ქალს ცარიელი ტიკებივით ძუ-
ძუები ჰქონდა, გამხმარი და ჩამომჭკნარი.
– ძუძუების გამო არ მოუყვანია, მლორდ.

855
რკინელებმა დარბაზის ბოლოში მაღალი კარი მიხურეს. საკარ-
ცხულში მჯდარი ბრანი ოციოდე მეომარს ხედავდა. ზოგი ალბათ
ჭიშკართან და საიარაღოსთან დააყენეს. და მაინც, ოცდაათზე მეტი
არ იქნებოდნენ.
თეონმა ხელების აწევით სიჩუმე მოითხოვა.
– თქვენ ყველა მიცნობთ...
– კი, ვიცით, რა ცხელ-ცხელი ნეხვის ტომარაც ხარ! – იყვირა მი-
კენმა, მაგრამ მელოტმა მეომარმა შუბის ბოლო მუცელში მისცხო,
მერე კი სახეზე ტარი გადაუჭირა. მჭედელი მუხლებზე დაეცა და კბი-
ლი გადმოაფურთხა.
– მიკენ, გაჩუმდი, – ბრანი შეეცადა, მკაცრად და მედიდურად
ელაპარაკა, როგორც რობი ლაპარაკობდა ბრძანების გაცემისას,
მაგრამ ხმამ უღალატა და დაკივლება გამოუვიდა.
– უსმინე პატარა ლორდისწულს, მიკენ – უთხრა თეონმა, – იგი
შენზე უფრო გონიერია.
კარგი ლორდი იცავს თავის ხალხს, შეახსენა ბრანმა თავისთავს.
– მე ვინტერფელი თეონს ჩავაბარე.
– ხმამაღლა, ბრან. და პრინცი მიწოდე.
ბრანმა ხმა აიმაღლა.
– მე ვინტერფელი პრინც თეონს გადავეცი. ყველამ ის უნდა აკე-
თოთ, რასაც იგი გიბრძანებთ.
– წყეული ვიყო, ეგ თუ ვქნა! – დაიღრიალა მიკენმა.
თეონმა მისი აფეთქება არად ჩააგდო.
– მამაჩემმა მლაშისა და კლდის უძველესი გვირგვინი დაიდგა
და თავი რკინის კუნძულების მეფედ გამოაცხადა. იგი უფლებას აც-
ხადებს ჩრდილოეთზეც, როგორც დაპყრობილზე. თქვენ ყველანი
მისი ქვეშევრდომები ხართ.

856
– ეგ მეტრაკე, – მიკენმა პირიდან სისხლი მოიწმინდა, – მე სტარ-
კებს ვემსახურები და არა ვიღაც მოღალატე რვაფეხ... ააჰ! – შუბის
ტარის ძგერებამ იგი სახით დაამხო ქვის იატაკზე.
– მჭედლებს ძლიერი მკლავები და სუსტი თავები აქვთ, – შენიშ-
ნა თეონმა, – მაგრამ თუ დანარჩენები ისევე ერთგულად მემსახურე-
ბით, როგორც სტარკებს მსახურობდით, ნახავთ, რომ ისე გულუხვი
ლორდი ვიქნები თქვენთვის, როგორსაც ინატრებდით. მიკენი ხე-
ლებზე და მუხლებზე წამოიმართა და სისხლი გადმოაფურთხა. არ
ქნა, მიკენ, ინატრა ბრანმა, მაგრამ მჭედელმა იყვირა:
– თუ გგონია, ჩრდილოეთს ამ უბადრუკი ბანდით შეინარჩუნებ,
მაშ... – მელოტმა კაცმა შუბის წვერი მიკენს კისერში ჩაარჭო. ფო-
ლადმა ხორცში გაიარა და ყელიდან გამოვიდა სისხლის ჩქერთან
ერთად. რომელიღაც ქალმა დაიკივლა, მირამ კი რიკონს მოხვია
მკლავები. სისხლში დაიხრჩობა, გაიფიქრა გაშეშებულმა ბრანმა.
თავისსავე სისხლში.
– ვის უნდა კიდევ რამის თქმა? – იკითხა თეონ გრეიჯოიმ.
– ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ! – დაიყვირა თვალებგაფარ-
თოებულმა ჰოდორმა. – ქენით ვინმემ სიკეთე, გააჩუმეთ ეგ ჭკუ-
ასუსტი.
ორი რკინელი კაცი ჰოდორს შუბის ტარებით მისდგა. მეჯინიბე
ბიჭი იატაკზე დაეცა, ცდილობდა, ხელებით დაეფარა თავი.
– მე თქვენთვის ისეთივე კეთილი ლორდი ვიქნები, როგორიც
ედარდ სტარკი ყოფილა, – თეონმა ხმა აიმაღლა, ხორცზე ხის ბრა-
გუნი რომ გადაეფარა, – თუ მიღალატებთ, ინანებთ. და ნუ გგონიათ,
აქ ვისაც ხედავთ, მხოლოდ ის მეომრები იყოს ჩემი ძალა. მალე ტო-
რენის მტკიცი და უღრანის ციხეც ჩვენი იქნება, ბიძაჩემი კი მლაშე
შუბის აღმა მიცურავს, მოათ კაილინი რომ აიღოს. თუ რობ სტარკი

857
ლანისტერებს დაამარცხებს, შეუძლია, ამიერიდან სამკბილას მე-
ფედ დაჯდეს, მაგრამ ჩრდილოეთი აწი გრეიჯოიების გვარს უჭირავს.
– სტარკის ლორდები შეგებრძოლებიან! – წამოიყვირა მყრალა
კაცმა, – თუგინდ ის გასივებული ღორი თეთრი ნავსადგურიდან, და.
ისინიც, ამბერები და კარსტარკები. მეომრები დაგჭირდება. გამათა-
ვისუფლე და შენი ვიქნები.
თეონი წუთით დაფიქრდა მის სიტყვებზე.
– ჭკუა უკეთესი გქონია, ვიდრე სუნი, მაგრამ მაგ სიმყრალეს ვერ
გავუძლებ. – დავიბანდი, რაღა, – თქვა მყრალამ, – თავისუფალი
რომ ვიყო. – იშვიათად გონიერი კაცია, – გაიღიმა თეონმა, – მოიდ-
რიკე მუხლი. ერთმა რკინელმა მყრალას ხმალი გადასცა, მან იარა-
ღი თეონის ფერხთით დადო და გრეიჯოიების გვარს და მეფე ბეი-
ლონს მორჩილება შეჰფიცა. ბრანს ცქერის ძალაც არ ჰქონდა. მწვა-
ნე სიზმარი ცხადდებოდა.
– მლორდ გრეიჯოი! – ოშამ მიკენის ცხედარს გვერდი აუარა, –
აქ მეც ტყვედ მომიყვანეს. შენ აქ იყავი იმ დღეს, რომ დამატყვევეს.
მეგონა, მეგობარი იყავი, გაიფიქრა გულნატკენმა ბრანმა.
– მე მეომრები მჭირდება, – განაცხადა თეონმა; – სამზადის გო-
გოები კი არა. – სამზარეულოში რობ სტარკმა დამაყენა. ნახევარ
წელზე მეტია, ქვაბების რეცხვის, ტაფების ხეხვის და ამისთვის საწო-
ლის გათბობის მეტი არაფერი გამიკეთებია, – მან გეიგს გადახედა,
– ყელამდე ვარ ამით სავსე. ისევ მომეცით შუბი. – აგერ მაქვს საშე-
ნო შუბი, ღრეჭით უთხრა მელოტმა, მიკენი რომ მოკლა, და ხელი
ხვანჯარზე წაივლო.
ოშამ თავისი გამხდარი მუხლი ფეხებშორის ამოსცხო.
– ეგ რბილი და ვარდისფერი შენთვის შეინახე, – შუბი წაგლიჯა
და მისი ბოლო ისე მისცხო, რომ წააქცია, – მე ხე და რკინა მირჩევ-
ნია.
858
მელოტი იატაკზე კლაკვნას მოჰყვა, დანარჩენმა მომხვდურებმა
ხარხარი ატეხეს. თეონიც სხვებთან ერთად იცინოდა.
– გამოდგები, – უთხრა ქალს, – გქონდეს ეგ შუბი, სტიგი სხვასაც
იშოვის. ახლა კი მუხლი მოიდრიკე და შემომფიცე.
სამსახურის აღსათქმელად წინ აღარავინ წამომდგარა და ყვე-
ლანი გაუშვეს, თან გააფრთხილეს, თავიანთი საქმე ეკეთებინათ და
არაფერი დაეშავებინათ. ბრანის საძინებელში წაყვანა ჰოდორს და-
ავალეს. ბიჭს სახე ცემისგან სულ მოჰქცეოდა, ცხვირი გასივებული
ჰქონდა და ცალ თვალს ვერ ახელდა.
– ჰოდორ, – დაისლუკუნა დახეთქილი ტუჩებით, ბრანი ვეება,
ძლიერ მკლავებში და გასისხლულ ხელებში აიტატა და ისევ გარეთ,
წვიმაში გაიყვანა.

არია

– მოჩვენებები არსებობენ, ვიცი, რომ არსებობენ, – ღვეზელა


პურს ზელდა, მკლავები იდაყვებამდე ფქვილში ჰქონდა ამოვლებუ-
ლი, – პიამ წუხელ რაღაც ნახა საკუჭნაოში.
არიამ აგდებით ჩაიფრუტუნა. პია ყოველთვის ნახულობდა სა-
კუჭნაოში რაღაცებს. როგორც წესი, კაცებს.
– შეიძლება, ღვეზელი ავიღო? – ჰკითხა ბიჭს, – მთელი სინი გა-
მოგიცხვია. – მთელი სინი მჭირდება. სერ ამორი გიჟდება მაგეებზე.
არიას სერ ამორი სძულდა.
– მოდი, დავაფურთხოთ.
ღვეზელამ შეშფოთებულმა მიიხედ-მოიხედა. სამზარეულო
ჩრდილებით და ექოებით იყო სავსე, მაგრამ ყველა სხვა მზარეულს
და შეგირდს უკვე ეძინა ქურების ზემოთ გამართულ ვრცელ ფიცარ-
ნაგებზე.
859
– გაგვიგებს.
– ვერაფერსაც ვერ გაიგებს, – უთხრა არიამ, – ფურთხს გემო არ
აქვს. – თუ გაიგებს, მე გამშოლტავენ, – ღვეზელამ ზელვა შეწყვიტა,
– შენ აქ არც კი უნდა იყო. შუაღამეა.
მართლაც ასე იყო, მაგრამ არიას ეს არ ენაღვლებოდა. შუა ღა-
მეშიც კი სამზარეულოები არასოდეს ცხრებოდა. ვიღაც მაინც ყო-
ველთვის ზელდა ცომს დილის პურისთვის, ქვაბს ურევდა გრძელტა-
რა ხის კოვზით ან ღორს კლავდა სერ ამორის დილის მწვადების-
თვის. ამაღამ ღვეზელა შრომობდა.
– წითელთვალამ თუ გაიღვიძა და ნახა, რომ არ ხარ... – უთხრა
ღვეზელამ. – წითელთვალა არასოდეს იღვიძებს, – მას სინამდვი-
ლეში მებლი ერქვა, მაგრამ ყველა წითელთვალას ეძახდა მუდამ
გაღიზიანებული თვალების გამო, – რომ გაითიშება, მერე არც ერ-
თხელ არ გაუღვიძია, – მებლი ყოველ დილას ელით იწყებდა. ყო-
ველ საღამოს ვახშმის შემდეგ მთვრალ ძილს მიეცემოდა, ნიკაპზე
ღვინით შეფერილი ნერწყვი ჩამოსდიოდა. არია მოიცდიდა ხოლმე,
სანამ მის ხვრინვას გაიგონებდა, მერე კი ფეხშიშველა აუყვებოდა
კიბეს მსახურების საძინებლიდან, სრულიად უხმოდ მიაბიჯებდა –
აკი თაგვი იყო! არც სანთელი, არც კვარი არ მიჰქონდა. სირიომ ერ-
თხელ უთხრა, სიბნელე შეიძლება შენი მეგობარი იყოსო, და მართა-
ლიც იყო. გზის გასაკვლევად მთვარე და ვარსკვლავებიც ჰყოფნი-
და.
– ნაძლევს ჩამოვალ, შეგვიძლია, გავიპაროთ, და წითელთვალა
ვერც კი შეამჩნევს, რომ წასული ვარ, – უთხრა ღვეზელას.
– არ მინდა გაპარვა. იმ ტყეებში ყოფნას აქ ჯობია. რად მინდა,
მატლები ვჭამო. მოდი, ამ ფიცარზე ცოტა ფქვილი დამიყარე.
არიამ თავი გადახარა.
– რა იყო?
860
– რა? მე ვერ...
– ყურებით უსმინე, პირით კი არა. საომარი ბუკი იყო. ორჯერ და-
ჭექა, ვერ გაიგონე? მერე კი – ცხაურის ჯაჭვის ხმა; ვიღაც გადის ან
შემოდის ციხეში. არ გინდა, წავიდეთ და ვნახოთ? – ჰარენჰალის კა-
რიბჭე არ გაღებულიყო იმ დილის მერე, რაც ლორდი ტაივინი წავი-
და თავისი ლაშქრით.
– დილისთვის პურს ვაცხობ, – დაიჩივლა ღვეზელამ, – თანაც,
ხომ გითხარი, სიბნელე არ მიყვარს-მეთქი.
– მე წავედი. მერე მოგიყვები. შეიძლება, ღვეზელი ავიღო?
– არა.
ერთი მაინც აწაპნა და გზადაგზა შეჭამა. დანაყილი ნიგვზით, ხი-
ლით და ყველით იყო დატენილი, ფენოვანი ქერქი ჰქონდა და ჯერაც
ცხელ-ცხელი იყო. სერ ამორის ღვეზლის შეჭმამ არიას გული მისცა.
ფეხშიშველი, ფეხშეუმცდარი, ფეხმსუბუქი, ღიღინებდა თავისთვის.
მე ჰარენჰალის მოჩვენება ვარ.
ბუკის ხმამ ციხესიმაგრე ძილისგან გამოაფხიზლა; ეზოში კაცები
გამოდიოდნენ, რათა გაეგოთ, რა ალიაქოთი იყო ამტყდარი. არიაც
სხვებს შეერია. კარიბჭის ცხაურის ქვეშ გრუხუნით შემოდიოდა ხა-
რებშებმული ურმების მწკრივი. ალაფიაო, მაშინვე მიხვდა. ურმების
მხლებელი მხედრები უცნაურ ლუღლუღა ენაზე ლაპარაკობდნენ.
მთვარის შუქზე აბჯარი მკრთალად უელავდათ და არიამ ერთი-ორ
ზოლიან ცხენსაც მოჰკრა თვალი. სისხლიანი ჯამბაზები. არია უფრო
ღრმად შეეფარა ჩრდილებს და უცქერდა, როგორ ჩაუხრიგინა
უზარმაზარმა შავმა დათვმა, გალიით რომ შემოედგათ ფორანზე.
დანარჩენი ურმები დატვირთული იყო ვერცხლისფერი აბჯრით, ია-
რაღით და ფარებით, ფქვილის ტომრებით, აჭყივლებული ღორე-
ბით, გაძვალტყავებული ძაღლებით თუ ქათმებით. არია ფიქრობდა,
რამდენი ხანია, შემწვარი ხორცი არ მიჭამიაო, როცა პირველი ტყვე
861
დაინახა.
მას თავი ისე ეჭირა, იმგვარად იქცეოდა, რომ ალბათ ლორდი
იყო. დაფხრეწილი წითელი იალმაგის ქვეშიდან მოელვარე ჯაჭვი
მოუჩანდა. თავიდან არიას იგი ლანისტერი ეგონა, მაგრამ, ჩირაღ-
დანთან რომ ჩაატარეს, დაინახა, ტყვეს ემბლემად ვერცხლის მუშტი
ეხატა და არა ლომი. მაჯები დაბორკილი ჰქონდა, ცალი კოჭის გარ-
შემო შემოვლებული თოკით კი მის უკან მომავალ კაცზე იყო მიბმუ-
ლი, ის – თავის უკანაზე და ამგვარად, მთელი მწკრივი ფრატუნა ნა-
ბიჯებით ერთმანეთს ჩასდგომოდა კვალში. ტყვეთაგან ბევრი დაჭ-
რილი იყო. ვინმე თუ შეყოვნდებოდა, რომელიმე მხედართაგანი მი-
ჭენდებოდა და შოლტს გადაუჭერდა, ისევ რომ აემოძრავებინა.
არია შეეცადა გაეგო, რამდენი იყო ტყვე, მაგრამ ორმოცდაათამდეც
არ იყო მისული, თვლა რომ აერია. ამაზე ორჯერ მეტი მაინც იქნე-
ბოდნენ. ტანსაცმელი ტალახით და სისხლით ჰქონდათ მოთხვრი-
ლი, სიბნელის გამოც უჭირდა მათი ნიშნების და ემბლემების გარჩე-
ვა, მაგრამ ზოგი დანახული მაინც იცნო. ტყუპი კოშკი. სხივოსანი
მზე. სისხლიანი კაცი. ტაბარი. ტაბარი კერვინებისაა, თეთრი მზე შავ
ველზე კი – კარსტარკების. ჩრდილოელები არიან. მამაჩემის ხალ-
ხი, და რობის. გაფიქრებაც არ უნდოდა, ეს რის ნიშანი შეიძლებოდა
ყოფილიყო.
სისხლიანმა ჯამბაზებმა ცხენებიდან იწყეს ჩამოხდომა. ნამძინა-
რევი მეჯინიბე ბიჭები თავიანთი ჩალის ქვეშაგებიდან წამოდგნენ,
მათი გაქაფული ცხენებისთვის რომ მიეხედათ. ერთი მხედარი ყვი-
რილით ითხოვდა ელს. ხმაურმა სერ ამორი ლორჩიც გამოიყვანა
ეზოზე გადმოდგმულ დახურულ აივანზე, აქეთ-იქიდან ორი მეჩი-
რაღდნე ამოსდგომოდა. თხისმუზარადიანმა ვარგო ჰოუთმა მის წინ
შეაყენა ცხენი. – ბილორდ ქასთელანო, – წარმოთქვა ქირით მებ-

862
რძოლმა. წვრილი, მოლუღლუღე ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, იმხე-
ლა ენა აქვს, პირში ვერ ეტევაო. – რა არის ეს, ჰოუთ? – პასუხი მოს-
თხოვა წარბშეკრულმა სერ ამორიმ. – თყვეები. რუთ ბოლთონმა
მთინარის გადმოსვლა მოინდომა, მაგრამ თემმა მამათმა თანამებ-
რზოლებმა მისი მოტინავეები აკუტეს. ბევრი მოვკალით, ბოლთონი
ქაიქცა. ეთ მაგათი ლორდ-მეთაურია, ქლოვერი, უქან ქიდე თერ აე-
ნით ფრეია. სერ ამორი ლორჩი შებორკილ ტყვეებს წვრილი ღორის
თვალებით დააცქერდა. არიას იგი ნაამები არ მოეჩვენა. ციხესიმაგ-
რეში ყველამ იცოდა, რომ მას და ვარგო ჰოუთს ერთმანეთი სძულ-
დათ.
– კარგი ძალიან, – თქვა მან, – სერ კედვინ, ეს ხალხი დილეგებ-
ში ჩასხით. ლორდმა, იალმაგზე აბჯრიანი მუშტი რომ ეხატა, მისკენ
ააპყრო მზერა. – ჩვენ დაგვპირდნენ, რომ პატივით მოგვეპყრობოდ-
ნენ... – წამოიწყო მან. – სიწყნარე! – დასჭყივლა ვარგო ჰოუთმა
ნერწყვის ფრქვევით – ვარგო რას დაგპირდათ, ჩემთვის არაფერს
ნიშნავს, – მიმართა სერ ამორიმ ტყვეებს, – ლორდმა ტაივინმა ჰა-
რენჰალის კასტელანად მე დამაყენა, და რაც მომესურვება, იმას გი-
ზამთ, – მან მცველებს ხელით ანიშნა, – ქვრივის კოშკის ქვეშ დიდ
საკანში ალბათ ყველანი დაეტევიან. ვისაც იქ მიბრძანება არ სურს,
შეუძლია, აქვე მოკვდეს.
მცველებმა ტყვეები შუბის ტარებით გაირეკეს წინ. არიამ ამ
დროს დაინახა წითელთვალა, კიბეზე ამოსულიყო და ახლა ჩირაღ-
დნის შუქზე იჭუტებოდა. თუ ნახა, რომ არია წასული იყო, ყვირილს
მოჰყვებოდა და შოლტით ტყავის გაძრობას დაჰპირდებოდა, მაგ-
რამ არიას ეს არ აშინებდა. ეს ხომ ვისი არ იყო. იგი სულ ყველას
ჰპირდებოდა, ტყავს გაგაძრობთო, მაგრამ არიას ერთხელაც არ გა-
უგია, წითელთვალას ვინმესთვის შემოეკრას. და მაინც, აჯობებდა,

863
თუ იგი გოგონას არ დაინახავდა. არიამ მიმოიხედა. ურმებიდან ხა-
რებს ხსნიდნენ, ფორნებს ცლიდნენ, მამაცი თანამებრძოლები ამა-
სობაში ღრიანცელით ითხოვდნენ სასმელს, ცნობისმოყვარეები კი
დათვის გალიის გარშემო შემოიკრიბნენ. ამ ალიაქოთში ძნელი არ
იყო შეუმჩნევლად გაპარვა. იგი იმავე გზით დაბრუნდა უკან, რომ-
ლითაც მოვიდა, უნდოდა, მანამდე მიჰფარებოდა თვალს, სანამ ვინ-
მე შეამჩნევდა და მისი დასაქმება მოუვიდოდა აზრად. ვრცელი ცი-
ხესიმაგრე კარიბჭის და თავლებისგან მოშორებით მეტწილად უდა-
ბური იყო. ხმაური ნელ-ნელა მიწყდა მის უკან. ქარმა დაქროლა,
დატრიალდა და გოდების კოშკის ბზარები ხმამაღალ, მთრთოლვა-
რე კივილს მოჰყვნენ. საღვთო ტყეში ხეებიდან ფოთლებმა იწყეს
ცვენა, არიას ესმოდა, როგორ დაქროდნენ ისინი უდაბურ შიდა ეზო-
ებში და ცარიელ შენობებს შორის, ესმოდა მათი სუსტი, მფრთხალი
ხმა, ქარი ქვაზე რომ გადაატარებდათ. ახლა ჰარენჰალი ისევ თით-
ქმის მთლად დაცლილიყო და ხმები აქ უცნაურად ირჯებოდნენ. ზოგ-
ჯერ ქვა თითქოს ისრუტავდა ხმებს და ეზოებს მდუმარების საბურ-
ველში ახვევდა. სხვა დროს ექოები საკუთრივ იძენდნენ სიცოცხლეს
და ყოველ გადადგმულ ნაბიჯს აჩრდილთა ლაშქრის მსვლელობად
აქცევდნენ, ყოველი შორეული ხმა კი მოჩვენებების ნადიმს ემსგავ-
სებოდა. ეს უცნაური ხმები იყო, ღვეზელას რომ აშფოთებდა – მაგ-
რამ არა არიას. მან ჩრდილივით უჩუმრად გადაიქროლა შუა ეზო,
ძრწოლის კოშკს შემოუარა და გაიარა ცარიელ თავლებს შორის –
ამბობდნენ, აქ მკვდარი შევარდნების სულები ჰაერს არხევენ თავი-
ანთი აჩრდილი-ფრთებითო. სადაც უნდოდა, იქ წავიდოდა. გარნი-
ზონი ას კაცზე მეტს არ ითვლიდა, ისე ცოტანი იყვნენ, ჰარენჰალში
არც ჩანდნენ. ასი ბუხრის დარბაზი ახლა დაკეტილი იყო, ისევე, რო-
გორც ბევრი სხვა მომცრო შენობა და გოდების კოშკიც კი. სერ ამო-

864
რი ლორჩი მეფის კოცონის კოშკში ბინადრობდა კასტელანის პალა-
ტებში, რომლებიც არც ერთი ლორდის ოთახებს არ ჩამოუვარდებო-
და, არიამ და სხვა მსახურებმა კი მის ქვემოთ სარდაფებში გადაი-
ნაცვლეს, რათა ყოველთვის ახლოს ყოფილიყვნენ. მაშინ, როცა
ლორდი ტაივინი აქ იყო, ყოველთვის გამოიძებნებოდა ხოლმე შეი-
არაღებული კაცი, რომელიც გეკითხებოდა, რა საქმე გქონდა. მაგ-
რამ ახლა ათასი კარის დასაცავად ასი კაციღა დარჩენილიყო, ამი-
ტომ, როგორც ჩანს, არავინ იცოდა, ვინ სად უნდა ყოფილიყო, და
დიდად არც არავის ენაღვლებოდა.
საიარაღოს რომ ჩაუარა, არიამ უროს ცემის ხმა გაიგონა. მაღალ
ფანჯრებში მუქი ნარინჯისფერი ციალი გამოკრთოდა. გოგონა სახუ-
რავზე აძვრა და ჩაიჭყიტა. გენდრი სამკერდულს ჭედავდა. როდესაც
მუშაობდა, მისთვის მხოლოდ ლითონი, საბერველი, ცეცხლიღა არ-
სებობდა ამქვეყნად. ურო თითქოს მკლავზე შეზრდოდა. არია უც-
ქერდა მის მკერდზე ათამაშებულ კუნთებს და მის დაკრულ ლითო-
ნის ჰანგს აყურადებდა. ღონიერიაო, გაიფიქრა. ბიჭმა სამკერდუ-
ლის საწრთობ ვარცლში ჩასადებად გრძელტარა მარწუხებს რომ
წამოავლო ხელი, არია ფანჯარაში შესრიალდა და მის გვერდით ია-
ტაკზე დახტა.
ბიჭს მისი დანახვა თითქოს არც გაჰკვირვებია.
– ახლა უნდა გეძინოს, გოგო, – ცივ წყალში ჩადებული სამკერ-
დული კატასავით აშიშინდა, – რა ხმაური იყო ატეხილი?
– ვარგო ჰოუთი დაბრუნდა ტყვეებით. მე მათი ემბლემები დავი-
ნახე. გლოვერია იქ, უღრანის ციხიდან, ეგ მამაჩემის კაცია. დანარ-
ჩენებიც, უმრავლესობა, – არია უცებ მიხვდა, ფეხებმა აქ რისთვის
მოიყვანეს, – უნდა მომეხმარო, ეგენი გარეთ გამოვუშვათ. გენდრიმ
გაიცინა.
– კი მაგრამ, როგორ?
865
– სერ ამორიმ ისინი დილეგში ჩააყრევინა. ქვრივის კოშკის ქვეშ
რომ არის, იმაში – ერთი დიდი საკანია და ეგაა. შენი უროთი საკეტს
დალეწავდი და კარს გააღებდი... – მცველები კი იდგებოდნენ და სა-
ნაძლეოებს ჩამოვიდოდნენ, მერამდენე დარტყმაზე გამომივიდო-
და, ხო?
არიამ ტუჩები კბილებში მოიქცია.
– მცველების დახოცვა მოგვიწევს.
– ნეტა როგორ?
– შეიძლება ბევრი არ იყვნენ.
– ორიც რომ იყოს, შენთვის და ჩემთვის მაინც ზედმეტად ბევრია.
იმ სოფელში ჭკუა ვერ ისწავლე, ხო? სცადე მაგის გაკეთება და, ვარ-
გო ჰოუთი ხელებს და ფეხებს წაგაჭრის, როგორც იცის, – გენდრი
ისევ მარწუხებს წასწვდა. – გეშინია, ხო?
– თავი დამანებე, გოგო.
– გენდრი, იქ ასი ჩრდილოელია. იქნებ მეტიც, ყველა ვერ დავ-
თვალე. სერ ამორისაც ამდენი ჰყავს. ჰო კაი, სისხლიანი ჯამბაზების
გარდა. უბრალოდ გარეთ უნდა გამოვუშვათ ისინი, მერე შეგვიძ-
ლია, ციხესიმაგრე ავიღოთ და გავიქცეთ. – ჰოდა, არ შეგიძლია მა-
თი გამოშვება, როგორც ლუმის გადარჩენა არ შეგეძლო, – გენ-
დრიმ სამკერდული გადმოაბრუნა და დააკვირდა, – და რომც გავიქ-
ცეთ, სად წავალთ?
– ვინტერფელში, – მაშინვე მიაგება არიამ, – დედაჩემს ვეტყვი,
როგორ დამეხმარე, და შენც იქ დარჩებოდი.
– მილედი ნებას დამრთავდა? შემეძლება, შენი ცხენები დავჭე-
დო ან შენს ბატონ ძმებს ხმლები ვუმზადო?
ზოგჯერ ისე აბრაზებდა ხოლმე.
– მორჩი!

866
– რატომ უნდა ჩავაგდო საფრთხეში ჩემი ხელ-ფეხი – იმისათ-
ვის, რომ ჰარენჰალის ნაცვლად ვინტერფელში ვღვარო ოფლი? ბე-
ბერი შავცერა ბენი იცი? ჯერ კიდევ ბავშვი იყო, აქ რომ მოხვდა. ლე-
დი ვენტისთვის მჭედლობდა, მანამდე – მისი მამისთვის და უფრო
ადრე – იმის მამისთვისაც. ახლა ლორდ ტაივინის მჭედელია და იცი,
რას ამბობს? ხმალი მაინც ხმალია, ჩაჩქანი – ჩაჩქანია, და ცეცხლში
ხელს თუ შეყოფ, კიდევაც დაიწვები, სულერთია, ვისაც არ უნდა ემ-
სახურებოდე. ლუკანი საკმაოდ კარგი ოსტატია. მე ვრჩები.
– მაშინ დედოფალი დაგიჭერს. შავცერა ბენისთვის ოქროსმო-
სასხამიანები არ მიუქსევია!
– როგორც ჩანს, სინამდვილეში მე არც კი მომდევდნენ.
– დიახაც შენ, და ეს ძალიანაც კარგად იცი. ვიღაც საჭირო ხარ.
– მე მჭედლის შეგირდი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ოს-
ტატი-მეიარაღე გავხდე... თუ არ გავიქცევი და ფეხებს არ დავკარ-
გავ, ან თავს არ მოვაკვლევინებ, – არიას ზურგი შეაქცია, ისევ ურო
აიღო და მის ქნევას მოჰყვა. არიამ უმწეო ბრაზით დამუშტა ხელები.
– აწი ჩაჩქანს რომ გააკეთებ, ხარის რქების ნაცვლად ვირის ყუ-
რები მიაბი! – ახლა უნდა გაქცეულიყო, თორემ ბიჭს ეძგერებოდა და
ცემას დაუწყებდა. შეიძლება, ვერც კი ეგრძნო, რომც დამერტყა.
როდესაც მიხვდებიან, ვინაა და იმ ჯიუტ ვირის თავს კი ინანებს, რომ
არ დამეხმარა. ისედაც უმისოდ ყოფნა უჯობდა. ბიჭის ბრალი იყო, იმ
სოფელში რომ დაიჭირეს.
მაგრამ სოფლის გახსენებამ მათი გზა მოაგონა, კიდევ – საწყობი
და ღიტინა. გაახსენდა ბიჭი, სახეში კეტი რომ ჩასცხეს, და სულელი
ბებერი „სულმთლად ჯოფრისკენ“, და ლუმი მწვანეხელაც. ცხვარი
ვიყავი, მერე კი თაგვი გავხდი, დამალვის მეტი: არაფერი შემეძლო.
არიამ ტუჩი მოიკვნიტა და სცადა, გაეხსენებინა, გული როდისღა მო-

867
ეცა. ჯეიქენმა გამხადა ისევ მამაცი. თაგვიდან მოჩვენებად გადამაქ-
ცია. ვისის სიკვდილის მერე იგი ლორათელს გაურბოდა. ჩიზიკის ამ-
ბავი იოლი იყო, გალავნიდან კაცის გადმოგდება ყველას შეეძლო,
მაგრამ ვისმა ის უშნო ლაქიანი ძაღლი ლეკვობიდან გამოზარდა და
მხოლოდ რაღაც ბნელ ჯადოქრობას თუ შეეძლო, ეს ცხოველი მის
მტრად ექცია. გაახსენდა: იორენმა ჯეიქენი ბნელ საკანში იპოვა, იქ-
ვე, სადაც რორჯი და კბენია ისხდნენ. თუ ლორათელი ჯადოქარი
იყო, რორჯი და კბენია მის მიერ ჯოჯოხეთიდან მოხმობილი დემონე-
ბი უნდა ყოფილიყვნენ, და არა ადამიანები.
ჯეიქენს ჯერ კიდევ ერთი სიკვდილი ჰქონდა ვალად. ბებერი ნე-
ნის ზღაპრებში, რომლებშიც გრუმკინი ადამიანს ჯადოსნურ სურვი-
ლებს უსრულებდა, მესამე სურვილი განსაკუთრებული სიფრთხი-
ლით უნდა ჩაგეთქვა, რადგან ეს უკანასკნელი სურვილი იყო. ჩიზიკი
და ვისი არც ისე დიდი ვინმეები იყვნენ. მესამე სიკვდილი განსაკუთ-
რებული უნდა იყოსო, ყოველღამ ახსენებდა არია თავს, როდესაც იმ
თავის სახელებს ჩამოთვლიდა ხოლმე. მაგრამ ახლა დაფიქრდა,
მართლაც ეს იყო მისი ყოყმანის მიზეზი თუ არა. სანამ მოსაკლავად
მისი დაჩურჩულებაც კმაროდა, არავის შიში არ უნდა ჰქონოდა...
მაგრამ, როგორც კი ბოლო სიკვდილს დახარჯავდა, ისევ თაგვი გახ-
დებოდა და მეტი არაფერი.
რაკი წითელთვალას ეძინა, თავის საწოლში დაბრუნება ვერ გა-
ებედა. არ იცოდა, სხვაგან სად დამალულიყო, და საღვთო ტყისკენ
გასწია. მოსწონდა ფიჭვების და გუშაგების მკვეთრი სურნელი, ტერ-
ფქვეშ ბალახის და მიწის შეგრძნება, ფოთლებში დარხეული ქარის
ხმა. ტყეს მდორე, პატარა ნაკადული ჩამოუდიოდა და ერთგან
წყალს ნეშოს ქვეშ მიწა გამოეღრუტნა. იქ, დამპალი ხის და დაგრე-
ხილი; გადამტვრეული ტოტების ქვეშ გოგონამ თავისი დამალული
ხმალი მოძებნა.
868
გენდრი მეტისმეტად ჯიუტი იყო, მისთვის ხმალი რომ გამოეჭედა,
ამიტომაც მოუწია, თვითონვე დაემზადებინა გახეთქილი ცოცხის ტა-
რისგან. მისი იარაღი ზედმეტად მსუბუქი იყო და არც წესიერი ხელის
მოსაჭიდი ჰქონდა, მაგრამ არიას მოსწონდა მისი ბასრი, დაკბილუ-
ლი და ხიწვიანი წვეტი.
როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მაშინვე იპარებო-
და და სირიოს ნასწავლ ვარჯიშებს იმეორებდა, ფეხშიშველა დარ-
ბოდა დაცვენილ ფოთლებზე, ტოტებს კაფავდა და ფოთლებს დაბლა
ყრიდა. ზოგჯერ ხეზეც კი მიძვრებოდა და ზედა ტოტებში ცეკვავდა,
ფეხის თითებით ეჭიდებოდა ტოტებს მათზე გასვლა-გამოსვლისას
და ყოველდღე უფრო ნაკლებად ტორტმანებდა, რაკი წონასწორო-
ბის განცდა უბრუნდებოდა. საამისოდ ღამე ყველაზე კარგი დრო
იყო; ღამით არასოდეს არავინ აწუხებდა.
არია ხეს აუყვა. აქ, მაღლა, ფოთლების სამეფოში, ხმალი ქარქა-
შიდან ამოაცურა და დროებით ყველა დაივიწყა: სერ ამორიც, ჯამბა-
ზებიც და მამამისის მეომრებიც მათთან ერთად; ფეხისგულების ქვეშ
უხეში ხის შეგრძნებაში და ჰაერში ხმლის ზუზუნში ჩაიკარგა. ჩამო-
ტეხილი ტოტი ჯოფრიდ იქცა. მანამდე ურტყა, სანამ დაბლა არ ჩააგ-
დო. დედოფალი, სერ ილინი, სერ მერინი და ქოფაკი ფოთლები იყ-
ვნენ, მაგრამ ისინიც ყველა დახოცა, სველ მწვანე ზორტებად აქცია.
მკლავი რომ დაექანცა, მაღალ ტოტს გადააჯდა და სული მოითქვა
გრილი ბნელი ჰაერით, თან სანადიროდ გამოსული ღამურების წრი-
პინს უსმენდა. ამ ფოთლიანი ჩარდახიდან ხედავდა გულის ხის ტო-
ტების ძვლისფერ სითეთრეს. აქედან ზუსტად ვინტერფელის ხეს
ჰგავდა. ნეტავ კი ასე ყოფილიყო... მაშინ, დაბლა რომ ჩამოცოცდე-
ბოდა, ისევ შინ აღმოჩნდებოდა, და იქნებ მამაც კი ენახა სარკმლის-
ხის ძირას, იქ, სადაც ყოველთვის იჯდა ხოლმე.
ხმალი ქამარში გაიჩარა და ტოტებს დაუყვა, სანამ ისევ მიწაზე
869
არ დადგა ფეხი. მთვარის შუქი სარკმლისხის ტოტებს ვერცხლად
ფერავდა, მაგრამ ხუთთითა წითელი ფოთლები ღამეს გაეშავებინა.
არია ზროში გამოკვეთილ სახეს მიაჩერდა. საზარელი სახე იყო, პი-
რი მოღრეცოდა, თვალები უგიზგიზებდა და სიძულვილით ჰქონდა
სავსე. ღმერთი ასეთია? შეიძლება ღმერთებსაც დაუშავდეთ რამე,
ადამიანებივით? უნდა ვილოცო, გაიფიქრა უცებ.
არია მუხლებზე დაეშვა. არ იცოდა, როგორ დაეწყო. ხელები შე-
ატყუპა. დამეხმარეთ, ძველო ღმერთებო, შეევედრა უხმოდ. დამეხ-
მარეთ, ის ხალხი დილეგიდან გამოვუშვა, სერ ამორი მოვკლათ, და
ვინტერფელში დამაბრუნეთ. წყალზე მოცეკვავე და მგელი გამხა-
დეთ, რომ არასოდეს, აღარასოდეს მეშინოდეს.
ეს კმაროდა? იქნებ ხმამაღლა უნდა ელოცა, ძველ ღმერთებს
რომ ესმინათ? იქნებ უფრო დიდხანს უნდა ელოცა? გაახსენდა, მამა-
მისი ზოგჯერ დიდხნობით ლოცულობდა. ამის გახსენებამ ბრაზი
მოჰგვარა.
– უნდა გადაგერჩინათ, – გაუწყრა იგი ხეს, – სულ თქვენზე ლო-
ცულობდა. არ მენაღვლება, დამეხმარებით თუ არა. ალბათ არც შე-
გიძლიათ დახმარება, რომც გინდოდეთ. – ღმერთები აბუჩად არ უნ-
და აიგდო, გოგო.
ხმამ არია შეაკრთო. ფეხზე წამოხტა და თავისი ხის ხმალი მო-
იმარჯვა. სიბნელეში ჯეიქენ ჰაგარი იდგა, ისე უძრავი იყო, ისიც ხე
გეგონებოდა. – კაცი სახელის გასაგებად მოვიდა. ერთი, მეორე და
მერე მესამე მოჰყვება. კაცმა უნდა მოათავოს.
არიამ ნაფოტა წვეტი მიწისკენ დაუშვა.
– საიდან გაიგე, აქ რომ ვიყავი?
– კაცი ხედავს. კაცს ესმის. კაცმა იცის.
არიამ ყოყმანით შეათვალიერა იგი. ღმერთებმა ხომ არ გამოგ-
ზავნეს? – იმ ძაღლს ვისი როგორ მოაკვლევინე? რორჯი და კბენია
870
ჯოჯოხეთიდან გყავს გამოძახებული? მართლა ჯეიქენ ჰაგარი გქვია?
– ზოგ კაცს ბევრი სახელი აქვს. ქრცვინი. არი. არია.
არიამ უკან-უკან დაიხია, სანამ გულის ხეს არ მიებჯინა.
– გენდრიმ გითხრა?
– კაცმა იცის, – უთხრა მან, – მილედი სტარკ იქნებ იგი ღმერ-
თებმა გამოუგზავნეს ლოცვის პასუხად.
– მე მჭირდება, იმ ხალხის დილეგიდან გამოყვანაში დამეხმარო.
იმ გლოვერის და სხვებისაც, ყველასი. მცველები უნდა დავხოცოთ
და როგორღაც კარი გავხსნათ... – გოგოს ავიწყდება, – თქვა მან
წყნარად, – ორი უკვე მიიღო, ერთი დარჩა. თუ მცველი უნდა მოკ-
ვდეს, გოგონამ მხოლოდ მისი სახელი უნდა წარმოთქვას. – მაგრამ
ერთი მცველის მოკვლა საკმარისი არ იქნება, ყველა უნდა დავხო-
ცოთ და საკანი გავაღოთ, – არიამ მაგრად იკბინა ტუჩზე, ტირილი
რომ შეეკავებინა, – მინდა, ის ჩრდილოელები გადაარჩინო, რო-
გორც მე შენ გადაგარჩინე. კაცმა სიბრალულის გარეშე დახედა.
– ღმერთს სამი სიცოცხლე გამოსტაცე. სამი სიცოცხლით უნდა
გადაეხადოს. ღმერთები აბუჩად არ უნდა აიგდო, – აბრეშუმის და
ფოლადის ხმა ჰქონდა. – არც ამიგდია, – არია წუთით დაფიქრდა, –
სახელი... ნებისმიერის სახელი შემიძლია ვთქვა? და შენ მოკლავ?
ჯეიქენ ჰაგარმა თავი დახარა.
– კაცმა თქვა.
– ნებისმიერს? – გაიმეორა არიამ, – კაცს, ქალს, პატარა ბიჭს, ან
ლორდ ტაივინს, ან არქისეპტონს, ან მამაშენს?
– კაცის მშობელი დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ ცოცხალი რომ
ყოფილიყო, და შენ მისი სახელი გცოდნოდა, იგი მოკვდებოდა შენი
ბრძანებით. – დაიფიცე, – უთხრა არიამ, – ღმერთების სახელით და-
იფიცე.
– ვფიცავ ყველა ღმერთს, ზღვისა თუ ჰაერისა, და. თავად მას,
871
ცეცხლის ღმერთსაც ვფიცავ, – მან ხელი სარკმლისხის პირში შეყო,
– ვფიცავ შვიდ ახალ ღმერთს და უამრავ ძველ ღმერთსაც ვფიცავ.
მან დაიფიცა.
– თუნდაც რომ მეფე დამესახელებინა?
– თქვი სახელი და სიკვდილი ეწვევა. დილით, მთვარის შემობ-
რუნებისას თუ დღეიდან ერთი წლის მერე – უეჭველად ეწვევა. კაცს
ჩიტივით ფრენა არ შეუძლია, მაგრამ ნაბიჯს დგამს, მერე მეორეს,
ერთ დღესაც მიაღწევს იქამდე და მეფე მოკვდება, – მან გოგონას
გვერდით ჩაიმუხლა, ამგვარად პირისპირ აღმოჩნდნენ, – გოგონამ
დაიჩურჩულოს, ხმამაღლა თქმა თუ აფრთხობს ახლა მიჩურჩულე
ჯოფრი? არიამ ტუჩები ყურთან მიადო.
– ჯეიქენ ჰაგარი.
ცეცხლმოდებულ საბძელშიც კი, გარშემო აღმართულ მოგიზგი-
ზე კედლებს შორის ჯაჭვებით დაბმული, ისე დაზაფრული არ ჩანდა
როგორც ახლა.
– გოგო... ხუმრობს.
– შენ დაიფიცე. ღმერთებმა გაიგონეს როგორ დაიფიცე.
– ღმერთებმა გაიგონეს, – უეცრად ხელში დანა გაუჩნდა, არიას
ნეკივით წვრილი პირი ჰქონდა. მათგან რომლისთვის იყო გამიზნუ-
ლი, არია ვერ იტყოდა. – გოგონა ინანებს. თავის ერთადერთ მეგო-
ბარს დაკარგავს.
– შენ არ ხარ ჩემი მეგობარი. მეგობარი დამეხმარებოდა, კაცს
გაშორდა, მოემზადა, გვერდზე გამხტარიყო, დანას თუ ესროდა, მე
მეგობარს სასიკვდილოდ არასოდეს გავიმეტებ.
ჯეიქენს სახეზე ღიმილი დააჩნდა და ისევ ჩამოერეცხა – მაშ... იქ-
ნებ გოგო სხვა სახელს იტყოდა მეგობარი თუ დაეხმარება? – იქნებ,
– გაიმეორა არიამ, – თუ მეგობარი დაეხმარება – დანა გაუჩინარ-
და.
872
– წამო.
– ახლა? – ვერასოდეს იფიქრებდა, ასე ჩქარა თუ გაირჯებოდა. –
კაცს შუშაში ჩამოყრილი ქვიშის შრიალი ჩაესმის. კაცს ვერ დაეძი-
ნება, სანამ გოგო ამ სახელს არ გადათქვამს. ახლა, ბოროტო ბავ-
შვო.
არ ვარ ბოროტი ბავშვი, გაიფიქრა არიამ. მგელსაზარა ვარ, და
ჰარენჰალის მოჩვენება. ცოცხის ტარი ისევ სამალავში ჩადო და ჯეი-
ქენს საღვთო ტყიდან გამოჰყვა. გვიანი ჟამის მიუხედავად, ჰარენ-
ჰალში სიცოცხლე ჩქეფდა. ვარგო ჰოუთის მოსვლამ ყველანაირი
წესრიგი მოშალა. ურმები, ხარები და ცხენები ეზოდან გაეყვანათ,
მაგრამ დათვის გალია ჯერაც იქ იყო. გარე და შუა ეზოების გამყოფი
ხიდის თაღოვან მალაში ჩამოეკიდათ მძიმე ჯაჭვებით, მიწას ცოტა-
თი აცილებული: ჩირაღდნების წრეს იქაურობა გაეკაშკაშებინა. ზო-
გი მეჯინიბე ბიჭი დათვს ქვებს ესროდა, მისი ღრიალი და ბურდღუნი
რომ მოესმინათ. ეზოს გადაღმა, ყაზარმების დარბაზის კარიდან სი-
ნათლე იღვრებოდა, მას ერთვოდა სირჩების ჭახაჭუხი და კაცების
ყვირილი, ღვინოს რომ ითხოვდნენ. ათიოდე ხმამ სიმღერა წამოიწ-
ყო არიას ყურისთვის უცხო, ხორხისმიერ ენაზე.
ჭამენ და სვამენ, სანამ დაიძინებდნენ, მიხვდა არია. წითელთვა-
ლა ჩემს გასაღვიძებლად გაგზავნიდა ვინმეს, სუფრასთან რომ დავ-
ხმარებოდი. გაიგებს, საწოლში რომ არ ვარ. მაგრამ ახლა ალბათ
მოუცლელია, მამაც თანამებრძოლებს და მათთან დამსხდარ სერ
ამორის გარნიზონს ღვინოს უსხამს. ისე ღრიალებენ, უქმად რა გა-
აჩერებს. – მშიერი ღმერთები სისხლით ინადიმებენ ამაღამ, კაცი მა-
გას თუ ჩაიდენს, – უთხრა ჯეიქენმა, – კარგი გოგო, კეთილი, ლმო-
ბიერი გადათქვი ის სახელი და ეგ გიჟური აზრი მოიცილე.
– არა.

873
– გასაგებია, ზუსტადაც, – ისე ჩანდა, თითქოს ბედს დამორჩილ-
და, – გაკეთდება ეგ, მაგრამ გოგომ უნდა დამიჯეროს. კაცს ლაპარა-
კის დრო არ აქვს. – გოგო დაგიჯერებს, – უთხრა არიამ, – რა უნდა
ვქნა?
– ასი კაცი მშიერია, ლორდი ცხელი შეჭამანდის დამზადებას
ბრძანებს. გოგო სამზარეულოში უნდა გაიქცეს და იმ თავის ღვეზე-
ლა ბიჭს უთხრას. – შეჭამანდი, – გაიმეორა არიამ, – შენ სად იქნე-
ბი?
– გოგო შეჭამანდის გაკეთებაში დაეხმარება, და სამზარეულოში
დაიცდის, სანამ კაცი მიაკითხავდეს. გასწი. გაიქეცი.
ღვეზელა უკვე გამომცხვარ პურებს იღებდა ქურიდან როდესაც
არია სამზარეულოში შეიჭრა, მაგრამ ბიჭი მარტო აღარ იყო. ვარგო
ჰოუთის და მისი სისხლიანი ჯამბაზების დასაპურებლად მძინარე
მზარეულებიც წამოყარეს. მსახურები კალათებით მიარბენინებ-
დნენ ღვეზელას პურებსა და ღვეზლებს, მთავარი მზარეული შაშხს
ცივ ფენებად ჭრიდა, მემწვადე ბიჭები კურდღლებს ატრიალებდნენ,
რომლებსაც დამხმარე გოგოები თაფლით პოხავდნენ ქალები ხახ-
ვებსა და სტაფილოებს ანაკუწებდნენ.
– შენ რაღა გინდა, ქრცვინი? – ჰკითხა მთავარმა მზარეულმა,
არია რომ დაინახა. – შეჭამანდი, – მიუგო მან, – მილორდს შეჭამან-
დი ნებავს.
მან თავისი დანა ცეცხლზე ჩამოკიდებული რკინის კარდალების-
კენ გაიქნია. – როგორ გგონია, ის რა არის? კაცმა შიგ უნდა ჩააფსას,
და ის მიართვას იმ თხას, უფრო მალე იქნებოდა. ღამითაც არ მო-
გასვენებენ, – მან გადააფურთხა, – კაი, შენ რა შუაში ხარ. გაიქეცი
და უთხარი, კარდალა უფრო მალე ვერ ადუღდებაო. – სანამ მომ-
ზადდება, აქ უნდა ვიყო.

874
– მაშინ გვერდზე გადექი. ან, აჯობებს, რამეში გამოდგე. საკუჭ-
ნაოში გაიქეცი; მის უვაცესობას კარაქი და ყველიც ენდომება. პია
გააღვიძე და უთხარი, გაინძრეს, თუ უნდა, ორივე ფეხი დაინარჩუ-
ნოს.
არიამ რაც შეეძლო, სწრაფად მოკურცხლა. პიას ეღვიძა და რო-
მელიღაც ჯამბაზის ქვეშ მოქცეული კვნესოდა. მართალია, არიამ
რომ დაუძახა, საკმაოდ სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი. ექვსი კა-
ლათი აავსო კარაქის ქოთნებით და მსხვილ სოლებად დაჭრილი,
ქსოვილში გახვეული სუნიანი ყველის ნაჭრებით.
– აგერ, მოდი და მომეხმარე, – უთხრა არიას.
– არ შემიძლია. მაგრამ გიჯობს, იჩქარო, თორემ ვარგო ჰოუთი
ფეხს მოგაჭრის, – იგი გასხლტა, სანამ პია მის დაჭერას მოასწრებ-
და. უკანა გზაზე ფიქრობდა, ნეტავ რატომ არც ერთ ტყვეს არ აქვს
მოჭრილი ხელი ან ფეხიო. შეიძლება, ვარგო ჰოუთს რობის გაჯავ-
რების ეშინოდა. თუმცა ისეთ კაცს არ ჰგავდა, ვინმესი შინებოდა.
ღვეზელა გრძელი ხის კოვზით კარდალებს ურევდა, არია სამზარეუ-
ლოში რომ დაბრუნდა. გოგონამ მეორე კოვზს სტაცა ხელი და მიეხ-
მარა. ერთი პირობა გაიფიქრა, ვეტყვი, რაც ხდებაო, მაგრამ მერე
სოფელი გაახსენდა და გადაწყვიტა, არ ღირსო. ახლაც დანებდებო-
და, სხვას რას იზამდა.
მერე კი რორჯის უხეში ხმა ჩაესმა.
– მზარეულო! – ყვიროდა იგი, – ჩვენ წავიღებთ შენს წყეულ შე-
ჭამანდს! შეშინებულმა არიამ კოვზი გააგდო. ესენიც წამოიყვანეო,
ხომ არ მითქვამს. რორჯს თავისი რკინის ჩაჩქანი დაეხურა, რომ-
ლის საცხვირეც სანახევროდ ფარავდა მის უცხვირობას. მას ჯეიქენი
და კბენია შემოჰყვნენ.
– წყეული შეჭამანდი ჯერ მზად არაა, წყეულიც იყოს, – უნდა წა-
მოდუღდეს. ახლა ჩავამატეთ ხახვი და...
875
– ხმა ჩაიგდე, თორემ ტრაკში შამფურს გაგიყრი და ცეცხლზე და-
გატრიალებთ! ვთქვი, შეჭამანდი-მეთქი, ახლავე!
კბენია ასისინდა, პირდაპირ შამფურიდან მოგლიჯა-ნახევრად
შემწვარი კურდღელი და წაწვეტებული კბილებით ჩააფრინდა, თი-
თებს შორის თაფლი მოჟონავდა. მზარეულმა ფარ-ხმალი დაყარა.
– მაშინ წაიღეთ ეს წყეული შეჭამანდი, მაგრამ თხა თუ იკითხავს,
ასე წყალწყალა რატომააო, პასუხი შენ გაეცი.
კბენიამ თაფლიანი და ცხიმიანი თითები გაილოკა, ჯეიქენ ჰა-
გარმა კი მძიმე დაბამბული ხელთათმანები წამოიცვა. მეორე წყვი-
ლი არიას გაუწოდა.
– ქრცვინი ჩვენ დაგვეხმარება.
შეჭამანდი მდუღარე ცხელი იყო, კარდალები – მძიმე. არია და
ჯეიქენი ერთად დაეჭიდნენ ერთ ცალს, რორჯმა მარტომ წაიღო ერ-
თი, კბენია კი ორს ერთად დასწვდა და ტკივილისგან ასისინდა, სა-
ხელურებმა ხელები რომ დასწვეს, მაგრამ მაინც არ გაუგდია. კარ-
დალები სამზარეულოდან გაათრიეს და ეზოზე გადაიტანეს. ქვრივის
კოშკის კართან ორი მცველი იდგა.
– ეს რაღაა? – ჰკითხა ერთმა რორჯს.
– ადუღებული ფსელია, გასინჯავ?
ჯეიქენმა მომხიბვლელად გაუღიმა.
– ჭამა ტუსაღსაც უნდა.
– არავის არაფერი უთქვამს...
არიამ სიტყვა შეაწყვეტინა:
– იმათთვის მიგვაქვს, თქვენთვის კი არა.
მეორე მცველმა ხელით დაბლა ანიშნათ.
– ჩაიტანეთ მაშინ.
კარის შიგნით დახვეული კიბე დილეგებისკენ ეშვებოდა. წინ
რორჯი მიდიოდა, ჯეიქენი და არია ბოლოში იდგნენ.
876
– გოგო განზე გადგება, ფეხებში არ გაგვებლანდება, – უთხრა
მან გოგოს. საფეხურებმა ნესტიან ქვის სარდაფში ჩაიყვანეს, გრძე-
ლი, ბინდიანი, უსარკმლო ადგილი იყო. აქეთ ბოლოში რგოლებში
ჩამაგრებული რამდენიმე ჩირაღდანი ენთო, ნაჭდევებიან ხის მაგი-
დას სერ ამორის მცველები შემოსხდომოდნენ და ფილებით თამა-
შობდნენ. ბნელში შეგროვებული ტყვეებისგან მათ მსხვილი რკინის
ცხაური ყოფდათ. შეჭამანდის სუნმა რამდენიმე მათგანი ცხაურს მო-
აყენა. არიამ რვა მცველი დათვალა.
– ასე უშნო მსახური გოგო ჯერ არც მინახავს, – თქვა მათმა კაპი-
ტანმა რორჯზე, – რა არის კარდალაში?
– შენი სირი და ყვერები. ჭამა გინდა თუ არა?
ერთი მცველი ბოლთას სცემდა, ერთი გისოსებთან იდგა, მესამე
იატაკზე იჯდა, კედელზე ზურგმიყრდნობილი, მაგრამ საჭმლის მო-
ლოდინმა ყველა მაგიდასთან მოაქუჩა.
– მოაფიქრდათ, როგორც იქნა, ჭამა რომ გვინდა.
– ხახვის სუნი აქვს, ხო?
– პური სადაა?
– ჯანდაბა, ჯამები გვინდა, ფინჯნები, კოვზები...
– არაფერი გინდათ, – რორჯმა ქაფქაფა შეჭამანდი მაგიდის მიღ-
მა გადაასხა, პირდაპირ მათ სახეებში. ჯეიქენ ჰაგარმაც იგივე ქნა.
კბენიამაც გადაყარა თავისი კარდალები, ისე ისროლა, ხელამობ-
რუნებით, რომ მათ შეჭამანდის ფრქვევით გადაიფრინეს დილეგი.
ერთი კარდალა საფეთქელში მოხვდა კაპიტანს, წამოდგომას რომ
ლამობდა. კაცი მაშინვე ქვიშის ტომარასავით ჩაიკეცა და აღარ გან-
ძრეულა. დანარჩენები ტკივილით გაჰკიოდნენ, ივედრებოდნენ ან
ცდილობდნენ, გვერდზე გაცოცებულიყვნენ. არია კედელს აეკრა,
როცა რორჯმა ყელების გამოჭრა დაიწყო. კბენიას ერჩივნა, კაცის-

877
თვის თავსუკნიდან ნიკაპში წაევლო ხელი და უზარმაზარი ფერ-
მკრთალი მტევნის ერთი მობრუნებით მათთვის კისერი მოეგრიხა.
ხმლის ამოღება მხოლოდ ერთმა მცველმა მოახერხა. ჯეიქენი მის
მოქნეულს დაუსხლტა, კაცი შეტევით კუთხეში მიაყენა და გულში
ძგერებით მოკლა. ლორათელმა გულის სისხლით წითლად მოთ-
ხვრილი მახვილი არიასთან მიიტანა და ხმალს პირი გოგონას პე-
რანგით შეუწმინდა. – გოგოც სისხლიანი უნდა იყოს. ეს საქმე მისია.
საკნის გასაღები მაგიდის ზემოთ კედელზე მიჭედებულ კაუჭზე
ეკიდა. რორჯმა ჩამოხსნა და კარი გააღო. პირველი გარეთ ის ლორ-
დი გამოვიდა, იალმაგზე შეჯავშნული მუშტი რომ ეხატა.
– ყოჩაღ. მე რობერტ გლოვერი ვარ.
– მილორდ, – ჯეიქენმა მას თავი დაუკრა.
გათავისუფლებულმა ტყვეებმა მკვდარ მცველებს იარაღი აარ-
თვეს და ხმლებით ხელში აუყვნენ კიბეს. დანარჩენები ხელცარიე-
ლები, მიჯრით გაედევნენ წინ წასულებს. სწრაფად ირჯებოდნენ,
თითქმის უსიტყვოდ. არც ერთი არ ჩანდა ისე მძიმედ დაჭრილი, რო-
გორც მაშინ გეგონებოდა, ვარგო ჰოუთმა ჰარენჰალის კარიბჭე
რომ გამოატარათ.
– ეს სუპის ამბავი ჭკვიანური იყო, – ამბობდა გლოვერი, – არ
მოველოდი ლორდ ჰოუთის აზრია?
რორჯი სიცილს მოჰყვა. ისე ხარხარებდა, რომ ნახვრეტიდან, სა-
დაც ცხვირი უნდა ჰქონოდა, წვინტლი გამოუფრინდა. კბენია ერთ-
ერთ მკვდარს აჯდა, მისი უსიცოცხლო ხელი ეჭირა და თითებს აღ-
რღნიდა. კბილებს შორის ძვლები უხრაშუნებდა. – ვინ ხართ? – წარ-
ბი შეიკრა რობერტ გლოვერმა, – თქვენ ჰოუთთან არ ყოფილხართ,
როდესაც ის ბოლტონის ბანაკს მოადგა. მამაცი თანამებრძოლები
ხართ? რორჯმა ხელის ზურგით ნიკაპიდან წვინტლი მოიწმინდა.
– კი, უკვე ვართ.
878
– ამ კაცს აქვს პატივი, ჯეიქენ ჰაგარი იყოს, ოდესღაც თავისუ-
ფალ ქალაქ ლორათის მცხოვრები. კაცის მოურიდებელ ამხანაგებს
რორჯი და კბენია ჰქვიათ. ლორდი მიხვდება, კბენია რომელია, –
მან ხელი არიასკენ გაიქნია, – ეს კი... – მე ქრცვინი ვარ, – უმალ
თქვა გოგონამ, სანამ კაცი მის ნამდვილ სახელს იტყოდა. არ უნდო-
და, მისი სახელი თქმულიყო აქ, სადაც რორჯი, კბენია და ვიღაც უც-
ნობები გაიგონებდნენ.
გლოვერს იგი მაინც არაფრად აინტერესებდა.
– ძალიან კარგი, – თქვა მან, – მოვითავოთ ეს სისხლიანი საქმე.
ხვეული კიბე რომ აიარეს, კართან საკუთარი სისხლის გუბეში მცუ-
რავი მცველები დახვდათ. ჩრდილოელები ეზოს გადარბოდნენ.
არიას დაძახილები ესმოდა. ყაზარმების დარბაზის კარი გაიღო და
იქიდან ყვირილით გამობარბაცდა დაჭრილი კაცი. სამი სხვა კაცი
ფეხდაფეხ მოჰყვა მას და შუბით და ხმლით დაადუმეს. კარიბჭის
გარშემოც ბრძოლა იყო გაჩაღებული. რორჯი და კბენია გლოვერ-
თან ერთად წინ გაიჭრნენ, ჯეიქენ ჰაგარმა კი არიას გვერდით და-
იჩოქა.
– გოგოს ვერაფერი გაუგია?
– კი, გავიგე, – თქვა არიამ, თუმცა სინამდვილეში არაფერიც არ
ესმოდა. ლორათელმა ეტყობა ეს სახეზე შეატყო.
– თხა მოღალატეა. ასე მგონია, აქ მალე მგლის დროშა აფრიალ-
დება. მაგრამ მანამდე კაცმა უნდა გაიგონოს, როგორ გადათქვამ იმ
სახელს.
– უკან მიმაქვს ის სახელი, – არიამ ტუჩი კბილებში მოიქცია, –
მესამე სიკვდილი ისევ ჩემია?
– გოგო ხარბია, – ჯეიქენი ერთ მკვდარ მცველს შეეხო და გოგო-
ნას სისხლიანი თითები დაანახვა, – აგერ მესამე, ისიც მეოთხე. კი-
დევ რვა დაბლა წევს მკვდარი. ვალი გადახდილია.
879
– ვალი გადახდილია, – უწადინოდ დაეთანხმა არია. ცოტათი და-
სევდიანებული იყო. ახლა ისევ უბრალო თაგვად გადაიქცა.
– ღმერთმა მიიღო, რაც ერგებოდა. ახლა კი კაცი უნდა მოკვდეს,
– ჯეიქენ ჰაგარს ტუჩზე უცნაური ღიმილი აუთამაშდა.
– მოკვდეს? – დაიბნა არია. ეს რაღას ნიშნავდა? – მაგრამ მე ხომ
გადავთქვი სახელი. ახლა რაღა საჭიროა, მოკვდე.
– საჭიროა. ჩემი დრო გავიდა, – ჯეიქენმა სახეზე ხელი ჩამოისვა
შუბლიდან ნიკაპამდე და შეიცვალა. ლოყები შეევსო, თვალები ახ-
ლო-ახლო ჩაუჯდა; ცხვირი მოუკაუჭდა, მარჯვენა ლოყაზე, სადაც
ადრე არაფერი აჩნდა, ნაიარევი დაეტყო. და, თავი რომ გაიქნია, მი-
სი თმა, მისი გრძელი თმა ჰაერში განქარდა და მოკლე და შავ მჭიდ-
რო ხუჭუჭებს დაუთმო ადგილი.
არიამ პირი დააღო.
– ვინ ხარ? – დაიჩურჩულა, ისე იყო გაოცებული, შეშინება გა-
დაავიწყდა, – ეგ როგორ ქენი? ძნელია?
კაცმა გაიღიმა და ბრჭყვიალა ოქროს კბილი გამოაჩინა.
– ახალი სახელის დარქმევაზე ძნელი არაა, თუ იცი, როგორ უნ-
და. – მასწავლე, – არ დააყოვნა გოგონამ, – მეც მინდა, მასე ვიცო-
დე. – თუ გინდა ისწავლო, უნდა წამომყვე.
არია შეყოყმანდა.
– სად?
– აქედან შორს, ვიწრო ზღვის გადაღმა – არ შემიძლია. შინ უნდა
წავიდე, ვინტერფელში.
– მაშინ უნდა დავცილდეთ, – უთხრა კაცმა, – იმიტომ, რომ მეც
მაქვს მოვალეობები. – არიას ხელი ხელში მოიქცია და ხელისგულ-
ში პატარა მონეტა ჩაუდო, – აჰა. – ეს რა არის?
– ძალიან ძვირფასი მონეტაა.
არიამ კბილით მოსინჯა. ისე მაგარი იყო, რკინის მეტი ვერაფერი
880
იქნებოდა. – ცხენს მაყიდინებს?
– ეგ ცხენის საყიდლად არაა.
– მაშ, რაში მარგია?
– მაშინ იკითხე, რაში გარგია სიცოცხლე, რაში გარგია სიკვდი-
ლი? თუ მოვა დღე, ისევ ჩემი პოვნა რომ მოგინდეს, ეს მონეტა მიეცი
ნებისმიერ ბრაავოსელს და ეს სიტყვები უთხარი: ვალარ მორგუ-
ლის.
– ვალარ მორგულის, – გაიმეორა არიამ. ადვილი სათქმელი
იყო. თითები მაგრად მოუჭირა მონეტას. ეზოს გადაღმიდან მომაკ-
ვდავების ხმა ჩაესმოდა, – ჯეიქენ, არ წახვიდე, გთხოვ.
– ჯეიქენი მკვდარია, არივით, – უთხრა მან სევდით, – მე კი და-
პირებები მაქვს შესასრულებელი. ვალარ მორგულის, არია სტარკ.
კიდევ გაიმეორე. – ვალარ მორგულის, – ისევ წარმოთქვა არიამ,
მაშინ ჯეიქენის ტანსაცმელში გამოწყობილმა უცნობმა თავი დაუკრა
და მოსასხამის ფრიალით სიბნელეში გააბიჯა. გოგონა მარტო დარ-
ჩა მკვდრებთან. მათ დაიმსახურეს სიკვდილი, უთხრა არიამ თავის-
თავს და გაიხსენა ყველა, ვინც კი სერ ამორი ლორჩმა დახოცა ტბას-
თან მდგარ სიმაგრეში. მეფის კოცონის კოშკის სარდაფები ცარიე-
ლი იყო, როდესაც იგი თავის ჩალის ლოგინში დაბრუნდა. ჩურჩუ-
ლით ჩამოუთვალა სახელები ბალიშს და ბოლოს ხმადაბლა ვალარ
მორგულისო, დაამატა, თან ფიქრობდა, ნეტავ რას უნდა ნიშნავდე-
სო. რომ გათენდა, წითელთვალა და სხვები უკან დაბრუნდნენ, ყვე-
ლანი, ერთი ბიჭის გარდა, რომელიც სრულიად უმიზეზოდ მოეკლათ
ბრძოლისას. მერე წითელთვალა მარტო ავიდა მაღლა, დღის შუქზე
რომ ენახა, როგორ იყო საქმე, თან წუწუნებდა, ჩემი ბებერი ძვლები
საფეხურებს ვერ ეგუებიანო. რომ დაბრუნდა, უთხრათ, ჰარენჰალი
აიღესო.

881
– ამ სისხლიანმა ჯამბაზებმა სერ ამორის ხალხი ზოგი საწოლებ-
ში დახოცეს მძინარე, დანარჩენი კი – სუფრასთან, კარგად რომ გა-
მოთვრნენ, მერე. ახალი ლორდი დღის ბოლომდე მობრძანდება
მთელი თავისი ლაშქრით. ველური ჩრდილოეთიდანაა, აი, იქიდან,
ის კედელი რომ დგას, და ამბობენ, მძიმე ვინმეაო. ეს იქნება ლორ-
დი თუ ის, საქმე მაინც გასაკეთებელია. სისულელეებს თუ მოჰყვე-
ბით, შოლტით ტყავს გაგაძრობთ, – ეს რომ თქვა, არიას შეხედა,
მაგრამ ერთი სიტყვითაც არ უკითხავს, წუხელ სად დადიოდიო.
არია მთელი დილა უყურებდა, სისხლიანი ჯამბაზები მკვდრებს
ყველაფერ ღირებულს რომ აცლიდნენ და გვამებს ქვაფენილის ეზო-
ში მიათრევდნენ, სადაც მათი დასაწვავი კოცონი ენთო. მასხარა
შაგველმა ორ მკვდარ რაინდს თავები დასჭრა, ციხესიმაგრეში და-
კუნტრუშებდა, თმებში ხელჩავლებულ თავებს მიიქნევდა და ალაპა-
რაკებდა მათ.
– რამ დაგღუპა? – ეკითხებოდა ერთი თავი, – ქრცვინის სუპმა, –
პასუხობდა მეორე. არია შემხმარი სისხლის მოსარეცხად გაგზავ-
ნეს. ჩვეულებრივი საუბრების გარდა მისთვის არავის სიტყვაც არ
უთქვამს, მაგრამ იგი ხშირ-ხშირად იჭერდა ხალხის უცნაურ მზერას.
რობერტ გლოვერი და მათგან გათავისუფლებული სხვა მეომრები
ალბათ მოყვნენ, რა ხდებოდა დაბლა, დილეგში, მერე შაგველმაც
იმ სულელური მოლაპარაკე თავებით ხომ აიტეხა, ქრცვინის სუპიო.
მოკეტეო, ეტყოდა, რომ არ შინებოდა. მასხარა ნახევრად შეშლილი
იყო და არიას სმენოდა, ერთხელ კაცი იმის გამო მოკლა, რომ მის
ხუმრობაზე არ გაეცინაო. უჯობს, ენა დააყენოს, თორემ მაგასაც შე-
ვიტან ჩემს სიაში, გაიფიქრა არიამ, მოწითალო-მრეშ ლაქებს რომ
ხეხავდა. მოსაღამოებულზე ჰარენჰალის ახალი ბატონიც გამოჩ-
ნდა. უბრალო სახე ჰქონდა, უწვერული და ჩვეულებრივი, მხოლოდ
უცნაურად უფერული თვალები გამოარჩევდა. არც მსუქანი იყო, არც
882
გამხდარი, არც დაკუნთული; შავი ჯაჭვი და დალაქავებული ვარდის-
ფერი მოსასხამი ეცვა. მის დროშაზე გამოსახული ემბლემა სისხლში
ამოვლებულ კაცს ჰგავდა.
– დაუჩოქეთ დრედფორტის ლორდს! – დაიძახა მისმა საჭურ-
ველთმტვირთველმა, დაახლოებით არიასხელა რომ იქნებოდა; და
ჰარენჰალი მუხლებზე დაეშვა. ვარგო ჰოუთი წინ წამოდგა.
– ბილორდ, ჰარენჰალი თენია.
ლორდმა უპასუხა, მაგრამ ისე ჩუმად, რომ არიამ მისი ნათქვამი
ვერ გაიგონა. ახლად დაბანილი, სუფთა კამზოლებსა და მოსასხა-
მებში გამოწყობილი რობერტ გლოვერი და სერ ეინის ფრეი წინ გა-
მოვიდნენ და გვერდით დაუდგნენ მათ. ხანმოკლე საუბრის მერე
სერ ეინისმა ისინი რორჯსა და კბენიასთან მიიყვანა. არიას გაუკვირ-
და, ჯერაც აქ რომ დაინახა ისინი – როგორღაც ელოდა, ჯეიქენი რომ
გაქრა, ისინიც გაუჩინარდებოდნენ. გოგონამ გაიგონა რორჯის
ხრინწიანი ხმა, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. მერე შაგველი არიას
მიეჭრა და ეზოზე გადაათრია. – მილორდ, მილორდ! – წაიმღერა
მან, თან არიას მაჯაზე ექაჩებოდა, – აი, ის ქრცვინი, სუპი რომ მო-
ხარშა!
– გამიშვი, – უთხრა არიამ, დაიკლაკნა და შეეცადა, გასხლტო-
მოდა. ლორდმა გოგონა შეათვალიერა. მხოლოდ თვალები უმოძ-
რავებდა – უფერული, ყინულის მსგავსი თვალები.
– რამდენი წლის ხარ, ბავშვო?
არიას დაფიქრება დასჭირდა, რომ გაეხსენებინა.
– ათის.
– ათის, მილორდ, – შეახსენა მან, – ცხოველები გიყვარს?
– ზოგი. მილორდ.
ლორდს თხელი პირი ღიმილმა მოუქცია.
– მაგრამ ლომები არა, როგორც ჩანს. არც მანტიკორები.
883
არიამ არ იცოდა, ამაზე რა ეპასუხა, ამიტომ გაჩუმება არჩია. –
მითხრეს, რომ ქრცვინი გქვია. ეგ არ გამოდგება. დედამ რა დაგარ-
ქვა? არიამ ტუჩი მოიკვნიტა, ახალ სახელს ეძებდა. ლუმი თავგორო-
ხას ეძახდა, სანსა – ცხენისსიფათას, მამამისის მსახურებმა კი
ოდესღაც არია-ფეხშიბლანდია შეარქვეს, მაგრამ ალბათ ლორდი
ასეთ სახელებს არ ეკითხებოდა.
– ნიმერია, – თქვა გოგონამ, – ოღონდ შემოკლებით ნენს მეძახ-
და. – მე რომ მელაპარაკები, მილორდს დამიძახებ ხოლმე, ნიმე-
რია, – უთხრა ლორდმა წყნარად, – საიმისოდ, მამაცი თანამებრძო-
ლი რომ გახდე, ჯერ პატარა ხარ, თანაც – გოგო. წურბელების თუ
გეშინია, ბავშვო?
– წურბელებია, მეტი ხომ არაფერი, მილორდ.
– ჩანს, ჩემს საჭურველთმტვირთველს შეუძლია, შენგან რაღა-
ცები ისწავლოს. წურბელების ხშირად დასმა დღეგრძელობის სა-
იდუმლოა. კაცმა ცუდი სისხლი უნდა მოიშოროს. ვფიქრობ, შენ გა-
მოდგები. სანამ ჰარენჰალში ვრჩები, ნენ, ჩემი მერიქიფე იქნები და
სუფრასთან და ოთახებში მომემსახურები.
არია ამჯერად მიხვდა, რომ არ უნდა ეთქვა, მაგას თავლაში მუ-
შაობა მირჩევნიაო. – დიახ, ლორდო. ანუ, მილორდ.
ლორდმა ხელი გაიქნია.
– მოაწესრიგეთ გოგო, – წარმოთქვა ისე, რომ გამორჩეულად
არავისთვის მიუმართავს, – და დარწმუნდით, ღვინოს რომ დაას-
ხამს, არ დაეღვრება. – მიბრუნდა და წარმოთქვა, – ლორდ ჰოუთ,
მიხედე იმ დროშებს, კარიბჭეზე რომ კიდია. ოთხი მამაცი თანამებ-
რძოლი ქონგურებზე აძვრა და ლანისტერების ლომი და სერ ამო-
რის შავი მანტიკორა ჩამოხსნეს. მათ მაგივრად დრედფორტის გატ-
ყავებული კაცი და სტარკების მგელსაზარა დაკიდეს. და იმ საღამოს
პაჟი, სახელად ნენი, ღვინოს აწვდიდა რუს ბოლტონსა და ვარგო
884
ჰოუთს, როდესაც ისინი აივანზე იდგნენ და უცქერდნენ, როგორ ჩა-
ატარეს გაშიშვლებული სერ ამორი ლორჩი შუა ეზოში. სერ ამორი
ივედრებოდა, სლუკუნებდა და თავის დამატყვევებლებს ფეხებზე ებ-
ღაუჭებოდა, მაგრამ რორჯმა იგი მცველს მოგლიჯა, შაგველმა კი
დათვის ხაროში ჩააგდო. დათვი მთლად შავადაა შემოსილი, გა-
იფიქრა არიამ. იორენივით. მან რუს ბოლტონს თასი შეუვსო და წვე-
თიც არ დაუქცევია.

დენერისი

დენი მოელოდა, ამ ბრწყინვალე ქალაქში უკვდავების სახლი


ყველაზე უფრო დიდებული იქნებოდა, მაგრამ ტახტრევნიდან გად-
მოსულმა მხოლოდ რუხი, უძველესი ნანგრევები დაინახა. გრძელი
და დაბალი, უკოშკურო და უფანჯრო შენობა ქვის გველივით და-
გორგლილიყო შავქერქიან ხეებს შორის, რომელთა მელანივით
ლურჯი ფოთლებისგან მზადდებოდა ის ჯადოქრული სასმელი, ქარ-
თელები მწუხრის ბინდს რომ ეძახდნენ. ახლომახლო სხვა შენობები
არ იდგა. სასახლის სახურავს შავი კრამიტი ფარავდა, ბევრი დაცვე-
ნილიყო ან დამსხვრეულიყო; ქვებს შორის ხმელი დუღაბი იფშხვნე-
ბოდა.
მიხვდა, ზარო ზოან დაქსოსი მტვრის სასახლეს რატომ ეძახდა.
მისმა დანახვამ თითქოს დროგონიც კი შეაშფოთა. შავმა დრაკონმა
დაისისინა, ბასრ კბილებს შორის კვამლი დასდინდა.
– სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – მიმართა ჟოგომ დოთრაკუ-
ლად, – ეს ავი ადგილია, აჩრდილების და მაეგების სამყოფელი. ხე-
დავ, როგორ ისრუტავს დილის მზეს? წამო, წავიდეთ, სანამ ჩვენც
შევუსრუტივართ.
უკნიდან სერ მორმონტი მიუახლოვდათ.
885
– რა ძალას შეიძლება ფლობდნენ, ასეთ ადგილას თუ ცხოვრო-
ბენ? – ყურად იღე მათი სიბრძნე, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ,
– უთხრა ტახტრევანში განრთხმულმა ზარო ზოან დაქსოსმა, –
გრძნეულები სვეგამწარებული ქმნილებები არიან, მტვერს ჭამენ და
ჩრდილებს სვამენ. შენ არაფერს მოგცემენ. არაფერი აქვთ მოსაცე-
მი.
აგომ არახზე დაიდო ხელი.
– ხალესი, ამბობენ, ბევრი შესულა მტვრის სასახლეში და ცოტა
გამოსულაო. – ამბობენ, – დაუდასტურა ჟოგომ.
– ჩვენ შენი სისხლთაგანი ვართ, – უთხრა აგომ, – ფიცი გვაქვს
დადებული, შენთან ერთად ვიცოცხლოთ და დავიხოცოთ. ნება მოგ-
ვეცი, შემოგყვეთ ამ ბნელ ადგილას, ხიფათისგან რომ დაგიფაროთ.
– ზოგ ადგილებში ხალიც კი მარტო უნდა შევიდეს, – უთხრა დე-
ნიმ. – მაშ, მე წამიყვანე, – არწმუნებდა სერ ჯორაჰი, – საფრთხე... –
დედოფალი დენერისი მარტო უნდა შემოვიდეს, ან საერთოდ არა, –
გრძნეული პაიატ პრი ხეების ქვეშიდან გამოვიდა. ნეტავ, მთელი ეს
ხანი იქ იდგა? გაიფიქრა დენიმ, – ახლა თუ გაბრუნდა, სიბრძნის კა-
რი მისთვის სამუდამოდ დაიხშება. – ჩემი სასეირნო ხომალდი ახ-
ლაც კი გვიცდის, – შემოსძახა ზარო ზოან დაქსოსმა, – ზურგი აქციე
ამ სისულელეს, დედოფალთაგან ყველაზე ჯიუტო. ჩემი მესტვირეე-
ბი ტკბილი ჰანგით დაგიამებენ გატანჯულ სულს, მშვენიერი პატარა
გოგო კი ენით აგაკვნესებს, დაგადნობს...
სერ ჯორაჰ მორმონტმა ვაჭარ პრინცს მკაცრად შეხედა.
– თქვენო მოწყალებავ, მირი მაზ დური გაიხსენე.
– მახსოვს, – მიუგო დენიმ და უცებ გადაწყვიტა, – მახსოვს, რომ
ქალს ცოდნა მოეპოვებოდა. თანაც ის მაეგი იყო, სხვა არაფერი.
პაიატ პრიმ გაიღიმა.

886
– ეს ბავშვი დედაბერივით ბრძნად განსჯის. მკლავზე დამეყრდე-
ნი და წამომყე. – ბავშვი არ ვარ, – მკლავზე კი მაინც დაეყრდნო.
შავი ხეების ქვეშ იმაზე უფრო ბნელოდა, ვიდრე მოელოდა, და
გზაც უფრო გრძელი აღმოჩნდა. ბილიკი გზიდან თითქოს პირდაპირ
სასახლის კარისკენ მიემართებოდა, მაგრამ პაიატ პრიმ მალე გადა-
უხვია. როცა დენიმ ჰკითხა, რატომო, გრძნეულმა მხოლოდ ეს მი-
უგო:
– წინა კარით შეხვალ, მაგრამ ვერასოდეს გამოხვალ. ყურად
იღე ჩემი ნათქვამი, დედოფალო. უკვდავების სახლი მოკვდავი ადა-
მიანებისთვის როდი აშენებულა. თუ სული რამედ გიღირს, გაფ-
რთხილდი და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც მე დაგარიგებ. – ისე
ვიზამ, როგორც მეტყვი, – აღუთქვა დენიმ.
– რომ შეხვალ, ოთხკარიან ოთახში აღმოჩნდები: ერთი, რომ-
ლითაც შეხვედი, ის კარი იქნება, და მის გარდა კიდევ სამი. შენ მარ-
ჯვენა კარში შედი. ყოველ ჯერზე მარჯვენა კარი აირჩიე. კიბეს თუ მი-
ადგები, ადი. დაბლა არასოდეს დაეშვა და ყოველთვის მხოლოდ
პირველ მარჯვენა კარში შედი.
– მარჯვენა კარში, – გაიმეორა დენიმ, – გავიგე. და გამოსვლი-
სას პირიქით? – არაფრით, – მიუგო პაიატ პრიმ, – შესვლა და გა-
მოსვლა ერთი და იგივეა. ყოველთვის მაღლა. ყოველ ჯერზე მარჯვე-
ნა კარი. შენ წინ შესაძლოა სხვა კარებიც გაიღოს. შიგნით რასაც და-
ინახავ, შეგაშფოთებს. ნეტარების და შიშის, საოცრების და ძრწო-
ლის ხილვები დაგხვდება. გარდასული დღეების, მერმისი დღეების
და არარსებულ დღეთა ხატებები და ხმები შემოგეყრება. შეიძლება,
სახლის ბინადრები და მსახურები გამოგელაპარაკონ. გსურს, უპა-
სუხე, გსურს არა – როგორც არჩევ, მაგრამ არც ერთ ოთახში არ
შეხვიდე, სანამ სასტუმრო დარბაზს არ მიაღწევ. – გავიგე.
– უკვდავთა პალატში რომ მოხვდები, მოთმინებით აღიჭურვე.
887
ჩვენი პაწაწინა ცხოვრება მათთვის არაფერია, ფარვანის ფრთის ერ-
თი მოქნევის მეტი. კარგად უსმინე და ყოველი სიტყვა გულზე და-
იბეჭდე.
კარს რომ მიაღწიეს – მაღალ მომრგვალებულ პირს, რომელიც
კაცის სახის დარად მოყვანილ კედელში იყო ჩასმული – დენიმ და-
ინახა, რომ მის ზღურბლზე ჯუჯა უცდიდათ. ასე პატარა ქონდრისკაცი
დენის არასოდეს ენახა. იგი ქალს მუხლამდე თუ მისწვდებოდა, ვიწ-
რო და წაწვეტებული, დრუნჩისმაგვარი სახე ჰქონდა, მაგრამ ნატი-
ფი მეწამულ-ცისფერი ლივრეა ეცვა, ციცქნა ვარდისფერ ხელებში კი
ვერცხლის სინი ეჭირა. მასზე სქელი ლურჯი სითხით სავსე წვრილი
ბროლის შუშა იდგა: მწუხრის ბინდი, გრძნეულების ბანგი.
– აიღე და შესვი, – მოსთხოვა პაიატ პრიმ.
– ამისგან ტუჩები გამილურჯდება?
– ერთი შუშა მხოლოდ ყურებს განგიხვნის და თვალებიდან სა-
ბურველს ჩამოგაცილებს, და შეგეძლება, ისმინო და დაინახო სი-
მართლე, რომელიც მოგეცემა. დენიმ შუშა ტუჩებთან მიიტანა. პირ-
ველ ყლუპს მელნის და წამხდარი ხორცის გემო ჰქონდა, მაგრამ,
რომ გადაყლაპა, სითხე თითქოს გაცოცხლდა მის სხეულში. იგ-
რძნო, როგორ გაეშალა საცეცები მკერდში, ცეცხლის თითებივით
შემოეჭდო გულზე, ენაზე კი თაფლის, ანისულის და ნაღების გემო
დარჩა, დედის რძის და დროგოს თესლის წითელი ხორცის, ცხელი
სისხლის და გამლღვალი ოქროს მსგავსი გემო. ყველა გემო აქ იყო,
რაც კი ოდესმე შეეცნო, და მაინც არც ერთ გემოს არ ჰგავდა... და
შუშა დაიცალა.
– ახლა შეგიძლია, შეხვიდე, – უთხრა გრძნეულმა. დენიმ შუშა
მსახურის სინზე დააბრუნა და შევიდა.
აღმოჩნდა ქვის სადარბაზოში, რომელსაც ოთხი კარი ჰქონდა:
თითო ყოველ კედელზე. დენი უყოყმანოდ მიუახლოვდა მარჯვენა
888
კარს და გაიარა. მეორე ოთახი პირველის ტყუპისცალი იყო. ისევ
მარჯვენა კარისკენ გაუხვია. რომ გამოაღო, მორიგი მომცრო, ოთ-
ხკარიანი სადარბაზო დაუდგა თვალწინ. გრძნეულება მახვევია
გარს. მეოთხე ოთახი ოთხკუთხედის ნაცვლად ოვალური იყო და
კედლები ქვის მაგივრად დაჭიანებული ხით ჰქონდა შემოსილი. მის-
გან ოთხი კი არა, ექვსი ტალანი გადიოდა. დენიმ პირველივე მარ-
ჯვენა კარი აირჩია და გრძელ, ბინდიან, ჭერმაღალ დარბაზში შევი-
და. მარჯვენა კედელს კვამლიანი ნარინჯისფერი ცეცხლით მოციმ-
ციმე ჩირაღდნების მწკრივი მიუყვებოდა, მაგრამ კარები მხოლოდ
მარცხნივ მოჩანდა. დროგონმა ფართო შავი ფრთები გაშალა და
მძიმე ჰაერში ააფართხუნა. ოცი ფუტი გაიფრინა, სანამ სამარცხვი-
ნოდ დაენარცხებოდა ძირს. დენი დრაკონს მიჰყვა. ფეხქვეშ დაგებუ-
ლი ჩრჩილნაჭამი ხალიჩა ოდესღაც დიდებულად მოხატული იქნე-
ბოდა, ოქროს დაწყვეტილი ნაყშები ახლაც ციალებდა გახუნებულ
რუხსა და დალაქავებულ მწვანეში. ის, რაც ხალიჩისგან დარჩენი-
ლიყო, დენის ნაბიჯებს აჩუმათებდა, მაგრამ ეს სულაც არ ახარებდა.
კედლების შიგნით დარხეული ხმები ჩაესმოდა, სუსტი ფხაჭუნის და
ცუნცულის ხმები, და ვირთხებზე ეფიქრებოდა. დროგონსაც იგივე
ესმოდა. თავს ხმის მიმართულებით აბრუნებდა და რომ მიწყდა,
ბრაზით დაიწივლა. ზოგი დაკეტილი კარიდან კიდევ უფრო ამაფო-
რიაქებელი ხმები ისმოდა. ერთი ირყეოდა და ზანზარებდა, თითქოს
ვიღაც გარეთ გამოჭრას ლამობსო. მეორიდან სალამურის არეული
ჰანგი იღვრებოდა, მის გაგონებაზე დრაკონი შოლტივით მოჰყვა კუ-
დის ქნევას. დენიმ სწრაფად ჩაუარა კარს.
ყველა კარი არ იყო დახურული. არ შევიხედავ, გადაწყვიტა დე-
ნიმ, მაგრამ ცდუნება დიდი იყო.
ერთ ოთახში იატაკზე ლამაზი ქალი გაშოტილიყო, ზედ ოთხი პა-
ტარა კაცი დააცოცავდა. ვირთხისებური წაწვეტებული სახეები და
889
ციცქნა ვარდისფერი ხელები ჰქონდათ, იმ მსახურის მსგავსად, დე-
ნის ბინდის შუშა რომ მიართვა. ერთი მის ფეხებს შორის წინ და უკან
იძვროდა. მეორე მკერდზე კბენდა, წითელი სველი პირით დაჰფუს-
ფუსებდა კერტებზე, გლეჯდა და ღეჭავდა.
უფრო იქით გვამების ნადიმს წაადგა. სასტიკად აჩეხილი მონა-
დიმეები გაფანტული ეყარნენ გადაყირავებულ სკამებსა და დალე-
წილ ხარიხა-მაგიდებზე, შედედებული სისხლის გუბეებში იყვნენ
განრთხმულები. ზოგს ხელ-ფეხი აკლდა, ზოგს – თავიც კი. დასახიჩ-
რებულ ხელებში სისხლიანი თასები, ხის კოვზები, შემწვარი ნანადი-
რევი, პურის ყუები ეკავათ. მათ ზემოთ წამომართულ ტახტზე
მგლისთავიანი მკვდარი კაცი იჯდა. რკინის გვირგვინი ეხურა და
ცალ ხელში ბატკნის ფეხი ეჭირა, ისე, როგორც მეფე სკიპტრას და-
იპყრობდა; მან დენის უხმო ვედრებით გაადევნა მზერა. დენი სას-
წრაფოდ გასცილდა მას, მაგრამ მხოლოდ მომდევნო ღია კარამდე.
ამ ოთახს ვიცნობო, გაიფიქრა. ახსოვდა ეს მსხვილი ხის კოჭები და
მათზე ამოჩუქურთმებული ცხოველების სახეები. ფანჯრის მიღმა კი
– ლიმონის ხე! ამის დანახვამ მონატრებით აუკვნესა გული. ეს წი-
თელკარიანი სახლია, ბრაავოსში რომ დგას. ამის გაფიქრება იყო
და, ოთახში ბებერი სერ ვილემი შემოვიდა, მძიმედ ეყრდნობოდა
ხელჯოხს.
– აი, სად ყოფილხარ, პატარა პრინცესავ, – უთხრა იმ თავის
ხრინწიანი, კეთილი ხმით, – მოდი, – მოუხმო, – მოდი ჩემთან, მი-
ლედი, ახლა უკვე შინ ხარ, ახლა ფათერაკი აღარ გელის! – ძველი
ტყავივით რბილი, ფართო და დამჭკნარი ხელი გამოიწოდა მისკენ;
დენის სურდა, აეღო ეს ხელი, ხელისგულებში მოექცია, ეკოცნა; ასე
ძლიერ არასოდეს არაფერი ნდომებია. გადადგა კიდევაც ნაბიჯი, მე-
რე კი გაიფიქრა, მკვდარია, ის ხომ მკვდარია, ძვირფასი ბებერი
დათვი, დიდი ხნის წინ მოკვდა. უკან დაიხია და გაიქცა.
890
დარბაზი გრძელდებოდა, გრძელდებოდა, მარცხნივ კარების
უსასრულო რიგი მისდევდა, მარჯვნივ – მხოლოდ ჩირაღდნები.
სათვალავი დაეკარგა, იმდენ კარს ჩაურბინა: დახურულებსა და ღი-
ებს, ხის თუ რკინის, ნაჩუქურთმალს თუ სადას, სახელურიანებს,
ბოქლომიანებს, სარეკელებიანებს. დროგონი ზურგზე უტყლაშუ-
ნებდა და მიდენიდა, დენიც გარბოდა, გარბოდა, სანამ არაქათი არ
გამოეცალა. ბოლოს მის მარცხნივ დანარჩენზე უფრო დიდებული,
ბრინჯაოს ვეება, ორმაგი კარი გამოჩნდა. მიახლოებისას კარი გა-
დაიხსნა, დენიც გაჩერდა და შეიხედა. მის მიღმა ქვის ღრმა დარბაზი
იშლებოდა, დენის ნანახ დარბაზებს შორის უდიდესი. მისი კედლე-
ბიდან მკვდარი დრაკონების თავის ქალები იცქირებოდნენ. მაღლა
აღმართულ წვეტებიან ტახტზე მდიდრულად გამოწყობილი მოხუცი
იჯდა, მუქი თვალები და გრძელი ვერცხლ-ჭაღარა თმა ჰქონდა.
– დაე, დაბუგული ძვლების და დამწვარი ხორცის მეფე იყოს იგი,
– მიმართა მან დაბლა მდგომ კაცს, – დაე, ნაცრის და ნატუსალის
მეფე იყოს. დროგონმა იწივლა, მისმა კლანჭებმა აბრეშუმსა და კან-
ში გაატანა, მაგრამ ტახტზე მჯდომ მეფეს არ გაუგონია და დენიმაც
გზა განაგრძო.
ვისერისი, გაიფიქრა, ისევ რომ შეჩერდა, მაგრამ როდესაც
კვლავ შეხედა, მიხვდა, რომ ცდებოდა. კაცს მისი ძმის თმა ჰქონდა,
მაგრამ უფრო მაღალი იყო და თვალები მუქ ინდიგოსფრად მოუჩან-
და, არა იისფრად.
– ეაგონი, – უთხრა მან ქალს, რომელიც დიდ ხის საწოლში იწვა
და ახალდაბადებულ ჩვილს აწოვებდა, – მეფისთვის უკეთესი სახე-
ლი რა უნდა იყოს? – სიმღერას შეუთხზავ? – ჰკითხა ქალმა.
– მას უკვე აქვს სიმღერა, – მიუგო კაცმა, – იგია აღთქმული
პრინცი და ყინულისა და ცეცხლის სიმღერა მისია, – ეს რომ თქვა,
აიხედა და მისი მზერა დენისას შეხვდა; თითქოს ხედავდა იქ, კარში
891
მდგარს, – კიდევ ერთიც უნდა იყოს, – თქვა მან, – დრაკონს სამი
თავი აქვს, – ფანჯრისკენ გაემართა, რაფა-ტახტიდან ქნარი აიღო და
თითებით მსუბუქად გადაურბინა მის ვერცხლის სიმებს. ოთახი
ტკბილი სევდით აივსო, კაცი, ქალი და ჩვილი დილის ნისლივით გა-
იფანტნენ, მხოლოდ ჰანგი თავის გზაზე გაჩქარებულ დენერისს გა-
ედევნა.
ეგონა, კიდევ მთელი საათი ვიარეო, სანამ გრძელი დარბაზი
სიბნელეში ჩამავალი ციცაბო ქვის კიბით არ დასრულდა. ყველა კა-
რი – გინდ ღია, გინდ მოხურული – მარცხნივ იყო. დენიმ უკან გაიხე-
და. ჩირაღდნები ილევიანო, გაიფიქრა და შიშმა გაჰკრა გულზე.
ოციოდეღა თუ ენთო ისევ. სულ ბევრი – ოცდაათი. სანამ უცქერდა,
ერთი მის თვალწინ ჩამოიღვენთა და სიბნელე ცოტა მეტად დაეშვა
დარბაზში, დენისკენ გამოცოცდა. ყურს რომ მიუგდებდა, ეჩვენებო-
და, მესმის, როგორ მოიწევს ჩემკენ კიდევ რაღაც, როგორ მოფრა-
ტუნებს და მოხოხავს გაცვეთილ ხალიჩაზეო. ძრწოლამ აავსო. უკან
ვერ წავიდოდა, აქ დარჩენის ეშინოდა, მაგრამ გზა როგორ განეგ-
რძო? მარჯვნივ არც ერთი კარი არ იყო, კიბე კი დაბლა მიუძღოდა,
მაღლა არა.
კიდევ ერთი ჩირაღდანი ჩაქრა, ხმები კი ოდნავ გაძლიერდა.
დროგონმა გრძელი კისერი გამოიწვდინა და საწივლელად და-
აღო პირი, კბილებს შორის ორთქლი სდიოდა. მასაც ესმის. დენი
ისევ ყრუ კედლისკენ შეტრიალდა, მაგრამ ზედ ვერაფერი დაინახა.
იქნებ საიდუმლო კარია სადმე, მე რომ ვერ ვხედავ, ისეთი? კიდევ
ერთი ჩირაღდანი ჩაქრა. კიდევ ერთი. პირველი კარი მარჯვნივო,
ასე თქვა, ყოველთვის მარჯვნივ პირველივე კარში შედიო. პირველი
კარი მარჯვნივ... დენი უცებ მიხვდა... ბოლო მარცხენა კარია!
სწრაფად შესხლტა შიგნით. კარს მიღმა მორიგი პატარა, ოთხკა-

892
რა ოთახი დახვდა. მარჯვნივ შევიდა, მერე ისევ მარჯვნივ, ისევ მარ-
ჯვნივ, ისევ მარჯვნივ, და კვლავ მარჯვნივ, ისევ მარჯვნივ, ისევ, სა-
ნამ თავბრუ არ დაეხვა და ისევ სუნთქვა არ შეეკრა.
რომ შეჩერდა, მორიგ ნესტიან ქვის ოთახში იდგა... მაგრამ ამჯე-
რად პირდაპირ აღმართული კარი მრგვალი იყო, დაღებულ პირს ჩა-
მოჰგავდა, მის მიღმა კი ხეების ქვეშ მწვანე ბალახზე პაიატ პრი იდ-
გა.
– ნუთუ უკვდავებმა ასე მალე მოათავეს შენთან საქმე? – ჰკითხა
გაკვირვებით, დენი რომ დაინახა.
– ასე მალე? – გაიმეორა გაკვირვებულმა დენიმ, – რამდენი სა-
ათი ვიარე, მაგრამ ისინი არ მინახავს.
– როგორც ჩანს, არასწორად შეუხვიე. წამო, მე წაგიყვან, – პაი-
ატ პრიმ ხელი გამოუწოდა. დენი შეყოყმანდა. მის მარჯვნივ კარი
იყო, ჯერაც მოხურული... – ეგ სწორი გზა არაა, – მტკიცედ უთხრა
პაიატმა, ლურჯი ტუჩები კიცხვით მოეკუმა, – უკვდავები სამარადჟა-
მოდ კი არ დაგიცდიან.
– ჩვენი პაწაწინა ცხოვრება მათთვის არაფერია, ფარვანის
ფრთის ერთი მოქნევის მეტი, – გაახსენდა დენის.
– ჯიუტი ბავშვი. დაიკარგები და ვერასოდეს გამოაგნებ.
დენი გასცილდა, მარჯვენა კარისკენ წავიდა.
– არა! – დაიკივლა პაიატმა, – არა, ჩემკენ წამოდი, ჩემკენ, ჩემ-
კეეეე... – სახე ჩამოეშალა, ფერმკრთალ, მომატლო რაღაცად ექცა.
დენიმ იგი უკან მოიტოვა და კიბის ბაქანზე აღმოჩნდა. მაღლა იწ-
ყო ასვლა. მალე ფეხები ასტკივდა. გაახსენდა, რომ უკვდავების სახ-
ლზე კოშკები არ მოჩანდა. ბოლოს, როგორც იყო, კიბე დამთავრდა.
მარჯვნივ ხის ფართო კარი იხსნებოდა. მისი ორივე ფრთა შავი ხით
და ძელქვით იყო დამზადებული, შავი და თეთრი ზოლები უცნაურ
გადახლართულ ქარგად ერეოდა ერთმანეთს. ძალიან ლამაზი იყო,
893
მაგრამ როგორღაც შემაშინებელი. დრაკონის სისხლთაგანს არ უნ-
და ეშინოდეს. დენიმ სწრაფი ლოცვა წარმოთქვა, მეომარს სიმამაცე
სთხოვა, დოთრაკების ცხენთა ღმერთს კი – ძალა. და თავს აიძულა,
წინ წასულიყო.
კარს მიღმა დიდი დარბაზი და ჯადოქრების დიდებული კრებული
დახვდა. ზოგი ყარყუმით, ძოწეულით და ფარჩით იყო მოსილი, ზოგს
პატიოსანი თვლებით მოოჭვილი აბჯარი თუ ვარსკვლავებით დაწინ-
წკლული მაღალი წამახული ქუდები ემჯობინებინა. მათ შორის ქა-
ლებიც იყვნენ, გასაოცარი სიტურფის კაბები ეცვათ. ვიტრაჟიანი
ფანჯრებიდან მზის სხივები იღვრებოდა, ჰაერს კი ჯერ გაუგონარი
მშვენების ჰანგი ავსებდა.
მდიდრულად გამოწყობილი მეფური კაცი დენის დანახვისას წა-
მოდგა და გაიღიმა. – დენერის ტარგარიენო, კეთილი იყოს შენი
მობრძანება. მოდი და მარადისობის ხემსი იგემე. ჩვენ ქართელი უკ-
ვდავები ვართ.
– დიდი ხანია, გელით, – წარმოთქვა მის გვერდით მჯდომარე
ქალმა, ვარდისფრად და ვერცხლისფრად რომ იყო მოსილი. მისი
ძუძუ, რომელიც ქართის ადათისამებრ მოშიშვლებული დაეტოვები-
ნა, თავისი სრულყოფილებით გაგაოცებდა. – ვიცოდით, ჩვენთან
რომ მოხვიდოდი, – უთხრა ჯადოქარმა მეფემ, – ათასი წლის წინ უკ-
ვე ვიცოდით, და მთელი ეს ხანი გელოდით. გზის მაჩვენებლად კო-
მეტა გამოგიგზავნეთ.
– ჩვენ გვაქვს ცოდნა შენთვის გასაზიარებლად, – უთხრა
მბრწყინავი ზურმუხტისფერი აბჯრით მოსილმა მეომარმა, – და ჯა-
დოსნური იარაღი შენს აღსაჭურვად. შენ ყველა გამოცდას გაუძელი.
ახლა მოდი და ჩვენთან დაჯექი, და ყველა შენს კითხვას პასუხი გა-
ეცემა.

894
დენიმ წინ წადგა ნაბიჯი. მაგრამ უცებ დროგონი მის მხარს მოს-
წყდა. შავი ხისა და ძელქვის კარზე შემოჯდა და მოჩუქურთმებული
ხის ღრღნას მოჰყვა. – ურჩი მხეცი, – გაიცინა ლამაზმა ჭაბუკმა, გინ-
და დრაკონების საიდუმლო ენა გასწავლოთ? მოდი, მოდი.
დენი ეჭვმა შეიპყრო. დიდი კარი ისე მძიმე იყო, დენის მის დასაძ-
რავად მთელი ძალ-ღონის მოკრება დასჭირდა; მაგრამ საბოლოოდ
მობრუნება დაიწყო. მის უკან სხვა კარი დახვდა, ფარული. ძველი
რუხი ხის კარი იყო, ხიწვიანი და სადა... მაგრამ ახლახან გამოვლი-
ლი კარის მარჯვნივ იდგა. ჯადოქრები გალობაზე უფრო ტკბილი ხმე-
ბით მოუხმობდნენ. დენი მათ გაექცა, დროგონიც ისევ მასთან ჩა-
მოფრინდა. ამ ვიწრო კარმა დენი ბინდში დაძირულ პალატში გაიყ-
ვანა.
ოთახს გრძელი ქვის მაგიდა ავსებდა. მის ზემოთ ჰაერში ადამია-
ნის გული ტივტივებდა, გასივებული და ლპობისგან გაშავებული
იყო, მაგრამ ჯერაც ცოცხლობდა. იგი ღრმა, ბუბუნა ხმით ცემდა და
ყოველი შეკუმშვისას ინდიგოსფერი შუქის ჩქერი გადმოსდიოდა.
მაგიდის გარშემო შემოკრებილი ფიგურები ცისფერ ლანდებად მო-
ჩანდნენ. დენი მაგიდის ბოლოში მიდგმულ ცარიელ სკამს რომ მიუ-
ახლოვდა, ისინი არც შერხეულან, არც არაფერი უთქვამთ, არც მის-
კენ მიუბრუნებიათ სახეები. სანახევროდ გახრწნილი გულის ცემის
გარდა სხვა ხმა არ ისმოდა. დედავ დრაკონებისა... გაისმა სანახევ-
როდ ჩურჩული, სანახევროდ გმინვა... დრაკონების... დრაკონე-
ბის... დრაკონების... ბინდიდან გამოეხმაურნენ სხვა ხმები. კაცების,
ქალების... ერთი ბავშვის ხმით ლაპარაკობდა. მოტივტივე გული
უფრო ჩაბნელდა. ძნელი იყო, ლაპარაკის ნება მოეკრიბა, საგულ-
დაგულოდ დაწყობილი სიტყვები გაეხსენებინა.
– მე დენერის გრიგალით შობილი ვარ ტარგარიენთა გვარიდან,
ვესტეროსის შვიდი სამეფოს დედოფალი.
895
ესმით ჩემი? რატომ არ იძვრიან? დენი დაჯდა, ხელები მუხლებზე
დაილაგა. – მიძღვენით თქვენი რჩევა, სიკვდილის დამმარცხებელ-
თა სიბრძნით მომიგეთ პასუხი.
ლურჯ ბინდში დენი მის მარჯვნივ მჯდომი უკვდავის დამჭკნარ
ნაკვთებს არჩევდა – მოხუცი კაცი იყო, დანაოჭებული და უთმო. სხე-
ული ხავერდოვანი ლურჯი ჰქონდა, ტუჩები და ფრჩხილები კიდევ
უფრო ლურჯადაც უჩანდა, ლამის შავად. თვალის კაკლებიც კი ცის-
ფერი ჰქონდა. მისი მზერა უჩინოდ მისჩერებოდა მაგიდის მეორე
მხარეს მჯდარ ბებერ ქალს, რომელსაც მკრთალი აბრეშუმის კაბა
სხეულზე შემოლპობოდა. ცალი დამჭკნარი ძუძუ მოშიშვლებული
ჰქონდა ქართის ადათისამებრ და ტყავივით მაგარი, წვეტიანი ლურ-
ჯი კერტი უჩანდა.
არ სუნთქავს. დენი მდუმარებას აყურადებდა. არც ერთი მათგანი
არ სუნთქავს, არ ინძრევიან, ეს თვალებიც ვერაფერს ხედავენ. შე-
იძლება, რომ უკვდავები მკვდრები იყვნენ?
პასუხი წრუწუნას ულვაშივით გაწვრილებულ ჩურჩულად ჩაეს-
მა... ცოცხლები ვართ... ცოცხლები... ცოცხლები... ეუბნებოდა იგი.
ურიცხვი სხვა ხმა ექოებად აჰყვა. და ვიცით... ვიცით... ვიცით...
– სიმართლის ძღვენის მისაღებად მოვედი, – წარმოთქვა დენიმ,
– გრძელ დარბაზში რაც ვნახე... ნამდვილი ხილვები იყო თუ ტყუ-
ილი? ჩავლილი ამბები იყო თუ მომავალი? რას ნიშნავდნენ?
...ჩრდილების ფორმა... ჯერარქმნილი დილები... შესვი ყინული
თასიდან... შესვი ცეცხლის თასიდან...
...დედავ დრაკონებისა... სამთა შვილო...
– სამთა? – დენის ვერაფერი გაეგო.
...დრაკონს სამი თავი აქვს... არ ცხრებოდა აჩრდილთა გუნდი
მის თავში, თუმცა არა ბაგე არ გატოკებულა, არც სუნთქვას შეურხე-
ვია უძრავი ლურჯი ჰაერი... დრაკონთა დედა... გრიგალის შვილი...
896
ჩურჩული მბრუნავ მღერად იქცა... სამი ცეცხლი უნდა აანთო... ერ-
თი სიცოცხლისთვის, ერთი სიკვდილისთვის და ერთიც სიყვარუ-
ლის... დენის გულისცემა მის წინ მოტივტივე ლურჯი, გახრწნილი გუ-
ლის ცემას აჰყვა... სამი ცხენი უნდა აჭენო... ერთი ლოგინისკენ, ერ-
თი ძრწოლისკენ და ერთიც სიყვარულისკენ... ხმები მაღლდებოდა
და ეჩვენებოდა, რომ გული უფრო ნელა უცემდა, და მისი სუნთქვაც
კი... სამ ღალატს იგემებ... ერთს სისხლისთვის, ერთს ოქროსთვის
და ერთს სიყვარულისთვის...
– მე არ... – ხმა ჩურჩულად დასცდა, თითქმის მათი ხმასავით
მკრთალად გაისმოდა. რა ემართებოდა? – არ მესმის, – წარმოთქვა
უფრო ხმამაღლა. რატომ იყო აქ ლაპარაკი ასე ძნელი? – დამეხმა-
რეთ. მიჩვენეთ.
დაეხმარეთ... გამოაჯავრეს ხმებმა... უჩვენეთ...
სიბნელეში ინდიგოსფერ სურათებად არიალდნენ ხატებები. ვი-
სერისი კიოდა, გამლღვალი ოქრო კი ლოყებზე დასდინდა და პირი
აუვსო. სპილენძისფერი, ოქროსა და ვერცხლისფერთმიანი მაღალი
ლორდი ცეცხლოვანი ულაყის დროშის ქვეშ იდგა, ზურგსუკან ხან-
ძარში გახვეული ქალაქი უჩანდა. მომაკვდავი პრინცის მკერდს სის-
ხლის წვეთებივით დასცვივდა ლალები, მან ნაკადში დაიჩოქა და
უკანასკნელ სუნთქვას ქალის სახელი ამოაყოლა... დრაკონების დე-
დავ, სიკვდილის ასულო... ლურჯთვალა მეფეს დაისივით მოკიაფე
წითელი ხმალი შეემართა და ჩრდილი არ გააჩნდა. მოყიჟინე ბრბოს
შუაში მოიკლაკნებოდა სარებზე შესმული ქსოვილის დრაკონი.
კვამლადენილი კოშკიდან უშველებელი ქვის მხეცი აფრინდა ლან-
დი-ცეცხლის ფრქვევით... დრაკონების დედავ, სიცრუის მკვლე-
ლო... დენის ვერცხლა ჩორთით გარბოდა ბალახში, ვარსკვლავების
ზღვის ქვეშ გაწოლილი ბნელი ნაკადისკენ ეჭირა გეზი. ხომალდის
ცხვირთან გვამი იდგა, მკვდარ სახეზე თვალები უელავდა და რუხი
897
ბაგეებით სევდიანად იღიმებოდა. ყინულის კედლის ნაპრალში ცის-
ფერი ყვავილი ყვაოდა და ჰაერს სიტკბოებით ავსებდა... დრაკონთა
დედავ, ცეცხლის სძალო...
ხილვები უფრო და უფრო სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს,
სანამ დენის არ მოეჩვენა, მთელი ჰაერი გაცოცხლდაო. კარვის შიგ-
ნით უძვლო, საზარელი აჩრდილები ცეკვავდნენ. პატარა გოგონა
ფეხშიშველი გარბოდა წითელკარიანი დიდი სახლისკენ. კიოდა
ცეცხლის ენებში გახვეული მირი მაზ დური, მისი შუბლიდან დრაკო-
ნი იჩეკებოდა. ვერცხლის ცხენის უკან გამობმული შიშველი კაცის
სისხლიანი ცხედარი ხტოდა და ძირს ეთრეოდა. ბალახში კაცზე მა-
ღალმა თეთრმა ლომმა გაირბინა. მთების დედის ქვეშ დიდი ტბიდან
შიშველი დედაბრების მწკრივი ამოცოცდა და დენის წინ დაიჩოქეს,
ჭაღარა თავები მოუდრიკეს. ათი ათასმა მონამ სისხლით მოთხვრი-
ლი ხელები აღმართა, ვერცხლაზე შემჯდარმა დენიმ ქარივით რომ
ჩაუქროლათ. „დედა!“ იძახდნენ ისინი, „დედა! დედა!“ ხელებს იწ-
ვდიდნენ მისკენ, ეხებოდნენ, ქაჩავდნენ მოსასხამს, კაბის კალთას,
ტერფს, ფეხს, მკერდს. მათ უნდოდათ დენი, სჭირდებოდათ დენი,
ცეცხლი, სიცოცხლე, და დენიმ შეჰყვირა, მკლავები გაშალა, მათ
რომ მისცემოდა...
მაგრამ უცებ შავი ფრთები შეეხალა თავზე და ლურჯი ჰაერი
მრისხანე ყივილმა გაჭრა. ხილვები ერთბაშად განქარდნენ, გაიწეპ-
ნენ, და დენის შეყვირება ძრწოლის ძახილად იქცა. ლურჯი, ცივი უკ-
ვდავები ეხვივნენ გარშემო, ჩურჩულით იწვდიდნენ მისკენ ხელებს,
ეწეოდნენ, ხელებს უსვამდნენ, ტანსაცმელს ქაჩავდნენ, ცივი მშრა-
ლი ხელებით ეხებოდნენ, თმებში უხლართავდნენ თითებს. დენის
ხელ-ფეხი მოუდუნდა. ვერ ინძრეოდა. მისმა გულმაც კი შეწყვიტა
ძგერა. შიშველ ძუძუზე ხელის შეხება იგრძნო, თითებმა კერტი მო-

898
უსრისეს. ყელის ნაზ კანზე კბილები წასწვდა. ცალ თვალზე პირი და-
ეფარა, ლოკავდა, წუწნიდა, კბენდა...
შემდეგ სილურჯე ნარინჯად გარდაიქმნა, ჩურჩული კივილად იქ-
ცა. გული უბაგუნებდა, ამოვარდნას ჰქონდა, ხელები და პირები მო-
შორდა, კანზე სიცხე ეღვრებოდა და დენის უეცარმა ნათელმა თვა-
ლები მოუჭუტა. მასზე შემომჯდარ დრაკონს ფრთები გაეშალა და სა-
ზარელ მუქ გულს გლეჯდა, დამპალ ხორცს ნაკუწებად ფლეთდა და,
თავი წინ რომ წაიგდო, დაღებული ხახიდან კაშკაშა, ცხელი ალი გა-
მოეჭრა. დენის ესმოდა ცეცხლმოდებული უკვდავების ყურისწამღე-
ბი წივილი, მათი მაღალი, გაწვრილებული, სიფრიფანა ხმები დიდი
ხნის წინ მკვდარი ენის სიტყვებით გაჰყვიროდნენ. მათი ხორცი მყი-
ფე პერგამენტი იყო, ძვლები – ზეთით გაჟღენთილი მშრალი შეშა.
ცეკვავდნენ, ცეცხლი კი ნთქავდა მათ; ბარბაცებდნენ და იკლაკნე-
ბოდნენ, ბრუნავდნენ და მაღლა აპყრობდნენ აგიზგიზებულ ხელებს,
თითები ჩირაღდნებივით უკაშკაშებდათ.
დენი ფეხზე წამოდგა და მათ შორის გაიჭრა. ჰაერივით მსუბუქე-
ბი იყვნენ, ჩენჩოსავით მტვრევადები, და შეხებით იფშვნებოდნენ.
კარს რომ მიაღწია, უკვე მთელი ოთახი გიზგიზებდა.
– დროგონ! – დაიძახა დენიმ და დრაკონი ცეცხლიდან გამოფ-
რინდა. კარს მიღმა გრძელი ბინდიანი ტალანი მიიკლაკნებოდა, უკ-
ნიდან მოციმციმე ნარინჯისფერი ციმციმი ანათებდა. დენი გარბო-
და, კარს ეძებდა, მარჯვენა კარს, ან მარცხენა კარს, ნებისმიერ
კარს, მაგრამ არაფერი იყო მრუდე ქვის კედლების მეტი, და კიდევ
იატაკი, რომელიც თითქოს ნელა იძვროდა მის ფეხქვეშ, იკრუნჩხე-
ბოდა, მისთვის ფეხი რომ შეეშლევინებინა. დენი არ წაიქცა და უფ-
რო სწრაფად გაქროლდა, და უცებ მის წინ კარი გამოჩნდა, დაღებუ-
ლი პირის მსგავსი კარი. მზის გულზე რომ გამოიჭრა, კაშკაშა ნა-

899
თელმა წააბორძიკა. პაიატ პრი რომელიღაც უცხო ენაზე ლუღლუ-
ღებდა და ერთი ფეხიდან მეორეზე ხტოდა. დენიმ უკან რომ მიიხედა,
დაინახა, რომ უძველესი ქვის კედლების ნაპრალებში კვამლის
წვრილი საცეცები მოიკვლევდნენ გზას და სახურავის შავ კრამიტებს
შორის დიოდნენ. პაიატ პრის წყევლა აღმოხდა, დანა იშიშვლა და
დენისკენ გამოექანა, მაგრამ დროგონი სახეში მიაფრინდა. მერე
დენიმ ჟოგოს შოლტის ტკაცანი გაიგონა და ამქვეყნად უტკბილეს
ხმად ჩაესმა. დანა გვერდზე გადავარდა და წამის მერე რახარომ
პაიატი მიწას დაანარცხა. სერ ჯორაჰ მორმონტმა დენის გვერდით
დაიჩოქა და მხრებზე მკლავი მოხვია.

ტირიონი

– სულელურად თუ დაიხოცავთ თავებს, თქვენს გვამებს თხებს


შევაჭმევ, – დაემუქრა ტირიონი, როდესაც ქვის ყვავების პირველი
ჯგუფი ნავმისაბმელს მოსწყდა. შაგამ გადაიხარხარა.
– ნახევარკაცას თხები არ ჰყავს!
– საგანგებოდ შენთვის გავიჩენ.
თენდებოდა და მდინარის ზედაპირზე სინათლის მკრთალი ჭავ-
ლი კრთოდა, ჭოკების ქვეშ იმსხვრეოდა და ბორანი რომ გაივლიდა,
ისევ მთელდებოდა. ტიმეტმა თავისი დაბუგულები მეფისტყეში ორი
დღის წინ წაიყვანა. გუშინ შავყურები და მთვარის ძმები მიჰყვნენ,
დღეს – ქვის ყვავები.
– რაც არ უნდა აკეთოთ, ბრძოლაში ჩაბმას ნუ ეცდებით, – უთხრა
ტირიონმა, – მათ ბანაკებს და ტვირთს დაეცით ხოლმე. მზვერავებს
ჩაუსაფრდით და გვამები მათი გასავლელი გზის გასწვრივ ხეებზე
დაკიდეთ, გარს უარეთ და ჩამორჩენილები ხოცეთ. ღამეული თავ-
დასხმები მჭირდება, ისე ხშირი და მოულოდნელი, რომ დაძინების
900
ეშინოდეთ...
შაგამ ტირიონს თავზე დაადო ხელი.
– ეს ყველაფერი დოლფი ჰოლგერის ძისგან ვისწავლე, სანამ
წვერი ამომივიდოდა. მთვარის მთებში ასე ვომობთ.
– მეფისტყე მთვარის მთები არაა და თქვენც რძის გველებს ან
ლაქიან ძაღლებს კი არ ებრძვით. და დაუჯერეთ იმ გზისმკვლევებს,
მე რომ გატანთ: ისინი ამ ტყეს ისევე კარგად იცნობენ, როგორც
თქვენ – თქვენს მთებს. ყური უგდეთ მათ რჩევებს და კარგ სამსა-
ხურს გაგიწევენ.
– შაგა დაუჯერებს ნახევარკაცას ფინიებს, – საზეიმოდ აღუთქვა
მთიელმა. დრო იყო, თავისი ხალხი ბორანზე შეეყენებინა. ტირიონი
უცქერდა, როგორ უბიძგეს ნაპირს ჭოკებით და შავწყალას შუაგუ-
ლისკენ გაემართნენ. მუცელში უცნაურად გაჭვალა, შაგა დილის
ნისლში რომ გაუჩინარდა. მთიელების გარეშე თავს შიშვლად მას-
თან რჩებოდა ბრონის დაქირავებული რაზმი, ისინი რიცხვით უკვე
რვაასამდე იქნებოდნენ, მაგრამ ქირით მებრძოლები არასოდეს იყ-
ვნენ სანდო. ტირიონმა ყველაფერი ქნა მათი ხანგრძლივი ერთგუ-
ლების საყიდლად, ბრონსა და თორმეტიოდე სხვა საუკეთესო მეო-
მარს გამარჯვების მერე მიწებს და რაინდობას შეჰპირდა. მათ და-
ლიეს ტირიონის ღვინო, იცინეს მის ხუმრობებზე, ერთმანეთს „სერე-
ბი“ ეძახეს, სანამ ბარბაცი არ დაიწყეს... ყველამ, ბრონის გარდა ის
იღიმოდა იმ თავისი უტიფარი პირქუში ღიმილით და ბოლოს თქვა:
– მაგ რაინდობისთვის ვისაც გინდა გადახოცავენ, მაგრამ ნუ
გგონია, თვითონ შეაკვდნენ.
ტირიონს არც ეგონა.
ოქროსმოსასხამიანებიც ლამის ისეთივე არასაიმედო იარაღი
იყო. სერსეის წყალობით, ქალაქის დაცვა ექვსი ათას კაცს ითვლი-
და, მაგრამ მათგან მეოთხედის იმედი თუ შეიძლებოდა გქონოდა.
901
– ზოგი აშკარა მოღალატეა, მაგრამ არიან ისეთებიც, ჯერ შენმა
ობობამაც კი რომ ვერ გამოააშკარავა, – გააფრთხილა ტირიონი ბა-
ივოტერმა, – კიდევ, ასეულობით ჯეჯილივით ჭყინტი მებრძოლი
გვყავს, ისეთები, პურის, ელის და თავშესაფრის ხათრით რომ შე-
მოგვიერთდნენ. ამხანაგების თვალში მშიშრად გამოჩენა არავის
მოსწონს, ამიტომ თავიდან საკმაოდ მამაცურად იომებენ, დასაწყის-
ში, ბუკები რომ ჭექს და დროშები იშლება. მაგრამ თუ ბრძოლა გაც-
ხარდა, შედრკებიან, თანაც მწარედ. პირველ კაცს, შუბს რომ დააგ-
დებს და გაიქცევა, ათასობით მიჰყვება კუდში. ქალაქის დაცვაში
ნამდვილად იყვნენ გამოცდილი მეომრები, მისი ღერძი, ასე, ორი
ათას კაცამდე, რომლებსაც მოსასხამები რობერტისგან ჰქონდათ
მიღებული და არა სერსეისგან. მაგრამ ისინიც კი... გუშაგი სინამ-
დვილეში ჯარისკაცი არააო, უყვარდა თქმა ლორდ ტაივინ ლანის-
ტერს. რაინდები, საჭურველთმტვირთველები და მეომრები ტირი-
ონს სამასზე მეტი არ მოუგროვდებოდა. საკმაოდ მალე მოუწევდა,
მამამისის კიდევ ერთი გამონათქვამის სიმართლე გამოეცადა: კე-
დელზე მდგარი ერთი კაცი ათ ქვემოთ მდგარს უდრისო.
ბრონი და სხვა მხლებლები ნავსაბმელის ბოლოში უცდიდნენ,
მოფუთფუთე მათხოვრებს, მოხეტიალე კახპებსა და თევზით მოვაჭ-
რე მეთევზეთა ცოლებს შორის. ახლა მეთევზეების ცოლებს მეტი
საქმე ჰქონდათ, ვიდრე ყველა სხვას, ერთად აღებულს. მყიდველები
ირეოდნენ კასრებთან და დახლებთან და იტაცებდნენ ყოველ ხამან-
წკას თუ თითოეულ ლიფსიტას. რაკი ქალაქში სხვა არანაირი სურ-
სათი არ შემოდიოდა, თევზის ფასი ათჯერ აღემატებოდა ომამდელს
და ჯერ კიდევ იზრდებოდა. ვისაც ფული ჰქონდა, ყოველ დილა-სა-
ღამოს მდინარეს მოადგებოდნენ ხოლმე იმ იმედით, რომ შინ ვირ-
თევზა ან ერთი ქოთანი წითელი კიბორჩხალები წაეღოთ. ვისაც

902
არაფერი მოეპოვებოდა, დახლებს შორის დაძვრებოდნენ მოსაპა-
რად, ან ჩამომხმარები, საწყალობლები იდგნენ გალავნის ძირას.
ოქროსმოსასხამიანები შემოჯარულ ხალხში გზას წმენდნენ,
ხალხს შუბის ტარებით გვერდზე ყრიდნენ. ტირიონი ცდილობდა, ყუ-
რადღება არ მიექცია ყრუ წყევლაკრულვისთვის. ბრბოდან სლიპი-
ნა, დამპალი თევზი გამოფრინდა. იგი ტირიონის ფეხებთან დაეცა
და დაიფლითა. მან ფრთხილად გადააბიჯა თევზს და უნაგირზე აძ-
ვრა. მუცელგამობერილი ბავშვები უკვე იბრძოდნენ მყრალი თევ-
ზის ნაფლეთების მოსაპოვებლად.
ამხედრებულმა მდინარის ნაპირს გააყოლა თვალი. დილის ჰა-
ერში ჩაქუჩების ცემა ისმოდა, ტალახის კარიბჭის თავზე დურგლები
ირეოდნენ და ქონგურების გასწვრივ ხის ზღუდეებს მართავდნენ. იქ
საქმე კარგად მიდიოდა. ბევრად ნაკლებად მოსწონდა ეს დაფხავე-
ბული შენობები, რომლებიც ნავმისადგომებს უკან ამოზრდილიყ-
ვნენ და ისე იყვნენ შეხორხლილები ქალაქის გალავანს, როგორც
მოლუსკები – გემის მუცელს: დუქნები და სახემსეები, საროსკიპო-
ები, ვაჭრების დახლები, სალუდეები, სარდაფები, სადაც უიაფესი
კახპები იღვწოდნენ. ყველაფერი უნდა დაშლილიყო, თითოეული
მათგანი. ასე რომ დაეტოვებინა, სტანისს გალავნის საიერიშოდ კი-
ბე არც კი დასჭირდებოდა.
ბრონს მოუხმო და უთხრა:
– ასი კაცი დარაზმე და გადაწვი ყველაფერი, რასაც კი ხედავ
წყალსა და ქალაქის კედლებს შორის, – კოტიტა თითები გაიქნია და
მთელი სანაპიროს ქოხმახებზე ანიშნა, – მინდა, რომ არაფერი დარ-
ჩეს, გამიგე?
შავთმიანმა ქირით მებრძოლმა მიიხედ-მოიხედა, დაკისრებული
საქმე შეაფასა. – იმათ, ვისიცაა ეს ყველაფერი არ გაუხარდებათ.

903
– არც მიფიქრია, რომ გაუხარდებოდათ. ეგრე იყოს – კიდევ ერ-
თი მიზეზი მიეცემათ ბოროტი ეშმა-მაიმუნის საწყევლად.
– ზოგმა შეიძლება შემოგვიტიოს.
– მიხედე, რომ წააგონ.
– აქ ვინც ცხოვრობენ, იმათ რა – მიეცი საკმაო დრო, თავიანთი
ავლადიდება რომ გაზიდონ, მერე კი აქედან გარეკე. ეცადე, არავინ
შემოგაკვდეს, ესენი მტრები კი არ არიან. და გაბახებები არ გავიგო-
ნო! დააოკე შენი წყეული ხალხი.
– ქირით მებრძოლები არიან, სეპტონები კი არა, – უთხრა ბრონ-
მა, – მერე იმასაც მეტყვი, ფხიზლები გყავდნენო.
– არ აწყენდათ.
ნეტა ასევე იოლად შესძლებოდა გალავნის ორჯერ ამაღლება და
სამჯერ უფრო გასქელება. თუმცა შესაძლოა ამას მნიშვნელობა არც
ჰქონდა. დიდმა გალავნებმა და მაღალმა კოშკებმა გრიგალის კიდე
ვერ დაიცვეს, ვერც ჰარენჰალი, ვინტერფელიც კი ვერა.
გაახსენდა, როგორი იყო ვინტერფელი, ბოლოჯერ რომ ნახა.
არც ჰარენჰალივით უსახოდ ვეებერთელა, არც გრიგალის კიდესა-
ვით შეკრული და მიუდგომელი, მაგრამ მის ქვებში დიდი ძალა იფა-
რებოდა, ხვდებოდი, რომ მის კედლებში კაცი თავს უსაფრთხოდ იგ-
რძნობდა. ციხესიმაგრის დაცემის ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გა-
ვარდნას ჰგავდა.
– ღმერთები ცალი ხელით გართმევენ, მეორით კი გაძლევენ, –
ჩაიბურტყუნა მან, ვარისმა ეს რომ მოახსენა. მათ სტარკებს ჰარენ-
ჰალი მისცეს და ვინტერფელი წაართვეს, უსიხარულო გაცვლა კი
გამოვიდა.
არადა, გახარებული უნდა ყოფილიყო. რობ სტარკს ახლა ჩრდი-
ლოეთში მისაბრუნებელი გზა აღარ ექნებოდა. საკუთარი სახლის

904
და კერიის დაცვა თუ არ შეეძლო, რაღა მეფე იყო! ეს დასავლეთის-
თვის, ლანისტერების გვარისთვის, სულის მოთქმას ნიშნავდა, და
მაინც...
ტირიონს სტარკებთან სტუმრობის მერე თეონ გრეიჯოი გაკვრით
დაამახსოვრდა. უმწიფარი ყმაწვილი იყო, მუდამ იღიმებოდა,
მშვილდის სროლა ეხერხებოდა; ძნელი იყო ვინტერფელის ლორ-
დად მისი წარმოდგენა. ვინტერფელის ლორდი ყოველთვის სტარკი
უნდა ყოფილიყო.
გაახსენდა მათი საღვთო ტყე: რუხ-მწვანე წიწვებით შემოსილი
მაღალი ხეგუშაგები, დიდი ხეები, კუნელი, იფანი და ფიჭვები, შუაში
კი დროში გაყინული ფერმკრთალი გოლიათის დარად იდგა გულის
ხე. ლამის ცოცხლად სცემდა იქაურობის სუნი: მიწოვანი და ყუჩი, სა-
უკუნეების სუნი, და გაახსენდა, იმ ტყეში დღისითაც კი როგორ ბნე-
ლოდა. ის ტყე იყო ვინტერფელი. ეს ჩრდილოეთი იყო. არასოდეს
მიგრძნია თავი ისე ზედმეტად, ისე დაუპატიჟებელ არამკითხედ, რო-
გორც იმ ტყეში სეირნობისას. ნეტავ გრეიჯოებიც თუ იგრძნობენ ამა-
სო, გაიფიქრა. იქნებ ციხესიმაგრე ჩაიგდეს ხელში, მაგრამ ის საღ-
ვთო ტყე მათი არასოდეს გახდებოდა. არც ერთ წელიწადში, არც ათ-
ში, ან თუნდაც ორმოცდაათში.
ტირიონ ლანისტერმა ცხენი ნელი ნაბიჯით დაძრა ტალახის კა-
რიბჭისკენ. ვინტერფელი შენთვის არაფერს ნიშნავს, შეახსენა
თავს. გაიხარე, რომ ციხე დაეცა, და შენს საკუთარ გალავანს მიხე-
დე. ჭიშკარი ღია იყო. შიგნით, ბაზრის მოედანზე, სამი დიდი ფილაკ-
ვანი იდგა გვერდიგვერდ, სამი ვეება ფრინველის მსგავსად იჭყიტე-
ბოდნენ ქონგურების ზემოდან. სატყორცნი მკლავები ბებერი მუხე-
ბის ტანისგან ჰქონდათ დამზადებული და რკინებით შეკრული, რომ
არ გაპობილიყო. ოქროსმოსასხამიანებმა მათ სამი კახპა შეარქვეს,

905
რადგანაც მათ ლორდ სტანისისთვის ვნებიანი დახვედრა უნდა მო-
ეწყოთ. იმედია, ასეც იქნება.
ტირიონმა ცხენს ქუსლები შემოჰკრა და ტალახის კარიბჭეში შე-
ჯირითდა, ადამიანების ნაკადი გაკვეთა. კახპებს რომ გასცდა, ხალ-
ხი შეთხელდა და მის გარშემო ქუჩა გაიხსნა.
უკანა გზაზე წითელი ციხისკენ არაფერი მომხდარა, მაგრამ მარ-
ჯვენის კოშკთან მას ათიოდე გაბრაზებული ვაჭარი კაპიტანი დახ-
ვდა, მარჯვენასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მათი გემების და-
კავება გაეპროტესტებინათ. ტირიონმა მათ გულწრფელად მოუბო-
დიშა და ომის დამთავრების მერე ზარალის ანაზღაურებას დაჰპირ-
და. ამან ისინი ვერ დააშოშმინა.
– და რომ დამარცხდეთ, მილორდ? – ჰკითხა ერთმა ბრაავო-
სელმა. – მაშინ ანაზღაურება სტანისს მოსთხოვეთ.
იმ დროისთვის, ისინი თავიდან რომ მოიშორა, ზარების რეკვა
ატყდა და ტირიონი მიხვდა, რომ კურთხევაზე აგვიანდებოდა. მან
ლამის სირბილით გადაიჩლახუნა ეზო და ციხესიმაგრის სეპტში იმ
დროს შეიჭრა, როდესაც ჯოფრი თეთრი აბრეშუმის მოსასხამებს
მხრებზე უმაგრებდა მეფის ქეშიკთა რაზმის ორ ახალ წევრს. რიტუა-
ლი მოითხოვდა, ყველანი ფეხზე მდგარიყვნენ, ასე რომ, ტირიონი
დიდებულ უკანალთა კედლის მეტს ვერაფერს ხედავდა. მეორე
მხრივ, მას მერე, რაც არქისეპტონი ორ რაინდს საზეიმო ფიცს ჩამო-
ართმევდა და მირონს სცხებდა შვიდთა სახელით, ტირიონი კარი-
დან პირველი გამოაღწევდა.
დას უწონებდა მოკლული პრესტონ გრინფილდის ჩანაცვლებას
სერ ბეილონ სუანით. სუანები მარშელი ლორდები იყვნენ, ამაყები,
ქედმაღლები, ძალმოსილები და წინდახედულები. ლორდი გალიან
სუანი ავადობას იმიზეზებდა და თავის ციხესიმაგრეში იჯდა, ომში არ

906
ებმებოდა, მაგრამ მისი უფროსი ვაჟი რენლის გაჰყვა, ახლა კი სტა-
ნისთან იყო, ხოლო უმცროსი, ბეილონი, მეფის საბიჯელში ეწეოდა
სამსახურს. ტირიონი ფიქრობდა, მესამე ძე რომ ჰყავდეს, ალბათ
რობ სტარკთან იქნებოდაო. შესაძლოა, ეს არც ისე ღირსეული ქცე-
ვა იყო, მაგრამ კეთილგონიერებას კი ამჟღავნებდა; რკინის ტახტს
ვინც არ უნდა დაჰპატრონებოდა, სუანები მაინც გადარჩებოდნენ.
დიდებული წარმომავლობის გარდა, ჭაბუკი სერ ბეილონი მამაცი,
ზრდილი და იარაღის ხმარებაში გაწაფული იყო. მშვენივრად ხმა-
რობდა შუბს, კიდევ უკეთ – ლახტს, მშვილდოსნობაში კი ტოლი არ
ჰყავდა. იგი ღირსეულ და უშიშარ სამსახურს გასწევდა.
სამწუხაროდ, ტირიონი იმავეს ვერ იტყოდა სერსეის მეორე რჩე-
ულზე. სერ ოსმუნდ ქეთელბლექი საკმაოდ მრისხანე ჩანდა: ექვსი
ფუტი და ექვსი დუიმის სიმაღლის ძარღვიან-კუნთოვან ბუმბერაზს
კაუჭა ცხვირი, დაფანჩული წარბები და ყავისფერი, ნიჩაბივით წვერი
სასტიკ იერს ანიჭებდა, თუკი არ იღიმებოდა. უბრალო გვარის ჩამო-
მავალი ქეთელბლექი, რომელიც მანამდე ზღუდის რაინდი იყო და
მეტი არაფერი, თავის აღზევებას მხოლოდ სერსეის უმადლოდა, და
უეჭველია, დედოფალმაც სწორედ ამის გამო შეარჩია. სერ ოსმუნდი
ისევე ერთგულია, როგორც მამაციო, უთხრა ქალმა ჯოფრის, რაინ-
დი რომ დაასახელა. სამწუხაროდ, ასეც იყო. ქველი სერ ოსმუნდი
დედოფლის საიდუმლოებებს ბრონს იმ დღიდან ჰყიდდა, რაც დაიქი-
რავეს, ოღონდ ტირიონი დას ამას ხომ ვერ ეტყოდა! – მაგრამ საწუ-
წუნო არ ჰქონდა. ქეშიკად მისი დანიშვნით ტირიონს მეფის სიახლო-
ვეში დის უცოდინრად კიდევ ერთი მოყურიადე უჩნდებოდა. და სერ
ოსმუნდი სრულიად მხდალიც რომ გამომდგარიყო, მაინც ვერ იქნე-
ბოდა სერ ბოროს ბლაუნტზე უარესი, რომელიც ახლა როსბის დი-
ლეგის ბინადარი გამხდარიყო. სერ ბოროსი ტომენსა და ლორდ ჯა-

907
ილსს ახლდა, როდესაც სერ ჯესლინ ბაივოტერი და მისი ოქროსმო-
სასხამიანები შემოადგნენ გარს, და პატარა პრინცი, რომლის დაც-
ვაც ევალებოდა, გასაოცარი მზადყოფნით დაანება მათ. მისი ეს საქ-
ციელი სერ ბარისტან სელმის ისევე განარისხებდა, როგორც სერ-
სეი განარისხა; მეფის ქეშიკ რაინდს თავი უნდა დაედო მეფისა და
სამეფო ოჯახის დასაცავად. დედოფალმა ჯოფრის მოსთხოვა, ბლო-
უნტისთვის ღალატის და სიმხდალის ბრალდებით თეთრი მოსასხა-
მი გაეხადა. ახლა კი იგი ისეთივე არარაობით შეცვალა.
მოეჩვენა, ლოცვებს, აღთქმების დადებას და მირონცხებას ლა-
მის მთელი დილა დასჭირდაო. ტირიონს მალე ფეხები ასტკივდა.
მოუსვენრად ინაცვლებდა ფეხს. რამდენიმე რიგით წინ ლედი ტან-
დას ხედავდა, მაგრამ მას ასული არ ახლდა. ტირიონს კი შაისთვის
თვალის მოკვრის იმედი ჰქონდა. ვარისი ეუბნებოდა, კარგად არი-
სო, მაგრამ ტირიონს ერჩივნა, ამაში თავად დარწმუნებულიყო.
– ჭურჭლის მრეცხაობას მოახლეობა სჯობია, – თქვა შაიმ, რო-
დესაც ტირიონმა ვარისის გეგმა უამბო, – შეიძლება, ვერცხლის ყვა-
ვილებიანი ქამარი და ჩემი ოქროს ყელსაბამი წავიღო? აი, ის, შავ-
ბრილიანტებიანი, რომ მეუბნები, შენს თვალებს ჰგავსო? არ გავიკე-
თებ ხოლმე, შენ თუ მეტყვი.
ტირიონს ძალიან არ უნდოდა მისი გაწბილება, მაგრამ სხვა გზა
არ იყო: ლედი ტანდა დიდი გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგ-
რამ შესაძლოა ისიც კი დაეჭვებულიყო, მისი ასულის მოახლეს ქალ-
ბატონზე მეტი ძვირფასეულობა თუ ექნებოდა. – ორი-სამი კაბა შე-
არჩიე, მეტი არა, – უბრძანა გოგონას, – ოღონდ შალისა: აბრეშუმე-
ბი, ფარჩა და ქურქები დატოვე. დანარჩენებს მე შეგინახავ ჩემს
ოთახებში საიმდროოდ, რომ მეწვევი ხოლმე, – შაი უკმაყოფილო
დარჩა მისი პასუხით, მაგრამ სამაგიეროდ ასე უხიფათოდ იქნებო-
და.
908
ბოლოს და ბოლოს, კურთხევა დასრულდა, სერ ბეილონსა და
სერ ოსმუნდს შორის ჩამდგარი ჯოფრი სეპტიდან გავიდა, ტირიონი
კი არქისეპტონისთვის ორიოდე სიტყვის სათქმელად შეყოვნდა.
ახალი არქისეპტონი მისივე შერჩეული იყო და ჭკუა იმდენად კი უჭ-
რიდა, რომ მიმხვდარიყო, ვინ უწყალობა ეს ლუკმა. – მინდა, ღმერ-
თები ჩვენკენ იყვნენ, – მოუკიბავად მიახალა ტირიონმა, – უთხარი
ხალხს, რომ სტანისმა დაიფიცა, ბეილონის დიდ სეპტს ცეცხლს მივ-
ცემო. – ეგ მართალია, მილორდ? – დაეკითხა არქისეპტონი. კაფან-
დარა, გამჭრიახი კაცი იყო, ბულულა თეთრი წვერი და დამჭკნარი
სახე ჰქონდა.
ტირიონმა მხრები აიჩეჩა.
– შესაძლოა. სტანისმა გრიგალის კიდეზე საღვთო ტყე გადაწვა
– ნათლის ღმერთს შესწირა მსხვერპლად. თუ ძველ ღმერთებს შე-
ურაცხყოფს, ახლებს რაღატომ დაინდობს? ასე უთხარი ყველას. უთ-
ხარი, რომ ნებისმიერი, ვინც კი უზურპატორის დახმარებას გაივ-
ლებს გულში, თავის კანონიერ მეფესთან ერთად ღმერთებსაც ღა-
ლატობს.
– ვეტყვი, მილორდ. და ვუბრძანებ, ილოცონ მეფის და მისი მარ-
ჯვენის კარგად ყოფნისთვის.
ტირიონი თავის მისაღებში რომ დაბრუნდა, იქ ჰალინ პირომანი
ელოდა, მაისტერ ფრენკენს კი წერილები მოეტანა. მან ალქიმიკოსს
დააცდევინა, სანამ წაიკითხავდა, თუ რა ამბები მოუტანეს ყორნებმა.
იყო დორან მარტელის ძველი წერილი, გრიგალის კიდის დაცემას
რომ აუწყებდა, და ბევრად უფრო დამაფიქრებელი წერილი პაიკე-
ლი ბეილონ გრეიჯოისგან, რომელსაც თავი კუნძულების და ჩრდი-
ლოეთის მეფედ გამოეცხადებინა. იგი მეფე ჯოფრის სთავაზობდა,
რკინის კუნძულებზე დესპანი გაეგზავნა, რათა სამეფოებს შორის

909
საზღვარი დაემტკიცებინათ და შესაძლო მოკავშირეობაზე ემსჯე-
ლათ.
ტირიონმა წერილი სამჯერ წაიკითხა და გვერდზე გადადო.
ლორდ ბეილონის დრაკარები დიდად დაეხმარებოდა გრიგალის კი-
დიდან დაძრული ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ისინი
ვესტეროსის მეორე კიდეზე იდგნენ, აქედან ათასობით ლიგის და-
შორებით, და ტირიონი სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ გრე-
იჯოებისთვის ნახევარი სახელმწიფოს გადაცემა უნდოდა. იქნებ
ჯობდეს, ეს წერილი სერსეის დავუდო წინ ან საბჭოზე გავიტანო.
მხოლოდ ამის მერე შემოაშვებინა ჰალინი და ალქიმიკოსების,
ბოლო ანგარიში მოსთხოვა.
– ეს შეუძლებელია, – თქვა ტირიონმა, დავთრები რომ შეისწავ-
ლა, – ლამის ოცდაათი ათასი ქილა? თქვენ რა, სულელი გგონი-
ვართ? გაფრთხილებ, არ ვაპირებ, მეფის ოქრო ცარიელ ქილებში
და ნარეცხით სავსე მოკუპრულ ქოთნებში ვიხადო! – არა, არა, – და-
იწრიპინა ჰალინმა, – ზუსტი ანგარიშებია, გეფიცები. ჩვენ, მმმ... ძა-
ლიან იღბლიანები აღმოვჩნდით. ლორდ როსარტის კიდევ ერთი სა-
მალავი აღმოჩნდა, სამას ქილაზე მეტი. დრაკონების ხაროს ქვეშ!
ზოგი კახპა იმ ნანგრევებში იღებდა სტუმრებს, ჰოდა, ერთს დამპა-
ლი იატაკი ჩაუტყდა და სარდაფში ჩავარდა, ქილები რომ ნახა, ღვი-
ნოაო, იფიქრა. ისე მთვრალი იყო, ბეჭედი გატეხა და დალია. – ერ-
თი პრინცი იყო, იმანაც იგივე ჩაიდინა, – მშრალად შენიშნა ტირი-
ონმა, – ქალაქის თავზე დრაკონი არ შემინიშნავს, ასე რომ, ჩანს, ეგ
ამბავი არც ამჯერად გამოვიდა. – რეინისის ბორცვის თავზე აღმარ-
თული დრაკონების ხარო უკვე საუკუნენახევარი იყო, რაც მიტოვე-
ბული იდგა. ალბათ იქაურობა მართლაც არ იყო ურიგო ადგილი ვე-
ლური ცეცხლის შესანახად, მაგრამ კარგი იქნებოდა, განსვენებულ
ლორდ როსანტს ვინმესთვის ამბავი დაებარებინა, – სამასი ქილაო,
910
ამბობ? ამდენი მაინც არ გამოდის. რამდენიმე ათასი ქილით უს-
წრებთ იმ საუკეთესო შედეგს, რომელიც ბოლო შეხვედრისას და-
მითქვი.
– დიახ, დიახ, ასეა, – ჰალინმა ფერმკრთალი შუბლი წითელ-მე-
წამული ანაფორის სახელოთი შეიმშრალა, – ჩვენ ძლიერ გულმოდ-
გინედ ვმუშაობდით, მილორდ მარჯვენავ, ჩვენ...
– ეს უეჭველად განმარტავს, თუ რატომ ამზადებთ ადრინდელზე
ბევრად მეტ სუბსტანციას, – ტირიონმა გაიღიმა და პირომანი თავი-
სი სხვადასხვაფერი მზერით გააშეშა, – თუმცა ჩნდება კითხვა, ადრე
რატომ არ დაიწყეთ გულმოდგინედ მუშაობა. ჰალინს ისედაც სოკოს
ფერი ედო და ვერაფრით იფიქრებდი, უარესად გაფითრებაც შეუძ-
ლიაო, მაგრამ როგორღაც მოახერხა.
– ვმუშაობდით, მილორდ მარჯვენავ, მე და ჩემი ძმები სულ თა-
ვიდანვე დღეს და ღამეს ვასწორებდით, გარწმუნებთ. ოღონდ,
ჰმმმ... იმდენი სუბსტანცია დავამზადეთ, რომ უფრო მმმ... გავიწა-
ფეთ, და თანაც, – ალქიმიკოსმა მოუსვენრად მოინაცვლა ფეხი, –
გარკვეული შელოცვები, მმმ, ჩვენი ორდენის უძველესი საიდუმ-
ლოებანი, ძალიან ფაქიზი, ძლიერ საფრთხილო... მაგრამ აუცილე-
ბელია რომ სუბსტანცია იყოს მმმ... ეს ყველაფერი უნდა იყოს...
ტირიონს მოთმინება ელეოდა. სერ ჯესლინ ბაივოტერი უკვე მო-
სული უნდა ყოფილიყო, რკინისხელას კი ლოდინი არ უყვარდა.
– დიახ, თქვენ საიდუმლო შელოცვები გაქვთ, რა შესანიშნავია.
ჰოდა? – ისინი, მმმ... თითქოს უკეთ მოქმედებენ, ვიდრე ადრე, – ჰა-
ლინმა სუსტად გაიღიმა, – როგორ გგონია, ახლომახლო დრაკონე-
ბი ხომ არ არიან?
– არა მგონია, თუ დრაკონების ხაროში არ იპოვეთ რომელიმე.
რა იყო? – ო, ბოდიშს ვითხოვ, ახლა გამახსენდა რაღაც, მოხუცმა

911
განბრძნობილმა პოლიტორმა რომ მითხრა ერთხელ, ჯერაც მორჩი-
ლი რომ ვიყავი. მე ვკითხე, რატომაა, რომ ბევრი ჩვენი შელოცვა
არც ისე მოქმედი ჩანს, როგორც გრაგნილები ირწმუნებიან-მეთქი.
და მან მითხრა, ასე იმიტომაა, რომ უკანასკნელი დრაკონის სიკვდი-
ლის დღიდან სამყაროში მაგიამ გამოლევა იწყოო.
– არ მინდა, გაგაწბილო, მაგრამ დრაკონი არ მინახავს. ოღონდ
მეფის ჯალათს კი მოვკარი სადღაც თვალი. თუ აღმოჩნდა, რომ ამ
ქილებიდან რომელიმე მაინც ველური ცეცხლის ნაცვლად სხვა რა-
მითაა სავსე, იმას შენც შეხვდები. ჰალინმა ისე სწრაფად მოკურ-
ცხლა, რომ ლამის ზედ შეასკდა სერ ჯასლინს – არა, ლორდ ჯას-
ლინს, არ უნდა დაავიწყდეს. რკინისხელა, როგორც ყოველთვის,
გულის გასახარად პირდაპირი იყო. იგი როსბიდან დაბრუნდა,
ლორდ ჯაილსის მამულებზე მოგროვებული შუბოსნების რეკრუტები
ჩამოიყვანა და ახლა ისევ ქალაქის დაცვის მეთაურობას ჩაიბარებ-
და.
– როგორ გრძნობს თავს ჩემი დისწული? – ჰკითხა ტირიონმა,
ქალაქის თავდაცვის განხილვას რომ მორჩნენ.
– პრინცი ტომენი ჯანმრთელი და მხიარულია, მილორდ. ნუკრი
შეიჩვია, რომელიც ჩემმა მეომრებმა ნადირობიდან მოუყვანეს. ამ-
ბობს, ერთი ადრეც მყავდა, მაგრამ ჯოფრიმ ქურთუკისთვის გაატყა-
ვებინაო. ზოგჯერ დედას მოიკითხავს ხოლმე და ხშირად იწყებს
პრინცესა მირცელასთვის წერილის წერას, თუმცა, მგონი, ბოლომ-
დე არც ერთი არ დაუწერია. აი, ძმა კი თითქოს სულაც არ ენატრება.
– ყველაფერი მოამზადე მისთვის, თუ დავმარცხდებით?
– ჩემს ხალხს საჭირო დავალება მიეცათ.
– როგორი?
– მიბრძანე, არავისთვის გამემხილა, მილორდ.
ტირიონს ამ სიტყვებზე გაეღიმა.
912
– კარგია, რომ გახსოვს, – მეფის საბიჯელი თუ დაეცემოდა, ტი-
რიონი შესაძლოა ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში. მაშინ აჯობებდა, არ
სცოდნოდა, სად შეიძლებოდა ჯოფრის მემკვიდრის პოვნა.
ლორდ ჯასლინის წასვლის მერე მალე ვარისიც გამოჩნდა.
– ადამიანები ისე მიუნდობელი არსებები არიან, – წარმოთქვა
სალმის ნაცვლად. ტირიონმა ამოიოხრა.
– დღეს ვინ გვიღალატა?
საჭურისმა გრაგნილი გაუწოდა.
– ამდენი ბოროტება და გაუტანლობა ჩვენს ჟამს სავალალო სა-
ხელს უგდებს. ნუთუ ღირსება ჩვენს მამებთან ერთად ჩავიდა სამა-
რეში?
– მამაჩემი ჯერ სამარეში არ ჩასულა, – ტირიონმა სიას გადახე-
და, – ზოგი ეს სახელი ვიცი. მდიდარი ხალხია. ვაჭრები, ხელოსნები
რატომ უნდა შეითქვან ჩვენ წინააღმდეგ? – როგორც ჩანს, გადაწ-
ყვიტეს, რომ გამარჯვება ლორდ სტანისს დარჩება და უნდათ, თავა-
დაც დაიდონ მასში წილი. თავიანთ თავს ქორბუდებს უწოდებენ,
გვირგვინოსანი ხარირმის გამო.
– ვინმემ უნდა უთხრას, რომ სტანისმა ემბლემა შეიცვალა. მაშინ
შეუძლიათ, გულმხურვალებად გადაკეთდნენ, – თუმცა სულ არ ეცი-
ნებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქორბუდებს რამდენიმე ასეული მიმდე-
ვარი შეეიარაღებინათ, რათა ბრძოლის დაწყებისთანავე ხელში ეგ-
დოთ ძველი კარიბჭე, და მტერი ქალაქში შემოეშვათ. ჩამონათვალ-
ში ოსტატი მეიარაღე სალორეონის სახელიც იყო, – ალბათ, ეს ნიშ-
ნავს, რომ ის შიშისმგვრელი მუზარადი, დემონის რქებით, აღარ მე-
ღირსება, – დაიჩივლა ტირიონმა, როდესაც მეიარაღის შეპყრობის
ბრძანებას მოაწერა ხელი.

თეონი
913
ერთბაშად გაეღვიძა. კირა მის გვერდით იყო მოკალათებული,
ცალი მკლავი მსუბუქად გადაედო მის მკლავზე, მკერდით ზურგზე
ეხუტებოდა. თეონს მისი წყნარი, თანაბარი სუნთქვა ჩაესმოდა. მათ
გარშემო ზეწარი აბურდულიყო. შუაღამე იდგა. საძინებელი ბნელი
და გარინდული იყო.
რა მოხდა? რამე ჩამესმა? ვინმე?
ქარი სუსტი კვნესით ეხლებოდა დარაბებს. სადღაც შორიდან
ატეხილი კატის ჩხავილი მოისმა. სხვა არაფერია. იძინე, გრეიჯოი,
უთხრა თავს. ციხეში სიწყნარეა, შენ კი მცველები გიყენია. ოთახის
კართან, ჭიშკართან, საიარაღოში. ცუდი სიზმრისთვის შეეძლო გა-
დაებრალებინა, მაგრამ თითქოს არაფერი ესიზმრებოდა. კირამ სი-
ქა გააცალა. გოგოს თავისი ცხოვრების თვრამეტივე წელი ზამთრის
ქალაქში ჰქონდა გატარებული და, სანამ თეონმა ვინტერფელში არ
დაიბარა, ციხესიმაგრის გალავნის შიგნით ფეხიც არ შეედგა. გოგო-
ნამ მასთან მოირბინა აღგზნებულმა, მოწადინებულმა და კვერნასა-
ვით მოქნილმა; და, უდავოდ, იყო რაღაც დამატებითი სიამე იმაშიც,
რომ უბრალო ტავერნის გოგოს თავად ლორდ ედარდ სტარკის სა-
წოლში აკოტრიალებდა.
გოგონამ ძილში ჩაიდუდუნა, თეონი მკლავქვეშიდან რომ გამოე-
ცალა და ფეხზე წამოდგა. ბუხარში ჯერ კიდევ ღვიოდა რამდენიმე
ნაკვერჩხალი. ვექსს საწოლის ბოლოსთან იატაკზე ეძინა, მოსას-
ხამში გამოხვეულიყო და ამქვეყნის არაფერი შეესმოდა. არაფერი
იძვროდა. თეონი ფანჯარას მიუახლოვდა და დარაბები გამოაღო.
ღამემ ცივი თითები შეახო და კანი დაებურძგლა. ქვის რაფაზე გა-
დაეყუდა და თვალი მოავლო ბნელ კოშკებს, ცარიელ ეზოებს, შავ
ცას და იმდენ ვარსკვლავს, რამდენსაც ას წელშიც ვერავინ დათ-

914
ვლიდა. სამრეკლოს კოშკის თავზე ნახევარი მთვარე ეკიდა და შუ-
შის ბაღების სახურავში ირეკლებოდა. არც განგაში ისმოდა, არც
ყვირილი, თუნდაც ნაბიჯის ხმა.
ყველაფერი რიგზეა, გრეიჯოი. გესმის, რა სიწყნარეა? ახლა სი-
ხარულით მთვრალი უნდა იყო. ვინტერფელი ოცდაათი კაცით აიღე,
ასეთ გამარჯვებაზე სიმღერები უნდა შეითხზას. თეონი საწოლთან
დაბრუნდა. კირა ზურგზე გადმოაბრუნა და ისევ შეაჯდა – ეს ავ ფიქ-
რებს გაუფანტავდა. გოგოს კვნესა და ხითხითი ამ მდუმარებისგანაც
აღწევინებდა თავს.
უცებ შეჩერდა. მგელსაზარების ყმუილს უკვე ისე შეჩვეოდა, რომ
მათ ხმას ვეღარც კი აღიქვამდა... მაგრამ მის რომელიღაც ნაწილს,
მასში ჩაბუდებულ მონადირის ინსტინქტს ჩაესმა, რომ არავინ ყმუ-
ოდა.
არზენი კართან იდგა, დაკუნთულ ზურგზე მრგვალი ფარი ეკიდა.
– მგლები წყნარად არიან, – უთხრა მას თეონმა, – წადი, ნახე, რას
შვრებიან, და მაშინვე დაბრუნდი, – ციხეში თავისუფლად გაშვებუ-
ლი მგელსაზარების წარმოდგენა გულისრევის შეგრძნებას უჩენდა.
გაახსენდა ის დღე მგლისტყეში, როდესაც ველურები ბრანს დაეს-
ხნენ თავს. ზაფხულმა და რუხმა ქარმა დაფლითეს ისინი. ვექსს ჩექ-
მის წვერი რომ წაჰკრა, ბიჭი წამოჯდა და თვალები მოისრისა. – ნა-
ხე, რომ ბრან სტარკი და მისი უმცროსი ძმა საწოლებში წვანან,
სწრაფად! – მლორდ? – ნამძინარევი ხმით დაუძახა კირამ.
– დაიძინე, ეს შენ არ გეხება, – თეონმა ღვინით შეივსო თასი და
გადაჰკრა. და ყურს უგდებდა, ყმუილის გაგონების იმედი ჰქონდა.
ძალიან ცოტა ხალხი მყავს, გაიფიქრა მან მწარედ. თუ აშა არ მოვი-
და...
პირველი ვექსი დაბრუნდა, თავს იქნევდა უარის ნიშნად. თეონი

915
გინებით წასწვდა ტუნიკას და ბრიჯს, კირას ნდომით ატანილს სიჩქა-
რით იატაკზე რომ დაეყარა. ტუნიკაზე რკინით შეჭედილი ჟილეტი
გადაიცვა, წელზე კი ორლესული და ხანჯალი შეიბა. თმები ფიჩხი-
ვით გაფშეკოდა, მაგრამ ახლა საამისოდ არ ეცალა. ამასობაში არ-
ზენიც დაბრუნდა.
– მგლები არ არიან.
თეონმა თავს უთხრა, ლორდ ედარდივით აუღელვებელი და წინ-
დახედული უნდა ვიყოო – გააღვიძეთ ციხესიმაგრე, – უთხრა
მცველს, – ყველა ეზოში გამორეკეთ, რომ ვნახოთ, ვინ გვაკლია.
ლორენმა ჭიშკრებს დაუაროს. ვექს, გამომყევი. გაიფიქრა, ნეტავ
სტიგი უღრანის ციხეს უკვე თუ მიაღწევდაო. იგი არც ისე მარჯვე მხე-
დარი იყო, როგორადაც თავი მოჰქონდა – რკინელები საერთოდ
უნაგირს დიდად ვერ ეგუებოდნენ – მაგრამ უკვე საკმაო დროც გა-
ვიდა. აშა შეიძლება უკვე აქეთ მოდიოდა. და თუ გაიგო, სტარკები
რომ დავკარგე... ამაზე ფიქრიც არ უნდოდა. ბრანის საძინებელი ცა-
რიელი დახვდა, ისევე, როგორც რიკონის, ნახევარი სართულით
ქვემოთ. მათთვის მცველები უნდა მიეჩინა, მაგრამ ჩათვალა, ჯობს,
გუშაგმა გალავანზე იაროს და ჭიშკრები დაიცვას ვიდრე ორ ბავშვს
უძიძოს, რომელთაგან ერთი ხეიბარიცააო.
გარედან ტირილის ხმები მოესმა – ციხესიმაგრის მცხოვრებლე-
ბი საწოლებიდან წამოყარეს და ეზოში მირეკეს. მივცემ მე მაგათ ტი-
რილის მიზეზს. ლმობიერად ვეპყრობოდი და აი, რით გადამიხადეს.
ორი თავისი კაცი გააშოლტინა კიდეც იმ მეძაღლის გოგოს გაბახე-
ბისთვის, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, სამართლიანი ვარო. თუმ-
ცა იმ ძალადობის გამო ბრალს მაინც მე მდებენ. და დანარჩენის გა-
მოც. ეს უსამართლობად მიაჩნდა. მიკენმა თვითონვე მოიკლა თავი
საკუთარი ენით, ისევე, როგორც ბენფრედმა. რაც შეეხება ჩეილის,

916
ვიღაც ხომ უნდა შეეწირა დამხრჩვალი ღმერთისთვის, მისი მებრძო-
ლები ამას მოელოდნენ.
– შენზე ავი არ მიდევს გულში, – უთხრა სეპტონს, სანამ ჭაში ჩა-
აგდებდნენ, – მაგრამ აქ შენი და შენი ღმერთების ადგილი აღარ
არის.
ხომ შეიძლებოდა, დანარჩენები მადლობელი დარჩენილიყვნენ,
მათგან რომ არ შეარჩია სამსხვერპლო, მაგრამ არა. ნეტავ რამდენი
მათგანი იყო ამ შეთქმულებაში ჩართული?
არზენი შავ ლორენთან ერთად დაბრუნდა.
– მონადირის კარი, – უთხრა ლორენმა, – წამო, შენ თვითონ ნა-
ხე. მონადირის კარი საძაღლეების და სამზარეულოების ახლოს
იყო, პირდაპირ ველების და ტყისკენ იხსნებოდა. მხედრებს შეეძ-
ლოთ, აქედან ისე გასულიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ ციხესიმაგ-
რეში, რომ ზამთრის ქალაქში გავლა არ დასჭირვებოდათ, ამიტომ
მონადირეთა ჯგუფებისთვის მოსახერხებელი იყო.
– აქ გუშაგად ვინ იდგა? – პასუხი მოითხოვა თეონმა.
– დრენანი და ელამა.
დრენანი ერთი მათგანი იყო, პალას ნამუსი რომ ახადა.
– მაგათ თუ ბიჭები გაექცათ, ზურგზე ტყავის აძრობას აღარ ვაკ-
მარებ, ვფიცავ. – არ დაგჭირდება, – მოუჭრა შავმა ლორენმა.
მართლაც. ელამა ხანდაკში ტივტივებდა პირჩაღმა, უკან ერთმა-
ნეთში ჩახლართული თეთრი გველებივით მისთრევდა საკუთარი
ნაწლავები. დრენანი ნახევრადშიშველი ეგდო საგუშაგო ჯიხურში,
იმ მყუდრო ოთახში, საიდანაც ასაწევი ხიდი იმართებოდა. ყელი ყუ-
რიდან ყურამდე ჰქონდა გამოღადრული. დაფლეთილი ტუნიკა ზურ-
გზე სანახევროდ მოშუშებულ ნაიარევებს უფარავდა, მაგრამ ჩექმე-
ბი ძირს დაფენილ ჭილში იყო არეული, ბრიჯი კი კოჭებზე ჰქონდა

917
ჩაჩაჩული. კარის ახლოს პატარა მაგიდაზე ყველი იდო, მის გვერ-
დით – ცარიელი სურა და ორი ჭიქა. თეონმა ერთი ჭიქა აიღო და მის
ფსკერზე ჩარჩენილი ღვინის ნალექი დაყნოსა. – ელამა მაღლა იდ-
გა, გალავანზე, ხომ?
– კი, – მიუგო ლორენმა.
თეონმა ჭიქას ბუხარში შეუძახა.
– როგორც ჩანს, დრენანი ბრიჯს იხდიდა, ქალს რომ სძგერებო-
და, მაგრამ ამასობაში ის ეძგერა, პირიქით. მისივე ყველის დანით,
ასე ეტყობა. ვინმემ იშოვეთ შუბი და ის მეორე შტერი თხრილიდან
ამოათრიეთ.
მეორე შტერი დრენანზე ბევრად უარესად გამოიყურებოდა. რო-
დესაც შავმა ლორენმა იგი წყლიდან ამოათრია, დაინახეს, რომ ცა-
ლი მკლავი იდაყვში მოგრეხოდა, ნახევარი კისერი აღარ ჰქონდა,
მუცლის ადგილას კი გაფატრულ ნახვრეტს დაეღო პირი. შუბმა ნაწ-
ლავები გაუხეთქა, როცა ლორენი წყლიდან მოათრევდა. საზარელი
სიმყრალე იდგა.
– მგელსაზარები, – თქვა თეონმა, – ალბათ ორივე ერთად.
ისევ აზიდებდა. უკან, ასაწევი ხიდისკენ გამოემართა. ვინტერ-
ფელს ორი სქელი გრანიტის გალავანი ერტყა, მათ შორის ფართო
წყლიანი თხრილი იყო მოქცეული. გარე გალავანი ოთხმოცი ფუტის
სიმაღლისა იყო, შიდა – ასზე მეტი. რაკი ხალხი არ ყოფნიდა, თეონი
იძულებული გახდა, გარე დაცვაზე უარი ეთქვა და გუშაგები უფრო
მაღალ შიდა კედელზე განელაგებინა. ვერ ბედავდა, თხრილს გა-
დაღმა დაეტოვებინა ისინი, ციხე თუ აუჯანყდებოდა. ორი ან მეტი უნ-
და ყოფილიყვნენო, გადაწყვიტა. სანამ ქალი დრენანს ართობდა,
სხვებმა მგლები გამოუშვეს.
თეონმა ჩირაღდანი მოითხოვა და დანარჩენებს გალავნის თავზე

918
ამავალ კიბეზე აუძღვა. ცეცხლი დაბლა დახარა, ეძებდა აი. პარაპე-
ტის შიგნით და ფართო დუროში ორ აშვერილ ქონგურს შორის.
– სისხლი, – უთხრა სხვებს, – ნაჩქარევად მოწმენდილი. რო-
გორც ვხვდები, ქალმა დრენანი მოკლა და ხიდი ჩამოსწია. ელამამ
ჯაჭვის ჟღრიალი გაიგონა, სანახავად მოვიდა და ეს მიიღო. გვამს
დუროდან არხში გადაუძახეს, სხვა გუშაგები რომ არ წასდგომოდ-
ნენ.
არზენმა კედელს გახედა.
– სხვა საგუშაგო კოშკურები შორს არაა. აქიდან ჩირაღდნებს
ვხედავ... – ჩირაღდნებს და არა ხალხს, – გაცხარდა თეონი, – ვინ-
ტერფელში მეტი კოშკურაა, ვიდრე მე ხალხი მყავს.
– მთავარ კარიბჭესთან ოთხი დგას – თქვა შავმა ლორენმა, –
ხუთი კი გალავანზე დადის, ელამას გარდა.
– რქაში უნდა ჩაებერა, – განაცხადა არზენმა შტერები მემსახუ-
რებიან.
– აბა წარმოიდგინე, რომ აქ შენ იდექი არზენ ბნელა, ცივა. უკვე
რამდენიმე საათია, გუშაგად დადიხარ, ერთი სული გაქვს, როდის
დასრულდება შენი რიგი. მერე ხმა ჩაგესმის და ჭიშკრისკენ მიდი-
ხარ, და უცებ კიბის თავზე თვალებს ხედავ, ჩირაღდნის შუქზე მწვა-
ნედ და ოქროსფრად გიზგიზებენ. ორი აჩრდილი ელვის უსწრაფე-
სად მოექანება შენკენ. კბილების გაელვებას ხედავ, შუბის მომარ-
ჯვებას იწყებ, ისინი კი გეძგერებიან და მუცელს გფატრავენ, ისე
გლეჯენ ტყავს, თითქოს დოლბანდი იყოს, – არზენს მაგრად წამოუ-
თაქა თავში, – და უკვე ზურგზე ხარ გაშოტილი, ნაწლავები გადმოყ-
რილი გაქვს, ერთ მხეცს კი შენს კისერზე აქვს კბილები მოვლებუ-
ლი, – თეონმა კაცის გაწვრილებული ყელი მოიგდო ხელში, თითები
მოუჭირა და გაიღიმა, – ახლა მითხარი, მთელი ამ ხნის განმავლო-
ბაში როდის გაჩერდებოდი და ჩაბერავდი იმ შენს წყეულ საყვირს?
919
– არზენი უხეშად მიაგდო, ის ბარბაცით მიეჯახა ქონგურს და ყელი
მოისრისა. ის მხეცები იმ დღესვე უნდა დამეხოცა, ციხე რომ ავიღე,
გაიფიქრა თეონმა ბრაზით. ხომ მქონდა ნანახი, როგორ კლავენ, რა
საშიშები არიან. – უნდა გავედევნოთ, – თქვა შავმა ლორენმა.
– ბნელაში არა, – თეონს სულ არ ეპიტნავებოდა, მგელსაზარე-
ბისთვის ტყეში ღამით ედევნა; მდევარი იოლად შეიძლებოდა დევ-
ნილად გადაქცეულიყო, – გათენებას მოვუცდით. მანამდე ჯობია,
წავიდე და ჩემს ერთგულ ქვეშევრდომებს ველაპარაკო.
ეზოში შეშინებული კაცები, ქალები და ბავშვები კედელთან შეეჯ-
გუფებინათ. ბევრს ჩაცმაც ვერ მოესწრო, შალის საბნებში იფუთნე-
ბოდნენ ან მოსასხამებს და საღამურებს იხვევდნენ შიშველ ტანზე.
გარშემო თორმეტი რკინელი შემოსდგომოდათ, ცალ ხელში ჩი-
რაღდნები ეჭირათ, მეორეში – იარაღი. ქარი ქროდა და მოციმციმე
წითელი ცეცხლი ბუნდოვნად კრთოდა ფოლადის ჩაჩქნებზე, სქელ
წვერებზე, გაუცინარ თვალებზე.
თეონმა ტყვეების წინ აიარ-ჩაიარა, სახეებს აკვირდებოდა. ყვე-
ლა დამნაშავე ეჩვენებოდა. – რამდენი აკლია?
– ექვსი, – მის უკან მყრალა წამოდგა, საპნის სუნი უდიოდა,
გრძელი თმა ქარში უფრიალებდა, – ორივე სტარკი, ის ჭაობის ბიჭი
და მისი და, უტვინო მეჯინიბე და ის შენი ველური ქალი.
ოშა. იმ მეორე ჭიქის დანახვისთანავე მასზე იფიქრა უნდა მივ-
მხვდარიყავი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. აშასავით განსხვა-
ვებული ვინმეა. სახელებიც კი უგავთ. – თავლებში თუ შეიხედა ვინ-
მემ?
– აგარი ამბობს, ცხენები ყველა ადგილზეაო.
– მოცეკვავეც თავის ბაგაშია?
– მოცეკვავე? – მყრალა შეიჭმუხნა, – აგარი ამბობს ცხენები ყვე-
ლა აქააო. მარტო ის გონებასუსტი არ არის.
920
ესე იგი, ფეხით წავიდნენ. ეს იყო ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი
გაღვიძების მერე გაიგო. უეჭველია, ბრანი ჰოდორის ზურგზე მოკი-
დებულ კალათში უზით. ოშას რიკონის ტარება მოუწევს, პატარაა და
თავისით ბევრს ვერ ივლის. თეონს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მათ
მალევე ჩაიგდებდა ხელში.
– ბრანი და რიკონი გაიქცნენ, – უთხრა მან ციხესიმაგრის მსახუ-
რებს, თან თვალებში ჩასცქეროდათ, – ვინ იცის, სად წავიდნენ?
არავის უპასუხია.
– დახმარების გარეშე ვერ გაიქცეოდნენ – განაგრძო თეონმა –
საჭმლის, ტანსაცმლის, იარაღის გარეშე, – მან ვინტერფელში ყვე-
ლა ცული და ტაბარი შეაგროვა და ჩაარაზინა, მაგრამ, უეჭველია,
ზოგი გადაუმალეს, – მე გავიგებ ყველა მათგანის სახელს, ვინც კი
დაეხმარათ და ვინც კი თვალი მოარიდათ, – პასუხად მხოლოდ ქა-
რის ხმა ისმოდა, – როგორც კი ინათებს, ვაპირებ, უკან დავაბრუნო
ისინი, – ცერები ქამარში ჩაიყარა, – მდევარი მჭირდება. ვის უნდა
მშვენიერი მგლის ტყავი ზამთარში ჩასათბუნებლად? გეიგი? – მზა-
რეული ნადირობიდან დაბრუნებულ თეონს ყოველთვის გულღიად
ეგებებოდა და ეკითხებოდა, სუფრის დასამშვენებლად რა მომიტა-
ნეო, მაგრამ ახლა არაფერი ჰქონდა სათქმელი. თეონმა რიგს ახლა
უკან აუარა. სახეებზე აკვირდებოდა, დანაშაულის და ცოდნის უმცი-
რეს ნიშანს ეძებდა, – ტყეღრე ხეიბრის შესაფერისი ადგილი არ
არის. რიკონიც, ასე პატარა, რამდენ ხანს გაძლებს იქ? ნენ, დაფიქ-
რდი, რა შეშინებულია ახლა, – დედაბერი თეონს ათი წელი გაუთა-
ვებლად ელაქლაქებოდა, უსასრულო ზღაპრებს მოუთხრობდა, მაგ-
რამ ისე შეკრთა მის სიტყვაზე, თითქოს ვიღაც უცნობი ელაპარაკე-
ბოდა, – მე შემეძლო, ყველა კაცი დამეხოცეთ, თქვენი ქალები კი
ჩემი ჯარისკაცებისთვის მიმეცა გასართობად, მაგრამ ამის ნაცვლად

921
დაგიცავით. ასე მიხდით მადლობას? – ჯოსეთი, მის ცხენებს რომ უვ-
ლიდა, ფარლენი, რომელმაც ასწავლა ყველაფერი, რაც კი მწევ-
რებზე იცოდა, ბართი, მელუდის ცოლი, მისი პირველი ქალი რომ
იყო – მზერას არავინ უსწორებდა. მათ ვძულვარ, მიხვდა თეონი.
მყრალა გვერდში ამოუდგა.
– ტყავი გააძვრე, – ურჩია თეონს, სქელი ტუჩები უპრიალებდა,
– ლორდმა ბოლტონმა იცოდა თქმა, შიშველ კაცს ცოტა საიდუმლო
აქვს, გატყავებულს კი – არც ერთიო.
თეონმა იცოდა, რომ ბოლტონების გვარის ემბლემა გატყავებუ-
ლი კაცი იყო. საუკუნეების წინ ზოგი ბოლტონი დახოცილი მტრების
კანისგან შეკერილ მოსასხამებსაც კი ატარებდა. რამდენიმე სტარ-
კმა ასე დაასრულა სიცოცხლე. სავარაუდოდ, ამას ბოლო უკვე ათა-
სი წლის წინ მოეღო, როდესაც ბოლტონებმა ვინტერფელს მუხლი
მოუყარეს. ასე ამბობენ, მაგრამ ძველი წესები ძნელად კვდება, რამ-
დენადაც ვიცი. – ჩრდილოეთში არავის გაატყავებენ, სანამ ვინტერ-
ფელს მე ვმართავ, – ხმამაღლა წარმოთქვა თეონმა. ლამის ეყვირა,
ამისთანებისგან თქვენი დაცვა მხოლოდ მე შემიძლიაო. მართლა
ხომ ყურში არ ჩასძახებდა, მაგრამ იქნებ ზოგი მაინც მიმხვდარიყო.
– ციხის გალავნის ზემოთ ცა ბაცდებოდა. განთიადამდე ბევრი აღარ
რჩებოდა. – ჯოსეთ, ღიმილა შეკაზმე და შენთვისაც გაიმზადე ცხენი.
მარჩ, გარის, ჩოფურა ტიმ, თქვენც წამოხვალთ, – მარჩი და გარისი
ვინტერფელის საუკეთესო მონადირეები იყვნენ, ტიმი კი მშვილდს
ისროდა კარგად, – ეგარ, ცხვირწითელა, გელმარ, მყრალა, ვექს, –
თავისიანებიც სჭირდებოდა, ზურგის დასაცავად, – ფარლენ, ძაღ-
ლები დამჭირდება, და შენ, მათ დასაგეშად.
ჭაღარა მეძაღლემ მკლავები გულზე დაიკრიფა.
– და ვითომ რატომ უნდა ვინადირო ჩემს კანონიერ ბატონებზე,
თანაც ბავშვებზე? თეონი ახლოს დაუდგა.
922
– ახლა მე ვარ შენი კანონიერი ბატონი, და პალას კარგად ყოფნა
მე მეკითხება. დაინახა, როგორც ჩაუქრა ფარლენს გამომწვევი მზე-
რა.
– დიახ, მილორდ.
თეონმა უკან დაიხია და მიმოიხედა, რათა ენახა, კიდევ ვისი და-
მატება შეიძლებოდა. – მაისტერ ლუვინ, – გამოაცხადა.
– დევნის არაფერი გამეგება.
დიახ, მაგრამ უჩემოდ ციხეში დარჩენილს არ გენდობი.
– მაშ, ის დროა, ისწავლო.
– მეც წამიყვანე. მე მინდა მგლის ქურქი, – წინ წამოდგა ბრანის-
ხელა ბიჭი. თეონმა უცებ ვერც გაიხსენა, ვინ იყო, – მე ადრეც ბევ-
რჯერ მინადირია, – თქვა ვოლდერ ფრეიმ, – წითელ ირემზე და ცხე-
ნირემზე, და ტახზეც.
ბიძაშვილმა მას სიცილი დააყარა.
– კი, მამამისს გაჰყვა ტახზე სანადიროდ, მაგრამ ტახთან არც მი-
ასუნიეს. თეონმა ბიჭი ეჭვით შეათვალიერა.
– წამო, თუ გინდა, მაგრამ თუ ვერ მოგვდიე, ნუ გგონია, გავჩერ-
დები და მოვლას დაგიწყებ, – მერე შავ ლორენს მიუბრუნდა, – ჩემს
არყოფნაში ვინტერფელი შენ გებარება. თუ არ დავბრუნდებით, რო-
გორც გენებოს, ისე მოიქეცი, – ახლა წესით ამათ ჩემს მშვიდობით
დაბრუნებაზე უნდა ილოცონ.
სამრეკლოს კოშკის წვერს მზის პირველი მკრთალი სხივები რომ
შეეხო, ისინი უკვე მონადირის ჭიშკართან იყვნენ დარაზმული, მათ
ამონასუნთქს დილის ცივი ჰაერი ყინავდა. გელმარი გრძელი ტაბა-
რით შეიარაღდა, მგლის მოგერიება შორიდანვე რომ შესძლებოდა.
იარაღის პირი საკმარისად მძიმე იყო, ცხოველი ერთი დარტყმით
რომ მოეკლა. აგარს ფოლადის საბარკულები ჩაეცვა. მყრალას ტახ-
ზე სანადირო შუბი მოემარჯვებინა, ზურგზე კი მრეცხავის ტომარა
923
მოეგდო, რომელიც ვინ იცის, რით გამოეტენა. თეონს მშვილდი
მოჰქონდა, სხვა არაფერი სჭირდებოდა. ოდესღაც ისრით ბრანი
სიკვდილს გადაარჩინა. იმედი ჰქონდა, ახლა მისთვის სროლა არ
მოუწევდა, მაგრამ თუ საქმე აქამდე მიდგებოდა, იზამდა.
თერთმეტმა კაცმა, ორმა ბიჭმა და ათიოდე ძაღლმა არხი გადაი-
არა. გარე გალავნის მიღმა რბილ მიწას აშკარად აჩნდა კვალი:
მგლების თათები, ჰოდორის მძიმე ნაფეხურები, ორი რიდის მიერ
დატოვებული უფრო მსუბუქი ანაბეჭდები. ხეების ქვეშ რომ შევიდ-
ნენ, ქვიანი მიწის და ჩამოცვენილი ფოთლების გამო კვალი უფრო
ძნელი გასარჩევი გახდა, მაგრამ ამასობაში ფარლენის წითურმა
ძუკნამ სუნი აიღო. დანარჩენი ძაღლებიც ფეხდაფეხ მისდევდნენ,
მეძებრები ყნოსავდნენ და ყეფდნენ, ბოლოში ორი უზარმაზარი მას-
ტიფი მიჰყვებოდათ. მომწყვდეულ მგელსაზარებთან ბრძოლაში შე-
საძლოა სწორედ მათი სიდიდე და მძვინვარება ყოფილიყო გადამ-
წყვეტი. ვარაუდობდა, რომ ოშა სამხრეთისკენ გაიქცეოდა, სერ
როდრიკთან, მაგრამ კვალი ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლე-
თით მიუძღოდათ, პირდაპირ მგლისტყის შუაგულისკენ. თეონს ეს
სრულიად არ მოსწონდა. ბედის მწარე დაცინვა იქნებოდა, თუ სტარ-
კები უღრანის ციხისკენ გაიქცნენ და პირდაპირ აშას ჩაუცვივდებიან
ხელში. ამას მერჩივნა, დამეხოცა, გაიფიქრა მწარედ. სჯობს, ყვე-
ლას სასტიკი ეგონო, ვიდრე სულელი.
ხეებს შორის მკრთალი ნისლის ზოლები იწელებოდა, ხეგუშაგე-
ბი და ფიჭვები აქ მიჯრით იზრდებოდა, მარადმწვანე ტყეზე უფრო
ბნელი და პირქუში კი არაფერია ამქვეყნად. მიწა უსწორმასწორო
იყო, დაცვენილი წიწვები კი ოღროჩოღროებს ფარავდა და ცხენებს
ნაბიჯს უშლიდა, ამიტომ იძულებული იყვნენ, ნელა ევლოთ. ოღონდ
ისე ნელაც არა, როგორც ხეიბრის მზიდველი კაცი ივლიდა, ან გაძ-

924
ვალტყავებული როკაპი, ზურგზე მოკიდებული ოთხი წლის ბავშვი-
თო, დაიმშვიდა თავი თეონმა. დაღამებამდე დაეწეოდა.
მაისტერ ლუვინი მასთან მითოხარიკდა, ხევის პირზე ნადირის
ბილიკს რომ მიჰყვებოდნენ. – ჯერჯერობით დევნა არაფრით გან-
სხვავდება ტყეში სეირნობისგან, მილორდ. თეონს გაეღიმა.
– კი, წააგავს. მაგრამ დევნამ ბოლოს სისხლი იცის.
– აუცილებლად? გაქცევა დიდი სისულელე იყო, მაგრამ ნუთუ
გულმოწყალე არ იქნები? ხომ შენს ნაძმობებს მივდევთ.
– რობის გარდა არც ერთი სტარკი ძმურად არ მექცეოდა, მაგრამ
ბრანი და რიკონი ცოცხლები უფრო გამომადგებიან, ვიდრე მკვდრე-
ბი.
– რიდებიც ასევე. მოათ კაილინი ჭაობების პირას დგას. ლორდ
ჰოულანდს შეუძლია, ბიძაშენის გზა ჯოჯოხეთად აქციოს, თუ მოინ-
დომა. მაგრამ სანამ მისი მემკვიდრეები შენ გეყოლება, იძულებული
იქნება, თავი შეიკავოს.
თეონს ამაზე არ ჰქონდა ნაფიქრი. სიმართლე ითქვას, შლამის
კაცებს საერთოდ არად აგდებდა, მხოლოდ მირას შეავლო ერთი
ორჯერ თვალი და გაიფიქრა, ჯერაც ქალწულია თუ არაო.
– ალბათ მართალი ხარ. თუ შევძელი, დავინდობ – და ჰოდორ-
საც, იმედია. ბიჭი სულელია, ხომ იცი. იმას აკეთებს, რასაც ეუბნები-
ან. რამდენჯერ დაუურვებია შენი ცხენი, უნაგირი გაუსაპნავს აბჯარი
გაუწმენდია? ჰოდორს თეონი არად აგდებდა.
– თუ არ შეგვებრძოლება, ცოცხალს დავტოვებთ, – თეონმა თი-
თი აიშვირა, – მაგრამ ველურის დასაცავად სიტყვა თუ დაგიძრავს,
შენც იმას მიჰყვები, იცოდე. შემომფიცა და ფეხებზე დაიკიდა.
მაისტერმა თავი დახარა.
– ფიცის გამტეხისთვის შენდობას არ ვითხოვ რაც საჭიროა, ის
ქენი მადლობა მომიხსენებია გულმოწყალებისთვის.
925
გულმოწყალება, გაიფიქრა თეონმა, მაისტერი ლუვინი რომ ჩა-
მორჩა. წყეული მახეა ეგ შენი გულმოწყალება. ზედმეტი გაქვს და,
სუსტს შეგარქმევენ, ნაკლები გაქვს და – დაუნდობელს. მაგრამ
ხვდებოდა, რომ მაისტერმა კარგი რჩევა მისცა. მამამისი მხოლოდ
დაპყრობაზე ფიქრობდა, მაგრამ რა აზრი აქვს სამეფოს დაპყრობას,
მისი შენარჩუნება თუ არ შეგიძლია? ძალა და შიში მხოლოდ რაღაც
დრომდე გაგიტანენ. სამწუხაროა, ნედ სტარკმა თავისი ასულები
სამხრეთში რომ წაიყოლა. ასე რომ არა, თეონი ვინტერფელის დაპ-
ყრობას ერთი მათგანის ცოლად შერთვით გაამტკიცებდა. თანაც,
სანსა ლამაზი პაწია არსება იყო, ამასობაში შესაძლოა ლოგინის-
თვისაც კი მომწიფდა. მაგრამ გოგონა ათასი ლიგის მიღმა იმყოფე-
ბოდა, ლანისტერების კლანჭებში. ცუდია. ტყე კიდევ უფრო ჩამოი-
ბურა. ფიჭვები და ხეგუშაგები უზარმაზარი მუქი მუხებით შეიცვალა.
კუნელის ბარდები მაცდურ ხრამებს და თხრილებს ფარავდნენ. ქვის
გორაკებზე მაღლდებოდნენ და ეშვებოდნენ. ჩაუარეს მოტოვებულ,
ბალახგადავლილ მოიჯარის ქოხს და გარშემო შემოუარეს წყლით
ავსებულ ქვის სამტეხლოს, სადაც დამდგარი წყალი ფოლადივით
რუხად ლაპლაპებდა. ძაღლებმა ყეფა რომ დაიწყეს, თეონს ეგონა,
დევნილებს წამოვეწიეთო. ღიმილას დეზი ჰკრა და ნავარდით მიჰ-
ყვა მათ, მაგრამ ნაპოვნი ცხენირმის დეკეულის ლეში აღმოჩნდა...
ანუ ის, რაც მისგან დარჩენილიყო.
ცხენიდან ჩამოხდა, უკეთ რომ შეეთვალიერებინა. ახალი მოკ-
ლული იყო და, როგორც ჩანდა, მგლების მიერ. ძაღლები გულმოდ-
გინედ ყნოსავდნენ მიწას მის გარშემო, ერთ-ერთმა მასტიფმა კი
ბარკალში კბილები ჩაავლო, სანამ ფარლენი თავისთან მიიხმობდა.
თეონმა შეამჩნია, რომ ცხოველს არაფერი ჰქონდა აჭრილი.
მგლებს ეჭამათ, მაგრამ არა ადამიანებს. ოშა ცეცხლის დანთებას

926
რომც მორიდებოდა, წესით რამდენიმე ნაჭერი მაინც უნდა ჩამოეჭ-
რა. ამდენი კარგი ხორცი დასალპობად რატომ უნდა დაეტოვებინა?
– ფარლენ, დარწმუნებული ხარ, რომ სწორ კვალს ვადგავართ?
– მოსთხოვა პასუხი მეძაღლეს, – იქნებ შენი ძაღლები სულ სხვა
მგლებს მისდევენ? – ჩემი ძუკნა ზაფხულის და ბურძგლას სუნს კარ-
გად იცნობს.
– მით უკეთესი შენთვის.
ამის მერე ერთი საათიც არ უვლიათ და კვალი ბოლოდროინდე-
ლი წვიმებისგან ადიდებული მღვრიე ღელესკენ დაეშვა. ძაღლებმა
აქ სუნი დაკარგეს. ფარლენი და ვექსი ძაღლებთან ერთად გადავიდ-
ნენ მეორე ნაპირზე და უარის ნიშნად თავების ქნევით დაბრუნდნენ
უკან, ცხოველები კი ისევ გაღმა ნაპირზე დარბოდნენ და ყნოსავ-
დნენ.
– წყალში აქ შევიდნენ, მილორდ, მაგრამ სად გამოვიდნენ, ვერ
ვპოულობ, – უთხრა ოსტატმა მეძაღლემ.
თეონი ჩამოხდა და ღელესთან დაიჩოქა, წყალში ხელი ჩაყო. ცი-
ვი იყო. – ამაში დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ. ნახევარი ძაღლებით
ღელეს დაღმა დაუყევი, მე აღმა წავალ...
ვექსმა ხმამაღლა შემოჰკრა ხელი ხელს.
– რა არის? – ჰკითხა თეონმა.
მუნჯმა ბიჭმა თითით უჩვენა.
წყლის მახლობლად მიწა დამბალი და შლამიანი იყო. ზედ აშკა-
რად აჩნდა მგლების ნაფეხურები.
– თათების კვალი, ჰო. ჰოდა?
ვექსმა ქუსლი მიწას დააბჯინა და ფეხი შეატრიალ-შემოატრი-
ალა. შლამში ღრმა ნაჭდევი გაჩნდა. ჯოსეთი მიუხვდა.
– ჰოდორისხელა კაცს ამ ტალახში ღრმა კვალი უნდა დაეტოვე-
ბინა, – თქვა მან, – მით უმეტეს, ბიჭი თუ აჯდა ზურგზე. არადა, აქ
927
მარტო ჩვენი ჩექმების კვალი ჩანს. ნახე შენ თვითონ.
თავზარდაცემული თეონი მიხვდა, რომ მართალს ეუბნებოდნენ.
მოდიდებულ მღვრიე წყალში მგლები მარტო შევიდნენ.
– ეტყობა, ოშამ გვერდზე გადაუხვია სადღაც, სადაც უკვე გამოვ-
ლილი გვაქვს. ალბათ, ცხენირემამდე. მგლები ცალკე გაუშვა, იმ
იმედით, რომ ჩვენ მათ კვალს ავედევნებოდით, – იგი თავის მონა-
დირეებს მიუბრუნდა, – თქვენ ორმა თუ გამაცურეთ... – ერთადერ-
თი კვალი იყო, მილორდ, გეფიცები, – თავი იმართლა გარისმა, –
მგელსაზარები კი ბიჭებს არ მოსცილდებოდნენ. დიდი ხნით – არა.
ეს კი ასეა, გაიფიქრა თეონმა. ზაფხული და ბურძგლაძაღლი შეიძ-
ლებოდა სანადიროდ გაქცეულიყვნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან ისევ
ბრანსა და რიკონს დაუბრუნდებოდნენ. – გარის, მარჩ, ოთხი ძაღ-
ლი წაიყვანეთ და უკან გაბრუნდით, ნახეთ, სად დავკარგეთ ისინი.
აგარ, შენ მაგათ შეამოწმებ, ეშმაკობები არ გავიგონო. ფარლენი და
მე მგელსაზარებს გავყვებით. კვალს რომ იპოვით, საყვირს ჩაბე-
რეთ. ორჯერ ჩაბერეთ, თავად მხეცებს თუ მოჰკრავთ თვალს. თუ ვი-
პოვით, სად წავიდნენ, ისინი თავიანთ პატრონებთან მიგვიყვანენ.
ნაკადის აღმა ვექსი, ფრეი ბიჭი და გაინირ ცხვირწითელა წაიყო-
ლა. თვითონ და ვექსი ერთ ნაპირს მიჰყვებოდნენ, ცხვირწითელა და
ფრეი – მეორეს, ორივე მხარეს წყვილი ძაღლები მიჰყავდათ. მგლე-
ბი აქეთაც შეიძლებოდა ამოსულიყვნენ და იქითაც. თეონი ეძებდა
კვალს, ანაბეჭდს, გადამტვრეულ ტოტს, რაიმე ნიშანს, რაც ეტყოდა,
სად ამოვიდნენ მგელსაზარები წყლიდან. საკმაოდ იოლად პო-
ულობდა შვლის, ცხენირმის და მაჩვის კვალს. ვექსმა წყალზე და-
სარწყულებლად ჩამოსული მელა დააფრთხო, ვოლდერს კი ბუჩქე-
ბიდან სამი კურდღელი გამოუხტა და მან მოახერხა, ერთისთვის ისა-
რიც მოერტყა. იპოვეს კლანჭების კვალიც, აქ დათვს მაღალი წიფ-
ლისთვის კანი გაეცალა. მგელსაზარების კი ნიშანწყალიც არსად
928
ჩანდა. კიდევ ცოტაც, ეუბნებოდა თეონი თავისთავს. იმ მუხამდე, იმ
აღმართამდე, წყლის შემდეგ მოსახვევამდე – იქ რამეს ვიპოვით.
მას შემდეგაც დიდხანს აგრძელებდა გზას, რაც მიხვდა, რომ უკან
დაბრუნების დრო იყო; სულ უფრო მზარდი შფოთვა გულ-მუცელს
უტრიალებდა. შუადღე იყო, ღიმილას თავი რომ შემოუბრუნა და
ფარ-ხმალი დაყარა.
ოშა და ის უბადრუკი ბავშვები როგორღაც ახერხებდნენ მის გა-
ცურებას. შეუძლებელი იყო, ქვეითად, ხეიბართან და პატარა ბავ-
შვთან ერთად ეს მოეხერხებინათ. ყოველი ჩავლილი საათი უფრო
სავარაუდოს ხდიდა, რომ ისინი ხელიდან დაუძვრნენ. სოფელს თუ
მიაღწიეს... ჩრდილოელები კარს არასოდეს მიუხურავდნენ ნედ
სტარკის შვილებს, რობის ძმებს. იშოვიდნენ ცხენებს გზის გასაად-
ვილებლად, საჭმელს... ხალხი მათი დაცვის პატივისათვის ერთმა-
ნეთს შეეცილებოდა. მთელი წყეული ჩრდილოეთი მათ გარშემო გა-
ერთიანდებოდა.
მგლები დაღმა დაუყვნენ ნაკადს, ესაა და ეს. ამ ფიქრს ხავსივით
მოეჭიდა. ის წითური ძუკნა იყნოსავს, სად ამოვიდნენ წყლიდან, და
ისევ კვალში ჩავუდგებით. მაგრამ ფარლენის ჯგუფს რომ შეუერ-
თდნენ, თეონის იმედების დასამსხვრევად მეძაღლის სახის დანახ-
ვაც საკმარისი გახდა.
– ეს ძაღლები დათვის სატყუარად თუ გამოდგებიან, – ბრაზით
წარმოთქვა მან, – ნეტავ დათვი მაინც მყოლოდა.
– ძაღლების ბრალი არაა, – ფარლენმა მასტიფსა და თავის
ძვირფას ძუკნას შორის ჩაიმუხლა, – მდინარ წყალში სუნი არ ჩერ-
დება, მილორდ.
– მგლები სადმე უნდა ამოსულიყვნენ წყლიდან.
– უეჭველია, ამოვიდნენ კიდევაც. აღმა ან დაღმა. ისევ დავძებ-
ნით, ვიპოვით იმ ადგილს, მაგრამ საითკენ გავუყვეთ?
929
– არასოდეს გამიგია, მგელს მდინარეში ამდენი ერბინოს, –
თქვა მყრალამ, – კაცმა კი, შეიძლება. თუ იცის, რომ მისდევენ, შე-
იძლება რამდენიმე მილიც იაროს. მაგრამ მგელი?
თეონი ყოყმანობდა. ეს მხეცები სხვა მგლებს არ ჰგავდნენ. ტყავი
უნდა გამეძრო წყეულებისთვის.
გარისს, მარჩსა და აგარს რომ შეხვდნენ, მათგანაც იგივე შეიტ-
ყვეს. მონადირეები კვალს ვინტერფელისკენ ლამის შუაგზამდე გაჰ-
ყოლოდნენ და ვერაფერი გაეგოთ, სად შეიძლებოდა სტარკები და
მგელსაზარები დაცალკევებულიყვნენ. ფარლენის ძაღლები პატ-
რონებივით გაუბედურებულები ჩანდნენ, საწყლად ყნოსავდნენ ხე-
ების ძირებს და ქვებს და ერთმანეთს ავად უწკაპუნებდნენ კბილებს.
თეონი დამარცხების აღიარებას ვერ ბედავდა.
– ღელესთან დავბრუნდებით. ამჯერად იქამდე გავუყვებით, რამ-
დენიც საჭიროა. – ვერ ვიპოვით, – თქვა უცებ ფრეი ბიჭმა, – ვერა,
სანამ ბაყაყიჭამიები მაგათთან არიან. შლამის კაცები მშიშრები
არიან, წესიერი ხალხივით კი არ იბრძვიან, იმალებიან და მოწამ-
ლულ ისრებს ხმარობენ; შენ იმათ ვერ დაინახავ, მაგრამ ისინი გხე-
დავენ. ისინი, ვინც მათ ჭაობებში გაედევნება, იკარგებიან და უკან
ვეღარ ბრუნდებიან. მათი სახლები ადგილს იცვლის, ციხესიმაგრეე-
ბიც კი, რუხწყალას გუშაგის არ იყოს. – მან შეშფოთებით მოავლო
თვალი სიმწვანეს, გარშემო რომ ერტყმოდათ, – შესაძლოა, ახლა
აქვე იყვნენ და ყველაფერი ესმოდეთ, რასაც ვამბობთ. ფარლენს სი-
ცილად არ ეყო მისი ნათქვამი.
– ჩემი ძაღლები ყველაფერს იყნოსავენ იმ ბუჩქებიდან. გაკუებას
ვერ მოასწრებდი, ზედ წაადგებოდნენ, ბიჭო.
– ბაყაყიჭამიებს ადამიანის სუნი არ უდით, – დაიჟინა ფრეიმ, –
ჭაობივით ყროლავენ, ბაყაყების, ხეების და დამპალი წყლის სუნი
აქვთ. იღლიებში თმის ნაცვლად ხავსი ეზრდებათ და შეუძლიათ,
930
შლამის მეტი არაფერი ჭამონ და ჭაობის წყლით ისუნთქონ. თეონი
უკვე აპირებდა, ბიჭისთვის ეთქვა, სად შეეძლო წაეღო თავისი გადი-
ის ზღაპრები, მაგრამ ლაპარაკში მაისტერი ლუვინი ჩაერთო.
– ისტორიიდან ცნობილია, რომ კრანოგელები ტყის შვილებს
დაუახლოვდნენ იმ დღეებში, როდესაც მწვანის მჭვრეტელები ცდი-
ლობდნენ, ყელისთვის წყალთა ჩაქუჩი დაეტეხათ. შესაძლებელია,
რომ მათ საიდუმლო ცოდნა მოეპოვებოდეთ. ტყე თითქოს უეცრად
ჩამობნელდა, თითქოს მზეს ღრუბელი გადაეფარაო. ერთი იყო, რო-
დესაც სულელი ბიჭი ყბედობდა რაღაცას, მაგრამ მაისტერები ბრძენ
ხალხად ითვლებოდნენ.
– მე მხოლოდ ბრანი და რიკონი მენაღვლება, – თქვა თეონმა,
უკან წავედით, წყლისკენ. ახლავე.
წუთით ფიქრობდა, არ დამემორჩილებიანო, მაგრამ ძველმა ჩვე-
ვამ თავისი გაიტანა. ღუშვით გაჰყვნენ უკან, მაგრამ მაინც გაჰყვნენ.
ფრეი ბიჭი თავის წამომფრთხალ კურდღლებზე უფრო მფრთხალი
გახდა. თეონმა ღელის ორივე ნაპირზე ხალხი დააყენა და ნაკადს
მიჰყვნენ. რამდენიმე მილი გალიეს, ნელა და ყურადღებით მიდი-
ოდნენ, სახიფათო ადგილებში ქვეითდებოდნენ და ცხენები აღვი-
რით მიჰყავდათ, ყველაზე უკეთ დაგეშილ მეძებრებს ყოველ ბუჩქს
აყნოსინებდნენ. იქ, სადაც ნაკადი წაქცეულ ხეს შეეგუბებინა, მონა-
დირეებს ღრმა მწვანე ტბორის გარშემოვლა მოუხდათ; ოღონდ, თუ
მგელსაზარებიც ასე მოიქცნენ, არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ.
ალბათ, მხეცებმა ტბორი გადაცურეს. რომ დავიჭერ, მე მაგათ გავაძ-
ღობ ცურვით. ორივეს დამხრჩვალ ღმერთს შევწირავ.
ტყემ ჩაბნელება რომ იწყო, თეონ გრეიჯოი მიხვდა, რომ დამარ-
ცხდა. ან კრანოგელებმა მართლაც იცოდნენ ტყის შვილების მაგია,
ან არადა ოშამ გააცურა მდევარი ველურების ხრიკებით. ბნელშიც

931
აიძულებდა, ევლოთ, მაგრამ, ბოლო ნათელიც რომ მიინავლა, ჯო-
სეთმა ბოლოს და ბოლოს, მხნეობა მოიკრიბა და უთხრა: – ფუჭი
წვალებაა, მილორდ. ასე ცხენებს დავაკოჭლებთ, ფეხს მოვტეხთ. –
ჯოსეთი მართალია, – თქვა მაისტერმა ლუვინმა, – ჩირაღდნებით
ტყეში ხეტება არაფერს მოგვიტანს.
თეონს პირში ბალღამის გემო ედგა, გულ-მუცელი კი ჩახლარ-
თულ, მოჩხუბარ გველების გროვად გადაჰქცეოდა. ვინტერფელში
ხელცარიელი თუ მიძუნძულდებოდა, შეეძლო, ამის მერე მასხარას
ჭრელი სამოსი მოერგო და ზანზალაკებიანი ქუდი დაეხურა; მთელი
ჩრდილოეთი გაიგებდა მისი სასაცილოდ აგდების ამბავს. და მამა-
ჩემი რომ გაიგებს, და აშა...
– მილორდ პრინცო, – მყრალამ მის ახლო მიაგდო ცხენი, – შე-
იძლება, სტარკები აქეთ არც წამოსულან. მე მათ ადგილზე იქნებ
ჩრდილოეთით და აღმოსავლეთისკენ წავსულიყავი. ამბერებთან.
სტარკების ერთგული ხალხია. მაგრამ მაგათი მიწები აქედან შორ-
საა. ბიჭები სადმე ახლოს შეაფარებენ თავს. შეიძლება, მე ვიცოდე,
სადაც.
თეონმა ეჭვით შეხედა – თქვი.
– ხომ იცი ის ძველი წისქვილი, სხვებისგან მოშორებით რომ
დგას რკოსწყალზე? იქ გავჩერდით, ვინტერფელში ტყვედ რომ მო-
მათრევდნენ. მეწისქვილის ცოლმა ქერი მოგვყიდა ცხენებისთვის,
ის ბებერი რაინდი კი იმის ღლაპებს ეჭუკჭუკა. შეიძლება, სტარკები
იქ იმალებიან.
თეონმა იცოდა ის წისქვილი. მეწისქვილის ცოლთან ერთი-ორ-
ჯერ ეკოტრიალა კიდევაც. წისქვილი არაფრით გამოირჩეოდა, არც
ქალი.
– იქ რატომ? მასევე ახლომახლო ათობით სოფელი და სიმაგ-
რეა. იმ უფერულ თვალებში სიანცე გაკრთა.
932
– რატომ? აბა, მე რა ვიცი. მაგრამ იქ არიან, ასე ვგრძნობ. თეონს
ამ ქვეშქვეშა პასუხების ატანა აღარ შეეძლო. კაცს ისეთი ტუჩები
ჰქონდა, იტყოდი, მატლები ანაყოფიერებენ ერთმანეთსო.
– რას ლაპარაკობ? თუ რამე იცი და მიმალავ...
– მილორდ პრინცო? – მყრალა დაქვეითდა და თეონსაც თავის-
თან მოუხმო. ორივე მიწაზე რომ დადგა, მან ვინტერფელიდან წამო-
ღებულ ტომარას თავი მოხსნა. – აბა, ამას ჩახედე.
ბნელოდა და ცუდად ჩანდა. თეონმა მოუთმენლად ჩაყო ხელი
ტომარაში, თითებში ფაფუკი ბეწვი და უხეში, სუსხია შალი მოჰყვა.
რაღაც წვეტიანიც ეჩხვლიტა და თითებში ცივი და მაგარი საგანი მო-
იქცია. ამოიღო და დახედა – ვერცხლით და გიშრით ნაკეთები
მგლისთავა აბზინდა იყო. უცებ მიხვდა. ხელი მუშტად შეკრა. – გელ-
მარ, – წარმოთქვა, არჩევდა, რომლის ნდობა შეეძლო. არც ერთის.
– აგარ. ცხვირწითელა. თქვენ წამოხვალთ. დანარჩენები შეგიძლი-
ათ ვინტერფელში დაბრუნდეთ ძაღლებთან ერთად. მეტად აღარ
დამჭირდებიან. უკვე ვიცი, სად იმალებიან ბრანი და რიკონი.
– პრინცო თეონ, – შეევედრა მაისტერი ლუვინი, – პირობას ხომ
არ დაივიწყებ? გულმოწყალე ვიქნებიო, თქვი.
– გულმოწყალე ამ დილით ვიყავი, – მიუგო თეონმა. ჯობია, ეში-
ნოდეთ შენი, ვიდრე დაგცინოდნენ, – მანამ, სანამ გამაბრაზებდნენ.

ჯონი

ღამეში კოცონს ხედავდნენ, ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით


რომ ციალებდა მთის კალთაზე. სხვა ვარსკვლავებზე უფრო წითელი
სხივი ჰქონდა, და არ ციმციმებდა, თუმცა ზოგჯერ უფრო მეტად აკაშ-
კაშდებოდა, ზოგჯერ კი ჩაიბჟუტებოდა და შორეულ ნაპერწკალს ემ-
სგავსებოდა, მკრთალი და უღონო.
933
ჩვენზე ნახევარი მილით წინ და ორი ათასი ფუტით უფრო მაღ-
ლაა, გათვალა ჯონმა; და მშვენიერი ადგილია, ყველაფერი რომ შე-
ნიშნო, რაც კი დაბლა ბილიკზე გაივლის.
– ზუზუნა უღელტეხილზე გუშაგები დგანან, – გაიკვირვა მათგან
ყველაზე ხნიერმა. ყმაწვილობაში იგი მეფის საჭურველთმტვირთვე-
ლი ყოფილიყო და შავი ძმები მას ახლაც მესაჭურვლე დალბრიჯს
ეძახდნენ, – მენს რაიდერს ნეტავ რის ეშინია? – რომ გაიგოს, ცეც-
ხლი დაანთესო, მაგ საცოდავ ნაბიჭვრებს ცოცხლად გაატყავებს, –
თქვა ებენმა, დაბალმა მელოტმა კაცმა, ქვებით სავსე ტომარასავით
დაკუნთული რომ იყო.
– აქ, მაღლა, ცეცხლი სიცოცხლეს ნიშნავს, – გაეპასუხა ქორინ
ნახევარხელა, – მაგრამ შეიძლება სიკვდილიც მოჰქონდეს. – მისი
ბრძანებით, მას შემდეგ, რაც მთებში შემოვიდნენ, ცეცხლს აღარ ან-
თებდნენ. ჭამდნენ ცივ დამარილებულ ხორცს, ხმელ პურს და კიდევ
უფრო ხმელ ყველს, ჩაცმულებს ეძინათ და ზემოდან მოსასხამები და
ქურქები ეფარათ, ერთმანეთის სითბოს აფარებდნენ თავს. ეს ჯონს
ვინტერფელის ცივ ღამეებს აგონებდა, დიდი ხნის წინ გარდასულ
დროს, ძმებთან ერთ საწოლში რომ ეძინა ხოლმე. ეს კაცებიც ძმები
იყვნენ, თუმცა საერთო საწოლად მიწა და ქვები ჰქონდათ.
– საყვირი ექნებათ, – თქვა ქვაგველმა.
– საყვირი, რომელსაც არ უნდა ჩაბერონ, – გაეპასუხა ნახევარ-
ხელა. – ეს კლდე ღამეში გრძელი და მყრალი ასავლელია, – თქვა
ებენმა, იმ შორეულ ნაპერწკალს გაჰყურებდა იმ კლდის ნაპრალი-
დან, სადაც ყველანი შეყუჟულიყვნენ. ცა უღრუბლო იყო, დაკბილუ-
ლი მთები შავზე დაჩენილ შავად ეჯრებოდნენ ერთმანეთს, სულ
მწვერვალამდე, იქ კი მათ თოვლიან-ყინულოვან გვირგვინებს
მკრთალად აციაგებდა მთვარის შუქი.

934
– და კიდევ უფრო მყრალი ჩამოსავარდნი, – თქვა ქორინ ნახე-
ვარხელამ, – ორი კაცი, ალბათ. როგორც ჩანს, იქ, მაღლაც ორი იქ-
ნებიან, ერთად დგანან გუშაგად. – მე წავალ, – აეშაგი, ქვაგველს
რომ ეძახდნენ, მათ შორის ყველაზე უკეთ ცოცავდა კლდეზე. რასაკ-
ვირველია, ის წავიდოდა.
– და მე, – თქვა ჯონ სნოუმ.
ქორინ ნახევარხელამ შეხედა. ჯონს ჩაესმოდა მათ ზემოთ
უღელტეხილზე მქროლი ქარის მოთქმა. ერთმა ცხენმა დაიჭიხვინა
და ფლოქვი დასცხო მათი თავშესაფარი ქვაბულის ქვიან, მწირ ნია-
დაგს.
– მგელი ჩვენთან დარჩება, – უთხრა ქორინმა, – თეთრია და
მთვარის შუქზე იოლი დასანახი იქნება, – იგი ქვაგველს მიუბრუნდა,
– რომ მორჩებით, ანთებული მუგუზალი გადმოისროლე დაბლა.
დავინახავთ და ჩვენც მოვალთ. – ახლავე ჯობია გავიდეთ, – თქვა
ქვაგველმა.
ორივემ თოკის გრძელი ხვეული წაიყოლა. ქვაგველს მიჰქონდა
რკინის სოლებით სავსე ჩანთა და პატარა ჩაქუჩი, რომელსაც თავზე
სქელი ქეჩა ჰქონდა შემოხვეული. ცხენები დატოვეს, ისევე, რო-
გორც ჩაჩქნები, აბჯრები – და ლანდი. სანამ გავიდოდნენ, ჯონმა
მგელთან ჩაიმუხლა, მანაც საგულდაგულოდ დაყნოსა.
– დარჩი, – უბრძანა ლანდს, – აქ დავბრუნდები.
წინ ქვაგველი წავიდა. დაბალი, ძარღვიანი კაცი იყო, ორმოცდა-
ათიოდე წლის, ჭაღარაწვერიანი, მაგრამ იმაზე მეტი ძალა მოსდევ-
და, ვიდრე ერთი შეხედვით შეატყობდი, და ჯონის ნაცნობებს შორის
ღამეში ყველაზე უკეთ უჭრიდა თვალი. ამაღამ ეს ძალიან გამოად-
გებოდათ. დღის შუქზე მთები ლურჯ-რუხი და შეჭირხლულები მო-
ჩანდნენ, მაგრამ მზის ჩასვლის მერე ჩაშავდებოდნენ ხოლმე. ახლა
ამომავალი მთვარე მათ თეთრსა და ვერცხლისფერს აღვრიდა.
935
შავი ძმები შავ კლდეებს შორის შავ ჩრდილებში მიიწევდნენ წინ,
ციცაბო, დაკლაკნილ ბილიკს მიუყვებოდნენ აღმა, მათი სუნთქვა კი
თეთრად იყინებოდა შავ ჰაერში. აბჯრის გარეშე ჯონს თავი ლამის
შიშველად-ეგრძნო, თუმცა მისი სიმძიმე ნამდვილად არ ენატრებო-
და. ნელი, ძნელი გზა ჰქონდათ. აქ აჩქარდებოდი და კოჭსაც წაიმ-
ტვრევდი, ან უარესი დაგემართებოდა. ქვაგველს თითქოს ინსტინ-
ქტი კარნახობდა, სად დაებიჯებინა, ჯონს კი ამ დახეთქილ, უსწორ-
მასწორო სავალზე მეტი სიფრთხილე სჭირდებოდა.
ზუზუნა უღელტეხილი სინამდვილეში უღელტეხილების მთელი
წყება იყო: გრძელი, დაკლაკნილი ბილიკი ხან მაღლა მიიწევდა და
ყინულით დაფარულ, ქარის გამოკვეთილი მწვერვალების რიგს უვ-
ლიდა გარშემო, ხანაც დაბლა ეშვებოდა და ჭრიდა ფარულ ტაფო-
ბებს, რომლებსაც იშვიათად თუ მოხვდებოდა მზის სხივი. მას შემ-
დეგ, რაც ტყე უკან მოიტოვეს და აღმართს შეუყვნენ, ჯონს თანამ-
გზავრთა გარდა კაციშვილისთვის არ მოუკრავს თვალი. ყინვის ეშ-
ვები ღმერთების შექმნილ არც ერთ ადგილს ტოლს არ დაუდებდნენ
უდაბურებით და კაცთა მოდგმის მტრობით. აქ, მაღლა, ქარი დანა-
სავით ბასრი იყო და შვილმკვდარი დედასავით გაჰკიოდა ღამეში.
კანტიკუნტად ნაზარდი ხეები დაგვაჯულ, მახინჯ არსებებად ამოზ-
რდილიყვნენ ნაპრალებიდან. ბილიკი ხშირად ექცეოდა კლდის
გადმოშვერილი თაროს ქვეშ, რომელსაც კიდეზე თეთრ ეშვებს მიმ-
სგავსებული ლოლუები ჰქონდა შემოყოლებული. და მაინც, ჯონ
სნოუ წამოსვლას არ ნანობდა. აქ საოცრებებიც ბევრი ხვდებოდა.
მან ნახა ფრიალო ჭიუხების პირიდან გადმოქანებულ ნატიფ ყინუ-
ლოვან ჩანჩქერებზე ამსხლტარი მზის სხივი, ნახა შემოდგომის ყვა-
ვილებით გადაპენტილი მთის ველები, სადაც ლაჟვარდისფერი ცივ-
ტკაცუნები და მეწამული თოვლისალები წითელოქროსფერი სტვი-

936
რის ბალახის ფიანდაზში იყვნენ ჩაფანტული. ისეთ ღრმა და შავ ხე-
ვებს ჩახედა, რომლებსაც ფსკერი ალბათ ჯოჯოხეთში ედგათ, და
ცხენი გადაატარა ქარის გამოკვეთილ ბუნებრივ ქვის ხიდზე, რო-
მელსაც ლურჯი ცის მეტი სხვა მოაჯირი არ გააჩნდა. მწვერვალებზე
არწივებს ედოთ საბუდარი და ველებზე სანადიროდ ეშვებოდნენ,
ლაღ კამარებად შლიდნენ ფართო ლურჯ-მორუხო ფრთებს, რომ-
ლებსაც ცისგან ლამის ვერც გამოარჩევდი. ერთხელ დაინახა, რო-
გორ ეპარებოდა ჯიხვს ბინდისკატა, როგორ კვამლივით მიედინებო-
და მთის კალთაზე, სანამ ნახტომის დრო არ დაუდგა.
ახლა კი ჩვენი ნახტომის დროა. ნატრობდა, იმ ბინდისკატასავით
უტყუარი და უჩუმარი ნაბიჯი ჰქონოდა, მასავით სწრაფად შესძლე-
ბოდა მოკვლა. გრძელი კლანჭი ქარქაშით ეკრა ზურგზე, მაგრამ შე-
იძლება მის მოსაქნევად ადგილი არ ჰყოფნოდა. უფრო ახლოდან
მოსახმარად ხანჯალი და დაშნა ჰქონდა. იარაღი იმათაც ექნებათ,
მე კი აბჯარი არ მაცვია. ნეტავ ჩვენ შორის ვინ აღმოჩნდება ბინდის-
კატა და ვინ – ჯიხვი? კარგა ხანს მისდევდნენ ბილიკს, მთის ფერდზე
დაკლაკნილ ხვეულებს მიჰყვებოდნენ და სულ აღმა, აღმა მიიწევ-
დნენ. ხანდახან მთა ჩამოეფარებოდათ და ცეცხლი თვალიდან
ეკარგებოდათ, მაგრამ მალევე თუ გვიან ისევ გამოჩნდებოდა ხოლ-
მე. ამ ბილიკზე, ქვაგველმა რომ შეარჩია, ცხენი ვერაფრით გაივლი-
და. ალაგ-ალაგ ჯონი იძულებული ხდებოდა, ზურგი ცივი კლდის-
თვის მიებჯინა და კიბორჩხალასავით გვერდულად, თითო გოჯით
გაცოცებულიყო. იქაც კი, სადაც ფართოვდებოდა, ბილიკს ვერ ენ-
დობოდი: წინ გხვდებოდა იმხელა ნაპრალები, რომელშიც ფეხი
მთლიანად შეიძლებოდა ჩაგვარდნოდა, ქვები, რომელზეც წაიბორ-
ძიკებდი, ღრმულები, რომლებშიც დღისით წყალი გროვდებოდა,
ღამით კი იყინებოდა. ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე მეორე, უმეორებდა

937
ჯონი თავისთავს. ერთი ნაბიჯი, მერე მეორე, და არ ჩავარდები. პირ-
ველკაცთა მუშტიდან წამოსვლის მერე წვერი არ გაუპარსავს და სა-
ულვაშეზე მოდებული თმა მალე ჭირხლით დაეფარა. უკვე ორი სა-
ათი იყო, მიცოცავდნენ, და ქარი ისეთი ძალით უტევდათ, რომ ისღა
შეეძლო, ჩაკუნტულიყო, კლდეს მოჰბღაუჭებოდა და ელოცა, ქარმა
მთას არ მომწყვიტოსო. ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე მეორე, ისევ აჯერებ-
და თავს, ქარის შემოტევა რომ შესუსტდებოდა. ერთი ნაბიჯი, მერე
მეორე, და არ ჩავარდები.
მალე ისე მაღლა ავიდნენ, რომ ჯობდა, დაბლა არც ეცქირა. ქვე-
მოთ არაფერი იყო პირდაღებული წყვდიადის მეტი, ზემოთაც არა-
ფერი – მთვარისა და ვარსკვლავების გარდა.
– მთა შენი დედაა, – უთხრა ჯონს ქვაგველმა რამდენიმე დღის
წინ, უფრო იოლ ბილიკს რომ გადიოდნენ, – მოეჭიდე, სახე მის
მკერდში ჩარგე, და ის არ გადაგაგდებს. ჯონმა მაშინ გაიხუმრა,
თქვა, ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, ვინ იყო დედაჩემი, მაგრამ
რას ვიფიქრებდი, ყინვის ეშვებში თუ ვიპოვიდიო. ახლა სასაცილოდ
საქმე სულაც არ ჰქონდა. ერთი ნაბიჯი, მერე მეორე, გაიფიქრა და
უფრო მაგრად მოეჭიდა. ვიწრო ბილიკი ერთბაშად დასრულდა იქ,
სადაც მთის ფერდიდან გამოჩრილ შავი გრანიტის ვეება მხარს მი-
ებჯინა. მთვარის კაშკაშა შუქის მერე მისი ჩრდილი ისე ბნელი მოეჩ-
ვენა, თითქოს გამოქვაბულში შესულიყო.
– აქ უკვე პირდაპირ ზემოთ წავალთ, – ჩუმად უთხრა აეშაგმა, –
იმათ ზემოდან უნდა მოვექცეთ, – ხელთათმანები წაიძრო, ქამარში
ჩაიტანა თოკის ერთი ბოლო წელზე მოიბა, მეორე კი ჯონს შემოახ-
ვია.
– თოკი რომ დაიჭიმება, მომყევი, – პასუხისთვის აღარ დაუცდია
მაშინვე ზემოთკენ დაიძრა, თითების და ფეხების დახმარებით ისე

938
სწრაფად მიიწევდა მაღლა, ჯონი თვალებს არ უჯერებდა. ყურადღე-
ბით აკვირდებოდა, საით მიდიოდა, სად პოულობდა ხელის მოსა-
ჭიდს და, თოკის ბოლო ხვეულიც რომ გაიშალა, თავადაც გაიძრო
ხელთათმანები და მიჰყვა, თუმცა ბევრად უფრო ნელა.
ქვაგველს თოკი კლდის გლუვ შვერილზე დაეხვია, თავადაც იმ
შვერილზე იჯდა და იცდიდა, მაგრამ, როგორც კი ჯონი მიუახლოვ-
და, ხვეულები გამოხსნა და ისევ დაიძრა. ამჯერად თოკის სიგრძე
რომ გათავდა, საიმედო შვერილი აღარ დახვდა, ამიტომ თავისი თე-
ქიანი ჩაქუჩი ამოიღო და ფრთხილი დარტყმებით სოლი ღრმად შე-
არჭო კლდეში. თუმცა ხმები ყრუდ გაისმოდა, ისეთი გუგუნით ირეკ-
ლებოდა კლდიდან, რომ ჯონი ყოველ მოქნევაზე იჭმუხნებოდა,
დარწმუნებული იყო, ველურებსაც მშვენივრად ესმოდათ. სოლი
რომ გამყარდა, ქვაგველმა მასზე თოკი გამოაბა და ჯონიც მიჰყვა.
მთის ძუძუ წოვე, ახსენებდა თავს. დაბლა არ ჩაიხედო. წონა ფეხებზე
გადაიტანე. დაბლა არ ჩაიხედო. შენ წინ კლდეს უყურე. აი, ეს კარგი
მოსაჭიდია. დაბლა არ ჩაიხედო. აი, იმ საფეხურზე შემიძლია სული
მოვითქვა, ოღონდ იქამდე უნდა მივაღწიო. დაბლა არ ჩაიხედო.
ერთხელ, ფეხი რომ მოინაცვლა, დასხლტა და მკერდში გული
გაუჩერდა, მაგრამ ღმერთები მოწყალე აღმოჩნდნენ და არ ჩავარ-
დნილა. გრძნობდა, კლდიდან თითებში როგორ ეღვრებოდა სიცივე,
მაგრამ ხელთათმანების ჩაცმა ვერ გაებედა; ხელთათმანები სრია-
ლებს, რაც არ უნდა მჭიდროდ გქონდეს მომდგარი, კანსა და კლდეს
შორის მოქცეული ქსოვილი და ბეწვი მაინც იმოძრავებს, ეს კი შეიძ-
ლება აქ სიცოცხლედ დაუჯდეს. დამწვარი ხელი დაბუჟებას იწყებდა
და მალე ასტკივდა კიდეც. მერე რაღაცნაირად ცერზე ფრჩხილი აიგ-
ლიჯა და ამის მერე ხელი სადაც არ უნდა მოეჭიდა, სისხლით გაწე-
ბილ ქვას გრძნობდა. იმედია, ბოლომდე რომ ავძვრები, ყველა თი-
თი ზედ მექნება.
939
მაღლა მიიწევდნენ, მაღლა, მაღლა, შავ ჩრდილებად მიცოცავ-
დნენ მთვარით განათებულ ტინის კედელზე. დაბლა, უღელტეხილზე
მდგომი კაცი მათ იოლად შენიშნავდა, მაგრამ ცეცხლთან მჯდარი
ველურების თვალისგან მთა იფარავდათ. თუმცა უკვე ახლოს იყ-
ვნენ. ჯონი გრძნობდა ამას. თუმცა ახლაც არ ფიქრობდა მტრებზე,
წინ რომ ელოდნენ და არაფერი იცოდნენ მის შესახებ; ვინტერფელ-
ში დატოვებული ძმა ახსენდებოდა. ბრანს უყვარდა ცოცვა. ნეტავ მი-
სი გამბედაობის მეათედი მომცა.
კედელს ორი მესამედის სიმაღლეზე მოგრეხილი ნაპრალი სე-
რავდა. ქვაგველმა ხელი ჩამოუწოდა და მიეხმარა, ნაპრალში შესუ-
ლიყო. მას ხელთათმანები ჩაეცვა, და ჯონმაც მიბაძა. აეშაგმა მარ-
ცხნივ გაიქნია თავი და ორივე ცოცვით გაუყვა თაროს, სამასიოდე
იარდი გაიარეს და კლდის შვერილის მიღმა ნარინჯისფერ ნათებას
მოჰკრეს თვალი.
ველურებს კოცონი უღელტეხილის ყველაზე ვიწრო ადგილის ზე-
მოთ, პატარა შეღრმავებაში. გაეჩაღებინათ. წინ ციცაბო ჩასავარ-
დნი იშლებოდა, უკან წამომართული კლდე მცირედ მაინც იფარავ-
დათ ქარისგან. სწორედ ეს საფარი დაეხმარა შავ ძმებს, სულ ახლო
მიცოცებულიყვნენ, მუცლებზე ხოხვით მიახლოებოდნენ ისე, რომ
ზემოდან დააცქერდნენ მათ, ვისი დახოცვაც ევალებოდათ.
ერთს ეძინა, მოკუნტულიყო და ქურქების დიდი გროვის ქვეშ იყო
ჩაფლული. ჯონი მის მხოლოდ თმას ხედავდა, ღია-წითლად რომ
უჩანდა ცეცხლის შუქზე. მეორე ცეცხლთან იჯდა, ტოტებსა და ფიჩხს
უკეთებდა და ქარის გამო ბუზღუნებდა. მესამე უღელტეხილს დარა-
ჯობდა, თუმცა ბევრი არაფერი ჩანდა: წყვდიადის უზარმაზარ თასს
გარშემო მთების თოვლიანი მხრები შემოსალტვოდა. საყვირიც მას
ჰქონდა. სამნი. ჯონი წუთით დაიბნა. წესით ორნი უნდა ყოფილიყ-
ვნენ. თუმცა ერთს ეძინა. და ორი იქნებოდა, სამი თუ ოცი, ის უნდა
940
ექნა, რის გასაკეთებლადაც მოვიდა. ქვაგველი მკლავზე შეეხო და
საყვირიან ველურს მიათითა. ჯონმა ცეცხლთან მჯდომისკენ გაიქნია
თავი. უცნაური შეგრძნება იყო, მოსაკლავ კაცს რომ ირჩევდა. ცხოვ-
რების ნახევარი ხმლით და ფარით ვარჯიშში გაეტარებინა, ამ დღის-
თვის ემზადებოდა. ნეტავ რობიც ამას გრძნობდა პირველი ბრძო-
ლის წინ? მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ქვაგველი თავის სეხ-
ნიასავით სწრაფი იყო, ველურებთან ჩახტა და კენჭების წვიმა ჩა-
იყოლა. ჯონმა გრძელი კლანჭი იშიშვლა და მიჰყვა. ყველაფერი
თითქოს თვალის დახამხამებაში მოხდა. მერე, მოგვიანებით, ჯონს
უკვირდა გუშაგი ველურის გულოვანება, რომელმაც ხმლის ნაც-
ვლად საყვირს სტაცა ხელი. ტუჩებთანაც მიიტანა, მაგრამ, სანამ ჩა-
ბერავდა, ქვაგველმა ხმლით გააგდებინა იგი. ჯონის კაცი ფეხზე წა-
მოხტა, ანთებული მუგუზალი გაუქანა სახისკენ. უკან გადაზნექილ
ჯონს ლოყებზე ცეცხლის სიმხურვალე მოედო. თვალის კუთხით ხე-
დავდა, მძინარე რომ შეინძრა, და მიხვდა, ამ მოწინააღმდეგეს მალე
უნდა გასწორებოდა. მუგუზალი კვლავ წამოვიდა, ჯონი პირდაპირ
მისკენ დაიძრა და ორივე ხელით მოიქნია თავისი ბუში-ხმალი. ვა-
ლირიულმა ფოლადმა გაკვეთა ტყავი, ქურქი, შალი და სხეული,
მაგრამ ველური რომ დაეცა, შებრუნდა და ჯონს იარაღი ხელიდან
გააგდებინა. ქურქებქვეშ მძინარე წამოჯდა. ჯონმა ხანჯალი იშიშ-
ვლა, წითელ თმებში ჩაავლო ხელი და ფოლადის წვეტი ნიკაპის
ქვეშ მიაბჯინა, სანამ კაცი... არა, ქალი...
ხელი გაუშეშდა.
– გოგოა.
– გუშაგია, – უთხრა ქვაგველმა, – ველური. მოათავე.
ჯონი გოგოს თვალებში შიშს და ცეცხლს ხედავდა. თეთრ ყელზე,
იქ, სადაც ხანჯალმა კანი გაუჩხვლიტა, სისხლი სდიოდა. ერთი ძგე-
რება და საქმე მოთავდება, უთხრა თავისთავს. ისე ახლოს იყო, მის
941
სუნთქვაში ხახვის სუნს გრძნობდა. ჩემზე უფროსი არ იქნება. გოგომ
რაღაცით არია მოაგონა, თუმცა არაფრით ჰგავდა. – მნებდები? –
ჰკითხა და ხანჯალი ოდნავ მოატრიალა. და თუ არ დანებდა? – გნებ-
დები, – სიტყვები ორთქლს ამოჰყვა ცივ ჰაერში.
– მაშინ, შენ ჩვენი ტყვე ხარ, – გოგონას ნაზი ყელიდან ხანჯალი
მოაშორა. – ქორინს ტყვეების აყვანა არ დაუვალებია, – უთხრა
ქვაგველმა. – არ აიყვანოთო, არც ეგ უთქვამს, – ჯონმა გოგოს თმას
ხელი უშვა, და იგი სასწრაფოდ უკან-უკან გაფორთხდა.
– ეგ შუბის ქალია, – ქვაგველმა საძინებელი ქურქების გვერდით
დაგდებულ გრძელტარა ტაბარზე მიუთითა, – მაგის აღებას ლამობ-
და, შენ ხელი რომ სტაცე. თუ მოახერხა, მაშინვე თვალებს შორის
ჩაგაჭედებს.
– ვერ მოახერხებს, – ჯონმა ტაბარს ფეხი წაჰკრა და გოგოს მო-
აშორა, – სახელი გაქვს?
– იგრიტი, – გოგომ ყელი მოისინჯა და თითები გაუსისხლიანდა.
ხელი თვალებთან მიიტანა და სისველეს დახედა.
ჯონმა ხანჯალი ჩააგო და გრძელი კლანჭი თავის მოკლულ კაცს
სხეულიდან ამოაცალა.
– შენ ჩემი ტყვე ხარ, იგრიტ,.
– მე ხომ გითხარი, რა მქვია.
– მე ჯონ სნოუ ვარ.
გოგო შეკრთა.
– ავი სახელია.
– ბუშის სახელია, – მიუგო ჯონმა, – მამაჩემი ვინტერფელის
ლორდი ედარდ სტარკი იყო.
გოგონა დაძაბული უცქერდა, ქვაგველმა კი დამცინავად ჩაიხით-
ხითა. – დაგავიწყდა, რომ წესით ამბებს ტყვეები ჰყვებიან? – აეშაგ-

942
მა ცეცხლში გრძელი ჯოხი შეუძახა, – ოღონდ ეს კი არაფერს გეტ-
ყვის. ისეთ ველურებსაც ვიცნობდი, ენას რომ იკვნეტდნენ, სანამ რა-
მე დასცდენოდათ, – ტოტის ბოლო რომ აბრიალდა, ორი ნაბიჯი გა-
დადგა და ბილიკის მიღმა გადასტყორცნა. ჩირაღდანი ტრიალით
გადავარდა და ღამეში დაინთქა.
– უნდა დაწვათ ესენი, რომლებიც დახოცეთ, – თქვა იგრიტმა.
– ამისთვის უფრო დიდი კოცონია საჭირო, დიდი კოცონები კი
კაშკაშით ანთია, – ქვაგველი შეტრიალდა, მზერით შავი სიშორე
მოჩხრიკა, სინათლის ნიშანწყალს დაეძებდა, – ახლომახლო სხვა
ველურებიც არიან, ჰო?
– დაწვით, – ჯიუტად გაიმეორა გოგომ, – თორემ შეიძლება
ხმლები ისევ დაგჭირდეთ. ჯონს მკვდარი ოთორი და მისი ცივი, შავი
ხელები გაახსენდა. – შეიძლება ჯობდეს, დავუჯეროთ.
– სხვა გზაც არის, – ქვაგველმა მისი მოკლული კაცის გვერდით
დაიჩოქა, გააძრო მოსასხამი, ჩექმები, ქამარი და ჟილეტი, მერე
გვამი ხმელ მხარზე შეიგდო და კიდისკენ წაიღო. გადაგდებისას
ხვნეშა აღმოხდა. წუთის მერე კარგა დაბლიდან სველი, მძიმე ტყა-
პანი მოესმათ. აეშაგს უკვე მეორე გვამისთვის გაეხადა და მკლავებ-
ზე ექაჩებოდა. ჯონი ფეხებზე მოეჭიდა და მათ მკვდარი ერთად გა-
დაისროლეს ღამის წყვდიადში.
იგრიტი უცქერდა და არაფერი უთქვამს ჯონი მიხვდა, გოგო იმაზე
უფროსი იქნებოდა, ვიდრე თავიდან ეჩვენა; იქნებ ოცისაც ყოფილი-
ყო, მაგრამ ასაკის კვალობაზე დაბალი ეთქმოდა. მრუდე ფეხები
ჰქონდა, მრგვალი სახე, პატარა ხელები და პაჭუა ცხვირი. წითელი
თმის გაბურძგნილი ზვინი ყოველ მხარეს გამოსჩროდა. მოკუნტუ-
ლი რომ იწვა, მსუქანი ჩანდა, მაგრამ მისი სიმსუქნე ძირითადად
ბეწვის, შალის და ტყავის ფენები აღმოჩნდა, ტანსაცმლის ქვეშ ალ-

943
ბათ არიასავით გაჩხიკული იყო. – ჩვენ სათვალთვალოდ გამოგ-
გზავნეს? – ჰკითხა ჯონმა.
– თქვენისაც და სხვებისაც.
ქვაგველი ცეცხლზე ხელებს ითბობდა – უღელტეხილის იქით რა
გველის?
– თავისუფალი ხალხი.
– რამდენი?
– ასობით და ათასობით. იმაზე მეტი, ვიდრე შენ გინახავს, ყვავო,
– გოგომ გაიღიმა. მობრეცილი, მაგრამ ქათქათა კბილები ჰქონდა.
არ იცის, რამდენი.
– აქ რატომ მოხვედით?
იგრიტი გაჩუმდა.
– რა არის ყინვის ეშვებში ისეთი, რაც თქვენს მეფეს სჭირდება?
აქ ვერ გაჩერდებით, საჭმელი არ გაქვთ.
გოგომ სახე მიიბრუნა.
– კედელზე გალაშქრებას აპირებთ? როდის?
გოგო ცეცხლს ჩააჩერდა, თითქოს მისი სიტყვები არ ესმოდა.
– რამე თუ იცი ბიძაჩემზე, ბენჯენ სტარკზე?
იგრიტი აინუნშიც არ აგდებდა. ქვაგველმა გაიცინა.
– ახლა ენა თუ გადმოაფურთხა, მერე არ მითხრა, არ გითქვამ-
სო. კლდეებზე ექოდ ასხლტა ბოხი, მოგუგუნე ღრენა. ბინდისკატა,
მაშინვე იცნო ჯონმა. ფეხზე წამოდგა და მეორეს ხმაც გაიგონა, უფ-
რო ახლოს. ხმალი ამოზიდა და შებრუნდა, ყურს უგდებდა.
– ეგენი ჩვენ ხელს არ გვახლებენ, – თქვა იგრიტმა, – მკვდრებზე
მოვიდნენ. კატებს სისხლის ყნოსვა ექვსი მილის სიშორიდან შეუძ-
ლიათ. გვამებს არ მოსცილდებიან, სანამ უკანასკნელ ხორცს არ გა-
აცლიან და ძვლებს არ დატკვერენ. ჯონს ესმოდა მათი ღრეობის ხმე-
ბის ექო. და მოუსვენრობა იპყრობდა. ცეცხლის სითბომ მოთენთა
944
და იგრძნო, რა დაქანცული იყო, მაგრამ დაძინებას ვერ ბედავდა.
ტყვე თვითონ აიყვანა და მისი დარაჯობაც თავადვე ეკისრებოდა. –
შენი ნათესავები იყვნენ? – ჰკითხა გოგოს წყნარად, – ისინი, ჩვენ
რომ დავხოცეთ? – ისევე, როგორც შენ ხარ.
– მე? – ჯონმა შუბლი შეკრა, – რის თქმა გინდა?
– ხომ თქვი, ვინტერფელის ბუში ვარო?
– ჰო, ვარ.
– დედაშენი ვინ იყო?
– ვინმე ქალი იქნებოდა, უეჭველად. უმრავლესობა ეგრეა ხოლ-
მე, – ვიღაცამ ერთხელ ასე უთხრა. ოღონდ არ ახსოვდა, ვინ.
გოგონამ ისევ გაიღიმა და თეთრი კბილები გააელვა.
– და მას შენთვის არასოდეს უმღერია ზამთრის ვარდის სიმღე-
რა? – დედაჩემი არ მინახავს. და არც ეს სიმღერა ვიცი.
– ბეილ ბარდმა შეთხზა, – თქვა იგრიტმა, – დიდი ხნის წინ ის
კედლისმიღმელი მეფე იყო. თავისუფალმა ხალხმა ყველამ იცის მი-
სი სიმღერები, მაგრამ შეიძლება სამხრეთში მაგათ არ მღერით.
– ვინტერფელი სამხრეთი არაა, – შეედავა ჯონი.
– დიახაც სამხრეთია. რაც კედლის ქვემოთაა, ჩვენთვის ყველა-
ფერი სამხრეთია. ჯონს ამაზე ადრე არ ეფიქრა.
– ალბათ, გააჩნია, საიდან შეხედავ.
– კი, – დაეთანხმა იგრიტი, – ეგ ყოველთვის ეგრეა.
– მომიყევი, – მოსთხოვა ჯონმა. ქორინის მოსვლამდე რამდენი-
მე საათი უნდა ეცადათ, ამბის სმენა კი გამოაფხიზლებდა, – მინდა,
ეგ შენი ზღაპარი მოვისმინო. – შეიძლება არც მოგეწონოს.
– მაინც მინდა, მოვისმინო.
– გულადი შავი ყვავი, – გასცინა იგრიტმა, – მაშ, კარგი. მანამ,
სანამ ბეილი თავისუფალი ხალხის მეფე გახდებოდა, იგი უდიდესი
მარბიელი იყო.
945
ქვაგველმა ჩაიფრუტუნა.
– ანუ მკვლელი, მძარცველი, მოძალადე.
– გააჩნია, საიდან შეხედავ, – უთხრა იგრიტმა, – ვინტერფელელ
სტარკს ბეილის თავი უნდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოიხელთა და
ეს მარცხი ამწარებდა. ერთხელ გულმოსულმა თქვა, ბეილი მშიშა-
რაა და მხოლოდ სუსტებზე ნადირობსო. როდესაც ამ ამბავმა ბე-
ილის ყურამდე მიაღწია, მან დაიფიცა, ლორდს ჭკუას ვასწავლიო.
ამიტომაც კედელზე აცოცდა, სამეფო გზაზე ჩახტა და ერთ საღამო-
საც, ქნარით ხელში, ვინტერფელის ჭიშკარში შევიდა. სკაგოსელი
სიგერიკი ვარო, ასე დაირქვა – „სიგერიკი“ „მატყუარას“ ნიშნავს
ძველ ენაზე, პირველი ადამიანების ენა რომ იყო, გოლიათები კი
დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ.
ჩრდილოეთია თუ სამხრეთი, მომღერლებს ყველგან კეთილად
ხვდებიან, ჰოდა, ბეილმაც თავად ლორდ სტარკის მაგიდასთან მო-
ილხინა და მერე საკარცხულში მჯდარ ლორდს ნახევარი ღამე უმღე-
როდა. მღეროდა ძველ სიმღერებს, თავისივე შეთხზულ ახალ სიმ-
ღერებს, და ისე კარგად უკრავდა და მღეროდა, რომ, როცა დაასრუ-
ლა, ლორდმა შესთავაზა, თავადვე დაესახელებინა, რა უნდოდა გა-
სამრჯელოდ. „მე მხოლოდ ყვავილი მინდა“, მიუგო ბეილმა, „ყვე-
ლაზე ლამაზი ყვავილი მათ შორის, რაც ვინტერფელის ბაღებში ხა-
რობს“.
სწორედ მაშინ ზამთრის ვარდები იწყებდნენ აყვავებას, და არც
ერთი სხვა ყვავილი არ არის მათსავით იშვიათი და ძვირფასი. ჰო-
და, სტარკმა მსახურები გაგზავნა თავის სათბურებში და ბრძანა,
მომღერლის გასამრჯელოდ ყველაზე მშვენიერი ზამთრის ვარდი
მოეწყვიტათ. ასეც მოიქცნენ. მაგრამ დილით მომღერალი გაუჩინა-
რებული დახვდათ... და აგრეთვე, ბრანდონის ყმაწვილი ასულიც.
გოგონას საწოლი ცარიელი იყო, მხოლოდ ბეილის დატოვებული
946
ცისფერი ზამთრის ვარდი ესვენა ბალიშზე, სადაც გოგონას თავი
ედო ხოლმე.
ჯონს ეს ზღაპარი ადრე არასოდეს გაეგონა.
– ნეტავ ეს რომელი ბრანდონი უნდა ყოფილიყო? ბრანდონ მშე-
ნებელი გმირების ერაში ცხოვრობდა, ბეილზე ათასი წლით ადრე.
კიდევ იყო ბრანდონ დამწველი და მამამისი ბრანდონ გემისმგებე-
ლი, მაგრამ...
– ეს ბრანდონ უასულო იყო, – მოუჭრა იგრიტმა, – გინდა ამბის
მოსმენა თუ არა? ჯონმა წარბი შეიკრა.
– განაგრძე.
– ლორდ ბრანდონს მეტი შვილი არ ჰყავდა. მისი ბრძანებით
ასობით შავი ყვავი გამოიჭრა მათი ციხეებიდან, მაგრამ ბეილისა და
მისი ასულის კვალიც ვერსად ნახეს. თითქმის წელიწადს ეძებეს, სა-
ნამ, ბოლოს და ბოლოს, ლორდს იმედი არ გადაეწურა და ლოგინად
არ ჩავარდა. სტარკების გვარს თითქოს გაქრობა ეწერა; მაგრამ
ერთ ღამეს, როდესაც იწვა და სიკვდილს ელოდა, ლორდმა ბრან-
დონმა ბავშვის ტირილი გაიგონა. იგი ხმას მიჰყვა და თავისი ასული
მისსავე საძინებელში იპოვა, ეძინა და მკერდზე ჩვილი ჰყავდა მიკ-
რული.
– ბეილმა გოგო დააბრუნა?
– არა. მთელი ეს ხანი ვინტერფელში იყვნენ, სასახლის ქვეშ,
მკვდრებთან იმალებოდნენ. სიმღერა ამბობს, ქალწულს ისე შეუყ-
ვარდა ბეილი, რომ ძე აჩუქაო... თუმცა, სიმართლე ითქვას, მის შეთ-
ხზულ სიმღერებში ყველა ქალწულს ბეილი უყვარდებოდა. ასეა თუ
ისე, სიმართლე ისაა, რომ ბეილმა ბავშვი ვინტერფელში დატოვა იმ
ეარდის სანაცვლოდ, რომელიც უკითხავად მოწყვიტა, და რომ ბიჭი
გაიზარდა და მორიგი ლორდი სტარკი გახდა. ჰოდა, ასე გამოდის,
რომ შენ ბეილის სისხლი გაქვს – ისევე, როგორც მე.
947
– ეგ არასოდეს მომხდარა, – თქვა ჯონმა.
იგრიტმა მხრები აიჩეჩა.
– შეიძლება მოხდა, შეიძლება არა. მაინც კარგი სიმღერაა. დე-
დაჩემი მიმღეროდა ხოლმე. ისიც ქალი იყო, ჯონ სნოუ. დედაშენი-
ვით, – მან ხანჯლით გაჭრილი ყელი მოისრისა, – სიმღერა ბავშვის
პოვნით თავდება, მაგრამ ამ ამბავს უფრო პირქუში დასასრული
აქვს. ოცდაათი წლის მერე, როდესაც ბეილი კედლისგაღმელი მეფე
იყო და თავისუფალ ხალხს სამხრეთისკენ გამოუძღვა, მას გაყინულ
ფონთან ჭაბუკი ლორდი სტარკი დაუხვდა... და მოკლა, რადგან ბე-
ილმა საკუთარი შვილი არ გაიმეტა, ხმალდახმალ რომ შეიბნენ.
– და სამაგიეროდ შვილმა მოკლა მამა, – თქვა ჯონ სნოუმ.
– ჰო. მაგრამ ღმერთებს მამისმკვლელები სძულთ, თუნდაც რომ
უმეცრებით კლავდნენ. ლორდი სტარკი ბრძოლიდან რომ დაბრუნ-
და და დედამისმა მისი შუბის წვერზე ბეილის თავი დაინახა, მწუხა-
რებისგან კოშკიდან გადმოხტა. ამის მერე დიდხანს აღარც შვილს
უცოცხლია. მისმა ერთმა ლორდმა მას ტყავი გააძრო და მოსასხამი
შეიკერა.
– იტყუებოდა ეგ შენი ბეილი, – ახლა უკვე დარწმუნდა ჯონი.
– არა, – გაეპასუხა იგრიტი, – მაგრამ ბარდის სიმართლე სხვა-
ნაირია, ვიდრე შენი ან ჩემი. როგორც არ უნდა იყოს, ამბის მოყოლა
შენ მთხოვე, და მეც გიამბე, – გოგონა მიბრუნდა, თვალები დახუჭა
და თითქოს დაიძინა.
ქორინი განთიადთან ერთად მოვიდა. შავ ქვებს რუხი ფერი და-
ედო, აღმოსავლეთის ცა გალურჯდა, როდესაც ქვაგველმა შენიშნა
აეშაგები, ხვეულ ბილიკს რომ მოუყვებოდნენ აღმა. ჯონმა თავისი
ტყვე გააღვიძა, მკლავში ჩაავლო ხელი და მომავალთა შესახვედ-
რად დაეშვნენ.
საბედნიეროდ, მთიდან ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ სხვა
948
გზაც ეშვებოდა, ეს ბილიკები ბევრად უფრო იოლი სავალი იყო, ვიდ-
რე ის, რომლითაც ჯონი და ქვაგველი ამოვიდნენ. ვიწრობში ის-
ხდნენ და ელოდნენ, როდესაც შავი ძმები გამოჩნდნენ, თან მათ ცხე-
ნებსაც მოიყოლებდნენ. როგორც კი სუნი იკრა, ლანდი წინ გამო-
ქანდა. ჯონი ჩაცუცქდა და მგელსაზარას აცალა, მისთვის მაჯაში ჩა-
ევლო კბილები და აქეთიქით ექნია. ეს მათი ჩვეული თამაში იყო.
მაგრამ, რომ აიხედა, დაინახა, რომ იგრიტი კვერცხებივით გათეთ-
რებული და გაფართოებული თვალებით უცქერდა. ქორინ ნახევარ-
ხელამ ტყვე რომ დაინახა, არაფერი უთქვამს.
– სამნი იყვნენ, – განუმარტა ქვაგველმა. ეს იყო და ეს.
– ჩვენ ორს ჩავუარეთ, – თქვა ებენმა, – ანუ იმას, რაც კატებმა
მათგან დატოვეს, – იგი მოღუშული უცქერდა გოგოს, სახეზე ეჭვი
ეწერა.
– დამნებდა, – ჯონმა თავი მოვალედ იგრძნო, ეთქვა.
ქორინს სახეზე ვერაფერს შეატყობდი.
– იცი, ვინ ვარ?
– ქორინ ნახევარხელა. – გოგო მის გვერდით ბავშვს ჰგავდა,
მაგრამ უშიშრად შეჰყურებდა სახეში.
– მართალი მითხარი. შენიანებს რომ ჩავვარდნოდი ხელში და
დავნებებოდი, ეს რას მომიტანდა?
– უფრო ნელ სიკვდილს, ვიდრე დაუნებებლად.
ახოვანმა აეშაგმა ჯონს შეხედა.
– მაგის გამოსაკვები სურსათი არ გვაქვს არც ზედმეტი კაცი
გვყავს მაგას რომ უდარაჯოს.
– წინ კარგა სახიფათო გზა გვიდევს ბიჭი, – თქვა მესაჭურვლე
დალბრიჯმა – ერთი წამოიყვიროს მაშინ, როცა სიჩუმე გვჭირდება
და, ყველანი განწირულები ვართ.
ებენმა ხანჯალი იშიშვლა – ფოლადის კოცნა დააწყნარებს.
949
ჯონს ყელი გაუშრა. ყველას უმწეოდ გადახედა – მე დამნებდა.
– მაშინ, შენ უნდა ქნა, რაც საჭიროა, უთხრა ქორინ ნახევარხე-
ლამ, – შენ ვინტერფელის ჩამომავალი და ღამის ებგურის მებრძო-
ლი ხარ, – მან დანარჩენებს გადახედა, – წავედით, ძმებო. თავი და-
ანებეთ. ყურებას თუ არ დავუწყებთ, უფრო გაუადვილდება, – იგი ცი-
ცაბო, დაკლაკნილი ბილიკით გაუძღვა მათ მზის მკრთალი ვარდის-
ფერი ნათებისკენ, მთის ნაპრალში რომ ილანდებოდა, და სულ მა-
ლე ველურ გოგოსთან მხოლოდ ჯონი და ლანდი დარჩნენ.
ეგონა, იგრიტი გაქცევას შეეცდებოდა, მაგრამ გოგონა იდგა, იც-
დიდა და უყურებდა. – აქამდე ქალი არასოდეს მოგიკლავს, არა?
ჯონმა თავი გააქნია.
– ჩვენც კაცებივით ვკვდებით მაგრამ აუცილებელი არაა, ეს ჩა-
იდინო. მენსი მიგიღებს, ნამდვილად ვიცი. აქ საიდუმლო გზები არ-
სებობს. ის ყვავები ვერასოდეს დაგვიჭერენ.
– მეც იმათსავით ყვავი ვარ, – თქვა ჯონმა მან მორჩილად დაუქ-
ნია თავი.
– მერე დამწვავ?
– ვერა. კვამლს დაინახავენ.
– მართალია, – გოგომ მხრები აიჩეჩა, – ბოლოს და ბოლოს,
ბინდისკატების მუცელსაც არა უშავს, უარესი ადგილებიც არსე-
ბობს.
ჯონმა მხარსუკნიდან გრძელი კლანჭი იშიშვლა.
– არ გეშინია?
– წუხელ მეშინოდა, – აღიარა გოგომ, – მაგრამ ახლა მზე ამო-
ვიდა, – თმა გადაიწია, კისერი გაიშიშვლა და მის წინ დაიჩოქა, –
ძლიერად და უტყუარად მოიქნიე, ყვავო, თორემ დავბრუნდები და
არ მოგასვენებ.
გრძელი კლანჭი მამამისის ყინულს ჩამოუვარდებოდა სიგრძით,
950
სიმძიმით; მაგრამ მაინც ვალირიული ფოლადი იყო. მახვილის პირი
შეახო იქ, სადაც დარტყმა უნდა დაცემულიყო, და იგრიტს გააჟრჟო-
ლა.
– ცივია, – თქვა მან, – მიდი, მალე.
ჯონმა გრძელი კლანჭი თავზემოთ აღმართა, ორივე ხელით მაგ-
რად ეჭიდებოდა ტარს. ერთი დარტყმა, მთელ ძალას და წონას მივა-
ყოლებ. სწრაფ და უწვალებელ სიკვდილს მაინც აღირსებდა. მამა-
მისის ძე იყო. ხომ ასეა? ხომ იყო? – მიდი, – მოსთხოვა გოგომ წუთის
მერე, – ბუშო, ქენი, რაც საქნელია. გულადი უსასრულოდ კი ვერ
ვიქნები, – მოქნევამ რომ დააყოვნა, თავი მოაბრუნა და შეხედა.
ჯონმა ხმალი დაუშვა.
– წადი! – ჩაიბუტბუტა.
იგრიტი მისჩერებოდა, – ჩქარა, – უთხრა ჯონმა, – სანამ გონს
მოვგებულვარ. წადი. წავიდა.

სანსა

სამხრეთისკენ ცა ბოლს ჩაეშავებინა. იგი ასობით შორეულ ხან-


ძარს ასდიოდა და ჭვარტლიანი თითებით ციდან ვარსკვლავებს
შლიდა. შავწყალა ჩქერის გადაღმა ცის კიდიდან კიდემდე მთელი
ღამე ენთო ალის ზოლი, გადმოღმა კი ჭინკამ წაუკიდა ცეცხლი მდი-
ნარის მთელ სანაპიროს: დოკებს და საწყობებს, ბინებს და საროს-
კიპოებს, რაც კი რამ იყო ქალაქის გალავნის გარეთ.
წითელ ციხეშიც კი ჰაერს ნაცრის სუნი ჰქონდა. საღვთო ტყის
სიწყნარეში სერ დონტოსს რომ შეხვდა, რაინდმა ჰკითხა, ხომ არ
იტირეო.
– კვამლის ბრალია, – იცრუა გოგონამ, – გეგონება, ნახევარი

951
მეფისტყე იწვოდეს. – ლორდ სტანისს უნდა, ცეცხლით ჭინკას ველუ-
რები გამოდევნოს ტყიდან, – დონტოსი ლაპარაკისას ცალი ხელით
წაბლს ეყუდებოდა და ირწეოდა. წითელ-ყვითელი მასხარის პერან-
გი ღვინით ჰქონდა დალაქავებული, – ისინი მზვერავებს ხოცავენ და
მის საზიდრებს არბევენ. და ველურებიც აჩენდნენ ხანძრებს. ჭინკამ
დედოფალს უთხრა, სტანისს უჯობს, ცხენებს ნაცრის ჭამა ასწავ-
ლოს, იმიტომ, რომ ერთ ღერ ბალახსაც კი ვერსად ნახავენო. მე
თვითონ გავიგონე, ეს რომ თქვა. ახლა, მასხარა რომ ვარ, ისეთი
რაღაცები მესმის, რასაც რაინდად ყოფნისას არავინ გამაგონებდა.
ისე ლაპარაკობენ, თითქოს იქ არც ვიყო, და... – სანსასკენ გადაი-
ხარა, ღვინის ოხშივარი შიგ სახეში მიასუნთქა, – ობობა ყველანაირ
სისულელეში ოქროს იხდის. მგონი, მთვარის ბიჭი უკვე მრავალი
წელია, მისთვის მუშაობს. ისევ მთვრალია. თავისთავს ჩემს „საბრა-
ლო ფლორიანს“ უწოდებს, და მართლაც ასეა. მაგრამ მის გარდა
არავინ მყავს.
– მართალია, რომ ლორდმა სტანისმა გრიგალის კიდეზე საღ-
ვთო ტყე დაწვა? დონტოსმა თავი დაუქნია.
– ხეებით დიდი კოცონი გაჩაღა, ეს მისი ახალი ღმერთისთვის შე-
წირული მსხვერპლი იყო. წითელმა ქურუმმა ქალმა გააკეთებინა
ასე. ამბობენ, სტანისს ახლა ის ქალი მბრძანებლობს, მის სხეულსაც
და სულსაცო. დაფიცებული აქვს, ბეილორის დიდ სეპტსაც დავწვავ,
ქალაქს თუ ავიღებო.
– დაწვავს და დაწვას, – სანსამ პირველად რომ ნახა ბეილორის
დიდი სეპტი, მისი მარმარილოს კედლები და ბროლის შვიდი სვეტი,
ეგონა, მთელ ქვეყნიერებაზე ამაზე მშვენიერი შენობა არსად არი-
სო, მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ ჯოფრი სეპტის საფეხურებზე მამა-
მისს თავს მოჭრიდა, – ნეტავ დაწვას.
– ჩუ, ბავშვო, ღმერთები გაიგონებენ.
952
– ვითომ? ჩემი ლოცვები კი არასოდეს ესმით.
– ესმით. მათ გამომგზავნეს შენთან, ასე არაა?
სანსამ ხის ქერქი მოჩიჩქნა. თავი უბრუოდა, თითქოს აცხელებ-
და. – კი გამოგგზავნეს, მაგრამ განა რა გამიკეთე? დამპირდი, სახ-
ლში წაგიყვანო, მაგრამ ჯერაც აქ ვარ.
დონტოსმა მკლავზე მოუთათუნა ხელი.
– მე ერთ კაცს ველაპარაკე, ჩემს მეგობარს... და შენსას, მილე-
დი. იგი სწრაფ გევს დაიქირავებს და სამშვიდობოს გაგვიყვანს, დრო
რომ მოვა. – ახლა უკვე მოსულია დრო, – არ ცხრებოდა სანსა, –
სანამ ბრძოლები დაიწყება. მე ყველას მივავიწყდი. ვიცი, მოვახერ-
ხებთ გაპარვას, თუ ვეცდებით. – ბავშვო, ბავშვი, – დონტოსმა თავი
გაიქნია, – სასახლიდან კი გავიპარებოდით, მაგრამ ქალაქის ჭიშ-
კრებს ადრინდელზე უფრო ფრთხილად იცავენ და ჭინკამ მდინარეც
კი გადაკეტა.
მართლაც ასე იყო. შავწყალა ჩქერი ასე ცარიელი სანსას არასო-
დეს ენახა. ყველა ბორანი ჩრდილო ნაპირზე ამოზიდეს, სავაჭრო გა-
ლერებმა კი გაცურეს ან ჭინკამ შეიპყრო, საომრად რომ გადაეკეთე-
ბინა. წყალზე მხოლოდ მეფის საომარი გალერები მოჩანდა. ისინი
განუწყვეტლივ აღმა-დაღმა დაცურავდნენ ნიჩბებით, მდინარის შუ-
აგულში ღრმა წყალში რჩებოდნენ და სამხრეთ ნაპირზე ჩასაფრე-
ბულ სტანისის მშვილდოსნებს კანტიკუნტი სროლებით ეპაექრე-
ბოდნენ.
თავად ლორდი სტანისი ჯერ კიდევ გზაში იყო, მაგრამ მისი მეწი-
ნავეები ორი დღის წინ მოვიდნენ, უმთვარო ღამეს. დილით გაღვი-
ძებულ მეფის საბიჯელს თვალწინ მათი კარვები და დროშები გადაე-
შალა. სანსამ ყური მოჰკრა, რომ ისინი ხუთი ათასი იყვნენ რიცხვით,
ლამის იმდენივე, რამდენიც ყველა ოქროსმოსასხამიანი ქალაქში.

953
დროშებზე მოჩანდა ფოსოვეიების წითელი და მწვანე ვაშლები, ეს-
ტერმონტების კუ და ფლორენტების მელა-და-ყვავილები, სარ-
დლად კი ჰყავდათ სერ გაიარდ მორიგენი, სახელგანთქმული სამ-
ხრეთელი რაინდი, ვისთვისაც ახლა გაიარდ მწვანე შეერქმიათ. მის
დროშაზე გაფრენილი ყვავი ეხატა, რომელსაც მომწვანო, ქარიშ-
ხლიან ცაზე გაეშალა ფრთები. მაგრამ ქალაქს ყველაზე მეტად ღია-
ყვითელი დროშები აშფოთებდა. ამათ გრძელი დაჭრილი კუდები
დასთრევდათ მოცახცახე ალის ენების დარად, მებატონის ნახატად
კი ღმერთის სიმბოლო მოუჩანდათ: ნათლის უფლის ცეცხლმოდებუ-
ლი გული.
– ყველა იმას ამბობს, სტანისი ქალაქამდე რომ მოაღწევს, ჯოფ-
რიზე ათჯერ მეტი ხალხი ეყოლებაო.
დონტოსმა სანსას მხარზე მოუჭირა ხელი.
– მისი ლაშქრის ზომა არაფერს ნიშნავს, ძვირფასო, სანამ ისინი
მდინარის გადაღმა რჩებიან. სტანისი გემების გარეშე აქეთ ვერ გად-
მოვა.
– აქვს გემები. ჯოფრიზე მეტი.
– გრიგალის კიდიდან დიდხანს მოუწევთ ცურვა, ფლოტმა მასის
კაუჭს უნდა შემოუაროს, საყლაპავი გამოიაროს და შავწყალას ყურე
გადმოჭრას. იქნებ კეთილმა ღმერთებმა ქარიშხალი გამოგვიგზავ-
ნონ და ზღვაში ჩაღუპონ, – დონტოსმა იმედიანად გაიღიმა, – შენ-
თვის ეს ძნელია, მესმის. მოთმინება უნდა მოიკრიბო, ბავშვო. ჩემი
მეგობარი ქალაქში რომ დაბრუნდება, გემიც გვექნება. გჯეროდეს
შენი ფლორიანის და ეცადე, არ გეშინოდეს.
სანსამ ხელები ისე მომუჭა, ფრჩხილები ხელისგულში ჩაესო. ში-
ში გულ-მუცელს უტრიალებდა და ქაჩავდა, დღითი დღე უფრო და
უფრო მეტად. იმ დღის საშინელებები, როდესაც მირცელამ გაცურა,

954
ჯერაც ღამის კოშმარებად ელანდებოდა, ბნელ, მახრჩობელა სიზ-
მრებად, შუაღამით რომ აღვიძებდა სულშეხუთულს, სუნთქვაშეგუ-
ბებულს. ესმოდა, როგორ უკიოდა ხალხი, უსიტყვოდ, ცხოველები-
ვით; გარს ერტყმოდნენ, სიბინძურეებს ესროდნენ, ცხენიდან მის ჩა-
მოთრევას ლამობდნენ და უარესს უზამდნენ, ქოფაკს გზა რომ არ
გამოეკაფა და გვერდით არ დასდგომოდა. მათ არქისეპტონი ნაკუ-
წებად დაგლიჯეს და სერ არონს ქვით გაუჭეჭყეს თავი. „ეცადე, არ
გეშინოდეს“ ადვილი სათქმელია.
მთელ ქალაქს ეშინოდა. სანსა ამას ციხესიმაგრის გალავნიდან
ხედავდა. მდაბიოები დახურული დარაბების და ჩარაზული კარების
უკან იმალებოდნენ, თითქოს ეს დაიფარავდათ. წინა ჯერზე, მეფის
საბიჯელი რომ დაეცა, ლანისტერებმა დაურიდებლად ძარცვეს და
აბახეს ქალაქი, ასობით მცხოვრები გაჟლიტეს, თუმცა ქალაქმა მა-
შინ თავად გაუღო ჭიშკარი. ამჯერად ჭინკა ომს აპირებდა და წინა-
აღმდეგობის გამწევ ქალაქს ხომ მოწყალების იმედი საერთოდ არ
უნდა ჰქონოდა. დონტოსი კი გაუთავებლად ლაყბობდა.
– ახლა ჯერაც რაინდი რომ ვყოფილიყავი, აბჯარი უნდა ჩამეცვა
და სხვებივით გალავანზე დავმდგარიყავი. მეფე ჯოფრის ფეხები უნ-
და დავუკოცნო და მხურვალე მადლობა შევწირო.
– მასხარად ქცევის გამო თუ ეტყვი მადლობას, ისევ რაინდად
გაგხდის, – მკვახედ უთხრა სანსამ.
დონტოსმა ჩაიხითხითა.
– ჩემი ჯონქვილი ჭკვიანი გოგოა, ჰო?
– ჯოფრი და დედამისი ამბობენ, რომ სულელი ვარ.
– ამბობენ და თქვან. ასე უფრო ნაკლები ხიფათი გემუქრება, საყ-
ვარელო. დედოფალი სერსეი, ჭინკა, ლორდი ვარისი და მაგათნაი-
რები ერთმანეთს ქორებივით უთვალთვალებენ, ფულებს ურიგებენ
ხან ვის, ხან ვის, ოღონდ კი გაიგონ, დანარჩენები რას აკეთებენ,
955
მაგრამ არავინ თავს არ შეიწუხებს ლედი ტანდას ასულის სადარა-
ჯოდ, ხომ ასეა? – დონტოსმა პირზე ხელი აიფარა ბოყინის შესაკა-
ვებლად, – ღმერთები გფარავდნენ, ჩემო პატარა ჯონქვილ, – უფრო
და უფრო უჩუყდებოდა გული. ამას ღვინო უშვრებოდა, – აკოცე ახ-
ლა შენს ფლორიანს. იღბლისთვის, – და სანსასკენ გადაქანდა.
სანსამ მის სველ, წამოზიდულ ტუჩებს თავი აარიდა, მსუბუქად
აკოცა გაუპარსავ ლოყაზე და მშვიდობის ღამე უსურვა. მთელი ძალ-
ღონის მოკრება დასჭირდა, რომ არ ატირებულიყო. ბოლო დროს
ძალიან ბევრს ტიროდა. იცოდა, არ შეჰფეროდა ასე მოქცევა, მაგ-
რამ თავს ვერ ერეოდა; სულ ცრემლები ადგებოდა, ზოგჯერ უბრა-
ლო მიზეზითაც, და მათ ვერაფრით, ვერაფრით იკავებდა.
მეაგორის სიმაგრის ასაწევ ხიდს არავინ დარაჯობდა. ჭინკამ ოქ-
როსმოსასხამიანების უმრავლესობა ქალაქის გალავანზე გაამწესა,
მეფის თეთრ ქეშიკებს კი უფრო საქირო საქმეებიც გასჩენოდათ,
ვიდრე გოგონას კუდში დევნა იყო. სანსას შეეძლო, ციხის გალავნის
შიგნით სადაც უნდოდა, იქ ევლო, მაგრამ არსად წასვლა არ უნდო-
და. ავი წვეტებით მოგებული მშრალი ხანდაკის თავზე გადაიარა და
ვიწრო კიბეს აუყვა, მაგრამ საძინებლის კარს რომ მიადგა, შესვლა
აღარ მოუნდა. ოთახის კედლები ხაფანგს აგონებდა; ყველა ფანჯა-
რაც რომ გაეღო, სასუნთქი ჰაერი არ ჰყოფნიდა. სანსა ისევ კიბისკენ
შებრუნდა და ასვლა განაგრძო. კვამლი ვარსკვლავებს და მთვარის
წვრილ ნამგალს ბურავდა, ამიტომ სახურავი ბნელში იყო ჩაძირუ-
ლი. მაგრამ აქედან ყველაფერი მოჩანდა: წითელი ციხის მაღალი
კოშკები და მსხვილი კუთხის გოდლები, მათ მიღმა – ქალაქის ქუჩე-
ბის ლაბირინთი, სამხრეთით და დასავლეთით – შავად მდინარი
წყალი, აღმოსავლეთით – ყურე, ბოლის და ნაცრის სვეტები და ცეც-
ხლის ალები, ალები ყოველმხრივ. ქალაქის გალავანზე ჯარისკაცე-
ბი ჩირაღდნიანი ჭიანჭველებივით დაცოცავდნენ და ქონგურებზე
956
მიდგმულ ფიცარნაგებზე ირეოდნენ. დაბლა, ტალახის კარიბჭეს-
თან, სანსა არჩევდა სამი უზარმაზარი ფილაკვნის ბუნდოვან მოხა-
ზულობას, რომლებიც ბარე ოცი ფუტით აჭარბებდნენ გალავნის სი-
მაღლეს. მაგრამ მის შიშს ვერაფერი შველოდა. სხეულში ისე მკვეთ-
რმა ტკივილმა დაუარა, რომ სანსამ დაიკვნესა და მუცელზე ხელები
იტაცა. ალბათ დაეცემოდა, მაგრამ უეცრად კედელს ლანდი მოწ-
ყდა, ძლიერი თითები მკლავში ჩაეჭიდნენ და შეამაგრეს.
სანსა დასაყრდნობად ქონგურს ჩაებღაუჭა, თითები უხეშ ქვაზე
აუცურდა. – გამიშვი! – იყვირა მან, – გამიშვი!
– ჩიტუნას ჰგონია, რომ ფრთები აქვს, არა? თუ იმ შენი ძმასავით
დახეიბრებას აპირებ?
სანსა დაიკლაკნა, ხელიდან გასხლტომას შეეცადა.
– არ ვაპირებდი გადახტომას. მარტო... შემაკრთე, ესაა და ეს. –
ანუ შეგაშინე. და ახლაც გაშინებ.
სანსამ ღრმად ჩაისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო.
– მეგონა, მარტო ვიყავი, მე... – და გვერდზე გაიხედა.
– ჩიტუნას ჯერაც არ შეუძლია ჩემი ყურება, ხო? – ქოფაკმა ხელი
უშვა, – თუმცა, ბრბო რომ მოგადგა, მაშინ კი გაგიხარდა ჩემი და-
ნახვა, გახსოვს? სანსას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა. ახ-
სოვდა, ადამიანები როგორ ყმუოდნენ, თვითონ როგორ ჩამოსდიო-
და ქვით გახეთქილი ლოყიდან სისხლი, ნივრის სიმყრალე იმ კაცის
სუნთქვაში, ცხენიდან ჩამოთრევას რომ უპირებდა. ახლაც კი
გრძნობდა მაჯაზე შემოჭდობილი თითების ავ მარწუხებს, როდესაც
დაქაჩა და მანაც ჩამოვარდნა დაიწყო.
მაშინ ეგონა, რომ აღსასრული დაუდგა, მაგრამ უცებ თითები გა-
იშალა, ხუთივე ერთად, კაცმა კი ცხენივით ხმამაღლა იყვირა. მისი
ხელი გვერდზე რომ გადავარდა, მეორე ხელმა, უფრო ძლიერმა,
სანსა უკან, თავისსავე უნაგირზე, აიტაცა. ნივრისსუნიანი კაცი ძირს
957
ეგდო, მკლავის გადანაჭერიდან სისხლი სჩქეფდა, მაგრამ გარშემო
სხვები ეხვეოდნენ, ზოგს კეტებიც ეჭირა. ქოფაკი მათ მიეჭრა, ისე
სწრაფად იქნევდა ხმალს, რომ მის ხელში გადღაბნილი რკალიღა
მოჩანდა, რომელსაც ტრიალისას წითელი ნისლი მისდევდა კუდად.
როდესაც მის წინაშე ბრბო შედრკა და გაიფანტა, ქოფაკმა გაიცინა.
საზარელი დამწვარი სახე წამით გარდაესახა.
სანსამ თავს აიძულა, შეეხედა ამ სახისთვის მართლაც შეეხედა.
ეს მხოლოდ თავაზიანობა იყო, ქალბატონი-კი მუდამ ზრდილი უნდა
იყოს. ნაიარევები კი არ იყო ყველაზე საზარელი სანახავი. არც ეს
პირი, დროდადრო რომ უტოკავდა. ყველაზე უარესი მისი თვალე-
ბია. სანსას არასოდეს ენახა ასეთი მრისხანებით სავსე თვალები. –
მე... უნდა მოვსულიყავი შენთან მოგვიანებით, – წარმოთქვა ბორ-
ძიკით, – და მადლობა მეთქვა... ჩემი გადარჩენისთვის... ისე მამაცი
იყავი. – მამაცი? – მისი სიცილი სანახევროდ ღრენას ჰგავდა, –
ძაღლს ვირთხების გასაფანტად სიმამაცე არ სჭირდება. მე ერთი ვი-
ყავი იმათი ოცდაათის წინააღმდეგ, და ვერც ერთმა ვერ გაბედა, შე-
მოეტია.
სანსას ეჯავრებოდა ქოფაკის მუდამ უხეში და აღრენილი კილო.
– მოგწონს ხალხის დაშინება?
– არა, მე მაგათი დახოცვა მომწონს, – კლეგეინს პირი შეუტოკ-
და, – რამდენიც გინდა, იბზუე ეგ შენი ცხვირი, მაგრამ ამ მოჩვენე-
ბით სიბრალულს ნუ მჩრი. შენ დიდებული ლორდის ნაშიერი ხარ.
არ მითხრა, ვინტერფელელ ლორდ სტარკს კაცი არასოდეს მოუკ-
ლავსო.
– ეს მისი ვალი იყო. არასოდეს მოსწონდა ამის კეთება.
– შენ ასე გეუბნებოდა? – კლეგეინმა ისევ გაიცინა, – მამაშენი
გატყუებდა. მოკვლაზე უფრო საამო ამქვეყნად არაფერია, – მან

958
ორლესული იშიშვლა, – აი, ერთადერთი სიმართლე. შენმა ძვირ-
ფასმა მამამ ეს ბეილორის კიბეზე გაიგო. ვინტერფელის ლორდი,
მეფის მარჯვენა, ჩრდილოეთის მცველი, მძლეთამძლე ედარდ
სტარკი, რვა ათასი წლის სიძველის გვარის ჩამომავალი... მაგრამ
ილინ პეინის ხმალმა კისერი მაინც გაუჭრა, ასე არაა? გახსოვს, რო-
გორ იცეკვა, მხრებიდან თავი რომ დაუგორდა? უეცრად შემცივნე-
ბულმა სანსამ ტანზე მკლავები მოიხვია.
– რატომ ხარ ყოველთვის ასე ავი? მე მადლობას გეუბნებოდი...
– ჰო, თითქოსდა მეც ერთი ის რაინდი ვიყო, შენ ასე ძალიან რომ
გიყვარან. როგორ გგონია, გოგო, რაინდი რისთვისაა? გგონია,
მხოლოდ ქალბატონებს ეარშიყებიან და ოქროს აბჯარში გამოწყო-
ბილი ბრწყინავენ? რაინდები მოსაკლავად არსებობენ, – ორლესუ-
ლის პირი სანსას კისერზე მიაბჯინა, ზუსტად ყურის ქვეშ. სანსა
გრძნობდა ფოლადის სიბასრეს, – პირველი კაცი რომ მოვკალი,
თორმეტის ვიყავი. მას მერე რამდენი დავხოცე, უკვე სათვალავი
ამერია. ძველი გვარის ჩამომავალი დიდებული ლორდები, ხავერ-
დებში გამოხვეული სქელი მდიდრები, იმ თავიანთი ღირსებით ბუშ-
ტებივით გაფუყული რაინდები, დიახ, და ქალები და ბავშვებიც –
ისინი ყველა ხორცია, მე კი ყასაბი ვარ. ჰქონდეთ თავიანთი მამუ-
ლები, ღმერთები და ოქროები. უძახონ ერთმანეთს სერები, – სან-
დორ კლეგეინმა გოგონას ფეხებთან დააფურთხა და ამით აჩვენა,
რად აგდებდა ყოველივე ამას, – მე კი სანამ ეს მიჭირავს ხელში, –
თქვა და ხმალი ყელიდან მოაშორა, – ამქვეყნად არავის შიში არ უნ-
და მქონდეს.
შენი ძმის გარდა, გაიფიქრა სანსამ, მაგრამ იმდენს ხვდებოდა,
რომ ხმამაღლა არ ეთქვა. ის ხომ ძაღლია, როგორც თვითონვე ამ-
ბობს. სანახევროდ ველური, ავი ძაღლი, რომელიც საკბენად ეტანე-

959
ბა ყველა ხელს, რომელიც კი მოფერებას დაუპირებს, მაგრამ დაგ-
ლეჯს ნებისმიერს, ვინც კი მისი პატრონის ვნებას შეეცდება. – იმა-
თიც არა, მდინარის გადაღმა რომ დგანან?
კლეგეინმა მზერა შორეულ ალებზე გადაიტანა.
– მთელი ეს ხანძრები... – მან ხმალი ჩააგო, – ცეცხლით მხო-
ლოდ მხდალები იბრძვიან. – ლორდი სტანისი მხდალი არაა...
– მაგრამ არც ის კაცია, მისი ძმა რომ იყო. რობერტი არასოდეს
დაუშვებდა, ისეთ უბრალო რამეს შეეჩერებინა, როგორიც მდინა-
რეა.
– რას იზამ, მდინარეს რომ გადმოვლენ?
– ვიბრძოლებ. მოვკლავ. შეიძლება, მოვკვდე.
– არ გეშინია? ღმერთებმა შეიძლება საშინელ ჯოჯოხეთში ჩაგაგ-
დონ, იმ ბოროტი საქმეების გამო, რაც ჩაგიდენია.
– რა ბოროტი საქმეები? – ისევ გაეცინა, – რომელმა ღმერთებ-
მა? – ღმერთებმა, რომლებმაც ყველანი შეგვქმნეს.
– ყველა? – გამოაჯავრა მან, – მითხარი, ჩიტუნა, რა ღმერთებმა
შექმნეს ჭინკასნაირი სიმახინჯე ან ლედი ტანდას ასულისნაირი უტ-
ვინობა? ღმერთები თუ არსებობენ, მათ შექმნეს ცხვრები, მგლებს
საჭმელი რომ ჰქონოდათ, და შექმნეს სუსტები ძლიერების გასარ-
თობად.
– ნამდვილი რაინდები სუსტებს იცავენ.
კლეგეინმა ჩაიფრუტუნა.
– არ არსებობენ ნამდვილი რაინდები, და არც ღმერთები არსე-
ბობენ. თუ შენი თავის დაცვა თვითონ არ შეგიძლია, მოკვდი და გზა
მიეცი იმათ, ვისაც შეუძლიათ. ბასრი ფოლადი და ძლიერი მკლავი
მართავს ქვეყნიერებას, სხვანაირად არ გეგონოს.
სანსამ მისგან უკან დაიხია.
– საშინელი ხარ!
960
– მე პირდაპირი ვარ. ქვეყნიერებაა საშინელი. ახლა კი გაფრინ-
დი, ჩიტუნა. ტვინი წაიღო უკვე შენმა ჭიკჭიკმა.
სანსა უსიტყვოდ გაეცალა. მას ეშინოდა სანდორ კლეგეინის...
და მაინც, მისი არსების ნაწილი ნატრობდა, ნეტავ სერ დონტოსს
მცირედ მაინც მოსდგამდეს ქოფაკის დაუნდობლობაო. ღმერთები
არსებობენ, უთხრა სანსამ თავისთავს, და ნამდვილი რაინდებიც.
შეუძლებელია, მათზე ყველა ამბავი ტყუოდეს.
იმ ღამით ისევ ამბოხი ესიზმრა. მის გარშემო ბრბო ბობოქრობ-
და და გაჰყვიროდა: შეშლილი ათასსახა მხეცი. საითაც არ უნდა მიბ-
რუნებულიყო, ცხოველურ, არაადამიანურ ნიღბებად დამანჭულ სა-
ხეებს ხედავდა. სანსა ტიროდა და ყველას ეუბნებოდა, თქვენთვის
არაფერი დამიშავებიაო, მაგრამ ცხენიდან მაინც გადმოათრიეს.
„არა!“ ყვიროდა იგი, „არა, გევედრებით, არა, არა!“ მაგრამ მის ყვი-
რილს არაფრად აგდებდნენ. სანსა ეძახდა სერ დონტოსს, თავის
ძმებს, თავის მკვდარ მამას და თავის მკვდარ მგელს, ჩაუქ სერ ლო-
რასს, რომელმაც ოდესღაც წითელი ვარდი აჩუქა, მაგრამ საშვე-
ლად არავინ მოდიოდა. ეძახდა სიმღერების გმირებს: ფლორიანს,
სერ რიამ რედვაინს და პრინც ეიმონ დრაკონის რაინდს, მაგრამ
არავის ესმოდა. ქალები ქრცვინებივით ეხვეოდნენ გარშემო, ფეხებ-
ზე ჩქმეტდნენ და მუცელში წიხლებს ურტყამდნენ, ვიღაცამ კი სახეში
გასცხო და სანსამ იგრძნო, როგორ ჩამოელეწა კბილები. მერე ფო-
ლადმა გაიელვა. დანა მუცელში ეძგერა და ფატრავდა, ფატრავდა,
ფატრავდა, სანამ წელსქვემოთ სხეული ლაპლაპა სველ ზონრებად
არ უქცია.
რომ გაიღვიძა, ფანჯარაში დილის მკრთალი შუქი იღვრებოდა,
მაგრამ ისე სუსტად და დამტვრეულად გრძნობდა თავს, თითქოს სა-
ერთოდაც არ სძინებოდა. ბარძაყებზე რაღაც გაწებილი ედებოდა.

961
საბანი რომ გადაიძრო და სისხლი დაინახა, ისღა იფიქრა, როგორ-
ღაც სიზმარი ამიცხადდაო. გაახსენდა, როგორ უტრიალებდა მუ-
ცელში დანები, როგორ უგლეჯდა და უფატრავდა სხეულს. შეძრწუ-
ნებული უკანუკან გაცოცდა, ზეწრებს ფეხებით იშორებდა, იატაკზე
დავარდა, წყვეტილად სუნთქავდა, შიშველი, გასისხლული, შეშინე-
ბული იყო. მაგრამ, წვალებით რომ წამოიწია ოთხზე დამდგარმა,
უცებ მიხვდა, რაც სჭირდა.
– არა, ნუ, – აქვითინდა სანსა, – გევედრებით, არა! – არ უნდო-
და, ეს დამართნოდა, ახლა არა, აქ არა, ახლა არა, ახლა არა, ახლა
არა, ახლა არა. სასოწარკვეთამ შეიპყრო. საწოლის სვეტს მოეჭიდა
და წამოდგა, ტაშტთან მივიდა და ფეხებს შორის გამოიბანა, მოიშო-
რა წებოვანი სისხლი. წყალი სისხლმა გაავარდისფრა. მისი მოახ-
ლეები რომ დაინახავდნენ, მიხვდებოდნენ. მერე დასვრილი ლოგი-
ნი გაახსენდა. საწოლს მივარდა და დაზაფრული დააჩერდა მუქ წი-
თელ ლაქას, ამბავს, რომელსაც იგი ამხელდა. მხოლოდ იმას ფიქ-
რობდა, რომ როგორმე უნდა მოეხერხებინა ამის თავიდან მოშორე-
ბა, თორემ სხვებიც ნახავდნენ. სხვებს ეს არ უნდა ენახათ, თორემ
ჯოფრის მიათხოვებდნენ და მასთან დაწოლას აიძულებდნენ.
სანსამ დანას სტაცა ხელი და ლაქა ამოჭრა. თუ მკითხავენ, ეს
ხვრელი საიდანააო, რას ვიტყვი? სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.
დახეული ზეწარი საწოლიდან გადმოაგდო, მას მიაყოლა დალაქა-
ვებული საბანიც. უნდა დავწვა. სამხილი ერთად დაახვია, ბუხარში
შეტენა, საწოლთან მდგარი ფარნიდან ზეთი დაასხა და ცეცხლი წა-
უკიდა. მერე გაახსენდა, რომ სისხლმა ზეწრიდან ნაალზეც გაატანა,
და ლეიბიც ააგორგოლავა, თუმცა დიდი და გაბერილი ფუთა გამო-
ვიდა, ძლივს ძრავდა. სანსამ მხოლოდ სანახევროდ მოახერხა მისი
ცეცხლში შეტენვა. დაჩოქილი იდგა ბუხრის წინ, ლამობდა, ლეიბიც
ალში მოექცია, სქელი ნაცრისფერი ბოლი გარშემო ეხვეოდა და
962
ოთახს ავსებდა, როცა უცებ კარი გაიღო და სანსამ მოახლის შეკივ-
ლება გაიგონა.
საბოლოოდ სამმა ძლივს მოახერხა მისი გვერდზე გათრევა. და
ყველაფერი სულ ტყუილად აკეთა. ლოგინი დაიწვა, მაგრამ იმ დრო-
ისთვის, მოახლეებმა სანსა რომ გაიყვანეს, ბარძაყები ისევ გასის-
ხლული ჰქონდა. თითქოს მისივე სხეული ღალატობდა და ჯოფრის
გადასცემდა ხელში, მთელი ქვეყნის დასანახად გადმოჰფენდა ლა-
ნისტერების მეწამულ დროშას.
ცეცხლი რომ ჩაქრა, დაბუგული ნაალი გაიტანეს, ოთახი გაანია-
ვეს და აბაზანა შემოიტანეს. ქალები შემოდიოდნენ და გადიოდნენ,
ბუტბუტებდნენ და უცნაურად უყურებდნენ. აბაზანა ცხელი წყლით
აავსეს, სანსა აბანავეს, თმა დაბანეს და მისცეს ქსოვილი, ფეხებს
შორის რომ ამოედო. ამასობაში სანსა დამშვიდდა და შერცხვა იმ
სისულელეების, რაც ჩაიდინა. ბოლმა მისი ტანსაცმელი თითქმის
მთლად მოსპო. ერთი ქალი გავიდა და მწვანე შალის კაბა შემოუტა-
ნა, თითქმის მისი ზომისა რომ იყო. – შენი ტანსაცმელივით ლამაზი
არაა, მაგრამ გამოგადგება, – უთხრა და კაბა სანსას თავზე გადააც-
ვა, – ფეხსაცმელები არ დაგწვია, ასე რომ, დედოფალთან ფეხშიშ-
ველს არ მოგიწევს წასვლა.
სერსეი ლანისტერი საუზმობდა, როდესაც მის მისაღებში სანსა
შეიყვანეს. – შეგიძლია, ჩამოჯდე, – უთხრა დედოფალმა კეთილად,
– გშია? – და მაგიდისკენ მიუთითა. მასზე ელაგა ფაფა, თაფლი, რძე,
მოხარშული კვერცხები და დაბრაწული თევზი.
საჭმლის დანახვამ სანსა ლამის ცუდად გახადა. გულ-მუცელი გა-
მოკვანძულივით ჰქონდა.
– არა, თქვენო მოწყალებავ, გმადლობ.
– რა გასაკვირია. ტირიონსა და ლორდ სტანისს შორის მოქცე-

963
ული, რასაც კი ვჭამ, ყველაფერს ნაცრის გემო აქვს. ახლა კი შენ და-
მიწყე კოცონების გაჩაღება. ვითომ რის გაკეთებას ფიქრობდი?
სანსამ თავი დახარა.
– სისხლის დანახვამ შემაშინა.
– სისხლი შენი დაქალების ნიშანია. ლედი კეტლინს წესით უნდა
შეემზადებინე ამისთვის. პირველად გაიფურჩქნე, ესაა და ეს.
ამაზე ნაკლებად გაფურჩქნულად სანსას თავი არასოდეს უგ-
რძნია. – დედამ მითხრა, მაგრამ... მეგონა, სხვანაირად იქნებოდა.
– სხვანაირად როგორ?
– არ ვიცი. ნაკლებად... ნაკლებად ჭუჭყიანი, უფრო ჯადოსნური.
დედოფალმა სერსეიმ გაიცინა.
– ჯერ მოიცა, ბავშვი გააჩინე, სანსა. ქალის ცხოვრება ცხრა წი-
ლი ჭუჭყია და ერთი წილი – ჯადოსნობა, ამას მალევე გაიგებ... და
ის წილი, ჯადოსნობა რომ გგონია, ხშირად ყველაზე უფრო ჭუჭყიანი
აღმოჩნდება ხოლმე, მან რძე მოსვა, – მაშ, უკვე ქალი ხარ. იცი მა-
ინც, ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს, რომ უკვე შემიძლია, დავქორწინდე და ქმრის სა-
რეცელი გავიზიარო, – თქვა სანსამ, – და მეფეს შვილები გავუჩინო.
დედოფალმა ცალი ყბით გაიღიმა.
– ვხედავ, ასეთი მომავალი ისე ძალიან აღარ გხიბლავს, რო-
გორც ადრე. ამის გამო ვერ დაგადანაშაულებ. ჯოფრი ყოველთვის
რთული იყო. დაბადებაც კი... დღენახევარი ვწვალობდი მის გასაჩე-
ნად. ვერ წარმოიდგენ, ეს რა ტკივილია, სანსა. ისე გავყვიროდი, მე-
გონა, ჩემი ხმა რობერტს ესმოდა მეფისტყეში. – მისი მოწყალება
თან არ გახლდა?
– რობერტი? რობერტი ნადირობდა. ასე სჩვეოდა. როგორც კი
დრო მოაწევდა, ჩემი მეფე-მეუღლე ტყეში გარბოდა თავის მარეკებ-

964
თან და მწევრებთან ერთად. დაბრუნებული რაღაც ტყავებს ან ხა-
რირმის თავს მჩუქნიდა, მე კი, სამაგიეროდ – ბავშვს. ოღონდ არ გე-
გონოს, ვჩიოდე, სულ არ მინდოდა, გვერდით მყოლოდა. თავს
გრანდ-მაისტერი პაიცელი და ბებიაქალების მთელი ჯარი მადგა, და
ჩემი ძმაც გვერდში მყავდა. ჯეიმის რომ უთხრეს, მელოგინესთან შე-
ნი შესვლა არ შეიძლებაო, მან გაიღიმა და იკითხა, რომელი აპი-
რებთ ჩემს გარეთ დატოვებასო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯოფრი ასეთ
ერთგულებას არ გამოიჩენს. ამის გამო მადლობა შენი დისთვის უნ-
და გადაგეხადა, მკვდარი რომ არ იყოს. მას ვერ დაუვიწყებია ის დღე
სამკბილაზე, როდესაც შენ მოწმე გახდი, როგორ დაამცირა იგი
არიამ, ჰოდა, სამაგიეროდ იგი შენ გამცირებს. თუმცა, შენ იმაზე
ძლიერი ხარ, ვიდრე ჩანხარ – ალბათ, კი გადაიტან ცოტაოდენ შე-
ურაცხყოფას. მე გადავიტანე. იქნებ მეფე ვერასოდეს შეიყვარო,
მაგრამ მისი შვილები გეყვარება.
– მისი მოწყალება მთელი გულით მიყვარს, – თქვა სანსამ.
დედოფალმა ამოიოხრა.
– ჯობია, სასწრაფოდ ისწავლო რამე ახალი ტყუილი. ლორდ
სტანისს ეს არ მოეწონება, დამიჯერე.
– ახალმა არქისეპტონმა თქვა, ღმერთები სტანისს არასოდეს გა-
ამარჯვებინებენ, რადგანაც ჯოფრი კანონიერი მეფეაო.
დედოფალს სახეზე სუსტმა ღიმილმა გადაურბინა.
– რობერტის კანონიერი ძე და მემკვიდრეა. თუმცა ჯოფი ყოველ-
თვის ტიროდა, რობერტს ხელში რომ აჰყავდა. მის მოწყალებას ეს
არ მოსწონდა. მისი ბუშები ყოველთვის ტკბილად ეღუღუნებოდნენ
და თითებს უწუწნიდნენ პატარა ნაბიჭვარი პირებით. რობერტს სულ
ღიმილი და აღტაცების შეძახილები სწყუროდა, ამიტომაც მიდიოდა
იქ, სადაც ამეებს ახვედრებდნენ: თავის მეგობრებთან და კახპებ-
თან. რობერტს უნდოდა, რომ ჰყვარებოდათ. ჩემს ძმა ტირიონსაც
965
იგივე სჭირს. შენ თუ გინდა, რომ სხვებს უყვარდე, სანსა?
– ყველას უნდა, რომ სხვებს უყვარდეთ.
– ვხედავ, დაქალებამ ტვინი ვერ შეგმატა, – უთხრა სერსეიმ, –
სანსა, მოდი, ამ განსაკუთრებულ დღეს ერთ ქალურ სიბრძნეს გა-
გიმხელ. სიყვარული საწამლავია. ტკბილი საწამლავია, დიახ, მაგ-
რამ მოკვლით მაინც მოგკლავს.

ჯონი

ზუზუნა უღელტეხილზე ბნელოდა. მთების მაღალი კლდოვანი


მხრები თითქმის მთელ დღეს მზეს უჩრდილავდათ, ამიტომაც
ჩრდილში მოაბიჯებდნენ, კაცების და ცხენების სუნთქვა ცივ ჰაერში
თეთრ ორთქლად ჩანდა. ფერდებს შერჩენილი თოვლის გროვები-
დან ჩამოწურული ყინულოვანი ნაკადულები ბილიკზე პატარა გაყი-
ნულ გუბეებად დამდგარიყვნენ, მათი ზედაპირი ახლა ცხენების
ფლოქვებქვეშ სკდებოდა და იმტვრეოდა. ზოგჯერ კლდის ნაპრალი-
დან ამოჩრილ ღეროს ან უფერული მღიერის ლაქებს თუ დაინახავ-
დნენ გარშემო ბალახი არ ჩანდა და ტყეებსაც კარგა ძალით ას-
ცდნენ.
ბილიკი ციცაბოც იყო და ვიწროც, და სულ მაღლა მიიწევდა. სა-
დაც გზა ისე ვიწროვდებოდა, რომ ერთ მწკრივად სიარული უწევ-
დათ, წინ ყოველთვის მესაჭურვლე დალბრიჯი დგებოდა, სიარული-
სას ფერდობებს ზვერავდა, მშვილდი კი მუდამ მომარჯვებული ეჭი-
რა. ამბობდნენ, მთელ ღამის ებგურში ყველაზე მახვილი თვალი მას
აქვსო.
ლანდი მოუსვენრად მიძუნძულებდა ჯონის გვერდით. დროდად-
რო ჩერდებოდა და ტრიალდებოდა, ყურებს ცქვეტდა, თითქოს უკ-

966
ნიდან რაღაც ხმები ესმისო. ჯონი არ მოელოდა, ბინდისკატები ცოც-
ხალ ადამიანებს დასხმოდნენ თავს, მაგრამ გრძელი კლანჭი მაინც
მოსინჯა ქარქაშში, მოაბოშა.
ქარისგან ნაკვეთი, რუხი ქვის თაღი უღელტეხილის უმაღლეს
წერტილს მონიშნავდა. აქედან გზა ფართოვდებოდა და რძეწყალას
ველისკენ ეშვებოდა. ქორინმა ბრძანა, რომ აქ გაჩერდებოდნენ, სა-
ნამ ისევ ბინდი არ ჩამოწვებოდა. – ბინდი შაოსანი კაცების მეგობა-
რია, – თქვა მან. ჯონი მიხვდა, რომ მართალს ამბობდა. სასიამოვნო
იქნებოდა, ერთხანს მაინც დღის შუქით ემგზავრათ, მთის კაშკაშა
მზეს გაეჟღინთა მათი მოსასხამები და ძვლებიდან სუსხი გამოედევ-
ნა, მაგრამ ვერ ბედავდნენ. იქ, სადაც სამი გუშაგი იდგა, შეიძლებო-
და სხვებიც ყოფილიყვნენ, განგაშის ხმის მოლოდინში.
ქვაგველი თავის დაკონკილ ბეწვის მოსასხამში გამოეხვა და
თითქმის მაშინვე დაიძინა. ჯონმა და ლანდმა დამარილებული ხორ-
ცი გაინაწილეს, ებენი და მესაჭურვლე დალბრიჯი კი ცხენებს აჭმევ-
დნენ. ქორინ ნახევარხელა კლდეზე ზურგმიყრდნობილი იჯდა და
თავის ორლესულს გრძელი, აუჩქარებელი გასმებით პირს უფხავებ-
და. ჯონმა ცოტა ხანს თვალი ადევნა აეშაგს, მერე კი გამბედაობა მო-
იკრიბა და მიუახლოვდა. – მილორდ, არ გიკითხავს, გოგოს ამბავი
როგორ დამთავრდა.
– ლორდი არ ვარ, ჯონ სნოუ, – ქორინმა ორთითა ხელით სალე-
სი რბილად გაუსვა ფოლადს.
– მითხრა, მენსი მიგიღებს, თუ წამომყვებიო.
– მართალი უთქვამს.
– იმასაც კი მიმტკიცებდა, ნათესავები ვართო. ამბავს მომიყვა...
– ბეილ ბარდზე და ვინტერფელის ვარდზე. ქვაგველმა მითხრა. ეგ
სიმღერა მეც ვიცი. მენსი მღეროდა ხოლმე უწინ, რეიდიდან რომ,
ბრუნდებოდა ხოლმე. ველურების ჰანგები ძალიან უყვარდა. ჰო, და
967
მათი ქალებიც – იცნობდი?
– ყველა ვიცნობდით, – ქორინს სევდიანი ხმა ჰქონდა:
მეგობრებიც იყვნენ, მარტო ძმები არა, მიხვდა ჯონი, ახლა კი მო-
სისხლე მტრები არიან.
– რატომ გაიქცა?
– ზოგი ამბობს, ქალის გამოო. სხვები გეტყვიან, გვირგვინისთვი-
სო, – ქორინმა ხმალს ცერით მოუსინჯა პირი, – მენსის მართლაც
ძალიან უყვარდა ქალები, და ნამდვილად არ იყო ის კაცი, იოლად
მოეყარა მუხლი. მაგრამ მარტო ესეც არაა. მას ველურეთი კედელს
ერჩივნა. იქაურობა სისხლში ჰქონდა. ველურად იყო დაბადებული,
ბავშვი ჩაგვივარდა ხელში, როდესაც ერთხელაც მათი მარბიელები
დახოცეს. ბინდის კოშკიდან რომ გაიქცა, ეს მისთვის შინ დაბრუნება
იყო და სხვა არაფერი. – კარგი აეშაგი იყო?
– ჩვენ შორის საუკეთესო, – თქვა ნახევარხელამ – და თანაც,
ყველაზე უარესი. ველურები მხოლოდ თორენ სმოლვუდის მსგავს
სულელებს ეზიზღებათ. ისინი ჩვენსავით მამაცები არიან, ჯონ. ისევე
ძლიერები, ისეთივე სწრაფები, ისეთივე გამჭრიახები. მაგრამ წესი
და რიგი აკლიათ თავისთავს თავისუფალ ხალხს ეძახიან და ყოვე-
ლი მათგანი თავს მეფის სწორად და მაისტერივით ბრძენად მიიჩ-
ნევს. მენსიც ასეთი იყო. მორჩილება ვერც ვერასოდეს ისწავლა.
– ვერც მე ვისწავლე, – წყნარად წარმოთქვა ჯონმა.
ქორინის განმსჭვალავი რუხი თვალები თითქოს სულში სწვდე-
ბოდნენ. – ანუ გაუშვი? – გაოცებული სულ არ ჩანდა.
– იცოდი?
– ახლა ვიცი. მითხარი, რატომ დაინდე.
ძნელი იყო სიტყვებით ახსნა.
– მამაჩემს ჯალათი არ ჰყოლია. ამბობდა, იმ ადამიანების წინა-
შე, რომლებსაც სიკვდილს ვუსჯი, მევალება, თვალებში ჩავხედო და
968
მათი უკანასკნელი სიტყვები ვისმინოო. და როდესაც იგრიტს თვა-
ლებში ჩავხედე, მე... – ჯონმა უმწეოდ დაიხედა ხელებზე, – ვიცოდი,
მტერი რომ იყო, მაგრამ მასში ბოროტება ვერ დავინახე. – ალბათ
ვერც დანარჩენ ორში.
– მათი სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლის წილ იდო სასწორზე, –
თქვა ჯონმა, – რომ დავენახეთ, ის რქა რომ დაეყვირებინათ...
– სავარაუდოდ, ველურები მოგვძებნიდნენ და დაგვხოცავდნენ,
მართალია. – ახლა საყვირი ქვაგველს აქვს, იგრიტს კი დანა და ცუ-
ლი წავართვით. ჩვენ უკანაა, ქვეითად, შეუიარაღებელი...
– და ალბათ ვერაფერს დაგვიშავებს, – დაეთანხმა ქორინი, – აუ-
ცილებლად რომ მდომებოდა მისი სიკვდილი, მაშინ ებენთან დავ-
ტოვებდი ან მე თვითონ მოვკლავდი. – მაშინ მე რატომ მიბრძანე
ამის გაკეთება?
– არ მიბრძანებია. გითხარი, ის გექნა, რაც საჭირო იყო, ხოლო
რა იყო საჭირო, ამის გადაწყვეტა შენ მოგანდე, – ქორინი წამოდგა
და ხმალი ისევ ქარქაშში ჩააგო, – მთაზე ასვლა რომ მინდა, ქვაგ-
ველს ვეძახი. თუ მჭირდება, ქარში საომარი ველის ბოლოს მდგარ
მტერს თვალში ისარი გავუწონო, ამ საქმეს მესაჭურვლე დალბრიჯს
ვავალებ. ებენს შეუძლია, ვისაც გინდა, საიდუმლოებები დააფქვე-
ვინოს. მეომრებს რომ უსარდლო, ამისთვის მათ უნდა იცნობდე, ჯონ
სნოუ. ახლა შენზე უფრო მეტი რამ ვიცი, ვიდრე ამ დილით ვიცოდი.
– და რომ მომეკლა? – ჰკითხა ჯონმა.
– მაშინ გოგო მკვდარი იქნებოდა, შენ კი მაინც ადრინდელზე
უკეთ მეცნობებოდი. მაგრამ კმარა ლაპარაკი. ახლა უნდა გეძინოს.
წინ მრავალი ლიგა გვიდევს და ფათერაკები გველის. ძალა უნდა
მოიკრიბო.
ჯონი გრძნობდა, იოლად არ დამეძინებაო, მაგრამ იმასაც ხვდე-
ბოდა, რომ ნახევარხელა მართალს ეუბნებოდა. გადმოკიდებული
969
კლდის ქვეშ ქარისგან მოფარებული ადგილი იპოვა და მოსასხამი
მოიხსნა, საბნად რომ გამოეყენებინა. – ლანდი, მოდი. ჩემთან, –
დაუძახა მგელს. ამ დიდი თეთრი ნადირის გვერდით ყოველთვის
უკეთ იძინებდა ხოლმე. მისი სუნი ამშვიდებდა, სქელი ბეწვი მყუდ-
როდ ათბუნებდა. მაგრამ ამჯერად ლანდმა მხოლოდ გამოხედა, მე-
რე შებრუნდა, ძუნძულით შემოუარა ცხენებს და უმალ გაუჩინარდა.
ნადირობა უნდა, გაიფიქრა ჯონმა. ამ მთებში ალბათ ჯიხვები ბინად-
რობდნენ. ბინდისკატები რაღაცას ხომ ჭამენ? – ოღონდ კატას არ ჩა-
უსაფრდე, – ჩაიბუტბუტა თავისთვის. ეს მგელსაზარასთვისაც კი სა-
შიში შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსასხამში გამოეხვია და კლდის
ქვეშ გაიშოტა.
თვალები რომ დახუჭა, მგელსაზარები ესიზმრა.
ექვსის ნაცვლად ხუთნიღა იყვნენ, და ყველანი გაფანტულები,
ყველა მოშორებოდა დანარჩენებს. სიცარიელის ღრმა ტკივილი,
ნაკლულობის გრძნობა აწვალებდა. ტყე უკიდეგანო და ცივი იყო,
ისინი კი – პატარები და დაკარგულები. იქ, სადღაც, მისი ძმები იყ-
ვნენ, და მისი დაც, მაგრამ მათი სუნი დაჰკარგვოდა. დაცუცქდა, თა-
ვი ჩამუქებული ცისკენ აღაპყრო და ტყეს მისი ყმუილი მოედო: გაგ-
რძელებული, ეული, მწუხარე ხმა. ექო რომ მიწყდა, ყურები დაცქვი-
ტა და პასუხს მიაყურადა, მაგრამ ქარბუქის მეტი არაფერი ხმიანობ-
და.
ჯონ?
დაძახილი უკნიდან მოესმა, ჩურჩულზე უფრო წყნარი, მაგრამ
ძლიერი. შეიძლება, ყვირილი ჩუმი იყოს? მიიხედა, ძმას ეძებდა, ხე-
ების ქვეშ გაქცეულ რუხ მოსხლეტილ სხეულს, მაგრამ არაფერი ჩან-
და, მხოლოდ...
სარკმლისხე.
იგი თითქოს კლდიდან იყო ამოზრდილი, მისი ფერმკრთალი
970
დაკლაკნილი ფესვები უამრავი ბზარიდან და ბეწვა ნაპრალიდან იწ-
ყებოდა. ეს ხე ადრე ნანახ ყველა სარკმლისხეზე უფრო წვრილი იყო,
სულ პატარა ნერგი ეთქმოდა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა მსხვილ-
დებოდა, მისი ტოტები ცისკენ იზიდებოდნენ. ფრთხილად შემოუარა
გლუვ თეთრ ზროს და სახე უპოვა. წითელმა თვალებმა შემოანათეს.
სასტიკი თვალები იყვნენ, მაგრამ მისი დანახვა გაუხარდათ. სარ-
კმლისხეს მისი ძმის სახე ჰქონდა. ძმას ყოველთვის სამი თვალი ეს-
ხა?
ყოველთვის არა, ჩაესმა უხმო დაძახილი. ყვავამდე არა.
ხის ქერქი დაყნოსა, მგლის, ხის და ბიჭის სუნი ეცა, მაგრამ მათ
მიღმა სხვა სუნებიც იგრძნობოდა: თბილი მიწის მსუყე, ყომრალი
სუნი; ქვის მტკიცე, რუხი სუნი; და კიდევ რაღაც, შემზარავი. სიკვდი-
ლის სუნიაო, მიხვდა. უკან გაცოცდა, ბალანი აეჯაგრა და ეშვები
დაკრიჭა.
ნუ გეშინია, მე მომწონს აქ, სიბნელეში ყოფნა. ვერავინ გხედავს,
შენ კი ყველას დანახვა შეგიძლია. მაგრამ ჯერ თვალები უნდა გაახი-
ლო. ხედავ? აი, ასე. და ხე დაიხარა და შეეხო.
და უცებ ისევ მთებში გაჩნდა, თათები ღრმად ჩაფლვოდა ნამ-
ქერში, ვეება უფსკრულის პირას იდგა. მის წინ ზუზუნა უღელტეხილი
მსუბუქ სიცარიელეს გადასდგომოდა, დაბლა კი გრძელი, სოლისე-
ბური ველი გაშლილიყო ფიანდაზად და შემოდგომის შუადღის ყვე-
ლა ფერად ელვარებდა.
ველის ერთ ბოლოს უზარმაზარი ცისფერ-თეთრი კედელი კეტავ-
და, ისე იყო ჩაჭედილი მთებში, თითქოს თავად გასწი-გამოსწია და
მათ შორის გამოეკვეხაო; და წუთით ეგონა, სიზმარმა უკან, ციხეშავ-
ში მიმიყვანაო. მერე მიხვდა, რომ რამდენიმე ათასი ფუტის სიმაღ-
ლის ყინულის მდინარეს უყურებდა. ამ მოციმციმე ცივი ქარაფის ძი-
რას ვრცელი ტბა იწვა, მისი ღრმა ლურჯი წყლები გარშემორტყმულ
971
თოვლიან მწვერვალებს ირეკლავდა. დაბლა, ველზე ადამიანებიც
დაინახა, ბევრი ადამიანი, ათასები, უზარმაზარი ლაშქარი. ზოგი ნა-
ხევრად გაყინულ მიწაში დიდ ორმოებს თხრიდა, სხვები კი საომრად
იწვრთნებოდნენ. ხედავდა, როგორ შეუტია მხედრების ლაშქარმა
ფარების კედელს, თავდაუზოგავად მიაჭენებდნენ ჭიანჭველასხელა
ცხენებს. მათი საწვრთნელი ომის ხმა ნიავის მოტანილ ფოლადის
ფოთლების შრიალად ჩაესმოდა. მათი ბანაკები სრულიად უსისტე-
მო იყო. არ ჩანდა არც სანგრები, არც მარგილები, არც ცხენების
სადგომების სწორი რიგები. ყველგან ისე არეულად იყო მიყრილი
უხეში მიწური თავშესაფრები და ტყავის კარვები, გეგონებოდა, მი-
წას სახე დაუჩოფურდაო. დაინახა ქერის უწესრიგო გროვები, ეცა
ურიცხვი თხისა და ცხვრის, ცხენის და ღორის, ძაღლის სუნი. ათასო-
ბით სამზად კოცონს მუქი კვამლის ზოლები ასდიოდა.
ეს ლაშქარი არ არის, ისევე, როგორც არც ქალაქია. უბრალოდ,
მთელი ხალხი ერთადაა შეყრილი.
გრძელი ტბის მიღმა ერთი ბორცვი შეინძრა. უფრო ყურადღებით
დააკვირდა და დაინახა, რომ ეს მიწის გროვა კი არ იყო, არამედ
ცოცხალი, გაბანჯგვლული, მძიმე ცხოველი, რომელსაც ცხვირად
ვეება გველი ეკიდა და ნებისმიერ ტახზე უფრო გრძელი ეშვები ესხა.
მასზე ამხედრებული არსებაც უზარმაზარი და რაღაც უცნაურად
მოყვანილი იყო, მეტისმეტად მსხვილი ფეხები და თეძოები ჰქონდა
და ადამიანს არ ჰგავდა.
უცებ სიცივის ანაზდეულმა შემოქროლებამ ბალანი აუჯაგრა და
ჰაერი ფრთების ტყლაშუნმა აზვირთა. თავზე წამომდგარი თეთრი
მწვერვალებისკენ რომ ააპყრო მზერა, ციდან აჩრდილი ჩამოიჭრა.
გამკინავმა დაძახილმა ჰაერი გაფხრიწა. თვალი მოჰკრა ფართოდ
გაშლილ ლურჯ-რუხ ბუმბულებს, მზე რომ დაუჩრდილეს... – ლანდი!
– იყვირა ჯონმა და წამოჯდა. ჯერაც გრძნობდა ჭანგებს, ტკივილს.
972
ლანდი, ჩემთან!
ებენი მიეჭრა, ხელები ჩაავლო, შეანჯღრია – წყნარად! გინდა,
ველურები დაგვახვიო თავს? რა გჭირს, ბიჭი? – დამესიზმრა, –
ძლივს მიუგო ჯონმა, – ლანდი ვიყავი, მთის კბოდეზე ვიდექი და გა-
ყინულ მდინარეს დავყურებდი; უცებ რაღაც დამაცხრა. ფრინველი...
არწივი, მგონი... მესაჭურვლე დალბრიჯმა გაიღიმა, – მე სულ ლამა-
ზი ქალები მესიზმრება ხოლმე. ნეტავ უფრო ხშირად ვხედავდე სიზ-
მრებს.
ქორინი მიუახლოვდა.
– გაყინული მდინარეო, ამბობ?
– რძეწყალა მყინვარის ძირას მდგარი დიდი ტბიდან იღებს სათა-
ვეს, – ჩაურთო ქვაგველმა.
– კიდევ ხე იყო, ჩემი ძმის სახე ჰქონდა. და ველურები... ათასო-
ბით, იმაზე მეტი, ვიდრე მეგონა, რომ საერთოდ არსებობდნენ. და
კიდევ, მამონტებზე ამხედრებული გოლიათები, – იმის მიხედვით,
სინათლე როგორ გადახრილიყო, ჯონმა დაასკვნა, ოთხი-ხუთი სა-
ათი მეძინაო. თავი სტკიოდა და კიდევ – კისერი იმ ადგილას, სადაც
ჭანგები ჩაესო. მაგრამ ეს ხომ სიზმარში მოხდა.
– ყველაფერი მომიყევი, რაც კი გახსოვს, თავიდან ბოლომდე, –
უთხრა ქორინ ნახევარხელამ.
ჯონი დაიბნა.
– სიზმარი იყო, მეტი არაფერი.
– მგლის სიზმარი, – მიუგო ნახევარხელამ, – კრასტერმა
ლორდ-მეთაურს უთხრა, ველურები რძეწყალას სათავეებთან იკრი-
ბებიანო. შეიძლება, ეს სიზმარი ამიტომ ნახე. ან შეიძლება, ის და-
ინახე, რასაც რამდენიმე საათის მერე უნდა გადავეყაროთ. მიამბე.
ჯონი ნახევრად სულელად გრძნობდა თავს, ქორინს და დანარ-

973
ჩენ აეშაგებს ასეთ რამეებს რომ უყვებოდა, მაგრამ ბრძანება შეას-
რულა. თუმცა არც ერთ შავ ძმას მისთვის სიცილი არ დაუყრია. რომ
დაასრულა, მესაჭურვლე დალბრიჯიც კი აღარ იღიმებოდა.
– მაქცია? – პირქუშად იკითხა ებენმა და ნახევარხელას შეხედა.
არწივზე ამბობს? გაიფიქრა ჯონმა; თუ ჩემზე? მაქციები და უარგები
ბებერი ნენის ზღაპრებში ბინადრობდნენ, იმ სამყაროში კი არა, რო-
მელშიც მთელ მის ცხოვრებას ჩაევლო. მაგრამ აქ, კლდეებისა და
ყინულის უცხო, ცივ უდაბურებაში ყველაფერს იოლად დაიჯერებდი.
– ცივი ქარები დგება. მორმონტს ამის შიში ჰქონდა. ამას ბენჯენ
სტარკიც გრძნობდა. მკვდრები დადიან და ხეებს ისევ ეხილებათ
თვალები. უარგები და გოლიათები არ არიანო, რატომღა უნდა და-
ვიჩემოთ?
– ესე იგი, ჩემი სიზმრებიც ნამდვილია? – იკითხა მესაჭურვლე
დალბრიჯმა, – ლორდ სნოუს ჰყავდეს თავისი მამონტები, მე ჩემი ქა-
ლები მინდა. – კაცობაშიც, ბიჭობაშიც ებგურს ვემსახურებოდი, და
შორ რეიდებშიც ბევრი მივლია, – თქვა ებენმა, – გოლიათების
ძვლები მინახავს და ბევრი უცნაური ზღაპარი მომისმენია, მაგრამ
სულ ესაა, რაცაა. მინდა, ჩემი თვალით ვნახო ისინი. – ფრთხილად,
იმათ არ გნახონ, ებენ, – უთხრა ქვეგველმა.
ისევ გზას რომ დაადგნენ, ლანდი ჯერაც არ იყო დაბრუნებული.
ამასობაში ბილიკის ფსკერი უკვე ბინდში დაიძირა, მზე სწრაფად ეშ-
ვებოდა უზარმაზარი მთის ორკაპა მწვერვალის მიღმა, რომელსაც
აეშაგებმა ჩანგალი დაარქვეს. თუ სიზმარი სიმართლე იყო... ამის
გაფიქრებაც კი ზარავდა. შეიძლებოდა, არწივს ლანდი დაეშავებინა
ან უფსკრულში გადაეგდო? ან რას ნიშნავდა ძმისსახიანი სარ-
კმლისხე, რომელსაც სიკვდილის და სიბნელის სუნი ასდიოდა?
ჩანგლის წვეტებს უკან მზის უკანასკნელი სხივიც ჩაქრა. ზუზუნა
უღელტეხილი ბინდმა მოიცვა. თითქოს მაშინვე აცივდა. აღმართში
974
აღარ მიდიოდნენ. მიწამ დაღმაც კი ქნა პირი, თუმცა ჯერ შეუმჩნევ-
ლად. ბილიკს ნაპრალები, დახეთქილი ლოდები და კლდის ნაშალი
ფარავდა. მალე მთლად დაბნელდებოდა, ლანდი კი ჯერაც არ ჩან-
და. ეს ჯონს გულს უხეთქავდა, ერთი სული ჰქონდა, დაძახილით მო-
ეხმო მგელსაზარა, მაგრამ ვერ ბედავდა. ძახილი შეიძლება სხვა
არსებებსაც გაეგონათ. – ქორინ, – წყნარად დაუძახა მესაჭურვლე
დალბრიჯმა, – ეგერ, შეხედე. მათზე კარგა მაღლა, კლდის შვერილ-
ზე არწივი იჯდა და შავად იკვეთებოდა ჩამუქებული ცის ფონზე. სხვა
არწივებიც კი დაგვინახავს, გაიფიქრა ჯონმა. აუცილებელი არაა, ის
იყოს, მე რომ მესიზმრა.
ებენი მაინც აპირებდა, მისკენ ისარი ეტყორცნა, მაგრამ მესა-
ჭურვლემ შეაჩერა. – ისრის სროლის მანძილზე კარგა უფრო შორ-
საა.
– არ მომწონს, რომ გვიყურებს.
მესაჭურვლემ მხრები აიჩეჩა.
– არც მე, მაგრამ ვერ დაუშლი. ტყუილად დახარჯავ კარგ ისარს
და ეგაა. უნაგირზე მჯდარი ქორინი დიდხანს აკვირდებოდა არწივს.
– გზას განვაგრძობთ, – თქვა ბოლოს. აეშაგები ისევ დაუყვნენ
ბილიკს. ლანდი, უნდოდა ეყვირა ჯონს, სად ხარ?
ის იყო, აპირებდა, თავადაც მიჰყოლოდა ქორინს და დანარჩე-
ნებს, როცა ორ ლოდს შორის თეთრ ფერს მოჰკრა თვალი. ძველი
თოვლის ნარჩენიაო, გაიფიქრა, სანამ არ შენიშნა, რომ სითეთრე
შეინძრა. მაშინვე გადმოხტა უნაგირიდან. მუხლებზე რომ დაეშვა,
ლანდმა თავი წამოსწია. კისერი სველად უპრიალებდა, მაგრამ ხმა
არ დაუძრავს, როცა ჯონმა ხელთათმანი წაიძრო და მოსინჯა. ჭან-
გებს ბალანსა და ხორცში სისხლიანი კვალი დაეტოვებინათ, მაგრამ
ფრინველს მისთვის კისრის მომტვრევა ვერ მოეხერხებინა.
თავზე ქორინ ნახევარხელა დაადგათ.
975
– როგორაა საქმე? – თითქოს მის პასუხად, ლანდი ფეხზე წამო-
ბარბაცდა.
– ჯანიანი მგელია, – თქვა აეშაგმა, – ებენ, წყალი მოიტა. ქვაგ-
ველი, შენი ტიკი მომაწოდე. გააჩერე, ჯონ.
მათ მგელს ერთად მობანეს ბეწვიდან შემხმარი სისხლი. ლანდი
იზიდებოდა და ეშვებს აჩენდა, როცა ქორინმა არწივის დატოვებულ
წითელ ჭრილობებში ღვინო ჩაასხა, მაგრამ ჯონმა მკლავები შემოხ-
ვია, დამამშვიდებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა და მგელიც უცბად-
ვე დაწყნარდა. იმ დროისთვის, როდესაც ჯონის მოსასხამს ჭრილო-
ბის შესახვევი ზოლი ჩამოახიეს, უკვე სრულიად ბნელოდა. ცის სი-
შავეს კლდის სიშავისგან მხოლოდ ვარსკვლავებს წინწკლები თუ
გამოარჩევდა. – გზას ვაგრძელებთ? – დაინტერესდა ქვაგველი.
ქორინი თავისი ცხენისკენ გაემართა.
– ვბრუნდებით, კი არ ვაგრძელებთ.
– ვბრუნდებით? – გაოცდა ჯონი.
– არწივებს ადამიანებზე უფრო მახვილი თვალი აქვთ. ჩვენ უკვე
დაგვინახეს. ასე რომ, ახლა გავრბივართ, – ნახევარხელამ სახე
გრძელი შავი ხილაბანდით მოიბურა და უნაგირს მოევლო.
აეშაგებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ შედავება გულშიც
არავის გაუვლია. სათითაოდ შესხდნენ და ცხენები შინისკენ მიაბ-
რუნეს.
– ლანდი, წამო, – დაუძახა ჯონმა და მგელსაზარაც მიჰყვა,
მკრთალ აჩრდილად დაიძრა ღამეში.
მთელი ღამე იარეს, აღმა მიჰყვებოდნენ დაკლაკნილ ბილიკს და
დახეთქილი მიწის ნაკუწებს გადადიოდნენ. ქარი ძლიერდებოდა.
ზოგჯერ ისე ბნელოდა, რომ ქვეითდებოდნენ და ფეხით აგრძელებ-
დნენ გზას, ყველა თავის ცხენს მიიყოლებდა აღვირით. ერთხელ

976
ებენმა აზრი გამოთქვა, ერთი-ორი ჩირაღდანი არ გვაწყენდაო, მაგ-
რამ არავითარი ცეცხლიო, თქვა ქორინმა და ამაზე ლაპარაკი მორ-
ჩა. მწვერვალზე გადაწოლილ ქვის ხიდს მიაღწიეს და ისევ დაშვება
იწყეს. სიბნელიდან ბინდისკატის მრისხანე ღრიალი მოისმა, მის
ხმას კლდეები ისე აბრუნებდნენ უკან, გეგონებოდა, ათი სხვა კატა
აძლევს პასუხსო. ერთხელ ჯონს მოეჩვენა, რომ თავზემოთ შვერილ-
ზე ზაფხულის მთვარეებივით ფართო მოგიზგიზე თვალები დაინახა.
განთიადისწინა ბნელ ჟამს შეჩერდნენ, ცხენებს წყალი დაალევინეს
და ერთი მუჭა ქერი და ნამჯა აჭამეს.
– ველურები სადაც დახოცეთ, იმ ადგილიდან შორს აღარ ვართ,
– თქვა ქორინმა, – აქედან ერთ კაცს ასის შეკავება შეუძლია. სწო-
რად არჩეულ კაცს, – და მან მესაჭურვლე დალბრიჯს შეხედა.
მესაჭურვლემ თავი დაუკრა.
– დამიტოვეთ იმდენი ისარი, რამდენის დათმობაც შეგიძლიათ,
ძმებო, – მან თავის მშვილდს ხელი გადაუსვა, – და ჩემს ცხენს ვაშ-
ლი აჭამეთ, შინ რომ მიხვალთ. დაიმსახურა საბრალო ცხოველმა.
მოსაკვდომად რჩება, მიხვდა ჯონი.
ქორინმა მესაჭურვლეს მკლავზე თათმანიანი ხელი მოუჭირა –
თუ არწივი შენს დასახედად ჩამოფრინდება...
– ...მაშინ იგი რამდენიმე ახალი ბუმბულით დასაჩუქრდება.
ჯონმა უკანასკნელად რომ ჰკიდა თვალი მესაჭურვლე დალბრი-
ჯის ზურგს, იგი მაღლობისკენ ამავალ ვიწრო ბილიკს მიუყვებოდა.
დილა რომ გათენდა, ჯონმა უღრუბლო ცას ახედა და ლაჟვარდში
მოლივლივე ლაქას მოჰკრა თვალი. ებენმაც დაინახა იგი და შე-
იკურთხა მაგრამ ქორინმა დააჩუმა. – უსმინე, – თქვა მან.
ჯონმა სუნთქვა შეიკრა, და გაიგონა. შორს, მათ უკან, მთებს სა-
ნადირო საყვირის დაძახილი მიეხალა.
– დაიძრნენ, – თქვა ქორინმა.
977
ტირიონი

ამ მძიმე განსაცდელის შესახვედრად პოდმა იგი ლანისტერების


მეწამული ფერის დიდებულ ხავერდის ტუნიკაში გამოაწყო და მისი
თანამდებობის ნიშანი-ჯაჭვი მიართვა. ტირიონმა ეს საწოლთან მიმ-
დგარ მაგიდაზე დატოვა. მის დას არ სიამოვნებდა შეხსენება, რომ
ტირიონი მეფის მარჯვენა იყო, მას კი არ სურდა, უფრო მეტად და-
ეძაბა ურთიერთობა დედოფალთან.
ეზოს რომ ჭრიდა, ვარისი წამოეწია.
– მილორდ, – უთხრა, თან მცირედ ქოშინებდა, – აჯობებს, ეს ახ-
ლავე წაიკითხო, – ფაფუკი თეთრი ხელით პერგამენტი გაუწოდა, –
ჩრდილოეთიდანაა ცნობები. – კარგი თუ ცუდი?
– თავად განსაჯე.
ტირიონმა პერგამენტი გაშალა. ეზოს ჩირაღდნები ანათებდა და
წერილის წასაკითხად თვალები დაძაბა.
– შემიწყალონ ღმერთებმა, – წარმოთქვა წყნარად, – ორივე?
– ვშიშობ, ასეა, მილორდ. რა სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო.
ისეთი პატარები და უმანკოები...
ტირიონს გაახსენდა, როგორ ყმუოდნენ მგლები, როცა სტარკის
ბიჭი ჩამოვარდა. ნეტავ ახლაც ყმუიან?
– ვინმეს კიდევ უთხარი? – ჰკითხა ვარისს – ჯერ არა, მაგრამ,
რასაკვირველია, უნდა ვთქვა.
ტირიონმა წერილი დაახვია.
– ჩემს დას მე ვეტყვი, – უნდა ენახა, ის როგორ შეხვდებოდა
ახალ ამბავს. ძალიან უნდოდა ამის ნახვა.
დედოფალი იმ საღამოს განსაკუთრებით ლამაზი იყო. მუქი მწვა-
ნე ხავერდის გულამოჭრილი კაბა ეცვა, რომელიც მისი თვალების
978
ფერს გამოკვეთდა. ოქროსფერი თმა შიშველ მხრებზე ეყარა, წელზე
კი ზურმუხტებით მოოჭვილი წნული ქამარი ერტყა. ტირიონმა მო-
იცადა, სანამ არ დასვეს და ღვინის თასი არ მიართვეს, და ქალს მე-
რეღა გაუწოდა წერილი. არაფერი უთქვამს. სერსეიმ უმანკო მზერა
შეაგება და პერგამენტი ჩამოართვა. – ალბათ გაგიხარდა, – უთხრა
ტირიონმა, ქალმა წერილი რომ წაიკითხა, – ვიცი, სტარკი ბიჭის
სიკვდილი გინდოდა.
სერსეიმ შუბლი შეიკრა.
– ფანჯრიდან ჯეიმიმ გადააგდო, მე კი არა. სიყვარულისთვისო,
ასე თქვა, თითქოს ამით მაამებდა. სისულელე იყო ამის გაკეთება,
და სახიფათოც, მაგრამ როდის იყო, ჩვენი ძვირფასი ძმა ფიქრით
თავს იწუხებდა?
– იმ ბიჭმა დაგინახა, – შეახსენა ტირიონმა.
– ის ბავშვი იყო. შემეძლო, დამეშინებინა და ისე გამეჩუმებინა,
– მან ფიქრიანად დახედა წერილს, – რამდენჯერაც ვინმე სტარკი
ფეხს წაიმტვრევს, ბრალი მე რატომ უნდა მედებოდეს? ეს გრეიჯოიმ
ჩაიდინა, მე ამაში ხელი არ მირევია. – იმედია, ლედი კეტლინი და-
იჯერებს.
სერსეის თვალები გაუფართოვდა.
– ის არ...
...მოკლავს ჯეიმის? რატომაც არა? რას იზამდი, ჯოფრი და ტომე-
ნი რომ დაეხოცათ?
– სანსა ჯერაც მე მყავს! – გამოაცხადა დედოფალმა.
– სანსა ჯერაც ჩვენ გვყავს, – შეუსწორა ტირიონმა, – და გვი-
ჯობს, კარგად მოვუაროთ. აბა, სადაა ის ვახშამი, რომ მპირდებოდი,
ძვირფასო დაიკო?
სერსეის უდავოდ სანაქებო სუფრა გაემზადებინა. ჯერ მიირთვეს
არაჟნიანი წაბლის სუპი, კრაწუნა ცხელი პური და ვაშლებით და
979
კედრის კაკლებით შეზავებული ბოსტნეული. ამას მოჰყვა სალამუ-
რას ღვეზელი, თაფლიანი შაშხი, სტაფილო ერბოში, თეთრი ლობიო
ლორით და სოკოებით და ხამანწკებით დაჩურთული შემწვარი გე-
დი. ტირიონი უაღრესად თავაზიანი იყო: ყოველი კერძის ნარჩევ ნა-
წილს დას სთავაზობდა და ყურადღებით იყო, რათა თავადაც მხო-
ლოდ ის ეჭამა, რასაც დედოფალი ჭამდა. მართლა კი არ ეგონა, რომ
მოწამლავდა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა.
ატყობდა, რომ სტარკების ამბავმა ქალი მოშხამა.
– მწარე ხიდიდან არაფერი ისმის? – ჰკითხა ძმას შეშფოთებით,
თან დანის წვერზე ვაშლი წამოაგო და პატარა, ფაქიზი ლუკმებით
შეექცა.
– არა.
– ნეკას არასოდეს ვენდობოდი. საკმარის ფულს თუ გაუჩხრია-
ლებენ, თვალის დახამხამებაში სტანისისკენ გადავა.
– სტანის ბარათეონი მეტისმეტად წესიერია და ადამიანებს არ
მოისყიდის. და პეტირისნაირებისთვის არასოდეს იქნება სასურვე-
ლი ბატონი. მართალია, ამ ომმა ბევრი მოულოდნელი მოკავშირე
გააჩინა, მაგრამ ეგ ორი? ვერასოდეს. შაშხს რომ ჭრიდა, სერსეიმ
უთხრა:
– ამ ღორს ლედი ტანდას უნდა ვუმადლოდეთ.
– სიყვარულის ნიშნად მოგართვა?
– ქრთამად. თავის ციხესიმაგრეში დაბრუნების ნებართვას ით-
ხოვს. ჩემგანაც და შენგანაც. ასე მგონია, მოელის, რომ შენ მას
გზად დააპატიმრებ, როგორც ლორდ ჯაილსს უქენი.
– აპირებს, ტახტის მემკვიდრე წაიყოლიოს? – ტირიონმა შაშხის
ნაჭერი დას მიართვა და ერთი თავად აიღო, – მე ვარჩევდი, რომ
დარჩეს. თუ უნდა, თავს დაცულად გრძნობდეს, უთხარი, სტოკვორ-
თიდან თავისი გარნიზონი დაიბაროს. მთლიანად, რაც კი ჰყავს.
980
– ასე ძალიან თუ გვჭირდება ხალხი, რაღას უშვებდი შენს ველუ-
რებს? – სერსეის ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
– ყველაზე საჭირო იქ იყვნენ, – გულწრფელად მიუგო ტირიონ-
მა, – შეუპოვარი მეომრები არიან, მაგრამ ჯარისკაცებად არ ვარგი-
ან. მწყობრ ბრძოლაში სიმამაცეზე მეტად დისციპლინა ფასობს. მე-
ფისტყეში უკვე იმაზე მეტი სარგებელი მოგვიტანეს, ვიდრე აქ, ქალა-
ქის გალავანზე შეძლებდნენ.
გედს რომ მიირთმევდნენ, დედოფალმა ქორბუდების შეთქმუ-
ლებაზე დაუწყო გამოკითხვა. შეშინებულზე მეტად გაღიზიანებული
ჩანდა.
– სულ ამდენი მოღალატე რატომ გვახვევია თავს? ლანისტრების
გვარს ამ საცოდავებისთვის რა დაუშავებია?
– არაფერი, – მიუგო ტირიონმა, – მაგრამ ისინი ცდილობენ, გა-
მარჯვებულს მიეტმასნონ... ანუ მოღალატეების გარდა, სულელებიც
არიან.
– ნამდვილად ყველანი იპოვე?
– ვარისი ასე ამბობს. – გედი მეტისმეტად მსუყე ეჩვენა.
სერსეის ქათქათა შუბლზე, იმ ლამაზ თვალებს შორის, ნაოჭი გა-
უჩნდა. – ზედმეტად ენდობი მაგ საჭურისს.
– კარგად კი მემსახურება.
– უფრო სწორად, კარგად დაგაჯერა ამაში. გგონია, ერთადერთი
ხარ, ვისაც საიდუმლოებებს უმხელს? ყოველ ჩვენგანს ზუსტად იმ-
დენს უწყალობებს, რომ ჩავთვალოთ, უმისოდ ხელ-ფეხი მექნება
შეკრულიო. რობერტს რომ გავყევი, თავიდან ჩემთანაც ზუსტად ეგ
თამაში წამოიწყო. წლების მანძილზე მეგონა, რომ სამეფო კარზე
ვასზე უფრო ერთგული მეგობარი არ გამაჩნდა, მაგრამ ახლა... – წუ-
თით გამომცდელად ჩააცქერდა თვალებში, – მეუბნება, რომ აპი-
რებ, ჯოფრის ქოფაკი მოაშორო.
981
წყეული ვარისი.
– კლეგეინი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მჭირდება.
– მეფის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.
– მეფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯოფს მცველად უში-
შარი სერ ოსმუნდი ეყოლება გვერდში. და კიდევ, მერინ ტრანტი, –
(სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიან.) – მინდა, ბეილონ სუანმა და
ქოფაკმა მარბიელებს უთავონ, დარწმუნებული რომ ვიყო, სტანისს
შავწყალას აქეთა ნაპირზე ფეხის მოსაკიდი არ ექნება. – მარბიე-
ლებს ჯეიმი უთავებდა.
– რივერანიდან? აი, მარბიელობაც ამას ჰქვია.
– ჯოფი ჯერ ბავშვია.
– ბავშვი, რომელსაც ამ ომში მონაწილეობა უნდა, და ამ ერ-
თხელ მაინც გონივრული სურვილი აქვს. მე არ ვაპირებ, შუა ბრძო-
ლაში ჩავაგდო, მაგრამ საჭიროა, რომ ხალხმა დაინახოს იგი. ჯა-
რისკაცები უფრო შეუპოვრად იბრძვიან იმ მეფისთვის, ვინც მათთან
ერთად იგდებს თავს საფრთხეში, ვიდრე იმისთვის, რომელიც დე-
დის კალთებს ეფარება.
– ცამეტი წლისაა, ტირიონ.
– ჯეიმი როგორი იყო ცამეტი წლის, გახსოვს? თუ გინდა, ეგ ბიჭი
მამამისის ღირსეული შვილი იყოს, აცალე, მანაც გააკეთოს რამე.
ჯოფს საუკეთესო აბჯარი აქვს, გარშემო კი მუდამ თორმეტი ოქროს-
მოსასხამიანი მაინც ახვევია. თუ ქალაქს დაცემის უმცირესი საფ-
რთხე მაინც დაემუქრება, დაუყოვნებლივ უკან, წითელ ციხეში შევა-
ფარებ. ეგონა, ამით დაარწმუნებდა, მაგრამ იმ მწვანე თვალებში
შვების ნიშანწყალიც არ ჩანდა.
– ქალაქი დაეცემა?
– არა.

982
მაგრამ თუ დაეცა, მერე ღმერთებს ვევედროთ, რომ წითელი ცი-
ხის დაჭერას შევძლებთ, სანამ მამა-ბატონი მოგვისწრებდეს.
– ტყუილებით ადრეც გაგიბერივარ, ტირიონ.
– ყოველთვის საპატიო მიზეზი მქონდა, საყვარელო დაიკო. შენ-
თან მეგობრობა მეც ისევე მინდა, როგორც შენ – ჩემთან. გადავ-
წყვიტე, ლორდი ჯაილსი გავათავისუფლო, – ტირიონი ჯაილსს საღ-
სალამათად სწორედ ამ დათმობისთვის ინახავდა, – თუ გინდა, სერ
ბოროს ბლაუნტიც დაიბრუნე.
დედოფალმა პირი მაგრად მოკუმა.
– სერ ბოროსი, რამდენ ხანსაც გინდა, დალპეს როსბიში, – თქვა
მან, – მაგრამ ტომენი...
– ...დარჩეს, სადაცაა. ლორდ ჯესლინის მფარველობის ქვეშ ბევ-
რად უფრო უხიფათოდაა, ვიდრე ლორდ ჯაილსთან იქნებოდა.
მსახურმა ლამის ხელუხლებელი გედი გაიტანა. სერსეიმ ანიშნა,
ტკბილეული მოერთმიათ. – იმედია, მაყვლის ნამცხვრები გიყვარს?
– მე ყველანაირი ნამცხვრები მიყვარს.
– ჰო, დიდი ხანია, ვიცი. იცი, ვარისი რატომაა ასე საშიში? – გა-
მოცანობანას მეთამაშები? არა.
– ჭუჭუ არ აქვს.
– არც შენ გაქვს.
სწორედ ეს ხომ არ გწყვეტს გულს, სერსეი?
– შეიძლება, მეც საშიში ვარ. აი, შენ კი ისეთივე უკიდეგანო სუ-
ლელი ხარ, როგორც ნებისმიერი სხვა კაცი. შენ ნაცვლად სანახევ-
როდ ეგ ჭიაყელა ფიქრობს, ფეხებს შორის რომ გაქვს.
ტირიონმა ნამცეცებიანი თითები გაილოკა. დის ღიმილი არ მოს-
წონდა. – დიახ, და სწორედ ახლა ჩემი ჭიაყელა ფიქრობს, ალბათ
წასვლის დროაო. – ცუდად ხომ არ ხარ? – სერსეი წინ გადაიხარა,
ტირიონს მისი ძუძუებისთვის კარგად რომ შეევლო თვალი, – რაღაც
983
აფორიაქდი.
– ავფორიაქდი? – ტირიონმა კარისკენ გაიხედა. მოეჩვენა, რომ
გარედან რაღაც მოესმა. ცოტაც და ინანებდა, მარტო არ უნდა მოვ-
სულიყავიო, – ადრე ჩემი ჭუჭუ დიდად არასოდეს გაინტერესებდა.
– შენი ჭუჭუ კი არა, ის უფრო მაინტერესებს, რაში ყოფ. ამბებს
შენსავით მარტო საჭურისისგან კი არ ვიგებ. რაღაცების შეტყობის
ჩემი გზებიც მაქვს... განსაკუთრებით, ისეთი რაღაცების, რის და-
მალვაც უნდათ ჩემგან.
– რის თქმას ცდილობ?
– მხოლოდ იმის, რომ შენი პატარა კახპა მე მყავს.
ტირიონი თავის ღვინის თასს გადასწვდა, გონების მოსაკრებად
დროს იგებდა. – მეგონა, კაცები უფრო მოგწონდა.
– რა სასაცილო პატარა ვინმე ხარ. მითხარი, ეს ცოლად ჯერ არ
მოგიყვანია? – ტირიონისგან პასუხი რომ ვერ მიიღო, გაიცინა და
თქვა, – მამას გულზე მოეშვება. ტირიონს ეჩვენებოდა, გულ-მუცელ-
ში გველთევზები ჩამისახლდნენო. როგორ იპოვა სერსეიმ შაი? ვა-
რისმა გასცა? თუ მთელი მისი სიფრთხილე წყალში ჩაყარა იმ ერთმა
ღამემ, როცა მოუთმენლობამ დასძლია და პირდაპირ შაის სახლის-
კენ გაჭენდა? – რაში განაღვლებს, ვის ვირჩევ ლოგინში ჩასაწვე-
ნად?
– ლანისტერი ვალებს ყოველთვის აბრუნებს, – მიუგო ქალმა, –
იმ დღიდან, მეფის საბიჯელში რომ მოხვედი, ჩემ წინააღმდეგ ხრი-
კებს ხლართავ. მირცელა გაყიდე, ტომენი მოიპარე, ახლა კი ჯოფის
მოსაკლავად აწყობ შეთქმულებას. გინდა, მოკვდეს, რომ მერე ტო-
მენი შენ მართო.
ვერაფერს იტყვი, მაცდური შესაძლებლობაა.
– რა სიგიჟეა, სერსეი. სტანისი დღე-დღეზე მოგვადგება. შენ მე
გჭირდები. – რაში? ბრძოლაში სწორუპოვარი რომ ხარ, იმიტომ?
984
– ბრონის ქირით მებრძოლები უჩემოდ არ იომებენ, – იცრუა
მან. – იცი, მგონია, იომებენ. იმათ შენი ოქრო უყვართ, შენი დემო-
ნური ტვინი კი არა. თუმცა ნუ გეშინია, ისინი უშენოდ არც იქნებიან.
არ ვიტყვი, თითქოს დროდადრო არ მინდებოდეს შენთვის ყელის
გამოჭრა, მაგრამ ჯეიმი არასოდეს მაპატიებს, ეგ რომ ვქნა.
– და კახპა? – სახელით არ მოიხსენიებს. თუ დავაჯერე, რომ შაი
ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, იქნებ...
– ცუდად არ მოექცევიან, სანამ ჩემს შვილებს არაფერი დაუშავ-
დებათ. მაგრამ თუ ჯოფის მოკლავენ ან ტომენი ჩვენს მტრებს ჩა-
უვარდება ხელში, შენი პატარა კახპა იმაზე უფრო ტანჯვით მოკვდე-
ბა, ვიდრე შენ გგონია.
მართლა ჰგონია, რომ საკუთარ დისშვილს მოკვლას ვუპირებ.
– ბიჭებს არაფერი ემუქრება, – აღუთქვა ძალაგამოცლილმა, –
ღმერთებია მოწამე, სერსეი, ისინი ხომ ჩემი სისხლი და ხორცი
არიან! ნეტავ ვინ გგონივარ? – პატარა, მახინჯი კაცი.
ტირიონი თასის ძირში ჩარჩენილ ნალექს ჩააცქერდა. ჯეიმი რას
იზამდა ჩემს ადგილას? სავარაუდოდ, მოკლავდა ამ ბოზანდარას,
შედეგებზე კი მერე იდარდებდა. მაგრამ ტირიონს არ ჰქონდა ოქ-
როს ხმალი და არც მისი ქნევა შეეძლო. მას აღტაცებას ჰგვრიდა
ძმის უკანმოუხედავი მძვინვარება, მაგრამ ახლა თუ ვინმეს ბაძვა
არგებდა, ეს მათი ლორდი-მამა იყო. ქვად უნდა ვიქცე, კასტერლის
კლდე გავხდე, მასავით მტკიცე და ურყევი ვიყო. ამ გამოცდას თუ
ვერ გავივლი, ისღა დამრჩენია, გავიდე და უახლოესი საშინელება-
თა თეატრი მოვძებნო, ეგება ამიყვანონ. – ნამდვილად, უკვე მოკ-
ლული გეყოლება, – უთხრა სერსეის.
– გინდა, განახო? ვიფიქრე, რომ მოგინდებოდა, – სერსეიმ ოთა-
ხი გადაჭრა და მძიმე მუხის კარი გამოაღო, – შემოიყვანეთ ჩემი

985
ძმის კახპა. სერ ოსმუნდის ძმები ოსნი და ოსფრიდი ზუსტად თავი-
ანთ ძმას ჩამოჰგავდნენ: მასავით ახოვანებს, იგივე მოკაუჭებული
ცხვირები, იგივე მუქი თმა და ბოროტი ღიმილი ჰქონდათ. გოგო მათ
შორის კონწიალებდა, მუქ სახეზე ფართოდ და თეთრად მოუჩანდა
თვალები. გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ჩამოხეულ ტან-
საცმელში კი დალილავებული სხეული უჩანდა. ხელები კანაფით
ჰქონდა გაკოჭილი, პირში კი ალიკაპი ჩაეჩარათ და ვერ ლაპარა-
კობდა.
– შენ მითხარი, არაფერს დაუშავებენო.
– შეგვეწინააღმდეგა, – ძმებისგან განსხვავებით, ოსნი ქეთელ-
ბლექი წვერს იპარსავდა, ამიტომაც ლოყებზე ცხადად ემჩნეოდა ნა-
კაწრები, – ამას, ჰო, ბინდისკატასავით კლანჭები ჰქონია.
– წყლულები გაუვლის, – თქვა სერსეიმ მობეზრებული ხმით, –
კახპა იცოცხლებს. სანამ ჯოფრი იცოცხლებს.
ტირიონს უნდოდა, მის თვალწინ გადაეხარხარა. რა საამო იქნე-
ბოდა, რა ძალიან საამო იქნებოდა ამის ჩადენა, მაგრამ ეს მის თა-
მაშს გასცემდა. წააგე, სერსეი, ქეთელბლექები კი იმაზე უფრო შტე-
რები არიან, ვიდრე ბრონი აბრალებთ. მათ გასაგონად თქმა დას-
ჭირდა მხოლოდ.
ამის ნაცვლად, მან გოგონას სახეში შეხედა და თქვა:
– დაიფიცე, რომ ბრძოლის მერე გაუშვებ.
– თუ შენ ტომენს გამოუშვებ, ჰო.
ტირიონი ფეხზე წამოდგა.
– გყავდეს მაშინ, მაგრამ არაფერი მოსწიო. თუ ეს პირუტყვები
ფიქრობენ, რომ მისი ხმარება შეიძლება... იცოდე, საყვარელო და-
იკო, სასწორი აქეთაც იხრება და იქითაც, – მშვიდი, თანაბარი, უზ-
რუნველი ხმა ჰქონდა; მამის ხმას ეძებდა და იპოვა, – რაც გოგოს

986
მოუვა, იგივე დაემართება ტომენსაც. ეს ცემას და გაბახებასაც ეხე-
ბა, – ასეთი ურჩხული თუ ვგონივარ, კიდევაც ვითამაშებ ურჩხულს
მისი ხათრით. სერსეი ამას არ ელოდა.
– ვერ გაბედავ.
ტირიონმა თავს დააძალა, ნელა და ცივად გაეღიმა. მწვანე და შა-
ვი თვალებით შესცინა დას.
– გავბედავ? მე თვითონვე ვიზამ მაგას.
დის ხელი მისი სახისკენ გამოექანა, მაგრამ ტირიონმა მაჯით და-
იჭირა და უკან გადაუგრიხა, სანამ ქალმა არ შეჰკივლა.
ოსფრიდი მის საშველად გამოემართა.
– ერთი ნაბიჯიც და, ხელს მოვტეხ, – გააფრთხილა ჯუჯამ. კაცი
შეჩერდა, – გახსოვს, რომ გითხარი, მეტს აღარასოდეს დამარტყამ-
მეთქი, სერსეი? – იატაკზე დააგდო იგი და ქეთელბლექს მიუბრუნ-
და, – ხელები გაუხსენით და მოაშორეთ ეგ ალიკაპი. თოკი ისე მაგ-
რად მოეჭირათ, რომ გოგონას ხელები დაჰბუჟებოდა. ტკივილისგან
შეჰყვირა, სისხლმა მოძრაობა რომ დაიწყო. ტირიონი ნაზად უსრეს-
და თითებს, სანამ მგრძნობელობა არ აღუდგა.
– ძვირფასო, – უთხრა, – სიმამაცე გმართებს. ბოდიში, რომ გატ-
კინეს. – ვიცოდი, დამიხსნიდი, მილორდ.
– ეგრე იქნება, – აღუთქვა ტირიონმა, და ალაიაია დაიხარა და
შუბლზე აკოცა. გოგონას გახეთქილმა ტუჩმა სისხლიანი კვალი და-
აჩნია. ამ სისხლიან ამბორს არ ვიმსახურებ, გაიფიქრა ტირიონმა. მე
რომ არა, გოგონას არაფერი დაუშავდებოდა. მისი სისხლი ჯერაც
სახეზე აჩნდა, დედოფალს რომ მიუბრუნდა. – შენზე დიდად არასო-
დეს ვგიჟდებოდი, სერსეი, მაგრამ ჩემი და იყავი, ამიტომ შენთვის
არასოდეს არაფერი დამიშავებია. ამას შენ საკუთარი ხელით მოუღე
ბოლო. მეც სამაგიერო ტკივილით გადაგიხდი. ჯერ არ ვიცი, რო-

987
გორ, მაგრამ მადროვე. მოვა დღე, როდესაც თავი საფრთხეს გარი-
დებული და ბედნიერი გეგონება, მაგრამ უეცრად მთელი ხალისი
ნაცრის ლუკმად გადაგექცევა და მიხვდები, რომ ვალი გადახდი-
ლია. ომშიო, უთხრა ერთხელ მამამისმა, ბრძოლა იმ წამს მთავრდე-
ბა, როცა რომელიმე ჯარი შებრუნდება და გაიქცევაო. არ აქვს მნიშ-
ვნელობა, რომ ისინი იმდენივე არიან, რამდენიც წამის წინ, რომ ჯე-
რაც აბჯარ-იარაღი აქვთ ასხმული; თუ ერთხელ ზურგი გიჩვენეს,
საბრძოლველად აღარასოდეს შემობრუნდებიან. სერსეის თავსაც
იგივე ხდებოდა.
– გაეთრიე! – სხვა ვერაფერი უპასუხა, – გაეთრიე და არ დამე-
ნახვო! ტირიონმა თავი დაუკრა.
– მაშ, ღამე მშვიდობის. ტკბილი სიზმრები მისურვებია.
უკან, მარჯვენას კოშკისკენ გაემართა, მის თავში კი ათასობით
შეჯავშნული მეომარი მძიმე ბოლთას სცემდა. ამას უნდა მივმხვდა-
რიყავი მაშინვე, პირველად რომ გავძვერი ჩატაიას კარადაში. იქ-
ნებ, არ უნდოდა მიხვედრა. კიბე რომ აათავა, ფეხები საშინლად
სტკიოდა. პოდი ღვინიანი სურის მოსატანად გაგზავნა და საძინებ-
ლისკენ გაემართა.
შაი ფეხმორთხმით იჯდა ჩარდახიან საწოლზე, დედიშობილა
იყო, მხოლოდ ოქროს მძიმე ჯაჭვი მოუჩნდა დაბორცვილ მკერდზე:
გადაბმული ოქროს ხელების მწკრივი, რომელთაგან ყოველი თავის
მომდევნოს ეჭიდებოდა.
ტირიონი მის დანახვას არ მოელოდა.
– აქ რა გინდა?
მან სიცილით ჩამოისვა ხელი ჯაჭვზე.
– მინდოდა, ძუძუებზე ხელების შევლება მეგრძნო... მაგრამ ეს
პატარა ოქროს ხელები ცივია.

988
ტირიონი ვერც ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. როგორ მო-
ეთხრო, რომ მის ნაცვლად სხვა ქალს მოხვდა მუშტები და შეიძლე-
ბოდა, მის სანაცვლოდ მომკვდარიყო კიდევაც, თუ ჯოფრის ბრძო-
ლაში რამე შეემთხვეოდა? ალაიაიას სისხლი ხელისგულით მოიწ-
მინდა შუბლიდან.
– ლედი ლოლისი...
– სძინავს. მაგ ძროხას ძილის მეტი არასოდეს არაფერი უნდა.
სძინავს და ჭამს. ზოგჯერ ჭამისას ეძინება. საჭმელი საბნის ქვეშ ეყ-
რება და ზედ კოტრიალობს ხოლმე, მე კი მისი გასუფთავება მიწევს,
– გოგო ზიზღით დაიჭყანა, – იხმარეს, მეტი კი არაფერი უქნიათ.
– დედამისი ამბობს, ავადააო.
– მუცელში ბავშვი უზის, ესაა და ეს.
ტირიონმა ოთახში მიმოიხედა. თითქოს ყველაფერი ძველებუ-
რად იყო. – როგორ შემოხვედი? მიჩვენე საიდუმლო კარი.
შაიმ მხრები აიჩეჩა.
– ლორდმა ვარისმა მიბრძანა, ჩაჩი ჩამომეფხატა: იატაკზე ფი-
ლები ეგო, აი, ისეთი, ნახატს რომ ქმნიან, ხომ იცი?
– მოზაიკა?
შაიმ თავი დაუქნია.
– წითლები და შავები. მგონი, დრაკონი იყო დახატული. ბნელო-
და და მაგის გარდა ვერაფერს ვხედავდი. კიბეზე ჩავედით და გრძე-
ლი გზა გავიარეთ, სანამ მხარი საბოლოოდ არ მექცა. ერთხელ გავ-
ჩერდით, რომ რკინის ჭიშკარი გაეღო. კარს გავეხახუნე, შიგ რომ
გავდიოდი. დრაკონი ამ ჭიშკრის მერე იყო. მერე სხვა კიბე ავიარეთ.
მის ბოლოში გვირაბი დაგვხვდა. შიგ ოთხად მოხრილმა ვიარე,
ლორდი ვარისი კი, მგონი, მოხოხავდა.
ტირიონმა საძინებელს გარს დაუარა. ერთი კედლის შანდალი

989
მორყეული ეჩვენა. ფეხის წვერებზე შედგა და მის მოტრიალებას შე-
ეცადა. ლითონი მძიმედ დაჰყვა, ქვის კედელს ეხახუნებოდა. თავდა-
ყირა რომ გადმოატრიალა, მისგან სანთლის ნამლევი ჩამოვარდა.
ცივ ქვის იატაკზე გაფანტული ჭილი გამორჩეულად აწეწილი არ ჩან-
და.
– მილორდს ჩემთან დაწოლა არ უნდა? – ჰკითხა შაიმ.
– ერთი წუთით, – ტირიონმა კარადა გამოაღო, ტანსაცმელი
გვერდზე გასწია და უკანა ფიცარს მიაწვა. რაც საროსკიპოში ჭრიდა,
შეიძლებოდა, სასახლეშიც გამომდგარიყო... მაგრამ არა, ხე ისევ
მთლიანი დარჩა, მის ძალას არ დაჰყვა. მერე კედლის ერთმა ქვამ
მიიზიდა მისი თვალი, ფანჯრის ქვეშ გამართული დასაჯდომის ახ-
ლოს, მაგრამ ისიც ამაოდ ქაჩა და ეჯაჯგურა. გაწბილებული, გაღი-
ზიანებული დაბრუნდა საწოლთან.
შაიმ თასმები შეხსნა და კისერზე შემოხვია მკლავები.
– მხრები რა ქვასავით გაქვს გამაგრებული, – ჩაუბუტბუტა ყურ-
ში, ჩქარა მინდა ჩემში გიგრძნო.
მაგრამ გოგონას ფეხები წელზე რომ შემოეხვა, ტირიონს მამაკა-
ცურმა ძალამ უღალატა. შაიმ მისი დარბილება რომ იგრძნო, საბნის
ქვეშ ჩაცურდა და პირი მოავლო, მაგრამ ამანაც კი ვეღარ აღაგზნო.
რამდენიმე წუთის მერე გოგონა გააჩერა.
– რა მოხდა? – ჰკითხა მან. მისი ნორჩი სახის ნაკვთებში მთელი
ქვეყნიერების ტკბილი უმანკოება იხატებოდა...
უმანკოება? შტერო, ეს ხომ კახპაა, სერსეი მართალს ამბობდა,
ჭუჭუთი ფიქრობ. ბრიყვო, ბრიყვო.
– არაფერია, დაიძინე, საყვარელო, დაუყვავა გოგონას და თმაზე
მიეფერა. მაგრამ მას მერეც, რაც შაიმ მის რჩევას ყური უგდო, ტი-
რიონი კიდევ დიდხანს იწვა, ძილი არ ეკარებოდა, ცალ პატარა ძუ-
ძუზე თითები ეწყო და გოგონას სუნთქვას აყურადებდა.
990
კეტლინი

რივერანის სეფედარბაზი უკაცრიელს ჰგავდა, იქ მხოლოდ ორი


ადამიანი რომ ვახშმობდა. ერთი ჩირაღდანი ჩაიწვა და სამიღა ანა-
თებდა. კეტლინი იჯდა და თავის ღვინის თასს ჩასჩერებოდა. სასმე-
ლი წყალწყალა, მჟავე გემოს უტოვებდა პირში. პირისპირ ბრიენი
ეჯდა. მათ შორის მამა-ბატონის საკარცხული იდგა, ისევე ცარიელი,
როგორც მთელი დანარჩენი დარბაზი. მსახურებიც კი არ იყვნენ.
კეტლინმა დაითხოვა, ზეიმზე მათაც რომ შესძლებოდათ მისვლა.
ციხეს სქელი კედლები ჰქონდა, მაგრამ გარედან მაინც მოესმო-
დათ ეზოში გამართული ნადიმის ხმები. სერ დესმონდმა სარდაფე-
ბიდან ოცი კასრი ამოატანინა – უბრალო ხალხი ედმურის მოსა-
ლოდნელ დაბრუნებას და რობის მიერ კრაგის დაპყრობას დღესას-
წაულობდა და მათ სადღეგრძელოდ თხილისფერი ელით სავსე ყან-
წებს სწევდა.
მათ ვერ დავადანაშაულებ, გაიფიქრა კეტლინმა. არ იციან და
რომც იცოდნენ, რატომ ინაღვლებდნენ? ისინი ჩემს შვილებს ხომ არ
იცნობდნენ. არასოდეს უნახავთ, როგორ დაცოცავდა ბრანი, გული
ყელში არ მოჰბჯენიათ სიამაყისა და შიშის ისეთი ნაზავი გრძნობით,
რომ ერთმანეთისგან არც გაირჩეოდა; არ სმენიათ მისი სიცილი, არ
გაჰღიმებიათ იმის დანახვაზე, თუ როგორ იჭაჭებოდა რიკონი, უფ-
როსი ძმებისთვის მხარი რომ აება. მის წინ დაწყობილ ვახშამს და-
ხედა: ლორის ნაჭრებში გახვეულ კალმახს, წითელი კამით და
ტკბილბალახათი შეზავებულ თალგამის ფოთლების სალათს, ბარ-
დას, ხახვებს და ცხელ პურს. ბრიენი თანმიმდევრულად ჭამდა, თით-
ქოს ეს მორიგი მოსათავებელი საქმე ყოფილიყოს. დარდის ქალი

991
გავხდი, გაიფიქრა კეტლინმა. სასმელ-საჭმელს სიამოვნება არ მო-
აქვს ჩემთვის, სიმღერა და სიცილი ჩემთვის მიუნდობელი უცნობები
გამხდარან. წუხილით და მტვრით ვარ ქმნილი, და მწარე მონატრე-
ბებით. იქ, სადაც ოდესღაც გული მქონდა, ახლა სიცარიელეღაა.
თანამეინახის ჭამის ხმებიც აუტანელი გახდა მისთვის.
– ბრიენ, ჩემთან ყოფნა არაფერში გარგია. წადი, მოზეიმეებში
გაერიე, თუ გინდა. ელი შესვი ყანწით და რაიმუნდის ქნარის ჰანგზე
იცეკვე.
– ზეიმები საჩემო არაა, მილედი, – დიდი ხელებით შავი პურის
ყუა გაგლიჯა. მერე ისე დააჩერდა ნაჭრებს, თითქოს დაავიწყდა, რა
ეჭირა, – თუ ასე მიბრძანებ, მე... კეტლინმა იგრძნო, როგორ არია
ქალი მისმა ნათქვამმა.
– ვიფიქრე, იქნებ ჩემზე უფრო მხიარული თანამესუფრეები ინ-
დომოს-მეთქი. – ასე კარგია, – გოგომ პურით მოწმინდა ლორის
ცხიმი, რომელშიც კალმახი იყო შემწვარი.
– ამ დილით ისევ მოფრინდა ყორანი, – კეტლინი ვერ ხვდებოდა,
ამას რატომ ჰყვებოდა, – მაისტერმა მაშინვე გამაღვიძა. სწორად
მოიქცა, მაგრამ არა ლმობიერად. სრულიად ულმობლად, თუ გინ-
და, – ბრიენისთვის თქმას არ აპირებდა. მისა და მაისტერ ვაიმანის
მეტმა არავინ იცოდა, და აპირებდა, ასეც დაეტოვებინა, სანამ... სა-
ნამ...
სანამ რა? სულელო დედაკაცო, საიდუმლოს გულში თუ შეინა-
ხავ, ასე სიმართლე აღარ იქნება? თუ არავის ეტყვი, არასოდეს ილა-
პარაკებ ამაზე, მაშინ სიზმრად იქცევა? სიზმარზეც ნაკლებად, ღამის
კოშმარის ბუნდოვან ხსოვნად? ოჰ, ნეტავ კი ღმერთები ასე კეთილე-
ბი იყვნენ.
– მეფის საბიჯელიდანაა ამბები? – ჰკითხა ბრიენმა.
– ნეტავ მასე ყოფილიყო. ფრინველი კერვინის ციხიდან მოვიდა,
992
სერ როდრიკის ჩემი კასტელანისგან. – შავი ფრთები, შავი ამბები.
– მოკრიბა, რა ჯარიც კი შეძლო, და ვინტერფელისკენ მიემართება,
ციხის დასაბრუნებლად, – ახლა ეს რა უმნიშვნელო ამბად ეჩვენე-
ბოდა, – მაგრამ თქვა... მოიწერა... მითხრა, რომ... – მილედი, რა
ამბავია? შენს ძეებზეა რამე?
რა უბრალო კითხვა იყო; ნეტავ პასუხიც ასე უბრალოდ შეიძლე-
ბოდეს. კეტლინმა ხმის ამოღება რომ დააპირა, სიტყვები ყელში გა-
ეჩხირა.
– რობის გარდა ძე აღარ მყავს, – ისე მოახერხა ეთქვა, რომ არ
ატირებულა, და ამაზეც მადლობელი იყო.
ბრიენმა თავზარდაცემულმა შეხედა.
– მილედი?
– ბრანმა და რიკონმა გაქცევა სცადეს, მაგრამ რკოსწყალზე წის-
ქვილში დაიჭირეს. თეონ გრეიჯოიმ მათი თავები ვინტერფელის გა-
ლავანზე გამოდგა. თეონ გრეიჯოიმ, რომელიც ჩემს სუფრასთანაა
გაზრდილი, ათი წლის ასაკიდან. – ვთქვი, შემინდონ ღმერთებმა.
ვთქვი და სიმართლედ ვაქციე.
ბრიენის სახე გაწყალდა, გაბუნდოვანდა. გოგომ მაგიდის მეორე
მხრიდან ხელი გამოიწოდა, მაგრამ მისი თითები მანამდე შეჩერ-
დნენ, ვიდრე კეტლინის ხელს მისწვდებოდნენ, თითქოს შეხება მო-
ერიდა.
– მე... არ ვიცი, რა ვთქვა, მილედი. ჩემო კეთილო ლედი. შენი
შვილები... ახლა ღმერთებთან არიან.
– არიან კი? – მოუჭრა კეტლინმა, – განა რა ღმერთები დაუშვებ-
დნენ ამას? რიკონი მთლად ბავშვი იყო. რით დაიმსახურა ასეთი სიკ-
ვდილი? და ბრანი... ჩრდილოეთიდან რომ გამოვემართე, ჩამოვარ-
დნის მერე გონსაც არ იყო მოსული. მის გამოფხიზლებამდე მომიხ-
და წამოსვლა. ახლა ვეღარასოდეს დავბრუნდები მასთან, ვეღარც
993
მის სიცილს გავიგონებ, – მან ბრიენს ხელისგულები უჩვენა, თავისი
თითები, – ეს იარები... ბრანს კაცი მიუგზავნეს, ყელი რომ გამოეჭ-
რა. იმ დროს, უგონოდ რომ იწვა. მაშინ მოკვდებოდა, და მეც მასთან
ერთად, მაგრამ ბრანის მგელმა მკვლელს ყელი გამოგლიჯა, – ამის
თქმისას წუთით შეყოვნდა, – ალბათ თეონმა მგლებიც დახოცა. წე-
სით დახოცავდა, თორემ... დარწმუნებული ვიყავი, ბიჭებს ხიფათი
არ ემუქრებოდა, რაკი მგლები მათთან იყვნენ. როგორც რობია რუხ
ქართან. მაგრამ ჩემს გოგონებს ახლა მგლებიც აღარ ჰყავთ.
თემის უეცარმა შეცვლამ ბრიენი შეაცბუნა.
– შენი გოგონები...
– სანსა სამი წლისა უკვე ლედი იყო. მუდამ ისე ზრდილი, მუდამ
ცდილობდა, ეამებინა. ყველაფერზე მეტად რაინდულ გმირობებზე
სიმღერები უყვარდა. ამბობდნენ, რომ მე მგავდა, მაგრამ ეტყობო-
და, ჩემზე ბევრად ლამაზი ქალი დადგებოდა. ხშირად მის მოახლეს
დავითხოვდი ხოლმე, რათა თავად დამევარცხნა მისთვის თმა. მო-
წითურო თმა ჰქონდა, ჩემზე უფრო ღია ფერის, და ისე ხშირი, რბი-
ლი... მისი წითელი ელფერი ჩირაღდნის შუქს ირეკლავდა და სპი-
ლენძივით ღვიოდა.
არია კი, არია... ნედის სტუმრებს ხშირად მეჯინიბე ეგონათ ხოლ-
მე, ეზოში გაუფრთხილებლად თუ შემოვიდოდნენ. კი, ძნელი ბავშვი
იყო, უნდა ითქვას: ნახევრად ბიჭი და ნახევრად – მგლის ლეკვი. რა-
საც აუკრძალავდი, სწორედ ის უნდოდა. ნედის მოგრძო სახე ჰქონ-
და და მუქი თმა, რომელიც ყოველთვის ჩიტის ბუდესავით გაბურდუ-
ლი ედგა თავზე. იმედი დავკარგე, რომ როდისმე ლედი გახდებოდა.
სხვა გოგონები თოჯინებით თუ ერთობიან, მისი გართობა მუხლების
გადატყავება იყო და ენაზე კბილის დაჭერა არ იცოდა, რასაც კი გა-
იფიქრებდა, ყველაფერს მაშინვე ამბობდა. ასე მგონია, აღარც ისაა
ცოცხალი, – ამის თქმისას თითქოს გოლიათმა ხელმა მოუჭირა
994
მკერდზე, – მათი ყველას დახოცვა მინდა, ბრიენ. ჯერ თეონ გრე-
იჯოის, მერე – ჯეიმი ლანისტერის, სერსეის და ჭინკასი, ყველასი,
ყველასი. მაგრამ ჩემი გოგონები... მაშინ ჩემი გოგონები...
– დედოფალი... მასაც ჰყავს პატარა გოგო, – უხერხულად უთხრა
ბრიენმა, – და ბიჭებიც, შენი შვილების ტოლები. რომ გაიგებს, შე-
იძლება... შეიძლება სიბრალულმა შეიპყროს და...
– გოგონები უვნებლად დამიბრუნოს? – კეტლინმა სევდიანად
გაიღიმა, – რა მომხიბლავად მიამიტი ხარ, ბავშვო. ნეტამც... მაგრამ
არა. რობი შურს იძიებს თავისი ძმების გამო. ყინულიც ცეცხლივით
მომაკვდინებელი შეიძლება იყოს. ნედის ორლესულს ყინული ერ-
ქვა. ვალირიული ფოლადისგან იყო, ჭედვისას ათასჯერ გადაკეცვის
კვალი არშიად გასდევდა და ისე ბასრი იყო, ხელის ხლება მეშინო-
და. რობის ხმალი ყინულთან შედარებით ჩუგლუგივით ბლაგვია.
ვშიშობ, თეონისთვის თავის მოჭრა გაუჭირდება. სტარკებს ჯალათი
არ ჰყავთ. ნედი ყოველთვის ამბობდა, რომ კაცმა, რომელსაც განა-
ჩენი გამოაქვს, თავადვე უნდა მოიქნიოს მახვილი, მაგრამ ეს ვალი
სიამოვნებით არასოდეს აუსრულებია. მე კი ვიზამდი, მართლაც, –
იგი თავის ნაიარევ ხელებს დააჩერდა, მომუჭა და გაშალა თითები,
მერე ნელა ააპყრო მზერა, – მე მას ღვინო გავუგზავნე.
– ღვინო? – ბრიენი დაიბნა, – რობს? თუ... თეონ გრეიჯოის?
– მეფისმკვლელს, – ამ ხრიკმა კლიოს ფრეისთან კარგად გაჭრა.
იმედია, გწყურია, ჯეიმი. იმედია, ყელი გიშრება, – მინდა, რომ წა-
მომყვე.
– როგორც მიბრძანებ, მილედი.
– კეთილი, – კეტლინი ერთბაშად წამოდგა, – შენ დარჩი, მშვი-
დად მოათავე ჭამა. მოგვიანებით დაგიძახებ, შუაღამისას.
– ასე გვიან, მილედი?

995
– დილეგს ფანჯრები არ აქვს. იქ, დაბლა, ყველა ჟამი ერთნა-
ირია, ჩემთვის კი მუდამ შუაღამეა, – დარბაზიდან გასვლისას მისი
ნაბიჯები, როგორც გამოქვაბულში, ისე გაისმა. ლორდ ჰოსტერის
მისაღებში რომ ადიოდა, კეტლინს ესმოდა, გარეთ როგორ გაიძა-
ხოდნენ: „ტალი!“ და „თასი! თასი ავწიოთ მამაცი ჭაბუკი ლორდის
სადღეგრძელოდ!“ მამაჩემი ჯერ არ მომკვდარა, უნდოდა ეყვირა
დაბლა შეკრებილებისთვის. შვილები დამეხოცა, მაგრამ მამა ცოც-
ხალი მყავს, ჯანდაბამდე გქონიათ ყველას გზა, და ჯერ კიდევ ისაა
ლორდი.
ლორდ ჰოსტერს ღრმად ეძინა.
– ცოტა ხნის წინ ძილის ღვინო დალია, მილედი, – უთხრა მაის-
ტერმა ვაიმანმა, – ტკივილის დასაამებლად. ვერ გაიგებს, აქ რომ
ხარ.
– არა უშავს, – მიუგო კეტლინმა. მამაჩემი მკვდარი უფროა, ვიდ-
რე ცოცხალი, მაგრამ უფრო ცოცხალია, ვიდრე ჩემი საბრალო,
ძვირფასი ბიჭები. – მილედი, შემიძლია, რამით დაგეხმარო? იქნებ
ძილის წამალი გინდა? – გმადლობ, მაისტერ, არ მინდა. ჩემს მწუხა-
რებას ძილში არ გავექცევი. ბრანი და რიკონი ჩემგან ამას არ იმსა-
ხურებენ. გასწი, შეერიე მონადიმეებს, მამაჩემთან ერთხანს მე ვიჯ-
დები.
– როგორც გნებავს, მილედი, – ვაიმანმა თავი დაუკრა და გავი-
და. ლორდი ჰოსტერი ზურგზე იწვა, პირი დაღებული ჰქონდა, მისი
სუნთქვა სუსტ მსტვინავ კვნესად ისმოდა. ცალი ხელი ლეიბიდან
გადმოჰკიდებოდა – უფერული, სუსტი, გაძვალტყავებული; მაგრამ
თბილი, კეტლინი რომ შეეხო. თითები მის თითებში გაუყარა და მო-
მუჭა. რაც არ უნდა მტკიცედ მეჭიროს, ჩემთან მაინც ვერ დავიტოვებ,
გაიფიქრა სევდით. გაუშვი. მაგრამ თითები თითქოს არ ემორჩილე-

996
ბოდნენ. – არავინ მყავს, რომ დაველაპარაკო, მამა, – უთხრა მო-
ხუცს, – ვლოცულობ, მაგრამ ღმერთები არ მპასუხობენ, – ნაზად
აკოცა ხელზე. კანი თბილი ჰქონდა, ძარღვები მდინარეებივით ეტო-
ტებოდა ფერმკრთალი, ლამის გამჭვირვალე კანის ქვეშ. გარეთ უფ-
რო წყალუხვი მდინარეები დიოდნენ, წითელი კბილი და ქვაგორია,
და მუდამ ასე იდენენ, მაგრამ მამამისის ხელზე დაჩნეული მდინა-
რეები – არა. სულ მალე შედგება მათი დინება.
– წუხელ ის დრო მესიზმრა, მე და ლიზა სიგარდიდან უკანა გზაზე
რომ დავიკარგეთ. გახსოვს? ის უცნაური ნისლი ჩამოწვა და ჩვენი
ცხენებიანად დანარჩენებს ჩამოვრჩით. ყველაფერი რუხი იყო და
ჩემი ცხენის ცხვირს იქით ვეღარაფერს ვხედავდი. გზა დაგვეკარგა.
ხეების ტოტები გრძელი, გაძვალტყავებული მკლავებივით გადმო-
წოლილიყვნენ და, გვერდით რომ ჩავუვლიდით, თითქოს ჩვენს და-
ჭერას ლამობდნენ. ლიზა ატირდა, მე კი, რომ დავიყვირე, ნისლმა
თითქოს ჩაყლაპა ჩემი ხმა. მაგრამ პეტირი მიხვდა, სადაც ვიყავით,
უკან დაბრუნდა და გვიპოვა... მაგრამ ახლა არავინაა ისეთი, რომ
მიპოვოს, ჰო? ამჯერად მე თავად უნდა გავიგნო გზა, ეს კი ძნელია,
ძალიან ძნელი. სულ სტარკების თქმა მახსენდება, მამა. ზამთარი
მოვიდა. ჩემთვის. ჩემთვის. რობი ახლა ლანისტერების გარდა გრე-
იჯოისაც უნდა ეომოს, და რისთვის? ოქროს ქუდის და რკინის სკამის
გამო? ამ მხარემ ისედაც ბევრი სისხლი დაღვარა. მინდა, ჩემი გო-
გონები დამიბრუნდნენ, მინდა, რობმა ხმალი ჩააგოს და ცოლად მო-
იყვანოს ვოლდერ ფრეის რომელიმე თვინიერი ასული, რომელიც
ბედნიერს გახდის და ვაჟებს აჩუქებს. მინდა, ბრანი და რიკონი და-
მიბრუნდნენ, მინდა... – კეტლინმა თავი ჩაკიდა, – მინდა – წარმოთ-
ქვა კიდევ ერთხელ, მაგრამ სიტყვები ჩაუწყდა.
ცოტა ხანში სანთელი აციმციმდა და ჩაიწვა დარაბების ჭრილებ-
ში მთვარის ალმაცერი სხივი იღვრებოდა და მამამისს სახეზე
997
მკრთალ ვერცხლისფერ ზოლებად ეფინებოდა. ესმოდა მისი მძიმე
სუნთქვის მსუბუქი შრიალი, წყლის გაუთავებელი ჩხრიალი და ეზო-
დან ამომავალი რაღაც სატრფიალო სიმღერის ნაღვლიანი, ტკბილი
ჰანგი.
– გოგონა მიყვარდა, ჟღალი შემოდგომა, – მღეროდა რაიმუნდი,
– დაისი უკრთოდა თმაში...
კეტლინს არ შეუმჩნევია, სიმღერა როდის დასრულდა საათები
გავიდა, თუმცა მოეჩვენა, ბრიენი წამის უმალ მოადგა კარსო.
– მილედი, – მოახსენა ხმადაბლა, – შუაღამეა.
შუაღამეა, მამა, გაიფიქრა კეტლინმა, და უნდა გავაკეთო, რაც
მევალება. მოხუცს ხელი გაუშვა.
მედილეგე არაფრით გამორჩეული, კაფანდარა კაცი იყო ცხვირ-
ზე წითლად ეტყობოდა წვრილი ძარღვები. მათი მისვლისას იგი
ელით სავსე ტოლჩას და მტრედის ღვეზლის ნარჩენებს მისჯდომო-
და, შეზარხოშებულზე მეტიც ეთქმოდა. შესულებს ეჭვით გადახედა.
– ბოდიში მომითხოვია, მილედი, მაგრამ ლორდ ედმურის ბრძა-
ნებით, მეფისმკვლელთან ვერავინ უნდა შევიდეს, თუ თავად მისგან
არ აქვს ხელწერილი, ზედ ლორდ ედმურის ბეჭდით.
– ლორდი ედმური? მამაჩემი მოკვდა და დამიმალეს?
მედილეგემ ტუჩები მოილოკა.
– არა, მილედი, რამდენადაც ვიცი.
– ან გამიღებ საკანს, ან ლორდ ჰოსტერის ოთახში წამომყვები
და მოახსენებ, რატომ გგონია, რომ არ უნდა დამემორჩილო.
კაცი იატაკს დააჩერდა.
– როგორც მილედი მიბრძანებს, – გასაღებები მოქლონებიან
ტყავის ქამარზე ჰქონდა ჯაჭვით მიბმული. ბურტყუნით გადაარჩია
ისინი, სანამ მეფისმკვლელის საკნის გასაღები არ იპოვა.

998
– მიხედე შენს ელს და ჩვენ თავი დაგვანებე, – უბრძანა კეტლინ-
მა. დაბალ ჭერზე მიჭედებულ კავზე ნავთის ლამფა იყო ჩამოკიდებუ-
ლი. კეტლინმა ჩამოხსნა იგი და ცეცხლს აუწია, – ბრიენ, არავინ შე-
მაწუხოს.
ბრიენმა თავი დაუქნია და საკნის კარის წინ დადგა, ხელი ხმლის
ვადაზე ედო. – მილედიმ დამიძახოს, თუ დავჭირდები.
კეტლინმა გვერდულად შევლო ღრიჭოდ გამოღებული მძიმე, ხი-
სა და რკინის კარი და მყრალ სიბნელეში შეაბიჯა. ეს რივერანის
შიგნეულობა იყო და შესაბამისი სუნიც იდგა. ფეხქვეშ ძველი ჩალა
ტკაცუნობდა. კედლები გვარჯილის ლაქებს გაეუფერულებინა. ქვის
მიღმა ქვაგორიას ყრუ ჩხრიალი ისმოდა. ლამპის შუქმა ერთ კუთხე-
ში გადავსებული სანარცხე სათლი გამოაჩინა, მეორეში კი – მოკუნ-
ტული კაცი. ღვინის სურა ხელუხლებლად იდგა კართან. ესეც შენი
ხრიკი ალბათ მადლობა უნდა ვთქვა, რომ მედილეგემ თვითონ არ
დალია.
ჯეიმიმ ხელი ასწია და სახე დაიფარა, მის მაჯებზე შებმულმა ჯაჭ-
ვმა გაიჟღრიალა. – ლედი სტარკ, – წარმოთქვა მან დიდხანს ჩუმად
ყოფნისგან ჩახრინწული ხმით, – ვშიშობ, სათანადოდ ვერ დაგიხ-
ვდები.
– შემომხედე, სერ.
– შუქი თვალებს მჭრის. ერთი წუთით მომითმინე, თუ შეიძლება,
– მოჩურჩულე ტყეში ტყვედ აყვანის მერე ჯეიმი ლანისტერისთვის
სამართებელი არ მიუციათ და სახეს, ოდესღაც ასე რომ ჰგავდა დე-
დოფლის სახეს, ახლა ჯაგარა წვერი უფარავდა. ლამპის შუქზე ოქ-
როსფრად მოელვარე ბაკენბარდები რაღაც დიდ ყვითელ მხეცს ამ-
სგავსებდა, მიჯაჭვულს, მაგრამ მაინც დიდებულს. დაუბანელი თმა
აბურდულ თოკებად ეყარა მხრებზე, ტანსაცმელი სხეულზე ალპებო-
და, სახე ფერდაკარგული და დაქანცული ჰქონდა... და მზერას მაინც
999
არ ემალებოდა მისი ძალა და სილამაზე. – ვხედავ, ჩემი გამოგზავ-
ნილი ღვინო არ მოგეწონა.
– ასეთი მოულოდნელი გულუხვობა საეჭვოა ხოლმე.
– შემიძლია, როცა მინდა, თავი მოგკვეთო. შენი მოწამვლა რაში
მჭირდება? – საწამლავით სიკვდილი შეიძლება ბუნებრივს ჰგავდეს.
უფრო ძნელი იქნება ამტკიცო, თითქოს თავი თავისით მომძვრა. –
დაბლიდან გვერდულად ამოხედა, მისი კატისებრი მწვანე თვალები
თანდათან ეჩვეოდა შუქს, – დაჯდომას შეგთავაზებდი, მაგრამ შენმა
ძმამ სკამზე უარი მითხრა.
– არც დგომა მიჭირს.
– მართლა? უნდა გითხრა, საშინლად გამოიყურები. თუმცა შეიძ-
ლება აქაური შუქის ბრალი იყოს, – მაჯებზე და კოჭებზე ბორკილები
ედო, ყოველი მათგანი დანარჩენზე იყო ჯაჭვით გადაბმული, იმგვა-
რად, რომ ვერც ფეხზე დადგებოდა, ვერც მოხერხებულად წამოწვე-
ბოდა. კოჭის ბორკილები კედელზე იყო მიჯაჭვული, – საკმარისად
მძიმე სამაჯურები მაქვს, თუ კიდევ ახლის დასამატებლად მოხვედი?
შემიძლია, ტკბილად ვაჟღარუნო, ამით თუ გაამებ.
– საკუთარ თავს უმადლოდე, – შეახსენა კეტლინმა, – თავიდან
ხომ ჩაგსვით კოშკის საკანში, რომელიც შენს ჩამომავლობას და
სტატუსს შეეფერებოდა. შენ კი სამადლობელოდ გაქცევა სცადე.
– საკანი საკანია. კასტერლის კლდის ქვეშ ზოგი საკანი რომ ნა-
ხო, ეს მზიან ბაღნარად მოგეჩვენება. როგორმე იქნებ კიდევაც გიჩ-
ვენო ისინი.
შეშინებული თუ არის კიდეც, სულ არ იტყობს, გაიფიქრა კეტ-
ლინმა. – ხელ-ფეხზე ბორკილდადებული კაცი უფრო ზრდილობია-
ნად უნდა ლაპარაკობდეს, სერ. აქ შენი მუქარის მოსასმენად არ
მოვსულვარ.

1000
– არა? აბა გინდა, ჩემთან ისიამოვნო? ამბობენ, ქვრივებს ცარიე-
ლი საწოლები სწყინდებათო. ჩვენ, მეფის ქეშიკები, უქორწინებლო-
ბის ფიცს ვდებთ, მაგრამ ალბათ მაინც მოვახერხებ, გემსახურო,
ჩემგან ეს თუ გინდა. ჩამოასხი ჩვენთვის ის ღვინო, გაიძვრე კაბა და
ვნახოთ, თუ გამოვდგები სამაგისოდ. კეტლინი ზიზღით დააცქერდა
ზემოდან. ნეტავ ქვეყნად თუ იყო სხვა კაცი, მასავით ლამაზი და მა-
სავით ბოროტი?
– ეს ჩემი ძის გასაგონად რომ გეთქვა, მოგკლავდა.
– კი, თუ ესენი მეკეთებოდა, – ჯეიმი ლანისტერმა ჯაჭვები გაუჩ-
ხრიალა, – ორივემ ვიცით, რომ მაგ ბიჭს ეშინია ჩემთან პირისპირ
ბრძოლაში გამოსვლა. – ჩემი ვაჟი ყმაწვილია, მაგრამ სულელი თუ
გგონია, ძალიან შემცდარხარ... და, როგორც მახსოვს, პირისპირ
გამოწვევას სულ არ ჩქარობდი, როცა ზურგსუკან ლაშქარი გედგა.
– ვინტერის ძველი მეფეებიც დედების კალთებს ეფარებოდნენ
ხოლმე? – მომბეზრდა ეგენი, სერ. რაღაცების გასაგებად მოვედი.
– რატომ უნდა გითხრა რამე?
– სიცოცხლის გადასარჩენად.
– გგონია, სიკვდილის მეშინია? – ამ ფიქრმა თითქოს გაახალისა
– უნდა გეშინოდეს. შენი დანაშაულების გამო შვიდი ჯოჯოხეთიდან
უღრმესში გაქვს გამზადებული სატანჯველი, თუ ღმერთები სამარ-
თლიანები არიან. – რომელი ღმერთები, ლედი კეტლინ? ის ხეები,
რომლებზეც შენი ქმარი ლოცულობდა? რაში გამოადგნენ, ჩემმა
დამ თავი რომ მოჰკვეთა? – ჯეიმიმ ჩაიცინა, – თუ ღმერთები არსე-
ბობენ, რატომაა სამყარო ამდენი ტკივილით და უსამართლობით
სავსე?
– შენნაირი ადამიანების გამო.
– ჩემნაირები არ არსებობენ. ეგეთი მარტო მე ვარ.
ამპარტავნების და ქედმაღლობის გარდა არაფერია მასში, და
1001
შეშლილის ფუჭი უშიშრობის გარდა. ამასთან ძალას ტყუილად
ვკარგავ. თუკი ოდესმე მასში ღირსების ნაპერწკალი ენთო, ის დიდი
ხანია, დაშრეტილა.
– არ გინდა და ნუ დამელაპარაკები. ეს ღვინო გინდ დალიე, გინდ
ჩააფსი შიგ, ჩემთვის სულერთია, – კეტლინს უკვე კარის სახელურზე
ედო ხელი, როცა მან დაუძახა: – ლედი სტარკ!
ქალი მიუბრუნდა, უცდიდა.
– ამ ნესტში ყველაფერი იჟანგება, – განაგრძო ჯეიმიმ, – კაცის
ზრდილობასაც კი ასე მოსდის. დარჩი და მიიღებ პასუხებს... საფასუ-
რის წილ. სირცხვილის ნასახიც არ გააჩნია.
– ტყვეები საფასურს არ აწესებენ.
– ო, ფასს მოკრძალებულს ვითხოვ, აი, ნახავ. შენი მედილეგე
ბოროტი ტყუილების მეტს არაფერს მიყვება და ისინიც კი ვერ გა-
უმართავს. ერთ დღეს მეტყვის, სერსეის ტყავი გააძვრესო, მეორე
დღეს უკვე მამაჩემია გატყავებული. მიპასუხე კითხვებზე, მე კი შენ
გიპასუხებ.
– სიმართლეს?
– ო, მართლა სიმართლე გნებავს? ფრთხილად იყავი, მილედი.
ტირიონი ამბობს, ადამიანები იბრალებენ, რომ სიმართლე სწყური-
ათ, მაგრამ, რომ მიართმევ, მერე გემოს იშვიათად ატანენ ხოლმე.
– საკმაოდ ძლიერი ვარ საიმისოდ, რომ ავიტანო, რაც არ უნდა
მითხრა. – როგორც გნებავს, მაშინ. ოღონდ მანამდე, თუ არ შეწუხ-
დები... ღვინო მომეცი. ყელი გამიშრა.
კეტლინმა ლამფა კარზე დაკიდა და სურა და ჭიქა ახლოს მიუწია.
ჯეიმიმ გადაყლაპვამდე ღვინო პირში გამოივლო.
– მჟავე და მდარეა, – თქვა, – მაგრამ წავა. – ზურგი კედელს მი-
აყრდნო, მუხლები მკერდთან მიიტანა და ქალს მიაჩერდა, – პირვე-

1002
ლი კითხვა, ლედი კეტლინ? კეტლინმა არ იცოდა, რამდენ ხანს გას-
ტანდა ეს თამაში, ამიტომ დრო არ დაუკარგავს. – ჯოფრის მამა შენ
ხარ?
– არ მკითხავდი, პასუხი რომ არ იცოდე.
– მინდა, შენგან გავიგონო.
ჯეიმიმ მხრები აიჩეჩა.
– ჯოფრი ჩემია. ისევე, როგორც სერსეის დანარჩენებიც, ალბათ.
– აღიარებ, რომ შენი და შენი საყვარელია?
– ჩემი და ყოველთვის მიყვარდა, შენ კი ჩემი ორი პასუხი გმარ-
თებს. ჩემი ნათესავები ყველა ცოცხალია?
– მითხრეს, სერ სტაფორდ ლანისტერი ხარჯვარედინზე მოკლეს.
ჯეიმის წარბიც არ შეხრია.
– ჩემი და ძია ჩლუნგს ეძახდა. სერსეი და ტირიონი მაინტერე-
სებს. და მამა-ბატონი. – სამივე ცოცხალია.
მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუ ღმერთები მოწყალე
არიან. ჯეიმიმ ისევ მოსვა ღვინო.
– მკითხე შემდეგი.
ნეტავ, თუ არა ტყუილით, შემდეგ კითხვაზე რით გაბედავს მიპა-
სუხოსო, გაიფიქრა კეტლინმა.
– როგორ ჩამოვარდა ჩემი შვილი, ბრანი?
– მე გადავაგდე ფანჯრიდან.
ისე არხეინად თქვა, კეტლინს წუთით ხმა ჩაუწყდა. ერთი დანა
მქონდეს, ახლავე მოვკლავდი, გაიფიქრა, მაგრამ უცბად გაახსენდა
გოგონები. ყელში მობჯენილი ბურთით ძლივს წარმოთქვა:
– რაინდი იყავი, სუსტების და უცოდველების დაცვის ფიცი გქონ-
და დადებული. – სუსტი კი იყო, მაგრამ არც ისე უცოდველი. გვით-
ვალთვალებდა – ბრანი თვალთვალს არ დაიწყებდა.

1003
– მაშინ იმ შენს ძვირფას ღმერთებს დააბრალე, ბიჭი ჩვენს ფან-
ჯარასთან რომ მოიყვანეს და ის დაანახვეს, რაც არ უნდა ენახა.
– ღმერთებს? – უნდოდ ჩაეკითხა კეტლინი, შენმა ხელმა ჩააგდო
იგი. მოკვლა გინდოდა.
ბორკილმა წყნარად გაიჩხაკუნა.
– ფანჯრიდან ბავშვებს მათ გასაჯანსაღებლად იშვიათად ვყრი
ხოლმე. ჰო, მოკვლა მინდოდა.
– და, რომ არ მოკვდა, მიხვდი, რომ კიდევ უარეს ხიფათში ჩაიგ-
დე თავი; ამიტომაც მკვლელი დაიქირავე, რათა ბრანი გონს არასო-
დეს მოსულიყო.
– ეგრე ვქენი? – ჯეიმიმ ჭიქა ასწია და გრძელი ყლუპი მოსვა, –
არ უარვყოფ, ამაზე ვბჭობდით, მაგრამ შენ ბიჭს გვერდიდან არ
სცილდებოდი, მაისტერი და ლორდი ედარდი ხშირ-ხშირად ნახუ-
ლობდნენ, მცველებიც ეყენა, ის წყეული მგელსაზარებიც იქვე ტრი-
ალებდნენ..: ამის გასაკეთებლად ნახევარი ვინტერფელის გაწყვეტა
მომიწევდა. ან თავი რატომ ამეტკიებინა, როცა ბიჭი თავისით აპი-
რებდა სიკვდილს?
– თუ ტყუილს მეუბნები, ჩვენი საუბარი ამით დასრულდება, –
კეტლინმა ხელები გაუშვირა, თითები და ხელისგულები დაანახვა, –
ეს ნაჭდევები იმ კაცმა დამიტოვა, ბრანის მოსაკლავად რომ მოვიდა.
დაიფიცებ რომ შენ მის მოგზავნაში წილი არ გიდევს? – ჩემს, ლანის-
ტერის ღირსებას გეფიცები.
– შენს ლანისტერის ღირსებას ამაზე ნაკლები ფასი აქვს, – ქალ-
მა სანარცხე სათლს ფეხი წაჰკრა. მყრალი ყავისფერი ლორწო საკ-
ნის იატაკზე გაიშალა, ნამჯა გაჟღინთა. ჯეიმი ლანისტერმა, რამდე-
ნადაც შეძლო, უკან დაიწია, სიბინძურეს გაერიდა. – იქნებ ღირსე-
ბად მართლა ნეხვი მქონდეს, არ უარვყოფ, მაგრამ ჯერ არასდროს
დამიქირავებია ვინმე, ჩემი მოსაკლავი რომ მოეკლა. რაც გინდა, ის
1004
დაიჯერე, ლედი სტარკ, მაგრამ შენი ბრანის მოკვლა რომ მდომო-
და, მე თვითონ მოვკლავდი. მიწყალონ ღმერთებმა, მართალს ამ-
ბობს.
– თუ შენ არა, მაშ, მკვლელი შენმა დამ მოაგზავნა.
– ასე რომ იყოს, მეცოდინებოდა. სერსეი არაფერს მიმალავს.
– მაშინ ჭინკამ.
– ტირიონი შენი ბრანივით უცოდველია. სხვების ფანჯრებში სათ-
ვალთვალოდაც კი არ დაძვრებოდა.
– მაშინ მკვლელს მისი ხანჯალი რატომ ჰქონდა?
– რა ხანჯალი იყო?
– ამსიგრძე, – კეტლინმა ხელები გაშალა, – სადა, მაგრამ ნატი-
ფად ნაჭედი, ვალირიული ფოლადის პირი ჰქონდა და დრაკონის
ძვლის ტარი. შენმა ძმამ იგი ლორდ ბეილიშს მოუგო პრინც ჯოფრის
დღეობის ტურნირზე.
ლანისტერმა ღვინო დაისხა, დალია, ისევ დაისხა, ისევ დალია
და თავის ღვინის ჭიქას ჩააცქერდა.
– ეს ღვინო, რაც მეტს ვსვამ, თითქოს უკეთესი და უკეთესი ხდე-
ბა. ვერც ვიფიქრებდი. ახლა, რომ ამიწერე, მგონი, გამახსენდა ეგ
ხანჯალი. მოუგოო, ამბობ? როგორ? – შენზე დადო ნაძლევი; როცა
ყვავილების რაინდის წინააღმდეგ გამოდიოდი, – მაგრამ, საკუთა-
რი სიტყვები რომ ჩაესმა, კეტლინი მიხვდა, რომ არასწორად თქვა,
– არა... თუ სხვანაირად იყო?
– ტირიონი ასპარეზობისას ყოველთვის მე მიჭერდა მხარს, –
თქვა ჯეიმიმ, – მაგრამ იმ დღეს სერ ლორასმა ჩამომაგდო ცხენიდან
შემთხვევით: ბიჭი ძალიან იოლ მეტოქედ ჩავთვალე და... მაგრამ რა
მნიშვნელობა აქვს. ჩემი ძმა ნაძლევს თუ ჩამოვიდა, წააგო. მაგრამ
ხანჯალმა მართლაც გამოიცვალა პატრონი, ახლა მახსენდება. იმ
საღამოს ნადიმზე რობერტმა მიჩვენა იგი. მის მოწყალებას უყვარდა
1005
ჩემთვის ჭრილობებზე მარილის წაყრა, განსაკუთრებით, რომ დათ-
ვრებოდა ხოლმე. ან ფხიზელი როდისღა იყო? – ტირიონ ლანის-
ტერმაც იგივე უთხრა მთვარის მთებში მგზავრობისას, გაახსენდა
კეტლინს. მაშინ ჭინკას არ დაუჯერა. პეტირმა სხვაში დაარწმუნა, პე-
ტირმა, რომელიც თითქმის ძმა იყო მისთვის, პეტირმა, რომელსაც
ისე უყვარდა იგი, რომ იბრძოლა მისი ხელის მოსაპოვებლად... მაგ-
რამ, თუ ჯეიმი და ტირიონი ერთსა და იმავეს ამბობდნენ, ეს რას ნიშ-
ნავდა? ძმებს ერთმანეთი არ ენახათ მას მერე, რაც ვინტერფელში
ერთმანეთს დასცილდნენ, წელიწადზე უფრო დიდი ხნის წინ.
– ცდილობ, გამაცურო? – სადღაც აქ ხაფანგი იმალებოდა.
– ვაღიარე, რომ შენი ძვირფასი ბიჭუნა ფანჯრიდან მე გადმოვაგ-
დე. ხანჯალზე ტყუილის თქმა რაში მჭირდება? მან კიდევ ერთი ჭიქა
ღვინო გადაკრა, – რაც გინდა, ის იფიქრე, სულ არ მენაღვლება,
ხალხი ჩემზე რას ამბობს. ახლა კი ჩემი ჯერია. რობერტის ძმები საბ-
რძოლველად გამოვიდნენ?
– კი.
– რა ძუნწი პასუხია. მიამბე მეტი, თორემ მორიგ კითხვაზე მეც
ასე გიპასუხებ. – სტანისი მეფის საბიჯელისკენ მიემართება, – უხა-
ლისოდ განუმარტა კეტლინმა, – რენლი მოკვდა, მწარე ხიდთან
მოკლა თავისივე ძმამ, ჩემთვის გაუგებარი რაღაც შავი ჯადოსნო-
ბით.
– სამწუხაროა, – თქვა ჯეიმიმ, – რენლი მომწონდა, აი, სტანისი
კი სულ სხვა ამბავია. ტაირელებმა ვისი მხარე დაიჭირეს?
– თავიდან რენლის. ახლა – არ ვიცი.
– შენი ბიჭი თავს ალბათ რა ეულად გრძნობს.
– რობი რამდენიმე დღის წინ თექვსმეტის გახდა... კაცია უკვე,
თანაც მეფე. რამდენი ბრძოლაც გამართა, ყველა მოიგო. ბოლოჯერ
მისგან ის გავიგეთ, რომ კრაგი აიღო, ვესტერლინგებისგან.
1006
– მამაჩემს ჯერ არ შებმია, ხო?
– რომ შეებმება, დაამარცხებს კიდევაც. როგორც შენ დაგამარ-
ცხა. – მე მოულოდნელად დამეცა. მხდალის ხრიკია.
– ხრიკებზე შენ მელაპარაკები? შენმა ძმა ტირიონმა მკვლელი
მოგვიგზავნა დესპანის სახით, სამშვიდობო დროშით.
– ამ საკანში შენი რომელიმე ძე რომ მჯდარიყო, მისი გულის-
თვის ძმა იმავეს არ იზამდა?
ჩემს ძეს ძმები აღარ ჰყავს, გაიფიქრა კეტლინმა, მაგრამ ამგვარ
ქმნილებას თავის ტკივილს არ გაუმხელს.
ჯეიმიმ ისევ დალია ღვინო.
– თუ ძმის სიცოცხლე არაფერია, როცა სასწორზე ღირსება დევს?
– ისევ მოსვა, – ტირიონი საკმაოდ გამჭრიახია საიმისოდ, რომ
ხვდებოდეს, შენი შვილი ჩემს გამოსყიდვას რომ არასოდეს დაანე-
ბებთ.
კეტლინი ამას ვერ უარყოფდა.
– რობის მებაირაღეები შენს სიკვდილს ითხოვენ: განსაკუთრე-
ბით, რიკარდ კარსტარკი. მოჩურჩულე ტყეში ორი შვილი მოუკალი.
– ის ორი, თეთრი მზით რომ იბრძოდნენ, ჰო? – ჯეიმიმ მხრები
აიჩეჩა, – მართალი თუ გინდა, შენი შვილის მოკვლას ვცდილობდი.
ისინი წინ გადამიდგნენ. პატიოსან ბრძოლაში მოვკალი, ომის ქარ-
ცეცხლში. ნებისმიერი სხვა რაინდიც იმავეს იზამდა.
– როგორ ბედავ, თავს ისევ რაინდი უწოდო, როცა გატეხე ყველა
ფიცი, რაც კი ოდესმე დაგიდვია?
ჯეიმი სურას მისწვდა ჭიქის შესავსებად.
– რამდენი ფიცია... სულ გადებინებენ, გადებინებენ ამ ფიცებს.
მეფე დაიცავი, მეფეს დაემორჩილე. მისი საიდუმლოებები არ გაამ-
ხილო. მისი ბრძანება შეასრულე. გასწირე სიცოცხლე მისთვის. მაგ-
რამ, დაემორჩილე მამას. გიყვარდეს შენი და. დაიცავი უმანკოები.
1007
დაიფარე სუსტები. პატივი მიაგე ღმერთებს. დაემორჩილე კანო-
ნებს. რამდენია! რასაც არ უნდა აკეთებდე, რომელიმე ფიცს მაინც
გატეხ. – ზორბა ყლუპი მოსვა და წუთით თვალები დახუჭა, თავი კე-
დელზე გამოჟონილ გვარჯილის ლაქას მიაყრდნო, – მე ვიყავი ყვე-
ლაზე ახალგაზრდა კაცი, ვისაც კი თეთრი მოსასხამი სცმია.
– და ყველაზე ახალგაზრდა, ვინც კი უღალატა ყველაფერს, რა-
საც ეს მოსასხამი ავალებდა, მეფისმკვლელო.
– მეფისმკვლელი, – საგულდაგულოდ გამოთქვა ჯეიმიმ, – და
რა მეფე იყო! – მან ჭიქა ასწია, – ეირის ტარგარიენს გაუმარჯოს, მე-
ორეს მისი სახელისა, შვიდი სამეფოს მბრძანებელს და სახელმწი-
ფოს მფარველს. და კიდევ იმ ხმალს გაუმარჯოს, მას ყელი რომ გა-
მოსჭრა. ოქროს ხმალი იყო, ხომ იცი. სანამ პირზე მეფის სისხლი
წითლად არ დასდინდა. ლანისტერის ფერებია ეგენი, წითელი და
ოქროსფერი. რომ გაიცინა, კეტლინი მიხვდა, რომ ღვინოს თავისი
ექნა: ჯეიმიმ თითქმის მთელი სურა გამოცალა და ახლა მთვრალი
იყო.
– ამით მხოლოდ შენნაირი კაცი თუ იამაყებს.
– უკვე გითხარი, ჩემნაირები არ არსებობენ. მიპასუხე, ლედი
სტარკ, შენმა ნედმა ოდესმე გიამბო, როგორ მოკვდა მამამისი? ან
მისი ძმა?
– მათ ბრანდონი დაახრჩვეს და მამამისს აყურებინეს, მერე კი
ისიც მოკლეს, – საზარელი ამბავი იყო, თან თექვსმეტი წლის წინან-
დელი. ახლა ამაზე რატომ ჰკითხა?
– მოკლეს, ჰო, მაგრამ როგორ?
– ალბათ ჩამოახრჩვეს, ან ტაბარით ჯეიმიმ ისევ მოსვა, პირი მო-
იწმინდა.
– უეჭველია, ნედმა დაგინდო და არ გითხრა. დაინდო თავისი
ძვირფასი ყმაწვილი საცოლე, მერე რა, რომ მთლად ქალწული
1008
აღარ იყო. ხომ გინდოდა სიმართლე? მკითხე. გარიგება დავდეთ,
ვერაფერს დაგიმალავ. მკითხე.
– მკვდარი მკვდარია. – არ მჭირდება ამის ცოდნა.
– ბრანდონი თავის ძმას არ ჰგავდა, ხომ? ცივი წყლის ნაცვლად
ძარღვებში სისხლი ედგა. ჩემსავით.
– ბრანდონი შენ არაფრით გგავდა.
– რაკი შენ იტყვი. თქვენ უნდა გექორწინათ.
– ის რივერანისკენ მოემართებოდა, როცა... – უცნაურია, ამის
მოყოლა კვლავ როგორ ახრჩობდა, ამდენი წლის მერე, – ...როცა
ლიანას ამბავი გაიგო, და გეზი იცვალა, მეფის საბიჯელისკენ გაეშუ-
რა. განუსჯელი საქციელი იყო, – გაახსენდა, როგორ განრისხდა მა-
მამისი, როცა ამ ამბავმა რივერანს მოაღწია. ქველი ბრიყვიო, ასე
მოიხსენია ბრანდონი.
ჯეიმიმ ღვინის უკანასკნელი მონარჩენი ჩაიწურა ჭიქაში.
– მან რამდენიმე მხლებელთან ერთად წითელ ციხეში შეაჭენა
ცხენი, პრინც რეიგარს მოუხმობდა, გამოსულიყო და მომკვდარი-
ყო. მაგრამ რეიგარი იქ არ დახვდა. ეირისმა თავისი მცველები გაგ-
ზავნა, რათა მოსულები მისი ძის მოსაკლავად შეთქმულების მოწყო-
ბის გამო შეეპყროთ. მხლებლებიც ლორდთა შთამომავალნი იყ-
ვნენ, ასე მახსოვს.
– ბრანდონის საჭურველთმტვირთველი ეთან გლოვერი იყო, –
თქვა კეტლინმა, – მათგან მხოლოდ ის დარჩა ცოცხალი. დანარჩე-
ნები იყვნენ: ჯეფრი მალისტერი, კაილ როისი და ელბერტ ერინი,
ჯონ ერინის ძმისწული და მემკვიდრე, – უცნაური იყო, ჯერ კიდევ
რომ ახსოვდა ეს სახელები. ამდენი წლის მერეც, – ეირისმა მათ ღა-
ლატში დასდო ბრალი და მათ მამებს სამეფო კარზე მოუწოდა
ბრალდების საპასუხოდ, მაშინ, როცა ძეები მძევლებად ჰყავდა. ისი-
ნი რომ მოვიდნენ, სამსჯავროს გარეშე დახოცა ყველა. მამებიც და
1009
ძეებიც.
– რაღაც სამსჯავროსნაირი კი იყო. ლორდმა რიკარდმა ორთაბ-
რძოლის სამსჯავრო მოითხოვა და მეფემ ნება დართო. სტარკი საბ-
რძოლველად შეიჭურვა, ფიქრობდა, რომ რომელიმე ქეშიკთან მო-
უწევდა ბრძოლა. იქნებ ჩემთანაც. ამის ნაცვლად იგი სატახტო დარ-
ბაზში შეიყვანეს და ჭერის კოჭებზე დაკიდეს, ეირისის ორმა პირო-
მანმა კი მის ქვეშ კოცონი დაანთო. მეფემ განაცხადა, რომ ტარგა-
რიენების გვარის ფალავანი ცეცხლი იყო. ასე რომ, ლორდ რი-
კარდს თავისი უცოდველობა რომ დაემტკიცებინა, ისღა დარჩენო-
და... ჰო, არ დამწვარიყო. ცეცხლი კარგად რომ გაჩაღდა, ბრანდონი
შემოიყვანეს. ხელები ზურგსუკან ჰქონდა გაკრული, ყელზე კი შემო-
ევლოთ სველი ტყავის თასმა, რომელიც მიბმული იყო მოწყობილო-
ბაზე, მეფეს ტიროშიდან რომ ჩამოეტანა. ოღონდ ფეხები თავისუფ-
ლად დაეტოვებინათ, მისი ორლესული კი ისე დაედოთ, რომ იგი
ვერ მისწვდენოდა. პირომანები ლორდ რიკარდს ნელა წვავდნენ,
კოცონს ფრთხილად უკეთებდნენ და უნიავებდნენ, ისე, რომ კარგი,
თანაბარი ცეცხლი ჰქონოდათ. ჯერ მოსასხამს მოედო ალი, მერე
მის იალმაგს, და მალე ლითონის და ნაცრის გარდა ტანთ აღარაფე-
რი ემოსა. ამის მერე თავად ლორდი დაიწყებდა შებრაწვას, ასე დაჰ-
პირდა ეირისი... თუ მისი ძე არ გაათავისუფლებდა მამამისს. ბრან-
დონი შეეცადა, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა, თასმა ყელზე
მით უფრო მჭიდროდ ეჭირებოდა. ბოლოს და ბოლოს, თავი დაიხ-
რჩო.
ხოლო ლორდ რიკარდის სამკერდული საბოლოოდ ალუბლის-
ფრად გავარვარდა, დეზებიდან კი ოქრო ჩამოადნა და ცეცხლში ჩა-
იღვენთა. მე რკინის ტახტის ძირას ვიდექი ჩემი თეთრი აბჯრითა და
თეთრი მოსასხამით და ვცდილობდი, სერსეიზე მეფიქრა. მოგვიანე-
ბით თავად გეროლდ ჰაიტაუერმა გამიყვანა გვერდით და მითხრა:
1010
„შენ ფიცი დადე, რომ დაიცვა მეფე, და არა რომ განსაჯო იგი“. ეს ის
თეთრი ბუღა იყო, ბოლომდე ერთგული რომ დარჩა და, როგორც
ყველა ამბობს, ჩემზე კაცური კაცი იყო.
– ეირისი... – კეტლინი ყელში ამოსულ ბალღამს გრძნობდა. ამ-
ბავი ისე ამაზრზენი იყო, რომ მართალი უნდა ყოფილიყო, – ეირისი
შლეგი იყო, ეს მთელმა სახელმწიფომ იცოდა, მაგრამ თუ გინდა, და-
მაჯერო, რომ იგი ბრანდონ სტარკზე შურის საძიებლად მოკალი...
– მაგას არც ვიბრალებ. სტარკები ჩემთვის არაფერს ნიშნავ-
დნენ. ასე ვიტყოდი: ძალიან უცნაური მეჩვენება, რომ ვუყვარვარ
ერთს იმ სიკეთის გამო, რაც არასოდეს ჩამიდენია, და ვძულვარ უამ-
რავს ჩემი საუკეთესო საქციელის გამო. რობერტის მეფედ კურთხე-
ვისას მაიძულეს, მეფის ფერხთით დამეჩოქა გრანდ-მაისტერ პა-
იცელთან და საჭურის ვარისთან ერთად, რათა მას შეენდო ჩვენი შე-
ცოდებანი, სანამ სამსახურს მიიღებდა. და რაც შენს ნედს შეეხება,
წესით და რიგით უნდა დაეკოცნა ხელი, რომელმაც ეირისი მოკლა,
მაგრამ არჩია, შეეჯავრებინა ის უკანალი, რობერტის ტახტზე დამ-
ჯდარი რომ ნახა. ასე მგონია, ნედ სტარკს რობერტი თავის ძმაზე და
მამამისზე მეტადაც უყვარდა... და თუნდაც შენზე მეტადაც, მილედი.
რობერტისთვის მას არასოდეს უღალატია, ასე არაა? – ჯეიმის
მთვრალი კაცის სიცილი წასკდა, – აბა, ლედი სტარკ, ძალიან სასა-
ცილო არაა ეს ყველაფერი? – ვერაფერს სასაცილოს ვერ ვხედავ,
მეფისმკვლელო.
– ისევ ეს სახელი. ბოლოს და ბოლოს, არა მგონია, გიხმარო, შენ
ხომ პირველად ნეკასთან იყავი, ასე არაა? მე სხვის ნასუფრალს
არასოდეს გეახლები. თანაც, ჩემს დას სილამაზით მაინც ვერ შეედ-
რები, – სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა, – სერსეის გარდა სხვა ქალ-
თან არასოდეს ვწოლილვარ. მე. ჩემებურად უფრო ერთგული ვარ,
ვიდრე შენი ნედი ბრძანდებოდა. ჩვენი საბრალო მკვდარი ნედი.
1011
მაშ, ახლა ვისი ღირსება გამოდის ნეხვი, გეკითხები? რა ერქვა იმ
ბუშს ნედმა რომ გააკეთა? კეტლინმა უკან გადადგა ნაბიჯი – ბრიენ!
– არა, ეგ არა, – ჯეიმიმ სურა წამოაპირქვავა სახეზე სისხლივით
კაშკაშა წვეთები ჩამოეღვარა, – სნოუ, აი, რა ერქვა. რა თეთრი სა-
ხელია იმ ლამაზი მოსასხამებივით, მეფის ქეშიკებს რომ ურიგებენ,
როცა იმ ჩვენს მშვენიერ ფიცებს დავდებთ. ბრიენმა კარი გამოაღო
და საკანში შემოაბიჯა.
– მეძახდი, მილედი?
– მომე შენი ხმალი – ხელი გაუწოდა ვეტლინმა.

თეონი

ცა ღრუბლებს ჩაებნელებინა, ტყეში ხმელი, დამზრალი ხეები იდ-


გნენ. ფესვები გაქცეულ თეონს ფეხებზე ებღაუჭებოდა, შიშველი ტო-
ტები სახეში უტყლაშუნებდა და ლოყებზე წვრილ სისხლიან ზოლებს
უჩენდა. უკანმოუხედავად, გზის გაურჩევლად გარბოდა, ქოშინებდა,
ტოტებზე დაკიდებული ლოლუები კი იმსხვრეოდა, მის წინ იფანტე-
ბოდა. შემიწყალეთ, წამოსცდა მოთქმით. უკნიდან მოისმა მთრთო-
ლავი ყმუილი, რომელმაც სისხლი გაუყინა ძარღვებში. შემიწყა-
ლეთ, შემიწყალეთ. მხარსუკან რომ გაიხედა, დაინახა, როგორ უახ-
ლოვდებოდნენ ცხენისხელა მგლები, რომლებსაც პატარა ბავშვე-
ბის თავები ჰქონდათ. ო, შემიწყალეთ. მათი პირებიდან კუპრივით
სისხლი მოწვეთავდა და შანთავდა თოვლს, სადაც დაეცემოდა. ყო-
ველი ნაბიჯი უფრო აახლოებდათ. თეონი შეეცადა, უფრო სწრაფად
გაქცეულიყო, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდნენ. ყველა ხეს სახე
ჰქონდა, და ხმამაღალი სიცილით დასცინოდნენ, დასცინოდნენ გაქ-
ცეულს. ისევ მოისმა ყმუილი. უკნიდან მხეცების ცხელი სუნთქვა

1012
მისწვდა, გოგირდისა და ლპობის სიმყრალით სავსე. ისინი მკვდრე-
ბი არიან, მკვდრები, მე თვითონ ვნახე, როგორ დახოცეს, ვნახე, რო-
გორ ამოავლეს კუპრში მათი თავები! უნდოდა ეყვირა, მაგრამ პირი
რომ გააღო, მხოლოდ გმინვა დასცდა, მერე კი რაღაც შეეხო და თე-
ონი ყვირილით შეტრიალდა... ...ხელი გამწარებით მოაფათურა იმ
ხანჯლის მისაწვდენად, საწოლის გვერდით რომ იდებდა ხოლმე, და
ისღა მოახერხა, იატაკზე დაეგდო იგი. ვექსი განზე გახტა. მის უკან
მდუმარე მყრალა იდგა, სახეს ქვემოდან უნათებდა სანთელი, თა-
ვადვე რომ ეჭირა ხელში.
– რაო? – იყვირა თეონმა. ღმერთებო, შემიწყალეთ. – რა გინ-
დათ? რატომ ხართ ჩემს საძინებელში? რატომ?
– მილორდ პრინცო, – უთხრა მყრალამ, – ვინტერფელში შენი
და მოვიდა. შენ ითხოვე, მოგვეხსენებინა, როგორც კი გამოჩნდებო-
და.
– როგორც იქნა, – ჩაიბუტბუტა თეონმა და თითები თმებში შე-
იყარა უკვე შიშობდა, რომ აშას განზრახული ჰქონდა, ძმა ბედის ანა-
ბარა მიეტოვებინა. გულმოწყალება. მან ფანჯრიდან გაიხედა, გან-
თიადის პირველი სუსტი შუქი ის-ის იყო, ვინტერფელის კოშკებს
მისწვდენოდა, – სადაა?
– ლორენმა იგი და მისი ხალხი სეფედარბაზში წაიყვანა სასაუზ-
მოდ. ახლავე ნახავ?
– ჰო, – თეონმა საბნები გადაიხადა. ცეცხლი უკვე ჩანავლული-
ყო, – ვექს, ცხელი წყალი მომიტანე.
აშას ასე აწეწილი და ოფლში გაღვრილი ვერ ეჩვენებოდა. ბავ-
შვისსახიანი მგლები... თეონს გააჟრჟოლა.
– დახურე დარაბები, – საძინებელი ისევე ცივი იყო, როგორც ის
ტყე სიზმარში. ბოლო დროს მის ყველა სიზმარში ციოდა და ყოველი
მომდევნო წინაზე უფრო საშინელი იყო. წინა ღამით ისევ წისქვილი
1013
ესიზმრა, იქ დაჩოქილიყო და მკვდრებს ტანთ აცმევდა. მათ კიდურე-
ბი უკვე უშეშდებოდათ და ეჩვენებოდა, თითქოს ისინი პირქუშად
უძალიანდებოდნენ, როცა თეონი ნახევრად გაყინული თითებით
ფუსფუსებდა, ბრიჯს უწევდათ და თასმებს კვანძავდა, ბეწვშემოყო-
ლებულ ჩექმებში აყოფინებდათ უდრეკ, გახევებულ ფეხებს და მოქ-
ლონებიან ტყავის ქამრებს კრავდა პატარა წელზე, სიგანით მის
მტკაველს რომ არ აღემატებოდა.
– ამის ჩადენა მე არ მინდოდა, – უთხრა მათ, – სხვა გზა არ და-
მიტოვეს. გვამებმა არაფერი უპასუხეს, მხოლოდ უფრო გამაგრდნენ
და გაცივდნენ. წინა ღამით კი მეწისქვილის ცოლი ეზმანა. თეონს მი-
სი სახელი არ ახსოვდა, მაგრამ ახსოვდა სხეული: რბილი, ბალიში-
ვით ძუძუები და მუცელზე ფეხმძიმობის მერე დარჩენილი მკრთალი
ხაზები, და კიდევ ის, რომ ზურგს უკაწრავდა, თეონმა მასში რომ შე-
აღწია. გუშინდელ სიზმარში ისევ იწვა ქალთან, ოღონდ ამჯერად მას
სახეზეც და დაბლაც კბილები ჰქონდა და ყელი გამოღადრა, თან მა-
მაკაცობის ნიშანიც მოაღრღნა. რა სიგიჟე იყო. თეონი მისი სიკვდი-
ლის მოწმეც გახდა. გელმარმა ტაბარის ერთი მოქნევით მოუთავა
ხელი, მაშინ, როცა ქალი თეონს ეძახდა და შებრალებას ევედრებო-
და. თავი დამანებე, ქალო. იმან მოგკლა, მე კი არა. და ახლა ისიც
მკვდარია. კიდევ კარგი, გელმარი მაინც არ ელანდებოდა ძილში.
ვექსი რომ დაბრუნდა და წყალი მოუტანა, სიზმრიდან ასე თუ ისე
თავდაღწეული იყო. თეონმა სხეულიდან ოფლი და თვლემა ჩამოი-
ბანა და კარგა ხანი მოანდომა ჩაცმას: აშამ იგი დიდხანს ალოდინა,
ასე რომ, ახლა მისი ჯერი იყო, ეცადა. შავ-ოქროსფრად დაზოლილი
ატლასის ტუნიკა და ვერცხლისმოქლონებიანი თხელი ტყავის მოკ-
ლე ქურთუკი შეარჩია... და მერეღა გაახსენდა, რომ მის თავზეხელა-
ღებულ დაიკოს ნატიფ სამოსს იარაღი ერჩივნა. მან გინებით გაიძ-

1014
რო ტანთ და ხელახლა ჩაიცვა, ამჯერად შავი თექა და ჯაჭვის პერან-
გი შეარჩია. წელზე ხმალი და ხანჯალი შეიბა – ახსოვდა ის საღამო,
ქალმა აბუჩად რომ აიგდო საკუთარი მამის სუფრაზე. ჩემი ძვირფასი
ძუძუთა ჩვილიო, ხომ? ჰოდა, მეც კი მაქვს ხანჯალი, და ისიც ვიცი,
როგორ მოვიქნიო. სულ ბოლოს გვირგვინი დაიხურა: თითისსიმ-
სხო ცივი რკინის რგოლი, რომელიც შავი ალმასის მსხვილი ნამ-
ტვრევებით და თვითნაბადი ოქროთი იყო მოოჭვილი. უფორმო და
შეუხედავი რამ იყო, მაგრამ რა ექნა. მიკენი ვინტერფელის ძველ სა-
საფლაოზე იწვა, ახალ მჭედელს კი ლურსმნების და ნალების მეტი
ბევრი არაფერი გაეგებოდა. თეონი თავს იმითღა იწყნარებდა, ეს
მხოლოდ პრინცის გვირგვინიაო. მეფედ რომ აკურთხებდნენ, ბევ-
რად უფრო ლამაზ გვირგვინს დაიდგამდა. კართან მყრალა ელოდა
არზენთან და კრომთან ერთად. თეონი მათ მიჰყვა. ბოლო დღეებში
სადაც კი მიდიოდა, ყველგან მცველებს მიიყოლებდა, საპირფარე-
შოშიც კი. ვინტერფელს მისი სიკვდილი ეწადა. რკოწყალიდან რომ
დაბრუნდნენ, იმავე ღამით გელმარ სასტიკი კიბეზე წაბორძიკდა და
წელში გადაიმტვრა. მეორე დღეს აგარი იპოვეს ყურიდან ყურამდე
გადახსნილი ყელით. გაინირ ცხვირწითელა ისე ფრთხილი გახდა,
რომ ღვინის სმას თავი ანება, ჯაჭვის პერანგში და ჩაჩქანში ძილს შე-
ეჩვია და საძაღლის ყველაზე ყეფია ძაღლი მიიჩვია, რათა იმას გა-
ეფრთხილებინა, თუ ვინმე ძილის დროს მიპარვას დაუპირებდა. და
მაინც, ერთ დილას ციხის ბინადრები გოშიას გააფთრებულმა ყეფამ
გააღვიძა. ლეკვი ჭის გარშემო დარბოდა, ცხვირწითელა კი დამ-
ხრჩვალი ტივტივებდა წყალში.
მას არ შეეძლო, ეს მკვლელობები დაუსჯელი დაეტოვებინა.
ფარლენზე ეჭვის მიტანა თავისუფლად შეიძლებოდა, რატომაც არა?
ამიტომ თეონმა იგი გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და სიკვდილი
მიუსაჯა. ესეც კი მწარედ მოუბრუნდა. საქონდაქრესთან დაჩოქილმა
1015
მეძაღლემ წარმოთქვა, მილორდი ედარდი ყოველთვის თვითონვე
კლავდა სიკვდილმისჯილსო. ამის მერე თეონს ან თავად უნდა აეღო
ცული ან ქალაჩუნა გამოჩენილიყო. ხელისგულები გაუოფლიანდა,
ამიტომ მოქნევისას ტარი შემოუტრიალდა და პირველმა დარტყმამ
ფარლენს ბეჭებს შორის უწია. სამი დარტყმა კიდევ დასჭირდა,
ძვალსა და ხორცში რომ გაეტანა და, ბოლოს და ბოლოს, თავი სხე-
ულისგან მოეშორებინა, და მერეც, რამდენჯერაც თაფლუჭს მიუს-
ხდებოდნენ და მწევრებზე და ნადირობაზე ჩამოვარდებოდა სიტყვა,
თეონს ეს ამბავი ახსენდებოდა და ცუდად ხდიდა. სხვა გზა არ მქონ-
დაო, უნდოდა ეკივლა გვამისთვის. რკინელებმა საიდუმლოს შენახ-
ვა არ იციან, ისინი უნდა დახოცილიყვნენ და ვიღაცას უნდა ეზღო კი-
დევაც დანაშაული. მხოლოდ იმას ნატრობდა, ნეტავ უფრო სუფთად
მომეკლაო. ნედ სტარკს კაცისთვის თავის მოსაკვეთად ერთ დარ-
ტყმაზე მეტი არასოდეს დასჭირვებია.
ფარლენის სიკვდილის მერე მკვლელობები შეწყდა, მაგრამ მისი
ხალხი მაინც მოღუშული და აფორიაქებული დადიოდა.
– ღია ბრძოლაში მათ მტრის შიში არ აქვთ, – უთხრა შავმა ლო-
რენმა, – მაგრამ სულ სხვაა მტრებს შორის ცხოვრება, როცა არ იცი,
მრეცხავი გოგო გაკოცებს თუ მოგკლავს, მსახური ბიჭი კი ელს გის-
ხამს თუ შხამს. კარგი იქნება, აქედან თუ წავალთ. – მე ვინტერფე-
ლის პრინცი ვარ! – უყვირა მას თეონმა, – ეს ჩემი სატახტო ადგილია
და ვერა კაცი აქედან ვერ გამაგდებს! ჰო, და ვერც ქალი!
აშა. ყველაფერი მისი ბრალი იყო. ჩემი ძვირფასი დაიკოსი, მაგი
კი იხმარონ სხვებმა ხმლებით. მას თეონის სიკვდილი უნდოდა, რა-
თა მისი, როგორც მამამისის მემკვიდრის, ადგილი მიეტაცებინა.
ამიტომაც დატოვა ამდენ ხანს აქ საყურყუტოდ, არად ჩააგდო, სას-
წრაფოდ მოსვლის ბრძანება რომ შეუთვალა.

1016
აშა სტარკების საკარცხულში იჯდა და თითებით შემწვარ დე-
დალს გლეჯდა. დარბაზი მისი მეომრების ხმებით იყო სავსე, ისინი
თეონის ხალხთან ერთად სვამდნენ და ერთმანეთს ახალ ამბებს უყ-
ვებოდნენ. ისეთი ხმაური იდგა, რომ მისი შესვლა თითქმის არავის
შეუმჩნევია.
– სხვები სად არიან? – პასუხი მოსთხოვა მყრალას. ხარიხა-მა-
გიდებს ორმოცდაათიოდე კაცი მისჯდომოდა, მათგან უმრავლესო-
ბა მისივე ხალხი იყო. ვინტერფელის სეფედარბაზი ათ ამდენსაც და-
იტევდა.
– ყველა აქ არიან, მლორდ პრინცო.
– ყველა... რამდენი კაცი მოიყვანა?
– ოცი, რამდენადაც ვიცი.
თეონი სავარძელში გაშხლართული დისკენ გაემართა. აშა რო-
მელიღაც მეომრის ნათქვამზე იცინოდა, მაგრამ მისი დანახვისას
უცებ გაჩუმდა. – ვაჰ, ესეც ვინტერფელის პრინცი, – თქვა მან და
დარბაზში მოსუნსულე ძაღლს ძვალი მიუგდო. იმ ქორივით ცხვირის
ქვეშ დამცინავმა ღიმილმა მოუბრიცა განიერი – პირი, – თუ ბრიყ-
ვების პრინცია?
– ყმაწვილ ქალს შური არ უხდება.
აშამ ცხიმიანი თითები გაილოკა. თვალებზე შავი თმის ტევრი ჩა-
მოშლოდა. მისი მეომრები ყვირილით მოითხოვდნენ პურს და
შაშხს. ცოტანი იყვნენ, მაგრამ გვარიანად ხმაურობდნენ.
– შური, თეონ?
– აბა, სხვა რა? ოცდაათი კაცით ერთ ღამეში ვინტერფელი და-
ვიპყარი. შენ უღრანის ციხის ასაღებად ათასი კაცი და ერთი თვე
დაგჭირდა.
– რას იზამ, შენსავით მძლეთამძლე მეომარი არ ვარ, ძამიკო, –

1017
მან ნახევარი ყანწი გადაყლურწა და პირი ხელის ზურგით შეიწმინ-
და, – შენი კარიბჭის ზემოთ თავები დავინახე. მართალი მითხარი,
რომელი უფრო გმირულად შეგებრძოლა, ხეიბარი თუ ბალღი? თე-
ონმა იგრძნო, სახეზე სისხლი რომ მოაწვა. ეს თავები ოდნავადაც არ
ეამაყებოდა და არც მანამდე გაახალისა ბავშვების უთავო სხეულე-
ბის ციხის ეზოში გამოფენამ. ბებერი ნენი იდგა და უხმოდ აფჩენდა
და ხურავდა იმ უკბილო პირს, ფარლენი კი თეონს ეცა, თავისი ძაღ-
ლივით ღმუოდა. არზენმა და კადვილმა გონის დაკარგვამდე ურ-
ტყეს შუბის ტარები. „ეს რა დამემართა“ – გაახსენდა, ამას ფიქრობ-
და, ბუზებდასეულ გვამებს რომ ადგა თავზე.
მასთან მისვლა მხოლოდ მაისტერმა ლუვინმა შეძლო. სახეგაქ-
ვავებული პატარა, რუხი კაცი ევედრებოდა, ნება დაერთო მისთვის,
თავები სხეულებზე მიეკერებინა და დაბლა, აკლდამაში დაეკრძა-
ლა, სტარკების დანარჩენ მიცვალებულებთან ერთად. – არა, – უთ-
ხრა მას თეონმა, – აკლდამაში არა.
– მაგრამ რატომ, მილორდ? ისინი ხომ ახლა ვეღარაფერს გავ-
ნებენ. მათი ადგილი იქაა. ყველა სტარკის ძვლები...
– არა-მეთქი, – თავები გალავანზე გამოსადგმელად სჭირდებო-
და, მაგრამ უთავო სხეულები იმ დღესვე დაწვა, შემოსილები, რო-
გორც იყვნენ. მოგვიანებით დაჩოქილი იქექებოდა ძვლებსა და ნა-
ცარში, დამდნარი ვერცხლის და დაბზარული გიშრის ნამწვს ეძებდა
– ესღა დარჩა იმ მგლისთავა ბროშიდან, ოდესღაც ბრანს რომ ეკუთ-
ვნოდა. რაც იპოვა, ახლაც შენახული ჰქონდა.
– ბრანს და რიკონს გულმოწყალედ ვექცეოდი, – უთხრა დას რაც
დაემართათ, თვითონ დაიმართეს.
– ყველა ჩვენ თვითონ ვიმართებთ, რაც მოგვდის, ძამიკო., თე-
ონს მოთმინება ელეოდა.

1018
– როგორ გინდა, ვინტერფელი შევინარჩუნო, თუ მარტო ოცი კა-
ცი მომიყვანე? – ათი, – შეუსწორა აშამ, – დანარჩენები მე გამყვე-
ბიან. ხომ არ გინდა, შენი საყვარელი დაიკო მარტოდმარტო შეებას
ტყის ხიფათებს? სიბნელეში მგელსაზარები არიან ჩასაფრებული, –
ფართო ქვის სავარძლიდან ამოიზლაზნა და ფეხზე წამოდგა – წამო
სადმე, სადაც უფრო განმარტოებით შეგვეძლება დავილაპარაკოთ.
იცოდა, მართალს ეუბნებოდა, მაგრამ აცოფებდა, რომ ესეც დამ გა-
დაწყვიტა. მე თვითონ არ უნდა ვხლებოდი დარბაზში, მიხვდა დაგ-
ვიანებით. ჩემთან უნდა დამებარებინა. ოღონდ ახლა ამაზე ფიქრი
გვიანი იყო. თეონს ისღა დარჩენოდა, აშას ნედ სტარკის მისაღების-
კენ გაძღოლოდა. აქ, ჩამკვდარი ცეცხლის წინ, წამოაყრანტალა: –
დაგმერმა ტომენის მტკიცთან ბრძოლა წააგო...
– ჰო, ბებერმა კასტელანმა მისი ფარების კედელი გაარღვია, –
მშვიდად მიუგო აშამ, – სხვას რას ელოდი? ეგ სერ როდრიკი აქაუ-
რობას კარგად იცნობს, ყბაგახეთქილისგან განსხვავებით, თანაც,
ჩრდილოელები ბევრნი ცხენებზე ისხდნენ. რკინელებმა არ იციან,
როგორ დაუდგნენ შეჯავშნული ცხენების შემოტევას. დაგმერი გა-
დარჩა, ამაზეც მადლობა თქვი, და გადარჩენილები უკან, ქვის ნაპი-
რისკენ მიჰყავს. აშამ ჩემზე მეტი იცის, მიხვდა თეონი. ამან კიდევ
უფრო გაამწარა. – ამ გამარჯვებამ ლეობოლდ ტოლჰარტს გული
მისცა, იგი თავისი გალავნიდან გამოძვრა და სერ როდრიკს შეუერ-
თდა. ისიც მომახსენეს, რომ ლორდმა მანდერლიმ მდინარის აღმა
რაინდებით, საომარი ცხენებით და საალყე მანქანებით დატვირთუ-
ლი თორმეტი ბარჟა გამოუშვა. ამბერებიც გროვდებიან ბოლო მდი-
ნარის გადაღმა. სანამ მთვარე შემობრუნდებოდეს, კარზე მთელი
ჯარი” მომადგება და შენ მხოლოდ ათი კაცი მომიყვანე?
– სულაც არ ვიყავი ვალდებული, ვინმე მომეყვანა – მე შენ გიბ-
რძანე...
1019
– მამამ მიბრძანა, უღრანის ციხე ამეღო, – მოუჭრა ქალმა, – უმ-
ცროსი ძამიკოს დახსნაზე არაფერი უთქვამს.
– უღრანი დაიკიდე, – უთხრა თეონმა – გორაკზე შემოდგმული
ღამის ქოთანია და სხვა არაფერი. აქაურობის გული ვინტერფელია,
მაგრამ გარნიზონის გარეშე როგორ შევინარჩუნო?
– ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ აიღებდი. ო, მართლაც ეშ-
მაკურად მოახერხე, ვაღიარებ. ჭკუა რომ გყოფნოდა, ციხე დაგექცია
და ორი პატარა პრინცი პაიკზე მძევლებად წაგეყვანა, მაშინ ომი შე-
გეძლო ერთი ხელის მოსმით მოგეგო. – შენც სწორედ ეს გინდოდა,
არა? ჩემი მონაპოვარი ნანგრევებად და ნაცრად რომ ქცეულიყო.
– შენი მონაპოვარი შენვე დაგღუპავს. კრაკენი თავს ზღვიდან ეს-
ხმის, თეონ, თუ ეს ამბავი დაგავიწყდა, სანამ მგლებს შორის იზრდე-
ბოდი? ჩვენი ძალა ჩვენი დრაკარებია. ჩემი ხის ქოთანი საკმაოდ ახ-
ლოა ზღვასთან საიმისოდ, რომ, როცა კი დამჭირდება, მარაგები შე-
ვივსო და ახალი ხალხი შევიმატო. ვინტერფელი კი ასობით ლიგი-
თაა ნაპირს დაშორებული, გარშემო ტყე და გორაკები აკრავს,
მტრების სიმაგრეებით და ციხეებითაა გარშემორტყმული. და, არ
დაგავიწყდეს, გარშემო ათასი ლიგის მანძილზე მცხოვრები ყველა
ადამიანი ახლა შენი მტერია. ნამდვილად ასეა, მას მერე, რაც ეგ თა-
ვები შენს კარიბჭეზე გამოდგი, – აშამ თავი გაიქნია, – როგორ გა-
მოდექი ასეთი სისხლისმსმელი შტერი? ბავშვები...
– ისინი არ დამემორჩილნენ! – სახეში უღრიალა თეონმა, – და
თანაც, ეს იყო სისხლი სისხლის წილ, ედარდ სტარკის ორი ძე როდ-
რიკის და მარონის შურის საძიებლად, – ეს სიტყვები უნებურად წა-
მოსცდა, მაგრამ თეონი მაშინვე მიხვდა, რომ მამამისი ამას მოიწო-
ნებდა, – მე ჩემი ძმის აჩრდილები დავამშვიდე. – ჩვენი ძმების, –
შეახსენა აშამ, მისი ნახევარღიმილი მიანიშნებდა, რომ შურისძიე-
ბაზე საუბრით თვალს ვერ აუხვევდა, – მათი აჩრდილები პაიკიდან
1020
მოიყვანე, ძამიკო? თანაც, მეგონა, ისინი მხოლოდ მამას აშფოთებ-
დნენ.
– როდის იყო, ქალს ესმოდა მამაკაცის შურისძიების წყურვილი?
– მამამისს ვინტერფელის ჩაბარება რომც არ მოსწონებოდა, თე-
ონისგან ძმების გამო შურისძიება უნდა გაემართლებინა!
– იქნებ სერ როდრიკსაც შეიძლება, იგივე მამაკაცური წყურვი-
ლი გაუჩნდეს, როგორ გგონია? – სიცილით ჩაიფრუტუნა აშამ, – შენ
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, თეონ, როგორიც არ უნდა იყო. დედაჩ-
ვენის ხათრით, რომელმაც ორივე მუცლით გვატარა, წამომყევი უღ-
რანის ციხეში. ცეცხლს მიეცი ვინტერფელი და უკან დაიხიე, სანამ ეს
ჯერ კიდევ შეგიძლია.
– არა, – თეონმა გვირგვინი შეისწორა, – მე ეს ციხე ავიღე და
ვაპირებ, შევინარჩუნო. დამ ხანგრძლივი მზერა მიაპყრო.
– ჰოდა, შეინარჩუნე, – უთხრა ბოლოს, – სიცოცხლის ბოლომ-
დე, – მან ამოიოხრა, – მე ვიტყოდი, რომ ამას სისულელის სუნი
უდის, მაგრამ რა შეიძლება მოკრძალებულმა ქალმა იცოდეს ამაზე?
– კართან მდგარმა კიდევ ერთხელ დამცინავად გაუღიმა, – ისე,
იცოდე, ამაზე უშნო გვირგვინი არასოდეს მინახავს. შენ თვითონ გა-
იკეთე?
გაცეცხლებული ძმა მიატოვა და მხოლოდ იმდენ ხანს დარჩა,
რამდენიც მისი ცხენების დასარწყულებლად და გამოსაკვებად იყო
საჭირო. როგორც დაჰპირდა, მოყვანილი მეომრების ნახევარი ისევ
თან წაიყოლა, სწორედ იმ მონადირის კარიდან გავიდნენ, რომლი-
დანაც ბრანი და რიკონი გაიქცნენ.
თეონი მათ წასვლას გალავნის თავიდან ადევნებდა თვალს. რო-
დესაც მისი. და მგლისტყის ნისლებში გაუჩინარდა, მიხვდა, რომ თა-
ვადვე ვერ გაეგო, რატომ არ უგდო ყური და არ გაჰყვა.
– წავიდა, არა? – გვერდში მყრალა ედგა.
1021
თეონს მისი მოახლოება არ გაუგია. ახლა ყველაზე ნაკლებად
მისი დანახვა უნდოდა. აშფოთებდა, ეს კაცი არხეინად და საღსალა-
მათი რომ დაიარებოდა, მაშინ, როცა ამდენი რამ იცოდა. უნდა მო-
მეკლა, მას მერე, რაც მან სხვები დახოცა, გაიფიქრა, მაგრამ ესეც
ვერ გაებედა. რა გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო, მყრალამ წერა-
კითხვა იცოდა, და იმდენი ეშმაკობა კი მოეპოვებოდა, რომ მათი ნა-
მოქმედარის აწერა დაემალა სადმე.
– მლორდ პრინცო, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ უნდა გითხრა,
რომ არ უნდა წასულიყო. და ათი კაცი – საკმარისი სულაც არაა.
– ეგ ძალიან კარგად ვიცი, – უთხრა თეონმა. აშამაც იცოდა.
– მაშ, იქნებ მე დაგეხმარო, – უთხრა მყრალამ, – მომე ცხენი,
ოქროთი სავსე ქისა, და კარგ ბიჭებს გიშოვი.
თეონმა თვალები მოჭუტა.
– რამდენს?
– ასს, შეიძლება. ორასს. იქნებ მეტს, – მან გაიღიმა, წყალწყალა
თვალები გააელვა, – მე აქ, ჩრდილოეთში დავიბადე. ბევრს ვიცნობ,
და ბევრი იცნობს მყრალას. ორას კაცს ჯარი არ ეთქმოდა, მაგრამ
ვინტერფელისნაირი მტკიცე ციხის დაცვას ათასები არ სჭირდება.
თუ მოახერხებდნენ და ისწავლიდნენ, შუბის რომელ ბოლოს უნდა
ძგერება კაცს მოსაკლავად, უკვე შეიძლება სულ სხვანაირად წასუ-
ლიყო საქმე.
– ქენი, რასაც ამბობ, და ვალში არ დაგრჩები. შენვე თქვი, რა
გინდა გასამრჯელოდ. – მაშინ, მილორდ... მას მერე, რაც ლორდი
რემსი მოკლეს, ქალი არ მყოლია, – უთხრა მყრალამ, – იმ პალას
დავადგი თვალი, თან გავიგე, უკვე მოუსწრიათ მაგის ხმარება, ასე
რომ...
მყრალასთან უკვე იმდენი რამ ჩაედინა, ახლა უკან დახევა გვი-
ანღა იყო. – ორასი კაცი და, გოგო შენია. მაგრამ ერთი კაციც რომ
1022
დაგაკლდეს, შეგიძლია, ისევ ღორებზე გადახვიდე.
მყრალა მზის ჩასვლამდე გაჭენდა, თან სტარკების ვერცხლით
სავსე აბგა და თეონის ბოლო იმედი გაიყოლა. თითქმის ნამდვი-
ლად, მაგ ნაძირალას თვალითაც ვერასოდეს ვიხილავ, მწარედ გა-
იფიქრა თეონმა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ეს მაინც უნდა ეცადა.
იმ ღამით ნადიმი ესიზმრა, ნედ სტარკმა მეფე რობერტს რომ მო-
უწყო ვინტერფელში სტუმრობისას. დარბაზი სიმღერით და სიცი-
ლით იყო სავსე, თუმცა კი ფანჯრებს მიღმა ცივი ქარები ქროდნენ.
ღვინო და შემწვარ-მოხრაკულები უხვად იყო, თეონი ხუმრობდა,
მსახურ გოგოებს ათვალიერებდა და კარგ დროს ატარებდა... სანამ
არ შენიშნა, რომ ოთახში ნელ-ნელა ჩამობნელდა. ჰანგიც ისე ხა-
ლისიანად აღარ ისმოდა: შეუთანხმებელი ჟღერადობა და უცნაური
დაჩუმებები გაერია, და ჰაერში თითქოს სისხლმდინარე ბგერები
დაეკიდა. უცებ ღვინოს გემო გაუმწარდა და თეონმა თავის თასს
თვალი რომ მოაშორა, დაინახა, რომ მკვდრებთან ერთად იჯდა ინა-
ხად. მეფე რობერტი იჯდა და მუცელში გაჩენილი დიდი ჭრილობი-
დან გადმოყრილი ნაწლავები მაგიდაზე ეყარა, გვერდით უთავო
ლორდი ედარდი მისჯდომოდა. დაბლა მერხებზეც გვამები იყვნენ
ჩამწკრივებული, სასმისების აღმართვისას რუხ-მრეში ხორცი ეფ-
ლითებოდათ ძვლებიდან, თვალების ადგილას გაჩენილ ორმოებში
ჭიები დაუძვრებოდნენ. თეონი ყოველ მათგანს იცნობდა: იორი კა-
სელს და სქელ ტომს, პორთერს, კაინს და ჰალენ მეჯინიბეთუხუცესს
და სხვებსაც, ვინც სამხრეთით, მეფის საბიჯელში გაემართნენ და
უკან აღარ დაბრუნებულან. მიკენი და ჩეილი ერთად ისხდნენ, ერთს
სისხლი ჩამოსდიოდა, მეორეს – წყალი. ერთი მაგიდა თითქმის
მთლიანად ბენფრედ ტოლჰარტსა და მის ველურ კურდღლებს და-
ეჭირათ. მეწისქვილის ცოლიც იქ იყო, ფარლენიც, ის ველურიც კი,
თეონმა მგლისტყეში რომ მოკლა ბრანის გადასარჩენად.
1023
მაგრამ აქ ისინიც იყვნენ, ვინც თეონს ცხოვრებაში არასოდეს
ენახა, ვის სახეებსაც მხოლოდ ქვაში გამოკვეთილს იცნობდა.
აშოლტილი, სევდიანი გოგონა, თავზე ცისფერი ვარდების გვირგვი-
ნი რომ ეხურა და თეთრი, სისხლით დალაქავებული კაბა ეცვა, უეჭ-
ველია, ლიანა იქნებოდა. გვერდით ედგა ძმა ბრანდონი, უკან კი –
მათი მამა, ლორდი რიკარდი. კედლების გასწვრივ, ჩრდილებში ნა-
ხევრად უჩინარი ფიგურები იძვროდნენ: მკრთალი აჩრდილები,
მოგრძო, მოღუშული სახეები რომ ჰქონდათ. მათი დანახვისას თე-
ონს ტანში ისეთი მკვეთრი ჟრჟოლა უვლიდა, თითქოს მახვილი ჩას-
ცესო. მერე კი მაღალი კარი ჯახანით გაიღო, დარბაზს გამყინავმა
ქარაშოტმა დაქროლა და ღამიდან რობი შემოვიდა. გვერდით რუხი
ქარი მოსდევდა და კაცს და მგელს ერთნაირად სდიოდა სისხლი ერ-
გასი საზარელი ჭრილობიდან. თეონმა ყვირილით გაიღვიძა და ვექ-
სი ისე შეაშინა, რომ ბიჭი შიშველი გაიქცა ოთახიდან. როდესაც
ოთახში ხმალამოღებული მცველები შემოიჭრნენ, მათ მაისტერის
მოყვანა უბრძანა. იმ დროისთვის, როცა აბურძგნული, ნამძინარევი
ლუვინი მოვიდა, თეონს უკვე ერთი ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული
და ხელები ისე აღარ უცახცახებდა, და რცხვენოდა კიდევაც, ასეთი
ამბავი რომ ატეხა. – სიზმარი ვნახე, – წაიბუტბუტა, – ესაა და ეს. ის
არაფერსაც არ ნიშნავს. – არაფერს, – დაეთანხმა მოღუშული ლუ-
ვინი. ძილის წამალი დაუტოვა, მაგრამ თეონმა წამალს მისი წას-
ვლისთანავე საპირფარეშოს მილში გადაუძახა. ლუვინი არა მხო-
ლოდ მაისტერი იყო, არამედ ადამიანიც გახლდათ, და ამ ადამიანს
თეონი სრულებით არ უყვარდა. უნდა, რომ დავიძინო, დიახაც... და-
ვიძინო და აღარასოდეს გავიღვიძო. ამით ისევე გაიხარებდა, რო-
გორც აშა.
კირას მოსაყვანად კაცი გაგზავნა, ფეხით მიაჯახუნა კარი, გოგო-
ზე ამხედრდა და ისეთი გამძვინვარებით დაეუფლა, როგორიც ადრე
1024
თავისთვის არასოდეს შეეტყო. რომ მოათავა, გოგონა ტიროდა, ყე-
ლი და ძუძუები დალურჯებული და დაკბენილი ჰქონდა. თეონმა იგი
საწოლიდან მოისროლა და საბანი გადაუგდო. – გაეთრიე.
და ამის მერე მაინც ვერ დაიძინა.
რომ ინათა, ჩაიცვა და გარეთ გავიდა, გარე გალავანს დაუარა.
ქონგურებს შორის შემოდგომის სუსხიანი ქარი ტრიალებდა, მან
თეონს ლოყები აუწითლა და თვალები აუწვა. უცქერდა, დაბლა გაშ-
ლილი ნაცრისფერი ტყე როგორ შეფერა მწვანედ მდუმარე ხეებში
ჩაღვრილმა შუქმა. ხელმარცხნივ შიდა გალავნის ზემოთ წამომარ-
თულ კოშკების წვერებს ხედავდა, მათი სახურავები ამომავალ მზეს
მოეოქროებინა. მწვანეში ალივით გიზგიზებდა სარკმლისხის წითე-
ლი ფოთლები. ნედ სტარკის ხე, გაიფიქრა თეონმა, და სტარკების
ტყე, სტარკების ციხესიმაგრე, სტარკების ხმალი, – სტარკების
ღმერთები. ეს მათი ადგილია და არა ჩემი. მე პაიკის მებატონე გრე-
იჯოი ვარ, დავიბადე, რათა კრაკენი დავიხატო ფარზე და ვრცელი
მლაშე ზღვები ვლახო. უნდა წავყოლოდი აშას.
კარიბჭის თავზე რკინის სარებზე წამოცმული თავები იცდიდნენ.
თეონი მათ შესცქეროდა, ქარი კი მოსასხამზე ექაჩებოდა პატარა
ლანდი-ხელებით. მეწისქვილის ბიჭები ბრანის და რიკონის ასაკისა
იყვნენ, ზომით და თმის ფერითაც ჩამოჰგავდნენ და, როდესაც მყრა-
ლამ მათ სახეზე ტყავი გააძრო და თავები კუპრში ამოავლო, მერე
უკვე იოლი იყო, ამ უფორმო, ხრწნად ხორცში ნაცნობი ნაკვთები
ამოგეცნო. ხალხი ისე ბრიყვია. რომ გვეთქვა, ესენი ვერძის თავე-
ბიაო, რქებსაც დაუნახავდნენ.

სანსა

1025
სეპტში მთელ დილას გალობდნენ, მას მერე, რაც მტრების აფრე-
ბის გამოჩენის ამბავმა სასახლეს მიაღწია. მათი ხმები ცხენების ჭიხ-
ვინს, ფოლადის ჟღრიალს და მაღალი ბრინჯაოს ჭიშკრების ანჯამე-
ბის ჭრიალს ერეოდა და უცნაურ, საშიშ ჰანგს ქმნიდა. სეპტში დედას
შესთხოვდნენ მოწყალებას, მაგრამ გალავანზე მეომარს აღუვლენ-
დნენ უხმო ლოცვებს. სანსას გაახსენდა, როგორ ეუბნებოდა სეპტა
მორდეინი, რომ დედა და მეომარი ერთი დიადი ღმერთის ორი სახე
იყო მხოლოდ. მაგრამ თუ ღმერთი მხოლოდ ერთია, ვის ლოცვებს
შეიწყნარებს?
სერ მერილ ტრანტმა ჯოფრის წმინდა სისხლის ქურანა ცხენი და-
უჭირა შესაჯდომად. ბიჭს და ცხენს ერთნაირი მოოქრული ჯავშანი
და თეთრი მინანქრიანი სამკერდულები ეკეთათ, თავებსაც მიმსგავ-
სებული ლომები უმკობდათ. ჯოფრის ყოველ მოძრაობაზე მკრთა-
ლი მზის სხივი ირეკლებოდა ოქროდან და მეწამულიდან. ბრწყინვა-
ლე, კაშკაშა და ცარიელი, გაიფიქრა სანსამ. ჭინკა წითელ ულაყზე
იჯდა, მეფეზე უფრო სადა საომარი სამოსი ეცვა და მამის ტანსაც-
მელში გამოწყობილ პატარა ბიჭს ჰგავდა, მაგრამ ფარის ქვეშ დაკი-
დებულ მის ტაბარს ბავშვურს ვეღარ დაუძახებდი. გვერდით სერ მან-
დონ მური მოჰყვებოდა, ყინულივით ელვარე თეთრ ფოლადს ჰგავ-
და. ტირიონმა სანსა რომ დაინახა, ცხენი მისკენ მიაბრუნა. – ლედი
სანსა, – დაუძახა უნაგირზე მჯდომმა, – ჩემმა დამ უეჭველად შენც
გთხოვა, სხვა კეთილშობილ ქალბატონებთან ერთად მეაგორის სი-
მაგრისთვის შეგეფარებინა თავი?
– დიახ, მილორდ, მაგრამ მეფე ჯოფრიმ მოინდომა, გამოვსული-
ყავი და გამეცილებინა. სეპტშიც ვაპირებ წასვლას, სალოცავად.
– არ შეგეკითხები, ვისთვის ილოცებ, – ტირიონს პირი უცნაუ-
რად მოეღრიცა. თუ ეს გაღიმებას ნიშნავდა, მასში ხალისის ნატამა-

1026
ლიც არ იყო. ბოლო კაციც რომ გავიდა, ეზოში უეცარი სიწყნარე ჩა-
მოწვა, რომელიც ქარიშხლისწინა გარინდებას ჰგავდა.
სიწყნარეში დარჩენილი გალობამ მიიზიდა. სანსა სეპტისკენ
შებრუნდა. მას ორი მეჯინიბე და ერთი მცველი მიჰყვა, რომლის სა-
გუშაგო დრო დამთავრებულიყო. სხვებიც მათ უკან მიაბიჯებდნენ.
სანსას არასოდეს ენახა სეპტი ხალხით ასე სავსე ან ასე ძალიან
განათებული; ცისარტყელას ფერებად შეღებილი მზის სხივები ალ-
მაცერად ეცემოდნენ მაღალ სარკმლებში ჩასმული კრისტალები-
დან, ყოველ კუთხეში კი სანთლები ენთო და მათი პაწია ალები ვარ-
სკვლავებივით ციმციმებდა. დედის და მეომრის საკურთხეველი –
ნათელში ცურავდა, მაგრამ მჭედელს, დედაბერს, ქალწულს და მა-
მასაც ჰყავდათ თავიანთი თაყვანისმცემლები და თავად უცხოს ნა-
ხევრადადამიანური სახის ქვეშაც ციმციმებდა რამდენიმე ალი...
რადგან სხვას ვის, თუ არა უცხოს, უნდა განესაჯა სტანის ბარათე-
ონი? სანსა რიგრიგობით მიეახლა შვიდივეს, ყოველ საკურთხეველ-
ზე სანთელი დაანთო და მერე დამჭკნარ, მოხუც მრეცხავ ქალსა და
რიკონისხელა ბიჭს შორის იპოვა ადგილი. ბიჭს რაინდის შვილის
შესაფერისი წმინდა სელის ტუნიკა ეცვა და პატარა, რბილი ხელი
ჰქონდა; მოხუცი ქალის ხელი კი ძვლიანი და დაკოჟრილი იყო, მაგ-
რამ სანსას სიამოვნებდა, ვიღაცისთვის ხელის ჩაკიდება რომ შეეძ-
ლო. ცხელი და მძიმე ჰაერი იდგა, საკმევლის და ოფლის სუნი
უდიოდა, კრისტალით და სანთლებით იყო გაკაშკაშებული; ამ ჰა-
ერის შესუნთქვა თავბრუს ახვევდა. ეს გალობა იცოდა; დედამ ასწავ-
ლა ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ვინტერფელში. გოგონამ სხვების
ხმას თავისიც შეუერთა.
დედავ კეთილო, წყაროვ შენდობისა,
ომი არიდე ჩვენს ვაჟებს,
შენ გევედრებით, არიდო ხმალ-ისარი,
1027
დღეებს დაასწრო უკეთესს;
დედავ კეთილო, ქალთა სანუგეშოვ,
ძალი მიეც ჩვენს ასულებს,
კეთილ გზას სწიე, რისხვა დააოკე,
ლაგამი დაუდე სიშლეგეს.
ქალაქის მეორე ბოლოში, ბეილორის დიდ სეპტში, ათასობით
ადამიანი შეგროვებულიყო და ალბათ ისინიც გალობდნენ, მათი ხმა
ქალაქს ედებოდა, მდინარის გაღმა დიოდა და ცას სწვდებოდა.
ღმერთებმა უეჭველად უნდა ისმინონ ჩვენი, გაიფიქრა სანსამ.
სანსამ ბევრი გალობა იცოდა, ხოლო უცნობებს როგორც შეეძ-
ლო, ისე აყოლებდა ხმას. გალობდა ჭაღარა მოხუც მსახურებთან და
დარდიან ახალგაზრდა ცოლებთან, მოახლეებთან და ჯარისკაცებ-
თან, მზარეულებთან და ბაზიერებთან, რაინდებსა და ხელის ბიჭებ-
თან, საჭურველთმტვირთველებთან, შეგირდებთან და ძიძებთან
ერთად. გალობდა ციხესიმაგრის გალავნის შიგნით თუ მის გარეთ
მყოფებთან, მთელ ქალაქთან ერთად. გალობდა და მოწყალებას
ითხოვდა ცოცხლებისა და მკვდრებისთვის, ბრანის, რიკონისა და
რობისთვის, თავისთვის და არიასთვის და კედელზე მომსახურე ბუ-
ში ძმა ჯონ სნოუსთვის. გალობდა თავისი დედისთვის და მამისთვის,
თავისი ბაბუა ლორდ ჰოსტერისთვის და ბიძის, ედმურ ტალისთვის,
თავისი მეგობარი ჯეინი პულისთვის, ბებერი ლოთი მეფე რობერ-
ტის, სეპტა მორდეინის, სერ დონტოსის, იორი კასელისა და მაისტე-
რი ლუვინისთვის, იმ მამაცი რაინდებისა და ჯარისკაცებისთვის,
დღეს რომ დაიხოცებოდნენ, და იმ ბავშვებისა და ქალებისთვის, მათ
რომ იგლოვდნენ; და ბოლოს, დასასრულისკენ, მან ტირიონ ჭინკა-
სა და ქოფაკისთვისაც კი იგალობა. იგი ნამდვილი რაინდი არ არის,
მაგრამ მე გადამარჩინა, უთხრა დედას. დაიფარე იგი, თუ შეგიძლია,
და რისხვა დაუოკე. მაგრამ როცა სეპტონი შემაღლებულზე შედგა
1028
და ღმერთებს შესთხოვა, მათი ჭეშმარიტი და კეთილშობილი მეფე
დაეფარათ, სანსა ფეხზე წამოდგა. სეპტის გვერდითა ნავები ხალ-
ხით იყო სავსე. გოგონას გზის გაკვლევა მოუხდა მათ შორის, სეპტო-
ნი კი ამასობაში მჭედელს შესთხოვდა, სიმტკიცე მიეცა ჯოფრის
ფარ-ხმლისათვის, მეომარს – სიმამაცით აევსო მისი გული, მამას –
დაეფარა იგი გასაჭირში. ხმალიც ფარიც დაელეწოს, გაიფიქრა სან-
სამ და კარში გავარდა; მხნეობა დაეშრიტოს და ყველამ მიატოვოს.
კარიბჭის ქონგურებზე რამდენიმე მცველი დააბიჯებდა, მაგრამ
მათ გარდა გარშემო არავინ ჩანდა. სანსა შეჩერდა და მიაყურადა.
შორიდან ბრძოლის ხმები მოესმა. გალობა ლამის ახშობდა ამ
ხმებს, მაგრამ თუ სმენას არ მოარიდებდი, მაინც გაიგონებდი სა-
ომარი საყვირების ღრმა ოხვრას, ლოდსატყორცნების ჭრიალს და
ბრაგუნს, შხაპუნს და მტვრევას, დამწვარი ფისის ტკაცუნს და სკორ-
პიონების ჟღრიალს, გრძელ, რკინისთავიან შუბებს რომ სტყორ-
ცნიდნენ... და, ყოველივე ამის მიღმა – მომაკვდავი ადამიანების
ყვირილს.
ეს სხვანაირი გალობა იყო, საზარელი სიმღერა. სანსამ მოსასხა-
მის ჩაჩი ყურებზე წამოიფარა და გაეჩქარა მეაგორის სიმაგრისკენ,
ციხეში მდგარი ციხისკენ, სადაც, დედოფლის აღთქმით, ყველანი
უხიფათოდ იქნებოდნენ. ასაწევი ხიდის თავში იგი ლედი ტანდასა და
მის ორ ასულს წაადგა. ფელისი გუშინ ჩამოვიდა სტოკვორსის ციხე-
სიმაგრიდან ჯარისკაცების მცირე რაზმთან ერთად. იგი ცდილობდა,
და ხიდის გადავლაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ლოლისი თავის მო-
ახლეს ებღაუჭებოდა და ტიროდა:
– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა!
– ბრძოლა დაიწყო, – წარმოთქვა ლედი ტანდამ სუსტი ხმით.
– არ მინდა, არ მინდა.
სანსა მათ ვერანაირად ვერ ასცდებოდა. იგი ქალებს თავაზიანად
1029
მიესალმა. – შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
ლედი ტანდა სირცხვილით წამოწითლდა.
– არა, მილედი, მაგრამ გულისხმიერებისთვის მადლობელი
ვართ. უნდა შეუნდოთ ჩემს ასულს, თავს კარგად ვერ გრძნობს.
– არ მინდა, – ლოლისი მოახლეს ეკვროდა, თხელ, ლამაზ, მუქ–
და მოკლეთმიან გოგონას, რომელსაც სახეზე ცხადად ეწერა, რომ
სიამოვნებით გადაუძახებდა თავის ქალბატონს პირდაპირ მშრალ
ხანდაკში, იმ რკინის სარებზე, – გევედრებით, გევედრებით, არ მინ-
და.
სანსა წყნარად დაელაპარაკა:
– ჩვენ იქ სამგზის დაცულები ვიქნებით, თანაც საჭმელი და სას-
მელი გველის, სიმღერებიც.
ლოლისი პირდაღებული შეაჩერდა. უგუნური ყავისფერი თვა-
ლები ჰქონდა, სველი, თითქოს მუდამ ცრემლი ადგასო.
– არ მინდა.
– საჭიროა, და მორჩა, – მტკიცედ მოუჭრა დამ, – შაი, მომეხმა-
რე, – ისინი ლოლისს აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და სანახევროდ აათ-
რიეს, სანახევროდ გადაიტანეს ხიდზე. სანსა უკან მიჰყვათ, მათ დე-
დასთან ერთად.
– ავადაა, – თქვა ლედი ტანდამ. ჰო, თუ შეიძლება, ორსულობას
ავად ყოფნა დავარქვათ, გაიფიქრა სანსამ. ყველას სმენოდა ჭორი,
რომ ლოლისი ორსულად იყო. კართან მდგარ ორ მცველს ლანის-
ტერების გვარის ლომისთხემიანი ჩაჩქნები და მეწამული მოსასხა-
მები ეცვათ, მაგრამ სანსამ იცოდა, რომ ისინი მხოლოდ და მხო-
ლოდ გამოწყობილი ქირით მებრძოლები იყვნენ კიდევ ერთი კიბის
ძირში იჯდა – ნამდვილი მცველი იდგებოდა, საფეხურზე კი არ იჯდე-
ბოდა ასე, მუხლებზე გადადებული ალებარდით. მაგრამ, მოსულები
რომ დაინახა, წამოდგა და მათ შესაშვებად კარი გამოაღო.
1030
დედოფლის სამეჯლისო დარბაზი სასახლის სეფედარბაზის მე-
ათედიც კი არ იქნებოდა და მარჯვენის კოშკში განლაგებულ მცირე
დარბაზსაც სიდიდით ერთიორად ჩამორჩებოდა, მაგრამ ასი კაცის
დატევა მაინც შეეძლო და, რაც ზომით აკლდა, იმას სიტურფე უნაზ-
ღაურებდა. კედლის ყოველი შანდლის უკან ვერცხლის სარკე ჩა-
ემაგრებინათ და ჩირაღდნები ამის წყალობით ერთიორად კაშკა-
შებდნენ. კედლებს მდიდრულად ნაჩუქურთმალი ხის პანელები ფა-
რავდა, იატაკზე კი სურნელოვანი ჭილი იყო დაფენილი. ზედა აივნი-
დან ფლეიტების და ვიოლინოს მხიარული ჰანგები ისმოდა. სამ-
ხრეთ კედელს თაღიანი ფანჯრების მწკრივი გასდევდა, მაგრამ მათ-
ზე მძიმე ფარდები ჩამოეფარებინათ. სქელი ხავერდი სინათლის
სხივსაც არ უშვებდა შიგნით და ერთნაირად ახშობდა ლოცვის და
ბრძოლის ხმებს რა მნიშვნელობა აქვს, გაიფიქრა სანსამ. ომი მაინც
ჩვენთანაა.
ქალაქის თითქმის ყველა წარჩინებული ბანოვანი აქ იყო, ხარი-
ხა-მაგიდებს მისხდომოდნენ ერთ მუჭა მოხუც კაცებთან და ყმაწვი-
ლებთან ერთად. ეს ქალები ცოლები, ასულები, დედები, დები იყ-
ვნენ. მათი მამაკაცები ლორდ სტანისთან საომრად წავიდნენ ბევრი
მათგანი აღარ დაბრუნდებოდა. ამ ფიქრს ჰაერიც კი დაემძიმებინა.
როგორც ჯოფრის საცოლეს, სანსას დედოფლის ხელმარჯვნივ
საპატიო ადგილი ეკუთვნოდა. იგი შემაღლებულზე ადიოდა, როდე-
საც უკანა კედელთან ჩრდილში მდგომი კაცი შენიშნა. მას გრძელი,
დაზეთილი შავი ჯაჭვის პერანგი ეცვა და ხმალი ეჭირა: სანსას მამის
ორლესული, ყინული, სიმაღლით თითქმის კაცს რომ უწევდა. წვეტი
იატაკზე ჰქონდა დაბჯენილი, მაგარი, ძვალტყავა თითები კი ტარის
ორთავე მხარეს ჯვარედინ ვადაზე მოევლო. სანსას სული შეუგუბდა.
სერ ილინ პეინმა თითქოს მისი მზერა იგრძნო და გამხდარი, ჩოფუ-
რა სახე გოგონასკენ მოაბრუნა. – ამას აქ რა უნდა? – ჰკითხა სანსამ
1031
ოსფრიდ ქეთელბლექს დედოფლის ახალ წითელმოსასხამიან დაც-
ვას ახლა ის კაპიტნობდა.
ოსფრიდი გაიღრიჭა.
– მის მოწყალება დედოფალს მიაჩნია, რომ გათენებამდე დას-
ჭირდება მისი სამსახური. სერ ილინი მეფის ჯალათი იყო და ერთა-
დერთ სამსახურს სწევდა. ვისი თავი სჭირდება დედოფალს?
– წამოდექით და მიეგებეთ მის მოწყალება დედოფალს, სერსეი
ლანისტერს, დედოფალ-რეგენტს და სახელმწიფოს მფარველს! –
დაიძახა მეფის მოურავმა.
სერსეის თოვლივით თეთრი ტილოს კაბა ეცვა, მეფის ქეშიკების
მოსასხამებივით ქათქათა. გრძელ წამახულ სახელოებს ოქროსფე-
რი სარჩული მოუჩანდა. მბრწყინავი ყვითელი თმის ტევრი მსხვილ
კავებად ეყარა შიშველ მხრებზე. ნატიფ ყელზე ალმასების და ზურ-
მუხტების მძივი ება. თეთრი მას საოცრად უბინო, ლამის ქალწულებ-
რივ იერს აძლევდა, მაგრამ ღაწვები წამოწითლებული ჰქონდა. –
დაბრძანდით, – წარმოთქვა დედოფალმა, როდესაც ამაღლებულზე
თავის ადგილს მიაღწია, – და მიირთვით.
ოსფრიდ ქეთელბლექმა მას სკამი გამოუწია; სანსას იგივე სამსა-
ხური პაჟმა გაუწია. – ფერმკრთალი ხარ, სანსა, – შენიშნა სერსეიმ,
– შენი წითელი ყვავილი ჯერ კიდევ ყვავის?
– მე... დიახ.
– რა დამთხვევაა. იქ კაცები დაღვრიან სისხლს, აქ – შენ, – დე-
დოფალმა პირველი კერძის შემოტანის ნიშანი მისცა.
– სერ ილინს აქ რა უნდა? – ვერ მოითმინა სანსამ.
დედოფალმა მუნჯ ჯალათს გახედა.
– მოღალატეს რომ გაუსწორდეს და დაგვიცვას, თუ საჭირო გახ-
და. სანამ ჯალათი გახდებოდა, ის რაინდი იყო, – მან კოვზი გაიშვი-
რა დარბაზის ბოლოსკენ, იქ, სადაც მაღალი ხის კარი მიხურეს და
1032
გადარაზეს, – იმ კარს ნაჯახებით რომ მისდგებიან, შეიძლება, გაგი-
ხარდეს მისი აქ ყოფნა.
უფრო გამიხარდებოდა, მის ნაცვლად ქოფაკი რომ დამენახა, გა-
იფიქრა სანსამ. მართალია, უხეში იყო, გოგონას სჯეროდა, რომ მის
გვერდით ხიფათი არ დაემუქრებოდა. – მცველები არ დაგვიცავენ?
– და მცველებისგან ვინღა დაგვიცავს? – დედოფალმა ოსფრიდს
ალმაცერად გადახედა, – ერთგული ქირით მებრძოლი ქალწულ
კახპაზე უფრო იშვიათია. ბრძოლა თუ წავაგეთ, ჩემი მცველები ისე-
თი სიჩქარით შემოიფხრეწენ იმ მოსასხამებს, რომ შეიძლება შიგ
გაიხლართონ კიდევაც. მოიპარავენ, რასაც მისწვდებიან, და მსახუ-
რებთან, მრეცხავ ქალებთან, მეჯინიბეებთან ერთად მოკურცხლა-
ვენ იმ თავიანთი არაფრისმაქნისი ტყავის გადასარჩენად. თუ წარ-
მოგიდგენია, რა ხდება, ქალაქს რომ ძარცვავენ, სანსა? თუმცა, სა-
იდან უნდა იცოდე, არა? რაც კი რამ იცი ცხოვრებაზე, სიმღერებიდან
გაქვს ნასწავლი, ძარცვაზე კი სადაა სიმღერები. – ნამდვილი რაინ-
დები ქალებს და ბავშვებს არაფერს დაუშავებენ, – ეს სიტყვები თა-
ვადაც უაზრო და ფუჭი ეჩვენა.
– ნამდვილი რაინდები, – დედოფალი, როგორც ჩანს, მეტისმე-
ტად გაახალისა მისმა სიტყვებმა, – უეჭველია, მართალი ხარ. ჰოდა
ამიტომ, ჭამე ეგ შენი წვნიანი, როგორც კარგმა გოგომ, და უცადე,
როდის მოვლენ სიმეონ თვალვარსკვლავა და პრინცი ეიმონ დრა-
კონის რაინდი შენს დასახსნელად, საყვარელო. მჯერა, აწი დიდხანს
აღარ დააყოვნებენ.

დავოსი

შავწყალა ყურე უსწორმასწორო და ცვალებადი იყო, ყოველ მხა-

1033
რეს თეთრთავა ტალღები იქოჩრებოდა. შავი ბეტა მიქცევას მიჰყვე-
ბოდა, მისი აფრა ქარის ყოველ შემოქროლებაზე ტკაცუნებდა.
გვერდით აჩრდილი და ლედი მარია მისდევდნენ, მათ მუცლებს შო-
რის ოც იარდზე მეტი მანძილი არ რჩებოდა. იცოდნენ ბიჭებმა
მწკრივად დგომა. დავოსს გული შვილების გამო სიამაყით აევსო.
ზღვის მიღმა საომარმა ბუკებმა დასჭექა, გველეშაპების დაძახილს
მიმსგავსებული მათი ბოხი, ღრმა კვნესა გემიდან გემზე მეორდებო-
და.
– დაუშვით აფრა, – ბრძანა დავოსმა, – ანძა დასწიეთ. მენიჩბეე-
ბი ნიჩბებთან! მისმა ვაჟმა, მატოსმა ბრძანება გაავრცელა. შავი ბე-
ტას გემბანი აფუთფუთდა, მეზღვაურები საქმეს შეუდგნენ, გზას იკ-
ვლევდნენ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც, სადაც არ უნდა მდგა-
რიყვნენ, ეკიპაჟს სულ ფეხებში ებლანდებოდნენ. სერ იმრიმ გამო-
აცხადა, რომ მდინარეში მხოლოდ ნიჩბებით შევიდოდნენ, რათა აფ-
რები მეფის საბიჯელის გალავანზე მდგარი სკორპიონების და ცეც-
ხლმფრქვევების სამიზნე არ გამხდარიყო.
დავოსი ცნობდა მრისხანებას მათგან სამხრეთ-აღმოსავლეთით,
მისი ნიჩბები დაშვებისას ოქროსფრად ელავდნენ, აფრებს ბარა-
თეონების გვირგვინოსანი ხარირემი ამკობდა. სწორედ ამ ხომალ-
დის გემბანიდან სარდლობდა სტანის ბარათეონი დრაკონის ქვის
შტურმს თექვსმეტი წლის წინ, მაგრამ ამჯერად მან არჩია, სახმელე-
თო ჯართან ერთად წამოსულიყო, ხოლო მრისხანება და ფლოტის
სარდლობა მიანდო თავის ცოლისძმას, სერ იმრის, რომელიც მის
მხარეს გრიგალის კიდის ამბების მერე დადგა, ლორდ ალესტერთან
და სხვა ფლორენტებთან ერთად. დავოსი მრისხანებას თავისი საკუ-
თარი ხომალდივით კარგად იცნობდა. მისი სამასი ნიჩბის ზემოთ
მოთავსებული გემბანი მთლიანად სკორპიონებს ეკავათ, ზედა გემ-

1034
ბანის ცხვირსა და კიჩოზე კი ფილაკვნები ედგა, რომლებიც აალებუ-
ლი კუპრით სავსე კასრებსაც ერეოდნენ. შიშისმგვრელი და სწრაფი
ხომალდი იყო, თუმცა სერ იმრიმ იგი შეაბჯრული რაინდებით და მე-
ომრებით გადატვირთა და ამით, ცოტა არ იყოს, შეანელა.
საომარმა ბუკებმა კვლავ დასჭექეს, მრისხანებიდან ბრძანება
მოიტანეს. დავოსს არარსებული თითისწვერები დაუბუჟდა.
– ნიჩბები მოიმარჯვეთ! – იყვირა მან, – მწკრივი მოაწყვეთ! მე-
ნიჩბეთუხუცესის დოლის ბრაგუნზე ასი ნიჩბის პირი წყალში ჩაეშვა.
ხმა დიდი, ნელი გულის ცემას ჰგავდა და ყოველ დარტყმას ნიჩბების
მოსმა მოჰყვებოდა, ასი კაცი ერთივით მუშაობდა.
აჩრდილმა და ლედი მარიამაც გამოისხეს ხის ფრთები. სამი გა-
ლერა სიჩქარეს არ კარგავდა, მათი ნიჩბები წყალს აქაფებდა.
– შეანელეთ! – იყვირა დავოსმა. ლორდ ველარიონის ვერ-
ცხლისფერმუცელა დრიფტმარკის სიამაყე აჩრდილს მარცხნიდან
ამოუდგა, ხარხარი სწრაფად უახლოვდებოდათ, მაგრამ ალქაჯი ახ-
ლაღა უშვებდა ნიჩბებს წყალზე, ზღვის ცხენზე კი ჯერაც ანძის დასაშ-
ვებად ჯახირობდნენ. დავოსმა უკან გაიხედა. იქ, შორს, სამხრეთით,
მხოლოდ ხმალთევზა შეიძლებოდა ყოფილიყო. ორასი ნიჩაბი და
მთელ ფლოტში უდიდესი ტარანი ჰქონდა, მაგრამ მისი კაპიტანი და-
ვოსს სერიოზულ ეჭვებს უჩენდა.
ესმოდა, ჯარისკაცები ხომალდიდან ხომალდზე ერთმანეთს გა-
მამხნევებელ სიტყვებს რომ გადასძახოდნენ. გრიგალის კიდიდან
მოყოლებული, უბრალო ტვირთად ისხდნენ გემებზე და ახლა, გა-
მარჯვებაში დარწმუნებულებს, ერთი სული ჰქონდათ, მტერს შებ-
მოდნენ. მათი ეს განწყობა სრულიად ემთხვეოდა მათი ადმირალის,
ლორდ-კაპიტან სერ იმრი ფლორენტის გუნება-განწყობილებას.
სამი დღის წინ მან ფლოტი ღუზაზე დააყენა მიმოწყალას შესარ-

1035
თავთან და ყველა კაპიტანს მრისხანებაზე მოუხმო საომარ თათბირ-
ზე – რათა ყველასთვის ეუწყებინა, რა ადგილს დაიჭერდნენ ომისას.
დავოსს და მის ვაჟებს ბრძოლის მეორე რიგში ერგოთ ადგილი, სა-
ხიფათო მარჯვენა ფრთის კიდისკენ.
– საპატიო ადგილია, – გამოაცხადა ალარდმა, კმაყოფილი იყო,
რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემოდა.
– ფათერაკიანი ადგილია, – შენიშნა მამამისმა. ვაჟებმა მას სიბ-
რალულით გადახედეს, ჭაბუკმა მარიკმაც კი. ხახვის რაინდი დედა-
ბერივით ფრთხილი გამხდარაო, გულის სიღრმეში მაინც კონტრა-
ბანდისტად დარჩენილაო, ამოიკითხა მათი ფიქრები. კონტრაბან-
დისტობის თაობაზე დიდად არც ცდებოდნენ, ამას თავადაც აღია-
რებდა. სახელი „სივორთი“ კი ჟღერდა ლორდის შესაფერისად, მაგ-
რამ ღრმად, შინაგანად იგი ჯერაც რწყილიანი ფსკერიდან გამოსულ
დავოსად რჩებოდა, რომელიც სამ გორაკზე შემომჯდარ მშობლიურ
ქალაქში დაბრუნებულიყო. შვიდ სამეფოში ტოლს არავის არ და-
უდებდა გემების და იალქნების ასავალ-დასავლის ცოდნაში და
სველ გემბანებზე ხმალდახმალაც არაერთხელ ჩაბმულა ხელჩარ-
თულ ბრძოლებში. მაგრამ ამგვარ ბრძოლას, ახლა წინ რომ ელო-
და, ახალბედასავით აფორიაქებული და დამფრთხალი უახლოვდე-
ბოდა. კონტრაბანდისტები ბუკებს არ აჭექებენ და დროშებს არ აფ-
რიალებენ. ხიფათის სუნი რომ სცემთ, იალქანს შლიან და ქარზე უს-
წრაფესად გარბიან.
თავად რომ ყოფილიყო ადმირალი, სულ სხვანაირად მოიქცე-
ოდა. თავიდან რამდენიმე უსწრაფეს ხომალდს გაგზავნიდა მდინა-
რის აღმა, საცდელად, რათა ენახა, რა მოელოდათ წინ, და ასე უკან-
მოუხედავად არ მიასკდებოდა მთელი ძალით. სერ იმრის ეს რომ
შესთავაზა, ლორდ-კაპიტანმა თავაზიანი მადლობა მოახსენა, თუმ-
ცა მის გამოხედვაში თავაზი არ ჩანდა. ეს მდაბიო მხდალი ვინღაა?
1036
კითხულობდა ეს მზერა. ის ხომ არა, რაინდობა ხახვის ფასად რომ
აქვს ნაყიდი? მათ მეფე-ბიჭზე ოთხჯერ მეტი ხომალდი ჰყავდათ და
სერ იმრი სიფრთხილის ან ხრიკიანი ტაქტიკის საჭიროებას ვერ ხე-
დავდა. მან ფლოტი ათ საბრძოლო რიგად დააწყო, თითოეულში ოც-
ოცი ხომალდი ჩააყენა. პირველი ორი მწკრივი მდინარეზე აიჭრე-
ბოდა და ჯოფრის მცირე ფლოტს დაარბევდა – „ბიჭის სათამაშო-
ებს“, როგორც მას სერ იმრიმ შეარქვა, თავისი წარჩინებული კაპიტ-
ნების სამხიარულოდ. მათ უკან მიმყოლები მშვილდოსნებს და შუ-
ბოსნებს გადმოსხამდნენ ქალაქის კედლების ძირას და მდინარეზე
გაჩაღებულ ბრძოლას მერეღა შეუერთდებოდნენ. უფრო მომცრო
და ნელი გემები სტანისის ლაშქრის მთავარ ნაწილს გადმოიყვან-
დნენ სამხრეთ ნაპირიდან, მათ სალადორ საანი და მისი ლისელები
დაიცავდნენ, ისინი ყურეში იდგებოდნენ იმ შემთხვევისთვის, თუ
ლანისტერებს კიდევ ეყოლებოდათ გემები სანაპიროს გასწვრივ და-
მალული და ზურგიდან თავდასასხმელად გამზადებული.
კაცმა რომ თქვას, სერ იმრი მთლად უმიზეზოდ არ ჩქარობდა.
გრიგალის კიდიდან მოყოლებული, ქარებს მათთვის სასიკეთოდ არ
უქროლიათ. ორი ორჩხომელი გემთმმუსვრელ ყურეს შეატოვეს გა-
მოსვლის პირველსავე დღეს – ასეთი დასაწყისი კარგს არაფერს
უქადდათ. ერთი მირული გალერა ტართის მოქცევამ იმსხვერპლა,
ბოლოს კი, საყლაპავს რომ გადიოდნენ, ქარიშხალმა მოუსწროთ
და მთელი ფლოტი ლამის ნახევარ ვიწრო ზღვას მოსდო. საბოლო-
ოდ თორმეტის გარდა ყველანი გადაეწყვნენ, მასის კაუჭის ქედს მო-
ფარებულები, შავწყალას. ყურის უფრო მშვიდ წყლებში, მაგრამ ამა-
სობაში ბლომად დრო დაკარგეს.
სტანისი ჩქერს უკვე რამდენიმე დღის წინ მიაღწევდა. გრიგალის
კიდიდან სამეფო გზა პირდაპირ მეფის საბიჯელისკენ მოემართებო-
და და ბევრად უფრო ახლო სავალი იყო, ვიდრე ზღვით მგზავრობა,
1037
ლაშქარიც მეტწილად ცხენოსნები ჰყავდა: რენლის უნებურად ლა-
მის ოცი ათასი რაინდი, უაბჯრო ცხენი და თავისუფალი მხედარი და-
ეტოვებინა ძმისთვის სამემკვიდროდ. აქამდე მოსაღწევად იქნებ
დრო ბევრი არ დასჭირდათ, მაგრამ შეაბჯრული საომარი ულაყები
და თორმეტფუტიანი შუბები დიდ სამსახურს ვერ გასწევდნენ შავწყა-
ლა ჩქერის ღრმა წყლებისა და ქალაქის მაღალი გალავნის წინააღ-
მდეგ. სტანისი თავის ლორდებთან ერთად მდინარის სამხრეთ ნა-
პირზე იქნებოდა დაბანაკებული, უეჭველია, მოუთმენლობით დუღ-
და და ვერ გაეგო, რა უყო სერ იმრიმ მის ფლოტს.
ორი დღის წინ მერლინგის კლდის სიახლოვეს მათ ექვსი სათევ-
ზაო გემი შენიშნეს. მეთევზეები გაექცნენ, მაგრამ მათ სათითაოდ
დაეწივნენ და აიყვანეს. – ერთი კოვზი გამარჯვება სწორედ მისწრე-
ბაა ბრძოლის წინ მუცლის დასაწყნარებლად, – ხალისიანად განაც-
ხადა სერ იმრიმ, – ეს მეომრებს დამატებითი არჩივის მიღებას ან-
დომებს!
მაგრამ დავოსს ის უფრო აინტერესებდა, რასაც ტყვეები მეფის
საბიჯელის დაცვაზე ჰყვებოდნენ. ქონდრისკაცი გამალებით აგებდა
რაღაც ხერგილს, რითაც მდინარის შესართავს გადაკეტავდაო, ამ-
ბობდნენ, თუმცა მეთევზეები ვერ თანხმდებოდნენ, სამუშაო მომ-
თავრებული იყო თუ არა. თუ მდინარის შესასვლელი ჩახერგილი
დაუხვდებოდათ, სერ იმრის შეჩერება და დაფიქრება მოუწევდა.
ზღვა ხმებით იყო სავსე: ისმოდა ყვირილი და გადაძახილები, ბუკე-
ბის ჭექა, დოლების ცემა და სტვირების რაკრაკი, წყალზე ხის დაცე-
მის ხმა – ათასობით ნიჩბის მოსმისას.
– მწკრივი გეჭიროთ! – დაიძახა დავოსმა. ქარის შემოქროლებამ
ძველი მწვანე მოსასხამი მოქაჩა. მოთრიმლული ტყავის კურტაკი
და ფეხებთან დადებული ზარადი მისი ერთადერთი აბჯარი იყო.

1038
სწამდა, რომ ზღვაში გასულ კაცს მძიმე აბჯარი შეიძლებოდა სიცოც-
ხლის ფასად დასჯდომოდა. სერ იმრი და დანარჩენი კეთილშობილი
კაპიტნები მის თვალსაზრისს არ იზიარებდნენ და გემბანზე მოარუ-
ლებს, სულ ბზინვა-კაშკაში გაჰქონდათ.
ალქაჯი და ზღვის ცხენი უკვე თავ-თავიანთ ადგილებზე ჩამდგა-
რიყვნენ, მათ ლორდ სელტიგარის წითელი ჭანგი მოსდევდა.
ალარდის ლედი მარიას მარჯვნივ ჩამდგარიყო სამი გალერა, რომ-
ლებიც სტანისმა უბედურ ლორდ სანგლასს ჩამოართვა: ვედრება,
სათნოება და თავდადება, მათი გემბანები მშვილდოსნებით იყო
სავსე. ხმალთევზაც კი ეწეოდათ, მძიმედ, ქანაობით მოიწევდა ტალ-
ღებზე, ნიჩბებსაც ამუშავებდა და აფრაც გაშლილი ჰქონდა. ამდენ-
ნიჩბიანი გემი წესით ბევრად უფრო სწრაფი უნდა იყოს, უკმაყოფი-
ლოდ ფიქრობდა დავოსი. მაგის ტარანის ბრალია; ზედმეტად დი-
დია, გაწონასწორებული არ არის.
ქარი სამხრეთიდან ქროდა, მაგრამ ნიჩბებით მოძრაობისას ამას
მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიქცევის დინებას მიჰყვებოდნენ, მაგრამ
მდინარის დინება კი ლანისტერების მხარეს იქნებოდა – შავწყალა
ჩქერი სწრაფი და მძლავრი იყო ზღვასთან შერთვის ადგილას. პირ-
ველი შეტაკება აშკარად მტრის სასარგებლოდ დამთავრდებოდა.
სულელურად ვიქცევით, შავწყალაზე რომ ვხვდებით, გაიფიქრა და-
ვოსმა. ღია ზღვაში შერკინებისას მათი საბრძოლო მწკრივები
მტერს ორთავე მხრიდან შემოეწყობოდა, ერთად შეყრიდა და გა-
ანადგურებდა. მდინარეზე კი სერ იმრის რიცხოვნება და სიდიდე უკ-
ვე ნაკლები უპირატესობა იყო. გვერდიგვერდ ოც გემზე მეტს ვერ
დააყენებდნენ ისე, რომ ნიჩბების გადახლართვის და შეტაკების სა-
შიშროება არ ყოფილიყო.
საომარი ხომალდების მწკრივის მიღმა დავოსი ხედავდა ეაგო-
ნის მაღალ ბორცვზე შემომდგარ წითელ ციხეს, ლიმონისფერ ცაზე
1039
მუქად რომ მოჩანდა, მის ქვემოთ კი ჩქერის შესართავი იხსნებოდა.
მდინარის სამხრეთი ნაპირი ჯარისკაცებს და ცხენებს გადაეშავები-
ნათ. ისინი გაბრაზებული ჭიანჭველებივით აფუთფუთდნენ, მოახ-
ლოებულ გემებს რომ მოჰკრეს თვალი. სტანისი მათ უსაქმოდ არ
ტოვებდა, ტივების დამზადებას და ისრების გათლას ავალებდა, მაგ-
რამ ლოდინი მაინც უმძიმდათ. მათგან ბუკების შორი, სპილენძნა-
რევი ხმა გაისმა, რაც მალევე გადაფარა ათასობით დაძახილის
გრგვინვამ. დავოსმა დასახიჩრებული ხელით ჩაბღუჯა ქისა, რო-
მელშიც თითების ძვლები ედო, და უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით წარ-
მოთქვა იღბლის ლოცვა. ბრძოლის პირველი ხაზის ცენტრში თავად
მრისხანება იდგა, მას აქეთ-იქიდან ლორდი სტეფონი და ზღვის ირე-
მი ამოსდგომოდნენ, ორივეს ორას-ორასი ნიჩაბი ჰქონდა. მათ მარ-
ჯვნივ და მარცხნივ ასიანები მოცურავდნენ: ლედი ჰარა, ნათელთევ-
ზა, მცინარა ლორდი, ზღვის ეშმაკი, რქოსანი, დაკონკილი ჯენა, სამ-
კაპი სამი, ელვის ხმალი, პრინცესა რეინისი, ძაღლის დრუნჩი, კვერ-
თხი, ერთგული, წითელი ყორანი, დედოფალი ელისენი, კატა, უში-
შარი და დრაკონების რისხვა. ყოველ კიჩოზე ნათლის უფლის ცეც-
ხლოვანი გული იშლებოდა: წითელ-ყვითელ-ალისფერი. დავოსისა
და მისი ვაჟების უკან ასიანების კიდევ ერთი მწკრივი მოცურავდა,
რაინდებისა და წარჩინებული კაპიტნების სარდლობით, მათ კი უფ-
რო მომცრო, უფრო ნელი მირული შემადგენლობა მოჰყვებოდათ,
ოთხმოც ნიჩაბზე მეტი არც ერთს არ ჰქონდა. მათ უკან ედგნენ აფ-
რიანი გემები, დრაკარები და მოტორტმანე დიდი ორჩხომლები, და
სულ ბოლოს მსვლელობას აგვირგვინებდა სალადორ საანი თავისი
ამაყი ვალირიელით, მაღალი, ამართული სამასნიჩბიანი ხომალ-
დით, რომელსაც მისი დანარჩენი ზოლიანმუცელა გალერები მოჰ-
ყვებოდნენ ზიზილ-პიპილოებიან ლისელ პრინცუკას არაფრად

1040
ეპიტნავებოდა, ზურგში რომ გაამწესეს, მაგრამ აშკარა იყო, სტანის-
ზე მეტად მას არც სერ იმრი ენდობოდა. მეტისმეტად ბევრს წუწუნებ-
და და მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა ოქროზე, მისი რომ მარ-
თებდათ. დავოსს კი მაინც გული სწყდებოდა მისი სიშორის გამო. სა-
ლადორ საანი გამობრძმედილი ძველი მეკობრე იყო, ეკიპაჟად კი
მეზღვაურებად დაბადებულ, ბრძოლაში უშიშარ ადამიანებს არჩევ-
და. ახლა კი ტყუილად ცდებოდნენ ზურგში.
აჰუუუუუუუუუუუუუუუ. მრისხანების ცხვირიდან მოდენილი დაძა-
ხილი ტალღების თეთრ ქოჩრებს და აქაფებულ ნიჩბებს გადაევლო:
სერ იმრი შეტევის ნიშანს იძლეოდა. აჰუუუუუუუუუუუუუუუ, აჰუუუუუ-
უუუუუუუუუუ.
ბოლოს და ბოლოს, მწკრივში ხმალთევზაც ჩადგა, თუმცა აფრა
ჯერაც აშვებული ჰქონდა.
– სწრაფი სვლით! – იყვირა დავოსმა დოლის ცემა გახშირდა
სიჩქარემ იმატა, ნიჩბები შხაპუნით ჭრიდნენ წყალს. გემბანზე შეგ-
როვებულმა ჯარისკაცებმა ხმლები ფარებზე ააჟღარუნეს, მშვილ-
დოსნები კი უხმოდ ჭიმავდნენ ლარებს და პირველ ისრებს იღებ-
დნენ ქამრებზე ჩამოკიდებული კაპარჭებიდან. ბრძოლის პირველი
ხაზის გალერები ხედვას ფარავდნენ, ამიტომ დავოსი გემბანზე და-
აბიჯებდა და უკეთეს გასახედს ეძებდა. ვერანაირ ხერგილს ვერ ხე-
დავდა; მდინარის პირი ღია იყო, თითქოს ყველას ჩაყლაპვას უპი-
რებდათ. ოღონდ...
კონტრაბანდისტობის დროს დავოსი ხშირად ხუმრობდა, რომ
ზღვას მეფის საბიჯელის მისადგომებთან საკუთარ ხუთ თითზე ბევ-
რად უკეთ იცნობდა, რადგანაც ცხოვრების დიდი ნაწილი თავის თი-
თებს შორის შეპარვასა და გამოპარვაში სულაც არ გაუტარებია.
შავწყალას შესართავის აქეთ-იქიდან ერთმანეთის საპირისპიროდ
მდგარი, გაუთლელი ახალი ქვით აშენებული ორი სქელი კოშკი სერ
1041
იმრისთვის იქნებ არც არაფერს ნიშნავდა, მაგრამ სერ დავოსის-
თვის იგივე იქნებოდა, ხელზე ორი დამატებითი თითი რომ ამოზ-
რდოდა.
მან დასავლეთით დაშვებული მზისგან თვალები მოიჩრდილა და
იმ კოშკებს უფრო ყურადღებით დააკვირდა. მრავალრიცხოვან გარ-
ნიზონს ვერ დაიტევდნენ, პატარები იყვნენ. ჩრდილო ნაპირზე წამო-
მართული ფლატის თავზე იდგა და ზემოდან წითელი ციხე დაჰყუ-
რებდა. მის სამხრეთა ორეულს ძირი წყალში ედგა. ნაპირი გაჭრეს
მის გარშემო, მაშინვე მიხვდა დავოსი. ეს ციხეს ძლიერ ძნელად ასა-
ღებს ხდიდა: მოიერიშეები ან წყალდაწყალ უნდა გასულიყვნენ, ან
პატარა არხზე ხიდი გაედოთ. სტანისმა მის ქვეშ მშვილდოსნები და-
აყენა, იმ დამცველების დასახოცად, გაუფრთხილებლობით თავს
რომ ამოყოფდნენ ქონგურებიდან, მაგრამ სხვა არაფრით შეუწუხე-
ბია. დაბლა, იქ, სადაც კოშკის საფუძველს მუქი წყალი უტრიალებ-
და, რაღაცამ გაიელვა. ეს – მზის სხივი ასხლტა ფოლადზე და დავოს
სივორთს ყველაფერი მოახსენა. ჯაჭვის ხერგილი... მაგრამ მდინა-
რე არ ჩაგვიკეტეს.
ალბათ ამასაც მიხვდებოდა, მაგრამ დაფიქრების დრო აღარ მი-
ეცა. წინ მიმავალი გემებიდან დაძახილები მოისმა და საომარმა ბუ-
კებმა ისევ დასჭექეს: წინ უკვე მტერი იყო. სკიპტრისა და ერთგულის
აქაფებულ ნიჩბებს შორის დავოსმა მდინარის გასწვრივ გაჭიმული
გალერების თხელ მწკრივს მოჰკრა თვალი, მათ ოქროსფრად შეღე-
ბილ მუცლებზე მზის სხივი ციმციმებდა. ამ გემებს საკუთარი ხომალ-
დივით იცნობდა. კონტრაბანდისტი რომ იყო, თავს ბევრად უფრო
უხიფათოდ გრძნობდა, თუ წინდაწინ იცოდა, ჰორიზონტზე გამოჩე-
ნილი იალქანი სწრაფი გემისა იყო თუ ნელის, მისი კაპიტანი დიდე-
ბას მოწყურებული ახალგაზრდა კაცი იყო თუ მოხუცი, სამსახურის
ბოლო დღეებს რომ ითვლიდა.
1042
აჰუუუუუუუუუუუუუუუ, ჭექდნენ საომარი ბუკები.
– საბრძოლო სიჩქარე! – დაიყვირა დავოსმა. მარჯვნიდან და
მარცხნიდან ესმოდა, დეილი და ალარდი იმავე ბრძანებებს რომ
გასცემდნენ. დოლები გაშმაგებით აბრაგუნდა, ნიჩბები იწეოდა და
ეშვებოდა, და შავი ბეტა წინ გაიჭრა. აჩრდილისკენ რომ გაიხედა,
დეილმა მამას სალუტი მისცა. ხმალთევზა ისევ ჩამორჩა, ორივე
მხრიდან მომცრო გემებით შემორტყმული მოჩანჩალებდა მათ უკან;
სხვა მხრივ, მწკრივი ფარების კედელივით სწორი იყო.
მდინარე, შორიდან ასე ვიწრო რომ მოჩანდა, ახლა ზღვასავით
გაიშალა, მაგრამ მის უკან ქალაქიც უზარმაზარი გახდა. ეაგონის მა-
ღალ ბორცვზე წამომართული წითელი ციხე ზემოდან უბღვერდა მო-
სულებს. რკინისთავიანი ქონგურები, ვეება კოშკები და სქელი წი-
თელი კედლები მას მდინარის და ქუჩების თავზე დაყურსულ მძვინ-
ვარე მხეცს ამსგავსებდნენ. მის ქვეშ აზიდულ ციცაბო, კლდოვანი
ფლატეები მღიერით და დაგრეხილი ეკლიანი ხეებით იყო დალაქა-
ვებული. ფლოტს ნავსადგურთან და მის მიღმა ქალაქამდე მისაღწე-
ვად ციხესიმაგრის ქვეშ უნდა გაევლო. პირველი მწკრივი უკვე მდი-
ნარეში იყო შესული, მაგრამ მტრის გალერებმა უკან დაიხიეს. ჩვენი
შეტყუება უნდათ. უნდათ, რომ შევმჭიდროვდეთ და შევვიწროვდეთ,
გვერდებიდან ვერ მოვუაროთ... უკან კი ის ხერგილია. ისევ გემბანზე
დასცა ბოლთა, კისერს იწვდენდა, ჯოფრის ფლოტი უკეთ რომ და-
ენახა. ხედავდა, „ბიჭის სათამაშოებს“ შორის იყვნენ უზარმაზარი
წყალობა, ძველი და ნელი პრინცი ეიმონი, აბრეშუმის ლედი და მისი
ტყუპი და უნამუსო ლედი, ველური ქარი, საბიჯელელი, თეთრი ირე-
მი, შუბი, ზღვის ყვავილი. მაგრამ სად იყო ლომვარსკვლავა? სად
იყო ტურფა ლედი ლიანა, რომელსაც მეფე რობერტმა იმ ქალწულის
სახელი დაარქვა, რომელიც უყვარდა და დაკარგა? სად იყო მეფე

1043
რობერტის ურო? სამეფო ფლოტში ეს ყველაზე დიდი საომარი გა-
ლერა იყო, ოთხასი ნიჩაბი ჰქონდა, მეფე-ბიჭი მრისხანებას მის გარ-
და ვერაფრით დაძლევდა. წესით და რიგით, დაცვის ცენტრში ეს გე-
მი უნდა მდგარიყო.
დავოსი ხაფანგს გრძნობდა, მაგრამ უკან მოდევნებულ მტერს
ვერ ხედავდა, სადამდედაც კი თვალი გასწვდებოდა, ყველგან სტა-
ნისის ვრცელი ფლოტის მწყობრი რიგები მოჩანდა. ჯაჭვს ასწევენ და
ორად გაგვყოფენ? დავოსი ვერ ხვდებოდა, ეს რაში არგებდათ, ყუ-
რეში დარჩენილი გემები მაინც შეძლებდნენ, მეომრები ქალაქის
ჩრდილოეთით გადმოესხათ. ასე უფრო ნელა გამოვიდოდა, მაგრამ
უფრო უხიფათოდაც. ციხესიმაგრიდან მოციმციმე ნარინჯისფერი
ჩიტები გამოფრინდნენ, ასე, ოცი თუ ოცდაათი: ცეცხლწაკიდებული
კუპრის ქოთნები რკალად გადაევლნენ მდინარეს და კვამლის კუ-
დები გაიყოლეს. მათი დიდი წილი წყალში ჩაცვივდა, მაგრამ რამ-
დენიმე პირველი მწკრივის გემბანებზე დაცვივდა, დაიმსხვრა და
ცეცხლი გადმოაფრქვია. დედოფალ ელისენზე ჯარისკაცები აჩოჩ-
ქოლდნენ, ნაპირთან ყველაზე ახლო მდგარ დრაკონის რისხვასაც
სამ სხვადასხვა ადგილას ავარდა ბოლი. ამასობაში ცეცხლოვანი
ჩიტების მეორე გუნდიც გამოფრინდა, თავსწამომდგარი კოშკის
სარკმლებიდანაც ცვიოდა ისრები. კატის მოაჯირზე კაცი გადავარ-
და, ნიჩბებს დაენარცხა და ჩაიძირა. პირველი მოკლული, გაიფიქრა
დავოსმა, მაგრამ არა უკანასკნელი. წითელი ციხის თავზე მეფე-ბი-
ჭის დროშები ფრიალებდა: ოქროსფერ ველზე დახატული ბარათეო-
ნების გვირგვინოსანი ხარირემი და ლანისტერების ლომი მეწამულ-
ზე. ისევ გამოფრინდა კუპრიანი ქოთნები. დავოსმა გაიგონა კაცების
ყვირილი, როცა უშიშარს ცეცხლი მოედო. დაბლა მსხდომი მენიჩ-
ბეები დაცულები იყვნენ, გემბანზე თავმოყრილ ჯარისკაცებს კი ნაკ-
ლებად გაუმართლათ. როგორც წინასწარ შიშობდა, მარჯვენა
1044
ფლანგი ყველაზე საშიშ დარტყმას იღებდა. მალე ჩვენი რიგი დად-
გება, ღელვით შეახსენა თავს. შავი ბეტა ცეცხლოვანი ქოთნების სა-
წიერში იოლად ხვდებოდა, მასა და ნაპირს შორის მხოლოდ ხუთი
ხომალდი იდგა: ალარდის ლედი მარია, მოუქნელი ხმალთევზა –
რომელიც ისე ჩამორჩენილიყო, რომ ახლა მესამე მწკრივში უფრო
იდგა, ვიდრე მეორეში, და ვედრება, სათნოება და თავდადება, რომ-
ლებიც ისეთ სახიფათო ადგილას იდგნენ, ყველა წყალობა დასჭირ-
დებოდათ, რასაც კი ღმერთები მათთვის გაიმეტებდნენ.
მეორე მწკრივმა ტყუპ კოშკებს რომ ჩაუარა, დავოსმა უფრო დაკ-
ვირვებით შეხედა. გაარჩია უზარმაზარი ჯაჭვის სამი რგოლი, კაცის
თავისხელა ნახვრეტიდან რომ გამოდიოდა და წყლის ქვეშ უჩინარ-
დებოდა. კოშკებს მხოლოდ თითო კარი ჰქონდათ, ისიც მიწიდან
კარგა ოცი ფუტის სიმაღლეზე იყო დატანებული. ჩრდილო კოშკის
სახურავზე მდგარი მშვილდოსნები ვედრებას და თავდადებას ცხრი-
ლავდნენ. თავდადების მშვილდოსნებმა სროლითვე უპასუხეს, და-
ვოსმა გაიგონა კაცის ყვირილი, ისარი რომ მისწვდა.
– სერ კაპიტან, – გვერდში თავისი ვაჟი მატოსი ედგა, – შენი ჩაჩ-
ქანი. დავოსმა ორივე ხელით ჩამოართვა და თავზე გადაიცვა. ზა-
რადს თვალების ცხაური არ მოჰყვებოდა: დავოსი ვერ ეგუებოდა,
ხედვას რამე რომ უშლიდა. ამასობაში კუპრიანი ქოთნები უკვე მათ
გარშემო ცვიოდა. დაინახა, ერთი როგორ გასკდა ლედი მარიაზე,
მაგრამ ალარდის ეკიპაჟმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრო. მარცხნივ
დრიფტმარკის სიამაყიდან ბუკებმა სჭექეს. ნიჩბები ყოველ მოსმაზე
წყლის ჩქერებს ისროდა ჰაერში. მატოსის გვერდით ცახცახით ჩა-
ესო ხის გემბანში სკორპიონის იარდის სიგრძის შუბი. მათ წინ პირ-
ველი მწკრივი მტრის ისრის საწიერში შესულიყო; ისრები გაავებუ-
ლი გველებივით დასისინებდნენ გემებს შორის. შავწყალას სამხრე-

1045
თით დავოსი ხედავდა ადამიანებს, რომლებიც უხეშად ნაკეთებ ტი-
ვებს წყლისკენ მოათრევდნენ, ათასობით მოფრიალე დროშის ქვეშ
კი მწკრივები და კოლონები ირაზმებოდა. ყველგან ცეცხლმოდებუ-
ლი გული მოჩანდა, მის ალებში გამოსახული ციცქნა შავი ხარირემი
კი სულ არ გაირჩეოდა. გვირგვინოსანი ხარირემი უნდა აგვეფრია-
ლებინა, გაიფიქრა დავოსმა. ხარირემი მეფე რობერტის ემბლემა
იყო, ქალაქს მისი დანახვა გულს გაუხარებდა. უცხო ალამი ხალხს
მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს.
დავოსი ცეცხლმოდებულ გულს ისე ვერ შეხედავდა, ის აჩრდილი
რომ არ გახსენებოდა, მელისანდრემ გრიგალის კიდის ქვეშ წყვდი-
ადში რომ დაბადა. ახლა მაინც ვომობთ ნათელში, პატიოსანი ადა-
მიანების იარაღით, უთხრა თავისთავს. წითელ ქალს და მის ბნელ
შვილებს ამ ომში წილი არ ექნებათ. სტანისმა იგი გემზე დასვა და
უკან, დრაკონის ქვაზე გაამგზავრა თავის ბუშ ძმისშვილთან, ედრიკ
სტორმთან ერთად. მისი კაპიტნები და მებაირაღეები დაჟინებით
უმეორებდნენ, ბრძოლის ველზე ქალს რა უნდაო. სხვანაირად მხო-
ლოდ დედოფლის ხალხი ფიქრობდა, მაგრამ თავს დიდად არც ისი-
ნი გამოიდებდნენ. და მაინც, მეფე აპირებდა, თავისთან დაეტოვები-
ნა ქალი, სანამ ლორდმა ბრის კარონმა არ უთხრა:
– თქვენო მოწყალებავ, ჯადოქალი თუ ჩვენთან იქნა, მერე ხალ-
ხი იტყვის, რომ გამარჯვება მან მოიპოვა, შენ კი არა. იტყვიან, რომ
გვირგვინს მის ჯადოებს უნდა უმადლოდე.
ამან მეფეს აზრი შეუცვალა. დავოსს დავისას ხმა არ ამოუღია,
მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, ქალის წასვლა სულაც არ სწყენია.
არაფერი უნდოდა არც მელისანდრესი, არც მისი ღმერთების.
ხელმარჯვნივ თავდადებამ ნაპირისკენ გასწია და ჩასასვლელი
ლატანი გადო. მშვილდოსნები თავხელში ჩახტნენ, მშვილდები თავ-
ზემოთ ეჭირათ, ლარები რომ არ დასველებოდათ. ფლატის ქვეშ
1046
ვიწრო მეჩეჩზე გადადგაფუნდნენ. ციხიდან ლოდები დააყარეს, ის-
რები და შუბებიც, მაგრამ ტყორცნის კუთხე ძლიერ ვიწრო იყო და
ნასროლი ბევრს ვერაფერს აკლებდათ.
ვედრება ოცდახუთი იარდით უფრო მაღლა მიადგა ნაპირს და
სათნოებაც ნაპირისკენ შებრუნდა, როცა მდინარის ნაპირისკენ
დამცველები დაეშვნენ, მათი საომარი ცხენები თავხელში წყალს აშ-
ხეფებდა. მეომრები მშვილდოსნებს შორის ისე გაერივნენ, რო-
გორც მგლები ფარაში, უკან, გემებისა და მდინარისკენ გარეკეს
ისინი ისე, რომ ბევრმა ისრის ლარზე მორგებაც კი ვერ მოასწრო.
შეჭურვილი მეომრები შუბით და ტაბარებით მათ დასაცავად გაქან-
დნენ და თვალის დახამხამებაში იქაურობა სისხლიან ქაოსად იქცა.
დავოსმა ქოფაკის ძაღლისთავა მუზარადი იცნო. მხრებზე ქათქათა
მოსასხამი ეშლებოდა, როდესაც ვედრების გემბანისკენ ლატანს აა-
ყოლა ცხენი, ყველას ჩეხავდა, ვინც კი ხმლის საწიერზე მიეკარებო-
და. ციხის უკან, გარსშემორტყმული გალავნის მიღმა, ბორცვებზე
მეფის საბიჯელი იყო გადაფენილი. მდინარის ნაპირი ჩაშავებულ
უდაბურებად ქცეულიყო: ლანისტერებს ყველაფერი გადაეწვათ და
ტალახის კარის უკან შეყუჟულიყვნენ. თავხელში დაძირული გემე-
ბის გატრუსული ჩონჩხები ეყარა და გრძელი ქვის წანწალებისკენ
მისასვლელს კეტავდა. აქ ვერ გადავსხდებით. ტალახის კარის მიღ-
მა სამი ვეება ტრებუჩეტის თავები მოჩანდა. მაღლა, ვისენიას ბორ-
ცვზე, ბეილორის დიდი სეპტის შვიდი ბროლის სვეტი მზის სხივით
ელვარებდა.
დავოსმა ვერ დაინახა, როგორ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გაიგო-
ნა: ერთმანეთს შემსკდარი ორი გალერის გამაყრუებელი ჭახანი.
ვერ იტყოდა, რომლების. წამის მერე წყლის გადაღმიდან მას კიდევ
ერთი შეჯახება გამოეხმაურა, შემდეგ კი – მესამე. დალეწილი ხის

1047
ჭრიალში ესმოდა მრისხანების საცხვირე ფილაკვნების ბოხი ჟღრი-
ალი. ზღვის ირემმა ჯოფრის ერთი გალერა შუაზე გააპო, მაგრამ
ძაღლის დრუნჩს ცეცხლი ეკიდა, დედოფალი ელისენი კი აბრეშუმის
ლედის და უნამუსო ლედის შორის იყო გაჭედილი და მისი ეკიპაჟი
მოაჯირს მიმდგარი ებრძოდა გემზე ამომსვლელ მტერს.
დავოსმა დაინახა, ზუსტად მათ პირდაპირ მტრის საბიჯელელი
როგორ შეცურდა ერთგულსა და სკიპტრას შორის. ერთგულმა მარ-
ჯვენა ნიჩბები შეჯახებამდე აკრიფა, მაგრამ სკიპტრას მარცხენა ნიჩ-
ბები ფიჩხივით გადაიმსხვრა, საბიჯელელი გვერდზე რომ გაეხახუ-
ნა.
– ტყორცნა! – ბრძანა დავოსმა და მისმა მშვილდოსნებმა წყლის
მიღმა ისრების წვიმა გაუშვეს. დაინახა, როგორ დაეცა საბიჯელე-
ლის კაპიტანი, და მისი სახელის გახსენებას შეეცადა.
ნაპირზე ვეება ტრებუჩეტების მკლავები აღიმართა: ერთი, ორი,
მესამე; და ყვითელ ცაში ასობით ქვა აცვივდა. თითოეული კაცის თა-
ვისხელა მაინც იქნებოდა. დაცვენისას ისინი წყალს შადრევნებად
აფრქვევდნენ, მუხის ფიცრებს ამსხვრევდნენ და ცოცხალ ადამია-
ნებს ძვლის და რბილის გროვებად აქცევდნენ. მდინარის მთელ სი-
განეზე, მთელი პირველი მწკრივი ბრძოლაში იყო ჩართული. მოსა-
ჭიდ კლანჭებს სტყორცნიდნენ, რკინის ტარანები ხის მუცლებს ლე-
წავდა, მეომრები გემბანიდან გემბანზე გადადიოდნენ, ისრების გუნ-
დები ერთმანეთს აწყდებოდნენ გაწეწილ ბოლში და ადამიანები
იხოცებოდნენ... მაგრამ დავოსს ჯერ არავინ დაჰკლებოდა. შავი ბე-
ტა მდინარის აღმა გაექანა, მისი დოლის ცემა კაპიტანს თავში უგუ-
გუნებდა; თვალებით ეძებდა შესაფერის მსხვერპლს. ალყაშემორ-
ტყმული დედოფალი ელისენი ლანისტერების ორ საომარ გემს შო-
რის იყო მოქცეული და სამივე გემი ერთმანეთს კავებით და ბაგირე-
ბით მტკიცედ იყო მიჯაჭვული.
1048
– ტარანზე! – დაიძახა დავოსმა.
დოლის ცემა ერთ განუწყვეტელ გუგუნად იქცა და შავი ბეტა გაფ-
რინდა, მის ცხვირთან წყალი რძისფრად აქაფდა. ალარდმაც იგივე
მსხვერპლი შენიშნა; ლედი მარია მათ მხარდამხარ მიქროდა. პირ-
ველი მწკრივი დაცალკევებული შეტაკებების ქაოსად იყო ქცეული.
წინ დალანდული სამი გადაჯაჭვული გემი ნელა ბრუნავდა, მათი
გემბანები წითელ სასაკლაოს მოჰგავდა, ჯარისკაცები ხმლებით და
ტაბარებით დარეოდნენ ერთმანეთს. ცოტაც, შესთხოვა დავოსმა
მეომარს, ცოტათი კიდევ მოატრიალე, გვერდი მომაქციოს.
მეომარმა, ჩანს, ისმინა მისი. შავი ბეტა და ლედი მარია უნამუსო
ლედის გვერდს ერთდროულად შეასკდნენ და ისეთი ძალით შეუნ-
გრიეს ცხვირი და კიჩო, რომ სამი გემის მიღმა აბრეშუმის ლედის
გემბანიდან ხალხი გადაცვივდა. დავოსმა კინაღამ ენა მოიკვნიტა.
სისხლი გადმოაფურთხა. სხვა დროს პირი დამუწე, შტერო. ორმოცი
წელი ზღვაზე ჰქონდა გატარებული, მაგრამ ტარანზე პირველად წა-
ვიდა. მისი მშვილდოსნები ბრძანების გარეშე ისროდნენ.
– უკან! – ბრძანა დავოსმა. შავმა ბეტამ უკან რომ დაიხია, მის და-
ტოვებულ, დალეწილ ხვრელში მდინარე შეიჭრა. უნამუსო ლედი
თვალსა და ხელს შუა ნაფოტებად იქცა, ათეულობით ადამიანი მდი-
ნარეში ჩაცვივდა. ზოგმა ცოცხლად გადარჩენილმა გაცურა; ზოგი
მკვდარი ატივტივდა. მძიმე აბჯრებში გამოწყობილები, ცოცხლებიც
და მკვდრებიც ერთნაირად სწრაფად ჩაიძირნენ. მათი ვედრება ჯე-
რაც ყურებში ედგა.
ისევ მწვანე გაელვებას მოჰკრა თვალი, სადღაც წინ, ხელმარ-
ცხნივ; და დედოფალ ელისენის კიჩოდან სისინით და გიზგიზით აიჭ-
რნენ ზურმუხტის დაკლაკნილი გველები. წამის მერე დავოსს შიშით
სავსე ყვირილი მოესმა:
– ველური ცეცხლი!!!
1049
დავოსი დაიჯღანა. ცეცხლმოკიდებული კუპრი ერთი იყო, ველუ-
რი ცეცხლი – სულ სხვა. საზარელი რამ იყო, ლამის ჩაუქრობელი.
მოსასხამით თუ ჩაახშობდი, მოსასხამი აალდებოდა; მისგან გაჩე-
ნილ ნაპერწკალს ხელისგულს თუ დაჰკრავდი – ხელი აგიბრიალ-
დებოდა. „ველურ ცეცხლს თუ მიაფსამ, ჭუჭუს მოიწვავო“, იცოდნენ
თქმა ძველმა მეზღვაურებმა. სერ იმრიმ გააფრთხილათ, ალქიმიკო-
სებისგან ამ ავი სუბსტანციით გამასპინძლების მოლოდინი ჰქონო-
დათ. საბედნიეროდ, ნამდვილი პირომანები ცოტაღა დარჩენილიყ-
ვნენ. ცეცხლი მალევე გამოელევათო, არწმუნებდათ სერ იმრი.
დავოსი ბრძანებას ბრძანებაზე იძლეოდა. ნიჩბები ცალ მხარეს
შეზიდეს, მეორე მხარეს უკან-უკან მოუსვეს, და გალერა შეტრიალ-
და. ლედი მარიაც გამოთავისუფლდა, და დროულად: დედოფალ
ელისენს და მის მტრებს ისეთი სისწრაფით მოედო ცეცხლი, რომ და-
ვოსი თვალებს არ უჯერებდა. მწვანე ალში გახვეული ადამიანები
არაადამიანური კივილით ხტებოდნენ წყალში. მეფის საბიჯელის გა-
ლავნიდან ცეცხლმტყორცნები სიკვდილს არწყევდნენ, ტალახის კა-
რის მიღმა ამართული დიდი ტრებუჩეტები კი ლოდებს ისროდნენ.
ერთი, ხარისხელა ლოდი შავ ბეტასა და აჩრდილს შორის ჩაენარ-
ცხა, ორივე გემი აატორტმანა და გემბანზე მდგომი ყველა კაცი გა-
წუწა. მეორე, მასზე არაფრით ნაკლები, ხარხარს დაეცა. ველარიო-
ნის გალერა კოშკიდან ჩამოგდებული სათამაშოსავით დაიმსხვრა
და მკლავის სიგრძე ნაფოტები მიმოფანტა.
შავ ბოლში და მოგიზგიზე მწვანე ცეცხლში დავოსმა დინებას და-
ყოლილი მომცრო გემების გუნდი შენიშნა: რაღაც ძირგამომპალი
ბორნები და კარჭაპები, ნავები და ორჩხომლები ერთად შეეყარათ
და მოაცურებდნენ. ამას უიმედობის სუნი უდიოდა: ეს ხე-ტყე ბრძო-
ლის ბედს ვერ შეცვლიდა, მხოლოდ გზად გაებლანდებოდა დანარ-

1050
ჩენ გემებს. ხედავდა, საბრძოლო მწკრივები უიმედოდ დაშლილი-
ყო. ხელმარცხნივ ლორდ სტეფონს, დაკონკილ ჯენას და ელვის
ხმალს დაცვა გაერღვიათ და მდინარეს აღმა ასდევდნენ. მაგრამ
მარჯვენა ფლანგი თავდაუზოგავ ბრძოლაში იყო ჩაბმული, ცენტრი
კი იმ ტრებუჩეტების ლოდებს გაეფანტა: ზოგმა კაპიტანმა დაღმა შე-
ატრიალა გემი, სხვები მარცხნისკენ გაეჩქარნენ იმ დამღუპველი
წვიმისგან გასაქცევად. მრისხანებამ კიჩოზე მდგარი ფილაკვანი გა-
იქნია ქალაქისკენ, მაგრამ ვერ მიატანა: კუპრის კასრები გალავნის
ქვეშ დაილეწა. სპიპტრას ნიჩბების უმეტესობა დაეკარგა, ერთგუ-
ლისთვის კი ტარანი ეძგერებინათ და დაცერებას იწყებდა. დავოსმა
შავი ბეტა მათ შორის მიმართა და გვერდი გაჰკრა დედოფალ სერ-
სეის მოჩუქურთმებულ-მოოქრულ სალაღობო გემს, რომელიც ახ-
ლა ნუგბარების ნაცვლად ჯარისკაცებით დაეტვირთათ. შეჯახებამ
ათიოდე მათგანი წყალში გადაყარა, სადაც ისინი ბეტას მშვილდოს-
ნებმა ამოიღეს მიზანში. მატოსის დაძახილმა მარცხენა ბორტიდან
მოახლოებული საშიშროება აუწყა: ლანისტერების ერთი გალერა
ტარანით უახლოვდებოდათ.
– მარჯვნისკენ! – დაიძახა დავოსმა. მისმა მეზღვაურებმა ნიჩბე-
ბით ჩამოიშორეს დედოფლის ორჩხომელი, დანარჩენებმა კი გემი
ისე მოაბრუნეს, რომ ცხვირით მათკენ გამოქანებულ თეთრ ირემს
დაუპირისპირდა. წუთით შეშინდა, დავიგვიანეთ და ახლა დაგვძი-
რავენო, მაგრამ დინება შავ ბეტას მობრუნებაში წაეხმარა და, რო-
დესაც გემები ერთმანეთს შეასკდნენ, მხოლოდ გვერდებით გაეხა-
ხუნნენ ერთმანეთს. ორივეს ნიჩბები დაემსხვრა. შუბივით წამახულ-
მა ხის ნაჭერმა დავოსს სახესთან ჩაუზუზუნა. დავოსმა თავი მოარი-
და.
– აბორდაჟზე! – დაიყვირა. გემი ბაგირებით მოითრიეს დავოსმა
ხმალი იშიშვლა და თავად პირველი გადავიდა მოაჯირზე.
1051
თეთრი ირმის ეკიპაჟიც მოაჯირთან შეეგებათ, მაგრამ შავი ბეტას
მოყიჟინე მეომრებმა მათ ფოლადის ნაკადად გადაუარეს. დავოსი
შემოჯარულ ხალხში გზას იკაფავდა, გემის კაპიტანს ეძებდა, მაგრამ
უკვე მოკლული დაუხვდა. მის ცხედარს რომ დააცქერდა, ვიღაცამ
უკნიდან ტაბარი ჩასცხო, მაგრამ მუზარადმა დარტყმა აისხლიტა და
თავი მძიმედ აუგუგუნდა, იმის ნაცვლად, რომ შუაზე გადასჩეხვოდა.
გაბრუებულმა ისღა მოახერხა, გვერდზე გადატრიალებულიყო.
თავდამსხმელმა ღრიალით შემოუტია. დავოსი ორივე ხელით ჩა-
ეჭიდა ხმალს და კაცს წვეტით აძგერა მუცელში.
ერთმა თავისიანმა დავოსი ფეხზე წამოაყენა – სერ კაპიტან, ირე-
მი ჩვენია!
დავოსმა მიმოიხედა და დარწმუნდა, რომ მართალს ეუბნებოდა
მტრების უმრავლესობა მკვდარი ან მომაკვდავი იყო, დანარჩენები
დანებდნენ. მუზარადი მოიხადა, სახიდან სისხლი მოიწმინდა და
უკან, თავისი გემისკენ გაემართა, ფრთხილად მიაბიჯებდა ადამია-
ნის შიგნეულით გალიპულ გემბანზე მატოსმა ხელი გაუწოდა და
უკან გადასვლაში მიეხმარა.
იმ რამდენიმე წამის განმავლობაში შავი ბეტა და თეთრი ირემი
ქარიშხლის გულში გაჩენილ გარინდებაში მოექცნენ. ჯერაც ერთმა-
ნეთს გადაბმული დედოფალი ელისენი და აბრეშუმის ლედი მწვანე
მობრიალე გეენიად ქცეულიყვნენ, დინების დაღმა მიტივტივებდნენ
და უნამუსო ლედის ნამსხვრევებს მიიყოლებდნენ. მათ ერთი მირუ-
ლი გალერა შეეჯახა და ახლა ისიც იწვოდა. კატას თავისთან გადაჰ-
ყავდა მეომრები უშიშარიდან, რომელიც თვალდათვალ იძირებო-
და. დრაკონების რისხვის კაპიტანს გემი ორ ნავმისაბმელს შორის
შეეყვანა და ფსკერი დაეზიანებინა. მისი ეკიპაჟი მშვილდოსნებთან
და შეჭურვილ მეომრებთან ერთად ნაპირზე გადადიოდა, გალავნის
შტურმს რომ შეერთებოდა. წითელი ყორანი ტარანს შეენგრია და
1052
ნელნელა ფერდდებოდა. ზღვის ირემი ერთდროულად ებრძოდა
ხანძარს და აბორდაჟზე გადმოსულ მტერს, მაგრამ ჯოფრის მისან-
დობელზე ცეცხლოვანი გული აფრიალდა. მრისხანება, რომლის
ამაყი ცხვირი ლოდს დაელეწა, წყალობას ებრძოდა. ლორდ ველა-
რიონის დრიფტმარკის სიამაყე ლანისტერების ორ პატარა გემს შო-
რის შეიჭრა, ერთი გადააყირავა, მეორეს კი ალმოდებული ისრებით
ცეცხლი გაუჩინა. სამხრეთ ნაპირზე რაინდები გემებზე მოუძღოდნენ
თავიანთ ცხენებს, შეჭურვილი მეომრებით დატვირთული რამდენი-
მე მომცრო გალერა კი უკვე მდინარეს კვეთდა. მათ ფრთხილად უნ-
და აექციათ გვერდი დაძირული გემებისა და ველური ცეცხლის მო-
ტივტივე ლაქებისთვის. მეფე სტანისის მთელი ფლოტი, სალადორ
საანის ლისური ხომალდების გარდა, უკვე მდინარეში იყო შემოსუ-
ლი. სულ მალე შავწყალა მათი იქნებოდა. სერ იმრი მოიპოვებს თა-
ვის გამარჯვებას, სტანისი გადმოიყვანს თავის – ჯარს გადმოღმა,
მაგრამ, გვიწყალონ ღმერთებმა, რა ფასად... – სერ კაპიტან, –
მხარზე შეეხო მატოსი.
ხმალთევზა უახლოვდებოდათ, მისი ორმწკრივა ნიჩბები გამა-
ლებით მუშაობდნენ. აფრები არც კი დაეშვა, და ალმოდებულმა კუპ-
რმა მის ბაგირებს ცეცხლი გაუჩინა. დავოსი უცქერდა, როგორ იმ-
ძლავრა ცეცხლმა, ბაგირებსა და იალქნებს აჰყვა და მოედო. გემი
მოცურავდა და ცეცხლოვან თავსამკაულს მოიყოლებდა. გემის წინ
წყალს მიაპობდა მოუხეშავი რკინის ტარანი, რომელსაც მისი სეხ-
ნია თევზის სახე ჰქონდა. ზუსტად მის წინ, მსუყე და მაცდურ მსხვერ-
პლად მოცურავდა ლანისტერების ერთ-ერთი მოუქნელი, ღრმად
ჩამჯდარი ხომალდი. ფიცრებს შორის ბლანტი მწვანე სისხლი მოჟო-
ნავდა.
ამის დანახვაზე დავოს სივორთს გული” გაუჩერდა – არა, – წარ-
მოთქვა, – არა, არააააა!!!
1053
ბრძოლის ღრიალსა და გრგვინვაში მისი ხმა მატოსის გარდა
არავის გაუგია. ნამდვილად არ სმენია მისი ყვირილი ხმალთევზას
კაპიტანს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, რამე
მაინც განეგმირა იმ თავისი მსხვილი, მოუქნელი მახვილით. ხმალ-
თევზამ შეტევის სისწრაფე აკრიფა. დავოსმა დასახიჩრებული ხელი
ასწია და გულზე ჩამოკიდებული ტყავის ქისა ჩაბღუჯა.
გემი ღრჭიალით, ტკაცუნით, ლაწანით გადაიხსნა ორად. გადამ-
წიფებული ნაყოფივით გასკდა. მის მუცელში დავოსმა თვალი მოჰ-
კრა ათასობით დამსხვრეული ქოთნიდან დადენილ მწვანე ნაკადს,
მომაკვდავი. მხეცის ნაწლავებიდან გადმოსულ შხამს, რომელიც
პრიალებდა, ბრწყინავდა, მდინარის ზედაპირს ედებოდა... – უკან! –
იღრიალა დავოსმა, – წავედით! მოშორდით ამ გემს, უკან, უკან! შე-
მაკავშირებელი ბაგირები გადაჭრეს და დავოსმა იგრძნო, როგორ
შექანდა მის ფეხქვეშ გემბანი, როდესაც შავი ბეტა თეთრ ირემს მოს-
ცილდა ნიჩბები ისევ დაეშვა წყალზე.
მერე დავოსმა გაიგონა მოკლე და მკვეთრი ამოხვნეშა თითქოს
ვიღაცამ ყურში ჩაჰბერაო. თითქმის მაშინვე იჭექა. ფეხქვეშ გემბანი
გამოეცალა და სახეზე შავი წყალი ეძგერა, ცხვირი და პირი აუვსო.
იგუდებოდა, იხრჩობოდა. ვერ გაერკვია, ამოსაყვინთად საით უნდა
წასულიყო, ბრმა შიშით შეპყრობილი მაინც შეება მდინარეს და უცებ
ზედაპირზე ამოყვინთა. წყალი გადმოაფურთხა, ჩაისუნთქა, იქვე
რაღაც ნალეწს სტაცა ხელი და მოეჭიდა.
ხმალთევზა და ის დიდი გემი გამქრალიყვნენ, მის გვერდით დი-
ნება გაშავებულ სხეულებს და ბოლადენილ ფიცრებზე მობღაუჭე-
ბულ ადამიანებს მიატივტივებდა. ორმოცდაათიოდე ფუტით აღმა
მდინარეზე მწვანე ცეცხლით შეთხზული მოგიზგიზე დემონი ცეკვავ-
და, ათობით ხელი ჰქონდა, თითოეულში შოლტი ეჭირა და, რასაც კი

1054
მისწვდებოდა, იმწამს ააბრიალებდა ხოლმე. იწვოდა შავი ბეტა, იწ-
ვოდნენ მის აქეთ-იქით მდგარი თეთრი ირემი და მისანდობელი.
სათნოება, კატა, უშიშარი, სკიპტრა, წითელი ყორანი, ალქაჯი, ერ-
თგული, მრისხანება – ყველა იწვოდა, და საბიჯელელი და წყალო-
ბაც მათთან: დემონი თავისას და სხვისას არ არჩევდა. ლორდ ველა-
რიონის მოელვარე დრიფტმარკის სიამაყე ცდილობდა, შემობრუნე-
ბულიყო, მაგრამ დემონმა ზანტად გადაატარა მწვანე თითი მის ვერ-
ცხლა ნიჩბებს და ისინი კვარებივით აბრიალდნენ. წამით გეგონებო-
და, რომ გემი მდინარეს გრძელი, კაშკაშა ჩირაღდნების მოსმით მი-
აპობდა.
დავოსი დინებამ მოიგდო და ატრიალებდა. ფეხები გაიქნია, ვე-
ლური ცეცხლის მოტივტივე ლაქას რომ ასცდენოდა. ჩემი შვილე-
ბიო, გაიფიქრა, მაგრამ ამ აღრიალებულ ქაოსში როგორ ეძებნა?
მის უკან ველური ცეცხლით დატვირთული კიდევ ერთი გემი აფეთ-
ქდა. თითქოს თავად შავწყალა დუღდა კალაპოტში, ჰაერს კი ცეც-
ხლმოდებული ძელები, ცეცხლმოდებული ადამიანები და დალეწი-
ლი გემების ნამსხვრევები ავსებდა.
დინებას ყურისკენ მივყავარ. ეს არც ისე ცუდი იყო: ცურვა კარგი
იცოდა და ნაპირზე გაღწევას მოახერხებდა. თანაც, ყურეში სალა-
დორ საანის გალერებიც იდგებიან, სერ იმრიმ მათ უბრძანა, იქ ეცა-
დათ...
ამ დროს ნაკადმა კიდევ ერთხელ შემოატრიალა და დავოსმა და-
ინახა, რა ელოდა დაღმა.
ჯაჭვი. გვიშველონ ღმერთებმა ჯაჭვი ასწიეს.
იქ, სადაც მდინარე შავწყალა ყურეს ერთვოდა, ხერგილი გაეჭი-
მათ. ჯაჭვი წყლის ზედაპირს ორი თუ სამი ფუტით იყო აცილებული.
თორმეტიოდე გალერა უკვე შესკდომოდა და ნაკადი დანარჩენებ-

1055
საც მისკენ რიყავდა. თითქმის ყველას ცეცხლი ეკიდა, დანარჩენებ-
საც მალე მოედებოდა. მათ მიღმა დავოსი ხედავდა სალადორ სა-
ანის გემების ზოლიან მუცლებს, მაგრამ იცოდა, რომ იქამდე ვერაფ-
რით მიაღწევდა. წინ გავარვარებული ფოლადის, აგიზგიზებული ხის
და მობრიალე მწვანე ალის კედელი ჰქონდა აღმართული შავწყალა
ჩქერის შესართავი ჯოჯოხეთის კარიბჭედ ქცეულიყო.

ტირიონი

ტირიონ ლანისტერი ქიმერასავით უძრავად დაჩოქილიყო ქონ-


გურის თავზე. ტალახის კარის იქით, თევზის ბაზრობისა და ნავმი-
სადგომებისგან დარჩენილი პარტახის მიღმა თითქოს თავად მდი-
ნარეს მოსდებოდა ცეცხლი. სტანისის ფლოტის ნახევარს ცეცხლი
ეკიდა, იწვოდა ჯოფრის გემების უმეტესობაც. ველური ცეცხლის
კოცნა გემებს სამგლოვიარო კოცონებად, ადამიანებს კი ცოცხალ
ჩირაღდნებად აქცევდა. ჰაერი ბოლს, ისრებს და კივილს აევსო.
უფრო დაღმა მყოფი უბრალო ხალხი და კეთილშობილი კაპიტ-
ნები ერთნაირად ხედავდნენ ცხელ მწვანე სიკვდილს, მათი ტივების,
დრაკარებისა და ბორნებისკენ რომ მოიწევდა, შავწყალას ნაკადს
რომ ჩამოუყვებოდა. მირული გალერის გრძელი თეთრი ნიჩბები გა-
მალებით გაქცეული ათასფეხას ფეხებივით ფართხალებდნენ, მის-
გან გაცლას რომ ლამობდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ მრავალფეხას
გასაქცევი არსაით ჰქონდა.
ქალაქის გალავნის ქვეშ, იქ სადაც ალმოდებული კუპრით სავსე
კასრები გასკდნენ, ათობით უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა, მაგ-
რამ ველურმა ცეცხლმა ისინი ხანძარმოდებულ სახლში ანთებულ
სანთლებს დაამსგავსა – მათი ნარინჯისფერი და მეწამული ალმები
სუსტად ციმციმებდნენ ნეფრიტისფერი გეენიის გვერდით. დაბლა
1056
ჩამოწოლილი ღრუბლები აბრიალებული მდინარის შუქით დაიფე-
რა და ახლა ცა პირქუში მშვენებით მოცულ, მწვანედ მოლივლივე
ზარხუფად ქცეულიყო. საზარელი სილამაზეა. დრაკონის ცეცხლის
მსგავსი. ტირიონი ფიქრობდა, ნეტავ, ეაგონ დამპყრობელიც ამავეს
თუ გრძნობდა, თავისი ცეცხლოვანი ველის თავზე რომ ფრენდაო.
იმ საკირიდან ამოვარდნილმა ქარმა მეწამული მოსასხამი აუფ-
რიალა და შიშველ სახეზე მიასკდა, მაგრამ მას გვერდით არ გაუხე-
დავს. ბუნდოვნად ჩაესმოდა ფიცარნაგებზე მდგარი ოქროსმოსას-
ხამიანების ყიჟინა. მათთვის თავისი ხმა არ შეუერთებია. ეს ნახევა-
რი გამარჯვება იყო. ეს არ იკმარებდა.
დაინახა, როგორ ჩანთქა მშიერმა ალმა მორიგი გემი, რომელიც
მან მეფე ეირისის სახიფათო ნაყოფით დაატვირთინა. მოგიზგიზე
ნეფრიტის შადრევანი ამოსკდა მდინარიდან. აფეთქება ისე ძლიერი
იყო, რომ ტირიონმა თვალები მოიჩრდილა. წყლის თავზე ოცდაათი,
ორმოცი ფუტის სიმაღლის ცეცხლის ენები ცეკვავდა, ტკაცუნებდა,
სისინებდა. რამდენიმე წუთით კივილის ხმებიც კი გადაფარეს.
წყალში ასობით ადამიანი ეყარა, იხრჩობოდნენ, იწვოდნენ ან ცოტ-
ცოტა ერთიც სჭირდათ და მეორეც.
გესმის, როგორ წივიან, სტანის? ხედავ, როგორ იწვიან? ამაში
შენი ხელი ისევე ურევია, როგორც ჩემი. ტირიონმა იცოდა: სადღაც
იქ, შავწყალას სამხრეთით მოფუთფუთე ხალხს შორის სტანისიც იდ-
გა და ისიც აალებულ მდინარეს უცქერდა. მას არასოდეს მოსდგამ-
და ბრძოლის ისეთი ჟინი, როგორც მის ძმას. ზურგიდან უსარდლებ-
და ჯარს, საფარიდან, ისევე, როგორც ლორდ ტაივინ ლანისტერს
სჩვეოდა ხოლმე. ალბათ ამწუთას საომარ ცხენზე იყო ამხედრებუ-
ლი, კაშკაშა აბჯარი ემოსა, თავს კი გვირგვინი უმკობდა. წითელი
ოქროს გვირგვინიაო, ასე თქვა ვარისმა, წვეტები კი ცეცხლის ალე-
ბის მსგავსი აქვსო.
1057
– ჩემი გემები! – ჯოფრის ხმა გაებზარა, გალავნის თავიდან რომ
ამოსძახა. იგი მცველებთან ერთად ქონგურების უკან იყო შეყუჟუ-
ლი. მის საომარ მუზარადს მეფობის ნიშანი – ოქროს სალტე – ამ-
კობდა, – ჩემი საბიჯელელი იწვის, დედოფალი სერსეიც, მისანდო-
ბელიც. შეხე, ის კი ზღვის ყვავილია, ეგერ, – მან ახალი ხმლით მი-
ათითა იქით, სადაც მწვანე ალი ზღვის ყვავილის ოქროს მუცელს
ელაციცებოდა და მის ნიჩბებს ასდევდა. კაპიტანმა გემი მდინარის
აღმა შეაბრუნა, მაგრამ ვერ მოასწრო, ველურ ცეცხლს გარიდებო-
და.
ხომალდი განწირული იყო, ეს ტირიონმა იცოდა. სხვა გზა არ
იყო. მათ შესახვედრად რომ არ გამოვსულიყავით, სტანისი ხაფანგს
იგრძნობდა. ისარი შეიძლება დაუმიზნო, შუბიც, ფილაკვნით გატ-
ყორცნილი ლოდიც კი, მაგრამ ველური ცეცხლი თავის ნებაზე იქცე-
ოდა. თუ აანთებდი, მერე მას ადამიანი ვეღარ მართავდა. – ამას
არაფერი ეშველება, – უთხრა დისშვილს, – ჩვენი ფლოტი ასეც და
ისეც განწირული იყო.
ქონგურის თავიდანაც კი – ტირიონი იმდენად დაბალი იყო, რომ
პარაპეტის მიღმა ვერ ხედავდა, ამიტომ თავი ქონგურზე შემოასმე-
ვინა – ალის, კვამლის და ბრძოლის ქაოსის გამო ტირიონს ვერ გა-
ერჩია, რა ხდებოდა დაღმა, ციხესიმაგრის ქვეშ, მაგრამ ათასჯერ მა-
ინც წარმოიდგინა. ბრონი ხარებს სახრეს გადაუჭერდა მაშინვე, რო-
გორც კი სტანისის ფლაგმანი წითელი ციხის ქვეშ გაივლიდა; ჯაჭვი
ძალიან მძიმე იყო და უზარმაზარი ჯალამბრები ტაატით ბრუნავ-
დნენ, ერთი ჭრიალი და გრუხუნი გაჰქონდათ. იმ დროისთვის, როცა
წყლის ქვეშ ლითონის ბზინვა დაილანდებოდა, უკვე მთელი ფლოტი
მდინარეში იქნებოდა შემოსული. მერე სველი რგოლები ამოიწევ-
დნენ წყლიდან, ზოგი ლამით იქნებოდა გალიპული; სათითაოდ, თი-

1058
თო-თითო ამოჩნდებოდნენ ზედაპირზე, სანამ მთელი ჯაჭვი არ და-
იჭიმებოდა. მეფე სტანისმა თავისი ფლოტი მდინარეს აუყოლა, მაგ-
რამ უკან ვეღარ გავიდოდა. და მაინც, ზოგი ხელიდან უსხლტებოდა.
დინება გამოუცნობი იყო და ველური ცეცხლი არ ვრცელდებოდა ისე
თანაბრად, როგორც ტირიონი იმედოვნებდა. მთავარი ნაკადი ცეც-
ხლში იყო გახვეული, მაგრამ საკმაოდ ბევრი მირელი სამხრეთ ნა-
პირისკენ გაემართა და, როგორც ჩანს, უვნებლად გასხლტნენ, და
რვა გემი მაინც ქალაქის გალავნის ქვეშ მოადგა ნაპირს. მოადგნენ
ან შეელეწნენ, მაგრამ შედეგი ერთი იყო: ნაპირზე მეომრები გად-
მოსხეს. მეტიც: მტრის პირველი ორი საბრძოლო მწკრივის მარცხე-
ნა ფრთა დიდწილად უხიფათო მანძილზე ასცდენოდა ხანძარს აღმა,
როდესაც ველური ცეცხლით დატვირთული გემები აფეთქდნენ. სტა-
ნისს ასე, ოცდაათი ან ორმოცი გალერა დარჩებოდა; ეს კი სრული-
ად საკმარისი იქნებოდა მისი ჯარის მდინარეზე გადმოსაყვანად,
როგორც კი გონს მოვიდოდნენ. ოღონდ მანამდე შესაძლოა კარგა
ხანი გასულიყო. უმამაცესი კაციც კი შედრკებოდა, როცა დაინახავ-
და, ათასობით მისი თანამებრძოლი როგორ ჩაინთქა ველურ ცეც-
ხლში. ჰალინი ამბობდა, სუბსტანციის ცეცხლი ზოგჯერ ისე მწველია,
რომ ხორცს სანთელივით ადნობსო. და მაინც...
ტირიონი თავის მებრძოლებზე დიდ იმედებს სულაც არ ამყარებ-
და. თუ ბრძოლის ბედი მათ საწინააღმდეგოდ მობრუნდებოდა, ისი-
ნი შედრკებოდნენ, და მწარედაც, ჯესლინ ბაივოტერმა ამის შესახებ
უკვე გააფრთხილა; ასე რომ, გამარჯვების ერთადერთ გზად ისღა
რჩებოდა, იღბალი მუდამ მათკენ ყოფილიყო, თავიდან ბოლომდე.
ხედავდა, სანაპიროს გემსადგომების დალეწილ ნანგრევებს შორის
მუქი ფიგურები რომ რიალებდნენ. მარბიელთა გასვლის დროაო,
გაიფიქრა. ნაპირზე ახალამოსული ჯარისკაცები ყველაზე უფრო იო-
ლი დასაჯაბნები იქნებოდნენ. მტერს ჩრდილო ნაპირზე დარაზმვის
1059
დრო არ უნდა მისცეს.
ქონგურიდან ჩამოცოცდა და თვალებით მოძებნა შიკრიკი, ბა-
ივოტერმა რომ დაუყენა.
– ლორდ ჯესლინს აცნობე, ნაპირზე მტერი გადმოსხდა-თქო, –
უთხრა მას. მერე მეორეს მიუბრუნდა, – სერ არნელს ჩემი აღტაცება
გადაეცი და სთხოვე, კახპები ოცდაათი გრადუსით დასავლეთისკენ
შეაბრუნოს, – ასე უფრო შორს და მდინარის გასწვრივ მისწვდებოდ-
ნენ.
– დედა დამპირდა, კახპები შენი იყოსო, – თქვა ჯოფრიმ. ტირიო-
ნი გაბრაზდა, როცა დაინახა, რომ მეფეს ისევ აეწია მუზარადის ცხა-
ური. რასაკვირველია, ბიჭი სიცხით იწვოდა ამ მძიმე ფოლადში...
მაგრამ ახლა დისშვილის თვალში მოხვედრილი გზააბნეული ის-
რისთვის ნამდვილად არ სცხელოდა. ჩხაკუნით ჩამოუხურა ცხაური.
– ეს დახურული გქონდეს, თქვენო მოწყალებავ; შენი თავი აქ ყვე-
ლასთვის ძალიან ძვირფასია, – ჰოდა, ამ ტურფა სახის გაფუჭებაც
არაფრად გჭირდება, – კახპები შენია, – ახლა მათი დათმობა ბევრს
არაფერს გააფუჭებდა: უკვე აალებული გემებისთვის ცეცხლიანი
ქოთნების სროლას აზრი აღარ ჰქონდა. ჯოფს ქვემოთ, მოედანზე,
ქორბუდები ჰყავდა გამზადებული, შიშვლები და გაკოჭილები, თა-
ვებზე ირმის რქები ჰქონდათ მიჭედებული. როდესაც ისინი რკინის
ტახტის წინაშე სამსჯავროზე წარადგინეს, მეფე შეჰპირდათ, სტანის-
თან გაგგზავნითო. ადამიანი ლოდზე ან კუპრიან კასრზე უფრო მსუ-
ბუქია და ბევრად უფრო შორს გაიტყორცნებოდა. ზოგი ოქროსმო-
სასხამიანი ნაძლევსაც კი დებდა, მთელ მდინარეს თუ გადააფრინ-
დებოდნენ და მეორე ნაპირამდე თუ მიაღწევდნენ, – სწრაფად ქენი,
თქვენო მოწყალებავ, – უთხრა ისევ ჯოფრის, – სულ მალე ისევ დაგ-
ვჭირდება ლოდების ტყორცნა ველური ცეცხლიც კი არ იწვის უსას-
რულოდ.
1060
ჯოფრი გახარებული გაეჩქარა, სერ მერინიც აედევნა მაგრამ
სერ ოსმუნდს ტირიონმა წაავლო ხელი მაჯაში, სანამ ისიც მათ მიჰ-
ყვებოდა.
– რაც არ უნდა მოხდეს, დაიცავი და იქიდან არსად გაუშვა, გასა-
გებია? – როგორც მიბრძანებ, – კეთილად გაუღიმა სერ ოსმუნდმა.
ტირიონმა ტრანტს და ქეთელბლექს დაწვრილებით აუხსნა, რა
მოუვიდოდათ, მეფეს რამე რომ დაშავებოდა. ამას გარდა, ჯოფრის
კიბის ძირას რამდენიმე ვეტერანი ოქროსმოსასხამიანი უცდიდა.
შენს უმაქნის ნაბიჭვარს ვიცავ, რაც კი შემიძლია, სერსეი, გაიფიქრა
მწარედ. იცოდე, შენ ასევე მოექეცი ალაიაიას. ჯოფრი ჯერ წასული
არ იყო, რომ კიბე ქოშინით ამოირბინა შიკრიკმა. – მილორდ, სწრა-
ფად! სატურნირე მოედანზე ხალხი გადმოსხეს, ასობით არიან! და
მეფის კარისკენ ტარანი მოაქვთ!
ტირიონმა შეიგინა და ტორტმანით კიბისკენ დაიძრა. დაბლა
პოდრიკ პეინი ელოდა ცხენებით. მდინარის შუკას ჭენებით დაუყ-
ვნენ, უკან ფეხდაფეხ მოსდევდნენ პოდი და სერ მანდონ მური. და-
რაბებჩარაზული სახლები მწვანე ჩრდილებში გახვეულიყო, მაგრამ
გზები ცარიელი იყო და არავინ ეღობებოდათ. ტირიონმა ბრძანა, ქუ-
ჩები ცარიელი ყოფილიყო, რათა ქალაქის მცველებს შესძლებო-
დათ, სწრაფად გადაადგილებულიყვნენ ერთი კარიბჭიდან მეორემ-
დე. მაინც, მეფის კარს რომ მიაღწიეს, ხის ხეზე ცემის გრგვინვა მო-
ესმა და მიხვდა, რომ ტარანი უკვე აემოქმედებინათ. უზარმაზარი ან-
ჯამების კვნესა მომაკვდავი გოლიათის კვნესას მოჰგავდა. მოედანი
კარიბჭის წინ დაჭრილებით იყო სავსე, მაგრამ ტირიონმა ცხენოსნე-
ბის მწკრივიც შენიშნა, რომელთაგან ყველა დაშავებული არ იყო,
და იმდენი ქირით მებრძოლი და ოქროსმოსასხამიანი, რაც მძლავ-
რი კოლონის დასარაზმად იკმარებდა.

1061
– მოეწყვეთ! – დასჭყივლა და ცხენიდან ჩამოხტა. ჭიშკარი მო-
რიგმა დარტყმამ შეაზანზარა, – აქ მეთაური ვინ არის? გასასვლე-
ლად მოემზადეთ. – არა, – კედლის ჩრდილს ჩრდილი გამოეყო და
რუხ აბჯარში გამოწყობილ მაღალ კაცად იქცა. სანდორ კლეგეინმა
ორივე ხელით მოიხადა მუზარადი და მიწაზე დააგდო. ფოლადი
დაჭყლეტილი და დაბუგული იყო, დაღრენილ ძაღლს ცალი ყური
მოგლეჯოდა. ქოფაკს თვალზემოთ გაჩენილი ნაჭდევიდან სისხლი
დასდიოდა ძველ დამწვარ ნაიარევზე და ნახევარ სახეს უღებავდა.
– კი, – ტირიონი მას პირისპირ დაუდგა.
კლეგეინს სუნთქვა აუჩქარდა.
– ჯანდაბამდე გზა ჰქონია. და შენც, ასევე.
გვერდით ქირით მებრძოლი დაუდგა.
– ვიყავით გარეთ. სამჯერ. ნახევარი დაიჭრა ან დაიხოცა. ჩვენ
გარშემო ველური ცეცხლი ფეთქდებოდა, ცხენები ადამიანებივით
კიოდნენ, ადამიანები – ცხენებივით... – შენ კი გეგონა, რომ ტურ-
ნირზე საბრძოლველად დაგიქირავეთ? ყინულიანი რძით ხომ არ
ინებებ გაგრილებას, ან ჟოლო ხომ არ მოგართვათ ჯამით? არა? მა-
შინ, შესხედით ამ დედააფეთქებულ ცხენებზე. შენც, ძაღლო.
კლეგეინს სისხლიანი სახე წითლად უპრიალებდა, მაგრამ თვა-
ლები გამოთეთრებული ჰქონდა. თავისი ორლესული იშიშვლა. ეში-
ნია, მიხვდა განცვიფრებული ტირიონი. ქოფაკი შეშინებულია. მაშინ
შეეცადა აეხსნა, რომ ასე იყო საჭირო: – ჭიშკარს ტარანი მოაყენეს.
ხომ გესმის ხმა? უნდა გავყაროთ... – გააღე ჭიშკარი. რომ შემოცვივ-
დებიან, გარს შემოერტყი და დახოცე, – ქოფაკმა ხმლის წვეტი მიწა-
ში ჩაარჭო, ზედ ჩამოეყრდნო და რწევა იწყო, – ხალხის ნახევარი
დავკარგე. ცხენებიც. იმ ცეცხლში მეტს აღარავის შევიყვან.
ტირიონს სერ მანდონ მური ამოუდგა გვერდში, თავის მინანქრი-
ან აბჯარში თეთრად ქათქათებდა.
1062
– მეფის მარჯვენა გიბრძანებს!.
– ჭირსაც წაუღია მეფის მარჯვენა! – ქოფაკს სადაც კი სისხლით
არ იყო გათხუპნული, რძესავით გაფითრებული სახე მოუჩანდა, –
დამალევინეთ რამე, – ოქროსმოსასხამიანმა მას თასი მიაწოდა.
კლეგეინმა მოსვა, გადმოაფურთხა და თასი მოისროლა, – წყალი?
შეისხით ტრაკში! ღვინო მომეცით!
მოარული მკვდარია. ტირიონი ამას ხედავდა. ჭრილობა, ცეც-
ხლი მოთავებული კაცია, ვინმე სხვა უნდა ვიპოვო, მაგრამ ვინ? სერ
მანდონი? რაინდს გადახედა და მიხვდა, რომ არ გამოადგებოდა.
კლეგეინის შიშმა ყველა შეძრა. წინამძღოლის გარეშე არავინ გავი-
დოდა, სერ მანდონი კი... საშიში კაციაო, ჯეიმი ამბობდა, მაგრამ ის
კაცი არ იყო, სხვები გაჰყოლოდნენ.
შორიდან ტირიონს ისევ შემოესმა ხმამაღალი ჯახანი. ცას მწვანე
და ნარინჯისფერი შუქები გადაევლო. რამდენ ხანს გაუძლებდა ჭიშ-
კარი?
სიგიჟეა, გაიფიქრა ტირიონმა, მაგრამ დამარცხებას სიგიჟე
ჯობს. დამარცხება სიკვდილს და სირცხვილს ნიშნავს – გადასარე-
ვია. მაშინ, მარბიელებს მე გავუძღვები თუ ეგონა, ქოფაკს შერცხვე-
ბა და სიმამაცეს მოიკრებსო, ცდებოდა. კლეგეინს სიცილი აუტყდა.
– შენ?
ტირიონი მათ სახეებზე გამოსახულ უნდობლობას ხედავდა.
– მე. სერ მანდონ, შენ მეფის დროშას წამოიღებ. პოდ, მომართვი
მუზარადი. ბიჭი ბრძანების შესასრულებლად გაიქცა. ქოფაკი თავის
ამოკბილულ, სისხლით დალაქავებულ ხმალს დაეყრდნო და იმ თა-
ვისი ფართო, გათეთრებული თვალებით შეაცქერდა. სერ მანდონი
ტირიონს დაეხმარა, ამხედრებულიყო. – მოეწყვეთ! – დაიძახა.
მის მაღალ წითელ ულაყს თავსა და კისერს ფოლადი უფარავდა,

1063
მეწამული აბრეშუმი ეფინა გავაზე, ჯაჭვის თოქალთოს ზემოდან. მო-
ოქრული მაღალი უნაგირი ედგა. პოდრიკ პეინმა მიაწოდა მუზარა-
დი და ფარი – მძიმე მუხის ფიცარზე წითელ ველზე ოქროს ხელი იყო
გამოსახული, რომელსაც გარს პატარა ოქროს ლომები ერტყა. ტი-
რიონმა ცხენი წრეზე შემოატარა, მცირერიცხოვან მეომრებს დააკ-
ვირდა. მის მოწოდებას სულ ერთი მუჭა გამოეხმაურა, ოცზე მეტი არ
იქნებოდნენ. ცხენებზე ისხდნენ და ქოფაკივით გათეთრებული თვა-
ლებით იყურებოდნენ. მან ზიზღით გადახედა დანარჩენებს, კლეგე-
ინს რომ ახლდნენ გალავნის გარეთ. – ჩემზე ამბობენ, ნახევარი კა-
ციაო, – უთხრა მათ, – მაშინ თქვენ რაღა გამოდიხართ? ამან მეომ-
რები შეარცხვინა. უმუზარადოდ დარჩენილი რაინდი ცხენს მოევ-
ლო და მწყობრს შეუერთდა. მას ქირით მებრძოლი მიჰყვა. მერე კი-
დევ რამდენიმე. მეფის კარი ისევ შეზანზარდა. რამდენიმე წუთში
რაზმი გაორმაგდა. ტირიონმა შემოიტყუა ისინი. მე თუ ვომობ, მა-
თაც უნდა იომონ, თორემ ქონდრისკაცზე უარესი გამოდიან. – ჩემ-
გან ჯოფრის სახელის ყიჟინს ვერ გაიგონებთ, – მიმართა მათ, – და
არც კასტერლის კლდის სადიდებლად ვიღრიალებ. სტანისი თქვენი
ქალაქის აოხრებას აპირებს და თქვენს ჭიშკარს ლეწავს. ჰოდა, გა-
მომყევით და დავხოცოთ ეგ ძაღლისშვილები! – მან ტაბარი იშიშ-
ვლა, ულაყი შემოაბრუნა და გვერდითა გასასვლელისკენ გაჭენდა.
ალბათ მომყვნენო, ფიქრობდა, თუმცა უკან მიხედვა ვერ გაებედა.

სანსა

კედლის შანდლებში ჩამაგრებული ჩირაღდნები მხიარულად


ირეკლებოდა გაპრიალებული ლითონის წრეებიდან და დედოფალ
სერსეის სამეჯლისო დარბაზს მოვერცხლისფრო შუქით ავსებდა.
მაგრამ დარბაზში მაინც წყვდიადი იწვა. სანსა ამას სერ ილინ პეინის
1064
უფერულ თვალებში ხედავდა – ჯალათი ჯერაც ქვასავით უძრავად
ატუზულიყო უკანა კართან არც ჭამდა, არც სვამდა. ლორდ ჯაილსის
გაწამებულ ხველაში ჩაესმოდა ეს წყვდიადი და ოსნი ქეთელბლექის
მოჩურჩულე ხმაში, როდესაც იგი სერსეისთვის ახალი ამბების მო-
სახსენებლად შემოიძურწებოდა ხოლმე. სანსა წვნიანს ათავებდა,
როდესაც ოსნი პირველად გამოჩნდა უკანა კარიდან. თვალი შეას-
წრო, თავის ძმას, ოსფრიდს რომ ელაპარაკებოდა. მერე ამაღლე-
ბულზე ავიდა და საკარცხულის გვერდით მუხლი მოიყარა. ცხენების
სუნი უდიოდა, ლოყაზე ფუფხით დაფარული ოთხი გრძელი, წვრილი
ნაკაწრი მოუჩანდა, თმა საყელოს დაბლა სცემდა და თვალებშიც ეყ-
რებოდა. სანსამ ვერ მოითმინა, ყური რომ არ მიეგდო. – ფლოტები
ერთმანეთს შეებნენ. ნაპირზე მშვილდოსნები გადმოსხდნენ, მაგ-
რამ ქოფაკმა აკუნა ისინი, თქვენო მოწყალებავ. თქვენი ძმა ჯაჭვს
სწევს, გავიგონე, ნიშანი რომ მისცეს. რწყილიან ფსკერზე ვიღაც
ლოთები კარებს ამტვრევენ და ფანჯრებში მიძვრებიან. ლორდმა
ბაივოტერმა მათ დასაშოშმინებლად ოქროსმოსასხამიანები გაგ-
ზავნა. ბეილორის სეპტი ხალხითაა სავსე, ყველა ლოცულობს. – და
ჩემი შვილი?
– მეფე ბეილორის სეპტში იყო, არქისეპტონისგან კურთხევა მი-
იღო. ახლა გალავანზე დადის მარჯვენასთან ერთად, ჯარისკაცებს
სიმამაცის მაგალითს აძლევს, ამხნევებს. სერსეიმ პაჟს ანიშნა, თასი
ისევ შეევსო ღვინით. ეს არბორული ოქროსფერი ღვინო იყო, ხი-
ლისსურნელიანი, მსუყე. დედოფალი ბევრს სვამდა, მაგრამ ღვინო
თითქოს მხოლოდ მშვენებას მატებდა. ლოყები წამოუწითლდა,
თვალებში კი ელვარე, ცხელებიანი მზერა ედგა, დარბაზს რომ გა-
დახედავდა ხოლმე. ველური ცეცხლით სავსე თვალები, გაიფიქრა
სანსამ.
მუსიკოსები უკრავდნენ, ჯამბაზები ჯამბაზობდნენ. მთვარე-ბიჭი
1065
დარბაზს ოჩოფეხებით უვლიდა და ყველას დასცინოდა, სერ დონ-
ტოსი კი ჯოხის ცხენზე გადამჯდარიყო და მომსახურე გოგოებს დას-
დევდა. სტუმრები იცინოდნენ, მაგრამ ეს უსიხარულო სიცილი იყო,
ისეთი, ყოველ წუთს რომ შეიძლებოდა, სლუკუნად ქცეულიყო. მათი
სხეულები აქაა, მაგრამ ფიქრებით და გულით ქალაქის გალავანზე
არიან. წვნიანის მერე ვაშლის ნიგვზიანი და ქიშმიშიანი სალათი შე-
მოიტანეს. სხვა დროს ალბათ გემრიელი მოეჩვენებოდა, მაგრამ ამ
საღამოს ყველა კერძი შიშით იყო შეკმაზული. დარბაზში მსხდომთა-
გან მხოლოდ სანსას როდი დაეკარგა მადა. ლორდი ჯაილსი უფრო
მეტს ახველებდა, ვიდრე ჭამდა, ლოლის სტოკვორთი მოკუნტული
იჯდა და ცახცახებდა, სერ ლანსელის ერთ-ერთი რაინდის ყმაწვილ
საცოლეს კი ტირილი წასკდა. დედოფალმა მაისტერ ფრენკენს უბ-
რძანა, გოგონა საწოლში ჩაეწვინა და დასაძინებელი მიეცა.
– ცრემლები, – ამრეზით მიმართა მან სანსას როდესაც გოგონა
დარბაზიდან გაიყვანეს, – ქალის იარაღიაო, დედაჩემი ასე ამბობ-
და. კაცის იარაღი ხმალია. მეტი არც არაფრის ცოდნა არ გჭირდება,
ასე არაა?
– მაგრამ კაცი ძალიან მამაციც უნდა იყოს, – თქვა სანსამ, – გა-
ჭენდე იქ, სადაც ხმლები და ტაბარები გემუქრება, სადაც ყველა შენს
მოკვლას ცდილობს... – ჯეიმიმ მითხრა ერთხელ, ცოცხალი მხო-
ლოდ ბრძოლასა და ლოგინში ვარო, – დედოფალმა თასი ასწია და
გრძელი ყლუპი მოსვა. სალათს არც მიჰკარებოდა, – მირჩევნია,
რამდენსაც გინდა, იმდენ ხმალს დავუდგე წინ, ოღონდ კი ასე უმწე-
ოდ არ ვიჯდე და თავს არ ვაჩვენებდე, თითქოსდა ამ შეშინებულ
ქათმებს შორის ყოფნა მიხაროდეს. – ისინი აქ შენი მოწვეულები
არიან, თქვენო მოწყალებავ – დედოფალს რაღაც-რაღაცები ევალე-
ბა. ისინი შენც დაგევალება, როდისმე ჯოფრის თუ გაჰყევი. ჯობია,
ისწავლო, – დედოფალმა გადახედა ცოლებს, ასულებს, დედებს,
1066
რომლებსაც მერხები შეევსოთ, – თავისთავად ქათმები არაფერს
წარმოადგენენ, მაგრამ მათი მამლები ამა თუ იმ მიზეზით საჭირო
არიან ხოლმე, და მათგან ზოგი შეიძლება კიდევაც დაბრუნდეს ამ
ომიდან. ამიტომ მე მოვალე ვარ, მათი ქალები დავიფარო. თუ ჩემი
უბადრუკი ჯუჯა ძმა როგორღაც მოახერხებს და გაიმარჯვებს, ეს ქა-
ლები თავიანთ ქმრებთან დაბრუნდებიან და მოუყვებიან, რა უშიშა-
რი ვიყავი, როგორ გაამხნევა ისინი ჩემმა სიმამაცემ, როგორ წუთი-
თაც კი არ დავეჭვებულვარ გამარჯვებაში.
– და თუ ციხესიმაგრე დაეცემა?
– შენ ეს გაგიხარდებოდა, არა? – სერსეიმ უარს არ დაუცადა, –
თუ ჩემი მცველები არ მიღალატებენ, ერთხანს აქ შევძლებთ გამაგ-
რებას. მერე შეიძლება გალავანზე გავიდე და სტანისს დანებება შევ-
თავაზო. მაგრამ თუ ციხე მანამდე დაეცა, სანამ სტანისი აქამდე მო-
აღწევს, მაშინ, ალბათ, ჩემი სტუმრების უმრავლესობას გაბახება
ელის. და არც დასახიჩრება, წამება და მკვლელობაა გამორიცხული
სანსას თავზარი დაეცა.
– ესენი ხომ ქალები არიან, უიარაღოები, კეთილშობილები!
– მათი წარმომავლობა მათ იფარავს, – დაუდასტურა სერსეიმ, –
მაგრამ არც იმდენად, შენ რომ გგონია. ყოველ მათგანში კარგი გა-
მოსასყიდის მიღება შეიძლება, მაგრამ შეშლილი ბრძოლების მერე
ჯარისკაცებს, როგორც ჩანს, ფულზე მეტად ქალის სხეული სწყური-
ათ ხოლმე. მაგრამ მაინც, ოქროს ფარი სულ არაფერს სჯობია. ქუ-
ჩაში რომ გადააწყდებიან, იმ ქალებს გაცილებით ნაკლები თავაზით
მოეპყრობიან. და ჩვენს მსახურებსაც, აგრეთვე. ლამაზებს, აი, ისე-
თებს, ლედი ტანდას მოახლე რომაა, მგზნებარე ღამე ელით, თუმცა
არ იფიქრო, ბებერი, დავარდნილი და მახინჯი გადაურჩეთ. საკმა-
რისი სასმელი ბრუციან მრეცხავს და აყროლებულ მეღორე გოგო-
საც ისე სასურველს გახდის, როგორც შენ, საყვარელო.
1067
– მე?
– ნუ წრიპინებ წრუწუნასავით, სანსა. უკვე ქალი ხარ, დაგავიწ-
ყდა? და – ჩემი პირმშოს საცოლე, – დედოფალმა ღვინო მოსვა, –
ვინმე სხვა რომ იყოს მომდგარი ჭიშკართან, შეიძლება, მისი ცდუნე-
ბის იმედი მქონოდა. მაგრამ ეს ხომ სტანის ბარათეონია. უმალ მისი
ცხენის ცდუნებას მოვახერხებდი, – სანსას გამომეტყველება დაინა-
ხა და გაიცინა, – გაგაოცე, მილედი? – დედოფალი გოგონასკენ გა-
დაიხარა, – პატარა შტერუკა. ქალს მხოლოდ ცრემლები როდი აქვს
იარაღად. კიდევ ერთი მოგეპოვება, ფეხებს შორის, და აჯობებს, მა-
გის მოხმარება ისწავლო. აი, ნახავ, კაცები არ ერიდებიან ხმლების
ქნევას – ორივენაირი ხმლების.
საბედნიეროდ, სანსას პასუხის გაცემა არ მოუხდა, რადგან დარ-
ბაზში ორი ქეთელბლექი დაბრუნდა. სერ ოსმუნდმა და მისმა ძმებმა
ბოლო დროს მთელ სასახლეს შეაყვარეს თავი. ღიმილს და ხუმრო-
ბას არავის ამადლიდნენ, მეჯინიბეებთან და მსახურებთანაც ისევე
იოლად პოულობდნენ საერთო ენას, როგორც რაინდებთან და სა-
ჭურველთმტვირთველებთან. ჭორად დადიოდა, ყველაზე უკეთ მა-
ინც მოახლეებთან პოულობენო. ბოლო დროს სერ ოსმუნდმა ჯოფ-
რის გვერდით სანდორ კლეგეინის ადგილი დაიკავა და სანსამ ყური
მოჰკრა, წყაროზე ქალები როგორ ამბობდნენ, ქოფაკივით ძლი-
ერია, მაგრამ უფრო ახალგაზრდა და სწრაფიაო. თუკი ასეა, უკვირ-
და სანსას, მაშ, რატომ არც ერთხელ არაფერი სმენოდა ამ ქეთელ-
ბლექებზე, სანამ სერ ოსმუნდი მეფის ქეშიკად არ დაასახელეს? ოს-
ნის ღიმილით გაბადროდა სახე, დედოფალის გვერდით რომ დაიჩო-
ქა. – გემები აფეთქდა, თქვენო მოწყალებავ. მთელი შავწყალა ცეც-
ხლშია გახვეული. ასი გემი იწვის, შეიძლება მეტიც.
– და ჩემი შვილი?
– იგი ტალახის კართანაა მარჯვენასთან და მეფის ქეშიკებთან
1068
ერთად, თქვენო მოწყალებავ. მანამდე ფიცარნაგზე მდგარ მშვილ-
დოსნებს ელაპარაკა და აჩვენა, არბალეტები უკეთ როგორ მოეხმა-
რათ. ყველა იმას ამბობს, ძალიან მამაცი ბიჭიაო. – ჯობია, ძალიან
ცოცხალ ბიჭად დარჩეს, – სერსეი მის ძმას, ოსფრიდს მიუბრუნდა,
რომელიც უფრო მაღალი და კუშტი იყო და ჩამოგრძელებული შავი
ულვაშები ჰქონდა, – აბა?
ოსფრიდს გრძელ შავ თმაზე ზარადი დაეფხატა და მოღუშული
სახე ჰქონდა. – თქვენო მოწყალებავ, – წყნარად წარმოთქვა მან, –
ბიჭებმა დაიჭირეს ერთი მეჯინიბე და ორი მოახლე, უკანა კარიდან
უნდოდათ გაპარვა, მეფის სამ ცხენთან ერთად. – პირველი ამაღა-
მინდელი მოღალატეები, – თქვა დედოფალმა, – მაგრამ არა უკა-
ნასკნელი, ასე მგონია. სერ ილინმა მიხედოს მაგათ, მაგათი თავები
კი სარებზე ააგეთ თავლებთან, სხვების გასაფრთხილებლად, – ძმე-
ბი რომ წავიდნენ, იგი სანსას მიუბრუნდა, – აი, კიდევ ერთი გაკვე-
თილი, რაც უნდა აითვისო, ჩემი შვილის გვერდით ჯდომას თუ ფიქ-
რობ. ასეთ ღამეს გულმოწყალე თუ იქენი, შენ გარშემო მოღალა-
ტეები ისე მომრავლდება, როგორც სოკოები ნაწვიმარ ტყეში. ერთა-
დერთი გზა, შენი ხალხის ერთგულება შეინარჩუნო, ისაა, რომ შენი
მტერზე მეტად ეშინოდეთ. – დავიმახსოვრებ, თქვენო მოწყალებავ,
– უთხრა სანსამ, თუმცა მას მუდამ სმენოდა, სიყვარული ადამიანე-
ბის ერთგულებას შიშზე უკეთ მოგიპოვებსო. მე თუ როდისმე დედო-
ფალი გავხდი, ხალხს თავს შევაყვარებ.
სალათის მერე კიბორჩხალას მარწუხების ღვეზელი მოიტანეს.
ამას პრასით და სტაფილოთი შემწვარი ცხვრის მწვადები მოჰყვა,
რომლებიც პურების ამოღრუტნულ ყუებში ელაგა. ლოლისმა მეტის-
მეტად სწრაფად ჭამა, გული აერია და ყველაფერი საკუთარ კალთა-
ზე და დის კაბაზე დაარწყია. ლორდი ჯაილსი ახველებდა, სვამდა,

1069
ახველებდა, სვამდა და გონი დაკარგა. დედოფალმა ზიზღით გადა-
ხედა ლორდს, სახე პურის ყუაში რომ ედო და ხელები ღვინის გუბე-
ებში ელაგა. – ღმერთები ალბათ შეიშალნენ, მამაკაცობას მის
მსგავს არსებებზე რომ ხარჯავენ, და მეც შევიშალე, მის გათავისუფ-
ლებას რომ ვითხოვდი.
ოსფრიდ ქეთელბლექი დაბრუნდა მეწამული მოსასხამის ფრი-
ალით. – მოედანზე ხალხია შეკრებილი, თქვენო მოწყალებავ, ციხე-
ში თავშესაფარს ითხოვენ. მდაბიორები არ არიან, მდიდარი ვაჭრე-
ბი და ეგეთები ჩანან. – უბრძანე, სახლებში დაბრუნდნენ, – უთხრა
დედოფალმა, – თუ არ წავლენ, ჩვენმა მშვილდოსნებმა ერთი-ორი
გააგორონ. მარბიელები არ გავიდნენ; ჭიშკარს არანაირი მიზეზით
არ ვაღებთ.
– როგორც ბრძანებ, – კაცმა თავი დაუკრა და გავიდა.
დედოფალს ბრაზისგან სახე გაუქვავდა.
– ჩემი ხელით დავაჭრიდი თავებს! – ლაპარაკისას უკვე ენა ებ-
მოდა, – პატარები რომ ვიყავით, მე და ჯეიმი ისე ვგავდით ერთმა-
ნეთს, რომ ჩვენი ლორდი-მამაც კი ვერ გვარჩევდა. ზოგჯერ სახალი-
სოდ ერთმანეთის ტანსაცმელს ვიცვამდით და მთელ დღეს ერთი-
მეორეს ვასახიერებდით. და მაინც, როდესაც ჯეიმის პირველი ხმა-
ლი მისცეს, მე არაფერი შემხვდა. მე რა მერგება-მეთქი, მახსოვს, ვი-
კითხე. ისე ერთნაირები ვიყავით, ვერასოდეს გამეგო, ასე სხვადას-
ხვანაირად რატომ გვექცეოდნენ. ჯეიმი ხმლით ბრძოლას, შუბის და
ლახტის ხმარებას სწავლობდა, მე კი ამასობაში ღიმილს, სიმღერას
და თავაზიანობას ვითვისებდი. იგი კასტერლის კლდის მემკვიდრე
იყო, მე კი ვიღაც უცხო კაცს უნდა მივყიდვოდი ცხენივით, რომ ვეჭე-
ნებინე, როცა კი მოისურვებდა, გავეშოლტე, როცა მოუნდებოდა, და
თავის დროზე უფრო ახალგაზრდა ჭაკზე გავეცვალე. ჯეიმის დიდება
და ძალაუფლება ელოდა, მე კი – მშობიარობა და თვიურები.
1070
– მაგრამ შენ ხომ მთელი შვიდი სამეფოს დედოფალი იყავი, –
უთხრა სანსამ. – საქმე ხმალზე რომ მიდგება, დედოფალიც კი ქა-
ლია და მეტი არაფერი. სერსეის ღვინის თასი ცარიელი იყო. პაჟი
მის შესავსებად წამოდგა, მაგრამ ქალმა თასი გადმოატრიალა და
თავი გაიქნია.
– აღარ მინდა. ცხადი გონება უნდა შემრჩეს.
ბოლო კერძად თხის ყველი და შემწვარი ვაშლები შემოიტანეს.
დარბაზი დარიჩინის სურნელმა აავსო და ოსნი ქეთელბლექმაც
ისევ მოიყარა მუხლი მათ შორის. – თქვენო მოწყალებავ, – ჩაიბუტ-
ბუტა მან, – სტანისმა სატურნირე მოედანზე გადმოსხა ხალხი, მეტი
და მეტი გადმოდიან მდინარეს. ტალახის კარს უტევენ, მეფის კარ-
თან კი ტარანი მოიტანეს. ჭინკა მათ მოსაგერიებლად გავიდა. – ეს
ხომ ყველას გულებს დაუხეთქავს, – მშრალად წარმოთქვა დედო-
ფალმა, – იმედია, ჯოფი თან არ წაუყვანია.
– არა, თქვენო მოწყალებავ, მეფე ჩემს ძმასთან ერთად კახპებ-
თანაა, ქორბუდებს ისვრის მდინარეში.
– და ამ დროს ტალახის კარს უტევენ? რა” განუსჯელობაა სერ
ოსმუნდს უთხარი, დაუყოვნებლივ მოაშოროს იქაურობას. იქ ყოფნა
ახლა საშიშია. უკან, ციხეში მოიყვანე.
– ჭინკამ თქვა...
– შენთვის მნიშვნელობა იმას აქვს მე რა ვთქვი, სერსეის თვალე-
ბი დაუწვრილდა, – შენი ძმა იმას იზამს, რასაც ვეუბნები, თორემ
ვიზრუნებ, მორიგი გასვლა თავად მან გაიყვანოს, და შენც მასთან
ერთად იყო.
კერძები რომ აალაგეს, ბევრმა სტუმარმა სეპტში წასვლის ნე-
ბართვა ითხოვა. სერსეიმ გულმოწყალედ დართოთ ნება. წასულებს
შორის ლედი ტანდა და მისი ასულებიც იყვნენ. ვინც დარჩნენ, იმათ-

1071
თვის მუსიკოსმა დაკვრა დაიწყო. დარბაზი არფის ტკბილმა ჰანგებ-
მა აავსო. ჯონქვილსა და ფლორიანზე, პრინცი ეამონ დრაკონის რა-
ინდისა და მისი ძმის მეუღლე-დედოფლის სიყვარულზე, ნიმერიას
ათი ათას გემზე მღეროდა. ლამაზი, მაგრამ გულისმომკვლელად
სევდიანი სიმღერები იყო. ზოგი ქალი ატირდა და სანსამაც იგრძნო,
თვალები რომ მოუწყლიანდა. – მშვენიერია, საყვარელო, – დედო-
ფალი მისკენ გადაიხარა, – ავარჯიშე ცრემლები. მეფე სტანისის-
თვის გამოგადგება.
სანსა მოუსვენრად შეწრიალდა.
– თქვენო მოწყალებავ?
– ო, მომაშორე ეგ შენი ფუჭი თავაზიანობა. ეტყობა, მთლად ცუ-
დადაა საქმე, ქონდრისკაცს თუ უწევს ომი. ასე რომ, შეგიძლია, შენც
ჩამოიხსნა ნიღაბი. ყველაფერი ვიცი, საღვთო ტყეში რისთვის დაძ-
ვრები.
– საღვთო ტყეში? – სერ დონტოსს არ შეხედო, არა, არა, თავს
არწმუნებდა სანსა. დედოფალმა არ იცის, არავინ იცის, დონტოსი
დამპირდა, ჩემი ფლორიანი არასოდეს მიმტყუნებს, – არაფერი და-
მიშავებია. საღვთო ტყეში სალოცავად დავდივარ. – სტანისისთვის
სალოცავად. ან შენი ძმისთვის, სულერთია. ასე რომ არ იყოს, მამა-
შენის ღმერთები რაში დაგჭირდებოდა? მათ ჩვენს დამარცხებას
ევედრები. ეს არ არის დაშავება?
– ჯოფრისთვის ვლოცულობდი, – დაიჟინა აფორიაქებულმა სან-
სამ. – რატომ, ძალიან ნაზად რომ გეპყრობა, იმიტომ? – დედოფალ-
მა ჩავლილ მოახლეს სინიდან ტკბილი ქლიავის ღვინით სავსე სურა
ააცალა და სანსას თასი შეუვსო, – დალიე, – უბრძანა ცივად, – ვინ
იცის, ისე გაგათამამოს, რომ ერთხელაც სიმართლე თქვა.
სანსამ თასი ტუჩებთან მიიტანა და მოსვა. ღვინო გადამტკბარი,
მაგრამ ძალიან მათრობელა იყო.
1072
– უფრო ყოჩაღად, აბა, – უთხრა სერსეიმ, – გამოცალე თასი,
სანსა. შენი დედოფალი გიბრძანებს.
სასმელმა ლამის დაახრჩო, მაგრამ სანსამ თასი გამოცალა, ერ-
თბაშად გადაკრა სქელი ტკბილი ღვინო და თავბრუ დაეხვა.
– კიდევ გინდა? – ჰკითხა სერსეიმ.
– არა, თუ შეიძლება.
დედოფალი უკმაყოფილო ჩანდა.
– სერ ილინზე რომ მკითხე, მაშინ მართალი არ მითქვამს. გინდა,
სიმართლე გაიგო, სანსა? გინდა, გაიგო, სინამდვილეში აქ რისთვი-
საა?
სანსამ პასუხის გაცემა ვერ გაბედა, მაგრამ ამას მნიშვნელობა
არც ჰქონდა. დედოფალმა ხელი ასწია და ნიშანი მისცა, პასუხს არც
ელოდა. სანსამ ვერც შეამჩნია, სერ ილინი როდის დაბრუნდა დარ-
ბაზში, მაგრამ ახლა კი აქ იყო, კატასავით უჩუმრად გამოაბიჯა შე-
მაღლებულის ბოლოში ჩამდგარი ჩრდილებიდან. ყინული შიშველი
მოჰქონდა. სანსას ახსოვდა, მამა მართლმსაჯულების აღსრულების
მერე ყოველთვის წმენდდა ხმლის პირს საღვთო ტყეში, მაგრამ სერ
ილინი მას როდი ჰგავდა. ჟრუნა ფოლადს სისხლი ახმებოდა, წითე-
ლი უკვე მრეშად იყო ქცეული. – მოახსენე ლედი სანსას, ახლოს რა-
ტომ მყავხარ, – უთხრა სერსეიმ. სერ ილინმა პირი გააღო და რაღაც
დაილუღლუღა. ჩოფურა სახეზე არაფერი ეწერა.
– ამბობს, აქ თქვენ გამო ვარო, – აუხსნა დედოფალმა, – სტანის-
მა შეიძლება ქალაქი აიღოს და ტახტიც მოიპოვოს, მაგრამ ჩემი გა-
სამართლების სიხარულს არ მივანიჭებ. არ ვაპირებ, ცოცხლები ჩა-
ვუცვივდეთ ხელში.
– ჩავუცვივდეთ?
– ხომ გაიგონე, რაც ვთქვი. ასე რომ, იქნებ ჯობდეს, ისევ ილო-

1073
ცო, სანსა, და ახლა სხვა რამ ითხოვო. გპირდები, სტარკებს ლანის-
ტერების დაცემა არ გაახარებთ, – მან ხელი გაიწვდინა და სანსას
თმაზე შეეხო, ნაზად გადაუწია კისრიდან.

ტირიონი

მუზარადის სამზერი ჭრილი ტირიონს ხედვას უზღუდავდა, რაც


წინ ჰქონდა, მხოლოდ იმას ხედავდა; მაგრამ თავი რომ მოაბრუნა,
სატურნირე მოედანს მომდგარი სამი გალერა დაინახა. მეოთხე, სა-
მივეზე უფრო დიდი, მდინარეში იდგა და ფილაკვნებით ალმოდე-
ბულ კუპრიან კასრებს ისროდა.
– სოლად დაეწყვეთ! – უბრძანა ტირიონმა თავის რაზმს, გარეთ
რომ აღმოჩნდნენ. შუბის პირის მსგავსად დაეწყვნენ, წვერში ტი-
რიონი იდგა. სერ მანდონ მური ხელმარჯვნივ ამოუდგა, მისი აბჯრის
თეთრ მინანქარზე ცეცხლის ალი ირეკლებოდა, მუზარადის ჭრილ-
ში გულგრილად უციალებდა უსიცოცხლო თვალები. თეთრად აღ-
კაზმულ ნახშირივით შავ ცხენზე იჯდა, მკლავზე ქეშიკთა ქათქათა
ფარი შეება. გაოცებულმა ტირიონმა ხელმარცხნივ პოდრიკ პეინი
აღმოაჩინა, ბიჭს ხელში გაშიშვლებული ხმალი ეჭირა.
– შენ ჯერ პატარა ხარ! – უთხრა მაშინვე, უკან გაბრუნდი!
– მე შენი საჭურველთმტვირთველი ვარ მილორდ ტირიონს და-
ვის დრო არ ჰქონდა.
– მაშინ მომყევი. არ მომცილდე, – ცხენი დეზისკვრით დაძრა.
ცხენები ახლო-ახლო მიჰყავდათ, თავზე წამომდგარ გალავანს მი-
უყვებოდნენ. სერ მანდონს შუბზე ჯოფრის მეწამული დროშა ეგო,
აფრიალებულ ქსოვილზე ხარირემი და ლომი გვერდიგვერდ ცეკ-
ვავდნენ. ნაბიჯიდან ჩორთზე გადავიდნენ და შორიდან შემოუარეს

1074
კოშკის ძირს. ქალაქის გალავნიდან ისრები მოფრინავდა, თავზე გა-
დაუზუზუნებდათ ხოლმე ლოდები, ბრმად რომ ეხეთქებოდნენ მიწას
თუ წყალს, ფოლადს თუ ხორცს. წინ მოჩანდა მეფის კარი და ჯარის-
კაცების დიდი გუნდი, რომლებიც უზარმაზარ, შავი მუხის რკინისთა-
ვიან ტარანს ეჭიდებოდნენ. გარშემო გემიდან ჩამოსული მშვილ-
დოსნები ედგნენ და ცხრილავდნენ ყველაფერს, რაც კი კარიბჭის
ზემოთ კედელზე გამოჩნდებოდა.
– შუბები მოიმარჯვეთ, – ბრძანა ტირიონმა და ცხენი ნავარდზე
გადაიყვანა. მიწა დამბალი და ლიპი იყო, ერთმანეთს ერეოდა ტა-
ლახი და სისხლი. მისმა ულაყმა გვამზე წაიბორძიკა, ფლოქვები და-
უცურდა და ფეხები ააბარტყუნა, და ტირიონს მოეჩვენა, ცხენი მანამ-
დე გადმომაგდებს უნაგირიდან, სანამ მტრამდე მივაღწევდეო; მაგ-
რამ როგორღაც მხედარმაც და ცხენმაც შეინარჩუნეს წონასწორო-
ბა. კარიბჭესთან მდგარი ადამიანები ტრიალდებოდნენ, ცდილობ-
დნენ, საჩქაროდ მოწყობილიყვნენ შეტევის დასახვედრად. ტირიონ-
მა ტაბარი ასწია და „მეფის საბიჯელიო“, დასჭყივლა. დაძახილი
სხვებმაც აიტაცეს და მათი შუბისპირი გაფრინდა, ფოლადის და აბ-
რეშუმის, მოთქარუნე ფლოქვების და ცეცხლნაკრავი ბასრი ხმლე-
ბის ყიჟინად გაქროლდა წინ.
სერ მანდონმა შუბის წვეტი უკანასკნელ წამს დახარა, ჯოფრის
დროშა მოქლონებიანი კურტაკით დაფარულ მკერდში აძგერა კაცს
და ჰაერში ასწია, სანამ შუბს ტარი არ გადაემტვრა. ტირიონს წინ და-
უდგა რაინდი, რომელსაც იალმაგზე ყვავილების გვირგვინში თავ-
გამოყოფილი მელა ჰქონდა გამოსახული. ფლორენტიო, გაიფიქრა
მაშინვე, და უმუზარადოო, მიაყოლა ფიქრშივე. კაცს სახეში დასცხო
ტაბარის, მკლავის და გაჭენებული ცხენის მთელი ძალით, და ნახე-
ვარი თავი წააცალა. უკუცემამ მხარი დაუბუჟა. რას დამცინებდა ახ-
ლა შაგაო, გაიფიქრა ჭენებისას. ფარში შუბი დაეძგერა. გვერდით
1075
პოდი მიჰყვებოდა, კაფავდა ყველას, ვისაც კი გვერდით ჩაურბენ-
დნენ. ბუნდოვნად ჩაესმა გალავანზე მდგარი ადამიანების აღტაცე-
ბული ყიჟინა. ტარანი ტალახში დაეცა, ჯარისკაცებს მისთვის აღარ
სცხელოდათ: ზოგი გაიფანტა, ზოგიც საბრძოლველად შემობრუნ-
და. ტირიონმა მშვილდოსანი გადაქელა, შუბოსანი მხრიდან იღლი-
ამდე ჩაჩეხა და ხმალთევზიან მუზარადზე ასხლიტა ტაბარი. ტარანის
წინ მისი დიდი წითელი ულაყი ყალყზე შედგა, მაგრამ შავი ცხენი
მსუბუქად გადაევლო დაბრკოლებას და ჩაიქროლა სერ მანდონმა,
ქათქათა აბრეშუმში გამოწყობილმა სიკვდილმა. მისი ხმალი კიდუ-
რებს კვეთდა, თავებს აპობდა, ფარებს ლეწავდა: თუმცა მტერთაგან
ცოტამ თუ მოახერხა, გადმოღმა დაუზიანებელი ფარებით გადმოეღ-
წია.
ტირიონმა ცხენი ტარანზე გადაახტუნა. მტერი გარბოდა. გაიხედ-
გამოიხედა, მაგრამ პოდრიკ პეინს თვალი ვერსად მოჰკრა. ლოყი-
დან ჩხაკუნით აუსხლტა ისარი, სულ ერთი გოჯით ასცდა სამზერ
ჭრილს. შიშით ისე შეხტა, ლამის ცხენიდან ჩამოვარდა. ასე თუ ვა-
პირებ აქ კუნძივით ჯდომას, ბარემ სამიზნე მიმეხატა მკერდზე. ცხენს
ისევ დეზი ჰკრა, მკვდრებს ზედ ახტებოდა ან გარს უვლიდა. დაღმა
შავწყალა ცეცხლმოდებული გალერებით იყო ჩახერგილი. წყალზე
ჯერაც ტივტივებდა ველური ცეცხლის ნაკუწები და ოცფუტიან მწვანე
შადრევნებად ადიოდა ჰაერში. ტარანის მცემელი ჯარისკაცები გა-
ფანტეს, მაგრამ მთელ ნაპირზე ბრძოლები იყო გაჩაღებული. ალ-
ბათ სერ ბეილონ სუანის ხალხია, ან ლანსელის; ლამობენ, უკან,
წყალში ჩაყარონ მტერი, რომლებიც ცეცხლმოდებული გემებიდან
ნაპირზე გამორბიან.
– ტალახის კარისკენ წავედით! – ბრძანა ტირიონმა.
– ტალახის კარი! – იყვირა სერ მანდონმა, და ისევ გაჭენდნენ. –
მეფის საბიჯელი! – ხმაშეუწყობლად გაიძახოდნენ მისი მეომრები, –
1076
ნახევარკაცა! ნახევარკაცა!
ნეტავ, ეს ვინღა ასწავლათ? მუზარადის ფოლადის და ტყავის
მიღმიდან ჩაესმოდა განწირული კივილი, ცეცხლის მშიერი ტკაცუ-
ნი, საომარი საყვირების ხმიანობა და ბუკების ლითონნარევი ჭექა.
ყველგან ცეცხლი გიზგიზებდა. მიწყალონ ღმერთებმა, არ მიკვირს,
ქოფაკი რომ შედრკა. მას ხომ ცეცხლის ეშინია... მჭექარე გრუხუნმა
გადაუქროლა შავწყალა ჩქერს, როდესაც ცხენისხელა ლოდი ერთ-
ერთი გალერის შუაგულს დაეხეთქა. ჩვენია თუ მათი? ტირიონი ამას
ვერ იტყოდა. მისი სოლი დაშლილიყო; ყოველი კაცი ახლა საკუთარ
ომში იყო ჩაბმული. უკან უნდა გავბრუნებულიყავი, გაიფიქრა ტირი-
ონმა, მაგრამ ისევ წინ მიიწევდა. ჩაბღუჯული ტაბარი ხელში დაუმ-
ძიმდა. რამდენიმე კაცი ჯერაც უკან მისდევდა, დანარჩენები და-
იხოცნენ ან გაიფანტნენ. ცხენთან ჭიდილი უწევდა, აღმოსავლეთის-
კენ რომ წაეყვანა. ზორბა საომარ ულაყს ცეცხლი სანდორ კლეგე-
ინზე მეტად როდი ეპიტნავებოდა, მაგრამ ცხენის დამორჩილება უფ-
რო იოლი იყო. მდინარიდან ადამიანები მოფორთხავდნენ, დაბუგუ-
ლები და სისხლმდინარენი, წყლის ხველებით, წვალებით, მეტწი-
ლად – მომაკვდავები. ტირიონი თავის რაზმს მათ შორის მიუძღოდა
და იმათ, ვისაც ფეხზე დგომის ძალა ჯერ კიდევ შერჩენოდა, სწრაფ
და სუფთა სიკვდილს სძღვნიდა. მთელი ომი მისი სამზერი ჭრილის
ზომამდე შედგა. მასზე ორჯერ უფრო ზორბა რაინდები მის წინაშე
გაქცევით შველოდნენ თავს, ან უტევდნენ და კვდებოდნენ. პატარა,
დამფრთხალ არსებებად ეჩვენებოდა ისინი. „ლანისტერ!“ გაიძახო-
და და კლავდა. მკლავი იდაყვამდე სისხლით ჰქონდა გაწითლებუ-
ლი და მდინარეს ავარდნილი ცეცხლის შუქზე უელვარებდა. როდე-
საც ცხენი ისევ ყალყზე დაუდგა, მან ვარსკვლავებს მოუქნია ტაბარი
და ისევ ჩაესმა ჯარისკაცების დაძახილი: „ნახევარკაცა! ნახევარკა-

1077
ცა!“ ტირიონი მთვრალს ჰგავდა. ბრძოლის ჟინი. ვერასოდეს იფიქ-
რებდა, როდისმე თავად თუ გამოცდიდა ამ შეგრძნებას, თუმცა კი ჯე-
იმის საკმაოდ ხშირად მოეყოლა ამაზე: თუ როგორ ბუნდოვანდებო-
და და ნელდებოდა დრო, ჩერდებოდა კიდევაც; როგორ იფანტებო-
და წარსული და მომავალი და მხოლოდ წუთი, მყისიერი აწმყო რჩე-
ბოდა; როგორ ქრებოდა შიში, ქრებოდა ფიქრი, სხეულიც კი გიქრე-
ბოდა. „მაშინ ჭრილობებს ვეღარ გრძნობ, ვეღარც მძიმე აბჯრის
ზიდვით ატკივებულ წელს, ან თვალებში ჩამოდენილ ოფლს. აღარც
გრძნობ, აღარც ფიქრობ, საერთოდ, შენ შენ აღარ ხარ, რჩება მხო-
ლოდ ბრძოლა, მტერი, ეს კაცი, მერე შემდეგი, იმის შემდეგი და შემ-
დეგი, და იცი, რომ მათ ეშინიათ, დაიღალნენ, შენ კი არა, შენ ცოც-
ხალი ხარ, გარშემო სიკვდილი გახვევია, მაგრამ მათი ხმლები ისე
ნელა იძვრიან, რომ შეგიძლია, სიცილით იცეკვო მათ შორის“.
ბრძოლის ჟინი. მე ნახევარი კაცი ვარ, ბრძოლით ვარ მთვრალი და
აბა, მომკლან, თუ შეუძლიათ!
ცდილობდნენ კიდევაც, მოეკლათ. მისკენ შუბოსანი გამოექანა.
ტირიონმა მის შუბს თავი წაასხიპა, მერე ხელი მოჰკვეთა, მერე
მკლავი, ჩორთით დადიოდა მის გარშემო. უმშვილდო მოისარმა შე-
უტია, ისარი დანასავით მოემარჯვებინა. ცხენმა მას თეძოზე წიხლი
მისცხო და ძირს გაშოტა, ტირიონმა კი გადაიხარხარა. ტალახში
ჩარჭობილ დროშას ჩაუარა, ზედ სტანისის ალმოდებული გული იყო
გამოსახული, და ტაბარის მოქნევით ორად გადაჭრა მისი ტარი. სა-
იდანღაც რაინდი წამოიმართა და ტირიონის ფარს საორხელე ორ-
ლესულით შეუტია, კვლავ მოუქნია, კვლავ, სანამ ვიღაცამ იმას იღ-
ლიაში ხანჯალი არ აძგერა. რომელიღაცამ ტირიონის რაზმიდან,
ალბათ. ტირიონს არც დაუნახავს.
– გნებდები, სერ, – დაიძახა სხვა რაინდმა, დაღმა, მოშორებით
რომ იწვა შავი წყლის გუბეში, – გნებდები. სერ რაინდო, გნებდები.
1078
აი, ნიშანი, აგერ, – იგი დანებების ნიშნად ფოლადის ხელთათმანს
აწვდიდა. ტირიონი დაიხარა და ჩამოართვა. სწორედ ამ დროს მათ
ზემოთ ველური ცეცხლი გასკდა და იქაურობას მწვანე შუქი მოჰფი-
ნა. ამ უეცარი კვესებისას ტირიონმა შენიშნა, რომ გუბე შავი კი არა,
წითელი იყო. ხელთათმანში ჯერ კიდევ იდო კაცის ხელი. სასწრა-
ფოდ გადააგდო. – გნებდები, – უიმედოდ, უმწეოდ ტიროდა კაცი.
ტირიონი შებრუნდა. აბჯრიანმა მეომარმა მის ცხენს აღვირი დაუჭი-
რა და ტირიონს სახეში ხანჯალი აძგერა. მან ხანჯალს ხელი აუკრა
და ტაბარი კაცს ქეჩოში დააჭედა. უკან ამოძრობას რომ ლამობდა,
მისი სამზერის კიდეზე თეთრ გაელვებას მოჰკრა თვალი. მობრუნ-
და, ეგონა, სერ მანდონ მური დახვდებოდა, მაგრამ სხვა თეთრი რა-
ინდი შერჩა ხელში. სერ ბეილონ სუანს ისეთივე აბჯარი. ეცვა, მაგ-
რამ ცხენის აღკაზმულობაზე მისი გვარის ემბლემა, ერთმანეთს შებ-
მული თეთრი და შავი გედები, ჰქონდა გამოსახული. ხალებიანი რა-
ინდი უფროა, ვიდრე თეთრიო, ანგარიშმიუცემლად გაიფიქრა ტი-
რიონმა. სერ ბეილონი ერთიანად სისხლის შხეფებით და კვამლის
ლაქებით დაფარულიყო. ლახტი ასწია და მდინარის დაღმა მიათი-
თა. იარაღს თავზე ძვლის და ტვინის ნაკუწები შერჩენოდა.
– მილორდ, შეხე.
ტირიონმა ცხენი შეაბრუნა, მდინარისთვის თვალი რომ ჩაეყო-
ლებინა. ნაკადი შავად, მძლავრად მიედინებოდა, მაგრამ ზედაპირი
სისხლს და ალს წაებილწა. ცა იყო წითელი, ნარინჯისფერი და თვა-
ლისმომჭრელად მწვანე.
– რას? – იკითხა, და უცებ დაინახა.
ნავსაბმელს შელეწილი გალერიდან ფოლადში შემოსილი მეომ-
რები მოძვრებოდნენ. რამდენნი არიან, საიდან მოდიან? კვამლი და
ცეცხლის ელვარება ხედვას უშლიდა, ტირიონმა-თვალები მოჭუტა
და მათ მწკრივს მდინარისკენ გააყოლა მზერა. იქ ერთმანეთზე ოცი
1079
გალერა იყო მიყრილი, იქნებ მეტიც, ვერ დაითვლიდი. ნიჩბები გა-
დასჯვარედინებოდათ, მუცლები ბაგირებით ჰქონდათ ერთმანეთზე
გადაბმული, ერთმანეთის ტარანებზე დაგებულნი, დაცემული გემ-
სართავების ქსელებში გახლართულიყვნენ. ერთი დიდი ხომალდი
ორ უფრო მომცრო გემს შორის მუცელამობრუნებული ტივტივებდა.
ნალეწები ისე ახლო-ახლო მიყრილიყო ერთმანეთთან, რომ შესაძ-
ლებელი ხდებოდა, ერთიდან მეორეზე ხტომით შავწყალა გადმოგე-
ლახა. სწორედ ამას აკეთებდნენ სტანისის მებრძოლთაგან ყველაზე
მამაცები, ასობით მოიწევდნენ წინ. ტირიონმა დაინახა, ერთმა უტ-
ვინო რაინდმა ცხენდაცხენ რომ მოისურვა გადმოსვლა, შეძრწუნე-
ბულ ცხოველს ნიჩბებზე და მოაჯირებზე ახტუნებდა, სისხლით გა-
ლიპულ და მწვანე ცეცხლით ატკაცუნებულ დახრილ გემბანებზე ლა-
მობდა გაეტარებინა. ჩვენვე ავუგეთ ეს წყეული ხიდი, გაიფიქრა თავ-
ზარდაცემულმა. ხიდის ნაწილი იძირებოდა, ნაწილს ცეცხლი ეკიდა,
თვითონ ხიდი კი მთლიანად ჭრიალებდა და ირყეოდა, ნებისმიერ
წუთს შეიძლებოდა ეხუვლა და დაშლილიყო, მაგრამ ეს მომავლებს
არ აშინებდა.
– რა უშიშრები არიან! – აღტაცებით მიმართა სერ ბეილონს, –
წამო, დავხოცოთ. დაშრეტილ ცეცხლსა და სანაპიროს მოდებულ
მჭვარტლსა და ნაცარში გაუძღვა რაზმს, ქვის გრძელ ნავმისაბმელ-
ზე გაჭენდა თავის ხალხთან და მათ უკან ჩამდგარ სერ ბეილონის ჯა-
რისკაცებთან ერთად. სერ მანდონიც მათ მიჰყვა, ფარი დალეწვო-
და. ჰაერში ბოლი და ნაპერწკლები ტრიალებდა და მტერი გაურბო-
და მათ შეტევას, ისევ წყალში ცვიოდნენ და სხვებსაც აყირავებდნენ.
ხიდის თავს მტრის ნახევრად ჩაძირული გალერა ქმნიდა, ცხვირზე
დრაკონების რისხვა ეწერა. მისთვის ძირი შეენგრია ერთ-ერთ და-
ძირულ ხომალდს – ისინი ტირიონმა ნავმისაბმელებს შორის განა-

1080
თავსებინა. შუბოსანმა, რომელსაც მკერდზე სელტიგარების წითე-
ლი კიბორჩხალა ეხატა, ბეილონ სუანის ცხენს მკერდში აძგერა თა-
ვისი იარაღი, სანამ ის ჩამოქვეითებას მოასწრებდა, და რაინდი უნა-
გირიდან გადმოაგდო. როდესაც გვერდით ჩაუქროლა, ტირიონმა
კაცს ტაბარი მოუქნია და აღვირის მოზიდვა დააგვიანდა. მისი ულა-
ყი ნავმისაბმელის ბოლოდან გადახტა, დამსხვრეულ მოაჯირს გადა-
აფრინდა და შხაპუნით და ყვირილით დაეშვა კოჭამდე წყალში. ტი-
რიონს ბზრიალით გაუვარდა ხელიდან, ტაბარს თავად ტირიონიც
მიჰყვა და გემბანი მის შესახვედრად გამოექანა, სველი კოცნით ჩა-
იხუტა.
ამას რაღაც სიგიჟე მოჰყვა. ცხენმა ფეხი მოიტეხა და საზარლად
გაჰყვიროდა. ტირიონმა როგორღაც მოახერხა, ხანჯალი ამოეღო
და საბრალო ცხოველისთვის ყელი გამოეჭრა. სისხლმა მეწამულ
შადრევნად იხუვლა და მკლავები და მკერდი დაუსველა. წამოდგო-
მა შეძლო და მოაჯირამდე მიბორძიკდა, მერე კი ისევ იბრძოდა,
ბარბაცებდა და თავს იმაგრებდა წყლით გადარეცხილ დახრილ გემ-
ბანზე. ჯარისკაცები თავს ესხმოდნენ, ზოგს კლავდა, ზოგს ჭრიდა,
ზოგი გაეცლებოდა ხოლმე, მაგრამ მათი რიცხვი არა და არ
ილეოდა. ხანჯალი დაკარგა და გადამტვრეული შუბი მოიგდო ხელ-
ში, ვერც იტყოდა, საიდან. დაბღუჯა და მომხვდურებს აძგერებდა,
თან ყვირილით იგინებოდა. ადამიანები გაურბოდნენ და მისდევდა
მათ, მოაჯირს აბიჯებდა და შემდეგ გემზე გადადიოდა, იქიდან – კი-
დევ შემდეგზე. ორი მკრთალი აჩრდილი მუდამ თან სდევდა: ბე-
ილონ სუანი და მანდონ მური, მშვენიერები, თეთრები. ველარიონის
შუბოსნებით გარშემორტყმულები, ერთმანეთზე ზურგმიბჯენილები
იბრძოდნენ; ისე მოძრაობდნენ, გეგონებოდა, ცეკვავენო.
თავად ტირიონი მოუქნელად კლავდა. ერთ კაცს თირკმელში გა-
უყარა შუბი, რომელსაც ზურგი ჰქონდა მისკენ მიქცეული, მეორეს კი
1081
ფეხში სტაცა ხელი და მდინარეში გადააყირავა. თავთან ისრები უზუ-
ზუნებდა და მის აბჯარზე სხლტებოდა, ერთი მხარსა და სამკერდულს
შორის გაეწონა, მაგრამ არც უგრძნია. ციდან შიშველი კაცი ჩამო-
ვარდა და გემბანზე დაებერტყა, სხეული კოშკიდან გადმოვარდნი-
ლი ნესვივით გასკდა. მისი სისხლი ტირიონს სამზერ ჭრილში შეეშ-
ხეფა. მერე ლოდებმა იწყო ცვენა, გემბანებს ამსხვრევდნენ და ადა-
მიანებს ფაფად აქცევდნენ, სანამ საბოლოოდ მთელმა ხიდმა არ
იჭექა, ფეხქვეშ შეერყა და გვერდზე გადააგდო. ანაზდად მდინარე
შემოიჭრა მის მუზარადში. თავიდან მოიგლიჯა და დახრილ გემბან-
ზე გაცოცდა, ისე, რომ წყალი მხოლოდ კისრამდე შემოადგა. ჰაერი
გმინვამ აავსო, თითქოს რაღაც უზარმაზარი ცხოველი სიცოცხლეს
ეთხოვებოდა. გემი, ამის გაფიქრება მოასწრო ტირიონმა, გემი სა-
დაცაა გამოთავისუფლდება. დალეწილი გალერები ერთმანეთს
სცილდებოდნენ, ხიდი იშლებოდა. ამას მიხვდა და უეცარი ჭახანიც
გაისმა, გრგვინვასავით ხმამაღალი, მის ფეხქვეშ გემბანი გადაიხა-
რა და ტირიონი ისევ წყალში ჩაცურდა.
დაქანება ისე ციცაბო იყო, რომ უკან ძლივს ამოცოცდა მტკაველ
მტკაველ ამოუყვა ხეში გამსკდარ ნაპრალს. თვალის კუთხით ხე-
დავდა, რომ გემი, რომელთანაც მანამდე გადახლართულები იყ-
ვნენ, ნელი ტრიალით დაუყვა ნაკადს, გემბანიდან კი ადამიანები
ხტებოდნენ. ზოგს სტანისის ალმოდებული გული გამოარჩევდა,
ზოგს – ჯოფრის ირემი და ლომი, ზოგსაც სხვა სიმბოლო ეხატა, მაგ-
რამ ახლა ყველას მნიშვნელობა დაეკარგა. მდინარის აღმაც, დაღ-
მაც ხანძარი ენთო. ერთ მხარეს ბრძოლა მძვინვარებდა, შერკინე-
ბული ჯარისკაცების ზღვის ზემოთ კაშკაშა დროშები ირეოდა; იგე-
ბოდა და ილეწებოდა ფარის კედლები, ცხენოსანი რაინდები გზას
იკაფავდნენ გარსშემოჯარულ ადამიანებში, მტვერი, ტალახი, სის-

1082
ხლი და ბოლი ერთად ირეოდა. მეორე მხარეს ბორცვზე შემომდგა-
რი წითელი ციხე დაჰყურებდა ზემოდან და ცეცხლებს აფრქვევდა.
ოღონდ ისინი არასწორ მხარეებზე იყვნენ. ერთი წუთით ტირიონს
მოეჩვენა, რომ შეიშალა, რომ სტანისმა და ციხემ ადგილები გაცვა-
ლეს. როგორ აღმოჩნდა სტანისი ჩრდილო ნაპირზე? როდის– რო-
დის აღიქვა, რომ გემბანი ტრიალებდა, რომ როგორღაც შემობრუნ-
და და ციხე ბრძოლის ადგილას აღმოჩნდა, ბრძოლა კი – ციხის ად-
გილას. ბრძოლა? რა ბრძოლა, თუ სტანისი მდინარეზე არ გადმოსუ-
ლა, ვის ებრძვის? ტირიონი მეტისმეტად დაღლილი იყო და ვერა-
ფერს ხვდებოდა. მხარი სასტიკად სტკიოდა, ხელი რომ ასწია მტკი-
ვანი ადგილის მოსასრესად, ისარი დაინახა და გაახსენდა. უნდა გა-
დავიდე ამ გემიდან. დაღმა ცეცხლის კედლის გარდა არაფერი ელო-
და, დალეწილი გემი კი, სხვებს თავს თუ დააღწევდა, დინებას პირ-
დაპირ მისკენ გაჰყვებოდა.
ბრძოლის ზრიალში სუსტად ჩაესმა, ვიღაც სახელით რომ ეძახ-
და. ტირიონმა სცადა, პასუხად მასაც დაეყვირა.
– აქეთ, აქეთ! აქ ვარ, დამეხმარე!
ისე სუსტი ხმა დასცდა, თავადაც ძლივს გაიგონა. მაღლა აიწია
დახრილ გემბანზე, მოაჯირს ჩაებღაუჭა. გემი შემდეგ გალერას მი-
ეჯახა და ისე მძლავრად შექანდა, რომ ტირიონი ლამის ისევ წყალში
გადააგდო. სად წასულიყო მთელი მისი ძალა? მოაჯირზე მობღაუჭე-
ბასღა ახერხებდა.
– მილორდ! ხელი მომეცი! მილორდ ტირიონ!
გვერდითა გემბანზე, შავი წყლით სავსე ნაპრალის მიღმა, ხელ-
გამოწვდილი სერ მანდონ მური იდგა. წყლის ზოლი მათ შორის
ნელ-ნელა ფართოვდებოდა. თეთრ აბჯარში მწვანე და ყვითელი
ალი ირეკლებოდა, ნაწევრებიანი ხელთათმანი სისხლით ჰქონდა

1083
გაწებილი, მაგრამ ტირიონმა მაინც გაუწოდა ხელი, იმასღა ნატ-
რობდა, უფრო გრძელი მკლავი ჰქონოდა. სულ ბოლო წამს, როდე-
საც მათი თითები ნაპრალის აქეთ-იქიდან უკვე ერთმანეთს შეეხო,
რაღაცამ შეაყოვნა... სერ მანდონი მარცხენას უწვდიდა, რად...
ნეტავ, ამიტომ გადაქანდა უკან, თუ მაინც ხმალი შენიშნა? ამას
ვეღარასოდეს მიხვდა. ხმლის წვერმა ზუსტად თვალების ქვეშ გაუქ-
როლა, ტირიონმა იგრძნო მისი ცივი, მტკიცე შეხება, მერე კი ტკივი-
ლი წაეკიდა. თავი ისე შეუხტა, თითქოს სილა გააწნესო. ცივ წყალში
ჩავარდნა კიდევ ერთი შემოლაწუნებასავით იყო, პირველზე უფრო
უარესიც. აფართხალდა, ლამობდა, რამეს მოსჭიდებოდა: იცოდა,
ახლა თუ დაიძირებოდა, უკან ვეღარ ამოაღწევდა. ხელი გადამ-
ტვრეული ნიჩბის ნაფოტიან ბოლოზე მოუხვდა. საყვარელივით შე-
მოეჭდო და გოჯ-გოჯ ამოუყვა მაღლა. თვალები წყლით ჰქონდა სავ-
ზე, პირი – სისხლით, თავი კი საზარლად უგუგუნებდა. ღმერთებო,
მომეცით ძალა, გემბანამდე ავაღწიო... ნიჩბის, წყლის, გემბანის
გარდა გარშემო აღარაფერი დარჩენილიყო.
ბოლოს და ბოლოს, გემბანზე გადაგორდა და სუნთქვაშეკრული
და ძალაგამოცლილი ზურგზე გაიშოტა. თავზემოთ მწვანე და ნარინ-
ჯისფერი ცეცხლის ბურთები ტკაცუნობდნენ და ვარსკვლავებს შო-
რის ფერად ზოლებს ტოვებდნენ. რა ლამაზიაო, ამის გაფიქრება მო-
ასწრო და სერ მანდონიც ჩამოეფარა თვალწინ. რაინდი თეთრ ფო-
ლადის აჩრდილს მოჰგავდა, ცხაურის უკან მუქად უელავდა თვალე-
ბი. ტირიონს ნაჭრის ტიკინაზე მეტი ძალა არ შერჩენოდა. სერ მან-
დონმა ხმლის წვეტი ყელის ქვემოთ მიაბჯინა და ტარს ორივე ხელი
მოავლო.
და უცებ მარცხნივ გადაქანდა და მოაჯირს წამოედო. ხე გადაიმ-
სხვრა და სერ მანდონ მური ყვირილით და შხაპუნით გაუჩინარდა.
წამის მერე გემები ისევ ერთმანეთს მიეჯახნენ ისეთი ძალით, რომ
1084
მოეჩვენა, გემბანი შეხტაო. და ვიღაცამ მის გვერდით ჩაიჩოქა.
– ჯეიმი? – ამოთქვა ტირიონმა, პირში ჩადენილ სისხლს ლამის
დაეხრჩო. სხვა ვინ გადაარჩენდა, თუ არა ძმა?
– წყნარად იწექი, მილორდ, მძიმედ ხარ დაშავებული, – გაისმა
ბიჭის ხმა. რა უაზრობაა, გაიფიქრა ტირიონმა. ლამის პოდის ხმას
ჰგავს.

სანსა

როდესაც ლანსელ ლანისტერმა დედოფალს უთხრა, ბრძოლა


წავაგეთო, მან ღვინის ცარიელი თასი ხელებში შეატრიალა და
თქვა:
– ეს ჩემს ძმას მოახსენე, სერ, – გულგრილი ხმა ჰქონდა, თით-
ქოს ეს ამბავი დიდად არც აინტერესებდა.
– შენი ძმა ალბათ მკვდარია, – სერ ლანსელს იალმაგი იღლიი-
დან გადმოდენილი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. დარბაზში რომ
შემოვიდა, ისეთი სანახავი იყო, რამდენიმე სტუმარმა შეჰკივლა კი-
დევაც, – მგონი, გემების ხიდზე იყო იმ დროს, როდესაც ის დაიშა-
ლა. ჩანს, სერ მანდონიც დაიღუპა და ქოფაკსაც ვერავინ პოულობს.
დასწყევლონ ღმერთებმა, სერსეი, ჯოფრი ციხესიმაგრეში რატომ
შემოაყვანინე? ოქროსმოსასხამიანები შუბებს ყრიან და გარბიან,
ასობით ერთად. როდესაც დაინახეს, მეფემ დაგვტოვაო, შედრკნენ.
მთელ შავწყალას ნამტვრევები, ცეცხლი და გვამები ფარავს, მაგრამ
დავუდგებოდით, თუ...
მის გვერდით ოსნი ქეთელბლექი წამოდგა წინ.
– ახლა მდინარის ორთავე ნაპირზე ბრძოლებია, თქვენო მოწყა-
ლებავ. შესაძლოა, სტანისის ლორდები დაერივნენ ერთმანეთს,

1085
ზუსტად ვერავინ ამბობს, იქით ყველაფერი არეულია. ქოფაკი გაქ-
რა, არავინ იცის, სადაა, სერ ბეილონი კი ისევ ქალაქში შემობრუნ-
და. აქეთა ნაპირი მტრის ხელშია. მეფის კარს ისევ ტარანი მიუმარ-
ჯვეს და სერ ლანსელი მართალს ამბობს, შენი მეომრები კედელს
ტოვებენ და საკუთარ მეთაურებს ხოცავენ. რკინის კართან და ღმერ-
თების კართან ბრბოა შეყრილი და გარეთ გასაღწევად იბრძვიან,
რწყილიანი ფსკერი კი ერთ დიდ ლოთბაზარა ალიაქოთადაა ქცე-
ული.
მიწყალონ ღმერთებმა, გაიფიქრა სანსამ, ჯოფრიმ თავი წააგო
და მეც, მასთან ერთად. მან მეფის ჯალათი მოძებნა თვალით, მაგ-
რამ სერ ილინი არსად ჩანდა. მაინც ვგრძნობ მის ყოფნას. სადღაც
ახლოსაა, ვერსად გავექცევი, მაინც მომწვდება. – ხიდი ასწიეთ და
კარი ჩარაზეთ, – უცნაური სიმშვიდით მიმართა დედოფალმა ოს-
ფრიდ ქეთელბლექს, – მეაგორის სიმაგრეში ჩემი ნებართვის გარე-
შე ვერც ვერავინ შემოვა და ვერც გავა.
– ის ქალები, სალოცავად რომ წავიდნენ?
– მათ არჩიეს, ჩემს მფარველობაზე უარი ეთქვათ. დაე, ილო-
ცონ. იქნებ ღმერთებმა დაიფარონ. ჩემი შვილი სადაა?
– ციხესიმაგრის კარიბჭეზეა. მეარბალეტეების მეთაურობა მო-
ისურვა. გარეთ ბრბო ბობოქრობს, მათგან ნახევარი ის ოქროსმო-
სასხამიანები არიან, მეფეს რომ მიბაძეს, როცა ტალახის კარი დავ-
ტოვეთ.
– ახლავე შემოიყვანეთ მეაგორის სიმაგრეში.
– არა! – ლანსელი ისე იყო გაბრაზებული, ვერ მოახერხა, ეს
წყნარად წარმოეთქვა. ყვირილზე ყველამ მათკენ გამოიხედა, –
ჩვენ უკან დავიბრუნებთ ტალახის კარს. იყოს იქ, სადაც არის, ის ხომ
მეფეა...

1086
– ის ჩემი შვილია, – სერსეი ფეხზე წამოდგა, – ვითომ შენც ლა-
ნისტერი ხარ, არა, ბიძაშვილო? დაამტკიცე. ოსფრიდ, აქ რას უდგა-
ხარ? ახლავე-მეთქი, რომ ვთქვი, დღევანდელ დღეს ვგულისხმობ-
დი.
ოსფრიდ ქეთელბლექი დარბაზიდან გაეჩქარა, მას ძმაც მიჰყვა.
ბევრი სტუმარიც გარბოდა დარბაზიდან. ქალები ტიროდნენ, ლოცუ-
ლობდნენ. ზოგიც მაგიდებთან დარჩა და კიდევ ღვინო მოგვართვი-
თო, მოითხოვდნენ.
– სერსეი, – შესთხოვა სერ ლანსელმა, – ციხესიმაგრეს თუ დავ-
თმობთ, ჯოფრის მაინც მოკლავენ, ეს შენც კარგად იცი. დატოვე, სა-
დაც არის, გვერდიდან არ მოვიშორებ, გეფიცები...
– გამეცალე, – სერსეიმ ჭრილობაზე შემოჰკრა სილა. სერ ლან-
სელმა ტკივილისგან შეჰყვირა და ლამის გონი დაკარგა, დედოფა-
ლი კი დარბაზიდან გაიჭრა. სანსასთვის ზედაც არ შეუხედავს. დავა-
ვიწყდი სერ ილინი მომკლავს და დედოფალი ამაზე არც კი დაფიქ-
რდება.
– ოჰ, ღმერთებო! – გააბა ერთმა მოხუცმა ქალმა, – დავიღუპეთ,
ბრძოლა წავაგეთ, დედოფალი გარბის!
რამდენიმე ბავშვი ატირდა, დარბაზში ჩამოწოლილი შიში იგ-
რძნეს. სანსა მარტო იჯდა შემაღლებულზე. აქ დარჩეს თუ დედო-
ფალს გაედევნოს და სიცოცხლის ჩუქებას ევედროს?
ვერ მიმხვდარიყო, რატომ წამოდგა მაგრამ ასე კი მოიქცა.
– ნუ გეშინიათ! – ხმამაღლა მიმართა ყველას, – დედოფალმა ხი-
დი ააწევინა. ეს მთელ ქალაქში ყველაზე უხიფათო ადგილია. სქელი
გალავანი გვაკრავს, ხანდაკი, შუბები...
– რა ხდება? – პასუხი მოსთხოვა ქალმა, რომელსაც სანსა შო-
რიდან იცნობდა, ერთ-ერთი მცირე ლორდის ცოლმა, – რა უთხრა
ოსნიმ დედოფალს? მეფე დაშავდა? ქალაქი დაეცა?
1087
– გვითხარი! – დაიძახა სხვამაც. ერთს მამის ამბის გაგება უნდო-
და, სხვას – შვილის. სანსამ ხელები ასწია და დაჩუმდითო, ანიშნა.
– ჯოფრი სასახლეში დაბრუნდა. დაჭრილი არ არის. ბრძოლა
გრძელდება, ჩვენი მეომრები მამაცურად იბრძვიან. დედოფალი მა-
ლე დაბრუნდება, – ეს ბოლო ტყუილი იყო, მაგრამ ხალხი ხომ უნდა
დაეწყნარებინა! აივნის ქვეშ მდგარ მასხარას მოჰკრა თვალი, –
მთვარე-ბიჭო, აბა, გაგვამხიარულე.
მთვარე-ბიჭმა ყირა გაჭიმა და მაგიდაზე შეხტა, ოთხ თასს ხელი
სტაცა და ჟონგლიორობას მოჰყვა. დროდადრო რომელიმე უვარ-
დებოდა და თავში ხვდებოდა ხოლმე. დარბაზში ნერვიული სიცი-
ლის ხმები გაისმა. სანსა სერ ლანსელს მიუახლოვდა და მის გვერ-
დით ჩაიმუხლა. დედოფლის შემოკვრისგან რაინდს ჭრილობა ისევ
გახსნოდა და სისხლი სდიოდა.
– რა სიგიჟეა, – ამოთქვა ჭაბუკმა, – ღმერთებო, ჭინკა მართალს
ამბობდა, მართალს ამბობდა...
– დაეხმარეთ, – უბრძანა სანსამ ორ მსახურს. ერთმა მხოლოდ
შეხედა და გაიქცა, თავის სურიან-ყველაფრიანად. სხვა მსახურებიც
ტოვებდნენ დარბაზს, სანსა ამას ვერაფერს უშველიდა. სანსამ და
მოსამსახურემ ერთად დააყენეს ფეხზე დაჭრილი რაინდი.
– წაიყვანეთ მაისტერ ფრენკენთან, – ლანსელიც ერთი მათგანი
იყო, ლანისტერი, მაგრამ სანსას როგორღაც ვერ დაეყოლიებინა
თავი, რომ მისთვის სიკვდილი ესურვებინა. გულჩვილი, სუსტი და
სულელი ვარ, ზუსტად ისე, როგორც ჯოფრი ამბობს. ახლა ამას უნდა
ვკლავდე, კი არ უნდა ვეხმარებოდე.
ჩირაღდნები თანდათან ჩაინავლა, ერთი თუ ორი კიდევაც ჩაქ-
რა. მათ გამოსაცვლელად თავს არავინ იწუხებდა. სერსეი არ დაბ-
რუნებულა. სერ დონტოსი ამაღლებულზე აძვრა, სანამ ყველა სხვა
სტუმარი მეორე მასხარას უცქერდა. – წადი შენს საძინებელში,
1088
ძვირფასო ჯონქვილ, – ჩასჩურჩულა სანსას, – ჩაიკეტე შიგნიდან, იქ
უფრო უხიფათოდ იქნები. მოგაკითხავ, ბრძოლა რომ დასრულდება.
ვინმე მომაკითხავს, გაიფიქრა სანსამ; მაგრამ ვინ? შენ თუ სერ ილი-
ნი? წამით ისიც კი იფიქრა, დონტოსს მფარველობას შევედრებოდა.
ისიც ხომ რაინდი იყო, ხმალში გაწაფული, სუსტების დაცვის ფიციც
დაედო. მაგრამ მას საკმარისი არც სიმამაცე, არც ოსტატობა არ გა-
აჩნდა. მასაც სასიკვდილოდ გავწირავ, ესაა და ეს. მთელი ძალ-ღო-
ნის მოკრება დასჭირდა, წყნარი ნაბიჯით რომ გასულიყო დედოფ-
ლის სამეჯლისო დარბაზიდან, თუმცა ერთი სული ჰქონდა, მოეკურ-
ცხლა. კიბემდე რომ მივიდა, კიდევაც გაიქცა, მაღლა, მაღლა და
წრიულად, სანამ სუნთქვა არ შეეკრა და თავბრუ არ დაეხვა. კიბეზე
ერთ-ერთი მცველი შეეჯახა. მეწამულ მოსასხამში გამოხვეული მო-
ოჭვილი ღვინის თასი და ორი ვერცხლის შანდალი დაუცვივდა და
ჟღრიალით დაგორდა საფეხურებზე. მცველი მათ ასაკრეფად გაექა-
ნა, სანსას ზედაც აღარ შეხედა, როგორც კი მიხვდა, რომ გოგონა ნა-
დავლში არ ეცილებოდა. სანსას თავისი საძინებელი წყვდიადით
მოცული დაუხვდა. კარი გადარაზა და სიბნელეში ხელისცეცებით
მივიდა ფანჯრამდე. ფარდა რომ გადასწია, სუნთქვა მიებჯინა ყელ-
ში.
სამხრეთ ცაზე მოელვარე, ლივლივა ფერები ბრუნავდა – დაბლა
დანთებული ხანძრის ანარეკლი. ღრუბლების ჩამოწოლილ მუც-
ლებზე ავბედითი მწვანე ტალღები გადადიოდა და ცის კამარაზე ნა-
რინჯისფერი შუქის ტბორები იშლებოდა. ჩვეულებრივი კოცონების
ყვითელი და წითელი ათინათი ველური ცეცხლის ზურმუხტსა და
ნეფრიტს ერეოდა. ყოველი ფერი აბრიალდებოდა და უცებვე ქრე-
ბოდა, ბადებდა დღემოკლე აჩრდილთა გუნდებს, წამსვე რომ იხო-
ცებოდნენ. მწვანე ალიონები თვალის დახამხამებაში ნარინჯისფერ
საღამოებს უთმობდნენ ადგილს. ჰაერსაც ნამწვის სუნი ჰქონდა –
1089
ასეთ სუნს აყენებს წვნიანის ქვაბი, ცეცხლზე რომ დარჩება და მის-
გან მთელი წვენი ამოდუღდება. ღამის ჰაერში ციცინათელების გუნ-
დებივით დარიალებდნენ ვარსკვლავები.
სანსა ფანჯარას მოსწყდა, საკუთარი საწოლის უსაფრთხოების-
კენ დაიხია. დავიძინებ, უთხრა თავისთავს, და რომ გამეღვიძება,
ახალი დღე იდგება და ცა კვლავ გალურჯდება. ბრძოლა დამთავრე-
ბული იქნება და ვინმე მეტყვის, სიცოცხლე მიწერია თუ სიკვდილი.
– ლედი, – წყნარად წაისლუკუნა მან, ნეტავ, სიკვდილის მერე
ისევ თუ შევხვდები ჩემს მგელსო, ფიქრობდა.
უცებ მის უკან რაღაც შეინძრა, სიბნელემ ხელი გამოიწვდინა და
მაჯაში ჩაეჭიდა. სანსამ პირი დააღო დასაკივლებლად, მაგრამ მე-
ორე ხელი სახეზე აეფარა და დაადუმა. უხეში და დაკოჟრილი, სის-
ხლით გაწებილი თითები იყო. – ჩიტუნა. ვიცოდი, მოხვიდოდი, –
წარმოთქვა მთვრალმა, ხრინწიანმა ხმამ. გარეთ ნეფრიტის შუბი
ქარბორბალად აიჭრა ვარსკვლავებისკენ და ოთახი მწვანე შუქით
აავსო. წამით თვალი მოჰკრა მის შავ, მწვანე ლანდს, სახეზე მოცხე-
ბულ კუპრივით მუქ სისხლს, ღამეში ძაღლის თვალებივით აელვა-
რებულ მზერას. მერე შუქი ჩაქრა და ლანდის ადგილას დალაქავე-
ბულ თეთრ მოსასხამში გამოხვეული სიბნელეღა დარჩა.
– თუ იყვირებ, მოგკლავ. დამიჯერე, – პირიდან ხელი მოაცილა.
სანსა ქოშინებდა. ქოფაკს მის საწოლთან მდგარ ტუმბოზე ღვინიანი
სურა ედგა. აიღო და გრძელი ყლუპი მოსვა.
– არ გინდა მკითხო, ვინ იგებს, ჩიტუნა?
– ვინ? – სანსა ისე იყო შეშინებული, მისი გამოწვევის თავი არ
ჰქონდა. ქოფაკმა გაიცინა.
– მარტო ის ვიცი, ვინ წააგო. მე.
ასე მთვრალი არასოდეს მინახავს. ჩემს საწოლზე ეძინა. აქ რა
უნდა? – რა წააგე?
1090
– ყველაფერი, – სახის დამწვარი ნახევარი შემხმარი სისხლის
ნიღბად მოუჩანდა, – წყეული ჯუჯა. უნდა მომეკლა. ჯერ კიდევ რო-
დის.
– ამბობენ, მოკვდაო.
– მოკვდა? ჯანდაბა! არ მინდა, მოკვდეს, – მან ცარიელი სურა
გვერდით მიაგდო, – მინდა, დაიწვას. თუ ღმერთები მოწყალენი
არიან, დაწვავენ მაგას, მაგრამ მე აქ არ ვიქნები, ეგ რომ ვნახო. მივ-
დივარ.
– მიდიხარ? – სანსა ცდილობდა, დასხლტომოდა, მაგრამ მისი
თითები რკინის მარწუხებივით უჭერდა.
– ჩიტუნა სულ იმას იმეორებს, რაც ესმის. მივდივარ, ჰო.
– სად წახვალ?
– აქედან შორს. ხანძრისგან შორს. ალბათ, რკინის კარიდან.
სადმე ჩრდილოეთისკენ. – ვერ გახვალ, – უთხრა სანსამ, – დედო-
ფალმა მეაგორის სიმაგრე დააკეტინა, ქალაქის ჭიშკრებიც დაკეტი-
ლია.
– არა ჩემთვის. მე თეთრი მოსასხამი მაცვია. და ეს მაქვს, –
ხმლის ტარს მოუთათუნა ხელი, – ვინც ჩემს შეჩერებას შეეცდება,
მოკვდება. თუ ცეცხლი არ უკიდია, – ქოფაკმა მწარედ გაიცინა.
– აქ რატომ მოხვედი?
– სიმღერას დამპირდი, ჩიტუნა. დაგავიწყდა?
სანსა ვერ მიმხვდარიყო, კლეგეინი რას გულისხმობდა. აქ ვერ
უმღერებდა, ახლა, როდესაც ცას ცეცხლი ეკიდა და ასობით, ათასო-
ბით კაცი იხოცებოდა. – არ შემიძლია, – უთხრა, – გამიშვი. მეშინია
შენი.
სისხლი იმ საზარელ ნაიარევებს უფარავდა, მაგრამ თეთრი,
ფართო, საზარელი თვალები ჰქონდა. პირის დამწვარი კუთხე უხ-

1091
ტოდა, ისევ უხტოდა. სანსას მისი სუნი სცემდა: ოფლის, მჟავე ღვი-
ნის და ძველი ნარწყევის სიმყრალე, და ყველაზე მეტად – სისხლის,
სისხლის, სისხლის ოხშივარი.
– მე შემეძლო, დამეცავი, – დაიჟღრიალა ქოფაკმა, – ჩემი ყვე-
ლას ეშინია. ვეღარავინ ვერაფერს დაგიშავებდა, ყველას დავხო-
ცავდი, – თავისკენ მიიზიდა და წამით სანსას ეგონა, კოცნას მიპი-
რებსო. ძალიან ღონიერი იყო, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
სანსამ თვალები დახუჭა, უნდოდა, მალე დასრულებულიყო ყველა-
ფერი, მაგრამ არაფერი ხდებოდა, – ახლაც ვერ მიყურებ, ხომ? – გა-
იგონა მისი ნათქვამი. მაგრად დაქაჩა მკლავზე, შემოატრიალა და
საწოლზე მიაგდო, – მაინც მოვისმენ მაგ სიმღერას. ფლორიანი და
ჯონქვილიო, ამბობდი, – ხანჯალი ამოიღო და გოგონას ყელზე მიაბ-
ჯინა, – იმღერე, ჩიტუნა. შენი პატარა სიცოცხლის გადასარჩენად.
სანსას შიშით ყელი უშრებოდა. ყველა სიმღერა, რაც კი როდისმე
სცოდნოდა, ერთბაშად დაავიწყდა. გევედრები, არ მომკლაო, უნ-
დოდა ეკივლა, გევედრები, არ მომკლა! გრძნობდა, კლეგეინი რო-
გორ ატრიალებდა მის ყელზე მიბჯენილი ხანჯლის წვეტს, და კინა-
ღამ ისევ დახუჭა თვალები, მაგრამ უცებ გაახსენდა. ეს არ იყო ფლო-
რიანის და ჯონქვილის სიმღერა, მაგრამ მაინც სიმღერა იყო. სუსტი,
მოცახცახე ხმა ჩაესმა, საკუთარი ხმა:
დედავ კეთილო, წყაროვ შენდობისა,
ომი არიდე ჩვენს ვაჟებს,
შენ გევედრებით, არიდო ხმალ-ისარი,
დღეებს დაასწრო უკეთესს;
დედავ კეთილო, ქალთა სანუგეშოვ,
ძალი მიეც ჩვენს ასულებს,
კეთილ გზას სწიე, რისხვა დააოკე,
ლაგამი დაუდე სიშლეგეს.
1092
დანარჩენი დაავიწყდა. ხმა რომ ჩაუწყდა, ეგონა, ახლა ალბათ
მომკლავსო, მაგრამ წამის მერე ქოფაკმა ყელიდან ხანჯალი მოაცი-
ლა, ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს. სანსას რაღაცამ უკარნახა, ხელი
აეწია და მისი ლოყა ხელისგულში მოექცია. ოთახში ბნელოდა, მის
სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა სისხლის გაწებილ შეხებას
და სისველეს, რაც სისხლი არ იყო.
– ჩიტუნა, – კვლავ წარმოთქვა კლეგეინმა, მისი ხმა ქვაზე ფო-
ლადის გაფხაკუნებას ჰგავდა. მერე საწოლიდან წამოდგა. სანსას
ქსოვილის გაფხრეწვის ხმა მოესმა, რასაც დაშორებული ნაბიჯების
უფრო წყნარი ხმა მოჰყვა.
რამდენიმე გრძელი წუთის მერე საწოლიდან რომ ჩამოცოცდა,
სანსა ოთახში მარტო იყო. იატაკზე ქოფაკის გადაგრეხილი მოსას-
ხამი ეგდო, თეთრი შალი სისხლით და ცეცხლით იყო დალაქავებუ-
ლი. ცა ფანჯარაში უფრო ჩამუქდა, ახლა ვარსკვლავების ფონზე
რამდენიმე გაცრეცილი მწვანე ლანდიღა ცეკვავდა. სუსხიანი ქარი
უბერავდა და დარაბებს აბრახუნებდა. სანსას სციოდა. გაფხრეწილი
მოსასხამი დაიქნია, გაასწორა და მის ქვეშ ცახცახით მოიკუნტა ია-
ტაკზე. ვერ იტყოდა, ასე რამდენი ხანი დაყო, მაგრამ რაღაც დროის
მერე შორიდან, ქალაქის გადაღმიდან ზარის რეკვა მოესმა. ბოხი,
ბრინჯაოს გუგუნი იდგა, ყოველი ჩამოკვრის მერე უფრო უჩქარებდა
ბიჯს. ნეტავ, რას ნიშნავსო, ფიქრობდა სანსა, როცა მას მეორე ზარ-
მაც ააყოლა ხმა, მერე მესამემ, მათი ხმა ბორცვებსა და ღრმულებ-
ზე, ქუჩებსა და კოშკებზე გადადიოდა, მეფის საბიჯელის ყველა კუთ-
ხე-კუნჭულში აღწევდა. მოსასხამი გადაიხადა და ფანჯარასთან მი-
ვიდა.
აღმოსავლეთს განთიადის პირველი სიმკრთალე დასტყობოდა
და ახლა წითელი ციხის ზარებიც რეკდნენ, თავიანთ ხმას ურთავ-

1093
დნენ ბეილორის დიდი სეპტიდან მოდენილი გუგუნის წყალუხვ მდი-
ნარეს. მაშინაც ზარებს რეკდნენ, მეფე რობერტი რომ მოკვდაო, გა-
ახსენდა. მაგრამ ეს სხვანაირი რეკვა იყო, სევდიან სამგლოვიარო
ზარს არ ჰგავდა, სიხარულიანი გუგუნი იდგა. ესმოდა, ქუჩებში ადა-
მიანები რომ ყვიროდნენ და ყიჟინებდნენ.
ამბავი სერ დონტოსმა მოუტანა. მის ღია კარში შემობარბაცდა,
მომჩვარულ მკლავებში მოიქცია და დაატრიალა, დაატრიალა
მთელ ოთახში, თან ისე გაბმით გაჰყვიროდა, რომ სანსამ ერთი სიტ-
ყვაც ვერ გაიგო. ისიც ქოფაკივით ღვინით იყო გამობრუჟული, მაგ-
რამ ამას ხალისიანი, მოცეკვავე სიმთვრალე ჰქონდა. სანსას სუნ-
თქვა ეკვროდა და თავბრუ ეხვეოდა, როცა დონტოსმა, ბოლოს და
ბოლოს, დასვა. – რა ხდება? – სანსა საწოლის ბოძს მოეჭიდა, – რა
ამბავია? – მოხდა! აღსრულდა! ქალაქი გადარჩენილია! ლორდი
სტანისი მოკვდა, ლორდი სტანისი გაიქცა, ზუსტად არავინ იცის და
არც არავის აინტერესებს, მისი ლაშქარი დამარცხდა, საფრთხე აგ-
ვცილდა. ზოგი დაიხოცა, ზოგი გაიფანტა ან ჩვენკენ გადმოვიდაო,
ასე ამბობენ. ო, ეს ნათელი დროშები! დროშები, ჯონქვილ, დროშე-
ბი! ღვინო არ გაქვს? ეს დღე უნდა ვადღეგრძელოთ, დიახაც. ანუ შენ
საფრთხე არ გემუქრება, ვერ ხვდები?
– მითხარი, რა მოხდა! – შეანჯღრია სანსამ.
სერ დონტოსმა გაიცინა და ფეხიდან ფეხზე ხტუნვას მოჰყვა, ლა-
მის დაცემულიყო. – მდინარე იწვოდა, ისინი ნაცრიდან მოვიდნენ.
მდინარე, სტანისი უკვე ყელამდე მდინარეში იყო შესული და ისინი
ზურგიდან დაატყდნენ თავს. ოჰ, ნეტავ კი რაინდი ვყოფილიყავი, მეც
იქ ვყოფილიყავი! ამბობენ, სტანისის ხალხს ლამის არც უბრძოლია-
ო. ზოგი გაიქცა, მაგრამ უფრო მეტმა მუხლი მოიყარა და მისკენ გა-
დავიდა, თან ლორდ რენლის სახელს გაიძახოდნენ! რა უნდა ეფიქ-
რა სტანისს, ეს რომ დაინახა? მე ეს ოსნი ქეთელბლექისგან გავიგე,
1094
იმან კი სერ ოსმუნდისგან გაიგო, მაგრამ სერ ბეილონიც დაბრუნდა
და მისი ხალხიც იმასვე ამბობს, და ოქროსმოსასხამიანებიც. ხსნი-
ლი ვართ, საყვარელო! ვარდის გზით და მდინარის ნაპირის გას-
წვრივ მოვიდნენ, ის ველები გადმოიარეს, სტანისმა რომ გადაწვა,
მათ ფეხთა ქვეშ ნაცარი ბუქდებოდა და მთელ აბჯრებს ნაცრისფერს
ხდიდა, მაგრამ ოჰ! დროშები ნათლად ფრიალებდა, ოქროს ვარდი
და ოქროს ლომი და სხვებიც, მარბრანდების ხე და როვანებისაც,
ტარლის მონადირე და რედვაინის ყურძნები და ლედი ოუკჰარტის
ფოთოლი. ყველა დასავლელი, ზენაბაღების და კასტერლის კლდის
მთელი ძალა იქ იყო! მდინარის ჩრდილო ნაპირზე მარჯვენა
ფლანგს თავად ლორდი ტაივინი მოუძღოდა, რენდილ ტარლის ცენ-
ტრი მოჰყავდა, მეის ტაირელს კი – მარცხენა ფლანგი, მაგრამ
ბრძოლა მეწინავეებმა მოიგეს. სტანისის ჯარში ისე შეიჭრნენ, რო-
გორც შუბი გოგრაში, ყოველი მათგანი ისე გაჰყვიროდა, ფოლადში
შემოსილი ეშმაკი გეგონებოდა! და იცი, ვინ მოუძღოდა მეწინავე-
ებს? იცი? იცი? იცი?
– რობი? – ამის იმედიც არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ...
– ლორდი რენლი იყო! ლორდი რენლი თავის მწვანე აბჯარში,
მუზარადის ოქროს რქებზე ცეცხლი ირეკლებოდა! ლორდი რენლი
იყო და ხელში თავისი გრძელი შუბი ეჭირა! ამბობენ, პირისპირ
ბრძოლაში მოკლა გაიარდ მორიგენი და კიდევ თორმეტი სხვა დი-
დი რაინდიო. რენლი იყო, რენლი იყო, რენლი! ოჰ! დროშები, ძვირ-
ფასო სანსა! ოჰ! ისევ რაინდად ყოფნა!

დენერისი

დენერისი ხამანწკების და ხურმის წვნიანით საუზმობდა, როცა

1095
ირიმ ქართული კაბა შემოუტანა: წვრილი მარგალიტებით მოოჭვი-
ლი სპილოსძვლისფერი ფარჩა. – გაიტანე, – უთხრა დენიმ, – დო-
კები ქალბატონების საკეკლუცო ადგილი არ არის. თუ რძის ადამია-
ნებს იგი ველურად მიაჩნდათ, ისე ჩაიცვამს, რომ იმედი არ გაუცრუ-
ოს. თავლებისკენ რომ გაემართა, გახუნებული ქვიშაბრეშუმის შარ-
ვალი და ჭილის დაწნული სანდლები ეცვა. პატარა ძუძუები თავი-
სუფლად უმოძრავებდა მოხატული დოთრაკული ჟილეტის ქვეშ, მო-
ნეტების ქამარზე კი ტარმოჩუქურთმებული ხანჯალი ეკიდა. ჟიქვიმ
თმაც დოთრაკულად დაუწნა და ნაწნავის ბოლოზე ვერცხლის ზანზა-
ლაკი შეაბა.
– მე რომ არც ერთი ბრძოლა არ მომიგია? – უთხრა მოახლეს
ზანზალაკმა წყნარად რომ გაიწკარუნა.
ჟიქვი სხვანაირად ფიქრობდა.
– შენ მაეგები ამოწვი თავიანთ მტვრის სახლში და მათი სულები
ჯოჯოხეთში გაგზავნე.
ეს დროგონის გამარჯვება იყო, ჩემი კი არა, უნდოდა ეთქვა დე-
ნის, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. დოთრაკებს მისდამი მეტი მოწი-
წება ექნებოდათ, თმაში ზანზალაკები თუ ებნეოდა. სულ წკრიალებ-
და, თავის ვერცხლისფერ ჭაკზე რომ ამხედრდა და მერეც, ყოველი
ნაბიჯის გადადგმისას, მაგრამ არც სერ ჯორაჰს, არც მის სისხლის-
მიერებს არაფერი უთქვამთ. თავის არყოფნაში საკუთარი ხალხისა
და დრაკონების მცველად რახაროს დატოვება არჩია. ჟოგო და აგო
მას გაჰყვებოდნენ ნავსადგურში. მარმარილოს სასახლეები და
სურნელოვანი ბაღები უკან მოიტოვეს და ქალაქის უფრო ღარიბ
უბანში განაგრძეს გზა. აქ უბრალო აგურის სახლებს ქუჩისკენ უფან-
ჯრო კედლები ჰქონდათ მიქცეული. ცხენები და აქლემები ნაკლებად
შეგხვდებოდათ, ტახტრევანიც იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, მაგ-

1096
რამ ქუჩებს ბავშვები, მათხოვრები და ქვიშისფერი გაძვალტყავებუ-
ლი ძაღლები ავსებდნენ. მტვრიან ტილოს ქვედაკაბებში გამოწყო-
ბილი კაცები თაღოვან კარებში იდგნენ და ჩავლილებს თვალს აყო-
ლებდნენ. დენის მათი მზერა ახვედრებდა, რომ ცნობდნენ და არ უყ-
ვარდათ იგი. სერ ჯორაჰს ერჩივნა, დენი ტახტრევანში ჩაესვა, სა-
იმედოდ დაემალა აბრეშუმის ფარდების უკან, მაგრამ დენიმ იუარა.
ისედაც მეტი მოუვიდა ატლასის ბალიშებზე წოლა, დიდხანს ატარე-
ბინა თავი ხარებს აქეთ-იქით. ცხენზე რომ იჯდა, იმის შეგრძნება მა-
ინც ჰქონდა, რომ სადღაც მიაღწევდა.
ნავსადგურში წასვლა შემთხვევით არ მოუსურვებია. ისევ გარ-
ბოდა. ეჩვენებოდა, რომ მთელი მისი სიცოცხლე ერთი ხანგრძლივი
გაქცევა იყო. ჯერ კიდევ დედის მუცლად მყოფმა დაიწყო გაქცევა და
არასოდეს შეუწყვეტია. რამდენჯერ გაპარულან ის და ვისერისი ღა-
მის სიბნელეში, ერთი ნაბიჯით გაუსწრიათ უზურპატორის დაქირა-
ვებული დანისთვის? მაგრამ არჩევანი გაქცევასა და სიკვდილს შო-
რის იყო. ზარომ შეიტყო, რომ პაიატ პრი ერთად კრებდა გადარჩე-
ნილ გრძნეულებს და მის გათვალვას აპირებდა.
ეს რომ უთხრა, დენის გაეცინა.
– შენ არ მეუბნებოდი, გრძნეულები ბებერი ჯარისკაცები არიან,
დავიწყებულ გმირობებს და დაკარგულ სიქველეებს რომ ზარო შე-
ფიქრიანებული ჩანდა.
– მაშინ ასეც იყო. მაგრამ ახლა? ისე დარწმუნებული ვეღარ ვარ.
ამბობენ, ურატონ მეღამურის სახლში შუშის სანთლები ანთიაო,
რომლებიც უკვე ასი წელია, არ ანთებულა. გეანის ბაღში ლანდის
ბალახი იზრდება, ისიც დაინახეს, გრძნეულების გზის გასწვრივ
მდგარ უფანჯრო სახლებს შორის აჩრდილ-კუებს როგორ მიმოაქვთ
წერილები, ქალაქის ყველა ვირთხა კი საკუთარ კუდს იჭამს. მათოს

1097
მალარავანის ცოლი, ერთხელ გრძნეულს რომ დასცინა დაძენძი-
ლი, ჩრჩილით შეჭმული ანაფორის გამო, ახლა გაგიჟდა და საერ-
თოდ არაფერს იცვამს. ახლად გარეცხილი აბრეშუმიც კი რომ მი-
ედოს, ასე ჰგონია, ტანზე ათასობით მწერი დამაცოცავსო. და ბრმა
სიბასიონ თვალისმჭამელსაც ჩინი დაუბრუნდაო, მისი მონები იფი-
ცებიან. საოცარი ამბებია, – მან ამოიოხრა, – გამოუცნობი ჟამი
დგას ქართში. გამოუცნობი ჟამი კი ვაჭრობას არ რგებს. ამის თქმა
გულს მიკლავს, მაგრამ შეიძლება, ყველაფერს სჯობდეს, საერთო-
დაც წახვიდე ქართიდან, და რაც მალე, უკეთესი, – ზარომ სანუგე-
შოდ თითებზე გადაუსვა ხელი, – მაგრამ სულაც არაა აუცილებელი,
მარტო წახვიდე. მტვრის სასახლეში ბნელი ხილვები გქონდა, მაგ-
რამ ზაროს უფრო ნათელი სიზმრები ესტუმრნენ. გნახე, ბედნიერს
რომ გეძინა, მკერდზე კი ჩვენი შვილი გყავდა მიკრული. გამოცურე
ჩემთან ნეფრიტის ზღვის გარშემო და ამ სიზმრის აცხადებას შევ-
ძლებთ! ჯერაც არ არის გვიანი. მაჩუქე ძე, ჩემო ბედნიერების სიმღე-
რავ! ანუ დრაკონი გაჩუქო.
– მე შენ ცოლად არ გამოგყვები, ზარო.
ამის გამგონეს მზერა გაუცივდა.
– მაშინ წადი.
– მაგრამ სად?
– სადმე აქედან შორს.
იქნებ კიდევაც დროული იყო წასვლა. მისი ხალასარი სიამოვნე-
ბით შეჩერდა ძალების აღსადგენად წითელი უდაბნოს სიმძიმეთა
გადატანის შემდეგ, მაგრამ ახლა, ისევ რომ მოსუქდნენ და დაისვე-
ნეს, უმართავები ხდებოდნენ. დოთრაკები ერთ ადგილას დიდხანს
გაჩერებას ჩვეული არ იყვნენ. მეომარი ხალხი იყო, ქალაქებში
დიდხანს ვერ ძლებდნენ. ალბათ ქართში ზედმეტად დიდხანს და-

1098
ყოვნდა, აქაურმა უზრუნველმა ცხოვრებამ და სიმშვენიერემ აცდუ-
ნა. ასე ეგონა, რომ ეს ქალაქი მუდამ იმაზე მეტს გპირდებოდა, ვიდ-
რე ოდესმე მოგცემდა. თანაც, მას მერე, რაც უკვდავების სახლი
კვამლსა და ცეცხლში ჩაიქცა, მას აქ ძველებურად აღარ სწყალობ-
დნენ. ქართელებს ერთ ღამეში გაახსენდათ, რომ დრაკონები საში-
ში არიან. ერთმანეთს აღარ ეცილებოდნენ მისთვის ძღვენების მორ-
თმევაში. ტურმალინის საძმომ პირდაპირ მოითხოვა მისი განდევნა,
მესანელებლეთა უძველესმა გილდიამ კი – მისი სიკვდილი. ზარომ
ისღა მოახერხა, ცამეტნი შეეკავებინა, მათთვის მხარი არ აებათ.
მაგრამ სად წავიდე? სერ ჯორაჰი სთავაზობდა, აღმოსავლეთის-
კენ განეგრძოთ გზა, შვიდ სამეფოში მყოფ მტრებს კიდევ მეტად დას-
ცილებოდნენ. მის სისხლისმიერ მხედრებს თავიანთ ვრცელ მწვანე
ზღვაში დაბრუნება ერჩივნათ, თუნდაც რომ საამისოდ კვლავ წითე-
ლი უდაბნო უნდა გაევლოთ. თავად დენი დროდადრო გაიფიქრებ-
და, ვაის ტოლოროში ხომ არ დავსახლდე, სანამ დრაკონები გაიზ-
რდებიან და მოღონივრდებიანო. მაგრამ გული ეჭვებით ჰქონდა
სავსე. ყველა ეს გადაწყვეტილება როგორღაც არასწორი ეჩვენებო-
და... და რომც გადაეწყვიტა საბოლოოდ, საით წასულიყო, მაინც
უპასუხოდ რჩებოდა კითხვა: იქამდე რითღა მიაღწევდა? ზარო ზოან
დაქსოსი აღარაფრით დაეხმარებოდა, ეს იცოდა. სიტყვით რაც არ
უნდა თაყვანი ეცა, მაინც საკუთარ თამაშს თამაშობდა, პაიატ პრის
მსგავსად. იმ საღამოს, როდესაც ვაჭარმა წადიო, უთხრა, დენიმ მას
უკანასკნელი სამსახურის გაწევა სთხოვა.
– ჯარი გინდა? – ჰკითხა ზარომ, – ოქროთი სავსე კარდალა? ან
იქნებ გალერა? დენი გაწითლდა. ეჯავრებოდა ხვეწნა.
– გემი, ჰო.
ზაროს თვალები ცხვირში ჩასმულ ძვირფას ქვებზე მეტად აუბ-
რჭყვიალდა. – მე ვაჭარი ვარ, ხალესი. ასე რომ, აჯობებს, მიცემაზე
1099
კი არა, აღებ-მიცემაზე ვილაპარაკოთ. ერთი შენი დრაკონის სანაც-
ვლოდ ჩემი ფლოტის ათ საუკეთესო გემს მიიღებ. მხოლოდ წარ-
მოთქვი ის ერთი, ძვირფასი სიტყვა. – არა, – უთხრა დენიმ.
– ვაგლახ, – აქვითინდა ზარო, – ეგ სიტყვა როდი მსურდა.
– განა სთხოვ დედას, თავისი შვილებიდან რომელიმე გაყიდოს?
– რატომაც არა? ადგება და ახალს გააჩენს. დედები ყოველდღე ყი-
დიან შვილებს. – მაგრამ არა დრაკონების დედები.
– არც ოც გემად?
– არც ასად.
ზაროს პირის კუთხეები დაეშვა.
– ასი არ მაქვს. შენ კი სამი დრაკონი გყავს. ერთი მომეცი, ჩემგან
მიღებული ყველა სიკეთის სანაცვლოდ. ორი დაგრჩება და ოცდაა-
თი გემიც გექნება. ოცდაათი გემი ვესტეროსზე მომცრო ჯარს გადას-
ხამდა. მაგრამ არც მომცრო ჯარი მყავს.
– რამდენი გემი გყავს, ზარო?
– ოთხმოცდასამი, თუ ჩემს სასეირნო გემს არ ჩავთვლით.
– და შენს მოძმეებს, ცამეტთაგანებს?
– ყველას ერთად ალბათ ათასი.
– და მესანელებლეებს და ტურმალინის საძმოს?
– იმათი უვარგისი ფლოტები სათვალავში არცაა ჩასაგდები – და
მაინც? – არ მოეშვა დენი, – მითხარი.
– თორმეტი ან ცამეტი ათასი ჰყავთ მესანელებლეებს. საძმოს –
ასე, რვაასამდე. – და ასშაელებს, ბრაავოსელებს, ზაფხულის კუნძუ-
ლელებს, იბენელებს და ყველა სხვა ხალხს, ვინც კი დიდ მლაშე
ზღვაში დაცურავს, რამდენი გემი ჰყავთ? ყველას ერთად?
– ბევრი და უმეტესი, – გაბეზრდა ზარო, – ამას რა მნიშვნელობა
აქვს? – ვცდილობ, ფასი დავადო მსოფლიოს სამი ცოცხალი დრაკო-
ნიდან ერთ-ერთს, – დენიმ მომხიბვლელად გაუღიმა, – ასე მგონია,
1100
მთელი მსოფლიოს გემების მესამედი სამართლიანი ფასი იქნებო-
და.
ზაროს პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ცხვირის ორთავე მხა-
რეს ცრემლები დასდინდა.
– ხომ გითხარი, მტვრის სასახლეში ნუ შეხვალ-მეთქი? სწორედ
ამის მეშინოდა. გრძნეულების ჩურჩულმა შენც მალარავანის ცო-
ლივით გაგაგიჟა. მთელი მსოფლიოს გემების მესამედი? უჰ, უჰ, რა
უნდა ვთქვა?
დენის მას მერე ზარო თვალითაც არ უნახავს. მის სენეშალს წე-
რილები მოჰქონდა ხოლმე, ყოველი მომდევნო წინაზე უფრო უკმე-
ხი ხდებოდა. დენიმ უნდა დაცა – ლოს სახლი. ეყო მისი და მისი ხალ-
ხის გამოკვება. ითხოვდა ძღვენების დაბრუნებას, რომლებსაც, მისი
თქმით, სტუმარი თვალთმაქცურად იღებდა. ერთადერთი, რაც დე-
ნის ანუგეშებდა, ის იყო, რომ ჭკუა ეყო და ზაროს ცოლად არ გაჰყვა.
გრძნეულები სამ ღალატზე ჩურჩულებდნენ... სისხლისთვის, ოქ-
როსთვის და სიყვარულისთვისო. პირველი მოღალატე უეჭველად
მირი მაზ დური იყო, რომელმაც თავისი ხალხის გამო შურის საძიებ-
ლად ხალ დროგო და მათი ჯერარშობილი ძე მოკლა. შესაძლო იყო,
პაიატ პრი და ზარო ზოან დაქსოსი მეორე და მესამე ყოფილიყვნენ?
ალბათ არა. პაიატ პრი ოქროს გამო არ ირჯებოდა, ზაროს კი სინამ-
დვილეში არასოდეს უყვარდა იგი.
ქუჩები დაცარიელდა, ქვის მოღუშული საწყობების რაიონში
რომ გავიდნენ. აგო წინ მიუძღოდა, ჟოგო უკან მისდევდა, სერ ჯორაჰ
მორმონტი კი გვერდით ედგა. ზანზალაკი წყნარად წკრიალებდა და
დენი ფიქრებით ისევ მტვრის სასახლეს დაუბრუნდა, როგორც ენა
უბრუნდება ხოლმე ნაკლული კბილის ადგილს. მათ სამთა შვილი
უწოდეს, სიკვდილის ასული, სიცრუის მკვლელი, ცეცხლის სძალი.
რამდენი სამეულია. სამი ცეცხლი, სამი ცხენი, სამი ღალატი.
1101
– დრაკონს სამი თავი აქვს, – ამოიოხრა მან, – თუ იცი, ეს რას
ნიშნავს, ჯორაჰ? – თქვენო მოწყალებავ? ტარგარიენების გვარის
ნიშანი სამთავა დრაკონია, წითელი შავზე.
– ეს ვიცი. მაგრამ სამთავა დრაკონები არ არსებობენ.
– სამი თავი ეაგონი და მისი დები იყვნენ.
– ვისენია და რეინისი, – გაახსენდა დენის, – მე ეაგონის და რე-
ინისის შთამომავალი ვარ, მათი ძის, ეინისის და შვილიშვილ ჯე-
იჰეირის ხაზით.
– ზარომ ხომ გითხრა, ლურჯი ტუჩები მხოლოდ სიცრუეს ამბო-
ბენო? რატომ განაღვლებს, რა გიჩურჩულეს გრძნეულებმა? ახლა
ხომ იცი, მათ მხოლოდ ის სურდათ, შენგან სიცოცხლე გამოეწოვათ.
– შესაძლოა, – უხალისოდ დათანხმდა დენი, – მაგრამ ეგენი
ხომ მართლა ვნახე. – გემის ცხვირზე მდგარი მკვდარი კაცი, ცისფე-
რი ვარდი, სისხლიანი ნადიმი... ამათგან რომელი რას ნიშნავს, ხა-
ლესი? მსახიობების დრაკონიო, ასე თქვი. გევედრები, რა არის მსა-
ხიობების დრაკონი?
– სარებზე შესმული ქსოვილის დრაკონი, – აუხსნა დენიმ, – მსა-
ხიობები მას თავიანთ წარმოდგენებში იყენებენ, იმისთვის რომ გმი-
რებთან შეაბრძოლონ. სერ ჯორაჰი მოიღუშა.
დენი ამ თემას თავს ვერ ანებებდა.
– ყინულის და ცეცხლის სიმღერა მისიაო, ასე თქვა ჩემმა ძმამ.
ზუსტად ვიცი, ჩემი ძმა იყო. ვისერისი არა, რეიგარი. ვერცხლისსი-
მებიანი ქნარი ჰქონდა. სერ ჯორაჰი უფრო მეტად მოიღუშა, შუბლზე
წარბები ერთად შეეყარა. – პრინცი რეიგარი უკრავდა ეგეთ ქნარზე,
– დაუდასტურა დენის, – პრინცი ნახე? დენიმ თავი დაუქნია.
– საწოლში ქალი იწვა, ჩვილს ძუძუს აწოვებდა. ჩემმა ძმამ თქვა,
რომ ჩვილი აღთქმული პრინცი იყო და ქალს უთხრა, მისთვის ეაგო-
ნი დაერქმია.
1102
– პრინცი ეაგონი რეიგარის მემკვიდრე იყო, ელია დორნელის-
გან რომ ეყოლა, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – მაგრამ თუ მართლაც იგი
იყო აღთქმული პრინცი, მაშინ ეს აღთქმა მის ქალასთან ერთად და-
იფშვნა, როდესაც ლანისტერებმა იგი თავით კედელზე შეანარცხეს.
მ – მახსოვს, – თქვა დაღონებულმა დენიმ, – მათ რეიგარის ასუ-
ლიც მოკლეს, პატარა პრინცესა. მას რეინისი ერქვა, ეაგონის დასა-
ვით. ვისენია არ ჰყავდათ, მაგრამ მან თქვა, დრაკონს სამი თავი აქ-
ვსო. რა არის ყინულის და ცეცხლის სიმღერა? – ეგეთი სიმღერის
შესახებ არასოდეს მსმენია.
– გრძნეულებთან პასუხების საძებნელად წავედი, ამის სანაც-
ვლოდ კი მათ ასი ახალი კითხვა დამიტოვეს.
ამასობაში ისინი ისევ ხალხიან ქუჩებზე გავიდნენ.
– გზა! – იყვირა აგომ, ჟოგომ კი ეჭვით მოყნოსა ჰაერი.
– სუნი მცემს, ხალესი! – დაუძახა დენის, – შხამიანი წყლის სუნი!
დოთრაკები არ ენდობოდნენ ზღვას და არაფერს, რაც კი მასზე ცუ-
რავდა. რა ესაქმებოდათ წყალთან, რომელსაც ცხენი ვერ სვამდა?
ისწავლიან, გადაწყვიტა დენიმ. მე შევბედე მათ ზღვაში ხალ დრო-
გოსთან ერთად. ახლა ამათ შებედონ ჩემს ზღვაში. ქართი მსოფლი-
ოს ერთ-ერთი უდიდესი პორტი იყო, მისი საიმედო ნავსადგომი ფე-
რებით, აურზაურით და უცნაური სუნებით იყო სავსე. ქუჩებს ღვინის
სარდაფები, საწყობები და სამორინე ბუნაგები გასდევდა, რომლებ-
საც იაფი საროსკიპოები და უცხო ღმერთების ტაძრები ენაცვლებო-
და. ყველანაირ ჯურის ხალხში ჯიბგირები, მკვლელები, მჩხიბავები
და ფულის გადამცვლელები დაძვრებოდნენ. სანაპირო ერთ დიდ
ბაზრობად იყო ქცეული, ვაჭრობა აქ არც დღისით, არც ღამით არ
წყდებოდა და საქონელი შეიძლებოდა ნახევარ ფასადაც გეყიდა, თუ
მის წარმომავლობას არ იკითხავდი. კუზიანებივით მოხრილ, და-

1103
ნაოჭებულ დედაბრებს მხრებზე მოჭიქული თიხის კოკები მოეკიდე-
ბინათ და სურნელოვან წყლებს და თხის რძეს ყიდდნენ. ორმოცდაა-
თი სხვადასხვა ეროვნების მეზღვაურები დახლებს შორის დადიოდ-
ნენ, სანელებლიან ნაყენებს სვამდნენ და სმენისთვის უჩვეულო
ენებზე ეხუმრებოდნენ გამყიდველებს. ჰაერში მარილის და შემწვა-
რი თევზის, ცხელი კუპრის და თაფლის, საკმევლის, ზეთის და მამა-
კაცების სუნი იდგა.
აგომ გამყიდველ ბიჭს სპილენძის მონეტა მიაწოდა, თაფლში
შემწვარი თაგვებით ასხმული შამფური გამოართვა და ცხენზე მჯდა-
რი შეექცა. ჟოგომ ერთი მუჭა მსხვილი თეთრი ბალი იყიდა. გასაყი-
დად გამოფენილი იყო ბრინჯაოს ხანჯლები, გამხმარი რვაფეხები და
ნაკვეთი ონიქსი, უძლიერესი მაგიური ელექსირი, ქალწულის რძით
და მწუხრის ბინდით რომ მზადდებოდა, დრაკონის კვერცხებიც კი,
საეჭვოდ რომ წააგავდა მოხატულ სიპებს.
ცამეტთა გემებისთვის განკუთვნილ გრძელ ქვის ნავსადგომებს
რომ ჩაუარეს, დენიმ თვალი მოჰკრა ზაფრანით, საკმევლით და
პილპილით სავზე სკივრებს, ზაროს ჭიაფერი კოცნიდან რომ ტვირ-
თავდნენ. გვერდით ედგა ქალი ლაჟვარდში, მასზე ღვინის კასრებს,
ფოთოლმწარას ბარდანებს და ზოლიანი ტყავების შეკვრებს ტვირ-
თავდნენ და საღამოს მოქცევისას გაცურვას აპირებდნენ. უფრო
იქით, მესანელებლეთა გალერა მზიურთან შეკრებილი ხალხი მო-
ნებს აფასებდა. ყველამ იცოდა, რომ მონის ყიდვა ყველაზე იაფად
პირდაპირ გემიდან შეიძლებოდა, ანძებზე მოფრიალე დროშები კი
იუწყებოდა, რომ მზიური პირდაპირ მონებით მოვაჭრის ყურის ქა-
ლაქ ასტაპორიდან მოდიოდა.
დენი აღარ მოელოდა დახმარებას არც ცამეტთაგან, არც ტურმა-
ლინის საძმოსგან, არც მესანელებლეთა უძველესი გილდიიდან.
მან თავისი ვერცხლა რამდენიმე მილის მანძილზე გაჭიმული მათი
1104
ნავსაბმელების, დოკების და საწყობების გასწვრივ ჩაატარა, ნალი-
სებური ნავსადგურის ბოლოსკენ მიემართებოდა, სადაც ზაფხულის
კუნძულებიდან, ვესტეროსიდან და ცხრა თავისუფალი ქალაქიდან
მოსულ გემებს ჰქონდათ ღუზის ჩაშვების უფლება.
იგი ცხენიდან ჩამოხტა ბრძოლის ხაროს გვერდით, სადაც წრი-
ულად შემოკრებილი მეზღვაურების ყვირილში ბასილისკო დიდ წი-
თელ ქოფაკს გლეჯდა. – აგო, ჟოგო, ცხენებს თქვენ მიხედავთ, სანამ
მე და სერ ჯორაჰი კაპიტნებს დაველაპარაკებით. – როგორც იტყვი,
ხალესი. ჩვენ თვალს მოგადევნებთ რა საამოა ისევ ვალირიული
ლაპარაკის გაგონება, და საერთო ენისაც კი, გაიფიქრა დენიმ, პირ-
ველ გემს რომ მიუახლოვდნენ. მეზღვაურები, დოკის მუშები და ვაჭ-
რები ერთნაირად აძლევდნენ გზას, ვერ გაეგოთ, რა ეფიქრათ ამ
თხელ, ვერცხლათმიან გოგონაზე, რომელსაც დოთრაკულად ეცვა
და რაინდის გვერდით მიაბიჯებდა. ცხელი დღის მიუხედავად, სერ
ჯორაჰს ჯაჭვის პერანგზე მწვანე შალის იალმაგი გადაეცვა, რომლის
მკერდზეც მორმონტების შავი დათვი იყო დაკერებული.
მაგრამ არც გოგონას სილამაზემ, არც რაინდის ახოვანებამ და
ძალამ არ გაჭრა მათთან, ვისი გემებიც სჭირდებოდათ.
– გინდა, ასი დოთრაკი, მთელი მათი ცხენები, შენ და ეს რაინდი
და კიდევ სამი დრაკონი წაგიყვანოთ? – გაიმეორა განუყრელი მე-
გობრის კაპიტანმა და სიცილით გასცილდათ. მებუკეს ლისელ კაპი-
ტანს რომ უთხრა, დენერის გრიგალით შობილი ვარ, შვიდი სამე-
ფოს დედოფალიო, მან წარბშეუხრელად მიახალა: – დიახ, მე კი
ლორდი ტაივინ ლანისტერი ვარ და ყოველღამ ოქროს ვჯვამ. მირუ-
ლი გალერის, აბრეშუმის სულის კაპიტანს მიაჩნდა, რომ დრაკონე-
ბის წაყვანა მეტად საშიში იყო, რადგანაც ცეცხლის უდიერ ალს შე-
ეძლო, გემსართავები აებრიალებინა. ლორდ ფაროს ღიპის მფლო-
ბელი მზად იყო, წაეყვანა დრაკონები, ოღონდ არა დოთრაკები.
1105
– ჩემს ღიპზე ამ უღმერთო ველურებს არ ავიყვან არა.
ძმები, ტყუპი გემების ვერცხლისწყლისა და მწევრის კაპიტნები
თითქოს თანაგრძნობით განიმსჭვალნენ და კაიუტაშიც კი მიიწვიეს
არბორული წითელი ღვინის შესასმელად. ისე თავაზით იქცეოდნენ,
რომ დენის ერთხანს იმედიც გაუჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი
ფასი მოსთხოვეს, რასაც თავად ვერ გასწვდებოდა, და იქნებ ზაროც
ვერ გასწვდომოდა. ჩქმეტია და თვალმაყვალა გოგო პატარა ზომის
გამო არ გამოადგებოდა, ავაზაკი ნეფრიტის ზღვისკენ მიემართებო-
და, მაგისტრი მანოლო კი ძალიან დაფეხვილი ჩანდა.
მომდევნო ნავსაბმელისკენ რომ გაემართნენ, სერ ჯორაჰმა დე-
ნის წელზე მოხვია ხელი.
– თქვენო მოწყალებავ, კვალში გიდგანან. არა, არ მიტრიალდე,
– რაინდმა იგი ფრთხილად მიიყვანა სპილენძის ნივთებით მოვაჭ-
რის ჯიხურამდე. – აი, კეთილი ნახელავი, ჩემო დედოფალო, – უთ-
ხრა ხმამაღლა და ფართო სინი ასწია მაღლა, დენის უჩვენა, – ხე-
დავ, როგორ ბრწყინავს მზეზე? სპილენძი მართლაც უზადოდ იყო
გაპრიალებული. დენი მასში თავის ანარეკლს ხედავდა... და როდე-
საც სერ ჯორაჰმა იგი მარჯვნივ შეატრიალა, ისიც დაინახა, მის უკან
რა ხდებოდა.
– სქელ შავ კაცს და კვერთხიან მოხუცს ვხედავ. რომელზე მეუბ-
ნებოდი? – ორივეზე, – უთხრა სერ ჯორაჰმა, – ვერცხლისწყლიდან
რომ ჩამოვედით, მას მერე მოგვდევენ.
სინზე გამოსახულება ლივლივებდა და უცხოებს უცნაურად
ბრეცდა, ერთს გრძელს და ჩამომხმარს აჩენდა, მეორეს კი – მეტის-
მეტად დაბალს და განიერს. – ჩინებული სინია, დიდო ქალბატონო,
– შეჰყვირა ვაჭარმა, – მზესავით კაშკაშებს! და, დრაკონების დე-
დისთვის, მხოლოდ ოცდაათი პატივი ეღირება! სინი სამზე მეტი არ
ღირდა.
1106
– სად არიან ჩემი მცველები? – განაცხადა დენიმ, – ეს კაცი ჩემს
გაძარცვას ცდილობს! – ჯორაჰის გასაგონად კი ხმა დაიდაბლა და
საერთო ენაზე მიმართა, – შეიძლება, ცუდი არ უდევთ გულში. კაცე-
ბი ქალებს ოდითგან უთვალთვალებენ, იქნებ ესაა და ეს.
სპილენძის ნაკეთობათა ვაჭარი მათ ჩურჩულს ყურადღებას არ
აქცევდა. – ოცდაათი? ოცდაათიო, ვთქვი? რა სულელი ვარ. ამის ფა-
სი ოცი პატივია. – ამ ჯიხურში რაც რამე გაქვს, ერთად არ ღირს ოცი
პატივი, – უთხრა დენიმ, თან ანარეკლებს აკვირდებოდა. მოხუცს
ვესტეროსული იერი ჰქონდა, შავი კი ალბათ ოც ზოდს იწონიდა.
უზურპატორი ჩემს მკვლელს ლორდობას შეჰპირდა, ეს ორი კი ში-
ნიდან შორს არიან წამოსულები. ან იქნებ გრძნეულებისგან არიან
და უნდათ, მოულოდნელად შემიპყრონ?
– ათი, ხალესი, შენი მშვენების ხათრით. სარკედ გამოიყენებ.
მხოლოდ ასეთი ნატიფი სპილენძი თუ ასახავს ასეთ მშვენებას.
– შეიძლება, ნაგვის გასატანად გამოდგეს. გადაგდებული რომ
მენახა, იქნებ ამეღო კიდევაც, ისიც, დახრა თუ არ დამჭირდებოდა.
მაგრამ ამაში რამის გადახდა? – დენიმ სინი ვაჭარს მიუგდო, – ჩანს,
ცხვირში მატლები შეგიძვრნენ და ტვინი გამოგიჭამეს. – რვა პატი-
ვი, – დაიყვირა ვაჭარმა, – ცოლები გამლახავენ და შტერს დამიძა-
ხებენ, მაგრამ შენ წინაშე ბავშვივით უმწეო ვარ. ჰა, რვა, ეს იმაზე
ნაკლებია, რაც დამიჯდა. – რაში მინდა ეს დაბინდული სპილენძი,
როცა ზარო ზოან დაქსოსი ოქროს თეფშებიდან მაჭმევს? – წასას-
ვლელად რომ შებრუნდა, დენიმ უცხოებსაც გახედა. შავი კაცი ლა-
მის ისეთივე სქელი იყო, როგორც სინში ჩანდა, პრიალა მელოტი
თავი და საჭურისის უთმო ლოყები ჰქონდა. მუცელზე შემოხვეულ და
ოფლით დალაქავებულ ყვითელ აბრეშუმის სარტყელში გრძელი
მორკალული არახი ჰქონდა გაჩრილი. ხის ზროსავით მსხვილი

1107
მკლავები, ვრცელი მკერდი და უზარმაზარი მუცელი ძველი ნაიარე-
ვებით ჰქონდა დასერილი, თხილისფერ კანზე თეთრად რომ მო-
უჩანდა. მეორეს შეუღებავი შალის სამოგზაურო მოსასხამი ჰქონდა
მოცმული, ჩაჩი ზურგზე გადაეგდო. გრძელი თეთრი თმა მხრებამდე
სცემდა, სახის ქვედა ნაწილს რბილი თეთრი წვერი უფარავდა. თა-
ვისივე სიმაღლის მსხვილ ხის კვერთხს ეყრდნობოდა. ავს რომ მი-
პირებდნენ, ასე აშკარად მხოლოდ სულელები თუ შემომაჩერდე-
ბოდნენ. და მაინც, გონივრული იქნებოდა, უკან, ჟოგოსა და აგოს-
თან მისულიყო. – ბებერს ხმალი არ აქვს, – უთხრა ჯორაჰს საერთო
ენაზე, გვერდით რომ გაიყვანა. ვაჭარი ხტუნვით დაედევნა.
– ხუთი პატივი, ხუთ პატივად მოგცემ, როგორც ჩანს, შენი უნდა
გამხდარიყო. – ასეთი კეტი ნებისმიერი ლახტივით იოლად გაგი-
ხეთქავს თავს, – თქვა სერ ჯორაჰმა.
– ოთხი! ხომ ძალიან მოგწონს! – ვაჭარი მათ წინ დახტოდა,
უკან-უკან მირბოდა და სინს სახეში სჩრიდა.
– მოგვყვებიან?
– ცოტა მაღლა ასწიე, – უთხრა რაინდმა ვაჭარს, – კი. ბებერი
თითქოს მეთუნის დახლთან დაყოვნდა, მაგრამ შავი თვალს არ გა-
ცილებს.
– ორი პატივი! ორი! ორი! – ვაჭარი ქოშინებდა, უკან-უკან სირ-
ბილი უჭირდა. – მიეცი, სანამ თავი მოუკლავს, – უთხრა დენიმ სერ
ჯორაჰს, თუმცა არ იცოდა, ამხელა სპილენძის სინს რაში გამოიყე-
ნებდა. რაინდი ქისას რომ მისწვდა, დენი შემობრუნდა, აპირებდა,
ბოლო მოეღო ამ წარმოდგენისთვის. დრაკონის სისხლთაგანი არ
გაექცევა ბაზარში უკან ადევნებულ ვიღაც ბებერს და სქელ საჭუ-
რისს. წინ ქართელი კაცი გადაეღობა:
– დრაკონების დედავ, ინებე, – დაიჩოქა და ზარდახშა გაუწოდა.

1108
დენიმ თითქმის უნებურად ჩამოართვა. ზარდახშა მოჩუქურთმებუ-
ლი ხის იყო, სადაფის ხუფს იასპი და ქალცედონი უმშვენებდა.
– რა გულუხვი ბრძანდები, – ამ სიტყვებით ახადა სახურავი. მას-
ში ონიქსისა და ზურმუხტისგან ნაკვეთი მბზინვარე მწვანე სკარაბეუ-
სი იდო. რა ლამაზიაო, გაიფიქრა. ეს მგზავრობის საფასურის გადახ-
დაში შეგვეშველება.
ზარდახშაში ხელს რომ ყოფდა, კაცმა მაპატიეო, უთხრა, მაგრამ
დენის თითქმის არც გაუგონია.
სკარაბეუსი სისინით გაიშალა.
დენიმ თვალი მოჰკრა ბოროტ შავ სახეს, ლამის ადამიანისე-
ბურს, და შხამით გაგლესილ მორკალულ კუდს... და უცებ, დამ-
სხვრეული ზარდახშა ხელიდან გაუფრინდა და ტრიალით გადავარ-
და გვერდზე. უეცარმა ტკივილმა თითები დაუკრუნჩხა. შეჰყვირა და
ნატკენ თითებზე ხელი იტაცა, სპილენძეულით მოვაჭრემ საზარლად
დაიღრიალა, ქალმა იკივლა და უცებ ქართელები აყვირდნენ, ხე-
ლის კვრა დაუწყეს ერთმანეთს. სერ ჯორაჰმა გვერდით ჩაუქროლა
და დენი ცალ მუხლზე წაბორძიკდა. ისევ მოესმა სისინი. მოხუცმა
კაცმა კვერთხის ძირი მიწას დაარჭო, აგო ჭენებით გადმოევლო
კვერცხით მოვაჭრის დახლს და უნაგირიდან გადმოხტა, თავზემოთ
ჟოგოს შოლტმა გაიტკაცუნა, სერ ჯორაჰმა საჭურისს სპილენძის სი-
ნი ჩასცხო თავში, მეზღვაურები, კახპები და ვაჭრები ზოგი გარბოდა,
ზოგი ყვიროდა, ზოგიც ორივეს ერთად ახერხებდა... – ათასი ბოდი-
ში მომითხოვია, თქვენო მოწყალებავ, – მუხლი მოუყარა მოხუცე-
ბულმა, – მოვკალი. ხელი ხომ არ მოგტეხე?
დენიმ თითები მომუჭა და დაიჭყანა.
– მგონი, არა.
– აუცილებლად უნდა გადამეგდო... – წამოიწყო კაცმა, მაგრამ,

1109
სანამ სიტყვას დაასრულებდა, სისხლისმიერი მხედრები წამოად-
გნენ. აგომ წიხლით გადაუგდო კვერთხი, ჟოგომ მხრები შეუბოჭა,
დააჩოქა და ყელზე ხანჯალი მიაბჯინა. – ხალესი, დავინახეთ, რომ
დაგარტყა. გიჩვენოთ მისი სისხლის ფერი? – გაუშვით, – დენი წა-
მოდგა, – შეხედეთ მისი კვერთხის ძირს, სისხლნო ჩემო სისხლთა-
განნო.
საჭურისმა სერ ჯორაჰი მოცელა. დენი მათ შორის შეიჭრა, რო-
დესაც არახმა და ორლესულმა ერთდროულად დატოვეს ქარქაში.
– დაუშვით იარაღი! შეჩერდით!
– თქვენო მოწყალებავ? – მორმონტმა სულ ერთი გოჯით დასწია
ხმალი, – ესენი თავს დაგესხნენ!
– ისინი მიცავდნენ, – დენიმ ხელი დაიქნია, ტკივილი რომ დაე-
ამებინა, – თავს სხვა დამესხა, ქართელი, – მიმოიხედა, მაგრამ ის
კაცი აღარსად ჩანდა, – მწუხარე კაცი იყო. იმ ზარდახშაში მანტიკო-
რა იჯდა. ამ კაცმა კი ხელიდან გამაგდებინა. სპილენძეულით მოვაჭ-
რე ჯერაც მიწაზე გორავდა. დენი მიუახლოვდა და ფეხზე წამოდგომა
უშველა.
– დაგგესლა?
– არა, კეთილო ქალბატონო, – უპასუხა მან ცახცახით, – თორემ
უკვე მკვდარი ვიქნებოდი. მაგრამ შემეხო, აააა, ზარდახშიდან რომ
გადმოვარდა, მკლავზე დამეცა, – დენიმ შენიშნა, რომ კაცს ქვეშ ჩა-
ესვარა, რაც არც იყო გასაკვირი. მან კაცს სანუგეშოდ ვერცხლის
მონეტა აჩუქა და თავის გზაზე გაუშვა, სანამ ისევ თეთრწვერა მო-
ხუცს მიუბრუნდებოდა.
– ვინ არის, ვისაც სიცოცხლეს უნდა ვუმადლოდე?
– სამადლობელი ჩემთან არაფერი გაქვს, თქვენო მოწყალებავ.
მე არსტანი მქვია, თუმცა ბელვასმა აქეთ მგზავრობისას თეთრწვე-
რა შემარქვა, – ჟოგომ მას ხელი უშვა, მაგრამ მოხუცი ცალ მუხლზე
1110
დაჩოქილი დარჩა. აგომ მისი კვერთხი აიღო, გადმოაბრუნა, ჩუმად
შეიგინა დოთრაკულად, მანტიკორას ნარჩენები ქვას შეაწმინდა და
პატრონს დაუბრუნა.
– ბელვასი ვინღაა? – ჰკითხა დენიმ.
ზორბა ყავისფერი საჭურისი მედიდურად წამოდგა წინ, თან არა-
ხს ქარქაშში დებდა. – მე ვარ ბელვასი. მირინის ბრძოლის ხაროებ-
ში მძლავრი ბელვასი შემარქვეს. არასოდეს დავმარცხებულვარ, –
მან ნაიარევებით დაფარულ მუცელზე შემოირტყა ხელი, – სანამ
მოვკლავდე, ყოველ მოწინააღმდეგეს ჩემი დაჭრის ნებას ვაძლევ.
დაითვალე ნაჭდევები და გაიგებ, რამდენი ჰყავს მოკლული მძლავრ
ბელვასს. დენის მისი ნაიარევების დათვლა არ სჭირდებოდა; ბევრი
იყო, ეს ერთი შეხედვითაც ჩანდა.
– და აქ რამ მოგიყვანა, მძლავრო ბელვას?
– მირინიდან ქოჰორში გამყიდეს, მერე – პენტოსში, სქელ კაცზე,
თმა ტკბილად რომ აქვს აქოთებული. ის იყო, მძლავრი ბელვასი
უკან რომ გადმოგზავნა, ზღვით, და კიდევ – ბებერი თეთრწვერა,
მისთვის სამსახური რომ გაეწია. სქელი კაცი, ტკბილად აქოთებული
თმებით.
– ილირიო? – დაეკითხა დენი, – მაგისტრმა ილირიომ გამოგ-
გზავნათ? – დიახ, თქვენო მოწყალებავ, – უპასუხა მოხუცმა თეთ-
რწვერამ, – მაგისტრი უმორჩილესად გთხოვს, შეუნდო, რომ თავის
ნაცვლად ჩვენ გამოგვგზავნა, მაგრამ იგი ისე ვეღარ ზის ცხენზე,
როგორც ახალგაზრდობაში ზღვის გზა კი კუჭს უშლის, – აქამდე თა-
ვისუფალი ქალაქების ვალირიულზე ლაპარაკობდა, ახლა კი საერ-
თო ენაზე გადავიდა, ვწუხვარ, თუ აგაფორიაქეთ. სიმართლე თუ
გინდა, დარწმუნებული არ ვიყავით, ველოდით, რომ ვნახავდით ვი-
ღაცას, უფრო... უფრო... – მეფურს? – დენიმ გადაიკისკისა. დრაკო-
ნები თან არ ჰყავდა, მის სამოსსაც მეფური ვერ ეთქმოდა, – საერთო
1111
ენაზე კარგად ლაპარაკობ არსტან ვესტეროსელი ხარ?
– დიახ. დორნის მარშებში დავიბადე, თქვენო მოწყალებავ ბიჭო-
ბაში ლორდ სუანის სახლობის რაინდს ვედექი მესაჭურვლედ, – მან
ისე დაიბჯინა მაღალი კვერთხი, თითქოს სადროშე შუბი ყოფილი-
ყოს, – ახლა კი ბელვასის საჭურველთმტვირთველი ვარ. – ცოტა არ
იყოს, ბებერი ხარ საამისოდ, არა? – სერ ჯორაჰმა მხრით გამოიკაფა
გზა და დენის გვერდით დაუდგა, იღლიაში უხერხულად ამოეჩარა
სპილენძის სინი. ბელვასის მაგარმა თავმა იგი საცოდავად ჩაღუნა.
– არც ისე ბებერი ვარ, ჩემს მებატონეს ვერ ვემსახურო, ლორდ
მორმონტ. – მეც მიცნობ?
– ერთი-ორჯერ მინახავს, როგორ ასპარეზობდი ლანისპორტში,
სადაც კინაღამ მეფისმკვლელი ჩამოაგდე ცხენიდან და კიდევ პაიკ-
ზეც. არ გახსენდები, ლორდ მორმონტ?
სერ ჯორაჰმა შუბლი მოჭმუხნა.
– შენი სახე მეცნობა, მაგრამ ლანისპორტში ასობით კაცი იყო,
პაიკზე კი – სულაც ათასობით. და ლორდი არ ვარ. დათვის კუნძული
ჩამომართვეს. რაინდი ვარ, ესაა და ეს.
– დედოფლის ქეშიკი რაინდი, – დენიმ მკლავში გამოსდო ხელი,
– აგრეთვე, ჩემი ერთგული მეგობარი და კეთილი მრჩეველი, – იგი
არსტანის სახეს დააკვირდა. დიდი ღირსება იყო ზედ აღბეჭდილი,
მშვიდი ძალა, რამაც მოხიბლა, – წამოდექი, არსტან თეთრწვერავ.
კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, მძლავრო ბელვას. სერ ჯორაჰს უკვე
იცნობთ. კო აგო და კო ჟოგო არიან სისხლი ჩემი სისხლთაგანი. წი-
თელი უდაბნო ჩემთან ერთად გადმოლახეს და ჩემი დრაკონების
დაბადება იხილეს. – მეცხენე ბიჭები, – კბილები გადმოყარა ბელ-
ვასმა, – ბელვასს ბევრი მეცხენე ბიჭი ჰყავს დახოცილი ბრძოლის
ხაროებში. რომ იხოცებიან, წკრიალებენ. აგოს არახი უკვე გაშიშ-
ვლებული ეპყრა.
1112
– სქელი ყავისფერი კაცი არასოდეს მომიკლავს. ბელვასი პირ-
ველი იქნება. – ჩააგე მახვილი, სისხლო ჩემო სისხლთაგანო, – უთ-
ხრა დენიმ, – ეს კაცი ჩემს სამსახურადაა მოსული. ბელვას, ჩემს
ხალხს სათანადო პატივისცემით მოეპყრობი, თორემ იმაზე ადრე
დამტოვებ, ვიდრე აპირებ, და იმაზე მეტი ნაიარევით, ვიდრე მოს-
ვლისას გქონდა.
გოლიათს ფართო შავგვრემანი სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა
და მისი ღრიჭოიანი კბილებიც დაიმალა, დაბნეულმა შეიკრა შუბ-
ლი. როგორც ჩანს, ბელვასი კაცებისგან მუქარას არ იყო ჩვეული,
მით უფრო უჩვევი იყო ეს მისი მესამედი ზომა-წონის გოგოებისგან.
დენიმ გაუღიმა, საყვედური რომ შეერბილებინა.
– ახლა კი მითხარით, რას მოელის მაგისტრი ილირიო ჩემგან,
პენტოსიდან ამხელა გზა რომ გამოგატარათ?
– დრაკონებს, – მიახალა ბელვასმა, – და გოგოს, იმათ რომ ჩე-
კავს. შენ მოგელის. – ბელვასი მართალს ამბობს, თქვენო მოწყა-
ლებავ, – უთხრა არსტანმა, – შენი პოვნა და უკან, პენტოსში მიყვანა
დაგვავალეს. შვიდ სამეფოს სჭირდები. უზურპატორი რობერტი
მოკვდა და სახელმწიფო სისხლისგან იცლება. პენტოსიდან რომ გა-
მოვცურეთ, იმ დროისთვის იქ ოთხი მეფე ჰყავდათ და სამართალი
საერთოდ არ არსებობდა.
დენის გული სიხარულით აევსო, მაგრამ სახეზე არ შეიტყო.
– სამი დრაკონი მყავს, – თქვა მან, – და ასზე მეტი კაცი ხალა-
სარში, კიდევ – მათი ცხენები და სარჩო-საბადებელი.
– არა უშავს, – დაიბუბუნა ბელვასმა, – ყველა მიგვყავს. სქელმა
კაცმა სამი გემი დაიქირავა თავისი პატარა ვერცხლისთმიანი დე-
დოფლისთვის.
– ასეა, თქვენო მოწყალებავ, – დაუდასტურა არსტანმა, – დიდი
ხომალდი სედულეონი ამ ნავსადგომის ბოლოში გელის, გალერებს
1113
ზაფხულის მზეს და ცელქ ფოსოს ტალღისმჭრელის უკან აქვთ ღუზა
ჩაშვებული.
დრაკონს სამი თავი აქვს, გაიფიქრა გაოცებულმა დენიმ.
– ჩემს ხალხს ვეტყვი, დაუყოვნებლივ გაემზადოს წასასვლე-
ლად. მაგრამ გემებს, შინ რომ დამაბრუნებენ, სხვა სახელები უნდა
ერქვას.
– როგორც ინებებ, – მიუგო არსტანმა, – რა სახელები გინდა? –
ვეიგარი, – უთხრა დენერისმა, – მერექსისი. და ბელერიონი. ეს სა-
ხელები სამფუტიანი ოქროს ასოებით დააწერეთ მათ ცხვირებს, არ-
სტან. მინდა, ყველამ, ვინც კი მათ დაინახავს, იცოდეს, რომ დრაკო-
ნები დაბრუნდნენ.

არია

უფრო დიდხანს რომ შენახულიყო, თავები კუპრში ამოავლეს.


ყოველ დილით, რუს ბოლტონის აბაზანისთვის ახალი წყლის მოსა-
ტანად ჭისკენ რომ მიდიოდა, არიას მათ ქვეშ უწევდა გავლა. გარეთ
იცქირებოდნენ, ისე, რომ სახეებს ვერ ხედავდა, მაგრამ სიამოვნე-
ბით წარმოიდგენდა ხოლმე, რომ ერთი მათგანი ჯოფრის იყო. ცდი-
ლობდა, მიმხვდარიყო, როგორი გაუხდებოდა ის ლამაზი სახე, კუპ-
რში რომ ამოავლებდნენ. ყვავი რომ ვყოფილიყავი, ჩამოვფრინდე-
ბოდი და იმ შტერულ გაბუსხულ პუტკუნა ტუჩებს დავუკორტნიდი.
სტუმრები არც ამ თავებს აკლდნენ. ლეშიჭამია ყვავები კარიბჭეს
ხრინწიანი ყრანტალით დასტრიალებდნენ და ყოველი თვალის ამო-
კორტნაზე ქონგურების ზემოთ ჩხუბი ჰქონდათ გაჩაღებული, ერ-
თმანეთს დასჩხაოდნენ და, რამდენჯერაც გალავნის თავზე მცველი
ჩაივლიდა, ჰაერში აიჭრებოდნენ ხოლმე. ზოგჯერ მათ ნადიმს მაის-

1114
ტერის ყორნებიც უერთდებოდნენ, ფართო შავი ფრთებით ჩამო-
ფართხუნდებოდნენ ხოლმე საფრინველედან. ყორნების მოსვლი-
სას ყვავები გაიფანტებოდნენ და მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ
ბრუნდებოდნენ უკან.
ყორნებს ნეტავ თუ ახსოვთ მაისტერი ტოთმურიო, ფიქრობდა
არია. ნაღვლობენ მასზე? რომ შესჩხავიან, თუ უკვირთ, რატომ არ
გვპასუხობსო? იქნებ მკვდარ მაისტერს შეეძლო მათთან ლაპარაკი
რაღაც საიდუმლო ენაზე, რომელიც ცოცხლებს არ ესმოდათ? ტოთ-
მური საქონდაქრესთან იმის გამო მიაბრძანეს, რომ მან ჰარენჰა-
ლის დაცემის ღამეს კასტერლის კლდეზე და მეფის საბიჯელში
ფრინველები გაგზავნა; ლუკან მეიარაღე დასაჯეს იმიტომ, რომ ლა-
ნისტერებისთვის იარაღს ამზადებდა, დიასახლისი ჰარა – იმისათ-
ვის, რომ ლედი ვენტის მსახურებს დაავალა, ლანისტერებს ემსახუ-
რეთო, მოურავი – იმის გამო, რომ ლორდ ტაივინს საგანძურის გა-
საღები მისცა. მზარეული დაინდეს (ზოგი ამბობდა, იმიტომ, რომ
ქრცვინის სუპი მოხარშაო), მაგრამ ტურფა პია და სხვა ქალები,
რომლებიც ლანისტერის ჯარისკაცებს სწყალობდნენ, ხუნდებში შე-
ჭედეს. ისინი გაშიშვლებულები და თავგადაპარსულები ეყარნენ შუა
ეზოში დათვის ხაროს გვერდით და ნებისმიერ კაცს, რომელსაც მო-
ესურვებინა, შეეძლო მათით თავის შექცევა.
იმ დილით, არია ჭისკენ რომ მიდიოდა, ფრეიების სამი აბჯროსა-
ნი სწორედ ამით იყო გართული. არია ცდილობდა, არ ეყურებინა,
მაგრამ კაცების სიცილი მაინც ესმოდა. სავსე სათლი ძალიან მძიმე
იყო. უკან წასასვლელად რომ მოტრიალდა, მკლავში დიასახლისმა
ამაბელმა სტაცა ხელი. წყალი სათლის კიდეზე გადმოშხაპუნდა და
ამაბელს ფეხებზე დაესხა.
– ეს შენ განგებ ქენი, – უწივლა ქალმა.
– რა გინდა? – არია დაიკლაკნა, გასხლტომას ცდილობდა მას
1115
მერე, რაც ჰარას თავი მოჭრეს, ამაბელი ნახევრად შეშლილი დადი-
ოდა.
– ხედავ იმას? – ამაბელმა ეზოს გადაღმა პიაზე მიუთითა, – ეს
ჩრდილოელი რომ დამარცხდება, იმ გოგოს ადგილს შენ დაიჭერ.
– გამიშვი, – არია შეეცადა, დასხლტომოდა, მაგრამ ამაბელმა
უფრო მაგრად მოუჭირა თითები.
– ისიც დამარცხდება, ჰარენჰალი, ბოლოს და ბოლოს, ყველას
ამარცხებს. ლორდმა ტაივინმა გაიმარჯვა, ის უკან დაბრუნდება
მთელი თავისი ლაშქრით და მერე მას დაუდგება მოღალატეების
დასჯის რიგი. და ნუ გგონია, ვერ გაიგოს, რა ქენი! – დედაბერი სი-
ცილს მოჰყვა, – შეიძლება, ჩემდათავად მეც კი მოგადგე. ჰარას ერ-
თი ძველი ცოცხი ჰქონდა, იმას შენთვის შევინახავ. გაბზარული, ხიჭ-
ვიანი ტარი აქვს... არიამ სათლი მოიქნია. წყლის სიმძიმის გამო
კარგად ვერ მოიქნია და ამაბელს თავში ვერ ჩასცხო, როგორც აპი-
რებდა, მაგრამ წყალი რომ გადაესხა და გაწუწა, დედაბერმა ხელი
მაინც უშვა.
– თითი აღარასოდეს დამაკარო, – უყვირა არიამ, – თორემ მოგ-
კლავ. გაეთრიე! გაწუწულმა დიასახლისმა ამაბელმა გაჩხიკული
თითი არიას გულისპირზე გამოსახულ გატყავებულ კაცს მიაშვირა.
– გგონია, არაფერი გემუქრება, რაკი ძუძუებზე ეს უწმინდურობა
მიგიხატავს? გეგონოს! ლანისტერები მოდიან! ნახავ, რაც მოხდება,
აქ რომ მოაღწევენ! აღებული წყალი თითქმის მთლად დაექცა, ამი-
ტომ არიას ჭასთან დაბრუნება მოუხდა. ლორდ ბოლტონს რომ ვუთ-
ხრა, რასაც ეს ქალი ამბობს, დაღამებულიც არ იქნება, მისი თავი ჰა-
რას თავს რომ ამოუდგება გვერდითო, გაიფიქრა, სათლს ჭიდან
რომ ეზიდებოდა. ოღონდ არაფერსაც არ ეტყოდა.
ერთხელ, გალავანზე ახლანდელზე ორჯერ ნაკლები თავები რომ
იყო გამოფენილი, გენდრიმ წაასწრო არიას, მათ რომ შესცქეროდა.
1116
– ტკბები შენი ნაქნარით? – ასე ჰკითხა.
არიამ იცოდა, რომ გენდრი უჯავრდებოდა, რადგანაც ლუკანზე
დარდობდა, მაგრამ ასე მაინც არ უნდა ეთქვა.
– ეს რკინისფეხება ვალტონმა ქნა, – თავი დაიცვა არიამ, – და
ჯამბაზებმა და ლორდმა ბოლტონმა.
– და იმათ ხელში ვინ ჩაგვყარა? შენ და შენმა ქრცვინის სუკმა.
არიამ მკლავზე უჩქმიტა.
– ის ცხელი წვნიანი იყო და მეტი არც არაფერი. შენც კი გეჯავრე-
ბოდა სერ ამორი. – ეს ხროვა უფრო მეტადაც მეჯავრება. სერ ამორი
თავისი ლორდისთვის იბრძოდა, ჯამბაზები კი ქირით მებრძოლები
და მოღალატეები არიან. ნახევარი საერთო ენაზეც კი არ ლაპარა-
კობს. სეპტონ ატს პატარა ბიჭები მოსწონს, ქაიბანი შავ მაგიას მი-
მართავს, შენი ძმაკაცი კბენია კი ადამიანებს ჭამს. ყველაფერზე უა-
რესი ის იყო, რომ გენდრი მართალს ამბობდა. ჰარენჰალს საკვებით
მეტწილად მამაცი თანამებრძოლები ამარაგებდნენ და რუს ბოლ-
ტონმა მათ ლანისტერების მომხრეთა განადგურებაც დაავალა.
ვარგო ჰოუთმა ისინი ოთხ ჯგუფად გაყო, რათა რაც შეიძლება მეტ
სოფელს მისწვდენოდნენ. ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს თავად
ჩაუდგა სათავეში, დანარჩენების გაძღოლა თავის ყველაზე საიმე-
დო კაპიტნებს დაავალა. არიამ ყური მოჰკრა, რორჯი სიცილით რომ
ჰყვებოდა, რა ხერხით პოულობდა ვარგო მოღალატეებს. ის უბრა-
ლოდ მიდიოდა იმ სოფლებში, რომლებშიც ადრე ლორდ ტაივინის
დროშით იყო ნამყოფი, და იჭერდა ყველას, ვინც ადრე ეხმარებოდა.
მათგან ბევრი ლანისტერების ვერცხლით იყვნენ ნაყიდი, ასე რომ,
ჯამბაზებს ხშირად თავებით სავსე გოდრებთან ერთად მონეტებით
სავსე ტომრებიც მოჰქონდათ.
– ვინ გამოიცნობს! – მხიარულად გაჰყვიროდა შაგველი, თუ

1117
ლორდ ბოლტონის ვაცი ჭამს ხალხს, რომელიც ლორდ ლანისტე-
რის ვაცს კვებავდა, სულ რამდენი ვაცი გამოდის?
– ერთი, – მიუგო არიამ, მასხარა ამ კითხვით რომ მიადგა – ეს
ქრცვინი რა ვაცივით ჭკვიანი ყოფილა, – ახითხითდა მასხარა.
რორჯი და კბენია სხვებივით უგვანად იქცეოდნენ. ლორდი ბოლტო-
ნი გარნიზონთან ერთად რომ სადილობდა ხოლმე, არია მათ სხვებს
შორის ხედავდა. კბენიას წამხდარი ყველის სუნი უდიოდა, ამიტომაც
მამაცი თანამებრძოლები მაგიდის ბოლოში სვამდნენ, სადაც შეეძ-
ლო, თავისთვის ეღრუტუნა, ესისინა და თითებით და კბილებით ეგ-
ლიჯა საჭმელი. არია რომ ჩაუვლიდა, აქშუტუნდებოდა ხოლმე, მაგ-
რამ მასზე მეტად რორჯი აშინებდა. იგი უღალატო არსვიკის გვერ-
დით იჯდა, მაგრამ არია მუდამ გრძნობდა მის ადევნებულ მზერას,
საქმეებზე რომ მიმოდიოდა ხოლმე.
ზოგჯერ ნატრობდა, ნეტავ, ჯეიქენ ჰაგარს გავყოლოდი ვიწრო
ზღვის გადაღმაო. ჯერაც ინახავდა იმ შტერულ მონეტას, ჯეიქენმა
რომ მისცა: გროშისხელა რკინის ნაჭერს, კიდეზე ჟანგი რომ მოსდე-
ბოდა. მის ცალ გვერდზე წარწერა იყო აღბეჭდილი, უცხო სიტყვები,
რომლებსაც ვერ კითხულობდა. მეორე გვერდზე კაცის თავი იყო გა-
მოსახული, რომელიც ისე გაცვეთილიყო, რომ ნაკვთები წაშლოდა.
ჯეიქენმა უთხრა, ძალიან ძვირფასიაო, მაგრამ შეიძლება ესეც ტყუ-
ილი იყო, მისი სახელივით და თუნდაც მისი სახესავით. ამ ფიქრმა
იმდენად გააბრაზა, რომ მონეტა მოისროლა, მაგრამ ერთი საათის
მერე ისე შეწუხდა, რომ წავიდა და ისევ მოძებნა იგი, თუნდაც რომ
არაფრის ფასი არ ჰქონოდა, მაინც.
სწორედ ამ მონეტაზე ფიქრობდა, როდესაც ქვაფენილის ეზოს
ჭრიდა და ძლივძლიობით მიათრევდა წყლით სავსე სათლს.
– ნენ, – მოესმა ხმა, – დადე ეგ სათლი და აქ მოდი, მომეხმარე.

1118
ელმარ ფრეი არიასხელა იქნებოდა და თავისი ასაკისთვის ტანმორ-
ჩილიც იყო. იგი ქვის უსწორმასწორო ფილაქანზე ქვიშიან კასრს მი-
აგორებდა და დაძაბულობისგან სახე გასწითლებოდა. არია მისახ-
მარებლად მივიდა. მათ ერთად მიაგორეს კასრი გალავნამდე და
უკან, მერე კი წამოაყენეს. არიას ესმოდა, როგორ შრიალებდა ქვი-
შა კასრის შიგნით, ელმარმა კი ხუფი ახადა და ჯაჭვის პერანგი ამო-
აძვრინა. – კარგად გაიწმინდა? – იგი რუს ბოლტონის საჭურველ-
თმტვირთველი იყო და აბჯრის გაპრიალება მას ევალებოდა.
– ქვიშა უნდა გამობერტყო. ჟანგი ზოგან მაინც ეტყობა. ხედავ? –
მიუთითა არიამ, – ჯობია, კიდევ აგორაო.
– შენ ქენი, – ელმარი ძალიანაც გულღიად ეპყრობოდა, როცა
დახმარება სჭირდებოდა ხოლმე, მაგრამ მერე აუცილებლად გაახ-
სენდებოდა, რომ თავად საჭურველთმტვირთველი იყო, არია კი –
მხოლოდ და მხოლოდ მსახური გოგო. უყვარდა კვეხნა, რომ გადა-
სალახის ლორდის შვილი იყო: ძმისშვილი კი არა, ან ბუში, ან შვი-
ლიშვილი, არამედ ნამდვილი ლორდის შვილი, და ამიტომ პრინცე-
სა უნდა შეერთო ცოლად.
არიას არაფრად ენაღვლებოდა მისი ძვირფასი პრინცესა და არც
მისი ბრძანებები მოსწონდა.
– მე მილორდს აბაზანისთვის წყალი უნდა მივუტანო. იგი საძი-
ნებელშია და წურბელები ჰყავს დასხმული. ჩვეულებრივი შავი წურ-
ბელები კი არა, დიდები, უფერულები. ელმარს თვალები მოხარშუ-
ლი კვერცხებივით დაუმრგვალდა. წურბელები მას თავზარს სცემ-
დნენ, განსაკუთრებით – დიდი, უფერული წურბელები, ლაბას რომ
ჰგავდნენ, სანამ სისხლით არ აივსებოდნენ.
– სულ დამავიწყდა, ძალიან გაჩხიკული ხარ, ასე მძიმე კასრს
ვერ ათრევ. – მე კიდევ სულ დამავიწყდა, სულელი რომ ხარ, – არი-

1119
ამ სათლი აიღო, – იქნებ შენც მოგიხდეს წურბელები. ყელზე ღო-
რისხელა წურბელები ცხოვრობენ – წავიდა და დატოვა თავის კას-
რთან.
ლორდის საძინებელი ხალხით იყო სავსე. ქაიბანიც ლორდს ახ-
ლდა და კუშტი ვალტონიც, თავის ჯაჭვის პერანგსა და საბარკულებ-
ში; ამათ ემატებოდა თორმეტიოდე ფრეი, ყველანი ერთმანეთის
ძმები, ნახევარძმები და ბიძაშვილები. რუს ბოლტონი შიშველი იწვა
საწოლზე. მკლავებისა და ბარძაყების შიდა მხარეს, აგრეთვე გა-
ფითრებულ მკერდზე წურბელები ესხდნენ, მათი გამჭვირვალე სხე-
ულები თანდათან პრიალა ვარდისფერს იძენდა, სისხლით რომ ივ-
სებოდნენ. ბოლტონი მათ აინუნშიც არ აგდებდა, ისევე, როგორც
არიას.
– ლორდ ტაივინს არ უნდა ვაცალოთ, აქ, ჰარენჰალში მოგვიმ-
წყვდიოს, – ამბობდა სერ ეინის ფრეი, არია აბაზანას რომ ავსებდა.
ჭაღარა, ბეჭებში მოხრილი ვეებერთელა კაცი იყო, წყალწყალა ჩა-
სისხლიანებული თვალები და უზარმაზარი დაკორძილი თითები
ჰქონდა. იგი ჰარენჰალში ფრეიების თხუთმეტ ასეულ ხმლოსანს მო-
უძღვა, თუმცა, ისე ჩანდა, თითქოს საკუთარი ძმების მართვაც კი არ
შეეძლო, – ეს ციხესიმაგრე იმხელაა, რომ მის დაცვას მთელი ჯარი
სჭირდება, ხოლო გარს თუ შემოგვადგებიან, ჯარს ვეღარ გამოვკვე-
ბავთ. საკმარისი მარაგების მომზადების იმედიც ვერ გვექნება, მთე-
ლი ეს მხარე ნაცარტუტადაა ქცეული, სოფლები მგლების სათარეშო
გახდა, მოსავალი გადამწვარი ან მოპარულია. შემოდგომა კარსაა
მომდგარი, საწყობებში კი სურსათი არ გაგვაჩნია და არც არაფერი
ითესება. გარე მომარაგებით გვიდგას სული, ლანისტერები კი ამა-
საც თუ გადაგვიკეტავენ, მთვარე შემობრუნებული არ იქნება, რომ
ვირთხების და ჩექმების ტყავების ჭამაზე გადავალთ. – არ ვაპირებ,
აქ ალყაში მოვყვე, – რუს ბოლტონი ისე წყნარად ლაპარაკობდა,
1120
რომ მის გასაგონად სმენა უნდა დაგეძაბა, ამიტომ მისი პალატები
მუდამ უცნაურად მდუმარე იყო ხოლმე.
– აბა მაშ რა? – პასუხი მოსთხოვა სერ ჯარედ ფრეიმ, თხელმა,
შემელოტებულმა და ჩოფურა კაცმა, – ედმურ ტალი ისე დაათრო გა-
მარჯვებამ, რომ აპირებს, ლორდ ტაივინს ბრძოლის ველზე დაუპი-
რისპირდეს?
ასე თუ იზამს, დაამარცხებს კიდევაც, გაიფიქრა არიამ აი, ნა-
ხავთ, ისევე დაამარცხებს, როგორც წითელ კბილზე უქნა. იგი შეუმ-
ჩნევლად გაძვრა და ქაიბანს დაუდგა გვერდით.
– ლორდი ტაივინი აქედან მრავალი მილის მანძილზეა, – მშვი-
დად წარმოთქვა ბოლტონმა, – მას მრავალი მიზეზი მოეპოვება, მე-
ფის საბიჯელში რომ დაყოვნდეს ჯერჯერობით ჰარენჰალისკენ არ
დაიძვრება.
სერ ეინისმა ჯიუტად გაიქნია თავი.
– შენ არ იცნობ ლანისტერებს ისე, როგორც ჩვენ, მილორდ. მე-
ფე სტანისსაც ასე ეგონა, რომ ლორდი ტაივინი მისგან მრავალი მი-
ლით იყო დაშორებული, და სწორედ მაგან გააფუჭა.
საწოლში მწოლმა ფერმკრთალმა კაცმა, რომელსაც წურბელე-
ბი სისხლს სწოვდნენ, გაიღიმა.
– მე ის კაცი არ ვარ, ვინმემ გამაფუჭოს, სერ.
– თუნდაც რომ რივერანმა მთელი თავისი ძალები დარაზმოს და
ჭაბუკი მგელიც გამარჯვებული შემობრუნდეს დასავლეთიდან, მა-
ინც როგორ უნდა გვქონდეს იმედი, აღვუდგეთ იმხელა ჯარს, ლორდ
ტაივინს რომ შეუძლია, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყვანოს? როცა დაბ-
რუნდება, იგი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ძალით მოგვადგე-
ბა, ვიდრე მწვანე კბილზე ჰყავდა. შეგახსენებ, ზენაბაღი ჯოფრის შე-
უდგა! – არ დამვიწყებია.
– მე ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ ლორდ ტაივინის ტყვედ, – თქვა
1121
სერ ჰოსტინმა, ზორბა, ოთხკუთხასახიანმა კაცმა, რომელზედაც ამ-
ბობდნენ, ფრეიებში ყველაზე ღონიერიაო, – და სულ არ მეხალისე-
ბა, ისევ გამოვცადო ლანისტერების სტუმართმოყვარეობა. სერ ჰა-
რის ჰაიმ, რომელიც დედის მხრიდან ფრეი იყო, მის სიტყვებზე და-
ბეჯითებით დაიქნია თავი.
– თუ ლორდმა ტაივინმა სტანის ბარათეონივით გამოცდილი მე-
ომრის დამარცხება შეძლო, ჩვენს ბიჭ-მეფეს რის იმედი შეიძლება
ჰქონდეს? – მან მხარდაჭერის მოლოდინში გარშემო მდგარ ძმებსა
და ბიძაშვილებს გადახედა და რამდენიმე მათგანმა კიდევაც ჩა-
იბურტყუნა თანხმობის სიტყვები.
– ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა ამის სათქმელად, – განაცხადა
სერ ჰოსტერმა, – ომი წაგებულია. მეფე რობს ვინმემ ამაზე თვალი
უნდა აუხილოს. რუს ბოლტონმა იგი თავისი უფერული თვალებით
აათვალიერა.
– მისმა მოწყალებამ იმდენჯერ დაამარცხა ლანისტერები, რამ-
დენჯერაც შეებრძოლა. – მან ჩრდილოეთი წააგო, – არ ცხრებოდა
ჰოსტინ ფრეი, – ვინტერფელი წააგო! მისი ძმები დახოცეს...
არიას წამით სუნთქვა შეუგუბდა. დახოცეს? ბრანი და რიკონი და-
ხოცეს? რას ამბობს, ნეტავ? ან ვინტერფელზე რას ამბობს? ჯოფრი
ვინტერფელს ვერასოდეს აიღებდა, ვერასოდეს, რობი ამას არასო-
დეს დაანებებდა. მერე გაახსენდა, რომ რობი ვინტერფელში არ
იყო. იგი დასავლეთში იყო წასული, ბრანი კი ხეიბარი იყო, რიკონი
– მხოლოდ ოთხი წლის. ძლივს მოახერხა, წყნარად და უძრავად
მდგარიყო, ისე, როგორც სილვიო ფორელმა ასწავლა: იდგე, რო-
გორც ოთახის დგამი. იგრძნო, თვალები ცრემლით რომ ევსებოდა,
და ნების დაძაბვით შეიკავა. ტყუილია, ეს სიმართლე ვერ იქნება, ეს
ლანისტერების მოგონილი ტყუილია.

1122
– სტანისს რომ გაემარჯვებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებო-
და, – ფიქრიანად თქვა რონელ რივერსმა. იგი ლორდ ვოლდერის
ერთ-ერთი ბუში იყო. – სტანისმა წააგო, – უხეშად მიახალა სერ ჰოს-
ტინმა, – რამდენიც არ უნდა ვინატროთ, სხვაგვარად ყოფილიყოო,
ვერაფერს შევცვლით. მეფე რობი ლანისტერებთან უნდა დაზავდეს.
გვირგვინი უნდა მოიხადოს და მუხლი მოიყაროს, რაც არ უნდა ეძ-
ნელებოდეს ამის ჩადენა.
– და ვინ ეტყვის ამას? – რუს ბოლტონმა გაიღიმა, – ჩინებულია,
როდესაც ასეთ მძიმე ჟამს გვერდით ამდენი ქველი ძმა გიდგას. ვი-
ფიქრებ იმაზე, რაც მითხარით. ეს ნიშნავდა, დათხოვილები ხართო.
ფრეიები გამოეთხოვნენ და გავიდნენ. დარჩნენ მხოლოდ ქაიბანი,
რკინისფეხება ვალტონი და არია. ლორდმა ბოლტონმა იგი თავის-
თან მიიხმო.
– საკმარისად გამოვუშვი სისხლი, შეგიძლია წურბელები მომ-
ხსნა. – ახლავე, მილორდ, – ჯობდა, რუს ბოლტონისთვის ხელმეო-
რედ არ გეთქმევინებინა. არიას უნდოდა ეკითხა, სერ ჰოსტენმა ვინ-
ტერფელზე რაც თქვა, რას ნიშნავდაო, მაგრამ ვერ გაბედა. ელმარს
ვკითხავო, გადაწყვიტა. ელმარი მეტყვის. წურბელები ზანტად იგრი-
ხებოდნენ, როდესაც არია მათ ფრთხილად აძრობდა ლორდის სხე-
ულიდან, მათი უფერული სხეულები ნოტიო და სისხლით გატიკნილი
იყო. წურბელებია, სხვა არაფერი, შეახსენა გოგონამ თავისთავს.
ხელი რომ მოვუჭირო, მუჭში გამეჭყლიტებიან.
– თქვენი ქალბატონი მეუღლისგან წერილია მოსული, – ქაიბან-
მა სახელოდან პერგამენტის გრაგნილი ამოაძვრინა. მაისტერის
ანაფორა ეცვა, მაგრამ კისერზე ჯაჭვი არ ეკეთა; ხმები დადიოდა, შავ
მაგიაში გარია ხელი და ამის გამო დაკარგაო. – შეგიძლია, წამი-
კითხო, – უთხრა ბოლტონმა.

1123
ლედი ვოლდა ტყუპებიდან თითქმის ყოველდღე გზავნიდა წე-
რილს, თუმცა ყველა ბარათში ერთი და იგივე ეწერა. „მთელ დღეებს
და ღამეებს შენზე ლოცვაში ვატარებ, ჩემო ძვირფასო ლორდო“,
წერდა იგი, „და დღეებს ვითვლი, კვლავ როდის გაიზიარებ ჩემს სა-
რეცელს. მალე დამიბრუნდი და მე ბევრ კანონიერ ძეს გაჩუქებ, ისი-
ნი შენს საყვარელ დომერიკს შეგიცვლიან და შენ შემდეგ დრედ-
ფორტის მმართველები იქნებიან“. არიამ აკვანში მწოლი პუტკუნა
ვარდისფერი ჩვილი წარმოიდგინა, ტანზე პუტკუნა ვარდისფერი
წურბელები რომ ესხა.
ლორდ ბოლტონს სველი ხრალი მიაწოდა, მას თავისი რბილი,
უბალნო სხეული რომ ჩამოეწმინდა.
– მეც გავგზავნი წერილს, – უთხრა ლორდმა ყოფილ მაისტერს
– ლედი ვოლდასთან?
– სერ ჰელმან ტოლჰარტთან.
სერ ჰელმანისგან შიკრიკი ორი დღის წინ მოვიდა ტოლჰარტს
დარიების ციხე აეღო, ხანმოკლე ალყის მერე ლანისტერების გარ-
ნიზონი ტყვედ ჩაჰბარებოდა. – უთხარი, ტყვეები დახოცოს, ციხესი-
მაგრე დაწვას – მეფის ბრძანებით. მერე რობეტ გლოვერის ჯარს
შეუერთდეს და აღმოსავლეთისკენ გასწიონ, ბინდისველისკენ. ბა-
რაქიანი მხარეა, ომი თითქმის არც შეხებია. დროა, მათაც იგემონ.
გლოვერმა ციხესიმაგრე დაკარგა, ტოლჰარტმა – ვაჟი. დაე, ბინ-
დისველით იძიონ შური. – წერილს მოვამზადებ და ბეჭდის დასასმე-
ლად მოგართმევ, მილორდ. არიას გაუხარდა, როცა გაიგო, დარის
ციხეს დაწვავენო. სწორედ იმ ციხეში მიიყვანეს, როდესაც ჯოფრის-
თან ჩხუბის მერე დაიჭირეს, და სწორედ იქ მოაკვლევინა დედო-
ფალმა მამამისს სანსას მგელი. იმსახურებს დაწვას. თუმცა ისიც
სურდა, რომ რობეტ გლოვერი და სერ ჰელმან ტოლჰარტი ჰარენ-

1124
ჰალში დაბრუნებულიყვნენ; ძალიან სწრაფად წავიდნენ სალაშ-
ქროდ, არიამ ვერ მოასწრო გადაწყვეტა, ენდო მათთვის თავისი სა-
იდუმლო თუ არა.
– დღეს ვინადირებ, – განაცხადა რუს ბოლტონმა, როდესაც ქა-
იბანი დალიანდაგებული კურტაკის მოცმაში ეხმარებოდა.
– სახიფათო არ იქნება, მილორდ? – ჰკითხა ქაიბანმა, – სულ სა-
მი დღის წინ სეპტონ ატის ხალხს თავს მგლები დაესხნენ. პირდაპირ
მის ბანაკში შეიჭრნენ, კოცონიდან ხუთიოდე იარდის დაშორებით
ორი ცხენი მოკლეს.
– სწორედ მგლებზე ვაპირებ ნადირობას. ისე ყმუიან, ღამეები არ
მძინავს, – ბოლტონმა ქამარი შემოირტყა და ზედ ხმლისა და ხან-
ჯლის ჩამოსაბმელები მოირგო, – ამბობენ, ოდესღაც მთელ ჩრდი-
ლოეთს მგელსაზარების ხროვები იყო მოდებული, ასობით ან მეტნი
იყვნენ ერთად შეყრილები და არც ადამიანებს უფრთხოდნენ, არც
მამონტებსო; მაგრამ ეგ დიდი ხნის წინ ხდებოდა და სულ სხვა მხა-
რეში. უცნაურია, სამხრეთის ჩვეულებრივი მგლები ასე რომ გათა-
მამდნენ. – საზარელი დროება საზარელ არსებებს ამრავლებს, მი-
ლორდ.
ბოლტონმა კბილები გამოაჩინა, რაც კაცს შეიძლება ღიმილა-
დაც ჩაეთვალა. – განა ასე საზარელი დროება დგას, მაისტერ?
– ზაფხული გავიდა, სახელმწიფოში კი ოთხი მეფეა.
– ერთი მეფე შეიძლება საზარელი ყოფილიყო, მაგრამ – ოთხი?
– მან მხრები აიჩეჩა, – ნენ, ბეწვის მოსასხამი მომართვი, – არიამ
მიუტანა, – რომ დავბრუნდები, ჩემი ოთახები დასუფთავებული და
დალაგებული იყოს, – უთხრა გოგონას, მოსასხამს რომ უკრავდა, –
და ლედი ვოლდას წერილსაც მიხედე.
– როგორც ბრძანებ, მილორდ.

1125
ლორდი და მაისტერი სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ ოთახიდან არი-
ასკენ ერთხელაც აღარ მოუხედავთ. ისინი რომ წავიდნენ, არიამ წე-
რილი აიღო და ბუხრისკენ გაემართა, მუგუზლები მაშით მოჩხრიკა
და გააღვივა. მერე უცქერდა, როგორ დაიგრიხა, გაშავდა და აალდა
პერგამენტი. თუ ლანისტერებმა რობსა და რიკონს რამე დაუშავეს,
რობი მათ სათითაოდ ამოჟლეტს. იგი არასოდეს მოიდრეკს მუხლს,
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს. რობს არც ერთი მათგანის არ
ეშინია. ნაცრის ფთილები საკვამურში აფრინდნენ. არია ცეცხლის
წინ იყო დაცუცქული და მათ ქროლვას ცხელი ცრემლების მიღმიდან
უცქერდა. თუ ვინტერფელი მართლაც აღარ არსებობს, ახლა აქაუ-
რობაა ჩემი სახლი? ისევ არია ვარ, თუ მხოლოდ მსახური გოგო ნენი
დარჩა, სამუდამოდ, სამუდამოდ?
მომდევნო რამდენიმე საათი ლორდის ოთახები ალაგა. ძველი
ჭილი გახვეტა და ახალი, სურნელოვანი დააგო, ბუხარში ახლად აა-
გიზგიზა ცეცხლი, ლოგინი გამოცვალა და ნაალი ააფუმფულა, ღა-
მის ქოთნები საპირფარეშო ხვრელში ჩაცალა და გამოხეხა, ერთი
იღლია დასვრილი ტანსაცმელი მრეცხავ ქალებს წაუღო და სამზა-
რეულოდან თასით ხრაშუნა შემოდგომის მსხლები ამოიტანა. საძი-
ნებელს რომ მორჩა, ერთი კიბე ჩაიარა და ახლა დიდი მისაღები
ოთახი მიალაგა – ეს ვრცელი, კარგად განიავებული პალატი სიდი-
დით ზოგი მომცრო ლორდის დარბაზს არ ჩამოუვარდებოდა. სან-
თლები ჩამწვარიყო, არიამ ისინი გამოცვალა. ფანჯრებთან უზარმა-
ზარი მუხის მაგიდა იყო მიდგმული, მასზე ლორდი წერილებს წერდა
ხოლმე. არიამ წიგნები ერთმანეთზე დაალაგა, სანთლები გამოცვა-
ლა, კალმებს, მელნებსა და დასაბეჭდ ცვილს ადგილი მიუჩინა.
ქაღალდებზე დიდი, უსწორმასწორო ცხვრის ტყავი იყო გადაფა-
რებული. არიამ მისი ახვევა დაიწყო და თვალი ფერებმა მოსტაცა:
ლურჯმა ტბებმა და მდინარეებმა, ციხესიმაგრეების და ქალაქების
1126
ადგილას დასმულმა წითელმა წერტილებმა, ტყეების სიმწვანემ. მა-
შინ ახვევის ნაცვლად ტყავი გაშალა. სამკბილას მხარე, იუწყებოდა
რუკის ქვეშ მიწერილი გრეხილი წარწერა. ნახატზე გამოსახული
იყო ყველაფერი ყელიდან შავწყალას ჩქერამდე. დიდი ტბის ზემოთ
ჰარენჰალია, მიხვდა იგი; მაგრამ რივერანი სადღაა? მერე კი უცებ
დაინახა. არც ისე შორია...
საქმეებს რომ მორჩა, ჯერ შუადღეც არ იყო გადასული, ჰოდა,
არია საღვთო ტყისკენ გაემართა. როგორც ლორდ ბოლტონის მე-
რიქიფეს, არიას ნაკლები მოვალეობა ეკისრებოდა, ვიდრე ვისის ან
თუნდაც წითელთვალას ზედამხედველობისას, თუმცა პაჟივით ჩაც-
მა და იმაზე ხშირი ბანაობა უწევდა, ვიდრე თავად ისურვებდა. მონა-
დირეები კიდევ დიდხანს არ დაბრუნდებოდნენ, ასე რომ, გასავარ-
ჯიშებლად დრო ჰქონდა.
ბუჩქის ფოთლები იმდენ ხანს ჩეხა, სანამ გადამტვრეული ცოც-
ხის ტარის ნაფოტა ბოლო არ გამწვანდა და გაიწება.
– სერ გრეგორი, – დააყოლა მოქნევას, – დანსენი, პოლივერი,
რაფ საყვარელი – შემოტრიალდა, გადახტა, ფეხის წვერებზე შეჩერ-
და, გასხლტა, ჰაერში აყარა გირჩები, – ღიტინა,– წამოიძახა, – ქო-
ფაკი, – დაურთო მერე, – სერ ილინი, სერ მერინი, დედოფალი სერ-
სეი, – წინ მუხის ზრო დაუხვდა, არია წინ გაიჭრა, წვეტით რომ გაეგ-
მირა, და ქოშინით ამოთქვა, – ჯოფრი, ჯოფრი, ჯოფრი!
ფეხები და მკლავები მზის სხივითა და ფოთლების ჩრდილით
ჰქონდა დალაქავებული. რომ შეჩერდა, სხეული ოფლით ულაპლა-
პებდა. მარჯვენა ფეხის ქუსლი გადაიტყავა და სისხლი სდიოდა, ამი-
ტომ ცალ ფეხზე მდგარი გაჩერდა გულის ხის წინ და სალმის ნიშნად
ხმალი აღმართა.:
– ვალარ მორგულის, – უთხრა ჩრდილოეთის ძველ ღმერთებს.
ამ სიტყვებს რომ წარმოთქვამდა, მათი ჟღერადობა მოსწონდა.
1127
აბანოსკენ მიმავალი ეზოს რომ ჭრიდა, საფრინველისკენ წრე-
ებად დაშვებული ყორანი შენიშნა და ცნობისწადილმა შეიპყრო, სა-
იდან მოფრინდა და რა წერილი მოიტანაო. იქნებ რობისგან იყო, იქ-
ნებ იტყობინებოდა, ბრანის და რიკონის ამბავი ტყუილიაო. ტუჩი გა-
იღეჭა; იმედს ეჭიდებოდა. ფრთები რომ მქონოდა, ვინტერფელში
გავფრინდებოდი და ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავდი. და
თუ მათი ნათქვამი სიმართლე გამოდგებოდა, ავდგებოდი და გამოვ-
ფრინდებოდი, მაღლა ავიჭრებოდი, მთვარეს და მოციმციმე ვარ-
სკვლავებს ავცდებოდი და ვნახავდი ყველაფერს, რასაც კი ბებერი
ნენი ზღაპრად ჰყვებოდა: დრაკონებს და ზღვის ურჩხულებს, ბრა-
ავოსის ტიტანს და, თუ არ მომინდებოდა, იქნებ არც არასოდეს ჩა-
მოვფრენილიყავი უკან.
მონადირეები საღამოხანს დაბრუნდნენ და ცხრა მოკლული მგე-
ლი მოიტანეს. შვიდი მოზრდილი ნადირი იყო, ველური და მძლავ-
რი, ზორბა რუხ-ლეგა მხეცები; სიკვდილისწინა ღრენას მათთვის
ლაშები აწეული დაეტოვებინა და გრძელი, ყვითელი ეშვები მო-
უჩანდათ. მაგრამ ორი ჯერ კიდევ ლეკვი იყო. ლორდმა ბოლტონმა
ბრძანა, ტყავებისგან მისთვის საბანი შეეკერათ.
– ლეკვებს ჯერ კიდევ რბილი ბალანი აქვთ, მილორდ. კარგი
თბილი ხელთათმანები გამოგივა, – ურჩია ერთმა მხლებელმა.
ბოლტონმა კარიბჭის თავზე აფრიალებულ დროშებს ახედა.
– როგორც სტარკები გვახსენებენ ხოლმე, ზამთარი მოდის. ეგ-
რე ქენით, – რომ შეამჩნია, არია მიყურებსო, უთხრა, – ნენ, ერთი
სურა ცხელი სანელებლებიანი ღვინო მომართვი, ტყეში შემცივდა.
იცოდე, არ გაცივდეს. მარტოდ ვახშმობის გუნებაზე ვარ. ქერის პუ-
რი, კარაქი და ტახის ხორცი იყოს.
– ახლავე, მილორდ, – საუკეთესო პასუხი ეს იყო.
არია სამზარეულოში რომ შევიდა, ღვეზელა შვრიის ნამცხვრებს
1128
აცხობდა. სამი სხვა მზარეული თევზს ფხას აცლიდა, მეშამფურე ბი-
ჭი კი ცეცხლში ტახს ატრიალებდა. – მილორდს ვახშამი ნებავს, და
ცხელი სანელებლებიანი ღვინო, მისაყოლებლად, – გამოაცხადა
არიამ, – უნდა, ცხლად იყოს.
ერთმა მზარეულმა ხელები გადაიბანა, კარდალა აიღო და სქე-
ლი, ტკბილი წითელი ღვინით აავსო. ღვეზელას დაავალეს, გაცხე-
ლებულ ღვინოში სანელებლები ჩაეფშხვნა. არია მისახმარებლად
მიუახლოვდა.
– მე თვითონ ვიზამ, – უთხრა მოღუშულმა ბიჭმა, – არ მჭირდება
შენი სწავლება, ღვინო როგორ შევაზავო.
ამასაც ვეჯავრები, ან ეშინია ჩემი. არიამ უკან დაიხია, დანაღ-
ვლიანდა, კი არ გაბრაზდა. ყველაფერი რომ გამზადდა, მზარეუ-
ლებმა კერძს ვერცხლის ხუფი დააფარეს და სურას სქელი ხელსა-
ხოცი შემოახვიეს, ცხლად რომ შენახულიყო. გარეთ ბინდი წვებო-
და. გალავანზე ყვავები თავებს ისე დასტრიალებდნენ, როგორც
მხლებლები – მეფეს. ერთმა მცველმა მეფის კოცონის კოშკის კარი
დაუჭირა და გაატარა. – იმედია, ქრცვინის სუპი არ არის, – გაეხუმ-
რა გოგოს.
არია რომ შევიდა, რუს ბოლტონი ბუხართან იჯდა და სქელ, ტყა-
ვისყდიან წიგნს კითხულობდა.
– სანთლები ამინთე, – ბრძანა და ფურცელი გადაშალა, – ჩა-
მობნელდა. არიამ ვახშამი ახლოს დაუდო და ბრძანება შეასრულა.
ოთახი მოციმციმე შუქმა და მიხაკის სურნელმა აავსო. ბოლტონმა
თითით გადაფურცლა კიდევ რამდენიმე გვერდი, მერე წიგნი დახუ-
რა და ფრთხილად შედო ცეცხლში. უცქერდა, როგორ მოედო ალი,
უფერული თვალები ანარეკლი ცეცხლით უელვარებდა. ძველი, გა-
მომშრალი ტყავი ერთბაშად აბრიალდა, ყვითელი გვერდები კი

1129
იფურცლებოდა და ისე იწვოდა, თითქოს წიგნს რომელიღაც აჩრდი-
ლი კითხულობდა.
– ამაღამ აღარ დამჭირდები, – ისე თქვა ლორდმა, არიასთვის
არც შეუხედავს. წრუწუნასავით ფეხაკრეფით უნდა გასცლოდა, მაგ-
რამ რაღაც დაემართა. – მილორდ, ჰარენჰალიდან რომ წახვალ,
თან წამიყვან? – ჰკითხა უცებ. ბოლტონი შემობრუნდა და ისე მი-
აჩერდა, თითქოს ის-ის იყო, მისთვის მირთმეული ვახშამი დაელა-
პარაკაო.
– მე ნება დაგრთე, რამე გეკითხა, ნენ?
– არა, მილორდ, – არიამ მზერა დახარა.
– მაშინ არ უნდა გეკითხა. ასეა?
– დიახ, მილორდ.
წუთით იგი თითქოს გახალისდა.
– ამ ერთხელ გიპასუხებ. ვაპირებ, ჰარენჰალი ლორდ ვარგოს
მივცე, ჩრდილოეთში რომ დავბრუნდები. შენ აქ დარჩები, მასთან.
– მაგრამ მე არ... – წამოიწყო არიამ.
– მიჩვეული არ ვარ, მსახურები დამკითხავდნენ, ნენ, – მაშინვე
შეაწყვეტინა ბოლტონმა, – შენთვის ენა ხომ არ ამოვაგლეჯინო?
არიამ იცოდა, ისე იოლად იზამდა ამას, თითქოს ძაღლისთვის წა-
მოერტყას. – არა, მილორდ.
– აბა, შენგან სიტყვას აღარ გავიგონებ?
– არა, მილორდ.
– მაშ, გასწი. ამ თავხედობას დავივიწყებ.
არია წავიდა, მაგრამ არა დასაწოლად. ეზოს სიბნელეში რომ გა-
ვიდა, კართან მდგარმა მცველმა თავით ანიშნა და უთხრა:
– ქარიშხალი ამოვარდება. გრძნობ სუნს ჰაერში?
ქარი დროდადრო ძალუმად შემოიქროლებდა ხოლმე, თავების
მწკრივის გვერდით გალავანზე ანთებული ჩირაღდნების ცეცხლი
1130
პარპალებდა. საღვთო ტყისკენ მიმავალმა ჩაუარა გოდების კოშკს,
სადაც ოდესღაც ცხოვრობდა, ვისის შიშით. ჰარენჰალის დაცემის
მერე იგი ფრეიებმა დაისაკუთრეს. ფანჯრიდან გამომავალი ჯავრია-
ნი ხმები ჩაესმა, ბევრი კაცი ერთად ლაპარაკობდა და კამათობდა.
გარეთ, საფეხურებზე მარტო ჩამომჯდარიყო ელმარი.
– რა დაგემართა? – ჰკითხა არიამ, ლოყებზე ცრემლების აპრია-
ლებული კვალი რომ შენიშნა.
– ჩემი პრინცესა, – ასლუკუნდა იგი, – ეინისი ამბობს, ღირსება
შეგვილახესო. ტყუპებიდან ფრინველი მოვიდა. ლორდი– მამაჩემი
ბრძანებს, რომ ვინმე სხვა უნდა შევირთო, ან სეპტონი გავხდე.
ვიღაც შტერი პრინცესა, გაიფიქრა არიამ, სატირლადაც არღირს.
– შეიძლება, ჩემი ძმები დაიხოცნენ, – გაანდო ბიჭს.
ელმარმა ქედმაღლურად გადმოხედა.
– ვის ენაღვლება ვიღაც მსახური გოგოს ძმები!
ძნელი იყო, თავი შეეკავებინა და არ ჩაერტყა, ეს რომ გაიგონა.
– ნეტავ, ერთი შენი პრინცესაც მოკვდებოდეს, – უთხრა და გაიქცა,
სანამ ბიჭი ხელს სტაცებდა.
საღვთო ტყეში თავისი –ცოცხისტარა ხმალი მონახა იქ, სადაც
დატოვებული ჰქონდა, და გულის ხესთან წაიღო. ხის წინ დაიჩოქა.
წითელი ფოთლები შრიალებდნენ. წითელი თვალები გულამდე
სწვდებოდნენ. ღმერთების თვალები.
– მითხარით, რა ვქნა, ღმერთებო, – შეევედრა არია.
დიდხანს არაფერი ჩაესმოდა ქარის და წყლის ხმის, ფოთლების
და ტოტების ჭრიალის გარდა. მერე კი, ძალიან, ძალიან შორიდან,
საღვთო ტყის და აჩრდილებით სავსე კოშკების, ჰარენჰალის ვე-
ებერთელა გალავანის მიღმიდან, სადღაც სამყაროს გარედან,
მგლის ეული ყმუილი მოესმა.

1131
არიას კანზე დაბურძგლა და წამით თავბრუ დაეხვა. მერე მოეჩ-
ვენა, რომ მამის ძალიან ჩუმი ხმა გაიგონა. „როდესაც თოვლი მიწას
ფარავს და თეთრი ქარბუქი უბერავს, მარტოხელა მგელი კვდება.
მაგრამ ხროვა გადარჩება ხოლმე“, უთხრა მან. – მაგრამ ხროვა
აღარაა, – ჩურჩულით უთხრა სარკმლისხეს. ბრანი და რიკონი და-
ხოცეს, სანსა ლანისტერებს ჰყავდათ, ჯონი კედელზე წავიდა, – მე
მეც კი აღარა ვარ. ნენი ვარ.
– შენ ვინტერფელელი არია ხარ, ჩრდილოეთის ასული. შენ მით-
ხარი, რომ შეგიძლია, ძლიერი იყო. შენში მგლის სისხლი ჩქეფს.
– მგლის სისხლი, – არიას ახლა კი გაახსენდა, – მე რობივით
ძლიერი ვიქნები. ვთქვი და ვიქნები კიდევაც, – მან ღრმად ჩაისუნ-
თქა, ცოცხის ტარი ორივე ხელით ასწია და მუხლზე დაილეწა. ჯოხი
ხმამაღალი ტკაცანით გადატყდა და გოგონამ ნამტვრევები გვერდზე
მოისროლა. მე მგელსაზარა ვარ და ხის ეშვი აღარაფრად მჭირდე-
ბა. იმ ღამით თავის ვიწრო საწოლში ჩხვლეტია ნამჯაზე იწვა, ყურს
უგდებდა ცოცხალთა თუ მკვდართა ჩურჩულს და დავას და მთვარის
ამოსვლას ელოდა. ახლა მხოლოდ ამ ხმებისღა სჯეროდა. ესმოდა
საკუთარი სუნთქვა, მგლების გადაძახილები, ახლა უკვე დიდი ხრო-
ვა ეხმიანებოდა. უფრო ახლო არიან, ვიდრე ის, ვისი ხმაც საღვთო
ტყეში გავიგონეო, გაიფიქრა. მე მეძახიან.
ბოლოს იგი საბნის ქვეშიდან გამოძვრა, ტუნიკაში გამოეხვა და
ფეხშიშველი დაეშვა კიბეზე. რუს ბოლტონი ფრთხილი კაცი იყო და
მეფის კოცონის კოშკის შესასვლელს დღისით თუ ღამით მცველები
გუშაგობდნენ, ამიტომაც არია სარდაფის ვიწრო ფანჯრიდან გაძ-
ვრა. ეზო მდუმარე იყო, უზარმაზარი სასახლე შფოთიან სიზმრებს
მოეცვა. ზემოთ, გოდების კოშკის კედლებში, ქარი მოთქვამდა. სამ-
ჭედლოში ცეცხლი ჩაექროთ და კარი ჩაერაზათ. არია ფანჯარაში გა-
დაძვრა, როგორც ერთხელ ადრეც ექნა. გენდრის სხვენზე ორ სხვა
1132
შეგირდთან ერთად ეძინა ხოლმე. არია დიდხანს იყო ჩაცუცქული,
სანამ თვალი სიბნელეს იმდენად არ გააჩვია, რომ დარწმუნებული-
ყო, კიდეში მწოლი შეგირდი ნამდვილად გენდრი იყო. მერე კი პირ-
ზე ხელი დააფარა და უჩქმიტა. ბიჭმა თვალები გაახილა. ძალიან
ღრმად ჩაძინებული არ უნდა ყოფილიყო.
– გთხოვ, – ჩურჩულით უთხრა არიამ. პირიდან ხელი მოაცილა
და მიუთითა. წუთით ეგონა, ვერ მივახვედრეო, მაგრამ გენდრი საბ-
ნიდან გამოძვრა. შიშველმა გადაჭრა ოთახი, ბეჭებზე ფართხუნა
ჯვალოს პერანგი გადაიცვა და არიას სხვენიდან ჩამოჰყვა. მძინარე
შეგირდები შეტოკებულან.
– ახლა რაღა გინდა? – ჰკითხა გენდრიმ ჩუმად და ბრაზით.
– ხმალი.
– ასჯერ გითხარი, მჭედელს ყველა ხმალი ჩაკეტილი აქვს.
ლორდ წურბელასთვის გინდა?
– ჩემთვის მინდა. ბოქლომი შენი უროთი გატეხე.
– ჰოდა, სამაგიეროდ ხელს მომტეხავენ, – ჩაიბუზღუნა მან, – ან
კიდევ უარესს მიზამენ.
– არ გიზამენ, შენც თუ გამოიქცევი.
– გაიქცევი და, დაგიჭერენ და მოგკლავენ.
– შენ კიდევ უარესს გიზამენ. ლორდმა ბოლტონმა მითხრა, ჰა-
რენჰალს სისხლიან ჯამბაზებს ვაძლევო.
გენდრიმ თვალებიდან თმა გადაიყარა.
– მერე?
არიამ უშიშრად შეხედა თვალებში.
– მერე, ბატონი ვარგო ჰოუთი რომ იქნება, ყველა მსახურს ფე-
ხებს დააჭრის, რომ არ გაექცნენ. მჭედლებსაც.
– ზღაპრებია, – უთხრა წარბშეკრულმა ბიჭმა.
– არა, მართალია, გავიგონე, ლორდმა ვარგომ თქვა, – იცრუა
1133
არიამ, – აპირებს, ყველას ცალი ტერფი მოაჭრას. მარცხენა. სამზა-
რეულოში წადი და ღვეზელა გააღვიძე, რასაც შენ ეტყვი, დაგიჯე-
რებს. პური ან შვრიის ნამცხვრები ან რამე ეგეთი დაგვჭირდება. შენ
ხმლები იშოვე, მე ცხენებს ვიშოვი. აღმოსავლეთის გალავნის უკანა
კართან შევხვდეთ, აჩრდილების კოშკის უკან იქ არავინ დადის. –
ვიცი ეგ კარი. მცველი უდგას, როგორც ყველა დანარჩენს.
– მერე? ხმლები დაგავიწყდა?
– მე არ მითქვამს, მოვალ-მეთქი.
– არ გითქვამს. მაგრამ თუ მოხვალ, ხმლები არ დაგავიწყდება?
გენდრი შეიჭმუხნა.
– არა, – თქვა ბოლოს, – ალბათ არა.
არია მეფის კოცონის კოშკში იმავე გზით შეიპარა, რომლითაც
გამოსული იყო, და ხვეულ კიბეს აუყვა, თან ნაბიჯების ხმას აყურა-
დებდა. თავის სენაკში სულ გაშიშვლდა და ძალიან ფრთხილად შე-
იმოსა. ჩაიცვა ორი ხელი საცვალი, თბილი წინდები და ყველაზე
სუფთა პერანგი. ეს ლორდ ბოლტონის ლივრეა იყო, მკერდზე მისი
სიმბოლო, დრედფორტის გატყავებული კაცი ეკერა. ფეხსაცმელები
შეიკრა, გამხდარ მხრებზე შალის მოსასხამი მოიგდო და ყელთან
გამოიკვანძა. ჩრდილივით უჩუმრად ისევ დაუყვა კიბეებს. ლორდის
მისაღებთან შეჩერდა და კარს მიაყურადა, მერე კი, მხოლოდ სიჩუმე
რომ დახვდა, ნელა გამოაღო.
ცხვრის ტყავის რუკა მაგიდაზე იდო, ლორდ ბოლტონის ვახშმის
ნარჩენების გვერდით. მჭიდროდ დაახვია და ქამარში ჩაიტანა.
ლორდს თავისი ხანჯალიც მაგიდაზე დაეტოვებინა, არიამ ისიც
აიღო, ყოველი შემთხვევისთვის, თუ გენდრის გამბედაობა უღალა-
ტებდა.
ჩაბნელებულ თავლაში რომ შეძვრა, ცხენმა წყნარად დაიჭიხვი-

1134
ნა. ყველა მეჯინიბეს ეძინა. არიამ ერთი ფეხის წვერით ანჯღრია, სა-
ნამ ის ტორტმანით არ წამოჯდა: – ჰა? რა?
– ლორდი ბოლტონი ითხოვს, სამი ცხენი შეკაზმო.
ბიჭი წამოდგა, თმებიდან ჩალას იცლიდა.
– ჰა, ამ დროს? ცხენებიო, ამბობ? – თვალების ხამხამით მიაჩერ-
და გოგოს მკერდზე გამოსახულ ნიშანს, – ამ სიბნელეში ცხენები
რად უნდა?
– ლორდი ბოლტონი მსახურებისგან დაკითხვას ჩვეული არ
არის, – არიამ მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.
მეჯინიბე ბიჭი ჯერ კიდევ გატყავებულ კაცს მისჩერებოდა იცოდა,
ის რასაც ნიშნავდა.
– სამიო, ამბობ?
– ერთი, ორი, სამი. სანადირო ცხენები სწრაფები და მუხლმაგა-
რი, – არია უნაგირის დადგმაში და აღვირის გაკეთებაში მიეხმარა,
ბიჭს სხვები რომ არ გაეღვიძებინა. იმედი ჰქონდა, ბიჭს მერე არა-
ფერს დაუშავებდნენ, მაგრამ იცოდა, რომ შეიძლებოდა, კიდევაც
დაეშავებინათ.
ყველაზე ძნელი ცხენებთან ერთად ციხესიმაგრის გადაჭრა იყო.
როცა კი ახერხებდა, გალავნის ჩრდილს ეფარებოდა, ისე, რომ გა-
ლავანზე მოარული გუშაგები მის დასანახად ლამის მოაჯირს უნდა
გადმოჰკიდებოდნენ. და რომც დამინახონ, მერე რა? მე ჩემი ბატო-
ნის მერიქიფე ვარ. შემოდგომის სუსხიანი, ბნელი ღამე იდგა. დასავ-
ლეთიდან ღრუბლები იძვროდა, ვარსკვლავებს ფარავდა და გოდე-
ბის კოშკი ქარის ყოველ შემოქროლებაზე მწუხარედ მოთქვამდა.
წვიმას აპირებდა. არიამ არ იცოდა, ეს მათ გაქცევას დაეხმარებოდა
თუ არა.
თავად არავინ შეუმჩნევია, ისიც არავის დაუნახავს, მხოლოდ

1135
რუხ-თეთრი კატა მიიპარებოდა საღვთო ტყის კედლის თავზე. ცხო-
ველი გაჩერდა და არიას დაუსისინა, წითელი ციხე, მამა და სირიო
ფორელი მოაგონა.
– რომ მინდოდეს, დაგიჭერდი, – დაუძახა ჩუმად, – მაგრამ წა-
სასვლელი ვარ, კატა! კატამ ისევ დაუსისინა და გაიქცა.
აჩრდილების კოშკი ჰარენჰალის უზარმაზარ ხუთ კოშკს შორის
ყველაზე დანგრეული იყო. ბნელი და უკაცური იდგა დაქცეული სეპ-
ტის უკან – ამ სეპტში ლამის სამი ათასი წელი იყო, სალოცავად ვირ-
თხების მეტი არავინ დადიოდა. არია გენდრის და ღვეზელას მოს-
ვლას სწორედ იქ დაელოდა. მოეჩვენა, რომ დიდხანს იცადა. ცხენე-
ბი დაბზარულ ქვაფენილში ამოსულ ბალახს წიწკნიდნენ, ღრუბლებ-
მა დარჩენილი ვარსკვლავებიც დაფარეს. არიამ ხანჯალი ამოიღო
და მის ლესვას შეუდგა, რამე რომ ეკეთებინა. გრძელი, გლუვი გას-
მებით, როგორც სირიომ ასწავლა. ლესვის ხმამ დაამშვიდა.
მათი მოახლოება ბევრად ადრე გაიგონა, ვიდრე მომავლებს და-
ინახავდა. ღვეზელა ქოშინით სუნთქავდა, ერთხელ კი ბნელში წა-
იბორძიკა, წვივი გადაიტყავა და ისე ხმამაღლა შეიგინა, ნახევარ ჰა-
რენჰალს გააღვიძებდა. გენდრი უფრო უხმაუროდ მოძრაობდა, მაგ-
რამ მისი წამოღებული ხმლები სიარულში ერთმანეთს ერაკუნებო-
და. – აქ ვარ, – წამოდგა არია, – წყნარად, თორემ გაიგონებენ.
ბიჭებმა ნაყარი ქვები გადმოიარეს და მისკენ გამოემართნენ.
არიამ დაინახა, რომ გენდრის მოსასხამის ქვეშ გაზეთილი ჯაჭვი ეც-
ვა, ზურგზე კი თავისი სამჭედლო ურო ეკიდა. ღვეზელას წითელი
მრგვალი სახე ჩაჩის ქვემოდან მოუჩანდა. მარჯვენა მაჯაზე პურით
სავსე ტომსიკა ჩამოეკიდა, მარცხენა იღლიაში კი დიდი ყველი
ჰქონდა ამოჩრილი.
– იმ კართან გუშაგი დგას, – წყნარად წარმოთქვა გენდრიმ, –
გითხარი, იქნებამეთქი. – თქვენ აქ დარჩით, ცხენებთან, – უთხრა
1136
არიამ, – მაგას მე მოვიშორებ. რომ დავიძახებ, სწრაფად წამოდით.
გენდრიმ თავი დაუქნია. ღვეზელამ უთხრა:
– როდესაც დაძახებას დააპირებ, ბუსავით იკივლე.
– მე ბუ არ ვარ, – უთხრა არიამ, – მგელი ვარ. დავიყმუვლებ.
მარტოკა გასხლტა აჩრდილების კოშკის ჩრდილში. სწრაფად მიდი-
ოდა, საკუთარი შიშისთვის რომ გაესწრო, და გრძნობდა, თითქოს
გვერდში სირიო ფორელი მიჰყვებოდა, და იორენი, კიდევ – ჯეიქენ
ჰაგარი, და ჯონ სნოუ. გენდრის მოტანილი ხმალი თან არ წამოუღია,
ჯერ არა. ამ საქმისთვის ხანჯალი უკეთ გამოადგებოდა. კარგი, ბას-
რი ხანჯალი იყო. გალავნის კოშკის ქვეშ კუთხეში ჩასმული, მუხის
მტკიცე ფიცრით შეკრული და რკინის ლურსმნებით შეჭედილი ეს
ვიწრო კარი ყველაზე პატარა იყო ჰარენჰალის ჭიშკრებს შორის. მის
მცველად მხოლოდ ერთი კაცი იდგა, მაგრამ არიამ იცოდა, იმ კოშ-
კში სხვა გუშაგებიც იქნებოდნენ, კიდევ სხვები ახლომახლო გალავ-
ნის თავზე ივლიდნენ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩრდილივით ჩუმი უნდა
იყოს. მცველმა არ უნდა შეჰყვიროს. წვიმის მეჩხერმა წვეთებმა იწ-
ყო ცვენა. იგრძნო, ერთი შუბლზე რომ დაეცა და ნელა ჩამოსდინდა
ცხვირზე.
დამალვა არ უცდია, მცველს პირდაპირ მიუახლოვდა, თითქოს
ლორდ ბოლტონის გამოგზავნილი იყო. მცველი უყურებდა, ვერ გა-
ეგო, ამ გვიან ჟამს რას შეეძლო, პაჟი აქ მოეყვანა. რომ მიუახლოვ-
და, არიამ დაინახა, რომ მცველი ჩრდილოელი იყო, ძალიან მაღა-
ლი და გამხდარი კაცი, დაგლეჯილ ბეწვის მოსასხამში გამოხვეული.
ცუდია. მას შეიძლებოდა, ფრეი ან რომელიმე მამაცი თანამებრძო-
ლი გაეცურებინა, მაგრამ დრედფორტელები რუს ბოლტონს მთელი
ცხოვრება ემსახურებოდნენ და თავიანთ ლორდს არიაზე უკეთ იც-
ნობდნენ. რომ ვუთხრა, არია სტარკი ვარ-მეთქი, და ვუბრძანო, გზა
მომცეს... არა, ამას ვერ გაბედავდა. კაცი ჩრდილოელი იყო, მაგრამ
1137
არა ვინტერფელელი. იგი რუს ბოლტონს ემორჩილებოდა.
მცველს რომ მიუახლოვდა, მოსასხამი გადაიწია და მკერდზე გა-
მოსახული გატყავებული კაცი გამოაჩინა.
– ლორდმა ბოლტონმა გამომგზავნა.
– ასეთ დროს? რისთვის?
არია ქურქის ქვეშ ფოლადის ელვარებას ხედავდა და არ იცოდა,
ჯაჭვის პერანგში ხანჯლის გასატანებლად ძალა თუ ეყოფოდა. ყელი,
ყელი უნდა გამოვჭრა, მაგრამ ძალიან მაღალია, ვერ მივწვდები. წუ-
თით ვერ მოიფიქრა, რა ეთქვა. წუთით ისევ ერთ პატარა გოგონად
იქცა, შეშინდა და სახეზე დადენილი წვიმა ცრემლებად ეჩვენა. –
მითხრა, ყველა გუშაგისთვის ვერცხლის ფული ჩამომერიგებინა,
კეთილი სამსახურის ჯილდოდ, – სიტყვები თითქოს თავისთავად
გაჩნდნენ არსაიდან. – ვერცხლიო, ამბობ? – მცველმა არ დაუჯერა,
მაგრამ დაჯერება უნდოდა; ბოლოს და ბოლოს, ვერცხლი მაინც
ვერცხლი იყო, – მომე მაშინ.
არიამ პერანგის ქვეშ ჩაიცურა თითები და, რომ ამოაძვრინა, ჯე-
იქენის მიცემული მონეტა ეჭირა. სიბნელეში რკინა შეიძლებოდა,
დაბინდულ ვერცხლად გაესაღებინა. გაუწოდა... და თითებს შორის
გააგდო.
მცველმა წყნარად შეუკურთხა, მონეტის მოსახელთებლად მიწა-
ზე დაიჩოქა და მისი კისერი ზუსტად არიას ცხვირწინ აღმოჩნდა. მან
ხანჯალი იშიშვლა და ყელში გამოუსვა, ზაფხულის აბრეშუმივით
გლუვად. სისხლის ჩქეფი ცხლად გადაევლო ხელებზე, კაცმა დაყვი-
რება სცადა, მაგრამ პირიც სისხლმა აუვსო. – ვალარ მორგულის, –
დაიჩურჩულა არიამ, მცველმა სული რომ განუტევა. კაცმა ფართხა-
ლი რომ შეწყვიტა, არიამ მონეტა აიღო. ჰარენჰალის გალავნის გა-
რეთ გრძლად, ხმამაღლა დაიყმუვლა მგელმა. არიამ რაზა ასწია,

1138
გვერდით გადადო და მუხის მძიმე კარი გამოაღო. ღვეზელა და გენ-
დრი რომ მოვიდნენ ცხენებით, წვიმა უკვე კოკისპირულად ასხამდა.
– მოკალი! – შეიცხადა ღვეზელამ.
– აბა რა გეგონა, რას ვიზამდი? – ხელები სისხლით ჰქონდა გა-
წებილი და ეს სუნი მის ფაშატს აფრთხობდა. არა უშავს, გაიფიქრა
არიამ და უნაგირს მოევლო. წვიმა ჩამომბანს.

სანსა

სატახტო დარბაზი პატიოსანი თვლების, ბეწვეულის და კაშკაშა


ქსოვილების ზღვად იყო ქცეული. ბატონებს და ქალბატონებს ოთა-
ხის ბოლოში მოეყარათ თავი, მაღალი ფანჯრების ქვეშ იდგნენ და
ისე მუჯლუგუნებით მოიპოვებდნენ ადგილს, დოკებში მიმავალი მე-
თევზეების ცოლები გაგახსენდებოდათ. ჯოფრის კარის ყველა დი-
დებული ლამობდა, სხვები დაეჯაბნა ბრწყინვალებით. ჯალაბარ ზო
მთლად ბუმბულებში იყო გამოწყობილი, ისეთი დაუჯერებელი და
ახირებული სამოსი ჰქონდა, იფიქრებდი, სადაცაა, აფრინდებაო.
არქისეპტონის ბროლის გვირგვინი ჰაერს ცისარტყელების ათინა-
თებით მსჭვალავდა, რამდენჯერაც კი იგი თავს შეარხევდა. საბჭოს
მაგიდასთან მჯდარი დედოფალი სერსეი ბრწყინავდა ოქროქსოვი-
ლის კაბაში, ალუბლისფერი ნაჭრევები რომ ამშვენებდა, მის გვერ-
დით კი ლილისფერ ფარჩაში გამოხვეული ვარისი ცქმუტავდა და
იღიმებოდა. მთვარე-ბიჭსა და სერ დონტოსს ახალი, გაზაფხულის
დილასავით კრიალა სამასხარაო ნაკუწა ტანსაცმელი ეცვათ. ლედი
ტანდა და მისი ასულებიც კი ლამაზები ჩანდნენ ფირუზისფერი აბრე-
შუმის, ბეწვშემოყოლებულ, ერთმანეთის მსგავს კაბებში, ხოლო
ლორდი ჯაილსი ოქროსფერი მაქმანით შემოკერებულ მეწამულ აბ-

1139
რეშუმის ხელსახოცში ახველებდა. მეფე ჯოფრი ყველაზე მაღლა იჯ-
და, რკინის ტახტის ხმლისპირებსა და წვეტებს შორის. მეწამული დი-
ბა ეცვა, შავი მანტია ლალებით ჰქონდა მოოჭვილი, თავზე მძიმე ოქ-
როს გვირგვინი ედგა. სანსა მიჯრით მდგარ რაინდებს, საჭურველ-
თმტვირთველებსა და მდიდარ მოქალაქეებს შორის გაძვრა და ში-
და აივნის პირს სწორედ მაშინ მიადგა, როდესაც ბუკებმა ლორდ ტა-
ივინ ლანისტერის შემოსვლის საუწყებლად დასჭექეს.
მან საომარ ცხენზე შემჯდარმა ჩაიარა დარბაზი და რკინის ტახ-
ტის წინ ჩამოხდა. სანსას ასეთი აბჯარი ადრე არასოდეს ენახა: გაპ-
რიალებული წითელი ფოლადი ოქროს ნაყშითა და ჩუქურთმებით
იყო შემკული. საიღლიე ბალთებად სხივიანი მზეები ჰქონდა, მისი
მუზარადის თხემზე გამოყვანილ აღრიალებულ ოქროს ლომს თვა-
ლებად ლალები ესხა, ორივე მხარზე კი ძუ ლომების ფორმის ბრო-
შები უმაგრებდნენ მძიმე და გრძელ ოქროქსოვილის მოსასხამს,
რომელიც მისი რაშის უკანა ფეხებსაც კი ფარავდა. ცხენის აბჯარიც
კი მოოქრული იყო, ხოლო თოქალთოდ ლანისტერების ლომებით
მოხატული მეწამული აბრეშუმი ეფარა.
კასტერლის კლდის ბატონი ისეთი წარმოსადეგი ჩანდა, რომ
ყველა შეცბა, როდესაც ცხენმა ზედ ტახტის ძირში ჩონჩორიკის
გროვა დააყენა. ჯოფრის მოუხდა, ფრთხილად შემოევლო მისთვის,
ტახტიდან რომ დაეშვა, რათა ბაბუას გადახვეოდა და ქალაქის გა-
დამრჩენელი ეწოდებინა. სანსამ ნერვიული ღიმილის დასამალად
პირზე ხელი აიფარა.
ჯოფმა მომზადებული წარმოდგენა გაითამაშა, სთხოვა ბაბუას,
სახელმწიფოს მართვა ჩაებარებინა, ლორდი ტაივინიც საზეიმოდ
დასთანხმდა ამ პასუხისმგებლობის კისრებას, „სანამ მის მოწყალე-
ბას სათანადო ასაკი შეუსრულდებოდა“. მაშინ საჭურველთმტვირ-

1140
თველებმა ლორდს აბჯარი შეხსნეს და ჯოფმა მარჯვენის ჯაჭვი გადა-
აცვა კისერზე. ლორდი ტაივინი დედოფლის გვერდით მიუჯდა საბ-
ჭოს მაგიდას. ცხენი რომ გაიყვანეს და მისი პატივი აასუფთავეს,
სერსეიმ თავის დაკვრით ანიშნა, ცერემონია გაგრძელებულიყო.
სპილენძის საყვირები ხმით ეგებებოდნენ მაღალ მუხის კარში
შემოსულ ყოველ გმირს. ჰეროლდები ყველას გასაგონად აცხადებ-
დნენ მის სახელს და საგმირო საქმეებს და კეთილშობილი რაინდე-
ბი თუ წარჩინებული ქალბატონები მამლების ჩხუბზე მისული ავაზა-
კებივით მონდომებით ყიჟინებდნენ. საპატიო ადგილზე დააბრძანეს
მეის ტაირელი, ზენაბაღის ბატონი, ოდესღაც ძალოვანი კაცი, ახლა
რომ მოსუქებულიყო, მაგრამ მაინც ლამაზი ეთქმოდა. მას კვალ-
დაკვალ ძეები შემოჰყვნენ: სერ ლორასი და მისი უფროსი ძმა სერ
გარლან ჩაუქი. სამივეს ერთნაირი, სიასამურის ბეწვით გაწყობილი
მწვანე სამოსი ეცვა.
მეფე მათ შესახვედრად ისევ დაეშვა ტახტიდან – ეს დიდი პატივი
იყო. მან სამივეს თავზე გადააცვა რბილი ყვითელი ოქროს ვარდე-
ბისგან ასხმული ძეწკვი, მათზე დაკიდებულ ოქროს წრეებზე ლალე-
ბით იყო გამოყვანილი ლანისტერების ლომი.
– ვარდები ლომს საყრდენს აძლევენ, ისევე, როგორც ზენაბაღი
– სახელმწიფოს, – გამოაცხადა ჯოფრიმ, – თუ არის რამე წყალობა,
რის მიღებაც ჩემგან გსურთ, გამოთქვით და მიიღებთ.
აჰა, დაიწყო, გაიფიქრა სანსამ.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა სერ ლორასმა, – მე შენს
ქეშიკად მსახურების პატივს გევედრები, რათა შემეძლოს, მტრების-
გან დაგიცვა.
ჯოფრიმ ყვავილების რაინდი ფეხზე წამოაყენა და ლოყაზე აკო-
ცა. – შესრულებულია, ძმაო.
ლორდმა ტაირელმა თავი დახარა.
1141
– მეფის მოწყალების სამსახურში დგომაზე სასიამოვნო არაფე-
რია ამქვეყნად. შენს სამეფო საბჭოში შეყვანის ღირსად რომ ჩაგეთ-
ვალე, ჩემზე უფრო ერთგულ და წრფელ მსახურს ვერ ნახავდი.
ჯოფმა ლორდ ტაირელს მხარზე ხელი დაადო და წამომდგარს
აკოცა. – შენი სურვილი ასრულებულია.
სერ გარლან ტაირელი სერ ლორასზე ხუთი წლით იყო უფროსი.
საკუთარ სახელოვან უმცროს ძმაზე უფრო ტანმაღალი და წვერიანი
იყო, მასზე განიერი მკერდი და ფართო ბეჭები ჰქონდა და, თუმც საკ-
მაოდ სანდომიანი ჩანდა, სერ ლორასის თვალისმომჭრელი სილა-
მაზე არ გააჩნდა.
– თქვენო მოწყალებავ, – წარმოთქვა მან, მეფე რომ მიუახლოვ-
და, – მე ქალწული და მყავს, მარჯერი, ჩვენი საგვარეულოს თვალი.
როგორც მოგეხსენება, იგი რენლი ბარათეონს მისთხოვდა, მაგრამ
ლორდი რენლი ქორწინების აღსრულებამდე საომრად წავიდა და
ქალი უბიწო დარჩა. მარჯერის ესმა შენი სიბრძნის, სიმამაცისა და
სიქველის ამბები და შორიდან შეუვარდა გული შენზე. მე გევედრე-
ბი, აქ მოაყვანინო იგი, ქორწინებით ჩაიბარო მისი ხელი და შენი
გვარი სამუდამოდ შეაუღლო ჩემს გვართან. მეფე ჯოფრიმ გაოცება
გაითამაშა.
– სერ გარლან, შენი დის მშვენება მთელ შვიდ სამეფოშია გან-
თქმული, მაგრამ მე სხვისთვის ვარ აღთქმული. მეფე სიტყვას უნდა
ასრულებდეს.
დედოფალი სერსეი კალთების შარიშურით წამოდგა.
– თქვენო მოწყალებავ, შენი მცირე საბჭოს გადაწყვეტილებით,
არც შესაფერი, არც ბრძნული არ იქნება, ცოლად შეირთო იმ კაცის
ასული, მოღალატეობის გამო თავი რომ მოჰკვეთე; შეირთო გოგო-
ნა, ვისი ძმაც ღია ჯანყს უწყობს ტახტს ახლაც კი, ამჟამად. თქვენო

1142
უდიდებულესობავ, შენი მრჩევლები გევედრებიან, შენი სახელმწი-
ფოს სასიკეთოდ, მიატოვო სანსა სტარკი. ლედი მარჯერი შენთვის
ბევრად უფრო შესაფერისი დედოფალი იქნება.
დარბაზში შეგროვებული ბატონები და ქალბატონები გაწვრთნი-
ლი ფინიების ხროვასავით ერთხმად მოჰყვნენ თანხმობის გამომ-
ხატველ ყვირილს. – მარჯერი! – გაიძახოდნენ ისინი, – მარჯერი
გვინდა!
– არა მოღალატე დედოფლებს!
– ტაირელ! ტაირელ!
ჯოფრიმ ხელი ასწია.
– გულით მინდა, ჩემი ხალხის სურვილს მივყვე, დედა, მაგრამ
წმინდა ფიცი მაქვს დადებული.
წინ არქისეპტონი წამოდგა.
– თქვენო მოწყალებავ, ღმერთებს ნიშნობა წმინდა საქმედ მიაჩ-
ნიათ, მაგრამ შენმა მამამ, კურთხეული იყოს მისი ხსოვნა, ეს გარი-
გება მანამდე მოაწყო, სანამ ვინტერფელელი სტარკები თავიანთ
ორგულობას გაამჟღავნებდნენ. მათი დანაშაულები, სახელმწიფოს
წინაშე რომ ჩაიდინეს, ყველა დადებული პირობისგან გათავისუფ-
ლებს. რწმენის თვალთახედვით, შენსა და სანსა სტარკს შორის სა-
ქორწინო შეთანხმება არ არსებობს.
სატახტო დარბაზი მხიარულმა ყიჟინამ აავსო, „მარჯერი! მარჯე-
რი!“ გაიძახოდა ყველა. სანსა წინ გადაიხარა, მაგრად ჩაეჭიდა აივ-
ნის ხის მოაჯირს. იცოდა, ამის მერე რაც უნდა თქმულიყო, მაგრამ
ჯერაც შიშით ელოდა, რას იტყოდა ჯოფრი; შიშობდა, რომ უარს იტ-
ყოდა მის გათავისუფლებაზე ახლაც კი, როდესაც მთელი სახელმწი-
ფოს ბედი ამაზე ეკიდა. ასე ეგონა, ისევ ბეილორის დიდი სეპტის
მარმარილოს კიბეზე იდგა და მოელოდა, როგორ შეუნდობდა მისი
პრინცი მამამისს, ამის ნაცვლად კი ჩაესმა, როგორ უბრძანა მან სერ
1143
ილინს, თავი მოჰკვეთეო. გევედრებით, ცხარედ ლოცულობდა სან-
სა, გთხოვთ, თქვას, თქვას.
ლორდი ტაივინი შვილიშვილს შესცქეროდა. ჯოფმა მას აუჩქა-
რებლად გადახედა და სერ გარლან ტაირელს წამოსადგომად ხელი
შეაშველა.
– ღმერთები მოწყალე არიან. შემიძლია, გულისთქმას მივდიო.
შევირთავ შენს ძვირფას დას, და სიხარულით ჩავიდენ ამას, – მან
სერ გარლანდს წვერიან ლოყაზე აკოცა, დარბაზი კი სიხარულით
ყიჟინებდა.
სანსა თავს უცნაურად გაბრუებულად გრძნობდა. თავისუფალი
ვარ. გრძნობდა, ხალხი რომ უცქერდა. არ უნდა გავიღიმო, შეახსენა
თავს. დედოფალს იგი გაფრთხილებული ჰყავდა: რა გუნებაზეც არ
უნდა ყოფილიყო, სახეზე მწუხარება უნდა სწერებოდა. – ჩემი შვი-
ლის დამცირებას არ დავუშვებ, – უთხრა მაშინ დედოფალმა, – გეს-
მის? – დიახ. მაგრამ დედოფალი თუ აღარ უნდა გავხდე, რა მელის?
– ამას ცოტა ხანში გადავწყვეტთ. ჯერჯერობით აქ, სამეფო კარზე
დარჩები, როგორც ჩვენი აღსაზრდელი.
– მე სახლში მინდა წასვლა.
დედოფალი ამ სიტყვებმა გააღიზიანა.
– უკვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ არავინ ვიღებთ იმას, რაც
გვინდა. მე კი მივიღე, გაიფიქრა სანსამ. ჯოფრის თავი დავაღწიე.
აღარ მომიწევს, ვაკოცო, ან ჩემი ქალწულობა ვარგუნო, ან შვილები
გავუჩინო. ყველაფერი გადამილოცნია მარჯერი ტაირელისთვის,
საბრალო გოგო.
ხმაური რომ ჩაცხრა, ზენაბაღის ლორდი უკვე საბჭოს მაგიდას-
თან იყო დაბრძანებული, მისი ძეები კი ფანჯრების ქვეშ მდგარ და-
ნარჩენ რაინდებსა და ლორდებს შეერივნენ. სანსა ცდილობდა, მი-
ტოვებულს და სასოწარკვეთილს ჰგვანებოდა, სანამ შავწყალას
1144
ბრძოლის სხვა გმირებს იძახებდნენ და აჯილდოებდნენ. პაქსტერ
რედვაინმა, არბორის ლორდმა, გამოიარა დარბაზი, მას აქეთ-იქი-
დან თავისი ტყუპი ვაჟები მოჰყვებოდნენ, ღორასი და ღობერი, ღო-
რასი ბრძოლაში დაჭრილიყო და კოჭლობდა. მათ ლორდი მათის
როვანი მოჰყვებოდა, ქათქათა კამზოლი ეცვა და გულზე ოქრომკე-
დით დიდი ხე ჰქონდა ამოქარგული. გამოიარა ლორდმა რენდილ
ტარლიმ, თხელმა და შემელოტებულმა, ზურგზე მოოჭვილი ქარქა-
შით ორლესული ეკიდა; სერ კევან ლანისტერმა, ჯეჯგვმა და მელოტ-
მა, მოკლედ შეკრეჭილი წვერით; სერ ადამ მარბრანდმა, სპილენ-
ძისფერი თმა მხრებზე რომ სცემდა; დიდებულმა დასავლელმა
ლორდებმა – ლიდენმა, კრეიკჰოლმა, ბრაქსმა. მათ მოჰყვათ ოთხი,
ნაკლებად წარჩინებული მეომარი, ბრძოლაში თავი რომ გამოეჩი-
ნათ: ცალთვალა რაინდი სერ ფილიპ ფუტი, ლორდი ბრის კარონი
რომ დასცა პირისპირ ბრძოლაში; თავისუფალი მხედარი ლოთორ
ბრუნი, რომელმაც ფოსოვეიების ორმოცდაათ შეჭურვილ მეომარს
შორის გაიკაფა გზა, შეიპყრო მწვანევაშლა სერ ჯონი და მოკლა წი-
თელვაშლა სერ ბრაიანი და სერ ედვაიდი, რის გამოც ვაშლიჭამია
ლოთორი შეერქვა; ვილიტი, სერ ჰარის სვიფტის სამსახურში მდგა-
რი ჭაღარა მეომარი, რომელმაც თავისი ბატონი მომაკვდავი ცხენის
ქვეშიდან გამოათრია და თორმეტიოდე თავდამსხმელიც მოიგერია;
და ჯერ უწვერული საჭურველთმტვირთველი ჯოსმინ პეკლედონი,
რომელმაც ორი რაინდი მოკლა, მესამე დაჭრა, ორი კი ტყვედ აიყ-
ვანა, თუმცა თოთხმეტი წლის თუ იქნებოდა. ვილიტი ისე მძიმედ იყო
დაჭრილი, რომ საკაცით შემოიტანეს.
სერ კევანი ძმის, ლორდ ტაივინის გვერდით იჯდა. როდესაც ჰე-
როლდებმა ყველა გმირის საქმეების ჩამოთვლა დაასრულეს, იგი
წამოდგა.

1145
– მის მოწყალებას სურს, ეს მამაცი მეომრები დააჯილდოოს მა-
თი სიქველის გამო. მისი ბრძანებით, სერ ფილიპი ამიერიდან იწო-
დება ლორდ ფილიპად ფუტების გვარიდან და მას გადაეცემა კარო-
ნების გვარის ყველა მამული, უფლება და შემოსავლები. ლოთორ
ბრუნი რაინდის წოდებას მიიღებს და ომის დასრულების მერე ებო-
ძება მამული და ციხე რივერანში. ჯოსმინ პეკლედონი მიიღებს
ხმალსა და აბჯარს, თავისსავე შერჩეულ საომარ ცხენს და, სათანა-
დო ასაკის შესრულებისთანავე – რაინდის წოდებას. დაბოლოს,
თავდადებულ ვილიტს ებოძოს შუბი ვერცხლისსამაგრებიანი ტა-
რით, ახალი ჯაჭვის პერანგი და მთლიანი, ცხაურიანი ჩაჩქანი. შემ-
დგომში მისი ძეები კასტერლის კლდეზე ლანისტერების გვარის სამ-
სახურში ჩადგებიან, უფროსი საჭურველთმტვირთველად, უმცროსი
კი – პაჟად, და ექნებათ შესაძლებლობა, რაინდობას მიაღწიონ, თუ
ერთგულად და მონდომებით იმსახურებენ. ყოველივე ამას მეფის
მარჯვენა და მცირე საბჭო ეთანხმებიან. მათ შემდეგ დაჯილდოვ-
დნენ მეფის საომარი ხომალდების – ველური ქარის, პრინც ეიმონის
და წყლის ისრის – კაპიტნები, მათთან ერთად კი წყალობის, აბრე-
შუმის ლედის, შუბის და ვერძის უფრო დაბალი რანგის ოფიცრები.
რამდენადაც სანსა ხვდებოდა, მათი მთავარი დამსახურება ის იყო,
მდინარეზე ბრძოლას ცოცხლად რომ გადაურჩნენ – ამ გმირობით
ბევრი მართლაც რომ ვერ დაიკვეხნიდა. მეფის მადლობის ღირსი
გახდნენ ჰალინ პირომანი და ალქიმიკოსთა გილდიის ოსტატებიც,
ჰალინს ლორდობა ებოძა, თუმცა სანსამ შენიშნა, რომ წოდებას მა-
მულები და ციხესიმაგრე არ დართვია, რაც ნიშნავდა, რომ ალქიმი-
კოსი ისეთივე ლორდი იქნებოდა, როგორიც ვარისი იყო. ბევრად
უფრო წონიანი ლორდობა ერგო სერ ლანსელ ლანისტერს. ჯოფრიმ
მას დარიების მამულები, ციხესიმაგრე და მამულები უბოძა – ამ საგ-

1146
ვარეულოს ბოლო ლორდი, ჯერ კიდევ ბავშვი, მდინარეთში გაჩაღე-
ბული ბრძოლების დროს დაიღუპა, „რის მერეც აღარავინ დარჩა კა-
ნონიერი მემკვიდრე, არამედ მხოლოდ ბუში კუზენი“.
სერ ლანსელი ამ ტიტულის მისაღებად არ გამოჩენილა; ამბობ-
დნენ, ჭრილობამ შეიძლება მისი მკლავი ან სიცოცხლეც კი შეიწი-
როსო. ჭინკაზეც ამბობდნენ, კვდება, თავშია დაჭრილიო.
როდესაც ჰეროლდმა ლორდი პეტირ ბეილიშიო, დაიძახა, იგი
ვარდისა და ქლიავის ფერებში გამოხვეული წამოდგა წინ, მოსასხა-
მი ჩხიკვების გამოსახულებებით ჰქონდა მორთული. სანსა ხედავდა,
მან ღიმილით რომ მოიყარა მუხლი რკინის ტახტის წინ. ძალიან ნა-
სიამოვნები ჩანდა. სანსას არ სმენოდა, ბრძოლის დროს ნეკას რამე
განსაკუთრებული გმირობით გაეთქვა სახელი, მაგრამ, როგორც
ჩანს, ჯილდოს მაინც იღებდა.
სერ კევანი ისევ ადგა.
– მეფის მოწყალებას სურს, მისი ერთგული მრჩეველი პეტირ ბე-
ილიში დაჯილდოვდეს ტახტისა და სახელმწიფოსთვის გაწეული
თავდადებული სამსახურისთვის. უწყოდეთ, რომ ლორდ ბეილიშს
ებოძა ჰარენჰალის ციხესიმაგრე მისი სარგო მამულებით და შემო-
სავლებითურთ, რათა იქ დაფუძნდეს და მართოს, როგორც სამკბი-
ლას უზენაესმა ლორდმა. პეტირ ბეილიში და მისი ძეები და ძეთა ძე-
ები უკუნითი უკუნისამდე შეინარჩუნებენ და ისარგებლებენ ამ პატი-
ვით და სამკბილას ყველა ლორდი აღიარებს, ვით მათ კანონიერ მე-
ბატონეს. მეფის მარჯვენა და მცირე საბჭო ეთანხმებიან.
მუხლებზე მდგარმა ნეკამ მზერა მეფე ჯოფრისკენ ააპყრო.
– უმორჩილესი მადლობა მომიხსენებია, თქვენო მოწყალებავ.
ალბათ, ეს ნიშნავს, რომ დამჭირდება, აწი ძეების და ძეთა ძეების
ყოლაზე ვიზრუნო. ჯოფრიმ გაიცინა, საბჭოც აჰყვა. სამკბილას უზე-
ნაესი ლორდი, და თანაც, ჰარენჰალის ბატონი. ვერ გაეგო, პეტირს
1147
ასე რა ახარებდა; ეს ძღვენი ისევე ფუჭი იყო, როგორც ჰალინ პირო-
მანისთვის ბოძებული ტიტული. ჰარენჰალი დაწყევლილი ადგილი
იყო, ეს ყველამ იცოდა, და ამჟამად იგი ლანისტერებს არც კი ეკუთ-
ვნოდა. ამას გარდა, სამკბილას ლორდები რივერანსა და ტალების
გვარს იყვნენ შეფიცულები, აგრეთვე – ჩრდილოეთის მეფეს. ისინი
არასოდეს აღიარებდნენ ნეკას თავიანთ მებატონედ. თუ ძალით არ
აღიარებინებდნენ. თუ ჩემს ძმას, ბიძაჩემს და პაპაჩემს, ყველას არ
დაიმორჩილებენ და არ დახოცავენ. ამ ფიქრმა სანსა ააფორიაქა,
მაგრამ მერე თავს უთხრა, სულელი ნუ ხარო. რობი მათ ყოველთვის
ამარცხებდა. ლორდ ბეილიშსაც დაამარცხებდა, თუ საჭირო გახდე-
ბოდა.
იმ დღეს ექვსასზე მეტი რაინდი აკურთხეს. მათ წინა ღამით ბე-
ილორის დიდ სეპტში მღვიძარება აღასრულეს და დილით ფეხშიშ-
ველებმა გადმოიარეს ქალაქი, საკუთარი თავმდაბლობის საჩვენებ-
ლად. ახლა შეუღებავი შალის სამოსში ჩაცმულები წამოდგნენ წინ,
რათა მეფის ქეშიკებს ისინი რაინდებად ეკურთხებინათ. ამას დიდი
ხანი დასჭირდა, რადგანაც თეთრი ხმლის ძმათაგან მხოლოდ სამი
დარჩენილიყო. მანდონ მური ბრძოლაში დაიღუპა, ქოფაკი გაუჩი-
ნარდა, ეირის ოუკჰარტი დორნში იყო, პრინცესა მირცელას ახლდა,
ჯეიმი ლანისტერი რობს ჰყავდა დატყვევებული, ასე რომ, მეფის ქე-
შიკთა რაზმში ბეილონ სუანი, მერილ ტრანტი და ოსმუნდ ქეთელ-
ბლექიღა დარჩენილიყვნენ. კურთხევის აღსრულების მერე რაინდი
დგებოდა, ხმლის სარტყელს შემოიკრავდა და ფანჯრების ქვეშ ჩერ-
დებოდა. ზოგს ქალაქის გამოვლისას ფეხები გადატყავებოდა და
სისხლი სდიოდათ, მაგრამ, სანსას აზრით, მაინც გამართულები და
ამაყები იდგნენ.
იმ დროისთვის, როდესაც ყველა რაინდმა მიიღო თავისი წოდე-
ბა, დარბაზი უკვე მოწყენილობით აწრიალდა, ყველაზე მეტად კი –
1148
ჯოფრი. აივანზე მდგარმა ხალხმა ნელ-ნელა გაპარვა იწყო, მაგრამ
დარბაზში მყოფი დიდებულები მეფის ნებართვის გარეშე ვერსად წა-
ვიდოდნენ. ჯოფრი ისე ცქმუტავდა რკინის ტახტზე, რომ ეტყობოდა,
ყველას სიხარულით გაუშვებდა, მაგრამ იმ დღის საქმეები ჯერ კი-
დევ არ მოთავებულიყო. ამჯერად მონეტის მეორე მხარეს მიხედეს
და დარბაზში ტყვეები შემორეკეს. ამ ჯგუფშიც მრავლად იყვნენ დი-
დებული ლორდები და წარჩინებული რაინდები: პირქუში მოხუცი
ლორდი სელტიგარი, წითელი კიბორჩხალა; სერ ბონიფერ კეთილი;
ლორდი ესტერმონტი, სელტიგარზე უფრო მეტადაც ხნიერი; ლორ-
დი ვარნერი, რომელმაც დამსხვრეული მუხლის გამო დარბაზი კოჭ-
ლობით გადმოჭრა, მაგრამ დახმარებას უარობდა; სახეგანაცრის-
ფრებული სერ მარკ მულენდორი, რომელსაც მარცხენა მკლავი
იდაყვთან ჰქონდა მოკვეთილი; გრიფინ რუსტელი; მძვინვარე წითე-
ლი რონეტი; სერ დერმოტი წვიმისტყიდან; ლორდი ვილარნი და მი-
სი ძეები ჯოშუა და ელიასი; სერ ჯონ ფოსოვეი; სერ ტიმონ ხმალხა-
ხუნა; აურანი, დრიფტმარკის ბუში; ლორდი სტიდმონი, მეკაპიკედ
წოდებული, და ასობით სხვა. მათ, ვინც ჯოფრის მხარეს ბრძოლისას
გადავიდნენ, ერთგულების ფიციღა უნდა დაედოთ, მაგრამ მათ,
ვინც ბოლომდე სტანისისთვის იბრძოდნენ, ალაპარაკებდნენ. მათი
ბედიც მათსავე სიტყვაზე ეკიდა. ვინც ღალატს ინანიებდა და ამიერი-
დან ერთგული მსახურების პირობას დებდა, იმას ჯოფრი მეფის
მფარველობის ქვეშ იღებდა და მამულებსა და უფლებებს უბრუნებ-
და. მაგრამ რამდენიმე არ დამორჩილდა. – ნუ გგონია, ამით ყველა-
ფერი დამთავრდა, ბიჭო, – გააფრთხილა ერთმა, რომელიღაც
ფლორენტისა თუ ვიღაცის ბუშმა, – მეფე სტანისს ნათლის უფალი
იცავს, ან და მარადის. ვერც თქვენი ხმლები, ვერც მზაკვრული გეგ-
მები ვერაფერს გიშველით, მისი ჟამი რომ ჩამოჰკრავს.
– შენმა ჟამმა კი ახლა ჩამოჰკრა, – ჯოფრიმ სერ ილინს ანიშნა,
1149
კაცი გაეყვანა და თავი მოეკვეთა. მაგრამ ჯერ ეს არ გაეთრიათ, რომ
პირქუში სახის რაინდმა, რომელსაც იალმაგზე ცეცხლოვანი გული
ჰქონდა გამოსახული, დაიძახა:
– სტანისია ჭეშმარიტი მეფე! რკინის ტახტზე ურჩხული ზის, სის-
ხლის აღრევით გაჩენილი – გაჩუმდი! – დაუღრიალა სერ კევან ლა-
ნისტერმა.
რაინდმა პირიქით, ხმა აიმაღლა:
– ჯოფრი ბნელი ქვეწარმავალია, სახელმწიფოს გულს რომ
ხრავს! წყვდიადი მამა იყო მისი, სიკვდილი კი – დედა! გაანადგუ-
რეთ იგი, სანამ ყველანი წაუბილწიხართ! ყველა გაანადგურეთ, ბო-
ზი დედოფალი და ქვეწარმავალი მეფე, ბოროტი ჯუჯა და მოენე ობო-
ბა, მოთხარეთ ეს სიავის ყვავილები! თავები იხსენით! ერთმა ოქ-
როსმოსასხამიანმა კაცი იატაკზე დასცა, მაგრამ იგი ყვირილს გა-
ნაგრძობდა: – მოვალს განმწმენდი ცეცხლი! მეფე სტანისი დაბრუნ-
დება!
ჯოფრი ფეხზე წამოიჭრა.
– მეფე მე ვარ! მოკალით! ახლავე მოკალით! გიბრძანებთ! – მან
მრისხანედ, მოუთმენლად დაიქნია ხელი... და ტკივილით წამოიყვი-
რა: მკლავი მის გარშემო ამოჩრილ ერთ-ერთ ბასრ წვეტს დაუსვა.
სახელოს კაშკაშა მეწამული ატლასი სისხლმა გაუმუქა.
– დედა! – იწივლა მან.
კაცმა ისარგებლა, ყველა მეფეს რომ მისჩერებოდა, ერთ-ერთ
ოქროსმოსასხამიანს შუბი გამოგლიჯა, დაიბჯინა და ფეხზე წამოდ-
გა.
– ტახტი უარყოფს მას! – წამოიძახა, – ეგ მეფე არ არის!
სერსეი ტახტისკენ გაიჭრა, მაგრამ ლორდი ტაივინი ქანდაკება-
სავით უძრავი დარჩა. მხოლოდ თითი ასწია და სერ მერილ ტრანტი

1150
გაშიშვლებული ხმლით ხელში წინ წამოდგა. კაცს სწრაფი, დაუნდო-
ბელი აღსასრული დაუდგა.
– არ არის მეფე! – კვლავ წამოიძახა და სერ მერინმა მკერდში
გაუტარა ორლესულის წვეტი.
ჯოფრი დედის მკლავებში ჩაესვენა. მისკენ სამი მაისტერი გაექა-
ნა და სასწრაფოდ გაიყვანეს მეფის კარით. დარბაზში ყველა ერთად
ალაპარაკდა. ოქროსმოსასხამიანებმა მკვდარი გაათრიეს, მან ქვის
იატაკზე კაშკაშა სისხლის კვალი დატოვა. ლორდი ბეილიში წვერზე
ხელს ისვამდა, ვარისი კი მას ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. ნე-
ტავ, ახლა თუ გაგვიშვებენო, იფიქრა სანსამ. ოციოდე ტყვე ჯერაც
უცდიდა თავის ჯერს, თუმცა ვერავინ იტყოდა, ერთგულების ფიცს
დადებდნენ თუ დაწყევლიდნენ მეფეს.
ლორდი ტაივინი ფეხზე წამოდგა.
– ვაგრძელებთ, – წარმოთქვა მკაფიო, ძლიერი ხმით და დარ-
ბაზში ლაპარაკი მიწყდა, – მათ, ვისაც ღალატის გამო პატიების
თხოვნა სურს, შეუძლიათ, ილაპარაკონ. მეტ სისულელეებს აქ აღარ
მოვითმენთ, – იგი რკინის ტახტისკენ გაემართა და კიბეზე ჩამოჯდა,
იატაკიდან სულ სამიოდე ფუტით მაღლა.
დარბაზობა რომ დამთავრდა, ფანჯრების მიღმა უკვე იშრიტებო-
და დღის სინათლე. სანსა აივნიდან რომ ჩამოდიოდა, დაღლილო-
ბისგან მუხლები ეკეცებოდა. ნეტავ, ჯოფრი მძიმედ თუ დაიჭრაო, გა-
იფიქრა. ამბობდნენ, რკინის ტახტი საშიშია მათთვის, ვისაც მასზე
ჯდომა არ ეკუთვნისო.
თავი სამშვიდობოს, საკუთარ ოთახებში რომ დაიგულა, გულზე
ბალიში მიიხუტა და სიხარულის ყვირილის შესაკავებლად შიგ სახე
ჩარგო. ოჰ, მოწყალე ღმერთებო, ჯოფრიმ ეს ჩაიდინა, ყველას წინა-
შე უარი თქვა ჩემზე. მოახლემ ვახშამი რომ შემოუტანა, სანსამ ლა-
მის გადაკოცნა იგი. ვახშმად ჰქონდა ცხელი პური და ახალი კარაქი,
1151
სქელი ხორციანი წვნიანი, ქათამი სტაფილოთი და თაფლიანი ატმე-
ბი. საჭმელიც კი უფრო გემრიელიაო, გაიფიქრა სანსამ.
რომ ჩამობნელდა, სანსა მოსასხამში გამოეხვია და საღვთო
ტყისკენ გაემართა. ასაწევ ხიდს თეთრ აბჯარში ჩამჯდარი სერ ოს-
მუნდ ქეთელბლექი იცავდა. სანსა შეეცადა, მისალმებისას რაც შე-
იძლება, გულმოკლული ხმა ჰქონოდა. მან კი ალმაცერად გადმოხე-
და, როგორც ჩანს, სანსა მთლად დამაჯერებლად ვერ წუხდა. დონ-
ტოსი ფოთლების ჩრდილით დალაქავებულ მთვარის შუქში უცდი-
და. – სახე ასე რატომ ჩამოგტირის? – ჰკითხა სანსამ ხალისიანად,
– შენც ხომ იქ იყავი, ხომ გაიგონე? ჯოფმა უარი თქვა ჩემზე, მორჩა,
გათავდა, ის... მასხარამ თავი გაიქნია.
– ოჰ, ჯონქვილ, ჩემო საბრალო ჯონქვილ, შენ ვერ ხვდები. მორ-
ჩა და გათავდა? ჯერ მხოლოდ იწყება ყველაფერი.
სანსას გული ჩაწყდა.
– ამით რას ამბობ?
– დედოფალი შენ არასოდეს გაგიშვებს, არასოდეს. ძალიან
ძვირფასი მძევალი ხარ. ჯოფრი კი... საყვარელო, ის ჯერაც მეფეა.
საწოლში შენი ჩაწვენა თუ მოინდომა, წინ არაფერი დაუდგება,
ოღონდ ახლა კანონიერი ძეების ნაცვლად ბუშებს ჩაგითესლავს. –
არა, – წარმოთქვა თავზარდაცემულმა სანსამ, – თავი დამანება,
იგი... სერ დონტოსმა ნოტიოდ აკოცა ყურზე.
– გამაგრდი. მე დავიფიცე, რომ შინ მიგიყვანდი, და ახლა შემიძ-
ლია, ეს ვქნა. დღე დაითქვა.
– როდის? – ჰკითხა სანსამ, – როდის წავალთ?
– ჯოფრის ქორწილის ღამეს. ნადიმის მერე. რაც კი საჭიროა,
ყველაფერი მომზადებულია. წითელ ციხეში უამრავი უცხო ადამიანი
ივლის. ნახევარი სასახლე მთვრალი იქნება, ხოლო ნახევარი იმაზე

1152
იზრუნებს, როგორ ჩაიკოტრიალოს ჯოფრიმ საწოლში თავისი პა-
ტარძალი. დროებით შენ ყველას დაავიწყდები, არეულობა კი ჩვენ
ხელს მოგვცემს.
– ქორწილამდე მთვარე შემობრუნებას მოასწრებს. მარჯერი ტა-
ირელი ზენაბაღშია, ხალხი მის ჩამოსაყვანად ახლაღა გაგზავნეს.
– შენ იმდენ ხანს იცადე, ახლა ცოტაც მოითმინე. აი, რაღაც მო-
გიტანე, – სერ დონტოსმა თავისი ქისა მოქექა და სქელ თითებზე ჩა-
მოკიდებული ვერცხლისფერი აბლაბუდა ამოაძვრინა. თმის დასაჭე-
რი ბადე იყო, ისეთი წვრილი და ნატიფი ვერცხლის ლარები ჰქონდა,
სანსამ ხელში რომ აიღო, თითებზე ჰაერის შემოქროლებასავით მო-
ედო მისი წონა. ძაფების გადაკვეთაზე პანია სპეკალები ეჯდა, ისე
მუქები, რომ მათზე მთვარის სხივიც არ სხლტებოდა.
– ეს რა თვლებია?
– ასშაის შავი ამეთვისტოებია. უიშვიათესი რამაა, დღის შუქზე
მუქი იისფერებია. – ძალიან ლამაზია, – თქვა სანსამ, თან იმას ფიქ-
რობდა, მე გემი მინდა, თმის ბადე კი არაო.
– იმაზე ლამაზია, შენ რომ გგონია, ძვირფასო ბავშვო. ნახავ, რა
ჯადოსნურიცაა. მასში მართლმსაჯულებაა. შურისძიებაა მამაშენის
გამო, – დონტოსი დაიხარა და ისევ აკოცა, – ეს გზაა შინისკენ.

თეონი

გალავნის გარეთ პირველი წინამარბები რომ გამოჩნდნენ თე-


ონთან მაისტერი ლუვინი მივიდა.
– მილორდ პრინცო, უნდა დანებდე.
თეონი დააჩერდა სინს, რომლითაც საუზმე – შვრიის ნამცხვრე-
ბი, თაფლი და სისხლის ძეხვი – მოართვეს. მორიგი უძილო ღამით
იყო გაწამებული და საჭმლის დანახვაც კი ცუდად ხდიდა.
1153
– ბიძაჩემისგან პასუხი არ მოსულა?
– არა, – მიუგო მაისტერმა, – არც პაიკიდან მამაშენისგან.
– ისევ გაგზავნე ფრინველი.
– აზრი არ აქვს. სანამ ფრინველი მიაღწევს...
– გაგზავნე! – მკლავის გაქნევით გვერდზე მოისროლა სინი, საბ-
ნები გადაიძრო და შიშველი, გაავებული წამოდგა ნედ სტარკის სა-
წოლიდან, – თუ ჩემი სიკვდილი გინდა? ამიტომ, ლუვინ? სიმართლე
მითხარი!
კაფანდარა რუხი კაცი არ შემდრკალა.
– ჩემი ორდენის საქმე მსახურებაა.
– კი, მაგრამ ვისი?
– სახელმწიფოსი, – მიუგო მაისტერმა, – და ვინტერფელის. თე-
ონ, იყო დრო, მე გასწავლიდი ანგარიშს და ასოებს, ისტორიას და
საბრძოლო ხელოვნებას. და კიდევ შემიძლია, რაღაცები გასწავ-
ლო, მოსმენა რომ გინდოდეს. არ დავიწყებ მტკიცებას, თითქოს ძა-
ლიან მიყვარდე, არა, მაგრამ არც შენი სიძულვილი შემიძლია. და
რომც მძულდე, სანამ ვინტერფელი გიჭირავს, დადებული ფიცი მა-
ვალდებულებს, რჩევით დაგეხმარო. ჰოდა, ახლა დანებებას გირ-
ჩევ, თეონი დაიხარა, იატაკზე დაგდებული მოსასხამი აიღო, ჭილი
ჩამოფერთხა და მხრებზე მოიგდო. ცეცხლი მინდა, ცეცხლი და სუფ-
თა ტანსაცმელი. სად არის ვექსი? სამარეში ბინძური ტანსაცმლით
არ ჩავალ.
– ციხის დაჭერის იმედი არ უნდა გქონდეს, – განაგრძო მაისტერ-
მა, – შენს ლორდმამას დახმარების გამოგზავნა რომ განეზრახა,
აქამდეც იზამდა. მას ახლა ყელი ანაღვლებს. ჩრდილოეთისთვის
ბრძოლა მოათ კაილინის ნანგრევებში გაიმართება. – შეიძლება ეგ-
რეც იყოს, – თქვა თეონმა, – და, სანამ ვინტერფელი მე მიჭირავს,
სერ როდრიკი და სტარკის მებაირაღე ლორდები სამხრეთისკენ ვერ
1154
გასწევენ და ბიძაჩემს ზურგიდან ვერ დაესხმებიან, – საბრძოლო ხე-
ლოვნებაში ისე გამოუცდელიც არ ვარ, როგორც შენ გგონია, ბერი-
კაცო, – საკმაო სურსათი მაქვს, ერთ წელიწადსაც გავუძლო ალყას,
თუ საჭირო გახდა.
– ალყა არ იქნება. შესაძლოა, ერთი-ორი დღე დაყოვნდნენ, სა-
ნამ კიბეებს დაამზადებენ და თოკებს კაუჭებს მოაბამდნენ. მაგრამ
ძალიან მალე ერთდროულად ას ადგილას გადმოვლენ გალავანზე.
შეიძლება, მოახერხო და ერთხანს შეინარჩუნო კოშკი, მაგრამ ციხე-
სიმაგრე ერთ საათში დაეცემა.
– აბა, ჯობია, ჭიშკარი გავაღო და შეწყალება ვითხოვო? მე ვიცი,
რა გულმოწყალებასაც მიჩვენებენ.
– გამოსავალი ესაა.
– მე რკინელი ვარ, – შეახსენა თეონმა, – ჩემი წესით ვცხოვრობ.
რა არჩევანი დამიტოვეს? არა, ნუ მიპასუხებ, შენი რჩევები ისედაც
ყელში ამომივიდა. წადი და გაგზავნე ის ფრინველები, რომ გითხა-
რი, ლორენს კი უთხარი, მისი ნახვა მინდა. ვექსიც მოვიდეს. ჩემი აბ-
ჯარი გააპრიალონ, ჩემი გარნიზონი კი ეზოში შეიკრიბოს. წუთით
ეგონა, მაისტერი არ დაემორჩილებოდა მაგრამ, ბოლოს და ბო-
ლოს, ლუვინმა ნაძალადევად დაუკრა თავი.
– როგორც ბრძანებ.
ამ კრებულის ნახვა დაგაღონებდა: რკინელები ცოტანი დარჩნენ,
ეზო კი ფართო იყო. – ჩრდილოელები დაღამებამდე შემოგვიტევენ,
– უთხრა მათ თეონმა, – სერ როდრიკ კასელი და ის ლორდები, მის
მოწოდებას რომ გამოეხმაურნენ. მათგან გაქცევას არ ვაპირებ. ეს
ციხესიმაგრე მე ავიღე და ვაპირებ, შევინარჩუნო: ვინტერფელის
პრინცად ვიცოცხლო ან მოვკვდე. მაგრამ მე არავის ვუბრძანებ, ჩემ-
თან ერთად მოკვდეს. თუ ახლავე წახვალთ, სანამ სერ როდრიკის
მთავარი ძალა მოგვადგებოდეს, შეიძლება, კიდევაც გააღწიოთ, –
1155
ორლესული იშიშვლა და მიწაზე ხაზი გაავლო, – ვინც დარჩენას და
ბრძოლას აპირებს, წინ გამოვიდეს.
ხმა არავის დაუძრავს. შეაბჯრული, ქურქებით და ტყავებით შე-
მოსილი მეომრები ქანდაკებებივით უძრავად იდგნენ. რამდენიმემ
ერთმანეთს გადახედა. არზენმა ფეხი მოინაცვლა. დიკ ჰარლაუმ
ამოახველა და გადააფურთხა. ენდეარს ქარმა გრძელი ქერა თმა
აუფრიალა.
თეონს მოეჩვენა, ვიძირებიო. რა მაკვირვებს? გაიფიქრა უნდი-
ლად. მამამ მიატოვა, ბიძებმა, დამ, იმ უბადრუკმა მყრალამაც კი. მი-
სი მეომრები მათზე ერთგულად ვითომ რატომ დაუდგებოდნენ
გვერდში? ვერაფერს იტყოდა, ვერაფერს იზამდა. ისღა დარჩენოდა,
ასე მდგარიყო მაღალი რუხი გალავნის ძირას, გაქვავებული თეთრი
ცის ქვეშ, და ეცადა, ეცადა...
ხაზი პირველად ვექსმა გადმოკვეთა. სამი სწრაფი ნაბიჯი გად-
მოდგა და მხრებჩამოყრილი თეონს გვერდში-ამოუდგა. მას ბიჭის
საქციელით შერცხვენილი მოღუშული ლორენი მიჰყვა.
– აბა, კიდევ ვინ?
წინ წითელი როლფი წამოდგა. კრომი. ვერლაგი. ტიმორი და მი-
სი ძმები. ბოროტი ულფი. ჰაგარ ცხვარიპარია. ოთხი ჰარლოუ და
ორი ბოტლი. ბოლო ვეშაპი კენედი იყო. სულ ჩვიდმეტნი.
არზენი იყო მათ შორის, ვისაც ფეხიც არ მოუცვლია; სტიგიც, და
ის ათივე კაცი, აშამ რომ მოიყვანა უღრანის ციხიდან.
– მაშ, გასწით, – უთხრა მათ თეონმა, – გაიქეცით ჩემს დასთან.
უეჭველია, გულღიად დაგხვდებათ.
სტიგს ნამუსი ეყო, დარცხვენილს მაინც ჰგვანებოდა. დანარჩე-
ნები უსიტყვოდ დაიშალნენ. თეონი დარჩენილ ჩვიდმეტს მიუბრუნ-
და.
– დაბრუნდით გალავანზე. თუ ღმერთები დაგვინდობენ, არც
1156
ერთ თქვენგანს არ დავივიწყებ.
სხვები რომ წავიდნენ, შავი ლორენი დაყოვნდა.
– როგორც კი ბრძოლა დაიწყება, აქაურები ჩვენ წინააღმდეგ გა-
მოვლენ. – ვიცი. რა ვქნა?
– დახოცე. სუყველა.
თეონმა თავი გააქნია.
– ყულფი მზადაა?
– კი. მაგის გამოყენებას აპირებ?
– რამე უკეთესს მთავაზობ?
– ჰო. ჩემს ტაბარს ავიღებ და ასაწევ ხიდზე დავდგები, და სცა-
დონ, გაიარონ. ერთი ერთზე, ორნი, სამნი ერთად – სულერთია. ხან-
დაკს ვერავინ გადავა, სანამ სული – მედგმება.
სიკვდილს აპირებს, გაიფიქრა თეონმა. გამარჯვება კი არ სწა-
დია, არამედ სიმღერის ღირსი აღსასრული.
– ყულფს გამოვიყენებთ.
– როგორც იტყვი, – დაეთანხმა ლორენი, თან ზიზღით უყურებდა
ვექსი ჩაცმაში დაეხმარა. ოქროსფერი მოსასხამისა და შავი იალმა-
გის ქვეშ კარგად გაპოხილი ჯაჭვის პერანგი ეცვა, მის ქვეშ კი –
მტკიცე ტყავი. შეჭურვილი და შეიარაღებული თეონი აღმოსავლეთ
და სამხრეთ გალავნების კუთხეში საგუშაგო კოშკზე ავიდა და საკუ-
თარ ბედისწერას გადახედა. ჩრდილოელები ციხესიმაგრეს გარს
შემორტყმოდნენ. მათი რიცხვის განსაზღვრა ჭირდა. ათასნი მაინც
იქნებოდნენ; შეიძლება ორი ათასიც. ჩვიდმეტის წინააღმდეგ. ფი-
ლაკვნები და სკორპიონები ჰქონდათ. სამეფო გზაზე საალყე კოშ-
კებს არ მოახრიგინებდნენ, მაგრამ მგლისტყეში ხე-ტყე თავზესაყ-
რელი იყო, რამდენიც დასჭირდებოდათ, იმდენს ააგებდნენ. თეონი
მათ დროშებს მაისტერის მირული ჭოგრიტით ათვალიერებდა. სა-
დაც არ უნდა გაეხედა, ყველგან უშიშრად ფრიალებდა კერვინების
1157
ტაბარი, ტოლჰარტის ხეებიც მოჩანდა და თეთრი ნავსადგურის თევ-
ზაკაციც. ფლინტების და კარსტარკების ნიშნები ნაკლებად ხვდებო-
და თვალში. აქა-იქ ჰორნვუდების ცხენირემსაც კი მოჰკრა თვალი.
მაგრამ არ იყვნენ გლოვერები – ამაზე აშამ იზრუნა; არც დრედფორ-
ტელი ბოლტონები ჩანდნენ, არც ამბერები მოსულიყვნენ კედლის
ძირიდან. ან კი რა საჭირონი იყვნენ. მალე ჭიშკრის წინ ყმაწვილი
კლეი კერვინი გამოვიდა, მაღალ ტარზე აფრიალებული სამშვიდო-
ბო დროშა მოჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ სერ როდრიკ კასელს
თეონ მოღალატესთან მოლაპარაკება სურდა. მოღალატე. ეს სახე-
ლი ნაღველივით მწარე იყო. გაახსენდა: პაიკზე იმისთვის წავიდა,
რომ მამამისის დრაკარებს ლანისპორტის წინააღმდეგ გასძღოლო-
და. – მალე ჩამოვალ! – ჩასძახა დაბლა, – მარტო ვიქნები.
შავი ლორენი მის განზრახვას არ ამართლებდა, – სისხლს მხო-
ლოდ სისხლი ჩამობანს, – განაცხადა მან, – რაინდებმა შეიძლება
სხვა რაინდებთან შეასრულონ ზავის პირობები, მაგრამ ღირსებას
დიდად არ დაგიდევენ, როდესაც, თავიანთი აზრით, მოღალატესთან
იჭერენ საქმეს.
თეონი აიჯაგრა.
– მე ვინტერფელის პრინცი და რკინის კუნძულების მემკვიდრე
ვარ. ახლა გასწი, გოგო მიპოვე და ისე ქენი, როგორც გითხარი.
შავმა ლორენმა განმგმირავად შეხედა.
– დიახ, პრინცო.
ესეც განმიდგა, მიხვდა თეონი. ბოლო დროს ეჩვენებოდა, რომ
ვინტერფელის ქვებიც კი მის წინააღმდეგ იყვნენ. თუ მოვკვდი, უმე-
გობრო და ეული მოვკვდები. ჰოდა, უნდა ეცოცხლა, სხვა რა გზა
ჰქონდა.
კარიბჭისკენ ცხენდაცხენ გაემართა, თავზე გვირგვინი ეხურა. ჭი-
დან ქალი წყალს იღებდა, მზარეული გეიგი სამზარეულოს კარში
1158
იდგა. ისინი სიძულვილს მოღუშული მზერის და კედელივით შეუვა-
ლი გამომეტყველების მიღმა მალავდნენ, მაგრამ თეონი მაინც
გრძნობდა.
ხიდს რომ უშვებდნენ, ხანდაკის გასწვრივ ცივი ქარი კვნესოდა.
თეონი მისმა შეხებამ ააცახცახა. ცივა და სხვა არაფერი, თავს აჯე-
რებდა თეონი; მაჟრჟოლებს, კი არ ვცახცახებ. ყველაზე მამაცებსაც
კი აჟრჟოლებთ სიცივისგან. ცხაურის ქვეშ განვლო, ასაწევი ხიდი
გადაიარა და იმ ქარს პირდაპირ ხახაში მისცა თავი. გარე ჭიშკარი
გაიღო და გაატარა. გალავნის ქვეშ რომ გავიდა, იგრძნო, როგორ
უცქერდნენ ბიჭები თვალის ცარიელი ბუდეებით.
თავის ლურჯაზე შემჯდარი სერ როდრიკი ბაზრის მოედანზე უც-
დიდა. მის გვერდით ჭაბუკ კლეი კერვინს სტარკების მგელსაზარია-
ნი დროშა ეჭირა. მოედანზე მარტონი იდგნენ, თუმცა თეონი გარშე-
მო სახლების სახურავებზე მშვილდოსნებს ხედავდა. მარჯვნივ შუ-
ბოსნების რაზმი მოჩანდა, მარცხნივ კი – ამხედრებულ რაინდთა
მწკრივი მანდერლების სამკაპიანი კაცთევზას დროშის ქვეშ. ყოველ
მათგანს ჩემი სიკვდილი უნდა. ზოგთან თეონი სვამდა, კამათელს
აგორებდა, გოგოებთანაც კი ურბენია მათთან ერთად, მაგრამ, ხელ-
ში თუ ჩაუვარდებოდა, ეს აღარ უშველიდა. – სერ როდრიკ, – თეონ-
მა აღვირი მოზიდა, – ვწუხვარ, მტრებად რომ შევიყარეთ. – მე მხო-
ლოდ ის მამწუხრებს, რომ მოცდა მიწევს, სანამ ჩამოგახრჩობდე, –
ბებერმა რაინდმა ტალახიან მიწაზე დააფურთხა, – თეონ მოღალა-
ტევ.
– მე პაიკელი გრეიჯოი ვარ, – შეახსენა თეონმა, – ბავშვობაში
მამაჩემის მოცემულ მოსასხამს კრაკენი ეხატა, მგელსაზარა კი არა.
– ათი წელი სტარკებთან იზრდებოდი.
– როგორც მძევალი და ტყვე, სიმართლე ესაა.

1159
– მაშინ ალბათ ლორდ ედარდს დილეგის კედელზე უნდა ჰყო-
ლოდი მიჯაჭვული. ამის ნაცვლად მან საკუთარ ძეებთან ერთად აღ-
გზარდა, იმ ძვირფას ბავშვებთან, შენ რომ დახოცე. მე კი, ჩემდა სა-
მარცხვინოდ, საომარ ხელობაში გწვრთნიდი. ნეტავ, შენთვის იარა-
ღის ხელში მოცემის ნაცვლად მუცელში გამეყარა მახვილი.
– მე მოსალაპარაკებლად გამოვედი და არა შეურაცხყოფის მო-
სათმენად. თქვი, რაც გაქვს სათქმელი, ბერიკაცო. რა გინდა ჩემგან?
– ორი რამ, – მიუგო მოხუცმა, – ვინტერფელი და შენი სიცოც-
ხლე. უბრძანე შენს ხალხს, ჭიშკარი გააღონ და იარაღი დაყარონ.
მათ, ვისაც ბავშვები არ დაუხოცია, შეუძლიათ, წავიდნენ, სადაც უნ-
დათ, მაგრამ შენ მეფე რობის სამსჯავროზე წარდგები. ღმერთებმა
გიწყალონ, ის რომ დაბრუნდება.
– რობი ვეღარასოდეს იხილავს ვინტერფელს, – აღუთქვა თეონ-
მა, – იგი მოათ კაილინზე დამარცხდება, როგორც ეს ყველა სამხრე-
თულ ლაშქარს მოსდიოდა ათი ათასი წლის განმავლობაში. ჩრდი-
ლოეთი ახლა ჩვენია, სერ.
– მხოლოდ სამი ციხესიმაგრეა თქვენი, – მიუგო სერ როდრიკმა,
– და ვაპირებ, ეს ახლავე წაგართვა, მოღალატევ.
თეონმა მისი სიტყვები არად ჩააგდო.
– ჩემი პირობები ასეთია. საღამომდე დროს გაძლევთ, რომ და-
იშალოთ. მათ, ვინც ერთგულებას შეჰფიცავს ბეილონ გრეიჯოის,
როგორც მეფეს, და მე, ვით ვინტერფელის პრინცს, შეუნარჩუნდე-
ბათ მათი უფლებები და საკუთრება და არავითარი ზიანი არ მიად-
გებათ. მათ, ვინც წინ აღგვიდგებიან, დავხოცავთ. ჭაბუკმა კერვინმა
ყურებს არ დაუჯერა.
– შეიშალე, გრეიჯოი?
სერ როდრიკმა თავი გაიქნია.

1160
– არა, ბაქიბუქობს და ესაა. სამწუხაროდ, თეონს თავზე ყოველ-
თვის გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა, – ბერიკაცმა თეონს
თითი მიაშვირა, – ნუ გგონია, შენისთანებთან გასასწორებლად
მჭირდებოდეს, ვუცადო, როდის გამოიკაფავს რობი გზას ბრძოლით
და ყელს როდის გადმოივლის. ორ ათასამდე კაცი მახლავს... და,
თუ მართალია, რასაც ამბობენ, შენ ორმოცდაათზე მეტი არ გყავს.
სინამდვილეში მხოლოდ ჩვიდმეტი მყავს. თეონმა ძალით გაიღიმა.
– მე კაცებზე უკეთესი ვინმე მყავს, – და თავზემოთ მუშტი შემართა
– შავი ლორენი ამ ნიშანს უცდიდა.
ვინტერფელის გალავანი თეონის ზურგსუკან იყო, მაგრამ სერ
როდრიკი პირდაპირ ციხეს უცქერდა და დასანახი ვერ გამოეპარე-
ბოდა. თეონი სახეზე აკვირდებოდა. მას ნიკაპი აუცახცახდა ჯაგარა
თეთრი ბაკენბარდების ქვეშ – თეონმა იცოდა, რასაც ხედავდა ბე-
რიკაცი. არ გაჰკვირვებია, გაიფიქრა სევდით, მაგრამ კი შეეშინდა.
– ეს სილაჩრეა, – წარმოთქვა სერ როდრიკმა, – ბავშვის ასე გა-
მოყენება საზიზღრობაა. – ოჰ, კი ვიცი, – უთხრა თეონმა, – ეს კერძი
მეც მიგემია. თუ დაგავიწყდა? ათი წლის ვიყავი, მამაჩემის სახლს
რომ მომაშორეს ის მეტად რომ აღარ აჯანყებულიყო. – ეს სულ
სხვაა!
თეონს ნაკვთი არ შესტოკებია.
– ჰო, ის ყულფი, მე რომ ჩამომაცვეს, სელის თოკისგან არ იყო
დაგრეხილი, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვგრძნობდი. და მახ-
რჩობდა, სერ როდრიკ, საზარლად მახრჩობდა, – აქამდე ამაზე ბო-
ლომდე არც დაფიქრებულიყო, მაგრამ სიტყვები თავისთავად გაჩ-
ნდნენ და თეონმა დაინახა მათი სიმართლე.
– შენთვის არავის არაფერი დაუშავებია.
– არც ბეთს დაუშავდება რამე, თუ შენ...
სერ როდრიკმა სიტყვა არ დაამთავრებინა.
1161
– გველო! – რაინდს თეთრი ბაკენბარდების ქვეშ სახე რისხვით
აჭარხლებოდა, – მე მოგეცი საშუალება, შენი ხალხი გადაგერჩინა
და სულ უმცირესი ღირსების შენარჩუნებით მაინც მომკვდარიყავი,
მოღალატევ. უნდა მცოდნოდა, რომ უაზროა, ბავშვების მკვლელის-
გან ამდენს მოელოდე, – ხელი ხმლის ვადისკენ გაექცა, – წესით აქ-
ვე უნდა აგკუწო და ბოლო მოვუღო შენს სიცრუეს და მზაკვრობას.
მოწამე არიან ღმერთები, ასე უნდა მექნა.
თეონს ბერიკაცის რისხვა არ აშინებდა, მაგრამ ის ჩასაფრებული
მშვილდოსნები და რაინდების რაზმი სულ სხვა საქმე იყო. ხმლები
თუ გაშიშვლდებოდა, ციხესიმაგრეში ცოცხლად დაბრუნების იმედი
არ უნდა ჰქონოდა.
– ფიცს თუ გადახვალ და მომკლავ, იმასაც იხილავ, როგორ და-
იხრჩობა იმ თოკზე ჩამოკიდებული პატარა ბეთი.
სერ როდრიკს თითების სახსრები გაუთეთრდა, მაგრამ ცოტა
ხანში ხმალს ხელი უშვა.
– მართლაც რომ ზედმეტად გამიგრძელდა სიცოცხლე.
– არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, სერ. მიიღებ ჩემს პირობებს? –
მე ჩემი ვალი მაქვს ლედი კეტლინის და სტარკების გვარის წინაშე.
– და საკუთარი გვარის წინაშე? ბეთი შენი ოჯახის უკანასკნელი წევ-
რია. მოხუცი რაინდი წელში გაიმართა.
– ჩემი ასულის ნაცვლად საკუთარ თავს გთავაზობ. გამოუშვი და
მძევლად მე წამიყვანე. ვინტერფელის კასტელანი პატარა ბავშვზე
უფრო ძვირფასი მძევალია. – ჩემთვის არა, – ქველი საქციელია, ბე-
რიკაცო, მაგრამ ასე სულელიც არ ვარ, – ნაძლევს ჩამოვალ, არც
ლორდი მანდერლისთვის ან ლეობოლდ ტოლჰარტისთვის იქნება
ასე, – შენი უბადრუკი ბებერი ტყავი მათ ნებისმიერ სხვა მეომარზე
უფრო ძვირად როდი უღირთ, – არა, გოგოს დავიტოვებ... და არა-
ფერს დავუშავებ, სანამ ისე მოიქცევი, მე როგორც გიბრძანე. მისი
1162
სიცოცხლე შენს ხელშია. – მიწყალონ ღმერთებმა, თეონ, როგორ
შეგიძლია, ასე მოიქცე? ხომ იცი, რომ უნდა შემოგიტიო, ფიცი მაქვს
დადებული...
– თუ ეს ლაშქარი მზის ჩასვლისას ჯერ კიდევ ჩემი ჭიშკრის წინ
იდგება, ბეთს ჩამოვახრჩობ, – თქვა თეონმა, – გათენებისთანავე
მას შემდეგი მძევალი მოჰყვება, მზის ჩასვლისას – კიდევ შემდეგი.
ყოველი გათენება და დაღამება ვინმეს სიკვდილს მოიტანს, სანამ
აქედან არ წახვალ. მძევლები კი არ მაკლია, – პასუხისთვის არ და-
უცდია, ღიმილა მოატრიალა და უკან, ციხისკენ გაემართა. თავიდან
ნაბიჯით მიდიოდა, მაგრამ ზურგსუკან დარჩენილ მშვილდოსნებზე
ფიქრმა ცხენი ჩორთზე გადააყვანინა. სარებზე დაგებული პაწია თა-
ვები გალავნიდან უცქერდნენ, მათი გატყავებული და კუპრში ამოვ-
ლებული სახეები ახლოვდებოდა და იზრდებოდა; მათ შორის ყულ-
ფგადაცმული პატარა ბეთ კასელი იდგა და ტიროდა. თეონმა ღიმი-
ლას ქუსლები შემოსცხო და გააჭენა, ფლოქვებმა დოლივით გადაი-
გუგუნეს ასაწევ ხიდზე. ეზოში დაქვეითდა და აღვირი ვექსს გაუწო-
და.
– ამან შეიძლება შეაჩეროთ, – უთხრა შავ ლორენს, – მზის ჩას-
ვლისთვის გვეცოდინება. მანამდე გოგო შეიყვანე და სადმე საიმე-
დოდ დაცული გყავდეს, – ტყავის, ფოლადის და შალის ფენების ქვეშ
ტანი ოფლით ჰქონდა გაწებილი, – ჭიქა ღვინო მჭირდება. ან, კიდევ
უკეთესი, მთელი ტიკი ღვინო.
ნედ სტარკის საძინებელში ბუხარი დაენთოთ. თეონი ცეცხლს მი-
უჯდა და თასი ციხის სარდაფებიდან ამოტანილი სქელი წითელი
ღვინით შეივსო. სასმელს მისი გუნებასავით მჟავე გემო ჰქონდა. შე-
მოგვიტევენ, პირქუშად გაიფიქრა ცეცხლს მიჩერებულმა. სერ როდ-
რიკს უყვარს თავისი გოგონა, მაგრამ იგი კასტელანია, და, რაც მთა-
ვარია, რაინდია. თეონი რომ მდგარიყო კისერზე ყულფგადაცმული
1163
და გარეთ დაწყობილ ჯარს ლორდი ბეილონი რომ მოსძღოლოდა,
უეჭველია, საყვირები უკვე შეტევას დასჭექავდნენ. ღმერთებისთვის
მადლობა უნდა შეეწირა, რომ სერ როდრიკი რკინელი არ იყო. მწვა-
ნე მხარის მამაკაცები უფრო სათუთი მასალით იყვნენ ნაგები, თუმ-
ცა ვერ იტყოდა, ახლა საკმარისად სათუთები თუ გამოდგებოდნენ.
თუ არა, თუ ბერიკაცი მაინც ბრძანებდა ციხის შეტევას, ვინტერ-
ფელი დაეცემოდა; თეონს ფუჭი იმედები არ გააჩნდა. მის ჩვიდმეტ
კაცს შეიძლებოდა თავისზე სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი მოწინა-
აღმდეგე დაეხოცა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდებოდნენ.
თეონი ცეცხლს ჩასცქეროდა ღვინის თასის პირის ზემოდან და
ყოველივე ამის – უსამართლობაზე ფიქრობდა.
– მოჩურჩულე ტყეში რობ სტარკის მხარდამხარ ვიბრძოდი, –
ჩაიბუტბუტა თავისთვის. იმ ღამით შიში ჭამა, მაგრამ ასე არ შეშინე-
ბია. სხვა იყო საომრად მეგობრების გვერდით წასვლა და სულ სხვა
– ეულად, ყველასგან მოძულებულის სიკვდილი. გულმოწყალება,
გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.
ღვინომ შვება რომ არ მოჰგვარა, თეონმა ვექსს მშვილდი მოატა-
ნინა და ძველ შიდა ეზოში გავიდა. იქ იდგა, ისარს ისარზე ესროდა
სამიზნეებს, სანამ მხრები არ ასტკივდა და თითები არ დაუსისხლი-
ანდა; სულს მხოლოდ მაშინ ითქვამდა, როცა სამიზნეს გაწონილ ის-
რებს აძრობდა, რათა ისევ დაეცხრილა ისინი. ამ მშვილდით ბრანი
სიკვდილს გადავარჩინე, შეახსენა თავს. ნეტავ კი საკუთარი თავი
გადამარჩენინა. ჭასთან ქალები მოდიოდნენ, მაგრამ დიდხანს არ
ჩერდებოდნენ; გაუგებარია, რას ხედავდნენ მის სახეზე, მაგრამ
უკანმოუხედავად კი გარბოდნენ.
ზურგსუკან დალეწილი კოშკი ედგა, მისი წვერი გვირგვინივით
იყო დაკბილული – უხსოვარ დროს ზედა სართულები ხანძარმა ჩა-

1164
მოაქცია. მზე იხრებოდა, მას მიჰყვებოდა კოშკის ჩრდილიც, თანდა-
თან გრძელდებოდა, თითქოს თეონ გრეიჯოის მოსახელთებლად გა-
მოწვდილი შავი მკლავი იყო. მზე გალავანს რომ მიადგა, თეონი უკ-
ვე ჩრდილში იყო მოქცეული. გოგოს თუ ჩამოვახრჩობ, ჩრდილოე-
ლები მაშინვე შემომიტევენ, გაიფიქრა და ისარი სტყორცნა. თუ არ
ჩამოვკიდებ, გაიგებენ, რომ ფუჭად ვიმუქრები. მორიგი ისარი მო-
არგო ლარს. არ არის საშველი, არა. – შენნაირი ასი მშვილდოსანი
რომ გყოლოდა, იქნებ ციხესიმაგრე შეგენარჩუნებინა კიდევაც, –
მოესმა წყნარი ნათქვამი.
რომ მოტრიალდა, ხელში მაისტერი ლუვინი შერჩა.
– მომშორდი. შენი რჩევებით ყელამდე ვარ სავსე.
– და სიცოცხლით? სიცოცხლე თუ გაქვს საკმარისი, მილორდ
პრინცო? თეონმა მშვილდი ასწია.
– კიდევ რამეს თუ მეტყვი, ამ ისარს გულში გაგიყრი.
– არ იზამ.
თეონმა მშვილდი მოზიდა, ბატის რუხი ფრთა ლოყაზე მიედო.
– გინდა, დავნაძლევდეთ?
– მე შენი ბოლო იმედი ვარ, თეონ.
აღარანაირი იმედი აღარ გამაჩნია, გაიფიქრა თეონმა. მაინც, ნა-
ხევარი გოჯით დაუშვა მშვილდი და თქვა:
– არ გავიქცევი.
– გაქცევას არც გეუბნები. შავი შეიმოსე.
– ღამის ებგური? – თეონმა ნელა გამართა მშვილდი და ისარი
მიწისკენ დახარა. – სერ როდრიკი მთელი სიცოცხლე სტარკების
გვარს ემსახურა, სტარკების გვარი კი ყოველთვის მეგობრობდა ებ-
გურს. უარს არ გეტყვის. გააღე ჭიშკარი, დაყარე იარაღი, მიიღე მისი
პირობა და წესით, მოგცემს შავის შემოსვის უფლებას. ღამის ებგუ-

1165
რის ძმა. ეს ნიშნავდა, რომ არასოდეს ექნებოდა გვირგვინი, არ ეყო-
ლებოდა ცოლი, ძეები... მაგრამ ეს სიცოცხლეს ნიშნავდა, თანაც –
ღირსეულ სიცოცხლეს. ნედ სტარკის ღვიძლმა ძმამ ირჩია ებგურში
მსახურება, და ჯონ სნოუმაც.
შავი ტანსაცმელი ბლომად მექნება, საკმარისია, კრაკენები მო-
ვაშორო და... ცხენიც კი შავი მყავს. ებგურში შეიძლება დიდ წარმა-
ტებას მივაღწიო – აეშაგების მეთაური გავხდე, ან იქნებ ლორდ-მე-
თაურიც კი. ჰქონდეს აშას ის წყეული კუნძულები, ისინიც მაგ გოგო-
სავით ულმობლები არიან. აღმოსავლეთის ებგურში თუ ვიმსახუ-
რებ, შეიძლება, საკუთარი გემიც მყავდეს, კედლის მიღმა კი გადა-
სარევი ნადირობები იმართება ხოლმე. ქალები კი... რომელი ველუ-
რი ქალი არ მოისურვებს, პრინცი ჩაიგოროს ლოგინში? სახეზე ზან-
ტი ღიმილი შეეპარა: შავ მოსასხამს ვეღარაფერში გაცვლი, ვერ
უღალატებ. იქ არავისზე ნაკლები არ ვიქნები... – პრინცო თეონ! –
ანაზდმა ძახილმა ოცნება გაუფანტა. ეზოზე კრომი გადმორბოდა, –
ჩრდილოელები...
თეონს უეცარმა ძრწოლამ დარია ხელი.
– შემოგვიტიეს?
მაისტერმა ლუვინმა მკლავზე წაავლო ხელი.
– ჯერ კიდევ არ არის გვიანი. სამშვიდობო დროშა აღმართე... –
ისინი იბრძვიან, – დაბეჯითებით უთხრა კრომმა, – კიდევ მოვიდნენ
მეომრები, რამდენიმე ასეული, და თავიდან დანარჩენებს შეუერ-
თდნენ. მაგრამ მერე დამხვდურებს თავს დაესხნენ!
– აშაა? – ბოლოს და ბოლოს, მაინც მოვიდა მის საშველად?
მაგრამ კრომმა თავი გაიქნია.
– არა. ჩრდილოელები არიან, გეუბნები. დროშაზე სისხლიანი
კაცი აქვთ. დრედფორტის გატყავებული კაცი. თეონს გაახსენდა,

1166
რომ მყრალა დატყვევებამდე ბოლტონის ბუშს ემსახურებოდა. ძნე-
ლი დასაჯერებელი იყო, რომ ასეთმა საძაგელმა არსებამ შეძლო
ბოლტონების დაყოლიება, მებატონე შეეცვალათ, მაგრამ სხვა რა
უნდა ყოფილიყო?
– მე თვითონ შევხედავ, – თქვა თეონმა.
მაისტერი ლუვინი უკან გაედევნა. ქონგურებს რომ მიაღწიეს, იმ
დროისთვის მკვდარი მეომრები და მომაკვდავი ცხენები უკვე მთელ
ბაზრის მოედანზე იყო მოფენილი. საბრძოლო მწკრივები არ ჩანდა,
დროშები და მოელვარე იარაღი ერთმანეთში იყო არეულ-დარე-
ული. შემოდგომის ცივ ჰაერში კივილი და დაძახილები რეკდა. სერ
როდრიკის ხალხი უფრო სჭარბობდა, მაგრამ დრედფორტელები
უფრო მწყობრად იბრძოდნენ, მათ დამხვდურებს მოულოდნელად
შეუტიეს. თეონი უცქერდა, როგორ ესხმოდნენ, იხევდნენ და ისევ ეს-
ხმოდნენ მოწინააღმდეგეს, მათზე უფრო მრავალრიცხოვან ლაშ-
ქარს სისხლიან ნაკუწებად კაფავდნენ, რამდენჯერაც კი ისინი შეეც-
დებოდნენ, სახლებს შორის დარაზმულიყვნენ. თეონს ესმოდა დასა-
ხიჩრებული ცხენის განწირული კივილი, მის მიღმა კი – მუხის ფა-
რებზე დაცემული რკინის ტაბარების ჯახი. დაინახა, სასტუმრო რომ
იწვოდა.
გვერდში შავი ლორენი ამოუდგა და ერთხანს უხმოდ იდგა. და-
სავლეთისკენ დახრილი დაბალი მზე მინდვრებს და სახლებს მოკია-
ფე წითლად ფერავდა. გალავანს ტკივილის გაწვრილებული, გაუბე-
დავი ხმა გადმოევლო და ცეცხლმოდებული სახლების უკან საომარ-
მა საყვირმა დასძახა. თეონი უყურებდა, დაჭრილი კაცი ძლივძლიო-
ბით რომ მიფორთხავდა მიწაზე, თავის უკან სისხლის გაწებილ
კვალს ტოვებდა და ბაზრის მოედნის შუაში მდგარი ჭისკენ მიიწევ-
და. მანამდე მოკვდა, სანამ წყლამდე მიაღწევდა. ტყავის ქურთუკი

1167
ეცვა და წვეტიანი ზარადი ეხურა, თუმცა არანაირი ნიშანი არ მო-
უჩანდა, რომ გეთქვა, ვის მხარეს იბრძოდა. ლურჯ ბინდში ყვავები
აფარფატდნენ და საღამოს ვარსკვლავებმა იწყეს თვალის გახელა.
– დოთრაკებნ სწამთ, რომ ვარსკვლავები ღირსეულ მკვდართა
სულებია, – თქვა თეონმა. ეს მას მაისტერმა ლუვინმა უთხრა, მრა-
ვალი წლის წინ. – აბა დოთრაკები?
– ცხენთაბატონები, ვიწრო ზღვის გადაღმა რომ ცხოვრობენ.
– აა, ისინი, – ლორენს გაბურძგნილი სახე მოღუშვოდა, – ველუ-
რებს ათასი სისულელე სწამთ.
ღამე რომ ჩაბნელდა და ბოლი გახშირდა, უფრო ძნელი გასარ-
ჩევი გახდა, ქვემოთ რა ხდებოდა, მაგრამ ფოლადის ჩხარი თანდა-
თან მიწყდა და ყვირილისა და საყვირების ხმებს კვნესა და საწყა-
ლობელი მოთქმა ჩაენაცვლა. ბოლოს მოტორტმანე კვამლიდან
ცხენოსნების მწკრივი გამოჩნდა. მათ მუქაბჯრიანი რაინდი მოუძ-
ღოდა. მომრგვალებული მუზარადი ჩამუქებულ წითლად უელვა-
რებდა, მხრებიდან ღია ვარდისფერი მოსასხამი ეშვებოდა. მთავარი
ჭიშკრის წინ აღვირი მოზიდა და მისმა ერთმა მხლებელმა ციხესი-
მაგრეს შესძახა, გაგვიღეთო.
– მტერი ხარ თუ მოყვარე? – დაუღრიალა შავმა ლორენმა.
– განა მტერს ასეთი ძვირფასი საჩუქრები მოაქვს? – წითელმუ-
ზარადიანმა ანიშნა და ჭიშკრის წინ სამი ცხედარი დააგდეს. სახეები
ჩირაღდნით გაუნათეს და გალავანზე მდგომებმა იცნეს ისინი.
– ბებერი კასტელანი, – თქვა შავმა ლორენმა.
– კიდევ, ლეობოლდ ტოლჰარტი და კლეი კერვინი, – ყმაწვილ
ლორდს თვალში ჰქონდა ისარი გაწონილი, სერ როდრიკს კი მარ-
ცხენა მკლავი იდაყვამდე დამოკლებოდა. მაისტერ ლუვინს სასო-
წარკვეთის უსიტყვო ყვირილი აღმოხდა, ქონგურებს ზურგი აქცია,
მუხლებზე დაეცა და გული აერია.
1168
– გასივებულ ღორ მანდერლის ქაფი არ ეყო, თეთრი ნავსადგუ-
რი დაეტოვებინა, თორემ იმასაც აქ მოვათრევდით, – დაიძახა წი-
თელმუზარადიანმა. გადავრჩი, გაიფიქრა თეონმა. მაშ, რატომ იყო
ასე დაცლილი? ეს გამარჯვება იყო, ასე ტკბილი და სასურველი, ხსნა
იყო, რომელსაც ლოცვით ივედრებოდა. მან მაისტერ ლუვინს გადა-
ხედა. რა ცოტა დამაკლდა დანებებამდე, შავის შემოსვამდე...
– გაუღეთ ჭიშკარი მეგობრებს, – იქნებ ამაღამ მაინც დაიძინოს
ისე, რომ სიზმრებმა არ დატანჯონ.
დრედფორტელებმა ხანდაკი გადმოიარეს და შიდა ჭიშკარში შე-
მოვიდნენ. თეონი მაისტერ ლუვინთან და შავ ლორენთან ერთად გა-
ლავნიდან ჩავიდა და მათ ეზოში შეხვდა. აქა-იქ მოჩანდა შუბები, მა-
თი ტარებიდან ღია-წითელი ალმები ეშვებოდა, მაგრამ უფრო მეტს
ტაბარები და ორლესულები ეჭირა, და კიდევ – სანახევროდ დაჩე-
ხილი ფარები.
– რამდენი კაცი დაკარგე? – ჰკითხა თეონმა წითელმუზარადი-
ანს ის ცხენიდან რომ ჩამოხდა.
– ოცი თუ ოცდაათი, – ჩირაღდნის შუქი სამზერი ცხაურის ამო-
ტეხილ მინანქარზე კრთებოდა. მისი მუზარადი და საყელო კაცის სა-
ხის და მხრების მსგავსად გამოეჭედათ, კაცი გატყავებული და გა-
სისხლული იყო, მდუმარე ტანჯვით დაეფჩინა პირი. – სერ როდრიკს
თქვენზე ხუთჯერ მეტი კაცი ჰყავდა.
– ჰო, მაგრამ მეგობრებად ჩაგვთვალა. ხშირი შეცდომაა. ბებერ-
მა ბრიყვმა ხელი რომ გამომიწოდა, მე ნახევარი მკლავი წავაცალე.
მერე სახე ვუჩვენე, – კაცმა ორივე ხელი მუზარადზე წაივლო და მო-
იხადა, მოხრილ მკლავზე დაისვენა. – მყრალა, – წარმოთქვა აფო-
რიაქებულმა თეონმა. სად იშოვა მსახურმა ასეთი დიდებული აბჯა-
რი?
კაცმა გადაიხარხარა.
1169
– ის უბედური მყრალა დიდი ხანია, მოკვდა, – მან თეონისკენ გა-
დადგა ნაბიჯი, – სულ გოგოს ბრალია. ისე შორს რომ არ გაქცეული-
ყო, მყრალას ცხენი არ დაკოჭლდებოდა და ორივე გავასწრებდით.
ქედიდან მხედრები რომ დავინახე, მსახურს ჩემი ცხენი მივეცი. ამა-
სობაში გოგოსგან ჩემი უკვე მიღებული მქონდა, მყრალას კი ერჩივ-
ნა, თავისი მანამ მიეღო, სანამ ჯერ კიდევ თბილები იყვნენ ხოლმე.
მომიწია, გოგოდან გადმომეთრია და ხელში ჩემი ტანსაცმელი მი-
მეჩეჩებინა – ხბოს ტყავის ჩექმები და ხავერდის კამზოლი, ვერ-
ცხლით ქსოვილი ყაწიმი, სიასამურის მოსასხამიც კი მივეცი. დრედ-
ფორტისკენ გასწი-მეთქი, ვუთხარი, მშველელი მოიყვანე. ჩემი ცხე-
ნი წაიყვანე, უფრო სწრაფია, და აი, მამაჩემის ნაჩუქარი ბეჭედიც გა-
იკეთე, რომ დაგიჯერონ, ჩემი შიკრიკი რომ ხარ. კარგად იცოდა,
ჩემთვის კითხვების დასმა რომ არ ღირდა. იმ დროისთვის, ზურგში
ისარი რომ გაურჭვეს, გოგოდან გადმოდენილი სიბინძურე წავით-
ხიპნე და მყრალას კონკები ჩავიცვი. შეიძლებოდა, მაინც ჩამოვეხ-
რჩვე, მაგრამ სხვა გზა მაინც არ მქონდა, – ხელის ზურგით პირი შე-
იწმინდა, – ახლა კი, საყვარელო პრინცო, ქალს შემპირდი, ორას
კაცს თუ მომიყვანო. ჰოდა, მე სამჯერ მეტიც მოგიყვანე, თანაც ჭყინ-
ტი ბიჭები და მიწის მუშები კი არ არიან, თავად მამაჩემის გარნიზონი
მოგაყენე. თეონი მართლაც დაჰპირდა. უკან ვეღარ დაიხევდა. ახლა
გადავუხდი გოგოთი და მერე მაგასაც მოვუვლი.
– ჰარაგ! – დაუძახა, – საძაღლეებში წადი და პალა მოუყვანე...
– ...რემსის, – მსხვილ ტუჩებზე ღიმილი გამოესახა, მაგრამ ის უფე-
რული თვალები სულ არ იღიმებოდნენ, – სნოუო, ასე მეძახდა ცო-
ლი, სანამ თითებს მოიჭამდა, მაგრამ მე ბოლტონი ვარ-მეთქი, ვამ-
ბობ, – ღიმილი სახეზე შეეყინა, – მაშ, ჩემი კეთილი სამსახურის სა-
ნაცვლოდ საძაღლის გოგოს მთავაზობ, ასეა?

1170
თეონს არ მოსწონდა, როგორ ელაპარაკებოდა, არც ის მოსწონ-
და, რა უტიფრად შესცქეროდნენ დრედფორტელები.
– დაპირებული ეგ იყო.
– ძაღლის ქაქის სუნი. იცი, ცუდი სუნები ყელში მაქვს ამოსული.
ის მირჩევნია, შენი. რა ჰქვია? კირა?
– გაგიჟდი? – გაბრაზდა თეონი, – მე შენ...
ბუშის ხელუკუღმა მოქნეული გვერდულად მოხვდა, საფუხრის
ნაწევრებიანმა ფოლადმა ღრჭიალით ჩაამსხვრია ყვრიმალის ძვა-
ლი. სამყარო ტკივილის წითელ გრგვინვაში გაუჩინარდა.
მერე უკვე მიწაზე ეგდო. მუცელზე გადმობრუნდა და გადაყლაპა
სისხლი, პირს რომ უვსებდა. ჭიშკარი დაკეტეთ! ცდილობდა, ეყვი-
რა, მაგრამ გვიანიღა იყო. დრედფორტელებმა წითელი როლფი და
კენედი აჩეხეს, მეტი და მეტი მოედინებოდნენ ჭიშკარში აბჯრებისა
და წამახულის ხმლების ნაკადად. ყურებში რეკდა, გარშემო საშინე-
ლება ტრიალებდა. შავმა ლორენმა ხმალი იშიშვლა, მაგრამ უკვე
ოთხი მტერი ჰყავდა დახვეული. დაინახა, სეფედარბაზისკენ გაქცეუ-
ლი ულფი მუცელში მორტყმულმა არბალეტის ისარმა დასცა. მაის-
ტერი ლუვინი მასთან მიღწევას ცდილობდა, მაგრამ საომარ ცხენზე
შემჯდარმა რაინდმა ბეჭებს შორის შუბი აძგერა, მერე შემობრუნდა
და ცხენდაცხენ გადაუარა. მოსულებიდან ვიღაცამ თავზემოთ ჩი-
რაღდანი დაატრიალა და თავლის ჩალით დახურულ სახურავზე შეს-
ტყორცნა. – ფრეიები ცოცხლად დამიტოვეთ! – ყვიროდა ბუში ცის-
კენ აჭრილი ხანძრის გრგვინვაში, – დანარჩენები კი დაწვით. დაწ-
ვით, ყველაფერი გადაწვით! სულ ბოლოს თეონმა ღიმილა დაინახა,
ცხენი ალმოდებული თავლიდან გამოიჭრა, ფაფარზე ცეცხლი ეკი-
და, ჭიხვინებდა და ყალყზე დგებოდა...

ტირიონი
1171
დაბზარული ქვის ჭერი და სისხლის, ქაქისა და დამწვარი სხე-
ულის სუნები ესიზმრებოდა. ჰაერს მწვავე კვამლი ავსებდა. გარშე-
მო კაცები კვნესოდნენ და ტიროდნენ, დროდადრო კი ტკივილით
დამძიმებული კივილი მსჭვალავდა ჰაერს. განძრევა რომ სცადა, იგ-
რძნო, რომ ქვეშაგებში ჩაესვარა. კვამლი თვალებს უწყლიანებდა.
ვტირი? მამისთვის არ უნდა დაენახვებინა. იგი კასტერლის კლდელი
ლანისტერი იყო. ლომი, ლომი უნდა ვიყო. ლომად ვიცოცხლო, ლო-
მად მოვკვდე. თუმცა ძალიან სტკიოდა. კვნესის ძალაც არ ჰქონდა;
საკუთარ სიბინძურეში მწოლიარემ, თვალები დახუჭა. იქვე ვიღაც
ღმერთებს წყევლიდა მძიმე, გაბმული ხმით. ღვთის საგმობ სიტ-
ყვებს უსმენდა და ვერ გაეგო, კვდებოდა თუ არა. ცოტა ხანში ოთახი
გაუჩინარდა. ქალაქის გარეთ აღმოჩნდა, ფერებისგან დაცლილ
სამყაროში მიაბიჯებდა. რუხ ცაში ყორნები კამარას კრავდნენ ფარ-
თო შავი ფრთებით, ლეშიჭამია ყვავები კი ქარაშოტად წამოიშლე-
ბოდნენ ხოლმე ალაფიდან, სადაც კი მიმავალი ფეხს დგამდა. შავ
ხრწნილებაში თეთრი მატლები დაფუთფუთებდნენ. მგლები რუხები
იყვნენ, რუხები იყვნენ მდუმარე დებიც; დაცემულებს ერთად აც-
ლიდნენ სამოსს თუ ხორცს. სატურნირე ველი გვამებით იყო მოფე-
ნილი. მზე გავარვარებულ ვერცხლის მონეტად მოჩანდა, ულმობ-
ლად დაჰკაშკაშებდა რუხ მდინარეს, რომელიც სწრაფ ჩქერად ევ-
ლებოდა დაძირული გემების ჩონჩხებს. სამგლოვიარო კოცონები-
დან კვამლის სვეტები და თეთრად გავარვარებული ნაცარი იბუქე-
ბოდა. ჩემი ნაქნარია, გაიფიქრა ტირიონ ლანისტერმა. ისინი ჩემი
ბრძანებით დაიხოცნენ.
თავდაპირველად მთელი სამყარო მდუმარე იყო, მაგრამ ცოტა
ხნის მერე მის ყურს მკვდრების წყნარი, საზარელი ხმები მისწვდა.
ისინი მოთქვამდნენ და გოდებდნენ, ივედრებოდნენ, მათ ტკივილს
1172
ბოლო მოღებოდა, ყვირილით ითხოვდნენ შველას და დედებს უხ-
მობდნენ. ტირიონს დედა არასოდეს სცნობია. შაი ენატრებოდა, მაგ-
რამ ის აქ არ იყო. რუხ ჩრდილებს შორის დაბორიალებდა და ცდი-
ლობდა, გაეხსენებინა... მდუმარე დები მკვდრებს აბჯრებს და ტან-
საცმელს ხდიდნენ. დახოცილების იალმაგებიდან ყველა კაშკაშა
ფერი ამოშანთულიყო, ისინი გაცრეცილი თეთრითა და რუხით იყ-
ვნენ შემოსილი, სისხლი კი შავი და შემხმარი მოჩანდა. ტირიონი
უცქერდა, როგორ სწევდნენ შიშველ ცხედრებს ხელებითა და ფეხე-
ბით, ქანაობ-ქანაობით მიჰქონდათ კოცონებისკენ და უკვე ცეცხლში
ჩაყრილებს უერთებდნენ. ფოლადს და ქსოვილებს ყრიდნენ თეთრი
ხის ურემში, რომელსაც ორი მაღალი შავი ცხენი ეზიდებოდა.
რამდენია დახოცილი, რა ძალიან ბევრია დახოცილი. გვამები
დუნედ ეკიდა ერთმანეთზე, სახეები მობოშებული, დაძაგრული ან
გაბერილი უჩანდათ, ძნელად საცნობი, ლამის არაადამიანური. ტან-
საცმელები, რომლებსაც დები ხდიდნენ, შავი გულებით, რუხი ლო-
მებით, დამჭკნარი ყვავილებით, აჩრდილივით უფერული ირმებით
იყო მორთული. აბჯრები ამოტეხილი და დაჩეხილი იყო, ჯაჭვის პე-
რანგები – დაგლეჯილი, დამწყდარი, დასერილი. რისთვის დავხოცე
ესენი? ოდესღაც იცოდა ამ კითხვის პასუხი, მაგრამ ახლა რატომღაც
დავიწყებოდა.
უნდოდა, ეს რომელიმე მდუმარე დისთვის ეკითხა, მაგრამ, ლა-
პარაკი რომ დააპირა, აღმოაჩინა, რომ პირი არ ჰქონდა. კბილებზე
გლუვი, უნაპრალო კანი გადაჰკვროდა. ამ აღმოჩენამ თავზარი დას-
ცა. უპიროდ როგორღა იცოცხლებდა? გაიქცა. ქალაქი შორს არ
იყო. გალავნის შიგნით უსაფრთხოდ იქნებოდა, ამ მკვდრებს მოს-
ცილდებოდა. მისი ადგილი მკვდრებს შორის არ იყო. პირი არ ჰქონ-
და, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი ეთქმოდა. კაცი კი არა, ლომი,
ლომი, თანაც ცოცხალი. მაგრამ, ქალაქის გალავანს რომ მიაღწია,
1173
ჭიშკარი ჩარაზული დახვდა.
ისევ რომ გამოფხიზლდა, ბნელოდა. თავიდან ვერაფერს ხედავ-
და, მაგრამ ცოტა ხანში საწოლის ბუნდოვანი მონახაზების გარჩევა
შეძლო. ფარდები ჩამოშვებული იყო, მაგრამ ხედავდა მოჩუქურ-
თმებულ სვეტებს და თავზემოთ ჩამოზნექილ ხავერდის ჩარდახს.
ტანით თივთიკის ნაალის დამყოლი სირბილე იგრძნო, თავქვეშაც
ბატის ღინღლის ბალიში ჰქონდა ამოდებული. ჩემი საწოლი, ჩემს
საკუთარ საწოლში ვწევარ, ჩემს საძინებელში.
ფარდებს შიგნით, ზემოდან დაყრილი ქურქებისა და საბნების
ქვეშ თბილოდა. ტირიონი ოფლად იღვრებოდა. მაციებს, გაიფიქრა
ბუნდოვნად. ძალიან სუსტად იყო, თავის წამოწევა რომ სცადა, ტკი-
ვილი ეძგერა. განძრევა აღარც უცდია. თითქოს უზარმაზარი, საწო-
ლისხელა თავი ება, მის სიმძიმეს ბალიშიდან ვერაფრით დაძრავდა.
ტანს კი ლამის საერთოდ ვერ გრძნობდა. აქ როგორ მოვხვდი? ცდი-
ლობდა, გაეხსენებინა. გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოუტივტივ-
და ომის სურათები. მდინარისპირა ბრძოლა; რაინდი, რკინისხელ-
თათმნიან ხელს რომ უწვდიდა; გემების ხიდი... სერ მანდონი. დაინა-
ხა უსიცოცხლო ცარიელი თვალები, გამოწვდილი ხელი, აბჯრის
თეთრ ჭიქურზე არეკლილი მწვანე ცეცხლი. ცივ ნიაღვრად გადაევ-
ლო შიში. იგრძნო, ზეწრებზე როგორ გაეცალა საშარდე ბუშტი. პირი
რომ ჰქონოდა, დაიყვირებდა. არა, ეს ხომ მესიზმრა, გაიფიქრა; თა-
ვი უგუგუნებდა. მიშველეთ, მიშველეთ ვინმემ. ჯეიმი, შაი, დედა, ვინ-
მე... ტიშა...
არავის გაუგონია. არავინ მოსულა. ეული, წყვდიადში დარჩენი-
ლი ისევ შარდის სუნით გაჟღენთილ ბურანში ჩაიძირა. დაესიზმრა,
რომ საწოლს მისი და დასდგომოდა, გვერდით კი წარბშეკრული
ლორდი-მამა ედგა. ალბათ სიზმარი იყო, რადგან ლორდი ტაივინი

1174
ათასობით ლიგის იქით იმყოფებოდა, რობ სტარკს ებრძოდა დასავ-
ლეთში. მათ გარდა სხვებიც მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ვარისმა
დახედა და ამოიოხრა, მაგრამ ნეკამ დამცინავად გაიხუმრა. წყე-
ულო მოღალატე ნაბიჭვარო, ბრაზით გაიფიქრა ტირიონმა, ჩვენ
მწარე ხიდთან გაგგზავნეთ, შენ კი უკან აღარ დაბრუნდი. ზოგჯერ ეს-
მოდა, ისინი ერთმანეთს რომ ესაუბრებოდნენ, მაგრამ სიტყვების
მნიშვნელობას ვერ იგებდა. მათი სიტყვები ყურებში მოგუდული
კრაზანების ბზუილივით უზუზუნებდა, თითქოს სქელი თექის მიღმი-
დან ჩაესმოდა. უნდოდა ეკითხა, ომი მოიგეს თუ არა. ალბათ მოვი-
გეთ, თორემ ახლა სადმე სარზე დაგებული თავი ვიქნებოდი. რაკი
ცოცხალი ვარ, მაშასადამე, გავიმარჯვეთ. არც კი იცოდა, რა უფრო
გაუხარდა: გამარჯვება თუ ის ამბავი, ამის მიხვედრა რომ შეძლო.
ნელა, მაგრამ განსჯის უნარი უბრუნდებოდა. ეს კარგია. განსჯის
უნარის გარდა არც არაფერი გააჩნდა.
ისევ რომ გამოფხიზლდა, ფარდები გადაწეული იყო, თავს პოდ-
რიკ პეინი ადგა და ხელში სანთელი ეჭირა. რომ დაინახა, ტირიონმა
თვალები გაახილაო, გაიქცა. არა, ნუ წახვალ, მიშველე, მიშველე,
ლამობდა დაეძახა, მაგრამ მხოლოდ მოგუდული კვნესა დასცდა. მე
ხომ პირი არ მაქვს. ხელი ფათურით ასწია სახისკენ, ყოველი მოძ-
რაობა ტკივილს ჰგვრიდა. იქ, სადაც ხორცი, ტუჩები, კბილები უნდა
მოესინჯა, მის თითებს მტკიცე ქსოვილი დახვდა. ტილო. სახის ქვედა
ნაწილი მჭიდროდ ჰქონდა შებანდული, გამაგრებული დოლბანდის
ნიღაბი ედო და შიგ სასუნთქად და საჭმლის მისაღებად ხვრელები
იყო დატანებული.
ცოტა ხანში პოდი დაბრუნდა. ამჯერად მას უცხო კაცი ახლდა –
ჯაჭვიანი და ანაფორიანი მაისტერი.
– მილორდ, უძრავად უნდა იწვე, – წაილუღლუღა კაცმა, – მძი-

1175
მედ ხარ დაჭრილი. რომ გაინძრე, თავს დაიზიანებ. გწყურია? – ტი-
რიონმა შეძლო, ძლივძლიობით თავი დაექნია. მაისტერმა პირთან
დატოვებულ ხვრელში სპილენძის მოღუნული ძაბრი ჩაუდგა და
ყელში ნელ-ნელა ჩააწანწკარა სითხე. ტირიონმა გადაყლაპა, გემო
არც უგრძნია. გვიანღა მიხვდა, რომ ეს ყაყაჩოს რძე იყო. მაისტერმა
ძაბრი რომ მოაცილა, უკვე ისევ ბურანში იძირებოდა. ამჯერად ესიზ-
მრა, რომ ნადიმად იჯდა, რომელიღაც სეფედარბაზში გაშლილ გა-
მარჯვების ლხინზე. შემაღლებულზე საკარცხულში დაბრძანებული-
ყო, მამაკაცები თასებს სწევდნენ და, როგორც გმირს, ისე ადღეგ-
რძელებდნენ. იქ იჯდა მარილიონიც, ის მგოსანი, მათთან ერთად
რომ გადაიარა მთვარის მთები. თავის ხის ქნარს აჟღერებდა და ჭინ-
კას საგმირო საქმეებს უმღეროდა. მამამისიც კი მოწონებით უღიმო-
და. სიმღერა რომ გასრულდა, ჯეიმი სკამიდან წამოდგა, ტირიონს
უბრძანა, დაეჩოქა, თავისი ოქროს ხმლით შეეხო ჯერ ერთ მხარზე,
მერე მეორეზე, და ტირიონი რაინდად წამოდგა ფეხზე. იქვე შაი იდ-
გა, იგი წამომდგარს მოეხვია, მერე კი ხელი ჩაჰკიდა, იცინოდა და
ეხუმრებოდა, ჩემო გოლიათო ლანისტეროო, ეძახდა. ცივი, ცარიე-
ლი ოთახის წყვდიადში გაეღვიძა. ფარდები ისევ ჩამოშვებული იყო.
რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც უკუღმართად ხდებოდა, თუმცა ვერ
იტყოდა, რა. ისევ მარტო იყო. საბნები გადაიძრო და წამოჯდომა
სცადა, მაგრამ ტკივილმა ისე შემოუტია, მცდელობას თავი დაანება.
სულს ძლივს ითქვამდა. ახლა სახე მისი უბედურების მცირე ნაწილი-
ღა იყო, მარჯვენა გვერდი ერთ დიდ გვემად ჰქცეოდა და, რამდენჯე-
რაც კი მკლავის აწევას ეცდებოდა, მკერდში ტკივილი უვლიდა. რა
დამემართა? ომიც კი სიზმრად ეჩვენებოდა, მის გახსენებას რომ
ცდილობდა. უფრო მძიმედ დავიჭერი, ვიდრე მგონია. სერ მანდო-
ნი...
მოგონებამ შიში მოჰგვარა, მაგრამ ტირიონმა თავს აიძულა,
1176
ჩაჰბღაუჭებოდა მას, გონებით გადაეჩხრიკა, დაჰკვირვებოდა. ჩემს
მოკვლას ცდილობდა, უეჭველია. ეს ნამდვილად არ დასიზმრებია.
ორად გამჩეხავდა, პოდს რომ არ... პოდი, სად არის პოდი?
კბილები გააღრჭიალა, საწოლის ფარდებს ჩაეჭიდა და მოქაჩა.
ფარდები ჩარჩოს დაბლა ჩამოიშალა, სანახევროდ ჭილს, სანახევ-
როდ მას დაეფინა. ამ მცირე ძალდატანებამაც კი თავბრუ დაახვია.
გარშემო დაუტრიალდა ოთახი, მისი შიშველი კედლები და ბნელი
ჩრდილები, მისი ერთადერთი ვიწრო ფანჯარა. დაინახა თავისი
სკივრი, თავისი ტანსაცმლის არეული გროვა, გაპოხილი აღჭურვი-
ლობა. ეს ჩემი საძინებელი არააო, მიხვდა. მარჯვენის კოშკიც კი
არაა. ვიღაცამ იქიდან გადმოიყვანა. ბრაზის ყვირილი მოგუდულ
გმინვადღა დასცდა. მოსაკვდომად გადმომიყვანეს აქო, გაიფიქრა,
ფაფხურს შეეშვა და ისევ დახუჭა თვალები. ოთახი ნესტიანი და ცივი
იყო, თავად კი ცეცხლი ეკიდა.
უფრო საამო ადგილი დაესიზმრა: დაისის ზღვის პირას მდგარი
პატარა, მყუდრო ქოხი. ქოხს მობრეცილი და დახეთქილი კედლები
ჰქონდა, იატაკი კი დატკეპნილი მიწისა იყო, მაგრამ იქ ყოველთვის
სთბილოდა, მაშინაც კი, ცეცხლი რომ ჩაუქრებოდათ. გაახსენდა,
გოგო ამის გამო სულ დასცინოდა. არასოდეს მომსვლია აზრად,
ცეცხლისთვის შემეკეთებინა, ამას მუდამ მსახურები აკეთებდნენ.
„ჩვენ მსახურები არ გვყავს“, მახსენებდა გოგო, მე კი ვეტყოდი: „მე
გყავარ, მე ვარ შენი მსახური“, ის კი მომიგებდა: „ზარმაცი მსახური
ხარ. კასტერლის კლდეზე ზარმაც მსახურებს რას უშვრებიან, მი-
ლორდ?“ ეს კი პასუხობდა: „კოცნიან“. ამაზე გოგო ყოველთვის კის-
კისებდა. „არაფერსაც არ კოცნიან. დაგენაძლავები, სცემენ“, ასე ეტ-
ყოდა ხოლმე, მაგრამ ტირიონი დაიჟინებდა: „არა, კოცნიან, აი,
ასე“, და უჩვენებდა, როგორ. „ჯერ თითებს დაუკოცნიან, სათითაოდ,

1177
მერე მაჯებს, დიახაც, მერე კი – მკლავის მოსახრელებში, მერე საყ-
ვარელ ყურებს უკოცნიან, ჩვენს ყველა მსახურს საყვარელი ყურები
აქვს. ნუ იცინი! მერე უკოცნიან ლოყებს, მერე ცხვირებს აპრეხილ
წვერებზე, აი, ასე, მერე უკოცნიან ტკბილ შუბლებს, თმებს, ტუჩებს,
მერე... მმმ... პირებს... ჰოდა...“ საათობით კოცნიდნენ ერთმანეთს
და მთელ დღეებს ლოგინში კოტრიალში გალევდნენ, ტალღებს უს-
მენდნენ და ერთმანეთს ეხებოდნენ. გოგოს ტანი მისთვის საოცრება
იყო, და გოგოსაც თითქოს მოსწონდა მასთან. ზოგჯერ უმღეროდა
ხოლმე. გოგონა მიყვარდა, მშვენი, ვით ზაფხული, მზის სხივი უკ-
რთოდა თმაში. „მიყვარხარ, ტირიონ“, უჩურჩულებდა გოგო, სანამ
ჩაეძინებოდათ ხოლმე, „შენი ტუჩები მიყვარს. შენი ხმა მიყვარს, ის
სიტყვები, რომლებსაც მეუბნები, და შენი ალერსი. შენი სახე მიყ-
ვარს“. „ჩემი სახე?“ „ჰო, ჰო. შენი ხელები მიყვარს, და მომწონს, რო-
ცა მეხები. შენი ასო მიყვარს, მომწონს, ჩემში რომ არის“. „იმასაც
უყვარხარ, მილედი“. „შენი სახელის წარმოთქმა მიყვარს. ტირიონ
ლანისტერი. ჩემს სახელს უხდება. ლანისტერი კი არა, პირველი ნა-
წილი. ტირიონი და ტიშა. ტიშა და ტირიონი. ტირიონი. მილორდ ტი-
რიონ...“
ტყუილია, გაიფიქრა მან. ყველაფერი თვალთმაქცობაა, ყველა-
ფერი ოქროს ხათრით მოხდა. კახპა იყო, ჯეიმის კახპა, ჯეიმის საჩუ-
ქარი, ჩემი ცრუ ქალბატონი. მისი სახე გამკრთალდა, ცრემლების
საბურველის მიღმა გაუჩინარდა, მაგრამ მისი გაქრობის მერეც ჩა-
ესმოდა გოგონას სუსტი, შორეული ხმა, სახელით რომ მოუხმობდა.
მილორდ, გესმის ჩემი? მილორდ? ტირიონ? მილორდ, მილორდ?
ყაყაჩოთი მოგვრილი ბურანიდან მისკენ დახრილი ფაფუკი ვარ-
დისფერი სახე დაინახა. ისევ ნესტიან ოთახში იყო დაბრუნებული,
ფარდებჩამოგლეჯილ საწოლში იწვა, სახეც სხვა იყო, მისი გოგოს

1178
სახეს არ ჰგავდა: მრგვალი, წვერშემოყოლებული. – გწყურია, მი-
ლორდ? აგერ მაქვს რძე, კარგი რძე. ნუ ბორგავ, ნუ. არ გაინძრე,
წყნარად უნდა იწვე, – ცალ ფუმფულა, ვარდისფერ ხელში სპილენ-
ძის ძაბრი ეკავა, მეორეში – მათარა.
კაცი მისკენ რომ დაიხარა, ტირიონმა მრავალგვარი ლითონის
ჯაჭვის ქვეშ გამოსდო თითები, ჩაეჭიდა, მოქაჩა. მაისტერმა მათარა
გააგდო და ყაყაჩოს რძე საბნებზე დააქცია. ტირიონმა ხელი შემო-
ატრიალა და იგრძნო, რგოლები კაცს სქელ კისერში რომ ჩაეჭირა.
– აღარ, – ისე ხრინწიანად ამოიჩხავლა, დარწმუნებით ვერც იტ-
ყოდა, რამე თქვა თუ არა. მაგრამ ალბათ თქვა, რადგან მაისტერმა
პასუხი ამოახველა: – გამიშვი, გთხოვ, მილორდ... ეს რძე საჭიროა,
ტკივილის... ჯაჭვი, ნუ მიჭერ, გამიშვი, ნუ...
ვარდისფერი სახე უკვე წითლად იწყებდა აღაჟღაჟებას; როდე-
საც ტირიონმა ხელი უშვა, მაისტერი უკან მიაწყდა და ჰაერის ყლაპ-
ვას მოჰყვა; გაწითლებულ კისერზე, იქ, სადაც რგოლები ჩაეჭირა,
თეთრად ემჩნეოდა ღრმა ნაჭდევები. თვალებიც გასთეთრებოდა.
ტირიონმა ხელი ასწია და გამაგრებულ ნიღაბზე ჩამოისვა, თითქოს
იგლეჯდა. ისევ. ისევ.
– შენ... სახვევის მოხსნა გინდა, ჰო? – წარმოთქვა ბოლოს მაის-
ტერმა, – მაგრამ მე ვერ... ეს იქნება... ჭკვიანური არ იქნება, მი-
ლორდ. შენ ჯერ არ გამოკეთებულხარ, დედოფალი...
დის ხსენებაზე ტირიონმა დაიღრინა. მაშ, შენც მისი კაცი ხარ? მა-
ისტერს თითი მიაშვირა, მერე ხელი მუშტად შეკრა. მოგსპობ, და-
გახრჩობ, თუ არ იზამ, რაც გიბრძანე. საბედნიეროდ, მან ყველაფე-
რი კარგად გაიგო.
– მე... მე კი ვიზამ, რასაც მილორდი მიბრძანებს, რასაკვირვე-
ლია, მაგრამ... ეს ჭკვიანური არ იქნება, ჭრილობები...
– ქენი, – ამჯერად უფრო ხმამაღლა გამოუვიდა.
1179
კაცმა თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთში შე-
მობრუნდა, ხელში წვრილი და გრძელი, დაკბილულპირიანი დანა,
წყლიანი ტაშტი, რბილი ქსოვილების ბღუჯა და რამდენიმე წამლის
შუშა ეჭირა. ამასობაში ტირიონმა მოახერხა, რამდენიმე გოჯით
უკან გაცოცებულიყო, და ახლა სანახევროდ წამომჯდარი მიჰყუდე-
ბოდა ბალიშს. მაისტერმა უთხრა, გაუნძრევლად წოლილიყო, და
ნიკაპთან დანის წვერი ნიღბის ქვეშ შეუცურა. ახლა ხელი რომ აუც-
დეს, სერსეი სამუდამოდ მომიშორებდა თავიდანო, გაიფიქრა ტირი-
ონმა. გრძნობდა, როგორ ხერხავდა დანა გახევებულ ტილოს მისი
ყელიდან ორიოდე გოჯის მოშორებით.
საბედნიეროდ, ეს ვარდისფერი კაცი არ ჰგავდა მისი დის სხვა,
უფრო გაბედულ მსახურებს. ცოტა ხნის მერე ტირიონს ლოყებზე
გრილი ჰაერი მიელამუნა. ამანაც ტკივილი მოჰგვარა, მაგრამ შე-
ეცადა, არაფრად ჩაეგდო იგი. მაისტერმა მოაშორა სახვევები, წამ-
ლით რომ იყო გახევებული.
– ახლა არ გაინძრე, ჭრილობა უნდა მოგბანო.
ნაზად ეხებოდა, წყალი თბილი, დამაამებელი იყო. ჭრილობა,
გაიფიქრა ტირიონმა და გაახსენდა ფოლადის უეცარი გაელვება,
ზუსტად თვალებთან რომ ჩაუარა. – ეს ალბათ ცოტათი დაგწვავს, –
გააფრთხილა მაისტერმა და ქსოვილი ჩააწო ღვინოში, შიგ ჩაფ-
შხვნილი ბალახების სუნი რომ უდიოდა. მისი შეხება წვაზე უარესი
იყო. ტირიონს სახეზე ცეცხლის შოლტი გადაეჭირა და ცხვირში გა-
ვარვარებული შამფური დაუტრიალდა. თითებით ლოგინი მოფხოჭ-
ნა და ჰაერი შეისრუტა, მაგრამ როგორღაც მოახერხა, არ ეყვირა.
მაისტერი ბებერი ქათამივით აკაკანდა. – აჯობებდა, ნიღაბი დაგვე-
ტოვებინა, სანამ ჭრილობა შეხორცდებოდა, მილორდ. მაგრამ მო-
სუფთავებული კი არის, კარგია, კარგი. როდესაც იმ სარდაფში გი-

1180
პოვეთ, მკვდრებსა და მომაკვდავებს შორის, ჭრილობები სულ და-
ჩირქებული გქონდა. ერთი ნეკნი გატეხილი გქონდა, უეჭველია,
გრძნობ: იქნებ ლახტი მოგხვდა ან დაეცი, ახლა ძნელი სათქმელია.
მკლავში, მხართან ისარი გქონდა მოხვედრილი. ლპობის ნიშნები
ეტყობოდა და ერთხანს ვშიშობდი, რომ მკლავს დაკარგავდი, მაგ-
რამ ჩვენ მას მოდუღებული ღვინით და მატლებით ვუწამლეთ და ახ-
ლა, საბედნიეროდ, სუფთად ხორცდება. – სახელი, – ამოთქვა ტი-
რიონმა, – სახელი.
მაისტერმა თვალები დაახამხამა.
– ტირიონ ლანისტერი ხარ, მილორდ. დედოფლის ძმა. გახსოვს
ომი? თავში მიღებული ჭრილობის გამო ზოგჯერ...
– შენი სახელი, – ყელი ჩახლეჩილი ჰქონდა, ენას კი სიტყვების
გამოთქმა დავიწყებოდა. – მე მაისტერი ბალაბარი ვარ.
– ბალაბარი, – გაიმეორა ტირიონმა, – მომიტანე. სარკე.
– მილორდ, – უთხრა მაისტერმა, – არ გირჩევდი... ეს შეიძლება
არ იყოს ჭკვიანური... შენი ჭრილობა...
– მომიტანე. – უნდა ელაპარაკა, სხვა გზა არ იყო. ტუჩები გახე-
ვებული ჰქონდა და სტკიოდა, თითქოს დარტყმისგან გახეთქვოდა,
– და დასალევი. ღვინო. ყაყაჩო არა. წამოჭარხლებული მაისტერი
ადგა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. უკან დაბრუნებულმა თეთრი
ამბერული ღვინით სავსე სურა და მოკაზმულ ოქროს ჩარჩოში ჩას-
მული მოვერცხლილი სარკე მოიტანა. საწოლის კიდეზე ჩამომ-
ჯდარმა სანახევროდ შეავსო ჭიქა და ტირიონს დასიებულ ტუჩებთან
მიუტანა. სითხე გრილად ჩაეღვარა ყელში, თუმცა მის გემოს ვერც
გრძნობდა.
– კიდევ, – წარმოთქვა, ჭიქა რომ დაცალა. მაისტერმა ბალაბარ-
მა ისევ დაუსხა. მეორე ჭიქის გამოცლის მერე ტირიონ ლანისტერს
მხნეობა ეყო, საკუთარი სახისთვის შეეხედა. სარკე გადმოაბრუნა
1181
და ჩაიხედა. ვერ გადაეწყვიტა, ეცინა თუ ეტირა. ჭრილობა გრძელი
და მრუდე იყო, ზუსტად მარცხენა თვალის ქვეშ ეწყებოდა და მარ-
ჯვენა ყბაზე უმთავრდებოდა. ცხვირის სამი მეოთხედი და ტუჩის ნა-
წილი წათლილი ჰქონდა. ვიღაცას გაგლეჯილი ხორცი ძარღვის ძა-
ფებით გაეკერა და შიშველი, წითელი, ნახევრად შეხორცებული
ხორცის ნაწიბურს ჯერაც ზედ ედო უხეში ნაკერები.
– ლამაზია, – დაიხავლა და სარკე მიაგდო.
ახლა კი გაახსენდა. გემების ხიდი, სერ მანდონ მური, ხელი, მისი
სახისკენ გამოქნეული ხმალი. უკან რომ არ გადავწეულიყავი, ის
მოქნევა თავის კორტოხს წამაცლიდა. ჯეიმი ამბობდა, რომ სერ მან-
დონ მური მეფის ქეშიკებს შორის ყველაზე სახიფათო იყო, რადგან
მისი უსიცოცხლო, ცარიელი თვალები არასოდეს ამხელდა, რა
ჰქონდა გუნებაში. მე არც ერთ მათგანს არ მივენდობოდი. ტირიონ-
მა იცოდა, რომ სერ მერინი და სერ ბოროსი მისი დის მსახურები იყ-
ვნენ, და მერე – სერ ოსმუნდიც, მაგრამ თავს ნება მისცა, დაეჯერე-
ბინა, რომ დანარჩენებს სრულად არ დაეკარგათ ღირსება. სერსეიმ
ალბათ გადაუხადა, რათა მას ეზრუნა, ომიდან რომ არ დავბრუნებუ-
ლიყავი. აბა სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? სერ მანდონისთვის
არაფერი დამიშავებია, მე ასე ვიცი. ტირიონმა სახე მოისინჯა, ამო-
ბურცულ ხორცს მოუქნელი, სქელი თითები მოავლო. ესეც ჩემი
ძვირფასი დის საჩუქარი.
მაისტერი საწოლის გვერდით იდგა და ასაფრენად გამზადებულ
ბატს ჰგავდა. – მილორდ, აქ ალბათ, ალბათ ნაიარევი გექნება...
– ალბათ? – გაცინება ტკივილად ეძგერა. ნაიარევი ნამდვილად
დამრჩება. ალბათ უახლოეს ხანში არც ახალი ცხვირი ამოუვიდოდა.
არა, საცქერად დიდად სასურველი სახე არც არასოდეს ჰქონია, –
აწი მეცოდინება, ტაბარით აღარ ვითამაშო, – გაღიმება სახეს უჭი-
მავდა, – სად ვართ? ეს რა ადგილია? – ლაპარაკი სტკენდა, მაგრამ
1182
მდუმარედ ისედაც დიდი ხანი გაეტარებინა.
– აჰ, მეაგორის სიმაგრეში ხარ, მილორდ. ეს ოთახი დედოფლის
სამეჯლისო დარბაზის თავზეა. მის მოწყალება დედოფალს სურდა,
ახლოს ჰყოლოდი, რათა თავად შესძლებოდა შენზე ზრუნვა.
ენდომებოდა, ეჭვი არაა.
– დამაბრუნე, – უბრძანა ტირიონმა, – ჩემს საწოლში. ჩემს ოთა-
ხებში, – სადაც გარშემო ჩემი ხალხი მეყოლება, და ჩემი საკუთარი
მაისტერი, თუ ვიპოვი ისეთს, რომლის ნდობაც შემეძლება.
– შენს საწოლში... მილორდ, ეს შეუძლებელია. შენს ყოფილ
ოთახებში მეფის მარჯვენა შესახლდა.
– მე ვარ. მეფის მარჯვენა, – ლაპარაკი ძალას აცლიდა, გაგონი-
ლი აშფოთებდა. მაისტერი ბალაბარი შეცბუნებული ჩანდა.
– არა, მილორდ, მე... შენ ხომ დაიჭერი, ლამის სასიკვდილოდ.
ეგ ვალი ახლა შენმა ლორდმა-მამამ იკისრა. ლორდი ტაივინი...
– აქაა?
– ბრძოლის ღამის მერე, ჰო. ჩვენ ყველა ლორდმა ტაივინმა გა-
დაგვარჩინა. მდაბიორები ამბობენ, მეფე რენლის მოჩვენებამ გვიხ-
სნაო, მაგრამ უფრო ბრძენი ხალხი ეგრე არ თვლის. გადამრჩენლე-
ბი შენი მამა და ლორდი ტაირელი იყვნენ, კიდევ – ყვავილების რა-
ინდი და ნეკა. მათ დანაცრული მხარე გადმოიარეს და უზურპატორს
ზურგიდან დაესხნენ თავს. დიდი გამარჯვება იყო, ახლა კი ლორდი
ტაივინი დაბრძანდა მარჯვენის კოშკში, რათა მის მოწყალებას სა-
ხელმწიფოს მოწყობაში დაეხმაროს, მადლობა ღმერთებს.
– მადლობა ღმერთებს, – ყრუდ გაეპასუხა ტირიონი. მისი წყე-
ული მამა და წყეული ნეკა და რენლის აჩრდილი? – მომიყვანე... –
ვინ მომიყვანოს? ამ ვარდისფერ ბალაბარს შაის მოყვანას ვერ და-
ავალებდა. ვისთან გაეგზავნა, ვის შეეძლო, მინდობოდა? ვარისს?

1183
ბრონს? სერ ჯესლინს?... – ჩემი საჭურველთმტვირთველი, – დაას-
რულა ბოლოს, – პოდი. პეინი. – გემების ხიდზე პოდი მახლდა, ამ
ბიჭმა სიკვდილს გადამარჩინა. – ბიჭი? უცნაური ბიჭი?
– უცნაური ბიჭი. პოდრიკი. პეინი. შენ წადი. ის გამოუშვი.
– როგორც ინებებ, მილორდ, – მაისტერმა ბალაბარმა თავი და-
უკანტურა და ოთახიდან გაეჩქარა. ტირიონი ელოდა და გრძნობდა,
როგორ ელეოდა ძალა. ნეტავ, რამდენი ხანი გავატარე აქ მძინარე-
მო, გაიფიქრა. სერსეი სიამოვნებით დამაძინებდა სამუდამოდ, მაგ-
რამ მე არც ისე დამყოლი ვიქნები.
პოდრიკ პეინი საძინებელში წრუწუნასავით დამფრთხალი შე-
მოიპარა. – მილორდ? – ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს. ნეტავ,
როგორ შეიძლება, ომში ასე მამაცი ბიჭი ასე ფრთხებოდეს ავად-
მყოფის საწოლთანო, გაიფიქრა ტირიონმა, – მე ვაპირებდი, აქ ვყო-
ფილიყავი, მაგრამ მაისტერმა დამითხოვა. – აწი თვითონ ის დაით-
ხოვე. მისმინე. ლაპარაკი მიჭირს. ძილის ღვინო მჭირდება. ძილის
ღვინო, ყაყაჩოს რძე კი არა. ფრენკენთან წადი. ფრენკენთან, ბალა-
ბართან არა. უყურე, როგორ დაამზადებს. მერე აქ მომიტანე, – პოდ-
მა ტირიონს სახეზე შეავლო მზერა და მაშინვე თვალი აარიდა. რას
იზამ, ამის გამო ვერ დავძრახავ. მჭირდება, – განაგრძო ტირიონმა,
– ჩემი. მცველი. ბრონი. სადაა ბრონი? – ბრონი რაინდად აკურ-
თხეს.
შუბლის შეჭმუხვნაც კი მტკივნეული იყო.
– მიპოვე. მომიყვანე.
– როგორც ბრძანებ. მილორდ. ბრონი.
ტირიონმა ბიჭს მაჯაში ჩასჭიდა ხელი.
– სერ მანდონი?
ბიჭმა თვალები აახამხამა.
– მე ს-სულ არ ვაპირებდი მოკვლ...
1184
– მოკვდა? ნამდვილად? მოკვდა?
მან დამფრთხალმა მოინაცვლა ფეხი.
– დაიხრჩო.
– კარგია. არაფერი თქვა. მასზე. ჩემზე. ამაზე, საერთოდ. არაფე-
რი. საჭურველთმტვირთველი რომ გავიდა, ტირიონს უკანასკნელი
ღონეც გამოეცალა. ზურგზე გადაწვა და თვალები დახუჭა. იქნებ
ისევ ტიშა დაესიზმროს. ნეტავ, ახლაც თუ მოეწონებოდა ჩემი სახე,
გაიფიქრა მწარედ.

ჯონი

ქორინ ნახევარხელამ რომ დაავალა, ცეცხლის დასანთებად


ფიჩხი იშოვეო, ჯონი მიხვდა, რომ მათი აღსასრული მოახლოებუ-
ლიყო.
კარგი იქნება გათბობა, თუნდაც ცოტა ხნითო, გაიფიქრა, როცა
ხმელ ხეს გაშიშვლებულ ტოტებს ასხეპდა. ლანდი ჩაცუცქული უყუ-
რებდა, არც ახლა იღებდა ხმას. ნეტავ, თუ იყმუვლებს ჩემს სიკ-
ვდილზე, როგორც ბრანის მგელი ყმუოდა მისი ჩამოვარდნის მერე?
თუ იყმუვლებენ ბურძგლაძაღლი, რუხი ქარი და ნიმერია, სადაც არ
უნდა იყვნენ?
ერთი მთის უკნიდან მთვარე ამოდიოდა, მეორე მთის მიღმა კი
მზე ესვენებოდა. ჯონმა ხანჯლით კაჟს ნაპერწკლები გააყრევინა, სა-
ნამ, ბოლოს და ბოლოს, კვამლის ძაფი არ გამოჩნდა. ქორინი მივი-
და, თავზე დაადგა და უცქერდა, ცეცხლის პირველი ენები როგორ
მოედო ქერქის ბურბუშელას და ფიჭვის ხმელ წიწვებს. – ისე მორ-
ცხვია, როგორც ქალწული ქორწინების ღამეს, – წყნარად წარმოთ-
ქვა ახოვანმა აეშაგმა, – და ლამის მასავით მშვენიერი. კაცს ზოგჯერ
გავიწყდება, რა ლამაზი შეიძლება იყოს ცეცხლი.
1185
ქორინი ის კაცი არ იყო, ქალწულებზე და ქორწინების ღამეებზე
რომ მოჰყვებოდა ლაპარაკს. რამდენადაც ჯონმა იცოდა, მან მთელი
თავისი სიცოცხლე ებგურში გაატარა. ნეტავ, როდისმე თუ ჰყვარე-
ბია ქალწული ან თუ დაქორწინებულა? ხომ ვერ ჰკითხავდა. ამის
ნაცვლად, ცეცხლს დაუბერა. კოცონი რომ ატკაცუნდა, გახევებული
ხელთათმანები წაიძრო და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად,
ნეტარებით ამოიოხრა და გაიფიქრა, ნეტავ, თუ შეიძლება, კოცნა
ასე სასიამოვნო იყოსო. თითებს შორის დამდნარი კარაქივით ევ-
ლებოდა სითბო.
ნახევარხელა ფეხმორთხმით მიუჯდა კოცონს, მოციმციმე შუქი
სახის მტკიცე ნაკვთებზე აუთამაშდა. ზუზუნა უღელტეხილიდან, ყინ-
ვის ეშვების იმ ლურჯ-რუხი უდაბურებიდან გამოქცეული ხუთი აეშა-
გიდან ორნიღა დარჩენილიყვნენ. თავიდან ჯონს იმედი ჰქონდა,
რომ მესაჭურვლე დალბრიჯი მოახერხებდა ველურების შეკავებას.
მაგრამ როდესაც საყვირის შორეული დაძახილი მოესმათ, ყველა
მიხვდა, მესაჭურვლე დაეცაო. მერე იყო, არწივი შენიშნეს ბინდისას,
ირაოს კრავდა ფართო ლურჯ-რუხი ფრთებით, და ქვაგველმა
მშვილდი ჩამოიხსნა, მაგრამ ლარის დაგებაც ვერ მოასწრო, რომ
ფრინველი თვალს მიეფარა. ებენმა გადააფურთხა და პირქუშად ჩა-
იბურტყუნა რაღაც უარგებსა და მაქციებზე.
მეორე დღეს არწივი კიდევ ორჯერ შენიშნეს და უკნიდან მთის
კალთებზე ასხლეტილი საყვირის ხმიანობა შემოესმათ. ყოველ ჯერ-
ზე უფრო ხმამაღლა, უფრო ახლოს გაისმოდა იგი. ღამე რომ ჩამოწ-
ვა, ნახევარხელამ ებენს უთხრა, თავისი ცხენის გარდა თან მესა-
ჭურვლის ცხენიც წაეყვანა და რაც შეიძლებოდა სწრაფად გაჭენებუ-
ლიყო აღმოსავლეთისკენ, მორმონტთან, უკან გაჰყოლოდა მათ გა-
მოვლილ გზას. დანარჩენები მდევარს გვერდით გაიტყუებდნენ.

1186
– ჯონი გაგზავნე, – აჯერებდა ებენი, – ის ცხენს ჩემსავით სწრა-
ფად აჭენებს. – ჯონს სხვა რამე დაევალება.
– ჯერ კიდევ ლამის ბავშვია.
– არა, – თქვა ქორინმა, – ის ღამის ებგურის მებრძოლია.
მთვარე რომ ამოვიდა, ებენი გზას გაუდგა. ქვაგველი ერთხანს
თან გაჰყვა, მერე კი უკან დაბრუნდა და კვალი არია, და სამმა დარ-
ჩენილმა მხედარმა სამხრეთ-დასავლეთისკენ გასწია.
ამის მერე დღეები და ღამეები ერთმანეთში აიზილა. უნაგირებზე
ეძინათ და მხოლოდ ცხენების გამოსაკვებად და დასარწყულებლად
ჩერდებოდნენ, მერე ისევ მხედრდებოდნენ. შიშველ კლდეებს გადა-
დიოდნენ, პირქუშ ფიჭვის ტყეებს და ძველი თოვლის ნამქერებს,
ჭირხლიან ქედებს და უსახელო ბნელ მდინარეებს. ზოგჯერ ქორინი
ან ქვაგველი შემოვლითი გზებით უკან ბრუნდებოდნენ კვალის ასა-
რევად, მაგრამ ეს ამაო მცდელობა იყო. მათ უთვალთვალებდნენ.
ყოველი გათენებისას და დაღამებისას ხედავდნენ მწვერვალებს შო-
რის მოტივტივე არწივს, წერტილად რომ აჩნდა უკიდეგანო ცის კა-
მარას.
ერთხელ, ორ თოვლიან მწვერვალს შორის გაწოლილ დაბალ
ქედზე რომ ადიოდნენ, ათიოდე იარდით წინ ბუნაგიდან ღრენით გა-
მოუხტათ ბინდისკატა. მხეცი გამხდარი და ნაშიმშილარი იყო, მაგ-
რამ მისმა დანახვამ ქვაგველის ჭაკი გადარია; იგი ყალყზე შედგა და
გაიქცა. სანამ აეშაგი მის მოთოკვას მოახერხებდა, ცხენმა ციცაბო
ფერდობზე წაიფორხილა და ფეხი მოიტეხა.
ლანდმა იმ დღეს ძღომაზე ჭამა. ქორინმა მათაც ურჩიათ, შვრია
ცხენის სისხლით შეეზავებინათ, ძალა რომ მისცემოდათ. ამ საზიზ-
ღარი ფაფის გემომ ჯონი კინაღამ დაახრჩო, მაგრამ ძალისძალით
ჩაიტენა მუცელში. ყველამ ჩამოჭრა უმი, ძარღვიანი ხორცის რამდე-
ნიმე ზოლი, გზადაგზა რომ ეძიძგნათ, დანარჩენი კი ბინდისკატებს
1187
დაუტოვეს.
ორნი ერთ ცხენზე ვერ შესხდებოდნენ. ქვაგველმა შესთავაზათ,
მდევარს ჩავუსაფრდები და მოულოდნელად გამოვუხტებიო. იქნებ,
ჯოჯოხეთში წასულს რამდენიმე ველური თან წაეყოლებინა. ქორინ-
მა იუარა.
– თუ ღამის ებგურში ვინმეს შეუძლია, ყინვის ეშვებიდან ცოც-
ხალმა გააღწიოს მარტომ და ფეხდაფეხ, ეს შენ ხარ, ძმაო. შენ შე-
გიძლია გადაიარო მთები, რომლების შემოვლაც მოგიწევდა, ცხე-
ნით რომ გევლო. მუშტისკენ გაემართე. მოუყევი მორმონტს, რა ნა-
ხა სნოუმ, და როგორ ნახა. უთხარი, რომ ძველი ძალები იღვიძებენ,
რომ ახლა გოლიათების, უარგების და უარესი ქმნილებების პირის-
პირ დგას. უთხარი, რომ ხეებს ისევ აეხილათ თვალები.
ვერ გააღწევს, გაიფიქრა ჯონმა, როცა უცქერდა, როგორ გადა-
დიოდა ქვაგველი თოვლით დაფარულ ქედს, ციცქნა შავ ხოჭოდ მი-
ცოცავდა ატალღულ თეთრ სივრცეში. ამის მერე ყოველი ღამე წინა-
ზე უფრო ცივი და უფრო ეული დგებოდა. ლანდი ყოველთვის გვერ-
დით არ ჰყავდათ, მაგრამ ძალიან შორსაც არასოდეს გარბოდა. მგე-
ლი წასული რომ იყო, ჯონი მაშინაც კი გრძნობდა მის სიახლოვეს.
ეს შეგრძნება სიამოვნებდა. ნახევარხელა არცთუ ენაწყლიანი თა-
ნამგზავრი იყო. ქორინს ნელა ერხეოდა ცხენის ნაბიჯს აყოლილი
გრძელი, ჭაღარა წვერი. ხშირად საათობით მიდიოდნენ ისე, რომ
სიტყვასაც არ ძრავდნენ, ერთადერთ ხმად ნალების ქვაზე ფხაკუნი
და ქარის მოთქმა ჩაესმოდათ, ქარი კი დაუსრულებლად ქროდა
მაღლობებს შორის. რომ ეძინა, ჯონი სიზმრებს არ ხედავდა: არც
მგლებზე, არც თავის ძმებზე, არაფერზე. აქ, ამსიმაღლეზე სიზმრე-
ბიც კი ვერ ცოცხლობენო, ფიქრობდა. – ხმალი ბასრი გაქვს, ჯონ
სნოუ? – ჰკითხა მოტკაცუნე კოცონის მეორე მხარეს მჯდარმა ქო-
რინმა.
1188
– ჩემი ხმალი ვალირიული ფოლადისაა. ბებერმა დათვმა მაჩუ-
ქა. – გახსოვს შენი ფიცის სიტყვები?
– კი, – ეს არ იყო იოლად დასავიწყებელი სიტყვები ერთხელ
რომ დადებდი, ამ ფიცს ვეღარ გადათქვამდი. ისინი სამუდამოდ
ცვლიდნენ შენს ცხოვრებას. – გაიმეორე ჩემთან ერთად, ჯონ სნოუ.
– როგორც გნებავს, – მათი ხმები ერთმანეთს შეერწყა ამომავა-
ლი მთვარის ქვეშ, ლანდი კი უსმენდათ და მოწმეებად თავად მთები
იდგნენ. – ღამე წვება და აწ იწყება ჩემი გუშაგობა. ის სიკვდილამდე
არ დასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფლები მამულს, არ
ვშობ შვილებს. არ ვატარებ გვირგვინს და არ მოვიხვეჭ დიდებას.
ჩემს საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. მე ვარ მახვილი წყვდი-
ადში. კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ
გაფანტავს, ნათელი, განთიადი რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს
რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს. ჩემს სი-
ცოცხლესა და ღირსებას ღამის ებგურს ვუძღვნი, ამ ღამით და ყველა
იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება. რომ დადუმდნენ, ალის წყნარი ტკა-
ცუნის და ქარის შორეული ოხვრის გარდა სხვა ხმა არ ისმოდა. ჯონ-
მა მომუჭა და გაშალა დამწვარი თითები, ფიცის სიტყვები გონებაში
ჰქონდა ჩაბეჭდილი. მამამისის ძველ ღმერთებს შესთხოვა, მიეცათ
ძალა, მამაცურად მომკვდარიყო, ჟამი რომ დაუდგებოდა. ალბათ,
დიდი ხანი აღარ დარჩენოდა. ცხენებს უკვე ქანცი ჰქონდათ გამ-
წყდარი. ჯონი ეჭვობდა, რომ ქორინის საფერხე ერთ დღესაც ვეღარ
გაძლებდა.
ალი დადაბლდა, სითბომ იკლო.
– ცეცხლი მალე ჩაგვიქრება, – თქვა ქორინმა, – მაგრამ თუ
ოდესმე კედელი დაეცა, ამქვეყნად ყველა ცეცხლი ჩაქრება.
ჯონმა ამაზე ვერაფერი უპასუხა. თავიღა დაუქნია.
– მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, მათ თავი დავაღწიოთ, – თქვა
1189
აეშაგმა, – ან არ დავაღწიოთ.
– სიკვდილის არ მეშინია, – ეს მხოლოდ სანახევროდ იყო სიც-
რუე. – შეიძლება, ასე მარტივადაც არ გამოვიდეს, ჯონ.
ჯონმა ვერაფერი გაიგო.
– ანუ?
– თუ შეგვიპყრეს, შენ უნდა დანებდე.
– დავნებდე? – ჯონი ყურებს არ უჯერებდა. ველურები ტყვედ არ
იყვანდნენ მათ, ვისთვისაც ყვავები შეერქმიათ. ხელში თუ ჩაუცვივ-
დებოდნენ, ხოცავდნენ, თუ... – ისინი მხოლოდ ფიცის გამტეხებს ინ-
დობენ. იმათ, ვინც მათკენ გადავლენ, მენსი რაიდერივით.
– და შენსავით.
– არა, – ჯონმა თავი გაიქნია, – არასოდეს. მაგას არ ვიზამ. –
იზამ. მე ასე გიბრძანებ.
– მიბრძანებ? მაგრამ...
– ჩვენს ღირსებას ჩვენს სიცოცხლეზე მეტი ფასი როდი აქვს, თუ
მას სახელმწიფოს უსაფრთხოება ითხოვს. ხარ თუ არა ღამის ებგუ-
რის მებრძოლი?
– კი, მაგრამ...
– „მაგრამ“ არ არსებობს, ჯონ სნოუ. ხარ, ან არ ხარ.
ჯონი წელში გაიმართა.
– ვარ.
– მაშინ ყური დამიგდე. თუ შეგვიპყრეს, შენ მათ მხარეს გადახ-
ვალ, როგორც ამას ველური გოგო გირჩევდა. შეიძლება მოგთხო-
ვონ, ნაკუწებად აქციო შენი მოსასხამი, რომ ერთგულება მამის საფ-
ლავის სახელით შეჰფიცო, რომ დაწყევლო ძმები და შენი ლორდ-
მეთაური. რაც არ უნდა მოგთხოვონ, უკან არ დაიხიო. ქენი, რასაც
მოგთხოვენ... მაგრამ გულში გახსოვდეს, რა ხარ და ვინ ხარ. იარე
მათთან ერთად, ჭამე მათთან ერთად, იბრძოლე მათთან ერთად,
1190
რამდენ ხანსაც დაგჭირდეს. და დააკვირდი.
– რას? – ჰკითხა სნოუმ.
– ნეტავ ვიცოდე, – უთხრა ქორინმა, – შენმა მგელმა ნახა, რო-
გორ თხრიდნენ ისინი მიწას რძეწყალას ველზე. რას ეძებდნენ ასეთ
უდაბურ და შორ მხარეში? იპოვეს, რასაც ეძებდნენ? აი, ეს უნდა გა-
იგო, სანამ ლორდ მორმონტთან და შენს ძმებთან დაბრუნდებოდე.
ამ ვალს გაკისრებ, ჯონ სნოუ.
– ვიზამ, რასაც მავალებ, – უწადინოდ დათანხმდა ჯონი, – მაგ-
რამ... შენ ხომ ეტყვი დანარჩენებს? ბებერ დათვს მაინც? ხომ ეტყვი,
რომ ფიცი არ გამიტეხია. ქორინ ნახევარხელა ცეცხლის მიღმიდან
მიაჩერდა, თვალები ჩრდილების ღრმულებში ჰქონდა ჩაკარგული.
– როდესაც შევხვდები, კი. გეფიცები, – მერე ცეცხლზე მიათითა,
– შეუკეთე, მინდა, კარგად აგიზგიზდეს.
ჯონი წავიდა და კიდევ დაჭრა ტოტები. კოცონში შეყრამდე თი-
თოეულს ორად ტეხდა. ხე დიდი ხნის წინ იყო გამხმარი მაგრამ ცეც-
ხლში მოხვედრილი თითქოს ისევ ცოცხლდებოდა. ყოველ ტოტში
ჯადოსნური მოცეკვავეები იღვიძებდნენ და ყვითელი, წითელი, ნა-
რინჯისფერი მოელვარე კაბების ფრიალით ბრუნავდნენ და ტრი-
ალებდნენ.
– კმარა, – თქვა უცებ ქორინმა, – ახლა შევსხდეთ.
– შევსხდეთ? – ცეცხლის მიღმა ბნელოდა, ღამე კი ცივი იყო, –
საით მივდივართ? – უკან, – ქორინი ისევ შეაჯდა თავის დაქანცულ
ცხენს, – იმედი მაქვს, ცეცხლი მათ თავისკენ მიიზიდავს. წამო, ძმაო.
ჯონმა ისევ წამოიცვა ხელთათმანები და ჩაჩი წამოიხურა ცხენებ-
საც კი არ უნდოდათ ცეცხლის მიტოვება. მზე დიდი ხნის წინ ჩასული-
ყო და მათ უკან გაწოლილ მოღალატურ მიწას ნახევარი მთვარის
ცივი ვერცხლისფერი ნათებაღა აშუქებდა. ჯონმა არ იცოდა, ქორინს
რა ჰქონდა განზრახული, მაგრამ, შესაძლოა, ეს მათ იხსნიდა. ამის
1191
იმედი ჰქონდა. არ მინდა ფიცის გამტეხის როლის თამაში, თუნდაც
ღირსეული მიზეზით.
ფრთხილად მიდიოდნენ, ისე ჩუმად მიიწევდნენ რამდენად უხმო-
დაც შეუძლია მხედარს ცხენის გატარება, უკან მისდევდნენ საკუთარ
კვალს, სანამ არ მიადგნენ ვიწრობს, საიდანაც ორ მთას შორის მოქ-
ცეული პატარა, ყინულოვანი ნაკადი გამოედინებოდა. ჯონს ეს ად-
გილი ახსოვდა. მზის ჩასვლამდე აქ ცხენებს წყალი დაალევინეს. –
წყალი მოყინულია, – შენიშნა ქორინმა, გვერდით რომ გადაუხვია,
– თორემ ნაკადს ავყვებოდით. ოღონდ ყინულს თუ ჩავტეხავთ, ალ-
ბათ დაინახავენ. კლდესთან ახლოს იარე. ნახევარი მილის მერე მო-
სახვევია, რომელსაც შეგვიძლია მოვეფაროთ, – მან ვიწრობი შეი-
არა. ჯონმა უკანასკნელი მონატრებული მზერა შეავლო მათ დატო-
ვებულ შორეულ კოცონს და ქორინს მიჰყვა.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო ვიწროვდებოდა გასას-
ვლელი მთვარით განათებული ნაკადის ზორტს სათავისკენ მისდევ-
დნენ, მის ქვიან ნაპირებს ლოლუები მიუყვებოდა, მაგრამ ჯონს მა-
ინც ჩაესმოდა მორაკრაკე წყლის ხმა თხელი, მაგარი ქერქის ქვეშ.
ცოტა ხანში გზა ჩამოცვენილმა ლოდებმა გადაუღობათ: აქ
კლდის ზედაპირი მომსკდარიყო, მაგრამ მუხლმაგარმა პატარა სა-
ფერხეებმა შეძლეს მათზე გადავლა. ქვაყრილის იქით კლდეები ერ-
თბაშად დაახლოვდა და ნაკადმა მაღალი ჩანჩქერის ძირას მიიყვა-
ნათ. ჰაერი ნისლით იყო სავსე, რომელიღაც უზარმაზარი ცივი მხე-
ცის ამონასუნთქს ჰგავდა. დაბლა გადმოღვრილი წყალი ვერცხლად
ბრწყინავდა მთვარის შუქზე. ჯონმა სასოწარკვეთით მიმოიხედა.
აქედან გასასვლელი არსაით იყო, თვითონ და ქორინს შეიძლება
მოეხერხებინათ კლდეებზე აცოცება, მაგრამ ცხენებს რას უზამ-
დნენ? ქვეითად კი დიდხანს ვერ გაატანდნენ.

1192
– სწრაფად, – უბრძანა ნახევარხელამ. ტანმორჩილ ცხენზე შემ-
ჯდარმა ახოვანმა მამრმა ყინულით გასიპული ქვები გადაიარა,
წყლის ფარდაში შევიდა და გაუჩინარდა. რომ აღარ გამოჩნდა, ჯონ-
მა თავის ცხენს ქუსლები შემოჰკრა და მიჰყვა. ცხენი ძალიან ცდი-
ლობდა, გასძალიანებოდა. ჩამოქცეულმა წყალმა ყინულის მუშტე-
ბი დაუშინათ და სიცივემ ჯონს ლამის სუნთქვა შეუკრა.
და გასცდა წყალს. დამბალი, აცახცახებული, მაგრამ გასცდა.
კლდის ნაპრალი იმხელა იყო, მასში ცხენიანი კაცი ძლივს
ეტეოდა, მაგრამ იმის იქით კედლები გაიშალა და იატაკი რბილ ქვი-
შად იქცა. ჯონი გრძნობდა, წვერში წყლის წვეთები ჩაეყინა. ლანდმა
ჩანჩქერი ერთბაშად გამოარღვია, ბეწვიდან წვეთები გაიბერტყა,
ეჭვით დაყნოსა სიბნელე და კლდიან კედელთან ფეხი ასწია. ქორინი
უკვე ჩამომხდარიყო. ჯონმაც მიბაძა.
– იცოდი ეს ადგილი.
– შენხელა ვიქნებოდი, როცა მოვისმინე ერთი ძმის ნაამბობი,
როგორ მისდია ბინდისკატას ამ ჩანჩქერებში, – მან ცხენს უნაგირი
ჩამოხსნა, ლაგამი და აღვირი მოხსნა და თითებით ჩამოუვარცხნა
გაბურძგნილი ფაფარი, – ეს გზა მთის გულში გადის. რომ ინათებს,
თუ მანამდე არ გვიპოვიან, ისევ წინ გავწევთ. პირველი გუშაგობა ჩე-
მია, ძმაო, – ქორინი ქვიშაზე დაჯდა, ზურგი კედელს მიაყრდნო და
გამოქვაბულის სიბნელეში ბუნდოვან შავ ჩრდილად იქცა. წყალ-
ვარდნილის ჩხრიალში ჯონმა ფოლადის ტყავზე გასმის ხმა გაიგო-
ნა: ნახევარხელამ ხმალი იშიშვლა. ჯონმა სველი მოსასხამი მოიხ-
სნა, მაგრამ ისე ციოდა, ისეთი ნესტი იდგა, მეტს ვეღარაფერს გაიხ-
დიდა. ლანდი მის გვერდით გაწვა და, სანამ დასაძინებლად მოიკუნ-
ტებოდა, ხელთათმანი აულოკა. ჯონი მისი სითბოს მადლობელი
იყო. ნეტავ, ჩვენი კოცონი ჯერ კიდევ ანთია თუ უკვე ჩაქრაო, გა-
იფიქრა. თუ კედელი ოდესმე დაეცემა, ამქვეყნად ყველა ცეცხლი
1193
ჩაქრება. ჩანჩქერის მიღმიდან მთვარე ანათებდა და ქვიშაზე მოციმ-
ციმე ზოლს აფენდა, მაგრამ ცოტა ხანში ეს ზოლიც გაქრა და ჩამობ-
ნელდა. ბოლოს და ბოლოს, ძილი ეწვია, მაგრამ თან კოშმარები
მოიყოლა. ესიზმრებოდა ცეცხლში გახვეული ციხე-ქალაქები და სა-
მარიდან ამდგარი, განუსვენებელი მკვდრები. ჯერ კიდევ ბნელოდა,
ქორინმა რომ გააღვიძა. ნახევარხელას ეძინა, ჯონი კი გამოქვაბუ-
ლის კედელზე ზურგმიყრდნობილი იჯდა, წყალს უსმენდა და განთი-
ადს ელოდა.
გარიჟრაჟზე სანახევროდ გაყინული ხორცის ზოლები გაღეჭეს,
ცხენები ისევ შეკაზმეს და შავი მოსასხამები მოისხეს. სანამ გუშაგად
იდგა, ნახევარხელას რამდენიმე ჩირაღდანი დაემზადებინა, მშრა-
ლი ხავსის გორგლები გაეჟღინთა ნავთით, ხურჯინით რომ მოჰქონ-
და. ახლა ერთი აანთო და სიბნელეში გაუძღვა, წინ მკრთალ
ცეცხლს მიიყოლებდა. ჯონი ცხენებთან ერთად უკან მიჰყვა. ქვიანი
ბილიკი იკლაკნებოდა და უხვევდა, ჯერ დაღმა მიუძღოდათ, მერე
აღმა აუყვა, მერე ისევ დაღმა, უფრო დამრეცად. ზოგან ისე ვიწროვ-
დებოდა, ცხენებს ძლივს იყოლიებდნენ, გაეტევითო. გარეთ რომ გა-
ვალთ, მდევარს მოწყვეტილი ვიქნებით, არწმუნებდა ჯონი თავს.
ქვაში არწივიც კი ვერაფერს ხედავს. გავუსხლტებით, მუშტისკენ
მოვკურცხლავთ და ბებერ დათვს ვუამბობთ ყველაფერს, რაც კი ვი-
ცით.
მაგრამ, რამდენიმე საათის მერე ისევ მზის შუქზე რომ გამოვიდ-
ნენ, არწივი უკვე ელოდათ, ფერდობზე მდგარ ხმელ ხეზე იყო შემომ-
ჯდარი ასიოდე ფუტით მაღლა. ლანდი მისკენ გაექანა, მაგრამ
ფრინველმა ფრთები დაიქნია და აფრინდა. ქორინმა პირი მტკიცედ
მოკუმა და ფრინველს მზერა გააყოლა.
– აქ ბანაკად დასადგომად შესაფერისი ადგილია, – თქვა მან, –

1194
გამოქვაბულის პირი ზემოდან გვიცავს, უკნიდანაც ვერავინ მოგვად-
გება, თუ მთაში არ გამოივლის. ხმალი ბასრი გაქვს, ჯონ სნოუ?
– კი, – მიუგო მან.
– ცხენებს ვაჭამოთ. კარგად გვემსახურნენ, საბრალოები.
ჯონმა ცხენს შვრიის ბოლო ულუფა მისცა და გაბურდული ფაფა-
რი ჩამოუვარცხნა. ლანდი მოუსვენრად დაძუნძულებდა ლოდებს
შორის. ჯონმა ხელთათმანი უფრო მჭიდროდ მოირგო და დამწვარი
თითები მოხარა. ფარი ვარ, კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს.
მთებში სანადირო საყვირმა დაიძახა და ჯონს ძაღლების ყეფაც
მოესმა – სულ მალე მოგვადგებიან, – უთხრა ქორინმა, – მგელი გა-
აჩერე. – ლანდი, ჩემთან, – დაუძახა ჯონმა. მგელსაზარა უწადინოდ
დაბრუნდა და გვერდით დაუდგა, კუდი გაშეშებული ეჭირა.
ველურები ნახევარი მილით დაშორებული ქედის თავზე გადმო-
იღვარნენ. წინ ძაღლები მორბოდნენ, დაღრენილი რუხ-ყომრალი
ნადირები, ძარღვებში მგლის სისხლიც ბლომად რომ უჩქეფდათ.
ლანდმა ეშვები გამოაჩინა, ბალანი აეჯაგრა. – წყნარად, – დაუყვავა
ჯონმა, – აქ იყავი.
ზემოდან ფრთების შრიალი მოესმა. არწივი კლდის შვერილზე
ჩამოჯდა და გამარჯვების ნიშნად დაიწივლა.
მდევარი ფრთხილად უახლოვდებოდათ, შესაძლოა, ისრების ში-
ში ჰქონდათ. ჯონმა თოთხმეტი კაცი დაითვალა, რვა ძაღლი ახ-
ლდათ. დიდი, მრგვალი ფარები წნულ ჩარჩოზე გადაკრული ტყავე-
ბით ჰქონდათ დამზადებული, ზედ თავის ქალები მიეხატათ. მათგან
ნახევარს სახეებს ხისგან და ტყავისგან დამზადებული უხეში მუზა-
რადები უფარავდა. მწკრივის ორთავე ბოლოში მშვილდოსნები იდ-
გნენ, პატარა, ხე-რქის მშვილდები მოზიდული და ისარდაგებული
ეჭირათ, მაგრამ არ გაუსვრიათ. დანარჩენები შუბებით და უროებით

1195
იყვნენ შეიარაღებული. ერთს პირამოტეხილი ქვის ცული ეჭირა. აბ-
ჯრის რაღაც ნაკუწები ემოსათ, ის, რაც დახოცილი აეშაგებისთვის
აერთმიათ ან რეიდებისას მოეტაცებინათ. ველურები ლითონს არ
მოიპოვებდნენ და კედლის ჩრდილოეთით ძალიან ცოტა მჭედელი
და კიდევ უფრო ნაკლები სამჭედლო მოიძევებოდა.
ქორინმა ორლესული იშიშვლა. ამბავი იმაზე, თუ როგორ ისწავ-
ლა მარცხენით ბრძოლა მას მერე, რაც მარჯვენის ნახევარი დაკარ-
გა, მასზე მოარული ლეგენდების ნაწილი იყო; ამბობდნენ, ახლა ად-
რინდელზე უკეთაც კი ხმარობს ხმალსო. ჯონი მხარში ამოუდგა ახო-
ვან აეშაგს და გრძელი კლანჭი ქარქაშიდან ამოაცურა. ციოდა, მაგ-
რამ ოფლი თვალებს უწვავდა.
გამოქვაბულის შესასვლელიდან ათი იარდით ქვემოთ მდევრები
შეჩერდნენ. მათი წინამძღოლი მარტო დაიძრა წინ. მისი საფერხე
ისე გულდაჯერებით მოუყვებოდა ოღროჩოღრო ფერდობს, ცხენი კი
არა, თხა გეგონებოდა. კაცის და ცხენის მოახლოებისას ჯონს ჩხაკუ-
ნი მოესმა; ორივეს ძვლების აბჯარი ემოსა. მოჩანდა ძროხის ძვლე-
ბი, ცხვრის ძვლები, თხების, ზუბრების და ცხენირმების ძვლები, ბან-
ჯგვლიანი მამონტების ძვლები... და ადამიანის ძვლებიც.
– ჩხარპერანგა, – ყინულოვანი თავაზით ჩასძახა ქორინმა..
– ყვავებისთვის მე ძვლების ლორდი ვარ, – მხედრის მუზარადი
გოლიათის გატეხილი ქალისგან იყო გაკეთებული, მკლავებზე კი,
მოხარშული ტყავის სახელოებში, მიჯრით ჰქონდა ჩაკერებული
დათვის კლანჭები.
ქორინმა ჩაიფრუტუნა.
– ლორდს მე აქ ვერ ვხედავ. მარტო ერთი ძაღლია, ქათმის
ძვლები აუსხამს და ჭენებისას ჩხაკუნებს.
ველურმა ბრაზით დაისისინა, მისი ცხენი ყალყზე შედგა. მარ-
თლაც ჩხაკუნებდა, ჯონს ცხადად ესმოდა: ძვლები მჭიდროდ არ იყო
1196
ასხმული, ჰოდა, კიდევაც ჩხრიალებდნენ და ტკაცუნებდნენ მოძ-
რაობისას.
– მალე შენს ძვლებს ავაჩხრიალებ, ნახევარხელა. ხორცს ხარ-
შვით გაგაცლი და შენი ნეკნებით აბჯარს გავიკეთებ. შენს კბილებს
სამკითხაო კამათლებად გავთლი, ფაფას კი შენი თავის ქალადან
შევჭამ.
– ჩემი ძვლები თუ გჭირდება, მოდი და წაიღე.
ჩხარპერანგას ამის გაკეთება არც ისე ეხალისებოდა. იმ სივიწ-
როვეში, სადაც შავი ძმები ჩამდგარიყვნენ, მისი რიცხოვნობა ბევრს
არაფერს ნიშნავდა. გამოქვაბულიდან მათ გამოსათრევად ველუ-
რები ერთბაშად ორზე მეტი ვერ მივიდოდნენ. მაგრამ ერთმა მისმა
თანაგუნდელმა ცხენი დაძრა და გვერდში ამოუდგა – ეს მებრძოლი
ქალი იყო, შუბის ქალებს რომ უწოდებდნენ, ერთი მათგანი.
– ჩვენ ოთხათმეტი ვართ ორის წინააღმდეგ, ყვავებო, და თქვენი
მგლისთვის რვა ძაღლი გვყავს, – შემოსძახათ მან, – იბრძოლებთ
თუ გაიქცევით, მაინც ჩვენს ხელში ხართ.
– უჩვენე, – უბრძანა ჩხარპერანგამ.
ქალმა სისხლით დალაქავებულ ტომარაში ჩაყო ხელი და ალაფი
ამოაძვრინა. ებენი კვერცხივით მელოტი იყო, ამიტომაც თავისთვის
ყურზე წაევლო ხელი. – მამაცურად მოკვდა, – მოახსენათ ქალმა.
– მაგრამ მაინც მოკვდა, – თქვა ჩხარპერანგამ, – თქვენც იგივე
მოგივათ, – ტაბარი ჩამოიხსნა და თავზემოთ დაიქნია. ჩინებული
ფოლადი იყო, ორივე პირზე ავბედითი ელვარება ასდევდა; ებენი
ყოველთვის უვლიდა თავის იარაღს. დანარჩენი ველურები წინ გა-
მოიჭრნენ და გვერდში ამოუდგნენ გინებით და ყვირილით. რამდე-
ნიმემ დაცინვა ჯონისკენ მიმართა.
– ეს შენი მგელია, ბიჭო? – დაუძახა გამხდარმა ჭაბუკმა და ქვის
ჯაჭვი გამოხსნა, – მზის ჩასვლამდე ჩემს ქურქად იქცევა!
1197
მწკრივის მეორე მხარეს მდგარმა შუბის ქალმა დაგლეჯილი
ქურქები გადაიწია და ჯონს მსხვილი თეთრი ძუძუ დაანახვა.
– ბიჭუნას დედიკო არ უნდა? მოდი, მოწოვე, ბიჭუნი!
ძაღლებიც ყურისწამღებად ყეფდნენ.
– გვახელებენ, რომ სისულელეები ვქნათ, – ქორინი ჯონს შეაც-
ქერდა, – გახსოვდეს, რა გიბრძანე, – უთხრა ბოლოს.
– ეტყობა, ყვავებს უნდა გავუქშიოთ, – დაიღრიალა ჩხარპერან-
გამ და გნიასი გადაფარა, – ბუმბულები მაგათ!
– არა! – მანამდე წამოიძახა ჯონმა, სანამ მშვილდოსნები ის-
როდნენ, და ორი სწრაფი ნაბიჯი გადმოდგა წინ, – გნებდებით!
– მაფრთხილებდნენ, ბუშებს მხდალი სისხლი აქვთო, – მოისმა
ზურგსუკან ქორინის ცივი ხმა, – მართლაც. გაიქეცი შენს ახალ ბა-
ტონებთან, ლაჩარო! სახეაჭარხლებულმა ჯონმა ფერდობი ჩაიარა
და ამხედრებულ ჩხარპერანგას წინ დაუდგა. ველური მუზარადის
სამზერი ნახვრეტებიდან შესცქეროდა, მერე კი თქვა: – თავისუფალ
ხალხს მშიშრები არაფრად სჭირდება.
– ეგ მშიშარა არაა, – ერთმა მოისარმა ცხვრის ტყავის მუზარადი
გადაიძრო და გაბურძგნილი, წითელთმიანი თავი გამოითავისუფ-
ლა, – ეგ ვინტერფელელი ბუშია, მაგან გამომიშვა. იცოცხლოს.
ჯონმა იგრიტს გაუსწორა თვალი, აღარ იცოდა, რა ეთქვა.
– მოკალით, – დაიჩემა ძვლების ლორდმა, – შავი ყვავი გაიძვე-
რა ფრინველია. არ ვენდობი.
მათ თავზემოთ შემომჯდარმა არწივმა ფრთები ააფართხუნა და
ჰაერი ბრაზიანი წივილით გაკვეთა.
– ამ ფრინველს ეჯავრები შენ, ჯონ სნოუ, – უთხრა იგრიტმა, – და
ტყუილად კი არა. ეგ კაცი იყო, სანამ შენ მოკლავდი.
– არ ვიცოდი, – ალალად უთხრა სნოუმ, თან ცდილობდა, უღელ-
ტეხილზე მოკლული კაცის სახე გაეხსენებინა, – შენ მითხარი, მენსი
1198
მიგიღებსო. – ჰოდა, მიგიღებს, – უთხრა იგრიტმა.
– მენსი აქ არ არის, – თქვა ჩხარპერანგამ, – რაგვილ, გამოშიგ-
ნე. ზორბა შუბის ქალმა თვალები მოჭუტა და თქვა:
– თუ ყვავს უნდა, თავისუფალ ხალხს შეუერთდეს, მაშინ გვიჩვე-
ნოს, რა შეუძლია, და დაგვიმტკიცოს, რომ მართალს გვეუბნება.
– რასაც კი მთხოვთ, შევასრულებ, – ძნელი სიტყვები იყო, მაგ-
რამ ჯონმა წარმოთქვა ისინი.
ჩხარპერანგამ გადაიხარხარა და მისი ძვლის აბჯარიც ხმამაღლა
აჩხაკუნდა. – მაშინ ნახევარხელა მოკალი, ბუშო.
– ეგ რომ შეეძლოს, – თქვა ქორინმა, – მოტრიალდი, სნოუ, და
მოკვდი. უცებ ქორინის ხმალი თავს დაატყდა და როგორღაც გრძე-
ლი კლანჭიც შეიმართა მის მოსაგერიებლად. შეჯახების ძალამ ჯონს
ლამის ხელიდან გააგდებინა ბუშიხმალი და შეაბარბაცა. უკან არ უნ-
და დაიხიო, რაც არ უნდა მოგთხოვონ. ორივე ხელი ჩასჭიდა ტარს
და სწრაფად შეუტია, მაგრამ ახოვანმა აეშაგმა არხეინად აუკრა გან-
ზე. უტევდნენ და უკან იხევდნენ, ჭაბუკური სიმკვირცხლე ქორინის
მემარცხენე მოქნევის ულმობელ ძალას უპირისპირდებოდა. ნახე-
ვარხელას ორლესული თითქოს ერთდროულად ყველგან იყო, ხან
ერთი მხრიდან ატყდებოდა თავს, ხან მეორიდან, სადაც უნდოდა,
იქითკენ მიმართავდა და წონასწორობას აკარგვინებდა. ჯონი
გრძნობდა, უკვე მკლავები უბუჟდებოდა.
ლანდის დაუნდობელი კბილები წვივზე რომ მოევლო, ქორინი
მაინც არ წაქცეულა. მაგრამ იმწამსვე, რომ შებრუნდა, ჯონს გაეხ-
სნა. ჯონმა მახვილი აძგერა და მოატრიალა. აეშაგი გადაიზნიქა და
ჯონს წამით ეჩვენა, რომ მისმა ხმალმა მიზანს არ უწია, მაგრამ მერე
ქორინს ყელზე წითელი ცრემლების აცმა დააჩნდა, ლალის ყელსა-
ბამივით მოკაშკაშე; მერე სისხლმა იხუვლა მისგან და ქორინ ნახე-
ვარხელა დაეცა. ლანდსაც სისხლი მოსწვეთავდა დრუნჩიდან, ბუშ-
1199
ხმალს კი მხოლოდ წვეტი დაესვარა, მხოლოდ ბოლო ნახევარი გო-
ჯი. ჯონმა მგელსაზარა ქორინს მოაშორა, ცალი მკლავი მხეცს მოხ-
ვია და დაიჩოქა. ქორინს თვალებში უკვე სხივი დაშრეტოდა. – ბას-
რია, – წარმოთქვა მან და დასახიჩრებული თითები ასწია. მერე ხე-
ლი ჩამოუვარდა და გათავდა.
იცოდა, გაიფიქრა გაბრუებულმა. იცოდა, რასაც მომთხოვდნენ.
მაშინ გაახსენდა სემუელ ტარლი, გრენი და მწუხარე ედი, ციხე-
შავში დარჩენილი პიპი და გომბეშო. ნუთუ ისინიც დაკარგა, რო-
გორც მანამდე – ბრანი, რიკონი და რობი? ახლა ვინ იყო თავად? რა
იყო?
– ააყენეთ, – უხეშმა ხელებმა წამოაყენეს. ჯონი არ შესწინააღ-
მდეგებია, – სახელი გაქვს?
მის ნაცვლად იგრიტმა გასცა პასუხი:
– ჯონ სნოუ ჰქვია. ედარდ სტარკის შვილია, ვინტერფელელი.
რაგვილმა გაიცინა.
– ვინ იფიქრებდა? ქორინ ნახევარხელა ვიღაც ლორდისწულის
ჩხვლეტამ მოკლა. – გამოშიგნე, – ამას ჩხარპერანგა ამბობდა. იგი
ჯერაც ცხენზე იჯდა. არწივი მასთან მიფრენილიყო, მის ძვლის მუზა-
რადზე იჯდა და ჩხაოდა. – დაგვნებდა, – შეახსენა იგრიტმა.
– ჰო, და თავისი ძმაც მიაკლა, – თქვა დაბალმა, უწყინარი შესა-
ხედაობის მქონე კაცმა, ჟანგით შეჭმული რკინის ზარადი რომ ეხუ-
რა.
ჩხარპერანგა ძვლების ჩხრიალით უფრო ახლოს მოდგა.
– მის ნაცვლად საქმე მგელმა გააკეთა. ვერაგულად იყო ნაქნა-
რი. ნახევარხელას მოკვლა მე მეკუთვნოდა.
– ყველამ კარგად დავინახეთ, რა მონდომებულიც იყავი, – დას-
ცინა რაგვილმა. – ეს კაცი უარგია, – თქვა ძვლების ლორდმა, – და

1200
ყვავიცაა. თვალში არ მომდის. – იქნებ უარგიც იყოს, – თქვა იგრიტ-
მა, – მაგრამ ეგ ჩვენ ვერ შეგვაშინებს. სხვები თანხმობით აყვირ-
დნენ. ჩხარპერანგა ავად იმზირებოდა გაყვითლებული თავის ქა-
ლის ხვრელებიდან, მაგრამ ბოლოს უნდომლად დაჰყვა მათ ნებას.
მართლაც თავისუფალი ხალხი ყოფილა, გაიფიქრა ჯონმა.
ქორინ ნახევარხელა იქვე დაწვეს, სადაც დაეცა. კოცონი ფიჭვის
წიწვებით, ფიჩხით და დამტვრეული ტოტებით დაანთეს. შეშის ნაწი-
ლი ჯერაც ნედლი იყო, ნელა და კვამლით იწვოდა, შავ ბოლს უშვებ-
და ცის ნათელ სილურჯეში. მერე ჩხარპერანგამ თავისთვის რამდე-
ნიმე დაბუგული ძვალი მოითხოვა, სხვებმა კი აეშაგის სამოსზე ყა-
რეს წილი. იგრიტს მოსასხამი ერგო.
– უკან ზუზუნა უღელტეხილით დავბრუნდებით? – ჰკითხა მას
ჯონმა. არც იცოდა, გაუძლებდა თუ არა კიდევ ერთხელ იმ სიმაღ-
ლეების დანახვას, ან მისი ცხენი გადაურჩებოდა თუ არა მეორედ იმ
გზის სიმძიმეს.
– არა, – უთხრა გოგომ, – ჩვენ უკან არაფერი აღარაა, – ნაღ-
ვლიანად შეხედა და დაამატა, – ახლა მენს რაიდერი კარგა ძალი-
თაა ჩაცდენილი რძეწყალას, შენი კედლისკენ მიდის შეტევით.

ბრანი

ფერფლი რბილი, ნაცრისფერი თოვლივით ცვიოდა.


ხმელ წიწვებსა და ყომრალ ფოთლებზე გადაიძუნძულა, ტყის
პირს მიადგა – აქ უფრო წვრილი ფიჭვები იდგა. გაშლილი მინდვრე-
ბის მიღმა ხედავდა კაცის ხელით ნაგები კლდეების უზარმაზარ
გროვებს, აბრიალებული ცეცხლის ფონზე რომ იკვეთებოდნენ. ცხე-
ლი, სისხლისა და დამწვარი ხორცის სუნით გაჟღენთილი ქარი ქრო-
და, ისეთი მძაფრი, რომ ნერწყვმა დაუწყო დენა.
1201
მაგრამ, თუ ზოგი სუნი თავისკენ უხმობდა, სხვები აფრთხილებ-
დნენ, იქაურობას გაშორებოდა. მისკენ მოდენილი კვამლი დაყნო-
სა. ადამიანები, ბევრი ადამიანი, ბევრი ცხენი და ცეცხლი, ცეცხლი,
ცეცხლი. ამაზე უფრო სახიფათო სუნი არ არსებობდა, მასთან ადა-
მიანების კლანჭებსა და საბრძოლო ტყავზე ადენილი რკინის მტკი-
ცე, ცივი სუნიც კი ვერ მოვიდოდა. კვამლმა და ფერფლმა მზერა და-
უბინდა და ცაში დაინახა ვეება ფრთიანი გველი, რომელსაც პირი-
დან ღრიალით გადმოსდიოდა ცეცხლის მდინარე. კბილები დაკრი-
ჭა, მაგრამ გველი გაქრა. კლდეებს უკან ამდგარი მაღალი ალი ვარ-
სკვლავებს ყლაპავდა.
მთელი ღამე ტკარცალებდა ცეცხლი, ერთხელ კი ხმამაღლა იქუ-
ხა და ჩამოქცევის ძალამ მიწა შეარყია. ძაღლები აყეფდნენ და აწ-
კმუვლდნენ, ცხენები შიშით აყვირდნენ, ღამეს ხმები ფხრეწდა: ადა-
მიანების ხროვის ყმუილი, შიშის მოთქმა და შეშლილი ყვირილი,
ხარხარი და კივილი. არც ერთი ნადირი არაა კაცივით ხმაურიანი.
ყურები დაეცქვიტა და უსმენდა, მისი ძმაც ყოველ ხმაურს უღრენდა.
ქარმა ნაცარი და ნაპერწკლები ცას შეაყარა და ისინი ხეების ქვეშ
შეიპარნენ. მერე და მერე ალები ჩაცხრა, ბოლოს კი სულ ჩაქრა. იმ
დილით ნაცრისფერი, კვამლიანი მზე ამოვიდა. მაშინღა გამოძვრა
ხეებიდან და ნელა, პარვით გადაჭრა მინდორი. გვერდით ძმა მის-
დევდა, ისიც მიიზიდა სისხლისა და სიკვდილის სუნმა. უჩუმრად გა-
დაიძუნძულეს ხით, ჩალითა და ტალახით აგებულ ადამიანების ბუ-
ნაგებს შორის. ბევრი დამწვარი იყო, ბევრი – ჩაქცეული; სხვები
უწინდებურად იდგნენ. მაგრამ ცოცხალი ადამიანი არსად დაუნა-
ხავთ ან უყნოსავთ. გვამებზე ყვავები ისხდნენ და მისი და ძმის მიახ-
ლოებისას ყრანტალით ფრინდებოდნენ. მათი დანახვისას გარეული
ძაღლებიც შიშით მიიპარებოდნენ.

1202
მაღალი რუხი კლდეების ქვეშ ხროტინით კვდებოდა ცხენი, გატე-
ხილი ფეხით წამოდგომას ცდილობდა და დაცემისას ტკივილისგან
ყვიროდა. ძმამ მას გარს დაუარა, მერე კი ყელი გამოღადრა. ცხენმა
სუსტად გაიქნია ფეხები და თვალები აატრიალა. ლეშს რომ მიუახ-
ლოვდა, ძმამ კბილები გაუწკაპუნა და ყურები გადაილურსა, მან კი
წინა თათი წაჰკრა და ფეხზე წაკბინა. მკვდარი ცხენის გვერდით ბა-
ლახსა და მტვერში, ფერფლის ფანტელების ქვეშ ეძგერნენ ერთმა-
ნეთს, ბოლოს ძმა მორჩილად გადაკოტრიალდა ზურგზე და კუდი
ამოიძუა. ერთხელაც წაკბინა მისკენ მიშვერილ ყელზე; მერე ჭამა,
ძმასაც აჭამა და შავი ბეწვიდან სისხლი აულოკა. ახლა თავისკენ
ეწეოდა ის ბნელი ალაგი: ჩურჩულის სახლი, სადაც ყველა ადამიანი
ბრმა იყო. გრძნობდა მისი ცივი თითების შეხებას. მისი ქვიანი სუნი
ჩუმ დაძახილად მიუძვრებოდა ნესტოებში. მის ხმობას გაუძალიან-
და. სიბნელე არ უყვარდა. მგელი იყო, მონადირე, მდევნელი და
მკვლელი იყო, მას და მის და-ძმას უღრანებში უნდა ეცხოვრათ, თა-
ვისუფლად ერბინათ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. ჩაცუცქდა, თავი ას-
წია და დაიყმუვლა. არ წამოვალ, გაჰყვიროდა იგი. მე მგელი ვარ,
არ წამოვალ. მაგრამ წყვდიადი მაინც შესქელდა, თვალები დაუფა-
რა, ნესტოები აუვსო და ყურები დაუგმანა. ახლა ვერც ხედავდა,
ვერც სუნებს გრძნობდა და ესმოდა, აღარც სირბილი შეეძლო. რუხი
კლდე გაქრა, მკვდარი ცხენიც გაქრა, ძმაც, და ყოველივე გახდა შა-
ვი და უძრავი და შავი და ცივი და შავი და მკვდარი და შავი... – ბრან,
– წყნარი ჩურჩულით ეძახდა ხმა, – ბრან, დაბრუნდი. დაბრუნდი,
ბრან. ბრან... მან დახუჭა მესამე თვალი და დანარჩენი ორი გაახი-
ლა: ძველი თვალები, ბრმა თვალები. ბნელში ყველა ადამიანი
ბრმაა. მაგრამ ვიღაც გულში იკრავდა. გრძნობდა შემოხვეულ
მკლავებს, მიხუტებულ სხეულს. გაიგონა, ჰოდორი თავისთვის რომ
ღიღინებდა: – ჰოდორ, ჰოდორ, ჰოდორ.
1203
– ბრან? – ხმა მირასი იყო, – ბორგავდი და საზარელ ხმებს გა-
მოსცემდი. რა ნახე? – ვინტერფელი, – ენას ძლივს აბრუნებდა პირ-
ში, თითქოს გასქელებოდა. ერთხელაც, უკან რომ დავბრუნდები,
ლაპარაკი აღარ მეცოდინება, – ვინტერფელი ვნახე. მთლად ცეც-
ხლში იყო გახვეული. ცხენის სუნი იდგა, ფოლადის და სისხლის. ყვე-
ლა დახოცეს, მირა.
სახეზე გოგოს ხელი შეეხო, შუბლიდან თმა გადაუწია.
– მთლად გაოფლილი ხარ. გწყურია?
– მწყურია, – დათანხმდა ბრანი. გოგომ ტუჩებთან ტიკი დაუჭირა
და ბრანი ისე ხარბად დაეწაფა, წყალი პირის კუთხიდან გადმოეღვა-
რა. უკან რომ ბრუნდებოდა, ყოველთვის დასუსტებული და მოწყუ-
რებული იყო ხოლმე. და შიოდა, კიდევ. გაახსენდა მომაკვდავი ცხე-
ნი, პირში სისხლის გემო, დილის ჰაერს შერეული დამწვარი სხე-
ულის სუნი.
– რამდენი ხანი გავიდა?
– სამი დღე, – უთხრა ჟოჟენმა. ბიჭი სრულიად უხმოდ მოახლოვ-
და, ან იქნებ თავიდანვე გვერდით ედგათ. ამ ბრმა, შავ სამყაროში
ბრანი დანამდვილებით ვერ იტყოდა, – გვეშინოდა შენ გამო.
– ზაფხულთან ვიყავი, – თქვა ბრანმა.
– ძალიან დიდხანს იყავი. ასე შიმშილით მოიკლავ თავს. მირა
პირში ცოტა წყალს გასხამდა ხოლმე, ენაზე თაფლიც წაგისვით, მაგ-
რამ ეს არ კმარა. – ვჭამე, – თქვა ბრანმა, – ცხენირემი მოვინადი-
რეთ და მოგვიწია, მოგვეგერიებინა ხის კატა, ხორცის მოპარვას
რომ გვიპირებდა. – კატა მოწითალო-მომრეშო იყო, მგელსაზარებს
ტანად ერთიორად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ შეუპოვრად დაუდგა.
ახსოვდა მისი მუშკის სუნი, მისი ღრინვა, მუხის ტოტიდან რომ ედიდ-
გულებოდა. – მგელმა ჭამა, – უთხრა ჟოჟენმა, – შენ კი არა. ფრთხი-
ლად, ბრან. გახსოვდეს, ვინ ხარ.
1204
ზედმეტად კარგად ახსოვდა, ვინც იყო: პატარა ბიჭი ბრანი, დამ-
სხვრეული ბრანი. ამას ბრანი-ნადირი სჯობდა. რა გასაკვირი იყო,
რომ ზაფხულის სიზმრებში, მგლის სიზმრებში ყოფნა ერჩივნა? აქ,
აკლდამების სუსხიან, ნესტიან წყვდიადში, ბოლოს და ბოლოს, აე-
ხილა მესამე თვალი. ზაფხულს მიწვდომა ნებისმიერ დროს შეეძ-
ლო, ერთხელ კი ლანდსაც კი მისწვდა და ჯონს ელაპარაკა. თუმცა
შეიძლება, ეს მხოლოდ ესიზმრა. ვერ გაეგო, ჟოჟენი სულ რატომ
ცდილობდა, უკან დაებრუნებინა. ბრანი მკლავებზე აიზიდა და წა-
მოჯდა.
– ოშას უნდა ვუთხრა, რა ვნახე. აქაა? სად წავიდა?
ველური ქალი თავად გაეპასუხა:
– არსად, მილორდ. ბნელაში ბოდიალით ყელამდე ვარ უკვე სავ-
სე, – ბრანს ქვაზე ფეხის გადმოდგმის ხმა ჩაესმა, თავი იქით შეაბ-
რუნა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. ეჩვენებოდა, ქალის სუნს
ვგრძნობო, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყოდა. ყველანი ერთნაი-
რად ყარდნენ, მას კი ზაფხულის ყნოსვა როდი ჰქონდა, ერთის სუნი
მეორისგან გაერჩია. – გუშინ ღამით მეფეს დავაფსი ფეხზე, – განაგ-
რძო ოშამ, – ან იქნებ დილა იყო, ვინ იცის? მეძინა და მერე გავიღ-
ვიძე, – აქ ყველას ბევრი ეძინა, მარტო ბრანს კი არა. სხვა ან რა უნ-
და გექნა ძილის, ჭამის და ისევ ძილის, ზოგჯერ კი ჩუმი საუბრის მე-
ტი... ოღონდ ლაპარაკი მხოლოდ ცოტა შეიძლებოდა, ისიც ჩურჩუ-
ლით, ასე უფრო უსაფრთხო იყო. ოშას შეიძლება ერჩივნა, საერ-
თოდ არ ელაპარაკათ, მაგრამ რიკონის გაჩუმებას ვერაფრით შეძ-
ლებდა, ვერც ჰოდორს გააჩერებდა, გაუთავებლად ჰოდორ, ჰო-
დორ, ჰოდორო, თავისთვის რომ ბუტბუტებდა.
– ოშა, – უთხრა ბრანმა, – ვნახე, რომ ვინტერფელი იწვოდა, –
მარცხნიდან რიკონის ჩუმი სუნთქვა ესმოდა.
– სიზმარია, – თქვა ოშამ.
1205
– მგლის სიზმარი, – შეუსწორა ბრანმა, – სუნიც ვიგრძენი. ცეც-
ხლის ან სისხლის სუნი არაფერში შეგეშლება.
– ვისი სისხლის?
– ხალხის, ცხენების, ძაღლების, ყველასი. უნდა წავიდეთ და შევ-
ხედოთ. – ზედ რაც მაკრავს, ამ ტყავის მეტი სხვა მე არ მაქვს, – თქვა
ოშამ, – იმ რვაფეხა პრინცმა თუ დამიჭირა, ამასაც სულ სახრით გა-
მაძრობს.
სიბნელეში მირას ხელმა ბრანის თითები იპოვა და ფრთხილად
მოუჭირა. – შენ თუ გეშინია, მე წავალ.
ბრანმა გაიგონა ტყავზე მოფათურე თითების ხმა, მერე კი – ფო-
ლადის გაჩხაკუნება კაჟზე. ისევ. ნაპერწკალი გაჩნდა და აბედში აბ-
ჟუტდა. ოშამ ნელა შეუბერა სული. გრძელი, ფერმკრთალი ცეცხლი
გაცოცხლდა, თითისწვერებზე შემდგარი გოგონასავით აიწვართა
მაღლა. მის ზემოთ ჰაერში ოშას სახე ეკიდა. ალს ჩირაღდნის თავი
მიუმარჯვა. ფისს ცეცხლი მოედო და სამყარო ნარინჯისფერი ცი-
ალით აავსო. ბრანმა თვალები მოჭუტა. სინათლემ რიკონი გააღვი-
ძა, იგი წამოჯდა და დაამთქნარა.
ჩრდილები რომ ამოძრავდა, წამით მოეჩვენათ, თითქოს
მკვდრებიც დგებოდნენ. ლიანა და ბრანდონი, მათი მამა ლორდი
რიკარდ სტარკი, მისი მამა ლორდი ედვაილი, ლორდი უილიამი და
მისი ძმა ართოს დაუცხრომელი, ლორდი დონორი, ლორდი ბერონი
და ლორდი როდველი, ცალთვალა ლორდი ჯონელი, ლორდი ბარ-
თი, ლორდი ბრანდონი და ლორდი კრეგანი, დრაკონის რაინდს
რომ შეებრძოლა. თავიანთ ქვის სკამებზე ისხდნენ, ფერხთით ქვის
მგლები ეწვინათ. აქ დაესახლნენ, როდესაც მათ სხეულებს სითბო
დაეშრიტა; ეს მკვდრების ბნელი დარბაზი იყო, ცოცხლები აქ ფეხის
დადგმას უფრთხოდნენ.
და ცარიელი სამარის პირთან, რომელიც ლორდ ედარდ სტარკს
1206
უცდიდა, მისი ახოვანი გრანიტის სახების ქვეშ ექვსი ლტოლვილი
ერთად დამსხდარიყო პურის, წყლის და გამოყვანილი ხორცის მცი-
რე მარაგის გარშემო.
– ცოტაღა დაგვრჩა, – წაიბურტყუნა ოშამ, როდესაც სურსათს
დახედა, – მალე მაინც უნდა ავსულიყავი საჭმლის მოსაპარად, თუ
არადა, ჰოდორის შეჭმა მოგვიწევს.
– ჰოდორ, – უთხრა ჰოდორმა და ფართოდ შეჰღიმა.
– ნეტავ, მაღლა დღეა თუ ღამე? – იკითხა ოშამ, – სათვალავი
სულ ამერია. – დღეა, – უთხრა ბრანმა, – მაგრამ ბოლისგან ჩამობ-
ნელებულია. – მილორდმა ზუსტად იცის?
დალეწილი სხეულით არც კი განძრეულა, ისე გაიზიდა გარეთ და
წამით ორმაგ სურათს ხედავდა. აქვეა ოშა, ჩირაღდნით ხელში, მი-
რა, ჟოჟენი და ჰოდორი; აქვეა მაღალი გრანიტის სვეტების ორმაგი
რიგი და მათ უკან – დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ლორდების სიბ-
ნელეში ჩაკარგული მწკრივები... მაგრამ იქვე იყო ვინტერფელიც,
გარსშემოხვეული ბოლისგან ჩაშავებული, მისი სქელი მუხისა და
რკინის კარი შემოლეწილი და წაფერდებული იყო, დაშვებულ ხიდზე
დაწყვეტილი ჯაჭვები ეყარა და ფიცრები აკლდა. ხანდაკში ტივტი-
ვებდნენ გვამები: ყვავების კუნძულები. – ზუსტად, – განუცხადა
ოშას.
ოშა ცოტა ხანს ყოყმანობდა.
– მაშინ გავალ, გავხედავ. მინდა, თქვენც ახლოში მომყვეთ. მი-
რა, მოიტა ბრანის კალათა.
– სახლში მივდივართ? – აღტაცებით იკითხა რიკონმა, – ჩემი
ცხენი მინდა. კიდევ – ვაშლის ნამცხვრები, თაფლი და კარაქი მინ-
და, და ბურძგლა. იქ მივდივართ, სადაც ბურძგლაძაღლია?
– ჰო, – შეჰპირდა ბრანი, – მაგრამ წყნარად უნდა იყო.

1207
მირამ წნული კალათა ჰოდორს ზურგზე მიაბა და ბრანს შიგ ჩაჯ-
დომაში მიეხმარა, ნახვრეტებში გააყოფინა უსარგებლო ფეხები.
ბრანს გულ-მუცელი უცნაურად უთრთოდა. იცოდა, რაც ელოდა მაღ-
ლა, მაგრამ ამის გამო ნაკლებად როდი ეშინოდა. როდესაც დაიძ-
რნენ, უკანასკნელად შეხედა მამას და მოეჩვენა, რომ ლორდ ედა-
რდს თვალებში სევდა ედგა, თითქოს წუხდა მათი წასვლის გამო. უნ-
და წავიდეთ, გაიფიქრა ბიჭმა. დროა.
ოშას ცალ ხელში თავისი მაღალი მუხის შუბი ეჭირა, მეორეში –
ჩირაღდანი. ზურგზე გაშიშვლებული ხმალი ეკიდა, ერთ-ერთი უკა-
ნასკნელი იარაღი, რომელსაც მიკენის დამღა ესვა. მჭედელმა იგი
ლორდ ედარდის საფლავისთვის გამოჭედა, მისი აჩრდილის დასამ-
შვიდებლად. მაგრამ ახლა, როდესაც მიკენი მკვდარი იყო, საიარა-
ღოს კი რკინელები სდარაჯობდნენ, რიგიანი ფოლადის აღებაზე
უარს ვერ იტყოდნენ, თუნდაც რომ ამას სამარის გაძარცვა რქმე-
ოდა. მირამ ლორდ რიკარდის ხმალი დაინარჩუნა, თუმცა ჩიოდა,
ძალიან მძიმეაო. ბრანდონმა თავისი სეხნიის, მისთვის უცნობი ბი-
ძისთვის გამოჭედილი ხმალი აიღო. იცოდა, ბრძოლაში დიდად
თავს ვერ გამოიჩენდა, მაგრამ ხელში ხმლის ჭერა დამაიმედებელი
იყო.
თუმცა, ეს თამაში იყო, სხვა არაფერი, რაც ბრანმა ძალიან კარ-
გად იცოდა. მათმა ნაბიჯებმა ღრუ აკლდამებში ჭრუ გამოძახილები
გააღვიძა. უკან მოტოვებულმა ჩრდილებმა მამის სახება ჩაყლაპეს,
წინ ჩამდგარი ჩრდილები კი გაიწ-გამოიწივნენ და სხვა ქანდაკებები
გამოაჩინეს: ესენი უბრალო ლორდები კი არა, ჩრდილოეთის ძვე-
ლი მეფეები იყვნენ. შუბლებზე ქვის გვირგვინები ედგათ. ტორენ
სტარკი, მუხლმოყრილი მეფე; ედვინ გაზაფხულის მეფე; თეონ
სტარკი, მშიერი მგელი; ბრანდონ დამწველი და ბრანდონ გემისმგე-

1208
ბელი. ჯორაჰი და ჯონოსი, ბრანდონ უხეირო, ვალტონ მთვარის მე-
ფე, ედერიონ ნეფე, ეირონი, ბენჯენ ტკბილი და ბენჯენ მწარე, მეფე
ედრიკ თოვლისწვერა. კუშტი და მტკიცე სახეები ჰქონდათ, ზოგს სა-
ზარელი საქმეებიც ჩაედინა, მაგრამ ყოველი მათგანი სტარკი იყო
და ბრანმა ყოველის ამბავი იცოდა. ამ აკლდამების არასოდეს შინე-
ბია – ისინი მისი სახლის და მისი არსების ნაწილი იყვნენ და ყოველ-
თვის იცოდა, რომ ერთხელაც თავადაც აქ დაიდებდა ბინას.
მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული ვეღარ იყო. ზემოთ თუ ავალ,
შევძლებ კი როდისმე უკან ჩამოსვლას? სად აღმოვჩნდები სიკვდი-
ლის მერე? – მოიცათ, – თქვა ოშამ, ხვეულ ქვის კიბეს რომ მიაღწი-
ეს. ეს კიბე მიწის ზედაპირზეც აუძღვებოდათ და დაბლა, უფრო ღრმა
სართულებზეც ჩადიოდა, სადაც კიდევ უფრო ძველი მეფეები ის-
ხდნენ თავიანთ ბნელ ტახტებზე. ქალმა ჩირაღდანი მირას გადასცა,
– აქედან ზემოთ ხელისცეცებით წავალ.
ერთხანს ესმოდათ მისი ნაბიჯები, მაგრამ ხმა თანდათან მიჩუმ-
და და ბოლოს სრულიადაც მიწყდა.
– ჰოდორ, – თქვა შეშფოთებულმა ჰოდორმა.
ბრანს ათასჯერ ჰქონდა გაფიქრებული, როგორ მობეზრდა აქ,
სიბნელეში მალვა, რა ძლიერ სურდა ისევ მზის ხილვა, ცხენით გას-
ვლა ქარსა თუ წვიმაში... მაგრამ ახლა, ეს წუთი რომ დადგა, შეეშინ-
და. სიბნელეში თავს უხიფათოდ გრძნობდა. როდესაც თვალთან მი-
ტანილი თითის დანახვაც კი არ შეგიძლია, იოლია დაიჯერო, რომ
მტერიც ვერასოდეს გიპოვის. ქვის ლორდებიც სიმხნევეს სძენდნენ.
მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავდა, იცოდა, რომ იქვე იყვნენ.
მოეჩვენათ, რომ დიდი ხანი გავიდა, სანამ ისევ გაიგონებდნენ
რამეს ბრანი უკვე შიშობდა, ოშას რაღაც დაემართაო. მისი ძმა მო-
უსვენრად ცქმუტავდა. – შინ მინდა წასვლა! – თქვა ხმამაღლა. ჰო-

1209
დორმა თავი დააკანტურა და ჰოდორო, განაცხადა. მერე ისევ გა-
იგონეს ნაბიჯები, ხმა მოახლოვდა და ცოტა ხანში სინათლეში ოშა
შემოვიდა, სახე მოღუშული ჰქონდა.
– კარს რაღაც ხერგავს. მე-ვერ ვწევ.
– ჰოდორს ყველაფრის აწევა შეუძლია, – თქვა ბრანმა.
ოშამ უზარმაზარ მეჯინიბეს ახედ-დახედა.
– იქნებ კიდეც შეეძლოს. წამო, მაშინ.
საფეხურები ვიწრო იყო, ამიტომ ერთმანეთს ერთ მწკრივად მის-
დევდნენ. წინ ოშა მიდიოდა, მას ჰოდორი მიჰყვებოდა, ზურგზე ეკი-
და ბრანი, რომელსაც თავი მხრებში ჩაეძვრინა, ჭერისთვის რომ არ
აერტყა. მათ მერე მირა მიდიოდა და ჩირაღდანი ეჭირა, ბილოს კი
ჟოჟენი მოაბიჯებდა და ხელჩაკიდებულ რიკონს მოიყოლებდა. გარ-
შემო, გარშემო ბრუნავდნენ კიბის ხვეულებზე, სულ აღმა მიიწევ-
დნენ. ბრანს ეჩვენებოდა, უკვე კვამლის სუნსაც ვგრძნობო, მაგრამ
შეიძლება, ეს ჩირაღდნის გამო იყო. აკლდამების კარი ძელქვისგან
იყო ნაკეთები. ძველი და მძიმე, მიწაში ალმაცერად იჯდა. მასთან მი-
ახლოება ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო. ოშამ კიდევ სცა-
და მისი გაღება, მაგრამ ბრანი ხედავდა რომ ძვრასაც ვერ უშვრებო-
და. – მიუშვი, ჰოდორმა სცადოს.
ჯერ ბრანი ამოსვეს კალათიდან, რომ არ მოჭყლეტილიყო მირა
მის გვერდით საფეხურებზე ჩაცუცქდა, მკლავი მფარველურად მოხ-
ვია მხრებზე, ოშამ და ჰოდორმა კი ადგილები გაცვალეს.
– ჰოდორ, კარი გააღე, – უთხრა ბრანმა.
ვეება მეჯინიბე ორივე ხელით მიაწვა კარს და დაიხვნეშა.
– ჰოდორ? – მუშტი დასცხო მან ხეს, კარი არც ახლა შენძრეულა,
– ჰოდორ. – ზურგით მიაწექი, – დაავალა ბრანმა, – და ფეხებით.
ჰოდორი შებრუნდა, კარს ზურგი მიაბჯინა და უბიძგა. ისევ. ისევ.
– ჰოდორ, – ცალი ფეხი უფრო მაღალ საფეხურზე შედგა, ახლა იგი
1210
დამრეცი კარის ქვეშ იყო მოხრილი, და გამართვა სცადა. ამჯერად
ხემ დაიკვნესა და დაიჭრიალა, – ჰოდორ, – მეორე ტერფიც შედგა
საფეხურზე, ფეხები გაბიჯგა და გაიმართა. სახე გაუწითლდა, ბრანი
ხედავდა, როგორ დაებერა კისერზე ძარღვები, ზემოდან დაწოლილ
წონას რომ ებრძოდა, – ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ ჰოდორ
ჰოდორ! – მაღლიდან ყრუ გრუხუნი მოისმა. მერე უეცრად კარი
აიწია, ბრანს სახეზე ზოლად დაეცა დღის შუქი და წამით დააბრმავა.
მორიგ მიწოლას ისევ მოჰყვა გადაგორებული ქვების ხმა და გზა გა-
იხსნა. ოშამ თავისი შუბი გასასვლელში გაყო და თავადაც უკან მიჰ-
ყვა, რიკონი მირას ფეხებს შორის გაუძვრა და ქალს გაეკიდა. ჰო-
დორმა ბოლომდე გადახსნა კარი და მიწის ზედაპირზე ააბიჯა. ბრანი
ბოლო რამდენიმე საფეხურზე რიდებმა აატარეს. ცას მკრთალი ნაც-
რისფერი ედო და გარშემო ყველგან ბოლი ტრიალებდა. ისინი პირ-
ველი ციხის ჩრდილში, ან უკეთ, მისგან დარჩენილი ნანგრევების
ქვეშ იდგნენ. შენობას ცალი მხარე მთლიანად მოგლეჯოდა და გა-
დაქცეულიყო. ეზოში ქვები და მომსხვრეული ქიმერები ეყარა. ზუს-
ტად იქ ჩამოცვენილან, სადაც მე დავეცი, გაიფიქრა ბრანმა მათი და-
ნახვისას. ზოგი ქიმერა ისეთ წვრილ ნამტვრევებად დაფშვნილიყო,
რომ გაოცდა, თავად საერთოდ როგორ გადარჩა ცოცხალი. შორი-
ახლოს ყვავები ჩამოშლილი ქვების ქვეშ მოყოლილ გვამს კორ-
ტნიდნენ, მაგრამ იგი პირქვე ინ – ვა და ბრანი ვერ ცნობდა, ვინ იყო.
პირველი ციხე უკვე რამდენიმე ასეული წელიწადი გამოუყენებ-
ლად იდგა, მაგრამ ახლა უწინდელზე ბევრად უფრო გაპარტახებუ-
ლიყო. მის შიგნით იატაკები და ჭერის კოჭები ხანძარს ამოეწვა. ჩა-
მოქცეული კედლიდან პირდაპირ ოთახებში იყურებოდნენ, საპირ-
ფარეშოშიც კი. მაგრამ მის უკან ძველებურად იდგა დალეწილი კოშ-
კი, ზიანი არ მიმატებოდა. ჟოჟენ რიდს კვამლისგან ხველება აუტ-
ყდა. – შინ წამიყვანე! – მოითხოვა რიკონმა, – შინ მინდა!
1211
ჰოდორმა გარშემო შემოუძუნძულათ.
– ჰოდორ, – სლუკუნებდა იგი ჩუმად. შეჯგუფებულები იდგნენ,
გარშემო კი ნგრევა და სიკვდილი ეხვიათ.
– ისეთი ხმაური ავტეხეთ, დრაკონს გაეღვიძებოდა, – თქვა
ოშამ, – მაგრამ არავინ გამოჩენილა. ციხესიმაგრე უკაცრიელი და
გადამწვარია, ზუსტად ისეთი, როგორიც ბრანს დაესიზმრა, მაგრამ
აჯობებს, თუ... – უკნიდან ხმა მოესმა, უცებ გაჩუმდა და შუბმომარ-
ჯვებული შეტრიალდა.
დალეწილი კოშკის უკნიდან ორი მუქი, გაწვართული ლანდი გა-
მოჩნდა, აუჩქარებლად გადმოიძუნძულეს ლოდებს შორის. რიკონ-
მა ბურძგლაო, აღტაცებით შეჰყვირა, და შავი მგელსაზარა მისკენ
გამოექანა. ზაფხული უფრო ნელა მოახლოვდა, ბრანს მკლავზე გა-
ეხახუნა და სახე აულოკა.
– უნდა წავიდეთ, – თქვა ჟოჟენმა, – ამდენი მკვდარი ზაფხულისა
და ბურძგლაძაღლის გარდა სხვა მგლებსაც მოიზიდავს, და არა
მხოლოდ ოთხფეხებს. – კი, ძალიან მალე, – დაეთანხმა ოშა, – მაგ-
რამ საჭმელი გვჭირდება, თან იქნებ ვინმე გადარჩენილიც იყოს. არ
გაიფანტოთ. მირა, შენი ფარი მოიმარჯვე და ზურგიდან დაგვიცავი.
ციხესიმაგრის შემოვლას მთელი დილა დასჭირდა. სქელი გრა-
ნიტის კედლები ძველებურად იდგნენ, აქა-იქ ცეცხლს გაეშავებინა
ისინი, სხვა მხრივ არაფერი დაზიანებოდათ. მაგრამ მათ შიგნით
სიკვდილი და ნგრევა დახვდათ. სეფედარბაზის კარი დამწვარი იყო
და ჯერაც ხრჩოლავდა, მის შიგნით კოჭებს ვერ გაეძლოთ და მთელი
ჭერი იატაკზე იყო ჩამოქცეული. სათბურების მწვანე და ყვითელი მი-
ნები ნამსხვრევებად ექციათ, ხეები, ხეხილი და ყვავილები დაეგლი-
ჯათ ან სიცივის მოსაკლავად დაეტოვებინათ. ხის და ისლის თავლე-
ბიდან მხოლოდ ნაცარი, ღადარი და მკვდარი ცხენები დარჩენილი-
ყო. ბრანს მოცეკვავე გაახსენდა და ტირილი მოუნდა. ბიბლიოთეკის
1212
კოშკის ქვეშ თავხელი, ორთქლადენილი ტბორი იდგა, კედელში გა-
ჩენილი ნაპრალიდან ცხელი წყალი მოჩქეფდა. სამრეკლოს კოშკსა
და საფრინველეს შორის გადებული ხიდი დაბლა ეზოში ჩაქცეული-
ყო, აღარც მაისტერ ლუვინის კოშკურა ჩანდა. დიდი კოშკის ქვეშ,
სარდაფის ვიწრო ფანჯარაში ჯერ კიდევ მოჩანდა უღიმღამო წითე-
ლი ნათება და ერთ-ერთ საწყობშიც ჯერ კიდევ ბჟუტავდა ცეცხლი.
ოშა გზადაგზა ხმადაბლა შესძახებდა ხოლმე კვამლის ქულებში,
მაგრამ არავინ გამოხმაურებია. დაინახეს ძაღლი, გვამს რომ ჯიჯ-
გნიდა, მაგრამ მან მგელსაზარების სუნი იკრა და გაიქცა; დანარჩე-
ნები საძაღლეებშივე ჩაეხოცათ. ზოგ გვამს მაისტერის ყორნები ას-
ხდნენ, სხვებს – დალეწილი კოშკიდან მოფრენილი ყვავები. ბრანმა
იცნო ჩოფურა ტიმი, თუმცა ტაბარით სახე ჰქონდა ჩაჩეხილი. ერთი
დამწვარი გვამი დედის ჩანაცრული სეპტის ჩონჩხთან მიმჯდარიყო,
აზიდულ მკლავებზე ხელები შავ, მაგარ მუშტებად ჰქონდა შეკრუ-
ლი, თითქოს დარტყმით ემუქრებოდა ყველას, ვინც კი მასთან მიახ-
ლოებას გაბედავდა.
– ღმერთებს თუ სამართალი აქვთ, – ხმადაბლა, ბრაზით თქვა
ოშამ, – ამის ჩამდენებს სხვები წაიღებენ.
– თეონმა ქნა, – პირქუშად წარმოთქვა ბრანმა.
– არა. ნახე, – ოშამ შუბით მიუთითა ეზოს გადაღმა, – ეგერ ერთი
მისი რკინელი. ეგერ კიდევ სხვა. იქ კი გრეიჯოის საომარი ცხენია,
ხედავ? აი, ის, შავი, ისრებით დაცხრილული, – შუბლშეკრული მი-
დიოდა მკვდრებს შორის და აკვირდებოდა, – აგერ, შავი ლორენი,
– ის ისე ულმობლად იყო აკაფული, რომ წვერი ახლა ჟღალ-მოწი-
თალოდ უჩანდა, – რამდენიმე თან გაიყოლა, – ოშამ ლორენის
გვერდით დაგდებული გვამი ფეხის წვერით გადააბრუნა, – აგერ,
სიმბოლოც. პატარა, მთლად წითელი კაცია.
– დრედფორტის გატყავებული კაცი, – უთხრა ბრანმა.
1213
ზაფხულმა დაიყმუვლა და მოკურცხლა.
– საღვთო ტყისკენ გარბის, – მირა მგელსაზარას მიჰყვა, ხელში
ფარი და ბაყაყების შუბი ჰქონდა მომარჯვებული. დანარჩენებიც
უკან გაედევნენ, ბოლში და ჩამოცვენილ ქვებს შორის მიიკვლევ-
დნენ გზას. ხეების ქვეშ უფრო სუფთა ჰაერი იდგა. ტყის განაპირას
რამდენიმე ფიჭვი დამწვარიყო, მაგრამ ტყის სიღრმეში ნოტიო მიწას
და ნედლ ხეებს ცეცხლი დაემარცხებინათ.
– ცოცხალ ტყეში ძალა ბუდობს, – თქვა ჟოჟენ რიდმა, თითქოს
ბრანის ფიქრებს კითხულობდა, – ისიც ცეცხლივით მძლავრია.
შავი ტბორის პირას, გულის ხის ქვეშ მიწაზე პირქვე იწვა მაისტე-
რი ლუვინი. ნოტიო ფოთლებზე, რომლებზეც გაცოცებულიყო, სის-
ხლის კვალი მიიკლაკნებოდა. თავს ზაფხული ედგა. ბრანს თავიდან
მოეჩვენა, მკვდარიაო, მაგრამ როდესაც მირამ ყელი მოუსინჯა, მა-
ისტერმა დაიგმინა.
– ჰოდორ? – მწუხარედ წარმოთქვა ჰოდორმა, – ჰოდორ?
ლუვინი ფრთხილად გადმოაბრუნეს გულაღმა. რუხი თვალები
და რუხი წვერი ჰქონდა და ოდესღაც მისი სამოსიც რუხი იყო, მაგრამ
ახლა გამუქებოდა იქ, სადაც სისხლს გამოეჟონა.
– ბრანი, – წარმოთქვა ჩუმად, ჰოდორის ზურგზე მჯდომი ბიჭი
რომ დაინახა, – და რიკონიც, – მან გაიღიმა, – მადლობა ღმერთებს.
ვიცოდი... – იცოდი? – ჰკითხა ბრანმა ეჭვით.
– ფეხები, ვიცანი... ტანსაცმელი შენი იყო, მაგრამ ფეხზე კუნთე-
ბი... საბრალო ბავშვი... – დაახველა და პირიდან სისხლი გადმოუ-
ვიდა, – იქ, ტყეში... გაუჩინარდით... როგორ?
– არც წავსულვართ, – უთხრა ბრანმა, – მარტო კიდემდე მივე-
დით, მერე ჩვენსავე ნაფეხურებს უკან მოვდიეთ. მგლები გავუშვი,
კვალი რომ დაემჩნიათ, ჩვენ კი მამას საფლავში დავიმალეთ.

1214
– აკლდამებში, – ჩაიცინა ლუვინმა, ტუჩებზე სისხლის ქაფი მო-
ედო. განძრევა რომ სცადა, ტკივილისგან შეჰყვირა.
ბრანს თვალები ცრემლებმა აუვსო. როდესაც ადამიანს რამე
უშავდება, იგი მაისტერთან მიგყავს. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ მაის-
ტერია დაშავებული?
– მის წასაყვანად საკაცე უნდა დავამზადოთ, – თქვა ოშამ.
– არ გინდათ, – უთხრა მაისტერმა, – მე ვკვდები.
– ვერ მოკვდები, – ბრაზით უთხრა რიკონმა, – ვერ მოკვდები, –
მის გვერდით მდგარმა ბურძგლაძაღლმა ეშვები დაკრიჭა და დაიღ-
რინა.
მაისტერმა გაიღიმა.
– ჩუმად, ბალღო. მე შენზე ბევრად უფროსი ვარ. როცა მინდა...
მაშინ მოვკვდები. – ჰოდორ, დაბლა დამწიე, – უთხრა ბრანმა. ჰო-
დორმა მაისტერის გვერდით დაიჩოქა.
– მისმინე, – უთხრა ოშას მაისტერმა, – პრინცები... რობის მემ-
კვიდრეები. ერთად... ერთად არა. გესმის?
ველური ქალი შუბს ჩამოეყრდნო.
– კი. ცალ-ცალკე უფრო უსაფრთხოა. მაგრამ სად წავიყვანო? ვი-
ფიქრე, იქნებ კერვინები-მეთქი...
მაისტერმა ლუვინმა თავი გაიქნია, თუმცა ცხადად ეტყობოდა, ეს
რა ტკივილად უჯდებოდა.
– ყმაწვილი კერვინი მკვდარია. სერ როდრიკი, ლეობოლდ
ტოლჰარტი, ლედი ჰორნვუდი... ყველა დახოცეს. უღრანი დაეცა,
მოათ კაილინი, მალე ტორენის მტკიციც. ქვის ნაპირზე რკინელები
დგანან. აღმოსავლეთში ბოლტონის ბუშია. – მაშ, საით? – ჰკითხა
ოშამ.
– თეთრ ნავსადგურში... ამბერებთან... არ ვიცი... ყველგან

1215
ომია... ყოველი კაცი თავის მეზობელს ებრძვის, და ზამთარი მო-
დის... რა სიბრიყვეა, შავი და შეშლილი სიბრიყვე, – მაისტერ ლუ-
ვინმა ხელი ასწია და ბრანს მკლავში ჩაავლო, უკანასკნელი, გასაო-
ცარი ძალით უჭერდა თითებს, – ახლა სიძლიერე გმართებს. ძლი-
ერი უნდა იყო. – ვიქნები, – აღუთქვა ბრანმა, თუმც სიტყვების წარ-
მოთქმა უჭირდა. სერ როდრიკი მკვდარია და მაისტერი ლუვინიც,
ყველა, ყველა...
– კარგია, – თქვა მაისტერმა, – კარგი ბიჭი. შენი... მამაშენის ძე
ხარ, ბრან. ახლა გასწით.
ოშამ სარკმლისხეს ახედა, თეთრ ზროზე გამოკვეთილ წითელ
სახეს. – შენ კი ღმერთებთან დაგტოვოთ?
– მე გთხოვ... – მაისტერმა ნერწყვი გადაყლაპა, – წყალი დამა-
ლევინე და... კიდევ ერთ მოწყალებას. თუ შეგიძლია...
– კი, – ოშა მირას მიუბრუნდა, – ბიჭები წაიყვანე.
ჟოჟენმა და მირამ რიკონი მათ შორის ჩაიყენეს და წაიყვანეს.
ჰოდორიც მიჰყვათ. ხეებს შორის რომ მიდიოდნენ, დაბალი ტოტები
ბრანს სახეზე ედებოდა და ფოთლები ცრემლებს სწმენდნენ. ცოტა
ხნის მერე, უკვე ეზოში გასულებს, ოშაც წამოეწიათ. მაისტერ ლუ-
ვინზე არაფერი უთქვამს.
– ჰოდორი ბრანთან უნდა დარჩეს, მისი ფეხები იქნება, – მოკ-
ლედ მოჭრა ველურმა ქალმა, – რიკონს მე წავიყვან.
– ჩვენ ბრანს გავყვებით, – თქვა მირამ.
– ჰოდორ, – თქვა ჰოდორმა.
ჯერ სამზარეულოებში გაიარეს. ოშამ რამდენიმე დამწვარი პური
იპოვა, ისეთი, ჯერაც რომ იჭმეოდა, და ცივი შემწვარი ქათამიც კი
ნახა, რომელიც შუაზე გახლიჩა. მირამ თაფლიანი ქოთანი და ვაშ-
ლებით სავსე ტომარა გამოჩხრიკა. იქიდან გამოსულები ერთმა-

1216
ნეთს გამოემშვიდობნენ. რიკონი ტიროდა და ჰოდორს ფეხზე ებღაუ-
ჭებოდა, სანამ ოშამ თავისი შუბის ტარი არ მოსცხო. ამის მერე ბიჭმა
იკადრა და ქალს გაჰყვა. ბურძგლაძაღლიც მათ აედევნა. ბოლოს,
რასაც ბრანმა თვალი მოჰკრა, დალეწილი კოშკის უკან გაუჩინარე-
ბული მგელსაზარას კუდი იყო. რკინის ცხაური, მონადირის კარს
რომ კეტავდა, გაცხელებისგან ისე დაღრეცილიყო, რომ ერთ ფუტზე
მაღლა ვერ ასწიეს. სათითაოდ გაძვრნენ მის ქვეშ. – თქვენს ლორდ-
მამასთან წავალთ? – იკითხა ბრანმა, გალავნებს შორის მოქცეული
ასაწევი ხიდი რომ გადაჭრეს, – რუხწყალას გუშაგში?
მირამ პასუხის მოლოდინში ძმას შეხედა.
– ჩვენი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, – გამოუცხადათ ჟოჟენმა.
მგლისტყის პირას ბრანი თავის კალათში შემობრუნდა და უკანას-
კნელი მზერა შეავლო ციხესიმაგრეს, სადაც მთელი ცხოვრება გა-
ეტარებინა. რუხი ცისკენ ჯერაც იზიდებოდნენ კვამლის ზოლები,
მაგრამ ამდენ ბოლს შეიძლება ვინტერფელის საკვამურებიდანაც
ედინა შემოდგომის ცივ შუადღეს. ზოგ საისრე დუროს ჭვარტლის
ლაქები ემჩნეოდა და აქა-იქ გალავანს ნაპრალი ან ჩამონგრეული
ქონგური ეტყობოდა, მაგრამ შორიდან ეს არცთუ დიდ ზიანად მო-
ჩანდა. მათ უკან ჯერაც აღმართულიყვნენ კოშკების და ციხეების
წვერები, იდგნენ, როგორც მანამდე ასობით წელიწადს მდგარიყ-
ვნენ, და სულაც ვერ შეატყობდი, ციხესიმაგრე დარბეული და გადამ-
წვარი თუ იყო. ქვა მტკიცეა, გაიფიქრა ბრანმა, ხეებს ღრმად აქვთ
ფესვი გადგმული, მიწის ქვეშ კი ვინტერის მეფეები ტახტებზე სხე-
დან. სანამ ეს იარსებებდა, იარსებებდა ვინტერფელიც. იგი არ მომ-
კვდარა, მხოლოდ დაილეწა ჩემსავითო, გაიფიქრა. არც მე მოვ-
მკვდარვარ.

1217
დანართი

1218
მეფეები და მათი კარები

რკინის ტახტზე მჯდომი მეფე

ჯოფრი ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, ცამეტი წლის ბიჭი,


მეფე რობერტ I ბარათეონისა და დედოფალ სერსეი ლანისტერის
პირმშო;
• მისი დედა, დედოფალი სერსეი, დედოფალი-რეგენტი, და სა-
ხელმწიფოს მფარველი;
• მისი და, პრინცესა მირცელა, ცხრა წლის გოგონა;
• მისი ძმა, პრინცი ტომენი, რვა წლის ბიჭი, რკინის ტახტის მემ-
კვიდრე;
• ბიძები მამის მხრიდან:
ⱶ სტანის ბარათეონი, დრაკონის ქვის ბატონი, მეფე სტანის I-ად
თავის გამომცხადებელი;
ⱶ რენლი ბარათეონი გრიგალის კიდის ბატონი მეფე რენლი I-ად
თავის გამომცხადებელი;
ⱶ სერ ჯეიმი ლანისტერი მეფისმკვლელი მეფის ქეშიკთა ლორდ-
მეთაური, რივერანის ტყვე;
ⱶ ტირიონ ლანისტერი, მოქმედი მეფის მარჯვენა;
ⱶⱶ ტირიონის საჭურველთმტვირთველი, პოდრიკ პეინი;
ⱶⱶ ტირიონის მცველები და შეფიცული ხმლები:
ⱶⱶⱶ გრონი, ქირით მებრძოლი, თმაშავი და გულშავი;
ⱶⱶⱶ შაგა დოლფის ძე, ქვის ყვავთაგანი;
ⱶⱶⱶ ტიმეტ ტიმეტის ძე, დაბუგულთაგან;
ⱶⱶⱶ ჩელა ჩეიკის ასული, შავყურათაგან;
ⱶⱶⱶ ქრაუნ ქეილორის ძე, მთვარის ძმათაგანი;

1219
ⱶⱶ ტირიონის ხარჭა, შაი, ლაშქრის თანმხლები, თვრამეტი წლი-
სა;
• მეფის მცირე საბჭო:
ⱶ გრანდ-მაისტერი პაიცელი;
ⱶ ლორდი პეტირ ბეილიში, მეტსახელად ნეკა, ხაზინადარი;
ⱶ ლორდი იანოს სლინტი, მეფის საბიჯელის ქალაქის დაცვის
(ოქროსმოსასხამიანები) მეთაური;
ⱶ ვარისი, საჭურისი, მეტსახელად ობობა, მოენეთუხუცესი;
• მეფის ქეშიკები:
ⱶ სერ ჯეიმი ლანისტერი, მეტსახელად მეფისმკვლელი, ლორდ-
მეთაური, რივერანის ტყვე;
ⱶ სანდორ კლეგეინი, მეტსახელად ქოფაკი;
ⱶ სერ ბოროს ბლაუნტი;
ⱶ სერ მერინ ტრანტი;
ⱶ სერ ერის ოუკჰარტი;
ⱶ სერ პრესტონ გრინფილდი;
ⱶ სერ მანდონ მური.
• მეფის კარი და მსახურნი:
ⱶ სერ ილინ პეინი, მეფის სამართალი, ჯალათი;
ⱶ ვილარი, მეფის საბიჯელში ლანისტერების შინა დაცვის (წი-
თელმოსასხამიანები) კაპიტანი;
ⱶ სერ ლანსელ ლანისტერი, მეფე რობერტის ყოფილი საჭურ-
ველთმტვირთველი, რაინდად ახალი ნაკურთხი;
ⱶ ტირეკ ლანისტერი, მეფე რობერტის ყოფილი საჭურველ-
თმტვირთველი;
ⱶ სერ არონ სანტაგარი, ორთაბრძოლის ოსტატი;
ⱶ სერ ბეილონ სუანი, ლორდ ჯულიან სუან ქვისმუზარადელის მე-
ორე ძე;
1220
ⱶ ლედი ერმესანდე ჰეიფორდი, ძუძუთა ჩვილი;
ⱶ სერ დონტოს ჰოლარდი, მეტსახელად წითელი, ლოთი;
ⱶ ჯალაბარ ზო, ზაფხულის კუნძულების დევნილი პრინცი;
ⱶ მთვარე-ბიჭი, ხუმარა და მასხარა;
ⱶ ლედი ტანდა სტოკვორთი;
ⱶⱶ ფელისი, მისი უფროსი ასული;
ⱶⱶ ლოლისი, მისი უმცროსი ასული, ოცდაცამეტი წლის, გასათ-
ხოვარი;
ⱶ ლორდი ჯაილს როსბი;
ⱶ სერ ჰორას რედვაინი და მისი ტყუპისცალი სერ ჰოგერ რედვა-
ინი, არბორის ბატონის ძეები;
• მეფის საბიჯელის მცხოვრებლები:
ⱶ ქალაქის დაცვა (”ოქროსმოსასხამიანები”):
ⱶⱶ იანოს სლინტი, ჰარენჰალის ლორდი, ლორდ-მეთაური;
ⱶⱶⱶ მოროსი, მისი უფროსი ძე და მემკვიდრე;
ⱶⱶ ალარ დიმი, სლინტის უფროსი სერჟანტი;
ⱶⱶ სერ ჯესლინ ბაივოტერი, მეტსახელად რკინისხელა, მდინარის
კარის კაპიტანი;
ⱶ ჰალინ პირომანი, ალქიმიკოსთა გილდიის განბრძნობილი;
ⱶ ჩატაია, ძვირფასი საროსკიპოს მფლობელი;
ⱶⱶ ალაიაია, დენსი, მირეი – მისი გოგონები;
ⱶ ტობო მოტი, ოსტატი მეიარაღე;
ⱶ სალორეონი, ოსტატი მეიარაღე;
ⱶ რკინისმუცელა, მჭედელი;
ⱶ ლოთორ ბრუნი, თავისუფალი მხედარი;
ⱶ სერ ოსმუნდ ქეთელბლექი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ზღუდის
რაინდი;
ⱶⱶ ოსუფრიდ და ოსნი ქეთელბლექები, მისი ძმები;
1221
ⱶ საიმონ ვერცხლისენა, მომღერალი;

მეფე ჯოფრის დროშაზე გამოსახულია ბარათეონების გვირგვი-


ნოსანი ხარირემი, შავად ოქროსფერ ველზე, და ლანისტერების
ლომი, ოქროსფერი მეწამულზე, საბრძოლველად შემართული.

1222
ვიწრო ზღვის მეფე

სტანის ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, მეფე რობერტის


ძმათაგან უფროსი, ყოფილი დრაკონის ქვის ლორდი, ლორდ სტე-
ფონ ბარათეონისა და ლედი კასანა ესტერმონტის მეორე ძე;
• მისი ცოლი, ლედი სელისი ფლორენტების გვარიდან;
ⱶ შირინი, მათი ერთადერთი შვილი, ათი წლის გოგონა;
• ბიძა და ბიძაშვილები:
ⱶ სერ ლომას ესტერმონტი, ბიძა;
ⱶ მისი ძე, სერ ენდრიუ ესტერმონტი, ბიძაშვილი;
• კარი და მსახურები:
ⱶ მაისტერი კრესენი, მკურნალი და მასწავლებელი, მოხუცი კა-
ცი;
ⱶ მაისტერი პილოსი, მისი ახალგაზრდა შემცვლელი;
ⱶ სეპტონი ბარი;
ⱶ სერ აქსელ ფლორენტი, დრაკონის ქვის კასტელანი, დედოფალ
სელისის ბიძა;
ⱶ თავნაკუწა, გონებანაკლული მასხარა;
ⱶ ლედი მელისანდრე ასშაელი, მეტსახელად წითელი ქალი,
რლორის, ცეცხლის გულის, ქურუმი ქალი;
ⱶ სერ დავოს სივორთი, მეტსახელად ხახვის რაინდი, ზოგჯერ –
მოკლეხელა, კონტრაბანდისტად ყოფილი, შავი ბეტას კაპიტანი;
ⱶⱶ მისი ცოლი მარია, დურგლის ასული;
ⱶⱶ მათი შვიდი ძე:
ⱶⱶ დეილი, აჩრდილის კაპიტანი;
ⱶⱶ ალარდი, ლედი მარიას კაპიტანი;
ⱶⱶ მატოსი, შავი ბეტას კაპიტნის თანაშემწე;
ⱶⱶ მარიკი, მენიჩბეთუხუცესი მძვინვარებაზე;
1223
ⱶⱶ დევანი, მეფე სტანისის საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶ სტანისი, ცხრა წლის ბიჭი;
ⱶⱶ სტეფონი, ექვსი წლის ბიჭი;
ⱶ ბრიენ ფარინგი, მეფე სტანისის საჭურველთმტვირთველი;
• მეფის მებაირაღე ლორდები და შეფიცული ხმლები:
ⱶ არდრლან სელტიგარი, კლანჭის კუნძულის ლორდი, მოხუცე-
ბული;
ⱶ მონფორდ ველარიონი, მიქცევების ლორდი და დრიფტმარკის
ბატონი;
ⱶ დურამ ბარ ემონი, წვეტის ლორდი, თოთხმეტი წლისა;
ⱶ გუნცერ სანგლასი, სვიტპორტ საუნდის ლორდი;
ⱶ სერ ჰაბარდ რამბტონი;
ⱶ სალადორ საანი, თავისუფალ ქალაქ ლისიდან, ვიწრო ზღვის
გამოცხადებული პრინცი;
ⱶ მოროშ მირელი, ქირით მებრძოლი გემების ადმირალი;

მეფე სტანისმა თავის დროშად აიღო ნათლის უფლის ალმოდე-


ბული გული: ნარინჯისფერი ცეცხლის ენებით შემოსაზღვრული წი-
თელი გული, ღია-ყვითელ ველზე. გულის შიგნით შავად გამოსახუ-
ლია ბარათეონების გვარის გვირგვინოსანი ხარირემი;

1224
ზენაბაღის მეფე

რენლი ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, მეფე რობერის


ძმათაგან უმცროსი, ყოფილი გრიგალის კიდის ლორდი, ლორდ
სტეფონ ბარათეონისა და ლედი
კასანა ესტერმონტის მესამე ძე;
• მისი ახალშერთული ცოლი, ლედი მარჯერი ტაირელების გვა-
რიდან, თხუთმეტი წლის ასული;
• ბიძა და ბიძაშვილები:
ⱶ სერ ელდონ ესტერმონტი, ბიძა;
ⱶ სერ ელდონის ძე, სერ ეიმონ ესტერმონტი, ბიძაშვილი;
ⱶ სერ ეიმონის ძე, სერ ალინ ესტერმონტი;
• მებაირაღე ლორდები:
ⱶ მეის ტაირელი, ზენაბაღის ლორდი და მეფის მარჯვენა;
ⱶ რენდილ ტარლი, ქვის რქის ლორდი;
ⱶ მათის როვანი, ოქროსტყის ლორდი;
ⱶ ბრის კარონი, მარშების ლორდი;
ⱶ შირა ეროლი, ზვინის მთის ქალბატონი;
ⱶ არვინ ოუკჰარტი, ბერმუხის ქალბატონი;
ⱶ ალესტერ ფლორენტი, წყალნათელის ციხის ლორდი;
ⱶ ლორდი სელვინ ტართელი, მეტსახელად მწუხრის ვარსკვლა-
ვი;
ⱶ ლეიტონ ჰაიტაუერი, ძველქალაქის ხმა, ნავსადგურის ლორდი;
ⱶ ლორდი სტეფონ ვარნერი.
• ცისარტყელა მცველები:
ⱶ სერ ლორას ტაირელი, ყვავილების რაინდი, ლორდ-მეთაური;
ⱶ ლორდი ბრის კარონი, ნარინჯისფერი;
ⱶ სერ გაიარდ მორიგენი, მწვანე;
1225
ⱶ სერ პარმენ კრეინი, იისფერი;
ⱶ სერ რობარ როისი, წითელი;
ⱶ სერ ემონ ქაი, ყვითელი;
ⱶ გრიენ ტართელი, ლურჯი, უწოდებდნენ ბრიენ ტურფასაც,
ლორდ სელვინ მწუხრის ვარსკვლავის ასული;
• მისი რაინდები და შეფიცული ხმლები:
ⱶ სერ კორტნი პენროუსი, გრიგალის კიდის კასტელანი;
ⱶ სერ კორტნის აღსაზრდელი, ედრიკ სტორმი, მეფე რობერტის
ბუში ძე ლედიდელენა ფლორენტისგან;
ⱶ სერ დონელ სუანი, ქვისმუზარადის მემკვიდრე;
ⱶ სერ ჯონ ფოსოვეი, მწვანევაშლა ფოსოვეი;
ⱶ სერ ბრაიან ფოსოვეი, სერ ტანტონ ფოსოვეი და სერ ედვიდ ფო-
სოვეი, წითელვაშლა ფოსოვეიები;
ⱶ სერ კოლენი მწვანეტბორელი;
ⱶ სერ მარკ მულენდორი;
ⱶ სერ რონეტი, გრიფონის ბუდის რაინდი;
• მისი სახლობა:
ⱶ მაისტერი იურნი, მრჩეველი, მკურნალი, მასწავლებელი.

მეფე რენლის დროშა არის გრიგალის კიდელი ბარათეონების


გვიგვინოსანი ხარირემი, შავად გამოსახული ოქროსფერ ველზე,
იგივე დროშა, რომელსაც მისი ძმა, რობერტ ბარათეონი შლიდა.

1226
ჩრდიოლეთის მეფე

რობ სტარკი, ვინტერფელის ლორდი და ჩრდილოეთის მეფე,


ვინტერფელის ლორდის, ედარდ სტარკის და ლედი კეტლინ ტალის
უფროსი ძე, თხუთმეტი წლისა;
• მისი მგელსაზარა, რუხი ქარი;
• მისი დედა, ლედი კეტლინი, ტალების გვარიდან;
• მისი და-ძმა:
ⱶ პრინცესა სანსა, თორმეტი წლისა;
ⱶⱶ სანსას მგელსაზარა, {ლედი}, დარის ციხეში მოკლული;
ⱶ პრინცესა არია, ათი წლისა;
ⱶⱶ არიას მგელსაზარა ნიმერია, ერთი წლის წინ გაძევებული;
ⱶ პრინცი ბრანდონი, ბრანს ეძახიან, ვინტერფელის და ჩრდი-
ლოეთის მემკვიდრე, რვა წლისა;
ⱶⱶ ბრანის მგელსაზარა ზაფხული;
ⱶ პრინცი რიკონი, ოთხი წლისა;
ⱶⱶ რიკონის მგელსაზარა ბურძგლაძაღლი;
ⱶ მისი ნახევარძმა ჯონ სნოუ, თხუთმეტი წლის ბუში ღამის ებგუ-
რის მებრძოლი;
ⱶⱶ ჯონის მგელსაზარა ლანდი;
• ბიძები და დეიდები:
ⱶ (გრანდონ სტარკი}, ლორდ ედარდის უფროსი ძმა მეფე ეირის
ტარგარიენის ბრძანებით მოკლული;
ⱶ ბენიენ სტარკი, ლორდ ედარდის უმცროსი ძმა, ღამის ებგურის
მებრძოლი, კედლის მიღმა გაემართა და დაიკარგა;
ⱶ ლიზა ერინი, ლედი კეტლინის უმცროსი და, {ლორდ ჯონ ერი-
ნის} ქვრივი, საარწივეს ქალბატონი;
ⱶ სერ ედმურ ტალი, ლედი კეტლინის უმცროსი ძმა, რივერანის
1227
მემკვიდრე;
ⱶ სერ ბრინდენ ტალი, შავ თევზად წოდებული, ლედი კეტლინის
ბიძა;
• მისი შეფიცული ხმლები და თანამებრძოლები:
ⱶ თეონ გრეიჯოი, ლორდ ედარდის აღსაზრდელი, პაიკის და რკი-
ნის კუნძულების მემკვიდრე;
ⱶ ჰალის მოლენი, ვინტერფელის მცველთა კაპიტანი;
ⱶⱶ ჯაკსი, ქვენტი, შადი – მოლენის რაზმის მცველები;
ⱶ სერ ვენდელ მანდერლი, თეთრი ნავსადგურის ლორდის მეორე
ძე;
ⱶ პატრეკ მალისტერი, სიგარდის მემკვიდრე;
ⱶ დეისი მორმონტი, ლედი მეგის უფროსი ასული და დათვის კუნ-
ძულის მემკვიდრე;
ⱶ ჯონ ამბგერი, პატარა ჯონად წოდებული;
ⱶ რობინ ფლინტი, სერ რედვაინ ფრეი, ლუკას ბლექვუდი;
ⱶⱶ მისი საჭურველთმტვირთველი, ოლივარ ფრეი, თვრამეტი
წლისა;
• სახლობა რივერანში:
ⱶ მაისტერი ვაიმანი, მრჩეველი, მკურნალი, მასწავლებელი;
ⱶ სერ დესმონდ გრელი, ორთაბრძოლის ოსტატი;
ⱶ სერ რობინ რაიგერი, მცველების კაპიტანი;
ⱶ ათერაის ვეინი, რივერანის მოურავი;
ⱶ რაიმუნდ მგოსანი, მომღერალი.
ⱶ მაისტერი ლუვინი, მრჩეველი, მკურნალი, მასწავლებელი;
ⱶ სერ როდრიკ კასელი ორთაბრძოლის ოსტატი;
ⱶⱶ ბეთი, მისი პატარა ასული;
ⱶ ვოლდერ ფრეი, მეტსახელად დიდი ვოლდერი, ლედი კეტლი-
ნის აღსაზრდელი, რვა წლისა;
1228
ⱶ ვოლდერ ფრეი, მეტსახელად პატარა ვოლდერი, ლედი კეტლი-
ნის აღსაზრდელი, აგრეთვე რვა წლისა;
ⱶ სეპტონი ჩეილი, ციხესიმაგრის სეპტის და ბიბლიოთეკის გამ-
რიგე;
ⱶ ჯოსეთი, მეჯინიბეთუხუცესი;
ⱶⱶ ბენდი და შირა, მისი ტყუპი ასულები,
ⱶ ფარლენი, უფროსი მეძაღლე;
ⱶⱶ პალა, მისი ასული;
ⱶ ბებერი ნენი, მეზღაპრე, ოდესღაც სტარკების ძიძა, ახლა ძლი-
ერ მოხუცი;
ⱶⱶ ჰოდორი, მისი შვილთაშვილი, ჭკუასუსტი მეჯინიბე;
ⱶ გეიგი, მზარეული;
ⱶⱶ თალგამა, ჭურჭლის მრეცხავი და მზარეულის თანაშემწე;
ⱶ ოშა, მგლისტყეში ტყვედ აყვანილი ველური ქალი, სამზარეუ-
ლოს შავი მუშა;
ⱶ მიკენი, მჭედელი და მეიარაღე;
ⱶ ჩალისთავა, ხუმარა, ჩოფურა ტიმი, ალბგელი – მცველები;
ⱶⱶ კეილონი, ტომი – მცველების შვილები;
• მისი მებაირაღე ლორდები და სარდლები:
(რობთან ერთად რივერანში მყოფები):
ⱶ ჯონ ამგერი, მეტსახელად დიდჯონი;
ⱶ რიკარდ კარსტარკი, კარჰოლდის ლორდი;
ⱶ გალბარტ გლოვერი, უღრანის ციხელი;
ⱶ მეგი მორმონტი, დათვის კუნძულის ქალბატონი;
ⱶ სერ სტევრონ ფრეი, ლორდ ვოლდერ ფრეის უფროსი ძე და
ტყუპების მემკვიდრე;
ⱶ სერ სტევრონის უფროსი ძე, სერ რაიმან ფრეი;
ⱶⱶ სერ რაიმანის ძე, შავი ვოლდერ ფრეი;
1229
ⱶ მარტინ რივერსი, ლორდ ვოლდერ ფრეის ბუში ძე;
(რუს ბოლტონთან ერთად ტყუპებში მყოფები):
ⱶ რუს ბოლტონი, დრედფორტის ლორდი, ჩრდილოეთის ლაშ-
ქრის დიდი ნაწილის სარდალი;
ⱶ რობეტ გლოვერი, უღრანის ციხელი;
ⱶ ვოლდერ ფრეი, გადასალახის ლორდი;
ⱶ სერ ჰეიმან ტოლჰარტი, ტორენის მტკიციდან;
ⱶ სერ ეინის ფრეი;
(ლორდ ტაივინ ლანისტერის ტყვეები):
ⱶ ლორდი მედგერ კერვინი;
ⱶ ჰარიონ კარსტარკი, ლორდ რიკარდის ერთადერთი გადარჩე-
ნილი ძე;
ⱶ სერ უილის მანდერლი, თეთრი ნავსადგურის მემკვიდრე;
ⱶ სერ ჯარედ ფრეი, სერ ჰოსტინ ფრეი, სერ დანველ ფრეი და მათი
ბუში ნახევარძმა რონელ რივერსი;
(სალაშქროდ ან საკუთარ ციხესიმაგრეებში მყოფნი):
ⱶ ლაიმან დარი, რვა წლის ბიჭი;
ⱶ შელა ვენტი, ჰარენჰალის ქალბატონი, საკუთარი სამემკვიდ-
როდან ლორდ ტაივინის მიერ განდევნილი;
ⱶ იასონ მალისტერი, სიგარდის ლორდი;
ⱶ იონის ბრაკენი, ქვის ზღუდის ლორდი;
ⱶ ტიტოს ბლექვუდი, ყორნისხის ლორდი;
ⱶ ლორდი კარილ ვენსი;
ⱶ სერ მარქ პაიპერი;
ⱶ სერ ჰალმონ პეიჯი;
(მისი მებაირაღე ლორდები და კასტელანები ჩრდილოეთში):
ⱶ ვაიმან მანდერლი, თეთრი ნავსადგურის ლორდი;
ⱶ ჰოულანდ რიდი, რუხწყალას გუშაგელი, კრანოგელი;
1230
ⱶⱶ ჰოულანდის ასული, მირა, თხუთმეტი წლისა;
ⱶⱶ ჰოულანდის ძე, ჟოჟენი, ცამეტი წლისა;
ⱶ ლედი დონელა ჰორნვუდი, ქვრივი და მგლოვიარე დედა;
ⱶ კლეი კერვინი, ლორდ მედჯერის მემკვიდრე, თოთხმეტი წლი-
სა;
ⱶ ლეობოლდ ტოლჰარტი, სერ ჰელმანის უმცროსი ძმა, ტორენის
მტკიცის კასტელანი;
ⱶⱶ ლეობოლდის ცოლი, ბერენა ჰორნვუდი;
ⱶⱶ ლეობოლდის ძე, ბრანდონი, თოთხმეტი წლისა;
ⱶⱶ ლეობოლდის ძე, ბერენი, ათი წლისა;
ⱶⱶ სერ ჰელმანის ძე, ბენფრედი, ტორენის მტკიცის მემკვიდრე;
ⱶⱶ სერ ჰელმანის ასული, ედარა, ცხრა წლისა;
ⱶ ლედი საიბელი, რობეტ გლოვერის ცოლი, მის არყოფნაში უღ-
რანის ციხის მმართველი;
ⱶⱶ რობეტის ძე გეივენი, სამი წლისა, უღრანის მემკვიდრე;
ⱶⱶ რობეტის ასული ერენა, ერთი წლისა;
ⱶⱶ ლარენს სნოუ, ლორდ ჰორნვუდის ბუში ძე, თორმეტი წლისა,
გალბარტ გლოვერის აღსაზრდელი;
ⱶⱶ მორსი ყვავისმკვნეტელი და ჰოთერ ბოზთარისხვა ამბერების
საგვარეულოდან, დიდჯონის ბიძები;
ⱶ ლედი ლაისა ფლინტი, რობინის დედა;
ⱶ ონდრიუ ლოკი, ოლდკასტლის ლორდი, მოხუცებული.

ჩრდილოეთის მეფის დროშა იგივეა, რაც ათასობით წლის წინ


ყოფილა: ვინტერფელელი სტარკების რუხი მგელსაზარა, ყინულის-
ფერ ველზე გაქცეული.

1231
ზღვისგაღმელი დედოფალი

დენერის ტარგარიენი, დენერის გრიგალით შობილად წოდებუ-


ლი, დაუწველი, დრაკონების დედა, დოთრაკების ხალესი და პირვე-
ლი მისი სახელისა, მეფე ეირის II ტარგარიენისა და მისი და-ცოლის
ერთადერთი გადარჩენილი შვილი, დაქვრივებული თოთხმეტი
წლის ასაკში;
• მისი ახლად გამოჩეკილი დრაკონები – დროგონი, ვისერიონი,
რეიგალი;
• მისი ძმები:
• {რეიგარი}, დრაკონის ქვის პრინცი და რკინის ტახტის მემკვიდ-
რე, მეფე რობერტისგან სამკბილაზე მოკლული;
• {რეინისი}, რეიგარის ასული ელია დორნელისგან მეფის საბი-
ჯელის რბევის დროს მოკლული;
• {ეაგონი}, რეიგარის ძე ელია დორნელისგან მეფის საბიჯელის
რბევის დროს მოკლული;
• {ვისერისი}, ვინც თავს უწოდებდა მეფე ვისერისს მესამე მისი
სახელისა, მათხოვარ მეფედ წოდებული, ვაის დოთრაკში ხალ
დროგოს ხელით მოკლული;
• მისი ქმარი {დროგო}, დოთრაკების ხალი, მოკლა გამიზეზე-
ბულმა ჭრილობამ;
ⱶ {რეიგო}, დენერისის და ხალ დროგოს მკვდრადშობილი ძე, მი-
რი მაზ დურის მიერ დედის საშოში მოკლული;
• დედოფლის მცველები:
ⱶ სერ ჯორაჰ მორმონტი, დევნილი რაინდი ოდესღაც დათვის
კუნძულის ლორდი;
ⱶ ჟოგო, კო და სისხლისმიერი მხედარი, მათრახი;
ⱶ აგო, კო და სისხლისმიერი მხედარი, მშვილდი;
1232
ⱶ რახარო, კო და სისხლისმიერი მხედარი, არახი;
• მისი მოახლეები:
ⱶ ირი, დოთრაკი გოგო;
ⱶ ჟიქვი, დოთრაკი გოგო;
ⱶ დორეა, ლისელი მონაქალი, ყოფილი მეძავი.
• სამი მაძიებელი:
ⱶ ზარო ზოან დაქსოსი, ქარითის ვაჭარი პრინცი;
ⱶ პაიატ პრი, ქართელი გრძნეული;
ⱶ ქვაითი, ასშაელი ნიღბოსანი; აჩრდილების შემკვრელი.
ⱶ ილირიო მოპატისი, თავისუფალ ქალაქ პენტოსის მაგისტრი,
მან მოაწყო დენერისისა და ხალ დროგოს ქორწინება და ვისერისის
რკინის ტახტზე დასაბრუნებლად იყო შეთქმული.

ტარგარიენების დროშა ეაგონ დამპყრობლისეულია – მან დაიპ-


ყრო შვიდი სამეფოდან ექვსი, სათავე დაუდო დინასტიას და დამარ-
ცხებული მტრების ხმლებისგან რკინის ტახტი დაამზადებინა. დრო-
შაზე გამოსახულია სამთავიანი დრაკონი, წითლად შავზე.

1233
სხვა დიდი თუ მცირე საგვარეულოები

ერინების გვარი

ერინების გვარი დაპირისპირებულ ტახტის მაძიებელთაგან არა-


ვის შეუდგა და მთელი თავისი ძალა საარწივესა და ერინის ველის
დასაცავად დაინარჩუნა. ერინების ემბლემაა თეთრი მთვარე-და-შე-
ვარდენი ცისფერ ველზე. ერინების თქმაა: მაღლა, ვით ღირსება.

რობერტ ერინი, საარწივეს საარწივეს ლორდი და ველის მფარ-


ველი, აღმოსავლეთის, რვა წლის ავადმყოფი ბიჭი;
• მისი დედა, ლედი ლიზა, ტალების გვარის შთამომავალი,
{ლორდ ჯონ ერინის}, გარდაცვლილი მეფის მარჯვენის მესამე ცო-
ლი და ქვრივი, კეტლინ სტარკის და;
• მისი სახლობა:
ⱶ მაისტერი კოლემონი მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებე-
ლი;
ⱶ სერ მარვინ ბელმორი, მცველების კაპიტანი;
ⱶ ლორდი ნესტორ როისი, ველის დიდმოურავი;
ⱶⱶ ლორდ ნესტორის ძე, სერ ალბარი;
ⱶ მია სტოუნი, ლორდის სამსახურში მდგარი ბუში გოგონა, მეფე
რობერტის უკანონო შვილი;
ⱶ მორდი, ულმობელი მედილეგე.
ⱶ მარილიონი, ჭაბუკი მომღერალი.
• მისი მებაირაღე ლორდები, მხლებლები, ვასალები
ⱶ ლორდი იონ როისი, ბრინჯაოს იონად წოდებული;
ⱶ ლორდ იონის უფროსი ძე, სერ ანდარი;

1234
ⱶ ლორდ იონის მეორე ძე, სერ რობარი, მეფე რენლის სამსახურ-
ში მდგარი, რობარ წითელი ცისარტყელა მცველებიდან;
ⱶ ლორდ იონის უმცროსი ძე, {სერ ვაიმარი}, ღამის ებგურის მებ-
რძოლი, კედლის მიღმა უკვალოდ დაკარგული;
ⱶ ლორდი ნესტორ როისი, ლორდ იონის ძმა, ველის დიდმოურა-
ვი;
ⱶ ლორდ ნესტორის ძე და მემკვიდრე, სერ ალბარ როისი;
ⱶ ლორდ ნესტორის ასული მირანდა;
ⱶ სერ ლინ კორბრი, ლედი ლიზას ხელის მაძიებელი;
ⱶ მიჩელ რედფორტი, ლორდის საჭურველთმტვირთველი;
ⱶ ლედი ანია ვეინვუდი, ქვრივი;
ⱶ ლედი ანიას უფროსი ძე და მემკვიდრე, სერ მორტონი, ლედი
ლიზას ხელის მაძიებელი;
ⱶ ლედი ანიას მეორე ძე სერ დონელ ვეინვუდი, კარიბჭის რაინდი;
ⱶ ეონ ჰანტერი, გრძელი მშვილდის ლორდი, მოხუცებული, ლე-
დი ლიზას ხელის მაძიებელი.

1235
ფლორენტების გვარი

წყალნათელის ციხის ბატონი ფლორენტები ზენაბაღს შეფიცული


მებაირაღეები არიან და ტაირელების კვალდაკვალ მათაც აღიარეს
მეფე რენლი. მაგრამ მათ მეორე ბანაკშიც აქვთ ფეხი მოკიდებული,
რაკი სტანისის დედოფალი ფლორენტია, ქალის ბიძა კი დრაკონის
ქვის კასტელანია. ფლორენტების ემბლემაა ყვავილწნულის წრეში
მოქცეული მელიას თავი.

ალესტერ ფლორენტი, წყალნათელის ლორდი;


• მისი ცოლი, ლედი მელარა, კრეინების გვარიდან;
• მათი შვილები:
ⱶ ელიკინი, წყალნათელის მემკვიდრე;
ⱶ მელესა, ლორდ რენდილ ტარლის ცოლი;
ⱶ რეა, ლორდ ლეიტონ ჰაიტაუერის ცოლი.
• მისი და-ძმა:
ⱶ სერ აქსელი, დრაკონის ქვის კასტელანი;
ⱶ {სერ რიამი}, მოკვდა ცხენიდან ჩამოვარდნით;
ⱶⱶ სერ რიამის ასული, დედოფალი სელისი, მეფე სტანისის ცო-
ლი;
ⱶⱶ სერ რიამის უფროსი ძე და მემკვიდრე, სერ იმრი;
ⱶⱶ სერ რიამის მეორე ძე, სერ ერენი;
+ სერ კოლინი;
ⱶⱶ კოლინის ასული დელენა, სერ ნორმან ნორკროსის ცოლი;
ⱶⱶⱶ დელენას ძე, ედრიკ სტორმი, მეფე რობერტის ბუში;
ⱶⱶⱶ დელენას ძე, ალესტერ ნორკროსი;
ⱶⱶⱶ დელენას ძე რენლი ნორკროსი;
ⱶⱶ კოლინის ძე, მაისტერი ომერი, მსახურობს ბერმუხაში;
1236
ⱶⱶ კოლინის ძე, მერელი, საჭურველთმტვირთველი არბორში;
ⱶ და რილენა, სერ რაიჩერდ კრეინის ცოლი.

1237
ფრეიების გვარი

ფრეიების ძლიერი, მდიდარი და მრავალრიცხოვანი გვარი ტა-


ლების გვარის მებაირაღეები არიან, რივერანისთვის ხმლით სამსა-
ხური აქვთ შეფიცული, მაგრამ ვალს დიდი გულმოდგინებით არ
აღასრულებენ. როდესაც რობერტ ბარათეონი რეიგარ ტარგარიენს
შეება სამკბილაზე, ფრეიები ბრძოლის დამთავრებამდე არ მისუ-
ლან, ამის მერე ლორდი ჰოსტერ ტალი ლორდ ვოლდერს მუდამ
„მოსვლა-გვიან ლორდ ფრეიდ“ მოიხსენიებდა.
ლორდი ფრეი დათანხმდა, ჩრდილოეთის მეფისთვის დაეჭირა
მხარი – მხოლოდ მას მერე, რაც რობ სტარკი დაჰპირდა, რომ ომის
დასრულების მერე მის რომელიმე ასულზე ან შვილიშვილზე იქორ-
წინებდა. ლორდი ვოლდერი თავის ოთხმოცდათერთმეტ დღეობას
მოესწრო, მაგრამ სულ მცირე ხნის წინ შეირთო მერვე ცოლი, თა-
ვისზე სამოცდაათი წლით უმცროსი გოგონა. მასზე ამბობენ, რომ
მთელ შვიდ სამეფოში იგი ერთადერთი ლორდია, რომელსაც შეუძ-
ლია, ლაშქარი საკუთარი შარვლიდან გამოიყვანოსო.

ვოლდერ ფრეი, გადასალახის ლორდი;


• შვილები პირველ ცოლთან, (ლედი პერასთან როისების გვარი-
დან):
ⱶ სერ სტევრონი, ტყუპების მემკვიდრე;
ⱶⱶ ცოლად ჰყავდა {კორენა სუანი}, სენმა მოკლა;
ⱶⱶ სტევრონის უფროსი ძე, სერ რაიმანი;
ⱶⱶⱶ რაიმანის ძე, ედვინი, დაქორწინებულია ჯენის ჰანტერზე;
ⱶⱶⱶⱶ ედვინის ასული ვოლდა, რვა წლისა;
ⱶⱶⱶ რაიმანის ძე ვოლდერი, მეტსახელად შავი ვოლდერი;

1238
ⱶⱶⱶ რაიმანის ძე პეტირი, მეტსახელად პეტირ მუნუკა, დაქორწი-
ნებულია მილენდა კარონზე;
ⱶⱶⱶⱶ პეტირის ასული პერა, ხუთი წლისა;
ⱶⱶ ცოლად ჰყავდა {ჯეინი ლიდენი}, ცხენიდან ჩამოვარდა და გარ-
დაიცვალა;
ⱶⱶ სტევრონის ძე, ეაგონი, ჭკუასუსტი, მეტსახელად ჟღარუნა;
ⱶⱶ სტევრონის ასული {მეგილი}, ლოგინობას გადაჰყვა;
ⱶⱶⱶ მისი ქმარი სერ დაფინ ვენსი;
ⱶⱶⱶ მეგილის ასული მარიანა, გასათხოვარი;
ⱶⱶⱶ მეგილის ძე ვოლდერ ვენსი, საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶⱶ მეგილის ძე პატრეკ ვენსი;
ⱶⱶ ცოლად ჰყავდა {მარსელა ვეინვუდი}, ლოგინობას გადაჰყვა;
ⱶⱶ სტევრონის ძე ვალტონი, ცოლად ჰყავს დეანა ჰარდაინგი;
ⱶⱶⱶ ვალტონის ძე სტეფონი, მეტსახელად ტკბილი;
ⱶⱶⱶ ვალტონის ასული ვოლდა, მეტსახელად მშვენიერი ვოლდა;
ⱶⱶⱶ ვალტონის ძე ბრაიანი, საჭურველთმტვირთველი;
ⱶ სერ ემონი, დაქორწინებულია ჯენაზე ლანისტერთა გვარიდან;
ⱶⱶ ემონის ძე, სერ კლეოსი, დაქორწინებულია ჯეინი დარიზე;
ⱶⱶⱶ კლეოსის ძე ტაივინი, საჭურველთმტვირთველი, თერთმეტი
წლისა;
ⱶⱶⱶ კლეოსის ძე ვილემი, პაჟი აშმარკში;
ⱶⱶ ემონის ძე სერ ლაიონელი, დაქორწინებულია მელესა კრეიკ-
ჰოლზე;
ⱶⱶ ემონის ძე ტიონი, საჭურველთმტვირთველი, რივერანის ტყვე;
ⱶⱶ ემონის ძე ვოლდერი, მეტსახელად წითელი ვოლდერი, პაჟი
კასტერლის კლდეზე;
ⱶ სერ ეინისი, დაქორწინებული იყო {ტიანა ვაილდზე}, რომელიც
გადაჰყვა ლოგინობას;
1239
ⱶⱶ ეინისის ძე ეაგონ სისხლით შობილი, ავაზაკი;
ⱶⱶ ეინისის ძე რეიგარი, დაქორწინებულია ჯეინი ბისბერიზე;
ⱶⱶⱶ რეიგარის ძე რობგერტი, ცამეტი წლისა;
ⱶⱶⱶ რეიგარის ასული ვოლდა, ათი წლისა, მეტსახელად თეთრი
ვოლდა;
ⱶⱶⱶ რეიგარის ძე იონოსი, რვა წლისა;
ⱶ პერიანა, დაქორწინებულია სერ ლესლინ ჰაიზე;
ⱶⱶ პერიანას ძე, სერ ჰარის ჰაი;
ⱶⱶⱶ ჰარისის ძე ვოლდერ ჰაი, ოთხი წლისა;
ⱶⱶ პერიანას ძე სერ დონელ ჰაი;
ⱶⱶ პერიანას ძე ელინ ჰაი, საჭურველთმტვირველი;
• შვილები მეორე ცოლთან, {ლედი ცირენასთან სუანთა გვარი-
დან}:
ⱶ სერ ჯარედი, მათი პირმშო, იქორწინა (ელის ფრეისთან};
ⱶⱶ ჯარედის ძე, სერ ტიტოსი, იქორწინა ჟო ბლეინტრიზე;
ⱶⱶⱶ ტიტოსის ასული ზია, თოთხმეტი წლისა;
ⱶⱶⱶ ტიტოსის ძე ზეიჩერი, თორმეტი წლისა, განისწავლება ძველ-
ქალაქში;
ⱶⱶ ჯარედის ასული კირა, იქორწინა სერ გეარს გუდბრუკზე;
ⱶⱶⱶ კირას ძე ვოლდერ გუდგრუკი, ცხრა წლისა;
ⱶⱶⱶ კირას ასული, ჯეინი გუდგრუკი, ექვსი წლისა;
ⱶ სეპტონი ლუსიონი, მსახურებს ბეილორის დიდ სეპტში, მეფის
საბიჯელში;
• შვილები მესამე ცოლთან, {ლედი ამარეი კრეიკჰოლთან}:
ⱶ სერ ჰოსტინი, მათი პირმშო, იქორწინა ბელენა ჰოუვიკზე;
ⱶⱶ ჰოსტინის ძე სერ არვუდი, იქორწინა რიელა როისზე;
ⱶⱶⱶ არვუდის ასული რიელა, ხუთი წლისა;
ⱶⱶⱶ არვუდის ტყუპი ძეები ანდროუ და ალინი, სამი წლისანი;
1240
ⱶ ლედი ლაითინი, იქორწინა ლორდ ლუკიას ვაიპრენზე;
ⱶⱶ ლაითინის ასული ელიანა, იქორწინა სერ ჯონ ვაილდზე;
ⱶⱶⱶ ელიანას ძე რიკარდ ვაილდი, ოთხი წლისა;
ⱶⱶ ლაითინის ძე სერ დეიმონ ვაიპრენი;
ⱶ საიმონდი, იქორწინა ბეთარიოს ბრაავოსელზე;
ⱶⱶ საიმონდის ძე ალესანდერი, მომღერალი;
ⱶⱶ საიმონდის ასული ალიქსი, ჩვიდმეტი წლისა;
ⱶⱶ საიმონდის ძე ბრადამარი, ათი წლისა, იზრდება ბრაავოსში
ორო ტენდირისთან, იქაურ ვაჭართან;
ⱶ სერ დანველი, იქორწინა ვაინაფრი ვენტზე;
ⱶⱶ {რამდენიმე მკვდრადშობილი და მუცლის მოშლა};
ⱶ მერეტი, იქორწინა მარია დარიზე;
ⱶⱶ მერეტის ასული ამერი, უწოდებენ ამის, თექვსმეტი წლის ასაკ-
ში დაქვრივებული, იქორწინა {სერ პეიტ ლურჯკბილელზე};
ⱶⱶ მერეტის ასული ვოლდა, მეტსახელად სქელი ვოლდა, თხუთ-
მეტი წლისა;
ⱶⱶ მერეტის ასული მარისა, ცამეტი წლისა;
ⱶⱶ მერეტის ძე ვოლდერი, მეტსახელად პატარა ვოლდერი, რვა
წლისა, იზრდება ვინტერფელში, ლედი კეტლინ სტარკის აღსაზრდე-
ლი;
ⱶ {სერ ჯერემი, დაიხრჩო}, იქორწინა კაროლი ვეინვუდზე;
ⱶⱶ ჯერემის ძე სანდორი, თორმეტი წლისა, სერ დონელ ვეინვუ-
დის საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶ ჯერემის ასული სინთია, ცხრა წლისა, ლედი ანია ვეინვუდის
აღსაზრდელი;
ⱶ სერ რეიმუნდი, იქორწინა ბიონი ბისბერიზე;
ⱶⱶ რეიმუნდის ძე რობერტი, თექვსმეტი წლისა, განისწავლება
ძველქალაქის ციტადელში;
1241
ⱶⱶ რეიმუნდის ძე მალვინი, თხუთმეტი წლისა, ლისელი ალქიმი-
კოსის შეგირდი;
ⱶⱶ რეიმუნდის ტყუპი ასულები, სერა და სარა, გასათხოვარი,
თოთხმეტი წლისანი;
ⱶⱶ რეიმუნდის ასული სერსეი, მეტსახელად ფუტკარა;
• შვილები მეოთხე ცოლის, {ლედი ალისასგან ბლექვუდების
გვარიდან):
ⱶ ლოთარი, მათი პირმშო, მეტსახელად კოჭლი ლოთარი, იქორ-
წინა ლეონელა ლეფორდზე;
ⱶⱶ ლოთარის ასული ტისეინი, შვიდი წლისა;
ⱶⱶ ლოთარის ასული ვოლდა, ოთხი წლისა;
ⱶⱶ ლოთარის ასული ემბერლი, ორი წლისა;
ⱶ სერ იამოსი, იქორწინა სალი პეიჯიზე;
ⱶⱶ იამოსის ძე ვოლდერი, მეტსახელად დიდი ვოლდერი, რვა
წლისა, იზრდება ვინტერფელში, ლედი კეტლინ სტარკის აღსაზრდე-
ლი;
ⱶⱶ იამოსის ტყუპი ძეები დიკონი და მათისი, ხუთი წლისანი;
ⱶ სერ ვეილენი, იქორწინა სილვა პეიჯიზე;
ⱶⱶ ვეილენის ძე ჰოსტერი, თორმეტი წლისა, სერ დეიმონ პეიჯის
საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶ ვეილენის ასული მერიანა, ეძახიან მერის, თერთმეტი წლისა;
ⱶ ლედი მორია, იქორწინა სერ ფლემენტ ბრაქსზე;
ⱶⱶ მორიას ძე რობგერტ ბრაქსი, ცხრა წლისა, იზრდება და პაჟად
მსახურობს კასტერლის კლდეზე;
ⱶⱶ მორიას ძე ვოლდერ ბრაქსი, ექვსი წლისა;
ⱶⱶ მორიას ძე ჯონ ბრაქსი, სამი წლისა;
ⱶ ტიტა, ეძახიან ტიტა ასულს, ოცდაცხრა წლისა, გასათხოვარი;

1242
• შვილები მეხუთე ცოლთან, {ლედი სარიასთან ვენტების გვარი-
დან}: შვილები არ მისცემიათ.
• შვილები მეექვსე ცოლთან, {ლედი ბეთანისთან როსბების გვა-
რიდან):
ⱶ სერ რედვინი, მათი პირმშო;
ⱶ სერ ბენფრი, იქორწინა ჯიანა ფრეისთან, ბიძაშვილთან;
ⱶⱶ ბენფრის ასული დელა, მეტსახელად ყრუ დელა, სამი წლისა;
ⱶⱶ ბენფრის ძე ოსმუნდი, ორი წლისა;
ⱶ მაისტერი ვილამენი, მსახურობს გრძელ მშვილდში;
ⱶ ოლივარი, რობ სტარკის საჭურველთმტვირთველი;
ⱶ როსლინი, თექვსმეტი წლისა;
• შვილები მეშვიდე ცოლის, {ლედი ანარასგან ფარინგების გვა-
რიდან}:
ⱶ არვინი, თოთხმეტი წლისა, გასათხოვარი;
ⱶ ვენდელი, მათი უფროსი ვაჟი, ცამეტი წლისა, იზრდება და პა-
ჟად მსახურობს სიგარდში;
ⱶ კოლმარი, რწმენის მსახურად აღთქმული, თერთმეტი წლისა;
ⱶ ვალტირი, ეძახიან ტირს, ათი წლის ბიჭი;
ⱶ ელმარი, არია სტარკის დანიშნული, ცხრა წლისა;
ⱶ შირი, ექვსი წლის გოგონა;
• მისი მერვე ცოლი, ლედი ჯოიუსი ერენფორდების გვარიდან;
ⱶ ჯერ შვილები არ მისცემიათ.
• ლორდ ვოლდერის უკანონო შვილები სხვადასხვა ქალებთან:
ⱶ ვოლდერ რივერსი, მეტსახელად ბუში ვოლდერი;
ⱶⱶ ბუში ვოლდერის ძე სერ ეიმონ რივერსი;
ⱶⱶ ბუში ვოლდერის ასული ვოლდა რივერსი;
ⱶ მაისტერი მელვისი, მსახურობს როსბიში;
ⱶ ჯეინი რივერსი, მარტინ რივერსი, რაიგერ რივერსი, რონელ
1243
რივერსი, მელარა რივერსი, სხვები.

1244
გრეიჯოიების გვარი

ბეილონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების ლორდი სათავეში ჩაუდ-


გა ამბოხს რკინის ტახტის წინააღმდეგ, რომელიც მეფე რობერტმა
და ედარდ სტარკმა ჩაახშეს. თუმც მისი ძე თეონი ვინტერფელში გა-
იზარდა და რობ სტარკის ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი და
თანამებრძოლი იყო, ლორდი ბეილონი არ შეუერთდა ჩრდი-
ლოელებს, როდესაც მათ სამხრეთისკენ, მდინარეთში გაილაშ-
ქრეს. გრეიჯოიების ემბლემაა ოქროსფერი კრაკენი შავ ველზე. მა-
თი თქმაა: ჩვენ არ ვთესავთ.

ბეილონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების ლორდი, მლაშისა და


კლდის მეფე, ზღვის ქარის ძე, პაიკის ლორდი მომკელი, დიდი კრა-
კენის კაპიტანი;
• მისი ცოლი ლედი ალანისი, ჰარლოების გვარიდან;
• მათი შვილები:
ⱶ {როდრიკი}, მოიკლა სიგარდში გრეიჯოის ამბოხისას
ⱶ {მარონი}, მოიკლა პაიკზე გრეიჯოის ამბოხისას,
ⱶ აშა, შავი ქარის კაპიტანი:
ⱶ თეონი, ლორდ ედარდ სტარკის აღსაზრდელი ვინტერფელში;
• მისი ძმები:
ⱶ ეურონ მეტსახელად ყვავისთვალა მდუმარების კაპიტანი, ავა-
ზაკი, მეკობრე და მარბიელი;
ⱶ ვიქტარიონი, რკინის ფლოტის ლორდ-კაპიტანი რკინის გამარ-
ჯვების ბატონი;
ⱶ ეარონ, მეტსახელად თმასველი დამხრჩვალი ღმერთის ქურუ-
მი;
• მისი სახლობა პაიკზე:
1245
ⱶ დაგმერი, მეტსახელად ყბაგახეთქილი, ორთაბრძოლის ოსტა-
ტი, ქაფიყლაპიას კაპიტანი;
ⱶ მაისტერი ვენდეიმირი, მკურნალი და მრჩეველი;
ⱶ ჰელია, ციხესიმაგრის გამრიგე;
• ლორდსპორტის მოსახლეები:
ⱶ სიგრინი, გემთმშენებელი;
• მისი მებაირაღე ლორდები:
ⱶ ლორდი ბოტლი ლორდსპორტელი;
ⱶ ლორდი ვინჩი რკინის ტყიდან;
ⱶ ლორდი ჰარლოუ ჰარლოუდან;
ⱶ სტოუნჰაუსი, ძველი ვიკიდან;
ⱶ დრამი, ძველი ვიკიდან;
ⱶ გუდბრაზერი, ძველი ვიკიდან;
ⱶ გუდბრაზერი, დიდი ვიკიდან;
ⱶ ლორდი მერლინი, დიდი ვიკიდან;
ⱶ სპარი დიდი ვიკიდან;
ⱶ ლორდი ბლექტაიდი ბლექტაიდიდან;
ⱶ ლორდი სოლტკლიფი სოლტკლიფიდან;
ⱶ ლორდი სანდერლი სოლტკლიფიდან;

1246
ლანისტერების გვარი

კასტერლის კლდელი ლანისტერები რკინის ტახტზე მეფე ჯოფ-


რის პრეტენზიის უმთავრეს დასაყრდენებად რჩებიან. მათი სიმბო-
ლოა ოქროსფერი ლომი მეწამულ ველზე. ლანისტერების თქმაა:
გესმას ჩემი ღრიალი!

ტაივინ ლანისტერი, კასტერლის კლდის ლორდი, დასავლეთის


მცველი, ლანისპორტის ფარი, მეფის მარჯვენა, ჰარენჰალში მდგო-
მი ლანისტერების ლაშქრის
სარდალი;
• მისი ცოლი {ლედი ჭჯოანა}, მისი ბიძაშვილი, გადაჰყვა ლოგი-
ნობას;
• მათი შვილები:
ⱶ სერ ჯეიმი, მეტსახელად მეფშისმკვლელი, აღმოსავლეთის
მცველი და მეფის ქეშიკთა ლორდ-მეთაური, დედოფალ სერსეის
ტყუპისცალი;
ⱶ დედოფალი სერსეი, მეფე რობერტის ქვრივი, ჯეიმის ტყუპისცა-
ლი, დედოფალი-რეგენტი და სახელმწიფოს მფარველი;
ⱶ ტირიონი, მეტსახელად ჭინკა, ქონდრისკაცი;
• მისი და-ძმა:
ⱶ სერ კევანი, ძმათაგან უფროსი;
ⱶⱶ სერ კევანის ცოლი დორნა, სვიფტების გვარიდან;
ⱶⱶⱶ ლედი დორნას მამა, სერ ჰარის სვიფტი;
ⱶⱶ მათი შვილები:
ⱶⱶⱶ სერ ლანსელი, მეფე რობერტის ყოფილი საჭურველთმტვირ-
თველი, მისი სიკვდილის მერე რაინდად ნაკურთხი;
ⱶⱶⱶ ვილემი, მარტინის ტყუპისცალი, საჭურველთმტვირთველი,
1247
მოჩურჩულე ტყეში ტყვედ ჩავარდნილი;
ⱶⱶⱶ მარტინი, ვილემის ტყუპისცალი, საჭურველთმტვირთველი;
ⱶⱶⱶ ჯეინი, ორი წლის გოგონა;
ⱶ ჯენა, მისი და, დაქორწინებულია სერ ემონ ფრეიზე;
ⱶⱶ ჯენას ძე, სერ კლეოს ფრეი, მოჩურჩულე ტყეში ტყვედ ჩავარ-
და;
ⱶⱶ ჯენას ძე, ტიონ ფრეი, საჭურველთმტვირთველი, მოჩურჩულე
ტყეში ტყვედ ჩავარდა;
ⱶ {სერ ტიგეტი}, მისი მეორე ძმა, მოკვდა ყვავილით;
ⱶⱶ ტიგეტის ქვრივი დარსელა, მარბრანდების გვარიდან;
ⱶⱶ ტიგეტის ძე ტირეკი, მეფის საჭურველთმტვირთველი;
ⱶ {გერიონი}, მისი უმცროსი ძმა, ზღვაში დაკარგული;
ⱶⱶ გერიონის ბუში ასული თერთმეტი წლისა;
ⱶ მისი ბიძაშვილი სერ სტაფორდ ლანისტერი, გარდაცვლილი
ლედი ჯოანას ძმა;
ⱶⱶ სერ სტაფორდის ასულები, სერენა და მირელე;
ⱶⱶ სერ სტაფორდის ძე სერ დავენი;
• მისი მებაირაღე ლორდები, კაპიტნები და სარდლები:
ⱶ სერ ადამ მარგრანდი, აშმარკის მემკვიდრე, ლორდ ტაივინის
წინამარბებისა და მზვერავების მეთაური;
ⱶ სერ გრეგორ კლეგეინი, მთაკაცი;
ⱶ პოლივერი, ჩიზიკი, რალფ საყვარელი, დანსენი და ღიტინა –
მის სამსახუში მდგარი ჯარისკაცები;
ⱶ ლორდი ლეო ლეფორდი;
ⱶ სერ ამორი ლორჩი, მომმარაგებელთა კაპიტანი;
ⱶ ლუის ლიდენი, ღრმაბუნაგის ლორდი;
ⱶ გეივენ ვესტერლინგი, კრაგის ლორდი მოჩურჩულე ტყეში
ტყვედ ჩავარდა და სიგარდშია ტუსაღად;
1248
ⱶ სერ რობერტ ბრაქსი;
ⱶ სერ ფორლი პრესტერი, ოქროს ეშვიდან;
ⱶ ვარგო ჰოუთი, თავისუფალ ქალაქ ქოჰორიდან, ქირით მებ-
რძოლთა რაზმ მამაცი თანამებრძოლეგის კაპიტანი;
ⱶ მაისტერი კრეილინი, მისი მრჩეველი

1249
მარტელების გვარი

დორნმა შვიდი სამეფოდან უკანასკნელმა შეჰფიცა ერთგულება


რკინის ტახტს. დორნელებს წარმომავლობაც, ადათებიც და ისტო-
რიაც გამოარჩევთ სხვა სამეფოებისგან. როდესაც მემკვიდრეობის
ომი გაჩაღდა, დორნის პრინცს თავისი მოსაზრება არ გამოუთქვამს
და მასში მონაწილეობა არ მიუღია. მარტელების დროშა ოქროს შუ-
ბით გამსჭვალული წითელი მზეა. მათი თქმაა: ქედუხრელი, მოუდ-
რეკელი, გაუტეხელი.

დორან ნიმეროს მარტელი, მზეშუბის ლორდი, დორნის პრინცი;


• მისი ცოლი მელარიო თავისუფალ ქალაქ ნორვოსიდან
• მათი შვილები:
ⱶ პრინცესა არიანი, მათი უფროსი ასული, მზეშუბის მემკვიდრე;
ⱶ პრინცი კვენტინი, მათი უფროსი ძე;
• პრინცი ტრისტანი, მათი უმცროსი ძე.
ლორდის და-ძმა:
• ლორდის და {პრინცესა ელია} პრინც რეიგარ ტარგარიენის ცო-
ლი, მოკლეს მეფის საბიჯელის რბევისას.
ⱶ ელიას ასული (პრინცესა რეინისი} მცირეწლოვანი გოგონა,
მოკლეს მეფის საბიჯელის რბევისას;
ⱶ ელიას ძე {პრინცი ეაგონი} ჩვილი მოკლეს მეფის საბიჯელის
რბევისას.
• ლორდის ძმა პრინცი ობერინი წითელი ასპიტი.
• ლორდის სახლობა:
ⱶ არეო ჰოტანი, ნორვოსელი ქირით მებრძოლი, მცველების კა-
პიტანი;
ⱶ მაისტერი კალეოტი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებელი.
1250
• მისი მებაირაღე ლორდები:
ⱶ ედრიკ დეინი, მოწყვეტილი ვარსკვლავის ლორდი.

მზეშუბს შეფიცული უმთავრესი გვარებს შორის არიან ჯორდაი-


ნები სანტაგარები, ალირიონები, ტოლანდები, ირონვუდები, ვილე-
ბი, ფაულერები და დეინები.

1251
ტაირელების გვარი

ზენაბაღის ლორდმა ტაირელმა მხარდაჭერა გამოუცხადა მეფე


რენლის მას მერე, რაც რენლიმ მის ასულ მარჯერიზე იქორწინა, და
თავის მებაირაღეთა უმრავლესობაც მეფის სამსახურში მოიყვანა.
ტაირელების სიმბოლოა ოქროს ვარდი ბალახისფერ ველზე. მათი
თქმაა: გაძლიერება.

მეის ტაირელი, ზენაბაღის ლორდი, სამხრეთის მცველი, მარშე-


ბის მფარველი, საწიერის დიდმარშალი, მეფის მარჯვენა;
• მისი ცოლი ლედი ალერი, ძველქალაქელ ჰაიტაუერების გვა-
რიდან;
• მათი შვილები:
ⱶ ვილასი, მათი უფროსი ძე, ზენაბაღის მემკვიდრე;
ⱶ სერ გარლანი, ქველად წოდებული, მათი მეორე ძე;
ⱶ სერ ლორასი, ყვავილების რაინდი, მათი უმცროსი ძე;
ⱶ მარჯერი, მათი ასული, თხუთმეტი წლისა, რენლი ბარათეონზე
ახლად დაქორწინებული;
• ლორდის ქვრივი დედა ლედი ოლენა რედვაინების გვარიდან,
მეტსახელად ნარის დედოფალი.
• ლორდის დები:
ⱶ მინა, ცოლად გაჰყვა ლორდ პაქსტერ რედვაინს, არბორის
ლორდს;
ⱶⱶ მათი შვილები:
ⱶⱶⱶ სერ ჰორასი, ჰობერის ტყუპისცალი, დაცინვით ღორასს ეძა-
ხიან;
ⱶⱶⱶ სერ ჰობერი, ჰორასის ტყუპისცალი, დაცინვით ღობერს ეძა-
ხიან;
1252
ⱶⱶⱶ დესმერა რედვაინი, თექვსმეტი წლისა, გასათხოვარი;
ⱶ ჯანა, ცოლად გაჰყვა სერ ჯონ ფოსოვეის.
• ლორდის ბიძები:
ⱶ გართი, ზორბად წოდებული, ზენაბაღის ლორდ-სენეშალი;
ⱶⱶ მისი ბუში ძეები, გარსი და გარეტ ფლაუერები;
ⱶⱶ სერ მორინი, ძველქალაქის ქალაქის მცველების ლორდ-მე-
თაური;
ⱶⱶ მაისტერი გორმონი, ციტადელის სწავლული.
• ლორდის სახლობა:
ⱶ მაისტერი ლომისი, მრჩეველი, მკურნალი და მასწავლებელი;
ⱶ იგონ ვირველი, მცველების კაპიტანი;
ⱶ სერ ვორტიმერ კრეინი, ორთაბრძოლის ოსტატი;
ⱶ ყარყატა, მასხარა და ხუმარა, ძალიან სქელი.

1253
ღამის ებგურის მებრძოლები

ღამის ებგური იცავს სახელმწიფოს და ფიცი აქვს დადებული, არ


ჩაერიოს შიდა ომებში და ტახტისთვის ბრძოლებში. ტრადიციულად,
აჯანყებების ჟამს, ისინი ყველა მეფეს პატივს მიაგებენ, მაგრამ არც
ერთს არ ემორჩილებიან.

ციხეშავში

ჯეორ მორმონტი, ღამის ებგურის ლორდ-მეთაური, მეტსახელად


ბებერი დათვი;
• მისი მნე და საჭურველთმტვირთველი ჯონ სნოუ, ვინტერფელე-
ლი ბუში, მეტსახელად ლორდი სნოუ;
ⱶ ჯონის თეთრი მგელსაზარა ლანდი;
• მაისტერი აემონი (ტარგარიენი), მრჩეველი და მკურნალი;
ⱶ სემუელ ტარლი და კლიდასი, მისი თანაშემწეები;
• ბენჯენ სტარკი, პირველი აეშაგი, კედლის გაღმა წავიდა და და-
იკარგა;
ⱶ თორენ სმოლვუდი, უფროსი აეშაგი;
ⱶ ჯარმენ ბაკველი, უფროსი აეშაგი;
ⱶ სერ ოტინ ვიტერსი, სერ ალადეილ ვინჩი, გრენი, მატთარი, ელ-
რონი, ლარკი, მეტსახელად სამდელი – აეშაგები;
• ოთელ იარვიკი, პირველი მშენებელი;
ⱶ ჰალდერი, ალგეტი – მშენებლები;
• ბოუენ მარში, ლორდ-მოურავი;
ⱶ ჩეტი, მნე და მეძაღლე;
ⱶ ედისონ ტოლეტი, მეტსახელად მწუხარე ედი, კუშტი საჭურველ-
თმტვირთველი;
1254
• სეპტონი კელადარი, ლოთი ღმერთმსახური;
ⱶ სერ ენდრიუ ტართი, ორთაბრძოლის ოსტატი.
• ციხეშაველი ძმები:
ⱶ დონალ ნოი, მეიარაღე და მჭედელი, ცალმკლავა;
ⱶ სამთითა ჰობი, მზარეული;
ⱶ ჯერენი, რასტი, კაგენი – ჯერ კიდევ საწვრთნელი ახალწვეულე-
ბი;
ⱶ კონვი, გიურენი – „მოხეტიალე ყვავები“, რეკრუტის მაძიებლე-
ბი, რომლებიც კედელზე წასაყვან ობოლ ბიჭებს და დამნაშავეებს
აგროვებენ;
ⱶ იორენი, „მოხეტიალე ყვავების“ უფროსი;
ⱶ პრაედი, ძმაბიჭი, ვოთი, რეისენი, ქაილი – კედელზე სამსახუ-
რისთვის განკუთვნილი ახალწვეულები;
ⱶ კოსი, გერენი, დოგერი, კურცი, კბენია, რორჯი, ჯეიქენ ჰაგარი
– კედელზე სამსახურისთვის განკუთვნილი დამნაშავეები;
ⱶ ლუმი მწვანეხელა, გენდრი, ტარგერი, ღვეზელა, არი – კედელ-
ზე სამსახურისთვის განკუთვნილი ობოლი ბიჭები.

ზღვისპირა აღმოსავლეთის გუშაგში:

• კოტერ პაიკი, აღმოსავლეთის გუშაგის მეთაური;


ⱶ სერ ალისერ თორნი, ორთაბრძოლის ოსტატი;
• ძმები აღმოსავლეთის გუშაგში;
ⱶ დარეონი, მნე და მომღერალი;

ბინდის კოშკში:

• სერ დენის მალისტერი, ბინდისკოშკის მეთაური;


1255
ⱶ ქორინი, მეტსახელად ნახევარხელა, უფროსი აეშაგი;
ⱶ დალბრიჯი, ხნიერი საჭურველთმტვირთველი და უფროსი აეშა-
გი;
ⱶ ებენი, ქვაგველი – აეშაგები.

1256

You might also like