You are on page 1of 267

სიუზენ კოლინზი

შიმშილის თამაშები

2
შეწირულები

დილით ვიღვიძებ და საწოლში ცივა. ხელს ვაფათურებ, რომ გვერდით


პრიმის თბილი სხეული ვიპოვო, მაგრამ მხოლოდ ლეიბზე გადაკრულ უხეშ
ზეწარს ვეხები. ალბათ პრიმს კოშმარები ესიზმრა და დედაჩვენთან გადაწვა.
ჰო, უეჭველად კოშმარი ესიზმრებოდა. დღეს ხომ მკის დღეა.
ცალ იდაყვს ვეყრდნობი და სანახევროდ წამომჯდარი, ბნელში ვხედავ
მათ. ჩემი პატარა დაიკო პრიმი გვერდულად მოკუნტულა და დედას მიხუტე-
ბია, ლოყა ლოყაზე მიუდიათ. ძილში დედაჩემი ახალგაზრდად გამოიყურე-
ბა, გადაქანცულს კი ჰგავს, მაგრამ მოტეხილს - არა. პრიმის სახე წვიმის
წვეთივით ხასხასაა, ფურისულასავით ლამაზია, თვითონაც ამ ყვავილის სა-
ხელი ჰქვია - პრიმროუზი. ერთ დროს დედაჩემიც ლამაზი იყო. ყოველ შემ-
თხვევაში, მე ასე გამიგია.
პრიმს მუხლებზე აზის და იცავს მსოფლიოში უმახინჯესი კატა. ცხვირი
ჩანგრეული აქვს, ცალი ყურის ნახევარი - მოგლეჯილი, თვალები - დამპა-
ლი გოგრისფერი. პრიმმა მას ბაია შეარქვა, მისი ბინძური ბეწვი ამ ყვავი-
ლის ფერიაო. ბაიას ვეზიზღები, ან შეიძლება არ მენდობა. მრავალი წელი
გავიდა, მაგრამ მაინც ახსოვს, როგორ ვცადე ვედროში მისი ჩახრჩობა, რო-
ცა პრიმმა შინ მოიყვანა.
გაძვალტყავებული კნუტი იყო, ჭიებით გასივებული და რწყილიანი - მაგის
გამოკვებაღა მაკლდა... მაგრამ პრიმი იმდენს მეხვეწა, იტირა კიდეც, იძუ-
ლებული გავხდი, დამეტოვებინა. არც გვინანია. როცა დედამ პარაზიტები
მოაცილა, ბაიასგან ნამდვილი თაგვების რისხვა დადგა. ზოგჯერ ვირთხასაც
მოინადირებს ხოლმე. ნანადირევს რომ ვშიგნავ, ბაიას შიგნეულობას ვუყრი.
ამ ბოლო დროს ჩემს დანახვაზე აღარ სისინებს. ეს არის და ეს, მეტად ალ-
ბათ ვეღარ დავახლოვდებით. საწოლის კიდეზე ვჯდები და ფეხებს სანადი-
რო ჩექმებში ვყოფ. ჩექმის ელასტიკური ტყავი ფეხებზე კანივით მეკვრის.
შარვალს და პერანგს ვიცვამ, გრძელ შავ ნაწნავს კეპის ქვეშ ვმალავ და სა-
სურსათე ზურგჩანთას ვიღებ. მაგიდაზე, მშიერი ვირთხებისა და კატებისგან
3
დასაცავად, ხის ჯამის ქვეშ დევს რეჰანის ფოთლებში გახვეული თხის ყვე-
ლის პატარა ნაჭერი. ეს მკის დღის საჩუქარია პრიმისგან. გარეთ გასვლისას
ყველის ნაჭერს ჯიბეში ვიდებ.
ჩვენ მე-12 რაიონის იმ ნაწილში ვცხოვრობთ, რომელსაც საბადოს უწო-
დებენ. აქაურობა ყოველთვის სავსეა ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროე-
ლებით, რომლებიც დილის ცვლაში სამუშაოდ მიიჩქარიან. კაცებს და ქა-
ლებს მხრები ჩამოუყრიათ, ხელის თითები გასივებიათ, უმეტესობას ფრჩხი-
ლებიდან ქვანახშირის მტვრის გამოწმენდის ხალისიც დაუკარგავს, დაღვრე-
მილი სახეები დანაოჭებიათ.
ჩვენი სახლი საბადოს კიდეში დგას. მხოლოდ რამდენიმე კარიბჭეს გავ-
ცდები და აღმოვჩნდები დანაგვიანებულ მინდორზე, რომელსაც მდელოს
უწოდებენ. მდელოს ტყისგან ყოფს და მთელ მე-12 რაიონს გარს ერტყმის
ეკლიანი მავთულის მაღალი ღობე. წესით, ეს ღობე დღედაღამ ელექტრუ-
ლად დამუხტული უნდა იყოს, რომ ტყეში მცხოვრები მტაცებლები - ველური
ძაღლების ხროვები, პუმები, დათვები - შიგნით არ შემოიჭრან და ქუჩებში
თავს არ დაგვესხან, როგორც სჩვევიათ. მაგრამ, ვინაიდან ელექტროენერ-
გიას მხოლოდ საღამოობით თუ გვაწვდიან დაისიც, ორი-სამი საათით, მავ-
თულის ღობეს უშიშრად ვეხებით. პირადად მე ყოველთვის მივაყურადებ,
ხომ არ ისმის ჩუმი ზუზუნი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ღობე ცოცხა-
ლია. ახლა ღობე მკვდარივით დუმს. ბუჩქებს ამოფარებული, პირქვე ვწვები
და ღობის ქვეშ ვძვრები - უკვე ორი წელია, ამ ადგილას ორფუტიანი ბზა-
რია. მავთულის ღობე კიდევ რამდენიმეგანაა გარღვეული, მაგრამ მე თით-
ქმის ყოველთვის აქ მოვდივარ, რადგან სახლთან ახლოა. ტყეში შესვლის-
თანავე ხის ფუღუროდან მშვილდ-ისარს ვიღებ. დამუხტულია თუ არა, მავთუ-
ლის ღობემ მე-12 რაიონი ველური ხორცისმჭამელებისგან მართლაც გაწ-
მინდა. ტყეში კი ეს ცხოველები თავისუფლად დაძრწიან. მათ გარდა აქ შხა-
მიანი გველებიც დაცოცავენ, ცოფიანი მხეცებიც დარბიან და, რაც ყველაზე
ცუდია, შეიძლება გზა დაგებნას, რადგან ტყეში ბილიკი არ არსებობს. თუმცა
საკვების მოპოვება ყოველთვის შეიძლება, თუკი საამისო ცოდნა გაქვს. მე
ცოტა რამ ვიცი. საკვების მოპოვებას მამა მასწავლიდა, სანამ მაღაროში
აფეთქდებოდა. მისგან არაფერი დარჩენილა, რომ დაგვემარხა.

4
მაშინ თერთმეტი წლისა ვიყავი. მას მერე ხუთი წელი გავიდა, მაგრამ
დღემდე ხშირად მაღვიძებს საკუთარი კივილი - მამას ვუყვირი, გაიქეცი-მეთ-
ქი.
ტყეში ხეტიალი და, მით უმეტეს, ნადირობა უმკაცრესად ისჯება, მაგრამ
ბევრი ჩვენგანი სასჯელს არ შეუშინდებოდა, იარაღი რომ ჰქონდეს. ტყეში
მხოლოდ დანით შესვლისა ბევრს ეშინია. ჩემი მშვილდი იშვიათობაა. მამა-
ჩემმა გამოთალა ეს და კიდევ რამდენიმე სხვა, რომლებსაც, წყალგაუმტარ
ქსოვილში გახვეულებს, ტყეში საიმედოდ ვინახავ. მამაჩემი ალბათ კარგ
ფულს იშოვიდა მშვილდების გაყიდვით, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან მთავ-
რობას რომ გაეგო, ამბოხისთვის ხელშეწყობის ბრალდებით საჯაროდ სიკ-
ვდილით დასჯიდნენ. რამდენიმე ჩემნაირ მონადირეზე კი მშვიდობისმყოფე-
ლები თვალს ხუჭავენ, რადგან ხორცი მათაც ისე ენატრებათ, როგორც ყვე-
ლას. სიმართლე ითქვას, თავად მშვიდობისმყოფელები არიან ჩვენი ძირი-
თადი კლიენტები. ისე კი, საბადოს შეიარაღებას არავინ დაუშვებს.
შემოდგომაზე შედარებით გაბედული საბადოელები ტყეში მიიპარებიან
ვაშლის დასაკრეფად. მაგრამ მდელოდან შორს არ მიდიან. თუ რამე გა-
უჭირდებათ, მაშინვე უკან გამორბიან, მე-12 რაიონისკენ.
- მე-12 რაიონი. აქ უსაფრთხოდ ამოგხდებათ სული შიმშილით! - ვბურ-
ტყუნებ ჩემთვის. შემდეგ სწრაფად ვიხედები ზურგს უკან. აქაც კი, ამ უღრან-
შიც იმის გეშინია, ვინმე არ გისმენდეს.
პატარა რომ ვიყავი, დედაჩემს გულს ვუხეთქავდი, იმდენს ვლანძღავდი
მე-12 რაიონს და იმ ხალხს, ვინც შორეული კაპიტოლიუმიდან განაგებს
ჩვენს ცხოვრებას. კაპიტოლიუმი ჩვენი ქვეყნის, პანემის დედაქალაქია. თან-
დათან მივხვდი, რომ ზედმეტი ენის ტარტარს მხოლოდ პრობლემები მო-
აქვს. ამიტომ პირში წყალი დავიგუბე და სახეზე უემოციო ნიღაბი ავიფარე,
რომ ჩემი აზრები ვერავინ გაიგოს. სკოლაში ჩემს საქმეს ჩუმად ვაკეთებ. ბა-
ზარშიც მხოლოდ ზრდილობის გულისთვის თუ გამოველაპარაკები ვინმეს.
აი, ქურაში კი, რომელიც შავი ბაზარია და ფულსაც დიდწილად იქ ვაკეთებ,
არამხოლოდ ვაჭრობაზე, სხვა რაღაცეებზეც ვსაუბრობ. სახლში დიდად თა-
ვაზიანი არ ვარ და საჩოთირო თემებზე საუბარს თავს ვარიდებ. მაგალი-
თად, მკაზე, საკვების ნაკლებობასა და შიმშილის თამაშებზე. პრიმს რომ ჩე-
მი ნათქვამი სადმე წამოსცდეს, მერე რა გვეშველება?

5
ტყეში ის ერთადერთი პიროვნება მიცდის, ვისთანაც თავს თავისუფლად
ვგრძნობ. გეილი. სახის კუნთები მიდუნდება და აჩქარებული ნაბიჯით დათ-
ქმული ადგილისკენ მივიწევ - ავდივარ კლდის შვერილზე, საიდანაც მთელი
ხეობა ჩანს. შვერილს უცხო თვალისგან კენკრის ბუჩქები მალავს. გეილის
დანახვაზე მეღიმება. გეილი მეუბნება, მხოლოდ ტყეში იღიმიო.
- გამარჯობა, ქეთნიპ, - მესალმება გეილი. სინამდვილეში ქეთნისი მქვია,
მაგრამ როცა გავიცანი, სახელი ჩურჩულით ვუთხარი და ქეთნიპი გაიგონა.
მას მერე ეს მეტსახელი შემრჩა.
ერთხელ ერთი გადარეული ფოცხვერი მომეჩვია, ნანადირევის ნარჩენე-
ბის იმედად უკან დამყვებოდა. მერე ის ფოცხვერი მოვკალი, რადგან ნადირ-
ფრინველს მიფრთხობდა. ცოტა გული კი დამწყდა, მაგრამ მისი ბეწვი სარ-
ფიანად გავყიდე.
- ნახე, რა მოვინადირე, - გეილი ისარგარჭობილ პურს მიჩვენებს. მეცინე-
ბა. ეს ნამდვილ საცხობში დამცხვარი პურია და არა ბრტყელი, უგემური კვე-
რი, ჩვენ რომ ვაცხობთ ჩვენთვის გამოყოფილი ხორბლით. პურს ვართმევ,
ისარს ვაძრობ და ცხვირთან მიმაქვს. ქერქის სურნელს ვიყნოსავ და პირი
ნერწყვით მევსება. ასეთ გემრიელ პურებს მხოლოდ განსაკუთრებული შემ-
თხვევებისთვის აცხობენ.
- მმ, ჯერ კიდევ თბილია, - ვამბობ მე. გეილი ალბათ დილაუთენია მივი-
და საცხობში თავისი საქონლის პურში გასაცვლელად, - რა ღირდა?
- ერთი ციყვი. დილით ბერიკაცი უჩვეულოდ კეთილი იყო, წარმატებაც კი
მისურვა.
- ჰო, დღეს ყველანი უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, - ვამბობ, -
პრიმმა ყველი დაგვიტოვა, - ყველის ნაჭერს ვიღებ.
გეილს სახე ებადრება მისაყოლებლის დანახვაზე.
- მადლობა, პრიმ. ნამდვილ ნადიმს გავმართავთ.
უეცრად კაპიტოლიუმური აქცენტით იწყებს საუბარს და მიმიკებით ეფი
თრინკეტს ჰბაძავს - მანიაკალურად მხნე ქალს, რომელიც წელიწადში ერ-
თხელ, მკის დღეს ჩამოდის სიის ამოსაკითხად, - კინაღამ დამავიწყდა! შიმ-
შილის თამაშების დაწყებას გილოცავთ! - გეილი კენკრის ნაყოფს წყვეტს, -
დაე, იღბალი მუდამ... - და კენკრას ჩემკენ ისვრის.
მე კენკრას პირით ვიჭერ და კბილებით ვჭყლეტ მის ნაზ კანს. ენის წვე-
რით ვგრძნობ სიმჟავეს.
6
- ... თან გდევდეთ! - მეც მხნედ ვასრულებ წინადადებას.
ამ თემაზე გვირჩევნია ვიხუმროთ, ვიდრე შიშით ჭკუაზე შევიშალოთ. თა-
ნაც, კაპიტოლიუმური აქცენტი ისეთი უშნოა, ყველაფერი სასაცილოდ
ჟღერს.
გეილი დანას იღებს და პურს ჭრის. ძმასავით მგავს - სწორი შავი თმა
აქვს, მუქი კანი და ჩემნაირი ნაცრისფერი თვალები - მაგრამ ჩვენ ნათესავე-
ბი არ ვართ, ყოველ შემთხვევაში, ახლო ნათესავები. მაღაროში მომუშავე
ოჯახების უმეტესობა ასე ჰგავს ერთმანეთს.
ამიტომ, ქერათმიანი და ლურჯთვალება დედაჩემი და პრიმი ყველასგან
გამოირჩევიან. ისინი უცხოელებს ჰგვანან. დედაჩემის მშობლები ნაწილობ-
რივ ვაჭართა საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სა-
ხელმწიფო მოხელეებს, მშვიდობისმყოფელებს და იშვიათ საბადოელ კლი-
ენტებს ემსახურებიან. მათ მე-12 რაიონის შედარებით პრესტიჟულ უბანში
აფთიაქი ჰქონდათ. ვინაიდან ექიმის ფული არავის აქვს, აფთიაქარები
გვმკურნალობენ. მამა ნადირობისას ზოგჯერ სამკურნალო ბალახეულს აგ-
როვებდა და მათ აფთიაქში ჰყიდდა. დედაჩემიც სწორედ ამის წყალობით
გაიცნო. დედაჩემს ალბათ ძალიან უყვარდა მამაჩემი, რაკი საბადოში გად-
მოსახლდა. ვცდილობ, გავიხსენო მათი სიყვარული, მაგრამ თვალწინ მიდ-
გას მხოლოდ თვალებგაშტერებული და უემოციო ქალი, რომლის შვილებიც
თანდათან გაძვალტყავდნენ. მინდა, მამაჩემის ხათრით ვაპატიო მას, მაგრამ
პირდაპირ გეტყვით, შემნდობთა რიცხვს არ მივეკუთვნები.
გეილი პურის ნაჭერზე ყველს დებს და ზედ რეჰანის ფოთლებს აფარებს
ფრთხილად. მე კენკრას ვკრეფ. მოფარებულში ვსხდებით. ჩვენ არ ვჩან-
ვართ, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელ ხეობას ვხედავთ. ხეობაში ზაფხულის სი-
ცოცხლე ჩქეფს, იქ საკვებად ვარგისი მცენარეულობა მწვანედ ბიბინებს,
წყალში მოფართხალე თევზები მზის შუქზე ცისარტყელას ფერებად ბზინა-
ვენ. ლამაზი დღეა. ცა ლურჯად ლივლივებს, გრილი სიო ქრის. გემრიელად
ვილუკმებით.
დაფშვნილი ყველი თბილ პურში ირევა. პირში კენკრის წვენი გვეღვრება.
, ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, ეს მართლაც დღესასწაული რომ
იყოს ან ტყეში მხოლოდ გეილთან შესახვედრად და სანადიროდ ვიყო გა-
მოსული. ორ საათზე შერჩევა იწყება და მოედანზე უნდა ვიდგეთ.
- არადა, ეს შეგვიძლია, - ჩუმად ამბობს გეილი.
7
- რა? - ვეკითხები მე.
- რაიონის მიტოვება. გაქცევა. ტყეში ცხოვრება. მე და შენ ეს შეგვიძლია.
არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. მეტისმეტად უგუნური აზრია.
- მაგრამ ბავშვები ხელს შეგვიშლიან, - სწრაფად ამატებს.
რასაკვირველია, ჩვენ შვილები არ გვყავს, მაგრამ გეილის ორი ძმა და
ერთი და და პრიმი ჩვენთვის შვილებივით არიან. ამათ დედებიც მიამატეთ -
უჩვენოდ, აბა, როგორ იცხოვრებენ? მათ ვინ გამოკვებავს? მე და გეილი
ყოველდღე ვნადირობთ, მაგრამ ხშირად ნანადირევის ქონში, ფეხსაცმლის
თასმებსა და მატყლში გაცვლა გვიწევს და ღამღამობით მაინც მუცელაყურ-
ყურებულები ვწვებით.
- შვილებს არასდროს გავაჩენ, - ვამბობ მე.
- მე - კი, ოღონდ თუ აქ არ ვიცხოვრებ, - ამბობს გეილი.
- მაგრამ მოგიწევს, - ვღიზიანდები.
- დაივიწყე, - მკვახედ მპასუხობს.
ეს საუბარი არ მომწონს. როგორ დავტოვო პრიმი - ერთადერთი ადამი-
ანი, ვინც ნამდვილად მიყვარს? გეილიც ოჯახის ერთგულია. ვერსად წა-
ვალთ და ტყუილად რატომღა ვლაპარაკობთ ამაზე? რომც შეგვეძლოს...
რომც შეგვეძლოს... ეს შვილების გაჩენა საიდან მოვიტანეთ? ჩემსა და გე-
ილს შორის რომანტიკული არაფერი მომხდარა. რომ შევხვდით, მე თორმე-
ტი წლის გაჩხინკული გოგო ვიყავი, ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და
უკვე ზრდასრულ მამაკაცს ჰგავდა. დასამეგობრებლად დიდი დრო დაგვჭირ-
და; თავიდან ნანადირევის გაცვლა-გაყიდვაზეც ვეჩხუბებოდით ერთმანეთს,
როდის-როდის დავიწყეთ თანამშრომლობა.
თანაც, თუ გეილს შვილები უნდა, ცოლის მოძებნა არ გაუჭირდება. ის
სიმპათიურია, საკმარისად ღონიერი, მაღაროებში მუშაობაც შეუძლია და ნა-
დირობაც. მესმის ხოლმე, როგორ ჩურჩულებენ გოგონები, გვერდით რომ
ჩაგვივლის. გეილი ბევრს მოსწონს. ამ დროს ვეჭვიანობ, მაგრამ არა იმ მი-
ზეზით, ხალხს რომ ჰგონია. მონადირე მეწყვილის პოვნა ძალიან ძნელია.
- დღეს რა ვქნათ? ვინადიროთ, ვითევზაოთ თუ ხილი და ბალახეული შე-
ვაგროვოთ?
- მოდი, ტბაში ანკესები დავტოვოთ, ჩვენ კი რამე გემრიელის შესაგრო-
ვებლად წავიდეთ, - მეუბნება გეილი.

8
ამაღამ, მკის შემდეგ, ყველა იზეიმებს. უამრავი ადამიანი ამოისუნთქავს
შვებით, რომ მისი შვილი მომავალ წლამდე გადარჩა. თუმცა, სულ ცოტა,
ორი ოჯახი მაინც დაუშვებს დარაბებს, ჩაკეტავს კარს და იმაზე დაიწყებს
დარდს, მტანჯველ რამდენიმე კვირას როგორ გაუძლოს.
ყველაფერი კარგად მიგვდის. მტაცებლებს ჩვენ არ ვაინტერესებთ, რად-
გან ახლა ტყეში უფრო იოლი და გემრიელი მსხვერპლიც ბლომად მოიძებ-
ნება. გვიანი დილაა, მე და გეილმა უკვე ათიოდე თევზი დავიჭირეთ, ჩანთე-
ბი ბალახეულით ავივსეთ და, რაც მთავარია, ერთი გალონი მარწყვი შევაგ-
როვეთ. ამ მარწყვის ბუჩქნარს შარშან მე მივაგენი, გეილს კი ცხოველების-
გან დასაცავად, მისი მავთულით შემოღობვა მოუვიდა აზრად.
შინისაკენ გზად ქურაში შევიარეთ. აქ ახლა შავი ბაზარია. ადრე ქვანახში-
რის საწყობი იყო, მაგრამ მერე ქვანახშირის მაღაროებიდან პირდაპირ ვა-
გონებამდე მიტანის ახალ გზას მიაგნეს და საწყობი გაუქმდა. მკის დღეს,
დღის ამ მონაკვეთში თითქმის ყველაფერი დახურულია, შავი ბაზარი კი მა-
ინც მუშაობს. ექვსი ცალი თევზი იოლად გადავცვალეთ გემრიელ პურში,
ორი - მარილში. გრისი სიმ, კაფანდარა დედაბერმა, რომელიც ქვაბში წვნი-
ანს ხარშავს და ჯამებით ყიდის, პარაფინის ნატეხის სანაცვლოდ მწვანილეუ-
ლობა სულ გამოგვართვა. სხვას ასე იაფად არ გავუცვლიდით, მაგრამ გრი-
სი სისთან ურთიერთობის გაფუჭება ხელს არ გვაძლევს, რადგან ყოველ-
თვის ვიცით, რომ ჩვენგან ველურ ძაღლს იყიდის. საერთოდ, ველურ ძაღ-
ლებზე არ ვნადირობთ, მაგრამ როცა თვითონ გესხმიან თავს, სხვა გზა
აღარ გრჩება და ერთი-ორს ყოველთვის კლავ. ხორცი ხორცია, გინდაც
ძაღლისა იყოს.
- წვნიანში რომ ჩავაგდებ, ხბოს ხორცი ხდება, - თვალს გვიკრავს გრისი
სი. საბადოში არავინ აიბზუებს ცხვირს ველური ძაღლის ბარკალზე, მაგრამ
მშვიდობისმყოფელები ცოტათი წუნიები არიან.
ბაზრიდან გამოსულები ქალაქის მერის უკანა ეზოში შევდივართ მარწყვის
გასაყიდად. მერს მარწყვი ძალიან უყვარს და ფულს დაუნანებლად იხდის.
კარს მერის ქალიშვილი მეჯი გვიღებს. ის ჩემი თანაკლასელია. მერის ქა-
ლიშვილი კია, მაგრამ სნობი არ გეგონოთ. უბრალოდ, თავშეკავებულია,
ჩემსავით. რაკი არც მე და არც მას სკოლაში ბევრი მეგობარი არ გვყავს,
ხშირად გვერდიგვერდ აღმოვჩნდებით ხოლმე: ერთად ვსადილობთ, შეკრე-

9
ბებზე ერთად ვსხედვართ, სპორტულ შეჯიბრებებში მეწყვილეები ვართ. ერ-
თმანეთს იშვიათად ველაპარაკებით, რაც ორივეს გვაძლევს ხელს.
დღეს გახუნებული უნიფორმის ნაცვლად ძვირფასი თეთრი კაბა აცვია, ქე-
რა თმა ვარდისფერი ბაფთით შეუკრავს. ასე მკის დღისთვის გამოწყობილა.
- ლამაზი კაბაა, - ეუბნება გეილი.
მეჯი ეჭვით აკვირდება მას, ვერ გაუგია, გეილი მართლა კომპლიმენტს
ეუბნება თუ დასცინის. კაბა კი ლამაზია, მაგრამ ჩვეულებრივ, მეჯის ასეთი
კაბები არ აცვია. მეჯი ჯერ ტუჩს იბზუებს, მერე იღიმება.
- თუ კაპიტოლიუმში მომიწევს წასვლა, მინდა ლამაზად გამოვიყურებო-
დე!
ახლა უკვე გეილი იბნევა. მართლა უნდა იქ წასვლა თუ ეხუმრება? ჩემი
აზრით, ეხუმრება.
- კაპიტოლიუმში არ წახვალ, - ცივად პასუხობს გეილი და მეჯის კაბაზე
მრგვალ გულსაბნევს აშტერდება. ნამდვილი ოქროა, დახვეწილი ნაკეთობა.
ეს გულსაბნევი ერთ ოჯახს თვეების სამყოფ პურს უყიდდა, - სულ რამდენ-
ჯერ ჩაგწერენ სიაში? ჰა-ჰა, ხუთჯერ? მე კიდევ თორმეტი წლისა ექვსჯერ ვი-
ყავი ჩაწერილი.
- მისი ბრალი არაა, - ვამბობ მე.
- ეს არავის ბრალი არაა. უბრალოდ, ასე ხდება, - ამბობს გეილი.
მეჯი იღუშება. მარწყვის ფულს ხელში მიდებს.
- წარმატებებს გისურვებ, ქეთნის.
- შენც, - ვეუბნები და კარი იხურება.
საბადოში უხმოდ ვბრუნდებით. არ მომეწონა, რომ გეილმა მეჯს კბილი
გაჰკრა; მაგრამ გეილი მართალია. მკის სისტემა უსამართლოა, ღარიბები
უფრო იჩაგრებიან. თორმეტი წლისა უკვე მოსამკელად ვარგისი ხდები. იმ
წელს შენი სახელი ერთხელ შეაქვთ სიაში, ცამეტი წლის რომ გახდები -
ორჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სანამ თვრამეტი წელი არ შეგისრულ-
დება. ეს ბოლო წელია და შენი სახელი შვიდჯერ შედის სიაში. ეს წესი მოქ-
მედებს პანემის თორმეტსავე რაიონში მცხოვრები მოქალაქისთვის.
მაგრამ ყველაფერი არც ასე მარტივადაა. თუ ღარიბი და მშიერი ხარ
ჩვენსავით, შენს სახელს დამატებით ჩააწერინებ სიაში და სანაცვლოდ ერთ
ტესერას მიიღებ. თითო ტესერა თითო კაცისთვის სამყოფი ხორბლისა და
ზეთის ერთწლიანი მარაგი ღირს. შეგიძლია, ეს ტესერები შენი ოჯახის წევ-
10
რების სახელების სანაცვლოდაც მიიღო. ამგვარად, თორმეტი წლისა, ოთ-
ხჯერ ჩამწერეს სიაში. ერთხელ იმიტომ, რომ წესით მერგებოდა, დანარჩენი
სამის სანაცვლოდ კი, მე, პრიმს და დედაჩემს ხორბლისა და ზეთის ერ-
თწლიანი მარაგი მოგვცეს. ფაქტობრივად, ყოველ წელს ასე ვიქცეოდი. ვი-
ნაიდან სიაში სახელი ყოველ მომდევნო წელს უფრო მეტჯერ შეაქვთ, ახ-
ლა, თექვსმეტი წლისას, თორმეტჯერ შემიტანენ სიაში. გეილი თვრამეტი
წლისაა და ვინაიდან ბოლო შვიდი წელი ხუთსულიან ოჯახს მარტო ინახავ-
და, მის სახელს ორმოცდაორჯერ შეიტანენ სიაში. ახლა ალბათ ხვდებით,
რატომ გაღიზიანდა გეილი მეჯიზე და მისნაირებზე, რომელთაც არასდროს
დასჭირვებიათ ტესერა. მისი სახელის ამოკითხვის შანსი ბევრად უფრო მცი-
რეა იმათთან შედარებით, ვინც საბადოში ვცხოვრობთ. შესაძლებელია, მაგ-
რამ - ნაკლებად. და მიუხედავად იმისა, რომ კანონი კაპიტოლიუმში შეადგი-
ნეს და არა - რაიონებში, მით უმეტეს, მეჯის ოჯახში, ძნელია, არ შეგშურდეს
მათი, ვინც ტესერების სანაცვლოდ არ იყიდება.
გეილიც ხვდება, რომ მეჯს ტყუილად გაუბრაზდა. სხვა დროს, უღრან ტყე-
ში, მისგან არაერთხელ მომისმენია, ტესერა ჩვენი რაიონისთვის უბედურე-
ბის ერთ-ერთი წყაროა, სიძულვილსა და უნდობლობას თესავს საბადოელ
მუშებს და მათ შორის, ვისაც ვახშამი არ ენატრებაო.
კაპიტოლიუმს აწყობს ჩვენი დაყოფაო, არაერთხელ უთქვამს, როცა ჩემ
გარდა ახლომახლო სხვა არავინ იდგა. ახლაც მეტყოდა, მკის დღე რომ არ
იყოს და ოქროს გულსაბნევიან გოგონას, რომელსაც ტესერა არასდროს
დასჭირვებია, მისი აზრით, უწყინარი კომენტარი არ გაეკეთებინა.
გეილის გაქვავებულ სახეს შევცქერი. ვხვდები, რომ მრისხანებას მალავს.
მე განრისხება უაზრობა მგონია, მაგრამ გეილთან ამაზე არასდროს ვსაუბ-
რობ. განა იმიტომ, რომ არ ვეთანხმები! პირიქით, ვეთანხმები, მაგრამ, რა
აზრი აქვს კაპიტოლიუმის მთელი ხმით ლანძღვას შუაგულ ტყეში? ეს ვერც
წესებს შეცვლის და ვერც დაგვანაყრებს. მხოლოდ ნადირს დააფრთხობს
და მორჩა. თუმცა, გეილს ღრიალს არ ვუშლი. აჯობებს, ტყეში იღრიალოს,
ვიდრე რაიონში.
მე და გეილი ალაფს ვიყოფთ. თითოს ორი გემრიელი პური, ცოტა მწვა-
ნილი, თითო ლიტრამდე მარწყვის წვენი, მარილი, პარაფინი და ცოტა ფუ-
ლი გვრჩება.
- მოედანზე შეგხვდები, - დროებით ვემშვიდობები.
11
- რამე ლამაზი ჩაიცვი, - უხალისოდ მეუბნება გეილი.
შინ დედაჩემი და ჩემი და წასასვლელად ემზადებიან. დედაჩემს აფთიაქ-
ში მუშაობის დროინდელი ლამაზი კაბა აცვია, პრიმს - ჩემი პირველი მკის
დროინდელი კაბა და მაქმანებიანი კოფთა. კოფთა ცოტა დიდი აქვს. დედა-
ჩემს ქინძისთავებით კი დაუმაგრებია, მაგრამ ზურგზე მაინც უხერხულად
ამოსჩაჩვია.
თბილი წყლით სავსე ტაშტი მელოდება. სხეულიდან ტყის ჭუჭყსა და
ოფლს ვიშორებ და თავსაც ვიბან. ჩემდა გასაკვირად, დედაჩემს თავისი
ერთ-ერთი უსაყვარლესი კაბა გაუმზადებია ჩემთვის - თხელი, ცისფერი კაბა.
ფეხსაცმლებიც შესაფერისია.
- დარწმუნებული ხარ? - ვეკითხები.
მისი მზრუნველობა არ მეხალისება. ერთ დროს ისე ძლიერ ვბრაზობდი
მასზე, ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი. ეს კი რაღაც განსაკუთრებულია. ეს
ძველი სამოსი მისთვის ძალიან ძვირფასია.
- რა თქმა უნდა. თმაც ლამაზად დაიყენე, - მეუბნება დედა.
მე თმას პირსახოცით ვამშრალებინებ და ვაწნევინებ. კედელზე მიყუდე-
ბულ გაბზარულ სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.
- ლამაზი ხარ, - ჩუმად მეუბნება პრიმი.
- ჩემს თავს არ ვგავარ, - ვპასუხობ და გულში ვიკრავ, რადგან ვიცი, რომ
მომდევნო რამდენიმე საათი მისთვის ნამდვილი საშინელება იქნება. ეს მისი
პირველი მკაა. მისი სახელი მხოლოდ ერთხელ შევა სიაში და ალბათ ამაზე
უსაფრთხოდ არასდროს იქნება. ტესერას არაფრის დიდებით არ ავაღები-
ნებ. პრიმი ჩემზე უფრო ღელავს. ეშინია, რომ ის მოხდება, რაზე ფიქრიც
არავის უნდა.
პრიმს ყოველთვის ვიცავ, მაგრამ მკისას მე არაფერი შემიძლია. როცა
პრიმს რაღაც აწუხებს, გული მტკივა და სახეზე მემჩნევა ყველაფერი. ვხედავ
მის ამოჩაჩულ კოფთას, მაგრამ მღელვარებას არ ვიმჩნევ.
- კუდს ნუ აქანავებ, ბატის ჭუკო, - ვეუბნები და კოფთას ვუსწორებ.
პრიმი ხითხითებს და ჩუმად ყიყინებს.
- მე რას მიყიყინებ?! - მეცინება. მხოლოდ პრიმს შეუძლია ასე გამაცინოს,
- წამოდი, ვჭამოთ, - და თავზე ვკოცნი.
თევზი მოსახარშად დაუდგამთ, წვნიანში მწვანილი ჩაუჭრიათ. მაგრამ ეს
ვახშმისთვისაა. მარწყვი და რბილი პურიც საღამოსთვის გადავინახეთ. ამა-
12
ღამ განსაკუთრებულ სუფრას გავშლით. ახლა პრიმის თხის, ლედის, რძეს
ვსვამთ და ტესერაში მიღებული ხორბლის ფქვილით გამომცხვარ კვერს ვა-
ტანთ. მადა არც ერთს არ გვაქვს, მაგრამ მაინც ვჭამთ.
პირველ საათზე მოედნისკენ მივდივართ. დასწრება აუცილებელია, თუ
ლოგინად არ ხარ ჩავარდნილი. საღამოს სახელმწიფო მოხელეები მათ,
ვინც არ გამოცხადდა, სახლებში დაუვლიან და, თუ მართლა მომაკვდავი არ
არის, დააპატიმრებენ.
ცუდია, რომ მკას მაინცდამაინც მოედანზე მართავენ, რადგან მოედანი
მე-12 რაიონის ის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ყოფნა სასიამოვნოა.
მოედნის ირგვლივ მაღაზიებია და ყოველ ბაზრობის დღეს, მით უმეტეს,
თუ კარგი ამინდია, იქ სადღესასწაულო განწყობა სუფევს. დღეს კი, მიუხედა-
ვად შენობებზე გადმოკიდებული ალმებისა და დროშებისა, დაძაბული ატ-
მოსფეროა. სევდიან ეფექტს სახურავებზე სვავებივით შემოსკუპებული სატე-
ლევიზიო ოპერატორები უფრო აძლიერებენ.
ხალხი რიგრიგობით ეწერება სიაში. მკა კაპიტოლიუმისთვის საუკეთესო
საშუალებაა მოსახლეობის აღსაწერად. თორმეტიდან თვრამეტ წლამდე
ასაკის ახალგაზრდებს შემოღობილში აგროვებენ: უფროსები წინ დგანან,
პრიმივით უმცროსები - ბოლოში, ოჯახის წევრები მათ ირგვლივ ხელიხელ-
ჩაკიდებულნი იცდიან. სეირის მაყურებლებიც არიან, ვისაც არც შვილი ჰყავს
და არც - ნათესავი. ისინი ბრბოში დაძვრებიან და ნაძლევს დებენ, რომელ
ორ ბავშვს აირჩევენ ამ მკაზე. ფსონები იმის მიხედვით ნაწილდება, ბავშვი
საბადოელია თუ ვაჭრის შვილი. ნაძლევდებიან იმაზეც, ატირდება თუ არა
არჩეული ბავშვი. ამ გამომძალველებთან საქმის დაჭერას ყველა უფრთხის -
მათ შორის ხომ ხშირად მაბეზღარებიც გამოერევიან ხოლმე.
მაგრამ კანონი ვის არ დაურღვევია?! მაგალითად, ნადირობისთვის შეიძ-
ლება მეც დაუფიქრებლად მესროლონ და მომკლან, მაგრამ უფროსების
სიხარბე მიცავს. ოღონდ, ამის იმედი ყველას ნუ ექნება.
აი, მე და გეილი შეთანხმებული ვართ, რომ შიმშილით სიკვდილს სჯობს,
შუბლში ტყვია ჩაგვაჭედონ. ასე უფრო სწრაფად დავიხოცებით.
მოედანი ხალხით ივსება. რიგები მჭიდროვდება და სუნთქვა ჭირს. მო-
ედანი საკმაოდ დიდია, მაგრამ მე-12 რაიონის რვა ათას მცხოვრებს მაინც
ვერ იტევს. დაგვიანებულებს მომიჯნავე ქუჩებში ანაწილებენ. სახელმწიფო

13
ტელევიზია მკას პირდაპირ ეთერში გადასცემს და დაგვიანებულებს შეუძლი-
ათ დიდ ეკრანზე უყურონ სანახაობას.
მე თექვსმეტი წლის საბადოელებთან აღმოვჩნდი. ცივად ვუქნევთ ერთმა-
ნეთს თავს და მართლმსაჯულების სახლის წინ აგებულ დროებით სცენას
შევყურებთ. იქ, პოდიუმზე, სამი სკამი და ორი შუშის ბურთი დგას. ერთი ბი-
ჭებისთვისაა, მეორე - გოგოებისთვის. გოგოების ბურთში ჩაყრილ ქაღალ-
დის ფურცლებს მივშტერებივარ. ოც მათგანს გარკვევით აწერია ქეთნის
ევერდინი.
ერთ სკამზე მეჯის მამა, მაღალი და ნახევრად მელოტი მერი ანდერსი
ზის, მეორეზე - ეფი თრინკეტი, კაპიტოლიუმიდან მე-12 რაიონელებზე მი-
მაგრებული ესკორტი, ქალი შიშისმომგვრელი ნათელი ღიმილით, მოვარ-
დისფრო თმითა და მწვანე კოსტიუმით.
ქალაქის მერი და ესკორტი ერთმანეთს ეჩურჩულებიან და ცარიელ სკამს
აღელვებულები შესცქერიან.
საათმა ორი ჩამოჰკრა. მერი პოდიუმზე ადის და კითხვას იწყებს. ყოველ
წელს ერთი და იგივეა. ის გვიამბობს პანემზე, სახელმწიფოზე, რომელიც
ოდინდელი ჩრდილოეთ ამერიკის ფერფლიდან აღდგა. ის აღწერს კატას-
ტროფებს, გვალვებს, ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწებს, რომლებიც ადიდე-
ბულმა ზღვებმა შთანთქა და მხეცურ ომს, რომელიც დარჩენილი მწირი რე-
სურსების დასაუფლებლად გაიმართა და რომლის შედეგადაც პანემი მივი-
ღეთ - ქვეყანა, რომელმაც მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა მო-
უტანა. პანემის ბრწყინვალე დედაქალაქი კაპიტოლიუმი ცამეტი რაიონითაა
გარშემორტყმული. ერთ დღეს პანემსაც დაუდგა შავბნელი ხანა - კაპიტო-
ლიუმს რაიონები აუჯანყდნენ. კაპიტოლიუმმა თორმეტი რაიონი დაამარცხა,
ხოლო მეცამეტე საერთოდ აღგავა პირისაგან მიწისა. საზავო შეთანხმებამ
ახალი კანონები დაგვიწესა, ხოლო იმის შესახსენებლად, რომ ბნელი ხანა
აღარ უნდა განმეორდეს, შიმშილის თამაშები გაჩნდა.
შიმშილის თამაშების წესები მარტივია. დასჯილი თორმეტივე რაიონი თა-
მაშებს ყოველ წელს თითო ბიჭსა და გოგოს ხარკად სწირავს. ოცდაოთხ შე-
წირულს ვრცელ არენაზე ამწყვდევენ. არენა მხურვალე უდაბნოც შეიძლება
იყოს და ყინულით დაფარული უშენიც. რამდენიმე კვირის განმავლობაში
მოთამაშეები სიკვდილს ებრძვიან. ბოლო გადარჩენილი გამარჯვებულად
ცხადდება.
14
რაიონებიდან ბავშვების წაყვანით მათი სასიკვდილო თამაშში ჩართვით
და ჩვენთვის მათი სისასტიკის ნახვის დაძალებით, კაპიტოლიუმი გვახსენებს,
რომ მათი მოწყალების იმედად ვართ და მორიგი აჯანყების შემთხვევაში
აღარ დაგვინდობენ. რაც უნდა შეფარვით ილაპარაკოს, კაპიტოლიუმის სიტ-
ყვების ნამდვილი მნიშვნელობა ცხადია: შეხედეთ, თქვენი შვილები მიგვყავს
და სასიკვდილოდ ვწირავთ. თქვენ არაფერი შეგიძლიათ. თითიც რომ ასწი-
ოთ, სათითაოდ ამოგხოცავთ ყველას. გაგანადგურებთ, როგორც მე-13 რაი-
ონს.
კიდევ უფრო რომ დაგვამციროს და გაგვაწამოს, კაპიტოლიუმი გვაიძუ-
ლებს შიმშილის თამაშები გასართობ, სპორტულ ღონისძიებად მივიღოთ,
რომელშიც ერთი რაიონი მეორეს ეჯიბრება. გადარჩენილ და გამარჯვებულ
შეწირულს შინ აბრუნებენ, ხოლო მის რაიონს ჯილდოებით ავსებენ. ჯილ-
დო, მეტწილად, სასმელ-საჭმელია. კაპიტოლიუმი ყოველ წელს ყველას აჩ-
ვენებს, როგორ გულუხვად აჯილდოებს გამარჯვებულის მშობლიურ რაიონს
მარცვლეულით, ზეთით და თვით ისეთი დელიკატესით, როგორიც შაქარია;
და ეს მაშინ, როცა უმრავლესობა ჩვენგანი შიმშილს ებრძვის.
- დროა სინანულისა და მადლიერებისა, - თითქოს წაიმღერა მერმა, შემ-
დეგ წინა წლებში გამარჯვებული მე-12 რაიონელების სიას კითხულობს. სა-
მოცდათოთხმეტ წელიწადში სულორი გამარჯვებული გვყავდა. ერთი დღე-
საც ცოცხალია. ჰეიმიჩ აბერნათი, შუახნის ღიპიანი მამაკაცი, რომელიც რა-
ღაცას გაუგებრად ყვირის, სცენაზე ბარბაცით ადის და მესამე სკამზე ჯდება.
ის მთვრალია. ძალიან მთვრალი. ბრბო დამსახურებული აპლოდისმენტე-
ბით ესალმება, მაგრამ აბერნეთი ვერაფერს იგებს და ცდილობს ეფი თრინ-
კეტს გადაეხვიოს. ქალი ძლივს უსხლტება ხელიდან.
მერი იძაბება. ვინაიდან ყველაფერი ტელევიზიით გადაიცემა, მან იცის,
რომ მე-12 რაიონს ახლა მთელი პანემი დასცინის. ცდილობს ყურადღება
კვლავ მკაზე გადაიტანოს და ეფი თრინკეტს წარადგენს.
როგორც ყოველთვის, სახეგაცისკროვნებული და ენერგიული თრინკეტი
პოდიუმზე ნარნარით ადის და საფირმო სიტყვებს წარმოთქვამს:
- შიმშილის თამაშების დაწყებას გილოცავთ! დაე, იღბალი მუდამ თან
გდევდეთ!
ეტყობა, თავზე ვარდისფერი პარიკი უკეთია, რადგან ჰეიმიჩთან ხვეწნის
შემდეგ, თმა გვერდზე უჩვეულოდ გადასცვენია. თრინკეტი აგრძელებს, ჩემ-
15
თვის დიდი პატივია აქ ყოფნაო, თუმცა, ყველამ იცის, რომ ერთი სული აქვს,
როდის გადაიყვანენ უკეთეს რაიონში, სადაც წესიერი გამარჯვებულები
ჰყავთ და არა - ლოთები, რომლებიც მთელი ერის დასანახად გიფათურებენ
ხელს.
შეკრებილებს შორის გეილს ვხედავ, რომელიც ოდნავ გაღიმებული მიყუ-
რებს. რაღაცით მაინც ერთობი ამ საზარელ მკაზე. უცებ მახსენდება, რომ
შუშის ბურთში გეილის სახელი ორმოცდაორ ფურცელს აწერია და დიდი
შანსია, სხვა ბიჭებს შორის სწორედ ის ამოარჩიონ. შესაძლოა, ისიც ამავეს
ფიქრობს ჩემზე, რადგან სახე ექუფრება და თვალს მარიდებს.
- იქ ათასობით ფურცელი დევს, - ჩურჩულით ვამხნევებ, მიუხედავად იმი-
სა, რომ ჩემი ხმა მას არ მისწვდება.
წილისყრის დრო დგება. ჩვეულებისამებრ, ეფი თრინკეტი ამბობს:
- ჯერ გოგოები!
და გოგოების შუშის ბურთისკენ მიდის. შიგ ღრმად ჰყოფს ხელს და ფურ-
ცელი ამოაქვს. ბრბოს სუნთქვა ეკვრის. ისეთი სიჩუმეა, ბუზის გაფრენას გა-
იგონებ. მე თავბრუ მეხვევა, ვნატრობ, ოღონდ მე არ ვიყო, ოღონდ მე არ
ვიყო, ოღონდ მე არ ვიყო...
ეფი თრინკეტი პოდიუმს უბრუნდება, ქაღალდის ფურცელს შლის და მკა-
ფიოდ წარმოთქვამს სახელს. ეს მე არ ვარ. ეს პრიმროუზ ევერდინია.

2.

ერთხელ ტყეში ხის ტოტზე ფოთლებს ამოფარებული, გაუნძრევლად ვე-


ლოდი ნადირის გამოჩენას. ჩამთვლიმა და სამი მეტრის სიმაღლიდან ჩა-
მოვვარდი. მიწას ზურგით დავეცი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს
ფილტვებში ჰაერი საერთოდ აღარ დარჩა, ძირს ვეგდე და ვერც ჩასუნთქვას
ვახერხებდი, ვერც - ამოსუნთქვას.
ახლაც იმავეს ვგრძნობ, სული მეხუთება, ენა მებმის და თავში ახლახან
წარმოთქმული სახელი მიტრიალებს. ვიღაცამ მკლავზე წამავლო ხელი. სა-
ბადოელი ბიჭია, ეტყობა, წავბარბაცდი და დამიჭირა.
ალბათ რაღაც შეცდომაა. წარმოუდგენელია, ეს ხდებოდეს. ათასობით
ფურცელში პრიმის სახელი მხოლოდ ერთზე ეწერა. მისი სახელის ამოს-
16
ვლის ალბათობა იმდენად მცირე იყო, რომ ოდნავადაც არ მეშინოდა. ნუთუ
რამე დავაკელი? ტესერები ხომ მე ავიღე და პრიმს არ დავანებე? ერთი
ფურცელი. ერთი ფურცელი ათასში. შანსები მის სასარგებლოდ იყო. მაგრამ
ბედმა მაინც არ გაუღიმა.
გაურკვევლად ჩამესმის ხალხის ბუტბუტი, თორმეტი წლის მონაწილის
არჩევა ყოველთვის უსამართლობად მიაჩნიათ. შემდეგ გადაფითრებულ
პრიმს ვხედავ, ხელებდამუშტული და გაჯგიმული ნელი ნაბიჯით მიდის სცე-
ნისკენ. გვერდით ჩამიარა. კაბიდან კოფთა ისევ ამოჩაჩული აქვს. ამის და-
ნახვა რეალობაში მაბრუნებს.
- პრიმ! - ყელიდან მოგუდული ხმა ამომდის და კუნთები ისევ მოძრაობს, -
პრიმ! - გზის გაკვლევა არ მჭირდება, რადგან ბავშვები სცენისკენ გზას მით-
მობენ. პრიმს მაშინ ვეწევი, როცა ისისაა საფეხურზე უნდა შედგას ფეხი. უკან
ვექაჩები და მე წინ ვეფარები.
- მოხალისედ გამოვდივარ! - დაუფიქრებლად ვიძახი, - თამაშებში ნებით
ჩავერთვები!
სცენაზე ჩოჩქოლია. მე-12 რაიონს მოხალისე ათეულობით წელია, არ
ჰყოლია; თან წესებიც ცოტა მოძველდა. ჩვენში მარტივადაა: როცა შუშის
ბურთიდან გოგონას და ბიჭის სახელს ამოიღებენ და წაიკითხავენ, თამაშის-
თვის ვარგის სხვა გოგოს ან ბიჭს მოხალისედ გამოსვლა აღარ შეუძლიათ.
ზოგიერთ რაიონში თამაშში მოხვედრა იმდენად დიდი პატივია, რომ ხალხი
სიცოცხლესაც კი რისკავს. იქ მოხალისეობა უფრო რთულია, მე-12 რაიონში
კი, სადაც სიტყვა შეწირული სიტყვა გვამის სინონიმია, მოხალისეები აღარ
არსებობენ.
- მშვენიერია! - ამბობს ეფი თრინკეტი, - მაგრამ მგონი, ჯერ მკის რჩეულს
უნდა გავცნობოდით და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეთავაზებინა მოხალისე-
ობა. თუ ვინმე გამოვიდოდა, მაშინ... - ქალი ჩუმდება, რადგან ზუსტად თვი-
თონაც არ იცის წესი.
- რა მნიშვნელობა აქვს? - ეკითხება მერი და დამწუხრებული სახით მიყუ-
რებს. ზუსტად ვერ მიხსენებს, მაგრამ აშკარად ვეცნობი. მე ის გოგო ვარ,
მარწყვი რომ დააქვს მისთვის; გოგო, რომელსაც ხანდახან მისი ქალიშვი-
ლი ახსენებს; გოგო, რომელსაც ხუთი წლის წინ, დედის და დის თანდასწრე-
ბით, როგორც ოჯახში უფროს შვილს, სიმამაცისთვის საპატიო მედალი გა-
დასცა - მედალი მამის სახსოვრად, რომელიც მაღაროებში დაიღუპა. ნეტა
17
თუ ვახსოვარ? - რა მნიშვნელობა აქვს? - იმეორებს ხრინწიანი ხმით, - აქ
ამოვიდეს.
ზურგს უკან პრიმი ისტერიულად კივის და წვრილი ხელებით წელზე მეხ-
ვევა.
- არა, ქეთნის, არა! ნუ წახვალ!
- პრიმ, გამიშვი, - მკაცრად ვეუბნები, რადგან ლამისაა ცრემლები წამ-
სკდეს. ამაღამ, როცა მკის პროცესს ტელევიზიით გაიმეორებენ, ჩემს ცრემ-
ლებს ყველა შეამჩნევს და იოლ სამიზნედ, სუსტ მონაწილედ შემრაცხავენ.
ამ სიამოვნებას ვერავის მივანიჭებ. - გამიშვი!
ვგრძნობ, რომ ვიღაცამ მომაშორა პრიმი. უკან ვტრიალდები და გეილს
ვხედავ, რომელსაც პრიმი ხელში აუტაცებია. პრიმი მის მკლავებში ფართხა-
ლებს.
- ზემოთ ადი, ქეთნიპ, - გეილი ცდილობს, ხმის აუკანკალებლად მითხრას
და პრიმი დედასთან მიჰყავს. ვწყნარდები. კიბეზე ავდივარ.
- ბრავო! - აღტაცებას ვერ მალავს ეფი თრინკეტი, - სიმამაცეც ამას ჰქვია!
- უხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ რაიონშიც მოხდა რაღაც უჩვე-
ულო, - რა გქვია?
ნერწყვს ვყლაპავ.
- ქეთნის ევერდინი, - ვპასუხობ.
- ეგ გოგო უეჭველად შენი და იქნებოდა. არ გინდა, რომ დიდებაში შეგე-
ცილოს, არა? აბა, მეგობრებო, ყველამ ტაში დავუკრათ ახალ მონაწილეს.
მე-12 რაიონის სასახელოდ, ტაშს არავინ უკრავს. არც მეფსონეები, რომ-
ლებსაც არასდროს ადარდებთ, ვის აირჩევენ.
შეიძლება იმიტომ, რომ ქურაში შემხვედრიან და მიცნობენ, ან მამაჩემს
იცნობდნენ, ან პრიმს შეხვედრიან და ძალიან მოსწონთ. მეც ვდგავარ და აპ-
ლოდისმენტების ნაცვლად სიჩუმით გამოთქმულ პროტესტს ვუსმენ. მხო-
ლოდ სიჩუმით ვბედავთ ჩვენი უარის გახმიანებას. ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ
ყველაფერი, რაც ხდება, ცუდია.
შემდეგ უჩვეულო რამ ხდება. უჩვეულო, რადგან არ მეგონა, მე-12 რაი-
ონს ასე თუ აღელვებდა ჩემი ბედი. მას შემდეგ, რაც პრიმის ადგილი დავი-
კავე, რაღაც შეიცვალა - ახლა ყველასთვის ძვირფასი ვარ. ჯერ ერთი, შემ-
დეგ მეორე და ბოლოს ყველა მოედანზე შეკრებილი მარცხენა ხელის საჩ-
ვენებელ, შუა და არათითებს ტუჩზე იდებს და ჩემკენ იშვერს. ეს ჩვენი რაი-
18
ონის ძველი და იშვიათი ჟესტია, რომელსაც ზოგჯერ დაკრძალვებზე ვიყე-
ნებთ. ის მადლობას, პატივისცემას და საყვარელ პიროვნებასთან გამომშვი-
დობებას ნიშნავს.
ახლა უკვე ატირებას აღარაფერი მიკლია, მაგრამ საბედნიეროდ, სწო-
რედ ამ დროს ჩემთვის მოსალოცად ჰეიმიჩი მობარბაცებს.
- შეხედეთ. შეხედეთ ამ გოგოს! - ყვირის და მხრებზე მეხვევა. ბებერი
ლოთის კვალობაზე, საკმაოდ ღონიერია, - მომწონს ეს გოგო! - პირიდან
ვისკის სუნი ამოსდის, თან კარგა ხნის დაუბანელია და ყარს, - ძალიან... -
საჭირო სიტყვას ეძებს, - მამაცია! - ამატებს ტრიუმფალურად. - თქვენზე მა-
მაცი! - ხელს მიშვებს და სცენის კიდესთან მიდის, - თქვენზე გაბედული! -
თითს პირდაპირ კამერისკენ იშვერს.
მაყურებელს მიმართავს თუ სიმთვრალისგან იმდენად გამოლენჩდა, რომ
კაპიტოლიუმს დასცინის? არ ვიცი, რადგან პირდაღებული ჰეიმიჩი ბორძიკ-
დება, სცენიდან გორდება და გონებას კარგავს.
საძაგელი ვინმეა, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ მისი. სანამ ყველა კა-
მერა მისკენაა მიმართული, უჩუმრად ვხვნეში. ისევ ვმშვიდდები. ხელებს
ზურგს უკან ვიწყობ და ცარიელ სივრცეს მივშტერებივარ. ვხედავ გორაკებს,
რომლებიც გეილთან ერთად დილით დავლაშქრე, და წამით სევდა მიპ-
ყრობს... მახსენდება, როგორ ვსაუბრობდით რაიონის მიტოვებაზე... ტყეში
გაქცევაზე... მართალი ვიყავი, როცა ვთქვი, ვერსად წავალთ-მეთქი. სხვა
ვინღა გამოვიდოდა პრიმის მაგივრად?
ჰეიმიჩი საკაცით გაჰყავთ, ეფი თრინკეტი კი მკის პროცესის გაგრძელებას
ცდილობს.
- რა დიდებული დღეა! - ხავერდოვნად წარმოთქვამს და მარჯვნივ გადა-
წეულ პარიკს ისწორებს. - უფრო საინტერესო წინ გველოდება! დროა, შეწი-
რული ბიჭი ავირჩიოთ! - პარიკის თავზე დასამაგრებლად, ცალი ხელი თავ-
ზე უდევს, სწრაფად მიდის ბურთთან, შიგ მეორე ხელს ჰყოფს და პირველ-
სავე ფურცელს იღებს. შემდეგ პოდიუმზე ბრუნდება და სანამ მე გეილის
უსაფრთხოებას ვნატრობ, სახელს კითხულობს. - პიტა მელარკი!
პიტა მელარკი!
ო, არა, ოღონდ ეგ არა, - ვფიქრობ გულში. მართალია, სახელის პატ-
რონთან არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ვიცი ვინც არის პიტა მელარკი.
დღეს იღბალმა ზურგი მაქცია.
19
ვუყურებ მელარკს, რომელიც სცენისკენ მოდის. საშუალო სიმაღლისაა,
ჯმუხი, ნაცრისფერი თმა ტალღებად ჩამოჰყრია შუბლზე. ცდილობს სიმშვი-
დე შეინარჩუნოს, მაგრამ მის თვალებში მოჩანს შიში, რომელიც არა ერ-
თხელ მინახავს მსხვერპლის თვალებში. თუმცა, პიტა მელარკი მწყობრი ნა-
ბიჯით ამოდის სცენაზე და თავის ადგილს იკავებს.
ეფი თრინკეტი მოხალისეებს იძახებს, მაგრამ მის მოწოდებას არავინ ეხ-
მაურება. ვიცი, რომ პიტას ორი ძმა ჰყავს, პურის საცხობში მინახავს ისინი;
მაგრამ ერთი ალბათ ზედმეტად უფროსია მოხალისეობისთვის, ხოლო მე-
ორეს არ სურს. როგორც წესი, ასე ხდება. ოჯახური კავშირები მკის დღეს
არ მოქმედებს. ჩემი საქციელი რადიკალური იყო.
მერი მოღალატეებთან დადებულ საზავო შეთანხმებას კითხულობს, რაც
ყოველწლიური აუცილებელი ფორმალობაა, მაგრამ მე ერთი სიტყვაც არ
მესმის.
რატომ ის? - ვფიქრობ და ვცდილობ, თავი დავირწმუნო, რომ ამას მნიშ-
ვნელობა არ აქვს. მე და პიტა მელარკი არ ვმეგობრობთ. არც მეზობლები
ვართ. ერთმანეთს არც ველაპარაკებით. მასთან მხოლოდ ერთი შემთხვევა
მაკავშირებს. შეიძლება პიტას აღარც ახსოვს, მე კი არასდროს დამავიწყდე-
ბა...
ეს წლების წინ მოხდა. მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. მაღარო-
ში დატრიალებული უბედური შემთხვევიდან, რამაც მამაჩემი იმსხვერპლა,
სამი თვე იყო გასული. მისი დაკარგვით გამოწვეულ უგრძნობლობას უკვე
ჩაევლო და ტკივილი მტანჯავდა. ვიკრუნჩხებოდი, ცრემლები მახრჩობდა.
სად ხარ? სად წახვედი? - ვეძახდი გონებაში. რასაკვირველია, არავინ მპასუ-
ხობდა.
რაიონმა მისი სიკვდილის საკომპენსაციოდ ცოტა ფული გადაგვიხადა -
ერთი თვის სამყოფი, სანამ გლოვას მოვრჩებოდით და დედაჩემი სამსახურს
იშოვიდა. მაგრამ დედაჩემს მუშაობა არ დაუწყია. ის არაფერს აკეთებდა.
მხოლოდ სკამზე იჯდა გაშეშებული, უფრო ხშირად კი იწვა საწოლში საბნებ-
ქვეშ მოკუნტული და სივრცეს მიშტერებული. ხანდახან წამოდგებოდა, თით-
ქოს გადაუდებელ საქმეზე ეჩქარებაო, მერე ისევ გაჩუმდებოდა და გაშეშდე-
ბოდა ხოლმე. პრიმის ხვეწნა-მუდარაც კი არ მოქმედებდა მასზე.
მე შეძრწუნებული ვიყავი. ახლა ვფიქრობ, რომ დედაჩემი მწუხარების
წყვდიადში იყო ჩაფლული, მაგრამ მაშინ მეგონა, მამასთან ერთად დედაც
20
დავკარგე-მეთქი. თერთმეტი წლისამ ოჯახის უფროსობა და შვიდი წლის
პრიმის დაცვა ვითავე. სხვა არჩევანი არც მქონდა. ბაზარში საჭმელს ვყიდუ-
ლობდი და როგორც შემეძლო, ვამზადებდი; ვცდილობდი, მე და პრიმს წე-
სიერად გვცმოდა, თორემ რომ გაეგოთ, დედაჩვენი ჩვენზე ვეღარ ზრუნავ-
და, რაიონი მიუსაფართა თავშესაფარში გადაგვიყვანდა. იქაურ ბავშვებთან
ერთად დავდიოდი სკოლაში. მინახავს მათი სევდა, ბრაზიანი ხელების ნაკ-
ვალევი მათ სახეზე, უიმედობით ჩაქინდრული თავები. ვერაფრით დავუშვებ-
დი, პრიმსაც იგივე დამართნოდა - საყვარელ, პაწია პრიმს, რომელიც ჩემი
ცრემლების დანახვაზე თვითონაც ტიროდა ისე, რომ მიზეზს არც იკითხავდა;
პრიმს, რომელიც სკოლაში წასვლამდე ყოველ დილით თმას უვარცხნიდა
და უწნავდა დედას; პრიმს, რომელიც ყოველღამე წმენდდა მამის პირის სა-
პარს სარკეს, რადგან საბადოში ყველაფერი ქვანახშირის მტვრით იფარება
ხოლმე. მიუსაფართა თავშესაფარი მას ხოჭოსავით გასრესდა. ამიტომ ჩვენს
მძიმე მდგომარეობას საიდუმლოდ ვინახავდი. მაგრამ თანდათან ფული გა-
მოგველია და შიმშილით ლამის სული ამოგვხდა, ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით. თავს ვიმხნევებდი, ოღონდაც მაისამდე, რვა მაისამდე გაძე-
ლი, რომ თორმეტი წლისა შესრულდე და მერე ტესერებს ხორბალსა და
ზეთში გადაცვლიო. მაგრამ მაისამდე კიდევ რამდენიმე კვირა რჩებოდა.
იქამდე ცოცხლები ვერ მივატანდით.
მე-12 რაიონისთვის შიმშილიანობა უცხო არაა. ვის არ უნახავს შიმშილით
დახოცილები - მოხუცები, რომლებსაც მუშაობა აღარ შეუძლიათ; ბავშვები
მრავალშვილიანი ოჯახებიდან, სადაც ყველას გამოკვების საშუალება არ
აქვთ; მაღაროში დასახიჩრებულები. ყველანი ქუჩებში დაწანწალებენ. ერთ
დღესაც რომელიმე მათგანს ქუჩაში კედელზე მიყუდებულს ან მდელოზე და-
ვარდნილს დაინახავ. სახლიდან მოთქმა-გოდება გესმის, მერე მშვიდობის-
მყოფელები მოდიან ცხედრის წასაღებად. სიკვდილის მიზეზად შიმშილს
ოფიციალურად არასდროს არ ასახელებენ, მოკვდა გრიპით, სხეულის გა-
დაციებით ან პნევმონიით. თუმცა, სიმართლე ყველამ იცის.
იმ დღეს, როცა პიტა მელარკს შევხვდი, კოკისპირულად წვიმდა. ქალაქ-
ში ვიყავი, ბაზარში პრიმის ძველი ტანსაცმლის გაყიდვას ვცდილობდი, მაგ-
რამ კლიენტი ვერ ვიშოვე. მამასთან ერთად ქურაში ნამყოფი კი ვიყავი, მაგ-
რამ იმ მკაცრ, სახიფათო ადგილას მარტო შესვლისა მეშინოდა. წვიმამ მა-
მაჩემის სანადირო
21
ქურთუკი სულ მთლად გაილუმპა და გათოშილი ვცახცახებდი. ბოლო სამ
დღეს პიტნის ფოთლებგარეული ცხელი წყლის გარდა, არაფერი დაგველია
და გვეჭამა. ბაზარი რომ დაიხურა, აკანკალებული ხელიდან ტანსაცმლის
ფუთა ტალახის გუბეში ჩამივარდა. მის ასაღებად არ დავიხარე, ვაითუ თავ-
ბრუ დამეხვეს, ფეხი მომეკვეთოს და საერთოდ ვეღარ ავდგე-მეთქი. თანაც,
ის ტანსაცმელი მაინც არავის უნდოდა.
შინ ვერ ვბრუნდებოდი. იქ თვალებგაშტერებული დედა და ლოყებჩაცვე-
ნილი, ტუჩებდახეთქილი დაიკო მელოდნენ. ხელცარიელი ვერ შევიდოდი
იმ ოთახში, სადაც ქვანახშირის გამოლევის შემდეგ ტყისპირას ჩემ მიერ შეგ-
როვებული სველი ტოტებით ვანთებდით ბუხარს და იქაურობა კვამლით ივ-
სებოდა.
ქალაქის უმდიდრესი ფენისთვის განკუთვნილი მაღაზიების უკან, ტალახი-
ან შუკას გავუყევი. ვაჭრები თავიანთი მაღაზიების თავზე ცხოვრობდნენ, ასე
რომ, მე მათ ეზოებში აღმოვჩნდი. მახსოვს ბოსტნის ჯერ კიდევ დაუთესავი
კვლები, ორიოდე თხა ფარეხში და წუმპეში მობუზული, ბოძზე მიბმული გა-
ძუნძგლილი ძაღლი.
მე-12 რაიონში ქურდობა სიკვდილით ისჯება. მაგრამ ვიფიქრე, იქნებ სა-
ნაგვეებში იყოს რამე, ეს მოპარვაში ხომ არ ჩამეთვლება-მეთქი. საყასბო-
დან გადაგდებული ძვალი ან საბაყლოში დამპალი ბოსტნეული სხვას არ
მოუნდებოდა, მე და ჩემს ოჯახს კი სიკვდილისგან გვიხსნიდა. სამწუხაროდ,
სანაგვეები უკვე დაეცარიელებინათ.
საცხობთან რომ ჩავიარე, ახალი პურის სურნელმა თავბრუ დამახვია.
ღუმლები უკან იყო და სამზარეულოს ღია კარიდან ოქროსფერი სინათლე
გამოდიოდა. სითბოთი და ტკბილი სურნელით მონუსხული, განახლებული
წვიმის სუსხიანი თითების შეხებამ გამომაფხიზლა. საცხობის სანაგვეს თავსა-
ხური ავხადე, მაგრამ ისიც უმოწყალოდ ცარიელი დამხვდა.
უცებ ვიღაცამ დამიყვირა და თავი ავწიე. ხაბაზის ცოლი მეუბნებოდა, აქე-
დან წაეთრიე, ამ საბადოელმა მაწანწალებმა უკვე თავი მომაბეზრეთ და
იცოდე, მშვიდობისმყოფელებს გამოვიძახებო. მის ლანძღვა-გინებას ვერაფ-
რით ვუპასუხე. სანაგვეს ფრთხილად დავახურე თავსახური და წასასვლე-
ლად მივტრიალდი. სწორედ ამ დროს დავინახე დედის ზურგს ამოფარებუ-
ლი ქერა ბიჭუნა. ის სკოლაში მენახა. ჩემი თანატოლი იყო, მაგრამ მისი სა-
ხელი არ ვიცოდი. ის ქალაქელ ბავშვებთან მეგობრობდა და, აბა, მე საიდან
22
მეცოდინებოდა? დედამისი ბუზღუნით შებრუნდა საცხობში, მაგრამ ბიჭი
თვალს მადევნებდა, როგორ მოვუხვიე მათ საღორესთან და ბებერ ვაშლის
ხეს მივეყუდე. საბოლოოდ გავიაზრე, რომ შინ წასაღებად არაფერი მქონდა
და ხის ძირას ჩავიკეცე. ეს მეტისმეტი იყო. ცუდად ვიყავი, დასუსტებული და
დაღლილი. ძალიან დაღლილი.
გამოუძახოს მშვიდობისმყოფელებს და მიუსაფართა თავშესაფარში წაგ-
ვიყვანონ, - გავიფიქრე მე, - ანდა, პირდაპირ, აქვე თუ მოვკვდები ამ წვიმა-
ში, ეს ყველაფერს აჯობებს.
უცებ საცხობში ჟღარუნი გაისმა და მალი ისევ აკივლდა. მერე ვიღაცას
დაარტყეს. შეღონებულმა ვიფიქრე, ნეტა რა ხდება-მეთქი. ვიღაც ტალახში
დგაფუნით გამოემართა ჩემკენ.
ხაბაზის ცოლია. ალბათ კეტი მოაქვს, რომ ძალით გამაგდოს აქედან, -
ვიფიქრე უღონოდ. მაგრამ ეს ხაბაზის ცოლი კი არა, მისი შვილი იყო. ხელ-
ში ორი დიდი პური ეჭირა, რომლებიც ალბათ ცეცხლში ჩაუვარდათ, რად-
გან ქერქი ორივეს დაბრაწვოდა.
დედამისი უყვიროდა:
- ღორს აჭამე, შე რეგვენო! დამწვარ პურს ვინღა იყიდის?
ბიჭმა დამწვარი ქერქის მოგლეჯა და ბაგაში ჩაყრა დაიწყო. ამ დროს
საცხობის წინა კარზე ზარი დარეკეს და ქალი კლიენტთან შესახვედრად წა-
ვიდა.
ბიჭს ჩემკენ არ გამოუხედავს, მაგრამ მე თვალს არ ვაცილებდი იმიტომ,
რომ ხელში პური ეჭირა; იმიტომ, რომ ლოყა ასწითლებოდა. ნეტა ისეთი
რა უნდა დაერტყათ მისთვის, რომ ასეთი კვალი დასჩნეოდა? მშობლებს მე
და პრიმი არასდროს ვუცემივართ. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. ბიჭმა ერ-
თი გახედა საცხობს, შეამოწმა, ხომ არავინ მხედავსო და ისევ ღორისკენ
მიბრუნებულმა, პური ჩემკენ ისროლა. პირველ პურს მეორეც სწრაფად მოჰ-
ყვა, ბიჭი კი წუმპეში დგაფუნით სამზარეულოში შებრუნდა და კარი მიიხურა.
პურებს გაოცებული მივაშტერდი. საჭმელად ორივე ვარგოდა, მხოლოდ
ქერქი ჰქონდათ დაბრაწული. ვითომ მე გადმომიგდო? ალბათ. იმიტომ,
რომ ზუსტად ჩემ წინ ეყარა. სანამ ვინმე დამინახავდა, პურები პერანგის ქვეშ
შევმალე, ქურთუკი შევიკარი და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გავცილდი.
ცხელმა პურმა კანი ამიწვა, მაგრამ ჩემი ოჯახის სიცოცხლის წყარო უფრო
მჭიდროდ ჩავიკარი გულში.
23
სანამ შინ მივიდოდი, პურს ქერქი გაუცივდა, გული კი ჯერაც თბილი ჰქონ-
და. მაგიდაზე რომ დავდე, პრიმი მაშინვე ყუის მოსაგლეჯად მივარდა, მაგ-
რამ ჯერ მაგიდასთან დავსვი, დედაჩემიც ავაყენე და ჩაი მოვადუღე. პურს
დაბრაწული ადგილები მოვაცილე და დავჭერი. ერთი პური მთლიანად შევ-
ჭამეთ. გემრიელი იყო, ქიშმიშიანი და თხილიანი.
სამოსი ცეცხლთან დავაწყვე გასამშრალებლად, საწოლში ჩავწექი და
უსიზმრო ძილში გადავეშვი. მხოლოდ დილითღა ვიფიქრე, რომ ბიჭმა | სპე-
ციალურად დაწვა პურები. ცეცხლში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ იცო-
და, დაისჯებოდა. მერე კი მომცა. თავიდან ვერ დავიჯერე, ეს რატომ უნდა
ექნა. არც კი მიცნობდა. და მაინც, პურის ჩემთვის გადმოგდება მისი მხრიდან
სიკეთის უდიდესი გამოვლინება იყო, რაც ცემის ფასად დაუჯდებოდა, რომ
დაენახათ. მის საქციელს ახსნა ვერ მოვუძებნე.
პურის ნაჭრებით ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით. ერთ ღამეში თითქოს
გაზაფხულდა. თბილი, სუფთა ჰაერი, ფუმფულა ღრუბლები. სკოლაში ბიჭს
გვერდით ჩავუარე. ლოყა გასივებოდა და თვალი ჩაშავებოდა. მეგობრებ-
თან იდგა და არც კი გამომეცნაურა. მაგრამ ნაშუადღევს, პრიმთან ერთად
შინ რომ მივდიოდი, დავინახე სკოლის ეზოდან როგორ მიყურებდა. ჩვენი
მზერა მხოლოდ წამით შეხვდა ერთმანეთს, ბიჭმა თავი მიაბრუნა. დარცხვე-
ნილმა თავი დავხარე და სწორედ მაშინ დავინახე წლის პირველი ბაბუაწვე-
რა. უეცრად გონება გამინათდა. გამახსენდა მამაჩემთან ერთად ტყეში გატა-
რებული დრო და მივხვდი, როგორ გადავრჩებოდით.
დღემდე ვერ დამივიწყებია ეს შემთხვევა და ეს ბიჭი, პიტა მელარკი,
რომლის გადმოგდებულმა პურმა იმედი ჩამისახა. მახსოვს ბაბუაწვერა, რო-
მელმაც შემახსენა, რომ განწირული არ ვიყავი. მას შემდეგ სკოლის დერე-
ფანში კიდევ მრავალჯერ შემიმჩნევია, როგორ მიყურებდა პიტა, მაგრამ
მისკენ გავიხედავდი თუ არა, ყოველთვის თვალს მარიდებდა. ასე მგონია,
მისი ვალი მაქვს. მე კი არ მიყვარს, როცა ვინმეს ვალი მაქვს.
ერთხელ მაინც რომ მეთქვა მისთვის მადლობა, იქნებ ასე შეწუხებული
არ ვყოფილიყავი. რამდენჯერ მიფიქრია ამის გაკეთება, მაგრამ ხელსაყრე-
ლი შესაძლებლობა არ მომეცა. ახლა საერთოდ ვეღარ შევძლებ მადლო-
ბის თქმას. ორივეს სათამაშო არენაზე შეგვყრიან, სადაც სასიკვდილო
ბრძოლა მოგვიწევს. აბა, იქ როგორ ვეტყვი მადლობას? გულწრფელი ვერ
იქნები, როცა მადლობის გადახდის შემდეგ, ადამიანს ყელი უნდა გამოსჭრა.
24
მერი შეთანხმების კითხვას ამთავრებს და მე და პიტას გვანიშნებს, ერ-
თმანეთს ხელი ჩამოართვითო. მისი ხელი მტკიცე და თბილია იმ პურები-
ვით. პიტა პირდაპირ თვალებში მიყურებს და ხელსი სე ძლიერად მიჭერს,
თითქოს მამხნევებს. ან იქნებ ნერვული სპაზმია?
ორივე ხალხისკენ ვტრიალდებით. პანემის ჰიმნი გაისმის.
არა უშავს, სულ ოცდაოთხი მონაწილესა, - გულში ვფიქრობ, - დიდი შან-
სია, რომ პიტას ჩემამდე სხვა მოკლავს.
თუმცა, ამ ბოლო დროს იმედი არაფრისა შეიძლება გქონდეს.

3.

ჰიმნის დასრულებისთანავე გვაპატიმრებენ. არა, განა ხელბორკილებს


გვადებენ ან რამე, უბრალოდ, მართლმსაჯულების სახლის კარამდე მშვი-
დობისმყოფელთა რაზმი მიგვაცილებს. არ ვიცი, შეიძლება, წარსულში ზოგ
შეწირულს გაქცევა უცდია; პირადად მე ამას არასდროს შევსწრებივარ.
ცალ-ცალკე ოთახებში შევყავართ და მარტო გვტოვებენ. ასეთ მდიდრულ
ადგილას პირველად ვარ. იატაკზე სქელი, მძიმე ხალიჩები აფენია, ხავერ-
დგადაკრული დივნები და სავარძლები დგას. ხავერდს ვცნობ0, რადგან დე-
დაჩემს ხავერდის საყელოიანი კაბა აქვს. დივანზე ვჯდები და ქსოვილს გა-
ნუწყვეტლივ ვუსვამ ხელს. ეს მამშვიდებს. არ მინდა, ამ ოთახიდან თვალე-
ბაწყლიანებული და ცხვირგაწითლებული გავიდე. ახლა წუხილი არ შეიძ-
ლება. ცრემლიანი არავინ უნდა მნახოს. რკინიგზის სადგურზე უფრო მეტი
ტელეკამერა იქნება.
ახლობლებთან გამოსამშვიდობებლად შეწირულებისთვის დროა გამო-
ყოფილი. ჯერ დედაჩემი და ჩემი და შემოდიან.
პრიმს ხელს ვუწვდი და კალთაში ვისვამ. ის ყელზე მეხვევა და თავს ჩვი-
ლივით მხარზე მადებს. დედა გვერდით მიზის და მეხვევა. რამდენიმე წუთს
ჩუმად ვსხედვართ. შემდეგ რჩევა-დარიგებებს ვაძლევ, მე ხომ მათთან აღარ
ვიქნები.
პრიმმა ტესერები არ უნდა აიღოს. თუ ყურადღებით იქნებიან, თავს გა-
იტანენ. პრიმის თხის რძეს და ყველს გაყიდიან, თან დედაჩემმა საბადოე-
ლებისთვის მცირე სააფთიაქო ბიზნესიც წამოიწყო. მცენარეებს, რომლებსაც
25
თვითონ ვერ ახარებს, გეილი მოუტანს ტყიდან, ოღონდ კარგად უნდა აღუ-
წერონ, რომელი როგორ გამოიყურება, რადგან სამკურნალო მცენარეებს
გეილი ჩემსავით კარგად არ იცნობს. გეილი ნანადირევსაც მოუტანს ხოლმე.
მე და გეილი ამაზე, წელიწადზე მეტია, შევთანხმდით. გეილი მათ ფულს არ
მოსთხოვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩემები სანაცვლოდ რძეს ან წამალს
მაინც მისცემენ.
პრიმისთვის ნადირობის სწავლება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი
გამომივიდა. პრიმს ტყის ეშინია. ერთხელ ნადირს ვესროლე, პრიმი კი
ატირდა, დაჭრილი ცხოველი სასწრაფოდ სახლში წავიყვანოთ, იქნებ გადა-
ვარჩინოთო.
სამაგიეროდ, თავის თხას კარგად უვლის, ამიტომ მის გაფრთხილებას
ვურჩევ...
საწვავზე, ვაჭრობასა და სკოლაში სიარულზე რჩევა-დარიგებებს ვამთავ-
რებ და დედაჩემს მკლავზე ძლიერად ვეჭიდები.
- მისმინე. მისმენ? - ჩემი სიმკაცრით აღელვებული დედა თავს მიქნევს.
მან უნდა იცოდეს, რაც მოხდება, - იმედია, აღარსად წახვალ, - ვეუბნები.
დედაჩემს თვალები იატაკისკენ გაურბის.
- ვიცი. აღარ წავალ. მაშინ, უბრალოდ, ვერ...
- ამჯერად უნდა შეძლო. საკუთარ თავში ვერ ჩაიკეტები და პრიმს ბედის
ანაბარა ვერ მიაგდებ. მე გვერდით აღარ გეყოლებით და თქვენს თავს
თქვენვე უნდა უპატრონოთ. მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდება, რას და-
ინახავ ეკრანზე. დამპირდი, რომ ფარხმალს არ დაყრი! - ხმას ვუწევ, თით-
ქმის ვყვირი. ყვირილში ვაქსოვ იმ ბრაზსა და შიშს, რაც მაშინ დამეუფლა,
როცა დედაჩემმა ჩემი და ჩემი დის ზრუნვაზე აიღო ხელი.
დედაც ბრაზდება და მკლავს ითავისუფლებს.
- ავად ვიყავი. მაშინ წამლები არ მქონდა, თორემ ვიმკურნალებდი.
შეიძლება, მართლაც ავად იყო. მას შემდეგ დარდისგან დაუძლურებული
ბევრი ადამიანი გამოუცოცხლებია. ასეა თუ ისე, დედას ხელახლა დაავადე-
ბის უფლება აღარ აქვს.
- მაშინ წამლების სმა არ შეწყვიტო და პრიმს გაუფრთხილდი!
- მე კარგად ვიქნები, ქეთნის, - ხელებში იქცევს ჩემს სახეს პრიმი, - შენც
გაუფრთხილდი თავს. შენ მამაცი და სწრაფი ხარ. შეიძლება, გაიმარჯვო კი-
დეც.
26
მე ვერ გავიმარჯვებ. ეს ალბათ პრიმმაც იცის გულის სიღრმეში. შეჯიბრე-
ბაში ჩემზე ბევრად ძლიერი მონაწილეები იქნებიან - ბავშვები უფრო მდიდა-
რი რაიონებიდან, სადაც თამაშებში გამარჯვება დიდი პატივია, სადაც ბავ-
შვებს მცირე ასაკიდან ავარჯიშებენ: ჩემზე ორჯერ ან სამჯერ მაღალი ბიჭები,
გოგოები, რომლებმაც დანით მოკვლის ოცამდე ხერხი იციან. კი, იქ ჩემნაი-
რებიც იქნებიან - ისინი, ვისაც თავიდანვე გამარგლავენ, ნამდვილი გართო-
ბა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.
- შეიძლება, - ვამბობ, რადგან დედაჩემმა რომ მნახოს, უკვე დავნებდი,
თვითონაც საბოლოოდ გატყდება. თანაც, უბრძოლველად არასდროს ვნებ-
დები, თუნდაც დაუძლეველი პრობლემების წინაშე ვიდგე, - თუ გავიმარჯვე,
ჰეიმიჩივით გავმდიდრდებით.
- გამდიდრება არ მინდა, ოღონდ შენ ცოცხალი დაბრუნდი. ხომ ეცდები,
არა? დამპირდი, რომ ეცდები! - მეხვეწება პრიმი.
- გეფიცები. ყველაფერს ვიზამ, რომ გადავრჩე, - ვამბობ და ვიცი, რომ
ასეც იქნება. ეს პრიმისთვის უნდა ვცადო.
კართან მშვიდობისმყოფელი მოდის და გვანიშნებს, დრო ამოიწურაო.
ჩვენ ერთმანეთს მაგრად ვეხვევით.
- მიყვარხართ. ორივე მიყვარხართ, - მხოლოდ ამას ვამბობ. დედაჩემი
და ჩემი დაც იმავეს მიმეორებენ. მშვიდობისმყოფელს ისინი ოთახიდან გაჰ-
ყავს, მე კი მარტო ვრჩები და ხავერდის ბალიშში ვრგავ სახეს, თითქოს ასე
ამ ყველაფერს დავემალები.
შემდეგ ოთახში ვიღაც შემოდის. თავს ვწევ და, ჩემდა გასაკვირად, ხაბაზს
ვხედავ, პიტა მელარკის მამას. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემ სანახავად მოვიდა. მე
ხომ ცოტა ხანში მისი შვილის სასიკვდილო მტერი გავხდები. მაგრამ ის მე
შორიდან მიცნობს, პრიმს - ჩემზე უკეთ. პრიმი ქურაში თხის ყველს ყიდის.
ხაბაზისთვის ყოველთვის ორ თავს გადაინახავს ხოლმე. სანაცვლოდ ხაბაზი
გემრიელ პურს აძლევს. ხაბაზთან ვაჭრობა გვიყვარს, მით უმეტეს, თუ მისი
ალქაჯი ცოლი ახლომახლო არაა, რადგან კეთილი კაცია. ეჭვიც არ მეპა-
რება, რომ შვილს ისე არასდროს დაარტყამდა, როგორც ეს მისმა ცოლმა
ქნა. მაგრამ ჩემთან რატომ მოვიდა?
ხაბაზი უხერხულად ზის ერთ-ერთი სავარძლის კიდეზე. ის ზორბა, მხარ-
ბეჭიანი კაცია, სახეზე დამწვრობების კვალი აჩნია - ეს წლების განმავლობა-

27
ში ცხელ ღუმლებთან ტრიალის შედეგია. ის ალბათ ახლახან დაემშვიდობა
ვაჟიშვილს.
ქურთუკის ჯიბიდან თეთრი ქაღალდის შეკვრას იღებს და მაწვდის. შეკ-
ვრას ვხსნი. შიგ ნამცხვრები აწყვია. ასეთი ნამცხვრები ჩემი ოჯახისთვის დი-
დი ფუფუნებაა.
- გმადლობთ, - ვეუბნები. ხაბაზი ისედაც არ გამოირჩევა ენაწყლიანობით,
ახლა საერთოდ ვერ უყრის სიტყვებს თავს.
- ამ დილით თქვენი პური ვჭამე. ჩემმა მეგობარმა გეილმა ციყვში გაგიც-
ვალათ, - ის თავს მიქნევს, თითქოს ციყვი გაახსენდაო, მე კი განვაგრძობ: -
თქვენთვის არც ისე სარფიანი გარიგება იყო.
ხაბაზი მხრებს იჩეჩავს, ეგ ვიღას ადარდებსო.
აღარც მე ვიცი, რა ვთქვა და ჩუმად ვსხედვართ, სანამ ხაბაზს მშვიდობის-
მყოფელი დაუძახებს. ხაბაზი დგება და ყელის ჩასაწმენდად ახველებს.
- პატარა გოგონაზე მე ვიზრუნებ. საჭმელი არ მოაკლდება.
ამ სიტყვების მოსმენაზე გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მეხსნება. ხალ-
ხისთვის მე ვაჭარი ვარ, სამაგიეროდ, პრიმი ყველას გულით უყვარს. იმე-
დია, იმდენად უყვართ, რომ სასიკვდილოდ არ გასწირავენ.
არც შემდეგ სტუმარს ველოდი. ჩემთან მეჯი მოდის. სულაც არ ეტირება,
მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მტკიცედ მეუბნება:
- არენაზე შენი რაიონიდან წამოღებული ერთი ნივთის ტარების ნებას
დაგრთავენ. ერთი ნივთის, რომელიც სახლს გაგახსენებს. ამას წაიღებ? -
ოქროს მრგვალ გულსაბნევს მიწვდის, რომელიც დილით კაბაზე ეკეთა. დი-
ლით ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა ვაკვირდები და ვხედავ, რომ ეს
ფრთებგაშლილი ჩიტია.
- შენი გულსაბნევი? - ვიბნევი. ჩემი რაიონის სახსოვრად რამე ნიშნის ტა-
რება ნაკლებად მანაღვლებს.
- ჰო. მოდი, კაბაზე მიგამაგრებ? - მეჯი პასუხს არ ელოდება, ჩემკენ იხრე-
ბა და გულსაბნევს კაბაზე მიმაგრებს, - დამპირდი, რომ ამას არენაზეც მი-
იმაგრებ, ქეთნის! ხომ მიიმაგრებ?
- კი, - ვპირდები. ნამცხვრები, გულსაბნევი. დღეს საჩუქრებს მჩუქნიან. მე-
ჯი ლოყაზე კოცნითაც მასაჩუქრებს. შემდეგ მიდის და ფიქრებთან მარტო
მტოვებს, იქნებ მთელი ეს დრო მეჯი ჩემი მეგობარი იყო?

28
ბოლოს გეილი შემოდის. შეიძლება ჩვენ შორის რომანტიკული არაფერი
ხდება, მაგრამ მაშინვე მის მკლავებში ვექცევი. მისი სხეული ჩემთვის ნაცნო-
ბია - მისი მოძრაობა, კვამლისსუნიანი კანი, მისი გულისცემაც კი, რომელ-
საც ნადირობის ჩუმ წუთებში ვუგდებ ყურს - მაგრამ ახლა პირველად შევიგ-
რძნობ მის სხეულს, ტანზე რომ მეკვრის - გამხდარს და დაკუნთულს.
- მისმინე, - მეუბნება, - დანის შოვნა არ გაგიჭირდება. მთავარია, მშვილ-
დი ჩაიგდო ხელში. ეს შენი ერთადერთი შანსია.
- მშვილდები ყოველთვის არ აქვთ ხოლმე, - ვიხსენებ რომელიღაც შე-
ჯიბრებას, სადაც შეწირულებს ეკალბურთები დაურიგეს და კომბლებივით
იქნევდნენ ერთმანეთის დასახოცად.
- მაშინ, თვითონ დაამზადე მშვილდი, - ამბობს გეილი, - საერთოდ უმ-
შვილდობას უხეირო მშვილდი სჯობს.
მშვილდების დამზადება ბევრჯერ მიცდია, მაგრამ ჩემი მშვილდები მამა-
ჩემის მშვილდებს ვერც შეედრება. ეს იოლი საქმე არაა. ხანდახან მამაჩემ-
საც კი არ გამოსვლია კარგი მშვილდი.
- ისიც კი არ ვიცი, იქ ხეები იქნება თუ არა, - ვამბობ უიმედოდ. ერთ წელს
მონაწილეები უკაცრიელ მხარეში დაყარეს, სადაც ლოდების, ქვიშისა და
უხეში ბუჩქების გარდა, არაფერი იყო. ის შეჯიბრება განსაკუთრებით არ მო-
მეწონა. მონაწილეთა უმეტესობა შხამიანმა გველებმა დაკბინეს ან წყურვი-
ლისგან ჭკუაზე შეიშალა.
- ხე თითქმის ყველგანაა, - მამშვიდებს გეილი, - მას მერე, რაც იმ წელს
მოთამაშეთა ნახევარი გაიყინა. გასართობი სანახაობა არ ყოფილა.
მართალია. ერთ-ერთ შიმშილის თამაშებზე იმას ვუყურეთ, ღამღამობით
როგორ იყინებოდნენ მონაწილეები სიცივით. მათ თითქმის ვერ ვხედავდით,
რადგან მოკუნტულები იწვნენ, არც შეშა ჰქონდათ ცეცხლის დასანთებად,
არც ჩირაღდნები და არც სხვა რამე... კაპიტოლიუმში ეს ჩუმი, უსისხლო სიკ-
ვდილი არაშთამბეჭდავად მიიჩნიეს. მას შემდეგ შეშა ყველა თამაშში მოიპო-
ვება.
- ჰო, ცოტ-ცოტა ყოველთვისაა.
- ქეთნის, ეს მხოლოდ ნადირობაა. შენზე უკეთეს მონადირეს მე არ ვიც-
ნობ, - მამხნევებს გეილი.
- ეს მხოლოდ ნადირობა არაა. თამაშებში შეიარაღებულები არიან. იქ აზ-
როვნებენ.
29
- შენც ხომ აზროვნებ! თანაც, გამოცდილი ხარ. რეალურად გამოცდილი,
- მეუბნება გეილი, - შენ ცოცხალი არსება მოგიკლავს.
- მაგრამ არა - ადამიანი.
- არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს, - კუშტად ამბობს გეილი.
მშვიდობისმყოფელები დროზე ადრე ბრუნდებიან. გეილი ითხოვს, ცოტაც
მაცალეთო, მაგრამ ძალით მიჰყავთ. მე პანიკა მიპყრობს.
- გთხოვ, ჩემებზე იზრუნე, რომ შიმშილით არ დაიხოცონ! - ვტირი და
ხელს არ ვუშვებ გეილს.
- ვიზრუნებ! ხომ იცი, რომ ვიზრუნებ! ქეთნის, გახსოვდეს მე... - მშვიდო-
ბისმყოფელები ერთმანეთს გვაშორებენ და კარს კეტავენ. ვეღარ გავიგებ,
რის თქმა სურდა გეილს, რა უნდა მხსომებოდა.
მართლმსაჯულების სახლიდან რკინიგზის სადგურამდე მოკლე გზაა. მან-
ქანაში ადრე არასდროს ვმჯდარვარ. ოთხთვალათიც სულ რამდენჯერმე
მიმგზავრია. საბადოში ფეხით დავდივართ.
კიდევ კარგი, რომ არ ვიტირე. სადგურში რეპორტიორები ირევიან და
ხოჭოებისმაგვარ კამერებს ჩემკენ იშვერენ. საბედნიეროდ, ემოციების და-
მალვაში გაწაფული ვარ და ახლაც სიმშვიდეს ვინარჩუნებ. კედელზე მიმაგ-
რებულ დიდ სატელევიზიო ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ და მიხარია, რომ
თავგაბეზრებულს ვგავარ.
აი, პიტა მელარკი სულაც არ მალავს, რომ იტირა. საინტერესოა. ვითომ
თამაშებში ამ სტრატეგიას გამოიყენებს? თავს სუსტად და მშიშრად მოაჩვე-
ნებს, რომ სხვა შეწირულებმა ყურადღება მოადუნონ და მერე უეცრად მათ
თავს დაესხას? რამდენიმე წლის წინ ამ ტაქტიკით მე-7 რაიონელმა გოგო-
ნამ, ჯოანა მეისონმა იხეირა. ზლუქუნა, მშიშარა სულელს ჰგავდა. მას არა-
ვინ დასდევდა, სანამ სულ რამდენიმე მონაწილე არ დარჩა ცოცხალი. მერე
კი გაირკვა, რომ ჯოანა სასტიკი მკვლელი ყოფილა. ძალიან ჭკვიანურად
ითამაშა. თუმცა, პიტა მელარკმა, არა მგონია, ამ სტრატეგიით მოიგოს, ის
ხომ ხაბაზის შვილია. ბავშვობაში საჭმელი არ მოჰკლებია და პურიც საკმა-
რისად ჰქონდა, ამიტომაცაა მხარბეჭიანი და ღონიერი. ძალიან ბევრი ცრემ-
ლის ღვრა მოუწევს უსუსურობაში ვინმეს დასარწმუნებლად.
ვაგონის კართან რამდენიმე წუთით გვაჩერებენ, რომ ფოტოები გადაგვი-
ღონ. შემდეგ შიგნით გვიშვებენ და კარები ჩვენ უკან უმოწყალოდ იხურება.
მატარებელი მაშინვე იძვრება. ისე მიქრის, სული მეკვრის. რასაკვირველია,
30
მატარებელში არასდროს ვმჯდარვარ, რადგან რაიონიდან რაიონში მგზავ-
რობა აკრძალულია, თუ ოფიციალური ნებართვა არ გაქვს. ჩვენს რაიონში
ამის უფლებას მხოლოდ ქვანახშირის გადამზიდავებს აძლევენ. თუმცა, მე
ახლა ჩვეულებრივ ქვანახშირმზიდში როდი ვზივარ. ეს კაპიტოლიუმური მო-
დელია, რომელიც საათში ოთხას კილომეტრს ავითარებს. კაპიტოლიუმამ-
დე ჩასასვლელად ერთი დღეც არ დაგვჭირდება.
სკოლაში გვასწავლიან, რომ იმ ადგილს, სადაც ახლა კაპიტოლიუმი
მდებარეობს, ადრე კლდოვან მთებს უწოდებდნენ, ხოლო მე-12 რაიონი
აპალაჩების რეგიონშია. აქ ასეულობით წლის წინაც კი ქვანახშირს მოიპო-
ვებდნენ. ამიტომაც უწევთ ჩვენს მაღაროელებს ასე ღრმად ჩასვლა.
ჩვენს სკოლაში ყველაფერი ქვანახშირთანაა დაკავშირებული. წერა-კით-
ხვისა და მათემატიკის გაკვეთილების გარდა, სულ ქვანახშირზე გვესაუბრე-
ბიან. ჰო, კიდევ, კვირაში ერთხელ პანემის ისტორიასაც გვასწავლიან. ძირი-
თადად, იმაზე ლაყბობენ, თუ რამდენად დავალებულები ვართ კაპიტოლიუ-
მისგან. ვიცი, რომ ბევრს გვიმალავენ, არ გვიმხელენ, რა მოხდა სინამდვი-
ლეში აჯანყების დროს. თუმცა, ამაზე ფიქრში დიდ დროს არ ვხარჯავ. სი-
მართლე, როგორიც უნდა იყოს, მაგიდაზე საჭმელს ვერ გამიჩენს.
შეწირულთა მატარებელი მართლმსაჯულების სახლის ოთახზე ლამაზია.
თითოეულს ცალკე კუპე გამოგვიყვეს თავისი საწოლით, გასახდელით, პი-
რადი სააბაზანოთი, სადაც ცივი წყალიც მოდის და თბილიც. სახლში ცხელი
წყალი არ მოდის, ვადუღებთ ხოლმე.
უჯრები ტანსაცმლითაა სავსე. ეფი თრინკეტი მეუბნება, რაც გინდა ქენი,
რაც გინდა ჩაიცვი, ყველაფერი შენს განკარგულებაშია, ერთ საათში კი ვახ-
შმისთვის მზად იყავიო. დედაჩემის ლურჯ კაბას ვიხდი და ცხელ შხაპს ვი-
ღებ. უწინ შხაპი არასდროს მიმიღია. თითქოს ზაფხულის წვიმაში ვდგავარ,
ოღონდ წყალი უფრო თბილია. მერე მუქ მწვანე პერანგსა და შარვალს ვიც-
ვამ.
სულ ბოლო წამს მეჯის გულსაბნევი მახსენდება. გულდასმით ვათვალი-
ერებ. როგორც ჩანს, ოსტატმა ჯერ ოქროს ჩიტი გამოკვეთა და შემდეგ რკა-
ლი მიამაგრა. ჩიტი რკალს ფრთების წვერებით უკავშირდება. უცებ ჩიტს
ვცნობ. ეს კაჭკაჭჯაფარაა.
კაჭკაჭჯაფარა უცნაური ჩიტია. ამ ჩიტებმა კაპიტოლიუმი პირდაპირ გააწა-
მეს. აჯანყების დროს კაპიტოლიუმმა გენეტიკურად გარდაქმნილი მრავალი
31
ცხოველის ახალი ჯიში გამოიყვანა და მათ იარაღად იყენებდა. ხალხი მათ
მუტანტებს უწოდებდა. ერთ-ერთი ასეთი მუტანტი ფრინველი იყო ყბედიჯა-
ფარა, რომელიც ადამიანის ნათქვამს იმახსოვრებდა და იმეორებდა. ყველა
ყბედიჯაფარა მამალი იყო. მათ შინ გზის გაგნების უნარიც ჰქონდათ. ამ ჩი-
ტებს იმ რეგიონებში გზავნიდნენ, სადაც კაპიტოლიუმის მტრების სამალავე-
ბი ეგულებოდათ. საუბრების მოსმენის შემდეგ ჩიტები სპეციალურ ცენტრებ-
ში ბრუნდებოდნენ და მოსმენილს იმეორებდნენ. რაიონებში ხალხს კარგა
ხანი დასჭირდა იმაში გასარკვევად, თუ ვინ ასმენდა მათ კაპიტოლიუმში.
როგორც კი მიხვდნენ, ცრუ ინფორმაციის მიწოდება დაიწყეს კაპიტოლიუ-
მისთვის და ამით კარგად ერთობოდნენ. მალე ცენტრები დახურეს და ჩიტე-
ბი ველურ ბუნებაში გაუშვეს, თავისით გადაშენდებიანო.
მაგრამ გადარჩნენ. მამალი ყბედიჯაფარები დედალ კაჭკაჭებს შეუწყვილ-
დნენ და სრულიად ახალ ჯიშს, კაჭკაჭჯაფარებს დაუდეს სათავე. მათ ჩიტები-
ვით ჭიკჭიკიც შეუძლიათ და ადამიანის ხმით ღიღინიც. სიტყვების გამოთქმის
უნარი დაკარგეს, მაგრამ ადამიანის ხმას ჰბაძავენ - ბავშვივით წვრილ ხმა-
საც და ზრდასრული მამაკაცის ბოხ ხმასაც ზუსტად ჰბაძავენ. თან, სიმღერებ-
საც იმახსოვრებენ - მთელ კუპლეტებს, მთავარია, ბოლომდე მოთმინებით
უმღეროთ და მათ თქვენი ხმა მოეწონოთ.
მამაჩემს კაჭკაჭჯაფარები განსაკუთრებით მოსწონდა. როცა ვნადირობ-
დით, მათ რთულ სიმღერებს უმღეროდა. თავაზიანი პაუზის შემდეგ ისინიც
სიმღერით პასუხობდნენ. ასეთი პატივი ყველას როდი ერგება ხოლმე. როცა
მამაჩემი მღეროდა, ახლომახლო ყველა ჩიტი სულგანაბული უსმენდა. ისე-
თი ტკბილი, მაღალი და მკაფიო, ისეთი სიცოცხლით სავსე ხმა ჰქონდა,
რომ მისი გაგონებისას ტირილიც და სიცილიც ერთდროულად მოგინდებო-
და. მამის სიკვდილის შემდეგ ჩიტებისთვის აღარავის უმღერია. ახლა ამ პა-
ტარა ჩიტის დანახვამ დამამშვიდა, თითქოს მამა მყავს გვერდით და მიცავს.
გულსაბნევს პერანგზე ვიმაგრებ. მუქიმწვანე ქსოვილის ფონზე, ჩიტი თით-
ქოს ხეებს შორის დაფრინავს. ეფი თრინკეტი მოდის და ვახშამზე მივყავარ.
ვიწრო, დერეფანში მივყვები და მასთან ერთად შევდივარ შეფიცრულკედ-
ლებიან სასადილო ოთახში. მაგიდაზე სულ მსხვრევადი ჭურჭელი დგას. პი-
ტა მელარკი ჩვენ გველოდება. მის გვერდით სკამი ცარიელია.
- ჰეიმიჩი სად არის? - ლაღად ეკითხება ეფი თრინკეტი.
- ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, ცოტას წავუძინებო, - პასუხობს პიტა.
32
- დამღლელი დღე იყო, - ამბობს ეფი თრინკეტი. მგონი, უხარია, რომ ჰე-
იმიჩი სავახშმოდ არ მოვიდა. ნამდვილად მესმის მისი.
ვახშამი რამდენიმე კერძისგან შედგება. სტაფილოს სქელი ფაფა, მწვანე
სალათი, ცხვრის კატლეტები კარტოფილის პიურესთან ერთად, ყველი, ხი-
ლი და შოკოლადის ნამცხვარი. ვახშმობისას ეფი თრინკეტი გვეუბნება, ზო-
მიერად ჭამეთ და ბოლომდე ნუ დანაყრდებით, კიდევ რაღაცას მოიტანენო.
მაგრამ მე პირი გამოტენილი მაქვს, ამდენი და ასეთი გემრიელი საჭმელი
არასდროს მიჭამია. თანაც სანამ თამაშები დაწყებულა, წონაში მომატება სუ-
ლაც არ მაწყენს.
- თქვენ წესიერი მანერები მაინც გაქვთ, - ამბობს ეფი, სანამ ჩვენ მთავა-
რი კერძის ჭამას ვამთავრებთ, - შარშანდელმა წყვილმა ყველაფერი ხელე-
ბით თქვლიფა. კინაღამ გული ამერია.
შარშანდელ წყვილს - საბადოელ გოგოს და ბიჭს - სამყოფი საჭმელი
არასდროს ჰქონია და, რა გასაკვირია, თუ ასეთი უხვი ვახშმის დანახვაზე
თავი დაკარგეს. პიტა ხაბაზის შვილია. მე და პრიმს დედამ წესიერად ჭამა
გვასწავლა, ასე რომ, დიახ, დანა-ჩანგლის ხმარება შემიძლია. მაგრამ ეფი
თრინკეტის კომენტარი ისე მაღიზიანებს, მის ჯინაზე ჭამას ხელით ვაგრძე-
ლებ. შემდეგ ხელებს სუფრით ვიწმენდ. ეფი თრინკეტი ტუჩს იბზუებს.
მერე ვახშმის მონელებას ვცდილობ. ვხედავ, პიტასაც გამწვანებია სახე.
ჩვენი კუჭები ამდენ საჭმელ-სასმელს მიჩვეული არ არის, მაგრამ სადაც
გრისი სის თაგვის ხორცის, ღორის ნაწლავების და ხის ქერქის შეჭამანდი -
ზამთრის საფირმო კერძი - მომინელებია, ამასაც გავუძლებ.
მეზობელ კუპეში გავდივართ და ტელევიზორში პანემის სხვადასხვა რაი-
ონში გამართული მკების მიმოხილვას ვუყურებთ. მკა ყველა რაიონში სხვა-
დასხვა დროს მიმდინარეობს, რათა მაყურებელმა ყველაფერი პირდაპირ
ეთერში ნახოს. სინამდვილეში, ამას კაპიტოლიუმელებისთვის აკეთებენ,
რადგან მხოლოდ ისინი არ მონაწილეობენ მკაში.
ერთმანეთის მიყოლებით გვიჩვენებენ სხვა რაიონების მკებს, კითხულო-
ბენ სახელებს, ზოგან მოხალისეები გამოდიან. ჩვენი მომავალი კონკურენ-
ტების სახეებს ვაკვირდებით. რამდენიმე მათგანი მამახსოვრდება. მაგალი-
თად, მე-2 რაიონიდან მოხალისედ გამოვარდა ბუმბერაზი ბიჭი. მე-5 რაიონ-
ში მელიისსახიან და გლუვთმიან, წითურ გოგოს ირჩევენ; მე-10 რაიონელი
ბიჭი კოჭლია. ყველაზე მეტად 12 წლის მე-11 რაიონელი გოგო მამახსოვ-
33
რდება. მას მუქი კანი და მუქი ყავისფერი თვალები აქვს. აღნაგობითა და
ქცევით ძალიან ჰგავს პრიმს. როცა ის სცენაზე ადის და მოხალისეებს იხმო-
ბენ, კადრში მხოლოდ ნახევრად დანგრეულ შენობებს შორის მოზუზუნე ქა-
რის ხმა ისმის. მის ადგილას დგომა არავის უნდა.
სულ ბოლოს მე-12 რაიონს აჩვენებენ. პრიმს იძახებენ, მე მოხალისედ
გამოვრბივარ. ჩემს ხმაში სასოწარკვეთილება იგრძნობა, როცა პრიმს წინ
ვეფარები. მეშინია, რომ ვერავინ გაიგებს და პრიმს წამართმევენ. მაგრამ,
რასაკვირველია, ჩემი ხმა ესმით. ვუყურებ, როგორ მართმევს გეილი პრიმს
და მე სცენაზე ავდივარ. კომენტატორები გაკვირვებულები არიან, რომ
ხალხი ტაშს არ მიკრავს. სიჩუმით მესალმებიან. ერთ-ერთი კომენტატორი
ამბობს, მე-12 რაიონი ყოველთვის ცოტათი ჩამორჩენილია, მაგრამ ადგი-
ლობრივებს ძალიან ლამაზი ტრადიციები აქვთო. სწორედ ამ დროს ჰეიმიჩი
სცენიდან ვარდება და კომენტატორები დამცინავად ოხრავენ. შემდეგ პიტას
სახელი ამოაქვთ და ის უსიტყვოდ იკავებს თავის ადგილს. ერთმანეთს
ხელს ვართმევთ. მერის სიტყვა ამოჭრილია. გაისმის ჰიმნი და გადაცემაც
სრულდება.
ეფი თრინკეტი უკმაყოფილოა, ჩემი პარიკი საშინლად გამოიყურებოდაო.
- თქვენს მენტორს ოფიციალურ ღონისძიებებზე მოქცევის წესების სწავ-
ლა არ აწყენდა. საერთოდ არ იცის, ტელეკამერების წინ როგორ მოიქცეს.
უეცრად პიტას ეცინება.
- ის მთვრალი იყო, - ამბობს პიტა, - ყოველ წელს თვრება.
- ყოველდღე, - ვუსწორებ მე. მეც მეღიმება. თურმე ეფი თრინკეტს ჰგო-
ნია, ჰეიმიჩს უხეში მანერები აქვს, და მის გამოსწორებას შეძლებს.
- მართლა? და თქვენ რა გიხარიათ? - სისინებს ეფი თრინკეტი, - ის თუ
იცით, რომ მენტორი თამაშის მონაწილეების გარესამყაროსთან ერთადერ-
თი დამაკავშირებელია? მენტორი რჩევებს გაძლევთ, სპონსორებს ეძებს და
თქვენთვის საჩუქრების მიძღვნის პირობებს ათანხმებს. ჰეიმიჩზე დიდად
არის დამოკიდებული, გადარჩებით თუ არა.
ამ დროს კუპეში ბანცალით შემოდის ჰეიმიჩი და კითხვას სვამს:
- ვახშამი გამოვტოვე?
უცებ ძვირფას ხალიჩაზე არწყევს და ზედ ეცემა.
- მიდით, მიდით, იცინეთ! - ამბობს ეფი თრინკეტი. ნარწყევს ახტება და
ცხვირწვეტიანი ფეხსაცმლის კაკუნით გადის კუპედან.
34
4.

რამდენიმე წამს მე და პიტა უხმოდ ვადევნებთ თვალს, როგორ უცურავს


ფეხი ჩვენს მენტორს მისი მუცლიდან ამორწყეულ მყრალ მასაში. იმ სიმყრა-
ლესა და სპირტის მძაფრ სუნში, ლამისაა, გული მეც ამერიოს. მე და პიტა
ერთმანეთს ვუყურებთ. ჰეიმიჩი აშკარად ბევრი ვერაფერია, მაგრამ ეფი
თრინკეტი მართალია, არენაზე გავალთ თუ არა, მის გარდა დამხმარე არა-
ვინ გვეყოლება. მე და პიტა უსიტყვოდ ვთანხმდებით, ჰეიმიჩს მხარში ვუდგე-
ბით და ფეხზე ვაყენებთ.
- წავიბორძიკე? - გვეკითხება ჰეიმიჩი, - ცუდი სუნია, - ცხვირს ხელისგუ-
ლით იწმენდს და სახეს ნარწყევით ითხვრის.
- წამოდით, თქვენს კუპეში წაგიყვანთ, - ეუბნება პიტა, - ცოტას მოგაწეს-
რიგებთ.
აბანცალებულ ჰეიმიჩს მხრებში ვუდგებით და ისე მიგვყავს თავისი კუპეს-
კენ. ნაქარგ გადასაფარებელზე მისი დასმა არ გვინდა, პირდაპირ აბაზანაში
შხაპის ქვეშ ვაგდებთ. ჰეიმიჩს არანაირი რეაქცია არ აქვს.
- კარგი, წადი, მასზე მე ვიზრუნებ, - მეუბნება პიტა.
პიტას მადლიერი ვარ, რადგან სულაც არ მეხალისება ჰეიმიჩს გავხადო,
ბალნიანი მკერდიდან ნარწყევი ჩამოვბანო და საწოლში ჩავაწვინო. შეიძ-
ლება პიტა მისთვის თავის მოწონებას ცდილობს, რომ თამაშებში მის ფავო-
რიტად იქცეს. მაგრამ თუ ჰეიმიჩის ახლანდელ მდგომარეობას გავითვალის-
წინებთ, ხვალ ალბათ აღარაფერი ემახსოვრება.
- რომელიმე კაპიტოლიუმელს გამოვგზავნი შენ დასახმარებლად, - ვეუბ-
ნები პიტას. მატარებელში კაპიტოლიუმელები საკმარისად არიან. ჩვენთვის
საჭმელს ამზადებენ, გვემსახურებიან, გვდარაჯობენ და გვიცავენ. ჩვენზე
ზრუნვა მათი სამსახურია.
- არა, მათი დახმარება არ მჭირდება, - ამბობს პიტა.
მე თავს ვუქნევ და მეორე ოთახში გავდივარ. ვხვდები, რასაც გრძნობს
პიტა. მეც თვალის დასანახავად მეჯავრება კაპიტოლიუმელები, მაგრამ მათი
მთვრალ ჰეიმიჩთან ჯაჯგური ალბათ ერთგვარი შურისძიება იქნებოდა. ამი-
ტომაც ვფიქრობ, ნეტა რატომ დარჩა ჰეიმიჩის მისახედად პიტა მარტო, და
35
უცებ ერთი აზრი მომდის თავში: იმიტომ, რომ კეთილია. მასაც ისე უანგა-
როდ ეხმარება, როგორც მე დამეხმარა, როცა ორი პური მომცა.
ეს აზრი მაშინებს. კეთილი პიტა მელარკი ჩემთვის უფრო სახიფათოა,
ვიდრე ბოროტი. კეთილი ხალხი ადვილად იმკვიდრებს ადგილს ჩემს სულ-
სა და გულში. პიტას კი ამის ნებას ვერ მივცემ. იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, ეს
არას მარგებს. ამიტომ თავს პირობას ვაძლევ, რომ ხაბაზის შვილს ზედმე-
ტად არ დავუახლოვდები.
კუპეში რომ შევდივარ, მატარებელი საწვავის შესავსებად ჩერდება. ფან-
ჯარას ვაღებ და პიტას მამის ნაჩუქარ ნამცხვრებს გარეთ ვყრი. აღარ მინდა.
ერთი ცალიც აღარ მინდა.
სამწუხაროდ, ნამცხვრების პაკეტი რკინიგზასთან ამოზრდილ ბაბუაწვე-
რებს ეცემა. წამის შემდეგ მატარებელი ადგილიდან იძვრის და გამსკდარი
პაკეტი და გასრესილი ბაბუაწვერები თვალს ეფარება, მაგრამ ეს წამიც საკ-
მარისია იმისთვის, რომ წლების წინ სკოლის ეზოში ნანახი ბაბუაწვერა გა-
მახსენდეს...
მაშინ, პიტა მელარკის დალილავებულ სახეს თვალი რომ მოვარიდე და
ბაბუაწვერა დავინახე, მივხვდი, იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. ბაბუაწვერა
ფრთხილად მოვწყვიტე და შინ წავედი. ვედრო ავიღე, პრიმს ხელი ჩავავლე
და მდელოსკენ წავედით. დიახ, იქაურობა ყვითელკვირტებიანი ყვავილებით
იყო მოჩითული. ის ყვავილები დავკრიფეთ და ღობეს გასწვრივ დავუყევით.
თითქმის ორი კილომეტრი ვიარეთ და ვედრო ბაბუაწვერებით, მცენარის
ფოთლებითა და ღეროებით ავივსეთ. იმ ღამით ბაბუაწვერას სალათით და
პიტას მოცემული პურის ნარჩენებით ვივახშმეთ.
- სხვა საკვების მოძიებაც შეგვიძლია? - მკითხა პრიმმა.
- კი, ბევრი რამის, - ვუპასუხე მე, - მთავარია, გავიხსენო, საჭმელად რაა
ვარგისი.
დედაჩემს აფთიაქიდან ერთი წიგნი ჰქონდა წამოღებული. მისი ეტრატის
ფურცლები კალმით ნახატი მცენარეებით იყო აჭრელებული. ნახატების ქვეშ
გარკვევით მიეწერათ ამა თუ იმ მცენარის სახელი, სად იზრდება, როდის
ყვავის, რა სამკურნალო თვისება გააჩნია. მაგრამ მამაჩემს სხვა რამეებიც
დაემატებინა აღწერლობისთვის: რომელი მცენარე ვარგოდა საჭმელად და
რომელი - არა. მაგალითად, ბაბუაწვერა, ჭიაფერა, ველური ხახვი, ფიჭვი.
მე და პრიმი მთელი ღამე იმ წიგნს ჩავკირკიტებდით.
36
მომდევნო დღეს სკოლა არ გვქონდა, ამიტომ მდელოზე რამდენიმე სა-
ათს დავხეტიალობდი, სანამ მხნეობას მოვიკრებდი და ღობის ქვეშ გავძვრე-
ბოდი. შეიარაღებული მამის გარეშე, დაუცველად პირველად გადავედი ღო-
ბის იქით. ხის ფუღუროდან გამოვიღე მამაჩემის მიერ ჩემთვის დამზადებუ-
ლი მშვილდ-ისარი. იმ დღეს ტყეში შორს არ წავსულვარ, ალბათ სულ ოცი
მეტრის სიღრმეში შევედი. ბებერი მუხის ტოტზე ჩასაფრებული ველოდი ნა-
დირის გამოჩენას. რამდენიმე საათის შემდეგ ბედმა გამიღიმა და კურდღე-
ლი მოვკალი. მამაჩემის დახმარებით კურდღლები ადრეც მომეკლა, მაგრამ
იმ დღეს დამოუკიდებლად პირველად ვინადირე.
ბოლო რამდენიმე თვე ხორცი თვალით არ გვენახა. კურდღლის დანახ-
ვამ დედაჩემი თითქოს გამოაცოცხლა. წამოდგა, ნანადირევი გაატყავა და
ხორცი მოშუშა. ხორცს ზედ პრიმის დაკრეფილი მწვანილიც დააჭრა. მერე
ისევ გონება გაეფანტა და დაწვა. წვნიანი რომ მომზადდა, მე და პრიმმა ძა-
ლით ავაყენეთ დედაჩვენი და ერთი ჯამი ვაჭამეთ.
ტყე ჩვენს მხსნელად იქცა და დღითიდღე მეც უფრო ღრმად ვექცეოდი
მის მკლავებში. თავიდან ცოტა მიჭირდა, მაგრამ შიმშილით სიკვდილს აღარ
ვაპირებდი. ბუდეებიდან კვერცხებს ვიპარავდი, ბადით ვთევზაობდი, ხანდა-
ხან ციყვის ან კურდღლის მოკვლასაც ვახერხებდი და მცენარეებს ვაგრო-
ვებდი. მცენარეები ძნელი გასარჩევია. ბევრი იჭმევა, მაგრამ შხამიანი თუ
დაკრიფე, ერთი ლუკმა და მკვდარი ხარ. შეგროვებულ მცენარეებს მამაჩე-
მის წიგნში გულდასმით ვამოწმებდი. მე ოჯახის გამოკვება ვისწავლე.
საფრთხის პირველსავე ნიშანზე, შორეული ყმუილის გაგონებასა თუ ტო-
ტის უეცარ გატკაცუნებაზე ღობისკენ გავრბოდი. შემდეგ გავბედე და ველური
ძაღლებისგან თავის დასაღწევად ხეზე აცოცება დავიწყე. ძაღლებს ძირს
ყურყუტი მალევე ბეზრდებოდათ და შემეშვებოდნენ ხოლმე. დათვები და
ფოცხვერები ტყის სიღრმეში ბინადრობენ, ალბათ ჩვენი გამურული რაი-
ონის სიმყრალე არ მოსწონთ.
8 მაისს მართლმსაჯულების სახლში მივედი, ტესერების სანაცვლოდ სი-
აში ჩავეწერე და პრიმის სათამაშო ურიკით შინ ხორბლისა და ზეთის პირვე-
ლი ულუფა მივიტანე. ყოველი თვის რვა რიცხვში მივდიოდი კუთვნილი წი-
ლის წამოსაღებად, მაგრამ ნადირობა და შეგროვება, რასაკვირველია, არ
შემიწყვეტია. მარტო ხორბლით თავს ვერ გავიტანდით; საპონი, რძე და ძა-
ფიც უნდა გვეყიდა, ამიტომ იმას, რის ჭამაც მაინცდამაინც აუცილებელი არ
37
იყო, ქურაში სხვა საქონელში ვცვლიდი. იქ მამის გარეშე პირველად შეს-
ვლისას ძლიერ შემეშინდა, მაგრამ ხალხი მამაჩემს პატივს სცემდა და მისი
ხათრით მეც მიმიღეს. თანაც, ნანადირევი ნანადირევია, მონადირე ვინც გინ-
და იყოს. ქალაქის მდიდარ მცხოვრებლებთანაც კარდაკარ დავდიოდი, მათ-
თან ურთიერთობისას ვიხსენებდი რა მასწავლა მამაჩემმა და საკუთარ გა-
მოცდილებასაც ვიშველიებდი. მაგალითად, ყასაბი კურდღლებს ყიდულობ-
და, ციყვებს კი - არა. ხაბაზს ციყვები მოსწონდა, ოღონდ მხოლოდ მაშინ
მიცვლიდა პურში, თუ ცოლი ვერ ხედავდა. მშვიდობისმყოფელთა მეთაურს
ახალი თევზი უყვარდა, მერს - მარწყვი. მეც ვცდილობდი, მათი სურვილები
სხვებისგან უჩუმრად დამეკმაყოფილებინა.
ერთხელ, ზაფხულის მიწურულს, ტბორში ბანაობისას ჩემ გარშემო მაღა-
ლი მცენარეები შევნიშნე. მცენარეს ისრის ბუნიკებივით წვეტიანი ფოთლები
და სამფურცლიანი თეთრი ყვავილი ჰქონდა. წყალში ჩავიმუხლე, ხელი
შლამში ჩავყავი და მცენარე ფესვებიანად ამოვგლიჯე. პატარა, მოლურჯო
ბოლქვები საუკეთესოდ ვერ გამოიყურება, მაგრამ მოხარშულს ან შემწვარს
კარტოფილის გემო აქვს.
- ისარა, - წამოვიძახე ხმამაღლა. მე ამ მცენარის სახელი მქვია. გამახსენ-
და მამაჩემის ხუმრობა, თუ საკუთარი თავის პოვნას შეძლებ, შიმშილით
არასდროს მოკვდებიო. რამდენიმე საათს ვჩიჩქნიდი ტბის ფსკერს ჯოხით
და ფეხის თითებით და ზედაპირზე ამოტივტივებულ ისარას ბოლქვებს ვაგ-
როვებდი. იმ ღამით თევზითა და ისარას ბოლქვებით ვივახშმეთ და ბოლო
თვეების განმავლობაში პირველად კარგად დავნაყრდით.
ნელ-ნელა დედაჩვენიც დაგვიბრუნდა. სახლის დალაგება, საჭმლის მომ-
ზადება და ჩემი მოტანილი საკვების ზამთრისთვის გადანახვა დაიწყო, ასევე
- სამკურნალო ბალახებისა და წამლების გაყიდვა. ერთ დღეს დედა ამღერ-
და კიდეც.
პრიმი დედის გამოკეთებით ბედნიერი იყო, მე კი მუდმივად თვალს ვა-
დევნებდი, მეგონა, ისევ თავის თავში ჩაიკეტებოდა და მივავიწყდებოდით.
არ ვენდობოდი. სადღაც სიღრმეში ჩემი სულის მახინჯ ნაწილს სძულდა დე-
დაჩემი მისი სისუსტისთვის, შვილებისგან განდგომისა და ბედის ანაბარად
მიგდებისთვის. პრიმმა აპატია მას, მაგრამ ჩემსა და დედაჩემს შორის მაღა-
ლი კედელი აღიმართა, მე ის აღარ მჭირდებოდა. ჩვენი ურთიერთობა
აღარ გაუმჯობესებულა.
38
ახლა კი სასიკვდილოდ მივდივარ და ვეღარაფერს გამოვასწორებ. გა-
მახსენდა როგორ ვუყვირე დღეს დილით დედაჩემს მართლმსაჯულების სახ-
ლში. თუმცა, ისიც ხომ ვუთხარი, რომ მიყვარს. იმედია, ბოლო სიტყვები წი-
ნას გადაწონის.
მცირე ხნით ფანჯარასთან ვდგავარ და გარეთ ვიყურები. მინდა ფანჯარა
ისევ გავაღო, მაგრამ არ ვიცი, ამხელა სიჩქარით მიმავალ მატარებელში შე-
იძლება თუ არა ამის გაკეთება. შორს სხვა რაიონის სინათლეებს ვხედავ.
შვიდი წერტილია? ათი? ვფიქრობ იმ ხალხზე, საკუთარ სახლში დასაწო-
ლად რომ ემზადება. წარმოვიდგენ ჩემს სახლს, სადაც ფანჯრებზე ფარდე-
ბია ჩამოფარებული. ნეტა ახლა რას აკეთებენ დედაჩემი და პრიმი? უკვე
ივახშმეს? ჰქონდათ კი მადა, რომ საღამოსთვის გადანახული თევზის წვნი-
ანი და მარწყვი ეჭამათ? თუ საჭმლისთვის ხელი არ უხლიათ? უკვე უყურეს
მკის მიმოხილვას დაფახფახებულ ტელევიზორში, რომელიც კედელთან, მა-
გიდაზე დგას? ალბათ იტირეს. ნეტა დედაჩემი თუ მტკიცედაა, თუნდაც პრი-
მის ხათრით? თუ ისევ თავს კარგავს და ცხოვრების სიმძიმე ჩემი პატარა და-
იკოს სათუთ მხრებს აწვება?
პრიმი უეჭველად დედასთან დაიძინებს ამაღამ. გაძუნძგლილი ბაიაც სა-
წოლზე წამოჯდება და პრიმს დაიცავს. ეს აზრი მაწყნარებს. თუ პრიმი ატირ-
დება, ბაია მკლავებში შეუძვრება და მის გულმკერდთან მოკალათდება, რა-
თა პრიმი დაამშვიდოს და დააძინოს. ძალიან მიხარია, რომ ბაია არ გავაგ-
დე.
ჩემების გახსენებაზე თავს მარტოსულად ვგრძნობ და სევდა მერევა. ამ
დღეს ბოლო არ უჩანს. არადა, ჯერ კიდევ დილით მე და გეილი ტყეში კენ-
კრას ვჭამდით! ახლა ასე მგონია, ეს საუკუნის წინ მოხდა. თითქოს ხან-
გრძლივ სიზმარში ვარ, რომელიც კოშმარად იქცა. თუ დავიძინებ, იქნებ
ისევ მშობლიურ მე-12 რაიონში გავიღვიძო?
უჯრებში ალბათ ბევრი პიჟამა აწყვია, მაგრამ მე პერანგს და შარვალს
ვიხდი და საწოლში შიშველი ვწვები. ზეწრები რბილი აბრეშუმისაა. სქელ,
თბილ საბანში ვიფუთნები.
ზუსტად ახლაა ტირილისთვის შესაფერისი დრო. დილით ნამტირალევი
სახიდან ყველანაირ კვალს ჩამოვირეცხავ. მაგრამ არ მეტირება. მეტისმე-
ტად დაღლილი ვარ ან ემოციებისგან დაცლილი, რომ ვიტირო. მხოლოდ

39
ის მინდა, სადმე სხვაგან ვიყო. მატარებლის ჯაყჯაყში თანდათან ძილი მერე-
ვა.
კარზე კაკუნი მესმის და ვიღვიძებ. ფარდებს შორის ნაცრისფერი სინათ-
ლე შემოდის. ეფი თრინკეტი მეძახის, ადექიო.
- ადე, ადე! წინ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დღე გელის!
წამით ვფიქრდები, ნეტა რა შეიძლება ხდებოდეს ამ ქალის თავში. დღი-
სით რა აზრები უტრიალებს გონებაში? ან ღამით რა ესიზმრება? წარმოდგე-
ნა არ მაქვს.
ისევ გუშინდელ სამოსს ვიცვამ, რადგან ჭუჭყიანი არაა, მხოლოდ ოდნა-
ვაა დაჭმუჭნილი იატაკზე გდებისგან. ოქროს კაჭკაჭჯაფარას თითს ვუსვამ და
მახსენდება ტყე, მახსენდება მამაჩემი, მახსენდება დედაჩემი და პრიმი, რომ-
ლებიც დილით იღვიძებენ და საქმეებს უნდა შეუდგნენ. დედაჩემის დაწნული
თმა არ გამიშლია, ისე მეძინა. ნაწნავი არც ძილში გაშლილა და ასევე ვტო-
ვებ. ჩემთვის სულერთია. პანემი ალბათ შორს აღარაა. ქალაქში მაინც სტი-
ლისტი გადაწყვეტს, როგორი ვარცხნილობა მექნება საღამოს ცერემონიის-
თვის. იმედია, ისეთი სტილისტი შემხვდება, ვისაც სიშიშვლე მოდის ბოლო
სიტყვად არ მიაჩნია. ვაგონრესტორანში შევდივარ. ყავის ფინჯნით ხელში
გვერდს ეფი თრინკეტი მივლის. გაურკვევლად ილანძღება. ჰეიმიჩი თავის-
თვის ხითხითებს. წინა დღის თავაშვებულობის კვალი ჰეიმიჩს გასივებულ და
აწითლებულ სახეზე ატყვია. პიტას ფუნთუშა უჭირავს და ოდნავ დარცხვენი-
ლად გამოიყურება.
- დაჯე! დაჯე! - ხელს მიქნევს ჰეიმიჩი. დაჯდომისთანავე წინ ლანგრით
საჭმელს მიდგამენ. კვერცხი, შაშხი და შემწვარი კარტოფილი. ხილის ლარ-
ნაკი ყინულში დგას, რომ გაგრილდეს. მაგიდაზე სავსე საფუნთუშე დევს. ამ-
დენი ფუნთუშა ჩემს ოჯახს მთელი კვირა ეყოფოდა. ლამაზ ჭიქაში ფორ-
თოხლის წვენი ასხია. ყოველ შემთხვევაში, ფორთოხლის წვენს ჰგავს.
ფორთოხალი მხოლოდ ერთხელ გამისინჯავს, ახალი წლის ღამეს მამაჩემ-
მა დელიკატესად გამოიტანა სუფრაზე. ფინჯანი ყავა. დედაჩემს ძალიან უყ-
ვარს ყავა, მაგრამ ყავის სმის ფუფუნება ძალიან იშვიათად გვაქვს. მე ყავა
მწარე და უგემური მეჩვენება. მეორე ფინჯანში სქელი, ყავისფერი სითხე ას-
ხია, რომელსაც პირველად ვხედავ.
- ეს ცხელი შოკოლადია, - მეუბნება პიტა, - გემრიელია.

40
ერთ ყლუპ ცხელ, ტკბილ და ბლანტ სითხეს ვსვამ და ტანში ჟრუანტელი
მივლის. სხვა საჭმელი მავიწყდება და ჯერ შოკოლადის ფინჯანს ვცლი. მე-
რე ყველაფერს ვსანსლავ, თუმცა ვცდილობ, ცხიმიანი საჭმელი ბევრი არ
მომივიდეს. ერთხელ დედაჩემმა მითხრა, ისე ჭამ, გეგონება, საჭმელს ვეღა-
რასოდეს ნახავო. ვერც ვნახავ, თვითონ თუ არ მოვიტანე-მეთქი, ვუპასუხე
და მოვაკეტვინე.
ლამისაა, მუცელი გამისკდეს, ამიტომ ჭამას ვწყვეტ. სკამის საზურგეს ვეყ-
რდნობი და ჩემს თანამეინახეებს შევყურებ. პიტა ისევ ჭამს, ფუნთუშას შოკო-
ლადში აწობს. ჰეიმიჩს თავისი საუზმისთვის პირი არ დაუკარებია, სამაგი-
ეროდ, წითელ წვენს მალიმალ ეტანება, რომელსაც გასათხელებლად უფე-
რულ სითხეს ამატებს ბოთლიდან. სუნით თუ ვიმსჯელებთ, სპირტი უნდა
იყოს. ჰეიმიჩს არ ვიცნობ, მაგრამ ქურაში ბევრჯერ მინახავს, როგორ უყრი-
და მუჭით ფულს დახლზე ქალს, რომელიც თეთრ სასმელს ყიდდა. სანამ პა-
ნემში ჩავალთ, ისევ გაილეშება.
ვხვდები, რომ ჰეიმიჩი მეზიზღება. რა გასაკვირია, რომ მე-12 რაიონელი
თამაშში ვერასდროს იმარჯვებს. მარტო უვარჯიშებლობა და უჭმელობაც
არაა საქმე. ზოგიერთი ჩვენი შეწირული საკმარისად ძლიერი იყო საიმი-
სოდ, რომ თამაშში გაემარჯვა, მაგრამ სპონსორებს იშვიათად ვშოულობთ
დაუეს ჰეიმიჩის ბრალია. მდიდრები, რომლებიც შეწირულებს ემხრობიან -
მათზე ფსონების დასადებად ან სატრაბახოდ, ჩემი რჩეული გაიმარჯვებსო -
ურთიერთობას ჰეიმიჩზე უფრო საქმიანთან ამჯობინებენ.
- როგორც გავიგე, რჩევებს თქვენგან მივიღებთ, - ვეუბნები ჰეიმიჩს.
- აი, ჩემი რჩევა: ცოცხალი გადარჩი! - ამბობს ჰეიმიჩი და ხარხარებს. მე
პიტას ვუცვლი მზერას და მხოლოდ მერე მახსენდება, რომ მასთან დაახ-
ლოება გადავიფიქრე. ჩემდა გასაკვირად, პიტას თვალები მკაცრად უბრი-
ალებს. არადა, მისი მზერა, როგორც წესი, ყოველთვის სიკეთეს ასხივებს.
- ძალიან სასაცილოა, - ამბობს პიტა და უცებ ჰეიმიჩს ჭიქას ხელიდან აგ-
დებინებს. ჭიქა იატაკზე იმსხვრევა და სისხლივით წითელი სითხე იღვრება, -
ოღონდ ჩვენ არ გვეცინება.
ჰეიმიჩი წამით ფიქრდება და მერე პიტას მუშტს ყბაში ურტყამს. პიტა სკა-
მიდან ძირს ვარდება. ჰეიმიჩს ხელი ისევ ბოთლისკენ მიაქვს, მაგრამ მე და-
ნას მაგიდაში ვარჭობ და კინაღამ თითებს ვაცლი მას. დარტყმის მოსაგერი-

41
ებლად ვემზადები, მაგრამ ჰეიმიჩი უკან იზნიქება და თვალებმოჭუტული გვი-
ყურებს.
- რა საინტერესოა, - ამბობს ის, - ვითომ წელს ნამდვილი მებრძოლები
შემირჩიეს?
პიტა იატაკიდან დგება და ყინულის ნატეხებს სტაცებს ხელს, რომ გაწით-
ლებულ ყბაზე მიიდოს.
- არა, - აჩერებს ჰეიმიჩი, - დაე, დაგილურჯდეს. მაყურებელი იფიქრებს,
რომ არენაზე გასვლამდე მოასწარი მეორე შეწირულთან ჩხუბი.
- ეს წესებს ეწინააღმდეგება, - აპროტესტებს პიტა.
- მხოლოდ მაშინ, თუ ჩხუბისას წაგასწრებენ. დალილავებული ყბა იმის
დასტურია, რომ იჩხუბე, მაგრამ ვერ გამოგიჭირეს. მით უკეთესი, - ამბობს
ჰეიმიჩი და ჩემკენ ტრიალდება, - შეგიძლია ეგ დანა მაგიდის გარდა სხვა
რამესაც მოახვედრო?
ჩემი იარაღი მშვილდ-ისარია, მაგრამ დანის სროლაშიც საკმაოდ გაწა-
ფული ვარ. ხანდახან ისრით დაჭრილ ცხოველს შორიდან დანასაც ვესვრი
ხოლმე და მერე ვუახლოვდები. ვხვდები, რომ ჰეიმიჩზე შთაბეჭდილების
მოსახდენად ამაზე უკეთესი შანსი არ მექნება. მაგიდაში ჩარჭობილ დანას
ვიღებ, პირზე ხელს ვკიდებ და საპირისპირო კედლისკენ ვისვრი. მხოლოდ
იმას ვცდილობდი, დანა კედელში მაგრად ჩარჭობილიყო, მაგრამ სინამდვი-
ლეში ორ პანელს შორის ნაწიბურს მოხვდა.
- აბა, ორივე იქ დადექით, - თავის ქნევით გვანიშნებს ვაგონის შუაგულის-
კენ ჰეიმიჩი. მის ბრძანებას ვემორჩილებით. ჰეიმიჩი გარს გვივლის,
გვჩქმეტს, კუნთებს გვისინჯავს, სახეებზე გვაკვირდება, თითქოს ცხოველები
ვიყოთ, - არა, თქვენგან ნამდვილად შეიძლება რამე გამოვიდეს. საკმაოდ
ძლიერები ხართ. სტილისტიც ხელს დაგატყობთ და უფრო მიმზიდველებიც
გამოჩნდებით.
მე და პიტა ამის წინააღმდეგი არ ვართ. შიმშილის თამაშები სილამაზის
კონკურსი არაა, მაგრამ ლამაზ მონაწილეს უფრო მეტი სპონსორი ჰყავს
ხოლმე.
- კარგი, მოდი, შევთანხმდეთ. თქვენ სმაში ხელს არ შემიშლით, მე კი
საკმარისად ფხიზელი ვიქნები იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ, - ამბობს
ჰეიმიჩი, - ოღონდ ზუსტად ის უნდა ქნათ, რასაც მე გეტყვით.

42
დიდი ვერაფერი შეთანხმებაა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინანდელ
მდგომარეობასთან შედარებით, როცა მენტორი საერთოდ არ გვყავდა, ნამ-
დვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
- მოსულა, - ამბობს პიტა.
- მაშ, დაგვეხმარე, - ვეუბნები მე, - არენაზე გასვლისას, სიუხვის რქასთან,
რომელი სტრატეგიის გამოყენება სჯობს...
- ყველაფერს თავისი დრო აქვს. რამდენიმე წუთში სადგურში შევალთ.
ჯერ სტილისტების ხელში გაივლით. არ მოგეწონებათ, რასაც დაგამგვანე-
ბენ, მაგრამ წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, - ამბობს ჰეიმიჩი.
- მაგრამ... - ვიწყებ მე.
- არავითარი მაგრამ. ნუ მეურჩებით, - ამბობს ჰეიმიჩი, მაგიდიდან არყის
ბოთლს იღებს და ვაგონს ტოვებს. მის ზურგს უკან კარი იხურება და ვაგონ-
ში ბნელდება. შიგნით რამდენიმე ნათურა სუსტად ანათებს, მაგრამ გარეთ
წყვდიადია, თითქოს დაღამდა. აშკარად მთების ქვეშ, გვირაბში გავდივართ.
მთები აღმოსავლურ რაიონებსა და კაპიტოლიუმს შორის აღმართული ბუ-
ნებრივი ბარიერია. აღმოსავლეთიდან კაპიტოლიუმში გვირაბების გარეშე
ფაქტობრივად ვერ მოხვდები. სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის
წყალობით დაამარცხა კაპიტოლიუმმა აჯანყებული რაიონები და დღეს სა-
სიკვდილო თამაშებში მიმავალი შეწირული ვარ. ვინაიდან მეამბოხეებს მთე-
ბის გადავლა უწევდათ, კაპიტოლიუმელებისთვის იოლ სამიზნეებად იქცნენ.
მატარებელი გვირაბში მიქრის, მე და პიტა მელარკი ჩუმად ვდგავართ.
გვირაბს ბოლო არ უჩანს. ვფიქრობ, რამდენი ტონა ქვა მაცალკევებს ცისგან
და გული მეკუმშება. ქვით გარშემორტყმულს მზის შუქისგან შორს, მაღარო-
ებში გამომწყვდეული და ჩამარხული მამაჩემი მახსენდება.
მატარებელი თანდათან სვლას ანელებს და უცებ ვაგონს კაშკაშა სინათ-
ლე ავსებს.
თავის შეკავება შეუძლებელია. მე და პიტა ფანჯარასთან მივრბივართ,
რომ ვნახოთ ის, რაც მხოლოდ ტელევიზორში გვინახავს - პანემის დიდი ქა-
ლაქი. მართლაც გრანდიოზულია. ტელეკამერები სრულად ვერც ასახავს
სიდიადეს ცისარტყელას ფერებად მოკაშკაშე კოშკისხელა შენობებისა, ას-
ფალტის ფართო ქუჩებში აღმა-დაღმა მავალი ბზინვარე ავტომანქანებისა
და უჩვეულოდ ჩაცმული და სახემოხატული ადამიანებისა, რომლებიც მუდამ
თავის დროზე მიირთმევენ საჭმელს. ყველაფერი ხელოვნური მეჩვენება.
43
ვარდისფერი მეტისმეტად მუქია, მწვანე - მეტისმეტად ღია, ყვითელი - თვა-
ლისმომჭრელი, როგორც ბრტყელი, მრგვალი კანფეტები, მე-12 რაიონის
ტკბილეულის პატარა მაღაზიაში რომ იყიდება, მაგრამ ჩემნაირებს ხელი არ
მიუწვდებათ.
ხალხი შეწირულების მატარებელს სცნობს და ხელს ჩვენკენ იშვერს. მე
ფანჯარას ვცილდები. მათი სიხარული გულს მირევს, მათ ხომ ერთი სული
აქვთ, როდის იხილავენ ჩვენს სიკვდილს! მაგრამ პიტა ფეხს არ იცვლის, პი-
რიქით - თვალებდაჭყეტილ ხალხს უღიმის და ხელს უქნევს. მხოლოდ მაშინ
ჩერდება, როცა მატარებელი სადგურში შედის და ხალხი თვალს ეფარება.
ჩემკენ ტრიალდება და მხრებს იჩეჩავს.
- ვინ იცის? იქნებ რომელიმე მათგანი მდიდარია?
აშკარად ვერ შემიფასებია სათანადოდ! ვიხსენებ, როგორ იქცეოდა მკის
შემდეგ. მეგობრულად ჩამომართვა ხელი და ძლიერად მომიჭირა. მამამისი
ჩემთან მოვიდა და დამპირდა, პრიმს საჭმელი არ მოაკლდებაო... ვითომ
პიტამ მომიგზავნა? მახსენდება მისი ცრემლები გამომგზავრებისას; თავის
გამოდება, ჰეიმიჩს მე დავბანო; მაგრამ კეთილი ბიჭის მიდგომით რომ ვე-
რაფერი მოიგო, ამ დილით პირდაპირ იერიშზე გადავიდა. ახლა კი ფანჯრი-
დან ხელის ქნევას და ხალხის გულის მოგებას ცდილობს.
დეტალები ბოლომდე არ დალაგებულა, მაგრამ ის უკვე გეგმას აწყობს.
ის სიკვდილს არ აპირებს. ის უკვე იბრძვის გადასარჩენად. ეს კი იმას ნიშ-
ნავს, რომ პიტა მელარკი, ბიჭი, რომელმაც პური მომცა, ჩემს მოსაკლავა-
დაც იბრძვის.

5.

ფხიკ! კბილს კბილზე ვაჭერ. ვენია - მომწვანოცისფერთმიანი და წარბებს


ზემოთ ოქროსფერ ტატუებმიხატული ქალი - სკოჩს ექაჩება და ფეხიდან
თმას მაგლეჯს.
- მაპატიე! - სულელური კაპიტოლიუმური აქცენტით მეჟღურტულება, - ძა-
ლიან ბევრი თმა გაქვს.
ეს ხალხი ასეთ წვრილ ხმაზე რატომ ლაპარაკობს? საუბრისას პირს
ძლივს რატომ აღებენ? ყველა წინადადებას ისე რატომ ამთავრებენ, თით-
44
ქოს შეკითხვას გისვამენო? უცნაური ხმოვნები, შუაზე გაწყვეტილი სიტყვები
და ს ბგერის წარმოთქმისას სისინი... ძნელია, ასეთ აქცენტს არ დასცინო.
ვენია, მისი აზრით, თანამგრძნობ სახეს იღებს.
- კარგი ამბავი ისაა, რომ ეს ბოლოა. მზად ხარ?
მე იმ მაგიდის ძგიდეებს, რომელთანაც ვზივარ, ორივე ხელით ვეჭიდები
და თავს ვუქნევ. უკანასკნელი ლენტის მტკივნეული აძრობით ჩემი ფეხი
თმისგან სრულად სუფთავდება.
უკვე სამი საათია, გარდასახვის ცენტრში ვარ და ჯერ ჩემს დიზაინერს არ
შევხვედრივარ. როგორც ჩანს, ჯერ ვენიამ და სხვა სტილისტებმა აშკარა
პრობლემებს უნდა მიხედონ. პრობლემებში იგულისხმება ჩემი ტანის ღრუბ-
ლით გახეხვა (რამაც არა მხოლოდ ჭუჭყი ჩამომრეცხა, სამი ფენა კანიც გა-
დამაცალა), ფრჩხილების თანაბრად დაჭრა და, რაც მთავარია, ჩემი სხე-
ულის ზედმეტი თმისგან გაწმენდა. ფეხებზე, მკლავებზე, ტანსა და იღლიებში
თმა აღარ შემრჩა, წარბებიც კი გამომიხშირეს და შესაწვავად გამზადებულ
გაპუტულ ქათამს დავემსგავსე. ეს არ მომწონს. კანი გადაყვლეფილი მაქვს
და ისე მეწვის, თითის დაკარებასაც ვერ ვბედავ. თუმცა, ჰეიმიჩის რჩევა გა-
ვითვალისწინე და ერთხელაც არ დამიწუწუნია.
- კარგად გაუძელი, - ამბობს ერთი ბიჭი, სახელად ფლავიუსი. ფორთოხ-
ლისფერ კულულებს იხვევს და ტუჩებზე იისფერი პომადის ახალ ფენას ის-
ვამს.
ვენია და ოქტავია, დონდლო ქალი, რომელსაც მთელი ტანი ბარდის-
ფრად შეუღებავს, ლოსიონით მზელენ. თავიდან გადაყვლეფილი კანი მეწ-
ვის, მაგრამ წვა თანდათან ნელდება. მაგიდიდან მაყენებენ და თხელ ხა-
ლათს მხდიან. დედიშობილა ვდგავარ მათ შორის, ისინი კი გარს მივლიან
და პინცეტმომარჯვებულები ყოველი მხრიდან მათვალიერებენ, ხომ არ შემ-
რჩა სადმე ზედმეტი თმა. ვიცი, რომ სხვების წინაშე გაშიშვლებულს უნდა
მრცხვენოდეს, მაგრამ ეს უჩვეულო ხალხი უცხო ჯიშის ფრინველების ტრი-
ოდ მეჩვენება, რომლებიც ჩემ ფერხთით რაღაცას კენკავენ.
სამეული უკან დგება და თავის ნამუშევარს აფასებს.
- დიდებულია! ახლა უკვე თითქმის ადამიანს ჰგავხარ! - ამბობს ფლავიუსი
და სამივე იცინის.
მე ძალით ვიღიმი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო, და მოწიწებით
გამბობ:
45
- გმადლობთ. მე-12 რაიონში თავის გასალამაზებლად მიზეზი იშვიათად
გვეძლევა.
ამით საბოლოოდ მოვიგე მათი გული.
- ო, შე საბრალო! - სინანულით ამბობს ოქტავია.
- მაგრამ ნუ ღელავ, - ამბობს ვენია,
- ცინას ხელში წარმოუდგენლად გალამაზდები.
- დაგვიჯერე, ჭუჭყისა და თმისგან გასუფთავებული სულაც არ გამოიყურე-
ბი საშინლად! - მამხნევებს ფლავიუსი, - მოდი, ცინას დავუძახოთ.
ოთახიდან გარბიან. ძნელია, ჩემი სტილისტები გეზიზღებოდნენ. ისინი
ნაღდი იდიოტები არიან. და მაინც, ჩემდა გასაკვირად, გულწრფელად ცდი-
ლობენ ჩემს დახმარებას.
თვალს ვავლებ ცივ თეთრ კედლებს და იატაკს და თავს ძლივს ვიკავებ,
რომ ხალათი არ შემოვისხა. მაგრამ ეს ცინა, ჩემი დიზაინერი, ვიცი, მაინც
გამხდის. თმაში ვიცურებ ხელს - თმა ერთადერთი ადგილია, რომელსაც ცი-
ნას თანაშემწეები არ შეხებიან. დედაჩემის გაკეთებულ აბრეშუმისებრ ნაწ-
ნავს თითს ვუსვამ. დედაჩემი. მისი ლურჯი კაბა და ფეხსაცმელი მატარებ-
ლის კუპეში დავტოვე. არც მიფიქრია დედაჩემის ან მშობლიური სახლის
სახსოვრად მათი წამოღება. ნეტავ წამომეღო.
კარი იღება და ახალგაზრდა მამაკაცი შემოდის. ეს ალბათ ცინაა. ჩემდა
გასაკვირად, ის ნორმალურად გამოიყურება. ტელევიზორში ძირითადად
სულ თმაშეღებილ, ერთიმეორის მსგავს და პლასტიკური ოპერაციებით სა-
ხედამშვენებულ სტილისტებს გვიჩვენებენ ხოლმე. მაგრამ ცინას მოკლედ
შეკრეჭილი თმა მგონი ბუნებრივად ყავისფერია. უბრალო შავი პერანგი და
შარვალი აცვია. მხოლოდ თვალები შეუღებავს ღია ოქროსფერად. მიუხე-
დავად ჩემი ზიზღისა კაპიტოლიუმისა და მათი მოდის მიმართ, ცინა ძალიან
მიმზიდველი მეჩვენება.
- გამარჯობა, ქეთნის, მე ცინა ვარ, შენი სტილისტი და დიზაინერი, - ხმა-
დაბლა, არაკაპიტოლიუმური აქცენტით მესალმება.
- გამარჯობა, - ფრთხილად ვესალმები მეც.
- ერთი წუთით, თუ შეიძლება? - გარს მივლის. არ მეხება, მაგრამ გულ-
დასმით მათვალიერებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ მკერდზე ხელი არ ავი-
ფარო. - თმა ვინ დაგიწნა?
- დედაჩემმა. - ვპასუხობ.
46
- ლამაზია. კლასიკური. შენს პროფილს ძალიან უხდება. დედაშენს მარ-
ჯვე თითები ჰქონია, - მეუბნება ცინა.
მე ვიღაც ექსტრავაგანტურს ველოდი, უფრო ასაკოვანს, რომელიც თავის
ახალგაზრდად წარმოჩენას ყველანაირი საშუალებით ცდილობს; ვისთვისაც
სუფრაზე თეფშით მისართმევი ხორცის ნაჭერი ვიქნებოდი. ცინამ ჩემი მო-
ლოდინი არ გაამართლა.
- თქვენ ახალი ხართ, არა? არასდროს მინახიხართ, - ვეუბნები მე. თით-
ქმის ყველა სტილისტი მეცნობა, რადგან შეწირულები ყოველ წელს იცვლე-
ბიან, სტილისტები კი - იშვიათად. ზოგიერთი სტილისტი ბავშვობიდან მახ-
სოვს.
- ჰო, ეს თამაშებში ჩემი პირველი წელია, - მპასუხობს ცინა.
- და მე-12 რაიონი მოგცეს, - ახალწვეულებს ყოველთვის ჩვენი, ყველას-
თვის ნაკლებად სასურველი რაიონი ერგებათ ხოლმე.
- მე-12 რაიონი თვითონ მოვითხოვე, - დამატებითი ახსნა-განმარტების
გარეშე მპასუხობს ცინა, - მოდი, ხალათი მოისხი და ვისაუბროთ.
ხალათს ვისხამ და მასთან ერთად გავდივარ მისაღებ ოთახში, სადაც და-
ბალ მაგიდასთან ორი წითელი დივანი დგას. სამი კედელი ცარიელია, მე-
ოთხე - მთლიანად შუშისა, საიდანაც ქალაქ პანემის ხედი იშლება. შუადღე
უნდა იყოს. ცა მოღრუბლულა. ცინა ერთ-ერთ დივანზე მანიშნებს, ჩამოჯე-
ქიო, თვითონ კი ჩემ პირდაპირ ჯდება. მერე მაგიდის კიდეზე ღილაკს აწვე-
ბა, რის შედეგადაც მაგიდა შუაზე იყოფა და ქვემოდან უფრო პატარა მაგიდა
ამოდის, რომელზეც ჩვენი სადილია გაშლილი - ნაღების სოუსში ჩაწყობი-
ლი ქათამი ფორთოხლის ნაჭრებით, მარგალიტივით თეთრი ბურღულით,
მწვანე ბარდის მარცვლებითა და ხახვით; დესერტად - ყვავილის ფორმის
ფუნთუშები და თაფლისფერი პუდინგი.
წარმომიდგენია, ასეთი სადილის მომზადება საბადოში რა რთული იქნე-
ბოდა. ქათამი ძალიან ძვირია, მაგრამ მის ნაცვლად ველური ინდაურის გა-
მოყენებაც შეიძლება. მეორე ინდაურის მოკვლაც მომიწევდა ფორთოხალში
გადასაცვლელად. ნაღებს თხის რძით შევცვლიდი. ბარდა ბოსტანში მოგ-
ვყავს, ველურ ხახვს ტყიდან მოვიტანდი. ეს მარცვლეული არ მეცნობა, მაგ-
რამ ტესერის სანაცვლოდ მიღებული ჩვენი ულუფა ყავისფერ ფაფად იქცევა
ხოლმე. ასეთი ლამაზი ფუნთუშების სანაცვლოდ ხაბაზისთვის ორი ან სამი
ციყვის მიცემა მომიწევდა. რაც შეეხება პუდინგს, წარმოდგენაც კი არ მაქვს,
47
რისგანაა დამზადებული. მოკლედ, რამდენიმედღიანი ნადირობის შემდეგაც
გამიჭირდებოდა უკეთესი სადილის მომზადება.
ნეტა როგორია, ცხოვრობდე სამყაროში, სადაც საჭმელი ღილაკზე თი-
თის დაჭერით ჩნდება? როგორ გავატარებდი იმ დროს, რომელსაც ახლა
ტყეში საკვების მოსაპოვებლად ვხარჯავ? რას აკეთებს ეს ხალხი ამ კაპიტო-
ლიუმში მთელი სხეულის შეღებვის და მათ გასართობად ჩამოყვანილი, სა-
სიკვდილოდ შეწირულების ლოდინის გარდა?
თავს ვწევ და ვხედავ, რომ ცინა მე მომჩერებია.
- ალბათ ძალიან საზიზღრები გეჩვენებით.
ეს სახეზე მაწერია თუ ჩემს აზრებს კითხულობს? თუმცა, მართალს ამ-
ბობს. მეზიზღებიან ეს მძორები!
- მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, - განაგრძობს ცინა, - ქეთნის, მო-
დი, შენს კოსტიუმზე ვისაუბროთ, რომლითაც გახსნის ცერემონიაზე გამოხ-
ვალ. მე და ჩემი პარტნიორი პორცია, რომელიც შენი თანარაიონელის სტი-
ლისტია, ვფიქრობთ, ერთნაირი, თქვენი რაიონისთვის შესაფერისი კოსტიუ-
მები ჩაგაცვათ.
წესით, გახსნის ცერემონიაზე ისეთი სამოსი უნდა გეცვას, რომელიც შენი
რაიონის ძირითად მრეწველობას წარმოაჩენს. მე-11 რაიონი სოფლის მე-
ურნეობით ირჩენს თავს, მე-4 რაიონი - თევზაობით, მე-3 რაიონი - ფაბრიკა-
ქარხნებით. გამოდის, მე და პიტა მაღაროელებივით უნდა გამოგვაწყონ.
მაგრამ რაკი მაღაროელის კომბინეზონი არც ისე მოხდენილია, ჩვენებუ-
რი შეწირულები თითქმის ყოველთვის ნახევრად შიშვლები არიან და თავზე
ფანრიანი ჩაფხუტები ახურავთ. ერთ წელს საერთოდ არაფერი ეცვათ და
მთელიტანი თეთრი ფხვნილით ჰქონდათ დაფარული, ვითომ ქვანახშირის
მტვერიაო. მოკლედ, მე-12 რაიონელთა სამოსი ყოველთვის ცუდი სანახავია
და არც მაყურებელს მოსწონს. მეც უარესისთვის ვემზადები.
- მაშ, მაღაროელის სამოსი მეცმევა? - ვეკითხები იმ იმედით, რომ
მთლად ტიტველს არ მომიწევს საჯაროდ გამოსვლა.
- სულაც არა. მე და პორცია ვფიქრობთ, მაღაროელის უნიფორმა მეტის-
მეტად უფერულია. ეგეთ სამოსში ვერავინ დაგიმახსოვრებთ. ჩვენი მოვა-
ლეობა კი ისაა, რომ მე-12 რაიონელი შეწირულები დაუვიწყარნი იყვნენ, -
ამბობს ცინა.
უეჭველად გამაშიშვლებენ, - ვფიქრობ მე.
48
- ამიტომ მაღაროელის კომბინეზონის ნაცვლად ყურადღებას თავად ქვა-
ნახშირზე გადავიტანთ.
გამაშიშვლებენ და შავი ქვანახშირის მტვერს მომაყრიან, - ვამატებ გონე-
ბაში.
- ქვანახშირს რისთვის ვიყენებთ? ცეცხლის დასანთებად. ცეცხლის ხომ
არ გეშინია, ქეთნის? - მეკითხება ცინა და როცა ჩემს გამომეტყველებას ამ-
ჩნევს, ეღიმება.
რამდენიმე საათის შემდეგ მაცვია სამოსი, რომელიც ან ყველაზე სენსა-
ციური იქნება ან - ყველაზე საშინელი. უბრალო შავი ტრიკოა, რომელიც
კოჭებიდან კისრამდე მფარავს. ლაპლაპა ტყავის ჩექმები მუხლებამდე
მწვდება. მაგრამ ჩემს კოსტიუმს ფორთხოლისფერი, ყვითელი და წითელი
ლენტებისგან შეკერილი მოსასხამი და მოსასხამის შესაფერისი თავსაბურა-
ვი გამოარჩევს. ცინა აპირებს ლენტებს ცეცხლი წაუკიდოს, სანამ ეტლი ქა-
ლაქის ქუჩებში შეგრიალდება.
- რასაკვირველია, ნამდვილი ცეცხლი კი არა, სინთეტიკურია. ეს ჩემი და
პორციას იდეაა. არაფერი მოგივა, - მამშვიდებს ცინა, მაგრამ რატომღაც
დარწმუნებული ვარ, ქალაქის ცენტრამდე შევიბრაწები.
სახეზე ბევრი მაკიაჟი არ მიკეთია, მხოლოდ ალაგ-ალაგ გადამისვეს
ფანქარი. თმა კარგად დამვარცხნეს და დამიწნეს, როგორც მე მიყვარს
ხოლმე.
- მინდა, აუდიტორიას დაამახსოვრდეთ და არენაზეც გცნობდნენ, ეს ქეთ-
ნისია, გოგო, რომელსაც ცეცხლი ეკიდაო, - ოცნებობს ცინა.
ვატყობ, ცინას სიმშვიდისა და თავდაჭერილობის მიღმა სრული შეშლილი
იმალება.
მიუხედავად იმისა, რომ დილით პიტაში მოულოდნელი თვისებები აღმო-
ვაჩინე, მისი გამოჩენა მაინც მახარებს. მასაც ჩემნაირი კოსტიუმი აცვია. ცეც-
ხლი ალბათ ჩემზე უკეთ ეცოდინება, ბოლოს და ბოლოს, ხაბაზის შვილია.
პიტას მისი დიზაინერი პორცია და სხვა სტილისტები მოჰყვებიან. ყველა აღ-
ფრთოვანებულია, ნამდვილ ფურორს მოახდენთო. მხოლოდ ცინა ინარჩუ-
ნებს სიმშვიდეს და ცივად იღებს მილოცვებს.
ჩავქრივართ გარდასახვის ცენტრის ქვედა სართულზე, რომელიც გიგან-
ტურ თავლას ჰგავს. გახსნის ცერემონია წუთიწუთზე დაიწყება. შეწირულებს
წყვილ-წყვილად სვამენ ეტლებში, რომლებშიც ოთხ-ოთხი ცხენია შებმული.
49
ჩვენი ცხენები ნახშირივით შავია. ცხოველები ისეთი გაწვრთნილები არიან,
სადავის მართვა საჭირო არცაა. ცინა და პორცია ეტლში გვსხამენ, საჭირო
პოზებს გვირჩევენ და მოსასხამებს გვისწორებენ. მერე განზე დგებიან და
ერთმანეთში რაღაცას თათბირობენ.
- რას ფიქრობ? - ვეჩურჩულები პიტას, - ცეცხლის არ გეშინია?
- მე შენს მოსასხამს შემოგაგლეჯ, შენ ჩემი შემომაგლიჯე, - კბილებს შო-
რის ცრის პიტა.
- მოსულა, - ვეუბნები მე. იმედია, რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ ამ
მოსასხამების გახდას და მძიმე დამწვრობებს არ მივიღებთ. არადა, რაც უნ-
და ცუდად ვიყოთ, არენაზე მაინც შეგვყრიან, - ვიცი, ჰეიმიჩს დავპირდით,
რომ სტილისტებს დავუჯერებდით, მაგრამ არა მგონია, ამ კუთხიდან შეეხე-
და საქმისთვის.
- ისე, ეს ჰეიმიჩი სად ჯანდაბაშია? განა მან არ უნდა დაგვიცვას ასეთი რა-
მეებისგან? - ბრაზობს პიტა.
- ალკოჰოლით ისე იქნება გაჟღენთილი, მაგის ცეცხლთან სიახლოვე
ალბათ უარესია, - ვპასუხობ მე და უცებ ორივეს გვეცინება.
ორივე ვნერვიულობთ, რომ თამაშებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა,
მაგრამ ამ წუთას უფრო ის გვაშინებს, რომ შეიძლება ჩირაღდნებივით ავ-
ბრიალდეთ. ამიტომაც ვიქცევით უჩვეულოდ.
ისმის მუსიკა. მუსიკის ექო მთელ კაპიტოლიუმში გუგუნებს. სქელი კარი
იღება და ხალხით გავსებულ პანემის ქუჩებში გავდივართ. მსვლელობა ოც
წუთს გაგრძელდება და ქალაქის მრგვალ მოედანზე დასრულდება, სადაც
მოგვესალმებიან და ჰიმნს დაუკრავენ, მერე საწვრთნელ ცენტრში შეგვაცი-
ლებენ. საწვრთნელი ცენტრი იქნება ჩვენი სახლიც და საპატიმროც თამაშე-
ბის დაწყებამდე.
1-ლი რაიონის შეწირულები თოვლივით თეთრცხენებშებმული ეტლით
გადიან. წყვილი ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძვირფასთვლებიან ლამაზ
ტუნიკებში ბრწყინავენ. 1-ლი რაიონი კაპიტოლიუმისთვის ფუფუნების საგ-
ნებს ამზადებს. ისმის ბრბოს ყიჟინა. 1-ლ რაიონელები ყოველთვის ფავო-
რიტები არიან.
შემდეგ მე-2 რაიონი ემზადება გასასვლელად... ძალიან მალე ჩვენი ჯე-
რიც დგება. კარს მიახლოებული ვხედავ, რომ მოღრუბლულ ცას საღამოს

50
ბინდი ეპარება. მე-11 რაიონის შეწირულები უკვე გარეთ არიან, როცა ცინა
ჩნდება. მას ანთებული ჩირაღდანი მოაქვს.
- უკვე დროა, - ამბობს ის და სანამ შეპასუხებას მოვასწრებთ, ცეცხლს
გვიკიდებს. მე სუნთქვა მეკვრის, ასე მგონია, მთელი სხეული უნდა ამეწვას,
მაგრამ მხოლოდ მსუბუქ ხიცინს ვგრძნობ. ცინა ეტლზე ამოდის, ცეცხლს
თავსაბურავებზეც გვიკიდებს და შვებით ამბობს: - გამოვიდა! - მერე ნიკაპ-
ქვეშ ნაზად მკიდებს ხელს, - გაიმართეთ, თავი ასწიეთ და გაიღიმეთ! ყვე-
ლას მოეწონებით!
ცინა ეტლიდან ხტება, მაგრამ კიდევ ერთი აზრი მოსდის თავში და რაღა-
ცას გვიყვირის. ხმამაღალი მუსიკა მის სიტყვებს ფარავს. ცინა ყვირილს არ
წყვეტს და რაღაცას გვანიშნებს.
- რას ამბობს? - ვეკითხები პიტას. მისკენ პირველად ვტრიალდები და
ვამჩნევ, რომ ხელოვნურ ცეცხლში გახვეული, თავბრუდამხვევად გამოიყუ-
რება. ალბათ მეც ასეთი ვჩანვარ.
- მგონი, გვითხრა, ხელები ერთმანეთს ჩაჰკიდეთო, - ამბობს პიტა და
მარჯვენა ხელში ჩემს მარცხენას იქცევს. ცინა თავს გვიქნევს, ცერა თითს
გვიწევს და ეს ბოლოა, რასაც ქალაქში გასვლამდე ვხედავ.
გაკვირვებული ბრბო ჩვენს ჩაცმულობას და გარეგნობას ყიჟინით ხვდება:
- მე-12 რაიონელები!!!
წინ მიმავალ სამ ეტლს აღარავინ უყურებს, ყველა თავი ჩვენკენ ტრიალ-
დება. თავიდან დაბნეული ვდგავარ, მაგრამ მერე დიდ სატელევიზიო ეკრან-
ზე ვხედავ, რა მომნუსხველად გამოვიყურებით, და მხნეობა მემატება. საღა-
მოს ბინდში ცეცხლის ალი სახეებს გვინათებს. ჩვენი მქროლავი მოსასხამე-
ბი თითქოს ცეცხლოვან ნაკვალევს ტოვებს. ცინა სწორად მოიქცა, ბევრი მა-
კიაჟი რომ არ გაგვიკეთა. ასე უფრო მიმზიდველები და დასამახსოვრებლე-
ბი ვჩანვართ.
გაიმართეთ, თავი ასწიეთ და გაიღიმეთ! - გონებაში ჩამესმის ცინას სიტ-
ყვები. თავს ამაყად ვწევ, რაც შეიძლება, მომხიბვლელად ვიღიმი და თავი-
სუფალ ხელს მისალმების ნიშნად ვიქნევ. მიხარია, მეორე ხელი პიტას რომ
უჭირავს და წონასწორობას ვიცავ. პიტა ქვასავით მტკიცეა. თავდაჯერებუ-
ლობა მემატება და ბრბოს ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. კაპიტოლიუმელები
ამაზე მთლად ჭკუას კარგავენ, ყვავილებს გვესვრიან, ბროშურებში იქექები-
ან ჩვენი სახელებისა და გვარების გასაგებად და მთელი ხმით გაჰყვირიან.
51
მუსიკის გუგუნი, ყიჟინა და მოწონება ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს
და მეც აღტაცებას ვეღარ ვმალავ. ცინამ უპირატესობა მომანიჭა. ახლა ყვე-
ლას ვემახსოვრები. არავის დაავიწყდება ჩემი გარეგნობა, ჩემი სახელი.
ქეთნისი - გოგონა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა! პირველად მესახება გულში
იმედის ნაპერწკალი. დარწმუნებული ვარ, ერთი სპონსორი მაინც გამომიჩ-
ნდება! დამატებითი დახმარებით, საჭმლით და საჭირო იარაღით თამაშებში
გამარჯვებაზე ფიქრიც კი შეიძლება!
ვიღაც წითელ ვარდს მესვრის. ყვავილს ვიჭერ, ნაზად ვყნოსავ და მის
მჩუქნელს ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. ასობით ხელი ადის ჰაერში კოცნის
დასაჭერად, თითქოს ეს მართლაც შეიძლებოდეს.
- ქეთნის! ქეთნის! - ყველა მხრიდან მესმის ჩემი სახელი. ყველას უნდა
ჩემი კოცნა.
მხოლოდ მრგვალ მოედანზე შესვლისას ვხვდები, რომ პიტას ისე ძლი-
ერად ვუჭერ ხელს, სულ მთლად გათეთრებული აქვს. ჩვენს გადაჭდობილ
თითებს ვხედავ და ხელს ვუშვებ, მაგრამ პიტა კვლავ მკიდებს.
- არა, ხელს ნუ გამიშვებ, - მეუბნება და მის ლურჯ თვალებში ცეცხლის
ალი ირეკლება, - გთხოვ, მეშინია ამ ეტლიდან არ გადავვარდე.
- კარგი, - ვეუბნები მე და ხელს ვკიდებ, მაგრამ უცნაურად მეჩვენება, რა-
ტომ დაგვაკავშირა ცინამ მე და პიტა ერთმანეთს. ცუდია, რომ თანაგუნდე-
ლებად წარგვადგინა თამაშის წინ, არენაზე ხომ ერთმანეთის სასიკვდილო
მეტოქეები ვიქნებით.
მოედანზე თორმეტი ეტლი რკალს კრავს. შენობების ფანჯრებიდან კაპი-
ტოლიუმის ცნობილი და ღირსეული მოქალაქეები გვიყურებენ. ჩვენი ცხენე-
ბი პრეზიდენტ სნოუს რეზიდენციის წინ ჩერდებიან. მუსიკა ფანფარების ხმა-
ზე წყდება.
პრეზიდენტი, ტანმორჩილი, გამხდარი კაცი ქაღალდივით თეთრი თმით,
აივნიდან ოფიციალურად გვესალმება. მისასალმებელი სიტყვის დროს ეკ-
რანზე შეწირულების სახეებს მონაცვლეობით აჩვენებენ. ვამჩნევ, რომ მე და
პიტას სხვებზე მეტ ყურადღებას და დროს გვითმობენ. ალბათ იმიტომ, რომ
რაც უფრო ბნელდება, მე და პიტა მით უფრო მეტად ვბრწყინავთ. შემდეგ
უკრავენ ეროვნულ ჰიმნს და კიდევ ერთხელ სათითაოდ გადააქვთ კადრი
ყველა შეწირულზე, მაგრამ მოედნის გარშემო ბოლო წრის დარტყმისას და

52
საწვრთნელ ცენტრში გაუჩინარებამდე კამერა მხოლოდ ჩვენს ეტლს დაჰ-
ყვება.
კარი იხურება და ჩვენი სტილისტები გვეხვევიან. ისეთი ყაყანია, რამის
გარჩევა შეუძლებელია. ვამჩნევ, რომ სხვა შეწირულების სტილისტები შუ-
რით გვიყურებენ, რაც ჩემს ეჭვს ადასტურებს: მე და პიტამ ყველა დავჩრდი-
ლეთ. ცინა და პორცია ეტლიდან ჩამოსვლაში გვეხმარებიან და ფრთხილად
გვხდიან აალებულ მოსასხამებსა და თავსაბურსავებს. პორციას პატარა ბა-
ლონი უჭირავს ხელში და ცეცხლს აეროზოლით აქრობს.
ჩემი და პიტას თითები ისევ გადაჭდობილია. ხელებს ვშლით და გაშეშე-
ბულ თითებს ვიზელთ.
- გმადლობ, რომ არ გამიშვი, რაღაც მყარად ვერ ვიდექი იმ ეტლზე, - ამ-
ბობს პიტა.
- არ გეტყობოდა, - ვეუბნები მე, - ვერავინ შეამჩნევდა.
- შენ გვერდით სხვას როგორ შეამჩნევდნენ? ხშირად უნდა ჩაიცვა ეგ ცეც-
ხლოვანი სამოსი, - მეუბნება პიტა, - ძალიან გიხდება, - და კეთილად მიღი-
მის. მის ღიმილში საჭირო დოზით სიმორცხვეს ვამჩნევ და, ჩემდა გასაკვი-
რად, გულში სითბო მეღვრება.
გონებაში განგაშის ზარი რეკავს:
ნუ სულელობ. პიტა შენს მოკვლას გეგმავს. გაბრუებს, რომ იოლ ნადავ-
ლად იქცე. რაც უფრო საყვარელი ჩანს, მით უფრო საშიშია!
თამაშში მეც ვყვები, ფეხის წვერებზე ვდგები და ლოყაზე, ზუსტად დალი-
ლავებულ ადგილზე ვკოცნი.

6.

საწვრთნელი ცენტრის ერთ-ერთი კოშკი სპეციალურად შეწირულებისა


და მათი მწვრთნელისთვის არის აშენებული. ნამდვილი თამაშების დაწყე-
ბამდე ამ კოშკში ვიცხოვრებთ. ყოველ რაიონს თითო სართული ეთმობა.
შედიხარ ლიფტში და აწვები შენი რაიონის ნომრიან ღილაკს. ადვილი და-
სამახსოვრებელია.
მე-12 რაიონში მართლმსაჯულების სახლის ლიფტით რამდენჯერმე მიმ-
გზავრია. პირველად მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, როცა ღირსების მედ-
53
ლის მისაღებად მივედი, მეორედ კი - გუშინ, როცა ოჯახსა და ახლობლებს
ვემშვიდობებოდი. მაგრამ იქაური ლიფტი ლოკოკინასავით დახოხავს და ამ-
ჟავებული რძის სუნად ყარს. ამ ლიფტის კედლები ბროლისაა და, სანამ შენ
ცისკენ მიქრიხარ, ხედავ პირველ სართულზე ჭიანჭველასავით როგორ პა-
ტარავდება ხალხი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ალბათ ბავშვურად მოეჩვე-
ნება, თორემ ეფი თრინკეტს ვთხოვდი, ლიფტით კიდევ გავისეირნოთ-მეთქი.
ეფი თრინკეტის მოვალეობები რკინიგზის სადგურში არ ამოწურულა. ის
და ჰეიმიჩი არენაზე გასვლამდე ჩვენი ზედამხედველები იქნებიან. რაღაც
მხრივ, ეს პლუსია - ეფი თრინკეტი მაინც გვეტყვის, სად და როდის მივიდეთ
ხოლმე, თორემ ჰეიმიჩისთვის მატარებელში ჩვენი შეთანხმების შემდეგ თვა-
ლი აღარ მომიკრავს. ეფი თრინკეტი კი, პირიქით, ცაში დაფრინავს. პირვე-
ლად მოხდა, რომ მისმა წყვილმა გახსნის ცერემონიაზე დიდი ფურორი მო-
ახდინა. კოსტიუმებიც მოეწონა და მე და პიტაც შეგვაქო, თავი ძალიან კარ-
გად გეჭირათო. თანაც, ეფი ამბობს, ზეპირად ვიცი, პანემში ვინ რას წამოად-
გენს და მთელ დღეს, ვისთანაც საჭირო იყო, გაქებდითო. იმედია, სპონსო-
რებსაც მოგვიძებნის.
- ჰეიმიჩს თავი არ შეუწუხებია, ჩემთვის თქვენს სტრატეგიაზე ეამბნა, ამი-
ტომ რაღაცეებზე გაურკვევლად ვისაუბრე, - ცბიერად თვალებმოჭუტული
გვიყვება ეფი თრინკეტი, - თუმცა, რაც ვიცოდი, ყველაფერი გამოვიყენე. მა-
გალითად, როგორ დაიცვა თავისი და ქეთნისმა ან როგორ ცდილობდით
ორივენი თქვენი რაიონის ბარბაროსობის დაძლევას.
ბარბაროსობისო? ცოტა ირონიულად ჟღერს ქალისგან, რომელიც სის-
ხლიანი ბრძოლისთვის გვამზადებს. ან საიდან დაასკვნა, რომ ბარბაროსო-
ბა დავძლიეთ? სუფრასთან დანა-ჩანგლის ხმარება რომ ვიცით, იქიდან?
- ბუნებრივია, ყველას აქვს ეჭვი. მით უმეტეს, თქვენ ქვანახშირის რაიონი-
დან ხართ. მაგრამ მე ვთქვი... დაუკვირდით, რა მახვილგონივრულად გამო-
მივიდა: თუ საკმარის ძალას დაატანთ, ქვანახშირსაც გადააქცევთ მარგალი-
ტად!
ეფი ამას ისეთი სახეგაცისკროვნებული გვიყვება, რომ იძულებული ვართ,
გონებამახვილობა შევუქოთ, არადა, ჭკვიანური მის სიტყვებში არაფერია -
ქვანახშირი მარგალიტად არასდროს იქცევა. მარგალიტი ნიჟარებში ჩნდე-
ბა. იქნებ იმის თქმა უნდოდა, ქვანახშირი ალმასად იქცევაო, მაგრამ ესეც
რომ არასწორია! როგორც მსმენია, 1-ლ რაიონში რაღაც მოწყობილობა
54
აქვთ, რომელიც გრაფიტს ალმასად აქცევს. მე-12 რაიონში კი გრაფიტის სა-
ბადოები არ არის. გრაფიტის მოპოვება მე-13 რაიონის საქმე იყო, სანამ გა-
ანადგურებდნენ.
ეფი თრინკეტი კი აწონებდა ჩვენს თავს ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ ნეტა ის
ხალხი მართლა თუ დაინტერესდა?
- სამწუხაროდ, სასპონსორო შეთანხმებებს მე ვერ დავდებ, ეს ჰეიმიჩის
საქმეა, - დაღვრემილი ამბობს ეფი, - მაგრამ ნუ ღელავთ, თუ საჭირო იქნე-
ბა, შუბლზე პისტოლეტმიბჯენილს მივათრევ მოლაპარაკების მაგიდასთან.
მართალია, მთლად დიდი ჭკუით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ეფი თრინკეტს
მიზანდასახულობას ვერ დავუკარგავთ.
ჩემი აქაური ნომერი ჩემს ნამდვილ სახლზე დიდია. ყველგან ხავერდია,
როგორც მატარებლის კუპეში; კიდევ, იმდენი ავტომატური მექანიზმი, რომ
ყველა ღილაკზე თითის დაჭერას ალბათ ვერც მოვასწრებ. მარტო საშხაპე-
შია იმდენი მოწყობილობა, რომ თავგზა აგებნევა კაცს: წყლის ტემპერატუ-
რის მარეგულირებელი, წყლის ჭავლი, საკნები, შამპუნები, სუნამო, ზეთი,
მასაჟის ღრუბლები... საშხაპიდან გამოხვალ და ტილოზე დადგები თუ არა,
გამათბობლები ირთვება და ტანს გიმშრალებს. აბურდული თმის ხელით და-
ვარცხნის ნაცვლად ხელს კოლოფზე ვდებ და თავისკენ ელექტროიმპულსე-
ბი იგზავნება. აბურდული თმა მაშინვე სწორდება, მშრალდება და მხრებზე
ბზინვარედ ჩამომეყრება.
გარდერობს გემოვნების მიხედვით ვაპროგრამებ. ჩემი ბრძანების შესაბა-
მისად, ფანჯრები პანემის ახლო ან შორ ხედებს მიჩვენებს. საკმარისია, მიკ-
როფონში ჩურჩულით ჩასძახო ვრცელი მენიუდან არჩეული კერძის სახელი,
რომ წუთზე ნაკლებ დროში ცხელი და ოხშივარავარდნილი წინ გაგიჩნდება.
ბატის ღვიძლსა და რბილ პურს ზეზეულად ვჭამ, როცა ნომრის კარზე აკაკუ-
ნებენ. ეფი სადილად მიხმობს.
კიდევ კარგი. შიმშილით კუჭი მიხმება.
სასადილო ოთახში შევდივართ. პიტა, ცინა და პორცია აივანზე დგანან
და კაპიტოლიუმს გადაჰყურებენ. მიხარია სტილისტების დანახვა, განსაკუთ-
რებით იმიტომ, რომ ჰეიმიჩიც უნდა შემოგვიერთდეს. სადილი, რომელსაც
მხოლოდ ეფი და ჰეიმიჩი ესწრებიან, ყოველთვის კატასტროფულად მთავ-
რდება. თანაც, სადილი მხოლოდ საჭმლის ჭამა არაა, აქ სტრატეგიას შევი-

55
მუშავებთ - ცინამ და პორციამ უკვე დაამტკიცეს რამდენად მნიშვნელოვანები
არიან ჩვენთვის.
თეთრტუნიკიანი ახალგაზრდა კაცი უხმოდ გვთავაზობს ბოკალით ღვი-
ნოს. ვფიქრობ, ვიუარო, მაგრამ ღვინო არასდროს გამისინჯავს (თუ არ ჩავ-
თვლით დედაჩემის მიერ შინ მომზადებულ ხველების საწინააღმდეგო ყურ-
ძნის წვენს) და უკეთესი შანსი როდისღა მექნება? მჟავე, მშრალ სითხეს
ვწრუპავ და ჩემთვის ვნატრობ, რამდენიმე კოვზი თაფლი მომცა, რას დაატ-
კბობდა-მეთქი.
სადილი უკვე მაგიდაზეა და ჰეიმიჩიც მოდის. ისე გამოიყურება, თითქოს
პირადი სტილისტი ჰყავდეს: სუფთაა, დავარცხნილი და ისეთი ფხიზელი, ად-
რე რომ არადროს მინახავს. ღვინოზე უარს არ ამბობს, მაგრამ უცებ წვნი-
ანის ჭამას იწყებს და ვიაზრებ0, რომ პირველად ვხედავ, ჰეიმიჩი რამეს ჭამ-
დეს. იქნებ მართლაც მოიკრიბოს ნებისყოფა და ცოტა ხნით მაინც შეეშვას
ლოთობას, რომ დაგვეხმაროს.
როგორც ჩანს, ცინას და პორციას თანდასწრებით ეფიმ და ჰეიმიჩმა ცივი-
ლიზებულად მოქცევა გადაწყვიტეს. ერთმანეთს ზრდილობიანად მიმართა-
ვენ. ორივენი აქებენ სტილისტებს ბრწყინვალე გახსნის ცერემონიისთვის.
სანამ ისინი საუბრობენ, მე მხოლოდ საჭმლით ვტკბები. სოკოს წვნიანი,
მწვანილებით შეკმაზული ლობიოს მარცვლისხელა პომიდვრები, ქაღალ-
დის ფურცელივით თხლად დაჭრილი ხბოს ხორცი, მწვანე საწებელში ჩაწ-
ყობილი მაკარონი და ყურძნის ტკბილ, ლურჯ მარცვლებთან ერთად გამო-
ტანილი ყველი, რომელიც ენის წვერზე დნება. ახალგაზრდა და თეთრტუნი-
კიანი მიმტანები უხმოდ დადიან მაგიდებს შორის და თვალს ადევნებენ, რომ
თეფშები და ჭიქები არ დაცარიელდეს.
ნახევარ ბოკალს ვცლი და თავბრუ მეხვევა. წყლის სმაზე გადავდივარ.
სიმთვრალის შეგრძნება არ მომწონს, იმედია, მალე გამივლის. ვერაფრით
ვხვდები, როგორ შეუძლია ჰეიმიჩს 24 საათი ასეთ მდგომარეობაში იყოს.
საუბარს ვუგდებ ყურს. თემა ჩვენი საინტერვიუე კოსტიუმებია. ამ დროს
მიმტან გოგოს საუცხოო ტორტი შემოაქვს და მარჯვედ უკიდებს ცეცხლს.
ტორტი ალდება და მის კიდეებზე ცეცხლის ენები ცეკვავს. ცოტა ხანში ცეც-
ხლი ქრება.
- როგორ მოეკიდა? ალკოჰოლია გარეული? - გაოცებული ვეკითხები
მიმტან გოგოს: - აღარ მინდა კიდევ სპირტ... მოიცა, მე შენ გიცნობ!
56
არ მახსოვს, რა ჰქვია ან სად მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ გო-
გოს ვიცნობ. მუქი წითელი თმა აქვს, მიმზიდველი სახის ნაკვთები, მარმარი-
ლოსავით თეთრი კანი. ბოლო სიტყვების წარმოთქმისას მღელვარება მიპ-
ყრობს და სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, აშკარად ცუდი მოგონება მაკავშირებს
მასთან. გოგონას სახეზე გამოსახული შიში კიდევ უფრო მაბნევს და მაშფო-
თებს. ის თავს უარით იქნევს და სასწრაფოდ შორდება მაგიდას.
ვამჩნევ, რომ მაგიდასთან მსხდარი ოთხივე უფროსი მე მიყურებს.
- რა სისულელეა, ქეთნის. ავოქსს საიდან უნდა იცნობდე? - მეკითხება
ეფი, - ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
- ავოქსი რა არის? - დაუფიქრებლად გამბობ:
- ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ენას აჭრიან, რომ ვეღარ ილაპარაკოს, -
მპასუხობს ჰეიმიჩი, - ალბათ მოღალატეა ან რამე. არა მგონია, იცნობდე.
არადა, ვიცნობ. აი, ახლა ჰეიმიჩმა რომ მოღალატე ახსენა, გამახსენდა,
საიდანაც ვიცნობ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის მტკიცება კარგს არაფერს
მომიტანს და მეც უარყოფას ვიწყებ.
- ჰო, არა მგონია, ალბათ... - აზრების მოკრებაში ღვინოც ხელს მიშლის.
პიტა თითებს ატკაცუნებს.
- დელი კარტრაიტი. აი, ვის ჰგავს. მეც ნაცნობად მომეჩვენა. გაჭრილი
ვაშლივით ჰგავს დელის.
დელი კარტრაიტი მსუქანა, დონდლო, ყვითელთმიანი გოგოა, რომელიც
ამ მიმტანს ისე ჰგავს, როგორც ხოჭო - პეპელას. დელი მსოფლიოში უკეთი-
ლესი ადამიანია, სკოლაში ყოველთვის ყველას უღიმის. მეც კი. ამ წითელ-
თმიან გოგოს კი ერთხელაც არ გაუღიმია. მაგრამ მეც პიტას ვუბამ მხარს.
- ჰო, ზუსტად მასზე ვფიქრობდი. ეტყობა, თმამ შემიყვანა შეცდომაში.
მაგიდასთან დაძაბულობა იმუხტება.
- ძალიან კარგი. გაუგებრობაშიც გავერკვიეთ... - ამბობს ცინა და თემას
ცვლის: - და დიახ, ტორტში ალკოჰოლია გარეული, მაგრამ ნუ ღელავ,
სპირტი უკვე დაიწვა. სპეციალურად თქვენი ცეცხლოვანი დებიუტისთვის შე-
ვუკვეთე.
ტორტს მივირთმევთ და სასტუმრო ოთახში გავდივართ ტელევიზორში
გახსნის ცერემონიის მიმოხილვის საყურებლად. სხვა რამდენიმე წყვილიც
შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მე და პიტას ვერც ერთი შეგვედრება.

57
აი, ახლა ჩვენ გამოვდივართ გარდასახვის ცენტრის ჭიშკრიდან და ამ კადრს
ჩვენი სტილისტები ისევ აღტაცებით ხვდებიან.
- ხელების ჩაკიდება ვისი აზრი იყო? - გვეკითხება ჰეიმიჩი.
- ცინასი, - პასუხობს პორცია.
- მეამბოხე სულის გამოვლინებაა, - ამბობს ჰეიმიჩი, - ძალიანაც კარგი.
მეამბოხე სულის? ვიხსენებ სხვა წყვილებს, ერთმანეთისგან შორიშორს
მდგარს, ერთმანეთს ზედაც რომ არ უყურებდნენ, თითქოს მათ გვერდით ცა-
რიელი ადგილი ყოფილიყოს, და ვხვდები, რასაც გულისხმობს ჰეიმიჩი. ჩე-
მი და პიტას მეგობრებად და არა მეტოქეებად წარდგენამ ცეცხლოვან კოს-
ტიუმებზე უფრო გამოგვარჩია სხვებისგან.
- ხვალ დილით პირველი ვარჯიშია. საუზმეზე შევხვდეთ და გასწავლით,
როგორ მოიქცეთ, - გვეუბნება ჰეიმიჩი მე და პიტას, - ახლა კი დასაძინებ-
ლად წადით და უფროსებს საუბარი გვაცალეთ.
მე და პიტა ერთად მივუყვებით დერეფანს ჩვენს ნომრებამდე. ჩემს ნო-
მერთან პიტა კარის ჩარჩოს ეყრდნობა. გზას არ მიღობავს, მაგრამ აშკარად
ცდილობს ჩემი ყურადღება მიიქციოს.
- ჰა, დელი კარტრაიტი. წარმოგიდგენია, კაპიტოლიუმში ორეული გამო-
უჩნდა.
აშკარად ახსნა-განმარტებას ელის ჩემგან და მეც მინდა ვუპასუხო. მან ჩემ
დასახმარებლად იცრუა. აი, კიდევ ერთხელ ვალში ვარ მის წინაშე. რა და-
შავდება, გოგოს შესახებ სიმართლე რომ ვუთხრა? პირიქით, იქნებ ბარი-
ბარში აღმოვჩნდეთ. ჩემი ნათქვამი სადმე რომც წამოსცდეს, დიდი არაფე-
რი. მე მხოლოდ მომხდარს შევესწარი. თანაც, პიტამაც ისევე იცრუა დელი
კარტრაიტზე, როგორც მე.
იმ გოგოზე ვინმესთან საუბარი ისედაც მინდა - ისეთ ვინმესთან, ვინც ამ-
ბის გარკვევაში დამეხმარება. პირველი არჩევანი ალბათ გეილი იქნებოდა,
მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, გეილი ისევ ვიხილო. პიტას რომ ეს ამბავი
ვუამბო, ჩემთვის საზიანო ვერანაირად ვერ იქნება. პირიქით, საიდუმლოს
მისთვის გამხელით იფიქრებს, რომ მისი მეგობარი ვარ.
გარდა ამისა, ეს ენაამოგლეჯილი გოგონა მაშინებს და მახსენებს, რატომ
ვარ აქ - მოდურ ტანისამოსში გამოსაპრანჭად და დელიკატესების საჭმე-
ლად კი არა, მრავალრიცხოვანი ბრბოს თვალწინ სასიკვდილოდ ჩამოგვიყ-
ვანეს.
58
ვუთხრა თუ არ ვუთხრა? ღვინის წყალობით ტვინი ნელა მიმუშავებს. ცა-
რიელ დერეფანს გავყურებ, თითქოს პასუხი იქ იმალება.
პიტა ხედავს, რომ ვყოყმანობ.
- სახურავზე ყოფილხარ?
მე თავს ვაქნევ.
- ცინამ მაჩვენა. იქიდან პრაქტიკულად მთელი ქალაქი ჩანს. ოღონდ ქა-
რი ზედმეტად ხმაურობს.
გონებაში ამ სიტყვებს ასე ვთარგმნი: იქ ჩვენს საუბარს ვერავინ მოისმენს.
აქ ყოველთვის იმის შეგრძნება გაქვს, რომ გითვალთვალებენ.
- სახურავზე ასვლა შეგვიძლია?
- კი. წამოდი, - მეპატიჟება პიტა. სახურავამდე კიბით ავდივართ. ზემოთ
გუმბათოვანი ოთახია, საიდანაც კარი სახურავზე გადის. გრილ, ქარიან სა-
ღამოს გარეთ გავდივართ და სუნთქვა მეკვრის: კაპიტოლიუმი ციცინათელე-
ბის უკიდეგანო მინდორივით ციმციმებს. მე-12 რაიონში ელექტროენერგია
დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათით გვაქვს, მხოლოდ მაშინ, როცა ტელე-
ვიზიით თამაშებს ან მნიშვნელოვან სამთავრობო გამოსვლას გადმოსცემენ.
მათი ყურება სავალდებულოა. ღამეებს ხშირად სანთლის შუქზე ვატარებთ.
მე-12 რაიონისგან განსხვავებით, კაპიტოლიუმში მოკლე ჩართვა არ მოხდე-
ბა. არასოდეს!
მე და პიტა სახურავის კიდეზე, რიკულებთან ვდგებით. ძირს ვიყურები. ქუ-
ჩა ხალხითაა სავსე. მანქანების ღმუილი, მძღოლების შეძახილები და ლი-
თონის უცნაური წკარუნი ისმის. მე-12 რაიონში ამ დროს ყველას სძინავს.
- ცინას ვკითხე, აქ რომ გვიშვებთ, არ გეშინიათ, შეწირულები სახურავი-
დან გადახტნენ-მეთქი, - ამბობს პიტა.
- რა გიპასუხა?
- ვერ გადახტებითო, - პიტა ხელს იშვერს ერთი შეხედვით ცარიელი სივ-
რცისკენ. ისმის მკვეთრი ტკაცუნი და პიტა ხელს უკან სწევს, - ელექტრული
ველი უკან, სახურავისკენ გამოგისვრის.
- როგორ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე! - ირონიას არ ვფარავ. ისე,
ცინამ კი უჩვენა პიტას სახურავი, მაგრამ ასე გვიან აქ ამოსვლა ნეტა შეიძ-
ლება? წინა თამაშებში საწვრთნელი ცენტრის სახურავზე მდგარი შეწირუ-
ლები არასდროს უჩვენებიათ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ტელეკა-
მერები არ გვიღებს, - როგორ ფიქრობ, ახლა გვიყურებენ?
59
- შეიძლება, - აღიარებს პიტა, - წამო, ბაღი გაჩვენო.
გუმბათის მეორე მხარეს ბაღია ყვავილნარითა და ქოთნის ხეებით. ხეებს
ასობით ზანზალაკი კიდია და ქარში წკარუნობს. აი, თურმე რის ხმა მესმო-
და. ბაღში ამ ქარიან ღამეს ჩვენ ორს ვერავინ მოგვისმენს. პიტას მოლოდი-
ნით აღსავსე მზერა აქვს.
მე ვითომ ყვავილებს ვათვალიერებ, თან ჩურჩულით ვუამბობ:
- ერთხელ ტყეში ჩასაფრებულები ველოდით ნადირის გამოჩენას.
- შენ და მამაშენი? - ჩურჩულით მეკითხება პიტაც.
- არა, მე და ჩემი მეგობარი გეილი. უცებ ყველა ფრინველმა შეწყვიტა
ჭიკჭიკი, გარდა ერთისა, გამაფრთხილებლად. შემდეგ გოგო დავინახეთ.
დარწმუნებული ვარ, ეს იყო, მიმტანი. ბიჭიც ახლდა. ჩამოძონძილები და
თვალებჩაშავებულები ისე სწრაფად მორბოდნენ, თითქოს თავად სიკვდილი
მოსდევდათ, - ვამბობ მე.
წუთით ვდუმდები, რადგან მახსენდება, როგორ გაგვაშეშა მე და გეილი
ამ უცნაური, აშკარად არა მე-12 რაიონელი წყვილის ტყეში დანახვამ. მოგ-
ვიანებით ვინანეთ, იქნებ როგორმე დავხმარებოდითო, თუნდაც - დაგვემა-
ლა, მაგრამ მაშინ მოულოდნელობისგან ძალიან დავიბენით. მე და გეილი
მონადირეები ვართ და გვინახავს, როგორია კუთხეში მიმწყვდეული ნადი-
რი. წყვილის დანახვისთანავე მივხვდით, რომ საფრთხეს გაურბოდნენ. მივ-
ხვდით, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოგვიცვლია. მხოლოდ ვუყურებდით...
- მერე თითქოს არსაიდან ჰოვერკრაფტი გამოჩნდა, - ვაგრძელებ თხრო-
ბას, - ერთ წამს ცა ცარიელი იყო, მეორე წამს კი იქ ჰოვერკრაფტი დაეკიდა.
ეს ყველაფერი უხმოდ მოხდა, მაგრამ წყვილმა ის დაინახა. გოგოს თავზე
ბადე დაეცა და ლიფტივით სწრაფად აიტაცა ზემოთ. ბიჭს რაღაც შუბისმაგ-
ვარი ესროლეს. შუბი სადენზე იყო გაბმული და შუბგაყრილი ბიჭიც ზემოთ
აათრიეს. თუმცა, ის ალბათ უკვე მკვდარი იყო. გოგომ ერთხელ დაიკივლა.
მგონი, ბიჭს ეძახდა. ჰოვერკრაფტი როგორც გამოჩნდა, ისევე გაქრა. ჩიტებ-
მა კი ჭიკჭიკი განაგრძეს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- იმათ დაგინახეს? - მკითხა პიტამ.
- არ ვიცი. ხის ფოთლებს ვიყავით ამოფარებულები, - არადა, მახსოვს,
სანამ ჰოვერკრაფტი გამოჩნდებოდა, გოგონამ თვალი მოგვკრა. მე შემომ-
ხედა და გვიშველეთო დაიძახა. მე და გეილს პასუხი არ გაგვიცია.
- ცახცახებ, - მეუბნება პიტა.
60
ქარმა და იმ ამბის გახსენებამ სხეული გამიყინა. გოგოს კივილი. იქნებ ეს
მისი ბოლო ბგერები იყო?
პიტა ჟაკეტს იხდის და მხრებზე მასხამს. მე ვკრთები და მისგან დას-
ხლტომას ვაპირებ, მაგრამ შემოთავაზებულ ჟაკეტსა და სიკეთეზე უარს ვერ
ვეუბნები. მეგობარი მეგობარს ამაზე უარს ვერ ეტყვის, ხომ ასეა?!
- აქაურები იყვნენ? - მეკითხება პიტა და ყელთან ღილს მიკრავს.
თავს ვუქნევ. ბიჭიც და გოგოც კაპიტოლიუმელებს ჰგავდნენ.
- როგორ გგონია, სად გარბოდნენ?
- ეგ არ ვიცი, და არც ის, აქედან საერთოდ რატომ გაიქცნენ.
მე-12 რაიონი სასაზღვრო მხარეა. ჩვენ მერე მხოლოდ უღრანი და უკაც-
რიელი ტყეებია, თუ ტოქსიკური ბომბით განადგურებულ მე-13 რაიონს არ
ჩავთვლით, რომელსაც ჯერაც კვამლი ასდის. ხანდახან ტელევიზორში გვიჩ-
ვენებენ ნანგრევებს, რათა შეგვახსენონ, რა მოსდით კაპიტოლიუმის
მტრებს. ჰეიმიჩმა ავოქსებს მოღალატეები უწოდა. ვის უღალატებდნენ, თუ
არა კაპიტოლიუმს? მაგრამ აქ ყველაფერი აქვთ და რატომ უნდა აჯანყებუ-
ლიყვნენ?
- მე გავიქცეოდი აქედან, - ამბობს უეცრად პიტა და აღელვებული იხედე-
ბა აქეთ-იქით. ზედმეტად ხმამაღლა წამოსცდა და შეიძლებოდა ზანზალაკე-
ბის წკარუნშიც გაეგონათ. მერე ეცინება, - ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით
დავბრუნდებოდი შინ. ისე, საჭმელი აქ მართლაც დიდებული აქვთ.
ისევ გამოძვრა. მხოლოდ ეს რომ გაგეგონათ, იფიქრებდით, შეშინებული
შეწირულის სიტყვებია და არა კაპიტოლიუმის უეჭველ სიკეთეში დაეჭვებუ-
ლისო.
- აცივდა. შიგნით შევიდეთ... შენი მეგობარი გეილი ის ბიჭია, მკის დღეს
შენი და რომ წაიყვანა? - მეკითხება პიტა.
გუმბათის ქვეშ სითბო და სინათლეა.
- ჰო. იცნობ მას?
- შორიდან. ხშირად მესმის, როგორ ჭორაობენ გოგოები მასზე. მეგონა,
შენი ნათესავი იყო. ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ.
- არა, ნათესავები არ ვართ.
პიტა თავს მიქნევს. არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
- შენთან დასამშვიდობებლად მოვიდა?

61
- დიახ, - ვპასუხობ და ფრთხილად ვათვალიერებ მის სახეს, - მამაშენიც
დამემშვიდობა. ნამცხვრები მომიტანა.
პიტა წარბებს სწევს, თითქოს ეს ამბავი პირველად ესმისო. მაგრამ ისე
ოსტატურად იტყუება ხოლმე, მისი გაკვირვებისა არ მჯერა.
- მართლა? შენ და შენი და ძალიან მოსწონხართ. მგონი, ნატრობს, ამ-
დენი ბიჭის მაგივრად გოგოები მყოლოდაო.
აზრი, რომ პიტას სახლში, მაგიდასთან ან გახურებულ თონესთან გან-
ხილვის საგანი ვყოფილვარ, მაკრთობს. ალბათ ჩემზე მაშინ საუბრობდნენ,
როცა დედა ოთახიდან გადიოდა.
- ბავშვობაში დედაშენს იცნობდა, - ამატებს პიტა.
კიდევ ერთი მოულოდნელი სიახლე. სიმართლეს ჰგავს.
- აჰ, ჰო, დედაჩემი ქალაქში იზრდებოდა...
უზრდელობა იქნება იმის აღნიშვნა, რომ დედაჩემს ხაბაზი მხოლოდ მისი
პურის შექებისას ახსენდებოდა.
ჩემი ნომრის კართან პიტას ჟაკეტს ვუბრუნებ.
- აბა, დილამდე.
- ნახვამდის.
ნომერში წითური გოგო ჩემს ტრიკოს და ჩექმებს იატაკიდან იღებს - შხა-
პის მიღებამდე იქ დავყარე. მინდა მოვუბოდიშო იმისთვის, რომ ცოტა ხნის
წინ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე, მაგრამ მახსენდება, რომ მისთვის
მხოლოდ ბრძანების მიცემა შემიძლია და სხვანაირად ვერ გამოველაპარა-
კები.
- ბოდიში, ესენი ცინასთან უნდა წამეღო. შეგიძლია შენ მიუტანო?
გოგო თვალს მარიდებს. თავს ოდნავ მიქნევს და კარისკენ მიდის.
მინდა, სადილის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ უეცრად ვიაზრებ, სა-
ბოდიშო უფრო ბევრი მაქვს. მრცხვენია, რომ ტყეში არ მივეშველე. კაპიტო-
ლიუმს მისი მეგობრის მოკვლასა და მისთვის ენის ამოგლეჯვაში ხელი არ
შევუშალე.
მაშინ თითქოს ტელევიზორში თამაშებს ვუყურებდი.
ფეხსაცმელს ვიხდი და ლოგინში ტანსაცმლიანად ვწვები. ჯერ კიდევ
ვცახცახებ. შეიძლება გოგოს აღარც კი ვახსოვარ. მაგრამ არა, ვიცი, რომ
ვახსოვარ. ძნელია დაივიწყო შენი უკანასკნელი იმედის სახე. საბანს თავზე
ვიფარებ, თითქოს ასე დავემალები წითურ გოგონას, რომელიც ვეღარ ლა-
62
პარაკობს. მისი გამჭოლი მზერა კედლებში, კარსა და საბანში აღწევს.
ვგრძნობ, რომ დაჟინებით მომჩერებია.
ალბათ სიამოვნებით უყურებს, როგორ მოვკვდები.

7.

ძილში კოშმარები მაწუხებს. ერთმანეთს ენაცვლება წითური გოგონას სა-


ხე, შიმშილის თამაშების სისხლიანი მომენტები, თთავის თავში ჩაკეტილი
დედაჩემი და გამხდარი, შეშინებული პრიმი. მამაჩემს ვეძახი გაიქეცი-მეთქი,
მაგრამ მაღარო ათასობით ცეცხლოვან ნაწილად ფეთქდება და მეღვიძება.
ფანჯრიდან განთიადის მკრთალი შუქი შემოდის. კაპიტოლიუმში ნისლი
ჩამოწოლილა. თავი მტკივა და ლოყა მეწვის, მგონი ძილში ვიკბინე. ენის
წვერით ვეხები იარას და სისხლის გემოს ვგრძნობ.
საწოლიდან ვდგები და საშხაპისკენ მივჩანჩალებ. მართვის მოწყობილო-
ბათა დაფაზე დაუფიქრებლად ვაწვები ღილაკებს და ერთდროულად ყინუ-
ლივით ცივი და ორთქლიანი მდუღარე წყლის ჭავლში მოხვედრილი ვხტუ-
ნავ. მერე ლიმონის ქაფის ნიაღვარში ლამის ვიხრჩობი, ქაფს უხეში ჯაგრი-
სით ვიფხეკ ტანიდან. არა უშავს. სამაგიეროდ, ძარღვებში სისხლი ამოძრავ-
და.
ტანს ვიმშრალებ და ლოსიონით ვიზელ. კარადასთან ჩემთვის სამოსი
დაუტოვებიათ. ვიწრო შავი შარვალია, გრძელსახელოიანი წითელი ტუნიკა
და ტყავის ფეხსაცმელი. თმას უკან ერთ ნაწნავად ვიკრავ. მკის დღიდან მო-
ყოლებული, სარკიდან ისევ ნაცნობი ქეთნისი მიყურებს. არც ლამაზი ვარ-
ცხნილობა, არც მოდური სამოსი და არც ცეცხლოვანი მოსასხამი. ძველებუ-
რი მე ვარ. თითქოს ისევ ტყეში მივდივარ. ეს აზრი მამშვიდებს.
ჰეიმიჩს ჩვენთვის ზუსტი დრო არ დაუთქვამს. არც ვინმე მოსულა ჩემ გა-
საღვიძებლად, მაგრამ მე მშია და იმის იმედით, რომ საუზმე უკვე მზადაა,
სასადილოში ჩავდივარ. საუზმე მართლაც მზადაა. მაგიდა გაუწყობელია,
მაგრამ იქვე, დახლზე სულ ცოტა ოცი სახეობის კერძი დევს. დახლთან
ახალგაზრდა ავოქსი მიმტანი დგას და მზადაა მომემსახუროს. მე ვეკითხები,
თუ შეიძლება თვითონ დავილაგო რაც მინდა-მეთქი, ის უხმოდ მიქნევს
თავს. ლანგარზე კვერცხებს, სოსისებს, ფორთოხლისჯემიან ბლინებს და
63
ნესვის ნაჭრებს ვაწყობ. მადიანად ვილუკმები და კაპიტოლიუმში მზის ამოს-
ვლას ვუყურებ. მეორე ჯამში ძროხის ხორცის წვნიანი მისხია. წვნიანის შეხ-
ვრეპის შემდეგ ფუნთუშები მომაქვს, ვაქუცმაცებ და შოკოლადში ვაწობ, რო-
გორც პიტა აკეთებდა მატარებელში.
გონებით დედაჩემთან და პრიმთან დავფრინავ. ალბათ უკვე ფეხზე
არიან. დედა საუზმედ ფაფას ამზადებს. პრიმი თხას წველის, სანამ სკოლაში
წავა. სულ ორი დღის წინ მეც სახლში ვიყავი. ხომ არ მეშლება? დიახ, სულ
ორი დღის 'წინ, ახლა კი ამ სიშორიდანაც ვგრძნობ, როგორ დაცარიელდა
ჩემი სახლი. ნეტა რა თქვეს წუხელ ჩემი ცეცხლოვანი დებიუტის ყურებისას?
იმედი ჩაესახათ თუ უფრო დაფრთხნენ რკალად შეკრული ოცდაოთხი შეწი-
რულის დანახვაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადარჩება?
ოთახში ჰეიმიჩი და პიტა შემოდიან, მესალმებიან და თეფშებს ივსებენ.
პიტასაც ზუსტად ჩემნაირი სამოსი აცვია და ეს მაშინებს. არენაზე ეს ტყუპო-
ბანას თამაში არაფერს გვარგებს. ამას სტილისტები ვერ უნდა ხვდებოდ-
ნენ?! აუცილებლად უნდა ველაპარაკო ცინას! ამ დროს მახსენდება ჰეიმიჩის
სიტყვები, სტილისტების რჩევას ყოველთვის ყური დაუგდეო. ცინას ადგილას
სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ მის სიტყვებს წავუყრუებდი. მაგრამ წუხანდე-
ლი ტრიუმფის შემდეგ მისი არჩევანის დაწუნების უფლება ნაკლებად მაქვს.
ვნერვიულობ. სამი დღის განმავლობაში ყველა შეწირულმა ერთად უნდა
ივარჯიშოს. ბოლო საღამოს სათითაოდ წარგვადგენენ თამაშის შემოქმე-
დებთან. სხვა შეწირულებთან პირისპირ შეხვედრა ცოტათი მაშინებს. ხელში
ფუნთუშას ვატრიალებ, მადა დამეკარგა.
ჰეიმიჩმა რამდენიმე თეფში მოასუფთავა და ბოლოს ხვნეშით გასწია გან-
ზე. უბის ჯიბიდან მათარას იღებს, პირზე იყუდებს და გრძელი ყლუპის შემ-
დეგ იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა.
- აბა, ახლა საქმეს მივხედოთ. დღეს ვარჯიშს იწყებთ. თუ გნებავთ, შემიძ-
ლია ცალ-ცალკე მოგამზადოთ. ახლავე გადაწყვიტეთ!
- ცალ-ცალკე რატომ უნდა მოგვამზადოთ? - ვეკითხები მე.
- რა ვიცი, იქნებ არ გინდა შენი მოხერხებულობა პიტას დაანახვო? - ამ-
ბობს ჰეიმიჩი.
მე და პიტა წამით ვავლებთ თვალს ერთმანეთს.

64
- ისეთი უნარი არ გამაჩნია, რომ დამალვა საჭირო იყოს, - ამბობს პიტა, -
თანაც, უკვე ვიცი, შენ რა შეგიძლია. შენი მონადირებული ციყვები ბევრჯერ
მიჭამია.
არასდროს დავფიქრებულვარ, რომ იმ ციყვებს პიტა ჭამდა. რატომღაც
სულ წარმოვიდგენდი, რომ ხაბაზი თავისთვის იწვავდა ციყვებს და მარტო
მიირთმევდა. არა იმიტომ, რომ ხაბაზს მსუნაგად მივიჩნევდი, უბრალოდ, ქა-
ლაქელები საყასბოში ძვირად ნაყიდ ხორცს არიან დაჩვეულები: ძროხას,
ქათამს, ცხენს.
- ერთად მოგვამზადეთ, - ვეუბნები ჰეიმიჩს. პიტაც თავს უქნევს.
- კარგი, მაშ, მითხარით, რისი კეთება შეგიძლიათ, - გვთხოვს ჰეიმიჩი.
- არაფრის, - ეუბნება პიტა, - პურის ცხობის გარდა.
- სამწუხაროდ, ეგ არ გამოგადგება. ქეთნის, უკვე ვიცი, რომ დანას მარ-
ჯვედ ისვრი, - ჩემკენ ტრიალდება ჰეიმიჩი.
- არც ისე. მშვილდ-ისრით უკეთ ვნადირობ, - ვეუბნები მე.
- კარგი მონადირე ხარ?
ვფიქრდები. ხუთი წელია, ოჯახს მე ვარჩენ. ეს იოლი საქმე არაა. მამაჩე-
მივით საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ის ჩემზე ბევრად გამოცდილიც იყო. გე-
ილზე უკეთესი მიზანიც მაქვს და გამოცდილებაც. სამაგიეროდ, გეილი მა-
ხეების დაგების დიდოსტატია.
- არა მიშავს, - ვპასუხობ ჰეიმიჩს.
- დიდებული მონადირეა, - ამბობს პიტა, - მამაჩემი მისგან ციყვებს ყიდუ-
ლობს. ყოველთვის აღნიშნავს, ისარს ხორცი არ გაუგლეჯიაო. ქეთნისი მუ-
დამ თვალში ახვედრებს ისარს. ყასბისთვის მიყიდული კურდღლების შემ-
თხვევაშიც ასეა. ირმის მონადირებაც კი შეუძლია.
პიტასგან ჩემი მოხერხებულობის შექება ძლიერ მაოცებს. არ მეგონა, ასე
თუ მაკვირდებოდა, და არ ველოდი, ასე თუ შემაქებდა.
- რას აკეთებ? - ვეკითხები დაეჭვებული.
- თუ გინდა, რომ დაგეხმაროს, ზუსტად უნდა იცოდეს, რა შეგიძლია. საკუ-
თარ თავს სათანადოდ არ აფასებ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ უფრო ვღიზიანდები.
- შენზე რას იტყვი? ბევრჯერ შემიმჩნევიხარ ბაზარში. ორმოცდაათკი-
ლოიანი ფქვილის ტომრები დაგქონდა, - პირში ვახლი, - ესეც უთხარი, ეს
არაფერია?
65
- ჰო, აბა რა, არენა ალბათ ფქვილის ტომრებითაა სავსე, რომ სხვებს
ვესროლო ხოლმე. იარაღის ხმარება სხვა რამეა და ეს შენც კარგად იცი, -
პასუხს მიბრუნებს პიტა.
- ჭიდაობაც შეუძლია, - ვეუბნები ჰეიმიჩს, - შარშან სკოლის შეჯიბრებაში
მეორე ადგილი აიღო, მხოლოდ ძმას ჩამორჩა.
- ან ეგ რაში გამომადგება? სად გინახავს ერთს მეორე ჭიდაობით მოეკ-
ლას? - დამცინავად ამბობს პიტა.
- ხელჩართული ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, დანა იშოვო
და გადარჩენის შანსი მეტი გექნება. მე თუ ვინმე დამეტაკა, ჩათვალე, რომ
მკვდარი ვარ! - ყურში ჩემივე ამაღლებული ხმა ჩამესმის.
- მაგრამ შენამდე ვერავინ მოვა! სადმე ხის ტოტზე იჯდები, ციყვებს უმად
შეჭამ და ხალხს ზემოდან ისრებით დახოცავ. იცი, გამოსამშვიდობებლად
მოსულმა დედაჩემმა გასამხნევებლად რა მითხრა? იქნებ მე-12 რაიონს, ბო-
ლოს და ბოლოს, ეღირსოს გამარჯვებულიო, - პიტაც ღრიალებს.
- კარგი რა, უეჭველად შენ გგულისხმობდა.
- არა, ასე თქვა, ის გოგო ბევრ რამეს გადარჩენილა და კი გადაურჩებაო,
- ამბობს პიტა.
ენა მივარდება. ნუთუ დედამისმა მართლა უთხრა ჩემზე ასეთი რამ? ნუთუ
საკუთარ შვილზე მაღლა მე დამაყენა? პიტას თვალებში ტკივილს ვხედავ
და ვხვდები, რომ არ ტყუის.
უცებ თითქოს ისევ საცხობის უკან ვჩნდები, წვიმის ცივი წვეთებით გალუმ-
პული, მუცელში სიცარიელეს ვგრძნობ; თითქოს ისევ თერთმეტი წლისა ვამ-
ბობ სიტყვებს:
- ის გოგო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაეხმარა.
პიტა ჩემს ხელებში მოქცეულ ფუნთუშას დაჰყურებს და ვხვდები, რომ მა-
საც ის წვიმიანი დღე ახსენდება. მაგრამ მხოლოდ მხრებს იჩეჩავს:
- ხალხი არენაზეც დაგეხმარება. სპონსორები არ გამოგელევა.
- არც შენ.
პიტა თვალს მარიდებს და მზერა ჰეიმიჩზე გადააქვს.
- წარმოდგენა არ აქვს, რამხელა შთაბეჭდილებას ახდენს ხალხზე, - მა-
გიდის ზედაპირს ფრჩხილით კაწრავს.
ვითომ ეს რაღას ნიშნავს? ხალხი დამეხმარება? შიმშილით ვიხოცებო-
დით, მაგრამ არავინ დამხმარებია! არავინ, პიტას გარდა. მხოლოდ მაშინ
66
შეიცვალა ვითარება, საქმე საქონლის გაცვლაზე რომ მიდგა. ვაჭრობა მე-
ხერხება. თუ არა? აბა, მე რა შთაბეჭდილებას უნდა ვახდენდე ვინმეზე? ვი-
თომ სუსტი და ღარიბი ვარ და ხალხს ამიტომაც ვეცოდები? თავი ტყუილად
მგონია ყოჩაღი? შეიძლება ზოგიერთი ვაჭარი გულუხვობას იჩენდა ჩემ მი-
მართ, მაგრამ ამას ყოველთვის მამაჩემისადმი პატივისცემას მივაწერდი.
თანაც, ჩემი ნანადირევი საუკეთესოა. არა, მე არავინ მიცოდებდა.
ფუნთუშას დაბღვერილი დავყურებ. პიტას ჩემი წყენინება უნდოდა.
წუთის შემდეგ ჰეიმიჩი ამბობს:
- მაშ, კარგი. მოდი, ასე შევთანხმდეთ: ქეთნის, გარანტიას ვერ მოგცემ,
რომ არენაზე მშვილდ-ისარი გექნება, მაგრამ თამაშის შემოქმედებთან წარ-
დგენისას ყველაფერი უნდა აჩვენო, რაც შეგიძლია. მანამდე მშვილდოსნო-
ბა დაივიწყე. ხაფანგების დაგება იცი?
- რამდენჯერმე დამიგია მახე, - ვბურტყუნებ.
- საკვების მოპოვება სხვანაირად გაგიჭირდება, - ამბობს ჰეიმიჩი, - პიტა
მართალია, არენაზე საკუთარ შესაძლებლობებში ნურასდროს დაეჭვდები.
ზოგჯერ ღონე მოთამაშეს დიდ უპირატესობას ანიჭებს. საწვრთნელ ცენტრში
სიმძიმეებს აგაწევინებენ, მაგრამ სხვა შეწირულებს ნუ აჩვენებ, რამსიმძიმის
აწევა შეგიძლია. ამას ორივეს გეუბნებით. ჯგუფურ ვარჯიშებზე ეცადეთ, ისე-
თი რამ ისწავლოთ, რაც ჯერ არ იცით. მაგალითად, შუბის სროლა, კეტის
ქნევა, კვანძის კარგად შეკვრა. თამაშის შემოქმედებთან წარდგენამდე თქვე-
ნი საუკეთესო უნარ-თვისებები არ გამოავლინოთ. გასაგებია? - მე და პიტა
თავს ვუქნევთ, - და ბოლოს, საჯაროდ ყველას ყოველთვის ერთად დაენახ-
ვებით, - ამბობს ჰეიმიჩი. მე და პიტა გაპროტესტებას ვაპირებთ, მაგრამ ჰე-
იმიჩი მაგიდაზე აბრახუნებს მუშტს, - ყოველ წუთს! ეს განხილვას არ ექვემ-
დებარება! თქვენ დამთანხმდით, რომ დამიჯერებდით! ერთად ივლით და
ერთმანეთს თავაზიანად მოეპყრობით. ახლა კი წადით. ათ საათზე ეფის
ლიფტთან შეხვდით და სავარჯიშოდ ის წაგიყვანთ.
ტუჩის კვნეტით შევდივარ ჩემს ოთახში და პიტას გასაგონად განგებ ძლი-
ერად ვაჯახუნებ კარს. საწოლზე ვზივარ და მეზიზღება ჰეიმიჩიც, პიტაც და
საკუთარი თავიც იმისთვის, რომ ის წვიმიანი დღე გავიხსენე.
რა სისულელეა! მე და პიტამ თავი მეგობრებად უნდა მოვაჩვენოთ! ჩვენი
თავი ძლიერებად წარმოვაჩინოთ და ერთმანეთს მოხერხებულობა შევუ-
ქოთ. არადა, დადგება დრო და სასიკვდილო მეტოქეები გავხდებით. ამის-
67
თვის მზადებას ახლავე დავიწყებდი, ჰეიმიჩის სულელური მითითება რომ
არა, შენ და პიტა ვარჯიშებზე ერთმანეთს არ მოშორდეთო. ჩემი ბრალია,
უნდა მეთქვა, ცალ-ცალკე მოგვამზადე-მეთქი. მე ის კი არ მინდოდა, სულ
პიტასთან ერთად ვყოფილიყავი. სხვათა შორის, არც პიტა იწვის ჩემი მეწ-
ყვილეობის სურვილით.
თავში პიტას ხმა ჩამესმის: წარმოდგენა არ აქვს, რამხელა შთაბეჭდილე-
ბას ახდენს ხალხზე. აშკარად დამცინა, არა? მაგრამ გულის სიღრმეში მინდა
მჯეროდეს, რომ ეს კომპლიმენტი იყო, რომ მას მიმზიდველად მივაჩნივარ.
უცნაურია, რამდენი რამ სცოდნია ჩემზე. მაგალითად, სცოდნია, რომ კარგი
მონადირე ვარ. მაგრამ მეც ხომ ვიცი, ის ფქვილის ტომრებს რომ დაათრევ-
და, ან რომ ჭიდაობდა. ბიჭს, რომელმაც პური მომცა, მეც თვალს ვადევნებ-
დი!
ათი საათი ხდება. კბილებს ვიხეხავ და თმას ვიშლი. ბრაზმა სხვა შეწირუ-
ლებთან შეხვედრის მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა მცირე ხნით
გადამავიწყა, მაგრამ ახლა ისევ მომეძალა. ჩემდა უნებურად ფრჩხილების
კვნეტა დამიწყია. ლიფტთან მომლოდინე ეფის და პიტას რომ ვუახლოვდე-
ბი, ფრჩხილების კვნეტას მაშინვე ვწყვეტ.
საწვრთნელი დარბაზები მიწის ქვემოთ, პირველსავე სართულზე მდება-
რეობს. ამ ლიფტით იქ წუთში მოხვდები. კარი იღება და ვრცელ დარბაზს
ვხედავთ. ბევრი იარაღი და წინაღობა. ჯერ ათიც არ გამხდარა, მაგრამ ბო-
ლონი ვართ. სხვა შეწირულებს დაძაბულებს შეუკრავთ რკალი. პერანგებზე
ყველას კვადრატულ ნაჭერზე გამოსახული თავისი რაიონის ნომერი აქვს
მიმაგრებული. სანამ მეც ჩემი რაიონის ნომერს მიმაგრებენ ზურგზე, იქაუ-
რობას სწრაფად ვათვალიერებ. მხოლოდ მე და პიტას გვაცვია ერთნაირი
სამოსი.
წრეში ვდგებით და მთავარი მწვრთნელი, მაღალი, ათლეტური ქალი, სა-
ხელად ატალა, სავარჯიშო განრიგს გვაცნობს. სხვადასხვა დარგის ექსპერ-
ტები თავთავიანთ ბაზებში დაგველოდებიან, ჩვენი მენტორის მითითებისა-
მებრ, ნებისმიერთან შეგვიძლია მისვლა. ზოგიერთ ბაზაში გადარჩენის ხერ-
ხებს ასწავლიან, ზოგან - ბრძოლის ტექნიკას. სხვა შეწირულთან საბრძო-
ლო ვარჯიში გვეკრძალება. გაპაექრება მხოლოდ თანარაიონელთან შეიძ-
ლება.

68
სანამ ატალა ბაზების სიას კითხულობს, მე სხვა შეწირულებს ვაკვირდები.
ეს ჩვენი პირველი შეკრებაა, როცა გვერდიგვერდ ვდგავართ უბრალო სა-
მოსში. გული მეკუმშება. თითქმის ყველა ბიჭი და გოგოების ნახევარზე მეტი
ჩემზე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს არ ჰქონია დალხე-
ნილი ცხოვრება. არც მათთვისაა უცხო შიმშილი. ეს ძვლებზე, კანსა და უსი-
ცოცხლო თვალებზე ეტყობათ. შეიძლება აღნაგობით მათზე პატარა ვჩან-
ვარ, მაგრამ ჩემი საზრიანობა გარკვეულ უპირატესობას მანიჭებს. სხვებზე
გამხდარი კი ვარ, მაგრამ მათზე ძლიერი ვარ და წელგამართული ვდგავარ.
ხორცმა და მცენარეულმა საკვებმა და იმ ფიზიკურმა თუ გონებრივმა შრო-
მამ, რაც ტყეში მათ მოსაპოვებლად მჭირდებოდა, ჯანსაღი სხეული განმივი-
თარა. ჩემ გარშემო სხვა ჩემნაირს ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით შედარე-
ბით მდიდარი რაიონის წარმომადგენლებს - მოხალისეებს, რომლებსაც
მთელი ცხოვრება ასმევ-აჭმევდნენ და წვრთნიდნენ მხოლოდ და მხოლოდ
ამ თამაშებისთვის. 1-ლი, მე-2 და მე-4 რაიონელები ტრადიციულად მომზა-
დებულები ჩამოდიან წესით, შეწირულის გაწვრთნა მხოლოდ კაპიტოლიუმში
შეიძლება, მაგრამ ამ წესს ყოველ წელს არღვევენ. ასეთებს პროფესიონალ
შეწირულებსაან, შემოკლებით, პროფესიონალებს ვეძახით. დიდი ალბათო-
ბით, გამარჯვებულიც რომელიმე მათგანი იქნება.
ჩემი წუხანდელი ცეცხლოვანი დებიუტი ჩემი კონკურენტების გარემოცვაში
ჩვენი გამოჩენისთანავე ყველას ავიწყდება. გუშინ სხვა შეწირულებს ჩვენი
იმიტომ შეშურდათ, რომ ჩვენი სტილისტები იყვნენ შეუდარებლები და არა -
ჩვენ. ახლა პროფესიონალების თვალებში მხოლოდ ზიზღს ვხედავ. თითოე-
ული 25-50 კილოგრამით უფრო მძიმეა ჩემზე. სისასტიკესა და სიამაყეს ას-
ხივებენ. ატალა გვეუბნება, დაიშალეთო. პროფესიონალები ყველაზე სასიკ-
ვდილო იარაღებისკენ მიდიან და ხელში ბუმბულივით ატრიალებენ.
კიდევ კარგი, სწრაფი ვარ-მეთქი, ვფიქრობ. უცებ პიტა მკლავზე მსუბუქად
მკრავს ხელს. მე შიშით ვხტები. ჰეიმიჩის მითითების თანახმად, პიტა გვერ-
დიდან არ მცილდება. უხალისოდ გამოიყურება.
- რით დავიწყოთ?
გარშემო ვიხედები. პროფესიონალები თავის გამოჩენას და სხვების და-
შინებას ცდილობენ. მათგან მზერა დამშეულ და გამოუცდელ შეწირულებზე
გადამაქვს, რომლებიც აცახცახებულები პირველად ვარჯიშობენ ნაჯახითა
და დანით.
69
- მოდი, კვანძის შეკვრით დავიწყოთ, - ვამბობ მე.
- ეგრე იყოს, - მეთანხმება პიტა. ცარიელ ბაზასთან მივდივართ.
მწვრთნელს შეგირდების დანახვა სიამოვნებს. როგორც ჩანს, კვანძის შეკ-
ვრა შიმშილის თამაშებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. მწვრთნე-
ლი ამჩნევს, რომ მახეების რაღაც გამეგება და უბრალო, მაგრამ ბრწყინვა-
ლე ხაფანგს მიჩვენებს, რომელიც თამაშის მონაწილეს ხეზე ცალი ფეხით
ჩამოკიდებულს დატოვებს. თითქმის ერთ საათს ვანდომებთ ხაფანგის დაგე-
ბის შესწავლას. შემდეგ კამუფლაჟზე გადავდივართ. პიტას ამ ბაზაში ყოფნა
მოსწონს, სიამოვნებით ითხაპნის კანზე ტალახს, თიხას და კენკრის წვენს.
ფოთლებისა და ვაზის ყლორტების ნახატებით იფარება. კამუფლაჟის ბაზის
მწვრთნელი ძალიან გახარებულია მისი მონდომებულობით.
- მე ნამცხვრებს ვაცხობ, - აღიარებს პიტა.
- ნამცხვრებს? რა ნამცხვრებს? - თან მე-2 რაიონელ ბიჭს არ ვაშორებ
თვალს; ბიჭმა თხუთმეტი მეტრიდან ადამიანის ფიტულს გულში გაუყარა შუ-
ბი.
- მოსარკლულ ნამცხვრებს ვაცხობ შინ, - მიხსნის პიტა.
ასეთ ნამცხვრებს ვიტრინებში გამოფენენ ხოლმე. ყვავილებითა და ლა-
მაზ-ლამაზი ფიგურებით მოხატული ნამცხვრებია. ასეთებს დაბადების დღე-
ებზე ან საახალწლოდ ყიდულობენ. მოედანზე ყოფნისას პრიმი ყოველთვის
მიმათრევს მათ დასათვალიერებლად, თუმცა, საყიდელი ფული არასდროს
გვაქვს. მე-12 რაიონში ლამაზი ბევრი არაფერია და პრიმს უარს ვერ ვეუბნე-
ბი.
პიტას მკლავზე დახატულ ფიგურას უფრო ყურადღებით ვაკვირდები. ნა-
თელი და მუქი ფერების მონაცვლეობა ტყეში ფოთლებს შორის გამონათე-
ბული მზის სხივების თამაშს ჰგავს. საინტერესოა, სად უნახავს ეს, ის ხომ
ტყეში არასდროს ყოფილა! ვითომ საცხობის უკანა ეზოში მდგარ იმ ხმელ
ვაშლის ხეზე აკვირდებოდა? უცებ ეს ყველაფერი - მისი მოხერხებულობა,
საოცნებო ნამცხვრები და კამუფლაჟის ექსპერტის შექება - მაღიზიანებს და
ვცდილობ, კბილი გავკრა:
- რა კარგია. ცუდი ისაა, ნამცხვარივით ვინმეს გაყინვის საშუალება ძნე-
ლად თუ გექნება.
- გადაჭრით ნურაფერს იტყვი. არავინ იცის, არენაზე რა შეგხვდება. წარ-
მოიდგინე გიგანტური ტორტი...
70
- ...მოდი, ახლა სხვაგან წავიდეთ, - სიტყვის დამთავრებას არ ვაცლი.
ამგვარად, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მე და პიტა ერთი ბაზი-
დან მეორეში გადავდივართ და საჭირო ხელობებს ვეუფლებით: კოცონის
გაჩაღებას, დანის სროლას, თავშესაფრის მოწყობას. მიუხედავად ჰეიმიჩის
გაფრთხილებისა, ზედმეტად თავს ნუ გამოიჩენთო, პიტა ხელჩართულ
ბრძოლაში ბრწყინავს, მე კი საჭმელად ვარგის მცენარეებს თვალის დახამ-
ხამებაში ვარჩევ. თუმცა, მშვილდოსნობასა და სიმძიმეების აწევაში დიდად
არ ვაქტიურობთ და ამ ნიჭს თამაშის შემოქმედებისთვის ვინახავთ.
თამაშის შემოქმედები პირველი დღის მიწურულს გამოჩნდნენ. ოცზე მეტი
კაცი და მალი იქნებოდა; ყველას მეწამული მანტია აქვს შემოსხმული. დარ-
ბაზის ირგვლივ ამაღლებულ ადგილას სხდებიან ან გარს გვივლიან და
გვაკვირდებიან, ხან შენიშვნებს იწერენ, ხან მათთვის გაწყობილ მაგიდებთან
ქეიფობენ და ბევრ ჩვენგანს ყურადღებასაც არ აქცევენ, თუმცა აშკარად
ჩანს, რომ მე-12 რაიონელ შეწირულებზე თვალი უჭირავთ. რამდენჯერმე
შევამჩნიე, ერთ-ერთი თამაშის შემოქმედი თვალს არ მაცილებდა. ჩვენ რომ
გავდივართ საჭმელად, ისინი ჩვენს მწვრთნელებს ესაუბრებიან და სავარჯი-
შოდ დაბრუნებულებს ერთად შეჯგუფებულები გვხვდებიან.
საუზმეს და ვახშამს ჩვენს-ჩვენს სართულებზე მივირთმევთ. სადილს კი,
ოცდაოთხივე შეწირული - სავარჯიშო დარბაზის გვერდით მდებარე სასადი-
ლოში. აქ თვითმომსახურებაა. საჭმელი ურიკებშია ჩაწყობილი. პროფესიო-
ნალები, როგორც წესი, ერთ მაგიდასთან სხდებიან, თითქოს თავიანთი აღ-
მატებულების ჩვენება სურთ - ერთმანეთის არ გვეშინია, დანარჩენები კი ყუ-
რადღების ღირსადაც არ მიგვაჩნიხართო. დანარჩენი შეწირულების უმეტე-
სობა მარტო ზის გზას აცდენილი ცხვარივით. მე და პიტას არავინ გველაპა-
რაკება. ჩვენ ერთად ვსხედვართ და რადგან ჰეიმიჩი სულ ამას გვიჩიჩინებს,
ვცდილობთ, სადილობისას მეგობრულად ვისაუბროთ.
საუბრის თემის შერჩევა იოლი სულაც არაა. სახლის გახსენება მტკივნე-
ულია, აწმყოზე საუბარი - აუტანელი. ერთ დღეს პიტა პურის კალათას აცა-
რიელებს და მიჩვენებს, რომ კაპიტოლიუმურ გემრიელ პურთან ერთად სხვა
რაიონების პურის ნაჭრებიც ჩაუწყვიათ. ზღვის წყალმცენარეებით დამატებით
გამწვანებული თევზის ფორმის პური მე-4 რაიონისაა, მარცვლებით მოწინ-
წკლული ნახევარმთვარის ფორმისა - მე-11 რაიონის. მიუხედავად იმისა,
რომ იმავე ფქვილისგანაა დამზადებული, ეს პური უფრო მადის აღმძვრელი
71
მეჩვენება, ვიდრე ჩვენებური სტანდარტული ბრტყელი და მრგვალი კვერე-
ბი.
- აი, ასე, - ამბობს პიტა და პურებს ისევ კალათაში აწყობს.
- ჰო, პურზე ბევრი რამ იცი.
- მხოლოდ და მხოლოდ პურზე, - ამბობს პიტა, - კარგი, ახლა გაიცინე,
თითქოს რამე სასაცილო მეთქვას.
ვცდილობთ დამაჯერებლად გავიცინოთ და სხვების ცნობისმოყვარე მზე-
რას ყურადღება არ მივაქციოთ.
- კარგი, მე გავიღიმებ, შენ კი ილაპარაკე, - მეუბნება პიტა. ჰეიმიჩის მითი-
თება მეგობრობაზე არც ერთს არ გვეხალისება. მას შემდეგ, რაც კარი გავი-
ჯახუნე, ჩემსა და პიტას შორის ურთიერთობა გაცივდა. მაგრამ ბრძანება
ბრძანებაა!
- ის უკვე მოგიყევი, დათვი რომ გამომეკიდა? - ვეკითხები პიტას.
- არა, მაგრამ საინტერესო ჩანს, - მპასუხობს პიტა.
ვცდილობ, ხატოვნად აღვწერო ის ნამდვილი ამბავი, როცა ფუტკრის
სკის დასაპატრონებლად დაუფიქრებლად დავუპირისპირდი შავ დათვს. პი-
ტა იცინის და საჭირო კითხვებს მისვამს, რაც ნამდვილად ჩემზე უკეთ გამოს-
დის.
მეორე დღეს, შუბის სროლაში ვარჯიშისას, პიტა ჩურჩულით მეუბნება:
- მგონი, ვიღაც აგვეკიდა. შუბს ვისვრი, რაც, სხვათა შორის, არცთუ ური-
გოდ გამომდის, თუ სამიზნე ძალიან შორს არაა. მერე ვტრიალდები და მო-
შორებით მდგარ მე-11 რაიონელ პატარა გოგონას ვხედავ. ეს ის თორმეტი
წლის გოგოა, რომელმაც აღნაგობით პრიმი გამახსენა. უფრო ახლოდან
ათი წლისას ჰგავს. ძალიან მუქი თვალები და ბზინვარე ყავისფერი კანი
აქვს, ფეხისწვერებზე დგას და მკლავები გაუშლია, თითქოს მცირე გაფაჩუნე-
ბაზე გაფრენას აპირებსო. უყურებ და ძნელია, ჩიტი არ დაგიდგეს თვალწინ.
სანამ პიტა ისვრის, მე მეორე შუბს ვიღებ.
- მგონი, რუ ჰქვია, - ჩუმად მეუბნება პიტა.
ტუჩს ვიკვნეტ. რუ პატარა ყვითელი ყვავილია, რომელიც მდელოზე იზ-
რდება. რუ, პრიმროუზი. წყლით გალუმპულებიც კი 35 კილო ძლივს იქნები-
ან.
- რა ვქნათ? - იმაზე მკაცრად ვეკითხები პიტას, ვიდრე მინდოდა.
- არაფერი, - მპასუხობს ის, - მხოლოდ გესაუბრები.
72
ახლა, როცა ვიცი, რომ გვაკვირდება, მიჭირს, ბავშვს ყურადღება არ მი-
ვაქციო. ის უკან დაგვდევს და სხვადასხვა ბაზაში დაგვყვება. ჩემსავით ისიც
ერკვევა მცენარეებში, ხეებზე დაცოცავს და კარგი მიზანი აქვს. შურდულით
ნებისმიერ სამიზნეს ახვედრებს, მაგრამ ასკილოიან ხმლიან ბიჭს შურდუ-
ლით რას დააკლებ?!
მე-12 რაიონის სართულზე საუზმობისას და ვახშმობისას ეფი და ჰეიმიჩი
დეტალურად გვაყოლებენ ყველაფერს, რაც იმ დღეს სავარჯიშო დარბაზში
მოხდა. რა ვისწავლეთ, ვინ გვიყურებდა, სხვა შეწირულებზე რა აზრის
ვართ. ცინა და პორცია არ გვესწრებიან, ამიტომ მაგიდასთან თავშეკავება
საჭირო არაა. არა, ჰეიმიჩი და ეფი აღარ კინკლაობენ, ახლა ერთსულოვ-
ნად ცდილობენ ჩვენს ფორმაში მოყვანას. ათას რჩევას გვაძლევენ, ვარჯიშ-
ზე რა უნდა ვქნათ და რა - არა. პიტა მოთმინებით უსმენს მათ, მაგრამ მე
ყელში ამომდის და ვიღუშები. მეორე ღამეს, როცა, ბოლოს და ბოლოს,
თავი დავაღწიეთ მათ, საძინებლისკენ მიმავალმა პიტამ ჩაიბურტყუნა:
- ეს ჰეიმიჩი ვინმემ უნდა დაათროს.
გაცინება მინდა, მაგრამ ფხუკუნი გამომდის. უცებ ვხვდები, რომ ვეღარ
გამიგია, როდის ვართ მეგობრები და როდის - არა. ყოველ შემთხვევაში,
არენაზე მაინც მეცოდინება, რომ ერთმანეთის მეტოქეები ვართ.
- მოდი რა, როცა მარტონი ვართ, თავს მეგობრებად ნუღარ მოვაჩვე-
ნებთ.
- კარგი, ქეთნის, - დაქანცული ხმით მეუბნება პიტა. მას შემდეგ მხოლოდ
სხვების დასანახად ვლაპარაკობთ.
ვარჯიშის მესამე დღეს სადილიდან სათითაოდ გავყავართ თამაშის შე-
მოქმედებთან წარსადგენად. თანმიმდევრობით იძახებენ ჯერ ბიჭ და მერე
გოგო შეწირულს. როგორც ყოველთვის, მე-12 რაიონის ჯერი სულ ბოლოს
დგება. სხვაგან სად წავიდეთ, არ ვიცით და სასადილო ოთახში ვიცდით.
ოთახი ცარიელდება და მე და პიტას სხვების თვალის ასახვევად თამაში ნაკ-
ლებად გვიწევს. ბოლოს, რუც გადის და სრულიად მარტონი ვრჩებით. უხ-
მოდ ვსხედვართ. აი, პიტასაც იხმობენ. ის ფეხზე დგება.
- გახსოვდეს, ჰეიმიჩმა რაც გვითხრა: თამაშის შემოქმედებთან თავი სა-
უკეთესოდ უნდა წარმოაჩინოთო; სიმძიმეებს უნდა გაუმკლავდე, - ჩემდა უნე-
ბურად წარმოვთქვამ ამ სიტყვებს.

73
- გმადლობ, ასეც ვიზამ, - ამბობს პიტა, - შენ კი... მიზანში მოხვედრებას
გისურვებ.
თავს ვუქნევ. საერთოდ, რატომ ამოვიღე ხმა? თუმცა, თუ მე დავმარცხდე-
ბი, მირჩევნია პიტამ გაიმარჯვოს. ჩვენი რაიონისთვის, დედაჩემისა და პრი-
მისთვისაც ასე აჯობებს.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ მე მიძახებენ. თმას ვისწორებ,
წელში ვიმართები და სავარჯიშო დარბაზში შევდივარ. იმწუთშივე ვხვდები,
რომ შარში ვარ. თამაშის შემოქმედები, უკვე დიდი ხანია, აქ იმყოფებიან.
მათ წინაშე ოცდასამი შეწირული წარდგა. ბევრმა საკმარისად ღვინო და-
ლია. ყველაფერზე მეტად შინ წასვლა ეჩქარებათ.
სხვა გზა არ დამრჩენია, გეგმის მიხედვით ვმოქმედებ. სამშვილდოსნო ბა-
ზაში შევდივარ. ო, მშვილდ-ისარი! რახანია, ხელში არ მჭერია! ხის, პლას-
ტიკატის, ლითონის და ჩემთვის უცხო სხვა მასალის მშვილდები. უზადო ბუმ-
ბულიანი ისრები. მშვილდს ვირჩევ, ლარს ვჭიმავ და კაპარჭს მხარზე ვიკი-
დებ. სტანდარტული სამიზნეებია: რგოლები და ადამიანის სილუეტები. სა-
ვარჯიშო დარბაზის ცენტრში ვდგები და პირველ სამიზნეს ვირჩევ: ფიტულს,
რომელიც დანის სროლაში სავარჯიშოდაც გამოუყენებიათ. მშვილდს ვჭიმავ
და ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა. ეს ლარი უფრო დაჭიმულია, ვიდრე ჩემი
მშვილდისა. მშვილდიც უფრო ხისტია. მიზანს რამდენიმე სანტიმეტრით ვა-
ცილებ და ის მცირე ყურადღებაც მეფანტება, აქამდე რომ ძლივს ვინარჩუ-
ნებდი. თავს შერცხვენილად ვგრძნობ. ისევ სამიზნის წინ ვდგები. ისარს
ისარზე ვისვრი, სანამ ამ ახალ მშვილდ-ისარს არ შევეჩვევი.
კვლავ ჩემს ადგილს ვუბრუნდები სავარჯიშო დარბაზის ცენტრში და ფი-
ტულს პირდაპირ გულში ვარჭობ ისარს. მერე იმ თოკს ვწყვეტ, რომელზეც
მოკრივის ქვიშის ტომარა ჰკიდია. ტომარა ძირს ვარდება და სკდება. შეუჩე-
რებლად გადავდივარ ყირაზე, ცალ მუხლზე ვდგები და ისარს მაღლა ჩამო-
კიდებულ ნათურას ვახვედრებ. ქვემოთ ნაპერწკლები ცვივა.
ბრწყინვალე გასროლა იყო! თამაშის შემოქმედებისკენ ვტრიალდები.
რამდენიმე მოწონებით მიქნევს თავს, უმეტესობა კი შემწვარ გოჭს დაჰყუ-
რებს, რომელიც წეღან გაჩნდა მათ მაგიდაზე.
მრისხანება მიპყრობს. ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ესენი კი იმის ღირ-
სადაც არ მთვლიან, ყურადღება მომაქციონ. ჩემზე მეტად მკვდარი გოჭი
აინტერესებთ. პულსი მიჩქარდება, სახე მიხურს. დაუფიქრებლად ვჭიმავ
74
მშვილდს და პირდაპირ თამაშის შემოქმედების მაგიდისკენ ვისვრი ისარს.
მესმის შეშინებული ხალხის წამოძახილები. ისარი გოჭის პირში ჩადებულ
ვაშლს მაგიდის უკანა კედელში არჭობს. ყველა მე მიყურებს. ვერ დაუჯერე-
ბიათ, რაც მოხდა.
- გმადლობთ ყურადღებისთვის! - მათ თავს ვუკრავ და უნებართვოდ გავ-
დივარ დარბაზიდან.

8.

ლიფტისკენ მიმავალი, მშვილდს ცალ მხარზე ვიკიდებ, კაპარჭს - მეორე-


ზე. ლიფტთან მდგარ პირდაღებულ ავოქსებს გვერდს ვუვლი და ლიფტში
მუშტს ვურტყამ მეთორმეტე ღილაკს. კარები იხურება და ზევით მივქრივარ.
საბედნიეროდ, ჩემს სართულზე ასვლას ვასწრებ, სანამ თვალებიდან ცრემ-
ლები წამსკდება. სასტუმრო ოთახიდან მეძახიან, მაგრამ მე დერეფანში მივ-
რბივარ, ნომრის კარს ვკეტავ და საწოლზე პირქვე ვემხობი. აქ უკვე გულა-
მოსკვნილი ვქვითინებ.
მორჩა! ყველაფერი გავაფუჭე! თუ საერთოდ მქონდა რამის შანსი, თამა-
შის შემოქმედების მაგიდაზე ისრის ჩარჭობით ისიც გაქრა. ნეტა ახლა რას
მიზამენ? დამაპატიმრებენ? დამსჯიან? ენას მომაჭრიან და ავოქსად მაქცე-
ვენ, რომ პანემის მომავალ შეწირულებს ვემსახურო? თამაშის შემოქმედე-
ბისკენ ისარი რამ მასროლინა? მათმა უყურადღებობამ გამაბრაზა და
ვაშლს იმიტომაც ვესროლე. მათი დახოცვა არც მიფიქრია, თორემ უკვე
მკვდრები იქნებოდნენ!
ჯანდაბას! მაინც ვერ გავიმარჯვებდი თამაშებში. ვის ადარდებს, რას მიზა-
მენ? მე უფრო ის მაშინებს, დედაჩემს და პრიმს არ ავნონ რამე, ჩემი სიფიც-
ხის გამო ჩემი ოჯახი არ დაზარალდეს. ის მცირედიც რომ წაართვან, რაც
გააჩნიათ ან დედაჩემი დააპატიმრონ და პრიმი მიუსაფართა თავშესაფარში
გააგზავნონ? ან სულაც ორივენი რომ დახოცონ? ვითომ სიკვდილით დასჯი-
ან? რატომაც არა, მათი ბედი ვის ანაღვლებს?!
სავარჯიშო დარბაზში უნდა დავრჩენილიყავი და თამაშის შემოქმედების-
თვის ბოდიში მომეხადა. ან გამეცინა, ვითომ ვიხუმრე. ამ შემთხვევაში ალ-

75
ბათ ლმობიერებას გამოიჩენდნენ. მაგრამ არა, თავხედურად გამოვვარდი
იქიდან.
კარზე ჰეიმიჩი და ეფი აკაკუნებენ. ვუყვირი, წადით-მეთქი და მართლაც
მიდიან. თით-მის ერთი საათი ვიტირე. ახლა მოკუნტული ვწევარ საწოლზე,
აბრეშუმის გადასაფარებლებს ხელს ვუსვამ და ვუყურებ, როგორ ჩადის მზე
შაქარყინულის მსგავსად ალაპლაპებული კაპიტოლიუმის მიღმა.
დროსთან ერთად შიშიც, რომ ჩემ. წასაყვანად მცველები უნდა მოვიდნენ,
გადის. ბოლოს და ბოლოს, მე-12 რაიონელი შეწირული გოგო ხომ თამაშე-
ბისთვის სჭირდებათ? თუ თამაშის შემოქმედებს ჩემი დასჯა სურთ, ამას საჯა-
როდ იზამენ. არენაზე შემაგდებენ და დამშეულ მხეცებს მომისევენ. ეჭვიც არ
შეგეპაროთ, თავდასაცავად მშვილდ-ისარს არ მომცემენ.
მანამდე იმდენად დაბალი ქულით შემაფასებენ, რომ არც ერთი ჭკუათ-
მყოფელი აღარ დამასპონსორებს. აი, ეს მოხდება ამაღამ!
ვინაიდან ვარჯიშები დახურულია მაყურებლისთვის, მოთამაშეების შესაძ-
ლებლობების ქულებით შეფასება თამაშის შემოქმედებს ევალებათ. ეს ერ-
თგვარი საწყისი კოეფიციენტებია, რომ მაყურებლები ჩვენზე ფსონს ჩამო-
ვიდნენ. თითოეულ მონაწილეს თორმეტბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც
1 გამოუსწორებლად ცუდს ნიშნავს, ხოლო 12 - მიუწვდომლად მაღალს და
შეწირულის იმედისმომცემიანობაზე მიუთითებს. რასაკვირველია, ქულები
სულაც არ არის გამარჯვების საწინდარი, ის მხოლოდ ამა თუ იმ შეწირულის
მიერ ვარჯიშებზე ნაჩვენები პოტენციალის მაჩვენებელია. არენაზე კი ხში-
რად ყველაფერი იცვლება და მაღალქულიანი შეწირული თითქმის თავი-
დანვე დაბლა ეშვება. რამდენიმე წლის წინ კი თამაშებში სულაც სამქულიან-
მა ბიჭმა გაიმარჯვა. და მაინც, ეს ქულები სპონსორების მოსაზიდად არის სა-
ჭირო. იმედი მქონდა, ჩემი მარჯვე მშვილდოსნობით ექვს-შვიდ ქულას მო-
ვიპოვებდი, რაკი ფიზიკური ძალით დიდად არ გამოვირჩევი. ახლა კი დარ-
წმუნებული ვარ, ოცდაოთხ მონაწილეს შორის ყველაზე დაბალ ქულას მე
დამიწერენ. თუ არავინ დამასპონსორებს, ჩემი გადარჩენის ალბათობა თით-
ქმის ნულამდე დავა.
ამასობაში ეფი სასადილოდ მიხმობს. გადავწყვიტე, წავიდე. ქულებს ამა-
ღამ ტელევიზიით გამოაცხადებენ. მომხდარს სამუდამოდ ვერ დავმალავ.
სააბაზანოში შევდივარ და პირს ვიბან, მაგრამ თვალები მაინც ჩაწითლებუ-
ლი მაქვს.
76
ყველა, მათ შორის, ცინა და პორციაც, მაგიდასთან იცდის. ნეტა სტილის-
ტები მაინც არ მოსულიყვნენ. რატომღაც არ მინდა, მათ იმედი გავუცრუო.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გახსნის ცერემონიის მთელი მონაპოვარი
დაუფიქრებლად წყალში გადავყარე. ყველას თვალს ვარიდებ და კოვზით
თევზის წვნიანს ვხვრეპ. წვნიანი ოდნავ მლაშეა ჩემი ცრემლებივით.
უფროსები ხვალინდელ ამინდზე საუბრობენ. მე პიტასკენ გამირბის თვა-
ლი. ის, წარბაწეული, შეკითხვის თვალით მიყურებს. მე ოდნავშესამჩნევად
ვაქნევ თავს და უცებ, მთავარი კერძის გამოტანის შემდეგ, ჰეიმიჩი ამბობს:
- კარგი, გვეყო ლაყბობა. ახლა თქვენ გვითხარით, იყოჩაღეთ თუ ჩაფ-
ლავდით?
- რა მნიშვნელობა აქვს?! არა მგონია, ვინმე წესიერად დამკვირვებოდა, -
მაშინვე პასუხობს პიტა, - შიგნით რომ შევედი, ჩემთვის არც კი შემოუხე-
დავთ. რაღაც სუფრულ სიმღერას მღეროდნენ. მეც დავდექი და მძიმე საგ-
ნებს ვისროდი წინ და უკან, სანამ არ მითხრეს, გეყო, წადიო.
ცოტათი გულზე მეშვება. პიტა თამაშის შემოქმედებს თავს არ დასხმია,
მაგრამ ისიც ჩემსავით არად ჩააგდეს.
- შენ რას იტყვი, ძვირფასო? - მეკითხება ჰეიმიჩი.
მისი ძვირფასო მაღიზიანებს. ბოლოს და ბოლოს, ენას ვიდგამ:
- თამაშის შემოქმედებს ისარი ვესროლე.
ყველა ჭამას წყვეტს.
- რა ქენი? - ეფის შეძრწუნებული წამოძახილი ყველაზე საშინელ ეჭვებს
მიდასტურებს.
- ისარი ვესროლე. მათთვის კი არ მისვრია, მათი მიმართულებით ვის-
როლე. როგორც პიტამ თქვა, მე სამიზნეებს ვესროდი, ისინი კი საერთოდ
არ მიყურებდნენ. მოთმინება დავკარგე და მათ მაგიდაზე შემწვარი გოჭის
პირში გაჩრილ ვაშლს ვესროლე! - უტიფრად ვამბობ.
- მერედა, რა თქვეს? - ფრთხილად მეკითხება ცინა.
- არაფერი. უფრო ზუსტად, არ ვიცი, რადგან მაშინვე წამოვედი იქიდან.
- ნებართვის გარეშე? - დაზაფრულია ეფი. - ასე ჩავთვალე საჭიროდ, -
უცებ მახსენდება, როგორ დავპირდი პრიმს, გამარჯვებას ვეცდები-მეთქი და
მხრებზე თითქოს ტონობით ქვანახშირი მაწვება.
- რაც მოხდა, მოხდა, - ამბობს ჰეიმიჩი და პურის ნაჭერზე კარაქს ისვამს.
- როგორ გგონიათ, დამაპატიმრებენ?
77
- მეეჭვება. ამ ეტაპზე შენი შეცვლა გაუჭირდებათ, - მპასუხობს ჰეიმიჩი.
- და ჩემი ოჯახი? ჩემებს ხომ არ დასჯიან?
- არა მგონია. აზრი არ აქვს. მათი დასჯა მაშინ იქნება ეფექტური, თუ საწ-
ვრთნელ ცენტრში მომხდარ შემთხვევას საჯაროდ გაამხელენ. ხალხს აუცი-
ლებლად დააინტერესებს, რა დააშავე. მაგრამ ამ შემთხვევაზე არაფერს იტ-
ყვიან, რადგან საიდუმლოა. ასე რომ, წვალებად არ ღირს, - ამბობს ჰეიმიჩი,
- თუმცა, ჩემი აზრით, არენაზე ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად გიქცევენ.
- მაგას ისედაც ყველას ჰპირდებიან, - აღნიშნავს პიტა.
- გეთანხმები, - დასძენს ჰეიმიჩი. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჰეიმიჩმა
და პიტამ გაკიცხვის ნაცვლად გამამხნევეს.
ჰეიმიჩი ღორის ხორცის კატლეტს ხელით იღებს და ღვინოში აწობს, რა-
ზეც ეფი იღუშება. შემდეგ კატლეტს შუაზე გლეჯს და ხითხითით მეკითხება:
- როგორი სახეები ჰქონდათ?
სახეზე ღიმილი მეფინება.
- გაოგნებული. შეძრწუნებული. ზოგს სასაცილოც კი. ერთ-ერთი უკან გა-
დავარდა და შიგ პუნშის თასში ჩაჯდა.
ჰეიმიჩი ხარხარებს და მასთან ერთად ყველას გვეცინება, გარდა ეფისა.
თუმცა, ამ უკანასკნელსაც ეტყობა, რომ გაცინებისგან თავს ძლივს იკავებს.
- ეგრე მოუხდებათ. მათი საქმე თქვენთვის თვალის დევნებაა. რახან მე-
12 რაიონელები ხართ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ყურადღების ღირსად არ
უნდა ჩაგთვალონ, - ამბობს ეფი და მაშინვე თვალებს აცეცებს, თითქოს
სრულიად აღმაშფოთებელი რამ ეთქვას, - ვწუხვარ, მაგრამ მე ასე ვფიქ-
რობ, - უფრო თავის თავს მიმართავს, ვიდრე სხვას.
- დაბალ ქულას დამიწერენ, - ვამბობ მე.
- ქულა მაშინაა კარგი, თუ მაღალია. საშუალო ან დაბალი ქულები არა-
ვის აინტერესებს. ყველამ იცის, რომ შეიძლება სპეციალურად არ გამოავ-
ლინო შესაძლებლობები და დაბალი ქულები მიიღო. ბევრი იყენებს ამ
სტრატეგიას, - ამბობს პორცია.
- თუ ეგრეა, იმედია, ჩემს ოთხ ქულაზეც ხალხი ამავეს იფიქრებს, - ამ-
ბობს პიტა, - ისე კი, რა უნდა იყოს იმის ყურებაზე მოსაწყენი, როგორ სწევს
ვიღაც მძიმე ბურთს და რამდენიმე მეტრზე ისვრის? ერთხელ ხელიდან გა-
მივარდა და კინაღამ ფეხზე და მეცა.

78
მის სიტყვებზე მეღიმება და უცებ ძლიერ შიმშილს ვგრძნობ. კატლეტს ვი-
ღებ, კარტოფილის პიურეში ვაწობ და ჭამას ვიწყებ. ყველაფერი რიგზეა.
ჩემს ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. ესე იგი, ცუდი არაფერი მომხდარა.
ნასადილევს სასტუმრო ოთახში გავდივართ, რომ ტელევიზორში ქულე-
ბის გამოცხადებას ვუყუროთ. ჯერ შეწირულის ფოტოს აჩვენებენ, მერე ქვეშ
მისი ქულა იწერება. როგორც მოსალოდნელი იყო, პროფესიონალი შეწი-
რულები რვიდან ათ ქულამდე იღებენ, დანარჩენები - საშუალოდ ხუთ ქუ-
ლას. ჩემდა გასაოცრად, პატარა რუ შვიდ ქულას იმსახურებს. არ ვიცი, რა
უჩვენა მსაჯულებს, მაგრამ ისეთი პატარაა, აშკარად ძალიან მოუხიბლავს
ისინი.
როგორც ყოველთვის, მე-12 რაიონი სულ ბოლოა. პიტა რვა ქულამდე
ავიდა. როგორც ჩანს, რამდენიმე თამაშის შემოქმედს მაინც უდევნებია მის-
თვის თვალი. ეკრანზე ჩემი ფოტო ჩნდება და უარესის მოლოდინში ხელებს
ისე ვმუშტავ, რომ ფრჩხილები ხელისგულებში მერჭობა. ფოტოს ქვეშ 11
ეწერება.
თერთმეტი ქულა!
ეფი თრინკეტი სიხარულისგან კივის, ყველა მხრებზე მიტყაპუნებს ხე-
ლებს, გაჰყვირიან და მილოცავენ. თავი სიზმარში მგონია.
- ალბათ რაღაც შეცდომაა. ეს... ეს როგორ მოხდა? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- როგორც ჩანს, შენი სიფიცხე მოეწონათ, - მპასუხობს ის, - მათ სანახაო-
ბა სჭირდებათ. სანახაობას კი ტემპერამენტიანი მოთამაშეები ქმნიან.
- ქეთნისი - გოგონა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, - ამბობს ცინა და გულში
მიკრავს, - ჯერ დაიცადე, საინტერვიუე კაბა უნდა ნახო.
- უფრო მეტად ცეცხლოვანია?
- რაღაც მაგის მსგავსი, - ეშმაკურად მეუბნება ცინა.
მე და პიტა ერთმანეთს ვულოცავთ. მორიგი უხერხული მომენტი. ორივემ
ვიყოჩაღეთ, მაგრამ უნდა გვიხაროდეს თუ არა ერთმანეთის წარმატება?
პირველი შესაძლებლობისთანავე ჩემს ოთახში ვბრუნდები და საბნის ქვეშ
ვიმალები. მთელი დღის სტრესმა, განსაკუთრებით, ტირილმა, ძალიან დამ-
ღალა. შემიწყალეს, გულზე მომეშვა, თვლემა მერევა. თვალწინ სულ 11 მი-
ციმციმებს.
აისი. საწოლიდან წამოდგომას არ ვჩქარობ. ვუყურებ, როგორ ამოდის
მზე და რა ლამაზი დილა თენდება. კვირაა. უქმე დღე. ნეტა გეილი უკვე
79
ტყეშია თუ არა? კვირადღეს მთელი კვირის საკვებს ვიმარაგებდით ხოლმე.
დილით ადრე ვდგებოდით, ვნადირობდით და მცენარეებს ვაგროვებდით,
მერე ქურაში სავაჭროდ მივდიოდით. წარმომიდგენია გეილი უჩემოდ. ცალ-
ცალკეც შეგვიძლია ნადირობა, მაგრამ ერთად უკეთ გამოგვდის. განსაკუთ-
რებით, თუ დიდ ცხოველზე ვნადირობთ. პატარა ცხოველებზე ნადირობისა-
საც მეწყვილის ყოლა ტვირთს მიმსუბუქებდა, ოჯახის გამოსაკვებად გაწეულ
დამქანცველ შრომას სასიამოვნოს ხდიდა.
თავიდან ტყეში მარტო დავეხეტებოდი. გეილს პირველად ექვსი თვის
თავზე შევხვდი. ოქტომბრის კვირადღე იდგა, ჰაერი სუფთა იყო, ტყეში გამ-
ხმარი ფოთლების ცხარე სურნელი ტრიალებდა. დილით ციყვებს კაკლის
შეგროვებაში ვეჯიბრებოდი, შუადღისას გუბურაში ისარას ვგლეჯდი. მხო-
ლოდ რკოსკენ მოჩქარე ციყვი მყავდა მონადირებული, იმანაც ზედ ფეხებ-
თან ბრმად ჩამირბინა, თორემ ალბათ ვერ მოვკლავდი. იმ დღეს მცენარეე-
ბის შეგროვებას უფრო ვჩქარობდი, სანამ მოთოვდა, ცხოველებზე ნადირო-
ბას კი თოვლშიც შევძლებდი. ჩვეულებრივზე უფრო ღრმად შევედი ტყეში
და უკან, მძიმე ზურგჩანთის მიუხედავად, სწრაფი ნაბიჯით ვბრუნდებოდი,
რომ უცებ მკვდარი კურდღელი დავინახე. ჩემ თავზემოთ, წვრილ მავთულ-
ზე, კისრით ეკიდა. თხუთმეტი მეტრის შემდეგ კიდევ გადავაწყდი მკვდარ
კურდღელს. მახე მეცნო. ასეთებს მამაჩემი აგებდა. გაბმული ცხოველი მაღ-
ლა ეკიდება, რომ სხვა ნადირი ვერ შესწვდეს. ზაფხულში მეც არაერთხელ
მეცადა მახეების დაგება, მაგრამ სულ ფუჭად. ახლა გავჩერდი და თვალიე-
რება დავუწყე. თითით მავთულს უნდა შევხებოდი, როცა უკნიდან ხმა მომეს-
მა:
- ეს სახიფათოა!
რამდენიმე ნაბიჯით უკან გავხტი. ხის უკნიდან გეილი გამოვიდა. ალბათ
მთელი ის ხანი მითვალთვალებდა. მაშინ მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო,
მაგრამ სიმაღლეში - უკვე მეტრი და ოთხმოცი, და ზრდასრულ მამაკაცად
მომეჩვენა. ის სკოლაში და საბადოსთან ახლომახლო მენახა. ჰო, და კიდევ,
ერთგან. მამამისიც იმ მაღაროს აფეთქებამ იმსხვერპლა, რომელმაც მამაჩე-
მი. იანვარში მის გვერდით ვიდექი მართლმსაჯულების სახლში, როცა ღირ-
სების მედალი გადასცეს. ისიც უფროსი შვილი იყო უმამოდ დარჩენილ
ოჯახში. მახსოვდა, გეილის უმცროსი ძმები როგორ ეხუტებოდნენ დედამისს,

80
რომლის გამობერილი მუცელი ცხადად მიუთითებდა, რომ სულ რამდენიმე
დღეში კიდევ ერთ შვილს გააჩენდა.
- რა გქვია? - მკითხა გეილმა, ახლოს მოვიდა და კურდღელი მახიდან
გამოხსნა. ქამარზე კიდევ სამი კურდღელი ეკიდა.
- ქეთნისი, - ხმადაბლა გავეცანი.
- ჰოდა, ქეთნიპ, არ გაგიგია, რომ ქურდობა სიკვდილით ისჯება?
- ქეთნისი, - გავიმეორე ხმამაღლა,
- კურდღელს არ ვიპარავდი. მახეს ვათვალიერებდი. ჩემმა ერთხელაც
ვერაფერი დაიჭირა.
- აბა, ეს ციყვი საიდან მოიყვანე? - დაეჭვებით შემომხედა გეილმა.
- ისრით მოვკალი, - მხრიდან მშვილდი მოვიხსენი. ჯერ ისევ პატარა
მშვილდით ვნადირობდი, მაგრამ როცა დრო მქონდა, დიდი მშვილდით
სროლაშიც ვვარჯიშობდი. ვიმედოვნებდი, უკვე გაზაფხულზე დიდი ცხოვე-
ლის მონადირებას შევძლებდი.
გეილი მშვილდს მიაშტერდა.
- შეიძლება ავიღო?
- ოღონდ გახსოვდეს, ქურდობა სიკვდილით ისჯება, - მივაწოდე მშვილ-
დი. მაშინ პირველად ვნახე გაღიმებული. ღიმილმა სახიფათო ადამიანიდან
კეთილ მეგობრად აქცია. თუმცა, კიდევ რამდენიმე თვე გავიდა, სანამ მის
ღიმილს მეც ღიმილით ვუპასუხებდი.
ნადირობაზე დავიწყეთ საუბარი.
ვუთხარი, მშვილდს გიშოვი, თუ სანაცვლოდ რამეს შემომთავაზებ-მეთქი.
ოღონდ მე საჭმელს კი არა, ცოდნას ვითხოვდი. მახის დაგების სწავლა მინ-
დოდა, რომ გეილივით მეც რამდენიმე კურდღელი მომენადირებინა ერთ
დღეში. კარგი, როგორმე მოვრიგდებითო, დამთანხმდა გეილი. თანდათან
ერთმანეთისთვის ჩვენი ცოდნის, სანადირო იარაღების და ველური ქლიავი-
თა და ინდაურებით უხვი საიდუმლო ადგილების გაზიარება დავიწყეთ. გე-
ილმა მახეების დაგება და თევზაობა მასწავლა. მე ვუჩვენებდი, რომელი
მცენარე ვარგოდა საჭმელად და ბოლოს ჩემი ძვირფასი მშვილდებიდან
ერთ-ერთიც ვაჩუქე. ერთხელაც, სიტყვის უთქმელად, ჩვენ ერთი გუნდი გავ-
ხდით. სამუშაოს და ნადავლს ვინაწილებდით ისე, რომ ორივეს ოჯახს სამ-
ყოფი საჭმელი ჰქონოდა.

81
გეილმა უსაფრთხოების შეგრძნება დამიბრუნა, მამაჩემის სიკვდილის შემ-
დეგ რომ მაკლდა. უკვე თანამგზავრი მყავდა და გამუდმებით ზურგს უკან ყუ-
რება აღარ მიწევდა. ეს უკეთეს მონადირედ გახდომაში დამეხმარა. მაგრამ
თანდათან გეილი მონადირე ამხანაგზე გაცილებით მეტი გახდა ჩემთვის. ის
ჩემს მესაიდუმლედ იქცა, მას ისეთ მოსაზრებებს ვუზიარებდი, სხვასთან რომ
ვერასდროს გავბედავდი. თვითონ გეილიც მანდობდა თავის საიდუმლოებე-
ბს. ტყეში გეილთან ერთად ყოფნისას... ზოგჯერ მართლა ბედნიერად
ვგრძნობდი თავს.
მე მას მეგობარს ვუწოდებ, მაგრამ ბოლო წელს გეილთან ჩემს ურთიერ-
თობას სიტყვა მეგობრობა ალბათ მთლად ზუსტად ვერ ასახავს. მტკივნეუ-
ლი მონატრებისგან გული მეკუმშება. ნეტა ახლა ჩემთან იყოს! მაგრამ არა,
კარგია, რომ აქ არ არის. არ მინდა, მოხვდეს არენაზე, სადაც რამდენიმე
დღეში მოკვდება. უბრალოდ... უბრალოდ, ძალიან მენატრება. მძულს მარ-
ტოობა. ნეტა მას თუ ვენატრები? უნდა ვენატრებოდე.
მახსენდება წუხელ ჩემო ფოტოს ქვეშ ანთებული 11. ზუსტად ვიცი, გეილი
ამაზე რას მეტყოდა: ჯერ კიდევ რაღაც-რაღაცეები გაქვს გამოსასწორებე-
ლიო. მერე გამიღიმებდა და ამჯერად მეც უყოყმანოდ ღიმილითვე ვუპასუ-
ხებდი.
გეილთან ჩემს ურთიერთობას ჩემდა უნებურად ვადარებ პიტასთან ურთი-
ერთობას. გეილის ქმედებებში ეჭვი ერთხელაც არ შემპარვია, პიტას კი სულ
ეჭვით ვუყურებ. ისე, უხეირო შედარებაა, მე თუ მკითხავთ. მე და გეილი
თვითგადარჩენის ორმხრივმა საჭიროებამ დაგვაკავშირა, პიტას შემთხვევაში
ერთ-ერთი ჩვენგანის გადარჩენა უეჭველად მეორის სიკვდილს ნიშნავს. ამას
გვერდს ვერ ავუვლით!
კარზე ეფი აკაკუნებს და მახსენებს, რომ წინ მორიგი ძალიან, ძალიან
დიდი დღე მელის. ხვალ საღამოს ჩვენს ინტერვიუებს პირდაპირ ეთერში გა-
დასცემენ. ალბათ მთელი გუნდი ამ ინტერვიუსთვის ჩვენი მომზადებით იქნე-
ბა დაკავებული.
ვდგები და შხაპს ვიღებ. ამჯერად სიფრთხილით ვარჩევ, რომელ ღი-
ლაკს დავაჭირო თითი. შემდეგ სასადილო ოთახში ჩავდივარ. პიტა, ეფი და
ჰეიმიჩი მაგიდას შემოსხდომიან და ხმადაბლა საუბრობენ. ეს უჩვეულოდ
მეჩვენება, მაგრამ ცნობისმოყვარეობას შიმშილი სძლევს და სანამ მათ შე-
ვუერთდებოდე, ჯერ ლანგარზე საუზმეს ვიწყობ.
82
დღეს საუზმედ გვაქვს ჩაშუშული თიკნის რბილი ხორცი და ქლიავის ჩირი
ბრინჯის გარნირით. თითქმის ნახევარ თეფშს ვამთავრებ და მერეღა ვიაზ-
რებ, რომ ხმას არავინ იღებს. ფორთოხლის წვენის დიდ ყლუპს ვსვამ და
პირს ვიწმენდ.
- აბა, რა ხდება? დღეს ინტერვიუებისთვის არ უნდა მოგვამზადოთ?
- კი, - მპასუხობს ჰეიმიჩი.
- მე ჯერ საუზმობა არ დამიმთავრებია. ნუ დამელოდებით. დაიწყეთ და მე
მოგისმენთ.
- საქმისადმი ახლანდელი მიდგომა უნდა შევცვალოთ... - ამბობს ჰეიმიჩი.
- რას გულისხმობთ? - ვკითხულობ მე, რადგან ზუსტად ისიც არ ვიცი, ახ-
ლა როგორი მიდგომა გვაქვს საქმისადმი. ერთი ის მახსოვს, რომ ჩვენი
სტრატეგია სხვა შეწირულების წინაშე თავის საშუალო ძალის მონაწილეე-
ბად წარმოჩენაა.
ჰეიმიჩი მხრებს იჩეჩავს.
- პიტამ ცალკე მომზადება მოითხოვა.
ღალატი. მაშინვე ეს აზრი მომდის თავში, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცი-
ლოა, რადგან ღალატი მხოლოდ ერთგულს შეუძლია, მე და პიტა კი ერ-
თმანეთს არ ვენდობოდით, ჩვენ შეწირულები ვართ. მაგრამ ამ ბიჭმა ხომ
ცემა არად ჩააგდო და პური მომცა?! ეტლში გვერდით მედგა, წითურ ავოქს
გოგონასთან ჩემ დასაცავად იცრუა, ჰეიმიჩი დაარწმუნა, შესანიშნავი მონა-
დირეაო... ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ გულის სიღრმეში მაინც ვენდო-
ბოდი მას?
მეორე მხრივ, გულიდან მძიმე ლოდი მეხსნება, ამიერიდან მეგობრებად
თავის მოჩვენება აღარ დაგვჭირდება. ორ დღეში თამაშები იწყება და იქ
ნდობა მხოლოდ დაგასუსტებს. რასაც უნდა ეფუძნებოდეს პიტას გადაწყვეტი-
ლება - ჩემი აზრით, ეწყინა, რომ მასზე მაღალი ქულა მივიღე ვარჯიშებზე -
მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყო მისი. შეიძლება, ბოლოს და
ბოლოს, თვალი გაუსწორა იმ აზრს, რომ მტრები ვართ და ორივესთვის
ამის აღიარება აჯობებს.
- კარგი, - ვამბობ მე, - ჩემს განრიგზე რას მეტყვით?
- ოთხი საათი ეფი მოგამზადებს მაყურებლის წინაშე წარსადგომად, ოთ-
ხი საათი მე - რა ილაპარაკო, - ამბობს ჰეიმიჩი, - ქეთნის, შენ ეფისთან და-
იწყებ, მანამდე მე პიტას დავარიგებ.
83
ვირ წარმომიდგენია, რა უნდა მასწავლოს ეფიმ ისეთი, ოთხი საათი
სჭირდებოდეს, მაგრამ ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოვუშორებივარ.
ჩემს ნომერში შევდივართ და იქ გრძელ საღამოს კაბას და მაღალქუსლიან
ფეხსაცმელს მაცმევს. იმათ არა, ინტერვიუს დროს რომ მეცმევა. უბრალოდ,
გავლა-გამოვლაში მავარჯიშებს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საშინელებაა. ადრე არასდროს მცმია და
დავბარბაცებ. მაგრამ თუ ეფი დადის დღედაღამ მაღალქუსლიანით, მეც აუ-
ცილებლად უნდა შევძლო. კაბა ცალკე პრობლემაა. ფეხსაცმელში მებლან-
დება და მაღლა რომ ვწევ, ეფი ქორივით და მეცემა ხოლმე ხელებზე და კი-
ვის:
- კოჭები არ უნდა ჩანდეს!
გავლა-გამოვლას როგორღაც ვითვისებ. ახლა ჯდომას, ტანის სწორად
დაჭერას - როგორც ჩანს, თავის ჩაქინდვრა ზედმეტად მიყვარს - ინტერვიუ-
ერისთვის თვალის გასწორებას, ხელების საჭირო მოძრაობებს და ღიმილს
ვსწავლობ. ეფი ასობით ბანალურ ფრაზას მამეორებინებს, რომლებიც ღი-
მილით უნდა დავიწყო, ღიმილით გავაგრძელო და ღიმილითვე დავასრუ-
ლო. სადილობის დრო დგება, სახის კუნთები უკვე დაღლილობისგან მით-
რთის.
- ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, - ხვნეშის ეფი, - გახსოვდეს, ქეთ-
ნის, აუდიტორია უნდა მოხიბლო.
- თქვენი აზრით, არ მოვეწონები?
- თუ ინტერვიუზე სულ დაბღვერილი იჯდები, არა. ეგ სახე არენისთვის შე-
მოინახე, ინტერვიუზე კი წარმოიდგინე, რომ მეგობრებს შორის ხარ, - მირ-
ჩევს ეფი.
- მეგობრები, რომლებიც ჩემს სიცოცხლეზე ფსონებს ჩამოდიან! - უკმე-
ხად ვამბობ.
- აბა, როგორ! თავი უნდა მოაჩვენო!
- მკაცრად მახლის ეფი, მერე უცბადვე მშვიდდება და მიღიმის, - ხედავ?
აი, ასე. მაბრაზებ, მაგრამ მე მაინც გიღიმი.
- ჰო, ძალიან დამაჯერებელია, - ვამბობ მე, - წავალ, ვისადილებ, - მა-
ღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიხდი და ფეხშიშველი და ბარძაყებამდე აკალ-
თავებული კაბით მივბრაგუნებ სასადილო ოთახისკენ.
პიტა და ჰეიმიჩი კარგ განწყობაზე არიან.
84
იმედია, დილის სწავლებების შემდეგ ჰეიმიჩთან უკეთესი ოთხი საათი მე-
ლის.
ჩემდა საუბედუროდ, მწარედ ვცდები. ნასადილევს ჰეიმიჩს სასტუმრო
ოთახში შევყავარ, დივანზე მსვამს და კარგა ხანს დაბღვერილი მომჩერებია.
- რა? - ხმას ვიღებ, ბოლოს და ბოლოს.
- ვფიქრობ, რა მოგიხერხო, - ამბობს ჰეიმიჩი, - როგორ წარგადგინო ტე-
ლეაუდიტორიის წინაშე. მომხიბვლელ გოგონად? გულგრილად? სასტიკად?
აქამდე ვარსკვლავივით ბრწყინავდი. დის დასაცავად მოხალისედ გამოხვე-
დი. ცინამ დაუვიწყრად გაქცია. ვარჯიშებზე უმაღლესი ქულა დაიმსახურე. მა-
ყურებელი დაინტერესდა, მაგრამ შენზე არაფერი იცის. ხვალ თუ კარგ შთა-
ბეჭდილებას მოახდენ მათზე, სპონსორების შოვნა არ გამიჭირდება.
მთელი ცხოვრება შეწირულების ინტერვიუებს ვუყურებ და ვიცი, რომ ჰე-
იმიჩი მართალია. თუ მაყურებელს მოეწონებიან იუმორის გრძნობით, ან სი-
სასტიკითა თუ ექსცენტრულობით, მათი რჩეული ხდები და გამარჯვების შან-
სი იზრდება.
- პიტა როგორ მოიქცევა? თუ ეს უკვე საიდუმლოა?
- საყვარელი ბიჭის იმიჯით წარდგება. თვითირონიის ბუნებრივი ნიჭი აქვს,
- მეუბნება ჰეიმიჩი, - შენ კი პირს რომ გააღებ, ყველას ბრაზიანი დაუნდობე-
ლი ჰგონიხარ.
- სულაც არა!
- კარგი რა. არ ვიცი, იმ ეტლზე ხელის ქნევა და გაღიმება რამ მოგაფიქ-
რა, მაგრამ ის მხიარული გოგო არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ.
- მხიარულების საბაბი ვინ მომცა, თორემ ნახავდით, - ვაპროტესტებ მე.
- მაგრამ ჩემთვის თავის მოწონება სულაც არ გჭირდება. მე შენს სპონსო-
რობას არ ვაპირებ. მოდი, წარმოიდგინე, რომ მაყურებელი ვარ, - ამბობს
ჰეიმიჩი, - აბა, აღმაფრთოვანე.
- კარგი! - ვიღრინები. ჰეიმიჩი ინტერვიუერის როლს თამაშობს, მე ვცდი-
ლობ მომხიბლავად ვუპასუხო მის კითხვებს. არ გამომდის. ჰეიმიჩის ნათ-
ქვამმა გამაბრაზა და ნერვებს მიშლის, რომ რაღაც კითხვებზე პასუხის გაცე-
მას მაიძულებენ. ახლა მხოლოდ ის მიტრიალებს თავში, რომ შიმშილის თა-
მაშები დიდი უსამართლობაა. რატომ უნდა ვიხტუნავო გაწვრთნილი ფინია-
სავით და ხალხს მოვაწონო თავი? რაც უფრო დიდხანს გრძელდება ინტერ-

85
ვიუ, მით უფრო მიჭირს ბრაზის შეკავება და ბოლოს, პასუხების ფურთხებაზე
გადავდივარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
- კარგი, საკმარისია, - მაწყვეტინებს ჰეიმიჩი, - სხვანაირად ვცადოთ. ამჯე-
რად მარტო მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნე, შენზე სხვა ვერაფე-
რი შევიტყვე. ორმოცდაათი შეკითხვა დაგისვი და მაინც წარმოდგენა არ
მაქვს შენს ცხოვრებაზე, ოჯახსა და შენს ინტერესებზე. ქეთნის, მაყურებელს
შენი გაცნობა უნდა.
- მე კი არ მინდა რომ გამიცნონ! ისედაც მომავალს მართმევენ! ჩემს წარ-
სულს ვერ წავართმევინებ!
- მაშინ იცრუე! რამე მოიგონე! - მირჩევს ჰეიმიჩი.
- ცუდი მატყუარა ვარ.
- გირჩევნია, ტყუილის თქმა ისწავლო, თან სწრაფად, თორემ ახლა
მკვდარი ლოქორაც კი შენზე მომხიბლავია.
საწყენი შედარებაა. ეტყობა, ამას ჰეიმიჩიც ხვდება და ხმას ოდნავ არბი-
ლებს.
- ერთს გირჩევ: მორცხვი გოგონას როლი ითამაშე.
- მორცხვი გოგონასი.
- ჰო, ვითომ ვერ ვიჯერებ, რომ მე-12 რაიონელმა უბრალო გოგომ ამ-
დენს მიაოღწიე, რომ ამას ვერც იოცნებებდი. ცინას სამოსიც ახსენე. თქვი,
რომ აქაურები ძალიან კეთილები არიან, რომ ქალაქი ძალიან მოგწონს. თუ
საკუთარ თავზე არაფერს იტყვი, მაყურებელი მაინც შეაქე. შეგიძლია თემა
შეცვალო ხოლმე, ოღონდ საუბარი არ შეწყვიტო. ემოციური იყავი.
მომდევნო საათები ნამდვილი წამებაა. თავიდანვე ცხადია, რომ ემოციე-
ბის გამოხატვა არ შემიძლია. ხან ყოყლოჩინობას ვცდილობ, მაგრამ საჭი-
რო ამპარტავნება არ გამაჩნია. სასტიკისთვის ზედმეტად ფაქიზი ვარ. მაკ-
ლია გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა, სექსუალურობა და იდუმალება.
გაკვეთილის მიწურულს საერთოდ აღარავინ ვარ. იმ დროს, როცა გონე-
ბამახვილობის გამოჩენას ვცილობდი, ჰეიმიჩმა სმა დაიწყო და ხმაში სიცხა-
რე შეეპარა.
- მომბეზრდა, ძვირფასო. უბრალოდ, უპასუხე ინტერვიუერს და ეცადე, მა-
ყურებლის მიმართ შენი ზიზღი არ გამოამჟღავნო.
საღამოს ჩემს ნომერში ვვახშმობ. 0ხლომად დელიკატესს ვუკვეთავ და
მუცელს ვიყორავ. მერე ჰეიმიჩის, შიმშილის თამაშების და ყველა კაპიტო-
86
ლიუმელის ჯავრს თეფშების მსხვრევით ვიყრი. როცა წითური გოგონა ჩემ-
თვის ლოგინის დასაგებად შემოდის, არეულობის დანახვაზე თვალები
უფართოვდება.
- ხელი არ ახლო! - ვუყვირი მე, - ხელი არ ახლო!
ისიც მეზიზღება. მეზიზღება მისი საყვედურით აღსავსე მზერა, რომელიც
ლაჩარს, ურჩხულს, კაპიტოლიუმის მარიონეტს მიწოდებს. ასე იყო იმ დღეს
ტყეშიც და ასეა ახლაც. ალბათ უხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, სამართა-
ლი აღსრულდება. მისი მეგობარი ბიჭის სიცოცხლის საზღაურს ჩემი სიკვდი-
ლით გადავიხდი.
მაგრამ ოთახიდან გასვლის ნაცვლად გოგონა კარს ხურავს და სააბაზა-
ნოში შედის. იქიდან სველი ტილოთი გამოდის და სახეს ნაზად მიწმენდს. მე-
რე თეფშის ნამსხვრევზე გაჭრილ ხელზე მადებს. ამას რატომ აკეთებს? ან
მე რატომ ვანებებ?
- უნდა დაგხმარებოდი, - ჩურჩულით ვეუბნები.
ის თავს აქნევს. მაშ, მიაჩნია, რომ მე და გეილი სწორად მოვიქეცით? ნუ-
თუ მაპატია?
- არა, არასწორად მოვიქეცით.
ის ჯერ ტუჩებზე იდებს ხელს და შემდეგ გულზე მადებს. მგონი, მეუბნება,
შენც ჩემსავით ავოქსად დაასრულებდიო. ალბათ მართალიცაა. ან ენას
ამომგლეჯდნენ, ან მომკლავდნენ.
თითქმის საათის განმავლობაში ვეხმარები წითელთმიან გოგონას ოთა-
ხის დალაგებაში. ნაგავს ვყრით და ნასუფრალს ვალაგებთ. წითელთმიანი
გოგონა ლოგინს მიშლის. ხუთი წლის ბავშვივით ვწვები საწოლში და ნებას
ვაძლევ, საბანი შემომიკეცოს. შემდეგ მიდის. მე მინდა, დარჩეს, სანამ ჩამე-
ძინება. აქ იყოს, როცა გამეღვიძება. ამ გოგოს დაცვა მჭირდება, მიუხედავად
იმისა, რომ მე ის არ დავიცავი.
დილით წითელთმიანი გოგონას ნაცვლად სტილისტების გუნდი დამყუ-
რებს თავზე. ეფისთან და ჰეიმიჩთან ჩემი გაკვეთილები დასრულდა. დღეს
მთლიანად ცინას განკარგულებაში ვარ. ის ჩემი ბოლო იმედია. იქნებ ისე
გამალამაზოს, რომ ჩემმა სიტყვებმა არავინ დააინტერესოს?!
გუნდი შუადღემდე მუშაობს ჩემთან, კანს აბრეშუმივით მიბზინვარებენ,
მკლავებზე ფიგურებს მახატავენ, ოცივე ფრჩხილზე - ცეცხლის ენებს. ვენია
ახალ ვარცხნილობას მიკეთებს: წითლად შეღებილი ნაწნავი მარცხენა ყურ-
87
თან იწყება, თავზე მეხვევა და მარჯვენა მხარზე ეშვება. მთლიანად თეთრ
მაკიაჟს მიკეთებენ, რომ სახის ნაკვთები დამიფარონ, და ახლებურად მხატა-
ვენ. დიდრონი შავი თვალები, სქელი წითელი ტუჩები, წამწამები, რომელიც
დახამხამებისას ნაპერწკლებს ყრის. ბოლოს, მთელ ტანზე პუდრას მაყრიან
და ოქროსფრად ვციმციმებ.
ცინას ჩემი კაბა შემოაქვს, მაგრამ შალითაში დევს და არ ვიცი, როგო-
რია.
- თვალები დახუჭე, - მეუბნება ცინა.
ვგრძნობ აბრეშუმის ქსოვილის შეხებას შიშველ კანზე და თავზე ჩამოცმუ-
ლი კაბის სიმძიმეს. ოცი კილო მაინც უნდა იყოს. ფეხსაცმელში ბრმად ვყოფ
ფეხებს და რომ არ წავიქცე, ოქტავიას ვეჭიდები ხელზე. ჩემდა გასახარად,
ხუთი სანტიმეტრით დაბალი ქუსლი აქვს, ვიდრე წინა დღეს გასინჯულებს.
რაღაცეებს მისწორებენ და მარგებენ. შემდეგ ყველა ჩუმდება.
- შეიძლება თვალი გავახილო?
- შეგიძლია, - მპასუხობს ცინა, - გაახილე.
არსება, რომელიც სარკიდან მიყურებს, სხვა სამყაროდან მოსულს ჰგავს.
იმ სამყაროში ალბათ ყველას კანი უციმციმებს, თვალები უელვარებს და სა-
მოსს ძვირფასი ქვებისგან იკერავენ. ო, რა ლამაზია ჩემი კაბა. მთლიანად
ბრჭყვიალა ყვითელი, წითელი და თეთრი ქვებითაა მოოჭვილი. უმცირესი
მოძრაობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ცეცხლის ალში ვარ
გახვეული.
მე უბრალოდ ლამაზი ან მომნუსხველი კი არ ვარ - მზესავით ვასხივებ.
კარგა ხანს ყველა ჩემს ანარეკლს მისჩერებია.
- ო, ცინა, დიდი მადლობა, - ვჩურჩულებ ბოლოს.
- აბა, დატრიალდი, - მთხოვს ცინა.
მკლავებს ვშლი და ვტრიალდები. აღტაცებისგან ყველა ყიჟინებს.
ცინა სხვებს უშვებს და კაბასა და ახალ ფეხსაცმელში გავლა-გამოვლას
მთხოვს. ეს ფეხსაცმელი ეფისაზე ბევრად მოსახერხებელია. არც კაბის ბო-
ლო დამთრევს ძირს სიარულისას და ამაზე მაინც აღარ ვიდარდებ.
- აბა, მზად ხარ ინტერვიუსთვის? - მეკითხება ცინა. მისი გამომეტყველება
მაფიქრებს, რომ ჰეიმიჩს ესაუბრა ამ თემაზე. იცის, რომ ამ მხრივ საქმე ცუ-
დად მაქვს.

88
- რა არ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამომდის, ჰეიმიჩმა მკვდარი ლოქო-
რა მიწოდა. არ შემიძლია ისეთი ვიყო, ჰეიმიჩი რომ მთხოვს.
- უბრალოდ, ისეთი იყავი, როგორიც სინამდვილეში ხარ, - მცირე ხნის
ფიქრის შემდეგ მეუბნება ცინა.
- როგორიც სინამდვილეში ვარ? ეს უარესი აზრია. ჰეიმიჩი ამბობს, ბრა-
ზიანი და უნდობი ხარო.
- ჰეიმიჩთან... სხვანაირი ვერ იქნები,
- ეშმაკურად იღიმება ცინა, - მე ასეთი არ მგონიხარ. ჩვენს გუნდს ძალიან
მოსწონხარ. შენ თამაშის შემოქმედებიც მოხიბლე, კაპიტოლიუმელები კი
სულ შენზე ლაპარაკობენ. შენი სულის სიმტკიცე ყველას აღაფრთოვანებს.
ჩემი სულის სიმტკიცე! ეს რაღაც ახალია. არ ვიცი, ზუსტად რას ნიშნავს,
მაგრამ მიანიშნებს, რომ მებრძოლი ვარ. მამაცი. მაგრამ არა მტრულად
განწყობილი. გასაგებია, რომ პირველსავე შემხვედრს არ ვუმეგობრდები და
ჩემს ღიმილს დამსახურება უნდა, მაგრამ ასეა თუ ისე, არსებობს ხალხი,
ვინც ჩემთვის ძვირფასია.
ცინა ჩემს ცივ ხელებს თავის თბილ ხელებში იქცევს.
- ინტერვიუს დროს წარმოიდგინე, რომ პასუხს შინ დარჩენილ შენს მეგო-
ბარს აძლევ. ხომ გყავს საუკეთესო მეგობარი?
- გეილი, - იმწამსვე ვპასუხობ0, - მაგრამ ეს ვერ მიშველის, ცინა. გეილის-
თვის ასეთი დეტალების განდობა არ მჭირდება. მან ისედაც ყველაფერი
იცის.
- ჩემზე რას იტყვი? მე მეგობრად არ მთვლი? - მეკითხება ცინა.
სახლიდან წამოსვლის შემდეგ ცინაზე უკეთესი ჯერ არავინ შემხვედრია.
თავიდანვე მომეწონა და მასზე აზრი არ შემიცვლია.
- კი, მაგრამ...
- მე პირველ რიგში ვიჯდები სხვა სტილისტებთან ერთად. როცა რამეს
გკითხავენ, ჩემკენ გამოიხედე და რაც შეიძლება გულწრფელად უპასუხე.
- თუნდაც ჩემი აზრი საშინელება იყოს? - ვეკითხები მე, რადგან ადვილად
შეიძლება მართლაც ასე მოხდეს.
- ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, არ უნდა დამალო შენი აზრი, - ამბობს
ცინა, - აბა, შეძლებ ამას?
მე თავს ვუქნევ. ეს გეგმაა. ან ხელმოსაჭიდი ხავსი.

89
წასვლის დროა. ინტერვიუები საწვრთნელი ცენტრის წინ აგებულ სცენაზე
იმართება. ოთახიდან გავალ და რამდენიმე წუთში მაყურებლების, ტელეკა-
მერების, მთელი პანემის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდები.
ცინა სახელურს აწვება, მე ვაჩერებ.
- ცინა... - სცენის შიში საბოლოოდ მძლევს.
- გახსოვდეს, მათ უკვე უყვარხარ, - ნაზად მამშვიდებს ცინა, - იყავი ის,
რაც სინამდვილეში ხარ.
მე-12 რაიონის მთელ გუნდს ლიფტთან ვხვდებით. პორციას დამის თანა-
შემწეებს კარგად უმუშავიათ. პიტა ალისფერზოლებიან შავ კოსტიუმში თვა-
ლისმომჭრელად გამოიყურება. ერთმანეთს ვუხდებით, მაგრამ, საბედნი-
ეროდ, ერთნაირად არ გვაცვია. ჰეიმიჩი და ეფი საგანგებოდ გამოპრანჭუ-
ლან. ჰეიმიჩს თავს ვარიდებ, ეფისგან კი კომპლიმენტებს ვიღებ. ეფი მომა-
ბეზრებელი და უმეცარი კია, მაგრამ ჰეიმიჩივით მავნე მაინც არაა.
ლიფტიდან გამოვდივართ. სხვა შეწირულები სცენაზე ასასვლელად უკვე
რიგში დგანან. ოცდაოთხივეს რკალად გვსხამენ. მე ბოლო ვიქნები, ან ბო-
ლოს წინა, რადგან როგორც ჩანს, ყოველი რაიონის შეწირულიგოგონა
ბიჭზე წინ გამოდის. ოჰ, ნეტა პირველი ვიქნებოდე და მალე მორჩებოდეს
ეს ყველაფერი! ვზივარ და მიწევს ვუსმინო მახვილგონივრებს, ხუმარებს,
მორიდებულებს, პირქუშებს და მომხიბვლელებს, სანამ ჩემი ჯერი დადგება.
პლუს, მაყურებელსაც თანდათან ბეზრდება შეწირულების სმენა, როგორც
თამაშის შემოქმედებს მოჰბეზრდათ. ამჯერად ისარს ვეღარ ვისვრი, რომ მა-
თი ყურადღება მივიპყრო.
სანამ სცენაზე ავიდოდეთ, მე და პიტას უკნიდან ჰეიმიჩი გვიახლოვდება
და ბუბუნებს:
- გახსოვდეთ, ჯერ ისევ ბედნიერი წყვილი ხართ და შესაბამისად უნდა
მოიქცეთ.
რაო? მე მეგონა, ჩვენი წყვილი მაშინ დაიშალა, პიტამ ცალკე მომზადება
რომ ითხოვა. როგორც ჩანს, ეს ჩვენი შიდა პრობლემა იყო და საჯაროდ არ
უნდა გამჟღავნდეს. არა უშავს, მე და პიტას ერთდროულად საუბარი ალბათ
არც მოგვიწევს. სცენაზე ავდივართ და ჩვენ-ჩვენს ადგილებს ვიკავებთ.
სცენაზე ფეხის შედგმისთანავე პულსი მიჩქარდება და სუნთქვა მიჭირს. სა-
ფეთქლები მიხურს. სკამზე დაჯდომისას შვებას ვგრძნობ, რადგან შიშით
აცახცახებულს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მაწუხებს და მეშინია, არ წავ-
90
ბორძიკდე. უკვე საღამოა, მაგრამ მრგვალი მოედანი ზაფხულის დღესავით
ნათელია. საპატიო სტუმრებისთვის მაღალი პლატფორმა აუგიათ, წინა რიგ-
ში სტილისტები სხედან. როცა მაყურებლები სტილისტების ნამუშევრებს მო-
წონებით ხვდებიან, ტელეკამერები მათკენ ტრიალდება. მარჯვნივ დიდი აი-
ვანი მთლიანად თამაშის შემოქმედებისთვის არის გამოყოფილი. დანარჩენი
აივნები სატელევიზიო პერსონალს უკავია. მრგვალი მოედანი და მასთან
დაკავშირებული ქუჩები ხალხითაა სავსე. იქ მხოლოდ დასადგომი ადგილე-
ბია. ყველგან, სახლებსა თუ საზოგადოებრივ დარბაზებში, ტელევიზორებია
ჩართული. პანემის ყველა მოქალაქე ახლა ამ ინტერვიუებს უყურებს. ამაღამ
ელექტროენერგიას არსად გამორთავენ. სეზარ ფლიკერმანი სცენაზე ენერ-
გიულად ხტება. ორმოც წელზე მეტია, ის ინტერვიუების უცვლელი წამყვანია.
მისი დანახვა ცოტათი მაშინებს, რადგან ფლიკერმანის გარეგნობა ამ წლე-
ბის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა. სახეზე ყოველთვის თეთრი
პუდრის სქელი ფენა ადევს. ვარცხნილობა ყოველთვის ერთნაირი აქვს,
ოღონდ თმას ყოველ წელს სხვადასხვაფრად იღებავს. ყოველთვის ეს სა-
ზეიმო კოსტიუმი აცვია. კოსტიუმზე ათასობით ელექტრონათურაა მიმაგრე-
ბული და ვარსკვლავებივით ციმციმებს. კაპიტოლიუმში ხალხს პლასტიკურ
ოპერაციებს უკეთებენ გასაახალგაზრდავებლად და გასახდუნებლად. მე-12
რაიონში სიბერე მიღწევად ითვლება, რადგან ძალიან ბევრი ადრეულ ასაკ-
ში იღუპება. მოხუცის დანახვისას, გინდა მიხვიდე, მიულოცო და დღეგრძე-
ლობის საიდუმლოს განდობა სთხოვო. მსუქანასი ყველას შურს, ისინი ჩვენ-
სავით არ შიმშილობენ. კაპიტოლიუმში კი პირიქითაა. ნაოჭები არავის ახა-
რებს, ხოლო ღიპი წარუმატებლობის ნიშანია.
წელს სეზარს თმაც ლურჯად აქვს შეღებილი, ქუთუთოებიც და ტუჩებიც.
წელსაც შეშლილს ჰგავს, მაგრამ შარშანდელივით საზარლად არ გამოიყუ-
რება, როცა ერთიანად წითლად იყო შეღებილი და გასისხლიანებული გე-
გონებოდათ. სეზარი მაყურებლების გასახურებლად რამდენიმე ხუმრობას
ამბობს და მერე მთავარ საქმეზე გადადის.
სცენის შუაგულისკენ სეზართან შესახვედრად გამომწვევად გამჭვირვალე
ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი 1-ლ რაიონელი გოგონა მიაბიჯებს. მის
მენტორს მისთვის იმიჯის შესარჩევად ბევრი ტვინის ჭყლეტა არ მოუწევდა.
ასეთი ქერათმიანი, ზურმუხტისფერთვალება, ტანადი და ფერხორციანი... ძა-
ლიან სექსუალურია.
91
ყოველი ინტერვიუ სულ სამ წუთს გრძელდება. მერე ზარის ხმა ისმის და
შემდეგი შეწირული დგება. სეზარის სასახელოდ უნდა ვთქვა, ყველა შეწი-
რულს ეხმარება გაიბრწყინოს. მეგობრულია, აღელვებულებს ამშვიდებს, სუ-
ლელურ ხუმრობებზე იცინის და უხეირო პასუხებს ისეთი რეაქციით ხვდება,
დაუვიწყრად აქცევს.
მე ზრდილი ახალგაზრდა ლედივით ვზივარ, როგორც ეფიმ მასწავლა.
შეწირულები ერთმანეთს ენაცვლებიან. მეორე, მესამე, მეოთხე. ყველა გან-
სხვავებულად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მე-2 რაიონელი ბიჭი ნამდვილი
სიკვდილის მანქანაა, მე-5 რაიონელი მელიისსახიანი გოგონა - ცბიერი და
მოუხელთებელი. ჩემი ადგილის დაკავებისთანავე დავიმახსოვრე, სად ზის
ცინა, მაგრამ ვერც ეს მაწყნარებს. მერვე, მეცხრე, მეათე. მე-10 რაიონელი
კოჭლი ბიჭი ძალიან ჩუმია. ხელისგულები მეოფლება, მაგრამ ძვირფასი
ქვებით მოოჭვილი კაბა სითხეს არ იწოვს და შეწმენდას ვერ ვახერხებ. მე-
თერთმეტე.
სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი რუ სეზარისკენ მიფარფატებს. ამ ნაზი
შეწირულის დანახვაზე ყველა ისუსება. სეზარი მას ძალიან კარგად ექცევა,
აქებს, ყოჩაღ, რომ შენნაირმა პატარამ შვიდი ქულა დაიმსახურაო. ბოლოს
ეკითხება, არენაზე ყველაზე მეტად რის იმედი გაქვსო, რუ დაუფიქრებლად
პასუხობს:
- ჩემი დაჭერა ძალიან ძნელია და თუ ვერ დამიჭერენ, ვერც მომკლავენ,
ასე რომ, წინასწარ ნუ ჩამომწერთ.
- არც კი გავიფიქრებ! - ამხნევებს სეზარი.
მე-11 რაიონელი ბიჭი, თრეში, რუსავით ყავისფერკანიანია. სხვა არაფ-
რით ჰგავს თანარაიონელს. თითქმის ორმეტრიანი ბუმბერაზია, ხარივით
ჯმუხი. ერთხელ პროფესიონალებმა მიიწვიეს თავიანთ მაგიდასთან, მაგრამ
თრეშმა იუარა. ყველასგან განცალკევებით იდგა ხოლმე, არავის ელაპარა-
კებოდა და დიდად არც ვარჯიში აინტერესებდა. მიუხედავად ამისა, 10 ქულა
დაიმსახურა და არც მიკვირს, რომ თამაშის შემოქმედებზე დიდი შთაბეჭდი-
ლება მოახდინა. ის სეზარს საუბარში არ ჰყვება და მოკლედ, კის ან არას
პასუხობს. ან საერთოდ დუმს.
თრეშისხელა რომ ვიყო, მეც მოვიღუშებოდი, არც ხმას ამოვიღებდი და
მაინც არაფერი მოხდებოდა! დარწმუნებული ვარ, თრეშით სპონსორების

92
ნახევარზე მეტი დაინტერესდა. მე რომ ფული მქონდეს, მეც მასზე დავდებ-
დი.
და, აი, ქეთნის ევერდინს იძახებენ. თითქოს სიზმარში ვარ, ვდგები და
სცენის შუაგულისკენ მივდივარ. სეზარს გამოწვდილ ხელს ვართმევ. სეზარი
თავაზიანობას იჩენს და ხელს კოსტიუმზე მაშინვე არ იწმენდს.
- აბა, ქეთნის, ყველაზე მეტად რით მოიხიბლე აქ ჩამოსვლის შემდეგ? კა-
პიტოლიუმი ალბათ ძალიან განსხვავდება მე-12 რაიონისგან.
რა? რა მკითხა? სიტყვებს ვერ ვარჩევ. პირი გამიშრა. სასოწარკვეთილი
ვეძებ ცინას და თვალს არ ვაშორებ. წარმოვიდგენ ვითომ მისგან მესმის ეს
სიტყვები: ყველაზე მეტად რით მოიხიბლე აქ ჩამოსვლის შემდეგ?
ტვინს ვიჭყლეტ, იქნებ გავიხსენო, მომეწონა თუ არა აქ რამე? გულწრფე-
ლი იყავი! - ვფიქრობ გულში.
- ჩაშუშული თიკნის ხორცი, - თავს ვაბამ პასუხს.
სეზარი იცინის და გაურკვევლად მესმის, რომ მას აქა-იქ მაყურებლებიც
აჰყვნენ.
- ქლიავის ჩირთან ერთად? - მეკითხება სეზარი. მე თავს ვუქნევ. - მეც
მთელვედრო ქლიავს ვატან ხოლმე, - მერე დაზაფრული ტრიალდება მაყუ-
რებლებისკენ და მუცელზე იდებს ხელს, - ხომ არ მეტყობა? - მაყურებლები
ამშვიდებენ, არაო და ტაშს უკრავენ. აი, ამიტომაც მომწონს სეზარი, ყოველ-
თვის გამოჰყავხარ უხერხული მდგომარეობიდან.
- ქეთნის, - აგრძელებს სეზარი, - გახსნის ცერემონიაზე რომ გამოხვედი
და დაგინახე, კინაღამ გული გამიჩერდა. შენ რას გვეტყვი შენს კაბაზე?
ცინა ცალ წარბს სწევს. გულწრფელი იყავი!
- პირველ რიგში, გამიხარდა, რომ არ დავიწვი!
ამჯერად ყველა იცინის.
- კიდევ? - მეკითხება სეზარი.
ცინა ჩემი მეგობარია, მას კომპლიმენტი ისედაც უნდა ვუთხრა.
- ჩემი აზრით, ცინა ბრწყინვალეა და კაბაც ძალიან მომეწონა. ასეთი კაბა
არასდროს მენახა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მე ჩამაცმევდნენ.
ვერც ის დამიჯერებია, რომ დღეს ეს მაცვია, - კაბის კალთას ვისწორებ, - შე-
ხედეთ, რა ლამაზია!
მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავს. ცინა თითებით წრეს ხაზავს. ვხვდე-
ბი, რასაც მთხოვს: დატრიალდი.
93
ვბზრიალდები და მაყურებლის რეაქცია არ აყოვნებს.
- კიდევ ერთხელ გაიმეორე! - მთხოვს სეზარი. მეც ხელებს ვშლი და თავ-
დავიწყებით ვტრიალებ, კაბის ბოლო ფრიალებს და ცეცხლის ალში ვინ-
თქმები.
ისმის მაყურებლის ყიჟინა. ვჩერდები და სეზარს ვეჭიდები, რომ არ წავიქ-
ცე.
- არ გაჩერდე! - მეუბნება სეზარი.
- უნდა გავჩერდე, თორემ თავბრუ დამეხვევა! - ვკისკისებ, მგონი, სიცოც-
ხლეში პირველად. ეტყობა, ნერვიულობა და თავბრუსხვევა თავისას შვრება.
სეზარი წელზე ხელს მხვევს.
- ნუ გეშინია, გიჭერ. არ მინდა, შენი მენტორის ბედი გეწიოს.
ტელეკამერები ჰეიმიჩს პოულობს და მაყურებლები ხარხარებენ. ჰეიმიჩი,
მას შემდეგ, რაც მკის დღეს თავით გადაეშვა სცენიდან, ძალიან პოპულარუ-
ლი გახდა. ჰეიმიჩი გულკეთილად იქნევს ხელს და კამერებს ისევ ჩემკენ
ანიშნებს.
- ყველაფერი რიგზეა, ჩემთან უსაფრთხოდაა, - მაყურებლებს მიმართავს
სეზარი, - კარგი, ახლა შენს ქულაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მეგობრე-
ბო, ქეთნისმა თერთმეტი ქულა მიიღო! ქეთნის, ასეთი რა ქენი სავარჯიშო
დარბაზში?
აივანზე მსხდარ თამაშის შემოქმედებს ავყურებ და ტუჩს ვიკვნეტ.
- ეე... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსგავსი რამ ალბათ პირვე-
ლად მოხდა.
ტელეკამერები თამაშის შემოქმედებისკენ ინაცვლებს. ისინი ხითხითებენ
და თავებს იქნევენ.
- ოო, ნუ დაგვტანჯე, - სეზარი თითქოს მართლაც იტანჯება, - დეტალები,
დეტალები გვინდა.
- ამის გამჟღავნების უფლება არ მაქვს, ხომ ასეა? - მივმართავ აივანს.
თამაშის შემოქმედი, რომელიც პუნშის თასში ჩავარდა, ყვირის:
- არ გაქვს!
- გმადლობთ, - ვამბობ მე, - სამწუხაროდ, ამაზე საუბარი მეკრძალება!
- მოდი, მაშინ იმ მომენტს დავუბრუნდეთ, როცა მკის დღეს შენი დის სახე-
ლი ამოიღეს, - სერიოზულდება სეზარი, - შენ მის მაგივრად მოხალისედ გა-
მოხვედი. ამაზე რას გვეტყვი?
94
არა, თქვენ არაფერს. მხოლოდ ცინას. არ მეჩვენება, ცინას სახეზე მწუხა-
რებას ვხედავ.
- ჩემს დას პრიმი ჰქვია. მხოლოდ თორმეტი წლისაა და ამქვეყნად ყვე-
ლაზე მეტად მიყვარს.
მრგვალ მოედანზე ბუზის გაფრენას გაიგონებთ.
- მკის დასრულების შემდეგ შენმა დამ რა გითხრა? - მეკითხება სეზარი.
გულწრფელი იყავი. გულწრფელი იყავი.
ნერწყვს ვყლაპავ.
- მთხოვა, აუცილებლად ეცადე, რომ გაიმარჯვოო, - მაყურებლები დადუ-
მებულები არიან, ჩემს ყოველ სიტყვას უსმენენ.
- შენ რა უპასუხე?
ვგრძნობ, რომ სხეული სიცივით მევსება. კუნთები მეჭიმება, თითქოს სანა-
დიროდ ვარ და მშვილდი მაქვს მოზიდული. მთელი ოქტავით დაბალი ხმით
წარმოვთქვამ:
- დავპირდი, რომ გამარჯვებას ვეცდები.
- ამაში ეჭვიც არ მეპარება, - ძლიერად მიხუტებს სეზარი. ამ დროს ზარის
ხმა ისმის, - სამწუხაროდ, ჩვენი დრო ამოიწურა. წარმატებას გისურვებ, ქეთ-
ნის ევერდინ, მე-12 რაიონელო შეწირულო.
მე ჩემს ადგილს ვუბრუნდები, მაგრამ აპლოდისმენტები კიდევ დიდხანს
არ წყდება. ცინას ვუყურებ, როგორი იყო-მეთქი. ცინა ცერა თითს მიჩვენებს.
პიტა საუბრობს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ გამოვრკვეულვარ. როგორც
ჩანს, პიტამ თავიდანვე გაახალისა მაყურებლები, სიცილ-ხარხარი და ყიჟინა
ისმის. ხაბაზის შვილი ვარ და რაღაც გამეგებაო, შეწირულებს მათი რაიონე-
ბის პურებს ადარებს. მერე სახიფათო კაპიტოლიუმურ საშხაპეებზეც ხუმ-
რობს.
- მითხარით, ახლაც ვარდების სუნი ამდის? - ეკითხება სეზარს და მერე
ორივე ერთმანეთის დასუნვას იწყებს. ამაზე ლამის მთელი მოედანი ინგრე-
ვა. მე კვლავ ყურადღების ცენტრში ვექცევი, როცა სეზარი პიტას ეკითხება,
შეყვარებული თუ გყავსო.
პიტა ყოყმანობს და მერე არადამაჯერებლად იქნევს თავს.
- შენნაირ სიმპათიურ ბიჭს შეყვარებული აუცილებლად ეყოლება. მიდი,
გვითხარი, რა ჰქვია? - არ ეშვება სეზარი.
პიტა ხვნეშის.
95
- არის ერთი გოგო. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მომწონდა. თუმცა,
იმ გოგომ ჩემი არსებობის შესახებ მკის დღემდე ალბათ არც იცოდა.
მაყურებელი პიტას თანაუგრძნობს. ო, რა მტკივნეულია ცალმხრივი სიყ-
ვარული!
- იმ გოგოს სხვა უყვარს? - ინტერესდება სეზარი.
- არ ვიცი, მაგრამ ის გოგო ბევრ ბიჭს უყვარს, - პასუხობს პიტა.
- მაშინ საქმე მარტივადაა. თუ გაიმარჯვებ, ის გოგო უარს ვეღარ გეტყვის!
- ამხნევებს სეზარი.
- არა მგონია, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. გამარჯვება... მე ვერ მიშვე-
ლის, - ამბობს პიტა.
- ვითომ რატომ? - უკვირს სეზარს.
პიტა ჭარხალივით წითლდება და ენადაბმული ძლივს ლუღლუღებს:
- იმიტომ... იმიტომ... რომ ის გოგო აქ ჩემთან ერთად ჩამოვიდა.

96
თამაში

9.

წუთით ტელეკამერები თავჩახრილი პიტასკენ ტრიალდება, მე კი მის სიტ-


ყვებს ვიაზრებ. ჩემს სახეს ვხედავ, გაკვირვებისა და აღშფოთებისგან პირი
ღია მაქვს. ყველა ეკრანზე ახლო კადრით მაჩვენებენ.
მე. მე მგულისხმობს! - იატაკს დავყურებ და ვიმედოვნებ, ჩემში აღძრულ
ემოციებს ვერავინ შეამჩნევს.
- ო, უიღბლობაც ამას ჰქვია, - ამბობს სეზარი და მის ხმაში მართლაც იგ-
რძნობა სიბრალული. მაყურებლები თანხმობის ნიშნად ბუტბუტებენ, რამდე-
ნიმე დამწუხრებული ყვირის კიდეც.
- ძალიან ცუდია, - ეთანხმება სეზარს პიტა.
- რას ვიზამთ, შენი ბრალი არაფერია. ძნელია, ამ ახალგაზრდა ლედით
არ მოიხიბლო, - ამბობს სეზარი, - მან არ იცოდა?
- მხოლოდ ახლა გაიგო, - თავს იქნევს პიტა.
სულ ერთი წამით ვაპარებ თვალს ეკრანისკენ და ვხედავ, რომ ერთიანად
წითელი ვარ.
- ხომ ძალიან გინდათ ქეთნისი აქ გამოვიყვანოთ და მისი პასუხი გავი-
გოთ? - მაყურებლებს ეკითხება სეზარი. აუდიტორია თანხმობის ნიშნად ყი-
ჟინებს, - სამწუხაროდ, წესი წესია, ქეთნის ევერდინის დრო ამოიწურა. მაშ,
წარმატებებს გისურვებთ, პიტა მელარკ, და, მთელი პანემის სახელით თამა-
მად გეტყვი, რომ ჩვენი გულები შენთან რჩება.
მაყურებლების გამაყრუებელი ყიჟინა. პიტამ ჩემთვის სიყვარულის გამოც-
ხადებით სხვა შეწირულები საერთოდ გადაგვფარა. ბოლოს და ბოლოს, მა-
ყურებლები შოშმინდებიან, პიტა ძლივძლივობით ამბობს, გმადლობთო, და
თავის ადგილს უბრუნდება. ისმის პანემის ჰიმნი და ყველანი ფეხზე ვდგებით.
უფლება არ მაქვს, თავი დავწიო, ამიტომ ჩემდა უნებურად ვხედავ, რომ
თითქმის ყველა ეკრანზე მე და პიტას გვაჩვენებენ; ერთმანეთისგან რამდე-
ნიმე ნაბიჯი გვაშორებს, ეს რამდენიმე ნაბიჯი მაყურებელებისთვისაც გადაუ-
ლახავ წინაღობად აღიქმება. ო, რა საბრალოები ვართ!
97
მაგრამ მათზე უკეთ ვიცი, სინამდვილეში რაც ხდება.
ჰიმნის დასრულების შემდეგ შეწირულები საწვრთნელი ცენტრის ვესტიბი-
ულში შედიან და სათითაოდ იძახებენ ლიფტებს. იმდენს ვახერხებ, რომ პი-
ტასთან ერთად არ მოვხვდე ლიფტში. სანამ მაყურებელთა რიგებიდან ჩვენი
სტილისტები, მენტორები და ესკორტები გამოაღწევენ, შეწირულები მარტო-
ნი ვრჩებით. ხმას არც ერთი არ ვიღებთ. ჩემი ლიფტიდან სათითაოდ გადის
ოთხი შეწირული. სულ ბოლოს, მე გამოვდივარ მეთორმეტე სართულზე. მე-
ორე ლიფტის კარების დახურვის ხმა მესმის. პიტა დერეფანში გამოსვლას
ვერ ასწრებს, რომ მე მკერდში მუშტებს ვაყრი. ის წონასწორობას კარგავს
და ხელოვნური ყვავილებით სავსე უშნო ლარნაკზე ენარცხება. ლარნაკი ყი-
რავდება და ათასობით წვრილ ნამცეცად იმსხვრევა. პიტა ნამსხვრევებზე
ვარდება და გაჭრილი ხელებიდან მაშინვე სისხლი სდის.
- ეს რით დავიმსახურე? - გაკვირვებული მეკითხება.
- უფლება არ გქონდა! ჩემზე ეგეთი რამ არ უნდა გეთქვა! - ვუყვირი მე.
ლიფტი იღება და დერეფანში მთელი გუნდი გამოდის: ჰეიმიჩი, ეფი, ცინა
და პორცია.
- რა ხდება? - გვეკითხება ეფი და ხმაზე ვატყობ, ლამისაა ისტერიკულად
აყვირდეს, - დაეცი?
- ამან ხელი მკრა, - ამბობს პიტა, რომელსაც ეფი და ცინა წამოდგომაში
ეხმარებიან.
- ხელი ჰკარი? - ჩემკენ ტრიალდება ჰეიმიჩი.
- ეს შენი იდეა იყო, ხომ ასეა? მთელი ქვეყნის წინაშე სულელად გამო-
მიყვანეთ! - გპასუხობ მე.
- ეს ჩემი იდეა იყო, - ამბობს პიტა და ხელისგულებიდან ნამსხვრევებს სა-
ხედამანჭული იძრობს, - ჰეიმიჩი მის განხორციელებაში დამეხმარა.
- ჰო, კარგი დამხმარე გყავს!
- ნამდვილი სულელი ხარ! - ზიზღით მეუბნება ჰეიმიჩი, - გგონია, პიტამ
ამით რამე გავნო? ამ ბიჭმა ისეთი რამ მოგაპოვებინა, თვითონ რომ ვერას-
დროს მოიპოვებდი.
- მან მე სუსტად წარმომაჩინა! - ვეპასუხები მე.
- სუსტად კი არა - სასურველად! მოდი, სიმართლეს თვალებში ჩავხე-
დოთ, რომანტიკულ საკითხებში დახმარებაზე ცხვირს არ უნდა იბზუებდე. სა-
ნამ პიტამ შენზე არ თქვა მიყვარსო, ტალახივით მიმზიდველი იყავი. ახლა
98
ყველასთვის სასურველი გახდი. მხოლოდ შენზე ილაპარაკებენ. მე-12 რაი-
ონელი უიღბლო შეყვარებულები! - ამბობს ჰეიმიჩი.
- მაგრამ ჩვენ უიღბლო შეყვარებულები არ ვართ!
ჰეიმიჩი მხრებში ხელებს მავლებს და კედელზე მალურსმავს.
- ეგ ვის ანაღვლებს? ეს ყველაფერი დიდი სანახაობაა. მთავარია, შენში
ვის დაინახავენ. ჩემდა გასაკვირად, მცირე სასწაული მოახდინე და შენი ინ-
ტერვიუთი ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინე, მაგრამ პიტას სიტყვე-
ბის შემდეგ ნამდვილი გულთამპყრობელი გახდი! წარმოიდგინე, როგორ
დაეცემიან შინ ბიჭები შენს ფერხთით. ერთი დაფიქრდი, განა ასეთი იმიჯით
უფრო მეტ სპონსორს არ იშოვი?
ჰეიმიჩი ღვინის სუნად ყარს და გული მერევა. მის ხელებს მხრებიდან ვი-
ცილებ და განზე ვდგები მოსასულიერებლად. ცინა მიახლოვდება და მეხვე-
ვა.
- ის მართალს ამბობს, ქეთნის.
არც კი ვიცი, რა ვიფიქრო.
- წინასწარ უნდა გეთქვათ, რომ სულელურ მდგომარეობაში არ აღმოვჩე-
ნილიყავი.
- არა, ზუსტად შესაფერისი რეაქცია გქონდა. რამე რომ გცოდნოდა, ასე-
თი ნამდვილი ვერ იქნებოდი, - მიხსნის პორცია.
- მაგას მხოლოდ თავისი შეყვარებული ადარდებს, - ბურტყუნებს პიტა და
ლარნაკის სისხლიან ნამსხვრევს ძირს აგდებს.
- მე შეყვარებული არ მყავს, - გეილის გახსენებაზე ლოყები ისევ მიხურ-
დება.
- ვინც არის, - ამბობს პიტა, - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ნაღდად გა-
არჩევს ტყუილს სიმართლისგან. თანაც, შენ ხომ არ გითქვამს, რომ გიყვარ-
ვარ! რაღას ნერვიულობ?
თანდათან ვიაზრებ მის სიტყვებს და ვცხრები. ვეღარ გადამიწყვეტია, გავ-
ბრაზდე, რომ გამომიყენეს თუ გამიხარდეს, რომ გარკვეული უპირატესობა
მომანიჭეს. ჰეიმიჩი მართალია. ჩემს ინტერვიუს კი გადავურჩი, მაგრამ რო-
გორი წარმოდგენა შეექმნებოდათ ჩემზე მაყურებლებს? სულელი გოგონა,
რომელიც ელვარე კაბაში ბზრიალებდა და კისკისებდა. მხოლოდ პრიმზე
საუბრისას მქონდა სერიოზული პიროვნების შეხედულება. შემადარეთ
თრეშთან, მის მდუმარე, მომაკვდინებელ სიმტკიცესთან და მე აღარ გაგახ-
99
სენდებით. სულელი, მოელვარე და ადვილად მისავიწყებელი გოგონა. არა,
მთლად ადვილად მისავიწყებელი არა, მე ხომ ვარჯიშებში თერთმეტი ქულა
მივიღე.
მაგრამ შემდეგ პიტამ სიყვარულის ობიექტად მაქცია, თან არა მხოლოდ
მისი სიყვარულისა. პიტას რომ დაუჯერო, მე თურმე მრავალი თაყვანისმცე-
მელი მყავს. ახლა აუდიტორიასაც სჯერა, რომ შეყვარებულები ვართ... მახ-
სენდება, როგორ შეხვდნენ პიტას აღიარებას. უიღბლო შეყვარებულები. ჰე-
იმიჩი მართალია. ასეთ სატყუარას კაპიტოლიუმში იოლად წამოეგებიან.
უცებ იმაზე ვიწყებ დარდს, რომ სხვანაირი რეაქცია უნდა მქონოდა.
- პიტამ რომ თქვა, მიყვარსო, თქვენ რა იფიქრეთ ჩემზე, მასაც უყვარსო?
- ვინტერესდები.
- ჰო მე ასე მომეჩვენა, - მპასუხობს პორცია, - კამერებს თვალს არიდებ-
დი, გაწითლდი.
პორციას სხვებიც ეთანხმებიან.
- ოქრო ხარ, ოქრო, ძვირფასო. სპონსორები რიგში ჩაგიდგებიან, - მეუბ-
ნება ჰეიმიჩი.
ჩემი საქციელის გამო მრცხვენია.
- ბოდიში, რომ ხელი გკარი, - ვებოდიშები პიტას.
- არა უშავს, - მხრებს იჩეჩავს ის, - თუმცა, ტექნიკურად ეს გეკრძალება.
- ხელები გაიჭერი?
- დიდი არაფერია.
ყველა ჩუმდება. სასადილო ოთახიდან მადისაღმძვრელი სუნი გამოდის.
- წამოდი, ვჭამოთ, - გვთავაზობს ჰეიმიჩი.
მაგიდასთან ვსხდებით, მაგრამ პიტას ჭრილობიდან სისხლდენა ეწყება
და პორციას სამედიცინო პუნქტში მიჰყავს. მათ გარეშე ვიწყებთ ნაღებიანი
ვარდის ფურცლების წვნიანის ჭამას. ამასობაში პორცია და პიტა ბრუნდები-
ან. პიტას ხელები შეხვეული აქვს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხვალ თამაშე-
ბი იწყება. ის დამეხმარა, მე კი დავჭერი. ნუთუ ყოველთვის მხოლოდ დავა-
ლებული უნდა ვიყო მისგან?
ნასადილევს, სასტუმრო ოთახში ინტერვიუების გამეორებას ვუყურებთ.
პრანჭია, ცერცეტ გოგოს ვგავარ, კაბაში გამოპრანჭული ვტრიალებ და ვკის-
კისებ. თუმცა, სხვები მამშვიდებენ, ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებიო.
ნამდვილად მომხიბვლელი პიტა მეჩვენება, შეყვარებული ბიჭის იმიჯით ხომ
100
საერთოდ ყველას სჯობნის. მე ლოყებშეფაკლული და დაბნეული ვზივარ,
ცინას სამოსით გალამაზებული, პიტას აღიარებით სხვებისთვის სასურვე-
ლად ქცეული, გარემოებათა გამო ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩენი-
ლი და, ყველას აზრით, დაუვიწყარი.
როცა ჰიმნი სრულდება და ეკრანი შავდება, ოთახში სრული სიჩუმე ისად-
გურებს. ხვალ დილით გაღვიძებულებს არენისთვის გაგვამზადებენ. თამაშე-
ბი ათ საათზე დაიწყება, რადგან კაპიტოლიუმის ბევრი მოქალაქე საკმაოდ
გვიან იღვიძებს. მე და პიტას კი ადრიანად წამოგვყრიან. ჯერ არავინ იცის,
რამდენად შორსაა წლევანდელი თამაშებისთვის განკუთვნილი არენა.
ვიცი, რომ ეფი და ჰეიმიჩი თან არ გამოგვყვებიან. აქედან წასვლისთანა-
ვე თამაშების შტაბბინაში მივლენ.
ვიმედოვნებ, სპონსორებთან შეთანხმებების დადებას ვერ აუვლენ და
სტრატეგიასაც შეიმუშავებენ, როდის და როგორ მივიღოთ სპონსორებისგან
გადმოცემული ძღვენი. ცინა და პორცია ზუსტად თამაშის სასტარტო ადგი-
ლამდე გამოგვყვებიან.
თუმცა, ერთმანეთს აქ დავემშვიდობებით.
ეფი მე და პიტას ხელს გვართმევს და თვალებზე ცრემლმომდგარი, წარ-
მატებებს გვისურვებს. მადლობას გვიხდის, მის კარიერაში საუკეთესო შეწი-
რულები რომ ვიყავით და ბოლოს, რახან ეფია და თან კანონი მისგან რამე
ცუდის თქმას ითხოვს, ამატებს:
- არ გამიკვირდება, თუ გაისად, ბოლოს და ბოლოს, დამაწინაურებენ და
უკეთეს რაიონში გადამიყვანენ.
შემდეგ ორივეს ორივე ლოყაზე გვკოცნის და ემოციური განშორებით თუ
უკეთესი მომავლის პერსპექტივით გულაჩუყებული, საჩქაროდ გადის ოთახი-
დან.
ჰეიმიჩი გულხელდაკრეფილი დაგვყურებს.
- ბოლო რჩევას ხომ არ მოგვცემ? - ეკითხება პიტა.
- გონგის ხმის გაგონებისთანავე იქიდან მოცოცხეთ. სიუხვის რქასთან სის-
ხლისღვრას თქვენ სხვანაირად ვერ გადაურჩებით. უსაფრთხო ადგილამდე
გააღწიეთ, ერთმანეთს და სხვებს რაც შეიძლება დაშორდით და სასმელი
წყალი იპოვეთ, - გვარიგებს ჰეიმიჩი.
- მერე რა ვქნათ? - ვეკითხები მე.

101
- როგორმე ცოცხლები გადარჩით, - ჰეიმიჩმა მატარებელშიც ეს გვირჩია,
ოღონდ ახლა ფხიზელია და არ იცინის. ჩვენ მხოლოდ თავებს ვუქნევთ.
სხვა რა შეგვიძლია?!
მე ჩემს ნომერში ვბრუნდები, მაგრამ პიტა პორციასთან სასაუბროდ რჩე-
ბა. ეს მახარებს. მასთან გამომშვიდობება ხვალამდე გადაიდო. ჩემი ლოგი-
ნი დაგებულია, მაგრამ წითელთმიანი ავოქსი გოგო არსად ჩანს. ნეტა მისი
სახელი ვიცოდე. რატომ არ ვკითხე? ფურცელზე დამიწერდა ან ჟესტებით
გამაგებინებდა. თუმცა, ალბათ შეიძლება ამის გამო დაესაჯათ კიდეც.
შხაპს ვიღებ და სხეულიდან ოქროსფერ ნახატებს, მაკიაჟს და ნაზ სურნე-
ლებას ვიცილებ. მხოლოდ ფრჩხილებზე დახატული ცეცხლის ენები მრჩება.
გადავწყვიტე, ეს დავიტოვო, რათა მაყურებელს ახსოვდეს ქეთნისი - გოგო-
ნა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. იმედია, მომდევნო დღეებს ეს მოგონებები
გადამატანინებს.
ბეწვის სქელ საღამურს ვიცვამ და საწოლში ვწვები. ზუსტად ხუთ წამში
ვხვდები, რომ დაძინებას ვერ მოვახერხებ. არადა, არენაზე დაღლილობა
გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს.
ეს ცუდია. გადის ერთი, ორი, სამი საათი, მაგრამ ქუთუთოები არ მიმძიმ-
დება. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, როგორ ადგილას შეგვაგდებენ: უდაბნო-
ში, ჭაობსა თუ ყინულოვან მხარეში? ყველაზე მეტად ხეებს ვნატრობ, ასე სა-
მალავსაც მოვძებნი, საჭმელსაც და თავშესაფარსაც. თამაშებში ხეები თით-
ქმის ყველგანაა, რადგან ხრიოკ მხარეებში შეჯიბრება ძალიან მალე სრულ-
დება ხოლმე. მაგრამ კლიმატი როგორი იქნება? ან თამაშის შემოქმედებმა
რა ხაფანგები დააგეს მოსაწყენი სიტუაციების გამოსაცოცხლებლად? გარდა
ამისა, სხვა შეწირულებსაც უნდა ვერიდო...
რაც უფრო ძლიერ მინდა დაძინება, მით უფრო ძლიერ მარიდებს თავს
ძილი. ბოლოს, მოუსვენრობა მიპყრობს და საწოლიდან ვდგები. ბოლთას
ვცემ. გული სწრაფად მიცემს, სუნთქვა მიჭირს. ჩემი საძინებელი თითქოს სა-
კანია. ჰაერი არ მყოფნის. ლამისაა, ისევ საგნების წინ და უკან სროლა და-
ვიწყო. გარეთ გავდივარ. სახურავზე ავრბივარ. კარი ღიაა. შეიძლება ვინმეს
დარჩა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. სახურავს გარს ელექტრული ვე-
ლი არტყია და გაქცევას ვერავინ შეძლებს. გაქცევას არც ვაპირებ, მხო-
ლოდ ფილტვების ჰაერით ავსება მინდა. მინდა, ვნახო ცა და მთვარე ისე,
რომ არავინ მდევნიდეს. ეს ჩემი თავისუფლების უკანასკნელი ღამეა.
102
სახურავზე ღამით ბნელა, მაგრამ როგორც კი ფეხს ფილაქანზე ვდგამ,
მუდამ განათებული პანემის შუქის ფონზე შავად გამოკვეთილ ბუნდოვან სი-
ლუეტს ვხედავ.
ქუჩებში ხმაურობენ, ისმის სიმღერა და ავტომანქანების სიგნალი - ყვე-
ლაფერი, რაც ჩემი ნომრის სქელმინიან ფანჯრებში ვერ აღწევს. ასეთ ხმა-
ურში შეუმჩნევლად შემიძლია ნომერში დაბრუნება. მაგრამ ღამის გრილი
ჰაერი იმდენად ტკბილია, ჩემს დახუთულ გალიაში დაბრუნებაზე ფიქრი მზა-
რავს.
ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვისაუბრებთ თუ არა?
ჩუმად მივაბიჯებ ფილაქნებზე. მისგან სულ ერთ მეტრში ვდგები და ვეუბ-
ნები:
- აჯობებდა გამოგეძინა.
პიტა კრთება, მაგრამ ჩემკენ არ ტრიალდება. თავს ოდნავ იქნევს.
- არ მინდა, წვეულება გამოვტოვო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის იმარ-
თება.
სახურავის კიდეს ვუახლოვდები და პიტას ზურგს უკნიდან ვიხედები ქვე-
მოთ. ფართო ქუჩები მოცეკვავე ხალხითაა სავსე. თვალებს ვჭუტავ და ფიგუ-
რების უფრო დეტალურად გარჩევას ვცდილობ.
- საზეიმო კოსტიუმები აცვიათ?
- რა ვიცი, - ამბობს პიტა, - აქ ყოველთვის გიჟური სამოსი აცვიათ. ვერც
შენ დაიძინე?
- ტვინი ვერაფრით გამოვრთე.
- ოჯახზე ფიქრობ?
- არა, - დარცხვენილი ვაღიარებ, - მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქ-
რობ, რაც, რა თქმა უნდა, უაზრობაა, - ქვემოდან ამომავალ შუქში პიტას სა-
ხეს და მკერდზე უხერხულად მიკრულ მის შეხვეულ ხელებს ვარჩევ, - მარ-
თლა ძალიან ვწუხვარ შენი ხელების გამო.
- არა უშავს, ქეთნის, - მამშვიდებს პიტა, - ამ თამაშებში გამარჯვების რე-
ალური პრეტენდენტი მაინც არასდროს ვყოფილვარ.
- ასე არ უნდა ფიქრობდე!
- რატომ? ეს სიმართლეა. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ღირსებას არ
დავკარგავ და... - წინადადებას არ ასრულებს პიტა.
- და რა? - ვეძიები მე.
103
- არ ვიცი, ზუსტად როგორ ვთქვა. მინდა... ისეთი მოვკვდე, როგორიც სი-
ნამდვილეში ვარ. ხვდები?
მე თავს ვაქნევ. აბა, სხვა ვინმედ ხომ არ მოკვდება?
- არ მინდა, რომ ამ თამაშმა შემცვალოს, უმოწყალო ურჩხულად მაქცი-
ოს.
დარცხვენილი ვიკვნეტ ტუჩს. სანამ მე ხეებს ვნატრობდი, პიტა იმას დარ-
დობდა, როგორ შეენარჩუნებინა საკუთარი თავი, უმწიკვლო მეობა.
- ანუ, არავის მოკვლას არ აპირებ? - ვეკითხები მე.
- არა, როცა დრო მოვა, სხვების მსგავსად, მეც მოვკლავ მეტოქეს. უბ-
რძოლველად არაფერს დავთმობ. უბრალოდ, სულ ვფიქრობ... კაპიტოლი-
უმს როგორ დავუმტკიცო, რომ მათი საკუთრება არ ვარ, რომ უფრო მეტი
ვარ, ვიდრე მათი თამაშების ჩვეულებრივი მონაწილე.
- მაგრამ შენ უფრო მეტი აარ ხარ, - ვპასუხობ მე, - არც ერთი არ ვართ.
თამაშების არსიც სწორედ ესაა.
- გასაგებია, მაგრამ არენაზე ხომ ყველა ინდივიდუალურად თამაშობს?
შენ შენ ხარ, მე - მე... - თავისაზე დგას პიტა, - ვერ ხვდები?
- ცოტათი. ოღონდ... არ გეწყინოს, მაგრამ ეს ვის აინტერესებს, პიტა?
- მე. ამ წუთას სხვა რის გაკეთება შემიძლია?! - ცხარობს პიტა. ლურჯ
თვალებს მისწორებს და პასუხს მთხოვს.
ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- შეგიძლია ჰეიმიჩის რჩევა შეისმინო და ცოცხალი გადარჩე.
პიტა სევდიანად და დამცინავად მიღიმის.
- კარგი. გმადლობ რჩევისთვის, ძვირფასო.
ჰეიმიჩის მოფერებითი სიტყვები სახეში გაწნულ სილასავით მოქმედებს.
- იცი რა, თუ გინდა სიცოცხლის უკანასკნელი საათები არენაზე ღირსეუ-
ლი სიკვდილის დაგეგმვაში გაატარო, შენი ნებაა. აი, მე მე-12 რაიონში სიკ-
ვდილი მინდა.
- არც გამიკვირდება, თუ ამას შეძლებ,
- მეუბნება პიტა, - დედაჩემი მომიკითხე, როცა დაბრუნდები. კარგი?
- მაგის იმედი გქონდეს, - ვეუბნები და სახურავიდან ჩავდივარ.
მთელ ღამეს ვწრიალებ, ვადგენ გესლიან ტექსტს, დილით პიტა მე-
ლარკს რომ მივახლი. პიტა მელარკი - ერთი ვნახოთ, როგორი სულგრძე-
ლი და დიდებული იქნება, როცა სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდება! ალბათ
104
იმ მხეც შეწირულებს დაემსგავსება, მეტოქის მოკვლის შემდეგ მათი გულის
ამოგლეჯას და შეჭმას რომ ლამობენ ხოლმე. რამდენიმე წლის წინანდელ
თამაშებში ერთი ასეთი შეწირული მონაწილეობდა - მე-6 რაიონელი ტიტუ-
სი. ტიტუსი მთლად გადაირია და მის მიერ მოკლულთა ჭამას აპირებდა,
მაგრამ თამაშის შემოქმედებმა ელექტროთოფებით გააშეშეს, ხოლო გვამე-
ბი არენიდან გაიტანეს. არენაზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, მაგრამ
კანიბალიზმი კაპიტოლიუმელ მაყურებელს არ მოსწონს და ცდილობენ, ეს
არ დაუშვან. ხმები დადიოდა, რომ ზვავი, რომელმაც ტიტუსი იმსხვერპლა,
სპეციალურად დაგეგმეს, რათა თამაშებში შეშლილ ტიტუსს არ გაემარჯვა.
დილით პიტას ვერ ვხვდები. გამთენიისას ცინა მოდის, უბრალო პერანგს
მაცმევს და სახურავისკენ მიმიძღვის. სპეციალურ სამოსს არენის ქვეშ მდება-
რე კატაკომბებში ჩამაცმევენ. იქვე გავივლი საბოლოო მომზადებას. რო-
გორც მაშინ, ტყეში, ავოქსი გოგონას შეპყრობისას, ახლაც ცაში უეცრად ჰო-
ვერკრაფტი ჩნდება და ძირს კიბეს გვიგდებენ. კიბეს ვეჭიდები თუ არა, მთე-
ლი სხეული მიშეშდება. ელექტროდენი კიბეს მაწებებს. ასე ავყავართ უსაფ-
რთხოდ ზევით.
ჯერ კიდევ კიბეს ვარ მიწებებული, როცა თეთრხალათიანი ქალი შპრი-
ცით ხელში მიახლოვდება.
- ეს მხოლოდ სათვალთვალო მოწყობილობაა, ქეთნის. რაც უფრო მშვი-
დად იქნები, მით უფრო სწრაფად დაგიყენებ, - მეუბნება ქალი.
მშვიდადო? ისედაც გაქვავებული ვარ. თუმცა, მაინც ვგრძნობ მწვავე ტკი-
ვილს, როცა ნემსით ლითონის სათვალთვალო მოწყობილობა მკლავზე
კანქვეშ შეჰყავთ. ამიერიდან თამაშის შემოქმედები არენის ნებისმიერ წერ-
ტილში შეძლებენ ჩემს პოვნას. აბა, შეწირულს ხომ არ დაკარგავენ?!
როგორც კი სათვალთვალო მოწყობილობა ყენდება, კიბეს ვწყდები და
თეთრხალათიანი ქალი უჩინარდება. სამაგიეროდ, სახურავიდან ცინა ამოჰ-
ყავთ. შემოდის ავოქსი ბიჭი და სასადილო ოთახისკენ მიგვიძღვის, სადაც
ჩვენთვის საუზმეა გაშლილი. მიუხედავად შეკუმშული მუცლისა, ყველაფერს
ვჭამ, რაც შემიძლია, ოღონდ ვერაფრის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა ისე
ვნერვიულობ, ქვანახშირსაც შევჭამდი. ყურადღებას მხოლოდ ფანჯრებიდან
დანახული კაპიტოლიუმის ზედხედი მიფანტავს. თანდათან ქალაქი უკან რჩე-
ბა. ქვეშ უკაცრიელი მხარე ჩანს. აი, ამას ხედავენ ჩიტები ციდან. ოღონდ,
ჩემგან განსხვავებით, ისინი თავისუფლები არიან.
105
ფრენა კიდევ ნახევარ საათს გრძელდება, ამასობაში ფანჯრები ბნელდე-
ბა - ესე იგი, არენას ვუახლოვდებით. ჰოვერკრაფტი დაბლა ეშვება და მე და
ცინა ისევ კიბესთან მივდივართ, ოღონდ ამჯერად არენის ქვეშ მდებარე კა-
ტაკომბებში ჩავდივართ. ჩემს მოსამზადებელ ოთახში შევდივართ. კაპიტო-
ლიუმში მას სასტარტო ოთახს უწოდებენ, ხოლო რაიონებში - ბაკს, სადაც
შეწირულებს ცხოველებივით ამწყვდევენ, სანამ დახოცავდნენ.
ამ ოთახში ყველაფერი ახალია. მე პირველი და უკანასკნელი შეწირული
ვიქნები, ვინც ამ ოთახს გამოიყენებს. არენები ისტორიული ადგილია, რომ-
ლებსაც თამაშების დასრულების შემდეგ კაპიტოლიუმელები არდადეგებზე
ან შვებულებების დროს სტუმრობენ. ერთი თვით ისვენებ, თამაშების ვიდეო-
ჩანაწერებს უყურებ, კატაკომბებს ათვალიერებ, სტუმრობ ადგილებს, სადაც
შეწირულები დაიხოცნენ. შეგიძლია შეტაკებების ინსცენირებაშიც მიიღო მო-
ნაწილეობა. ამბობენ, აქაური საჭმელიც ძალიან გემრიელიაო.
შხაპს ვიღებ და კბილებს ვიხეხავ. ვცდილობ, ნაჭამი კუჭში ჩავიტოვო. ცი-
ნა ჩემს საფირმო ნაწნავს მიკეთებს. შემდეგ უნიფორმა შემოაქვთ. ყველა შე-
წირულს ეს ეცმევა. ცინა სამოსს ვეღარ შემირჩევს, ისიც კი არ იცის, პაკეტში
რა დევს. უბრალო მოწითალომიხაკისფერ შარვალს, ღია მწვანე კოფთას
და თხელ, შავ, კაპიუშონიან ქურთუკს მაცმევს და მუქყავისფერ ქამარს მიკე-
თებს. ქურთუკის ბოლო ბარძაყებამდე მწვდება.
- ქურთუკი ისეთი ქსოვილისგანაა შეკერილი, სხეულის სითბოს ინარჩუ-
ნებს. ცივ ღამეებს ელოდე, - მაფრთხილებს კინა.
ჩექმები, რომლებიც თხელ წინდებზე ამოვიცვი, იმაზე უკეთესი გამოდგა,
ვიდრე ველოდი. მე-12 რაიონში ასეთი ნაზი და ელასტიკური ტყავი არ
გვაქვს. ამ ჩექმებს დრეკადი რეზინის ძირები აქვს. სირბილისთვის ზედგა-
მოჭრილია.
მგონია, რომ ჩაცმას უკვე მოვრჩი, მაგრამ ცინას ჯიბიდან ოქროს კაჭკაჭ-
ჯაფარა ამოაქვს. ეს გულსაბნევი აღარც კი მახსოვდა.
- ეს საიდან მოიტანე? - ვეკითხები მე.
- იმ მწვანე ტანსაცმელში ვიპოვე, მატარებელში რომ გეცვა, - მახსენდება,
როგორ მოვხსენი დედაჩემის კაბიდან და ჩემსაზე მივიბნიე. - ეს შენი რაი-
ონის ნიშანია, არა?
მე თავს ვუქნევ და ცინა კაბაზე გულსაბნევს მიმაგრებს.

106
- შემმოწმებელმა კომისიამ კინაღამ აგიკრძალა მისი ტარება. ზოგი ამ-
ტკიცებდა, ეს გულსაბნევი იარაღად შეიძლება გამოიყენოს და მფლობელს
დაუმსახურებელი უპირატესობა ენიჭებაო. მაგრამ ბოლოს მაინც დათან-
ხმდნენ შენთვის მის დაბრუნებაზე, - ამბობს ცინა, - აი, 1-ლ რაიონელ გო-
გოს კი თავისი ბეჭედი ჩამოართვეს. ბეჭდის თვალს თუ დაატრიალებდი,
შიგნიდან შხამიანი ეკალი ამოდიოდა. გოგონამ განაცხადა, არ ვიცოდი, თუ
ასეთი ბეჭედი იყოო და ვერც დაუმტკიცეს. თუმცა, რაიონის ნიშანი კი დაკარ-
გა. ესეც ასე, უკვე მზად ხარ.
შემობრუნდი. ხომ კომფორტულად გრძნობ თავს?
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ვხტი, მკლავებს ვიქნევ.
- კი, კარგია. ზუსტად მომერგო.
- მაშინ გამოძახებასღა დაველოდოთ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, - ამ-
ბობს ცინა, - იქნებ კიდევ გინდა ჭამა?
საჭმელზე უარს ვამბობ, მაგრამ ერთი ჭიქა წყალი მოაქვთ და ნელ-ნელა
ვწრუპავ, სანამ დივანზე ვსხედვართ და ვიცდით. არ მინდა ტუჩები ან ფრჩხი-
ლები ვიკვნიტო, ამიტომ ლოყას ვიკვნეტ შიგნიდან. ჯერ რამდენიმე დღის
წინანდელი იარაც არ შემხორცებია. მალე პირში სისხლის გემოს ვიგრძნობ.
ნერვიულობა შიშში გადადის, სანამ მომავალზე ვფიქრობ. შეიძლება მოვ-
კვდე, ერთ საათში ფეხები გავფშიკო. ან იქნებ ერთ საათსაც ვერ გავძლო.
თითებით ვეხები მკლავზე ამობურცულ ადგილს, სადაც თეთრხალათიანმა
ქალმა სათვალთვალო მოწყობილობა ჩამიდგა. მერე, მიუხედავად იმისა,
რომ მტკივა, ძლიერად ვაწვები, სანამ ის ადგილი არ მილურჯდება.
- ლაპარაკი ხომ არ გინდა, ქეთნის? - მეკითხება ცინა.
მე თავს უარის ნიშნად ვიქნევ, მაგრამ რამდენიმე წამში ხელს ვუწვდი. ცი-
ნა მას თავის ხელისგულებში იქცევს. ასე ვსხედვართ, სანამ ქალის სასია-
მოვნო ხმა გამოაცხადებს, რომ სტარტისთვის უნდა გავემზადო.
ცინასთან ხელჩაკიდებული მივდივარ ლითონის მრგვალ ფირფიტასთან
და ზედ ვდგები.
- გახსოვდეს ჰეიმიჩის რჩევა! გაიქეცი და წყალი იპოვე. დანარჩენში შემ-
დეგში გაერკვევი, - მეუბნება ცინა. მე თავს ვუქნევ. - და კიდევ, მე ფსონის
ჩასვლა არ შემიძლია, მაგრამ რომ შემეძლოს, ფულს შენზე დავდები.
- მართლა? - ვჩურჩულებ მე.

107
- მართლა, - ცინა ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის, - წარმატებებს გი-
სურვებ, ცეცხლოვანო გოგონავ.
ამ დროს ზემოდან შუშის ცილინდრი ეშვება და მე და ცინას ერთმანეთის-
გან გვაცალკევებს. ცინა ხელით მანიშნებს, რომ თავი უნდა ავწიო.
წელში ვიმართები. ცილინდრი კი ზემოთ ადის. დაახლოებით თხუთმეტი
წამით სრულ სიბნელეში ვრჩები, მერე ლითონის ფირფიტას ცილინდრიდან
ღია სივრცეში ავყავარ. კაშკაშა მზე წამით თვალებს მჭრის და ვერაფერს
ვხედავ. მხოლოდ ქარის ხმა მესმის და ფიჭვების იმედის მომცემ სურნელს
ვგრძნობ.
უცებ ლეგენდარული გამომცხადებლის, კლაუდიუს ტემპლსმითის ხმა ის-
მის:
- ქალბატონებო და ბატონებო, 74-ე შიმშილის თამაშები დაიწყო!

10.

სამოცი წამი. სწორედ ამდენ ხანს გვაქვს ლითონის ფირფიტებზე დგომის


უფლება, გონგის ხმამდე. მანამდე ერთი ნაბიჯიც რომ გადადგა, ნაღმები ფე-
ხებს დაგაწყვეტს. სამოცი წამი გაქვს წრეში სიმეტრიულად მდგარი შეწირუ-
ლების შესათვალიერებლად. ჩვენ სიუხვის რქასთან ვდგავართ - მოგრე-
ხილბოლოიან გიგანტურ ოქროსფერ კონუსთან, რომლის პირიც 7 მეტრის
სიმაღლისაა და სავსეა ნივთებითა და საგნებით, არენაზე სიცოცხლის შესა-
ნარჩუნებლად რომ გჭირდება: საკვებით, წყლის ბიდონებით, იარაღით, წამ-
ლებით, სამოსითა და ცეცხლის სანთებელებით. სიუხვის რქის გარშემო სხვა
რამეებიცაა მიმოყრილი - უფრო შორს უფრო უმნიშვნელო ნივთებია. მაგა-
ლითად, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის
პლასტიკატის ნაჭერი გდია, რაც თავსხმა წვიმაში ძალიან გამოსადეგია. აი,
რქის პირში დაკეცილ კარავს ვხედავ - ასეთ კარავს თითქმის ყველანაირ
ამინდში შეაფარებ თავს. მაგრამ მე ამ კარვის მოსაპოვებლად სხვა ოცდა-
სამ მეტოქესთან შებრძოლებას ვერ გავბედავ. ჰეიმიჩმაც დამარიგა, მაშინვე
გაიქეციო.
ვაკეზე ვიმყოფებით. ჩემ პირდაპირ მდგარი შეწირულების უკან არაფერი
ჩანს. ეტყობა, იქით ციცაბო დაღმართია, ან კლდე. ჩემგან მარჯვნივ ტბაა,
108
მარცხნივ - მეჩხერი ფიჭვნარი. ჰეიმიჩის მითითების მიხედვით, სწორედ იქით
უნდა გავიქცე. დაუყოვნებლივ.
გონებაში ჩამესმის მისი სიტყვები: უსაფრთხო ადგილამდე გააღწიეთ, ერ-
თმანეთს და სხვებს რაც შეიძლება დაშორდით და სასმელი წყალი იპოვეთ.
არადა, ცდუნება დიდია, ჩემ თვალწინ იმდენი რამ ყრია... მე თუ არა, ამ
ალაფს სხვა დაეპატრონება და სისხლისღვრას გადარჩენილი პროფესიონა-
ლი შეწირულები გადასარჩენად საჭირო ნივთებს ერთმანეთში გაიყოფენ.
უცებ თვალში მხვდება საბნებს შორის დაგდებული ვერცხლისფერი კაპარჭი
და მშვილდი, მოსაზიდად გამზადებული.
ეს ჩემია, ჩემთვისაა განკუთვნილი, - მე სწრაფი ვარ. ახლო მანძილზე
სირბილში სკოლაში ყველა გოგოს ვასწრებ, მხოლოდ შორ მანძილზე ჩა-
მოვრჩები რამდენიმეს. ორმოცმეტრიან შეჯიბრებაში ვერავინ დამამარცხებს.
ვიცი, რომ მშვილდ-ისარს დავითრევ. საკითხავი ისაა, შემდეგ რამდენად
ჩქარა გავერიდები აქაურობას! სანამ მე ფუთებზე ავირბენ და იარაღს ავი-
ღებ, სხვებიც მომისწრებენ. ერთი-ორს კი ვესვრი ისარს, მაგრამ ამასობაში
სხვა შეწირულები შუბებით ან კეტებით მომწვდებიან, ან მუშტებს დამაყრიან.
ისე, ყველა მე ხომ არ დამესევა? შეწირულები ფიზიკურად სუსტ გოგოს
ჯერ გვერდს ამივლიან, მერე რა, რომ ვარჯიშებზე თერთმეტი ქულა მივიღე.
ყველა უფრო ძლიერი მეტოქის მოშორებას ეცდება.
ჰეიმიჩს არასდროს უნახავს, მე რა სწრაფად დავრბივარ. რომ ვენახე,
ალბათ მირჩევდა, მშვილდ-ისარი აიღეო. ეს ხომ ზუსტად ის იარაღია, რაც
გადარჩენის შანსს მაძლევს. თან, იმ გროვაში მხოლოდ ერთ მშვილდს ვხე-
დავ. ერთი წუთი მალე ამოიწურება და უნდა გადავწყვიტო, როგორ მოვიქ-
ცევი. ჩემდა უნებურად, ფუთებისკენ გასაქცევად, მშვილდის ასაღებად ვემზა-
დები და არა - ტყისკენ, დასამალად. პიტას ვამჩნევ, ჩემგან ხუთი შეწირულის
მოშორებით დგას. ცოტა შორი კია, მაგრამ ვხედავ, რომ მე მიყურებს და
მგონი, თავს აქნევს. თუმცა, მზე თვალს მჭრის და წესიერად ვერ ვარჩევ.
ამასობაში გონგის ხმა ისმის.
დავიგვიანე! შანსი ხელიდან გავუშვი! ის რამდენიმე წამი, რომელიც მზა-
დებაში დავხარჯე, საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ აზრი შემეცვალა. წა-
მით ფეხს ვითრევ, ვერ გადამიწყვეტია, საით გავიქცე და მერე პლასტიკატის
ფიცრის და პურის ასაღებად გავრბივარ. ეს ნადავლი არ მაკმაყოფილებს,
თან პიტაზეც ვბრაზობ, რომ ყურადღება გამაფანტვინა, და მის ჯინაზე ოციო-
109
დე მეტრში დაგდებული ფორთოხლისფერი ზურგჩანთის აღება მინდება.
იმედია, ზურგჩანთაში რამე დევს, თორემ პლასტიკატის ნაჭერი და ერთი პუ-
რი, ფაქტობრივად, არაფერია.
ბიჭი, მგონი, მე-9 რაიონელი, მორბის და მცირე ხანს მეჯაჯგურება, რომ
ზურგჩანთა წამართვას. უცებ ხროტინს იწყებს და პირიდან სისხლს ახვე-
ლებს. სახე თბილი და ბლანტი სისხლის შხეფებით მეთხუპნება. შეშინებული
უკან ვხტები, ბიჭი კი ძირს ეცემა და მის ზურგში გარჭობილ დანას ვხედავ.
შეწირულებს უკვე მიუღწევიათ სიუხვის რქამდე და ახლა ერთმანეთზე თავ-
დასასხმელად ემზადებიან. დიახ, ჩემკენ მე-2 რაიონელი გოგო მორბის, ათი
მეტრიღა აშორებს ჩემგან, ცალ ხელში სულ ცოტა ხუთი დანა მაინც უჭი-
რავს. ვარჯიშებზე მინახავს, როგორც ისვრის. მიზანს არასდროს აცდენს. მე
მისი მომდევნო სამიზნე ვარ.
სხვა ყოველგვარი შიში ქრება, ახლა მხოლოდ ამ გოგოსი მეშინია, ამ
მტაცებლის, რომელმაც შეიძლება სულ რამდენიმე წამში მომკლას. ძარ-
ღვებში ადრენალინის დონე მატულობს, ზურგჩანთას ცალ მხარზე ვიკიდებ
და ტყისკენ გავრბივარ. მესმის ნასროლი დანის შხუილი და ინსტინქტურად
ზურგჩანთას ვიფარებ თავზე. დანა ზურგჩანთაში ერჭობა. ზურგჩანთას წესიე-
რად ვიკიდებ ზურგზე და ხეებს შორის შევრბივარ. როგორღაც ვხვდები,
რომ გოგო აქ აღარ გამომეკიდება დაისევ სიუხვის რქასთან დაბრუნდება,
სანამ საჭირო ნივთები დაუტაცებიათ.
გმადლობ, დანისთვის, - ვფიქრობ ღიმილით.
ტყისპირას უკანასკნელად ვტრიალდები და მინდორს თვალს ვავლებ.
ათამდე შეწირული რქასთან ერთმანეთს შებმია. რამდენიმე უკვე მკვდარი
ყრია მიწაზე. ისინი, ვინც გაიქცნენ, ტყეში, რქის მიღმა, სიცარიელეში უჩი-
ნარდებიან. უფრო ღრმად შევრბივარ ტყეში და როგორც კი სხვა შეწირუ-
ლების თვალს ვეფარები, ძუნძულს ვიწყებ. ასე უფრო დიდხანს გავძლებ.
მომდევნო რამდენიმე საათს ხან მივძუნძულებ, ხან სწრაფი ნაბიჯებით მივ-
დივარ და ვცდილობ, რაც შეიძლება დავშორდე ჩემს მეტოქეებს. პური მე-9
რაიონელ ბიჭთან ჯაჯგურისას დამივარდა, მაგრამ პლასტიკატის ნაჭრის სა-
ხელოში შემალვა მოვახერხე. ვჩერდები, პლასტიკატის ნაჭერს კოხტად ვკე-
ცავ და ჯიბეში ვინახავ. ზურგჩანთაში ჩარჭობილ დანასაც ვიღებ. გრძელპი-
რიანია, სახელურთან დაკბილული. წვრილ-წვრილი საგნების გასახერხად
გამომადგება. დანას ქამარში ვირჭობ. ზურგჩანთაში ჩასახედად შეჩერებას
110
ჯერ ვერ ვბედავ. წინსვლას ვაგრძელებ, მხოლოდ ხანდახან ვყოვნდები იმის
შესამოწმებლად, ვინმე ხომ არ მომდევს.
შემიძლია დიდხანს ვიარო. ამას ტყეში ნადირობისას მივეჩვიე. ოღონდ
წყალი დამჭირდება. ეს ჰეიმიჩის მეორე მითითება იყო. ვინაიდან პირველი
მითითება, ასე ვთქვათ, ვერ შევასრულე, ყურადღებით ვარ, იქნებ სადმე წყა-
რო შევამჩნიო. ჯერჯერობით ბედი არ მწყალობს.
ტყე უფრო და უფრო მრავალფეროვნდება. ფიჭვების გარდა, სხვა ჯიშის
ხეებიც მხვდება. ზოგი მეცნობა, ზოგი - სრულებით არა. ერთ მომენტში ფა-
ჩუნი მესმის და თავდასაცავად დანას ვიმარჯვებ, მაგრამ მხოლოდ კურდღე-
ლი დამიფრთხია.
- მიხარია შენი დანახვა, - ვჩურჩულებ ჩემთვის. თუ ერთი კურდღელი ვნა-
ხე, კიდევ მრავლად შემხვდება და მათ მონადირებას შევძლებ.
დაღმართი იწყება. ეს დიდად არ მომწონს. ხეობებში თავს გამოკეტილად
ვგრძნობ. მინდა, მაღლობზე ვიდგე, როგორც მე-12 რაიონის გარემომცველ
გორაკებზე, საიდანაც ჩემი მეტოქეების მოახლოებას დავინახავ. თუმცა, სხვა
გზა არ მაქვს და წინსვლას ვაგრძელებ.
უცნაურია, მაგრამ თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ. ტყუილად არ მითქვლე-
ფია ამდენი საჭმელი ამ დღეებში. გამოუძინებელი კი ვარ, მაგრამ ძალა მა-
ინც საკმარისად შემრჩა. ტყეში თითქოს მხნეობა მომემატა. მიხარია, რომ
მარტო ვარ, თუმცა ეს მოჩვენებითია. შეიძლება ახლა ტელევიზორის ეკრან-
ზე ვჩანდე. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა სხვებსაც აჩვენებენ. მით უმეტეს, პირ-
ველ დღეს იმდენი მონაწილე კვდება, რომ ტყეში გზის მიმკვალავი შეწირუ-
ლის ყურება დიდად საინტერესო ვერ იქნება. თუმცა, დროდადრო მეც მაჩ-
ვენებენ, ხალხმა რომ გაიგოს, ცოცხალი და უვნებელი ვარ. პირველი დღე
ფსონებით დატვირთულია ხოლმე, ყველაზე მეტი შეწირული სწორედ პირ-
ველ დღეს იღუპება ხოლმე. ფსონების რაოდენობა იზრდება, როცა არენაზე
სულ რამდენიმე მონაწილე რჩება. ნაშუადღევს ქვემეხების გრუხუნი მესმის.
თითო გასროლა თითო მოკლულ შეწირულს აღნიშნავს. როგორც ჩანს, სი-
უხვის რქასთან ბრძოლა შეწყდა. მოკლულთა გვამები მხოლოდ მათი
მკვლელების გაფანტვის შემდეგ გააქვთ. პირველ დღეს ქვემეხებს სისხლის-
ღვრის დასრულების შემდეგ ისვრიან, რადგან შეტაკებისას მოკლულთა
დათვლა ძნელია. აქოშინებული ვჩერდები და ყურს ვუგდებ, რამდენჯერ გა-

111
ისვრიან ქვემეხს. ერთი... ორი... სამი... ასე გრძელდება თერთმეტამდე. სულ
თერთმეტი შეწირული მოკვდა. კიდევ ცამეტი მონაწილე დარჩა.
ფრჩხილებით ვიფხეკ სახეზე შემხმარ მე-9 რაიონელი ბიჭის სისხლის
წვეთებს. ის ნაღდად მოკვდა. პიტას ვიხსენებ. ნეტა პირველი დღის სის-
ხლისღვრას გადაურჩა? ამას რამდენიმე საათში შევიტყობ. ცოცხლად გა-
დარჩენილებისთვის ცაზე მოკლულთა სურათებს გამოსახავენ ხოლმე.
უეცრად შიში მიპყრობს, ვაითუ პიტა მოკვდა, მის გაფითრებულ ცხედარს
კაპიტოლიუმისკენ მიასვენებენ; იქ გააპატიოსნებენ და უბრალო ხის კუბოთი
წაიღებენ მე-12 რაიონში. აქ აღარ იქნება. შინ წაიყვანენ. ვცდილობ, გავიხ-
სენო თამაშის დაწყების შემდეგ თუ მოვკარი სადმე თვალი, მაგრამ მხო-
ლოდ მისი თავის ქნევა მიდგას თვალწინ.
იქნებ უკეთესიცაა, თუ უკვე მოკვდა. მაინც არ სჯეროდა, რომ გაიმარჯვებ-
და. აღარც მე მომიწევს მასთან სასიკვდილო ბრძოლა. იქნებ უკეთესიცაა,
რომ შეჯიბრებას სამუდამოდ გამოეთიშა.
უეცრად დაღლილობა მიპყრობს და მიწაზე დაგდებული ზურგჩანთის
გვერდით ვჯდები. ბარემ ზურგჩანთასაც დავათვალიერებ, სანამ დაღამებუ-
ლა. მაინტერესებს, რამე სასარგებლო თუ დევს შიგ. ჩემდა საუბედუროდ,
ჩანთა მეტისმეტად ჭყეტელაა. ფორთოხლისფერი ჩანთა სიბნელეში უეჭვე-
ლად იელვარებს. გონებაში ვიმახსოვრებ, რომ ხვალ დილით უპირველე-
სად ზურგჩანთის შენიღბვაზე უნდა ვიზრუნო.
ყველაზე მეტად ახლა წყალი მჭირდება. ჰეიმიჩს ტყუილად არ ურჩევია
წყაროს პოვნა. წყლის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. რამდენიმე დღეში
სხეული გამომიშრება და მაქსიმუმ ერთ კვირაში, წყურვილისგან დავიხრჩო-
ბი. ჩანთიდან ფრთხილად ვალაგებ შიგთავსს: შავი საძილე ტომარა, რომე-
ლიც სხეულის სითბოს ინარჩუნებს; ერთი შეკვრა კრეკერები, ერთი შეკვრა
მშრალი ხბოს ხორცი, ერთი კოლოფი იოდი, ერთი კოლოფი ასანთი, მავ-
თულის მცირე ხვეულა, მზის სათვალე და ორლიტრიანი ცარიელი პლას-
ტმასის ბოთლი.
წყალი არ არის. რა იქნებოდა ბოთლი წყლით აევსოთ? ვგრძნობ, რომ
უწყლობისგან ხახა და პირი გამომიშრა, ტუჩები დამისკდა. მთელი დღეა, არ
გავჩერებულვარ. ცხელოდა და გავიოფლე. სიარული და ოფლი არც სახ-
ლში მაკლია, მაგრამ იქ წყაროებია, ხოლო ზამთარში თუ მაინცდამაინც გა-
მიჭირდებოდა, თოვლს ვადნობდი.
112
ზურგჩანთის ჩალაგებისას ცუდი წინათგრძნობა მეუფლება. ტბა. გონგის
ხმის გაგონებამდე რომ დავინახე. ვაითუ მხოლოდ იქ მოიპოვებოდეს სასმე-
ლი წყალი? წყლისთვის შეწირულები უეჭველად ერთმანეთს დაახრჩობენ.
თამაშის შემოქმედებს ეს გარანტირებული აქვთ. იმ ტბამდე ერთი დღის სა-
ვალი გზაა, ოღონდ უწყლოდ უკან დაბრუნება უფრო გამიჭირდება. თანაც,
თუნდაც იქამდე როგორმე მივაღწიო, ტბას ალბათ პროფესიონალი შეწირუ-
ლები იცავენ. ლამისაა პანიკამ შემიპყროს, მაგრამ დღისით ნანახი კურდღე-
ლი მახსენდება. კურდღელსაც ხომ სჭირდება სასმელი. ესე იგი, სადღაც კი-
დევ არის წყარო. მთავარია, ვიპოვო.
უკვე მოსაღამოვდა, მე კი მაინც აფორიაქებული ვარ. ტყე მეჩხერია და
კარგ სამალავად ვერ გამოდგება. ძირს ჩამოყრილი ფიჭვის წიწვების სქელი
ფენა ჩემი ნაბიჯების ხმას კი ახშობს, მაგრამ ნადირის კვალსაც ფარავს,
რომ წყარომდე მივდიო. თანაც, ჯერ კიდევ დაღმა ვეშვები ხეობაში, რო-
მელსაც ბოლო არ უჩანს.
ყველაფერს ისიც ემატება, რომ ძალიან მშია, ოღონდ კრეკერების და
ხბოს ხორცის ძვირფასი მარაგისთვის ხელის ხლება მენანება. ფიჭვთან მივ-
დივარ და გარეთა, უხეშ ქერქს დანით ვაფხეკ, შიდა ქერქი უფრო რბილია
და მას ვაქუცმაცებ. გზადაგზა ერთ მუჭა ქერქს ნელ-ნელა ვღეჭავ. ერთი კვი-
რაა, მსოფლიოში უგემრიელეს საჭმელს მივირთმევ და ხის ქერქზე ლამი-
საა გული ამერიოს. თუმცა, მალე ვეჩვევი. ფიჭვის ქერქი ადრეც ბევრჯერ მი-
ჭამია.
ერთ საათში ცხადი ხდება, რომ დასაბანაკებლად საჭირო ადგილი უნდა
ვიპოვო. ღამის ცხოველები საშოვარზე გამოდიან, დროდადრო კივილი და
ყმუილი მესმის. როგორც ჩანს, ჩემ გარდა, კურდღლებზე სხვა მტაცებლებიც
ნადირობენ. ჯერ ადრეა იმის თქმა, ჩემს შეჭმას თუ აპირებს რამე. შეიძლება,
ამ წუთას ჩემზეც ნადირობდეს რომელიმე მხეცი.
ყველაზე მეტად ჩემნაირ შეწირულებს ვუფრთხი. დარწმუნებული ვარ,
ბევრი მათგანი არც ღამით შეწყვეტს ნადირობას. მათ, ვინც სიუხვის რქას-
თან შეტაკებას გადაურჩნენ, საჭმელიც ექნებათ, საკმარისად წყალიც, ჩი-
რაღდნებიან ფანრები და იარაღიც, რომლებსაც ხელის აუკანკალებლად
გამოსცდიან ჩემზე. იმასღა ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ შორს შევედი ტყეში
და ადვილად ვერ დამეწევიან.

113
სანამ დავბანაკდებოდე, ბუჩქებში ორ ხაფანგს ვაგებ. ვიცი, ეს ძალიან სა-
რისკოა, მაგრამ სხვანაირად ტყეში საჭმელი მალე გამომელევა. დღისით კი
ხაფანგების დასაგებად არ მეცლება. კიდევ ხუთ წუთს ვაგრძელებ გზას და
მხოლოდ შემდეგ ვჩერდები.
ხეს ყურადღებით ვირჩევ. ტირიფია. არც ისე მაღალია, მაგრამ სხვა ტი-
რიფებს შორისაა აღმართული და ამ გრძელ ტოტებში უკეთ დავიმალები.
ხეზე ვძვრები, ღეროსთან ახლოს უფრო მტკიცე ტოტებს ვეძებ ზედ გასაწო-
ლად. რამდენადაც შეიძლება კომფორტულად ვშლი საძილე ტომარას.
ზურგჩანთას ტომრის ძირში ვდებ და ზედ ვაწვები. უფრო მეტი სიფრთხი-
ლისთვის, ჩემს ქამარს საძილე ტომარას და ხის ტოტს ვახვევ და წელთან
ვიკვანძავ. თუ ძილში გადავბრუნდები, ძირს აღარ ჩავვარდები. ტომარა ჩემ-
ზე გრძელია, ამიტომ მის თავს თავქვეშ ვიჩურთავ კაპიუშონთან ერთად.
ღამდება. სიცივეც მატულობს. მართალია, გავრისკე, როცა ზურგჩანთის
ამოსაქექად გავჩერდი, მაგრამ ახლა ცხადია, რომ სწორად მოვიქეცი. საძი-
ლე ტომარა ჩემი სხეულის სითბოს ინარჩუნებს და ამაღამ ფასდაუდებელ
სამსახურს გამიწევს. ზოგიერთ შეწირულს ახლა იმის დარდი ექნება, ღამით
გაყინვას როგორ გადაურჩეს, მე კი ჩემს საძილე ტომარაში რამდენიმე სა-
ათით წათვლემასაც შევძლებ... ასე ძლიერ რომ არ მწყუროდეს. დაბნელე-
ბისთანავე ჰიმნი ისმის. ახლა დახოცილების ფოტოებს აჩვენებენ. ხის ტო-
ტებს შორის ვხედავ, ცაში როგორ ენთება კაპიტოლიუმის გერბი. სინამდვი-
ლეში, დიდ ეკრანს შევყურებ. ეკრანი ერთ-ერთ უჩინარ ჰოვერკრაფტზეა მი-
მაგრებული. ჰიმნი სრულდება და ცა რამდენიმე წამით ბნელდება. შინ,
ტელევიზიით, ყველა შეწირულის სიკვდილს დეტალურად გვიჩვენებდნენ,
მაგრამ თავად ცოცხალი შეწირულისთვის ამის ჩვენება აკრძალულია,
აქაოდა, დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებსო. მაგალითად, მე რომ
მშვილდ-ისრით ვინმე მოვკლა და ეს სხვა შეწირულებმა ნახონ, ჩემს საიდუმ-
ლო ნიჭს ხომ ყველა გაიგებს! არა, არენაზე მხოლოდ ფოტოებს აჩვენებენ,
როგორც ვარჯიშებზე, ოღონდ ვარჯიშებისგან განსხვავებით, ფოტოების
ქვეშ ქულების ნაცვლად შესაბამისი რაიონის რიცხვი ეწერება.
პირველი ფოტოს დანახვისას ღრმად ვისუნთქავ და თითებზე ვითვლი
თერთმეტივე მოკლულს.
პირველი ფოტო მე-3 რაიონელ გოგონას ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ 1-
ლ და მე-2 რაიონელი პროფესიონალი შეწირულები - გოგოებიც და ბიჭე-
114
ბიც - გადარჩნენ. დიდად არც მიკვირს. შემდეგ მე-4 რაიონელი ბიჭის ფო-
ტოს გვიჩვენებენ. ამას არ ველოდი. ჩვეულებრივ, პროფესიონალები
პირველსავე დღეს არ იღუპებიან ხოლმე. მე-5 რაიონელი ბიჭი... მგონი,
ეს უკანასკნელი მელიისსახიანმა გოგომ იმსხვერპლა. მე-6 და მე-7 რაი-
ონელთა წყვილი. მე-8 რაიონელი ბიჭი. ორივე მე-9 რაიონელი. აი, ის ბი-
ჭიც, ჩემთვის ზურგჩანთის წართმევას რომ ცდილობდა. თითებზე ვითვლი
მოკლულებს. ერთიღა დარჩა. პიტა ხომ არაა? არა, ეს მე-10 რაიონელი
გოგოა. მორჩა. ჟღერს საფინალო მუსიკა და ეკრანზე ისევ კაპიტოლიუმის
გერბი ისახება. ისევ წყვდიადი წვება და მხოლოდ ტყის ხმაური ისმის.
მიხარია, რომ პიტა გადარჩა. მე რომ მომკლან და მან გაიმარჯვოს, ეს
დედაჩემს და მით უფრო, პრიმს ძალიან წაადგება. ყოველთვის ამას ვახსე-
ნებ თავს, როცა პიტასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები
გამიჩნდება გონებაში. მადლიერი ვარ მისი, რომ ინტერვიუს დროს სიყვა-
რულში გამოტყდომით გარკვეული უპირატესობა მომანიჭა, და ვბრაზობ
მასზე, რადგან სახურავზე თავისი კეთილშობილური საქციელით დამამცირა.
ვშიშობ, შეიძლება ნებისმიერ მომენტში დავუპირისპირდეთ ერთმანეთს არე-
ნაზე.
თერთმეტი მოკლული და არც ერთი მე-12 რაიონელი. ვცდილობ, გამოვ-
თვალო, ვინ დარჩა. ხუთი პროფესიონალი შეწირული, მელიისსახიანი გო-
გო, თრეში, რუ... პატარა რუ პირველ შეტაკებას გადაურჩა. ესეც მახარებს.
ამათ დამატებული მე და პიტა ჯამში სულ ათნი გამოვდივართ. კიდევ სამი
გადარჩა, მაგრამ მათ ხვალ გავიხსენებ. უკვე ბნელა, ამხელა გზა გამოვი-
არე, ხის ტოტზე ვარ წამოწოლილი. როგორმე უნდა დავისვენო და ძალები
აღვიდგინო.
ორი დღეა, წესიერად არ მიძინია. მერე არენამდე დიდხანს ვმგზავრობ-
დი. თვალები მეხუჭება და იმის გაფიქრებასღა ვასწრებ, კიდევ კარგი, არ
ვხვრინავ-მეთქი...
ტკაც! გატეხილი ტოტის ტკაცუნი მაღვიძებს. რამდენ ხანს მეძინა? ოთხ
საათს? ხუთს? ცხვირის წვერი მოყინული მაქვს. ტკაც-ტკუც! ჩემგან მარჯვნივ,
ასიოდე მეტრის მოშორებით, ხმაური ისმის. ნელა და უხმაუროდ ვტრიალ-
დები იმ მხარეს. რამდენიმე წუთით სიბნელეში მხოლოდ შარიშური მესმის.
მერე ნაპერწკალი ინთება და წყვდიადში ცეცხლის ალი ციმციმებს. ცეცხლს
ეფიცხებიან, მაგრამ მე მხოლოდ ხელებს ვხედავ.
115
ენას კბილს ვაჭერ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ცეცხლის გამჩაღებელი
კარგად არ გამოვთათხო. ესენი სულ ხომ არ გამოსულელდნენ? მოსაღამო-
ვებულზე ცეცხლის დანთებას კიდევ არა უშავს - მაშინ სიუხვის რქასთან
ბრძოლაგადატანილი პროფესიონალი შეწირულები ალბათ ძალებს იკრებ-
დნენ, საჭირო ნივთებსა და სურსათს აგროვებდნენ და შორს იქნებოდნენ -
მაგრამ ახლა უკვე ისინიც ტყეში იქნებიან და შემდეგ მსხვერპლს დაეძებენ.
ახლა ცეცხლის დანთება იგივეა, დროშა ააფრიალო და იყვირო, აქ ვარ და
დამიჭირეთო.
მე კი თამაშის ყველაზე იდიოტი მონაწილისგან ქვის სასროლ მანძილზე
ვიმყოფები! ხეზე ვარ მიბმული. გაქცევას ვეღარ ვბედავ, რადგან ჩემი ად-
გილსამყოფელი ამ წუთას მონადირე ყველა შეწირულს შეატყობინეს. გასა-
გებია, რომ ღამეა, ცივა და ყველამ ვერ იშოვა საძილე ტომარა, მაგრამ და-
ჯექი, აკაწკაწე კბილები და როგორმე დილამდე მოითმინე, რა!
საძილე ტომარაში ვწევარ და მრისხანებისგან გული მიდუღს, ოღონდაც
ამ ხიდან ცოცხალი ჩამომიყვანა და ჩემს ახალ მეზობელს მე თვითონ მოვუ-
ღებ ბოლოს. არადა, მე მალვას ვაპირებდი და არა - ბრძოლას. მაგრამ ეს
შეწირული საფრთხეს მიქმნის. იდიოტები საშიშები არიან. თანაც, არა მგო-
ნია, ამას რამე იარაღი ჰქონდეს, მე კი შესანიშნავი დანა მაქვს...
ცას ისევ წყვდიადშია ჩაძირული, მაგრამ თანდათან რიჟრაჟის პირველ
ნიშნებს ვამჩნევ. იქნებ ჩვენ - მე დაის შეწირული, ვის მოკვლასაც ვგეგმავ -
საერთოდ ვერც შეგვამჩნიეს? მაგრამ უცებ რამდენიმე წყვილი ფეხის ხმა
მესმის. ვიღაცეები მორბიან. ეტყობა, ცეცხლის გამჩაღებელს ჩაეძინა. გო-
გონა გაქცევას ვეღარ ასწრებს. უკვე ვიცი, რომ გოგონაა, რადგან მისი მუ-
დარა და შემზარავი კივილი მესმის. მერე სიცილ-ხარხარი ტყდება და რამ-
დენიმე ხმა ერთდროულად ულოცავს ვიღაცას.
რომელიღაცა ყვირის:
- თორმეტი მკვდარია, კიდევ თერთმეტი დარჩა!
შეძახილს მოწონების ყიჟინით ხვდებიან.
მაშ, გუნდურად იბრძვიან? დიდად არც მიკვირს. თამაშის ადრეულ სტა-
დიაზე ხშირად იკვრება ალიანსები. ძლიერები ერთად ნადირობენ სუსტებზე,
ხოლო როცა დაძაბულობა იმატებს, ერთმანეთს დაერევიან ხოლმე. ადვი-
ლი გამოსაცნობია, ვინ შეკრავდა ალიანსს: 1-ლ, მე-2 და მე-4 რაიონელი

116
პროფესიონალი შეწირულები. ორი ბიჭი და სამი გოგო, რომლებიც ყოველ-
თვის ერთად სადილობდნენ.
მესმის, როგორ ჩხრეკენ მოკლულ გოგოს. მათი კომენტარებიდან გამომ-
დინარე ვხვდები, რომ სასარგებლოს ვერაფერს მიაგნეს. წამით იმას ვფიქ-
რობ, რუ ხომ არ მოკლეს-მეთქი, მაგრამ ამ აზრს მაშინვე თავიდან ვიგდებ.
ის საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, სიბნელეში ცეცხლი დაენთო.
- მოვშორდეთ აქაურობას, რომ გვამი წაიღონ, სანამ აყროლებულა.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ესის მხეცი მე-2 რაიონელი ბიჭია. მას ბურტყუ-
ნით ეთანხმებიან და, ჩემი გულის გასახეთქად, მათი ხროვა ჩემკენ მოემარ-
თება. მათ არ იციან, რომ მე აქ ვარ. საიდან უნდა იცოდნენ? მე ხის ტოტებში
ვარ ჩამალული და არ ვჩანვარ. ყოველ შემთხვევაში, სანამ მზე არ ამოვა.
აი, შემდეგ კი ჩემი შავი საძილე ტომარა პრობლემად იქცევა. თუ აქ არ აპი-
რებენ დარჩენას, ხომ კარგი, მალე ჩამივლიან და ორიოდ წუთში მომშორ-
დებიან.
მაგრამ პროფესიონალები ჩემი ხისგან ათიოდ მეტრში მინდორზე ჩერდე-
ბიან. ჩირაღდნები და ფანრები აქვთ. ფოთლებს შორის ვხედავ ერთის
ხელს, მეორის ჩექმას... ვქვავდები. სუნთქვასაც ვერ ვბედავ. ნუთუ შემამჩნი-
ეს? არა, ჯერ ვერა. სულ სხვა რამეზე საუბრობენ.
- აქამდე ქვემეხის გრუხუნი არ უნდა გაგვეგონა?
- ჩემი აზრით, კი. მიკვირს, რა აყოვნებთ.
- იქნებ ეს გოგო არ მომკვდარა.
- მოკვდა. მე თვითონ გავუყარე დანა.
- მაშ, ქვემეხის ხმა რატომ არ ისმის?
- რომელიმე დაბრუნდით და შეამოწმეთ, მართლა მოკვდა თუ არა.
- ჰო, თორემ ხელმეორედ მოგვიწევს მისი მოძებნა.
- გითხარი, მკვდარია-მეთქი!
ვიღაცეები ერთმანეთს ეკამათებიან. მერე ერთ-ერთი ყველას აჩუმებს.
- დროს ფუჭად ვკარგავთ! მე თვითონ მოვუღებ ბოლოს და მერე გზას გა-
ვაგრძელებთ!
კინაღამ ხიდან ვვარდები. ეს პიტას ხმაა!

117
11.

მადლობა ღმერთს, მეყო იმდენი ჭკუა, ხის ტოტზე თავი მიმება. ახლა
პირქვე ვწევარ და მიწას დავყურებ. საძილე ტომრიდან ამოუყოფელი ხელ-
ფეხით ვებღაუჭები ტოტს. გადაბრუნებისას შრიალი კი გაისმებოდა, მაგრამ
პროფესიონალი შეწირულები ხმამაღლა კამათობდნენ და ვერ გაიგეს.
- მაშ, მიდი, შეყვარებულო ბიჭუნავ, - ეუბნება პიტას მე-2 რაიონელი ბიჭი,
- თვითონ შეამოწმე.
მოკლული გოგონას შესამოწმებლად მიბრუნებისას ჩირაღდნის შუქი პი-
ტას ეცემა და ვათვალიერებ. სახე გასივებია, მკლავზე გასისხლიანებული
სახვევი ადევს და კოჭლობს. მახსენდება, როგორ აქნევდა თავს, სურსათ-სა-
ნოვაგის მოსაპოვებლად ბრძოლაში ნუ ჩაებმებიო, თვითონ კი მთელი ეს
დრო თურმე პირდაპირ შუაგულ ცეცხლში ჩახტომას გეგმავდა!
კარგი, ეს შემიძლია როგორმე გავიგო. მეც კინაღამ მძლია ცდუნებამ იმ-
დენი საჭირო ნივთის დანახვისას. მაგრამ ახლა რასაც ვხედავ... ეს უკვე სხვა
საქმეა. პროფესიონალების ხროვას შეუერთდა დანარჩენების დასახოცად.
არც ერთი მე-12 რაიონელი ასე არ მოიქცეოდა! პროფესიონალები ყოველ-
თვის ავები, ამპარტავნები და უკეთ ნაკვებები არიან, კაპიტოლიუმის ლაქუცა
ფინიები. ისინი ყველას ეზიზღება, გარდა მათი თანარაიონელებისა. წარმო-
მიდგენია, როგორ ლანძღავენ პიტას სახლში. და ეს თავხედი მელაპარაკე-
ბოდა ღირსებაზე?
როგორც ჩანს, დიდსულოვანი ბიჭი მისი მორიგი როლი იყო, თუმცა,
მორჩა, ეს მისი ბოლო როლია - ამიერიდან ყოველღამე დაველოდები მისი
ფოტოს გამოჩენას ცაში, თუ მე თვითონ არ მოვკალი სადმე.
პროფესიონალი შეწირულები ჩუმად იცდიან და, როცა პიტას მოშორებით
დაიგულებენ, ჩურჩულებენ:
- არ ჯობია, ესეც აქვე მოვკლათ და კიდევ ერთი მოვიშოროთ თავიდან?
- ჯერ ჩვენთან იყოს, რას გვიშლის? თანაც, დანას კარგად ისვრის.
მართლა? ესეც ახალი ამბავი. დღეს ბევრი რამე შევიტყვე ჩემს მეგობარ
პიტაზე.
- გარდა ამისა, იმ გოგოს მოძებნაშიც დაგვეხმარება.
- როგორ? გგონია, იმ გოგომ ამ ტუტუცური სიყვარულის აღიარების და-
იჯერა?
118
- რატომ არ დაიჯერებდა? მე ჩვეულებრივ, ცერცეტა გოგოდ მომეჩვენა.
ყოველთვის, როცა იმ კაბაში გამოპრანჭულს და მობზრიალეს ვიხსენებ, გუ-
ლი მერევა.
- საინტერესოა, თერთმეტი ქულა რისთვის მიიღო.
- შეყვარებულ ბიჭუნას უეჭველად ეცოდინება.
ამ დროს პიტაც ბრუნდება და ყველა ჩუმდება.
- მკვდარი იყო? - ეკითხება მე-2 რაიონელი ბიჭი.
- არა, მაგრამ ახლა მკვდარია, - პასუხობს პიტა და ქვემეხის ხმაც ისმის, -
წავედით?
გარიჟრაჟია. ჩიტები ჭიკჭიკს იწყებენ. პროფესიონალების ხროვა სირბი-
ლით მშორდება. მე უხერხულ პოზაში ვრჩები. დაძაბულობისგან კუნთები
მითრთის. ისევ ზურგზე ვწვები ტოტზე. ქვემოთ უნდა ჩავიდე და გზა გავაგ-
რძელო, მაგრამ ჯერ გაგონილის გაანალიზებას ვცდილობ. პიტა უბრალოდ
კი არ შეეკრა პროფესიონალებს, ჩემს მოძებნაშიც ეხმარება. ცერცეტა გო-
გოს სერიოზულად მიიჩნევენ, რადგან ვარჯიშებში თერთმეტი ქულა მიიღო
და მშვილდ-ისრის გამოყენება შეუძლია. ეს პიტამ ყველაზე უკეთ იცის. მაგ-
რამ ჯერ მათთვის არ უთქვამს. იქნებ ამ ინფორმაციას იმიტომ არ უმხელს,
რომ იცის, მხოლოდ ეს უნარჩუნებს სიცოცხლეს? იქნებ კვლავ ჩემი შეყვა-
რებულის როლს თამაშობს მაყურებლებისთვის თვალის ასახვევად? ნეტა
რა აქვს დაგეგმილი? უცებ ჩიტები ჩუმდებიან. ერთ-ერთი მათგანი ხმამაღლა
გაჰკივის გამაფრთხილებლად. ზუსტად ისე, მე და გეილმა რომ გავიგონეთ
ავოქსი გოგონას შეპყრობისას. ჩამქრალი კოცონის თავზე ჰოვერკრაფტი
ჩნდება. იქიდან კი ლითონის ვეება ყბები ეშვება, მოკლულ გოგონას ნელა
მაღლა სწევს და შიგნით შეაქვს. ჰოვერკრაფტი ქრება. ჩიტები ჭიკჭიკს აგ-
რძელებენ.
- გაინძერი, - ვჩურჩულებ და საძილე ტომრიდან ვძვრები. ტომარას ვკე-
ცავ და ზურგჩანთაში ვტენი. ღრმად ვსუნთქავ. სანამ წყვდიადით, საძილე
ტომრითა და ტირიფის ტოტებით ვიყავი გარემოცული, კამერები ალბათ წე-
სიერად ვერ მაფიქსირებდა. თუმცა, ჩემი ზუსტი ადგილსამყოფელი მაინც
ეცოდინებოდათ. როგორც კი მიწაზე ფეხს დავდგამ, ახლო კადრი გარანტი-
რებული მაქვს.
მაყურებელი ალბათ კარგად გაერთო. მათ იციან, რომ პროფესიონალე-
ბის საუბარს ხიდან უჩუმრად ვუსმენდი და შევიტყვე, რომ პიტა მათთანაა. სა-
119
ნამ იმას გადავწყვეტდე, როგორ მოვიქცე, თავი მტკიცედ უნდა მეჭიროს.
დაბნეული და შეშინებული არ უნდა გამოვჩნდე.
არა, დანარჩენებს ერთი ნაბიჯით უნდა ვუსწრებდე.
ამგვარი აზრებით ფოთლების საბურველიდან გამოვდივარ და წამით გან-
თიადის შუქზე ვყოვნდები. კამერებს საშუალებას ვაძლევ კარგად დამაფიქ-
სირონ. მერე თავს ცალ მხარეს ვხრი და ცბიერად ვიღიმი. ესეც ასე! დაე,
თავი იმტვრიონ, ეს რას ნიშნავს!
ის ისაა, გზას უნდა გავუდგე, რომ წუხელ დაგებული მახეები მახსენდება.
შეიძლება, არც ისე გონივრულია ახლა მათ შესამოწმებლად წასვლა, მეტო-
ქეები ხომ ასე ახლოს არიან, მაგრამ მაინც უნდა დავბრუნდე. ეტყობა, მონა-
დირის ინსტინქტი თავისას შვრება. თან, ცდუნებაც დიდია, იქნებ მართლაც
გაება რამე. ჩასუქებული კურდღლით ვჯილდოვდები.
წამში ვატყავებ და ვშიგნავ; თავს, ფეხებს, კუდს, ტყავს და ნაწლავებს
ფოთლებქვეშ ვმალავ. კოცონს ვნატრობ - მწარე გამოცდილებიდან ვიცი,
რომ უმი კურდღლის ჭამით ტულარემიით შეიძლება დაავადდე... და უცებ
მოკლული შეწირული გოგო მახსენდება და მისი ბანაკისკენ გავრბივარ. კო-
ცონი ჩამქრალა, მაგრამ ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ ცხელია. კურდღლის
ხორცს ვჭრი, ხის ტოტებისგან გამოჩორკნილ შამფურებზე ვაცვამ და ნაკ-
ვერჩხლებზე ვაწყობ.
მიხარია, რომ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მინდა,
სპონსორებმა ნახონ, რომ ნადირობა შემიძლია და ყოჩაღი ვარ, რომ დამ-
შეულს, სხვებივით იოლად ვერ შემიტყუებენ ხაფანგში. სანამ კურდღლის
ხორცი შეიწვება, დანახშირებულ ტოტს ვაქუცმაცებ და ფორთოხლისფერი
ზურგჩანთის შეღებვას ვიწყებ. შავი ფერისა თვალში ნაკლებად მოხვდებათ;
ისე, ტალახის სქელი ფენა ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ტალახს ვერ
ვიპოვი, თუ ჯერ წყაროს არ მივაგენი.
ბარგს ჩანთაში ვილაგებ, შამფურებს ვიღებ, ნაკვერჩხლებს მიწას ვაყრი
და პროფესიონალების საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივარ. გზადაგ-
ზა ნახევარ კურდღელს ვჭამ, ნარჩენებს კი პლასტიკატის ნაჭერში ვინახავ.
მუცელმა ყურყური შეწყვიტა, მაგრამ ხორცმა წყურვილი ვერ დამიცხრო.
უპირველეს ყოვლისა, სწორედ წყარო უნდა მოვძებნო. მივდივარ და რა-
ტომღაც დარწმუნებული ვარ, კაპიტოლიუმელთა ტელევიზორების ეკრანებ-
ზე ისევ მე ვჩანვარ, ამიტომ ემოციების გამჟღავნებას ვერიდები. კლაუდიუს
120
ტემპლსმითი და მისი მოწვეული კომენტატორები ახლა ალბათ პიტას საქცი-
ელს და ჩემს რეაქციას დეტალურად განიხილავენ. რა დასკვნის გამოტანა
შეიძლება ამ ყველაფრიდან? პიტამ ნამდვილი სახე გამოაჩინა? ეს ფსონებ-
ზე როგორ იმოქმედებს? ვითომ სპონსორებს დავკარგავთ? საერთოდ
გვყავს სპონსორები? მგონია, რომ გვყავს. ან, ყოველ შემთხვევაში, გვყავდა
მაინც. პიტას საქციელმა უიღბლო შეყვარებულების ლეგენდას ბოლო მო-
უღო. თუმცა, რაკი ჩემზე სიტყვა არ დაუძრავს, იქნებ მცირე ხნით კიდევ შევ-
ძლოთ შეყვარებულობანას თამაში? თუ ახლა კმაყოფილი სახე მექნება, იქ-
ნებ ხალხმა იფიქროს, რომ მე და პიტამ ყველაფერი ერთად დავგეგმეთ?
მზე მაღლა ადის და ფოთლებს შორისაც მეტისმეტად კაშკაშა ჩანს. ტუ-
ჩებზე კურდღლის ქონს ვიცხებ და ვცდილობ, თანაბრად ვისუნთქო, მაგრამ
არ გამომდის. ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა, მე კი უკვე წყურვილი მტან-
ჯავს. ვიხსენებ ყველაფერს, რაც მდინარეებსა და წყაროებზე გამიგია. წყა-
ლი დაღმა ეშვება ხოლმე, ასე რომ, მაღლობიდან ხეობაში ჩასვლა საკმა-
ოდ ჭკვიანურია. სადმე ცხოველების ნაკვალევს ან ბალახს რომ შევამჩნევ-
დე, საქმე გამიადვილდებოდა. მაგრამ ჯერჯერობით გარემო უცვლელი რჩე-
ბა. მიწა დაღმა ჩადის, ჩიტები ჭიკჭიკებენ...
დრო გადის და ვხვდები, რომ მალე პრობლემები შემექმნება. ძლივს
მოვშარდე და ისიც მუქი ყავისფერი. თავი მტკივა. ლამისაა, ენა გამიხმეს.
მზე თვალს მჭრის და ზურგჩანთიდან სათვალეს ვიღებ. თუმცა, სათვალე რა-
ტომღაც ხედვაში ხელს მიშლის და ისევ ზურგჩანთაში ვაბრუნებ.
ნაშუადღევს მგონია, რომ მეშველა. შორიდან კენკრის ბუჩქებს ვამჩნევ
და მათკენ გავრბივარ. ვიმედოვნებ, წვნიანი ნაყოფი წყურვილს დამიც-
ხრობს, მაგრამ სანამ პირში ჩავიდებდე, კარგად ვაკვირდები. ის, რაც მოცვი
მეგონა, ოდნავ განსხვავებული ფორმისაა და შიგნით სისხლივით წითელია.
ეს კენკრა არ მეცნობა. შეიძლება იჭმევა კიდეც, მაგრამ, ჩემი აზრით, თამა-
შის შემოქმედების ავი ოინები უნდა იყოს. საწვრთნელ ცენტრში მცენარეუ-
ლობის ექსპერტმაც გაგვაფრთხილა, კენკრის ჭამისგან თავი შეიკავეთ, თუ
ასი პროცენტით არ იქნებით დარწმუნებულნი, რომ შხამიანი არააო. ეს ისე-
დაც ვიცოდი, მაგრამ ინსტრუქტორის გაფრთხილება დამატებით საბაბს მაძ-
ლევს, დაკრეფილი კენკრა გადავყარო.
ძალა მეცლება, მაგრამ ეს ხანგრძლივი მგზავრობისგან გამოწვეული ჩვე-
ულებრივი დაღლილობა არაა. ხშირ-ხშირად ვჩერდები და სულს ვითქვამ,
121
თუმცა, ვიცი, რომ ახლა გაჩერება არას მარგებს. ახალ ტაქტიკას მივმართავ
- აცახცახებული, რამდენადაც ვბედავ, მაღლა ვძვრები ხეზე - იქნებ სადმე
წყლის კვალი შევამჩნიო. მაგრამ სადამდეც ჩემი მზერა სწვდება, ყველგან
ტყეა.
სვლას ჯიუტად არ ვწყვეტ, მიზანდასახულად წინ მივიწევ, სანამ ბორძიკს
არ ვიწყებ. გადაქანცული, ისევ ხეზე ავდივარ და ხის ტოტზე ვიბამ თავს. მა-
და არ მაქვს, მაგრამ კურდღლის ძვალს ვწუწნი, რომ უქმად არ ვიჯდე. ღამ-
დება. ჰიმნი ჟღერს. ცაში მე-8 რაიონელი გოგონას ფოტო ჩნდება. ეს ის გო-
გოა, პიტამ რომ მოუღო ბოლო.
ახლა პროფესიონალებზე მეტად წყურვილი მადარდებს, მით უმეტეს,
რომ ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდნენ და ალბათ იმათაც ძა-
ლიან სწყურიათ. შეიძლება საერთოდ ტბასთან დაბრუნდნენ, თუ წყაროს
ვერსად მიაგნეს. შეიძლება წყარო სხვაგან არსად იყოს და მეც იქ მომიწიოს
წასვლა.
დილას შვება არ მოაქვს. თავი მისკდება. ოდნავ გავინძრევი თუ არა, სახ-
სრები მტკივა. ხიდან კი არ ვხტები, ფაქტობრივად, ვვარდები. ბარგის შეგ-
როვებას რამდენიმე წუთს ვანდომებ. ვგრძნობ, რომ არასწორად ვიქცევი.
უფრო ფრთხილად უნდა ვიმოქმედო, უნდა ვიჩქარო. გონება დაბინდული
მაქვს და გეგმის შემუშავება მიჭირს. ხის ღეროს ვეყრდნობი და გამშრალ
ენის წვერზე ვისვამ თითს, თან აზრების მოკრებას ვცდილობ. სად ვიშოვო
წყალი?
ტბასთან დავბუნდე? არა, იქამდე ვერ მივაღწევ.
წვიმას დაველოდო? ცაზე ერთი ღრუბელიც არ ჩანს.
წყაროს ძებნა გავაგრძელო? დიახ, ეს ერთადერთი გამოსავალია. მაგ-
რამ უეცრად სხვა აზრი მიელვებს თავში და იმით განრისხებული, რომ აქამ-
დე ვერ მოვიფიქრე ეს, გონს მოვდივარ.
ჰეიმიჩი! მას შეუძლია წყალი გამომიგზავნოს! ღილაკზე თითის დაჭერა
და ვერცხლისფერი პარაშუტით წყალს წუთში ჩამომიგდებენ. ერთი-ორი
სპონსორი როგორ არ მეყოლება, რომ ერთი ლიტრი მაცოცხლებელი სით-
ხე გამომიგზავნოს?! დიახ, წყალი ძვირია, მაგრამ ამ ხალხს ფული არ აკ-
ლია. თანაც ფსონებს ჩემზე ჩამოდიან. იქნებ ჰეიმიჩი ვერც ხვდება, როგორ
მჭირდება წყალი!
რამდენადაც ვბედავ, ხმამაღლა ვამბობ:
122
- წყალი!
ვიმედოვნებ, რომ ციდან პარაშუტი ჩამოფრინდება, მაგრამ სულ ამაოდ
ველი.
რაღაც ისე არაა. ნუთუ ტყუილად მგონია, რომ სპონსორები მყავს და პი-
ტას საქციელმა ყველა დააფრთხო? არა, ვერ დავიჯერებ. ვიღაც აუცილებ-
ლად იქნება ისეთი, ვისაც ჩემთვის წყლის ყიდვა არ დაენანება, მაგრამ ეტ-
ყობა, ჰეიმიჩი არ მიგზავნის. სპონსორების საჩუქრებს მენტორი აკონტრო-
ლებს. ვიცი, რომ ჰეიმიჩს ვეზიზღები, ეს არც დაუმალავს. მაგრამ ნუთუ იმ-
დენად ვეზიზღები, რომ სასიკვდილოდ გამწირავს? ნუთუ ამდენს გაბედავს?
თუ მენტორი თავის შეწირულებს არ უპატრონებს, მაყურებლები და მე-12
რაიონელები მას დაადანაშაულებენ. ამას თვით ჰეიმიჩიც კი ვერ გაბედავს!
არა მგონია, ქურაში მის გამოჩენას სიხარულით შეხვდნენ, თუ მე აქ არ და-
მეხმარება. სასმელს ვინღა მისცემს? რას გეგმავს? იქნებ ცდილობს ურჩო-
ბისთვის დამსაჯოს? ან იქნებ ამწუთას ისეთი მთვრალია, რომ ვერ ხედავს,
რა ყოფაშიც ვარ? ამის არ მჯერა; არც იმის მჯერა, რომ სპეციალურად ცდი-
ლობს ჩემ მოკვლას. ის ხომ თავისებურად ცდილობდა თამაშისთვის ჩემს
მომზადებას. აბა, რა ხდება?
სახეს ხელებში ვრგავ. აცრემლებას არ ვუფრთხი. რომ ვკვდებოდე, ერთი
წვეთიც არ გადმომივარდება. რას შვრება ჰეიმიჩი? მიუხედავად მრისხანები-
სა, სიძულვილისა და ეჭვებისა, გონებაში პასუხი ჩამესმის: იქნებ ამით რაღა-
ცის თქმას ცდილობს. კი მაგრამ, რის? და უცებ ვხვდები. ჰეიმიჩი წყალს იმი-
ტომ არ მიგზავნის, რომ იცის, წყაროსთან ახლოს ვარ.
კრიჭას ვიკრავ და ფეხზე ვდგები. ზურგჩანთა თითქოს სამჯერ დამძიმდა.
ჩამოტეხილ ტოტს ხელჯოხად ვიყენებ და გზას ვაგრძელებ. მზე დღეს უფრო
მწველია. მზისგან დამჭკნარი ხმელი ფოთოლი მგონია თავი. ნაბიჯის გა-
დადგმა მიჭირს, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. დაჯდომას ვერ ვბედავ, რადგან
მეშინია, რომ ვეღარ წამოვდგები, და ვეღარც იმას გავიხსენებ, სად მივდი-
ვარ.
ამ წუთას იოლი ნადავლი ვარ ყველასთვის! ნებისმიერი შეწირული, თვით
პატარა რუც კი წამაქცევდა და ჩემივე დანით მომკლავდა. როგორც ჩანს,
ჩემზე თავდასხმას არავინ ჩქარობს. პირადად მე კი, ასე მგონია, მილიონო-
ბით კილომეტრის რადიუსში ჩემ გარდა სულიერი არავინ ჭაჭანებს.

123
არა, მთლად მარტო არ ვარ. რომელიმე კამერა უთუოდ თან დამყვება.
ვიხსენებ წინა წელს საკუთარი თვალით ნანახ შიმშილისგან, სიცივისგან, სის-
ხლდენისა და წყურვილისგან დაღუპულ შეწირულებს. თუ სადმე სისხლის-
მღვრელი შეტაკება არ მიმდინარეობს, ახლა ალბათ მე მაჩვენებენ პირდა-
პირ ეთერში.
პრიმზე ფიქრს ვიწყებ. შეიძლება, პირდაპირ ეთერში არ მიყურებდეს,
მაგრამ სკოლაში შესვენებებზე მოსწავლეებს მიმოხილვებს აჩვენებენ. პრი-
მის ხათრით, ვცდილობ, რაც შეიძლება, მხნედ გამოვიყურებოდე.
შუადღისას უკვე ვგრძნობ, რომ აღსასრული ახლოა. ფეხები მიკანკალებს
და გული ძლიერად მიცემს. წესიერად აღარ მახსოვს, რას ვაკეთებ. რამდენ-
ჯერმე წავბარბაცდი, მაგრამ წონასწორობა შევინარჩუნე. ბოლოს, ხელჯოხი
მივარდება, ვეცემი და ვეღარ ვდგები. თვალებს ვხუჭავ.
შევცდი. ჰეიმიჩი ჩემს დახმარებას არ აპირებს.
არა უშავს, აქ არც ისე ცუდია, - ვფიქრობ გულში.
აგრილდა. საღამოვდება. თითქოს დუმფარების მსუბუქ, საამურ სურნელს
ვგრძნობ. მიწას თითებს ვუსვამ. სასიკვდილოდ კარგი ადგილია.
ჩემი თითები ცივ, სლიპინა ტალახში ეფლობა.
მიყვარს ტალახი, - ფიქრს განვაგრძობ. ვინ იცის, რამდენჯერ მიპოვია ნა-
დირის კვალი რბილ ტალახში. ფუტკრისგან დანესტრილ ადგილზე წასასმე-
ლადაც კარგია. ტალახი. ტალახი. ტალახი! თვალებს ვახელ და თითებს ტა-
ლახში ვარჭობ. ეს ტალახია! თავს ვწევ. დუმფარებია. ეს დუმფარებია!
ტალახში დავფორთხავ და საიდანღაც სუნი მცემს. ხუთიოდე მეტრში გუ-
ბურასთან ხშირი ბალახბულახი იზრდება. წყლის ზედაპირზე ჩემი საყვარე-
ლი გაფურჩქნილი ყვითელი ყვავილები ტივტივებს, ეს ჩემი ლამაზი დუმფა-
რებია.
თავს გუბურაში ვყოფ და წყალს ხარბად ვეწაფები. მაგრამ ჩემში როგორ-
ღაც თავშეკავების უნარი იღვიძებს. აცახცახებული ხელებით ბოთლს ვიღებ,
თავს ვხსნი და წყლით ვავსებ. წყლის გასაწმენდად შიგ საჭირო რაოდენო-
ბის იოდის წვეთს ვასხამ. წყლის გაწმენდის მოლოდინში გატარებული ნახე-
ვარი საათი ნამდვილი წამებაა, მაგრამ ვითმენ. ყოველ შემთხვევაში, მე
მგონია, რომ ნახევარ საათს მოვითმინე.
- ნელა, მშვიდად დალიე, - ვახსენებ ჩემს თავს. ერთ ყლუპს ვსვამ და ვიც-
დი. მერე მეორე ყლუპს ვსვამ. მომდევნო ორიოდე საათის განმავლობაში
124
მთელ ბოთლს ვცლი. მერე კიდევ ერთ ბოთლს. მესამედ გავსებ ბოთლს და
ხის ღეროსთან ვჯდები. წყლის წრუპვას ვაგრძელებ, კურდღლის ხორცს
ვჭამ და ძვირფასი კრეკერების შეკვრასაც ვხსნი. როცა ჰიმნის აჟღერების
დრო დგება, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ამაღამ მკვდრების სურათებს
აღარ გვიჩვენებენ. დღეს არავინ მომკვდარა. ხვალაც აქ დავრჩები. დავის-
ვენებ. ზურგჩანთას ტალახით დავსვრი, რომ შორიდან ვერავინ შეამჩნიოს.
გუბურაში თევზებს მოვკარი თვალი, იმათ დავიჭერ. დუმფარებს ამოვთხრი
და მათი ფესვებით დავნაყრდები. საძილე ტომარაში კომფორტულად ვეწ-
ყობი, ბოთლს ხელიდან არ ვუშვებ, რადგან სიცოცხლეზე ძვირფასია.
რამდენიმე საათის შემდეგ სწრაფი ნაბიჯების ხმა მაღვიძებს. გაკვირვებუ-
ლი ვიყურები აქეთ-იქით. ჯერ არ გათენებულა, მაგრამ მაინც ყველაფერს
ვხედავ.
ამის დაუნახვებლობა ძნელია. ჩემკენ დაძრული ცეცხლის კედელი თვა-
ლებს მჭრის.

12.

ინსტინქტურად ვცდილობ ხიდან გადახტომას, მაგრამ მიბმული ვარ.


როგორღაც ვახერხებ ბალთის გახსნას და საძილე ტომრიანად ძირს
ვვარდები. ახლა ჩაბარგების დრო არაა. ჩემდა ბედად, ზურგჩანთა და
წყლით სავსე ბოთლი საძილე ტომარაში მიდევს. ტომარას მხარზე ვიკიდებ
და გავრბივარ.
სამყარო ცეცხლსა და კვამლშია გახვეული. ცეცხლწაკიდებული ტოტები
ჭრიალით წყდება ხეებს და ნაპერწკლების შხეფებად ცვივა ჩემს ფერხთით.
ისღა დამრჩენია, კურდღლებს და ირმებს მივყვე; ტყეში გზის მიმკვალავ ვე-
ლური ძაღლების ხროვასაც ვამჩნევ. ცხოველებს ჩემზე მახვილი ინსტინქტე-
ბი აქვთ დავიცი, მიმართულების არჩევაში არ შეცდებიან. ოღონდ, ისინი ჩემ-
ზე სწრაფები არიან, გრაციოზულად მიხტიან ჯაგნარში, მე კი ხის ფესვებსა
და კუნძებს ხშირად ვედები და ვიქცევი. ცხოველებს ვერ დავეწევი.
აუტანელი სიცხეა, მაგრამ სიცხეზე უარესი კვამლია, რომელმაც შეიძლე-
ბა ნებისმიერ მომენტში დამახრჩოს. პერანგის საყელოს ცხვირამდე ვიწევ.
კიდევ კარგი, ოფლით გაჟღენთილა და ცოტათი მაინც დამიცავს. ხველებ-
125
ხველებით მივრბივარ, ტომარა ზურგზე მეხეთქება, ნაცრისფერი ბურუსიდან
უეცრად ტოტები გამოჩნდება ხოლმე და სახეს მიკაწრავს. მე არ ვჩერდები,
რადგან ვიცი, მხოლოდ გაქცევით ვუშველი თავს.
ხანძარი რომელიმე უყურადღებო შეწირულის კოცონს არ გაუჩენია. შემ-
თხვევითობა არაფერ შუაშია. ცეცხლის ენები, მე რომ მომდევენ, ისე არაბუ-
ნებრივად მაღალი და ერთგვარია, რომ გონი თამაშების შემოქმედების ცეც-
ხლმფრქვევებითაა გაჩაღებული.
მეტისმეტად მშვიდი დღე იყო. არავინ მომკვდარა; შეიძლება, ბრძოლაც
კი არ ყოფილა. კაპიტოლიუმელმა მაყურებლებმა ალბათ მოიწყინეს, რა
უღიმღამო შეჯიბრიაო. მაყურებლის მოწყენა კი თამაშის შემოქმედების გეგ-
მაში არ შედის.
თამაშის შემოქმედების მიზანი ცხადია. არის პროფესიონალების ხროვა
და ვართ მთელ არენაზე მიმოფანტული დანარჩენი შეწირულები. ხანძარმა
ტყიდან უნდა გამოგვრეკოს, ყველა ერთ ადგილას შეგვყაროს. არც ისე
ორიგინალური ხერხია, მაგრამ ძალიან ეფექტური.
აალებულ კუნძს ვუახლოვდები. მაღალი არაა, მაგრამ ზედ გადახტომი-
სას ქურთუკის ბოლოზე ცეცხლი მეკიდება. გაჩერება მიწევს, რომ ქურთუკი
გავიძრო, ძირს დავაგდო და ჩასაქრობად ფეხებით ზედ შევდგე. ქურთუკი
გამომწვარია და ხრჩოლავს, მაგრამ მის დატოვებას მაინც ვერ ვბედავ. სა-
ძილე ტომარაში ვაგდებ და ვიმედოვნებ, უჰაერობაში როგორმე ისევ არ
აალდება. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ზურგზე მკიდია და ესეც რომ დავკარ-
გო, გადარჩენა გამიჭირდება.
სულ რამდენიმე წუთში ცხვირი და ყელი მიშრება. ხველებას ვეღარ
ვწყვეტ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ფილტვები ღუმელში იბრა-
წება. თანდათან სუნთქვა მიძნელდება და ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას
მკერდში მწვავე ტკივილს ვგრძნობ. შვერილქვეშ ვასწრებ თავის შეფარებას
და გულიც მერევა. ჩემი კუჭნაწლავი მწირი ვახშმისა და წყლისგან იცლება.
ოთხზე დავარდნილი მანამ ვაღებინებ, სანამ ამოსაღები აღარაფერი რჩება.
ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა გავიქცე, მაგრამ ვკანკალებ და თავბრუ მეხ-
ვევა. ჰაერი არ მყოფნის და ერთ ყლუპ წყალს ვიმეტებ პირის გამოსარეც-
ხად. შემდეგ რამდენიმე ყლუპს ვსვამ.
- მხოლოდ ერთი წუთი გაქვს, - ვაფრთხილებ საკუთარ თავს, - ერთი წუ-
თით დაისვენებ!
126
ამ ერთ წუთს ჩემი ბარგის დასახარისხებლად, საძილე ტომრის დასაკე-
ცად და ყველაფრის ზურგჩანთაში ჩასატენად ვიყენებ. ერთი წუთი ამოიწურა.
უკვე დროა, გავიქცე, მაგრამ კვამლმა გონება დამიბინდა. ფეხმალმა ცხოვე-
ლებმა, რომლებსაც კომპასად ვიყენებდი, ჩამომიტოვეს. ტყის ამ მონაკვეთ-
ში წინათ აშკარად არ ვყოფილვარ, რადგან ამხელა ლოდები არსად შემ-
ხვედრია. ნეტა თამაშის შემოქმედები საით მიმერეკებიან? უკან, ტბისკენ, თუ
სრულიად უცხო და ახალი საფრთხეებით სავსე მხარისკენ? არადა, გუბურას-
თან სულ ახალი ნაპოვნი მქონდა მშვიდი თავშესაფარი. არ შეიძლება ხან-
ძარს გარს შემოვუარო და როგორმე ნაკადულის სათავე მაინც ვიპოვო?
ცეცხლის კედელს ბოლო აუცილებლად ექნება, თან ხანძარიც ხომ ჩაქრება
ოდესმე?! არა, თამაშის შემოქმედებს ხანძრის ხელახლა გაჩენა ნაღდად არ
გაუჭირდებათ, მაგრამ სულ ცეცხლის ყურებით მაყურებლები მოიწყენენ.
როგორმე ცეცხლის ხაზს მიღმა რომ გავაღწევდე, პროფესიონალებსაც ავა-
რიდებდი თავს. გადავწყვიტე, ხანძარს გარს შემოვუარო და უკან დავბრუნ-
დე. მრავალი ზედმეტი კილომეტრის გავლა კი მომიწევს, მაგრამ ამ ჯოჯო-
ხეთს მოვშორდები. ისისაა, უნდა შევტრიალდე, რომ ჩემ თავზემოთ, სულ
რამდენიმე სანტიმეტრში, კლდეს ცეცხლოვანი ბურთი ეხეთქება. შიშისგან
ძალამოცემული შვერილს ქვემოდან გამოვრბივარ.
თურმე ნამდვილი გართობა ახლა იწყება. ხანძარმა მხოლოდ გამოგვაფ-
ხიზლა. ისმი მორიგი სტვენა და მაშინვე ძირს ვწვები, არც კი ვიხედები, სა-
იდან მოქრის ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც ჩემგან მარცხნივ, ხეს ეხეთქე-
ბა და ცეცხლის ალში ჰხვევს. გაუნძრევლად წოლა გარდაუვალ სიკვდილს
ნიშნავს. ფეხზე წამოდგომას ძლივს ვასწრებ, რომ ზუსტად იმ ადგილს, სა-
დაც მე ვიწექი, მესამე ცეცხლოვანი ბურთი ასკდება და ჩემ ზურგს უკან ცეც-
ხლის სვეტს წარმოქმნის. დრო მნიშვნელობას კარგავს. მე მხოლოდ ცეც-
ხლოვანი ბურთების თავიდან აცილებას ვცდილობ. ვერ ვხედავ, საიდან მეს-
ვრიან. ჰოვერკრაფტიდან - აშკარად არა, რადგან ყუმბარები არც ისე დიდი
ტრაექტორიით მოფრინავს. შესაძლოა, ტყის ამ მონაკვეთში, ხეებსა და
კლდეებს შორის, ყუმბარმტყორცნები იყო ჩამალული. სადღაც გრილსა და
სუფთა ოთახში თამაშის შემოქმედი ალბათ დისტანციური მართვის პულ-
ტთან ზის და სასხლეტისთვის თითი აქვს გამოდებული, ნებისმიერ მომენტში
შეუძლია ბოლო მომიღოს. მხოლოდ მიზანში ჩემი ზუსტად ამოღება სჭირ-
დება.
127
გუბურასთან დაბრუნების ყოველგვარ შესაძლებლობას ვკარგავ, მხო-
ლოდ აქეთ-იქით დავხტივარ, ძირს ვეცემი და ისევ ვდგები, ოღონდაც ცეც-
ხლოვანი ბურთები ავიცილო. ყუმბარები ვაშლისხელაა, მაგრამ მყარ ზედა-
პირთან შეხებისას დამანგრეველი ძალით ფეთქდება. იმის განსჯის დრო,
რომელ მხარეს გავიქცე, უბრალოდ აღარ მრჩება. როცა სტვენა ისმის, ან
უნდა ვიმოქმედო, ან მოვკვდე.
რაღაც ძალა წინ მექაჩება. მთელი ცხოვრებაა შიმშილის თამაშებს ვუყუ-
რებ და ვიცი, რომ არენის გარკვეული მონაკვეთები სხვადასხვაგვარი შეტე-
ვებისთვის წინასწარაა გამზადებული. ამ მონაკვეთიდან გაღწევა რომ შევ-
ძლო, იქნებ ყუმბარმტყორცნებით ვეღარ მომწვდნენ? ისიც შეიძლება, აქე-
დან უკანმოუხედავად გავარდნილი, პირდაპირ გველგესლებით სავსე ორ-
მოში ჩავვარდე, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვიდარდებ.
ვერ გეტყვით, რამდენი ხანი გადის აქეთ-იქით ხტომაში, მაგრამ თანდა-
თან იერიში სუსტდება. ძალიან კარგი, თორემ ისევ გული მერევა. ამჯერად
ნესტოებსა და ყელს მჟავა ნივთიერება მიწვავს. იძულებული ვარ, გავჩერდე,
რადგან სხეული მეკრუნჩხება და ორგანიზმიდან იმ შხამის გამოდევნას ცდი-
ლობს, იერიშისას რომ ვყლაპავდი. სულ იმის შიშში ვარ, რომ სტვენას გავი-
გონებ და ჩემკენ ცეცხლოვანი ბურთი გამოფრინდება. მაგრამ სროლა წყდე-
ბა. სიმწრით დაგრეხილს თვალებიდან ცრემლები მცვივა. ჩემი ტანსაცმელი
ოფლითაა გაჟღენთილი. ამ კვამლსა და ნარწყევის სიმყრალეში შეტრუსუ-
ლი თმის სუნი მცემს. ნაწნავისკენ მიმაქვს ხელი: ერთ-ერთ ყუმბარას სულ
ცოტა თხუთმეტი სანტიმეტრით შეუმოკლებია ის. დანახშირებული თმა ხე-
ლისგულზე მეფშვნება. ამით მონუსხული, გაშტერებული ვდგავარ, როცა
სტვენა ხელახლა ისმის.
ჩემი კუნთები რეაგირებს, მაგრამ ამჯერად ძალიან ნელა. ცეცხლოვანი
ბურთი მარჯვენა ბარძაყთან ჩამიქროლებს და ჩემ გვერდით, მიწაში ეცემა.
ცეცხლმოკიდებული შარვლის ტოტის დანახვაზე ჭკუას ვკარგავ. ვიგრიხები,
გავრბივარ, მივფორთხავ - ყველანაირად ვცდილობ, ამ საშინელებას გავე-
რიდო. როცა ცოტათი აზრზე მოვდივარ, მიწაზე ვგორავ და წაკიდებულ
ცეცხლს ვაქრობ. შემდეგ დაუფიქრებლად ვხევ შარვლის დამწვარ ნაგლე-
ჯებს.
მიწაზე ვზივარ. რამდენიმე მეტრის მოშორებით ყუმბარისგან გაჩენილი
ხანძარი მძვინვარებს. ბარძაყი მეწვის, ხელებზე წითელი ნაიარევები მატ-
128
ყვია. მთელი ტანი მიცახცახებს და ვერსად მივდივარ. თუ თამაშის შემოქმე-
დებს ჩემი მოკვლა აქვთ განზრახული, ახლა სწორედ ხელსაყრელი დროა.
თვალწინ მიდგას ჭრელი კაბა და ბრჭყვიალა ქვები, გონებაში ჩამესმის
ცინას ხმა: ქეთნისი - გოგო, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. თამაშის შემოქმედე-
ბი ალბათ გულიანად იცინიან. შესაძლოა, სწორედ ცინას ულამაზესმა კოს-
ტიუმმა დამატეხა თავს ეს ტანჯვა-წამება. ვიცი, ცინა ამას წინასწარ ვერ გან-
ჭვრეტდა და ახლა ძლიერ გულდაწყვეტილი იქნება; მჯერა, ის ჩემზე დარ-
დობს. თუმცა, უნდა ვაღიარო, იმ ეტლში სულ შიშველი რომ დავეყენებინე,
ჩემთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
იერიში დასრულდა. თამაშის შემოქმედებს ჩემი მოკვლა არ უნდათ. ყო-
ველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შეწირულებმა კარგად ვიცით: რომ უნდო-
დეთ, გონგის ხმისთანავე წამში დაგვხოცავდნენ ყველას. შიმშილის თამაშე-
ბის მთავარი სიამოვნება იმის ყურებაა, როგორ ხოცავენ შეწირულები ერ-
თმანეთს. თამაშის შემოქმედები იშვიათად თუ კლავენ რომელიმე მონაწი-
ლეს, რომ სხვებს თავი შეახსენონ ხოლმე. ძირითადად კი, ჩვენით მანიპუ-
ლირებენ, რომ რაც შეიძლება ხშირად დაგვაპირისპირონ ერთმანეთს. გა-
მოდის, ახლა ახლომახლო სულ ცოტა ერთი შეწირული მაინცაა, რაკი
აღარ მესვრიან.
რომ შემეძლოს, ხეზე ავძვრებოდი და იქ დავიმალებოდი, მაგრამ კვამ-
ლი ჯერ კიდევ სქელია და გავიგუდები. ძლივძლივობით ვდგები ფეხზე და
კოჭლობით ვეცლები ცეცხლოვან კედელს, რომელიც ცას სწვდება. ხანძარი
აღარ მომდევს, მხოლოდ მახრჩობელა ღრუბლებით ცდილობს ჩემს შთან-
თქმას.
ცეცხლის შუქს ნელ-ნელა დილის ნათელი ემატება. კვამლის ბოლქვებში
მზის სხივები ირეკლება. შორს ხედვა მიჭირს. თხუთმეტი მეტრის იქით ვერა-
ფერს ვარჩევ. თავისუფლად შეიძლება, სადმე შეწირული იმალებოდეს. აჯო-
ბებდა, დანა მომემარჯვებინა, მაგრამ ვშიშობ, ხელიდან გამივარდება. თუმ-
ცა, ხელებზე მეტად ბარძაყი მტკივა. მეზიზღება დამწვრობები, ცხელი ტაფის
შეხებისას ან თონიდან პურის გამოღებისას გაჩენილი მცირე დამწვრობაც კი
ყოველთვის მეზიზღებოდა. ყველაზე მეტად დამწვრობით გამოწვეული ტკი-
ვილის მეშინია. თუმცა, ტკივილი, ახლა რომ განვიცდი, ადრე არასდროს
განმიცდია.

129
ისეთი დაღლილი ვარ, სანამ მუხლებამდე არ შევტოპე, წყალი არც შე-
მიმჩნევია. ეს წყაროს სათავეა. წყალი კლდის ნაპრალებიდან გამოდის და
სასიამოვნოდ გრილია. ხელებს წყალში ვყოფ და მაშინვე შვებას ვგრძნობ.
განა დედაჩემიც სულ ამას არ მიმეორებს? დამწვრობის პირველი წამალი
ცივი წყალია, რადგან მხურვალებას აქრობსო. თუმცა, დედაჩემი მხოლოდ
მცირე დამწვრობებს გულისხმობს. ხელებზე წვის ცივი წყლით დაცხრობა კი
შეიძლება, მაგრამ ბარძაყს რა ვუყო? მეშინია კიდეც, დამწვრობას დავხედო,
რადგან ვიცი, ეს ტრავმა ბევრად სერიოზული იქნება.
გუბესთან პირქვე ვწვები და ხელებს ცივ წყალში ვაჭყაპუნებ. ფრჩხილებზე
დახატულ ცეცხლის ენებს ვაკვირდები. ნელ-ნელა იშლებიან. კარგია. ცეც-
ხლი ყელში ამომივიდა.
სახიდან სისხლსა და ნაცარს ვიწმენდ. ვიხსენებ, თუ რამე გამიგია დამ-
წვრობების შესახებ. დამწვრობა საბადოში უცხო არაა, იქ ხომ საჭმლის მო-
სამზადებლად და სახლების გასათბობად ცეცხლს ქვანახშირით ვანთებთ.
არც მაღაროში უბედური შემთხვევებია იშვიათობა... ერთხელ ერთმა ოჯახმა
დედაჩემთან უგონოდ მყოფი ახალგაზრდა მოიყვანა და მისი გადარჩენა
სთხოვა. რაიონის ექიმს, რომელსაც მაღაროელებზე ზრუნვა ევალება,
ახალგაზრდა უკვე ჩამოეწერა, შინ წაიყვანეთ, დაე, იქ მოკვდესო; მაგრამ
ოჯახი უქმად ჯდომას და მისი სიკვდილის ყურებას არ აპირებდა. დაზარა-
ლებული სამზარეულოს მაგიდაზე იწვა. მე მის ბარძაყზე გახსნილ ჭრილო-
ბას - დანახშირებულ, ძვლებამდე ჩამწვარ ხორცს - მოვკარი თვალი. ამ სა-
ნახაობას ვეღარ გავუძელი და სახლიდან გავიქეცი. მთელ დღეს ტყეში ვნა-
დირობდი, ის დასახიჩრებული ფეხი სულ თვალწინ მედგა და მაღაროში და-
ღუპული მამაჩემი მახსენდებოდა. ყველაზე უცნაურია ისაა, რომ პრიმი, რო-
მელსაც საკუთარი ლანდის ეშინია, შინ დარჩა და დედას ეხმარებოდა. დე-
დაჩემი ამბობს, მკურნალები კი არ ხდებიან, მკურნალებად იბადებიანო. ყვე-
ლაფერი იღონეს, მაგრამ ახალგაზრდა მაინც მოკვდა, როგორც ექიმმა იწი-
ნასწარმეტყველა.
ჩემს ფეხსაც სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ზედ დახედვის მეშინია. ვა-
ითუ ჩემი ფეხიც იმ ახალგაზრდის ფეხივით დასახიჩრდა და ძვალი მოჩანს?
მერე დედაჩემის სიტყვები მახსენდება, თუ დამწვრობა ძლიერია, დაზარა-
ლებული ტკივილს ვერ იგრძნობს, რადგან ნერვები განადგურებული იქნე-
ბაო. ასე რომ, მხნეობას ვიკრებ და ფეხს ვშლი.
130
ჩემი ბარძაყის დანახვისას ლამის გული მიმდის. გაწითლებული ხორცი
ბუშტუკებითაა დაფარული. ღრმად და ნელა ვსუნთქავ, ვიცი, რომ კამერები
ახლა მე მიღებს. თუ დახმარების მიღება მინდა, ახლა სისუსტეს ვერ გამო-
ვავლენ. მუხლს ქვემოთ შარვლის ნაგლეჯებს ვფხრეწ და ტრავმას ახლო-
დან ვათვალიერებ. დამწვრობა ჩემი ხელისგულისოდენაა. კანი არც გაშავე-
ბულა. მგონი, წყლით მობანა არაფერს მავნებს. ბარძაყს წყალში ვყოფ, ჩექ-
მის ქუსლს კი ქვაზე ვაბჯენ, რომ ფეხსაცმელი არ დამისველდეს. წყალი
დამწვრობაზე მალამოდ მედება. სხვათა შორის, დამწვრობის სამკურნალო
მცენარეებიც არსებობს, მაგრამ არ მახსოვს, რომლებია. წყალი და დრო -
ამჟამად მხოლოდ ამის იმედად ვარ.
გზა გავაგრძელო? კვამლი თანდათან იფანტება, მაგრამ ჯერ მაინც
სქლად დევს მიწაზე. ხანძარს რომ გავერიდო და პირდაპირ პროფესიონა-
ლებს ჩავუვარდე ხელში, არ მინდა! გარდა ამისა, ბარძაყს წყლიდან რომ
ვიღებ, ტკივილი მიმძაფრდება. ხელები იმდენად არ მეწვის. შემიძლია
წყლიდან ამოვყო ხოლმე. თანდათან ბარგის მისალაგებლადაც ვიცლი.
ბოთლს წყლით ვავსებ, იოდით ვასუფთავებ და წყურვილს ვიკმაყოფილებ.
მცირე ხნის შემდეგ კრეკერს ძალით ვლოღნი, რომ შიმშილმა არ მძლიოს.
საძილე ტომარას ვშლი. მხოლოდ რამდენიმეგან ატყვია შავი ლაქა, სხვა
მხრივ, ბევრი არაფერი სჭირს. იმავეს ვერ ვიტყვი ქურთუკზე - დამწვრის სუ-
ნად ყარს, ზურგი თითქმის მთლიანად ამომწვარია. შემომწვარ ნაგლეჯებს
ვახევ2; რაც მრჩება, მხოლოდ ნეკნებამდე თუ მწვდება. საბედნიეროდ, კა-
პიუშონი გადარჩა და ესეც საქმეა.
ტკივილთან ერთად დაღლილობაც მტანჯავს. ხეზე ავძვრებოდი დასასვე-
ნებლად, ადვილი შესამჩნევი რომ არ ვიყო, მით უმეტეს, წყალიც აქვეა.
ზურგჩანთამოკიდებული, ფეხს ვითრევ. წყალში საჭმელად ვარგის ფესვებს
ვამჩნევ და კურდღლის ნარჩენებთან ერთად ვჭამ. მერე წყალს ვწრუპავ. ვუ-
ყურებ, ნელ-ნელა როგორ იხრება მზე დასავლეთისკენ. ისე, ამაზე უსაფ-
რთხო ადგილას სად წავალ? თვლემამორეული ზურგჩანთას ვეყუდები.
დაე, მიპოვონ პროფესიონალებმა, - ვფიქრობ, სანამ ჩამეძინება, - მიპო-
ვონ, არ მენაღვლება.
და მართლაც, მპოულობენ. კიდევ კარგი, ბარგმოკიდებულს მეძინა. მათი
ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე წამოვხტი და თითქმის მთელი წუთით გა-
ვუსწარი მდევარს. მოსაღამოვებულა. თვალის გახელისთანავე გავრბივარ,
131
გუბეში მივდგაფუნებ, ბუჩქნარში ვხტები. ნაღრძობი ფეხი მანელებს, მაგრამ
ჩანს, არც ჩემი მდევარია ისეთი სწრაფი, როგორიც ხანძრამდე იყო. მესმის
მათი ხველება და ისიც, ხრინწიანი ხმით როგორ ეძახიან ერთმანეთს.
და მაინც, ველური ძაღლების ხროვასავით ალყაში მაქცევენ და მეც იმავე
ხერხს მივმართავ, რაც მსგავს შემთხვევებში ხშირად გამომიყენებია. გრძელ
ხეს ვირჩევ და კენწეროსკენ მივძვრები. სირბილი ხომ მტკივნეული იყო,
მაგრამ ხეზე აცოცება ნამდვილი ტანჯვაა, რადგან მხოლოდ კუნთები კი არ
მეღლება, ხის ღეროზე ნატკენი ხელებიც მეკაწრება. თუმცა, ხეზე ცოცვაში
გაწაფული ვარ და სანამ მდევარი ჩემს ხეს ალყაში მოაქცევს, მე უკვე შვიდი
მეტრის სიმაღლეზე ვარ. წუთით მე და ჩემი მდევრები ვჩერდებით და ერ-
თმანეთს შევყურებთ. იმედია, ჩემი გულის ბაგაბუგს ვერ გაიგონებენ.
ესეც დასასრული, - გულში ვფიქრობ. მათ წინააღმდეგ რა შანსი მაქვს?
ექვსივე ქვემოთ დგას: ხუთი პროფესიონალი და პიტა. ისღა მანუგეშებს,
რომ ისინიც ჩემსავით გადაღლილები და დატანჯულები ჩანან. თუმცა, მათ
ხომ იარაღი მაინც აქვთ?! ერთი, მათ სახეებს შეხედეთ, როგორ იღრიჭებიან
და იღრინებიან: ჩემი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. იოლი ნადავლი ვარ.
უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უცებ სხვა ფაქტორებსაც ვიაზრებ. კი,
ქვემოთ მდგართაგან ყველა ჩემზე დიდი და ღონიერია, მაგრამ ისინი ხომ
ჩემზე მძიმეებიც არიან! კენწეროზე ხილის მოსაკრეფად ან უმაღლესი
ბუდის გასაძარცვად გეილის ნაცვლად ყოველთვის მე ტყუილად კი არ
ავდიოდი! პროფესიონალთაგან ყველაზე მსუბუქი ჩემზე ოცდახუთი ან ოც-
დაათი კილოთი მძიმე მაინც იქნება.
ახლა უკვე ჩემი გაცინების დროა.
- როგორ ხართ? - მხიარულად ჩავძახი ქვემოთ.
ისინი გაოცებას ვერ მალავენ. ვიცი, რომ მაყურებელს ეს მოეწონება.
- არა გვიშავს, - მპასუხობს მე-2 რაიონელი ბიჭი, - თავად?
- ცოტა დამცხა, - ვპასუხობ მე და კაპიტოლიუმელთა სიცილი თითქოს
ყურში ჩამესმის, - აქ უფრო სუფთა ჰაერია. ხომ არ ამოხვალთ?
- უარს არ ვიტყვი, - მეუბნება იგივე ბიჭი.
- აი, ეს წაიღე, კატონ, - 1-ლ რაიონელი გოგო იმ ბიჭს ვერცხლისფერ
მშვილდს და ისრებით სავსე კაპარჭს სთავაზობს.
ჩემი მშვილდი! ჩემი ისრები! მათი დანახვისას ისეთი მრისხანება მიპ-
ყრობს, მინდა, საკუთარ თავს ვუყვირო და პიტაც გამოვლანძღო, რომ ყუ-
132
რადღება გამიფანტა და მშვილდ-ისრის დასაკუთრებაში ხელი შემიშალა.
ვცდილობ, პიტას შევხედო, მაგრამ ის, როგორც ჩანს, სპეციალურად მარი-
დებს მზერას და პერანგის ბოლოთი ბეჯითად წმენდს დანის პირს.
- არა, - კატონი მშვილდზე უარს ამბობს, - ჩემი ხმალი მირჩევნია, - ქა-
მარში მოკლე, მძიმე მახვილი აქვს გარჭობილი.
ვიცდი, სანამ კატონი ხის ღეროს შემოაჭდობს ხელფეხს და უფრო მაღ-
ლა აცოცებას ვიწყებ. გეილი მეუბნებოდა, ციყვივით სხარტად დახტიხარ უწ-
ვრილეს ტოტებზეცო. ამაში სიმსუბუქეც მეხმარება და გამოცდილებაც. ზუს-
ტად უნდა იცოდე, ხელფეხით რომელ ადგილს მოეჭიდო. კიდევ ათი მეტ-
რით ზემოთ ავდივარ და ამ დროს ტკაცუნი მესმის. ტოტი ტყდება და კატონი
მასთან ერთად ვარდება ძირს. მიწას ისეთი ძალით ეხეთქება, იმედი მიჩნდე-
ბა, კისერი მოიტეხა-მეთქი, მაგრამ ის სწრაფად დგება და იგინება. მშვილდ-
ისრიანი გოგო, რომელსაც ვიღაც გლიმერს ეძახის - აჰ, რა სასაცილო სახე-
ლებს არქმევენ 1-ლ რაიონში ბავშვებს - ხეზე მოცოცავს, მაგრამ ტოტების
საეჭვო ჭრიალის გაგონებისთანავე, ჭკუა ჰყოფნის და ჩერდება. მე უკვე ოც-
დახუთი მეტრის სიმაღლეზე ვიმყოფები. გლიმერი ისარს მესვრის, მაგრამ
ეტყობა, მშვილდოსნობისა ბევრი არაფერი გაეგება. მის მიერ ნასროლი
ერთ-ერთი ისარი, ჩემდა ბედად, მეზობელი ხის ტოტს ერჭობა. იქამდე
ვწვდები, ისარს ადვილად ვიღებ და მის გამოსაჯავრებლად ჰაერში ვიქნევ.
თუმცა, ისარი მხოლოდ სხვის გამოსაჯავრებლად არ მჭირდება, როგორც კი
შანსი მომეცემა, აუცილებლად გამოვიყენებ. ახლა რომ ის ვერცხლისფერი
მშვილდი აქ მქონდეს, ყველას სათითაოდ ამოვხოცავდი. გაბრაზებული
პროფესიონალები ერთმანეთში ხმადაბლა თათბირობენ. მე ისინი სულელე-
ბად გამოვიყვანე. ბინდდება და ჩემზე თავდასხმის შანსიც ხელიდან ეცლე-
ბათ. ბოლოს, პიტას უხეში ხმა მესმის:
- ნეტა ერთი თქვენც, იჯდეს იმ კენწეროზე. მაინც ვერსად წავა. ხვალ დი-
ლით კი როგორმე გავუსწორდებით.
ჰო, ამაში მართალია. ვერსად წავალ. წყალი შემაშრა და ბარძაყი და ხე-
ლები ისევ მეწვის. ტოტზე ვჯდები და ქურთუკს ვიცვამ. საძილე ტომარას
ვშლი. თავს ხის ტოტზე ვიბამ და ვცდილობ, არ ვიკვნესო. საძილე ტომრის
სიმხურვალე ჩემი ბარძაყისთვის მეტისმეტია. ქსოვილს ვჭრი და ფეხს გა-
რეთ ვყოფ, რომ ბარძაყზე გრილი ჰაერი მომხვდეს. ხელებს წყლით ვისვე-
ლებ.
133
მხნეობა სულ დავკარგე. ტკივილმა და შიმშილმა დამასუსტა, მაგრამ ჭა-
მის თავი არ მაქვს. ამაღამ როგორმე გავძლებ0, მაგრამ ხვალ დილით რა
მეშველება? ფოთლებს მივშტერებივარ და დაძინებას ვცდილობ, მაგრამ
ტკივილი არ მანებებს. ჩიტები დასაძინებლად იბუდებენ. ღამის ცხოველები
საშოვარზე გამოდიან. ბუ კივის. კვამლს სკუნსის მძაფრი სუნი ერევა. მეზო-
ბელი ხიდან რომელიღაც ცხოველის თვალები მომშტერებია, შეიძლება,
ოპოსუმია. მის თვალებში პროფესიონალთა ჩირაღდნების შუქი ირეკლება.
უცებ ცალ იდაყვზე ვიწევი. ეს ოპოსუმის თვალები არაა. ეს სარკისებრი ანა-
რეკლი მეცნობა. ეს საერთოდ არაა ცხოველის თვალები. ბუნდბუნდში ვარ-
ჩევ, ვინც მომჩერებია მდუმარედ ფოთლებს უკნიდან.
ეს რუა.
ნეტა რამდენი ხანია, აქ არის? ალბათ თავიდანვე ჩუმად და შეუმჩნევლად
იჯდა. შეიძლება მანაც პროფესიონალების მოახლოება იგრძნო და ჩემამდე
მცირე ხნით ადრე აძვრა ხეზე?!
კარგა ხანს ერთმანეთს მივშტერებივართ. მერე, ფოთლის შეურხევლად,
პატარა ხელს სამალავიდან ჰყოფს და ჩემ თავზემოთ მიმითითებს.

13.

რუს თითს თვალს ვაყოლებ, მაგრამ ხშირ ფოთლებში ვერაფერს ვამ-


ჩნევ. უფრო დაჟინებით ვაკვირდები და ჩემგან ხუთი მეტრით მაღლა ბინდში
რაღაცას ვარჩევ. ეს რა არის? რამე ცხოველია? ენოტის ზომისაა, ოღონდ
ტოტის წვერზე კიდია და ოდნავ ირხევა. საღამოს ტყის ნაცნობ ხმიანობაში
ჩუმი ზუზუნი მესმის. მივხვდი. ეს ბზიკების ბუდეა.
ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ ჭკუა მყოფნის და ხმას არ ვიღებ. თან,
ჯერ ხომ ზუსტად არ ვიცი, რა ჯიშის ბზიკებთან მაქვს საქმე. შეიძლება, სუ-
ლაც ჩვეულებრივები იყვნენ - ისეთები, თუ არ შეაწუხებ, თვითონ რომ არ
შეგაწუხებენ. თუმცა, ეს ხომ შიმშილის თამაშებია - აქ ყველაფერი არაჩვეუ-
ლებრივია. ჩემი აზრით, ეს ბუდე სპეციალურად გამოყვანილი ბზიკებისაა,
კრაზანამაძებრების. ეს მკვლელი ბზიკები ომის დროს კაპიტოლიუმის ლა-
ბორატორიებში შექმნეს და მათი ბუდეები ნაღმებივით განათავსეს ყველა
რაიონის გარშემო. კრაზანამაძებრები ჩვეულებრივ ბზიკებზე დიდები არიან,
134
ოქროსფერი ტანი აქვთ და მსხვილი ნესტარი. მათგან დანესტრილი ადგი-
ლი ქლიავის ზომაზე სივდება ხოლმე. იშვიათად, რომელიმე ადამიანმა
რამდენიმე ასეთი ბზიკის ერთდროულ დანესტვრას გაუძლოს. ზოგი ერთი
დანესტვრითაც იღუპება. თუ გადარჩები, შხამით გამოწვეული ჰალუცინაციე-
ბი ჭკუიდან შეგშლის. და კიდევ, თუ ბუდეს თავს დაესხმები, ეს ბზიკები მო-
საკლავად გამოგეკიდებიან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მაძებრებს.
ომის შემდეგ კაპიტოლიუმმა ქალაქის სიახლოვეს ყველა ასეთი ბუდე გა-
ანადგურა, რაიონების მიმდებარედ კი ხელუხლებლად დატოვა. შიმშილის
თამაშებთან ერთად ესეც ერთ-ერთი შემხსენებელია რაიონების სისუსტისა
და მარცხისა, და კიდევ ერთი მიზეზი, რომ მე-12 რაიონის ღობეს არ გას-
ცდე. როცა მე და გეილი ტყეში სადმე კრაზანამაძებრის ბუდეს გადავაწყდე-
ბოდით, მაშინვე საპირისპირო მიმართულებით გავრბოდით.
და ახლა ჩემ თავზემოთ მათი ბუდე კიდია?! დახმარების იმედით რუსკენ
ვტრიალდები, მაგრამ ის ისევ ფოთლებში შემალულა.
ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, მგონი, მნიშვნელობა არ აქვს,
რომელი ჯიშის ბზიკებს ავყურებ. ისედაც დაშავებული და კუთხეში მიმ-
წყვდეული ვარ. წყვდიადმა მცირე ხნით გადაავადა ჩემი აღსასრული, მაგ-
რამ პროფესიონალები აუცილებლად რამეს მოიფიქრებენ და ხვალ დი-
ლით მომკლავენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ასე დავამცირე ისინი. ასე
რომ, ეს ბუდე შეიძლება თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყოს.
როგორმე მათ ბანაკს ზედ რომ დავაგდებდე, გაქცევას მოვასწრებდი.
თუმცა, ამისთვის სიცოცხლის გარისკვა მომიწევს.
რასაკვირველია, ბუდესთან მიახლოებას და ტოტის წვერის გადაჭრას
ვერ შევძლებ. მთლიანად ტოტი უნდა გადავხერხო და ძირს ჩავაგდო. იმე-
დია, დაკბილულპირიან დანას ხერხად გამოვიყენებ. ოღონდ დამწვარმა ხე-
ლებმა არ უნდა მიმტყუნოს და არც ხერხვისას ტოტის ყანყალმა გამოაღვი-
ძოს ბზიკები! თან არც ის მინდა, პროფესიონალები ჩანაფიქრს მიმიხვდნენ
და ბანაკი მოშორებით გადაიტანონ. ასე გეგმა ჩამეშლება.
საუკეთესო გამოსავალია, ჰიმნის დაკვრისას ვცადო ტოტის გადახერხვა.
ამ დროს ყურადღებას არ მომაქცევენ. ჰიმნი ალბათ მალე გაიჟღერებს. სა-
ძილე ტომრიდან ვძვრები, დანას ქამარში მყარად ვირჭობ დაზემოთ მივ-
ძვრები. ტოტები უფრო და უფრო წვრილდება და ჩემნაირი მსუბუქისთვისაც
საშიში ხდება. მაგრამ მე შეუპოვრად ვაგრძელებ გზას. როცა იმ ტოტს ვუახ-
135
ლოვდები, რომელზეც ბუდე კიდია, ზუზუნი უფრო გარკვევით მესმის. ისე,
კრაზანამაძებრებისთვის უჩვეულოდ ჩუმად არიან. კვამლის ბრალია, - ვფიქ-
რობ გულში, - ეტყობა, გაბრუებულები არიან. ომის დროს აჯანყებულები
კვამლით ებრძოდნენ ამ მკვლელ ბზიკებს.
უეცრად ცაზე პანემის გერბი ენთება და ჰიმნი იწყება.
ან ახლა, ან არასოდეს! - ვფიქრობ და ტოტის გადახერხვას ვიწყებ. დანას
წინ და უკან უხერხულად ვუსვამ. ხელისგულებზე დაჩირქებული ბუშტუკები
მისკდება. ჭრილის გაკეთების შემდეგ ხერხვა უფრო ადვილი ხდება, მაგრამ
მე ძალა სულ გამოცლილი მაქვს. კრიჭაშეკრული ვაგრძელებ ხერხვას და
დროდადრო ცას ავყურებ. როგორც ჩანს, დღესაც არავინ მოუკლავთ. არა
უშავს. მაყურებელი უკვე საკმარისად გაერთო: მე დავშავდი, ხეზე ამდევნეს,
ქვემოთ პროფესიონალები არიან ჩასაფრებული. ჰიმნი სრულდება; მე ტოტი
ბოლომდე არ მაქვს გადახერხილი, მაგრამ ცა ბნელდება და იძულებული
ვარ, გავჩერდე.
ახლა რაღა ვქნა? შეიძლება ბრმად დავასრულო ხერხვა, მაგრამ ეს გეგ-
მა მაინცდამაინც არ მომწონს. ვაიდა, ბზიკები კვამლისგან ძალიან გაბრუე-
ბულები იყვნენ ან ბუდე ტოტებში გაიჩხიროს! მაშინ ვერც გაქცევას შევძლებ
და თავს ტყუილად დავიღუპავ. ამას აჯობებს, გამთენიისას ამ ტოტზე ავიპა-
რო და ბუდე მეტოქეებს თვითონ ვესროლო.
პროფესიონალების ჩირაღდნების მკრთალ შუქში ნელ-ნელა ჩავდივარ
ქვემოთ და ჩემს ტოტზე მოულოდნელი საჩუქარი მხვდება. საძილე ტომარა-
ზე ვერცხლისფერ პარაშუტზე მიმაგრებული პლასტმასის ქილა დევს. პირვე-
ლი საჩუქარი სპონსორისგან! ეტყობა, ჰეიმიჩმა გამომიგზავნა, სანამ ჰიმნს
უკრავდნენ. ქილა ხელისგულზე მეტევა. ნეტა რა არის? საჭმელი აშკარად
არ იქნება. თავსახურს ვხსნი და სუნით ვხვდები, რომ მალამოა. თითის წვე-
რით ფრთხილად ვეხები საცხს. ტკივილი მაშინვე ქრება.
- გმადლობ, ჰეიმიჩ, - ჩუმად ვამბობ. ჩემს მენტორს არ დავვიწყებივარ.
ბედის ანაბარა არ მივუგდივარ. ამ მალამოს ალბათ ასტრონომიული ფასი
აქვს. შეიძლება, ამ პაწია ქილის საყიდლად არაერთმა სპონსორმა გაიღო
ფული. ჩემთვის ეს მალამო შეუფასებელია.
ქილაში ორ თითს ვაწობ და მალამოს ბარძაყზე ვისვამ. ჯადოსნური
ეფექტი აქვს, ტკივილს წამში მიცხრობს და სიგრილის სასიამოვნო შეგრძნე-
ბას მიტოვებს. ეს მცენარეული მალამო კი არაა, დედაჩემი ტყის მცენარეე-
136
ბისგან რომ ნაყავს, კაპიტოლიუმის ლაბორატორიებში დამზადებული მა-
ღალტექნოლოგიური საცხია. ხელისგულებზეც ვისვამ მის თხელ ფენას, ქი-
ლას კი პარაშუტში ვახვევ და ჩანთაში საგულდაგულოდ ვინახავ. ტკივილი
დამიცხრა და მეც საძილე ტომარაში მოხერხებულად ვეწყობი, რომ გათენე-
ბამდე ვიძინო.
ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში დასკუპებული ჩიტის ჭიკჭიკი ახალი დი-
ლის გათენებას მაუწყებს. ნაცრისფერ შუქში ხელისგულებს ვაკვირდები. მა-
ლამოს დამწვრობის წითელი ლაქები ახალშობილის ნაზი, ვარდისფერი კა-
ნისთვის დაუმგვანებია. ბარძაყი ჯერ კიდევ მეწვის, მაგრამ იქ უფრო სერიო-
ზული დამწვრობა მქონდა. ფეხზე კიდევ ერთხელ ვისვამ მალამოს და ბარ-
გის ჩუმად ჩალაგებას ვიწყებ. რაც უნდა მოხდეს, უნდა გავიქცე, თან ძალიან
სწრაფად. კრეკერს და ხბოს ხორცის ნაჭერს ვჭამ და ორ ჭიქა წყალს ვაყო-
ლებ. გუშინ კუჭში არაფერი ჩამრჩა. შიმშილის მავნე ეფექტებს უკვე
ვგრძნობ.
ქვემოთ პროფესიონალების ხროვას და პიტას სძინავთ. გლიმერი ხის ღე-
როს მიჰყუდებია. ეტყობა, ის მორიგეობდა, მაგრამ დაღლილობამ სძლია
და ჩაეძინა.
დაჟინებით მივშტერებივარ მეზობელ ხეს, მაგრამ რუ არსად ჩანს. წუხან-
დელი მინიშნების შემდეგ მის წინაშე დავალებული ვარ, მინდა მეც დავეხმა-
რო. თანაც, თუ დღეს მე მოვკვდები, გამიხარდება, რუმ რომ გაიმარჯვოს.
პიტას გამარჯვებაზე ფიქრი გაუსაძლისია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი,
ამით ჩემს ოჯახს დამატებითი საკვები გაუჩნდება.
რუს ჩუმად ვეძახი და მაშინვე მისი დამფრთხალი თვალები ენთება. ის
ისევ ბუდისკენ მიმითითებს. მე დანას წინ და უკან ვიქნევ და მივანიშნებ, ტო-
ტი უნდა გადავხერხო-მეთქი. რუ თავს მიქნევს და ისევ უჩინარდება. ჯერ იქ-
ვე მდგარი ხიდან მესმის ფოთლების შრიალი, მერე ოდნავ მოშორებით
მდგარი ხიდან. რუ ხიდან ხეზე ხტება! თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა
არ გამეცინოს. აი, თურმე რით გაუკვირვებია თამაშის შემოქმედები! წარმო-
მიდგენია, ვარჯიშებზე იატაკისთვის ფეხის დაუკარებლად როგორ დახტოდა
საწვრთნელ მოწყობილობებზე. ჩემი აზრით, რუ 10 ქულას მაინც იმსახურებ-
და.
აღმოსავლეთი ვარდისფრად იღებება. მეტს ვეღარ დავიცდი. წუხანდელი
წამებისგან განსხვავებით, ახლა სხარტად მივძვრები მაღლა. ისისაა, ჭრილ-
137
ში უნდა ჩავდო დანის პირი და ტოტი გადავხერხო, რომ ბუდიდან ოქროსფე-
რად ბზინვარე კრაზანამაძებარი ზანტად ძვრება. ეტყობა, რომ გაბრუებული
იყო, მაგრამ უკვე მოძრაობს; მალე ალბათ სხვა ბზიკებიც გამოჰყვებიან. მა-
ლამოწასმულ ხელისგულებზე ოფლის მსხვილ წვეთებს მასხამს. ხელისგუ-
ლებს პერანგზე ვიწმენდ. თუ ამ ტოტს რამდენიმე წამში ძირს არ ჩავაგდებ,
ბზიკების მთელი გუნდი მე დამესევა.
დაყოვნება აღარ შეიძლება. ღრმად ვისუნთქავ, დანის ტარს მაგრად ვავ-
ლებ ხელს და რაც ძალი და ღონე მაქვს, ტოტს გხერხავ. დანას წინ და უკან
ვეწევი! წინ და უკან! კრაზანამაძებრები ზუზუნებენ და ბუდიდან გამოდიან.
მუხლზე მწვავე ტკივილს ვგრძნობ. ერთმა უკვე მიპოვა. წინ და უკან! წინ და
უკან! და აი, დანის პირი ბოლომდე ჩადის. მოხერხილ ტოტს რაც შეიძლება
შორს ვისვრი ჩემგან. ტოტი ძირს ვარდება, წამით ქვედა ტოტებს შორის იჩ-
ხირება, მაგრამ გზას მაინც ითავისუფლებს და მიწას ყრუდ ეცემა. ბუდე
კვერცხივით სკდება და გამწარებული კრაზანამაძებრების გუნდი გარეთ იჭ-
რება.
მეორე ბზიკი ლოყაზე მკბენს, მესამე კისერს მინესტრავს. მათი შხამი
თითქმის მაშინვე თავბრუს მახვევს. ხის ღეროს ცალი ხელით ვებღაუჭები,
მეორით სხეულიდან ეკლიან ნესტრებს ვიძრობ. საბედნიეროდ, მხოლოდ ამ
სამმა კრაზანამაძებარმა დამინახა, სანამ ბუდეს ძირს ჩავაგდებდი.
ქვემოთ ქაოსია. პროფესიონალები კრაზანა მაძებრების სრულმასშტაბი-
ანმა თავდასხმამ გამოაღვიძა. პიტა და სხვა რამდენიმე შეწირული უკანმოუ-
ხედავად გარბიან, რადგან ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მესმის, როგორ ყვირიან:
- ტბისკენ! ტბისკენ!
იმედი აქვთ, წყალში ჩახტომით დაუსხლტებიან გამძვინვარებულ ბზიკებს.
როგორც ჩანს, ტბა ახლოს უნდა იყოს, რახან ფიქრობენ, იქამდე მივასწრებ-
თო. გლიმერს და მე-4 რაიონელ გოგოს ბედი ნაკლებად სწყალობთ. ვხე-
დავ, ერთდროულად რამდენიმე ბზიკი როგორ ნესტრავს მათ. გლიმერი
შეშლილს ემგვანება, მშვილდს იქნევს და ცდილობს მწერები მოიგერიოს,
მაგრამ არაფერი გამოსდის. სხვებს ეძახის, დამეხმარეთო. რა თქმა უნდა,
არავინ ბრუნდება. მე-4 რაიონელი გოგო ბარბაცით იკარგება ხეებს შორის,
მაგრამ ვეჭვობ, ტბამდე მიაღწიოს. გლიმერი ძირს ეცემა, გამწარებული იკ-
რუნჩხება მიწაზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩერდება.
138
ბუდე ცარიელ ნიჟარას ჰგავს. ბზიკები შეწირულებს გაეკიდნენ. არა მგო-
ნია, ბზიკები უკან დაბრუნდნენ, მაგრამ გარისკვას ვერ ვბედავ. ხიდან ჩამოვ-
დივარ და მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ტბის საწინააღმდეგო მიმართულე-
ბით გავრბივარ. შხამი მოქმედებას იწყებს და ვბორძიკობ, მაგრამ ჩემს გუ-
ბემდე როგორღაც მივრბივარ და პირდაპირ წყალში ვხტები, იქნებ ბზიკები
მეც მომდევდნენ-მეთქი. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ლოდებთან მივ-
ხოხავ. მოსაზრებები კრაზანამაძებრის ნესტრის შესაძლებლობებზე გადა-
ჭარბებული სულაც არ ყოფილა. მუხლზე დანესტრილი ადგილი ქლიავის კი
არა, ფორთოხლისოდენად გამისივდა. იმ წერტილებიდან, საიდანაც ნეს-
ტრები ამოვიძრე, მწვანე ჩირქი მდის.
გასივება. ტკივილი. ჩირქი. მიწაზე მოკრუნჩხული და მკვდარი გლიმერის
ყურება. მზის სხივებს ჯერ ჰორიზონტი არ გაუნათებიათ, მე კი უკვე საკმაოდ
ბევრი ვნახე. წარმოდგენაც კი არ მინდა, რას ემგვანება ახლა გლიმერი. ერ-
თიანად დასახიჩრებული, გასივებული თითებით მშვილდს ებღაუჭება...
მშვილდი! დაბინდულ გონებაში აზრებს ვიკრებ და ფეხზე წამომხტარი
უკან, გლიმერისკენ გავრბივარ. მშვილდი და ისრები მე მჭირდება. ჯერ ქვე-
მეხის გრუხუნი არ გამიგია. შეიძლება გლიმერი კვლავაც ცოცხალია. მისი
გული სუსტად ფეთქავს და ბოლომდე უძალიანდება ბზიკის შხამს. როგორც
კი გული გაჩერდება და ქვემეხი გლიმერის სიკვდილის მაუწყებლად დაიქუ-
ხებს, გვამის წასაღებად ჰოვერკრაფტი გამოჩნდება, გვამთან ერთად კი ამ
თამაშში ნანახ ერთადერთ მშვილდსა და ისრებით სავსე კაპარჭს წაიყო-
ლებს. ვერაფრით დავუშვებ, მშვილდ-ისარი კიდევ ერთხელ დამისხლტეს
ხელიდან.
გლიმერის გვამთან მივრბივარ და ქვემეხის ხმაც ისმის. კრაზანამაძებრე-
ბი აღარსად ჩანან. გოგონას, რომელიც ინტერვიუების საღამოს ოქროს კა-
ბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ვერც კი იცნობთ. დანესტრილი
ადგილები გასივებულა, დამსკდარა და წყლულებიდან მწვანე ჩირქი გადმო-
დის. მშვილდის გამოსართმევად გლიმერისთვის გაქვავებული თითების
მომტვრევა მიწევს. კაპარჭი მის ზურგქვეშაა მილურსმული. გლიმერის გადა-
საბრუნებლად ცალ ხელს მის ზურგქვეშ ვაცურებ, მაგრამ უეცრად გვამი ჩემ
ხელში იშლება და გაოგნებული ძირს ვვარდები.
ეს სინამდვილეა თუ ჰალუცინაცია? თვალებს ვიფშვნეტ და პირით ვსუნ-
თქაქ, რომ გული არ ამერიოს. საუზმე კუჭში უნდა დარჩეს, ვინ იცის, კიდევ
139
რამდენ დღეს არ მეცლება სანადიროდ. ქვემეხის ხმა მეორედ გაისმის. ეს
ალბათ მე-4 რაიონელი გოგო მოკვდა. ჩიტები ყუჩდებიან და მხოლოდ ერ-
თი კივის გამაფრთხილებლად. ესე იგი, რამდენიმე წამში ჰოვერკრაფტი გა-
მოჩნდება. დაბნეულს, მგონია, რომ გლიმერის ცხედრის წასაღებად მოდი-
ან, მაგრამ მე ხომ ჯერ კადრში ვარ და ისრების მოსაპოვებლად ვიბრძვი?!
მუხლებზე ვეცემი. გარშემო ხეები რკალად იხრებიან. ცაში ჰოვერკრაფტს
ვამჩნევ. გლიმერის გვამს ზედ ვეფარები, რომ არ წაიღონ. მაგრამ ჰოვერ-
კრაფტს მე-4 რაიონელი გოგოს გვამი ააქვს ჰაერში და მასთან ერთად უჩი-
ნარდება.
ეს უნდა გააკეთო! - თავს ვიმხნევებ. გაქვავებული გლიმერის ტანქვეშ
ვყოფ ხელს, მგონი, კანიდან გამოჩრილ მის ნეკნს ვებღაუჭები და გვამს
პირქვე ვაბრუნებ.
თავს ვეღარ ვიკავებ. სული მეხუთება. ყველაფერი კოშმარს ჰგავს და რე-
ალობის შეგრძნებას ვკარგავ. ვერცხლისფერ კაპარჭს ვავლებ ხელს, მაგ-
რამ რაღაცას ედება. ეს გლიმერის მხარია. კაპარჭს მაგრად ვექაჩები და ვა-
თავისუფლებ. კაპარჭს გულში ვიკრავ და უეცრად ბუჩქებს უკნიდან ნაბიჯების
ხმა
მესმის. შეწირულები ბრუნდებიან ჩემს მოსაკლავად ან მოკლულთა იარა-
ღების დასასაკუთრებლად. ან ერთისთვისაც და მეორისთვისაც.
გაქცევა გვიანია. კაპარჭიდან ჩირქით მოთხვრილ ისარს ვიღებ და ლარ-
ზე გადებას ვცდილობ. მაგრამ ერთის ნაცვლად სამ ლარს ვხედავ. სამივე
ისე ყარს, ხელი მიკანკალებს. ისარს ვერ ვისვრი. ძალა აღარ მაქვს.
უმწეოდ შევყურებ ხეებიდან გამოსულ პირველ მონადირეს, რომელსაც
შუბი სასროლად მოუმარჯვებია. ვერაფრით ვხვდები, რატომ აქვს პიტას გა-
ოგნებული სახე. ველოდები, როდის მესვრის შუბს. სროლის ნაცვლად შუბს
დაბლა უშვებს.
- ჯერ კიდევ არ წასულხარ? - ჩურჩულით მეკითხება. მე დაბნეული მივ-
შტერებივარ. პიტას ყურის ძირას წყალი წურწურით ჩამოსდის და ნესტარსაც
მოაცურებს. ისე ბზინავს, თითქოს კანი დაცვარული ჰქონდეს, - გაგიჟდი? -
შუბის ტარს მკრავს, - ადექი! ადექი! - მე ვდგები, მაგრამ ის არ მეშვება. რა?
რა ხდება? პიტა შუბის ტარით მაწვება და თავიდან მიშორებს. - გაიქეცი! -
მიყვირის, - გაიქეცი!

140
მის კვალდაკვალ ჯაგნარიდან კატონი გამორბის. ისიც სველია და ცალი
უპე საშინლად გასივებია. ვხედავ მზის შუქზე მოელვარე მის ხმალს და პიტას
ბრძანებას ვემორჩილები. მშვილდ-ისარს ხელიდან არ ვუშვებ, თითქოს არ-
საიდან გაჩენილ ხეებს შორის გზას მივიკვლევ. წონასწორობის დაცვას
ვცდილობ, მაგრამ ვბარბაცებ და ხშირად ვიქცევი. ჩემი წყარო უკან რჩება.
ახლა უკვე უცნობ ტყეში ვარ. სამყარო თავდაყირა დგება. პეპელა სახლის-
ხელად იბერება და შემდეგ მილიონობით წვრილ ვარსკვლავად იმსხვრევა.
ხეები სისხლად იღვრებიან და ჩექმებზე მეშხეფებიან. ხელებზე გაჩენილი
წყლულებიდან ჭიანჭველები ამოდიან, მე მათ ჩამოფერთხვას ვერ ვახერხებ.
მკლავებზე, კისერზე მოცოცავენ. ვიღაც სულის მოუთქმელად და გამაყრუებ-
ლად კივის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე ვკივი. ფეხი მეკვეთება და
ფორთოხლისფერი ბუშტუკებით დაფარულ პატარა ორმოში ვვარდები. ბუშ-
ტუკები კრაზანამაძებრების ბუდესავით ზუზუნებს. მუხლებზე ხელებშემოჭდო-
ბილი ვიბუზები და სიკვდილს ველი.
გზააბნეული და თავბრუდახვეული იმასღა ვაცნობიერებ, რომ პიტა მე-
ლარკმა კიდევ ერთხელ გადამარჩინა სიკვდილს!
ამასობაში ჭიანჭველები თვალებში მიძვრებიან და გონებას ვკარგავ.

14.

კოშმარიდან დროდადრო ვფხიზლდები, მაგრამ ამ ძილბურანში უფრო


საზარელ რამეებს ვხედავ. ყველაფერი, რისიც მეშინია, ყველაფერი, რაც
ჩემთვის ძვირფას ხალხს არ მინდა შეემთხვეს, ისე ცხადად და მკაფიოდ
მიდგება თვალწინ, რომ მათ რეალურობაში ეჭვის შეტანა ძნელია. ყოველ
ჯერზე, როცა ვფხიზლდები, ვამბობ: როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა.
მაგრამ კოშმარი არ სრულდება. ტანჯვის შემდეგი თავი იწყება. რამდენჯერ
უნდა წარმომესახოს პრიმის სიკვდილი? ან მამაჩემის ბოლო წუთები? ან
როგორ იშლება ჩემი სხეული ნაწილებად? ასეთია კრაზანამაძებრების შხა-
მის ზემოქმედება - ტვინის იმ ნაწილში აღწევს, სადაც ჩვენი შიშები ბუდობს.
კიდევ ერთხელ მოვდივარ გონს, მაგრამ წარმოსახვის მორიგი თავდას-
ხმის მოლოდინში, გაუნძრევლად ვწევარ. თანდათან ვრწმუნდები, რომ ორ-
განიზმი შხამისგან გაიწმინდა, მაგრამ ძალღონე გამოცლილი მაქვს და უმ-
141
წეოდ ვაგდივარ ემბრიონის პოზაში. თვალებთან ხელი მიმაქვს. ვხედავ.
წარმოსახვით ჭიანჭველებს არ დავუბრმავებივარ. ხელფეხის გაშლა უდიდეს
ძალისხმევად მიჯდება. სხეულის ყოველი ნაწილი იმდენად მტკივა, რომ გა-
მოკვლევას აზრი არ აქვს. ძლივძლივობით ვახერხებ წამოჯდომას. ვიწრო
ორმოში ვაგდივარ, რომელიც ძველი, ხმელი ფოთლებითაა სავსე და არა -
ზუზუნა, ყვითელი ბუშტუკებით, როგორც მე მომეჩვენა. ერთიანად სველი
ვარ, ოღონდ წყარომ დამასველა, ცვარმა, წვიმამ თუ ოფლმა, არ ვიცი. კარ-
გა ხანს მხოლოდ წყალს ვწრუპავ ბოთლიდან და ვუყურებ ხოჭოს, რომე-
ლიც ცხრატყავას ბუჩქზე დაცოცავს.
ნეტა რამდენ ხანს ვიყავი გათიშული? გონება დილით დავკარგე. უკვე შუ-
ადღეა. მაგრამ სახსრები ისე მაქვს გაშეშებული, მგონი, ერთი დღე უგონოდ
ვიყავი. ან, შეიძლება, ორიც. თუ ასეა, ვეღარ გავიგებ, ვინ გადაურჩა კრაზა-
ნამაძებრების თავდასხმას. გლიმერი და მე-4 რაიონელი რომ დაიღუპნენ,
ეგ ნაღდად ვიცი. მაგრამ 1-ლ რაიონელ ბიჭს, მე-2 რაიონელ გოგო-ბიჭს და
პიტას რა მოუვიდათ? ისინიც იმსხვერპლა შხამიანმა ნესტრებმა? თუ გადარ-
ჩნენ, ალბათ ისინიც ჩემსავით საშინელ დღეში იქნებოდნენ. და რუ? ის ისე-
თი პატარაა, მის მოსაკლავად ერთი ნესტარიც საკმარისი იქნებოდა. თუმ-
ცა... რუ ძალიან სწრაფია, იქნებ კრაზანამაძებრები ვერც დაეწივნენ?
პირში მყრალი გემო მაქვს, წყლის დალევა არ მშველის. ცხრატყავას
ბუჩქთან მივფორთხავ და ყვავილს ვწყვეტ. მტვრიანას ნაზად ვექაჩები და
ენის წვერზე ნექტარი მეწვეთება. მისი სიტკბო მთელ პირს, ყელს ედება,
ძარღვებს ზაფხულისა და ჩემი მშობლიური სახლის მოგონებებით მითბობს.
მეჩვენება, თითქოს გეილი გვერდით მიზის, და ჩვენი ბოლო დილის ნადი-
რობის საუბარი მახსენდება.
- არადა, ეს შეგვიძლია.
- რა?
- რაიონის მიტოვება. გაქცევა. ტყეში ცხოვრება. მე და შენ ეს შეგვიძლია.
უეცრად გეილის ნაცვლად პიტაზე ფიქრს ვიწყებ... პიტა! მან მე სიკვდილს
გადამარჩინა! მგონი. რადგან როცა მე და ის შევხვდით, უკვე ვეღარ ვარჩევ-
დი ცხადსა და კრაზანამაძებრის შხამით წარმოსახულს. თუ ჩემს ინსტინქტებს
დავუჯერებ, პიტამ ნამდვილად მიხსნა. ოღონდ ვერ გამიგია, რატომ? იმ შეყ-
ვარებულობანას თამაშს აგრძელებს თუ მართლა ჩემს დაცვას ცდილობდა?

142
თუ ასეა, საერთოდ რაღა უნდოდა პროფესიონალებთან? ვეღარაფერს
ვხვდები.
ნეტა გეილმა რა იფიქრა ამ შემთხვევის შემდეგ? ამ აზრებს რამდენიმე
წუთში თავიდან ვიგდებ, რადგან ჩემს გონებაში პიტასა და გეილის თანაარ-
სებობა რატომღაც შეუძლებელია.
აჯობებს, სასიამოვნო რამეზე ვიფიქრო. არენაზე აღმოჩენის დღიდან ასე
არაფერი გამხარებია. მე მშვილდ-ისარი მაქვს! სულ თორმეტი ისარი, ხიდან
ამოძრობილის ჩათვლით. ისრებს სისხლის შხეფები კი შეხმობია, მაგრამ
გლიმერის სხეულიდან გამოყოფილი ჩირქის კვალი აღარ ატყვია. იქნებ
ესეც ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო? ისრებს მოგვიანებით გავწმენდ. მანამ-
დე გასასინჯად უახლოეს ხეს რამდენიმე ისარს ვესვრი. სახლში დატოვებულ
ჩემს მშვილდს ვერ სჯობს, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს? როგორმე ამასაც მი-
ვეჩვევი.
ახლა უკვე სხვაგვარად ვუყურებ თამაშებს. რასაკვირველია, ძლიერი მე-
ტოქეები მყავს, მაგრამ ამიერიდან მხოლოდ გაქცევა და მალვა აღარ მომი-
წევს. ახლა რომ კატონი გამოვარდეს ხეებიდან, კი აღარ გავიქცევი, ვესვრი.
ჩემდა გასაკვირად, ეს აზრი მომწონს.
ახლა მთავარია, ძალღონე აღვიდგინო. მოწყურებული ვარ, წყლის მარა-
გი კი მცირე მაქვს. ის რამდენიმე კილო, კაპიტოლიუმში მოსამზადებელ პე-
რიოდში ღორმუცელობით რომ მოვიმატე, ისევ დავკარგე კიდევ რამდენიმე
კილოგრამთან ერთად. მამაჩემის სიკვდილის შემდგომი იმ საშინელი დღე-
ების შემდეგ ასეთი გამხდარი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, დამწვრო-
ბებს, ჭრილობებსა და ნაღრძობებს უნდა ვუმკურნალო. კრაზანამაძებრების
დანესტრილი ადგილებიც გასივებული მაქვს. დამწვრობებზეც მალამოს ვის-
ვამ და ნანესტრალებზეც, მაგრამ გასივებას ეს მალამო ვერაფერს შველის.
დედაჩემი იცნობდა ბზიკების შხამის გამოსადევნ მცენარეს, მაგრამ მისი გა-
მოყენება იშვიათად სჭირდებოდა და მცენარის არც სახელი მახსოვს, არც -
ფორმა.
ჯერ წყალი უნდა იპოვო, - ჩემს თავს ვეუბნები, - ნადირობას გზადაგზა
მოასწრებ. იოლი შესამჩნევია, რომელი მხრიდან მოვედი, გიჟური სირბი-
ლისას ფოთლები და მცენარეები გამითელავს. მეც საპირისპირო მიმართუ-
ლებით მივდივარ იმ იმედით, რომ ჩემი მეტოქეები ჯერაც კრაზანამაძებრე-
ბის შხამით მოვლენილ მოჩვენებით სამყაროში არიან გამომწყვდეულნი.
143
მკვეთრი მოძრაობისას სახსრები მტკივა, ამიტომ ნელი, მწყობრი ნაბიჯით
მივიწევ წინ, თითქოს ცხოველს ვეპარებოდე. რამდენიმე წუთში კურდღელს
ვამჩნევ და ჩემი ახალი მშვილდ-ისრით პირველად ვინადირებ საკვებს. მარ-
თალია, ზუსტად თვალში ვერ მოვარტყი, როგორც მჩვევია, მაგრამ არა უშა-
ვს. ერთ საათში ღელეს ვპოულობ. ორმა არ არის, მაგრამ განიერია. ჩემ-
თვის სრულიად საკმარისია. მზე მაგრად აცხუნებს, ამიტომ, სანამ იოდი
ბოთლში წყალს გაწმენდს, საცვლების ამარა წყალში ჩავდივარ. თავიდან
ფეხებამდე ბინძური ვარ. ჯერ ცოტას ვჭყუმპალაობ, მერე ზურგზე ვწვები.
დაე, წყალმა თავისით ჩამომრეცხოს მური, სისხლი და აქერცლილი კანი.
ტანისამოსს ვრეცხავ, ვწურავ და ბუჩქებზე ვფენ გასაშრობად. წყლის ნაპი-
რას მზეზე ვწევარ და აბურდული თმის გასასწორებლად შიგ თითებს ვიცუ-
რებ. მადა მიბრუნდება. კრეკერს და ხბოს ხორცის ნაჭერს ვჭამ. ხავსით ვერ-
ცხლისფერ მშვილდს ვწმენდ.
მოღონიერებული, დამწვრობებზე მალამოს ვიცხებ და სველ სამოსს ვიც-
ვამ, მცხუნვარე მზე მაინც ზედ შემაშრობს. დინების საწინააღმდეგოდ მივდი-
ვარ, რაც ამწუთას ყველაზე ჭკვიანურად მეჩვენება. აღმა ავდივარ. ეს კარ-
გია, წყალიც უფრო სუფთა იქნება და სანადირო ადგილებიც - უკეთესი. ვე-
ლური ინდაურისმაგვარ ფრინველს იოლად ვკლავ. საჭმელად ვარგისი მეჩ-
ვენება. ნაშუადღევს კოცონს ვანთებ ხორცის შესაწვავად. ბინდში კვამლი არ
გამოჩნდება, დაბნელებამდე კი ცეცხლს აუცილებლად ჩავაქრობ. ფრინ-
ველს უაღრესი სიფრთხილითა და ყურადღებით ვპუტავ, მაგრამ საშიში არა-
ფერი ჩანს. გაპუტული, ქათმისხელა ხდება, თუმცა, მაინც მძიმეა. ხორცის
პირველ ნაჭერს ვდებ ნაკვერჩხლებზე და უცებ ტოტის ტკაცუნი მესმის.
თვალის დახამხამებაში იქით ვტრიალდები, საიდანაც ტკაცუნი მესმის და
მშვილდს ვჭიმავ. არავინაა. ყოველ შემთხვევაში, მე ვერავის ვხედავ. უცებ
ხის უკნიდან პატარა ჩექმის ცხვირი ჩნდება. მაშინვე ვდუნდები და მეღიმება.
არა, ნამდვილად ლანდივით უხმაუროდ დადის ტყეში, ამას ვერ დაუკარგავ.
სხვანაირად აქ როგორ გამომყვებოდა? დაუფიქრებლად ვეძახი:
- ისე, სხვებსაც შეუძლიათ გუნდურად თამაში.
წუთით, პასუხი არ ისმის. მერე ხის უკნიდან რუ ჰყოფს თავს და მეკითხება:
- გინდა, შენი მოკავშირე გავხდე?

144
- რატომაც არა! იმ კრაზანა მაძებრებით სიკვდილისგან მიხსენი. საკმაოდ
ჭკვიანი ხარ და ამდენ ხანს ცოცხალი გადარჩი. თან, როგორც ჩანს, მაინც
უკან დამყვები, - ვეუბნები მე.
რუ თვალებს ახამხამებს, ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს.
- გშია? - ვეკითხები და ვამჩნევ, რომ რუ ნერწყვს ყლაპავს. მზერა ხორ-
ცისკენ გაურბის, - მოდი, ორივეს გვეყოფა. დღეს კარგად ვინადირე.
რუ ყოყმანით გამოდის ხის უკნიდან.
- შემიძლია დანესტრილი ადგილები მოგირჩინო.
- მართლა? როგორ?
რუ თავის ჩანთაში იქექება და იქიდან მუჭით ფოთლები ამოაქვს. ზუსტად
იმ მცენარის ფოთლებია, დედაჩემი რომ იყენებს.
- სად იპოვე?
- აქვე, ბაღებში მუშაობისას ეს ფოთლები სულ თან დაგვაქვს. ჩვენს რაი-
ონში ბევრი ბუდე დატოვეს, - მიხსნის რუ, - აქაც ბევრია.
- აჰ, მე-11 რაიონი ხომ სოფლის მეურნეობას მისდევს... მაშ, ბაღში, ხომ?
ალბათ მაგიტომაც დაფრინავ ხიდან ხეზე ჩიტივით.
რუს ეღიმება. როგორც ჩანს, ამით ძალიან ამაყობს.
- კარგი, მოდი, მიმკურნალე.
კოცონთან ვჯდები და შარვლის ტოტს ვიწევ, რომ დანესტრილი მუხლი
ვაჩვენო. ჩემდა გასაკვირად, რუ ფოთლებს პირში იყრის და ღეჭავს. დედა-
ჩემი სხვა მეთოდს იყენებდა, მაგრამ რას ვიზამთ, ამ უღრანში დიდი არჩევა-
ნი არ გვაქვს. ორიოდე წუთის შემდეგ რუ დაღეჭილი ფოთლების მწვანე მა-
სას ხელში ზელს და დანესტრილ ადგილას მაწებებს.
- ოჰ-ოჰ... - თავს ვერ ვიკავებ და ვკვნესი. ფოთლები თითქოს ტკივილს
იწოვს მუხლიდან.
რუ ეშმაკურად ხითხითებს.
- ბედი შენი, რომ ნესტრები უკვე ამოგიღია, თორემ უარესად იქნებოდი.
- კისერზეც დამადე! ლოყაზეც! - ვემუდარები მე.
რუ კიდევ ერთ მუჭა ფოთლებს ღეჭავს. მალე სიცილი მიტყდება, რადგან
ტკივილი მიცხრება და წარმოუდგენელ შვებას ვგრძნობ. რუს მკლავზე
გრძელ იარას ვამჩნევ.
- სამაგიეროდ, მე დამწვრობის მალამო მაქვს.

145
მშვილდ-ისარს განზე ვდებ და პატარა გოგონას მკლავზე მალამოს ვუს-
ვამ.
- კარგი სპონსორები გყავს, - შურით ამბობს რუ.
- შენ ჯერ არაფერი მიგიღია?
რუ უარის ნიშნად აქნევს თავს.
- აი, ნახავ, აუცილებლად მიიღებ. თამაში დასასრულისკენ რომ წავა,
ხალხი მიხვდება, როგორი ჭკვიანი და მოხერხებული ხარ.
ხორცს მეორე მხარეს ვაბრუნებ.
- სერიოზულად მითხარი, გუნდურად ვითამაშოთო? - მეკითხება რუ.
- დიახ, - ვპასუხობ მე და თითქოს ყურში ჩამესმის ჰეიმიჩის უკმაყოფილო
ოხვრა, რომ ამ ღლაპს ვუამხანაგდები. მაგრამ მე რუ მჭირდება. მას გადარ-
ჩენისთვის ბრძოლა შეუძლია. თან, რაღა დასამალია და, ვენდობი! რუ
პრიმს მაგონებს.
- მაშ, კარგი, - ამბობს რუ და ხელს მიწვდის, - მოვრიგდით.
რასაკვირველია, ეს შეთანხმება დროებითია, მაგრამ ამაზე ჯერ არაფერს
ვამბობთ.
რუ ჩვენს ვახშამს უცხო ფესვებს და ბოლქვებს უმატებს. ცეცხლზე შემწვარ
ძირთეთრას ტკბილი გემო აქვს. ჩემ მიერ მონადირებულ ფრინველს რუს
რაიონში თურმე გრუსლინგს უწოდებენ. რუ ამბობს, ხანდახან ჩვენს ბაღებში
გრუსლინგების მთელი გუნდი შემოფრინდება და იმ დღეს გემრიელ სა-
დილს მივირთმევთ ხოლმეო. მცირე ხნით საუბარს ვწყვეტთ და კუჭებს საჭ-
მლით ვივსებთ. გრუსლინგს უგემრიელესი და ცხიმიანი ხორცი აქვს.
- უჰ, - ხვნეშის რუ, - აქამდე გრუსლინგის მთელი ფეხი არასდროს მიჭა-
მია.
მჯერა მისი. ზედვე ეტყობა, რომ ხორცის ჭამა იშვიათად უწევს.
- მეორეც აიღე, - ვთავაზობ მე.
- მართლა? - უკვირს რუს.
- რაც გინდა, ჭამე. ახლა, როცა მშვილდ-ისარი მაქვს, ნადირობა არ გა-
მიჭირდება. თან, ხაფანგებიც მაქვს. გასწავლი, როგორ დააგო. რუ გრუს-
ლინგის ფეხს ყოყმანით დაჰყურებს.
- აიღე, ნუ გერიდება, - მე თვითონ ვაწვდი შამფურს, - რამდენიმე დღეში
მაინც გაფუჭდება, ჩვენ კი კურდღლის ხორციც გვაქვს.
რუ შამფურს მართმევს და მადააღძრული ხარბად კბეჩს ხორცის ნაჭერს.
146
- მეგონა, მე-11 რაიონში ჩვენზე მაძღრები იყავით, თქვენ ხომ საჭმელს
თვითონ იწევთ...
რუს თვალები უფართოვდება.
- არა, მარცვლეულის ჭამა გვეკრძალება.
- დაგაპატიმრებენ თუ რა?
- ყველას თვალწინ გაგამათრახებენ. ჩვენი მერი ძალიან მკაცრია.
მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ცხადია, გამათრახება მე-11
რაიონელებისთვის უცხო ხილი არაა. მე-12 რაიონშიც ამათრახებენ ხოლმე
დამნაშავეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. წესით, მე და გეილს ყოველდღე უნ-
და გვამათრახებდნენ ტყეში უნებართვოდ წანწალისთვის - ამისთვის უარეს
სასჯელსაც კი ვიმსახურებთ - ოფიციალური პირები და სახელმწიფო მოხე-
ლეები რომ არ ყიდულობდნენ ჩვენგან ხორცს. თანაც, ჩვენს მერს, მეჯის მა-
მას, საჯაროდ ვინმეს დასჯა დიდად არ უყვარს. შეიძლება ყველაზე ნაკლე-
ბად პრესტიჟულ, ღარიბსა და საქილიკო რაიონს თავისი უპირატესობებიც
აქვს. მაგალითად, კაპიტოლიუმს სულ არ აინტერესებს ჩვენი საქმეები, მთა-
ვარია, ქვანახშირის მოპოვების წლიური გეგმა შევასრულოთ.
- თქვენს ნებაზე მოიხმართ ნახშირს? - მეკითხება რუ.
- არა. უფასო მხოლოდ ჩექმებში ჩაცვენილი ნახშირია, დანარჩენს ვყიდუ-
ლობთ.
- მოსავლის აღებისას შედარებით მეტს გვაჭმევენ, რომ მალ-მალე არ
დავიღალოთ, - ამბობს რუ.
- სკოლაში არ დადიხართ?
- მოსავლის აღებისას - არა. ამ დროს დიდ-პატარა, ყველა მუშაობს.
საინტერესოა მისი ცხოვრების დეტალების მოსმენა. სხვა რაიონელებთან
ურთიერთობა ნაკლებად გვაქვს. სხვათა შორის, შეიძლება თამაშის შემოქ-
მედები ჩვენს საუბარს პირდაპირ ეთერში არც უშვებდნენ, მიუხედავად იმისა,
რომ ისეთს არაფერს ვამბობთ. კაპიტოლიუმელებს არ სურთ, ერთი რაიონი
მეორეს კარგად იცნობდეს.
რუს რჩევით, საჭმლის მარაგის დახარისხებას ვიწყებთ. ჩემი მარაგი უკვე
ისედაც ნახა. გრუსლინგის და კურდღლის ხორცს კრეკერებს და ხბოს ხორ-
ცის ნაჭრებს ვამატებ. რუს ფესვები, კაკლები, მწვანილეულობა და კენკრა
შეუგროვებია.
უცნობი კენკრის ნაყოფს თითებში ვატრიალებ.
147
- ზუსტად იცი, რომ ეს შხამიანი არაა?
- კი, ვიცი. ასეთი ჩვენს რაიონშიც იზრდება. უკვე რამდენიმე დღეა, ვჭამ, -
ამბობს რუ და ერთ მუჭს პირში იყრის. მცირე ჭოჭმანის შემდეგ ერთ ცალს
ვსინჯავ. ზუსტად ჩვენებური მოცვის გემო აქვს. თანდათან ვრწმუნდები, რომ
რუსთან შეამხანაგება კარგი აზრია. საჭმლის მარაგს შუაზე ვიყოფთ, რომ
თუ იძულებით დაშორება მოგვიწევს, ორივეს რამდენიმე დღის სამყოფი
გვქონდეს. საჭმლის გარდა, რუს პატარა მათარა, ხელნაკეთი შურდული და
დამატებითი ერთი წყვილი წინდა აქვს. წვეტიან ქვას დანის მაგივრად იყე-
ნებს.
- ვიცი, რომ ბევრი არაფერია, - დარცხვენილი ამბობს ის, - მაგრამ სიუხ-
ვის რქას სასწრაფოდ უნდა გავრიდებოდი.
- ჭკვიანურად მოქცეულხარ, - ვაქებ მე. მერე ჩემს ბარგს მიწაზე ვალაგებ
და გაოცებულ რუს პირი ღია რჩება.
- სათვალე სად იშოვე? - მეკითხება ის.
- ზურგჩანთაში იდო. ჯერჯერობით არაფერში გამომიყენებია. მზის სხივე-
ბისგან არ მიცავს, პირიქით, ხელს მიშლის, - მხრებს ვიჩეჩავ მე.
- ეს მზის კი არა, სიბნელის სათვალეა, - აღნიშნავს რუ, - ზოგჯერ, როცა
ხეხილი ღამღამობითაც უნდა ვკრიფოთ, კენწეროებზე ამსვლელებს წინას-
წარ ჩამოგვირიგებენ ხოლმე, რადგან ჩირაღდნების შუქი იმსიმაღლემდე
ვერ სწვდება. ერთხელ ერთმა ბიჭმა, მარტინი ერქვა, სათვალის მოპარვა
სცადა და შარვლის უბეში ჩამალა. შეამჩნიეს და ამისთვის სიკვდილით დასა-
ჯეს.
- ბიჭი სათვალის მოპარვისთვისც მოკლეს? - ვერ ვიჯერებ მე.
- დიახ და, ყველამ იცოდა, რომ ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებია.
მარტინს თავში უქროდა. იმას ვგულისხმობ, რომ სამი წლის ბავშვის ჭკუა
ჰქონდა და ასევე იქცეოდა. სათვალე მხოლოდ სათამაშოდ უნდოდა, - ამ-
ბობს რუ.
უეცრად აზრად მომდის, რომ მე-12 რაიონი მყუდრო და უსაფრთხო სავა-
ნეა. რასაკვირველია, ჩვენთანაც იღუპება ხალხი შიმშილით, მაგრამ ვერ
წარმომიდგენია, მშვიდობისმყოფელებმა ჩვენთან გონებასუსტი ბავშვი სიკ-
ვდილით დასაჯონ. მაგალითად, გრისი სის პატარა შვილიშვილსაც ვერა
აქვს ყველაფერი რიგზე თავში და სულ ქურაში დაეხეტება, მაგრამ ის პატა-

148
რა გოგო ყველას უყვარს და საჭმლის ნარჩენებს ან უსარგებლო ნივთებს
ხშირად აძლევენ ხოლმე.
- და სიბნელეში რისთვის უნდა გამოვიყენო? - ვეკითხები რუს.
- სრულ სიბნელეში ჩვეულებრივად დაინახავ, - მიხსნის რუ, - ამაღამ გა-
იკეთე და თვითონ მიხვდები.
რუს ასანთის ღერებს ვუნაწილებ, ის კი საკმარის ფოთლებს მაძლევს იმ
შემთხვევისთვის, თუ ნანესტრალები ისევ ამეწვება. ცეცხლს ვაქრობთ და და-
ღამებამდე დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ.
- სად გძინავს? - ვეკითხები რუს, - ხეებზე? - რუ თავს მიქნევს. - მარტო
მაგ ქურთუკში?
- ხელებზე ამათ ვიკეთებ, - დამატებით წყვილ წინდას მაჩვენებს რუ.
მახსენდება, რა სუსხიანია ღამეები ამ ტყეში.
- თუ გინდა, ჩემთან ერთად დაწექი საძილე ტომარაში. ორივე ჩავეტევით.
რუს სახე უნათდება. ჩანს, ამაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა.
ხის მსხვილ ტოტზე მოხერხებულად ვეწყობით და ამ დროს ჰიმნიც გაის-
მის. დღეს არავინ მომკვდარა.
- რუ, მე მხოლოდ დღეს გამოვფხიზლდი. უგონოდ რამდენი დღე ვიყავი?
- ჰიმნი ჩემს ხმას ახშობს, მაგრამ მე მაინც ვჩურჩულებ. მეტი სიფრთხილის-
თვის, პირზე ხელს ვიფარებ, რომ ტუჩების მოძრაობა ვერ დაინახონ. არ
მინდა, მაყურებლებმა გაიგონ, რის თქმას ვაპირებ პიტას შესახებ რუსთვის.
რუ ხვდება ჩემს ჩანაფიქრს და მე მბაძავს.
- ორი, - მპასუხობს ის, - 1-ლ და მე-4 რაიონელი გოგოები დაიღუპნენ.
მხოლოდ ათნი დავრჩით.
- უცნაური რამ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ან შეიძლება,
კრაზანამაძებრის შხამით მოწამლვის გამო ჰალუცინაციები დამეწყო. ხომ
იცნობ პიტას, ჩემს თანარაიონელ ბიჭს? მოკლედ, მან სიკვდილს გადამარ-
ჩინა. ოღონდ საქმე ისაა, რომ ის პროფესიონალებთან ერთად იყო.
- ახლა მათთან აღარაა, - ამბობს რუ, - ტბასთან მათი ბანაკი დავზვერე.
დანესტრილებმა იქამდე მიაღწიეს და მერე გონება დაკარგეს. პიტა იქ აღა-
რაა. შეიძლება შენი გადარჩენის შემდეგ იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
პასუხი არ მაქვს. თუ პიტამ მართლაც გადამარჩინა, მისგან კვლავ დავა-
ლებული ვარ. ამ ვალის გადახდა კი შეუძლებელია.

149
- შეიძლება ეს მისი გეგმის ნაწილი იყო. ხომ იცი, ხალხს თავს აჩვენებს,
ვითომ მე ვუყვარვარ.
- ჰოო? - დაფიქრებით ამბობს რუ, - მე მეგონა, მართლა უყვარდი.
- სულაც არა, - ვუხსნი მე, - ეს გეგმა მან და ჩვენმა მენტორმა ერთად შე-
იმუშავეს.
ჰიმნი სრულდება და ცა ბნელდება.
- მოდი, სათვალე გამოვცადოთ, - სათვალეს ზურგჩანთიდან ვიღებ და ვი-
კეთებ. რუს სიმართლე უთქვამს. ყველაფერს ვხედავ, დაწყებული ხის ფოთ-
ლებით და დამთავრებული ორმოცდაათი მეტრის დაშორებით ბუჩქებში
მძრომიალე სკუნსით. რომ მინდოდეს, აქედანვე მოვკლავდი. ნებისმიერს
მოვკლავდი.
- საინტერესოა, კიდევ ვის აქვს ასეთი სათვალე?
- პროფესიონალებს ორი აქვთ. ტბის პირას, მათ ბანაკში თითქმის ყვე-
ლაფერია, - მეუბნება რუ, - თან, თვითონაც ძალიან ძლიერები არიან.
- ჩვენც ძლიერები ვართ, - ვამბობ მე, - ოღონდ სხვა მხრივ.
- შენ ხარ. სროლა შეგიძლია, - ამბობს რუ, - მე რა შემიძლია?
- შენი თავის გამოკვება. მათ შეუძლიათ?
- არც სჭირდებათ. საჭმლის დიდი მარაგი აქვთ, - ამბობს რუ.
- წარმოიდგინე, რომ აღარ აქვთ, დაუმთავრდათ - როგორ გგონია, რამ-
დენ ხანს გაძლებენ? - ვამბობ მე, - დაფიქრდი, ეს ხომ შიმშილის თამაშებია!
- ქეთნის, ისინი მშივრები არ არიან.
- არა, არ არიან. სწორედ ესაა პრობლემა, - ვეთანხმები რუს და უცებ გო-
ნებაში ერთი აზრი მომდის. ეს ჩემი პირველი გეგმაა. ოღონდ გაქცევას და
მალვას კი არა, თავდასხმას გულისხმობს, - ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგ-
ვაროთ, რუ.

15.

რუ მთელი არსებით მომენდო. ამას იმით ვხვდები, რომ ჰიმნის დასრუ-


ლებისთანავე ჩამეხუტა და მაშინვე ჩაეძინა. არც მე ველი მისგან ცუდს და
ზედმეტად არ ვფრთხილობ. რუს რომ ჩემი სიკვდილი ნდომოდა, იმ დღეს
ხეზე კრაზანამაძებრების ბუდეზე არ მიმითითებდა. თუმცა, ერთი აზრი არ
150
მასვენებს: თამაშებს ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება. რაც არის, არის.
ჯერჯერობით ჩემი და რუს გადარჩენის შანსები მცირეა და ამაზე დარდი არ
ღირს.
ისევ პროფესიონალებსა და მათ მარაგზე ვფიქრობ. მე დარუმ როგორმე
უნდა გავუნადგუროთ საკვები. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად თავის
გამოკვება ძალიან გაუჭირდებათ. ჩვეულებრივ, პროფესიონალები ჯერ საკ-
ვების მარაგს იგდებენ ხელში და შემდეგ იწყებენ სხვებზე ნადირობას. როცა
პროფესიონალები სურსათ-სანოვაგის მარაგს კარგად არ იცავენ - ერთ
წელს საზარელმა ქვეწარმავლებმა გაანადგურეს, მეორე წელს თამაშის შე-
მოქმედების მოწყობილმა წყალდიდობამ წაიღო - თამაშებში სხვა რაიონე-
ლები იმარჯვებენ. ის, რომ პროფესიონალებს შიმშილი არ გამოუცდიათ და
კვების პრობლემაც არასდროს შექმნიათ, მათი მინუსია. აი, მე და რუ შიმ-
შილს არ ვუფრთხით.
ამაღამ ზუსტი გეგმის შესამუშავებლად ძალიან დაღლილი ვარ. ჭრილო-
ბები მიხორცდება, კრაზანამაძებრების შხამისგან ჯერ ისევ მსუბუქად გაბრუე-
ბული ვარ, თანაც, რუს თავი მხარზე აქვს მოდებული და არანაირ შიშს არ
ვგრძნობ. თამაშის დაწყებიდან პირველად
მარტო აღარ ვარ. ხანდახან რამდენად დამამშვიდებელია სხვა ადამიანის
სიახლოვე. სანამ ჩამეძინებოდეს, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ხვალ არე-
ნაზე მდგომარეობა შეიცვლება. ხვალიდან პროფესიონალებს მოუწევთ თავ-
დაცვა და მალვა.
ქვემეხის გრუხუნი მაღვიძებს. ცა განათებულია. ჩიტები ჭიკჭიკებენ. რუ
ტოტზე ჩამოსკუპებულა და ხელებში რაღაც უჭირავს. ვიცდით, იქნებ ქვემეხ-
მა კიდევ დაიგრუხუნოსო, მაგრამ გრუხუნი აღარ ისმის.
- შენი აზრით, ვინ იყო? - ჩემდა უნებურად პიტაზე ვღელავ.
- არ ვიცი. ჩვენ გარდა, ნებისმიერი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, - ამ-
ბობს რუ, - ამაღამ შევიტყობთ.
- შემახსენე, ვინ და ვინ დავრჩით.
- 1-ლ რაიონელი ბიჭი, ორივე მე-2 რაიონელი, ბიჭი მესამედან, თრეში,
მე, შენ და პიტა, - თითებზე ითვლის რუ, - მოიცა, ეს სულ რვაა. კიდევ, მე-10
რაიონელი ბიჭი, კოჭლი. ესეც მეცხრე.
კიდევ არის ვიღაც, მეათე, მაგრამ აღარ გვახსოვს - ვინ.
- ნეტა ის ბოლო მეათე როგორ მო ? - ამბობს რუ.
151
- ვინ იცის?! თუმცა, ჩვენთვის კარგია. სიკვდილი მაყურებელს დააშოშმი-
ნებს. ცოტა დრო გვექნება, სანამ თამაშის შემოქმედები კიდევ რამეს მო-
იფიქრებენ ჩვენს გამოსაცოცხლებლად... ხელებში რა გაქვს?
- საუზმე, - მპასუხობს რუ და ორ დიდ კვერცხს მიჩვენებს.
- ეს რის კვერცხებია?
- ზუსტად არ ვიცი. იმ მხარეს ჭაობებია. რომელიმე წყლის ფრინველის
იქნება, - ამბობს რუ.
კვერცხების შეწვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ცეცხლის დანთება საშიშია.
ჩემი აზრით, დღევანდელი მსხვერპლი პროფესიონალებმა მოკლეს, რაც
ნიშნავს, რომ ისინი საკმარისად მომჯობინდნენ. მე და რუ კვერცხის ცილას
ვწუწნით, კურდღლის ფეხს ვჭამთ და კენკრას ვაყოლებთ. საუზმეს არაფერი
დაეწუნება.
- მზად ხარ ამის გასაკეთებლად? - ზურგჩანთის ჩალაგებას ვიწყებ.
- რის გასაკეთებლად? - მეკითხება რუ, მაგრამ ფეხზე ისე მონდომებით
ხტება, რომ აშკარაა, ყველაფერზე დამთანხმდება.
- დღეს პროფესიონალებს საჭმელს წავართმევთ.
- მართლა? როგორ? - რუს თვალები უბრწყინავს. ამით სრულიად გან-
სხვავება პრიმისგან, რომელსაც ფათერაკები ჭირივით ეზიზღება.
- აზრზე არ ვარ. წამოდი, გეგმას ნადირობისას დავაწყობთ.
წესიერად ნადირობისთვის ვერ ვიცლი, რადგან რუს დეტალურად ვაყო-
ლებ, რა ნახა პროფესიონალების ბანაკში. რუ იქ სულ მცირე ხნით ყოფი-
ლა, მაგრამ დაკვირვებულია და ბევრი რამ შეუნიშნავს. პროფესიონალებს
ბანაკი ტბის პირას მოუწყვიათ. ოცდაათიოდე მეტრის მოშორებით სურსათ-
სანოვაგის მარაგი ყრია. დღის განმავლობაში ბანაკს მე-3 რაიონელი ბიჭი
იცავს.
- მე-3 რაიონელიც მათთანაა? - ვეძიები რუს.
- ჰო, ყოველთვის ბანაკში რჩება. კრაზანამაძებრებმა ისიც დანესტრეს,
როცა დანარჩენ პროფესიონალებს ტბამდე მისდიეს. მგონი, მე-3 რაიონე-
ლს სიცოცხლე იმიტომ შეუნარჩუნეს, რომ მათი ბანაკის დარაჯობას დასთან-
ხმდა. ოღონდ ღონიერი სულაც არაა.
- კარგადაა შეიარაღებული?
- მე ბევრი არაფერი შემიმჩნევია, მხოლოდ შუბი. შეიძლება იმ შუბით
ორი-სამი შეწირული მოიგერიოს, მაგრამ თრეში იოლად მოერეოდა.
152
- საჭმელი ღია ცის ქვეშ უყრიათ? რაღაც საეჭვოდ მეჩვენება.
რუ თავს მიქნევს:
- მეც, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი, რა. ქეთნის, იმათ საჭმლამდე რომც
მიაღწიო, როგორ გაანადგურებ?
- დავწვავ, ტბაში ჩავაგდებ, საწვავს მოვასხამ, - მუცელში ხუმრობით მუშტს
ვკრავ რუს, თითქოს პრიმი იყოს, - ან შევჭამ! - რუ ხითხითებს, - ნუ ღელავ,
რამეს მოვიფიქრებ. განადგურება შექმნაზე უფრო ადვილია.
კარგა ხანს ფესვებს ვჩიჩქნით, კენკრას და მწვანილს ვაგროვებთ, ჩურჩუ-
ლით ვაწყობთ გეგმებს. ნელ-ნელა უკეთ ვეცნობი რუს, ოჯახში ექვსი შვილი-
დან უფროსი და-ძმებს ყოველთვის იცავს და მფარველობს, უმცროსებს თა-
ვის წილ საჭმელსაც უყოფს და საჭმელს იმ რაიონის მინდვრებზე დაეძებს,
სადაც ჩვენსაზე უფრო მკაცრი მშვიდობისმყოფელები ჰყავთ. როცა ვეკითხე-
ბი, მსოფლიოში ყველაზე მეტად რა გიყვარს-მეთქი, ჩემდა გასაკვირად მპა-
სუხობს, მუსიკაო.
- მუსიკა? - ჩემს სამყაროში მუსიკა სადღაც თმის ბაფთას და ცისარტყე-
ლას შორის დგას სარგებლიანობის მხრივ. ცისარტყელა ამინდის გამოსაც-
ნობად მაინც გამოგადგება. - მუსიკისთვის დრო გრჩება ხოლმე?
- სახლში ვმღერით ხოლმე. სამუშაოზეც. ამიტომ მომწონს შენი გულსაბ-
ნევი, - ამბობს რუ და თითს ადებს კაჭკაჭჯაფარას, რომელიც სულ აღარ
მახსოვდა.
- თქვენთან კაჭკაჭჯაფარები ბინადრობენ?
- კი. რამდენიმესთან დამეგობრებულიც ვარ. საათობით ვუმღერით ერ-
თმანეთს. ჩემი შეტყობინებებიც დააქვთ ხოლმე, - ამბობს რუ.
- რას გულისხმობ?
- ჩვეულებრივ, ყოველთვის კენწეროზე ვზივარ და პირველი მე ვხედავ
სამუშაო დღის დასრულების მაუწყებელ ყვითელ დროშას. სანიშნებლად
განსაკუთრებული მელოდია მაქვს შერჩეული, - რუ პირს აღებს და ოთხნო-
ტიან საამურ, მკაფიო მელოდიას უსტვენს. -კაჭკაჭჯაფარები მელოდიას
მთელ ხეხილნარს მოსდებენ ხოლმე. ამით ყველა ხვდება, რომ მუშაობის
შეწყვეტის დროა, - აგრძელებს რუ, - ისე, კაჭკაჭჯაფარები საშიშებიც არიან,
თუ მათ ბუდეს ძალიან მიუახლოვდები. თუმცა, სახლის დაცვა უნდოდეთ, რა
გასაკვირია.
გულსაბნევს ვიხსნი და რუს ვუწვდი.
153
- გამომართვი, შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის.
- არა, რას ამბობ, - უარობს რუ, - მე ის მომწონს, შენ რომ გაბნევია გულ-
ზე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შენი ნდობა შეიძლება. თანაც, მე ეს მაქვს,
- მას უბიდან რომელიღაც ბალახისგან დაგრეხილი ყელსაბამი ამოაქვს.
ყელსაბამზე ტლანქად გამოჩორკნილი ხის ვარსკვლავი თუ ყვავილი კიდია,
- ეს ბედნიერების მომტანი თილისმაა.
- რაკი ამდენ ხანს ბედი გიღიმის, აჯობებს, ისევ ეგ დაიტოვო, - ვეუბნები
რუს და კაჭკაჭჯაფარას ისევ გულზე ვიბნევ.
სადილობის დრო დგება და გეგმა მზად გვაქვს. ნაშუადღევს მის განხორ-
ციელებაზეც ვფიქრობთ. პირველი ორი კოცონისთვის საჭირო შეშის მოგ-
როვებაში რუს მეც ვეხმარები, მესამე კოცონისთვის შეშა მარტომ უნდა მო-
აგროვოს. წინასწარ ვთანხმდებით, რომ საქმის დასრულების შემდეგ იმ ად-
გილას შევხვდებით, სადაც პირველად ვივახშმეთ ერთად. ღელეს გასწვრივ
ვივლით და იქაურობას როგორმე მივაგნებთ. სანამ წავიდოდე, ვრწმუნდები,
რომ რუს საკმარისი საჭმელი და ასანთი აქვს.
საძილე ტომარასაც თან ვატან იმ შემთხვევისთვის, თუ დაღამებამდე შეხ-
ვედრას ვერ მოვასწრებთ.
- მერე შენ არ შეგცივდება? - მეკითხება რუ.
- მე ტბის პირას სხვა საძილე ტომარას დავითრევ, - ვამშვიდებ მას, - ხომ
იცი, აქ ქურდობა უკანონობად არ ითვლება, - გაღიმებული ვამატებ.
ბოლო წამს რუ თავის კაჭკაჭჯაფარას სიგნალს მასწავლის.
- შეიძლება აქ არ გამოვიდეს, მაგრამ თუ მაინც გაიგონებ, კაჭკაჭჯაფარე-
ბი ამ მელოდიას სტვენენ, გეცოდინება, რომ კარგად ვარ, ოღონდ ჯერჯე-
რობით მოსვლას ვერ ვახერხებ.
- აქ კაჭკაჭჯაფარები მრავლად არიან?
- არ გინახავს? ყველგან მათი ბუდეებია.
უნდა ვაღიარო, რომ ერთი ბუდეც არ შემიმჩნევია.
- მაშ, კარგი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, სადილად შევ-
ხვდებით, - ვეუბნები მე.
მოულოდნელად, რუ მკლავებს მხვევს და მეხუტება. წამიერი ყოყმანის
შემდეგ მეც ვეხუტები.
- თავს გაუფრთხილდი, - ჭკუას მარიგებს რუ.
- შენც.
154
რუს ზურგს ვაქცევ და ღელესთან ვბრუნდები. რატომღაც აღელვებული
ვარ. ვშიშობ, რომ რუს მოკლავენ. იმასაც ვშიშობ, რომ არ მოკლავენ და
ბოლოს ჩვენ ორნი დავრჩებით. ვშიშობ, რომ რუს მარტო ვტოვებ და მახ-
სენდება შინ მარტო დარჩენილი პრიმი. არა, პრიმს დედაჩემი ჰყავს, კიდევ -
გეილი და ხაბაზი, რომელიც დამპირდა, შენს დაიკოს საჭმელი არ მოაკ-
ლდებაო. რუს კი მხოლოდ მე ვყავარ.
დინებას დაღმა მივუყვები იმ ადგილამდე, სადაც კრაზანამაძებრების თავ-
დასხმის შემდეგ გამოვფხიზლდი. წყლის პირას მივაბიჯებ და ვფრთხილობ,
რადგან თავში უპასუხო კითხვები მიტრიალებს. კითხვების უმეტესობა პიტას
ეხება. ამ დილით რომ ქვემეხმა დაიგრუხუნა, მისი სიკვდილის მაუწყებელი
ხომ არ იყო? თუ კი, როგორ მოკვდა? პროფესიონალმა იმსხვერპლა? შური
ხომ არ იძიეს მასზე ჩემი გაშვებისთვის? ხელახლა ვიხსენებ იმ მომენტს,
გლიმერის გვამთან რომ შემემთხვა, როცა პიტა ხეებიდან გამოვარდა. არა,
მაშინ ისე არაბუნებრივად ბრჭყვიალებდა, მგონი, ესეც ჰალუცინაცია იყო.
ეტყობა, გუშინ ძალიან ნელა მივდიოდი, რადგან დღეს რამდენიმე საათ-
ში ვბრუნდები იმ მეჩეჩთან, სადაც ვიბანავე. ბოთლის წყლის ასავსებად
ვჩერდები და ზურგჩანთას ტალახის დამატებით ფენას ვუსვამ. როგორც უნ-
და მოვთხვარო, მაინც ფორთოხლისფერი ხდება ხოლმე.
პროფესიონალების ბანაკთან მიახლოება მონადირის ინსტინქტს მიმძაფ-
რებს და რაც უფრო ვუახლოვდები ტბას, მით უფრო ვფრთხილობ. ხშირ-
ხშირად ვჩერდები და სმენად ვიქცევი, არაბუნებრივი ხმები ხომ არ ისმის სა-
იდანმე; მშვილდი მოზიდული მაქვს. შეწირულები არსად ჩანან, მაგრამ რუს
მიერ აღწერილ გარემოს კი ვცნობ: ტკბილ კენკროვანს; იმ მცენარის ბუჩ-
ქებს, რომელთა ფოთლებმაც ნანესტრალები მომირჩინა; კრაზანამაძებრე-
ბის ბუდეებს იმ ხის სიახლოვეს, რომელზეც პროფესიონალებმა მიმიმწყვდი-
ეს. მაღალ ტოტებზე აქა-იქ კაჭკაჭჯაფარას შავთეთრი ფრთაც გაიფრთხი-
ალებს.
იმ ხესთან მიახლოებამდე, სადაც ბზიკების ბუდე გდია, წამით ვყოვნდები
და მხნეობას ვიკრებ. აქედან რუმ საუკეთესო გზა მიმასწავლა ტბამდე უჩუმ-
რად მისაპარავად.
- გახსოვდეს, ახლა შენ ნადირობ მათზე! - თავს ვიმხნევებ. მშვილდს მაგ-
რად ვბღუჯავ და სვლას ვაგრძელებ. ჯაგნართან მივდივარ და პატარა მე-11
რაიონელს მოხერხებულობას ვუქებ. ჯაგნარი ტყის პირასაა, მაგრამ ისეთი
155
ხშირია, რომ ფოთლებში ჩამალული, შეუმჩნევლად ვუთვალთვალებ პრო-
ფესიონალების ბანაკს. ჩვენ შორის ვრცელი სივრცეა - მინდორი, სადაც შიმ-
შილის თამაშები დაიწყო.
ბანაკში ოთხი შეწირულია: 1-ლ რაიონელი ბიჭი, კატონი, მე-2 რაიონელი
გოგო და გამხდარი, რუხკანიანი ბიჭი მე-3 რაიონიდან. კაპიტოლიუმში ამ
უკანასკნელმა ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მასზე თით-
ქმის არაფერი მახსოვს - არც კოსტიუმი, არც ქულა და არც ინტერვიუ. ახ-
ლაც თავისთვის ზის და პლასტმასის კოლოფს ატრიალებს ხელში; ზორბა
ტანის ღონიერი ამხანაგები ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა, რაღაცისთვის
მაინც უნდა ვარგოდეს, რახან სიცოცხლე შეუნარჩუნეს. და მაინც, მის დანახ-
ვაზე მოუსვენრობა მიპყრობს, რადგან ვერ ვხვდები, მაინცდამაინც ამ არაფ-
რით გამორჩეულ შეწირულს რატომ დაავალეს დარაჯობა.
კრაზანამაძებრების თავდასხმის კვალი ოთხივეს ეტყობა; როგორც ჩანს,
ჯერაც ბოლომდე ვერ მომჯობინებულან. ამსიშორიდანაც ვარჩევ ნაკბენებს
მათ ხელფეხზე. მგონი, ნესტრები არც ამოუღიათ, ან თუ ამოიღეს, სამკურნა-
ლო ფოთლებზე არაფერი სმენიათ, ხოლო სიუხვის რქაში ნაპოვნმა წამ-
ლებმა არ იმოქმედა.
სიუხვის რქა თავის ადგილზე დევს, ოღონდ მთლიანად ცარიელი ხის ყუ-
თები, ტომრები და პლასტმასის კოლოფები პირამიდისებურად დაუხვავები-
ათ ბანაკიდან საეჭვოდ შორს. რაღაც-რაღაცეები პირამიდის ირგვლივაც
არის მიმოფანტული, ზუსტად ისე, როგორც თამაშის სტარტზე - სიუხვის
რქის ირგვლივ. პირამიდის თავზე დაკიდებული ბადე მხოლოდ ჩიტებს თუ
დააფრთხობს.
ბანაკიდან სურსათ-სანოვაგის მარაგის დაშორება, ბადე და მე-3 რაიონე-
ლი ბიჭი - სრულიად მაბნევს. ცხადია, ამ მარაგის განადგურება იოლი არ
იქნება. ამიტომ სანამ წესიერად არ გავარკვევ, აქ რა ხდება, აჯობებს
ფრთხილად ვიყო. ჩემი აზრით, პირამიდა სატყუარაა - შეიძლება გარშემო
ფარული ორმოები იყოს, ან ზემოდან ბადე დაეშვას და შიგ გაეხვიო, ან უხი-
ლავ მავთულს გამოედო, რომელიც მოქმედებაში მოიყვანს შხამიან ისარს.
არა, მართლა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
სანამ მე ვორჭოფობ, კატონი ყვირილს იწყებს. ის ტყისკენ მიუთითებს,
სადღაც ჩემ უკან, და მაშინვე ვხვდები, რომ რუმ პირველი კოცონი დაანთო.

156
მე და რუმ სპეციალურად შევაგროვეთ სველი შეშა, რომ კვამლი ადვილად
შესამჩნევი ყოფილიყო. პროფესიონალები მაშინვე იარაღდებიან.
ისინი ერთმანეთში ხმამაღლა კამათობენ. ვერ გადაუწყვეტიათ, მე-3 რაი-
ონელი ბიჭიც თან წაიყვანონ თუ ბანაკის სადარაჯოდ დატოვონ.
- უნდა წამოვიდეს. ტყეში გვჭირდება. თან, აქ საქმე მაინც აღარაფერი
აქვს. ამ მარაგს ვერავინ შეეხება, - ამბობს კატონი.
- ვერც შეყვარებული ბიჭი? - ესიტყვება 1-ლ რაიონელი ბიჭი.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეგ დაივიწყე-მეთქი. კარგად ვიცი, სადაც
დავჭერი. სასწაულია, რომ სისხლისგან ჯერაც არ დაცლილა. ყოველ შემ-
თხვევაში, ახლა იმის თავი ნაღდად არ ექნება, ბანაკი დაგვირბიოს, - უხსნის
კატონი.
მაშ, პიტა ტყეში იმალება, მძიმედ დაჭრილი. ვერაფრით ვხვდები, რამ აი-
ძულა პიტა, პროფესიონალებისთვის ეღალატა.
- წამოდი, - კატონი მე-3 რაიონელ ბიჭს უგდებს შუბს და ყველანი ერთად
გარბიან კოცონის მიმართულებით.
ტყეში შესვლისას მესმის, როგორ ეუბნება კატონი სხვებს:
- როცა იმ გოგოს ვიპოვი, მე თვითონ მოვკლავ. არ ჩაერიოთ.
რატომღაც მგონია, რომ რუს არ გულისხმობს, რადგან რუს არ უსვრია
მისთვის კრაზანამაძებრების ბუდე.
ნახევარ საათს ვიცდი და ვფიქრობ, რა მოვუხერხო პროფესიონალების
მარაგს. მშვილდ-ისარი მაქვს და სიშორის უპირატესობის გამოყენება შემიძ-
ლია. ცეცხლმოკიდებულ ისარს ვესვრი პირამიდას და ზუსტად მოვახვედ-
რებ, ბადე ხელს ვერ შემიშლის. მაგრამ ცეცხლი რომ არ წაეკიდოს? მე ვე-
რაფერს მივაღწევ, ისინი კი ჩემზე ბევრ რამეს შეიტყობენ: აქ რომ ვიყავი,
დამხმარე რომ მყავს და მშვილდ-ისარს რომ მიზანში ვისვრი.
სხვა გზა არაა. ახლოს უნდა მივიდე და თვითონ შევამოწმო, ზუსტად რით
იცავენ პირამიდას. ის არის სამალავიდან უნდა გავაბიჯო, რომ მარჯვნიდან,
რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ტყიდან ვიღაც გამოდის. თავიდან
მგონია, რომ რუა, მაგრამ შემდეგ მელიისსახიან გოგოს ვცნობ. სწორედ ეს
ვერ გავიხსენეთ ამ დილით. ის მინდორზე მიიპარება. რწმუნდება, რომ საფ-
რთხე არ ემუქრება და სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით მირბის პირამიდისკენ. სა-
ნამ პირამიდის გარშემო მიმოყრილ ყუთებს მიუახლოვდება, ჩერდება, მიწას
ათვალიერებს და ფრთხილად აბიჯებს ფეხს. პირამიდისკენ უცნაური ხტომა-
157
ხტომით აგრძელებს გზას, ხან ცალ ფეხზე ეშვება, ხან ოდნავ ირწევა, ზოგ-
ჯერ ზედმეტი ნაბიჯის გადადგმასაც ბედავს. ერთ მომენტში კასრზე ხტება და
ფეხის წვერებზე ეშვება, მაგრამ წონასწორობას კარგავს და ინერციით წინ
ვარდება. მესმის, როგორ კივის, როცა მიწაზე ხელებით ეცემა, მაგრამ არა-
ფერი მოსდის. მაშინვე დგება და შეუჩერებლად მიდის პირამიდამდე.
გესე იგი, ხაფანგის თაობაზე მართალი ვყოფილვარ, მაგრამ ბევრად
რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. არც გოგონას თაობაზე შევმცდარ-
ვარ, ერთი ნახეთ, როგორ მოხერხებულად იპოვა საკვებამდე მისასვლელი
გზა. მელიისსახიანი ჩანთას ივსებს, ყუთიდან კრეკერებს იღებს, პლასტმასის
კონტეინერზე თოკით ჩამოკიდებული ტომრიდან - ერთ მუჭა ვაშლს და ა. შ.
ყველაფერს ცოტ-ცოტას იპარავს, რომ დანაკლისი ვერავინ შეამჩნიოს და
არ დაეჭვდნენ. შემდეგ უცნაური ცეკვა-ცეკვით ბრუნდება ტყისპირამდე და უვ-
ნებლად და უჩუმრად უჩინარდება ტყეში.
კბილებს ვაღრჭიალებ. მელიისსახიანმა ეჭვები დამიდასტურა, მაგრამ
შევძლებ კი მეც მისებრი სიმარჯვით მივიდე იქამდე? გზადაგზა ბევრი ხაფან-
გია გასავლელი. რატომ შეჰკივლა იმ გოგომ, როცა ხელით მიწაზე დაეცა?
იფიქრებდით... ნელ-ნელა გონება მინათდება... იფიქრებდით, რომ მიწა უნ-
და აფეთქებულიყო.
- მინდორი დანაღმულია, - ვჩურჩულებ მე. ახლა უკვე გასაგებია, რატომ
უყრიათ პროფესიონალებს თავიანთი მარაგი ღია ცის ქვეშ, რატომ ჰქონდა
მელიისსახიანს ასეთი რეაქცია და რატომ დატოვეს მე-3 რაიონელი ბიჭი
ცოცხალი. მე-3 რაიონში ბევრი ქარხანაა, სადაც ტელევიზორებს, ავტომო-
ბილებს და ასაფეთქებლებს ამზადებენ. ნეტა იმ ბიჭმა ნაღმები სად იშოვა?
თამაშის შემოქმედები ასეთ იარაღს მონაწილეებს არ უტოვებენ: მაყურე-
ბელს იმის ნახვა უნდა, როგორ ითხვრება ერთი შეწირული მეორის სის-
ხლით. ჯაგნარიდან გამოვდივარ და იმ ლითონის ფირფიტასთან მივიპარე-
ბი, რომლითაც შეწირულები კატაკომბებიდან ამოჰყავთ. ნაღმები ფირფიტე-
ბის ამოსვლიდან 60 წამში გაუვნებელდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მე-3 რაი-
ონელმა ბიჭმა მათი რეაქტივაცია შეძლო. ჯერ არ მინახავს, თამაშებში ეს
ვინმეს მოეხერხებინოს. დარწმუნებული ვარ, ამას თამაშის შემოქმედებიც არ
ელოდნენ.
ყოჩაღ, მე-3 რაიონელო ბიჭო, მაგრამ მე რაღა ვქნა? აშკარაა, ამ რკალ-
ში რომ შევაბიჯო, ცაში ავფრინდები. ცეცხლმოკიდებული ისრის სროლის
158
იდეა უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ნაღმები მცირე დაწოლითაც ფეთქდება.
ერთ წელს ლითონის ფირფიტაზე მდგარ ერთ-ერთ მონაწილე გოგოს თი-
ლისმა - პატარა ხის ბურთი - დაუვარდა და მისი ნაფლეთები მიწიდან აკრი-
ფეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
საკმაოდ მკლავღონიერი ვარ. შემიძლია ქვა ჩავაგდო დანაღმულ რკალ-
ში, მაგრამ რა? ერთი ნაღმი ავაფეთქო? ვითომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწ-
ვევს? არა მგონია. მე-3 რაიონელი ბიჭი ისე დააწყობდა ნაღმებს, რომ ერ-
თის აფეთქებით ყველა არ აფეთქებულიყო. ასე სურსათ-სანოვაგის მარაგიც
დაცული იქნება და ქურდიც დაიღუპება. თუნდაც ერთი ნაღმის აფეთქებით
პროფესიონალების ყურადღებას მივიპყრობ. ის ბადე პირამიდის თავზე
იმისთვისაა გაშლილი, რომ ასეთი თავდასხმისგან დაიცვას სურსათ-სანოვა-
გის მარაგი. თანაც, ჯაჭვური რეაქციის გამოსაწვევად და ყველაფრის ერთია-
ნად გასანადგურებლად ოცდაათი ქვის სროლა მაინც მომიწევს.
უკან, ტყისკენ ვიხედები. რუს მიერ დანთებული მეორე კოცონის კვამლი
ცამდე ადის. პროფესიონალებმა ალბათ უკვე იეჭვეს, რომ რაღაც ოინს უწ-
ყობენ. დრო იწურება.
ვიცი, რომ რამეს მოვიფიქრებ; მე ეს შემიძლია, ოღონდ გონება უნდა
დავძაბო. შევყურებ პირამიდას, მძიმე ყუთებს და კონტეინერებს, რომელთა
ერთი ისრით განადგურება ძნელი იქნება. ან იქნებ რომელიმეში საჭმლის
ზეთი ესხას? ისევ ცეცხლმოკიდებული ისრის იდეას ვუბრუნდები. მაგრამ,
არა. ზუსტად რომ ვიცოდე, რომელში ასხია, კიდევ ჰო, თორემ თორმეტივე
ისრის ტყუილად დახარჯვა არაფერს მომცემს. იმედგადაწურული უკვე იმა-
ზეც ვფიქრობ, რომ მელიისსახიანის განვლილი გზა გავიმეორო და პირამი-
დასთან მივიდე, იქნებ იქ ვიპოვო მისი განადგურების რაიმე გზა. უცებ ვაშ-
ლებით სავსე ტომარა მახსენდება. თოკს გავწყვეტ. საწვრთნელ ცენტრში
დაახლოებით იგივე არ ვქენი? ტომარა დიდი და მძიმეა, მაგრამ შეიძლება
მხოლოდ ერთი აფეთქებისთვის მეყოს. ტომარას რომ გავხევდე და ვაშლე-
ბი გადმოიყრებოდეს...
უეცრად ვხვდები, რაც უნდა ვქნა. დავალების შესასრულებლად სამი ისა-
რი მჭირდება. სამიზნის წინ მყარად ვდგები და დამიზნებისას გარესამყაროს
ვეთიშები. პირველი ისარი ტომარას თავთან ახლოს, გვერდში ხვდება და
მეორე მხარეს გამოდის. ჯვალოს ქსოვილი ოდნავ იფხრიწება. მეორე ისა-
რი ზუსტად იმავე ადგილას გადის და ნახვრეტი უფრო ფართოვდება. როცა
159
მესამე ისარს ვისვრი, ერთი ვაშლი უკვე ყანყალებს. მესამე ისარი ჩამოგლე-
ჯილ ქსოვილის ნაჭერს ტომარას ახევს.
წამით დრო ჩერდება. შემდეგ ვაშლები მიწაზე ცვივა და აფეთქების ტალ-
ღა უკან მისვრის.

16.

დატკეპნილ მიწაზე დაცემისას სუნთქვა მეკვრის. ზურგჩანთა ვერაფერს


მშველის. საბედნიეროდ, კაპარჭი მოკეცილ მკლავსა და ტანს შორის მოექ-
ცა და თვითონაც გადარჩა და ჩემი მხარიც. მშვილდი ხელიდან არ გამიშვია.
მიწა აფეთქებისგან ჯერაც ზანზარებს. მე არაფერი მესმის. სრულიად დაყ-
რუებული ვარ. როგორც ჩანს, ვაშლებმა საჭირო რაოდენობის ნაღმი აა-
მოქმედა, ხოლო ნამსხვრევები სხვა ნაღმებს მისწვდა. თავზე ნამტვრევები -
ზოგი აალებული - მაწვიმს და სახეზე მკლავს ვიფარებ. ჰაერი მახრჩობელა
კვამლით ივსება, რაც სულაც არ არის უებარი წამალი სულშეხუთულისთვის.
წუთის შემდეგ მიწა ზანზარს წყვეტს. წამოუდგომლად ვტრიალდები მინ-
დვრისკენ და აფეთქებული სურსათ-სანოვაგის მარაგის ყურებით ვტკბები.
პირამიდა კვამლში გახვეულ ნამსხვრევებად ქცეულა. არა მგონია, პროფე-
სიონალებმა რამე გადაარჩინონ. აჯობებს, აქაურობას მოვშორდე, - ვფიქ-
რობ გულში. მალე ყველა აქ გაჩნდება. მაგრამ ადგომისას ვხვდები, რომ
გაქცევა არც ისე ადვილი იქნება. თავბრუ მესხმის. უბრალოდ კი არ ვბარბა-
ცებ, ჩემ გარშემო ხეები ტრიალებს და ფეხქვეშ მიწა მეცლება. რამდენიმე
ნაბიჯს ვდგამ და ოთხზე ვეცემი. რამდენიმე წუთს ვიცდი, იქნებ გამიაროს,
მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
პანიკა მიპყრობს. აქ ვერ გავჩერდები. თუ არ გავიქცევი, მომკლავენ. მაგ-
რამ რომ ვერც დავდივარ და არც მესმის? მარცხენა ყურზე ხელს ვიდებ. ყუ-
რი სისხლიანია. ნუთუ დავყრუვდი? ეს აზრი მაფრთხობს. ნადირობისას ყუ-
რიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვალი. ზოგჯერ უფრო მნიშვნე-
ლოვანიც. ოღონდ შიშს ვერ გავამხელ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლა პანე-
მის ყველა ეკრანზე მე მაჩვენებენ.
არც სისხლის კვალი უნდა გამოჩნდეს, - თავზე კაპიუშონს ვიხურავ და ნი-
კაპქვეშ თასმებს აცახცახებული ხელებით ვიკრავ. იმედია, კაპიუშონი სისხლს
160
შეიწოვს. ვერ დავდივარ, მაგრამ იქნებ ხოხვა შევძლო? ფრთხილად ვცდი-
ლობ წინსვლას. დიახ, ნელა ხოხვა შემიძლია. აქ მიმალვას ვერსად შევ-
ძლებ, რუს ჯაგნარამდე უნდა მივაღწიო. ოთხზე მხოხავს თუ მომისწრეს,
ცოცხალი ვერ გადავრჩები. კატონი წამებით ამომხდის სულს. ფიქრი, რომ
შეიძლება ახლა პრიმი მიყურებდეს, ძალას მმატებს და სანტიმეტრობით მივ-
ხოხავ სამალავისკენ.
კიდევ ერთი აფეთქება პირქვე მამხობს.
რომელიღაც ჩამოქცეულმა ყუთმა სხვებისგან დაშორებული ნაღმიც აა-
ფეთქა. კიდევ ორი ნაღმი ფეთქდება. მახსენდება, როგორ სკდება ჩვენს ბუ-
ხარში შესაწვავად შედებული ბოლო სიმინდის მარცვლები. . იმის თქმა,
რომ ძლივს მოვასწარი დამალვა, არაფრის თქმა იქნება. ზუსტად იმ წამს,
რა წამსაც მე ხეებქვეშ ჯაგნარში ვიმალები, მინდორზე კატონი გამორბის.
მალე ამხანაგებიც მოჰყვებიან. კატონი ისეთი განრისხებულია, შეიძლება.
გამცინებოდა კიდეც, რომ არ ვიცოდე, ეს მრისხანება ჩემკენაა მომართული
- ხალხი თურმე მართლა იგლეჯს თავზე თმას და მიწას მუშტებს უბრაგუნებს.
ამას დაამატეთ მასთან სიახლოვე, ჩემი უსუსურობა და თავდაცვის უუნარობა
და აღარ გაგიკვირდებათ ჩემი შეძრწუნება. მიხარია, რომ კამერები ჯაგნარ-
ში ჩემს ახლო კადრს ვერ დააფიქსირებენ, რადგან აღსასრულის მოლო-
დინში გაშმაგებით ვიკვნეტ ფრჩხილებს. ფრჩხილებიდან ლაქის ბოლო ნარ-
ჩენებს ვიშლი, ოღონდაც ჩემი კბილების კაწკაწი არავინ გაიგონოს. მე-3
რაიონელი ბიჭი ნანგრევებში ქვებს ისვრის და მგონი ამბობს, რომ ნაღმები
ამოქმედებულია, რადგან პროფესიონალები მხრჩოლავ ნარჩენებს უახ-
ლოვდებიან.
კატონს მრისხანების პირველმა ფაზამ გაუარა და ახლა დამწვარი კონ-
ტეინერებისთვის წიხლის რტყმით იოხებს გულს. სხვა შეწირულები ნამ-
სხვრევებში იქექებიან, იქნებ რამის გადარჩენა შეძლონ, მაგრამ მთელი
არაფერი დარჩენილა. მე-3 რაიონელმა ბიჭმა თავისი საქმე მეტისმეტად
კარგად შეასრულა. როგორც ჩანს, ეს აზრი კატონსაც მოსდის თავში, რად-
გან მისკენ ტრიალდება და რაღაცას უყვირის. მე-3 რაიონელი ბიჭი ტრიალ-
დება და გაქცევას ცდილობს, მაგრამ კატონი ეწევა და ქეჩოში ავლებს
ხელს. ვხედავ, როგორ უთრთის კატონს დაჭიმული კუნთები, სანამ მე-3 რაი-
ონელ ბიჭს კისერს მოუგრეხს.
მორჩა. მე-3 რაიონელი ბიჭი მკვდარია.
161
დანარჩენი ორი პროფესიონალი კატონის დამშვიდებას ცდილობს. რო-
გორც ვხედავ, მას ტყეში დაბრუნება უნდა, მაგრამ ის ორი ცისკენ მიუთითებს
მას. თავიდან ვიბნევი, მაგრამ მერე ვხვდები, ისინი რასაც ფიქრობენ: ის,
ვინც სურსათ-სანოვაგის მარაგი ააფეთქა, უკვე მკვდარია. მათ ხომ არაფერი
იციან ისრებსა და ვაშლებზე. ჰგონიათ, ნაღმები არასწორად იყო დადებული
და ამფეთქებელი შეწირული თვითონაც მოკვდა. ქვემეხის გრუხუნი რომც
ყოფილიყო, მომდევნო აფეთქებებისას ვერ გაიგონებდნენ, ხოლო ქურდის
დანახშირებულ გვამს ჰოვერკრაფტი წაიღებდა. სამეული ტბის მეორე ბო-
ლოსკენ მიდის, რომ თამაშის შემოქმედებს მე-3 რაიონელი ბიჭის გვამის გა-
ტანა აცალონ, და იქ იცდიან.
მგონი, ქვემეხიდან გაისროლეს. ჰოვერკრაფტი ჩნდება და მკვდარი ბიჭის
გვამი მიაქვს. მზე ჰორიზონტს ქვემოთ ეშვება. ღამდება. ცაზე პანემის გერბი
ენთება და ალბათ ჰიმნიც ჟღერს. წამიერად ბნელდება. ჯერ მე-3 რაიონელი
ბიჭის ფოტოს აჩვენებენ, შემდეგ მე-10 რაიონელისას, რომელიც ალბათ დი-
ლით მოკვდა. გერბი ხელახლა ჩნდება. მაშ ასე, პროფესიონალებმა უკვე
იციან, რომ ამფეთქებელი გადარჩა. მოელვარე გერბის შუქზე ვხედავ, რო-
გორ იკეთებენ კატონი და მე-2 რაიონელი გოგო ღამის ხედვის სათვალე-
ებს. 1-ლ რაიონელი ბიჭი ხის ტოტს ჩირაღდნად იყენებს. მათ სახეებზე მი-
ზანდასახულობას ვამჩნევ. პროფესიონალები სანადიროდ ტყეში შედიან.
თავბრუსხვევამ გამიარა, მარცხენა ყურში არ მესმის, მაგრამ მარჯვენას
გუგუნი გააქვს. ეს კარგის ნიშანია. თუმცა, სამალავის დატოვებას აზრი არ
აქვს. დანაშაულის ადგილას უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ვიდრე სხვაგან.
პროფესიონალებს ალბათ ჰგონიათ, რომ ამფეთქებელი ორი-სამი საათით
უსწრებს მათ. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვბედავ განძრევას.
უპირველესად, ზურგჩანთიდან ღამის ხედვის სათვალეს ვიღებ და მეც ვი-
კეთებ. მონადირისთვის განსაკუთრებით საჭირო უნარის დაბრუნება ოდნავ
მამშვიდებს. ცოტა წყალს ვსვამ და მარცხენა ყურზე შემხმარ სისხლს ვიწ-
მენდ. იმის შიშით, რომ ხორცის სუნი ღამის მტაცებლებს მოიზიდავს - ჩემი
სისხლიც მეყოფა - დილით ჩემი და რუს მიერ შეგროვებული მწვანილების,
ფესვებისა და კენკრის ვახშამს ვიმზადებ.
ნეტა ჩემი პატარა მოკავშირე სად არის? შეხვედრის ადგილამდე თუ მი-
აღწია? ჩემზე ხომ არ ღელავს? თუ სულ არაფერი, ცაში ის მაინც გამოჩნდა,
რომ ორივე ცოცხლები ვართ.
162
გადარჩენილ შეწირულებს თითებზე ვითვლი. 1-ლ რაიონელი ბიჭი, ორი-
ვე მე-2 რაიონელი, მელიისსახიანი გოგო, მე-11 და მე-12 რაიონელი წყვი-
ლები. სულ რვანი ვართ. კაპიტოლიუმში ახლა ალბათ ფსონს ფსონზე ჩადი-
ან. ტელევიზიაში თითოეულ ჩვენგანზე სპეციალურ რეპორტაჟებს ამზადე-
ბენ. მონაწილეთა მეგობრებსა და მშობლებს ინტერვიუებს ართმევენ. დიდი
ხანია, მე-12 რაიონელი რვა საუკეთესოს შორის არ მოხვედრილა. ახლა
ორი ერთდროულად მოვხვდით. თუმცა, როგორც კატონმა თქვა, პიტას დი-
დი ხნის სიცოცხლე არ უწერია. მეორე მხრივ, არც კატონის სიტყვაა საბო-
ლოო. განა სულ ახლახან მთელი სურსათ-სანოვაგე არ დაკარგა?
74-ე შიმშილის თამაშები იწყება, კატონ, - ვფიქრობ გულში, - მხოლოდ
ახლა იწყება ნამდვილი თამაში.
ცივი ქარი ქრის. ზურგჩანთიდან საძილე ტომრის ამოღებას ვაპირებ, მაგ-
რამ მახსენდება, რომ რუს დავუტოვე. ჩემთვის აქ უნდა ამეღო ერთი ცალი,
მაგრამ ნაღმებსა და აფეთქებებში საძილე ტომარა არც გამხსენებია. ვკანკა-
ლებ. ხის ტოტზე ამ სიცივეში ღამის გათევა უარესია, ამიტომ პატარა ორმოს
ვთხრი და შიგ ვწვები. ზემოდან ხმელ ფოთლებსა და ფიჭვის წიწვებს ვიყრი.
მაინც ვიყინები. პლასტიკატის ნაჭერსაც ვიფარებ; ზურგჩანთას ისე ვდებ,
რომ ქარი სახეში არ მცემდეს. ასე ცოტათი უკეთესია. უკვე მებრალება მე-8
რაიონელი გოგო, რომელსაც პირველ ღამეს ცეცხლის დანთებისთვის ვკიც-
ხავდი. ახლა მე უნდა ვაკაწკაწო კბილები და როგორმე დილამდე გავძლო.
უფრო მეტი ფოთოლი და წიწვები მჭირდება. ხელებს ქურთუკის ჯიბეში ვი-
ყოფ, ფეხებს ვკეცავ და ნიკაპით მუხლისთავებს ვეყრდნობი. როგორღაც ჩა-
ძინებას ვახერხებ.
თვალს ვახელ და სამყარო უჩვეულო მეჩვენება. როგორც ჩანს, მზე უკვე
ამოვიდა და ღამის ხედვის სათვალე დღის ფერებს უცნაურად გარდატე-
ხილს მაჩვენებს. სათვალეს ვიხსნი და ფეხზე ვდგები. უეცრად სიცილი ისმის
და ადგილზე ვშეშდები. სიცილი დამახინჯებით მესმის; ისე კი, ეტყობა, თან-
დათან სმენა მიბრუნდება. მარჯვენა ყურში კვლავ მიშხუის, მაგრამ გარკვე-
ვით მესმის, მარცხენა ყურში არ მესმის, მაგრამ სისხლისდენა შეწყდა და
ესეც საქმეა.
შეშინებული ვიჭყიტები ბუჩქებიდან, პროფესიონალები ხომ არ დაბრუნ-
დნენ და ამ ჯაგნარში განუსაზღვრელი ვადით გამომამწყვდიეს-მეთქი, მაგ-
რამ ეს მელიისსახიანი გოგოა, რომელიც პირამიდის ნარჩენებში დგას და
163
იცინის. ის პროფესიონალებზე ჭკვიანია. რამდენიმე სასარგებლო ნივთს
პოულობს. ქვაბს. დანის პირს. მე მისი სილაღე მაოცებს. რაკი პროფესიონა-
ლებმა ყველაფრის მარაგი დაკარგეს, მელიისსახიანსაც გაუჩნდა გამარჯვე-
ბის შანსი. არა მხოლოდ მას, სხვა დანარჩენებსაც, მათ შორის - მეც. თავში
აზრად მომდის, გავიდე და მოკავშირეობა შევთავაზო, მაგრამ აზრს სწრა-
ფად ვიცვლი. ამ გოგოს ცბიერ ღიმილზე ეტყობა, რომ მასთან შეამხანაგება
არაფერს მომიტანს, გარდა ზურგში გარჭობილი დანისა. რახან ასეა, აჯო-
ბებს ეს ხელსაყრელი მომენტი გამოვიყენო და ახლავე მოვკლა. მაგრამ
უეცრად მას რაღაც ხმა ესმის (მე - არა) და ისევ ტყეში შერბის. მე ვიცდი.
არავინაა. არაფერი ჩანს. თუმცა, თუ მელიისსახიანმა აქ დარჩენა სახიფა-
თოდ ჩათვალა, ალბათ დროა, მეც მოვცილდე აქაურობას. თანაც, რუსთან
შეხვედრა და პირამიდის აფეთქების ამბის მისთვის მოყოლა მეჩქარება.
მაინც წარმოდგენა არ მაქვს, პროფესიონალები რა გზით წავიდნენ, ამი-
ტომ ისევ ღელესკენ მივიწევ. თუ შემხვდებიან, შემხვდნენ და ეგ იქნება.
სწრაფად მივაბიჯებ. ცალ ხელში მშვილდი მიჭირავს, მეორეში - გრუსლინ-
გის ცივი ხორცის ნაჭერი. ძლიერ დამშეული ვარ და მხოლოდ ბალახი და
კენკრა ვერ დამანაყრებს, ცხიმი და პროტეინი მჭირდება. ღელესთან უხიფა-
თოდ მივდივარ. ბოთლს წყლით ვავსებ და ხელ-პირს ვიბან. ნატკენ ყურს
ფრთხილად ვიწმენდ. მერე დინების საწინააღმდეგოდ, აღმართზე ავდივარ.
ერთგან, შლამში, ჩექმის ნაკვალევს ვაწყდები. აქ პროფესიონალები ყოფი-
ლან, ოღონდ მცირე ხნით. ნაკვალევი ღრმაა, მაგრამ მცხუნვარე მზეს უკვე
გამოუშრია. არც მე ვფრთხილობდი კვალის დაფარვისას, მხოლოდ რბილი
წიწვების იმედი მქონდა. ახლა კი ჩექმებს და წინდებს ვიხდი და ფეხშიშველა
წყალში ჭყაპუნით ვაგრძელებ გზას.
ცივი წყალი გამამხნევებლად მოქმედებს ჩემს სხეულსა და სულზე. მშვიდ
დინებაში ორი თევზი ისრებით იოლად მოვკალი. მიუხედავად იმისა, რომ
ახლახან გრუსლინგის ხორცი მივირთვი, ერთ თევზს უმად ვჭამ, მეორეს
რუსთვის ვინახავ.
თანდათან მარჯვენა ყურში შხუილი მიცხრება. პერიოდულად მარცხენა
ყურში თითს ვირჭობ, ვცდილობ, ამოვიწმინდო, თუ რამაა გაჩხერილი და
სმენა აღვიდგინო. ჯერჯერობით უკეთესობას ვერ ვამჩნევ. თავს ბოლომდე
დაუცველად ვგრძნობ, ასე მგონია, მარცხენა მხრიდან მუდმივად საფრთხე
მემუქრება. თითქოს დავბრმავდი კიდეც. სულ მარცხნისაკენ ვიყურები, რომ
164
მარჯვენა ყურით მაინც გადავლახო ის სიცარიელის კედელი, რომელიც ხმა-
ურიანი სამყაროსგან მზღუდავს. რაც დრო გადის, მით უფრო მეპარება ეჭვი,
რომ მარცხენა ყურში სმენა აღმიდგება.
უკვე პირველი შეხვედრის ადგილას ვარ. უეჭველია, აქ არავინ ყოფილა.
რუს ნიშანწყალი არც ხეებზე ჩანს, არც - მიწაზე. უცნაურია. შუადღეა. რუ უკ-
ვე აქ უნდა ყოფილიყო. ეტყობა, ღამე რომელიმე ხეზე გაათია. აბა, სხვა რა
ექნა, ცეცხლს ვერ დაანთებდა, პროფესიონალებს კი ღამის ხედვის სათვა-
ლეები ეკეთათ. თანაც, მესამე კოცონი - წუხელ აღარ შემიმოწმებია, საერ-
თოდ აენთო თუ არა - აქედან შორს უნდა გაეჩაღებინა. ალბათ ფრთხი-
ლობს და ნელ-ნელა მოიპარება აქეთ. იმედია, ძალიან არ დაიგვიანებს,
თორემ აქ დიდხანს ლოდინი სულაც არ მეხალისება. მირჩევნია, მაღლო-
ბებზე ავიდეთ და თან ვინადირო.
სანამ ვიცდი, ქურთუკსა და თმაზე შემხმარ სისხლს ვირეცხავ; ვიწმენდ
ჭრილობებს, რომელთა რიცხვი კლების ნაცვლად უფრო და უფრო მატუ-
ლობს.
ყველაზე მეტად იმის მეშინია, ჭრილობაში ინფექცია არ შემეჭრას. მეორე
თევზსაც ვჭამ. ამ სიცხეში დიდხანს ვერ გაძლებს, მაგრამ ცოტას რუსთვისაც
ვინახავ. ოღონდაც გამოჩნდებოდეს.
ნახევრად დაყრუებული, მიწაზე თავს დაუცველად ვგრძნობ და ხეზე ავდი-
ვარ. თუ პროფესიონალები გამოჩნდებიან, ზემოდან უკეთ ამოვიღებ მიზან-
ში. მზე ნელა იხრება დასავლეთისკენ. დროის გასაყვანად ფოთლებს ვღე-
ჭავ და ნანესტრალებზე ვიდებ. სიმსივნე დამიცხრა, მაგრამ მსუბუქ წვას კი-
დევ ვგრძნობ. თითებით ვივარცხნი სველ თმას და ვიწნავ. ჩექმების თასმებ-
საც ვიკრავ. მშვილდის ლარს და დარჩენილ ცხრა ისარს ვსინჯავ. მარცხენა
ყურთან, შესამოწმებლად, ფოთოლს ვაშრიალებ0, მაგრამ არაფერი მესმის.
გრუსლინგის ხორცისა და თევზის მიუხედავად, მუცელი მაინც მიყურყუ-
რებს. ჩანს, დღეს ცარიელი დღე მექნება - ასე ვამბობთ მე-12 რაიონში, რო-
ცა რამდენი საჭმელიც უნდა ჩავიდოთ მუცელში, მაინც არაფერი გვანაყრებს.
უქმად ჯდომას ისევ ნადირობას ვარჩევ. ბოლოს და ბოლოს, არენაზე ისე-
დაც ბევრი კილოგრამი დავკარგე, დამატებითი კალორიები მჭირდება.
მშვილდ-ისრით ხელში კი მომავალს უფრო თავდაჯერებული შევყურებ
ხოლმე.

165
ერთ მუჭა კაკალს ვფცქვნი და ვჭამ. ბოლო კრეკერსაც ვაყოლებ. გრუს-
ლინგის კისერიც კარგია, ძვლებს ბოლომდე ვწუწნი. ბოლოს, ფრთებსაც
ვსანსლავ და ფრინველისგან აღარაფერი რჩება. მაგრამ დღეს ცარიელი
დღე მაქვს და სულ საჭმელი მელანდება. განსაკუთრებით, ის გემრიელი
კერძები, კაპიტოლიუმში რომ გვთავაზობდნენ: ქათამი ნაღების სოუსში. ნამ-
ცხვრები და პუდინგები. კარაქიანი პური. მაკარონი. ჩაშუშული თიკნის ხორ-
ცი ქლიავის ჩირთან ერთად. პიტნის ფოთლებს ვღეჭავ და ვცდილობ მადი-
საღმძვრელი კერძები დავივიწყო. პიტნა ცოტათი მშველის. შინ პიტნიან ჩაის
ხშირად ვსვამთ და ახლა ჩემს კუჭს ჰგონია, რომ საუზმობის დრო დამთავ-
რდა. მეტნაკლებად.
ხეზე ვზივარ მშვილდ-ისრით შეიარაღებული, მზე მათბობს, პიტნის ფოთ-
ლებს ვღეჭავ... არენაზე გამოსვლის შემდეგ ასეთი მოდუნებული ერთხელაც
არ ვყოფილვარ. ნეტა რუ დაბრუნდებოდეს, რომ აქაურობას გავეცალოთ.
თანდათან _ ჩრდილები გრძელდება და მე მღელვარება მემატება. გვიან ნა-
შუადღევს გადაწყვეტილებას ვიღებ, რუ მოვძებნო. იქამდე მივალ, სადაც მე-
სამე კოცონი უნდა დაენთო, იქნებ იქ შევიტყო, სად გადაიკარგა.
წასვლამდე ჩვენს ნაცეცხლართან პიტნის ფოთლებს ვყრი. ეს ფოთლები
ახლომახლო არ დაგვიკრეფია, ამიტომ რუ მიხვდება, რომ აქ მე ვიყავი და
ფოთლებიც მე დავყარე. პროფესიონალებმა კი, არა მგონია, ფოთლებს ყუ-
რადღება საერთოდ მიაქციონ.
საათზე ნაკლებ დროში მივდივარ იმ ადგილამდე, სადაც მესამე კოცონი
უნდა დაგვენთო და მაშინვე ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა. შეშა და ფიჩხი
კარგადაა დაწყობილი და დასანთებად გამზადებული. ესე იგი, რუმ კოცონის
დანთება ვერ მოასწრო. მას შემდეგ, რაც მეორე კოცონის კვამლი შევამჩნიე
და სურსათ-სანოვაგის მარაგი ავაფეთქე, ის გასაჭირში აღმოჩნდა.
არ მინდა დავიჯერო, რომ მოკვდა. მაგრამ იქნებ ქვემეხი დილაუთენია
გაისროლეს, როცა მარჯვენა ყურშიც კი ძლივს მესმოდა? ნუთუ ამაღამ ცაზე
მისი ფოტო გამოჩნდება? არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ალბათ სხვა რამ
მოხდა. შეიძლება გზა აებნა, მტაცებელ ცხოველებს ან სულაც თრეშს შეეჩე-
ხა და დაიმალა. რაც უნდა მომხდარიყო, მეორე კოცონსა და ამ დაუნთებელ
კოცონს შორის იქნება გამომწყვდეული. რაღაცას ან ვიღაცას ხეზე ემალება.
აუცილებლად უნდა გავათავისუფლო.

166
მთელ შუადღეს უქმად ჯდომის შემდეგ რაღაცის კეთება შვების მომგვრე-
ლია. ჩრდილებს შეფარული უჩუმრად მივიპარები. საეჭვოს ვერაფერს ვამ-
ჩნევ. მიწაზე ბრძოლის კვალს ვერსად ვხედავ. წუთით ვჩერდები და გაურ-
კვევლად ჩამესმის ხმა. დაძაბული ვაყურადებ. დიახ, ეს რუს ოთხნოტიანი მე-
ლოდიაა, რომელსაც კაჭკაჭჯაფარა სტვენს. ეს ნიშნავს, რომ რუ ცოცხალია.
ვიღიმი და კაჭკაჭჯაფარასკენ მივდივარ. რამდენიმე მეტრში იმავე მელო-
დიას უკვე მეორე კაჭკაჭჯაფარა იმეორებს. ესე იგი, რუ სულ ახლახან უმღე-
როდა მათ, თორემ ამასობაში სხვა მელოდიის გალობას წამოიწყებდნენ.
ხეებს ავყურებ, იქნებ სადმე რუს მოვკრა თვალი. ყელს ვიწმენდ და მეც
ვსტვენ, რათა რუს გავაგონო, რომ ძირს ჩამოსვლა შეუძლია. კაჭკაჭჯაფარა
მელოდიას მიმეორებს და უცებ კივილი მესმის.
ეს ბავშვის კივილია, პატარა გოგონას კივილი. რუს გარდა ამ არენაზე
ასეთ ხმას ვერავინ გამოსცემს. მე გავრბივარ, ვიცი, ეს შეიძლება პროფე-
სიონალების დაგებული ხაფანგი იყოს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. კიდევ ერ-
თხელ გაისმის კივილი, ამჯერად ჩემს სახელს კივიან:
- ქეთნის! ქეთნის!
- რუ! - მეც ვყვირი, რომ გავაგონო, ახლოს ვარ; რომ სხვებმაც გაიგო-
ნონ, ახლოს ვარ, და მიხვდნენ, მე ის გოგო ვარ, ვინც მათ კრაზანამაძებრე-
ბი მიუქსია, და ვინც ვარჯიშებზე მათთვის უცნობი მიზეზით თერთმეტი ქულა
მიიღო. იმედია, მიცნობენ და ყურადღებას ჩემზე გადმოიტანენ, - რუ, მოვდი-
ვარ!
ტყიდან ველზე გამოვრბივარ. რუ მიწაზე გდია და ბადეშია გახვეული. ჩემ-
კენ ხელის გამოწვდენას და ჩემი სახელის წარმოთქმას ასწრებს და სხეულ-
ში შუბი ესობა.

17.

1-ლ რაიონელი ბიჭი მანამდე კვდება, სანამ შუბის ამოღებას მოასწრებს -


ჩემი ისარი შიგ ყელში ერჭობა. ის მუხლებზე ეცემა, უკანასკნელი ძალებით
იძრობს ისარს და საკუთარ სისხლში იხრჩობა. მე ლარზე მეორე ისარს
ვდებ და აქეთ-იქით ვიყურები, თან რუს ვეძახი:
- სხვებიც არიან? სხვებიც არიან?
167
რუ რამდენჯერმე იმეორებს არას, სანამ მე გავიგონებ. გვერდზეა გადაბ-
რუნებული, მოკუნტულა და ხელფეხს შორის შუბი გამოსჩრია. ჭრილობის-
თვის ერთი თვალის შევლებით ვხვდები, რომ მის გადარჩენას ვერ შევ-
ძლებ. ვერავინ შეძლებს. შუბის წვერი ბოლომდეა ჩასული მის მუცელში. მის
გვერდით მუხლებზე ვდგები და უმწეოდ დავყურებ სასიკვდილო იარაღს. მის
დამშვიდებას და იმის თქმას, კარგად იქნებიო, აზრი არ აქვს. რუ სულელი
არაა. ხელს მიწვდის და წყალწაღებულივით ისე ვებღაუჭები, თითქოს რუ კი
არა, მე ვკვდები.
- საჭმელი ააფეთქე? - მეკითხება რუ.
- ნამცეციც არ დამიტოვებია.
- უნდა გაიმარჯვო.
- გავიმარჯვებ. ორივეს სახელით გავიმარჯვებ, - პირობას ვაძლევ. ქვემე-
ხი გრუხუნებს. ცას ავყურებ. ეს ალბათ 1-ლ რაიონელი ბიჭის სიკვდილის მა-
უწყებელია.
- არ წახვიდე, - რუ ხელს ძლიერად მიჭერს.
- არ წავალ, შენთან დავრჩები, - მასთან უფრო ახლოს მივხოხავ, მის
თავს კალთაში ვიდებ და ყურს უკან ვუწევ შავ, ხშირ თმას.
- მიმღერე, - ძლივს მესმის მისი ნათქვამი.
ვუმღერო? - ვფიქრობ გულში, - რა ვუმღერო?
რამდენიმე სიმღერა მეც ვიცი. გინდ დაიჯერეთ, გინდა - არა, მაგრამ
ოდესღაც ჩემს სახლშიც მღეროდნენ. მე თვითონ ვეხმარებოდი სხვებს მუსი-
კის შეთხზვაში. მამაჩემის შესანიშნავი ხმა მეც აღმიძრავდა ხოლმე სიმღე-
რის სურვილს - მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ იშვიათად თუ ვმღერი. მხო-
ლოდ ავადმყოფ პრიმს ვუმღეროდი ხოლმე საყვარელ სიმღერებს.
ცრემლები მახრჩობს, კვამლისა და დაღლილობისგან ყელი ჩახრინწუ-
ლი მაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვიმღერო, რადგან ეს პრიმის, უფრო ზუსტად,
რუს ბოლო სურვილია. უბრალო იავნანა მახსენდება, სიმღერა, რომლითაც
ჩვენში ჭირვეულ ჩვილებს აძინებენ. ძველებური იავნანაა, მთებში შეთხზუ-
ლი. ჩემი მუსიკის მასწავლებელი მას მთიელთა იავნანას უწოდებს. მარტი-
ვად დასამახსოვრებელი, დამამშვიდებელი სიტყვებია, რომლებიც საზარელ
აწმყოზე უკეთესი მომავლის იმედს გაძლევს.
ვახველებ, ნერწყვს ვყლაპავ და ვიწყებ:
უღრან ველობზე ტირიფის ძირას,
168
რბილ, მწვანე ბალიშზე თუ დადებ თავს,
გადაქანცულმა, დახუჭე თვალი.
ისევ რომ გაახელ, ინათებს ცაში.
აქ უსაფრთხოდ ხარ, ვერავინ გავნებს,
აქ გვირილები გაგითბობს ღამეს,
აქ აგიხდება ტკბილი სიზმრები,
ეს ადგილია დიდი სიკეთის.
რუს ქუთუთოები უთრთის და თვალებს ხუჭავს. გული სუსტად უცემს. ცრემ-
ლებს გზას ვუთმობ ლოყებისაკენ. არ ვჩერდები. რუს სიმღერა ბოლომდე
უნდა ვუმღერო:
უღრან ველობებს, ჩამალულს ტყეში,
დაჰნათის მთვარე, ო ჰხვევს ნაზ სხივებში,
ნაღველი, დარდი ნუ დაგაღონებს,
დილა საწუხარს ძილს გააყოლებს.
აქ უსაფრთხოდ ხარ, ვერავინ გავნებს,
აქ გვირილები გაგითბობს ღამეს.
ხმა მივარდება და ბოლო ორი ხაზი ძლივს ისმის:
აქ აგიხდება ტკბილი სიზმრები,
ეს ადგილია დიდი სიკეთის.
გარშემო სრული სიჩუმეა. უეცრად კაჭკაჭჯაფარები ჩემს სიმღერას იმეო-
რებენ.
გაუნძრევლად ვზივარ და ვუყურებ, როგორ ეცემა ჩემი ცრემლები რუს
სახეზე. ქვემეხი გრუხუნებს. ეს რუს სიკვდილის მაუწყებელია. ვიხრები და სა-
ფეთქელზე ვკოცნი. ნელა, თითქოს მის გაღვიძებას ვუფრთხოდე, თავს მიწა-
ზე ვადებინებ და ხელს ვუშვებ.
თამაშის შემოქმედები იცდიან, როდის წავალ, რომ ცხედრები წაიღონ. აქ
მეც აღარაფერი დამრჩენია. 1-ლ რაიონელ ბიჭს პირქვე ვაწვენ და ზურ-
გჩანთას ვხსნი. იმ ისარსაც ვაძრობ, მას ბოლო რომ მოუღო. რუს ზურგჩან-
თის ღვედებსაც ვჭრი და ზურგჩანთას თან წასაღებად ვამზადებ. ვიცი, რუს ეს
ენდომებოდა. შუბს მუცელში ჩარჭობილს ვტოვებ. ამ იარაღს ცხედართან
ერთად ჰოვერკრაფტი არენიდან გაიტანს. მე შუბი მაინც არ მჭირდება და არ
მინდა, სხვას ჩაუვარდეს ხელში.

169
რუს თვალს ვერ ვაშორებ. პატარა ბოკვერს ჰგავს, ბადეში გაბმულს და
მოკუნტულს. ასე ვერ დავტოვებ. მას უკვე ვეღარავინ ავნებს, მაგრამ მაინც
დაუცველი მეჩვენება. 1-ლ რაიონელი მკვდარი ბიჭის შეძულება, რომელიც,
რუსავით უმწეო ჩანს, უაზრობაა. მე კაპიტოლიუმი მძულს, რადგან ჩვენ ერ-
თმანეთის ხოცვას გვაიძულებს.
უცებ გეილის სიტყვები მახსენდება. მისი ზიზღი კაპიტოლიუმის მიმართ
აზრს იძენს.
ამის მოთმენა შეუძლებელია. რუს სიკვდილმა მთელი არსებით შემაგ-
რძნობინა, როგორ სასტიკად და უსამართლოდ გვეპყრობიან. მაგრამ აქ
უფრო უძლური ვარ, ვიდრე შინ. კაპიტოლიუმზე შურს ვერ იძიებ. ეს შეუძლე-
ბელია.
მერე სახურავზე პიტას ნათქვამ სიტყვებს ვიხსენებ.
სულ იმას ვფიქრობ... კაპიტოლიუმს როგორ დავუმტკიცო, რომ მათი სა-
კუთრება არ ვარ, რომ უფრო მეტი ვარ, ვიდრე მათი თამაშების ჩვეულებრი-
ვი მონაწილე.
და აი, ახლა პირველად ვხვდები ამ სიტყვების მნიშვნელობას.
აუცილებლად რაღაც უნდა მოვიმოქმედო, აქ და ახლავე. ისეთი რამ,
რომ კაპიტოლიუმი შევარცხვინო, მათი ავაზაკობა გამოვაჩინო; ყველას და-
ვუმტკიცო, რომ თამაშის შემოქმედებმა რაც უნდა ქნან ან გვაიძულონ, შეწი-
რულებს მაინც ვერ დაგვიმონებენ. რუ უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრი-
ვი მონაწილე. მეც მეტი ვარ.
ველის პირას, ხეებქვეშ თეთრ, იასამნისფერ და ყვითელ ყვავილებს
ვკრეფ და თაიგულს რუს გვერდით ვდებ. მის ცხედარს ყვავილებით ვრთავ.
მახინჯ ჭრილობას ვუფარავ. თმაში ვუწნავ. ჭრელი ფერებით ვალამაზებ.
ამის ჩვენება მოუწევთ. ახლა კამერები რომც გასწიონ, ცხედრების წაღე-
ბისას მაინც მოუწევთ მისი ჩვენება და მიხვდებიან, რომ ეს მე გავაკეთე. ერ-
თი ნაბიჯით უკან ვიხევ და რუს ბოლოჯერ ვავლებ თვალს. ის მართლაც
ველზე ტკბილად მძინარეს ჰგავს.
- მშვიდობით, რუ, - ვჩურჩულებ. მარცხენა ხელის სამ თითს ტუჩებზე ვი-
დებ და მისკენ ვიშვერ. მერე უკანმოუხედავად მივდივარ.
ჩიტები დუმან. კაჭკაჭჯაფარა ჰოვერკრაფტის გამოჩენის მაუწყებლად
სტვენს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ხვდება. ალბათ ადამიანის სმენის-
თვის მიუწვდომელი ხმები ესმის. ვჩერდები. წინ ვიყურები, მაგრამ ვიცი,
170
ზურგს უკან რა ხდება. ყველაფერი მალე მთავრდება. ჩიტები ჭიკჭიკს აგრძე-
ლებენ. რუ წაიყვანეს.
ჩემ წინ, ტოტზე, შედარებით პატარა სხვა კაჭკაჭჯაფარა ჩამოსკუპებულა.
ის რუს მელოდიას გალობს. ჩემი სიმღერა და ჰოვერკრაფტის ხმაური ამ
ბარტყისთვის მეტად უცხოა, რუს მარტივი მელოდია კი აუთვისებია. მელო-
დია, რომლითაც რუ მატყობინებდა, უსაფრთხოდ ვარო.
- ის კარგად და უსაფრთხოდაა, - ვამბობ ტოტის ქვეშ გავლისას, - მასზე
ნუღარ ვიღელვებთ.
წარმოდგენა არ მაქვს, სად წავიდე. რუსთან ერთად გატარებულ ერთ ღა-
მეში გაჩენილი მშობლიური მყუდროების შეგრძნება ისევ გაქრა. მზის ჩას-
ვლამდე უაზროდ დავეხეტები აქეთ-იქით. არაფრის მეშინია, არც კი
ვფრთხილობ. ადვილი სამიზნე ვარ. ოღონდ მეეჭვება, ვინმემ დამასწროს.
დანახვისთანავე დაუნანებლად, ხელის აუკანკალებლად მოვკლავ ნებისმი-
ერს. კაპიტოლიუმის სიძულვილმა სულაც ვერ დამიცხრო სიძულვილი ჩემი
მეტოქეების მიმართ. განსაკუთრებით, პროფესიონალები მძულს. მათ მაინც
ვაზღვევინებ რუს სიკვდილს.
მაგრამ გზად არავინ მხვდება. ბევრნი აღარ დავრჩით, არენა კი საკმაოდ
დიდია. მალე თამაშის შემოქმედები ახალ ოინს მოიფიქრებენ შეწირულების
ერთად შესაყრელად. დღეს საკმარისად სისხლი დაიღვარა. ამაღამ გამოძი-
ნების საშუალებას მოგვცემენ.
ხეზე ასაძრომად და ტოტზე დასაბანაკებლად ვემზადები, როცა ციდან ჩა-
მოფრენილი ვერცხლისფერი პარაშუტი ჩემს ფერხთით ეშვება. სპონსორის
საჩუქარი. ახლა რომ არ მჭირდებოდა? ბოლო დროს საჭმელი არ მომ-
კლებია. შესაძლოა, ჰეიმიჩმა იმედგაცრუება შემატყო და ჩემს გამხიარულე-
ბას ცდილობს. ან იქნებ ყურის წამალია? პარაშუტს ვხსნი და პურს ვპო-
ულობ. კაპიტოლიუმური თეთრი პურისა არ არის, შავი ხორბლისგანაა გა-
მომცხვარი და ნახევარმთვარის ფორმა აქვს. მახსენდება საწვრთნელ ცენ-
ტრში პიტას გაკვეთილი სხვადასხვა რაიონის პურების შესახებ. ეს მე-11 რაი-
ონული პურია. ფრთხილად ვიღებ ჯერაც თბილ პურს. ალბათ რა ძვირი და-
უჯდებოდათ ეს პური მე-11 რაიონელებს, რომლებიც თვითონ ნახევრად
შიმშილობენ! ვინ იცის, რამდენმა მოიკლო თავისთვის თითო მონეტა, რომ
ამ პურის საყიდელი პური შეეგროვებინათ? რა თქმა უნდა, რუსთვის იქნებო-
და განკუთვნილი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ პური უკან კი არ წაიღეს,
171
ჰეიმიჩს დაავალეს, ჩემთვის გამოეგზავნა. მადლობის ნიშნად? თუ ჩემსავით
არც მათ უყვართ ვალის გადაუხდელობა? ასეა თუ ისე, ეს პირველად მოხ-
და. აქამდე საჩუქრებს მხოლოდ თანარაიონელებს უგზავნიდნენ. თავს ვწევ
და სახეზე მზის უკანასკნელი სხივები მეცემა.
- გმადლობთ, მე-11 რაიონელებო, - ხმამაღლა ვამბობ. მინდა, გაიგონ,
რომ ვიცი, პური ვინც გამომიგზავნა და მათი საჩუქარი დაფასებულია.
სახიფათოდ მაღლა ავდივარ ხეზე. არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, უბ-
რალოდ, მინდა, დღევანდელ დღეს გავერიდო. რუს ზურგჩანთაში ჩემი საძი-
ლე ტომარა კოხტად დახვეული დევს. ხვალ ბარგს გადავახარისხებ და
ახალ გეგმას დავაწყობ. საძილე ტომარაში ვწვები და პურს ვციცქნი. გემრი-
ელია, მშობლიური სახლის გემო აქვს.
მალე ცაში პანემის გერბი ინთება, მარჯვენა ყურში ჰიმნი ჩამესმის. 1-ლ
რაიონელი ბიჭის ფოტოს რუს ფოტო მოჰყვება. დღეისთვის სულ ეს იყო.
ექვსნი დავრჩით, - ვფიქრობ ჩემთვის, - მხოლოდ ექვსნი.
ხელში პურჩაბღუჯულს მაშინვე ძილი მერევა.
ზოგჯერ, როცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარ, ტვინი ტკბილ
სიზმარს მიგზავნის ხოლმე. ხან მამაჩემი მსტუმრობს, ხან მზის შუქზე პრიმ-
თან ერთად ნამცხვარს მივირთმევ. ამაღამ რუ მესიზმრება. კვლავ ყვავილე-
ბით მორთული, ხის კენწეროზე ზის და კაჭკაჭჯაფარებთან საუბარს მასწავ-
ლის. ჭრილობა აღარ ეტყობა, სისხლი აღარ სდის, პირმოცინარი, მხიარულ
გოგოს ჰგავს. ჩემთვის უცნობ სიმღერებს მკაფიოდ, მელოდიურად მღერის.
მთელი ღამე მღერის. არ ჩერდება. თანდათან ვფხიზლდები, მაგრამ ძილბუ-
რანში მისი ხმა მაინც ჩამესმის, ოღონდ თავად რუ ფოთლებში იკარგება. გა-
მოფხიზლებულს, მყისვე სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება. მაგრამ ტკბილი
სიზმრით გამოწვეული სიმშვიდე მალევე ქრება. თავს მარტოსულად
ვგრძნობ.
მთელი სხეული დამძიმებული მაქვს, თითქოს ძარღვებში სისხლის ნაც-
ვლად გამლღვალი ტყვია მიჩქეფდეს. ყველაფრის ხალისი დავკარგე. რამ-
დენიმე საათს გაუნძრევლად ვწევარ საძილე ტომარაში და ფოთლების სა-
ბურველს მივშტერებივარ. ბოლოს, როგორც ყოველთვის, წარმოვიდგენ,
როგორი დაღონებული მიყურებს ამ წუთას პრიმი და ლეთარგიიდან ვფხიზ-
ლდები.

172
თავს მარტივ ბრძანებებს ვაძლევ: ქეთნის, ახლა უნდა ადგე, ქეთნის, ახ-
ლა ცოტა წყალი უნდა დალიო, ქეთნის, ახლა ჩანთა უნდა ჩაალაგო. ბრძა-
ნებებს ავტომატურად, რობოტივით ვასრულებ.
რუს ზურგჩანთაში ნახევრად ცარიელი მათარა, ერთი მუჭა კაკალი და
ფესვები, კურდღლის ხორცის ნაჭერი, ერთი წყვილი წინდა და შურდული
დევს. 1- ლ რაიონელ ბიჭს რამდენიმე დანა, შუბის ორი ბუნიკი, ფანარი,
ტყავის ქისა, პირველადი დახმარების ჩანთა, წყლით სავსე ბოთლი და ხი-
ლის ჩირის შეკვრა ჰქონია. ჰაჰ, ხილის ჩირი. მეტი ვერაფერი ამოარჩია იმ-
ხელა მარაგიდან? ასეთი უგუნურება წარმოგიდგენიათ! ვითომ რატომ ეთ-
რია ზურგით საჭმელი, როცა ბანაკში ყველაფერი თავზე საყრელად ეგულე-
ბოდა?! მოკლავდა მეტოქეს და სანამ მოშივდებოდა, ბანაკში დაბრუნებასაც
მოასწრებდა. იმედია, სხვა პროფესიონალებიც ასე ფიქრობდნენ და ახლა
მშივრები დაეხეტებიან.
თუმცა, ჩემი საჭმლის მარაგიც იწურება. მე-11 რაიონელების გამოგზავ-
ნილ პურს და კურდღლის ხორცის ნარჩენებს ვამთავრებ. ახლა მხოლოდ
რუს ფესვები და კაკლები, 1-ლ რაიონელის ჩირი და ხბოს ხორცის ნაჭერი
დამრჩა.
ნადირობა მოგიწევს, ქეთნის, - ვახსენებ საკუთარ თავს.
ყველაფერს, რაც მჭირდება, ჩემს ზურგჩანთაში ვილაგებ. ხიდან ჩამოვდი-
ვარ და ბიჭის დანებსა და შუბის ბუნიკებს ქვის გროვის ქვეშ ვმალავ, რომ ვე-
რავინ იპოვოს და გამოიყენოს. გუშინ იმდენი ვიხეტიალე, რომ საბოლოოდ
ამებნა გზა. გუმანით ვირჩევ მიმართულებას, საითაც ღელე უნდა იყოს. მა-
ლე მესამე დაუნთებელ კოცონთან მივდივარ და ვხვდები, რომ სწორ გზას
ვადგავარ. იქვე ახლოს ხის ტოტზე ჩამომსხდარ გრუსლინგებს ვამჩნევ და
სანამ თვითონ დამინახავენ, სამ მათგანს სწრაფად ვკლავ. მერე უკან ვბრუნ-
დები და კოცონს ვანთებ. არ მანაღვლებს, რომ შეიძლება კვამლი ვინმემ
შეამჩნიოს.
სად ხარ, კატონ? - ვფიქრობ გულში, თან შამფურზე წამოგებულ ხორცს
და რუს დანატოვარ ფესვებს ვატრიალებ0, - აქ ვარ და გელი.
ვინ იცის, სად არიან პროფესიონალები? შეიძლება ძალიან შორს არიან,
ან იციან, რომ ეს ხაფანგია, ან... ვითომ? ნუთუ ჩემი ეშინიათ? მათ იციან,
რომ მშვილდ-ისარი მაქვს; კატონმა დაინახა, როგორ ავაცალე გლიმერს.
მაგრამ ამდენს მოტვინავდნენ? ვითომ უკვე მიხვდნენ, რომ სურსათ-სანოვა-
173
გის მარაგი მე ავაფეთქე და 1-ლ რაიონელი ბიჭიც მე მოვკალი? არა, ჩემი
აზრით, ეს თრეშის ნახელავი ეგონებათ. რუ ხომ მისი თანარაიონელი იყო,
განა ჩემზე მეტად მას არ ევალებოდა შურისძიება, მიუხედავად იმისა, რომ
რუს დიდ ყურადღებას არასდროს აქცევდა?
ან იმ მელიისსახიანმა თუ დაინახა, რომ ტბის პირას სურსათ-სანოვაგის
მარაგი მე ავაფეთქე? არა მგონია. დილით იმ ნამსხვრევებში ისე იცინოდა,
თითქოს ვიღაცამ მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთაო.
ის, რომ პიტა კოცონს ვერ დაანთებდა, კატონმა ზუსტად იცის. იძახის, სა-
სიკვდილოდ დაჭრილიაო. ნეტა პიტასთვის მათქმევინა, როგორ მოვრთე
რუს ცხედარი ყვავილებით; მათქმევინა, რომ უკვე ვხვდები, რას გულისხმობ-
და იმ დღეს სახურავზე. იმედია, პიტა გაიმარჯვებს და გამარჯვებულის დღეს,
როცა სცენის დიდ ეკრანზე თამაშის საუკეთესო ეპიზოდებს გაიმეორებენ,
მეც მნახავს. გამარჯვებული მაღალი პლატფორმის საპატიო ადგილას იჯდე-
ბა გულშემატკივრებით გარშემორტყმული.
თუმცა, რუს დავპირდი, რომ იმ სცენაზე მე ვიდგები. ორივეს სახელით გა-
ვიმარჯვებ. ჩემდა გასაკვირად, პრიმისთვის მიცემულ პირობაზე უმნიშვნე-
ლოვანესად რუსთვის მიცემული მიმაჩნია.
ნამდვილად მგონია, რომ გამარჯვების შანსი გამიჩნდა. არა მხოლოდ
იმის გამო, რომ მშვილდ-ისარი მაქვს ან პროფესიონალებს რამდენჯერმე
ჭკუით ვაჯობე. ჩემში რაღაც შეიცვალა, როცა რუს ხელი მეჭირა და ვუყურებ-
დი, როგორ კარგავდა სიცოცხლეს. მტკიცედ გადავწყვიტე, შური ვიძიო მისი
სიკვდილისთვის და პატარა რუ სახელოვნად ვაქციო - ამას მხოლოდ გა-
მარჯვებით შევძლებ და მეც სახელს მოვიხვეჭ.
გრუსლინგებს დიდხანს ვბრაწავ იმის იმედით, რომ ვინმე გამოჩნდება ჩემ
მოსაკლავად. მაგრამ არავინ მოდის. იქნებ სხვა შეწირულები ახლა ერთმა-
ნეთს ებრძვიან? კარგი იქნებოდა. პირველი დღის სისხლისღვრის შემდეგ
ეკრანზე ჩემდა უნებურად ბევრჯერ გამოვჩნდი.
ბოლოს და ბოლოს, საჭმელს ზურგჩანთაში ვიწყობ, ბოთლს წყლით ვავ-
სებ და საჭმელად ვარგის მცენარეებს ვაგროვებ. როგორც დილით, ახლაც
სიმძიმე მაწვება და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საღამოა, დასაძინებ-
ლად ხეზე ავდივარ. გუშინდელ შემთხვევებს ვიგონებ. თვალწინ მიდგას შუ-
ბით განგმირული რუ და 1-ლ რაიონელი ბიჭის ყელში გარჭობილი ისარი.

174
ვერ ვხდები, რატომ მაღელვებს იმ ბიჭის სიკვდილი. იმიტომ ხომ არა,
რომ... ის ჩემი პირველი მსხვერპლი იყო?
სხვა სტატისტიკასთან ერთად, მაყურებლებს ფსონების დადება რომ გაუ-
ადვილონ, თითოეული შეწირულის მოკლულთა სიას ჩამოწერენ ხოლმე.
მგონი, გლიმერისა და მე-4 რაიონელი გოგოს მოკვლაც მე მეთვლება, რა-
ხან კრაზანამაძებრები მე მივუქსიე. თუმცა, წინასწარგანზრახულად მხოლოდ
1-ლ რაიონელ ბიჭს ვესროლე. ვიცოდი, რომ ჩემი ქმედება მას სიკვდილს
უქადდა. ცხოველი ბევრი მომიკლავს, მაგრამ ეს პირველი ადამიანი იყო.
გონებაში გეილის სიტყვები ჩამესმის: არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს!
ყველაფერი ზუსტად ერთნაირად ხდება. მშვილდს მოზიდავ და ისარს გა-
ისვრი. აი, შედეგი კი სრულიად განსხვავებულია. მე მოვკალი ბიჭი, რომლის
სახელიც კი არ ვიცი. სადღაც მისი ოჯახი მის სიკვდილს გლოვობს. მისი მე-
გობრები ჩემი სისხლის დაღვრას ნატრობენ. შეიძლება შეყვარებული ჰყავ-
და, რომელიც მის დაბრუნებას ელოდა...
მაგრამ როგორც კი რუს გაცივებული სხეული მახსენდება, ბიჭის გონები-
დან ამოგდებას ვახერხებ. ჯერჯერობით მაინც.
ცაში სიახლე არ ჩანს. დღეს არავინ მომკვდარა. ნეტა კიდევ რამდენ ხანს
გვაცლიან, სანამ მორიგი კატასტროფით ისევ ერთად შეგვყრიან? აჯობებს,
ახლა გამოვიძინო, თორემ არავინ იცის, ამაღამ რა მელის. მარჯვენა ყურზე
ხელს ვიფარებ, რომ ჰიმნს არ ვუსმინო, მაგრამ უცებ საყვირების ხმა გაისმის
და მოლოდინით აღსავსე ტომრიდან თავს ვყოფ.
შეწირულებს გარე სამყაროსთან მეტწილად სიკვდილის მაუწყებელი ქვე-
მეხის გრუხუნი აკავშირებს. ხანდახან საყვირებსაც ახმიანებენ, რომელსაც
განცხადება მოსდევს ხოლმე. როგორც წესი, შეწირულებს ლხინზე ეპატიჟე-
ბიან. როცა საჭმლის ნაკლებობაა, თამაშის შემოქმედები ყველასთვის ნაც-
ნობ ადგილას, მაგალითად, სიუხვის რქასთან იწვევენ მონაწილეებს. ხანდა-
ხან დათქმულ ადგილას მართლაც სუფრაა გაშლილი, ხანდახან კი შეწირუ-
ლებს გამხმარი პურის მეტი არაფერი ხვდებათ დამის გამო ერთმანეთს ხო-
ცავენ. საჭმლით ჩემს მიტყუებას იქ ვერავინ შეძლებს, თვითონ რომ არ მინ-
დოდეს წასვლა. სწორედ ხელსაყრელი მომენტი მეძლევა, რამდენიმე მე-
ტოქე თავიდან მოვიცილო.
ზემოდან კლაუდიუს ტემპლსმითის ხმა დამგუგუნებს. ექვს გადარჩენილს
გვილოცავს. ის წვეულებაზე არ გვეპატიჟება. მისი სიტყვები ძალიან მაბნევს.
175
თამაშის ერთ-ერთი წესი შეიცვალა. წესი შეიცვალა! თავისთავად ეს უკვე გა-
მაოგნებელი ფაქტია, რადგან ამ თამაშში მხოლოდ ერთი წესია: არ გადახ-
ვიდე ფირფიტიდან სამოცი წამის გასვლამდე; და ერთი დაუწერელი კანონი:
არ შეჭამო დახოცილები. აი, ახალი წესის მიხედვით კი, თანარაიონელებს
შეუძლიათ ერთად გაიმარჯვონ, თუკი ბოლოს მათ გარდა ცოცხალი აღარა-
ვინ დარჩება. კლაუდიუსი მცირე პაუზას აკეთებს, თითქოს ნათქვამი სიტყვე-
ბის გააზრებას გვაცლის, შემდეგ განცხადებას იმეორებს.
ნელ-ნელა ვიჯერებ, რაც მოვისმინე. წელს ორ შეწირულს შეუძლია გა-
მარჯვება, თუკი თანარაიონელები იქნებიან. ორი გადარჩება. ორივე გადავ-
რჩებით.
ჩემდა უნებურად, ხმამაღლა ვყვირი პიტას სახელს.

176
გამარჯვებული

18.

მაშინვე პირზე ვიფარებ ხელებს, მაგრამ სახელი უკვე წამომცდა. ცა შავ-


დება და ბაყაყების ქორო ერთხმად ყიყინებს.
დებილო, ეს რა სისულელე ჩაიდინე! - საკუთარ თავს ვკიცხავ. გაქვავებუ-
ლი ვიცდი, როდის გაივსება ტყე ჩემი მტრებით. მერე მახსენდება, რომ
მტრები ცოტა დამრჩა.
დაჭრილი პიტა ახლა ჩემი მოკავშირეა. რა ეჭვებიც უნდა მქონდეს მის მი-
მართ, ერთმა მეორე რომ მოვკლათ, მე-12 რაიონში დაბრუნებულს, ყველა
ზურგს გვაქცევს. სიმართლე ითქვას, მე რომ მაყურებელი ვიყო, არც მე მო-
მეწონებოდა, ერთ თანარაიონელს მეორესთვის მხარი არ დაეჭირა. თანაც,
ორნი ერთმანეთს უკეთ დავიცავთ. ჩემს შემთხვევაში - მე ხომ მე-12 რაი-
ონელ უიღბლო შეყვარებულთაგან ერთ-ერთი ვარ - პიტას აუცილებლად
უნდა დავეხმარო, თორემ სპონსორების თანაგრძნობას ვერ ვეღირსები.
უიღბლო შეყვარებულები... პიტა ამ როლს ალბათ კარგად ასრულებდა,
თორემ თამაშის შემოქმედები ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას რატომ
მიიღებდნენ? რახან თამაშში გამარჯვების შანსი ორ შეწირულს მისცეს, ჩვენი
რომანი მაყურებელში ძალიან პოპულარული უნდა იყოს; ეტყობა, რომელი-
მე ჩვენგანის სიკვდილი თამაშს წარუმატებელს გახდის. მადლობა პიტას. მე
მხოლოდ ის მოვახერხე, რომ პიტა არ მოვკალი. პიტამ იმდენი ქნა, მაყურე-
ბელი დაარწმუნა, რომ არენაზე ყველაფერს ჩემს გადასარჩენად აკეთებდა.
თავის ქნევით მანიშნა სიუხვის რქას სწრაფად გავცლოდი; კატონს თვითონ
შეებრძოლა, რომ მე გავქცეოდი; ალბათ პროფესიონალებსაც იმისთვის შე-
ეკრა, რომ მე დავეცავი. როგორც ირკვევა, პიტა არასდროს ყოფილა საში-
ში ჩემთვის.
ამის გაფიქრებაზე მეღიმება. ხელებს დაბლა ვწევ, რომ მთვარის შუქი
ჩემს სახეს დაეცეს და ტელეეკრანებზე ყველამ კარგად დაინახოს.
მაშ, აბა, ვისი უნდა მეშინოდეს? მელიისსახიანის? მისი თანარაიონელი
ბიჭი უკვე მკვდარია. ის მარტო მოქმედებს, ღამღამობით. მისი ტაქტიკა
177
მალვაა და არა - თავდასხმა. თუნდაც ჩემი ყვირილი გაეგონა, არა მგონია,
ჩემს მოსაკლავად ხელი გაანძრიოს. მხოლოდ იმის იმედი ექნება, ვინმე
სხვამ მომკლას.
თრეში? ის, რა თქმა უნდა, საშიშია. ოღონდ თამაშის დაწყების შემდეგ
ერთხელაც არ მინახავს. მახსენდება, როგორ დაფრთხა ტბის პირას მელი-
ისსახიანი ხმაურის გაგონებაზე. ის ტყის საპირისპირო მხარეს შებრუნდა,
იქით, სადაც ციცაბო ფერდობი უნდა იყოს, რადგან არაფერი ჩანს. დარწმუ-
ნებული ვარ, მელიისსახიანი თრეშს გაურბოდა. როგორც ჩანს, ის გამოუკ-
ვლეველი ტერიტორია თრეშის სამფლობელოა. თრეში ამსიშორიდან ჩემს
ყვირილს ვერ გაიგონებდა; რომც გაეგონა, ძალიან მაღლა ვზივარ და იმ-
სიმძიმე ბიჭი აქამდე ვერ ამოძვრება.
ამგვარად, დარჩნენ კატონი და მე-2 რაიონელი გოგო, რომლებიც ახალ
წესს სიხარულით შეხვდებოდნენ. ჩემი და პიტას გარდა, ამ წესით ისინიც
იხეირებენ. თუ ჩემი ყვირილი გაიგონეს, რა ექნა, იმათ გავექცე?
არა, დაე, მოვიდნენ, - ვფიქრობ გულში. დაე, მოვიდნენ თავიანთი ღამის
ხედვის სათვალეებით, მოჯლიგინდნენ მძიმე ჩექმებით, ისრის სასროლ მან-
ძილზე მომიახლოვდნენ. თუმცა, ხომ ვიცი, არ მოვლენ. დღისით თუ ვერ გა-
ბედეს ჩემს კოცონთან მოსვლა, ღამით მით უფრო ვერ გაბედავენ. თუ მოვ-
ლენ, წინასწარ ექნებათ დაგეგმილი და არა იმიტომ, რომ მე ვაცნობე ჩემი
ადგილსამყოფელი.
მაშ, დაწექი და დაიძინე, ქეთნის, - საკუთარ თავს ვურჩევ, მიუხედავად
იმისა, რომ მინდა, პიტას ძებნა ახლავე დავიწყო, - პიტას ხვალ იპოვი.
ღამით კარგად მძინავს, მაგრამ დილით განსაკუთრებულად ფრთხილი
ვარ. პროფესიონალები ხეზე ვერ მწვდებიან, მაგრამ ჩასაფრება კი ნამდვი-
ლად შეუძლიათ. სანამ გზას გავუდგებოდე, ნოყიერად ვსაუზმობ, ზურგჩან-
თას ვალაგებ და იარაღს ვამზადებ. მიწაზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.
დღეს უაღრესი სიფრთხილე მმართებს. პროფესიონალებმა ალბათ
იციან, რომ პიტას მოძებნას ვეცდები. იქნებ იცდიან კიდეც, სანამ მას ვიპოვი,
და ორივეს ერთად დაგვესხმიან თავს. თუ პიტა მართლაც ისეთი დაჭრილია,
როგორც კატონს ჰგონია, მისი დაცვა მარტოს მომიწევს. ერთი კია, პიტა
რომ ძლიერ დაჭრილი იყოს, ამდენ ხანს ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. და
საერთოდ, პიტა როგორ ვიპოვო?

178
ვცდილობ, გავიხსენო, პიტამ ხომ არ მიმანიშნა, სად შეიძლება იმალებო-
დეს. ვერა, ვერაფერს ვიხსენებ. იმ მომენტს ვუბრუნდები, როცა მზის შუქზე
აბრჭყვიალებულმა მიყვირა, გაიქეციო. მერე ხმალამოღებული კატონი გა-
მოჩნდა. ჩემი გაქცევის შემდეგ კატონმა პიტა დაჭრა. საინტერესოა, დაჭ-
რილმა პიტამ როგორ მოახერხა გაქცევა? ალბათ კრაზანამაძებრების შხამს
კატონზე უკეთ გაუძლო და ეს უპირატესობა გამოიყენა. ასეა თუ ისე, ისიც
დაინესტრა. რამდენად შორს გაიქცეოდა დანესტრილი და შხამით მოწამ-
ლული? ან ამდენ დღეს როგორ გაძლო? თუ ჭრილობამ და შხამმა არ მოკ-
ლა, წყურვილი მაინც მოუღებდა ბოლოს...
ესეც ჩემი პირველი მინიშნება. პიტა უწყლოდ ვერ გადარჩებოდა - ეს პი-
რადი გამოცდილებიდან ვიცი - ანუ სადმე წყლის პირას იქნება დამალული.
ტბის პირას ვერ დაიმალებოდა, პროფესიონალების ბანაკთან ძალიან ახ-
ლოსაა. გუბეებს ვერ მოშორდები, ხოლო სულ ერთ ადგილას დარჩენა სა-
ხიფათოა. ერთადერთი ვარიანტი პატარა მდინარეა, რომელიც ჩემი და რუს
ბანაკიდან ტბამდე და მის მიღმა მიედინება. თუ პიტამ ღელემდე მიაღწია,
ალბათ ადგილს იცვლის, მაგრამ წყალს არ შორდება. წყალდაწყალ დადის
და კვალს არ ტოვებს. ალბათ თევზს იჭერს და თავი ასე გააქვს.
მოკლედ, ძებნას ღელესთან დავიწყებ.
მეტოქეების დასაბნევად სველი შეშით ვანთებ ცეცხლს. თუნდაც ხაფანგი
იეჭვონ, მაინც სადმე ახლომახლო დამიწყებენ ძებნას. ამასობაში მე რო-
გორმე პიტას ვიპოვი.
მზე დილის ნისლს სწრაფად ფანტავს. როგორც ჩანს, ცხელი დღე იქნება.
ფეხშიშველა ვდგები წყალში. მსიამოვნებს. კინაღამ ისევ ხმამაღლა ვეძახი
პიტას. თავს დროულად ვიკავებ.
ან მე ვიპოვი მას ჩემი თვალებისა და ცალი ყურის დახმარებით, ან თვი-
თონ მოუწევს ჩემი მოძებნა. თვითონაც ხომ მიხვდებოდა, რომ უნდა მომძებ-
ნოს? ჩემზე მთლად ისეთი ცუდი წარმოდგენის ვერ იქნება, არ დაიჯეროს,
რომ ახალ წესს გამოვეხმაურებოდი და მეწყვილის მოძებნას გადავწყვეტდი.
მაგრამ ვინ იცის? პიტა ამოუცნობი პიროვნებაა, რაც სხვა ვითარებაში ძალი-
ან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ახლა დამატებით საფიქრალს მიჩენს.
იქამდე, საიდანაც გზა პროფესიონალების ბანაკისკენ უხვევს, მალე მივ-
დივარ. პიტას კვალს არსად გადავწყდომივარ და ეს არც მაკვირვებს. ეს მო-
ნაკვეთი უკვე სამჯერ გავიარე კრაზანამაძებრების ინციდენტის შემდეგ. აქ ახ-
179
ლოს რომ იყოს, ამას ადრეც ვიეჭვებდი. მდინარე მარცხნივ უხვევს, ტყის ეს
მონაკვეთი ჩემთვის უცხოა. წყალმცენარეებით დაფარულ ტალახიან ნაპი-
რებს მსხვილი ლოდებით მოფენილი ფლატე ცვლის. თავს მიმწყვდეულად
ვიგრძნობ. აქ რომ კატონი ან თრეში გამომეკიდონ, იმ ლოდებზე გადაძრო-
მა ადვილი არ იქნება. სხვათა შორის, ვერც დაჭრილი ბიჭი შეძლებდა ამ
ქვებში ბღოტიალს. მგონი, არასწორ გზას ვადგავარ. ისისაა ისევ უკან მივ-
ბრუნდე, რომ ერთ-ერთ ლოდზე სისხლის კვალს ვამჩნევ. სისხლის წვეთები
დიდი ხნის გამხმარია, მაგრამ გადათხაპნილს ჰგავს, თითქოს ვიღაც მის გა-
დაშლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ეყო და ვერ შეძლოო.
ლოდებზე მივბობღავ, სისხლიან კვალს ნელ-ნელა მივყვები, იქნებ პი-
ტასთან მიმიყვანოს. მოშორებით სისხლის ლაქებს ვამჩნევ, იქვე ქსოვილის
ნაგლეჯიცაა მიკრული. სიცოცხლის ნიშანწყალი არსად ჩანს. დავიღალე.
ისევ ჩუმად ვეძახი პიტას.
- პიტა! პიტა! - მეზობელ ხეზე ჩამოსკუპებული კაჭკაჭჯაფარა იწყებს ჩემი
ხმის მიბაძვას და მე ვჩუმდები. ძებნაზე გული მიცრუვდება და უკან, მდინარის
ნაპირამდე ვბრუნდები.
ალბათ აქედან წავიდა, დინებას უფრო დაღმა დაუყვა.
წყალში ფეხს ვყოფ და უცებ ხმა მესმის:
- ჩემთვის ბოლოს მოსაღებად მოხვედი, ძვირფასო?
მკვეთრად ვტრიალდები უკან. ხმა მარცხნიდან მომესმა და წესიერად ვერ
გავიგონე. თან, ხრინწიანი და სუსტი იყო. მაგრამ აშკარად პიტას ხმა იყო.
სხვა ძვირფასოთი ვინ მომმართავდა?! მდინარის ორივე ნაპირს ვაკვირდე-
ბი, მაგრამ არავინაა. მხოლოდ ტალახს, ლოდებს და წყალმცენარეებს ვხე-
დავ.
- პიტა, სად ხარ? - პასუხი არ ისმის. ნუთუ მომეჩვენა? არა, ნამდვილად
გავიგონე და თან ახლოდან. - პიტა! - ნაპირ-ნაპირ დავიპარები.
- ფრთხილად, არ დამაბიჯო!
უკან ვხტები. ხმა ჩემ ფეხქვეშ გაისმა. მაინც ვერავის ვხედავ. შემდეგ ყა-
ვისფერ ტალახსა და მწვანე ბალახს შორის ლურჯად ენთება მისი თვალები.
გაოცებული ვოხრავ და გაცინებული პიტას თეთრი კბილებით ვჯილდოვდე-
ბი.

180
კამუფლაჟიც ამას ჰქვია! რა სიმძიმეების თრევა, პიტა თამაშის შემოქმე-
დებთან პირადად წარდგომისას ხედ უნდა გადაქცეულიყო. ან ლოდად. ან
წყალმცენარეებით შემოსილ ტალახიან მდინარის ნაპირად.
- თვალები დახუჭე, - ბრძანებას ვაძლევ. პიტა ასეც იქცევა და ქრება. რო-
გორც ჩანს, წყალმცენარეებისა და ტალახის სქელ ფენაში წევს. სახე და
მკლავები ისე ოსტატურად შეუნიღბავს, სრულიად უხილავია. მის გვერდით
ვიმუხლები.
- როგორც ჩანს, ტორტების მორთვამ შედეგი გამოიღო.
- ჰო, მოსარკვა სიკვდილისგან თავდაცვის ბოლო საშუალებაა, - ეღიმება
პიტას.
- შენ არ მოკვდები, - მტკიცედ ვეუბნები მას
- ამას ვინ ამბობს? - ჩახლეჩილი ხმა აქვს.
- მე ვამბობ. ხომ იცი, ახლა თანაგუნდელები ვართ.
პიტა თვალებს ახელს.
- ჰო, ეგ მეც გავიგე. გმადლობ, რომ ჩემი ნარჩენები იპოვე.
წყლის ბოთლი მის პირთან მიმაქვს და ვასმევ.
- კატონმა დაგჭრა?
- მარცხენა ფეხში. მაღლა, - მპასუხობს პიტა.
- მოდი, მდინარესთან ჩავიდეთ, ტალახს ჩამოგრეცხავ და ვნახავ, სად
ხარ დაჭრილი, - ვთავაზობ მე.
- ერთი წუთით, დაიხარე, - მთხოვს პიტა, - ჯერ რაღაც უნდა გითხრა, -
საღ ყურს ვადებ პირზე. მისი აჩურჩულებული ტუჩები მოძრაობს და მეხიცი-
ნება, - გახსოვდეს, შეყვარებულები ვართ და შეგვიძლია ნებისმიერ დროს
ვაკოცოთ ერთმანეთს.
თავს უკმაყოფილოდ ვწევ, მაგრამ მაინც მეცინება:
- კარგი, გავითვალისწინებ.
კარგია, ხუმრობის ხალისი ჯერაც არ დაუკარგავს. თუმცა, სანამ ღელეს-
თან მისვლაში ვეხმარები, მისი სილაღე სადღაც ქრება. იქამდე ორიოდე
მეტრია, მაგრამ პიტა დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ დგამს. ისეთი სუსტია,
იმასღა ახერხებს, ხელი არ შემიშალოს. ვიცი, ყველანაირად ცდილობს თა-
ვის შეკავებას, მაგრამ ტალახიდან მის ამოთრევას რომ ვცდილობ, საცოდა-
ვად კვნესის. როგორც ჩანს, ტალახსა და წყალმცენარეებში ღრმად არის
ჩაფლული და მათი ხლართებისგან გამოსახსნელად დიდი ძალის გამოყე-
181
ნება მჭირდება. პიტა წყლიდან ორიოდ მეტრში გდია, სიმწრით კბილებს
აღრჭიალებს, ტალახით მოთხვრილ სახეზე ცრემლები თეთრ კვალს ტო-
ვებს.
- მისმინე, პიტა, ახლა ღელეში გადაგაგორებ. აქ წყალი ღრმა არ არის.
თანახმა ხარ?
- სრულიად.
მის გვერდით მუხლებზე ვდგები. რადაც უნდა დამიჯდეს, წყალში უნდა ჩა-
ვაგორო.
- სამ თვლაზე, - ვაფრთხილებ, - ერთი, ორი, სამი!
მხოლოდ ერთხელ გადაგორებას ვასწრებ და ვჩერდები, რადგან პიტა
საზარლად კივის. ახლა უკვე წყლის პირას გდია. იქნებ სჯობს აქვე დავტო-
ვო?
- კარგი, გეგმა შეიცვალა. ღელეში არ ჩაგაგდებ, - დავფრთხი. წყალში
როგორმე კი ჩავაგორებდი, მაგრამ მერე რომ ვეღარ ამოვიყვანო?
- კოტრიალს მოვრჩით? - მეკითხება პიტა.
- ჰო, გვეყო. აქვე დაგბან. შენ მანამდე ტყეზე გეჭიროს თვალი, რომ არა-
ვინ მოგვეპაროს!
არც კი ვიცი, რით დავიწყო. ტალახში ისეა ამოგანგლული და ზედ იმდენი
ფოთოლი მისწებებია, რომ ტანსაცმელს საერთოდ ვერ ვხედავ. იმედია,
მთლად შიშველი არაა, ამის გაფიქრებაზე წამით ვყოვნდები, მაგრამ მერე
ისევ ვაგრძელებ. არენაზე შიშველი სხეული ვის უკვირს?!
ორი ბოთლი და რუს მათარა მაქვს. ორი ბოთლი წყალში მიდგას, რომ
სულ სავსე იყოს, მესამით პიტას წყალს ტანზე ვასხამ. კარგა ხნის შემდეგ მის
ტანსაცმელსაც ვაგნებ. ნელა ვუხსნი ქურთუკის ელვაშესაკრავს, პერანგის
ღილებს და ქურთუკსაც და პერანგსაც ფრთხილად ვხდი. მაისური ჭრილო-
ბებზე ისე მიჰკრობია, რომ დანით ვჭრი და წყლით ვალბობ, რომ ნაგლეჯე-
ბი ადვილად ავაძრო. მკერდზე დიდი დამწვრობა აქვს და ოთხგანაა დანეს-
ტრილი, მათ შორის, ყურის ძირას. არა უშავს, ამის წამლობა შემიძლია. გა-
დავწყვიტე, ჯერ პიტას ტანზე ვიზრუნო, ტკივილი დავუცხრო და მხოლოდ
შემდეგ დავათვალიერო კატონისგან მიყენებული ჭრილობა.
დიდი ძალისხმევის შედეგად პიტა ტალახიანი გუბიდან ამომყავს და ზურ-
გით ვაყუდებ ქვის ლოდზე, რათა მისი ჭრილობები წესიერად გავარჩიო. პი-
ტა უხმოდ ზის, არ წუწუნებს. მე თმიდან და ტანიდან ტალახს ვბან. მზის შუქზე
182
მისი კანი მკრთალი ჩანს, დაუძლურებული და გამხდარია. ნესტრების ამოძ-
რობისას პიტა კვნესის, მაგრამ როგორც კი სამკურნალო ფოთლებს ვადებ,
მაშინვე დუნდება. სანამ პიტა მზეზე შრება, მის გაზნუნტლულ პერანგსა და
ქურთუკს ვრეცხავ და ქვის ლოდებზე ვფენ. შემდეგ მკერდზე დამწვრობის
მალამოს ვუსვამ. თურმე ტალახის ფენა და წყალი მის დასიცხულ სხეულს
აგრილებდა. პიტას მაღალი ტემპერატურა აქვს. 1-ლ რაიონელი ბიჭის პირ-
ველადი დახმარების ჩანთაში ვიქექები და სიცხის დამწევ აბებს ვპოულობ.
ხანდახან დედაც ყიდულობს ხოლმე ასეთებს, როცა მისი ოჯახური წამლები
ავადმყოფს არ შველის.
- გადაყლაპე, - ვეუბნები პიტას და ისიც მემორჩილება, - ალბათ ძალიან
გშია.
- სულაც არა. უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღეა, არ მომშიებია, - ამ-
ბობს პიტა.
გრუსლინგის ხორცს ვთავაზობ, მაგრამ პიტა ცხვირს იბზუებს. მაშინღა
ვხვდები, რამდენად ავად არის.
- პიტა, რამე აუცილებლად უნდა შეჭამო, - არ ვეშვები მე.
- რა აზრი აქვს? მაინც ამოვარწყევ, - უარზეა პიტა.
ბოლოს, ძალით ვაჭმევ ხილის ჩირს.
- გმადლობ, მართლა უკეთ ვარ. შეიძლება ახლა დავიძინო, ქეთნის?
- ცოტაც მოითმინე და შეძლებ,
- ვპირდები, - ჯერ შენი ფეხი უნდა დავათვალიერო, - რაც შეიძლება ნა-
ზად ვხდი ჩექმებს, წინდებს და ფრთხილად ვუწევ ქვემოთ შარვალს. ბარძაყ-
თან შარვალი კი გარღვევია, მაგრამ ვერც
კი წარმოვიდგენდი, რომ ქვეშ ასეთი საზარელი ჭრილობა იმალებოდა.
ღრმა, გაწითლებული იარა სისხლითა და ჩირქითაა მოთხვრილი. ფეხი გა-
სივებულია და რაც ყველაზე საშინელია, დამპალი ხორცი საშინლად ყარს.
მინდა გავიქცე, ტყეში დავიმალო, როგორც იმ დღეს, შინ მაღაროში დამ-
წვარი ბიჭი რომ მოგვიყვანეს. დედაჩემისა და პრიმისგან განსხვავებით, მე
არც ნიჭი მაქვს და არც მხნეობა, რომ ამ ჭრილობას ვუმკურნალო. მირჩევ-
ნია ვინადირო. ვცდილობ დავმშვიდდე, როგორც დედაჩემი განსაკუთრებით
მძიმე შემთხვევების დროს.
- საშინელებაა, არა? - პიტა დაჟინებით მომჩერებია.

183
- ისე რა, დედაჩემთან ამაზე უარესად დაჭრილები მოჰყავთ მაღაროდან,
- მხრებს ვიჩეჩავ, თითქოს არაფერია; არ ვამხელ, რომ ყოველი ასეთი შემ-
თხვევისას სახლიდან გავრბივარ. თუ ვინმე სიცხიანია ან ახველებს, მაშინაც
კი უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, - ჭრილობა აუცილებლად უნდა გაგიწმინდო.
პიტას საცვალი არც ისე ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ არ ვხდი, გასივე-
ბულ ბარძაყზე ზედმეტად რატომ ვეჯაჯგურო? თანაც, უნდა ვაღიარო, მისი
მთლად გაშიშვლება უხერხულობას შემიქმნის. დედაჩემი და პრიმი კიდევ
იმითაც გამოირჩევიან, რომ მათ ავადმყოფის სიშიშვლისა არ რცხვენიათ.
პირდაპირ ვიტყვი, ამ მომენტში ჩემი პატარა დაიკო პიტას ჩემზე უკეთ მოუვ-
ლიდა. პლასტიკატის ნაჭერს პიტას ფეხებქვეშ ვუდებ და ჭრილობის ამოსუფ-
თავებას ვიწყებ. რაც უფრო მეტ ბოთლ წყალს ვასხამ ზედ, მით უფრო საში-
ნელი მეჩვენება ჭრილობა. მუხლს ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მცირე დამ-
წვრობა აქვს და ერთგანაა დანესტრილი. ამათ უპრობლემოდ მოვუვლი,
დიდი იარა უფრო მაშინებს... იმას როგორ ვუშველო?
- მოდი, ჭრილობა ცოტათი გაშრეს და მერე... - სიტყვას ვწელავ.
- და მერე, გაკერავ... - სევდიანად ასრულებს პიტა. იცის, რომ ამის გაკე-
თება მიმძიმს.
- ჰო. მანამდე ეს შეჭამე, - ხელში მსხლის ჩირს ვაძლევ, მე კი მისი შარ-
ვლისა და წინდების გასარეცხად მივდივარ. მათი გასაშრობად გაფენის შემ-
დეგ პირველადი დახმარების ჩანთაში ვიჩიჩქნები. სტანდარტული შიგთავ-
სია: სახვევები, სიცხის დამწევი აბები და კუჭნაწლავის აშლილობის საწინა-
აღმდეგო წამლები. პიტასთვის საჭირო არაფერია.
- ექსპერიმენტებს უნდა მივმართოთ, - ვამბობ ჩემთვის.
ვიცი, რომ კრაზანამაძებრების ნანესტრალების საწინააღმდეგო ფოთლე-
ბი შხამს იწოვს და ამით ვიწყებ. ჭრილობაზე ერთი მუჭა დაღეჭილი ფოთ-
ლების დადებისთანავე ჩირქი დენას იწყებს. ეს კარგის ნიშანია. ლოყას შიგ-
ნიდან მაგრად ვკბენ, რადგან ლამისაა ჩემი კუჭი საუზმისგან დაცარიელდეს.
- ქეთნის, - მეძახის პიტა. თვალს ვუსწორებ. ალბათ სახე სულ გამიმწვან-
და. პიტა სიტყვებს ძლივს გამოთქვამს, - ერთმანეთისთვის ხომ არ გვეკოც-
ნა?
ამ გულისამრევ სიტუაციაში მისი შემოთავაზება იმდენად უაზროა, რომ
სიცილი მიტყდება.
- რამე მოხდა? - გულუბრყვილოდ მეკითხება პიტა.
184
- მე... მე ამ საქმისთვის არ ვვარგივარ. მე დედაჩემი არ ვარ. წარმოდგე-
ნა არ მაქვს, რას ვაკეთებ და ჩირქი მეზიზღება, - ვუხსნი პიტას და ფოთლე-
ბის გამოცვლისას თვითონაც ვკვნესი: - უუჰ! ააჰ!
- ერთი ვიცოდე, როგორ ნადირობ? - უკვირს პიტას.
- დამიჯერე, ნადირის მოკვლა ამაზე ბევრად ადვილია. თუმცა, მგონი,
შენც გკლავ.
- მაშინ, იქნებ ცოტა დაუჩქარო!
- მოკეტე და ეგ მსხალი ჭამე, - ვეუბნები ფოთლების ჭრილობაზე დადე-
ბას არ ვწყვეტ, სანამ მთელი ვედრო ჩირქი არ გამოსდის. თანდათან სიმსივ-
ნე ცხრება და ახლა უკეთ ვარჩევ, რამდენად ღრმად, თითქმის ძვლამდე ჩა-
სულა კატონის ხმალი.
- ახლა რას ვაკეთებთ, ექიმო ევერდინ? - მეკითხება პიტა.
- იქნებ ჭრილობაზეც დამწვრობის მალამო წაგისვა და შეგიხვიო? მგონი,
ინფექციას შველის.
ასეც ვიქცევი. შეხვეული ფეხი არც ისე საშინელი ჩანს. თუმცა, სტერილუ-
რი, თეთრი სახვევის ფონზე პიტას საცვალი ბინძურად გამოიყურება და ინ-
ფექციის ბუდეს ჰგავს.
პიტას რუს ზურგჩანთას ვაწვდი.
- ეს აიფარე, მე კი საცვალს გაგირეცხავ.
- მე არ მერიდება, - ამბობს პიტა.
- შენც ჩემს დედას და დას ჰგავხარ, - ვპასუხობ მე, - შენ თუ არ გრცხვე-
ნია, მე მრცხვენია. - მას ზურგს ვაქცევ და მდინარეს ვუყურებ, სანამ პიტას
საცვალი წყალში ტყაპანით არ ვარდება. თუ სროლა შეუძლია, ესე იგი, მომ-
ჯობინებულა.
- ასეთი სასტიკი მკვლელის კვალობაზე საკმაოდ სუსტი კუჭი გქონია, - ამ-
ბობს პიტა, სანამ მე მის საცვალს წყალში ვავლებ, - იმ დღეს შენ უნდა შე-
მეშვი მთვრალი ჰეიმიჩის დასაბანად.
ამის გახსენებაზე ცხვირს ვიბზუებ.
- საჩუქრად რა გამოგიგზავნა? - ვეკითხები პიტას.
- არც არაფერი, - მპასუხობს უხალისოდ და მცირე პაუზის შემდეგ, თით-
ქოს რაღაცას მიხვდაო, მეკითხება: - რატომ, შენ უკვე მიიღე რამე?
- დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო, - თითქმის დამნაშავედ ვამბობ
მე, - და კიდევ, პური.
185
- ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ფავორიტი შენ იყავი.
- კარგი რა, ჩემთან ერთად ოთახში ვერ ძლებს!
- იმიტომ, რომ ერთნაირები ხართ, - ბურტყუნებს პიტა.
მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი, რომ ჰეიმიჩის კარ-
გად გამოლანძღვა მომინდება. ახლა კი ამის დრო ნაღდად არაა.
პიტას წაძინების საშუალებას ვაძლევ. ნაშუადღევს მეტის მოცდას ვეღარ
ვბედავ. მხარზე ვადებ ხელს და ნაზად ვანჯღრევ.
- პიტა, დროა, წავიდეთ.
- წავიდეთ? - დაბნეული ჩანს პიტა, - სად წავიდეთ?
- აქაურობას გავცილდეთ. დინებას დავუყვეთ. სადმე დავიმალოთ, სანამ
მოღონიერდები.
ტანსაცმლის ჩაცმაში ვეხმარები, ფეხშიშველას ვტოვებ, რომ წყალში ვი-
აროთ და ფეხზე ვაყენებ. როგორც კი დაჭრილ ფეხზე ტანის სიმძიმე აწვება,
სახე უფითრდება.
- მიდი, შენ ამას შეძლებ! - ვამხნევებ მე.
მაგრამ არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ფეხზე მდგარი დიდხანს ვერ
ძლებს. ორმოცდაათ მეტრს გავდივართ დინების მიმართულებით. მხარში
ვუდგავარ, მაგრამ ვგრძნობ, საცაა, გული წაუვა. მდინარის ნაპირზე ვსვამ,
თავს მუხლებს შუა ვახრევინებ და ზურგზე ხელს ვუთათუნებ; თან, აქეთ-იქით
ვიყურები და გარემოს ვიკვლევ. ხეზე დიდი სიამოვნებით დავმალავდი, მაგ-
რამ ცხადია, ეს შეუძლებელია. რაც არის, არის, უარესიც შეიძლებოდა მომ-
ხდარიყო. მსხვილ ლოდებს შორის გამოქვაბულებისმაგვარი ნაპრალები
მოჩანს. ოციოდე მეტრში ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულს დავადგი თვალი და
როცა პიტა ისევ ახერხებს წამოდგომას, მხრებზე ჩამოკიდებული მიმყავს იმ
გამოქვაბულისკენ. უკეთესი სამალავის მოძებნაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი
მოკავშირე დაჭრილია და როგორმე ამას უნდა დავჯერდეთ. მიტკალივით
თეთრ, აქოშინებულ პიტას მთელი სხეული უცახცახებს, მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ არ დაღამებულა და ძალიანაც არ ცივა.
გამოქვაბულში მიწაზე ფიჭვის წიწვებს ვყრი და ზედ საძილე ტომარას
ვშლი. შიგ პიტას ვაწვენ. ორ აბს და ცოტა წყალს ვასმევ ისე, რომ თვითონ
ვერცკი აცნობიერებს. საჭმელად კი ხილის ჩირსაც უარობს. წევს და მე მომ-
შტერებია, სანამ მე გამოქვაბულის შესასვლელს გამხმარი მცენარის ღე-
როებით ვფარავ. შედეგი არ მაკმაყოფილებს. ცხოველი შეიძლება ვერა-
186
ფერს მიხვდეს, მაგრამ ადამიანი მაშინვე მიხვდება, რომ ეს სხვა ადამიანის
ნახელავია, და გაბრაზებული ვგლეჯ ჩემს ნახლაფორთალს.
- ქეთნის, - მეძახის პიტა. მასთან მივდივარ და თმას შუბლიდან ვუწევ,
რომ თვალები გამოუჩნდეს, - გმადლობ, რომ მიპოვე.
- შენც მიპოვიდი, რომ შეგძლებოდა.
პიტას შუბლი უხურს. თითქოს წამალი არ მოქმედებს. უეცრად შიში მიპ-
ყრობს, რომ პიტა მოკვდება.
- ჰო. მისმინე, თუ მე ვერ დავბრუნდები...
- ამას ნუ ამბობ. ამდენი ჩირქი ტყუილად კი არ გამომიწოვია შენი ჭრი-
ლობიდან, - ვაწყვეტინებ მე.
- ვიცი, მაგრამ თუ მაინც ვერ... - ცდილობს გააგრძელოს.
- პიტა, ამაზე საუბარი არ მსურს, - ტუჩებზე თითებს ვადებ გასაჩუმებლად.
- მაგრამ მე...
ინსტინქტურად ვიხრები მისკენ და ვკოცნი, რომ გავაწყვეტინო. მგონი, ეს
ადრეც უნდა მექნა. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ბიჭს პირველად
ვაკოცე და, წესით, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, მაგრამ ამ
წუთას მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ პიტას ტუჩები არაბუნებრივად ცხელია.
მის ტუჩებს ვწყდები და საძილე ტომარას თითქმის ნიკაპამდე ვუკრავ.
- შენ არ მოკვდები. გიკრძალავ! გასაგებია?
- გასაგებია.
გარეთ რომ გავდივარ, ციდან მოფარფატე ვერცხლისფერ პარაშუტს ვამ-
ჩნევ. სწრაფად ვხსნი ნასკვს იმ იმედით, რომ შიგ პიტასთვის წამალი იქნება.
ამის ნაცვლად კი ერთი ქვაბი ცხელი ბულიონი მრჩება ხელთ.
ჰეიმიჩმა ცხადად მიმანიშნა. ერთი კოცნა ერთ ქვაბ ცხელ ბულიონს უდ-
რის. ლამის ყურში ჩამესმის მისი ჯუჯღუნი: შეყვარებულის როლი უნდა შეას-
რულო, ძვირფასო. ბიჭი კვდება. რამე ისეთი გააკეთე, ხალხისთვის საჩვე-
ნებლად რომ ღირდეს!
ის მართალია. თუ პიტას გადარჩენა მინდა, მაყურებელი რამით უნდა
მოვხიბლო. უნდა დარწმუნდნენ, რომ უიღბლო შეყვარებულებს შინ ერთად
დაბრუნება გვინდა, რომ გულები ერთხმად გვიცემს. უფრო მეტი რომანტი-
კაა საჭირო.
შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და ამ როლის შესრულება გამი-
ჭირდება. ჩემს მშობლებს ვიხსენებ. მამაჩემს არასდროს ავიწყდებოდა დე-
187
დაჩემისთვის ტყიდან ყვავილების თაიგულის მოტანა. მამაჩემის ნაბიჯის ხმის
გაგონებაზე დედას მაშინვე სახე უბრწყინდებოდა. მის სიკვდილს ლამის
თვითონაც გადაჰყვა.
- პიტა! - დედაჩემს ვბაძავ, რომელიც მხოლოდ მამაჩემს მიმართავდა ასე
ნაზად. პიტას ჩასძინებია, მაგრამ მსუბუქი კოცნით ვაღვიძებ. დაბნეული პიტა
თავიდან ფრთხება, შემდეგ იღიმის, თითქოს მზადაა, სამუდამოდ ასე იწვეს
და მე მიყურებდეს. ასეთი რამეები კარგად გამოსდის. შეუდარებელია!
მე ქვაბს ვაჩვენებ.
- ნახე, ჰეიმიჩმა რა გამოგიგზავნა!

20.

პიტასთვის ბულიონის ჭმევას ერთ საათს ვუნდები, ვემუდარები, ვთხოვ,


ვემუქრები, ვკოცნი კიდეც. თითო-თითო კოვზს ვახვრეპინებ. რაც მთავარია,
ბოლომდე ვაჭმევ. შემდეგ წაძინების საშუალებას ვაძლევ და ჩემი თავისთვი-
საც ვიცლი. გრუსლინგის ხორცს და მცენარის ფესვებს ვნთქავ, თან ცაში გა-
მოსახულ ახალ ცნობებს ავყურებ. დღეს აღარავინ დაღუპულა. თუმცა, მე და
პიტამ მაყურებლები საკმარისად გავართეთ. იმედია, თამაშის შემოქმედები
ამაღამ აღარ შეგვაწუხებენ.
ინსტინქტურად აქეთ-იქით ვიყურები დასაბინავებლად გამოსადეგი ხის შე-
სარჩევად, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ პიტას დაუცველად ვერ დავტოვებ;
ცოტა ხნით მეც მიწაზე მომიწევს ძილი. პიტას უკანასკნელი სამალავი ისევე
დავტოვე (მაინც ვერ შევნიღბავდი!), ჩვენ კი ახლა ორმოცდაათი მეტრის
მოშორებით ვიმალებით. ღამის ხედვის სათვალეს ვიკეთებ, მშვილდ-ისარს
ვამზადებ და სადარაჯოდ ვჯდები.
ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და მალე ძვალ-რბილი მეყინება. ბოლოს,
ვნებდები და საძილე ტომარაში პიტას გვერდით ვწვები. სითბო ძალიან მიმ-
ზიდველი მეჩვენება და პიტას ვეხუტები. თანდათან არათუ ვთბები, მცხელა
კიდეც, რადგან პიტა ხურს, ხოლო ტომარა ამ მხურვალებას ინარჩუნებს.
შუბლზე ხელს ვადებ. ცხელი და მშრალია. არ ვიცი, რით ვუშველო. ტომა-
რაში იწვეს დაველოდო, სითბო ცხელებას როგორმე თუ დაამარცხებს თუ
ტომრიდან ამოვიყვანო და ღამის ყინვაში გავაგრილო? ბოლოს, იმასღა ვი-

188
ფიქრებ, შუბლზე სველი სახვევი დავადო. ეს ბევრს ვერაფერს შველის, მაგ-
რამ გამბედაობა არ მყოფნის, უფრო სერიოზულად ჩავერიო.
მთელ ღამეს პიტას ვუზივარ გვერდით, ხანაც წამოვწვები. შუბლზე სველ
ტილოს ხშირ-ხშირად ვუცვლი. ისე, პიტასთან დაწყვილებამდე უფრო უსაფ-
რთხოდ ვიყავი. ახლა მიწაზე ვარ მიჯაჭვული, უნდა ვიდარაჯო და მძიმე
ავადმყოფს მოვუარო. რას ვიზამ, მე თვითონ მოვძებნე პიტა, თუმცა ვიცოდი,
დაშავებული იყო. იმედია, სწორად მოვიქეცი, რომ მისი პოვნა გადავწყვიტე.
ცა უკვე ვარდისფრადაა შეღებილი, პიტას ტუჩზე ოფლის წვეთს რომ ვამ-
ჩნევ. ტემპერატურამ დაუწია; ნორმალურ ნიშნულამდე არ დასულა, მაგრამ
რამდენიმე გრადუსით დაიკლო.
წუხელ გამოქვაბულის შესასვლელის დასაფარად გამხმარი მცენარეების
ღეროებს რომ ვაგროვებდი, რუს კენკრის ბუჩქებს გადავაწყდი. კენკრის
მარცვლებს ბულიონის ქვაბში ვჭყლეტ და ცივ წყალში ვურევ.
პიტა საძილე ტომრიდან ამოსვლას ლამობს, როცა გამოქვაბულთან
გბრუნდები.
- რომ გავიღვიძე, აქ არ დამხვდი... შენზე ვღელავდი.
სიცილით ისევ საძილე ტომარაში ვაწვენ.
- ჩემზე ღელავდი? ამ ბოლო დროს შენი ანარეკლისთვის თუ შეგიხე-
დავს?
- მეგონა, კატონი და ქლოუვი დაგესხნენ თავს. ღამღამობით ნადირობენ
ხოლმე, - სერიოზული ტონით აგრძელებს პიტა.
- ქლოუვი რომელია? - ვინტერესდები მე.
- მე-2 რაიონელი გოგო. ჯერ ხომ ცოცხალია?
- კი. ცოცხლები მხოლოდ მე-2 რაიონელები, თრეში, მელიისსახიანი და
ჩვენ ვართ. მელიისსახიანი მე-5 რაიონელ გოგოს შევარქვი... როგორ ხარ?
- გუშინდელზე უკეთ. თან, ტალახს აქაურობა გაცილებით სჯობს; სუფთა
ტანსაცმელიც მაცვია, წამლებსაც ვსვამ, საძილე ტომარაშიც ვწევარ და...
შენც აქ მყავხარ.
აჰ, ჰო, ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა... ლოყაზე ვეფერები, პიტა
ჩემს ხელს ნაზად ეამბორება. მახსოვს, მამაჩემიც ასე კოცნიდა დედაჩემს
ხელზე. ნეტა პიტამ ვისგან ისწავლა ამის კეთება? მეეჭვება, მამამისი თავის
კაპას ცოლს ასე ეალერსებოდეს.
- კოცნას ვერ ეღირსები, სანამ არ შეჭამ, - პიტას წამოჯდომაში ვეხმარები.
189
ის ზურგით გამოქვაბულის კედელს ეყრდნობა და მორჩილად ყლაპავს
კენკრის ფაფას. გრუსლინგის ხორცს ესაც უარობს.
- მე კარგად ვარ, - ვამშვიდებ, მაგრამ სინამდვილეში, ძალაგამოცლილი
ვარ.
- ახლა შენ დაიძინე. მე ვიდარაჯებ. თუ რამე მოხდება, გაგაღვიძებ... ქეთ-
ნის, დღედაღამ ფეხზე ვერ იდგები.
პიტა მართალს ამბობს. ადრე თუ გვიან, მაინც დამეძინება და აჯობებს, ეს
ახლა ვქნა, სანამ პიტა შედარებით ფხიზელია და თან დღეა.
- კარგი, დავიძინებ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით. შემდეგ გამაღ-
ვიძებ.
საძილე ტომარაში უკვე ძალიან თბილა. ამიტომ ტომარას ძირს ვფენ და
ზედ ვწვები, ცალ ხელში მშვილდი მიჭირავს, რომ ნებისმიერ მომენტში მზად
ვიყო გასასროლად. კედელს მიყრდნობილი პიტა გვერდით მიზის, დაჭრი-
ლი ფეხი წინ გაუშლია და ტყეს თვალის დაუხამხამებლად მისჩერებია.
- დაიძინე, - ჩუმად მეუბნება და შუბლზე ჩამოშლილ თმას თითებით
ფრთხილად მვარცხნის. დადგმული კოცნებისა და მოფერებებისგან განსხვა-
ვებით, ეს ჟესტი ბუნებრივი და სასიამოვნოა. მინდა, რომ გააგრძელოს და
პიტაც არ ჩერდება. თმას მვარცხნის, სანამ მე ჩამეძინება.
დიდხანს მძინავს. ძალიან დიდხანს. თვალის გახელისთანავე ვხვდები,
რომ უკვე შუადღეა. პიტა ისევ გვერდით მიზის. თითქოს არც განძრეულა.
ცოტათი განაწყენებული, მაგრამ ბოლო დღეებთან შედარებით დასვენებუ-
ლი, ვდგები.
- პიტა, რამდენიმე საათში უნდა გაგეღვიძებინე.
- რატომ? აქ ხომ არაფერი ხდება?! თანაც, მომწონს, მძინარეს რომ გიყუ-
რებ. შუბლგახსნილი ძალიან ლამაზი ხარ.
მე, რასაკვირველია, შუბლს ვკრავ და პიტას ღიმილს ვიმსახურებ. სწო-
რედ ამ დროს ვამჩნევ, რომ ტუჩები დამსკდარი აქვს. ლოყაზე ვადებ ხელს.
ნახშირის ქურასავით ცხელია. მიმტკიცებს, წყალს ვსვამდიო, მაგრამ მათარა
თითქმის სავსეა. სიცხის დამწევ აბებს ვაძლევ, თან თვალს ვადევნებ, ყველა
გადაყლაპოს და ზედ ნახევარი ლიტრი წყალი დააყოლოს. მერე მსუბუქ
ჭრილობებსა და დამწვრობებს ვუსინჯავ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებე-
ლია. ბოლოს, მხნეობას ვიკრებ და შეხვეულ ფეხს ვუხსნი.

190
გული მეკუმშება. ჭრილობა ბევრად გაუარესებულა. ჩირქი არ ჩანს, მაგ-
რამ გასივებულია. თხელი კანი წითლად ელვარებს. ინფექცია აქვს! სათანა-
დო მკურნალობის გარეშე, უეჭველად მოკვდება. ჩემი ფოთლები და მალა-
მო ვერაფერს უშველის. ინფექციის საწინააღმდეგო კაპიტოლიუმური წამლე-
ბი გვჭირდება. ასეთი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკის ფასის წარმოდგენაც კი
მიჭირს! ჰეიმიჩი ყველა სპონსორის შემოწირულობითაც ვერ გასწვდება ამ
წამალს. თამაშის ფინალისკენ საჩუქრების ფასიც იმატებს. იმ ფასად, პირ-
ველ დღეს რომ მთელ სადილს გიყიდის, მეთორმეტე დღეს ერთი შეკვრა
კრეკერი მოგივა. პიტასთვის საჭირო წამალი კი ალბათ თავიდანვე ძვირი
ღირდა.
- ფეხი გასივებული გაქვს, მაგრამ დაჩირქებული აღარაა, - აკანკალებუ-
ლი ხმით ვამბობ.
- დედაჩემი მკურნალი არ არის, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ სისხლი
მაქვს მოწამლული, - ამბობს პიტა.
- როგორმე სხვებს უნდა აჯობო, პიტა. რომ გავიმარჯვებთ, კაპიტოლიუმ-
ში გიმკურნალებენ.
- ჰო, კარგი გეგმაა, - ვიცი, რომ ჩემს დასამშვიდებლად ამბობს.
- უნდა ჭამო. ძალღონე შეინარჩუნო. წვნიანს მოგიხარშავ.
- ცეცხლი არ დაანთო. წვნიანისთვის ამის გაკეთება არ ღირს.
- მაგასაც ვნახავთ.
ქვაბი წყლით ასავსებად მდინარესთან ჩამაქვს. საშინლად ცხელა. მგონი,
თამაშის შემოქმედები დღისით ჩვენს შეხრუკვას ცდილობენ, ღამით კი - გა-
ყინვას. უცებ თავში ერთი აზრი მომდის. მზის სხივებს ქვები ისე გაუცხელე-
ბია, ცეცხლის დანთება საერთოდ არ დამჭირდება.
მდინარეს და გამოქვაბულს შორის შუა გზაზე დიდ ბრტყელ ლოდს ვპო-
ულობ. ნახევრად სავსე ქვაბს პირდაპირ მზეში ვდგამ და შიგ რამდენიმე
კვერცხისხელა ქვას ვაგდებ. უნდა ვაღიარო, რომ დიდი ვერაფერი მზარეუ-
ლი ვარ, მაგრამ წვნიანის მომზადებას რა ბევრი რამ სჭირდება: ჩაყრი ქვაბ-
ში ყველაფერს ერთად და იცდი, როდის მოიხარშება. ამიტომაცაა წვნიანი
ჩემი საუკეთესო კერძი. გრუსლინგის ხორცს წვრილად ვკეპავ და რუს შეგ-
როვებულ ფესვებს ვჭრი. საბედნიეროდ, ხორციც და ფესვებიც უკვე შემწვა-
რია და მხოლოდ შეთბობა სჭირდება. ამასობაში, მზის სხივები და ცხელი
ქვები წყალს ათბობს. ქვაბში ხორცს და ფესვებს ვყრი, რამდენიმე ცხელ
191
ქვას ვამატებ და წვნიანის შესაკაზმი მწვანილის მოსაძებნად მივდივარ.
კლდის ძირას ველურ პრასს ვპოულობ. წვნიანს პრასს ვაჭრი, ქვებს ვცვლი
და ქვაბს თავსახურს ვაფარებ.
ახლომახლო ნადირის ნაკვალევი რამდენიმეგან შევამჩნიე, მაგრამ პი-
ტას მარტო დატოვებას და სანადიროდ წასვლას ვერ ვბედავ. სამაგიეროდ,
ხუთ ხაფანგს ვაგებ, იქნებ ბედმა გამიღიმოს. ნეტა სხვა შეწირულები რას ჭა-
მენ მას შემდეგ, რაც სურსათ-სანოვაგის მარაგი ავუფეთქე? სულ ცოტა, სამი
მათგანი - კატონი, ქლოუვი და მელიისსახიანი - იმ მარაგზე იყო დამოკიდე-
ბული. თრეშს კი ალბათ დამოუკიდებლად გაჰქონდა თავი. ის ხომ რუს თა-
ნარაიონელი იყო, ეცოდინება, მცენარეულობით როგორ იკვებოს. ერთმა-
ნეთს ხომ არ ებრძვიან? თუ ჩვენ გვეძებენ? იქნებ რომელიმემ უკვე გვიპოვა
და ახლა იერიშისთვის ხელსაყრელ მომენტს უცდის? ამის გაფიქრებაზე მა-
შინვე გამოქვაბულისკენ გავრბივარ.
პიტა ლოდების ჩრდილში საძილე ტომარაზე გაწოლილა. ჩემს დანახვა-
ზე თვალები უბრწყინდება, მაგრამ ეტყობა, ცუდად არის. შუბლზე ცივ ტი-
ლოს ვადებ, მაგრამ ცხელ შუბლთან შეხებისთანავე, ტილო თბება.
- რამე ხომ არ გინდა? - ვეკითხები მზრუნველად.
- არა, გმადლობ, - მპასუხობს ის, - მაგრამ, მოიცა, კი. რამე მიამბე.
- გიამბო? რა გიამბო? - კარგი მთხრობელი ნაღდად არ ვარ. ესეც სიმ-
ღერასავითაა. თუმცა, ზოგჯერ პრიმი მაინც გამომტყუებს ხოლმე ერთ-ორ
ზღაპარს.
- რამე მხიარული. შენს უბედნიერეს დღეზე მიამბე, - მთხოვს პიტა.
რაღაც ხვნეშის თუ ოხვრის მაგვარი ამომდის პირიდან. ბედნიერი ამბა-
ვიო! ამას წვნიანის ხარშვა მერჩივნა. კარგი ამბის მოსაგონებლად ტვინს
ვიჭყლეტ. ჩემი ბედნიერი მოგონებები ძირითადად გეილთან ერთად ტყეში
ნადირობას უკავშირდება, მაგრამ არა მგონია, პიტა ან მაყურებლები ამან
დააინტერესოს. მოკლედ, პრიმიღა დარჩა.
- ის თუ იცი, პრიმის თხა როგორ ვიშოვე?
პიტა თავს უარის ნიშნად იქნევს და მეც ვიწყებ. ოღონდ ვფრთხილობ,
რადგან ჩემს სიტყვებს მთელი პანემი ისმენს. ორს ორს ნებისმიერი მიუმა-
ტებს და ყველა მიხვდება, რომ უკანონოდ ვნადირობ, ამიტომ არ მინდა, გე-
ილი, გრისი სი, ყასაბი ან ჩემი ერთგული კლიენტი მშვიდობისმყოფელები
ჩემ გამო კანონის დარღვევაში დაადანაშაულონ.
192
სინამდვილეში, აი, როგორ ვიშოვე პრიმის თხის, ლედის, საყიდელი ფუ-
ლი. პარასკევი საღამო იყო, მაისის მიწურული. მომდევნო დღეს პრიმი ათი
წლისა ხდებოდა. სკოლაში გაკვეთილების დამთავრებისთანავე მე და გე-
ილი ტყეში წავედით, რადგან პრიმისთვის კარგი საჩუქრის საყიდლად გვა-
რიანი ვაჭრობა მომიწევდა. პრიმისთვის ახალი კაბის ან სავარცხლის ყიდ-
ვას ვაპირებდი. ხაფანგებშიც გაბმულიყვნენ ცხოველები, ტყეც მწვანედ ყვა-
ოდა, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტი ვერაფერი შევაგროვეთ. შინ იმედგაცრუე-
ბული ვბრუნდებოდი, მაგრამ გეილი მამშვიდებდა, ხვალ უფრო გაგვიმარ-
თლებსო. მდინარის ნაპირთან ვისვენებდით, როცა ხარირემი დავინახეთ.
სულ ერთი წლისა თუ იქნებოდა. მოკლე რქები ედგა და ჯერაც ხავერდოვა-
ნი ბეწვი ჰქონდა. ადამიანებს მიუჩვეველი, დამფრთხალი გვიყურებდა, ვერ
გადაეწყვიტა, გაქცეულიყო თუ არა. ძალიან ლამაზი იყო.
მაგრამ, როცა ერთი ისარი კისერში მოხვდა, მეორე - მკერდში, არა მგო-
ნია, იმდენად ლამაზი მოგჩვენებოდათ. მე და გეილმა ერთდროულად ვეს-
როლეთ. ხარირემმა გაქცევა სცადა, მაგრამ წაიბორძიკა და სანამ რამეს
მიხვდებოდა, გეილმა ყელი გამოსჭრა. თავიდან ასეთი ნორჩი და უცოდვე-
ლი ქმნილება ძალიან შემეცოდა. მაგრამ მერე ამ ნორჩი და უცოდველი
ქმნილების ხორცის გახსენებაზე მუცელი ამიყურყურდა.
მე და გეილს სულ სამი ირემი გვყავს მონადირებული! პირველად მოვი-
ნადირეთ ფურირემი, რომელსაც ფეხი ეღრძო და ვერ გარბოდა, ამიტომ ის
არც ითვლება. თუმცა, მაშინ ის კი ვისწავლეთ, რომ მოკლული ირემი ქურა-
ში აღარ მიგვეთრია, რადგან იქაურები დაგვესივნენ და ხორცის გაყოფა
მოგვთხოვეს. გრისი სიმ იყოჩაღა და ყასაბთან გაგვგზავნა, მაგრამ ამასობა-
ში ჩვენს ფურირემს ხორცის ნაჭრები ჩამოათალეს და ტყავი შემოაგლიჯეს.
მართალია, საფასური ყველამ გადაიხადა, მაგრამ მთელ ირემს ალბათ უფ-
რო ძვირად გავყიდდით.
უკვე გამოცდილებმა, ამჯერად დაღამებამდე დავიცადეთ და ღობის ქვეშ
ყასბის სახლთან ახლოს გავძვერით. მართალია, ყველამ იცოდა, რომ მო-
ნადირეები ვიყავით, მაგრამ ოთხმოცკილოიანი ხარირმის მე-12 რაიონის
ქუჩებში დღისით თრევა იგივე იქნებოდა, პირდაპირ სახეში გვერტყა სახელ-
მწიფო მოხელეებისთვის.
ყასაბი, დაბალი, ჯმუხი ქალი, სახელად რუბა, უკანა კარიდან გამოვიდა,
როცა მივუკაკუნეთ. რუბას ვერ შეევაჭრები. ფასს გეტყვის და მორჩა, ან და-
193
თანხმდები, ან - არა. თუმცა, რუბა ყოველთვის კარგ ფასს გთავაზობს. ჩვენც
დავთანხმდით. რუბამ რამდენიმე ნაჭერი სამწვადე ხორციც დაგვიმატა. მი-
უხედავად იმისა, რომ ფული შუაზე გავიყავით, მე და გეილს ამდენი ფული
ერთდროულად არც მანამდე და არც მას შემდეგ არასდროს გვქონია. გა-
დავწყვიტეთ, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა და მომდევნო დღეს ოჯა-
ხის წევრები ხორცითა და ფულით გაგვეკვირვებინა.
დიახ, ასე ვიშოვე თხის საყიდელი ფული, ოღონდ პიტას ვეუბნები, დედა-
ჩემის მედალიონი გავყიდე-მეთქი. ამით არავის არაფერი დაუშავდება. შემ-
დეგ ამბის მოყოლას პირდაპირ პრიმის დაბადების დღით ვაგრძელებ.
მე და გეილი მოედანზე წავედით პრიმისთვის საკაბე ქსოვილის საყიდ-
ლად. სქელ, ლურჯ ბამბის ნაჭერს რომ ვსინჯავდი, რაღაცამ თვალი მომ-
ჭრა. საბადოს მეორე მხარეს ერთ ბერიკაცს თხის ფარა ჰყავს. მისი სახელი
არავინ იცის, ყველა მწყემსს უწოდებს. კიდურები გასივებული და უცნაურად
მოგრეხილი აქვს, სულ ახველებს. ეტყობა, მაღაროებში მრავალი წელი გა-
უტარებია. თუმცა, ბედმა გაუღიმა. იმდენი ფულის დაგროვება შეძლო, რომ
თხები ეყიდა. ბერიკაცი ბინძური და ბუზღუნაა, სამაგიეროდ, მისი თხები სუფ-
თები არიან და კარგადაც იწველებიან; შენ ოღონდ მათი საყიდელი ფული
გქონდეს.
ერთი ხალებიანი თეთრი თხა ურემზე იწვა. ბეჭი დაგლეჯილი ჰქონდა,
ალბათ ძაღლმა თუ უკბინა. იმდენად ცუდად იყო, მწყემსს წველისას ხელით
ეჭირა, თუმცა, მე ვიცოდი, ვინც შეძლებდა თხის განკურნებას...
- გეილ, ეს თხა პრიმს უნდა ვაჩუქო, - ჩურჩულით ვუთხარი გეილს.
მე-12 რაიონში ერთ თხას შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს.
თხის გამოკვება ადვილია, მდელოზეც მშვენივრად იბალახებს და დღეში
ოთხ ლიტრ რძეს მაინც მოიწველის. რძეს სასმელადაც გამოიყენებ, ყველის
ამოსაყვანადაც და გასაყიდადაც. ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.
- ძლიერ დაშავებული რომაა?! - მითხრა გეილმა, - მოდი, წესიერად და-
ვათვალიეროთ.
ახლოს მივედით და ერთი ჭიქა რძე ვიყიდეთ; თხას მივაჩერდით, ვითომ
უსაქმური ცნობისმოყვარეები ვიყავით.
- რას მიშტერებიხართ? - აბუზღუნდა კაცი.
- უბრალოდ ვათვალიერებთ, - უთხრა გეილმა.

194
- ჰოდა, დროზე მორჩით. მალე ყასაბმა უნდა წაიყვანოს. ამის რძეს ბევრი
აღარ იყიდის, ან თუ იყიდის - ნახევარ ფასად.
- ყასაბი რამდენს გიხდის? - ვკითხე მე.
- აქ იდექი და ნახავ, - მხრები აიჩეჩა ბერიკაცმა.
მივტრიალდი და ჩვენკენ მომავალი რუბა დავინახე.
- დროზე მოხვედი, თორემ ამ გოგომ შენს თხას თვალი დაადგა, - უთხრა
მწყემსმა რუბას, როცა ის მოგვიახლოვდა.
- არა, თუ უკვე გაყიდულია... - უდარდელად ჩავილაპარაკე.
რუბამ ჯერ მე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე თხას შეხედა.
- არ არის გაყიდული. ამის ბეჭს შეხედეთ. ხორცი ისეთი დამპალი ექმნე-
ბა, სოსისადაც არ გამოდგება.
- რაო? - გაუკვირდა მწყემსს, - ჩვენ ხომ შევთანხმდით?!
- ჩვენ შევთანხმდით თხაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ნაკბილარი ეტ-
ყობოდა და არა - ბეჭმოგლეჯილზე. ამ გოგოს მიჰყიდე, თუ იმდენად სულე-
ლია, რომ ამაში ფულის გადახდა არ დაენანება, - თქვა რუბამ და სანამ წა-
ვიდოდა, უჩუმრად თვალი ჩამიკრა.
მწყემსი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თხის თავიდან მოშორება მაინც უნ-
დოდა. ნახევარი საათი ვევაჭრებოდი, სანამ საბოლოო ფასზე შევთანხმდე-
ბოდით. ამასობაში გარს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბრბო შემოგვეხვია.
ზოგი ერთს მეუბნებოდა, ზოგი - მეორეს: თუ თხა გადარჩება, ფაქტობრი-
ვად, უფასოდ ჩაგიგდია ხელში, თუ მოკვდება, ჩათვალე, რომ გაგძარცვესო.
ასე იყო თუ ისე, თხა მაინც ვიყიდე.
გეილმა შემომთავაზა, თხის წაყვანაში დაგეხმარებიო. მგონი, მასაც ჩემ-
სავით ძალიან უნდოდა გახარებული პრიმის ნახვა. წარმატებული ნავაჭრით
თავბრუდახვეულმა ვარდისფერი ბაფთაც ვიყიდე და თხას კისერზე შევაბი.
მერე სახლისკენ გავეშურეთ.
ნეტა გენახათ პრიმის რეაქცია, როცა შიგნით თხით ხელში შევედით. და-
ივიწყეთ გოგონა, რომელიც ქეციანი, ბებერი კატის დატოვებას ტირილით
მეხვეწებოდა. სიხარულისგან აღარ იცოდა, ეცინა თუ ეტირა. დედაჩემი უფ-
რო თავშეკავებული იყო, რადგან თხის ჭრილობა შეამჩნია. თუმცა, ორივენი
მაშინვე მის მკურნალობას შეუდგნენ, მცენარეები დანაყეს, მოხარშეს და წა-
მალი თხას პირში ჩაასხეს.
- შენც ასე მკურნალობ, - მეხუმრება პიტა.
195
აღარც კი მახსოვდა, გვერდით რომ მეჯდა.
- არა, პიტა, ისინი სასწაულებს სჩადიან. ძალიანაც რომ ნდომოდათ, მათ
ხელში ის თხა მაინც ვერ მოკვდებოდა, - ვამბობ და მაშინვე ვნანობ; წარმო-
მიდგენია როგორ ჟღერს ეს სიტყვები პიტასთვის, რომელიც ჩემს უვიც ხელ-
ში ნელ-ნელა კვდება.
- ნუ ღელავ, სიკვდილს არ ვაპირებ, - ხუმრობს პიტა, - მიდი, გააგრძელე.
- უკვე მოვრჩი. იმ ღამით პრიმმა ბუხრის წინ გაშლილ საბანზე ლედისთან
ერთად დაიძინა. სანამ ჩაეძინებოდათ, თხამ ლოყა აულოკა, თითქოს ძილის
წინ დაემშვიდობაო. ლედის მაშინვე შეუყვარდა პრიმი.
- ის ვარდისფერი ბაფთა კიდევ ეკეთა? - მეკითხება პიტა.
- მგონი, კი, - ვპასუხობ მე, - რატომ მეკითხები?
- უბრალოდ, მინდა ის სცენა წარმოვიდგინო, - ჩაფიქრებით ამბობს პიტა,
- ახლა მესმის, რატომ გახსენდება ეს დღე ბედნიერად.
- ვიცოდი, რომ თხა ჩვენთვის შემოსავლის წყაროდ იქცეოდა.
- დიახ, მეც ეგ ვიგულისხმე და არა სიხარული, რომელიც მიანიჭე და-
იკოს, რომლის ადგილიც ნებით დაიკავე შიმშილის თამაშებში, - მშრალად
აღნიშნავს პიტა.
- იმ თხამ დანახარჯი ამოიღო და უფრო მეტი ფულიც შემოგვიტანა, -
მკაცრად ვამბობ მე.
- სიკვდილს გადაარჩინეთ და აბა, რას იზამდა, - ამბობს პიტა, - ვეცდები,
არც ჩემი გადარჩენით წააგო.
- მართლა? შენ რამდენად მიღირხარ?
- უამრავ პრობლემად. ნუ ღელავ, ვალში არ დაგრჩები.
- სისულელეს ნუ ბოდავ, - ვეუბნები და შუბლს ვუსინჯავ. სიცხე კი არ იკ-
ლებს - პირიქით, მაგრამ პიტას ვატყუებ: - ახლა ისეთი ცხელი აღარ ხარ.
მოულოდნელი საყვირის ხმა მაფრთხობს. წამში ვხტები ფეხზე და გამოქ-
ვაბულის შესასვლელთან მივრბივარ, რომ ერთი სიტყვაც არ გამოგრჩეს. ეს
ჩემი ახალი მეგობარი კლაუდიუს ტემპლსმითია და, როგორც ველოდი, შე-
წირულებს ლხინზე გვეპატიჟება. მე და პიტა მთლად ეგეთი დამშეულები არ
ვართ, რომ მიპატიჟებას დავთანხმდეთ და ისევ გამოქვაბულში ვაპირებ შებ-
რუნებას, რომ კლაუდიუს ტემპლსმითი ამატებს:
- შეიძლება, ჩემი მოწვევა ბევრმა უარყოს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩვე-
ულებრივი ლხინი არ არის. ვიცი, რომ ყველა თქვენგანს სჭირდება რაღაც.
196
დიახ, მე მჭირდება წამალი, რათა პიტას დაჭრილ ფეხს ვუმკურნალო.
- თქვენთვის საჭირო ნივთს თქვენივე რაიონის შესაბამისად დანომრილ
ზურგჩანთაში იპოვით გამთენიისას სიუხვის რქასთან, - ასრულებს კლაუდიუს
ტემპლსმითი ისე, რომ არც გვემშვიდობება. მისი სიტყვები თითქოს ჰაერში
გამოკიდებული რჩება. პიტა მხარზე მკიდებს ხელს. ვკრთები.
- არა, ჩემ გამო სიცოცხლეს ნუ გარისკავ.
- ვინ გითხრა, რომ ამას ვაპირებ?
- მაშ, არ მიდიხარ?
- რა თქმა უნდა, არ მივდივარ. მართლა ეგეთი სულელი ხომ არ გგონი-
ვარ, კატონის, ქლოუვის და თრეშის წინააღმდეგ საბრძოლველად ნებით წა-
ვიდე? ცოტა დაფიქრდი, - ვეუბნები პიტას და დაწოლაში ვეხმარები. - დაე,
ჯერ იმათ იჩხუბონ ერთმანეთში. ხვალ ღამით ვნახოთ, რომელი გადარჩება
და ამის შესაბამისად დავაწყოთ გეგმა.
- ძალიან ცუდი მატყუარა ხარ, ქეთნის. ვერ ვხვდები, ამდენ ხანს როგორ
გადარჩი, - პიტა ჩემს ხმას ჰბაძავს: - ვიცოდი, რომ თხა ჩვენთვის შემოსავ-
ლის წყაროდ იქცეოდა. ახლა იმდენად ცხელი აღარ ხარ. რა თქმა უნდა, არ
მივდივარ. - თავს გამკიცხავად აქნევს, - კარტი ფულზე არასდროს ითამაშო,
თორემ ბოლო მონეტასაც დაკარგავ.
სიბრაზისგან ვწითლდები.
- მაშ, კარგი, მივდივარ და შენ ვერ შემაჩერებ!
- მეც გამოგყვები, სადამდეც შევძლებ. შეიძლება სიუხვის რქამდე ვერ მი-
ვიდე, მაგრამ შენს სახელს ხმამაღლა ვიყვირებ და ვიღაც უეჭველად მიპო-
ვის. მაშინ კი ნაღდად მომკლავენ.
- მაგ ფეხით ას მეტრსაც ვერ გაივლი, - ვეუბნები მე.
- მაშინ გავხოხდები, - მპასუხობს პიტა, - თუ წახვალ, მეც გამოგყვები.
პიტა ისეთი ჯიუტია, ალბათ იმის ძალაც ეყოფა, გამომყვეს და ტყეში ჩემი
სახელი ხმამაღლა იყვიროს. ოღონდ თავს ვერ დაიცავს. ამ გამოქვაბულის
შესასვლელის ამოქოლვა მომიწევს, თუ წასვლა მინდა. მაგრამ შიგნით მარ-
ტო გამოკეტილს ნერვიულობისგან ვინ იცის, რა მოუვა.
- აბა, რა ვქნა, აქ ვიჯდე და ვუყურო, როგორ კვდები? - ხომ უნდა მიხ-
ვდეს, რომ ეს გამოსავალი არაა. მაყურებლები შემიძულებენ. რაღა მაყუ-
რებლები, თვითონაც შემძულდება საკუთარი თავი, თუ უქმად ვიჯდები და პი-
ტას გადარჩენას არ ვეცდები.
197
- არ მოვკვდები, გპირდები. ოღონდ, თუ დამპირდები, რომ არ წახვალ, -
მეუბნება პიტა. ვიცი, რომ მაყურებელი შეიძულებდა, ეს რომ არ ეთქვა.
ჩიხში შევედით. პიტას აზრს ვერ შევაცვლევინებ, ცდადაც კი არ ღირს.
ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს უხალისოდ ვთანხმდები.
- მაშინ, რასაც გეტყვი, უ. ნდა დამიჯერო: წყალი დალიო; იმ დროს გა-
მაღვიძო, როცა გეტყვი და ბოლომდე შეხვრიპო წვნიანი, თუნდაც არ მოგ-
წონდეს! - მკაცრად ვახლი.
- შევთანხმდით. წვნიანი მზადაა?
- ახლავე მოგიტან.
გარეთ აცივდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მზე არ ჩასულა. როგორც
ჩანს, ტემპერატურას მართლაც თამაშის შემოქმედები აკონტროლებენ. ვინ
იცის, რომელიმე შეწირულს ახლა ყველაფერზე მეტად საბანი სჭირდება და
სიუხვის რქასთანაც ამიტომ მიდის.
რკინის ქვაბში წვნიანი თბილად შენახულა. სხვათა შორის, არც ისე ცუდი
გემო აქვს.
პიტა წუწუნის გარეშე ხვრეპს წვნიანს და მონდომებით ფხეკს ქვაბის ძირს.
რაღაცას ბურტყუნებს, ძალიან გემრიელი იყოო. რომ არ ვიცოდე, სიცხიანი
ავადმყოფი როგორ ბოდავს, ეს კომპლიმენტი მესიამოვნებოდა კიდეც. ასე
მგონია, არყით გალეშილ ჰეიმიჩს ვუსმენ. სიცხის დამწევი აბის მორიგ დო-
ზას ვაძლევ, სანამ მთლად გაუფრენია.
მდინარესთან დასაბანად ჩასულს თავში მხოლოდ ის მიტრიალებს, რომ
უწამლოდ პიტა დაიღუპება. ერთ-ორ დღეს ალბათ როგორმე გავაძლები-
ნებ, ამასობაში ინფექცია გულამდე, ტვინამდე ან ფილტვამდე მიაღწევს და
მოკვდება. მე კი მარტო დავრჩები. ისევ. სანამ სხვები არ მიპოვიან.
ფიქრებში ჩაძირული, ძლივს ვამჩნევ პარაშუტს, რომელიც პირდაპირ ჩემ
წინ ეშვება. წყალში ვხტები, ვერცხლისფერ ქსოვილს ვგლეჯ და ხელში პა-
ტარა შუშის ბოთლი მრჩება. ჰეიმიჩმა წამალი გამომიგზავნა! არ ვიცი, რო-
მელი რომანტიკული სისულელეებით თავგამოტენილი იდიოტი დაარწმუნა,
სამკაულები გაეყიდა, მაგრამ წამალი გვიშოვა და პიტას გადარჩენას შევ-
ძლებ! თუმცა, ბოთლი საეჭვოდ პატარაა. საცობს ვხსნი და სითხეს ვყნოსავ.
გული მეკუმშება. სითხეს ტკბილი სურნელი აქვს. შესამოწმებლად ერთ
წვეთს ენის წვერზე ვისხამ. დიახ, ეს ძილის სიროფია. მე-12 რაიონში გავ-
რცელებული წამალი. ძალიან იაფია და მიჩვევა იცის. თითქმის ყველა სვამს
198
ამა თუ იმ შემთხვევაში. ჩვენც გვაქვს სახლში ერთი ბოთლი. დედაჩემი ისტე-
რიკაში ჩავარდნილ ავადმყოფებს ასმევს დასამშვიდებლად, რომ ჭრილობა
გაუკეროს ან უბრალოდ, ტკივილი გაუყუჩოს. ეს პატარა ბოთლი პიტას მთე-
ლი დღით გათიშავს. ეს რას მიშველის? ისეთი გაბრაზებული ვარ, ლამისაა
ჰეიმიჩის საჩუქარი მდინარეში ვისროლო, მაგრამ უცებ გონება მინათდება.
მთელი დღით? მეტი არც მჭირდება.
კიტამ წამლის გემო რომ ვერ იგრძნოს, ქვაბში კენკრის მარცვლებს
ვჭყლეტ და პიტნის ფოთლებსაც ბლომად ვამატებ. გამოქვაბულში ვბრუნდე-
ბი.
- დესერტი მოგიტანე. მდინარის ნაპირას კენკროვანს მივაგენი.
პიტა პირველ ლუკმას უყოყმანოდ ყლაპავს და მოღუშული ამბობს:
- ძალიან ტკბილი ყოფილა.
- ვიცი, ეს ტკბილი კენკრაა. დედაჩემი ამით ჯემს აკეთებს. ადრე არას-
დროს გიჭამია? - ვეკითხები და მორიგი კოვზი მიმაქვს მის პირთან.
- არა, მაგრამ ნაცნობი გემო აქვს, - გაკვირვებულია პიტა, - რა თქვი,
ტკბილი კენკრაო?
- ჰო, ოღონდ ამას ბაზარში ხშირად ვერ იპოვი. ტყეში ხარობს, - ვუხსნი
და კიდევ ერთ კოვზს ვაპარებ. ერთიც და საკმარისია.
- სიროფივით ტკბილია, - ამბობს პიტა ბოლო კოვზის პირში ჩადებისას, -
სიროფივით, - იმეორებს და თვალები უფართოვდება, რადგან სიმართლეს
მიხვდა. ხელს პირსა და ცხვირზე ვაფარებ, რომ ბოლო ლუკმა არ გადმოა-
ფურთხოს. პიტა ცდილობს, ნაჭამი ამოარწყიოს, მაგრამ უკვე გვიანია. გონე-
ბას კარგავს. გულის წასვლამდე მის თვალებში ვხედავ, რომ ამას არ მაპა-
ტიებს.
მუხლებზე მდგარი სევდანარევი კმაყოფილებით ვუყურებ მას. ნიკაპზე მი-
წებებულ კენკრას ვწმენდ.
- აბა, შემძლებია თუ არა ტყუილის თქმა, პიტა? - ვეკითხები, მიუხედავად
იმისა, რომ მას არ ესმის.
თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს - პანემს ხომ ესმის!

19.

199
სანამ დაღამდებოდეს, ქვებს ვაგროვებ, რომ გამოქვაბულის შესასვლე-
ლი რაც შეიძლება კარგად ამოვქოლო ნელი და ძნელი პროცესია, დიდი
ოფლისღვრისა და შრომის შემდეგ შედეგით კმაყოფილი ვარ. გამოქვაბუ-
ლი ლოდების გროვის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ ქვიან ფლატეზე
თვალში არავის მოხვდება. შიგნით პიტასთან შესაძრომად ვიწრო და შორი-
დან შეუმჩნეველ ბზარს ვტოვებ, რადგან ამაღამ ისევ პიტასთან ერთად უნდა
დავიძინო საძილე ტომარაში. თანაც, თუ მე ვეღარ დავბრუნდები, პიტა დამა-
ლული იქნება, მაგრამ არა - შიგნით გამომწყვდეული. თუმცა, მეეჭვება წამ-
ლის გარეშე დიდხანს გაძლოს. თუ მე ლხინზე მოვკვდები, მე-12 რაიონელს
გამარჯვებული არ ეყოლება.
ამ მხარეში მდინარეში პატარა, ფხიანი თევზები ბინადრობენ. რამდენიმეს
ვიჭერ და საგზლად ვიმზადებ. ყველა ჭურჭელს წყლით ვავსებ და იოდით
ვწმენდ. იარაღს ვათვალიერებ. სულ ცხრა ისარი დამრჩა. ერთი პირობა
იმას ვფიქრობ, დანა პიტას ხომ არ დავუტოვო-მეთქი, მაგრამ რა აზრი აქვს?
პიტამ სწორად თქვა, კამუფლაჟი სიკვდილისგან თავდაცვის ჩემო ბოლო სა-
შუალებააო. აჯობებს, დანა მე წავიღო. ვინ იცის, ვის ან რას გადავეყრები?
უპირველესად, კატონს, ქლოუვს და თრეშს ვუფრთხი - ესენი ნაღდად მოვ-
ლენ ლხინზე. მეეჭვება მელიისსახიანმა გამოჩენა გაბედოს - ღიად თამაში
მისი სტილი არაა. ის ხომ ჩემზე პატარა ტანისაა და არც შეიარაღებულია,
თუ ბოლო დროს არ იშოვა რამე. ალბათ შორიახლო იტრიალებს იმის იმე-
დად, რამე უჩუმრად დაითრიოს. დანარჩენ სამთან კი... დღეს ალბათ მოსაწ-
ყენად არ მეცლება. ჩემი ყველაზე დიდი უპირატესობა შორიდან მოკვლის
ნიჭია, მაგრამ ამჯერად შუაგულ ცეცხლში მომიწევს შესვლა, რათა კლაუდი-
უს ტემპლსმითის ნახსენები მეთორმეტენომრიანი ზურგჩანთა ავიღო. ცას ავ-
ყურებ, იქნებ ხვალ ერთი მეტოქით ნაკლები მყავდეს, მაგრამ არავის ფო-
ტოს აღარ აჩვენებენ. აი, ხვალ კი ცა ასეთი ბნელი არ იქნება. თამაშებში
ლხინი ყოველთვის მსხვერპლით სრულდება. ვიწრო ბზარით გამოქვაბულში
ვძვრები, პიტას გვერდით ვწვები და ღამის ხედვის სათვალეს ვიკეთებ. ჩემ-
და ბედად, დღისით კარგად გამოვიძინე. ამაღამ უნდა ვიფხიზლო. არა მგო-
ნია, ღამით ჩვენს გამოქვაბულს ვინმე თავს დაესხას, მაგრამ რომ დავიძინო,
დილით ადრიანად გამღვიძებელი არავინ მყავს.
ამაღამ ძალიან ცივა, ყინავს. როგორც ჩანს, თამაშის შემოქმედებმა
მთელ არენაზე ცივი ჰაერის ნაკადი გამოუშვეს. პიტას ვეხუტები, იქნებ მისი
200
გახურებული სხეულის სითბო გადმომედოს. უცნაურია ფიზიკური სიახლოვე
იმ ადამიანთან, ვინც შენთვის ასე შორეულია. ასე მგონია, კაპიტოლიუმში,
მე-12 რაიონში ან გინდაც მთვარეზე, პიტა ჩემთვის ასეთი მიუწვდომელი არ
იქნებოდა, როგორიც ახლაა. თამაშების დაწყების დღიდან თავს ასე მარტო-
სულად პირველად ვგრძნობ.
უბრალოდ, შეეგუე იმ ფაქტს, რომ ცუდი ღამეა, - ვიმხნევებ თავს. არ მინ-
და, დედაჩემსა და პრიმზე ვიფიქრო, მაგრამ სულ ის მიტრიალებს გონებაში,
ისინი თუ მოხუჭავენ ამაღამ თვალს. თამაშების დასასრული უკვე ახლოა,
ლხინი მნიშვნელოვანი მოვლენაა - ხვალ ალბათ სკოლაში უქმე დღე იქნე-
ბა. ჩემი ოჯახი ან შინ იმ დაფახფახებულ შიშინა ტელევიზორში მიყურებს, ან
მოედანზე - დიდ ეკრანზე. შინ თავიანთ გრძნობებთან მარტონი იქნებიან,
მოედანზე ხალხის მხარდაჭერა არ მოაკლდებათ; თანარაიონელები კეთი-
ლი სიტყვებით დაამშვიდებენ მათ, იქნებ საჭმელიც კი უწილადონ. ნეტა ხა-
ბაზი თუ მივიდა მათთან და, რახან მე და პიტა უკვე ერთ გუნდში ვართ, ჩემ-
თვის მოცემულ პირობას, შენს დაიკოს არ მოვაშიებო, ასრულებს?
მე-12 რაიონში ალბათ ამაღლებულ განწყობაზე არიან. თამაშების ამ
ეტაპამდე ჩვენებიდან იშვიათად თუ ვინმე აღწევს ცოცხალი. მე-12 რაიონე-
ლები ალბათ ძალიან ამაყობენ ჩვენით, მით უმეტეს, მე და პიტა უკვე მოკავ-
შირეები ვართ. თვალს რომ ვხუჭავ, წინ მიდგას, როგორ გვამხნევებენ ეკ-
რანზე ჩვენი დანახვისას. ყურში ჩამესმის გრისისის, მეჯის და თვით ჩემი
კლიენტი მშვიდობისმყოფელების ყიჟინი.
და გეილი. ხომ ვიცნობ, ის ალბათ არც ყიჟინით და არც ყვირილით არ
გვამხნევებს, მაგრამ გვიყურებს და ყველა წვრილმანს აკვირდება, იმედოვ-
ნებს, რომ შინ დავბრუნდები. ნეტა პიტას დაბრუნების იმედიც თუ აქვს? გე-
ილი ჩემი შეყვარებული არაა, მაგრამ გულის კარი რომ გამეღო, იქნებ სურ-
და კიდეც გამხდარიყო? მან გაქცევა შემომთავაზა. რა იყო ეს - მხოლოდ
გათვლა, რომ ერთად გადარჩენის უფრო დიდი შანსი გვქონდა თუ რამე უფ-
რო მეტი?
საინტერესოა, რა აზრისაა იმაზე, პიტას რომ ვკოცნი.
ვიწრო ბზარიდან ვაკვირდები, როგორ კრავს მთვარე ცაზე კამარას. ჩემი
გამოთვლით, განთიადამდე სამი საათიღა რჩება. საბოლოო მზადებას ვიწ-
ყებ. პიტას წყალს და სამედიცინო დახმარების ჩანთას ვუტოვებ. თუ ვერ დავ-
ბრუნდები, ეს პიტას მაინც ვერ უშველის, მხოლოდ ცოტა ხნით გაუხან-
201
გრძლივებს სიცოცხლეს. მცირე ყოყმანის შემდეგ პიტას ქურთუკს ვხდი და
ჩემსაზე ზედ ვიცვამ. მას მაინც არ დასჭირდება. ისედაც ცხელია და დღისით
ამ საძილე ტომარაში, მე რომ არ ვიქნები, ქურთუკიანად სულ შეიხრუკება.
ხელები უკვე მოყინული მაქვს, ამიტომ დამატებით რუს წყვილ წინდას ვიკე-
თებ, ოღონდ ვხვრეტ, რომ თითები გამოვყო. რუს პატარა ჩანთაში საგ-
ზალს, წყლით სავსე ბოთლს და სახვევებს ვილაგებ, ქამარში დანას ვირჭობ
და მშვილდ-ისარს ხელში ვიღებ. უკვე წასვლას ვაპირებ, როცა შეყვარებუ-
ლობანას წესები მახსენდება და პიტას ტუჩებში დიდხანს ვკოცნი. წარმოვიდ-
გენ, როგორ სლუკუნებს გულაჩუყებული კაპიტოლიუმელი მაყურებელი და
ვითომ მეც ვიწმენდ თვალიდან ცრემლს. შემდეგ ვიწრო ნაპრალში ვძვრები
და ღამის სიბნელეს ვერევი.
სუნთქვისას პირიდან ორთქლი გამომდის. ისე ცივა, როგორც ჩვენთან
ნოემბერში. ერთხელ ნოემბრის ასეთსავე ცივ ღამეს ხელში ფარანმომარ-
ჯვებული ტყეში გავიპარე და იქ წინასწარდათქმულ ადგილას გეილს შევ-
ხვდი. გათენებამდე მათარებიდან ბალახეულის ჩაის ვსვამდით და საბნებშე-
მოხვეულებს, იმედი გვქონდა, ნადირი გამოივლისო.
ო, გეილ, ნეტა აქაც შენ მიმაგრებდე ზურგს, - ვნატრობ გულში.
რაც შეიძლება, სწრაფად მივდივარ. ეს სათვალე უმაგრესი გამოგონებაა,
მაგრამ მარცხენა ყურში ჯერაც არ მესმის და ეს მაშფოთებს. ზუსტად არ ვი-
ცი, აფეთქებამ რა მიყო, მაგრამ შიგნით რაღაც სერიოზულად დამიზიანა.
არა უშავს. თუ გავიმარჯვებ, ისეთი მდიდარი გავხდები, რომ ყურთასმენის
აღსადგენად ძვირადღირებულ ოპერაციას გავიკეთებ.
ღამღამობით ტყე ყოველთვის განსხვავებული ჩანს. ამ სათვალითაც კი
ყველაფერს უცხო ელფერი აქვს. თითქოს დღის ხეებს, ყვავილებს და ქვებს
ჩასძინებიათ და თავიანთ ადგილას უფრო საზარელი ორეულები დაუტოვე-
ბიათ. კვალის დასაფარად ან სხვა ასეთი ეშმაკობებისთვის არ მცალია. დი-
ნებას აღმა მივუყვები და იმ ბილიკთან ვბრუნდები, რომელიც რუს ტბისპირა
სამალავთან მიმიყვანს. გზად ვერც ერთი შეწირულის ნიშანწყალს ვერ ვპო-
ულობ, არც ვინმეს მოგუდული სუნთქვა მესმის, არც ტოტების ტკაცატკუცი.
სიუხვის რქასთან პირველი ან მე მივალ, ან არადა, სხვები უკვე მისულან. გა-
თენებამდე კიდევ ერთი ან ორი საათი რჩება, როცა რუს აღმოჩენილ ჯაგ-
ნარში ვიმალები და სისხლისღვრის დაწყებას ველი.

202
პიტნის ფოთლებს ვღეჭავ, ჯერ მაინც არ მშია. მადლობა ღმერთს, პიტას
ქურთუკიც შემოვიცვი, თორემ ერთ ადგილას მჯდარი, მთლად გავიყინებო-
დი. ცა თანდათან ნაცრისფრად იღებება, მაგრამ შეწირულები მაინც არსად
ჩანან. არც მიკვირს. გადარჩენილთაგან ყველა ღონით, სასიკვდილო იარა-
ღის ფლობითა და მოხერხებულობით გამოირჩევა. იქნებ ეჭვობენ, რომ მე
პიტასთან ერთად მოვედი? არა მგონია, მელიისსახიანმა ან თრეშმა საერ-
თოდ იცოდნენ, რომ პიტა კატონმა მძიმედ დაჭრა. ძალიანაც კარგი, თუ
ჰგონიათ, რომ პიტა ზურგს მიმაგრებს: როცა ზურგჩანთის ასაღებად მივირ-
ბენ, უკნიდან მოპარვას ვერ გამიბედავენ. თუმცა, სად არის ზურგჩანთა?
არენა საკმარისად განათებულია და სათვალეს ვიხსნი. ჩიტები დილას ჭიკ-
ჭიკით ეგებებიან. აღარ დადგა დრო? წამით შიში მიპყრობს, რომ სხვაგან
მოვედი. მაგრამ, არა, კლაუდიუს ტემპლსმითმა გარკვევით თქვა, ჩანთები
სიუხვის რქასთან იდებაო. ეგერ სიუხვის რქა, აგერ მე. სად არის სუფრა?
როგორც კი მზის პირველი სხივები სიუხვის რქას ოქროსფრად აელვარებს,
მინდორი იძვრის. რქის პირთან მიწა ორად იყოფა და არენაზე თეთრსუფ-
რაგაშლილი მაგიდა ამოდის. მაგიდაზე ოთხი ზურგჩანთა დევს. ორი მათგა-
ნი დიდი და შავია, ზედ 2 და 11 აწერია; ერთი საშუალო ზომისაა, მწვანე და
5 აწერია. მეოთხე ზურგჩანთა ყველაზე პატარაა - მაჯაზე ჩამოკიდებულსაც
კი წავიღებ - ფორთოხლისფერია და მგონი, 12 აწერია.
მაგიდა მიწიდან ამოდის თუ არა, სიუხვის რქიდან ვიღაც გამორბის, მწვა-
ნე ზურგჩანთას ხელს ავლებს და მასთან ერთად გარბის. მელიისსახიანი!
სხვა ვინ მოიფიქრებდა ასეთ ჭკვიანურ და გაბედულ გეგმას! დანარჩენები
ჯერაც მაგიდის გარშემო ტყეში ვართ მიმალულები და სიტუაციას ვაკვირდე-
ბით, მან კი თავისი ზურგჩანთა უკვე აიღო. თანაც, მის გაკიდებას ვერავინ
ვბედავთ, სანამ ჩვენი ზურგჩანთები ისევ მაგიდაზე დევს. მელიისსახიანმა გა-
მიზნულად დატოვა სხვა ჩანთები, რადგან იცოდა, რომ სხვა შემთხვევაში,
მისი მეპატრონე აუცილებლად დაედევნებოდა. მე რატომ ვერ მოვიფიქრე
ეს გეგმა?! სანამ ჩემში გაოცება, აღტაცება, ბრაზი, შური და გაღიზიანება ერ-
თმანეთს ცვლის, მე-5 რაიონელი გოგონას წითელი თავი ხეებს შორის
იკარგება ისე, რომ ვეღარც ისარს მივაწვდენ. ჰაჰ, სხვებს ვუფრთხოდი და
თურმე ნამდვილი კონკურენტი მელიისსახიანი ყოფილა.
გარდა ამისა, მის ყურებაში ზედმეტი დროც დავხარჯე. მაგიდასთან შემ-
დეგმა მე უნდა მივირბინო, თორემ თუ სხვა მიმასწრებს, ჩემს ზურგჩანთასაც
203
თან გაიყოლებს და გაიქცევა. დაუფიქრებლად გავრბივარ მაგიდისკენ. მა-
შინვე ვგრძნობ, რომ ვიღაც მომდევს. საბედნიეროდ, პირველი დანა ჩემი
მარჯვენა ფერდისკენ მოფრინავს და ეს შორიდანვე მესმის. დანას მშვილ-
დის ტარით ვიგერიებ. მერე უკან ვტრიალდები, მშვილდს ვჭიმავ და ისარს
პირდაპირ გულში ვესვრი ქლოუვს. ქლოუვი განზე ხტება, მაგრამ ისარი
მარცხენა მკლავს უხვრეტს.
მართალია, ქლოუვი მარჯვენათი ისვრის, მაგრამ ისრის მკლავიდან ამო-
საძრობად მცირე ხნით ყოვნდება და ჭრილობის სიღრმეს იკვლევს. მე შე-
უჩერებლად ვდებ ლარზე ახალ ისარს - ეს მხოლოდ გამოცდილ მონადი-
რეებს შეუძლიათ.
უკვე მაგიდასთან ვარ. ფორთოხლისფერ ზურგჩანთის ღვედებს ხელს
ვავლებ და მკლავზე ვიკიდებ - მხარზე მოსაკიდებლად მართლაც ძალიან
პატარაა. შემდეგ უკან ვტრიალდები, რომ ქლოუვს ვესროლო, მაგრამ მე-
ორე დანა შუბლში, მარჯვენა წარბს ზემოთ მხვდება. ჭრილობიდან სისხლი
მოთქრიალებს და მარჯვენა თვალს მიბრმავებს. პირი მწვავე, რკინისგემოი-
ანი ჩემივე სისხლით მევსება. წონასწორობას ვკარგავ, მაგრამ თავდამსხმე-
ლისთვის სროლას მაინც ვასწრებ. ზუსტად ვიცი, რომ მიზანს ავაცდენ. ასე-
ცაა. ამასობაში ქლოუვი მეტაკება და მიწას მალურსმავს, თვითონ კი მთელი
ტანით ზედ მაწვება.
მორჩა, - ვფიქრობ და პრიმის გულისათვის ვნატრობ, რომ მალე მომ-
კლან. მაგრამ ქლოუვი მომენტით ტკბობას აპირებს. იცის, რომ დრო აქვს.
კატონი სადღაც აქვე იქნება ჩასაფრებული და ქლოუვს იცავს; ელოდება, იქ-
ნებ თრეში ან თუნდაც პიტა გამოჩნდეს.
- ისშენიმე-12 რაიონელი შეყვარებული სად არის? ჯერ არ ჩაძაღლებუ-
ლა? - მეკითხება ქლოუვი.
- აქ არის, კატონზე ნადირობს, - ღვარძლიანად ვეუბნები ქლოუვს და
ვყვირი: - პიტა!
ქლოუვი სასულეში მირტყამს მუშტს და მოხერხებულად მაკმენდინებს
ხმას. თუმცა, ჩემი ნათქვამი აეჭვებს და თავს აქეთ-იქით ატრიალებს. რადგან
პიტა არ მოდის, ბოროტი ღიმილით მეუბნება:
- მატყუარა, ეგ შენი ბიჭი ალბათ სულს ღაფავს. კატონმა კარგად იცის,
სადაც დაჭრა. ალბათ სადმე ხის ტოტზე მიაბი და მის გადარჩენას ცდილობ.

204
მაგ პატარა ჩანთაში რა გიდევს? წამალი შეყვარებულისთვის? სამწუხაროა,
რომ ვერასდროს მიიღებს.
ქლოუვი ქურთუკს იხსნის. შიგ დანების შთამბეჭდავი კოლექცია უდევს.
მოღუნულპირიან, ყველაზე ბასრ დანას ირჩევს.
- კატონს დავპირდი, ეგ გოგო მე მომაკვლევინე და მაყურებლებს კარგ
სანახაობას ვაჩვენებ-მეთქი.
ქლოუვის თავიდან მოშორებას ვცდილობ, მაგრამ ძალიან მძიმეა და ხე-
ლებს მაგრად მიჭერს.
- მე-12 რაიონელებო, იმედი ნუ გექნებათ. ორივეს დაგხოცავთ. როგორც
ის შენი პატარა მოკავშირე მოვკალით... რა ერქვა? ხეებზე რომ დახტოდა?
რუ? მაშ ასე, ჯერ რუ, მერე შენ; ბოლოს სიკვდილი შეყვარებულ ბიჭსაც მი-
აკითხავს. აბა, რას იტყვი, საიდან დავიწყოთ? . .
ქურთუკის სახელოთი შუბლიდან სისხლს მწმენდს. წუთით სახეზე მაკვირ-
დება, ჩემს თავს აქეთ-იქით ატრიალებს, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, ზედ
რა ამოკვეთოს. ვცდილობ ხელზე ვუკბინო, მაგრამ ქეჩოში მავლებს ხელს
და ისევ ძირს მანარცხებს.
- აჯობებს, შენი პირით დავიწყოთ, - კრუტუნებს ქლოუვი. მე კბილებს ვაღ-
რჭიალებ, სანამ ის ჩემს გასაჯავრებლად დანის პირს ტუჩებზე მადებს.
თვალებს არ დავხუჭავ. რუს ხსენებამ მრისხანებით ამავსო, იმედია, ეს
მრისხანება ღირსეული სიკვდილისთვის მეყოფა. გამომწვევად მივჩერები-
ვარ თვალებში, არ ვიტირებ, დაუმარცხებელი მოვკვდები.
- ჰო, ეგ ტუჩები მაინც აღარ დაგჭირდება. ხომ არ გინდა, შეყვარებულს
ბოლო ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო? - მე სისხლნარევს ნერწყვს ვაფურ-
თხებ სახეში. განრისხებული ქლოუვი ჭარხალივით წითლდება. - მაშ, თუ ეგ-
რეა, დავიწყოთ.
მტანჯველი ტკივილისთვის ვემზადები, მაგრამ როგორც კი დანის წვერი
ტუჩს მისერავს, რაღაც ძალა ქლოუვს ზემოთ სწევს და მისი კივილი მესმის.
თავიდან ვერ ვხვდები, რა მოხდა. ნუთუ პიტამ როგორღაც მოახერხა ჩემს
დასახმარებლად წამოსვლა? თუ თამაშის შემოქმედებმა ველური მხეცი შე-
მოგზავნეს ვითარების დასაძაბად? ჰოვერკრაფტმა შეცდომით ხომ არ ასწია
პაერში?
გაშეშებულ ხელებს ვეყრდნობი და ვხედავ, რომ ჰოვერკრაფტი არაფერ
შუაშია. ქლოუვი თრეშის მკლავებშია მომწყვდეული და ნახევარი მეტრის სი-
205
მაღლეზე კიდია. თავზე კოშკივით დამდგარი თრეშის დანახვაზე, რომელსაც
ქლოუვი ნაჭრის თოჯინასავით აუტაცებია, გაკვირვებული ვოხრავ. ასეთი დი-
დი და მასიური თუ იყო, არ მახსოვდა. როგორც ჩანს, არენაზე წონაშიც მო-
უმატებია. ის ქლოუვს ხელს ჰკრავს და მიწას ანარცხებს.
მერე თრეში ღრიალებს და მე ფეხზე ვხტები, რადგან მისი ხმამაღალი
საუბარი არასდროს გამიგონია:
- იმ პატარა გოგოს რა უყავი? მოკალი?
ქლოუვი ისეთი დაზაფრულია, კატონსაც ვერ ეძახის, უკან-უკან მიხოხავს.
- არა! არა, ეს მე არ მიქნია!
- შენ მისი სახელი ახსენე. შენ მოკალი? - უცებ თავში კიდევ ერთი აზრი
მოსდის და სახე ბრაზისგან ეღრიცება, - ისიც დაანაკუწე, როგორც ამ გოგოს
ანაკუწებდი?
- არა! არა, მე... - ქლოუვი თრეშის ხელში პურისხელა მსხვილ ქვას ამ-
ჩნევს და ჭკუას კარგავს, - კატონ! - გამწარებული წივის, - კატონ!
- ელოუვ! - მესმის კატონის ძახილიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ძალიან
შორსაა, ნეტა იქ რას აკეთებდა? მელიისსახიანს და პიტას დაეძებდა? თუ
თრეშის გამოჩენას უცდიდა, მაგრამ თრეში იქიდან არ მოვიდა, საიდანაც
ელოდნენ?
თრეში ქლოუვს საფეთქელში ურტყამს ქვას. ქლოუვს სისხლი არ სდის,
მაგრამ თავის ქალაზე ღრმულს ვამჩნევ. მორჩა, ქლოუვის ამბავი დამთავ-
რებულია. თუმცა, ჯერჯერობით სული არ ამოხდომია და მკერდაფანცქალე-
ბული ჩუმად ოხრავს. მერე ქვააწეული თრეში ჩემკენ ტრიალდება. გაქცევა
ცუდი აზრია. ისარიც აღარ მაქვს. თრეშის მოოქროსფრო-მოყავისფრო თვა-
ლები მომშტერებია. შიშისგან ვერ ვინძრევი.
- ეს ამბობდა, რუ შენი მოკავშირე იყოო. ეს მართალია?
- მე... მე... ჩვენ დავმეგობრდით. რაც გვქონდა, ყველაფერი შუაზე გავიყა-
ვით. მისი გადარჩენა ვცადე, მაგრამ მასთან 1-ლ რაიონელმა ბიჭმა მიმას-
წრო, - ვეუბნები მე. თუ გაიგებს, რომ რუს ვეხმარებოდი, იქნებ ნელი, სადის-
ტური სიკვდილით არ მომკლას.
- და შენ ის ბიჭი მოკალი? - მეკითხება თრეში.
- დიახ. რუს ცხედარი კი ყვავილებით მოვრთე, - ვამატებ მე, - იავნანა
ვუმღერე, - უცებ თვალები ცრემლებით მევსება. იმ წუთების გახსენებაზე ძა-
ლა მეცლება, მხოლოდ რუ მიდგას თვალწინ, თავი ტკივილისგან მისკდება,
206
თრეშის შიშით ვცახცახებ, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი მომაკვდავი
ქლოუვი კვნესის.
- იავნანა უმღერე? - უხეშად მეკითხება თრეში.
- ჰო, რომ მშვიდად მომკვდარიყო. ვუმღეროდი, სანამ... შენმა რაიონმა
პური გამომიგზავნა, - ხელს ვწევ, მაგრამ არა კაპარჭიდან ისრის ამოსაღე-
ბად - რომც მინდოდეს, ამას მაინც ვერ მოვასწრებ - არამედ ცხვირის მოსა-
ხოცად, - სწრაფად მომკალი, კარგი, თრეშ?
თრეშის სახეზე ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები ცვლის ერთმანეთს.
ის ქვას ძირს სწევს და თითის ქნევით მაფრთხილებს:
- ამ ერთხელ გაგიშვებ. იმ პატარა გოგონას სახსოვრად. ახლა მე და შენ
ანგარიში გასწორებული გვაქვს. ვალი გასტუმრებულია. გასაგებია?
მე თავს ვუქნევ, რადგან ვიცი, რა საზიზღარი გრძნობაა, როცა ვიღაცის-
გან დავალებული ხარ. ვხვდები, რომ თუ თრეში გაიმარჯვებს, იმ რაიონში
მოუწევს დაბრუნება, რომელმაც უკვე დაარღვია ყოველგვარი წესი და მად-
ლობა გადამიხადა. თრეშიც მადლობის ნიშნად არღვევს წესს. იმასაც ვაც-
ნობიერებ, რომ ამჯერად თრეში თავს არ გამიტეხს.
- ქლოუვ! - კატონის ხმა გვიახლოვდება. მის ხმიდან ტკივილი გამოსჭვი-
ვის, ესე იგი, მიწაზე დაგდებულ ქლოუვს უკვე ხედავს.
- აჯობებს, გაიქცე, ცეცხლოვანო გოგო! - მირჩევს თრეში.
გამეორება არ მჭირდება. უკანმოუხედავად მივრბივარ დატკეპნილ მინ-
დორზე, თრეშს, ქლოუვს და კატონის ხმას შორს ვიტოვებ. ტყის პირამდე
მივდივარ და მხოლოდ მაშინ ვიხედები უკან. თრეში და მის ზურგზე მოკიდე-
ბული ორივე დიდი ზურგჩანთა მინდვრის კიდის მიღმა ჩემთვის უცნობ, გა-
მოუკვლევ მხარეში უჩინარდება. შუბმომარჯვებული კატონი ქლოუვის გვერ-
დით მუხლებზე დგას და ემუდარება, არ მოკვდეო. მალე მიხვდება, რომ მი-
სი მუდარა ფუჭია და ქლოუვის გადარჩენა შეუძლებელია. მე მაშინვე ტყეში
შევრბივარ, თვალიდან გამუდმებით ვიწმენდ სისხლს, დაჭრილი ველური
მხეცივით გამწარებული მივჯლიგინებ. რამდენიმე წუთში, ქვემეხის გრუხუნი
ისმის. ქლოუვი მოკვდა. ახლა კატონი რომელიმეს გამოგვეკიდება: ან მე, ან
თრეშს. დაჭრილსა და დაუძლურებულს, შიში მიპყრობს და ტანში ჟრუანტე-
ლი მივლის. ლარზე ისარს ვდებ. შორიდან სროლის უპირატესობა არ
მაქვს. კატონი შუბს თითქმის იმსიშორეზე ისვრის, რამსიშორეზეც მე - ისარს.

207
მხოლოდ ერთი რამ მაწყნარებს. თრეშმა კატონის ზურგჩანთა წაიღო. ჩე-
მი აზრით, კატონი თრეშს გაეკიდებოდა. ჩექმების გაუხდელად ვხტები მდი-
ნარეში და დინებას მივყვები. რუს წინდებს, ხელთათმანებად რომ ვიყენებ-
დი, ვიხსნი და შუბლზე ვიდებ სისხლდენის შესაჩერებლად. წინდები წამში
იჟღინთება სისხლით.
როგორღაც მივდივარ გამოქვაბულამდე და ვიწრო ბზარში ვძვრები.
მკრთალ სინათლეში ფორთოხლისფერ ზურგჩანთას ვხსნი და მიწაზე ვა-
პირქვავებ. ძირს წვრილი კოლოფი ვარდება, რომელშიც შპრიცი დევს. და-
უფიქრებლად ვურჭობ შპრიცს პიტას მკლავში და დგუშს ვაწვები.
მერე სისხლიან, წებოვან ხელებს კალთაში ვიწყობ.
ბოლო რაც მახსოვს, გამორჩეულად ლამაზი, მოვერცხლისფრო-მწვანე
ფარვანაა, რომელიც მაჯაზე მაჯდება.

20.

ჩვენი სახლის სახურავზე წვიმის შხაპუნი მაღვიძებს. საბნებში ჩაფუთნილი


და მყუდროდ მოწყობილი, ძილის შებრუნებას ვცდილობ. ბუნდოვნად
ვგრძნობ, რომ თავი მტკივა. ეტყობა, გრიპი მაქვს და ამიტომ არ გამაღვიძეს
ადრიანად. დედა ლოყაზე მეფერება და ამჯერად მის ხელს არ ვიშორებ,
როგორც სრულიად ფხიზელი ვიქცევი ხოლმე, როცა არ მინდა, ვაგრძნობი-
ნო, როგორი ძვირფასია ჩემთვის ეს ნაზი შეხება; როგორ მენატრება დედა,
მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი. უცებ ხმა მესმის, ოღონდ არა დედაჩე-
მის, და ვფრთხები.
- ქეთნის, - მომმართავს ხმა, - ქეთნის, გესმის ჩემი?
თვალს ვახელ და უსაფრთხოების შეგრძნება ქრება. შინ არ ვარ, არც დე-
დაჩემი მიზის გვერდით. ნახევრად ბნელ, ცივ გამოქვაბულში ვწევარ. ფეხები
გაყინული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საბანი მაფარია. ჰაერში სისხლის
სუნი ტრიალებს. დაქანცულ, ფერმიხდილ სახეს ვხედავ და ვწყნარდები.
- პიტა, შენ ყოფილხარ.
- გამარჯობა, - მესალმება ის, - მიხარია შენი თვალების დანახვა.
- რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ?

208
- არ ვიცი. მე გუშინ საღამოს გამეღვიძა, შენ ჩემ გვერდით სისხლის გუბე-
ში იწექი, - მეუბნება პიტა, - მგონი, სისხლდენა შეგიწყდა, მაგრამ გირჩევ,
ჯერ მაინც არ წამოჯდე.
ფრთხილად ვიდებ ხელს თავზე. პიტას შეუხვევია. ამ მცირე მოძრაობამაც
თავბრუ დამახვია. პიტა ტუჩებზე ბოთლს მადებს და მეც ხარბად ვსვამ.
- უკეთ ხარ, - ვეუბნები მას.
- ბევრად უკეთ. შენმა წამალმა მარგო, - მიხსნის პიტა, - დღეს დილით
ფეხი დამიცხრა.
პიტა სულაც არ ჩანს გაბრაზებული, რომ მოვატყუე, დავაძინე და ლხინზე
გავიქეცი. შეიძლება, ჯერ ძალიან სუსტად ვარ და მისი საყვედურების მოსმე-
ნა მოგვიანებით მომიწევს, როცა მოვმჯობინდები. ჯერჯერობით კი პიტა თა-
ვაზიანობის განსახიერებაა.
- ჭამე რამე? - ვეკითხები მე.
- სამწუხაროდ, გრუსლინგის სამი დიდი ნაჭერი ისე შევჭამე, არც დავფიქ-
რებულვარ, რომ მომჭირნეობაა საჭირო. ნუ ღელავ, ამ წუთიდან ისევ მკაცრ
დიეტაზე ვარ.
- არა, უნდა ჭამო. მალე ისევ მოვინადირებ რამეს, - ვამბობ მე.
- ოღონდ ნუ იჩქარებ. ცოტა ხანს მეც მაცალე შენზე ზრუნვა.
სხვა არჩევანი არც მაქვს. პიტა გრუსლინგის ნარჩენებს და ქიშმიშს მაჭ-
მევს და ზედ ბლომად წყალს მაყოლებინებს. გაყინულ ფეხებს მისრესს, თა-
ვის ქურთუკში მიფუთნავს და საძილე ტომარას ნიკაპამდე მიკრავს.
- შენი ჩექმები და წინდები სველია და ასეთ ამინდში ვერც გაშრება, - ამ-
ბობს პიტა და ვიწრო ნაპრალიდან ვხედავ, როგორ მუხტავს ელვა ცას
ელექტრულად. ქვის ჭერის პატარა ბზარებიდან წვიმის წვეთები ჩამოდის,
მაგრამ პიტას ჩემს დასაცავად ზემოთ პლასტიკატის ნაჭერი მიუმაგრებია.
- ნეტა ეს წვიმა ვისთვისაა განკუთვნილი? ვინაა სამიზნე? - ინტერესდება
პიტა.
- კატონი და თრეში, - დაუფიქრებლად ვამბობ, - მელიისსახიანი თავის
სოროში იქნება ჩამალული, ხოლო ქლოუვი... მან მე დამჭრა და მერე... -
ხმა მიწყდება.
- ვიცი, რომ ქლოუვი მკვდარია. წუხელ ცაში ვნახე მისი ფოტო, - ამბობს
პიტა, - შენ მოკალი?
- არა. თრეშმა ქვით გაუტეხა თავი.
209
- ბედი გქონია, რომ შენ ვეღარ დაგიჭირა, - აღნიშნავს პიტა.
ლხინი ცხადად მახსენდება და გულისრევის შეგრძნება მაწუხებს.
- დამიჭირა, მაგრამ გამიშვა, - და ყველაფერს ვუყვები. იმასაც, რაც ადრე
არ მომიყოლია, რადგან პიტა ძალიან ცუდად იყო, თან არც მე მქონდა იმ
ამბების გამხელის სურვილი. მაგალითად, აფეთქების და ჩემი ყურის დაზია-
ნების, რუს სიკვდილის, 1-ლ რაიონელის მოკვლის და პურის შესახებ.
- იმიტომ გაგიშვა, რომ შენგან დავალებული იყო? - ვერ იჯერებს პიტა.
- ჰო. ძნელი გასაგებია. შენ ცხოვრებაში არასდროს არაფერი გაკლდა.
მაგრამ საბადოში რომ გეცხოვრა, არაფრის ახსნა არ მომიწევდა.
- ნურც ეცდები. როგორც ჩანს, საამისოდ ძალიან უვიცი ვარ.
- იმ პურის შემთხვევას ჰგავს; მაგის გამო მუდამ შენგან დავალებული ვიქ-
ნები.
- პურის? იმ პურის, ბავშვობისას რომ მოგეცი? ეგ იმასთან რა მოსატანია,
შენ რომ სიკვდილისგან მიხსენი?
- შენ ხომ არ მიცნობდი მაშინ. ერთხელაც არ დამლაპარაკებოდი. თანაც,
სწორედ პირველი ვალია ყველაზე ძნელად გადასახდელი. იმ დღეს რომ
არ დამხმარებოდი, ალბათ ცოცხალი არც ვიქნებოდი, რომ სიკვდილისგან
მეხსენი,
- ვპასუხობ მე, - ისე, მაშინ პური რატომ მომეცი?
- რატომ? ეს თავადაც იცი, - ამბობს პიტა. მე თავს ოდნავ ვაქნევ, - ჰე-
იმიჩმა მითხრა, რომ შენი დარწმუნება ადვილი არ იქნებოდა.
- ჰეიმიჩმა? - ვეკითხები მე, - იმას ამ შემთხვევასთან რა საერთო აქვს?
- არანაირი, - მოკლედ მიჭრის პიტა, - მაშ, კატონი და თრეში, ხომ? რა
მაგარი იქნება, ერთმანეთს რომ შეაკვდებოდნენ!
რატომღაც ეს სიტყვები მწყინს.
- თრეში ორივეს მოგვეწონებოდა. მე-12 რაიონში ალბათ მეგობრები ვიქ-
ნებოდით.
- მაშ, იმედია, მას კატონი მოკლავს, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მის
სისხლში ხელების გასვრა, - პირქუშად ამბობს პიტა.
სულაც არ მინდა, კატონმა თრეში მოკლას. საერთოდ არ მინდა, ვინმე
მოკვდეს. ოღონდ ამაზე არენაზე არავინ საუბრობს, მით უმეტეს, გამარჯვე-
ბისთვის მებრძოლი. ჩემდა უნებურად, თვალებზე ცრემლი მადგება.
პიტა შეწუხებული მიყურებს.
210
- რა ხდება? ძალიან გტკივა?
მე იმას ვამბობ, რაც ასევე სიმართლეა, მაგრამ სისუსტის წამიერ გამოვ-
ლინებას უფრო ჰგავს, ვიდრე მარცხის აღიარებას:
- შინ დაბრუნება მინდა, პიტა.
- დაბრუნდები კიდეც, გპირდები, - პიტა ჩემკენ იხრება და მკოცნის.
- ახლავე მინდა შინ დაბრუნება.
- იცი რა, დაიძინე და სახლი დაგესიზმრება. სულ ცოტა ხანში კი ნამდვი-
ლად სახლში იქნები, - მეუბნება პიტა, - კარგი?
- კარგი, - ჩურჩულით ვპასუხობ, - თუ დაიღლები, გამაღვიძე და მე ვიდა-
რაჯებ.
- შენი და ჰეიმიჩის წყალობით, დასვენებული ვარ. თანაც, ვინ იცის, ეს
რამდენ ხანს გაგრძელდება?
რას გულისხმობს? წვიმას? ხანმოკლე შესვენებას, რომელსაც ეს წვიმა
გვაძლევს? თუ თვითონ თამაშებს? არ ვიცი, მაგრამ იმდენად დაღლილი და
მოწყენილი ვარ, ჩაძიება მეზარება.
უკვე საღამოა, როცა პიტა ისევ მაღვიძებს. კოკისპირულად წვიმს და გა-
მოქვაბულში წყალი კი არ მოწვეთავს, ნაკადულივით მოედინება. პიტას ბუ-
ლიონის ქვაბი ყველაზე დიდი ხვრელის ქვეშ შეუდგამს, ხოლო პლასტიკა-
ტის ნაჭრისთვის ადგილი შეუცვლია, რომ წყლისგან რაც შეიძლება უკეთ
დამიცვას. თავს ოდნავ უკეთ ვგრძნობ და წამოჯდომასაც ვახერხებ. მეც დამ-
შეული ვარ და პიტაც. ცხადია, ჩემს გაღვიძებას ელოდა და ახლა არც ისაა
უარზე, ჭამოს.
საჭმელად ბევრი აღარაფერი დაგვრჩა. მხოლოდ გრუსლინგის ხორცის
ორი ნაჭერი, ბალახებისა და ფესვების ნარჩენები და ერთი მუჭა ხილის ჩი-
რი.
- ხვალისთვის ხომ არ გამოვიზოგოთ? - მთავაზობს პიტა.
- არა, ბოლომდე ვჭამოთ. გრუსლინგის ხორცი მაინც გაფუჭდება და ახ-
ლა მოწამლვა არას გვარგებს, - ვამბობ და საჭმელს შუაზე ვყოფ. ორივე
ისეთი დამშეულები ვართ, ყველაფერს რამდენიმე წუთში ვამთავრებთ.
ოღონდ კუჭი მაინც ცარიელი მაქვს.
- ხვალ ნადირობის დღესა, - ვაცხადებ მე.
- მე ვერაფერში დაგეხმარები, - მეუბნება პიტა, - ადრე არასდროს მინა-
დირია.
211
- მე ხორცს მოვიტან, შენ შეწვავ, - ვთავაზობ მე, - თან შეგიძლია საჭმე-
ლად ვარგისი ბალახები შეაგროვო.
- ნეტა აქ რომელიმე ხე პურს ისხამდეს, - ნატრობს პიტა.
- მე-11 რაიონელების გამოგზავნილი პური ისეთი თბილი იყო, - ვოხრავ
მე, - აი, ეს დაღეჭე, - პიტნის ფოთლებს ვუწვდი და ცოტაოდენს მეც ვიყრი
პირში.
ამ წვიმაში ცაზე გამოსახულება ძლივს ჩანს, მაგრამ ის კი ცხადია, რომ
დღეს არავინ მომკვდარა. მაშ, კატონი და თრეში ჯერ ერთმანეთს არ შებ-
რძოლებიან.
- თრეში სად წავიდა? მინდვრის იქითა მხარეს რა არის? - ვეკითხები პი-
ტას.
- მგონი, ყანა. სადამდეც თვალი სწვდება, მხრებამდე ბალახი იზრდება,
მგონი, მარცვლეულია, ოღონდ სხვადასხვა ფერის თავთავებით. ბილიკი
არსადაა.
- უეჭველად, მარცვლეულის ყანაა და თრეშს ეცოდინება, რომელი ვარგა
საჭმელად. იქ იყავით?
- არა. იმსიმაღლე ბალახში თრეშის მოძებნა ვერავინ გაბედა. იმ მინ-
დვრის ყურებისას სულ უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს შიგ გვე-
ლები, მძვინვარე მხეცები და მცოცავი ქვიშა იმალება, - ამბობს პიტა, - და
ვინ იცის, კიდევ რა.
ხმამაღლა არ ვამბობ, მაგრამ პიტას სიტყვები იმ გაფრთხილებას მაგო-
ნებს, მე-12 რაიონის ღობის მიღმა გადასვლას რომ გვიკრძალავს. ჩემდა
უნებურად ვადარებ პიტას გეილს, რომელიც იმ მინდორს სახიფათოდ კი
არა, საჭმლის პოტენციურ წყაროდ ჩათვლიდა. ალბათ თრეშიც ასე მოიქცა.
განა პიტა სუსტია, არც მშიშარაა - რაც არენაზეც დაადასტურა - მაგრამ არის
რაღაცეები, რაც არ გაინტერესებს, როცა სახლში ახალი პური არასდროს
გაკლია. აი, გეილი კი ძალიან ცნობისმოყვარეა. ნეტა რას იტყოდა პიტა,
რომ ესმოდეს, ყოველდღე კანონდარღვევისას როგორ ვლანძღავთ მე და
გეილი პანემს? გააკვირვებდა გეილის გამოსვლები კაპიტოლიუმის წინააღ-
მდეგ?
- შეიძლება, იქ იზრდება პურის ხე, - ვამბობ მე, - და, ჩვენგან განსხვავე-
ბით, ამიტომაც გასუქდა თრეში თამაშებში.

212
- ან არადა, გულუხვი სპონსორები ჰყოლია, - აღნიშნავს პიტა, - საინტე-
რესოა, ჩვენ რა უნდა ვქნათ, რომ ჰეიმიჩმა პური გამოგვიგზავნოს?!
გაკვირვებული ვწევ წარბებს და მერე მახსენდება, რომ პიტამ არ იცის,
რა შეგვატყობინა ჰეიმიჩმა ორიოდ ღამის წინ. ერთი კოცნა ერთ ქვაბ ბული-
ონს უდრის. ხმამაღლა ამას ნაღდად ვერ წამოვაყრანტალებ. მაყურებელი
მაშინვე მიხვდება, რომ ჩვენი რომანი მათ გრძნობებზე სათამაშოდ დაიდგა
და მაშინ საერთოდ აღარ გამოგვიგზავნიან საჭმელს. როგორღაც, დამაჯე-
რებლად, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნო. მარტივი ქმედე-
ბით ვიწყებ. პიტას ხელს ვიღებ.
- ჰეიმიჩმა ალბათ ბევრი ფული დახარჯა შენი ჩასაძინებელი წამლის სა-
ყიდლად, - ეშმაკურად ვეუბნები პიტას.
- აჰ, ეგ, - პიტას თითები ჩემსაში იხლართება, - მეორედ ეგეთი რამ აღარ
გააკეთო.
- თორემ რა?
- რა და... რა და... - წესიერს ვერაფერს იფიქრებს პიტა, - ერთი წუთით.
- რამე პრობლემაა? - ღიმილით ვეკითხები.
- პრობლემა ისაა, ორივენი ცოცხლები ვართ და ეს გიმტკიცებს აზრს,
რომ სწორად მოიქეცი, - მპასუხობს პიტა.
- მე სწორად მოვიქეცი.
- არა! ქეთნის, სწორად არ მოქცეულხარ! - ხელზე ხელს ძლიერად მი-
ჭერს და უეცრად მართლაც ბრაზდება. - ჩემთვის ნუ მოკვდები. ამით მე ვერ
დამეხმარები. გასაგებია?
მისი დაძაბულობა მაფრთხობს, მაგრამ ახლა სწორედ ხელსაყრელი შემ-
თხვევაა საჭმლის მოსაპოვებლად.
- იქნებ ეს ჩემთვის გავაკეთე, პიტა, ამაზე არ დაფიქრებულხარ? იქნებ შენ
ერთადერთი არ ხარ, ვინც... იმაზე ღელავს... თუ...
ენა მებმის. პიტასავით ენამჭევრი არ ვარ. ამ სიტყვების წარმოთქმისას
მართლაც შემეშინდა პიტას დაკარგვისა და ვხვდები, რომ ძალიან არ მინდა
მისი სიკვდილი. მაგრამ არა იმიტომ, რომ სპონსორების შენარჩუნება მინდა.
არც იმიტომ, რომ შინ გამკიცხავენ. და არც იმიტომ, რომ მარტო დარჩენის
მეშინია. უბრალოდ, არ მინდა დავკარგო ბიჭი, რომელმაც პური მაჩუქა.
- თუ რა, ქეთნის? - ჩუმად მეკითხება პიტა.

213
ო, ნეტა დარაბების ჩამოწევა და ამ მომენტის პანემის ყოვლისმჭვრეტე-
ლი მზერისგან დამალვა შემეძლოს. ჯანდაბას, თუნდაც საჭმლის დაკარგვად
დამიჯდეს, არ მენაღვლება. ჩემი პირადი გრძნობები მხოლოდ ჩემი საქმეა.
- ჰეიმიჩმა მთხოვა, ასეთი თემებისთვის გვერდი ამევლო, - ჰეიმიჩს მსგავ-
სი არაფერი უთქვამს, მაგრამ ამ გამოგონილ სიტყვებს პასუხისთვის თავის
ასარიდებლად ვიყენებ. სინამდვილეში, ჰეიმიჩი ახლა ალბათ ხმამაღლა მა-
გინებს ამ ემოციური მომენტის განმუხტვის გამო.
- მაშინ თვითონ მომიწევს მიხვედრა, - ამბობს პიტა და ჩემკენ იხრება.
ეს ჩვენი პირველი ნამდვილი კოცნაა. ახლა არც ავად ვართ, არც რამე
გვტკივა და არც გული წაგვსვლია რომელიმეს. ტუჩები ცხელებისგან არ
გვიხურს, არც მოყინული გვაქვს. ეს პირველი კოცნაა, რომელიც მკერდში
სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის. თბილი და უცნაური გრძნობაა. ეს პირვე-
ლი კოცნაა, რომელიც მეორეს მანდომებს.
ოღონდ მეორედ აღარ მკოცნიან. უფრო ზუსტად, პიტა მხოლოდ ცხვირის
წვერზე მეამბორება, რადგან ყურადღება ეფანტება.
- ჭრილობიდან ისევ სისხლი გდის. მიდი, დაწექი, ისედაც ძილის დროა, -
მეუბნება პიტა.
ჩემი წინდები თითქმის მშრალია და შემიძლია, ჩავიცვა. პიტას თავის ქურ-
თუკს ვუბრუნებ. სუსხი ძვალ-რბილში ატანს, ამდენ ხანს უქურთუკოდ გაიყინე-
ბოდა. დაჟინებით ვითხოვ, პირველმა მე ვიმორიგეო, მიუხედავად იმისა,
რომ ორივეს ეჭვი გვეპარება, ამ ავდარში ვინმე თავს დაგვესხას. პიტა თა-
ნახმაა, ოღონდ მასთან ერთად უნდა ჩავწვე საძილე ტომარაში. ისე მაცახცა-
ხებს, უარის თქმას აზრი არ აქვს. ორი ღამის წინ პიტა მიუწვდომლად შო-
რეული მეგონა, დღეს კი მისი უშუალობა მაკვირვებს. ამ მოკლე დროში ყვე-
ლაფერი მკვეთრად შეიცვალა. საძილე ტომარაში ჩაწოლისას მკლავს თავ-
ქვეშ მიდებს, რომ ბალიშად გამოვიყენო, მეორე ხელს კი ზემოდან მადებს,
რომ ნებისმიერი საფრთხისგან დამიცვას. ასევე იძინებს. დიდი ხანია, ასე
არავინ ჩამხუტებია. მამაჩემის სიკვდილისა და დედისადმი ნდობის დაკარ-
გვის შემდეგ არავის მკლავებში არ მიგრძნია თავი უსაფრთხოდ.
ღამის ხედვის სათვალის დახმარებით ვხედავ, როგორ ეშხეფება წვიმის
წვეთები გამოქვაბულის იატაკს. ეს რიტმული წკაპაწკუპი იავნანასავით ჩამეს-
მის ყურში. რამდენჯერმე ჩამთვლიმა, მაგრამ მალ-მალე მეღვიძება და ჩემს

214
თავზე ვბრაზობ. თვალები მეხუჭება. სამი-ოთხი საათის შემდეგ ვეღარ ვუძ-
ლებ და პიტას ვაღვიძებ. ის ერთსაც არ წუწუნებს.
- ხვალ, როცა წვიმა გადაიღებს, ხის მაღალ ტოტებზე დავბინავდებით და
ორივე მშვიდად დავიძინებთ, - ვპირდები, სანამ ჩამეძინებოდეს.
მაგრამ ამინდი არც მეორე დღეს უმჯობესდება. წარღვნა გრძელდება,
თითქოს თამაშის შემოქმედებს ყველა ჩვენგანის დახრჩობა განუზრახავთ.
ჭექა-ქუხილი მიწას აზანზარებს. წვიმის მიუხედავად, პიტა საჭმლის საშოვნე-
ლად აპირებს წასვლას, მაგრამ ვაჩერებ, ახლა ამას აზრი არ აქვს-მეთქი.
სამ ნაბიჯში ვერაფერს დაინახავს და ტყუილად გაილუმპება, შეიძლება, გა-
ცივდეს კიდეც. პიტაც ხვდება, რომ მართალს ვამბობ, მაგრამ ჩვენი მუცლე-
ბის ყურყურის გაძლება უკვე შეუძლებელია.
დღე მოსაწყენად მიიზლაზნება. ისე მოსაღამოვდა, წვიმა წუთითაც არ
შემწყდარა. ჰეიმიჩი ჩვენი ერთადერთი იმედია, მაგრამ ჯერჯერობით არა-
ფერს გვიგზავნის: ან საკმარისი ფული არ აქვს - ამ ეტაპზე ყველაფერი უზო-
მოდ ძვირი ღირს - ან ჩვენი მოქმედებით უკმაყოფილოა. ალბათ - უფრო
მეორე. უნდა ვაღიარო, დღეს საინტერესო სანახავები არ ვიქნებით. დამშეუ-
ლები და ჭრილობებისგან დასუსტებულები, ვცდილობთ, იარები მოვიშუ-
შოთ. კი, საძილე ტომარაში ერთმანეთთან ჩახუტებულები ვწევართ, მაგრამ
მხოლოდ იმიტომ, რომ გვცივა. მთელი დღეა, არაფერს ვაკეთებთ, მხო-
ლოდ ერთი-ორჯერ წავუძინეთ, ამით კი მაყურებელს ვერ მოხიბლავ.
წარმოდგენა არ მაქვს, ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა როგორ უნდა
გაგრძელდეს. წუხანდელი კოცნა შესანიშნავი იყო, მაგრამ კიდევ ერთ კოც-
ნამდე როგორ მივიდეთ, მოსაფიქრებელია. საბადოში ბევრი გოგოა, რომ-
ლებიც მსგავს რამეებში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზები - წყალში;
აი, მე კი ამისთვის არც დრო მქონია არასდროს და არც - სურვილი.
თანაც, როგორც ჩანს, მარტო კოცნა საკმარისი აღარაა, თორემ წუხელვე
გამოგვიგზავნიდნენ საჭმელს. ჰეიმიჩს მხოლოდ ფიზიკური ალერსი აღარ
აინტერესებს, მას რაღაც პირადი სჭირდება. რაღაც ისეთი, რის თქმასაც ინ-
ტერვიუსთვის მზადებისას მაიძულებდა. მე ამ საქმეში არაფრად ვღირვარ,
სამაგიეროდ, პიტა ჩემზე ნიჭიერია. იქნებ აჯობებს, ის ავალაპარაკო?
- პიტა, - მივმართავ ლაღად, - ინტერვიუში თქვი, რომ დიდი ხანია, გიყ-
ვარვარ. გულში როდის ჩაგივარდი?

215
- მოიცა, გავიხსენო. სკოლაში, პირველსავე დღეს. ხუთი წლისანი ვიყა-
ვით. წითელი, კუბოკრული კაბა გეცვა და თმა... მაშინ ორი ნაწნავი გქონდა.
მამაჩემმა შენკენ მიმახედა, როცა რიგში ვიდექით, - მეუბნება პიტა.
- მამაშენმა? რატომ?
- ასე მითხრა: ხედავ იმ გოგოს? მე დედამისის ცოლად მოყვანა მინდო-
და, მაგრამ ის მაღაროელს მისთხოვდა, - ამბობს პიტა.
- რაა? რაღაცას იგონებ, - არ ვიჯერებ მე.
- არა, სიმართლეს გიყვები, - მარწმუნებს პიტა, - მე ვუპასუხე: მაღარო-
ელს? შენ მაღაროელი რატომ განაცვალა? მამამ კი მითხრა: იმიტომ, რომ
ის მაღაროელი ისე მღერის... ჩიტებიც კი ჩუმდებიან მის მოსასმენად.
- მართალია, ჩუმდებიან. უფრო სწორედ, ჩუმდებოდნენ, - მე გაოგნებული
და გაკვირვებული ვარ, რომ ხაბაზმა პიტას ეს უთხრა. იქნებ, სიმღერაც სი-
ნამდვილეში იმიტომ არ მიყვარს, რომ მამაჩემს მახსენებს და არა იმიტომ,
რომ დროის ფუჭად ხარჯვად მიმაჩნია.
- იმ დღეს მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა გვკითხა, ხეობის სიმღე-
რა ვინ იცისო. შენ მაშინვე ხელი ასწიე. მასწავლებელმა სკამზე დაგაყენა და
ყველას წინაშე გამღერა. გეფიცები, ფანჯრიდან დავინახე, როგორ გაჩუმ-
დნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტები, - აგრძელებს პიტა.
- ოჰ, კარგი რა! - ვამბობ სიცილით.
- გეუბნები, ასე იყო. და როგორც დედაშენი მოიხიბლა მამაშენით, შენმა
სიმღერამ მეც სამუდამოდ დამატყვევა,
- ამბობს პიტა, - მომდევნო თერთმეტი წელი შენთან გამოსალაპარაკებ-
ლად გამბედაობას ვიკრებდი.
- მაგრამ ერთხელაც ვერ გამომელაპარაკე.
- ვერა, ვერ გამოგელაპარაკე. ასე რომ, როცა მკის დღეს ჩემი სახელი
ამოიღეს, შეიძლება ითქვას, ბედმა გამიღიმა.
წუთით ცერცეტა გოგოსავით ბედნიერი ვარ და მერე ვიბნევი. ჩვენ შეყვა-
რებულობანას უნდა ვთამაშობდეთ, ნამდვილი შეყვარებულებივით კი არ უნ-
და ვიქცეოდეთ. პიტა კი აშკარად გულწრფელია. მამაჩემის და ჩიტების ამბა-
ვი სიმართლეა. პირველ დღეს სკოლაში მართლაც ვიმღერე, ოღონდ არ
მახსოვს, რა. წითელი კუბოკრული კაბაც მქონდა, რომელიც ჩემ შემდეგ
პრიმს ეცვა და მამაჩემის სიკვდილის მერე ისე ჩამოიძონძა, გადავაგდეთ.

216
ახლა უკვე გასაგებია, რატომ გაალახვინა თავი პიტამ ჩემ გამო იმ საში-
ნელ, ცარიელ დღეს. და თუ ამდენი რამ ემთხვევა, იქნებ ყველაფერი სი-
მართლეა, რასაც პიტა ამბობს?
- კარგი მახსოვრობა გქონია, - ყოყმანით ვამბობ.
- შენ შესახებ ყველაფერი მახსოვს, - მეუბნება პიტა და თმის კულულს
ყურს უკან მიწევს, - ეს შენ არ მაქცევდი ყურადღებას.
- ახლა ხომ გაქცევ.
- აქ ბევრი კონკურენტი არ მყავს.
მინდა, ისევ ავარიდო ამ თემას თავი, დარაბები ჩამოვწიო, მაგრამ არ შე-
მიძლია. ჰეიმიჩის სიტყვები თითქოს ცხადად ჩამესმის ყურში: მიდი, თქვი!
თქვი!
ყელს ვიწმენდ და სიტყვებს ძლივს გამოვთქვამ:
- შენ კონკურენტი არსად გყავს, - და ამჯერად მე ვიხრები მისკენ.
ჩვენი ტუჩები ოდნავ ეხება ერთმანეთს, რომ გარედან ბრაგუნი გვესმის.
მაშინვე მშვილდს ვჭიმავ და მზად ვარ, ისარი გავისროლო, მაგრამ არავინ
ჩანს. პიტა ნაპრალში იჭვრიტება და გახარებული ყიჟინებს. სანამ შევაჩერებ-
დე, გარეთ გარბის და რაღაცას მაწვდის. ვერცხლისფერ პარაშუტზე კალა-
თაა გამობმული. კალათაში აწყვია თბილ-თბილი ფუნთუშები, თხის ყველი,
ვაშლები და, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, ერთი ქვაბი ბრინჯში მოშუშუ-
ლი თიკნის ხორცი - სწორედ ის კერძი, კაპიტოლიუმში ყველაზე მეტად რომ
მომეწონა.
- ალბათ ჰეიმიჩს მოსწყინდა ჩვენი შიმშილობის ყურება, - პიტას სახე უბ-
რწყინავს.
- ალბათ, - მოკლედ ვპასუხობ მე.
გონებაში კი თვითკმაყოფილი, ოდნავ განაწყენებული ჰეიმიჩის ხმა ჩამეს-
მის: დიახ, სწორედ ამის მოსმენა მინდა, ძვირფასო.
სხეულის ყოველი უჯრედი მთხოვს, ქვაბს დავაცხრე და მოშუშული ხორ-
ცით პირი გამოვიტენო. მაგრამ პიტა მაჩერებს.
- ხორცთან ცოტა ფრთხილად ვიყოთ! გახსოვს პირველი ღამე მატარე-
ბელში? დიდად არ მშიოდა, მაგრამ იმდენი ვჭამე, კინაღამ გული ამერია.
- მართალი ხარ. არადა, ამ ყველაფერს ერთ ლუკმად გადავყლაპავდი! -
სინანულით ვამბობ. მაგრამ მე და პიტა ზედმეტის ჭამისგან მაინც თავს ვიკა-
ვებთ. თითოეული ერთ ფუნთუშას, ნახევარ ვაშლს და ცოტაოდენ თიკნის
217
ხორცს მივირთმევთ. წვენს პატარა კოვზით ვხვრეპ - თეფშები და დანა-ჩან-
გლებიც გამოგვიგზავნეს - თითოეულ ლუკმას ვუფრთხილდები. ჭამას ვამ-
თავრებთ, მაგრამ თეფშს თვალს ვერ ვწყვეტ.
- კიდევ მინდა.
- მეც. მოდი, ასე ვქნათ, ერთ საათს დავიცადოთ და თუ ახლანდელი ნაჭა-
მი კუჭში დარჩება, კიდევ დავამატოთ.
- კარგი, - ვეთანხმები მე, - ეს ყველაზე ხანგრძლივი ერთი საათი იქნება
ჩემს ცხოვრებაში.
- შეიძლება არც იყოს, - ამბობს პიტა, - რას მეუბნებოდი, სანამ საჭმელს
გამოგვიგზავნიდნენ? კონკურენტები არსად გყავსო... ჩემს ცხოვრებაში სა-
უკეთესო შემთხვევააო...
- რაღაც არ მახსოვს ეგ ბოლო სიტყვები, - ვუარობ და ვიმედოვნებ, რომ
ამ სიბნელეში კამერები ჩემს შეფაკლულ ღაწვებს ვერ დაინახავენ.
- ჰო, კარგი, მაგას მე ვფიქრობდი, - ამბობს პიტა, - ცოტა გაიწიე, ვიყინე-
ბი.
საძილე ტომარაში მისთვისაც ვათავისუფლებ ადგილს. გამოქვაბულის კე-
დელს ზურგით ვეყრდნობით, თავი პიტას მხარზე მიდევს, პიტას ჩემთვის
მკლავები აქვს შემოხვეული. თითქოს ცხადად ვგრძნობ, როგორ მიბიძგებს
ჰეიმიჩი, შეყვარებულობანას თამაში გავაგრძელო.
- მაშ, ხუთი წლიდან ჩემ გარდა ვერც ერთ გოგოს ვერ ამჩნევდი?
- პირიქით, ყველა გოგოს ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ შენსავით გულ-
ში არავინ ჩამბეჭდია, - მპასუხობს პიტა.
- წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდნენ შენი მშობლები იმით, რომ სა-
ბადოელი გოგო მოგწონს.
- ვიცი, მაგრამ მათი აზრი არ მაინტერესებს. თანაც, თუ შინ ცოცხლები
დავბრუნდებით, უბრალო საბადოელი გოგო აღარ იქნები, გამარჯვებულის
სოფელში იცხოვრებ.
მართალია. თუ გავიმარჯვებთ, ქალაქში სპეციალურად შიმშილის თამაშე-
ბის გამარჯვებულისთვის აგებულ სახლებს მივიღებთ. დიდი ხნის წინ, როცა
შიმშილის თამაშები დაიწყო, კაპიტოლიუმმა ყველა რაიონში ათობით მდიდ-
რული სახლი ააშენა. რა თქმა უნდა, ჩვენს რაიონში მხოლოდ ერთია დასახ-
ლებული. დანარჩენში კი არასდროს არავის უცხოვრია.
უცებ უსიამო აზრი მიელვებს თავში.
218
- მაგრამ მაშინ ხომ ჩვენი მეზობელი ჰეიმიჩი იქნება!
- ძალიანაც კარგი! - უფრო მჭიდროდ მიხუტებს პიტა, - მე, შენ და ჰეიმი-
ჩი. პაწია სამეზობლო. პიკნიკები, დაბადების დღეები, ზამთრის გრძელი ღა-
მეები ბუხრის წინ, სადაც შიმშილის თამაშებს გავიხსენებთ.
- გეუბნები, ჰეიმიჩს ვძულვარ! - ვამბობ, მაგრამ ჰეიმიჩის ჩემს მეგობრად
წარმოდგენისას, სიცილს ვერ ვიკავებ.
- მხოლოდ ხანდახან. ფხიზელ ჰეიმიჩს შენზე ერთი ცუდი სიტყვა არ დას-
ცდენია, - ამბობს პიტა.
- ის ფხიზელი არასდროსაა!
- მართალია. აჰ, ჰო, შენ ცინას მოსწონხარ. ისიც იმიტომ, რომ კაბაზე
ცეცხლის წაკიდებისას გაქცევა არ მოგდომებია, აი, ჰეიმიჩს კი, გირჩევ, ერი-
დე. მას სძულხარ.
- შენ არ მითხარი, მისი ფავორიტი შენ ხარო?
- შენზე მეტად მე ვძულვარ, - მიხსნის პიტა, - ჩემი აზრით, ჰეიმიჩს თვალ-
ში არავინ მოსდის.
ზუსტად ვიცი, მაყურებელი მაგრად ერთობა, ჰეიმიჩზე რომ ვხალისობთ.
იმდენი ხანია, შეწირულების მენტორია, აქაურებს პრაქტიკულად ძველ მე-
გობრად მიაჩნიათ, ხოლო მას შემდეგ, რაც მკის დღეს სცენიდან გადმოვარ-
და, მას ყველა იცნობს. ახლა ალბათ ინტერვიუების ჩამოსართმევად წაათ-
რიეს სადმე. წარმომიდგენია, რეებს იტყუება. ჰეიმიჩი სხვა მენტორებთან შე-
დარებით ცუდ მდგომარეობაშია, რადგან თანარაიონელი კოლეგა არ ჰყავს
და ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. ნებისმიერ მომენტში ყველაფრისთვის
მზად უნდა იყოს. მეც ასე ვიყავი, როცა არენაზე მეწყვილის გარეშე ვთამა-
შობდი. ნეტა ამდენს როგორ უძლებს - ბევრს სვამს, სულ ყურადღების ცენ-
ტრშია და დაძაბული ცდილობს ჩვენს გადარჩენას?!
უცნაურია. მე და ჰეიმიჩი ერთმანეთს პიროვნულად ვერ ვეწყობით, მაგ-
რამ მგონი პიტა მართალია - ერთმანეთს ვგავართ. თუნდაც ჩვენი უსიტყვო
კომუნიკაცია ავიღოთ, როგორ ზუსტად გამოთვლის ხოლმე საჩუქრის გა-
მოგზავნის დროს. მაგალითად, მწყურვალს წყალს არ მიგზავნიდა, რითაც
მიმახვედრა, რომ წყაროსთან ახლო ვიყავი; მაშინვე მივხვდი, რომ დასაძი-
ნებელი სიროფი პიტასთვის ტკივილის დასაცხრობად არ იყო განკუთვნილი;
საბოლოოდ დამარწმუნა, რომ შეყვარებულის როლი უნდა ვითამაშო. პი-
ტასთან დასაკავშირებლად დიდი ძალისხმევა არ გამოუჩენია, თითქოს იცის,
219
რომ მისთვის ბულიონი მხოლოდ ბულიონი იქნება, ჩემთვის კი - უფრო მე-
ტი.
ამ დროს შეკითხვა მიჩნდება, რომელიც, წესით, აქამდეც უნდა გამჩენო-
და. შეიძლება, მხოლოდ ახლა დავუწყე ჰეიმიჩს ცნობისმოყვარე თვალით
ყურება.
- როგორ გგონია, ეს როგორ მოახერხა?
- ვინ? რა? - მეკითხება პიტა.
- ჰეიმიჩმა. შენი აზრით, თამაშებში როგორ გაიმარჯვა?
ჰეიმიჩი ჯმუხია, მაგრამ კატონივით ან თრეშივით კუნთმაგარს ვერ უწო-
დებთ. არც გამორჩეულად ლამაზია. იმდენად ნამდვილად არა, რომ სპონ-
სორებმა საჩუქრები დააფერთხონ თავზე. თან, ბუნებითაც უხიაგია, ძნელად
რომ ვინმე დაუმეგობრდეს. ჰეიმიჩს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა თამაშებ-
ში გამარჯვებისა.
- მეტოქეებს ჭკუით აჯობა, - მცირე ხნის ფიქრის შემდეგ მპასუხობს პიტა.
მე თავს ვუქნევ და საუბარს ვწყვეტ. თუმცა, გულში ვფიქრობ, იქნებ ჰე-
იმიჩმა სმა იმიტომ შეწყვიტა, რომ ირწმუნა, მე და პიტასაც გვქონდა გადა-
სარჩენად საკმარისი ჭკუა? იქნებ ჰეიმიჩი ყოველთვის არ იყო ლოთი? იქნებ
თავიდან მე-12 რაიონელი შეწირულების დახმარებას ცდილობდა, მაგრამ
თანდათან დაიღალა? ძნელია, ორი ახალგაზრდა ავარჯიშო და მერე მათ
სიკვდილს უყურო. წლიდან წლამდე, ყოველ წელს. უცებ ვაცნობიერებ, რომ
თუ აქაურობას თავს დავაღწევ, მეც იმავეს კეთება მომიწევს: მე-12 რაიონე-
ლი შეწირული გოგოს წვრთნა. ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა.
ნახევარი საათის შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ კიდევ ვჭამო. პი-
ტაც ძალიან მშიერია და აღარ მეკამათება. სანამ ორ ულუფა მოშუშულ თიკ-
ნის ხორცს და ბრინჯს ვჭამ, ჰიმნი ჟღერდება. პიტა ნაპრალიდან იჭვრიტება,
რომ ცა დაინახოს.
- ამაღამ სანახავი მაინც არაფერია,
- ახლა ცაზე მეტად თიკნის ხორცი მადარდებს, - რამე რომ მომხდარიყო,
ქვემეხის გრუხუნს გავიგონებდით.
- ქეთნის, - ჩუმად მეძახის პიტა.
- რა? ფუნთუშა ხომ არ გავიყოთ?
- ქეთნის, - იმეორებს პიტა, მაგრამ მე არც ამჯერად ვაქცევ ყურადღებას.

220
- ფუნთუშას გავჭრი, მაგრამ ყველს ხვალისთვის შევინახავ, - ვამბობ და
ვამჩნევ, რომ პიტა მე მომშტერებია. - რა მოხდა?
- თრეში მკვდარია.
- შეუძლებელია!
- ეტყობა, ჭექა-ქუხილში ქვემეხის გრუხუნი ვერ გავიგონეთ.
- დარწმუნებული ხარ? გარეთ კოკისპირული წვიმაა, რას ხედავ? - პიტას
განზე ვწევ და ბნელში ვიჭვრიტები. თრეშის დამახინჯებული ფოტო ცაში ათ
წამს ჩანს და მერე ქრება. ეს არის და ეს.
ჭამა მავიწყდება, ქვის ლოდებს აკრული ვიკეცები. თრეში მოკვდა. ეს უნ-
და მიხაროდეს თუ არა? კიდევ ერთი, ძლიერი მეტოქე გამოგვაკლდა. მაგ-
რამ მე არ მიხარია. მხოლოდ ის მახსენდება, როგორ გამიშვა თრეშმა, გა-
მაქცია შუბლგაყრილი პატარა რუს ხათრით...
- კარგად ხარ? - მეკითხება პიტა.
გაურკვევლად ვიჩეჩ მხრებს და გულზე ხელებს ვიკრებ. ტკივილი უნდა
დავმალო. არავინ ჩავა ფსონს იმ მონაწილეზე, ვინც მოკლულ მეტოქეს
დასტირის. რუ სხვა საქმეა. ჩვენ მოკავშირეები ვიყავით. ის პატარა იყო. აი,
თრეშის მკვლელობაზე დარდს ვერავინ გამიგებს! მკვლელობა! კიდევ კარ-
გი, ეს სიტყვა ხმამაღლა არ წარმოვთქვი. ამით არენაზე დამატებით
ქულებს ვერ ჩავიწერდი. ამის ნაცვლად შემდეგს ვამბობ:
- უბრალოდ, თუ... თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით, თრეშის გამარჯვება
მსურდა. მან ხომ გამიშვა... თან, რუს თანარაიონელი იყო.
- ჰო, ვიცი, - ამბობს პიტა, - მაგრამ მისი სიკვდილი ნიშნავს, რომ გამარ-
ჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, - საჭმლიან თეფშს მიწვდის, -
ჭამე. ჯერ კიდევ თბილია.
ერთ ლუკმას ვღეჭავ, ვითომ თრეშის სიკვდილი დიდად აღარ მაღელ-
ვებს, მაგრამ ხორცი პირში თითქმის წებოდ იქცა, გადაყლაპვა მიჭირს.
- იმასაც ნიშნავს, რომ კატონი ახლა ჩვენ დაგვიწყებს დევნას.
- და ახლა საჭმელ-სასმლის მარაგიც აქვს, - ამატებს პიტა.
- დარწმუნებული ვარ, დაჭრილი იქნება.
- რატომ გგონია? - მეკითხება პიტა.
- თრეში უბრძოლველად არ დანებდებოდა. ის ძალიან ღონიერია. უფრო
სწორად, იყო. თანაც მეტოქე მის ტერიტორიაზე შეიჭრა.

221
- ჰოდა, მით უკეთესი ჩვენთვის, თუ კატონი დაჭრილია. საინტერესოა, მე-
ლიისსახიანი როგორ არის?
- ო, ეგ მშვენივრადაა, - ვიღრინები მე. ჯერაც ვბრაზობ, რომ სიუხვის
რქაში დამალვა მან მოიფიქრა, მე კი ვერა - კატონის დაჭერა უფრო ადვი-
ლია, ვიდრე მისი.
- აჯობებს, ერთმანეთი გამოიჭირონ და ჩვენ შინ წავიდეთ, - ამბობს პიტა,
- თუმცა, ამიერიდან უფრო ყურადღებით უნდა ვიდარაჯოთ. მე რამდენჯერმე
ჩამეძინა.
- მეც, - ვაღიარებ მე, - მაგრამ ამაღამ აღარ ჩამეძინება.
ჭამას უხმოდ ვამთავრებთ და პიტა მთავაზობს, პირველად მე ვიდარაჯე-
ბო. მე მის გვერდით საძილე ტომარაში ვიფუთნები და სახეს კაპიუშონით ვი-
ფარავ, რომ კამერებმა ვერ დამინახონ. რამდენიმე წუთით უნდა განვმარ-
ტოვდე ჩემს ემოციებთან. ფარულად ვემშვიდობები თრეშს და მადლობას
ვუხდი ცოცხლად დატოვებისთვის. ვპირდები, რომ არასდროს დავივიწყებ
და თუ გავიმარჯვებ, ყველაფერს გავაკეთებ მისი და რუს ოჯახების დასახმა-
რებლად. მერე ძილს ვაძლევ თავს, მაძღარი და პიტას სიახლოვით გამთბა-
რი.
მოგვიანებით პიტა მაღვიძებს და შუაზე გაჭრილ ფუნთუშაზე დაწყობილ
ყველისა და ვაშლის ნაჭრებს მთავაზობს.
- არ გამიბრაზდე, ისევ მომშივდა. აი, შენი ნაჭერი.
- მშვენიერია, - მეც დაუფიქრებლად ვართმევ ჩემს წილს. სქელი, ცხიმია-
ნი ყველი ზუსტად ისეთია, როგორიც პრიმს ამოჰყავს ხოლმე, ვაშლი გემ-
რიელი და ხრაშუნაა, - მმ, რა კარგია.
- საცხობში თხის ყველისა და ვაშლის ტორტს ვაცხობთ ხოლმე, - მეუბნე-
ბა პიტა.
- ალბათ ძალიან ძვირია.
- მეტისმეტად ძვირია ჩემი ოჯახისთვისაც კი. მხოლოდ მაშინ ვჭამთ, თუ
დიდხანს არავინ იყიდის და ძალიან გახმება. თუმცა, ჩვენ ხომ თითქმის ყვე-
ლაფერს ასე ვჭამთ, - ამბობს პიტა, საძილე ტომარაში მოხერხებულად ეწ-
ყობა და ერთ წუთში უკვე ფშვინავს.
ჰაჰ. მე კი მეგონა, გამყიდველებს ტკბილი ცხოვრება ჰქონდათ. ასეცაა,
პიტას საჭმელი არასდროს აკლდა. თუმცა, ალბათ ძალიან ძნელია, მთელი
ცხოვრება სხვის დაწუნებულ გამხმარ პურს ჭამდე. ჩვენ, ღარიბებს, ერთი ის
222
უპირატესობა გვაქვს, რომ ყოველდღე გვიწევს საჭმლის შოვნა და მომზადე-
ბა, გასაფუჭებლად და გასახმობად არასდროს არაფერი გვრჩება.
ჩემი მორიგეობისას წვიმა თანდათან კი არა, ერთბაშად წყდება. მხო-
ლოდ წვიმის ნარჩენები წვეთავს ხის ტოტებიდან და ადიდებული ღელე
ხმაურობს. ცაზე სავსე, ლამაზი მთვარე ჩნდება და უსათვალოდაც ყველაფე-
რი მშვენივრად ჩანს. ვერ ვხვდები, ნამდვილი მთვარეა თუ თამაშის შემოქ-
მედების პროექცია. მახსოვს, რომ მთვარე შინიდან წამოსვლამდე რამდენი-
მე დღით ადრე გაივსო. მე და გეილი გვიანობამდე ვნადირობდით დამის
ამოსვლას შევესწარით...
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ? თითქმის ორი კვირაა, არენაზე ვარ,
მანამდე ერთი კვირა კაპიტოლიუმში ვემზადებოდით. შეიძლება მთვარემ
მართლაც დაასრულა მორიგი ციკლი. რატომღაც ძალიან მინდა ეს ჩემი
მთვარე იყოს, ის, რომელსაც მე-12 რაიონში ვხედავ ხოლმე. ეს რეალობის
შეგრძნებას შემოიტანდა არენაზე, სადაც ყველაფრის ნამდვილობა გაეჭ-
ვებს.
ოთხნიღა დავრჩით.
ახლა პირველად ვაცნობიერებ, რომ ალბათობა ჩემი სახლში დაბრუნე-
ბისა მართლაც დიდია. სახელგანთქმული და მდიდარი გავხდები. გამარჯვე-
ბულის სოფელში საკუთარ სახლში ვიცხოვრებ. დედაჩემს და პრიმსაც ჩემ-
თან წავიყვან. შიმშილის შიში აღარ გვექნება. ახლებური თავისუფლება. მაგ-
რამ მერე... რა? ყოველდღე რა უნდა ვაკეთო? მთელი ცხოვრება საჭმლის
შოვნის მეტი არაფერი მიკეთებია. ამის გარეშე, თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ
და რა შემიძლია. ეს აზრი ცოტათი მაფრთხობს. მახსენდება ჰეიმიჩი, რო-
მელსაც ფული არ აკლია. რას დაემსგავსა მისი სიცოცხლე? მარტო ცხოვ-
რობს, ცოლი მაგას არ ჰყავს და შვილი, დღედაღამ მთვრალია. არ მინდა,
ცხოვრება მეც მასავით დავასრულო.
- შენ მარტო არ იქნები, - ჩემს თავს ვეჩურჩულები. მე დედა და პრიმი
მყავს. ჯერჯერობით მაინც. შემდეგ... შემდეგ პრიმი გაიზრდება, თუმცა დედა-
ჩემი გარდაიცვლება. ამ მომავალზე ფიქრი მაშინებს. პირადად მე გათხოვე-
ბას არ ვაპირებ, შვილის გაჩენას ვერ გავრისკავ. თუნდაც შიმშილის თამაშე-
ბის გამარჯვებული გერქვას, შვილები სრული უსაფრთხოების გარანტია მა-
ინც არ გექნება. ვფიცავ, არ დავუშვებ, ჩემი შვილების სახელებიც სხვებთან
ერთად ჩაიწეროს თამაშების კანდიდატთა სიაში.
223
ამასობაში მზე ამოდის. მისი სხივები ნაპრალებიდან გამოქვაბულშიც აღ-
წევს და პიტას სახეს დაჰნათის. ნეტა ის რად იქცევა, თუ შინ დავბრუნდებით?
ეს ამოუცნობი, კეთილი ბიჭი, რომელიც ისე დამაჯერებლად იტყუება, მთელ
პანემს ჰგონია, რომ ჩემზე უიმედოდ არის შეყვარებული. უნდა ვაღიარო,
ზოგჯერ ამას მეც მაჯერებს ხოლმე.
ყოველ შემთხვევაში, მეგობრები მაინც ვიქნებით, - ვფიქრობ გულში. ფაქ-
ტი ფაქტად დარჩება, ჩვენ ერთმანეთი სიკვდილისგან ვიხსენით. გარდა ამი-
სა, მე ყოველთვის მემახსოვრება ის, ვინც პური მომცა. კარგი მეგობრები -
ვგრძნობ, როგორ მიმზერს ტელეეკრანს მიღმა მჯდარი გეილის ნაცრისფე-
რი თვალები, როცა მე პიტას ვუმზერ.
ეს შეგრძნება მაწუხებს და პიტას ვანჯღრევ. ის თვალებს ახელს და ჩემს
დანახვაზე სახე ბედნიერებისგან ისე უბრწყინდება, იფიქრებ, არენაზე სამუ-
დამოდ ასე იცხოვრებდაო. თავისკენ მიზიდავს და დიდხანს მკოცნის.
- ახლა ამისთვის არ გვცალია, უნდა ვინადიროთ, - ვეუბნები, როცა, ბო-
ლოს და ბოლოს, მის ტუჩებს ვწყდები.
- ამისთვის ყოველთვის მეცლება, - ამბობს პიტა და წამომჯდარი, იზმო-
რება, - მშივრებმა უნდა ვინადიროთ?
- არა, ჯერ უნდა ვჭამოთ, რომ ძალღონე შეგვრჩეს.
- ეს აზრი მომწონს, - ამბობს პიტა, მაგრამ, როცა მოშუშულ ხორცსა და
ბრინჯს შუაზე ვყოფ და მის წილს თეფშით ვაწვდი, გაკვირვებას ვერ მალავს,
- სულ ვჭამთ?
- დღეს ამაზე მეტს მოვინადირებთ, - ვეუბნები და ჭამას ვიწყებთ. ეს თიკ-
ნის ხორცი ცივადაც კი უგემრიელესი კერძია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს.
ბოლოს, ჩანგალს ვაგდებ და საწებლის ნარჩენს თითებით ვიწმენდ. - წარ-
მომიდგენია, ჩემი მანერების შემხედვარე ეფი თრინკეტი სიბრაზისგან რო-
გორ ცახცახებს!
- ეი, ეფი, აბა, ეს ნახე! - პიტა ჩანგალს უკან ისვრის და თეფშს ენით ლო-
კავს, თან კმაყოფილებითა და სიამოვნებით ხვნეშის. ბოლოს, ჰაეროვან
კოცნას უგზავნის ეფის, - ძალიან გვენატრები, ეფი!
პირზე ხელს ვიფარებ, მაგრამ სიცილის შეკავება მიჭირს.
- გეყოფა! ხომ შეიძლება კატონი სადმე აქვე იყოს!
პიტა ჩემს ხელს იღებს და მეხვევა.
- სულ არ მანაღვლებს! შენ გვერდით მყავხარ და დამიცავ.
224
- კარგი, გეყოფა, - გაღიზიანებული ვუსხლტები, ოღონდ მანამდე კიდევ
ერთ კოცნას მაინც ასწრებს.
ბარგის ჩალაგებისა და გამოქვაბულიდან გასვლისთანავე ვსერიოზულ-
დებით. ბოლო რამდენიმე დღე, სანამ კატონი თრეშთან ურთიერთობას არ-
კვევდა, გამოქვაბულში შემალულებს, თითქოს არდადეგები გვქონდა, და-
ვისვენეთ და ძალები აღვიდგინეთ. ახლა კი, ამ მზიანსა და თბილ დღეს,
ისევ თამაშში ვერთვებით. პიტას დანას ვაძლევ და ისიც ქამარში ირჭობს.
ჩემი შვიდი ისარი - თორმეტიდან სამი აფეთქებას შეეწირა, ორი ლხინზე
დავკარგე - კაპარჭში თავისუფლად ყანყალებს. მეტს ვეღარ დავკარგავ.
- ახლა ალბათ ჩვენზე ნადირობს, - ვარაუდობს პიტა, - კატონი
მსხვერპლს არ დაელოდება.
- თუ დაჭრილია... - ვიწყებ მე.
- მნიშვნელობა არ აქვს, - მაწყვეტინებს პიტა, - თუ სიარული შეუძლია,
დევნას არ შეწყვეტს.
წვიმას ღელე ცოტათი აუდიდებია. ვჩერდებით და ბოთლებს წყლით ვავ-
სებთ. რამდენიმე დღის წინ დაგებულ ხაფანგებს ვამოწმებ, მაგრამ შიგ არა-
ფერია. ასეთ ავდარში გასაკვირი არცაა. თანაც, ამ მიდამოებში ცხოველის
ნიშანწყალი არსად მინახავს.
- თუ საჭმელი გვინდა, ჩემს სანადირო ადგილებს უნდა დავუბრუნდეთ.
- ნება შენია. შენ მხოლოდ მითხარი, მე რა გავაკეთო, - მეუბნება პიტა.
- ფხიზლად იყავი, - ვურჩევ მე, - ქვებზე იარე, მიწაზე კვალს ნუ დატოვებ.
და კიდევ, ორივე ჩვენგანის ნაცვლად ისმინე, - აფეთქებისას მარცხენა ყური
სამუდამოდ დავიზიანე.
მე სულ წყალში ვივლიდი, მაგრამ მეეჭვება, პიტას ფეხმა სწრაფ დინებას
გაუძლოს. მართალია, წამალმა ინფექცია მოსპო, მაგრამ მაინც სუსტადაა.
რაც შემეხება მე, ამ სამ დღეში შუბლზე ჭრილობა შემიხორცდა, მაგრამ ნაი-
არევი ჯერ ისევ მტკივა. თავი ყოველი შემთხვევისთვის შეხვეული მაქვს.
გზად პიტას ტალახისა და წყალმცენარეების სამალავს ვუვლით გვერდს.
წვიმამ ერთი სამსახური გაგვიწია მისი სამალავის კვალი მთლიანად წაშლი-
ლია. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოქვაბულში დაბრუნებას
შევძლებთ.
თანდათან ლოდები ქვებად იქცევა, ქვები - კენჭებად და ბოლოს, ჩემდა
სასიხარულოდ, ფიჭვის წიწვებით დაფარულ ფერდობზე ვბრუნდებით. აქ
225
პირველად ვიაზრებ, რომ პრობლემა გვაქვს. ქვიან ფლატეზე ნაღრძობი
ფეხით სიარულისას ყვირილს კიდევ არა უშავს, მაგრამ პიტა წიწვებით მო-
ფენილ სწორ მიწაზე დაბიჯებისასაც ყვირის. ყვირის კი არა, ღრიალებს,
თითქოს ტერფში ლურსმანს ურჭობენო. მისკენ ვტრიალდები:
- ცოტა ჩუმად, კატონი ჯანდაბას, ათი მილის რადიუსში ყველა კურდღე-
ლი დააფრთხე.
გზას ვაგრძელებთ. მისი ღრიალი ცალი ყურითაც მესმის და დროდადრო
შიშით ვხტები.
- არ შეიძლება ეგ ჩექმები გაიხადო? - ვთავაზობ მე.
- აქ? - ისე გაკვირვებული მეკითხება, თითქოს ნაკვერჩხლებზე ფეხშიშვე-
ლა გავლა მეთხოვოს. ვიცი, პიტა ტყეს მიუჩვეველია, მისთვის ეს საშიში, აკ-
რძალული ადგილია, რომლისგანაც მე-12 რაიონს მავთულის ღობე იცავს.
გეილს და მის ფრთხილ სიარულს ვიხსენებ. საოცარია, როგორ უხმაუროდ
დააბიჯებს გეილი გამხმარ ფოთლებზეც კი, როცა, წესით, ნადირთან მიპარ-
ვა ძნელია. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენი შემხედვარე, გეილი გულიანად
ხარხარებს.
- ჰო, - მშვიდად ვპასუხობ, - მეც გავიხდი და ორივე უფრო ჩუმად ვივ-
ლით, - თითქოს მეც ვხმაურობდე! ორივენი ვიხდით ჩექმებსაც და წინდებსაც
და, მდგომარეობა უკეთესობისკენ კი იცვლება, მაგრამ გეფიცებით, პიტა
ტოტს არ ტოვებს, ზედ რომ არ დააბიჯოს და არ აატკაცუნოს.
უკვე რამდენიმე საათია, ჩემი და რუს ძველი ბანაკისკენ მივდივართ და
ჯერ არაფერი მომინადირებია. არც თევზაობაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ დი-
ნება ძალიან სწრაფია. სანამ დასასვენებლად ვდგავართ და წყალს ვსვამთ,
გამოსავლის პოვნას ვცდილობ. უკეთესი იქნებოდა, პიტა აქ ბალახებისა და
ფესვების შესაგროვებლად დამეტოვებინა, მე კი სანადიროდ მარტო წავსუ-
ლიყავი, მაგრამ მისი მხოლოდ დანისამარა დატოვების მეშინია. აჯობებს,
პიტა სადმე უსაფრთხოდ გადავმალო, მე სანადიროდ წავიდე, მერე უკან
დავბრუნდე და წავიყვანო. თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, პიტამ პატივმოყვარეო-
ბას სძლიოს და დამთანხმდეს.
- ქეთნის, უკეთესია, გავიყაროთ, - ამბობს უცებ პიტა, - ვხვდები, რომ ნა-
დირს გიფრთხობ.
- იმიტომ, რომ ფეხი გტკივა, - დიდსულოვნად ვეუბნები, თუმცა, მარტო ეს
არაა პრობლემა.
226
- ჰო, - მეთანხმება პიტა, - მიდი, შენ წადი. მასწავლე, რომელი ბალახები
დავკრიფო და მეც გავაკეთებ რამე სასარგებლოს.
- ოღონდ კატონს ნუ მოაკვლევინებ თავს, - ამას მხიარულად ვამბობ, მაგ-
რამ მაინც ისე გამომდის, თითქოს პიტას უძლურად ვთვლიდე.
ჩემდა გასაკვირად, მას მხოლოდ ეცინება.
- კატონს როგორმე გავუმკლავდები. მას ერთხელ ხომ უკვე შევებრძო-
ლე?
ჰოდა, მაგარი შედეგიც მიიღო. კინაღამ ტალახში ჩაფლულს ამოხდა სუ-
ლი. ოღონდ ამას ხმამაღლა არ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, კატონთან
შებრძოლებით მე გადამარჩინა სიკვდილს. ახლებურ ტაქტიკას ვცდი.
- იქნებ ხეზე აძვრე და იდარაჯო? - ვცდილობ, ჩემი შეთავაზება სერიოზუ-
ლად ჟღერდეს, თითქოს მნიშვნელოვან დავალებას ვაძლევდე.
- იქნებ საჭმელად ვარგისი ბალახები მიჩვენო, შენ კი ხორცის საშოვნე-
ლად წახვიდე? - ჩემს ხმას ბაძავს პიტა, - ოღონდ შორს არა, ვაითუ დახმა-
რება დაგჭირდეს. |
უკმაყოფილოდ ვხვნეში და ვუჩვენებ, ფესვიანად როგორ ამოთხაროს
მცენარე. ბოლოს და ბოლოს, საჭმელი აუცილებლად გვჭირდება. ერთი
ვაშლი, ორი პური და ყველის პატარა ნაჭერი დიდხანს არ გვეყოფა. მე
შორს არ მივდივარ იმის შიშით, ვაითუ კატონი ახლო იყოს.
წასვლამდე ჩიტივით სტვენას ვასწავლი - მარტივ, ორნოტიან მელოდიას,
რომლითაც ერთმანეთს შევატყობინებთ, რომ კარგად ვართ. ზურგჩანთას
პიტას ვუტოვებ, მე კი გზას ვაგრძელებ.
თითქოს ისევ თერთმეტი წლის ვარ, ოღონდ ამჯერად ღობისგან კი არა,
პიტასგან დაშორების მეშინია. სულ ოცი-ოცდაათი მეტრით ვშორდები. ეს
მცირე დაშორებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველების ხმაური გავი-
გონო. პიტას პერიოდული სტვენებით გათამამებული, ცოტა უფრო შორსაც
მივდივარ და მალე ორ კურდღელს და მსუქან ციყვს ვინადირებ. დღეისთვის
საკმარისია. ხაფანგებს დავაგებ და იქნებ თევზაობაც მოვასწრო. ამასობაში
პიტაც მოაგროვებს ფესვებს და შიმშილით ნაღდად არ დავიხოცებით.
უკანა გზაზე ვაცნობიერებ, რომ კარგა ხანია, პიტას სიგნალი არ გამიგია.
ჩემს სტვენაზე პასუხს რომ ვერ ვიღებ0, გავრბივარ. მალე ზურგჩანთას და
მის გვერდით კოხტად მიწყობილი ფესვების გროვას ვპოულობ. პლასტიკა-
ტის ნაჭერი მიწაზე დევს და ზედ კენკრა ყრია. თვითონ პიტა სადღაა?
227
- პიტა! - ვყვირი შეძრწუნებული, - პიტა!
უკნიდან ფოთლების შრიალი მესმის და კინაღამ პიტას ვესვრი ისარს.
ბოლო წამს მშვილდის გაწევას ვასწრებ და ისარი მის გვერდით მუხის ტანს
ერჭობა. პიტა უკან ხტება და ერთ მუჭა კენკრას ძირს ყრის.
სიბრაზისგან ცრემლები მდის.
- გაგიჟდი? აქ უნდა იყო, ტყეში კი არ უნდა დარბოდე!
- მდინარის პირას კენკრას მივაგენი, - პიტას ვერ გაუგია, ასე ძლიერ რამ
განმარისხა.
- დაგისტვინე. რატომ არ მიპასუხე? - მკაცრად ვეკითხები.
- მდინარის ხმაურში ვერ გავიგონე, - პიტა მიახლოვდება და ხელებს
მხრებზე მადებს. მაშინღა ვხვდები, რომ მთელი ტანი მიცახცახებს.
- მეგონა, კატონმა მოგკლა! - ლამის ვყვირი.
- არა. კარგად ვარ, - პიტა გულში მიკრავს, მაგრამ მე ხელს ვკრავ, - ქეთ-
ნის?
- რახან სიგნალზე შევთანხმდით, ერთმანეთს ძალიან არ უნდა დავშორე-
ბოდით. როცა ერთ-ერთი არ პასუხობს, იმას ნიშნავს, რომ გასაჭირშია. გა-
საგებია?
- გასაგებია!
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. რუმ არ მიპასუხა და მერე თვალწინ მომიკლეს!
- პიტას ზურგს ვაქცევ და ზურგჩანთიდან წყლის ბოთლს ვიღებ, მიუხედავად
იმისა, რომ წყალი ჩემს ბოთლშიც ასხია. ჯერ მზად არ ვარ მის საპატიებ-
ლად. საჭმელს ვამჩნევ. პური და ვაშლები ხელუხლებელია, ყველის ნაჭერი
კი ვიღაცას აუღია, - უჩემოდ გიჭამია! - ეს ნაღდად არ მანაღვლებს, უბრა-
ლოდ, მინდა, ბოღმა რამეზე გადავანთხიო.
- რაო? უშენოდ არაფერი მიჭამია!
- ჰო, ალბათ ვაშლებმა შეჭამეს ყველი.
- არ ვიცი, ვინ შეჭამა ყველი, - ნელა და გარკვევით გამოთქვამს პიტა,
თითქოს არ უნდა მოთმინება დაკარგოს, - მაგრამ მე ნაღდად არ მიჭამია.
მდინარის პირას კენკრას ვაგროვებდი. ცოტა ხომ არ გინდა?
კენკრაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა ეგონოს, რომ ასე სწრა-
ფად შევურიგდი. კენკრას დავყურებ. ასეთი ჯიშის კენკრა არსად მინახავს.
თუმცა, როგორ არა, მინახავს, ოღონდ არა არენაზე. ძალიან კი ჰგავს, მაგ-

228
რამ ეს რუს კენკრა არ არის. არც ვარჯიშებზე შემხვედრია ასეთები. რამდე-
ნიმე მარცვალს ვიღებ და ხელისგულზე თითებით ვატრიალებ.
გონებაში მამაჩემის სიტყვები ჩამესმის: ესენი არ ჭამო, ქეთნის, არას-
დროს! ეს ძაღლთუთაა. ჩაყლაპვისთანავე მოკვდები.
უცებ ქვემეხი გრუხუნებს. მკვეთრად ვტრიალდები უკან, მგონია, რომ პიტა
მიწაზეა ჩაკეცილი, მაგრამ ის წარბებაზიდული დგას. ასიოდე მეტრში ჰო-
ვერკრაფტი ჩნდება და მელიისსახიანის გამხდარი სხეული ჰაერში ეკიდება.
მისი წითელი თმა მზის შუქზე ბზინვარებს.
დაკარგული ყველის დანახვისთანავე უნდა მივმხვდარიყავი...
პიტა მკლავში მავლებს ხელს და ხისკენ მექაჩება.
- აძვერი, კატონი წამში აქ გაჩნდება. ზემოდან მისი დამარცხების უფრო
მეტი შანსი გვაქვს.
მე სრულიად მშვიდად ვარ.
- არა, პიტა, მელიისსახიანი შენ მოკალი და არა - კატონმა.
- რაო? პირველი დღის შემდეგ არსად მინახავს, - უკვირს პიტას, - რო-
გორ მოვკლავდი?
პასუხად მუჭით კენკრას ვუწვდი.

21.

პიტასთვის ვითარების ახსნას კარგა ხანს ვუნდები. ვუყვები, როგორ მო-


იპარა მელიისსახიანმა პროფესიონალების სურსათ-სანოვაგის მარაგიდან
საჭმელი, სანამ ავაფეთქებდი, როგორ მოიპარა იმდენი, რომ ვერავის შეემ-
ჩნია და არავინ დასდევნებოდა; ვუხსნი, რატომ არ დაეჭვდა იმ კენკრის
უსაფრთხოებაში, ჩვენთვის რომ ვაგროვებდით.
- ჩემი ბრალია, რომ გვიპოვა, - ამბობს პიტა, - ალბათ მართლაც მეტის-
მეტად ვხმაურობდი.
ჩვენს კვალზე დადგომა სპილოების კვალზე დადგომაზე უფრო ადვილი
იყო, მაგრამ პიტას არ ვუწყრები.
- ის ძალიან ჭკვიანია, პიტა. უფრო სწორად იყო, სანამ ჭკუაში აჯობებდი.

229
- ეს განგებ არ მიქნია. უსამართლოდ გამომივიდა. მის ნაცვლად ჩვენ და-
ვიხოცებოდით, კენკრა პირველებს რომ გაგვესინჯა... არა, არა, რა თქმა უნ-
და, არ დავიხოცებოდით! შენ ხომ იცნობდი ამ შხამიან კენკრას?
მე თავს ვუქნევ.
- ამას ძაღლთუთა ჰქვია.
- სახელიც კი მიანიშნებს, რომ საშიშია... მაპატიე, ქეთნის, მეგონა, იგივე
კენკრა იყო, შენ რომ აგროვებდი.
- ნუ მებოდიშები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახლს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუ-
ახლოვდით!
- ამას გადავყრი, - პიტა ფრთხილად იღებს პლასტიკატს და კენკრა ხე-
ებისკენ მიაქვს გადასაყრელად.
- მოიცა! - ვეძახი მე და 1-ლ რაიონელი ბიჭის ტყავის ქისას კენკრით ვავ-
სებ,
- თუ მელიისსახიანი მოტყუვდა, იქნებ კატონიც მოტყუვდეს?! თუ გამოგვე-
კიდება, შეგვიძლია გავითამაშოთ, ვითომ შემთხვევით დაგვივარდა. იმედია,
აიღებს და თუ შეჭამს...
- მაშინ, გამარჯობა, მე-12 რაიონო, - იღიმება პიტა.
- დიახ! - ვამბობ და ქისას ქამარზე ვიმაგრებ.
- კატონს უკვე ეცოდინება, სადაც ვართ, - ამბობს პიტა, - თუ სადმე ახლო-
მახლოა, ჰოვერკრაფტს დაინახავდა. მიხვდება, რომ მელიისსახიანი ჩვენ
მოვკალით და დაგვედევნება.
პიტა მართალია. შესაძლოა, კატონი სწორედ ამას ელოდა. მაგრამ თუნ-
დაც გავიქცეთ, ხორცი შესაწვავია და კოცონის გაჩაღება მოგვიწევს. ჩვენს
ადგილსამყოფელს კვამლი გასცემს.
- მოდი, აქვე დავანთოთ ცეცხლი, ახლავე, - ტოტების და ფიჩხის შეგრო-
ვებას ვიწყებ.
- მასთან დასაპირისპირებლად მზად ხარ? - მეკითხება პიტა.
- საჭმელად ვარ მზად. აჯობებს, ხელსაყრელი მომენტი გამოვიყენოთ და
ხორცი შევწვათ. თუ კატონი გაიგებს, რომ აქ ვართ, გაიგებს და ეგაა. მან
იცის, რომ ორნი ვართ, და იფიქრებს, მელიისსახიანზე ნადირობდნენო; მიხ-
ვდება, რომ შენ გამოკეთდი. კვამლს რომ დაინახავს, მიხვდება, კი არ იმა-
ლებიან, ჩემს მიტყუებას ცდილობენო. ასეთ შემთხვევაში, შენ მოხვიდოდი?
- ალბათ არა, - მპასუხობს პიტა.
230
პიტას ცეცხლის დანთებაში ვერავინ შეედრება, სველ შეშასაც კი ააგუზგუ-
ზებს. რამდენიმე წუთის შემდეგ კურდღლებისა და ციყვის ხორცი შესაწვავად
შამფურებზე მაქვს წამოგებული, ფოთლებში შეხვეული მცენარის ფესვები
ნაკვერჩხლებზე იბრაწება. რიგრიგობით ვკრეფთ მწვანილს და ვფრთხი-
ლობთ, მოულოდნელად კატონი არ დაგვადგეს თავზე. მომზადებულ საჭ-
მელს ზურგჩანთაში ვაწყობ, მხოლოდ თითო კურდღლის ბარკალს ვინაწი-
ლებთ გზადაგზა საჭმელად.
ფერდობზე ასვლა, მაღალი ხის მოძებნა და ღამის ხეზე გათევა მინდა,
მაგრამ პიტა მეწინააღმდეგება.
- მე შენსავით ვერ დავცოცავ ხეებზე, ქეთნის, მით უმეტეს, დაჭრილი ფე-
ხით. თანაც, მიწიდან ოცი მეტრის სიმაღლეზე ვერ დავიძინებ.
- ძირს დარჩენა სახიფათოა, პიტა.
- არ შეიძლება გამოქვაბულში დავბრუნდეთ? წყალთან ახლოსაა და ად-
ვილი დასაცავიცაა.
უკმაყოფილოდ ვხვნეში. კიდევ რამდენიმე საათი იმისთვის ვიაროთ - უფ-
რო ზუსტად, ვიჯლაყუნოთ - რომ იქ დავბრუნდეთ, საიდანაც დილით წამოვე-
დით? მაგრამ მთელი დღეა, პიტა მხოლოდ ჩემს მითითებებს ასრულებს და
თან, დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას თვითონ ხეზე ძილს არ მაიძულებ-
და. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ დღეს პიტას უხეშად მოვექეცი. ვებუზღუნე;
მერე ვუყვირე, სად გადაიკარგე-მეთქი. გამოქვაბულიდან გარეთ, მცხუნვარე
მზეში გამოსულებს და კატონის მოსალოდნელი თავდასხმით დაშინებუ-
ლებს, შეყვარებულების როლის თამაში სულ გადაგვავიწყდა. ჩემი შემხედ-
ვარე ჰეიმიჩი ალბათ უკვე მოთმინებას კარგავს. მაყურებლები კი...
პიტას ვეხვევი და ტუჩებში ვკოცნი.
- კარგი. გამოქვაბულში დავბრუნდეთ.
პიტა მაშინვე მშვიდდება.
- რა ადვილად დაგითანხმე.
მუხის ღეროდან ისარს ფრთხილად ვაძრობ, რომ ტარი არ დავაზიანო.
ეს ისრები ჩვენი საკვების, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის წყაროა.
კოცონს შეშას ვამატებ, რომ დიდხანს არ ჩაქრეს, ოღონდ იმედი არ
მაქვს, რომ კატონს ამით მოვატყუებთ. ამასობაში ღელე კალაპოტში დაბრუ-
ნებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, წყალდაწყალ ვიაროთ. პიტა
მორჩილად დგება წყალში და სხვათა შორის, უფრო ჩუმადაც დადის. ორმა-
231
გად მიხარია - არც კვალს ვტოვებთ, არც ვხმაურობთ. მართალია თავქვე
ვეშვებით და კურდღლის ბარკლებმაც ძალა მოგვცა, მაგრამ მაინც ვიღლე-
ბით. მშვილდი მოზიდული მაქვს კატონისთვისაც და თევზისთვისაც, რომე-
ლიც შეიძლება წყალში გამოჩნდეს. ჩემდა გასაკვირად, მდინარე თევზისგან
რატომღაც დაცლილია.
მზის ჩასვლისას გამოქვაბულთან მივდივართ. ბოთლებს წყლით ვავსებთ
და ნაპრალში ვძვრებით. ბევრი კი ვერაფერია, მაგრამ ეს გამოქვაბული ამ
უღრან ტყეში ჩვენთვის მშობლიური სახლივით ძვირფასია. ხეზე უფრო თბი-
ლიც იქნება, რადგან დასავლეთის ქარისგან დაგვიცავს. უხვ სადილს ვშლი,
მაგრამ პიტას მალევე თვლემა ერევა. რამდენიმედღიანი უძრაობის შემდეგ
ერთდღიანმა ნადირობამ თავისი ქნა. პიტას საძილე ტომარაში ჩაწოლას
ვურჩევ და მის წილ საჭმელს ვინახავ. პიტა მაშინვე იძინებს. ტომარას ნიკა-
პამდე ვუკრავ და შუბლზე ვკოცნი. ამას ჩემთვის ვაკეთებ და არა - მაყურებ-
ლებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ისევ ჩემთანაა და წყლის პირას მკვდარი
არ ვიპოვე. მიხარია, რომ კატონთან მარტო არ მომიწევს დაპირისპირება -
მხეც, სისხლმოწყურებულ კატონთან, რომელმაც ხელების მარტივი მოძ-
რაობით კისერი მოუგრიხა მეტოქეს; რომელიც თრეშსაც კი მოერია და რო-
მელიც პირველივე დღიდან ჩემს მოკვლას ცდილობს. ეტყობა, ვერ მოუნე-
ლებია, ვარჯიშებზე მასზე მეტი ქულა რომ მივიღე. პიტასნაირი ბიჭი ამის გა-
მო ყურსაც არ შეიბერტყავდა, მაგრამ კატონისთვის მნიშვნელოვანია. არც
მიკვირს. მახსენდება მისი რეაქცია სურსათ-სანოვაგის მარაგის აფეთქებისას.
ყველა დაღონდა, მაგრამ კატონი წყობილებიდან გამოვიდა. მგონი, სრულ
ჭკუაზე ვერაა.
ცაში პანემის გერბი და მელიისსახიანის ფოტო ჩნდება. ხმამაღლა არ უთ-
ქვამს, მაგრამ პიტა მისი მოკვლით არ გახარებულა, თუმცა მისი სიკვდილით
კიდევ ერთი მეტოქე მოვიცილეთ თავიდან. ვერ ვიტყვი, რომ მელიისსახიანი
გოგო მომენატრება, მაგრამ მოხერხებულობა უნდა შევუქო. დარწმუნებული
ვარ, შეწირულებისთვის ინტელექტუალური ტესტი რომ ჩაეტარებინათ, ყვე-
ლას გვაჯობებდა. მისთვის სპეციალურად რომ დაგვეყარა შხამიანი კენკრა,
აუცილებლად მიხვდებოდა და პირს არ დააკარებდა. მელიისსახიანი პიტას
უვიცობამ იმსხვერპლა. მეტოქეების სათანადოდ შეუფასებლობის შიშით
სულ დამავიწყდა, რომ მათი შესაძლებლობების ზედმეტად შეფასებაც სახი-
ფათოა.
232
ეს აზრი ისევ კატონთან მაბრუნებს. მელიისსახიანს, ასე თუ ისე, ვიცნობ-
დი. ის ცბიერი იყო და ფრთხილად მოქმედებდა. აი, კატონზე კი მხოლოდ
ის ვიცი, რომ ღონიერი და გაწვრთნილია. მაგრამ ჭკვიანი თუა? პასუხი არ
მაქვს. მელიისსახიანივით ჭკვიანი ან მომთმენი ალბათ ვერ იქნება. სიბრა-
ზისგან კეთილგონიერებას წამში კარგავს. ვერ ვიტყვი, რომ მე მას ვჯობი-
ვარ. მე არ ვიყავი, გაბრაზებულმა გოჭის პირში გაჩრილ ვაშლს ისარი რომ
ვესროლე? იქნებ კატონს იმაზე უკეთ ვიცნობ, ვიდრე მგონია?
მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა, ფხიზლად ვარ და პიტას ძილს
ვაცლი. ჩვეულებრივ, ამდენ ხანს არ ვმორიგეობთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად
თითქმის გარიჟრაჟამდე არ ვაღვიძებ. ცას უკვე ნაცრისფერი ეპარება, როცა
მხარზე ხელს ვკიდებ და მსუბუქად ვანჯღრევ. პიტა შეშფოთებული ახელს
თვალს.
- მთელი ღამე არ გამაღვიძე, ქეთნის. ეს უსამართლობაა.
მე საძილე ტომარაში ვწვები.
- ახლა დავიძინებ. თუ რამე საინტერესო მოხდება, გამაღვიძე.
როგორც ჩანს, საინტერესო არაფერი ხდება, რადგან თვალებს რომ ვა-
ხელ, ლოდებს შორის შუადღის კაშკაშა და მცხუნვარე მზე იჭყიტება.
- ჩვენი მეგობარი ხომ არ გამოჩენილა? - ვეკითხები პიტას.
პიტა თავს უარის ნიშნად აქნევს.
- არა და მისი სიფრთხილე უკვე მაწუხებს.
- როგორ გგონია, კიდევ რამდენ ხანს არ შეგვყრიან ერთად თამაშის შე-
მოქმედები?
- მელიისსახიანი გუშინ მოკვდა, მაყურებლებს ალბათ უკვე მობეზრდათ
ფსონების დადება. თამაშის შემოქმედების ჩარევას ნებისმიერ წუთს უნდა ვე-
ლოდოთ.
- ჰო, მეც ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ეს დღეს მოხდება, - საძილე
ტომრიდან ამოვდივარ და მშვიდ არემარეს გავყურებ, - საინტერესოა, ამჯე-
რად რას მოიფიქრებენ.
კიტა ხმას არ იღებს. პასუხი არ აქვს.
- მაშ, თუ ასეა, დროს ნუღარ დავკარგავთ და ვინადიროთ. ოღონდ მანამ-
დე კარგად დავნაყრდეთ, ვაითუ მოულოდნელად გასაჭირში აღმოვჩნდეთ, -
ვამბობ მე.

233
პიტა ბარგს ალაგებს, ამასობაში მე სუფრას ვშლი: კურდღლის ხორცის,
ფესვებისა და მწვანილის ნარჩენებს, ყველის ბოლო ნაჭრებს და პურს. მხო-
ლოდ ციყვის ხორცსა და ვაშლს ვინახავ შემდეგისთვის.
სადილისგან მხოლოდ კურდღლის ძვლების გროვა რჩება. ხელები სულ
გაქონილი მაქვს და ჭუჭყი ნერვებს მიშლის. საბადოელები ყოველდღე არ
ვბანაობთ, მაგრამ მთლად ასეთი უსუფთაოებიც არ ვართ. ეს ბოლო დღე-
ებია, მხოლოდ ფეხები მაქვს სუფთა, რადგან სულ წყალში ვდგავარ, ტანზე
კი ჭუჭყის სქელი ფენა მადევს.
გამოქვაბულიდან გამოსვლისას ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ მას სა-
მუდამოდ ვტოვებ. მეეჭვება, არენაზე კიდევ ერთი ღამე დავყოთ. ცოცხალი
თუ მკვდარი, დღეს აქაურობას გავეცლები. ლოდებს დასამშვიდობებლად
ხელს ვუტყაპუნებ და ღელესთან ჩავდივართ საბანაოდ. კანი მექავება, ისე
ძლიერ მინდა ცივი წყლის შეხება. თმასაც დავიწნავ. შეიძლება ტანსაცმლის
გარეცხვა და გაშრობაც მოვასწროთ... ღელეში, რომლის ადგილას ახლა
მხოლოდ დამშრალი კალაპოტია.
- სულ მშრალია, - ხელით ვეხები კალაპოტს, - ეტყობა, წუხელ დააშრეს,
სანამ გვეძინა.
მახსენდება წინა გაუწყლოებისგან დახეთქილი ტუჩები, ატკივებული სახ-
სრები, დაბინდული გონება და ვითრგუნები. ჩვენი ბოთლები და მათარები
თითქმის სავსეა, მაგრამ ამ პაპანაქებაში ორს დიდხანს მაინც არ გვეყოფა.
- ჩანს, ტბისკენ გვერეკებიან, - აღნიშნავს პიტა.
- იქნებ ნაკადული მაინც იყოს, - იმედს არ ვკარგავ.
- შევამოწმოთ, - ვიცი, რომ მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად ამბობს პიტა.
რადგან თვითონაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაკადულის ნაცვლად, სა-
დაც ერთხელ დამწვარი ფეხი გავიგრილე, მტვრიანი ორმო დაგვხვდება.
იქამდე მაინც მივდივართ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რაც წინასწარ ვიცით.
- მართალი ხარ, - ვამბობ მე, - ტბისკენ გვერეკებიან, - იქ, სადაც სამალა-
ვი არსადაა; სადაც სისხლიანი შეტაკება გარანტირებული აქვთ და ყველა-
ფერს ცხადად და დაუფარავად დაინახავენ, - ახლავე წავიდეთ თუ დავიცა-
დოთ, წყალი როდის გამოგველევა?
- ახლავე წავიდეთ, სანამ საჭმელი გვაქვს და ძალა კიდევ შეგვრჩენია.
წავიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ ამ ამბავს, - მთავაზობს პიტა.

234
თავს ვუქნევ. უცნაურია. თითქოს ისევ თამაშების პირველი დღეა. იმავე
მდგომარეობაში ვარ. ოცდაერთი შეწირული მკვდარია, მხოლოდ კატონია
ცოცხალი. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - უპირველესი კონკუ-
რენტი სწორედ ის იყო. ახლა მეჩვენება, თითქოს სხვა შეწირულები მხო-
ლოდ მცირე წინაღობა იყო, ყურადღებას გვიფანტავდნენ და თამაშებში გა-
მარჯვების მთავარი პრეტენდენტების ორთაბრძოლას აყოვნებდნენ. ჩემი და
კატონის ორთაბრძოლას.
მაგრამ, არა, ახლა გვერდით ბიჭი მიდგას, რომელიც წელზე ხელებს
მხვევს და ჩამჩურჩულებს:
- ორი ერთის წინააღმდეგ. ერთ ლუკმად არ გვეყოფა.
- შემდეგ კი კაპიტოლიუმში ვისადილებთ, - იმედიანად ვპასუხობ მეც.
- ეჭვიც არ მეპარება.
კარგა ხანს ვდგავართ ასე ჩახუტებულები მზის შუქში, ჩვენს ფერხთით სიო
ბალახს აშრიალებს. მერე უსიტყვოდ ვწყდებით ერთმანეთს და ტბისკენ მივ-
დივართ.
აღარ მანაღვლებს, რომ პიტას ხმაურიანი ნაბიჯები მღრღნელებსა და ჩი-
ტებს აფრთხობს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, კატონს ტყეში შევებრძო-
ლები თუ ტრიალ მინდორზე. თუმცა, არჩევანი არც მაქვს. თუ თამაშის შე-
მოქმედებს უნდათ, ბრძოლა ღია სივრცეში გაიმართოს, ასეც იქნება.
იმ ხის ქვეშ, სადაც პროფესიონალებმა მიმიმწყვდიეს, ცოტა ხნით ვისვე-
ნებთ. კოკისპირული წვიმისგან გახეთქილი და მზისგან გამომშრალი კრაზა-
ნამაძებრების ბუდე ადასტურებს, რომ გზა არ აგვბნევია. ბუდეს ჩექმის ცხვი-
რით ვეხები დაისიც მაშინვე მტვრად იქცევა, რომელსაც ნიავი ფანტავს. ჩემ-
და უნებურად ავყურებ ხეს, რომელზე დამალულმა რუმაც სიკვდილისგან
მიხსნა; მახსენდება კრაზანამაძებრები, გლიმერის გასივებული სხეული, სა-
ზარელი ჰალუცინაციები.
- გზა გავაგრძელოთ, - მსურს გავერიდო წყვდიადს, ამ ადგილს გარს
რომ შემორტყმია. პიტა წინააღმდეგი არაა.
მინდორზე რომ გავდივართ, უკვე საღამოა. კატონი არსად ჩანს. ოქროს-
ფერ სიუხვის რქაზე დასავლეთისკენ გადახრილი მზის სხივები ელვარებს.
იმის შიშით, კატონმაც მელიისსახიანივით არ გაგვაცუროსო, სიუხვის რქას
გარს ვუვლით და ვრწმუნდებით, რომ ცარიელია. შემდეგ მორჩილად, თით-

235
ქოს მითითებებს ვასრულებთო, ტბასთან მივდივართ და ბოთლებს წყლით
ვივსებთ.
ჩამავალ მზეს დაბღვერილი შევყურებ.
- კატონთან ღამით ბრძოლის იდეა არ მომწონს. სათვალე მხოლოდ ერ-
თი გვაქვს.
პიტა ფრთხილად ასხამს იოდის ბოლო წვეთებს ბოთლში.
- იქნებ ისიც სწორედ ამას უცდის. მაშ, რა ვქნათ? გამოქვაბულში დავ-
ბრუნდეთ?
- ან დავბრუნდეთ, ან ხე ვიპოვოთ. კიდევ ნახევარ საათს დავუცადოთ და
თუ არ გამოჩნდება, თავშესაფარი მოვძებნოთ, - ვპასუხობ მე.
ტბისპირას ვსხდებით. დამალვას აზრი აღარ აქვს. მინდვრის კიდეში ხეებ-
ზე კაჭკაჭჯაფარები ჩამომსხდარან და ერთმანეთს ეჟღურტულებიან. მე პირს
ვაღებ და რუს ოთხნოტიან მელოდიას ვმღერი. ჩემი ხმის გაგონებაზე კაჭ-
კაჭჯაფარები ჩუმდებიან და ყურს მიგდებენ. მელოდიას სრულ სიჩუმეში ვიმე-
ორებ. უცებ ერთი კაჭკაჭჯაფარა მყვება, შემდეგ მეორე და ბოლოს, მთელი
ტყე ცოცხლდება.
- მამაშენიც ასე მღეროდა, - ამბობს პიტა.
- ეს რუს სიმღერაა, - პერანგზე მიბნეულ გულსაბნევს ვეხები, - მე მხო-
ლოდ შევახსენე.
მუსიკა მთელი მისი ბრწყინვალებით წარმოჩინდება. ნოტები ერთმანეთს
ერწყმის და საამურ, არამიწიერ ჰარმონიას ქმნის. აი, თურმე როგორი მე-
ლოდია ისმოდა რუს წყალობით ყოველღამე მე-11 რაიონში, რათა მუშების-
თვის მუშაობის დასრულება ენიშნებინა! ნეტა ამიერიდან თუ იმღერებენ ამ
მელოდიას, რაკი რუ უკვე მკვდარია?
სიმღერის სილამაზით მოხიბლული, თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ. უცებ
ჰარმონიულობა ირღვევა. მელოდიაში მკვეთრ ნოტებს დისონანსი შეაქვს.
დამფრთხალი კაჭკაჭჯაფარები ხმამაღლა გაჰკივიან.
ზეზე ვხტებით, პიტა დანას სტაცებს ხელს, მე მშვილდს ვჭიმავ და ხეები-
დან კატონი ხტება. შუბი თან არ აქვს, ხელცარიელია, მაგრამ პირდაპირ
ჩვენკენ მორბის. ჩემი პირველი ისარი მკერდში ხვდება და ჩვენდა გასაკვი-
რად, არაფერი მოსდის, ისარი ძირს ვარდება.
- შეჯავშნილია! - ვუყვირი პიტას.

236
ამასობაში კატონი გვიახლოვდება და მეც მასთან შესახვედრად ვემზადე-
ბი, მაგრამ ის შეუჩერებლად გვაქცევს გვერდს და უკან გვიტოვებს. მისი ქო-
შინის გაგონებისას და ოფლით დაცვარული, გაწითლებული სახის დანახვი-
სას ვხვდები, რომ უკვე დიდი ხანია მორბის. ოღონდ ჩვენ კი არ მოგვდევს,
რაღაცას გაურბის. ნეტა რას?
ტყისკენ ვიხედები და ზუსტად იმ წამს მინდორზე გამომხტარ არსებას ვხე-
დავ. სანამ ისევ შევტრიალდებოდე, ვასწრებ დავინახო, რომ მას კიდევ ექ-
ვსი მისნაირი მოჰყვება. შემდეგ მეც კატონის კვალდაკვალ გავრბივარ. ერ-
თადერთი მიზანი მაქვს - თავს ვუშველო.

22.

მუტანტები. ეგრევე ვხვდები. მუტანტები არასდროს მინახავს, მაგრამ ესე-


ნი ჩვეულებრივი ცხოველები არ არიან. უშველებელ მგლებს ჰგვანან, მაგ-
რამ რომელი მგელი დგება უკანა ფეხებზე ისე, რომ წონასწორობა არ და-
კარგოს?
რომელი მგელი დაუქნევს ხროვას თათს, წინო? ამ ყველაფერს შორიდან
ვამჩნევ. უფრო ახლოდან ალბათ უფრო საზარელ რამეებსაც შევამჩნევდი.
კატონი უმოკლესი გზით სიუხვის რქისკენ გარბის და მეც დაუფიქრებლად
უკან მივყვები. რახან მას ჰგონია, რომ იქ უსაფრთხოდ იქნება, მე ვინ ვარ,
არ დავუჯერო?! თანაც, შეიძლება მე მივასწრო ტყემდე, მაგრამ პიტა დაჭრი-
ლი ფეხით... პიტა! სიუხვის რქის ლითონის კუდს მიხლილს მახსენდება ჩემი
მეწყვილე. ის თხუთმეტი მეტრით ჩამომრჩენია. ბორძიკ-ბორძიკ მორბის,
მაგრამ მუტანტები თანდათან ეწევიან. ერთ-ერთს ისარს ვესვრი და ძირს
ვაგდებ, მაგრამ მის ადგილს სხვა იკავებს.
პიტა ხელს მიქნევს, რქაზე აძვერიო.
- მიდი, ქეთნის, მიდი!
ის მართალია. ზემოდან მასაც უკეთ დავიცავ და ჩემს თავსაც. მთელი ძა-
ლით ვცდილობ სიუხვის რქაზე აძრომას. რქა დაწნულ გოდორს ჰგავს და
ხელის მოჭიდება შესაძლებელია. პრობლემა ისაა, რომ ცხელ მზეს მოოქ-
რული ზედაპირი გაუხურებია.

237
კატონი მიწიდან შვიდი მეტრის _ სიმაღლეზე, რქის წვერზე მხართეძოზე
წევს, ძირს იყურება და სულის მოთქმას ცდილობს. მისთვის ბოლოს მოსა-
ღებად უკეთესი შანსი არ მექნება. რქის შუაწელზე ვჩერდები და მშვილდს
ვჭიმავ. ის არის, უნდა გავისროლო, რომ პიტას ყვირილი მესმის. უკან ვიხე-
დები. პიტას უკვე რქამდე მოუღწევია, მაგრამ მუტანტები კვალდაკვალ მოს-
დევენ.
- ამოძვერი! - ვუყვირი მას. პიტას ფეხთან ერთად ხელში ჩაბღუჯული და-
ნაც ხელს უშლის. პირველივე მუტანტს, რომელიც თათებს რქას ადებს, ხა-
ხაში ისარს ვურჭობ. მომაკვდავი მუტანტი თათს უკან იქნევს და რამდენიმე
თანამოძმეს მძიმე ჭრილობას აყენებს. მაშინღა ვაკვირდები მათ ბრჭყა-
ლებს. თითოეული ათსანტიმეტრიანი მაინც იქნება და სამართებელივით
ბასრია.
პიტა როგორღაც ფორთხდება ჩემს ფეხამდე, მე ხელს ვავლებ და ზემოთ
ვექაჩები. უცებ კატონი მახსენდება და სასწრაფოდ მისკენ ვტრიალდები, მაგ-
რამ კატონი ისევ მოკრუნჩხული გდია. მგონი, მუტანტების უფრო ეშინია,
ვიდრე ჩვენი. რაღაცას გაურკვევლად ხრიწინებს. მუტანტების ღრენასა და
ყეფაში არაფერი მესმის.
- რა თქვი? - ვეძახი კატონს.
- გვეკითხება, აქ ამოძრომა თუ შეუძლიათო? - რქის ძირისკენ მიმითი-
თებს პიტა.
მუტანტები გროვდებიან და ადამიანებივით უკანა ფეხებზე დგებიან.
ზოგს სწორი ბეწვი აქვს, ზოგს - ხუჭუჭა; ფერითაც განსხვავდებიან - ზოგი
ღია ფერისაა, ზოგიც - კუპრივით შავი. კიდევ რაღაც აქვთ ისეთი, რაც თმას
ყალყზე მიყენებს, ოღონდ ჯერ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რა.
დრუნჩები ლითონის ზედაპირზე მიუდიათ და ყნოსავენ, ბრჭყალებით
ფხაჭნიან და სმენის წამრთმევად ყმუიან. როგორც ჩანს, ასე ერთმანეთს რა-
ღაცას ანიშნებენ, რადგან ხროვა შუაზე იყოფა და სივრცეს ათავისუფლებს.
შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, თეთრბეწვიანი მუტანტი გამორბის და რქაზე
ხტება. უკანა ფეხები მეტად ძლიერი უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენგან სულ
სამი მეტრით ქვემოთ კბილებდაკრეჭილი ეშვება რქაზე. წამით ყოვნდება და
სწორედ მაშინ ვხვდები, რა არის ის რაღაც, რაც ამ მუტანტებში ყველაზე მე-
ტად მაშფოთებს. მისი მობრიალე მწვანე თვალები არც მგლისას ჰგავს და
არც - ძაღლისას. ასეთი თვალები ადამიანებს აქვთ! უცებ მის საყელოზე
238
ძვირფასი ქვებით ამოტვიფრულ ნ1-ს ვხედავ. ღია ფერის ბეწვი, მწვანე თვა-
ლები, ნ1... წარმოუდგენელია! ეს გლიმერია.
ჩემს ბაგეებს კივილი სწყდება და ერთი სული მაქვს ისარი ვესროლო.
სროლისგან თავს ვიკავებდი, ისრების დაზოგვა მინდოდა, მაგრამ ამ არსე-
ბებს მაღლა ხტომა შესძლებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მუტანტმა რქის
ოქროსფერ ზედაპირზე მოსაჭიდი ვერ იპოვა და ქვემოთ ჩაცურებული ამა-
ოდ ფხაჭნის ლითონს, ყელში ისარს ვურჭობ. დაუძლურებული სხეული ძირს
ენარცხება.
- ქეთნის! - მკლავზე მექაჩება პიტა.
- ის არის! - ძლივძლივობით წარმოვთქვამ.
- ვინ? - მეკითხება პიტა.
აქეთ-იქით ვიყურები და სხვადასხვა ზომისა და ფერის მუტანტებს ვაკვირ-
დები. ის პატარა ტანის, წითელბეწვიანი და ქარვისფერთვალება... მელიის-
სახიანი! აი, ის, რუხბეწვიანი და წაბლისფერთვალება მე-9 რაიონელი ბიჭია,
რომელიც ჩემთან ზურგჩანთისთვის ბრძოლისას მოკლეს! უფრო საშინელი,
ყველაზე პატარა მუტანტი, ბზინვარე მუქი ბეწვით, მსხვილი ყავისფერი თვა-
ლებით, საყელოთი, რომელზეც ჩალის ღეროებით ნომერი 11 აწერია და
მრისხანედ კბილები დაუკრეჭია, რუა...
- რა არის, ქეთნის? - მანჯღრევს პიტა.
- ისინი არიან... დანარჩენები... რუ, მელიისსახიანი და... სხვა შეწირულე-
ბი, - ვლუღლუღებ მე.
პიტაც ოხრავს. მანაც იცნო მუტანტები.
- ეს რა უქნიათ? ნუთუ ეს... გგონია, ეს მათი ნამდვილი თვალებია?
მათი თვალები ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს. მათ ტვინებს რა უყვეს?
ამ მუტანტებს შეწირულების მოგონებები გადასცეს? ნუთუ სპეციალურად და-
აპროგრამეს, რომ ვეზიზღებოდეთ, რადგან ჩვენ ცოცხლები გადავრჩით,
თვითონ კი სასტიკად დაიხოცნენ? იმათ, ჩვენ რომ დავხოცეთ, მართლა სჯე-
რათ, რომ ჩვენზე შურის საძიებლად გამოგზავნეს?
სანამ ამ კითხვებზე პასუხს ვეძებ, მუტანტები ახალ იერიშზე გადმოდიან.
ორად იყოფიან, რქის ორივე მხარეს დგებიან და უკანა ფეხებზე დაყრდნო-
ბით ცდილობენ ამოხტნენ. კბილების წკაპუნი ჩემგან რამდენიმე სანტიმეტ-
რში მესმის. მე ხელის გაწევას ვასწრებ, მაგრამ ამ დროს პიტას ყვირილი
მესმის, მას ძირს მიათრევენ. მისი სხეული ჩემს ხელებში მძიმდება. მე რომ
239
არ ვეჭიდებოდე, პიტა ახლა ქვემოთ ეგდებოდა. მთელი ძალღონის გამოყე-
ნებით ვაკავებ პიტას და ჩემს თავსაც. ამასობაში სიუხვის რქას უფრო მეტი
მუტანტი შეწირული უახლოვდება.
- მოკალი, პიტა! მოკალი! - ვყვირი მე და მართალია, ვერ ვხედავ, რა
ხდება, მაგრამ მგონი პიტამ მუტანტს დანა ჩაარტყა, რადგან გაწევა მსუბუქ-
დება. პიტას ძლიერად ვჭიდებ ხელს და რქის წვერისკენ გავრბივართ, სა-
დაც ორ ბოროტებათაგან უმცირესი გველოდება.
კატონი ფეხზე ჯერ ვერ დგება, მაგრამ უკვე თანაბრად სუნთქავს. მალე
საკმარისად მომჯობინდება იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეტაკოს და ძირს გა-
დაგვყაროს, სადაც გადარჩენის არანაირი შანსი არ გვაქვს. მშვილდს ვჭი-
მავ, მაგრამ ისარს კატონის მაგივრად მუტანტს ვესვრი, რომელიც უეჭვე-
ლად თრეში უნდა იყოს. სხვა ასე მაღლა ვინ ახტებოდა? წამით შვებას
ვგრძნობ. როგორც ჩანს, უკვე იმდენად მაღლა ვდგავართ, რომ მუტანტები
ვეღარ მოგვწვდებიან. ისაა, კატონისკენ უნდა შევბრუნდე, რომ ვხედავ, წა-
მის წინ ჩემ გვერდით მდგარ პიტას სადღაც მიათრევენ. მგონია, რომ ხრო-
ვამ გაიტაცა, მაგრამ სახეში მისი სისხლი მეშხეფება.
წინ კატონი მიდგას, რქის კიდეზე პიტასთვის ყელში ხელები წაუჭერია და
ახრჩობს. პიტა კატონს მკლავზე ეჯაჯგურება, მაგრამ უღონოდ, რადგან ვერ
გადაუწყვეტია, სუნთქვა უფრო მნიშვნელოვანია თუ ბარძაყზე გახსნილი ია-
რიდან მჩქეფარე სისხლის შეკავება.
დარჩენილი ორი ისრიდან ერთ-ერთს კატონს თავში ვუმიზნებ. სხვაგან
სროლას აზრი არა აქვს, რადგან ვხედავ, რომ თხელი, ხორცისფერი ბადე
აცვია - კაპიტოლიუმური ჯავშანი. ეს იდო მის ზურგჩანთაში? ჯავშანი ჩემი ის-
რებისგან თავდასაცავად? არა უშავს, თავი ხომ დაუცველი აქვს!
კატონი მხოლოდ იცინის.
- მესვრი და ესეც ჩემთან ერთად ჩავარდება ძირს.
მართალია. თუ მას თავში მოვარტყამ და ძირს გადავაგდებ, პიტაც თან
გადაჰყვება. მუტანტებს კი ვერც ერთი ვეღარ გადაურჩება. ჩიხში ვარ. კა-
ტონს ვერ ვესვრი, რადგან ეს პიტას სიკვდილსაც ნიშნავს. კატონი პიტას ვერ
მოკლავს, რადგან მაშინ თავში უეჭველად გაერჭობა ჩემი ისარი. გაქვავებუ-
ლები შევყურებთ ერთმანეთს და გამოსავლის პოვნას ვცდილობთ.
კუნთები ისეთი დაძაბული მაქვს, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გამიწ-
ყდეს. კრიჭაშეკრულს ლამისაა კბილები მომტყდეს. მუტანტები ჩუმდებიან.
240
მხოლოდ მოწოლილი სისხლის გუგუნი მესმის საღ ყურში. პიტას ტუჩები
ულურჯდება. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიმოქმედო, თორემ დაიხრჩობა,
ხოლო კატონი მის ცხედარს ჩემ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს. დიახ,
კატონი მართლაც ამას გეგმავს, რადგან სიცილი კი შეწყვიტა, მაგრამ ტუჩებ-
ზე ტრიუმფალური ღიმილი შეჰყინვია.
უკანასკნელი ძალების მოკრებით, პიტა ბარძაყზე მიდებულ გასისხლიანე-
ბულ ხელს იღებს და კატონს მკლავზე ადებს. ოღონდ პიტა გათავისუფლე-
ბას კი არ ცდილობს, საჩვენებელი თითით კატონს ხელზე წითელ X-ს ახა-
ტავს. კატონი ჩემზე ზუსტად ერთი წამით გვიან ხვდება, რაც ხდება. სახიდან
ღიმილი უქრება. ეს ერთი წამიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელის მტე-
ვანში ისარი ჩაერჭოს. კატონი ყვირის და რეფლექსურად უშვებს პიტას, რო-
მელიც გამიზნულად ეჯახება მას. წამით შიში მიპყრობს, რომ ორივე გადა-
ვარდება. ბოლო წამს წინ ვხტები და პიტას დაჭერას ვასწრებ, ხოლო კა-
ტონს სისხლით მოთხვრილ ლითონის ზედაპირზე ფეხი უცურავს და ქვასა-
ვით ვარდება ძირს. გვესმის ბრაგუნი. ყრუ ოხვრა და კატონს მუტანტები ესე-
ვიან. მე და პიტა ხელიხელჩაკიდებულები ვდგავართ, ქვემეხის გრუხუნს ვე-
ლოდებით, რომელიც შეჯიბრების დასრულებასა და გათავისუფლებას გვა-
უწყებს. მაგრამ გრუხუნი არ ისმის. ჯერ არა. ეს შიმშილის თამაშების კულმი-
ნაციური მომენტია და მაყურებელს სანახაობა სჭირდება.
არ ვუყურებ, მაგრამ ადამიანისა და მხეცების ღრენა, წკმუტუნი და ყმუილი
ერთმანეთს ენაცვლება. კატონი მუტანტებს შეება. ვერ დამიჯერებია, რომ ის
ჯერაც ცოცხალია მერე მახსენდება, რომ კოჭებიდან ყელამდე შეჯავშნილია.
როგორც ჩანს, კატონს დანა ან ხმალიც ჰქონდა სადღაც ჩამალული, რად-
გან დროდადრო მომაკვდავი მუტანტის საწყალობელი ყმუილი და გამაყ-
რუებელი ღრჭიალი ისმის, როცა კატონის მახვილი რქას ეჯახება. ბრძოლა
სიუხვის რქის კუდისკენ ინაცვლებს. კატონს ისევ ზემოთ ამოხტომა აქვს ჩა-
ფიქრებული, მაგრამ მიუხედავად ღონისა და მოხერხებულობისა, ბოლოს
და ბოლოს, ისიც იღლება.
არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ, შეიძლება ერთი საათის შემდეგაც, კატო-
ნი ეცემა და მუტანტები მას სიუხვის რქაში მიათრევენ.
ახლა კი ბოლოს მოუღებენ, - ვფიქრობ გულში, მაგრამ ქვემეხი არა და
არ გრუხუნებს.

241
ღამდება. ჰიმნს უკრავენ, მაგრამ ცაში კატონის ფოტო არ ჩნდება. მხო-
ლოდ სუსტი კვნესა გვესმის ქვემოდან. სუსხიანი ქარი მახსენებს, რომ თამა-
შები ჯერ არ დასრულებულა და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს არ დას-
რულდება. ჯერ არ გაგვიმარჯვებია.
პიტას ფეხიდან სისხლი სდის. ჩვენი ბარგი, საჭმელ-სასმელი და ზურგჩან-
თები ტბის პირას დავტოვეთ, როცა მუტანტებს გამოვექეცით. სისხლდენის
შესაჩერებლად ფეხი რამით უნდა შევუხვიო. მიუხედავად იმისა, რომ სიცი-
ვისგან ვკანკალებ, ქურთუკს ვიძრობ, პერანგს ვიხდი და რაც შეიძლება
სწრაფად, ისევ ქურთუკს ვიცვამ. ამ ხანმოკლე გაშიშვლებისას კბილების კაწ-
კაწი მეწყება და ვეღარ ვჩერდები.
გაფითრებულ პიტას ზურგზე ვაწვენ და მთვარის მკრთალ შუქზე ჭრილო-
ბას ვუსინჯავ. თითები თბილი, წებოვანი სისხლით მესვრება. მარტო სახვევი
ვერაფერს უშველის. რამდენჯერმე მინახავს, როგორ აკეთებდა დედა ტურ-
ნიკეტს და იმავეს გამეორებას ვცდილობ. ჩემს პერანგს სახელოს ვახევ, პი-
ტას მუხლს ქვემოთ ორ ფენად ვახვევ და ძლიერად ვკვანძავ. ჯოხი არ
მაქვს, ამიტომ კვანძში ისარს ვდებ და რაც შეიძლება მჭიდროდ ვუჭერ. სა-
რისკო საქმეა - პიტამ შეიძლება ფეხი დაკარგოს - მაგრამ სიცოცხლის და-
კარგვას ისევ ეს სჯობს. ჭრილობას პერანგის ნაგლეჯით ვუხვევ და მის
გვერდით ვწვები.
- არ ჩაგეძინოს, - ვაფრთხილებ პიტას. არ ვიცი, სამედიცინო პროტოკო-
ლი ამას მოითხოვს თუ არა, მაგრამ მეშინია, რომ თუ დაიძინებს, ვეღარას-
დროს გაიღვიძებს.
- გცივა? - მეკითხება პიტა. ქურთუკს იხსნის და ზემოდან მაფარებს. მე
ტანზე ვეკვრი. ორი ქურთუკის ქვეშ ჩვენი სხეულების სიმხურვალე ოდნავ
მათბობს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ახლა დაღამდა. ტემპერატურა უფრო და-
ეცემა. სიუხვის რქა, რომელიც ვარვარებდა, როცა დღისით ზედ შევხტი,
თანდათან გრილდება.
- ჯერ კიდევ შეიძლება კატონმა გაიმარჯვოს, - ვეჩურჩულები პიტას.
- წარმოუდგენელ რამეს ამბობ, - კაპიუშონს მახურავს თავზე, თუმცა თვი-
თონ ჩემზე მეტად კანკალებს.
მომდევნო რამდენიმე საათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელია! არ
ვაჭარბებ. ცივი ქარი ერთი ტანჯვაა, მაგრამ ნამდვილი კოშმარი კატონის
ოხვრა, ხვეწნა-მუდარა და ბოლოს, მხოლოდ საწყალობელი კვნესაა. მას
242
მუტანტები არ ეშვებიან. ცოტა ხანში, საერთოდ მავიწყდება, რომ მსხვერ-
პლი კატონია და, უბრალოდ, მინდა, რომ მის წამებას ბოლო მოეღოს.
- არ შეიძლება სწრაფად მოკლან? - ვეკითხები პიტას.
- თავადაც იცი, ამას რატომ არ აკეთებენ, - მპასუხობს ის და უფრო მჭიდ-
როდ მეხუტება.
დიახ, ვიცი. ახლა არც ერთი მაყურებელი არ მოშორდება ტელევიზორს.
თამაშის შემოქმედების აზრით, ყველაზე დიდი გასართობი სწორედ ესაა.
ჩვენს წამებას დასასრული არ უჩანს. ბოლოს, მთელ ჩემს გონებას იპ-
ყრობს, ბედნიერ მოგონებებს და ხვალინდელი დღის იმედს შთანთქავს.
მხოლოდ აწმყო რჩება, რომელიც ალბათ არასდროს შეიცვლება; სიცივის,
შიშისა და რქაში მომაკვდავი ბიჭის საწყალობელი კვნესის გარდა, აღარა-
ფერი იარსებებს.
კიტას თვალები ეხუჭება და მეც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ვყვირი
მის სახელს, რადგან თუ ახლა ხელში ჩამაკვდება, საბოლოოდ შევიშლები
ჭკუიდან. პიტა იბრძვის, უფრო ჩემთვის, ვიდრე თავისთვის; ვიცი, ძალიან
უჭირს - ამ წუთას მისთვის გონების დაკარგვა ნამდვილი შვება იქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩემს ორგანიზმში ადრენალინის დონე ისეთი მაღალია, მე
იმავეს გაკეთებას ვერ შევძლებ. ამიტომაც არ ვანებებ თვალების დახუჭვას.
მარტო ვერ დავრჩები. არ შემიძლია.
მხოლოდ მთვარის ძლივს შესამჩნევი გადაადგილებით ვხვდებით, რომ
დრო გადის. პიტა დროდადრო ცაში ამახედებს ხოლმე და მამხნევებს, რომ
მალე გათენდება. მისი სიტყვები წამით იმედს გამიღვივებს, მაგრამ მერე
ისევ ღამის წყვდიადში ვიკარგები.
ბოლოს და ბოლოს, პიტა ჩურჩულებს, რომ მზე ამოდის. თვალებს ვა-
ხელ. გარიჟრაჟის მკრთალი შუქი ვარსკვლავებს ნელ-ნელა აფერმკრთა-
ლებს. ვხედავ, როგორ სამარისებურად გასთეთრებია სახე პიტას, თითქოს
სისხლისგან სულ დაცლილაო. დიდი დრო აღარ რჩება. აუცილებლად უნდა
მოვასწრო მისი კაპიტოლიუმში დაბრუნება!
ქვემეხის გრუხუნი არა და არ ისმის. საღ ყურს რქის ზედაპირს ვადებ,
რომ კატონის ხმა გავარჩიო.
- მგონი, ახლა უფრო ახლოსაა. ქეთნის, შეგიძლია ესროლო? - მეკითხე-
ბა პიტა.

243
თუ კატონი რქის პირთანაა, ალბათ მიზანში მორტყმას შევძლებ. ეს ჩემი
მხრიდან მოწყალების აქტი იქნება.
- ბოლო ისარი შენს ტურნიკეტშია, - ვამბობ მე.
- ამოაძრე, - ამბობს პიტა, ქურთუკს იხსნის და მიშვებს.
ისარს ვიღებ და გაყინულ თითებს რაც შემიძლია მაგრად ვუჭერ კვანძს.
ხელებს ვისრეს, რომ სისხლის მოძრაობა აღმიდგეს. რქის კიდესთან მივხო-
ხავ და ქვემოთ ვიხრები, პიტა უკნიდან მიჭერს, რომ არ ჩავვარდე.
სისხლის გუბეში მწოლი კატონის გარჩევას რამდენიმე წუთს ვუნდები. შემ-
დეგ უმი ხორცის ნაგლეჯი, რომელიც ერთ დროს ჩემი მტერი იყო, ხმას
იღებს და ვხვდები, სადაც არის მისი პირი. მგონი, მეუბნება, შემიბრალეო.
შეცოდების და არა სიძულვილის გამო შიგ შუბლში ვურჭობ ისარს. პიტა
უკან მექაჩება. მშვილდს ხელიდან არ ვუშვებ. კაპარჭი ცარიელია.
- მოარტყი? - მეკითხება პიტა.
პასუხად ქვემეხი გრუხუნებს.
- ჩვენ გავიმარჯვეთ, ქეთნის, - უემოციოდ ამბობს პიტა.
- ვაშა გამარჯვებულებს! - ვამბობ მე, მაგრამ ჩემს ხმაში გამარჯვებით გა-
მოწვეული სიხარული ოდნავადაც არ იგრძნობა.
მიწაში ხვრელი იხსნება, გადარჩენილი მუტანტები მორჩილად მირბიან
და ხვრელში უჩინარდებიან.
ველით, როდის წაიღებს ჰოვერკრაფტი კატონის ცხედარს, რომელსაც
გამარჯვების მაუწყებელი საყვირების ხმა უნდა მოჰყვეს, მაგრამ არაფერი
ხდება.
- ეი! - უმისამართოდ ვყვირი, - რა ხდება? - პასუხად მხოლოდ გამოღვი-
ძებული ჩიტების ჟღურტული მესმის.
- იქნებ კატონის ცხედარს უნდა მოვცილდეთ, - ამბობს პიტა.
ვცდილობ გავიხსენო, საჭიროა თუ არა ბოლო შეწირულის გვამს მოს-
ცილდე? ალბათ, საჭიროა, თორემ რატომღა დააყოვნებდნენ თამაშების
დასრულებას?!
- კარგი. ტბამდე მისასვლელად ძალა გეყოფა? - ვეკითხები პიტას.
- უნდა ვცადო.
რქის კუდამდე მივცოცავთ და იქიდან უღონოდ ვეცემით ძირს. მე ხომ
მთლად გაშეშებული მაქვს სახსრები და წარმომიდგენია, პიტა რა დღეშია.
გასაკვირია, საერთოდ როგორ ინძრევა! ვდგები და წამოდგომაში ვეხმარე-
244
ბი. ტბასთან დიდი გაჭირვებით მივდივართ. ჯერ პიტას ვასმევ მუჭით წყალს,
მერე მეც ვსვამ.
კაჭკაჭჯაფარა ხმადაბლა და გაბმულად უსტვენს და თვალები სიხარულის
ცრემლებით მევსება. ჰოვერკრაფტი ჩნდება და კატონის ცხედარი მიაქვს.
ახლა ჩვენც გაგვიყვანენ აქედან და შინ დავბრუნდებით.
მაგრამ ისევ არაფერი იცვლება.
- რაღას ელიან? - სუსტად ამბობს პიტა. სიარულისას ტურნიკეტი მოსძვრა
და ჭრილობა ისევვ გაეხსნა.
- არ ვიცი, - თამაშის შემოქმედებისგან განსხვავებით, მე ვეღარ დავიცდი,
თორემ პიტა სისხლისგან დაიცლება. ჯოხის მოსაძებნად ვდგები, მაგრამ იქ-
ვე ახლოს კატონის ჯავშნიდან ასხლეტილ ჩემს ერთ-ერთ ისარს ვპოულობ.
ესეც გამომადგება. მის ასაღებად რომ ვიხრები, არენაზე კლაუდიუს ტემ-
პლსმითის გუგუნა ხმა ისმის:
- მივესალმები 74-ე შიმშილის თამაშების ბოლო მონაწილეებს. წინა
ცვლილება გაუქმდა. თამაშის წესების ყურადღებით გადახედვამ ცხადყო,
რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, - ამბობს ის, - წარმა-
ტებებს გისურვებთ და დაე, იღბალი მუდამ თან გდევდეთ!
ისმის ხანმოკლე შიშინი და მორჩა. გაოგნებული მივჩერებივარ პიტას და
ყურისთვის ვერ დამიჯერებია. თამაშის შემოქმედებმა მოგვატყუეს. ორი გა-
მარჯვებულის ყოლა კი არა, თამაშების ისტორიაში ყველაზე დრამატული
ფინალის ხილვა სურდათ. მეც სულელივით წამოვეგე მათ ანკესზე.
- კარგად რომ დაფიქრდე, გასაკვირი არც არაფერია, - ჩუმად ამბობს პი-
ტა და ძლივძლივობით დგება ფეხზე. ჩემკენ ნელა მოდის - თითქოს შენე-
ლებულ კადრს ვხედავ - და ქამრიდან დანას იღებს.
დაუფიქრებლად ლარზე ვდებ ისარს და გულში ვუმიზნებ. პიტა წარბებს
მაღლა სწევს. მას უკვე გადაუგდია დანა, რომელიც ტბაში ტყაპანით ვარდე-
ბა. მშვილდს ძირს ვდებ და ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. სირცხვილისგან ვიწ-
ვი.
- არა, - ამბობს პიტა, - მესროლე, - ჩემთან ბორძიკით მოდის და
მშვილდს ხელში მაძლევს.
- არ შემიძლია, ვერ გესვრი!
- მესროლე, სანამ ის მუტანტები ან მათზე უარესები გამოუგზავნიათ. არ
მინდა კატონივით მოვკვდე, - ამბობს პიტა.
245
- მაშინ შენ მესროლე, - მგზნებარედ ვეუბნები და მშვილდ-ისარს ხელში
ვაჩეჩებ, - მესროლე, შინ დაბრუნდი და ცხოვრება გააგრძელე, თუ შეძლებ! -
ვხვდები, რომ სინდისის ქენჯნას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამაწა-
მებს, აქვე სიკვდილი სჯობს.
- ხომ იცი, არ შემიძლია, - მშვილდ-ისარს აგდებს პიტა, - კარგი, შენზე
ადრე მაინც მე მოვკვდები, - ძირს იხრება და ფეხიდან სახვევს იხსნის. სის-
ხლი მოთქრიალებს მისი ჭრილობიდან.
- არა, თავს ვერ მოიკლავ, - სასოწარკვეთილი მუხლებზე ვეცემი და სახ-
ვევს ისევ ჭრილობაზე ვადებ.
- ქეთნის, ეს ჩემი სურვილია.
- არა, აქ მარტო ნუ დამტოვებ! გემუდარები! დ - თუ პიტა მოკვდება, მე
შინ ვეღარასდროს დავბრუნდები, ჩემი სული და გონება მთელი ცხოვრება
აქ, ამ არენაზე გამოკეტილი დარჩება.
- მისმინე, - ფეხზე მაყენებს პიტა,
- ორივემ ვიცით, რომ თამაშებს გამარჯვებული სჭირდება. გამარჯვებული
მხოლოდ ერთი ჩვენგანი შეიძლება იყოს. გთხოვ, ჩემი გულისთვის, შენ გა-
იმარჯვე! - და აგრძელებს, თუ როგორ ვუყვარვარ და უჩემოდ მის სიცოც-
ხლეს აზრი აღარ ექნება. მაგრამ მე მას აღარ ვუსმენ. მისი სიტყვები გონე-
ბაში ჩამებეჭდა.
ორივემ ვიცით, რომ თამაშებს გამარჯვებული სჭირდება.
დიახ, თამაშის შემოქმედებს გამარჯვებული სჭირდებათ. გამარჯვებულის
გარეშე მთელი შეჯიბრება აზრს დაკარგავს. კაპიტოლიუმი კი მათ ამ მარცხს
არ აპატიებს. შეიძლება ყველანი ნელი და მტანჯველი სიკვდილით დაისა-
ჯონ და ეს პირდაპირ ეთერში უჩვენონ პანემის ყოველ მოქალაქეს.
თუ მეც და პიტაც დავიხოცებით, ან თავს მოვაჩვენებთ, რომ ვკვდებით...
ხელი ქამარზე მიმაგრებული ტყავის ქისისკენ მიმაქვს. პიტა ამას ამჩნევს
და მაჯაზე ხელს მავლებს.
- არა, ამის ნებას არ მოგცემ.
- დამიჯერე, - პიტა დიდხანს მიყურებს თვალებში და მერე ხელს მიშვებს.
ქისას თავს ვხსნი და ხელისგულზე კენკრას ვუყრი. მერე ჩემს მუჭასაც ვივ-
სებ.
- სამ თვლაზე?
პიტა ჩემკენ იხრება და ნაზად მკოცნის.
246
- სამ თვლაზე.
ერთმანეთისკენ ზურგით ვდგებით, ცარიელ ხელებს ერთმანეთს ვკიდებთ.
- მუჭი გაშალე, რომ ყველამ დაინახოს, - მეუბნება პიტა.
ასეც ვიქცევი. შავი მარცვლები მზის შუქში ლაპლაპებს. სანიშნებლად და
გამოსამშვიდობებლად პიტას მაგრად ვუჭერ ხელს და უკუთვლას ვიწყებთ
- ერთი, - შეიძლება ვცდები. - ორი, - თამაშის შემოქმედებს შეიძლება სუ-
ლაც არ ადარდებთ, ორივენი დავიხოცებით თუ არა, - სამი!
აზრის შეცვლა უკვე გვიანია. ხელი პირთან მიმაქვს და სამყაროს უკანას-
კნელად ვავლებ თვალს. კენკრის მარცვლები უკვე პირში მიდევს, როცა
საყვირების ხმა ისმის.
კლაუდიუს ტემპლსმითი სასოწარკვეთილად გაჰყვირის:
- შეჩერდით! შეჩერდით! ქალბატონო და ბატონებო, სიამოვნებით წარმო-
გიდგენთ 74-ე შიმშილის თამაშების გამარჯვებულებს, ქეთნის ევერდინსა და
პიტა მელარკს! თქვენ წინაშე არიან მე-12 რაიონელი შეწირულები!

23.

კენკრას პირიდან ვაფურთხებ და პერანგის ბოლოთი ენას ვიწმენდ, რომ


შხამიანი წვენის წვეთიც არ შემრჩეს ზედ. პიტა ტბისკენ მიმათრევს და ორი-
ვენი წყლით ვირეცხავთ პირებს.
- ხომ არ გადაგიყლაპია? - ვეკითხები მას.
- არა, - თავს აქნევს პიტა, - შენ?
- რომ გადამეყლაპა, უკვე მკვდარი ვიქნებოდი.
პიტა კიდევ რაღაცას მეუბნება, მაგრამ დინამიკებში კაპიტოლიუმის ქუჩებ-
ში შეკრებილი ხალხის ყიჟინა მის ხმას ფარავს.
ჩვენს თავზემოთ ჰოვერკრაფტი ჩნდება და ქვემოთ ორი კიბე ეშვება. პი-
ტას მარტო არაფრის დიდებით არ გავუშვებ. ზურგზე ხელს ვხვევ და საფე-
ხურზე შედგომაში ვეხმარები. მეც იმავე საფეხურზე ვდგები. ელექტროდენი
გვაშეშებს, მაგრამ ამჯერად მიხარია კიდეც ეს, რადგან პიტა ძალიან სუსტა-
დაა და შეიძლება, თავი ვერც შეიმაგროს. მართალია, ჩვენი კუნთები გაჩე-
რებულია, მაგრამ პიტას ჭრილობიდან მაინც სისხლი სდის. ამიტომ, რო-

247
გორც კი ზემოთ ავყავართ და ჩვენს ზურგს უკან კარი იხურება, პიტა უგო-
ნოდ ეცემა ძირს.
თითებით მის ქურთუკს ისე ძლიერად ვებღაუჭები, რომ, როცა ის მიჰ-
ყავთ, ქურთუკი იხევა და ხელში შავი ქსოვილის ნაგლეჯი მრჩება. თეთრხა-
ლათიანი, ნიღბიანი და ხელთათმანიანი ექიმები უკვე მზად არიან ოპერაცი-
ისთვის. ერთიანად გაფითრებული და მილებსა და მავთულებში გახლართუ-
ლი პიტა ვერცხლისფერ მაგიდაზე წევს. წამით საერთოდ მავიწყდება, არე-
ნაზე რომ აღარ ვარ და ექიმებს მორიგ საფრთხედ მივიჩნევ - მუტანტების
ხროვად, რომელიც ჩვენს მოსაკლავად გამოგზავნეს. შეძრწუნებული, პიტას-
კენ გავრბივარ, მაგრამ მიჭერენ და მეორე ოთახში მკეტავენ. ჩვენ შორის
შუშის კარია. კარს ხელფეხს ვურტყამ და გამწარებული ვყვირი. ყურადღებას
არავინ მაქცევს, გარდა ერთი კაპიტოლიუმელი მსახურისა, რომელიც უკნი-
დან მიახლოვდება და სასმელს მთავაზობს.
იატაკზე ვჯდები, პირით კარისკენ და გულგრილად მივშტერებივარ ყინუ-
ლივით ცივი ფორთოხლის წვენით სავსე ბროლის ჭიქას, რომელშიც საწრუ-
პი ჩხირი დევს და რომელიც ჩემს გასისხლიანებულ, ბინძურ ხელში ჭუჭყით
ამოვსებული ფრჩხილებითა და ნაიარევებით, სრულიად უადგილოდ გამოი-
ყურება. ტკბილი სურნელი პირს მიწყლიანებს, მაგრამ ჭიქას ფრთხილად
ვდგამ იატაკზე. ასეთ სუფთა და ლამაზ სითხეს ვერ ვენდობი.
ვხედავ, როგორ დასტრიალებენ პიტას თავზე შუბლშეჭმუხნილი ექიმები.
მილებში სითხე მოჟონავს, კედელზე ისრები დახტის და ნათურები ინთება,
მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ეს რის მანიშნებელია. დარწმუნებული არ ვარ,
მაგრამ მგონი, პიტას ორჯერ უჩერდება გული.
თითქოს ისევ სახლში ვარ და მაღაროში დასახიჩრებული მოიყვანეს, ან
ორსული, რომელიც მესამე დღეა, ვერ მშობიარობს, ან დამშეული ბავშვი,
რომელიც პნევმონიას ებრძვის. ასეთ დროს დედაჩემი და პრიმიც ამ ექიმე-
ბივით იჭმუხნიან შუბლებს. დროა, ტყეში გავიქცე და დავიმალო, სანამ პაცი-
ენტს სული ამოხდება და საბადოს მეორე ბოლოში მისთვის კუბოს გამოჭე-
დავენ. მაგრამ ახლა ვერსად გავიქცევი, ერთი მხრივ, ჰოვერკრაფტის კედ-
ლები არ მიშვებს და მეორე მხრივ, ძალა, რომელიც მომაკვდავის ახლობ-
ლებს აკავებს ხოლმე. რამდენჯერ მინახავს ისინი, მაგიდას გარს რომ ეხვე-
ვიან, და მიფიქრია: რატომ არ მიდიან? რატომ რჩებიან ამის სანახავად?
ახლა უკვე ვიცი პასუხი. იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ.
248
უცებ ვამჩნევ, რომ ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში ვიღაც დგას და
მიყურებს. ვფრთხები. მერე ვხვდები, რომ ეს ჩემი ანარეკლია. შეშლილი
მზერა, ჩაცვენილი ლოყები, აბურდული თმა. ცოფიანი. გადარეული. გიჟი.
რა გასაკვირია, რომ ყველა გამირბის!
ამასობაში ჰოვერკრაფტი საწვრთნელი ცენტრის სახურავზე ეშვება. პიტა
გაჰყავთ, მე კი შიგნით მტოვებენ. შუშის კარზე ვაბრახუნებ და ვკივი; უცებ
ვარდისფერი თმა მხვდება თვალში - ეს ეფია, რომელიც, როგორც ჩანს,
ჩემს გადასარჩენად მოვიდა - და კისერში უკნიდან ნემსი მერჭობა.
გამოღვიძებულს, განძრევის მეშინია. მთელი ჭერი ყვითლად ბრჭყვია-
ლებს. ოთახში ჩემი საწოლის გარდა არაფერი დგას. არც კარი ჩანს სადმე
და არც ფანჯარა. სამედიცინო საშუალებების მკვეთრი სუნი მცემს. მარჯვენა
მკლავზე კედლიდან გამოშვერილი რამდენიმე მილი მაქვს მიერთებული.
სრულიად შიშველი ვარ, მაგრამ ზეწარზე შეხება მსიამოვნებს. ფრთხილად
ამომაქვს მარცხენა ხელი საბნის ქვემოდან. მკლავი სუფთაა, ფრჩხილები
გაუწმენდიათ და კოხტად დაუჭრიათ. დამწვრობები და ნაიარევები იმდენად
აღარ მეტყობა. ვეხები ლოყას, ტუჩებს, დანაოჭებულ ნაიარევს წარბს ზე-
მოთ. აბრეშუმისებრ რბილ თმაში ვიცურებ თითებს და ვჩერდები. სპეციალუ-
რად მარცხენა ყურთან ვიბურძგნი თმას. არა, არ მომჩვენებია. სმენა დამიბ-
რუნდა.
წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ წელზე შემოხვეული ღვედი მაკავებს.
ტანს სულ რამდენიმე სანტიმეტრით ვწევ. ფიზიკური შეზღუდვა მაფრთხობს
და ვფართხალებ, რომ როგორმე თავი გავითავისუფლო. ამ დროს კედელი
იხსნება და ოთახში ლანგრით ხელში წითელთმიანი ავოქსი გოგო შემოდის.
მისი დანახვა მამშვიდებს და ფართხალს ვწყვეტ. ათასი რამის კითხვა მსურს
მისთვის, მაგრამ მეშინია, ჩემთან კონტაქტისთვის არ დასაჯონ. ეჭვიც არ მე-
პარება, რომ განუწყვეტლივ მაკვირდებიან. ავოქსი გოგო ლანგარს ფეხებზე
მადებს და რაღაც ღილაკს აწვება. საწოლის თავი იწევა და უკვე ვზივარ. სა-
ნამ ავოქსი გოგო ბალიშს მისწორებს, ერთი შეკითხვის დასმას ვბედავ. ჩახ-
რინწული ხმით რაც შეიძლება ხმამაღლა ვამბობ, რომ არავინ იფიქროს,
რამეს ფარულად ვეკითხებოდე:
- პიტა გადარჩა?
ავოქსი გოგო თავს მიქნევს და როცა კოვზის აღებაში მეხმარება, მეგობ-
რულად მიჭერს ხელს.
249
საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ ავოქსი გოგო ჩემს სიკვდილს არ ნატრობ-
და. პიტაც გადარჩა. რა თქმა უნდა, გადარჩებოდა, აქ ისეთი სამედიცინო
აღჭურვილობა აქვთ! უბრალოდ, მეშინოდა, ვაითუ მისი დახმარება უკვე გვი-
ანი ყოფილიყო.
ავოქსი გოგო გადის და კარი უხმაუროდ იხურება, მე კი ხარბად ვჭამ ერთ
ჯამ ბულიონს და ცოტაოდენ ვაშლის პიურეს.
- სულ ეს არის? - ვბუზღუნებ უკმაყოფილოდ. გამარჯვებულს უფრო უხვი
სადილი არ ერგება?! თუმცა, ამ მწირი სადილის ბოლომდე შეჭმაც მიჭირს.
მგონი, კუჭი დამიპატარავდა. ნეტა რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ? კარგად
მახსოვს, ბოლო დილას არენაზე საკმაოდ მსუყედ ვისაუზმე, მაგრამ ბო-
ლომდე მაინც ვერ დავნაყრდი.
როგორც წესი, გამარჯვებულს შეჯიბრების დასრულებიდან მხოლოდ
რამდენიმე დღეში წარადგენენ ხოლმე. ამასობაში დამშეულ, დაჭრილ და
ჭუჭყიან შეწირულს ისევ ნორმალურ ადამიანს ამსგავსებენ. ახლა ცინა და
პორცია ალბათ ჩვენს საპრეზენტაციო სამოსზე მუშაობენ. ჰეიმიჩი და ეფი
ჩვენი სპონსორებისთვის ბანკეტის მოსაწყობად ემზადებიან და ინტერვიუზე
ჩვენთვის დასასმელ შეკითხვებს წინასწარ უთანხმებენ ორგანიზატორებს.
შინ, მე-12 რაიონში, ნამდვილი ქაოსი იქნება. იქ მე და პიტას ალბათ ზეიმით
შეგვხვდებიან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს რაიონს ბოლო გამარჯვებული
თითქმის ოცდაათი წლის წინ ჰყავდა.
მშობლიური სახლი! პრიმი და დედაჩემი! გეილი! თვით პრიმის გაქუცული
ბებერი კატის გახსენებაზეც კი მეღიმება! მალე შინ ვიქნები!
ამ საწოლიდან ადგომა და პიტასა და ცინას ნახვა მინდა. მაინტერესებს,
რა ხდება. სხვათა შორის, თავს მშვენივრად 2გგრძნობ. რატომ უნდა ვიწვე?
ღვედების გახსნას ვიწყებ, მაგრამ უეცრად მილიდან ვენაში რაღაც ცივ სით-
ხეს მაწვეთებენ და მაშინვე ვითიშები.
ეს ბევრჯერ მეორდება. სათვალავი მერევა. ვიღვიძებ, ვჭამ, უკვე საწო-
ლიდან ადგომასაც აღარ ვცდილობ, მაგრამ მაინც მთიშავენ. უცნაურ, დაუს-
რულებელ ბინდში ვარ შთანთქმული. მხოლოდი ის მახსოვს, რომ ავოქსი
გოგო აღარ დაბრუნებულა, ჩემი ნაიარევები ქრება და ვიღაც კაცის ყვირი-
ლი ჩამესმის. იქნებ, ეს ყვირილი ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? კაცს მე-12
რაიონისთვის დამახასიათებელი უბრალო აქცენტი აქვს. ქვეცნობიერად კმა-
ყოფილებას ვგრძნობ, რომ ვიღაცას ვახსოვარ და ჩემზე ზრუნავს.
250
ბოლოს და ბოლოს, დგება მომენტი, როცა ვიღვიძებ და მკლავზე აღა-
რაფერი მაქვს შეერთებული. ღვედები შეუხსნიათ და შემიძლია ავდგე. წა-
მოჯდომას ვაპირებ, მაგრამ ჩემი ხელების დანახვაზე ვშეშდები. კანი იდეა-
ლურად სუფთა და გლუვი მაქვს. არა მხოლოდ არენაზე მიღებული ჭრილო-
ბების კვალი გამქრალა, არამედ ტყეში ნადირობისას წლობით ნაგროვები
ნაიარევებიც. შუბლი სატინივით მიპრიალებს, ბარძაყზე დამწვრობის ლაქას
ვეღარ ვპოულობ.
ფეხები საწოლიდან გადმომაქვს. მეშინია, ვაითუ ჩემი ტანის სიმძიმეს ვერ
გაუძლონ, მაგრამ მყარად და მტკიცედ ვდგები. საწოლზე სამოსი დევს,
რომლის დანახვაც მაკრთობს. ეს შეწირულების უნიფორმაა, არენაზე რომ
გვეცვა. უნიფორმას ისე ვუყურებ, თითქოს შეჭმას მიპირებდეს. მერე ვაცნო-
ბიერებ, რომ დიახ, სწორედ ამ უნიფორმით უნდა შევხვდე ჩემს გუნდს.
წუთში ვიცვამ უნიფორმას და კედელს ვაწყდები. სადღაც კარის გასაღები
ღილაკი უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, კედელი იხსნება. ვრცელ, ცარიელ
ჰოლში გავდივარ. კარი არც აქ ჩანს, მაგრამ, რასაკვირველია, იქნება. რო-
მელიმე კარს მიღმა კი პიტა მელოდება. გონს მოსული და ფეხზე მდგარი,
რატომღაც უფრო მეტად ვნერვიულობ მასზე. ვიცი, ავოქსი გოგო არ მომატ-
ყუებდა, მაგრამ მინდა საკუთარი თვალით ვიხილო პიტა და მის გადარჩენა-
ში დავრწმუნდე.
- პიტა! - ვყვირი მის სახელს, რაკი გარშემო არავინაა, ვინც მასთან მიმიყ-
ვანს. პასუხად ჩემი სახელი მესმის, ოღონდ არა პიტას ხმით. ეს ხმა ცოტათი
მაღიზიანებს, მაგრამ არა უშავს, ეფის ნახვაც გამიხარდება.
უკან ვტრიალდები და ჰოლის ბოლოში დიდ ოთახში შეკრებილ ჰეიმიჩს,
ეფისა და ცინას ვხედავ. მაშინვე მათკენ გავრბივარ. შესაძლოა, გამარჯვე-
ბულს მეტი თავშეკავებულობა და მედიდურობა ჰმართებს, მას ხომ კამერები
აფიქსირებს, მაგრამ ეს არ მადარდებს. გავრბივარ და ჩემდა გასაკვირად,
პირველად ჰეიმიჩს ვეხვევი.
- იყოჩაღე, ძვირფასო, - მეუბნება ჰეიმიჩი, მაგრამ მისი სიტყვები სარკას-
ტული აღარ მეჩვენება. აცრემლებული ეფი თავზე ხელს მისვამს და ამბობს,
ყველას ვეუბნებოდი, რომ ნამდვილი მარგალიტები იყავითო. ცინა მხო-
ლოდ მეხვევა და არაფერს ამბობს. ამ დროს ვამჩნევ, რომ მათთან ერთად
პიტა არაა და ცუდი წინათგრძნობა მიპყრობს.

251
- პორცია სად არის? პიტასთანაა? პიტა ხომ კარგადაა? ხომ ცოცხალია?
- კითხვას კითხვაზე ვაყრი მათ.
- პიტა მშვენივრადაა. უბრალოდ, თქვენი შეხვედრა დაჯილდოების ცერე-
მონიაზე პირდაპირ ეთერში შედგება, - მპასუხობს ჰეიმიჩი.
- ოჰ, სულ ეს არის?! - ვამბობ და შიში, რომ პიტა მოკვდა, მიქრება, - ისე,
ასეთი შეხვედრის ნახვა მეც მომინდებოდა.
- ცინას გაყევი. ის მოგამზადებს.
ცინასთან მარტო დარჩენა შვებას მგვრის. მხრებზე მკლავგადახვეული
მიმიძღვის კამერებისგან შორს, რამდენიმე დერეფანს გავდივართ და ლიფ-
ტით საწვრთნელი ცენტრის ვესტიბიულში ავდივართ. ესე იგი, საავადმყოფო
უფრო ქვემოთაა, იმ სავარჯიშო დარბაზის ქვეშ, სადაც შეწირულები შუბის
სროლასა და კვანძების შეკვრაში ვარჯიშობდნენ. ვესტიბიულის ფანჯრები
ჩაბნელებულია და რამდენიმე მცველი მორიგეობს. მათ გარდა ვერავინ
გვხედავს, როგორ მივდივართ შეწირულების ლიფტთან. სიცარიელეში ჩვე-
ნი ნაბიჯების ხმა ყრუ ექოდ ვრცელდება. სანამ მეთორმეტე სართულზე ავა-
ლთ, თვალწინ მიდგება სხვა მონაწილეების სახეები, რომლებიც უკან აღარ
დაბრუნდებიან და გული მიმძიმდება. ლიფტის კარის გაღებისთანავე ვენია,
ფლავიუსი და ოქტავია აღტაცებულები მეხვევიან, ხმის ამოღებას ძლივს
ვასწრებ. მათი გრძნობები ნამდვილია და მეც მიხარია მათი დანახვა. ოღო-
ნდ ისე ძლიერ არა, როგორც ცინასი. დაახლოებით ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ შინ მისულს საყვარელი ფინიე-
ბი მომეგებნენ კართან. სასადილო ოთახში მიმაქანებენ და ამჯერად გემ-
რიელად ვსადილობ ხბოს მწვადით, ლობიოთი და რბილი პურით. თუმცა,
როგორც ჩანს, ბევრის ჭამა აკრძალული მაქვს, რადგან როცა მეორე ულუ-
ფას ვითხოვ, უარს მეუბნებიან.
- არა, არა, არა! არავინ დაუშვებს, სცენაზე გული აგერიოს! - ამბობს ოქ-
ტავია, მაგრამ მაგიდის ქვეშ უჩუმრად მაწვდის პურის ნაჭერს იმის საჩვენებ-
ლად, რომ ჩემს მხარეზეა.
ჩემს ოთახში მივდივართ. ცინა დროებით უჩინარდება, სხვები მაცმევენ.
- ო, მთელ სხეულზე კანის კორექცია გაუკეთებიათ, - შურით აღნიშნავს
ფლავიუსი, - ერთი ნაოჭიც არსად დაუტოვებიათ.

252
რა ვიცი, სარკეში რომ ვიხედები, მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ ცარიელი
ძვალი და ტყავი ვარ. არენიდან რომ გამომიყვანეს, მაშინ ალბათ უარესად
ვიყავი, მაგრამ ახლაც თავისუფლად ვითვლი ჩემს ნეკნებს.
აბაზანას მიმზადებენ, თმას მვარცხნიან და მანიკურსა და მაკიაჟს მიკეთე-
ბენ. სტილისტები ენას წამითაც არ აჩერებენ და ეს მახარებს, რადგან მათ-
თან ლაქლაქის განწყობაზე არ ვარ. ცოტა სასაცილო მოსასმენიც კია მათი
საუბარი. მართალია, თამაშებს იხსენებენ, მაგრამ სულ იმას გაიძახიან, თვი-
თონ სად იყვნენ, რას აკეთებდნენ ან თავს როგორ გრძნობდნენ ამა თუ იმ
კონკრეტული შემთხვევის დროს. ჯერ კიდევ ვიწექი, წარბები ახალი შეღები-
ლი მქონდა, გეფიცები, კინაღამ გული წამივიდა. მარტო თავიანთ თავზე სა-
უბრობენ, არენაზე დაღუპული გოგობიჭები ოდნავადაც არ ადარდებთ.
მე-12 რაიონში თამაშებით ასე არ ვტკბებით. კრიჭაშეკრულები მივჩერები-
ვართ ტელევიზორებს, რადგან ამას გვაიძულებენ, და თამაშების დამთავრე-
ბისთანავე სამუშაოს ვუბრუნდებით. სტილისტები რომ არ შემზიზღდნენ, მათ
ნათქვამს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებ.
ცინა ოთახში შემოდის და ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი, ოქ-
როსფერი კაბა შემოაქვს.
- ცეცხლოვან გოგოზე გული აგიცრუვდა?
- ჯერ დაიცადე, - ცინა კაბას თავზე მაცმევს. ვამჩნევ, შიგნიდან სქელი
სარჩული მიუკერებიათ, რათა შიმშილისგან გამხდარს მკერდი დამეტყოს.
ვიღუშები.
- ვიცი, - ამბობს ცინა, სანამ გავაპროტესტებდე, - მაგრამ თამაშის შემოქ-
მედები ქირურგიულ ჩარევასაც კი აპირებდნენ. ჰეიმიჩმა მათთან დიდი
ბრძოლა გადაიტანა. ეს კომპრომისული გამოსავალია. სანამ სარკეში ჩაიხე-
დავ, ფეხსაცმელიც ჩაიცვი.
ვენია ბრტყელძირიან ტყავის სანდლებს მაცმევს. მერე ჩემს ანარეკლს
ვათვალიერებ.
მე ისევ ცეცხლოვანი გოგო ვარ. ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი ნაზად
ციმციმებს. ოდნავ შევირხევი თუ არა, კაბა ქვემოდან ზემოთ იტალღება;
ამასთან, შედარებით ის კოსტიუმი, ეტლზე რომ მეცვა, მეტისმეტად კაშკაშა
გამოჩნდებოდა, ხოლო ინტერვიუს კაბა - არაბუნებრივი.
ეს კაბა ისეთ ილუზიას ქმნის, თითქოს სანთლის შუქი მაცვია.
- აბა, რას იტყვი? - მეკითხება ცინა.
253
- ჯერჯერობით საუკეთესოა, - ციმციმა ქსოვილს თვალს ვწყვეტ და მცირე
შოკს ვიღებ - სპეციალური ვარცხნილობა არ გაუკეთებიათ. თმა უკან უბრა-
ლო ზონრით მაქვს შეკრული. მაკიაჟი კუთხოვან სახის ნაკვთებს მიმრგვა-
ლებს და მივსებს. ფრჩხილებზე უფერო ლაქი მისვია. უსახელო კაბა წელ-
თან კი არა, ჩემს ნეკნებთან არის შეკეცილი და სარჩულის ყველანაირი
ეფექტი იკარგება. კაბის ბოლო მუხლებამდე მწვდება. დაბალუქუსლიან ფეხ-
საცმელზე უფრო წელგამართული ვდგავარ. ძალიან უბრალოდ გამოვიყუ-
რები, ჩვეულებრივ გოგოს ვგავარ. სულ ახალგაზრდას, თოთხმეტი წლისას.
უცოდველს. უწყინარს. დიახ, შოკის მომგვრელია, რომ ცინამ ასე გამომაწყო
მას შემდეგ, რაც თამაშებში გავიმარჯვე.
ეს წინასწარ გათვლილი გარეგნობაა.
ცინა შემთხვევით არაფერს აკეთებს. საინტერესოა, რა ჩაიფიქრა.
- მეგონა, რამე უფრო... დახვეწილს ჩამაცმევდი, - ვამბობ მე.
- ვიფიქრე, პიტას ეს უფრო მოეწონებოდა, - ფრთხილად მპასუხობს ცინა.
პიტას? არა, პიტა აქ არაფერ შუაშია. ეს კაპიტოლიუმისთვის, თამაშის შე-
მოქმედებისა და მაყურებლებისთვის კეთდება. მართალია, ცინას ჩანაფიქრს
ბოლომდე ვერ ვხდები, მაგრამ ცხადია, თამაშები ჯერ არ დასრულებულა.
ამ ალერსიან პასუხში გაფრთხილება ამოვიკითხე. ცინა თავისი გუნდის წევ-
რებთანაც კი ვერ ბედავს ყველაფრის გამხელას.
ლიფტით სავარჯიშო დარბაზის სართულამდე ჩავდივართ. ტრადიციისა-
მებრ, გამარჯვებული და მისი გუნდი სცენის ქვემოდან ამოდიან ხოლმე. ჯერ
სტილისტები გადიან, მათ ესკორტი მიჰყვება, ესკორტს - მთავარი დიზაინე-
რი, დიზაინერს - მენტორი და მენტორს - გამარჯვებული. მაგრამ წელს გა-
მარჯვებული ორია - გოგო და ბიჭი - და ესკორტი და მენტორი მათ გვერ-
დით უნდა იდგნენ. შესაბამისად, წლევანდელი გამოსვლა განსხვავებული
იქნება. სცენის ქვეშ ცუდად განათებულ ადგილას მაყენებენ. ზემოთ ჩემს
ასაყვანად ახალთახალი ლითონის ფირფიტა დაუმონტაჟებიათ. იქვე ნახერ-
ხი ყრია და საღებავის მკვეთრი სუნი ტრიალებს. ცინა და მისი თანაშემწენი
ტანსაცმლის გამოსაცვლელად და ადგილების დასაკავებლად მიდიან. მე
მარტო ვრჩები. ნახევრად ბნელში ათიოდე მეტრის მოშორებით დროებით
კედელს ვამჩნევ. ეტყობა, პიტა იმ კედლის მიღმა დგას.

254
მაყურებლები ყვირიან და მათ ხმაურში ვერ ვამჩნევ, როგორ მიახლოვ-
დება ჰეიმიჩი. ის მხარზე ხელს მადებს. მე ვკრთები, ჯერ ისევ არენაზე მგო-
ნია თავი.
- ნუ გეშინია, მე ვარ. აბა, ერთი შემოგხედო, - მეუბნება ჰეიმიჩი. მე ხე-
ლებს ვშლი და ერთხელ ვტრიალდები, - ცუდი არაა.
დიდი ვერაფერი კომპლიმენტია.
- მაგრამ? - ვეკითხები მე.
ჰეიმიჩი ჩემს ნესტიან საპყრობილეს თვალს ავლებს.
- მაგრამ არაფერი. მოდი, ერთმანეთს გადავეხვიოთ და წარმატება ვუ-
სურვოთ.
ჰეიმიჩისგან ასეთ თხოვნას ნაღდად არ ველოდი, მაგრამ, ბოლოს და
ბოლოს, ჩვენ ხომ გამარჯვებულები ვართ. ხელებს მხრებზე ვხვევ და უცებ
მის მკლავებში ვემწყვდევი თუ არა, სწრაფად მიჩურჩულებს ყურში, ჩემი თმა
მის ტუჩებს ფარავს;
- ყურადღებით მისმინე. საფრთხეში ხარ. ხმა გავრცელდა, რომ ხელი-
სუფლება განრისხებულია შენზე არენაზე თამაშის შემოქმედების მოტყუების-
თვის. შენ კაპიტოლიუმი მთელი პანემის სასაცილოდ აიგდე.
ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ თითქოს ჰეიმიჩი რამე ხუმრობას მეუბ-
ნებოდეს, კამერების წინ ძალით ვიცინი, რომ სახეზე არაფერი შემეტყოს.
- რა ვქნათ? - ვეკითხები მას.
- ისღა დაგრჩენია, ამტკიცო, სიყვარულმა ჭკუა დამაკარგვინა და არ ვი-
ცოდი, რას ვაკეთებდიო, - ჰეიმიჩი ჩამოვარდნილ თმის კულულს უკან მიწევს
და ზონრით მიკრავს, - გასაგებია, ძვირფასო?
- გასაგებია, - ვპასუხობ მე, - პიტას თუ უთხარი?
- არ იყო საჭირო, - ამბობს ჰეიმიჩი, - ის ისედაც სწორად იქცევა.
- და გგონია, მე არ ვიქცევი? - კითხვით ვპასუხობ მე და წითელ პეპელა--
ჰალსტუხს ვუსწორებ, რომელიც ალბათ ცინამ ძალით გააკეთებინა.
- როდიდან გაინტერესებს ჩემი აზრი? - ამბობს ჰეიმიჩი, - დროა, ჩვენ-
ჩვენი ადგილები დავიკავოთ, - ლითონის ფირფიტისკენ მიმიძღვის. - ეს შენი
საღამოა, ძვირფასო. კარგად გაერთე. - შუბლზე მკოცნის და ბნელში იკარ-
გება.
კაბის ბოლოს ქვემოთ ვექაჩები, ნეტა უფრო გრძელი ყოფილიყო, რომ
აკანკალებული მუხლები დაეფარა. თუმცა, რა აზრი აქვს? მთელი ტანით
255
ვერხვის ფოთოლივით ვცახცახებ. იმედია, ეგონებათ, რომ ზედმეტი აღტაცე-
ბისგან ვცახცახებ. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი საღამოა.
სცენის ქვეშ ნესტისა და ობის სუნი მახრჩობს. ცივი ოფლი მასხამს და ში-
ში მიპყრობს, რომ სცენა თავზე დამენგრევა და ცოცხლად ჩავიმარხები ნან-
გრევებში. საყვირების თანხლებით არენიდან გამოსულს, მეგონა, რომ საფ-
რთხეს თავი დავაღწიე, სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ თუ ჰე-
იმიჩი მართალს ამბობს, და მას არანაირი მიზეზი არ აქვს, მატყუებდეს, გა-
მოდის, ცხოვრებაში ასეთ საშიშ ადგილას არასდროს ვყოფილვარ.
არენაზეც არ შემშინებია ასე. იქ თუ მოვკვდებოდი, მოვკვდებოდი და
მორჩა. მაგრამ აქ თუ ჰეიმიჩის დავალებას არ შევასრულებ და სიყვარულის-
გან გადარეული გოგოს როლს არ ვითამაშებ, პრიმი, დედაჩემი, გეილი, მე-
12 რაიონელები და ყველა ჩემთვის ახლობელი ადამიანი შეიძლება სასტი-
კად დაისაჯოს.
შანსი ჯერ კიდევ მაქვს. უცნაურია. არენაზე მხოლოდ იმას ვცდილობდი,
თამაშის შემოქმედები მომეტყუებინა და არც მიფიქრია, როგორ აისახებოდა
ჩემი საქციელი კაპიტოლიუმზე. არადა, შიმშილის თამაშები ხომ მათი იარა-
ღია და არავის აქვს წინააღმდეგობის უფლება. ახლა კაპიტოლიუმის ხელი-
სუფლება ისე იმოქმედებს, თითქოს ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა;
თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა და მე და პიტასაც
თვითმკვლელობისკენ სპეციალურად გვიბიძგეს იმის სანახავად, რამდენად
ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი. მაყურებლების ამაში დასარწმუნებლად
მეც მათ უნდა ავყვე თამაშში.
და პიტა... თუ ამაღამ საქმე ცუდად წავა, პიტაც იზარალებს. რა მითხრა
ჰეიმიჩმა, მისთვის არაფრის თქმა არ იყო საჭირო, ისედაც სწორად იქცე-
ვაო?
ვითომ პიტა კვლავ ჩემზე უკეთ ხვდება ყველაფერს და იცის, რომ საფ-
რთხეში ვართ? თუ მართლა შეყვარებულია? არ ვიცი. პიტას მიმართ ჩემს
გრძნობებში ჯერ ვერ გავრკვეულვარ. ძალიან რთულია. ისიც კი არ ვიცი,
არენაზე რა მამოძრავებდა. გამარჯვების სურვილი? იქნებ სულაც კაპიტო-
ლიუმის ჯინაზე ვიბრძოდი? თუ ყოველთვის ვფიქრობდი, მე-12 რაიონში
როგორ აღიქვამდნენ ჩემს საქციელს? შეიძლება, უბრალოდ, ვაკეთებდი
იმას, რაც სწორი იყო? იქნებ რაც გავაკეთე, მართლაც პიტას სიყვარულით
გავაკეთე?
256
ამ კითხვებს პასუხი შინ, სიმშვიდესა და სიმყუდროვეში უნდა გაეცეს, ტყე-
ში, სადაც არავინ გიმზერს, და არა აქ, სადაც ყველას მზერა ჩემკენ არის
მომართული. მაგრამ არავინ იცის, მექნება კი ამის ფუფუნება ოდესმე? ახლა
თამაშების ყველაზე სახიფათო ეტაპი იწყება.

24.

გუგუნებს ჰიმნი და მისი დასრულების შემდეგ სეზარ ფლიკერმანის ხმა


მესმის. ნეტა თუ იცის, რომ ახლა ჩვენს ყოველ სიტყვას უდიდესი მნიშვნე-
ლობა აქვს?
ალბათ კი და მგონი, დაგვეხმარება კიდეც. აუდიტორია აპლოდისმენტე-
ბით ხვდება ჩვენს სტილისტებს. წარმომიდგენია ფლავიუსი, ვენია და ოქტა-
ვია როგორ სასაცილოდ დახტიან სცენაზე და თავს უკრავენ აუდიტორიას.
კარგია, მათ წარმოდგენა არ აქვთ, სინამდვილეში რაც ხდება. შემდეგ ეფის
წარდგენის დრო დგება. რამდენი ხანი ელოდა ამ წუთებს. იმედია, ამ მომენ-
ტით დატკბება, რადგან რაოდენ უმეცრადაც უნდა მოგეჩვენოთ ეფი, იმდენს
მაინც მიხვდებოდა, რომ გასაჭირში ვართ. პორციას და ცინას განსაკუთრებუ-
ლი ტაშისკვრით ხვდებიან. მათ ბრწყინვალედ იმუშავეს, თავბრუდამხვევი
დებიუტი ჰქონდათ. ახლა ვხვდები, რატომ ჩამაცვა ცინამ ამაღამ სწორედ ეს
კაბა. უბრალო და ჩვეულებრივ გოგოსავით უნდა გამოვიყურებოდე. ჰეიმი-
ჩის გამოჩენაზე აუდიტორია ყიჟინებს და ხუთი წუთის განმავლობაში არ
ჩერდება. ის ხომ პირველია მენტორებს შორის, რომლის ორივე შეგირდმა
გაიმარჯვა! ნეტა რა მოხდებოდა, რომ არ გავეფრთხილებინე? სხვანაირად
მოვიქცეოდი? ტრაბახს დავიწყებდი, ნახე შხამიანი კენკრით როგორ მოგატ-
ყუეთ-მეთქი? არა, არა მგონია.
უბრალოდ, საჭიროზე ნაკლებად დამაჯერებელი ვიქნებოდი.
და აი, ფირფიტას სცენაზე ავყავარ.
კაშკაშა შუქი მაბრმავებს. გამაყრუებელი ყიჟინა ფეხქვეშ მეტალის ფირ-
ფიტას აზანზარებს. შუქს თვალს ვაჩვევ და ჩემგან სამიოდ ნაბიჯში მდგარ
პიტას ვხედავ. ისეთი სუფთა, ჯანმრთელი და ლამაზია, ძლივს ვცნობ. მაგ-
რამ მისი ღიმილი ტალახშიც და კაპიტოლიუმშიც ერთნაირია. მაშინვე მის-
კენ გავრბივარ და ვეხვევი. პიტა ოდნავ უკან იზნიქება. ხელში წვრილი, ლი-
257
თონის მოწყობილობა უჭირავს, რომელიც ხელჯოხის მაგივრობას უწევს.
შემდეგ სწორდება და ერთმანეთს ვეხუტებით. აუდიტორია აღტაცებულია.
პიტა მკოცნის, მე კი ვფიქრობ: ნეტა თუ იცი? თუ იცი, რომ საფრთხეში
ვართ? დაახლოებით ათი წუთის შემდეგ სეზარ ფლიკერმანი გვიახლოვდება
და პიტას მხარზე ხელს უთათუნებს, შოუ უნდა გავაგრძელოთო, მაგრამ პიტა
უკან შეუბრუნებლად ხელის კვრით იცილებს მას. აუდიტორია ლამისაა, ჭკუ-
აზე შეიშალოს. განგებ თუ უნებურად პიტა, როგორც ყოველთვის, იმას აკე-
თებს, რაც მაყურებლებს მოსწონთ.
ბოლოს ჰეიმიჩი მოდის და ნაზად გვიბიძგებს გამარჯვებულის სავარ-
ძლისკენ. ჩვეულებრივ, ამ ადგილზე ერთი ორნამენტებიანი სავარძელი
დგას ხოლმე, საიდანაც გამარჯვებული შიმშილის თამაშების მიმოხილვას
უყურებს; მაგრამ ვინაიდან წელს გამარჯვებული ორია, თამაშის შემოქმე-
დებს წითელხავერდგადაკრული დივანი მოუტანიათ. დედაჩემს ეს დივანი
ძალიან მოეწონებოდა. პიტას ვეკვრი, ლამის კალთაში ვუჯდები, მაგრამ ჰე-
იმიჩი თვალით მანიშნებს, ეს საკმარისი არააო. მე სანდლებს ვიხდი, ფეხებს
ვკეცავ და თავს პიტას მხარზე ვადებ. პიტა მაშინვე ხელებს მხვევს და თით-
ქეოს ისევ ცივ გამოქვაბულში ვბრუნდები, პიტას ვეხუტები, რომ გავთბე. მისი
პერანგიც იმავე ყვითელი ქსოვილისაა, რომლისაც ჩემი კაბა. თუმცა შარვა-
ლი მისთვის პორციას შავი შეურჩევია. სანდლების მაგივრადაც სქელძირია-
ნი ფეხსაცმლები აცვია. ნეტა ცინასაც ასეთი სამოსი ჩაეცმია ჩემთვის, ამ კა-
ბაში უსუსურად და დაუცველად ვგრძნობ თავს. თუმცა, მიზანიც, როგორც
ჩანს, სწორედ ეს იყო.
სეზარ ფლიკერმანი კიდევ რამდენიმე ხუმრობას ამბობს და სანახაობის
დროც დგება. შიმშილის თამაშების მიმოხილვა სამ საათს გაგრძელდება და
მისი ყურება მთელი პანემისთვის სავალდებულოა. როგორც კი დარბაზში
შუქი ქრება და ეკრანზე პანემის გერბი ჩნდება, ვხვდები, რომ ამისთვის მზად
არ ვარ. შეჯიბრების მონაწილე ოცდაორი შეწირულის სიკვდილის ნახვა არ
მინდა. ისედაც საკმარისი სისხლისღვრა ვნახე. პულსი მიჩქარდება და გაქ-
ცევის სურვილი მიპყრობს. სხვა გამარჯვებულებმა ამ სანახაობას როგორ
გაუძლეს? მიმოხილვის ჩვენებისას ეკრანის ქვედა კუთხეში გამარჯვებულე-
ბის რეაქციას პირდაპირ ეთერში აჩვენებენ ხოლმე. ვიხსენებ წინა წლების
მიმოხილვებს... ზოგი გამარჯვებული მუშტებს ჰაერში იქნევს და გულზე იბ-
რაგუნებს, უმეტესობა გაოგნებული ზის. მე მხოლოდ პიტას სიახლოვე მაძ-
258
ლებინებს ამ დივანზე - ერთი ხელი მხრებზე აქვს შემოხვეული, მეორე ხელი
ჩემს ხელებში მაქვს მოქცეული და მაგრად ვუჭერ. წინა გამარჯვებულებს კა-
პიტოლიუმი არ განურისხებიათ და მისი შურისძიების შიში არ ჰქონიათ.
სამკვირიანი შეჯიბრების სამ საათში ჩატევა იოლი არაა, მით უმეტეს,
რომ მოვლენებს ერთდროულად უამრავი კამერა აფიქსირებს. მონტაჟის
რეჟისორმა უნდა გადაწყვიტოს, რის შესახებ იქნება მიმოხილვა. წელს პირ-
ველად სიყვარულის ისტორიას გვიჩვენებენ. კი, მე და პიტა გამარჯვებულები
ვართ, მაგრამ თავიდანვე სხვებზე მეტ დროს გვითმობენ. მე ეს მახარებს. ეს
ჩვენს გიჟურ სიყვარულს უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენს და კაპიტო-
ლიუმის მიმართ გამოვლენილ ურჩობასაც ახსნა შედარებით იოლად მო-
ეძებნება. თან, აღარც სისხლიანი სცენების ყურება მომიწევს.
პირველ ნახევარ საათს შეჯიბრებამდელ მოვლენებს, მკას, კაპიტოლიუმ-
ში ეტლებით მსვლელობას, ჩვენს ვარჯიშებსა და ინტერვიუებს უთმობენ.
ფილმს ფონად გასდევს მხნე და ოპტიმისტური მუსიკა, რაც ორმაგად საში-
ნელს ხდის სანახაობას: ეკრანზე ნაჩვენებთაგან ხომ თითქმის ყველა მკვდა-
რია?!
დეტალურად აჩვენებენ სისხლისღვრას სიუხვის რქასთან. შემდეგ შეწირუ-
ლების სიკვდილისა და ჩვენი სცენები ერთმანეთს ენაცვლება. ძირითადი ყუ-
რადღება პიტაზეა გადატანილი, რადგან ჩვენი სიყვარულის ტვირთს ის ეზი-
დებოდა მხრებით. ახლა უკვე ვიცი, რას ხედავდა მაყურებელი. როგორ მო-
ატყუა პიტამ პროფესიონალი შეწირულები ჩემს გადასარჩენად. როგორ
ფხიზლობდა იმ ღამით კრაზანამაძებრების ხის ქვეშ. როგორ შეებრძოლა
კატონს და თვით ტალახში ჩამალულიც კი როგორ ბოდავდა ძილში ჩემს
სახელს. მე მასთან შედარებით გულქვა გოგოს ვგავარ - ცეცხლოვან ყუმბა-
რებს ვიცილებ, კრაზანამაძებრების ბუდეს ვისვრი და სურსათ-სანოვაგის მა-
რაგს ვაფეთქებ - სანამ რუს გადასარჩენად წავიდოდე. რუს სიკვდილს თავი-
დან ბოლომდე იმეორებენ. როგორ დავაგვიანე, როგორ განგმირეს ის შუ-
ბით, როგორ გავურჭე 1-ლ რაიონელ ბიჭს ყელში ისარი, როგორ ამოხდა
სული რუს ჩემს ხელებში. სრულად იმეორებენ ჩემს სიმღერასაც. გონება
თითქოს მეთიშება, ვეღარაფერს ვგრძნობ. თითქოს ვიღაც უცნობებს ვუყუ-
რებ სხვა შიმშილის თამაშებში. იმას კი ვამჩნევ, რომ სცენა, როცა რუს ცხე-
დარი ყვავილებით მოვრთე, ამოჭრილია.
მეამბოხეობის ეს უმცირესი გამოვლინებაც კი არავინ უნდა ნახოს.
259
ეკრანზე კვლავ ვჩნდები, როცა აცხადებენ, თანარაიონელებს ერთად გა-
მარჯვება შეუძლიათო და მე დაუფიქრებლად ვყვირი პიტას სახელს. მერე
პირზე ხელს ვიფარებ. თუ მანამდე მისი ბედი საერთოდ არ მანაღვლებდა,
ახლა მის ძებნას ვიწყებ, ვპოულობ, ვმკურნალობ, ლხინზე მივდივარ წამ-
ლის მოსატანად და ხშირ-ხშირად ვკოცნი. მოკლედ, დანაშაული ბოლომდე
გამოსყიდულია.
მუტანტებისა და კატონის სიკვდილი ნამდვილი საშინელებაა, მაგრამ ამ-
ჯერადაც ასე მგონია, ვიღაც უცნობებს ვუყურებ.
ბოლოს, კენკრის მომენტის დროც მოდის. მესმის, როგორ აჩუმებენ მაყუ-
რებლები ერთმანეთს, რომ არაფერი გამორჩეთ. დიდი მადლობა ფილმის
შემქმნელებს, რომ მიმოხილვას ჩვენი გამარჯვებულებად გამოცხადებით კი
არა, ჰოვერკრაფტში შუშის კარზე ჩემი მუშტების ბრახუნით და საოპერაცი-
ოდ წაყვანილი პიტას სახელის კივილით ასრულებენ.
ეს ჩემი საუკეთესო სცენაა მთელ ფილმში.
კვლავ ჰიმნი ჟღერს და ყველანი ფეხზე ვუდგებით სცენაზე ამოსულ პრე-
ზიდენტ სნოუს, რომელსაც პატარა გოგონა მოჰყვება და ბალიშზე დადებუ-
ლი გვირგვინი მოაქვს. გვირგვინი მხოლოდ ერთია და აუდიტორია გაკვირ-
ვებას ხმამაღლა გამოხატავს - ვის დაადგამენ გვირგვინს თავზე? - მაგრამ
პრეზიდენტი სნოუ ყველას აშოშმინებს, გვირგვინს იოლად გრეხს და ორ
თანაბარ ნაწილად ყოფს. პრეზიდენტი ღიმილით ადგამს პირველ გვირ-
გვინს პიტას და ღიმილითვე მოდის ჩემთან, ოღონდ მისი მზერა სიძულვი-
ლითაა აღსავსე.
მართალია, კენკრის ჭამას ორივე ვაპირებდით, მაგრამ თურმე ინიციატო-
რად მე მივაჩნივარ და დანაშაულისთვისაც მე უნდა დავისაჯო.
ხელის ქნევა და თავის დაკვრა გრძელდება. ლამისაა ხელი მომწყდეს,
როცა სეზარ ფლიკერმანი, ბოლოს და ბოლოს, მაყურებლებს ემშვიდობება
და აფრთხილებს, ხვალაც გვიყურეთ, გამარჯვებულებთან ბოლო ინტერვიუ
გვექნებაო. სეზარ ფლიკერმანი ამას ისე თავაზიანად ითხოვს, გეგონება, მა-
ყურებლებს სხვა არჩევანი ჰქონდეთ.
მე და პიტას პრეზიდენტის სასახლეში გამარჯვებულის ბანკეტზე მიგვათ-
რევენ, სადაც ჭამისთვის ნამდვილად არ გვცალია, რადგან კაპიტოლიუმე-
ლი მაღალჩინოსნები და განსაკუთრებით, გულუხვი სპონსორები ერთმა-
ნეთს ეცილებიან ჩვენთან ფოტოების გადაღებაში. ხანდახან ჰეიმიჩს მოვ-
260
კრავ თვალს და ვმშვიდდები, ხანდახან - პრეზიდენტ სნოუს და კვლავ შიში
მიპყრობს. სიცილს, მადლობებსა და უცნობებთან ფოტოების გადაღებას მა-
ინც არ ვწყვეტ. ოღონდ პიტას წამითაც არ ვუშვებ ხელს.
მზეს უკვე თავი ამოუყვია, როცა საწვრთნელი ცენტრის მეთორმეტე სარ-
თულზე არაქათგამოცლილები ვბრუნდებით. მიხარია, როგორც იქნა, პიტას-
თან მარტო გამოლაპარაკების საშუალება მომეცა-მეთქი, მაგრამ ჰეიმიჩი
მას პორციასთან ერთად ინტერვიუსთვის მოსამზადებლად გზავნის, თვითონ
კი ჩემი ნომრის კარამდე პირადად მაცილებს.
- პიტასთან დალაპარაკება რატომ არ შემიძლია? - ვეკითხები ჰეიმიჩს.
- მასთან საუბარს შინაც მოასწრებ, - მპასუხობს ის, - დაიძინე, ორ საათზე
პირდაპირ ეთერში ხარ.
მიუხედავად ჰეიმიჩის დაჟინებული უარისა, პიტას აუცილებლად უნდა ვე-
ლაპარაკო განმარტოებით. საწოლში რამდენიმესაათიანი წრიალის შემდეგ
ჰოლში პარვით გავდივარ. ჯერ სახურავს ვამოწმებ, მაგრამ იქ არავინაა. წუ-
ხანდელი ზეიმის შემდეგ ქალაქის ქუჩებიც კი დაცარიელებულია. ცოტა ხნით
ისევ ვწვები. მერე პირდაპირ პიტას ოთახში შესვლას ვაპირებ, მაგრამ ჩემი
ოთახის კარის სახელურს რომ ვაწვები, ირკვევა, რომ გარედან ჩავუკეტი-
ვართ. თავიდან ჰეიმიჩზე ვეჭვობ, მაგრამ უცებ შინაგანი შიში მეუფლება - იქ-
ნებ კაპიტოლიუმი მითვალთვალებს, რომ დაუკითხავად არსად გავიქცე?
არენაზეც კი ჩაკეტილი ვიყავი, მაგრამ ეს განსხვავებული გრძნობაა, უფრო
პირადი. ასე მგონია, დანაშაულის ჩადენისთვის დამაპატიმრეს და განაჩენს
ველოდები. საწოლში ვწვები და ვითომ ვიძინებ, სანამ ოთახში ეფი თრინკე-
ტი არ შემოდის შეძახილით:
- დღეს დიდი დღეა!
დაახლოებით ხუთი წუთი მაქვს, სანამ ფაფას და ხორცის ბულიონს შევ-
ჭამ. ამასობაში სტილისტები მოდიან. მხოლოდ ამას ვამბობ, მაყურებლები
თქვენზე გადაირივნენ-მეთქი და მორჩა, ლაქლაქს თვითონ აგრძელებენ.
ორიოდ საათში ცინა მოდის, სტილისტებს გარეთ მიაცილებს და თეთრ,
თხელ კაბას და ვარდისფერ ფეხსაცმლებს მაცმევს. მაკიაჟსაც თვითონ მიკე-
თებს. ჩემი სახე ღია ვარდისფრად ასხივებს. უდარდელად ვჭორაობთ. მას-
თან სერიოზულ საკითხზე საუბარს ვუფრთხი.
მას მერე, რაც ოთახში ჩამკეტეს, თავიდან ვერ მომიცილებია აზრი, რომ
გამუდმებით მითვალთვალებენ.
261
ინტერვიუ სასტუმრო ოთახში მიმდინარეობს. იქ სივრცე გაათავისუფლეს,
გუშინდელი დივანი დადგეს და ირგვლივ ყვავილებიანი ლარნაკები შემოუწ-
ყვეს. მაყურებლები არ გვესწრებიან, ინტერვიუს მხოლოდ რამდენიმე ტე-
ლეკამერა იღებს.
სეზარ ფლიკერმანი თბილად მეხვევა.
- გილოცავ, ქეთნის! როგორ ხარ?
- მშვენივრად. ინტერვიუს გამო ცოტას ვნერვიულობ.
- ნუ ნერვიულობ. დაუვიწყარ დროს გავატარებთ, - მამშვიდებს სეზარ
ფლიკერმანი.
- ჩემს თავზე საუბარში დიდად ვერ ვვარგივარ.
- რაც უნდა თქვა, მაინც ყველას ეყვარები.
ო, სეზარ, ნეტა მართლა ასე იყოს. არადა, პრეზიდენტი სნოუ ახლა ალ-
ბათ რამე ინციდენტს ამზადებს ჩემთვის, - ვფიქრობ გულში.
ამ დროს თეთრსა და წითელ სამოსში გამოწყობილი პიტაც მოდის და
დივანზე გვერდით მაჩოჩებს.
- თითქმის ვერ გხედავ, ჰეიმიჩი ცდილობს დაგვაცალკევოს, - მეუბნება ის.
სინამდვილეში ჰეიმიჩი ჩვენს გადარჩენას ცდილობს, მაგრამ ამდენ ხალ-
ხში ამის თქმა არ შეიძლება.
- ჰო, ამ ბოლო დროს, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, - ვპასუ-
ხობ ი.
- არა უშავს, ეს ინტერვიუც და შინ დავბრუნდებით. ჰეიმიჩი ყოველთვის
ჩვენი ზედამხედველი არ იქნება, - ამბობს პიტა.
ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ იმის გასააზრებლად თუ რატომ,
აღარ მცალია. ოპერატორები და სეზარ ფლიკერმანი უკვე მზად არიან. დი-
ვანზე ოფიციალურ პოზაში ვსხდებით, მაგრამ სეზარი მეუბნება:
- მიდი, თუ გინდა მიეხუტე. გუშინ ძალიან საყვარლად ისხედით.
მეც ფეხებშეკეცილი ვჯდები დივანზე, პიტა კი მხრებზე მკლავს მხვევს.
ვიღაც უკუთვლას იწყებს და უცებ პირდაპირ ეთერში გვრთავენ. მთელი
პანემი გვიყურებს. სეზარ ფლიკერმანი შეუდარებელია, ბევრს ხუმრობს, ხან-
დახან გულიანად იცინის. ის და პიტა პირველივე ინტერვიუს შემდეგ კარგად
უგებენ ერთმანეთს და უდარდელად ლაყბობენ, მე კი სულ ვიღიმები და
ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო. ზოგჯერ მეც ვპასუხობ ხოლმე სეზარის

262
შეკითხვებს, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, მაშინვე პიტას
ვუთმობ სიტყვას.
თუმცა, თანდათან სეზარი ჩაძიებას იწყებს და სრულ პასუხებს ითხოვს.
- პიტა, როგორც გამოქვაბულში თქვენი საუბრიდან გავიგეთ, ქეთნისი ერ-
თი ნახვით შეგიყვარდა... მგონი, ხუთი წლისას, არა?
- დანახვისთანავე, - ადასტურებს პიტა.
- შენ, ქეთნის? რამდენი დრო დაგჭირდა გრძნობებში გასარკვევად? მაყუ-
რებლები აღტაცებულები უყურებდნენ, თანდათან როგორ გიყვარდებოდა
პიტა. პირველად როდის გაიაზრე, რომ შეყვარებული ხარ?
- ო, ეს რთული შეკითხვაა... - ჩუმად ვიცინი და თავს დაბლა ვხრი, - და-
მეხმარეთ!
- აი, მე ამას იმ ღამით მივხვდი, როცა ხის ტოტზე ჩამომჯდარმა პიტას სა-
ხელი ხმამაღლა იყვირე, - ამბობს სეზარი.
გმადლობ, სეზარ, - გულში მადლობას ვუხდი მას და მისი მინიშნებით
შთაგონებული ვაგრძელებ: - დიახ, მგონი, ზუსტად მაშინ. უფრო ზუსტად, იმ
მომენტამდე უბრალოდ, ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, რადგან გრძნო-
ბებში თვითონაც ვერ გავრკვეულიყავი და თან, საქმე უარესად წავიდოდა,
თავს პიტას სიყვარულში რომ გამოვტყდომოდი. მაგრამ შემდეგ იმ ხეზე ყვე-
ლაფერი შეიცვალა.
- როგორ ფიქრობ, რატომ? - არ მეშვება სეზარი.
- შეიძლება... მაშინ პირველად გაჩნდა შანსი, რომ პიტას შევინარჩუნებ-
დი, - ვპასუხობ მე.
ტელეკამერების უკან მდგარი ჰეიმიჩის ხვნეშა მესმის, თითქოს შვებით
ამოისუნთქაო. ესე იგი, ყველაფერი სწორად ვთქვი.
სეზარი ცხვირსახოცს იღებს და გულაჩუყებული თვალზე მომდგარ ცრემ-
ლებს იწმენდს. ვგრძნობ, როგორ მეხება პიტას შუბლი საფეთქელზე და მი-
სი შეკითხვა მესმის:
- ახლა უკვე შენი ვარ და რას მიპირებ?
მისკენ ვტრიალდები.
- ისეთ ადგილას წაგიყვან, სადაც უსაფრთხოდ იქნები, - ვპასუხობ მე და
როცა პიტა მკოცნის, მთელი დარბაზი ოხრავს.
სეზარს საუბარი იმ წინაღობებზე გადააქვს, არენაზე რომ გადავლახეთ.
გვეკითხება ჭრილობებზე, ნანესტრალებსა და დამწვრობებზე. ბოლოს, მუ-
263
ტანტების თავდასხმასაც ახსენებს და ისეთ რამეს ეკითხება პიტას, რომ სა-
ერთოდ მავიწყდება პირდაპირ ეთერში რომ ვარ:
- ახალ ფეხს როგორ შეეგუე?
- ახალ ფეხს? - გაოგნებული ვიძახი და ჩემდა უნებურად მაღლა ვექაჩები
პიტას შარვლის ტოტს და ნამდვილი ფეხის ნაცვლად ლითონისა და პლას-
ტმასის მოწყობილობას ვხედავ.
- შენთვის არ უთქვამთ? - ნაზად მეკითხება სეზარი.
მე თავს ვაქნევ.
- სათქმელად ვერ მოვიცალე, - მხრებს იჩეჩავს პიტა.
- ჩემი ბრალია, ის ტურნიკეტი არ უნდა გამომეყენებინა, - გულწრფელი
სინანულით ვამბობ.
- ჰო, შენი ბრალია, რომ ცოცხალი ვარ, - მისწორებს პიტა.
- მართალს ამბობს, - მხარს უბამს სეზარი, - უიმისოდ სისხლისგან დაიც-
ლებოდა.
ალბათ ასეცაა, მაგრამ იმდენად მეწყინა ამის გაგება, რომ მეტირება. სა-
ბედნიეროდ, დროზე მახსენდება, რომ მთელი ქვეყანა მიყურებს და პიტას
პერანგში ვრგავ სახეს. ფარულად გულის მოოხების შემდეგ თავს გწევ, მაგ-
რამ სეზარი შეკითხვებით ხშირად აღარ მაწუხებს. მხოლოდ მაშინ მომმარ-
თავს, როცა კენკრის ჭამის მომენტამდე მივდივართ.
- ქეთნის, ვიცი, რომ ჯერაც შოკში ხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკით-
ხო: იმ მომენტში, როცა კენკრა ქისიდან ამოიღე, რას ფიქრობდი?
სანამ ვუპასუხებდე, აზრებს ვიკრებ. ეს გადამწყვეტი შეკითხვაა. ან ვუპასუ-
ხებ, კაპიტოლიუმი გამოვიწვიე-მეთქი, ან პიტას დაკარგვის შიშმა ჭკუა დამა-
კარგვინა და თვითონაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი-მეთქი. აქ დიდი, ემო-
ციური გამოსვლაა საჭირო, მაგრამ მე მხოლოდ ძლივს გასაგონად ვლუღ-
ლუღებ:
- არ ვიცი... უბრალოდ... პიტას გარეშე სიცოცხლის წარმოდგენაც კი მი-
ჭირდა...
- პიტა, რამეს ხომ არ დაამატებდი? - ეკითხება სეზარი.
- არა, მეც იმავეს გავიმეორებდი.
სეზარი მაყურებლებს ემშვიდობება და პირდაპირი ეთერი წყდება. ზოგი
იცინის, ზოგიც ტირის, მე კი ჯერ ჰეიმიჩთან მივდივარ.
- როგორი იყო?
264
- იდეალური.
ჩემს ოთახში ვბრუნდები ბარგის ჩასალაგებლად, მაგრამ იქ მხოლოდ მე-
ჯის ნაჩუქარი კაჭკაჭჯაფარას ფორმის გულსაბნევი მხვდება. თამაშების დას-
რულების შემდეგ ვიღაცას აქ მოუტანია. ჩამუქებულფანჯრებიანი მანქანით
მივყავართ ჩვენთვის გამზადებულ მატარებელთან. ცინასთან და პორციას-
თან წესიერად გამომშვიდობებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ არა უშავს, რამდე-
ნიმე თვეში მათ ისევ შევხვდებით, როცა გამარჯვებულები ყველა რაიონს სა-
ზეიმოდ შემოივლიან. კაპიტოლიუმი ასე ახსენებს ხალხს, რომ შიმშილის
თამაშები არასდროს სრულდება. უამრავ უსარგებლო საპატიო ჯილდოს
გადმოგვცემენ და ყველა თავს მოგვაჩვენებს, რომ ძალიან ვუყვარვართ.
მატარებელი იძვრის. გვირაბის წყვდიადში ვიკარგებით, ხოლო როცა
ისევ დღის შუქზე გავდივართ, მკის დღიდან მოყოლებული პირველად ვსუნ-
თქავ თავისუფლად. ეფი მიგვაცილებს. რა თქმა უნდა, ჰეიმიჩიც თან მოგ-
ვყვება. გემრიელ სადილს მივირთმევთ და ტელევიზორის წინ ვსხდებით ინ-
ტერვიუს გამეორების საყურებლად. კაპიტოლიუმი სულ უფრო და უფრო
უკან რჩება და მშობლიურ სახლზე ვიწყებ ფიქრს. პრიმი და დედაჩემი, გე-
ილი მახსენდება. მობოდიშებით გავდივარ კუპეში და უბრალო შარვალსა
და კოფთას ვიცვამ. სახიდან მაკიაჟსაც ვირეცხავ და თმას ვიწნავ. კვლავ
ჩემს თავს ვემსგავსები. ქეთნის ევერდინს - საბადოელ გოგოს, რომელიც
ტყეში ნადირობს და ქურაში ვაჭრობს. სარკეში ჩემს ანარეკლს ვათვალიე-
რებ და ვერ გამიგია, ვინ ვარ და ვინ - არა. სხვებთან დაბრუნებულს, პიტას
მკლავი ჩემს მხრებზე უკვე მეუცხოვება.
სანამ მატარებელი საწვავის შესავსებად ჩერდება, სუფთა ჰაერის ჩასაყ-
ლაპად გარეთ გავდივართ. არავის დაცვა აღარ გვჭირდება და მე და პიტა
ხელიხელჩაკიდებული მივუყვებით ლიანდაგს. მარტო დავრჩით, მაგრამ
აღარ ვიცი, რა ვუთხრა მას. პიტა ველურ ყვავილებს მიკრეფს და რომ მაძ-
ლევს, ვცდილობ, ნასიამოვნები სახე მქონდეს. მან ხომ არ იცის, რომ ეს
ვარდისფერი და თეთრი ყვავილები ველური ხახვისაა, რომლებიც მე და გე-
ილს არაერთხელ გვიგროვებია ტყეში.
გეილი. მის გახსენებაზე მუცელი მეკუმშება. ნეტა რატომ? არ ვიცი, მაგ-
რამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მენდობოდა, მე კი მოვატყუე.
დიახ, არა მხოლოდ გეილს, სხვასაც ვუღალატე. აქამდე ჩემს საქციელს თა-
მაშებით ვამართლებდი, მაგრამ შინ თამაშებს ვეღარ ამოვეფარები.
265
- რა ხდება? - მეკითხება პიტა.
- არაფერი, - ვპასუხობ მე და გზას ვაგრძელებთ. მატარებელს ვცილდე-
ბით. ამ ბუჩქებში ნაღდად აღარ იქნება ფარული კამერები, მაგრამ ხმას მა-
ინც არ ვიღებ.
უეცრად ჰეიმიჩი მადებს მხარზე ხელს და ვკრთები. აქაც კი, ამ გადაკარ-
გულში, ჩუმად ამბობს:
- თქვენ ორმა მაგრად იყოჩაღეთ. რაიონშიც ასე გააგრძელეთ, სანამ კა-
მერები არ მოგვშორდება. ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს და მატა-
რებლისკენ ბრუნდება. მე თვალს ვაყოლებ. პიტას მზერას ვერიდები.
- ვერაფერი ვერ გავიგე. რა უნდოდა? - მეკითხება პიტა.
- კაპიტოლიუმს ჩვენი კენკრის ოინი არ მოეწონა, - ვუხსნი მე.
- რაო? რას გულისხმობ?
- ჩათვალეს, რომ ეს მეამბოხეობის გამოვლინება იყო. ეს დღეებია, ჰე-
იმიჩი რჩევებს მაძლევს, როგორ მოვქცეულიყავი, რომ საქმე კიდევ უფრო
არ გავაფუჭო.
- რჩევებს შენ გაძლევს და მე - არა?
- იცოდა, რომ თვითონ მიხვდებოდი, - ვამბობ მე.
- არც ვიცოდი, რამეს თუ უნდა მივმხვდარიყავი, - ამბობს პიტა, - მაშ, იმას
ამბობ, რომ ეს ბოლო დღეები და... ალბათ არენაზეც... თქვენ ორის მიერ
შემუშავებული სტრატეგიით მოქმედებდი.
- არა. თანაც, არენაზე ჰეიმიჩს საიდან დაველაპარაკებოდი?! - ვბურტყუ-
ნებ მე.
- მაგრამ, ხვდებოდი, ჰეიმიჩი რასაც მიგანიშნებდა!
მე ქვედა ტუჩს ვიკვნეტ.
- ქეთნის! - უეცრად პიტა ხელს მიშვებს და მე ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ,
თითქოს წონასწორობა დავკარგე.
- ყველაფერი თამაშებისთვის იყო! - განაგრძობს პიტა, - თვალთმაქცობ-
დი!
- არა, ყოველთვის არა, - თაიგულს მაგრად ვუჭერ ხელს.
- მაშ, როდის? არა, დაივიწყე. საკითხავი ისაა, შინ დაბრუნების შემდეგ რა
დარჩება ამ ყველაფრისგან.
- არ ვიცი, რაც უფრო ვუახლოვდებით მე-12 რაიონს, მით უფრო ვიბნევი,
- ვამბობ მე.
266
პიტა ამაოდ ელის, რომ კიდევ რამეს დავამატებ.
- კარგი, შემატყობინე, როცა შენს გრძნობებში გაერკვევი, - მის ხმაში
ტკივილი იგრძნობა.
ზუსტად ვიცი, რომ ყურთასმენა აღმიდგა, რადგან თვით მატარებლის
ლოკომოტივის გუგუნშიც კი მესმის პიტას ნაბიჯების ხმა. როცა მე ვაგონში
ავდივარ, პიტა უკვე თავის კუპეშია წასული. არც დილით ჩნდება. კუპედან
მხოლოდ მე-12 რაიონთან მიახლოებისას გამოდის და უემოციო გამომეტ-
ყველებით მიკრავს თავს.
ძალიან მინდა ვუთხრა, რომ უსამართლოდ მექცევა; რომ ჩვენ ერთმანე-
თისთვის უცხოები ვიყავით. რომ მე ყველაფერს თავის და მის გადასარჩე-
ნად ვაკეთებდი. რომ ვერ ავუხსნი, რა ხდება ჩემს და გეილს შორის, რადგან
ეს თვითონაც არ ვიცი. რომ ჩემი შეყვარება შეცდომაა, რადგან მე არას-
დროს გავთხოვდები და ადრე თუ გვიან შევძულდები. რომ თუნდაც მის მი-
მართ რამე გრძნობები გამაჩნდეს, ვერასდროს გავბედავ ოჯახის შექმნას და
შვილების გაჩენას. ან თვითონ როგორ ბედავს? როგორ შეუძლია ეს გააკე-
თოს მას შემდეგ, რაც ორივემ ერთად გადავიტანეთ?
გარდა ამისა, მინდა ვუთხრა, რომ უკვე მენატრება. მაგრამ ეს ჩემი მხრი-
დან უსამართლობა იქნება.
ამიტომაც ორივენი უხმოდ ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ შევდივართ
ჩვენს პატარა, გაჭვარტლულ სადგურში. ფანჯრიდან ვხედავ, რომ ბაქანი ტე-
ლეკამერებითაა სავსე. კაპიტოლიუმში ჩვენს შინ დაბრუნებასაც სიამოვნებით
უყურებენ...
ცალი თვალით ვამჩნევ, რომ პიტა ხელს მიწვდის. მე ეჭვით ვუყურებ.
- ბოლოჯერ? მაყურებლებისთვის? - მეკითხება ის.
უემოციო ხმა აქვს და ეს უარესია. მირჩევნია, ჩემზე ბრაზობდეს. ბიჭს,
რომელმაც პური მაჩუქა, უკვე ვკარგავ. კამერების მოლოდინში პიტას ხელს
ვართმევ, მთელი ძალით ვუჭერ და შიშით ველი იმ მომენტს, როცა მისი
გაშვება მომიწევს.

267

You might also like