You are on page 1of 589

მკითხველთა ლიგა

1
მკითხველთა ლიგა

ჯონ აპდაიკი

ბაჭია დაბრუნდა

მთარგმნელი პაატა ჩხეიძე

2
მკითხველთა ლიგა

I. მამა/დედა/მთვარე
„პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე შა-
ტალოვი: მივდივარ დასაპირისპირებლად.

პოდპოლკოვნიკი ბორის ვალენტინის ძე ვოლინოვი,


„სოიუზ-5“-ის მეთაური: ფრთხილად, უფრო მსუბუქად.

პოდპოლკოვნიკი შატალოვი: თავიდან ვერ მოგაგე-


ნით, ახლა ყველაფერი რიგზეა“.

მამაკაცები პატარა სტამბიდან ზუსტად ოთხ საათზე გამო-


დიან. მოჩვენებებს ჰგვანან. შენობის მკრთალ განათებას მიჩვე-
ულნი, უნებურად თვალებს ჭუტავენ. ზამთარში, ამ დროს, ფაინ--
სტრიტზე უკვე ბნელა, სიცოცხლეჩამკვდარ ქალაქ ბრუერის
თავზე გადმოკიდებული მთებიდან სიბნელე ადრე ეშვება ძირს.
მაგრამ ახლა, ზაფხულში, გრანიტის ფიქლებიდან ქარსის წინ-
წკლები ბზინავს და ერთ რიგად ჩამწკრივებული სახლები (რო-
მელთაც ერთმანეთისგან მხოლოდ შემოფიცვრა და უბადრუკი
პარმაღები განასხვავებს), რძის ბოთლებისთვის განკუთვნილი
ნაცრისფერი ყუთები, შემურული გინკოს ხეები, ტროტუარების
კიდეებთან მდგარი, მზისგან გაფიცხებული მანქანები, - ყოვე-
ლივე თითქოს დამაბრმავებელ აფეთქებას შეუძრავს და გაუშე-
შებია. როგორც ჩანს, მომაკვდავი ცენტრის გამოცოცხლება ქა-
ლაქს ავტოსადგომების შექმნით უცდია და რიგი კვარტალებისა
აუღია კიდეც, რის გამოც ოდესღაც გაშენებული ქუჩები სარევე-
ლებითა და ნაგვით სავსე ტრამალებად ქცეულა. სამაგიეროდ,
ეკლესიებს გამოუხედავთ თვალში და თავიანთი ფასადები მზის
სინათლეზე გამოუტანიათ. ზოგიერთი მივარდნილი ეზო და ჩი-

3
მკითხველთა ლიგა

ხიც გამოჩენილა აქ და ამ დაღვრემილ სივრცეს მართლაც რომ


დაუფლებია უღვთოდ კაშკაშა შუქი. ცა უღრუბლოა, მაგრამ მას
ნესტის სქელი ფენა აუფერულებს. ასე იცის პენსილვანიაში ზაფ-
ხულობით. და ამით მხოლოდ მწვანე საფარი ხარობს, რომე-
ლიც ძალზე სწრაფად იზრდება. აქ ადამიანები მზეზე ვერ ირუ-
ჯებიან, მათ მხოლოდ ოფლით დაფარული კანი უყვითლდე-
ბათ.
სტამბის მუშებს შორის, მამა-შვილი - ერლ ენგსტრომი და
ჰარიც არიან. მამას მალე პენსიაზე გასვლა უწევს. იგი გამხდა-
რია, ლოყებჩაცვენილი, ათასგვარი საზრუნავისგან სახე მოჰ-
ქანცვია, უხეიროდ ჩასმული ხელოვნური კბილები წინ წამოსწე-
ვია. შვილი უფრო ჩასკვნილია და ხუთი დუიმით მაღალი. რო-
გორც იტყვიან, გაფურჩქვნის ხანაშია, მაგრამ თითქოს მისი სახე
ხალისს მოკლებული და მოღუშულია. პატარა ცხვირი და ოდ-
ნავ აწეული ზედა ტუჩი (რის გამოც ოდესღაც ბაჭია შეარქვეს),
ქონმოდებულ წელსა და ათი წლის განმავლობაში ლინოტიპ-
თან დგომის გამო მოხრილ მხრებთან ერთად, სისუსტეზე
მიანიშნებს, სისუსტეზე, რომლის იქითაც მხოლოდ სრული
გაუპიროვნებობაა. თუმცა სიმაღლის, ზორბა ტანისა და ადრინ-
დელი სიმკვირცხლის წყალობით (თავის მობრუნებისას რომ
ეტყობა) ბრბოში მაინც გამოირჩევა და ბაჭიასაც, კარგა ხანია,
აღარავინ ეძახის.
- რას იტყვი, ჰარი, ცოტა ხომ არ გადაგვეკრა? - ეკითხება
მამა.
გზაჯვარედინთან, სადაც მათი ქუჩა უაიზერ-სტრიტს კვეთს,
ავტობუსის გაჩერებაა, იქვე კი - ბარი, სახელწოდებით „ფენიქ-
სი“, რომელსაც გარედან კოვბოურ ჩექმაში გამოწყობილი
ნეონის შიშველი ქალიშვილის ფიგურა ამშვენებს, შიგნიდან კი
შელახული კედლები კაქტუსებითაა მოხატული. გაჩერებიდან

4
მკითხველთა ლიგა

მამა და შვილი სხვადასხვა მხარეს მიემგზავრებიან ხოლმე: მო-


ხუცი 16ა ნომერ ავტობუსში ჯდება (რომელიც მთის შემოვლით
ჯაჯმაუნთის დასახლებაში მიდის, სადაც მან მთელი ცხოვრება
გაატარა), ჰარი კი 12 ნომრით საპირისპირო მხარეს მიემართე-
ბა, პენ-ვილასში, ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ახალაშენე-
ბული სახლების რაიონში - იქ რანჩოებია მეოთხედი აკრის ტო-
ლი მდელობებით, რომლებიც ბულდოზერებითაა მონიშნული.
მიწაში ჩასობილ პალოებზე მიმაგრებული ნეკერჩხლის ახალ-
გაზრდა ხეებს კი თითქოსდა სადმე გაფრენა შეეძლოთ. ჰარი
ჯენისთან და ნელსონთან ერთად აქ სამი წლის წინ გადმობარ-
გდა. მამამისი ახლაც თვლის, რომ ჰარიმ ჯაჯმაუნთი იმიტომ
დატოვა, რომ ცალკე ყოფნა უნდოდა, ამიტომ ისინი ყოველ-
თვის გადაყლურწავენ ხოლმე ცოტას დღის ბოლოს, განშორე-
ბის დარდის შემსუბუქების მიზნით. ათი წლის განმავლობაში
ერთად მუშაობამ კვლავ წარმოშვა სიყვარული, რომელიც მათ
შორის ადრეც იქნებოდა, რომ არა დედა.
- ერთი „შლიცი“, - მიუბრუნდა ერლი ბარმენს.
- მე კი „დაიკირი“, - ამბობს ჰარი.
კონდიციონერი მთელ სიმძლავრეზეა ჩართული, ამიტომ
ჰარი აკაპიწებულ სახელოებს ძირს უშვებს და მანჟეტებს იკ-
რავს. სამუშაოზე იგი ყოველთვის თეთრ პერანგში გამოწყობი-
ლი ცხადდება, უკანაც ასე ბრუნდება - აბა, სტამბის საღებავების
ჭკუაზე ხომ არ ივლის?! ჩვეულებისამებრ, მამას ეკითხება, დედა
როგორ არისო.
მაგრამ ამჯერად მამა განსხვავებულად პასუხობს. რო-
გორც წესი, ის ყოველთვის ასე ამბობს: „ყველაფერი კარგადაა,
რამდენადაც ეს შესაძლებელია“, დღეს კი ვაჟს მიუჩოჩდება და
იტყვის:

5
მკითხველთა ლიგა

- არც ისე კარგად, ჰარი, როგორც შეიძლებოდა ყოფილი-


ყო.
დედა, კარგა ხანია, პარკინსონის დაავადებით იტანჯება.
ჰარი ცდილობს, გონებაში წარმოიდგინოს მისი კორძიანი მო-
ცახცახე ხელები, ფრატუნით სიარული, გაოცებული, უაზრო გა-
მოხედვა. მოხუცს პირი თავისით ეღება და მხოლოდ მაშინ ხუ-
რავს, როცა ნერწყვი გადმოსდის. თუმცა, ექიმის თქმით, გონება
წესრიგში აქვს.
- ღამღამობით? ამას გულისხმობ? - ამ კითხვით ჰარი ცდი-
ლობს, რომ ბოლომდე არ ჩაეძიოს.
- არა, ღამით მშვიდადაა. ახალი აბები გამოუწერეს და ამ-
ბობს, უკეთ მძინავსო. მაგრამ თავთან დაკავშირებით ვერ აქვს
საქმე კარგად, - არ აძლევს მოხუცი ბაჭიას ხელიდან დასხლტო-
მის საშუალებას.
- ეს როგორ, მამა?
- ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ ხოლმე, ჰარი, ეს მას
არ ახასიათებს. ამგვარი საუბარი არასდროს გვქონია. მე და
დედაშენი მხოლოდ ვდუმვართ - ასე ვართ აღზრდილები. არ
ვიცი, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, ამაზე რომ გველაპარაკა. ახ-
ლა კი იმის თქმა მინდა, რომ თავში რაღაცას უტენიან.
- ვინ უტენის?
ჰარი მძიმედ ოხრავს, თავის „დაიკირს“ უბრუნდება და ფიქ-
რობს: „ამანაც გაუბერა. მისი ნათქვამიდან აზრს ვერ გამოიტან“.
მამა მისკენ იხრება, რათა ყოველივე უკეთ აუხსნას და მაშინვე
ერთ-ერთ გალეულ, მუდმივად მოწუწუნე, ახირებულ კაცად გა-
დაიქცევა, მრავლად რომ არიან ქალაქში, სამოცი წელი ქვის
მტვერს რომ ყლაპავდნენ და ამის გამო სულ გამოიფიტნენ.
- აი ისინი, მის სანახავად რომ მოდიან: (ახლა ის ხომ ნა-
ხევარ დღეს საწოლში ატარებს) მაგალითად, მეიმი კელოგი.

6
მკითხველთა ლიგა

კიდევ ჯულია არნდტი. ძალიანაც არ მინდა, ჰარი, რომ ამგვარი


რაღაცებით თავი მოგაბეზრო, მაგრამ დედა, ღმერთმა იცის,
რას ლაპარაკობს. მიმისთან ერთად, რომელიც დასავლეთ სა-
ნაპიროზე ცხოვრობს, შენ ერთადერთი ხარ, ვისაც აზრების და-
ლაგებაში ჩემი დახმარება შეუძლია. ნამდვილად არ მინდა შენი
შეწუხება, მაგრამ დედა უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ, შე-
საძლოა, თავადაც დაურეკოს ჯენისს.
- ჯენისს?! ჯენისს რატომ უნდა დაურეკოს?
- გეტყვი, - მოხუცმა ერთი ყლუპი „შლიცი“ მოსვა. გაძვალ-
ტყავებული ხელით ზედა ტუჩს იმშრალებს, დაკრუნჩხული თი-
თები მოხუცებისთვის დამახასიათებელ სატაც ჟესტს გამოხატა-
ვენ, სახეზე კი დამნაშავის გამომეტყველებაა... - ერთი სიტყვით,
მათი ყველა საუბარი ჯენისს ეხება!
- ჩემს ჯენისს?
- რაღაცას გეტყვი, ჰარი, ოღონდ არ გაწიწმატდე. ნუ
დაადანაშაულებ ცუდი ამბების მომტანს. მე ხომ სხვების ნათ-
ქვამს გიზიარებ ახლა და არა საკუთარ აზრს.
- უბრალოდ მიკვირს, რა არის აქ სალაპარაკო. მე მას იშ-
ვიათად ვხედავ, ის ხომ მთელ დროს სამუშაოზე, სპრინგერთან
ატარებს.
- საქმეც ეგაა, ჰარი. შესაძლოა, სწორედ აქ დაუშვი შეც-
დომა. შენ თვლიდი, რომ ჯენისი უპირობოდ შენთან იქნებოდა...
მას შემდეგ... მას შემდეგ, რაც მან მიატოვა. მას შემდეგ, რაც
ბავშვი მოკვდა. მას შემდეგ, რაც კვლავ მიიღო უკან... იმ ამბე-
ბიდან ათი წელი გავიდა, - ამატებს მამა ყოველგვარი საჭი-
როების გარეშე.
ამ ცივ ბარში, სადაც სარკეებს ქვემოთ ჩამოკიდებულ თა-
როებზე პლასტმასის ქოთნებში დარგული კაქტუსები მოჩანს,
„შლიცის“ ჩამოსასხმელი ქრომირებული ონკანი ელვარებს და

7
მკითხველთა ლიგა

პარაბოლებს ხაზავს, ჰარი გრძნობს, რომ დედამიწა


ტრიალებს. მასში ცუდი წინათგრძნობა იღვიძებს, იზრდება და
მაჯებზე ღონივრად უჭერს. თანაც სხვა სიახლეები ხომ ჯერ კი-
დევ წინაა და რომელიღაც კომბინაციას ადვილად შეუძლია მი-
სი მყიფე მყუდროების დარღვევა.
- ჩემი აზრით, ჰარი, ადამიანთა ბოროტებაში გარკვევა
ჩვენს ძალებს აღემატება. როგორ დაიცვას თავი საწყალმა
ქალმა - წევს და უსმენს, სხვა რაღა დარჩენია? განა ათი წლის
წინათ ყველაფერში ვერ გაერკვეოდა და მისი ენის პატრონი
ყველას თავის ადგილს არ მიუჩენდა? მათ კი ყურები გამოუჭე-
დეს, ჯენისი გარე-გარე დაიარებაო. არა, ჰარი, ხელიდან არ
წასულა, მაგრამ ვიღაც კაცთან დადისო.
სიცივე ბაჭიას მაჯებიდან მხრებისკენ მიიწევს, იქიდან კი ვე-
ნების გავლით კუჭში ეშვება.
- სახელი თუ აქვს იმ კაცს?
- არ გამიგია, ჰარი. სახელს საიდან მოიტანდნენ, როცა,
ჩემი აზრით, არავითარი კაცი არ არსებობს.
- რადგან ამბის შეთხზვა შეუძლიათ, არც სახელის მოფიქ-
რება გაუჭირდებოდათ.
ბარში ტელევიზორია ჩართული, თუმცა ხმა გამორთული
აქვს. უკვე მეოცეჯერ უჩვენებენ, როგორ იღებს სტარტს რაკეტა.
უკუთვლა წამის მეათედებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე
ამას თვალი აღიქვამს. და, აჰა, ნულიც, ბოლოს და ბოლოს:
მაღალი ჩაიდნიდან ბოლქვ-ბოლქვად გამოდის თეთრი ორ-
თქლი, აგრეგატი ისე ნელა მიიწევს მაღლა, კაცს ეგონება, სა-
ცაა ვარდნას დაიწყებსო. მაგრამ არა, ის სწრაფად პატარავდე-
ბა და მალე წერტილად, მოციმციმე ვარსკვლავად გადაიქცევა.
ბარის გასწვრივ ჩამომსხდარი კაცები ჩურჩულით საუბრობენ.
ისინი ცად არ ამაღლებულან. სადაც იყვნენ, ისევ იქ დარჩნენ.

8
მკითხველთა ლიგა

ჰარის მამა საქმეში გარკვევას ცდილობს და შვილს ბურტყუნით


ეუბნება:
- ჰარი, ამ ბოლო დროს ჯენისი ცოტათი შეცვლილი ხომ
არ გეჩვენება? ვიცი, რომ ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან,
ვიღაც არამზადის მოგონილია, მაგრამ მაინც, ხომ არ მოგეჩვე-
ნა, რომ ის ამ ბოლო დროს... ხომ მიმიხვდი... რაღაც სხვანაირი
გახდა?
ბაჭიას არ სიამოვნებს მამისგან მაგარ-მაგარი სიტყვების
მოსმენა. დაჟინებით მისჩერებია ტელევიზორს, თითქოს გადა-
ცემამ გაიტაცაო, იქ კი ტელეთამაში მიმდინარეობს - მონაწი-
ლეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რომელი პრიზია ფარდის უკან
დამალული. როცა ირკვევა, რომ ეს რვაფუტიანი საყინულეა,
ადამიანები ადგილზე ხტუნვასა და ყვირილს იწყებენ და ერთმა-
ნეთს ეხვევიან. შესაძლოა, ბაჭია შეცდა კიდეც, მაგრამ წამით
მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა დიასახლისმა წამყვანის კოცნისას
ბაგეები გახსნა, მის პირს ენით შეეხო და, როგორც ჩანს, ამ
პროცესის გახანგრძლივება სურდა. წამყვანი ვედრებით შეჰყუ-
რებს კამერას და ოპერატორი რეკლამას უშვებს. ეკრანზე უხ-
მოდ ენაცვლებიან ერთმანეთს სპაგეტი და ვიღაც ოპერის მომ-
ღერალი.
- არ ვიცი, - ამბობს ბაჭია, - მართალია, ზოგჯერ გვა-
რიანად გადაყლურწავს ხოლმე, მაგრამ არც მე ჩამოვრჩები.
- კარგი, რა! - აწყვეტინებს მოხუცი, - სადაური მსმელი შენ
ხარ, ჰარი! ცხოვრებაში ბევრი ლოთი მინახავს, თუნდაც ბუნი
საგრავიოროდან. აბა ის არის, თუ არის - ლამის ჩაიხრჩოს სას-
მელში. რომ უთხრა, თუ დალევ, ხვალ დილით მოკვდებიო,
უარს მაინც არ იტყვის. შენ კი, რა, საღამოს განმავლობაში,
დიდი-დიდი, ერთი-ორი ჭიქა ვისკი გადაჰკრა. ეს დალევად არც
ითვლება, თანაც პატარაც აღარ ხარ.

9
მკითხველთა ლიგა

მოხუცი ტუჩებს ლუდში მალავს, ჰარი კი დახლზე აკაკუნებს


და კიდევ ერთ „დაიკირს“ ითხოვს. მოხუცი ახლოს მიუჩოჩდება.
- მაპატიე, რომ გეკითხები, ჰარი, შენ იქნებ არც გინდა ამა-
ზე ლაპარაკი, მაგრამ ლოგინში როგორ გაქვთ საქმე? ყველა-
ფერი კარგადაა?
- არა, - ამბობს ზანტად ბაჭია (გადაწყვიტა, რომ მამის ცნო-
ბისმოყვარეობას ყურადღება არ მიაქციოს), - ვერ ვიტყვი, რომ
ყველაფერი კარგადაა. უმჯობესია, დედაზე ვილაპარაკოთ. ბო-
ლო დროს თუ აწუხებდა სულის ხუთვა?
- არა, ამ მიზეზით არასოდეს გავუღვიძებივარ. რაც ახალი,
მწვანე აბების მიღება დაიწყო, პატარა ბავშვივით სძინავს. უნდა
ვაღიარო, რომ ეს წამალი ნამდვილი სასწაულია: ათი წლის
შემდეგ საიქიოში ჩვენი გასტუმრება მხოლოდ გაზით თუ იქნება
შესაძლებელი - ჰიტლერი სწორ გზას ადგა. რომ იცოდე, დარ-
ტყმული ხალხი აღარ არსებობს - მიეცი მათ დილა-საღამოს ამ
მიქსტურის თითო აბი და ყველა აინშტაინივით დაიწყებს აზ-
როვნებას... ესე იგი, რაღაც ისე ვერ გაქვთ! ხომ სწორად გავი-
გე? ასე არ თქვი?
- სიმართლე თუ გინდა, მამა, ამ მხრივ ციდან ვარსკვლა-
ვებს არასდროს ვწყვეტდით... აღარ ეცემა ხოლმე? დედას ვგუ-
ლისხმობ.
- შესაძლოა, დღის განმავლობაში ერთი-ორჯერ გაკოტ-
რიალდეს კიდეც, მაგრამ არ მიმხელს. სულ ვეუბნები, ჩავჩიჩი-
ნებ - ლოგინში იწექი და ტელევიზორს უყურე-მეთქი. მაგრამ
მას საკუთარი თეორია აქვს: ჰგონია, რომ რაც უფრო დიდხანს
შეძლებს თავისით რამის გაკეთებას, მით უფრო აიცილებს თა-
ვიდან ლოგინად ჩავარდნას. მე კი მიმაჩნია, რომ თავს უნდა
გაუფრთხილდეს, იყუჩოს გარკვეული დროით, ერთი-ორი
წლის შემდეგ კი ვიღაც აუცილებლად გამოიგონებს რამე წა-

10
მკითხველთა ლიგა

მალს და ადამიანებს ისევე იოლად მოარჩენენ, როგორც სურ-


დოს დროს. გეცოდინება, რაღაც კორტიზონები რომ არსებობს,
მაგრამ, ექიმის თქმით, გვერდითი მოვლენები ჯერ შესწავლი-
ლი არ არის და ცოტა სახიფათოა. ხომ ხვდები, რისიც ეშინიათ.
მე ასე მგონია: ბედს უნდა მიენდო - აგერ, მალე, ალბათ, კიბო-
საც დაამარცხებენ. ისეთ გადანერგვებს აკეთებენ, რომ ლამის
მთელი შიგნეულობის გამოცვლა შეუძლიათ... - მოხუცი
გრძნობს, რომ ბევრს ლაპარაკობს და ლუდის ცარიელ კათხას
აშტერდება, რომლის კედლებზეც ქაფი იწურება, მაგრამ თავს
ვერ იკავებს და ამატებს: - ღმერთო, როგორ ვერ იტანს იგი
უსაქმოდ ყოფნას!..
„დაიკირი“ (უფრო სწორად - რომი), თავის საქმეს აკეთებს.
ბაჭია სიცივეს ვეღარ გრძნობს, ხასიათზეც მოდის. აღარც ჰაერი
ეჩვენება დახუთული და თვალიც მიაჩვია სიბნელეს.
- თავი როგორ უმუშავებს? - ეკითხება მამას, - ხომ არ აჯო-
ბებს, რომ ფსიქოაბები დაუნიშნონ?
- ალალად გეტყვი, ჰარი, რატომ მოგატყუო - საღ გონე-
ბაზეა. ეგაა, ენა არ ემორჩილება უწინდებურად. როგორც გით-
ხარი, ბოლო დროს ჯენისზეა ჩაციკლული. ძალიან კარგი იქნე-
ბოდა... (ღმერთო, როგორ არ მინდა თავი მოგაბეზრო, მაგრამ
ასეა) - ძალიან მოუხდებოდა, თუ შენ და ჯენისი მოიცლიდით და
ამ საღამოს გვინახულებდით. როცა დედაშენი დიდი დროის
განმავლობაში ვერ გხედავს... მართალია, კვირისთვის დაგ-
ვპირდი შემოგივლითო, მის დაბადების დღეზე, მაგრამ თავად
განსაჯე: როცა წევხარ და ირგვლივ არავინაა - მხოლოდ ტე-
ლევიზორი და ავი ჭორიკანები, კვირა წელიწადად გეჩვენება.
შენ რომ მოახერხებდე და საღამოს შემოირბინდე ჯენისთან ერ-
თად, მერიმ რომ ნახოს...
- მე... სიამოვნებით, მამა. შენ ხომ იცი.

11
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, ღმერთო ჩემო, როგორ არ ვიცი. იმაზე მეტს ვხვდე-


ბი, ვიდრე შენ გგონია. საკმარისად დიდი ხარ და უნდა გესმო-
დეს, რომ მოხუცი მამა არც ისეთი სულელია, როგორც წარმო-
გიდგენია.
- უბედურება ისაა, რომ ჯენისი ათ-თერთმეტ საათამდე მუ-
შაობს, ბიჭის მარტო დატოვება კი არ მინდა. კაცმა რომ თქვას,
ახლაც შინისკენ უნდა მივეშურებოდე, ყოველი შემთხვევის-
თვის... იქნებ უეცრად სახლში ხანძარი გაჩნდეს. ან შიგ ვიღაც
შეშლილმა შეაღწიოს. გაზეთები ამგვარ შემთხვევებზე ხშირად
წერენ.
მამის სახის გამომეტყველებით (მან მრავალმნიშვნელოვ-
ნად მოკუმა ტუჩები და ჩამქრალი თვალები დაენისლა) ბაჭია
ხვდება, რომ მოხუცმა თავისი ეჭვები დადასტურებულად ჩათვა-
ლა. იგი ბრაზობს. მუდამ სხვის საქმეში ჰყოფს ცხვირს ეს ბებე-
რი გაიძვერა. ჯენისი. ნეტა ვის რაში სჭირდება ის სულელი? მა-
მიკოს სიყვარულით დნება და სხვა არავინ აინტერესებს. სკაუტ
გოგოსავით უხარია, რომ მუშაობს. ზაფხული ისე გადის, შინ
უმეტესად შუაღამისას ბრუნდება, როცა იგი უკვე ნავახშმია, ვახ-
შამი ტელემაყურებლებისთვის გაცხელებულია, ნელსონი სა-
წოლშია, თვითონ კი ზის და ელოდება, როდის მობრძანდება
გაწითლებული და ლაპარაკის ხასიათზე მოსული მეუღლე; ასე
დაკავებული იგი არასოდეს ყოფილა, თუმცა ეს კარგიც კია. ბა-
ჭიას არ სიამოვნებს, რომ მამა ჯენისზე საუბრით მისთვის კბი-
ლის გაკვრას ცდილობს, ამიტომ საპასუხო დარტყმისთვის თა-
ვადაც ყველაზე ქმედით იარაღს - დედას იყენებს:
- რაო, იმ ექიმმა, თქვენთან რომ დადის, მოხუცთა თავშე-
საფარში გადაყვანაზე ხომ არ გირჩია რამე?
მოხუცი თავდაპირველად ვერ ხვდება, რომ საუბარი
კვლავ მის ცოლს ეხება. ჰარის ერთი აზრი მოსდის თავში -

12
მკითხველთა ლიგა

რელსების შეერთების ადგილზე ტრამვაის ბორბლებით წარ-


მოქმნილი ნაპერწკალივით გაუელვებს. დედაც ამგვარადვე
ხომ არ ექცეოდა მამას? ნუთუ არასოდეს გაუსულელებია? სა-
წოლის შესახებ მამის დაჟინებული შეკითხვები აფიქრებინებს,
რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. თუმცა ძნელი წარმოსად-
გენია - არა მხოლოდ ვისთან, არამედ როდის: როგორც ახ-
სოვს, დედა ყოველთვის შინ იყო. მათთან მღებავისა და იეღო-
ვას მოწმის გარდა, არავინ დადიოდა. მაგრამ ეს მოულოდნე-
ლი აზრი ბაჭიას აფორიაქებას იწვევს, მაშინ, როცა მამის მიერ
მოტანილი ჭორი (რომელმაც სახტად დატოვა) სულს უმძიმებს
და გაუთვალისწინებელი შედეგებით აშინებს. ამასობაში მამა
განაგრძობს:
- მხოლოდ თავიდან. იქამდე მაინც უნდა დაველოდოთ,
როცა საწოლიდან წამოდგომას ვეღარ შეძლებს. თუ ისე მოხ-
დება, რომ საკუთარ თავს ვეღარ მიხედავს, მე კი ჯერ პენსიაზე
გასული არ ვიქნები და მთელი დღის განმავლობაში მის გვერ-
დით ყოფნას ვერ მოვახერხებ, მაშინ, შესაძლოა, ამის გაკეთე-
ბამაც მოგვიწიოს. თუმცა ნამდვილად არ მინდა, რომ ასე მოხ-
დეს. ღმერთმანი, არ მინდა.
- ეი, მამა...
- აი, ჩემი ორმოცი ცენტი. და ათიც - ბარმენის გასამრჯე-
ლო.
ის, თუ როგორ უძნელდება მოხუცს მონეტებთან განშორე-
ბა, მიუთითებს, რომ მისთვის ეს ნაღდი ვერცხლია და არა სპი-
ლენძი, რომელიც არც კი წკარუნებს, როცა ბარის დახლზე და-
აგდებ. ძველებური ფასეულობები, დიდი დეპრესიის დროისა,
როცა ფული ფულობდა. ისინი აღარასოდეს გახდებიან წმიდა-
თაწმიდა - ვერცხლისგან ათცენტიანებსაც კი აღარ ამზადებენ.
ნახევარდოლარიანი კენედის სახემ დაღუპა, მიმოქცევიდან

13
მკითხველთა ლიგა

ამოიღეს და უკან ვეღარასდროს დაბრუნდება. ახლა ლითონს


მთვარის გამოსაკვლევად იყენებენ. ანგარიშსწორების მოსაწ-
ყენი პროცედურა ბაჭიას აიძულებს დედის შესახებ შეკითხვის-
გან დროებით თავი შეიკავოს, მაგრამ როცა მამასთან ერთად
ქუჩაში გამოდის, ხვდება, რომ კითხვის დასმა არ შეუძლია - არც
ისე კარგად იცნობს თურმე მამას. აქ, კაშკაშა შუქზე, იგი ისე ახ-
ლობელი აღარ ეჩვენება - მის წინ უბრალოდ მოხუცი კაცი დგას
- დაავადებული ღვიძლის გამო თვალებს ქვემოთ კანი ყავის-
ფერი ლაქებით დაწინწკლულა, გაურკვეველი ფერის თმა აქვს,
ცხვირის ნესტოებზე დაწყვეტილი კაპილარები მოუჩანს.
- რა უნდა გეკითხა?
- დამავიწყდა, - ამბობს ჰარი და აცემინებს. კონდიციონე-
რით გაგრილებული შენობიდან სიცხეში გამოსვლისას თვა-
ლებს შორის თითქოს რაღაც უფეთქდება და სისველე სდის, -
არა, გამახსენდა. მოხუცთა თავშესაფარი. ამდენ ფულს საიდან
გავაჩენთ? დღეში ორმოცდაათი დოლარი, შესაძლოა მეტიც.
ასე მალე უნიფხვოდ დავრჩებით.
მამა იცინის და მაშინვე გაისმის ტკაცუნი - დროზე ახსენ-
დება, რომ პირი უნდა დახუროს, რათა პროთეზი არ გად-
მოუვარდეს, თან მსუბუქად წაიცეკვებს გავარვარებულ ტროტუ-
არზე მოწითალო-მოთეთრო საგზაო ნიშნის ქვეშ, რომელსაც
„ავტობუსის გაჩერება“ აწერია, თუმცა ვიღაცას პომადით ცვლი-
ლება შეუტანია და ახლა „ავტობუსში გაშტერება“ იკითხება.
- მე და დედაშენს, ჰარი, ზოგჯერ ღმერთი გვწყალობს. თუ
გინდა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ ჩვენს დროში ხანდაზმულობას
რამდენიმე უპირატესობა აქვს. კვირას მერის სამოცდახუთი წე-
ლი უსრულდება და სამედიცინო დაზღვევის გამოყენების უფ-
ლებას მიიღებს. 66 წლიდან ვიხდიდი ანარიცხებს და ახლა
თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. არანაირი სამედიცინო

14
მკითხველთა ლიგა

ხარჯი აღარ მაშინებს. რას აღარ ეძახდნენ ლინდონ ჯონსონს,


მაგრამ თუ დამიჯერებ, მან ბევრი კარგი გააკეთა პატარა ადა-
მიანებისთვის. და რაც ისე ვერ გააკეთა - თავისი კეთილი გუ-
ლის გამო, - ამან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. თუნდაც ეს ყო-
ჩაღი ბიჭები ავიღოთ, კოსმოსში რომ დაფრინავენ - მთელ დი-
დებას ნიქსონი მიიწერს. მაგრამ ეს ხომ დემოკრატების დამსა-
ხურებაა. რაც თავი მახსოვს, სულ ასეა, ჯერ კიდევ უილსონის
პრეზიდენტობიდან დაწყებული: პატარა ადამიანებისთვის რეს-
პუბლიკელები არაფერს აკეთებენ.
- მართალია, - ამბობს ჰარი უხალისოდ. იმავ წამს ავტო-
ბუსი ჩამოდგა, - დედას უთხარი, რომ კვირას მოვალთ.
ჰარი ავტობუსის ბოლოსკენ მიიწევს - იქ მეტი სიხალვა-
თეა, სახელურს ეჭიდება და ქუჩაში იყურება, მამას, ერთ-ერთ
„პატარა ადამიანს“ აცქერდება. დგას მამა კაშკაშა ამერიკული
შუქით მოსილი, თვალებს ჭუტავს ციური მანანისგან თავდასაცა-
ვად, ასე უხვად რომ იმეტებს მთავრობა, ნერვიულად იცვლის
ფეხს, გახარებულია, რომ სამუშაო დღე დამთავრდა, რომ მუ-
ცელში ლუდი უბუყბუყებს, რომ მის თავზე, მაღლა, არმსტრონ-
გი დაფრინავს, რომ აშშ კაცობრიობის ისტორიის გვირგვინი და
უდიდესი საოცრებაა. მან თავისი დანიშნულება უკვე შეასრულა,
როგორც ქვიშის ნამცეცმა სასტარტო მოედანზე. და მაინც, კი-
დევ ყოჩაღადაა... ვინ იფიქრებდა, რომ ჯერ დედა გატყდებო-
და. გზადაგზა ავტობუსი თრთის და ცახცახებს, ისმის მუხრუჭების
ღრჭიალი, ბაჭია კი კვლავ ფიქრს განაგრძობს - წინ დედის სახე
წარმოუდგება, რომელსაც საშინელ რელიკვიასავით ინახავს:
ოდესღაც შავი, ახლა კი ჭაღარა თმა, მამაკაცური მოხაზულო-
ბის პირი, „ზედმეტად ჭკვიანი“ რომბისებური ნესტოები (პატა-
რაობისას ყოველთვის ეგონა, რომ იქ მუწუკის მსგავსი რაღაც
იმალებოდა), - დანაოჭებული ქუთუთოებით დაფარული თვა-

15
მკითხველთა ლიგა

ლები, რომელთა ფერის გარკვევასაც ვერასდროს ბედავდა,


ბალიშზე უძრავად მისვენებული, წაგრძელებული, ოფლისგან
ოდნავ მბრწყინავი სახე. ძალიან განიცდიდა, ასეთს რომ ხედავ-
და და სწორედ ეს იყო მიზეზი მასთან იშვიათად სტუმრობისა,
და არა ჯენისი. უძნელდებოდა დანახვა საწოლში ბელტივით
დადებული ქალისა, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა, ახლა კი
გამარჯობის სათქმელად ორიოდე სიტყვის თავმოყრა ვერ
მოეხერხებინა. და კიდევ ავადმყოფობის სუნი, რომელიც არა
მარტო მის ოთახში, არამედ შემოსასვლელშივე იგრძნობა,
ქოლგებთან, და სამზარეულოშიც მიჰყვება, სადაც საწყალი მა-
მა საჭმელს აცხელებს. ეს სუნი ბუნებრივი აირის გაჟონვას
ჰგავს, რომლისაც ასე ეშინოდა დედას, როცა ის და მიმი პატა-
რები იყვნენ. ბაჭია თავს დაბლა ხრის და მოკლე ლოცვას წარ-
მოთქვამს: „შემინდე, უფალო, შეგვიწყალე, შეუმსუბუქე მას ტან-
ჯვა. ამინ“. ჰარი მხოლოდ ავტობუსში ლოცულობს ხოლმე. იმ
სუნს ახლაც კი გრძნობს, აქ.
ავტობუსში ბევრი ზანგია, რომლებიც ბაჭიას სულ უფრო
ხშირად ხვდებიან თვალში. ისინი ყოველთვის იყვნენ აქ - კარ-
გად ახსოვს, პატარაობისას სუნთქვაშეკრული რომ გაივლიდა
ხოლმე ბრუერის ზოგიერთ ქუჩაზე. ზანგები არავის ერჩოდნენ,
მხოლოდ მისჩერებოდნენ ხოლმე გამვლელებს; ახლა კი გაცი-
ლებით ხმაურიანები გახდნენ. აღარც თავი აქვთ სუფთად გადა-
პარსული, თმა მოუშვიათ. მაგრამ ეს სწორედაც რომ ნორმა-
ლურია, ეს ადამიანის ბუნებაა; ბუნებისგან კი მალე აღარაფერი
დარჩება. მათ სტამბაში ორი ზანგია - ფარნსუორტი და ბიუკე-
ნენი. რაღაც დროის შემდეგ მათ ვეღარც კი ამჩნევ; ყოველ შემ-
თხვევაში, ისინი სიცილს მაინც არ გადაჩვეულან. არც ისე სა-
ხარბიელო საქმეა ზანგად ყოფნა: მათ მუდამ ნაკლებს უხდიან,
თვალებიც განსხვავებული აქვთ - სისხლსავსე, მუქი წაბლისფე-

16
მკითხველთა ლიგა

რი და წყლიანი, გეგონებათ, ახლა ჩამოწვეთავსო. სადღაც


წაუკითხავს კიდეც, რომ ერთ-ერთი ანთროპოლოგი ზანგებს
სხვებზე პრიმიტიულებად კი არ მიიჩნევდა, არამედ პირიქით -
ქმნილებების მწვერვალად, ადამიანის უახლეს ნიმუშად. ზოგნი
უფრო ამტანებად თვლიდნენ, ზოგნი უფრო ფაქიზებად. ცხადია,
უფრო გონებაჩლუნგებადაც, მაგრამ განა რა მისცა კაცობ-
რიობას გონების სიმკვირცხლემ? ატომური ბომბი და ალუმინის
ქილა ლუდისთვის. და კიდევ, ვის-ვის, და ბილ კოსბის სულელს
ნამდვილად ვერავინ უწოდებს.
მაგრამ ამ დიდსულოვან, განათლებულ შემწყნარებლო-
ბას გარკვეული შიში უპირისპირდება; ბაჭიას ვერ გაუგია, თუ
რატომ არიან ისინი ასე ხმაურიანები. ის ოთხნი, ზუსტად მის
პირდაპირ რომ სხედან, ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავენ, მა-
ღალი წკრიალა ხმით გაჰკივიან. ჩასუქებულ პენსილვანიელ
გერმანელ ქალბატონებს აღიზიანებენ, რომლებიც შინ ბრუნდე-
ბიან და ჩანთები ოჯახისთვის საჭირო შენაძენებით გაუვსიათ.
მართალია, ნებისმიერი ფერის ბიჭი ასე იქცევა, მაგრამ მაინც
უცნაურია. უცნაური რასაა. არა მარტო ფერის გამო, აგებულე-
ბითაც. ლომებივით გრაციოზულებს, თავი სხვაგვარად აქვთ
მოწყობილი, თითქოს აზრები იქ თავისთავად ეწყობა და გარეთ
რაღაც ახირებულად გამოდის, თუნდაც მხოლოდ კეთილი გან-
ზრახვა ამოძრავებდეთ. თითქოს ეს „აფრო“ სტილის გრუზა
თმა, ოქროს საყურეები და ავტობუსში კივილი რომელიღაც აფ-
რიკული მცენარის თესლისგან წარმოიშვა, რომელიც ბაღის
თავზე გადაფრენილმა ჩიტებმა შემოიტანეს. მისი ბაღის თავზე.
ბაჭიამ იცის, რომ ეს მისი ბაღია, ამიტომაც ამშვენებს „ფორდ--
ფელკონის“ უკანა ფანჯარას სურათი ამერიკის დროშის გამო-
სახულებით, თუმცა ჯენისი ამბობს, რომ ეს უმსგავსობაა და -
ფაშიზმი. გაზეთებში წერენ ამგვარი სახლების შესახებ კონექ-

17
მკითხველთა ლიგა

ტიკუტში: როდესაც მშობლები ბაჰამის კუნძულებზე მიემგზავრე-


ბიან, მათი შვილები ისეთ წვეულებებს მართავენ, ყველაფერს
თავდაყირა აყენებენო. ასეთი შემთხვევები ქვეყანაში სულ უფ-
რო ხშირად ხდება. განა ეს ბუნებრივია? განა ხალხმა თავი არ
გადადო, რომ ეს ადგილი გაეშენებინა?
ავტობუსი უაიზერს ქვემოთ მიუყვება, გადაკვეთს მდინა-
რეს, სახელწოდებით „გაჭენებული ცხენი“, და ახალი მგზავრე-
ბის აყვანის ნაცვლად, ძველების ჩამოსხმას იწყებს. მოჩანს ქა-
ლაქის ჩამკვდარი, იაფი საქონლით მოვაჭრე მაღაზიები (რომ-
ლებიც თავის დროზე საოცრებათა ქვეყანას ჰგავდა, სადაც პა-
ტარა ბაჭია მაღალ დახლებს ცხვირით ძლივს სწვდებოდა, სუ-
რათებიან წიგნებს კი შობის დღესასწაულის სუნი ასდიოდა),
კროლის უნივერსალური მაღაზია (სადაც ერთ დროს თვითო-
ნაც მუშაობდა - ავეჯის განყოფილების უკან შესაფუთ ჩარჩოებს
შლიდა) და ყვავილებით სავსე მოედანი, სადაც ტრამვაი გრუ-
ხუნით უხვევს. ამას მოსდევს სუპერმარკეტების მიერ შევიწ-
როებული მაღაზიები ცარიელი, ჭუჭყიანი ვიტრინებით, სევ-
დიანი ვიწრო დახლები მყვირალა სახელწოდებებით „სუპერ-
სტილი“ ან „ბუტიკი“, დამკრძალავი ბიუროები, რომელთა ვიტ-
რინები გრანიტის ფილებზე გამოკვეთილი პორტრეტებითაა
მოფენილი, საწყობები, ფეხსაცმლის შესაკეთებელი სახელოს-
ნო, სადაც იყიდება მოხალული მიწის თხილი და ფილადელ-
ფიაში ზანგებისთვის დაბეჭდილი გაზეთები მყვირალა სა-
თაურებით („ტანჯული მბოა“ და სხვ.), ყვავილების მაღაზია, სა-
დაც იატაკქვეშა ლატარიის გათამაშებას აწყობენ, წვრილმანე-
ბის დახლი ტანსაცმლის ბითუმად გასაყიდი ადგილის გვერდით.
იქვე, კუთხეში, პატარა კაფეა - „სტუმართმოყვარე ჯიმბო“, რო-
მელშიც სწრაფად წახემსება შეიძლება, მერე კი ხიდი, რომლი-
თაც ქალაქი სრულდება. ხიდქვეშ წყალი თითქოს არც იძვრის.

18
მკითხველთა ლიგა

ბაჭიას ბავშვობაში აქ ნახშირი ჩაყარეს და მდინარე გააჭუჭ-


ყიანეს (ერთხელ ერთმა კაცმა თვითმკვლელობა სცადა და ხი-
დიდან გადახტა, მაგრამ წელამდე ჩაეფლო და პოლიციას მისი
ამოყვანა მოუხდა), ახლა კი წყალი გასუფთავებულია და ღუზა-
ჩაშვებული სასეირნო კატარღებითა და იახტებითაა გადაჭრე-
ლებული. აქ მთავრდება ბრუერი და იწყება დასავლეთი
ბრუერი, ფსევდოქალაქი, დომინოს ქვებივით თხელი წითელი
აგურის სახლებით, რომლებსაც ენაცვლება ავტოსადგომები,
ბენზინის კომპანიათა ემბლემებით დამშვენებული ბენზინგასა-
მართი სადგურები, სუპერმარკეტის ავტოსადგომი მზეზე ბამ-
პერმოელვარე უამრავი მანქანით.ზანგებისგან გათავისუფლე-
ბული ავტობუსი შემსუბუქდა და ახლა რხევა-რხევითა და
ხტუნვა-ხტუნვით მიემართება საოცნებო სივრცეებისკენ, გაივ-
ლის ოთხივე მხრიდან სარწყავი მდელოებით გარშემორტყმულ
ციხესიმაგრე-რეზიდენციებს, რომელთა საყრდენ კედლებს ზე-
მოდან ჰორტენზიის გაკრეჭილი ბუჩქები დასცქერის; გაივლის
მუზეუმს მუდამ აყვავებული ბაღებით, სადაც გედები სკოლის
მოსწავლეების მიერ გადაგდებულ პურს მიირთმევენ; შემდეგ
საოლქო ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი, მაღალი
ფრთის მზის სხივების ამრეკლავი ნარინჯისფერი ფანჯრები
გაიელვებს. უფრო ახლოს დასავლეთ ბრუერის ქიმწმენდა, სა-
თამაშოების მაღაზია „ჰობი-სამოთხე“ და კინოთეატრი „რიალ-
ტოა“, რომელზეც გამოუკრავთ - „2001: კოსმოსური ოდისეა“.
უაიზერ-სტრიტი უხვევს და გზატკეცილად გადაიქცევა, რომე-
ლიც ამწვანებულ გარეუბნებს შორის გადის, სადაც ოციან
წლებში პატარა სამრეწველო საქმოსნებმა საოცარი სახლები
ააშენეს, - ნახევრად ხისგან, ნახევრად ხრეშშერეული კირქვისა
და კლინკერის აგურისგან, ბათქაში მათზე ღვეზლის კანივით
კარგად შრევდება, - ზღაპრული სახლები კარამელისა და გა-

19
მკითხველთა ლიგა

მაგრებული ნამცხვრისგან ორ მანქანაზე გათვლილი გარაჟები-


თა და თაღოვანი მისასვლელი ხეივნებით. ბრუერის ოლქში, თუ
მსხვილი სამრეწველო ბარონების რამდენიმე მამულს არ ჩავ-
თვლით, თუჯის გისოსებითა და რამდენიმე მილზე გადაჭიმული
მინდვრებით, - ეს ყველაზე პრესტიჟული სახლებია. ასეთის
ყიდვა მხოლოდ წარმატებულ კბილის ექიმებს, ყველაზე მარჯვე
დაზღვევის აგენტებსა და ყველაზე თავაზიან თვალის ექიმებს
შეუძლიათ. ქალაქის ამ ნაწილს, დასავლეთ ბრუერთან ერთად,
პენ-პარკსაც უწოდებენ. ამ სახელწოდებას ექოსავით იმედით
ეხმაურება პენ-ვილასის რაიონი - იგი თუმცა არ წარმოადგენს
რესპექტაბელური გარეუბნის ნაწილს, მაგრამ, სამაგიეროდ,
დაბა ფერნეისს ესაზღვრება. ფერნეისი, სადაც ოდესღაც ნახში-
რის ღუმელებში მუშკეტებისთვის - ამერიკის რევოლუციის მთა-
ვარი იარაღისთვის - ფოლადს ადნობდნენ, ახლა ნამდვილი
სოფელია - რამდენიმე თოვლსაწმენდი მანქანა და ერთადერ-
თი შერიფი გაჭირვებით იცავენ წესრიგს სოფელში, სადაც შეხ-
ვდებით რანჩო-სახლებს აფუებული მდელოებით, ამოყრილ ას-
ფალტსა და დაუმთავრებელ ნაგებობებს.
ბაჭია პენ-პარკის გაჩერებაზე ჩამოდის და ფსევდოტიუდო-
რული სტილის სახლებით დახუნძლული ემბერლი-ავენიუს გავ-
ლით ქალაქის ბოლოსკენ მიემართება, საიდანაც შესაძლებე-
ლია პენ-ვილასში მოხვედრა. ვისტა-კრესენტში ცხოვრობს, ბო-
ლოდან მესამე სახლში. აქედან ოდესღაც, შესაძლოა, ლამაზი
ხედი იშლებოდა ადგილობრივი ქვისგან აშენებული ფარდუ-
ლებითა და ფერმებით აჭრელებულ დაფერდებულ ველზე, მაგ-
რამ პენ-ვილასი გაფართოვდა და ახლა, რომელი ფანჯრიდა-
ნაც უნდა გაიხედოთ, როგორც გაბზარულ სარკეში, ისე მოჩანს
ერთმანეთის მსგავსი სახლები, სატელეფონო ხაზები და სატე-
ლევიზიო ანტენები. სახლის ნომერი 26 ალუმინის მწვანე და-

20
მკითხველთა ლიგა

ფებითაა შემოღობილი. ბაჭია ქვის პარმაღზე ადის და კარს


აღებს, რომლის სამი პატარა სარკმელი სამსაფეხურიან კიბეს
ქმნის და ერთგვარად ეხმიანება სამი ტონის მქონე მუსიკალურ
ზარს.
- ჰეი, მამიკო, მამიკო! - ეძახის შვილი მარჯვნივ მდებარე
მოზრდილი სასტუმრო ოთახიდან, რომლის ერთ-ერთ კედელ-
ში ბუხარია ამოშენებული, თუმცა იგი არასოდეს დაუნთიათ, -
დედამიწის ორბიტას გასცდნენ! ჩვენგან ორმოცდასამი ათასი
მილით არიან დაშორებული.
- მიხარია მათ ნაცვლად, - ამბობს ბაჭია, - დედა შინ არის?
- არა. სკოლაში ყველანი ერთად შეგვკრიბეს, რათა აფ-
რენისთვის გვეყურებინა.
- დედამ არ დარეკა?
- არა, არ დაურეკავს. თუმცა, არ ვიცი, ახლახან მოვედი
სახლში.
ნელსონი მალე ცამეტის გახდება, საშუალოზე დაბალია,
დედასავით შავგვრემანი, დახვეწილი სახის ნაკვთებითა და და-
ძაბული მზერით, - ეს, ალბათ, ენგსტრომებისგან გამოჰყვა.
გაუგებარია, ვის დაემსგავსა გრძელი წამწამებით, მხრებამდე
მოშვებული თმა კი მისი საკუთარი იდეაა. ბაჭიას აზრით, ბიჭი
უფრო მაღალი რომ იყოს, თმა ასე გრძელი აღარ გამოჩნდე-
ბოდა. ახლა კი გოგოს ჰგავს.
- რას აკეთებდი მთელი დღე?
ტელევიზორში ისევ ის პროგრამა გადის - ხალხს შეკით-
ხვებს უსვამენ, ისინი ალალბედზე პასუხობენ, ზუსტად არტყამენ,
გახარებულები ყვირიან და წამყვანს ეხვევიან.
- ისეთს არაფერს.
- სპორტულ მოედანზე თუ იყავი?
- ცოტა ხნით.

21
მკითხველთა ლიგა

- მერე სად წახვედი?


- არსად, დასავლეთ ბრუერში გავიარე, ბილთან. ეი, მამა!
- რა მოხდა?
- მამამისმა ბილს დაბადების დღისთვის მინიმოტოციკლე-
ტი უყიდა. მაგარი რამეა. წინა ნაწილი ნამდვილია, ისეთი გრძე-
ლია, საჭეს რომ მისწვდე, ხელები უნდა ასწიო და გაჭიმო.
- შენც იჯექი?
- ბილმა მხოლოდ ერთხელ მომცა დაჯდომის უფლება.
იცი, როგორ ბრწყინავს? ერთი ლაქაც კი არა აქვს, მხოლოდ
ლითონია და თეთრი დასაჯდომი.
- ბილი ხომ შენზე უფროსია, არა?
- ორი თვით. მეტით არა. მამა, ზუსტად ორ თვეში მეც ცა-
მეტის ვხდები.
- მოტოციკლეტი სად დაჰყავს? ქუჩაში ჯერ ვერ ატარებს.
- მათ სახლთან მანქანებისთვის დიდი მოედანია გაკეთე-
ბული - ჰოდა, იქ დაჰყავს. არავინ უშლის. იცი, მამა, ასეთი მო-
ტოციკლეტი სულ რაღაც ას ოთხმოცი დოლარი ღირს...
- გისმენ, მხოლოდ ლუდს ავიღებ.
სახლი პატარაა, ასე რომ, მამას სამზარეულოშიც თავი-
სუფლად ესმის შვილის ნათქვამი, ეგაა, მის ხმას ტელევიზორი-
დან მხიარული შეძახილები და მაცივრის კარის წკაპუნი ერევა.
- ეი, მამა, რაღაც ვერ გავიგე.
- აბა, მითხარი.
- მეგონა, რომ ფოსნაჰტები განქორწინდნენ.
- გაიყარნენ.
- მაშინ რატომ ყიდულობს ბილის მამა მისთვის ასეთ ნივ-
თებს? იცი, რა სტერეო აქვს? ოთახში უდგას, მარტო მისია. ოთ-
ხი დინამიკი, მა, და ყურსასმენი. გასაგიჟებელი ყურსასმენია. გე-
გონება, „ნამცეცა ტიმის“ შიგნით ვზივარო.

22
მკითხველთა ლიგა

- ყველაზე შესაფერისი ადგილია, - ამბობს ბაჭია და სას-


ტუმრო ოთახში ბრუნდება, - ცოტას ხომ არ მოსვამ?
ბიჭს ქილა პირთან მიაქვს - ტუჩზემოთ ამოსულ ღინღლზე
ქაფი ეკვრის და იჭყანება.
- მწარეა.
ბაჭია კი უხსნის:
- როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, მამას ძველე-
ბურად უყვარს შვილები. უბრალოდ, მათთან ვეღარ ცხოვრობს.
ამიტომაც ყიდულობს ფოსნაჰტი ბილისთვის ძვირფას საჩუქ-
რებს. ალბათ, თავს დამნაშავედ გრძნობს, მასთან რომ აღარ
არის.
- მამა, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?
- წარმოდგენა არ მაქვს. მე ის უფრო მაოცებს, საერთოდ
რატომ დაქორწინდნენ.
ბაჭია პეგი ფოსნაჰტს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა მას
პეგი გრინგი ერქვა და დიდსაჯდომიანი ელამი გოგო იყო, რო-
მელიც კლასში შუა რიგში იჯდა და მუდამ ხელს იწევდა, თვლი-
და, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იცოდა. ფოსნაჰტთან ბაჭიას
ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა: ის პატარა იყო, გამხდარი,
მხრების აჩეჩა უყვარდა, სკოლის საღამოებზე საქსოფონზე უკ-
რავდა. ახლა კი იგი უაიზერ-სტრიტის ზედა ბოლოში მუსიკალუ-
რი მაღაზიის თანამესაკუთრეა, რომელსაც ადრე „სიმები და
ფირფიტები“ ერქვა და გრამფირფიტებს ყიდდა, ახლა კი „სუფ-
თა ხმა“ ჰქვია და მუსიკალური აპარატურით ვაჭრობს. ფასის ჩა-
მოკლების შემდეგ (რომელსაც აუცილებლად გაახერხებდა
ფოსნაჰტი), ბილისთვის ნაჩუქარი სტერეო თითქმის მუქთად შე-
ძენილი აღმოჩნდებოდა, როგორც ტელეთამაშში გაცემული
პრიზები. გოგონა, რომელმაც წამყვანს აკოცა, ეკრანიდან გაქ-
რა და გამოცნობის რიგი რომელიღაც ფერად წყვილს დაუთ-

23
მკითხველთა ლიგა

მო. საკმაოდ ღია ფერის კანი აქვთ, მაგრამ მაინც აშკარად ფე-
რადები არიან. ეგრე იყოს! სწორედაც რომ ნორმალურია. დაე,
გამოიცნონ, მოიგონ და ჩვენთან ერთად იყვირონ. სახურავიდან
სროლას ყველაფერი სჯობია. ისე, საინტერესოა, როგორია,
როცა შავკანიანი ცოლი გყავს - დიდი, მსუქანი ტუჩებით
მთლიანად რომ შეგისრუტავს. კაცები კი აუჩქარებელნი არიან,
როგორც იესო, თანაც რამსიგრძე შოლტი აქვთ, სანამ ასეთს
ასწევ... სამაგიეროდ, მუშაობა შეუძლიათ დაუსრულებლად.
ამიტომ სჭირდებათ ისინი თეთრ ქალებს - თეთრი კაცები პრო-
ცესს სწრაფად ასრულებენ: ეჩქარებათ, საქმე უნდა აკეთონ,
ამერიკას სახელი და დიდება უნდა მოუტანონ! ბაჭიას უყვარს
შოუ „მოდი, ვიცინოთ“, რომელშიც ტერეზა თავის ნომერს დის-
კოთეკაზე ასრულებს - სხვადასხვა სიტყვა კანზე თეთრად აწე-
რია, მაგრამ ჯენისი და ნელსონი წაკითხვას ვერ ახერხებენ და
ყოველთვის მას ეკითხებიან. ის ხომ მბეჭდავია და მყისიერად
შეუძლია ნებისმიერი, ამოტრიალებული თუ სარკისებური წარ-
წერის წაკითხვა. მას ყოველთვის სწრაფი და გამჭრიახი მზერა
ჰქონდა: ზოგჯერ, როცა მისი შექება სურდა, ტოტერო ეუბნებო-
და, თვალებით კი არა, ყურებით შეგიძლია ნებისმიერი ბურთის
დანახვაო. დიდი ეშმაკი და მაამებელი კაცი კი იყო. ახლა ის
აღარ არის - მოკვდა. თამაშიც შეიცვალა. საქმე ისაა, რომ უფ-
რო მაღლა ასახტომად ეს ახოვანი, გრძელფეხება, მშიერი შა-
ვები წამით ჰაერში ეკიდებიან, მერე კი წინამხარივით გრძელი,
ვარდისფერი ხელისგულით ბურთს სტყორცნიან.
- უფრო მეტხანს რატომ არ ატარებ სტადიონზე? - ეკითხე-
ბა ბაჭია ნელსონს, - როცა შენხელა ვიყავი, მთელი დღე „მინუს
ხუთს“ ვთამაშობდი.
- შენ რა გიჭირდა. მაღალი იყავი.

24
მკითხველთა ლიგა

ადრე ნელსონი სპორტზე გიჟდებოდა. „მცირე ლიგა“, შე-


ჯიბრებები დახურული დარბაზებისთვის. მაგრამ ახლა ინტერე-
სი სულ დაკარგა. ამას ბაჭია თავისი მიღწევების ამსახველ დღი-
ურს აბრალებს, რომელსაც დედა აწარმოებდა, როდესაც იგი
ორმოციანი წლების ბოლოს კალათბურთს მისდევდა და ოლ-
ქის რამდენიმე რეკორდი დაამყარა: გასულ ზამთარს, ყოველ-
თვის, როცა ჯაჯმაუნთში მოხვდებოდნენ, ნელსონი მამას ჩანა-
წერებითა და გაზეთებიდან ამონაჭრებით სავსე ამ რვეულს
სთხოვდა, იატაკზე გაიშხლართებოდა და გატაცებით ათვა-
ლიერებდა ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს, რომელთა გადა-
ფურცვლისას გამხმარი წებოს ტკაცუნი ისმოდა, - „ჯაჯმაუნთი
ამარცხებს ორიოლს“, „ენგსტრომმა 37 ქულა მოაგროვა“, და
ბიჭი ხედავდა ვარსკვლავს, რომელიც ოცი წლის წინათ კაშკა-
შებდა.
- მაღალი კი ვიყავი, - ეუბნება მას ბაჭია, - მაგრამ შენს
ასაკში შენზე ოდნავ მაღალი თუ ვიქნებოდი, - ეს ტყუილია, მაგ-
რამ არც მთლად. სულ რამდენიმე დუიმით. სამყაროში ხომ ყო-
ველი დუიმი მნიშვნელოვანია. სპორტი. სექსი. გაქანება. ფორ-
მისთვის ბრძოლა.
ნელსონის სიმაღლე ბაჭიას გულს სტკენს. მართალია,
არც საკუთარს მოუტანია მისთვის დიდი სიკეთე, მაგრამ რომ
შეეძლოს ხუთი დუიმის მოკლება და შვილისთვის მიცემა, ასეც
მოიქცეოდა. ოღონდ თუ ეს მტკივნეული არ იქნებოდა.
- კარგი, რა, მამა, სპორტი ახლა მოდაში არაა. აღარავინ
მისდევს.
- აბა, რა არის მოდაში? აბების ყლაპვა და ჯარისთვის თა-
ვის არიდება?.. და კიდევ თმის მოშვება, თვალში რომ ვეღარ
გამოიხედო. ჯანდაბა! სად არის დედაშენი? ახლავე დავურე-
კავ... ერთხელ მაინც ჩაუწიე ხმა მაგ დაწყევლილ ტელევიზორს.

25
მკითხველთა ლიგა

ტელეთამაშის ნაცვლად ეკრანზე დევიდ ფროსტი ჩნდება


თავისი შოუთი. ასე რომ, ნელსონი საერთოდ თიშავს ხმას. ჰარი
წუხს, რომ მის გამო ბიჭს სახეზე შიში აღბეჭდვია. ასეთივე გა-
მომეტყველება ჰქონდა მამამისს, როცა მან ქუჩაში დააცემინა.
ღმერთო ჩემო, ვეღარც დაუცემინებია, გული რომ არ გაუხეთ-
ქოს. შვილიც სუსტი ჰყავს და მამაც... რომელ ერთზე იდარ-
დოს? ასეა, როცა ვინმე შენთვის ძალზე ძვირფასია, ყველაფე-
რი გაშფოთებს. და თანდათან თავად შიშის მარწუხებში ექცევი.
ღია სტელაჟი თეორიულად ყოფს სასტუმრო ოთახს ნი-
შისგან, რომელსაც „სასაუზმე კუთხეს“ უწოდებენ. ზედა თარო-
ებზე რამდენიმე კულინარიული წიგნია, მაგრამ, როგორც ბაჭი-
ასთვის არის ცნობილი, ჯენისი შიგ ჩახედვით თავს არ იწუხებს
და მათ ყოველდღე ერთსა და იმავეს აჭმევს - შემწვარ ქათამს,
შემწვარ კარტოფილსა და უგემურ ბიფშტექსს ბარდის მარ-
ცვლებით. ტელეფონი სულ ქვედა თაროზეა. ჰარი ნაცნობ ნო-
მერს კრეფს და ნაცნობივე ხმა პასუხობს:
- „სპრინგერ-მოტორსი“. მისტერ სტავროსი გელაპარაკე-
ბათ.
- ჩარლის გაუმარჯოს. ჯენისი ხომ არ არის ახლომახლო?
- აბა, სხვაგან სად იქნება... როგორ მიდის საქმეები, ჰარი?
- სტავროსი გამყიდველია და თავს ვალდებულად თვლის, თა-
ნამოსაუბრეს ერთი-ორი ფრაზა არ დაამადლოს, - ყურმილი
არ დაკიდო, მეგობარო. შენი მეუღლე აქ არის, - შემდეგ ისმის
მისი ხმა ყურმილს გარეთ: - ყურმილი აიღე. შენი ბებერი გირე-
კავს...
მეორე ყურმილს იღებენ. წამით ჩამოვარდნილ სიჩუმეში
ბაჭია ოფისს ხედავს: მოლაპლაპე მანქანები სადემონსტრაციო
დარბაზში, სპრინგერის კაბინეტში გამავალი მქრქალმინიანი
კარი, რომელიც დაკეტილია, მწვანე პლასტიკატგადაკრული

26
მკითხველთა ლიგა

დახლი, იქით კი სამი ფოლადის მაგიდა: ერთი - სტავროსის-


თვის, მეორე - ჯენისისთვის, მათ შორის კი - მილდრედ კრაუს-
ტისთვის, ბიუსტჰალტრისთვის, რომელიც უკვე ოცდაათი წე-
ლია, იქ ზის, თუმცა ავადმყოფობის გამო სამუშაოს ხშირად აც-
დენს (ასაკი მოემატა და რაღაც ქალური პრობლემები აწუხებს).
ასე რომ, მისი მაგიდა ცარიელია, თუ არ ჩავთვლით მავთულე-
ბიან ნაგვის კალათას ქაღალდებისთვის, წვეტიან რკინას ქვით-
რების ჩამოსაცმელად და პრესპაპიეს. ბაჭია ასევე ხედავს კე-
დელზე ჩამოკიდებულ შარშანდელ კალენდარს, რომელზეც
ლეკვებია გამოსახული, და მუყაოსგან გამოჭრილ „ტოიოტა--
უნივერსალის“ მაკეტს ყავისფერ სეიფზე, საშობაო ნაძვის ხის
უკან. ბაჭიამ სპრინგერის მაღაზიაში უკანასკნელად სწორედ სა-
შობაოდ შეიარა. სხვათა შორის, სპრინგერი ძალზე გახარებუ-
ლი იყო, ახალი „ტოიოტების“ გაყიდვის ლიცენზია რომ აიღო
მას შემდეგ, რაც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ მეორა-
დი მანქანებით ვაჭრობდა. თვითონ უთხრა მაშინ ჰარის, - თავს
იმ ბავშვივით ვგრძნობ, მთელი წლის განმავლობაში საშობაო
საჩუქრებს რომ ჩუქნიანო.
- ჰარი, საყვარელო, - ამბობს ჯენისი და ჰარისთვის მისი
ხმა ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, თითქოს ქალს აჩქარებისგან სუნ-
თქვა ეკვრის, ანდა სიმღერა გააწყვეტინეს, - ხომ არ გამიბრაზ-
დები?
- არა, უბრალოდ მე და ნელსონი ვმსჯელობდით, ვეღირ-
სებით თუ არა, და თუ ვეღირსებით, როდის ვეღირსებით, და-
ლახვროს ეშმაკმა, სახლში მომზადებულ ნორმალურ საჭ-
მელს?
- გასაგებია, - ამბობს ქალი წამღერებით, - ეს მეც არ მომ-
წონს, მაგრამ მილდრედი ისე ხშირად აცდენს, რომ მის დავ-
თრებში კირკიტი გვიხდება, მას კი საქმის წარმოების არანაირი

27
მკითხველთა ლიგა

სისტემა არ გააჩნია - განულებულია. „განულებული“ - ეს უკვე


სხვის ნაკარნახევს ჰგავს. - კაცმა რომ თქვას, - აგრძელებს სიმ-
ღერას ჯენისი, - არავის გაუკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ მა-
მის ფულით ხელი გვარიანად მოუთბია.
- ჰოო. მომისმინე, ჯენის, შენ, მგონი მაგრად ერთობი.
- ვერთობი? ვმუშაობ, ჩემო კარგო.
- რა თქმა უნდა. იქნებ ამიხსნა მაინც, რა ხდება, ეშმაკმაც
წაგიღოს?
- რა ხდება? რას გულისხმობ? არაფერიც არ ხდება, გარ-
და იმისა, რომ შენი ცოლი ცდილობს, სახლში ზედმეტი პურის
ნაჭერი მოიტანოს.
- პურის ნაჭერი?
- რა ხდება! მართლაცდა რა ხდება? იქნებ ფიქრობ, რომ
ის შვიდი დოლარი, თუ რამდენს გიხდიან საათში იმისთვის,
რომ ჯურღმულში ზიხარ და შენს სულელურ მანქანას ჩაჰკირ-
კიტებ - კარგი შემოსავალია? სინამდვილეში კი ჩვენს დროში
ასი დოლარითაც ვერაფერს იყიდი, თვალსა და ხელს შუა გა-
გიქრება.
- ღმერთო ჩემო, რაში მჭირდება ლექციის მოსმენა ინ-
ფლაციის თემაზე? მე მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, თუ რატომ
არასდროს არ არის ჩემი ცოლი შინ და რატომ არ უმზადებს
თავის ქმარსა და შვილს ამ დაწყევლილ ვახშამს?
- ჰარი, ჩემ შესახებ ვინმემ რაიმე სისულელე ხომ არ მოჩ-
მახა?
- მოჩმახა? ვის უნდა მოეჩმახა? უბრალოდ მითხარი, ჯე-
ნის, გავაცხელო ღუმელში ორი „ვახშამი ტელემაყურებელთათ-
ვის“ თუ არა?
პაუზა, რომლის დროსაც უეცრად ხედავს, რომ ჯენისმა
ფრთები მოიკეცა და სიმღერა შეწყვიტა. წარმოიდგენს, რომ

28
მკითხველთა ლიგა

არაფრითაა დამაგრებული, მაღლა დალივლივებს, თავისუფა-


ლია. ძველი ოცნებაა, ცოტათი ბუნდოვანი. ჯენისი სიტყვებს არ-
ჩევს და ისე ლაპარაკობს, ბაჭია კი თავს იმ ბავშვივით გრძნობს,
რომელიც დედას აკვირდება, თუ როგორ ყრის იგი სუფრის
კოვზით შაქარს სათქვეფში.
- შეძლებ ამას, ძვირფასო? მხოლოდ დღეს? ჩვენ აქ რა-
ღაც პრობლემამ გაგვჭედა, მართლა ვერაფერს ვუხერხებთ.
რთული ასახსნელია, მაგრამ თუ ციფრებში არ გავერკვიეთ,
ხვალ ხელფასს ვერ გავცემთ.
- ვინ ჩვენ? მამაშენი მანდ არის?
- ცხადია.
- შეიძლება, რაღაც ვუთხრა?
- რა? ახლახან გარეთ გავიდა.
- მაინტერესებს, ბეისბოლის ბილეთები თუ იშოვა „ამფეთ-
ქებლების“ თამაშზე. ბავშვს ერთი სული აქვს, როდის წავა.
- მოიცა, რაღაც ვერ ვხედავ. ალბათ სახლში წავიდა სა-
ვახშმოდ.
- გამოდის, რომ მანდ შენ და ჩარლი ხართ.
- სხვებიც არიან - შემოდიან, გადიან. ჩვენ თავდაუზოგავად
ვცდილობთ მილდრედის აბურდულ საქმეებში გარკვევას. ეს
უკანასკნელი საღამოა, ჰარი, პირობას გაძლევ. შინ რვა-ცხრა
საათისთვის ვიქნები. ხვალ კი, მოდი, ყველანი კინოში წავიდეთ.
დასავლეთ ბრუერში ისევ გადის ის ფილმი კოსმოსის შესახებ...
დღეს დილით შევამჩნიე, როცა გვერდით ჩავუარე.
უეცრად ბაჭია დაღლილობას გრძნობს ამ საუბრისგან,
ყველაფრისგან. ირგვლივ რაღაც გაუგებარი ენერგია
ტრიალებს. ადამიანს შეიძლება მადა წაუხდეს, სამყაროს კი -
არასოდეს.

29
მკითხველთა ლიგა

- კარგი, როცა შეძლებ, მაშინ მოდი. მაგრამ უნდა დავი-


ლაპარაკოთ.
- დავილაპარაკოთ, ჰარი, სიამოვნებით!@ - ისეთი ხმით
ამბობს ჯენისი, თითქოს საუბარს კი არა, სექსს სთავაზობს, თუმ-
ცა კაცს მხედველობაში მხოლოდ საუბარი ჰქონდა. ქალი ყურ-
მილს კიდებს, მოუთმენლად და აშკარა კმაყოფილებით - ასე
აღიქვამს ჰარი ამ წკაპანს.
ბაჭია კიდევ ხსნის ლუდის ქილას. თავსახურს ენა სძვრება,
ამიტომ ძველი, დაჟანგებული გასახსნელის ძებნა უწევს, რომე-
ლიც დანების ყუთშია ჩაკარგული. ორ ცალ „სოლსბერის“ ბიფ-
შტექსს აცხელებს - სადილს ღუმელში ათავსებს და სანამ ტემ-
პერატურა 400 გრადუსამდე აიწევს, პაკეტზე მითითებულ შემად-
გენლობას კითხულობს: წყალი, ძროხის ხორცი, ბარდა, გაუწ-
ყლოებული კარტოფილის ბურბუშელა, პურის ორცხობილა,
სოკო, ფქვილი, კარაქი, მარგარინი, მარილი, მალტოდექ-
სტრინი, ტომატის პასტა, სიმინდის სახამებელი, ვუსტერშირის
საწებელი, ჰიდროლიზებული ბოსტნეულის პროტეინი, გლუტა-
მინი, ცხიმგაცლილი მშრალი რძე, გამხმარი ხახვი, საკაზმი, შა-
ქარი, კარამელის საღებარი, სანელებლები, ცისტეინისა და
ტიამინის ჰიდროქლორიდი, გუმიარაბიკი. ფოლგაზე დახატუ-
ლი სურათის მიხედვით, გაუგებარია, როგორ უნდა შეერიოს ეს
ყველაფერი ერთმანეთს. ბაჭია ყოველთვის თვლიდა, რომ გუ-
მიარაბიკი ფანქრით ნაწერის წასაშლელად გამოიყენებოდა.
იგი ოცდათექვსმეტი წლისაა, მაგრამ იმაზე ცოტა იცის, ვიდრე
ადრე იცოდა. განსხვავება ისაა, რომ ახლა მან იცის, თუ რამდენ
რამეს ვეღარ გაიგებს ვერასდროს. ვერ გაიგებს, როგორ უნდა
ჩინურად ლაპარაკი, ან როგორია აფრიკელ პრინცესასთან ერ-
თად ლოგინში წოლა.

30
მკითხველთა ლიგა

ექვსი საათის ახალ ამბებში მხოლოდ კოსმოსზე საუბრო-


ბენ, მხოლოდ სიცარიელეზე - ვიღაც მელოტი კაცი პატარა სა-
თამაშო მოდელებით მაყურებელს შეპირისპირებასა და გაპი-
რისპირებას უჩვენებს, შემდეგ კი კომენტატორი განმარტავს, თუ
რა მნიშვნელობა ექნება ამას უახლოესი ხუთასი წლის მანძილ-
ზე. ისინი კოლუმბს იხსენებენ, მაგრამ როგორც ბაჭია ხვდება,
ამჯერად ყველაფერი პირიქითაა: კოლუმბი ბრმად მიცურავდა
და მოულოდნელად წააწყდა რაღაცას, ამ ბიჭებმა კი ზუსტად
იციან, სად მიფრინავენ - დიდ მრგვალ სიცარიელეში. „სოლ-
სბერის“ ბიფშტექსს კონსერვანტების გემო აქვს და ნელსონი
მხოლოდ რამდენიმე ლუკმით კმაყოფილდება. ბაჭია მის შეგუ-
ლიანებას ოხუნჯობით ცდილობს:
- უტელევიზოროდ „ტელემაყურებელთა ვახშამი“ ყელში
არ გადადის.
ისინი მიყოლებით რთავენ არხებს საინტერესო გადაცემის
პოვნის იმედით, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ცხრა საათის შემ-
დეგ ჩნდება ეკრანზე კეროლი „კეროლ ბარნეტის შოუდან“, რო-
მელიც ჰომერ პაილთან ერთად მარტოხელა რეინჯერის შესა-
ხებ სასაცილო სცენაში მონაწილეობს. ეს ბაჭიას ძველ დროში
აბრუნებს, როდესაც ჯექსონ როუდზე რადიოს უსმენდა სავარ-
ძელში მოკალათებული, რომლის სახელურებიც ერთთავად
დალაქავებული იყო - მას ხომ ზედ არაქისისკარაქიანი კრეკე-
რების დაწყობა უყვარდა. ამის დანახვაზე დედას ლამის გული
მისდიოდა. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გა-
დაცემა საღამოს რვის ნახევარზე იწყებოდა. ზაფხულობით, ქუ-
ჩაში ცარიელი ქილების დევნის ან დაჭერობანას თამაშის შემ-
დეგ, შინ შემოირბენდა. ამ დროს მეზობელ სახლებში სიჩუმე
სუფევდა, რვაზე კი კარის ჯახუნი ისმოდა და კვლავ თამაში იწ-
ყებოდა. დალოცვილი ზაფხული იდგა, როდესაც მხოლოდ და-

31
მკითხველთა ლიგა

ძინების წინ ღამდება, ომი კი შორს იყო, ცხრა მთასა და ცხრა


ზღვას იქით, თითქოს იმიტომ, რომ უშფოთველად გაზრდილი-
ყო და ბედნიერებით აღსავსე დღეებით ეცხოვრა. და ბურბუშე-
ლების ჭამით გაეხეთქა მუცელი (ჯეკ არმსტრონგსა და ჯეკ ბე-
ნისთან ერთად).
დღევანდელ პაროდიაში მარტოხელა რეინჯერს ცოლი
ჰყავს. გულმოსული ქალი ოთახში ბოლთას სცემს და გამუდმე-
ბით წუწუნებს, რომ ყელში ამოუვიდა საოჯახო საქმეები და მარ-
ტო ყოფნა. „სულ გარე-გარე დაიარები, - ეუბნება იგი ქმარს, -
თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ, რომ მესმის: „ე-ჰე-ჰეი,
სილვერ“, და გამქრალი ხარ. შენს ადგილას მხოლოდ მტვრის
ღრუბელიღაა დარჩენილი“. კადრს მიღმა მაყურებლის სიცილი
ისმის. ბაჭიაც იცინის. ნელსონი კი სასაცილოს ვერაფერს ხე-
დავს.
- ადრე გადაცემა ყოველთვის ასე იწყებოდა, - უხსნის მას
ბაჭია.
- ვიცი, მამა, - პასუხობს გაღიზიანებული ბიჭი.
ამასობაში ერთ-ერთი ეპიზოდი (რაღაც ხუმრობა), მათი
ყურადღების მიღმა რჩება და მხოლოდ ვიღაცის სიცილი ესმით.
ახლა რეინჯერის ცოლი იმას ჩივის, რომ დენიელ ბუნი
ცოლს ლამაზ ბეწვეულს არ აკლებს. „შენგან კი რა მახსოვს?
მხოლოდ ვერცხლის ტყვია“. იგი რომელიღაც კარს აღებს და
იქიდან ვერცხლის ტყვიების ნიაღვარი მოდის. მთელი სცენის
განმავლობაში კეროლ ბარნეტი, ჰომერ პაილი და ტონტოს
როლის შემსრულებელი (ვიღაც ზანგი და არა სემ დევის უმ-
ცროსი) ამ ტყვიებზე დააბიჯებენ, უნებლიეთ ფეხი უსხლტებათ
და ხმაურობენ. ბაჭია ფიქრობს, თუ რამდენი მილიონი ტელე-
მაყურებელი მისჩერებია ამას, რამხელა თანხებს იხდიან სპონ-

32
მკითხველთა ლიგა

სორები და არავინ გაითვალისწინა, რა შეიძლება მოხდეს, თუ


მსახიობთა ფეხქვეშ ვერცხლის ტყვიების ზღვა აღმოჩნდება.
- სხვა დროს ტყვიები იარაღში შეინახე, - ეუბნება ტონტო
მარტოხელა რეინჯერს.
ცოლი ახლა ტონტოს დააცხრება თავს: „ესეც არის, რა!
სანამდე უნდა გაიხეთქოს მუცელი ჩვენთან? თავისთან არას-
დროს გვეპატიჟება“.
ტონტო უხსნის, რომ თუ მის ვიგვამში აღმოჩნდება, მას
შვიდი-რვა თავზე ხელაღებული თანამოძმე დაესევა და შუაზე
გაგლეჯს. ნაცვლად იმისა, რომ შეშინდეს, ქალი ინტერესდება,
ბერნეტის დიდ თვალებს ატრიალებს და ამბობს: „წავიდეთ, ქუე
მას საბე“.
- მამა, რას ნიშნავს „ქუე მას საბე“? - კითხულობს ნელსონი.
ბაჭია, მისდა გასაოცრად, იძულებულია, აღიაროს:
- არ ვიცი. ალბათ „მეგობარს“... ან „ბოსს“.
ფიქრობს და ვერ გაუგია, ვინ არის ტონტო. მარტოხელა
რეინჯერი თეთრია, ამიტომ მის დაქვემდებარებულ ტერიტო-
რიაზე კანონსა და წესრიგს იცავს. მაგრამ ტონტო? იუდა, საკუ-
თარი ხალხის მოღალატე, ყველაფრისადმი გულგრილი მარ-
ტოხელა, აბსტრაქტული გმირი. როდის მიიღო კუთვნილი გა-
სამრჯელო? რატომ იჩენს ასეთ ერთგულებას უცხოელის მი-
მართ? ომის დღეებში ეს არავის უკითხავს. უბრალოდ, ტონტო
„სწორად მოაზროვნეთა“ მხარეს იყო. მაშინ საკმაოდ რეალუ-
რად ჩანდა ასეთი ოცნება, წითლებისა და თეთრების თანაცხოვ-
რება. წითლები თეთრებს შეიყვარებენ და მათ ამერიკის დრო-
შაზე არსებული ზოლების მსგავსად შეერწყმიან. სად გაქრა
„სწორად მოაზროვნეთა“ მხარე? სანამ ნელსონს უპასუხებდა,
ბაჭიას რამდენიმე ხუმრობა გამორჩა. წარმოდგენა კულმინაცი-
ას უახლოვდება. ცოლი გულხელს დაიკრეფს და გამძვინვარე-

33
მკითხველთა ლიგა

ბული სახით მიმართავს მარტოხელა რეინჯერს: „აირჩიე - ან


ის, ან მე“.
მარტოხელა რეინჯერი გადაწყვეტილებას სწრაფად
იღებს. „ცხენები შეკაზმე, ტონტო“, - ამბობს ის, ფირსაკრავზე
„ვილჰელმ ტელის“ უვერტიურის ფირფიტას დებს და ტონტოს-
თან ერთად გადის. ცოლი თითის წვერებზე გადაადგილდება -
ტყვიას მაინც აბიჯებს ფეხს, - ფირსაკრავს უახლოვდება და
ფირფიტას ცვლის. ეს „ინდიელთა სასიყვარულო სიმღერაა“.
ეკრანის მეორე მხრიდან ტონტო ჩნდება. ისინი ერთმანეთს ეხ-
ვევიან და კოცნიან. „მე ყოველთვის ვიბრძოდი, - უმხელს კე-
როლ ბერნეტი ტელემაყურებლებს და მისი სახე მთელ ეკრანს
ავსებს, - ინდიელებთან უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებ-
ლად“.
ისმის უხილავი აუდიტორიის ხარხარი. თავის სავარძელში
არხეინად მოკალათებული ბაჭიაც კი იცინის, მაგრამ, სიცილის
მიუხედავად, ხუმრობა ცოტათი უმარილოა, შესაძლოა იმიტომ,
რომ ტონტო ყველას წესიერ და კეთილშობილ პიროვნებად მი-
აჩნდა, ყველაზე მაღლა მდგომად, როგორც იესო ან არ-
მსტრონგი.
- ძილის დროა, რას იტყვი? - ამბობს ბაჭია და ტელევი-
ზორს თიშავს, რომლის ეკრანზეც გრძელ სიაში ყველაა ჩამოთ-
ვლილი, ვისაც კი გადაცემის შემქმნელები დახმარებისთვის
მადლობას უხდიან. პატარა ვარსკვლავი უცებ ინთება და ქრება.
- სკოლაში ბავშვები ამბობენ, მისტერ ფოსნაჰტს სხვა ქალ-
თან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლს იმიტომ გაეყარაო, - ამ-
ბობს ნელსონი.
- ან, შესაძლოა, იმიტომ, რომ დაიღალა იმის გამოცნო-
ბით, თუ რომელი თვალით უყურებდა ცოლი.
- მამა, რას ნიშნავს „ურთიერთობა“?

34
მკითხველთა ლიგა

- ააა... როცა ორნი ერთმანეთს ხვდებიან, თითოეული კი


სხვაზეა დაქორწინებული.
- შენ და დედასაც გქონიათ ხოლმე ასე?
- ცოტა სხვანაირად. ერთხელ კი მოვიწყვე არდადეგები,
მაგრამ ძალზე ცოტა ხნით. შენ არ გემახსოვრება, პატარა იყავი.
- გეგონოს. მახსოვს, დედა ბევრს ტიროდა, პატარას და-
საფლავებაზე კი ყველა შენ დაგდევდა კუდში. ისიც მახსოვს,
როგორ იდექი ოთახში უილბერ-სტრიტზე და შენ გარდა იქ
არავინ იყო, მე კი ფანჯრიდან ქალაქს გავყურებდი და ვიცოდი,
რომ დედა საავადმყოფოში იწვა.
- ჰოო, საძაგელი დღეები იყო. თუ ბაბუა სპრინგერი, და-
პირებისამებრ, ამ შაბათისთვის ბილეთებს იშოვის, მე და შენ
აუცილებლად წავალთ „ამფეთქებლების“ თამაშზე.
- ვიცი, - ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ამბობს ბიჭი და
კიბისკენ მიემართება.
ზოგჯერ, დღეში ერთი-ორჯერ, ჰარი სახლში ვიღაც ქალს
მოჰკრავს ხოლმე თვალს და უგუნებობა იპყრობს. არა, ეს ჯე-
ნისი არაა, ეს მისი გრძელთმიანი ბიჭია.
კიდევ ერთი ლუდი. ბაჭია ნელსონის დაუმთავრებელ ვახ-
შამს სამზარეულოს ნარჩენების გადამამუშავებელში ყრის,
საიდანაც ზოგჯერ სიტკბოშერეული მყრალი სუნი ამოდის, ვი-
ნაიდან პენ-ვილასში საკანალიზაციო მილები ჰაიჰარადაა მოწ-
ყობილი. ბაჭია ქვედა სართულზე დადის და გასარეცხ ჭურჭელს
აგროვებს: ჯენისი, სადაც მოხვდება, იქ ტოვებს ხოლმე ნახმარ
ყავის ჭიქებსა და სიგარეტის ნამწვავებით სავსე ლამბაქებს,
ვერმუტით მოსვრილ სირჩებს კი - პირველივე შემხვედრ სიბ-
რტყეზე, - ტელევიზორი იქნება ეს თუ ფანჯრის რაფა. განა ასე-
თი ადამიანი მილდრედის აწეწილ საქმეებს მოაგვარებს? იქნებ
სახლს გარეთ გრიგალივით ეფექტურია? და „ე-ჰე-ჰეი, სილ-

35
მკითხველთა ლიგა

ვერ!“ - მჭიდრო კავშირი ინდიელებთან. საბრალო მამა თავისი


ჭორებით. ლოგინად ჩავარდნილი საწყალი დედა - გესლიანი
ენებისა და კოშმარების უმწეო მსხვერპლი. ორივეს გამოუშრა
ტვინი და ახლა იქ ვირთხები დაფათურობენ. ბაჭია ცდილობს,
ამაზე არ იფიქროს. ფანჯარაში იყურება. ბინდბუნდში ტელევი-
ზორის ანტენის შავ სილუეტს და შორეულ გარაჟზე კალათბურ-
თის რგოლს ხედავს. როგორ დააინტერესოს ბიჭი სპორტით?
თუ კალათბურთისთვის არ ეყოფა სიმაღლე, ბეისბოლი იყოს.
რამე, სტიმულის მიმცემი, ბედნიერების მიმნიშნებელი, რაც
ცხოვრებას გაუადვილებს. თუ ის ახლავე არ დაიწყებს მასში არ-
სებული სიცარიელის შევსებას, დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან
სიცარიელე წლებთან ერთად მატულობს. ბაჭია ფანჯარას შორ-
დება და სახლში ყველგან იაფფასიან, დღემოკლე პეწს ხედავს
- მოიხმარ და გადააგდებ. სავარძლისა და ტახტის სინთეტიკური
გადასაკრავი სასტუმრო ოთახში, ჯენისის ნაყიდი ლამპის ხე-
ლოვნური ღვარჭნილობა, რომლის ძირს დაწნული მავთულით
დამძიმებული ხის ფარფლი წარმოადგენს, გარეგნულად ბუნებ-
რივი, სინამდვილეში კი ხელოვნური ხის თაროები, თითქმის ცა-
რიელი, რომლებზეც მხოლოდ ორი-სამი საფერფლე დევს ბაზ-
რობაზე შეძენილი სუვენირის ელვარებით. მოლაპლაპე ფო-
ლადის სამზარეულოს ნიჟარა, სამზარეულოს ლინოლეუმი
უაზრო მოხატულობით - თითქოს წყალს ზეთის ლაქები მოსდე-
ბიაო. ნიჟარის თავზე შავი, მქრქალი სარკმელია. ფსიქიატრი-
ულ საავადმყოფოშიც ასეთებია, ოღონდ ნარინჯისფერი. მასში
ბაჭია თავისი სველი ხელების ანარეკლს ხედავს. შემდეგ
ჭყლეტს ალუმინის ქილას, შეუმჩნევლად რომ გამოუცლია. ახ-
ლა კი კუჭს თითქოს ლითონი უმძიმებს: ის ხომ კოროზიასა და
ცხიმის დაგროვებას იწვევს. რაღაც-რაღაცების ერთმანეთში
თანხვედრა არ ხდება. აზრი ბოლომდე ვერ მიჰყავს, დასკვნა

36
მკითხველთა ლიგა

ვერ გამოაქვს. ალბათ, გადაღლილობის ბრალია. ბაჭია თავს


აიძულებს კიბეზე ავიდეს, მექანიკურად იხდის ტანსაცმელს, კბი-
ლებს იხეხავს და ლოგინში წვება. ქვედა სართულზე და სააბა-
ზანოში შუქს არ აქრობს. რადიოს მონოტონური, ყრუ ხმა ეუბ-
ნება, რომ ნელსონს ჯერ არ დაუძინია. ბაჭია ფიქრობს, რომ
საჭიროა ადგეს, დალოცოს შვილი და ღამე მშვიდობისა უსურ-
ვოს, მაგრამ უჩვეულო სიმძიმე საწოლს მიაჯაჭვავს. შვილის სა-
ძინებელი კვლავ განათებულია, ისმის სუსტი ხმაური, კარი იღე-
ბა და იხურება - ბიჭი გასართობს ეძებს. ბაჭიას, ბავშვობიდან
მოყოლებული, ყველაზე კარგად მაშინ ეძინა, როცა სხვები
ფხიზლობდნენ, ფეხზე იდგნენ, გამართულები, როგორც ლურ-
სმნები, დედამიწას რომ იჭერენ, როგორც ქუჩის ფარნები, ბო-
ძები ქუჩების მაჩვენებლით, ბაბუაწვერას ღეროები, აბლაბუდა...
ლოგინში რაღაც დიდი მოსრიალებს. ჯენისი. კამოდზე
მდგარ მანათობელ საათზე თერთმეტს ხუთი აკლია - ორი ისა-
რი ერთმანეთს ერწყმის. რა თბილია ჯენისი ღამის პერანგში.
კანი ბამბაზე თბილი აქვს. მას კი ესიზმრებოდა, რომ პირამი-
დაზე მიქროდა, ცდილობდა, არ ჩამოვარდნილიყო, თუმცა ის,
რასაც მართავდა, არ ემორჩილება, დამტვრეულ ციგასავით
ეწინააღმდეგება.
- ყველაფერი გაარკვიეთ? - ეკითხება ჯენისს.
- თითქმის. მაპატიე, ჰარი. მამა დაბრუნდა და არ გამოგ-
ვიშვა.
- გამოგიჭირათ და მონებივით გამუშავებთ, - ლუღლუღებს
ბაჭია.
- როგორ გაატარეთ საღამო შენ და ნელსონმა?
- ჩვეულებრივ.
- ვინმემ დარეკა?
- არა.

37
მკითხველთა ლიგა

ბაჭია გრძნობს, რომ, გვიანი დროის მიუხედავად, ქალი


გამოცოცხლებულია, აღგზნებული და მასთან ლაპარაკი, მო-
ბოდიშება და შერიგება სწყურია. ლოგინში მისი ყოფნა ყველა-
ფერს ცვლის - მიხვეულ-მოხვეული კურსით მცურავი ჯიუტი ტი-
ვიდან საწოლი მყუდრო ბუდედ, ფაფუკ ფოსოდ გადაიქცა. ჯენი-
სი ხელს მისკენ მიასრიალებს, ის კი სპორტსმენისთვის კარგად
დამუშავებული, ინსტინქტური ჟესტით იცავს იმ ადგილს და თა-
ვიდან იცილებს. ქალი ზურგს შეაქცევს. კაცი ამაზეც თანახმაა,
მაგრამ ახლოს კი მიუჩოჩდება. ჯენისის წელი, სადაც კანქვეშ
ძვლები არაა, ჩანაქცევს ქმნის, თითქოს ჩიტმა ქვემოთ ჩაიქრო-
ლაო.
როცა ბაჭია მასზე დაქორწინდა, ეშინოდა, დედაჩემივით
არ გასუქდესო, მაგრამ ასაკთან ერთად ჯენისი თავის მამას -
გამხდარ, მკვირცხლ გაიძვერას უფრო ემსგავსება. ბაჭიას ხელი
ღრმულს ტოვებს და ცოლის ოდნავ, სასიამოვნოდ თონთლო
მუცლისკენ მიცურავს - მან ხომ ორჯერ იმშობიარა. ლეკვის ქე-
ჩოსავით რბილია. იქნებ გარდაცვლილი პატარის ნაცვლად კი-
დევ ერთის გაჩენის ნება უნდა დაერთო? აქ კი შეცდა. მაშინ ეჩ-
ვენებოდა, რომ უძირო ორმო იყო ქალის საშო და საფლავი,
სექსი და სიკვდილი, და ისე მოუსვა იმ ადგილიდან, თითქოს იქ
პირდაღებული ვეფხვი ელოდებოდა. მისი თითები უფრო ქვე-
მოთ ეშვება, ბუსუსებს ეხება, მერე კიდევ უფრო ქვემოთ გადა-
ადგილდება. აღმოაჩენს, რომ იქ უკვე სისველეა. იგი ლინოტი-
პის კლავიშების, ხვალინდელი სამუშაოს შესახებ ფიქრობს და
უკვე იქ არის.
„ვერიტი-პრესი“ თავს პოლიგრაფიული ნაწარმის ბეჭდვით
ირჩენს. ესაა სხვადასხვაგვარი ბლანკი, ბილეთი საქველმოქმე-
დო საღამოებისთვის, სარეკლამო ფურცლები სუპერმარკეტე-
ბისთვის, ფოსტით გასაგზავნი განცხადებები გაყიდვების შესა-

38
მკითხველთა ლიგა

ხებ. შემოდგომაზე პოლიტიკურ პლაკატებს უშვებენ, გაზაფ-


ხულზე - სკოლის სამახსოვრო წლიურებს. როტაციულ დაზგაზე
ყოველკვირეულ „ბრუერ-ვეტს“ გამოსცემენ, რომელიც ძირითა-
დად ქალაქში მომხდარ სკანდალებს ეთმობა, ვინაიდან ყველა
„სერიოზულ“ ახალ ამბავს, ადგილობრივი და ქვეყნის მასშტა-
ბით, ორი ყოველდღიური გაზეთი აქვეყნებს. ერთ ხანს, ისინი
ჟურნალ „შოკელშტულსაც“ ბეჭდავდნენ გერმანულ ენაზე (გა-
მოიცემოდა 1830 წლიდან) და ბაჭიას იქ ყოფნისას „გარდაიც-
ვალა“: მისი ტირაჟი რამდენიმე ათასამდე დაეცა, იმასაც ოლ-
ქის შორეულ კუთხეებში და მხოლოდ მეზობელ ოლქებში
მცხოვრები ფერმერები ყიდულობდნენ. ბაჭიას ეს კარგად ახ-
სოვს, რადგან ჟურნალის დახურვასთან ერთად, საწარმოდან
მოხუცი კურტ შრაკიც დაითხოვეს - შავგვრემანი, წარბებშეჭმუხ-
ნილი გერმანელი ბაკენბარდებით, რომლებიც სვირინგებს უფ-
რო მიუგავდა, ვიდრე კანიდან მოსაპარსად ამოზრდილს. ხეშე-
ში თმა ჰქონდა, ყბები თითქოს ტყვიისგან ჩამოესხათ. იჯდა მის-
თვის გამოყოფილ კუთხეში და ხელფასს მხოლოდ იმაში იღებ-
და, რომ პენსილვანიაში დასაბეჭდი გერმანული სტატიების კო-
რექტურას აკეთებდა და უბრალო, შავი შრიფტით გაზეთს თავი-
სი ხელით აწყობდა. ლიტერებთან არავის უშვებდა. სახეებიანი
ჩარჩოები და დიდი ორნამენტული ასოები შიგა გვერდებზე ხე-
ზე იყო ამოჭრილი, რომელიც საუკუნის განმავლობაში საღება-
ვისგან ერთიანად გაშავებულიყო. სამუშაო შრაკს ისე იტაცებდა,
რომ სადილობის შესვენებაზე თავს აწევდა ხოლმე და ხან პო-
ლონელ ოსტატ პაიასეკს ესაუბრებოდა გერმანულად, ხანაც
სტამბაში მომუშავე ორი ზანგიდან ერთ-ერთს, ხანაც რომელიმე
ენგსტრომს. შრაკი იმიტომ მოსწონდათ, რომ ზედმიწევნით აკე-
თებდა იმას, რისი გაკეთებაც სხვებს საერთოდ არ შეეძლოთ.
ერთ-ერთ ორშაბათს იგი მოულოდნელად დაითხოვეს.

39
მკითხველთა ლიგა

„დერ შოკელშტულმა“ არსებობა შეწყვიტა, „ვეტსაც“ ემუქ-


რება ფილადელფიაში, რომელიღაც მსხვილ ოფსეტურ საწარ-
მოში გადასროლა. იქ ყველაფერი მარტივადაა: დააწებებ ორი-
გინალს - რეკლამას, ფოტოსურათებს, ტექსტს - და დასაბეჭდად
გზავნი. „ვერიტი-პრესს“ საშიში მეტოქე გამოუჩნდა - მომავალი,
რომელიც ფოტოოფსეტს, მასალის ცივად დამუშავებას ეკუთ-
ვნის, აგრეთვე ფოტოაწყობასა და კომპიუტერულ ტელეაწყო-
ბას, რომელსაც წამში ფირზე ათასობით ასოს აღბეჭდვა შეუძ-
ლია, ლითონს არც კი ეხება, სტრიქონების გადატანასა და გა-
დათამაშებაზეა დაპროგრამებული; მაგრამ ოფსეტური პრესი
ოცდაათი ათას დოლარზე მეტი ღირს, ასე რომ, ბრტყლადსა-
ბეჭდი მანქანა ყველაზე ხელმისაწვდომია ბილეთებისა და პლა-
კატების დასამზადებლად. „ვეტი“ ნებისმიერ დროს შეიძლება
დაიხუროს და ამის გამო გული არავის დასწყდება.
„ბრუერის ქარხანაში შექმნილი მოწყობილობა მთვარის-
კენ მიემართება“ - ასეთი სათაური აქვს მასალას კვირის მთავა-
რი მოვლენის შესახებ გაზეთის პირველ გვერდზე. ბაჭია სტატი-
ას ორ სვეტად აწყობს, მისი თეთრი თითები ლამის დაფრინა-
ვენ, გამოყენებული მატრიცები თუნუქის სახურავზე წვიმის წვე-
თების წკაპაწკუპით ეცემა შესაბამის არხებში მის თავს ზემოთ.
როდესაც ბრუერის მოქალაქეები ამ კვირა დღეს მთვარეს
მიაპყრობენ მზერას, ის, შესაძლოა, ცოტათი სხვანაირი მოეჩ-
ვენოთ.
რატომ?
იმიტომ, რომ ბრუერის პატარა ნაწილაკი განთავსებული-
ა...
არ ვარგა. სტრიქონი დაეკიდება. ბაჭია ცდილობს, კიდევ
ერთი სიტყვა ჩაატიოს, მაგრამ არ გამოსდის და ძველ ვარი-
ანტს ტოვებს.

40
მკითხველთა ლიგა

იქ.
კომპანია „ზიგზაგ ელექტრონიკ პროდაქტს ინკ.“-ში, რო-
მელიც მეშვიდე და
აკაციის ქუჩების კუთხეში
ო-ჰოო.
აკაციის ქუჩების კუთხეში მდებარეობს, „ვეტის“ კორესპონ-
დენტებს ამ კვირას
შეატყობინეს, რომ უმნიშვნელოვანესი ელექტრონული გა-
დამრთველები, აუცილებელი
ხომალდის კურსის ასარჩევად და სანავიგაციო კომპიუტე-
რისთვის, დამზადებულია
აქ, აგურის ჩვეულებრივ შენობაში, სადაც ერთ დროს ტრი-
კოტაჟის ფაბრიკა იყო განთავსებული, და რომელსაც ყოველ-
დღიურად ბრუერის ათასობით მცხოვრები ჩაუვლის გვერდით
და არც კი იციან, იქ რას აწარმოებენ.
თუ ნაბეჭდი სქემები მათ გადამრთველებში, რომლებიც
ზომით საფოსტო
მარკის ნახევრის ტოლია და მზესუმზირის მარცვალზე ცო-
ტას იწონის, მწყობრიდან გამოვა, კოსმონავტები - არმსტრონ-
გი, ოლდრინი და კოლინზი მთვარეს ასცდებიან და უსასრულო
ვაკუუმში, ე.წ. „უძირო კოსმოსში“ დაიღუპებიან“.
მაგრამ ამგვარი საფრთხე სავსებით გამორიცხულია, -
აღუთქვა „ზიგზაგ ელექტრონიქსის“ გენერალურმა მენეჯერმა
ლეროი ლენგელმა
ოცი სტრიქონი აწყობილია. გადასვლა ერთსვეტიანზე.
„ვეტის“ კორესპონდენტს თავის ულტრათანამედროვე ღია
მწვანე ფერის ოფისში. „ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი, მორიგი სა-
მუშაო იყო, - თქვა მან. - კვირაში ასამდე ასეთ შეკვეთას ვასრუ-
ლებთ“.

41
მკითხველთა ლიგა

„ბუნებრივია, „ზიგზაგის“ ყველა თანამშრომელი სიამაყი-


თაა აღვსილი, - დაამატა ლენგლმა. - ჩვენ ახალი ზღვისკენ -
ლენგლმა. - ჩვენ ახალ ზღვაში შევცურეთ“.
ბაჭიას თავს ზემოთ თბილი, ათასობით ნაწილისგან შემ-
დგარი გადმონაშთი, მექანიზაციის ოქროს ხანის დედობრივად
მზრუნველი, მობუტბუტე დანადგარი აღმართულა. მარჯვნივ
ლიტერების ქვესადგამია. მარცხნივ - ვარსკვლავა, მატრიცები
და კიდევ ერთი ქვესადგამი ჩამოსხმული სტრიქონებისთვის.
თვალის დონეზე - მწვანე აბაჟურში ჩასმული ნათურა. ამ „მზის“
ზემოთ საავდრო ღრუბელივით შავი მანქანის მხრები გაწოლი-
ლა. ზარმაცად ბრუნავს ხრახნული ლილვი, და ყველა ეს მოშ-
რიალე, რთულად დაპროგრამებული მრავალტონიანი ლითო-
ნის დეტალი ხვნეშა-ხვნეშით ელოდება გონების ნებართვას
კლავიშებთან შესახებად. ჩამოსასხმელი მოწყობილობის იქით
გამდნარი ტყვიაა. ზოგჯერ, როცა დანადგარი იჭედება, ცხელი
შხეფები იფრქვევა - ჰარის მსუბუქი დამწვრობაც კი მიუღია
ხოლმე. ეს უზარმაზარი მანქანა პატარა ბავშვს ჰგავს - ცოტას
ითხოვს, მაგრამ ჯიუტად! და როგორც კი სურვილს დაუკმაყო-
ფილებ, უსიტყვოდ გემორჩილება. არ გიღალატებს... შეუსრუ-
ლე თხოვნა და ისიც ყველაფერს შეგისრულებს... ჰარის აქაური
განათებაც მოსწონს. მოცისფრო შუქი (ჩრდილს რომ არ წარ-
მოქმნის), თვალებს მალამოდ ედება. ისეთი წყნარი და
კრიალაა, მოელვარე ასოებს ერთი შეხედვით მოავლებ თვალს
და უკუღმაც კი წაიკითხავ. სახლში კი სულ სხვაა. როცა სამზა-
რეულოს ნიჟარასთან დგას, საკუთარ ჩრდილში ჭურჭელი ჭუჭ-
ყიანი ეჩვენება. სასტუმრო ოთახში ჯდომისას თვალების მოჭუტ-
ვა უწევს კაშკაშა შუქისგან თავდასაცავად, რომელიც ჯენისს
სჭირდება ჟურნალების კითხვისას. კიბის თავზეც მუდამ სინათ-
ლეა და ბიჭი სულ უკმაყოფილოა, თუ ტელევიზორს სრულ სიბ-

42
მკითხველთა ლიგა

ნელეში არ უყურებს და ნათურები ეკრანზე ირეკლება.


„ვერიტი-პრესის“ დიდ საამქროში (სადაც ჭერზე ფლუორესცენ-
ციის განათებაა), ჩრდილის ნასახიც არსადაა და გეგონებათ,
ადამიანების ნაცვლად სულები მოძრაობენო.
თერთმეტის ნახევარზე, ყავის დასალევად განკუთვნილ
შესვენებაზე, ბაჭიას მამა უახლოვდება და ეკითხება:
- როგორ ფიქრობ, ამ საღამოს თუ მოახერხებთ ჩვენთან
შემოვლას?
- არ ვიცი. ჯენისი წუხელ რაღაცას ამბობდა ბავშვთან ერ-
თად კინოში წასვლასთან დაკავშირებით... დედა როგორაა?
- კარგად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
- ჯენისს ისევ ახსენებდა?
- გუშინ საღამოს არა... მხოლოდ გაკვრით.
მოხუცი შვილთან უფრო ახლოს მიდის, ყავის ქაღალდის
ჭიქა ისე ჩაუბღუჯავს, თითქოს შიგ ძვირფასეულობა ეწყოს.
- ჯენისისთვის ხომ არ გითქვამს რამე? - ეკითხება, - ვერა-
ფერი დააცდენინე?
- რა სჭირს დასაცდენი, ეჭვმიტანილი ხომ არ არის? სულ
ცოტა ხნით ვნახე. გვიანობამდე სპრინგერთან იყო, - ბაჭია სი-
ნათლეზე მშვენივრად ხედავს, როგორ მრავალმნიშვნელოვ-
ნად მოკუმა მოხუცმა ტუჩები, ამიტომ ერთიანად იბუზება და ამა-
ტებს: - ბებერმა სპრინგერმა თერთმეტ საათამდე ქაღალდებში
ქექვა აიძულა... რაც იმ იაპონური მანქანების გაყიდვა დაიწყო,
ექსპლუატატორივით იქცევა.
მამას თვალები უფართოვდება, წარბები ციცეროს მიუგავს.
- მეგონა, რომ ის ცოლთან ერთად პოკონში გაემგზავრა.
- სპრინგერები? ეს ვინ გითხრა?
- მგონი, დედაშენმა. დამავიწყდა, ვინ უთხრა... შესაძლოა,
ჯულია არნდტმა. შესაძლოა, ეს გასულ კვირას იყო. როგორც

43
მკითხველთა ლიგა

ამბობენ, მისის სპრინგერს სიცხეში ფეხები უსივდება. ვერც კი


აგიხსნი, რა არის სიბერე, ჰარი: ყველაფერი სხვანაირი ხდება.
- მაშასადამე, პოკონში, არა?
- ჰო, მაგრამ ალბათ გასულ კვირას გულისხმობდნენ. დე-
დას ეწყინება, თუ დღეს ვერ ინახულებ. რა ვუთხრა?
გაისმის შესვენების დასრულების მაუწყებელი ზარის ხმა.
ბიუკენენს ვისკის დილის დოზა მიუღია და ტუჩებს ხელით იწ-
მენდს, მათ გვერდზე ჩაუვლის და თვალს ჩაუკრავს.
- მამა იმიტომაა მამა, რომ ყველაფერი უკეთ იცის, - ხუმ-
რობს ის. საძაგელი ლომვეშაპი.
- გადაეცი, რომ ვახშმის შემდეგ ვეცდებით შემოვლას. მაგ-
რამ შვილს შევპირდით კინოში წაყვანას, ასე რომ, სავა-
რაუდოდ, მოსვლას ალბათ ვერ შევძლებთ. იქნებ პარასკევს, -
ამბობს ჰარი და მამის დანაღვლიანებული, მაგრამ არაგამკიც-
ხავი სახის დანახვაზე თავს ვერ იკავებს: - დალახვროს ეშმაკმა,
მამა, მე ხომ ოჯახი მაქვს! ერთდროულად ყველგან ვერ ვიქნე-
ბი.
იგი მანქანასთან ბრუნდება. მადლიერია მისი, რომელიც
ხმაურით ცდილობს, თავიდან სიტყვა „პოკონი“ ამოუგდოს. ბა-
ჭიას თითები კვლავ კლავიშებზე დარბის, თითქოს წვიმას გა-
აქვს რაკარუკი სახურავზე. ჰარი კმაყოფილია, რომ აქ არის.
როცა ბაჭია შინ ბრუნდება, ჯენისი უკვე იქ არის. „ფელკო-
ნი“ გარაჟშია. სიგარეტის კვამლი ოთახებში მსუბუქ კვამლად ჩა-
მოწოლილა, ვერმუტის ნახევრად ცარიელი სირჩა ტელევი-
ზორზე დგას, მეორე - ერთ-ერთ თაროზე „სასაუზმე კუთხესა“
და სასტუმრო ოთახს შორის.
- ჯენის! - ყვირის ბაჭია.
თუმცა სახლი პატარაა და ხმაურიანი, და ყველგან ისმის
ტელევიზორის ღილაკის წკაპუნი, ბოთლის გახსნის ხმა თუ

44
მკითხველთა ლიგა

ნელსონის მატრასის ზამბარების წრიპინი, ჯენისი ბაჭიას არ ეხ-


მაურება. ჰარის წყლის ჩხრიალი ესმის და კიბეზე ადის. ზედა
სართულზე სააბაზანო ორთქლითაა სავსე. საოცარია, როგო-
რი ცხელი წყლით უყვართ ქალებს ბანაობა.
- ნუ გააცივე ოთახი, ჰარი.
ქალი აბაზანაში ფეხებს იპარსავს. რამდენიმე განაკაწრის-
გან სისხლის პატარა წინწკლები ბრწყინავს. მიუხედავად იმისა,
რომ ჯენისი არასოდეს ყოფილა მზეთუნახავი თავისი ოდნავ
მოღუშული, დალეული, ერთგვარად მოკუმშული სახის წყალო-
ბით, და ვერც სიმაღლით შეედრებოდა ჰოლივუდის მიერ ათ-
წლეულის განმავლობაში გამოშვებულ დიდ ძუკნებს, მას ყო-
ველთვის ლამაზი ფეხები ჰქონდა და ახლაც ასე იყო. ჩამოს-
ხმული ფეხები ძვლოვანი მუხლებით ბაჭიას ყოველთვის მოს-
წონდა. მოსწონს, როცა ადამიანს ძვლები გამოკვეთილად
უჩანს. ცოლი თითქოს საგანგებოდ მის საჩვენებლად სწევს მაღ-
ლა გასაპნულ ფეხს და ორთქლის საბურველს იქით კაცი ხე-
დავს, თუ როგორ თქაფუნობს მონაცრისფრო საპნიანი წყალი
და როგორ გამოაჩენს სამკუთხედს, მუცელსა და დუნდულებს,
როდესაც ქალი საპარსით წვივისკენ იხრება. ბევრჯერ მდგარა
ასე ბაჭია ცამეტი წლის განმავლობაში კიბის თავზე, ესმოდა და
ხედავდა, როგორ ბანაობდა ცოლი. წლების გამოთვლა არ
გასჭირვებია, რადგან ნელსონის დაბადებამდე შვიდი თვით ად-
რე დაქორწინდნენ.
- ბავშვი სად არის? - ეკითხება ბაჭია.
- ბილი ფოსნაჰტთან წავიდა ბრუერში მინიმოტოციკლეტის
სანახავად. არ მინდა, რომ მინიმოტოციკლეტებთან ჰქონდეს
საქმე. რამე არ მოიწიოს.

45
მკითხველთა ლიგა

ხომ დაეღუპა მეორე შვილი, პატარა გოგონა. სამყარო


მოძრავ ქვიშასავითაა. სწორი გზა უნდა იპოვო და გეზი დაიჭი-
რო, თორემ სადღაც ჩაგმარხავს.
- კარგი რა, ჰარი! რა დაუშავდება, თუ მხოლოდ შეხედავს.
ბილს ხომ ჰყავს მოტოციკლეტი და მთელი დღე ზედ ზის.
- მე ვერ შევწვდები.
- ნელსონი აპირებს თავად გამოიმუშაოს საჭირო თანხის
ნახევარი. თუ შენ ასე გიჭირს, მეორე ნახევარს საკუთარი ფუ-
ლიდან მივცემ.
საკუთარი ფული დიდი ხნის წინათ მამამისის მიერ ნაჩუქა-
რი აქციებია. ცოლს ახლაც აქვს შემოსავალი. სჭირდება კი მას
საერთოდ ჰარი?
- დარწმუნებული ხარ, რომ კარი მიკეტე? - ეკითხება ჯენი-
სი, - საიდანღაც დაუბერა. ამ სახლში მყუდრო ადგილს ვერ მო-
ნახავს კაცი.
- ღმერთო ჩემო, რა სიმყუდროვის შექმნას მოითხოვ ჩემ-
გან?
- აი, თუნდაც რომ დამდგარხარ და მომშტერებიხარ - პირ-
ველად ხომ არ ხედავ, როგორ ვბანაობ?
- აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის გნახე შიშველი. ისე,
არა გიშავს რა.
- ჩვეულებრივი ძუკნა ვარ, ჰარი. ჩემნაირი მილიარდობი-
თაა.
ორიოდე წლის წინ იგი „ძუკნას“ არასდიდებით არ იტყო-
და. ეს ჰარის აღელვებს, თითქოს თავის სასქესო ასოზე მისი
სუნთქვა შეიგრძნო. უეცრად წვივი, რომელსაც ქალი იპარსავს,
სისხლიანდება. კაცი შეშფოთებას ვერ მალავს.
- ღმერთო, რა მოუხერხებელი ხარ, - ამბობს იგი.
- დგახარ და თვალს არ მაცილებ, ამიტომაც ვნერვიულობ.

46
მკითხველთა ლიგა

- რაღა ახლა გადაწყვიტე ბანაობა?


- დაგავიწყდა, სავახშმოდ რომ მივდივართ? თუ რვასაათი-
ან სეანსზე ვაპირებთ კინოში მოხვედრას, ექვსზე უნდა გავიდეთ.
შენც უნდა დაიბანო, სტამბის საღებავი მოიცილო. წყალი დაგი-
ტოვო?
- სისხლითა და ბეწვებითაა სავსე.
- მორჩი, ჰარი. როგორი „ზიზია“ გახდი ასაკის მომატებას-
თან ერთად.
აი, კიდევ ერთი - „ზიზია“. არც ესაა მისი სიტყვა, სხვისია,
სხვისას იმეორებს.
- ახალი წყლის გაცხელებას დიდი დრო დასჭირდება, -
განაგრძობს ჯენისი.
- კარგი, შენსას გამოვიყენებ.
ცოლი აბაზანიდან გადმოდის, ტანიდან წყალი ჩამოსდის
და ხალიჩაზე იღვრება, ფეხები და დუნდულები გავარდისფრე-
ბია. როდესაც თმა კისრიდან ზემოთ ააქვს, სოლიდარობის ნიშ-
ნად, ძუძუებიც იმავეს აკეთებს.
- ზურგს ვერ გამიმშრალებ?
ბაჭიას აღარც კი ახსოვს, როდის მიმართა უკანასკნელად
ცოლმა ამ თხოვნით. გამშრალების დროს მისი პატარა ტანი
(როგორც ეს შიშველი ქალების უმრავლესობას ახასიათებს)
თითქოს უფრო დიდი ხდება. წელის ხაზი ცხიმით დაფარულ თე-
ძოზე გადადის. ბაჭია ჩაცუცქდება, რათა ჯერ გაწითლებული,
ხორკლიანი დუნდულები გაუმშრალოს, შემდეგ კი - ბარძაყები,
ალაგ-ალაგ ამოსული შავი თმა, სველი ბეწვები ფეხებს შორის.
- გეყოფა, - ამბობს ქალი და ხელიდან უსხლტება.
ბაჭია წელში სწორდება და აწეული თმის ქვემოთ კისრის
ღრმულს უმშრალებს. ბუნება უამრავ პატარა ბუდეს ქმნის.
- სად ვივახშმოთ? - ეკითხება ქალი.

47
მკითხველთა ლიგა

- სულერთია. ბიჭს „ბურგერ-ოცნება“ მოსწონს უაიზერზე.


- მე კი ხიდს იქით მდებარე ახალგახსნილ პატარა ბერ-
ძნულ რესტორანზე ვფიქრობდი. ძალიან მაინტერესებს, რო-
გორია. ამ დღეებში ჩარლი სტავროსი მიყვებოდა მის შესახებ.
- ჰოო? სხვათა შორის, რაც შეეხება ამ დღეებს...
- ამბობს, შესანიშნავი კერძი აქვთ ვაზის ფოთლებში გახ-
ვეული, შიშ-ქაბაბიც - ნელსონს მოეწონება. თუ რამე ახალს არ
ვაჩვენებთ, მთელი ცხოვრება „ბურგერ-ოცნებაში“ ივლის.
- ხომ იცი, ფილმი რვის ნახევარზე იწყება.
- ვიცი... ამიტომაც ვიბანავე.
ჯენისი კვლავაც ზურგით დგას, თითის წვერებზე იწევა, საჯ-
დომს უკან სწევს, ბაჭიას შარვლის ტოტზე უხახუნებს და ზედ ორ
სველ ლაქას უტოვებს. კაცს გონება ეფანტება, ასო უმაგრდება.
- და საერთოდ, - განაგრძობს ჯენისი და იმ პატარა ბავ-
შვივით ირწევა მაღლა-დაბლა თითის წვერებზე, წამღერებით
რომ კითხულობს ლექსს, - კინო მხოლოდ ნელსონისთვის კი
არ არის, ჩემთვისაცაა - მთელი კვირა თავდაუზოგავად ვმუშა-
ობდი.
ბაჭია შეკითხვის დასმას აპირებს, მაგრამ ქალის ალერსი
ყველაფერს ავიწყებს. ჯენისი კი წელში იმართება და ამბობს:
- დააჩქარე, ჰარი, თორემ წყალი გაცივდება.
კაცის ღია ყავისფერ შარვალზე ორი სველი ლაქა მოჩანს.
ჰაერდახშულ სააბაზანოში სული ეხუთება. როდესაც ჯენისი მა-
თი საწოლი ოთახის კარს აღებს, ბაჭია ცივი ჰაერისგან ხევდება
და აცემინებს. ამის მიუხედავად, გახდისას კარს ღიად ტოვებს,
რათა ცოლის ჩაცმას თვალი მიადევნოს. ქალს ეს მოხერხებუ-
ლად და სწრაფად გამოსდის. გველივით მყისიერად მიძვრება
კოლჰოტში, სწრაფი მოძრაობით იღებს კარადიდან ქვედა-
წელს, კამოდიდან კი - ვერცხლისფოჩებიან ბლუზს. ბაჭიას ეგო-

48
მკითხველთა ლიგა

ნა, რომ ჯენისი ამ სამოსს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის


ინახავდა. იგი ფეხით სინჯავს წყალს (ძალიან ცხელია) და ახ-
სენდება:
- ეი, ჯენის! დღეს ვიღაცამ თქვა, რომ შენი მშობლები პო-
კონში არიან. შენ კი გუშინ მითხარი, მამა სამსახურშიაო.
ქალი საწოლი ოთახის შუაში გაირინდება, მზერა სააბაზა-
ნოსკენ აქვს მიპყრობილი. ისედაც შავი თვალები კიდევ უფრო
უშავდება. იგი ხედავს ქმრის დიდ ტანს, სიგანეში წასულ წელს,
ღიპს, ღია ფერის, მამლის ბიბილოსავით ჩამოკიდებულ წინა-
დაუცვეთელ ასოს... ოდესღაც ჰაერში მფრინავი სპორტსმენის
ნაცვლად, მის წინაშე მიწაზე საბოლოოდ დაშვებული, მისგანვე
რქადადგმული ქმარი დგას - მსუქანი, თეთრი მამაკაცი, დანით
ღორის ქონივით რომ დაიჭრება. ანგელოზებრივი გულცივო-
ბით მიღებული გადაწყვეტილება ცოლის მიტოვებისა და უბად-
რუკი დაბრუნება, ქალზე ჩაბღაუჭება... - არის ამ კომბინაციაში
რაღაც ისეთი, რასაც ქმარს ვერ პატიობს, რითაც საკუთარი საქ-
ციელის გამართლებას ცდილობს. ჩანს, კაცი ცოლის მზერამ
დასუსხა, რადგან პირს იბრუნებს და წყლისკენ მიდის - დუნდუ-
ლებით ზუსტად მის საყვარელს ჰგავს. „როგორი მიამიტები და
უმწეოები არიან მამაკაცები აბაზანაში“, - ფიქრობს ქალი. თით-
ქოს კვლავ ბავშვები ხდებიან.
- პოკონში კი იყვნენ, მაგრამ მაშინვე უკან გამობრუნდნენ.
დედა რატომღაც ფიქრობს, რომ ამ კურორტებზე მას ამრეზით
უყურებენ, - მტკიცე ხმით ამბობს ქალი, საკუთარ ტყუილზე პა-
სუხს აღარ ელოდება და კიბეზე ჩარბის.
ბაჭია ტანს წყლით ისველებს (რომელშიც ცოლის ბეწვები
და სისხლია შერეული). ესმის, რომ ნელსონი დაბრუნდა და რა-
ღაცას ამბობს:

49
მკითხველთა ლიგა

- რა საძაგელი მინიმოტოციკლეტი ყოფილა, - აცხადებს


ბიჭი, - უკვე ბოლო მოეღო.
- მაშასადამე, გიხარია, რომ შენი არ არის? - ეუბნება ჯე-
ნისი.
- ჰო, მაგრამ უფრო ძვირიანიც არსებობს. აი, ის მართლაც
მაგარია - „ჯოკონდა“, ბაბუას შეეძლო ჩვენთვის ფასდაკლებით
შოვნა და მუქთად შეძენილი აღმოჩნდებოდა.
- მე და მამაშენს მიგვაჩნია, რომ სათამაშოსთვის ორასი
დოლარი ძალზე ბევრია.
- დე, ეს სათამაშო არ არის. მე ძრავებში გავერკვეოდი,
მართვის მოწმობასაც ავიღებდით და მამაც ზოგჯერ ამ მოტო-
ციკლეტით ივლიდა სამსახურში, ავტობუსით ჯაყჯაყის ნაც-
ვლად.
- მამას მოსწონს ავტობუსით მგზავრობა.
- მეჯავრება! - ყვირის ბაჭია, - ზანგების სუნად ყარს.
მაგრამ მის სიტყვებს სამზარეულოდან არანაირი გამოხ-
მაურება არ მოსდევს.
...
მთელი საღამოს განმავლობაში ბაჭიას ისეთი შეგრძნება
აქვს, თითქოს გარედან იზოლაცია აკრავს და მისი არავის ეს-
მის, ამიტომ იგი სულ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ წარმოთ-
ქვამს სიტყვებს. როდესაც ავტომობილი (თუმცა „ფელკონზე“
მისი დროშის გამოსახულებაა მიკრული, გრძნობს, რომ ეს ჯე-
ნისის მანქანა უფროა, რადგან ის გაცილებით ხშირად ზის სა-
ჭესთან) ემბერლი-ავენიუს გავლით უაიზერის მიმართულებით
მიჰყავს, კინოთეატრს ჩაუვლის და ხიდზე გადადის, ბურტყუნებს:
- დალახვროს ეშმაკმა! ვერ გამიგია, რატომ უნდა დავ-
ბრუნდეთ ბრუერში სადილის გამო. იქ მთელი დღე ისედაც ოფ-
ლში ვიწურებოდი.

50
მკითხველთა ლიგა

- ნელსონი მეთანხმება, - ამბობს ჯენისი, - რომ ეს საინტე-


რესო უნდა იყოს. მე მას ვუთხარი, რომ იქ უამრავი გემრიელი
კერძია - ჩინურივით წებოვანი კი არ არის...
- დარწმუნებული ვარ, კინოში დავაგვიანებთ.
- პეგი ფოსნაჰტი ამბობს... - იწყებს ჯენისი.
- ნამდვილი სულელია, - აწყვეტინებს ბაჭია.
- პეგი ფოსნაჰტი ამბობს, დასაწყისი მოსაწყენიაო. უამრავი
ვარსკვლავია და რომელიღაც სიმფონია. თავიდან ყოველთვის
ისეთ მოსაწყენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს უჩვენებენ, რომ ერ-
თი სული გაქვს, ფოიეში გახვიდე და ტკბილეული იყიდო.
- მე კი მითხრეს, მაგარი დასაწყისიაო, - ამბობს ნელსონი,
- ხედავ, თუ როგორ მიირთმევენ გამოქვაბულში მცხოვრები
ადამიანები ნამდვილ უმ ხორცს - ერთ ბიჭს თურმე კინაღამ გუ-
ლი აერია. მერე რომელიღაცას ყელში ძვალი ეჩხირება და
კვდება. იმ ძვალს ზემოთ ისვრიან და იგი კოსმოსურ ხომალ-
დად გადაიქცევა.
- გმადლობთ, მისტერ „ყველაფერი გააფუჭა“, - ამბობს ჯე-
ნისი, - ახლა ასე მგონია, რომ ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს.
იქნებ კინოში თქვენ ორნი წახვიდეთ? მე კი შინ დავრჩები და
დავწვები.
- აბა, კი, - ამბობს ბაჭია, - ჩვენთან ერთად წამოხვალ და
ერთხელ მაინც დაიტანჯები.
- ქალები არასოდეს გიჟდებოდნენ სამეცნიერო ფილმებ-
ზე, - უკან იხევს ჯენისი.
ჰარის მოსწონს ეს - მისი შეშინება და იდუმალთან დაპი-
რისპირება, რომელიც, როგორც გრძნობს, მათ გვერდით არ-
სებობს ოჯახის მეოთხე წევრივით. გარდაცვლილი ქალიშვი-
ლი? მაგრამ თუმცა თავდაპირველად ჯენისი საშინლად დამწუხ-
რებული იყო და ბაჭიას ეშინოდა კიდეც, დარდმა ბოლო არ

51
მკითხველთა ლიგა

მოუღოსო, ახლა, მრავალი წლის შემდეგ, მხოლოდ თვითონ


დაატარებს გულით ამ მწუხარებას, რადგან ცოლს ხელმეორედ
დაფეხმძიმების ნება აღარ დართო, მთელი დანაშაული გოგო-
ნას დაღუპვის გამო მან ერთგვარად საკუთარ თავზე აიღო. თა-
ვიდან ცდილობდა აეხსნა, რომ სექსი მისთვის ძალზე უსიხარუ-
ლო, სიკვდილთან მონათესავე სერიოზულ აქტად იქცა, რომ
შესაძლო შედეგების ეშინოდა. შემდეგ კი ახსნა შეწყვიტა და,
როგორც ჩანს, ეს ქალმაც დავიწყებას მისცა. კატაც ასე იქცევა:
ერთი-ორი დღე ყველა კუთხეს სუნავს, კნავის, დამხრჩვალ კნუ-
ტებს დასტირის, მერე კი კვლავ იწყებს რძის ხვრეპას და თეთ-
რეულის კალათში სძინავს. ქალები და ბუნება გულმავიწყები
არიან. მხოლოდ პატარა გოგოზე გაფიქრებასა და იმის გახსე-
ნებაზე, თუ როგორ მოისმინა მან აფთიაქის ტელეფონ--
ავტომატში შვილის გარდაცვალების ამბავი, ბაჭიას გულზე
ლოდი აწვება - ლოდი, რომელსაც ის რატომღაც ღმერთს
უკავშირებს. ჯენისის მითითებით, იგი ხიდიდან მარჯვნივ, „სტუ-
მართმოყვარე ჯიმბოსკენ“ უხვევს და რამდენიმე კვარტალის
იქით „ფელკონს“ ქუინზ-სტრიტზე აჩერებს. მანქანიდან ცოლ--
შვილის გადმოსვლის შემდეგ ჰარი კარს გასაღებით კეტავს.
- კარგი ჯურღმული კია, - უკმაყოფილოდ ბუზღუნებს იგი,
- ბოლო დროს აქ ბევრი გაუპატიურება მოხდა.
- ოჰ, - პასუხობს ჯენისი, - „ვეტში“, მგონი, მხოლოდ გაუპა-
ტიურების შესახებ წერენ. თუ იცი მაინც, რა არის გაუპატიურება?
ეს ისაა, როცა ქალი მოგვიანებით აზრს იცვლის.
- დაუკვირდი, რას ლაპარაკობ ბავშვის თანდასწრებით.
- მან ყველაფრის შესახებ შენზე მეტი იცის. ამას საწყენად
როდი გეუბნები, ჰარი, ეს ფაქტია და მეტი არაფერი. ადამიანები
ახლა გაცილებით უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საქმეებში,
ვიდრე ეს შენი ბავშვობისას ხდებოდა.

52
მკითხველთა ლიგა

- მაშინ როგორ იყო, როცა შენც გოგო იყავი?


- ვაღიარებ, რომ ძალიან ჩლუნგი და მიამიტი ვიყავი.
- ახლა?
- ახლა არა მიშავს.
- მეგონა იტყოდი, ახლა უკვე დავჭკვიანდიო.
- ჭკვიანი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს ცივი გო-
ნებით მივუდგე.
ნელსონი, რომელიც მათ წინ მიდი-მოდის და თანაც საკ-
მაოდ ბევრი რამ ჩაესმის, ხელს უაიზერ-სკვერში აღმართული
დიდი საათისკენ - ლუდი „მზესუმზირას“ რეკლამისკენ იშვერს,
შიფერის სახურავებისა და დანგრეული კვარტალის თავზე რომ
მოჩანს, რომლის ადგილზეც მორიგ ავტოსადგომს აშენებენ.
- უკვე შვიდის ოცი წუთია, - ამბობს ნელსონი. დარწმუნებუ-
ლი არაა, რომ მშობლები მიუხვდნენ და ამატებს: „ბურგერ--
ოცნებაში“ წამში მოგემსახურებიან, სისუფთავეცაა, ბურგერებს
კი ვეებერთელა, იისფრად მანათობელ ღუმელში აცხელებენ.
- არავითარი „ბურგერ-ოცნება“, პატარავ, - აცხადებს ჰარი,
- „პიცის სამოთხეში“ წავიდეთ.
- უვიცებივით ნუ იქცევით, - ამბობს ჯენისი, - პიცა იტალი-
ელთა საჭმელია, - შემდეგ ნელსონს მიმართავს: - დრო ბევრი
გვაქვს, თანაც ასე ადრე იქ არავინ იქნება.
- სად არის? - ეკითხება ჰარი.
- ზუსტად აქ, - ამბობს ჯენისი. მართლაც, უკვე მისულან.
რესტორანი შენობაშია განთავსებული. აგურის კედლები
ბრუერის სტილში ხარის სისხლისფერი საღებავითაა შეღები-
ლი. მომცრო აბრაზე ნეონის წარწერაა - „ტავერნა“. ქვის საფე-
ხურებს აუყვებიან. კართან მათ ულვაშა ქალი დედობრივი სით-
ბოთი ეგებება და მეზობელი ოთახების ხარჯზე გაფართოებულ
ყოფილ სასტუმრო ოთახში შეჰყავს. კარს იქით (რომელიც

53
მკითხველთა ლიგა

ორივე მხარეს იღება) სამზარეულოა. შუაში რამდენიმე მაგიდა


დგას. ორი კედლის გასწვრივ - კაბინებია. კედლები თეთრია,
მოშიშვლებული, თუ მოყვითალო ოვალურსახიან ქალს არ ჩავ-
თვლით ბავშვით ხელში და ანთებულ სანთელს - მათ წინ. ჯენი-
სი კაბინის ერთ მხარეს თავსდება, ნელსონი - მეორე მხარეს.
ჰარი იძულებულია არჩევანი გააკეთოს და შვილის გვერდით
ჯდება, რათა მენიუ წაიკითხოს და ჰამბურგერის მსგავსი რამე
აარჩიოს. მაგიდაზე წითელი, კუბოკრული სუფრაა გადაფარე-
ბული, ცისფერ შუშის ლარნაკში ცოცხალი, ნაზი ზიზილები მო-
ჩანს. ჰარი ხელითაც ეხება მათ. ჯენისი არ შემცდარა. მართლაც
სასიამოვნო ადგილია. მუსიკა მხოლოდ სამზარეულოს რა-
დიოდან ისმის. დარბაზში მათ გარდა მხოლოდ ერთი წყვილია.
ისინი გაცხოველებით მსჯელობენ, შიგადაშიგ ერთმანეთს ისე
ეხებიან, თითქოს საკუთარ თვალებს არ ენდობიანო. მამაკაცს
ღაჟღაჟა წითელი სახე აქვს, გეგონებათ, ცოტაც და ტვინში სის-
ხლი ჩაექცევაო. ქალი მკვდარივით გაფითრებულია. აშკარად
პენ-პარკიდან არიან და, როგორც ჩანს, სულაც არ სცხელათ
ჩალისფერ და მონაცრისფრო საგარეო ტანისამოსში, რომე-
ლიც ნაკლებად მიესადაგება ამ დახუთულ, ჩავარდნილ ად-
გილს ივლისის პაპანაქებაში. სახეზე ეტყობათ, რომ შეძლებუ-
ლი ხალხია - ამგვარი დაუნაოჭებელი შუბლი დანისლულმზე-
რიან ღარიბებს ვერასდროს ექნებათ. თუმცა ჰარი მათნაირი ვე-
ღარასოდეს გახდება, მას მოსწონს რესტორანში ამ წყვილთან
ერთად ყოფნა. ამას თავისი პეწი აქვს. იქნებ ბრუერი არც ისეთი
მომაკვდავია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მენიუ ხელითაა დაწერილი და ჰექტოგრაფზეა გამრავლე-
ბული. მისი დათვალიერების შემდეგ ნელსონი იღუშება.
- სენდვიჩი არ ჰქონიათ, - აცხადებს იგი.

54
მკითხველთა ლიგა

- ნელსონ, - მიმართავს ჯენისი, - თუ ასე იჭირვეულებ, აღა-


რასოდეს წამოგიყვანთ არსად. შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ.
- სულ უაზრო კერძებია.
დედა უხსნის:
- აქ ყველაფერი, ასე თუ ისე, ცხვრის ხორცისგან მზადდე-
ბა. ქაბაბი - ეს როცა შამფურზეა. მუსაკა - ცხვრის ხორცია ბად-
რიჯნით.
- ვერ ვიტან ბადრიჯანს.
- საიდან იცი ეს ყველაფერი? - ეკითხება ბაჭია ცოლს.
- ეს ყველამ იცის, ჰარი. ნამდვილი პროვინციელი ხარ.
დამსხდარხართ გვერდიგვერდ მამა-შვილი და ფიქრობთ, რა
უბედურები ვართო. საძაგელი ამერიკელები.
- არც შენ ჰგავხარ ჩინელს, - ამბობს ჰარი, - თუმცა მაქმა-
ნისსაყელოიან ბლუზაში კი გამოწყობილხარ, - ჰარი ხელებზე
დაიხედავს და თითზე ყვითელ ლაქას ამჩნევს - ეს ზიზილებთან
შეხებისგან აქვს.
- კალამარია რა არის? - კითხულობს ნელსონი.
- არ ვიცი, - ამბობს ჯენისი.
- მინდა!
- თვითონაც არ იცი, რა გინდა. სუვლაკია გასინჯე - ყვე-
ლაზე უბრალო საჭმელია, შამფურზე კარგად შემწვარი ხორცის
ნაჭრები რგოლებად დაწყობილ ტკბილ წიწაკასა და ხახვთან
ერთად.
- ვერ ვიტან წიწაკას.
- ეს ის წიწაკა არ არის, რომლისგანაც აცემინებენ - მწვა-
ნეა, გაპრიალებულ პომიდორს ჰგავს, - უხსნის ბაჭია.
- ვიცი, ვიცი, - ამბობს ნელსონი, - ატანა არ მაქვს. ჯანდაბა,
როგორ არ ვიცი, წიწაკა რა არის, მამა.
- გამოთქმები შეარჩიე. გიჭამია?

55
მკითხველთა ლიგა

- წიწაკის ჰამბურგერებში იყო.


- თუ გინდა, „ჰამბურგერ-ოცნებაში“ წაიყვანე, მე კი აქ დამ-
ტოვე, - სთავაზობს ჯენისი.
- და რას შეუკვეთავ, თუ ასეთი ყოვლისმცოდნე ხარ, ეშ-
მაკმა წაიღოს შენი თავი? - ეკითხება ბაჭია.
- მამა, გამოთქმები შეარჩიე.
- ორივენი გაჩუმდით, - ამბობს ჯენისი, - აქ ერთი სიმპა-
თიური ღვეზელია ქათმის ხორცით, მხოლოდ სახელი დამავიწ-
ყდა.
- გამოდის, აქ უკვე ყოფილხარ, - ეუბნება ბაჭია.
- მელოპეტა მინდა, - აცხადებს ნელსონი.
ბაჭია ხედავს, სად ყოფს ბიჭი მოკლე თითს (ჯენისი ხში-
რად იმეორებს, რომ მას სპრინგერებისთვის დამახასიათებელი
პატარა ხელები აქვს) და ამბობს:
- ეს ხომ დესერტია, სულელო.
ხმამაღალი შეძახილები კარში მრავალრიცხოვანი ოჯახის
გამოჩენას იუწყება - ყველა შავთმიანია, მოღიმარი. ოფიციანტი
ისე ესალმება მათ, როგორც საკუთარ შვილებს და კაბინასთან
მაგიდას დგამს, რათა ყველა დაეტიოს. ისინი თავიანთ ენაზე
დუდუნებენ, ღუღუნებენ, ხითხითებენ, მხიარულობენ. სკამები
უჭრიალებთ, მშვიდი, დიდთვალება ბავშვები უფროსების მიერ
ატეხილ აურზაურს გაშტერებული შესცქერიან. ბაჭია შიშველი-
ვით გრძნობს თავს თავის მცირერიცხოვან, ღარიბულად ჩაც-
მულ ოჯახთან ერთად. წყვილი პენ-პარკიდან ნელ-ნელა იწყებს
ტრიალს წყლის ზედაპირზე ამოუსვლელად. ახლა უკვე ქალი
წითლდება, კაცი კი გაფითრებულია, და კონტაქტიც აღდგენი-
ლია, - ხელი ხელს ეძებს, სუფრაზე სირჩებსა და ბოკლებს შო-
რის მიცოცავს. ბერძნების კომპანია ქანდარაზე მოკალათების
შემდეგ ჩუმდება, მაგრამ ვიღაც კაცი (ალბათ, ბოლოს შემოსუ-

56
მკითხველთა ლიგა

ლი) ჯერ კიდევ კარში დგას. ბაჭია ნაცნობ სახეს ხედავს. ჯენისი
კი მისკენ ზურგით ზის და ჯიუტად ჩაშტერებია მენიუს, მაგრამ
აშკარად ვერ არჩევს, იქ რა წერია.
- ჩარლი სტავროსი გამოცხადდა, - ჩურჩულით ატყობი-
ნებს ცოლს ბაჭია.
- ოჰ, მართლა? - სასხვათაშორისოდ ამბობს ქალი და თა-
ვის მიბრუნებას არც კი ცდილობს.
სამაგიეროდ ნელსონი, რომელიც ზაფხულობით დიდ
დროს ატარებს სპრინგერების პატარა სამუშაო მოედანზე, იქით
იხედება და ხმამაღლა ამბობს:
- ეი, ჩარლი!
სტავროსი, რომელსაც ისეთი სუსტი და მგრძნობიარე თვა-
ლები აქვს, რომ იისფერშუშებიან სათვალეს ატარებს, მათ, რო-
გორც იქნა, ამჩნევს. სახეზე ისეთივე ღიმილი გადაჰფენია, რო-
გორიც სავაჭრო გარიგების დასასრულს, - პირის ერთი კუთხე
ეშმაკურად მაღლა ეწევა და ლოყაზე ფოსოს ქმნის. არის რა-
ღაც კვადრატული ამ სტავროსში. იგი ჰარიზე რამდენიმე
დუიმით დაბალია, რამდენიმე წლით - ახალგაზრდა, მაგრამ სე-
რიოზულობის ბუნებრივი მარაგი აქვს, რაც მას ასაკს მატებს.
მის თავზე თმის ზოლი ნელ-ნელა უკან იწევს და შუბლს აშიშ-
ვლებს. წარბები სახაზავით გახაზულს მიუგავს. ფრთხილად გა-
დაადგილდება, თითქოს ეშინია, შიგნით რამე არ გაუტყდეს. თა-
ვის კუბოკრულ ქაღალდის პერანგში, მსხვილი რქისჩარჩოიანი
მართკუთხა სათვალით, კვადრატული ხშირი ბაკენბარდებით
ისეთი სახით დაიარება, თითქოს შეგნებულად აერჩიოს ასეთი
ცხოვრება. ის, რომ ოცდაათ წელს გადაცილებული, ჯერაც უცო-
ლოა, მხოლოდ ადასტურებს, რომ საკუთარ არჩევანში თავისუ-
ფალი ადამიანია. მის დანახვაზე ბაჭიას ყოველთვის უძლიერ-
დება კეთილგანწყობა. სტავროსი მას გუნდის ძლიერ, მტკიცე,

57
მკითხველთა ლიგა

აუჩქარებელ გამთამაშებელს აგონებს, რომელიც მოთმინებას


არასდროს კარგავს. როცა ახალმოსული მცირეოდენი ყოყმა-
ნის შემდეგ მათ კაბინას უახლოვდება, სწორედ ჰარი მიმართავს
მას: „შემოგვიერთდი“, თუმცა ჯენისი პასუხს არ ელოდება და
სკამზე ჩაიჩოჩებს.
- მთელი ოჯახი ერთადაა. რა სასიამოვნოა! - მიმართავს
ჩარლი ჯენისს.
- ეს ორნი საშინლად იქცევიან, - ამბობს ჯენისი.
- მენიუში ვერაფრით გავერკვიეთ, - აცხადებს ბაჭია.
- ჩარლი, რა არის კალამარია? მინდა, რომ გავსინჯო.
- არა, არ გირჩევ. დიდი არაფერია - საკუთარ წვენში მო-
ხარშულ რვაფეხას წააგავს.
- საძაგლობა ყოფილა, - ამბობს ნელსონი.
- ნელსონ! - ხმა უმკაცრდება ჯენისს.
- დაჯექი, ჩარლი, - სთავაზობს ბაჭია.
- არ მინდა ხელი შეგიშალოთ.
- დალახვროს ეშმაკმა! პატივს დაგვდებ.
- მამა დღეს ცუდ ხასიათზეა, - უხსნის ნელსონი.
ჯენისი მოუთმენლად მიუთითებს სკამზე თავის გვერდით.
ჩარლი ჯდება და ეკითხება:
- რა უყვარს თქვენს პატარას?
- ჰამბურგერი, - თეატრალურად ოხრავს ჯენისი. უეცრად
იგი მსახიობად გადაიქცა, მისი ყოველი ჟესტი თუ ინტონაცია
ხაზს უსვამს დანარჩენებისგან განცალკევებულობას.
ჩარლი თავის კვადრატულ თავს მენიუზე ხრის.
- მოდით, მისთვის კეფტედერი მოვატანინოთ. კარგი, ნელ-
სონ? ხორცის გუფთაა.
- ოღონდ ზედ ტომატის ლორწო არ ესხას.

58
მკითხველთა ლიგა

- არავითარი ლორწო, მხოლოდ ხორცი. ცოტაოდენი პიტ-


ნა. როგორც ყინულკარამელში. შევთანხმდით?
- შევთანხმდით.
- მოგეწონება.
მაგრამ ბაჭიას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ბიჭს უვარ-
გისი მანქანა შეაჩეჩეს. იმასაც გრძნობს, რომ ჯენისის გვერდით
მხარბეჭიანი სტავროსის გამოჩენით (რომლის ყველა თითს
მოზრდილი ოქროს ბეჭედი ამშვენებს) ვახშამმა იმ გზაზე გადა-
უხვია, რომელიც ბაჭიას არ აურჩევია. ამასთან ის და ნელსონი
უკანა სავარძლებზე აღმოჩნდნენ.
- ჩარლი, იქნებ ყველას ნაცვლად შენ შეგეკვეთა? ჩვენ
ამაში ვერ ვერკვევით.
- მე ვიცი, რაც მინდა. თავად შევუკვეთავ. მე მინდა... - ამ-
ბობს ბაჭია და პირველივე კერძს ასახელებს, რაც თვალში მოხ-
ვდა, - პაიდაკია.
- პაიდაკია, - იმეორებს სტავროსი, - მგონი, არ ივარგებს.
ეს მარინადში ჩაწყობილი ცხვრის ხორცია. მას წინა დღით უკ-
ვეთენ ხოლმე, თანაც ექვს კაცზე.
- მამა, ორმოც წუთში ფილმი დაიწყება.
- ჩვენ იმ სულელური ფილმის ნახვას ვაპირებთ კოსმოსის
შესახებ.
სტავროსი ისე აქნევს თავს, თითქოს საქმის კურსშია. ბაჭი-
ას ყურები უცნაურ ექოს იჭერს. თითქოს ყველაფერი, რის შესა-
ხებაც ჯენისი და სტავროსი საუბრობენ, უსიცოცხლოა, უკვე ნათ-
ქვამი. არც არის გასაოცარი: ისინი ხომ მთელი დღე გვერდიგ-
ვერდ მუშაობენ.
- საძაგელი ფილმია, - აცხადებს სტავროსი.
- რატომ არის საძაგელი? - ეკითხება გაღიზიანებული
ნელსონი ისეთი გამომეტყველებით, როგორიც პატარაობისას

59
მკითხველთა ლიგა

ჰქონდა, როდესაც ბოთლში რძე აღარ იყო: ტუჩები ებერება,


თვალები ბუდეების სიღრმისკენ მიიწევს.
- შენ მოგეწონება, ნელ, - უკან იხევს სტავროსი, - სულ სა-
თამაშოებია. მე სექსი მირჩევნია. ტექნიკაში კი სექსუალურს ვე-
რაფერს ვხედავ.
- ნუთუ ყველაფერი სექსუალური უნდა იყოს? - ეკითხება
ჯენისი.
- არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა მიისწრაფოდეს, რომ იყოს,
- ამბობს სტავროსი. მერე კი ბაჭიას მიმართავს: - სუვლაკია შე-
უკვეთე. მოგეწონება, თანაც სწრაფად ამზადებენ, - და საოცრად
ლაკონიური ჟესტით (მაჯის მოძრაობა ხელისგულით ზემოთ,
თითქოს თითი გაატკაცუნაო, იდაყვი კი არც შეურხევია) მატრო-
ნას უხმობს, რომელიც მაშინვე მათკენ მოიჩქარის.
სანამ სტავროსი კერძს უკვეთს, ბაჭია ჯენისს აკვირდება -
იგი უცნაურად არის გაცისკროვნებული. დრო მის მიმართ
საოცარ სულგრძელობას იჩენს. თითქოს ეცოდება. არასასიკე-
თო გამომეტყველება, როცა სახეს მოკუმული პირი აძლევდა
თინეიჯერობისას, პატარ-პატარა ნაოჭების გამოჩენამ შეარბი-
ლა, ხოლო მეჩხერი თმა, რომელმაც ერთხელ ბაჭიას გაღი-
ზიანება გამოიწვია (როგორც კიდევ ერთმა მტკიცებულებამ მი-
სი გარეგნული სიღარიბისა), ახლა შუაზე აქვს გაყოფილი და
ორ ნაზ ფრთასავით გადაფარებია ყურებს. ჯენისი პომადას არ
ისვამს და სახით ზოგჯერ მკაცრ ბოშა ქალს ემსგავსება, ამაყს,
როგორებიც გაზეთში დაბეჭდილი პარტიზანები არიან. ბოშებ-
თან მსგავსება დედისგან ერგო, ხოლო სიამაყე სამოციანი
წლების დამსახურებაა, რომელმაც ნაოჭებად ასხმული საყე-
ლოს ტარებისგან იხსნა. ამ უფერულობაში მაინც საკმარისი სი-
ლამაზეა. ახლა კი ჯენისი სიხარულს ასხივებს და მრგვალ დუნ-

60
მკითხველთა ლიგა

დულებზე ცქმუტავს, სანთლების შუქზე ხელები თითქოს უცეკ-


ვავს და თეთრად უელავს.
- შენ რომ არ გამოჩენილიყავი, შიმშილით დავიხოცებო-
დით, - ეუბნება იგი სტავროსს.
- არა, თქვენზე იზრუნებდნენ, - ამშვიდებს ეს გონიერი
რეალისტი, - აქ დიდებული ხალხია.
- ის ორნი ნაღდი, უმწეო ამერიკელები არიან, - ამბობს
ჯენისი.
- სხვათა შორის, - მიმართავს სტავროსი ბაჭიას, - რო-
გორც ვხედავ, ძველ „ფელკონზე“ დროშა მიგიკრავს.
- მე ვუთხარი ჩარლის, - მიუბრუნდა ჯენისი ბაჭიას, - რათა
ჩემი მიკრული არ ჰგონებოდა.
- რა არის ამაში ცუდი? - ბაჭიას შეკითხვა ორივეს ეხება, -
განა ეს ჩვენი დროშა არაა?
- ვიღაცის დროშა ნამდვილად იქნება, - ამბობს სტავროსი.
მას საუბრის ამგვარი შემობრუნება არ მოსწონს, ხელისგულები
ერთმანეთთან მიაქვს და სათვალით დაცული თავისი სუსტი
თვალების ქვემოთ თითებს ერთმანეთზე მსუბუქად ათამაშებს.
- მაგრამ შენი არა, ხომ?
- როცა საუბარი დროშას ეხება, ჰარი ნამდვილი ფანატი-
კოსია, - აფრთხილებს სტავროსს ჯენისი.
- სულაც არ ვარ ფანატიკოსი. უბრალოდ მწყინს, რომ არ-
სებობენ ადამიანები, რომლებიც აქ ჯიბეების გასასქელებლად
მოდიან...
- მე აქ დავიბადე, - აწყვეტინებს სტავროსი, - მამაჩემიც...
- ...მერე კი ისე ექცევიან ამ დაწყევლილ დროშას, - განაგ-
რძობს ბაჭია, - როგორც ტუალეტის ქაღალდს.
- დროშა - დროშაა. ქსოვილის ნაჭერი.
- ჩემთვის ის ქსოვილის ნაჭერზე მეტია.

61
მკითხველთა ლიგა

- მაინც რა არის ის შენთვის?


- ეს არის...
- მძლავრი მისისიპი.
- ის გარანტიაა იმისა, რომ მუდამ არ ეცდებიან ჩემ ნაც-
ვლად სათქმელის დამთავრებას.
- მხოლოდ ერთის გამოტოვებით.
- ეს უმჯობესია, ვიდრე მუდამ, როგორც ჩინეთშია.
- მომისმინე. მისისიპი უდავოდ წყალუხვი მდინარეა.
კლდოვანი მთებიც შთამბეჭდავია. უბრალოდ, მე არ შემიძლია
თვალი დავხუჭო, როცა პოლიციელები ჰიპებს თავში ურტყამენ,
პენტაგონი კი მთელი დედამიწის ზურგზე კოვბოობანასა და ინ-
დიელობანას თამაშობს. შენს პატარა სტიკერსაც სწორედ ასე
აღვიქვამ: მიაწექით ზანგებს, დაე, ცსს (ცენტრალური სადაზვერ-
ვო სამმართველო) გაერკვეს საბერძნეთში.
- თუ ჩვენ არ გავერკვევით, სხვები გაერკვევიან, ამას წყა-
ლი არ გაუვა: როგორც ჩანს, ბერძნებს არაფრის თავი არა
აქვთ.
- სასაცილოდ ნუ იხდი თავს, ჰარი. ცივილიზაცია ხომ მათი
მოგონილია, - ერთვება ჯენისი, მერე კი სტავროსს მიმართავს:
- ხომ ხედავ, როგორ უპატარავდება და ეკუმება პირი, როცა
პოლიტიკაში გადავარდება ხოლმე.
- სულაც არ ვვარდები პოლიტიკაში, - ამბობს ბაჭია, - და-
ლახვროს ეშმაკმა, ეს ჩემი ერთ-ერთი ფასდაუდებელი ამერი-
კული უფლებაა - არ ვიფიქრო პოლიტიკაზე. უბრალოდ, არ
მესმის, რატომ უნდა ვიაროთ ქუჩაში ზურგს უკან შეკრული ხე-
ლებით და ნებისმიერ თავზე ხელაღებულს უფლება მივცეთ,
რევოლუციის სახელით თავში ხელკეტი გვირტყას. ერთიანად
ვიწვი, როცა მესმის, თუ როგორ ლანძღავენ რაღაც ნაგავი მან-
ქანების გაყიდვით დაკავებული, გაყოყოჩებული, „ვიტალისით“

62
მკითხველთა ლიგა

გაჟღენთილი, გასივებულსაჯდომიანი ვაჭრები იმ ქვეყანას, რო-


მელიც მათ, დაბადებიდან მოყოლებული, გემრიელ საჭმელს
არ აკლებს.
ჩარლი დგება.
- უმჯობესია, წავიდე. ეს უკვე მეტისმეტია.
- არ წახვიდე, - სთხოვს ჯენისი, - თავადაც არ იცის, რას
ლაპარაკობს. ამ საკითხზე ლამის გააფრინოს.
- აჰა, არ წახვიდე, ჩარლი, დარჩი.
ჩარლი კვლავ ჯდება და დინჯად ამბობს:
- შენს მსჯელობას მინდა ჩავწვდე. მომიყევი ერთი, რას
ვაჭმევდით ვიეტნამს.
- ღმერთო ჩემო, მეც ამას ვგულისხმობ. რომ ეცლიათ, ამ
ქვეყანას მეორე იაპონიად ვაქცევდით. ჩვენ მხოლოდ ეს გვინ-
დოდა - მათი სამშობლო ბედნიერ, მდიდარ ქვეყნად გვექცია,
გზები გაგვეყვანა, ბენზინგასამართი სადგურები აგვეგო. საცო-
დავი მოხუცი ჯონსონი ტელევიზიით გამოსვლისას იესოსავით
იდგა, თვალზე ცრემლმომდგარი. მისთვის უნდა მოგესმინა.
ოღონდ დაბომბვა შეეწყვიტა და თანახმა იყო ჩრდილოეთ ვი-
ეტნამი ლამის ორმოცდამეთერთმეტე შტატად გამოეცხადებინა.
ჩვენ მათ არჩევნების, ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას
ვთხოვთ, ისინი კი ბომბებს ისვრიან. რა უნდა გვექნა? ჩვენ თა-
ვის გასაწირადაც მზად ვართ - ასეთია ჩვენი საგარეო პოლიტი-
კა - ამ პატარა ყვითელი კაცუნებისთვის, გვინდა ბედნიერება
მოვუტანოთ. შენნაირები კი რესტორნებში სხედან და ოხრავენ:
„ღმერთო, როგორ დავლპით“.
- მე მეგონა, რომ ისინი კი არა, ჩვენ ვბომბავდით.
- ჩვენ შევწყვიტეთ. შევწყვიტეთ იმიტომ, რომ თქვენ, ლი-
ბერალები, მსვლელობებს აწყობდით. ამით კი რა მივიღეთ? -
ბაჭია წინ იხრება და მკაფიოდ წარმოთქვამს: - ბრაწი!

63
მკითხველთა ლიგა

დარბაზის მეორე ბოლოში განმარტოებით მოჩურჩულე


წყვილი გაოცებით შესცქერის მათ. ორი კაბინის იქით მყოფი
ოჯახი ხმაურს წყვეტს და უსმენს. სასოწარკვეთილი ნელსონი
წითლდება, სევდიანი, ანთებული თვალები ჩასცვენია.
- ბრაწი, - ამჯერად ხმადაბლა იმეორებს ჰარი. და სუფრა-
ზე ისე გადაიხრება, რომ თავით ლამის მოცახცახე ზიზილებს
მისწვდეს. შენ ახლა, ალბათ, იტყვი - „ნაპალმიო“. ოჰ, ეს დაწ-
ყევლილი, მაგიური სიტყვა. ის არაფერია, ოცი წლის განმავ-
ლობაში ცოცხლად რომ მარხავენ სოფლის უხუცესებს და ნაღ-
მსატყორცნებს საავადმყოფოებს უშენენ? და ნაპალმის წყალო-
ბით, ახლა მშვიდობის პრემიის კანდიდატები არიან ალბერტ
შვეიცერის მსგავსად. ერთი მაგათი...! - ბაჭიამ კვლავ აუმაღლა
ხმას: იგი შეურიგებელი ხდება, როცა ღალატსა და უმადურობა-
ზე ფიქრობს, დროშას რომ არცხვენს და მასაც სვრის.
- ჰარი, შენ იმდენს იზამ, რომ აქედან კინწისკვრით გაგვაგ-
დებენ, - ამბობს ჯენისი, მაგრამ ბაჭია ამჩნევს, რომ ქალს ირ-
გვლივ კვლავაც ბედნიერების რგოლები არტყია, როგორც ღუ-
მელში შედგმულ ნამცხვარს - სიმხურვალე.
- მგონი, რაღაცას ვხვდები, - ეუბნება სტავროსი ჯენისს, -
თუ სწორად გავიგე, - ახლა ბაჭიას მიმართავს, - ჩვენ იმ დედის
როლში გამოვდივართ, რომელიც ცდილობს, გაჯიუტებულ
ბავშვს წამლის დალევა აიძულოს, რაც მას მოარჩენს.
- მართალი შენიშვნაა. როგორც იქნა, მიხვდი. ჩვენ ზუს-
ტად ასეთი დედა ვართ. და უმრავლესობას უნდა წამლის და-
ლევა, კვდება, ისე უნდა. მაგრამ რამდენიმე გადარეული შავპი-
ჟამიანი მზად არის, ყველა ცოცხლად დამარხოს. შენ რა
თეორია გაქვს ამის შესახებ? რომ ჩვენ იქ ბრინჯის გამო შევე-
დით? ძია ბენის თეორია. - ბაჭია იცინის და ამატებს: - საწყალი
მოხუცი ძია ბენი.

64
მკითხველთა ლიგა

- არა, - ამბობს სტავროსი, ხელებს კუბოკრულ სუფრაზე


აწყობს და ჰარის ყელზე არსებულ ღრმულს შესცქერის - ფიქ-
რობს, ნეტავ რატომ აქვსო. - ჩემი თეორიის მიხედვით, ეს კუნ-
თების უაზრო თამაშია. საქმე ის კი არაა, რომ ჩვენ მათი ბრინჯი
გვინდა, ჩვენ არ გვსურს, რომ მათ ბრინჯი ჰქონდეთ. ანდა მაგ-
ნიუმი. ან სანაპირო ზოლი. ისე შევყევით რუსებთან ჭადრაკის
თამაშს, ვერც კი შევამჩნიეთ, რომ დაფის მიღმა აღმოვჩნდით.
ყვითელ ქვეყნებში თეთრი სახეები ამინდს ვეღარ ქმნიან. კენე-
დის მრჩევლებმა, რომლებიც თვლიდნენ, მსოფლიოს მართვა
კაბინეტიდანაც შეგვიძლიაო, თითი ღილაკს დააჭირეს და არა-
ფერიც არ მოხდა. შემდეგ ოსვალდმა პრეზიდენტის სავარძელ-
ში ჯონსონი ჩასვა, რომელიც იმდენად ბრიყვი აღმოჩნდა, რომ
ფიქრობდა, საკმარისია უფრო დიდი თითი და ღილაკიც ამუშავ-
დებაო. მანქანა გადახურდა და რა მივიღეთ? ერთი მხრივ ინ-
ფლაცია და ეკონომიკის დაცემა, მეორე მხრივ სტუდენტთა გა-
მოსვლები, შუაში კი ამერიკელი დედებისგან გაჩენილი ორმო-
ცი ათასი ჭაბუკი, რომლებიც განავალში ამოვლებული ბამბუკის
ჯოხებით მოკლეს. ხალხს აღარ მოსწონს, რომ მათ შვილებს
ჯუნგლებში ხოცავენ. შესაძლოა, ეს არც არასოდეს მოსწონ-
დათ, მაგრამ თვლიდნენ, რომ აუცილებლობით იყო გამოწ-
ვეული.
- განა ასე არ არის?
სტავროსი თვალებს ახამხამებს.
- გასაგებია. შენ თვლი, რომ ომი აუცილებელია.
- დიახაც. და უკეთესია ეს იქ იყოს, ვიდრე აქ. თანაც დიდ
ომს პატარა ომი სჯობს.
სტავროსი ხელისგულებს მაგიდას აყრდნობს, თითქოს მის
დამტვრევას აპირებსო. - მაგრამ შენ ეს მოგწონს, - ამბობს და

65
მკითხველთა ლიგა

მაგიდაზე ხელს მსუბუქად არტყამს, - სწორად მიგაჩნია წვრილ-


თვალება ბავშვების დაწვა. აი, სადამდე მიხვედი, მეგობარო.
„მეგობარი“ არადამაჯერებლად ჟღერს.
- ჯარში თუ გიმსახურია? - ეკითხება ბაჭია.
სტავროსი მხრებში იშლება.
- მე თეთრი ბილეთი მქონდა. ძრავა მიჩმახებდა. შენ კი,
როგორც გავიგე, კორეის ომი ტეხასში გაგიტარებია.
- იქ წავედი, სადაც გამგზავნეს. მომავალშიც ასე მოვიქცე-
ვი.
- ყოჩაღ! აი, ეს მესმის! სწორედ შენისთანებმა შექმნეს
დიადი ამერიკა - ყოჩაღმა მებრძოლებმა.
- ის ჩუმი უმრავლესობაა, თუმცა ხმაურის ატეხა კი ეხერხე-
ბა, - ერთვება ჯენისი და სტავროსს შესცქერის, იმედოვნებს,
რომ მის მოსწრებულ სიტყვებს გამოეხმაურება. ღმერთო, რა
სულელია, თუმცა წლებთან ერთად საჯდომიც ეზრდება.
- ის თავისი დროის ნორმალური პროდუქტია, - ამბობს
სტავროსი, - ტიპური გულკეთილი რასისტი იმპერიალისტი.
ფრთხილი ტონი აქვს, მოზომილი, ღიმილი კი ისეთი, მან-
ქანის გაყიდვისას რომ ჩნდება ხოლმე. ბაჭია ხვდება, რომ ელა-
ქუცებიან, ალიანსს სთავაზობენ - ამას შინაგანად გრძნობს. მაგ-
რამ ინტუიცია კარნახობს, რომ ამერიკა უაზროდ არ „ათამაშებს
კუნთებს“. ამერიკის მეხოტბე ნამდვილად არ არის, ის მხოლოდ
ოცნების განხორციელებას ცდილობს ღმერთის ზეშთაგონებით.
სადაც ამერიკაა, იქ თავისუფლებაა, და სადაც ამერიკა არაა, იქ
უგუნურება ბატონობს ჯაჭვების ჩხარუნით, ბნელეთის მოციქუ-
ლები ახრჩობენ მილიონებს. მოთმინებით აღჭურვილ ბომ-
ბდამშენებს სამოთხის შექმნა შეუძლიათ.
- მე ამ რასისტულ ბოდვას არ ვიზიარებ, - იგერიებს ბაჭია,
- მაგრამ, როგორც კი ტელევიზორს ჩართავ, ვიღაცის შავი სი-

66
მკითხველთა ლიგა

ფათი სახეში გაფურთხებს. ნიქსონიდან მოყოლებული, ყველა-


ნი დღედაღამ იმის ფიქრში არიან, თუ როგორ გაამდიდრონ
ისინი, ამასთან ზედმეტად ხელიც არ გაანძრევინონ, - შეუჩერებ-
ლივ ლაპარაკობს, მაგრამ ის ხომ განუზომლად ძვირფასს
იცავს - ერთგულების პატარა ალს, რომელიც მისი დაბადების-
თანავე აინთო. - გენოციდზე გაჰყვირიან და თვითონ აჩაღებენ
მას. ისინი - ზანგები და მდიდართა შვილები - ყველაფრის დან-
გრევას ცდილობენ. მაგრამ თუ რომელიმე საწყალი პოლი-
ციელის გამოხედვა არ მოეწონებათ, მაშინვე ადვოკატთან გარ-
ბიან ყვირილით. ვიეტნამის ომი, ჩემი აზრით... ვინმეს ჩემი აზრი
აინტერესებს?
- ჰარი, - ამბობს ჯენისი, - ნელსონს ხასიათს უფუჭებ.
- ჩემი აზრით, დროდადრო ომი საჭიროა, - აგრძელებს
ბაჭია, - დაე, ყველამ იცოდეს, რომ ბრძოლისთვის მზად ვართ,
არა აქვს მნიშვნელობა, სად! უბედურება ომი როდია. ეს ჩვენს
ქვეყანას სჭირს უბედურება. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ახლა
ჩვენ კორეასთანაც არ ვიბრძოლებდით. ღმერთო ჩემო, ახლა
ჰიტლერსაც არ შევეწინააღმდეგებოდით. ჩვენი ქვეყანა იმდე-
ნადაა გაბრუებული საკუთარი ნარკოტიკებით, ისე ღრმადაა
ჩაფლული საკუთარ ქონში, ყბედობასა და სიზარმაცეში, რომ
დეტროიტიდან ატლანტამდე ყოველ ქალაქში თითო წყალბა-
დის ბომბის ჩამოგდება თუ გამოგვაფხიზლებს, და მაშინაც კი ეს
ციურ ამბორად შეიძლება მოგვეჩვენოს.
- ჰარი, შენ, რა, გინდა, რომ ნელსონი ვიეტნამში დაიღუ-
პოს? - ეკითხება ჯენისი. - მიდი, უთხარი, რომ ეს გინდა.
ჰარი თავს შვილისკენ მიაბრუნებს და ამბობს:
- მე არ მინდა, ჩემო პატარავ, რომ ოდესმე ასეთი სიკვდი-
ლით მოკვდე. ეს დედაშენს შეუძლია სიკვდილამდე სხვების მიყ-
ვანა.

67
მკითხველთა ლიგა

თავადაც ხვდება, რომ სისასტიკეს იჩენს, ამიტომ ჯენისის


მადლიერია, რახან გულწასული ძირს არ ვარდება და მხო-
ლოდ ფეთქდება.
- აი, თურმე რა ყოფილა! - ამბობს ქალი, - მაშინ ისიც უთ-
ხარი, ჰარი, და-ძმა რატომ არ ჰყავს. უთხარი, ვინ ამბობდა
უარს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენაზე.
- ეს უკვე მეტისმეტია, - აცხადებს სტავროსი.
- მიხარია, ეს რომ შეამჩნიე, - ეუბნება მას ჯენისი, რომელ-
საც თვალები ჩასცვენია, - ნელსონს ეს მისგან ერგო მემკვიდ-
რეობით.
საბედნიეროდ, ოფიციანტს საჭმელი მოაქვს. როგორც კი
ნელსონი აღმოაჩენს, რომ გუფთა ტომატიან სოუსშია ჩაწყობი-
ლი, თეფშს უკან სწევს. ბიჭი მამის თეფშს მისჩერებია, რომელ-
ზეც აკურატულად აწყვია ცხვრის ხორცის ნაჭრები და ამბობს:
- მეც ასეთი მინდა.
- მოდი, გავცვალოთ, - პასუხობს ბაჭია, - ახლა კი მოკეტე
და ჭამე, - იგი მაგიდის მეორე მხარეს იხედება და ამჩნევს, რომ
ჯენისი და სტავროსი ერთსა და იმავე, თეთრი ღვეზლის მსგავს
კერძს მიირთმევენ. მისი, როგორც ასოთამწყობის აზრით, ისი-
ნი ერთმანეთთან ძალზე ახლოს სხედან: ორივე მათგანის
გვერდით საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილია.
სტავროსი უსიტყვოდ ღეჭავს, ჯენისი კი მომენტს ხელიდან
არ უშვებს:
- შენ ხომ სხვაგან არსად ყოფილხარ, ჰარი.
- არასოდეს მქონია სადმე გამგზავრების სურვილი, - მი-
მართავს ჰარი სტავროსს, - სხვა ქვეყნებს ტელევიზორში ვხე-
დავ. ყველანი ცდილობენ, დაგვემსგავსონ, და ვინაიდან ეს
სწრაფად არ გამოსდით, ჩვენს საელჩოებს ცეცხლს უკიდებენ.
შენ სად ხარ ნამყოფი?

68
მკითხველთა ლიგა

სტავროსი წამით ღეჭვას წყვეტს და ბურტყუნით ამბობს:


- იამაიკაში.
- ოჰო, - ამბობს ბაჭია, - ნამდვილი მკვლევარი ყოფილ-
ხარ. სამი საათი რეაქტიულ ლაინერში და უკვე რომელიმე
„ჰილტონის“ ჰოლში იმყოფები.
- მათ ჩვენი ატანა არა აქვთ.
- გინდა თქვა, რომ შენი ატანა არა აქვთ. აბა, მე მათ არა-
სოდეს ვუნახავვარ, არ ვმგზავრობ და იმიტომ. მაინც რატომ
ვერ გვიტანენ?
- იმავე მიზეზით, როგორც ყველგან სხვაგან. ექსპლუატა-
ცია. მათ ბოქსიტებს ვიპარავთ.
- რუსებს მაინც გაუცვალონ კარტოფილში. კარტოფილსა
და სარაკეტო დანადგარებში.
- ჩვენი რაკეტები თურქეთში დგას, - ამბობს სტავროსი. აშ-
კარაა, რომ საუბარი მოჰბეზრდა.
- ჩვენ ორი ატომური ბომბი ჩამოვაგდეთ, რუსებმა - არც
ერთი, - ცდილობს მის დახმარებას ჯენისი.
- მაშინ არ ჰქონდათ, თორემ ჩამოაგდებდნენ. მთელი
იაპონია მზად იყო ჰარაკირის გასაკეთებლად, ჩვენ კი გადავარ-
ჩინეთ. შეხედეთ, როგორი ბედნიერები არიან ახლა და ისე გა-
თავხედნენ, რომ, რაც შეუძლიათ, გვწურავენ. მათ ნაცვლად
ვიბრძვით, თქვენ კი, არაფრის მაქნისი პაციფისტები, მათ მან-
ქანებს უსაღებთ.
სტავროსი პირს ოთხკუთხედად დაკეცილი ხელსახოცით
იწმენდს და კვლავ კამათის ხასიათზე დგება.
- ჯენისის აზრით, ჩვენ ამ ვიეტნამურ ჭაობში არ ჩავეფლო-
ბოდით, იქ რომ თეთრკანიანთა ქვეყანა ყოფილიყო. არ წავი-
დოდით იქ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკმარისი იყო, ერთი კარ-
გად შემოგვეძახა და იარაღი გაგვეჟღარუნებინა. გვეგონა, რომ

69
მკითხველთა ლიგა

ეს ჩეროკის ტომის ინდიელთა აჯანყების მსგავსი რამ იყო. მაგ-


რამ უბედურება ისაა, რომ ახლა „ჩეროკები“ ჩვენზე მეტნი არი-
ან.
- ოჰ, ეს დაწყევლილი საცოდავი ინდიელები, - ამბობს ჰა-
რი, - როგორ მოვქცეულიყავით - ნება მიგვეცა, რომ მთელი
კონტინენტი ცეცხლის ალში გაეხვიათ? ამაზე დიდი ბოდიში, მე-
გობარო ტონტო.
- ასე რომ მოვქცეულიყავით, ახლანდელზე უკეთესი ქვე-
ყანა გვექნებოდა.
- და ყელამდე განავალში ვიქნებოდით ჩაფლული. ისინი
ხელს გვიშლიდნენ.
- მართალია, - ამბობს სტავროსი, - ახლა კი შენ უშლი მათ
ხელს, - და ამატებს: - ფერმკრთალო.
- აბა, ერთი ფეხი შემოდგან, - ამბობს ბაჭია და მიუდგო-
მელ ციხესიმაგრეს ემსგავსება. მის თვალებში მინავლებული
ცისფერი ალი ყინულოვან ცეცხლად იქცევა. ჯერ ძირს დაიხე-
დავს, შემდეგ ჯენისს შესცქერის - შავგვრემანია და დაძაბული:
ჰმ, ინდიელის ცოლი. მისი წახრჩობა მოუნდა.
- მამა, კინოში გვაგვიანდება!
ბიჭს ხმაზე ეტყობა, რომ ცრემლებს ძლივს იკავებს. ბაჭიას
მზერა საათზე გადააქვს და ხედავს, რომ ფილმი ოთხ წუთში
დაიწყება. ბიჭუნა მართალია.
სტავროსი დახმარებას ცდილობს, მამობრივად მზრუნვე-
ლი ხმით ლაპარაკობს. კაცი, რომელიც მამა არასდროს ყოფი-
ლა და თვლის, რომ ბავშვები ადვილად ტყუვდებიან.
- დასაწყისი ყველაზე მოსაწყენია. კოსმოსური ნაწილიდან
კი არაფერს გამოტოვებ. თანაც ფაჰლავას დესერტი ხომ უნდა
დააგემოვნო?

70
მკითხველთა ლიგა

- მე ხომ გამოქვაბულის ბინადრებს ვერ ვნახავ, - ლამის


ატირდეს ნელსონი.
- მგონი, ჩვენი წასვლის დროა, - მიმართავს ბაჭია თანამე-
სუფრეებს.
- ეს უპატივცემულობაა ჩარლის მიმართ, - ეწინააღმდეგება
ჯენისი, - მართლა უპატივცემულობაა. პირადად მე, ყავა თუ არ
დავლიე, შუა ფილმის დროს ჩამეძინება, - შემდეგ ნელსონს მი-
მართავს: - ფაჰლავა ნამდვილი სასწაულია, თითებს ჩაიკვნეტ.
თაფლწასმული თხელი, მშრალი ფირფიტებია, შენ რომ გიყ-
ვარს, ისეთი. ანგარიში გაგვიწიე, ნელსონ. ჩვენ ხომ ასე იშ-
ვიათად დავდივართ რესტორანში.
ბაჭია ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.
- თუ გინდა, ის გასინჯე, შენ რომ გინდოდა შეგეკვეთა, ან
რამე ცომეული, - აწყნარებს შვილს.
ბიჭი ტირილს იწყებს, სახე ეღრიჯება.
- თქვენ ხომ დამპირდით, - ქვითინით ამბობს და სახით
თეთრი, მოშიშვლებული კედლისკენ ტრიალდება.
- გულს მტკენ, ნელსონ, - ამბობს ჯენისი.
- თუ გინდათ, თქვენ ორნი წადით, - საქმიანი ტონით მი-
მართავს სტავროსი ბაჭიას, - ჯენისი კი ყავას დალევს და ათ
წუთში მე თავად მოვიყვან.
- ეს კარგი გამოსავალია, - გაწელვით ამბობს ჯენისი და
სახეზე ღიმილი ეფინება.
- კარგია, შესანიშნავია, გმადლობთ, - ეუბნება ბაჭია სტავ-
როსს, - თავაზიანი საქციელია შენი მხრიდან. ისიც თავაზიანო-
ბაა, რომ ამდენ ხანს გაგვიძელი. მაპატიე, თუ ზედმეტი წამომ-
ცდა. უბრალოდ, როცა შტატებს ლანძღავენ, თავს ვეღარ ვიკა-
ვებ - ეს ჩემს ფსიქიკაზე მოქმედებს. ჯენის, ფული თუ გაქვს?
ჩარლი, მერე უთხარი, ჩვენზე რამდენია.

71
მკითხველთა ლიგა

სტავროსი თავის ლაკონიურ ჟესტს იმეორებს - ხელისგუ-


ლი ზემოთ.
- თქვენზე არაფერი, მე ვიხდი.
აქ არგუმენტები ზედმეტია. ბაჭია საჩქაროდ დგება, რათა
გამოქვაბულის ხალხს მიუსწროს. იგი გრძნობს, რომ აქ, ამ რეს-
ტორანში, სადაც წყვილი პენ-პარკიდან დანახარჯს ისე იხდის,
თითქოს პატარა ბავშვს საწოლში აწვენსო, ცოლ-შვილის და-
ნახვაზე უჩვეულო სითბოს მოზღვავებას გრძნობს: ეს მისი ოჯა-
ხია, და იგი, ნელსონის გულის მოსაგებად, ჯენისს მიმართავს:
- ხვალ შემახსენე, რომ მამაშენს ბეისბოლის ბილეთების
შესახებ დავურეკო.
სანამ ჯენისი პირის გაღებას მოასწრებს, სტავროსი თავა-
ზიანად ამბობს:
- ის ხომ პოკონშია.
როცა ჩარლიმ ჰარის „ფერმკრთალი“ უწოდა, ჯენისმა
გაიფიქრა, აღსასრული დადგაო - ჰარის სახე შეეცვალა, თვა-
ლები საშინელი გაუხდა, უცისფრეს ყინულის ნატეხებს დაემ-
სგავსა. მერე კი ჩარლის მოხუცი სპრინგერის შესახებ წამოსცდა
და ეგონა, ვეღარაფერი მიშველისო, მაგრამ გადარჩა. შესაძ-
ლოა, ისინი ფილმმა გამოაშტერა. ამსიგრძე ფილმისა და იმ
ბოდვისგან, როდესაც მთავარი გმირი პლანეტაზე ეშვება და მა-
ლე თეთრპარიკიან პატარა მოხუცად გადაიქცევა, მას თავიც კი
ატკივდა. ამის მიუხედავად, შინისკენ მიმავალმა, მტკიცე გადაწ-
ყვეტილება მიიღო - ყველაფერს გაარკვევს, სიმართლეს
აღიარებს... დაე, ის ისევ წავიდეს. მას ხომ მხოლოდ უკან
მოუხედავად გაქცევა შეუძლია. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს.
საუბრისთვის ემზადება და სამზარეულოში ერთ სირჩა ვერმუტს
სვამს. ზემოთ ნელსონი თავისი საძინებლის კარს ხურავს, ჰარი
კი სააბაზანოში შედის. როდესაც უკვე თვითონ გამოდის სააბა-

72
მკითხველთა ლიგა

ზანოდან, პირში ვერმუტის ნაცვლად კბილის პასტის სუნი აქვს.


ჰარი უკვე ლოგინშია, საბნიდან მხოლოდ კინკრიხო მოუჩანს.
ჯენისი გვერდით უწვება და ყურს მიუგდებს. კაცი თანაბრად სუნ-
თქავს, როგორც ძილის დროს იცის, თავად კი მთვარესავით
ფხიზლობს.
იმ ათი წუთის განმავლობაში, ოცად რომ გადაიქცა, სანამ
ყავას მიირთმევდნენ, ჯენისმა ჩარლის უთხრა, რომ რესტორან-
ში არ უნდა გამოჩენილიყო, რადგან იცოდა, რომ მას იქ თავისი
ოჯახი მიჰყავდა. ჩარლიმ ღირსებაშელახული კაცის სახე
მიიღო - ტუჩები მოპრუწა, თითქოს პირში ყინულიანი კარამელი
უდევსო, მხრები მაღლა ასწია, განგსტერს დაემსგავსა და
მიუგო, თუ სწორად გავიგე, შენ გინდოდა ასე მომხდარიყო და
ამიტომაც მითხარი, რომ იქ მოსასვლელად ოჯახის დაყო-
ლიებას ვაპირებო. ჯენისი კი ფიქრობდა, რომ კაცს წარმოდგე-
ნა არ ჰქონდა შეყვარებულ ქალებზე. წახვიდე იმ რესტორანში,
სადაც ის დადის ხოლმე, ჭამო ის საჭმელი, რასაც ის ჭამს - უკვე
სიყვარულის გამოვლინებაა. ამიტომ ჩარლისთვის სულაც არ
იყო საჭირო იქ მისვლა და ყველაფრის გართულება. მაგრამ ის
რესტორანში გამოჩნდა და ქალმა სიფრთხილე დაკარგა. მას
რომ ყავის დალევის ნაცვლად მისთვის შინ წასვლა შეეთავაზე-
ბინა, დაეთანხმებოდა - იგი უკვე იმაზე ფიქრობდა, რა მოხდება,
თუ ვიტყვი, რომ ცუდად გავხდიო. საბედნიეროდ, სტავროსმა ეს
არ შესთავაზა. მან ყავა დალია, ანგარიში გაასწორა და, რო-
გორც დაჰპირდა, კინოთეატრთან გადმოსვა. მამაკაცები ასეთ
საკითხებში ერთმანეთისადმი მიცემული სიტყვის ერთგულნი
რჩებიან, ქალს სათვალავში არავინ აგდებს, ის საკუთრებაა. სა-
სიყვარულო ურთიერთობების დროს ჩარლი მას თითქოს თა-
ვისივე თავის ყიდვას სთავაზობს, ჩურჩულით ჩამოთვლის ქა-
ლის სხეულის ინტიმურ ნაწილებს და ისეთ სიტყვებს იყენებს,

73
მკითხველთა ლიგა

რომელთაც ჰარი მხოლოდ გაბრაზებულ გულზე თუ იტყვის.


თავდაპირველად ჯენისს ეს ეჩოთირებოდა, მაგრამ მერე
შეეგუა, მიხვდა, რომ ასეთი იყო ჩარლის სიყვარულის ენა, სა-
კუთარი თავის აღგზნების საშუალება, როცა ქალს მისსავე იდუ-
მალი ადგილის ყიდვას სთავაზობდა. ჯენისი მასთან პანიკაში
არ ვარდება, როგორც ეს ჰარისთან მოსდის, რომელიც დიდ-
ხანს ვერ ყოჩაღობს ხოლმე. ჩარლის კი შეუძლია კულმინაცია
უსასრულობამდე გაწელოს. იგი ჯენისისთვის მსუქანი, ტკბილი
სათამაშოა, მისი დათუნია, რომელთანაც ყველაფრის გაკეთება
შეუძლია. თავიდან არ სიამოვნებდა მისი თმიანი მხრების და-
ნახვა, მაგრამ ასეთები ალბათ ბევრნი არიან. გამოქვაბულის
კაცები. გამოქვაბულის დათვები. ჯენისს სიბნელეში ეღიმება.
როდესაც უაიზერ-სტრიტის მიმართულებით ხიდზე გადა-
დიოდნენ, მანქანაში ბნელოდა. სტავროსმა ჰკითხა, ჰარი რამეს
თუ ხვდებაო. მან მიუგო, ალბათ, არა, თუმცა ბოლო რამდენიმე
დღეა, რაღაც გაღიზიანებულია, ალბათ იმიტომ, რომ სამუ-
შაოზე გვიანობამდე ვრჩებიო.
- იქნებ ცოტათი თავი შეგვეკავებინა.
- ჯერ ითუხთუხოს, არაფერი უჭირს. ადრე მას ხომ არაფ-
რის მაქნისად მივაჩნდი და თავიდან კმაყოფილიც კი იყო, მუ-
შაობა რომ დავიწყე. ახლა კი თვლის, რომ ნელსონს ცოტა ყუ-
რადღებას ვუთმობ. მე მას ვუთხარი: „მიეცი ბიჭს მეტი თავისუფ-
ლება - იგი უკვე ცამეტი წლისაა, შენ კი მასზე უფრო მეტ ზეწო-
ლას ახდენ, ვიდრე დედაშენი - შენზე“. ჰარი მას მინიმოტოციკ-
ლეტის შეძენის ნებასაც არ აძლევს, რადგან, თურმე ნუ იტყვი
და, ეს ძალზე სახიფათო რამ ყოფილა.
- დღეს ჩემდამი აშკარად მტრულად იყო განწყობილი, -
ამბობს ჩარლი.

74
მკითხველთა ლიგა

- სულაც არა. ის ყველასთან ასეთია, როცა საუბარი ვიეტ-


ნამს ეხება... მართლაც ასე ფიქრობს.
- თავში სულელური აზრები უტრიალებს. ჩვენ და ისინი,
ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს უსიცოცხლო რამაა.
ჯენისს ღიმილი ეფინება სახეზე, სასიამოვნო წუთებს წარ-
მოიდგენს. მართლაც სასიამოვნოა, როცა საყვარლის გაჩენის
შემდეგ ყველაფერს ახლებურად უყურებ. მანამდე გატარებულ
ცხოვრებას თითქოს კინოში ხედავ და რაღაცნაირად უფერული,
სასაცილოც კი გეჩვენება.
- ის აქ რაღაც სავსებით რეალურს ხედავს, ოღონდ არ ვი-
ცი, რას, - ამბობს ქალი. დაბნეულია. როცა რამის თქმას იწყებს,
ენა ებორკება, გონება ერევა. ჩარლი სტავროსის ერთ-ერთი
პლუსი ის არის, რომ ქალს აზრის გამოთქმაში ხელს არ უშლის.
მისი დახმარებით ჯენისმა არა მარტო საკუთარი სხეული შეიგ-
რძნო ახლებურად, არამედ - ხმაც. - ის ჩემთან (ნელსონთან და
ჩემთან), შესაძლოა, რაღაც ძველმოდური მიზეზების გამო დაბ-
რუნდა და ძველმოდურადვე სურს ცხოვრება, მაგრამ ასე აღა-
რავინ ცხოვრობს, და ის ამას გრძნობს. ჰარი გარკვეული წესე-
ბის მიხედვით ცხოვრობდა, ახლა კი ხედავს, რომ ეს წესები ხე-
ლიდან ეცლება. მე ვიცი, ის ფიქრობს, რომ რაღაც აკლდება
და გამუდმებით კითხულობს გაზეთებს, ტელევიზიით კი ახალ
ამბებს უყურებს.
ჩარლი იცინის. ხიდზე გადასვლისას მის ხელებზე ფანჯრე-
ბის ცისფერი სინათლე ირეკლება.
- მივხვდი. შენ მისთვის ერთგვარი სამხედრო ვალდებუ-
ლება ხარ შორეულ სანაპიროებთან.
ქალიც იცინის, მაგრამ კაცის მხრიდან ასე ლაპარაკი და
იმ ქორწინების ხუმრობად გადაქცევა, რომელშიც თავადაც მო-
ნაწილეობს, ცოტა სასტიკად ეჩვენება. ზოგჯერ ჩარლი ბოლომ-

75
მკითხველთა ლიგა

დე არ უსმენს. ჯენისის მამაც ასეთია - ვენებში სისხლი ჩქარა


უმოძრავებს, ყურებში ქარი უწივის. როცა ასე ჩქარობ, ვეღარ
ამჩნევ, ზლაზნია ხალხი რას ხედავს.
სტავროსმა იგრძნო, რომ ქალს ცოტათი გული ატკინა და
კინოთეატრთან მიახლოებისას, მობოდიშების მიზნით, ჯენისს
ფეხზე ხელი მოუთათუნა.
- კოსმოსური ოდისეა, - ამბობს ის, - ჩემთვის კოსმოსური
ოდისეა შენს დუნდულებთან ერთად საბანქვეშ შეძრომა და
მთელი კვირა მათთან თამაშია, - და იქვე, რეკლამების შუქით
განათებულ მანქანაში, დაგვიანებული მაყურებლების თვალწინ,
რომლებიც ბილეთების ყიდვას ეშურებიან, ქალს მკერდზე ჩა-
მოუსვამს ხელს და ცერს მუცელს ქვემოთ მიაჭერს. ამ შეხებით
აღგზნებული და გაღიზიანებული ჯენისი, დაგვიანების გამო და-
ნაშაულის შეგრძნებით, კინოთეატრში სასწრაფოდ შედის, სა-
დაც უჩვეულოდ ცივა, გაივლის ქლიავისფერ ხალიჩას და ნელ-
სონსა და ჰარის მოჰკრავს თვალს, რომლებიც მისი გამოისო-
ბით სულ წინ სხედან. ვეებერთელა ეკრანი მათ თავს ზემოთ
გრუხუნებს, თმა თითქოს ცეცხლის ალში აქვთ გახვეული, ყურე-
ბი კი სინათლეზე წითლად მოუჩანთ. მათი კეფის დანახვა (ასე
რომ ჰგვანან ერთმანეთს) ქალში სიყვარულის მოზღვავებას იწ-
ვევს, მწვავეს, როგორც შერწყმის დროს, თან სიბრალულსაც
გრძნობს, რომელიც მას ქმრისა და შვილის სავარძლებისკენ
უბიძგებს უცნობთა მოკეცილი ფეხების გავლით.
მოსახვევიდან ქუჩაზე მანქანა შემოდის. ჭერზე სინათლის
რგოლები დარბიან. ქვემოთ მაცივარი თავის თავს ესაუბრება,
საკუთარ ყინულს საკუთარ სინზე ყრის. ჯენისის არფის სიმები-
ვით დაჭიმულ სხეულს ალერსი სწყურია. იგი ეფერება მას - ქა-
ლიშვილობისას ეს ძალზე იშვიათად გაუკეთებია, ჰარიზე და-
ქორწინების შემდეგ კი ეს რატომღა უნდა დასჭირვებოდა. საკ-

76
მკითხველთა ლიგა

მარისი იყო, გვერდით მწოლიარესკენ მიბრუნებულიყო და ყვე-


ლაფერი თავისით გვარდებოდა. რა სამწუხაროა, რომ ჰარის-
თან ასე გამოვიდა. ისინი ერთმანეთისთვის ჩაკეტილი ოთახე-
ბივით არიან: თითოეულს ესმის, როგორ ტირის მეორე, მაგრამ
შიგნით ვერ შედის; მარტო პატარის გამო კი არ ტირის, თუმცა
ის, რაც მას შეემთხვა, საშინელებაა, უფრო საშინელი რაღა უნ-
და იყოს. მაგრამ ეს მწუხარებაც გაფერმკრთალდა, ჭრილობამ
პირი შეკრა, და ახლა მას ეჩვენება, რომ ის, ჯენისი კი არ იყო
ამ ოთახში, არამედ მისი ანარეკლი; თანაც მარტო კი არ იყო,
არამედ ვიღაც კაცთან ერთად. ის ახლაც მასთან არის. ის ჩარ-
ლი არაა, მაგრამ ჩარლის ნაწილს შეიცავს, და რაც უნდა გააკე-
თოს, ამას ამ ადამიანის თანდასწრებით აკეთებს. და რა კარგია,
რომ ის ახლა ხორცშესხმული არსებაა. ჯენისს ეჩვენება, რომ
ეს სხეული მასშია, თითქოს გადაეყლაპოს. თანაც ეს რაღაც -
ძალიან, ძალიან დიდია და შაქარივით ნელა, ძალიან ნელა
დნება. თუმცა ახლა, როცა უკვე ამდენჯერ დაკავდნენ სექსით,
ჯენისმა სწრაფად გათავება ისწავლა - ზოგჯერ სთხოვს კიდეც,
დააწვეს და, თავისდა გასაოცრად, საკუთარ თავს ეხმარება და
ისე ათავებს. უცნაურია, რომ ამ თამაშის სწავლა უწევს: მას ხომ
ყველა ეუბნებოდა - ტანვარჯიშის მასწავლებელიც, საეპისკო-
პოსოს მღვდელიც, დედაც, რომ საკუთარ სხეულთან თამაში არ
შეიძლებოდა. თუმცა ის სწორედ ამიტომაც არსებობს. საინტე-
რესოა, ფიქრობს ჯენისი, როცა ესმის, თუ როგორ ჭრიალებს
ნელსონის საწოლი. რას ფიქრობს ის, საწყალი ბიჭი, ჯერ სულ
პატარა, უთმო საზარდულით, ისეთი განმარტოებული, ტელევი-
ზორთან მარტო მჯდომი, როცა დედა შინ ბრუნდება. ალბათ
თავის მინიმოტოციკლეტზე ოცნებობს. ეჰ, მომენტი დაიკარგა
და ტემპის მომატება საქმეს ვერ შველის - სურვილი გაქრა. რა
სისულელეა. ყველაფერი სისულელეა. ვიბადებით, გვაჭმევენ,

77
მკითხველთა ლიგა

საფენებს გვიცვლიან, ვუყვარვართ, მკერდი გვეზრდება, მენ-


სტრუაცია იწყება, ბიჭებზე ვგიჟდებით, ბოლოს რომელიმე მათ-
განი გაბედავს და ხელს მიგვის-მოგვისვამს, და ვეღარ ვით-
მენთ, ისე გვინდა გათხოვება და შვილების გაჩენა. მერე შვი-
ლის გაჩენის უნარი ქრება და ჩვენ ახალ კაცებზე გვაბოდებს,
ანგარიშს ვეღარაფერს ვუწევთ, სანამ რაღაც უბედურებაში არ
გავებმებით: ასაკთან ერთად ხორცი ხმას იმაღლებს, შემდეგ ეს
პერიოდი მოულოდნელად მთავრდება, ჩვენ ყვავილებიან ქუდს
ვიხურავთ და მანქანით ხან ტურინში დავსეირნობთ, ხან ნიუ--
ჰემფშირში ოქროს შემოდგომის სანახავად. ვსტუმრობთ შვი-
ლიშვილებს, ვწვებით საწოლში, საცოდავი მისის ენგსტრომის
მსგავსად. ჰარი არ ასვენებს: დედა ვინახულოთო, მაგრამ ჯე-
ნისს არ ესმის, რატომ უნდა ინახულოს დედამისი, რომელსაც,
სანამ ჯანმრთელად იყო, მისთვის ერთი ტკბილი სიტყვაც არ
უთქვამს, ახლა კი სათქმელს ძლივს უყრის თავს, პირიდან ნერ-
წყვი გადმოსდის, თვალებს ისე აჭყეტს, ლამის ორბიტიდან
ამოუვარდეს, ცდილობს, რამე გესლიანი თქვას. მაგრამ ხომ
არსებობს ასეთებისთვის თავშესაფრები და საავადმყოფოები.
მერედა რა საცოდავი მოხუცები არიან იქ... ჯენისს ახსოვს, რო-
გორ წაიყვანა მამამ იგი ამგვარ ადგილას თავისი უფროსი დის
სანახავად: ტელევიზორის ხმაური მთელ დერეფანში ისმოდა,
ლინოლეუმი საახალწლო ნაძვის ხის წიწვებით იყო მოფენილი.
მერე ჩვენ ვკვდებით. ნეტავ რა შეიცვლებოდა, საერთოდ რომ
არ დავბადებულიყავით. სადღაც სულ მუდამ ომია, სადღაც -
აჯანყებები, და იქმნება ისტორია, მაგრამ ეს ყველაფერი არც
ისე მნიშვნელოვანია, როგორც ამას გაზეთებში წერენ, თუ ის
პირდაპირ არ გეხება. ჯენისს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჰარი
მართალია: ვიეტნამი იქნება, კორეა თუ ფილიპინები, არავის
ადარდებს, მაგრამ მათთვის უნდა დაიღუპონ - ასეა საჭირო! -

78
მკითხველთა ლიგა

პირტიტველა ბიჭები, რომელთაც ჯერ რიგიანად გაპარსვაც კი


არ უსწავლიათ. მოწინააღმდეგის მხრიდანაც ნელსონის ასაკის
ბიჭები იბრძვიან. რა უცნაურია, რომ ჩარლი ასე ცხარობს, თით-
ქოს ნაციონალურ უმცირესობას წარმოადგენდეს. თუმცა, ეს
ასეცაა... მამა უყვებოდა ხოლმე ჯენისს ბიჭებს შორის ჩხუბის შე-
სახებ; სპრინგერი ინგლისური გვარია. მამა ამით ძალიან ამა-
ყობს. მაშინ რატომაა ის ასეთი შავგვრემანი? - ეკითხებოდა ჯე-
ნისი საკუთარ თავს სკოლის პერიოდში, - ზეთისხილის მსგავსი
კანით, რომელიც მზეზე არასოდეს ირუჯება, და თმაც სულ უხუ-
ჭუჭდება, არასდროს სწორად არ ულაგდება, მხოლოდ ახლა-
ხან მოაფიქრდა, რომ წინიდან გაეზარდა და უკან წაეღო... ჩემი
გარყვნილი გოგონა - ასე ეძახის მას ღვთის მგმობი ჩარლი,
თუმცა საძინებელში ხატი უკიდია. სკოლაში ძალიან გამხდარი
იყო, მაგრამ იმ წლებზე ცუდად არ ფიქრობს. ესმის, რომ იც-
ვლებოდა, ყალიბდებოდა, ჩარლის უახლოვდებოდა. მისი ნახ-
ვრეტი, მისი მდიდრული ნახვრეტი. სპრინგერები მდიდრები
არასდროს ყოფილან, უფრო - რესპექტაბელურებს თუ დაარ-
ქმევდით. მამამ მას რაღაც აქციები მისცა „შავი დღისთვის“. ეს
მაშინ, როცა ჰარი უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. ჩეკები დივი-
დენდებთან ერთად ფანჯრიანი კონვერტით მოსდიოდა, არ უნ-
დოდა, რომ ქმარს დაენახა: ისინი მის სამუშაოს ნაკლებმნიშ-
ვნელოვანს ხდიდა. ჯენისს ტირილი უნდება იმის გახსენებაზე,
თუ რა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა ჰარის იმ წლებში.
დედამთილი ხშირად იმეორებდა, თუ როგორ იხარჯებოდა იგი
კალათბურთში, როგორ ხვეწდა დრიბლინგს, ტყორცნებს.
ნელსონს კი არაფრის ნიჭი არა აქვსო, გესლიანად აღნიშნავდა
იგი. სისულელეა ყველაფერი. ასეთ აზრებს ჩიხში შეჰყავს ადა-
მიანი. ხვალინდელ დღეზეა ფიქრი საჭირო. ჰარისთან უნდა გა-
არკვიოს ურთიერთობა, ჩარლი კი მხოლოდ მხრებს იჩეჩს, რო-

79
მკითხველთა ლიგა

ცა რჩევას ეკითხება. სადილობის დროისთვის, თუ მამა პოკო-


ნიდან არ დაბრუნდება, მის ბინაში შეუძლია წასვლა. ადრე
დღის სინათლეზე თავს უხერხულად გრძნობდა. ახლა კი ჩარ-
ლისთან ლოგინში წოლა ყველაზე მეტად დღისით მოსწონს -
ყველაფერი მოჩანს - მამაკაცის საჯდომი, უმანკოდ რომ გა-
მოიყურება, პატარა ნახვრეტიც კი, მსუბუქად თავმოკრულ ქისა-
სავით, ფაფუკი ბუსუსებით, მთელი დღე ჯდომას რომ უძლებენ.
სამყარო მათთვის ბუნებრივ გარემოს აღარ წარმოადგენს -
ესეც სისულელეა. ჯენისი კვლავ გადაწყვეტს, რომ თავი აღიგ-
ზნოს, ხელს ძველ ადგილას აბრუნებს და თვალს ახელს -
გვერდით ჰარის სძინავს, ერთიანად მოკუნტულა. რა სულელუ-
რად იქცეოდა იგი მთელი ამ წლების განმავლობაში, ცოლს
სექსუალობის გამოვლენის საშუალებას რომ არ აძლევდა. მისი
ბრალია, ყველაფერი მისი ბრალია. მასში სექსი თვლემდა და
ჰარი ვალდებული იყო, იგი გამოეცოცხლებინა. თავად ხომ ყვე-
ლაფერს აკეთებს ჩარლისთვის. იმიტომ, რომ ის სთხოვს მას.
ეს რაღაც წმიდათაწმიდაა. იგი არც კი ფიქრობს ამის შესახებ.
ეს ცხოვრებაა. ამქვეყნად გაჩნდი და უნდა იცხოვრო, და შექ-
მნილი ხარ ერთადერთი მიზნით. ახლანდელი ქალები ამას
უარყოფენ. ბიუსჰალტერებსაც წვავენ, მაგრამ შენ მაინც ერთა-
დერთი მიზნით ხარ შექმნილი. თითქოს ვარდები. ვარდები სი-
ცარიელეში. იქ კი სიღრმე პირს აღებს და გყლაპავს. ჰარი ამას
ვერასოდეს გაიგებს, ვერასოდეს გაბედავს ამაზე ფიქრს, სულ
სადღაც გარბის, ძალზე მომთხოვნია, ეჯავრება კიდეც სექსი. ის
- ჯენისი - ხომ სულ აქ იყო, აქ არის. ოჰ, არც მთლად. ჯენისმა
იცის, რომ ჰარიმ იცის. თვალებს ახელს, ხედავს, რომ ის საწო-
ლის კიდეზე წევს, უფსკრულის პირას. ორივენი უფსკრულის პი-
რას წვანან, აი, ახლა გადავარდებიან. იგი თვალებს ხუჭავს, სა-
დაცაა ქვემოთ ჩავარდება. ოჰ, ოჰ... საწოლი ჭრიალებს.

80
მკითხველთა ლიგა

ჯენისი დუნდება. ამბობენ (მას სადღაც წაუკითხავს კიდეც),


რომ ზოგიერთი ექიმი სისხლის წნევას უზომავს პაციენტს, როცა
ის ამით არის დაკავებული, თავზე რაღაცებს უმაგრებს. საოცა-
რია, როგორ უნდა მოახდინო ამ დროს კონცენტრირება. ყვე-
ლაზე კარგია, როცა თავად ანიჭებ საკუთარ თავს სიამოვნებას.
საწოლი შეზანზარდა და ჰარი ღრმა ძილისგან გამოერკვა, მძი-
მედ გადაბრუნდა მეორე გვერდზე და ცოლს წელზე ხელი მოხ-
ვია - ფერმკრთალი, ზორბა, სიმსუქნისკენ მიდრეკილი კაცია.
ჯენისი მაჯაზე თითებით ეფერება - იმავე თითებით. თავად არის
დამნაშავე. ის მოჩვენებაა, თეთრი და ნაზი. უნდოდა ცოლი ყუთ-
ში მოეთავსებინა, ისეთივეში, როგორშიც გარდაცვლილი რე-
ბეკა იწვა. როგორ იკრავდა მკერდში პატარას, უკვე მკვდარს,
საპნიანი წყლით დასველებულს, და ისეთი ძალით ღრიალებ-
და, თითქოს ხვრელის გაკეთება უნდოდა, რომლიდანაც მის
ბავშვში სიცოცხლე დაბრუნდებოდა. ამას თითქოს ეკრანზე ხე-
დავს, შავი ხავერდის ფონზე დიდი ბორბალი ტრიალებს საოცა-
რი სიმფონიის თანხლებით, რომელმაც იგი გაიტაცა, მიუხედა-
ვად კინოში წასვლის წინ განცდილი მღელვარებისა. ახლა იგი
ბალერინასავით დაფრინავს თავისი ცხოვრების ერთი პლანე-
ტიდან მეორეზე. მამა, ჰარი, ნელსონი, ჩარლი. ეჩვენება, რომ
საყვარელს უღალატა, რადგან ტკბობა მის გარეშე განიცადა.
და ნელა მიაქვს ტუჩებთან თითის წვერები, ჭაობის სასიამოვნო
სუნი რომ სდის, კოცნის და ფიქრობს: „ეს შენ“.
მეორე დღეს, პარასკევს, გაზეთები და ტელევიზია იორ-
კში, პენსილვანიის სამხრეთში, ფერადკანიანთა მღელვარების
შესახებ იუწყება: სნაიპერები უდანაშაულო მეხანძრეებს, უბრა-
ლო გამვლელებს ესვრიან... საით მიექანება სამყარო? ასტრო-
ნავტები მთვარის გრავიტაციულ ველს უახლოვდებიან. დღის
ბოლოს ბრუერში მოულოდნელად გაავდრდა. მაღაზიაში შებ-

81
მკითხველთა ლიგა

რუნდნენ იქიდან გამოსულები და ისინიც, ვინც სამსახურიდან


შინისკენ მიიჩქაროდა. სანამ ჰარი მამასთან ერთად ბარში, სა-
ხელწოდებით „ფენიქსი“, თავის შეფარებას მოასწრებდა, თეთ-
რი პერანგი ერთიანად დაუსველდა.
- გუშინ საღამოს ძალიან გვაკლდი, - ამბობს ერლ ენ-
გსტრომი.
- ხომ გითხარი, მამა, რომ ვერ მოვიდოდით: ბიჭი ჯერ
რესტორანში წავიყვანეთ, მერე - კინოში.
- კარგი, ნუ მიბრაზდები. ვიფიქრე, შემოივლიან-მეთქი,
მაგრამ არა უშავს. რახან არ მოხვედით, ესე იგი ვერ შეძელით.
- მე ვთქვი, შევეცდებით-მეთქი, მეტი არაფერი. დედას ძა-
ლიან ეწყინა?
- არაფერი შემიტყვია. ხომ იცი, არ უყვარს გრძნობების
გამომზეურება. იცის, რომ პრობლემები გაქვს.
- რა პრობლემები?
- ფილმი თუ მოგეწონათ, ჰარი?
- ბიჭს მოეწონა, ჩემთვის კი დიდი არაფერი იყო, თუმცა
ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი თავს - ალბათ საჭმელმა მაწყინა.
როგორც კი შინ დავბრუნდით, მკვდარივით დამეძინა.
- ჯენისს თუ მოეწონა? კარგად გაერთო?
- მე რა ვიცი, დალახვროს ეშმაკმა! შენ ფიქრობ, რომ მის
ასაკში კიდევ შესაძლებელია კარგად გართობა?
- ვიმედოვნებ, ამ დღეებში ძალიან ღრმადაც არ ჩამიყვია
ცხვირი სხვის საქმეებში.
- დედა კვლავ ამაზე ბოდავს?
- ხანდახან. ვეუბნები, მომისმინე. ჰარი უკვე დიდია, ჰარი
პასუხისმგებლიანი მოქალაქე არის-მეთქი.
- ჰო, - ეთანხმება ჰარი, - შესაძლოა ჩემი პრობლემაც ეს
არის.

82
მკითხველთა ლიგა

შეკრთა. სველ პერანგში ძალიან ცივა. ხელით ანიშნებს,


რომ კიდევ ერთი „დაიკირი“ მოუტანონ. ხმაგამორთული ტელე-
ვიზორის ეკრანზე უჩვენებენ, თუ როგორ პატრულირებენ იორ-
კის ქუჩებში პოლიციელები სამ-სამად და ოთხ-ოთხად. შემდეგ
აჩვენებენ პატრულს ვიეტნამში - ბიჭებს სახეზე შიში და დაღლი-
ლობა აღბეჭდვიათ. ჰარის გუნება უფუჭდება. იმიტომ, რომ იქ
არ არის, მათთან ერთად. ამის მერე ეკრანი პოპულარობის
წყურვილით შეპყრობილ ნორვეგიელს ეთმობა, რომელმაც
უარი თქვა ქაღალდის ნავით ატლანტის ოკეანის გადალახვაზე.
ტელევიზორს ხმა ბოლომდეც რომ ჰქონოდა აწეული, ბარში
ისეთი ხმაური იყო, მის სიტყვებს მაინც ვერავინ გაიგებდა - ყვე-
ლანი აღგზნებულნი იყვნენ ავდრისა და იმის გამო, რომ დღეს
პარასკევი იყო.
- როგორ ფიქრობ, დღეს ხომ ვერ შეძლებ ჩვენთან შე-
მოვლას? - ეკითხება მამა, - დიდხანს ჯდომა არ მოგიწევს,
თხუთმეტიოდე წუთი. დედაშენისთვის ამას დიდი მნიშვნელობა
ექნება. მიმი ხომ ლამის უკვალოდ გაქრა. ღია ბარათის გამოგ-
ზავნაც კი უჭირს.
- დაველაპარაკები ამის შესახებ, - ამბობს ჰარი და ჯენისს
გულისხმობს, თუმცა მიმიზე ფიქრობს, რომელიც დასავლეთ სა-
ნაპიროზე თავაშვებულ ცხოვრებას მისდევს, მიმიზე, რომელსაც
ჯექსონ-როუდზე ციგით ასრიალებდა და რომელსაც კაპიუშონი
თოვლის ფანტელებით ჰქონდა დაფარული. წარმოიდგენს დას
საღამოს წვეულებაზე, ცვილის სახით მომლოდინეს, ანდა საცუ-
რაო აუზთან წამოწოლილს, კანზე საცხწასმულს. მის გვერდით,
ქოლგის ქვეშ კი, გაოფლილ განგსტერს მოუკალათებია და
პირში გაუჩხერია სიგარა.

83
მკითხველთა ლიგა

- ძალიანაც ნუ დააიმედებ, - განაგრძობს ჰარი და დედას


გულისხმობს, - თუმცა დარწმუნებული ვარ, კვირას მოვალთ. ახ-
ლა კი უნდა გავიქცე.
გამოიდარა. ღრუბლებიდან მზე იჭყიტება და ტროტუარებს
სწრაფად აშრობს. რუკის მსგავსი ლაქები - აფუებული „კლინექ-
სი“ კუნძულად მოჩანს გუბეებს შორის. მიყრუებული ფეხსაც-
მლის მაღაზიის საფრიდან ღონიერი მტვირთავები და გამხდა-
რი, უქნარა ზანგები გამოდიან... ავტობუსის გაჩერების აღმნიშ-
ვნელი გაცრეცილი ნიშანი. ურნა მფრინავი თეფშის მსგავსი
თავსახურით, წარწერით - „დავიცვათ სისუფთავე ბრუერში“.
მინგრეულ-მონგრეული, წვიმით გადარეცხილი და მბრწყინავი
ასფალტი. ცხვირსახოცებად და ცხენის კუდებად ქცეული შავი
საავდრო ღრუბელი დასავლეთისკენ ჯაჯის მთის ქედს იქით
მიემართება და ცა კვლავ უხალისო, ერთფეროვანი ხდება, რო-
გორც ეს პენსილვანიის ტენიანი ჰავისთვისაა დამახასიათებე-
ლი. ბაჭიას კვლავ ემატება სანერვიულო, რომელიც გამოსა-
ვალს გაბრაზებაში პოულობს.
შინ მისულს იქ არც ჯენისი ხვდება, არც - ნელსონი. სახ-
ლთან მდებარე ბილიკიდან ხედავს, რომ წვიმით გამოცოცხლე-
ბულ პატარა მდელოზე მხოხავი სარეველები მომრავლებულა,
მრავალძარღვა ამოყრილა. ბაჭია შვილს დოლარ-ნახევარს
აძლევს, სამაგიეროდ, მან გაზონი უნდა გაკრიჭოს. ივნისის მე-
რე არ გაუკრეჭია. მცირესიმძლავრიანი სათიბელა (რომელიც
მათ სპრინგერებმა მისცეს, სანამ ისეთი არ შეიძინეს, რომელ-
ზეც დაჯდომა და ტარება შეიძლებოდა) გარაჟში დგას. საწვა-
ვით სავსე ქილაც იქვეა, ერთ-ერთი ბორბლის უკან. ბაჭია ზე-
თავს სათიბელას. ქარვისფერი სითხე ძაბრში უფერული ხდება.
მეოთხე ცდაზე ქოქავს. სათიბელა წებვად, სველ ბალახს ის-
ვრის, სახლის წინ მდებარე მდელობზე მოძრაობს. სახლის უკან

84
მკითხველთა ლიგა

უფრო დიდი მდელობია. იქ თეთრეულის საშრობია მოწყობი-


ლი, სადაც მამა-შვილი გაცრეცილი ბურთით ფეხბურთს თამა-
შობენ ხოლმე. ბალახი იქაც გასაკრეჭია, მაგრამ ბაჭიას უნდა,
რომ ჯენისმა მუშაობისას მოუსწროს და სინდისის ქენჯნამ შეაწუ-
ხოს.
აი, ჯენისიც ბრუნდება. ვისტადან ისე მკვეთრად შემოუხ-
ვევს, რომ ბორბლების ქვემოდან ასფალტზე დაყრილი ხრეში
აქეთ-იქით იფანტება. ქალი „ფელკონს“ გარაჟში, როგორც ყო-
ველთვის, არასაკმარისად ღრმად აყენებს, რაც ბაჭიას მუდამ
აცოფებს. ბამპერი იმდენზეა გამოწეული, რომ კარის დაკეტვა
შეუძლებელია. ბალახის გრძელი ჩრდილი გადაჭრილ წვერო-
ებს ერწყმის. ბაჭია ერთადერთ ხესთან, მავთულით პალოზე მი-
მაგრებულ წვრილ ნეკერჩხალთან დგას. სეკატორის ხმარების-
გან (რომლითაც ბალახის გასწვრივ ბუჩქებს კრეჭდა) ხელისგუ-
ლი ეწვის.
- ჰარი, - ამბობს ჯენისი, - გარეთ ხარ? აი საოცრება!
ეს მართლაც ასეა: პარკ-ვილასიდან, მისი სანიმუშო ოთ-
ხაკრიანი ნაკვეთებითა და საბაღე გრილებისთვის აუცილებელი
საკვამურებით, მცხოვრებლებს გარეთ ვერაფრით გამოიტყუებ,
ბავშვებიც კი არ გამოდიან ზაფხულში. ერთმანეთთან მიჯრით
მდგარი აგურის სახლების რაიონში კი, სადაც ბაჭია პატარაობი-
სას ცხოვრობდა, ბავშვები ყოველთვის ეზოში იყვნენ, მეჩხერ
ბუჩქებში იმალებოდნენ, მოხრეშილ გზებზე, ფანჯრების სიახ-
ლოვეს ძიძგილაობდნენ, საიდანაც, უსაფრთხოების მიზნით,
რომელიმე უფროსი აუცილებლად თვალს ადევნებს მათ. აქვეა
პრერიის დაღვრემილობაც, წვრილი ანტენებით დახაზული
მოწყენილი ცა. რადიოტალღებით მოწამლული ცა. კანალიზა-
ციის სუნი მიწისქვეშეთიდან.
- ჯანდაბა! სად იყავი?

85
მკითხველთა ლიგა

- ბუნებრივია, სამუშაოზე. მამა ყოველთვის ამბობდა, წვი-


მის შემდეგ ბალახის გაკრეჭა არ შეიძლება, მიწაზეა გაწოლი-
ლიო.
- მაშასადამე, სამუშაოზე. მერედა რა არის ამაში ბუნებრი-
ვი?
- რა უცნაური ხარ, ჰარი. დღეს მამა პოკონიდან დაბრუნდა
და ექვსის მერე შემაყოვნა, რათა მილდრედის მიერ მოწყობილ
დომხალში გავრკვეულიყავით.
- მე კი მეგონა, რომ ის პოკონიდან რამდენიმე დღის წინ
დაბრუნდა. გამოდის, რომ მაშინ იცრუე. რატომ?
ჯენისი მოთიბული ბალახის გავლით მასთან მიდის და ისი-
ნი გვერდიგვერდ დგანან - კაცი, ქალი და ხე, წვრილი ნეკერ-
ჩხალი, რომელიც არ იქნა და არ გაიზარდა. ნავთის სუნს
გრძნობენ - ვიღაცას პარასკევ საღამოს პიკნიკის მოწყობა გა-
ნუზრახავს გრილის გამოყენებით. მეზობლებს პენ-ვილასიდან
არ იცნობენ, ისინი აქ დროებით არიან - ბუღალტრები, გამყიდ-
ველები, ინსპექტორები, მემონტაჟეები, ვისი ცხოვრებაც ჩავ-
ლილ მანქანებში გაიელვებს ხოლმე, ხანაც უხილავი ბავშვების
შეძახილებში ისმის. ჯენისი წითლდება, სხეული გამომწვევად
ეზნიქება.
- დამავიწყდა, ეს გულუბრყვილო ტყუილი იყო. ტელეფონ-
ში ისეთი გაბრაზებული ჩანდი, რაღაც ხომ უნდა მეთქვა. მომეჩ-
ვენა, რომ ამის თქმა ყველაზე მარტივი იყო - მეთქვა, რომ მამა
აქ იყო, ხომ იცი, როგორი ვარ. როგორ ვიბნევი და ყველა-
ფერს ვურევ.
- კიდევ რამდენი ტყუილი გაქვს ჩემთვის ნათქვამი?
- არც ერთი. ახლა მეტი არ მახსენდება. შესაძლოა, რამე
უმნიშვნელო - რა ღირს რომელიმე ნივთი, მოკლედ, ქალების-
თვის დამახასიათებელი ტყუილები. ჰარი, ქალებს უყვართ

86
მკითხველთა ლიგა

ტყუილის თქმა... უამისოდ საშინელი მოწყენილობაა, - ამბობს


კეკლუცად, ენის წვერს გამოყოფს და ზედა ტუჩზე მიიჭერს ხა-
ფანგის ზამბარის მსგავსად.
- ნელსონი სად არის? - ეკითხება ბაჭია.
- პეგის მოველაპარაკე და ღამით ბილთან იქნება, ხვალ
ხომ სკოლა არა აქვს.
- კვლავ იმ სულელებთან. ისინი თავის იდეებს უტენიან
თავში.
- მის ასაკში, ნელსონს, გინდა არ გინდა, თავი რამეთი მა-
ინც ექნება გამოტენილი.
- მე თითქმის შევპირდი მამას, რომ დღეს დედას ვინახუ-
ლებთ.
- ვერ გამიგია, რატომ უნდა ვინახულო. მას არასოდეს ვუყ-
ვარდი, ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ქორწინება მოეშხა-
მა.
- კიდევ ერთი შეკითხვა.
- გისმენ.
- სტავროსს ხმარობ?
- მეგონა, რომ ქალებს იქით ხმარობდნენ.
ჯენისი შეტრიალდება და სამი საფეხურის გავლით
ხტუნვა-ხტუნვით შერბის ვაშლივით მწვანე ალუმინის დაფებით
გარშემორტყმულ სახლში. ბაჭია სათიბელას გარაჟში აბინავებს
და სახლში გვერდიდან, სამზარეულოდან შედის. ჯენისი უკვე
იქაა, ქვაბებს ახმაურებს და ვახშამს ამზადებს.
- მრავალფეროვნებისთვის სავახშმოდ სადმე ხომ არ წავ-
სულიყავით? ერთი მაგარი პატარა ბერძნული რესტორანი ვიცი
ქვინს-სტრიტზე.
- მისი გამოჩენა მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ვაღიარებ,
რომ ეს რესტორანი ჩარლიმ მირჩია, მერედა რა არის ამაში

87
მკითხველთა ლიგა

ცუდი? შენ მას აშკარად ეუხეშებოდი. პირდაპირ აღმაშფოთებ-


ლად იქცეოდი.
- სულაც არ ვეუხეშებოდი, პოლიტიკური დისკუსია გვქონ-
და. მე მომწონს ჩარლი. კარგი ტიპია იმიგრანტის კვალობაზე -
მემარცხენეების თანამგრძნობი და პირმოთნე.
- ამ ბოლო დროს მართლაც ძალიან უცნაურად იქცევი,
ჰარი. ალბათ, დედის ავადმყოფობის გამო.
- რესტორნის მენიუში მშვენივრად ერკვეოდი. დარწმუნე-
ბული ხარ, რომ სტავროსს იქ ლანჩზე არ დაჰყავხარ? ან სავახ-
შმოდ, როცა სამუშაოზე გვიანობამდე რჩები? სამსახურში უამ-
რავი საღამო კი გაატარე, მაგრამ არც ისე ბევრი უნდა გქონდეს
გაკეთებული.
- შენ ხომ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რისი გაკეთება იყო
საჭირო.
- მე ის ვიცი, რომ შენი მოხუცი და მილდრედ კრაუსტი
ოვერტაიმების გარეშეც შესანიშნავად ართმევდნენ თავს ყვე-
ლაფერს.
- „ტოიოტას“ ლიცენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით, საქ-
მემ სულ სხვა გაქანება მიიღო. უამრავი ანგარიში მოდის - სატ-
რანსპორტო ზედნადებები, საგადასახადო ქვითრები, საბაჟო
მოსაკრებელი, - თავდასაცავი სიტყვები ჯენისს თავისით ახსენ-
დება, - ასეა თუ ისე, ჩარლის უამრავი გოგო ჰყავს, ნებისმიერ
დროს შეუძლია გაუთხოვარი, ჩემზე ახალგაზრდა შეაბას. ისინი
ხომ ახლა დაუპატიჟებლად, თავისით უხტებიან ლოგინში ყვე-
ლას, ცხადია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებით, -
ბოლო წინადადება აშკარად ზედმეტი იყო.
- შენ რა იცი?
- ჩარლი მიყვებოდა.
- ძალიან დამეგობრებულხართ.

88
მკითხველთა ლიგა

- არც ისე. ზოგჯერ მოიწყენს ხოლმე და დედობრივი ყუ-


რადღება ესაჭიროება.
- იქნებ მხურვალე ახალგაზრდა გომბიოებს უფრთხის და
უფროსი ქალები მოსწონს - მამა მია და ამისთანები. გადაქლე-
სილი ხმელთაშუაზღვისპირელები დედობრივი ალერსის ნაკ-
ლებობას განიცდიან.
ქალი მონუსხულივით შესცქერის, თუ როგორ ტრიალებს
ჰარი საკითხის გარშემო. იგი ებრძვის საკუთარ თავში გაჩენილ
სურვილს, დაეხმაროს მას, აპოვნინოს სიმართლე, რომელზეც
ამდენს ფიქრობს და ძლივს ახერხებს სიტყვების შერჩევას მის
დასაძლევად.
- სხვათა შორის, - განაგრძობს ბაჭია, - იმ გოგონებიდან
არც ერთი არაა ბოსის ქალიშვილი.
დიახ, სწორედ ეს აზრი უნდა მოსვლოდა მას თავში. თავი-
დან თვითონაც ასე ფიქრობდა, როცა სტავროსმა პირველად
მოუთათუნა ხელი საჯდომზე, ის კი იდგა და არ იცოდა, როგორ
გარკვეულიყო ერთმანეთში აბურდულ ციფრებში, რომლებშიც
არაფერი გაეგებოდა. ასევე ფიქრობდა, როცა სტავროსმა მა-
მამისის მოედანზე გასვლით დრო იხელთა და სენდვიჩზე დაპა-
ტიჟა, ან როცა საღამოს ხუთ საათზე მაღაზიის გვერდით მდება-
რე ბარ „ატლასში“ ვისკის დასალევად შევიდნენ, ან როცა მან-
ქანაში ხვევნა-კოცნა დაიწყეს, თანაც ყოველ ჯერზე სადგომი-
დან ახალი მანქანა გამოჰყავდათ, ახალწასმული ლაქის სუნით,
თითქოს ლაქს მათი შეხების გადაფარვა შეეძლო. ასე ფიქრობ-
და იგი, სანამ სტავროსმა არ დაარწმუნა, რომ მას სწორედ ის
სჭირდებოდა, სასაცილო, ასაკიანი, უგერგილო ჯენის ენ-
გსტრომი, ქალიშვილობაში სპრინგერი. ეს მის კანს ლოკავდა
იგი ნაყინივით, მის დროს იპარავდა და დაპრესვის შედეგად
ბრილიანტად აქცევდა. მისი ნერვებისგან სიტკბოების მტკიცე

89
მკითხველთა ლიგა

ზამბარას ქმნიდა, რომელიც მძლავრად იკუმშებოდა და იშლე-


ბოდა, სანამ ციებ-ცხელებიანივით ბურანში არ გახვევდა. ისეთი
ძლიერი ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებოდა, რომ უკვე შემდგომ, ლო-
გინში წოლისას, კარგად გამოძინებულივით, ძილი აღარ ეკა-
რებოდა. ჩარლის ბინა, როგორც გაირკვა, სამსახურიდან
თორმეტი წუთის სავალზე მდებარეობდა ძველი ბაზრის გავ-
ლით, რომლისგანაც ახლა მხოლოდ თუნუქის სახურავის ქვეშ
არსებული რამდენიმე დახლიღა დარჩენილიყო.
- რა სარგებელი აქვს იქიდან, რომ ბოსის შვილი ვარ?
- შესაძლოა, შთაბეჭდილება შეექმნას, რომ სოციალური
კიბით მაღლა მიიწევს. აქ ხომ ყველა ბერძენი, პოლონელი თუ
კიდევ ვიღაც სხვა მხოლოდ ამაზე ფიქრობს.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჰარი, თუ რასობრივი
ცრურწმენების ტყვეობაში მოექცეოდი.
- ...კი თუ არა?!
- არა, - იცრუა ჯენისმა და მაშინვე იგრძნო (როგორც ბავ-
შვობისას, როცა თავისი თოვლის დამბის დნობას აკვირდებო-
და), რომ სიმართლე არ დაიმალებოდა - დიდი, მუდმივი სი-
მართლე. ქალს ეშინია, მზად არის გაეცალოს აქაურობას, და-
იყვიროს, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, მაინც მოუწევს ამ გზის
გავლა, სიმართლის თქმა, აღიარება, როგორც პატარები
აღიარებენ ხოლმე თავის დანაშაულს. ეს რომ გააცნობიერა,
საოცარი სიამაყე იგრძნო.
- სულელო ძუკნავ, - ამბობს ბაჭია და მხარზე მუშტს ჰკრავს
ქალს.
ქალი დარტყმითვე პასუხობს, მოუხერხებლად, კისერში,
სანამდეც ხელი მიუწვდება. ჰარის ეს წამიერ სიამოვნებას ანი-
ჭებს - გვირაბი მზის შუქით ნათდება. კვლავ ურტყამს ცოლს,
სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ვეღარ ჩერდება, იმ შუქისკენ

90
მკითხველთა ლიგა

მიიწევს. უფრო ძლიერადაც შეუძლია დარტყმა, მაგრამ ესეც


საკმარისია. ჯენისი სლუკუნებს, ორად იკეცება. ახლა მუშტები
უროსავით ეშვება მის ზურგსა და კისერზე. ამ კუთხით ჰარი მხო-
ლოდ მისი თმის ცარცივით თეთრ გამყოფ ხაზს, სანთელივით
თეთრ კეფასა და ბიუსტჰალტერის თასმას ხედავს, ბლუზის ქვეშ
რომ მოჩანს. ყრუ ქვითინი თანდათან ძლიერდება. ქალის დაკ-
რუნჩხული პოზით, სახის გამომეტყველებითა და დამცირებით
მოხიბლული ბაჭია ჩერდება. ჯენისი გრძნობს, რომ მეტი აღარ
მოხვდება. აღარ იგრიხება, გვერდზე წვება და ხმამაღლა ტი-
რის, ზლუქუნებს, კვნესის, საშინელ ხმებს გამოსცემს, რომელ-
საც გულამომჯდარი ტირილით გამოწვეული წყვეტილი სუნ-
თქვა ენაცვლება. სახე გასწითლებია, ახალდაბადებული ბავ-
შვივით დაღრეჯია; ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ბაჭია
უკეთ დასანახად მუხლებზე ეშვება. ჯენისი შავ თვალებს აელ-
ვებს და სახეში აფურთხებს, მაგრამ არ გამოსდის და ნერწყვი
საკუთარ სახეზე ეცემა. ბაჭიამდე მხოლოდ ორიოდე შხეფი აღ-
წევს. ამით გამძვინვარებული ჯენისი ყვირის:
- ვწევარ ჩარლისთან. ჰო, ვწევარ!
- ჯანდაბა, - წყნარად ამბობს ბაჭია, - ცხადია, წევხარ, - და
თავს მკერდზე მიადებს, რათა სახე მისი ფრჩხილებისგან დაიც-
ვას. გვერდებზე ხელებს უჭერს, თან შემოაჭდობს და ცდილობს
წამოაყენოს.
- მე ის მიყვარს. ეშმაკმაც წაგიღოს, ჰარი. ჩვენ მთელ
დროს სიყვარულში ვატარებთ.
- კარგია, - კვნესა აღმოხდება ბაჭიას. წუხს, რომ უეცრად
მოზღვავებული შუქი ქრება, აღარც ის გაშმაგებაა, რომელმაც
ქალის ცემა და აღიარება გამოიწვია. ახლა ერთი ხეიბრით მეტი
ეყოლება და მასზე ზრუნვაც მოუწევს...

91
მკითხველთა ლიგა

- უკვე რამდენიმე თვეა, ერთად ვართ, - ჯიუტად განაგ-


რძობს ქალი და მისი მკლავებიდან თავის დახსნას ცდილობს.
კიდევ სურს, რომ შეაფურთხოს. ბაჭია კი უფრო მჭიდროდ მი-
უკრავს ხელებს გვერდებზე, უფრო უჭერს. ჯენისი ქმარს შეშლი-
ლი, გაშეშებული, გაყინული სახით ჩაშტერებია. ცდილობს რამე
უფრო გულსატკენი მოიფიქროს.
- მე მისთვის ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, - ამბობს ის, - რაც
შენთვის არასოდეს გამიკეთებია.
- მჯერა, რომ აკეთებ, - ბურტყუნებს ჰარი, ნანობს, რომ
მესამე ხელი არა აქვს, რომ შუბლზე გადაუსვას და მიიზიდოს.
ბაჭია ხედავს მის მბრწყინავ შუბლსა და მბრწყინავ სამზა-
რეულოს ლინოლეუმს. ქალს კულულები აქეთ-იქით გადაჰყრია
და ნიჟარის სიახლოვეს დაწინწკლული ლინოლეუმის ნახატებს
ერწყმის. გაჭედილი წყლის სადინარიდან საძაგელი მოტკბო
სუნი მოდის. ჯენისი შეუჩერებლად ტირის, სხეული უდუნდება.
ბაჭია ადვილად სწევს მას და სასტუმრო ოთახის დივანზე გა-
დაჰყავს. ზომბის ძალა აქვს, მუხლები უკანკალებს, სეკატორის-
გან გადახეხილი ხელისგული გამაგრებულ ნახევარმთვარედ
გადაქცევია.
ჯენისი რბილ დივანში ეფლობა.
- საწოლში ის მე მჯობია, - კარნახობს ბაჭია, რათა
აღიარების ნაკადი არ შეწყდეს, და იმ ექიმივით იქცევა, რომე-
ლიც ძირმაგარას გამოსარწყავად სველ ტამპონს ადებს.
ჯენისი ენაზე იკბენს, საკუთარი ქორწინების ნანგრევებს
შესცქერის და ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს. შერეული სურ-
ვილები - საკუთარი ტყავის გადარჩენა, კეთილად, მართლად
წარმოჩინება თავდაპირველ შიშსა და ბრაზს აუფერულებს.

92
მკითხველთა ლიგა

- ის სხვანაირია, - ამბობს იგი, - მე მას უფრო აღვაგზნებ,


ვიდრე შენ. დარწმუნებული ვარ, ასე იმიტომ ხდება, რომ ქორ-
წინების უღელი არ გვაწევს.
- სად აკეთებთ ამას?
ჯენისს თვალებს სხვადასხვა სურათი უბინდავს - მანქანის
უკანა სავარძელი, პლედები, საქარე მინიდან დანახული ხეების
ამოყირავებული ვარჯები, მონაცრისფრო-კრემისფერი ნოხი
ფოლადის სამ მწვანე მაგიდას, სეიფსა და „ტოიოტას“ მუყაოს
მაკეტს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში, მოტელის ნომრები
უბრალო პანელებითა და მოჭრიალე საწოლებით, ჩარლის
კუშტი საცხოვრებელი, მძიმე ავეჯითა და ვერცხლის ჩარჩოებში
ჩასმული ნათესავების სურათებით.
- სხვადასხვა ადგილას.
- გინდა, რომ ცოლად გაჰყვე?
- არა, არა.
ამას რატომ ამბობს? ადამიანს გადაწყვეტილების მიღების
შესაძლებლობა უფსკრულის პირას აყენებს. მან ეს არ იცოდა.
ეგონა, რომ კარი ბაღში გაიყვანდა. ის კი სიცარიელეში გადის.
ჯენისი ცდილობს, ჰარის მიუახლოვდეს, თავისკენ მიიზიდოს.
წევს, ცალ ფეხზე ფეხსაცმელი გასძრობია, დაჟეჟილი ადგილე-
ბი ეწვის. კაცი კი, როგორც იდგა მუხლებზე დაშვებული, ისევ
ისე დგას. ქალი კვლავ ცდილობს მის მიზიდვას, მაგრამ იგი
მკვდარივითაა. მან მოკლა ის.
- ნუთუ ასე ცუდად გექცეოდი? - ეკითხება ბაჭია.
- ოჰ, არა, საყვარელო. ძალიან კარგად. შენ მე დამიბრუნ-
დი. იმ ბინძურ სამუშაოს თავს აკლავ. თვითონაც არ ვიცი, ჰარი,
რა დამემართა, გულწრფელად გეუბნები.
- რაც უნდა ყოფილიყო, ეს ჯერაც არ გამქრალა, - ამბობს
ის.

93
მკითხველთა ლიგა

ახლა ბაჭია ძალიან ჰგავს ნელსონს - უკმაყოფილოა და


ნაწყენი, გაოცებულია, რომ რაღაც აღმოაჩინა, დღის სინათლე-
ზე გამოიტანა. ჯენისი გრძნობს, რომ მასთან სიყვარულით უნდა
დაკავდეს. მის გულში საპირისპირო გრძნობები ებრძვის ერ-
თმანეთს - უეცრად აღძრული სურვილი ამ ფერმკრთალი, უთ-
მოტანიანის მიმართ, აღშფოთება ამ სურვილის გამო. გაოცებუ-
ლია, თუ რაოდენ მრავალშრიანია ღალატი.
კაცი ცდილობს არ დაკარგოს იგი, დივანს სცილდება, მაგ-
რამ კვლავ იატაკზე ზის და მზადაა სალაპარაკოდ, წონასწო-
რობის დასამყარებლად.
- რუთი თუ გახსოვს?
- ის ბოზი, რომელთანაც ჩემგან წასვლის შემდეგ ცხოვ-
რობდი?
- მთლად ასეც არ იყო.
- კარგი, მნიშვნელობა არა აქვს. რა დაემართა?
- ორიოდე წლის წინ ისევ შევხვდი.
- და ისევ იწექი მასთან?
- არა, ღმერთმანი. ძალიან გამოცვლილა. ჰო, ასეა. ჩვენ
ერთმანეთს უაიზერ-სტრიტზე შევხვდით, საყიდლებზე მიდიოდა.
ისე გასუქებულიყო, რომ ვერც კი ვიცანი. მაგრამ თვითონ მიც-
ნო: ვხედავ, ვიღაც ქალი დაჟინებით მომშტერებია, და უცებ მივ-
ხვდი: რუთია. ისევ ისეთი გრუზათმიანი. სანამ გავიაზრე, რომ
ჩემ წინ რუთი იდგა, მან უკვე გვერდით ჩამიარა. ცოტა ხანს უკან
მივყვებოდი, მან კი უცებ ერთბაშად მოკურცხლა „კროლსში“.
ვიფიქრე, ბედმა გადაწყვიტოს-მეთქი და გვერდით გასასვლელ-
თან დავდექი. თუ იქიდან გამოვიდოდა, მივესალმებოდი, თუ
რომელიმე სხვა კარიდან - კვლავ ჩემს გზას დავადგებოდი. ხუ-
თი წუთი უნდა დავლოდებოდი. სინამდვილეში ეს სულაც არ მა-
ინტერესებდა, - ამას რომ ამბობდა, ბაჭიამ იგრძნო, როგორ

94
მკითხველთა ლიგა

აუჩქარდა გულისცემა მაშინდელივით, - ის იყო, წასვლა დავა-


პირე, რომ ორი მძიმე ჩანთით დატვირთული გამოვიდა, შემომ-
ხედა და მითხრა: „თავი დამანებე“.
- მას შენ უყვარდი, - განუმარტავს ჯენისი.
- ჰოც და არაც, - ამბობს ბაჭია და ამ თვითკმაყოფილი
ტონისგან ქალს მისდამი ყოველგვარი სიმპათია უქრება, - სას-
მელზე დავპატიჟე, მაგრამ მან მხოლოდ ავტოსადგომამდე მი-
ცილების ნება დამრთო. იქ ადრე ძველი მაღაზია „აკმე“ მდება-
რეობდა. რუთი გალილეს მიმართულებით ცხოვრობს, თავად
მითხრა. მისი ქმარი ფერმერია, რამდენიმე სასკოლო ავტობუ-
სიც ჰყავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგი მასზე უფრო-
სია და ადრე მეორე ოჯახიც ჰყავდა. რუთმა მითხრა, რომ სამი
შვილი ჰყავთ, ერთი გოგო და ორი ბიჭი. შვილების სურათებიც
მაჩვენა, საფულეთი დაატარებს. ვკითხე, ქალაქში რა სიხშირით
ჩამოდიხარ-მეთქი. მიპასუხა, შენთვის არასოდეს ჩამოვალო.
- საბრალო ჰარი, - ამბობს ჯენისი, - ამის მოსმენა საშინე-
ლებაა.
- ჰო, მაგრამ მაინც. ის, როგორც ვთქვი, ძალიან გამოც-
ვლილი მეჩვენა. თითქოს დამძიმდა, თითქოს რომელიღაც
პერსონის შიგნით დაიმალა და სხვებს დაემსგავსა: ზონზროხა
დიასახლისი, მძიმე ჩანთებით დატვირთული. და მაინც, ეს ის
იყო.
- გასაგებია. შენ ის ისევ გიყვარს, - ამბობს ჯენისი.
- არა, არც ადრე მიყვარდა და არც ახლა მიყვარს. ესე
იგი, შენ არ იცი ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა.
- ვერაფრით დავიჯერებ, რომ არც კი გიცდია მასთან სიახ-
ლოვე ჩემთან დაბრუნების შემდეგ. თუნდაც იმის გასაგებად, თუ
რა გადაწყვიტა... ფეხმძიმობასთან დაკავშირებით.
- მე ვთვლიდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.

95
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ცოლის თვალებში ის ახლა გაკიცხვას ხედავს. გა-


მოდის, რომ უფრო რთული წესები ყოფილა და ამ წესების მი-
ხედვით, იგი სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო. გარდა იმ წესები-
სა, რომლებიც ზედაპირზე დევს, სხვა წესებიც არსებობს და არც
მათი უგულებელყოფა შეიძლება. ჯენისს ეს უნდა აეხსნა მის-
თვის, როცა უკან მიიღო.
- რა იყო ყველაზე ცუდი? - ეკითხება ჯენისი.
- არ ვიცი, ღირს თუ არა ამაზე შენთან ლაპარაკი.
- მოდი, ერთმანეთს ყველაფერი ვუამბოთ, მერე კი გავი-
ხადოთ.
დაღლილი ხმა აქვს. ალბათ, ჯერაც შოკშია იმისგან, რომ
ყველაფერი გაუმხილა.
ბაჭია ცდილობს, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს,
როგორც პოკერში წაგებულს ეხუმრებიან ხოლმე და ამბობს:
- შენ უკვე ყველაფერი თქვი. ბავშვზეც. მე ვიფიქრე ამაზე
და ვკითხე რუთს, შენი უფროსი გოგო რამდენი წლის არის--
მეთქი, მაგრამ არ მითხრა. მერე ფოტოსურათი ვთხოვე, რომ
მენახა, ხომ ხვდები, მსგავსება თუ იყო. არ მაჩვენა. სიცილი და-
მაყარა და კიდევ ერთი უცნაური რამ მითხრა.
- მაინც რა?
- დამავიწყდა, ზუსტად როგორ თქვა. მზერა შემავლო და
მითხრა, რომ გავსუქდი. როგორია მისგან ამის მოსმენა. შემ-
დეგ დაამატა: „გაიქეცი, ბაჭიავ, შენი დრო კომბოსტოს სახრა-
მუნოდ ამოიწურა“, თუ რაღაც ამდაგვარი. ბაჭიას დიდი ხანია,
არავინ მეძახის. კინაღამ გავგიჟდი. ეს ორი წლის წინ მოხდა.
მგონი შემოდგომით. მას მერე აღარ მინახავს.
- ახლა სიმართლე მითხარი. ამ ათი წლის განმავლობაში
ნუთუ სხვა ქალი არ გყოლია?

96
მკითხველთა ლიგა

ის გონებით უკან ბრუნდება და რამდენიმე ბნელ ადგილს


აწყდება: ოთახი პოლონურ-ამერიკულ კლუბში, სადაც „ვერიტ-
მა“ მორიგი საახალწლო ღრეობა მოაწყო, გამხდარი,
ბრტყელმკერდიანი, გაციებული გოგო, რომელმაც არც სვიტე-
რი გაიხადა, არც - ბიუსტჰალტერი; შემდეგ შემზარავი ეპიზოდი
ნიუ-ჯერსის სანაპიროზე, ჯენისი და ნელსონი გასართობ პარკში
წავიდნენ, ის კი პლაჟიდან დაბრუნდა და მხოლოდ ტრუსი ეცვა,
როცა კარზე კაკუნი გაისმა და პარმაღზე დაბალი ფერადკა-
ნიანი ქალი გამოჩნდა ორ გალეულ ბიჭთან ერთად და საკუთა-
რი სხეული შესთავაზა ხუთ ან შვიდ დოლარად - იმისდა მიხედ-
ვით, თუ რას ისურვებდა. აქცენტის გამო იგი თავდაპირველად
ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ და გაამეორებინა - ქალმა თავი
დახარა და ბიჭების ხითხითის თანხლებით თქვა: „ჩვეულებრივ“
ან „პირში“. შეშინებულმა სიფრიფანა კარი ცხვირწინ მიუხურა
და გასაღებით დაკეტა, რათა მოძალადეები არ შემოსულიყ-
ვნენ, შემდეგ კი განსამუხტავად სახით კედელს მიეყრდნო. კე-
დელს ნესტისა და მარილის სუნი ასდიოდა.
- იცი რა, მას შემდეგ, რაც ბეკის შეემთხვა, სექსისკენ რა-
ღაც გული აღარ მიმიწევს. სურვილი კი მიჩნდება, მინდა, მაგ-
რამ მერე თითქოს ვითიშები, - ეუბნება იგი ჯენისს.
- ავდგები ერთი წუთით.
ჯენისი ტელევიზორის წინ დგება, ეკრანი მომწვანო
ფერფლს წააგავს. იგი მარჯვედ იხდის. კოლჰოტის გახდის
დროს მუქკერტიანი ძუძუები ჩამოეკიდება და უთრთის. გარუჯ-
ვის ზოლი ყელს ქვემოთ გადის. ადრე, ზაფხულობით, კვირა
დღეს, დასავლეთ ბრუერის აუზს სტუმრობდნენ, მაგრამ მერე
ბიჭი ისე წამოიზარდა, რომ მასთან ერთად იქ ყოფნა შეუძლე-
ბელი გახდა. ახლა აღარ დადიან. სანაპიროზე კი მას შემდეგ
არ ყოფილან, რაც სპრინგერებმა პოკონი აღმოაჩინეს. მუქ

97
მკითხველთა ლიგა

მწვანე ხეებს შორის მოქცეული, მიკრობებით სავსე წაბლისფე-


რი ტბები. ბაჭიას ეჯავრება ეს ადგილი და იქ არასდროს მიდის,
სხვაგანაც არ დადის, შვებულებას სახლში ატარებს. ერთ ხანს
სამხრეთში, ფლორიდასა და ალაბამაში წასვლაზე ოცნებობდა,
ბამბის მინდვრებისა და ნიანგების ნახვა სურდა. მაგრამ ეს ბავ-
შვური ოცნება იყო და პატარასთან ერთად მოკვდა. ერთხელ
ტეხასი ნახა და მისთვის ესეც კმაროდა. შიშველ ჯენისს ენის
წვერი გამოუყვია და მას პერანგს ხდის, ყოველი ღილის გახ-
სნაზე ცოდვილობს. რაღაცნაირად გაშტერებული ჰარი მას ინი-
ციატივას ართმევს და თავად განაგრძობს ღილების შეხსნას.
შარვალი, ბოლოს ფეხსაცმელი. წინდები. ჯერ კიდევ ჩაუმქრა-
ლი დღის ჰაერი ელამუნება, ზაფხულის სიო უღიტინებს კანზე,
რომელსაც სინათლე არასდროს უნახავს. უკვე მრავალი წე-
ლია, მას და ჯენისს დღისით სექსი აღარ ჰქონიათ. შუა პროცე-
სის დროს ქალი ეკითხება:
- მოგწონს, როცა ყველაფერს ხედავ? ეს ადრე ძალზე
მეუხერხულებოდა.
შებინდებისას ვახშმად დასხდებიან, კვლავაც შიშვლები,
ჯენისის მიერ მომზადებულ სენდვიჩებს მიირთმევენ და ვისკს
სვამენ. მათ სახლში ბნელა, თუმცა ირგვლივ მდებარე სახლები
განათებულია. მეზობლებისა და ვისტა-კრესენტზე ჩავლილი
მანქანების შუქი ოთახში ცერად შემოდის და მოწმეებს აცოც-
ხლებს: ღია სტელაჟის თაროების წიბოები პარალელური დაშ-
ნებივით ციმციმებს. ხისსადგამიანი ლამპის ჩრდილი მარტორ-
ქას წააგავს. ბუხრის თავზე მუყაოს ჩარჩოში ჩასმული ფოტოსუ-
რათიდან ნელსონი იღიმება. ყველაფერი უკეთ რომ გამოჩ-
ნდეს, ჯენისი ტელევიზორს ჩართავს, ხმას დაუწევს და ერთმა-
ნეთის მიყოლებით მოციმციმე კადრების თანხლებით (მოდუ-
ლის მოდელი ფრენისას, დარბეული სუპერმარკეტის წინ დაყე-

98
მკითხველთა ლიგა

ნებული დაცვა, ნიჩბიანი კანჯო, ატლანტის ოკეანე რომ გადა-


სერა და ღუზა ფლორიდაში ჩაუშვა, ნაწყვეტები სხვადასხვა კო-
მედიური სერიალიდან და მელოდრამატული ვესტერნიდან,
ვერცხლისწყალივით დაუდეგარი მონაცრისფრო სახეები
მთელ ეკრანზე), ისინი კვლავ ესიყვარულებიან ერთმანეთს: ქა-
ლის სხეული თითქოს წვრილი, აბრეშუმისებრი სილისგანაა გა-
კეთებული, პირი - შავი ხვრელია, თვალები - ცეცხლოვანი ჩა-
ნაქცევები, კაცის ტანი დაბომბილი განათებული მოტიტვლებუ-
ლი ვაკეა, უხმაუროდ აფეთქებული სურათებით, რომლებიც
ისეთივე ეფექტს ახდენენ, როგორსაც ჯენისის ცელქი, ოსტატუ-
რი ალერსი, დენივით რომ დაუვლის, მაგრამ არ სტკენს. ქალი
ლამის ტყავიდან ძვრება, რათა მას უკანასკნელ თვეებში შეძე-
ნილი ცოდნა გაუზიაროს. ბაჭიას მისი მადა აშინებს. კაცი
გრძნობს, რომ მას ვერ დააკმაყოფილებს, ისევე, როგორც შე-
უძლებელია დედამიწის მადის დაკმაყოფილება, როცა საქმე
სიკვდილს ეხება. დანაშაულის შეგრძნება ქალში სიყვარულს
ბადებს, სიყვარული - გაშმაგებას. პირველ ჯერზე ყველაფერი
ძალზე სწრაფად დამთავრდა, მეორედ - ზომიერად ტკბილი
იყო მასში ჩადებული შრომისა და ოფლის მეოხებით, მესამედ
- ტკივილამდე ტკბილი, ძირითადად სულისკვეთების ხარჯზე,
მეოთხედ კი, რადგან მეოთხედ არაფერი გამოვიდა, - სევდიანი:
ჯენისი ჰარის თეძოებს ზემოდან მოქცეოდა, ტელევიზორის მო-
ციმციმე მკრთალ შუქზე მისი გადაშლილი საშო მოჩანდა, იჯდა
თავდახრილი, ისე, რომ ჩამოშლილი თმა კაცს მუცელზე უღი-
ტინებდა, მისი ცივი ცრემლები კი მოდუნებულ ასოს ეცემოდა,
რომელმაც მისი მოლოდინი ვერ გაამართლა.
- ღმერთო ჩემო! - ამბობს ბაჭია, - სულ დამავიწყდა. დღეს
ხომ დედასთან უნდა წავსულიყავით!

99
მკითხველთა ლიგა

მას ესიზმრება, რომ ჩარლი სტავროსთან ერთად, პატარა,


ალისფერი „ტოიოტათი“ ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება. სიჩ-
ქარის გადამრთველი ფანქარივით წვრილია და ეშინია, არ გა-
დაუტყდეს. ამასთან გოლფის ქაცვიანი ფეხსაცმელი აცვია, რაც
სატერფულების ხმარებას აძნელებს. სტავროსი გვერდით უზის,
ბეჭდებიან კვადრატულ ხელებს მბრძანებლურად იქნევს და და-
ჟინებით ბურტყუნებს თავისი პრობლემის შესახებ: ლინდონ
ჯონსონმა ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზა. ბერძენი ესაჭი-
როებათ. იგი მზადაა დათანხმდეს, მაგრამ ბრუერის დატოვება
არ სურს. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ზაფხულის პერი-
ოდში მაინც, თეთრი სახლი ბრუერში გადმოიტანონ. „აქ ბევრი
ცარიელი ნაკვეთია, სადაც შენობის აშენება შეიძლება“, - უხსნის
ჩარლი. ბაჭია ფიქრობს, რომ, შესაძლოა, შანსი მიეცეს, სტამბა
მიატოვოს და სუფთა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მომავალი მომ-
სახურების სფეროსა და კომპიუტერებს ეკუთვნის. „მე საფოსტო
მარკებს ენას წავუსვამდი“, ეუბნება სტავროსს საქმეში ჩართვის
იმედით და ენას გამოუყოფს. ისინი ჩქაროსნულ გზატკეცილზე
იმყოფებიან და ჩრდილოეთისკენ მიქრიან, დაცარიელებული
ქვანახშირის რაიონებისკენ, და კიდევ უფრო შორს - ჩრდილო-
ეთ პენსილვანიის დაუსახლებელი მიწებისკენ. უეცრად ტბებსა
და ტყეებს შორის, გზატკეცილთან ახლოს, უცნაური, თეთრი ქა-
ლაქი გამოჩნდება, სადაც ყოველ ბორცვზე, ჰორიზონტის ბო-
ლომდე, ზეწარივით თეთრი სახლებია აღმართული, უზარმაზა-
რი ქალაქი, რომელსაც სახელი არა აქვს. ბაჭია ძლივს არ-
კვევს, სად იმყოფებიან. რგოლით აღნიშნულ ქალაქს უბრალო
სახელწოდება აქვს: აღმართი.
აღმართი, აღმართი... სიზმარი იმდენად უსიამოვნოა, რომ
ბაჭია იღვიძებს - თავის ტკივილითა და ერექციის სურვილით.
გრძნობს, რომ ასო ლოლუასავით წვრილი აქვს, ჯენისთან

100
მკითხველთა ლიგა

ყოფნის შემდეგ ეწვის. გვერდით არავინაა. ბაჭია იხსენებს, რომ


ლოგინში ორის მერე დაწვნენ, როცა ეკრანზე ზოლები გაჩნდა
და სიგნალის ხმა გაისმა. ქვემოდან მტვერსასრუტის გუგუნი ეს-
მის. ჯენისი ამდგარა.
ბაჭია შაბათის ტანსაცმელს იცვამს - დაკემსილ ბამბის შარ-
ვალსა და გარგარისფერ ნაქსოვ პერანგს - და ქვემოთ ჩადის.
ჯენისი სასტუმრო ოთახს ასუფთავებს და ვერცხლისფერ მილს
წინ და უკან გადააადგილებს. ჰარის შეხედავს, ასაკი ეტყობა.
სექსი გვაბერებს. მღვდლები ბიჭებივით არიან, შინაბერებს თმა,
სულ ცოტა, ორმოცდაათ წლამდე არ უთეთრდებათ. ჩვენ კი,
დანარჩენებს, დემონი გვჭამს.
- მაგიდაზე ფორთოხლის წვენია, ქვაბში - კვერცხი. მე ჯერ
ოთახს დავალაგებ, - ამბობს ჯენისი.
ბაჭია მაგიდასთან ჯდება და სახლს ათვალიერებს. ერთ
მხარეს სამზარეულო მოჩანს, მეორე მხარეს - სასტუმრო ოთა-
ხი. გარემო, რომელშიც ის ცხოვრებას ატარებს, დილის შუქზე
მარსზე არსებულს წააგავს: სავარძელი, რომელზეც ვერ-
ცხლისფერძაფიანი სინთეტიკური ქსოვილია გადაკრული, დი-
ვანი პოროლონის კვადრატული ბალიშებით, დაბალი მაგიდა -
მეწაღის ძველებური სკამძელაკის იმიტაცია, ხისსადგარიანი
ლამპა. ეს ყველაფერი ნაკლებად გამოდგება დანიშნულების
მიხედვით. ამ ნივთების შეკეთება არ ღირს, მათ ადამიანის მიერ
შთაბერილი სული აკლიათ... გარემო, რომელშიც ბაჭია ცხოვ-
რობს (მაგრამ ვერაფრით შეეგუა), გაუგებარი მასალისგან არის
შექმნილი, გახუნებული, როგორც ხუნდება უნივერმაღის ვიტრი-
ნაში ასაკშეპარული ავეჯი, ერთხელაც რომ არ დაატკბო მისი
სხეული. ფორთოხლის წვენს მწარე გემო აქვს. ეს ჩაციებული
ფორთოხლის წვენი კი არა, რაღაც ნარინჯისფერი ქიმიაა.

101
მკითხველთა ლიგა

ბაჭია ტაფაზე კვერცხს ჩაახლის, ცეცხლს დაუწევს, დედა


ახსენდება და თავს დამნაშავედ გრძნობს. ჯენისი მტვერსას-
რუტს გამორთავს, სამზარეულოში შედის, ყავას ისხამს და ბა-
ჭიას პირდაპირ ჯდება. თვალები ამოღამებული აქვს.
- იმას ეტყვი?
- ვთვლი, რომ უნდა ვუთხრა.
- რატომ? არ გინდა, რომ შეინარჩუნო?
- რას ამბობ, ჰარი!
- გაუფრთხილდი, თუ შენთვის ბედნიერება მოაქვს. რო-
გორც ჩანს, მე ეს არ გამომდის. ასე რომ, გააგრძელე, სანამ
ბოლომდე არ იჯერებ გულს.
- და თუ ვერასდროს ვერ ვიჯერე გული ბოლომდე?
- მაშინ, ალბათ, ცოლად უნდა გაჰყვე.
- ჩარლი არასდროს დაქორწინდება.
- ეს ვინ გითხრა?
- თვითონ თქვა ერთხელ. ვკითხე, რატომ-მეთქი და არ მი-
პასუხა. შესაძლოა უნდა, რომ ეს გულის კარნახით გააკეთოს.
ამის შესახებ ერთადერთხელ ვისაუბრეთ.
- აბა, რაღაზე საუბრობთ ხოლმე? გარდა იმისა, თუ რო-
გორ უნდა იჟიმაოთ შემდეგ ჯერზე.
ჯენისს შეეძლო აჰყოლოდა ამ დაცინვას, მაგრამ დუმს. ამ
დილით ის ძალიან მშვიდია, გულწრფელი, თავშეკავებული და
ჰარის ეს მოსწონს. ქალმა თავი სხვა კუთხით გამოამჟღავნა.
არის ჩვენში სიმები, რომლებსაც ვინმე უნდა შეეხოს.
- ჩვენ ბევრს არ ვლაპარაკობთ. ვსაუბრობთ სასაცილო
წვრილმანებზე, თუ რას ვხედავთ ფანჯრიდან, რას ვაკეთებდით
ბავშვობაში. ის სიამოვნებით მისმენს. პატარაობისას ბრუერის
ყველაზე მივარდნილ ნაწილში ცხოვრობდა. ასე რომ, ჯაჯმაუნ-

102
მკითხველთა ლიგა

თის მსგავსი ქალაქი საოცრებად ეჩვენებოდა... მდიდარ ძუკნას


მეძახის.
- აბა რა, ბოსის ქალიშვილო!
- გეყოფა, ჰარი. გუშინ საღამოს ეს უკვე თქვი. შენ არ გეს-
მის. შესაძლოა, ჩვენი საუბარი შენთვის სულელურად ჟღერდეს.
ჩარლის შეუძლია, ყველაფერი საინტერესოდ აქციოს: საჭმლის
გემო, ცის ფერი, შემოსული კლიენტები. როდესაც მის თავდაც-
ვით ზღუდეებს გაივლი, კერკეტა კაკლის ნაჭუჭს მიღმა ძალზე
გულისხმიერ ადამიანს წააწყდები, რომელსაც ყველაფერი
მოსწონს, რასაც ხედავს. გუშინ საღამოს, როცა წახვედი, საშინ-
ლად განიცდიდა, რომ იმაზე მეტი გათქმევინა, ვიდრე შენ გინ-
დოდა. მას არ უყვარს კამათი. სიცოცხლე უყვარს. მართლა, ჰა-
რი. მას სიცოცხლე უყვარს.
- სიცოცხლე ყველას გვიყვარს.
- სულაც არა. მე ვფიქრობ, ჩვენს თაობას უჭირს სიცოც-
ხლის სიყვარული - ასე ვართ აღზრდილები. ჩარლის კი უყ-
ვარს. დღის სინათლესავით. თუ გინდა, რაღაცას გეტყვი.
- ცხადია, - ეთანხმება ბაჭია, თუმცა იცის, რომ ეს ტკივილს
მიაყენებს.
- დღის სინათლეზე ჟიმაობა ყველაფერს სჯობს.
- კარგი, დაწყნარდი. ხომ გითხარი, მაგ ბოზის შვილს
გაუფრთხილდი-მეთქი.
- შენი არ მჯერა.
- მხოლოდ ერთი პირობით. ეცადე, ბიჭმა არაფერი
გაიგოს. დედაჩემმა უკვე იცის - მასთან მეგობრები მიდიან და
უყვებიან. მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს. ეს, რაც დღის სი-
ნათლეს შეეხება.
- მერე რა, - ამბობს ჯენისი და დგება, - ეშმაკმაც წაიღოს
დედაშენი, ჰარი. მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ჩვენს ქორწი-

103
მკითხველთა ლიგა

ნებას შხამავდა. ახლა კი საკუთარ შხამშივე იძირება. კვდება და


ძალიანაც კარგი.
- ღმერთო ჩემო, ამას როგორ ამბობ?
- რატომაც არა? თვითონაც ასე იტყოდა, მის ადგილზე მე
რომ ვყოფილიყავი. ვინ უნდოდა, რომ ცოლად მოგეყვანა?
მითხარი, ვინ იქნებოდა შენთვის მისაღები? ვინ?
- ჩემი და, - გამოთქვამს ჰარი ვარაუდს.
- ნება მომეცი, კიდევ ერთი რამე გითხრა. როდესაც ჩარ-
ლისთან შეხვედრა დავიწყე, თავს ყოველთვის დამნაშავედ
ვგრძნობდი და სულ დაძაბული ვიყავი. მაგრამ საკმარისი იყო
დედაშენზე მეფიქრა, მის დამოკიდებულებაზე არა მარტო ჩემ-
დამი, არამედ ნელსონის, მისი შვილიშვილის მიმართაც, რომ
ჩემს თავს ვეუბნებოდი: მიდი, მიაწექი, და ყველაფერი რიხინ--
რიხინით მიდიოდა.
- კარგი, გეყოფა. ძალიან წვრილ შრიფტზე გადახვედი.
- მომბეზრდა, დავიღალე შენი დანდობით. რამდენი დღე
იყო... - ჯენისი ისე განიცდის ამის აღიარებას, რომ სახეზე თით-
ქოს ბადე ეკვრის, რაც ძალზე ამახინჯებს, - როცა მინდოდა,
რომ დაბრუნებულიყავი. შენ ოდესღაც ლამაზი, უდარდელი
ახალგაზრდა იყავი, და იმის ცქერა მიწევდა, თუ როგორ კვდე-
ბოდი დღითი დღე.
- მაგრამ წუხელ არც ისე ცუდი იყო, ხომ ასეა?
- ჰო. ისე კარგი იყო, რომ გავბრაზდი კიდეც. ახლა აღა-
რაფერი მესმის.
- შენ დაბადებიდანვე არაფერი გესმოდა, პატარავ, - და
ამატებს: - და თუ ვკვდებოდი, ამაში შენც ძალიან მეხმარებოდი.
კაცს ამავდროულად კვლავ მისი გაჟიმვა უნდა, სურს, რომ
ჯენისი ლამის ტყავიდან ამოხტეს. გუშინ ერთ მომენტში მან მთე-

104
მკითხველთა ლიგა

ლი გრძნობა ჩააქსოვა ენაში და ჰარის პირი ისე მიეწება მისას,


როგორც ემბრიონი, ჯერაც არგაყოფილი ორ უჯრედად.
ტელეფონი რეკავს. ჯენისი სამზარეულოს კედლიდან ყურ-
მილს იღებს და ამბობს:
- გამარჯობა, მამა. როგორი დრო გაატარეთ პოკონში?..
კარგია. ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდით. ისე ვი-
კითხე. ცხადია, აქ არის. - და ყურმილს ბაჭიას აწვდის: - შენ
გეძახიან.
მოხუცი სპრინგერი ხრინწიანი, შემრიგებლური, პატივისცე-
მის გამომხატველი კილოთი საუბრობს:
- როგორ მიდის საქმეები, ჰარი?
- არა უშავს.
- თამაში ისევ გაინტერესებს? ჯენისი მეუბნებოდა მატჩის
ბილეთების შესახებ. ახლა თან მაქვს, სამი ბილეთი პირველი
ბაზის უკან. გუნდის მენეჯერი ოცი წელია, ჩემი კლიენტია.
- ოჰ, დიდებულია. ნელსონმა ღამე ფოსნაჰტებთან გაატა-
რა, მაგრამ მოვიყვან, სტადიონთან შევხვდეთ?
- მირჩევნია, შემოგიაროთ, ჰარი. გამიხარდება, თუ ჩემი
მანქანით წაგიყვანთ. ჯენისს კი შენი დავუტოვოთ.
მისი ხმა ასეთი არასდროს ყოფილა - რაღაცნაირად რბი-
ლი, ოდნავ შემპარავი, თითქოს ხეიბარს ელაპარაკებაო. მანაც
იცის. მთელმა ქვეყანამ იცის. მომავალ კვირას „ვეტიც“ გამოაქ-
ვეყნებს: „სტამბის ამწყობის ცოლი ადგილობრივ მოვაჭრესთან
წევს. ბერძენი აშკარად წინააღმდეგია ვიეტნამთან ომისა“.
- მითხარი, ჰარი, - კვლავ შემპარავი ხმით განაგრძობს
სპრინგერი, - დედა როგორაა? მე და რებეკა ძალზე შეშფოთე-
ბულები ვართ მის გამო და განვიცდით.
- მამა ამბობს, ისევ ისე არისო. მოგეხსენებათ, ეს ნელი
პროცესია. ახლა ისეთი წამლებიც გამოიგონეს, რომლებიც მას

105
მკითხველთა ლიგა

კიდევ უფრო ანელებს. კვირას ჯაჯმაუნთში ვაპირებდით მის სა-


ნახავად წასვლას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
- როცა წახვალ, ჰარი, ჩვენი პატივისცემა დაუდასტურე...
ჩვენი პატივისცემა.
ყველაფერს ორჯერ ამბობს. ალბათ, „ტოიოტას“ გასაყიდი
ლიცენზიაც იმიტომ მიიღო, რომ იაპონელები მხოლოდ გან-
მეორებით თქმისას მიხვდნენ, რაც უნდოდა.
- რასაკვირველია, გადავცემ. ჯენისთან ხომ არ გსურთ
საუბარი?
- არა, ჰარი, არა, ჯენისი შენთვის შეინახე... - ხუმრობს კი-
დეც, - თქვენთან პირველის ოცი წუთიდან პირველის ნახევრამ-
დე შემოვივლი.
მოხუცი ყურმილს კიდებს. ჯენისი სამზარეულოდან გასუ-
ლა. ბაჭია მას სასტუმრო ოთახში მიაგნებს - ქალი ტირის. ბაჭია
უახლოვდება, დივანთან მუხლებზე ეშვება და ცოლს ხელებს
მოხვევს, მაგრამ გაშეშებულივითაა, თითქოს სცენაზე დირიჟო-
რის მითითებებს ასრულებსო. ჯენისს ბლუზაზე ღილი ასწყვე-
ტია. ბაჭია ბიუსტჰალტერში მისი მკერდის მოხაზულობას ხე-
დავს, ყურს კი ცხელი სუნთქვა უწვავს.
- შენ ვერ გაიგებ, როგორი კარგი იყო ის, - ამბობს ჯენისი,
- არც სექსუალური, არც სასაცილო. უბრალოდ კარგი.
- რატომ ვერ გავიგებ? მეც შემხვედრია კარგი ხალხი. ისი-
ნი შენც გაგრძნობინებენ, რომ კარგი ხარ.
- მათთან ურთიერთობის შემდეგ ფიქრობ, რომ შენც კარ-
გი ხარ და კარგად იქცევი. ჩარლის არასოდეს უთქვამს ჩემ-
თვის, სულელი ხარო, როგორც ამას შენ მიმეორებ საათში ერ-
თხელ, თუმცა გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
კოლეჯსაც დაამთავრებდა, ბერძენი რომ არ ყოფილიყო.

106
მკითხველთა ლიგა

- ჰოო? მაშ, ბერძნებს კოლეჯში არ უშვებენ? რატომ? ზან-


გებს კვოტა გაეზარდათ?
- ავადმყოფურად მსჯელობ, ჰარი.
- ეს იმიტომ, რომ არავინ მეუბნება, როგორი კარგი ვარ, -
იგერიებს კაცი ქალის სიტყვებს და ფეხზე დგება. ქალის კეფა
ზემოდან ძალზე დაუცველი ჩანს. კარატის ერთი კარგი ილეთი
და ადგილზე გაათავებდა.
სახლის წინ ხრეშის ხრაშუნი ისმის - სპრინგერისთვის
ძალზე ადრეა. ბაჭია ფანჯარასთან მიდის. ცისფერი
„კრაისლერ-ფიური“. იღება წინა კარი და ნელსონი გადმოდის.
მეორე მხრიდან პეგი გრინგი მოჩანს მზის სათვალესა და მი-
ნიქვედაწელში, რომლიდანაც ბანქოს დამრიგებლის ცერათი-
თებივით მსუქანი ბარძაყები გადმოუყრია. უბედურებამ (ქმარმა
მიატოვა) იგი უფრო მარჯვე და საქმიანი გახადა. პეგი ძლივს
შესამჩნევად ესალმება ბაჭიას, თვალებს სათვალე უფარავს,
თუმცა მათში ისედაც ვერაფერს ამოიკითხავს კაცი - ჰარიმ ეს
ჯერ კიდევ სკოლიდან იცის. ქალები სამზარეულოში გადიან. ბა-
ჭიას ესმის, როგორ სრუტუნებს ჯენისი და ხვდება, რომ „აღსა-
რების“ დრო დადგა. ბაჭია ეზოში გადის გუშინ საღამოს დაწყე-
ბული საქმის გასაგრძელებლად. გარშემო, თითქმის ჰორიზონ-
ტის ბოლომდე, ვისტა-კრესენტის უკანა ეზოებში (რომლებშიც
გრილის საკვამურები და თეთრეულის საშრობები დგას), მამა-
კაცები მუშაობენ, სახლიდან სახლამდე ექოსავით ისმის სათი-
ბელას ხმა, ბაჭიას მოძრაობები - დახრა და წაბიძგება - მრა-
ვალგან მეორდება, როგორც ცხელ, გამოხუნებულ ცაზე ჩამო-
კიდებული სარკის ნამტვრევებში. ეს მისი მეზობლები არიან -
ავეჯით დატვირთული ფურგონებით მოდიან ხოლმე და ფურ-
გონებითვე მიემგზავრებიან. ისინი, ყველანი, ერთად იკრიბები-
ან იმისთვის, რომ უსარგებლო მოთხოვნებს მოაწერონ ხელი

107
მკითხველთა ლიგა

წყალსადენისა და კანალიზაციის მუშაობისა და ხანძარსაწინა-


აღმდეგო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ. მეტი მათ
არაფერი აკავშირებთ. ნელსონი სახლიდან გამოდის და კით-
ხულობს:
- დედას რა დაემართა?
ბაჭია სათიბელას გამორთავს.
- რა მოხდა?
- მიმჯდარა მანქანასთან მისის ფოსნაჰტთან ერთად და სა-
შინლად ტირის.
- კიდევ? არ ვიცი, პაწიავ, რაღაცითაა გაღიზიანებული. ერ-
თი რამ დაიმახსოვრე ქალების შესახებ: ისინი სხვანაირად არი-
ან მოწყობილნი, ჩვენგან განსხვავებულად, ყველაფერზე ტირი-
ან.
- დედა თითქმის არასდროს ტირის.
- მაშინ მისთვის ტირილი სასარგებლოც კია. გუშინ კარგად
გამოიძინე?
- არც ისე. ძველ ფილმებს ვუყურებდით ტორპედოსნების
შესახებ.
- „ამფეთქებლების“ სანახავად წასვლა გინდა?
- ცხადია.
- მაგრამ არც ისე ძალიან, ხომ?
- მე სპორტი შენსავით ძლიერ არ მიყვარს, მამა. ყველას
ის აღელვებს, ვინ ვის დაამარცხებს.
- ასეთია ცხოვრება. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
- ასე მიგაჩნია? რატომ არ შეიძლება ტკბილად მოლაპა-
რაკება? ყველას ყველაფერი ეყოფოდა. ხომ შეიძლება, რომ
სხვასაც გაუნაწილო.
- შენ ფიქრობ, რომ შეიძლება? მაშინ გავიყოთ ეს მდელო
და ორივემ გავკრიჭოთ. ცოტა ხანს შენც ატარე სათიბელა.

108
მკითხველთა ლიგა

- ჩემი ვალი გმართებს, - ბაჭია მას დოლარ-ნახევარს აძ-


ლევს, ნელსონი კი ამბობს: - მინიმოტოციკლეტისთვის ვაგრო-
ვებ.
- წარმატებას გისურვებ.
- იცი რა, მა...
- რა?
- ვთვლი, რომ საათში დოლარი და ოცდახუთი ცენტი მე-
კუთვნის. ეს მაინც ნაკლებია იმ მინიმალურ თანხაზე, რომელიც
ფედერალურ მთავრობას აქვს დაწესებული.
- ხომ ხედავ! - პასუხობს ბაჭია, - ადამიანი ადამიანისთვის
მგელია.
ჰარი სახლში შედის, ხელებს იბანს, პერანგის მანჟეტები-
დან ბალახს იცილებს და ცერის ბალიშზე (ძალიან ნაზი ადგი-
ლია; სკოლაში ამბობდნენ, თუ გოგოს ის აფუებული აქვს, სექ-
სუალურიაო) სალბუნს იდებს. ამ დროს სააბაზანოში ჯენისი შე-
მოდის, კარს მიიხურავს და ამბობს:
- გადავწყვიტე, რომ მას ყველაფერი ვუთხრა. მაშინ ვეტ-
ყვი, როცა თქვენ მატჩზე იქნებით.
დაძაბული, მაგრამ მშრალი სახე აქვს. სისველე მხოლოდ
ცხვირთან უბრწყინავს. მისი სრუტუნი კაფელის კედლებს შორის
უფრო გარკვევით ისმის. გარედან „ფიურის“ გუგუნი შემოდის -
ეს პეგი გრინგი მიემგზავრება.
- ვის ეტყვი და რას?
- ჩარლის ვეტყვი, რომ ყველაფერი დამთავრდა. რომ შენ
ყველაფერი იცი.
- ხომ გითხარი, გაუფრთხილდი-მეთქი. ნურაფერს
მოიმოქმედებ... დღეს მაინც. დამშვიდდი. ცოტა დალიე. კინოში
წადი. ისევ ის ფილმი ნახე, კოსმოსზე. მაშინ ყველაზე საინტე-
რესო გამოტოვე - ჩაგეძინა.

109
მკითხველთა ლიგა

- არა. ეს სიმხდალე იქნება. ჩვენ ყოველთვის გულწრფე-


ლები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. მე მას სიმართლე უნდა
ვუთხრა.
- ვფიქრობ, მასთან შეხვედრის საბაბს ეძებ, სანამ მე სტა-
დიონზე ვიქნები.
- ასეთ რამეს მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი.
- ლოგინში დაწოლა რომ შემოგთავაზოს?
- არ შემომთავაზებს.
- დავუშვათ, შემოგთავაზა - სწავლის დასრულების აღსა-
ნიშნავად.
ქალი თამამად უსწორებს თვალს კაცს - მოშავო მზერა ღა-
ლატის ქურაშია გამობრძმედილი. ჰარი ხვდება: განვითარებაში
ღალატია ჩადებული. სხვაგვარად შეუძლებელია. ვერსად მიხ-
ვალ, თუ საიდანმე არ წამოხვედი.
- დავთანხმდები, - ამბობს ჯენისი.
- მერედა სად იპოვი მას?
- სამსახურში. ზაფხულში, შაბათობით, ექვსამდე იქ არის
ხოლმე.
- როგორ აპირებ აუხსნა, რომ ტოვებ?
- შენ ეს უკვე იცი.
- რას უპასუხებ, თუ გკითხა, რატომ მოუყევიო?
- ცხადია, რასაც. იმიტომ, რომ შენი ცოლი ვარ.
მას თვალზე ცრემლი ადგება, სახეც ნელსონივით ეღრი-
ჯება, როდესაც ის თავისი გულისტკივილის მიზეზს ამჟღავნებს
ხოლმე - რომ ორიანი მიიღო, ან რაღაც წვრილმანი მოიპარა,
ან თავი სტკივა. ჰარი თავს იკავებს იმპულსური სურვილისგან
ცოლს მოეხვიოს. არ უნდა კვლავ გაშეშებულს დაემსგავსოს.
ქალი კი ქვითინებს და, აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარი, წონას-

110
მკითხველთა ლიგა

წორობას ძლივს ინარჩუნებს, საშხაპის პლასტიკური ფარდა მის


მხრებთან ყოველ შეხებაზე შრიალებს.
- ნუთუ არ დამიშლი? - როგორც იქნა, აღმოხდება ჯენისს.
- რას არ დაგიშლი?
- მასთან შეხვედრას!
ბაჭია ფიქრობს, რომ ცოლისგან ასეთი მდიდრული საჩუქ-
რის მიღების - უბედურების დაუფარავი დემონსტრირების შემ-
დეგ, - სისასტიკის გამომჟღავნებაც შეიძლება.
- შეხვდი, თუ გინდა, ოღონდაც მე არ გადავეყარო სადმე
მაგ არამზადას, - ამბობს ცივად და ცდილობს ქალს თვალი
აარიდოს. მაგრამ პატარა კარადის სარკეში საკუთარ თავს ხე-
დავს - ზორბა, გაფითრებულ მამაკაცს ვარდისფერი კანით, ნი-
კაპქვეშ გაჩენილი ღაბაბითა და ვიწრო ტუჩებით, რომელსაც
სახეზე ღიმილის მსგავსი აღბეჭდვია.
გარეთ კვლავ ხრეში ხრაშუნობს. სააბაზანოს ფანჯრიდან
ბაჭია სპრინგერის მონაცრისფრო-მოყავისფრო „ტოიოტა--
უნივერსალის“ სახურავს ხედავს და ნელსონს გასძახის:
- ბაბუა მოვიდა. წავედით, - ჯენისს კი ჩურჩულით ეუბნება:
- დაელოდე, პატარავ. ნურაფერს მოიმოქმედებ, - შემდეგ
ნეილონის გადახლართულ ღვედებს გადასწევს, მანქანაში სი-
მამრის გვერდით თავსდება და წამღერებით ამბობს: მიყიდე
თხი-ი-ლი და კრე-ე-კერები...
სტადიონი ბრუერის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს: გაივ-
ლით სამყურას მსგავს საგზაო კვანძს, გასცდებით ტრიკოტაჟის
ორ ძველ, აგურით ნაშენებ უზარმაზარ შენობას და სამზოლიან
გზატკეცილზე გახვალთ, რომლის პირზეც ბოლო წლებში „პენ-
სილვანიის გერმანული სამზარეულოს“ რამდენიმე რესტორანი
გაჩნდა თაბაშირისგან დამზადებული ამიშების გიგანტური ფი-
გურებითა და ნეონის ჰექსაფუსებით: ჭეშმარიტი „გერმანული“

111
მკითხველთა ლიგა

სამზარეულო. პენს. გერმანული შვედური მაგიდა. ცდილობენ


იმით ივაჭრონ, რაც ადრე ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი
იყო. ტურისტების შეტყუება ცხიმიანი შემწვარი კერძებითა და
ნამცხვრებით ისეთი დიეტაა, რომ ღორსაც კი სიამოვნების ჟრუ-
ანტელი დაუვლის. ბაჭიამ და სპრინგერმა ის ადგილიც
გაიარეს, სადაც ყოველ სექტემბერს სოფლის ბაზრობა იმარ-
თება: ბოშები თავიანთ შელანძღულ კარვებს დგამენ, ფერმე-
რებს აყროლებული პირუტყვი მოჰყავთ, სერაფინა კი (ეგვიპტე-
ლი თვალწარმტაცი ქალი), მზადაა ყველაფერი გაიხადოს იმ
ტეტიებისთვის, ვინც ზედმეტ დოლარს გაიმეტებს. სერაფინა და
მისი დედა იყვნენ პირველი შიშველი ქალები, რომლებიც ბაჭი-
ამ დაინახა. სერაფინა მაღალ ქუსლებზე იდგა და შავი ნიღაბი
ეკეთა. ქალი უკან იზნიქებოდა, ფეხებს განზე სწევდა და რიტმუ-
ლი რწევა-რწევით ნახევარწრეზე გადაადგილდებოდა. ასე
რომ, ნებისმიერ მაყურებელს შეეძლო კისერი წაეგრძელებინა
(საბედნიეროდ, ბაჭია მაშინ უკვე მაღალი იყო) და ამაღელვე-
ბელი, მეჩხერი თმით დაფარული კანის ნაკეცებისთვის შეევლო
თვალი. თავიდან მიწებებული ეგონა. ნეტავ თუ გაუცვდა? ბაჭიამ
ეს არ იცოდა. არც ამის წარმოდგენა შეეძლო.
სპრინგერი თავს აქნევს და ბაჭიას იორკში მომხდარი
არეულობის შესახებ ესაუბრება.
- ზედიზედ ოთხი საღამოა, ჰარი, სნაიპერები ისვრიან. სა-
ით მიექანება მსოფლიო? ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ, და
სწორედ ეს მაოცებს. ძალიან დაუცველები ვართ ერთი მუჭა გა-
თავხედებული ვაჟბატონების წინააღმდეგ. ჩვენი ყველა ინსტი-
ტუტი ხომ ნდობაზეა დაფუძნებული.
- ამ ადამიანებს მხოლოდ ასე თუ შეუძლიათ სამარ-
თლიანობის მიღწევა, ბაბუა, - წვრილი ხმით აცხადებს ნელსო-

112
მკითხველთა ლიგა

ნი, - ჩვენი კანონები, ადამიანების ნაცვლად, საკუთრებას იცა-


ვენ.
- ნელ, ისინი საზოგადოებრივ მიზნებს ებრძვიან. ბევრი
ჩემნაირი კეთილი ნების თეთრკანიანი უყურებს ამრეზით შა-
ვებს. ნელა, მაგრამ აუცილებლად განეწყობიან მათ წინააღ-
მდეგ. ჰამფრის დამარცხება არჩევნებში ვიეტნამის ომმა კი არ
განაპირობა, არამედ ქუჩებში არსებულმა განუკითხაობამ. წეს-
რიგი - აი, რას აძლევენ ხმას უბრალო ადამიანები. ხომ არ
ვტყუი, ჰარი? მე ბებერი უკვე ისე გამოვჩერჩეტდი, რომ საკუ-
თარ აზრსაც აღარ ვენდობი.
პატარა სცენასთან მდგომმა ერთმა ახირებულმა მოხუცმა,
- იხსენებს ჰარი, - „აჰაო“ იყვირა და ეგვიპტელი ლამაზმანის
საკრალურ ადგილს ხელით შეეხო. ქალმა ცეკვა შეწყვიტა და
მას მიაშტერდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. თავქარიანს საკ-
მაო სისხლი აღმოაჩნდა იმისთვის, რომ გაწითლებულიყო. „ა-
ჰა“. ეს გამარჯვების მაუწყებელი შეძახილი, რომელმაც ისე გა-
იჟღერა, თითქოს ძვირფასბეწვიანი ცხოველი დაიჭირესო, ახ-
ლაც ჩაესმის ჰარის. „აჰა“. იგი სპრინგერისკენ იხრება და ამ-
ბობს:
- ყველაფერი ფუჭდება. საჭმელი ფუჭდება. ხალხი ფუჭდე-
ბა. შესაძლოა, მთელი ქვეყანა გაფუჭდეს. შავებს ასე ბევრი
არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ცოტა აქვთ. ყვე-
ლანი ისე ვართ აღზრდილები, რომ სულ რაღაც გვინდა. იქნებ
დედამიწა არც იმდენად დიდია, რომ ყველას სურვილის დაკმა-
ყოფილება შეძლოს. არ ვიცი... აღარაფერი ვიცი...
მოხუცი სპრინგერი იცინის. ისე ფრუტუნებს და იკრიჭება,
რომ მისი ჭაღარა, ლაქასავით პატარა ულვაში ცხვირიდან გა-
მოჩრილ ბეწვებს ეხება.
- ტედ კენედის შესახებ თუ გაიგე ამ დილით?

113
მკითხველთა ლიგა

- არა. რაო, რა თქვეს?


- ყურები დახურე, ნელ. დამავიწყდა, რომ შენც მანქანაში
ხარ, თორემ ამის შესახებ არ დავიწყებდი საუბარს.
- რის შესახებ, ბაბუ? რა ქნა? ვინმემ ესროლა?
- ჰარი, ამბობენ, რომ... - სპრინგერი სახეს მანჭავს, თით-
ქოს ნელსონისთვის დაბრკოლების შექმნა სურს, მაგრამ ისე
მკაფიოდ წარმოთქვამს, რომ ბიჭს ყველაფერი ესმის, - ტედ კე-
ნედიმ ვიღაც პენსილვანიელი გოგო მასაჩუსეტსის ერთ-ერთ
მდინარეში გადააგდო. მკვლელობაა - ეს დღესავით ნათელია.
გვერდიდან სპრინგერის სახე ვარდისფერი ძვლისგან გა-
მოკვეთილს ჰგავს, ჟოლოსფერი ლაქებით ყვრიმალების წინ-
წამოწეულ ნაწილთან და წითელი გირჩის მსგავსი ცხვირით. ინ-
დიელებივით მკაცრი სახე გამყიდველის მუდმივი ღიმილისგან
წარმოქმნილი ნაოჭებით აქვს დაღარული. ერთი უპირატესობა
მაინც აქვთ ასოთამწყობებს - არც ისე ბევრი უკანალის კოცნა
უხდებათ.
- ჩაავლეს? ციხეშია, ბაბუ?
- ეჰ, ნელსონ. კენედის ციხეში არასოდეს ჩასვამენ. ვისაც
საჭიროა, მოისყიდიან, მტკიცებულებებს კი გააქრობენ. მე ამას
საქვეყნო სირცხვილს ვუწოდებ.
- რას ნიშნავს, გოგო მდინარეში გადააგდო? - კითხვას
სვამს ბაჭია.
- ქალი ამოყირავებულ მანქანაში აღმოაჩინეს მდინარეში,
რომელიღაც ხიდის სიახლოვეს - სახელი დამავიწყდა, - ერთ--
ერთ პატარა კუნძულზე. ეს გუშინ საღამოს მოხდა და კენედიმ
არც კი შეატყობინა პოლიციას, სანამ მათ თავად არ მიაგნეს
მას. და ამას უწოდებენ დემოკრატიას, ჰარი. აი, ირონია, თუ
გინდა!
- თქვენ რას დაარქმევდით?

114
მკითხველთა ლიგა

- პოლიციურ სახელმწიფოს, რომელსაც კენედები მართა-


ვენ, - აი, რას დავარქმევდი. ეს ოჯახი ქვეყანას მას შემდეგ ყი-
დულობდა, რაც ბოსტონელმა ბრამინებმა ბებერ ჯო კენედის-
თან საქმის დაჭერა არ ისურვეს. შემდეგ, როცა რუზველტმა იგი
ლონდონში მიავლინა ელჩად, ჰიტლერთან გარიგებაზე წავი-
და. ახლა კი სურთ, რომ ახალგაზრდა ქვრივი ბერძენს მიათ-
ხოვონ, იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკული ფული შემოაკლდე-
ბათ. მართალია, იგი არც ისეთი კეთილი და კარგია, როგორც
გაზეთები წერენ. ისინი ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. რო-
გორ მიგაჩნია, ჰარი? იქნებ მე რამე მეშლება? ცხოვრებას ისე
ჩამოვრჩი, რომ აღარაფერში ვარ დარწმუნებული.
„აჰა“.
- მინდა ვთქვა, რომ მართალი ბრძანდებით, - ამბობს ჰა-
რი, - თუ ასეა, მაშინ ბომბი შევიძინოთ და ქუჩაში მყოფ ბავშვებს
შევუერთდეთ.
სპრინგერი გზას თვალს მოსწყვეტს (თვალწინ მიქრიან
„მაკდონალდსის“ ყვითელი პარაბოლები, ბენზინგასამართ
სადგურ „მობილის“ ტრიალა კი შუადღის მზის სხივებს ანაწევ-
რებს) და ამოწმებს, ხომ არ გადავამლაშეო. რა მორიდებულნი
არიან ისინი, ვინც სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. ამაში მაინც მარ-
თალია ერლ ენგსტრომი: უმჯობესია, საქმე ნივთებთან დაიჭი-
რო. სპრინგერი კი ცალყბად იღიმება, ულვაშის ჭაღარა ლაქის
ქვეშ ფაიფურის კბილებს აჩენს და ამბობს:
- კენედებს მაინც ჯეროვნად უნდა მივუზღათ: მათგან ნი-
დაო ყალყზე არ მიდგება, განსხვავებით რუზველტისაგან. აი,
ვინ იყო დარტყმული, ჰარი, იმიტომაც მოკვდა. დიახ, კენედებს
თავისი უნდა მივუზღათ: ისინი არ ცდილობდნენ, ღარიბების გუ-
ლის მოსაგებად, ეკონომიკა თავდაყირა დაეყენებინათ. იმ სის-
ტემას უჭერდნენ მხარს, რომელიც ჩააბარეს.

115
მკითხველთა ლიგა

- ბილ ფოსნაჰტი ამბობს, როცა გავიზრდებით, სისტემას


დავანგრევთო, - აცხადებს ნელსონი.
ხელისუფლების სიგიჟესა და კორუფციაზე ფიქრში გარ-
თულ სპრინგერს ეს სიტყვები არ ესმის.
- ის კი სისტემის თავდაყირა დაყენებას ცდილობდა შავე-
ბისა და ღარიბ-ღატაკების გულის მოსაგებად. რვა წელი ცდი-
ლობდა, და როცა არ გამოუვიდა, ისე მოაწყო, რომ იაპონელე-
ბი პერლ-ჰარბორს თავს დაესხნენ და მას უკვე შეეძლო დაეწყო
ომი, რომელიც დეპრესიიდან გამოძრომაში დაეხმარა. გინდ
დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ამ ომებს იმიტომ ვაწარმოებთ,
რომ დემოკრატებს მათი უაზრო ეკონომიკიდან თავის დაძვრე-
ნის საშუალება მივცეთ. აი, თუნდაც ჯონსონი: როგორც კი ოთ-
ხწლიანი გარანტია მიიღო, მაშინვე ვიეტნამში მოკურცხლა, სა-
დაც გულთბილად არავინ გველოდა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ
კვლავაც უფრო მეტი ფერადი ჩართულიყო ეკონომიკურ პრო-
ცესში. ჯონსონი რუზველტის კაცი იყო. იგივე ითქმის ტრუმენისა
და კორეის შესახებ. შეგიძლია ბებერი ჩერჩეტი დამიძახო, მაგ-
რამ ისტორია ყოველთვის ამტკიცებს ჩემს სისწორეს. შენ რას
ფიქრობ ამაზე, ნელსონ?
- გუშინ საღამოს, - ამბობს ბიჭი, - ტელევიზორში ძველ
ფილმს ვუყურებდით წყნარ ოკეანეში იაპონელებთან ომის შე-
სახებ. ერთი გემი ჩაიძირა და კაპიტანმა, თუ ვინ იყო, არ ვიცი,
მრავალი მილი გაცურა დაზიანებული ზურგით, თან მეგობარ-
საც მიათრევდა.
- აი, ეს არის კენედების ოჯახი, - ამბობს სპრინგერი, - ცა-
რიელი პროპაგანდა. ფილმი იმიტომ გადაიღეს, რომ ბებერი
ჯოს ხელში უამრავი კინოსტუდია იყო. ის ფილმებში ფულს მა-
შინ აბანდებდა, როცა ყველა პატიოსანი ბიზნესმენი, რომელთა
წყალობითაც ქვეყანა რუკაზე არსებობს, ბოლო პერანგს კარ-

116
მკითხველთა ლიგა

გავდა. გამიგონია, რომ ჯო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჰო-


ლივუდის ებრაელ კომუნისტებთან.
- სწორედ იქ არის ახლა შენი მამიდა მიმი - კომუნისტების
ბუნაგში, - პასუხობს ბაჭია ნელსონს.
- ძალიან ლამაზია. შენ ჩემი მამიდა მიმი ოდესმე გინა-
ხავს? - მიმართავს ნელსონი ბაბუას.
- არც ისე ხშირად, როგორც მინდოდა, ნელ. გეთანხმები,
ის მართლაც ბრწყინვალეა. იმაშიც მართალი ხარ, რომ ამაყობ
მისით. ჰარი, შენი დუმილი ცუდ გუნებაზე მაყენებს. რაღაც არ
მომწონს შენი უთქმელობა. იქნებ, ვცდები. მითხარი, რას ფიქ-
რობ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. როცა ყველგან
მღელვარებაა, თანაც ამ საწყალი პოლონელი გოგოს ისტო-
რია (რომელიც უილიამსპორტის სიახლოვეს ცხოვრობდა), -
რომელიც შეურაცხყვეს და დაახრჩვეს მას შემდეგ, რაც მომა-
ვალმა პრეზიდენტმა თავისი წილი სიამოვნება მიიღო. სულაც
არ გამიკვირდება, თუ ფეხმძიმედ აღმოჩნდება... ნელ, შენთვის
ასეთი რამის მოსმენა ჯერ ადრეა...
ჰარი იზმორება. მანქანაში ჯდომისგან მთელი სხეული გა-
შეშებული აქვს, თანაც გამოუძინებელია. ისინი უკვე სტადიონ-
თან არიან, სადაც ფერადკანიანი ბიჭი მათ მანქანის გასაჩერე-
ბელ ადგილს უჩვენებს.
- მიმაჩნია, - ამბობს ჰარი, - რომ ამერიკა ერთადერთი ღი-
რებული ადგილია ამქვეყნად.
მაგრამ რაღაც ისე ვერ არის. მოსაწყენი თამაშია. თეთ-
რებში გამოწყობილი მამაკაცების კოსმოსური ცეკვა იმედებს
ვერ ამართლებს, მაყურებელს ვერ იტაცებს. ცალკეულ გადა-
ადგილებათა აზრს ვერავინ ხვდება. თუმცა ბაჭიას საყვარელი
თამაში კალათბურთია, მას ახსოვს მწვანე ბალახის საფრის
ბრწყინვალება, შიშნარევი მღელვარება, როცა მაღლიდან

117
მკითხველთა ლიგა

ბურთი შენკენ ეშვება, თხლაშანის ხმა ტყავის ხელთათმანით მი-


სი ხაფანგში მოქცევისას, მოჩვენებითი უდარდელობა, როდე-
საც სკამებისკენ თავდახრილი მიდიხარ, ტრადიციულად მხრე-
ბის აჩეჩა და ქათინაურების ნერვიული გაცვლა მოთამაშის სი-
ახლოვეს. ეს უფრო ლამაზი თამაშია, ვიდრე კალათბურთი, სა-
დაც ბევრი უხეშობაა; აქ სოფლის საძოვრების მშვენიერება უფ-
რო ჩანს, ინდივიდუალისტების თამაშია; ელოდები, ელოდები,
როცა მომწოდებელი პირველ ბაზას თვალს აარიდებს და ელ-
ვისებურად დაარტყამს ბურთს; თამაში, რომელშიც ყველაფერი
- ფურთხი, მტვერი, ბალახი, ოფლი, ტყავის სუნი, მზე - ამერი-
კაა. პირველი ბაზის უკან შვილსა და სიმამრს შორის მოკალა-
თებულ ბაჭიას პროგრამა ხელკეტივით დაუგრაგნავს. იგი
გრძნობს, როგორ მძიმედ აწვება მუხლებზე მზე და ელოდება,
თუ როდის გაიღვიძებს მასში თამაშის რიტმისა და მაყურებელ-
თა შეძახილებისგან წამოსული სილაღე, ახალგაზრდული სუ-
ლით შეზავებული ტრადიციული ეროვნული მაგია, მაგრამ რა-
ღაც ისე ვერ არის. მაყურებელიც ცოტაა - ნაწილი შიგა მინ-
დორთან შეჯგუფებულა, გარე მინდვრის ზემოთ ცერად განლა-
გებულ მწვანე სკამებზე პატარა ბიჭები დამსხდარან. მცირე
რაოდენობით ხმაურიანი, უხეში ხალხიცაა - ლოთები, ბუკმეკე-
რები, გიჟები, ახირებულები, ხულიგნები, - რომლებიც შაბათის
თამაშებს ესწრებიან და ხრინწიანი ხმით გაჰყვირიან: „მიდი,
ყელში ატაკე!“, „მოკალი ეგ შავი ნაძირალა!“ ბაჭიას სურს, რომ
თამაში ამ ბრბოსგან დაიცვას, ცალკეულ დარტყმებს შორის
სივრცისა და უმოქმედობის პოეზია სულს უტკბობს, მაგრამ
სხვებისთვის ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. მოთამაშეები,
ერთი შეხედვით, რიგიანად, თუმცა ანგარიშმიუცემლად ირჯები-
ან. თითოეული მათგანი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ რო-
გორმე დიდი ლიგისკენ გაიკაფოს გზა, დიდი ფულისკენ, რომე-

118
მკითხველთა ლიგა

ლიც საკუთარი კეგელბანის შეძენის საშუალებას მისცემს. ისინი


ვაჟკაცურად კი არ თამაშობენ, არამედ თითქოს დაწესებულ სა-
მუშაოს ასრულებენ, პატარა ბიჭებად გადაქცეულან და ცდილო-
ბენ, დროს ეშმაკობაში აჯობონ. მათთვის თამაში გმირობა
აღარ არის. მხოლოდ მაისურებზე ნარინჯისფრად მოელვარე
წარწერა „ამფეთქებლები“ თუ მიუთითებს ადგილობრივი ჰე-
რალდიკის მიმართ წარსულში გადანაცვლებულ ერთგულება-
ზე. ნეტავ, ვის აინტერესებს ეს - ბრუერი ჰეზლტონის წინააღ-
მდეგ? სპრინგერს - არა, რომელიც თამაშს კი უყურებს, მაგრამ
ტუჩებს ისე აცმაცუნებს, თავში ნამდვილად საქმიანი ქაღალდები
უტრიალებს; არც ნელსონს - რეალური ცხოვრების ეკრანი მის-
თვის ძალზე დიდია აღსაქმელად, მას სატელევიზიო კომენტა-
რები და თავხედურად შემოჭრილი რეკლამა აკლია. მისი ტაქ-
ტიანი დუმილი, გაუმხელელი იმედგაცრუება აწვება ბაჭიას,
ხელს უშლის თამაშს, შეავსოს ჯენისის აღიარებით წარმოქმნი-
ლი შიშისმომგვრელი სიცარიელე. მისი ჭაბუკობისას არსებული
რვაგუნდიანი ლიგები ორმოცდარვავარსკვლავიან დროშასთან
ერთად გაქრა. თამაშს თან ახლავს მოსაწყენი სტრატეგიული
სვლები, უხეირო დარტყმები და განზრახ შენელებული გასვლე-
ბი. ჰეზლტონი იმარჯვებს: 7-3. მოხუცი სპრინგერი ხვნეშის,
წელში იმართება, თითქოს უხერხულ პოზაში ძილისგან გამო-
ერკვაო, ულვაშიდან ლუდის წვეთებს იშორებს და ამბობს:
- ეჰ, ნელ, ჩვენმა ბიჭებმა იმედი გაგვიცრუეს.
- ყველაფერი კარგადაა, ბაბუ. რაც შეეძლოთ, გააკეთეს.
სპრინგერი თვლის, რომ ჰარისაც უნდა უთხრას ორიოდე
სიტყვა და აცხადებს:
- ამ ახალგაზრდა ტრექსლერისგან რაღაც გამოვა.
ბაჭია გაღიზიანებული და მოთენთილია. მზეზე ორი ქილა
ლუდის დალევის შემდეგ სპრინგერს შინ აღარ ეპატიჟება, მხო-

119
მკითხველთა ლიგა

ლოდ მადლობას უხდის ყველაფრისთვის. სახლში კოსმოსური


სიჩუმეა. სამზარეულოს მაგიდაზე დაბეჭდილი კონვერტი დევს,
წარწერით „ჰარი“. წერილი ჯენისის ჩამოუყალიბებელი ხელით
არის დაწერილი, არათანაბარი, დაქანებული ასოებით, გადაბ-
მული სიტყვებით. შიგ კი წერია:
„ჰარი, ძვირფასო... რამდენიმე დღე საკუთარ თავთან უნ-
და დავრჩე და ყველაფერში გავერკვე. ნუ ეცდები, გეთაყვა,
ჩემს მოძებნას და უკან დაბრუნებას. გთხოვ! ძალზე მნიშვნელო-
ვანია, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ვენდოთ. შენმა ნათ-
ქვამმა, საყვარელს გაუფრთხილდიო, შოკში ჩამაგდო. არა
მგონია, რომ ეს პატიოსანი საქციელი ყოფილიყო. მაინტერე-
სებს, შენთვის რამეს მაინც თუ წარმოვადგენ. ნელსონს გა-
დაეცი, რომ ბებიასთან ერთად პოკონში გავემგზავრე. არ და-
გავიწყდეს საუზმისთვის ფულის მიცემა, როცა სტადიონზე წას-
ვლას დააპირებს.
გკოცნი,
ჯენი
„ჯენი“ - ასე ეძახდნენ მას, როცა კროლთან მუშაობდა, მა-
რილიან თხილს ყიდდა და ხალათის ჯიბეზე ეს სახელი ჰქონდა
ამოქარგული. იმ დღეებში, შუადღისას, ზოგჯერ ლინდა ჰამაჩე-
რის ბინაში მიდიოდნენ მერვე ქუჩაზე. დიდი, რუხი გაზსაცავის
უკან ჩამავალი მზისგან ჰორიზონტალური, ვარდისფერი სხივე-
ბი ჩნდებოდა. ბაჭიას ახლაც ახსოვს - ქალის თანხმობით მას
ყველაფერს ხდიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედა საცვლები
იყო: შესახსნელი რეზინები კანზე კვალს ტოვებდა. ეს სახელი
ჯენისს უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში აღარ გა-
მოუყენებია. სახლში ჰარისთვის დატოვებულ ყველა წერილს
ბოლოში მხოლოდ „ჯ“-ს აწერდა.
- დედა სად არის? - კითხულობს ნელსონი.

120
მკითხველთა ლიგა

- პოკონში გაემგზავრა, - პასუხობს ბაჭია და წერილს მკერ-


დზე იფარებს, შვილმა რომ არ წაიკითხოს, - ბებიაშენს გაჰყვა...
მას ხომ სიცხეში ფეხები უსივდება. ვიცი, შენ ეს უცნაურად გეჩ-
ვენება, მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ამ სა-
ღამოს შეგვიძლია „ბურგერ-ოცნებაში“ წავიდეთ.
ბიჭუნას გრძელი თმა ყურებს უფარავს, ტუჩები მოკუმული
აქვს, ჩაცვივნულ თვალებში სავარაუდო შეცდომის შიში აღბეჭ-
დვია. ჭორფლიანი სახე ეძაბება. თითქოს რაღაცას ყურს უგ-
დებს, როგორც მაშინ, როცა ორი წლის იყო და თავს ზემოთ
სიტყვები - „ფრენა“ და „სიკვდილი“ დაშარიშურობდნენ. შესაძ-
ლოა, მაშინდელი გამოცდილება ახლა სათქმელს უყალიბებს.
- ის დაბრუნდება, - გადაჭრით უცხადებს ბიჭი მამას.
თბილი და ნოტიო კვირა დილაა. ახალ ამბებში რვა საათ-
ზე იტყობინებიან, რომ წუხელ იორკსა და შტატის დასავლეთ
ნაწილში კვლავ სროლის ხმა ისმოდა. მოელიან, რომ ედგარ-
თაუნის პოლიციის უფროსი დომინიკ არინა ოფიციალურად
დასდებს ბრალს სენატორ კენედის შემთხვევის ადგილიდან მი-
მალვაში. „აპოლონ-11“ მთვარის ორბიტაზე გავიდა და „ამერი-
კული არწივი“ მთვარეზე ისტორიული დაშვებისთვის ემზადება.
ბაჭიას ცუდად ეძინა. ტელევიზორს თიშავს და თავის ტკივილის
გასაყუჩებლად მდელოზე ფეხშიშველი დადის... პენ-ვილასის
სახლებიდან ჩქამიც კი არ ისმის. მხოლოდ მესაზე დასასწრე-
ბად მიმავალი რომელიმე კათოლიკეს მანქანა თუ ჩაიქრო-
ლებს ხმაურით. ნელსონი ქვემოთ ცხრისთვის ჩამოდის. ჰარი
მას საუზმეს უმზადებს და ჭიქა ყავითა და ბრუერის „სტანდარ-
ტის“ საკვირაო ნომრით კვლავ ლოგინში მიძვრება. იუმორის-
ტული განყოფილების პირველ გვერდზე მეოცნებე ლეკვი სნუპი
თავისი ჯიხურის თავზე თვლემს. ბაჭიაც იძინებს. სიზმარში ბიჭი
რაღაცით არის შეშინებული. ყვირილი უნდა, პირიდან უხმოდ

121
მკითხველთა ლიგა

გადმოსდის ნერწყვის ბუშტუკები. ბაჭიას ეღვიძება. ელექტრო-


ნულ საათზე თერთმეტს ხუთი აკლია. წამის მაჩვენებელი ისარი
გამალებით არტყამს წრეებს - საოცარია, მექანიზმი რომ არ
ცვდება. ბაჭია კვირა დღისთვის განსაკუთრებულად იმოსება -
ახალ პერანგს იცვამს და მეორედ ჩადის ქვემოთ. კვლავაც ფეხ-
შიშველია, ნოხი ფეხისგულებზე უღიტინებს. თავს უცოლოსავით
გრძნობს. ეჩვენება, რომ უზარმაზარ სახლშია, სადაც ყველა-
ფერს თავად განკარგავს. სატელეფონო წიგნს იღებს და ეძებს:
„ჩარლზ სტავროსი, ეიზენჰაუერ-ავენიუ, 1204“
ნომერს არ კრეფს, მხოლოდ სახელსა და ციფრებს აკ-
ვირდება. ასოებს შორის თითქოს წერტილის ოდენა თავის
ცოლს ხედავს. იგი სხვა ნომერს კრეფს, რომელიც ზეპირად
იცის.
- დიახ? - პასუხობს მამამისი. დაძაბული ხმა აქვს: იგრძნო-
ბა, რომ მზადაა დაუყოვნებლივ დაკიდოს ყურმილი, თუ აღმოჩ-
ნდება, რომ ვიღაც გადარეული ან გამყიდველი ურეკავს.
- გამარჯობა, მამა. ვიმედოვნებ, მთელი საღამო არ გა-
ლოდინე - ჩვენ მოსვლა ვერ შევძელით. ისე მოხდა, რომ ტე-
ლეფონის ყურმილამდეც ვერ მივაღწიე დასარეკად.
მცირე პაუზა, ხანმოკლე, მაგრამ საკმარისი, რომ ბაჭია
მიხვდეს: მშობლები მართლაც ნაწყენები არიან.
- არა, ვიფიქრეთ, რომ რაღაც მოხდა და დასაძინებლად
დავწექით. ხომ იცი, დედაშენს ბევრი წუწუნი არ უყვარს.
- ვიცი. მისმინე. რას იტყვი, დღეს რომ მოვიდეთ?
მამა ჩახრინწული ხმით ჩურჩულებს:
- ჰარი, დღეს აუცილებლად უნდა მოხვიდე. წინააღმდეგ
შემთხვევაში, სასტიკად ატკენ გულს...
- მოვალ, მოვალ, მაგრამ...

122
მკითხველთა ლიგა

მოხუცს ყურმილი პირთან ახლოს მიაქვს, ხელს აფარებს


და ხრინწიანი ხმით ამბობს:
- ეს შესაძლოა მისი უკანასკნელი დაბადების დღე იყოს...
- მოვალთ, მამა, ოღონდ ყველანი არა. ჯენისს წასვლა
მოუხდა.
- რას ნიშნავს, წასვლა მოუხდა?
- ასე გამოვიდა... დედამისს ფეხები აწუხებს და პოკონში
უნდა წასულიყო. ჯენისმა გუშინ საღამოს გადაწყვიტა წასვლა,
მოკლედ, არ ვიცი. ნურაფერზე ინერვიულებ. ყველაფერი კარ-
გადაა, უბრალოდ, ჯენისი შინ არ არის. ბიჭი კი აქაა. - და და-
სამტკიცებლად ყვირის ყურმილს გარეთ: - ნელსონ!
პასუხი არ ისმის.
- ალბათ ველოსიპედს დაატარებს. მთელი დილა აქ იყო.
როდის გინდა, რომ მოვიდეთ?
- როცა მოგიხერხდება, ჰარი. შუადღით, საღამოს. აჯო-
ბებს, რაც შეიძლება ადრე მოხვიდე. როსტბიფით გაგიმასპინ-
ძლდებით. დედაშენს ტორტის გამოცხობაც უნდოდა, მაგრამ
ექიმი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის მძიმე ტვირთი იქნება. სამა-
გიეროდ, „ნახევარ თავში“ ვიყიდე მშვენიერი ტორტი. ისეთია,
შენც რომ გიყვარდა ადრე.
- დედას დაბადების დღეა, ჩემი ხომ არა? რა ვაჩუქო?
- მისთვის საუკეთესო საჩუქარი შენი აქ ყოფნა იქნება, ჰა-
რი.
- კარგი. რაღაცას მოვიფიქრებ. დედას უთხარი, რომ ჯე-
ნისი არ მოვა.
- როგორც მამაჩემს უყვარდა თქმა - ღმერთმა გაანათ-
ლოს მისი სული, - სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ.
საკმარისია, მამა ამ თემას მიადგეს, რომ ვეღარ ჩერდება.
ბაჭია ყურმილს კიდებს. ნელსონის ველოსიპედი, დაჟანგული

123
მკითხველთა ლიგა

„შვინი“ (ბაჭია სულ აპირებს ახლის ყიდვას, რადგან მისი ოთხი-


ვე დამცავი ფარი გაცვეთილია) გარაჟში არ დგას. არც „ფელ-
კონია“. მხოლოდ ზეთით სავსე ქილები, ბიდონი ბენზინით, სა-
თიბელა, დახვეული სარწყავი შლანგი მოჩანს (ალბათ, ბოლოს
ჯენისს უსარგებლია ამ ნივთებით), ფოცხი მოტეხილი კბილე-
ბით და ზამთრის საბურავები „ფელკონისთვისაც“ აქვეა. ჰარი
თითქმის მთელი საათი დაეხეტება სახლის ირგვლივ, როგორც
ბურუსში - არ იცის, ვის დაურეკოს... არც მანქანა ჰყავს, არც
სახლში შესვლა და ტელევიზორის ყურება უნდა... ბილიკთან
ახლოს, ბორდიურთან გამომარგლა. ეს ის ადგილი იყო, სადაც
საკუთარ სახლში პირველ ამაღელვებელ ზაფხულს, ჯენისმა
ფერად-ფერადი ბოლქვები, ნერგები და ბუჩქები დარგო. იქი-
დან მოყოლებული, მათ აღარც კი გაჰკარებიან - უბრალოდ
უყურებდნენ, როგორ კვდებოდნენ იელები და მათ ადგილს
ნარგიზები და ზამბახები იკავებდნენ, შემდეგ ერთმანეთს
ფლოქსები და სარეველები ებრძოდნენ - ასე მისდევდა წელი
წელს... ბაჭია იქამდე ებრძვის სარეველებს, სანამ საკუთარ თავ-
საც სარეველად არ წარმოიდგენს. შემდეგ სახლში შედის, მა-
ცივარს აღებს და უმ სტაფილოს მიირთმევს. მერე სატელეფო-
ნო ცნობარს ფურცლავს და ფოსნაჰტს ეძებს - ასეთი უამრავია
და იგი უცებ ვერ მოისაზრებს, რომ პეგის სრული სახელი მარ-
გარეტია და ასო „მ“-ზე უნდა ეძებოს.
- გამარჯობა, პეგი. ჰარი ენგსტრომი ვარ, - სიამაყით წარ-
მოთქვამს ბაჭია თავის გვარს: ისინი ხომ ერთად სწავლობდნენ
სკოლაში და ქალს იგი იმ დროიდან ახსოვს, როცა ის ჯერ კი-
დევ რაღაცას წარმოადგენდა, - მხოლოდ იმის გაგება მინდო-
და, ჩემი ნელსონი თქვენთან ხომ არ ერთობა ბილთან ერთად?
სადღაც წასულა ველოსიპედით, არც ვიცი - სად.

124
მკითხველთა ლიგა

- ვწუხვარ, ჰარი, მაგრამ ჩვენთან არ არის, - ამბობს პეგი.


ხმა ყინულივით ცივი აქვს, იმიტომ, რომ ჯენისმა ყველაფერი
ჩაუკაკლა გუშინ, - ისე, როგორ ხარ? - პეგის ხმაში მეტი სითბო
იგრძნობა.
ბაჭია ხვდება, რომ ქალი მათ შორის ტოლობის ნიშანს
სვამს: მე ოლიმ მიმატოვა, შენ - ჯენისმა. ასე რომ, გამარჯობა.
კაცი აჩქარებით წარმოთქვამს:
- შესანიშნავად!.. მისმინე, თუ ნელსონი გამოჩნდება, გა-
დაეცი, რომ მჭირდება. ბებიამისთან უნდა წავიდეთ.
დამშვიდობებისას ქალს ხმა კვლავ უცივდება და უზარმა-
ზარ გადმოკარკლულთვალებიან და გაყინულმზერიან სახეს
უერთდება, რომელშიც ყველაა გაერთიანებული, ვინც ბაჭიას
ამბავი იცის. როგორც ჩანს, ნელსონი ერთადერთია მთელ
ოლქში, ვისაც ეს ჯერ არ გაუგია, და ამის გამო ბაჭიასთვის კი-
დევ უფრო ძვირფასი ხდება. მაგრამ როცა ბიჭი ბრუნდება, გა-
წითლებული და გაოფლიანებული (ჩანს, სწრაფად ატრიალებ-
და ველოსიპედის პედლებს), მამას მიუბრუნდება და ამბობს:
- ფოსნაჰტებთან ვიყავი.
ბაჭია დაბნეულად ახამხამებს თვალებს და ამბობს:
- კარგი, მაგრამ მოდი, ამიერიდან ერთმანეთს აღარ და-
ვეკარგოთ. დღესდღეობით შენთვის მამაც ვარ და დედაც.
ისინი ჭვავის ხმელი პურისა და ძეხვისგან დამზადებულ ბუ-
ტერბროდებს მიირთმევენ, შემდეგ კი ემბერლის ქუჩიდან უაიზე-
რამდე ფეხით მიდიან და 12 ნომერ ავტობუსში სხდებიან, რო-
მელიც აღმოსავლეთით, ბრუერისკენ მიდის. კვირაა, ამიტომ
უღრუბლო, უფერული ცის ქვეშ ოცი წუთის განმავლობაში
უწევთ ლოდინი. საავადმყოფოს გაჩერებაზე მნახველების დი-
დი ჯგუფი ამოდის. ვალმოხდილები გონზეც ჯერაც ვერ მოსუ-
ლან. ხელში დამჭკნარი ყვავილები და წაკითხული წიგნები უჭი-

125
მკითხველთა ლიგა

რავთ. შავ მდინარეზე, ხიდქვეშ, მოტორიანი ნავები დაქრიან,


კოღოებივით ბზუიან და თეთრი ცხვირით წყლის ზედაპირს
ეხეთქებიან. როცა ბაჭია სკამიდან დგება და ჩასვლას დააპი-
რებს, ფერადკანიანი ბიჭი გასასვლელში ფეხს გაშლის, ამიტომ
იგი იძულებულია, შავ ფეხს გადააბიჯოს.
- ნახე, რამხელა ფეხებია! - ეუბნება ბიჭი მეზობელს.
- შენს სქელ ტუჩებს შეხედე, - ამბობს მამის უკან მიმავალი
ნელსონი.
ისინი ისეთ მაღაზიას ეძებენ, რომელიც კვირასაც მუშაობს.
დედისთვის საჩუქრის შერჩევა ყოველთვის რთული იყო. სხვა
შვილები დედებისთვის მხიარულ წვრილმანებს ყიდულობდნენ:
ტუალეტის წყლის ფლაკონებს ბიჟუტერიის იაფი საქონლის მა-
ღაზიებიდან, კანფეტების ყუთებს, შარფებს. დედამისისთვის კი
ყველაფერი ან ძალიან ბევრი იყო, ან არასაკმარისი. მიმი მის-
თვის ყოველთვის თვითონ ამზადებდა საჩუქარს: დაწნულ ქო-
თანს, ხელით გაწერილ კალენდარს. ბაჭიას კი არაფრის გაკე-
თება არ ეხერხებოდა, ამიტომ მას თავის თავს, საკუთარ ჯილ-
დოებს, თავის ჰედლაინებს, საგაზეთო ჩანაწერებს ჩუქნიდა. ეს
დედასაც აძლევს ხელს. მისთვის ცხოვრება ნივთებზე მნიშვნე-
ლოვანი იყო. მაგრამ ახლა? რა შეიძლება უნდოდეს მომაკვდავ
ადამიანს? სანამ ნელსონთან ერთად ბრუერის დამაბრმავებე-
ლი მზის შუქით განათებულ, კვირაობით დაცარიელებულ
ცენტრს მიუყვებიან, ბაჭიას თავში ათასგვარი პროთეზი - ელე-
მენტზე მომუშავე ხელები, ფეხები, გული - მოსდის თავში. უაიზე-
რისა და მეცხრე ქუჩების გადაკვეთაზე ისინი ღია აფთიაქს წააწ-
ყდებიან, სადაც წამლებთან ერთად უამრავი წვრილმანი იყიდე-
ბა: თერმოსი, მზის სათვალე, საპარსი ლოსიონი, „კოდაკის“ ფი-
რები, პლასტიკური შარვლები პატარებისთვის. ბაჭიას უნდა,
რომ რაღაც დიდი, განსხვავებული იყიდოს, ისეთი, რაც დედას

126
მკითხველთა ლიგა

მოეწონება. თხევადი ტონალური კრემი „რეალგერლი“, ლაქის


ამომყვანი სითხე, „ნიუდიტი“ ფეხებზე თმის მოსაცილებლად.
თაროზე თმის შესაღები შამპუნებია ჩამწკრივებული: „ქერა
თოვლის დედოფალი“, „დანიური ხორბალი“, „ირლანდიელი
მასხარა“, „პარიზული საწებელი“, „ესპანური შავი ღვინო“. თი-
თოეული მათგანიდან მოღიმარი ძუკნა იცქირება. ნელსონი მა-
მას თეთრი პერანგის სახელოზე ექაჩება და იქით მიჰყავს, სა-
დაც ლამაზ, კაშკაშა ფერის ყუთებში ერთმანეთის გვერდით
თმის შესაჭრელი ელექტრომაკრატელი და ფეხსაცმლის საწ-
მენდი ელექტროჯაგრისი აწყვია.
- ბებია ფეხსაცმელებს აღარ იცვამს, მხოლოდ ფლოს-
ტებს, - ამბობს ბაჭია, - და რაც თავი მახსოვს, თმა არასდროს
შეუჭრია. ყოველთვის წელამდე ჰქონდა ჩამოშვებული.
ამ დროს მის ყურადღებას 12,95-დოლარიანი ჰაერის და-
მატენიანებელი იპყრობს. კოლოფზე გამოსახული სურათის მი-
ხედვით, იგი სქელ მფრინავ თეფშს წააგავს. დედამ გადაადგი-
ლება სულაც რომ ვერ შეძლოს, ეს მაინც გამოადგება. მართა-
ლია, ბრუერის შემოგარენში ძალზე ტენიანი ზაფხული იცის,
მაგრამ ზამთარში, როცა ცენტრალური გათბობა სახლს აშ-
რობს და შპალერი აძრობას იწყებს, კანი კი სკდება, დამატე-
ნიანებელი სწორედ რომ მისწრებაა. ბაჭია მისვლას ყოველ-
თვის ვერ შეძლებს, ის კი დღედაღამ მასთან იქნება. ბაჭია სხვა
დახლთან მიდის, რომელზეც სათბურები და კითხვის დროს
დამხმარე 2,5-დუიმიანი გამადიდებლები აწყვია, მაგრამ ორი-
ვეზე გადაჭრით ამბობს უარს, ვინაიდან აშკარად ავადმყოფო-
ბასთან ასოცირდება. გულისრევის შეგრძნება აქვს.
მსოფლიოში იმდენი ტკივილია დაგროვილი, რომ ის კრა-
ტერს ჰგავს, რომელსაც აქ არსებული სიროფებისა და აბების
გაათასმაგებული რაოდენობაც ვერ ამოავსებს. ბაჭია ელექ-

127
მკითხველთა ლიგა

ტრომასაჟორს უახლოვდება, რომელსაც სავარცხლის საცმიც


აქვს. კოლოფზე შიშველი ქალების სილუეტებია გამოსახული.
ისინი გრაციოზულად ეფერებიან ერთმანეთს მხრებზე, ვიღაც
ლესბოსელები საკუთარ ქეჩოზე (და კიდევ სად - ეს თქვენ თა-
ვად უნდა წარმოიდგინოთ) წვრილ მავთულზე დამაგრებული
თმის ჯაგრისის მსგავს ნივთს ისვამენ. ფასი - 11,95 დოლარი.
ნაწოლები. იქნებ ეს გამოდგეს. შესაძლოა, გაამხიარულოს და
გააცინოს კიდეც დედა - ღიტინს იწვევს, ზუზუნებს: ცხოვრებაა.
ცხოვრება - მასაჟია. თანაც დამატენიანებელზე ერთი დოლა-
რით იაფია. ნელსონი კვლავ სახელოზე ექაჩება მამას: მას თხი-
ლიანი ნაყინი უნდა ნეკერჩხლის სიროფსა და სოდიან წყალ-
თან ერთად. სანამ ბიჭი ჭამით არის გართული, ბაჭია დაბადების
დღისთვის მისალოც ბარათს ყიდულობს, რომელსაც შემდეგ
მასაჟორში ჩადებს. ბარათზე მამალი ყივის, წითელი მზე ამო-
დის, მწვანე ასოები კი გვაუწყებენ: „რა კარგია დილით ადრე
ადგომა“... და მეორე მხრიდან - „ბედნიერ დაბადების დღეს გი-
სურვებ, დე!“ ღმერთო ჩემო, რა სისულელეს არ მოიფიქრებენ
ხოლმე. ბაჭია ბარათს მაინც ყიდულობს - მამალი ისეთი კაშკა-
შა ნარინჯისფერი და მხიარულია, რომ დედა კარგად აღიქვამს.
თუმცა, შესაძლებელია, იგი ჯერაც კარგად ხედავს, მაგრამ
რადგან ენა არ ემორჩილება, იქნებ მხედველობაც გაუფუჭდა.
თავის დაზღვევა ჯობს.
გარეთ ყველაფერი დაცარიელებულია და კაშკაშა შუქით
განათებული. ორივეს, მამასაც და შვილსაც, უეცრად მწვავე
მარტოობის შეგრძნება ეუფლება. ბაჭიას ხელში დიდი ყუთი უჭი-
რავს. სად გაქრნენ ყველანი? არის კი საერთოდ სიცოცხლე დე-
დამიწაზე? უკაცრიელი ქუჩის დარბილებულ ასფალტზე სამი
კვარტალის გავლის შემდეგ საათს ხედავენ - გიგანტური ყვავი-
ლის გულს, ლუდ „მზესუმზირას“ ემბლემას, რომლის ისრებიც

128
მკითხველთა ლიგა

ყველას აუწყებს, რომ მალე ოთხი გახდება. მამა-შვილი იმავე


კუთხეში ჩერდება - ბარ „ფენიქსის“ პირდაპირ, - სადაც ჰარის
მამა, ჩვეულებრივ, ჯაჯმაუნთში მიმავალ 16ა ნომერ ავტობუსს
ელოდება ხოლმე. ავტობუსის სალონი ცარიელია.
- ყველანი ქალაქში გაიკრიფნენ, - იდუმალი გამომეტყვე-
ლებით ამბობს მძღოლი.
აღმართზე ადიან და ქალაქის პარკის გავლით მთის გარ-
შემოვლას იწყებენ. გვერდზე ჩაუვლიან მეორე მსოფლიო ომის
მოსაგონრად კვარცხლბეკზე მდგარ ტანკს, გასცდებიან ორკეს-
ტრისთვის განკუთვნილ ღია ესტრადასა და ჩოგბურთის კორტს.
გზის ერთ მხარეს ბენზინგასამართი სადგურები და მწვანე მთაა,
მეორე მხარეს - უფსკრული, შორს კი ვიადუკი მოჩანს. ბიჭი ფან-
ჯარაში იყურება და მთებს გასცქერის.
- დილით სად იყავი? - ეკითხება მას ბაჭია, - ოღონდ სი-
მართლე მითხარი.
- ეიზენჰაუერ-ავენიუზე, - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პა-
სუხობს ბიჭი.
- რომ გენახა, დედაშენის მანქანა იქ იდგა თუ არა?
- ალბათ.
- იქ იყო?
- ჰო.
- შიგნით შეხვედი?
- არა. ცოტა ხანს ვიდექი და ფანჯრებს შევცქეროდი.
- სახლის ნომერი თუ იცოდი?
- ერთი, ორი, ნული, ოთხი.
- მართალია. მგონი, სიმართლეს ამბობ.
ისინი ცენტრალურ სატელეფონო სადგურთან ჩამოდიან
და გრანიტით მოპირკეთებული ბაპტისტური ეკლესიისა და
ჯექსონ-როუდის გავლით, ბაჭიას მშობლების სახლისკენ

129
მკითხველთა ლიგა

მიემართებიან. რაც დაიბადა, ეს ქუჩები სულ ასეთი ახსოვს. სახ-


ლები ერთმანეთთან ისე ახლოს და ძალზე მტკიცედ დგას, რომ
კარგა ხანს გაძლებენ. მათ შორის ცარიელი ადგილის ნასახიც
არაა. მშენებლობას თავის დროზე იისფერზოლიანი წითელი
აგურით აწარმოებდნენ, რომლებიც დაჩვრეტილი იყო და პა-
ტარა ბაჭიას ზამთარში თავის დამსკდარ ტუჩებს მოაგონებდა.
სახლების წინ კოწახურისა და ბზის ბარიკადებით შემორაგული
და მავთულით შემოწნული მდელობები ნეკერჩხლისა და ცხე-
ნისწაბლას ხეების ჩრდილში მოქცეულა. სახლები შეწყვილებუ-
ლია, მასიური შიფერის სახურავებით, აგურის ვერანდებით. ყო-
ველი მუხის კარის თავზე, ეკლესიის მსგავსად, მარაოსებრი მუ-
ქი ფანჯარაა ჩაშენებული, ფერადი შუშებით. ბავშვობაში ბაჭიას
ეგონა, რომ ეს ვიტრაჟი „შვილი“ იყო ლუთერანული ეკლესიის
საკურთხევლის თავზე არსებული ფანჯრებისა და, შესაბამისად,
ღმერთის შვილიც, იისფერ-ოქროსფერი გუშაგი, რომელიც იმ
კარის თავზე დააყენეს, რომელშიც მამა, დედა და მიმი დღეში
ათჯერ მაინც შედიოდნენ. ახლა, როცა თავის შვილთან ერთად
შედის სახლში, ბაჭია გრძნობს, თუ როგორი დახუთულია
ჰაერი. თუმცა სასტუმრო ოთახის სერვანტზე მდგარი საათი
4.20-ს უჩვენებს, უკვე ბნელა: მუქი ფერის ხალიჩები, ჩამოშვებუ-
ლი მძიმე ფარდები, უსიცოცხლო შპალერი, ფანჯრებს ჩამოფა-
რებული ქოთნები მცენარეებით - ეს ქმნის ამ „სიბნელეს“. თავის
დროზე დედა წუხდა, რომ კუთხის სახლის „ბნელ“ ნახევარში
ცხოვრობდნენ, მაგრამ როცა მათი მეზობლები, ბოლჯერები
გარდაიცვალნენ და მათი კუთვნილი ნახევარი სახლი გასაყი-
დად გამოიტანეს, ბაჭიას მშობლები ფასით არც კი დაინტერე-
სებულან და იგი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა შეიძინა სკრანტო-
ნიდან. ქალი ფეხმძიმედ იყო და ფეხშიშველი დადიოდა, კაცი
კი 422-ე გზატკეცილზე მდებარე ელექტრონიკის ერთ-ერთ

130
მკითხველთა ლიგა

ახალ ქარხანაში მუშაობდა. ასე დარჩნენ ენგსტრომები სახლის


ბნელ ნახევარში. მათ ეს უფრო მოსწონთ. მზე ხომ ყველაფერს
ახუნებს. მშობლებმა ჰარი დიდ სამყაროში გაგზავნეს, რომ იქ
გაბრწყინებულიყო, თავად კი ორივე ხელით საკუთარ ჩრდილს
ებღაუჭებოდნენ. მეზობელ სახლში, ოღონდ მეორე მხრიდან
(მშობლების სახლიდან ორი ცემენტის ბილიკისა და ვიწრო გა-
ზონს იქით), მოხუცი მეთოდისტი ცხოვრობდა, რომელთანაც
დედას გაუთავებელი ბრძოლა ჰქონდა იმის თაობაზე, თუ ვის
უნდა გაეკრიჭა ბალახი. ახლა კი უკვე თითქმის ერთი წელია,
რაც იქ ფარი დგას წარწერით „იყიდება“. ადამიანებს ჩვენს
დროში მეტი მიწა და ჰაერი უნდათ, ვიდრე ეს მთის ფერდობზე
მიწყობილ კვარტალებშია. მიუხედავად იმისა, რომ დროთა
განმავლობაში ერთმანეთს ერევა ცვილის, აეროზოლისა თუ
სიკვდილის სუნი, ბაჭია სახლში რატომღაც პრეზერვატივის
სუნს გრძნობს.
სამზარეულოდან სილუეტი, ჩრდილი გამოდის. ბაჭია
ელის, რომ მამა შეეგებება, მაგრამ ხალათში გამოწყობილ დე-
დას ხედავს, რომელიც, მართალია, ფეხებს ძლივს ადგამს, მაგ-
რამ მაინც წელში გამართულა და დამოუკიდებლად მოდის, არ
უღიმის, სახეს საკოცნელად ახლოს მიუტანს. მისი დანაოჭებუ-
ლი ლოყა თბილია, ხელი კი, რომლითაც შვილს მაჯაზე ეყ-
რდნობა - ცივი და კორძიანი.
- დაბადების დღეს გილოცავ, დე!
ბაჭია მასაჟორს მკერდზე იკრავს - ჯერ ჩუქების დრო არ
არის. დედა კოლოფს ისე შესცქერის, როგორც ფარს, რომლი-
თაც შვილს მისგან თავის დაცვა სურს.
- მე სამოცდახუთის ვარ, - ამბობს იგი და ფრაზის აწყობას
ცდილობს, თუმცა ამას სანახევროდ ახერხებს, - როცა ოცის ვი-

131
მკითხველთა ლიგა

ყავი, ბოიფრენდს ვუთხარი: მინდა მესროლონ და მომკლან,


როცა ოცდაათის ვიქნები.
ბაჭიას იმდენად მისი უცნაურად მოცახცახე ტუჩები არ აში-
ნებს (როდესაც იგი სიტყვების სახით აზრის ჩამოყალიბებას
ცდილობს), რამდენადაც ამის თანმხლები გამომეტყველება -
გაშტერებული, სივრცეში ჩაკარგული მზერა, რის გამოც თვა-
ლებს ყოველგვარი გამომსახველობა დაკარგული აქვთ. ბაჭიას
ეჩვენება, რომ მალე დედა დაბრმავდება და მისთვის ყველანი
წაიშლებიან.
- მამას თუ უთხარი ეს?
- მამაშენს - არა. მას მერე შევხვდი. მიხარია, ის სხვა ახლა
აქ რომ არ არის და ვერ მხედავს.
- ჩემი აზრით, კარგად გამოიყურები, - ამბობს ბაჭია, - არ
მეგონა, თუ საწოლიდან ადგომა შეგეძლო.
- ნელსონ, შენი აზრით, როგორ გამოვიყურები?
მაშასადამე, შვილიშვილს ცნობს. იგი მას მუდამ ატესტი-
რებს, თავდაცვას აიძულებს. ვერაფრით უპატიებია, რომ ჰარის
არ ჰგავს, რომ ასე დაემსგავსა ჯენისს. „ოჰ, ეს სპრინგერისეული
ხელები“. საკუთარი კი, რომლებიც ხალათის ქამართან დაუწ-
ყვია და განცალკევება დავიწყებია, უმწეოდ უცახცახებს.
- შესანიშნავად, - პასუხობს ნელსონი.
ბიჭი ფრთხილობს. გამოცდილებით იცის, რომ საუკეთესო
თავდაცვა, სწრაფი და მოკლე პასუხია.
- შეიძლება კი შენთვის ადგომა? - ეკითხება ბაჭია დედას,
რათა ყურადღება ნელსონიდან სხვა რამეზე გადაატანინოს.
ქალი საოცრად, უხმოდ იცინის. თავს მაღლა სწევს, მოზ-
რდილი ცხვირის წვერი ქვემოდან უბრწყინავს, ხელები აღარ
უცახცახებს.

132
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, ერლი რასაც ამბობს. უნდა, რომ ლოგინში ვიწვე,


თითქოს უკვე გარდავიცვალე. ექიმს კი უნდა, რომ ავდგე. ტორ-
ტი მაქვს გამოსაცხობი... ჯენისი სადაა?
- ძალიან წუხს, რომ ვერ მოვიდა. მოულოდნელად დედას-
თან ერთად პოკონში მოუხდა გამგზავრება.
- ხდება ხოლმე მოულოდნელობები...
ზემოდან ერლ ენგსტრომის აღელვებული ხმა ისმის, აშკა-
რად ნასესხები ტრიუმფალური სიტყვებით:
- დაეშვნენ! „არწივი“ მთვარეზე დაეშვა! მთვარეზე ვართ,
ხალხნო! ძია სემი მთვარეზეა!
- სწორედ იქ არის მისი ადგილი, - ამბობს დედა და მკვეთ-
რი მოძრაობით დეფორმირებული ხელი ყურთან მიაქვს, რათა
ჩამოვარდნილი კულული გაისწოროს. თმა ძველებურად კეფა-
ზე აქვს დამაგრებული.
უცნაურია, მაგრამ, რაც უფრო ჭაღარავდება თმა, მით უფ-
რო ჯიუტდება. ამბობენ, საფლავშიც კი იზრდებაო. გახსნი ქა-
ლის კუბოს და იქ ერთი მატრასი თმა დაგხვდება. ნეტავ ბოქვე-
ნის თმაც იზრდება? უცნაურია, რომ მისი გაკრეჭა არასდროს
სჭირდებათ. სერაფინა ეგვიპტელს ის ადგილი თითქმის არ
უჩანდა, მოტიტვლებულივით ჰქონდა.
ბაჭია დედას მკლავზე ხელს ჰკიდებს, რომ მთვარის დასა-
ნახად კიბეზე ასვლაში დაეხმაროს და იდაყვქვეშ ჩამოკიდებუ-
ლი მისი კუნთები თავზარს სცემს - ხორცი ძვალს ისე სცილდე-
ბა, როგორც გადახარშულ ქათამს.
ტელევიზორი დედის საძინებელ ოთახში დგას, რომელიც
სახლის წინა ნაწილში მდებარეობს. იქ ისეთი სუნია, როგორიც
სარდაფში იდგა, როცა მათ ორი კატა ჰყავდათ. ბაჭია მათი სა-
ხელების გახსენებას ცდილობს. პენსი და ვილი. მამალი ვილი
იმდენს ჩხუბობდა, რომ მუცელზე შეუხორცებელი ჭრილობა გა-

133
მკითხველთა ლიგა

უჩნდა და ცხოველთა გადარჩენის პუნქტში წაიყვანეს. ეკრანზე


მთვარის გამოსახულება არ ჩანს - მხოლოდ გაბზარული ხმები
ისმის და მუყაოსგან გამოჭრილ მაკეტებს უჩვენებენ, რომლები-
თაც იმის დემონსტრირებას ახდენენ, რაც ახლა ხდება. მორბე-
ნალი სტრიქონი კი განმარტავს, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის გაბ-
ზარული ხმა.
„...ირგვლივ ერთი-ორი ფუტის სიდიდის ათასამდე კრატე-
რია, - ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ძველებუ-
რი ვესტერნის ეპიზოდებს შორის (რომელშიც მთავარ როლს
ტომ მიქსი ასრულებდა), ყველას მოუწოდებდა, გაესინჯათ
მშრალი საუზმე „როლსტონი“ ხორცის ნაჭრებით - ზუსტად ჩვენ
პირდაპირ, რამდენიმე ასეული ფუტის დაშორებით, ორი ფუტის
სიდიდის კუთხოვანი ლოდებია ბასრი გვერდებით. წინ, კურსის
მიხედვით, გორაკი მოჩანს. მანძილი რთული დასადგენია, მაგ-
რამ ჩვენგან დაახლოებით მილი ან ნახევარი მილი იქნება.
ისმის ხმა, რომელიც ჰიუსტონიდან საუბრობს:
„გასაგებია, სიმშვიდევ. ვიღებთ. კავშირის დასასრული“.
ხმაში ტეხასური მბრძანებლობა იგრძნობა. სიტყვებს ისე-
თი სიყვარულით წარმოთქვამენ, თითქოს ყველა მათგანი ტე-
ხასელების მოგონილი ყოფილიყოს. როცა 53-ში ბაჭია ფორტ--
ლარსონში გაამწესეს, ტეხასი მისთვის მთვარესავით იყო - თვა-
ლუწვდენელი სივრცეები მუხლებამდე წაბლისფერი ბალახით,
მეწამულისფერი ჰორიზონტი, დაუჯერებლად დიდი და უღრუბ-
ლო ცა. მან პირველად და უკანასკნელად დატოვა თავისი ნო-
ტიო მწვანე გორაკები. ხმა იქ ყველას სასიამოვნო, ალერსიანი,
ოდნავ გაბზარული ჰქონდა, ბორდელის გოგონებსაც კი: „ძვირ-
ფასო, შენ ხომ მხოლოდ ერთის გადაიხადე“.
„კოლუმბიად“ წოდებული ხმა ამბობს: „დღეს, გუშინდელ-
თან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მზეს ისე-

134
მკითხველთა ლიგა

თი მახვილი კუთხით შევცქეროდით, რომ ზედაპირი სიმინდის


ფუჩეჩივით დახორკლილს ჰგავდა“.
რას ჰგავდა? მორბენალი სტრიქონი აზუსტებს: „ლაპარა-
კობს მაიკ კოლინზი მთვარის გარშემო მფრინავი მოდულის სა-
მეთაურო პოსტიდან“.
სიმშვიდე ამბობს: „ის მართლაც ხორკლიანია, მაიკ, და-
საშვებად მონიშნულ რაიონში კი ძალზე უსწორმასწორო. კრა-
ტერებისა და ქვის გროვების უმეტესობა ხუთ-ათ ფუტს არ აღე-
მატება“.
დედის ოთახში ფანჯრებზე მაქმანიანი, წლებისგან გაყვით-
ლებული ფარდები კიდია, რომლებიც გვერდზე თუნუქის ზიზი-
ლოებითაა შექუჩებული და პატარაობისას ჯადოსნური ეგონა.
ასკილის ყვავილებიანი შპალერი კედელს იმ ადგილზე სცილ-
დება, სადაც რადიატორის მცველიდან ორთქლი გამოდის.
პლუშგადაკრული სავარძელი მტვრის ბუდეა. როდესაც ბაჭია
პატარა იყო, ეს სავარძელი ქვემოთ იდგა. ბიჭი ხშირად ურტყამ-
და მას ხელს და მაღლა, ჰაერში, მტვრის უამრავი ნაწილაკი
ირეკლებოდა, რომლებიც ჩამავალი მზის სხივებში ცეკვავდნენ.
ამ მოცეკვავე ნამცეცებს იგი სამყაროდ თვლიდა - თითოეული
მათგანი დედამიწა იყო და ერთ-ერთ მათგანზე თავად იმყოფე-
ბოდა, საოცრად, წარმოუდგენლად პატარა. დღის ბოლოს ნე-
კერჩხლებს შორის სახლში ცოტაოდენი მზე შემოაღწევდა
ხოლმე. ახლა კი ნეკერჩხლები მზის სხივებს აღარ ატარებდნენ
და ოთახი სარდაფივით პირქუში გახდა. საწოლის გვერდით,
პატარა მაგიდაზე, მეგობრულად თანაცხოვრობენ წამლის შუ-
შები და ბიბლია. კედლებზე მისი და მიმის სკოლის ფოტოსუ-
რათებია. ბაჭიას ახსოვს, როგორ იღებდა სურათებს ერთი აბე-
ზარი, ტანდაბალი კაცი, რომელსაც გაპარსული, მოლურჯო
ლოყები ჰქონდა. იგი საკუთარ თავს „სტუდიას“ უწოდებდა და

135
მკითხველთა ლიგა

სკოლას ყოველ გაზაფხულზე აკითხავდა, კლასის ბავშვებს ჩა-


ამწკრივებდა, დასველებული სავარცხლით თმას ავარცხნინებ-
და და ორი კვირის შემდეგ მშობლები იძულებულნი იყვნენ, შვი-
ლებისთვის ფული გაეტანებინათ ერთი საერთო, 8X10--
დუიმიანი, და ერთიც საფულის ზომის ინდივიდუალური სურა-
თისთვის. ახლა ის გაიძვერა, ერთადერთ წყაროდ იქცა იმის გა-
სახსენებლად, თუ როგორები იყვნენ ბავშვობაში: ბაჭიას თავი
თხელი ქერა თმის ქვეშ ვარდისფრად მოჩანს, ყურები მას მთე-
ლი დუიმით ჩამორჩება, თვალები კენჭებივით აქვს, წარმოუდ-
გენლად ცისფერი, ქვედა ქუთუთოები კი - ბავშვურად სავსე. მი-
რიამს სახე გაფუმფულებია, შამპუნით დაბანილი მბზინავი თმა
მხრებამდე ჩამოუშვია და რიტა ჰეივორტივით მოურკალავს,
ჟოლოსფერი ტუჩები თეთრ სახეზე მიწებებულს მიუგავს. ორივე
მათგანი სადღაც, სივრცეში იღიმება, გაიძვერას ლინზების გავ-
ლით, ოფლის სუნით გაჟღენთილი მოხითხითე ტანვარჯიშის
დარბაზიდან მათი დედის მიმართულებით, რომელიც ოდესღაც
აქ ლოგინად ჩავარდება.
- თუ გეეჭვება, ნუ დაჯდები, - ხუმრობს კოლუმბია.
- უკვე დავჯექით, - პასუხობს სიმშვიდე.
- სიმშვიდევ, ჰიუსტონი ვარ. თუ მისაღებად მზად ხართ,
ჩვენ გვაქვს კორექტირების დაზუსტება ოცდაორი. კავშირის და-
სასრული, - ერთვება ჰიუსტონი.
- მზად ვარ გემსახუროთ, სერ, - განაგრძობს ხუმრობას კო-
ლუმბია.
ჰიუსტონი - „კომპიუტერების ქალაქი“ (რომელიც ძილისა
და დასვენების გარეშე მუშაობს), კვლავ სერიოზული ტონით აც-
ხადებს:
- ყურადღება, მაიკ. ერთი ნული ოთხი ოცდათორმეტი
თვრამეტი. ორი ერთი ნული ოთხი ოცდაჩვიდმეტი ოცდარვა,

136
მკითხველთა ლიგა

ეს არის ოთხი მილი სამხრეთით. გაანგარიშება გაკეთებულია


დაშვების დაგეგმილი ადგილის გათვალისწინებით. კავშირის
დასასრული.
კოლუმბია რიცხვებს იმეორებს.
- ამჟამად ჩვენი ტაიმერის ჩვენებაა ცხრა ნული ოთხი ოც-
დათოთხმეტი ორმოცდაშვიდი და სტატიკა, - ამბობს სიმშვიდე.
- გავიგე, ვიღებ. თქვენი ტაიმერი ახლა აჩვენებს...
გაიმეორეთ დრო.
- ცხრა ნული ოთხი ოცდათოთხმეტი ორმოცდაშვიდი.
- გასაგებია, ვიღებ, სიმშვიდევ. მიზიდულობის ძალა კარ-
გად გამოიყურება. ვხედავთ, რომ გადაწყობას აკეთებთ.
- არა. ვცდილობდი თექვსმეტ-სამოცდახუთზე დამეყენები-
ნა, მაგრამ რატომღაც ექვსი-ოცდაორი გამოვიდა. დროის და-
რეგისტრირებას ვცდილობ. და კიდევ, მნიშვნელოვანია ვიცო-
დე, გსურთ, რომ კუთხეებს გვერდი ავუარო, თუ დავბრუნდე და
კვლავ მოვიდე, სანამ გვერდის ავლას დავიწყებ. კავშირის და-
სასრული.
- გასაგებია. დაგიკავშირდებით. არ გათიშოთ.
ნელსონი და ბაბუა ამ საუბარს მოჯადოებულებივით უსმე-
ნენ; მერი ენგსტრომი მოუთმენლად ტრიალდება - იმიტომ ხომ
არ ჩანს მისი მოძრაობა ასეთი მკვეთრი, რომ მას ეს დიდი ძალ-
დატანების ფასად უჯდება? - იგი ფეხების ფრატუნით მიდის კი-
ბესთან და საფეხურებზე ეშვება. ბაჭიას გული უკვდება და უკან
მისდევს. ქალი დაუხმარებლად ჩააღწევს კიბის ბოლომდე, უგე-
მოვნოდ მოწყობილი სამზარეულოს შუაგულში ჩერდება და
შვილს ეკითხება:
- რა თქვი, ჯენისი სად არისო?
- პოკონში, დედასთან ერთად.
- რატომ უნდა დავიჯერო ეს?

137
მკითხველთა ლიგა

- რატომ არ უნდა დაიჯერო?


მოხუცი შექანდება, იხრება, ჰაერღუმელს აღებს და შიგ
იხედება. აწეწილი თმა სინათლეზე ბადესავით მოუჩანს. შემდეგ
წელში სწორდება, მძიმედ ამოიოხრებს და აცხადებს:
- ჯენისი ბოლო დროს ცდილობს თვალში არ მომხვდეს.
დაშინებულ, ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფ ბაჭიას
თითქოს მხოლოდ კითხვების დასმა შეუძლია.
- რისთვის სჭირდება ეს?
დედა გაუნძრევლად იყურება სივრცეში - მხოლოდ ტუჩებს
შორის ენის მოძრაობა მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცის თქმა
სურს.
- ძალიან ბევრი ვიცი, - როგორც იქნა, ახერხებს თქმას, -
მის შესახებ.
- შენ მხოლოდ ის იცი, რასაც საცოდავი მოხუცი ჭორიკა-
ნები გიამბობენ. ნუღარ ჩააცივდები მამაჩემს, იმიტომ, რომ სამ-
სახურში აღარ მასვენებს, - ამბობს ბაჭია და ვინაიდან დედა
დუმს, განაგრძობს: - თანაც მიმი ლას-ვეგასში დღეში ათჯერ მა-
ინც აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ასაღელვებლად საწყალი ჯე-
ნისის პირად ცხოვრებაზე გაცილებით მეტი მიზეზი გაქვს.
- ის ყოველთვის, - აცხადებს დედა, - განებივრებული იყო.
- ჰოდა, ალბათ, ნელსონიც განებივრებულია. და მე? გუ-
შინ „ამფეთქებლების“ თამაშზე ვიყავი და ვფიქრობდი, როგორ
ვერაფერს მივაღწიე ბეისბოლში. მოდი, სიმართლეს თვალებში
შევხედოთ. როგორც ადამიანი, სამით მინუსზე ვქაჩავ. როგორც
ქმარი, საერთოდ ნული ვარ. თუ „ვერიტი“ დაიხურება, საქმე ცუ-
დად წამივა და დახმარებით მომიწევს თავის გატანა. მაგარი
ცხოვრება გვექნება. გმადლობთ, დედა.
- გაჩუმდი, - ამბობს ქალი უსიცოცხლო ხმით, - შენ მიაღწევ
ნაპირს... ტორტი ჩამივარდება, - ამბობს ამ სიტყვებს, დაჟან-

138
მკითხველთა ლიგა

გულ ჯაყვასავით გაჭირვებით იხრება და ჰაერღუმელში იყურე-


ბა.
- მაპატიე, დედა, მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორ დავი-
ღალე ამ ბოლო დროს.
- ყველაფერი გამოსწორდება, როცა ჩემი ასაკის გახდები.
ზეიმი ამართლებს. სამზარეულოს ფაიფურგადაკრული მა-
გიდის გარშემო იკრიბებიან. წლების განმავლობაში ემალი
ოთხ ადგილას აქერცლილა. ყველაფერი ძველებურადაა, ეგ
არის, რომ დედა ხალათით ზის, მიმის ნაცვლად კი ნელსონია.
მამა როსტბიფს ჭრის, შემდეგ კი დედის ულუფას აქუცმაცებს:
დედას მარჯვენა ხელით ჩანგლის დაჭერა კი შეუძლია, მაგრამ
დანას ვერ ხმარობს. მამა ჩამოცურებულ ყბას ატკაცუნებს და
ნიუიორკული ღვინით სავსე ჭიქით სადღეგრძელოს ამბობს:
„ჩემს მერის გაუმარჯოს, ჩემს ანგელოზს მწუხარებასა თუ სიხა-
რულში“. ბაჭია საგონებელშია - რომელ სიხარულში? ალბათ,
ამდაგვარ წუთებს თუ გულისხმობს. დედა მცირერიცხოვან სა-
ჩუქრებს ათვალიერებს და მასაჟორის დანახვაზე სიცილს ვერ
იკავებს.
- ეს ჩემთვის, რომ ვიხტუნაო? - ამბობს გაკვირვებით. ქმა-
რი მასაჟორს როზეტში რთავს და ნელსონის თავზე ატარებს.
ბიჭს გამხნევება სჭირდება.
უეცრად ჰარი მწვავედ შეიგრძნობს ჯენისის არყოფნას.
ტორტი დაჭრილია. ნელსონი თავისი ნაჭრის მხოლოდ ნახე-
ვარს ჭამს, ამიტომ ბაჭიას მისი დამთავრებაც უწევს, დედას რომ
არ ეწყინოს. ჩამოწოლილ ბინდბუნდში, სადღაც იქ, დასავლეთ
ბრუერში, საოლქოქფსიქიატრიული საავადმყოფოს ფანჯრები
ნარინჯისფრად ნათდება, მთის ფერდობზე კი ჩრდილები ქურ-
დებივით მოიპარებიან მათსა და გასაყიდ სახლებს შორის არ-
სებულ ვიწრო გასასვლელში. სახლის იმ მეორე ნახევრის შპა-

139
მკითხველთა ლიგა

ლერაკრული კედლებიდან, სადაც ფეხშიშველა ცოლ-ქმარი


ცხოვრობს, რომელიღაც როკჯგუფის ბასგიტარების გულის გა-
მაწვრილებელი გრიალი ისმის. რიტმებისგან თაროზე ცა-
რიელი ქილები (ნამცხვრის, შაქრის, ფქვილის, ყავის) ზანზა-
რებს. სასტუმრო ოთახში წითელი ხის სერვანტის შუშაც ცახცა-
ხებს. ნელსონს თვალები უცვივდება, კუპიდონის ტუჩები ბოდი-
შის მსგავს ღიმილს გამოხატავს და მოულოდნელად თავს მა-
გიდის ცივი, ემალირებული ზედაპირისგან ხრის. უფროსები კი
იხსენებენ, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადრე, ვინ იყვნენ მათი მე-
ზობლები ოცდაათიან-ორმოციან წლებში - სიცოცხლით სავსე
ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად ხედავდი და მათ-
თვის სურათის გადაღება თავში აზრადაც არ მოგსვლია. მოხუცი
მეთოდისტი, რომელსაც ცემენტის ორ ბილიკს შორის არსებუ-
ლი გაზონის გაკრეჭვა არ უნდოდა. მანამდე კი იქ ზიმები ცხოვ-
რობდნენ კოხტა ქალიშვილთან ერთად - საუზმობისა და ვახ-
შმობისას დედა მას ყოველთვის უყვიროდა. შემდეგ სახლში მა-
მაკაცი ცხოვრობდა, რომელიც მარილიანი კრეკერების მწარ-
მოებელ ფაბრიკაში მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს კი შუბლში
ტყვია იკრა. გასროლის ხმა მხოლოდ ცხენებმა გაიგეს, რომ-
ლებიც რძეს ეზიდებოდნენ. მაშინ რძეს სახლებში დაატარებ-
დნენ. ქუჩები მტვრის მსუბუქი ფენით იყო დაფარული...
ნელსონი ძილს ებრძვის.
- თუ გინდა, წავიდეთ, - სთავაზობს ბაჭია.
- პასუხი უარყოფითია, მამა, - ამბობს ძილმორეული ბიჭი
და საკუთარ ხუმრობაზე ეღიმება.
- ოცდაერთი საათია. დროა, ჩვენს კოსმოსურ ხომალდზე
გავიგოთ რამე, - მხარს უბამს ბაჭია.
მაგრამ მათ კოსმოსურ ხომალდში მოწყენილობაა - გრძე-
ლი, ცარიელი კოლოფი ნელა ტრიალებს პენ-ვილასის შავ სი-

140
მკითხველთა ლიგა

ცარიელეში, რომელიც ნახევრად გამარგლული ყვავილოვანი


ბორდიურებით არის მოარშიებული. ბიჭს შინ დაბრუნების ეში-
ნია. ბაჭიასაც. სხედან სიბნელეში დედის საწოლზე და ტელევი-
ზორს უყურებენ. ტელევიზორიდან იტყობინებიან, რომ მთვარე-
ზე მდგარ დიდ, ლითონის ობობაში მყოფი ასტრონავტები ვერ
იძინებენ, ამიტომ მთვარეზე გადასვლამ რამდენიმე საათით გა-
დაიწია. სტუდიაში მომუშავე, უსაქმურობისგან გაღიზიანებული
და დაღლილი ადამიანები, ნატურალური ზომის მაკეტების მეშ-
ვეობით აჩვენებენ, თუ რა უნდა მოხდეს. ზოგიერთ არხზე კოს-
მოსურ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები სეირნობენ,
ფოლგის სინებს დაატარებენ, თითქოს პიკნიკის მოწყობას აპი-
რებენ. ბოლოს რაღაც ხდება. მართლაც ხდება. თუ არა? მო-
დულის ფეხზე სატელევიზიო კამერა ირთვება. ეკრანზე აბ-
სტრაქტული გამოსახულება ჩნდება. კომენტატორის განცხადე-
ბით, სიშავე ეკრანის თავზე - მთვარიანი ღამის ბრალია, ხოლო
ქვედა მარცხენა კუთხეში - კოსმოსური ხომალდისა და ტრაპის
ჩრდილი, თეთრი ფერი - მთვარის ზედაპირია. ნელსონს თავი
მამის მუხლებზე უდევს და სძინავს - რა უცნაურია, რომ პატა-
რებს ძილში თავი უოფლიანდებათ. როგორც ნათურებს ემარ-
თებათ მიწის ქვეშ. დედას ფეხებზე საბანი აფარია. ჯენისი ბაჭიას
უკან ზის და ბალიშებს ეყრდნობა. მამას სავარძელში სძინავს.
მისი სუნთქვა ზღვის შორეულ, ნაღვლიან დგაფუნს ჰგავს -
ტალღები ნაპირზე მოგორავენ და უკუიქცევიან, მოგორავენ და
უკუიქცევიან. ძველი ტუმბო კვლავაც მუშაობს. ქუჩის ფარნის შუ-
ქი ფარდის ღრიჭოებს შორის აღწევს და მის კინკრიხოზე ხვდე-
ბა - თხელი თმა ერთმანეთს ფრთებივით ეკვრის. გაკაშკაშებულ
ტელევიზორში კი რაღაც ხდება. ზედა მარცხენა კუთხიდან რა-
ღაც გველისებური მოცოცავს - ეს ადამიანის ფეხია. შემდეგ
მეორე ფეხიც ჩნდება და მკვეთრ ლაქას, ანუ მთვარის ზედა-

141
მკითხველთა ლიგა

პირს ეფარება. ჩრდილების აბსტრაქტული სურათისა და სინათ-


ლის ათინათებს ადამიანის ფიგურა ენაცვლება. იგი რაღაცას
ამბობს ნაბიჯების შესახებ, მაგრამ ტკაცუნის გამო ბაჭიას აზრი
ვერ გამოაქვს. მორბენალი სტრიქონი აზუსტებს: ადამიანი
მთვარეზეა. გაბზარული ხმა ჰიუსტონს ატყობინებს, რომ ზედა-
პირი რბილი, ფხვნილისებური ფენითაა დაფარული. ასტრო-
ნავტს მისი აღება ფეხსაცმლის ჭვინტითაც შეუძლია. ფხვიერი
მასა ფეხსაცმლის ძირს ნახშირის მტვერივით ეკრობა და ას-
ტრონავტის ფეხი ამ მტვერში უმნიშვნელოდ ეფლობა. ისე კი,
აქ უფრო ადვილია სიარული, ვიდრე სავარჯიშო სტენდზე. ბაჭია
გრძნობს, რომ უკნიდან დედის ხელი გაჭირვებით სწვდება მას,
კეფაზე ეხება და შეშდება, შემდეგ კი მოუხერხებლად იწყებს მა-
საჟის კეთებას, თითქოს მისი თავიდან შემაწუხებელი ფიქრების
განდევნა სურს, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ - ეს მან
კარგად იცის.
- არ ვიცი, დე, - უეცრად აღმოხდება მას, - ანუ ვიცი, რომ
ეს მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვგრძნობ.

142
მკითხველთა ლიგა

II. ჯილი
„აქ ყველაფერი სხვანაირია,
მაგრამ ძალზე ლამაზი“.
ნილ არმსტრონგი.
1969 წლის 20 ივლისი.

დღეები (ღამეებს შორის არსებული ეს ნათელი მონაკვე-


თები) თავისი მსგავსება-განსხვავებებით ერთმანეთს ერწყმიან
და ისეთი სუსტი შეფერილობის ტრანსპარანტს ქმნიან, რომ
მხოლოდ ერთმანეთზე დადებისას თუ მუქდებიან ფატალურ ფე-
რამდე.
ერთხელ, აგვისტოში, შაბათ დღეს, ყავისთვის დასალევად
განკუთვნილ შესვენებაზე, ბაჭიასთან ბიუკენენი მიდის. ისინი ნა-
ხევარი დღის განმავლობაში ერთ ცვლაში მუშაობენ, ამიტომ
ერთმანეთთან შედარებით ახლო ურთიერთობა აქვთ. ზანგს
დილიდანვე მოუსწრია სასმლის გადაკვრამ მზით განათებულ
სატვირთავ პლატფორმაზე. იგი ტუჩებიდან ვისკის წვეთებს იცი-
ლებს და ამბობს:
- რაო, ჰარი როგორ გექცევა?
- ვინ?
ჰარი ბიუკენენს სახითაც და სახელითაც კარგა ხანია იც-
ნობს, მაგრამ შავკანიანთან საუბრისას თავს მაინც უხერხულად
გრძნობს: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას თავში მუდამ
აქვს ათასგვარი ხუმრობა, რომელსაც ის, ბაჭია, ვერ გაიგებს.
- მთელი მსოფლიო, ახალგაზრდავ.
- ნორმალურად.

143
მკითხველთა ლიგა

ბიუკენენი მის წინ დგას, თვალებს ახამხამებს, დაკვირვე-


ბით შესცქერის და ფეხს ინაცვლებს. რთული სათქმელია, რამ-
დენი წლისაა შავკანიანი. შესაძლოა - ოცდათხუთმეტის, შესაძ-
ლოა - სამოცისაც. ზედა ტუჩზე პატარა, შრიფტის საწმენდ ფუნ-
ჯზე თხელი ულვაში აქვს. მორუხო კანი არ ულაპლაპებს. აი,
მეორე ზანგს კი - ფარნსუორტს, ულვაში ვაქსით გაწმენდილი-
ვით უბზინავს კაშკაშა შუქით განათებულ საბეჭდ მანქანებს შო-
რის, რომლებიც ჩრდილს არ ქმნიან.
- მაგრამ არც ძალიან კარგად, ხომ?
- არცთუ ისე კარგად მძინავს, - აღიარებს ბაჭია. ბოლო
ხანს ერთი სული აქვს, ვინმეს დაელაპარაკოს, გული გადაუშა-
ლოს. ძალზე მარტოსულად გრძნობს თავს.
- შენი მოხუცი ლედი კვლავ ქალაქის მეორე ბოლოშია?
ყველამ იცის (ნიგერებმა, მათხოვრებმა, მაწანწალებმა,
დებილებმა, იატაკქვეშა ლატარიის მოთამაშეებმა, ავტობუსის
კონდუქტორებმა, პარიკმახერებმა, აგურით ნაშენებმა მთელმა
ბრუერმა), რომ „ვერიტას მუშა მიმდინარე კვირის რქადადგმუ-
ლი ქმარია“. და ქვესათაური: „ენგსტრომს ქალაქის მერი საპა-
ტიო რქებს გადასცემს“.
- მარტო ვცხოვრობ, შვილთან ერთად, - აღიარებას უმა-
ტებს ჰარი.
- ეს როგორ? - ეკითხება ბიუკენენი, - ეს როგორ?
- სანამ ყველაფერი არ დალაგდება, - დუნედ ამბობს ბაჭი-
ა.
- სხვა უკანალი ხომ არ დაიგულე სადმე?
ჰარის გაოცებული სახის დანახვაზე ბიუკენენი სასწრაფოდ
განმარტავს:

144
მკითხველთა ლიგა

- კაცი უნახვრეტოდ ვერ ძლებს. მამაშენი სად არის? - შე-


კითხვა პირველ მტკიცებას პაუზის გარეშე მოსდევს, თუმცა
გაუგებარია, რა კავშირია მათ შორის.
ბაჭია გაოცებული და შეურაცხყოფილია, მაგრამ რადგან
ბიუკენენი ზანგია, მიიჩნევს, რომ პასუხს არ უნდა გაექცეს და
ამბობს:
- ორი კვირით შვებულება აიღო, რათა დედაჩემი გამოსაკ-
ვლევად საავადმყოფოში ატაროს.
- ჰოო... - ბიუკენენი ფიქრობს. ორი ფუმფულა ბალიში, მი-
სი ტუჩების სახით, ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, თითქოს რა-
ღაც საიდუმლო აქვთ მოსათათბირებელი, შემდეგ კი ახალი აზ-
რი ისე აშორებს მათ, რომ ლამის ულვაშიც კი შეუთამაშდეს, -
მამაშენი შენი ნამდვილი მეგობარია. მაგარია. მართლაც მაგა-
რი კაცია. მისი მსგავსი მამა არასოდეს მყოლია. კი ვიცი, ვინც
არის, ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი მეგობარი არასდროს
ყოფილა. მამაშენი კი სულ სხვაა.
ჰარი გაურკვევლობაშია, ვერ მიმხვდარა, გაიცინოს თუ
თანაუგრძნოს.
- ჰო, მეგობარი კარგია, მაგრამ ზოგი ისე მოგაბეზრებს
თავს, ლამის ყმუილს დაგაწყებინებს, - აღიარებს გულახდი-
ლად.
ბიუკენენს ეს მოსწონს, თუმცა არ ეთანხმება და ხელებს
იქნევს.
- ოჰ, ამას ნუ იტყვი. მადლობელი იყავი, რომ ასეთი მამა
გყავს, რომელსაც ფეხებზე არ ჰკიდიხარ. შენ არც კი იცი, რო-
გორი ბედნიერი ხარ. თუ შენი ცოლი სადმე მოფარებულში უკა-
ნალს აქნევს, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა უფ-
სკრულისკენ მიექანება. უბრალოდ, სხვა ნახვრეტი უნდა იპოვო.
ეგ არის და ეგ. შენ ხომ უკვე დიდი ხარ.

145
მკითხველთა ლიგა

ჰარის გულში ერთმანეთს ზიზღი და აღშფოთება ებრძვის.


გრძნობს, რომ ბიუკენენის გვერდით იგი მაღალი და ფერ-
მკრთალია, მაგრამ თან დედაკაციცაა, დაცინვის, სიბრალული-
სა და სიხარბის სამიზნე. ზანგებთან საუბრისას გუნება უფუჭდება
ხოლმე, თვალები ექავება, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ რა-
ღაცნაირად სველი თვალები აქვთ, თვალის გარსი კი - ყვითე-
ლი და აღგზნებული. მთელი მათი არსებიდან ტკივილი გამოს-
ჭვივის.
- რაღაცას მოვახერხებ, - უხალისოდ ამბობს და პეგი ფოს-
ნაჰტზე ფიქრობს.
გაისმის შესვენების დამთავრების მაუწყებელი ზარის ხმა.
ბიუკენენი მხრებში იშლება, თითქოს განაჩენის გამოცხადებას
აპირებსო.
- რას იტყვი, ჰარი, ამ საღამოს ბიჭებთან ერთად სადმე
რომ გავერთოთ, - სთავაზობს იგი, - ცხრა-ათი საათისთვის
„სტუმართმოყვარე ჯიმბოში“ შემოიარე, ნახე, როგორია იქ. იქ-
ნებ არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ვინ იცის. თუ ასე გააგ-
რძელებ, მალე დაბერდები, მსუქან და საძაგელ მოხუცად იქცე-
ვი. განა შეშვენის ეს შენნაირ წარმოსადეგ, სიმპათიურ მამა-
კაცს? - ზანგი გრძნობს, რომ ბაჭია ინსტინქტურად უარის თქმას
აპირებს, ვერცხლის საწმენდი პასტის ფერის ხელისგულს მაღ-
ლა სწევს და ამბობს: - იფიქრე ამაზე. მომწონხარ, კარგი ტიპი
ჩანხარ. თუ ვერ შეძლებ, არა უშავს, ქვეყანა არ დაიქცევა.
ეს მიპატიჟება ბაჭიას მთელი შაბათის განმავლობაში ყუ-
რებში უწივის. და კიდევ ბიუკენენის მიერ ნათქვამი ზოგიერთი
წინადადება. თვითონ კი უკვე სიკვდილისთვის ემზადებოდა,
წლების განმავლობაში ემზადებოდა. სხეული მოუწოდებდა
ამისკენ. შუადღის მერე თვალები ენისლება. მას არც მიხვეულ--
მოხვეული ტროტუარებით შინისკენ ძუნძულით გაქცევა იზი-

146
მკითხველთა ლიგა

დავს. ძლივს ახერხებს, რომ ვახშმამდე ძილმა თავი არ წაარ-


თვას, სამაგიეროდ, ღამით უჭირს დაძინება. იმასაც კი ვერ აღ-
წევს, რომ აუდგეს, განიმუხტოს, მოდუნდეს. დილით მამლის ყი-
ვილამდე ეღვიძება - ახალი დღე ქუთუთოებზე ექაჩება. თუმცა
ცხოვრებაში ბევრგან არსად ყოფილა, მაინც თითქმის ყველა-
ფერი ნახა. სახლიდან გამოსვლისას ყოველდღე ამჩნევს ხეებს,
ამინდს, შესასვლელი კარის ლამაზ მორთულობაზე სიმშრა-
ლის გამო გაჩენილ ბზარებს. სახლი მწვანე ფერისაა. არანაირი
რწმენა საიქიო ცხოვრებისა, არანაირი იმედი... ბაჭიას უკვე ეჩ-
ვენება, რომ მეორედ ცხოვრობს. ეს მეორე ჯერი მაშინ დაიწყო,
როცა ჯენისთან დაბრუნდა, ის საწყალი კი ჯერ კიდევ პირველ
ცხოვრებაშია ჩარჩენილი. დალოცვილი იყოს ეგ ქარაფშუტა.
თუმცა მან გათავისუფლება მაინც მოახერხა. როდესაც ქალები
აალდებიან, შიგნიდან ბოლომდე არ იწვიან. თავდაპირველად
ყველანაირად ცდილობენ, თავიდან აიცილონ მამაკაცის ჯიუტი
გამონაზარდი, მერე კი თავად იწყებენ მათზე ნადირობას, თუკი
ისინი რამეს მაინც წარმოადგენენ.
გასულ კვირას ბაჭიამ როგორღაც მაღაზიაში დარეკა,
რომ გაეგო, დადიან თუ არა ჯენისი და სტავროსი სამსახურში,
თუ გაუთავებლად ჟიმაობენ. ყურმილი მილდრედ კრაუსტმა
აიღო და ჯენისს გადასცა, რომელმაც ჩურჩულით უთხრა:
- ჰარი, მამამ ჩვენ შესახებ არაფერი იცის, ასე რომ, აქ
აღარ დარეკო, თავად დაგირეკავ.
მართლაც, დღის ბოლოს შინ დაურეკა (ნელსონი ამ
დროს მეორე ოთახში „გილიგანის კუნძულს“ უყურებდა) და ისე-
თი ცივი ხმით დაელაპარაკა, რომ ძლივს მიხვდა, ვინ იყო.
- ძალიან ვწუხვარ, ჰარი, რომ ეს შენ ტკივილს გაყენებს.
მართლა ვწუხვარ, მაგრამ ახლა, ჩვენი ცხოვრების სწორედ ამ
ეტაპზე, ძალზე მნიშვნელოვანია, დანაშაულის გრძნობის

147
მკითხველთა ლიგა

ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ. ვცდილობ, პატიოსნად გავერკვე


საკუთარ თავში, ვინ ვარ და საით უნდა წავიდე. მინდა, რომ
ორივემ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც შემ-
დგომში ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას მოგვცემს.
ახლა ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელია. პატარები აღარ ვართ
და არ არის საჭირო, საკუთარი ინერციის გამო, ერთმანეთი გა-
მოუვალ მდგომარეობამდე მივიყვანოთ... მინდა, საკუთარი თა-
ვი ვიპოვო, პიროვნება გავხდე და შენც ამასვე გთავაზობ...
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკა მსგავსი რაღაცები და ყურ-
მილი დაკიდა. მისი ლექსიკა შესამჩნევად გაზრდილა (შესაძ-
ლოა, ფსიქოთერაპევტებთან ტელესაუბრებს უყურა). „ნეტარ
იქნებიან ბიწიერნი“. წავიდეს, მაგისი... ღმერთო დიდებულო,
რაც შეიძლება შორს გაგზავნე. აი, რა ფიქრები მოსდის თავში
ბაჭიას, სანამ ავტობუსით მგზავრობს.
იგი ფიქრს აგრძელებს: „წავიდეს, მაგისი...“, შინ მისული
ლუდს სვამს, ბანაობს, თავის საუკეთესო, ღია ნაცრისფერ, სა-
ზაფხულო კოსტიუმს იცვამს, საშრობიდან ნელსონის პიჟამას,
სააბაზანოდან კი კბილის ჯაგრისს იღებს. შვილი ბილს მოელა-
პარაკა და ღამით მასთან დარჩება. გადასამოწმებლად ჰარი
პეგის ურეკავს.
- ოჰ, რა თქმა უნდა, - ამბობს ქალი, - შინ ვიქნები. იქნებ
შენც შემოიარო და ჩვენთან ერთად ივახშმო?
- არ შემიძლია, არ გამოვა.
- რატომ? რამე გადაუდებელი საქმე გაქვს?
- რაღაც მაგის მსგავსი.
მამა-შვილი სახლიდან ექვსისთვის გავლენ და ცარიელ
ავტობუსში სხდებიან. ამ დროისთვის უაიზერში უკვე საუიკენდო
განწყობილებაა. მანქანები შინისკენ მიიჩქარიან, რათა მალე
ისევ გზას გაუდგნენ. ვიღაც ნარინჯისფერთმიანი მსუქანი კაცი

148
მკითხველთა ლიგა

ტენტის ქვეშ დგას და ისეთი სახით აბოლებს სიგარას, გეგონე-


ბათ, დედამიწაზე ანგელოზები უნდა ჩამოფრინდნენო. ჟალუზე-
ბი მაღაზიის ვიტრინებს ფარავენ და დროგამოშვებით ბზინავენ.
ქალიშვილები ქუსლების ბაკუნით გარბიან და თავსაფარწაკრუ-
ლი ბიგუდებიანი თავები ვარდის ბუჩქებს მიუგავთ. შაბათის სა-
ღამოა. პეგი ჰარის კართან ეგებება, დასალევად შინ ეპატიჟება.
ის და ბილი ახალი, რვასართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში
ცხოვრობენ, რომელიც დასავლეთ ბრუერში, მდინარის სიახ-
ლოვესაა აშენებული, იქ, სადაც ადრე მსუბუქ ორთვალა ეტ-
ლებში შებმული ცხენების დოღი იმართებოდა. მისი სასტუმრო
ოთახიდან ბრუერის პანორამა იშლება. სასამართლოს შენობის
თავზე, ერთადერთ ადგილობრივ ცათამბჯენზე, ბუს უკან, რო-
მელიც ამავე სახელწოდების მარილიანი კრენდელების დამამ-
ზადებელი კომპანიის სიმბოლოა, ბეტონის არწივს გაუშლია
ფრთები. ქალაქგარეთ, თიხის ქოთანივით, კვამლისფრად მწვა-
ნე ჯაჯის მთა აღმართულა. მისი ერთ-ერთი კალთა ხრეშის კა-
რიერად ქცეულა და ახლა შემწვარ ბარკალს ჰგავს, პატარ--
პატარა ნაჭრებად რომ ქნიან. და ნახშირივით შავი მდინარე.
- მხოლოდ ერთი ჭიქა. სხვაგან ვარ წასასვლელი.
- როგორც იტყვი. რას დალევ?
ქალს შემოტმასნილი მინიქვედაბოლო აცვია, ღია მეწამუ-
ლისფერი „პეისლი“, რომელიც მის მსუქან ფეხებს კარგად
აჩენს. აი, ჯენისს ყოველთვის კარგი ფეხები ჰქონდა, ამას ვერ
დაუკარგავ, პეგის კი მუხლებს ქვემოთ თეთრი, ცომივით ფეხები
აქვს.
- შეგიძლია, „დაიკირი“ რომ შეურიო?
- არ ვიცი, ოლის ადრე ყველაფერი ჰქონდა, რაც აუცილე-
ბელია, მაგრამ მგონი მასთან დარჩა, როდესაც წამოვედით.

149
მკითხველთა ლიგა

ისინი ოლისთან ერთად აზბესტისა და სალი ქვისგან აშე-


ნებულ, ორად გაყოფილ სახლში ცხოვრობდნენ, აქედან რამ-
დენიმე კვარტალში, საოლქო ფსიქიატრიული საავადმყოფოს
სიახლოვეს. ახლა ოლი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, საკუ-
თარ მუსიკალურ მაღაზიასთან, პეგი კი შვილთან ერთად ამ ბი-
ნაში, საიდანაც ყველაფერი მოჩანს და ოლის დანახვაც შეიძ-
ლება, თუ კარგად დააკვირდება კაცი. პეგი ჩაცუცქულა და პა-
ტარა კარადაში იქექება, ცარიელი წიგნის თაროების ქვემოთ.
- ვერაფერს ვპოულობ... საჭირო ინგრედიენტები,
ჩვეულებრივ, პაკეტებშია ხოლმე. ჯინს ხომ არ შეურევდი რა-
მეს?
- ტონიკი „მწარე ლიმონი“ თუ გაქვს?
- არა, მხოლოდ ჩვეულებრივი ტონიკი, - პასუხობს ქალი
ცოტა ხნის ძებნის შემდეგ.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. თუ გინდა, თავად მოვამზადებ.
- კარგი.
ქალი თავის მსუქან ფეხებზე დგება, გახარებულია და ოდ-
ნავ გაოფლიანებული. მან იცოდა, რომ ჰარი მოვიდოდა და მუ-
ქი სათვალე მაინც არ გაიკეთა, რაც მისი მხრიდან ნდობის ნი-
შანი იყო. პეგის ბეც თვალებს არაფერი ფარავს, უმწეო სახე
კაცისკენ მიუტრიალებია, მზერა კი ჭერის კუთხისკენ აქვს მიპ-
ყრობილი. ბაჭიამ იცის, რომ მას მხოლოდ ერთი თვალი აქვს
არეული, მაგრამ ვერაფრით დაიმახსოვრა, რომელი. თვალე-
ბის ირგვლივ კი წვრილი, თეთრი ნაოჭები გასდევს, რომლებ-
საც, ჩვეულებრივ, სათვალე ფარავს.
- შენ რა დაგისხა? - ეკითხება ბაჭია.
- სულერთია. რასაც შენ დალევ. მე ყველაფერს ვსვამ.
სანამ იგი პატარა სამზარეულოში ყინულის კუბიკებს ამზა-
დებს, ბიჭები ბილის საძინებელი ოთახიდან გამოდიან. ბაჭია ეჭ-

150
მკითხველთა ლიგა

ვობს, რომ ისინი უხამს სურათებს ათვალიერებენ. ისეთებს, რო-


გორსაც მის ბავშვობაში ბიჭები პლამ-სტრიტზე მოხუცი ინვალი-
დისგან ერთ დოლარად ყიდულობდნენ. ახლა კი ამგვარი სუ-
რათებით სავსე ჟურნალი ცენტრში სამოცდათხუთმეტი ცენტი
ღირს. და სულ უზენაესი სასამართლოს გამოისობით - იქ მო-
მუშავე უმწეო მოხუცები ვერც კი შეამჩნევენ, ისე დაემხობათ
თავზე სახურავი. ბილი ნელსონზე ერთი თავით მაღალია და
მზეზე კარგად ირუჯება, ნელსონს კი, დედამისივით, კანი ოდნავ
უმუქდება; ორივე ბიჭს ყურებს გრძელი თმა უფარავს, ოღონდ
ბილის თმა უფრო ღიაა და ხუჭუჭი.
- დე, ჩვენ გვინდა, რომ მინიმოტოციკლეტი ავტოსადგომ-
ზე ვატაროთ.
- ერთ საათში დაბრუნდით, - ეუბნება მათ პეგი, - და ვახშა-
მიც მზად იქნება.
- წამოსვლის წინ ნელსონმა სენდვიჩი ჭამა არაქისის კა-
რაქით, - ამბობს ბაჭია.
- აბა, მამაკაცი სხვას რას აჭმევდა ბავშვს? - პასუხობს პეგი,
- შენ საით გაგიწევია ასე გამოწყობილს, თანაც კოსტიუმში?
- განსაკუთრებული არაფერია. ერთ კაცთან მაქვს დათქმუ-
ლი შეხვედრა.
ბაჭია არ ამბობს, რომ ის კაცი ზანგია. წესით, პეგიც უნდა
დაპატიჟოს, გაუელვებს უცებ თავში. ქალი აშკარად გამოსას-
ვლელადაა ჩაცმული, თუმცა არც ისეა მორთულ-მოკაზმული,
რომ საღამო შინ ვერ გაატაროს. ბაჭია მას ჭიქას უწვდის ჯინითა
და ტონიკით. საუკეთესო თავდაცვა - შეტევაა.
- პიტნა, ლაიმი ან რამე ამგვარი ხომ არ გაქვს?
ქალის ამოქნილი წარბები ზემოთ მიიწევს.
- არა, მაცივარში მხოლოდ ლიმონია. თუ გინდა, მაღა-
ზიაში ჩავირბენ, - ამბობს ირონიის გარეშე და კაცის თხოვნას

151
მკითხველთა ლიგა

უფრო ინტიმური გარემოს შესაქმნელად იყენებს. ბაჭია ღიმი-


ლით იხევს უკან.
- არა, რას ამბობ. უბრალოდ, ბარში ვარ სმას მიჩვეული,
იქ ყველაფერი აქვთ. სახლში კი მხოლოდ ლუდს ვსვამ.
პასუხად ქალიც იცინის. იმ სკოლის მასწავლებელს ჰგავს,
კლასში პირველად რომ ატარებს გაკვეთილს. დაძაბულობის
განმუხტვის მიზნით, ბაჭია ტყავის სავარძელში ეშვება, რომე-
ლიც ფშვინვის ხმას გამოსცემს.
- უჰ, რა ხედია! - ამბობს ბაჭია. ვისტას გულისხმობს, მაგ-
რამ ნაჩქარევი განცხადება გამოსდის, რადგან დაბალი სავარ-
ძლიდან მხოლოდ ცას ხედავს, რომელსაც წვრილი, კაშკაშა
ზოლები გასდევს და რომელიც ცხიმიან ბეკონს აგონებს.
- ერთი მოგასმენინა, როგორ წუწუნებს ოლი იჯარის გა-
დასახადის გამო.
პეგი ჯდება, ოღონდ არა სკამზე, არამედ ცხაურზე, რომე-
ლიც ფანჯრის ქვემოთ რადიატორს ფარავს. იგი ბაჭიას წინ და
ოდნავ მაღლა ზის, ასე რომ, კაცი მის თითქმის უფორმო, მბზი-
ნავი კანით გადატკეცილ ფეხებს სრულად ხედავს. თუმცა ქალი
ცდილობს მთელი თავისი სიმდიდრე გამოაჩინოს, სამკუთხა
ქვედა საცვლის ჩათვლით - კიდევ ერთი ხეირი მათთვის, ვინც
1969 წელს მოესწრო. მინიქვედაბოლო და ეს ჟურნალები,
ღმერთო ჩემო, ჩვენ ხომ ყოველთვის ვიცოდით, რომ ქალს შო-
რისი აქვს, მაშ, რატომ არ ვაკანონებთ მას? ერთმა ახალგაზ-
რდა კაცმა სამსახურში ჟურნალი მოიტანა, რომელშიც, სინდისს
გეფიცებით, ამის გარდა არაფერი ეხატა. ცოტა უხარისხოდ იყო
ოთხ ფერში დაბეჭდილი, მაგრამ ქალის ყველა სიკეთე კარგად
ჩანდა - ზემოდანაც, ქვემოდანაც და საიდანაც გინდათ. მათი
მფლობელები ტუჩებს ილოკავენ, გაფარჩხულ თითებს მუცელ-
ზე იდებენ და ყველანაირად ცდილობენ დამალონ, თუ როგორ

152
მკითხველთა ლიგა

სულულურად გრძნობენ თავს. სიმართლე ითქვას, დიდი არა-


ფერია. უზენაესი სასამართლოს გარეშე ეს ჩვენთვის იქნებ მი-
უწვდომელიც კი დარჩენილიყო.
- ჰეი, რა ისმის ბებერი ოლის შესახებ?
პეგი მხრებს იჩეჩს.
- რეკავს ხოლმე. ძირითადად ბილთან კვირაობით დანიშ-
ნული შეხვედრის გადასადებად. კარგად იცი, რომ ის შენსავით
მეოჯახე არასდროს ყოფილა.
ამგვარი შეფასება ბაჭიას გაოცებას იწვევს.
- დროს როგორ ატარებს?
- ოჰ, - ამბობს პეგი, მოუხერხებლად ტრიალდება და შუქზე
ბაჭია მის ჭიქაში (რომელიც მისდა გასაოცრად, უკვე ცარიელი-
ა), ტონიკის ბუშტუკებს ხედავს, - დაქრის მთელ ბრუერში ვიღაც
ჭკუანაკლულებთან, ძირითადად მუსიკოსებთან ერთად. უფრო
ხშირად ფილადელფიაში დაეთრევიან, ზოგჯერ - ნიუ-იორკში.
გასულ ზამთარს თხილამურებზე სასრიალოდ კოლორადოში,
ასპენში გაემგზავრა, მერე კი ყველაფერი დაწვრილებით მიამ-
ბო ქალების შესახებაც. სახე ისე ჰქონდა გაშავებული, რომ რამ-
დენიმე დღე მეტირებოდა. იმ დროს, როცა ფრანკლინ--
სტრიტზე ვცხოვრობდით, გარეთ ვერ ვაგდებდი. შენ როგორ
ატარებ დროს?
- მე ხომ ვმუშაობ. სახლში კი შვილთან ერთად ვებრძვი
მოწყენილობას - ტელევიზორს ვუყურებთ, ან უკანა ეზოში
ბურთს ვთამაშობთ.
- მის გამო ხარ მოწყენილი, არა, ჰარი?
ქალი რადიატორიდან მოუხეშავად ჩამოდის და ცისფერ
თვალებს სადღაც მის თავს ზემოთ ველურივით აცეცებს. ბაჭია
დარწმუნებულია, რომ ახლა თავს დააცხრებიან და იკუნტება.

153
მკითხველთა ლიგა

მაგრამ პეგი გვერდზე ჩაუვლის და ქუსლების ბაკუნით ჭიქის შე-


სავსებად მიემართება.
- კიდევ დალევ?
- არა, გმადლობ. ჯერ ამასაც ვერ მოვერიე. თანაც უკვე
უნდა წავიდე.
- ასე ჩქარა? - ღუღუნებს ქალი მოცუცქულ სამზარეულოში,
თითქოს სიმღერის დასაწყისს იხსენებსო.
ფანჯრებს ქვემოთ, საკმაოდ შორიდან, მინიმოტოციკლე-
ტის რახრახი, ძრავის მოგუდული ხმა და ბიჭების ყვირილი ის-
მის. ეს ხმები ხან მიწას ენარცხება, ხანაც ცაში მიქრის შევარდე-
ნივით. მას ფონად მდინარის გაღმა მხრიდან, ბრუერიდან,
ტრანსპორტის ზღვის ხმაურივით მუდმივი შრიალი გასდევს. იშ-
ვიათად თუ გამოანათებს კაშკაშა ფარები და მანქანა დაიგუგუ-
ნებს. პეგი სამზარეულოდან ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს
ღუმლიდან ახალაგამომცხვარი აზრი გამოიღოო:
- ის ამას არ იმსახურებს.
ქალი უკვე ბაჭიას ზურგს უკან დგას და მისი ხმა კაცს თავში
ჩაქუჩივით ურტყამს.
- მე არც კი ვიცოდი, - ამბობს პეგი, - რომ შენ ის ასე გიყ-
ვარდა. ვფიქრობ, ჯენისმაც არ იცოდა.
- ხომ იცი, ადამიანს ეჩვევი. და საერთოდ, ეს შეურაცხმყო-
ფელია. ვიღაც უცხოელთან. შენ რომ მოგესმინა, როგორ ლან-
ძღავს ის ამერიკის მთავრობას.
- ჰარი, შენ იცი, რასაც ვფიქრობ ამის შესახებ. დარწმუნე-
ბული ვარ, კარგად იცი.
მან კი არ იცის. წარმოდგენა არა აქვს. ქალს, ალბათ, ჰგო-
ნია, რომ კაცი მის იდუმალ აზრებს კითხულობს.
- მიმაჩნია, რომ შენ მიმართ საშინლად იქცეოდა. უკანას-
კნელად, როცა შენთან ვსადილობდით, ასეც ვუთხარი: „შენი

154
მკითხველთა ლიგა

თავის მართლების მცდელობა ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახ-


დენს. შენ აპირებ მიატოვო ადამიანი, რომელიც მაშინ დაგიბ-
რუნდა, როცა ძალიან გჭირდებოდა. შენ ტოვებ საკუთარ
შვილს, რომელიც გარდატეხის ასაკშია და ძალზე მნიშვნელო-
ვანია, რომ სახლში მშვიდი გარემო იყოს“. ეს სიტყვები პირდა-
პირ პირში მივახალე.
- ისე, ბიჭი ხშირად სტუმრობს ბაბუას სამსახურში და დედა-
საც ხედავს. ჯენისს და სტავროსს ნელსონი რესტორანში დაჰ-
ყავთ. ასე რომ, ბიჭმა, ერთგვარად, ბიძა შეიძინა.
- როგორ პატიობ ყველაფერს, ჰარი! ოლი ნამდვილად
დამახრჩობდა - ის ახლაც საშინლად ეჭვიანია. სულ ცდილობს
გაიგოს, ვისთან ვმეგობრობ.
ბაჭია ეჭვობს, რომ ასეთი მეგობრები პეგის საერთოდ არ
ჰყავს და ჭიქიდან სასმელს მოსვამს. თუმცა ისიც მართალია,
რომ ამ ოლქში დიდი უკანალის მქონე ქალები, როგორც წესი,
მარტოობაზე არ წუწუნებენ. გერმანელებს მოსწონთ დიდი ზო-
მები.
- არ ვიცი, მართლაც ასეთი კარგი ვიყავი თუ არა ჯენისის-
თვის. მასაც ხომ უნდა ცხოვრება, - ამბობს ჰარი.
- ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველას უნდა კარგი ცხოვრე-
ბა, - პასუხობს პეგი.
იგი ისე დგას მის წინ, რომ სავარძელში წელში გამართვა
და ქალის მთავარ საგანძურთან ცხვირის შეხება ერთი იქნება.
შემთხვევით შეიძლება დააცემინო კიდეც და ქალის იქ წამოზ-
რდილი თმაც შეგიღიტინებს. ბაჭია კიდევ სვამს სასმელს და
გრძნობს, როგორ იღვრება მის ორგანიზმში უგემური სითხე.
ნებისმიერ წამს შეიძლება წელში გაიმართოს, თუ ქალი არ გა-
ეცლება. პეგის თავზე არსებული ხშირი თმის გათვალისწინე-
ბით, მას ქვემოთ მოზრდილი ბუჩქი უნდა ჰქონდეს, თუმცა და-

155
მკითხველთა ლიგა

ნამდვილებით ვერაფერს იტყვი: ჟურნალში ისეთებიც არიან,


რომელთაც მუცლის ქვემოთ ერთი ციცქნა თმა აქვთ, უფრო ცო-
ტა, ვიდრე იღლიის ქვეშ. თოჯინები. პეგი უკან იხევს და ამბობს:
- თუ ყველას კარგი ცხოვრება მოუნდება, ოჯახის სიმტკი-
ცეზე ვინღა იზრუნოს? ერთობლივი ცხოვრება - ეს კომპრომი-
სია იმათ შორის, რისი გაკეთებაც შენ გინდა და რისი გაკეთებაც
სხვებს სურთ.
- იმაზე რას იტყვი, რაც საწყალ მოხუც ღმერთს უნდა?
მოულოდნელად გაჟღერებულ ღმერთის სახელს პეგი იმ
მაცდუნებელი პოზიდან გამოჰყავს, რომელიც მან ფანჯარასთან
ბაჭიას მიმართ ზურგით მდგომმა მიიღო. ძაღლების პოზა. წა-
კუზე სკამზე და დაე, თვითონ მიიყვანოს თითებით საკუთარი
თავი კონდიციამდე, სანამ უკნიდან გაჟიმავ. ჯენისი ასე ამჯობი-
ნებდა, ცხოველივით - ამ დროს მისი სახე ხელს არ უშლიდა,
არც ხანგრძლივი, მწველი კოცნა უყვარდა. როცა ერთმანეთ-
თან შეხვედრა დაიწყეს, იგი ჩიოდა, კოცნის დროს სუნთქვა მეკ-
ვრისო. ბაჭიამ ჰკითხა კიდეც, სავსებით სერიოზულად - ადე-
ნოიდები ხომ არ გაქვსო. ორი ერთნაირი ნახვრეტი არ არსე-
ბობს, თუმცა ამ ქვეყანაზე მათი რაოდენობა მილიარდია, თოვ-
ლის ფიფქივით. შეეხე მათ, ოღონდ სწორად, და ხელში შემო-
გადნებიან. ყველაზე მეტად იმას ვიცავთ, სადაც გვინდა, რომ
შემოგვიტიონ. პეგი ფანჯრის რაფაზე თავის ჭიქას დგამს, რო-
გორც დიდ ძვირფას ქვას და ასიმეტრიულ სახეს ბაჭიასკენ აბ-
რუნებს. ღმერთის ხსენებამ საგონებელში ჩააგდო და ჰარის
ეკითხება:
- როგორ გგონია, ღმერთი ადამიანში არსებობს?
- არა, მიმაჩნია, რომ ღმერთი ყველაფერშია, ადამიანის
გარდა. ჰო, მგონი, ასე ვფიქრობ. საერთოდ, ამის შესახებ ბევრს
არ ვფიქრობ ხოლმე, - ამ სიტყვებზე ბრაზდება და ფეხზე დგება.

156
მკითხველთა ლიგა

- ფანჯრის პირდაპირ დიდი, ცხელი ჩრდილი, წითელი ქა-


ლაქის სინათლისგან გაიისფრებული გვერდებით, ეს ნისლიანი
მთა, - ამბობს პეგი და თავისი სულელური აზრის უკეთ ასახსნე-
ლად ხელებით ჰაერში მის სილუეტს ხაზავს.
ქალი ისეთი უმწეო ჩანს, ისეთი დოყლაპია, რომ ჰარის
სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ქალის მიერ შე-
მოხაზული ფიგურის ადგილი დაიკავოს და აკოცოს. პეგის
მსხვილი და გრილი სახე აქვს. თავისი ტუჩებით უხეიროდ ეკ-
რობა კაცისას, თითქოს პირში ნახევრად გამდნარი ჟელესა და
კარამელის სურნელი აქვს, მცირედი ნარკოტით შერეული. გე-
მოც საკმაოდ კარგია: ბავშვობისას ბაჭიას რბილი კარამელი
უყვარდა - კინოში ამგვარი კანფეტებით სავსე სამ თუნუქის ყუთს
უღებდა ხოლმე ბოლოს, და სანამ აღტაცების მოლოდინით
სუნთქვაშეკრული კბილებს არ დაასობდა, ენით პირში ათამა-
შებდა და ათამაშებდა. პეგი მთელ სიგრძეზეა გაჭიმული,
სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებით კაცს ეკვრის და ეფერება.
მის ტანზე ერთი უცნაური ადგილია, სადაც არაფერი არაა, უფ-
რო მაღლა კი მეორე უცნაური ადგილი, სადაც რაღაც ნამდვი-
ლად არის. პეგის თითის წვერებზე დგომისგან ბარძაყები
დაეჭიმა. იგი ეხახუნება, თითქოს ეხრახნება კაცს, რომელიც ამ
ცალთვალა ქალისთვის ხვრელად ქცეულა, სადაც მან აუცი-
ლებლად უნდა შეაღწიოს. ბაჭია გრძნობს, რომ ქალს გონება
ამღვრეული აქვს - მან კაცი ბნელით მოცულ უზარმაზარ ბურ-
თში შეაგორა და თავადაც უკან მისდევს.
ამ ბურთს რაღაც ფხაჭნის. ეს გასაღების ხმაა საკეტში. შემ-
დეგ კარის ჯახუნი ისმის. ჰარი და პეგი სწრაფად შორდებიან
ერთმანეთს, ქალი სხვადასხვა მხარეს მიმართული თვალები-
დან თმას გადაიწევს და ბიჭების შესახვედრად მძიმე ნაბიჯებით

157
მკითხველთა ლიგა

კარისკენ მიიჩქარის. ბავშვები გაწითლებულნი და გაბრაზე-


ბულნი არიან.
- დე, ეს დაწყევლილი მოტოციკლეტი ისევ გაფუჭდა, - ამ-
ბობს ბილი.
ნელსონი კი ჰარის მისჩერებია. სადაცაა ატირდება. ჯენი-
სის წასვლის შემდეგ იგი სიტყვაძუნწი და წყენია გახდა - წყლით
სავსე კვერცხის ნაჭუჭი.
- ჩემი ბრალი არაა, - ჩახრინწული ხმით ამბობს ბიჭი. უსა-
მართლობისგან თითქოს ხმა ჩაუწყდა, - მამა, ის ამბობს, რომ
ჩემი ბრალია.
- რა აღუა ხარ: მე ხომ ეს არ მითქვამს.
- თქვი!.. მან სწორედ ასე თქვა, მამა, ეს კი ასე არ არის, -
კვლავ მამას მიმართავს.
- მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ შენ ბევრი გაზი მიეცი. ყო-
ველთვის ასე აკეთებ. ბორბლით ქვას გაედე და შუქფარი გაღუ-
ნე. ასე რომ, აღარ იქოქება.
- შენი მინი ასე იაფი რომ არ ღირდეს, ყოველ წამს არ
გაფუჭდებოდა.
- სულაც არაა იაფი, ის თითქმის საუკეთესოა. შენ კი ასე-
თიც არ გაქვს...
- რომც მაჩუქონ, მასეთი მაინც არ მინდა.
- როგორ ბედავ ასე ლაპარაკს!
- ეი, აბა, გეყოფათ, - კამათში ერევა ჰარი, - ბილ, ჩვენ
შევაკეთებთ შენს მოტოციკლეტს. მე გადავიხდი.
- არ გადაიხადო, მამა. არავინ არ არის დამნაშავე. უბრა-
ლოდ, ბილი განებივრებული ბიჭია. მიჩვეულია, რომ ყველა-
ფერს სხვები უკეთებენ.
- ჟღვლინტიანი, - ამბობს ბილი და თითქმის ისე ურტყამს
ნელსონს, როგორც ჰარიმ დაარტყა ჯენისს სამი კვირის წინ, -

158
მკითხველთა ლიგა

ძლიერად, მაგრამ ისეთ ადგილას, რომ ძალზე მტკივნეული არ


იყოს.
ჰარი მათ აშველებს. ისე მაგრად უჭერს ხელს ბილს, რომ
ბიჭი მაშინვე წყნარდება. გავა დრო და ეს ბიჭი არავის არაფერს
შეარჩენს. აქედანვე მძიმე ხელი აქვს.
პეგის თანდათან უბრუნდება ყურადღების ფოკუსირების
უნარი და კოცნის შემდეგ გონს მოდის.
- ბილ, თუ ამ სახიფათო თამაშს თავს არ დაანებებ, ამგვა-
რი რამ ხშირად მოხდება, - შემდეგ კი ჰარის მიმართავს: -
წყეულიმც იყოს ოლი, ბიჭს რომ მოტოციკლეტი უყიდა! მგონი,
ეს ჩემს ჯინაზე გააკეთა. იცის, რომ მანქანებს ვერ ვიტან!
ჰარის საჭიროდ მიაჩნია, რომ ბილს მიმართოს:
- მომისმინე, ბილ... რა გირჩევნია - ნელსონი შინ წავიყვა-
ნო, თუ აქ დავტოვო დასაძინებლად?
ჰარის სთხოვენ, რომ ნელსონი აქ დატოვოს.
- მამა, ჩემს წასაყვანად მოსვლა არც კი დაგჭირდება. დი-
ლით თავად მოვალ ჩემი ველოსიპედით. გუშინ საღამოს აქ
დავტოვე...
ამის შემდეგ ბაჭია ბილს ხელს უშვებს, ნელსონს სადღაც
ყურის მიდამოში კოცნის და ცდილობს პეგის მზერა დაიჭიროს.
- აბა, წავედი. კარგად იყავით.
- თუ აუცილებელი არაა, დარჩი. როგორ გგონია, მე ვერ
მოგიმზადებ კარგ ვახშამს? იქნებ კიდევ დაგელია? ჯერ ხომ ად-
რეა.
- მელოდებიან, - ცრუობს ბაჭია, ჩუქურთმებიან ავეჯს
გვერდს უვლის და კარისკენ მიემართება.
პეგის სხეული უკან მისდევს, აცაბაცა თვალები კოსმეტიკუ-
რი ხელსახოცის რბილ ბუდეებში უბრწყინავს. ტუჩები დარბი-
ლებია, როგორც კოცნის შემდეგ იცის ხოლმე. ბაჭია ცდილობს,

159
მკითხველთა ლიგა

სურვილს არ აჰყვეს და ჟელესმაგვარ ყინულიან კარამელს არ


დახარბდეს.
- ჰარი, - ამბობს ქალი და ისე წაბორძიკდება, რომ კაცს
ლამის ზედ დაეცეს, მაგრამ მათი სხეულები ერთმანეთს არ ეხე-
ბა.
- რა?
- ჩვეულებრივ, შინ ვარ ხოლმე. თუ... ხომ გესმის?
- მესმის. გმადლობ ჯინისა და ტონიკისთვის. შენი ფანჯრე-
ბიდან შესანიშნავი ხედია.
კაცი ხელს უთათუნებს ქალს (მთლად საჯდომზე არა), უფ-
რო თეძოზე, რომელიც ისეთი განიერი, ძლიერი და სიცოც-
ხლით სავსეა მისი ხელისგულის ქვეშ, რომ თვითონაც ვერ აუხ-
სნია, მასთან დარჩენის ნაცვლად, რატომ ეშვება ქვემოთ ლიფ-
ტით და მიდის.
ბიუკენენთან შეხვედრამდე ჯერ ადრეა. ჩამავალი მზის
შუქზე ჰარი დასავლეთ ბრუერის განაპირა ქუჩებს უაიზერ--
სტრიტისკენ მიუყვება. შორეული სპორტული მოედნებიდან მო-
თამაშეთა ცალკეული შეძახილები ისმის, სამზარეულოებიდან -
ჭურჭლის რაკარუკი, ტელევიზორების ბურტყუნი - სიცილითა
და ტაშით შეზავებული, მანქანების ღრჭიალი, რომლებსაც თი-
ნეიჯერები დააქროლებენ. ბავშვები და მოხუცები სახლების წინ,
ზედ კიბეებზე სხედან რძის ბოთლებისთვის განკუთვნილი ტყვი-
ისფერი ყუთების გვერდით. ტროტუარი ზოგან აგურით მოუკირ-
წყლავთ. ეს მდინარის მიმდებარე კვარტალებია, ყველაზე ძვე-
ლი დასავლეთ ბრუერში, წყნარი, უსიცოცხლო, ერთმანეთზე
მიწყობილი სახლებით. იშვიათ ხეებს შორის უძრავი ჰიდრანტე-
ბი, ავტომატური მრიცხველები მანქანების დასაყენებლად და
ნიშნები განუთავსებიათ. ზოგი მათგანი ვირტუალური ბილბორ-
დის ზომისაა, რომელზეც მძღოლებს თეთრით მწვანეზე ატყო-

160
მკითხველთა ლიგა

ბინებენ, როგორ შეიძლება გასვლა ჩქაროსნულ გზატკეცილზე,


რომლის ნომერიც ფედერალური დაფის ან პენსილვანიური
ქვაკუთხედის ცენტრშია მოთავსებული. დასავლეთ ბრუერის ამ
უცნობი, ძველი სამოსივით გაცვეთილი, მაგრამ მყუდრო შესახ-
ვევებიდან, გასასვლელებიდან და ქუჩებიდან, შესაძლებელია
ფილადელფიაში, ბალტიმორში, ქვეყნის დედაქალაქ ვაშინ-
გტონში, ვაჭრობისა და მოდის ცენტრში - ნიუ-იორკში განავარ-
დება. მეორე მიმართულებით კი პიტსბურგს, ჩიკაგოს, თოვლი-
ან მთებსა და მზით განათებულ სანაპიროს მიაღწევ. ამ შთამ-
ბეჭდავი ლითონის ფარებქვეშ (რომლებიც სივრცისა და სის-
წრაფის დიდებულ სიმბოლოებს წარმოადგენენ) მთელი დღის
განმავლობაში დაეხეტებიან მაისურებში გამოწყობილი მსუქანი
მამაკაცები, ხანში შესული, ბაჯბაჯით მოსიარულე ჭორიკანა ქა-
ლები, სალაპარაკო რომ არ ელევათ; გზისპირა ჩრდილში
ძაღლებს სძინავთ, ბავშვები ჰოკეის ჯოხებითა და სახელურის
ადგილზე წებოვანი ლენტით დახვეული საცემელებით დამიზნე-
ბით ურტყამენ შაიბასა და ბურთს და ახლანდელი თაობის
სპორტსმენებისა და კოსმონავტების შესაცვლელად ემზადები-
ან...
ბინდდება. ბაჭიას თვალები ეწვის თავის ბუნდოვან სუბ-
სტანციაში ჩაღრმავებისგან, ამ დაჩიავებული უწყინარი კვარტა-
ლებისგან. ამდენი სიყვარული, ძალზე ბევრი სიყვარული - ესაა
ჩვენი სიგიჟე, ეს გვჭამს შიგნიდან და ბაბუაწვერას თავივით გვა-
ფეთქებს. ბაჭია კუთხეში მდებარე მაღაზიაში შედის შოკოლად
„ო’ჰენრის“ საყიდლად, შემდეგ კი - „ბურგერ-ოცნებაში“ უაიზერ-
ზე, ავტოსადგომებს შორის გაკაშკაშებულ კაფე-ბარში ორმაგი
ჰამბურგერის (ყველითა და ფუნთუშაში ჩარჭობილი ამერიკის
პატარა ალმით და ვანილითა და რძით დამზადებული კოქ-
ტეილის) გასასინჯად. კოქტეილს ძირში ქიმიის სუნი დაჰკრავს.

161
მკითხველთა ლიგა

„ბურგერ-ოცნება“ ისეა გაკაშკაშებული, რომ ბაჭიას დიდი,


იისფერნუნებიანი ფრჩხილები უბრწყინავს, ხოლო მონეტები,
რომლებსაც დახლზე დებს, ურმის თვლის ლითონის ფერსოს
ემსგავსება. მაგრამ ზღვა შუქის მიღმა წყვდიადია. ბაჭია გაბე-
დავს და იქ ჩაყვინთავს, გაივლის ჩაბნელებულ ბანკს და ხიდზე
გადადის. მაღალი წვრილი ფარნები (რომლებიც გიგანტურ ღე-
როებზე ამოსულ ყვავილებს აგონებს) მთვარის შუქს ავრცელე-
ბენ და ამ შუქში გვერდით ჩავლილი მანქანებიც იისფერი ხდება.
ხიდზე ბაჭიას გარდა არავინაა. შუა ხიდიდან ბრუერი ობობას
ქსელს ჰგავს, რომლის კიდეებზეც მოციმციმე წვეთების გროვა
ჩნდება. ერთ-ერთი ასეთი გროვა ღამეში ჩაძირული ჯაჯმაუნ-
თია. სასტუმრო „ბელვედერის“ მანათობელი ლაქა ვარსკვლა-
ვივით კიდია.
ნესტისგან მომრავლებული ქინქლები ბაჭიას სახეზე ეხვე-
ვიან, შიგნიდან კი, კუჭის წყლულივით, ჯენისის ღალატი
ღრღნის. ნაკლები ლუდი და ყავა უნდა სვას. იგი მარტოა და
თავს უნდა გაუფრთხილდეს. ახლა, როცა ქალის გარეშე უწევს
დაძინება, ბაჭიას ლოგინისკენ გული არ მიუწევს და ღამის შოუს
უყურებს - კარსონს, გრიფინს, თავდაჯერებულ ტიპებს, რომელ-
თაც არაფერი გააჩნიათ, გარდა თავხედობისა, და ამ მოურიდე-
ბელი თავხედობით მილიონებს შოულობენ.
„ამერიკული ოცნება“! როდესაც ბავშვობაში პირველად
გაიგონა ეს გამოთქმა, თვალწინ მძინარე ღმერთი წარმოუდგა,
რომლის თავიდანაც ღრუბელივით გამოცურა ამერიკის შეერ-
თებული შტატების რუკამ ნაირფერი ნაჭრის გადასაფარებლის
სახით. პეგის ჩახუტება მტევნებივით ჰკიდია ფეხებზე. კოსტიუმი
ტანზე ეკვრის. „სტუმართმოყვარე ჯიმბო“ ზედ ხიდთან მდებარე-
ობს ბრუერის მხარეს, პლამ-სტრიტიდან ნახევარ კვარტალში.
იქ მხოლოდ შავები არიან.

162
მკითხველთა ლიგა

შავი მისთვის აქამდე მხოლოდ პოლიტიკური ტერმინი


იყო, მაგრამ ეს ხალხი მართლაც შავია. ხედავს, როგორ ლაპ-
ლაპებს სიშავე მისკენ მობრუნებულ სახეებზე, როდესაც იგი,
ტანზე მომჯდარ რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ზორბა, თეთრი
მამაკაცი, შიგნით აღმოჩნდება. ტანში ჟრუანტელი უვლის, მაგ-
რამ მწვანედ და იისფრად შეღებილი ავტომატიდან, სახელწო-
დებით „მთვარის განწყობა“, კვლავ ისმის მუსიკა, სიცილი და
ლაპარაკი. გამოდის, რომ მხოლოდ მოულოდნელობის გამო
მიაშტერდნენ. ბაჭია იტრუნება, როგორც საჰაერო ბუშტი წაბიძ-
გების მოლოდინში. შემდეგ ვიღაც იდაყვში ხელს გაჰკრავს და
გვერდით ბიუკენენს ხედავს.
- მოხვედი, მეგობარო?
ზანგი ბარში ჩამოწოლილი კვამლიდან გაჩნდა. მისი ერ-
თი ციცქნა ულვაში აქ უკვე ვაჟკაცურად გამოიყურება.
- გეგონა, არ მოვიდოდი?
- მეეჭვებოდა, - ამბობს ბიუკენენი, - ძალიან მეეჭვებოდა.
- ეს ხომ შენი იდეა იყო.
- მართალი ხარ, ჰარი, ეგრე იყო. არ გეკამათები, უბრა-
ლოდ, მიხარია. მოდი, მოგემსახურებით. ალბათ, დალევ, არა?
- არ ვიცი, რაღაც მუცელში ვერ მაქვს საქმე კარგად.
- მაშინ ორმაგი პორცია უნდა დალიო. მითხარი, რომელი
„საწამლავი“ გინდა.
- იქნებ „დაიკირი“?
- არავითარ შემთხვევაში. ეგ ქალების სასმელია, სადი-
ლად სალათებს რომ მიირთმევენ... ეი, რუფ, ბებერო არამზა-
დავ! - გასძახის ვიღაცას.
- დიახ, სერ... დიახ, სერ, - გაისმის ბარის დახლიდან.
- ამ კაცს ერთი „სუსხიანი“ მოუმზადე.
- დიახ, სერ!

163
მკითხველთა ლიგა

რუფი მელოტია, თავი ისე გადასტკეცია, როგორც ქვის ნა-


ჯახს - ბრუერის მუზეუმში, ოღონდ უკეთაა გაპრიალებული. იგი
ბარის აკვამარინის განათებაში ყვინთავს, ბიუკენენს კი ბაჭია
შორეული კაბინისკენ მიჰყავს. დარბაზი საკმაოდ დიდია - აქ გა-
ცილებით მეტი სივრცეა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. კაბინები სიღ-
რმეშია განლაგებული და ერთმანეთისგან მუქი ხის ტიხრებითაა
გამოყოფილი. ერთი კედლის გასწვრივ რუფი და მისი განათე-
ბული დახლია, მის უკან და თავზე „ბაპსტის“, „ბადისა“ და „მი-
ლერის“ ლუდის ჩვეულებრივი, მოელვარე და მოხტუნავე რეკ-
ლამის ნაცვლად, ორი მომცრო ირმის თავი (ფიტული) ჩამოუკი-
დიათ, რომლებიც თაფლისფერი თვალებით მუდამ თვალ-
დაუხამხამებლად შემოგცქერიან. გაზელები. იქნებ გაზელები
არ არიან? ცოტათი შორს, კედელთან, ოღონდ ისე, რომ კაბი-
ნებისთვის ადგილი დარჩეს, მინიროიალი დგას, ვერცხლისფე-
რი შხეფებით რკალისებურ ხვეულებად შეღებილი. ძირითადი
დარბაზის გვერდით მდებარე ოთახში ბილიარდის მაგიდაა გან-
თავსებული: ფერადკანიანი ბიჭები (გრძელი ხელებითა და ფე-
ხებით) ობობებივით დაცოცავენ იდილიური მწვანე მაუდის გარ-
შემო. თამაში ბაჭიაზე ყოველთვის დამამშვიდებლად მოქმე-
დებდა. იქ, სადაც თამაშობენ, ძალადობა ნაკლებადაა.
- აქ მოდი, გაიცანი, - ამბობს ბიუკენენი.
ჩაბნელებულ კაბინაში ორი ჩრდილია: ქალის და მამაკა-
ცის. კაცს ვერცხლისჩარჩოიანი, მრგვალშუშებიანი სათვალე
უკეთია, პატარა, წვეტიანი ფორმის წვერი აქვს მოშვებული,
ახალგაზრდაა. ქალი ხნიერია, ნაოჭებიანი სახით, ყვითელ სი-
გარეტს ეწევა, ღრმა ნაფაზს არტყამს და კვამლს თვალდახუჭუ-
ლი უშვებს. მუქ ქუთუთოებზე ლურჯი ფანქარი აქვს წასმული.
ოფლი უბრწყინავს კისერსა და მკერდის ძვალზე ძუძუებს შო-
რის. მკერდი თითქმის არა აქვს, თუმცა მამლის ბიბილოსავით

164
მკითხველთა ლიგა

სისხლისფრად წითელი კაბა ღრმად კი ამოუჭრია. ბიუკენენს


ჰარი ჯერ არ წარუდგენია, ის კი უკვე ამბობს: „სალამი!“ და თვა-
ლებმოჭუტული შესცქერის მას, თითქოს ეშინია, სიზმარივით არ
გაქრესო.
- ეს კაცი, - აცხადებს ბიუკენენი, - ჩემი თანამშრომელია,
„ვე-რი-ტი-პრეს-ში“ მუშაობს, მაღალი კლასის ასოთამწყობია, -
ამ სიტყვებს წამღერებით ამბობს, დამარცვლით - მაიმუნობს თუ
ეს მათი კოდია? - მაგრამ მარტო ეს როდია. ის კიდევ ცნობილი
სპორტს-მე-ნი-ა, კალათბურთს ღმერთივით თამაშობდა, თავის
დროზე მთელ ბრუერში ჰქონდა სახელი განთქმული.
- ძალიანაც კარგი, - ამბობს მეორე შავი. სათვალის
მრგვალი შუშები ძირს იხრება და ბრწყინავს. დაჩრდილული სა-
ხე, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ძალზე ვიწრო ჩანს. ცივი, მაგ-
რამ მტკიცე ხმა აქვს.
- ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო, - ამბობს ბაჭია და ამით
ერთგვარად ბოდიშს იხდის თავისი მომატებული წონის, სიფერ-
მკრთალისა და ჩამქრალი დიდების გამო. თანაც დაჯდომას
ჩქარობს, რათა ეს ყველაფერი ჩრდილში მოაქციოს.
- როგორი ხელები აქვს?! - წარმოთქვამს ქალი. - გაუწო-
დე ხელი ბებერ ბების, თეთრო კაცო, - ამატებს შემდეგ.
ბაჭია ნერვიულობს, თავს ძლივს იკავებს, რომ ამ მოტკბო
კვამლისგან არ დააცემინოს და მუხლიდან ხელს მაგიდის წე-
ბოვან ზედაპირზე დებს. უმანკო ხორცი. მაიმუნის ხელი. ის შოუ
ახსენდება შიმპანზეს შესახებ, ტელევიზორში რომ ნახა ტექსტი-
სა და მუსიკის თანხლებით. მაიმუნის შეშინებული სახე წარუმა-
ტებელი ტრიუკის შემდეგ.
ქალი ბაჭიას ხელს ეხება. გველივით ცივი შეხება აქვს. ბა-
ჭია ჩაფიქრებული შესცქერის. ოფლისგან მბრწყინავი მკერდის
ზემოთ, ყელზე, ქალს ძვირფასი ქვები აქვს ჩამოკიდებული, ან

165
მკითხველთა ლიგა

შეიძლება, სულაც ყალბი, მაგრამ ამ შავებს ხომ „კადილაკებიც“


ჰყავთ და ნიანგის ტყავის ფეხსაცმელებიც აცვიათ, - მათ არ შე-
უძლიათ, თეთრების მსგავსად, ფულის უძრავ ქონებაში დაბან-
დება. სპრინგერის ეკონომიური „ტოიოტები“ მხედველობაში მი-
საღები არაა. ბაჭიას აზრები ვენებში მოძრავი სისხლივით სწრა-
ფად მიქრიან. თვალის ერთ კუთხეში ბების ვერცხლის კილიტი
აქვს მიკრული. ეს ხაზს უსვამს სიმახინჯეს იქამდე, სანამ იგი სი-
ლამაზედ არ გადაიქცევა. გრძელი წამწამები თვალის გარშემო
ყალბ ნახევარმთვარეს ქმნიან. რახან ქალმა ამდენი დრო და-
უთმო მას, როგორც ჩანს, იგი ხიფათის შემცველად არ ჩათვა-
ლა, ასკვნის ბაჭია. ბების ხელი სასიამოვნოდ დასრიალებს მის
ხელზე, გველივით.
- აბა, ცერი წამოსწიე, - ამბობს ქალი და ჰაერში ნაზად
ეფერება თითის ნაკეცზე, ბალიშის თხელ კანზე, უფერულ
ფრჩხილზე დიდ ნუნასთან, - შენი ცერი ლმობიერებასა და სიმ-
სუბუქეზე მიუთითებს. იგი მშვილდოსნებისა და ლომებისათვის
სიამოვნების მაჩვენებელია, - და ფრთხილად უხრის თითს სახ-
სარში.
ზანგი, ოღონდ არა ბიუკენენი (ბიუკენენი ბარის დახლის-
კენ გაემართა „სუსხიანის“ წამოსაღებად), ამბობს:
ბები ტრანსიდან გამოუსვლელად განაგრძობს:
- ეს თითი ბევრ რამეს მეუბნება. ვარსკვლავების ხელსაყ-
რელი განლაგების შემთხვევაში იგი შეუდარებელი იქნება. აი,
აქ კი სახსრები არც ისე მომწონს, მათი მუსიკა არ მესმის, - ქა-
ლის თითები საოცრად მტკიცე და ურყევი ხდება. - სამაგიეროდ,
ცერი კი... - იგი კვლავ მას ეფერება, - ნამდვილი გულთამპყრო-
ბელია.
- განა ყველა ჩარლი გულთამპყრობელი არაა? თუმცა კი
ეზარებათ თავიანთი სქელი საჯდომის აწევა, სადაც საჭიროა,

166
მკითხველთა ლიგა

იქ პირველ ნომრად მიდიან და თავისას აღწევენ, თითქოს ეს


ასეც უნდა იყოს. რატომ არიან ასეთი უნამუსოები, გადამეტებუ-
ლი რელიგიურობის გამო ხომ არა? თეთრი ღმერთი ეუბნება
მათ: „მიდი, გაჟიმე ის შავი გოგო“, და ისინიც ემორჩილებიან,
რადგან ღმერთი მიერეკება მათ, თან საჯდომზე ურტყამს. აი,
ასეა!
საინტერესოა, ეს ახალგაზრდა ზანგი ყოველთვის ასე თუ
ლაპარაკობს, - ფიქრობს ბაჭია. ნეტავ ყველანი ასე ლაპარა-
კობენ? იგი გაუნძრევლად ზის, არც ხელს ართმევს ქალს, რო-
მელიც კვლავ აკვირდება მას და ცივი ხელებით ეხება. ბაჭია
გრძნობს, რომ ჯიქებს შორის მოხვდა.
ბიუკენენი, ეს ბებერი არამზადა, ბრუნდება და ბაჭიას წინ
ღია ფერის საწამლავით სავსე მაღალ ჭიქას უდგამს, თავად კი
ჯდება, რის გამოც ბაჭია იძულებულია მეორე ზანგის პირდაპირ
გადაჯდეს. ბიუკენენი ყველას შეავლებს მზერას და გრძნობს,
რომ საქმე ცუდადაა.
- თუ იცით, ამ კაცის ცოლმა რა ქნა? - მხიარული ხმით
იწყებს იგი, - მე არასდროს მქონია მისი ახლოს გაცნობის შე-
საძლებლობა, თუ არ ჩავთვლით „ვერიტის“ მიერ მოწყობილ
პიკნიკებს, იქ კი ფარნსუორტი - თქვენ ხომ ახლა ყველანი იც-
ნობთ ფარნსუორტს...
- ნამდვილი მამიკოა, - ამბობს ახალგაზრდა კაცი, - ხომ
ასეა?
- ...იმდენ ჩამოსასხმელ ლუდს მასმევდა, რომ არც სახეები
მახსოვს, არც - სახელები... რას ვამბობდი? ჰო, გასულ კვირას
ამ კაცის ცოლი შეკუნტრუშდა და სახლიდან წავიდა, მიატოვა
და სხვასთან წავიდა, მგონი ესპანელთან, ასე არ თქვი, ჰარი?
- ბერძენთან.

167
მკითხველთა ლიგა

- ჩემო კარგო, ნეტავ რა აქვს იმას ისეთი, შენ რომ არ


გაქვს? - ღიმილით სვამს კითხვას ბები, - ნამდვილად ამ ყბედის
ენის ტოლა ცერათითი იქნება.
ქალი თავის თანამგზავრს მუჯლუგუნს გაჰკრავს, ის კი პი-
რიდან საერთო სიგარეტს გამოიღებს, რომელიც ისეა დაპატა-
რავებული, რომ ტუჩებს უწვავს კაცს. კაცი ენას გამოყოფს. ბა-
ჭიას მისი სითამამე აოცებს - მთელი პირი მანათობელი ხორ-
ცით არის სავსე. ენა მსხვილია და უფერული, მაგრამ არც ისე
გრძელი. ბაჭია ხვდება, რომ ეს ახალგაზრდა ჯერ კიდევ ბავ-
შვია და პატარა წვერი ერთადერთია, რისი გაზრდაც მოუხერ-
ხებია. ჰარის არ მოსწონს იგი. აი, ბები კი მოსწონს, თუმც კი
სულ გამომშრალა კალათის ძირში დარჩენილი ქლიავივით. აქ
ყველანი კალათის ძირში არიან, მხოლოდ კოქტეილით სავსე
ჭიქა და მისი ხელია თეთრი, თუ იმ ბიჭის ენას არ ჩავთვლით.
ბაჭია ცოტას მოწრუპავს. ძალზე ტკბილია, საზიზღრობაა. მა-
შინვე თავის ტკივილი ეწყება.
ბიუკენენი კი თავისას უბერავს.
- ჩემი აზრით, ცუდია, როცა ასეთი ჯანმრთელი კაცი მარ-
ტო ცხოვრობს და ნუგეშისმცემელიც კი არავინ ჰყავს.
თხის წვერი ცანცარებს.
- ეს სულაც არ მანაღვლებს. სამაგიეროდ, შეუძლია და-
ფიქრდეს, ხომ ასეა? ნახვრეტი თავიდან ამოიგდოს, არა? მას
ნამდვილად ექნება რამე ჰობი, გასართობი, მაგალითად, ხის-
გან რამის გაკეთება, - და ბების განუმარტავს: - აი, რამე იმის
მსგავსი, რითაც ეს თეთრი ტვინიკოსები თავს ირთობენ - მაგა-
ლითად, მარკებს აგროვებენ, ხომ ასეა? მერე კი ფულს
შოულობენ. ხომ ჭკვიანურია, ჰა?
იგი თავზე თითს მიიკაკუნებს, რომელიც მხოლოდ იმიტომ
არ ჩანს ვიწრო, რომ სქელი, დუიმის სისქე შავი მატყლითაა

168
მკითხველთა ლიგა

დაფარული. ფაქტურის მიხედვით, ბაჭიას ეს დედის ქსოვას აგო-


ნებს, როდესაც იგი ლითონის წვრილ ძაფს ამატებდა. მაგრამ
ახლა დედას ხელები გალურჯებული და დაკრუნჩხული აქვს.
აქაც კი ნაღველს ჰგვრის ოჯახზე ფიქრი - ეს მისი შეუხორცებე-
ლი ჭრილობაა.
- ბავშვობაში ბეისბოლზე ვაგროვებდი ღია ბარათებს, - ამ-
ბობს ჰარი.
ცდილობს, რომ უხეშობა გამოიწვიოს, რათა წასვლის სა-
ბაბი მიეცეს. კარგად ახსოვს, რომ ბარათებს საღეჭი რეზინის
სუნი ასდიოდა, ზედაპირი კი თითქოს გაპუდრული და აბრეშუ-
მივით ნაზი ჰქონდა.
ბები ამჩნევს, თუ როგორ ეღრიჯება მას სახე.
- სულაც არაა აუცილებელი ამ შარდის დალევა, - იგი მე-
ზობელს მუჯლუგუნს გაჰკრავს და ეუბნება: - ერთიც მომეცი!
- ქალო, შენ რა, გგონია, რომ ჯიბეები ბალახით მაქვს გა-
მოტენილი?
- ვიცი, რომ საკმარისზე მეტი გაქვს. არაა საჭირო სარგა-
დაყლაპულივით დგომა, ადამიანი უნდა გამოცოცხლდეს. მეც
არ დამიჭერია კაიფი, რომ გამოვიდე.
- ბოლოა, - ამბობს კაცი და მოცუცქულ სველ ნამწვს უწ-
ვდის.
ქალი მას ლუდ „მზესუმზირას“ რეკლამით გაფორმებულ
საფერფლეში აქრობს.
- ეს აქ დაიმარხა, - ამბობს და გამხდარ ხელისგულს უწ-
ვდის.
ბიუკენენი სიცილით იჭაჭება.
- თავს გაუფრთხილდი, დედილო, - ეუბნება ბების.

169
მკითხველთა ლიგა

მეორე ზანგი კი ახალ ქაღალდს ახვევს; გადაგრეხილი


ბოლო ინთება და ქრება. შემდეგ მოსაწევს ქალს გადასცემს და
ამატებს:
- უთავბოლოდ ხარჯვა ცოდვაა... ასე არ არის?
- მოკეტე. ამ ტკბილ კაცს მოდუნება ესაჭიროება. არ შემიძ-
ლია იმის ყურება, თუ როგორ ნაღვლობს. არც არასდროს შე-
მეძლო: ისინი ხომ ჩვენ არ გვგვანან - რაღაც სხვანაირად არიან
მოწყობილნი, ტანჯვას ძნელად იტანენ. ჩვილი ბავშვებივით
არიან - თავიანთ ტკივილს სხვას ტენიან, - ამ სიტყვებზე მოსა-
წევს ბაჭიას უწვდის.
- არა, გმადლობთ, - ამბობს ჰარი, - თავი დავანებე. ათი
წელია, რაც არ ვეწევი.
ბიუკენენი ხითხითებს და ცერა და საჩვენებელ თითებს
ულვაშზე ისვამს, ალბათ უნდა, უფრო წვეტიანი ჰქონდეს.
- მათ სურთ, რომ არასდროს მოკვდნენ, ხომ ასეა? - ენაწ-
ყლიანობს ახალგაზრდა ზანგი.
- ეს ხომ ნიკოტინივით ნაგავი არ არის. ეს ბალახი კეთილ-
მოსურნეობის განსახიერებაა.
სანამ ბები ბაჭიას დაყოლიებას ცდილობს, ბიუკენენი და
ის, მეორე ბიჭი, მაგიდასთან უკვდავების პრობლემაზე მსჯელო-
ბენ.
- ჩემი მამილო ამბობს: „ჩვენს მხარეში როგორც მკვდარ
ჯორს ვერ ნახავ, ისე მკვდარ თეთრ ადამიანს“.
- ღმერთი მაგათ მხარეს არის, ხომ ასეა? აღარ მიჰყავს
თავისთან ჩარლი - ვინც ჰყავს, ისინიც ჰყოფნის. ასე რომ, იყოს,
როგორც არის: მხოლოდ ის და შავი ანგელოზები ბამბის მინ-
დვრებიდან.
- შენი ენა დაგღუპავს, ბიჭუნავ. ამ კაცს რომ უყურებ, ასე-
თებზე სიმღერებს თხზავენ.

170
მკითხველთა ლიგა

- ვეღარ გავიგე, იმ გოგოს შავი საჯდომის გაყიდვას აპი-


რებ თუ შენსას?
- აჯობებს, დამპალ ენას კბილი დააჭირო.
ბები კი ბაჭიას არიგებს:
- ღრმად შეისუნთქე და რაც შეგიძლია დიდხანს არ გამო-
უშვა. ბალახი ღრმად უნდა შევიდეს.
ბაჭია ცდილობს, მაგრამ ყოველი ნაფაზის დარტყმის შემ-
დეგ ხველას იწყებს და ყველაფერს აფუჭებს. გარდა ამისა, ეში-
ნია, არ „ჩამოეკიდოს“, „ნემსზე არ დასვან“, კოქტეილში რამე
არ შეაპარონ და ჰალუცინაციები არ დაეწყოს. „სიკვდილი სტუ-
მართმოყვარე ჯიმბოში - დაველოდოთ გვამის გაკვეთას“. და
ქვესათაური: „კორონერის ყურადღება კანის უცნაურმა ფერმა
მიიპყრო“.
ახალგაზრდა ჰარის გაუთავებელ ხველას აკვირდება და
ამბობს:
- მაგარი ვინმეა. არ მეგონა, თუ ასეთები კიდევ არსებობ-
დნენ. თითქოს დღეს გაჩნდნენ ამ ქვეყანაზეო, ასე არაა?
გაბრაზებული ბაჭია ნაფაზს არტყამს და სუნთქვას იკავებს.
კვამლი ყელს უწვავს, გულს ურევს. იგი შვებით ამოისუნთქავს,
თითქოს ამოაღებინაო და ელოდება, რა მოხდება. მაგრამ არა-
ფერი ხდება. „სუსხიანს“ მოწრუპავს და სასმელში კვლავ ქიმიას
გრძნობს, როგორც რძიანი კოქტეილის შემთხვევაში. ბაჭია
ფიქრობს, როგორ დააღწიოს თავი აქაურობას. ნეტავ პეგი თუ
მიიღებს? კარგი კი იქნებოდა მწველი კოცნა ზაფხულის ღამეში
ბრუერის ქუჩაზე. არაფერია იმაზე ცუდი, როცა სხვები მხიარუ-
ლობენ, შენ კი სულელივით ზიხარ.
- რა გქონდა ჩაფიქრებული, ბებერო? - ეკითხება ბები
ბიუკენენს.
მოსაწევი ახლა მას აქვს, კვამლი თვალებსაც კი უფარავს.

171
მკითხველთა ლიგა

მსუქანი კაცი მხრებს იჩეჩს და ბაჭიას ეხება.


- განსაკუთრებული არაფერი, - ბუზღუნებს, - ვნახოთ, რა
გამოვა... ქალო, თუ ასე გაიჭვარტლები, მალე თეთრ კლავი-
შებს შავისგან ვეღარ გაარჩევ.
ქალი მას სახეში აბოლებს.
- ამას ვინ მეუბნება?
- ტიპი ვერ ხვდება, რომ მამალია, ასე არაა? - კვლავ ერ-
თვება ახალგაზრდა ჩხუბისთავი.
ბიუკენენი ხვდება, რომ შელამაზება აღარ გამოვა და მი-
ახლის:
- შენს ენას არაფერი ეშველა.
- იქნებ სხვა რამეზე გველაპარაკა? - ამბობს ბაჭია ხმამაღ-
ლა და ბებისკენ იწვდის ხელს მოსაწევის გამოსართმევად. კვამ-
ლი კვლავ უწვავს შიგნეულობას, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც იკ-
ვეთება. ბაჭიას ეჩვენება, რომ, რახან ყველაზე მაღალია, ეს
კარგია და მას მდგომარეობის ბატონ-პატრონად აქცევს.
- ჯილი არ მოვა? - ეკითხება ბიუკენენი იმ ორს.
- როცა გამოვდიოდი, შინ იყო, - პასუხობს ბები.
- გათიშული იქნებოდა, ასეა? - მიხვედრილობას ამჟღავ-
ნებს ახალგაზრდა.
- შენ ნუ ერევი, გესმის? ის ახლა სუფთაა. და არც გათიშუ-
ლია. უბრალოდ დაიღალა შინაგანი ქაოსის მოწესრიგებით, სა-
კუთარ ნიშნებთან ბრძოლით.
- სუფთაა, - იმეორებს ახალგაზრდა. - რას ნიშნავს - სუფ-
თაა? თეთრები სუფთები არიან, ხომ? ნახვრეტიც სუფთა აქვთ,
არა? განავალიც, ხომ? და თუ რამე სუფთა არაა, კანონი მაშინ-
ვე მიგითითებს, მართალია?

172
მკითხველთა ლიგა

- ტყუილია, - ამბობს ბები, - შური არ არის სუფთა გრძნობა.


შენნაირ ბიჭს, რომელიც შურით არის სავსე, ერთი კარგი „და-
ბანა“ არ აწყენდა.
- იესოსაც ასე არ უთხრეს?
- ჯილი ვინ არის? - კითხულობს ბაჭია.
- „დაბანა“ ხომ ის არის, პილატემ რომ თქვა, ხელები და-
მიბანიაო? ასე რომ, ბები, სისუფთავეზე ნუ მელაპარაკები. დიდ-
ხანს ვყავდით დამწყვდეული შავ ტომარაში.
- მოვა? - ფრთხილად განაგრძობს გამოკითხვას ბიუკენე-
ნი.
ის მეორე კვლავ ერთვება:
- ცხადია, მოვა. მაგას რა გააჩერებს. კარი რომ ჩაუკეტო,
გასაღების ჭუჭრუტანიდან გამოძვრება.
- შენ ხომ გიყვარს პატარა ჯილი, - ეუბნება მას გაოცებული
ბები.
- შეიძლება გიყვარდეს ის, რაც არ მოგწონს, არ მეთანხმე-
ბი?
ბები თავს ხრის.
- საბრალო გოგონა, - მიმართავს იგი მაგიდის ზედაპირს,
- თავსაც გაიუბედურებს და იმათაც, ვინც მის გვერდით იქნება.
ბიუკენენს ნიადაგის მოსინჯვა უნდა და ნელა ამბობს:
- ვიფიქრე, რომ ჰარის ჯილის ნახვა გაუხარდებოდა.
ახალგაზრდა წელში იმართება. ბარიდან და ქუჩიდან გად-
მოსული შუქი მისი სათვალის ჩარჩოს ეცემა.
- შეაწყვილებ და ამ თეთრი ჟიმაობისგან შენც რაღაც გერ-
გება. შენ მათ ყოველთვის აჯობებ ეშმაკობაში, ამას წყალი არ
გაუვა. შენნაირი შავი მოსესაც კი გააცურებდა სინას მთაზე, ასე
არაა?

173
მკითხველთა ლიგა

იგი თითქოს რადიოდაბრკოლებაა, რომელიც სხვებმა უნ-


და ითმინონ, ბიუკენენი კი მაგიდასთან მის წინ მჯდარ ბების არ
ეშვება.
- უბრალოდ ვიფიქრე, ორ კურდღელს ერთად დავიჭერ--
მეთქი, - მხრებს იჩეჩს.
ქალის დანაოჭებულ სახეზე ცრემლი მოგორავს და მაგი-
დას ეცემა. უკან გადავარცხნილი თმა სკოლის მოსწავლესავით
კეფაზე ლენტით შეუკრავს, თითქოს დანით აქვს შუაზე გაყოფი-
ლი. ხუჭუჭა თმის ასე გადაჭიმვა მტკივნეული უნდა იყოს.
- ფსკერზე დაეშვება - ასე უჩვენებს მისი ნიშანი, ნიშანს კი
ვერავინ გაექცევა.
- ნეტავ ვის ეშინია ამ ვუდუ-ბუგუ-ბუსი? - ამბობს ახალგაზ-
რდა, - ჩვენი თეთრი კაცი განათლებული ტიპია. წინასწარმეტ-
ყველება არაფერში სჭირდება, ხომ ასეა?
- ჯილი თეთრია? - აინტერესებს ბაჭიას.
- გეყოფათ ლაყბობა, ის მოვა, - ღვარძლიანად მიმართავს
თანამოსაუბრეებს ახალგაზრდა, - ღმერთო ჩემო, აბა, სხვაგან
სად უნდა წავიდეს, ასე არაა? ჩვენ მისი ცოდვების ჩამოსაბანი
სისხლი ვართ, ეგრეა? იგი სუფთაა. დალახვროს ეშმაკმა, ეს მე
გულ-მუცელს მიწვავს. არ არსებობს ჭუჭყი, რომელსაც ძუკნა
ვერ გადაყლაპავს, თანაც ღიმილით, ხომ მართალი ვარ? იმი-
ტომ, რომ სუფთაა.
როგორც ჩანს, მის გაბრაზებას მარტო ისტორია კი არ
უდევს საფუძვლად, არამედ - თეოლოგიაც. ბაჭია ხვდება - იმ
ორს სურს, რომ იგი მოახლოებულ ღრუბელს, ამ კოქტეილი-
ვით უფერულსა და მომწამვლელ ჯილს დაუკავშიროს.
- მგონი, ჩემი წასვლის დროა, - აცხადებს ხმამაღლა.
ბიუკენენი მაშინვე მხარზე ადებს ხელს.

174
მკითხველთა ლიგა

- რა ჩაგიფიქრებია, ძმაო ბაჭიავ? შენ ჯერ შენი მიზნისთვის


არ მიგიღწევია, მეგობარო.
- ჩემი ერთადერთი მიზანი ზრდილობიანად მოქცევაა.
„გასაღების ჭუჭრუტანაში გაძვრება“ - ამ სიტყვების მიხედ-
ვით შექმნილი სახისა და ფილტვებში ჩასული კვამლის ზემოქ-
მედების შედეგად, ბაჭია გრძნობს, რომ შეუძლია ჩიტივით გა-
დაიფრინოს მათ თავზე და კარში გაფრთხიალდეს. ვერავინ
შეაჩერებს - ვერც დედა, ვერც ჯენისი. როდესაც ტოტეროს მისი
გულის მოგება უნდოდა, ამბობდა, შენ ნებისმიერ ჯგროს ბურ-
თიანად დააღწევ თავსო.
- წადი, მაგრამ მაშინ ნახევრად შეზარხოშებული იქნები, -
აფრთხილებს ბიუკენენი.
- და ვერ მოისმენ, როგორ უკრავს ბები, - ამატებს მეორე.
ასადგომად მომზადებული ბაჭია ჩერდება.
- ბები უკრავს?
რაღაცით აღელვებული ქალი თავს ხრის და თავის თხელ
თითებს დასცქერის, რომლებზეც ერთი ბეჭედიც კი არ უკეთია
და ბურტყუნებს:
- წავიდეს. გაიქცეს. არ მინდა, რომ მომისმინოს.
ახალგაზრდა მის გახელებას ცდილობს და ამბობს:
- გეყოფა, ბები. ეს რა ცუდ, შავ თეატრს გვთავაზობ? ამ
კაცს სურს გაიგოს, რამდენად იცი შენი საქმე. შენი შავი საქმე,
ეგრეა? მკითხაობაზე ხომ უჩვენე ნომერი, ახლა შეგიძლია ბან-
ჯოზე დაუკრა, მერე კი ცეცხლოვანი დედილო გაითამაშო, მაგ-
რამ ეს ნომერი ახლა არ გაგივა, ხომ ასეა?
- დამშვიდდი, ნიგერო, - კვლავაც თავაუღებლივ ამბობს
ბები, - ზოგჯერ ზედმეტად მიეძალები ხოლმე.
- როიალზე უკრავთ? - მორიდებით ეკითხება მას ბაჭია.

175
მკითხველთა ლიგა

- იგი ცუდ ტალღებს მიგზავნის, - მიუბრუნდება ბები შავ მა-


მაკაცებს, - არც კლავიშები უვარგა. ცუდ ჩრდილებს წარმოქმნი-
ან.
ჰარის გასაოცრად, მოულოდნელად ბიუკენენი ქალის
თხელ, გამხდარ ხელებზე თავის დიდ, მწნეხელის ფართო ტო-
რებს დებს - ერთ თითზე რძესავით მოთეთრო-მოცისფრო ნეფ-
რიტის ბეჭედი უკეთია, მეორეზე - კაშკაშა ნაჭედი სპილენძისა.
ეს ხელი მძიმედ ეშვება ჰარის მხარზე.
- აბა, ერთი წარმოიდგინე, რომ შენ ის ხარ, - ეუბნება იგი
ბების, - როგორ იგრძნობდი თავს?
- ცუდად, - პასუხობს ქალი, - მე ჩემს ადგილზეც ცუდად
ვგრძნობ თავს.
- დაუკარით ჩემთვის, ბები, - სთხოვს ბაჭია ბალახის გამო
მოწოლილი სიყვარულის ზეგავლენით.
ბები უყურებს მას და ფართოდ იღიმება. ამ დროს ტუჩები
ეჭიმება და ყვითელი კბილები და რევანდის ღეროსფერი
ღრძილები მოუჩანს.
- ეჰ, კაცები, კაცები, - გაბმით ამბობს იგი, - ისინი სისაძაგ-
ლესაც კი შეუმჩნევლად შემოგაპარებენ.
ბები კაბინიდან გამოდის და თავის წითელ, მამლის ბიბი-
ლოსფერ კაბაში გამოწყობილი, ბავშვების ხელით დახატულის
მსგავსი ვერცხლისფერი კულულებით, თითო-ოროლა ტაშის
თანხლებით, როიალისკენ მიემართება; რუფს ნიშანს აძლევს,
რომ ცისფერი პროჟექტორი ჩართოს, მისალმების ნიშნად თავს
უგულოდ ხრის, უნდობლად უღიმის სიბნელეს, ერთი კი გადა-
ურბენს თითებით კლავიატურას და დაკვრას იწყებს.
რას უკრავს ბები? ძველებურ, კარგ სიმღერებს. შოუს მე-
ლოდიებს - ზარმაცი მდინარის აღმა გაყოლებაზე“, „შენ ყველა-
ზე კარგი ხარ“, „ზაფხული“ და სხვა ამის მსგავსებს. ამგვარი მე-

176
მკითხველთა ლიგა

ლოდია ასობითაა, ათასობით. ინდიანელებმა ისინი მანჰეტენში


შექმნეს. მელოდიები მოედინება, ისინი ერთმანეთს მისდევენ
სიმების შავ-თეთრი ხიდების ქვეშ, რომლებსაც ბები ექვს--
შვიდჯერ ურტყამს ხოლმე, თითქოს ისეთ სიტყვას აჭედებს
როიალში, რომელიც აღარასოდეს წარმოითქმება. ან სიჩუმეს
უტყაპუნებს ხელს. ან ატყობინებს: „მე აქ ვარ, მიპოვე, მიპოვე“.
მისი ხელები, მუქი ბრინჯაო, მაგიდაზე დარჩენილი ხელთათმა-
ნებივით წყნარად დევს კლავიშებზე. მზერა სადღაც ზემოთ, ცის-
ფერ მტვერშია ფოკუსირებული, ხელები კლავიშებს ეხება და
ახალი მელოდია იღვრება: „ჩემი სასაცილო ვალენტინი“, „კვამ-
ლში ჩაეფლო შენი თვალები“, „ვერ ვიწყებ“. ბები ხმას აყო-
ლებს, შორეულ ნისლსა თუ კვამლში ათეულობით წლების წინ
დაბადებულ სიტყვებს წარმოთქვამს, როდესაც ამერიკელები
ამერიკული ოცნებით ცხოვრობდნენ, კიდეც სურდათ იგი და კი-
დეც დასცინოდნენ, მაგრამ ამით ცხოვრობდნენ, მას უმღეროდ-
ნენ და ეროვნულ ჰიმნადაც აქციეს. მათ შორის ჭკვიანებიც იყ-
ვნენ და სოფლის გიჟებიც, ძვირფასშლაპიანებიცა და მუშის ტან-
საცმელში გამოწყობილნიც, ნუვორიშებიცა და უიღბლონიც, ცა-
თამბჯენების მაღალ სართულებზე განცხრომაში მყოფნიც და
რკინიგზის ლიანდაგებთან ქოხმახებში მცხოვრებნიც, იღ-
ბლიანებიცა და იმედგაცრუებულნიც, მდიდრებიცა და ღარიბე-
ბიც, რომლებიც ტროლეიბუსებით მგზავრობდნენ და ახალ ამ-
ბებს რადიოში უსმენდნენ. ბაჭია ყოველივე ამის ბოლოსკენ
დაიბადა, როცა სამყარო გაფუჭებული ვაშლივით შეიკუმშა, და
ამერიკაც აღარ იყო უკვე ის მიმზიდველი სოფელი, სადაც ევ-
როპიდან გემით უნდა ჩასულიყავი, ბროდვეიმაც დაივიწყა ეს
მელოდია, მაგრამ აი, ის კვლავ გამოაცოცხლა ბების თითებმა,
პატარა საფეხურებზე ადი-ჩადის სტეპის ცეკვით, შავად ციმცი-
მებს და არ შეიძლება, სხვა ასეთი მუსიკა არსებობდეს. თუმცა

177
მკითხველთა ლიგა

ბები „ბითლზის“ სიმღერებსაც უკრავს - „გუშინ“, „სალამი, ჯუდ“,


- მაგრამ ეს მაინც იაფფასიანი ჩხაკუნია, ჭიქაში ყინულის
ხმაურობა. ბები აზარტში შედის, აქეთ-იქით ქანაობს, თავს უკან
აგდებს. მისი თითებით გამოცემული ბგერები ფესვებით რეგთა-
იმში მიდის. ბაჭია ცირკის კარვებს, ფოიერვერკებს, ფერმერთა
ფურგონებსა და მდინარეს წარმოიდგენს, რომელიც ქვიშიან
ნაპირებს შორის ისე ნელა მოედინება, რომ მის ოქროსფერ
ზედაპირს მხოლოდ მძინარე თევზის უნებლიე განძრევა თუ შე-
აშფოთებს.
ახალგაზრდა ბაჭიასკენ იხრება და ყურში ჩასჩურჩულებს:
- შენ ხომ ქალი გინდა? ეს წაიყვანე. ორმოცდაათ დოლა-
რად მთელი ღამის განმავლობაში გაერთობი. ყველაფერს
გააკეთებ, რაც თავში მოგივა. მაგარი გამოცდილია.
ბების მუსიკით მონუსხულ ბაჭიას ყველაფერი ავიწყდება.
იგი თავს აქნევს და ამბობს:
- ის ძალიან კარგია ამ საქმისთვის.
- მართალი ხარ, კარგია, მაგრამ მასაც ხომ უნდა ცხოვრე-
ბა? აქ კი არავინ არაფერს უხდის.
ამასობაში ბები რკინიგზად იქცევა: ძვირფასქვებიანი ხელ-
სახოცი ცისფრად ანათებს, მუსიკა ველურ ადგილებში მიგო-
რავს, დისონანსის გვირაბებში შედის, ვრცელ ტრამალებში მიქ-
რის წვრილი, თუნუქის ნოტით, რომელიც ცაში იკარგება, მის
მიერ მოტანილი მბრძანებლური სევდა და სიხარული გაცვე-
თილ, დანახვრეტებულ ფეხსაცმლის ძირს ემსგავსება. ჩაბნე-
ლებული კაბინებიდან შეძახილები ისმის: „მიდი, ბები, მიდი!“,
„მიაწექი, მიაწექი!“ მეზობელ ოთახში ობობა-ბიჭები მწვანე მა-
უდთან გაშეშებულან. და აი, ამ დროს, ბები სიმღერას ჯოხზე
წამოცმული ყინულკარამელის ზომის მიკროფონში იწყებს. ეს
მთლად არც ქალის ხმას ჰგავს, არც - კაცისას. ბები უბრალოდ

178
მკითხველთა ლიგა

ადამიანური ხმით ასრულებს სიმღერას ეკლესიასტეს სიტყვებ-


ზე. დრო დაბადებისა და დრო სიკვდილისა. დრო ქვების სრო-
ლისა და დრო ქვების შეგროვებისა. დიახ. ღმერთის ბოლო
სიტყვა. სხვა სიტყვა აღარ არსებობს. სიმღერა თითქოს ფარ-
თოვდება, წარმოუდგენელი ზომის ხდება და ბაჭიას თავისი უშ-
ველებელი, სიმართლის მთქმელი შავი სახით აშინებს და იმავ-
დროულად სიხარულითაც აღავსებს, რომ აქ არის, ამ შავებთან.
უნდა, რომ ბების სიმღერით მოტანილი წყვდიადი გადაფაროს,
ხმამაღლა იყვიროს თავისი სიყვარულის შესახებ გაბრაზებუ-
ლი, წვერმოშვებული და სათვალიანი თანამოძმის მიმართ. ამ
გრძნობითაა აღვსილი ბაჭია, მაგრამ მის ამოხეთქვას ვერ
ახერხებს. ვინაიდან ბები ჩერდება. თითქოს დაიღალა ან რამე
ეწყინაო, იგი წყვეტს სიმღერას, მხრებს იჩეჩს და მიდის.
აი, როგორ უკრავს ბები.
ქალი მაგიდასთან ბრუნდება - მხრებში მოხრილი, აკანკა-
ლებული, განერვიულებული და დაბერებული.
- შესანიშნავი იყო, ბები, - ამბობს ბაჭია.
- მართლაც შესანიშნავი იყო, - გაისმის ვიღაცის ხმა.
პატარა თეთრი გოგო დარბაისლურად დგას მაგიდასთან,
საყოველდღეო, თეთრი ფერის, მაგრამ ჭუჭყიანი, თითქოს
კვამლით გაჟღენთილი კაბა აცვია.
- ეი, ჯილ! - ეძახის ბიუკენენი.
- სალამი, ბაკ, სალამი, ცქაფა.
ესე იგი, მას ცქაფა ჰქვია. ცქაფა იღუშება და მოსაწევს შეჰ-
ყურებს, რომლიდანაც თითქმის აღარაფერი დარჩა, ნამწვსაც
კი ვერ უწოდებს კაცი.
- ჯილ, ჩემო სიყვარულო, - ამბობს ბიუკენენი, დგება და
წელში იმართება, რის გამოც ბარძაყებით მაგიდას აწვება, - ნე-

179
მკითხველთა ლიგა

ბა მომეცი, წარმოგიდგინო: ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბა-


ჭია. სტამბაში მუშაობს ჩემთან და თავის მამილოსთან ერთად.
- მერედა სად არის მამილო? - ეკითხება ჯილი და ერთთა-
ვად ცქაფას შესცქერის, რომელიც მისკენ არც კი იყურება.
- მოდი, ჯილ, აქ დაჯექი, ჩემს ადგილზე, - ამბობს ბიუკენე-
ნი, - მე კი წავალ და რუფს სკამს გამოვართმევ.
- დაჯექი, პატარავ, - ამბობს ცქაფა, - მე მაინც ვითესები.
არავინ ეწინააღმდეგება. მისი წასვლა, ბაჭიას მსგავსად,
ალბათ, ყველას უხარია.
ბიუკენენი ხითხითებს და ხელებს იფშვნეტს. შემდეგ ყვე-
ლას მოავლებს თვალს. ბებიც თითქოს თვლემს. ამიტომ ჯილს
მიმართავს:
- რამეს ხომ არ დალევ? იქნებ ლიმონათს? რუფი მოგიმ-
ზადებს.
- არაფერი მინდა.
თითქოს ჩაის დასალევად არის მოსული. ხელები მუხლებ-
ზე უწყვია. ვიწრო მხრები აქვს. ჭორფლიანია. ბაჭია კარგი სუ-
ნამოს სუნს გრძნობს. ეს ქალი აღაგზნებს.
- იქნებ ნამდვილი სასმელი უნდა, - ამბობს იგი.
თეთრი ქალის გარემოცვაში ბაჭიას სიტუაციის მართვა
სურს. ზანგებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს, რაც მათი
ბრალი სულაც არ არის. მონათმფლობელთა გემები, უბადრუკი
ქოხმახები, მდინარეებზე გამართული ვაჭრობები, კუ-კლუქს-
კლანი, ჯეიმს ერლ რეი - 44-ე არხით წამდაუწუმ აჩვენებენ დო-
კუმენტურ ფილმებს ამ თემებზე.
- მე ჯერ პატარა ვარ, - თავაზიანად პასუხობს ჯილი.
- ეგ ვის ადარდებს? - ამბობს ბაჭია.
- პოლიციას, - უხსნის გოგო.

180
მკითხველთა ლიგა

- ქუჩაში ისინი არც კი მიაქცევდნენ ამას ყურადღებას, მაგ-


რამ აქ სულ რაღაცას ეძებენ და ერთ ამბავს ტეხენ, - საქმის
კურსში აყენებს მას ბიუკენენი.
- ძაღლები დაძრწიან, - ამბობს ფიქრებში წასული ბები, -
ძაღლი ყველგან ყოფს ცხვირს... დაწყევლილი ძაღლების სა-
გიჟეთი.
- არ გინდა, ბები, - სთხოვს ჯილი, - არც ისეთი უცოდველი
ხარ.
- ნება მიეცი შენს შავ დედიკოს, ცოტა ენა მოიფხანოს, -
ამბობს ბები, - განა შენზე არ ვზრუნავ?
- როგორ გაიგებს პოლიცია, რომ გოგონამ დალია? -
ჯიუტად არ ეშვება ბაჭია.
ბიუკენენი მოკლედ, მაგრამ ყურის წამღებად უსტვენს.
- ჰარი, მეგობარო, საკმარისია თავი მოაბრუნონ.
- აქ პოლიციელები არიან?
- ეჰ, ჩემო კარგო, - ამბობს და ბაჭიასთან ახლოს მიდის,
რომელსაც ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მეორე მამა შეიძი-
ნა, - აქ რომ პო-ლი-ცი-ის ჯაშუშები არ იყვნენ, საწყალი ჯიმბო
საღამოს განმავლობაში ორ ქილა ლუდსაც კი ვერ გაყიდდა.
პო-ლი-ცი-ის ჯაშუშები ადგილობრივი ცხოვრების ხერხემალია.
იმდენი ხალხი ჰყავთ შემოგზავნილი, რომ მეამბოხეებზე სრო-
ლასაც ვერ ბედავენ, ეშინიათ, თავისიანებს არ მოარტყან.
- როგორც იორკში.
- ეი, შენ ბრუერში ცხოვრობ? - ეკითხება ჯილი ბაჭიას.
ჰარი ხვდება, რომ ქალს აქ თეთრის დანახვა არ სიამოვ-
ნებს და პასუხად მხოლოდ იღიმება. „წავიდეს, მაგის...“...
ბიუკენენი მის ნაცვლად პასუხობს:
- ლედი, გაინტერესებთ, ცხოვრობს თუ არა იგი ბრუერში?
კვლავაც ბრუერში რომ ცხოვრობდეს, ფეხით მოსიარულე რეკ-

181
მკითხველთა ლიგა

ლამად გადაიქცეოდა - კრეკერ „ბუს“ მოსიარულე ბუდ. ჩემი აზ-


რით, იგი მეთორმეტე ქუჩას არც კი გასცილებია. ასეა, ჰარი?
- არა, ორჯერ გავცდი. ისე, რომ იცოდეთ, ტეხასში ჯარში
ვმსახურობდი.
- ომშიც იყავი? - ეკითხება ჯილი. თანაც ცოტა გამომწვე-
ვად იქცევა, თამაშის სურვილით შეპყრობილ კატის კნუტს ჰგავს.
- მზად ვიყავი კორეაშიც წავსულიყავი, მაგრამ არ გამგზავ-
ნეს, - ამბობს ბაჭია.
თავის დროზე იგი ბედის მადლობელიც კი იყო, ასე რომ
გამოვიდა, მაგრამ მოგვიანებით სინდისის ქენჯნას გრძნობდა
და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გულში სამარცხვინო
ლაქად დარჩა. იგი მოწოდებით მეომარი არასდროს ყოფილა,
მაგრამ ახლა მასში იმდენი რამ ჩაკვდა, რომ, რაღაც გაგებით,
მოუნდა კიდეც ვინმეს მოკვლა.
- აი, ცქაფა კი ახლახან დაბრუნდა ვიეტნამიდან, - ამბობს
ბიუკენენი.
- იმიტომაც არის თავშეუკავებელი, - ერთვება ბები.
- მე ვერ გავარკვიე, თავშეკავებულია თუ არა, - აღიარებს
ბაჭია.
- აი, ეს მომწონს, - აცხადებს ბიუკენენი.
- იგი უხეშად იქცეოდა, - ამბობს ბები.
ჯილისთვის ლიმონათი მოაქვთ. იგი მართლაც რომ პატა-
რა გოგოსავითაა: უხარია, როცა მის წინ ჭიქას დგამენ. ასევე
გაუხარდებოდა ნამცხვრის დანახვა ჩაის სმის დროს. სახე უბ-
რწყინავს. ჭიქის კიდეზე ნახევარმთვარისებრი ლაიმის ნაჭერი
ჰკიდია. ჯილი იღებს მას, წუწნის და სახე ეღრიჯება. ბავშვური
უშუალობა უკვე დაუკარგავს, ქალური იერი კი ჯერ არ ჩამოყა-
ლიბებია. წითური თმა აქვს, სახეზე ჩამოშლილი, მაგრამ რა-
ღაცნაირად მკრთალი და ნაკლებად მბზინავი, თითქმის მისი

182
მკითხველთა ლიგა

კანის, უფრო სწორად, ზოგიერთი რბილი ჯიშის ხის (ურთხელის


ან კედრის) ქერქის ფერისა. ჰარი გრძნობს, რომ მისი დაცვა
სურს, მაგრამ ერიდება. გამომეტყველებითა და სუსტი აღნაგო-
ბით იგი მას ნელსონს აგონებს.
- რას საქმიანობ, ჯილ? - ეკითხება ბაჭია.
- განსაკუთრებულს არაფერს, - ამბობს იგი, - აქეთ-იქით
დავეხეტები.
ასე პირდაპირ არ უნდა ეკითხა. შავები მის გარშემო ჩრდი-
ლებივით ირევიან.
- ჯილი გზააბნეული სულია, მრუდე, ეშმაკის გზას დაადგა,
- აცხადებს ნირვანიდან ცოტა ხნით გამოსული ბები და ბაჭიას
ხელს უთათუნებს, თითქოს აფრთხილებს, შენც მაგ გზას არ და-
ადგეო.
- პატარა ჯილი თავისი სახლიდან გამოიქცა, კონექტიკუ-
ტიდან, - განმარტავს ბიუკენენი.
- ეს რატომ გააკეთე? - ეკითხება ბაჭია გოგოს.
- ამაში ცუდს რას ხედავ?.. „თავისუფლებას ვუმღერით“.
- შეიძლება გავიგო, რამდენი წლის ხარ?
- მკითხე და გაიგებ.
- ჰოდა, გეკითხები.
ბაჭიას ხელი კვლავ ბების უჭირავს და საჩვენებელი თითის
ფრჩხილს ხელის ზურგზე ამოსულ ბეწვებს უსვამს. ამ გაუთავე-
ბელი პროცედურის გამო ჰარის ლამის კბილები ასტკივდეს.
- იმდენისაა, რომ მამად ერგები, - ამბობს ბები.
ბაჭია ხვდება, საითაც მიჰყავთ საუბარი. ისინი მას ამოცა-
ნას სთავაზობენ. ის კი ერთგვარი თეთრი მრჩევლის როლში
უნდა გამოვიდეს. გოგონა ინტერვიუს მისაცემად მზადაა, თუმცა
კი თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

183
მკითხველთა ლიგა

- თავად რამდენი წლის ხარ? - პირდაპირ პასუხს თავს


არიდებს ჯილი.
- ოცდათექვსმეტის.
- ახლა ორზე გაყავი.
- გამოდის, რომ თვრამეტის ხარ? რამდენი ხანია, ასე
ცხოვრობ? მშობლებს მოცილებული.
- მამა მოუკვდა, - ხმადაბლა ამბობს ბიუკენენი.
- საკმაოდ დიდხანს!..
გოგონას გაფითრებულ სახეზე აშკარად ჩანს ჭორფლები
- გამშრალი და გამუქებული სისხლის პატარა წვეთები. მშრალი
ტუჩები მოკუმული აქვს, ნიკაპი - წინწამოწეული. აგრძნობინებს,
რომ ის პენ-ვილასიდან არის, თვითონ კი - პენ-პარკიდან. მდი-
დართა შვილებს მხოლოდ უბედურება მოაქვთ.
- საკმაოდ დიდხანს - რისთვის?
- საკმაოდ დიდხანს, რომ კარგიც მენახა და - ცუდიც.
- ავად ხარ?
- უკვე გამოვჯანმრთელდი.
- ბები რომ არა, ვერ გამოძვრებოდა, - კვლავ ერთვება
ბიუკენენი.
- ბები შესანიშნავი ქალია, - ამბობს ჯილი, - ძალიან ცუდად
ვიყავი, როცა თავისთან წამიყვანა.
- ჯილი ჩემი სიხარულია, - ისევე მოულოდნელად აცხა-
დებს ბები, როგორც როიალზე დაკვრისას გადადიოდა ერთი
მელოდიიდან მეორეზე, - ის ჩემი პატარა, საყვარელი შვილი-
კოა, მე კი მისი საყვარელი დედიკო.
ბები ჰარის თავს ანებებს, შოკოლადისფერ ხელებს გოგო-
ნას წელზე ხვევს და მამლის ბიბილოსავით წითელ კაბაზე იკ-
რავს. ჯილი სიამოვნებისგან ტუჩებს ბურცავს.

184
მკითხველთა ლიგა

„რა კარგი პირი აქვს, როცა ტუჩებს ამოძრავებს“, - ფიქ-


რობს ბაჭია. გოგონას ზედა ტუჩი ამობურცული და მშრალი
აქვს, დამსკდარი ეგონება კაცს, თუმცა ახლა ზამთარი კი არა,
ცხელი, ნოტიო ზაფხულია.
ბიუკენენი კი განაგრძობს:
- ფაქტია, რომ ჯილის წასასვლელი არსად აქვს. აქ
ორიოდე კვირის წინ გამოჩნდა. მგონი, არც კი იცოდა, რომ ამ
ადგილას მხოლოდ ჩვენნაირები იკრიბებოდნენ. ჩაუვარდება
ასეთი კარგი გოგო რომელიმე ჩვენნაირს და მისგან წმინდა
აღარაფერი დარჩება... - იგი ხითხითებს და განაგრძობს, - მაგ-
რამ ბებიმ თავისი კალთა გადააფარა... უბედურება კი ისაა (აქ
მსუქანი ბიუკენენი ისე ახლოს მოდის, რომ კაბინაში გასანძრევი
ადგილი აღარ რჩება), რომ ბებისთან სივიწროვეა, და საერ-
თოდ...
- და საერთოდ, ყველასთვის ზედმეტი ვარ, - ბრაზობს გო-
გონა და თვალები უფართოვდება.
ბაჭიამ აქამდე ვერ შეამჩნია მისი თვალების ფერი, რადგან
წამწამებით ჰქონდა დაჩრდილული და ნელა ამოძრავებდა,
თითქოს ვარდისფერი ქუთუთოების ზედმეტად შეწუხების ერი-
დებოდა, ანდა, არსებული ნორმების უარყოფისა და საკუთარი
წესით ცხოვრების დაწყების შემდეგ, აღარ იცოდა, რისთვის უნ-
და ეცქირა... მწვანე ფერის თვალები ჰქონია, მშრალი, დაღლი-
ლი მწვანე ფერის თვალები, ეს კი ბაჭიას საყვარელი ფერი იყო
- აგვისტოს ბალახის ფერი.
- ჯილ, ჩემო სიყვარულო, - ამბობს ბები და გოგონას იხუ-
ტებს, - მე ხომ ამქვეყნად ყველაზე მეტად შენი დანახვა მიხარია,
ჩემო თეთრო პაწაწინა ყვავილო.
- შენ ხომ იცი, - მხოლოდ ბაჭიას მიმართავს ბიუკენენი და
ხმას უდაბლებს, - რომ იორკის მსგავსი ამბები ბევრგან ხდება.

185
მკითხველთა ლიგა

გამოდის, რომ აქაც შეიძლება მოხდეს, და მაშინ როგორ და-


ვიცვათ... - აქ იგი ჩერდება და მოხდენილად იშვერს ხელს გო-
გონასკენ, რაც ბაჭიას სტავროსის ჟესტებს აგონებს, შემდეგ
ერთს წაიხითხითებს და განაგრძობს: - ყველანი მხოლოდ სა-
კუთარი ტყავის გადარჩენაზე ვფიქრობთ. სადაც არ უნდა ჩაგავ-
ლონ ხელი, თუ შავი ხარ, ყოველთვის ცუდ ბილეთს ამოიღებ!
- მე არაფერი მომივა, - აწყვეტინებს ჯილი, - და გეყოფათ
ეს კაკანი. ნუ მტენით ამ დავრდომილს. არ მჭირდება. მასაც არ
ვჭირდები. არავის ვჭირდები. ძალიანაც კარგი. მეც არავინ
მჭირდება.
- ყოველ ჩვენგანს სჭირდება ვინმე, - ამბობს ბები, - მე კი
თანახმა ვარ, რომ ჩემთან იცხოვრო, მაგრამ ზოგიერთი ჯენ-
ტლმენი ამის წინააღმდეგია. ეს არის და ეს.
- ბიუკენენია წინააღმდეგი, - აზუსტებს ბაჭია.
მისი მიხვედრილობა ყველას აოცებს: ორივე შავი ჯერ აჭ-
ყლოპინდება, მერე კი თავშეუკავებლად ხარხარებს, ამასობაში
მაგიდაზე კიდევ ერთი, ლიმონათივით გამჭვირვალე „სუსხიანი“
ჩნდება.
- ჩემო კარგო, უბედურება ისაა, რომ ყველას თვალში ვეჩ-
ხირებით, შენთან ერთად კი უფრო ადვილად შეგვამჩნევენ, -
ბების ხმაში ნაღველი ერევა.
სიჩუმეა. ასე ხდება, როცა მოზრდილები ბავშვისგან თავა-
ზიან საქციელს ელოდებიან. მოულოდნელად ჯილი ბაჭიას
ეკითხება:
- შენ რას საქმიანობ?
- ტექსტებს ვაწყობ, - პასუხობს ბაჭია, - ტელევიზორს ვუყუ-
რებ, ბავშვთან ვზივარ.

186
მკითხველთა ლიგა

- ამ დღეებში ჰარი ძლიერ შოკში იყო, - განმარტავს ბიუკე-


ნენი, - ცოლმა მიატოვა. ყოვლად უმიზეზოდ შეკუნტრუშდა და
წავიდა.
- ვითომ ყოვლად უმიზეზოდ? - კითხულობს ჯილი და
ღირსებაშეურაცხყოფილივით ტუჩებს საბრძოლო შემართებით
წინ სწევს, მაგრამ სათქმელის დასრულებას ვერც კი ასწრებს,
რომ გაღვიძებული ინტერესის ნაპერწკალი უქრება.
ბაჭია პასუხზე ფიქრობს.
- მგონი, მოსწყინდა ჩემთან. თანაც განსხვავებული პოლი-
ტიკური შეხედულებები გვქონდა.
- რასთან დაკავშირებით?
- ვიეტნამის ომთან. მე ორივე ხელით ვემხრობი.
ჯილს ლამის სუნთქვა შეეკრას.
- ასეც ვიცოდი, - ამბობს ბები, - თავიდანვე არ მომეწონა
მისი ძვლები.
ბიუკენენი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს:
- ჩვენს სტამბაში ყველა ომს ემხრობა. მიგვაჩნია, რომ, თუ
მათ იქ არ შევაჩერებთ, ყველა შავი პიჟამა ჩვენს ქუჩაზე აღმოჩ-
ნდება.
- ამ საკითხზე სჯობდა ცქაფასთან გესაუბრა. ასე ამბობს,
ფანტასტიკური იყოო. ძალიან მოსწონებია, - ეუბნება ჯილი სრუ-
ლი სერიოზულობით.
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვი. მე ხომ იმას არ ვამბობ,
რომ იქ ბრძოლა და ტყვედ ჩავარდნა სასიამოვნოა. უბრალოდ,
არ მომწონს, როცა კრიტიკას იწყებენ. ამბობენ, რომ იქ
არეულობაა და ამიტომ უნდა წამოვიდეთო. მაგრამ თუ ყოველ-
გვარ არეულობას გავეცლებით, ვერასდროს ვერაფერს მივაღ-
წევთ.

187
მკითხველთა ლიგა

- ამინ, - ამბობს ბები, - საერთოდ, ცხოვრება მაგარი ნაგავი


რამეა.
ბაჭია გრძნობს, რომ თანდათან შმაგდება და განაგრძობს:
- სიმართლე გითხრათ, ძალიანაც არ მჯერა კოლეჯის
კურსდამთავრებულებისა და ვიეტკონგელების. ვფიქრობ, რომ
პასუხებში მოიკოჭლებენ. ისინი უმცირესობას წარმოადგენენ და
ცდილობენ ყველაფერი დაანგრიონ, რაც მხოლოდ სანახევ-
როდ მუშაობს კარგად. ცხადია, სანახევროდ კარგად უფრო ცუ-
დია, ვიდრე ბოლომდე კარგად, მაგრამ არაფერს მაინც სჯობს.
სასოწარკვეთილმა ბიუკენენმა აღარ იცის, რა მოიმოქმე-
დოს. ულვაშის ნაგლეჯის ქვეშ ზედა ტუჩი ოფლით ეცვარება.
- ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით თანახმა ვარ. მომწონს
ასეთი სიტყვათშეთანხმება - განათლებული ეგოიზმი. როგორც
ვხედავ, განათლებული ეგოიზმი სწორედ აქ, ჩვენთან მუშაობს.
ვინც უნდა ჭრიდეს ნამცხვარს, პირს წინასწარ არ გავაღებ. ცქა-
ფას მსგავსი ახალგაზრდები ამბობენ: „მთელი ძალაუფლება
ხალხს“, შენ კი იყურები გარშემო, ეძებ, მაგრამ ირგვლივ მხო-
ლოდ თვითონ არიან.
- იმიტომ, რომ ბევრია შენნაირი ტომი, - ამბობს ჯილი.
ბიუკენენი თვალებს აფახულებს. ხმა ეხრინწება, წყენა ეტ-
ყობა.
- მე თომა არა ვარ, გოგონი. ასეთი გამონათქვამები არა-
ფერს მოგვიტანს. მე მხოლოდ ადამიანი ვარ, რომელიც ცდი-
ლობს პუნქტიდან პუნქტამდე, აკვნიდან სამარემდე, ისე მივი-
დეს, რომ ხალხს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს. ჰა-
რიც იმავეს გიპასუხებს, თუ შეეკითხები. შენი მამიკოც ასე გეტ-
ყოდა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
- მე კი მომწონს ჯილის სილაღე, - ამბობს ბები და კვლავ
ეფერება გოგონას, რომელიც ჯიუტად არ რეაგირებს მის

188
მკითხველთა ლიგა

ალერსზე, - მას გაცილებით ნაკლებად ეშინია ცხოვრებისა,


ვიდრე შენ, ბებერო, აყროლებულო, ღიპიანო, რომ დამჯდარ-
ხარ და სიგარის ბოლოსავით წუწნი საკუთარ თავს.
ამას კი ამბობს, მაგრამ ბიუკენენს ისე შესცქერის, როგორც
თანამზრახველს და მისი დახმარების იმედი აქვს. ასეა, საითაც
არ შეტრიალდები, ყველგან დედები და მამები არიან.
- ახლა კი პრობლემის შესახებ, - სასიამოვნო, მშვიდი
ხმით მიმართავს ბიუკენენი ჯილს, - ახალგაზრდა კაცი, სახე-
ლად ჰარი, დასავლეთ ბრუერის საუკეთესო ნაწილში, დიდ, შე-
სანიშნავ სახლში სრულიად მარტო ცხოვრობს და მის გვერდით
სუსტი სქესის ნასახიც არ არის.
- სრულიად მარტო - არა, - აპროტესტებს ჰარი, - ვაჟიშ-
ვილთან ერთად ვცხოვრობ.
- მამაკაცისთვის ქალი აუცილებელია, - განაგრძობს თავი-
სას ბიუკენენი.
რუფი მაშინვე მაღლა სწევს თავს და ცისფერ პროჟექ-
ტორს რთავს. ბები ოხრავს და ჯილს იმას უწვდის, რაც ცქაფას
მოსაწევიდან დარჩა. მაგრამ იგი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს
და კაბინიდან გადის, რათა ბების გზა დაუთმოს. ბაჭიას ჰგონია,
რომ გოგონა წასასვლელად ემზადება და ძალიან უხარია, რო-
ცა აღმოაჩენს, რომ იგი კვლავ მის პირდაპირ ჯდება. ჰარი ისევ
წრუპავს თავის „სუსხიან“ კოქტეილს, ჯილი კი ლიმონათიდან
ამოღებულ ყინულს წუწნის და ბების დაკვრას უსმენს. საბილი-
არდოში ბიჭები წყნარად განაგრძობენ თამაშს. ბურთების კაკუ-
ნი, ალკოჰოლი და მუსიკა ერთმანეთში ირევა. ბაჭია გრძნობს,
რომ შინაგანად ფართოვდება და აი, მას უკვე შეუძლია ჩაიტიოს
ცისფერი შუქიც, შავი სახეებიც, „ცხრატყავას ვარდიც“, იონჯაზე
უფრო ტკბილი დამდგარი კვამლის სუნიც და მის წინ მჯდომი
ზმანებაც - გოგონა უცნაურად გამჭვირვალე ხელებით, ყველას-

189
მკითხველთა ლიგა

გან გამორჩეული არსება. მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია ზრდას-


რულობამდე, თუმცა ქალობა უკვე ეტყობა - პატარა ცეპელინის
მსგავსად, შორდება მას და ნელა მიცურავს. ბაჭია ამას თვალ-
ნათლივ ხედავს. შემდეგ შინაგანად კიდევ უფრო ფართოვდება
და ყველაფერს იტევს, რაც „სტუმართმოყვარე ჯიმბოს“ მიღმაა
- დედამიწასაც თავისი განუწყვეტელი ომებით, სხვადასხვა ფე-
რის რასებით, ჭერზე სისველისგან დატოვებული ლაქების
მსგავსი კონტინენტებით, სამყაროს თითოეულ ვარსკვლავთან
დამაკავშირებელი გრავიტაციული ძაფებით, იქიდან, კოსმოსი-
დან დანახული მისი მომაჯადოებელი სილამაზით, როდესაც
იგი ცისფერ, ძვირფას ქვად მოჩანს და ღრუბელთა ზღვაშიც კი
ანათებს. მასზე ყველაფერი თბილია, სველი, დაბადების მომ-
ლოდინე, ყველაფერი, გარდა თავად ბაჭიასა და მისი სახლისა,
სადაც საოცარი სიმშრალეა, სიმშრალე და სიცივე, და იგი პენ--
ვილასის ვაკუუმში კოსმოსური ხომალდის ყველასთვის უსარ-
გებლო საფეხურივით ბრუნავს. ბაჭიას არ უნდა იქით წასვლა,
მაგრამ საჭიროა. უნდა წავიდეს.
- უნდა წავიდე, - ამბობს და დგება.
- მოიცა, მოიცა, - აპროტესტებს ბიუკენენი, - საღამო ხომ
ჯერ წესიერად არც კი დაწყებულა.
- შინ უნდა ვიყო. ვაითუ, ჩემი ბიჭი და მისი მეგობარი, ვის-
თანაც სტუმრადაა, წაკინკლავდნენ. თანაც მშობლებს შევპირ-
დი, ხვალ გინახულებთ-მეთქი, თუ დედაჩემს საავადმყოფოში
არ დატოვებენ ახალი გამოკვლევებისთვის.
- ბების ეწყინება, თუ გაიპარები. შენ მას ძალიან მოეწონე.
- შესაძლოა, ის ბიჭი დაბრუნდეს, ჩემამდე რომ მოეწონა.
როგორც ვხვდები, მისთვის ვინმეს მოწონება პრობლემა არ
არის.
- რა საძაგელი ვინმე ხარ.

190
მკითხველთა ლიგა

- არა, ღმერთმანი, მე ის მომწონს. ასე გადაეცი. თან შესა-


ნიშნავად უკრავს. დღეს აქ შესამჩნევად გამოვცოცხლდი.
ბაჭია წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მაგიდის კიდე აიძუ-
ლებს, რომ მოიხაროს. კაბინაც გვერდზე იხრება. ჰარი ოდნავ
ბარბაცებს, თითქოს უკვე შევიდა თავის ნელა მოძრავ ცივ სახ-
ლში, საითკენაც ახლა უნდა გაემართოს.
ჯილი მასთან ერთად დგება და მორჩილად, ზედმიწევნით
ზუსტად იმეორებს მის მოძრაობებს, როგორც სარკეში.
- ოდესმე, - ჩაესმის საიდანღაც ბიუკენენის ხმა, - შესაძ-
ლოა, ბების უკეთ გაცნობაც შეძლო. მაგარი ვინმეა.
- ეჭვიც არ მეპარება, - პასუხობს ბაჭია და შემდეგ ჯილს
ეუბნება: - დაჯექი.
- რატომ? განა თან არ მიგყავარ? მათ უნდათ, რომ წამიყ-
ვანო.
- ჰმ, აზრადაც არ მომსვლია.
ჯილი ჯდება.
- ჰარი, მეგობარო, გოგონას აწყენინე. შენს გვარში ვინმეს
სახელად „მავნე“ ხომ არ ერქვა?
- ჩემზე ნუ წუხხარ, - ამბობს ჯილი, - ამგვარ დავრდომილ-
ზე არ ვრეაგირებ. თანაც ვფიქრობ, რომ ჰომიკია.
- იქნებ ასეც იყოს, - ამბობს ბიუკენენი, - მაშინ გასაგები
მაინც იქნება ცოლის შესახებ.
- გეყოფათ-მეთქი, გამიშვით. მე კი მინდა, რომ თან წაგიყ-
ვანო, მაგრამ...
- მერე ადექი და წაიყვანე, მეგობარო...
ბები უკრავს სიმღერას „ზოგჯერ“: „მაშინ ჩემს თავს ვეუბნე-
ბი...“
ჰარი საფუარივით ჯდება სკამზე. მაგიდის კიდე ფეხებში
ესობა.

191
მკითხველთა ლიგა

- კარგი, პატარავ, წავედით. - ჩემთან მოიწყენ, - ამატებს


ის გულახდილად.
- შენ ხომ გიხმარეს, - გულახდილობითვე პასუხობს ქა-
ლიშვილი.
- თავაზიანად მოექეცი ჯენტლმენს, ჯილ.
კომბინაცია რომ არ დაიშალოს, ბიუკენენი საჩქაროდ გა-
მოდის კაბინიდან და ჰარისაც გარეთ ეპატიჟება. ჰარი წაბორ-
ძიკდა და კინაღამ გაიშხლართა. ღმერთო ჩემო! სუნთქვა
უჭირს, დაბუჟებული სხეული ისე სტკივა, თითქოს ნემსებს ურ-
ჭობენო.
- ასეა ეს საქმე, - კიდევ ერთხელ განმარტავს ბიუკენენი, -
ცუდია, რომ არასრულწლოვანი გოგონა ამ დაწესებულებაშია,
ხომ გესმის? ვერ ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს ძაღლები სულ
გამხეცდნენ, მაგრამ საზღვარი გაგვივლეს და იმას იქით საზო-
გადოებრივ აზრს ითვალისწინებენ. ასე რომ, წკაპ! - ყურებით
ვყავართ დაჭერილი. საბრალო გოგოს კი მამა სჭირდება, ეს
არის და ეს.
- მამა რით გარდაიცვალა? - ეკითხება ბაჭია ჯილს.
- გული გაუსკდა, - პასუხობს გოგო, - ნიუ-იორკის თეატრის
ფოიეში დაეცა და სული განუტევა. დედასთან „თმის“ სანახავად
იყო წასული.
- კარგი, დავიძრათ, - ამბობს ბაჭია და ბიუკენენს ეკითხება:
- ჩემზე რამდენია სასმლისთვის? ჰმ, შესამჩნევად მომკიდებია.
- არაფერი, ჩვენ გიმასპინძლდებით, - გაისმის პასუხად,
რომელსაც ვერცხლის გასაწმენდი ფხვნილის ფერი ხელისგუ-
ლის მოძრაობა ახლავს თან, - აქაური შავების გაერთიანება, -
ბიუკენენი ხვიხვინებს, ხითხითებს და საზეიმო, პათეტიკური ტო-
ნით წარმოთქვამს: - კეთილშობილური საქციელია შენი მხრი-
დან. ნამდვილი ადამიანი ხარ.

192
მკითხველთა ლიგა

- ორშაბათს სამსახურში შევხვდებით... ჯილ, ჩემო საყვა-


რელო, შენ იცი, კარგად მოიქეცი. ჩვენ არ მიგატოვებთ.
- ვიცი.
ჰარი თავს მოუსვენრად გრძნობს იმის გამო, რომ ბიუკე-
ნენი მუშაობს. ყველანი ვმუშაობთ. დღითაც და ღამითაც. დღი-
სით ერთი არსება ვართ, ღამით - მეორე. მუცელი საკვებს ით-
ხოვს, სულიც. პირი ღეჭავს, საშო ყლაპავს. საშინელებაა... სუ-
ლი! - ბავშვობაში ბაჭია ცდილობდა მის წარმოდგენას. პარაზი-
ტი, რომელიც მუცლის ჭიასავით მოკალათებულა შიგნით. ჩვენს
ჩონჩხზე შიგნიდან მიმაგრებული ფითრის ტოტი, რომელიც
ჰაერით იკვებება. მედუზა, რომელიც ფილტვებსა და ღვიძლს
შორის ირხევა. შავ მამაკაცებს ყველაფერი უფრო მეტი აქვთ,
დიდი. ასო გველთევზას მიუგავთ. მადა ღამით მოსდით. რაღაც-
ნაირად განსაკუთრებული, გამაღიზიანებელი სუნი ავტობუსებ-
ში, მათი შეურიგებლობა სუფთა, მშრალი ადგილებისადმი, სა-
დაც ჰარის უხდება ყოფნა. ვაითუ, ამომაღებინოსო, გაუელვებს
თავში. ჯერ იყო და „მთვარის“ ჰამბურგერები, მერე კი ეს მომ-
წამლავი „სუსხიანი“ კოქტეილები.
ბებიმ სიჩქარე გადართო, ექვს აკორდს იღებს და თითქოს
ექვსი ტყვიისგან ჩამოსხმული სტრიქონი ეცემა მაგიდაზე და უკ-
რავს - „იდგა ერთი პატარა სასტუმრო, და იყო იქ სურვილების
ჭა“.
ბაჭია ჯილთან ერთად ქუჩაში გადის. მარჯვნივ, მთისკენ,
ქუჩის ფარნებით ცისფრად განათებული უაიზერ-სტრიტი გაწო-
ლილა, სასტუმრო „ბელვედერი“ გადღაბნილ ლაქად ქცეულა,
საათი - ლუდ „მზესუმზირას“ რეკლამა - უკნიდან ნეონის ყვითე-
ლი ფურცლებით არის განათებული. სხვა მხრივ კი დიდი ქუჩა
ნახევრად წყვდიადშია ჩაძირული. ბაჭიას კარგად ახსოვს ის
დრო, როდესაც კინოთეატრში შესასვლელი კარის თავზე გან-

193
მკითხველთა ლიგა

ლაგებული ხუთი თაღოვანი სარკმლითა და ნეონით განათებუ-


ლი ურიცხვი რეკლამის წყალობით, უაიზერი საკარნავალო
მსვლელობასავით იყო გაბრდღვიალებული. უამრავი მოზრდი-
ლი და ბავშვი ირეოდა. ახლა კი საგარეუბნო სავაჭრო ცენტრე-
ბით გამოფიტულ და მოძალადეებით სავსე უკაცრიელ ადგილს
ჰგავს. „ადგილობრივი ხულიგნები მოხუცებს ესხმიან თავს“, -
იუწყებოდა „ვეტი“ გასულ კვირას. თავდაპირველ ვარიანტში ად-
გილობრივების ნაცვლად შავები იჯდა.
ბაჭია და ჯილი მარცხნივ უხვევენ, უაიზერ-სტრიტის ხიდის-
კენ. მასზე მდინარის სინოტივე იგრძნობა. ბაჭია გადაწყვეტს,
რომ თავს მოერევა და არ აღებინებს. ყოველთვის, ბავშვობა-
შიც კი, ამას ძნელად იტანდა, ზოგიერთ ბიჭს კი, მაგალითად,
რონი ჰარისონს, პირიქით, დიდი თამაშის წინ ზედმეტი ლუდის-
გან დაცლა და კუჭის ამოსუფთავება უყვარდა. ხუმრობდნენ კი-
დეც, კბილებში სიმინდი გაგვეჩხირაო. ბაჭიას კი თავი უნდა
შეეკავებინა, თუნდაც მუცლის ტკივილის ფასად. „სტუმართმოყ-
ვარე ჯიმბოში“ გატარებული საღამოს შედეგად, იგი ჯერაც აშ-
კარად გრძნობს, რომ მთელი სამყარო ჩაიტია შიგნით და ამ
შეგრძნების შენარჩუნება სურს. ღამის ქალაქის ჰაერი. მთელი
დღის განმავლობაში მზეზე გაფიცხებული გუდრონისა და ბე-
ტონის წითური მტვერი მანქანების განათებულ ფარებს შორის
მთელ სივრცეს მყისიერად ავსებს. როდესაც ქალიშვილი ტრო-
ტუარის კიდესთან ჩერდება, მის თეთრ ფეხებსა და თხელ კაბას
იშვიათად ჩავლილი მანქანის ფარების შუქი ანათებს.
- მანქანა სად გიყენია? - ეკითხება ჯილი.
- მანქანა არ მყავს.
- შეუძლებელია.
- ცოლმა წაიყვანა, როცა მიმატოვა.
- თქვენ-თქვენი მანქანა არ გყავდათ?

194
მკითხველთა ლიგა

- არა.
ის მართლაც მდიდრების შვილს ჰგავს.
- მე მყავს მანქანა, - ამბობს ქალიშვილი.
- მერედა სად არის?
- არ ვიცი.
- როგორ თუ არ იცი?
- მე მას ბების სახლთან ვტოვებდი ხოლმე, პლამ-სტრიტის
სიახლოვეს, და არ ვიცოდი, რომ იქ თურმე ვიღაცის გარაჟში
შესასვლელი ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინე,
რომ საჯარიმო მოედანზე გადაუყვანიათ.
- ნუთუ არ მოძებნე?
- ჯარიმის გადასახდელი ფული არ მქონდა. თანაც პოლი-
ციის მეშინია - იმ წუთში დაადგენენ, ვინ ვარ. ჩემზე ნამდვილი
ძებნაა გამოცხადებული.
- კონექტიკუტში დაბრუნდი, ასე ხომ ყველაფერს ადვილად
მოაგვარებ.
- ეგ აღარ მიხსენო, - ამბობს ჯილი.
- რა იყო ასეთი, რომ არ მოგწონდა?
- იქ მხოლოდ ეგო იყო. ავადმყოფური ეგო.
- განა შინიდან გაქცევა ეგოიზმი არაა? დედა, ალბათ, ძა-
ლიან განიცდის.
გოგონა შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, ქუჩას გადაკვეთს და
ხიდისკენ მიემართება. ბაჭიაც ძალაუნებურად უკან მიჰყვება.
- რა მანქანა გყავდა?
- თეთრი „პორშე“.
- ოჰო!
- მამამ მაჩუქა დაბადების დღეზე, როცა ჩვიდმეტის შევ-
სრულდი.

195
მკითხველთა ლიგა

- ჩემს სიმამრს კი „ტოიოტას“ წარმომადგენლობა აქვს ქა-


ლაქში გახსნილი.
მათი საუბარი იმ ადგილს აღწევს, როდესაც აშკარა პარა-
ლელების გამო, რეპლიკების შეწყვეტა უწევთ. ხიდზე გადას-
ვლისას ტროტუარის კვადრატული ფილებით დაფარულ პატა-
რა ადგილზე ჩერდებიან, სადაც ავტომობილების ეპოქაში ადა-
მიანს ფეხი იშვიათად თუ დაუდგამს. ხიდი ოცდაათიან წლებში
აიგო ტროტუარებით, ფართო ბალუსტრადებითა და ფარნების-
თვის მოწითალო ბეტონისგან ჩამოსხმული პოსტამენტებით. ბა-
ჭიასა და ჯილს თავს ზემოთ, ხიდის დასაწყისში, ყვავილის კოკ-
რის ფორმის, ნაწრთობი რკინისგან გაკეთებული საზეიმო, მაგ-
რამ ჩამქრალი ფარანია მოთავსებული - ახლა იგი ლუმინეს-
ცენციური, ტროტუარებში ჩარჭობილ მაღალ ალუმინის ბოძებ-
ზე დაყენებული ნათურებიდან წამოსული ცივი, იისფერი შუქით
ნათდება. ამ შუქზე გოგონას თეთრი კაბა არამიწიერ სამოსს
ჰგავს. ბრინჯაოს პატარა ფირფიტაზე ვიღაცის სახელია ამოჭ-
რილი, მაგრამ ძნელი წასაკითხია.
- ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? - მოუთმენლად კითხუ-
ლობს ჯილი.
ბაჭია ფიქრობს, რომ შეკითხვა ტრანსპორტს ეხება. ის ჯერ
კიდევ არ არის ფორმაში, ორგანიზმში ჯერაც მარიხუანისა და
„სუსხიანის“ კვალია, თავი ცუდად უმუშავებს. აზრადაც არ მოს-
დის, რომ ბრუერის ცენტრამდეა საჭირო მისვლა, სადაც მგზავ-
რების მოლოდინში ტაქსები თვლემენ. სიბნელეში, „ჯიმბოდან“
წამოსული ნეონის შარავანდედის მიღმა, ყავისფერი ჩრდილე-
ბია, ადგილობრივი მებირჟეები კარის ჩრდილში ხითხითებენ
და მათკენ იცქირებიან.
- მოდი, ხიდი ფეხით გადავიაროთ, - ამბობს ბაჭია, - იქნებ
გაგვიმართლოს და ავტობუსი მოვიდეს. ბოლო თერთმეტის-

196
მკითხველთა ლიგა

თვის მოდის, შაბათობით კი, ალბათ, უფრო გვიანაც. თუ არ გა-


მოჩნდა, არც ჩემი სახლია აქედან შორს, ფეხითაც შეგვიძლია
მისვლა. ჩემი ბიჭი სულ ასე დადის.
- მიყვარს ფეხით სიარული, - ამბობს ქალიშვილი და გულ-
შიჩამწვდომი ხმით ამატებს: - მე ძლიერი ვარ, ბავშვი კი ნუ გგო-
ნივარ.
ბალუსტრადა „იქსების“ რიგებად არის ჩამოსხმული და ეს
„იქსები“ არც ისე სწრაფად გარბიან ბაჭიას ფეხებქვეშ. ხორ-
კლიანი მოაჯირი, რომელსაც დროდადრო ეხება, თბილია და
უსწორმასწორო, თითქოს ქვის მარილი მოუყრიათო. ასეთ ბა-
ლუსტრადებს აღარ აგებენ - მოწითალოს, თბილი ხორცის
ფერს, ჯილის თმის ფერს, თუმცა ისინი კედრის ანათალის ფე-
რის უფროა და სიარულის ტაქტში ზემოთ ტალღებად მიიწევენ
- ქალიშვილი ცდილობს, ბაჭიას არ ჩამორჩეს.
- ასე სად მივიჩქარით?
- ჩუმად. ნუთუ არაფერი გესმის?
გზაზე მანქანები მიქრიან და წინ სინათლის ბურთულებს
მიაგორებენ. ქვემოთ მდინარის შავი გრდემლია კატარღებისა
და ნავების თეთრი ათინათებით. ზურგიდან მდევართა ფეხების
ბრაგუნი და აჩქარებული სუნთქვა ისმის. ბაჭია გაბედავს, ჩერ-
დება და უკან იხედება. მათ ორი შოკოლადისფერი ფიგურა
მოსდევს. ჩრდილები ხან მოკლდება, ხან გრძელდება, ხან
მრავლდება და ხანაც ჩვეულებრივ ზომამდე დადის იმის მიხედ-
ვით, თუ როგორ მორბიან ისინი ლილისფერი ანგელოზების
ქვეშ - ხან ჩაყვინთავენ ჩრდილის კუნძულებში, ხანაც ამოყვინ-
თავენ. ერთი მათგანი რაღაც თეთრს აქნევს. მბრწყინავს. ჰარის
ლამის გული გადაუცივდეს; საშინლად უნდა მოშარდვა. ხიდის
დასასრული, რომელიც დასავლეთ ბრუერს ებჯინება, უსასრუ-
ლოდ შორსაა. „მოკლულია ადგილობრივი მცხოვრები, რომე-

197
მკითხველთა ლიგა

ლიც უცნობი ქალიშვილის დაცვას ცდილობდა“. ბაჭია გოგონას


იდაყვის ზემოთ სტაცებს ხელს, რათა გაქცევა აიძულოს. ქალიშ-
ვილს გლუვი და გამხდარი, მაგრამ ბალუსტრადასავით თბილი
ხელი აქვს.
- თავი დამანებე, - ამბობს სუნთქვაშეკრული და ხელიდან
უსხლტება.
კაცი უკან მიტრიალდება და მოულოდნელად იმას
პოულობს, რაც სულ გადაავიწყდა - გამბედაობას: მისი ტანი
თითქოს მტკიცე ნაჭუჭით იფარება, მზად არის უცნობ საფ-
რთხესთან შესახვედრად, იძაბება, მხოლოდ თვალები დარჩა
დაუცველი, დანარჩენი ჯავშნით აქვს დაფარული. მოკალი.
ზანგები თითქმის მეწამულისფრად ქცეული მთვარის ქვეშ
ჩერდებიან და შეშინებულები ერთი ნაბიჯით უკან იხევენ. ახალ-
გაზრდები არიან, ძვლები ჯერ არ გამაგრებიათ. ტანით ბაჭია
მათზე დიდია. თეთრად მბრწყინავი საგანი ერთ-ერთი მათგანის
ხელში დანა კი არა, მარგალიტებით გაწყობილი ქალის ჩან-
თაა. ახალგაზრდა, რომელსაც ის უჭირავს, გაუბედავად დგამს
წინ ნაბიჯს. ფარნის შუქზე მისი თვალების გარსი და ციცქნა ბრი-
ლიანტები ლავანდას წააგავს.
- ლედი, ეს თქვენია?
- ოჰ, დიახ.
- ბებიმ გამოგვგზავნა თქვენთან.
- ოჰ, გმადლობთ. მასაც მადლობა გადაეცით.
- ხომ არ შეგეშინდათ?
- მე არა. მას.
- დიახ.
- ბიძამ თვითონ შეგვაშინა.
- ძალიან ვწუხვარ, - ერთვება ბაჭია, - ამ ხიდზე არც ისე
სასიამოვნო გარემოა.

198
მკითხველთა ლიგა

- გასაგებია.
- კარგი.
ზანგები ვარდისფერგარსიან თვალებს კარკლავენ და მე-
წამულისფერი ხელების რიტმული ქნევით ტოვებენ ამ ადგილს.
ფეხებზე „ლევისის“ დაგვირისტებული ჯინსები შემოსტკეციათ.
ორივენი ხითხითებენ. ამ დროს ხიდზე ორი გიგანტური
ტრაილერი, ორი უზარმაზარი მართკუთხა მანქანა გრიალით
ჩაუქროლებს ერთმანეთს, გაისმის საჰაერო ტაში და ორივენი
გრუხუნით მიქრიან თავ-თავიანთ გზაზე. ხიდი თრთის. ახალგაზ-
რდა ზანგები აღარ ჩანან. ბაჭია ჯილთან ერთად გზას განაგ-
რძობს.
ბალახის, სასმლისა და შიშის ზეგავლენით, ქუჩას, რო-
მელსაც ბაჭია ასე კარგად იცნობს, დასასრული აღარ უჩანს.
არც ავტობუსი მოდის. ჯილთან საუბრის გაბმას ცდილობს და
გრძნობს, თუ როგორ აქვს კანი დაჭიმული, თავში კი ერთად
თავმოყრილი აზრები უთვალავ კოღოსავით უტრიალებს.
- მაშასადამე, კონექტიკუტში გაქვს სახლი.
- იმ ადგილს სტონინგტონი ჰქვია.
- ნიუ-იორკთან არის?
- საკმაოდ ახლოს. მამა იქ ორშაბათობით მიდიოდა და
პარასკეობით ბრუნდებოდა. ძალიან უყვარდა იახტით სეირნო-
ბა. ასე ამბობდა, სტონინგტონი ერთადერთი ქალაქია შტატში,
საიდანაც პირდაპირ გაშლილ ოკეანეში შეიძლება გასვლა,
სხვები კი ყურეს შიგნით მდებარეობენო.
- შენ თქვი, გარდაიცვალაო. დედაჩემს კი პარკინსონის
დაავადება აქვს.
- შენ რა, ლაპარაკის გარეშე ვერ ძლებ? რატომ არ შეიძ-
ლება, გავჩუმდეთ და ისე ვიაროთ? დასავლეთ ბრუერში არა-
სოდეს ვყოფილვარ. ძალიან მომწონს.

199
მკითხველთა ლიგა

- რა არის აქ მოსაწონი?
- ყველაფერი. წარსულში სხვა დიდი ქალაქებივით სახელი
არაფრით გაუთქვამს. ასე რომ, არც იმედს გაგიცრუებს. ერთი
შეხედე - „ბურგერ-ოცნება“! ხომ ლამაზია ეს ოქრო, პლასტმასა
და იისფერი შუქი შიგნით?
- დღეს აქ ვივახშმე.
- გემრიელი საჭმელი აქვთ?
- საშინელი. შესაძლოა, ძალზე მწვავედ აღვიქვამ გემოს -
ისევ უნდა დავიწყო მოწევა. ჩემს ბიჭს კი ეს ადგილი ძალიან
მოსწონს.
- რა თქვი, რამდენი წლის არისო?
- ცამეტის. ასაკთან შედარებით პატარაა.
- ეგ არ უთხრა.
- ვიცი. ვცდილობ, ამით არ გავაღიზიანო.
- აბა რით აღიზიანებ?
- ოჰ. მას ყველაფერი მოსაწყენად ეჩვენება, რითაც თავის
დროზე გატაცებული ვიყავი. მეჩვენება, რომ ცხოვრებისგან
დიდ სიამოვნებას ვერ იღებს. ქუჩაშიც კი არ გადის სათამაშოდ.
- ეი, შენ რა გქვია?
- ჰარი.
- მისმინე, ჰარი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ რამე მა-
ჭამო?
- რასაკვირველია. ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ წინააღ-
მდეგი არ ვარ. შინ? არ ვიცი, გვაქვს თუ არა რამე საყინულეში,
ანუ მაცივარში.
- არა, აგერ აქვე, ბურგერ-კაფეში.
- ჰო, რა თქმა უნდა. შესანიშნავია. მაპატიე, მეგონა, რომ
მაძღარი იყავი.

200
მკითხველთა ლიგა

- შესაძლოა, ვჭამე კიდეც. ასეთ უმნიშვნელო მატერიალურ


დეტალებს მალე ვივიწყებ. მაგრამ, როგორც მახსოვს, არ მი-
ჭამია. მუცელში მხოლოდ ლიმონათი მიბუყბუყებს.
ჯილი ირჩევს ნიგვზიან ჰამბურგერს ოთხმოცდახუთ ცენ-
ტად და რძიან კოქტეილს მარწყვით. მოციმციმე ნეონის შუქზე
ჰამბურგერისგან წამში აღარაფერი რჩება და ბაჭია მისთვის კი-
დევ ერთს უკვეთს. ქალიშვილს ეღიმება და ბოდიშს იხდის.
წვრილი კბილები აქვს, ოდნავ შიგ შეწეული და ერთმანეთისგან
დაცილებული. სიმპათიური.
- ჩვეულებრივ, ვცდილობ, რომ ჭამაზე ფიქრის დონემდე
არ დავეცე.
- რატომ?
- ჭამა სიმახინჯეა. შენ კი არ ფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი
ყველაზე ულამაზო პროცესია?
- ის ხომ აუცილებელია.
- ეს შენი ფილოსოფიაა, არა?
ამ გაბდღვრიალებულ კაფეშიც კი მის სახეზე კვლავაც
რჩება რაღაც გაურკვეველი, მოუხელთებელი, დაუმთავრებე-
ლი. ჭამის დასრულების შემდეგ ჯილი თითოეულ თითს ქაღალ-
დის ხელსახოცით საგულდაგულოდ იწმენდს და მტკიცედ ამ-
ბობს:
- უღრმესი მადლობა.
ბაჭია ანგარიშს ასწორებს. ქალიშვილს ჩანთა მაგრად უჭი-
რავს. ნეტავ რა აქვს შიგნით? საკრედიტო ბარათები? რევოლუ-
ციის გეგმები?
რომ არ ჩაეძინოს, ბაჭია ყავას სვამს. მთელი ღამე ვერ
დაიძინებს. ხომ უნდა დაიცვას საშუალო ასაკის მამაკაცთა ღირ-
სება? რაც შეეხება სხვადასხვა ფერის რასებს, ჯარში ამბობ-
დნენ, რომ ჩინეთში ქალებს საშოში სამართებლებს უდებდნენ,

201
მკითხველთა ლიგა

იმ შემთხვევისთვის, თუ იაპონელები მათ გაუპატიურებას მოინ-


დომებდნენ. მარტო ამის გაფიქრებაზეც კი ბაჭიას ასო ეკუნტება.
კარგი რა! ისიამოვნე ფეხით სიარულით. ისინი უაიზერ-სტრიტზე
მიაბიჯებენ: ვიტრინები ჩაბნელებულია - მხოლოდ სიგნალიზა-
ციის ნათურები ციმციმებენ; სუპერმარკეტ „აკმესთან“ ავტოსად-
გომი ცარიელია, თუ კოცნით გართულ რამდენიმე წყვილს არ
ჩავთვლით. კინოთეატრის შესასვლელთან პრეპარირებული
რეკლამა „2001: ოდისეა“ ახლით - „მებრძოლით“ - შეუცვლიათ.
კარგი დასახელებაა, მოკლე, შემოკლება აღარ უნდა. ქუჩაზე
ყვითელ შუქზე გადიან - აქედან ემბერლი-ავენიუ იწყება, რომე-
ლიც შემდეგ ემბერლის გასასვლელად იქცევა, ის კი, თავის
მხრივ, ვისტა-კრესენტში გადადის. პენ-ვილასი, ტიპური სახლე-
ბის რაიონი, წყვდიადშია ჩაძირული.
- აქ კაცს შეიძლება შეეშინდეს კიდეც, - ამბობს ჯილი.
- ჩემი აზრით, ეს იმიტომ, რომ აქ ვაკეა, - განმარტავს ბა-
ჭია, - იმ ქალაქში, სადაც გავიზარდე, ორი სახლიც კი არ იდგა
ერთ დონეზე.
- თანაც კანალიზაციის სუნია.
- ჰო, კანალიზაციის საქმე აქ მართლაც ვერ არის კარგად.
აჩრდილივით არსებამ, მის გვერდით რომ მიაბიჯებს, ბა-
ჭია თითქოს გაცილებით უფრო მსუბუქი გახადა. სწრაფად აირ-
ბენს პარმაღის კიბეებს - მუხლები ზამბარებად გადაქცევია. შე-
სანიშნავი პროფილი აქვს, ძველ მონეტაზე გამოკვეთილივით.
სამფანჯრიანი კარის გასაღები, თითქოს მაგიურიაო, კინაღამ
ხელიდან უვარდება. როდესაც შემოსასვლელში შუქს ანთებს,
ეჩვენება, რომ რაღაც მოულოდნელს დაინახავს და არა მეწა-
ღის სკამძელაკს, დივანსა და სავარძელს, რომელთაც ვერ-
ცხლისძაფიანი ქსოვილი აქვთ გადაკრული და ერთმანეთის პი-

202
მკითხველთა ლიგა

რისპირ მონუმენტური ლოთებივით დგანან, ბევრი რომ მიუღი-


ათ და ზემოთ ვეღარ ადიან;
- ჰოო, - ამბობს ჯილი, - აქაურობა მართლაც უბადრუკად
გამოიყურება.
- ავეჯზე განსაკუთრებით არასდროს ვზრუნავდით, - თავს
იმართლებს ბაჭია, - რასაც გადავაწყდებოდით, იმას ვყიდუ-
ლობდით. ჯენისი სულ აპირებდა ახალი ფარდების ჩამოკიდე-
ბას.
- კარგი ცოლი იყო? - ეკითხება ჯილი.
ბაჭიას პასუხში ნერვიულობა იგრძნობა - შეკითხვა თით-
ქოს ჯენისს სახლში აბრუნებს. შესაძლოა, იგი სამზარეულოშია
დამალული, ჩუმად შემოიპარა ზედა ბაქანზე და მიყურადებუ-
ლია.
- არც ისე ცუდი. სამეურნეო საქმეები ნაკლებად ეხერხებო-
და, მაგრამ მცდელობას არ აკლებდა, სანამ იმ ტიპს არ გა-
დაეყარა. ერთი პერიოდი ბევრს სვამდა, მაგრამ თავს მოერია.
ცხრა წლის წინ ტრაგედია შეგვემთხვა, რომელმაც გამოაფხიზ-
ლა. მეც გამომაფხიზლა. ჩვენ ბავშვი მოგვიკვდა.
- რისგან?
- უბედური შემთხვევა იყო.
- სამწუხაროა. ჩვენ სად დავიძინებთ?
- აჯობებს, ჩემი ბიჭის ოთახში დაწვე. ის დღეს, ალბათ,
აღარ მოვა. ბიჭი, რომელთანაც ღამით უნდა დარჩეს, ძალიან
განებივრებული ვინმეა. ამიტომ ნელსონს ვუთხარი, თუ თავს
მოგაბეზრებს, შინ წამოდი-მეთქი. შესაძლოა, დარეკა კიდეც,
როცა არ ვიყავი. რომელი საათია? ლუდს ხომ არ დალევ? -
ჯიბეში ცენტიც არ უჭყავის, ხელზე კი ასდოლარიანი საათი
უკეთია.

203
მკითხველთა ლიგა

- პირველის ათი წუთია, - ამბობს ჯილი, - შენ რა, ჩემთან


დაწოლა არ გინდა?
- რა თქვი? შენ ხომ ეს არანაირ სიხარულს არ მოგანი-
ჭებს? ასეთ ჭირვეულთან ძილი?
- შენ, ცხადია ჭირვეული ხარ, მაგრამ სამაგიეროდ ახლა-
ხან საჭმლით გამიმასპინძლდი.
- ეგ არაფერია. თეთრების გაერთიანება იხდის. ჰა-ჰა!
- შენ ძალზე საყვარელი და საინტერესო თვისება გაქვს -
კარგი მეოჯახისა. მუდამ იმაზე ფიქრობ, ვის სჭირდები.
- ჰმ, ზოგჯერ ამის გამოცნობა არც ისე ადვილია. ალბათ,
არავის სჭირდება ჩემი დახმარება, თუმცა ამ აზრს არც კი გან-
ვიხილავ. რაც შეეხება შენს შეკითხვას, გიპასუხებ: ცხადია, მინ-
და შენთან დაწოლა, თუ არასრულწლოვნის შეცდენისთვის პა-
სუხისგებაში არ მიმცემენ.
- შენ მართლა გეშინია კანონის, არა?
- ვცდილობ, არ დავარღვიო იგი, მეტი არაფერი.
- შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო. ბიბლია თუ გაქვს?
- იყო სადღაც. ნელსონს მისცეს, როცა საკვირაო სკოლა-
ში დადიოდა. ჩვენ ამაზე როგორღაც ხელი ჩავიქნიეთ. ამიტომ
უბრალოდ სიტყვა მომეცი.
- სიტყვას გაძლევ - თვრამეტის ვარ. ყველანაირი კანონის
მიხედვით, ქალი ვარ. არც შავების ბანდა შემოგივარდება - არა-
ვინ აპირებს შენს ცემას ან შანტაჟის მოწყობას. მიდი, ნუ გერი-
დება.
- მიზეზი არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ტირილი მინდა.
- შენ ჩემი ძალიან გეშინია. მოდი, ერთად მივიღოთ აბაზა-
ნა, მერე კი ვნახოთ, რა გამოვა აქედან.
ბაჭია იცინის.
- იქ უკვე აღარაფერი იქნება სანახავი, რა გამოვა.

204
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ქალიშვილი სერიოზულობას ინარჩუნებს - იმ სე-


რიოზულობას, რომლითაც პატარა მხეცი ახალ ბუნაგს ყნო-
სავს.
- სააბაზანო სად გაქვს?
- აქ გაიხადე.
ქალიშვილს აკრთობს მისი მბრძანებლური ტონი - ნიკაპი
წინ წამოეწევა, თვალები შიშისგან უფართოვდება. ჰარიმ მხო-
ლოდ თავად ხომ არ უნდა გამოსცადოს აქ შიში? მდიდარმა
ძუკნამ მის სასტუმრო ოთახს უბადრუკი უწოდა. ჯილი იმ ნოხზე
დგას, რომელზეც ბაჭია და ჯენისი უკანასკნელად ჟიმაობდნენ.
გოგონა შორს ისვრის სანდლებს, კაბას კი თავს ზემოდან იხ-
დის. ბიუსტჰალტერი არ უკეთია. ძუძუები ჯერ ზემოთ ეწევა, მე-
რე ქვემოთ უვარდება. ლამაზი, შავი ბიკინი აცვია. ჯილი კაცს
დროს აღარ უტოვებს, რომ ბოლომდე შეისრუტოს იგი, ცერა
თითებით რეზინს გასწევს, თეძოებს აამოძრავებს და ტრუსებს
გადააბიჯებს. იქ, სადაც ჯენისს ვიწრო სამკუთხედი აქვს, რომ-
ლიდანაც თმა ბარძაყების შიგა მხარეს ეფინება, როცა არ იპარ-
სავს, ჯილს ქარვასავით ღინღლი ეტყობა, ცენტრისკენ გამუქე-
ბული და პატარა ფაფარივით აშვერილი. მენჯის ძვლები
მშიერი ადამიანის ყვრიმალებივით გამოსწევია. ბავშვური მუცე-
ლი აქვს, რომელსაც მშობიარობა ჯერ არ გამოუცდია. განათე-
ბისდა მიხედვით, მკერდი ზოგჯერ სულ არ ეტყობა. გახდილს
კისერი უფრო გრძელი მოუჩანს. ნარნარი ზოლი კეფიდან წე-
ლამდე მოზრდილი ადამიანის სრულყოფილებაა. იგივე ითქმის
ფეხებზე, რომლებსაც სისავსე ტერფამდე არ აკლდებათ. წვი-
ვები ჯენისივით თხელი აქვს. მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, იგი
შიშველი დგას ამ ოთახში - მის ოთახში. უცნაური არსება, ზედ-
მეტად მიმნდობი. ქალიშვილი იხრება და ძირიდან დაყრილ
ტანსაცმელს იღებს. ნოხზე ფრთხილად აბიჯებს, თითქოს ეში-

205
მკითხველთა ლიგა

ნია, ფეხში რამე არ შეერჭოს. კაცისგან ხელის გაწვდენაზე ჩერ-


დება, ტუჩები ოდნავ გამოუბურცავს - ქვედა ტუჩზე გამომშრალი
კანის ქერქი ადევს.
- შენ?
- ზედა სართულზე.
ჰარი, როგორც ყოველთვის, საძინებელში იხდის. კედლის
მეორე მხარეს, სააბაზანოდან წყლის ჩხრიალი, სიმღერა და
თქაფუნი ისმის. ბაჭია მზერას აპარებს და დასაწუნს ვერაფერს
ხედავს. ჯილი აბაზანაში დგას, ონკანისკენ დახრილა და წყლის
ტემპერატურას ამოწმებს. პატარა ბუჩქი დუნდულებს შორის.
მოხდენილი ბიჭური ზურგი უკნიდან სოლივით შედის სავსებით
ქალური ატლასის უკანალის შუაგულში. ბაჭიას საოცრად უნდა
ხელი გადაუსვას, მოეფეროს ამ ატლასის სიმეტრიას, და ასეც
იქცევა. თითის წვერები თითქოს შუშას აწყდება, რომელსაც
არანაირად არ ელოდა. ჯილი კი კვლავ წყალს სინჯავს. არა-
ვითარი რეაქცია, თითქოს არავინ შეხებია. არც ბაჭია აღგზნე-
ბულა, მაგრამ სამაგიეროდ არც შეშფოთებულია.
სუფთა წყალში ხმაამოუღებლად, უმანკოდ ბანაობენ. ერ-
თმანეთს ყურადღებას არ აკლებენ: კაცი მკერდს აუქაფავს და
ჩამოჰბანს, თითქოს მათი სისუფთავე მოითხოვს, რომ კიდევ
უფრო გასუფთავდნენ. ქალი კი მუხლებზე დგება და ზურგს ისე
უხეხავს, კაცს ეგონება, მთელი წლის დაღლილობა უნდა მოუხ-
სნასო. ბაჭია ვერაფრით იცილებს აზრს, რომ ისინი ღრუბლე-
ბისკენ მიმართული პროჟექტორის სხივები არიან, ორი თეთრი
არსება ტელეეკრანზე, რომლებმაც ცარიელი ოთახი უნდა გა-
ართონ.
ჯილი მას მუცლის ქვემოთ უყურებს.
- მე შენ სრულებით ვერ აღგაგზნებ, არა?

206
მკითხველთა ლიგა

- აღმაგზნებ, როგორ არა. ზედმეტადაც კი. უბრალოდ, ეს


ყველაფერი ძალზე უცნაურად მეჩვენება. მე ხომ შენი გვარიც
არ ვიცი.
- პენდლტონი.
ჯილი სააბაზანოს ნოხზე მუხლებზე ეშვება და მის პენისს
პირში იდებს. ბაჭია გველნაკბენივით შეხტება.
- ნუ ჩქარობ.
ჯილი უკმაყოფილოდ შესცქერის მას, მის დაუკუნთავ მუ-
ცელს. ასე გაოცებული ბავშვი იყურება, რომელიც დღის ბოლო
გაკვეთილის შეკითხვებს ვერ პასუხობს. ტუჩები ჯერაც სველი
აქვს აკრძალული კანფეტისგან. ბაჭია მას ორივე ხელით აიყ-
ვანს და ბავშვივით ფეხზე აყენებს, ოღონდ ის ბავშვზე გაცილე-
ბით უფროსია, ღრმა და ჩხვლეტია იღლიები აქვს. შემდეგ ტუ-
ჩებში კოცნის. არა, ისინი იმ საოცნებო ყინულკარამელს არ
ჰგვანან - არ რბილდებიან, პირიქით, მაგრდებიან. ქალიშვილი
გამხდარ სახეს მისი მხრისკენ მიაბრუნებს და ამბობს:
- ვერავის აღვაგზნებ. ძუძუები არ მაქვს. აი, დედაჩემს კი
შესანიშნავი მკერდი აქვს და იქნებ ესაა კიდეც ჩემი უბედურება.
- მომიყევი შენი უბედურების შესახებ.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, შენც იმათნაირი ყოფილხარ. სულის
მომწესრიგებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჩემზე უარეს
ფორმაში ხარ: არც კი რეაგირებ, როცა შენ წინაშე ქალი იხდის.
- თავდაპირველად ყველაფერი რთულადაა - ადამიანს
ცოტათი უნდა მიეჩვიო.
ჰარი ოთახს ნახევრად აბნელებს და ორივენი საწოლზე
წვებიან. ქალიშვილი კვლავ ცდილობს, ჩაეხუტოს - ბასრ კბი-
ლებსა და წაწვეტებულ მუხლებს ყველაფრის სწრაფად დამ-
თავრება სურთ, მაგრამ ბაჭია ნაზად გადააბრუნებს მას და
წრიული მოძრაობით მკერდის მასაჟს უკეთებს.

207
მკითხველთა ლიგა

- ეს სულაც არაა შენი უბედურება, - ალერსით ეუბნება ბა-


ჭია, - პირიქით, მშვენიერია - გრძნობს, როგორ ებერება მუც-
ლის ქვემოთ: ნაღები საყინულეში. „გახსნილია კლინიკა გამოქ-
ცეულთათვის. თავისუფალ საღამოს მამები მორიგეობენ“.
ჯილს სხეული კი უდუნდება, მაგრამ თავად უფრო ხისტი
ხდება - წყენა ემჩნევა, მყესებიც უფრო თვალში საცემი უხდება.
- შენ დედაჩემის გაჟიმვა უფრო მოგიხდებოდა - აი, ის
არის კაცებთან მაგარი. მიაჩნია, რომ კაცები არიან, რაც არიან.
კარგად ვიცი, რომ მამის სიცოცხლეშიც არ იკლებდა მათთან
გართობას.
- ამიტომაც გამოიქეცი შინიდან?
- მიზეზი რომ გითხრა, ვერც კი დაიჯერებ.
- მითხარი.
- ბიჭი, ვისთანაც დროს ვატარებდი, ცდილობდა, ძლიერ
ნარკოტიკებს მივჩვეოდი.
- ამაში დაუჯერებელი არაფერია.
- ჰო, მაგრამ უაზრო მიზეზი ჰქონდა. მისმინე, შენ ხომ ეს
სიბინძურე არ გაინტერესებს. ხომ უკვე მზად ხარ, რაღას ელო-
დები?
- მომიყევი, რა მიზეზი ჰქონდა.
- როცა დავფრინავდი, მე ვხედავდი... იმას ჰგავდა... ერთი
სიტყვით ღმერთს ვხედავდი. მას კი ეს არ გამოსდიოდა. იგი
მხოლოდ ნაწყვეტებს ხედავდა ძველი ფილმებიდან, რომელ-
თაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
- რას გაძლევდა? მარიხუანას?
- რას ამბობ! მარიხუანა - ეს იგივეა, რაც კოკა-კოლა ან
რამე ამგვარი. ქიმიურ მჟავებს, როცა იშოვიდა. ათასგვარ უცნა-
ურ აბებს. სასწრაფო დახმარების მანქანიდან იპარავდა, მერე
კი ერთმანეთში ურევდა, აინტერესებდა, რა გამოვიდოდა. ყვე-

208
მკითხველთა ლიგა

ლა ამ აბს თავისი კოდური სახელწოდება აქვს - „მეწამული გუ-


ლი“, „თოჯინები“ და კიდევ სხვა. თუ შპრიცს ჩაიგდებდა ხელში,
ნემსსაც იკეთებდა - თვითონაც არ იცოდა, რას. ეს სრული სი-
გიჟე იყო. არასდროს მიმიცია უფლება, ჩემთვის ნემსი გაეკეთე-
ბინა. მე ასე ვფიქრობდი: თუ რამეს გადავყლაპავ, ორგანიზმი-
დან იმის გამოდევნას შევძლებ. მაგრამ თუ ვენაში გავიკეთებ,
იმისგან თავს ვეღარ დავიხსნი, შეიძლება კიდეც მოვკვდე--
მეთქი. ის კი მეუბნებოდა, კაიფი სწორედ ეს არისო. მაგრად
აფრენდა, მაგრამ ჩემზე გავლენა ჰქონდა. ამიტომაც გამოვიქე-
ცი.
- შენი მოძებნა ხომ არ უცდია?
მწვანე კბილები... ჭუჭყიანი ნემსები... სანამ ამას უსმენდა,
ბაჭიას პენისი სულ დაუპატარავდა.
- არა. სხვანაირი ტიპი იყო. ბოლოს, მგონი, იმასაც ვეღარ
ხვდებოდა, ეს მე ვიყავი თუ სხვა ვინმე - მხოლოდ მორიგი დო-
ზის შოვნაზე ფიქრობდა. ყველა ნარკომანი ასეა. საშინლად მო-
საწყენი ხალხია. ზოგჯერ გგონია, რომ შენთან საუბრობს, სექ-
სითაა დაკავებული ან სხვა რამით, და უეცრად აღმოაჩენ, რომ
სადღაც სივრცეში იყურება და იმის ფიქრშია, დოზა სად იშო-
ვოს. ხვდები, რომ მისთვის არაფერს წარმოადგენ. მე მას
ღმერთის მოსაძებნად არ ვჭირდებოდი. დარწმუნებული ვარ,
შემთხვევით ღმერთს რომ შეხვედროდა ქუჩაში, ფულზე დაუწ-
ყებდა ლაპარაკს ორიოდე პაკეტის შესაძენად.
- როგორ გამოიყურებოდა?
- სიმაღლით ხუთი ფუტი და ათი დუიმი იქნებოდა. კარგი
აღნაგობა ჰქონდა, წაბლისფერი თმა მხრებამდე სწვდებოდა.
როცა დაივარცხნიდა, ტალღებად ულაგდებოდა. მაშინაც კი,
როცა ჰეროინმა მასში ფერის ნასახიც აღარ დატოვა, ფიგურა
მაინც შესანიშნავი დარჩა. განსაკუთრებით ზურგი და განიერი

209
მკითხველთა ლიგა

მხრები ჰქონდა კარგი, აქ კი პატარ-პატარა კუნთები, - ჯილი


ბაჭიას ეხება, რომ ის ადგილი აჩვენოს და ხედავს, რომ მის წინ
სხვა დგას, - მორბენალი იყო მაღალ კლასებში.
- მე კი ღმერთს ვგულისხმობდი.
- აჰ, ღმერთი?! იცვლებოდა. სხვადასხვანაირად გამოიყუ-
რებოდა. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო. მახსოვს,
ერთხელ დიდ, გადაშლილ შროშანს ჰგავდა, ჩვეულებრივზე
ათასჯერ დიდს. ეს მბრწყინავი, მოელვარე კონუსი იყო, რომე-
ლიც სადღაც ძირს, უსასრულო სიღრმეში ეშვებოდა. მიჭირს
ამაზე ლაპარაკი.
ქალი გადმოტრიალდება და ციებ-ცხელებიანივით ეკონე-
ბა კაცს ტუჩებზე. კაცის შენელებული რეაქცია მას კიდევ უფრო
აღაგზნებს, მუხლებზე დგება, როგორც ენოტი წყლის სმის
დროს და კოცნის ნიკაპზე, მკერდზე, ჭიპზე, ჭიპს ქვემოთაც და
ჩერდება. მისი ტუჩების ამგვარი მოძრაობა ბაჭიასთვის იმდენად
მოულოდნელია, რომ იგი სიცილს ძლივს იკავებს. თმიან ბარ-
ძაყებზე ქალის თითების შეხება ისე უღიტინებს, როგორც კან-
თან ყინულის ნატეხის მიახლოება. ჯილის თმა მის მუცელზე
ფარდასავით არის ჩამოშლილი. ცდილობს ხელი ჰკრას, მაგ-
რამ ქალი არ ეშვება. ცოტა ხნით შეისვენოს მაინც. ჭერი. გარა-
ჟიდან გამომავალი შუქი ჭერზე იმ ლაქას ანათებს, სადაც საკ-
ვამურიდან წვიმის წყალმა შემოაღწია. გარაჟში სინათლის გა-
მორთვაა საჭირო. თუმცა შუქმა, შესაძლოა, ქურდები დააფ-
რთხოს. ეს დარტყმული ნარკომანები ყველაფერს იპარავენ.
საინტერესოა, ნელსონი როგორ არის. ალბათ, სძინავს. წევს
ზურგზე - ასე უყვარს - და პირი დაუღია. საშინელი სანახავია
ხოლმე: ძვლებზე ტყავი ბუჰენვალდის პატიმრებივით ეჭიმება.
ბაჭიას მათი სურათები აქვს ნანახი. ყოველთვის უნდა, რომ გა-
აღვიძოს და დარწმუნდეს, რომ არაფერი აწუხებს. დღევანდელ

210
მკითხველთა ლიგა

ახალ ამბებს თერთმეტ საათზე ვერ უყურა. რამდენი ადამიანი


დაიღუპა ვიეტნამში. იქნებ სადმე კვლავ დაიწყო რასობრივი
მღელვარება. უცნაური ვინმეა ეს ბიუკენენი. გეგმის მიხედვით კი
არ ცხოვრობს, არამედ ხელის ცეცებით - თავიდან ხომ მისთვის
ბების შეტენვა უნდოდა. მაგრამ იქნებ სწორედ ასეა საჭირო
ცხოვრება. ჯენისი ლოგინში ისეთი ცხელი ხდებოდა, ღუმლი-
დან ახალგამოღებულს ჰგავდა. ეს გოგონა კი ცივია, გოგონა
კერძო სკოლიდან, რომელიც თავის ძვირად ღირებულ ცოდნას
პრაქტიკაში იყენებს. და კარგადაც იყენებს.
- აი, ეს დიდებულია, - ამბობს იგი და მთელ სიგრძეზე გა-
ჭიმულ ასოს ხელს უსვამს, რომელიც მისი ნერწყვისგან ბზინავს.
- ეს შენ ხარ დიდებული, იმედს რომ არ კარგავდი, - ეუბ-
ნება ბაჭია.
- მომწონს, როცა შენგან დიდ და ძლიერ მამაკაცს ვქმნი, -
პასუხობს ჯილი.
- რატომ ცდილობ? მე ხომ ჭირვეული ვარ.
- გინდა ჩემში შემოხვიდე? - ეკითხება გოგონა.
მაგრამ როცა იგი ზურგზე წვება და ფეხებს გადაშლის, ბა-
ჭიას სევდა იპყრობს ამგვარი უსირცხვილობის გამო და სურვი-
ლიც უქრება, ხოლო როცა მასში შესვლას ცდილობს და გოგო-
ნა შეკრთება, ასო უვარდება. ჯილის სახეზე კი აშკარად ჩანს
წარუმატებელი მცდელობის კვალი და იგი წამღერებით ამ-
ბობს:
- შენ მე არ მოგწონვარ.
და სანამ კაცი საჭირო სიტყვებს ეძებს, მაშინვე იძინებს. აი,
პასუხიც შეკითხვაზე, რომლის დასმაც დაავიწყდა: ხომ არ
დაიღალა? ცხადია, არა მარტო მოშივდა, არამედ დაიღალა
კიდეც. დანაშაულის გრძნობამ ლამის მკერდი გაუხეთქოს, თვა-
ლის კაკლებზეც აწვება. ჰარი დგება და გოგონას ზეწარს აფა-

211
მკითხველთა ლიგა

რებს. ღამღამობით უკვე საკმაოდ გრილა - აგვისტო უკან და-


ხეული მზის არიერგარდშია. ცივი მთვარე. გაცვეთილი შპალე-
რი. მინქაფა შუქის გამონათებისას. ფეხის ნაკვალევი მილიარ-
დობით წელი არ ქრება, ჰაერში მტვრის ნამცეციც კი არ არის.
სამზარეულოს ლინოლეუმი ფეხებს უცივებს. ბაჭია გარაჟში
შუქს აქრობს, ექვს კრეკერს არაქისის კარაქს უსვამს და სამ სენ-
დვიჩს ამზადებს. ჯენისის წასვლის შემდეგ ის და ნელსონი, რა-
საც მოისურვებენ, იმას ყიდულობენ, ცომეულსა და მარილიანს
არ იკლებენ. ბაჭია სასტუმრო ოთახში ჯდება. არა იმ სავარძელ-
ში, რომელსაც ვერცხლისძაფიანი ქსოვილი აქვს გადაკრული,
არამედ ძველში, რომელიც ქორწილის დღიდან აქ დგას და
თითქოს ყავისფერი ხავსით არის დაფარული, და კრეკერებს
მიირთმევს. იგი ღეჭავს და ტელევიზორის ეკრანის ცარიელ აკ-
ვარიუმს შესცქერის. ისე, დასამტვრევი კი არის ეს საწამლავი:
სადღაც წაიკითხა, რომ ახალგაზრდები გადარეულებივით იმი-
ტომ იქცევიან, რომ ტელევიზორების მიერ არიან აღზრდილები
- ორი წუთი ეს, ორი წუთი ის. კრეკერის ნამცეცები მკერდზე
ამოსულ თმაზე ეყრება. ექვსი ღერი ჭაღარა თმა. ალბათ, გაცი-
ლებით მეტი. საინტერესოა, რას აკეთებს ჯენისი სტავროსთან
ისეთს, რაც მასთან არ გაუკეთებია? ხომ არსებობს შესაძლებ-
ლობათა ზღვარი. სამი ნახვრეტი, ორი ხელი. ბედნიერი თუა?
ბაჭია იმედოვნებს, რომ კი. საბრალო გაბერილი შროშანი. შემ-
დეგ ახსენდება, რომ ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს, მაგრამ
არა, ხვალ ხომ კვირაა. კვირა, საძაგელი დღე. ერთ დროს რუ-
თი ხშირად დასცინოდა მის რწმენასა და ეკლესიას - იმ დღეებ-
ში ბაჭიას ყველაფრის გაკეთების თავი ჰქონდა. რუთი და მისი
ფრინველების ფერმა - საინტერესოა, როგორ უძლებს ამას. ბა-
ჭია იმედოვნებს, რომ უძლებს. იგი სწრაფი მოძრაობით დგება
სავარძლიდან და მკერდიდან ნამცეცებს იფერთხავს. ზოგიერ-

212
მკითხველთა ლიგა

თი მათგანი უფრო ქვემოთ უვარდება. ნეტავ რატომ არის იქ


თმა უფრო ხუჭუჭი, დაჭიმული, ზამბარისებური. ყველა რომ მო-
ნაზვნებივით და იმ ხალხივით იპარსავდეს, პარიკს რომ ატარე-
ბენ, ამდენი თმით უამრავი მატრასი გაიტენებოდა. იმის გახსე-
ნებაზე, ვინც მაღლა მის საწოლში შიშველი წევს, გულზე თით-
ქოს ვერცხლის ძელი აწვება. მას სულ გადაავიწყდა, რომ ის
ახლა მასთანაა. ეს მისი „ცუდი ძვლებია“. საბრალო პატარა იღ-
ვიძებს და კვლავ ცდილობს მასთან სასიყვარულო ურთიერთო-
ბის დამყარებას - ფრანგულ კოცნას ჩუქნის და ისევ იძინებს. მუ-
შაობა საცხოვრებლის სანაცვლოდ. პურიტანელთა ეთიკა. იგი
მასტურბირებს, თან პეგი ფოსნაჰტის წარმოდგენას ცდილობს.
რას იფიქრებს ნელსონი?
ჯილი გვიან იღვიძებს. ათს თხუთმეტი აკლია. ბაჭია ონკან-
თან დგას და ფაფით დასვრილ ჯამსა და ყავიან ჭიქას რეცხავს,
როცა ბადეაკრულ სამზარეულოს კარში ველოსიპედის სწრაფი
ტარებით ლოყებაწითლებული ნელსონი შემოდის.
- ეი, მამა!
- ჩუ-უ.
- რა მოხდა?
- შენი ყვირილისგან თავი მტკივა.
- შენ რა, ხომ არ დათვერი გუშინ?
- რას ამბობ! მე არასოდეს ვთვრები.
- შენი წასვლის შემდეგ მისის ფოსნაჰტმა იტირა.
- ალბათ შენ და ბილმა თავბედი აწყევლინეთ.
- მან თქვა, რომ ბრუერში წახვედი ვიღაცასთან შესახვედ-
რად.
არ უნდა ეთქვა პეგის ეს ბიჭებისთვის. ქმარს გაცილებული
ქალები თავიანთ ვაჟიშვილებს მცირეწლოვან ქმრებად აქცევენ

213
მკითხველთა ლიგა

ხოლმე: მათ თვალწინ ტირიან, კუჭში გადიან და ტამპაქსაც კი


იცვლიან ხოლმე.
- ჰო, ერთი კაცია, „ვერიტში“ ერთად ვმუშაობთ. როიალზე
ფერადკანიანი ქალის დაკვრას მოვუსმინეთ. მერე კი შინ დავ-
ბრუნდი.
- ჩვენ კი გვიანობამდე არ დაგვიძინია - მაგარ ფილმს ვუ-
ყურეთ: როგორ გადასხეს დესანტი ისეთი გემებით, რომლებიც
წინიდან იხსნება, მგონი ნორვეგიაში...
- ნორმანდიაში..
- მართალია. ყოფილხარ იქ?
- არა. როცა ეს ხდებოდა, შენხელა ვიყავი.
- ტყვიამფრქვევები ისე სწრაფად ისროდნენ, წყალი ჰაერ-
ში ზოლებად ადიოდა.
- ეცადე, დაბალ ხმაზე ილაპარაკო.
- რატომ, მა? დედა დაბრუნდა, არა?
- არა. უკვე ისაუზმე?
- ჰო. ბილის დედამ ბეკონი მოგვიტანა გაფიცხებულ პურ-
თან ერთად. ვისწავლე კიდეც მისი მომზადება. ძალიან ადვი-
ლია: დაამტვრევ კვერცხებს, აიღებ პურს და შეწვავ. ერთხელ
როგორმე მოგიმზადებ.
- გმადლობთ. ბებია ენგსტრომიც ამზადებდა ხოლმე მა-
სეთს.
- ვერ ვიტან მის გაკეთებულს. ძალზე ცხიმიანია. შენც არ
მოგწონდა მისი გაკეთებული, არა, მა?
- მომწონდა, როცა ის აკეთებდა. სხვის მომზადებულს
არასდროს ვჭამდი.
- ბილი ფოსნაჰტი ამბობს, მალე მოკვდებაო, მართალია?

214
მკითხველთა ლიგა

- ის ავად არის. მაგრამ ავადმყოფობა ნელა მიმდინარე-


ობს. შენ ხომ ნახე ბებია. შესაძლოა, გამოკეთდეს კიდეც. ხომ
იცი, წამდაუწუმ რაღაც ახალს იგონებენ ხოლმე ეს ექიმები.
- იმედია, მაინც მოკვდება, მა.
- არ მჯერა, რომ ასე ფიქრობ. არ შეიძლება ასე ლაპარა-
კი.
- მისის ფოსნაჰტი კი ბილს ეუბნება, ყველაფერი უნდა
თქვა, რასაც ფიქრობო.
- დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სისულელეს ეტყვის.
- რატომ „სისულელეს“? ჩემი აზრით, ის კარგი ქალია.
მთავარია, მის თვალებს მიეჩვიო. ნუთუ შენ ის არ მოგწონს, მა?
თვითონ თვლის, რომ არ მოგწონს.
- მომწონს, როგორ არა. პეგი მართლაც კარგი ქალია.
შენ რა გეგმები გაქვს? როდის იყავი უკანასკნელად საკვირაო
სკოლაში?
ბიჭი მამას შემოუვლის და წინ დაუდგება.
- იცი, ასე რატომ მოვიჩქაროდი? მისტერ ფოსნაჰტი თავი-
სი ნაცნობის ნავით სათევზაოდ აპირებს წასვლას და შვილიც
თან მიჰყავს. ბილმა მკითხა, შენც ხომ არ წამოხვალო. მე კი
ვუპასუხე, ჯერ მამისგან უნდა ავიღო ნებართვა-მეთქი. შეიძლება
წავიდე, მა? შინ მაინც უნდა შემომერბინა საცურაო ტრუსებისა
და სუფთა შარვლის ჩასაცმელად. იმ დაწყევლილმა მინიმოტო-
ციკლეტმა ეს სულ დამისვარა.
ბაჭია გრძნობს, რომ სიტყვები არ ჰყოფნის.
- არ მეგონა, იმ მდინარეში თევზი კიდევ თუ იყო, -
ამოილუღლუღებს ბოლოს.
- ოლი ამბობს, რომ მდინარე გაწმინდეს. ყოველ შემთხვე-
ვაში, ბრუერის ზემოთ მაინც. იმასაც ამბობს, ლენჯელის კუნძუ-
ლის სიახლოვეს კალმახიც გაუშვესო.

215
მკითხველთა ლიგა

მაშასადამე, უკვე ოლი გამოჩენილა.


- მაგრამ იქამდე შორი გზაა. თანაც არასოდეს გითევზავია.
ხომ გახსოვს, როგორ მოიწყინე ბეისბოლის მატჩზე, ბაბუასთან
ერთად რომ ვიყავით?
- ეს იმიტომ, მა, რომ მოსაწყენი თამაში იყო. თანაც ჩვენ
მხოლოდ ვუყურებდით. აქ კი თვითონაც უნდა აკეთო რამე. რას
იტყვი, მა, თანახმა ხარ? მე მხოლოდ საცურაო ტრუსები უნდა
ავიღო. ვუთხარი, თერთმეტის ნახევრისთვის მოვალ-მეთქი.
ბიჭი უკვე კიბესთან არის - შეაჩერე!
- მე რაღა ვაკეთო მთელი დღე, შენ თუ წახვალ? - ბაჭიას
ხმაში მუდარა გამოსჭვივის.
- შეგიძლია, ბებია ინახულო. ხომ იცი, როგორ უხარია შე-
ნი დანახვა.
ბიჭი თვლის, რომ ნებართვა უკვე მიღებული აქვს და ზე-
მოთ ადის. მალე ისეთი სასოწარკვეთილი ყვირილი ისმის, რომ
ბაჭიას შიშის ჟრჟოლა აიტანს. იგი კიბისკენ გარბის, რათა, სა-
ჭიროების შემთხვევაში, იქიდან გადმოვარდნილი ნელსონი
დაიჭიროს. მაგრამ გულგახეთქილი ბიჭი ბოლოსწინა საფეხურ-
ზე ჩერდება.
- მამა, შენს საწოლზე რაღაც მოძრაობს!
- ჩემს საწოლზე?
- მე თვითონ დავინახე!
- იქნებ კონდიციონერის ვენტილატორი არხევს ზეწარს.
- მამა! - ბიჭს თანდათან აზროვნების უნარი უბრუნდება,
აღარც მკვდარივით არის გაფითრებული, - მე გრძელი თმა,
მხარი და ხელი დავინახე. იქნებ პოლიციაში დავრეკოთ?
- მოდი, ნუ შევაწუხებთ საწყალ პოლიციელებს - დღეს ხომ
კვირაა. ყველაფერი კარგადაა, ნელსონ. მე ვიცი, ვინც არის ის.
- იცი?

216
მკითხველთა ლიგა

ბიჭის თვალები თავდაცვის მიზნით სიღრმისკენ მიდის. მი-


სი ტვინი კი სასწრაფოდ იწყებს ყველა იმ ვარიანტის გადარჩე-
ვას, რომლებიც საწოლზე წამოწოლილ გრძელთმიან არსე-
ბებს ეხება. იგი ცდილობს როგორმე დაუკავშიროს ნახევრად
ცნობილი ფაქტები მამის დიდ, იდუმალ ფიგურას, რომელიც მის
წინ მაისურში გამოწყობილა.
- ეს გოგონა შინიდან გაიქცა, გუშინ საღამოს კი მე გარკვე-
ულწილად მის ბედ-იღბალთან აღმოვჩნდი დაკავშირებული.
- მან რა, ჩვენთან უნდა იცხოვროს?
- არა, თუ შენ ეს არ გინდა, - გაისმის ზემოდან ჯილის ხმა.
იგი ზეწარში გახვეულა და კიბეზე ეშვება. ძილის შემდეგ ნაკლე-
ბად ეფემერულია, თვალები წვიმით გამოცოცხლებულ ბალახს
მიუგავს.
- მე ჯილი ვარ, შენ - ნელსონი, - ეუბნება იგი ბიჭს, - მამა-
შენი ყველასთან მხოლოდ შენზე ლაპარაკობს.
ჯილი ნელსონს უახლოვდება. ამ ზეწარში იგი ტანდაბალ
რომაელ სენატორს ჰგავს. თმა უკან აუკეცავს, შუბლი უბზინავს.
ნელსონი კი დგას და ადგილიდან არ იძვრის. ბაჭიას გასაოც-
რად, აღმოჩნდება, რომ ისინი თითქმის ერთი სიმაღლის არიან.
- გამარჯობა, - ამბობს ბიჭი, - მართლა ჩემზე ლაპარა-
კობს?
- მართლა, აბა! - პასუხობს ჯილი და ერთგვარად აიგივებს
თავს საზოგადოების გარკვეულ ფენასთან, იმ დედის როლს
ირგებს, რომელიც უცხო სახლში თავაზიანად საუბრობს, ვაზებ-
სა და ფარდებს აქებს, - ის მუდამ შენზე ფიქრობს. ძალიან გა-
გიმართლა, რომ ასეთი მზრუნველი მამა გყავს.
ბიჭი პირდაღებული იყურება. შობის დღე გათენებულა.
ჯერ არ იცის, რა აჩუქეს, მაგრამ წინასწარ უნდა, რომ მოეწო-
ნოს. ჯილი ზეწარში მჭიდროდ ეხვევა და მამა-შვილი სამზა-

217
მკითხველთა ლიგა

რეულოსკენ მიჰყავს. ნელსონი მის ხმას მოჯადოებულივით მის-


დევს.
- რა ბედნიერი ხარ! ნავით გაისეირნებ. სახლში ჩვენ ოც-
დაორფუტიანი კანჯო გვქონდა.
- კანჯო რა არის?
- ერთანძიანი იახტა.
- მეტანძიანიც არსებობს?
- აბა, რა! შხუნები და ორჩხომელები. შხუნას დიდი ანძა
კიჩოში აქვს, ორჩხომელს - წინა ნაწილში. ერთ დროს ორჩხო-
მელიც გვყავდა, მაგრამ საწვალებელია - მეორე მამაკაციც ესა-
ჭიროება.
- იახტით თუ გაგიცურავს?
- ზაფხულიდან ოქტომბრამდე დავცურავდით. მაგრამ ამას
მომზადება სჭირდებოდა. გაზაფხულზე ვასუფთავებდით, ვგმა-
ნავდით, ვფისავდით, ვღებავდით. ყველაზე მეტად მუშაობა მომ-
წონდა. საქმეს ყველანი ერთად ვაკეთებდით - ჩემი მშობლები,
ძმები და მე.
- რამდენი ძმა გყავს?
- სამი. შუათანა დაახლოებით შენხელა იქნება. ცამეტის
ხარ?
- თითქმის, - თავს უქნევს ნელსონი.
- ის ყველაზე მეტად მიყვარდა. და მიყვარს.
გარეთ რაღაცით შეშფოთებული ჩიტი ხრინწიანად წრიპი-
ნებს. კატა თუ დაინახა?
- მე კი დაიკო მყავდა, მაგრამ მომიკვდა, - ამბობს
მოულოდნელად ნელსონი.
- რა ერქვა?
- რებეკა, - ნელსონის ნაცვლად პასუხობს ბაჭია.
მაგრამ ჯილი მას ზედაც არ უყურებს, ბიჭს მიშტერებია.

218
მკითხველთა ლიგა

- ნელსონ, შეიძლება, ვისაუზმო?


- რა თქმა უნდა.
- არ მინდა შენი საყვარელი ბურბუშელების ან სხვა საჭ-
მლის გარეშე დაგტოვო, რასაც საუზმეზე მიირთმევ ხოლმე.
- მაგაზე ნუ ღელავ. გაჩვენებ, სადაც ყველაფერს ვინა-
ხავთ. „ბრინჯის ხრაშუნა“ არ აიღო - უკვე ათასი წლისაა და სა-
ზიზღარი გემო აქვს. „ჩამიჩის მარცვლები“ და „ასოები“ კი კარ-
გია, ორი დღის წინ ვიყიდე „აკმეში“.
- ვინ ყიდულობს ხოლმე, შენ თუ მამა?
- ორივე ერთად. მამას ზოგჯერ ფაინ-სტრიტზე ვხვდები
ხოლმე, როცა სამსახურიდან ბრუნდება.
- დედას ნახულობ?
- საკმაოდ ხშირად. ზოგჯერ შაბათ-კვირას ჩარლი სტავ-
როსის ბინაში ვატარებ. მას უჯრაში ნამდვილი რევოლვერი
აქვს შენახული. ნუ გეშინია, ნებართვა აქვს აღებული. ამ უიკ--
ენდზე კი მათთან ვერ ვიქნები, ვინაიდან სანაპიროზე წავიდნენ.
- რომელ სანაპიროზე?
ჯილის მიუხვედრელობით აღტაცებული ნელსონი იკრიჭე-
ბა:
- ნიუ-ჯერსიში. იქ ხომ ყველაფერს სანაპიროს ეძახიან. ად-
რე ჩვენ უაილდვუდშიც დავდიოდით, მაგრამ მამა გზებზე საცო-
ბებს ვერ იტანს.
- იცი, რა მენატრება ყველაზე მეტად? - ამბობს ჯილი, -
ზღვის სუნი. ქალაქი, სადაც გავიზარდე, ნახევარკუნძულზე მდე-
ბარეობდა და სამი მხრიდან ზღვა ერტყა.
- მომისმინე, იქნებ ფრანგულად მოგიბრაწო პური? ახლა-
ხან ვისწავლე.
ბაჭიამ ლამის მოთმინება დაკარგოს, ალბათ, შურისგან:
მისი შვილი, რომელსაც ჯერ პირზე რძე არ შეშრობია, ინი-

219
მკითხველთა ლიგა

ციატივას ეუფლება და საზრიანობაც არ აკლია. ზეწარში გახ-


ვეული ჯილი კი მართლმსაჯულების თუ თავისუფლების კარი-
კატურას ჰგავს. ბაჭია „ტრიუმფის“ საკვირაო ნომრის საყიდლად
გადის და კომიქსების გვერდის წასაკითხად პარმაღის კიბებზე,
მზისგულზე ჯდება, მაგრამ ქინქლები არ ასვენებენ და სასტუმ-
რო ოთახში ბრუნდება. ყველაფერს მიყოლებით კითხულობს:
ეგვიპტელებზე, ფილადელფიის ბეისბოლის გუნდზე, ონასისებ-
ზე. სამზარეულოდან შიშინის, ხითხითისა და ჩურჩულის ხმა ის-
მის. ბაჭია მებაღეობის განყოფილებას ათვალიერებს („ნუ უგუ-
ლებელყოფთ მორცხვ ოქროსწკეპლას, მჟაუნასა და ასფურცე-
ლას, რომლებიც უხვად იზრდება მინდვრებში და გზების გას-
წვრივ წლევანდელი აგვისტოს ცხელ დღეებში. თუ მათ სწორად
გაახმობთ და შეკონავთ, მშვენიერ თაიგულს მიიღებთ, რომე-
ლიც ზამთრის მოსაწყენ თვეებს გაგიხალისებენ“), როცა ნელ-
სონი შემოდის - „ულვაშებზე“ რძის წვეთები მოუჩანს და თვა-
ლებდაჭყეტილი, უჩვეულოდ ენერგიულად ეკითხება ბაჭიას:
- ეი, მა, შეიძლება, რომ ჯილი ჩვენთან ერთად წამოვიდეს
სასეირნოდ? მე ბილს დავურეკე და მითხრა, რომ მამამისი თა-
ნახმაა, ოღონდ უნდა ვიჩქაროთ.
- იქნებ მე ვარ წინააღმდეგი.
- კარგი რა, მამა! არ გინდა ასე.
ბიჭის ვედრებით აღსავსე სახეზე ბაჭია კითხულობს: „მან
შეიძლება ყველაფერი გაიგონოს. ხომ ხედავ, სულ არავინ
ჰყავს. მეტი გულკეთილობა უნდა გამოვიჩინოთ მისდამი, მეტი
გულკეთილობა უნდა გამოვიჩინოთ ღარიბებისადმი, სუსტები-
სადმი, შავებისადმი. სიყვარული ახლა მოდაშია“.
ორშაბათია. ბაჭია „ვეტის“ მოწინავე გვერდს აწყობს.
სამოცდაშვიდი წლის ქვრივი გააუპატიურეს და გაძარცვეს.
დაკავებულია სამი შავკანიანი ახალგაზრდა.

220
მკითხველთა ლიგა

„პოლიციის ჩინოსნების განცხადებით, შაბათს საღამოს,


დაკითხვის მიზნით, დაკავებულია ორი შავკანიანი არასრულ-
წლოვანი და 19 წლის უენდელ ფილიპსი, მცხოვრები პლამ--
სტრიტის 42ბ ნომერში; ხანში შესულ უცნობ თეთრ ქალბატონზე
მხეცური თავდასხმის გამო, ხუთშაბათს, გვიან საღამოს.
ამ უაზრო დანაშაულმა, რომელიც უკანასკნელია მესამე
უბანში მომხდარი ანალოგიური შემთხვევების სერიიდან,
რაიონის მცხოვრებლებს უბიძგა შეექმნათ საპროტესტო კომი-
ტეტი, რომელიც პარასკევს ქალაქის საბჭოს სხდომაზე გამოც-
ხადდა.
უსაფრთხოდ არავინაა.
„აღარავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ“ აღარავინ
გრძნობს თავს უსაფრთხოდ ქუჩაში, - განუცხადა კომიტეტის წა-
მომადგენელმა ბერნარდ ფოგელმა „ვეტის“ რეპორტიორებს.
„აღარავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ საკუთარ სახლშიც
კი“.
დანადგარების გრიალში ჰარი გრძნობს, რომ ვიღაც
მხარზე ხელს ადებს და მოიხედავს. ეს პაიასეკია. შეწუხებული
სახე აქვს.
- ენგსტრომ, ტელეფონთან.
- ჯანდაბა! ვინ ეშმაკია? - ბაჭია იძულებულია ასე თქვას,
რათა ერთგვარად თავი გაიმართლოს იმის გამო, რომ სამუშაო
საათებში ურეკავენ.
- ვიღაც ქალია, - ამბობს პაიასეკი უკმაყოფილო ტონით.
ვინ უნდა იყოს? ჯილს თუ უჭირს (წუხელ, მდინარიდან დაბ-
რუნებულმა, იმდენი უღიტინა მუცელზე სველი თმით, რომ
გაათავებინა კიდეც). ალბათ გაიტაცეს. პოლიციამ ან შავებმა.
იქნებ პეგი ფოსნაჰტი ურეკავს, რათა ვახშმად დაპატიჟოს? ან
დედა გახდა შეუძლოდ, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და

221
მკითხველთა ლიგა

ნომერი აკრიფა. ბაჭიას სულაც არ აოცებს, რომ მან, თუ ეს დე-


დაა, შვილთან მოისურვა საუბარი და არა ქმართან - ყოველ-
თვის დარწმუნებული იყო, მამაზე მეტად მე ვუყვარვარო. ტე-
ლეფონის აპარატი პაიასეკის კაბინეტში დგას, რომელიც სამი
მხრიდან მქრქალი მინის კედლებით არის შემოსაზღვრული.
მაგიდაზე სათადარიგო ნაწილების კატალოგებიც დაუხვავები-
ათ (ეს ძველი ლინოტიპები - „მერგენტალერები“ - წამდაუწუმ
იმტვრევა) ძველი ეგზემპლარის გვერდით.
- ალო?
- სალამი, საყვარელო. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ გირეკავს?
- ჯენისი. როგორ მოიარე სანაპირო?
- უამრავი ხალხი და სიცხე იყო. თქვენ როგორ ხართ?
- ნორმალურად.
- ასეც მითხრეს. ისიც გავიგე, მოტორიან ნავზე მჯდარხარ.
- ჰო, ეს ბიჭმა მოიფიქრა და ოლის სთხოვა, რომ დავეპა-
ტიჟებინე. მდინარის აღმა ვიცურეთ კუნძულ ლენჯელამდე. ცო-
ტა თევზი იყო - კალმახი კი გაუშვიათ მდინარეში, მაგრამ, ეტ-
ყობა, წყალი ჯერაც არ გასუფთავებულა ქვანახშირის წიდისგან.
ცხვირი ისე დამეწვა, თითს ვერ ვაკარებ.
- გავიგე, ნავზე ბევრნი ყოფილხართ.
- ათ კაცამდე ვიყავით. ოლის ხომ ყველგან მუსიკოსების
ჯგუფი დაჰყავს. პიკნიკი ძველ ბანაკში მოვაწყვეთ, სტოჯის ქვის
სამტეხლოს სიახლოვეს - იცი შენ, სად - აი, ის ალქაჯი რომ
ცხოვრობდა. ოლის მეგობრებს თან გიტარები ჰქონდათ წამო-
ღებული და უკრავდნენ. ერთი სიტყვით, ურიგო არ იყო.
- შევიტყვე, ვიღაც ქალთან ერთად ყოფილხარ.
- ვისგან შეიტყვე?
- პეგისგან. მას კი ბილმა უთხრა. ისეთი აღგზნებული ყო-
ფილა, უთქვამს, ნელსონმა თავისი გოგო წამოიყვანაო.

222
მკითხველთა ლიგა

- მინიმოტოციკლეტს გადაუხურა, ხომ?


- იცი, ჰარი, სულაც არ მგონია ეს სასაცილო. სად მიაგენი
მაგ გოგოს?
- ჩვენი სტამბის მოცეკვავეა. შესვენების დროს მუშებს ცეკ-
ვით ართობს. პროფკავშირის მოთხოვნით.
- სად, ჰარი?
ბაჭიას სიამოვნებს, რომ ჯენისი, მართალია, უხალისოდ,
მაგრამ მაინც ჯიუტად გამოხატავს უკმაყოფილებასა და დაინ-
ტერესებას.
- ბარში დავითრიე.
- გასაგებია. თქვენთან რამდენ ხანს დარჩება?
- არ მიკითხავს. ახლანდელი ახალგაზრდობა წინასწარ
არაფერს გეგმავს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით თავის
დროზე. არ ეშინიათ, რომ შიმშილით სული ამოხდებათ. მისმი-
ნე, სამუშაოს უნდა დავუბრუნდე. ხომ იცი, პაიასეკს არ უყვარს,
როცა ტელეფონთან გვეძახიან.
- ამის ტრადიციად გადაქცევას არ ვაპირებ. სამსახურში
იმიტომ დაგირეკე, რომ ჩვენი საუბარი ნელსონს არ მოესმინა.
მისმენ, ჰარი?
- გისმენ, აბა, რას ვაკეთებ?
- არ მინდა, რომ იმ ქალბატონმა ჩემს სახლში იცხოვროს.
არ მინდა, რომ ნელსონი დროზე ადრე შეეჩეხოს ამგვარ ამ-
ბებს.
- როგორ ამბებს? შენი და სტავროსის ისტორიას გულის-
ხმობ?
- ჩარლი მოწიფული მამაკაცია. მას უამრავი ძმისშვილი და
დისშვილი ჰყავს და შესანიშნავად იცის, ნელსონთან როგორ
მოიქცეს. ეგ გოგონა კი, როგორც ამბობენ, ნარკოტიკებისგან
გადარეულ პატარა მხეცს წააგავს.

223
მკითხველთა ლიგა

- ბილმა აღწერა ასე?


- ბილთან საუბრის შემდეგ პეგიმ ოლის დაურეკა, რათა
ყველაფერში უკეთ გარკვეულიყო.
- და მან ასე დაახასიათა გოგო? გასაგებია. რა ვიცი, ნავზე
კი მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს. მინდა გითხრა, რომ გო-
გონა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა იმ ორ ბებერ ყვავთან
შედარებით, ბილმა რომ წამოიყვანა. ამაში შეგიძლია მენდო.
- საშინლად იქცევი, ჰარი. მიმაჩნია, რომ მოვლენები ძალ-
ზე არასასურველი მიმართულებით ვითარდება. ცხადია, მე ვერ
გავაკონტროლებ იმას, თუ როგორ იკმაყოფილებ საკუთარ
სექსუალურ მოთხოვნილებებს, მაგრამ ჩემი შვილის გარყვნის
უფლებას არ მოგცემ.
- ბიჭს არავინ აფუჭებს. გოგონამ იმდენი მოახერხა, რომ
ნელსონი მას თეფშების გარეცხვაში მიეხმარა. მე და შენ კი ეს
ვერაფრით შევძელით. იგი მისთვის დასავითაა.
- შენთვის ვინღაა, ჰარი?
ჰარი პასუხს აგვიანებს, ჯენისი კი დედამისისგან ნასწავლი
გესლიანი, დამცინავი ტონით უმეორებს შეკითხვას:
- ჰარი, ვინ არის ის შენთვის? პატარა ცოლუკა?
ბაჭია დაფიქრდება და პასუხობს:
- თუ დაბრუნდები, ის წავა.
ახლა ჯენისის ფიქრის დრო დადგა. ბოლოს, როგორც იქ-
ნა, ამბობს:
- თუ დავბრუნდები, მხოლოდ ნელსონის წასაყვანად.
- აბა, ერთი სცადე, - ამბობს ბაჭია და ყურმილს კიდებს.
ჰარი ცოტა ხნით კიდევ რჩება პაიასეკის სავარძელში.
ზარს ელოდება. ტელეფონი კვლავ რეკავს. ჰარი ყურმილს
იღებს.
- დიახ?

224
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, არ მსიამოვნებს, ამას რომ გეუბნები, მაგრამ შენ


რომ ადეკვატურად მოქცეულიყავი, არ მიგატოვებდი. თავად მი-
მიყვანე აქამდე. არ ვიცოდი, რა მაკლდა ცხოვრებაში. ახლა კი
ვიცი და მაქვს კიდეც. სხვათა შორის, სულაც არ მიმაჩნია, რომ
ყველაფერში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. სულაც არა.
- კარგი, არავინ არ არის დამნაშავე. კავშირი ვიქონიოთ.
- არ მინდა, რომ ის ქალიშვილი ჩემი ბიჭის გვერდით იმ-
ყოფებოდეს.
- მაგრამ ისინი ბრწყინვალედ უგებენ ერთმანეთს.
- ამას ასე არ დავტოვებ.
- შესანიშნავია. მოსამართლე სიცილით მოკვდება, როცა
გაიგებს, როგორი ნომრების მოწყობა გეხერხება.
- კანონის მიხედვით, ეს ჩემი სახლია. ყოველ შემთხვევაში,
ნახევარი მაინც.
- მითხარი, რომელი ნახევარია შენი და ჯილს იქით აღარ
გადავუშვებ.
ამჯერად ყურმილს ჯენისი კიდებს. შესაძლოა, ჯილის სა-
ხელის გაგონება არ ესიამოვნა. ბაჭია მორიგ ზარს აღარ ელო-
დება და მქრქალშუშიანი კაბინიდან გამოდის. შიშისა და აღ-
შფოთებისგან აცახცახებული ხელები უნისონშია დანადგარების
ღრჭიალთან, ოფლის სუნი ზეთისა და სტამბის საღებავების
სუნს ერევა. ბაჭია მანქანასთან ჯდება და სანამ თავში ჯენისთან
საუბარი უტრიალებს, სამსტრიქონიან აბდაუბდას ამზადებს.
სტავროსს მისთვის ადვოკატის შოვნა არ გაუჭირდება. მაგრამ
ბაჭია სტავროსს მტრად არ თვლის, პირიქით, იმედოვნებს, რომ
იგი შეძლებს ამ ჭკუაზე გადასული ქალის, მისი ცოლის მოთოკ-
ვას, რომლის სხეულმაც ისინი თითქოს ერთმანეთს დაანათესა-
ვა და ახლა ძმებივით არიან.

225
მკითხველთა ლიგა

ღამღამობით ჯილი ცდილობს, რომ მისი და ბაჭიას


სხეულები ერთმანეთს შეაჩვიოს. კაცს კი ვერა და ვერ დაუძლე-
ვია შიში იმის გამო, რომ მას ისე ეპყრობა, როგორც ქალს, და
როდესაც მასში შედის, ყოველთვის ჩინელი ქალების საშოში
დამალული სამართებლები ელანდება. მაგრამ იმ ღამიდან მო-
ყოლებული, როდესაც ნავით ისეირნეს, ქალი უფრო და უფრო
ხვეწს თითებითა და პირით მუშაობას, და საკმაოდ წარმატები-
თაც. მის კანზე კაცის თესლის პატარა წვეთები ჩნდება, და თუმ-
ცა სწრაფადვე ქრება, ბაჭიას ეჩვენება, რომ ისინი ქალს მხრებს,
ყელს, ზურგზე არსებულ ღრმულს უწვავენ; ასე ჰგონია, რომ
ქალს მალე მთელი სხეული ამ უხილავი დამწვრობებით დაეფა-
რება, როგორც ნაპალმით დამწვარ ბავშვს ჰქონდა გაზეთში
დაბეჭდილ სურათებზე. მას კი, როდესაც თავადაც ცდილობს
ხელებით და პირით იმუშაოს, ჯილი თავაზიანად სთხოვს, ეს არ
გააკეთოს, უარს ეუბნება, არწმუნებს, რომ თავისი წილი სიამოვ-
ნება უკვე მიიღო, როცა მას ეფერებოდა. ზოგჯერ ურჩევს, რომ
უბრალოდ მშვიდად იწვეს, თავად კი ბარძაყზე ეკრობა და
ორიოდე წუთის შემდეგ, ისე, რომ შვების ოხვრა არც კი აღმოხ-
დენია, მადლობას უხდის... აგვისტოს ღამეებია, ცხელა და
ჰაერი არ იძვრის. ორივენი ზურგზე წვანან და ეჩვენებათ, რომ
სიცხე მათ თავს ზემოთ ერთი ფუტის სიმაღლეზე მოკალათებუ-
ლა. ზოგჯერ მანქანა ჩაიქროლებს და ხრეშს ახმაურებს. მდი-
ნარის მეორე მხარეს, მათგან ერთი მილის დაშორებით, გულის
გამგმირავად ბღავის პოლიციის სირენა. ეს უფრო ახალი და
დამაფრთხობელი ხმაა, ვიდრე ძველი, გაბმულად აღმავალ--
დაღმავალი კივილი. ნელსონი სინათლეს ანთებს, კუჭში გადის,
წყალს ჩამოუშვებს და ამომრთველს გადაატრიალებს: წკაპ! -
გაისმის ახლოში. ყური ხომ არ ჰქონდა მიდებული კარზე და

226
მკითხველთა ლიგა

უსმენდა? იქნებ იჭვრიტებოდა? სუნთქვასთან ერთად ჯილის ყე-


ლიდან მსუბუქი ხვრინვა ისმის. მას სძინავს.
სამსახურიდან დაბრუნებული ბაჭია ხედავს, რომ ჯილი ხან
კითხულობს, ხან კერავს, ხანაც ნელსონთან ერთად „მონოპო-
ლიას“ თამაშობს. უცნაური წიგნები აქვს - იოგაზე, ფსიქიატ-
რიაზე, ძენ-ბუდიზმზე. ეს ყველაფერი მაღაზია „აკმეს“ თაროებ-
ზე აწყვია. ჯილი საღამოობითაც კი იშვიათად გადის გარეთ,
მხოლოდ საყიდლებზე. არა იმიტომ, რომ მას რამდენიმე შტა-
ტის პოლიცია ეძებს - ათასობით მისნაირს ეძებენ, - არამედ იმი-
ტომ, რომ დღის სინათლეზე ქუჩები და სახლები, ყველაფერი,
რაც ბაჭიას ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,
მასზე საწამლავივით მოქმედებს და თრგუნავს. ისინი ტელევი-
ზორსაც კი იშვიათად უყურებენ: როგორც კი ბაჭია ღილაკს
თითს მიაჭერს, ჯილი მაშინვე ოთახიდან გადის. მაგრამ როცა
გოგონა სამზარეულოშია, იგი ზოგჯერ ახერხებს და ექვს საათ-
ზე ახალ ამბებს უყურებს. ჯილი კი, ამის ნაცვლად, საღამოობით
ნელსონს ესუბრება - ღმერთის, სილამაზის, ცხოვრების აზრის
შესახებ.
- ყველაფერში, რაც კი ადამიანის მიერ არის შექმნილი, -
ამბობს ჯილი, - ჩადებულია გრძნობა, რასაც იგი შექმნის დროს
განიცდიდა. თუკი რამე ფულის მოსაგებად კეთდებოდა, მას
აუცილებლად ფულის სუნი ექნება. ამიტომაც არის ეს სახლები
ასე მახინჯი. რაც კი მშენებლებმა მოგების მიზნით დააკლეს,
ყოველივე თვალნათლივ ჩანს. ეკლესიების სილამაზე კი ხა-
ვერდისა და ყარყუმის ტანისამოსში გამოწყობილი კეთილშო-
ბილი ბატონებისა და ქალბატონების დამსახურებაა, რომელ-
თაც არაფერი დაიშურეს, რათა ყოველი ქვა შესაფერის სიმაღ-
ლეზე ყოფილიყო ატანილი. თუნდაც მხატვრებზე ვთქვათ. აი,
დგას იგი ტილოს წინ და ხელში საღებავიანი ფუნჯი უჭირავს.

227
მკითხველთა ლიგა

რასაც იგი ტილოზე საღებავის გადატანის დროს გრძნობს -


დაღლას, მოწყენილობას, ბედნიერებასა თუ სიამაყეს, - ყოვე-
ლივე ეს ფუნჯის მოსმაში აისახება. ფერი არ შეიცვლება, მაგ-
რამ განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ. ეს იგივეა, რაც თითის
ანაბეჭდი, რაც ხელწერა. ადამიანს შეუძლია მატერიალური სუ-
ლიერად აქციოს და სულიერი - მატერიალურად.
- რისთვის? - ეკითხება ნელსონი.
- რათა ექსტაზი განიცადოს, - პასუხობს ჯილი, - ენერგიით
დაიმუხტოს. ექსტაზი შესანიშნავი გრძნობაა. სამყარო ისეთია,
როგორიც ღმერთმა შექმნა. მას ფულის სუნი არ ასდის, იგი
არასდროს იღლება. რაღაც მეტია ხოლმე, რაღაც - ნაკლები,
მაგრამ ყოველთვის ზომაზე სავსეა. მიწისძვრის შემდეგ წამია
გასული და ქვები მაშინვე წყნარდებიან. და კიდევ - ყველგან
მუსიკაა - ჭექა-ქუხილშიც და ზვავის გუგუნშიც. მამაჩემის იახტაზე
ყოფნისას ვარსკვლავების ცქერა მიყვარდა, მეჩვენებოდა, რომ
მათ შორის უხილავი, უზადოდ აწყობილი სიმები იყო გაბმული.
ლამის გავიგონო ათასობით ნოტის ხმა, რომელსაც ისინი გა-
მოსცემენ.
- რატომ არ შეგვიძლია მათი მოსმენა? - ეკითხება ნელ-
სონი.
- იმიტომ, რომ ჩვენმა საკუთარმა ეგომ დაგვაყრუა. დაგ-
ვაყრუა და დაგვაბრმავა. როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ,
თვალში ყოველთვის მტვრის ნამცეცი გვივარდება.
- ამის შესახებ ბიბლიაშია ნათქვამი.
- დიახ, სწორედ ამას გულისხმობდა „ის“. რომ არა ჩვენი
ეგო, სამყარო აბსოლუტურად სუფთა იქნებოდა და ყველანი:
ცხოველები, ქვები, ობობები, მთვარის ქანები, ვარსკვლავები
თუ ქვიშის ნამცეცები - თავ-თავიანთ საქმეს გაუცნობიერებლად
გააკეთებდნენ. გაცნობიერებულად მხოლოდ ღმერთი მოქმე-

228
მკითხველთა ლიგა

დებს. აი, რაზე იფიქრე, ნელსონ: მატერია - სულის სარკეა. მაგ-


რამ ეს სარკე სამგანზომილებიანია, უზარმაზარი ოთახის, სა-
ცეკვაო დარბაზის ტოლა. შიგნით კი უამრავი პაწაწინა სარკეა,
რომლებიც სხვადასხვაგვარად არის დახრილი და სინათლეს
არასწორად ირეკლავს. ამიტომ მისთვის, ვინც იქ შეიხედავს
ხოლმე, ისინი მუქ ლაქებად მოჩანან და ის მათში საკუთარ თავს
ვერ ხედავს.
ბაჭია მონუსხულივით უსმენს მას. ჩვეულებრივ, ჯილი მოკ-
ლე და მშრალ განმარტებებს იძლევა, წინადადებებს გაზეპირე-
ბული ტექსტივით ამბობს, ამჯერად კი ხმადაბლა, ჩურჩულით
ლაპარაკობს. ის და ნელსონი იატაკზე სხედან, მათ შორის „მო-
ნოპოლიის“ დაფაა, სასტუმროები, ფული - რამდენიმე დღეა,
რაც თამაშობენ. არც ჯილი და არც ნელსონი არაფრით ამჟღავ-
ნებენ, რომ მისი იქ ყოფნის შესახებ იციან, არაფრად აგდებენ
იმას, რომ იგი მათ თავზე ადგათ.
- თუ ასეა, რატომ არ სპობს „ის“ ამ ლაქებს? - ეკითხება
ბაჭია ქალიშვილს, - რამდენადაც მესმის, ლაქები ჩვენ ვართ.
ჯილი მას მზერას მიაპყრობს. სახე სარკესავით უგრძნობე-
ლი უხდება. ახსოვს რა გასული ღამე, იგი მოელის, რომ გაბუშ-
ტულ ტუჩებს დაინახავს - მაშინ ხომ ასე ჩანდა, რომ სრიალა,
ვიწროყელიანი გრაფინი ბოლომდე მოშვებული ონკანის ქვეშ
იყო შედგმული.
- დარწმუნებული არა ვარ, რომ „მან“ ჩვენი შემჩნევა მო-
ასწრო, - პასუხობს იგი, - კოსმოსი უსაზღვროა, ჩვენ კი ძალიან
პატარა ადგილი გვიჭირავს, ძალიან პატარა და არც ისე დიდი
ხნის წინ გამოყოფილი.
- იქნებ თვითონვე გავინადგურებთ თავს, - ვარაუდობს ბა-
ჭია. ცდილობს როგორმე დაეხმაროს მას და თან თავისი წვლი-
ლიც შეიტანოს საუბრის გაგრძელებაში. სწავლა არასდროს

229
მკითხველთა ლიგა

არაა გვიან. ჯენისთან და ბებერ სპრინგერთან ამგვარ საკით-


ხებზე ვერ ილაპარაკებ.
- დიახ, სიკვდილისკენ სწრაფვა არსებობს, - ეთანხმება ჯი-
ლი.
- შენ გჯერა, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არსებობს?
მე არ მჯერა, - მიმართავს მას ნელსონი.
- რატომ, ნელსონ? რა არაკეთილშობილური საქციელია
შენი მხრიდან? რატომ არ გჯერა?
- არ ვიცი, იქნებ სულელურად ვმსჯელობ...
- შენ მაინც თქვი.
- ჩემი აზრით, სხვა პლანეტებზე სიცოცხლე რომ ყოფილი-
ყო, ისინი ჩვენს ასტრონავტებს ხომალდიდან გადმოსვლის შემ-
დეგ მოკლავდნენ. რახან არ მოკლეს, ესე იგი, იქ არავინ არის.
- სულელო, - ამბობს ბაჭია, - მთვარე ხელის გაწვდენაზეა.
ჩვენ კი იმ გალაქტიკების შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც მი-
ლიარდობით სინათლის წლით არიან დაშორებულნი.
- მე კი ვფიქრობ, რომ მთვარე კარგი მაგალითია, - ამბობს
ჯილი, - და თუ არავინ მოინდომა მისი დაცვა, ეს მხოლოდ იმას
ამტკიცებს, თუ რა პატარაა იგი ღმერთისთვის. მრავალი მილი
გაუთავებელი ნაცრისფერი მტვრისა.
- სკოლაში ერთი ბიჭი ამბობს, რომ მთვარეზე ადამიანები
ცხოვრობენ, ოღონდ ისინი ატომებზე პატარები არიან. ასე
რომ, მთვარის ქანების დაქუცმაცების შემთხვევაშიც კი, მათ ვერ
აღმოვაჩენთ. იმასაც ამტკიცებს, რომ მათ იქ ქალაქები და, სა-
ერთოდ, ყველაფერი აქვთ. ჩვენ მათ ცხვირიდან შევისუნთქავთ,
ისინი კი შთაგვაგონებენ, ვითომდა მფრინავ თეფშებს ვხედავთ.
აი, რას ამბობს ის ბიჭი.
- პირადად მე, - ამბობს ბაჭია და იმ სტატიას იხსენებს, რო-
მელსაც ამ ცოტა ხნის წინ „ვეტისთვის“ აწყობდა, - ვიმედოვნებ,

230
მკითხველთა ლიგა

რომ იუპიტერის შიგნით სიცოცხლე არსებობს. გეცოდინებათ,


რომ ზედაპირი, რომელსაც ვხედავთ, აირისგან შედგება. ამ
გარსის შიგნით კი, ორი ათასი მილის სიღრმეზე, ისეთი ქიმიური
ნაერთი არსებობს, რომელშიც, შესაძლოა, სიცოცხლე არსე-
ბობდეს და, მაგალითად, თევზები ცხოვრობდნენ.
- ამგვარი აზრები შენში პურიტანელის შიშს აღძრავს,
ვაითუ, რამე ტყუილუბრალოდ არ მოცდესო, - აცხადებს ჯილი,
- ასე გგონია, რომ ყველა პლანეტა რამე სახით უნდა იქნას გა-
მოყენებული, უნდა დამუშავდეს. რა საჭიროა? ისინი იქნებ მხო-
ლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ადამიანებისთვის შვიდამდე
თვლა ესწავლებინათ.
- უფრო მარტივი იქნებოდა, თითოეული ჩვენგანისთვის
ფეხზე შვიდი თითი გამოება.
- ჩვენს სკოლაში ერთი ბიჭია, რომელიც ექვსი თითით და-
ბადებულა, - ერთვება ნელსონი, - ექიმს მოუჭრია, მაგრამ მაინც
ეტყობა.
- და კიდევ ასტრონომია, - განაგრძობს ჯილი, - პლანეტე-
ბის გარეშე ცა მუდამ ერთნაირი იქნებოდა და ვერაფრით წარ-
მოვიდგენდით მესამე განზომილების არსებობას.
- რა გულის ამაჩუყებელი მზრუნველობაა ღმერთის მხრი-
დან, - ამბობს ბაჭია, - თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩვენ მხო-
ლოდ ლაქები ვართ მის სარკეში.
- „ის“ ყველაფერს სასხვათაშორისოდ აკეთებს და არა იმი-
ტომ, რომ ვალდებულება აკისრია, - შენიშვნას იგერიებს ჯილი.
ზოგჯერ გოგონა ძალზე ხალისიანია. როდესაც ბაჭიამ ურ-
ჩია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეო, გარეთ გავიდა, ბაღის
გრილთან მიწაზე გადასაფარებელი გაშალა და სხვა სახლების
მცხოვრებლების თვალწინ მზეზე ქვედა ბიკინის ამარა წამოწვა.
ერთმა აღშფოთებულმა მეზობელმა ბაჭიას დაურეკა, ჯილმა კი

231
მკითხველთა ლიგა

თავის მართლება სცადა: „მე ისეთი პატარა მკერდი მაქვს, ვი-


ფიქრე, ყველას ბიჭი ვეგონები-მეთქი“. ჰარი მას კვირაში ოცდა-
ათ დოლარს აძლევდა რაღაც-რაღაცების საყიდლად, ის კი პო-
ლიციაში გამოცხადდა და თავისი „პორშე“ გამოიყვანა. საწყისი
ჯარიმა უკვე გაოთხმაგებული აღმოჩნდა. გრაფაში „მისამართი“
- ვისტა-კრესენტი მიუთითა, ასე განაცხადა, ზაფხულში ბიძასთან
ვარ სტუმრადო.
- უხერხულია, - უთხრა მან ბაჭიას, - რომ ნელსონს მანქანა
არ ჰყავს. დამამცირებელიც კია. ამერიკაში ყველას ჰყავს მან-
ქანა, შენ გარდა.
და იმ დღიდან „პორშემ“ მათი სახლის მოპირდაპირე
ტროტუართან დაიდო ბინა. მანქანა ახლა თეთრი კი არა,
მტვრისგან განაცრისფრებულია, მისი ფრთა წინა მგზავრის
მხრიდან გაკაწრულია, კაპოტის ერთ-ერთი ჩამჭერი მომ-
ტვრეულია. ნელსონს მანქანა იმდენად მოსწონს, სიხარულის-
გან ლამის იტიროს, როცა დილით დაინახავს. იგი რეცხავს კი-
დეც მას, საექსპლუატაციო სახელმძღვანელოსაც კითხულობს
და საჭესაც ატრიალებს. სწავლის დაწყებამდე დარჩენილი ერ-
თი კვირის განმავლობაში კარგი ამინდი დგას და ჯილი ნელ-
სონთან ერთად ქალაქგარეთ დადის, ბრუერის ოლქის მინ-
დვრებსა და მთებში, და ბიჭს მანქანის ტარებას ასწავლის.
ზოგჯერ ისეთ დროს ბრუნდებიან, როცა ბაჭია უკვე მთელი
საათის მოსულია.
- რა მაგარი იყო, მა! იმ მთაზე ავედით, სადაც ქორები ბუ-
დობენ, დაშვებისას კი ჯილმა საჭესთან დამსვა და გზატკეცი-
ლამდე სულ მიხვეულ-მოხვეული გზებით ვიარე. იცოდი, რომ
სიჩქარის გადართვით დამუხრუჭება შეგიძლია?
- აბა, მე სხვას კი არაფერს ვაკეთებ ხოლმე.

232
მკითხველთა ლიგა

- ეს, როცა ყველაზე დაბალ გადაცემაზე გადადიხარ სა-


ტერფულით დამუხრუჭების ნაცვლად. ჯილის „პორშეს“ ხუთი
სიჩქარე აქვს და მოსახვევებს მარჯვედ გადის, ვინაიდან დაბლა
ზიხარ.
- დარწმუნებული ხარ, ჯილ, რომ ყველაფერს თავს გაარ-
თმევ? ვინმე არ გაიტანოს ბიჭმა. სულაც არ მინდა მის გამო
განსასჯელის სკამზე მოხვედრა.
- ძალზე საზრიანია და პასუხისმგებლიანი. ალბათ, შენ და-
გემსგავსა. მე მძღოლის ადგილზე ვიჯექი, ის კი საჭეს ატ-
რიალებდა. მაგრამ, მგონი, ასე უფრო სახიფათოა ტარება. გზა-
ზე კი ჩვენ გარდა არავინ იყო.
- მხოლოდ ქორები, მა. მილიარდამდე იქნებიან. სხედან
თავისთვის ნაძვებზე და ელოდებიან, როდის დავარდება საქო-
ნელი, ან როდის გადააგდებს ვინმე რამეს. ფუ, რა საძაგლობაა.
- ქორებსაც ხომ უნდათ ჭამა, - ამბობს ბაჭია.
- მეც სულ მაგას არ ვეუბნები? - ეთანხმება ჯილი, - ღმერ-
თი ვეფხვშიც არის და - ბატკანშიც.
- გასაგებია. ღმერთს თურმე საკუთარი თავის ღეჭვა ჰყვა-
რებია.
- იცი, ვინ ხარ? - ამბობს ჯილი. თვალები მინდორში ამო-
სულ მწვანე ბალახს მიუგავს, თმა კი ქარვის წვრილი ძაფებივით
უჩანს, რომლებიც ფანჯრიდან შემოსულ შუქში იკარგება. იგი
მთლიანად საკუთარი აზრის ტყვეობაშია მოქცეული. ცინიკოსი.
- უბრალოდ, საშუალო ასაკის მამაკაცი ვარ. მეც შევუპყრი-
ვარ ხოლმე ამა თუ იმ აზრს. ისინი იმიტომ არ ცვლიან ერთმა-
ნეთს, რომ უკეთესი აზრები ჩნდება. რაღაც დროის შემდეგ
ხვდები, რომ დოლარები და ცენტებიც კი მხოლოდ შენს წარ-
მოდგენაში არსებობს. ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას,

233
მკითხველთა ლიგა

ღმერთი ვარო, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მოვ-


თხოვ.
ჯილი მას ცეკვა-ცეკვით უახლოვდება, რაღაც სასაცილო
და ბიწიერი ილეთებით ანთებული (რაც უთუოდ გასულმა დღემ
დაუტოვა), პეპელასავით ეხება და კვლავ ცეკვა-ცეკვით განაგ-
რძობს გზას.
- მიმაჩნია, რომ შესანიშნავი ხარ. ნელსონიც ასე თვლის.
შენზე ხშირად ვსაუბრობთ.
- მართლა? აი, თურმე რას აკეთებთ. ჩემზე რომ არ ილა-
პარაკოთ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ?
ბაჭია ამას ხუმრობით ამბობს, უნდა რომ ჯილი კვლავაც
ხალისიანი იყოს, მაგრამ გოგონას სახე უქვავდება, ნელსონის
გამომეტყველებით კი ხვდება, რომ რომელიღაც ნაზ სიმს
შეეხო. რაღაცას ხომ მაინც აკეთებენ იმ პატარა მანქანაში. ისე,
დიდი ადგილი სულაც არ არის აუცილებელი, არც განსაკუთრე-
ბული კონტაქტია საჭირო ახალგაზრდა სხეულებისთვის. ბიჭს
უკვე შავი ღინღლი ეტყობა. ქალიშვილის თმა ცეცხლის ალივი-
თაა. მასავით მოშვებული სხეულები კი არ აქვთ. ამ ასაკში ერთი
შეხებაც საკმარისია. მოკრძალება, როგორც და-ძმას შორის,
ხელების შემთხვევით შეხება, რომელიც პირსაბანის ზემოთ ჩა-
მოკიდებულ სარკეში აირეკლება. თუკი ჯილმა მას, თმიანს, ასა-
კიანს, დამძიმებულს, პირველივე ღამეს ორალური სექსი შეს-
თავაზა, ის ხომ ყველაფერზე შეიძლება წავიდეს? ადრე თუ გვი-
ან ვიღაცას ხომ მაინც მოუწევს ბიჭის ამ საქმეში განათლება.
რატომაც არა? აი, ჩვენი არეული დროის მთავარი შეკითხვა.
რატომაც არა?
თუმცა ბაჭია არ ცდილობს იმის გარკვევას, თუ რით აიხ-
სნება დანაშაულის შეგრძნება, რომელიც მან ქალიშვილს შეამ-
ჩნია. ღამით იგი მას აიძულებს, რომ ყველაფერი ნორმალუ-

234
მკითხველთა ლიგა

რად გააკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ ჯილი პირით მუშაობას


აპირებს. კლიტორი ისეთი ვიწრო აქვს, რომ ასო ტკივილს აყე-
ნებს; შიში ეუფლება, როცა გრძნობს, რომ ასო კვლავ მაგრა-
დაა დაბერილი. მაშინ ბაჭია ქალიშვილს ზედ ისვამს და ატლა-
სის ბარძაყებზე მსუბუქად აწვება. ჯილი მკვეთრად შეისუნთქავს
ჰაერს და ტკივილითა და მოულოდნელობით გამოწვეული
წკრიალა ხმით (რომელშიც აღტაცების ნოტებიც იგრძნობა), წა-
მოიყვირებს:
- შენ ხომ საშომდე მიაღწიე!
ბაჭია ამის წარმოდგენას ცდილობს. სადღაც, წარმოდგენა
არა აქვს, სად, მოშავო-მოვარდისფრო კედელია, სადღაც თირ-
კმლებს, ნაწლავებსა და ღვიძლს შორის. მისი ლამაზი პარ-
ტნიორი ვერცხლისფერი ტანით, ხორცისფერი თმითა და და-
ბინდული შიგნეულობით, თავზე დალივლივებს, ტკივილსაც აგ-
რძნობინებს, ღრუბელივით ისრუტავს, ზედ ეცემა, პატიობს კი-
დეც. მისდამი სიყვარული, თავისდა გასაოცრად, მასში უსიამოვ-
ნო შეგრძნებას იწვევს და ფიქრებსაც უწეწავს, ამიტომ სწრაფად
იძინებს და შემკრთალი იღვიძებს, როცა ქალი დგება, რათა
დაიბანოს, ნელსონს დახედოს, ღმერთს გაესაუბროს, აბები და-
ლიოს, მიიღოს, რაც ესაჭიროება, ასოს მიერ მიყენებულმა ჭრი-
ლობამ პირი რომ შეკრას. როგორი სევდაა, რა უცნაურია. ჩვენ
თითქოს ჰაერიდან ვქმნით ცხოვრების თანამგზავრებს და ტკი-
ვილს ვაყენებთ მათ. ისინი დაუმორჩილებლობას გვიცხადებენ
და ასე მთავრდება სიცოცხლის შექმნის ციკლი.
ყავის დასალევად განკუთვნილ შესვენებაზე ჰარისთან მა-
მა მიდის.
- როგორ მიდის საქმეები, ჰარი?
- არა უშავს.

235
მკითხველთა ლიგა

- ჭირივით მეზარება ამ თემაზე საუბარი, შენ უკვე დიდი


ხარ, შენი საზრუნავი გაქვს, მაგრამ მადლობელი დაგრჩებოდი,
თუ საღამოს შემოგვივლიდი და დედაშენს დაელაპარაკებოდი.
ბოროტ ენებს ათასი ჭორი მოაქვთ ჯენისისა და შენი ურთიერ-
თობის შესახებ. იქნებ ყველაფერი მოუყვე, რომ დამშვიდდეს.
ხომ იცი, ჰარი, ჩვენ მორალისტები არ ვართ - მე და დედაშენი
ისე ვცხოვრობდით, როგორც საჭიროდ ვთვლიდით და ორი
შვილიც, რომლებიც ღმერთმა გვაჩუქა, ასე გავზარდეთ. თუმცა,
დალახვროს ეშმაკმა, მშვენივრად მესმის, რომ სამყარო შეიც-
ვალა. ერთი სიტყვით, ჩვენ მორალისტები არ ვართ. არც მე და
არც მერი.
- ჯანმრთელობით როგორ არის?
- ეს კიდევ ერთი პრობლემაა, ჰარი. მედიცინა წინ წავიდა
და მერის ახალი, სასწაულმოქმედი პრეპარატი დაუნიშნეს - ისე-
თი სახელწოდება აქვს, ვერაფრით ვიმახსოვრებ: „ელ-დოპა“,
ჰო, „ელ-დოპა“. მგონი, ჯერაც გამოცდის პროცესს გადის, მაგ-
რამ ხშირ შემთხვევაში სასწაულს სჩადის. უბედურება ისაა, რომ
ისეთი გვერდითი მოვლენები აქვს, რომლებიც ჯერ კარგად არ
არის შესწავლილი. დედაშენს, მაგალითად, დეპრესია, გულის-
რევა და მადის დაკარგვა დაეწყო. და კიდევ ღამის კოშმარები,
ისეთი კოშმარები, ჰარი, რომ ეღვიძება და მეც მაღვიძებს. ასეთ
დროს მესმის, როგორ უცემს გული - ბუმ, ბუმ, - დოლივით. წარ-
მოიდგინე, ჰარი, რომ ოთახში მეორე ადამიანის გულისცემის
ხმა გესმოდეს, ისევე გარკვევით, როგორც ფეხის ხმა. აი, რო-
გორ მოქმედებს მერიზე ეს „ელ-დოპა“. სამაგიეროდ, უკეთ ლა-
პარაკობს, აღარც ხელები უცახცახებს უწინდელივით. ჰოდა, მი-
დი და გაიგე, რა არის კარგი და რა - არა. ზოგჯერ გაიფიქრებ:
„ყველაფერი ბუნებას მივანდოთ, როგორც არის, ისე იყოს“,
მაგრამ მერე საკუთარ თავს ეკითხები - რა არის ბუნება და რა

236
მკითხველთა ლიგა

არ არის? კიდევ ერთი გვერდითი მოვლენა აქვს... ირგვლივ


მიიხედ-მოიხედავს, შემდეგ კი ყავის ქაღალდის ჭიქას დააშტერ-
დება, რომლიდანაც სასმელი გადმოიღვარა და თითები დაუწ-
ვა... იქნებ ამის შესახებ ლაპარაკი არც ღირდეს, მაგრამ ძალზე
სასაცილოა: მაშ ასე, დედაშენი ამბობს, რომ ამ ახალმა წამალ-
მა (ისევ დამავიწყდა მისი სახელი)... - იგი კვლავ აქეთ-იქით
იყურება და საიდუმლოს უმჟღავნებს: სასიყვარულო განცდები
მოანატრა. ის ხომ თითქმის სამოცდახუთი წლისაა და ნახევარი
დღე საწოლსაა მიჯაჭვული. მაგრამ ისე აღიგზნება ხოლმე,
რომ, როგორც ამბობს, ვეღარ ითმენს. იმასაც მეუბნება, ტელე-
ვიზორის ყურებაც აღარ შემიძლია, რეკლამისგან უფრო მეტად
მინდებაო. აბა, რას იტყვი? თუ ასეთი წესიერი ქალი... მაპატიე,
ყურები გამოგიჭედე... ყველაფერი იმის ბრალია, რომ დამლა-
პარაკებელი არავინ მყავს. მიმი ხომ ქვეყნის მეორე ბოლოშია.
შენ კი საკუთარი პრობლემებიც გყოფნის.
- არავითარი პრობლემა არ მაქვს, - ამბობს ბაჭია, - ახლა
ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის წავა ბიჭი სკოლაში.
მგონი, ცოტათი დაწყნარდა. ნაწილობრივ იმის გამოც, სხვათა
შორის, რომ ჯაჯმაუნთში, როგორც საჭიროა, ისე ხშირად აღარ
დავდივარ: პატარაობისას დედა ძალზე მკაცრად ექცეოდა
ნელსონს და მას ახლაც ეშინია მისი. არც სახლში მინდა მარტო
დავტოვო. ხომ ხედავ, როგორ გახშირდა ქვეყანაში ძარცვა--
ყაჩაღობა - ბანდიტები გარეუბნებში დაძრწიან და რაც ხელში
მოხვდებათ, ყველაფერს იპარავენ. ეს-ეს არის პერლში მაც-
ხოვრებელ ქალზე ავაწყვე ტექსტი - სანამ იგი სააბაზანოში იმ-
ყოფებოდა, მტვერსასრუტი და ასი ფუტი სიგრძის სარწყავი
შლანგი მოჰპარეს.
- სულ ამ წყეული შავების ბრალია, სწორედ რომ მათი... -
ერლ ენგსტრომი ხმას უდაბლებს და ხრინწიან ჩურჩულზე გა-

237
მკითხველთა ლიგა

დადის, თუმცა ბიუკენენი და ფარნსუორტი შესვენებისას ყოველ-


თვის მოსახვევისკენ მიდიან, ბუნისა და სხვა ლოთების კომპა-
ნიას ამჯობინებენ, - მე მათ ყოველთვის შავებს ვეძახდი, ახლა
კი თავადაც ასე ამბობენ საკუთარ თავზე. ეს მე სავსებით მაძ-
ლევს ხელს. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შეუძლია თეთრები-
ვით მუშაობა. თუნდაც ეს ბაკი ავიღოთ: რამდენი ხანია, აქ მუშა-
ობს და დაკაბადონება ვერ ისწავლა. ჰოდა, რაღა დარჩენიათ,
ძარცვისა და მკვლელობის მეტი, მათ, ვინც ვერც სუტენიორი
ხდება და ვერც პროფესიონალი მოკრივე. არ შეუძლიათ წე-
სიერად მუშაობა და ვერც ვერასდროს შეძლებენ. იმის რჩევის-
თვის უნდა დაგვეგდო ყური - ჯორჯ ვაშინგტონისთვის, თუ მეხ-
სიერება არ მღალატობს. მოკლედ, სანამ შესაძლებელი იყო,
ყველანი უკან, აფრიკაში უნდა დაგვებრუნებინა. ახლა კი მათ
აფრიკაშიც აღარ მიიღებენ. ლოთობა, „კადილაკი“ და თეთრი
ნახვრეტები - შენთან ბოდიშს ვიხდი, ასე რომ ვამბობ, - აი, რამ
გარყვნა ისინი საბოლოოდ. საზოგადოების ნაძირალები, ჰარი.
უმდაბლესები უმდაბლესთა შორის. აი, ვინ არიან ამერიკელი
ზანგები. იპარავენ და შემდეგ თავხედობა ჰყოფნით თქვან, რომ
ქვეყანა აიძულებს ამის გაკეთებას.
- კარგი, კარგი, - ბაჭიასთვის უჩვეულო სანახავია მამის
ასეთი აღელვება, ამიტომ საუბარი სხვა, უფრო აქტუალურ თე-
მაზე გადააქვს: - დედა ჩემ შესახებ ხშირად ლაპარაკობს?
მოხუცი ტუჩებიდან ნერწყვს ილოკავს, ამოიოხრებს, სკამ-
ზე ცოტათი ქვემოთ მიჩოჩავს და გაცივებულ ყავას დასცქერის.
- გამუდმებით, ჰარი, ყოველ წუთს. მას შენზე ათას სისუ-
ლელეს უყვებიან და ისიც დაქოქილია სპრინგერების წინააღ-
მდეგ. ოჰ, როგორ ამკობს იგი ამ ოჯახს, განსაკუთრებით ქა-
ლებს. ჩვენი მოხუცი ქალბატონი სპრინგერი ამბობს, რომ შენ

238
მკითხველთა ლიგა

ვიღაც მცირეწლოვანთან დაიჭირე საქმე და ჯენისმაც იმიტომ


მიგატოვა.
- არა, ჯენისი მანამდე წავიდა. მე კი სულ ვთავაზობ, რომ
დაბრუნდეს.
- რაც უნდა მომხდარიყო თქვენ შორის, ვიცი, რომ ისე
ცდილობ მოიქცე, როგორც საჭიროა. მორალისტი არ ვარ, ჰა-
რი. ვხედავ, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს უფრო რთულ
და ფსიქოლოგიურად დაძაბულ გარემოში უწევთ ცხოვრება. ჩე-
მი ასაკის ადამიანები ამას ვერ გაუძლებდნენ. ჩემს დროში რომ
ატომური ბომბი ყოფილიყო და მდიდარი მშობლების შვილებს
რევოლუციონერობანას თამაში მოენდომებინათ, ამაზე გამუდ-
მებით ნერვიულობასა და წუხილს ვამჯობინებდი, შუბლზე იარა-
ღი მიმედო და დაე, დედამიწას უჩემოდ განეგრძო ტრიალი.
- შევეცდები მოვიდე და დაველაპარაკო, - ამბობს ბაჭია.
იგი მამის მხარს ზემოდან ყვითელციფერბლატიან კედ-
ლის საათს უყურებს, რომლის ისარიც გადახტება და როცა ყა-
ვის დასალევად განკუთვნილი შესვენება მთავრდება, 11.10-ს
ერთი წუთითაა დაცილებული. ბაჭია დარწმუნებულია, რომ ამ
მბრუნავ სამყაროში მხოლოდ დედამ იცის, თუ როგორია ის სი-
ნამდვილეში. ახსენდება, როგორ შეეხო იგი მას, საკუთარ
შვილს (გაგებისა და თანაგრძნობის ნიშნად), როცა თითქმის სა-
სიკვდილო სარეცელზე იწვა - სწორედ მაშინ გადმოსცეს, რომ
ასტრონავტები მთვარეზე გადასხდნენ. მაგრამ ჰარის არ უნდა
მისთვის გულის გადაშლა, სანამ თავად არ გაერკვევა, რა ხდე-
ბა მის შიგნით და ამის დაცვას ვერ შეძლებს. დედას ახლა
ცვლილებების პერიოდი უდგას - მოახლოებული სიკვდილი და
„ელ-დოპა“. თავადაც იცვლება. ჯილი. უკვე სამი კვირაა, რაც
გოგონა მასთან ცხოვრობს. სახლის საქმეებს მშვენივრად უძ-
ღვება. როდესაც ბაჭია კომუნიზმის, დღევანდელი ახალგაზ-

239
მკითხველთა ლიგა

რდობის ან ნებისმიერ სხვა მტკივნეულ თემაზე კამათობს (რო-


მელიც, მისი აზრით, მასობრივი გახრწნის დაწყებაზე ან შავი
სიგიჟის საფრთხეზე მიუთითებს), იგი მას ცერად, უსიტყვოდ შეს-
ცქერის და თითქოს ამბობს: „კარგად გიცნობ, ვინცა ხარ“. ამ-
გვარ ირონიულ, მწვანე მზერას მისთვის იმ ღამის შემდეგ იმე-
ტებს, როცა ბაჭია ტკივილით შევიდა მასში და საშვილოსნოს
მიაღწია.
ბაჭია აღმოაჩენს, რომ მამამისი უფრო კარგად ერკვევა
სიტუაციაში, ვიდრე თავად ვარაუდობდა. მოხუცი ახლოს უჩოჩ-
დება და ამბობს:
- ერთი აზრი არ მასვენებს, ჰარი. მაპატიე, რომ შენს საქ-
მეში ცხვირს ვყოფ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უსაფრთხოების
ყველა ზომას იცავ. თავადაც კარგად იცი, როცა საქმე არას-
რულწლოვნებს ეხება, კანონი ძალზე მკაცრია. იმასაც ამბობენ,
ეს ჰიპები კვერნასავით ჭუჭყიანები არიანო - ვერც კი მიხვდები,
ისე აიკიდებ რამეს...
ამ დროს საათის ისარი ბოლო ნახტომს აკეთებს, გაისმის
შესვენების დამთავრების მაუწყებელი ზარის ხმა და მოხუციც
ლაპარაკს წყვეტს.
გახამებულ თეთრ პერანგში გამოწყობილი ბაჭია (ასე იგი,
ჩვეულებისამებრ, სამსახურიდან წამოსვლისას იცვამს) სახლის
კარს აღებს. ზემოდან გიტარის ხმა ესმის. ვიღაცის თითები ნე-
ლა გადადის სიმიდან სიმზე, ორი მაღალი, წვრილი ხმა კი რა-
ღაც მელოდიას მღერის. ჰარი კიბეზე ადის. შვილის ოთახში ჯი-
ლი და ნელსონი მოკალათებულან. ჯილი ზურგით ბალიშებს
მიყრდნობია, იოგას პოზაში ზის და წინიდან მოარშიებული შავი
ტრუსის სამკუთხედი მოუჩანს. გიტარა ბარძაყებზე უდევს. აქამ-
დე ბაჭიას სახლში გიტარა არასდროს უნახავს - იგი სულ ახა-
ლივით გამოიყურება. ღია ფერის ხე ქალის ლოსიონწასმული

240
მკითხველთა ლიგა

სხეულივით ბზინავს. ელასტიკურ ტრუსსა და მაისურში გამოწ-


ყობილი ნელსონი ჯილის გვერდით ზის და კისერს იგრძელებს,
რათა მის კოჭებთან მოთავსებულ ნოტებში ჩაიხედოს.
მოულოდნელად ბაჭია აღმოაჩენს, რომ შვილს ფეხები დაგ-
რძელებია, დაკუნთვია, ჯენისივით შავი თმით დაფარვია. იმასაც
ამჩნევს, რომ ოთახის კედლებიდან ბრუქს რობინსონის, ორ-
ლანდო სიპიდასა და სტივ მაკქუინის (მოტოციკლეტზე) გამოსა-
ხულებიანი ძველი პლაკატები გამქრალა. იქ, სადაც ისინი სკო-
ჩით იყო მიმაგრებული, საღებავი აქერცლილა. ჯილი და ნელ-
სონი მღერიან: „... ხომ არ დავეშვა-ა-ათ“. როდესაც ბაჭია
ოთახში შედის, მელოდიის წვრილი ძაფი წყდება, თუმცა მანამ-
დეც გაიგებდნენ, რომ იგი კიბეზე ამოდიოდა. ის, რომ ბიჭი ქვე-
და საცვლითაა, საშიში არაა: ჯილი სულაც არ არის კვერნასა-
ვით ჭუჭყიანი. ის ხომ ყოველდღიურად აიძულებს ნელსონს შხა-
პის მიღებას სამსახურიდან მამის დაბრუნების დროისთვის. ეს
წესი, ალბათ, იმიტომ შემოიღო, რომ მამამისი სტონინგტონში
მდებარე სახლში მხოლოდ პარასკეობით მიდიოდა და ეს
ზეიმად აღიქმებოდა.
- ეი, მა! - ამბობს ნელსონი, - იცი, რა მაგარია? დუეტში
ვსწავლობთ სიმღერას.
- გიტარა საიდან?
- ხვეწნა-მუდარით ნაშოვნი ფულით ვიყიდეთ.
ჯილი ბიჭს შიშველ ფეხს გაჰკრავს, მაგრამ აღიარებითი
ჩვენება უკვე გაკეთებულია.
- რას გულისხმობ ხვეწნა-მუდარაში?
- ბრუერის სხვადასხვა ქუჩის კუთხეში ვიდექით, ძირითა-
დად უაიზერისა და მეშვიდე ქუჩის გადაკვეთაზე, მერე კი კამე-
რონზე გადავედით. იქ ძაღლების მანქანა გაჩერდა. ჩვენკენ
იყურებოდნენ. აი, სეირი ეგ იყო! ჯილი გამვლელებს აჩერებდა

241
მკითხველთა ლიგა

და ეუბნებოდა, რომ მე მისი ძმა ვიყავი, რომ დედა სიმსივნით


გვიკვდება, მამამ კი მიგვატოვა, და რომ სახლში კიდევ ერთი
პატარა ძამიკო გველოდება. ზოგჯერ ამბობდა, პატარა
დაიკოო. ზოგმა გვირჩია, შემწეობა მოითხოვეთო. ზოგიერთი
კი დოლარს იმეტებდა. ასე მოვაქუჩეთ ოცი დოლარი. ოლი კი
შეგვპირდა, მაგ ფასად ორმოცდაოთხდოლარიან გიტარას
მოგყიდითო. თან ნოტებიც მოგვცა, მას შემდეგ, რაც ჯილი
ცალკე დაელაპარაკა.
- კეთილი ძია ოლი!
- ჰარი, ყველაფერი მართლაც ამგვარად იყო. ასე ნუ იყუ-
რები.
- საინტერესოა, ნეტა რაზე ჩურჩულებდნენ ცალკე? - მი-
მართავს ბაჭია ნელსონს.
- მამა, ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია: ის ადამიანები,
რომლებსაც ვაჩერებდით, მერე შვებას გრძნობდნენ, აღარც
სინდისი აწუხებდათ, გასაჭირში რატომ არ დავეხმარეთო. ნე-
ბისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებაში, რომელშიც ძალაუფ-
ლება ხალხის ხელში იქნება, ფული აღარ იარსებებს: რაც დაგ-
ჭირდება, აიღებენ და მოგცემენ.
- შენ ახლაც სწორედ ასე ცხოვრობ, დალახვროს ეშმაკმა!
- ჰო, მაგრამ სულ თხოვნა მიწევს, ხომ მართალია? მე ხომ
ჯერაც ვერ მივიღე მინი-მოტოციკლეტი.
- ჩაიცვი, ნელსონ და შენს ოთახში გადი. ერთი წუთით მარ-
ტო დაგვტოვე.
- იცოდე, მოგკლავ, თუ თითს მაინც დააკარებ.
- შენ კი, თუ არ გაჩუმდები, დედასთან და სტავროსთან მო-
გიწევს ცხოვრება.
ბაჭია საგულდაგულოდ ხურავს საძინებლის კარს და ბრა-
ზისგან ათრთოლებული ხმით ჩუმად ეუბნება ჯილს:

242
მკითხველთა ლიგა

- გინდა, რომ ჩემი შვილი შენსავით მათხოვარი და ბოზი


გამოვიდეს?
ჰარი ორიოდე წამს ჩუმად არის, რათა თავის მართლების
საშუალება მისცეს გოგონას, მერე კი ძლიერად ურტყამს გამ-
ხდარ, მოკუმულტუჩებიან, ზიზღით აღვსილ სახეში. გოგონას
გამომწვევად მომზირალი მწვანე თვალები ისე უმუქდება, რომ
ხშირი ფოთლების ფერს იკრავს. მათში თითქოს რაღაც ირხე-
ვა, მთელი მიკროსკოპული ტყე, რომელშიც ბაჭიამ ახლახან სა-
კუთარი ხელით ჩამოაგდო ბომბი. ისეთი შეგრძნება აქვს, თით-
ქოს პლასტმასას დაარტყა - თითებში ტკივილს გრძნობს, არც
გულზე მოეშვა. განმეორებით ულაწუნებს გოგონას, თმაში
ხელს ავლებს, რომ ამ უკანასკნელმა გაქცევაზე არც იფიქროს
- ჯილი იზნიქება, უნდა რომ დაუსხლტეს. კაცი კი გააფთრებით
ურტყამს კისერში და შემდეგ ხელს უშვებს. გოგონა საწოლზე
ეცემა.
ჯილი სახის დაფარვას ცდილობს, სლუკუნებს, არა, უფრო
სწორად, სისინებს. უცნაურია ეს სისინი თანაბრად ჩაწიკწიკებუ-
ლი წვრილი კბილებიდან. შემდეგ სიტყვებიც ისმის. მშვიდი და
მაღალფარდოვანი:
- შენ კარგად იცი, ასე რატომაც იქცევი - გინდა, რომ მატ-
კინო, მეტი არაფერი. შენ ეს სიამოვნებას განიჭებს. სულ არ გა-
დარდებს, მე და ნელსონი რომ ვმათხოვრობდით. განა სულ
ერთი არაა, ვინ ითხოვს მოწყალებას და ვინ - არა, ვინ იპარავს
და ვინ - არა?
მისი შეკითხვა სიცარიელეს ასკდება, მაგრამ მაინც განაგ-
რძობს:
- რა მოგიტანეს პოლიციის ძაღლებმა და კანონებმა? ის,
რომ შენს ბინძურ სამუშაოს ხარ მიჯაჭვული და სხვა არაფერი
შეგიძლია - შენი იდიოტი ცოლიც კი ვერ შეაჩერე.

243
მკითხველთა ლიგა

ბაჭია მაჯაში ხელს სტაცებს. ნაზი მაჯაა. ცარცისას ჰგავს.


სურს, რომ გადაუმტვრიოს, იგრძნოს, როგორ გატკაცუნდება
ძვალი. მერე კი მრავალი თვის განმავლობაში მკერდზე მიხუ-
ტებული ჰყავდეს ქალი, სანამ ხელი არ შეუხორცდება.
- კარგად მომისმინე. მე ჩემი ჯაფით ვირჩენ თავს, შენ კი
იმ დაწყევლილ დოლარებზე ცხოვრობ, მე რომ ვშოულობ. მაგ-
რამ თუ შენი მეგობარი ნიგერების ხარჯზე ცხოვრება გირჩევნია,
ჯანდაბამდე გზა გქონია. წაეთრიე. მე და ჩემს შვილს კი თავი
დაგვანებე.
- გარეწარი ხარ! - ამბობს ჯილი, - ბავშვის მკვლელი გა-
რეწარი.
- ფირფიტა გადააბრუნე, გადარეულო ძუკნავ, - ამბობს ბა-
ჭია, - გული მერევა თქვენგან, მდიდარი შვილიკოებისგან, რომ-
ლებიც ცხოვრებას თამაშად აქცევთ და საწყალ, უტვინო პოლი-
ციელებს - თქვენი მამების ნაძარცვს რომ დარაჯობენ - ქვებს
უშენთ. შენც ჩხირკედელაობ, პატარავ. გგონია, რომ ყველას
გააბრიყვებ, თუ შენი საშოთი ივაჭრებ. მაგრამ აი, რას გეტყვი:
ჩემი უმაქნისი სულელი ცოლი უკეთესად აქანავებს თავის უკა-
ნალს, ვიდრე შენ - საკუთარ საშოს.
- უკანალს იმიტომ გიბზეკს, რომ შენი დანახვა გულს
ურევს.
ბაჭია უფრო ძლიერად უჭერს ხელს ცარცისებურ მაჯაზე
და ამბობს:
- შენში სიცოცხლის ნექტარის ნატამალიც არ არის. თვრა-
მეტი წლისა უკვე ერთიანად დაცლილი ხარ. რა არ გამოსცადე.
არაფრის შიში არ გაქვს და ვერ გაგიგია, რატომ გეჩვენება ყვე-
ლაფერი უსიცოცხლოდ. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ყველაფე-
რი თავისით მოგდიოდა. დალახვროს ეშმაკმა, შენ გგონია,
რომ სამყაროს გადაკეთებას შეძლებ და ამ დროს წარმოდგენა

244
მკითხველთა ლიგა

არ გაქვს, ხალხს რა ამოძრავებს. შიში. აი, შე უხეიროვ, ჩვენი


მამოძრავებელი. შენ ხომ არც კი იცი, რა არის შიში, ხომ ასეა,
პატარავ? იმიტომაც ხარ მკვდარივით.
მას კვლავ ძლიერად ჩაუბღუჯავს ჯილის მაჯა, წარმოიდ-
გენს, როგორ იღუნება ძვლები, თითქოს რენტგენის სხივებში
ხედავს. გოგონას თვალები ოდნავ უფართოვდება, შიგ ნამცეცის
ოდენა შეშფოთება მოჩანს. ამასაც იმიტომ ამჩნევს, რომ ელო-
დება, ეს როდის მოხდება.
ჯილი ხელს გამოსტაცებს და მაჯას იზელს, თან კვლავინ-
დებურად თვალებში შესცქერის.
- შიში საკმაოდ დიდხანს ამოძრავებდა ხალხს, - ამბობს
იგი, - იქნებ სიყვარული გვესინჯა - მრავალფეროვნებისთვის?
- მაშინ სხვა სამყაროს მოძებნა მოგიწევს. მთვარეზე ცივა,
პატარავ. ცივა და ყველაფერი ულამაზოა. მაგრამ თუ ეს შენ არ
გაწყობს, კომუნისტებს სავსებით აძლევთ ხელს. ისინი ასეთი
ამაყები არ არიან.
- რა ხმებია?
კარს იქით ნელსონი ტირის, შემოსვლის ეშინია. ასე ხდე-
ბოდა, როცა ჯენისს ეჩხუბებოდა ხოლმე. და როგორც კი რა-
ღაც შეთანხმებას მიაღწევდნენ, სწორედ მაშინ ეხვეწებოდა ბი-
ჭი, შეწყვიტეთო.
ბაჭია შვილს ოთახში ეპატიჟება და უხსნის:
- ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობდით.
- მამა, რატომ არავის არ ეთანხმები ხოლმე? - სლუკუნ--
სლუკუნით ამბობს ნელსონი.
- იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერ ვიტან, როცა
თათხავენ.
- რომ გიყვარდეს, გენდომებოდა, რომ უკეთესი ყოფილი-
ყო, - ამბობს ჯილი.

245
მკითხველთა ლიგა

- უკეთესი რომ ყოფილიყო, მეც მომიწევდა გაუკეთესება,


- სრულიად სერიოზულად წარმოთქვამს ბაჭია.
ყველანი იცინიან, ჰარი - ყველაზე ბოლოს.
ასე, ნაძალადევი სიცილის დახმარებით, ჯილი კვლავაც
მაჯას ისრესს, ბაჭიას კი ის ხელი სტკივა, რომლითაც სილა გა-
აწნა. ცდილობენ სიმშვიდის აღდგენას. ვახშმისთვის ჯილი კამ-
ბალას ფილეს წვავს, ლიმონივით ყვითელს, მზის სხივებივით
მსუბუქს, დაბრაწულკანიანს. ნელსონი ჰამბურგერებს იცხე-
ლებს, თან ზედ პურის ნამცეცებს აყრის, რათა თხილიან ჰამ-
ბურგერს დაამსგავსოს. პურის გადანაჭრები, ყაბაყი, თხილი,
ნიახური, მარილი და სხვა მსგავსი პროდუქტი მათ რაციონში
მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაღაზიაში ჯილმა დაიწყო სიარული.
მის მიერ მომზადებულ კერძებს იმის გემო დაჰკრავს, რაც ბაჭი-
ას არასდროს ჰქონია: სანთლის შუქი, ზღვის ტალღების ტყლა-
შუნი, გამაჯანსაღებელი ფანტაზიები, სიმდიდრე, ლაზათი. ჯი-
ლის მშობლებს სახლში მოსამსახურე ჰყავდათ, ამიტომ არაერ-
თი საღამო გავიდა, სანამ ჯილი მიხვდებოდა, რომ ჭუჭყიანი
ჭურჭელი უნდა გაირეცხოს - თავისით ხომ არ გასუფთავდება.
შაბათობით, დილით, ჩვეულებისამებრ, ბაჭია კვლავ ამუშავებს
მტვერსასრუტს, გასარეცხ პერანგებსა და ზეწრებს ფუთებად აწ-
ყობს, ნელსონის წინდებსა და საცვლებს ახარისხებს და
ნაწილ-ნაწილ ყრის სარდაფში მდგარ სარეცხ მანქანაში. ჰარი
ამჩნევს იმას, რასაც ეს ბავშვები ვერ ხედავენ: მტვრის დაგრო-
ვებას, ცვეთის მოახლოებას, ქაოსის შემოსვლას, დროის გა-
მარჯვებას. საჭმლის მომზადების სანაცვლოდ, მზადაა ჯილს
მოემსახუროს, შიგადაშიგ, რასაკვირველია. ჯილის მიერ კერ-
ძების კეთებამ ცხოვრებისადმი ინტერესი გაუღვიძა. ახლა მაგი-
დაზე ვახშმად ღვინოც გამოჩნდა - კალიფორნიული თეთრი ნა-
ხევარგალონიანი დოქით. და აუცილებელი სალათაც - დამწნი-

246
მკითხველთა ლიგა

ლებული კომბოსტოს სალათა, რომელსაც ჯილი თავისი რე-


ცეპტით ამზადებს და ჯანმრთელი მცენარეული ზეთის თხელი,
თვალისთვის ვერშესამჩნევი ფენით ფარავს. თუკი დესერტად
ჯენისს „ნახევარ თავში“ შეძენილი ფენოვანი ფუნთუშები ჰქონდა
გამზადებული, ჯილი თავად იგონებს მას სხვადასხვა ხილისგან.
მის მიერ მომზადებული ყავა კი ნამდვილი შავი ნექტარია, რომ-
ლის შედარებაც კი სირცხვილია ჯენისის წყალწყალა სალაფავ-
თან. კმაყოფილი ბაჭია გაუნძრევლად ზის მაგიდასთან - აკვირ-
დება, როგორ გააქვთ თეფშები, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში
გადადის. როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა სავსეა და ფრუ-
ტუნს იწყებს, ჯილიც შემოდის, გაწმენდილ ნოხზე ჯდება და გი-
ტარაზე დაკვრას იწყებს. რას უკრავს? - „ცას ალი მოედო. მშვი-
დობით, ანჯელინა“ და კიდევ ორ-სამ მელოდიას, რომელთა
ათვისებაც მოახერხა. ექვსიოდე აკორდი თუ ეცოდინება. სიმებ-
ზე დადებული თითები ჩამოშლილ თმას ედება და მტკივ-
ნეულად წიწკნის. წვრილი ხმა სწრაფად ეცვლება. „ო, ღმერთო,
მალე დასრულდება ჩემი წვალება“, - მღერის ის, ჩერდება და
ტაშის მოლოდინში ირინდება.
ნელსონი ტაშს დასცხებს სპრინგერისეული პატარა ხელე-
ბით.
- დიდებულია, - ამბობს ბაჭია და, ღვინისგან გულაჩვილე-
ბული, თავის გულისნადებზე საუბრობს, საკუთარი ცხოვრების
გამართლებას ცდილობს: - იცი, ერთხელ მეც ვცადე იქით წავ-
სულიყავი, საითაც ჩემი შინაგანი შუქი მინათებდა გზას, მაგრამ
ამით მხოლოდ ირგვლივ მყოფთ მივაყენე ზიანი. რევოლუცია
და მისთანანი მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია იდეის განსახორ-
ციელებლად. არეულ-დარეულობას ერთგვარი უზრუნველობაც
მოაქვს. მაგრამ ეს მხიარულება ცოტა ხანს გრძელდება - იქამ-
დე, ვიდრე ყოფითი პრობლემების მოგვარებას ვიღაც იღებს

247
მკითხველთა ლიგა

თავის თავზე. მინდოდა მეთქვა, რომ არეულობა - ეს ფუფუნე-


ბაა.
ჯილი მისი ყოველი ფრაზის დასასრულს გიტარაზე აკორ-
დის აღებით აღნიშნავს და ამით გარკვეულწილად ეხმარება
მას, გარკვეულწილად დასცინის.
- ახლა შენ მოჰყევი რამე. გვიამბე შენი ცხოვრების შესა-
ხებ, - მიმართავს მას ბაჭია.
- ჩათვალე, რომ არც მიცხოვრია, - პასუხობს იგი და სიმებს
ჩამოჰკრავს, - არავის შვილი, არავის ცოლი...
- მოჰყევი, რა, - ეხვეწება ნელსონი.
იმის მიხედვით, თუ როგორ იცინის ჯილი, რომლის დრო-
საც ვიწრო კბილები და გამხდარ ლოყებზე პატარა ფოსოები
უჩნდება, ისინი ხვდებიან, რომ იგი მათი თხოვნის შესრულებას
აპირებს.
- მაშ, მოისმინეთ მოთხრობა ჯილისა და იმის შესახებ, ვინც
ის დაღუპა, - აცხადებს გოგონა და სიმს ჩამოჰკრავს.
ბაჭია ფიქრობს და გიტარის ქალურ ფორმებს თვალს
აყოლებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბგერები შიგ-
ნით არიან, როგორც მტრედები სამტრედეში და ელოდებიან,
თუ როდის მისცემენ მრგვალი ფანჯრიდან გამოფრენის უფლე-
ბას.
- ცხოვრობდა ამქვეყნად პატარა ჯილი, - იწყებს ჯილი, -
თავს დაჰნათოდა სიმდიდრის სხივი. მამას - მანქანა, დედას -
მანქანა, ემატებოდათ ხვავი, ბარაქა. არ ვიცი, კიდევ რამდენ
ხანს შევძლებ რითმთან ბრძოლას.
- არ დაიძაბო, მოეშვი, - ურჩევს ბაჭია.
- არ განიცდიდნენ ხელმოკლეობას, როგორც ეკადრებო-
და მათ მდგომარეობას, არ აკლდათ იახტა, ფრანცაის
, ცეკვები - ასე იზრდებოდნენ მდიდართა ლეკვები.

248
მკითხველთა ლიგა

- მიდი, ჯილ, კიდევ გარითმე! - ეხვეწება ნელსონი.


- თოთხმეტი წლის იყო, რომ მომწიფებულა, მაგრამ დე-
დოფლად ვერ გადაქცეულა. მხოლოდ იმ ბიჭებთან ჰქონდა
ნაცნობობა, რომლებთან ერთადაც ჩოგბურთს თამაშობდა, ვი-
სი მშობლებიც ფულში ბანაობდნენ, მათთან ვახშმადაც ხშირად
მოდიოდნენ. ხედავდა უფროსთა ღრეობას, ლაქლაქს, სიმდიდ-
რის ტალღებს და ფულის ფლანგვას. ეს მასაც აწყობდა, არ
ემალებოდა. სიბერე?! სიმსუქნე?! - სად ეჩქარებოდა?!... უჰ,
ძლივს არ მოვაბი თავი!
- მგონი, საკმარისია, ნუღარ იწვალებ თავს რითმებით, -
ამბობს ბაჭია, - წავალ, ლუდს ავიღებ. ვინმეს ხომ არ უნდა?
- მე შენგან გადმოვისხამ, მა, - ამბობს ნელსონი.
- გასაყოფი მანდ არაფერია. ახალს მოგიტან.
ჯილს მათი ყურადღების მიპყრობა სურს და სიმებს ჩამოჰ-
კრავს.
- რომ დავამთავროთ ამბავი ძველი, უინტერესო და მო-
საწყენი, ერთ ზაფხულს... - იგი თავს ძალას ატანს, რომ შესა-
ფერისი რითმა მოიგონოს და ამატებს: ...მამის სიკვდილის შემ-
დეგ.
- სამწუხაროდ! - ამბობს ბაჭია, რომელიც თითის წვერებზე
შემოდის და ორი ქილა ლუდი მოაქვს.
- გული გაუსკდა თურმე უბედურს; გოგონას ასე ეწერა
თურმე, კაცს შეხვდა - ფსიქო-ფიზიკურ მეგზურს.
ბაჭია ქილას ენაზე ექაჩება, უხმაუროდ გახსნას ცდილობს.
- მეგზურს სახელად რქმევია ფრედი...
ბაჭია ხვდება, რომ ქილას ვერ გახსნის, თუ ენას უფრო
ძლიერად არ მოქაჩავს და ამას ისე მკვეთრად აკეთებს, რომ
წარმოქმნილი ხვრელიდან ლუდის ქაფი ამოასხამს.

249
მკითხველთა ლიგა

- ...მისკენ მიფრინავს სულ ნორჩი ლედი. გოგოს მზად-


ყოფნას ამაღელვებელს, წინ რა დაუხვდა, გაინტერესებთ? -
ძინ! - გაისმის სიმების ხმა, - ფართო მხარ-ბეჭი, კარგი კუნთები,
და ჩამოსხმული, ბრინჯაოს ტანი, ცურვის ტრუსებში გამოწყო-
ბილს კი შიგ ხან რბილი აქვს, ხანაც - მაგარი. შორიდან არის,
ძალზე შორიდან - თუ გაგიგიათ, კუნძულ ჰოდიდან.
- ჰეი! - ამხნევებს ბაჭია.
- ერთი რამ იყო ცუდი ძალიან. თუ დახედავდით ჭაბუკს
მაღლიდან, ხელთ შეგრჩებოდათ კარგა ხნის მკვდარი, დაუძ-
ლურებულ მოხუცის დარი. აბა, რა იყო მისი ცხოვრება - ბალა-
ხი, აბი, ბალახი, აბი. მათი სურვილი, მათი მონება - ეს იყო მისი
ფიქრი და დარდი. მოკლედ, ხელიდან წასული ბიჭი, თუმც მარ-
გალიტის დარი კბილებით. არაფრის ცოდნა, არაფრის ნიჭი,
აღვსილი არის სულ სხვა მიზნებით. სწორედ ეს ფრედი, განგე-
ბის ძალით, ერთხელაც, ღამით, პლაჟზე ხვდა ეულს, არ დაახა-
ნა და დაეუფლა მტრედივით გოგოს უბიწო სხეულს.
- გოგონას იგი შეუყვარდა, - ძინ! - ყველაფერზე თანხმდე-
ბა. ოღონდაც დაურეკოს ამ არამზადამ და, ბალახი იქნება თუ
აბები, ყველაფრისთვის მზადაა. მერე კი... - იგი ჩუმდება და
ნელსონს შესცქერის. ბიჭი დუმილს ვეღარ უძლებს და წყნარად
ეკითხება:
- რა მოხდა?
- კაცმა ალერსიანად ჰეროინზე გადასვლა შესთავაზა.
ნელსონს ლამის ტირილი აუვარდეს, თვალები ღრმად უც-
ვივდება, ნიკაპი წინ ეწევა. გაბუტულ გოგოს ჰგავს, ფიქრობს ბა-
ჭია. პატარა, სწორი ცხვირის გარდა, მამას არაფრით არ ჰგავს.
მუსიკა კი გრძელდება.
- საბრალო ჯილი შეშინდა. სკოლის მეგობრები ეუბნებოდ-
ნენ: „გონს მოდი, სანამ არ გაგიფრენია, არ გინდა“. მგლო-

250
მკითხველთა ლიგა

ვიარე დედას სად ეცალა მისთვის - ყურადღება არ უნდა მოეკ-


ლო ცოლგანაშვები უესტერლელი იურისტისთვის. არამზადა
ფრედი მას ციურ სამოთხეში ერთად ფრენას ჰპირდებოდა,
ჯილს კი მხოლოდ მისი სხეული, მასთან ყოფნა სჭირდებოდა.
კაცი მის დაყოლიებას ცდილობდა, მისგან მორჩილებას ით-
ხოვდა და სთხოვდა - ალერსით, სიტყვებით, მზერით.
ბაჭია კი იმაზე იწყებს ფიქრს, ეს ისტორია ადრეც ხომ არ
აქვს მოყოლილიო - ძალზე დალაგებულად გადმოსცემს ყოვე-
ლივეს. ნეტავ, რამე თუ არსებობს ამ ქვეყანაზე, რაც ჯილს არ
გამოუცდია? გოგო ამბობდა: „მეშინია, მალე მოვკვდები“. - ძინ,
ძინ! ღია ნარინჯისფერი თმა შეიფრთხიალებს, - ის კი: „ნუ გეში-
ნია, კვლავ გაცოცხლდები“. ბიჭი ეუბნებოდა: „ჩვენი სამყარო
გაგიჟდა, დალპა“, გოგოს კი ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ძვე-
ლებურად დარჩა. ბიჭი: „ფანჯარაში მაინც გაიხედე, რასიზმი მო-
დის, ყველაფერს მოსპობს“. გოგო კი ფიქრობს, რომ მასზე
მხოლოდ ის, ერთადერთი თეთრკანიანი ძალადობს. ბიჭი:
„თავდაპირველად კანქვეშ, ნუ გეშინია“. ის კი: „კარგი, საყვარე-
ლო, დაიწყე, დამშვიდდი, არ მეშინია“. - ძინ, ძინ, ძინ! - ჯილს
სახე მათკენ აქვს მიპყრობილი, იგი ბენშია, საშინლად ფერ-
მკრთალი. და უკვე უმუსიკოდ ამბობს: - ეს ჯოჯოხეთი იყო.
- ძინ! - ბიჭს მისი თავი ეჭირა, საჯდომზე ეფერებოდა და
ყურში ნაზად ჩასჩურჩულებდა, პროფესიონალი მაშველი ვარო.
მერე ჰკითხა, ღმერთის სახე თუ მიჩვენებიაო. დიახ, გმად-
ლობთ, მაგრამ ჩემი ბედნიერებისთვის უფრო მცირედიც საკმა-
რისი იქნებოდაო, უპასუხა მან და მიხვდა, რომ მისი ბრინჯაოს-
ფერი, თეთრკბილებიანი შეყვარებულის ხელში დაღუპვა არ ას-
ცდებოდა. და როგორ მოიქცა სიყვარულისა და საშინელების-
გან გაგიჟებული ჯილი?
სიჩუმე მორიგი აკორდის შემდეგ.

251
მკითხველთა ლიგა

- როგორ? - თავს ვერ იკავებს ნელსონი.


ჯილს ეღიმება.
- სტონინგტონის ბანკში გავარდა და ანგარიშიდან საკმა-
ოდ დიდი თანხა მოხსნა. ჩახტა თავის „პორშეში“@და გაზს და-
აწვა. აი, რატომ არის ახლა იგი თქვენ შორის.
მამა-შვილი ტაშს უკრავს. ჯილი, ჯილდოს სახით, ლუდის
ქილიდან საკმაოდ დიდ ყლუპს მოსვამს. საძინებელში კი კვლა-
ვაც არტისტულ აღმაფრენას განიცდის და გულუხვი ანაზღაურე-
ბის მოლოდინშია.
- კარგად მღეროდი. მაგრამ იცი, რა არ მომეწონა? - ამ-
ბობს ბაჭია.
- რა?
- ნოსტალგიური განწყობა. შენ ფრედთან ერთად ჩადენი-
ლი გიჟმაჟობა გენატრება.
- ყოველ შემთხვევაში, - ამბობს ჯილი, - ჩემი, როგორც
შენ აღნიშნე, საშოთი ვაჭრობა არ დამიწყია.
- მაპატიე, წამომცდა.
- ისევ გინდა, რომ წავიდე?
ბაჭია ელოდა ამ შეკითხვას. რამდენიმე წამს არაფერს ამ-
ბობს. ხელს ჰკიდებს პერანგსა და შარვალს, თეთრეულს თავ-
სახურავიან კალათში აწყობს, იატაკიდან ჯილის კაბას იღებს და
კედლის კარადის მის ნახევარში ათავსებს, ტრუსებს კი იმავე
კალათში დებს.
- არა. დარჩი.
- მთხოვე.
ჰარი ქალისკენ ტრიალდება - დიდი, დაღლილი მამაკაცი
მოდუნებული ტანით, რომელიც რვა საათის შემდეგ ფეხზე უნდა
იდგეს და თავისი ლინოტიპისკენ გაეშუროს.
- დარჩი, გთხოვ.

252
მკითხველთა ლიგა

- უკან წაიღე შენი დარტყმები.


- ეს როგორ შევძლო?
- ფეხებზე მაკოცე.
კაცი მუხლებზე ეშვება. ამგვარი მორჩილება გულისხმობს,
რომ იგი სიამოვნების მიღებას აპირებს. ნაწყენი ქალი ფეხებს
ჭიმავს და წიხლს იკვრევინება. ბაჭიას თითები მტკივნეულად
ხვდება ლოყაში, თვალის სიახლოვეს. არაფრად აგდებს ტკი-
ვილს. კოჭებზე ხელს უჭერს ჯილს და კვლავ უკოცნის თითებს.
ჯილს ხორციანი, თითქმის ქალური კოჭები აქვს. ზემოთ მომ-
წვანო ვენები მოიწევს. მეხსიერებაში გასახდელის სასიამოვნო
სუნი ამოუტივტივდება. სიმწარედაკრული ვანილი.
- თითებს შორის ენა ამისვი, - ამბობს ჯილი სიმორცხვის-
გან შეცვლილი ხმით. კაცი კვლავ ასრულებს მის ბრძანებას. ქა-
ლი საწოლიდან ჩამოჩოჩდება და ფეხებს გაჩაჩხავს, - ახლა აქ.
ჯილი გრძნობს, რომ ჰარის ეს სიამოვნებს, მაგრამ მაინც
ბრძანების ტონით მიმართავს, რათა უკეთ შეიცნოს ეს უცნაური
ადამიანი, რომელსაც მტრის უნიფორმის, სპორტსმენისა და ჯა-
რისკაცის ჯიუტად ძველმოდური, იმდენად მოკლედ შეკრეჭილი
თმა აქვს, რომ ყურებს ზემოთ ძვლები მოუჩანს, თხემზე კი შეს-
თხელებია და აბრეშუმს დამსგავსებია. ეს თავი მის ფეხებს შო-
რის ქვის ლოდს ჰგავს. ბალადის შესრულებით გამოწვეული
აღელვების სითბოს კაცის ენის შეხებით გაჩენილი სიმხურვალე
ცვლის. ჩნდება ნაპერწკალი და საკუთარი გამოისობით მის
სულში არსებულ უნაყოფო სივრცეში მწვანე ღივი წამოყოფს
თავს.
- ცოტა ზემოთ, - წყვეტილი, დამთბარი ხმით ამბობს ჯილი,
- სწრაფად, საყვარელო.
ერთხელ, როდესაც სამუშაოს დამთავრების შემდეგ ბაჭია
მამასთან ერთად ფაინ-სტრიტს მიუყვება, რათა ავტობუსში ჩას-

253
მკითხველთა ლიგა

ხდომამდე ბარ „ფენიქსში“ თითო-თითო ჭიქა გადაჰკრან, მათ


ბაკენბარდებიანი, ჩაფსკვნილი, კოპწიად გამოწყობილი მამაკა-
ცი აჩერებს, რომელსაც სახეზე რქისჩარჩოიანი სათვალე უკე-
თია:
- ეი, ენგსტრომ!
მამა-შვილი ჩერდება. ორივენი გაოცებით აფახულებენ
თვალებს. სამსახურის შენობიდან ამ მზის სხივებისგან გაკეთე-
ბულ ერთგვარ გვირაბში გადასულებს, როგორც წესი, ჰგონი-
ათ, რომ გარეშე თვალისთვის მიუწვდომლები არიან.
ჰარი ხედავს, რომ მათ წინ სტავროსია. იგი მომწვანო
ფონზე პატარა, მუქი რუხი ფერის უჯრედებით დაფარულ პიჯაკ-
შია გამოწყობილი. ოდნავ გამხდარა, დასუსტებულა, ძალდატა-
ნებითი სიმშვიდე ეტყობა. შესაძლოა, ამ შეხვედრის გამოა და-
ძაბული.
- მამა, - ამბობს ჰარი, - ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო. ჩარ-
ლი სტავროსი - ერლ ენგსტრომი.
- მიხარია თქვენი გაცნობა, ერლ.
მოხუცი მისკენ გაწვდილ ოთხკუთხა ხელის მტევანს ყუ-
რადღებას არ აქცევს და ჰარის ეკითხება:
- ეს ის სტავროსია, ჩემი რძალი რომ შეაცდინა?
სტავროსი სიტუაციის სწრაფად მოგვარებას ცდილობს.
- შევაცდინე? გადაჭარბებული ნათქვამია. მე ვიტყოდი,
რომ მის სურვილს დავყევი, - როცა ხედავს, რომ ხუმრობა არ
გამოუვიდა, იგი ჰარის მიმართავს: - კარგი იქნებოდა, ცოტა გვე-
მუსაიფა. შეგვიძლია, ბარში შევიდეთ და დავლიოთ. მაპატიეთ,
რომ ხელი შეგიშალეთ, მისტერ ენგსტრომ.
- როგორ მოვიქცე, ჰარი? ამ არამზადასთან მარტო დაგ-
ტოვო თუ თავიდან მოგაცილო?
- კარგი, მამა, ახლა რაღა აზრი აქვს.

254
მკითხველთა ლიგა

- მე მოვხუცდი და ვეღარ შევიცვლები. ახალგაზრდებმა კი,


რაც გინდათ, ის ქენით. როგორც კი ავტობუსი გამოივლის, ჩავ-
ჯდები და წავალ. ფრთხილად იყავი, თავი არ მოატყუებინო.
დიდი გაიძვერა ვინმე ჩანს.
- დედა მომიკითხე. ვეცდები, კვირის ბოლოს შემოვიარო.
- თუ მოინდომებ, შეძლებ. დედა სიზმრებში სულ შენ და
მიმის გხედავთ.
- კარგი. შემთხვევით მიმის მისამართს ხომ ვერ მომცემ?
- მას მისამართი არა აქვს. ლოს-ანჟელესში უნდა მისწერო
რომელიღაც აგენტს - ახლა ასე აკეთებენ. წერილის გაგზავნას
აპირებ?
- ვიფიქრე, ღია ბარათს გავუგზავნი-მეთქი. აბა, ხვალამდე.
- საშინელ სიზმრებს ხედავს, - ამბობს მოხუცი და ლუდის
გარეშე დარჩენილი, 16ა ავტობუსის მოლოდინში ტროტუარის
კიდესთან დგება. მისი განაწყენებული კეფა ჰარის ნელსონს
აგონებს.
„ფენიქსში“ ბნელა და ცივა. ბაჭია გრძნობს, რომ უნდა
დააცემინოს. სტავროსი კაბინისკენ მიუძღვება და გადაჯვარე-
დინებულ ხელებს მაგიდის პლასტიკატის ზედაპირზე დებს.
თმიანი ხელები, ჯენისს რომ ეფერებიან.
- როგორ არის? - ეკითხება ჰარი.
- ის? ჰოო, შესანიშნავ ფორმაშია.
საინტერესოა, მართლაც ასეა თუ არა, ფიქრობს ბაჭია.
ენის წვერზე მომდგარ სიტყვას უკანვე აბრუნებს, მეტი დელიკა-
ტურობის გამოჩენა სურს და ამბობს:
- დღისით აქ ოფიციანტები არ ჰყავთ. წავალ, ჩემთვის
„დაიკირს“ ავიღებ. შენ რას დალევ?
- უბრალო სოდიან წყალს, ოღონდ ბევრი ყინულით.
- მაგარი არაფერი?

255
მკითხველთა ლიგა

- არ ვსვამ, - სტავროსი ჩაახველებს და ფიცარივით მტკიცე


ხელებს, რომლებიც ოდნავ უცახცახებს, ბაკენბარდებზე ისვამს,
- ექიმებმა თქვეს, არაო, - განმარტავს შემდეგ.
ბაჭიას სასმელი მოაქვს და ეკითხება:
- ავად ხარ?
- ახალი არაფერია - ძრავა ვერ მუშაობს გამართულად.
ჯენისი, ალბათ, გეტყოდა, რომ გულზე ბავშვობიდან მაქვს
შუილები.
ნეტავ როგორ წარმოუდგენია, სჯერა, რომ ის და ჯენისი
ისხდნენ და მასზე, როგორც საყვარელ შვილზე, ისე საუბრობ-
დნენ? ჰარის კარგად ახსოვს, როგორ ყვიროდა ჯენისი, სტავ-
როსს ცოლის მოყვანა არ შეუძლიაო, ეტყობა, ქმრისგან თანაგ-
რძნობას ელოდა. უცნაურია, მაგრამ იგი სწორედ ასე იქცევა.
- ჰო, ახსენა ერთი-ორჯერ.
- რევმატიზმის შედეგია. მადლობა ღმერთს, ახლა ამას
ადვილად უმკლავდებიან. ბავშვობაში რა ავადმყოფობა აღარ
გადამიტანია, - სტავროსი მხრებს იჩეჩს, - მეუბნებიან, თუ ჯან-
მრთელობას მოუფრთხილდები, ას წლამდე იცოცხლებო. ხომ
იცი ამ ექიმების ამბავი, - ამატებს შემდეგ, - ჯერაც ბევრ რამეში
ვერ გარკვეულან.
- ვიცი. ახლა სწორედ დედაჩემს აწვალებენ.
- ღმერთო ჩემო, რომ იცოდე, რაღას არ ამბობს ჯენისი
მასზე.
- დიდად არ უნდა სწყალობდეს.
- იოტისოდენადაც კი არა. თუმცა საკუთარი საქციელიც
ხომ უნდა გაამართლოს? შვილის გამო ძალზე დათრგუნვილია.
- თვითონ დამიტოვა. ბიჭი ახლა ჩემთან ცხოვრობს.
- თუ საქმე სასამართლომდე მივა, ხომ იცი, რომ წაგარ-
თმევენ.

256
მკითხველთა ლიგა

- მაგასაც ვნახავთ.
სტავროსი თავისი ბუშტუკებიანი სოდიანი წყლით სავსე ჭი-
ქის გვერდით (საბრალო პეგი ფოსნაჰტი, კარგი იქნებოდა, და-
მერეკა, ფიქრობს ბაჭია) ხელს იქნევს, რითაც ანიშნებს, რომ
თემის შეცვლას აპირებს.
- უბედურება ისაა, რომ ჩემთან ვერ გადავიყვან. ადგილი
არ არის. ახლა, მაგალითად, როცა ნათესავები მეწვევიან
ხოლმე, იძულებული ვარ, ჯენისი კინოში ან მის მშობლებთან
გავუშვა. ხომ იცი, დედა არა მყავს, მხოლოდ ბებია. ოთხმოც-
დაცამეტი წლისაა - მოდი და თქვი ამის მერე, რომ უკვდავი
ადამიანები არ არსებობენ.
ბაჭია სტავროსის ოთახის წარმოდგენას ცდილობს. ჯენისი
ამბობდა, რომ იქ უამრავი ფერადი ფოტოსურათია, მაგრამ,
ამის ნაცვლად, ჯენისს ხედავს, შიშველს - „პლეიბოის“ გარეკან-
ზე გაფურჩქნილ ახალგაზრდას ჰგავს. წევს მდოგვისფერ,
ხაოიან, მოხრილსახელურებიან, ვიწრო ბერძნულ დივანზე, ცა-
ლი თეძო ისე აქვს აწეული, რომ მუცლის ქვემოთ ლამის თავი-
სი მდიდრული, ხშირი თმა გამოუჩნდეს. ჟურნალის გადანაკეცი
ჭიპთან უწევს. ჩამოშვებულ ხელში ვარდი უჭირავს. ეს ზმანება
პირველად განაწყობს ბაჭიას მტრულად სტავროსის მიმართ.
- რა გამოსავალს ხედავ? - ეკითხება მას.
- ამ კითხვის დასმას შენთვის ვაპირებდი.
- იმედი ხომ არ გაგიცრუა? - არ ასვენებს ბაჭია.
- არა, ღმერთმანი, au contraire. ჟიმაობაში ბადალი არ
ჰყავს.
ბაჭია ჭიქიდან ცოტას მოსვამს და ახლა სხვა მხრიდან ცდი-
ლობს მიდგომას.
- შვილი არ ენატრება?

257
მკითხველთა ლიგა

- ნელსონი ზოგჯერ დღისით სამსახურში შემოგვივლის


ხოლმე, უიკენდებზეც ჩვენთან არის. უფრო ხშირად, ალბათ, მა-
ნამდეც ვერ ნახულობდა. ვფიქრობ, რომ ჯენისს დედობრივი
გრძნობა არც ისე ჭარბად აქვს. თუმცა ის, რომ მისი შვილი (რო-
მელსაც ჯერ პირზე რძე არ შეშრობია) სახლში იმ ჰიპთან ერ-
თად ცხოვრობს, ცხადია, არ მოსწონს.
- ის სულაც არაა ჰიპი, თუ იმას არ გავითვალისწინებთ,
რომ მის ასაკში ყველა ჰიპია. და მასთან მე ვცხოვრობ და არა
ნელსონი.
- მერედა როგორია?
- ჟიმაობაში ბადალი არ ჰყავს, - ეუბნება ბაჭია.
იგი თანდათან ხვდება, რას წარმოადგენს სტავროსი. თავ-
დაპირველად, როცა ქუჩაში შეეჩეხა, ისე გაუხარდა, როგორც
მეგობრის დანახვა. თითქოს ჯენისის სხეულმა ისინი ერთმანეთს
როგორღაც დააახლოვა. ცოტა ხნის შემდეგ, „ფენიქსში“, მასში
ავადმყოფი ადამიანი აღმოაჩინა, რომელიც ცდილობს, რომ
არაფერი შეიმჩნიოს. ახლა კი მასში „სასტიკი მოთამაშე“ შეიც-
ნო, ასეთები კი მას არასოდეს მოსწონდა. თამაშის დროს ისინი
სათადარიგოთა სკამზე სხედან და მოთამაშეთა გასაღიზიანებ-
ლად იქამდე გაჰყვირიან ათასგვარ სისაძაგლეს, ვიდრე
მწვრთნელი „ტემპერატურის ასაწევად“ ან, უბრალოდ, წესების
დასარღვევად, მოედანზე არ შეუშვებს. ჭკვიანი, დაუდგრომელი
ჯირკები, თამაშს რომ „აკეთებენ“. გასაგებია, მაშასადამე, ბაჭია
კვლავაც თამაშშია ჩართული. დროის გაყვანაა საჭირო - დაე,
სტავროსმა თავად დაიწყოს.
სტავროსი კი ძლივს შესამჩნევად იჩეჩს კვადრატულ
მხრებს, სოდიან წყალს წრუპავს და ეკითხება:
- რას აპირებ იმ ჰიპთან დაკავშირებით?
- მას სახელი აქვს, - ჯილი.

258
მკითხველთა ლიგა

- ბევრი იცი ჯილის შესახებ?


- არა. ჰყავდა მამა, რომელიც მოუკვდა. ჰყავს დედა, რო-
მელიც არ უყვარს. ვფიქრობ, რომ კონექტიკუტში დაბრუნდება,
როცა იღბალი ზურგს შეაქცევს.
- ბოდიში, მაგრამ მისი იღბალი შემთხვევით შენ ხომ არ
ხარ?
- კი, მის ცხოვრებაში მე ახლა გარკვეულ როლს ვასრუ-
ლებ.
- ის კი - შენს ცხოვრებაში. იმის გამო, რომ ამ გოგონასთან
ერთად ცხოვრობ, ჯენისს თვალის დახამხამებაში შეუძლია გან-
ქორწინების მიღება.
- როგორ შემაშინე.
- თუ სწორად გავიგე, ჯენისს დაჰპირებიხარ, როგორც კი
დაბრუნდები, ის გოგო წავაო.
ბაჭია ხვდება, საიდან აპირებს სტავროსი შემოტევას და
გრძნობს, რომ კვლავ დაცემინება უნდა.
- არა, - ამბობს იგი და ნატრობს, ნეტა არ დავაცემინოო, -
სწორად ვერ გაგიგია.
და აცემინებს. ბართან მოკალათებული ექვსივე მამაკაცი
მისკენ ტრიალდება, წამით თითქოს „შლიცის“ ჩამოსასხმელი
ონკანიც ჩერდება. ტელევიზორის ეკრანზე კი მაცივრებისა და
ჩილეში ზამთრის უიკენდების რეკლამა გადის.
- არ გინდა, ჯენისი რომ დაგიბრუნდეს?
- არ ვიცი.
- იქნებ განქორწინების მიღება გირჩევნია, რათა ცხოვრე-
ბით დატკბე? ან სულაც მაგ გოგონაზე დაქორწინდე. ჯილზე.
ფრთხილად, სპორტსმენო, ჯანმრთელობას მიხედე.
- შენ ძალიან შორს იყურები. ჩემს ცხოვრებაში დღე დღეს
მიჰყვება, ვცდილობ, ჭრილობები მოვიშუშო. არ დაგავიწყდეს,

259
მკითხველთა ლიგა

რომ ეს მე მიმატოვეს. ცოლი ერთმა თმახუჭუჭა, ენაწყლიანმა


პაციფისტმა წამართვა, შეთავსებით იაპონური მანქანებით რომ
ვაჭრობს - დამავიწყდა იმ არამზადას სახელი.
- ეს ასე არ ყოფილა. თვითონ მომიკაკუნა კარზე.
- და შენც შეუშვი.
სტავროსს გაოცებული სახე აქვს.
- სხვა რა უნდა მექნა? თვითონ ჩაიგდო თავი საფრთხეში.
სად წასულიყო? მივიღე და ყველას ავაცილე ზედმეტი თავის
ტკივილი.
- ახლა შენ აგტკივდა თავი?
სტავროსი თითებს ისე ამოძრავებს, თითქოს ხელში ბანქო
უჭირავს - თუ ამ სვლას დაკარგავს, მიეცემა კი ერთხელ კიდევ
მოგების შესაძლებლობა?
- რაც დრო გადის, მით უფრო უძლიერდება იმედი, რო-
მელსაც ახდენა არ უწერია. მაპატიე, მაგრამ ქორწინება საჩემო
საქმე არაა. მარტო მასთან კი არა - არავისთან.
- ზედმეტი თავაზიანობა საჭირო არაა. მაშასადამე, ყველა-
ნაირ პოზაში გამოსცადე და მისი უკან დაბრუნება გადაწყვიტე.
საბრალო ჯენი. ნამდვილი სულელია!
- სულაც არ არის სულელი. მას უბრალოდ... თავდაჯერე-
ბულობა აკლია. მასაც ის უნდა, რაც ნებისმიერ ნორმალურ დე-
დაკაცს, ტროას ელენედ ყოფნა. იყო დრო, როცა ამას ვაგ-
რძნობინებდი. მაგრამ უსასრულოდ ასე ვერ მოვიქცევი. არ გა-
მოდის, - ბრაზობს, კვადრატული შუბლი ეჭმუხნება, - შენ რაღა
გინდა? ზიხარ არხეინად, გუნებაში გეცინება და ჩემს ცქმუტვას
აკვირდები. მერე რა? რომ გამოვაპანღურო, ხელს გაუწვდი?
- გამოაპანღურე და დაინახავ. მას ყოველთვის შეუძლია
მშობლებთან იცხოვროს.
- დედამისმა ლამის ჭკუიდან შეშალოს.

260
მკითხველთა ლიგა

- სწორედ ამიტომაც არსებობენ დედები.


ბაჭიას თავისი დედა ახსენდება. მის ხრიკებში ტანჯვა და
ტკივილიანი რეალობაა ჩამალული, რაც ამგვარ საქციელს სუ-
ლელურს, მანკიერსაც კი ხდის. დანაშაულის შეგრძნებისგან
შარდის ბუშტში საამო სპაზმი უჩნდება, როგორც ბავშვობაში,
როცა სკოლაში დაგვიანებით მიმავალი, ნაპირებზე შლამმოდე-
ბულ არხს ჩაურბენდა, რომელშიც ხელოვნური ყინულის ქარ-
ხნის წყალი ჩაედინებოდა. იგი ცდილობს სტავროსს აუხსნას:
- მომისმინე. საქმე შენ აწეწე და არა - მე. შენ ჟიმაობ სხვის
ცოლთან. თუ თამაშიდან გასვლა გსურს, გადი. შენთან ერთად
არავითარ კოალიციაში არ ვაპირებ გაერთიანებას - აი,
ჩააფურთხე.
- შენ ისევ შენსას აწვები, - ამბობს სტავროსი.
- სწორედაც, შენ შეიჭერი სხვის ტერიტორიაზე, მე კი არა.
- არსად არ შევჭრილვარ, უბრალოდ, დახმარების ხელი
გავუწოდე.
- ყველა აგრესორი ასე ამბობს.
ბაჭიას უნდა, რომ ვიეტნამის შესახებ ეკამათოს, მაგრამ
სტავროსს ცხარე თემა ურჩევნია.
- იგი სასოწარკვეთილებამდეა მისული, მეგობარო. ღმერ-
თო ჩემო, შენ რა, მასთან ათი წელი არ წოლილხარ?
- შენთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
- მიდი, აღშფოთდი.
- მას მილიონობით სხვა ცოლებზე ცუდად არ ემსახურე-
ბოდნენ. მილიარდი ნახვრეტი რამდენი ცოლი გამოვა? ხუთასი
მილიონი? ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. არც ისე ცუ-
დი, ჩემი აზრით.
- მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი: მე არაფერი მომიწყვია,
ყველაფერი ლანგრით მომართვეს. მისი დაყოლიება არც კი

261
მკითხველთა ლიგა

მიცდია, თავად მოვიდა ჩემთან. მე უბრალოდ პირველი ვიყავი,


ვისაც წააწყდა. ჩემ ნაცვლად რომ რძის ცალფეხა დამტარებე-
ლი ყოფილიყო, იგივე მოხდებოდა.
- ძალიან თავმდაბალი ხარ.
სტავროსი თავს აქნევს:
- ის ნამდვილი ვეფხვია.
- მორჩი ლაპარაკს, თორემ ამიდგება.
სტავროსი მას ყურადღებით შესცქერის.
- უცნაური კაცი ხარ.
- მაგას აჯობებს, ის თქვა, რაც ახლა მასში არ მოგწონს.
დაინტერესებული კაცის ტონით ნათქვამი ეს სიტყვები
სტავროსზე საჭირო გავლენას ახდენს და იგი დუიმით ქვემოთ
სწევს მხრებს. შემდეგ ჰაერში ხელებით რაღაცას ხაზავს, რომე-
ლიც პატარა გალიას წააგავს.
- მარწუხებში მოქცეულივით ვარ. ამ სიმძიმეს ვერ ვუძლებ.
მე მსუბუქად უნდა ვგრძნობდე თავს, ყოველთვის ერთ დონეზე.
ჩვენ შორის დარჩეს და, მე ხომ მუდმივად არ ვიქნები ამქვეყ-
ნად.
- ცოტა ხნის წინ საპირისპიროს მეუბნებოდი.
- ყველაფერი ისე მიდის, რომ ეს ნაკლებად შესაძლებე-
ლია.
- იცი, რა, შენ ახლა ჩემს თავს მაგონებ, ოდესღაც რომ
ვიყავი, ისეთს.
- იგი გაერთო, ზაფხული გავიდა, ახლა კი ნება მიეცი, დაბ-
რუნდეს. შენს ჰიპს კი უთხარი, რომ წავიდეს. ჯენისს ძალიან
გაუხარდება ამის გაგონება.
ბაჭია მეორე ჭიქა „დაიკირს“ ამთავრებს. რა სასიამოვნოა
სიჩუმე, მისი გაგრძელება, გაფართოება. არა, იგი ჯენისის უკან
მიღების პირობას არ მისცემს. ფინალი შემდეგისთვის გადავ-

262
მკითხველთა ლიგა

დოთ. ბოლოს, როცა ხვდება, რომ გაჩუმება უზრდელობაში გა-


დადის, ამბობს:
- სიმართლე თუ გინდა, არ ვიცი, რა გითხრა. მაპატიე, რომ
უფრო გარკვევით ვერაფერს გეუბნები.
- ის რამეზე ხომ არ ზის? - სწრაფად განაგრძობს საუბარს
სტავროსი.
- ვინ ის?
- შენი ნიმფა.
- რაზე უნდა იჯდეს?
- როგორ ვერ ხვდები. აბებზე. ქიმიაზე. ჰეროინს გამოვ-
რიცხავ, თორემ აღარაფერი შეგრჩებოდა.
- ჯილს გულისხმობ? არა, მან თავი დაანება.
- არ დაიჯერო. ისინი ვერასოდეს ანებებენ თავს. ეს ჰიპები
ნარკოტიკების გარეშე ვერ ძლებენ.
- ჯილი კი ფანატიკურად წინააღმდეგია. კი, იყო, მაგრამ
დროზე მოეგო გონს. და, საერთოდ, ეს შენ არ გეხება.
ბაჭიას არ მოსწონს თამაშის ამგვარი განვითარება. მის
პოზიციაში ხვრელი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც, მცდელო-
ბის მიუხედავად, ვერ ახერხებს. სტავროსი ოდნავ შესამჩნევად
იჩეჩს მხრებს.
- ნელსონი როგორაა? შეიცვალა?
- იზრდება.
პასუხი ორჭოფულად ჟღერს. სტავროსს ვითომც არ
გაუგონია.
- ძველებურად მძინარაა? ნერვიულობს? უდროო დროს
იძინებს? რას აკეთებენ ისინი, სანამ შენ წელებზე ფეხს იდგამ
და ფულს შოულობ? რაღაცას ხომ აკეთებენ, რას იტყვი, მეგო-
ბარო?

263
მკითხველთა ლიგა

- ჯილი მას ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს ზრდი-


ლობიანად არამზადებთან, მეგობარო. ნება მომეცი, შენი
წყლის გადავიხადო.
- მაშ, რა გავარკვიე მე?
- იმედი მაქვს, არაფერი.
მაგრამ სტავროსმა მაინც მოახერხა ხელის შეშლა და თა-
მაში ოვერტაიმში გადადის. ბაჭია შინ მიიჩქარის, ნელსონთან
და ჯილთან, რათა მათ სუნთქვას ყური მიუგდოს, მათ გუგებს
დააკვირდეს, და საერთოდ, მან თავისი კრავი შხამიან გველს
შეატოვა. მაგრამ „ფენიქსიდან“ გამოსული, სექტემბრის სუდა-
რაგადაფარებულ მზეზე ხვდება, ტრანსპორტი არ დადის, ავ-
ტობუსებიც გაჭედილან. ფილმს იღებენ. ბაჭია იხსენებს, რომ
ამის შესახებ „ვეტში“ წაიკითხა („ბრუერი - ამერიკის შუაგულია?
კინოკომპანია „გოტემი“ თვლის, რომ ასეა“.), რომელიღაც
ახალმა დამოუკიდებელმა კომპანიამ გადაღებებისთვის
ბრუერი აირჩია; მთავარი როლების შემსრულებელთა გვარები
არაფერს ეუბნებოდა, აღარც დეტალები ახსოვდა. ჰოდა, იღე-
ბენ. უაიზერ-სტრიტი ცალმხრივად გადაკეტილია. ნახევარწრე-
ზე მსუბუქი ავტომობილები და პროჟექტორებიანი სატვირთო
მანქანები დგანან, დარჩენილი სივრცე სახელოაკაპიწებულ პე-
რანგებში გამოწყობილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, სასურ-
სათო ჩანთებით ხელდამშვენებულ მოხუც ქალებსა და უქნარა
ზანგებს შეუვსიათ, რომლებიც უფრო ახლოს მისვლას ლამო-
ბენ. მანქანების გასავლელად მხოლოდ ერთი ზოლია დატოვე-
ბული, რომელზეც მიღოღავენ კიდეც. პოლიციელებს, რომ-
ლებმაც იმაზე უნდა იზრუნონ, რომ საცობები არ წარმოიშვას,
რკალი გაუკეთებიათ და ფილმის გადაღების უსაფრთხოებას
იცავენ. ბაჭია ტროტუარის კიდესთან დგას და, თავისი სიმაღ-
ლის წყალობით, რაღაც-რაღაცების გარჩევას ახერხებს. ძველი

264
მკითხველთა ლიგა

„ბაღდადის“ მახლობლად (სადაც ადრე კინოსტუდია „მეტრო


გოლდვინ მაიერის“ მიერ გადაღებულ ფილმებს უჩვენებდნენ),
ახლა პორნოგრაფიას ატრიალებენ, ერთ-ერთი ფიცარაკრული
მაღაზია რესტორნის ფასადად გადაუკეთებიათ. მაღალი წი-
თელსიფათიანი მამაკაცი ხელოვნურად დახვეული თმით და
დაბალი, ბრინჯაოსფერთმიანი ქალიშვილი ხელკავით გამოდი-
ან ამ ვითომდა რესტორნიდან და აქ ხდება ინციდენტი გამ-
ვლელთან, კიდევ ერთ მოხატულ მსახიობთან, რომელიც
სეირის მოყვარულთა ბრბოდან გამოვარდება და მათ ეჯახება.
ისინი იცინიან. ამას მოსდევს დაჟინებული მზერა, რომელიც,
მას შემდეგ, რაც ფილმის მონტაჟი დასრულდება, იმის მანიშნე-
ბელი იქნება, რომ ყველაფერი საწოლში დამთავრდება. სცენას
რამდენჯერმე იღებენ. გადაღებებს შორის კი ელოდებიან, ხუმ-
რობენ, სინათლის კორექტირებას ახდენენ. იქიდან, სადაც ბა-
ჭია დგას, ქალიშვილი ლამის ანათებს: თვალები უბრწყინავს,
თმა, თითქოს ჩაფხუტიაო, სინათლეს ირეკლავს. კაბაც კი ნაირ-
ფრად ულივლივებს. თუ რეჟისორი ან გამნათებელი მიდის მას-
თან, მის გვერდით გაურკვეველ ლაქად მოჩანს. ასეთივე ლა-
ქად მიაჩნია თავი ბაჭიას, გაურკვეველ და დამნაშავე ლაქად,
ვინაიდან ხედავს, რომ, მზიანი დარის მიუხედავად, პროჟექტო-
რები დღეს მეტ სიკაშკაშეს მატებენ და რეალობას წარმოუდ-
გენლად ლამაზ კუნძულად აქცევენ, რომლის გარშემოც ყველა
დანარჩენი - მექანიკოსები, პოლიციელები და ერთ ადგილზე
მშფოთვარე, სანახაობით შეპყრობილი მაყურებლების ბრბო,
მისი ჩათვლით, მოჩვენებებს, მავედრებლებს ჰგვანან, რომ-
ლებსაც ყურადღებასაც არავინ აქცევს.
„ადგილობრივი გათხრების დროს აღმოჩენილია სიძვე-
ლეები

265
მკითხველთა ლიგა

განახლების კვალდაკვალ, ბრუერი სულ უფრო მეტს იგებს


თავის შესახებ.
ქალაქის ცენტრში შენობების აღებისა და რეკონსტრუქცი-
ის ფართომასშტაბურმა პროცესმა ძველი დროების მრავალი
ნიმუში გამოიტანა დღის სინათლეზე, რომლებიც ჩვენი ქალა-
ქის საინტერესო წარსულის შესახებ მოგვითხრობენ.
ავტოსადგომის მოწყობისას გრილისა და მიუ--
ავტოსადგომების მოწყობისას გრილისა და მიურიელის ქუჩების
გადაკვეთაზე მშენებელთა თვალწინ წარდგა იატაკქვეშა ბარი
მშვენივრად შემონახული კედლების მოხატულობით, სადაც
სპირტიანი სასმელებით ვაჭრობდნენ.
ძველ მცხოვრებლებს ჯერაც ახსოვთ, რომ ამ ადგილს
ხშირად სტუმრობდა ნოჯელი, მეტსახელად „ხელთათმანები“,
აგრეთვე მშრალი კანონის ეპოქის სხვა იატაკქვეშა საქმოსნები.
აქვე აიდგეს ფეხი სახელგანთქმულმა ტრომბონისტმა „წითელ-
მა ვენრიჰმა“ და სხვა მუსიკოსებმა, რომელთა სახელებიც მალე
მთელ ქვეყანას მოედო.
არც ძველებური აბრებია იშვიათობა. ოსტატურად სტილი-
ზებული ძროხები, სკები, ჩექმები, იარაღი, გუთანი – „ბაკალეა
ათასი წვრილმანის“ რეკლამა, ტყავის ნაკეთობები, საკვები,
წამლები - ერთი სიტყვით, ყველანაირი საქონელი. ისინი კარ-
გადაა შემონახული და ადვილადაც იკითხება. თუმცა მათი შექ-
მნიდან თითქმის საუკუნეა გასული.
ძველებურ ქვის ფუნდამენტებს შორის ლითონის ხელსაწ-
ყოები და სალესი ქვებიც გვხვდება.
აქ ისრის ბუნიკიც მრავლადაა.
დოქტორმა კლაუს შორნერმა, ბრუერის ისტორიის საზო-
გადოების ვიცე-პრეზიდენტმა...“

266
მკითხველთა ლიგა

ყავის დასალევად განკუთვნილი შესვენების დროს ბაჭიას


ბიუკენენი უახლოვდება.
- რას იტყვი პატარა ჯილის შესახებ?
- მშვენიერი გოგოა.
- და სასიამოვნოდაც მუშაობს შენთვის, არა?
- კარგი გოგოა, ეგაა, რომ თავში დომხალი აქვს - ასეთია
ახლანდელი ახალგაზრდობა, მაგრამ ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. მე
და ჩემი შვილი.
ბიუკენენი იღიმება, ვიწრო ულვაშები დეფისის სიგრძეზე
ეწელება და ბაჭიას კიდევ ნახევარი ნაბიჯით უახლოვდება.
- მაშასადამე, შენ და ნამცეცა ჯილი კვლავაც კომპანიონე-
ბი ხართ?
ბაჭია მხრებს იჩეჩს, გრძნობს, რომ ფითრდება და ნერ-
ვიულობს. ცდილობს, ფსონს ალალბედზე ჩავიდეს.
- წასასვლელი არსად აქვს.
- როგორც ჩანს, ის მართლაც შესანიშნავად მუშაობს შენ-
თვის, მეგობარო, - ამბობს, ბაჭიას გვერდიდან არ სცილდება,
არც გარეთ გადის გადმოსატვირთ ბაქანზე თავისი წილი ვისკის
გადასაყლურწად. დგას და იღიმება, მაგრამ შემდეგ ღიმილი
ჩაფიქრებული, უფრო დაძაბული გამომეტყველებით ეცვლება
და განაგრძობს: - იცი რა, ჰარი, შრომის დღე ახლოვდება, ბავ-
შვები სკოლაში უნდა წავიდნენ, ინფლაცია კი განუწყვეტლივ იზ-
რდება. ერთი სიტყვით, ფინანსური პრობლემებია.
- რამდენი შვილი გყავს? - თავაზიანად ეკითხება ბაჭია. ამ-
დენი წელია, ერთად მუშაობენ და ახლაღა შეიტყო, რომ და-
ქორწინებული ყოფილა.
ზორზოხა, მონაცრისფრო მამაკაცი ადგილზე წინ და უკან
ქანაობს.

267
მკითხველთა ლიგა

- ეე... ვთქვათ, ხუთი - ეს, რაც ვიცი. ისინი ხომ თავისი მა-
მიკოს იმედზე არიან, ის კი შრომის დღესასწაულს ცუდ ფორმა-
ში ხვდება. ამ ბოლო დროს ბებერ ლესტერს რატომღაც კარ-
ტში არ უმართლებს.
- ვწუხვარ, - ამბობს ბაჭია, - იქნებ უკეთესი იყოს, თავი
დაანებო.
- როგორ მიხარია, რომ ნამცეცა ჯილმა არ გიმტყუნა და
რაც გჭირდებოდა, ყველაფერი შეგისრულა, - წარმოთქვამს
ბიუკენენი, - ვიფიქრე, ოცი დოლარი შრომის დღესასწაულს
გადამატანინებს-მეთქი.
- ოცი დოლარი?
- სულ ოცი. გაოცდები, ჰარი, ისე მომჭირნეობით ვისწავ-
ლე ფულის ხარჯვა. რაღაც ოცი დოლარი, მეგობრისადმი მცი-
რედი დახმარების სახით გაღებული, ამ დღეებს გადამატანი-
ნებს. ჰოდა, მეც ვამბობ: რადგან ჯილი ყოველმხრივ გაკმაყო-
ფილებს, ალბათ, თავსაც კარგად გრძნობ. გინდა, რომ შენი სი-
ხარული სხვასაც გაუზიარო. როგორც ამბობენ, შეყვარებული
მამაკაცი ყველას მეგობარია.
მაგრამ ბაჭიამ უკვე ამოიღო საფულე და ორი ათდოლა-
რიანი მოჩხრიკა.
- მხოლოდ სესხად, იცოდე, - ამბობს შეშინებული. იცის,
რომ იტყუება და სულ უფრო ქვემოთ ეშვება, კვლავაც გრძნობს
საამო სპაზმს შარდის ბუშტში, როგორც შორეული წარსულის
დღეებში, როცა სკოლაში დააგვიანდებოდა ხოლმე. დირექტო-
რი, მისტერ კლაისტი, შესასვლელში დაკეტილ კართან იდგა,
სადაც ჯაჭვები და ურდულები ისე იყო გაცვეთილი, რომ ყვითე-
ლი ლითონი მოჩანდა. იგი დაგვიანებულებს ელოდებოდა და
ჰაერდახშულ კაბინეტში მიჰყავდა, სადაც მოსწავლეთა პირად
საქმეებს ინახავდა.

268
მკითხველთა ლიგა

- ჩემი ბავშვები სულ შენს ლოცვაში იქნებიან, - ამბობს


ბიუკენენი და ფულს ჯიბეში იდებს, - ოჰ, რამდენ ფანქარს ვუყი-
დი ახლა?!
- ეი, ბების რამე ხომ არ შეემთხვა? როგორ არის? - ეკით-
ხება ბაჭია და გრძნობს, რომ ახლა, როცა მისმა ფულმა ბიუკე-
ნენის ჯიბეში გადაინაცვლა, გულზე მოეშვა: ამით ხომ შეკითხვე-
ბის დასმის უფლება იყიდა.
ბიუკენენისთვის შეკითხვა აშკარად მოულოდნელია.
- ძველებურად. როგორც ამბობენ, ლამის ზედ შეაკვდეს
საქმეს.
- მე კი ვიფიქრე, ერთმანეთს ხომ არ დასცილდნენ-მეთქი.
მეჩეჩზე მყოფი ბიუკენენი ყურადღებით მისჩერებია სახეში
ბაჭიას, სურს გაერკვეს, რას გულისხმობს იგი. სუტენიორი. რო-
დესაც ასკვნის, რომ ბაჭიას სწორედ ეს აქვს მხედველობაში,
კბილებს დაკრეჭს, ულვაში კი საკმაოდ უფართოვდება.
- გინდა, რომ ჩვენს ბრწყინვალე ბების დაეუფლო, არა?
მოგბეზრდა თეთრი ხორცი და ახლა შავი მოგინდა? მერედა
მამიკო არ გაგიბრაზდება, ჰარი?
- უბრალოდ ვიკითხე, როგორ არის-მეთქი. მომეწონა მისი
დაკვრა.
- მანაც შენ დაგადგა თვალი - ამაში დარწმუნებული ვარ.
შემოიარე როგორმე „ჯიმბოში“, რაღაცას მოვიფიქრებთ.
- მან მითხრა, ცუდი ძვლები გაქვსო.
ზარი ირეკება. ბაჭია ცდილობს წარმოიდგინოს, თუ რო-
დის მოსთხოვენ კიდევ რამეს, რამდენად ღრმად ჩაავლეს;
ბიუკენენი ხვდება, რაზე ფიქრობს ბაჭია. და თამამად, მხიარუ-
ლად დაჰკრავს ხელისგულზე, რომელიც მან ძვლების ხსენება-
ზე წინ გამოსწია. თითები ეტკინა. კანი ეწვის.

269
მკითხველთა ლიგა

- რომ იცოდე, როგორ მომწონხარ, მეგობარო! - ამბობს


ბიუკენენი და მიდის. კეფაზე ქლიავისფერი ცხიმოვანი ნაკეცი
უთრთის. არასწორად იკვებება, ზედმეტი სახამებელი აქვს. ჯი-
გარი და ფაფა, შავების საყვარელი საჭმელი.
„ძალზე საინტერესო საათი გაატარა „ვეტის“ რეპორტიორ-
თან არაოფიციალურ საუბარში ბრუერის წარსულის შესახებ,
როდესაც იგი წარმოადგენდა სავაჭრო ადგილს მდინარე „გა-
ჭენებული ცხენის“ ნაპირებთან მცხოვრებ ინდიელ ტომებთან.
მან გვიჩვენა უცხოური გრავიურა
მან გვიჩვენა უცხოური გრავიურა ქოხმახების გამოსახუ-
ლებით, რომელიც იმ დროს შეიქმნა, როცა მომავალი ქალაქის
ადგილას პატარა დასახლება, სახელწოდებით „გრინვიჩი“ მდე-
ბარეობდა, ინგლისის ქალაქ გრინვიჩის პატივსაცემად, სადაც
ცნობილი ობსერვატორიაა განთავსებული.
დოქტორ კლაისტის კოლექციაში ბევრი უნიკალური ფო-
ტოსურათია იმ დროის უაიზერ-სტრიტის შესახებ, როდესაც იქ
უხეშად ნაკეთები დახლები და ფუნდუკები იდგა. მათ შორის ყვე-
ლაზე ცნობილი იყო „ბატი და ფრთები“, სადაც ღამის გასათე-
ვად ერთხელ ჯორჯ ვაშინგტონი გაჩერდა თავის თანმხლებ პი-
რებთან ერთად. ისინი დასავლეთისკენ მიემართებოდნენ სპირ-
ტის ბუნტის ჩასახშობად, რომელმაც 1799 წელს იფეთქა.
ჩვენს მიდამოებში პირველი რკინის მადნის საბადო კარ-
გად ცნობილი ორიოლის ღუმელი იყო, რომელიც ქალაქის
სამხრეთით, შვიდი მილის მანძილზე მდებარეობს. დოქტორ
კლაისტის კოლექციაში წიდის პირველი წარმოების ხენჯიც
არის. იგი აღტაცებით ჰყვებოდა, თუ როგორ შეძლეს პირვე-
ლად ჩვენს მხარეში მეტალურგებმა საკმაოდ მძლავრი წევის
ზოლურას უზრუნველყოფა“.
ბაჭიას ზურგს უკან პაიასეკი ჩერდება.

270
მკითხველთა ლიგა

- ენგსტრომ, ტელეფონი, - პაიასეკი დაბალი, მელოტი,


დაღლილი კაცია აპრეხილი ხშირი წარბებით, რაც მიჭყლეტი-
ლი შუბლის შთაბეჭდილებას ამძაფრებს. თვალებს ზემოთ
გრძელი ჰორიზონტალური ნაკეცი ემჩნევა, - როცა დაასრუ-
ლებ, აუხსენი იმას, ვინც გირეკავს, რომ შინაც გაქვს ტელეფო-
ნი.
- მაპატიე, ედ. ეს, ალბათ, ჩემი გადარეული ცოლია.
- მერედა ვერ ეტყვი, რომ სამუშაო საათების მერე გა-
დაირიოს?
როდესაც მომუშავე დანადგარიდან მქრქალი შუშებით შე-
მოღობილ მოყუჩებულ ადგილზე გადადიხარ, გეჩვენება, რომ
მოულოდნელად მოვარდნილმა ტალღამ საჰაერო ორმოში გა-
დაგისროლა. ბაჭია მაშინვე შეტევაზე გადადის:
- ღვთის გულისათვის, ჯენის, ხომ გაგაფრთხილე, აქ არ
დამირეკო-მეთქი. შინ დამირეკე.
- შენს პატარა ტელეფონისტთან საუბრის არანაირი სურ-
ვილი არ მაქვს. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ მის ხმას გავიგო-
ნებ, ტანში ჟრუანტელი მივლის.
- როგორც წესი, ტელეფონთან ნელსონი მიდის. ჯილი
არასოდეს იღებს ყურმილს.
- არც მისი ხმის გაგონება მინდა, არც - დანახვა და არც
მასთან საუბარი. ვერც კი წარმოიდგენ, ჰარი, როგორ ზიზღს
ვგრძნობ მაგ ქალბატონის გაფიქრებაზეც კი.
- მოიცა, მოიცა, ნასვამი ხომ არ ხარ? რაღაც ძალზე გა-
ღიზიანებული მეჩვენები.
- ფხიზელიც ვარ და საღ გონებაზეც გახლავარ. და ყვე-
ლაფრით კმაყოფილიც. მაინტერესებს, უყიდე თუ არა სკოლის-
თვის ნელსონს ახალი ტანსაცმელი. შენ, ალბათ, იცი, რომ ზაფ-

271
მკითხველთა ლიგა

ხულის განმავლობაში მან სამი დუიმით მოიმატა და ძველი აღა-


რაფერი მოერგება.
- მართლა? რა მაგარია. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, არც
ისეთი ჯუჯა გამოვიდეს.
- დაწყნარდი, მამაჩემს დაემსგავსება, ის კი ჯუჯა არ არის.
- მაპატიე, მაგრამ მეგონა, რომ სწორედაც ჯუჯა იყო.
- შენ რა, გინდა, რომ ყურმილი დაგიკიდო? ამის მიღწევა
გსურს?
- არა, უბრალოდ მინდა, რომ სამსახურში არ დამირეკო.
სხვაგან - სადაც გინდა.
ქალი ყურმილს დებს. ბაჭია პაიასეკის ხის, მბრუნავი სა-
ვარძლიდან ადგომას არ ჩქარობს და კალენდარს შესცქერის,
რომელიც აგვისტოზეა გადაშლილი, თუმცა ახლა სექტემბერია.
მასზე გამოსახულ ქალიშვილს ხელში ორი ნაყინი ისე უჭირავს,
რომ ისინი ძუძუსთავებს უფარავს. ერთი მარწყვისაა, მეორე -
შოკოლადის, წარწერა კი გვაუწყებს: „საკმარისზე მეტია!“
კვლავ ტელეფონის ზარი ისმის.
- რაზე გავჩერდით? - ეკითხება ბაჭია.
- ნელსონის წაყვანა მომიწევს, რათა სკოლისთვის ტანსაც-
მელი ვუყიდო.
- კარგი, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე და წაიყვა-
ნო. მოდი, დღეზე შევთანხმდეთ.
- სანამ ის გოგო მანდ არის, სახლთან ახლოსაც არ მო-
ვალ, ჰარი. პენ-ვილასსაც კი არ გავეკარები სათოფეზე. მაპა-
ტიე, მაგრამ ამისგან ფიზიკურად ვხდები ცუდად.
- ამას დამიხედეთ. შემთხვევით, ხომ არ დაფეხმძიმდი? შენ
და ჩარლი უსაფრთხოების ზომებს თუ მიმართავთ?

272
მკითხველთა ლიგა

- ვეღარ გცნობ, ჰარი. კიდეც ვუთხარი ჩარლის - ვერ ვი-


ჯერებ, რომ ამ კაცთან თორმეტი წელი ვიცხოვრე-მეთქი. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ ეს არასოდეს ყოფილა.
- ცამეტი. ნელსონი ამ თვეში ცამეტის გახდება. რა ვაჩუ-
ქოთ დაბადების დღეზე?
ქალი ატირდა.
- ჯერაც ვერ მპატიობ, არა? ჯერაც ვერ მაპატიე, რომ მაშინ
დავფეხმძიმდი.
- გაპატიე, გაპატიე, დაწყნარდი. ნელსონს შენი სიყვარუ-
ლის ბუდეში გამოგიგზავნი, რათა მაღაზიებში გაიაროთ. დღე
მითხარი.
- აჯობებს, სამსახურში გამომიაროს. შაბათ დილით. არ
მიყვარს, როცა ბინაში მოდის. მერე განშორება მიძნელდება.
- სხვა დღე არ შეძლება? ჩვენ ასე დავგეგმეთ, რომ ჯილი
მე და ნელსონს ფორჯში წაგვიყვანს - იქ არც ერთი არ ვართ
ნამყოფი.
- შენ რა, დამცინი? ყველაფერი სამასხარაოდ ხომ არ უნ-
და გახადო, ჰარი? ეს ხომ ცხოვრებაა.
- სულაც არ ვხდი სამასხარაოდ. ჩვენ მართლა ვაპირებთ
იქ წასვლას. არ გეხუმრები.
- მაშინ უთხარი მას, რომ ვერ წახვალთ. მე ნელსონი გა-
მომიგზავნეთ, თქვენ კი ლოგინში იკოტრიალეთ. ოღონდ ფუ-
ლი გამოატანე. მე რატომ უნდა უნდა გადავიხადო ტანსაცმლის
საფასური?
- შეგიძლია, ყველაფერი კროლთან იყიდო, იქ ხომ ანგა-
რიში გაქვს გახსნილი.
- თვითონაც კარგად იცი, რომ „კროლი“ არაფრად აღარ
ვარგა. „პირლთან“ გაიხსნა ძალიან კარგი მაღაზია, ჩინური
რესტორანი რომ იყო, იმის იქით.

273
მკითხველთა ლიგა

- ჰოდა, შენც მანდ გახსენი ანგარიში. უთხარი, რომ


„სპრინგერ-მოტორსის“ წარმომადგენელი ხარ და გირაოდ
„ტოიოტა“ დაუტოვე.
- ტყუილად ბრაზობ, ჰარი. თვითონ გამგზავნე მასთან.
არასდროს დამავიწყდება, რაც იმ საღამოს მითხარი - ეს ისეთი
დარტყმა იყო, რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება: „თუ მას-
თან ყოფნა გინდა, იყავი, ოღონდ მე არსად გადავეყარო მაგ
არამზადასო“. ეს შენი სიტყვებია.
- რა კარგი ქენი, რომ გამახსენე: ამას წინათ შევხვდი მას.
- ვის?
- ჩარლის. შენს შავტუხა საყვარელს.
- როგორ?
- სამსახურის მერე დამიდარაჯდა. ქუჩის კუთხეში მელო-
დებოდა ხანჯლით ხელში. „ხომ კმაყოფილი ხარ, რომ გამომი-
ჭირე, შე კომუნისტების ვირთხავ“, - ვუთხარი მე.
- შენგან რა უნდოდა?
- ისეთი არაფერი - შენ შესახებ ლაპარაკი.
- ჩემ შესახებ? იტყუები, ჰარი, სხვა რა უნდა გითხრა. რა -
ჩემ შესახებ?
- ბედნიერი ხარ თუ არა.
და ვინაიდან ქალი დუმს, კაცი განაგრძობს:
- ჩვენ დავასკვენით, რომ ბედნიერი ხარ.
- მართალია, - ამბობს ჯენისი და ყურმილს კიდებს.
„...ჯერ კიდევ ბესემერის ღუმლის შექმნამდე.
ძველ, გაცრეცილ ფოტოსურათზე უაიზერ-სტრიტი მდიდ-
რულად გამოიყურება გემოვნებით ნაგები დაბალი აგურის შე-
ნობებით, მათ შორის კი გაყვანილი იყო ლიანდაგი ცხენის წე-
ვის ტრამვაისთვის, ცხინუს წუვის ტრუმვაისთვის განკუთვნილი...

274
მკითხველთა ლიგა

თთთ ეტაოინ ეტაოინსშრდლუ ეტაოინსშრდლუთ-


ვპვბგქჯეტ...“
ბაჭია ეკითხება ჯილს:
- რას აკეთებდით დღეს შენ და ნელსონი?
- ისეთს არაფერს. დილით სახლში ვიყავით, დღისით კი
გავისეირნეთ.
- სად იყავით?
- ჯაჯმაუნთში.
- ქალაქში?
- მთაზე. „ბელვედერში“ კოკა-კოლა დავლიეთ, ცოტა ხანს
პარკში ბურთის თამაშს ვაკვირდებოდით.
- გაფრთხილებ, არ დამიმალო. ბიჭს მოსაწევად ბალახს
აძლევ?
- ეგ საიდან მოიტანე?
- ის ძალზე გატაცებულია შენით. ჰოდა, ვფიქრობ, რომ აქ
ორიდან ერთია - ან ბალახი, ან სექსი.
- იქნებ ავტომობილი? იქნებ მე მას ისე ვეპყრობი, რო-
გორც ჩვეულებრივ ადამიანს და არა როგორც ბედუკუღმართ
სპორტსმენს, რომელსაც სიმაღლეში არ გაუმართლა. ნელსო-
ნი ჭკვიანი და ძალზე მგრძნობიარე ბიჭია და მტკივნეულად გა-
ნიცდის, რომ დედამ მიგატოვათ.
- გმადლობ, თვითონაც ვიცი, რომ ჭკვიანია - პირველი წე-
ლი კი არ ვართ ერთად.
- ჰარი, გინდა, რომ წავიდე, არა? წავალ, თუ გინდა. შე-
მეძლო, ბებისთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მთლად კარგად
ვერ აქვს საქმე.
- რას გულისხმობ?
- ბალახი უნახეს. ამას წინათ „ჯიმბოში“ ძაღლები მივიდნენ
და ათი კაცი აიყვანეს, მისი და ცქაფას ჩათვლით. ბებიმ თქვა,

275
მკითხველთა ლიგა

ჩვეულებრივზე მეტ გასამრჯელოს მოითხოვდნენ, მაგრამ მე-


პატრონე არ დათანხმდაო. მეპატრონე, სხვათა შორის, თეთრი-
ა.
- გამოდის, რომ მაგ ხალხთან ძველებურად აგრძელებ
ურთიერთობას?
- წინააღმდეგი ხარ?
- ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი. ეს შენი ცხოვ-
რებაა და შენვე უნდა განკარგო.
- ვიღაცამ გაწყენინა, არა?
- ერთმა კი არა, რამდენიმემ.
- ისე მომექეცი, ჰარი, როგორც გინდა. შენს ცხოვრებაში
ვერაფერი ვერ ვიქნები.
ჯილი დგას მის წინ სასტუმრო ოთახში, გადაჭრილ ჯინსსა
და სოფლურ ბლუზაში გამოწყობილი, იდაყვები გვერდებზე
აქვს მიჭერილი, ხელები კი ოდნავ გაუშლია მოსამსახურე გო-
გოსავით, რომელიც ელოდება, რომ ზედ ლანგარს დაადებენ.
ჭურჭლის რეცხვისგან თითები გასწითლებია. მისი გარეგნობით
აღელვებული ბაჭია გალანტურად აღიარებს:
- მე შენი ტკბილი პირი და თოვლივით ქათქათა საჯდომი
მჭირდება.
- მე კი ვფიქრობ, რომ ორივემ უკვე თავი მოგაბეზრა.
ბაჭია მის ნათქვამს პირიქით აღიქვამს: თვითონ მოაბეზრა
გოგოს თავი. იგი მასთან ყოველთვის მოწყენილი იყო. ამიტომ
შეტევაზე გადადის:
- კარგი, რას იტყვი სექსის შესახებ შენსა და ნელსონს შო-
რის?
ჯილი ბაჭიას თვალს არიდებს. მას გრძელი ცხვირი აქვს,
გრძელი ნიკაპი და ფარვანასავით მშრალი პირი, რომელიც,
როგორც კაცი ხვდება, არ შფოთავს, თუ გოგონა მას არ აკვირ-

276
მკითხველთა ლიგა

დება. ახლა კი ზიზღის მიმიკითაა აღსავსე. ამით ჯილი თითქოს


ეუბნება, რომ მასზე მაღლა დგას და კიდევ უფრო მაღლა უნდა
აფრენა. ზაფხულმა სახეზე ჭორფლის მხოლოდ რამდენიმე
წინწკალი დაუტოვა, ძირითადად შუბლზე, რომელიც რძის დო-
ქის გვერდივით ოდნავ წინაა წამოწეული. თმა, რომელიც დიდი
ხნის განმავლობაში ჰიპებისთვის დამახასიათებელ წვრილ ნაწ-
ნავებად ჰქონდა დაწნული, მაგრად დაჭიმულ ზამბარებს
მიუგავს.
- მე მას მოვწონვარ, - პასუხობს, მაგრამ ეს პასუხი არც
არის.
- ხვალ ჩვენ ფორჯ-ველის ხეობაში ვერ წავალთ - ჯენისმა
ნელსონი მაღაზიებში უნდა ატაროს სკოლისთვის ახალი ტან-
საცმლის საყიდლად, მე კი დედა უნდა ვინახულო. თუ სურვილი
გექნება, შეგიძლია იქამდე მანქანით მიმიყვანო, თუ არადა, ავ-
ტობუსით წავალ.
მას ჰგონია, რომ ჯილს ამით პატივს მიაგებს, ის კი არაფ-
რისმთქმელი ღია მწვანე თვალებით იყურება და ამბობს:
- ზოგჯერ დედაჩემს მაგონებ. მასაც თავის საკუთრებად მი-
ვაჩნდი.
შაბათ დილით ჯილი გაქრა, მაგრამ მისი ძონძებივით ტან-
საცმელი კვლავაც კარადაში ჰკიდია. ქვემოთ, სამზარეულოს
მაგიდაზე, მწვანე მარკერით დაწერილი ბარათია დატოვებული:
„მთელი დღე არ ვიქნები, ნელსონს დედამისს გავუყვან. ჯილი“.
ასე რომ, ბაჭია ავტობუსით მგზავრობს. ჯაჯმაუნთის მდელობებ-
ზე ბალახი - მწვანე ლაქები ცემენტის ბილიკებს შორის - გადატ-
რუსულია; ნეკერჩხლის ხეებს აქა-იქ ყვითელი ფოთლები შეჰ-
პარვიათ. ჰაერში განსაკუთრებული სუნია - კვლავ სკოლა, ყვე-
ლაფერი თავიდან იწყება და, მაშასადამე, არსებული წესიც უც-
ვლელია. ბაჭიას სურს, რომ კარგ განწყობაზე დადგეს: იგი ყო-

277
მკითხველთა ლიგა

ველთვის კომფორტულად გრძნობდა თავს წელიწადის


დროების ცვლისას, ყოველი არდადეგების თავსა და ბოლოში,
კალენდრის ახალი გვერდის დანახვისას, მაგრამ კარგა ხანია,
მის ცხოვრებაში წელიწადის დროები ერთმანეთს აღარ ცვლის,
მხოლოდ ამინდი იცვლება, ასაკის მატებასთან ერთად კი ამინ-
დი ნაკლებად აინტერესებს. ნეტავ როგორ ბრუნავს პლანეტა
განუწყვეტლივ, რატომ არ ბეზრდება ეს და ნამსხვრევებად არ
იქცევა?
მისი ბავშვობის სახლის მეზობლად პლაკატია გაკრული,
წარწერით „იყიდება“. ბაჭია შესასვლელი კარის სახელურს აწ-
ვება, მაგრამ კარი დაკეტილია, ამიტომ ზარს რეკავს. ვიღაც
დიდხანს მოფრატუნობს დერეფანში, ბოლოს კარს აღებს მამა.
ბაჭია ეკითხება:
- როდის აქეთ დაიწყეთ გასაღებით კარის დაკეტვა?
- მაპატიე, ჰარი, მაგრამ ქალაქში ამ ბოლო დროს ძარცვა
გახშირდა... ჩვენ ხომ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ მოხ-
ვიდოდი.
- განა არ დაგპირდით?
- შენ ადრეც დაგვპირდი მოსვლას, მაგრამ არ მოსულხარ.
თუმცა, მე და დედაშენი არ გადანაშაულებთ - ვიცით, რომ რთუ-
ლი ცხოვრება გაქვს.
- სულაც არ არის რთული. პირიქით, ცხოვრება გარკვე-
ულწილად გამიიოლდა კიდეც.
მამა თავს აქნევს.
- ის ახლა იშვიათად ჩამოდის ქვემოთ.
- მე კი ვფიქრობდი, რომ ახალი წამლები მოუხდებოდა.
- გარკვეული დოზით შველის კიდეც, მაგრამ თვითონ ისეთ
დეპრესიაშია, რომ ნებისყოფის ნატამალიც აღარ შერჩა. ცხოვ-
რება კი ათიდან ცხრა შემთხვევაში ნებისყოფაზეა დამოკიდებუ-

278
მკითხველთა ლიგა

ლი - ასე ამბობდა მამაჩემი, და რაც უფრო მემატება ასაკი, მით


უფრო ნათელია ჩემთვის, რომ იგი მართალი იყო.
სახლში კვლავ დეზინფექციის მძაფრი სუნი დგას. მიუხედა-
ვად ამისა, ჰარი თითო საფეხურის გამოტოვებით აირბენს კიბეს
- ჯილის გაუჩინარებამ იგი გააბრაზა კიდეც და ძალაც შემატა.
ბაჭია ავადმყოფის ოთახში შერბის და ამბობს:
- დედა, ერთი შენი სიზმრების შესახებ მომიყევი.
დედა გამხდარა. ძვლებზე შემაერთებელი ქსოვილის მი-
ნიმუმიღა შერჩენია. სხვა ყველაფერი გამქრალა. სახე - კანით
მოჭიმული ძვლები - ტკბილ მოლოდინში გაშეშებულა. ხმა უწინ-
დელზე წკრიალა აქვს, სიტყვებს შორის ნაკლებ პაუზას აკე-
თებს.
- ჰარი, ერლმა თუ გითხრა, რომ ღამით კოშმარები მაწუ-
ხებს?
- ასე თქვა, ცუდ სიზმრებს ხედავსო.
- მართალი უთქვამს, მაგრამ არც იმდენად ცუდს, რომ და-
ძინების შემეშინდეს. ახლა ამ ოთახსა და მის ყოველ ნივთს ძა-
ლიან კარგად ვიცნობ. ღამღამობით ეს უწყინარი კამოდიც კი
და ეს... საცოდავი ჩავარდნილი სავარძელი... ისინი...
- რა ისინი? - ბაჭია საწოლზე ჯდება, რათა დედას ხელზე
მოეფეროს, თან ეშინია, რომ მისი სიმძიმისგან მატრასი არ გა-
დაიხაროს და დედას რამე არ დაუზიანდეს.
- მათ ჩემი გაგუდვა უნდათ, - განაგრძობს ქალი.
- ამ ნივთებს?
- ყველა ნივთს. ისინი ერთად მიტევენ. უცნაურია. ეს უბრა-
ლო, შეუხედავი ავეჯი, რომელთა გვერდითაც მთელი ცხოვრე-
ბა გავატარე. მამაშენს მეზობელ ოთახში სძინავს - მესმის, რო-
გორ ხვრინავს. ქუჩაში კი ერთი მანქანაც კი არ ჩაივლის, წამ-
ლად რომ მერგოს. მხოლოდ მე და ქუჩის ფარანი ვართ. თით-

279
მკითხველთა ლიგა

ქოს წყალქვეშ. ვითვლი, რამდენ წამს შევძლებ სუნთქვის შეკა-


ვებას. მგონია, რომ ორმოცამდე ან ოცდაათამდე მაინც ვახერ-
ხებ. აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ათამდე.
- არ ვიცოდი, ავადმყოფობა სუნთქვასაც თუ გიძნელებდა.
- არ მიძნელებს. ეს ყველაფერი ტვინის გამოა. იმდენი ნა-
გავი მაქვს იქ, ჰარი, წყალსადინარი მილი მგონია - თმა, ჭუჭყი,
რეზინის სავარცხელიც კი, რომელიც ვიღაცას დიდი ხნის წინ
ჩაუვარდა. ჩემ შემთხვევაში, სამოცი წლის წინათ.
- არა მგონია, რომ საკუთარ ცხოვრებაზე ასე ფიქრობდე.
ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად გამოგივიდა.
- კარგად გამომივიდა? რა გაგებით? სასაცილო ის არის,
რომ ჩვენ არც კი ვიცით, რის გაკეთებას ვცდილობთ.
- ვცდილობთ, ზოგჯერ არ მოვიწყინოთ, - კარნახობს ბა-
ჭია, - ბავშვები გავაჩინოთ.
ქალს ეს თემის შეცვლის საბაბს აძლევს.
- სულ შენ და მიმი მესიზმრებით. თანაც ყოველთვის ერ-
თად. თქვენ კი სკოლის დამთავრების შემდეგ ერთად აღარ ყო-
ფილხართ.
- მერედა რას ვაკეთებთ მე და მიმი შენს სიზმრებში?
- შენ მე მიყურებ. ზოგჯერ მთხოვ, მაჭამეო, მაგრამ მე საჭ-
მელს ვერ ვპოულობ. ერთხელ, მახსოვს, საყინულეში შევიხე-
დე, იქ კი... ვიღაც გაყინული კაცი იყო. სრულიად უცნობი. უბრა-
ლოდ, ვიღაც კაცი. როგორც სიზმარში იცის ხოლმე. ან გაზქურა
არ ინთება. ან პროდუქტებს ვერ ვპოულობ, რომლებიც სამსა-
ხურიდან დაბრუნებულმა ერლმა სადღაც დააწყო. ვიცი, რომ
სადღაც დააწყო, მაგრამ ვერ ვპოულობ, ჰო, ვერ ვპოულობ. რა
სისულელეა. მაგრამ ეს სისულელეები ძალზე მნიშვნელოვანი
ხდება და იმიტომაც მეღვიძება, რომ ერლს ვუყვირო.
- მე და მიმი არაფერს ვამბობთ?

280
მკითხველთა ლიგა

- არაფერს, უბრალოდ მიყურებთ, როგორც ბავშვებმა იცი-


ან. ცოტათი შეშინებულები ჩანხართ, მაგრამ იმედი გაქვთ, რომ
ვიპოვი გამოსავალს. აი, როგორ მიყურებთ - მაშინაც კი მიყუ-
რებთ, როცა ვხედავ, რომ მკვდრები ხართ.
- მკვდრები?
- ჰო. ორივენი გაპუდრულები. საკუბოვედ გამზადებულები.
ოღონდ ჯერ ფეხზე დგახართ, რაღაცას ელით ჩემგან. თქვენ
იმიტომ მოკვდით, რომ საჭმელი ვერ ვიშოვე და მაგიდაზე ვერ
დაგიდეთ. უცნაური რამე ყოფილა სიზმარი. შენ პატარა ბავშვი-
ვით ქვემოდან მიყურებ ხოლმე, თუმცა იმხელა ხარ, როგორც
ახლა. მიმი კი ერთიანად პომადით არის მოთხუპნილი, მბრწყი-
ნავი მინიქვედაბოლო აცვია და ელვაშესაკრავიანი ჩექმა მუხ-
ლებამდე სწვდება.
- ამჟამად ასე გამოიყურება?
- ჰო, თავისი სარეკლამო სურათი გამოგვიგზავნა.
- რას უწევს რეკლამას?
- ხომ იცი, რასაც. საკუთარ თავს. გეცოდინება, ახლა ამას
როგორც აკეთებენ. მე კი ამაში ვერ ვერკვევი. სურათი იქ არის,
კამოდზე.
რვა ათზე ზომის პრიალა ქაღალდზე დამზადებული სურა-
თიდან (რომელიც დიაგონალზეა გადაკეცილი, ალბათ, ფოს-
ტაში გააკეთეს) მიმი იყურება, ბიუსტჰალტერსა და შარვალშია
გამოწყობილი, სამაჯურები აუსხამს, თავი უკან გადაუგდია,
გრძელი შიშველი ტერფი - ბავშვობაში მას ყოველთვის დიდი
ფეხები ჰქონდა და დედა გამუდმებით სთხოვდა ფეხსაცმლის
მაღაზიის გამყიდველს, საწყობში საჭირო ზომა მომიძებნეო, -
ბალიშზე უდევს. თვალები მიმის თვალებს ოდნავადაც არ
მიუგავს - ისე აქვს შეღებილ-დამუშავებული, რომ ფორმაც კი
შეუცვლია. აი, ცხვირი კი ნამდვილად მისია - წვერზე ოდნავ

281
მკითხველთა ლიგა

ამობურცული. ახლა, როცა მითითება აქვს, რომ სექსუალური


გამომეტყველება მიიღოს, ნესტოები ისევე აქვს შეკუმშული,
როგორც ბავშვობაში იცოდა სატირლად გამზადებულმა. ბაჭია
სურათზე იმდენად მიმის არ ხედავს, რამდენადაც მათ, ვინც პო-
ზირება აიძულა. ქვემოთ ბურთულიანი კალმითაა მიწერილი:
„ყველანი მენატრებით. ვიმედოვნებ, მალე გნახავთ. სიყვარუ-
ლით, მიმი“. აცაბაცა ასოების მიხედვით ადვილი მისახვედრია,
რომ იგი საშუალო სკოლას არ გასცილებია. ჯილის ბარათი კი
მტკიცე, გამართული ხელითაა დაწერილი, როგორც კერძო
სკოლებში ასწავლიან - ლამის ბეჭდური ასოებით, - პოსტერის-
თვისაც კი გამოდგება. მიმი ასე ვერასდროს წერდა.
- რამდენს მიუკაკუნა მიმიმ? - კითხულობს ბაჭია.
- გატყობ, ჩემი სიზმრების მოსმენა არ გინდა, - ამბობს დე-
და.
- რა თქმა უნდა, მინდა. - გუნებაში კი ითვლის: როცა მიმი
დაიბადა, იგი უკვე ექვსი წლის იყო. გამოდის, რომ ოცდაათი-
საა. გამორიცხულია, ვეღარაფერს მიაღწევს, თუნდაც ჰარამხა-
ნის ხარჭის ტანისამოსი ჩაიცვას. რის გაკეთებასაც ოცდაათ
წლამდე ვერ შეძლებ, მას, სავარაუდოდ, ვერც მერე გააკეთებ.
და თუკი რამე გამოგივიდა, უფრო მეტსაც მიაღწევ, - მოდი, შენი
ყველაზე ცუდი სიზმარი მიამბე, - ეუბნება დედას.
- ჩვენს მეზობლად მდგარი სახლი გაიყიდა. ვინც იყიდა,
მათ მისი ცალ-ცალკე ბინებად გაყიდვა სურთ. სკრენტონები მა-
თი პარტნიორები გახდნენ, და ორი კედელი ამოიყვანეს. ასე
რომ, ჩვენთან სინათლე საერთოდ არ შემოდის. ვზივარ
ხვრელში და ზემოთ ვიყურები. თავზე ნაგავი მეყრება - კოკა--
კოლის ქილები, კრეკერის კოლოფები, და მეღვიძება... და
ვგრძნობ, რომ სუნთქვა მიჭირს.

282
მკითხველთა ლიგა

- რამდენადაც ვიცი, ჯაჯმაუნთში მრავალსართულიანი სახ-


ლების აგება არ იგეგმება, - ამბობს ბაჭია ღიმილით.
დედას არ ეცინება. ფართოდ გახელილი თვალებით საკუ-
თარი ცხოვრების მეორე, ღამის ნახევარს შესცქერის, იმას, სა-
დაც კოშმარები ისე მოიწევენ, როგორც წყალი დაზიანებულ
სარდაფში, და ეს წყალი მზადაა მის ჩასაყლაპავად, რათა და-
ამტკიცოს, რომ სწორედ ეს ნახევარია რეალური ცხოვრება,
დღის შუქი კი - ილუზიაა, მოჩვენება.
- არა, - ამბობს ის, - ეს არ არის ყველაზე ცუდი სიზმარი.
ყველაზე ცუდი ისაა, როდესაც მე და ერლი გამოსაკვლევად
საავადმყოფოში მივდივართ. ირგვლივ ისეთივე მაგიდები
დგას, როგორიც ჩვენს სამზარეულოშია. ოღონდ თითოეულ
მათგანზე ჭურჭლის ნაცვლად გუბეა, წითელი გუბე, რომელშიც
ზეწრებია ჩაგდებული. ისინი ისეა დაჭმუჭნილი, ბავშვების მიერ
გაკეთებულ ქვიშის კოშკებს ჰგავს. მავთულებით კი მანქანებთან
არიან შეერთებულნი, რომელთა ეკრანებიც ტელევიზორები-
ვით ციმციმებენ. ვხვდები, რომ ესენი ადამიანები არიან. ერლი
კი, ამაყი და კმაყოფილი, რომ უტვინოა, ერთსა და იმავეს
იმეორებს: „ყველა ხარჯს სახელმწიფო იხდის, სახელმწიფო იხ-
დის“. და ქაღალდს მიჩვენებს, რომელზეც შენი და მიმის ხელ-
მოწერაა, და რომლის მიხედვითაც მე ერთ-ერთი იმათგანი
ვხდები - ხვდები, ალბათ, - წითელი გუბე.
- ეს სიზმარი არ არის, - ამბობს ჰარი, - ეს მართლაც ასეა.
ქალი ბალიშებზე წამოიმართება, სახე უმკაცრდება, პირის
კუთხეები ქვემოთ ეშვება, რაც იმას მიუთითებს, რომ პატიებას
არ აპირებს, - ბავშვობაში ეს გამომეტყველება ყველაზე მეტად
აშინებდა, ვამპირებზე, პოლიომიელიტზე, ჭექა-ქუხილზე,
ღმერთზე, სკოლაში დაგვიანებაზე მეტად.

283
მკითხველთა ლიგა

- მრცხვენია შენ მაგივრად, - ამბობს დედა, - არ მეგონა,


ასეთი გულქვა თუ იყავი.
- გეხუმრე, დე.
- შვილი, რომელსაც ჩემთვის მადლობის მეტი არაფერი
ეთქმის...
- რისთვის? კონკრეტულად რისთვის?
- ჯერ ერთი, იმისთვის, რომ ჯენისი წავიდა შენგან, მას ყო-
ველთვის ვთვლიდი იატაკის საწმენდ ტილოდ.
- ნელსონზე რას იტყვი? მისი საქმე როგორ იქნება?
ეს არის დედამისის მთავარი შეცდომა: ავიწყდება, რომ
დრო ირგვლივ ყველაფერს ცვლის, მისი სამყარო კი კვლავაც
ოთხკუთხედივითაა - მამა, ბაჭია, მიმი და თავად ისიც, სამზა-
რეულოს მაგიდას ოთხი მხრიდან უსხედან. ქალი ამ ფანატიკუ-
რი სიყვარულით, რომ შეეძლოს, სამყაროს ამ სახით გააქვა-
ვებდა.
- ნელსონი ჩემი შვილი არ არის. ჩემი შვილი შენ ხარ, -
ამბობს იგი.
- ყოველ შემთხვევაში, ის არსებობს და მე მის გამო ვწუხ-
ვარ. ასე რომ, ჯენისის ასე ხელაღებით უგულებელყოფა არ გა-
მოვა.
- მან ხომ მიგატოვა.
- მთლად ასეც არაა. სამსახურში ხშირად მირეკავს. სტავ-
როსს კი უნდა, რომ დამიბრუნდეს.
- არ მისცე ამის უფლება. ცუდ დღეში ჩაგაგდებს.
- განა სხვა არჩევანი მაქვს?
- გაიქეცი. წადი ბრუერიდან. მაინც ვერ მივხვდი, რატომ
დაბრუნდი. ამ ადგილს მომავალი არა აქვს. ეს ყველამ იცის.
მას შემდეგ, რაც წინდების ფაბრიკა სამხრეთით გადაიტანეს. მი-
მის მიჰბაძე.

284
მკითხველთა ლიგა

- მე არ მაქვს ის, რაც მას გააჩნია. ასეა თუ ისე, მან მამას


გული გაუტეხა, როცა გაბოზდა.
- მამაშენს ეს მოსწონს. უბრალოდ, ყოველთვის ეძებდა სა-
ბაბს, რომ დაძმარებული სახე ჰქონოდა. ახლა კი მე ვყავარ. მე
ვუკმაყოფილებ ამ სურვილს. დაე, მიცვალებულებმა დამარხონ
მკვდრები. ცხოვრებას „არას“ ნუ ეტყვი, ჰარი. გაბოროტება გა-
მოსავალი არაა. მირჩევნია, შენგან ღია ბარათები მივიღო და
ვიცოდე, რომ ბედნიერი ხარ, ვიდრე, ჯირკივით იდო აქ.
მუდამ ეს განუხორციელებელი მოთხოვნები და იმედები...
- ჰარი, ოდესმე თუ ლოცულობ?
- ძირითადად ავტობუსში.
- ილოცე, რათა ხელახლა დაიბადო. ილოცე საკუთარი სი-
ცოცხლისთვის.
ბაჭიას ლოყებზე ალმური ედება და თავს ძირს ხრის. ხვდე-
ბა, რასაც ითხოვს მისგან დედა - ჯენისის მოკვლას, ნელსონის
მოკვლას. თავისუფლება მკვლელობას ნიშნავს, ხელახლა და-
ბადება - სიკვდილს. „ჯირკივით ჯდომა“, შინაგანად ამგვარი გან-
საზღვრების წინააღმდეგია. დედა კი სადღაც გვერდზე იყურება,
პირის კუთხეები კიდევ უფრო ქვემოთ აქვს დაშვებული. შვილს
დიდ სამყაროში გასვლისკენ მოუწოდებს, თითქოს აქვე იყოს,
მის მუცელში. ნუთუ ვერ ხედავს, რომ შვილი უკვე მოხუცდა? ბე-
ბერი ჯირკია, რომლის მთავარი დანიშნულება მხოლოდ ისაა,
რომ სხვა ჯირკების საყრდენად გამოდგეს.
მამა ზემოთ ამოდის და ტელევიზორს ფილადელფიელე-
ბის თამაშზე გადართავს.
- იმ ალენის გარეშე გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, -
ამბობს ის, - ნამდვილი ლაყე კვერცხია, ჰარი, ყოველგვარი
ამოჩემების გარეშე გეუბნები. ლაყე კვერცხი ყველა ფერის შე-
იძლება იყოს.

285
მკითხველთა ლიგა

ბაჭია რამდენიმე წუთს მამასთან ერთად უყურებს ტელევი-


ზორს, მერე კი წასასვლელად ემზადება.
- ნუთუ თამაშის ბოლომდე არ დარჩები, ჰარი? მგონი, მა-
ცივარში კიდევ უნდა იყოს ლუდი. მე მაინც უნდა ჩავიდე სამზა-
რეულოში, რათა დედას ჩაი მოვუმზადო.
- წავიდეს, ერლ.
ჯექსონ-როუდზე ბევრი ნეკერჩხლის ხეა დამახინჯებული -
ცენტრში ელექტროსადენების უსაფრთხოებისთვის ვარჯები გა-
დაუჭრიათ. ადრე ბაჭია ამას ვერ ამჩნევდა, როგორც იმას, თუ
როგორ აიღეს ტროტუარებიდან წყალსადინრები, რომლებიც
გორგოლაჭებიანი ციგურებით სრიალში უშლიდნენ ხელს - ახ-
ლა მათ ადგილას ფილები აწყვია. სწორედ ასე დასრიალებდა
იგი, როცა კენ ლეგეტმა, მასზე უფროსმა ბიჭმა, რომელიც ქუ-
ჩის მეორე მხარეს ცხოვრობდა, მას ყინულის ნატეხი ესროლა
და თვალსაც ამოუგდებდა, ოდნავ ზემოთ რომ მოერტყა. მოგ-
ვიანებით კენი ოლქის რეკორდსმენი გახდა - ერთი მილი ხუთ
წუთში გაირბინა. მაშინ კი უბრალოდ მასზე დიდი ბიჭი იყო. სწო-
რედ იმ დღეს დაუძახა მან ბაჭიას ჯექსონ-როუდის მეორე მხრი-
დან: „გაიგე, ჰარი, რა გადმოსცეს რადიოთი? პრეზიდენტი მოკ-
ვდა“. მან „პრეზიდენტი“ თქვა, და არა „რუზველტი“ - მათთვის
სხვა პრეზიდენტი, უბრალოდ, არ არსებობდა. როდესაც ეს
კვლავ განმეორდა, პრეზიდენტს უკვე სახელი ჰქონდა: ერ-
თხელ, პარასკევ დღეს, ბაჭია მოგრუხუნე დანადგართან იჯდა,
როცა სადილის შემდეგ მამა უკნიდან მიუახლოვდა და უთხრა:
„ჰარი, ეს-ეს არის, რადიოში გამოაცხადეს. კენედი მოკლეს.
მგონი, თავში ესროლეს“. ორივე პრეზიდენტი თავის საშინელი
ტკივილით გარდაიცვალა. მათი ღიმილი ვარსკვლავთა სამყა-
როს შეერია. ჩვენ კი განვაგრძობთ ალალბედზე სიარულს ხუ-
ლიგნებისა და ბუღალტრების შეძახილების თანხლებით... ავ-

286
მკითხველთა ლიგა

ტობუსში ბაჭია ლოცულობს, როგორც ეს დედამ სთხოვა:


„ღმერთო, დაეხმარე დედას, რომ „ელ-დოპამ“ უშველოს, რომ
საშინელი სიზმრები აღარ ნახოს, დაეხმარე ნელსონს, რომ
შეძლებისდაგვარად სუფთად იცხოვროს. ისე გააკეთე, რომ
სტავროსი ჯენისს ძალზე ცუდად არ მოექცეს, მიეცი მამას ჯან-
მრთელობა, მეც მომეცი. ამინ“.
ავტოგასამართ სადგურთან ახლოს მდებარე გაჩერებაზე
ვიღაც ვარდისფერპერანგიანი მამაკაცი მის გვერდით ჯდება,
ბაჭიას გაკვრით თვალს შეავლებს, ცოტა ხნის შემდეგ კი დაჟი-
ნებით შესცქერის. კაცს ლოყები ახალგაზრდა ბიჭივით უვარ-
დისფერდება, თუმცა თმა გაჭაღარავებია, გრძელ, მოუსვენარ
წარბებს მაღლა სწევს და რაღაცის გახსენებას ცდილობს.
- უკაცრავად, რომ გაწუხებთ, - აქცენტით მიმართავს იგი
ბაჭიას, - თქვენ ჰარი ხომ არ ბრძანდებით?
- ეი, თქვენ კი ეკლსი ხართ. ღირსი მამა ეკლსი.
- ენგსტრომი, არა? ჰარი ენგსტრომი. რა საოცარია. მარ-
თლაც.
ეკლსი მაგრად ჩამოართმევს ხელს ბაჭიას. მღვდელს
სხვანაირი მზერა აქვს - თითქოს დამფრთხალი, გრძელი კისე-
რივით დაუცველი, რომელსაც აშკარად აკლია კლერიკალის
საყელო. ნახევრად გამჭვირვალე, თეთრად დაგვირისტებული,
ზაფხულის შესაფერისი ჭრელი პერანგი აცვია. ბაჭიას ახსოვს,
რომ ადრე ეს კაცი შავს - არა, მაგრამ დახვეწილ, ელეგანტურ,
მუქ ლურჯ ტანისამოსს ატარებდა. ვინაიდან ეკლსი მის გაშვებას
არ აპირებს, ჰარი ძალით გამოსტაცებს მას ჩაბღუჯულ ხელს.
- აბა, მითხარით, ძალიან მაინტერესებს, როგორ მიდის
საქმეები. ისევ იმასთან ხართ...?
- ჯენისთან?

287
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ახლა უკვე გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ


იგი თქვენ შესაფერისად არასდროს მიმაჩნდა, - ამბობს მღვდე-
ლი კვლავაც აქცენტით, რომელიც ათი წლის წინ ნამდვილად
არ ჰქონია.
- კარგად. ან პირიქით. ჩვენ არასდროს გვყოლია სხვა ბავ-
შვი, - ეს ეკლსის რჩევა იყო შერიგების პირველ თვეებში, როცა
ჰარიმ და ჯენისმა ურთიერთობა განაახლეს და ერთად დადი-
ოდნენ კიდეც ეპისკოპალურ ეკლესიაში. მერე ეკლსი ფილა-
დელფიის ახლოს მდებარე ეკლესიაში გადაიყვანეს. ორიოდე
წლის შემდეგ ჯენისის დედამ შეიტყო, რომ მას რაღაც უსიამოვ-
ნება შეემთხვა თავის ახალ სამწყსოში. მერე კი აღარაფერი ის-
მოდა. და აი, იგი კვლავ აქ არის, გაჭაღარავებული, მაგრამ
სხვა მხრივ ასაკი არ ეტყობოდა. ის კი არა და, უფრო გაახალ-
გაზრდავებული ჩანს - ღიპი დაუგდია და კარგ ფორმაშია, თუმცა
დამფრთხალი მზერა აქვს. მისი გრძელი თმა პერანგის საყე-
ლოს ეხება.
- თქვენი საქმეები როგორღაა? - ეკითხება ბაჭია. იგი თავს
იმტვრევს, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეკლსი ავტობუსში
ჩაჯდომამდე. იქ ხომ არაფერი იყო, გარდა ავტოგასამართი
სადგურის, პატარა რესტორნის, ვიადუკის ხედისა და რამდენიმე
მდიდრის სახლისა ნაძვებს შორის, რკინის ღობის უკან.
- ჩა ვა. არა უშავს. დამარხული ვიყავი, მაგრამ ჯერაც ცოც-
ხალი ვარ. ეკლესიას თავი დავანებე, - პირი ღია აქვს, უსიტ-
ყვოდ ხითხითებს, უცნაურად გაწმენდილი თვალებით კვლავაც
ფრთხილად იყურება.
- ასე რატომ მოიქეცით? - ეკითხება ბაჭია.
ეკლსის ეშმაკური ხითხითი უფრო თავხედური და უშიშარი
ხდება.

288
მკითხველთა ლიგა

- გარკვეულ მიზეზთა გამო. ის არ აღმოჩნდა, რასაც ვე-


ლოდი.
- რწმენა დაკარგეთ? აღარ გწამთ?
- ჩემებურად. დარწმუნებული არ ვარ, რომ ადრეც მწამდა.
- არა?.. - ბაჭია შოკშია.
- მე ყოველთვის მჯეროდა ადამიანთა შორის გარკვეული
ურთიერთკავშირის არსებობისა, - ამბობს ეკლსი, - და ახლაც
მჯერა. თუ ადამიანებს სურთ, რომ ეს ქრისტეს სახელს დაუკავ-
შირონ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ეს ის სიტყვა
არაა, რომლის გამოყენებასაც ვაპირებ.
- მამათქვენი რას ფიქრობს ამის შესახებ? ის ხომ ეპისკო-
პოსი იყო.
- მამა, ღმერთმა აცხონოს მისი სული და ასე შემდეგ, მა-
ნამდე გარდაიცვალა, სანამ ჩემს გადაწყვეტილებას შეიტყობ-
და.
- თქვენი ცოლი? სახელი შემახსენეთ.
- ლუსი. ძვირფასი ლუსი. მიმატოვა. ბევრი რამ გადავიტა-
ნე, - გრძელთმიან კაცს პირი ღია აქვს. ყოველ წუთს მზადაა,
ჩუმად ჩაიქირქილოს.
- მიგატოვათ?
- ჩემს არაკეთილგონიერ საქციელს გაექცა. ხელმეორედ
გათხოვდა და უილმინგტონში ცხოვრობს. მისი ქმარი ერთი
ჩვეულებრივი კაცია, აფთიაქარი თუ რაღაც ამის მსგავსი. კე-
თილგონიერების განსახიერება. ჩემი ქალიშვილები აღფრთო-
ვანებულები არიან მისით. გემახსოვრებათ ჩემი ორი გოგონა.
- ძალიან მესიმპათიურებოდნენ. განსაკუთრებით უფროსი.
რადგან ამ საკითხს შევეხეთ, გეტყვით, რომ მეც მიმატოვა ჯე-
ნისმა.
ეკლსი წარბებს მაღლა სწევს.

289
მკითხველთა ლიგა

- მართლა? დიდი ხანია?


- მთვარეზე დაშვების წინადღეს.
- ამას არ ველოდი. მისმინეთ, ჰარი. ჩვენ კიდევ უნდა შევ-
ხვდეთ ერთმანეთს. სადმე მყუდრო ადგილას დავსხდეთ და ვი-
საუბროთ.
- ახლა რას საქმიანობთ? - ეკითხება ბაჭია.
კვლავ მოურიდებელი ხითხითი.
- ძირითადად ფილადელფიაში ვცხოვრობ. ცოტა ხანს
ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. სამი
ზაფხულის განმავლობაში ბანაკის ზედამხედველი ვიყავი. ზამ-
თარში კითხვასა და მედიტაციას ვამჯობინებდი. ჩემი აზრით,
დასავლურ ცნობიერებაში საინტერესო რამ ხდება. შეიძლება
გაგეცინოთ, მაგრამ ამ საკითხზე მომავალ წიგნთან დაკავშირე-
ბით ჩანაწერებს ვაკეთებ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იმ აზრამ-
დე მივედი, რომ გამოქვაბულიდან გამოვდივართ. როგორ
მოგწონთ სათაური „გამოქვაბულიდან გამოსვლა“?
- მოჩვენებებს მახსენებს. მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ.
რით მიგიზიდათ ამ ბინძურმა, ძველმა ქალაქმა?
- ეს საკმაოდ საინტერესოა, ჰარი. ხომ შეიძლება, ჰარი
დაგიძახოთ? ყველაფერი თითქოს გუშინ მოხდა. რა უცნაურები
ვიყავით მაშინ! მიტოვებული მოჩვენებები არ გვასვენებენ!.. პა-
ტარა ქალაქ ორიოლის შესახებ თუ გსმენიათ, ბრუერის სამხრე-
თით ექვსიოდე კილომეტრში?
- ნამყოფიც ვარ, - სკოლის კალათბურთის გუნდთან ერ-
თად.
ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდებული ღამე იყო.
- მათ ზაფხულის თეატრი აქვთ - „ორიოლის მსახიობებს“
უწოდებენ.
- ვიცი, დაგვიბეჭდავს კიდეც მათი რეკლამა.

290
მკითხველთა ლიგა

- მართალია, თქვენ ხომ მბეჭდავი ხართ.


- ასოთამწყობი.
- ჰო, კარგი. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ახირებულმა, ეგზო-
ტიკურმა პიროვნებამ, მაგრამ საოცარმა კაცმა, მათი გამგეობის
წევრმა, მთხოვა პიარში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში
დავხმარებოდი. ეს, ფაქტობრივად, ფონდის განკარგვას ნიშ-
ნავს. ჯაჯმაუნთში ახლა სწორედ იმ აუტანელ, ბებერ მაჰლონ
იანგერმენთან ვიყავი, „ლუდ მზესუმზირას“ მფლობელთან, ფუ-
ლად შემოწირულობასთან დაკავშირებით. მითხრა, რომ იფიქ-
რებს ამაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სინამდვილეში თითსაც არ გა-
ანძრევს.
- მგონი ვხვდები, რასაც საქმიანობთ.
ეკლსი ჰარის სწრაფ, გამჭრიახ მზერას სტყორცნის. სახეზე
დამცავ ნიღაბს იფარებს.
- მარგალიტები ღორების წინ, ხვდებით? გზაზე აღმარ-
თულ დაბრკოლების ლოდებს ხელი უნდა უბიძგოთ. დიახ, ცო-
ტათი, მაგრამ მე ამას მხოლოდ რვა საათის განმავლობაში ვა-
კეთებ, დანარჩენი თექვსმეტი საათი კი ჩემი თავის ბატონი ვარ.
ჰარის არ მოსწონს, თუ როგორ წარმოთქვამს იგი სიტყვა
„ბატონს“, თითქოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ავტობუსი
ჯაყჯაყით მიუყვება უაიზერ-სტრიტს ქვემოთ. ეკლსი ფანჯარაში
იყურება.
- მე აქ უნდა ჩამოვიდე, - ამბობს მშვიდად, - იქნებ ერთად
გადაგვეკრა? კუთხეში ერთი კარგი ბარია.
- არა, გმადლობთ. გზა უნდა განვაგრძო. შინ მივიჩქარი.
ბიჭი მარტოა და მელოდება.
- ნელსონი.
- სწორია! თქვენ ყველაფერი გახსოვთ! ისე კი, დიდი მად-
ლობა დაპატიჟებისთვის... შესანიშნავად გამოიყურებით.

291
მკითხველთა ლიგა

- მოხარული ვიქნები, თუ კიდევ გნახავთ, ჰარი. მოდით,


ზოგჯერ შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს. სად ცხოვრობთ?
- პენ-ვილასში.
- გასაგებია, - სწრაფად ამბობს ეკლსი, რადგან ავტობუსი
ქშენითა და ღრჭიალით ჩერდება. თუმცა იმის დროს მაინც
პოულობს, რომ ჰარის მხარზე ხელი დაადოს, კისერთან ახ-
ლოს. ხმა ეცვლება და მქადაგებლისას ემსგავსება: - მე ვფიქ-
რობ, საუკეთესო დროს გვიწევს ცხოვრება. სიამოვნებით შეგატ-
ყობინებდით კარგ ამბებს მოცლილობისას.
მისგან თავი შორს რომ დაიჭიროს, ბაჭია თავის გაჩერებას
ექვსი კვარტალით გასცდება, შემდეგ ჩამოდის და ფეხით მიუყ-
ვება უკან უაიზერს პატარა კაფესკენ, სადაც მოხალული თხილი
იყიდება და პენ-ვილასისკენ მიმავალი ავტობუსი ჩერდება. გა-
რეთ გამოტანილ სტელაჟზე გაზეთის სათაური გაჰყვირის: „კამ-
დენის მოსახლეობა აღშფოთებულია - ღორებს სასტიკად ექცე-
ვიან“.
იგი გრძნობს, რომ ნერვიულობს და ქუჩას ჩრდილოეთით
გასცქერის ვარდისფერი პერანგის გამოჩენის შიშით. კისერზე,
იქ, სადაც ეკლსი შეეხო, ეღიტინება.
მოდის ავტობუსი და ბაჭია ხიდს იქით გადაჰყავს. ფან-
ჯრებს მიღმა დღეს ცხვირ-პირი ჩამოსტირის, ამ დროს კარგს
არაფერს უნდა ელოდო. მდელოები მოშიშვლებულა. მდინა-
რის ამღვრეული შავი წყლიდან მყრალი სუნი ვრცელდება.
„ჰობი-სამოთხე. ბუჩ კესიდი კიდ“. ფეხით მიუყვება ემბერლის
ვისტა-კრესენტის მიმართულებით გაზონებზე მბრუნავ სარწყავ
მოწყობილობებს შორის, სატელევიზიო ანტენების ქვეშ, რომ-
ლებსაც ციდან თითქოს ფოცხით მოგროვილი ერთი და იგივე
ოთხსაათიანი ნაგავი მოაქვთ.

292
მკითხველთა ლიგა

ეზოში, სახლთან მისასვლელ სამანქანო განიერ ბილიკზე,


ჭუჭყიანი თეთრი „პორშე“ დგას, გარაჟში მხოლოდ ცხვირი აქვს
შეყოფილი. ასე იდიოტურად მანქანის დაყენება ჯენისმა იცის.
ყავისფერ სავარძელში კომბინაციაში გამოწყობილი ჯილი მო-
კალათებულა. ფეხებგაჩაჩხული ზის. ბაჭია ამჩნევს, რომ გოგო-
ნას ტრუსი არ აცვია. მის შეკითხვებს ჯილი ნამძინარევი ხმით
პასუხობს, დაყოვნებით, თითქოს ისინი მის ყურებამდე ჭუჭყიანი
ბამბის კოშტის გავლით აღწევს, რომელიც დღის განმავლობა-
ში დაგროვილი მოგონებებითაა გაჟღენთილი.
- სად წახვედი დღეს დილით? ადრე გასულხარ. სად იყა-
ვი?
- გარეთ. შენისთანა ნაძირალებისგან რაც შეიძლება
შორს.
- ბიჭი მიიყვანე?
- რა თქმა უნდა.
- როდის დაბრუნდი?
- ახლახან.
- სად გაატარე მთელი დღე?
- შესაძლოა, ფორჯ-ველის ხეობაში ვიყავი.
- შესაძლოა, არც იყავი.
- ვიყავი.
- მოგეწონა?
- ლამაზია. ნამდვილი სასწაულია. ჯორჯი მაგარი პიჟონი
ყოფილა.
- ერთი ოთახი მაინც ამიწერე.
- შედიხარ კარში, იქვე საწოლი დგას ოთხ ფეხზე, რომელ-
ზეც ფოჩებიანი პატარა ბალიში დევს, ზედ კი წერია: „აქ ეძინა
ჯორჯ ვაშინგტონს“. საწოლთან, პატარა მაგიდებზე, ახლაც
დევს რაღაც საძილე აბები, რომლებსაც იგი სვამდა, როცა წი-

293
მკითხველთა ლიგა

თელმუნდირიანები მოსვენებას არ აძლევდნენ. კედლებზე სე-


ლის ქსოვილია გადაკრული, სავარძლებსა და სკამებზე თოკი
შემოუხვევიათ, ზედ არავინ რომ არ დაჯდეს. ამიტომაც ვზივარ
ამ სავარძელში. ის თოკით არაა შეკრული. დაკმაყოფილდი?
ბაჭია ყოყმანობს. გოგონამ მას ფართო არჩევანი შესთა-
ვაზა. შეუძლია გაიცინოს, გაბრაზდეს, გაცოფდეს ან დანებდეს.
- დავკმაყოფილდი. საინტერესოდ ჟღერს. სამწუხაროა,
რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წამოსვლა.
- შენ სადღა იყავი?
- აქაურობა მივალაგე და დედასთან წავედი.
- როგორ არის?
- უკეთესად ლაპარაკობს, მაგრამ ცუდად გამოიყურება.
- ძალიან ვწუხვარ. სამწუხაროა, რომ ეს დაავადება სჭირს.
დედაშენს, ალბათ, ვერასდროს გავიცნობ, არა?
- გინდა კი? თუ მოისურვებ, მამაჩემის ნახვა ყოველთვის
შეგიძლია - თუ ხუთის თხუთმეტი წუთისთვის ბარ „ფენიქსში“ შე-
ივლი. ნამდვილად მოგეწონება: პოლიტიკა აინტერესებს. ჩვენი
სისტემა მას შენსავით არ მოსწონს.
- შენს ცოლსაც ვერასდროს შევხვდები.
- ეგ რაღად გინდა?
- თვითონაც არ ვიცი. მაინტერესებს. იქნებ შემიყვარდი?
- ღმერთო ჩემო, ოღონდ ეგ არა.
- ასე ცუდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?
- მას შემდეგ, რაც კალათბურთს თავი დავანებე. სხვათა
შორის, დედაჩემმა მითხრა, მიაფურთხე მაგ ჯენისს და ქალაქი-
დან წადიო.
- შენ რა უპასუხე?
- ვუთხარი, რომ ასე ვერ მოვიქცეოდი.
- ნამდვილი ბოთე ხარ.

294
მკითხველთა ლიგა

ის, რომ გოგონას ქვედა საცვალი არ აცვია, აფიქრები-


ნებს, რომ ვიღაცამ უკვე იხმარა, იმის გაცნობიერება, რომ გან-
საკუთრებული ზაფხულია, ზაფხული მთვარის ნიშნის ქვეშ, რო-
მელიც აღარ განმეორდება, ბაჭიას შეკითხვის დასმის სურვილს
აღუძრავს, ჯილს კი იმ დღეს უკვე მეორედ აუწითლებს ლოყებს:
- ჰა, ჟიმაობაზე რას იტყვი?
- ქვემოთ თუ პირში?
- სულერთია. ქვემოთ.
ბაჭიას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ჯილი მას გაცილებით
თავისუფლად უთმობს სხეულის იმ ნაწილს, სადაც კბილები
აქვს, სხვა ადგილს კი ჯერაც არგამოჩენილი მამაკაცისთვის
ინახავს, მამაკაცისთვის, რომელიც მისთვის მასზე შესაფერისი
იქნება.
- ნელსონი რომ მოვიდეს? - კითხულობს გოგო.
- ის ჯენისთან არის და ალბათ ვახშმადაც იქ დარჩება.
ნელსონი ხელს არ შეგვიშლის, მაგრამ იქნებ გადაიღალე.
ჯორჯ ვაშინგტონისა და ყველაფრისგან, რაც მას უკავშირდება.
ჯილი სავარძლიდან დგება, კომბინაციას ზემოთ წევს და
დგას - ახლა თავზე თითქოს ტომარა აქვს ჩამოცმული, მის ქვე-
მოთ კი სანთლისფერი ტანი მოუჩანს დაბერილი ძუძუსთავებით.
- მიდი, მიხმარე, - ცივად ამბობს იგი, კომბინაციას სამზა-
რეულოსკენ ისვრის და როდესაც მისი სხეულის ქვეშ აღმოჩ-
ნდება, განაგრძობს: - გამათავისუფლე ამ დამპალი, თავმომა-
ბეზრებელი ქვეყნის ნაგვისა და მოწყენილობისგან. მატკინე,
გამწმინდე, საყვარელო, მინდა, რომ ჩემში ღრმად შემოხვიდე,
ყელამდე მოაღწიო, ჰო, მიდი, მიდი, უფრო მძლავრად, ყველა-
ფერი გამოიტანე ჩემგან, ჩემო ტკბილო, ოჰ, რა ტკბილი ხარ,
ტკბილი ბოთე. - უეცრად ქალიშვილს გაოცებისგან თვალები

295
მკითხველთა ლიგა

უფართოვდება. გუგას, რომლის უძირო სიშავე მისივე ჩრდილი-


თაა დანისლული, მწვანე ქობა შემოვლებია. - სულ დაგეჩუტა.
მართლაც ასეა: ჯილის სიტყვებმა და შერწყმისკენ მისმა
დაუოკებელმა სწრაფვამ კაცში შიშის გრძნობა აღძრა. ქალში
ძალზე ბევრი სისველეა, რაღაცას გაუფართოებია იგი. მისი
ახალგაზრდული ტანის ცვილისებური სიმაგრე და იდეალურად
მომრგვალებული დუნდულები კაცს უცხოდ ეჩვენება, თითქოს
მათ შორის იმხელა მანძილია, რომ იქ დედამისის გამომშრა-
ლი, თბილი, გაძვალტყავებული სხეულიც ეტევა და ჯენისის შავ-
გვრემანი ფიგურაც წელს ზემოთ ამოჩრილი ნეკნებით. ბაჭია
გრძნობს, როგორ სცემს ქარი ქალის ნერვულ დაბოლოებებს,
ხვდება, რომ ჯილს მის მაგივრად რაღაც სხვა აღაგზნებს, თვი-
თონ კი მხოლოდ ჩრდილია იმ სხვისა, თეთრი ჩრდილი, მისი
მკერდი კი ქალზე გადაფარებული, ოფლისგან მბრწყინავი ფა-
რია. ჯილი მისგან თავისუფლდება და მუხლებზე დამდგარი,
ენას მუცელზე უსვამს. ასე ეთამაშებიან ერთმანეთს თვალებდა-
ნისლულნი. ირგვლივ ყველაფერი ირევა. უხეშ ხალიჩაზე წვა-
ნან, ზემოდან ტელევიზორის ეკრანი დასცქერით დედა--
პლანეტასავით, ქალის თმა კაცს პირში ჩასდის, მისი საჯდომი
ორი ბორცვივით აღმართულა. ჯილი ცდილობს, ბაჭიას სახეზე
გაათავოს, მაგრამ კაცის ენა ამისთვის საკმარისად მძლავრი არ
არის, მაშინ ნიკაპზე ეხახუნება, ზემოთ და ქვემოთ, ვიდრე ბაჭი-
ას ტკივილი არ შეაწუხებს, თან კბენს. კაცს ეჩვენება, რომ სუ-
ლელურ მდგომარეობაშია, გამოშიგნული და მომჩვარული.
ბოლოს იგი ქალს სთხოვს, რომ თავისი ძუძუები, პატარა მკვრი-
ვი სფეროები ფეხებს შორის საცოდავად მოკუნტულ ასოს უხა-
ხუნოს. ეს მას აღაგზნებს, ცდილობს ქალი დააკმაყოფილოს და
ახერხებს კიდეც ამას, თუმცა იმ დროისთვის, როცა პარტნიორი
თრთოლვით ათავებს, ორივენი - მთვარის ასული და დედამი-

296
მკითხველთა ლიგა

წის მეუღლე - ცრემლებით ნამავენ თავ-თავიანთ, ერთმანეთის-


გან ასე განსხვავებულ საიდუმლოს.
- მიყვარხარ, - ეუბნება ბაჭია.
ქალიშვილი კი ზედ აზის და მუშაობას განაგრძობს, რო-
გორც გაშმაგებული მექანიკოსი, რთული მიერთების განხორ-
ციელების შემდეგ ინსტინქტურად რომ განაგრძობს მექანიზმში
ქექვას.
ბაჭიას ყურამდე ძლივს აღწევს მისი და ქალის გამონაყო-
ფი სითხეების ერთმანეთში შერევის სუსტი ხმაური. ჯილის მუ-
ცელში მომუშავე ვერცხლისფერ მანქანას წარმოიდგენს, რომე-
ლიც მათი სეკრეციის ძაფებიდან წარმოქმნილ ობობას აგო-
ნებს, გულმოდგინედ რომ აბამს თავის ქსელს. საბოლოოდ ნებ-
დება და ამბობს:
- მიდი, იტირე.
ქალს თავისკენ იზიდავს, ლოყა ლოყას რომ მიედოს და
ცრემლი ცრემლს შეერიოს.
- რატომ ტირი? - ეკითხება ჯილი.
- შენ?
- იმიტომ, რომ ჩვენი სამყარო ასეთი საზიზღარია, მე კი
მისი ნაწილი ვარ.
- ფიქრობ, უკეთესი სამყაროც არსებობს?
- უნდა არსებობდეს.
- შესაძლოა, ასეც იყოს, - ამბობს კაცი.
ნელსონის შინ დაბრუნების დროისთვის მათ შხაპის მიღე-
ბაც მოასწრეს, ჩაიცვეს კიდეც და შუქიც აანთეს. ბაჭია ექვს სა-
ათზე ახალ ამბებს უყურებს (ზაფხულის არეულობების შედე-
გებს, კვირის განმავლობაში ვიეტნამში დაღუპულთა რაოდენო-
ბას, პროგნოზს საგზაო შემთხვევათა შესახებ, მომავალ უიკ--
ენდზე, რომელსაც შრომის დღე დაასრულებს). ჯილი სამზა-

297
მკითხველთა ლიგა

რეულოში ოსპის სუპს ამზადებს. ნელსონი იატაკსა და სკამებზე


ჯენისთან ერთად დღის განმავლობაში შეძენილ, გაუხსნელ ტა-
ნისამოსს აწყობს: ახალ, ელასტიკურ ტრუსებს, მაისურებს, წელ-
ვად წინდებს, ორ შარვალს, ოთხ სპორტულ პერანგს, ველვე-
ტის პიჯაკს, განიერ ჰალსტუხებს, საკინძეებს ღიაიისფერი გამო-
სასვლელი პერანგისთვის, ახალ მოკასინებსა და კალათბურ-
თის სათამაშო ბოტასებს. ჯილი ნავაჭრს ათვალიერებს.
- მაგარია, ეს კიდევ უფრო მაგარი. ნელსონ, რომ იცოდე,
როგორ მეცოდებიან ის მერვეკლასელი გოგოები, შენ გამო
ჭკუას რომ დაკარგავენ.
ბიჭი მას შეშფოთებით შესცქერის:
- კარგად ვიცი, რომ ახლა ასე აღარ იცვამენ. მე არ მინ-
დოდა - დედამ მაიძულა. საზიზღარი მაღაზიებია - ათასგვარი
ძვირფასეულობით სავსე.
- რომელ მაღაზიებში იყავით? - ეკითხება ბაჭია. - და ნეტავ
როგორ გადაიხადა ამ ხარახურის საფასური, დალახვროს ეშ-
მაკმა?
- მან ყველგან გახსნა ანგარიში. თავისთვისაც შეიძინა რა-
ღაცები - პიჟამას მსგავსი დიდებული ტანსაცმელი, რომელიც
ქალმა საღამოს წვეულებებზე შეიძლება ჩაიცვას. და კიდევ
სხვა. ჩემთვის კი მომწვანო-მორუხო, კუბოკრული კოსტიუმი
იყიდეს, კარგი რამეა - ერთი კვირის შემდეგ უნდა გამოვიტა-
ნოთ, როცა ჩემს ზომაზე გადააკეთებენ. რა სასაცილოა ზომე-
ბის აღება, არა?
- ხომ არ გახსოვს, ვის სახელზე ხსნიდა ანგარიშებს? ჩემს
თუ სპრინგერის სახელზე?
ჯილი მათ გასაცინებლად ნელსონის ერთ-ერთ ახალ პე-
რანგს იცვამს, თმას ზემოთ იწევს და ჰალსტუხით იკრავს. შემ-
დეგ ერთი-ორჯერ დატრიალდება და საკუთარი თავის დემონ-

298
მკითხველთა ლიგა

სტრირებას ახდენს. ნელსონი უსიტყვოდ, მონუსხულივით შეს-


ცქერის. მთლიანად მის ხელთაა მოქცეული.
- იმ სახელზე, რომელიც მისი მართვის მოწმობაში წერია,
მამა. ასეც უნდა იყოს, არა?
- და აქაურ მისამართზე? მაშასადამე, ყველა ეს ანგარიში
აქ მოვა?
- იმ მისამართზე, მამა, რომელიც მართვის მოწმობაში წე-
რია. ჩემგან რა გინდა: ვეუბნებოდი, ჯინსები მიყიდე, მეტი არა-
ფერი მინდა-მეთქი. და მაისური ჩე გევარას გამოსახულებით,
ოღონდ ასეთი რამ ბრუერში არ აღმოჩნდა.
ჯილი იცინის.
- ნელსონ, შენ ყველაზე გამოპრანჭული რადიკალი იქნები
დასავლეთ ბრუერის სკოლაში. ჰარი, ჰალსტუხები აბრეშუმისაა.
- იმ ძუკნას ნორმალურად ნათქვამი არ ესმის. ჰოდა, ომი
იქნება.
- არ გინდა, მამა. მე არაფერი დამიშავებია.
- ვიცი, დაწყნარდი. შენ იზრდები და ახალი ტანსაცმელი
გჭირდება.
- ისე, დედა მართლაც კარგად გამოიყურებოდა ახალ კა-
ბებში.
ბაჭია ფანჯარასთან მიდის, ბიჭი რომ აღარ ანერვიულოს.
ხედავს, როგორ ჩაივლის სახლის წინ მისი მანქანა, ძველი
„ფელკონი“. წამით ჯენისის ჩრდილსაც ხედავს, რომელიც საჭეს
დაძაბულად ჩაჰფრენია - ჯერაც ვერ მიეჩვია მანქანას, თუმცა
მთელი ბავშვობა მათ გვერდით აქვს გატარებული. გამოდის,
რომ ელოდებოდა. მაგრამ რას? მის გამოსვლას? თუ უბრა-
ლოდ სახლს მისჩერებოდა, ჯილისთვის რომ მოეკრა თვალი?
იქნებ სახლი მოენატრა. ჰარის ლოყა შეუთრთოლდა და მიხ-
ვდა, რომ ეღიმებოდა - ღიმილი მანქანის უკანა ფანჯარაზე მიკ-

299
მკითხველთა ლიგა

რულმა ალამმა გამოიწვია - ჯენისმა სტავროსს მისი აძრობის


ნება არ მისცა.

300
მკითხველთა ლიგა

III. ცქაფა
„გვიხმარეს, გვიხმარეს!“ - ხმა
„სოიუზ-5“-ის ბორტიდან

სექტემბრის ერთ მშვენიერ დღეს სამსახურიდან შინ დაბ-


რუნებულ ბაჭიას სახლში ვიღაც მამაკაცი ხვდება. ზანგი.
- რა ჯანდაბაა! - ამბობს იგი და შესასვლელში ჩამოკიდე-
ბული მუსიკალური ზარის სამ მილაკთან ჩერდება.
- ის ჯანდაბაა, ადამიანის ნაშიერო, რომ ეს რევოლუციაა,
ხომ ასეა? - ამბობს ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცი ისე, რომ
ყავისფერქსოვილგადაკრული რბილი სავარძლიდან წამოდ-
გომას არც კი აპირებს.
სათვალე ორ ვერცხლისფერ წრესავით უბრწყინავს, სი-
ნათლეს მოფარებული წვერი შავ ლაქასავით მოუჩანს, თმა მო-
უზრდია და თავზე ბურთივით ადევს. ამიტომ ბაჭიამ თავიდან
ვერც კი იცნო.
ჯილი ვერცხლისწყალივითაა - სწრაფად დგება ვერ-
ცხლისფერი ძაფებით გაწყობილი სავარძლიდან.
- ცქაფა არ გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს!
ბაჭია ნაბიჯს წინ დგამს და ხელს ჩამოსართმევად უწვდის,
თვითონ კი შიშისგან ხელისგული უთრთის, მაგრამ ცქაფა ძვე-
ლებურად გადაწოლილა სავარძელში და ბაჭია წაბილწვისგან
გადარჩენილ ხელს უკან აბრუნებს.
ცქაფა ჩამოშვებულ თეთრ ხელს ყურადღებით აკვირდება
და პირიდან კვამლს უშვებს. ამჯერად ჩვეულებრივ თამბაქოს
სიგარეტს ეწევა.

301
მკითხველთა ლიგა

- კარგია, კარგი, - ამბობს იგი, - მომწონს შენი მტრული


დახვედრა, ჩაკ. როგორც ვიეტნამში ამბობდნენ, ესაა ჩემი ხვედ-
რი.
- მე და ცქაფა უბრალოდ ვსაუბრობდით, - ამბობს ჯილი:
ხმა შეცვლილი აქვს, უფრო შეშინებული, უფრო დაბოხებული,
- ნუთუ ამის უფლება არ მაქვს?
- მეგონა, ციხეში იჯექი, - მიმართავს ბაჭია ცქაფას.
- თავდებით გამოუშვეს, - ჩქარობს ახსნა-განმარტებას ჯი-
ლი.
- აცალე, თვითონ თქვას.
ცქაფა უხალისოდ აზუსტებს ქალის ნათქვამს:
- სიმართლე რომ ვთქვა, კარგა ხანია, უნდა გამოვცხადე-
ბულიყავი, მაგრამ არ მივედი. ახლა კი, როგორც ადგილობრი-
ვი ძაღლები იტყვიან, ძებნილი ვარ. ჩემი დაკავების ხოში აქვთ.
- ორი წელი უნდა მჯდარიყო, - ამბობს ჯილი, - ორი წელი
- არაფრის გამო. არც ხელი დაუკარებია ვინმესთვის, არც რამე
მოუპარავს - უბრალოდ, არაფრის გამო, ჰარი.
- ბებიც არ გამოცხადდა?
- ბები ლედია, - ცქაფა ამას დაღლილი კაცის ტონით ამ-
ბობს, დეტალებს რომ აზუსტებს, - მას ახალი მეგობრების გაჩე-
ნა არ უჭირს, ხომ ასეა? მე კი მეგობრები არ მყავს. იმით ვარ
ცნობილი, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვიმხედრებ ყვე-
ლას. - და უკვე სხვა ხმით, ფალცეტით, ზიზღისგან ათრთოლე-
ბული ხმით ყვირის: - ოჰ, რა ცუ-უ-უ-დი ნიგერი ვარ!
ბაჭიას ახსენდება, რომ ცქაფას სხვადასხვა ხმით შეუძლია
ლაპარაკი და არც ერთი ხმა არ არის საკუთრივ მისი, ნამდვი-
ლი.
- ადრე თუ გვიან, დაგიჭერენ, - ეუბნება ის, - ძალიან ცუდია,
როცა თავდებით გამოშვებული ადამიანი შემოწმებაზე არ ცხად-

302
მკითხველთა ლიგა

დება. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მხოლოდ პირობითი


მოეცათ.
- ერთი ასეთი უკვე მაქვს. ხელისუფლებაც ვერ მოგცემს
ყოველთვის პირობითს, ხომ მართალია?
- შენ ხომ ვიეტნამის ვეტერანი ხარ?
- ვარ ვეტერანი - მერე რა? ამას გარდა, ზანგიც ვარ, უმუ-
შევარიც, უკმეხიც, ხომ ეგრეა? მე ქვეყნის მოშლა-მორყევა მინ-
და, ბებერი სახელმწიფო კი გვიან, მაგრამ მაინც ხვდება, ვინ
ვინ არის.
ბაჭია ძველ სავარძელში ჩრდილების თამაშს ადევნებს
თვალს, თან შესაფერისი ტონის შერჩევას ცდილობს. ეს სავარ-
ძელი მათი ქორწინების დროინდელია - სპრინგერების სხვენი-
დანაა გადმოტანილი. ამ ბოდვას ბოლო უნდა მოეღოს.
- ეე! მაგარ რაღაცებს ამბობ, მაგრამ ცოტა შეშფოთებული
მეჩვენები, - ამბობს ბაჭია.
- მე შენი ბიჭი არ ვარ.
ბაჭია გაოცებულია - ეს ხომ ნეიტრალური სიტყვაა. სპორ-
ტსმენები ყოველთვის ასე მიმართავენ ერთმანეთს. ბოლოს
უხერხულობის განმუხტვას ცდილობს:
- თვითონ ვნებ საკუთარ თავს. წადი, ჩაბარდი - უთხარი,
რომ გაქცევა გულში არც კი გაგივლია.
ცქაფა ნებიერად იზმორება სავარძელში, ამთქნარებს, ნა-
ფაზს არტყამს და პირიდან ბოლს უშვებს.
- ახლა მივხვდი, რომ პოლიციასა და მის სანიმუშო მუ-
შაობაზე თეთრი ადამიანის პოზიციიდან მსჯელობ, - ამბობს ის,
- სინამდვილეში კი ვერაფერი მიანიჭებს პოლიციელს იმაზე მეტ
სიამოვნებას, ვიდრე უტვინო შავი ბედოვლათისთვის ფრთების
დაძრობა, ისინი სწორედ ამ წმიდათაწმიდა მისიის შესასრულებ-

303
მკითხველთა ლიგა

ლად არიან შექმნილნი - როგორმე შენს ზურგს ამაგლიჯონ და


შენს აყროლებულ ფეხებთან მიმაგდონ, ასე არაა?
- ჩვენთან ხომ სამხრეთი არაა, - ამბობს ბაჭია.
- ი-ი-აჰ! ჩაკ, მეგობარო, ნუთუ არასდროს გიფიქრია პო-
ლიტიკაში ჩართვაზე? ამ ოლქში ხომ კლერკსაც ვერ მოძებნი,
რომელიც ამას დაიჯერებს. საქმე ისაა, რომ სამხრეთი მხო-
ლოდ სამხრეთში როდია - ყველგანაა. ჩვენ მეისონ-დიქსონის
ხაზიდან ორმოცდაათ მილში ვიმყოფებით, დეტროიტში კი, რო-
მელიც კიდევ უფრო ჩრდილოეთითაა, ზანგის ბიჭებს შეუბრა-
ლებლად ხვრეტენ. იცოდე - ბამბა აქაც არის. ლინჩის წესით
გასამართლების სეზონი დაიწყო. ჩვენს შერეკილ შტატებში ყო-
ველი ხელმოცარული რასისტი ხდება. - შავი ხელი ჩრდილი-
დან ამოყვინთავს, კოხტად ციმციმებს და კვლავ ეშვება. მაპა-
ტიე, ჩაკ, ეს ისე მარტივია, რომ ახსნის სურვილიც არ მაქვს.
ჯობს, გაზეთები იკითხო.
- ვკითხულობ. შენ კი ჭკუიდან შეიშალე.
- სისტემა დალპა, ჰარი, - ამატებს ჯილი. - კანონები მცი-
რერიცხოვანი ელიტის დასაცავად იწერება. იმათნაირებისთვის,
საკუთარი იახტები რომ ჰყავთ სტონინგტონში.
- ერთით ნული შენს სასარგებლოდ, - აცხადებს ცქაფა, -
ყოჩაღ!
ჯილი ფეთქდება:
- მერე რა, მე ამას გამოვექეცი, ყველაფერს მივაფურთხე
და მივატოვე. შენ კი ეს კვლავინდებურად მოგწონს, ყველაფერ
ამას ყლაპავ, ჩემს გაკეთებულ ფეკალიებს მიირთმევ. მამაჩემი-
სასაც. და, საერთოდ, ყველას გაკეთებულს. ნუთუ ვერ ხვდები,
რომ გიყენებენ?
- ვხვდები, ახლა კი თვითონ ცდილობ ჩემს გამოყენებას.
აი, ამის გულისთვის.

304
მკითხველთა ლიგა

ჯილი შეშდება, მკვდრისფერი ადევს. ტუჩების ნაცვლად


წვრილი ხაზი მოუჩანს.
- ჰო.
- სულ გააფრინე. ამის გულისთვის შეიძლება მეც ჩამსვან.
- მხოლოდ ორი-სამი დღე, ჰარი, სანამ ფულს იშოვის. მე-
რე კი მემფისში წავა, იქ ნათესავები ჰყავს. ხომ ასეა, ცქაფა?
- ასეა, ჩემო ტკბილო. ზუსტად ასეა.
- ის ხომ მხოლოდ იმიტომ არ დაიჭირეს, რომ მარიხუანას
ეწეოდა - ძაღლები ფიქრობენ, რომ ამით ვაჭრობს, გამავრცე-
ლებელიცაა, და ჯვარს აცვამენ. დამიჯერე, მართლა ასე იქნება.
ცქაფა თავისთვის ღიღინებს: „ეს ძველი, ხორკლიანი ჯვა-
რი“.
- სინამდვილეში რა ხდება, მართლა ნარკომოვაჭრეა?
ჩანს, როგორ იკრიჭება ცქაფა დაბურთული თმის ქვეშ.
- რა გიშოვო, ჩაკ? საძილე აბები, სასაცილო მარცვლები,
წითელი ეშმაკუნები თუ მეწამული გული? ფილადელფიაში ამ-
ჟამად იმდენი პანამის წითელია, რომ არ იციან, სად წაიღონ და
ძროხებს აჭმევენ. იქნებ ჰეროინი, კარგად რომ შეგაჯანჯღა-
როს?
და სავარძლის სიღრმიდან ფერმკრთალ ხელისგულებს
უწვდის მოკაკული თითებით, თითქოს, რაც ჩამოთვალა, ყვე-
ლაფერი ზედ უწყვია.
გამოდის, რომ სატანაა. ბავშვობაში ჰარი, ცნობისმოყვა-
რეობის გამო, - რომელიც მას უბიძგებდა, მაგალითად, თითი
ჭიპში შეეყო და მერე დაეყნოსა, - ნაგვის ურნას რკინის თავსა-
ხურს ხდიდა უკანა ეზოში, გარაჟის გვერდით, სადაც კალათბურ-
თის ფარი იყო დამაგრებული. ახლა კი მის წინ იმავე სახით ეს
შავი - აყროლებული უძირო ჭა ჩნდება.
ჰარი ჯილისკენ ტრიალდება და ეკითხება:

305
მკითხველთა ლიგა

- რატომ გინდა, რომ ეს თავს მომახვიო?


იგი ნიკაპწაწვეტებულ თავს განზე სწევს და პროფილში
მონეტაზე ამოჭრილ სურათს ემგვანება.
- სისულელე მომივიდა, მეგონა, რომ მენდობოდი. არ უნ-
და გეთქვა, რომ გიყვარვარ.
ცქაფა ამჯერად ძველებურ სიმღერას - „ნამდვილი სიყვა-
რული“ - ღიღინებს, რომელსაც ფილმში - „მაღალი საზოგა-
დოება“ - ბინგ კროსბი და გრეის კელი ასრულებენ.
- რატომ? - იმეორებს შეკითხვას ბაჭია.
ცქაფა სავარძლიდან დგება.
- ღმერთო დიდებულო, დამიცავი, რომ შეყვარებულ
თეთრ ნევრასთენიკებს ზედ არ ვარწყიო. რატომ? იმიტომ, რომ
მთელი დღე ვჟიმავდი, გაიგე? თუ წავალ, ისიც წამომყვება. ხომ
ასეა, ჯილ, საყვარელო?
- ასეა, - გამოსცრის ქალი მოკუმული ტუჩებიდან.
- ფული რომ მომცე, მაინც არ წაგიყვან, ავხორცო ძუკნავ,
- ეუბნება ცქაფა. - ცქაფა მარტო წავა. - შემდეგ კი ბაჭიას მიმარ-
თავს: - დროებით, ჩაკ. ძალიან არ მჭირდებით, თქვე დამწნი-
ლებულებო, თუმცა კარგი სანახავი კი იყავი, როგორ წრიალებ-
დი ცხელ ტაფაზე მოთავსებულივით.
ახლა, როცა ცქაფა წამოდგა, კარგად ჩანს, როგორი გამ-
ხდარი და გასაცოდავებულია ჯინსსა და გაცვეთილ სამხედრო
ქურთუკში, რომელსაც წარჩინების ნიშნები მოხსნილი აქვს. ზვი-
ნად დადგმული თმის გამო სახე სულ დაჰპატარავებია.
- დროებით, - შვებით ამბობს ბაჭია. გრძნობს, რომ მუცე-
ლი დაუწყნარდა და ცქაფას ზურგს შეაქცევს.
მაგრამ ცქაფა ასე იოლად წასვლას არ აპირებს. იგი ბაჭი-
ას უახლოვდება, ასუნთქებს და ეუბნება:
- გამაგდე აქედან. მინდა, რომ ეს შენი ხელით გააკეთო.

306
მკითხველთა ლიგა

- მე კი არ მინდა.
- მიდი, მიდი.
- არ მინდა შენთან ჩხუბი.
- მე კი შენი გოგო გავჟიმე.
- ეს მისი გადაწყვეტილება იყო.
- საძაგელი ძუკნა აღმოჩნდა. თითქოს ჭანჭიკი მარწუხებში
მოგიქცევია.
- გესმის, ჯილ, რას ამბობს?
- ეი, ბაჭიავ! შენ ხომ ასე გეძახდნენ, არა? დედაშენი კი
მეძავია - ბებერი, შავი ლოთები რკინიგზის სადგურის უკან ორ-
მოცდაათ ცენტად ხმარობენ. ვისაც ფული არა აქვს, იმასთან
მუქთად წვება, იმიტომ, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს. ხომ
ასეა?
დედა შორსაა, წარსულში. მის ოთახში წამლებისა და თბი-
ლი ლოგინის სუნია. იმ წლებიდან, როდესაც იგი ჯანმრთელად
იყო, ბაჭიას მხოლოდ სამზარეულოს მაგიდასთან მისი თავდახ-
რილი, ზორბა სხეული ახსოვს. წლების განმავლობაში ფაიფუ-
რის ემალი ოთხგან გაცვდა. დედა მაგიდასთან არ ჯდება, უკვე
ისადილა. იგი შვილს ვახშმით უმასპინძლდება, რომელიც ვარ-
ჯიშიდან გვიან დაბრუნდა. უკვე ბნელა და ფანჯრებზე, ბადის
ნაცვლად, მინები მოჩანს.
- მამაშენიც მაგარი გარყვნილია, არა? ალბათ, შენც ასეთი
ხარ, რახან ამ განავალს ჭამ. ცოლმაც ვეღარ გაუძლო ასეთ
გარყვნილთან ცხოვრებას - ეს ხომ იგივეა, რომ თაგვმა გიხმა-
როს. ქვემოთ, მგონი, მართლაც თაგვი გყავს. აბა, ერთი შევა-
მოწმო, - ხელს მისკენ იწვდის, მაგრამ ბაჭია თავიდან იცილებს.
აღფრთოვანებული ცქაფა ადგილზე ცეკვას იწყებს, - იქ არაფე-
რიც არ არის, ხომ მართალია? აი, ბაჭიავ, ჯილი ამბობს, რომ
მორწმუნე ხარ. ჰოდა, ახალ ამბავს გეტყვი. შენი ღმერთი - ჰო-

307
მკითხველთა ლიგა

მოსექსუალია. იგი ნებისმიერ შავ პედერასტს ფორად ას ქულას


მისცემს. წმინდა სულს წუწნის და შვილს აყურებინებს. აი, ჩაკ!
არანაირი იესო არ არსებობს. იგი ერთი გაიძვერა იყო. უბრა-
ლოდ, რომაელები მოისყიდეს, საფლავიდან მისი გადატანის
უფლება რომ მიეცათ - ის ხომ ძალიან ყარდა!
- შენ ამას მიაღწიე. მივხვდი, რომ ნამდვილად შეშლილი
ხარ, - ამბობს ბაჭია.
მასში საამოდ მატულობს მძვინვარება. საკვირაო სკოლა-
ში ნანახი სურათები მის გონებაში ერთმანეთს ცვლიან: შროშან-
ზე მეტად გათეთრებული ცხედარი, იისფერი ქვები, რომელთა
სიახლოვესაც მას იუდამ აკოცა.
ცქაფა კი ცეკვავს. ვინ იცის, როდინდელი სამხედრო ყე-
ლიანი ფეხსაცმელი აცვია. ჰარის მხარზე ხელს ურტყამს და
თეთრი პერანგის სახელოზე ექაჩება.
- ეი! გინდა გითხრა, საიდან ვიცი ეს ყველაფერი? გინდა?
ნამდვილი იესო ვარ. შავი იესო. სხვა არ არსებობს. როცა ვა-
კუებ, ცას ელვა ანათებს. ანგელოზები ჩემს განავალს ნიჩბებით
აგროვებენ, თითოეული მარცვალი მილიონკარატიანი ოქროა.
აბა, მუხლებზე დაეცი, ჩაკ. თაყვანი მეცი. მე იესო ვარ. მაკოცე
ყვერებზე, რომელთაგანაც ერთი მზეა, მეორე კი - მთვარე, ასო
კი კომეტაა, მისი თავი არამიწიერი სრულყოფილების ცეც-
ხლისმფრქვეველი გულია უკუნითი უკუნისამდე! - იგი თავს თო-
ჯინასავით ატრიალებს და შარვლის ელვაშესაკრავს იხსნის,
თავისი საოცრება რომ უჩვენოს.
ბაჭიასთვის ეს უკვე მეტისმეტია. ბრაზითა და შიშით პირ-
თამდეა ავსებული. სიამოვნებით უახლოვდება ცქაფას და
გრძნობს, როგორ ეფლობა მუშტებით მის სხეულში, ერთს მუ-
ცელში ურტყამს, მეორეს - ყელს ქვემოთ. ცდილობს, სახეში არ
მოახვედროს, თორემ სათვალის მინებს დაამსხვრევს და მეტო-

308
მკითხველთა ლიგა

ქეს დაასისხლიანებს. ცქაფა ორად იკეცება და იატაკზე ყრუდ


ეცემა. ბაჭიას კიდევ უნდა დაარტყას. მაგრამ ადგილს ვერ
პოულობს - მის წინ მხოლოდ ზუმფარასავით მოცახცახე წვე-
ტიანი კუთხეებია. ბაჭიას ხელები ექავება. უნდა, რომ ეს პირუტ-
ყვი როგორმე ტანში გაიშალოს: სადმე ხომ მაინც ექნება რბი-
ლი ადგილი, რომ დაარტყას და მოკლას. მოკუნტული ზურგი -
ძალზე მაგარია. მაშინ იგი ყურში ურტყამს. ცქაფა ყრუდ სლუკუ-
ნებს.
ჯილი კი ყვირის და მთელი ძალით ექაჩება ბაჭიას პერან-
გის კალთაზე. საამო განცდა ქრება და ბაჭია აღმოაჩენს, რომ
ხელები დაკაწრული აქვს. მოკუნტული მეტოქე ნოხზე გდია,
რომლის თითოეულ იარდში თავის დროზე თერთმეტი დოლა-
რი გადაიხადეს, და რომელსაც უფრო დიდხანს უნდა გაეძლო,
ვიდრე შედარებით რბილს, თხუთმეტდოლარიანს (ჯენისს ის
უფრო მოსწონდა. ყოველთვის ამბობდა, გოლფის მინიატიურუ-
ლი მოედნის საფარს მაგონებსო). მარჯვედ კი მოკუნტულა: მუხ-
ლები ნიკაპთან მიუტანია, თავი ხელებით დაუფარავს და დივან-
ქვეშ შეუყვია; ჯინსი აჩაჩვია და გამხდარი ნაკუნთალები და კო-
ჭები, ორ შავ, მოელვარე საქსოვ ჩხირს რომ მიუგავს, ბაჭიას
გაოცებას იწვევს. ეს ხალხი რაღაც ახალი, უფრო გამძლე მასა-
ლისგან არის შექმნილი. ჯილი კი სლუკუნებს:
- გეყოფა, ჰარი, გეყოფა.
შემოსასვლელიდან დაჟინებით გაისმის სამხმიანი მუსიკა-
ლური ზარი, მაგრამ მისთვის არავის სცალია. როდესაც ასეთი
ამბები ხდება, ბგერებს წარმატების შანსი არა აქვს.
კარი იღება. ზღურბლზე ნელსონი დგას. სკოლისთვის ნა-
ყიდი ახალი ტანსაცმელი აცვია - ზოლიანი სპორტული პერანგი
და ჭყეტელა ყვითელი შარვალი. მის უკან ბილ ფოსნაჰტის თა-
ვი მოჩანს.

309
მკითხველთა ლიგა

- ეი, - იატაკიდან იძახის ცქაფა, - პატარა ჩაკი მოსულა!


- მამა, ეს ვინ არის, ქურდია?
- ავეჯის ნგრევის ხმა მოგვესმა, - ამბობს ბილი, - აღარ
ვიცოდით, რა გვექნა.
- ვიფიქრეთ, თუ ბევრჯერ დავრეკავდით ზარს, ხმაური შეწ-
ყდებოდა, - განმარტავს ნელსონი.
- მამაშენი ძალზე თავშეუკავებელი გახდა, - ეუბნება მას
ჯილი.
- საინტერესოა, რატომ უნდა ვიყო ყოველთვის თავშეკა-
ვებული? - კითხულობს ბაჭია.
ცქაფა იატაკიდან ფრთხილად დგება, თითქოს მტვრიანი
ყუთიდან ამოდისო, ჯერ ერთ ფეხს დგამს, მერე - მეორეს და
ამბობს:
- მე ხომ მხოლოდ იმიტომ შემოვიარე, ჩაკ, რომ ერთმა-
ნეთი უფრო ახლოს გაგვეცნო. სხვა დროს იარაღით მოვალ.
- მე კი ვიფიქრე, ჯარში ნასწავლ ერთ-ორ კარატეს ილეთს
ვნახავ-მეთქი, - დაცინვით ამბობს ბაჭია.
- მეშინია გამოყენება. შემთხვევით შუაზე რომ გაგაპო?
- მამა, ეს ვინ არის?
- ჯილის მეგობარია, ცქაფა ჰქვია. ჩვენთან ორიოდე დღე
დარჩება.
- მართლა?
ეს ჯილია.
ბაჭიამ არც კი იცის, ასე რატომ თქვა. ხელები ოდნავ ეწ-
ვის. აღელვებისგან გულისრევის შეგრძნება აქვს. ირგვლივ ყვე-
ლაფერი მსუბუქ ნისლშია გახვეული. ხედავს, რომ მაგიდა გა-
დაყირავებულა, ხისსადგამიანი ლამპა კი ნოხზე გდია, ოღონდ
არ გატეხილა. ნივთების მოთმინება და ერთგულება აოცებს.
- რა თქმა უნდა, - ამბობს იგი, - რატომაც არა?

310
მკითხველთა ლიგა

ცქაფა ყურადღებით აკვირდება მას დივნიდან, რომელზეც


მოკუნტული ზის, დარტყმისგან მუცელი მაგრად სტკივა.
- თავს დამნაშავედ გრძნობ, არა, ჩაკ? პატარა საჩუქარი
ცოდვების ჩამოსარეცხად, ხომ?
- ცქაფა, მან ხომ დიდსულოვნება გამოიჩინა, - საყვედუ-
რობს ჯილი.
- ერთი რამ გაიგე, ჩაკ - არანაირი მადლიერება. ყველა-
ფერი მხოლოდ საკუთარი ეგოისტური სურვილების მიხედვით
გააკეთე.
- მართალი ხარ. იქნებ მომწონს შენი ცემა.
სინამდვილეში ბაჭია შეძრწუნებულია, რომ ამ ადამიანს
თავისთან ტოვებს. მან ხომ ამ სახლში ღამე მასთან ერთად უნ-
და გაატაროს. შავზე უშავესი ცქაფა მთვარესავით მოლაპლაპე
ბებუთით თავზე რომ დაადგეს? შესაძლოა, იარაღიც იშოვოს,
ტყუილად კი არ იმუქრებოდა. „მართლმსაჯულებას გამოქცე-
ულს ოჯახი სამიზნეში ჰყავს ამოღებული. ქალაქის მერი იფიცე-
ბა, რომ მორიგებაზე არ წავა“. რატომ ჩაიგდო საკუთარი ნებით
თავი ხიფათში? ჯენისი მის დასახმარებლად რომ მოსულიყო?
ეს ფიქრები თავში მყისიერად გაუელვებს. ნელსონი შავკანიან
კაცთან მიდის. თვალები ჩაცვენილი აქვს, სახე - სერიოზული.
მოიცა, ნუ ჩქარობ. ის საწამლავია, მკვლელია, შავია.
- გამარჯობა, - ეუბნება ნელსონი და ხელს უწვდის.
ცქაფა თავის გამხდარ თითებს - თავში, შუასა და ბოლოში
ერთნაირი სისქის ოთხ რუხ ფანქარს - ბიჭის ხელში დებს და
პასუხობს:
- გაგიმარჯოს, პატარა ჩაკ. - შემდეგ თავს ნელსონის
ზურგს უკან მდგომი ბილ ფოსნაჰტისკენ იქნევს და ეკითხება: -
ეს საშინელი საფრთხობელა შენი მეგობარია?

311
მკითხველთა ლიგა

ყყველანი, ყველანი იცინიან, ბილიც, ცქაფაც კი ხითხითებს


თავისი, მოულოდნელად ათიანში მორტყმული დახასიათების
გამო - ბილი მართლაც საფრთხობელას ჰგავს: მამამისივით
წვრილი კისერი, დიდი ყურები და დედასავით ხბოსებრი, ფარ-
თო თვალები, ლოყებსა და ნიკაპზე რამდენიმე წყება ყმაწვი-
ლური მუწუკებისა. სიცილის ახალი ტალღა საბოლოოდ არწმუ-
ნებს ბილს, რომ მას არ დასცინიან, ეს უბრალოდ შვებაა, რომ
ჭეშმარიტება საჩუქრად ერგოთ; დაძმობილების სიხარულია,
სიცილ-ხარხარის ერთად განცდაა - სახლი თითქოს კვერცხს
დაემსგავსა, რომელსაც ისინი შიგნიდან ნისკარტებს უკაკუნებენ
და ნაჭუჭზე მხიარულ ბზარებს აჩენენ.
მაგრამ ლოგინში, როცა სახლი სიბნელეშია ჩაფლული,
ბილი უკვე შინ წასულა, დაქანცული ცქაფა კი ქვემოთ წევს დი-
ვანზე და მძიმედ სუნთქავს, ბაჭია კვლავ ეკითხება ჯილს:
- ეს რატომ გამიკეთე?
ჯილი ცხვირს აფშუტუნებს და მისკენ ტრიალდება. იგი ბა-
ჭიაზე იმდენად მსუბუქია, რომ ლამის გვერდქვეშ შეუგორდეს.
დილით გამოღვიძებულ ბაჭიას ხშირად აღმოუჩენია, რომ სა-
წოლიდან გადავარდნას ცოტაღა უკლია - ქალის წვეტიანი
იდაყვები ტანში ისრებივით ესობა.
- ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა, - განმარტავს ჯი-
ლი. - იგი მხოლოდ ლაპარაკობს ასე, სინამდვილეში კი სხვა-
ნაირია. მას მართლა უნდა, რომ შავი იესო გახდეს.
- ამიტომაც მიეცი გაჟიმვის უფლება? თუ არ მიგიცია?
- სიმართლე გითხრა, არ მიმიცია.
- გამოდის, რომ იცრუა?
დუმილი. იგი კიდევ ერთი დუიმით ახლოს უჩოჩდება.

312
მკითხველთა ლიგა

- ჩემი აზრით, ეს არ ითვლება, როცა შენ ვინმეს უბრალოდ


რაღაცის გაკეთების უფლებას აძლევ, თვითონ კი ამაში არ მო-
ნაწილეობ.
- ანუ, შენ მონაწილეობა არ მიგიღია.
- არა, ეს თითქოს სხვაგან ხდებოდა, მილიონი მილის და-
შორებით.
- ჩემთან როგორღაა? მეც იმდენად შორს ვარ, რომ ვე-
რაფერს გრძნობ? გამოდის, ქალწული ყოფილხარ?
- ჩუმად, ჩურჩულით ილაპარაკე. არა, შენთან რაღაცას
ვგრძნობ.
- რას?
იგი კიდევ უფრო ახლოს უჩოჩდება და ხელს მსუქან წელ-
ზე ხვევს.
- შენ ჩემი დიდი, სასაცილო, სათამაშო დათუნია ხარ, რო-
მელიც მამამ მაჩუქა. მას ნიუ-იორკის შვარცის მაღაზიაში ათას-
გვარი, უცნაური, ძვირფასი სათამაშოების ყიდვა უყვარდა. ერ-
თხელ, მაგალითად, ექვსი ფუტი სიმაღლის ხუთასდოლარიანი
ჟირაფი მოიტანა. ასეთებით ვერც კი ვთამაშობდი. იდგნენ თა-
ვისთვის და ადგილს იკავებდნენ. დედას მათი ატანა არ ჰქონდა.
- დიდი მადლობელი ვარ, - ამბობს ბაჭია და მისკენ
მოუხერხებლად ტრიალდება.
- სხვა დროს, როცა ზემოდან მაწევხარ, შენში ანგელოზს
ვხედავ, რომელმაც ხმლით უნდა განმგმიროს. ასე მგონია, რომ
რაღაც უნდა მაუწყო - მაგალითად, სამყაროს აღსასრული. მაგ-
რამ შენ არაფერს მეუბნები, მხოლოდ განმგმირავ ხოლმე. და
ეს შესანიშნავია.
- გიყვარვარ?
- არ გინდა, ჰარი. იმ ექსპერიმენტების მერე, როცა ღმერ-
თი გამომეცხადა, ვეღარავისზე ვახერხებ ფოკუსირებას.

313
მკითხველთა ლიგა

- ვერც ცქაფაზე?
- ის ხომ საშინელებაა, ნამდვილი საშინელება. ამდენი ბო-
როტებისგან ერთიანად აბურძგნილს ჰგავს.
- მაშინ რატომღა, ღვთის გულისთვის?
ჯილი ბაჭიას პირს კოცნით უფარავს.
- ჩუ-უ. თორემ გაიგებს.
სახლში თხელი ტიხრებია, ამიტომ ხმა თავისუფლად ჩა-
დის ქვემოთ. ოთახები თითქოს შარიშურით სავსე ერთი გულის
სხვადასხვა პარკუჭია.
- იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, ჰარი. რაც უნდა მთხო-
ვოს მამაკაცმა, უნდა მივცე. არ ვარ დაინტერესებული, რომ
რაიმე ჩემთვის შევინახო. იცი, რა, ეს ყველაფერი საბოლოოდ
ერთმანეთს ერწყმის.
- ვერ ვხვდები.
- მე კი მგონია, რომ ხვდები. სხვაგვარად, რატომ მიეცი
დარჩენის უფლება? შენ ხომ ცემე ის. კინაღამ მოკალი.
- ჰო-ო. სასიამოვნო იყო. მე კი ვფიქრობდი, ფორმაში არ
ვარ-მეთქი.
- ასეა თუ ისე, ახლა ის აქ არის. - იგი მას ზემოდან სა-
ჰაერო ზეწარივით ეფარება. მის გამჭვირვალე სხეულს მიღმა,
სადღაც შორს, კაცი მთვარის შუქით განათებულ ლურჯშუშებიან
ფანჯარას ხედავს, რომელიც გარაჟის სახურავს გადაჰყურებს -
უცნაური ჩრდილების მქონე შიფერის ფურცლებს, რომლებიც
სისქის ილუზიას ქმნიან. ჯილი ისე ჩუმად ელაპარაკება, კაცს
ჰგონია, მის აზრს ვკითხულობო: - მე ის მაშინებს.
- მეც.
- ჩემს ერთ ნახევარს უნდოდა, რომ აქედან გაგეგდო. ნა-
ხევარზე მეტსაც კი.

314
მკითხველთა ლიგა

- ჰო, მაგრამ თუ ის ახალი იესოა, - ამბობს ბაჭია ღიმი-


ლით, თუმცა ჯილი ამას ვერ ხედავს, - ცუდი არ იქნება, თუ მცი-
რედ სამსახურს გავუწევთ.
ქალის სხეული ფართოვდება, თითქოს ღიმილისგან იწე-
ლება. ახლა უკვე აშკარაა, რომ დღის განმავლობაში განცდი-
ლი ღალატი და მღელვარება სიყვარულმა უნდა დაავიწყები-
ნოთ. ბაჭია მის თავს ხელებში მოიქცევს და ყურის ნიჟარებს
უკან ამობურცულ ადგილებს ეფერება. ხელისგულებით ფრთხი-
ლად უჭირავს ეს მოზრდილი მრგვალი ფიალა, რომელშიც სუ-
ლია დალუქული. დარწმუნებულია, რომ ქალი მის სასიყვარუ-
ლო ძახილს აუცილებლად გამოეხმაურება და ცხადად ხედავს,
მერე რაც მოხდება, ისევე ცხადად, როგორც თოვის წინ იკვე-
თება არემარის მოხაზულობა. მას ჩვეულ რიტუალში ცვლილე-
ბების შეტანა სურს და ამბობს:
- ამასთან, ბოლო დროს ჯენისი წესებს აღარ იცავდა, ჰო-
და, მეც დავარღვევ.
- სამაგიერო რომ გადაუხადო?
- რომ არ ჩამოგრჩე.
ტექსტი ავიწრო სვეტად ეწყობა:
„მსჯავრდადებულნი არიან ნარკოტიკების შენახვისთვის
ხუთშაბათს რვა ადგილობრივ მამაკაცსა და ერთ ქალს მა-
რიხუანის შენახვისთვის ექვს-ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ბრალდებულები, რომლებიც მოსამართლე მილტონ ფ.
შოფერის წინაშე წარდგნენ, 24 აგვისტოს, გამთენიისას იქნენ
დაკავებულნი უაიზერ-სტრიტზე მდებარე „სტუმართმოყვარე
ჯიმბოში“ პოლიციის რეიდის დროს.
ქალბატონს, მის ბეატრის გრინს, რომელსაც ადგილობ-
რივ საესტრადო სამყაროში „ბების“ სახელით იცნობენ, ერთი
წელი პირობითი სასჯელი აკმარეს, ისევე, როგორც ოთხ დაკა-

315
მკითხველთა ლიგა

ვებულ მამაკაცს. ორი არასრულწლოვნის საქმე შესაბამის სა-


სამართლო ორგანოებს გადაეცა.
მეათე ბრალდებული, ჰუბერტ ჰ. ფარნსუორტი, სასამარ-
თლოში არ გამოცხადდა და მას აეკრძალა გირაოს თანხის შე-
ტანის უფლება. გაცემულია მისი დაპატიმრების ორდერი.
ტიმოთი კარტნიმ, „სტუმართმოყვარე ჯიმბოს“ მეპატრონემ
პენ...“
ბაჭია უკვე ხმაზე ცნობს პაიასეკის უკნიდან მოახლოებას,
რომელმაც ტელეფონთან უნდა დაუძახოს. მის შემპარავ ნაბი-
ჯებში მუქარა იგრძნობა, სუნთქვაში კი - სარკასტული მზრუნვე-
ლობა.
- ენგსტრომ, იქნებ შენი ლინოტიპი ჩემს კაბინეტში გადაგ-
ვეტანა. ანდა ტელეფონის როზეტი აქვე დაგვეყენებინა.
- ნამდვილ ჯოჯოხეთს მოვუწყობ, ედ. მეტი აღარ განმე-
ორდება.
- არ მიყვარს, როცა პირადი ცხოვრება სამუშაოს ხელს უშ-
ლის.
- მეც არ მიყვარს. სიტყვას გაძლევ, აუცილებლად ვეტყვი.
- უთხარი, ჰარი. ჩვენი ბებერი „ვერიტის“ გულისთვის უთ-
ხარი. ჩვენ აქ ერთი გუნდი ვართ და ყველამ უნდა ვეცადოთ,
რომ მოწინააღმდეგემ არ გვაჯობოს. მოდი, ერთმანეთს ნუ ვუ-
ღალატებთ. რას იტყვი?
ბაჭია მქრქალი მინებით შემოსაზღვრულ სივრცეში შედის
და ყურმილს ჩასძახის:
- ჯენის, ეს ჩვენი უკანასკნელი საუბარია ტელეფონით.
ამიერიდან აპარატთან აღარ მოვალ.
- ამიერიდან აღარც მე დაგირეკავ, ჰარი. ამ ზარის შემდეგ
ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ ადვოკატები გაარკვევენ.
- ეგ როგორ?

316
მკითხველთა ლიგა

- როგორ? როგორ და ასე.


- ეგ როგორ? კარგი, გეყოფა. მხოლოდ საქმეზე მელაპა-
რაკე, დანადგარს უნდა მივუბრუნდე.
- კარგი, ჯერ ერთი, ეგ როგორ და, რაც წამოვედი, შენ
ჩემთვის ერთხელაც არ დაგირეკავს. მეორე ის, რომ ჰიპი არ
იკმარე და სახლში ვიღაც შავი მიიყვანე. პირდაპირ გასაოცარი
ადამიანი ხარ, ჰარი. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა: „ის მავნე
სულაც არ არის, უბრალოდ, ისეთივე შეხედულება აქვს მო-
რალზე, როგორიც მყრალას, შესაძლოა, უფრო ნაკლებადაც
კი“. და ეს სიმართლეა.
- იგი მხოლოდ ორი დღითაა ჩვენთან - დახმარება ესაჭი-
როებოდა, ისე, საკმაოდ თავშესაქცევი სიტუაცია იყო.
- თავშესაქცევი, არა? დავდგეთ და ვიცინოთ. დედაშენმა
თუ იცის? ვფიქრობ, დავურეკო და ყველაფერი მოვახსენო.
- შენ ვინ გითხრა? ის კაცი ხომ გარეთ არ გამოდის.
ბაჭია ცდილობს გონივრული ტონით ცოტათი მაინც დააც-
ხროს ქალის მღელვარება და გამოსდის კიდეც.
- პეგი ფოსნაჰტმა. ბილი შინ აფორიაქებული მისულა. ასე
უთქვამს, ის ტიპი სასტუმრო ოთახში იატაკზე იწვა და, რომ და-
მინახა, სალანძღავი მეტსახელი მომაკერაო.
- არაფერი არ მიუკერებია, უბრალოდ, გაეხუმრა.
- იქნებ მეც მასწავლოთ ასეთი ხუმრობა. ძალიან მინდა.
ადვოკატს ვესაუბრე და თხოვნით შევდივართ, რომ ნელსონი
დაუყოვნებლივ ჩემთან გადმოვიდეს. ამას განქორწინებაც მოჰ-
ყვება. რადგან შენ დამნაშავე მხარე ხარ, ქორწინების უფლება
მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოგეცემა. აი, ასე, ჰარი. ძალიან
ვწუხვარ. მეგონა, რომ უფრო საღად მოაზროვნე ხალხი ვიყა-
ვით. გგონია, მიხაროდა იმ ადვოკატთან ლაპარაკი? მეზიზღე-
ბოდა. საერთოდ, საზიზღარი სიტუაციაა.

317
მკითხველთა ლიგა

- რას იზამ, ასეთი კანონებია. იგი მმართველი ელიტის ინ-


ტერესებს ემსახურება. მეტი ძალაუფლება ხალხს.
- შენ, მგონი, გააფრინე. მართლა ასე ვფიქრობ.
- მომისმინე, რას გულისხმობდი, როცა მითხარი, რაც წა-
მოვედი, ერთხელაც არ დაგირეკავსო? მეგონა, ეს შენი სურვი-
ლი იყო. განა სტავროსი შენ გვერდით არაა?
- შეგეძლო ცოტა მაინც გებრძოლა ჩემი გულისთვის, -
სლუკუნით ამბობს ჯენისი და ჰაერს ხმაურით ისუნთქავს. - ძა-
ლიან სუსტი ხარ, შემგუებელი, - გაჭირვებით ახერხებს ამის
თქმას და რაღაც ცხოველურ ბგერებზე გადადის ღუღუნსა და
ხროტინს შორის.
- მერე ვილაპარაკოთ, სახლში დამირეკე, - ამბობს ბაჭია
და ყურმილს კიდებს, ცრემლების ნაკადი რომ შეაჩეროს.
„...პარკიდან „ვეტის“ კორესპონდენტთან სატელეფონო
საუბარში აღშფოთება ვერ დამალა და მკაცრად გააკრიტიკა
ნარკომანია.
რეიდის დროს მისტერ კარტნი შენობაში არ იმყოფებოდა.
გავრცელდა ხმები, რომ ეს კარგად ცნობილი ღამის და-
წესებულება და შეკრებების ადგილი უნდა შეიძინოს სინდიკატ-
მა, სახელწოდებით „შავი კაპიტალისტები“.
ყავის დასალევად განკუთვნილ შესვენებაზე ბაჭიასთან
ბიუკენენი მიდის. ბაჭია ჯიბეში საფულეს ისინჯავს და ცდილობს
გამოიცნოს, აიწევს განაკვეთი თუ იგივე დარჩება. ეს ინფლა-
ციაო, ეს უცხო ქვეყნების დახმარებაო. ეს სოციალური უზრუნ-
ველყოფაო. თუ განაკვეთი მოიმატებს, უარით გაისტუმრებს. თუ
ბიუკენენი ოც დოლარზე მეტს მოითხოვს, წავიდეს და ქუჩის
პროტესტს შეუერთდეს. მოულოდნელად ბიუკენენი ორ ათდო-
ლარიან კუპიურას უწვდის. ისინი არაა, რომელიც გამოართვა,
მაგრამ მაინც ნამდვილია.

318
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, მეგობარო, - ამბობს იგი, - არავის ათქმევინო, რომ


შავები ვალებს არ იხდიან. ათასგზის მადლობელი ვარ: შენმა
ოცმა დოლარმა სასწაული მოახდინა, წარმოგიდგენია? ზედი-
ზედ ორჯერ მოვხსენი ბანკი. ვერაფრით ვიჯერებდი. ვერც ვე-
რავინ იჯერებდა. იმ სულელებმა მეორედ ისეთი ფსონები
გააკეთეს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ უნდა დამდგარი-
ყო. - იგი ხელში უდებს ფულს ბაჭიას, რომელიც მის აღებას არ
ჩქარობს.
- გმადლობ, ე-ე, ლესტერ. მეგონა...
- არ გეგონა, თუ დაგიბრუნებდი?
- ასე მალე - არა.
- ასეთია ცხოვრება. დღეს ერთ კაცს უჭირს, ხვალ სხვას
გაუჭირდება. განავრცე ეს ყველაზე - განა ამას არ გვასწავლიდ-
ნენ დიდი ადამიანები?
- ჰო, ალბათ. ისე, კარგა ხანია, დიდ ხალხთან აღარ მისა-
უბრია.
ბიუკენენი ზრდილობის ხათრით ხითხითებს, ქუსლებზე ქა-
ნაობს, კბილსაჩიჩქნი მისსავე სისქის ულვაშებზე აქეთ-იქით გა-
დააქვს.
- შენზე გავიგე, ისე გაუჭირდა, მდგმურები აჰყავსო.
- ჰო-ო. ეს ცოტა ხნითაა და ჩემი იდეა არც ყოფილა.
- მჯერა.
- მ-მ... იცი რა? არ მინდა, ეს ყველამ გაიგოს.
- არც მე.
თემა შესაცვლელია.
- ბები როგორ არის? ისევ საქმეშია?
- რომელ საქმეს გულისხმობ?

319
მკითხველთა ლიგა

- ცხადია, რომელსაც - სიმღერას. ვგულისხმობ - რეიდისა


და სასამართლოს შემდეგ. ამის შესახებ სწორედ ახლახან ავაწ-
ყვე მასალა გაზეთისთვის.
- ვიცი, რასაც გულისხმობ. ზუსტად ვიცი. ნებისმიერ საღა-
მოს შემოიარე „სტუმართმოყვარე ჯიმბოში“ და უფრო ახლოს
გაიცნობ. ბების თვალში მნიშვნელოვნად ამაღლდი, ამას მე გე-
უბნები. თუმცა, რა დასამალია და, თავიდანვე მოეწონე.
- ჰო-ო? კარგი, შესანიშნავია. იქნებ როგორმე შემო-
ვიარო, ძიძას თუ ვიპოვი.
ბაჭიას აშინებს „სტუმართმოყვარე ჯიმბოს“ მონახულების
იდეა, ისევე, როგორც ნელსონის, ჯილისა და ცქაფას უყურად-
ღებოდ დატოვება. იგი სულ უფრო ღრმად ეშვება იმ ჯოჯოხეთ-
ში, რომელსაც ადრე მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან ხედავ-
და. ბიუკენენი მხარზე ხელს ადებს.
- რაღაცას მოვიფიქრებთ, - ჰპირდება ზანგი, - დიახ სერ, -
იგი უფრო ძლიერად უჭერს მას მხარზე ხელს, თითქოს ჰარის
სხეულზე თითების ანაბეჭდის დატოვება სურს. - ჯერომმა მთხო-
ვა, შენთვის მადლობა გადამეხადა.
ჯერომმა?
ყვითელციფერბლატიანი საათი წიკწიკებს, შესვენების
დასრულების მაუწყებელი ზარიც გაისმის. ფარნსუორტი გაკაშ-
კაშებულ სამაკეტო მაგიდებს შორის დადის. ისეთი შავია, რომ
კანი უციმციმებს. იგი გადაპარსულ თავს უკან სწევს, ტუჩებიდან
ვისკის წვეთებს იწმენდს და ჰარის თვალისმომჭრელ ღიმილს
უგზავნის. დაძმობილებაღა აკლიათ.
ხიდს გადაღმა ბაჭია ავტობუსიდან ჩამოდის და მდინარის
გასწვრივ ძველ, აგურისსახლებიან ქუჩას მიუყვება, რომელზეც
მრავლადაა დიდი, მწვანე საგზაო ნიშნები. პეგი ფოსნაჰტის დო-

320
მკითხველთა ლიგა

მოფონი ზუზუნებს, და როცა ბაჭია ლიფტიდან გამოდის, უფორ-


მო ლურჯ ხალათში გამოწყობილი ქალი უკვე კარში დგას.
- აჰ, ეს შენ ხარ? - ამბობს პეგი. - მე კი მეგონა, რომ ბილმა
კვლავ დაკარგა თავისი გასაღები.
- მარტო ხარ?
- კი, ჰარი, მაგრამ ბილი წუთი-წუთზე უნდა დაბრუნდეს
სკოლიდან.
იგი მას შინ უშვებს და ხალათში უფრო მჭიდროდ ეხვევა.
კაცი ცდილობს, თავისი გამოჩენა მცირედი თავაზიანობით შე-
ფუთოს.
- როგორ ხარ?
- ვუძლებ. თვითონ როგორ ხარ?
- მეც ვუძლებ. გაჭირვებით.
- რამეს ხომ არ დალევ?
- ასე ადრე?
- სწორედ ახლა ვაპირებდი დალევას.
- არა, პეგი, გმადლობთ. ერთი წუთით შემოვიარე. მინდა
გავიგო, რა იგეგმება ჩემს ზურგს უკან.
- როგორც გავიგე, საკმაოდ ბევრი რამ.
- ჰოდა, სწორედ ამის შესახებ მინდოდა რაღაცის თქმა.
- დაჯექი, თორემ ლამის კისერი მოვიტეხო. - პეგი ფან-
ჯრის რაფიდან, რომელიც ბრუერს, მთის ძირში დასავლეთი-
დან მზით განათებულ ჭაობს გადაჰყურებს, ბუშტუკებიანი სით-
ხით სავსე მბრწყინავ ჭიქას იღებს, ცოტას მოსვამს და თვალები
აცაბაცა გაურბის. - მგონი, არ მოგწონს, რომ ვსვამ. აბაზანიდან
ახლახან ამოვძვერი. დღისით აბაზანას ხშირად ვიღებ, ვი-
ნაიდან მთელ დილას იურისტებთან ვატარებ, აღმა-დაღმა და-
ვეხეტები სამუშაოს შოვნის იმედით. ყველას ახალგაზრდა მდი-
ვანი უნდა. ადამიანებს, ალბათ, არ ესმით, რატომ არ ვიხსნი

321
მკითხველთა ლიგა

მზის სათვალეს. მერე კი შინ ვბრუნდები, ტანსაცმელს ვიხდი,


აბაზანაში ვწვები, რამეს ვწრუპავ და ვაკვირდები, როგორ ად-
ნობს ორთქლი ყინულს.
- სასიამოვნოდ ჟღერს. ჰო, აი, რის თქმას ვაპირებდი...
ქალი ფანჯარასთან დგას, ცალი თეძო მაღლა აუწევია; ხა-
ლათის ქამარი ოდნავ მოშვებია და თუმცა იგი მხოლოდ ჩრდი-
ლია მკვეთრად განათებული თეთრი ცის ფონზე, ბაჭია ხედავს,
გრძნობს, თითქოს ენასაც კი უსვამს მის ძუძუებს შორის ჩაღრმა-
ვებას, რომელიც, ალბათ, ჯერაც არ გამშრალა აბაზანიდან გა-
მოსვლის შემდეგ.
- რაღაცის თქმას აპირებდი... - ახსენებს პეგი.
- რაღაც მინდა გთხოვო: იქნებ იმ ზანგზე ლაპარაკისგან
თავი შეიკავო, ჩემთან რომ ცხოვრობს, რომელიც ბილმა ნახა?
დღეს ჯენისმა დამირეკა და, რამდენადაც ვხვდები, ყველაფერი
წვრილად მოგიხსენებია, მაგრამ ეგ არაფერი, თუ ენაზე კბილის
დაჭერას შეძლებ: არ მინდა, ყველამ გაიგოს. არც ოლის უთ-
ხრა, თუკი ჯერ არ გითქვამს. პატარა პრობლემაა კანონთან და-
კავშირებით, თორემ სულაც არ ვინაღვლებდი. - ბაჭია უმწეოდ
შლის ხელებს: ეს არ უნდა ეთქვა, მაგრამ უკვე ნათქვამია.
პეგი მისკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს და წაბორძიკდება -
ან სასმლის, ან მაცდური პოზის შენარჩუნების, ანდა სულაც და-
ელმებული თვალების გამო.
- ალბათ, ძალიან მაგარია ლოგინში, რახან მისი გულის-
თვის ასეთ საქმეზე წახვედი, - ამბობს იგი.
- გოგონა? არა, და საერთოდ, მე და ის, ასე ვთქვათ, სხვა-
დასხვა ტალღაზე ვართ.
ქალი ხელის მკვეთრი მოძრაობით გადაიყრის თმას სახი-
დან, ხალათის ზედა ნაწილი ოდნავ ეხსნება და ცალი მკერდი
უშიშვლდება. მთვრალია.

322
მკითხველთა ლიგა

- ეცადე, სხვა ტალღაზე გადაეწყო.


- სიამოვნებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა რაიმე ახა-
ლი ვალდებულების აღების ძალზე მეშინია. თანაც ბილიც საცაა
მოვა.
- იგი ზოგჯერ საათობით ზის „ბურგერ-ოცნებაში“. ოლი
თვლის, რომ მას ცუდი ჩვევებები უჩნდება.
- ჰო, მართლა, ოლი როგორ არის? ერთმანეთს არ ხვდე-
ბით?
ქალი ხელს ძირს უშვებს და ხალათი კვლავ უმალავს
მკერდს.
- ზოგჯერ შემოივლის ხოლმე, ვჟიმაობთ, მაგრამ ეს, მგო-
ნი, არ გვაახლოებს.
- გაახლოებთ, მაგრამ მას ამის აღიარება არ უნდა. თავს
უხერხულად გრძნობს, ტკივილი რომ მოგაყენა.
- ეს შენ იგრძნობდი თავს უხერხულად, ოლი კი სხვა-
ნაირია. მას თავში აზრადაც კი არ მოუვა, რომ დამნაშავეა. თავი
არტისტი ჰგონია - იგი ხომ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკ-
რავს. როგორც ადამიანი კი, პირწავარდნილი არამზადაა.
- მეც ცივსისხლიანი ვარ.
ბაჭიას შიში იპყრობს და სკამიდან დგება: ქალი მისკენ
ბარბაცით მოიწევს.
- ხელები მომეცი, - ამბობს პეგი და თვალებს აღმა-დაღმა
აცეცებს. სახე კი არ ეცვლება. კაცის ჩამოშვებული ხელები ზე-
მოთ მიაქვს და მკერდზე იკრავს. - რა თბილია.
„გული კი ცივია“, ფიქრობს ბაჭია. პეგი მის მარცხენა ხელს
ხალათის შიგნით ძუძუზე იდებს. კაცი მის შინაგან ორგანოებზე
ფიქრობს, გარეთ გადმოვარდილ ძროხის კუჭზე; მკერდი ხელ-
ში არ ეტევა, ძუძუს თავი ლურსმანს ჰგავს, ხელისგულზე მიკ-
რულ მრგვალ ყინულკარამელს. პეგის თვალები დახუჭული

323
მკითხველთა ლიგა

აქვს - ქუთუთოებზე სისხლძარღვები მოუჩანს, თვალის კუთხე-


ებში - ნაოჭების ქსელი. სიმღერით ამბობს:
- ცივი არ ხარ, თბილი ხარ, თბილი ადამიანი, ჰარი, კარგი
ადამიანი. შენ გული გატკინეს და მინდა, რომ ეს ტკივილი და-
გიცხრო, ჭრილობა გაგიმთელო. შენი ვარ, რაც გინდა, ის მიქე-
ნი.
პეგი ამას სწრაფად და ჩუმი ხმით ამბობს, თითქოს მხო-
ლოდ თავის გასაგონად, მაგრამ კაცი ისე ახლოს დგას, რომ
ყველაფერი ესმის. ქალის სუნთქვა ყელზე ეხება. ხელისგულით
მის გულისცემას გრძნობს. პეგის დანაოჭებული შუბლი აქვს,
მოშიშვლებული სხეული - უცხო, ხარის შუბლივით დაბორცვი-
ლი, მაგრამ ალკოჰოლის ზეგავლენით ისეთ მდგომარეობაშია,
როდესაც სხვა ადამიანის სხეული მისი ხდება, სხეული, რომ-
ლითაც სარკეში შეფარვით თავს ვიწონებთ და რომლითაც სა-
კუთარ ლოგინს ვათბობთ. ბაჭიაც თანაზიარი ხდება ქალის ამ
თავმოსაწონი, სიყვარულის მოლოდინით აღსავსე სხეულისა
და, საკუთარი გულისთქმისა და სურვილების საწინააღმდეგოდ,
სინაზით ივსება, გრძნობს, როგორ მოუსვენრადაა წელს ქვე-
მოთ მისი „ცალთვალა“.
ბაჭია ცდილობს, თავი შეიკავოს და ამბობს:
- სულაც არა ვარ ასეთი კარგი.
მაგრამ იგი უკვე ქვემოთ მისრიალებს და ძუძუს ხელს უშ-
ვებს, სხვა მხრიდან რომ შეეხოს.
- კარგი ხარ, შესანიშნავი, - ჯიუტად ამტკიცებს პეგი და მისი
შარვლის შესაკრავის გახსნას ცდილობს.
ბაჭია თავისუფალი ხელით მეორე ძუძუსაც აშიშვლებს და
ხალათი ძირს ეცემა.
კიბეზე ლიფტის კარი გრუხუნით იკეტება. მათ ბინას ვიღაც
უახლოვდება. ისინი ერთმანეთს ელდანაკრავებივით შორდები-

324
მკითხველთა ლიგა

ან. პეგი სასწრაფოდ ხალათში ეხვევა. ბაჭიას ბადურაზე ქალის


კრისტალივით თეთრი მუცლის ქვემოთ მდებარე, ვერცხლის-
ფერი ბილიკებით დაფარული, მის ხელისგულზე ოდნავ ფარ-
თო ბუჩქოვანი სამკუთხედის კვალი რჩება. ვიღაცის ნაბიჯები
მათ კარს გვერდს აუვლის და გზას განაგრძობს. საყვარლები
შვებით ამოისუნთქავენ, მაგრამ ცდუნება უკვე გაქრა. პეგი ბაჭი-
ას ზურგს აქცევს და ქამარს იკრავს.
- გამოდის, რომ ჯენისთან კვლავაც გაქვს კავშირი, - ამ-
ბობს იგი.
- ეგ საიდან მოიტანე?
- აბა, საიდან გაიგე, რომ იმ შავის შესახებ ვუამბე?
უცნაურია: ყველა თავისუფლად წარმოთქვამს „შავს“. ანდა
გულწრფელად ეზიზღებათ ომი. ბაჭიას, ალბათ, რაღაც არა
აქვს წესრიგში. ლობოტომია. იგი შარდის ბუშტში სპაზმს
გრძნობს, როგორც ყოველთვის, როცა დამნაშავეა. შინ უნდა
გაიქცეს.
- დამირეკა და მითხრა, რომ იურისტი განქორწინების
პროცესს იწყებს.
- გაღიზიანდი?
- მგონი, კი. ალბათ. რა თქმა უნდა.
- შეიძლება, სულელი ვარ, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი,
რატომ უთმენდი ჯენისს. ის არასოდეს იყო შენი შესაფერისი,
არასოდეს. მე მიყვარს ჯენისი, მაგრამ მისნაირი ინფანტილური
და არაგულისხმიერი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია.
- დედაჩემივით ლაპარაკობ.
- ეს რა, ცუდია?
პირუეტს აკეთებს. თმა ყალყზე უდგება. ბაჭიას არასოდეს
უნახავს პეგი ასეთი ნაზი და ქალური. მისი მზერის დაჭერაც კი

325
მკითხველთა ლიგა

აღარ უჭირს. ზურგს უკან ბილის გამოჩენის საფრთხეს არაფ-


რად აგდებს და თამამად უსვამს ხელისგულის ზურგს ძუძუებზე.
- შეიძლება, მართალიც ხარ. ჩვენი ტალღების შემოწმება
არ გვაწყენდა.
პეგი წითლდება და უკან იხევს, მერე კი სახე უქვავდება,
თითქოს სარკეში თავისი შეუხედავი გარეგნობა დაინახაო. ისე
გულმოდგინედ ისწორებს ცისფერ ხალათს, რომ ლამის მხრებ-
ში მოიხაროს.
- თუ როგორმე ვახშამზე დამპატიჟებ, - ამბობს იგი, - უარს
არ გეტყვი. - და გაღიზიანებული ტონით ამატებს: - წიწილებს
შემოდგომაზე ითვლიან.
სწრაფად, სწრაფად. 12 ნომერი ავტობუსი არა და არ მო-
დის. ემბერლი-სტრიტს დასასრული არ უჩანს, მაგრამ მისი,
ვისტა-კრესენტის ბოლოდან მესამე, დაბალი, ახალი, ბაცი მწვა-
ნე ფერის სახლი, მრავალძარღვათი მოფენილ მეოთხედი აკ-
რის მდელოზე რომ დგას, მთელი და უვნებელია, ირგვლივ კი
მსგავსი სახლებით მეჩხერად დასახლებული სივრცეა. იმის გა-
მო, რომ მის სახლში არსებულ შავ ლაქას ეს ტყუპისცალი შე-
ნობები სარკესავით არ ირეკლავენ, ბაჭიას იმედი უჩნდება, რომ
ის იქ არ არის. მაგრამ როდესაც პარმაღის სამ საფეხურს აივ-
ლის და სამფანჯრიან კარებს შეაღებს, სასტუმრო ოთახის სიღ-
რმეში, თავისგან მარჯვნივ - დივანი შეუტრიალებიათ და უკუღმა
დაუდგამთ, - ჯილის ოქროსფერ კონუსის მსგავს თავსა და ნელ-
სონის ჯენისივით შავი თმის ოთხკუთხა მასას შორის ბუჩქად
დადგმულ შავ სფეროს ხედავს. ისინი ტელევიზორს უყურებენ.
როგორც ჩანს, ცქაფას შეუკეთებია. ტელევიზორის ზედმეტად
მკვეთრი ფერების გამო მკვდარივით გაფითრებული წამყვანი
ტუჩებს ვამპირივით სწრაფად ამოძრავებს, რომ ხანგრძლივ სა-
რეკლამო პაუზებს შორის რაც შეიძლება მეტის თქმა მოას-

326
მკითხველთა ლიგა

წროს, და ამბობს: „... კომუნისტურ კუბაზე, აფრიკის სხვადასხვა


ქვეყნასა და კომუნისტურ ჩინეთში ხუთწლიანი იძულებითი დევ-
ნილობის შემდეგ, დღეს დეტროიტში ჩამოფრინდა და დაუყოვ-
ნებლივ დაპატიმრებულ იქნა გფბს აგენტების მიერ. რასობრივ
საკითხებთან დაკავშირებით გაუწყებთ, რომ სამოქალაქო უფ-
ლებების დაცვის კომისიამ ბრალი დასდო ნიქსონის ადმინის-
ტრაციას - ციტირებას ვახდენ - „სამხრეთის შტატებში სასკოლო
ინტეგრაციის პროგრამიდან მნიშვნელოვან გადახვევებში“. მი-
სისიპის შტატის ქალაქ ფეიეტში დაპატიმრებულია სამი თეთრი
კუკლუქსკლანელი. მათ განზრახული ჰქონდათ, ბომბი ჩაედოთ
სუპერმარკეტში, რომელიც ფეიეტის ახალარჩეულ შავკანიან
მერს, ჩარლზ ევერსს ეკუთვნის, სამოქალაქო უფლებების დამ-
ცველი მოძრაობის ახლახან მოკლული ლიდერის ძმას. ნიუ--
იორკში ეპისკოპალური ეკლესიის წარმომადგენლებმა უარი
განაცხადეს ორასი ათასი დოლარის გადაცემაზე შავკანიანთა
ეკლესიის ლიდერისთვის, ჯეიმს ფორმენისთვის, რომელიც,
თავის მხრივ, ხუთას მილიონ დოლარს ითხოვდა - ციტირებას
ვახდენ - „ამერიკის ქრისტიანული ეკლესიების მხრიდან სამ-
საუკუნოვანი დამცირებებითა და უმოწყალო ექსპლუატაციით
მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ - ციტატის დასასრუ-
ლი. კონექტიკუტის ქალაქ ჰარტფორდსა და ნიუ-ჯერსის შტატის
ქალაქ კამდენში დროებითი მშვიდობაა დამყარებული, გასულ
კვირას შავკანიანების მიერ დასახლებულ რაიონებში მომხდა-
რი მღელვარებების შემდეგ. ახლა კი მნიშვნელოვანი შეტყობი-
ნება“.
- ყველას მოგესალმებით, - ამბობს ბაჭია, რომელსაც ყუ-
რადღებას არავინ აქცევს.
ნელსონი მისკენ ტრიალდება და ამბობს:
- მამა! რობერტ უილიამსი დაბრუნდა.

327
მკითხველთა ლიგა

- დალახვროს ეშმაკმა, ეს რობერტ უილიამსი ვინღაა?


- ეს ის არის, ჩაკ, ვინც უკნიდან ცეცხლს შეგინთებს.
- კიდევ ერთი შავი იესო. ნეტავ სულ რამდენი ხართ?
- ცრუ წინასწარმეტყველები მომრავლდებიან, - ეუბნება
მას ცქაფა, - და ასე შეიტყობ ჩემი მოსვლის შესახებ, ასეა? ხომ
ასე წერია წმინდა წიგნში?
- ისიც წერია: იგი მოვიდა და წავიდაო.
- ისევ მოვა, ჩაკ და შენს უკანალს ცეცხლს შეუნთებს, შენი
და ნიქსონის უკანალს.
- საბრალო მოხუცი ნიქსონი, საკუთარი კომისიებიც კი მის
წინააღმდეგ მოქმედებენ. მაგრამ რა შეუძლია მას, დალახვროს
ეშმაკმა? ყოველ გეტოში საკუთარი ფეხით მივიდეს და კანალი-
ზაცია გაიყვანოს? ყველას, ვინც ნარკოტიკებზე ჩავარდა, მი-
ლიონი დოლარი მისცეს და ზედ სამეცნიერო ხარისხიც დაურ-
თოს? ნიქსონი. ვინ არის ნიქსონი? სავაჭრო პალატის ტიპური
ბრტყელტერფიანი წარმომადგენელი, რომელმაც თბილი ად-
გილი იშოვა და იმდენად სულელია, ჰგონია, რომ მაგრად
გაუმართლა. შევეშვათ მაგ საცოდავს. იგი ცდილობს, ისე გვაც-
ხოვროს, რომ მოწყენილობისგან ლამის დავიხოცოთ. ასე
რომ, თვითმკვლელობაც კი აღარ დაგვჭირდება.
- ნიქსონი ნაგავია. ეგ თეთრი მაიმუნი იქ ხომ სამხრეთელ
თეთრკანიანთა ხმების წყალობით მოხვდა. მის გემოვნებაში
მხოლოდ მოიერიშეები ჯდებიან. ის მტარვალია, და აჯობებს,
თუ ჩვენ, შავი პაწაწები, ამას დავიჯერებთ.
- შავი პაწაწები, შავი ლიდერები, ღმერთო ჩემო, სიტყვა
„შავისგან“ უკვე გული მერევა. მე რომ „თეთრს“ ოთხმოცჯერ
უფრო იშვიათად ვამბობდე, ვიდრე შენ „შავს“ ამბობ, გალურჯე-
ბამდე იბღავლებდი. დაივიწყე, ღვთის გულისთვის, შენი კანის
ფერი.

328
მკითხველთა ლიგა

- როცა შენ დაივიწყებ, მეც დავივიწყებ, მოსულა?


- ღმერთმანი, სიამოვნებით დავივიწყებდი როგორც შენი
კანის ფერს, ასევე ყველაფერს, რაც მის ქვეშ არის. თუ მეხ-
სიერება არ მღალატობს, სამი დღის წინ თქვი, სამ დღეში წავა-
ლო.
- კარგი რა, მამა!
ბიჭს დაძაბული სახე აქვს. დედა მართალია: ძალიან ნა-
ზია, ძალიან ნერვიული. ასე ჰგონია, რომ სამყარო ცდილობს
მას ტკივილი მიაყენოს, და ასეც იქნება. სუსტებს განადგურების
საოცარი ინსტნიქტი აქვთ.
ჯილი იმ ორის დასაცავად დგება. სამნი ერთის წინააღ-
მდეგ. ბაჭია უკიდურესად აღგზნებულია. იგი ცრუმოძრაობით
პირდაპირ შეჯახებას თავს არიდებს და ჯილს ასწრებს:
- შენი მეგობრებიდან უფრო მუქს უთხარი, რომ, ჩემი აზ-
რით, მან პირობა დადო, როგორც კი ფულს იშოვიდა, მაშინვე
წავიდოდა. აგერ ოცი დოლარი მაქვს. შემიძლია, მივცე. სხვათა
შორის, კიდევ რაღაც გამახსენდა.
ცქაფა მას აწყვეტინებს და სივრცეს მიმართავს:
- აღფრთოვანებული ვარ, როცა ასე იქცევა. ნამდვილი
ვაჟკაცია!
როგორც იქნა, ჯილიც ახერხებს თქმას:
- მე და ნელსონს აღარ გვსურს გაუთავებელი კინკლაობა
და დღეს საღამოს, ვახშმის შემდეგ, დისკუსიას ვაწყობთ. ეს სახ-
ლი დაჟინებით მოითხოვს, რომ აქ აუცილებლად ჩატარდეს სა-
განმანათლებლო კურსი.
- ამ სახლს მე ლტოლვილთა ბანაკს ვუწოდებდი, - ამბობს
ბაჭია და თავში ახალი შეკითხვა მოსდის: - ეი, შენ, ცქაფა! გვა-
რი თუ გაქვს?
- იქსი, - პასუხობს ცქაფა, - ორმოცდაორი იქსი.

329
მკითხველთა ლიგა

- დარწმუნებული ხარ, რომ ფარნსუორტი არა?


ცქაფა წამით უჯავშნოდ რჩება და უფორმო მასას წარმო-
ადგენს, შემდეგ კი კვლავ იბრუნებს თავის გარსს.
- იმ სუპერტომთან არანაირი კავშირი არ მაქვს, - გადაჭ-
რით აცხადებს იგი.
- „ვეტში“ ფარნსუორტის გვარით ხარ მოხსენიებული.
- „ვეტი“ ფაშისტების ფეხის საწმენდი ტილოა, - ზიზღით ამ-
ბობს ცქაფა.
ბურთის ჩაგდების შემდეგ თავდახრილი უკან გარბიხარ,
მაგრამ გრძნობ, რომ ამ ნასროლს იოლად ვერავინ გააქრობს.
- ისე ვიკითხე, ყოველი შემთხვევისთვის, - ღიმილით ამ-
ბობს ბაჭია და იზმორება. - ვინ დალევს ლუდს ჩემ გარდა?
ვახშმის შემდეგ ნელსონი ჭურჭელს რეცხავს, ცქაფა კი ამ-
შრალებს. ჯილი სასტუმრო ოთახს ალაგებს დისკუსიის გასა-
მართად. ბაჭია ეხმარება, რომ დივანი ძველ ადგილას დააბრუ-
ნონ. თაროები, რომლებიც სასტუმრო ოთახს „სასაუზმე კუთხი-
დან“ გამოყოფს, ჯენისის დროს ცარიელი იყო. ახლა კი ბაჭია
მათზე ძველი, გაცვეთილი გამოცემების შეკვრას ამჩნევს. ზოგი-
ერთ მათგანს დამსკდარი, აქა-იქ აპრეხილი ყდა და ჩაკეცილი
ფურცლები აქვს. „უ. ი. ბ. დიუბუას რჩეული თხზულებები“, „დე-
დამიწის გერები“, „ყინულში მოქცეული სული“, „ფრედერიკ დუგ-
ლასის ცხოვრება და ეპოქა“ და სხვა; წიგნები ისტორიის, მარ-
ქსიზმის, ეკონომიკის შესახებ, ყველაფერი, რაც ბაჭიაში გულის-
რევის შეგრძნებას იწვევს, სწორედ ისეთს, ქირურგიულ ოპერა-
ციებზე ან მიწის ქვეშ ჩადებულ საკანალიზაციო და გაზის მი-
ლებზე ფიქრისას რომ უჩნდება.
- ეს ცქაფას წიგნებია, - უხსნის ჯილი. - დღეს მოვიტანე
„სტუმართმოყვარე ჯიმბოდან“ მის ტანსაცმელთან ერთად. ყვე-
ლაფერი ბებისთან ინახებოდა.

330
მკითხველთა ლიგა

- ეი, ჩაკ! - ეძახის თაროებს უკან, ჭურჭლის სარეცხ ნიჟა-


რასთან მდგომი ცქაფა. - იცი, საიდან მაქვს ეს წიგნები? ვიეტნა-
მიდან, ლონგბინის ბაზის სიახლოვეს მდებარე წიგნების მაღა-
ზიიდან. იმ შენს გადარეულ არმიაში უყვართ, როცა ჯარისკაცე-
ბი კითხულობენ. გვასწავლიან კითხვას, სროლას, მარიხუანით
კაიფის დაჭერას, ჰეროინის ყნოსვას, ის ხომ შავების საუკეთესო
მეგობარია. მოდი და, ნუ დაუჯერებ! - იგი პირსახოცს ატკაცუ-
ნებს - ბაც!
ბაჭია მას ყურადღებას არ აქცევს და ჯილს ეკითხება:
- იქ იყავი? იქაურობა ხომ პოლიციელებითაა სავსე, შეეძ-
ლოთ გამოგყოლოდნენ.
- დაწყნარდი, ჩაკ! - ყვირის ცქაფა სამზარეულოდან. - ეგ
საცოდავი ძაღლები ჩემზე უფრო მსხვილ ზანგებზე ნადირობენ.
ხომ კარგად იცი, იორკში რაც მოხდა? ჰოდა, მას მერე, რაც
ბრუერში მოხდება, იორკი საქველმოქმედო წვეულებად მოგეჩ-
ვენება! - ბაც!
ნელსონი, რომელიც მის გვერდით დგას და ჭურჭელს
რეცხავს, ეკითხება:
- ყველა თეთრს მოკლავენ?
- უპირველეს ყოვლისა, დიდებს, ბებრებს და მახინჯებს. იმ
საძაგელი საფრთხობელა ბილისგან თავი შორს დაიჭირე, ჩემ-
თან იყავი, პატარა ჩაკ, და არაფერი მოგივა.
ბაჭია თაროდან ალალბედზე იღებს წიგნს და კითხუ-
ლობს:
„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ხალხი პროგრე-
სის გზით წაიყვანოს, და არა არისტოკრატთა ხუშტურებისთვის.
მრეწველობა მუშათა კეთილდღეობას უნდა უწყობდეს ხელს და
არა მეპატრონეთა გამდიდრებას. ცივილიზაციამ არა მარტო

331
მკითხველთა ლიგა

ინტელექტუალური ელიტის, არამედ მშრომელთა მასების


კულტურული ზრდა უნდა უზრუნველყოს“.
წაკითხული აშინებს მას, ისევე, როგორც თავის დროზე მუ-
ზეუმები აშინებდა, სადაც სკოლის პროგრამის მიხედვით დაჰ-
ყავდათ, ოქროს სარკოფაგებში გასახრწნელად განწირულ მუ-
მიებსა და ასამდე დაელმებული ჩინელით მოჩუქურთმებულ
სპილოს ეშვებს ანახვებდნენ. წარმოუდგენლად შორეულ წარ-
სულში ურიცხვ მავანთა ცხოვრება, ოკეანის ფსკერზე ბრმა, უსა-
ხელო მხოხავ არსებებზე გაცილებით მძიმე პირობებში. ბევრი
ადგილი წიგნში ცქაფას მიერაა ხაზგასმული. ბაჭია კითხულობს:
„ო, სიონო! გაიღვიძე, გაიღვიძე, ძალა მოიკრიბე. უარყავი
მისიონერთა სისუსტე, რომლებიც სიყვარულსა და ძმობას კი
არ ქადაგებენ, არამედ იმას, თუ როგორ მიიღონ მოგება ძირი-
თადად შენი მიწიდან შენივე შრომით შექმნილი და მათ მიერ
ავაზაკურად მიტაცებული და დაგროვილი სიმდიდრიდან. გამო-
იღვიძე, აფრიკავ! გამოეწყვე პანაფრიკული სოციალიზმის შესა-
ნიშნავ სამოსში“.
ბაჭია შვებით ამოისუნთქავს და წიგნს უკან აბრუნებს. ასე-
თი სამოსი არ არსებობს. სისულელეა ეს ყველაფერი.
- რაზე ვისაუბრებთ? - სვამს იგი შეკითხვას, როდესაც ყვე-
ლანი მეწაღის სკამძელაკის გარშემო სხდებიან.
- ცქაფა, ნელსონი და მე ამის შესახებ დღეს, სკოლის შემ-
დეგ ვსაუბრობდით, - ამბობს ჯილი, ნერვიულობს და წითლდე-
ბა, - და ვთვლით, რომ ვინაიდან არსებობს მტკივნეული პრობ-
ლემა ერთმანეთის ბოლომდე ვერგაგებისა...
- აი, თურმე რა ყოფილა, - აწყვეტინებს ბაჭია. - იქნებ, პი-
რიქით, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის.
- ...კონსტრუქციული დისკუსია, შესაძლოა, სასარგებლო
აღმოჩნდეს და საგანმანათლებლო როლიც შეასრულოს.

332
მკითხველთა ლიგა

- ცხადია, ვისი განათლებაცაა საჭირო - ჩემი, - ამბობს ბა-


ჭია.
- არა მაინცდამაინც შენი. - ჯილი ისე გულდასმით არჩევს
სიტყვებს, რომ ბაჭიას ეცოდება კიდეც. „ჩვენთან ძალზე უჭირს“,
- ფიქრობს იგი. - შენ ჩვენზე უფროსი ხარ. ვაფასებთ შენს გა-
მოცდილებას. ჩვენი აზრით, შენი მთავარი პრობლემა ის არის,
რომ არასოდეს გქონია შენი შეხედულებების ჩამოყალიბების
შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ამერიკა კონკურენციაზე და-
ფუძნებული ქვეყანაა, ძალზე სწრაფად გიწევდა ყველაფრის
მოქმედებაში გადაყვანა. ცხოვრებაში არაფერი გამოგიგონია -
ინსტინქტურად მოქმედებდი, ხოლო როცა ინსტინქტი გღალა-
ტობს, არაფრის აღარ გჯერა. ეს ცინიკოსად გაქცევს. ცინიზმი
კი, როგორც ცნობილია, გადაღლილი პრაგმატიზმია. გარკვე-
ულ მომენტში პრაგმატიზმი ძალიან საჭირო იყო - ქვეყნის ათ-
ვისებისას, ფრონტირის დროს, მან თავისი საქმე გააკეთა, მარ-
თალია, დიდი დანაკარგისა და სისასტიკის ფასად, მაგრამ მა-
ინც.
- მადლობას გიხდი დენიელ ბუნის სახელით, - ამბობს ბა-
ჭია.
- არასწორია, როცა ამერიკელებს ექსპლუატატორებს ვუ-
წოდებთ, - ტონს არბილებს ჯილი, - და გვავიწყდება, რომ ისი-
ნი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უწევენ ექსპლუატაცი-
ას. თუნდაც შენ, - ამბობს იგი და ბაჭიას მიაპყრობს თვალების,
ჭორფლისა და ნესტოებისგან შემდგარ თანავარსკვლავედს, -
შენ არასოდეს დაფიქრებულხარ, კალათბურთთან დაკავშირე-
ბული ტექნიკური პრობლემებისა და ბეჭდვის გამოკლებით, თუ
სად ეწევი თვითექსპლუატაციას. შენ გვერდიდან არ იცილებ ბე-
ბერ ღმერთსა და ძველებურ საომარ პატრიოტიზმს. ახლა კი
მათ ძველი ცოლიც მიამატე. - შესაპასუხებლად ბაჭია ფილ-

333
მკითხველთა ლიგა

ტვებს ჰაერით ივსებს, მაგრამ ჯილი ჟესტით სთხოვს, რომ და-


ამთავრებინოს. - შენთვის ეს თითქოს წმიდათაწმიდაა, მაგრამ
არა სიყვარულისა და რწმენის, არამედ შიშის გამო. შენი აზ-
როვნების პროცესი გაიყინა, ვინაიდან, როგორც კი ინსტინ-
ქტებმა გიღალატა, მაშინვე ნაჩქარევად დაასკვენი, რომ ყვე-
ლაფერი არარაობაა, ნულია - აი, ნამდვილი პასუხი. ჩვენ, ამე-
რიკელები, ყველანი ასე ვფიქრობთ - ყველაფერი ან არაფერი,
უნდა გაიმარჯვო ან დამარცხდე, უნდა მოკლა ან მოკვდე, იმი-
ტომ, რომ არასოდეს ვიტოვებთ დროს, რომ დავფიქრდეთ. ახ-
ლა კი უნდა შევიგნოთ, რომ ფიქრის დროა, ვინაიდან მხოლოდ
მოქმედება საკმარისი არაა. მოქმედება, რომელიც აზრს არ ეყ-
რდნობა, ძალადობას წარმოშობს. ამას ვიეტნამის მაგალითიც
მოწმობს.
როგორც იქნა, ბაჭიას სიტყვის თქმის შესაძლებლობა ეძ-
ლევა:
- ვიეტნამში სისასტიკე მანამდეც იყო, სანამ ამ ქვეყნის არ-
სებობის შესახებ შევიტყობდით. უკვე იქიდან გამომდინარე,
რომ აქ ვზივარ და მთელ ამ აბდაუბდას ვისმენ, შეგიძლია და-
ასკვნა, რომ შინაგანად პაციფისტი ვარ. - მერე ცქაფაზე უთი-
თებს და ამატებს: - აი, ეს არის ძალადობის მომხრე, ეს ბოზის
შვილი.
- მაგრამ ნუთუ ვერ ხვდები, - წარმოთქვამს ჯილი დამრი-
გებლური და იმავდროულად ჭირვეული ტონით, რომელშიც ის
მსუბუქი დაცინვაც იგრძნობა, ჩვეულებრივ, ლოგინში საუბრისას
რომ იყენებს ხოლმე, - ცქაფა შენში გაღიზიანებასა და შიშს იმი-
ტომ იწვევს, რომ ის შენთვის დახურული წიგნია - ვგულისხმობ
არა მის ცხოვრებას, არამედ მისი რასის ისტორიას, იმას, თუ
როგორ მოხვდა იგი აქ. ის, რაც შენ გაფრთხობს - მაგალითად,
ბუნტი ან სოციალური უზრუნველყოფა, - გგონია, რომ

334
მკითხველთა ლიგა

მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ გაჩნდა. ჰოდა, სწორედ


ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ამის შესახებ ვისაუბროთ,
ერთგვარი სემინარი მოვაწყოთ აფროამერიკელთა ისტორიის
შესახებ.
- გთხოვ რა, მამა, - ამბობს ნელსონი.
- ო-ო, ღმერთო, კარგი. მირტყით. ჩვენ მხეცურად ვექ-
ცეოდით ზანგებს, მაგრამ რატომღაც, თითო-ოროლა ზანგის
გარდა, არავის უნდა თავის „კადილაკებთან“ და, მაპატიეთ გა-
მოთქმისთვის, ფერად ტელევიზორებთან განშორება და აფრი-
კაში დაბრუნება.
- ასე ნუ ამბობ, მამა.
- დავივიწყოთ მონობა, ჩაკ, - ამბობს ცქაფა. - ეს ძალიან
დიდი ხნის წინ იყო. ეს პერიოდი, ასე თუ ისე, ყველამ გავიარეთ
და, საერთოდ, ეს უფრო მხოლოდ სოფლებისთვის იყო დამა-
ხასიათებელი, ხომ ასეა? თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, რაც
უფრო ცუდი სუნი ასდიოდა მას, მით უფრო მაგრად ებღაუჭებო-
დით, არ მეთანხმები?
- ჩვენ დიდი ტერიტორია გვქონდა.
- ნუ ცხარობ, დაწყნარდი. არ გვინდა კამათი, კარგი? ბამბა
ხომ გინდოდათ? გინდოდათ. ჰოდა, შავების გარდა, ვის აიძუ-
ლებდით, იმ დამპალი ბამბის პლანტაციებში მუშაობით მომ-
კვდარიყო? ასე იყო თუ ისე, შედეგად ომი მივიღეთ. ჩრდილო-
ეთში ჰარისონისა და ბრაუნის მსგავსი გადარეული აგიტატორე-
ბი გყავდათ, სამხრეთში კი იანსისა და რეტის დარი სუპერკრე-
კერების კომპანია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გამოყოფის
შემთხვევაში უფრო მსუქანი ნაჭერი ერგებოდათ. მაგრამ ყვე-
ლაზე სასაცილო ის არის, - ხითხითებს, თან ქოშინებს; ბაჭია
მას გადაპარსული თავით წარმოიდგენს და თვალწინ ფარნსუ-
ორტი უდგება, - რომ მოტყუვდნენ: კონფედერაციამ ისინი გემზე

335
მკითხველთა ლიგა

დასვა და შორეულ ნაოსნობაში გაუშვა, შემდეგ კი არჩევნები


ჩაატარა და ხელისუფლების სათავეში საიმედო და მორჩილი
ხალხი დააყენა! იგივე დაემართათ ჩრდილოეთში სამნერის
მსგავს ტიპებს. როცა არჩევანია გასაკეთებელი, ხალხს იდეური
პიროვნებების ეშინია, მართალი ვარ? ის თუ იცი - დავუშვათ,
არ იცი, - რომ ერთ ახალგაზრდას, სახელად რაფინს, რომე-
ლიც ნამდვილი ჭკუის კოლოფი იყო, - სოფლის მეურნეობის
თანამედროვე სისტემა თუ რაღაც მაგის მსგავსი მოიგონა, - ისე
ეზიზღებოდა იანკები, რომ პირველმა გაისროლა ფორტ--
სამტერში ქვემეხიდან, ხოლო როცა სამხრეთი დამარცხდა, შუბ-
ლში ტყვია იკრა? ველური ვნებების ხალხი. ლამაზია, არა?
მოკლედ, ლინკოლნმა ომი მიიღო და მას მცდარი შეხედულე-
ბებით აწარმოებდა. თუნდაც კავშირი ავიღოთ. რა იყო ეს, თუ
არა ძალაუფლების სინდიკატი? ხოლო მეორე მცდარი შეხედუ-
ლების გამო მონები გაათავისუფლა და ეს საქმეც დასრულდა.
ღმერთო, დაიფარე ამერიკა, სწორია? ჰოდა, სწორედ აქ
ვცოფდები.
- ჰოდა, გაცოფდი, ცქაფა, - ამბობს ბაჭია. - ლუდი ვის უნ-
და?
- მე, მამა.
- მხოლოდ ნახევარი.
- მე და ნელსონი გავიყოფთ, - ამბობს ჯილი.
- სასმელი სულს წამლავს, - აცხადებს ცქაფა. - თუ წინააღ-
მდეგი არ იქნებით, მოსაწევს შევუკეთებ.
- კანონით აკრძალულია.
- მართალია, მაგრამ ყველა ეწევა. თქვენ გგონიათ, რომ
ეს გაქსუებულები პენ-პარკიდან საღამოობით შინ მარტინის
წრუპავენ? ცხოვრებას ჩამორჩით - მარიხუანას ეწევიან. ღმერ-

336
მკითხველთა ლიგა

თმანი, საღეჭ რეზინზე ხშირად ხმარობენ. ვიეტნამში ჯარისკა-


ცებს მას დესერტის სახით აძლევდნენ.
- კარგი, მოწიე. როგორც ჩანს, აქამდეც მიგვიღწევია.
- ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ, - ამბობს ცქაფა და
მოსაწევს ამზადებს: ტახტიდან, რომელზეც სძინავს ხოლმე, რე-
ზინის ქისას იღებს, თხელ, ყვითელ ქაღალდს სწრაფად გადა-
უსვამს თავის სქელ, ღია ფერის ენას და ბოლოებს უგრეხს. რო-
ცა ანთებულ ასანთს მიიტანს, დაგრეხილ ბოლოს ცეცხლი ეკი-
დება. ცქაფა ხარბად შეისუნთქავს კვამლს, სუნთქვას იკავებს,
როგორც წყალში ჩასაყვინთად ემზადებიან, მერე კი დააბოყი-
ნებს და ტკბილ კვამლს ამოისუნთქავს. მოსაწევს ბაჭიას უწვდის:
- გასინჯავ?
ბაჭია უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და ნელსონს თვალს
არ აცილებს. ბიჭი ჩიტივით გაბრწყინებული თვალებით მისჩე-
რებია ცქაფას. ჯენისი, შესაძლოა, მართალიცაა: შვილს ამდენი
რამის ნახვის უფლებას არ უნდა აძლევდეს. მაგრამ თვითონ
ხომ არ მიუტოვებია ოჯახი. ცხოვრება კი ასეთია, და იგი მან კი
არა, ღმერთმა შექმნა. და მაინც, ბაჭია ნელსონს უყურებს, ში-
შობს, ვაითუ, ჩემი საქციელი ნებართვად აღიქვასო.
- განაგრძე შენი სიმღერა, - ეუბნება იგი ცქაფას. - ლინ-
კოლნმა ომში მცდარი შეხედულებებით გაიმარჯვა.
- მერე კი მიახვრიტეს, არა? - ცქაფა მოსაწევს ჯილს გა-
დასცემს. იგი იღებს და თვალებით ეკითხება ბაჭიას: „ეს გინდო-
და?“ მოსაწევი ხელში გამოცდილი კაცივით უჭირავს, ჩვეულებ-
რივი სიგარეტისგან განსხვავებულად, ფრედ ასტერივით კი არ
იქნევს, მოწიწებით, ძვირფასი საუნჯესავით მიაქვს მისი სველი
ბოლო პირთან. გამხდარი სახე უწყნარდება და ოცნებებში მი-
დის.
ცქაფა კი განაგრძობს:

337
მკითხველთა ლიგა

- ჰოდა, ასე მივიღეთ მომაკვდავი ეკონომიკის პირობებში


ოთხი მილიონი გათავისუფლებული მონა, რომელთაც არც სა-
კუთრება გააჩნდათ, არც - სამუშაო და ეგონათ, საოცნებო ხანა
დაგვიდგაო. მწვანე საძოვრები, ხომ? ორმოცი აკრი მიწა და
ჯორი, არა? ეშმაკსაც წაუღია კიტრისა და ლობიოს მწნილი,
ჩაკ. გული მტკივა, როცა გავიფიქრებ, როგორ წამოეგნენ სატ-
ყუარას ეს საცოდავი ზანგები. ვითომ კითხვა ისწავლეს, ხელის-
გულებსაც აღარ იტყავებდნენ შრომით, საუკეთესოებს აშშ-ის
დაწყევლილ სენატში გზავნიდნენ; მათ დააარსეს საკანონმდებ-
ლო კრება, რომლის დახმარებითაც დიქსში ყველასთვის ხელ-
მისაწვდომი სკოლები გაიხსნა. ახლა როგორღაა საქმე? შესა-
ფერისი ფაქტია შენს გასანათლებლად, არა? ჯილ, ჩემო კარ-
გო, მოსაწევი დამიბრუნე, თორემ იმდენს იზამ, რომ მთვარეზე
აფრინდები. შენთვის ამდენი არ შეძლება. და მთელი ამ დროის
განმავლობაში, ჩაკ და პატარა ჩაკ, სამხრეთელი თეთრები
ბრაზისგან გულზე სკდებოდნენ და ჩვენს შავკანიან გმირებს
მაიმუნებს ეძახდნენ. მეტს ვერაფერს ბედავდნენ, სანამ ჩრდი-
ლოეთიდან სამხედრო საფრთხე არსებობდა. ბაბუინები, მაიმუ-
ნები, მაკაკები - აი, ასე უწოდებდნენ ამ კეთილ, შავ, იმედით
აღსავსე ადამიანებს, რომლებმაც წელში გამართვა სცადეს და
დაიჯერეს, რომ ამ ამერიკის შეშლილი შტატების სრულფასო-
ვანი მოქალაქეები გახდებოდნენ.
ცქაფას დამცინავი ღიმილი უქრება, სახე ემანჭება, თით-
ქოს ტირილს აპირებს. სათვალეს იხსნის და ხელს ჯილისკენ
იწვდის, მოსაწევი რომ გამოართვას, თან ბაჭიას თვალს არ
აშორებს. ბაჭია კი არ ინძრევა, თუმცა გამალებით ფიქრობს.
ნელსონი დასაძინებლად უნდა გაუშვას. ძალიან ბევრს ხედავს.
ბაჭია გრძნობს, რომ ცქაფას ლაპარაკისგან სახე ურბილდება,
ეწელება. ლუდი მწარეა, ალაოს გემო დაჰკრავს. ცქაფა კი ტი-

338
მკითხველთა ლიგა

რილის, ყვირილის ხასიათზეა. ზის ტახტის კიდეზე და ისე გაც-


ხარებით ჟესტიკულირებს, ლამის ხელები მოსძვრეს. გახელე-
ბულია.
- სამხრეთი როგორ მოიქცა? შავს ბაბუინს უწოდებდა,
ლინჩის წესით ასამართლებდა, როზგავდა, უკანასკნელ ცენტს
ართმევდა და თავის თეთრ იესოს მადლობას სწირავდა, ჩაძაღ-
ლებული შავების გამოკვება რომ აღარ უხდებოდა. ჩრდილო-
ეთმა რაღა ქნა? გაითიშა. თამაშიდან გავიდა. ომისთვის მთელი
ძალები მოიკრიბა, მერე კი სიხარბის, გამორჩენის, ექსპლუატა-
ციის, ატმოსფეროს მოწამვლის, ჯურღმულების მშენებლობისა
და ინდიელთა განადგურების ისეთ უძირო ჭაობში გადაეშვა,
როგორიც ამ საცოდავ, ბებერ, მეძავ პლანეტას თვალით არა-
სოდეს უნახავს. ასე არაა? არ დაიძინო, ჩაკ, ყველაზე საინტე-
რესო ახლა იქნება. სამხრეთისა და ჩრდილოეთის უკანალები
ერთმანეთს ხვდებიან და ამბობენ: „მოდი, გარიგება დავდოთ.
რა ჯანდაბად გვინდა ეს დემოკრატია, უმჯობესია დოლაროკ-
რატია დავამყაროთ. რას გადავაკვდით ამ იდეას - თავისუფლე-
ბა მონობის წინააღმდეგ, კაპიტალი შრომის წინააღმდეგ? აი,
სად არის ძაღლის თავი დამარხული. ეს უბედური მეძავი, ჩვენი
ქვეყანა, მურაბით სავსე უზარმაზარი ქილაა, მეგობრებო. ყვე-
ლას გვეყოფა. თქვენ თქვენს შავ მუშახელს მიხედეთ, ჩვენ კი
თეთრ იმიგრანტებსა და მონღოლ იდიოტებს მოვუვლით“, და
უ-უ-უჰ! - ალილუია, ხომ? ასე გადააგდეს სანაგვეზე გათავისუფ-
ლებულთა საქმეების შემსწავლელი ბიურო, და თეთრმა მხედ-
რებმა, მარჯვედ რომ უფატრავდნენ მუცელს ფეხმძიმე ფერად
ქალებს, გუბერნატორებად სამხედროები დააბრუნეს და, ხმების
გაყალბების შედეგად, ტილდენს პრეზიდენტად არჩევის შესაძ-
ლებლობა წაართვეს. ამას ისტორიის ყველა სახელმძღვანე-
ლო ადასტურებს, რომლებიც, სხვათა შორის, თეთრების დაწე-

339
მკითხველთა ლიგა

რილია. ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლია, ხომ ასეა? აი,


სწორედ მაშინ მოხდა 1876 წლის რევოლუცია. შავი ადამიანის-
თვის ნამდვილი ტკივილი 1876 წელია. ამ თარიღამდე ასი
წლით ადრე კი თეთრმა ჯენტლმენებმა წამოიწყეს კამპანია,
რადგან ბაჟის გადახდა არ სურდათ. - ცქაფა კვლავ იკეთებს
სათვალეს, რომლის მინებიც მოცისფრო კვამლში შიგადაშიგ
ბრწყინავს. ხმა ძველებურად ირონიული გაუხდა. - ასე რომ, მო-
დით ყველამ ერთად ვიმღეროთ „ამერიკა მშვენიერია“, მართა-
ლია? ჩრდილოეთსა და დასავლეთში მძარცველი ბარონები
და ჯურღმულთა მკვიდრნი აღმოჩნდნენ. სამხრეთი კი ზანგების-
თვის დიდ, გახურებულ ტაფად იქცა. ჰიტლერი, ღმერთმა აცხო-
ნოს მისი სული, იმას მაინც ცდილობდა, რომ ღუმლები მოფა-
რებულში დაედგა. დიქსში კი ყოველ მაგნოლიაზე თოკი იყო
ჩამოკონწიალებული. მათ ისეთი კანონები მიიღეს, ადამიანის
ნაშიერო, რომ თუკი ნიგერი თეთრისგან სამ მილში ცხვირს
დააცემინებდა, მეძებარი ძაღლი მაშინვე ყვერებში ეძგერებო-
და. რაო, ნიგერმა ტროტუარიდან ჩახტომა და ქალაქელი პი-
ჟონის მიერ გადაგდებული საღეჭი თამბაქოს ალოკვა ვერ მო-
ასწრო? ბორკილები მაგას - დაე, დანაშაული გამოისყიდოს,
ცოტა შერიფის სიძისთვის წაიმუშაოს. და თუკი ნიგერი გაბედავ-
და და ხმის მიცემის უფლებას მოითხოვდა, რომელიც მისთვის
კონსტიტუციის მეთხუთმეტე შესწორებითაა გარანტირებული,
ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ ისეთი რამე მოეფიქრები-
ნათ, რომ მისთვის რაც შეიძლება ნელა გაეძროთ ტყავი; ისეთი
კანონები მიეღოთ, რომ თავისი კეთილშობილური აღშფოთება
გამოეხატათ, და საწყალ შავს საარჩევნო კაბინისკენ გახედვას
ყულფში თავის გაყოფა ერჩივნა, ხომ ასეა? შენც სათანადოდ
უნდა დაგაფასო, ჩაკ, ყოველთვის ყოჩაღად გიჭირავს თავი.
სამხრეთმა ნახევარ ფასად დაიბრუნა თავისი მონები, იმ შავების

340
მკითხველთა ლიგა

ხმებიც მიითვალა, რომელთაც სინამდვილეში ხმის მიცემა არ


შეეძლოთ და კონგრესში კონტროლიც მოიპოვა. ჩრდილოეთ-
მა კი დოლარები მიიღო ბამბისგან და კაპიტალი შეაგროვა, და,
რაც მთავარია - ყველანი კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რომ შა-
ვების თავზე მოისაქმეს, მერე კი ცხვირზე ხელი წაივლეს, რა
საძაგელი სუნიაო. ცოტა რამის მაინც თუ გჯერა, რასაც გეუბნე-
ბი?
- ყველაფრის მჯერა, - ამბობს ბაჭია.
- მაშინ ისიც უნდა დაიჯერო, საკუთარი მონათხრობისგან
ისე ვარ გაცოფებული, დანა რომ მქონდეს, ყელში გაგირჭობდი
და ვნახავდი, როგორ გადმოიღვრებოდა შენი თეთრი, რძესა-
ვით თეთრი სისხლი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნებო-
და.
ცქაფა ტირის. კვამლშიც კარგად ჩანს, რა ღაპაღუპით ჩა-
მოსდის სახეზე ცრემლები.
- კარგი, გეყოფა, - აწყნარებს ბაჭია.
- ნუ ტირი, ცქაფა, - ეუბნება ნელსონი.
- ცქაფა, შენმა მოსაწევმა რაღაც ცუდად იმოქმედა. მეში-
ნია, ყველაფერი უკან არ ამოვიღო, - ამბობს ჯილი და ფეხზე
დგება. - თავბრუ მეხვევა.
მაგრამ ცქაფა მხოლოდ ბაჭიას მიმართავს.
- აი, რა მინდა ვთქვა, - ამბობს ის, - აი, რა მინდა გითხრა,
ჩაკ, რომ ყველაფერი ცხადი გახდეს: თქვენ გქონდათ შანსი. შე-
გეძლოთ უკეთესი გზა აგერჩიათ, არა? თქვენ კი გამორჩენა ამ-
ჯობინეთ, ასეა? გვიღალატეთ. საკუთარ თავსაც უღალატეთ.
როგორც ლინკოლნი ამბობდა, ხმლით დაღვრილი სისხლი
შოლტით დაღვრილი სისხლის წილ, და ასე შემდეგ. თქვენ წა-
მოდგომაში არ მოგვეშველეთ, თუმცა ჩვენ ხელებს გიწვდიდით,
ადამიანის ნაშიერო. ერთგული ძაღლებივით ველოდით,

341
მკითხველთა ლიგა

ძვალს როდის გადმოგვიგდებდნენ, თქვენ კი წიხლი გვკარით


და შორს მოგვისროლეთ, ძალიან შორს.
- ცქაფა, არასოდეს, აღარასოდეს მომცე ეს ნაგავი, - ამ-
ბობს ჯილი და მთვარეულივით კარისკენ მიემართება.
ცქაფა ტირილს წყვეტს და თავს მაღლა სწევს, რომელიც
თითქოს ცრემლებით კი არა, დასველებული ფერფლით აქვს
მუქად დაღარული.
- არა მარტო ჩვენ, საკუთარ თავსაც უღალატეთ, ასეა?
თქვენ ყველაფერი გქონდათ, მართლა ყველაფერი გქონდათ,
მაგრამ გამორჩენის ბინძური გზა აირჩიეთ, ადამიანო, მთელ
პლანეტაზე ყველაზე დიდ საჯდომად იქეცით. მართალია? კა-
პიტალიზმის აყვავებისა და განვითარების გულისთვის, ყველა
ნაგავს, თეთრ ვიგინდარებს თავისი გაატანინეთ, და ახლა
ყველგან მხოლოდ ვიგინდარები არიან, ჩრდილოეთშიც და
სამხრეთშიც, საითაც გაიხედავ, ყველგან ერთნაირი ნაგავია. სა-
წამლავით ტკბებოდით და, აი, შედეგი, ჩაკ. თქვენ ამბობთ: „ა-
მერიკა“ და ჩვენს წარმოდგენაში ჯერაც ჩნდება ვარსკვლავები
და ზოლები და საყვირების ხმა. მაგრამ უთხარით იგივე ნების-
მიერ შავს ან ყვითელს და მასში მაშინვე სიძულვილი გაიღვი-
ძებს, არა? მთელ სამყაროს სძულხართ, ადამიანო, და იმ მსუ-
ქან ტახს გვაგონებთ, რომელსაც სურს, რომ ყველა დააჩოქოს.
გამხდარ თითს ძირს იშვერს და თავს ხრის.
ზედა სართულიდან ღებინების მოგუდული ხმა ისმის, თით-
ქოს კატამ ჩიტი დაიჭირაო. ეს ჯილი წვალობს.
- ექიმს ხომ არ დავუძახოთ, მამა?
- მალე გაუვლის, შენ კი დასაძინებლად მიბრძანდი. ხვალ
ხომ სკოლაში მიდიხარ.
ცქაფა ბაჭიას ანთებული და ცრემლებით სავსე თვალებით
შესცქერის.

342
მკითხველთა ლიგა

- აი, როგორც იქნა, ყველაფერი ვთქვი, არა?


- უბედურება ისაა, - ეუბნება ბაჭია, - რომ შენ საკუთარი
თავის სიბრალული გალაპარაკებს. სინამდვილეში კითხვა სხვა-
ნაირად უნდა დაისვას: საით წავიდეთ? ჩვენ ხომ აქამდე ცუდი
გემით მოვცურეთ. შენ კი ისე გამოგდის, თითქოს ამ ქვეყანაში,
მისი დაარსების დღიდან, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ
მიაყენონ ზანგებს რაც შეიძლება მეტი ტკივილი. დალახვროს
ეშმაკმა, თქვენ ხომ მხოლოდ ათ პროცენტს შეადგენთ. და ადა-
მიანთა უმრავლესობას სულაც არ აინტერესებს, რას აკეთებთ.
ეს მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა - თუ შეგიძლია,
წარმატებას მიაღწიე, თუ არა და - ღირსეულად მოკვდი. მაგ-
რამ, ღმერთო ჩემო, ნუ ითხოვ, რომ ყველაფერი ხელისგულზე
მოგართვან.
- ცდები, მეგობარო. მართალია, თეთრი ხარ, მაგრამ ცდე-
ბი. შენ მოჯადოებულივით ჩვენკენ მოგიწევს გული, თეთრო
ადამიანო. ჩვენ შენს ოცნებებში ვცხოვრობთ. ჩვენ კოშმარი
ვართ ტექნიკისთვის. ჩვენშია ყოველივე ნატურალური, ბუნებ-
რივი, რაც მაშინ დათრგუნეთ საკუთარ თავში, როცა გამორჩე-
ნის ბინძურ გზას დაადექით. ჩვენ ის ვართ, რასაც სამრეწველო
რევოლუცია ვერ შეეხო. ასე რომ, მომდევნო რევოლუცია ჩვენ
ვიქნებით. ნუთუ ეს არ იცი? იცი, თორემ რატომ გეშინია ჩემი,
ბაჭიავ?
- იმიტომ, რომ ნარკომანი ხარ. მე დასაძინებლად წავედი.
ცქაფა თავს აქეთ-იქით ატრიალებს და ხელს ფრთხილად
იდებს. ხისსადგამიანი ლამპის შუქზე მისი თმის მრგვალი მასა
ჰაეროვანს ჰგავს, თავის ქალა - დანის ვიწრო ძვლის სახე-
ლურს. შუბლზე ხელს ისვამს, თითქოს კოღოს იცილებს, და ამ-
ბობს:

343
მკითხველთა ლიგა

- ტკბილ ძილს გისურვებ. მე კი ბევრი მივიღე და ვერ და-


ვიძინებ. მომიწევს, უბრალოდ ვიჯდე და ჩემი უბედურება დავი-
ტირო. თუ წინააღმდეგი არ ხარ, რადიოს მოვუსმენ დაბალ ხმა-
ზე.
- ჩართე.
ზემოთ კი მის მკლავებში თბილად მოკუნტული ჯილი
სთხოვს აღელვებული ხმით:
- გააგდე, ჰარი, აქ აღარ დატოვო. ცუდად მოქმედებს ჩემ-
ზე. ყველაზე ცუდად მოქმედებს.
- თვითონ არ მოიყვანე აქ?
ის თვლის, რომ ჯილი ხიფათს აზვიადებს. ასე პატარები
იქცევიან, როდესაც შიშისგან თავის დახსნის მიზნით, მის შესა-
ხებ გულახდილად საუბარს ეშურებიან. და მართლაც, ხუთიოდე
წუთის შემდეგ ჯილს მკვდარივით სძინავს. მის თავს ზემოთ მა-
ნათობელი ელექტრონული საათი მთვარის პატარა მაკეტს
ჰგავს. ქვემოდან კი ძლივს აღწევს ყრუდ მოხიხინე რადიოს ხმა.
მალე ბაჭიაც იძინებს. უცნაურია, მაგრამ ღრმად სძინავს, მიუხე-
დავად იმისა, რომ ცქაფაც სადღაც აქვეა.
- რას იტყვი, ჰარი, თითო ხომ არ გადაგვეკრა? - და მამა,
ჩვეულებისამებრ, ეუბნება ბარმენს: - ერთი კათხა „შლიცი“.
- ვისკი ლიმონის წვენით, - ამბობს ბაჭია. ზაფხული დამ-
თავრდა, „ფენიქსში“ კონდიციონერი გამორთულია. - დედა რო-
გორ არის? - კითხულობს იგი.
- ყველაფერი კარგად არის, ჰარი, რამდენადაც ეს შესაძ-
ლებელია, - პასუხობს მამა და შეთქმულივით მისკენ მიჩოჩავს.
- როგორც ჩანს, ეს ახალი წამალი მართლაც შველის: მას ახ-
ლა რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია ფეხზე დგომა.
მაგრამ როცა ჩემი სისხლითა და ოფლით გამომუშავებულ სა-
მოცდაოთხ ათას დოლარს ვიხდი, მაინტერესებს გავიგო, ასე

344
მკითხველთა ლიგა

რამდენ ხანს გაგრძელდება. ექიმი აბსოლუტურად გულახდი-


ლია ამის თაობაზე. საავადმყოფოში მისვლისას იგი მერის
ეკითხება: „აბა, როგორ არის ჩემი საყვარელი საცდელი გოჭი?“
- პასუხი როგორია? - ეკითხება ბაჭია.
მამა ამ შეკითხვას აშკარად არ ელოდა.
- დედაშენის პასუხი?
- ვისიც გინდა.
მამა, ბოლოს და ბოლოს, ხვდება შეკითხვის აზრს და ვიწ-
რო მხრებს მაღლა სწევს. სუფთა, თეთრი პერანგი აცვია.
- ბრმა რწმენა, - ამბობს ის გაუბედავად, მერე კი ცხვირში
დუდღუნებს: - კიდევ ერთი არამზადა მიემგზავრება მიწის ქვეშ.
ბარში მდგომ ტელევიზორის ეკრანზე კუბოს გასწვრივ
ხალხის ნაკადი არ წყდება. მაგრამ ხმა გამორთულია, ამიტომ
ბაჭიამ არ იცის, ვის ასაფლავებენ ასეთი პატივით - სენატორ
ევერეტ დირკსენს ვაშინგტონში, თუ ჰო ში მინს ჰანოიში. მაღა-
ლი თანამდებობის პირები ერთნაირად გამოიყურებიან. ყველა
მგლოვიარედაა. მამა ახველებს და სიჩუმეს არღვევს.
- გუშინ საღამოს დედაშენს ჯენისმა დაურეკა.
- ე-ე, მაგან, მგონი, მაგრად გარეკა. მთელ დროს ტელე-
ფონთან ატარებს. ალბათ, სტავროსი ისეთ ჯანზე ვეღარაა.
- ძალიან გაღიზიანებული იყო. შენზე თქვა, სახლში ვიღაც
ფერადი მიიყვანაო.
- მე არ მიმიყვანია, თვითონ ამეკიდა. მაგრამ ეს არავინ
უნდა გაიგოს. მგონი, ფარნსუორტის შვილია.
- შეუძლებელია. რამდენადაც ვიცი, ჯერომი არასოდეს და-
ქორწინებულა.
- ისინი ხომ, ჩვეულებრივ, ამას ოფიციალურად არ აფორ-
მებენ. ადრე ეს ეკრძალებოდათ კიდეც - მონები იყვნენ.

345
მკითხველთა ლიგა

ამ ისტორიული ცნობისგან ერლ ენგსტრომს სახე ებრიცე-


ბა. იგი შვილის მიმართ მისთვის უჩვეულო, მკაცრ დამოკიდებუ-
ლებას ამჟღავნებს:
- უნდა გითხრა, ჰარი, რომ არც მე ვარ ამ ამბით აღფრთო-
ვანებული.
დასაფლავების კადრები (კუბოზე გადაფარებულ დროშა-
ზე ვარსკვლავები და ზოლები მოჩანს, ასე რომ, ეს, ალბათ,
დირკსენია) ეკრანიდან ქრება და მათ ადგილს ქვემეხები, უდაბ-
ნოში მიმავალი სატვირთო მანქანები, ცაში უხმაუროდ მოძრავი
თვითმფრინავები და ჯარისკაცები იკავებენ. ეს უკანასკნელნი
მისალმების ნიშნად ხელებს იქნევენ. ბაჭია ვერ ხვდება, ის-
რაელის ჯარისკაცები არიან თუ ეგვიპტის.
- დედამ როგორ აღიქვა ეს ამბავი? - ეკითხება იგი მამას.
- უნდა გითხრა, რომ ჯენისთან ლაილაი არ გაუბამს. ურ-
ჩია, თუ ასე გინდა სახლში საკუთარი წასრიგის დამყარება,
ოჯახს დაუბრუნდი, ჯერჯერობით კი პრეტენზიების წამოყენების
უფლება არ გაქვსო. არ ვიცი, კიდევ რა ილაპარაკეს. ვერ ვიტან
ქალების ჩხუბს - ვდგები და უგზო-უკვლოდ გავრბივარ ხოლმე.
- ჯენისს ადვოკატები არ უხსენებია?
- ყოველ შემთხვევაში, დედაშენს არაფერი უთქვამს. სი-
მართლე გითხრა, ჰარი, ისე განერვიულდა, რომ შემეშინდა კი-
დეც. ორი-სამი საათი თუ ეძინა, რეკონალის ორმაგი დოზა
მიიღო, მაგრამ არც იმან უშველა. ძალზე შეწუხებულია, ჰარი.
მაპატიე, შენს საქმეში რომ ვერევი, მაგრამ მეც მოუსვენრად
ვარ.
- შენ რაღა გაშფოთებს?
- საქმის ამგვარი შემოტრიალება. ზანგთმოძულე არასო-
დეს ვყოფილვარ, მათთან ერთად აგერ უკვე ოცი წელია ხალი-
სით ვმუშაობ. თუ საჭიროება მოითხოვს, მათ გვერდითაც ვიც-

346
მკითხველთა ლიგა

ხოვრებ, თუმცა ჯაჯმაუნთი ჯერ არ აუთვისებიათ, მაგრამ მათ-


თან დაახლოება... საკუთარი გამოცდილებით გეტყვი: ცეცხლს
ეთამაშები.
- რომელი გამოცდილებით?
- ისინი გიღალატებენ, - ამბობს მამა. - მათ მოვალეობის
გრძნობა არ გააჩნიათ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ასეა. გი-
ღალატებენ, მერე კი სასაცილოდ აგიგდებენ. ისინი თეთრებს
არ ჰგვანან და იმის მტკიცება, რომ ეს ასე არაა, უაზრობაა. შენ
ჩემი გამოცდილებით დაინტერესდი. ამის შესახებ საკმაოდ ბევ-
რი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ თავს არ შეგაწყენ. მხოლოდ
გახსოვდეს, რომ მე მესამე რაიონში გავიზარდე, სადაც მაშინ
თეთრები შავებზე მეტნი იყვნენ და ერთმანეთთან ყველას ძალ-
ზე ახლო ურთიერთობა გვქონდა. აქაურ ხალხს კარგად ვიც-
ნობ. ჭამაც უყვართ და სმაც. უნდათ, რომ წითელი ფარნების
კვარტალიც ჰქონდეთ და ტოტალიზატორიც. კვლავაც მზად
არიან, ვიგინდარა პოლიტიკოსებს მისცენ ხმა, მაგრამ არ მოს-
წონთ, როდესაც მათ ქალებს შეურაცხყოფენ.
- ვინ შეურაცხყვეს?
- ის, რომ მათ შენი სახლი სამხეცედ აქციეს, შეურაცხყო-
ფაა. მეზობლების აზრი ხომ არ მოგისმენია ამის შესახებ?
- მეზობლებს არც კი ვიცნობ.
- გაიცნობ, როგორც კი ეს შავი ქუჩაში გამოჩნდება. ამას
წყალი არ გაუვა, როგორც იმას, რომ ახლა შენ წინაშე ვდგავარ
და ვცდილობ მეგობარივით გესაუბრო. ის დრო წარსულს ჩაჰ-
ბარდა, როცა ცემით ვცდილობდი შენს თავში რამე ჩამეტენა,
ჰარი. თანაც მიმიზე გაცილებით ნაკლებ საზრუნავს გვიჩენდი.
დედაშენი სულ იმას იმეორებს, რომ სხვებს ბევრის უფლებას
აძლევ, მე კი ყოველთვის ვპასუხობ: ჰარის მხრებზე თავი აბია
და ორივე ფეხზეც მყარად დგას-მეთქი. მაგრამ ახლა მეჩვენება,

347
მკითხველთა ლიგა

რომ ის მართალია. მერი, შესაძლოა, სრული ინვალიდია, მაგ-


რამ ასე ადვილად ვერავინ მოატყუებს - ვისაც ეს უცდია, იმან
კარგად იცის.
- ეს როდის სცადე?
მაგრამ ეს საიდუმლო - მართლა ცდილობდა თუ არა მამა
დედის მოტყუებას - კვლავაც გასაღებით არის ჩაკეტილი ცუდად
ჩასმული კბილების პროთეზის მიღმა, რომელსაც მოხუცი შიგა-
დაშიგ პირის გაწკლაპუნებით თავის ადგილზე აბრუნებს. პასუ-
ხის ნაცვლად იგი ამბობს:
- ჰარი, საშინლად მეუხერხულება ამის თხოვნა, მაგრამ
დაგვდე პატივი და გამოგვიარე დღეს საღამოს ამ თემაზე სასა-
უბროდ. დედაშენმა კი შეახურა ჯენისი, მაგრამ მე ხომ ვიცი, ეს
მისთვის რამხელა დარტყმა იყო.
- ოღონდ დღეს საღამოს არა, მამა, დღეს ვერ შევძლებ.
იქნებ ორიოდ დღეში, როცა ყველაფერი უფრო გამოიკვეთება.
- რატომ დღეს არა, ჰარი? გპირდები, რომ ნელ ცეცხლზე
არ შეგწვავთ. ღმერთმანი, ჩემი გულისთვის არც კი გთხოვდი.
ამას დედაშენის დასამშვიდებლად ვაკეთებ. ხომ იცი, - მოხუცი
ისე ახლოს უჩოჩდება შვილს, რომ მათი პერანგების სახე-
ლოები ერთმანეთს ეხება და ბაჭია მამის ამონასუნთქის მომჟა-
ვო სუნს გრძნობს, - იგი ახლა იმ გზას გადის, რომლის გავლაც
ყველას მოგვიწევს.
- ნუღარ მთხოვ, მამა. ახლა ვერ წამოვალ.
- მაგრად ჩაგავლეს ხელი, არა?
ბაჭია ფეხზე დგება, თვლის, რომ ერთი კოქტეილი სავსე-
ბით საკმარისია და პასუხობს:
- მაგრად.
საღამოს, ვახშმის შემდეგ, მონობის შესახებ მსჯელობენ.
ჯილმა და ცქაფამ ჭურჭელი გარეცხეს, ბაჭია კი ნელსონს საში-

348
მკითხველთა ლიგა

ნაო დავალების შესრულებაში დაეხმარა. წელს ბიჭმა ალგებ-


რის შესწავლა დაიწყო, მაგრამ ვერაფრით მიმხვდარა, როგორ
შეიძლება საშინელი მრავალწევრის ამოხსნა ხ-ის მიმართ ორი
მარტივი განტოლების საშუალებით, ერთი - პლუს იქსისთვის და
მეორე - მინუს იქსისთვის. ბაჭია სკოლაში სწავლისას მათემა-
ტიკაში კარგად ერკვეოდა - ეს ხომ ერთგვარი თამაში იყო მკაც-
რი წესებით, სავსებით განსაზღვრული სვლებითა და შედეგით,
რომელიც ბოლოში გელოდა. განტოლებას ყოველთვის სწო-
რად ხსნიდა. ნელსონს კი უჭირს - ეშინია გარისკოს, წარმოსახ-
ვას გასაქანი მისცეს. ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ ჩაკეტილი, იმის ეში-
ნია, რაც მის დაიკოს შეემთხვა. ეშინია, მასაც იგივე არ დაემარ-
თოს. ჯერ კიდევ ნახევარი საათია დარჩენილი გადაცემამდე
„მოდი, ვიცინოთ“, რომლის ყურებაც ყველას უნდა. დღეს ცქაფა
დიდ, ყავისფერ სავარძელში ჯდება, ბაჭია კი იმაში, რომელსაც
ვერცხლისფერძაფიანი ქსოვილი აკრავს. ჯილი და ნელსონი
დივანზე თავსდებიან, რომელზეც პოროლონის ბალიშები აწ-
ყვია. ცქაფას რამდენიმე წიგნი მოუტანია - მის ყავისფერ ხელებ-
ში ისინი საბავშვო გამოცემებს ჰგავს. სკოლის წლები. „სეზამის
ქუჩა“.
- ჩემი აზრით, ჩაკ, - ეუბნება ცქაფა ბაჭიას, - გუშინ სიმარ-
თლის გზას გადავუხვიე, როცა ვთქვი, რომ მონობა მხოლოდ
სოფლის გარემოსთვის იყო დამახასიათებელი. კარგად რომ
ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ ჩვენი მონათმფლობელური სის-
ტემა უნიკალური და განსაკუთრებით სასტიკი იყო. მასზე სასტი-
კი ამ საცოდავ, სისხლით მორწყულ დედამიწაზე არასდროს
არაფერი ყოფილა.
ცქაფას ხმაში მონოტონური დაჟინება იგრძნობა. ასე ქარი
ეთამაშება ხის გამხმარ ტოტებს. ნელსონისა და ჯილისკენ არც
კი იყურება.

349
მკითხველთა ლიგა

ბაჭია, რომელსაც დისკუსიის წარმართვა არ უჭირს (სკო-


ლაში ამ საგანში კარგი ნიშნები ჰქონდა), ეკითხება:
- რა არის ამაში ასეთი სასტიკი?
- ნება მომეცი, შენი აზრების მსვლელობა გამოვიცნო. შენ
ფიქრობ, რომ პლანტაციებში მონობა არც ისე სასტიკი იყო,
არა? ბანჯოზეც უკრავდნენ, მუცელსაც იყორავდნენ თავიანთი
ნუგბარით, ბატონიც ახლოს ცხოვრობდა დიდ სახლში, რომე-
ლიც ახლანდელ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს
არაფრით ჩამოუვარდებოდა. ხომ ასეა? ეს ნიგერები მაინც ჩა-
ლით თავგამოტენილი ნამდვილი ველურები იყვნენ: თუ ამგვა-
რი ცხოვრება მათთვის გაუსაძლისი იყო, ბორკილებში სიკ-
ვდილს რატომ არ ამჯობინებდნენ მამაცი წითელკანიანების
მსგავსად. ასე არ არის?
- ეგრეა. მერედა, რატომ?
- მომწონს ეს შეკითხვა. იმიტომ, რომ პასუხი მზად მაქვს.
საქმე ისაა, რომ ჩვენი მეგობარი ტონტო განვითარების ისეთ
პრიმიტიულ დონეზე იმყოფებოდა, რომ გლეხური შრომა მის-
თვის წარმოუდგენელი რამ იყო. თითქოს მთვარეზე მოხვდა,
ხომ გესმის? და ჩამოჭკნა. შავები კი დასავლეთ აფრიკიდან იყ-
ვნენ. იქ მათ თავიანთი სოფლის მეურნეობა ჰქონდათ. ეს
სტრუქტურირებული საზოგადოება იყო. როგორ ფიქრობ, რა-
ტომ აღმოჩნდნენ ეს მონები მშობლიური ნაპირებიდან ათასო-
ბით მილის დაშორებით? შავებმა ეს თვითონ მოაწყვეს, თეთ-
რები ახლოს რომ არ მოეშვათ - ტორტის გაყოფა არ სურდათ.
ამას, მგონი, ორგანიზაცია ჰქვია, არა?
- საინტერესოა.
- მოხარული ვარ, ამას რომ ამბობ. გმადლობთ, რომ და-
ინტერესდი.
- მამას ეს მართლაც აინტერესებს, - ამბობს ჯილი.

350
მკითხველთა ლიგა

- ენას კბილი დააჭირე, - ურჩევს ცქაფა ისე, რომ მისკენ


არც კი იხედება.
- თვითონ დააჭირე ენას კბილი, - ერთვება საუბარში ნელ-
სონი.
ბაჭიას სურს, რომ შვილით იამაყოს, მაგრამ ესმის, რომ
ნელსონი ჯილს ექომაგება.
- მოდით, კითხვას შევუდგეთ.
- დღეს მე და ჯილი ერთმანეთს ვესაუბრებოდით, - გან-
მარტავს ცქაფა, - და მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი სა-
ღამოები უფრო კონსტრუქციული უნდა გახდეს. ასეა? დღეს ხმა-
მაღლა წავიკითხავთ, თორემ ისევ დაუსრულებლად ლაქლაქი
მომიწევს.
- ამ შემთხვევაში, ნება მომეცი, ლუდის მოსატანად წავიდე.
- ლუდი მუცელზე მუწუკებს აჩენს, ადამიანის ნაშიერო. თუ
წინააღმდეგი არ ხარ, მოსაწევს გავაბოლებ და წრეზე ჩამოვა-
ტარებ - დაუშვებელია, რომ შენნაირმა სპორტსმენმა უშველე-
ბელი ღიპი დაიდოს. ხომ ასეა?
ბაჭია არც ეთანხმება და არც ადგილიდან იძვრის. იგი მზე-
რას ნელსონს მიაპყრობს: ბიჭს თვალები ჩასცვენია, უბრწყი-
ნავს, შეშინებული ჩანს, მაგრამ პანიკამდე ჯერ არ მისულა. ის
ცხოვრებას სწავლობს, მათიც სჯერა; წარბებს იჭმუხნის, რითაც
მამას აგრძნობინებს, რომ ამგვარი დაკვირვება არ სიამოვნებს.
ირგვლივ ყველაფერი სმენად ქცეულა - ბუხარიც, რომელშიც
ცეცხლი არასოდეს დანთებულა, და ხისსადგამიანი ლამპაც,
ხელზე დაყრდნობილ, წამოწოლილ მიცვალებულს რომ ჰგავს.
ფანჯრებზე წვიმამ სუსტი რაკარუკი ატეხა და ყველა შიგნით
მყოფი ბეჭდის დარტყმით დააფიქსირა. ცქაფა ტუჩებს კუმავს,
მოტკბო კვამლის ბოლქვებს ყლაპავს, მერე კი ამოისუნთქავს
და განცხრომით ზმუის, სავარძლის ზურგს ეყრდნობა და თით-

351
მკითხველთა ლიგა

ქმის ქრება მის ფართო, ყავისფერ სახელურებს შორის, მხო-


ლოდ სათვალის მოვერცხლილ ჩარჩოში ჩასმული შუშები
მოუჩანს.
- შავი ადამიანი საკუთრება იყო, - ამბობს იგი, - ხომ ასეა?
ვირჯინიიდან დაწყებული, და იქით, მას მოგება მოჰქონდა და
კაპიტალს წარმოადგენდა. ინგლისის მეფეს მხოლოდ თამბა-
ქოს გაყიდვით შემოსული ფული აინტერესებდა. შავები კი მას
საბალანსო ანგარიშგებაში არსებულ მელნის ლაქად მიაჩნდა.
აი, ესპანეთის მეფე კი მათ უხსოვარი დროიდან იცნობდა - მის
ქვეყანას მავრები მართავდნენ, მათ შორის კი ბევრი გონება-
გახსნილი ადამიანი იყო. ასე რომ, სახელმწიფო საზღვრის სამ-
ხრეთით მონა საკუთრებას წარმოადგენდა. და არა მარტო სა-
კუთრებას. აი, გამოდის ესპანეთის მეფე და ამბობს: „ეს ჩემი
ქვეშევრდომია და მას კანონიერი უფლებები აქვს“. ასეა? ეკლე-
სია კი აცხადებს: „ეს უკვდავი სული გახლავთ - უნდა მოინათ-
ლოს. ასწავლეთ მას კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარ-
ჩევა“. ქორწინებისას დადებული ფიცი ხომ წმინდაა? თუკი
მოახერხა და თავისუფლების გამოსასყიდად საკმარი ფულის
შეგროვება მოახერხა, მიჰყიდეთ იგი. მათ ეს ყველაფერი კა-
ნონში ეწერათ. აქ კი კანონი მხოლოდ ერთს ღაღადებდა: არა-
ნაირი უფლება. ის ადამიანი კი არა, ხორცის რბილი ნაჭერია,
რომელიც იმდენივე ღირს, რამდენიც ათასი ცივსისხლიანი მო-
ლუსკი. ნებას ვერ დავრთავთ, რომ დაქორწინდეს - ამან, შეიძ-
ლება, ხელი შეუშალოს მის სარფიანად გაყიდვას, როცა მოთ-
ხოვნილება გაჩნდება. დაუშვებელია, რომ სასამართლოში
მოწმედ გამოვიდეს - ამან, შესაძლოა, თეთრების საკუთრების
უფლება შებღალოს. მონას მამა არ ჰყავდა, დამიჯერეთ, არ
ჰყავდა. ეს იყო კანონით გათვალისწინებული ფაქტი. ახლა კი,
მოდით, ვიკითხოთ, როგორ დაეცა კანონი აქამდე? ჯერ ერთი,

352
მკითხველთა ლიგა

მართლაც მიაჩნდათ, რომ ნიგერი ფეკალია იყო. მეორე ის,


რომ საკუთარი ფეკალიების ეშინოდათ. ეს თეთრები ავადმყო-
ფები იყვნენ, ადამიანის ნაშიერო, და ეს მათ, ცხადია, იცოდნენ.
მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ყბედობდნენ, თუ რო-
გორ იყორავდნენ საზამთროთი მუცელს ბედნიერი ნიგერები,
თვითონ კი ცეცხლივით ეშინოდათ აჯანყების. აჯანყების, ჩაკ,
რომელიც მხოლოდ ორ-სამჯერ თუ მოხდა ასი წლის განმავ-
ლობაში, და ისიც კოღოს წუილს უფრო წააგავდა. სიკვდილი-
ვით ეშინოდათ, ხომ ასეა? ეშინოდათ, რომ შავები კითხვას ის-
წავლიდნენ; ეშინოდათ, რომ შავები პროფესიას დაეუფლებოდ-
ნენ; ეშინოდათ, რომ სამუშაო ბაზარზე შავები კონკურენციას
გაუწევდნენ. ერთი სიტყვით, გათავისუფლებულ მონას წასას-
ვლელი არსად ჰქონდა და საუბარი იმის შესახებ, რომ ყველას
აქვს უფლება, იქონიოს მიწა, კანზასში, ფრისოილერთა სხდო-
მაზე გამოსვლებით დასრულდა, სადაც პირველ რიგში გარკვე-
ვით ითქვა: მოაცილეთ აქედან ეს შავი სიფათები. მათი დანახ-
ვაც არ გვინდა. საქმე ისაა, რომ ეს ჩვენი შერეკილი შტატები
არასდროს ჰგავდა სხვა ადგილებს, სადაც რაღაც იმიტომ ხდე-
ბოდა, რომ ასე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ვიღაცას მეტად უმარ-
თლებს, ვიღაცას - ნაკლებად, და თუ ეს ასეა, მოდით, აქ უფრო
მივაწვეთ, იქ ცოტა მოვუშვათ. არა, სერ, ეს ასეთი ქვეყანა არაა,
იგი საწყალი, მოსულელო პილიგრიმების ოცნებას წარმოად-
გენდა. აა? და აი, ვიღაც თეთრი შავს უყურებს და მასში ადამი-
ანს კი არა, სიმბოლოს ხედავს. ასეა? ყველა, ვინც აქ ცხოვ-
რობს, საკუთარ წარმოდგენაშია ჩაკეტილი. მათ ისიც კი არ იცი-
ან, რომ თუ ვინმეს წიხლს ამოჰკრავ, ეს მტკივნეულია. იესო მათ
ამას არ კარნახობს, რადგან ის იესო, რომელიც მათ თავისი
გემებით ჩაიყვანეს, ყველაზე საზიზღარი დასაჭურისებული
იესო იყო, რომელიც მამაზეციერმა ადამიანებს შორის სასეირ-

353
მკითხველთა ლიგა

ნოდ გაუშვა მათ დასაშინებლად. ჰოდა, ისინიც დაშინებულნი


არიან, დაშინებულნი. მე შენი მეშინია, შენ - ჩემი, ნელსონს -
ორივე ჩვენგანის, საწყალ ჯილს კი ისე ეშინია ყველაფრის,
რომ თავშესაფრის ძებნას კვლავ ნარკოტიკებში დაიწყებს, თუ
ჩვენ დიდი მამიკოების როლს არ ვითამაშებთ.
ცქაფა მოსაწევს წრეზე უშვებს. ბაჭია უარის ნიშნად თავს
აქნევს.
- კითხვის დროა, ცქაფა, - აცხადებს ჯილი. კლასის ხელ-
მძღვანელია, მოსწავლეებს წესრიგისკენ მოუწოდებს.
- „მოდით, ვიცინოთ“ ოცდაათ წუთში დაიწყება, - ამბობს
ნელსონი. - დასაწყისს აუცილებლად უნდა ვუყურო, როცა ერ-
თმანეთს თანამიმდევრობით წარადგენენ, - მაგრად გამოსდით!
- აა-სე, - ამბობს ცქაფა და შუბლს ისრესს, რომლის მიღ-
მაც ზოგჯერ თითქოს გუგუნი ისმის. - ავიღოთ ეს წიგნი. - წიგნის
სათაური - „მონობა“, ყდაზე წითელი, თეთრი და ლურჯი
ასოებით არის გამოყვანილი. ცქაფას გამხდარ ხელში იგი პა-
ტარა, ჭრელ კარნავალს ჰგავს. - უბრალოდ, ინტერესის გამო,
ჩემი უმეცრული ბლუყუნი რამით რომ განვამტკიცოთ. რას იტ-
ყვით? საილუსტრაციოდ... ყელში ამოგივიდა ეს ყველაფერი,
ჩაკ, არა?
- პირიქით, მომწონს. მიყვარს ახლის გაგება. აღქმისთვის
ყოველთვის მზად ვარ.
- ძალიან მიტაცებს ხოლმე. ნამდვილია, როგორც ცხოვ-
რება, - ამბობს ცქაფა და წიგნს ჯილს უწვდის. - დაიწყე, პატა-
რავ, იმ ადგილიდან, სადაც თითი მიდევს, რაც წვრილი შრიფ-
ტით წერია. - და აცხადებს: - თქვენ ახლა მოისმენთ შორეულ
წარსულში ნათქვამ-ნააზრევს. ხვდებით?
დივანზე მჯდომი ჯილი წელში სწორდება და ჩვეულებრივ-
ზე უფრო ხმამაღლა იწყებს კითხვას, სკოლის ბეჯითი მოსწავ-

354
მკითხველთა ლიგა

ლის ხმით, რომელიც ცხენოსნობასაც სწავლობს და პენ-პარკზე


უფრო პრესტიჟულ რაიონში მდებარე დიდოთახებიან სახლში
ცხოვრობს, სადაც ბევრი ჰაერია და თეთრი ფარდები ჰკიდია.
- „დაფიქრდი იმაზე, - კითხულობს იგი, - როგორ იქცევა
ჩვენი ქვეყანა, როცა ბოროტებას ბოროტებაზე სჩადის. ღმერ-
თი გაიგონებს შენი ძმის ძახილს, რომელიც, აგერ ამდენი ხანია,
მიწიდან ამოდის. თუ გესმის მისი, სიმართლეს დახარბებული
ხმა: „ამერიკავ, სად არის შენი ძმა?“ და, აი, რა პასუხს გასცემს
ამერიკა: „იქ არის, სამხრეთის ბრინჯის ჭაობებში, ბამბითა და
ლერწმით სავსე მინდვრებში. ის სუსტი იყო და შევიპყარი; შიშ-
ველი იყო და გავკოჭე; უმეცარი, მდაბიო და ველური იყო და
დავჩაგრე. სუსტ მხრებზე ჩემი მძიმე უღელი დავადგი; ფეხებზე
ბორკილები დავადე; მათრახით ვცემდი. სხვა ტირანები ჩაგრავ-
დნენ მას, მე კი მის სულსა და გულს ჩავწვდი: მისი ოფლითა და
შრომით ვსაზრდოობ, მისი ცრემლებითა და სისხლით ვსუქდები
და ვმრუშობ. წავართვი მამა, ვაჟიშვილებიც წავართვი და ვაიძუ-
ლე, მუდამ ჩემს საკეთილდღეოდ ყოფილიყვნენ ჭაპანწყვეტაში.
მისი ცოლი და ქალიშვილები კი პირის ჩასატკბარუნებლად
არიან გამზადებულნი. ყურადღებით დააკვირდი შენი მსახურის
შვილებსა და მის მოსამსახურე მონა ქალებს - ვაჟებს მამაზე
მუქი კანი აქვთ. აფროამერიკელზე მეკითხები? მე იგი პირუტ-
ყვად ვაქციე. აი, ჩემი პასუხი“. - ლოყებშეფაკლული ჯილი წიგნს
უკან აბრუნებს. ბაჭიასადმი მიპყრობილი მისი მზერა ამბობს:
„ცოტაც გაგვიძელი. განა მე შენ არ მიყვარდი?“
ცქაფა კი ღრუტუნებს.
- ვგიჟდები კიტრის მწნილზე. კარგი ჩასატკბარუნებელია,
არა? ის ადგილი თუ გაიგე, სადაც ნათქვამია, რომ შვილებს
მშობელზე უფრო მუქი კანი აქვთ? გონებაჩლუნგმა, ტეტია
ჩრდილოელებმა უბრალო რამეც კი ვერ მოისაზრეს: ერთი პა-

355
მკითხველთა ლიგა

ტივცემული იანკის დაწოლა ფერადკანიან ქალთან და არავი-


თარი აბოლიციონიზმი საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ მათ
არავინ უწევდა მომსახურებას ამ კუთხით უახლოეს ფარდულში,
ამიტომ, რაც შეეძლოთ, თათხავდნენ სამხრეთელ თეთრებს,
რომლებიც საწადელს მონათა ქოხმახებში აღწევდნენ. შავი
ხორცი - სულის ხორცია, არა? ეს თეოდორ პარკერი გახლდათ.
ეს კი ბებერი უილიამ ლოიდია, ყველაზე ყიამყრალი მთელი ამ
კომპანიიდან. აბა, ნელ, ერთი შენც წაგვიკითხე. ის ნაწყვეტი,
რომელიც მონიშნულია. გამოთქმით არ გინდა, მხოლოდ ნელა
იკითხე.
ბიჭი უგემოვნოდ გაფორმებულ წიგნს იღებს და მავედრე-
ბელი თვალებით მამას შეჰყურებს.
- ძალზე სულელურად ვგრძნობ თავს.
- წაიკითხე, ნელსონ, - ეუბნება ბაჭია, - სიამოვნებით მო-
გისმენ.
ნელსონი ახლა სხვისგან ცდილობს დახმარების მიღებას.
- ცქაფა, შენ ხომ დამპირდი, რომ ეს მე არ შემეხებოდა.
- მე ვთქვი, ვნახოთ, საქმე როგორ წავა-მეთქი. მიდი, და-
იწყე, მამაშენს მოსწონს. იგი მზადაა აღქმისთვის.
- შენ ოღონდ ვინმეს დასცინო.
- თავი დაანებე, - ამბობს ბაჭია. - ინტერესი უკვე მინელდე-
ბა.
- წაიკითხე, ნელსონ, საინტერესოა, - ერთვება ჯილი. - სა-
ნამ არ წაიკითხავ, ტელევიზორს არ ჩავრთავთ.
ბიჭი კითხვას იწყებს, სიტყვა უწყდება და წარბებს ისე ჭმუხ-
ნის, რომ მამა ფიქრობს, სათვალე ხომ არ სჭირდებაო.
- „მნიშვნელობა არა აქვს, რომ ყველა დაჯგუფებაში უთან-
ხმოება მძ...“ - კითხულობს ნელსონი.
ჯილი მის მხარს ზემოდან იჭყიტება წიგნში.

356
მკითხველთა ლიგა

- ...ვინვარებს.
- „...ყოველი სეკტა...“
- სექტა.
- „...ყოველი სექტა დაყოფილია პატარ-პატარა ფრაგმენ-
ტებად, ერის ერთიანობა წაშლილია...“
- შესანიშნავია! - აგულიანებს ჯილი.
- ხელს ნუ უშლი, - ამბობს თვალდახუჭული ცქაფა და თავს
აქნევს.
ნელსონის ხმა უფრო მტკიცედ ჟღერს:
- „...ქვეყანა სამოქალაქო ომის საშინელ შედეგებს იმკის...
მიუხედავად ამისა, მონობა სამუდამოდ უნდა დაიმარხოს საუკუ-
ნო საფარეში... “
- სამარეში, - უსწორებს ჯილი.
- „...საუკუნო სამარეში, რათა ვეღარასოდეს აღდგეს...“
- მკვდრეთით.
- „თუკი სახელმწიფოს არ ძალუძს გაუძლოს მონობის სა-
წინააღმდეგო აგიტაციის ზეწოლას, დაე, დაიღუპოს. თუკი იმის-
თვის, რომ ადამიანურობამ იზეიმოს, ეკლესია უნდა განიდევ-
ნოს, დაე, დაემხოს იგი და მისი ნამსხვრევები ოთხივე კუთხეს
გაფანტოს ძლიერმა ქარმა, აღარასოდეს რომ, წაბილწოს დე-
დამიწა. თუ ამერიკის შტატების კავშირის შენარჩუნება მხოლოდ
იზოლაციის გზითაა შესაძლებელი...“ ეს რას ნიშნავს?
- მსხვერპლად შეწირვას, - ეუბნება ჯილი.
- მე კი მეგონა, „ცეცხლით მოშანთვას“ ნიშნავდა, - ამბობს
ბაჭია.
ნელსონი თავს მაღლა სწევს და არ იცის, გააგრძელოს
კითხვა თუ არა.
გარეთ კვლავ წვიმს. წვიმა თითქოს კარ-ფანჯრის აჭედვას
ცდილობს, ყველა ერთმანეთს რომ დააკავშიროს.

357
მკითხველთა ლიგა

ცქაფა კვლავაც თვალდახუჭულია.


- ბარემ დაამთავრე. ბოლო წინადადება წაიკითხე, პატარა
ჩაკ.
- „თუკი მონათა თავისუფლების გამოცხადების სანაც-
ვლოდ, რესპუბლიკის გაქრობაა საჭირო, დაე, რესპუბლიკა და-
ვიწყების ზვირთებმა შთანთქას და სამყარო მისი გაქრობით გა-
მოწვეული აღტაცების შეძახილებმა აღავსოს, რომლებიც ტალ-
ღების ხმაურსაც კი ჩაახშობს“. ვერაფერი გავიგე.
- ეს ნიშნავს - „მეტი ძალაუფლება ხალხს!“ „სიკვდილი
გერმანელ ძაღლებს!“ - განმარტავს ცქაფა.
- ჩემთვის კი იმას, რომ ბავშვი ჭუჭყიან წყალს უნდა გა-
დააყოლო, - ამბობს ბაჭია.
მას დამდგარი წყლით სავსე აბაზანა აგონდება, რომლის
უსიცოცხლო ზედაპირი თითქოს მტვრითაა დაფარული. იგი
კვლავაც იმავე შოკს გრძნობს, როგორც მაშინ, როდესაც საცო-
ბის ამოსაძრობად ხელი წყალში ჩაყო. და ოთახში ბრუნდება,
სადაც წვიმის კედლების გარემოცვაში სხედან.
- ავტორიც იმავეს ამბობს, რასაც ცქაფა, - უხსნის ჯილი
ნელსონს. - თუ სისტემა ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ჩაგრავს,
უნდა განადგურდეს, თუნდაც ხალხის უმრავლესობისთვის მუშა-
ობდეს.
- განა მე ამას ვამბობ? არა. - ცქაფა თავისი ღრმა, ხავსი-
ვით რბილი, ყავისფერი სავარძლიდან წინ იხრება და ახალგაზ-
რდებს გამხდარ, აცახცახებულ ხელს უწვდის. მის ხმაში ირონი-
ის ნატამალიც აღარ რჩება. - ეს მაინც მოხდება. დიდი აურ-
ზაური. და ეს არ იქნება არაფრის მქონე შავების მიერ ჩადებუ-
ლი ბომბების გრუხუნი. ამას თეთრი მდიდრების შვილები გააკე-
თებენ. და კარზე უსამართლობა კი არ მოგვიკაკუნებს, არამედ
მოუთმენლობა. ერთ გალიაში ბევრ ვირთხას თუ მოვათავსებთ,

358
მკითხველთა ლიგა

მსუქნები უფრო გახელდებიან, რადგან სივიწროვე მათ უფრო


შეაწუხებთ. არა. ჩვენ უფრო შორს უნდა გავიხედოთ და იმ სტა-
დიაზე ვიფიქროთ, რომელიც ძალადობის შემდეგ დადგება. ის,
რომ სისტემა აფეთქდება - აქსიომაა. ეს არც ისე საინტერესოა.
საინტერესოა, ამის მერე რა იქნება. დიდი სიმშვიდის დრო უნდა
დადგეს.
- და შენ, შავი იესო, გვჩუქნი მას, - დაცინვით ამბობს ბაჭია.
- „ჩვენი წელთაღრიცხვის“ ნაცვლად „ცქაფას წელთაღრიცხვა“
იქნება. მანამდე კი უნდა ვიცოცხლო. ვაქოთ და ვადიდოთ ცქა-
ფას სახელი!
ჰიმნის შესრულებასაც კი სთავაზობს, მაგრამ ცქაფას მთე-
ლი ყურადღება დარჩენილ ორ მოწაფეზე გადააქვს.
- ყველანი რევოლუციის შესახებ საუბრობენ, მაგრამ რე-
ვოლუცია სულაც არ არის საინტერესო! ერთი ბრბო მეორეს
ძალაუფლებას წაართმევს და მორჩა, მეტი არაფერი. ეს უბრა-
ლოდ ძალაუფლების საკითხია. ძალაუფლება კი სროლასა და
განგსტერებს ნიშნავს, ერთი სიტყვით, დიდ უაზრობასა და მოწ-
ყენილობას. არა? მე მეუბნებიან: ჰიუი - აი, ვინ არის მართლაც
თავისუფალი. მე კი ვპასუხობ: ერთი მაგის დედაც. თქვენი ჰიუი
იგივე აგნიუა, ოღონდაც შავი სიფათით. ქვეყანა ასეთ განგსტე-
რებს მათ სიცოცხლეშივე ივიწყებს. სინამდვილეში პრობლემა
ის არის, თუ როგორ გამოვიყენოთ მართებულად თავისუფალი
სივრცე, რომელიც წარმოიქმნება, როცა განგსტერები ერთმა-
ნეთს მუსრს გაავლებენ და ბევრ სხვასაც ზედ მიაყოლებენ. სა-
მოქალაქო ომის შემდეგ ბევრი თავისუფალი ადგილი იყო, რო-
მელიც უწინდელზე უფრო გაუმაძღარმა და ბილწმა ხალხმა
დაიკავა. ძველი შეგონება, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგე-
ლია, ღვთის მიერ ბოძებულ კანონად წარმოგვიდგინეს.

359
მკითხველთა ლიგა

- აი, ესღა გვაკლდა, ცქაფა, - ამბობს ბაჭია, - ახალი საღ-


ვთო მცნებები. იქნებ ჯაჯის მთის წვერზე ასულიყავი, შენთვის
ციდან სჯულის ფიცარზე დაწერილი ეს ახალი მცნებები რომ
ჩამოეშვათ?
ცქაფა ნელა შეატრიალებს მისკენ სამართებელივით ბასრ
სახეს და მშვიდად ამბობს:
- მე შენთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ, ჩაკ. შენ დამყაყ-
დი. აბა, რა შემიძლია, რომ გიქნა. მოგკლა? ეს ხომ გაცილებით
ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ გგონია. არა?
ჯილი დელიკატურად ცდილობს მათ შერიგებას:
- ჰარისთვის წასაკითხად არაფერი შეგვირჩევია?
- ჯანდაბას, - ამბობს ცქაფა. - აღარაა საჭირო. მისგან ცუდი
ტალღები მოდის. მზად არ არის. ჯერ არ მომწიფებულა.
ბაჭიას სწყინს - ის ხომ მხოლოდ ხუმრობდა.
- მზად ვარ, მზად, მომეცით ჩემი ნაწყვეტი. წავიკითხავ.
- რას იტყვი, პატარა ჩაკ, - მიმართავს ცქაფა ნელსონს, -
მზად არის?
- ოღონდ ისე წაიკითხე, მამა, როგორც საჭიროა. სასაცი-
ლოდ არ აიგდო, - ამბობს ნელსონი.
- ამას მე მეუბნები? ოდესმე ვინმე სასაცილოდ ამიგდია?
- დედა.
ცქაფა ბაჭიას გადაშლილ წიგნს აძლევს.
- პატარა ნაწყვეტია. მხოლოდ მონიშნული წაიკითხე.
რბილი წითელი გრიფელი. ადრე ასეთები „კრეიოლას“
ყუთებში ეწყო და წამახებული ფერადი რიგები მას სტადიონის
შევსებულ ტრიბუნებს აგონებდა. უცნაურია, რომ გაახსენდა.
„მეგობრებო და თანამოქალაქეებო, - ბაჭია ცოტათი ღე-
ლავს, - საარჩევნო უფლებების გამოსაყენებლად ჩვენ ჯერ
მზად არა ვართ. მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ. მიეცით ადა-

360
მკითხველთა ლიგა

მიანს წარმოების იარაღი, ნება დართეთ, რომ გამოიყენოს და


დროთა განმავლობაში იგი ამა თუ იმ ხელობას დაეუფლება.
იგივე ხდება ხმის მიცემასთან დაკავშირებითაც. შესაძლოა, თავ-
დაპირველად ბევრი რამ გაუგებარი აღმოჩნდეს, მაგრამ თან-
დათანობით საკუთარი მოვალეობის შესრულებასაც ვისწავ-
ლით“.
ამ გამოსვლას წვიმა მსუბუქი ტაშით ეგებება.
ცქაფა ვიწრო თავს ხრის და დივანზე მოკალათებულ ორ
მცირეწლოვანს ღიმილით შესცქერის.
- შესანიშნავი ნიგერია, არა?
- არ გინდა, ცქაფა, - ამბობს ნელსონი, - მას შენთვის არ
დაუცინია. ჰოდა, ნურც შენ დასცინებ.
- ცუდი რა ვთქვი? ქვეყანას სწორედ ასეთი კარგი, მართა-
ლი ნიგერები სჭირდება, ასე არაა?
ბაჭია ცდილობს ნელსონს დაანახვოს, თუ რა კერკეტი კა-
კალია და ცქაფას ეუბნება:
- ეს ყველაფერი ტანჯვის მოყვარულთათვისაა. მთავარია,
საბაბი ინახოს. ეს იგივეა, მე რომ ახლა აღვშფოთდე, ამა და ამ
წელს ფინელები შვედებს უღირსად რატომ მოექცნენ-მეთქი.
- „მოდი, ვიცინოთ“ დაიწყებოდა! - ყვირის ნელსონი.
ტელევიზორს რთავენ. პატარა, ცივი ვარსკვლავი ფარ-
თოვდება, მთელ ეკრანს ზოლებად ეფინება და გამოსახულებაც
მოჩანს: ეს სემ დევიდ უმცროსია პატარა, ჭუჭყიანი მოხუცის
როლში, რომელიც სტეპის ცეკვითა და უცნაური, სევდიანი მე-
ლოდიის ღიღინით აუჩქარებლად მიემართება პარკში მდგარი
მერხისკენ. როცა შეამჩნევს, რომ იქ ვიღაც ზის, მკვირცხლად
იმართება წელში. მაგრამ ეს რუთ ბაზი კი არაა, არამედ არტ
ჯონსონი, საძაგელი, თეთრკაბიანი ბებერი. აი, ისინი გვერდიგ-
ვერდ სხედან და ერთმანეთს თვალებში მიშტერებიან. თითქოს

361
მკითხველთა ლიგა

ეს ადამიანი და მისი ანარეკლია სარკეში. ნელსონი იცინის. ყვე-


ლანი იცინიან: ნელსონი, ჯილი, ბაჭია, ცქაფაც. გულმოწყალე
წვიმა კი მათ გარშემო დიდ, განიერ კაბას კერავს და მკერავს
ემსგავსება, ზომების აღებისას კაბას რომ ასწორებს და ალაგ--
ალაგ ქინძისთავებს არჭობს.
საღამო საღამოს მისდევს, ერთხელაც ცქაფა ბაჭიას ეკით-
ხება:
- გინდა იცოდე, რას გრძნობს ზაან-გი?
- სურვილით ვიწვი.
- არ გინდა, მამა, - ამბობს ნელსონი.
ჯილი მდუმარედ, უაზრო გამომეტყველებით გადასცემს
ბაჭიას მოსაწევს. იგი გაუბედავად არტყამს ნაფაზს. ათი წლის
განმავლობაში ერთი ღერი სიგარეტი თუ ექნება მოწეული და
ახლა კვამლის შესუნთქვის ეშინია. მაშინ, „სტუმართმოყვარე
ჯიმბოში“, კინაღამ ცუდად გახდა. უფრო ღრმად უნდა შეისუნ-
თქოს კვამლი და შეიკავოს. შეიკავოს.
- წარმოიდგინე, - ამბობს ცქაფა, - რომ შუშის ყუთში ხარ
მოთავსებული და საკმარისია ოდნავ წამოიწიო, რომ სახურავს
თავს ურტყამ. წარმოიდგინე, რომ ავტობუსში ზიხარ და ახლოს
არავინ გეკარება, რადგან კანი დაჩირქებული გაქვს და ეშინი-
ათ, რამე არ გადასდო.
ბაჭია კვამლს ჩაისუნთქავს და უკანვე აბრუნებს.
- არც მთლად ეგრეა საქმე. შავი ბიჭები ავტობუსში ძალზე
თავხედურად იქცევიან.
- იმდენი სტრიქონი გექნება ჩამოსხმული, რომ მთელ დე-
დამიწას ტყვიით დაფარავდი, არა? ხომ არავინ გძულს?
- არავინ.
- იმათ მიმართ როგორი განწყობა გაქვს, პენ-პარკში რომ
ცხოვრობენ?

362
მკითხველთა ლიგა

- ვის გულისხმობ?
- ყველას. ყველას, ვინც იმ დიდ, თაფლაკვერა ფსევდო-
ტიუდორულ საკუთარ სახლებში ცხოვრობს, სადაც ჰორტენზიის
ბუჩქებთან ქალისა და მამაკაცის „კადილაკები“ დგას. რას იტყვი
იმ კუანების შესახებ, თუჯის ალაყაფს მიღმა, კლუბ „მიფლინში“
რომ სხედან. ადრე ისინი საფეიქრო ფაბრიკებს ფლობდნენ, ახ-
ლა კი მხოლოდ ქაღალდების გროვა აქვთ, რომელთა სა-
შუალებითაც სიგარებისა და ახალგაზრდა ქალიშვილების ყიდ-
ვა შეუძლიათ. რას იტყვი მათ შესახებ? შეგიძლია დაფიქრდე
და ისე მიპასუხო.
ბაჭიას წარმოსახვაში პენ-პარკი ჩნდება ფსევდოტიუდორუ-
ლი, ნახევრად ხის და ნახევრად გალესილი კედლებით, სარე-
ველებისგან გასუფთავებული, ბალიშივით ფუმფულა მდე-
ლოებით. ბაჭიას ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ იგი მთის
მწვერვალზე მდებარეობდა, რომელზეც თავად ვერასდროს
ავიდოდა. ის, დედა, მამა და მიმი მთის ძირში ცხოვრობდნენ,
სახლის ბნელ ნახევარში, ბოლჯერების გვერდით, და მამა სახ-
ლში ყოველდღე ისეთი დაღლილი ბრუნდებოდა, რომ მასთან
ერთად უკანა ეზოში თამაშის თავიც კი არ ჰქონდა. დედას კი,
სხვა ქალების მსგავსად, ძვირფასეულობა არასდროს გააჩნდა.
ისინი წინადღის პურს ყიდულობდნენ, რადგან ერთი პენით
იაფი ღირდა. მამას კბილები სტკიოდა, მაგრამ დანტისტისთვის
ფულს ვერ იმეტებდა. ახლა კი ექიმები, რომლებიც „კადილაკე-
ბით“ დაბრძანდებიან და პენ-პარკში ცხოვრობენ, მის მომაკ-
ვდავ დედასთან სპექტაკლს დგამენ, არადა, ეს ხომ მათი ნა-
მოქმედარია.
- მე მათ ვერ ვიტან, - ეუბნება იგი ცქაფას.
შავ მამაკაცს სახე უნათდება, უბრწყინავს.
- ახლა უფრო ღრმად ჩავძვრეთ.

363
მკითხველთა ლიგა

ბაჭია შიშობს, რომ თუკი გაანალიზებას დაიწყებს, ეს მყი-


ფე გრძნობა მაშინვე გაქრება, მაგრამ პირიქით ხდება: იგი ფარ-
თოვდება და სკდება. თაფლაკვერა სახლები, მოხრეშილი მი-
სასვლელი გზები და გოლფის კლუბები ცაში ადის და ნამსხვრე-
ვებად იქცევა. ერთი ექიმი ახსენდება. ზაფხულის დასაწყისში
შემთხვევით შეხვდა პარმაღთან, როდესაც დედის სანახავად მი-
დიოდა, ის კი აჩქარებით ტოვებდა იქაურობას. ჰოდა, ერთმა-
ნეთს ნახევრად მომრგვალებულ ფანჯარასთან შეეჩეხნენ.
ექიმს მოდური, კრემისფერი ლაბადა ეცვა, თუმცა ჯერ მხო-
ლოდ ოდნავ წინწკლავდა. ნამდვილ პიჟონს ჰგავდა, რომელიც
საჭირო დროს საიდანღაც საწვიმარს დააძრობს. ასეთ ტიპს
ყველაფერი აწყობილი აქვს, ცხოვრება რიხინ-რიხინით მიდის,
ტვიდის დაუთოებული შარვლის ტოტები გაკრიალებულ მოდურ
ფეხსაცმელებთან ეშვება. იგი მოხუც პაციენტთან მიიჩქაროდა
და ცდილობდა, დროულად გასცლოდა ამ სველ, თავდაღმარ-
თში მიმავალ ქუჩას. კარში მდგარი მამა პათეტიკური ტონით წა-
რუდგენს მას: „ჩემი შვილი, ჰარი“. ამას იგი ბებრული ჩიფჩიფით
წარმოთქვამს, რადგან ეშინია კბილის პროთეზი არ დაკარგოს.
ამ წამიერი დაყოვნებითაც კი გაღიზიანებულ ექიმს ზედა ტუჩზე,
თუჯივით შავი და საგულდაგულოდ შეკრეჭილი ულვაშის ქვე-
მოთ, მტრული გამომეტყველება უჩნდება. ხელის ჩამორთმევა-
შიც რაღაც ფოლადისებური, ქედმაღლური იგრძნობა. იგი მაგ-
რად ართმევს ხელს ამგვარი შეხვედრისთვის მოუმზადებელ ჰა-
რის და თითქოს ეუბნება: ადამიანთა სხეულებს ჩემი შეხედულე-
ბისამებრ ვექცევი. მე სიცოცხლეც ვარ და სიკვდილიც.
- ვერ ვიტან ამ დედანატირლებს პენ-პარკიდან, - აზუსტებს
ჰარი და ცქაფას ჰბაძავს, უნდა რომ ასიამოვნოს. - რომ შეიძ-
ლებოდეს წითელ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ყველა მათ-
განის პირდაპირ ცის სასუფეველში გაგზავნა, უყოყმანოდ დავა-

364
მკითხველთა ლიგა

ჭერდი, - ამბობს იგი და ჰაერში წარმოსახვით ღილაკს ისეთი


ძალით აწვება, თითქოს რეალურად ხედავდეს.
- რა ბათქი იქნებოდა, არა? - ცქაფა იღიმება და ხელებს
ჯოხებივით იქნევს.
- მაგრამ ეს ასეა, - ამბობს ბაჭია. - ყველამ კარგად იცის,
რომ შავი ქალები მაგრები არიან. მათ გაშიშვლებულ სხეულებს
უკვე პლაკატებზეც კი გამოსახავენ.
- როგორ ფიქრობ, რის გამო დაიწყო ეს ალიაქოთი ბებერ
ზანგ ქალებთან დაკავშირებით? - ეკითხება ცქაფა. - შენი აზ-
რით, ვინ ჩაასახლა ჰარლემში ეს უზომოდ გაგულკეთილებუ-
ლი, ღვთისმოშიში, ოცდაათს გადაცილებული ქალები?
- მე ნამდვილად არ ჩამისახლებია.
- სწორედ შენ ჩაასახლე, ადამიანის ნაშიერო. სწორედ შენ
გააკეთე ეს. ასეა მიღებული ძველი ქოხმახების დროიდან მო-
ყოლებული, სადაც ყველა შეივლიდა ხოლმე, ვისაც არ ეზარე-
ბოდა, რომ შავკანიან ქალიშვილთან სექსი ჰქონოდა. მას კი ეს
საძაგლობად მიაჩნდა და თავის დასაცავად ცდილობდა, რაც
შეძლება სწრაფად გამხდარიყო დედა. ასეა?
- ჰოდა, წადი და უთხარი, რომ ეს საძაგლობა არაა.
- მათ ჩემი არ სჯერათ, ჩაკ. ვერ ხვდებიან, რომ მე სათვა-
ლავში ჩასაგდები არ ვარ. არც დაკუნთული ტანი მაქვს, არც
ჩემი შავი ქალების დაცვა შემიძლია, ხომ ასეა? და ეს იმიტომ,
რომ მამაკაცად ყოფნის უფლებას არ მაძლევ.
- წინააღმდეგი სულაც არ ვარ - იყავი, ბატონო, მამაკაცი.
ცქაფა ვერცხლისფერძაფიანი ქსოვილით დაფარული სა-
ვარძლიდან დგება, წელში მოხრილი ფრთხილად აუვლის
გვერდს მეწაღის სკამის იმიტაციას და დივანზე მჯდომ ჯილს
კოცნის. ქალიშვილი უნებლიედ შეკრთება და ხელებს კვლავ
მუხლებზე იდებს. თავი გაშეშებულივით უჭირავს. ცქაფას ბურ-

365
მკითხველთა ლიგა

თისებრი ვარცხნილობის გამო ბაჭია ჯილის თვალებს ვერ ხე-


დავს. სამაგიეროდ, ნელსონის თვალები ჩანს კარგად. ორი
თბილი, სისველეშერეული ხვრელი, მუქი და შეშინებული - ქინ-
ძისთავი უნდა შეარჭოს კაცმა, რათა ბიჭი მიხვდეს, რომ უფრო
ცუდი რაღაცებიც არსებობს. კოცნის შემდეგ ცქაფა წელში
სწორდება და ტუჩებს იწმენდს.
- სასიამოვნო წამალია, ჩაკ. რას იტყვი, მოგწონს?
- წინააღმდეგი არ ვარ, თუ თვითონ არაა წინააღმდეგი.
ჯილი თვალდახუჭული ზის, პირი ღია აქვს, ტუჩებზე ბუშ-
ტუკი მოუჩანს.
- არა, ის წინააღმდეგია, - ამბობს ნელსონი. - მამა, ნუ აძ-
ლევ ამის უფლებას.
- მგონი, ძილის დროა, არა? - ეუბნება მას ბაჭია.
ბაჭია მონუსხულია ცქაფას გარეგნობით. ეს მოელვარე
ღია ფერის ენა, ხელის და ფეხისგულები, რომელთაც მზე თით-
ქოს არც კი ეხება. იქნებ იქ უბრალოდ სხვანაირი კანი აქვს გა-
დაკრული? თუმცა არც თეთრებს ეკიდებათ მზე ხელისგულებზე.
რა უჩვეულოდ მბრწყინავი კანია. სახე ისე ოსტატურადაა გა-
მოკვეთილი და გულდასმით გაპრიალებული, რომ ათობით
წერტილში ირეკლავს სინათლეს. თეთრი სახეები კი საგოზა-
ვისგან გაკეთებულ, ჯერაც გაუმაგრებელ, უფორმო ლაქებს
ჰგავს. თავისებური გრაცია თითქოსდა შეზეთილი ჟესტებისა,
ხვლიკივით სწრაფი, ფრთხილი, სრიალით გადაადგილება,
რომელსაც ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი ცხიმები არ
ამძიმებს. მის სახლში ცქაფა გასაოცარ ელექტროსათამაშოს
ჰგავს - ჰარის ერთი სული აქვს, თავის შავ სტუმარს შეეხოს,
მაგრამ ეშინია, დენმა არ დაარტყას.
- კარგად ხარ?

366
მკითხველთა ლიგა

- არც ისე, - ჯილის ხმა თითქოს შორიდან ისმის, თუმცა


აქვე წევს, ლოგინში.
- რატომ?
- მეშინია.
- ვისი გეშინია? ჩემი?
- შენიც და მისიც.
- ჩვენ ერთად არა ვართ. სიკვდილივით გვძულს ერთმანე-
თი.
- როდის გააგდებ აქედან?
- მას ხომ ციხეში ჩასვამენ.
- მერე რა, ჩასვან.
წვიმას კი კვლავ რახარუხი გააქვს. ყველგან აღწევს, საკ-
ვამურშიც ჩადის. დიდი ხანია, ასეა. თავიდანვე. ბაჭია ნათლად
წარმოიდგენს, როგორ ჩნდება საძინებელი ოთახის ჭერზე დი-
დი ნაცრისფერი ლაქა.
- თქვენ შორის რამეა? - ეკითხება ჯილს.
იგი არ პასუხობს. მისი მედალივით თხელი კამეას პროფი-
ლი მოულოდნელად ნათდება. რამდენიმე წამის შემდეგ გრუ-
ხუნი ისმის.
- არ გასვენებს? - ეკითხება ბაჭია დარცხვენით.
- შენ რომ ფიქრობ, იმ გაგებით არა. ამბობს, რომ ეს მას
არ აინტერესებს. სხვაგვარად სურს დამეუფლოს.
- ეს როგორ?
საბრალო გოგონა - საოცრად ეჭვიანია.
- უნდა, რომ ღმერთზე ველაპარაკო. მითხრა, რომ მესკა-
ლინს მომიტანს.
ამჯერად ქუხილი ელვას კუდში მიჰყვება.
- ეს სიგიჟეა.

367
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ეს მას აღაგზნებს - იქნებ ჯილმა ეს მართლაც


გააკეთოს. იქნებ ცქაფამ შეძლოს მისი აჟღერება ისე, როგორც
ამას ბები ახერხებს როიალთან.
- გადარეულია, - ამბობს ჯილი. - წამალზე მე აღარ დავ-
ჯდები.
- რით შემიძლია დაგეხმარო?
ბაჭია პარალიზებულივითაა - წვიმის, ჭექა-ქუხილის, საკუ-
თარი ცნობისმოყვარეობის გამო, იმის იმედით, რომ კომბინა-
ცია როგორღაც ჩაიშლება და კატასტროფა მოხდება, რასაც
თან ხსნა მოჰყვება.
გოგონა რაღაცას იძახის, მაგრამ ამ დროს მეხი გავარდე-
ბა და ბაჭია სთხოვს, რომ ნათქვამი გაიმეოროს.
- შენ მხოლოდ შენი ცოლი გაღელვებს! - ასძახის ჯილი
მოქუფრულ ცას.
პაიასეკი უკნიდან უახლოვდება და ტელეფონის შესახებ
ბუზღუნებს. ბაჭია გაჭირვებით დგება. ამას ნაბახუსევზე ყოფნა
სჯობს. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ყოველ საღამოს... თავი ხელ-
ში უნდა აიყვანოს. ხელში უნდა აიყვანოს. გაბრაზდეს.
- ჯენის, ღვთის გულისთვის...
- ჯენისი არ ვარ, ჰარი, პეგი ვარ.
- ოჰ, გამარჯობა. რას საქმიანობ? ოლი როგორ არის?
- დაივიწყე ოლი და მისი სახელი ჩემთან აღარასოდეს ახ-
სენო. რამდენიმე კვირაა, არც ბილი უნახავს, არც ფული
მოუცია. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა და იცი, რა ქნა? იგი
ხომ გენიოსია - ვერაფრით გამოიცნობ.
- ახალი მინიმოტოციკლეტი იყიდა.
- ძაღლის ლეკვი მოიყვანა. ოქროსფერი სეტრივერის
ლეკვი მოგვართვა. ახლა წარმოიდგინე, რა უნდა ვუყოთ ამ

368
მკითხველთა ლიგა

ლეკვს, როცა ბილი მთელი დღე სკოლაშია, მე კი ყოველდღე


რვიდან ხუთამდე შინ არ ვარ.
- სამსახური გიშოვია. მომილოცავს. რას აკეთებ?
- იანგკვისტ-სტრიტზე „ბრუერ-ფილტისთვის“ ვბეჭდავ - მათ
მთელი თავისი არქივი კომპიუტერში შეჰყავთ. ისეთი მოსაწყენი
სამუშაოა, ლამის მგელივით ვიყმუვლო, მაგრამ, რაც მთავა-
რია, არც კი იცი, როდის დაუშვი შეცდომა - მხოლოდ ნახვრე-
ტებიანი ქაღალდის ლენტი გამოდის. არადა მნიშვნელოვანი
ციფრებია.
- შესანიშნავად ჟღერს. სხვათა შორის, პეგი, სამსახურს
რაც შეეხება - ჩვენთან არ უყვართ, როცა გვირეკავენ.
ქალის ხმა უფრო ყრუდ ისმის, საკუთარი ღირსების შეგ-
რძნებით:
- მაპატიე. რაღაცის თქმა მინდოდა, სანამ ნელსონს არ ეს-
მის. იგი ბილს სათევზაოდ წაყვანას შეჰპირდა, ახლა კი არა,
მომდევნო კვირადღეს. ჰოდა, ვიფიქრე, ვინაიდან ნაკლებად
მოსალოდნელია, რომ შენ ოდესმე დამპატიჟო, ხომ არ ივახ-
შმებდი ჩემთან ერთად შაბათს, როცა ნელსონს ჩვენთან მოიყ-
ვან?
ბაჭია მოღეღილ ხალათს, თმოვან სამკუთხედს, კანზე
ვერცხლისფერ ბილიკებს ხედავს. წიწილებს შემოდგომაზე ით-
ვლიან - მაშასადამე, გადაწყვიტა, რომ უკვე დროა.
- ცუდი არ იქნებოდა, - ამბობს ბაჭია.
- არ იქნებოდა.
- ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა. ცოტა დაკავებული ვარ.
- ის მუქთამჭამელი კიდევ არ წასულა? გააგდე, ჰარი. ძა-
ლიან კი გათავხედებულა. თუ გაჯიქდა, პოლიციას გამოუძახე.
ძალიან პასიური ხარ, ჰარი.
- ჰო. თანაც ვინ იცის, როგორი.

369
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა ჰარი, რაც კაბინეტის კარი


გამოიხურა და კაშკაშა შუქში მდგარ თავის მანქანასთან მივიდა,
როგორ ჩაავლო მარიხუანამ მას კლანჭები და მუხლები
შეუბორკა. მორჩა. აღარ განმეორდება. დაე, იესო მასთან სხვა
გზით მივიდეს.
- ცქაფა, მიამბე ვიეტნამის შესახებ.
მარიხუანა ბაჭიას სისხლში აღწევს და იგი საოცარ სიახ-
ლოვეს გრძნობს ყველასთან და ყველაფერთან: ხისსადგამიან
ლამპასთან, ნელსონის ქოჩორა თავთან, ჯილის შიშველ ფე-
ხებთან, მის ოდნავ მსხვილ კოჭებთან. მას ყველა უყვარს, უკ-
ლებლივ ყველა. მისი ხმა მათში შედის და გამოდის. ცქაფა და-
წითლებული თვალებით ჭერს მისჩერებია. მასთან ყველაფერი
ჭერის გავლით მოდის.
- რატომ გინდა, რომ მოგიყვე? - ეკითხება იგი.
- იმიტომ, რომ იქ არ ვყოფილვარ.
- თვლი, რომ იქ უნდა ყოფილიყავი, არა?
- ჰო.
- რატომ?
- არ ვიცი. მოვალეობის გრძნობის გამო. დანაშაულის შეგ-
რძნების გამო.
- არა, სერ. შენ ეს იმიტომ გინდოდა, რომ იქ რაღაც ხდე-
ბოდა, არა?
- ეგრე იყოს.
- ის საუკეთესო ადგილი იყო, - ამბობს ცქაფა და ეს შეკით-
ხვას არ ჰგავს.
- რაღაც მაგდაგვარი.
- იქ ასე კასტრატივით არ იგრძნობდი თავს, არა? - განაგ-
რძობს ცქაფა დაჟინებით.

370
მკითხველთა ლიგა

- არ ვიცი. თუ ამ თემაზე საუბარი არ გსურს - საჭირო არაა.


ტელევიზორი ჩავრთოთ.
- „გუნდს“ უჩვენებენ, - ამბობს ნელსონი.
- თუ ჟიმაობა არ შეგიძლია, ვერანაირი ბინძური სურათი
ამას ვერ შეგიცვლის, არა? თუ შეგიძლია, მაინც ვერ შეგიც-
ვლის.
- კარგი, ნურაფერს მოჰყვები. ოღონდ ეცადე, ნელსონის
თანდასწრებით სიტყვები შეარჩიო.
ღამით, როცა ჯილი ლოგინში ბაჭიასკენ გადაბრუნდება,
კაცი აღმოაჩენს, რომ მისი მოუმწიფებელი, მაგარი, ახალგაზ-
რდა სხეული არ სიამოვნებს. ორგანიზმის შიგნით დაგროვილი
კვამლი სურვილის გაღვიძებას ხელს უშლის, უამრავი სხვა აზ-
რი გონებაში ირევა, ერთმანეთს ცვლის, ყურადღებას უფანტავს
და ხელს უშლის ჯილის ძახილს უპასუხოს, თუმცა თავის დროზე
თვითონ შეუწყო ხელი ქალიშვილის სხეულში მის ჩასახვას. ბა-
ჭია გრძნობს, რომ ჯილის პირი ცქაფას კოცნით არის შებილწუ-
ლი, სხეული კი მისი საწამლავით მოშხამული. იგი ვერც იმას
პატიობს ქალს, რომ მდიდარი მშობლების შვილია. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე მერამდენე ღამეა, ჯილის
მხრიდან მასთან სიახლოვის სურვილს შეურაცხმყოფელი
უარით პასუხობს, გრძნობს, რომ მასში რაღაც მაინც ღრმად იდ-
გამს ფესვებს - შესაძლოა, ეს სიყვარულია. ქალი სულ უფრო
და უფრო მოიწევს მისკენ - შორეულ წარსულში დარჩა ის ღამე,
როდესაც გააფთრებით დააცხრა თავზე, როგორც გოგონა,
დაუღალავი ხტუნვა-ხტუნვით რომ ცდილობს ხიდან ვაშლის
მოწყვეტას.
შემოდგომაზე ნელსონი ფეხბურთმა გაიტაცა. სკოლაში
თავისი გუნდი ჰყავს, სიმაღლე კი ამ თამაშში ბიჭს ხელს სულაც
არ უშლის. როდესაც ჰარი საღამოს შინ ბრუნდება, შვილი ვარ-

371
მკითხველთა ლიგა

ჯიშითაა გართული - დაუღალავად გზავნის შავ-თეთრი ხუთკუთ-


ხედებით შეკერილ ბურთს უსაქმოდ ჩამოკიდებული კალათბურ-
თის ფარის ქვეშ მდებარე გარაჟის კარისკენ. როდესაც ასხლე-
ტილი ბურთი ნელსონს ჩაუქროლებს, ბაჭია მარჯვედ აიტაცებს
მას. უჩვეულო გრძნობა ეუფლება - რა ხანია, ბურთი ხელში
აღარ სჭერია. კალათში ჩაგდებას ცდილობს, მაგრამ აცილებს.
- გადავეჩვიე ბურთის სროლას, - ამბობს. - როცა ასაკში
შედიხარ, ტვინი ბრძანებას კი გასცემს, მაგრამ სხეული არ გე-
მორჩილება, საოცარია, - გაანდობს იგი შვილს.
ნელსონი კვლავ მთელი ძალით ურტყამს ბურთს ფეხს და
კარის ერთსა და იმავე, საღებავგადაცლილ ნაწილში გზავნის.
- ის ორნი სად არიან?
- სახლში. უცნაურად იქცევიან.
- რას გულისხმობ?
- შენ ხომ იცი. როგორც ყოველთვის. გასკდნენ მოწევით.
ცქაფას დივანზე სძინავს. მამა!
- რა არის?
ნელსონი მთელი ძალით ზედიზედ ორჯერ ურტყამს
ბურთს, გამბედაობას იკრებს და მამას ეუბნება:
- ვერ ვიტან აქაურ ბიჭებს.
- რომელ ბიჭებს? აქ ვერავის ვხედავ ხოლმე. აი, როცა
პატარა ვიყავი, მთელ დროს გარეთ ვატარებდით.
- ისინი მთელი დღე ტელევიზორს მისჩერებიან, მერე კი
მოედანზე გამოდიან და იქ დაყიალობენ.
- მერედა რატომ ვერ იტან მათ?
ნელსონი ბურთს იღებს და კენწვლას იწყებს - ფეხებიც ხე-
ლებივით მარჯვე აქვს.

372
მკითხველთა ლიგა

- ტომ ფრენკჰაუზერმა მითხრა, რომ ჩვენთან ნიგერი


ცხოვრობს, მამამისს კი უთქვამს, ეს მთელი სამეზობლოს წა-
ბილწვას ნიშნავს და დასკვნები გააკეთონო.
- შენ რა უთხარი?
- მივახალე, თვითონ გააკეთოს დასკვნები-მეთქი.
- ეჩხუბე?
- მინდოდა, მაგრამ მან მხოლოდ გაიცინა. ერთ კლასში კი
ვართ, მაგრამ მთელი თავით ჩემზე მაღალია.
- ამაზე არ ინერვიულო - გაიზრდები. ჩვენ, ენგსტრომები,
სიმწიფის ასაკში გვიან შევდივართ.
- მეზიზღებიან, მამა, მეზიზღებიან! - ამბობს შვილი და თა-
ვით ძლიერად დარტყმული ბურთი გარაჟის ტენტით გადახუ-
რულ სახურავზე ეცემა.
- ნურავის შეიზიზღებ, - ეუბნება ჰარი და სახლში შედის.
ჯილი სამზარეულოშია და ცრემლმორეული დასცქერის
დაბეგვილი ცხვრის ხორცით სავსე ტაფას.
- ცეცხლს ვერ ავუწიე, - ამბობს. ისე გადაუტრიალებია გა-
ზის ონკანი, რომ საცოდავად მოციმციმე ცისფერი ალი სულს
ღაფავს. ბაჭია ცეცხლის ალს ზრდის, ჯილი კი შეშინებულივით
კივის და მკერდზე ეხუტება, ეკვრის და მუქი მწვანე თვალებით
შესცქერის. - საღებავის სუნი აგდის, - ამბობს იგი. - როგორი
სუფთა ხარ. ეგ სუნიც მომწონს - გაზეთის ახალი ნომრის სუნი.
ყოველდღიურად კართან ახალი გაზეთი ჩნდება.
კაცი მაგრად იკრავს ტანზე, ქალის ცრემლები პერანგში
აღწევს და კანზე უღიტინებს.
- დღეს ცქაფას არაფერი შემოუთავაზებია?
- არა, მამიკო. მინდოდა მეთქვა, საყვარელო-მეთქი. მთე-
ლი დღე შინ ვიყავით, ვიქტორინებს ვუყურებდით. ცქაფას არ
მოსწონს, რომ ბოლო დროს პროგრამაში მუდმივად მონაწი-

373
მკითხველთა ლიგა

ლეობს შავკანიანი ცოლ-ქმარი. ამას სიმბოლოებით სპეკულა-


ციას უწოდებს.
ბაჭიას თავი მის სახესთან მიაქვს - არც ალკოჰოლის სუნი
სცემს, არც მარიხუანის. მხოლოდ უმანკოების არომატს
გრძნობს, რომელსაც შაქრის გემო დაჰკრავს და პარმაღზე
მდგარ სარწეველასა და დაორთქლილ მადუღარას ახსენებს.
- ჩაი, - ამბობს იგი.
- რა ნატიფი ცხვირი გაქვს, - ეუბნება ჯილი ბაჭიას და
ჩქმეტს. - მართალია. მე და ცქაფამ დღეს ყინულიანი ჩაი დავ-
ლიეთ. - იგი კვლავ ეფერება კაცს, ეხახუნება. ბაჭიას კი სევდა
ეუფლება. - ისეთი მოხდენილი ხარ, - განაგრძობს ქალი. -
უზარმაზარი, მბრწყინავი თოვლის კაცი. ეგაა, სტაფილო არ
გაქვს ცხვირის ნაცვლად, სამაგიეროდ, აქ გაქვს.
- ეი! - შესძახებს ბაჭია და განზე ხტება.
- იქ შენ ცქაფაზე მეტად მომწონხარ, - სერიოზული გამო-
მეტყველებით აცხადებს ჯილი. - ჩემი აზრით, როცა კაცს წინა-
დაცვეთას უკეთებენ, ეს მას ამახინჯებს.
- ვახშმის გაკეთებას თუ შეძლებ? თუმცა, არა, ჯობს, ზევით
ახვიდე და დაწვე.
- ვერ ვიტან, როცა ასეთი წესიერი ხარ, - ამბობს ჯილი
ყოველგვარი სიძულვილის გარეშე. მისი ხმა ისე ირწევა, რო-
გორც კალათა შინისკენ მიმავალი ბავშვის ხელში. - შემიძლია
თუ არა ვახშმის მომზადება? მე ყველაფერი შემიძლია - ფრე-
ნაც, მამაკაცებისთვის სიამოვნების მინიჭებაც, თეთრი მანქანის
ტარებაც, ნებისმიერ რიცხვამდე ფრანგულად დათვლაც. მიყუ-
რე! - იგი კაბას წელს ზემოთ იწევს - საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
მაგრამ როდესაც სავახშმოდ მაგიდას მიუსხდებიან, აღ-
მოჩნდება, რომ კერძი ცუდად არის მომზადებული. ცხვრის
ხორცი რეზინივით იწელება და ძვლებთან მოლურჯო ფერი

374
მკითხველთა ლიგა

დაჰკრავს. ბარდას მოხარშვა აკლია და პირში ხრაშუნებს. ცქა-


ფა თავის თეფშს დემონსტრაციულად აჩოჩებს მაგიდის შუაგუ-
ლისკენ.
- არ შემიძლია უმი ხორცის ჭამა. მართლა ასეთ ველურს
ვგავარ?
- იტყუება, ჯილ, ძალიან გემრიელია, - ამბობს ნელსონი.
მაგრამ ჯილი ყველაფერს შესანიშნავად ხვდება და ცხვირ-
ჩამოშვებული ზის. თეფშზე ცრემლები ეცემა. უცნაური ცრემლე-
ბია. იმდენად არა მწუხარების გამომხატველი, რამდენადაც ქი-
მიური კონდენსატი, რომელიც ჯილს იასამნის კოკორივით უჩ-
ნდება. ცქაფა კი მის გაბრაზებას ცდილობს:
- შემომხედე, დედაკაცო. ეი, შენ, უკანალო, თვალებში მი-
ყურე. რას ხედავ?
- შენ გხედავ. შაქარი გაყრია.
- შენა „მას“ ხედავ, ხომ ასეა?
- არა.
- ამ ფარდებს შეხედე, ლამაზო. ამ მახინჯ, სახლისთვის
შეკერილ ფარდებს, იქ, სადაც თითქოსდა შპალერს ერწყმიან.
- „ის“ იქ არ არის, ცქაფა.
- შემომხედე. შემომხედე-მეთქი.
ყველანი უყურებენ. მას შემდეგ, რაც ცქაფა აქ დასახლდა,
მოტყდა, წამახებული წვერი დაუმრგვალდა, კანი ტუსაღივით
გაუფერმკრთალდა. დღეს სათვალეც არ უკეთია.
- ცქაფა, „ის“ იქ არ არის-მეთქი.
- შემომხედე, შე უკანალო. რას ხედავ?
- ჭუჭყით სავსე ჭუპრს. შავ კიბორჩხალას. სწორედ ახლა
გამიელვა თავში, რომ ანგელოზი ექვსფეხიან მწერს ჰგავს. განა
ასე არ არის? განა ამის გაგონება არ გინდოდა ჩემგან?

375
მკითხველთა ლიგა

ცქაფა მათ ვიეტნამის შესახებ უყვება. თავი უკან გადაუგ-


დია, თითქოს ჭერი კინოთეატრის ეკრანი ყოფილიყოს. მას უნ-
და, რომ სიმართლე ილაპარაკოს, მაგრამ შიშობს, ყველაფერი
კვლავ მის საწინააღმდეგოდ არ შემოტრიალდეს.
- ეს მაშინ იყო, როცა საქმე უკვე დასასრულისკენ მი-
დიოდა, - ნელა იწყებს იგი. - სახურავიც კი არსად ჩანდა, კაცს
რომ თავი შეგეფარებინა. იდექი თავსხმა წვიმაში და პირუტყვი-
ვით სველდებოდი; მიწაში ამოთხრილ ორმოში გეძინა, რო-
მელშიც ფესვები იყო ამოჩრილი და მაინც უძლებდი და არ
კვდებოდი. საინტერესოა. თითქოს უეცრად აღმოაჩინე, რომ
სხვა ცხოვრება, სხვა სამყაროც არსებობს. მიდიხარ დასაზვე-
რად და უეცრად რომელიღაც სახედაღმეჭილი ვიეტნამელი
გხვდება თავისი განუყრელი შლაპით და ცდილობს, ქათამი
მოგყიდოს. გზაზე კი თოჯინებივით კოხტა, დაბალ-დაბალი გო-
გონები დგანან და ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაგდებუ-
ლი ფოტოფირის კოლოფში მოთავსებულ ნარკოტიკს გთავა-
ზობენ. ყველაფერი ძალზე ჩახლართულია და მათ ერთ ბადე-
ში, - ხელს მაღლა სწევს, - ვერაფრით მოაქცევ.
ჭერის ჭუჭრუტანიდან მისკენ ფერადი სურათები ცვივა.
მწვანე, საზიზღრად მწვანე ფერის მანქანები, რომლებიც მახინჯ
მწვანე ბუჩქებს შთანთქავენ. წითელი ტალახი, „ამტრაკად“ წო-
დებული ჯავშანტრანსპორტიორების მუხლუხების მიერ სახეები-
ან წუმპედ გადაქცეული. ზურმუხტოვანი სიმწვანის ბრინჯის მინ-
დვრები, რომლის ყოველი მცენარე მონოგრამასავით მკვეთრი
გამოსახულების სახით ირეკლება წყლის ზედაპირზე. ყვითელი
ადამიანის ყურები, რომლებიც ერთ-ერთი ასეულის ჯარისკაცმა
ქამარზე ჩამოიკიდა გასაშრობად, შავი პიჟამები, რომლებშიც
ტანდაბალი, ფაიფურის ფიგურებივით კოხტა მეძავები გამოწ-
ყობილან - მიკარებისაც კი გეშინია. თუმცა ერთი თეთრკოს-

376
მკითხველთა ლიგა

ტიუმიანი ახალგაზრდა მოსვენებას არ აძლევს და ეუბნება: „შა-


ვი ჯარისკაცი - პირველი ნომერია, დიდი ასო აქვთ, ჩვენს გო-
გოებს პირში უყვართ“. წითელი ყვავილი სისხლი კი არა, აგუ-
რის ტუზია, რომელიც მისივე ასეულის ჯარისკაცს თილისმად
აქვს ჩაფხუტზე მიმაგრებული. ბედნიერების მომტანი ყველა პა-
ტარა ნივთი გამდნარი ტყვიისგან დამზადებულ მშვიდობის სიმ-
ბოლოს წარმოადგენს. მძივები, რომლებზეც წერია: „სიყვარუ-
ლი, იესო, დედა, ღრმად ჩამფალით მიწაში“. საბურავებისგან
პატარა ფეხებისთვის გამოჭრილი ჰო შე მინის სანდლები,
ტაილანდური ჯვრები, ქრისტიანული ჯვრები, ჯვრის ფორმის
ბომბები, რომლებიც ფრენისას თავის გზაზე „ფანტომებს“ წინ
ყრიან. ასეთივე ფორმის კვალი, რომელსაც ზონარი ტოვებს
ყელიან ფეხსაცმელზე, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში
განუწყვეტლივ გაცვია. ფოსტის ტომრებივით შეკრული, გვამე-
ბისთვის განკუთვნილი მბრწყინავი მწვანე ჩანთები, მზის ათინა-
თები წითელ მტვერსა და ცისფერ კვამლზე. მზე, რომლის შუ-
ქიც ზოლებად ეცემა ჯუნგლებში, ხეებს შორის არსებულ ღრი-
ჭოებში, სადაც რუსული შაშხანებით შეიარაღებული იქაურები
ჯადვარივით გაშეშებულები გელოდებიან, - ეს ყოველივე ცქა-
ფას თავზე ეცემა და იგი იძირება. ხვდება, რომ ვერასდროს
გააგებინებს გარკვევით ამ სამ რეგვენს, რომ ქაღალდივით
თხელი კედლების მიღმა სხვა სამყაროც არსებობს.
- თუნდაც მხოლოდ ხმები ავიღოთ, - ამბობს ცქაფა. - რო-
დესაც მტრის ნაღმსატყორცნიდან გამოსროლილი ერთ-ერთი
ჭურვი შენი სანგრის მახლობლად ფეთქდება, გგონია, რომ
თვალწინ ოცი ფუტი სისქის გრუხუნის ერთიანი კედელია აღ-
მართული, თვითონ კი მხოლოდ ბაღლინჯო ხარ. სადღაც იქ
კი, ზემოთ, ფეხებია, რომლებიც ან დაგაბიჯებს, ან არა, მაგრამ
ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა ამისგან, შეიძლება, საბო-

377
მკითხველთა ლიგა

ლოოდ გააფრინო კიდეც. მიცვალებულები კი, მიცვალებულები


ისეთი საშინლები არიან, ისეთი... მკვდრები არიან, როგორც
თაგვი, რომელიც კატამ დაიჭირა, კისერი მოუგრიხა და მიატო-
ვა. იმის თქმა მინდა, რომ ისინი ამ ყველაფრისგან ისე შორს
დგანან, ისეთი მშვიდები არიან, რომ შესაფერისი სიტყვაც კი
ვერ შემირჩევია: თუნდაც ის ტყაპუნა ავიღოთ, წუხელ რომ თა-
ვის შეყვარებულზე ჰყვებოდა, სახლში, ოშკოკში მელოდებაო,
თანაც ისე გემრიელად ჰყვებოდა, რომ ლამის აგიდგებოდა.
მეორე დღეს კი ნაღმზე აფეთქდა და თვითონ ერთ მხარეს გა-
დავარდა, ფეხები კი - მეორე მხარეს. ძნელია. ადრე ასეთი გა-
მოთქმა არსებობდა: „ულმობელი სამყარო“. სწორედ ასე იყო
იქ.
- ტყაპუნა ვინ არის? - ეკითხება ნელსონი.
- ტყაპუნა - ქვეითია. ჩვეულებრივი ჯარისკაცი. წვევამდე-
ლი, გადაუკიდია იარაღი და მთიდან მთაზე გადადის. მწვანე
მანქანა, ანუ ჯარი, - ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს. წვევამდე-
ლებს ჯუნგლებში უშვებენ - დაე, აფეთქდნენ. ზევადიანები კი
ლონგბინის ბაზას აფარებენ თავს და რეპორტიორებს საბრძო-
ლო დანაკარგების შესახებ ცნობებს აწვდიან. ჩარლის ასეულს
მხიარული ცხოვრება მოუწყვეს, მაგრამ მე ზევადიან სამსახურ-
ში აღარ დავრჩი. ისედაც ბევრი ვიწვნიე.
- მეგონა, ჩარლი მე ვიყავი, - ამბობს ბაჭია.
- მე კი ვფიქრობდი, რომ ასე ვიეტკონგელებს უწოდებ-
დნენ, - ამბობს ნელსონი.
- შენც ჩარლი ხარ, ისინიც ჩარლი არიან, მეც, ყველანი
ჩარლი ვართ. მესამე ასეულში ვმსახურობდი, ჩარლის ასეულ-
ში, მეორე ბატალიონი, ოცდამერვე ქვეითი პოლკი, პირველი
დივიზია. მდინარე დონგნაოს აღმა-დაღმა ტალახს ვზელდით.
- ცქაფა ჭერს მისჩერებია და ფიქრობს: არა, ისე ვერ ვყვები,

378
მკითხველთა ლიგა

როგორც საჭიროა. რაც წმინდაა, იმის შესახებ მოყოლა ყვე-


ლაზე რთულია. - საქმე ისაა, - ამბობს იგი, - რომ ჩარლი ყველ-
განაა. ვიეტნამში ჩარლის მეტი არავინაა, გესმით? ყოველი ად-
გილობრივი ჩარლია და საქმე ისე წავიდა, რომ მშვიდად შე-
გეძლო მოხუცი ქალი ან ბავშვი შეგებრაწა - ისინი ხომ ის ადა-
მიანები იყვნენ, რომლებიც ღამით ჩვენს მოსაკლავად ბამბუკის
წვერწამახულ ჯოხებს ასობდნენ. თუმცა, შესაძლოა, ეს მათი კი
არა, სხვისი ნახელავი იყო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონ-
და. ბევრ რამეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ვიეტნამი, ალბათ,
ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ძია სემისთვის მნიშ-
ვნელობა არა აქვს, თეთრი ხარ თუ შავი. ასეა. თეთრები ჩემი
გულისთვის იღუპებოდნენ. ჯარში შავებს ნორმალურად ეპყრო-
ბიან - შავ სხეულს ხომ სხვაზე არანაკლებ შეუძლია ტყვიის შე-
ჩერება. ჰოდა, წინ გვაყენებენ, და ნუ გგონიათ, რომ ამიტომ არ
ვემადლიერებით. ძალიანაც ვემადლიერებით. ჩვენ თავს არ
ვზოგავთ ამ ტყვიების შესაჩერებლად, ისეთი ბედნიერები ვართ,
თეთრების გვერდით რომ შეგვიძლია სიკვდილი. - თეთრ ჭერზე
კვლავინდებურად არაფერია, მაგრამ რაღაცამ ზუზუნი დაიწყო,
იგი გაიზნიქა - დაე, სულმა სულ უფრო და უფრო მაღლა ასწი-
ოს. - ერთი ბიჭი (ნეტავ რატომ მაიძულებთ ამის გახსენებას,
როცა ყველაფერს გავიღებდი, რომ დამევიწყებინა), მახსოვს,
სიბნელეში მიახვრიტეს. მზის ჩასვლის შემდეგ ვიეტკონგელები
ნაღმსატყორცნებს გვიშენდნენ - რაღა იმ ხეობაში მოვხვდით, -
ჰოდა, ვწევარ სიბნელეში ამ ბიჭის გვერდით, რომელსაც თურმე
მუცელი გაფატრული ჰქონდა, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავდი.
როდესაც ცეცხლის ხაზიდან თავის დაღწევა ვცადე, ფეხი მის
შეგნეულობას დავაბიჯე და თითქოს ჟელეში ჩავეფლე, ოღონდ
ეს უარესი იყო. მან კი წამოიყვირა და სული განუტევა. ერთხელ
ოთხნი წავედით დასაზვერად, აკ-47-დან ცეცხლი გაგვიხსნეს -

379
მკითხველთა ლიგა

მ16-ისგან სრულიად განსხვავებული ხმა ჰქონდა, უფრო ტკაცუ-


ნა, ხვდებით? ნაკლებად უსტვენდა. ჩავწექით. ჩვენთან ერთად
ერთი ბიჭი იყო, თეთრი ბიჭი ტენესიდან, წვერი ჯერ წესიერად
არც კი გაეპარსა, ბავშვივით მიამიტი იყო. ჰოდა, უჩუმრად შე-
ვარდა ბარდებში და მოწინააღმდეგე იქიდან დაიფრინა, მაგრამ
როცა მივაგენით, ტყვიებით ორ მწკრივად იყო დაცხრილული.
წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა ამ მდგომარეობაში
სროლა. ძნელი იყო, ძნელი. ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ
ასეთ კოშმარს ვნახავდი და თვალები არ გადმომცვივდებოდა.
ახლა იმ ჩვენს საცოდავ მოწინააღმდეგეებს არ იკითხავთ? პირ-
დაპირ იწვევდნენ საკუთარ თავზე ნაპალმს, ვერცხლისფერი ქი-
ლები თავზე ეყრებოდათ, ცეცხლმოდებულნი ჯუნგლებიდან
ჩვენკენ მორბოდნენ, თან იწვოდნენ, თან ისროდნენ, ჩირაღ-
დნებივით ენთნენ. ზოგიერთი სანგარში გვივარდებოდა, ეგო-
ნათ, რომ ჩვენ გვერდით ნაპალმს გადაურჩებოდნენ. ჩვენც
ვკლავდით, მათი ყვირილი რომ ჩაგვეხშო. პატარა ბიჭები იყ-
ვნენ, სახე გუტალინს მიუგავდათ, ბაზაზე რომ გვქონდა. ბოლოს
მათი მოკვლა ჩვეულებრივ ამბად გვექცა. ცხადია, ამით სიამოვ-
ნებას არ ვიღებდით, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, როგორც
ტუალეტში გასვლა. გასაგებია?
- აღარ მინდა ამის მოსმენა, - ჭირვეულობს ნელსონი. -
ლამის გული ამერიოს. თანაც „სამანტას“ გამოვტოვებთ.
- აცადე, მოჰყვეს, რახან უნდა. გული მოიოხოს, - ამბობს
ჯილი.
- ეს ყველაფერი მართლაც მოხდა, - ეუბნება ბაჭია შვილს,
- რომ არ მომხდარიყო, თვითონაც არ მოვინდომებდი, რომ
მოგესმინა. მაგრამ რადგან მოხდა, უნდა გადავხარშოთ კიდეც.
ამას ვერსად გავექცევით.
- მე - „შლიცი“.

380
მკითხველთა ლიგა

- მე კი არ ვიცი - რა. თავს საზიზღრად ვგრძნობ. ერთი


ჯანჯაფილის ლუდი.
- რაღაც საკუთარ თავს არ ჰგავხარ, ჰარი. როგორ მიდის
საქმეები? რა ისმის ჯენისის შესახებ?
- არაფერი, მადლობა ღმერთს. დედა როგორ არის?
მოხუცი ახლოს უჩოჩდება, თითქოს უხამსი სიტყვის თქმას
აპირებს.
- სიმართლე გითხრა, უკეთაა. იმაზე უკეთ, ვიდრე ერთი
თვის წინ ვინმე წარმოიდგენდა.
ამჯერად ცქაფა ჭერზე რაღაცას ხედავს - ეს თეთრი ფიგუ-
რებია თეთრ ფონზე. მაგრამ თეთრს სხვადასხვა ელფერი დაჰ-
კრავს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითოეული მათ-
განი ერთი ხვრელიდან გამოდის და მეორეში გადადის.
- იცით თუ არა, რომ სამყაროს შექმნის შესახებ ორი
თეორია არსებობს? - ამბობს ცქაფა. - „დიდი აფეთქების“
თეორიის თანახმად, ყველაფერი უეცრად მოხდა, როგორც ეს
ბიბლიაშია გადმოცემული, და ჩვენ დღემდე იმ აზრზე ვდგა-
ვართ, რომ სამყარო არაფრისგან უცებ გაჩნდა. ჭეშმარიტების
წიგნშიც ხომ ასე წერია? საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი
ამას ადასტურებს. მეორე თეორიის თანახმად კი, რომელსაც
მეც უფრო მეტად ვემხრობი, ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ეს
ასე მოხდა. მის თანახმად, ყველაფერი სტაბილურ მდგომა-
რეობაში იმყოფება, და თუმცა მართალია, რომ ყოველივე თან-
დათან ფართოვდება, სამყარო არ თხელდება და არარად არ
იქცევა იმიტომ, რომ უცნაური ხვრელების მეშვეობით მასში ყო-
ველთვის შემოდის რაღაც ახალი. ეს სარწმუნოდ მიმაჩნია.
- რა კავშირი აქვს ამას ვიეტნამთან? - ეკითხება ბაჭია.
- ეს ლოკალური ხვრელია. სწორედ იქ ხდება სამყაროს
გადაფარვა. ჩვენ საკუთარ კუდს ვშთანთქავთ. ეს ფსკერია,

381
მკითხველთა ლიგა

ფსკერი ხომ ყოველთვის არსებობს. ეს ჭაა, რომელშიც იხედები


და საკუთარი ანარეკლის გეშინია. ეს დასასრულია. ეს დასაწყი-
სია. ეს საუცხოოა - ამ სიბინძურეში ადამიანები შესანიშნავი საქ-
ციელის მაგალითებს იძლევიან. ეს ის ადგილია, საიდანაც
ღმერთი შემოდის. ჩაკ, პატარა ჩაკ, ლედი ჩაკ, იგი შემოდის.
შემოუშვით. გაანადგურეთ სამიზნე. დამიზნებით ისროლეთ, ვი-
ნაიდან ქაოსი - ეს მისი წმინდა სახებაა. და მზეც გაბრწყინდება.
მთვარე გაწითლდება. მთვარე ახალშობილის ხასხასა წითელი
თავია, რომელიც დედის საშოდან გამოდის.
ნელსონი ყვირის და ყურებზე ხელებს იფარებს.
- გაჩუმდი, ცქაფა, აღარ შემიძლია ამ სისაძაგლის მოსმე-
ნა! სულაც არ მინდა, რომ ღმერთი მოვიდეს. დაე, დარჩეს იქ,
სადაც არის. მინდა მისნაირი ვიყო (მამას გულისხმობს, ჰარის,
ოთახში ყველაზე ზორბა მამაკაცს), - ჩვეულებრივი ადამიანი.
რა საზიზღრობას ჰყვები. რას ხედავ ამაში შესანიშნავს. პირი-
ქით, საშინელებაა.
ცქაფას მზერა ჭერიდან ბიჭზე გადააქვს.
- მართალია, - ამბობს იგი. - შენ ცხოვრება გინდა. ჯერაც
მათი გავლენის ქვეშ ხარ. ჯერაც მონა ხარ. ნუ ებღაუჭები ამას.
ნუ ებღაუჭები, ჩემო ბიჭუნი. ნუ იქნები მონა. შეხედე. შენი მამიკო
ჩაკიც კი ცდილობს რამე ისწავლოს. სწავლობს, თუ როგორ უნ-
და მოკვდეს. მართალია, ამას დიდ დროს ანდომებს, მაგრამ
ნელ-ნელა მაინც მივა ჭეშმარიტებამდე, არა? - ცქაფას აღტკი-
ნება ეუფლება. ემორჩილება მას და სავარძლიდან დგება, მი-
დის ბიჭთან, რომელიც დივანზე ჯილის გვერდით ზის და მის
წინ მუხლებზე დგება. მუხლებზე დგება და ეუბნება: - ნუ გაურბი-
ხარ ღმერთს, ნელი. ერთმა შენნაირმა ბიჭმა კაშხალში არსე-
ბულ ხვრელში თითი შეჰყო და ამოქოლა - გამოიღე თითი. დაე,
მოვიდეს. დამადე თავზე ხელი და დამპირდი, რომ ღმერთს არ

382
მკითხველთა ლიგა

დაემალები. ნება მიეცი, მოვიდეს. გააკეთე ეს ცქაფასთვის - იგი


ხომ ამდენ ხანს ითმენდა ტკივილს.
ნელსონი ხელს ცქაფას ბურთის მსგავს ვარცხნილობას
ადებს და როცა ხედავს, როგორ ეფლობა მასში, თვალები ლა-
მის ბუდიდან გადმოუცვივდეს.
- არ მინდა, რომ ტკივილი მოგაყენო, ცქაფა, - ამბობს იგი.
- კარგი იქნება, თუ ყველა ეცდება, სხვას ტკივილი არ მიაყენოს.
- ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო ბიჭუნი.
აღტკინებულ ცქაფას ეჩვენება, რომ მის თავზე დადებული
ხელიდან, ღრუბლებიდან გამონათებული მზის სხივივით,
ლოცვა-კურთხევა მასზე გადმოდის. არ შეიძლება ბიჭუნას მოტ-
ყუება. ცქაფა ნელ-ნელა მიიწევს სიგიჟისკენ და საკუთარი თავის
რწმენა ემატება.
- ჯანდაბა! - ფეთქდება ბაჭია. - ეს ბინძური პატარა ომია,
რომელიც, გინდა თუ არა, ბოლომდეა მისაყვანი. მაგრამ ის,
რომ იქ იყავი, სულაც არ გაძლევს უფლებას, შენი რელიგიური
ბოდვა მოგვასმენინო.
ცქაფა ფეხზე დგება, ცდილობს გაუგოს ამ ადამიანს.
- შენი უბედურება ის არის, - თავს უყრის სათქმელს, - რომ
თავი საღი აზრით გაქვს გამოტენილი. საღი აზრი კი სისულე-
ლეა, ადამიანის ნაშიერო. ასე ცხოვრება, ცხადია, შეიძლება,
მაგრამ ვერაფერს გაიგებ. შენ არაფერი არ იცი, ჩაკ. ისიც კი არ
იცი, რომ სხვა დრო არ არსებობს. და რაც შენს თავს ხდება,
მხოლოდ ის ხდება. ყველაფერი - ეს შენ ხარ. ყველაფერი. ეს.
შენ. ხარ. მე იქიდან მოვედი, - თითს ჭერისკენ იშვერს, რომე-
ლიც ყავისფერ ცარცს ჰგავს, - რათა ეს შეგახსენო, რადგან ამ
ორი ათასი წლის განმავლობაში თქვენ ყველაფერი დაგავიწ-
ყდათ. ასეა?

383
მკითხველთა ლიგა

- მოდი, საღად განვსაჯოთ, - ეუბნება ბაჭია. - ვიეტნამში


ომი - არასწორია, ასეა?
- არასწორია? როგორ შეიძლება, ის არასწორი იყოს,
ადამიანის ნაშიერო, როცა ასეთია მოვლენების განვითარების
მიმართულება? ეს საცოდავი შერეკილი შტატები უბრალოდ
თავისი თავის ერთგულია. როგორ შეიძლება უარი თქვა იმაზე,
რაც ხარ, თუკი ამას სხვები არ გაიძულებენ? მაგრამ თვალმი-
საწვდომ სივრცეში ამ მასშტაბისა სხვა ჯერ არავინ მოჩანს. გა-
იღვიძებს დილით ძია სემი, დაიხედავს მუცელზე და აღმოაჩენს,
რომ ტარაკნად ქცეულა. რა ქნას? ტარაკნად უნდა დარჩეს, მე-
ტი არაფერი. ვიდრე ვინმე არ გასრესს. მაგრამ ამისთვის შესა-
ფერისი ფეხსაცმელი ჯერ არ არსებობს. ჰოდა, გააგრძელებს
ტარაკნის საქმეების კეთებას. სულაც არა ვარ რომელიმე სამ-
ხრეთელი ბრიყვი სენატორის ან ჩარლი მაკარტის მსგავსი
თეთრი ლი-ბე-რა-ლე-ბის თაყვანისმცემელი, რომელთა დანახ-
ვაზეც, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ძვირად ღირებული კოლეჯე-
ბის ჰომოსექსუალ სტუდენტებს გული მისდიოდათ. არც ის მი-
მაჩნია, რომ ვიეტნამი შეცდომაა და ყველაფერს უცებ გამოვას-
წორებთ, ოღონდ კი ეს ველურები სამთავრობო სკამებიდან წა-
მოვყაროთ. არა, ეს შეცდომა არ არის, და ყველა პრეზიდენტი
მოსვლისთანავე უმიჯნურდება ამ იდეას. ეს ხომ ლი-ბე-რა-ლიზ-
მი-ა მოქმედებაში, ტკბილი, საამო ხვრელი. ლიბერალები იმ-
დენ ხანს ულოკავდნენ უკანალს დედა-თავისუფლებას, რომ
სულ გადაავიწყდათ, წინიდან როგორ გამოიყურება. რა არის
ლი-ბე-რა-ლიზ-მი? ის, თუ როგორ მოუტანოს სიხარული მთელ
მსოფლიოს, არა? აიღებ ძველ, ნაცად პრინციპს - „ადამიანი
ადამიანისთვის მგელია“, მოაყრი ბლომად შაქარს, ყველგან
რომ სიტკბო დაჰკრავდეს და მზადაა, არა? ვიეტნამი კი ტკბილ-
ზე ტკბილია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნაპირი ყველასთვის ღია და

384
მკითხველთა ლიგა

ხელმისაწვდომი იყოს. აბა, სხვა რისთვის ვართ საჭირო, ადა-


მიანის ნაშიერო, თუ არა იმისთვის, რომ ყველაფერი ყველას-
თვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს? როგორ გაიფურჩქნება კა-
პიტალი, თუ რამდენიმე ასეთ ხვრელს ღიად არ დავტოვებთ?
ვიეტნამის ომი ხომ სიყვარულის აქტია. მასთან შედარებით,
იაპონიაში ატომური ბომბების ჩამოგდება ნამდვილი საზიზ-
ღრობაა. მაშინ ჩვენ უბრალოდ საძაგელი მოძალადეები ვიყა-
ვით, ახლა კი გაცილებით ცივილიზებულად ვიქცევით. - ჭერი
ქანაობას იწყებს. ცქაფა გრძნობს, როგორ გადმოდის მასზე,
როგორც შამანზე, სულებთან ურთიერთობის ნიჭი. - ჩვენ ძალი-
ან მაგრები ვართ. ეს, შესაძლოა, მხოლოდ განსვენებული ჰო
შე მინის მსგავსმა ორიოდ ბებერმა სულელმა არ იცოდეს, მაგ-
რამ ჩვენ სწორედ ის ვართ, რაც სამყაროს უნდა. განცხრომა,
ჰეროინი, შავი პენისები, ფართოუკანალიანი მანქანები და სა-
რეკლამო ფარები - ყველაფერი ჩვენ ვართ. და თუ იესო მიწაზე
დაეშვება, მხოლოდ აქ, ჩვენთან. ყველა დანარჩენი ქვეყანა გა-
ნავალია და მეტი არაფერი. ჩვენ კი შიმპანზეს განავალი
გვაქვს, არა? დაე, დამკვიდრდეს სასუფეველი ცისა და მსოფ-
ლიოს შიმპანზეთა ცხელ, ნაღდ ამერიკულ, მომწვანო--
მოცისფრო განავალში ჩავუშვებთ. მართალია?
- მართალია, - ამბობს ბაჭია.
ამგვარი წაქეზების შემდეგ ცქაფას ეჩვენება, რომ ჭეშმარი-
ტებას მიაგნო.
- ვიეტნამში, - ამბობს იგი, - ვიეტნამში ჩვენი ღვთაებრივი
არსი ძირმაგარების სახით ვლინდება. ვისაც ვიეტნამი არ უყ-
ვარს, მას არც ამერიკა უყვარს.
- მართალია, - კვერს უკრავს ბაჭია, - მართალია.
ორი დანარჩენი - ხშირ თმაში მოქცეული ფერმკრთალი,
ჭორფლიანი სახეები - აშკარად შეშინებულია ამ მიღწეული

385
მკითხველთა ლიგა

თანხმობით. - გეყოფათ, - სთხოვს ჯილი. - ის, რასაც ამბობთ,


ტკივილის მომგვრელია.
ცქაფასთვის ყველაფერი გასაგებია. გოგონას ტყავი გააძ-
ვრეს და ახლა ეს საბრალო, დაუცველი არსება ვარსკვლავე-
ბისთვის სრულიად ღია და გახსნილია. დღისით მან ცოტა მეს-
კალინი მიაღებინა. თავდაპირველად მესკალინი, ამას ჰეროინი
მოჰყვება, მერე კი ნემსზეც დაჯდება და მისი საკუთრება გახდე-
ბა.
- მოდით, ტელევიზორს ვუყუროთ, - იხვეწება ნელსონი.
- როგორ გაძელი იქ ერთი წელი ისე, რომ არაფერი
მოიწიე? - ეკითხება ცქაფას ბაჭია.
თეთრი სახეები. მის უზადო სიბრაზეში გაჩენილი ხვრელე-
ბი. ამ სახეების თეთრი ხვრელებიდან ღმერთი გამოდის და
ამის შეჩერება მას არ ძალუძს. უმწეობის განცდა მის თვალებამ-
დე აღწევს. ამ გათახსირებულებმა განგებ შთააგონეს მას ბავ-
შვობაში, რომ ღმერთი თეთრია.
- როგორ არ მოვიწიე, - ამბობს ცქაფა.
ცქაფას ზეშთაგონება
(დაწერილია ერთ-ერთ საღამოს, მწვანე ფლომასტერით,
ნელსონის ბლოკნოტის ფურცელზე ჯილის, კერძო სკოლის აღ-
საზრდელის მიერ. ხელწერა მტკიცეა, მომრგვალებული)
„ძალაუფლება - სისულელეა.
სიყვარული - სისულელეა.
საღი აზრი - სისულელეა.
ქაოსი - ღმერთის ჭეშმარიტი სახეა.
მხოლოდ ერთი და იგივე, მარადიულია საინტერესო.
ხსნა მხოლოდ ჩემი გავლით მიიღწევა“.
იმავე საღამოს, ნელსონის მიერ მიცემული ნაირფერი
ცარცით, მან ჩანახატებიც გააკეთა მოყვარულის სწორხაზოვანი

386
მკითხველთა ლიგა

სტილით, იმ დონეზე, რომელსაც გამოსაშვებ კლასში მიაღწია,


თუმცა პორტრეტული მსგავსება ეჭვს არ იწვევდა. ცქაფა, ცხა-
დია, „ყვავის“ ნიშნით იყო გამოსახული. ნელსონს, ქოჩრითა და
უტრირებული კულულებით, ბალახის ღეროსავით წვრილყე-
ლიანი „ჯვარი“ ერგო. თვითონ - ვარდისფერი ელფერის მქონე
ქერა თმითა და გულის ფორმის სახით - „გული“. ბაჭიას კი -
„აგური“. რომბის ცენტრში პატარა ვარდისფერი ცხვირია. შეშ-
ფოთებით აწეული წარბების ქვემოთ ნამძინარევი ცისფერი
თვალები ხატია - ძლივს შესამჩნევი პირი ოდნავაა გაღებული,
თითქოს რაღაცის დაჭერას ცდილობსო. ყოველივე ამის გარ-
შემო მწვანე ფანქრით დახატული ხვეულებია, საჩვენებელი ისა-
რი და წარწერა წრეში: „ჩანახატი“.
ერთხელ, საღამო ხანს, როდესაც ფეხბურთის თამაშით
მოყირჭებული ნელსონი სახლშია და ჰარიც მოსულია სამსახუ-
რიდან, ოთხივენი გაჭირვებით ეტენებიან ჯილის „პორშეში“ და
ქალაქგარეთ მიდიან. ბაჭია იძულებულია, წინ დაჯდეს, ნელ-
სონსა და ცქაფას სხვა არაფერი დარჩენიათ და უკან იკავებენ
ადგილს, სადაც, ჩვეულებისამებრ, ბარგი აწყვია ხოლმე.
თვალმოჭუტული ცქაფა სწრაფად გარბის სახლიდან ტრო-
ტუარის კიდემდე, მანქანაში ჯდება და ამბობს:
- ღმერთო, რამდენი ხანია გარეთ არ გამოვსულვარ, სუნ-
თქვისგან ფილტვებიც კი მტკივა.
ჯილი თამამად, სწრაფად, ახალგაზრდული გულდაჯერე-
ბით ატარებს მანქანას. ბაჭია შიგადაშიგ ფეხს ძირს აჭერს, მაგ-
რამ იქ მუხრუჭი არ ხვდება. პროფილში ჩანს, რომ ჯილი იღი-
მება. ბალეტის ფეხსაცმლით შემოსილი პატარა ფეხი მოსახვე-
ვებში ბენზინის მიწოდებას ანახევრებს, სიჩქარეს კი ზუსტად იმ-
დენით ზრდის, რამდენიც დიდი სატვირთო მანქანის - ამ მრის-
ხანე, ბორბლებზე მდგარი კვამლისმფრქვეველი სახლის გვერ-

387
მკითხველთა ლიგა

დის ასავლელად არის საკმარისი, თანაც ისე, რომ წინიდან


მომქროლავმა მეორე სატვირთო მანქანამ ისინი საიქიოში არ
გაისტუმროს ტრასის ამ სწორი მონაკვეთიდან, რომელიც წი-
თელმიწიან ველსა და სიმინდის ჯაგარაშლილივით ნაწვერალ
ყანებს შორის მდებარეობს, ულამაზესი ლანდშაფტია. შემოდ-
გომამ უკვე გააქრო ხშირი პენსილვანიური სიმწვანე, ცას ზაფ-
ხულის რძიანი საბურველი ჩამოხსნა, ბორცვები ქარვისფერი
და ხასხასა ნარინჯისფერი საღებავებით მოხატა, რომლებიც
ერთ თვეში აკაციის ქერქის ფერს მიიღებს და ნადირობის სე-
ზონში ფეხქვეშ ტკაცატკუცს ატეხს. ცაზე კოცონებისგან გაჩენი-
ლი კვამლი მდინარის თავზე დამდგარ ნისლს წააგავს და ნელა
მიცურავს. ჯილი მანქანას თეთრ ღობესთან მდგარ ვაშლის ხეს-
თან აჩერებს. ყველანი გადმოდიან. ცხვირში ჩამოცვენილი, გა-
დამწიფებული ვაშლის სუნი სცემთ. არხის გასწვრივ, რომლის
ძირშიც ნაკადული მოედინება, ხასხასა მწვანე ფერის მაღალი,
ჯერ კიდევ ნედლი ბალახი ბიბინებს. აქა-იქ ჩამოვარდნილი
ვაშლი ლპება. ღობის მიღმა მდებარე მდელო კი საქონელს
შეუკრეჭია. მხოლოდ ალაგ-ალაგ აწოწილან ძროხის ნაკელით
განოყიერებული, ადამიანის სიმაღლის ბირკავები. ნელსონი
მიწიდან ვაშლს იღებს და დაუჭიანებელი მხრიდან კბეჩს.
- ნუ იდებ, ბავშვო, პირში ამ სისაძაგლეს! - აფრთხილებს
ცქაფა. ნუთუ მას არასოდეს უნახავს, როგორ მიირთმევენ ადა-
მიანები პირდაპირ ხიდან მოწყვეტილ ხილს?
ჯილი კაბას ოდნავ ზემოთ იწევს, არხს გადაევლება და
ღობის შეთეთრებულ, თბილ ფიცრებს ეკვრის - ღრიჭოდან,
შორს, ხეების მუქ ჩრდილში, ქვიშაქვის ფერმას ხედავს, რომე-
ლიც ჩაიში ჩაგდებული შაქრის ნატეხივით ანათებს. შორიახ-
ლოს ძველი, ფერმერული ფურგონის დიდი, გამომშრალი
ბორბალიც მოჩანს, რომელიც აღარასოდეს იბრუნებს, ახლა კი

388
მკითხველთა ლიგა

ჟანგმოდებულ სვეტზე, ალბათ, წყალსაქაჩ ტუმბოზეა მიყუდებუ-


ლი. ჯილი იხსენებს ჟანგიან გემსაბმელებს, როდ-აილენდის
დოკებსა და საუნდის ყურის პირსებში შემომავალი გემების ბა-
გირებს რომ ელოდებიან, ზღვის წყლისგან დაჟანგულ, მარი-
ლისგან გათეთრებულ, ნიჟარამოკიდებულ, უპატრონო, მარტივ
ნაგებობებს, თოლიისფერ ხეზე დაკიდებულ ზაფხულის მზეს,
დოკებს, ფარდულებს, წყლისგან მოქანავე ლითონის ჭრიალს,
ყველაფერს, რაც ასე შორსაა ამ გადამწვანებული ადგილები-
დან და ამბობს:
- წავედით.
ისინი პატარა მანქანაში სხდებიან და კვლავაც სატვირთო
ავტომანქანების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ნეონისნიშ-
ნიანი „გერმანული“ რესტორნების შესახვედრად მიქრიან. ქარი
და მანქანის სისწრაფე ყველა სხვა სუნსა და ხმას სპობს, ფიქ-
რსაც კი არ აჭაჭანებს სხვა სამყაროს არსებობის შესაძლებლო-
ბის შესახებ. თუკი ბრუერის სამხრეთით მდებარე სივრცე აჭრე-
ლებულია ქვიშაქვით ნაშენები სახლებითა და ამიშის ფერმე-
ბით, რომელთაც ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილის მსგავსი,
კოხტად გაკრეჭილი მინდვრები ამშვენებს, ქალაქის ჩრდი-
ლოეთით მახინჯი ბორცვები და ბნელი ხეობები ჭარბობს, სა-
დაც ოდესღაც რკინის მადნის გადამმუშავებელი პრიმიტიული
მრეწველობა ყვაოდა, ხალხი კი აგურის ვიწრო, მაღალ სახ-
ლებს აშენებდა წაწვეტებული სახურავებითა და მანსარდებით,
რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს წამახე-
ბული კედლების მიღმა აფხორილი ფასკუნჯები მოკალათებუ-
ლიყვნენ. ბრუერში გაბატონებული თიხის ქოთნების წითელი
ფერი აქ, ჩრდილოეთიდან ათიოდე მილში, უფრო მკვეთრი,
გამხმარი სისხლივით მუქი წითელი ხდება. თუმცა ეს ადგილი
ნახშირის აუზის რაიონს არ ეკუთვნის, ხეებს ნახშირის მტვრის-

389
მკითხველთა ლიგა

გან ფერი უცვლიათ. ბაჭია იხსენებს „ვეტში“ დაბეჭდილი სტა-


ტიების სერიას, შემზარავ მკვლელობებს, ნაკუწ-ნაკუწ აქნილ,
სკალპამძვრალ, გაგუდულ ადამიანებს, აქ, ამ სოფლის ხეობებ-
ში, მათი ვიწრო, სოფლური მთავარი ქუჩებით, გამხმარი სის-
ხლისფერი ეკლესიებით, ბანკებით, „უცნაურთა“ ლოჟის წარმო-
მადგენელთა შეხვედრებისთვის განკუთვნილი სახლებით, ქუჩე-
ბით, რომლებიც მიტოვებულ სარკინიგზო გზებთან მოღრეცი-
ლი კისერივით მკვეთრი მოსახვევებით მთავრდება და უმზეო
ხეობაში გადის. იქ კი ძველებური ვერცხლისფერი მდინარე
მიედინება, რომელსაც ალაგ-ალაგ ქამრებად შემოჭერია სვე-
ლი ხიდები, მათზე გადასვლისას გრუხუნით რომ მოგდევენ.
ბაჭია და ნელსონი, ცქაფა და ჯილი, პატარა მანქანაში ჩა-
ჭეჭყილები, დროდადრო ერთმანეთს რომ ეჯახებიან, მგზავრო-
ბის განმავლობაში ბევრს იცინიან, თუმცა უაზროდ. ეცინებათ
სოფლის დოყლაპიაზე, გაოცებული სახით რომ შესცქერის მათ,
როცა გვერდით ჩაუქროლებენ, ბაკებში მინისტრებივით მედი-
დურად გაბღენძილ ღორებზე, საფოსტო ყუთებზე დაწერილ
გვარებზე (ჰინერშიცი, ფოხტი, შტუპნაიგელი), ტრაქტორისტებ-
ზე, რომლებიც ისეთი მსუქნები არიან, ტრაქტორის გარდა ვე-
რაფერში ჩასხდებიან. იცინიან, როცა მათი მანქანა მოულოდ-
ნელად შეჯანჯღარდება, ხვნეშით გაივლის მცირე მანძილს,
სვლას შეანელებს და გაჩერდება, თითქოს დაამუხრუჭესო, თუმ-
ცა ბენზინის მაჩვენებლის მიხედვით, ბაკი ნახევრად სავსე უნდა
ჰქონდეს. ჯილი მხოლოდ იმასღა ახერხებს, რომ გზის პირას,
ტრანსპორტისგან მოშორებით გადაჰყავს. ბაჭია ძრავის სანახა-
ვად გადმოდის, მაგრამ ეს ლინოტიპი არ არის, რომ შიგნით
იფათურო და ყველაფერი დაინახო. აქ ყველა ნაწილი გადახ-
ლართულია, სქლადაა შეზეთილი, მირჩილულია. სტარტერი
ირთვება, მაგრამ ძრავა ჯიუტობს, ეტყობა რაღაც გაიჭედა. ბა-

390
მკითხველთა ლიგა

ჭია კაპოტს ხდის. უკანა დასაჯდომზე მოკუნტული ცქაფა კი უყ-


ვირის:
- დაფიქრდი, რას აკეთებ, ჩაკ! ასე ხომ მურდალი ძაღლე-
ბის ყურადღებას მიიქცევ!
- ჯობს, გადმოხვიდე, - ეუბნება ბაჭია, - თორემ, ერთი თუ
გწეპეს უკნიდან, ვეღარაფერი გიშველის. ეს შენც გეხება, ნელ-
სონ. გადმოდით.
ისინი ყველაზე სახიფათო, სამზოლიან გზატკეცილზე არი-
ან. მიქრიან მანქანები და ბრუერში მომუშავენი თავ-თავიანთ
სახლებში მიჰყავთ, უკან კი მტვერს, გამონაბოლქვ გაზებსა და
ხმაურს ტოვებენ. მაგრამ კეთილი სამარიტელები არ ჩანან. არც
ერთი მათგანი არ აჩერებს. დაყუდებულა „პორშე“ შემაღლებუ-
ლი გზის კიდეზე, რომელიც წვრილადაა მოხრეშილი. შტატი
ამას ფერდობების ჩამოშლის შეჩერების მიზნით აკეთებს. მათ
ქვემოთ სიმინდის ყანაა. მოსავალი უკვე აუღიათ. ბაჭია და ნელ-
სონი მანქანას მიყრდნობიან და გასცქერიან, როგორ ეფინება
მინდორს მზე, რომელსაც კიდევ ერთი საათი უწევს ცის კაბა-
დონზე მორიგეობა, და მას ველვეტის წვრილი ზოლების მსგავ-
სი სიმინდის ნაწვერალების ჩრდილით ავსებს. ჯილი მინდორში
დახეტიალებს და თაიგულს აკეთებს პატარა ყვავილებისგან,
რომლებიც შემოდგომაზე ისეთ წვრილ ღეროებზე ხარობენ,
რომ შორიდან მინდორი ერთი-ორი დუიმის სიმაღლეზე ვუალ-
გადაფარებულს ჰგავს. ჯილი თაიგულს ცქაფას უწვდის, მანქა-
ნიდან მისი გადმოტყუება უნდა. ის კი ადგილიდან ცდილობს გა-
მორთმევას, მაგრამ თაიგული იშლება და ყვავილები მტვერში
ცვივა. „პორშედან“ ცქაფას ოდნავ ყრუ ხმა ისმის:
- ოხ, შე თეთრო პირუტყვო! ყველაფერი სპეციალურად
მოაწყვე, რომ ამიყვანონ, მანქანას კი არაფერი სჭირს. ხომ ასე-
ა?

391
მკითხველთა ლიგა

- ჩაქრა, - ამბობს ჯილი. ერთ-ერთი ყვავილი ბალეტის


ფეხსაცმლის წვერზე გდია. ჯილის სახე არაფერს გამოხატავს.
ცქაფა ლითონის საფარში ზის და ღმუილსა და ღრენას
განაგრძობს:
- ვიცოდი, რომ სახლიდან ჩემი გამოსვლა არ შეიძლებო-
და. მე ხომ ყველაფერი მესმის, ჯილ, ჩემო კარგო. ბალახის
გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. ასეა? ნებისყოფაც სადღაც
ქრება, არა? რა საჭიროა ნებისყოფის დაძაბვა, გულუბრყვილო
ცქაფას კანონის ხელში გადაცემა ხომ გაცილებით იოლია,
არა?
- რაო, რას ამბობს? - ეკითხება ბაჭია ჯილს.
- ამბობს, რომ ეშინია.
ცქაფა კი ყვირის:
- მომაცილე გზიდან ეს თეთრი დებილები - უნდა ავითესო.
სანამდე შეიძლება ღობის იქით გაქცევა?
- ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, - ამბობს ბაჭია. - სწორედ
ასე გაამჟღავნებ თავს. მანდ იჯექი, თუ არ გინდა, რომ ლომის
ხახისკენ გაქცეულ ნიგერს დაემსგავსო.
- ნიგერს ნუ მეძახი, შე თეთრო სირო! აი, რას გეტყვით:
ჩამაბარებთ და ყველას მოგწვდებით, თუნდაც ამისთვის ფილა-
დელფიაში დამჭირდეს ვინმე. მე ხომ მარტო არა ვარ, ჩვენ
ყველგან ვართ, გასაგებია? წავიდეთ აქედან.
ამას რომ ამბობს, ცქაფა მანქანაში ტყავის საზურგესა და
უკანა ფანჯარას შორისაა მოკუნტული. შიშით შეპყრობილი სა-
ზიზღარი სანახავია, რაც, შეიძლება, გადამდები აღმოჩნდეს. ბა-
ჭიას ერთი სული აქვს, ცქაფა ლითონის ნაჭუჭიდან მზეზე გად-
მოათრიოს, მაგრამ ხელის მოკიდების ეშინია - ვაითუ, დანეს-
ტროს. „პორშეს“ კარს იჯახუნებს და ნერვების მომშლელ ხმას
ახშობს, მერე კი ხმაურით უშვებს ძირს მანქანის კაპოტს.

392
მკითხველთა ლიგა

- თქვენ ორნი აქ დარჩით, ის დაამშვიდეთ და მანქანიდან


არ გადმოუშვათ. მე კი ბენზინგასამართ სადგურთან წავალ.
სადმე ხომ უნდა იყოს ამ გზაზე.
ცოტა ხანს გარბის - ცქაფას გესლიანი შიში შარდის ბუშტს
უწვავს. ერთად გატარებული ამდენი საღამოს შემდეგ ზანგმა
პირველ რიგში ღალატზე გაიფიქრა. იქნებ ეს ბუნებრივიცაა. სა-
მასი წელი მაინც თავისას შვრება. და ბაჭია გარბის, გარბის,
ერთ ადგილას რომ დააბას ეს შავკანიანი. ასევე გარბოდა ბა-
ჭია, როცა სკოლაში აგვიანდებოდა. ცქაფას დახსნა მოვა-
ლეობად ექცა. აგვიანებს, აგვიანებს. და უეცრად ჩამავალი მზის
სხივებით განათებული მინდვრების თავზე ნაცნობი აბრა ჩნდება
მფრინავი წითელი რაშის გამოსახულებით. ძველმოდური გა-
რაჟია - ბენზინის სუნით გაჟღენთილი, წარმოუდგენლად დიდი
სივრცე, კედლებზე - ქანჩის გასაღებები, სპეციალური ჩაქუჩები,
მანქანის სათადარიგო ნაწილები. ჰიდრავლიკური ამწეს გვერ-
დით კოკა-კოლის ავტომატი დგას. მექანიკოსს, გამხდარ ახალ-
გაზრდა კაცს სოფლური კილოთი და შავი ხელისგულებით, ის
დანჯღრეული საბუქსირო საწევრით უკან მიჰყავს. გვერდითი
მინა ჩამტვრეულია და კაბინაში სტვენით იჭრება გამგელებული
ჰაერის მძლავრი ნაკადი.
- გაიჭედა, - გამოაქვს განაჩენი მექანიკოსს და ჯილს ეკით-
ხება: - ზეთი როდის გამოცვალეთ უკანასკნელად?
- ზეთი? განა მას ბენზინთან ერთად არ ამატებენ?
- რა თქმა უნდა, არა, თუ არ სთხოვთ.
- რა სულელი ხარ, - ეუბნება ბაჭია ჯილს.
იგი გამომწვევად კუმავს ტუჩებს.
- ცქაფასაც დაჰყავდა მანქანა.

393
მკითხველთა ლიგა

სანამ მექანიკოსი კაპოტქვეშ ხლაფორთობს, ცქაფა მანქა-


ნიდან გადმოდის და წელში იმართება. სათვალის ნარინჯისფე-
რი დისკოები ჩამავალი მზის სხივებისგან უელავს.
- ბევრი იარე ამ ურმით?
- ოჰ, - ამბობს შავი კაცი და ცდილობს თავაზიანად ილა-
პარაკოს მექანიკოსის თანდასწრებით, - აქეთ-იქით დამყავდა.
ოღონდ ყოველთვის ფრთხილად. არ ვიცოდი, - გესლიანად
ამატებს იგი, - ეს ავტომობილი შენი საკუთრება თუ იყო.
- უბრალოდ, საწყენია, როცა კარგ მანქანას აფუჭებენ, -
მოუხეშავად ცდილობს ბაჭია ახსნას, - სულ არ უფრთხილდები-
ან.
- ერთ საათში შეაკეთებთ? - ეკითხება მექანიკოსს ჯილი. -
ჩემმა პატარა ძმამ გაკვეთილების მომზადება უნდა მოასწროს.
მექანიკოსი კი მხოლოდ ბაჭიას მიმართავს:
- ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. დგუშები ცილინდრებზეა
მიდუღებული. უახლოესი ადგილი, სადაც ასეთ მანქანას შეაკე-
თებენ, ალბათ, პოტსთაუნია.
- თუ შეიძლება, რომ თქვენთან დავტოვოთ, სანამ ვინმეს
გამოვგზავნით მის წასაყვანად?
- შეიძლება. დღეში ერთ დოლარს გადაიხდით.
- რა თქმა უნდა. შესანიშნავია.
- და ოცს - ბუქსირით გადასაყვანად.
ბაჭია ოც დოლარს იხდის. მექანიკოსს „პორშე“ გარაჟში
გადაჰყავს. მთელი კომპანია მასთან ერთად მიემგზავრება: ჯი-
ლი და ჰარი მის მანქანაში სხდებიან („ფრთხილად, - ეუბნება
მექანიკოსი ჯილს, როდესაც იგი მის გვერდით თავსდება, - სუ-
ლაც არ მინდა, ასეთი მშვენიერი თეთრი კაბა დაგესვაროთ“),
ცქაფა და ნელსონი - „პორშეში“, რომელიც ბუქსირით უკუღმა
მიჰყავთ. გარაჟიდან მექანიკოსი ტელეფონით ტაქსის იძახებს,

394
მკითხველთა ლიგა

მგზავრები დასავლეთ ბრუერამდე რომ მიიყვანოს. ცქაფა ჭუჭ-


ყიანი კარის მიღმა უჩინარდება და უნიტაზში წყალს რამდენ-
ჯერმე უშვებს. ნელსონი აკვირდება, როგორ ხსნის მექანიკოსი
„პორშეს“ თავისი მანქანისგან და მის საუბარსაც ისმენს ძრავე-
ბის შესახებ. ჯილი და ჰარი ახლომახლო სეირნობენ. კუტკა-
ლიები სიმინდის ყანებში დაუღალავად ჭრიჭინებენ. მფრინავი
რაშისგამოსახულებიანი აბრის თავზე ნამგალა მთვარე დაცუ-
რავს და თვალს აპაჭუნებს. გარე განათება გამორთულია. ბაჭია
ჯილის ფეხსაცმელზე რაღაც თეთრს ამჩნევს. თაიგულიდან
გადმოვარდნილი ყვავილი ისევ ზედ აქვს მიკრული. იღებს მას
და ჯილს უწვდის. ქალი მადლობის ნიშნად ბაჭიას კოცნით
აჯილდოებს, ყვავილს კი გაზეთილი ძონძებითა და დაჭყლეტი-
ლი ქილებით სავსე ნაგვის ყუთში მოისვრის უსიტყვოდ. „კაბა
არ დაისვაროთ“. ისმის, როგორ ხმაურობს ხრეში მანქანის
ბორბლებქვეშ და ბაჭიასა და ჯილის მხედველობის არეში ორ-
მოცდაათიანი წლების ადამისდროინდელი „ბიუიკი“ ჩნდება უკა-
ნა „ფარფლებით“, რომელიცB-19
ბომბდამშენის მოდელიდანაა გადმოღებული. საჭესთან
მსუქანი კაცი ზის და საღეჭ რეზინს ღეჭავს. როდესაც უკან,
ბრუერისკენ მიდიან, შემხვედრი მანქანების ანთებული ფარების
ფონზე, მძღოლის თავი პირამიდასავით უძრავადაა აღმართუ-
ლი, თუ საღეჭი რეზინის ღეჭვით გამოწვეულ მსუბუქ რხევებს არ
ჩავთვლით. ცქაფა მის გვერდით ზის.
- დღეს კარგი დღე იყო, - მიმართავს ბაჭია მძღოლს.
ჯილი ხითხითებს. ნელსონს თავი მის მუხლებზე უდევს და
სძინავს. ქალი მის თმას ეთამაშება და თითებზე მსუბუქად იხ-
ვევს.
- წელიწადის ამ დროისთვის არც ისე ცუდია, - გაისმის ნაგ-
ვიანევი პასუხი.

395
მკითხველთა ლიგა

- ლამაზი ადგილებია. ქალაქის ჩრდილოეთით იშვიათად


დავდივართ. დღეს გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთვალიერებინა.
- მე თუ მკითხავთ, დასათვალიერებელი აქ არაფერია.
- ჯიბრზე ძრავა ჩაგვიქრა. მანქანას, ალბათ, დარხეული
აქვს.
- ალბათ.
- ჩემს ქალიშვილს ზეთის ჩასხმა დაავიწყდა. ასეთები არი-
ან ახლანდელი ახალგაზრდები: ერთ მანქანას დაამტვრევენ,
მეორეს იყიდიან. ნივთებს სულ არ უფრთხილდებიან.
- ჰო, ალბათ, ზოგიერთები.
ცქაფა უტრირებული ზანგური აქცენტით მძღოლს მიმარ-
თავს:
- შენ, ალბათ, ხშირად ხვდები ჩვენნაირ მდგომარეობაში
მოხვედრილ ადამიანებს.
- არც უმაგისობაა, - გამოსცრა მძღოლმა და ვისტა--
კრესენტამდე ხმას აღარ იღებს. იქ კი პირს აღებს და ბაჭიას
ეუბნება: - თვრამეტი.
- დოლარი? ათი მილის გავლაში?
- თორმეტის. უკანაც ამდენივეს გავლა მომიწევს.
ბაჭია მანქანას გარს უვლის, მძღოლს ფული რომ მისცეს,
დანარჩენები სახლში შერბიან. მძღოლი კი ფანჯრიდან თავს
ჰყოფს და ეკითხება:
- აზრზე ხარ, რას აკეთებ?
- რას გულისხმობ?
- ისინი ხომ დაუფიქრებლად ჩაგარტყამენ ზურგში დანას.
- ვინ?
მძღოლი მისკენ მოიწევს: ფარნის შუქზე ბაჭია მის ფართო,
მოდუნებულ სახეს ხედავს, ფერმკრთალს, ვეშაპივით უტუჩოს,

396
მკითხველთა ლიგა

დანაოჭებული პირითა და ნაიარევი ცხვირით. იგი ჩუმად პასუ-


ხობს:
- ვინ და ესენი, შავი სიფათებით.
ბაჭიას მძღოლის მაგივრად რცხვენია, შემოტრიალდება
და - ნელსონი მართალია - შეჯგუფულ ბიჭებს ხედავს. ისინი ქუ-
ჩის გადაღმა დგანან - ზოგიერთი ველოსიპედით არის, - და ინ-
ტერესით შესცქერიან, ვინ მოიყვანა უცხო მანქანამ. წყნარ და
მშვიდ პენ-ვილასში ამგვარი სურათი მას ისევე აშფოთებს, რო-
გორც ის, მთვარის ზედაპირზე ამოზრდილი კორძები რომ
დაენახა.
ეს შემთხვევა ცქაფას გამბედაობას მატებს. მისმა კანმა
კვლავ იგრძნო მზის ძალა. შინ დაბრუნებული ბაჭია ხედავს,
რომ ცქაფა და ნელსონი ეზოში კალათბურთს თამაშობენ. ნელ-
სონი ბურთს მამას აწვდის, ის კი ცალი ხელით ზუსტად ათავსებს
კალათში ოცი ფუტის სიშორიდან. მაგარია.
- ეუ! - ისე ხმამაღლა ყვირის ცქაფა, რომ მისი ხმა პენ--
ვილასის ყველა სახლში ისმის, - ასე ტყორცნა სად ისწავლე?
სიცილით გინდა დაგვხოცო, არა?
- მთავარია, რომ ჩავარდა, - ამბობს ნელსონი.
- მერე რა? ასეთ ნატყორცნს ცალხელა ჯუჯაც კი დაუყე-
ნებდა ბლოკს. ასე რომ ჩააგდო, ერთდროულად ორმა კაცმა
უნდა დაგაზღვიოს. ახტომა, სროლა, ახტომა, სროლა - აი, რო-
გორ უნდა ტყორცნა, გასაგებია?
იგი ამის დემონსტრირებას ცდილობს, მაგრამ ბურთი კა-
ლათში არ ვარდება, თუმცა ცუდი ნატყორცნი არაა: ბურთი მაღ-
ლა ადის და ისეთი ტრაექტორიით ეშვება, რომ ვერც ერთი
მცველი ვერაფერს გააწყობს. ბაჭიაც ცდილობს იმავეს გაკეთე-
ბას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ამგვარი ნახტომისთვის გვა-

397
მკითხველთა ლიგა

რიანად დამძიმებულა - უჭირს ჰაერში სხეულის ატანა. ბურთი


ცუდად მიფრინავს.
- სხვა თეთრებივით, სხეული შენც ტყვიასავით გაქვს, მაგ-
რამ ხელები ძალიან მომწონს, - ამბობს ცქაფა.
ანგარიშზე იწყებენ თამაშს. ცქაფა სწრაფია, მოქნილი და
ნელსონთან მოკლე პასების შემდეგ კვლავ და კვლავ ფართან
ჩნდება. ბაჭია ვერაფრით ახერხებს ბურთის ჩაჭრას, მკერდზე
რაღაც აწვება, სუნთქვა უჭირს. მერე კი, უეცრად, მიზიდულობის
კანონების მიუხედავად, ყველაფერი ერთიანი სულისკვეთებით
ივსება - ბურთიც, ბაჭიას კუნთებიც, ჰაერიც, მეტოქეთა სხეულე-
ბიც. ცოტა ხნის შემდეგ, როცა გაოფლილ სხეულზე ოქტომბრის
ცივ ჰაერს იგრძნობს, სახლში შედის. ჯილს ზემოთ სძინავს. ბო-
ლო დროს ქალი სულ უფრო მეტ დროს უთმობს ძილს, რომე-
ლიც მას რეალობიდან გაქცევის საშუალებას აძლევს. ბაჭიას ეს
სწყინს. როდესაც ჯილი ქვემოთ ეშვება უკვე მომაბეზრებელი
თეთრი კაბით და ლოყებზე მიკრულ თმას ისწორებს, კაცი უხე-
შად ეკითხება:
- რამე თუ გაარკვიე მანქანასთან დაკავშირებით?
- რა უნდა გამერკვია, საყვარელო?
- შეგეძლო, დედაშენისთვის დაგერეკა.
- არ შემიძლია. მამინაცვალთან ერთად ისეთ დღეს დამაყ-
რის, რომ... წასაყვანად მომაკითხავდნენ.
- იქნებ ასე აჯობებდა.
- ჩემი მამინაცვალი ნაძირალაა. - ბაჭიას არ უყურებს,
გვერდით ჩაუვლის, სამზარეულოში შედის და მაცივრის კარს
აღებს. - მაღაზიაში არ შეგივლია?
- ეს შენი მოვალეობაა.
- მაშინაც კი, როცა უმანქანოდ ვარ?
- ღმერთო ჩემო, ხუთი წუთის სავალია.

398
მკითხველთა ლიგა

- ცქაფას შეამჩნევდნენ.
- მაგას ისედაც ყველა ხედავს. ახლაც გარეთ დახტის ნელ-
სონთან ერთად. თვითონ მიეცი უფლება, მთელი პენსილვანია
მოევლო. - დაგროვილ სიბრაზეს ანთხევს: „ტყვიასავით
სხეული“. - დალახვროს ეშმაკმა, როგორ შეიძლებოდა ძვირ-
ფასი მანქანის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა და მერე კი ფე-
ხებზე დაკიდება? ამქვეყნად უამრავი ადამიანია, რომელიც ამ
მანქანის ფასად ათი წელი იარსებებდა.
- გეყოფა, ჰარი. ფეხზე ისედაც ძლივს ვდგავარ.
- კარგი, მაპატიე.
ქალს თავისკენ იზიდავს. ჯილი მის მკლავებში ირწევა,
ცხვირით პერანგზე ეხახუნება. მაგრამ როდესაც ასეთ უაზრო
მდგომარეობაშია და გარემოსთან კონტაქტი არა აქვს, ბაჭიას
აღიზიანებს, ცხვირი ექავება და დაცემინება სურს.
- შენ, მგონი, ცოლი გენატრება, - ბურტყუნებს ჯილი.
- ის ბოზი? არასოდეს.
- ისეთივეა, როგორიც სხვები, რომლებიც საზოგადოებამ
ჩაითრია. უნდა რომ იცხოვროს, სანამ ცოცხალია.
- შენ არ გინდა?
- ზოგჯერ. მაგრამ ვიცი, რომ ეს საკმარისი არაა. სწორედ
ამ სურვილის გამო ვუვარდები მათ ხელში. ახლა კი გამიშვი.
ვგრძნობ, რომ არ გსიამოვნებს, როცა მეხვევი. თანაც გამახსენ-
და, რომ მაცივრის სიღრმეში, ნაყინის უკან, ქათმის ღვიძლი
დევს. თუმცა, როდის გალღვება, არ ვიცი.
ახალი ამბები ექვს საათზე. ეკრანზე ფერმკრთალი სახე
ჩანს - წამყვანი ვერ ხვდება, რომ ვისტა-კრესენტის 26-დან უხა-
რისხო გადმოცემის გამო, თავი შებრტყელებია, რეზინივით გა-
წელილი ნიკაპი წინ წამოსწევია. მკაცრი ტონით გადმოსცემს:
„ჩიკაგო. ილინოისში განთავსებული ორი ათას ხუთასი გვარ-

399
მკითხველთა ლიგა

დიელი დღეს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა. ისინი პატრუ-


ლირებას „ბუნტის დღის“ გასვლის შემდეგაც განაგრძობენ, რო-
მელიც ორგანიზაციის - „სტუდენტები დემოკრატიული საზოგა-
დოებისთვის“ - ექსტრემისტულმა ფრთამ გამოაცხადა. ჩამ-
სხვრეული მინები, გადაყირავებული მანქანები, შეტაკებები პო-
ლიციასთან ახალგაზრდა აქტივისტებისა, რომელთა ლოზუნგი-
ა... - მძიმე, მტანჯველი პაუზა. ფერმკრთალი სახე კამერისკენ
მიიწევს და გრდემლივით უბრტყელდება - „დავიწყოთ ომი შინ!“
ქრონიკის კადრები ერთმანეთს მისდევს: თეთრჩაფხუ-
ტიანი პოლიციელები ხელჯოხებს კიდურების მიდამოებში უბათ-
ქუნებენ, გრძელთმიანი ქალიშვილები, რომელთაც სადღაც მი-
ათრევენ, ღმერთმა იცის საიდან გაჩენილი, მუშტებმოღერებუ-
ლი წვეროსანი კაცები, რომლებმაც ლამის ტელევიზორის ეკ-
რანი გამოანგრიონ, შემდეგ კვლავ ხელჯოხების ქნევით გარ-
თული პოლიციელები. ბაჭია ამ ყველაფერს ბალეტს ამსგავ-
სებს და სულაც არ ეშინია. ცქაფას კი მოსწონს.
- მიდი! - ყვირის ის. - ერთიც დაარტყი მაგ პიჟონს! - ამ
დროს რეკლამა იწყება, ცქაფა კი ნელსონისკენ ტრიალდება
და ეუბნება: - მაგარი სილამაზეა, არა?
- როგორ? განა ისინი ომის წინააღმდეგ არ გამოდიან?
- გეგონოს! იმას უფრო დავიჯერებ, რომ ვირი ხეზე ავა. ეს
თეთრი ვიგინდარები იმიტომ აპროტესტებენ, რომ ოცი წელი
მოუწევთ ლოდინი, ვიდრე მამიკოს ტორტიდან თავისი ნაჭერი
შეხვდებათ. ახლავე სურთ მიღება.
- მერედა რას უზამენ იმ ნაჭერს?
- რას უზამენ, ჩემო ბიჭუნი, და შეჭამენ, სხვა რა უნდა უქნან.
რეკლამა, რომლის დროსაც მთელ ეკრანზე ახალგაზრდა
ქალის პირი იყო გამოსახული, დასრულდა.

400
მკითხველთა ლიგა

„ამასობაში გრძელდება სასამართლოს სხდომები „ჩიკა-


გოს რვიანის“ საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლე ჯულიუს.
ჟ. ჰოფმანმა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ბრალდე-
ბულ ები ჰოფმანთან, რამდენჯერმე შენიშვნა მისცა ბრალდე-
ბულ ბობ სილის, რომელიც განსასჯელის სკამიდან ისეთ ეპი-
თეტებს ისროდა, როგორიცაა... - (კვლავ მზერა ზევით, კვლავ
ბრტყელდება თავი, კვლავ ნაწყენი ტონი) - ღორი, ფაშისტი და
რასისტი“. ეკრანზე სილის პორტრეტი გაიელვებს, რომელიც
სასამართლოს დარბაზშია გადაღებული.
- ცქაფა, მოგწონს ის კაცი? - ეკითხება ნელსონი.
- მე არც თუ კეთილად ვარ განწყობილი იმ ნიგერების მი-
მართ, - ამბობს ცქაფა, - რომლებიც ისტებლიშმენტის ნაწილი
გახდნენ.
ბაჭია სიცილს ვერ იკავებს.
- ეს ხომ სასაცილოა. მასში შენზე არანაკლები სიძულვი-
ლია.
ცქაფა ტელევიზორს თიშავს და მქადაგებლის თუ ნამდვი-
ლი ლედის დახვეწილი თავაზიანობით ამბობს:
- სულაც არა ვარ სიძულვილით აღვსილი. ჩემში მხოლოდ
სიყვარულია. სიყვარული დინამიკური ძალაა, სიძულვილი კი
პარალიზებას ახდენს. სიყვარული განცვიფრებს და ყოველივე
ცუდისგან გათავისუფლებს. ასე არ არის? იესომ ტაძრიდან მეზ-
ვერეები განდევნა. ახალი იესო ახალ ფულის დამხურდავებ-
ლებს განდევნის. ძველმა იესომ მახვილი მოიტანა, არა? ახა-
ლი იესოც მახვილს მოიტანს. იგი სიყვარულის ცხოველი ალი
იქნება. ქაოსი - ღმერთის სხეულია. წესრიგი - ეშმაკის ბორკი-
ლები. რაც შეეხება რობერტ სილის, ყოველი შავი, ვის საპატივ-
ცემულოდაც კოქტეილის საღამოებს აწყობენ ფულის შესაგრო-
ვებლად, ჩემი გაგებით, იგივეა, რაც მოსამსახურე ზანგი, ლაქია

401
მკითხველთა ლიგა

და ქლესა. სად აღარ შეძვრა იგი - ხელისუფლებაში, რეკლამა-


ში. თვითონ გაიუფასურა საკუთარი სული და ამიტომ, როგორც
იტყვიან, სათვალავში ჩასაგდები აღარ არის. ჩვენ, შავები, აქ
გვარების გარეშე მოვედით, არც მცენარის თესლს აქვს სახელი
და გვარი, მართალია?
- მართალია, - გაზეპირებულივით იმეორებს ბაჭია.
ჯილის მიერ მომზადებულ ქათმის ღვიძლს გვერდები მი-
ეწვა, შუაგული კი ბოლომდე ვერ გალღვა.
ახალი ამბები თერთმეტ საათზე. წვერმოშვებულ ახალ-
გაზრდა კაცს ისე ახლოს მიაქვს სახე კამერასთან, რომ ფოკუ-
სის დაჭერაც კი ჭირს, და ყვირის: „ძირს ძაღლები! მთელი ძა-
ლაუფლება ხალხს!“
უხილავი ინტერვიუერი კი დათაფლული ხმით ეკითხება:
„რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზნები?“
„არსებული დათრგუნვის აპარატის განადგურება. წარ-
მოების საშუალებებზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესე-
ბა“.
„ხომ ვერ აუხსნიდით ჩვენს ტელემაყურებლებს, რას გუ-
ლისხმობთ წარმოების საშუალებებში?“
კამერა ირყევა - დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში სინათ-
ლე გაიელვებს.
„ფაბრიკებსა და ქარხნებს. ბირჟას. ტექნიკას. ერთი სიტ-
ყვით, მსგავს რაღაცებს. ერთი მუჭა კაპიტალისტები გვაიძულე-
ბენ, დაბინძურებული ჰაერი ვისუნთქოთ, თავს გვახვევენ ზებგე-
რით თვითმფრინავებს, გენოციდს ვიეტნამში და გეტოებს. და
ასე შემდეგ“.
„გასაგებია.უანუ, თქვენი მიზანი არა მარტო ფანჯრების
მსხვრევაა, არამედ პროგრესირებადი ტექნიკის შეჩერება და
ახალი ჰუმანიზმის საფუძვლების შექმნა“.

402
მკითხველთა ლიგა

ოპერატორის მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა კა-


ცის სახე ბუნდოვანი ხდება.
„თქვენ რა, დაგვცინით? რომ იცოდეთ, პირველ რიგში
თქვენ მიგაყენებთ კედელთან, თქვე...“
მოკლე ტიტრი იუწყება, რომ ეს ინტერვიუ ჩანაწერის სა-
ხით იქნა ნაჩვენები.
- აბა, ტექნიკის შესახებაც თქვი რამე, - ამბობს ბაჭია.
- ტექნიკა - სისულელეა, - ხაზგასმული მოთმინებით გან-
მარტავს ცქაფა. როცა ნაფაზს არტყამს, პაპიროსის ბოლო წით-
ლად ინთება. - ჩაწერე, ჯილ.
მაგრამ ჯილს დივანზე სძინავს. მისი ბარძაყები სინათლეში
ანათებს. კაბა თითქმის ქვედა საცვლის მუქ-სევდიან სამკუთხე-
დამდე აქვს აწეული.
ცქაფა კი განაგრძობს:
- ჩვენ, ყველანი, მუხლჩაუხრელად ვშრომობთ უდიდესი
მიზნის მისაღწევად - დავივიწყოთ ყველაფერი, რაც ვიცით. ვა-
პირებთ, რომ ჩამოვარდნილი ვაშლი ისევ ხეს მივაბათ. რო-
მაელებს ჰქონდათ ტექნიკა, მაგრამ ბარბაროსებმა ისინი ამ
ტექნიკისგან გაათავისუფლეს და მხსნელებად მოევლინნენ. ვი-
ნაიდან ჩვენ ვერ დავიყოლიებთ ესკიმოსებს, რომ დაგვიმონონ,
ამიტომ ბარბაროსების საკუთარი თაობა გამოვზარდეთ. ბო-
დიშს ვიხდი, თქვენ გამოზარდეთ. საშუალო კლასის თეთრმა
ამერიკელებმა და მათმა მიმბაძველებმა მთელ მსოფლიოში,
საკუთარ თავში ღვთაებრივი ძალა აღმოაჩინეს და დაიწყეს მი-
ლიონობით ადამიანის მსგავსი იდიოტების შექმნა, ისეთების,
როგორსაც არცთუ ისე შორეულ წარსულში მხოლოდ არის-
ტოკრატები ქმნიდნენ. ვინ იყვნენ ეს იდიოტი მეფეები?
- ვინ? - ეკითხება ბაჭია.

403
მკითხველთა ლიგა

- მეროვინგების დინასტიის უკანასკნელ პრინცებს, ამ ნა-


ხევრად შეშლილ, ენაბლუ ადამიანებს, ვირშებმული ურმებით
ატარებდნენ. ახლა კი, მადლობა ღმერთს, სანახევროდ გამო-
თაყვანებულები ავტომობილებით იწონებენ თავს. ვინაიდან
ჭეშმარიტად: გამოთაყვანებას ჩვენ თვითონ მოვახერხებთ, და-
ნარჩენს კი თავმჯდომარე მაოს ვუანდერძებთ. ასეა?
- ეს უსამართლობაა, - არ ეთანხმება ბაჭია. - ამ ახალგაზ-
რდებს მარტო ცუდი ზრახვები როდი ამოძრავებთ. ისინი არა
მარტო ომის, არამედ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგაც
გამოდიან.
- ოჰ, როგორ დავიღალე თეთრებთან საუბრით, - ამბობს
ცქაფა. - შენ შენიანებს იცავ. ეს თავგასული ბავშვები, აყროლე-
ბული აგნიუ დეის მსგავსად, ღვთაებრივი გონისა და მრისხანე-
ბის საწინააღმდეგოდ, სტატუს კვოს შენარჩუნებას ლამობენ.
ისინი ანტიქრისტეები არიან. ვიეტნამში ღვთის სახეს ხედავენ
და აფურთხებენ მას. ცრუწინასწარმეტყველების მომრავლება
მოასწავებს, რომ ახლოვდება ჟამი. საჯარო უსირცხვილობა,
ეშმაკური ჯავშანი, იდიოტიზმის თაყვანისცემა, მექრთამეობისა
და პროტექციონიზმის კანონები - ერთადერთი რეალური კანო-
ნებია: დღეს ჩვენ ვართ რომი. მე კი - ახალი შუა საუკუნეების
ქრისტე. და თუ არა მე, მაშინ ვინმე სხვა, ჩემი მსგავსი, ვისზეც
შემდგომში იფიქრებენ, რომ ეს მე ვარ. გჯერა ამის?
- მჯერა. - ბაჭია საკუთარ მოსაწევს აბოლებს და გრძნობს,
როგორ ფართოვდება მისი მსოფლგაგება ახალი ჭეშმარიტე-
ბების აღიარებით, - ასე ქალი ჩაჩხავს ფეხებს, ასე იფურჩქნება
ყვავილი, ასე მიქრიან ერთმანეთისკენ ვარსკვლავები. - მჯერა.
ცქაფას უნდა, რომ ბაჭიამ მას რაიმე წაუკითხოს წიგნიდან
- „ფრედერიკ დუგლასის ცხოვრება და ეპოქა“.

404
მკითხველთა ლიგა

- შენ მართლაც ბრწყინვალე ხარ. არა? ამ საღამოს ჩვენი


უდიდესი ნიგერი იქნები. როგორც თეთრი, დიდი ვერაფერი ბე-
დენა ხარ, ჩაკ, მაგრამ შენგან მაგარი ნიგერი დადგება!
მას წიგნის გარკვეული ადგილები ქაღალდის ნაგლეჯები-
თა და ფანქრით მოუნიშნავს. ბაჭია კითხულობს:
„მკითხველმა, ალბათ, შეამჩნია, რომ მონათა სახელებს
შორის ესთერიც შეგვხვდა. ეს სახელი ერქვა ახალგაზრდა
ქალს, რომელიც იმას ფლობდა, რაც მონა ქალისთვის ნამდვი-
ლი უბედურება იყო - სილამაზეს. მაღალი იყო. განგებას საკმა-
ოდ ღია ფერის კანით, კარგი აღნაგობითა და სასიამოვნო გა-
რეგნობით დაესაჩუქრებინა. ესთერს პოლკოვნიკ ლოიდის საყ-
ვარელი მონის შვილი, ედ რობერტსი ეტრფოდა, არანაკლებ
ლამაზი ახალგაზრდა კაცი. სხვა ბატონები ხელსაც კი შეუწყობ-
დნენ ამ წყვილის დაქორწინებას, მაგრამ კაპიტან ენტონის მათი
ურთიერთობა, რაღაც მიზეზის გამო, გულზე არ ეხატებოდა. მან
მკაცრად აუკრძალა ქალიშვილს ახალგაზრდა რობერტსთან
შეხვედრა და გააფრთხილა, რომ თუკი ერთხელ მაინც ნახავდა
მის გვერდით, სასტიკად დასჯიდა. მაგრამ ახალგაზრდების და-
შორება ძნელი აღმოჩნდა. ისინი უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ
და ამიტომ არც მათი შეხვედრები იყო იშვიათი“. შემდეგ გამო-
ტოვებული ადგილია. - წითელი აღნიშვნა გვერდის ბოლოში
ჩნდება. ბაჭიას ესმის, როგორ იკვეთება მის ხმაში ტრაგიკული
ნოტები, ნისლიანი განთიადი, ბავშვური შიში. - „დილაადრიან,
როდესაც ირგვლივ ყველაფერი დადუმებულიყო და ოჯახის
წევრებსა თუ მოსამსახურეებს ჯერაც ეძინათ, საცოდავი ესთე-
რის გულშემზარავმა კივილმა და შესაბრალისმა კვნესამ გა-
მაღვიძა. სამზარეულოს გვერდით მდებარე საკუჭნაოს იატაკზე
მეძინა...“

405
მკითხველთა ლიგა

- შენ ხომ გრძნობ იმ საკუჭნაოს სუნს? - აწყვეტინებს კით-


ხვას ცქაფა. - ეს ბინძური მიწის, დამპალი კარტოფილისა და იმ
ბალახის სუნია, რომელსაც სურს, რომ გაყვითლდეს, სანამ სიგ-
რძეში ერთ დუიმს მაინც მოიმატებს. სწორია? შენ გრძნობ იმ
სუნს, მას კი იქ ეძინა.
- გაჩუმდი, - ეუბნება ბაჭია.
„...ერთმანეთზე ცუდად მორგებულ ფიცრებს შორის დარ-
ჩენილი ღრიჭოდან გარკვევით ვხედავდი ყველაფერს და მეს-
მოდა კიდეც, რაც ხდებოდა, თვითონ კი არ ვჩანდი. ესთერის-
თვის ხელები შეეკრათ, დაგრეხილი თოკი ჭერზე, ხის სქელ
კოჭში ჩამაგრებულ რკინის მაგარ კავზე ჩამოეცვათ. ქალი სკამ-
ზე იდგა, ხელები თავს ზემოთ ჰქონდა აწეული. ზურგი და მხრე-
ბი მოშიშვლებოდა. მის უკან ბებერი ბატონი იდგა შოლტით
ხელში, თავის ბარბაროსულ საქმეს აკეთებდა და ყოველ დარ-
ტყმას მკვეთრი, უხეში, დამცინავი ეპითეტებით ამკობდა. აშკარა
იყო, რომ წამების პროცესში მსხვერპლის აგონია სიამოვნებას
ანიჭებდა. საზიზღარ მათრახს ხელში ათამაშებდა და, თავისი
ძალისა და გამოცდილების წყალობით, ცდილობდა, ქალის-
თვის რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიეყენებინა. საბრალო ეს-
თერი, რომელსაც ფუმფულა და ნაზი მხრები ჰქონდა, აქამდე
ასე სასტიკად არასდროს გაეროზგათ. მთელი ძალით მიყენე-
ბული ყოველი დარტყმის შემდეგ იგი ყვიროდა, ტანზე კი სის-
ხლი სდიოდა. „შემიბრალეთ! ოჰ, შემიბრალეთ! მეტს აღარ ვი-
ზამ“, - ისმოდა ქალის მუდარა, მაგრამ მისი სულის შემძვრელი
ყვირილი ბატონს, როგორც ჩანს, სიშმაგეს მატებდა“. - წითელი
ფანქრით მხოლოდ ამ ადგილამდეა აღნიშნული, მაგრამ ბაჭია
კითხვას განაგრძობს: - „ეს სცენა, მისი წინმსწრები გარემოებე-
ბის გათვალისწინებით, ამაზრზენი და შოკის მომგვრელია, ხო-
ლო როცა ამგვარი ქმედებების გამომწვევი მიზეზებიც იცი, ისეთ

406
მკითხველთა ლიგა

სასტიკ დანაშაულს ხედავ, რომელსაც სიტყვებით ვერც კი გად-


მოსცემ. მას შემდეგ, რაც მსხვერპლის სხეულზე ურიცხვი წითე-
ლი ზოლი გაჩნდა, ბებერმა ბატონმა თოკი შეხსნა. ქალი ფეხზე
ძლივს იდგა. გულით მებრალებოდა იგი და, თუმცა ბავშვი ვი-
ყავი და ამგვარ სურათს პირველად ვხედავდი, ნანახმა ერ-
თიანად შემძრა და სული ამიფორიაქა. საშინლად შეშინებული,
გაბრუებული და დაბნეული ვიყავი. აქ აღწერილი სცენა შემ-
დგომშიც ხშირად მეორდებოდა, რადგან, ყველაფრის მიუხედა-
ვად, ედვარდი და ესთერი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს“.
ცქაფა ჯილისკენ ტრიალდება და გაბრაზებული ბავშვივით
მკერდში ხელს ჰკრავს.
- რატომ მაჩუმებდი, შე ძუკნავ?
- ამ ეპიზოდის მოსმენა მინდოდა.
- მერედა ხომ არ აღგაგზნო, ჰა, ბოზო?
- მომეწონა. ჰარიმ გრძნობით წაიკითხა.
- მიმიფურთხებია თქვენი თეთრი გრძნობებისთვის.
- ეი, დაწყნარდით, - უმწეოდ ცდილობს ჰარი მის დაშოშ-
მინებას, გრძნობს, რომ რაღაც უნდა მოხდეს.
ცქაფა სულ გადაირია. ცალი ხელი ჯილს ჩასჭიდა მხარში,
მეორე თეთრი კაბის საყელოს ჩაავლო, ღონივრად დაქაჩა და
გახია. ქსოვილი მტკიცეა და სანამ გაიხევა, ჯილს ლამის თავი
წააწყვიტოს. ტანსაცმელშემოხეული ქალი დივნის სიღრმეში
მიძვრება, არაფრისმეტყველი თვალები აქვს, პატარა, მკვრივი
ძუძუები გახეულ დეკოლტეში დაუხტის.
ინსტიქტი ბაჭიას მის მიშველებას კი არა, ნელსონის დაც-
ვას უბრძანებს. წიგნს მოისვრის და დივანსა და ბიჭს შორის დგე-
ბა.
- ზემოთ ადი.
გაბრუებული და დაბნეული ნელსონი ფეხზე დგება.

407
მკითხველთა ლიგა

- მოკლავს, მამა, - კვნესით აღმოხდება მას. სახე ელანძე-


ბა, თვალები ღრმად უცვივდება.
- არა, არ მოკლავს. უბრალოდ, ბევრი მოწია. ჯილს არა-
ფერი სჭირს.
- ნაძირალა, ნაძირალა, - ამბობს სასოწარკვეთილი ბიჭი
და სახე ეჭმუხნება - სადაცაა იტირებს.
- ეი, პატარა ჩაკ, - მიმართავს ცქაფა. - ჩემი გაროზგვა გინ-
დათ, არა?
ფეხზე წამოიჭრება, შემლოცველივით რამდენიმე ნაბიჯს
გადადგამს და მკვეთრი მოძრაობით პერანგს შემოიხევს. ერთი
ღილი სახელოს წყდება და აბაჟურს ხვდება. ცქაფას გამხდარი,
შიშველი მკერდი საოცრად გამოიყურება. ყოველი კუნთი
ძვალზეა მიმაგრებული, ტორსი კი ჯუნგლებში ამოსულ ხეს
მიუგავს - ჩრდილზე მუქია და სპილოს ძვალზე უფრო ძლიერი.
ბაჭიას ასეთი მკერდი მხოლოდ ჯვარზე თუ უნახავს.
- კიდევ რა გინდა? - ყვირის ცქაფა. - სხეულის რომელი
ნაწილი შემოგთავაზო? ახლავე! - მას ხელი შარვლისკენ მი-
აქვს, მაგრამ ნელსონი ოთახში აღარაა. მისი ყრუ ქვითინი ზე-
მოდან ისმის.
- კარგი, გეყოფა, - ამბობს ბაჭია.
- ცოტა კიდევ წაიკითხე, - სთხოვს ცქაფა.
- თავს ვეღარ ერევი.
- ამ წყეულ ბიჭს ჰგონია, რომ ეს ძუკნა მისი საკუთრებაა.
- ძუკნას ნუ ეძახი.
- განა ქრისტემ არ განუსაზღვრა მას ეს სახელი? - ხითხი-
თებს ცქაფა.
- საზიზღარი ხარ, - ეუბნება ჯილი და გახეული კაბის შეკო-
წიწებას ცდილობს.
ცქაფა მისკენ კაბის ნაგლეჯს ისვრის.

408
მკითხველთა ლიგა

- მუ-უ.
- ჰარი, მომეხმარე.
- კითხვა განაგრძე, ჩაკ. კარგად მოვიქცევი. შემდეგი ად-
გილიდან დაიწყე, ქაღალდით რომ არის მონიშნული.
მათ თავზე ნელსონის ფეხის ხმა ისმის. თუ ბაჭია კითხვას
დაიწყებს, ბიჭიც დაწყნარდება.
- „სამწუხაროდ“ - აქედან დავიწყო?
- ჰო. მითხარი, პატარა ჯილ, ხომ გიყვარვარ?
- „სამწუხაროდ, ეს ურიცხვი სიმდიდრე, მოოქრული
ბრწყინვალება, მრავალფეროვანი კომფორტი, იოლი ცხოვრე-
ბა, უსაზღვრო დოვლათი - სულაც არ აღმოჩნდა მარგალიტე-
ბით მოჭედილი ისეთი ჭიშკარი, როგორიც შორიდან ჩანდა...“
- შენ ხარ ჩემი მარგალიტებით მოჭედილი ჭიშკარი, ჩემო
გოგონი.
- „შიშველ ფიცრებზე მიწოლილ, თხელსაბანგადაფარე-
ბულ საბრალო მონას უფრო ღრმა ძილით ეძინა, ვიდრე ბუმბუ-
ლის ბალიშებზე მონებივრე გაუმაძღარ ავხორცს. რაც ერთის-
თვის პურია არსობისა, განცხრომაში მყოფისთვის სასიკვდილო
შხამია. ცხიმიან და გემრიელ ხორცში უხილავი ბოროტი სულე-
ბი ბუდობენ, რომლებიც თავკერძა ღორმუცელას ტკივილებითა
და ჭვლებით, უმართავი ვნებებით, სიშმაგის მოულოდნელი
აფეთქებებით, დისპეპსიით, რევმატიზმით, წელკავითა და ნიკ-
რისის ქარებით ასაჩუქრებენ და ლოიდების გვარს ეს ყოველი-
ვე უხვად ჰქონდა“.
ბაჭიას მზერა წიგნიდან ოთახზე გადააქვს და ხედავს, რომ
ცქაფა ჯილს ებრძვის - აქა-იქ ქალის ქვედა საცვალი და მოშიშ-
ვლებული მკერდი ელავს. მომდევნო წამს ბაჭია ჯილის ღიმილ-
საც ამჩნევს. ქალს წვრილი კბილები დაუკრეჭია და უხმოდ იცი-
ნის - მას ეს მოსწონს; მოსწონს, რომ მასზე ძალას ხმარობენ.

409
მკითხველთა ლიგა

ჯილი ბაჭიას მზერას იჭერს, ცქაფას როგორღაც ხელიდან უს-


ხლტება, დახეულ კაბას ტანზე იფარებს და ოთახიდან გარბის.
კიბიდან მისი სწრაფი ნაბიჯების ხმა ისმის. ცქაფა დაბნეულად
აფახულებს თვალებს და აფუშფუშებულ თმას იტკეპნის.
- შესანიშნავია, - ამბობს ამოოხვრით. - კიდევ ერთი ნაწ-
ყვეტი, ჩაკ. ის ადგილი წაიკითხე, სადაც სამაგიეროს უხდიან.
ცქაფას ყავისფერი გულ-მკერდი ჩალისფერ დივანში
იკარგება, რომლის პოროლონსაც მწვანე, წითური და წითე-
ლუჯრედებიანი პლედი ფარავს, ისეთი გაცვეთილი, რომ ერ-
თიანად წაშლილ, უსათაურო ნახატად ქცეულა.
- დასაძინებლად უნდა წავიდე, ხვალ სამსახურში ვარ წა-
სასვლელი.
- შენი პატარა თოჯინას გამო ღელავ? დამშვიდდი. ის ძუკ-
ნაა, ადამიანის ნაშიერო, „კლინექსია“ - იხმარ და გადააგდებ. -
პასუხს რომ ვერ იღებს, ამატებს: - ვხუმრობ, რა მოგივიდა? ხუმ-
რობაც აღარ შეიძლება? კარგი, მოდი, წიგნს დავუბრუნდეთ და
შემდეგი ნაწყვეტი წავიკითხოთ. შენი პრობლემა ის არის, ადა-
მიანის ნაშიერო, რომ მუდამ ცოლიანი ხარ. ასეთი მამაკაცი კი
ქალს ნაკლებად აინტერესებს. მას ისეთ სულთან სურს შეხვედ-
რა, რომელსაც ამოცნობა სჭირდება. თუ ქალისთვის ამოსაც-
ნობი არაფერია, ჩათვალე, რომ იგი მკვდარია.
ბაჭია ვერცხლისფერძაფიანი ქსოვილით გადაკრულ სა-
ვარძელში ჯდება და კითხვას იწყებს:
- „წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა ჩემში ბრძოლის-
თვის აუცილებელი სიმამაცე იმ კაცთან, რომლის ერთ სიტყვა-
ზეც სულ რაღაც ორმოცდარვა საათის წინ ვერხვის ფოთოლი-
ვით ვთრთოდი. ასეა თუ ისე, შებრძოლება გადავწყვიტე და,
რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, საკუთარ ძალებში მტკიცედ ვი-
ყავი დარწმუნებული. ბრძოლის წყურვილით გახელებულმა

410
მკითხველთა ლიგა

უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემი მძლავრი თითები ღონივრად


შემოჭდობოდა ყელზე ტირანს. მოსალოდნელ შედეგზე აღარც
კი ვფიქრობდი, თითქოს ორივე თანასწორნი ვიყავით კანონის
წინაშე. იმ კაცის ფერსაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას. კატასა-
ვით მოქნილი, მისი ყოველი მოძრაობისთვის მზად ვიყავი. მის
ყოველ დარტყმას ვიცილებდი, თუმცა დარტყმითვე არ ვპასუ-
ხობდი. მხოლოდ თავდაცვაზე ვფიქრობდი, რომ არ დავესახიჩ-
რებინე, თუმცა მასაც არ ვასახიჩრებდი. რამდენჯერმე დავაგდე
ძირს - ამის გაკეთება თავად მაიძულა. მისი ყელი კი ისე მტკი-
ცედ მეჭირა, რომ ფრჩხილებქვეშ სისხლიც კი დამიგუბდა. მას
მე ვეჭირე, მე კი - ის“.
- ოჰ, როგორ მომწონს ეს ადგილი, გულ-ღვიძლს მიწვავს,
ლამის მომკლას, - ამბობს ცქაფა და იდაყვზე იწევა. მისი
სხეული ზუსტად ბაჭიას პირდაპირ აღმოჩნდება. - კიდევ წაიკით-
ხე, სულ ცოტა.
- ზემოთ უნდა ავიდე.
- რამდენიმე გვერდი გამოტოვე და იმ ადგილზე გადადი,
ორმაგი ხაზით რომ არის მონიშნული.
- თვითონ რატომ არ კითხულობ?
- ეს სულ სხვაა, არა? როცა შენთვის კითხულობ. ყოველმა
მოსწავლემ იცის, რომ ეს სრულიად სხვა რამეა. მიდი რა, ჩაკ.
მე ხომ კარგად ვიქცევი? ზედმეტ საზრუნავს არ გიჩენ, ერთგუ-
ლი ტომივით ვარ. ჰოდა, გადაუგდე ტომს ძვალი, წაიკითხე. ახ-
ლა ყველაფერს გავიხდი. სხეულის ყოველი ნაწილით მინდა
ამის მოსმენა. წაიმღერე, რაც წერია, ადამიანის ნაშიერო. იმ
ადგილიდან დაიწყე, სადაც წერია: „უძლურ ადამიანს... უძლურ
ადამიანს...“ - იმეორებს და ქამრის ბალთას აწვალებს.
- „უძლურ ადამიანს, - ყურადღებით კითხულობს ბაჭია, -
მთავარი ადამიანური თვისება - საკუთარი ღირსების გრძნობა

411
მკითხველთა ლიგა

აკლია. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ უმწეო კაცისადმი პა-


ტივისცემით ვერ განიმსჭვალება, მხოლოდ მისი შებრალება ძა-
ლუძს, მაგრამ ეს სიბრალულიც არ გაჰყვება დიდხანს, თუ მასში
ძალას ვერ დაინახავს“.
- დიახაც, - ამბობს ცქაფა და გადღაბნილი ლაქა, როგორც
მას ბაჭია ხედავს, დივანზე გორდება და დაბეჭდილი ფურცლის
ზემოთ რაღაც თეთრი გაიელვებს.
- „მხოლოდ მას, შეუძლია მიხვდეს, თუ რა გავლენა მოახ-
დინა ამ ორთაბრძოლამ ჩემს სულზე, - კითხულობს ბაჭია და
ყოველი სიტყვა შავი კასრივით უზარმაზარი ჰგონია, რომელ-
შიც მისი ხმა ექოსავით გაისმის, - ვინც თავად გამოსცადა ეს,
ვინც გაბედა და წინ აღუდგა აგრესიული ტირანის უსამართლო-
ბასა და სისასტიკეს. კოვი ტირანი იყო, მშიშარა ტირანი. ამ შებ-
რძოლების შემდეგ თავს ისე კარგად ვგრძნობდი, როგორც
არასდროს მანამდე“.
- დიახ, - ისმის ცქაფას ხმა მართკუთხა ფურცლის მიღმა
მდებარე უხილავი უფსკრულიდან.
- „ეს იყო აღდგომა მონობის ბნელი და ამყრალებული სა-
მარიდან, შედარებით თავისუფალი სივრცეებისკენ აფრენა. მე
ის პირმოთნე მშიშარა აღარ ვიყავი, რომელიც თანამოძმის -
მიწის ჭიის - მოღუშული სახის დანახვაზეც კი ცახცახებს. ჩემი
მოთვინიერებული, ქვემძრომი სული დამოუკიდებელი გახდა.
იმ ზღვარს მივაღწიე, როცა სიკვდილის აღარ მეშინოდა“. ხაზ-
გასმულია.
- ოჰ, დიახ, დიახ.
- „ამგვარმა სულიერმა მდგომარეობამ, ფაქტობრივად,
თავისუფალ ადამიანად მაქცია, თუმცა ფორმალურად კვლავაც
მონა ვიყავი. თუკი მონას ვეღარ გაროზგავ, იგი უკვე ნახევარზე
მეტადაც კი თავისუფალია“.

412
მკითხველთა ლიგა

- ა-მინ.
- „მას აქვს ღირსება, მისი მამაცი სულივით ყოვლისმომ-
ცველი, რომელიც უნდა დაიცვას, და ის მართლაც არის „ძალა-
უფლება დედამიწაზე“.
- ყველამ გაიგოს, ყველამ!
- „იმ დროდან მოყოლებული, სანამ მონობიდან არ გავ-
თავისუფლდი, ასე აღარასოდეს გავუროზგავვართ. რამდენ-
ჯერმე კი სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. დალურჯებული ადგილე-
ბი მქონია, მაგრამ აღწერილი შემთხვევის შემდეგ, მე, მონას,
ასე სასტიკად აღარავინ მომპყრობია“.
- ოჰ, როგორი სიმპათიური ნიგერი მყავხარ, - წამღერე-
ბით ამბობს ცქაფა.
ბაჭია თავს მაღლა სწევს და დივანზე თეთრ ლაქას ვეღარ
ამჩნევს. ყველაფერი გამუქებულია, ოღონდ ეს მუქი ლაქა რიტ-
მულად ლივლივებს, თითქოს მის შეწოვას ლამობს. ვერ ბე-
დავს, თვალი გააყოლოს ცქაფას რიტმულად მოძრავი მკლავის
ცოცხალ ხაზს იქით მდებარე ხელის მტევანს, რომელსაც სი-
ნათლე ეცემა და გრძელ გველთევზას წააგავს, საკვებს რომ
ეძებს გაფაციცებით. ბაჭია დგება და ოთახიდან გადის, გზად
წიგნს მოისვრის, თუმცა, როცა ნოხზე მიაბიჯებს, ყდიდან ზანგის
ნაკვერცხალივით გავარვარებული თვალები მიშტერებია.
კრიალასაფეხურებიანი კიბით მაღლა, თეთრების სამეფოში
მიემართება. კიბის უჯრედის თავზე მქრქალი აბაჟურის ნათურა
ანთია. ბაჭიას გული ლამის საგულედან ამოუხტეს. გადარჩა.
ძლივს გაასწრო.
პირველ სართულზე ხისსადგამიანი ლამპა ქვემოდან ანა-
თებს პატარა ნეკერჩხალს, რომლის ფოთლებიც ჯიბის ფარანს
გადაფარებული თითებივით წითელია. აქ კი, ზემოთ, მისი მოგ-
რეხილი ვარჯი სანახევროდ ფარავს მათი საძინებელი ოთახის

413
მკითხველთა ლიგა

ფანჯარას. ლოგინში ჯილი ბაჭიასკენ ტრიალდება, ფერმკრთა-


ლია და ყინულივით ცივი.
- მომეხვიე, მომეხვიე, მაგრად მომეხვიე, - ისე ხშირად და
მონოტონურად იმეორებს, რომ ბაჭიას შიში იპყრობს.
ქალები ცოტა გიჟები არიან, მათში უძველესი სიგიჟეა დაგ-
როვილი. ბაჭიას მკლავებში ქარი უჭირავს. გრძნობს: ჯილს უნ-
და, რომ დაეუფლონ, სულერთია, როგორ, თუნდაც სიამოვნე-
ბის გარეშე, ოღონდაც დააწვეს და ერთ ადგილზე მიალურ-
სმოს. ბაჭია სიამოვნებით გააკეთებდა ამას, მაგრამ არ შეუძლია
დასძლიოს მათ შორის აღმართული შიშისა და ზიზღის კედე-
ლი. ჯილი თითქოს სირინოზია, რომელიც წყლის სიღრმეები-
დან იხმობს მას. ის კი ფრთხილად დაცურავს ზედაპირზე და
ეშინია, არ ჩაიძიროს. წაკითხული წიგნი არ ასვენებს, აწვალებს.
თვალწინ უდგას წასულ თაობათა უკიდურესი სიღარიბე, საუკუ-
ნოდ მიწაში ჩამარხული წამების ფაქტები და დაკარგული მიზე-
ზები. ვეღარ ხედავს მიზეზს, რისთვისაც დილით უნდა ადგეს და
სამსახურში წავიდეს. ვერ ხედავს საერთოდ რაიმეს კეთების მი-
ზეზს. ვერც იმას ხვდება, რატომ არ უნდა გააკეთოს რაიმე. სუნ-
თქვა უჭირს. მხოლოდ ცარიელ ეკლესიებში დაგროვილი მჟავე
ჰაერია დარჩენილი. აღარაფერია, რაც აღაფრთოვანებს, სტი-
მულს მისცემს. ვიწრო ჭაშია, რომლის ნოტიო კედლებიც ყოვე-
ლი მხრიდან აწვება და პარალიზებას უკეთებს. თუმცა არა, ეს
ჯილი მიხუტებია გასათბობად, თუმცა ცხელი ღამეა.
- ვერ იძინებ? - ეკითხება ბაჭია.
- ვერა. ყველაფერი ინგრევა.
- მოდი, ვცადოთ. უკვე გვიანია. კიდევ ერთი საბანი ხომ არ
მოგცე?
- წამითაც არ დამტოვო მარტო, თორემ სადღაც ჩავვარ-
დები.

414
მკითხველთა ლიგა

- ზურგს მოგიშვერ, კარგად რომ მომეხუტო.


ქვემოთ ცქაფა შუქს აქრობს. ფანჯრის იქით პატარა ნეკერ-
ჩხალი ჩამქრალი ალივით ქრება. ბაჭია წყვდიადში სვლას ამ-
თავრებს, იმავე რიტმით, რომლითაც მუქი სხეული მოძრაობდა
დივანზე. შემდეგ შიში ბრუნდება და მოხუჭულ ქუთუთოსავით აწ-
ვება ზემოდან.
პასუხად ქალის დაღლილი და დაძაბული ხმა გაისმის.
- „ბრუერ ფილტი“, - ამბობს მისის ფოსნაჰტი. - რით შემიძ-
ლია დაგეხმაროთ?
- პეგი? სალამი, ჰარი ენგსტრომი ვარ.
- მართლაც. - ახალი სარკასტული ნოტი. - არ მჯერა! - ეს
უკვე ზედმეტია. ირგვლივ ბევრი მამაკაცია.
- თუ გახსოვს, რომ მითხარი, კვირას ნელსონი და ბილი
სათევზაოდ მიდიან და შაბათს ვახშამზე გეპატიჟებიო?
- მახსოვს, ჰარი, როგორ არა.
- ხომ არ დავაგვიანე დათანხმება?
- სულაც არა. რამ წამოგიარა?
- არაფერმა. უბრალოდ, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა--
მეთქი.
- მართლაც კარგი იქნება. აბა, შაბათამდე.
- ხვალამდე, - აზუსტებს ბაჭია.
კვლავ ილაპარაკებდა - ახლა ხომ შესვენებაა, - მაგრამ
ქალი საუბარს ასრულებს. ბევრი სამუშაო აქვს. წიწილებს შე-
მოდგომაზე ითვლიან.
სამსახურის მერე უაიზერზე მდებარე ავტობუსის გაჩერები-
დან შინ რომ მიემართება, კუთხეში, სადაც ემბერლი-ავენიუ
მთავრდება და ემბერლის არაქვეითად გასავლელი იწყება, წი-
თელ, თეთრ და ლურჯ ფერებში შეღებილ საფოსტო ყუთთან
ბაჭიას ორი მამაკაცი უახლოვდება.

415
მკითხველთა ლიგა

- მისტერ ენგსტრომი ბრძანდებით?


- დიახ.
- შეიძლება, ორიოდე წუთით შეგაყოვნოთ? თქვენი მეზობ-
ლები ვართ.
მოსაუბრე ორმოცს გადაცილებულია და ტანსრული, ვიწ-
როგადანაკეცებიანი, ტანზე შემოტკეცილი ნაცრისფერი კოს-
ტიუმი აცვია, რომელიც ხუთიოდე წლის წინ იყო მოდაში. რბილ
სახეზე ტანჯული გამომეტყველება აღბეჭდვია. პატარა, კაუჭა
ცხვირი ცუდად ერგება შესივებულ თვალებს. ნიკაპზე ორი მომ-
ცრო, სველი ბორცვი აქვს, მათ შორის კი - ჩაღრმავება, რო-
მელსაც საპარსი ვერ სწვდება. სახეზე ბრუერში მცხოვრებთათ-
ვის დამახასიათებელი მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მარდი და
მოხერხებული ჩინოვნიკის იერი აქვს. ან ბიუსტჰალტერია, ან
სკოლის მასწავლებელი.
- მელონ შოუოლტერი გახლავართ, ვისტა-კრესენტის
მეორე მხარეს ვცხოვრობ. შემჩნეული გექნებათ ჩემი სახლი -
ამ ზაფხულს უკნიდან მიშენება გავუკეთეთ.
- ა-ა, დიახ.
ბაჭიას ჩაქუჩის ხმა კი ახსენდება, მაგრამ სიახლე, რო-
გორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა. იგი პენ-ვილასისკენ იშ-
ვიათად იყურება, და თუ იყურება, ისიც მხოლოდ სასხვათაშო-
რისოდ, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ჯაჯმაუნთი არაა.
- მე კომპიუტერების ბიზნესში ვარ, - ამბობს შოუოლტერი.
- აი, ჩემი სავიზიტო ბარათი. - ბაჭია კომპანიის სახელს დასცქე-
რის, შოუოლტერი კი განაგრძობს: - დაიმახსოვრეთ ეს სახელი
- ჩვენი ქალაქის ბიზნესში რევოლუციას ვაპირებთ. ეს კი ედ
ბრამბახია, თქვენგან ერთი გზაჯვარედინით ზემოთ ცხოვრობს,
მერიგოლდზე.

416
მკითხველთა ლიგა

ედი ბარათს არ აწვდის. იგი შავგვრემანია, ჰარიზე დაბა-


ლი და ახალგაზრდა. გაჯგიმული დგას, ყველა ღილი შეკრული
აქვს, მხრებში გამართულია, ეტყობა, რომ ჩხუბი უყვარს. თმა
ბიჭურად შეუკრეჭია, ამიტომ, გეგონებათ, კინკრიხო შებრტყე-
ლებიაო, როგორც ეს ბაჭიას ტელევიზორში ჩანს. ხელის ჩა-
მორთმევის მანერა ბაჭიას ვიღაცას აგონებს. მაგრამ ვის? ერთი
მხრიდან ბრამბახს ყბის ნაწილი ამოღებული აქვს და მის ად-
გილზე ჩაღრმავება მოჩანს ლ ასოს მსგავსი წითელი ნაიარე-
ვით. ნაცრისფერი თვალები ხვეწის დაბლაგვებულ პირს
მიუგავს. იგი მშვიდად წარმოთქვამს მარტივ სიტყვას:
- დიახ, სერ.
- ედი „ფესლერ-სტილის“ საამწყობო საამქროში მუშაობს,
- აცხადებს შოუოლტერი.
- ბიჭებო, დღეს რაღაც ადრე წამოსულხართ სამსახური-
დან, - ამბობს ბაჭია.
- ამ თვეში საღამოს ცვლაში ვმუშაობ, - ატყობინებს ედი.
შოუოლტერი ისეთ მოძრაობას აკეთებს, თითქოს შორი-
დან მომავალი საცეკვაო მუსიკის ხმაზე ბაჭიასა და ედს შორის
ჩადგომა სურს.
- თქვენთან დალაპარაკება გადავწყვიტეთ და მადლობის
მეტი რა გვეთქმის, რომ დაგვთანხმდით, - ამბობს იგი. - აქვე
ჩემი მანქანა დგას. ხომ არ ჩავმსხდარიყავით? ცოტა უხერხუ-
ლია შუა ქუჩაში ასე საუბარი.
შოუოლტერს „ტოიოტა“ ჰყავს. მანქანა ბაჭიას მაშინვე სი-
მამრს ახსენებს, რომელსაც უსიამოვნო მოგონებების მთელი
წყება მოჰყვება.
- აქ მირჩევნია, თუ დიდ დროს არ წაიღებს, - ამბობს იგი
და ხელით საფოსტო ყუთს ეყრდნობა, თანამოსაუბრეებს მაღ-
ლიდან რომ არ დაჰყურებდეს.

417
მკითხველთა ლიგა

- ეს დიდხანს არ გაგრძელდება, - ჰპირდება ედ ბრამბახი,


მხრებს მაღლა სწევს და მკვეთრი მოძრაობით ბაჭიას უახლოვ-
დება.
შოუოლტერი კვლავ ცდილობს მათ შორის ჩადგომას.
თვალები უნაღვლიანდება და უნებისყოფო ტუჩებს იწმენდს.
- ცხადია, დიდი დრო არ დაგვჭირდება. მტრული განწყობა
სულაც არ გვაქვს. უბრალოდ, რამდენიმე შეკითხვის დასმა
გვსურს.
- მეგობრული შეკითხვის, - აზუსტებს ბაჭია და ცდილობს
თანამოსაუბრეს დაეხმაროს, რომელიც ტიპური ბრუერელია, ამ
ქალაქივით წყნარი, დიდი და კეთილი, მაგრამ ამავდროულად
ცოტა ნაწყენიც.
- ჩვენ როგორღაც მეზობლების შესახებ ვმსჯელობდით, -
განაგრძობს შოუოლტერი, - და ზოგიერთებმა თქვეს, თუ რა შე-
ამჩნიეს თქვენს ფანჯრებში.
- ისინი ჩემს ფანჯრებში იყურებოდნენ?
საფოსტო ყუთი ცოტათი გაცხელდა. ბაჭია მას აღარ ეყ-
რდნობა და წელში იმართება. თუმცა უკვე ოქტომბერია, ტრო-
ტუარი ბრწყინავს, წვრილი, ახალგაზრდა ხეები, ხის, ცემენტის,
აგურისა და მოსაპირკეთებელი ქვებისგან შედგენილი თავსატე-
ხის ფრაგმენტების მსგავსი დაბალი სახლები პასტელის სახუ-
რავებით, მოციმციმე ფირითაა დაფარული. ბაჭია ცდილობს
მათ შორის საკუთარი ამოიცნოს და დაიცვას.
- ფანჯრებში ყურება რაში სჭირდებათ, როცა ყველაფერი
მათ ცხვირწინ ხდება, - აღშფოთებას ვერ მალავს ბრამბახი ბა-
ჭიას ყურადღების მისაპყრობად. - ამ ყველაფერს ცუდი სუნი ას-
დის.
- არა, მთლად ასეც არ არის, - ერთვება შოუოლტერი ქა-
ლივით შიშნარევი ხმით. - მაგრამ სიმართლე კია: დამალვა არც

418
მკითხველთა ლიგა

უცდიათ. პატარა „პორშეთი“ აქეთ-იქით დაგრიალებდნენ. ბო-


ლოს ისიც შევამჩნიე, რომ ის სახლის წინ ბიჭს კალათბურთს
ეთამაშებოდა.
- ვინ ის?
- შავი ახალგაზრდა, რომელიც თქვენთან ცხოვრობს, - ისე
ეღიმება შოუოლტერს, თითქოს მათი საუბრის მთავარი დაბ-
რკოლება აღმოაჩინა და გზის გაგრძელებას ახლა წინ აღარა-
ფერი უდგას.
- და თეთრი ქალიშვილი, - ამატებს ბრამბახი. - ამას წინათ
ჩემი უმცროსი ბიჭი ჰყვებოდა, დავინახე, ქვემოთ, ნოხზე რო-
გორ ჟიმაობდნენო.
- მართლა? - ბაჭია პასუხის გაცემას აყოვნებს. თავისი სი-
მაღლის გამო თავს უხერხულად გრძნობს. ეჩვენება, რომ ღრუ-
ბელივით გაფრინდება, თუკი იმის დაწვრილებით გამოკითხვას
შეუდგება, რაც ბიჭმა დაინახა. გონებაში პატარა, მართკუთხა
ჩარჩოში ჩასმული სურათი წარმოუდგება, რომელიც კედელზე
ძალიან მაღლაა ჩამოკიდებული. - სწორედ ამგვარ რამეებს ხე-
დავენ, როდესაც სხვის ფანჯრებში იჭყიტებიან.
ბრამბახი შოუოლტერის წინ დგება და ბაჭიას აგონდება,
ვისი ხელის ჩამორთმევა გაახსენდა ამას წინათ - ექიმის, რო-
მელმაც დედას ახალი აბები გამოუწერა. მე, რასაც მინდა, იმას
გავუკეთებ ადამიანთა სხეულებს. მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ სიკ-
ვდილი.
- მომისმინე, ძმაო, შენი მეზობლები ბავშვებს ზრდიან.
- მეც.
- მით უმეტეს. გინდა, რომ გარყვნილი გამოვიდეს? მებრა-
ლება შენი ბიჭი, ფაქტია, რომ მებრალება. იმათ შესახებ რაღას
იტყვი, ვისაც სურს, რომ თავიანთი შვილები უკეთ აღზარდონ?
ეს წესიერი თეთრი რაიონია, - ამბობს იგი და სიტყვა „წესიერზე“

419
მკითხველთა ლიგა

მცირე აქცენტს აკეთებს, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმისთვის


ძალებს იკრებს. - ამიტომაც ვცხოვრობთ აქ, ბრუერში, და არა
მდინარის გაღმა, სადაც ისინი უმეთვალყურეოდ დარბიან.
- ვინ დარბის უმეთვალყურეოდ?
- კარგად იცი, ვინც, დალახვროს ეშმაკმა. გაზეთები
წაიკითხე! მოხუცი ქალები დღისითაც კი ვერ გრძნობენ ქუჩაში
თავს მშვიდად - ეშინიათ, ხელიდან ჩანთა არ გამოსტაცონ.
შოუოლტერი კი შემპარავად, ოდნავ აღელვებული, გვერ-
დზე აეტუზება და საუბარში ერთვება:
- საქმე მხოლოდ ის როდია, რომ აქ თეთრი კვარტალია.
ჩვენ შავების ნებისმიერ წესიერ ოჯახს მივესალმებით. მე მათ-
თან ერთად დავდიოდი სკოლაში და მზად ვარ შავების გვერ-
დით თუნდაც ყოველდღე ვიმუშაო. რაღა შორს წავიდე - ჩვენს
კომპანიაში მათი დასაქმების პროგრამაც კი არსებობს. მაგრამ
უბედურება ის არის, რომ თავად მათი ლიდერები ამბობენ - ნუ
მიეყიდებით, არაფრად გვარგია იმის სწავლა, თუ როგორ ვიც-
ხოვროთ პატიოსნადო. - მან უფრო ღრმად შეტოპა, ვიდრე გან-
ზრახული ჰქონდა და ახლა უკან დახევას ცდილობს: - თუ ადა-
მიანურად მოიქცევა, ჩვენც ადამიანურად მოვექცევით, მარ-
თალს არ ვამბობ, ედ?
ბრამბახი ისე ძლიერ ივსებს ჰაერით ფილტვებს, რომ პე-
რანგი ტანზე ეტმასნება და ჯიბეში ჩადებული სიგარეტის კო-
ლოფიც კი მოუჩანს, სისხლით სავსე ვენებით დამძიმებული ხე-
ლები ძირს ჩამოუშვია.
- ვიეტნამში მათთან ერთად ვიბრძოდი, - ამბობს იგი. - ეგ
რა პრობლემაა.
- მართლა? ესე იგი ვიეტნამის ვეტერანი ყოფილხარ. ის
ახალგაზრდაც, რომელზეც ვსაუბრობთ...

420
მკითხველთა ლიგა

- პრობლემა არ არის, - განაგრძობს ბრამბახი. - იქ წესებს


ყველა იცავდა.
შოუოლტერი განსაკუთრებული სინაზით ეფერება პიჯაკის
გადანაკეცებს.
- საქმე ისაა, რომ ქალიშვილი და შავი მამაკაცი ერთად
ცხოვრობენ, - სხაპასხუპით ამბობს იგი, თითქოს სურს, რომ დე-
ლიკატური თემა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს.
- ღმერთო ჩემო, როგორ უყვართ ამ შავებს თეთრი ქალე-
ბის უკანალი. უნდა გენახათ, რა ხდებოდა ბაზების სიახლოვეს.
- გინდოდათ გეთქვათ, ყვითელი უკანალიო, არა? - კარ-
ნახობს ბაჭია.
შოუოლტერი მას სახელოზე ქაჩავს და საფოსტო ყუთიდან
რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე გაჰყავს. საინტერესოა, ოდესმე
ვინმე მაინც თუ აგდებს შიგ წერილს, ფიქრობს ჰარი. იგი ყო-
ველდღე ახლოდან ხედავს სახანძრო ჰიდრანტივით საიდუმ-
ლო ყუთს, რომელიც თავის დროს ელოდება. ეს დრო კი შეიძ-
ლება საერთოდ არ დადგეს. ბაჭიას ერთხელაც არ გაუგია მისი
სახურავის ხმა. ჯაჯმაუნთის მცხოვრებნი კი ყოველთვის უგზავ-
ნიან ერთმანეთს მისალოც ბარათებს წმინდა ვალენტინის დღე-
სასწაულზე.
- ნუ აღიზიანებთ მას, - ამბობს შოუოლტერი.
- განა მე თქვენ გაღიზიანებთ? - გასძახის ბაჭია ბრამბახს.
შოუოლტერი უფრო მძლავრად ქაჩავს სახელოზე ბაჭიას
და ის იძულებული ხდება, დაიხაროს და ყური თანამოსაუბრის
პატარა ნისკარტსა და უნებისყოფო სევდიან პირს მიუახლოოს.
- ის საერთოდ ვერ ფლობს თავს. ყველაფერში საფრთხეს
ხედავს. თქვენთან შეხვედრაც მისი იდეა იყო. მე მას ვუთხარი:
„ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებების მიხედვით
იცხოვროს“.

421
მკითხველთა ლიგა

ბაჭია ცდილობს აჰყვეს მას და ჩურჩულითვე ეკითხება:


- ბევრი ფიქრობს მისნაირად ჩვენს კვარტალში?
- იმაზე ბევრი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თვითონაც კი გა-
მიკვირდა, არადა გონიერი ხალხია, თუმცა რაღაც საკითხებში
ჯიუტად თავისაზე დგანან. აი, შვილები რომ არ ჰყავდეთ, ჩვენს
კვარტალში ამდენი ბავშვი რომ არ იყოს, ადამიანები უფრო
თამამად მიემხრობოდნენ პრინციპს - „იცხოვრე, როგორც გინ-
და და სხვასაც ნუ დაუშლი“.
მაგრამ ბაჭიას ის აწუხებს, რომ მათი განმარტოება ბრამ-
ბახმა უზრდელობად არ ჩათვალოს და ეძახის:
- ეი, ედ! მოდით, რაღაც უნდა გითხრათ.
ბრამბახი სულაც არ იწვის საუბარში ჩართვის სურვილით.
ის ამჯობინებდა, რომ შოუოლტერს ყველაფერი თავად მოეგ-
ვარებინა. ბაჭიასთვის ცხადი ხდება ძალების განლაგება: ერთი
მოლაპარაკებას აწარმოებს, მეორე კი კუნთებს ათამაშებს.
- რა? - იღრინება ბრამბახი.
- ჩემს ბიჭს თქვენს ფანჯრებში ჭყეტას ავუკრძალავ, თქვენ
კი თქვენსას აუკრძალეთ, რომ ჩემს ფანჯრებში არ შემოიჭყი-
ტოს.
- ჩვენთან თქვენისთანებს გაქნილ მაიმუნებს უწოდებდნენ.
ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ მათ შეცდომით სხვის მაგივრად
ხოცავდნენ.
- აი, კიდევ რა, - ამბობს ბაჭია, - ჯილდოს სახით, ვეცდები
ფანჯარაზე ფარდის ჩამოფარებაც არ დამავიწყდეს.
- მაშინ, ეშმაკმაც წაგიღოს, შე ბილწო არამზადავ, - ეუბნე-
ბა ბრამბახი, - ფარდების ჩამოფარებასთან ერთად სახლის ირ-
გვლივ ბარიკადების აღმართვაც არ დაგავიწყდეს.
უეცრად საიდანღაც წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში შე-
ღებილი საფოსტო ფურგონი ჩნდება, რომელსაც წინა საქარე

422
მკითხველთა ლიგა

მინა ვიტრინასავით აქვს დახრილი, და ღრჭიალით ჩერდება


მათ გვერდით. იქიდან აჩქარებით გადმოდის ნაცრისფერებში
გამოწყობილი მამაკაცი, ყურადღებას არავის აქცევს, საფოსტო
ყუთთან მიდის და ხსნის, საიდანაც ასობით წერილი ნიაღვარი-
ვით ეშვება რუხ ტომარაში. შემდეგ ყუთს კეტავს, მანქანაში ჯდე-
ბა და იქაურობას ტოვებს.
ბაჭია ბრამბახთან მიდის.
- მითხარით, რა გსურთ. გინდათ, რომ ამ კვარტალს მოვ-
შორდე?
- მე მინდა, რომ ის შავი მოგვშორდეს.
- მაშასადამე, თქვენ ის არ მოგწონთ, რომ ზანგი და ქა-
ლიშვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. დავუშვათ, ზანგი რჩება
და გოგონა მიდის.
- ზანგი უნდა წავიდეს.
- ის მაშინ წავა, როცა ჩემი სტუმარი აღარ იქნება. სა-
სიამოვნო ვახშმობას გისურვებთ.
- ჩვენ გაგაფრთხილეთ.
- ხომ გაიგონეთ ეს მუქარა? – ეკითხება ბაჭია შოუოლ-
ტერს.
შოუოლტერი იღიმება და შუბლს ისრესს. ისეთი დათრგუნ-
ვილი აღარ ჩანს. რაც შეეძლო, ყველაფერი იღონა.
- ხომ გეუბნებოდით, ნუ აღიზიანებთ-მეთქი, - ახსენებს იგი,
- ჩვენ თქვენთან კეთილი სურვილებით მოვედით, თავაზიანად.
გიმეორებთ: მთავარი კანის ფერი კი არა, არამედ ისაა, რაც
ხდება. ჩემ გვერდით სახლი იყიდება. უძრავი ქონების აგენტს
ვუთხარი, ისევე გარკვევით, როგორც ახლა თქვენ გეუბნებით:
„თუ რომელიმე ნორმალურ ფერად ოჯახს საკმარისი თანხა
აქვს ამ სახლის საბაზრო ფასად შესაძენად, დაე იყიდოს. ვინ
ეშმაკი იქნება წინააღმდეგი?“

423
მკითხველთა ლიგა

- სასიამოვნოა ლიბერალის გაცნობა, - ამბობს ბაჭია და


ხელს ართმევს, - ჩემი ცოლი სულ იმას მიმეორებს, რომ კონ-
სერვატორი ვარ.
და ვინაიდან მას ეს კაცი უკვე მოსწონს, და საერთოდაც
ბაჭიას ყველა მოსწონს, ვინც ვიეტნამში იბრძოდა, სადაც თვი-
თონაც უნდა ეომა, ბებერი რომ არ ყოფილიყო - ბებერი, მსუ-
ქანი და მშიშარა, - იგი ხელს ბრამბახსაც უწვდის.
მაგრამ ჭინჭყლი ჯუჯა თავისთვის დგას და, ხელის ჩამორ-
თმევის ნაცვლად, თავს გვერდზე მიატრიალებს, ასე რომ, ბაჭია
მის დამახინჯებულ ყბას ხედავს, რომელზეც არა მარტო წითე-
ლი ლ ასო ჩანს, არამედ თეთრი ზოლებიც იმ ადგილებში, სა-
დაც კანი გაუკერავთ და ნახვრეტის დასაფარავად გადაუჭიმავთ.
ის არასოდეს გაქრება იქიდან და მუდამ უსიამოვნო სანახავი
იქნება. ბაჭია ცდილობს, თვალი აარიდოს. ბრამბახი კი უკვე
ნაკლები სიცხარით, სევდიანად, თითქმის დანანებით წარმოთ-
ქვამს:
- მე გამოვიმუშავე ეს სახე. იქ დავსახიჩრდი, სამაგიეროდ,
აქ ვცხოვრობ რიგიანად. არც თანაგრძნობას ვითხოვ - ბევრ
ჩემს მეგობარს გაცილებით ნაკლებად გაუმართლა. უბრალოდ,
მინდა ყველამ იცოდეს, რომ მას შემდეგ, რაც იქ ვნახე და რასაც
ვაკეთებდი, ვერანაირი გაქნილი არამზადა ვერ შეძლებს და
ფეხს ვერ დამადგამს ჩემს კვარტალში.
სახლში უჩვეულო სიჩუმეა. ტელევიზორი არ მუშაობს.
ნელსონი სამზარეულოს მაგიდასთან გაკვეთილებს ამზადებს.
არა, ის ცქაფას ერთ-ერთ წიგნს კითხულობს. თუმცა ძალიან წი-
ნაც არ წაწეულა.
- სად არიან? - ეკითხება ბაჭია.
- ზემოთ სძინავთ.
- ერთად?

424
მკითხველთა ლიგა

- ჯილი, მგონი, თავის საწოლზე წევს, ცქაფა კი - ჩემსაზე.


ასე განმიცხადა, დივანი ყარსო. როცა სკოლიდან დავბრუნდი,
არ ეძინა.
- როგორ გამოიყურებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვა ახალ სფეროს ეხება,
ნელსონი მყისიერად პასუხობს. ბოლო დროს მამა-შვილი ერ-
თმანეთს უფრო დაუახლოვდა.
- ნერვიულობდა, - პასუხობს ბიჭი წიგნიდან თავაუღებ-
ლად. - თქვა, რომ ცუდი წინათგრძნობა აქვს, წუხელ კი თით-
ქმის სულ არ ეძინა. ჩემი აზრით, აბებით ან რაღაც სხვა სისა-
ძაგლით გაიჭყიპა. თითქოს ვერც კი მხედავდა, სადღაც ჩემ ზე-
მოთ იყურებოდა და პატარა ჩაკის ნაცვლად ჩაკს მეძახდა.
- ჯილი როგორ არის?
- მკვდარივით სძინავს. შევიხედე და დავუძახე, მაგრამ არც
კი განძრეულა. მამა...
- აბა, გადმოალაგე.
- ცქაფა რაღაცას აძლევს.
ეს აზრი მასში ძალიან ღრმად ზის, ამიტომ თქმა უჭირს.
თვალები სულ ჩაუცვივდა და ბაჭია გრძნობს, როგორ ცდი-
ლობს ის საჭირო სიტყვების შერჩევას, რომ მამას არ აწყენი-
ნოს.
- რაღაცას, - იმეორებს ჰარი.
ბიჭი მყისვე ეხმაურება:
- ჯილი არასოდეს იცინის, არც არაფერი აინტერესებს - ან
ზის, ან სძინავს. მის კანს თუ დაკვირვებიხარ? სულ გაუფერ-
მკრთალდა.
- მას ბუნებით აქვს ძალიან თეთრი კანი და ღია ფერის
თმა.

425
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, მაგრამ ეს სულ სხვაა. ავადმყოფს დაემსგავსა. პირ-


ში ლუკმას აღარ იდებს, და თუ შეჭამს, უკანვე იღებს. არ ვიცი,
ცქაფა რას უშვრება, მაგრამ უნდა აუკრძალო, უნდა შეაჩერო.
- როგორ?
- გააგდე აქედან.
- ჯილმა თქვა, რომ მასთან ერთად წავა.
- არ წავა. მასაც სძულს იგი.
- შენ ხომ მოგწონს ცქაფა?
- სიმართლე გითხრა, არა. ვიცი, წესით, უნდა მომწონდეს.
ისიც ვიცი, რომ შენ მოგწონს.
- მე? - გაგონილით გაოცებული ბაჭია ნელსონს მიმარ-
თავს:
- დაველაპარაკები, მაგრამ ხომ გესმის - ადამიანები ვინ-
მეს საკუთრებას არ წარმოადგენენ და ჩემს ჭკუაზე ვერ ვატა-
რებ. ისინი იმას აკეთებენ, რაც სურთ. ვერ ვაიძულებთ ჯილს,
რომ ჩვენი წესებით იცხოვროს.
- შევძლებდით, რომ მოგენდომებინა. ოდნავ მაინც რომ
გეცადა.
არსებითად, ეს გამოწვევაა ნელსონის მხრიდან, რამდენა-
დაც ეს საერთოდ შესაძლებელია მისგან.
- ჯილი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ვიშვილო, - ეუბნე-
ბა იგი ბიჭს, - შენ კი დასაქორწინებლად ჯერ პატარა ხარ.
ბიჭი წარბებს იჭმუხნის და კვლავ წიგნს ჩაჰკირკიტებს.
- ახლა კი რაღაც მინდა, რომ მითხრა.
- კარგი.
ნელსონს სახე ეძაბება, მზად არის საკუთარ თავში ჩაიკე-
ტოს: იგი ჯილის, სექსისა და თავის შესახებ ელოდება შეკით-
ხვებს. ბაჭია მოხარულია, რომ მისი გაწბილება მოუწევს, რაც
ბიჭს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს.

426
მკითხველთა ლიგა

- შინ რომ ვბრუნდებოდი, გზაში ორმა კაცმა გამაჩერა.


მითხრეს, რომ მათი შვილები ჩვენს ფანჯრებში იჭვრიტებოდ-
ნენ. შენ თუ გაგიგია რაიმე ამდაგვარი.
- რა თქმა უნდა.
- რა თქმა უნდა - რა?
- რა თქმა უნდა, იჭვრიტებიან.
- ვინ?
- ყველანი. ფრენკჰაუზერი და ის დოყლაპია ჯიმ ბრამბახი,
ეველინ მორისი და მისი მეგობარი გოგოები პენ-პარკიდან,
მარკ შოუოლტერი და, მგონი, მისი და მერილინი, თუმცა ის
ძალზე პატარაა...
- დალახვროს ეშმაკმა, როდის ახერხებენ ამას?
- სხვადასხვა დროს. როცა სკოლიდან ბრუნდებიან, მე კი
შენი მოსვლის დროისთვის ფეხბურთს ვთამაშობ. ალბათ, რომ
ბნელდება, მერეც მოდიან.
- რამეს თუ ხედავენ?
- ალბათ, ხედავენ.
- შენთან ამის შესახებ ლაპარაკობენ? თუ დაგცინიან?
- ხდება ხოლმე.
- ჩემი საბრალო ბიჭი. შენ რაღას ეუბნები?
- ვეუბნები, ჯანდაბამდე გზა გქონიათ-მეთქი.
- აბა! გამოთქმები შეარჩიე.
- მე მათ ასე ვეუბნები. თვითონ არ მკითხე?
- ჩხუბი ხომ არ გიწევს?
- ცოტა. როცა სალანძღავ სახელებს მიწოდებენ.
- კერძოდ, რას?
- რა მნიშვნელობა აქვს, მამა?
- მითხარი, რას გიწოდებენ.
- ნიგერი ნელი.

427
მკითხველთა ლიგა

- მართლა? დიდებული ბავშვები არიან.


- ისინი მხოლოდ ბავშვები არიან, მამა. ცუდს ხომ არა-
ფერს ფიქრობენ. ჯილი მეუბნება ხოლმე, ყურადღებას ნუ მიაქ-
ცევ, უმეცრები არიანო.
- ჯილთან დაკავშირებით თუ დაგცინიან?
ბიჭი მისკენ აღარ იყურება. თმა სახეს მთლიანად უფარავს,
მაგრამ ზურგიდანაც კი ვერ მიამსგავსებ შეცდომით გოგოს კუთ-
ხოვანი მხრებისა და დაუვარცხნელი თმის გამო.
- აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მამა, - ამბობს იგი დათ-
რგუნვილი ხმით
- კარგი, ნელსონ, მაპატიე, ასეთ არეულ-დარეულობაში
რომ გიწევს ცხოვრება.
მისდა გასაოცრად, შვილი ყრუ ხმით წარმოთქვამს:
- როგორ მინდა, რომ დედა დაბრუნდეს, ვიცი, რომ ეს არ
მოხდება, მაგრამ, ოჰ, როგორ მინდა!
ნელსონი გამეტებით ურტყამს მუშტს სამზარეულოს სკამის
საზურგეს და თავს ჩარგავს. ბაჭია კი ლუდის ასაღებად მაცივ-
რისკენ მიდის და შვილს გზად უმწეოდ აუჩეჩს თმას.
დღემ საგრძნობლად იკლო. ექვსი საათის ახალი ამბების
შემდეგ უკვე ბნელა.
- დღეს ვიეტნამის კიდევ ერთი ვეტერანი გავიცანი, - ეუბ-
ნება ბაჭია ცქაფას.
- ჯანდაბა! ვიეტნამის ომის ვეტერანები წიწილებივით
მრავლდებიან და მალე დედამიწაზე მათ გარდა აღარავინ იქ-
ნება, არა? არასოდეს დამავიწყდება შუქურა ტი ჰოას მახლობ-
ლად. ყველამ, ვინც კი იქ იყო ნამყოფი, მის თეთრ კედლებზე
თავისი ნახატი დატოვა. კინაღამ გავგიჟდი, როდესაც დავინახე,
რომ ვიღაცას - ადგილობრივ ჩარლის თუ მტრის ჯარისკაცს,
თუმცა ისინი იმ ადგილს მანამდე არ მიკარებიან, ვიდრე ჩვენით

428
მკითხველთა ლიგა

არ მივატოვეთ, - მთელი კედელი ბიძია ჰო შე მინის დამამცი-


რებელი სურათებით მოეხატა: ჰო შე მინი პედერასტი, ჰო შე
მინი ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, ამას აკეთებს,
იმას აკეთებს - არანაირი პატივისცემა, გესმის? ჰოდა, ვიფიქრე,
რომ ამ საცოდავებსაც ჩვენსავით ძარცვავენ და ყველანი
ჭკუიდან გადასული ბებრების ხელში ვართ, რომელთაც ისტო-
რიის გადაკეთება სურთ. მაგრამ ისტორიაში მეტი აღარაფერი
მოხდება, ჩაკ.
- აბა, რა იქნება? - ეკითხება ნელსონი.
- სრული ქაოსი, - პასუხობს ცქაფა. - მერე კი, ალბათ, მე
გამოგეცხადებით.
ნელსონი მამის მზერის დაჭერას ცდილობს. ის ახლა ხში-
რად იქცევა ასე, როდესაც ცქაფა გონებას კარგავს.
- მამა, ჯილი ხომ არ გავაღვიძო?
ბაჭია უკვე მეორე ქილა ლუდს სვამს და პირველ სიგა-
რეტს ეწევა. ზის და გაჭიმული ფეხები მეწაღის სკამისთვის მი-
უბჯენია.
- რა საჭიროა? ეძინოს. ნუ ხარ ასეთი მავნე.
- არა, სერ, - ამბობს ცქაფა, - ბიჭი სწორად აზროვნებს.
სად არის ის პატარა დედანატირალი ძუკნა? მოვიდეს, თორემ
სულ მოვიშალე.
- როგორ მოიშალე? - ეკითხება ნელსონი.
- ვგრძნობ, რომ მოვიშალე, - პასუხობს ცქაფა. - პატარა
ჩაკ, წადი და ჩამოიყვანე ის უმაქნისი ნახვრეტი. უთხარი, მამა-
კაცებს მოშივდათ-თქო.
- მამა...
- მორჩი წუწუნს, ნელი. გააკეთე, რასაც გთხოვს. ნუთუ სას-
წავლი არაფერი გაქვს? ადი ზემოთ და გაკვეთილებს მიხედე.
ეს ადგილი კი უფროსებს დაუთმე.

429
მკითხველთა ლიგა

ნელსონი მიდის და ბაჭია შვებით ამოისუნთქავს.


- ერთი რამე მაინც ვერ გავიგე, ცქაფა: რას ფიქრობ ვიეტ-
კონგელების შესახებ? მართლები არიან, ტყუიან, თუ რა ხდება?
- ცალკე აღებულ თითოეულ მათგანს ვერაფერს დაუწუნებ.
საოცრად უშიშარნი არიან, ნამდვილად რაღაცას იჩხირავენ.
არადა, ბევრი მათგანი პატარა ნელსონის ასაკისაა. გესმის?
მთლიანობაში ვერაფრით მივხვდი, რისი მიღწევა სურდათ,
გარდა იმისა, რომ ჩვენ თეთრები და შავები ვიყავით, ისინი კი
- ყვითლები, რომლებიც იქ პირველნი მივიდნენ. სხვა მხრივ კი,
მათ ქმედებაში რაიმე აზრიანი ვერ აღმოვაჩინე. ყველაზე მე-
ტად მათ თავისნაირივე ყვითლების კასტრირება, ჩამოხრჩობა,
ცოცხლად დამარხვა და სხვა მსგავსი მხიარული საქციელის ჩა-
დენა უყვარდათ, ხომ გესმის? ამიტომ ვთვლი, რომ ეს სხვა არა-
ფერია, თუ არა ურიცხვი წინასწარმეტყველების მიერ ადამიანე-
ბისთვის ტვინის გამორეცხვის კიდევ ერთი გამოვლინება, რაც
იმის მაუწყებელია, რომ ჩემი გამოცხადების საათმა დაჰკრა.-
მმაგრამ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკა და ძალაუფ-
ლება მხოლოდ სევდას მგვრის, არ მაინტერესებს. ყველაფერი
ადამიანური კი, პირიქით, საოცრად მიტაცებს. შენც, არა, ჩაკ?
აი, ისიც.
ოთახში ლანდივით შემოდის ჯილი. ძვალი და ტყავია.
- არ მოგშივდა? - ეკითხება ბაჭია. - სენდვიჩი გაიკეთე არა-
ქისის კარაქით. სხვა ვახშამი მაინც არ გვაქვს.
- არ მშია.
ბაჭია, ცქაფას მსგავსად, მის გამოწვევას ცდილობს:
- ღმერთო ჩემო, ნეტავ სარკეში ჩაგახედა, რას დამსგავ-
სებიხარ - ღობის სარივით გამოიყურები. უკანალიც კი აღარ
შეგრჩა. როგორ გგონია, აქ რისთვის გაჩერებთ?

430
მკითხველთა ლიგა

ჯილი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და ცქაფას მი-


მართავს: - ძალიან მჭირდება.
- სი-სუ-ლე-ლე-ა, პატარავ, ყველას გვჭირდება, გესმის?
მთელ მსოფლიოს სჭირდება - განა არ შევთანხმდით, რომ
ასეა, ჩაკ? ჭკუიდან გადასულ მთელ მსოფლიოს მე ვჭირდები.
მე კი სხვა რამ მინდა. აბა, ერთი ეგ შენი ნახვრეტი მომიჩოჩე,
თეთრო გოგონი.
ჯილს მზერა ბაჭიაზე გადააქვს. არა, ის მას ვერ დაეხმარე-
ბა. ქალიშვილი დივანზე ცქაფას გვერდით ჯდება და წყნარად
ეკითხება:
- თუ ისე გავაკეთებ, როგორც შენ გინდა, შემისრულებ
სურვილს?
- შესაძლოა. აი, რას გეტყვი, ჩემო ტკბილო ჯილ. მოდი,
ეს ამ კაცისთვის გავაკეთოთ.
- რომელი კაცისთვის?
- ადამიანისთვის. ამ ადამიანისთვის. ჩარლი--
გამარჯვებულისთვის. მას სურს ეს. აბა, როგორ გგონია, აქ რის-
თვის გვაჩერებს? იმიტომ, რომ გავმრავლდეთ - აი, რისთვის.
ეი, ჰარი, მეგობარო!
- გისმენ.
- ხომ მოგწონს ნიგერად ყოფნა?
- მომწონს.
- გინდა, რომ კარგი ნიგერი იყო, მართალია?
- მართალია.
ჭერზე რაღაც უხალისოდ ფაჩუნობს, ხმა კი თითქოს ძა-
ლიან შორიდან მოდის - ეს ნელსონი გადაადგილდება თავის
ოთახში. მანდ დარჩი. ქვემოთ არ ჩამოხვიდე. ბაჭიას სისხლში
კვამლი შედის და ფილტვები ტოტებგაშლილ ხესავით უფარ-
თოვდება.

431
მკითხველთა ლიგა

- კარგი, - ამბობს ცქაფა, - დავიწყოთ. შენ მაგ სავარძელს


მიჯაჭვული დიდი შავი მამაკაცი ხარ, მე კი თოვლივით თეთრი
ჭაბუკი. ახლა კი უყურე.
ცქაფა ელვის სისწრაფით დგება და პერანგს იძრობს. მისი
ტორსი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იკარგება, შემდეგ ქა-
მარს იხსნის და სხეულის ქვედა ნაწილიც ქრება. მხოლოდ სათ-
ვალის ვერცხლისფერი წრეები მოჩანს. სხეულდაკარგული არ-
სების ხმა წყვდიადის მოძახილს ჰგავს. ქუჩის ბოლოში მდგარი
ფარნიდან შემომავალ მოცისფრო შუქზე თანდათან მისი მრგვა-
ლი ღრუბლის მსგავსი თავი იკვეთება.
- ეს პატარა გოგონა, აქ რომ დგას, - განაგრძობს იგი, -
ნახშირივით შავია. იგი მდინარე ნიგერის ხეობაში გაზრდილი
შავი ხისგან შექმნილი უბიწო არსებაა. ხომ ასეა? ახლა კი შებ-
რუნდი. - მისი ხელების შავი ჩრდილები თეთრ ლაქად ქცეული
ჯილის ნასხეულარზე დასრიალებენ, სულ მაღლა და მაღლა
მიიწევენ - ასე მეთუნე ძერწავს თიხას თანაბრად მოზუზუნე დაზ-
გაზე და ლარნაკად აქცევს. ჯილი იქიდან ამოსული კვამლივით
მაღლდება. ცქაფა მას თავს ზემოდან კაბას ხდის, - შეტრიალ-
დი, ჩემო კარგო, და უკანალი გვიჩვენე.
წყვდიადს მსუბუქი ტლაშანი აპობს, სითეთრე ქანაობს. ბა-
ჭიას გაფართოებული თვალები სიბნელეს ეჩვევა და ღიას მუ-
ქისგან არჩევს, სხეულთა მოყვანილობასაც ხედავს, მეწაღის
სკამის იქით, ექვსიოდე ფუტის მანძილზე რომაა. აი, მუქი ფერის
ღრმული ჯილის დუნდულებს შორის, მისი თეძოების ნაზი სიმ-
რგვალე, დაბუჩქული თმა მენჯის მოშიმშილე ძვლებს შორის.
წაგრძელებული მუცელი, იქ, სადაც ძუძუების ადგილია, შავი
ობობები დაცოცავენ გააფთრებით - ბაჭია ხვდება, რომ ეს ცქა-
ფას ხელებია. ის რაღაცას ჩასჩურჩულებს ჯილს, ბურტყუნებს.
ამასობაში კი მისი ხელები ქალის სხეულზე მთვარის შუქზე გა-

432
მკითხველთა ლიგა

მოსული ღამურებივით დაქრიან. ბაჭიას ყურამდე ჯილის წარ-


მოთქმული ფრაზა აღწევს, ფრაზაში კი სიტყვა „დაკმაყოფილე-
ბა“. თუმცა, ქალის ხმას სახეზე ჩამოშლილი თმა ახშობს.
ცქაფა ისეთ ბგერებს გამოსცემს, თითქოს ცას ჭექა--
ქუხილმა გადაუარაო.
- ახლა კი, - წამღერებით ამბობს და მისი ხმა ოქროს რგო-
ლებივით გარს ერტყმის მსმენელს, - დე-მონ-სტრი-რე-ბა მორ--
ჩი-ლე-ბი-სა ამ პატარა, ნახშირივით შავი ქალბატონის მხრი-
დან, რომელიც ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის გამოცდილ
ექსპერტ ვაჭართა მიერ არის გაწვრთნილი. ისინი გარანტიას
იძლევიან, რომ მისგან აბ-სო-ლუ-ტუ-რად არანაირი უსიამოვ-
ნება არაა მოსალოდნელი სამზარეულოში, შემოსასვლელში,
თავლასა თუ საწოლ ოთახში!
კიდევ ერთი მსუბუქი ტლაშანი და თეთრი თიხის გუნდა
იკუნტება: ჯილი მუხლებზე ეშვება, ცქაფა კი ისევ დგა. სიჩუმეში
ნაზი წუწნის ხმა ისმის, მაგრამ ბაჭია ბოლომდე ვერ ხედავს, რა
ხდება. არადა, ნახვა ძალიან უნდა. ხისსადგამიანი ლამპა მის
უკანაა. თავმოუბრუნებლად, ხელის ცეცებით პოულობს და ან-
თებს.
რა მშვენიერებაა.
რასაც ხედავს, თავდაპირველად ბეჭდვის პროცესს აგო-
ნებს, როდესაც საღებავიანი ფორმა თეთრ ქაღალდს ეკვრის.
როგორც კი თვალებს სინათლეს მიაჩვევს, ხედავს, რომ ცქაფა
შავი კი არა, ღია ყავისფერია. ბაჭიას წინ ორი, დასასჯელად
გამზადებული ბავშვია, რომელთაგანაც ერთს ფეხზე დგომა უბ-
რძანეს, მეორეს კი - მუხლებზე დაშვება. ცქაფა იხრება, ბავშვი-
ვით ვარდისფერფრჩხილებიან ხელს იწვდის და ჯილის პრო-
ფილს კაშკაშა შუქისგან იცავს. ქალს თვალები დაუხუჭავს და
პირი გაუღია. მისი ქალურობა, უპირველეს ყოვლისა, მოხრილ

433
მკითხველთა ლიგა

ზურგში, ქუსლებზე დავანებულ დუნდულებსა და ცქაფას საზარ-


დულთან თეთრი შროშანივით მოქანავე ხელში იგრძნობა, რო-
მელიც თითქოს ესტაფეტის გადასაცემი ჯოხის მოლოდინშია.
სახე მთლიანად ვერ ფარავს ცქაფას გრძელ ასოს და მოჩანს
მისი ორიოდე სოსანისფერი დიუიმი, რომელიც იასამნისფერში
გადადის, შემდეგ კი ლითონისფერი თმაა, რომელიც ფორმითა
და წყობით მის წვერს წააგავს. სხეულის მდგომარეობის შეუც-
ვლელად ცქაფა თავს სინათლისკენ მიაქცევს, სათვალე რძესა-
ვით თეთრი უხდება, ზედა ტუჩი კი, თითქოს ტკივილისაგან, ზე-
მოთ ეწევა.
- ეი, ადამიანის ნაშიერო, რა ხდება? შუქი ჩააქრე!
- ორივენი მშვენივრები ხართ, - ამბობს ბაჭია.
- მაშინ გაიხადე და საქმეს შეუდექი - ნახვრეტების მეტი რა
არის?
- მეშინია, - გულწრფელად აღმოხდება ბაჭიას და ეს მარ-
თლაც ასეა: ისინი არა მხოლოდ მშვენიერები არიან, არამედ
ერთიან დანადგარს ჰგვანან, რომელიც მის შეხებისთანავე ნამ-
სხვრევებად იქცევა.
სინათლით დარეტიანებული ჯილის გონებამდე ეს
აღიარება გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღწევს. მისკენ ტრიალ-
დება და ცქაფას პენისი პირიდან უვარდება, რომელიც ღია ფე-
რის სითხეს ისვრის. ბაჭია ხელს შუქის ჩასაქრობად იწვდის. ქა-
ლი შეჰკივლებს. წამით ჰარიც მოჰკრავს თვალს: ფანჯარაში სა-
ხეა. თვალები - ორი ანთებული სიგარეტია. ლამპა გამორთუ-
ლია და სახეც ქრება. ფანჯარა ღია ცისფერი მართკუთხედია
ოთახში. ბაჭია შემოსასვლელი კარისკენ მიიჩქარის და ფარ-
თოდ აღებს. ღამის სუსხი კანზე კბენს. ოქტომბერია. მშრალი
და უფერული მდელო ხელოვნურად, უსიცოცხლოდ გამოიყუ-
რება. თუ გაჩერებულ მანქანებს არ ჩავთვლით, ვისტა-კრესენტი

434
მკითხველთა ლიგა

დაცარიელებულია. ნეკერჩხლის ხე ძალზე წვრილია და მის


უკან ვერავინ დაიმალება. რომელიმე ბიჭს შეეძლო სახლთან,
ყვავილნარის გასწვრივ გაერბინა და გარაჟში დამალულიყო.
გარაჟის კარი ღიაა. თუ ეს ბიჭი ნელსონია, გარაჟის კარს სამ-
ზარეულოსკენ მივყავართ. ბაჭია გადაწყვეტს, კვალს აღარ გაჰ-
ყვეს - ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სივრცე შეიკუმშა და წა-
სასვლელი აღარსადაა. ვისტა გლუვ, ცივ, გაშეშებულ ფოტოსუ-
რათად ქცეულა. მხოლოდ მისი პირიდან ამოსული ორთქლი
მოძრაობს. კარს ხურავს. სამზარეულოში სიწყნარეა.
- არავინაა, - ამცნობს ბაჭია სასტუმრო ოთახში მყოფთ.
- ცუდია, - ამბობს ცქაფა.
როცა ჩაცუცქდება, პენისი ფეხებს შორის მათრახივით კი-
დია. ჯილი იატაკზე ქვითინებს - პირქვე დამხობილა, შიშველი
სხეული ერთიანად მოკუნტული აქვს, უკანალი წმიდა ვალენტი-
ნის დღისადმი მიძღვნილ ღია ბარათზე გამოსახული გულის ზე-
და ნაწილს მიუგავს - ოღონდ, თეთრი აქვს და არა ალისფერი.
ხორცისფერი თმა მარაოსავით გაშლილა ბაცი მწვანე ფერის
ნოხზე. ბაჭია და ცქაფა მის წამოსაყენებლად ჩაიმუხლებენ, ის
კი ეწინააღმდეგება და იატაკზე გორავს, თმა სახეს უფარავს,
პირში ეჩრება, ნიკაპსა და ყელზე ობობას ქსელივით ეკრობა.
ნიკაპზე რძესავით თეთრი სითხის ვიწრო ზოლია. ბაჭია საკუთა-
რი ცხვირსახოცით პირსა და ნიკაპს უწმენდს. მომავალში, ერთი
კვირის შემდეგ, როცა ყოველივე ეს უკვალოდ გაქრება, იგი
ხშირად ამოიღებს ჯიბიდან ამ ცხვირსახოცს და მის ოდნავ მომ-
ჟავო სუნს შეიყნოსავს.
ჯილი ტუჩებს ამოძრავებს.
- შენ ხომ დამპირდი, - ამბობს იგი. - დამპირდი.
ქალიშვილი ცქაფას მიმართავს. თუმცა მის თავთან ბაჭიაა
დახრილი. ის მხოლოდ მის გვერდით მდებარე ვიწრო შავ სახეს

435
მკითხველთა ლიგა

უყურებს. თვალებში სიმწვანის ნატამალიც აღარ აქვს - იგი შავ-


მა გუგებმა განდევნა.
- ნამდვილი ჯოჯოხეთია, - წუწუნებს ჯილი, თითქოს საკუ-
თარ თავს დასცინის კონექტიკუტელი დიასახლისი, რომელმაც
იცის, რომ გადაამლაშა. - ღმერთო ჩემო, - განაგრძობს მოზ-
რდილი ადამიანის ხმით და თვალებს ხუჭავს.
ბაჭია ხელით ეხება - ქალი ოფლში ცურავს. შეხებისგან
კრთის. ჰარის უნდა, რომ რამე გადააფაროს, თუ სხვა არაფე-
რია, თავისი სხეულით გადაეფაროს, მაგრამ ჯილი მხოლოდ
ცქაფას ელაპარაკება. ბაჭია მისთვის არ არსებობს.
ცქაფა კი თავზე დადგომია და ეკითხება:
- ვინ არის შენი ღმერთი, ჯილ, ჩემო კარგო?
- შენ ხარ.
- მე, ხომ?
- ჰო.
- შენ მე საკუთარ თავზე მეტად გიყვარვარ, არა?
- გაცილებით მეტად.
- ჯილ, ჩემო კარგო, რას ხედავ, როცა მიყურებ?
- არ ვიცი.
- იქნებ გიგანტურ შროშანს ხედავ?
- მართალია. შენ ხომ დამპირდი.
- გიყვარს ჩემი მამალი?
- მიყვარს.
- ხომ გიყვარს ჩემი წვენი, ჩემო ტკბილო? ხომ გიყვარს,
როცა ის შენს ძარღვებში მიედინება?
- კი. მიდი. ჩამარტყი. შენ ხომ დამპირდი.
- მე შენი მხსნელი ვარ, არა? მართალია?
- შენ დამპირდი. ვალდებული ხარ. ცქაფა!
- კარგი. მითხარი, რომ შენი მხსნელი ვარ.

436
მკითხველთა ლიგა

- ხარ. ჩქარა. შენ დამპირდი.


- კარგი, კარგი, - ამბობს ცქაფა. მერე ბაჭიას მიმართავს: -
ახლავე ნორმაში მოვიყვან. შენ ზემოთ ადი, ჩაკ. არ მინდა, ამას
უყურო.
- მე კი მინდა.
- არ გინდა. ეს ცუდია, ადამიანის ნაშიერო. ცუდია, ცუდი,
ცუდი. ნაგავია. აჯობებს, არ გაისვარო - ჩემ გამო ისედაც ბევრი
თავის ტკივილი გაქვს და ამაში ნუღარ გაერევი, გესმის? გადი
აქედან. გთხოვ, ადამიანის ნაშიერო.
ბაჭია ყველაფერს ხვდება. ისინი ომში არიან. მძევალი
აიყვანეს. ირგვლივ მტრები არიან. ის სამ პატარა ფანჯარასთან
- მუსიკალური ზარის სამი ნოტის გამოძახილთან - დგას და შე-
მოსასვლელ კარს ამოწმებს. შემდეგ სამზარეულოში გადის.
არავინაა. გარაჟში გამავალ კარს ურდულით კეტავს. ნელსონის
ოთახის კართან ჩერდება, მძინარე შვილის სუნთქვას ყური რომ
მიუგდოს. ბიჭის მსუბუქი ფშვინვის ხმა ისმის. თავის საძინებელში
კი ქუჩის ფარანი შპალერზე ნეკერჩხლის ფოთლების ნეგატივის
მსგავს ანაბეჭდებს ტოვებს. ბაჭია ლოგინში ქვედა საცვლით
წვება - იმ შემთხვევისთვის, ადგომა და გაქცევა თუ მოუწევს. ასე
ბავშვობაში წვებოდა ზაფხულობით, როცა გარეცხილი პიჟამა
დროულად არ შრებოდა. ბაჭიას ყურამდე ქვემოდან რაღაც
ხმები, კაკუნი და ჩხარუნი აღწევს - აი, ქურაზე ტაფა დადგეს,
მინამ გაიწკარუნა, ვიღაც ლინოლეუმზე დადის. ამგვარ ხმაურში
ყოველთვის ტკბილად იძინებდა, როცა დედა ფხიზლობდა და
ქვეყნად წესრიგი სუფევდა. თუმცა გული გამალებით უცემს, აზ-
რები ერთმანეთში ერევა და მათი ტალღები ზედ ევლება ჯი-
ლის თეთრ დუნდულებს - ვალენტინის გულის ზედა ნაწილს, -
რომელიც მის თვალებში მზესავითაა ჩაბეჭდილი. ოფსეტი ხე-
ლით აწყობის წინააღმდეგ. ოფსეტს ყოველთვის აკლია სიმ-

437
მკითხველთა ლიგა

კვეთრე. ნაბეჭდი მსხვილია და ჭუჭყიანი. მომავლის ნიშანია. ჯი-


ლი გვერდით უწვება. მისი დუნდულების თეთრი გული მუცელსა
და ნაზად მოდუნებულ ასოს აწვება და სიცივეს ჰგვრის.
- გვიანია? - ეკითხება ბაჭია.
- საკმაოდ, - პასუხობს ჯილი.
- თავს როგორ გრძნობ?
- უკეთესად. დროებით.
- ექიმს უნდა ეჩვენო.
- არ მიშველის.
ბაჭიას თავში უკეთესი აზრი მოსდის, იმდენად კარგი, რომ
ვერ გაუგია, რატომ ადრე ვერ მოიფიქრა ეს.
- აჯობებს, რომ მამასთან დაბრუნდე.
- დაგავიწყდა, რომ ცოცხალი აღარაა.
- მაშინ - დედასთან.
- აღარც მანქანა მყავს.
- იმასაც დავიხსნით.
- უკვე დაგვიანებულია, - ეუბნება ჯილი, - დაგაგვიანდა ჩემი
შეყვარება.
ბაჭიას შეპასუხება სურს, მაგრამ ქალის სიტყვებში მწარე
სიმართლე იგრძნობა, რომელიც გასაქანს არ აძლევს. წელზე
ჩაღრმავებულ ადგილს ეფერება. ახლა ჯილი პატარა, თბილ
ჩიტს ჰგავს, რომელიც თავის ბუდეს დაეძებს.
მზე, ეს ბებერი მასხარა, ოთახში მოძვრება. ნეკერჩხალს
იმდენი ფოთოლი დაუყრია, რომ სხივებს ხელს აღარაფერი უშ-
ლის. ბაჭიას თავი უსკდება, ძილში ნანახი სიზმარი (ის და
პაიასეკი კანოეში სხედან და მწვანე მცენარეებით დაფარული
ნაპირის გასწვრივ მდინარეს აღმა მიუყვებიან. შორეული მთის-
კენ მიემართებიან, რომელიც დაკეცილ ხელსახოცს წააგავს.
„როდის დამიბრუნებ ჩემს ვერცხლის ტყვიას? - ეკითხება ბაჭია.

438
მკითხველთა ლიგა

- ხომ დამპირდი“. „იდიოტო, - პასუხობს პაიასეკი. - სულელო“.


„რამდენი გცოდნია“, - ეუბნება ბაჭია და მკერდს მოვარდნილი
სინათლის ნიაღვარს უშვერს) წინა ღამის მოვლენებში ირევა:
ერთიც და მეორეც არარეალური ჩანს. მის გვერდით ჯილს სძი-
ნავს, კანი თითქოს ცვარით დაჰფარვია - ყელთან და თმის გამ-
ყოფ ხაზთან ოფლი უბრწყინავს. ისე, რომ არ გააღვიძოს, ბაჭია
ქალს მაჯას უტრიალებს და დაჭორფლილი ხელის შიდა მხა-
რეს აკვირდება. ფუტკრების ნაკბენის კვალს ეძებს. რამდენიმეს
პოულობს. ჯენისს უნდა დაელაპარაკოს. მაგრამ ახსენდება,
რომ ის წასულია და სახლში მხოლოდ ნელსონია, მათი შვილი.
საწოლიდან დგება. ის, რომ ქვედა საცვლით ეძინა, მხიარულ
ხასიათზე აყენებს - ბავშვობა ახსენდება, როცა დედა გარეცხილ
პიჟამოს გასაშრობად სარეცხის თოკზე კიდებდა.
საუზმის შემდეგ, ვიდრე ჯილსა და ცქაფას სძინავთ, ბაჭია
და ნელსონი ფოცხითაც მუშაობენ და მდელოსაც კრეჭენ - ზამ-
თრის ძილისთვის ამზადებენ. ბაჭია იმედოვნებს, რომ მომავალ
წლამდე ამის გაკეთება აღარ მოუწევს, თუმცა ამაღლებულ ად-
გილებში გამხმარი ბალახი ჯერაც მწვანედ მოჩანს მიწის
ნაოჭებში, სადაც სინოტივე აქამდე შენარჩუნებულია, ასევე სამ-
ზარეულოსა და ქუჩას შორის - შესაძლოა, სადღაც კანალიზა-
ციის მილია დაზიანებული და წყალი მილს ქვემოთ მოუყვება.
ფოთლები კი... ნელსონს ეძახის, რომელიც იძულებულია, სა-
თიბელა გამორთოს, მამის ნათქვამი რომ გაიგონოს:
- დალახვროს ეშმაკმა! საიდან აქვს ამ დალეულ ხეს ამ-
დენი ფოთოლი?
- ეს მხოლოდ მისი ფოთლები არაა. ქარმა მოიტანა სხვა
ხეებიდან.
ბაჭია არემარეს ათვალიერებს და ამგვარ ხეებს მეზობ-
ლებთანაც ხედავს, ოღონდ ზოგიერთი მათგანი უკვე სახლის

439
მკითხველთა ლიგა

სახურავს სწვდება. ოდესმე ნელსონი აქ, თავისი ბავშვობის


უბანში დაბრუნდება და თვალწინ საოცრად დაჩრდილული, ჩაბ-
ნელებული კვარტალი, ბალახით გადავლილი მდელოები და
დარბაისლური სახლები წარმოუდგება. ბაჭიას სხვა ეზოებიდან
ბავშვების გადაძახილი ესმის, ღობის გადაღმა, მისასვლელ ბი-
ლიკებზე პატარები ირევიან, ვიღაც წვრილი ხმით წრიპინებს:
„პასი, მომეცი პასი!“ და ბურთიც მორჩილად მიგორავს მისკენ.
არ არის ურიგო ადგილი, ფიქრობს ბაჭია. უფრო უკეთესიც იქ-
ნებოდა, ამის შესაძლებლობას რომ აძლევდნენ. სარკეში მისი
ანარეკლის მსგავსად, სხვა სახლებთანაც დგანან ფოცხებითა
და სათიბელებით შეიარაღებული მამაკაცები.
- დღეს დედაშენის მონახულებას ხომ არ აპირებ? - ეკით-
ხება ის ნელსონს, ვიდრე შვილი სათიბელას ააგუგუნებდეს.
- არა, ხვალ. დღეს ის და ჩარლი პოკონში უნდა წასულიყ-
ვნენ შემოდგომის ფოთოლცვენის სანახავად. ჩარლის ძმა და
მისი ცოლიც მათთან ერთად არიან.
- ოჰო, ესე იგი ოჯახთან დაახლოების პროცესი მიმდინა-
რეობს.
ჯენისი ნამდვილი სპრინგერია. ბაჭიას ძალაუნებურად
ეღიმება, რატომღაც აუხსნელ სიამაყესაც გრძნობს მის გამო.
განქორწინების ქაღალდები, ალბათ, სასამართლოს გზაზეა.
და მალე ის ბრუერის ლოთებს შეუერთდება. მამა მათ ნაყარ-
ნუყარ ხალხს ეძახის. ამას ვისტა-კესენტში ცხოვრებით ტკბობა
ჯობს, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბაჭია კვლავ ფოცხს
ჰკიდებს ხელს, თან სათიბელას ამუშავებას ელოდება. ამის ნაც-
ვლად სტარტერის რახრახი და ნელსონის ხმა ესმის:
- მამა! მგონი, ბენზინი გათავდა.
ჩვეულებრივი შაბათია. მზე ანათებს, სახლში რამდენიმე
წვრილმანი სამუშაოს შესრულება და საყიდლებზე წასვლა

440
მკითხველთა ლიგა

მოუწევთ. ბაჭია და ნელსონი უაიზერ-სტრიტზე მდებარე „გეტის“


ბენზინგასამართი სადგურისკენ მიემართებიან ხუთგალონიანი
ბიდონის გასავსებად. უკან დაბრუნებულნი სახლიდან გამოსულ
ცქაფასა და ჯილს ხედავენ. ცქაფა ჩინებულადაა გამოწყობილი.
მას ვიწრო შარვალი, ნიანგის ტყავის ფეხსაცმელი, შინდისფერი
სვიტრი და ატმისფერი კარდიგანი აცვია. გოლფის კლუბის წევ-
რებისთვის დამახასიათებელი მოდური ტანსაცმლის რეკლამი-
დან გადმოსულს ჰგავს. ჯილს თეთრი კაბა და ჰარის ყავისფერი
სვიტრი ჩაუცვამს. სკოლის ფეხბურთის გუნდის დამხმარე ჯგუ-
ფის წამყვანი გოგონა გეგონებათ. გამხდარი სახე ოდნავ შევარ-
დისფრებია, თუმცა კანი ქარსივით თხელი და მყიფე მოუჩანს.
კარგ განწყობაზეა, ოღონდ მცირე აღელვებაც ეტყობა.
- მაცივარში თქვენთვის ცოტა ძეხვი და სალათა დავტო-
ვეთ, - ეუბნება ბაჭიას. - შეგიძლიათ, მიირთვათ. მე და ცქაფა
ბრუერში მივდივართ - იქნებ ჩემს დაწყევლილ მანქანას რაიმე
მოვუხერხოთ. მერე ბებისთან ვაპირებთ შევლას. გვიან დავ-
ბრუნდებით. შენ კი იქნებ დედაშენი მოგენახულებინა, თორემ
თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ამას რომ არ აკეთებ.
- კარგი, ალბათ ასეც ვიზამ. კარგად ხარ? - ეკითხება ბა-
ჭიას ჯილს, მერე კი ცქაფას მიმართავს: - გზის ფული თუ გაქვს?
დენდივით ჩაცმულ ცქაფას მეტყველებაც შესაბამისი აქვს.
ნიკაპს წინ გამოსწევს და თითქმის პირის გაუღებლად პასუხობს:
- ჯილს აქვს. თუ შემოგვაკლდება, შენი სახელი იგივე საკ-
რედიტო ბარათი არაა?
ბაჭია ღამით ნანახის წარმოდგენას ცდილობს: ჯუნგლებში
დანთებულ კოცონთან ჩაცუცქული შიშველი კაცი მოქანავე პე-
ნისით, მაგრამ არ გამოსდის - ეს სულ სხვა სცენაა.
ახლა, დღის სინათლეზე, მკაცრად იჭმუხნის წარბებს.

441
მკითხველთა ლიგა

- აჯობებს ექვსამდე, ჩემი და ნელსონის წასვლამდე დაბ-


რუნდეთ. არ მინდა სახლის უპატრონოდ დატოვება. - მერე კი
ჩუმად განაგრძობს, ნელსონმა რომ ვერ გაიგოს: - გუშინდელის
შემდეგ, ცოტა არ იყოს, მეშინია.
- განა რამე მოხდა? - ამბობს ცქაფა. - რაღაც საშინელს
ვერაფრით ვიხსენებ. ჩვენ ხომ ყველანი მასხარები ვართ და
ვცდილობთ, ჩვენი გავისწოროთ ამ შერეკილ შტატებში.
მან კვლავ თავისი ჯავშანი მოირგო, რომელში შეღწევაც
არც ისე იოლია.
- შენ ცუ-უ-დი ნიგერი ხარ, - მაინც ცდილობს ბაჭია ამ ჯავ-
შნის გარღვევას.
ცქაფას ეღიმება, ანგელოზივით ჩაწიკწიკებული კბილები
მზეზე უელავს, სათვალიდან არეკლილი სხივები კი სატელევი-
ზიო ანტენებს თავზე ევლება.
- უკვე ჩემებურად ჭიკჭიკებ, - ამბობს იგი.
- ამ გიჟის გვერდით არ გეშინია? - ეკითხება ბაჭია ჯილს.
- ის ჩემი ტკბილი მამიკოა, - მიუგებს ის პასუხად და ცქაფას
ხელკავს გამოსდებს. ორივენი ვისტა-კრესენტზე გადიან და
კედლის სიმაღლის პანორამული ფანჯრების ლაბირინთში
იკარგებიან.
ბაჭიასა და ნელსონს მდელო ბოლომდე წესრიგში მოჰ-
ყავთ, შემდეგ სადილობენ, ბურთს თამაშობენ. მერე ბიჭი მეზობ-
ლის ბავშვებთან წასვლის სურვილს გამოთქვამს. ის იცნობს ზო-
გიერთს, მათ ფანჯრებში რომ იჭყიტებიან, მაგრამ ეგ არაფე-
რია, მამა. მართლაც ისე ჩანს, რომ ყველაფერი დავიწყებას
მიეცემა, შაბათის ამერიკაში ჩაიკარგება, როგორც წყალი მიწა-
ში, როგორც დღეები დროის ნაკადში. ბაჭია კი სახლში შედის.
ცოტა ხანს ბეისბოლის ჩემპიონატის პირველ მატჩს უყურებს -
ბალტიმორი ნიუ-იორკს უგებს, შემდეგ ფეხბურთზე გადართავს,

442
მკითხველთა ლიგა

სადაც პენსილვანიის შტატი დასავლეთ ვირჯინიას ამარცხებს,


მაგრამ მშვიდად ჯდომა და მზარდ წინათგრძნობასთან ბრძო-
ლის თავი აღარ აქვს, ტელეფონთან მიდის და მშობლებს ურე-
კავს.
- გამარჯობა, მამა. ვფიქრობდი, დღეს შევუვლი-მეთქი,
მაგრამ ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა, საღამოს კი ფოს-
ნაჰტებთან ვაპირებთ სტუმრობას, იქნებ ხვალამდე მოგეცა-
დათ? გარდა ამისა, გამბედაობა უნდა მოვიკრიბო და ფანჯრებ-
ზე ბადე მინებით შევცვალო, თორემ წუხელ საკმაოდ ციოდა.
- დედა დაგელოდება, ჰარი. მას ამ ბოლო დროს ისედაც
ხშირად უწევს ლოდინი.
- ჰო-ო, ეგრეა. - ბაჭიას სურს აუხსნას, რომ ეს მისი ბრალი
არ არის - სიბერე მას არ გამოუგონია. - მიმი როდის ჩამოდის?
- დღე-დღეზე ველოდებით, მაგრამ დანამდვილებით არ
ვიცით. გვითხრა, დავადებ თავს და ჩამოვალო, მორჩა. ოთახი
უკვე გავუმზადეთ.
- დედას როგორ სძინავს ამ ბოლო დროს? სიზმრებს ისევ
ნახულობს?
- უცნაურია, ამას რომ მეკითხები, ჰარი. ყოველთვის ვამ-
ბობდი, რომ შენ და დედაშენი ტელეპატები ხართ. ძილთან და-
კავშირებით საქმე უფრო ცუდად არის. წუხელ დაესიზმრა, რომ
ცოცხლად ვმარხავდით. შენ, მე და მიმი - ყველანი ერთად. რო-
გორც მითხრა, მხოლოდ ნელსონი ცდილობდა ჩვენს შეჩერე-
ბას.
- ოჰო, მაშ, როგორც იქნა, ნელსონზე გული მოუბრუნდა?
- დღეს დილით ჯენისმა დაგვირეკა.
- რა უნდოდა? სულაც არ ვაპირებ სტავროსის სატელეფო-
ნო ანგარიშების გასტუმრებას.

443
მკითხველთა ლიგა

- ძნელი სათქმელია. კონკრეტული დასკვნა ვერ გამოვი-


ტანეთ. მგონი, უბრალოდ დარეკა და მოგვიკითხა. მეჩვენება,
რომ ძალიან ნანობს ყველაფერს. ასე თქვა, ჰარის გამო ვღე-
ლავო.
- მართლა?
- მე და დედაშენმა დიდხანს ვიმსჯელეთ ამ ზარის შესახებ
- ხომ იცი მერის ამბავი: არასოდეს იტყვის, რა აწუხებს.
- მამა, კარზე ვიღაც რეკავს. დედას გადაეცი, რომ ხვალ
აუცილებლად გინახულებთ.
კართან არავინაა. უბრალოდ, უეცრად ბაჭიამ იგრძნო,
რომ მამასთან საუბრის გაგრძელება აღარ შეეძლო - მოხუცის
ყოველ სიტყვაში საყვედური იგრძნობოდა. მაგრამ საკუთარი
ტყუილიც აშინებს: თითქოს ეს ბოროტი „ვიღაც“ კართან ატუზუ-
ლა. ბაჭია ოთახებში დადის და იმას ეძებს, რასაც ცქაფა ჯილს
უკეთებს. ტელევიზორში ნანახის მიხედვით, იცის, რაც უნდა
იპოვოს: შპრიცი, რეზინის ჩალიჩი და გრძელი კოვზი ფხვნი-
ლის გასახსნელად. დივანზე მიყრილ ბალიშებს შორის ერთი
დოლარის ხურდა ფული, გადაშლილი პატარა წიგნი, სახელ-
წოდებით „ყინულში მოქცეული სულები“ და საყურიდან ამოვარ-
დნილი ან ჩანთას მომძვრალი მარგალიტია. ჯილის ოთახში კა-
მოდის უჯრებში საცვლების ქვეშ მხოლოდ ერთი კოლოფი
„ტამპაქსი“, თმის სამაგრები, ენოვიდის აბები და მუწუკების სა-
წინააღმდეგო საცხია. სულ ბოლოს ბაჭიას პირველ სართულზე,
უფუნქციო ბუხრის გვერდით, კედელში ჩაშენებული, ნაძვისგან
დამზადებული კარადა ახსენდება. მასზე სურათია ზღვის პეიზა-
ჟით, რომელიც ჯენისმა ჩარჩოსთან ერთად „კროლსში“ იყიდა.
ეს ნივთი კედელზე ბაჭიამ ჩამოკიდა, ამიტომ, როგორც ახსოვს,
იგი პლასტიკატისგანაა დამზადებული. ამ კარადაში, ზამთრის
ტანსაცმლით სავსე პოლიეთილენის პარკების ქვეშ - ერთ--

444
მკითხველთა ლიგა

ერთში მოხუცი სპრინგერის მიერ ჯენისისთვის, მისი ოცდამეერ-


თე დაბადების დღის აღსანიშნავად ნაჩუქარი წაულის მოსასხა-
მიც დევს, - ბაჭია ოთხკუთხა კოდირებულსაკეტიან შავ კეისს აღ-
მოაჩენს, რომელსაც ახლის სუნი ასდის. ის შეფუთულია, ასე
რომ, ცქაფას წამში შეუძლია ხელი სტაცოს და გაიქცეს. ბაჭია
მის გახსნას ცდილობს, ციფრებს ალალბედზე ირჩევს და იმედი
აქვს, რომ ღმერთი პატარა სასწაულს მოახდენს. როდესაც ეს
არ გამოსდის, იგი უკვე გარკვეული სისტემით მოქმედებს: ჯერ
111, 112, 113, 114, შემდეგ 211, 212, 213, 214, მაგრამ უშედე-
გოდ. ციფრების შესაძლო თანაწყობის ვარიანტების სიმრავ-
ლისგან თავბრუ ეხვევა. კარადის მტვრისგან ცემინებას იწყებს
და გარეთ გამოდის. ხელში ფანჯრების საწმენდი საშუალება „უ-
ინდექსი“ უჭირავს.
სამუშაო ამშვიდებს. ემაღლა სწევს ალუმინისბადიან ჩარ-
ჩოს და ზაფხული უკან რჩება. მოცისფრო სითხეს შუშაზე დიდ
წრეებად აფრქვევ, შემდეგ კი რეზინის ღრუბლით ზედაპირს
ასუფთავებ. მალე მინა ჩიტივით წაიჟღურტულებს. ბოლოს ზამ-
თრის ფანჯარას ზემოდან დაუშვებ, სადაც იგი აპრილს აქეთ იმ-
ყოფებოდა და იმავე პროცედურას ატარებ. ამის შემდეგ სახლში
შედიხარ და ყველაფერს შიდა მხრიდან იმეორებ. ასე რომ, სა-
ბოლოოდ ოთხ, უზადოდ გამჭვირვალე ზედაპირს მიიღებ,
რომლებიც გარეთ მყოფს საშუალებას აძლევს, ყველაფერი
დაინახოს, რაც შიგნით ხდება. სხვა სახლები შენთან დაუბრკო-
ლებლად შემოდიან.
ხუთი საათისთვის ჯილი და ცქაფა შინ ბრუნდებიან. სა-
ზეიმო განწყობილება აქვთ. ბების დახმარებით მყიდველი უპო-
ვიათ, რომელსაც „პორშე“ ექვსას დოლარად შეუძენია. ის მათ-
თან ერთად წასულა მანქანის სანახავად და ჯილს სარეგისტრა-
ციო ნომერი გადაუფორმებია.

445
მკითხველთა ლიგა

- რა ფერის იყო ის კაცი? - ეკითხება ბაჭია.


- მწვანე, - პასუხობს ცქაფა და მარაოდ გადაშლილ ბან-
კნოტებს - ათასობით ხელისგან გაყვითლებულ სალათის ფურ-
ცლებს უჩვენებს.
- რატომ გაუყავი ფული? - ეკითხება ბაჭია ჯილს.
- ვერ ვიტან მტრულ ტონს, - ამბობს ცქაფა. - ალბათ, შენი
წილი გინდა, არა? - ტუჩები ებრიცება, სათვალე უელავს.
ჯილი იცინის.
- ცქაფა ჩემი თანამზრახველია, - ამბობს იგი.
- გინდა რჩევა მოგცე, როგორ უნდა მოიქცე? - ეუბნება ბა-
ჭია. - იყიდე მატარებლის ბილეთი და სტონინგტონში დაბრუნ-
დი.
- იქ მატარებლები აღარ დადიან. და საერთოდ, რამდენი-
მე ახალი კაბის ყიდვას ვაპირებ. ნუთუ ყელში არ ამოგივიდა ეს
საზიზღარი, ძველი თეთრი კაბა? წინიდან ქინძისთავებით ვი-
მაგრებ, ზემოდან კი სვიტრის ჩაცმა მიწევს.
- სამაგიეროდ გიხდება, - ეუბნება ბაჭია.
ჯილი მის ხმაში ირონიას გრძნობს და ეკითხება:
- რა ბზიკმა გიკბინა?
- შენმა უთავობამ.
- გინდა, წავიდე? ახლა უკვე შემიძლია.
ბაჭიას ხელები უშეშდება, თითქოს ნემსი გაუკეთესო, თი-
თები უმძიმდება, ხელისგულები უსივდება. თვალწინ უდგება ჯი-
ლის სასიამოვნოდ მოძრავი ტუჩები, ვაშლივით მაგარი ტანი,
დილის შუქზე ბალიშზე მარაოდ გაშლილი ხორცისფერი თმა,
აბრეშუმივით დუნდულების თეთრი გული.
- არა, - სთხოვს იგი, - ჯერ არ წახვიდე.
- რატომ?
- შენ უკვე ჩემს კანქვეშ ხარ.

446
მკითხველთა ლიგა

ფრაზა ბაჭიასთვის იმდენად არაბუნებრივია, რომ ტუჩები


უსივდება, როგორც ეს მშრალი ქარისგან იცის. ჩანს, ეს უფრო
ცქაფასთვისაა განკუთვნილი და ისიც არ აყოვნებს:
- შენ, მგონი, მარცხს ეგუები, ჩაკ. ეს უკვე მომწონს. დარ-
წმუნებული ვარ, ღმერთსაც მოსწონს. დედამიწას საბოლოოდ
უიღბლო, მარცხიანი ადამიანები დაეუფლებიან. ხომ ასეა?
ნელსონი ფეხბურთის თამაშის შემდეგ ბრუნდება. ზედა ტუ-
ჩი გახეთქია. ცერად, თუმცა ბედნიერად ეღიმება.
- ხომ არ გაგიჭირდა? - ეკითხება ბაჭია.
- არა, მაგრად ვიმხიარულეთ. ცქაფა, შემდეგ შაბათს თა-
მაში მოგიწევს. ბიჭებმა შენ შესახებ მკითხეს და ვუთხარი, რომ
სკოლის გუნდში ნახევარმცველი იყავი.
- ნახევარმცველი კი არა, მცველი. ისეთი დაბალი ვიყავი,
რომ მოედანზე არც კი ვჩანდი.
- სულაც არა ვარ წინააღმდეგი, პატარა ვიყო - პატარები
უფრო მკვირცხლები არიან.
- კეთილი, - ეუბნება მამა, - ვნახოთ, ერთი რა მკვირ-
ცხლად შეძლებ აბაზანის მიღებას. და ცხოვრებაში ერთხელ მა-
ინც დაივარცხნე.
ჯილი და ცქაფა მხიარულად აცილებენ მათ ფოსნაჰტებ-
თან. ჯილი ბაჭიას ჰალსტუხს უსწორებს. ცქაფა კი, პულმანის ვა-
გონის გამცილებლის მსგავსად, პიჯაკიდან ხელით მტვრის უხი-
ლავ ნაწილაკებს აცილებს.
- ხომ ხედავ, ჩემო კარგო, - ეუბნება ცქაფა ჯილს, - რო-
გორ გაიზარდა ჩვენი პატარა - პირველ პაემანზე მიდის.
- მე მხოლოდ და მხოლოდ სავახშმოდ მივდივარ, - არ
ეთანხმება ბაჭია. - თერთმეტი საათის ახალი ამბებისთვის შინ
ვიქნები.
- მაგ ბრუციან ახმახს დესერტის შემოთავაზებაც შეეძლო.

447
მკითხველთა ლიგა

- გაერთე, რამდენ ხანსაც მოგესურვება, - ეუბნება ცქაფა


ბაჭიას. - ზღურბლზე შუქი ანთებული იქნება. არ დაგელოდე-
ბით.
- თქვენ როგორ გაატარებთ დროს?
- ჯილი წაიკითხავს, მოქსოვს და ცეცხლთან გათბება, -
ჰპირდება ცქაფა.
- თუ ჩემთან დაკავშირება დაგჭირდებათ, ფოსნაჰტების ტე-
ლეფონის ნომერი ცნობარში წერია, „მ“-ზე მოძებნეთ - მარგა-
რეტი.
- არ დაგვჭირდება, - ეუბნება ჯილი.
უეცრად ნელსონი ამბობს:
- ცქაფა, კარი ჩაკეტე და საჭიროების გარეშე გარეთ არ
გახვიდე.
ზანგი ბიჭს საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას უჩეჩს:
- გულშიც კი არ გამივლია, პატარავ. ბებერი შავტუხა აქ
იჯდება, ეკლიან ბარდებში.
- მოდი, რა, მამა, არ წავიდეთ.
- ნუ სულელობ.
მიდიან. დაბალ სახლებს შორის მდებარე ბრტყელ მდე-
ლოებზე ნარინჯისფერი მზის სხივები გრძელ ჩრდილებს აფე-
ნენ. ვისტა-კრესენტი უხვევს, მზე მათ ზურგს უკან აღმოჩნდება
და ბაჭია გაოცებით შეჰყურებს, როგორ მიცურავენ გვერდიგ-
ვერდ მათი გაწელილი ჩრდილები, როგორ ზედგამოჭრილად
მის მსგავსად მიაბიჯებს ნელსონი: რწევით, დიდი ნაბიჯებით,
მხრებიც და თავიც მასავით დაძაბული აქვს. ბიჭის ჩრდილი - და
მისიც - უზარმაზარია, გოლიათისას ჰგავს, და ტროტუარზე
წვრილ ჯოხებად გადაქცეულ ფეხებზე მიაბიჯებს. ბაჭია თავს
შვილისკენ აბრუნებს, დალაპარაკებას აპირებს. ბიჭის ზედმე-
ტად გრძელი თმა სიარულის დროს ხტის, თვითონ კი ცდილობს

448
მკითხველთა ლიგა

მამას არ ჩამორჩეს, თან ხვალინდელი დღისთვის მდინარეზე


ნავით სასეირნოდ ქაღალდის პარკით პიჟამა, კბილის ჯაგრისი,
საცვლები და სვიტრი მიაქვს. უეცრად ბაჭია აღმოაჩენს, რომ
სათქმელი არაფერი აქვს, - იგი მხოლოდ უსიტყვოდ ასხივებს
სიყვარულს, სიყვარულს დროში, როდესაც თვითონ ამქვეყნად
აღარ იქნება. ეს სიყვარული გრილია, როგორც ჩამავალი მზის
სხივები, რომლებიც ტანწვრილ ნეკერჩხლის ხეებსა და ძირს
დაცვენილ ფოთლებზე ირეკლებიან, რის გამოც ეს უკანას-
კნელნი თავადაც დახუჭუჭებულ ცეცხლის ალს ემსგავსებიან.
პეგის ფანჯრებიდან ბრუერი ცეცხლში მოგიზგიზე შეშის
ღერებივით ფეთქავს, გიგანტურ ღუმელში რომ იფერფლებიან.
მდინარე ცისფრად ელვარებს, თუმცა მისი ნაპირები, კარგა ხა-
ნია, წყვდიადმა შთანთქა. ბინაში ლეკვია - ფუმფულა, წითური,
მსხვილთათებიანი. იგი ბაჭიას თავისი ხორკლიანი ენით ულო-
კავს ხელს. გვიმრასავით საოცრად რბილი ბეწვი აქვს. პეგის
ახსოვს, რომ ბაჭიას „დაიკირი“ უყვარს. ამჯერად მას მიქსერი
აქვს და ვიდრე ბაჭიას სანახევროდ ქაფით სავსე ჭიქას მიუტანს,
ელექტროშემრევში ყინული ჩხაკუნობს. პეგი ერთი თვით დაბე-
რებულა, წელზე ორიოდე გირვანქა შემატებია, თმის შუაზე გამ-
ყოფ ხაზზე კი - რამდენიმე თეთრი ღერი. ამჯერად თმა უკან
აქვს გადავარცხნილი და შეკრული. საგულდაგულოდ დაბანი-
ლი სახე უბრწყინავს. დაღლილი ხმით ახარებს ბაჭიას:
- ალბათ, მე და ოლი კვლავ ერთად ვიქნებით.
ქალს ლურჯი კაბა აცვია, მდივნის უნიფორმა, მაგრამ ეს
გაცილებით უხდება, ვიდრე „კიტრებით“ გაწყობილი კაბა, რო-
მელიც წამდაუწუმ ზევით ეწეოდა და მსხვილ, ცომისფერ ბარ-
ძაყებს უჩენდა.
- ხომ კარგი იქნება?
- ბილისთვის - კი.

449
მკითხველთა ლიგა

მოსვლისთანავე ბიჭები ლიფტით სარდაფში ჩადიან და მი-


ნიმოტოციკლეტის შეკეთებას იწყებენ.
- არსებითად, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ოლი ბილის
გამო წუხს. მე ვმუშაობ და სახლში გვიან ვბრუნდები. ის კი მთელ
დღეს იმ ვიგინდარებთან ატარებს, ხიდთან რომ ცხოვრობენ.
ჩვენს ახალგაზრდობაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ახლა კი
მათ ძალიან ბევრი საცდური აქვთ. მარტო სიგარეტის მოწევა
და შეყვარებულობანა რომ იყოს, კიდევ რა უშავს. ცამეტი წლი-
დან ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ჰარი ტუჩებიდან ქაფს იწმენდს. ერთი სული აქვს, პეგი
ფანჯარას მოსცილდეს, ცას თვალი რომ შეავლოს.
- როგორც ვატყობ, მათ მიაჩნიათ, რომ თვრამეტი წლის
ასაკში არც სიკვდილია დიდი უბედურება.
- ჯენისი ამბობს, რომ ომის მომხრე ხარ.
- სულაც არა ვარ ომის მომხრე. უბრალოდ, ვთვლი, რომ
ის აუცილებელია. მაგრამ სხვა რამის თქმას ვაპირებდი. ახლა
ახალგაზრდობას იმ ქვეყნად მოხვედრის მრავალგვარი შესაძ-
ლებლობა აქვს. ჩვენ დროს ასე არ იყო. ასეა თუ ისე, კარგი
იქნება, თუ შენ და ოლი ერთად იცხოვრებთ და რამე გამოგი-
ვათ. თუმცა ცოტა საწყენი კია.
- საწყენი რატომაა?
- ჩემთვისაა საწყენი. იმის თქმა მინდოდა, რომ, ალბათ,
შანსი დავკარგე.
- რისი შანსი?
- შენი გახედნის.
ცუდად გამოუვიდა, ძალიან უხეშად თქვა, თუმცა ეს ერ-
თგვარად თავის მართლების მცდელობაც იყო. დიდხანს ცხოვ-
რობდა ცქაფასთან ერთად ერთ ჭერქვეშ. მაგრამ პეგიმ თვითონ
გამოიწვია. ქალი გულგრილია შენდამი, სანამ არ დაეუფლები.

450
მკითხველთა ლიგა

ქალიც და ყველა სხვაც. ჩვენც, ვიეტნამიც. ჩვენ ვეუფლებით,


ჩვენ გვეუფლებიან. სისხლი სიბრძნეა. ალბათ, არსებობს რაიმე
უკეთესი ხერხი, ოღონდ არა ბუნებაში. ბაჭია დუმს, და ამ დუ-
მილში დიდი სინანული იგრძნობა. პეგი კიდევ ცოტა ხანს დგას
გულგრილი სახით და არაფერს ამბობს. მერე კი ფანჯარას
სცილდება და მის გარშემო სიარულს იწყებს. ლამპებს ანთებს,
ბალიშს აფუებს და თავის ადგილს მიუჩენს, წელში იხრება, მე-
რე იმართება, შეტრიალდება. სინათლე მის ფიგურას გვერდი-
დან ეცემა და ამრგვალებს. ჩამოსხმული ქალია, მაგრამ არც
მსუქანია. სიკოხტავე აკლია, მაგრამ ვულგარულობა არ ახა-
სიათებს. ნაღვლიან განწყობაზეა, რადგან მოსაღამოვდა. რად-
გან ოლი ჰყავს და არც ჰყავს. რადგან ოცდათექვსმეტი წლისაა
და ბევრი არაფერი იცის. რაც ბაჭიამ სკოლაში სიარული დაიწ-
ყო, ის და პეგი გრინგი ერთ კლასში სწავლობდნენ. ხედავდა,
როგორ იპყრობდა ის მწვერვალებს, გულშემატკივრობდა, აღ-
ფრთოვანებული ყვიროდა, როცა ნამდვილი გმირი იყო, სწრა-
ფი და მოქნილი. ახლა კი მის ადგილას არარაობას ხედავს.
ქალი მძიმედ ჯდება მის გვერდით მდგარ სავარძელში, ვარ-
ცხნილობის მსგავსს ისწორებს და ამბობს:
- ბოლო დროს ბევრჯერ გამხედნეს.
- ოლის გულისხმობ?
- სხვებს. კაცებს, რომლებსაც სამსახურში ვხვდები. ოლის
ეს არ მოსწონს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უნდა დაბრუნება.
- თუ ოლის ეს არ მოსწონს, გამოდის, ამის შესახებ ყველა-
ფერს უყვებოდი. გამოდის, რომ შენც გინდა, რომ დაგიბრუნ-
დეს.
ქალი ჭიქას ჩაჰყურებს - მასში მხოლოდ ყინულიღაა.
- შენსა და ჯენისის შესახებ რას იტყვი?
- რომელი ჯენისის? ნება მომეცი, ჭიქა შეგივსო.

451
მკითხველთა ლიგა

- ოჰო, ჯენტლმენი გამხდარხარ.


- ბოლომდე არა.
ქალს ჯინითა და ტონიკით სავსე ჭიქას აწვდის და ეუბნება:
- მომიყევი იმ კაცების შესახებ.
- ჩვეულებრივი მამაკაცები არიან. საამაყო ბევრი არაფე-
რია. ადამიანები არიან. ჩემსავით.
- შენ ამაზე უსიყვარულოდ მიდიხარ?
- ალბათ. ეს საშინელებაა?
- არა, - პასუხობს იგი. - პირიქით, დიდებულია.
- ბოლო დროს შენთვის ბევრი რამ არის დიდებული.
- ჰო, არც ისეთი წესიერი ვარ.
ბიჭები ზემოთ ადიან. ისინი ჩივიან, რომ ბოლოს ნაყიდი
წინა შუქფარი ცუდად მუშაობს. პეგი მათ ქათმის მოშუშული ფე-
ხებითა და მკერდის ნაჭრებით უმასპინძლდება. საბრალო, და-
ნაწევრებული არსებები. საინტერესოა, ფიქრობს ბაჭია, რამდე-
ნი ცხოველი დაიღუპა და კიდევ რამდენი დაიღუპება, მას სი-
ცოცხლე რომ შეუნარჩუნოს. საქონლით სავსე ბაკი, მფეთქავი
გულების, მომზირალი თვალების, სწრაფი ფეხების მთელი
ფერმა მის სხეულში ისეა ჩატენილი, როგორც შავ ტომარაში.
ვერაფერს გააწყობ: სიცოცხლეს სიკვდილი სწყურია. უნდა მოკ-
ლა, რათა იცოცხლო. ვახშმის შემდეგ ყველანი ტელევიზორს
უყურებენ. იქ ჯეკ გლისონია. „ჩემი სამი ვაჟიშვილი“, „ჰოგანის
გმირები“, „სადგური პეტიკოტი“, „მენიქსი“. ორგია. ნელსონი
პირდაპირ იატაკზე იძინებს - რადიოაქტიური შუქი დახურულ ქუ-
თუთოებსა და გაღებულ პირში სცემს. ბაჭიას ის ბილის ოთახში
გადაჰყავს, პეგი შვილს საბანს ახურავს.
- არ მეძინება, დედა.
- კარგა ხანია, ძილის დროა.
- დღეს ხომ შაბათია.

452
მკითხველთა ლიგა

- ხვალ მნიშვნელოვანი დღე გაქვს.


- ის როდის წავა? - ეტყობა, ბილს ჰგონია, რომ ჰარი ყრუა.
- როცა მოისურვებს.
- შენ რა უნდა აკეთო?
- ისეთი არაფერი, შენ რომ გეხებოდეს.
- დედა!
- გინდა, რომ მოვისმინო, როგორ ლოცულობ?
- როცა ის ოთახიდან გავა.
- დღეს ლოცვებს უჩემოდ წაიკითხავ. ჰარი და პეგი სას-
ტუმრო ოთახში ბრუნდებიან და კვირის ახალი ამბების მიმო-
ხილვას უყურებენ. შაბათ-კვირას ღია ფერის თმის მქონე კომენ-
ტატორი გამოდის, სახე იმაზე ნაკლებად მკაცრი აქვს, ვიდრე
მეორეს, სამუშაო დღეებში რომ მიჰყავს გადაცემა. იგი ამბობს,
რომ რამდენიმე კარგი ცნობა აქვს. ვიეტნამში ამერიკელთა და-
ნაკარგები ყველაზე მცირეა ბოლო სამი წლის განმავლობაში
და ისეთი დღეების გამოყოფაც კი შეიძლება, როცა ბრძოლაში
არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა. ამ კვირის გაზეთების სა-
თაურები საბჭოთა კავშირს ეძღვნებოდა, რომელიც დაეთანხმა
ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას - ოკეანის
ფსკერზე ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის თაობაზე,
შეუთანხმდა წითელ ჩინეთს სასაზღვრო დავების მოლაპარაკე-
ბათა გზით მოგვარებაზე, ორბიტაზე გაუშვა სამსაფეხურიანი
კოსმოსური ხომალდი „სოიუზ-6“, რითაც მოაახლოვა დღე, რო-
ცა კოსმოსში მუდმივად იქნება ხანგრძლივად გამოყენების სად-
გურები. ვაშინგტონში სენატორმა ჰუბერტ ჰამფრიმ მხარი
დაუჭირა რიჩარდ ნიქსონსა და მის პოლიტიკას ვიეტნამში საბ-
რძოლო ოპერაციების წარმოების შესახებ, თანამდებობიდან
გაათავისუფლეს ოთხვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტი
ლუის ბ. ჰერში, ეს ჯიუტი მოკამათე, რომელიც ოცდარვა წლის

453
მკითხველთა ლიგა

განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჯარში გაწვევის სამსახურს.


ჩიკაგოში კვლავაც მღელვარებაა - სასამართლოს დარბაზში
თუ მის გარეთ, - ეგრეთ წოდებული „ჩიკაგოს რვიანის“ პროცეს-
თან დაკავშირებით. ბელფასტში გრძელდება შეტაკებები პრო-
ტესტანტებსა და ბრიტანელ სამხედროებს შორის. პრაღაში ჩე-
ხოსლოვაკიის რევიზიონულმა მთავრობამ მკაცრ ზომებს მი-
მართა და თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრება
აუკრძალა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება ხვალისთვის
კოლუმბის დღის აღსანიშნავი საზეიმო მსვლელობის ჩასატა-
რებლად, მიუხედავად მუქარანარევი პროტესტისა სკანდინავი-
ელ უმცირესობათა მხრიდან, რომელთა მტკიცებითაც, ამერიკა
ვიკინგმა ლეიფ ერიქსონმა აღმოაჩინა, და არა კოლუმბმა; აგ-
რეთვე მორატორიუმთან დაკავშირებით, რომელიც ოთხშაბათს
ემთხვევა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანი დემონ-
სტრაციების თანხლებით გაიმართება.
- სისულელეა, - ამბობს ბაჭია.
სპორტი. ამინდი. პეგი მოუხერხებლად წამოიწევს სავარ-
ძლიდან ტელევიზორის გამოსართველად. ბაჭიაც დგება - მთე-
ლი სხეული გაშეშებული აქვს.
- შესანიშნავი ვახშამი იყო, - ეუბნება პეგის. - მგონი, ჩემი
წასვლის დროა.
ტელევიზორი გამორთულია. ისინი კი დგანან და აქეთ--
იქიდან შემთხვევითი შუქი ეცემათ: დერეფნის ხელმარცხნივ
სააბაზანოს კარი ბიჭებისთვის ღიადაა დატოვებული; შემოსას-
ვლელიდან, რომელიც კიბის უჯრედთან გადის, სინათლის
მკვეთრი ზოლი შემოდის. ფანჯრებს იქით მოციმციმე ბრუერი
მოჩანს. ეს შორეული შუქი პეგის სხეულს ნაწილებად ყოფს. ის
სიბნელიდან ხელს გამოაცურებს და თმას ისწორებს, თუმცა

454
მკითხველთა ლიგა

არც კი ეხება მას. გაუგებარია, ქალი მხრებს იჩეჩს თუ კრთება,


მისი ჩრდილები კი ქვემოთ მოსრიალებენ.
- შენ არ გინდა, - ეკითხება ბაჭიას მათ გამყოფ დაელექ-
ტროებულ ბინდბუნდში შეცვლილი ხმით, სულს მოითქვამს და
უფრო უდარდელი ტონით განაგრძობს: - რომ გამხედნო?
ირკვევა, რომ უნდა, დიახაც რომ უნდა. ისინი ერთმანეთს
ეძგერებიან, მოუხერხებლად იხსნიან შესაკრავებს და ტანსაც-
მელს იხდიან. ქალი ძალზე ტკბილია, თუმცა ქანდაკებასავით
მონუმენტური და პლანეტასავით ფართო, კონტურული რუკა
რომელიღაც დათოვლილი ქვეყნისა, სადაც ასეთ ზორბა ქალ-
თან კაცი არასდროს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, რუთთან
ურთიერთობის შემდეგ. პეგიმ უკვე გაიხადა და ახლა ბაჭიას ეხ-
მარება, მუხლებზეც კი დგება ფეხსაცმლებზე ზონრების შესახ-
სნელად. შემდეგ, ჯილი რომ იდგა ცქაფას წინაშე, იმ პოზას
იღებს, ბაჭია კი უფსკრულს თავს გადაევლება და იმ კაცის
მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვისაც გუშინ თვითონ აკვირდე-
ბოდა. ნაზად აშვებინებს ქალს ხელებს, იატაკზე აწვენს და მის
ფეხებს შორის მიწის, მომლაშო ჭაობის გემოს გრძნობს. ქალი
დაუყოვნებლივ გამოყოფს სისველეს და ისეთი მზადყოფნით
ჩაჩხავს ფეხებს, რომ ბაჭიას სევდა იპყრობს - ეს ქალის მოხერ-
ხებულობასა და იმაზე მეტყველებს, რომ მართლაც ბევრ მამა-
კაცთან იწვა. იგი მარჯვედ მანიპულირებს კაცის ასოთი და ბა-
ჭიას ეჩვენება, რომ ის კაცები ახლა აქ არიან და მათ უნდა
გაეჯიბროს, დუნდება და სიზანტე ეუფლება. ქალი კი თავის წილ
ორგაზმს განიცდის და შაქარყინულივით ენას მის ტუჩებს შორის
აძვრენს. ისინი იატაკზე გორავენ, ხანდახან თავითა და მუხლე-
ბით სკამის ფეხებს ეჯახებიან. ხმაურზე ლეკვი გადაწყვეტს, რომ
მასთან თამაში სურთ და ბასრბრჭყალებიანი თათებითა და ცივი
დრუნჩით მათ სხეულებს შორის მიძვრება. მისი გვიმრასავით

455
მკითხველთა ლიგა

ნაზი ბეწვი დაუკითხავად ეხება და უღიტინებს ყველაზე მგრძნო-


ბიარე ადგილებს. მათ კომპანიაში მესამე წევრის გამოჩენა ბა-
ჭიას კვლავ აღაგზნებს. ამის დანახვაზე პეგის ის დერეფანში
გაჰყავს. მუქი ნაპრალი ქალის დუნდულებს შორის სიარულისას
რიტმულად იხსნება და იხურება. პეგის სტენოგრაფიული
ბლოკნოტივით უჭირავს ხელში დაჭმუჭნილი კაბის ნაწილი, შვი-
ლის ოთახთან ჩერდება, მიაყურადებს და თავს აქნევს. თმა გას-
წეწვია. ლეკვი ცოტა ხანს კართან წკმუტუნებს, თათებით იატაკს
ფხოჭნის, თითქოს ორმოს ამოთხრას ცდილობსო, მერე კი მა-
თი გრძნობების ალში იკარგება და აღარც მისი ხმა ისმის ორთა
სისხლის ქუხილს შორის. ჰარის ეშინია, რომ სასიყვარულო
კუთხით მისთვის უცნობ ქალთან დროის გათვლა არ შეეშა-
ლოს, მაგრამ პეგი ეუბნება:
- ერთი წამით მოიცადე.
ჰარი უკვე მასშია. ქალი ძლივს შესამჩნევ მოძრაობას აკე-
თებს - საშოს კუნთებს ადუნებს, ისევ ჭიმავს და ბრძანებას გას-
ცემს:
- მიდი.
პეგი ბაჭიაზე ოდნავ ადრე ათავებს, რაც კაცს საშუალებას
აძლევს, აღარ მოერიდოს ქალისთვის ტკივილის მიყენებას და
სიგიჟეს მოკლებული შერწყმა დაასრულოს. ამის შემდეგ უხერ-
ხული მომენტი დგება - ყველაფერი თავ-თავის ადგილს უბრუნ-
დება, პარტნიორი ნისლიდან ამოყვინთავს და იწყება იმის ანა-
ლიზი, თუ ვის რა დამსახურება მიუძღვის და ვინ ვის უნდა გა-
დაუხადოს მადლობა. ბაჭია თავს ქალის კისრის გაცხელებულ
ღრმულში ყოფს.
- გმადლობ, - ამბობს იგი.
- ეს შენ მადლობა, - ეუბნება პეგი ფოსნაჰტი, დუნდულებზე
ხელებს მაგრად უჭერს და აიძულებს მასში უფრო ღრმად შევი-

456
მკითხველთა ლიგა

დეს, სანამ ასო ბოლომდე არ მოდუნებია, რაც ბაჭიას სულაც


არ მოსწონს. ჯილი და ჯენისი ასე არ იქცეოდნენ. და მაინც, იგი
თავს შესანიშნავად გრძნობს, სანამ ქალი არ ეტყვის:
- ხომ არ ჩამოხვალ? თორემ ისე მიმაჭყლიტე, სუნთქვა
მიჭირს.
- ნუთუ ასეთი მძიმე ვარ?
- გააჩნია, რამდენ ხანს იწვები შენ ქვეშ.
- კაცმა რომ თქვას, ჩემი წასვლის დროა.
- რატომ? ჯერ ხომ მხოლოდ შუაღამეა.
- იმაზე ვდარდობ, სახლში რა ხდება.
- ნელსონი შენთანაა, სხვა რაში განაღვლებს?
- თვითონაც არ ვიცი, მაგრამ სულერთი არ არის.
- იმათთვის კი სულერთია, სად ხარ. შენ ლოგინში წევხარ
მასთან, ვისთვისაც სულერთი არ ხარ.
- შენთან ხომ ოლი ბრუნდება, - საყვედურივით გამოსდის
ბაჭიას.
- სხვას რას მთავაზობ? ის ხომ ჩემი შვილის მამაა.
- ეგ რა ჩემი ბრალია.
- მართალია, შენი ბრალი არაფერია.
ქალი ზემოდან მოექცევა და კვლავ იწყება სევდაშერეული
სასიყვარულო ურთიერთობა, შემდეგ საუბრობენ, მერე კაცი
ჩათვლემს, რასაც ტელეფონის ზარი მოსდევს. აპარატი ზედ ბა-
ჭიას ყურთანაა. ქალის მოქნილი და თბილი ხელი ტელეფონის
დაწყნარებას ცდილობს. ეს პეგის ხელია. იგი ყურადღებით ის-
მენს და ყურმილს ისე გადასცემს ბაჭიას, რომ სახე არ უჩანს.
ტელეფონის გვერდით საათია - მანათობელი ისრები ორის ოც
წუთს უჩვენებენ.
- ეი, ჩაკ! სასწრაფოდ მოდი. საქმე ცუდადაა. ცუდად.

457
მკითხველთა ლიგა

- ცქაფა ხარ? - ბაჭიას ლაპარაკი უჭირს - ყელი სტკივა.


პეგიმ გამოუშრო.
მეორე ბოლოში ყურმილს კიდებენ.
ბაჭია საბანს გადაიძრობს და სიბნელეში ტანსაცმლის ძებ-
ნას იწყებს. მერე ახსენდება, რომ სასტუმრო ოთახში დატოვა.
როცა დერეფანში გარბის, ბიჭების ოთახის კარი იღება. ნელ-
სონი გაოცებით შეჰყურებს შიშველ მამას და ეკითხება:
- დედა იყო?
- დედა?
- ტელეფონთან.
- ცქაფა. სახლში რაღაც მოხდა.
- წამოგყვე?
ისინი უკვე სასტუმრო ოთახში არიან. ბაჭია იხრება, ძირს
დაყრილ ტანსაცმელს აგროვებს, ცალ ფეხზე დახტის, მეორე
ფეხს ჯერ ტრუსში უყრის, მერე შარვლის ტოტში. ლეკვმა კვლავ
გაიღვიძა, აქეთ-იქით დახტის და მისთვის კბილის გაკვრას ცდი-
ლობს.
- აჯობებს, დარჩე.
- რა შეიძლებოდა მომხდარიყი, მამა?
- წარმოდგენა არ მაქვს. შესაძლოა, პოლიციაა. ან ჯილი
გახდა ცუდად.
- რატომ უფრო გარკვევით არ გითხრა ცქაფამ?
- უცნაური ხმა ჰქონდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი
ტელეფონიდან რეკავდა.
- მეც შენთან ერთად წამოვალ.
- გითხარი, დარჩი-მეთქი.
- უნდა წამოვიდე, მამა.
ბაჭია უყურებს მას და ეთანხმება.
- კარგი, რახან ეგრეა, წამოდი.

458
მკითხველთა ლიგა

ცისფერხალათმოსხმული პეგი დერეფანში დგას, ოთახები


განათებულია. ბილიც წამოდგა. პიჟამას უბე გაყვითლებული
აქვს. მაღალია, მუწუკებიანი სახით.
- ჩავიცვა? - კითხულობს პეგი.
- არა. ასეც შესანიშნავად გამოიყურები.
ბაჭია ვერაფრით ახერხებს ჰალსტუხის განასკვას - პერან-
გის საყელო უკანა ღილზეა შეკრული და ჰალსტუხის გასაძვრე-
ნად მისი შეხსნაა საჭირო. პიჯაკს იცვამს, ჰალსტუხს კი ჯიბეში
იტენის. გაოფლილი კანი ეფხანება, პენისიც აწუხებს. ბაჭიას
ფეხსაცმლის ზონრების შეკვრა ავიწყდება და დახრისას გულის-
რევის შეგრძნება უჩნდება.
- სახლამდე როგორ აპირებთ მისვლას? - ეკითხება პეგი.
- სირბილით, - პასუხობს ბაჭია.
- ნუ სულელობ - იქამდე ხომ ერთ-ნახევარი მილია. ჩავიც-
ვამ და მანქანით მიგიყვანთ.
უნდა უთხრას, რომ ის მისი ცოლი არაა.
- არ მინდა, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე. რაც უნდა
მომხდარიყო, არ მინდა, რომ შენ და ბილმა ეს ნახოთ.
- დე-და! - აღშფოთებას ვერ მალავს ბილი თავისი ოთახის
ზღურბლიდან.
მაგრამ მას კვლავინდებურად ჭუჭყიანი პიჟამა აცვია, ნელ-
სონი კი უკვე ჩაცმულია, მხოლოდ ფეხზე არ აცვია. კედები ხელ-
ში უჭირავს.
- მაშინ ჩემი მანქანის გასაღებს მოგცემ, - უკან იხევს პეგი.
- ცისფერი „კრაისლერ-ფიურია“, კედლის მოპირდაპირე ზოლ-
ში მეოთხეა. ნელსონმა იცის. არა, ბილ, მე და შენ ვრჩებით.
ბაჭია გასაღებს გახურებული ხელით იღებს და მაცივრი-
დან გამოღებულივით ცივი ეჩვენება.

459
მკითხველთა ლიგა

- უღრმესი მადლობა. თუ უკვე გითხარი? მაპატიე, რომ ასე


მოხდა. შესანიშნავი ვახშამი იყო, პეგი.
- მიხარია, რომ მოგეწონა.
- შეგატყობინებთ, რა მოხდა. ვიმედოვნებ, განსაკუთრებუ-
ლი არაფერია. იმ არამზადამ, ალბათ, იმდენი მოწია, რომ ვე-
ღარ აზროვნებს.
ამასობაში ნელსონმა წინდები და კედები ჩაიცვა.
- წავედით, მამა. გმადლობთ, მისის ფოსნაჰტ.
- თქვენი ნახვა ყოველთვის მიხარია.
- მისტერ ფოსნაჰტს ჩემგან მადლობა გადაეცით, თუ მას-
თან ერთად სათევზაოდ წასვლას ვერ მოვახერხებ. სავა-
რაუდოდ, ასეც იქნება.
- დე-და! გავყვები, რა, - ცდილობს ბილი დედის დაყო-
ლიებას.
- არა.
- ნამდვილი ძუკნა ხარ, დედა.
პეგი შვილს სილას გააწნავს - ბიჭის ლოყაზე წითელი ზო-
ლები ჩნდება, მას სახე უმკაცრდება, საკუთარ თავს ვეღარ ერე-
ვა.
- დედა, შენ ბოზი ხარ. მართალს ამბობენ ხიდთან მცხოვ-
რები ბიჭები. მზად ხარ, ყველას დაუწვე.
- გეყოფათ, ნუ ჩხუბობთ, - ეუბნება მათ ბაჭია.
მამა-შვილი დერეფანში გარბის. ლიფტს არ ელოდებიან
და კიბეებით მიწისქვეშა გარაჟში, სუსტად განათებული მღვიმის
პოლიქრომულ, გაქვავებულ ტბაში აღმოჩნდებიან. ბაჭია თვა-
ლებს ახამხამებს და ხვდება, რომ, სანამ ის და პეგი საკუთარი
წყვდიადის გათბობას ცდილობდნენ, ცივი, ფლუორესცენციური
სინათლით იყვნენ გარშემორტყმულნი, რომელიც უხვად იყო
კიბეებზეც და ამ უზარმაზარი შენობის საყრდენ, ყოველთვის

460
მკითხველთა ლიგა

ფხიზლად მყოფ სვეტებს შორისაც. სამყარო არასოდეს იძინებს


- ჭიანჭველებიც ფხიზლობენ და ვარსკვლავებიც. სიკვდილს
თვალები მუდამ ფართოდ აქვს გახელილი. ნელსონი ცისფერ
„ფიურის“ პოულობს. ბაჭია მანქანას ქოქავს. საჩვენებელი პანე-
ლი მწვანედ ანათებს. ძრავა უხმაუროდ ცოცხლდება. მანქანა
უკუსვლით გამოდის და მღვიმის ჭუჭყიან კედლებს შორის მის-
რიალებს. კუთხეში, აგურის კიბესთან, რემონტის მოლოდინში
ქრომირებული მინიმოტოციკლეტი ბრწყინავს. ასფალტით მო-
პირკეთებული გზა მანქანებისთვის განკუთვნილ მოედანზე გა-
დის, იქიდან კი - ქუჩაში, რომლის გასწვრივაც ვიწრო სახლები
და დიდი, მწვანე ფერის საგზაო ნიშნები ჩამწკრივებულან, რომ-
ლებზეც რიცხვები, ქვაკუთხედები და შორეული ქალაქების სა-
ხელწოდებები და გერბებია დატანილი. ბაჭია და ნელსონი
უაიზერზე გადიან - ქუჩა დაცარიელებულია, ყველაფერი ავის
მომასწავებლად გამოიყურება. შუქნიშნები მოციმციმე რეჟიმში
მუშაობენ. „ბურგერ-ოცნება“ დაკეტილია. თუმცა, შიგნით იისფე-
რი ღუმელი და რამდენიმე ნათურა ანთია ქურდებისა და ვან-
დალების დასაფრთხობად. გვერდით პოლიციის მანქანა ჩაიქ-
როლებს გამკივანი სირენით. „აკმეს“ წინ თვალუწვდენელი ცა-
რიელი სივრცეა. აქა-იქ მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი
დგას - შესაძლოა, უპატრონოდ მიგდებული. თუმცა, შესაძლოა,
შიგნით შეყვარებულები სხედან. იქნებ მოჩვენებები არიან - სამ-
ყარო ხომ ისეა გადავსებული მანქანებით, რომ მათი ჩრდილი
ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება? უკანა ხედვის სარკეში თვა-
ლისმომჭრელი მბრუნავი სინათლე მოჩანს, რომელიც მძლავ-
რი სირენის თანხლებით იზრდება. ეს უკვე წითელი ფერის სა-
ხანძრო მანქანაა, რომელმაც ლამის ჩაყლაპოს შუა ქუჩაში - იქ,
სადაც ადრე ტრამვაის ლიანდაგები ეგო - მიმავალი „ფიური“.
- მამა! - შესძახებს მოულოდნელად ნელსონი.

461
მკითხველთა ლიგა

- რა მოხდა?
- არაფერი, მომეჩვენა, რომ გაითიშე.
- მამაშენს ეგ არასოდეს დაემართება.
კინოთეატრის ვიწრო, გაუნათებელ შესასვლელთან გა-
მოკრულია - „მაყურებელთა თხოვნით - 2001“. უაიზერ-სტრიტზე
მდებარე ყველა მაღაზიაში მორიგე განათებაა, ზოგიერთის-
თვის კი ფანჯრებზე გისოსები გაუკეთებიათ - ახალი ხერხი ქურ-
დებისგან თავდასაცავად.
- მამა, ცა შეწითლებულია.
- სად?
- აი, იქ, მარჯვნივ.
- ეგ სხვაგან იქნება, - ამბობს ბაჭია. - პენ-ვილასი პირდა-
პირ ჩვენ წინაა.
მოულოდნელად ემბერლი-ავენიუ უფრო მკვეთრად უხ-
ვევს მარჯვნივ, ვიდრე ეს ბაჭიას ახსოვს და პენ-ვილასის
მიხვეულ-მოხვეული პატარა ქუჩები ჰაერში გადმოკიდებულ
ვარდისფერ გუმბათს ებჯინება. ადამიანთა შავი ჩრდილები მდუ-
მარედ მიიჩქარიან იქით, მანქანები ტროტუართან დიაგონალუ-
რად გაშეშებულან. მოშორებით, ემბერლისა და ვისტა--
კრესენტის გადაკვეთაზე, შეღებილი კალის ჯარისკაცის მსგავსი
სათამაშო პოლისმენი დგას, რომელსაც რიტმულად ანათებს
სახანძრო მანქანის სახურავზე მბრუნავი ციმციმა. ჰარი მანქანას
გადააყენებს - გზა გადაკეტილია - და ნელსონთან ერთად გარ-
ბის. ასფალტზე სახანძრო შლანგები ყრია. ზოგიერთი მათგანი
ცარიელია და ტილოს შარვლის გრძელ ტოტებს წააგავს, ზო-
გიც კობრასავით გაბერილა და სტვენით ატარებს წყლის ნა-
კადს. ფოთლებშერეული შავი წყალი არხებად მიედინება
წყალსადინრისკენ, რომლის ცენტრიც უკვე გადავსებულია, ასე
რომ, მის ირგვლივ სულ უფრო და უფრო დიდი გუბე წარმოიქ-

462
მკითხველთა ლიგა

მნება. სახლთან მიახლოებისას ისეთ სუნს გრძნობენ, როგო-


რიც ფოთლების დაწვისას ჩნდება ხოლმე, მაგრამ იგი გაცილე-
ბით მძაფრი და მწარეა საღებავების, ფისისა და ქიმიკატების
შემცველობის გამო. მათ მეზობლად იმდენი ხალხი შეგროვი-
ლა, რომ ჰარი და ნელსონი გზას ვეღარ იკვლევენ. ნელსონი
ბრბოში მიძვრება და იკარგება. ბაჭია ბოდიშებით უკან მიჰყვება:
„გამატარეთ, თუ შეიძლება. ეს ჩემი სახლია, ბოდიშს გიხდით,
გამატარეთ, თუ შეიძლება“. ასე კი ამბობს, მაგრამ ბოლომდე
მაინც ვერ იჯერებს. მისი სახლი სადღაცაა ჩაკარგული ადა-
მიანების, პროჟექტორების, ცაში ცისარტყელასავით ატყორცნი-
ლი წყლის ჭავლებისა და შეძახილების მიღმა. უჩვეულო სანა-
ხაობა ისე იტაცებს, რომ მზესავით სჭრის თვალს. ცნობისმოყ-
ვარეები და მეზობლები გზას უთმობენ. და ხედავს. გარაჟი
აღარსადაა - დანახშირებული დგარები ჯერ არ წაქცეულა, მაგ-
რამ სახურავი ჩამონგრეულია და ცემენტის იატაკზე დაყრილი
სველი ნანგრევებიდან შიგადაშიგ მოცისფრო-მომწვანო ცეც-
ხლის ალი იტყორცნება. იქვე სასწაულებრივად გადარჩენილი
მძლავრი სათიბელას სახელური გამოჩრილა. გარაჟთან ახ-
ლოს მდებარე ოთახები - სამზარეულო და მის თავზე საძინებე-
ლი, საძინებელი, რომელშიც ჯერ ჯენისთან, მერე კი ჯილთან
ერთად ცხოვრობდა, წყლის ჭავლის მიუხედავად, მაინც გიზგი-
ზებს.
ალი ხან კლებულობს, ხანაც მატულობს. კარიდან და ფან-
ჯრიდან ცეცხლის ენები საზარლად იკლაკნება. ვაშლივით მწვა-
ნე ალუმინის შემოფიცრულობა არ იწვის, პირიქით, ცეცხლს
წყლისგან იცავს. გააფთრებით მებრძოლ სტიქიათა ძალისხმე-
ვით ზოგჯერ ზედა ოთახის შპალერის ნაფლეთები და სამზა-
რეულოს თაროების ნარჩენები მოფრინავს. შემდეგ ქარი უბე-
რავს და ყველაფერი ქრება. ბაჭია ზედა ფანჯარას მიშტერებია

463
მკითხველთა ლიგა

ჯილის გამოჩენის მოლოდინში, მაგრამ მხოლოდ გამჭვარ-


ტლულ ჭერს ხედავს. ფანჯრის თავზე ბოლავს სახურავი, რომე-
ლიც მთლიანი სახურავის ნახევარი იქნება, ბოლქვებად გამო-
სული კვამლი ჯერ იბერება, მერე კი პატარავდება, გეგონებათ,
ვარცხნიანო. კვამლი ნელსონის ოთახიდანაც გამოდის, მაგრამ
სახლის იმ ნახევარს ცეცხლი ჯერ არ მოსდებია და, შესაძლოა,
გადარჩეს კიდეც. სახლი ბოროტად იწვის და მომწამვლელ
სუნს ანთხევს - ერზაცი და სინთეტიკური მასალა გამარჯვებას
ზეიმობენ. ერთხელ, ბავშვობაში, ბაჭიამ საკუთარი თვალით ნა-
ხა, როგორ იწვოდა ფარდული ჯაჯმაუნთში - ჩირაღდანივით
ბრიალებდა, თივა თითქოს აფეთქდა და გავარვარებული ნა-
პერწკლები ცას ვარსკვლავებივით მოეფინა. აქ კი ნაკლები სა-
ნახაობაა.
ბაჭიას ირგვლივ ცარიელი სივრცე ჩნდება. მაყურებლები
და მეზობლები მის როლს პატივისცემით ეპყრობიან და გზას
უთმობენ. რამდენიმე თვის წინ ის თავმოყრილ ბრბოსთან ერ-
თად კაშკაშა კუნძულს გასცქეროდა - რომელიღაც ფილმს
იღებდნენ. ახლა კი თვითონ მოექცა ამგვარი კუნძულის ცენ-
ტრში, თუმცა თავს უცხო დამკვირვებელივით გრძნობს, რომე-
ლიც განზე გამდგარა და მორჩილად განიცდის მომხდარს. ცეც-
ხლით განათებულ სახეებს ათვალიერებს, მაგრამ მათ შორის
არც შოუოლტერია და არც ბრამბახი, და, საერთოდ, არც ერთი
ნაცნობი.
ბრბო შეინძრა. ვიღაც ყვირის. ბაჭია მოელის, რომ ფანჯა-
რაში გამჭვირვალე თეთრ კაბაში ჩაცმულ ჯილს დაინახავს, რო-
მელიც გადმოსახტომად ემზადება. მაგრამ იქიდან მხოლოდ
კვამლი გამოდის, დრამა კი ქუჩაში ვითარდება. პოლიციელი
გამხდარ, მოქნილ ფიგურას ებრძვის. „ცქაფაა“, - ფიქრობს ჰა-
რი, მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდება, მასში ნელსონის

464
მკითხველთა ლიგა

გათეთრებულ სახეს ამოიცნობს. იქვეა მეხანძრეც, რომელიც


ბიჭს ხელებს უკავებს. ორივენი მას სახლს მოაცილებენ და ბა-
ჭიასთან მიჰყავთ. მამის დანახვაზე ნელსონი თვალებს ხუჭავს
და ტუჩები ებრიცება. ისე თავდაუზოგავად ცდილობს მათი ხე-
ლიდან დასხლტომას, რომ ორივე მამაკაცი მაგრად წვალობს
მის შესაკავებლად.
- ის იქ არის, მამა!
პოლიციელი მძიმედ სუნთქავს და განმარტავს:
- ბიჭი სახლში შესვლას ლამობდა. ამბობს, რომ იქ ვიღაც
ქალიშვილია.
- არ ვიცი. ის უკვე გამოვიდოდა. ჩვენ ხომ ახლახან მოვე-
დით.
ნელსონი მძვინვარე სახით უყვირის მამამისს:
- ცქაფამ ხომ გითხრა, ერთად ვართო?
- არა, მხოლოდ ის თქვა, საქმე ცუდად არისო.
მათ საუბარს რომ ისმენენ, პოლიციელი და მეხანძრე უნე-
ბურად ყურადღებას ადუნებენ, ნელსონი უფროსებს ხელიდან
უსხლტება და კვლავ სახლისკენ გარბის. მაგრამ, როგორც
ჩანს, იქ აუტანელი სიცხეა და კიბესთან ჩერდება. მას ხელ-
მეორედ აკავებენ. როდესაც ნელსონს მამას კვლავ მიჰგვრიან,
ჰარის დაურიდებლად მიახლის სახეში:
- არამზადა ხარ. ის შენ დაღუპე, მოგკლავ, იცოდე, მოგ-
კლავ.
ჰარი მხრებში იხრება, ხელებს წინ წამოსწევს და ჩხუბის-
თვის ემზადება. მაგრამ ბიჭი მაგრად ჰყავთ გაკავებული. ის შე-
დარებით დამშვიდებული ხმით ლაპარაკობს, რითაც ცდი-
ლობს, დაარწმუნოს ისინი, რომ თუ გაუშვებენ, სისულელეს
აღარ ჩაიდენს.

465
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, რომ გოგო იქ არის. ის სულ ეხვეწებოდა მამას,


რომ დახმარებოდა. ყველაფერი ამათი ბრალია. ამისი და ცქა-
ფასი. ცქაფა ზანგია, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა.
გამიშვით, თუ შეიძლება, გამიშვით. ნება მომეცით, რომ გამო-
ვიყვანო იქიდან. ვიცი, რომ შევძლებ. დანამდვილებით ვიცი.
მას ზემოთ სძინავს. მსუბუქია, ადვილად გამოვიყვან. მაპატიე,
მამა, რომ გამოგლანძღე. არ მინდოდა. უთხარი, რომ გამიშვან.
უთხარი ჯილის შესახებ. უთხარი, რომ გადაარჩინონ.
- იქ რომ იყოს, ფანჯარასთან არ მივიდოდა? - ეკითხება
ბაჭია მეხანძრეებს.
დაბალი, ხნიერი მამაკაცი, რომელსაც დაბუჩქული წარბე-
ბი და გრძელი, ყვითელი კბილები აქვს, სათითაოდ წონის თი-
თოეულ სიტყვას და ამბობს:
- თუ ქალიშვილს იქ ეძინა, იგი გაღვიძებამდე, ძილშივე
შეისუნთქავდა კვამლს. ადამიანებს არ ესმით, რომ ეს სასიკვდი-
ლო შხამია. კვამლისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე
ცეცხლისგან. - შემდეგ ნელსონს მიმართავს: - ახლა გაგიშვებთ,
მაგრამ სისულელე აღარ ჩაიდინო, კარგი? შენ უკვე დიდი ხარ.
ჩვენ კი კიბეზე ხალხს ავგზავნით.
ერთ-ერთი მეხანძრე, ზურგიდან ხოჭოს რომ ჰგავს, შესას-
ვლელ კარს ჩეხს. სამივე პატარა ფანჯრიდან მინა ცვივა და წკა-
რუნით იმსხვრევა ქვის იატაკზე. მეორე მეხანძრე სახურავის
მარჯვენა მხარეს დგება და ზედა დერეფნის თავზე ნაჯახით
ხვრელს აკეთებს, დაახლოებით იქ, სადაც ნელსონის საძინებე-
ლი ოთახის კარია. უეცრად რაღაც უხილავი ძალა ერთბაშად
უკან დაახევინებს. ხვრელიდან იისფერი ალი ამოხეთქს. წყლის
ჭავლის კანონადა კი მას სახურავის კიდისკენ მოისვრის.

466
მკითხველთა ლიგა

- ისინი არასწორად მოქმედებენ, მამა, - კვნესის ნელსონი.


- მისკენ არ მიდიან. მე ვიცი, სადაც არის, ისინი კი მისკენ არ
მიდიან, მამა! - ბიჭუნას ხმა უწყდება.
ბაჭია შვილს ხელს უწვდის, უნდა, რომ მოეფეროს, მაგრამ
ბიჭი არ ანებებს და სახეს მალავს. თმის ქვეშ კეფა გადამწიფე-
ბული ხილივით რბილი აქვს.
- ცქაფა არ მიატოვებდა, აუცილებლად გამოიყვანდა, - ამ-
შვიდებს ბაჭია ნელსონს.
- მიატოვებდა, მამა. მისთვის სულერთია, - ბიჭუნას თავი
მამის ხელებს კვლავ არ ემორჩილება.
მათ პოლიციელი უახლოვდება.
- ენგსტრომი თქვენ ხართ?
ახალი ტიპის პოლიციელია. აკადემიურად გამოიყურება:
წაწვეტებული ცხვირი, სუფთად გაპარსული ნიკაპი და, ბაჭიას
აზრით, შეუფერებლად გრძელი ბაკენბარდები.
- დიახ.
პოლიციელი ბლოკნოტს იმარჯვებს.
- რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ?
- ოთხი. მე, ჩემი შვილი...
- სახელი?
- ნელსონი.
- მეორე სახელი, ინიციალი?
- „ფ“, ფრედერიკიდან.
პოლიციელი ნელა იწერს და ისე ხმადაბლა ლაპარაკობს,
რომ ბაჭიას ცუდად ესმის მოჩურჩულე ბრბოს, ცეცხლის ტკაცუ-
ნისა და წყლის გრუხუნის გამო.
- რა თქვით? - ეკითხება იგი.
- დედის სახელი? - იმეორებს პოლიციელი.
- ჯენისი. იგი აქ არ იმყოფება. ბრუერში ცხოვრობს.

467
მკითხველთა ლიგა

- მისამართი?
ჰარის ახსოვს სტავროსის მისამართი, მაგრამ სხვა პასუხს
არჩევს:
- ჯაჯმაუნთი, ჯოზეფ-სტრიტის 89, ფრედერიკ სპრინგერ-
თან უნდა მოიკითხოთ.
- ეს ქალიშვილი ვინ არის, ბიჭი რომ ახსენებდა?
- ჯილ პენდლტონი კონექტიკუტის შტატის ქალაქ სტონინ-
გტონიდან. ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია.
- ასაკი?
- თვრამეტი-ცხრამეტი წელი.
- ნათესავია?
- არა.
პოლიციელი საკმაო დროს ანდომებს პასუხების ჩაწერას.
სახურავის კუთხესთან რაღაც ხდება - ბრბოს ხმაური მატუ-
ლობს, პროჟექტორების სინათლეზე კარგად ჩანს, როგორ ეშ-
ვება კიბე.
- მეოთხე ზანგი იყო. ცქაფას ვეძახდით. ცქა-ფას, - ამბობს
ბაჭია.
- შავი მამაკაცი?
- დიახ.
- გვარი?
- არ ვიცი. შესაძლოა, ფარნსუორტი.
- თუ შეიძლება, ასო-ასო მითხარით.
ბაჭია თხოვნას უსრულებს და განმარტავს:
- იგი აქ დროებით ცხოვრობდა.
პოლიციელი ჯერ ცეცხლში გახვეულ სახლს გახედავს, მე-
რე კი მზერა მის პატრონზე გადააქვს.
- აქ, რა, კომუნად ცხოვრობდით?

468
მკითხველთა ლიგა

- არა, ღმერთმანი. მომისმინეთ: მე კონსერვატორი ვარ,


ხმა ჰუბერტ ჰამფრის მივეცი.
პოლიციელი ყურადღებით ათვალიერებს სახლს.
- იქნებ ის შავი ჯერაც იქ არის?
- არა მგონია. მე ხომ მან დამირეკა. მგონი სატელეფონო
ჯიხურიდან.
- ისიც გითხრათ, ხანძარი ვინ გააჩინა?
- არა, ხანძარი არც კი უხსენებია. მხოლოდ ის მითხრა,
საქმე ცუდად არისო. სიტყვა „ცუდად“ ორჯერ წარმოთქვა.
- საქმე ცუდადაა, - იწერს პოლიციელი და ბლოკნოტს ხუ-
რავს. - მოგვიანებით კიდევ დაგკითხავთ.
ცეცხლის ალი მის ქუდზე მიკრულ ემბლემას ატმისფერ შე-
ფერილობას აძლევს. საძინებლის ზემოთ მდებარე სახურავი
ინგრევა. ცეცხლმოდებული სატელევიზიო ანტენა, რომელიც
ორჯერ შეაკეთეს და დააგრძელეს მეზობლების მიმღებებით
წარმოქმნილი მოჩვენებების დასაფრთხობად, გვერდზე წვება
და ნელა ეშვება ძირს მავთულებითა თუ ჩანგლებით ფესვებზე
მიმაგრებული ხესავით. წყლის ნიაღვარი ყოფილი საძინებლის-
კენ მიედინება. იქიდან მოყვითალო, მონაცრისფრო და ოქ-
როსფერი კვამლის ნაზავი იფრქვევა კონდიტერის თითებში გა-
მოსული ცხიმიანი შაქრის ჭიქურივით.
პოლიციელი დაუდევრად ამბობს:
- იქიდან თუ ვინმემ გამოსვლა ვერ მოასწრო, ჯერ კიდევ
ნახევარი საათის წინ შეიბრაწებოდა.
მათგან ორიოდ ნაბიჯში ნელსონი წელში იხრება და აღე-
ბინებს. ბაჭია მასთან მიდის და ბიჭი მამის მოფერებაზე უარს
აღარ ამბობს. მამას შვილის მხრები უჭირავს - ისეთი შეგრძნე-
ბაა, თითქოს წყლიდან თევზის ამოყვანას ცდილობს, რომელიც
სიღრმისკენ მიიწევს, რომ ჩაყვინთოს და არ დაიღუპოს. ნერ-

469
მკითხველთა ლიგა

წყვმა ბიჭს თმა რომ არ დაუსვაროს, მამა ფრთხილად გა-


დაუწევს სახიდან და ცალი ხელით ცხელ, ნაზ კეფაზე მოაქუ-
ჩებს.
- ნელ, დარწმუნებული ვარ, რომ ჯილმა გამოაღწია. და
უკვე შორსაა აქედან. უსაფრთხოდ და აქედან შორს.
ბიჭი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და კვლავ აღებინებს.
ჰარის საკმაოდ დიდხანს უჭირავს ცალი ხელით მისი თმა, მე-
ორთ კი - გულმკერდი. უჭირავს შვილი, რომ არ დაიხრჩოს.
საკმარისია, ჰარიმ ხელი გაუშვას და ორივენი ჩაიძირებიან.
შვილს სხეული უმძიმდება, იგი თითქოს დინების საწინააღმდე-
გოდ მიცურავს, თანაც იუპიტერის ძალით, ზედაპირზე კი მხო-
ლოდ ბოძკინტები აკავებს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძ-
ლება გამოეცალოს. პოლიციელები და მაყურებლები თვალ-
ყურს ადევნებენ ამ შერკინებას, მაგრამ არ ერევიან. ბოლოს
ერთ-ერთი პოლიციელი, ოღონდ ის არა, რომელმაც ჩვენება
ჩამოართვა, მათთან მიდის და ადგილობრივი პენსილვანიელი
გერმანელებისთვის ჩვეული სიმშვიდით ეკითხება:
- იქნებ ბიჭისთვის მანქანა გამოვიძახოთ? ახლომახლო
ბებია-ბაბუა ხომ არ ჰყავს?
- ჰყავს და თანაც ოთხი, - პასუხობს ბაჭია. - მაგრამ აჯო-
ბებს, დედასთან წავიდეს.
- არა! - ყვირის ნელსონი, მამას ხელიდან უსხლტება და
ორივეს ერთად შესცქერის. - შენ ამას არ გააკეთებ, სანამ ჯი-
ლის ამბავს არ გავარკვევთ.
თვალებში ცრემლები უბრწყინავს, მაგრამ სიშმაგის ნასა-
ხიც აღარ ეტყობა და შემდგომი საათის განმავლობაში მამის
გვერდითაა.
ცეცხლი თანდათან ცხრება. სახლის ნაწილი, სადაც სას-
ტუმრო ოთახია, გადარჩენილია. სამზარეულოს ინტერიერი

470
მკითხველთა ლიგა

ბაღს ჰგავს, რომელიც მრავალფეროვან კვამლს აფრქვევს:


პლასტმასა, ვინილი, ნეილონი თუ ლინოლეუმი, ყველა თავი-
სებურად იწვის და ჩამოვარდნილ ნაწილებს მიწასა და ჰაერს
უბრუნებს. მეხანძრეები ცეცხლს წყალს ასხამენ და ნახანძრალ
სახლს ყურადღებით აკვირდებიან. - ჯერ ზედა სართულის ფან-
ჯრები ნათდება ჯიბის ფარნებით, შემდეგ კი - ქვედასი, თითქოს
ციცინათელები დაფრინავენ თავის ქალის შიგნით. ბრბო კი
დაშლას არ აპირებს. მას ხანძრის მიერ მოტანილი სიკვდილის
სუნი აჩერებს. ვიღაც პოლიციის რაციით სასწრაფო დახმარების
მანქანას იძახებს და ისიც მოკლე ხანში სირენის კივილით უკვე
ადგილზეა. მის სახურავზე ალისფერი შუქები თავდავიწყებით
ასრულებს რიტმულ ცეკვას. სახლში რაღაც უცნაური, მწვანე რე-
ზინის ტომარა თუ ზეწარი შეაქვთ, მალე კი კომბინეზონებში გა-
მოწყობილ სამ მოღუშულ მამაკაცს უფორმო ფუთა გამოაქვს
და მანქანაში ათავსებს. კარი რბილად იხურება, როგორც ეს
ძვირფას მანქანებს ახასიათებთ. კვლავ ირთვება სირენა და
სასწრაფო დახმარების მანქანა იქაურობას ტოვებს. ამის შემ-
დეგ ხალხი თანდათან იშლება. სიბნელეს ჩართული ძრავების
ხმები და ადგილიდან დაძრული მანქანების ღმუილი ავსებს.
- მამა! - ამბობს ნელსონი.
- ბატონო.
- ის იყო, არა?
- არ ვიცი, შესაძლებელია.
- მაგრამ ვიღაც ხომ იყო?
- ალბათ.
ნელსონი თვალებს ისრესს - სახეზე ფერფლის ზოლები
რჩება. ბიჭი თვალსა და ხელს შუა მოხუცს ემსგავსება.
- დაწოლა მინდა, - ამბობს იგი.
- თუ გინდა, ფოსნაჰტებთან დავბრუნდეთ.

471
მკითხველთა ლიგა

- არ მინდა. - და თითქოს თავს იმართლებსო, ამატებს: -


ვერ ვიტან ბილს. - დასაზუსტებლად კი განმარტავს: - შენ თუ
გინდა, კი, ბატონო. - იგულისხმება: მისის ფოსნაჰტთან დაბრუ-
ნება და გაჟიმვა თუ გსურს, რა გაეწყობა.
- დედასთან წახვალ? - ეკითხება ბაჭია.
- რანაირად? ის ხომ პოკონშია ახლა.
- უკვე დაბრუნდებოდა.
- არ მინდა ახლა მისი ნახვა. ჯექსონ-როუდზე წამიყვანე.
ბაჭიას შიგნით თითქოს რაღაც მანქანა მუშაობს. „ყველა-
ფერი თავიდან, თავიდან“, - ჩასჩურჩულებს ის და საათის უკან
გადაწევას ლამობს, იმ დროისთვის, როცა ჰარი და ნელსონი
სახლიდან გავიდნენ, უნდა, რომ ამას ხელი შეუშალოს. მაშინ
არაფერიც არ მოხდებოდა და ჯილი და ცქაფა ძველებურად შინ
იქნებოდნენ. ამ მანქანის ხმაური შინაგან ხმას ახშობს, რომე-
ლიც აღიარებს, რომ ყველაფერი უკვე მოხდა და ამას აღარა-
ფერი ეშველება. ბაჭია შოკის ბურუსში ნელსონს ხედავს, გამბე-
დაობას იკრებს და ეკითხება:
- შენ თვლი, რომ ჩემი ბრალია?
- გარკვეულწილად.
- იქნებ ეს ბოროტი ბედისწერაა?
და თუმცა ბიჭი მხრებს ოდნავ იჩეჩს, ჰარისთვის მისი პასუ-
ხი გასაგებია: ბედისწერაც და ღმერთიც ძალიან მაღლა არიან.
მას კი არაფრის სჯერა, რაც მამამისის თავს ზემოთაა. მისთვის
დანაშაული ადამიანთა სამყაროში ხდება და სხვაგან არსად.
ერთ-ერთი მანქანის მეხანძრეები შლანგებს წასაღებად ამ-
ზადებენ. პოლიციელი, რომელიც ნელსონის ბედით დაინტე-
რესდა, მამა-შვილს უახლოვდება.
- ენგსტრომ, შეფს თქვენთან საუბარი სურს. ოღონდ ბიჭის
გარეშე.

472
მკითხველთა ლიგა

- ჰკითხე რა, მამა, ეს ჯილი იყო?


პოლიციელი დაღლილი, ფლეგმატური, ტანსრული კაცია.
გარეგნულად იმ ტიპს წააგავს - რა ერქვა? - ჰო, შოუოლტერი.
ბრუერის გულკეთილი და სულგრძელი მკვიდრი.
- ეს გვამი იყო, - ამცნობს იგი.
- შავი თუ თეთრი? - ეკითხება ბაჭია.
- ვერ გეტყვით.
- კაცი თუ ქალი? - კვლავ ეკითხება ჰარი.
- ქალი, შვილო.
ნელსონი კვლავ ქვითინს იწყებს, სუნთქვა ეკვრის, თით-
ქოს ყელში რაღაც გაეჩხირა. ბაჭია ინტერესდება, ძალაშია თუ
არა პოლიციელის შეთავაზება მანქანის შესახებ, რომლითაც
ბიჭის ჯაჯმაუნთში გადაყვანა შეიძლება ბებია-ბაბუასთან. ბიჭი
მიჰყავთ. იგი წინააღმდეგობას არ უწევს. შეეძლო კი, ფიქრობს
ბაჭია, შეეძლო დაეჟინა და ბოლომდე მამასთან დარჩენილი-
ყო. მაგრამ ბიჭი, რომელსაც თმა ჩამოშლია და სახეზე ცრემ-
ლები ღაპაღუპით ჩამოსდის, თითქოს მოხარულიც კია, რომ,
ბოლოს და ბოლოს, კანონის დამცველთა ხელში, რაღაც საზ-
ღვრებში მოექცა. დამშვიდობებისას ხელიც კი არ დაუქნია მამას
მოვერცხლისფრო მორიგე ავტომობილის ფანჯრიდან, როდე-
საც მან ვისტა-კრესენტზე შეუხვია და დახვავებულ სახანძრო
შლანგებს, გუბეებსა და წითელ ანარეკლებს გასცილდა. ჰაერში
გოგირდის სუნი ტრიალებს. ბაჭია ამჩნევს, რომ პატარა ნეკერ-
ჩხლის ხე ცალი მხრიდან დამწვარა და სახლისკენ გადახრილა.
ტოტებს ჯერაც კვამლი სდის.
მეხანძრეები თავიანთ ხელსაწყოებს წასაღებად ამზადე-
ბენ, ბაჭია და პოლიციის შეფი კი გარეგნულად ჩვეულებრივ
მანქანაში სხედან. მგზავრის დასაჯდომი ადგილის გვერდით
რადიოაპარატურაა დაყენებული, ამიტომ ბაჭიას ფეხები გაჭე-

473
მკითხველთა ლიგა

დილი აქვს. შეფი ტანდაბალი კაცია, თუმცა ჯდომისას ეს არ ეტ-


ყობა, მძლავრ მკერდზე შავი ქამარი გადაჭიმვია, თმა მოკლედ
აქვს შეკრეჭილი, ოდესღაც გატეხილ ცხვირზე წლების განმავ-
ლობაში მრავალი კაპილარი დასწყვეტია.
- მიცვალებული გვყავს. ეს კი უკვე სულ სხვა სცენაა, - ამ-
ბობს იგი.
- რაიმე აზრი ხომ არ ჩამოგიყალიბდათ ხანძრის დაწყების
თაობაზე?
- აქ მე ვსვამ შეკითხვებს. მაგრამ გიპასუხებთ. ეს ვიღაცის
მიერ არის მოწყობილი. გარაჟში. იქ მძლავრ სათიბელას მოვ-
კარი თვალი. ბენზინის ბიდონიც ხომ არ გქონდათ?
- დიახ. სწორედ დღეს ავავსეთ ბენზინით.
- ამ საღამოს სად იყავით?
ბაჭია ყველაფერს უყვება. შეფი ტელეფონით უკავშირდება
თავის განყოფილებას დასავლეთ ბრუერში. პასუხი დაახ-
ლოებით ხუთ წუთში მოდის. შეფი სამი წუთის განმავლობაში
დუმს და ამ სიჩუმეში, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს,
ბაჭია კანონისადმი სიყვარულით აღივსება. რადიო ცეცხლზე
აშიშხინებული ბეკონის ხმით გადმოსცემს: „მისის ფოსნაჰტი ეჭ-
ვმიტანილის სიტყვებს ადასტურებს. მითითებულ მისამართზე
არასრულწლოვანი ბიჭიც ცხოვრობს, რომელიც დამატებითი
მოწმეა“.
- გასაგებია, - ამბობს შეფი და რადიოტელეფონს თიშავს.
- რაში მჭირდებოდა საკუთარი სახლის დაწვა? - ეკითხება
ბაჭია.
- ხანძრების უმეტესობა მეპატრონეების მიერ არის გაჩენი-
ლი, - პასუხობს შეფი. იგი ყურადღებით აკვირდება ბაჭიას. ისე-
თი მრგვალი თვალები აქვს, კაცს ეგონება, ქუთუთოების კუთ-

474
მკითხველთა ლიგა

ხეები ამოკერებული აქვსო. - იქნებ ქალიშვილი თქვენგან ფეხ-


მძიმედ იყო.
- იგი აბებს ყლაპავდა.
- მიამბეთ მის შესახებ.
ბაჭია ცდილობს, მაგრამ სინამდვილის ზუსტად გადმოცემა
საკმაოდ რთულია. რატომ შემოუშვა ცქაფა სახლში? კითხვა
ასეც შეიძლება დაისვას: - რატომაც არა? იგი ცდილობს, გასა-
გებად ილაპარაკოს.
- როდესაც ცოლმა მიმატოვა, თითქოს ორიენტირი დავ-
კარგე. ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. თანაც,
რომ გამეგდო, ჯილსაც წაიყვანდა. ამიტომ ყურადღებას აღარ
ვაქცევდი.
- გატერორებდათ?
ბაჭია ცდილობს, სწრაფად უპასუხოს, კანონის პატივისცე-
მის გამო.
- არა, ის ჩვენ გვახალისებდა, - ბაჭიას ბრაზი მოსდის. -
იქნებ მე არ ვიცი და არსებობს ისეთი კანონი, რომლის მიხედ-
ვითაც, უფლება არ მაქვს ჩემს სახლში ვინმე ვაცხოვრო?
- არსებობს კანონი დამნაშავის დაფარვისთვის პასუხისგე-
ბაში მიცემის შესახებ, - ამბობს შეფი და ბლოკნოტში ბაჭიას პა-
სუხის ჩაწერა ავიწყდება. - ბრუერის პოლიციას აქვს ცნობები
ვინმე ჰუბერტ ჯონსონის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების შე-
ნახვის ბრალდება აქვს წაყენებული და სასამართლოში არ
ცხადდება. - ბაჭიას დუმილი მას ხელს არ აძლევს, ამიტომ იგი
აზუსტებს: - თქვენ არაფერი იცოდით ამ ბრალდებისა და იმის
შესახებ, რომ ბრალდებული სასამართლოს ემალებოდა? -
შემდეგ კი აცხადებს: - თქვენი დუმილი იმას ხომ არ ნიშნავს,
რომ ამის შესახებ არაფერი იცოდით?

475
მკითხველთა ლიგა

- დიახ. - ეს ერთადერთი შესაძლო პასუხია. - არაფერი


ვიცოდი ცქაფას შესახებ, მისი გვარიც კი. თქვენ ამბობთ, რომ
იგი ჯონსონია, მე კი ფარნსუორტი მეგონა.
- რაიმე მოსაზრება ხომ არ გაქვთ იმის თაობაზე, თუ სად
შეიძლება იმყოფებოდეს?
- წარმოდგენა არ მაქვს. მან, მგონი, სატელეფონო ჯიხუ-
რიდან დამირეკა, თუმცა ამას ფიცის ქვეშ ვერ დავადასტურებ-
დი.
პოლიციელი ფართო ხელისგულს ბლოკნოტზე დებს,
თითქოს ტელეფონის მიკროფონს ხელს აფარებს.
- ეს ოქმში არ შევა. ჩვენ ამ სახლს ვუთვალთვალებდით.
თქვენთან თანამცხოვრები მხოლოდ ლიფსიტა იყო, ისეთს არა-
ფერს წარმოადგენდა. ვიმედოვნებდით, რომ უფრო მნიშვნე-
ლოვან საქმეზე გაგვიყვანდა.
- უფრო მნიშვნელოვანზე? ნარკოტიკებს გულისხმობთ?
- სამოქალაქო დაუმორჩილებლობას. ბრუერში მცხოვრებ
შავებს კავშირი აქვთ ფილადელფიასთან, კამდენსა და ნიუარ-
კთან. ისიც ვიცით, რომ იარაღსაც აგროვებენ. ჩვენ ხომ არ
გვინდა, რომ აქაურობა იორკს დაემსგავსოს? - ბაჭიას დუმილი
მას კვლავ არ აძლევს ხელს, ამიტომ კითხვას უმეორებს: - არ
გვინდა, ხომ ასეა?
- ცხადია, არ გვინდა. უბრალოდ ჩავფიქრდი. ცქაფა ამბობ-
და, რომ მისთვის რევოლუცია უკვე განვლილი ეტაპი იყო. მას
რელიგიაზე უფრო ეკეტებოდა ჭკუა, ვიდრე იარაღზე.
- თუ იცით, რატომ წაუკიდა სახლს ცეცხლი?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ მან წაუკიდა. ეს მისი სტილი
არაა.
ფანქარი კვლავ ბლოკნოტისკენ არის მიმართული.
- ჯანდაბას სტილი, - ამბობს შეფი. - ფაქტები მჭირდება.

476
მკითხველთა ლიგა

- მე მხოლოდ ის ფაქტები ვიცი, რომლებიც უკვე მოგახსე-


ნეთ. ზოგიერთ მეზობელს არ მოსწონდა, რომ ცქაფა ჩვენთან
ცხოვრობდა. გუშინ საღამოს ორმა მათგანმა ქუჩაში გამაჩერა
და ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. თუ გნებავთ, გვარებ-
საც გეტყვით.
ფანქარი ჰაერში ეკიდება.
- მაშასადამე, უკმაყოფილება გამოთქვეს. ცეცხლის წაკი-
დებით ხომ არ დაგემუქრნენ?
- გაქნილ მაიმუნებს ზოგჯერ შეცდომით, სხვის მაგივრად
კლავენ. მაშინ, შე ბილწო არამზადავ, სახლის ირგვლივ ბარი-
კადების აღმართვა არ დაგავიწყდეს! კონკრეტული მუქარა არ
ყოფილა.
შეფი ჩანაწერს აკეთებს - „ა. კ.“, „არაფერი კონკრეტული“
და შემდეგ გვერდზე გადადის.
- იმ შავს თუ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა გოგოს-
თან?
- იცით, რა, მთელ დღეს სამსახურში ვატარებ. როდესაც
შინ ვბრუნდებოდი, ვახშამს ვაცხელებდით, შვილს საშინაო და-
ვალებების მომზადებაში ვეხმარებოდი, მერე ვისხედით და ვსა-
უბრობდით. ასე ვთქვათ, სახლში ორი ბავშვით მეტი იყო და
წარმოდგენა არ მაქვს, უჩემოდ რას აკეთებდნენ. თქვენ, რა,
ჩემს დაპატიმრებას ხომ არ აპირებთ?
შეფი, ტიპური მეოჯახე და მამა, საკმაოდ დიდხანს ზის და
უსიტყვოდ იღიმება. ბაჭია ხვდება, რომ მას შემთხვევით არ აქვს
ცხვირი გატეხილი, ეს მას თავისი ბიოგრაფიის მიხვეულ--
მოხვეულებში შეემთხვა. თოვლივით ქათქათა, რბილი თმა თა-
ნაბრად აქვს შეკრეჭილი და პუდრის წასასმელ ბუმბულს
მიუგავს, რომელიც ყურებს ზემოთ, იქ, სადაც პოლიციელის ქუ-

477
მკითხველთა ლიგა

დია შემოჭერილი, ვარდისფრადაა მოარშიებული. იგი უფრო


ფართო იღიმება, რის გამოც ლოყებზე ნაკეცები უჩნდება.
- სიმართლე გითხრათ, - ამბობს იგი, - ეს სხვისი ცვლაა.
აქ ჩემი პატივცემული კოლეგის, ფარნეისის დასახლების შერი-
ფის ნაცვლად ვიმყოფები, რომელმაც ცვლა დაამთავრა და და-
საძინებლად წავიდა. შინაურულად გეტყვით, რომ ციხეებში ისე-
დაც ბევრი ხალხი ზის, თქვენნაირი სოლიდური მოქალაქეებიც
რომ არ მიემატოთ. შემდგომში თქვენდამი, შესაძლოა, კიდევ
გაგვიჩნდეს რამდენიმე შეკითხვა. მეტი არაფერი. - იგი ბლოკ-
ნოტს ხურავს და რადიოტელეფონით გადასცემს: - ბრუერის
პოლიციის ყველა მანქანას. იძებნება ზანგი მამაკაცი, სიმაღლე
დაახლოებით ხუთი-ექვსი, წონა დაახლოებით ას ოცდახუთი,
საშუალოდ მუქი კანი, „აფრო“-ვარცხნილობა, მეტსახელად
„ცქაფა“, გიმეორებთ ასო-ასო: ციყვი, ქოლგა, ანტენა... - რო-
დესაც ბაჭია კარს აღებს და მანქანიდან გადადის, ის მას ყურად-
ღებასაც კი არ აქცევს.
ასე რომ, ბაჭიამ ცხოვრებაში მეორედ მოახერხა კანონის
კლანჭებიდან თავის დაღწევა. თვითონ კი იცის, რომ დამნაშა-
ვეა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაიჭირეს. მთელი სხეული
სტკივა - ტკივილი ჭვარტლივით ილექება. მეხანძრეები მხრჩო-
ლავ ნანგრევებს წყალს ასხამენ, ვისტა-კრესენტზე დახორხლი-
ლი მოწყობილობები თანდათან ქრება. პატივახდილი სახლი
სამფეხებზე დამაგრებული ყვითელი ფარნების გარემოცვაშია,
რომლებიც ყველას აფრთხილებს, რომ იქ შესვლა არ შეიძლე-
ბა. ბაჭია მდელოზე მიაბიჯებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ
ბალახით იყო დაფარული, ახლა კი გადათელილია, და მიყე-
ნებულ ზარალს აფასებს.
ხანძარმა ყველაზე მეტად სახლის უკანა ნაწილი დააზიანა.
საძინებელ ოთახთან გამრუდებულ მილებზე სააბაზანოს სანა-

478
მკითხველთა ლიგა

თი ხელსაწყოები კიდია. სასთუმალთან აღმართული კედელი


აღარ არსებობს. სახურავიდან ღამის ლურჯი ცის ნაგლეჯები
მოჩანს. ბაჭია ქვედა სართულის ფანჯრებში იყურება და ყვითე-
ლი შუქის გამონათებაზე თვალწინ საშინელებათა ატრაქციონი
წარმოუდგება: დივანი და ორი სავარძელი, რომელთაც ჩამოც-
ვენილი ბათქაში მარილივით აყრია, ერთმანეთის პირდაპირ
დგას, მათ შორის კი მეწაღის სკამძელაკია. ხისსადგამიანი ლამ-
პა კვლავაც ძველებურად წელშია გამართული. სასტუმრო
ოთახსა და „სასაუზმე კუთხეს“ შორის მდებარე თაროებზე ცქა-
ფას წიგნებია - მიყრილ-მოყრილი და დასველებული. იქიდან,
სადაც ადრე სამზარეულო იყო, გარაჟის ბოლოში, ბაჭია ნ-ის
მსგავს ამომწვარ ნიშანს ხედავს. რიჟრაჟდება. მოჟღურტულე
ჩიტები სიმღერისთვის ემზადებიან. ნეტავ სად აფარებენ თავს
ჩიტები პენ-ვილასში? აქ ხომ მათთვის საკმარისად დიდი ხეები
არსადაა. საკმაოდ ცივა, უფრო მეტად, ვიდრე შუაღამით, ხან-
ძრის დროს. აღმოსავლეთით, ბრუერის მიმართულებით, ცა
ფერმკრთალდება. განთიადისწინა სინაცრისფრეში ჯაჯის მთის
მოხაზულობა იკვეთება. ფრინველების გუნდი გარეუბნის გავ-
ლით სამხრეთისკენ, უაიზერ-სტრიტისკენ, საოლქო ფსიქიატ-
რიული საავადმყოფოს მაღალი შენობისკენ და კიდევ უფრო
იქით მიფრინავს. ბაჭიას კანზე ჭვარტლი ედება, თვალები გამ-
ხმარი ქერქივით უხეშეშდება. დაღლილობისგან ჰალუცინა-
ციები ეწყება - სწორედ ასე ცოცხლდებიან სახეები ჩვენს წარ-
მოსახვაში ჩაძინებამდე რამდენიმე წამით ადრე. გამოღვიძებუ-
ლი ცა ჯაჯის მთის თავზე - ბეკია, მისი გარდაცვლილი პატარა
გოგონა, ხოლო მოღუშული ცა დასავლეთით, რომელიც იმავე
ფერისაა, როგორც ქარიშხლისას, ოღონდ ვარსკვლავებით
არის მოჭედილი, - ნელსონი, ცოცხალი შვილი. თვითონ კი მათ
შორის დგას.

479
მკითხველთა ლიგა

ბაჭია მორღვეულ შემოსასვლელ კართან მიდის, ქვის სა-


ფეხურებს შუშის ნამსხვრევებისგან ასუფთავებს და ჯდება. ისინი
ისე თბილია, რომ თავი ბუხრის წინ ჰგონია. მეზობლებიდან
არავინ გამოვიდა მასთან სასაუბროდ, ჭირის გასაზიარებლად.
იგი არემარეს მზერას მოავლებს და თვალწინ დილის სინათ-
ლის მიერ სააშკარაოზე გამოტანილი კუშტი სანახაობა წარმო-
უდგება. სახლების სახურავებზე გადაკრულ პასტელის ფერის
სოლყავარზე წყლის წვეთები ბრწყინავს, რომლებშიც გადა-
ხურვის სურათები მეორდება, უკანა ეზოებში აუზები და საქანე-
ლები, ბალახის მსგავსად, ჭირხლით გადათეთრებულა. განა-
თებულ ცაზე ცერად დაკიდებული მთვარე იატაკზე მიტოვებულ
სათამაშოს წააგავს. ბაჭიას დარაჯად დატოვებული, მწვანე,
შრიალასაწვიმარმოსხმული ხანდაზმული კაცი უახლოვდება და
ეკითხება:
- თქვენი სახლია?
- დიახ, ჩემია.
- წასასვლელი თუ გაქვთ სადმე?
- მგონი, კი.
- გარდაცვლილი თქვენი ახლობელი იყო?
- არც მთლად.
- ეს უკვე კარგია. გამხნევდით, ახალგაზრდავ. ზარალის
უდიდეს ნაწილს დაზღვევა დაფარავს.
- არც კი ვიცი, დაზღვევა თუ მაქვს.
- თუ დაგიგირავებიათ ოდესმე?
ბაჭიას პრიალაფურცლიანი პატარა საბანკო წიგნაკი ახ-
სენდება და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს, თუმცა ეჭვი აქვს,
რომ ისიც ცეცხლში დაიწვებოდა.

480
მკითხველთა ლიგა

- გამოდის, რომ დაზღვევა გქონიათ. ეს წყეული ბანკები


თავის ქონებაზე გაფაციცებით ზრუნავენ. ებრაელები ყოველ-
გვარი მოულოდნელობისთვის მზად არიან.
ამ კაცის აქ ყოფნა ბაჭიას უცნაურად ეჩვენება. კარგა ხანია,
ასე უცნაურად არაფერი მოსჩვენებია.
- აქ როდემდე დარჩებით? - ეკითხება იგი.
- რვამდე ვიმორიგევებ.
- რატომ?
- ხანძრის დროს ასეთი წესია. ძარცვა რომ არ მოხდეს.
ორივენი ჩაფიქრებით გასცქერიან პენ-ვილასის მთვლემარე
სახლებსა და ცივ მდელოებს. უეცრად ერთ-ერთი სახლიდან
მაღვიძარას ხმა ისმის და ბაცი, სუსტი შუქი ინთება. ჰო, ახლა
ძარცვა ყველგანაა მოდებული. - რაიმე ძვირფასი ხომ არ
გაქვთ, რისი წაღებაც გინდათ? - ეკითხება მოხუცი ბაჭიას, მაგ-
რამ იგი არც კი ინძრევა. - ცოტა წაძინება არ გაწყენდათ, ახალ-
გაზრდავ.
- თქვენ? - შეკითხვას უბრუნებს ბაჭია.
- ჩემი ასაკის ხალხს ბევრი ძილი არ სჭირდება. მალე
გვეწვევა საუკუნო ძილი. ასეა თუ ისე, მიყვარს ეს მშვიდობიანი
საათები, ბავშვობაშიც მიყვარდა. ყოველთვის ადრე ვდგებოდი.
მამა კი პატარა ხმაურზეც სასტიკად მცემდა - ლოთი იყო და
გვიანობამდე ეძინა ხოლმე. ჰოდა, ჩვეულებად მექცა დილიდან-
ვე შინიდან ჩუმად გაქცევა. ჩიტებთან გავრბოდი. აქ კი მორი-
გეობისთვის ორმაგს მიხდიან, თანაც სუფთა ჰაერზე ვარ.
ოღონდ უწყისში ამას ყოველთვის არ ვუთითებ, განსაზღვრულ
ნორმაზე მეტი საათი რომ არ დამიგროვდეს, თორემ სო-
ციალურ დაზღვევას ვეღარ მივიღებ. ჩვენს დროში ადამიანს სი-
კეთით კლავენ - ასეთია ახალი ტექნიკა.

481
მკითხველთა ლიგა

ბაჭია დგება. მთელი სხეული სტკივა. ტკივილი ფეხებიდან


იწყება, საზარდულს, მუცელს, მკერდს გაივლის და ქრება. დე-
მონი ტოვებს მას. კვამლი და ბურუსი მაღლა ადის. ბაჭია შემო-
სასვლელი კარისკენ იქცევს პირს, რომელიც წყლისგან გაჯირ-
ჯვებულა, ნაჯახითაა დაჩეხილი და არ ემორჩილება.
- ჩემი მოვალეობაა, სახლში არავინ შევუშვა. თუ რამე შე-
გემთხვევათ, პასუხსაც თავადვე აგებთ.
- ეს-ეს არის მითხარით, რაც გინდათ, აიღეთო.
- უბრალოდ გიხსნით, რომ თავად აგებთ პასუხს. მე კი ვი-
თომც ვერ გხედავთ. თუ იატაკში ჩავარდებით ან გაშიშვლებულ
დენის სადენს ფეხს დააბიჯებთ, საშველად ნუ დამიძახებთ. იქ მე
თქვენთვის არ ვარსებობ. ცოდვისგან შორს - ასეთი წესი მაქვს.
- მეც.
კარი ბაჭიას ძალას ემორჩილება და იღება. მისგან ჩამო-
ვარდილი მინების ნამტვრევებს იატაკი მეორე მხრიდან თეთრ
ნახევარწრეებად დაუკაწრავს. კვამლისა და სუნისგან ბაჭიას
თვალები ეცრემლება. სახლში თბილა და თითქოს საკუთარ
თავს ესაუბრება: ჰარის მარცხნივ რაღაც შრიალებს და ტკაცუ-
ნობს. დამწვარი ნაფენი ნაიატაკარის ქვეშ თანდათან ჯდება,
წყლით გაჟღენთილი ყორე ბუშტუკებს უშვებს. საწოლის ლი-
თონის კარკასი სამზარეულოშია ჩავარდნილი. სასტუმრო ოთა-
ხი ბაჭიას მარჯვნივ დაკვამლულია, მაგრამ დაუზიანებელი.
მწვანე კვამლიდან დივნის გადასაკრავის ვერცხლისფერი ძაფე-
ბის ბრწყინვა მოჩანს; ტელევიზორის მწვანე ეკრანი მორჩილად
ელოდება ჩართვას. ბაჭიამ, ერთი პირობა, მისი წაღება განიზ-
რახა - ერთადერთი ნივთისა, რომლის გაყიდვაც შეიძლებოდა,
- მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ძალზე ემძიმა. მათმა წონამ, შე-
საძლოა, იატაკი ჩაანგრიოს, თანაც ასეთი ტელევიზორები ახ-
ლა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ჯენისმა ერთხელ თქვა, ჯუნგლებში

482
მკითხველთა ლიგა

ბომბების ნაცვლად ტელევიზორები რომ ჩამოყარონ, იგივე


ეფექტი იქნებაო. ბაჭიამ კიდეც გაიფიქრა, რომ ეს მისთვის
შეუფერებლად ჭკვიანური აზრი იყო - უკვე მაშინ საუბრობდა
სტავროსის ენით.
ჯენისს ყოველთვის მოსწონდა ეს სულელური მეწაღის
სკამძელაკი. ბაჭიას ახსენდება, როგორ ჩაიმუხლებდა ხოლმე
მათი ქორწინების საწყის ეტაპზე მის გვერდით და მკვეთრი მოძ-
რაობებით მოკლე-მოკლე მონაკვეთებს სელის ზეთით აპ-
რიალებდა. ეს სანახაობა ბაჭიას რატომღაც ყოველთვის აღაგ-
ზნებდა. სკამს იღლიის ქვეშ ამოიდებს და აღმოაჩენს, რომ მძი-
მე სულაც არ ყოფილა. ამიტომ შტეფსელიდან ხისსადგამიანი
ლამპის ზონარსაც გამოაძრობს და ისიც თან მიაქვს. რაც დარ-
ჩა, დაე, ქურდებმა და სადაზღვევო კომპანიის აგენტებმა
გაიყონ. ნივთებს კვამლის სუნს ბოლომდე ვერაფრით მოაცი-
ლებ. ცხოვრებაში წარუმატებლობის კვალიც არასდროს ქრება.
მას ახსენდება, თუ როგორ წმენდდა „უინდექსით“ ფანჯრის მი-
ნებს და ეჩვენება, რომ მთელი მისი ცხოვრება ასეთი დეტალე-
ბისგან შედგება. სახლი უშვებს მას. ის თავისუფალია. მზე
გრძელ ნარინჯისფერ ზოლებს იმის საწინააღმდეგო მხრიდან
ჰფენს, საიდანაც იგი ანათებდა, როდესაც ის და ნელსონი სა-
ღამოს, დიდი ხნის წინ შევიდნენ სახლში. ვისტა-კრესენტს მიუყ-
ვება და იღლიაში მეწაღის სკამი და ლამპა აქვს ამოჩრილი,
სინათლის ზოლები ფენა-ფენად ედება მეზობლების დაბალ
სახლებს. პეგის „ფიური“ ერთადერთი მანქანაა, რომელიც ჯერ
კიდევ დგას გზის პირას ზღვის მოქცევით გამორიყული ნავივით.
ბაჭია კარს აღებს და დასაჯდომს წინ ექაჩება, მეწაღის სკამძე-
ლაკი უკან რომ დადოს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ ვიღაც
არის. ზანგი. მძინარე.
- ეს რა ჯანდაბაა! - შესძახებს ბაჭია.

483
მკითხველთა ლიგა

ცქაფას ეღვიძება, მაგრამ ვერაფერს ხედავს და მანქანაში


დაგებულ რეზინის ნოხზე ხელების ცეცებით სათვალეს ეძებს.
- პატარა ჩაკ, - ამბობს იგი და ბაჭიას ორ მრგვალ შუშას
მიანათებს. „აფრო“-ვარცხნილობა სიდამპლეშერეული ხილი-
ვით გვერდზე მისჭყლეტია. - ყველანი წავიდნენ, არა?
- ჰო.
სუნი, რომელიც დილაობით სასტუმრო ოთახში იდგა და
მას რაღაც ცხოველურ ელფერს აძლევდა, პატარა მანქანაში
ახლა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა.
- უკვე გათენდა?
- თენდება. ჯერ ექვსი საათია. დიდი ხანია, აქ ხარ?
- მას შემდეგ, რაც დავინახე, როგორ მოხვედი მანქანით
პატარა ჩაკთან ერთად. თავდაპირველად უაიზერზე მდებარე
ტელეფონ-ავტომატიდან დაგირეკე, მერე კი გადავწყვიტე, თვა-
ლი მედევნებინა, როდის მოხვიდოდი. მანქანა სხვისია, სამა-
გიეროდ, თავია შენი. ასე რომ, როცა გადმოხვედი, მანქანასთან
ჩუმად მივიპარე და შიგ ჩავჯექი. დალახვროს ეშმაკმა! ჩამძინე-
ბია. ეი, ადამიანის ნაშიერო, დროზე შემოდი, თორემ მაგრად
უბერავს.
ბაჭია მანქანაში ძვრება და საჭესთან ჯდება. ცქაფასკენ არ
იყურება და ცდილობს, ტუჩების აუმოძრავებლად ილაპარაკოს.
პენ-ვილასი თანდათან იღვიძებს - მათ ახლახან ჩაუქროლა მან-
ქანამ.
- მინდა იცოდე, რომ გეძებენ, - ამბობს ბაჭია. - მიაჩნიათ,
რომ ხანძარი შენ გააჩინე.
- სხვას არც ველოდი. ძაღლები ყოველთვის ასე იქცევიან.
რატომ უნდა დამეწვა საკუთარი ბუდე?
- მტკიცებულებათა მოსასპობად. შესაძლოა, ჯილმა - რო-
გორ ამბობენ? - ზედმეტი დოზისგან ფეხები გაფშიკა.

484
მკითხველთა ლიგა

- არა იმისგან, რაც ჩემგან მიიღო. ჩემი მასალა შაქრის


ფხვნილივით სუფთა და უვნებელია. მომისმინე, ჩაკ. ის, რაც
მოხდა, თეთრი ვიგინდარების ნამოქმედარია. დამიჯერებ, თუ
ტყუილუბრალოდ ენა არ დავღალო და ძაღლებთან სალაპა-
რაკოდ შემოვინახო?
- გისმენ.
ახლა, როდესაც ცქაფას სახეს ვერ ხედავს, ბაჭიას მისი ხმა
ჩვეულებრივზე დაბალი ეჩვენება, მასში დამაჰიპნოზებელ
ხრინწსა და მდგრადობას გრძნობს, როგორიც ბავშვობაში რა-
დიოთი მოუსმენია.
- ჯილი ადრე დაწვა, მე კი დივანზე მოვკალათდი. მას შემ-
დეგ, რაც წამალზე დაჯდა, სხვას არაფერს აკეთებდა. მეც გვა-
რიანად ვიყავი დაბოლილი და დაღლილი - ჩვენ ხომ მთელი
ოლქი ორჯერ შემოვიარეთ, ის დაწყევლილი მანქანა რომ გაგ-
ვეყიდა. ერთი სიტყვით, მეღვიძება. გარედან რაღაც ტკაცუნი
მესმის. ვიფიქრე, ჯილი მოდის ჩემთან და ახლა ხვეწნას დამიწ-
ყებს, რომ ნემსი გავუკეთო-მეთქი. მაგრამ იცი, როგორი ხმები
იყო? „ფშშშ“, მერე კი ჩუმად - „ბუუუმ“. სწორედ ასე ფეთქდებო-
და ნაღმები გზებზე ჯუნგლებში. მაგრამ ვინაიდან გზაზე არ ვი-
ყავი, საკუთარ თავს ვუთხარი, აი, ომმა სახლშიც შემოაღწია--
მეთქი. შემდეგ კარის ჩამოვარდნის ხმა შემომესმა. ხმაურის მი-
ხედვით, გარაჟის კარი უნდა ყოფილიყო. ფანჯარასთან მივირ-
ბინე და დავინახე, როგორ გარბოდა მდელოზე ორი კუდამო-
ძუებული თეთრი კატა. ქუჩაში გადახტნენ, სახლებს შორის გაძ-
ვრნენ და გაუჩინარდნენ. მანქანისთვის თვალი არ მომიკრავს.
სწორედ მაშინ მეცა კვამლის სუნი.
- რა იცი, რომ თეთრები იყვნენ?
- მაგის მიხვედრას რა უნდა, თეთრები ხომ ისე გარბიან,
თითქოს უკანალში ჯოხი აქვთ გარჭობილი, არა?

485
მკითხველთა ლიგა

- მათ ამოცნობას თუ შეძლებ, კიდევ რომ დაგანახონ?


- აქ მე მოსეს ამოცნობასაც ვერ გავბედავ. ამ ოლქში ერ-
თხელ უკვე დავიწვი.
- ჰო-ო, - ამბობს ბაჭია, - შენ ჯერ ერთი ამბავი არ იცი:
ჯილი მოკვდა.
უკანა სავარძელზე დუმილი დიდხანს არ გრძელდება.
- საბრალო ძუკნა. მეეჭვება, რომ რაიმე ეგრძნო.
- რატომ არ გამოიყვანე?
- დალახვროს ეშმაკმა! აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმე
წყდებოდა, ადამიანის ნაშიერო, გესმის? ვიფიქრე, მორჩა,
ლინჩის წესით გასამართლებას მიპირებენ-მეთქი, ხომ არ ვი-
ცოდი, გარეთ რამდენი მელოდა. იქნებ - ათასი. სად მქონდა
იმის თავი, რომ ვიღაც თეთრ ქალზე მეზრუნა - თეთრებზე, დაე,
თეთრებმა იზრუნონ.
- მაგრამ შენ ხომ ხელი არავინ გახლო.
- აბა, ჯარში სხვას რას მასწავლიდნენ. შევძელი და, ასე
ვთქვათ, თავი ავარიდე მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებ-
თან პირდაპირ შეჯახებას.
- შენზე არავინ ნადირობდა. ეს ჩემთვის ცდილობდნენ
რაღაც-რაღაცების ახსნას. ხომ არ გაგიჟდი? აქ, ჩვენთან, ლინ-
ჩის წესით არ ასამართლებენ.
- გავგიჟდი? როგორც გატყობ, ტელევიზორში სხვა არხებს
უყურებ. რას იტყვი დეტროიტელი გიჟების შესახებ?
- შენ რას იტყვი კალიფორნიაში მოკლულ პოლიციელებ-
ზე? ან რას ნიშნავს ეს სისულელე - „სიკვდილი ძაღლებს“, რო-
მელსაც თქვენ, შავი ძმები ქადაგებთ? წესით, სამართალდამ-
ცველებს უნდა გადაგცე. რომ იცოდე, როგორ გაუხარდებათ შე-
ნი ნახვა ბრუერის პოლიციაში. მათ ხომ ძალიან მოსწონთ გა-
დარეული ენოტების მორჯულება.

486
მკითხველთა ლიგა

მათ კიდევ ორმა მანქანამ ჩაუარა. რძის ფურგონის


მძღოლმა ცნობისმოყვარედ გამოიხედა მათკენ.
- წავედით, - ამბობს ცქაფა.
- ამით რას გამოვრჩები?
- ბევრს არაფერს.
„ფიურტი“ მყისვე იქოქება. ძრავა ნაკლებად ხმაურობს,
ვიდრე საბურავები, რომლებიც სტვენით მისრიალებენ ვისტა--
კრესენტზე დაგროვილ გუბეებში. უკან რჩება ვაშლივით მწვანე
სახლი და მწვანესაწვიმრიანი მამაკაცი, რომელსაც ზღურბლზე
ჩასძინებია. ბაჭიას მანქანა მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით მიჰ-
ყავს, იქით მიიჩქარის, საიდანაც სატვირთო ავტომობილების
გზა იწყება ჭუჭყით დაფარული სახლების საძირკვლებს შორის.
მიყრუებულ თემშარას პოულობს. ოღროჩოღრო გზის გას-
წვრივ ალვის ხეებია ჩამწკრივებული. ცქაფა წელში იმართება.
ბაჭია ელოდება, თუ როდის შეეხება კეფაზე ცივი ლითონი. რე-
ვოლვერი, დანა, ნემსი - მათ ყოველთვის დააქვთ თან რაიმე
ამგვარი. შხამიანი ისრები. მაგრამ კეფაზე მხოლოდ ცქაფას
თბილი სუნთქვა ეხება. და ამას იგი იარაღის უქონლობად კი არ
აღიქვამს, არამედ სიყვარულის მსგავს გამოვლინებად.
- როგორ დაუშვი, რომ დაღუპულიყო? - ეკითხება.
- თუ დამნაშავეს ეძებ, ადამიანის ნაშიერო, რამდენიმე
ასეული წლით უკან დაბრუნება მოგიწევს.
- მე არ ვარ დამნაშავე.
- ეშმაკმაც წაგიღოს, ჩაკ. არ ხარ და ნუ ხარ. მაგრამ ნურც
ასეთი სახით მიყურებ. ყველა თავის ტყავს უფრთხილდება. ასე
არ არის?
- აი, რას გეტყვი. კიდევ ათ მილს გავივლი სამხრეთით და
ჩამოგსვამ. მერე შენით იარე.

487
მკითხველთა ლიგა

- მაგრად არის ნათქვამი, მაგრამ მიღებულია. ერთი სა-


კითხიღა რჩება გასარკვევი. ჩვენ, ძმები, ამას „პურს“ ვეძახით.
- შენ ხომ მანქანის გაყიდვით ექვსასი დოლარი მიიღე.
- ფული იმ ეშმაკ ძუკნასთან იყო. მე არ მაქვს. ჩემი საფუ-
ლეც იქ დარჩა, დივანზე. რაც მქონდა, შიგნით იდო.
- იმ შავი ჩემოდნის შესახებ რას იტყვი, საკუჭნაოში რომ
გადამალე?
- ერთი ამას დამიხედეთ! შენ, რა, ჩემს ნივთებში იქექებო-
დი?
- ოცდაათ დოლარამდე მექნება, - ამბობს ბაჭია, - შეგიძ-
ლია, აიღო. პოლიციელებსაც არ ვეტყვი, რომ წამოგიყვანე.
მაგრამ ჩემგან მეტს ნუღარაფერს ელი. ხომ იხმარე ეს ოლქი,
როგორც შენ გიყვარს თქმა. ჰოდა, გეყოფა.
- მე დავბრუნდები, - ჰპირდება ცქაფა, - ოღონდ დიდების
შარავანდედით მოსილი.
- როცა ეს მოხდება, მე თავი არ მომაბეზრო.
მილი მილს მისდევს. ბორცვი, ქვიშაქვით ნაგები სახლების
ჯგუფი, ცემენტის ქარხანა, სარეკლამო ფარი, რომელიც იუწყე-
ბა, რომ აქვე ბუნებრივი მღვიმეა, მეორე კი - წვეროსანი ამიშის
მოზრდილი ფიგურის გამოსახულებით.
- პატარა ჩაკს როგორი რეაქცია ჰქონდა ჯილის სიკვდილ-
ზე? - ინტერესდება ცქაფა, ოღონდ თავისი მეორე ხმით, რომე-
ლიც თეთრი ადამიანისას ჰგავს და, შესაბამისად, ბაჭიას უფრო
ადამიანურად ეჩვენება.
- დაახლოებით ისეთი, როგორც მოსალოდნელი იყო.
- გატყდა, არა?
- გატყდა.
- უთხარი, რომ ამქვეყნად კიდევ უამრავი ნახვრეტია.
- მაგას ნუ ნაღვლობ, თვითონაც კარგად გაიგებს.

488
მკითხველთა ლიგა

გზაჯვარედინს უახლოვდებიან, სადაც მზის სინათლეზე


ერთმანეთს ორი ვიწრო გზა ხვდება. ოქროსფერი ნაწვერალე-
ბით მოფენილი სიმინდის ყანის ბოლოში ქვის თეთრი სახლი
დგას, რომლის საკვამურიდანაც კვამლი ამოდის. ხისგან გაკე-
თებული ისარი იუწყება: „გელილი-2“. სხვაგვარად ვერც ვერა-
ვინ გაიგებდა, სად არის. ცაში თვითმფრინავი მიფრინავს და
თეთრ კვალს ტოვებს. სამხრეთით მწვანე და წაბლისფერი,
წყნარი პენსილვანია ფართოვდება. მშრალი ქვის მილსადენი
აქ მიწის ქვეშ გადის. ამას ქვაკუთხედის ფორმის ლითონის ნი-
შანი გვამცნობს. ბაჭია საფულეს ცქაფას ვარდისფერ ხელის-
გულზე გადმოაპირქვავებს. ერთი პირობა, მობოდიშებას აპი-
რებს ფულის სიმცირის გამო, მაგრამ გადაიფიქრებს. - ახლა
როგორ მოვიქცე? - ეკითხება იგი საკუთარ თავს. - იუდას კოც-
ნით დავცილდე? - ისინი მას შემდეგ არ შეხებიან ერთმანეთს,
რაც ხელჩართულ ბრძოლაში ბაჭიამ გაიმარჯვა. გამოსამშვი-
დობებლად ცქაფას ხელს უწვდის. ცქაფა ყურადღებით დასცქე-
რის მას, როგორც ამას ბები აკეთებდა, თითქოს მკითხაობას
აპირებსო. შემდეგ თავის ვიწრო ხელებში მოიქცევს, ფუმფულა
ვარდისფერი ბალიშებით გადაატრიალებს, ორიოდ წამს და-
ფიქრდება და საზეიმოდ აფურთხებს ხელისგულის შუაში. ნერ-
წყვი კანივით თბილია. ბაჭია ხედავს, რაც მოხდა, ხედავს ბუშ-
ტუკებიან სისველეს, ნამცეცა მზეს რომ ჰგავს. ბოლოს გადაწ-
ყვეტს, რომ ეს თავისებური დალოცვაა და ხელისგულს შარ-
ვალზე იწმენდს.
- შენი არასოდეს მესმოდა, - ეუბნება ცქაფა.
- ალბათ არაფერი იყო გასაგები და იმიტომ, - ისმის პასუ-
ხად.
- გამონათებას ელი, არა? - ხითხითებს ცქაფა.

489
მკითხველთა ლიგა

როცა იღიმება, ფიქრობს ბაჭია, მის ზედა ტუჩს რაღაც ისე-


თი ემართება, რაც თეთრ ადამიანს არ ახასიათებს: შუაში პატა-
რა ლილვაკი ნაწიბურივით იბერება, რომელიც ასოს თავს მის-
სავე ტანთან აერთებს. გზაჯვარედინზე ჰარი პეგის „ფიურის“ აბ-
რუნებს და უკან მიდის, ახალგაზრდა შავი მამაკაცი კი მინ-
დვრისპირა მოყვითალო-მოყავისფრო სარეველების ზოლში
მომლოდინე პოზაში დგას. სათვალისა და წვერის მიუხედავად,
მანქანის უკანა სარკეში ცქაფა საოცრად ერწყმის შეკუმშულ მინ-
დორს, რომლის თავზეც ყვავები დაფრინავენ.
პოლკოვნიკი ედვინ ე. ოლდრინ უმცროსი: „ახლა ყველა-
ფერი რიგზეა. ჩემკენ აიღეთ, ცოტა ქვემოთ, თქვენგან ოდნავ
მარცხნივ. მიმართულება სწორია. ცოტათი ჩემკენ. ქვემოთ.
კარგია. დაამაგრეთ პირველი ჩამჭერი. რომელი ჩამჭერი?
კარგი, წავედით. დახრა მარცხნივ. კარგია. პირდაპირ პლატ-
ფორმისკენ ხართ მიმართული. მარცხენა ფეხი ოდნავ მარჯვნივ
გადადგით. ასე. კარგია. უფრო მარცხნივ. კარგია.
ნილ არმსტრონგი: კარგია, ჰიუსტონ, დანიშნულების ად-
გილზე ვარ“.

490
მკითხველთა ლიგა

IV. მიმი
ბაჭია თავის დანადგართან ზის, თითები კლავიშებზე დაქ-
რიან, ზემოთ მატრიცები ტკაცუნებენ, გამდნარი ტყვია გვერდი-
დან სასიამოვნოდ ათბობს.
„ვინ გააჩინა ხანძარი პენ-ვილასში?
დაღუპულია სხვა შტატიდან ჩამოსული.
დასავლეთ ბრუერის პოლიცია განაგრძობს მოწმეთა და-
კითხვას საიდუმლოებით მოცულ ხანძართან დაკავშირებით,
რომელმაც პენ-ვილასში მისტერ ჰაროლდ ენგსტრომისა და
მისი მეუღლის მშვენიერი სახლი შეიწირა.
სახლში სტუმრად მყოფი მის ჯილ პენდლტონი, 18 წლის,
კონექტიკუტის შტატის ქალაქ სტონინგტონიდან, სავარაუდოდ,
კვამლით გაიგუდა. მამაცი მეხანძრეების მხრიდან მისი გადარ-
ჩენის ყველა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
მის პენდლტონის გარდაცვალების ფაქტი დადასტურებუ-
ლია ბრუერის მოწყალების დების ჰომეოპათიურ კლინიკაში.
იძებნება მამაკაცი, ჰუბერტ ჯონსონი, რომელიც სახლის
სიახლოვეს ნახეს, და ბოლო დროს პლამ-სტრიტზე ცხოვრობ-
და. მისტერ ჯონსონი, მეტსახელად „ცქაფა“, ზოგჯერ ფარნსუ-
ორტის გვარით ფიგურირებს.
აი, რა უთხრა რეპორტიორებს ფერნეისის დასახლების სა-
ხანძრო რაზმის უფროსმა რეიმონდ „ბადი“ ფესლერმა: „დარ-
წმუნებული ვარ, რომ ვიღაცამ განზრახ გააჩინა ხანძარი, მაგ-
რამ იმის მტკიცებულება, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ან
სხვა ასაფეთქებელი ნარევი იქნა გამოყენებული, არ არსებობს.
მეზობლები შეძრწუნებულები არიან მომხდარის გამო,
მაგრამ სახლის მცხოვრებთა შესახებ განსაკუთრებულს ვერა-

491
მკითხველთა ლიგა

ფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ იქ შავი მამაკაცი იმყოფებო-


და“.
პაიასეკი ბაჭიას მხარზე ხელს უთათუნებს.
- თუ ეს ჩემი ცოლია, - ამბობს ჰარი, - უთხარით, თავი და-
მანებოს. მოკვდა-თქო.
- ეს ტელეფონი არ არის, ჰარი. პირისპირ მინდა შენთან
საუბარი. თუ შეიძლება.
ეს „თუ შეიძლება“ ბაჭიას გულზე უსიამოვნოდ ხვდება.
პაიასეკი აშკარად ვიღაც ზემდგომს ჰბაძავს. ხმაურის ჩასახშო-
ბად ის მქრქალმინიან კარს ხურავს და მშვიდად ეშვება მაგი-
დასთან მდგარ სავარძელში, შემდეგ კი სტამბის საღებავით
დასვრილი ქაღალდების გროვას ხელებს ადებს და თითებს
შლის.
- კიდევ ერთი ცუდი სიახლეა, ჰარი, - ამბობს იგი. - გაუძ-
ლებ?
- სცადე და დაინახავ.
- ღმერთმანი, სულაც არ მინდა, რომ სახლთან დაკავში-
რებულ უბედურებას სხვაც მივამატო, მაგრამ დროის გაწელვას
აზრი არა აქვს. ხომ იცი, ყველაფერი იცვლება. ზემოთ გადაწ-
ყვიტეს, რომ „ვერიტი“ ოფსეტურ საწარმოდ აქციონ. საქმიანი
ქაღალდებისთვის ძველ, ბრტყელ ბეჭდვას კი შევინარჩუნებთ,
მაგრამ „ვეტის“ ხელმძღვანელობამ გვითხრა, ან ოფსეტზე უნდა
გადავიდეთ, ან გაზეთს ფილადელფიაში დავბეჭდავთო. არაერ-
თი წელია, ამის შესახებ საუბრობენ. სხვა პერიოდული გამოცე-
მების აღებაც მოგვიწევს - ბრუერში რამდენიმე ახალი გაზეთის
გამოშვებას იწყებენ. ნაგავი იქნება, მაგრამ ხალხს მოსწონს და
ყიდულობს, კანონი კი მსგავსების ბეჭდვას არ კრძალავს. აი,
ასეა.

492
მკითხველთა ლიგა

სულს ითქვამს. სახეზე ეტყობა, რომ ყველაფერი თქვა. ზე-


მოდან რომ დაჰყურებ, მისი შუბლი სფეროს ფორმას იღებს,
ათას საზრუნავზე ფიქრით გაჩენილი ნაოჭები მაღლა ადის - იქ,
სადაც უკან გადავარცხნილი ღია სპილენძისფერი თმა იწყება.
- ანუ, ლინოტიპისტები - ჰაიდა აქედანო, ასეა?
პაიასეკი გაოცებას ვერ მალავს, წარბები ერკალება და
ისევ უსწორდება, შუბლი წამით გლუვ სფეროს ემსგავსება, რო-
მელიც ზემოდან ფლუორესცენციული მილაკებითაა განათებუ-
ლი.
- მეგონა, ყველაფერი გარკვევით ვთქვი. მიმდინარეობს
ტექნიკური გადაიარაღება ეკონომიკის მოთხოვნილებათა შესა-
ბამისად. ოფსეტის დროს ბეჭდვა ფირზე ხდება, არავითარი
ცხელი ლითონი. კათოდურ მილზე გადავდივართ. ღმერთო ჩე-
მო, ის წუთში ორი ათას სტრიქონს იძლევა, შვიდი წუთი და მთე-
ლი „ვეტი“ დაბეჭდილია. ორ-სამ კაცს დავტოვებთ, კომპიუტერ-
თან დავსვამთ, პროფკავშირს უკვე ვესაუბრეთ. მაგრამ, ხელ-
მძღვანელობის აზრით, მსხვერპლი გარდაუვალია, ჰარი. მნიშ-
ვნელოვანი მუშაკების სიაში მოწინავეთა შორის ნამდვილად არ
ხარ. მერწმუნე, შენს პირად ცხოვრებასთან ამას არანაირი კავ-
შირი არა აქვს. მთავარი - პროფესიონალური მოსაზრებებია.
მამაშენი რჩება, ბიუკენენიც. საკმარისია, ეს ზანგი გავათავისუფ-
ლოთ, რომ ამ ქალაქში მცხოვრები ყველა კეთილის თუ ავის
მსურველი ყელში გვწვდება. მე სხვაგვარად მოვიქცეოდი. ჩემ-
თვის რომ ეკითხათ, ვიტყოდი, რომ ის კაცი ყოველი დილის
თერთმეტი საათიდან ყლურწავს და ყლურწავს, ისინი ყველანი
ასეთები არიან. ჩემი აზრით, ოღონდ თეთრი იყოს და თუნდაც
სრული იდიოტი...
- გასაგებია, - ამბობს ბაჭია, - როდიდან ვწყვეტ მუშაობას?

493
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეულია. შენ პროფესიას


დაეუფლე, ახლა კი ფეხქვეშ მიწა გეცლება. შესაძლოა,
ბრუერის რომელიმე ყოველდღიურმა გაზეთმა აგიყვანოს, იქ-
ნებ ფილადელფიაში ან ალენთაუნში გამოჩნდეს რამე, მაგრამ
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ერწყმება ერთმანეთს ან
იხურება გაზეთები, ამჟამად ჩვენი პროფესიის ხალხის სიჭარბე-
ა.
- გავუძლებ. კურტ შრაკის საქმე როგორაა?
- ეგ ვინღაა?
- როგორ არ იცი. „შოკელშტული“ რომ ებარა.
- აჰ, ის? რამ გაგახსენა? რამდენადაც მახსოვს, ბრუერის
ჩრდილოეთით ფერმა იყიდა და წიწილებს ზრდის. თუმცა, შე-
საძლოა, მოკვდა კიდეც.
- სწორად მოქცეულა. სიკვდილი ყველაზე სწორი გამოსა-
ვალია. ხელმძღვანელობის აზრით.
- ასე ნუ ამბობ, ჰარი. ეს ძალზე მძიმე მოსასმენია. დამიჯე-
რე, არც მე ვარ უგრძნობი. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, საუკე-
თესო წლები წინ გაქვს. გინდა მამობრივი რჩევა? მიაფურთხე
ამ ოლქს და წადი. დაე, მთელი ეს არეულობა აქ დარჩეს. ის
ქარაფშუტა ცოლიც დაივიწყე. არ გეწყინოს, ასე რომ გეუბნები.
- არც მწყინს. მარტო ჯენისის ბრალი არ არის. მეც კარგი
ბედოვლათი ვარ. მაგრამ ვერსად წავალ - მე ხომ შვილი მყავს.
- შვილი, ჩვილი! ასე ცხოვრება არ შეიძლება. არსებობს
მთავარი და მეორეხარისხოვანი. მთავარი კი შენ ხარ და არა
შენი შვილი.
- მთლად ასეც არაა, - ამბობს ბაჭია და იმის მიხედვით,
როგორ ბრწყინავს პაიასეკის შუბლი მაგიდაზე დახვავებული,
საღებავით მოთხვრილი ქაღალდების ზემოთ, ხვდება, რომ

494
მკითხველთა ლიგა

მასთან საუბარი კი არ სურთ, არამედ მისი აქედან წასვლა. ამი-


ტომ ბაჭია ეკითხება: როდის მივდივარ?
- დახმარებას მიიღებ - ორი თვის ხელფასს პლუს ყველა-
ფერი, რაც დაგიგროვდა, მაგრამ ახალი დაზგები ამ შაბათ--
კვირას მოდის, უფრო მალე, ვიდრე ველოდით. ახლა ხომ ყვე-
ლა და ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მოძრაობს.
- ჩემ გარდა, - ამბობს ბაჭია და სოროდან გადის.
მამამისი გაკაშკაშებულ, მოგრუხუნე მანქანას თავს ანე-
ბებს, მისკენ იყურება და იატაკისკენ მიშვერილი ორივე ხელის
ცერს კითხვითი გამომეტყველებით ძირს უშვებს. ბაჭიაც იმავეს
იმეორებს და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. სამუშაოს დასრუ-
ლების შემდეგ პალმ-სტრიტს რომ მიუყვებიან და მთელი დღის
განმავლობაში ფლუორესცენციული შუქის ქვეშ მდგომნი, თავს
მოჩვენებებად გრძნობენ, მამა ამბობს:
- ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა, ყოველთვის
ვგრძნობდი, სანამ იქ, ზემოთ, ახალ მიდგომებს ამუშავებდნენ.
„ვერიტის“ ერთ-ერთი თანამფლობელის შვილი რომელიღაც
ბიზნეს-სკოლიდან დაბრუნდა, სადაც მას ათასგვარი აბდაუბდით
გამოუტენეს თავი. „რატომ მტოვებთ? მე ხომ პენსიაზე გას-
ვლამდე მხოლოდ ერთი წელი დამრჩა?“ - ვეკითხები პაიასეკს.
„სწორედ ამის გამო“, - მპასუხობს იგი. „რატომ მე არ დამით-
ხოვთ და ჩემს ადგილს ჰარის არ დაუთმობთ?“ - ვეკითხები ისევ.
„იმავე მიზეზის გამო“, - მეუბნება ის. ცხადია, თვითონაც ეშინია.
მთელი ჩვენი ეკონომიკა დაშინებულია. ნიქსონს გადაწყვეტი-
ლი აქვს, ახალი ჰუვერი გახდეს, მორატორიუმის თეთრი მტრე-
დები კი ჯონსონს შეეხვეწებიან, რომ დაბრუნდეს, სანამ ეს გაქ-
ნილი დიკი მათ საბანკო ანგარიშებს შეუმცირებდეს.
ეს სამი დღე საშინელი იყო. მთელი კვირის განმავლობაში
გამოუძინებელი ბაჭია პეგის ნათხოვარ „ფიურს“ ბრუერის გავ-

495
მკითხველთა ლიგა

ლით ჯაჯმაუნთსა და პენ-ვილასს შორის დაატარებდა, არადა,


ქალაქში კოლუმბის დღის აღსანიშნავად აღლუმი - მუნიციპა-
ლიტეტის თავის ტკივილი - მიმდინარეობდა. ადრეული დილის
მონოქრომული იდილია - ჩამუქებულ მინდვრებში მუქ წერტი-
ლად გადაქცეული ცქაფა - თანდათან კოშმარულმა სამხედრო
მუსიკამ, მთელ სხეულში მოდებულმა დაღლილობამ, ბარძაყ-
მოშიშვლებულმა გოგონებმა, მოელვარე კვერთხებს რომ ატ-
რიალებდნენ ხელში, მედოლეებმა, მის ცარიელ მუცელზე გა-
დაკრულ ტყავზე რომ არაკუნებდნენ ჯოხებს, მიმდებარე ქუჩებ-
ში გაჭედილმა მანქანებმა, „კოლუმბის რაინდებმა“, მარშით მო-
სიარული ვეტერანებმა და ამერიკის დროშებმა გამოდევნეს. ამ
საშინელი ზეიმის გამონათებებს შორის იგი ჯერ კიდევ თბილ
ნახანძრალში იქექება და სატვირთო მანქანით უსარგებლო,
დალაქავებული, დასველებული ავეჯი, მათ შორის ნახევრად
დამწვარი გიტარაც, ჯექსონ-როუდზე, უკანა ეზოში მდებარე გა-
რაჟში გადააქვს. ვერც საფულეს მიაგნო დივანზე და ვერც შავ
ჩემოდანს - საკუჭნაოში. მიუხედავად იმისა, რომ კედელთან
მდგარი ჯილის საწერი მაგიდიდან მხოლოდ ერთი დამწვარი
ფიცარიღა დარჩა, მაინც გადაქექა ფერფლი ექვსასი დოლარის
პოვნის იმედით. ჯექსონ-როუდზე დაბრუნებულს სადაზღვევო
კომპანიის წარმომადგენლები და ფერნეისის დასახლების შე-
რიფი დახვდნენ, პატარა მოხუცი ვაშლისფერი ლოყებით, აჭი-
მებითა და ფეტრის შლაპით, რომელსაც ძირითადად მხოლოდ
იმის დაფიქსირება სურდა, რომ ხანძრის ადგილზე არყოფნა
დანაშაულად არ ჩაეთვლებოდა. ყურში აღარ ესმოდა და რო-
გორც კი ოთახში ვინმე რამეს იტყოდა, მკვეთრად შემოტრიალ-
დებოდა და მკვირცხლად გაიძახოდა:
- მოდით, ესეც ჩავწეროთ! მინდა, რომ ყველაფერი ცხადი
იყოს და ოქმში შეტანილი!

496
მკითხველთა ლიგა

ჰარისთვის ყველაზე ძნელი ჯილის დედასთან ტელეფო-


ნით საუბარი იყო. პოლიციამ მას მომხდარის შესახებ შეატყო-
ბინა და მისი ტონი თავაზიანი ცნობისმოყვარეობიდან - რატომ
გადაწყვიტა ჯილმა მოულოდნელად მის სახლში ცხოვრება? -
ნაღველშერეულ აღმავალ სიბრაზეში გადადიოდა. ეს ხმა გა-
ლიაში დამწყვდეულ ფრინველს, თეთრ ფლამინგოს ჰგავდა,
რომელიც მძლავრი ფრთების გაშლასა და ამ გაუგებრობის
სივრციდან თავის დაღწევას ცდილობდა.
- დიახ, ჩემთან ცხოვრობდა, მშრომელთა დღემდე შემო-
სახლდა, - შეატყობინა მას ბაჭიამ ტელეფონით, ქვემოთ, ბნელ
სასტუმრო ოთახში რომ იდგა, სადაც პოლიროლისა და დედის
წამლების სუნი იდგა. - მანამდე კი ბრუერში დახეტიალებდა ზან-
გების ჯგროსთან ერთად, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე
რესტორანში იკრიბებოდნენ. ახლა ის უკვე დახურეს. ვიფიქრე,
რომ ჩემთან უკეთესად იქნებოდა, ვიდრე მათთან.
- მაგრამ პოლიციამ თქვა, რომ თქვენთან ზანგიც ცხოვ-
რობდა.
- დიახ. მისი მეგობარი. ის, ასე ვთქვათ, შემთხვევიდან შემ-
თხვევამდე გვსტუმრობდა. - ყოველთვის, როცა ბაჭიას ყველაფ-
რის მოყოლა უწევდა, ცქაფას გაკვრით მოიხსენიებდა. ისიც და-
მალა, რომ დილით სამხრეთით წაიყვანა მანქანით. მის მოგო-
ნებებში შავი მამაკაცი სკამის ჩრდილად გადაიქცა. - პოლი-
ციელები ამბობენ, რომ, შესაძლოა, სწორედ მან გააჩინა ხან-
ძარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვამ გააკეთა.
- როგორ შეიძლება ამაში დარწმუნებული იყოთ?
- დარწმუნებული ვარ და მორჩა. მომისმინეთ, მისის...
- ოლდრიჯ. - მეორე ქმრის გვარის ხსენებამ ქალში ცრემ-
ლების ნიაღვარი გამოიწვია.

497
მკითხველთა ლიგა

- მომისმინეთ, მისის ოლდრიჯ, - სცადა ბაჭიამ აქვითინე-


ბული ქალის შეჩერება. - ახლა ლაპარაკი მიჭირს. ძალიან გავ-
წვალდი. გვერდით ოთახში ჩემი შვილია. ასე რომ, თუ პირის-
პირ შევძლებდით საუბარს, შევეცდებოდი ამეხსნა...…
ფლამინგომ აფრენა სცადა.
- აგეხსნათ?! თქვენი ახსნა-განმარტება შვილს გამიცოც-
ხლებს?
- არა, ვფიქრობ, რომ არა.
თავაზიანობა დაბრუნდა.
- მე და ჩემი ქმარი ხვალ დილით ფილადელფიაში მივ-
ფრინავთ, იქ კი მანქანას ვიქირავებთ. ასე რომ, იქნებ შევ-
ხვდეთ.
- კარგი. თუ ეს სადილობის შესვენებას არ დაემთხვევა, სა-
მუშაოდან დათხოვნა მომიწევს.
- დასავლეთ ბრუერის პოლიციის განყოფილებაში შევ-
ხვდებით, - წარმოთქვამს მოულოდნელად შორეული ხმა საოც-
რად ავტორიტეტული და მტკიცე ხმით, - შუადღეს.
ბაჭია იქ არასდროს ყოფილა. დასავლეთ ბრუერის მუნი-
ციპალიტეტი მწვანე ბალახითა და ყვავილნარებით გარშემორ-
ტყმულ, თეთრად მოჩარჩოებულ აგურის შენობაში იყო განთავ-
სებული. დიაგონალურად საოლქო ფსიქიატრიული საავადმყო-
ფოს მაღალი კორპუსი იდგა, რომელიც ასიოდე წლის წინათ
ბრუერის რომელიღაც რკინის ბარონის მიერ გრანიტით აშენე-
ბულ საგიჟეთზე იყო მიშენებული. ახლომდებარე მიწებიც მას
ეკუთვნოდა. ნეოკლასიკური სტილის ქალაქის რატუშის უკან ცე-
მენტის ბლოკებით აგებული ფარდული გოფრირებული რკინით
გადაეხურათ. ზოგიერთი კარი ღია იყო და ბაჭიამ შიგნით თვა-
ლი მოჰკრა სატვირთო მანქანებს - ორთქლით სატკეპნს, ობო-
ბას მსგავს შავ მანქანას გზებზე გუდრონის დასასხმელად, გი-

498
მკითხველთა ლიგა

განტურ ამწეს, რომელიც სპეციალურ კალათში ჩასმულ ადამი-


ანს მაღლა სწევს ხეებისთვის ტოტების შესაჭრელად და ელექ-
ტროსადენების გამოსათავისუფლებლად. საქალაქო მეურ-
ნეობის ამ მექანიზმებს ბაჭია მარტივი, ერთფეროვანი საქ-
მიანობით აღსავსე დაკარგული სამყაროს ნაწილად აღიქვამს
და მთელი არსებით იგრძნობს, რომ უკან დაბრუნების უფლებას
ვეღარასოდეს მიიღებს. მუნიციპალიტეტის ჰოლში პატარა სარ-
კმლები მოჩანს, სადაც კომუნალურ გადასახადებს იხდიან. ხის
კარზე ოქროსფერი ასოებით წერია: „ბურგომისტრი“, „ასესო-
რი“, „კლერკი“. ოქროსფერივე ისრები მიუთითებს, რომ პოლი-
ციის განყოფილება ქვემოთ მდებარეობს. ბაჭიამ გვიან აღ-
მოაჩინა, რომ ამ ნახევრად ბნელ სარდაფში გვერდიდანაც შე-
ეძლო შესვლა, რითაც ათამდე ჩინოვნიკის მზერას აიცილებდა.
მწვანე ტიხრის მიღმა მჯდარი პოლიციელის სახე ბაჭიას ეცნო,
მაგრამ მთელი წუთი მოუნდა იმის გახსენებას, რომ ეს ის, ნას-
წავლი გამომეტყველების მქონე კაცი იყო. ჰარის საიდუმლო
ოთახების გავლით დერეფანში გაუძღვნენ. ერთი რადიოაპარა-
ტურით იყო გაძეძგილი, მეორეში კარტოთეკა მოეწყოთ, მესამე
კი ქვემოთ ჩამავალ ცემენტის კიბეზე გადიოდა. მიწისქვეშა სა-
პატიმრო. დილეგი. ბაჭიას ამ კიბეზე ჩარბენა და დამალვა მო-
უნდა, მაგრამ ის მეოთხე ოთახში შეიყვანეს, სადაც გაცრეცილი
მწვანე მაგიდა და ლითონის დასაკეცი სკამები იდგა. იქ გატე-
ხილცხვირიანი შეფი იმყოფებოდა ვიღაც ქალთან ერთად, რო-
მელიც, თვალში საცემი გადაღლილობისა და რაღაც აბების ზე-
გავლენით შენელებული მეტყველების მიუხედავად, აშკარად
კონექტიკუტელს ჰგავდა. პენსილვანიელ ქალებზე უკმეხი და
გესლიანი ჩანდა. ჭაღარა თმა საგანგებოდ შეღებილს მიუგავ-
და. შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. დახვეწილი სახე ჯილს,
სავარაუდოდ, მამისგან უნდა რგებოდა, რადგან დედამისი მისი

499
მკითხველთა ლიგა

სრული ანტიპოდი იყო მრგვალი პირისახითა და ენერგიული


გამომეტყველებით. სქელი ტუჩები, კარგ ხასიათზე მყოფს, ალ-
ბათ, სიხარბის განსახიერებად აქცევდა. ბაჭიამ სცადა თავიდან
ამოეგდო შთაბეჭდილება, რომ მის წინაშე ჭირვეული ფინია იდ-
გა - ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი თაფლისფერი თვალებით,
ოდნავ წინწამოწეული ყვრიმალებითა და ყელზე ბრილიანტის
საყელოთი. ჯილი კი ამბობდა, საუცხოო მკერდი აქვსო, მაგრამ
ბიუსტჰალტერში მჭიდროდ ჩასმულმა და ზომაზე დიდმა ძუძუ-
ებმა - დედა და შვილი დაახლოებით ერთი სიმაღლის უნდა ყო-
ფილიყვნენ, - ამ სევდიანი, სექსუალობას მოკლებული შეხვედ-
რის დროს ბაჭიას საბრძოლო გემის ქიმი მოაგონა. ქალი თით-
ქოს დაბამბულ მუნდირში იყო გამოწყობილი. კაცს გული დას-
წყდა, ჯეროვნად რომ არ უქებდა ჯილს ბიჭურ მკერდს, რომელ-
საც ჩრდილიც კი ბრტყელი ჰქონდა. ქალიშვილს რცხვენოდა
თავისი ძუძუების, მაგრამ როდესაც ბაჭია მათ ტუჩებით ეხებო-
და, ორივე ძალიან რბილი იყო, რბილი და გულუხვი. ასეთივე
უხვია ჩვენზე გადმოსული მადლი, ვინაიდან იგი აუწონელია. ბა-
ჭიას თითქოს ბურუსიდან მოესმა, როგორ ჩაიბურტყუნა შეფმა
მათი წარდგენისას: მისტერ და მისის ოლდრიჯები. ჰარის ჯი-
ლის ბალადა და უესტერლელი ცოლგანაშვები იურისტი გაახ-
სენდა, მაგრამ მამაკაცი მისთვის კვლავაც გამოუცნობი დარჩა.
ის მხოლოდ ქალს მისჩერებოდა, რომელიც ჯილის რეინკარ-
ნაცია იყო, ოღონდ უკუმიმართულებით. მას ჯილის თავშეკავე-
ბულობა ჰქონდა, თუმცა მასავით სუსტი არ ჩანდა. იდგა დაბ-
ნეული და სასოწარკვეთილი, ხელებჩამოშვებული და ამითაც
კი თავის ქალიშვილს ჰგავდა. „აქ, ალბათ, შვილის ამოცნობის
შემდეგ მოვიდა, - გაიფიქრა ბაჭიამ. - მაგრამ რას ნახავდა, გა-
შავებული ძვლების გარდა? კბილებს. სამაჯურს. ხორცისფერი
თმის კულულს“.

500
მკითხველთა ლიგა

- მომისმინეთ, - მიმართა მან ქალს, - ძალიან ცუდად ვარ


ამ ამბის შემდეგ.
- დიახ-ხ. - მისის ოლდრიჯმა მის თავს ზემოთ მიაპყრო
ელვარე თვალები. - ტელეფონით საუბრისას სულელივით ვიქ-
ცეოდი. თქვენ თქვით, რომ ამიხსნიდით.
მართლა ასე თქვა? რა უნდა აეხსნა? რომ ბრალი არ მი-
უძღვის. მაგრამ ნელსონი თვლის, რომ დამნაშავეა. იმაში, რომ
ჯილი შეიფარა? მას ხომ წასასვლელი არსად ჰქონდა. იმაში,
რომ ჟიმავდა? მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა, სადაც სექსიც არის,
ცეცხლიც, სუნთქვაც, ყოველგვარი კომბინაცია ჟანგბადთან.
ჩვენ ცხოვრების ყოველ წუთს აალების ზღვარზე ვიხრწნებით,
როგორც ამას ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნარინჯისფერი
ფანჯრებიც მოწმობს. ბაჭია ცდილობს გაახსენოს.
- თქვენ ცქაფას შესახებ მკითხეთ, რატომ ვარ დარწმუნე-
ბული, რომ ხანძარი მას არ გაუჩენია.
- დიახ. რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
- მას უყვარდა ჯილი. ყველას გვიყვარდა.
- და ყველანი სარგებლობდით მისით, არა?
- გარკვეულწილად.
- თქვენს შემთხვევაში, - რა უცნაური მანერაა ყველაფრის-
თვის საკუთარი ადგილის მიჩენისა. კლუბის წევრივით ლაპარა-
კობს, რომელიც კრებაზე კამერების წინ გამოდის და კაშკაშა
დღის შუქზე სიგარეტისა და ვისკის კოქტეილის გავლენით
ხმოვნებს ხრინწიანად წარმოთქვამს, - ჰარამხანის ხასის სახით,
არა?
ბაჭიას ეს სიტყვები ადრე არ გაეგონა, მაგრამ მიხვდა, რა-
ზე იყო საუბარი.

501
მკითხველთა ლიგა

- ძალას არასოდეს ვატანდი, - თქვა მან. - მე მას სახლი


და საჭმელი ვუწილადე. მან კი საკუთარი თავი შემომთავაზა.
თითოეული ჩვენგანი იმას იძლეოდა, რაც გააჩნდა.
- თქვენ ცხოველი ხართ. - სამივე სიტყვა ძალზე მკაფიოდ
გაისმა. ეს ფრაზა, ალბათ, დიდხანს ტრიალებდა მის გონებაში,
მაგრამ გამოსვლა დააგვიანდა და ახლა ცოტა უადგილოდ
ჟღერდა.
- დიახ, რა თქმა უნდა, - სასწრაფოდ დაეთანხმა იგი, გა-
აფთრებული ფლამინგო რომ დაეწყნარებინა და გამყივანი ყვი-
რილით აფრენის შესაძლებლობა არ მიეცა.
ქალის უკან მდგარმა უსახურმა კაცმა ჩაახველა, სახეზე
შეცბუნების ნიღაბი აიფარა და ფეხი მოინაცვლა. ჰარიმ იგ-
რძნო, რომ შიგნით ყველაფერი გამჭვირვალე, უწონადი გაუხ-
და. ასე მატჩის დაწყების წინ ემართებოდა ხოლმე. ამ ქალს ისე
ეჯიბრებოდა, როგორც ჯილს არასოდეს გასჯიბრებია. ჯილი
მისთვის ზედმეტად ბრძენი და მოხუცი იყო, თუმცა გაცილებით
ახალგაზრდა. ეს ფინია კი, აჭრელებული თმით, დოლარებით
გატენილი საფულითა და კლუბებში სიარულის მოყვარული ქა-
ლის ხრინწიანი ხმით, მისი თაობის წარმომადგენელი იყო და
ჰარი ხვდებოდა, რა სურდა ჯილის დედას. მას უნდოდა უბედუ-
რებისგან თავი შორს დაეჭირა, ცხოვრებისგან სიამოვნება
მიეღო და დადანაშაულებულიც არაფერში ყოფილიყო. დაბო-
ლოს, არანაირი ზეციური კომისიის წინაშე თავის მართლებას
არ აპირებდა. მოცემულ მომენტში მისი მთავარი მიზანი გაუმაძ-
ღარი ურჩხულის - გონებაში წარმოდგენილი შვილის დაწყნა-
რება იყო, რომელიც მან საკუთარი ცხოვრებიდან მოისროლა
და სასიკვდილოდ გაწირა. მისის ოლდრიჯმა ხელები ყმაწვილ
გოგონასავით მიიდო ლოყებზე, მერე კი კვლავ ჩამოუშვა.

502
მკითხველთა ლიგა

- მაპატიეთ, - თქვა მან. - ყოველთვის არსებობს... გარ-


კვეული გარემოებები. მაინტერესებს, რაიმე ნივთი... ხომ არ
დარჩა.
- ნივთი?
ბაჭიას კვლავ წარმოუდგა თვალწინ გაშავებული ძვლები,
კბილების ნარჩენები, გამდნარი სამაჯურები. გაახსენდა სამაჯუ-
რები, რომლებსაც გოგონები სკოლაში ატარებდნენ - ძეწკვებზე
ჩამოკიდებული პატარა ფირფიტები წარწერებით დორინი, მარ-
გარეტი, მერი-ენი.
- მისმა ძმებმა მთხოვეს... რაიმე პირადი ნივთები... სახ-
სოვრად...
ძმები? ჯილმა როგორღაც ახსენა ისინი. სამნი. ერთი -
ნელსონის ხნისა.
მისის ოლდრიჯმა ვითომდა დარცხვენით დაამატა თუ შე-
ახსენა:
- მას მანქანა ჰყავდა.
- მათ გაყიდეს მანქანა, - ხმამაღლა განაცხადა ბაჭიამ. -
ჯილი ზეთს არ ასხამდა და ძრავა გაფუჭდა, ასე რომ, ჯართად
გაყიდა.
მისმა ამგვარმა ტონმა მისის ოლდრიჯი შეაშფოთა. ბაჭიას
კი ჯერაც არ განელებოდა მანქანისადმი ასეთი უსულგულო და-
მოკიდებულებით გამოწვეული აღშფოთება. ქალმა ერთი ნაბი-
ჯით უკან დაიხია და პროტესტის ნიშნად წარმოთქვა:
- მას უყვარდა ეს მანქანა.
არა, არ უყვარდა, არც სხვა რამე უყვარდა, რაც ჩვენ შეიძ-
ლებოდა გვყვარებოდა, უნდოდა ეთქვა ბაჭიას მისის ოლდრი-
ჯისთვის, მაგრამ ქალმა ეს ალბათ მასზე უკეთ იცოდა. იგი ხომ
შეესწრებოდა იმ მომენტს, როდესაც ჯილმა პირველად დაინა-

503
მკითხველთა ლიგა

ხა მამის მიერ ნაჩუქარი ახალთახალი, თოვლივით თეთრი მან-


ქანა. ბაჭიამ, როგორც იქნა, ერთი „პირადი ნივთი“ გაიხსენა.
- რაღაც აღმოვაჩინე, - უთხრა მან მისის ოლდრიჯს. - მისი
გიტარა. ცოტა დამწვარია, მაგრამ...
- გიტარა, - გაიმეორა ქალმა. ალბათ, არც ახსოვდა, რომ
შვილი უკრავდა, თვალები დახარა, მრგვალი სახე წამოუწით-
ლდა. იქვე მდგარი მამაკაცი, რეკლამასავით უსახო, უზადოდ
შეკერილ პიჯაკში გამოწყობილი, გულის ჯიბეში ჩადებული
ბორდოსფერი ცხვირსახოცით, მივარდა და დაწყნარება დაუწ-
ყო. - მე ხომ არაფერი მაქვს, - ქვითინებდა ქალი, - წასვლისას
წერილიც კი არ დამიტოვა.
მისმა ხმამ სექსუალური ხრინწი დაკარგა, ამაღლდა და უმ-
წეოდ აჟღერდა. ეს ისევ ჯილი იყო, რომელიც ემუდარებოდა:
„მომეხვიე, დამეხმარე, ჭუჭყით ვარ სავსე, ყველაფერი ინგრე-
ვა“.
ჰარი შებრუნდა, მისის ოლდრიჯისთვის რომ არ ეცქირა.
შეფმა კი, რომელიც მას გვერდითი კარისკენ მიაცილებდა, უთ-
ხრა:
- ამ მდიდარ ძუკნას შვილის სახლში დატოვება რომ
მოეხერხებინა, ის ახლა ცოცხალი იქნებოდა. მსგავს შემთხვე-
ვებს ყოველკვირა ვაწყდები. ადრე თუ გვიან ყველაფრისთვის
მოგვეზღვევა. თქვენ კი, ენგსტრომ, ეცადეთ უსიამოვნებებს თა-
ვი აარიდოთ და ახლობლებზე იზრუნოთ. - მამობრივად
მოუთათუნა ბაჭიას მხარზე ხელი და მომლოდინე სამყაროს შე-
სახვედრად გაუშვა.
- რას იტყვი, მამა, თითო ხომ არ გადაგვეკრა?
- დღეს არა, ჰარი, დღეს არა. დღეს შენთვის სიურპრიზი
გვაქვს. მიმი ჩამოდის.
- დარწმუნებული ხარ?

504
მკითხველთა ლიგა

აი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ისინი მიმის ჩამოსვლას


ელიან, ის კი მხოლოდ ღია ბარათებს უგზავნის ახალ-ახალი
სასტუმროების ხედით.
- დიახ. დღეს დილით დედაშენს ნიუ-იორკიდან დაურეკა.
მერის შუადღით ველაპარაკე. ადრევე უნდა გამემხილა შენ-
თვის, მაგრამ იმდენი საზრუნავი გაქვს, რომ მოცდა ვამჯობინე.
ჭეშმარიტად - ხან არაფერია, ხან ყველაფერი. რატომ? მარ-
თლაც რომ გამოცანაა. სასოწარკვეთა გვიპყრობს, ღმერთი კი
სიმწრის ფიალას ბოლომდე გვასმევს - ასე მუშაობს მისი გულ-
მოწყალება. შენ კარგავ ცოლს, კარგავ სახლს, კარგავ სამსა-
ხურს. მიმი იმ დღეს ბრუნდება, როდესაც დედაშენს კოშმარული
სიზმრების გამო ღამით თვალი არ მოუხუჭავს, შემდეგ კი, მზად
ვარ დავიფიცო, მთელი დღე ფეხზე გაატარა და სახლი წესრიგ-
ში მოჰყავდა. ეტყობა, გადაწყვიტა, საქმეს თავი შეაკლას. ნეტავ
რა მოხდება?
მაგრამ მან უკვე თქვა, რომ შემდეგი დედის სიკვდილი იქ-
ნება. ამ დროს 16ა ნომერი ავტობუსი მოდის რწევა-რწევითა და
გამონაბოლქვი გაზების ნთხევით. ჯაჯმაუნთისკენ უფრო ნაკლე-
ბი ზანგი მგზავრობს, ვიდრე დასავლეთ ბრუერის მიმართულე-
ბით. ბაჭია ჩასასვლელთან ჯდება, მამა კი - ფანჯარასთან. უეც-
რად მოხუცი იფხორება და იფურთხება. ნერწყვი ვიწრო ზო-
ლად ეშვება ჭუჭყიან ფანჯარაზე.
- დალახვროს ეშმაკმა, ლამის შიგანი ამომიტრიალდეს, -
ამბობს და ბაჭია ხედავს, რომ ეკლესიასთან გაუვლიათ, დიდ,
რუხ, პრესვიტერულ ეკლესიასთან უაიზერისა და პარკ-სტრიტის
კუთხეში. მის საფეხურებზე ჯგუფებად დგანან პალტოიანი ქალე-
ბი, ორი ახალგაზრდა მამაკაცი სვიტრში, მონაზვნები და სკო-
ლის მოსწავლეები, რომლებიც პლაკატებითა და აუნთებელი
სანთლებით ომის წინააღმდეგ გამოდიან. დღეს მორატო-

505
მკითხველთა ლიგა

რიუმია გამოცხადებული. - არასოდეს ვყოფილვარ გაქნილი


დიკის თავგამოდებული მომხრე, ის დღესაც არ მომწონს, - უხ-
სნის ბაჭიას მამა, - მაგრამ ის საცოდავი ოკეანის გადაღმა რა-
ღაც კარგის გაკეთებას ცდილობს, უნდა, რომ გამოგვიყვანოს
იქიდან, ვიდრე სახურავი თავზე არ დაგვმხობია. ეს გამოჩერჩე-
ტებული მქადაგებლები კი საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს
ხედავენ. ჰოდა, აწყობენ აღლუმებს ყვითელსახიანი წითლების
გულის გასახარად - ალბათ, ჰგონიათ, რომ გამარჯვება განაღ-
დებული აქვთ. ნიქსონის ადგილზე ამ საეკლესიო იესიკოებს
ისეთ გადასახადებს დავუწესებდი, რომ ჭკუას ისწავლიდნენ. სა-
მაგიეროდ, უბრალო ადამიანი იგრძნობდა თავს უკეთ.
- მამა, ისინი ხომ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სისხლის
ღვრა უნდა შეწყდეს.
- შენც გადაგიბირეს, არა? ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი რამ
ხდება, რაც სისხლის ღვრაზე მეტი უბედურებაა. მირჩევნია
მკვლელს ჩამოვართვა ხელი, ვიდრე მოღალატეს.
ამდენი ვნებათაღელვა, რომელიც მასზე უკვე აღარ მოქ-
მედებს, ახალისებს ჰარის, სიმყუდროვის განცდას უქმნის, აგ-
რძნობინებს, რომ უფრო მეტადაა დაცული. ის შინაა და ეს არის
მისი ხსნა. იმავე შმორის სუნი იატაკზე დაგდებული გაქუცული
დათუნიასი, იგივე შემხვედრი თბილი ტალღა სარდაფის კარის
შეღებისას, სასტუმრო ოთახიდან ზევით მიმავალი კიბე, ბუ-
დეებიდან ამოვარდნილი და დაჩხარული რიკულებით, ათას-
ჯერ რომ უნდა მიამაგრო, თეთრად მოპირკეთებული სამზა-
რეულოს მაგიდა, ოთხ ადგილას გადაცრეცილი, იქ, სადაც
თეფშები აწყვია. ბაჭიას კვლავ მოენატრა ბავშვობის კერძები -
ბანანიანი ფაფა, შაქრის ფხვნილიანი ფუნჩულები, თუმცა მათ
ახლა გასანთლული პაკეტების ნაცვლად, ცელოფანისფანჯრე-
ბიანი კოლოფებით ყიდიან, უმი სტაფილო და საღამოობით -

506
მკითხველთა ლიგა

კაკაო. მას გვიანობამდე უყვარს ძილი, ამიტომ სამსახურში წა-


სასვლელად მისი გაღვიძება უწევთ - პენ-ვილასში, სახლში, სა-
დაც ჯენისმა ვერ იქნა და ვერ მოაბა თავი ფარდების ჩამოკი-
დებას, მას, ჩვეულებრივ, მზე აღვიძებდა და ფეხზე ყველაზე ად-
რე დგებოდა. აქ კი, ჯაჯმაუნთში, მის ირგვლივ ნაცნობი სიბნე-
ლეა. დედის დამახინჯებული სახე და მეტყველება, ასე რომ
სტკენდა გულს ბაჭიას მისი მონახულებისას, სწრაფად იქცევა
ყოველდღიურ რეალობად და ამტკიცებს, რომ იგი მუდამ აქ
იყო მისი არყოფნის პერიოდში. ფანჯრიდან ცის იგივე ნახევარი
მოჩანს. დანარჩენი სამყაროსგან მას ისევ ის კარი ყოფს, სარ-
დაფის უზარმაზარი კარის მსგავსად, ორი მძიმე ნახევრისგან
რომ შედგება. ბავშვობაში ამ კარის ქვემოთ მდებარე ცემენტის
საფეხურებზე უყვარდა ჯდომა და წვიმის ხმის მოსმენა. ეჩვენე-
ბოდა, რომ სახურავზე წვიმის წვეთების რაკარუკი მის გულის-
ცემას ემთხვეოდა, სიყვარულით იჭრებოდა გონებაში და სამზა-
რეულოდან, დედის საქმიანობით გამოწვეულ, გამოსულ კაკუნ-
სა და ჭრიალს ერწყმოდა.
დედა კვლავ ფუსფუსებს ცოტ-ცოტას. ის, რომ ჰარი შინაა,
ჩემთვის „ელ-დოპას“ ასი დოზის მიღებას უდრისო, ამტკიცებს
იგი.
ერთადერთი, რაც უფროსებს აშფოთებთ და ჯიუტად არ
ჯდება ამ გარემოში - ნელსონია. გაბუტული, გაწამებული, უც-
ნაურად გამსხვილებული, განიერ, რბილ დივანზეა წამოწოლი-
ლი. მისი სახე გაქვავებული მოგონებების ეკრანია. როგორ მო-
იქცნენ, რით დაეხმარონ? ეს არც ერთმა მათგანმა არ იცის. ის
აღარაა ჰარი - ჰარი ასეთი დამწუხრებული არასდროს ყოფი-
ლა, - მაგრამ იმავე პრივილეგიებსა და შემწყნარებლობას ით-
ხოვს, რომლითაც მამამისი სარგებლობს. ჯექსონ-როუდზე
მდებარე ცუდად განათებული სახლის დაფლეთილ ჩრდილებ-

507
მკითხველთა ლიგა

ში ენგსტრომებს კვლავაც აოცებთ ნელსონის უმადურობა და


ყოველ წუთს კარგავენ მას მხედველობის არედან. „სადაა ნე-
ლი?“ „სად წავიდა პატარა?“ „ბიჭი ზემოთაა თუ ქვემოთ?“ - აი,
ის შეკითხვები, რომლებსაც ისინი ხშირად უსვამენ ერთმანეთს.
ნელსონი კი საათობით ზის თავის დროებით ოთახში - მიმის
ყოფილ ოთახში - და როკ-პოპ-ფოლკ მუსიკას უსმენს, თანაც
ძალზე დაბალ ხმაზე. ხან სადილს გამოაკლდება, ხან - ვახშამს,
ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მობოდიშების გარეშე.
ჭრის და რვეულში აწებებს ყველაფერს, რაც კი ბრუერის გაზე-
თებში ხანძრების შესახებ იბეჭდება. ბაჭიამ ეს რვეული გუშინ
აღმოაჩინა, როდესაც შვილის ოთახში შეიხედა. ამონაჭრების
გვერდით ბიჭი სხვადასხვა ფერის ბურთულიანი კალმისტრებით
ყვავილებს, მშვიდობის სიმბოლოებს, ტაილანდურ ჯვრებს, ნო-
ტებს, ფსიქოდელიურ ცისარტყელებს, ბატიფეხურ ნიშნებსა და
ხვეულებს ხატავს. ადრე ეს უკანასკნელი სიგიჟის გამოვლინე-
ბად ითვლებოდა, ვიდრე რეკლამის შემადგენელ ნაწილად არ
იქცა. იქვეა ნანგრევების ორი პოლაროიდული ფოტო, ბილის
მიერ ორშაბათს მამამისის ნაჩუქარი ახალი კამერით გადაღე-
ბული. მოყავისფრო და ბოლოაპრეხილ ფოტოსურათებზე ნა-
ხევრად დამწვარი სახლია აღბეჭდილი. დამწვარი ნახევარი
ჩრდილივით მუქია, მაგრამ მტაცებლის მოხაზულობისა და
მეორე, გადარჩენილ მხარეს თითქოს თავს ესხმის. გარაჟის
დგარები საფერფლეში ჩამწვარი ასანთის ღეროებივით გაღუ-
ნულა. ბაჭია სურათებს დაჰყურებს და ფერფლის სუნს გრძნობს.
ეს სუნი წარმოსახვითი კი არა, რეალურია - ნელსონის კარადა-
ში ბაჭია სუნის პირველწყაროს, დამწვარ გიტარას პოულობს.
აი, რატომ ვერ მიაგნო მას გარაჟში, როცა ჯილის დედისთვის
აპირებდა გადაცემას. ქალი უკვე კონექტიკუტში დაბრუნდა. ასე
რომ, დაე, ეს გიტარა ამ საბრალო ბიჭს დარჩეს. მამა შვილთან

508
მკითხველთა ლიგა

დაახლოებას ვერ ახერხებს და ასე ცხოვრობენ ისინი ბაჭიას


მშობლების სახლში - ძმებივით, რომელთა შორისაც ასაკში დი-
დი სხვაობაა.
ბაჭია მამასთან ერთად მიაბიჯებს ჯექსონ-როუდზე. 303-ე
ნომერი სახლის წინ უცნობი მანქანა დგას - თეთრი „ტორნადო“
ნარინჯისფერ-ცისფერი ფირფიტით, რომელზეც ნიუ-იორკის
ნომრებია. მამა ნაბიჯს უჩქარებს.
- ეს მიმია! - იძახის მოხუცი და მართალიცაა.
მიმი ზემოთაა და კიბის უჯრედზე მაშინ გამოდის, როდესაც
ისინი ფანჯრის ფერადი მარაოს ქვეშ არიან, ქვემოთ ეშვება და
მათ წინაშე პატარა ჩაბნელებულ წინკარში ჩერდება. დიახ, ეს
მიმია. მაგრამ თითქოს არც არის. ვინ მოთვლის, რამდენი წე-
ლი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაჭიამ ის უკანასკნელად ნახა.
- სალამი, - ამბობს მიმი და მამას ლოყაზე მსუბუქად კოც-
ნის.
მათ ოჯახში კოცნა მაშინაც კი არ იყო მიღებული, როდე-
საც ბავშვები პატარები იყვნენ. მან ძმასაც სასხვათაშორისოდ
აკოცა. ბაჭია ხელს ჰკიდებს და აღარ უშვებს, უნდა, ყველა იმ
მამაკაცის სუნი შეიგრძნოს, მის დას ოდესმე რომ მოხვევია; მას,
ვისაც იგი სახვევებს უცვლიდა, რომელიც მის ცერათითზე იყო
ჩაბღაუჭებული, როდესაც კვირაობით მთავარი კარიერის გას-
წვრივ მისეირნობდნენ; რომელმაც ერთხელ, ძმასთან ერთად
ციგაობისას შესძახა: ოჰ, როგორ მიყვარხარ, გვერდით კი, ჩაბ-
ნელებულ, დატკეპნილ ფერდობზე შხუილით მიქროდნენ სხვა
ციგები, ქუჩა ცვილივით რბილი იყო და გაუთავებლად ბარდნი-
და. გაოცებული იმით, რომ ძმა ასე მაგრად მოეხვია, მიმი
კვლავ კოცნის მას, ანუ ლოყაზე ტუჩებს ოდნავ მიადებს, შემდეგ
კი მტკიცედ იცილებს მის ხელებს. გამოცდილება იგრძნობა.
გამხდარია, ზედმეტი გრამიც კი არსად აქვს, მაგრამ ნამდვილი

509
მკითხველთა ლიგა

ქალია - ალბათ, ხშირად ცურავს სასტუმროს აუზებში. ღამის


სიფხიზლე ცხიმს აქრობს, ცურვა კი იმასაც წვავს, რამე თუ დარ-
ჩა. კოსმეტიკის გარეშეა, პომადაც არ უსვია, მხოლოდ თვალე-
ბი აქვს არაადამიანური, ეგვიპტური, ფარშავანგის იისფერ--
ლურჯ გარემოცვაში. თითქოს მოხატული კი არა, ხელახლაა
შექმნილი თავის წამწამებთან ერთად, რომლებიც დახამხამები-
სას, ალბათ, ერთმანეთს ეკვრის. ეს საოცარი თვალები განსა-
კუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს მის ფერმკრთალ პირს,
ყოველ ღიმილს, როდესაც იგი სარდონიულად კუმავს ტუჩებს,
ჩაფიქრებულად გამობურცავს ან გულიანად კისკისებს. ეს ყო-
ველივე ისე სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს, ბაჭიას ეჩვენება,
რომ მის თავში კოდირებული ფირი ტრიალებს, რომელსაც
ელექტრონული სისწრაფით გამოაქვს გამომეტყველების მთე-
ლი არსენალი. მიმის ერთადერთი ნაკლი კვლავინდებურად
გრძელი ცხვირია პატარა, მრავალწახნაგოვანი კოპით, ზუსტად
ისე, როგორც დედას აქვს და რომელმაც ეკრანზე მის გამოჩე-
ნასა და დიდების მორევში ჩაშვებას შეუშალა ხელი. მაგრამ ახ-
ლა, როცა მან უკვე ოცდაათს მიაღწია და აშკარაა, რომ ეკრა-
ნის ვარსკვლავი ვეღარ გახდება, ეს ცხვირი არც ისე დასაწუნია,
სახე მაინც აღარ აქვს შაბლონური. პირიქით, საყვარლადაც გა-
მოიყურება ფარშავანგივით თვალებისა და მსახიობივით მოძ-
რავი პირის მიუხედავად. ბაჭია ეჭვობს, რომ სწორედ ამით
მიიზიდავს იგი მამაკაცებს კიდევ არაერთი წლის განმავლობა-
ში, თუმცა მოხერხებული კარიერისტების ნაცვლად, მხოლოდ
სილამაზის ეტალონებს რომ დასდევენ კუდში, ამჯერად ცოლს
გაცილებული და დამსხვრეული კარიერის მქონე უიღბლო მა-
მაკაცები აეკიდებიან, ბარში ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ
თვალზე ცრემლი რომ მოადგებათ ხოლმე; მამაკაცები, რო-
მელთაც უბრალოდ ადამიანური სითბო სჭირდებათ. მიმი კლო-

510
მკითხველთა ლიგა

უნს ჰგავს, სამოციანი წლების მოდაზე აცვია: კლოშიანი შარვა-


ლი ჰორიზონტალური ზოლებით, რომელიც თითქოს სამი
სხვადასხვა ფერის ნაჭრისგანაა შეკერილი, მამაკაცის თარგზე
გამოჭრილი, ოღონდ გაფუებულსახელოებიანი ბლუზი წვრილი
ზოლებით, ფერითა და მოყვანილობით დისნეის ბატი დონალ-
დის ნისკარტის მსგავსი ფეხსაცმელი და სამდუიმიანი საყუ-
რეები. მიმის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში უყვარდა დიდი სა-
ყურეების ტარება, ეს მას ბოშურ თუ არაბულ იერს აძლევდა.
ახლა კი, მუდმივი ნამზეურობის გამო, იტალიელს ამსგავსებს,
ანდა მაიამელ ებრაელს. მისი თეთრი, თაფლისფერი ელვარე-
ბის თმა ძვირად ღირებული პარიკმახერის მიერ არის აწეწილ--
დაწეწილი - ეს ფერი ბაჭიას სულაც არ აღიზიანებს, რადგან მი-
მი თმას ჯერ კიდევ დამამთავრებელ კლასებში იღებავდა. ერ-
თხელ, როდესაც სარკესთან მოტრიალე მიმიმ შეამჩნია, რო-
გორ აკვირდებოდა მას ძმა ღია კარიდან, თავის ჯერ კიდევ ბუ-
ნებრივ ღია წაბლისფერ თმას „პროტესტანტი ვირთხა“ უწოდა.
მამამ არ იცის, ხელები სად წაიღოს, ამიტომ ქალიშვილს
ეფერება, შემდეგ პალტოს კიდებს და ჩაბნელებული სასტუმრო
ოთახისკენ მიუძღვება.
- როდის ჩამოხვედი? დასავლეთ სანაპიროდან მოდიხარ?
ალბათ, პირდაპირ აიდლუაილდში ჩამოფრინდი. ახლა ხომ გა-
დაჯდომა საჭირო აღარ არის, ხომ?
- მამა, ამ აეროპორტს აიდლუაილდი აღარ ჰქვია, კენედის
აეროპორტს უწოდებენ. ორი დღის წინ ჩამოვფრინდი, ნიუ--
იორკში რაღაც საქმეები მქონდა, აქ წამოსვლამდე რომ უნდა
მომეგვარებინა. როგორც კი ბენზინსაცავებს გასცდები, ნიუ--
ჯერსიში ისეთი სილამაზეა, სუნთქვაც კი გეკვრება. ყველაფერი
სიმწვანეშია ჩაფლული.

511
მკითხველთა ლიგა

- ეს მანქანა საიდან, მიმ? იქირავე? - იმის გაფიქრებაზე,


რომ ასეთი დამოუკიდებელი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც თა-
მამად დააბიჯებს დედამიწაზე, მოხუცს გამოხუნებული თვალები
უბრწყინავს.
მიმი ღრმად ამოისუნთქავს.
- ერთმა ბიჭმა მათხოვა.
სარწეველაში ჯდება და ფეხებს პუფზე აწყობს. ერთხელ,
ბავშვობაში, ბაჭიას დაესიზმრა, რომ ეს პუფი დოლარებით იყო
გატენილი, რომლებიც მას ყველა პრობლემას გადაუწყვეტდა.
სიზმარი იმდენად რეალური ჩანდა, რომ გამოღვიძებულმა ფუ-
ლის ასაღებად გაჭრა კიდეც ის. განაკერი ახლაც ეტყობა. ფუ-
ლის ნაცვლად კი შიგ ჩალაზე უარესი რამ დახვდა.
მიმი აბოლებს. სიგარეტი პირის შუაში მოუქცევია. კვამლს
ერთდროულად ორი მხრიდან უშვებს და წარბებაწეული ჩამ-
ქრალ ასანთს მისჩერებია.
მამა მოჯადოებულივით უყურებს ამ ჩვეულებრივ ჟესტს და
ხმას არ იღებს.
- დედაზე რას იტყვი? - ეკითხება დას ბაჭია.
- კარგად გამოიყურება. მომაკვდავის კვალობაზე.
- შენი აზრით, საღ გონებაზეა?
- სავსებით. ჭკუიდან გადასულს შენ უფრო ჰგავხარ. დედა
მომიყვა, რაც ჩაიდინე. ბოლო დროს.
- ჰარის ძალზე მძიმე პერიოდი ჰქონდა, - ერთვება მამა
საუბარში, რომელსაც მისი მომხიბლავი ქალიშვილი აწარმო-
ებს. - დღეს კი „ვერიტიში“ შეატყობინეს, რომ გათავისუფლებუ-
ლია. მე დამტოვეს, ძალ-ღონით სავსე კაცი კი გააგდეს.
ვგრძნობდი, ასე რომ იქნებოდა, მაგრამ ჰარისთვის თქმა არ
მინდოდა – ეს მათი მოვალეობაა, ჰოდა, შეასრულონ კიდეც

512
მკითხველთა ლიგა

მაგ არამზადებმა. ადამიანი მათ სიცოცხლეს სწირავს, სანაც-


ვლოდ კი პანღურს იღებს.
მიმი თვალებს ხუჭავს და მაშინვე ასაკი ემატება და უფრო
დაღლილიც ჩანს.
- როგორ მიხარია შენი ნახვა, მამა! - ამბობს იგი. - შენს
ადგილას მაღლა ავიდოდი, დედასთან. იქნებ ქოთანზე დაჯდო-
მა უნდა. მე ვკითხე, მაგრამ ჩემი ჯერ ერიდება.
მამა შვილის სურვილს ემორჩილება და დგება ფეხზე, მაგ-
რამ ადგილიდან არ იძვრის, შვილის მკვეთრი გამონათქვამის
შერბილებას ცდილობს.
- თქვენ ორს საერთო ენას გამონახვა არასდროს გიჭირთ.
მე და მერის ეს ყოველთვის გვაოცებდა. მითქვამს კიდეც მის-
თვის - ჰარისა და მირიამის მსგავსი და-ძმა დედამიწის ზურგზე
არსად მეგულება-მეთქი. რამდენ მშობელს უთქვამს, როგორ
ჩხუბობენ მათი შვილები. მათი არასდროს გვესმოდა, ვინაიდან
ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. ღმერთია მოწმე, არა-
სოდეს გაგვიგონია, ერთმანეთისთვის ცუდი სიტყვებით მიგე-
მართათ. საერთოდ, როცა ოჯახში ახალშობილი ჩნდება, ექვსი
წლის ბიჭები ბრაზობენ, მიჩვეული არიან, რომ ყველაფერი მა-
თია, თავი ბუდის ბატონ-პატრონებად მიაჩნიათ. ჰარი სხვანაირი
იყო. თავიდანვე, ჯერ კიდევ პირველ ზაფხულს, შენ მარტო
გტოვებდით მასთან სახლში, როცა მე და მერი კინოში მივ-
დიოდით - მაშინ მხოლოდ ასე შეიძლებოდა გულის გადაყო-
ლება. - ის სწრაფად ახამხამებს თვალებს და ცდილობს მეხ-
სიერების აბურდულ გორგალში სწორედ იმ ერთადერთ წვერს
მიაგნოს, რომელიც ამჟამად ესაჭიროება. - ღმერთს ვფიცავ,
გაგვიმართლა, - ამბობს და მაშინვე ამუხრუჭებს. - ხომ ვხედავ,
სხვები რა დღეში არიან. - მოხუცი ზემოთყ მიემართება და რო-

513
მკითხველთა ლიგა

დესაც სახეს ნათურის შუქი უნათებს, ჩანს, რომ თვალებში ცრემ-


ლი უბრწყინავს.
ჰქონდათ კი მათ ოდესმე საერთო ენა? ჰარის რატომღაც
უჭირს ამის გახსენება. მხოლოდ ის ახსოვს, რომ ყველანი ერ-
თად ცხოვრობდნენ, სეზონი სეზონს მისდევდა, წელიწადი - წე-
ლიწადს, კლასიდან კლასში გადადიოდნენ, დღესასწაულებზე
ჯექსონ-როუდზე სეირნობდნენ - ყველა წმინდანის დღეს, მად-
ლიერების დღეს, შობას, წმინდა ვალენტინის დღეს, აღდგომას.
სეზონებისდა მიხედვით, სპორტულ მოედნებზე სხვადასხვა სუნი
და ხმა ტრიალებდა კალათბურთისა და ფეხბურთის თამაშისას,
სირბილის დროს. შემდეგ იგი გაემგზავრა და მიმი მხოლოდ
სიტყვადღა იქცა დედის წერილებში. მერე ჯარიდან დაბრუნდა
და აღმოაჩინა, რომ და გაზრდილიყო, სარკის წინ იპრანჭებო-
და, ბიჭებთან რომანების გასაბმელადაც მზად იყო, იქნებ უკვე
გამოეცადა კიდეც; თმას იღებავდა, მრგვალ საყურეებსაც ატა-
რებდა. შემდეგ ჯენისმა წაიყვანა სახლიდან, რის გამოც
იქაურობას ახალგაზრდული სული მოაკლდა. ახლა კი კვლავ
ერთად არიან. ოთახი თითქოს მიმის სიგარეტის კვამლს იყო
მონატრებული, ძველი ავეჯისა და ავადმყოფობის სუნი რომ გა-
ექრო. ბაჭია პიანინოსთან ტაბურეტზე ზის. იხრება და დას ხელ-
ზე ეხება:
- მომაწევინე.
- მეგონა, გადააგდე.
- დიდი ხნის წინათ. არც ცხვირით ვითვისებ. მხოლოდ ბა-
ლახს ვეწევი. ზოგჯერ.
- მხოლოდ ბალახს?! შენ, როგორც ვხედავ, დრო უქმად
არ დაგიკარგავს.
მიმი დიდ, კაშკაშა ფერის ჩანთაში იქექება, რომელიც, მი-
სი შარვლის მსგავსად, დაბებკილ ტომარას წააგავს და ძმას სი-

514
მკითხველთა ლიგა

გარეტს ესვრის. მენთოლიანი სიგარეტია. რაღაც ეშმაკური


ფილტრით. თუ ეკლესია ვერ მუშაობს, ფილტრი იმუშავებს.
- თვითონაც არ ვიცი, რას ჩავდიოდი.
- ჰო, დედა მთელი საათი მელაპარაკა. მის მდგომარეობა-
ში კი ეს საკმაოდ ბევრია.
- ახლა რას ფიქრობ დედაზე? როცა შენთვის პერსპექტივა
ნათელია?
- დიდებული ქალია. ოღონდ გასაქანი არ ჰქონდა.
- იქ როგორღაა საქმე, სადაც საკუთარი თავის რეალიზა-
ციას ახდენ? უკეთ გამოგდის?
- ყოველ შემთხვევაში, ნაკლები თვალთმაქცობაა.
- რა მოგახსენო, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყურები.
- გმადლობ.
- რა გითხრა დედამ?
- ისეთი არაფერი, რაც არ იცი, იმის გამოკლებით, რომ
ჯენისი ხშირად ურეკავს.
- ეს ისედაც ვიცოდი. კვირის მერე უკვე ორჯერ დაურეკა.
არ შემიძლია მასთან ლაპარაკი.
- რატომ?
- რატომ და აიწყვიტა. თვითონაც არ იცის, რა უნდა. ამ-
ბობს, რომ განქორწინება სურს, მაგრამ საბუთები არ შეაქვს.
განმიცხადა, სასამართლოში გიჩივლებ, სახლი რომ დამიწვიო.
მე კი ვუპასუხე, მხოლოდ ჩემი ნახევარი დავწვი-მეთქი. მერე -
ნელსონი უნდა წავიყვანოო, მაგრამ არ მოდის, თუმცა ძალიან
მინდა, რომ წაიყვანოს და მიხედოს.
- რას გულისხმობდი, აიწყვიტაო, რომ თქვი?
- მგონი ცოტა გააფრინა ან გალოთდა.
მიმი შებრუნდება, სიგარეტი ნოხზე საფერფლის გვერდით
მდგარ ლამბაქზე რომ ჩააქროს.

515
მკითხველთა ლიგა

- ეს იმას ნიშნავს, რომ დაბრუნება უნდა.


მიმი ასეთ საქმეებში კარგად ერკვევა, სიამაყით ფიქრობს
თავისთვის ბაჭია. რომელ გზაზეც უნდა გადაუხვიო, ყველგანაა
ნამყოფი. მხოლოდ ნელსონისკენ მიმავალ გზაზე არ გაუვლია
და იქ, სადაც ცხელ, სასიამოვნო თხლაშანს გრძნობ, როდესაც
მარცხენა ხელისგულში ახალჩამოსხმული სტრიქონი ჩაგივარ-
დება. მაგრამ ეს მოძველებული გზებია და ხალხს აღარ იზი-
დავს.
- მას შენი დაბრუნება სურს, - იმეორებს მიმი.
- ყველა ამას გაიძახის, - ამბობს ბაჭია, - მაგრამ რატომ-
ღაც მტკიცებულებებს ვერ ვხედავ. კარგად იცის, სად შეიძლება
ჩემი ნახვა - მთავარი მონდომებაა.
მიმი ფეხს ფეხზე იდებს, თმას ისწორებს და ახალ სიგა-
რეტს იღებს.
- იგი ხაფანგში გაება. იმ ტიპის მიმართ სიყვარული მის
ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო, პირველი მცდელო-
ბა თავისუფლების მოპოვებისა, მას შემდეგ, რაც ბავშვი დაეხ-
რჩო. მოდი, ჰარი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
თქვენ ამ მიყრუებულ ადგილას კიდევ გჯერათ მოჩვენებების.
ჟიმაობის დაწყებამდე ნებართვას თოვლის ბაბუასგან და არ ვი-
ცი, კიდევ ვისგან იღებთ. ჰოდა, საკუთარი თავის წინაშე რომ
გაამართლოს თავისი ნაბიჯი, ჯენისმა ის გრანდიოზულ მოვლე-
ნად უნდა წარმოიდგინოს. თუ გახსოვს, ბავშვობაში „სპოტსის“
მაღაზიაში დავდიოდით, სადაც კანფეტებით სავსე ქილები იდ-
გა. ჩაყოფდი ხელს და ტკბილეულს მოხვეტდი, მაგრამ მომუჭუ-
ლი ხელი უკან ვეღარ ამოგქონდა. ჯენისიც ასეა. ხელის ამოსა-
ღებად მუშტი უნდა გაშალოს, მაგრამ მაშინ კანფეტებს დაკარ-
გავს. ხელის ამოღებაც უნდა და - კანფეტებიც. თუმცა არა. ის

516
მკითხველთა ლიგა

იმის ამოღებას ცდილობს, რაც კანფეტად ეჩვენება. აი, ასე. ვი-


ღაც უნდა დაეხმაროს და ქილა გატეხოს.
- არ მინდა მანამდე დაბრუნდეს, ვიდრე ის პეწენიკი უყ-
ვარს.
- უნდა შეეგუო, რომ ისეთია, როგორიც არის და მორჩა.
- ზის ეგ ბოზიშვილი თბილ ადგილას, ძვირფას კოს-
ტიუმებს ხელთათმანებივით იცვლის, ჩემზე სამჯერ მეტს გა-
მოიმუშავებს იმით, რომ ხალხს ტვინს ულაყებს და იმდენად
თავხედია, რომ თავს მშვიდობის მტრედად წარმოგვიდგენს.
ერთ საღამოს რესტორანში ვიეტნამის გამო წავკამათდით, ის
და ჯენისი კი ამ დროს თურმე ერთმანეთს ეხახუნებოდნენ. ისე,
შენს გემოვნებას თუ გავითვალისწინებთ, კი უნდა მოგეწონოს -
განგსტერია.
მიმი მოთმინებით აკვირდება ძმას - კიდევ ერთი პოტენ-
ციური გულაჩუყებული ბარში.
- როდის აქეთ გახდი ომის მოტრფიალე? - ეკითხება. -
როგორც მახსოვს, სიხარულით ცას ეწიე, როცა კორეაში ატე-
ხილ აურზაურს თავი დააღწიე.
- ყველანაირი ომი როდის მიყვარს, - პასუხობს ჰარი, -
მხოლოდ ეს. იმიტომ, რომ სხვას არავის უყვარს. არავის ესმის.
- მე ამიხსენი, ჰარი.
- ეს ერთგვარი ფიქციაა. რათა მას, მეორეს, წონასწორო-
ბა დააკარგვინო. ჩვენი სამყარო ისეთ მდგომარეობაშია, რომ
უპირატესობის შესანარჩუნებლად და მანევრირებისთვის სივ-
რცის მოსაპოვებლად ასე მოქცევა შიგადაშიგ აუცილებელია. -
და ხელებით უჩვენებს, როგორ წარმოუდგენია ეს სივრცე. - წი-
ნააღმდეგ შემთხვევაში, ის, მეორე, შენს ჩანაფიქრს წინასწარ
მიხვდება და მაშინ შენი საქმე წასულია.

517
მკითხველთა ლიგა

- დარწმუნებული ხარ, რომ მეორე არსებობს? - ეკითხება


მიმი.
- რასაკვირველია. ის, მეორე, ექიმია, და ისე ძლიერად
გიჭერს ხელზე, რომ გტკივა. მე ეს არ მესწავლება. სიგიჟეც აქე-
დან იწყება.
- იქნებ ეს მხოლოდ პატარა კაცუნების მასაა, რომლებიც
ცდილობენ, თავის გარშემო იმაზე დიდი სივრცე შექმნან, ვიდრე
ეს არსებული სისტემის პირობებშია შესაძლებელი?
- ცხადია, პატარა კაცუნები არსებობენ. მათი რიცხვი მი-
ლიარდია. მილიარდი, მილიონი, ერთი სიტყვით, ძალიან ბევ-
რნი არიან. მაგრამ ამასთანავე არის ვიღაც დიდი ტიპი, რო-
მელსაც სურს, რომ ყველა მოზრდილ, შავ ტომარაში ჩატენოს.
იგი დარტყმულია და ჩვენც, ყველანი, დარტყმულები უნდა ვი-
ყოთ. ცოტათი.
მიმი ისე აქნევს თავს, თითქოს თავად არის ის ექიმი.
- მართალი ხარ, - ამბობს იგი. - თუ თავისუფლება გსურს,
ცოტა დარტყმულიც უნდა იყო. ბოლო დროს შენ ისე გიჟურად
ცხოვრობდი, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდი.
- ისეთს რას ვაკეთებდი? კეთილი სამარიტელივით ვიქ-
ცეოდი. ობლები შევიფარე. შავი და თეთრი. ვუთხარი: „ამოდით
ბაქანზე. არც თქვენი კანის ფერი მაინტერესებს და არც - სარ-
წმუნოება. ბაქანზე ამოდით. კვება უფასოა“. რაღა მე და რაღა
ის დედანატირები თავისუფლების ქანდაკება.
- ამის სანაცვლოდ კი დამწვარი სახლი მიიღე.
- კარგი, კარგი. ეგ სხვებმა გააკეთეს და მათი პრობლემაა
და არა ჩემი. ისე ვიქცეოდი, როგორც სწორად მიმაჩნდა. - ბა-
ჭიას სურს, რომ მას ყველაფერი მოუყვეს, თანაც მისი სიტყვები
იმ სიყვარულს შეესაბამებოდეს, რომელსაც დის მიმართ
გრძნობს. უნდა, რომ უყვარდეს იგი, თუმცა ხვდება, რომ მიმიმ

518
მკითხველთა ლიგა

მრავალი დასკვნის საფუძველზე გადაულახავი კედელი აღმარ-


თა, რომელსაც ვერ დაანგრევს.
- ჩემთვის რაღაც-რაღაცები გავარკვიე, - ამბობს ბაჭია.
- რამე საინტერესოა?
- მაგალითად, ის, რომ ჩვეულებრივად ჟიმაობა უფრო
მომწონს.
მიმი ტუჩიდან თამბაქოს მსგავს ნამცეცს იცილებს, თუმცა
ფილტრიან სიგარეტს ეწევა.
- სრულიად ჯანსაღი მიდგომაა, - პასუხობს იგი, - ოღონდ
ამერიკელებისთვის ცოტა უჩვეულო.
- გარდა ამისა, წიგნებსაც ვკითხულობდით. ერთმანეთს ვუ-
კითხავდით ხმამაღლა.
- რის შესახებ იყო ეს წიგნები?
- ყველაფერზე. მონებზე. უფრო ისტორიული წიგნები იყო.
კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი მიმი იცინის.
- ანუ, სკოლაში დაბრუნდი, - ამბობს იგი. - აი, ეს მომწონს.
სკოლაში ის ბაჭიაზე უკეთ სწავლობდა, მას მერეც კი, რო-
ცა ბიჭებით დაინტერესდა. ხუთიანები და ოთხიანები ჰყავდა, ჰა-
რის კი - ოთხიანები და სამიანები. დედა ამბობდა, გოგონები
იძულებული არიან, ტვინი გაანძრიონ, აბა, სხვა რა უნდა ქნანო.
- და რა გაიგე იმ წიგნებიდან?
- მივხვდი, რომ... - ბაჭია მზერას ოთახის კუთხეს მიაპ-
ყრობს, სურს, რომ ზუსტად გამოხატოს სათქმელი, ბუფეტის
თავზე კი აბლაბუდას ხედავს, რომელსაც ნიავი არხევს, თუმცა
ამას თვითონ ვერ გრძნობს, - ჩვენი ქვეყანა იდეალური არ
არის. - სათქმელი ჯერ არ დაუმთავრებია და უკვე თავადაც არ
სჯერა ამის. დაიღალა საკუთარი თვალსაზრისის ახსნით. - მო-
დი, უფრო სასიამოვნო რამეზე ვილაპარაკოთ, - ამბობს იგი. -
როგორ ცხოვრობ?

519
მკითხველთა ლიგა

- ჩა ვა. ფრანგულად ნიშნავს: არცთუ ურიგოდ.


- ვინმეს კმაყოფაზე ხარ თუ ყოველღამ ახალი გყავს?
მიმი მას ჩაფიქრებით შესცქერის. შეღებილ თვალებში სიბ-
რაზის ნაპერწკალი ენთება. შემდეგ სიგარეტის კვამლს უშვებს
და დუნდება, ალბათ, გუნებაში ამბობს: - „ძმა არის, ბოლოს და
ბოლოს“.
- არც ერთი და არც მეორე. ვმუშაობ, ჰარი, კარიერაზე
ვზრუნავ. გარკვეულ მომსახურებას ვეწევი. ზუსტად ვერ აგიხსნი,
ეს როგორ ხდება. ცუდები არ არიან. თავიანთი წესები აქვთ.
არც ისე საინტერესო. არაფერი იმის მსგავსი, როგორც „შეყავი
ხელი ცეცხლში და სამოთხეში მოხვდები“. უფრო ასეა: „რაც უნ-
და მოხდეს ღამით, დილით ადექი და ველოტრენაჟორისკენ
გასწიე“. მამაკაცებს სურთ, ბრტყელი მუცელი ჰქონდეთ და
სწამთ, რომ ოფლი ორგანიზმიდან ყოველგვარ სიბილწეს გა-
მოდევნის. არც ზედმეტი სითხის ტარება უყვართ მუცლით. თუ
გინდა, მათ პურიტანელები უწოდე. განგსტერებიც ხომ პურიტა-
ნელები არიან. ტანადები და დაკუნთულები, რადგან საკმარი-
სია საკუთარ თავს მცირედი შეღავათი მისცე და ამ ქვეყანას
აღარ ეკუთვნი. აი, კიდევ ერთი წესი: „ყოველთვის ყველაფრის-
თვის გადაიხადე. თუ მუქთად აიღებ, ნუ გაგიკვირდება, თუ ხელ-
ში ჩხრიალა გველი შეგრჩება“. ეს გადარჩენისა და თავის გატა-
ნის, უდაბნოში ცხოვრების წესებია. ცხოვრება კი სწორედაც
რომ უდაბნოა. გაფრთხილდი, ჰარი. იგი აღმოსავლეთისკენ
მოიწევს.
- იგი უკვე აქ არის. შენ ბრუერის ცენტრი უნდა ნახო - ავ-
ტოსადგომების ცვენაა.
- მაგრამ რაც მინდვრებში მოჰყავთ, შეგიძლია შეჭამო, და
მზეც კვლავ მეგობრულად გიღიმის. იქ კი მას ვერ ვიტანთ. მი-
წისქვეშეთში ვცხოვრობთ. ყველა სასტუმრო მიწის ქვეშაა, მხო-

520
მკითხველთა ლიგა

ლოდ ორიოდე ფანჯარაა ცისფრად შეღებილი. ჩვენ ღამეს ვამ-


ჯობინებთ, როცა სათამაშო მაგიდებთან დიდი ფული მოდის.
გასაოცარი სახეებია, ჰარი. მკაცრი და სათამაშო ქვებივით
არაფრის მთქმელი. ათასობით დოლარი ხელიდან ხელში გა-
დადის, სახეები კი გაქვავებულია. იცი, რა მაოცებს იქ ყველაზე
მეტად, როცა სახეებს ვაკვირდები? მათი სირბილე. ღმერთო
ჩემო, რა სირბილეა. შენც ასეთი მგონიხარ, ჰარი. შენ რბილი
ხარ, თუმცა კვლავაც ფეხზე ხარ. მამაც რბილია, მაგრამ უკვე
მოტეხილია. ჯენისით თუ არ გაგამაგრეთ, შენც მოტყდები. აი,
ჯენისი რბილი არ არის, კერკეტი კაკალივითაა. სწორედ ამი-
ტომაც არ მომწონდა იგი. ახლა კი მომეწონება, დარწმუნებული
ვარ. როგორმე უნდა ვინახულო.
- რა თქმა უნდა. გაუარე. თქვენ-თქვენს ცხოვრებაზე მოუყე-
ვით ერთმანეთს. იქნებ სამუშაოც უშოვო დასავლეთ სანაპირო-
ზე. წიწკვი აღარაა, მაგრამ მშვენივრად გამოიყურება და ენაც
კარგად უჭრის.
- როგორც ჩანს, სერიოზულად ხარ ჩაციკლული.
- მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ იდეალური არავინაა.
შენ შესახებ რას იტყვი? რაიმე სპეციალობა გაქვს, თუ იმას აკე-
თებ, რაც ხელში ჩაგივარდება?
მიმი წელში იმართება.
- როგორც ვხედავ, მაგარი გულნატკენი ხარ. - კვლავ სა-
ვარძლის ზურგს ეყრდნობა და ინტერესით შეჰყურებს ჰარის.
ალბათ, არ ელოდა, რომ მასში ამდენი წყენა იქნებოდა დაგ-
როვილი. სასტუმრო ოთახში ბნელა, თუმცა ქუჩიდან შემოსული
ხმაური მოწმობს, რომ ბავშვები ჯერაც მზეზე თამაშობენ. - შენ
რბილი ხარ, - დაყვავებით ეუბნება ძმას. - აქ ყველანი ჩამოცვე-
ნილ ფოთლებქვეშ შეყუჟულ ლოქორებს ჰგავხართ. იქ კი, ჰა-
რი, ფოთლის ნასახიც არაა. ადამიანები მზემოკიდებული ნაჭუ-

521
მკითხველთა ლიგა

ჭით არიან დაფარულნი. მეც ასეთი ვარ, შეხედე. - წვრილზო-


ლებიან ბლუზას ზემოთ იწევს და ნამზეურ მუცელს აჩვენებს. ბა-
ჭია ცდილობს დანარჩენიც წარმოიდგინოს და ფიქრობს, ნეტავ
ქვემოთაც ასეთივე ქერა, თაფლისფერი თმა აქვს, როგორც
თავზე, თუ არაო. - მზეზე არ გამოდიან, მაგრამ მაინც გარუჯუ-
ლები არიან, ბრტყელი მუცლით. მათი ერთადერთი ნაკლი
ისაა, რომ შიგნით მაინც რბილები არიან. როგორც შოკოლა-
დის კანფეტები კრემის შიგთავსით, ასე რომ არ გვიყვარდა ბავ-
შვობაში. ხომ გახსოვს, კინოთეატრში ნაჩუქარ საშობაო საჩუქ-
რებში რომ ვიქექებოდით კვადრატული შოკოლადისა და ცე-
ლოფანში გახვეული კარამელის პოვნის იმედით? სხვანაირები
- მუქი ყავისფერი, მრგვალი, რბილშიგთავსიანი - არ მოგვწონ-
და. ადამიანებიც ასეთები არიან. თქმით არავინ ამბობს, მაგრამ
გულის სიღრმეში ყველა ელოდება, რომ გამოწველიან. მამა-
კაცები მუწუკს ჰგვანან, რომელიც დროდადრო უნდა გამორ-
წყო. ქალებიც, სხვათა შორის. შენ ჩემი სპეციალობით დაინტე-
რესდი. მე სწორედ ამას ვაკეთებ - ხალხს ვწველი. ვასუფთავებ.
ზოგჯერ ჭუჭყიანი სამუშაოა, მაგრამ, ჩვეულებრივ, ყველაფერი
სუფთად ხდება. მე ხომ იქ იმიტომ გავემგზავრე, რომ მსახიობო-
ბა მინდოდა. გარკვეულწილად ასეც არის, მსახიობი ვარ,
ოღონდ ყოველთვის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ვთამა-
შობ. აი, ასე. კიდევ მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ.
- მოსაყოლი ბევრი არაფერია. ჩემი ლინოტიპის ძიძა ვი-
ყავი, ის კი პენსიაზე გაუშვეს. ჯენისის ძიძა ვიყავი, ის კი შეკუნ-
ტრუშდა და წავიდა.
- დავიბრუნებთ.
- თავს ნუ შეიწუხებ. მერე ნელსონის ძიძა ვიყავი, მან კი
შემიძულა, რადგან ჯილი ვერ გადავარჩინე.

522
მკითხველთა ლიგა

- მან თვითონ დაიღუპა თავი. სხვათა შორის, ახლანდელ


ახალგაზრდობაში სწორედ ეს მომწონს. ისინი ცდილობენ ჩა-
იკლან ეს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.
- რა ჩაიკლან?
- სირბილე. სექსი, სიყვარული; მე, ჩემი. ისინი ყველაფერს
ანადგურებენ. დამიჯერე, ოცდაათ წელზე ახალგაზრდასთან
საქმეს არ ვიჭერ. მათ ყველაფერი ნარკოტიკებით აქვთ ამომ-
წვარი. სურთ, რომ ყველაფრისგან გათავისუფლებით სიმტკიცე
შეიძინონ. და ტარაკნებად იქცნენ. ეს უდაბნოში გადარჩენის
ყველაზე ნაღდი გზაა. ტარაკნად უნდა იქცე. შენთვის ეს უკვე
დაგვიანებულია, ჩემთვისაც. მაგრამ საკმარისია, ამ ბავშვებმა
ერთხელ მიაღწიონ თავისას ერთობლივი ძალისხმევით, რომ
მათ ვეღარაფერს მოუხერხებ. მათ ვერანაირი საწამლავი ვეღა-
რაფერს დააკლებს.
მიმი დგება. ბაჭიაც. თუმცა ქალი ახალგაზრდობაშიც მაღა-
ლი იყო და მერეც უფრო გამსხვილდა, თანაც კოსმეტიკაც
მიემატა, ძმას მხოლოდ ნიკაპამდე სწვდება. ბაჭია მას შუბლზე
კოცნის. მიმი თავს უკან გადასწევს, ცისფრად შეღებილ ქუთუ-
თოებს ხურავს და კვლავ მიუშვერს სახეს საკოცნელად. მამის
უნებისყოფო პირი და დედის მეტყველი ცხვირი აქვს.
- მხიარული გოგო ხარ, - ეუბნება ბაჭია და გამომშრალ
ლოყაზე კოცნის. სუნამოდაპკურებული საფოსტო ქაღალდი.
ქალს ღიმილისგან ლოყა აუმოძრავდება და ტუჩებს იცილებს.
და-ძმა ერთმანეთს ჰგავს, ოღონდ მშობლებისგან მემკვიდ-
რეობით მიღებული სახის ნაკვთები სხვადასხვაგვარად აქვთ
დაწყობილი. მიმი ბაჭიას წელზე ხელს მოხვევს და ქონზე
მოუთათუნებს.

523
მკითხველთა ლიგა

- ვცდილობ, ცხოვრებას არ ჩამოვრჩე, - აღიარებს იგი. -


ბაჭია ენგსტრომამდე, ცხადია, ჯერ ვერ მივალ, მაგრამ მონდო-
მება არ მაკლია.
კიდევ უფრო მჭიდროდ ეკვრის ძმას და ასე ხელიხელგა-
დახვეულები მიდიან კიბისკენ ზემოთ, მშობლებთან ასასვლე-
ლად.
მეორე დღეს, ხუთშაბათს, როდესაც ჰარი და მამამისი შინ
ბრუნდებიან, მიმი, დედა და ნელსონი ქვემოთ, სამზარეულოს
მაგიდასთან სხედან, ჩაის სვამენ და იცინიან.
- მამა, - პირველად წარმოთქვამს ამ სიტყვას ნელსონი იმ
კვირა დილის შემდეგ. მანამდე კი იგი თავისი ინიციატივით მა-
მას არასოდეს მიმართავდა, - ის თუ იცოდი, მამიდა მიმი ადრე
დისნეილენდში რომ მუშაობდა? მამიდა, თუ შეიძლება, კიდევ
დასცინე აბრაამ ლინკოლნს.
მიმი ფეხზე დგება. დღეს მას ტრიკოტაჟის მოკლე, ნაცრის-
ფერი კაბა აცვია. შავ, მაღალყელიან წინდებში ფეხები უფრო
გამხდარი მოუჩანს, მუხლები კი - ოდნავ წაწვეტებული, ისეთივე,
როგორიც ბავშვობაში ჰქონდა. კოჭლობით მიდის წარმოსახ-
ვით ტრიბუნასთან, არარსებული გულის ჯიბიდან ასევე წარმო-
სახვით ფურცელს იღებს და მოცახცახე ხელს ქვემოთ წევს, იმ-
დენზე, წაკითხვა რომ შეძლოს. მისი ხმა მოშრიალე ფირივით
ჟღერს:
- „რვა-ა ათე-ე-ული და შვი-ი-დი წე-ე-ლი...“
ნელსონი სიცილისგან ლამის სკამიდან გადმოვარდეს,
მაგრამ მაინც მოასწრებს და მამას თვალს შეავლებს - მისი რე-
აქცია აინტერესებს. ბაჭია იცინის, ბაბუა კმაყოფილი ხითხითებს,
დედასაც კი ეცვლება სულელურად ჩაფიქრებული სახე მხიარუ-
ლად გაოცებული გამომეტყველებით. მისი სიცილი ბაჭიას იმ
ბავშვს აგონებს, რომელიც იმიტომ კი არ იცინის, რომ ხუმრო-

524
მკითხველთა ლიგა

ბას ჩასწვდა, არამედ იმიტომ, რომ სხვები იცინიან და არ უნდა,


მათ ჩამორჩეს. მიმი კვლავ მაიმუნობს, იღებს ორ ფინჯანს, ადა-
მიანის ზომის დისნეის თოჯინასავით წყვეტილი მოძრაობებით
აქეთ-იქით ქანაობს და ჭიქას, ლამბაქის ნაცვლად, ნელსონს
ადებს თავზე, შემდეგ ცხელ წყალს ფინჯნის მაგიერ მაგიდაზე
ასხამს, რომელიც პირდაპირ დედის იდაყვისკენ მიედინება.
- რას აკეთებ, არ დაწვა! - ყვირის ბაჭია და მიმის ხელზე
ხელს სტაცებს. იგი შეძრწუნებულია: ეს ხომ კანი კი არა, ცელო-
ფანია, რომელსაც ნებისმიერ ფორმას მისცემს ადამიანი. შეში-
ნებული, ოდნავ შეაჯანჯღარებს მიმის და ისიც კვლავ საქმიან
ქალად გადაიქცევა, დაღვრილ წყალს წმენდს და მაგიდასა და
ქურას შორის დაფუსფუსებს.
- დისნეისთან რას აკეთებდი, მიმი? - ეკითხება მამა.
- კოლონიალური დროის კოსტიუმს ვიცვამდი და მნახვე-
ლები ვერნონ-მაუნთის მაკეტის სანახავად დამყავდა. - რევე-
რანსს აკეთებს და ხელებს ცხიმით დასვრილი ძველი გაზქურის-
კენ იწვდის, რომლის ჰაერღუმლის მინაც ალაგ-ალაგ გაბზარუ-
ლია. - „ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელი მა-მა, - ამბობს იგი და-
თაფლული, იდიოტურად წკრიალა ხმით, - თვითონ არა-სო-დეს
ყოფილა მა-მა“.
- მიმი, დისნეის თუ შეხვედრიხარ პირადად? - ეკითხება მა-
მა.
მიმი კვლავ წარმოდგენას განაგრძობს.
- „თქვენ წინაშეა მისი სა-ქორ-წი-ნო საწოლი, ზომით ხუთი
ფუტი და ოთხი და სამი მეოთხედი დუიმი კიდიდან კიდემდე,
სასთუმლიდან ბოლომდე შვიდ ფუტზე ორი დუიმით ნაკლები.
გი-გან-ტუ-რი საწოლი იმ დროისთვის, როცა ჯენტლ-მე-ნე-ბის
უმრავლესობა სათბურას არ აღემატებოდა. ესეც სათ-ბუ-რა“, -

525
მკითხველთა ლიგა

ამბობს იგი და ბუზებისგან დასვრილი კედლიდან პლასტმასის


ბუზსაკლავს ჩამოხსნის.
- თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, - თითქოს თავისთვის ამ-
ბობს მამა, რომელმაც შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, - რუზ-
ველტის კი არა, სწორედ დისნეის დამსახურებაა ის, რომ დეპ-
რესიის წლებში ჩვენი ქვეყანა კომუნისტური არ გახდა.
- „ნამ-ცე-ცა ხვრელები, - განმარტავს მიმი და ბუზსაკლავს
მაღლა სწევს, - იმისთვისაა გაკეთებული, რომ თბილი ჰაერი
გაატაროს და ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ მამას არ შესცივდეს,
როცა საყვარელ მარ-ტას ლოგინში შეუწვება. აი, აქ... - მიმი
ხელებს იწვდის ფირმის საჩუქრისკენ - კედელზე ჩამოკიდებუ-
ლი „ვერიტი-პრესის“ კალენდრისკენ. რომელზეც ოქტომბერი
და მოცინარი, გამოღრუტნული გოგრაა გამოსახული, - თქვენ
მარ-ტას ხედავთ“.
ნელსონი სიცილს განაგრძობს, მაგრამ უკვე წარმოდგენის
დასრულების დროა და მიმი ასეც იქცევა. მამას შუბლზე კოცნის
და ეკითხება:
- როგორ გრძნობს თავს მბრძანებელი პიკა? გახსოვს, მა-
მა? მაშინ მეგონა, რომ პიკა ქალაქი იყო, სადაც დახრილი კოშ-
კი მდებარეობს.
- ბრუერის ჩრდილოეთით, - ამბობს ნელსონი, - დამავიწ-
ყდა იმ ადგილის ზუსტი სახელწოდება, ერთი კაფეა, რომელსაც
„პიცას დახრილი კოშკი“ ჰქვია. - ბიჭი უფროსების რეაქციას
ელოდება და თუმცა მაგიდის ირგვლივ მსხდომნი ზრდილო-
ბიანად იცინიან, ჩათვლის, რომ მათთვის ეს სასაცილო სულაც
არაა და თავის თავში იკეტება. მზერა კვლავ დაძაბული უხდება.
- შეიძლება, რომ გავქრე?
- საით გაგიწევია? - მკვახედ ეკითხება ბაჭია.
- ჩემს ოთახში.

526
მკითხველთა ლიგა

- ის ახლა მიმის ოთახია. როდის დაუთმობ?


- როცა მეტყვის.
- ნუთუ გარეთ გასვლა არ გინდა? ბურთი გააგორე, ცოტა
გამოფხიზლდი. როდემდე უნდა გებრალებოდეს საკუთარი თა-
ვი?
- დაანებე თავი, - საქმეში ერევა დედა.
- ნელსონ, როდი მანახებ შენს სახელგანთქმულ მინიმო-
ტოციკლეტს? - ეკითხება მიმი.
- დიდი არაფერია - წამდაუწუმ ფუჭდება. - ბიჭი მამიდას
აკვირდება, აინტერესებს, გამოდგება თუ არა ის მის კომპა-
ნიონად. - ასეთი ტანსაცმლით ზედ ვერ დაჯდები.
- ჩვენთან, დასავლეთში, - ამბობს მიმი, - მოტოციკლეტზე
ტრიკოტაჟის ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა დაჯდე. ასეთი
მოდაა.
- შენ თუ მჯდარხარ ოდესმე?
- მაგის მეტი რა მიკეთებია. ჯგუფ „ჯოჯოხეთის ანგელო-
ზებს“ ვმეურვეობდი. ვახშმის შემდეგ შენი მინიმოტოციკლეტის
სანახავად წავიდეთ.
- ის მისი კი არა, სხვისია, - ამბობს ბაჭია.
- ვახშმის შემდეგ უკვე დაბნელდება, - ბუზღუნებს ნელსო-
ნი.
- მიყვარს სიბნელე, - არ ეპუება მიმი.
ნელსონი მშვიდდება და ზემოთ ადის. მამას ზედაც არ უყუ-
რებს. ბაჭია ეჭვიანობს. სკოლის დამთავრების შემდეგ მიმიმ ის
ისწავლა, რაც მას ცუდად გამოსდის - ადამიანებთან საერთო
ენის გამონახვა.
დედა ლამბაქიდან ფინჯანს იღებს, ცოტას მოსვამს და
უკანვე დგამს. ვაჟკაცური, მაგრამ ცოტათი სახიფათო საქ-
ციელია. აშკარად რაღაცით ამაყობს - ისე გამართული და კი-

527
მკითხველთა ლიგა

სერწაგრძელებული ზის, რომ ბაჭია ამას ხვდება. თმა ჯაგრისით


გადაუვარცხნია, ისე გულმოდგინედ, რომ ლამის უბრწყინავს.
- მიმის, - ამბობს დედა, - დღეს ვიზიტი ჰქონდა.
- ვისთან? - ეკითხება ბაჭია.
- ჯენისთან, - პასუხობს მიმი. - „სპრინგერ-მოტორსში“.
- მერედა რა თქვა იმ პატარა სულელმა თავის გასამარ-
თლებლად? - ბაჭია მაგიდიდან სკამიანად უკან იწევს და იატაკს
კაწრავს.
- არაფერი. იქ არ დამხვდა.
- აბა, სად იყო?
- ასე მითხრეს, იურისტთან წავიდაო.
- ბებერმა სპრინგერმა გითხრა?
შიშმა კუჭისკენ გადაინაცვლა და მწარედ კბენს. კანონი.
გრძელი თეთრი კონვერტი. მაგრამ ბაჭიას მოსწონს, რომ მიმი
იქ წავიდა და კოსტიუმში გამოწყობილი, მოელვარე ხანჯალი-
ვით ჩაერჭო გულში სპრინგერის იმპერიას „ტოიოტას“ მაკეტის
წინ.
- არა, - ამბობს იგი. - სპრინგერმა კი არა, სტავროსმა.
- ჩარლი ნახე? როგორ გამოიყურება? დაღვრემილია?
- სადილად დამპატიჟა.
- სად?
- არ ვიცი, რაღაც ბერძნული რესტორანი ყოფილა შავების
რაიონში.
ბაჭია ძალაუნებურად იცინის. მის ირგვლივ მიცვალებუ-
ლები და მომაკვდავები ირევიან, ის კი სიცილს ვერ იკავებს.
- წარმომიდგენია, რა მოხდება, როცა ამის შესახებ ჯენისს
ეტყვის.
- მეეჭვება, რომ უთხრას, - ამბობს მიმი.
მამა, როგორც იქნა, ხვდება, რაზე საუბრობენ.

528
მკითხველთა ლიგა

- ვისზე ლაპარაკობთ, მიმი? იმაზე ხომ არა, დათაფლული


ხმით ჯენისს თავბრუ რომ დაახვია?
დედას თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდეს, კაცი
იფიქრებს, ახრჩობენო. პირი კი გაღიმებას ცდილობს. თითქოს
გახარებულია. ყველანი პირში წყალს იგუბებენ.
- მისი საყვარელი, - ამბობს მოხუცი ქალი.
ბაჭია გრძნობს, რომ გული ერევა.
- ჰარი, მთელი ამ დროის განმავლობაში სიტყვა არ და-
მიძრავს, - ერთვება მამა. - არ გეგონოს, რომ ჩარევის სურვილი
არ მქონია. უბრალოდ, თავს ვიკავებდი, არავინ რომ შემეწუხე-
ბინა. მაგრამ საყვარელი, როგორც მესმის, ის ადამიანია, რო-
მელსაც ვიღაც ლხინშიც უყვარს და ჭირშიც. იმის მიხედვით კი,
რაც მოვისმინე, იმ ქარაფშუტას მხოლოდ უკანალი აინტერე-
სებს. უკანალი და სპრინგერის სახელი. ბოდიშს ვიხდი ამ სიტ-
ყვებისთვის.
- მე ვფიქრობ, - ამბობს დედა და ჩუმდება, თუმცა სახე უბ-
რწყინავს. - დიდებულია. იცოდე. რომ ჯენისს აქვს...
- უკანალი, - ამთავრებს მის სათქმელს მიმი.
ცუდია, ფიქრობს ბაჭია, რომ ეს ორნი, მამა და მიმი, ცალი
ფეხით სამარეში მყოფ დედას ზნეობრივად რყვნიან.
- რაზე საუბრობდით შენ და ჩარლი? - ცივად ეკითხება
დას.
- ოჰ, რა ვიცი, ათას სისულელეზე, - პასუხობს მიმი, ტრი-
კოტაჟით შემოტმასნილ თეძოს მაღლა სწევს და მაგიდიდან ჩა-
მოდის, რომელზეც ისე იყო შემოსკუპებული, როგორც ბართან
მდგომ სკამზე. - ის თუ იცოდით, რომ ავადმყოფი გული ჰქონია?
ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხები გაჭიმოს.
- გეგონოს, - ამბობს ბაჭია.

529
მკითხველთა ლიგა

- მისნაირი ქარაფშუტები, - წარმოთქვამს მამა და ტუჩებს


ამოძრავებს, ყბა რომ ადგილზე დააბრუნოს, - ას წლამდე ცხოვ-
რობენ და თავის გზაზე ყველა პატიოსან, ძირძველ ამერიკელს
მარხავენ. ახლა არ მკითხოთ, ასე რატომ ხდებაო - ღმერთს
ამის შესახებ თავისი მოსაზრება ექნება.
- მე კი მომეჩვენა, რომ სიმპათიური მამაკაცია, - ამბობს
მიმი. - ჭკვიანიც. და გაცილებით უკეთესი სიტყვებით გახა-
სიათებთ, ვიდრე თქვენ ამკობთ მას. იგი ბევრს ზრუნავს ჯენისზე.
ალბათ, პირველი მამაკაცია ამ ოცდაათი წლის განმავლობაში,
ვინც მას ადამიანურად ექცევა. მან ჯენისში ბევრი კარგი რამ
დაინახა.
- ალბათ მიკროსკოპით აკვირდებოდა, - ამბობს ბაჭია.
- შენ კი, - მიმართავს მიმი ბაჭიას, - უდიდეს მშიშარად
გთვლის მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია. ვერაფრით
გაუგია, რატომ არ მიდიხარ და არ მიგყავს ჯენისი, თუ მისი დაბ-
რუნება გინდა.
ბაჭია მხრებს იჩეჩს.
- სიამაყის ან სიზარმაცის გამო. ძალის არ მჯერა. არ მიყ-
ვარს სპორტის კონტაქტური სახეობები.
- მე მოვუყევი მას, რა ნაზი ძმა იყავი.
- ყოველთვის ვწუხდი იმის გამო, რომ უმიზეზოდ ბუზსაც კი
არავის აუფრენდა, - ამბობს მამა. - ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდი-
ლება მრჩებოდა, თითქოს არც კი ვიცოდით, ბიჭის მაგივრად
გოგო თუ შეგვეძინა. ასე არ არის, დედა?
- არა. ნამდვილი ბიჭი იყო, - გაჭირვებით ამბობს დედა.
- თუ ასეაო, თქვა ჩარლიმ... - განაგრძობს მიმი.
- უკვე „ჩარლია“?! - აწყვეტინებს ბაჭია.
- თუ ასეაო, თქვა ჩარლიმ, ჰარი ომს რატომ ემხრობაო?

530
მკითხველთა ლიგა

- ჯანდაბა! - ამბობს ბაჭია. ის ვერც კი გრძნობს, რომ გა-


დაღლილია და აღარც მოთმენის უნარი შესწევს. - ყველა, ვი-
საც კი ტვინის ნატამალი შერჩენია, ამ დაწყევლილ ომს ემხრო-
ბა. თუ მათ ომი უნდათ, ჩვენც უნდა ვიომოთ. რა არის ამის ალ-
ტერნატივა? რა?
მიმი ბრაზმორეული ძმის დამშვიდებას ცდილობს.
- ჩარლის თეორიის მიხედვით, - ამბობს იგი, - შენ ნების-
მიერი უბედურება გაწყობს, რომელიც რაიმესგან გაგათავისუფ-
ლებს. შენ კმაყოფილი იყავი, როცა ჯენისი წავიდა, კმაყოფილი
იყავი, როდესაც სახლი დაგეწვა.
- უფრო კმაყოფილი ვიქნები, - ამბობს ბაჭია, - როცა მაგ
დათაფლულ ქვემძრომს აღარ შევხვდები.
მიმი მას ისეთ მზერას მიაპყრობს, რომლითაც უამრავი მა-
მაკაცისთვის მიუჩენია საკადრისი ადგილი.
- როგორც აღნიშნე, ის ჩემს გემოვნებაში ჯდება.
- მართალი ხარ. განგსტერი. სულაც არ არის გასაკვირი,
რომ იქ იმდენს ჟიმაობ, მალე მორგში გადასაყვანი გახდები.
იცი კი, რა ბედი ელით შენნაირ წვეულებათა გოგოებს? ის, რომ
კორონერის ანგარიშში მათი სახელი გაჩნდება. მას შემდეგ,
რაც ძალიან ბევრი ძილის წამალი დალიეს, რადგან ტელეფო-
ნი აღარ რეკავდა, განგსტერებმა კი სხვა, უკეთესი კონდიციების
გოგოები გაიჩინეს. შენს თავს დიდი უბედურებაა და მთელი
მსოფლიოს სტავროსები ვერ გიშველიან. სწორედ მათი გა-
მოისობით ხარ შეტენილი იქ, სადაც იმყოფები.
- დე-დაა! - ყვირის მიმი ინსტინქტურად და დახმარების-
თვის გალეულ ინვალიდს მიმართავს, თავს რომ აკანტურებს
სამზარეულოს მაგიდასთან. - უთხარი ჰარის, რომ თავი დამა-
ნებოს.

531
მკითხველთა ლიგა

აქ ბაჭიას ახსენდება, რომ მათ შორის ჩხუბის არარსებობა


მხოლოდ ბლეფია: ისინი ხშირად კამათობდნენ.
მეორე დღეს, როდესაც ჰარი მამასთან ერთად სამსახური-
დან შინ ბრუნდება - ეს მისი ბოლო სამუშაო დღე იყო, - „ტორ-
ნადო“ ნიუ-იორკის ნომრებით სახლის წინ აღარ დგას. მიმი
მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მოდის, მას შემდეგ, რაც ჰარიმ
დაბეგვილი ღორის ხორცი ვახშმისთვის ღუმელში შედგა. მის
შეკითხვაზე, სად იყავიო, მიმი თავის ჭრელ ჩანთას რბილ დი-
ვანზე მოისვრის და პასუხობს:
- ოჰ, ბევრი ვიხეტიალე. ბავშვობის ადგილები მოვინახუ-
ლე. ცენტრი მართლაც სევდიანად გამოიყურება, არა? ირ-
გვლივ სულ ავტოსადგომების შავი ჩარდახები მოჩანს და შავე-
ბი დაიარებიან „აფრო“-ვარცხნილობით. ყველა მაღაზიაში ლი-
ნოლეუმია დაგებული. ერთი კარგი საქმე მაინც გავაკეთე.
უაიზერის ქვედა ნაწილში მდებარე პატარა მაღაზიაში შევიარე,
სადაც მემარცხენე გაზეთებს ყიდიან და ერთი ფუნტის არაქისი
შევიძინე. არ დაიჯერებ, მაგრამ ბრუერი ერთადერთი ადგილია,
სადაც კარგი, ნაჭუჭიანი მიწის თხილის ყიდვა შეიძლება. ნახე,
ჯერაც თბილია.
ძმას პატარა პაკეტს ესვრის. ბაჭია მარცხენა ხელით იჭერს
და სანამ სასტუმრო ოთახში საუბრობენ, თხილს აკნატუნებს, ნა-
ჭუჭს კი ყვავილების ქოთანში ყრის.
- ისევ სტავროსთან იყავი, არა? - ეკითხება დას.
- შენ ხომ ამიკრძალე.
- დიდი ამბავი, თუ აგიკრძალე. როგორ არის? ისევ თავის
გულზე წუწუნებს?
- გულში ჩამწვდომი ადამიანია. თუნდაც თავის დაჭერის მა-
ნერით.
- ვაიმე, ვაიმე. ისევ დეტალურად დამამუშავეთ?

532
მკითხველთა ლიგა

- არა, ეგოისტებივით მხოლოდ საკუთარ თავზე ვსაუბრობ-


დით. სწრაფად მიხვდა, რასაც წარმოვადგენ. ჯერ პირველი ჭი-
ქაც არ გვქონდა შესმული, რომ თავისი მუქი სათვალით თავი-
დან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა: „სექ-
სბიზნესში მოღვაწეობ, არა?“ თხილი მომეცი.
ბაჭია მუჭით გადაუყრის. თხილი მიმის მკერდზე ეყრება.
მას ვიწრო, წინიდან შესაკვრელი კაბა აცვია, რომელიც ხვლი-
კის ტყავს ჰგავს. როდესაც ფეხებს პუფზე შემოაწყობს, სიღრმი-
დან კოლჰოტის რომბიც კი მოუჩანს. ზანტად და რბილად მოძ-
რაობს. ნაკლებად ხისტი მზერა აქვს, თუმცა გრიმი ახალდადე-
ბულივით უბრწყინავს.
- სულ ეს არის, რაც გააკეთეთ? - ეკითხება ბაჭია. - მხო-
ლოდ ისადილეთ?
- დი-ი-ახ, ბა-ა-ტონებო.
- რისი დამტკიცება გსურს? მეგონა, რომ დასავლეთიდან
დედის დასახმარებლად ჩამოხვედი.
- დედის დასახმარებლად, შენს დასახმარებლად. როგორ
დავეხმარო, ექიმი ხომ არ ვარ.
- უღრმესი მადლობა, დახმარების ხელი რომ გამომიწოდე
და ჩემი ცოლის საყვარელი ლოგინში ჩაიწვინე.
მიმი თავს უკან აგდებს და იცინის, რაც ჰარის მისი ყბების
ნალისებური ფორმისა და მოელვარე თეთრი ნახევარწრის და-
ნახვის შესაძლებლობას აძლევს. უეცრად სიცილი მოსხეპილი-
ვით წყდება და ქალის თვალები ძმას სერიოზულად, თავხედუ-
რად ათვალიერებს.
- არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა რომ გქონდეს, რო-
მელს ამჯობინებდი - ჩემთან დაწოლილიყო თუ ჯენისთან?
- ჯენისთან. მასთან დაწოლა ყოველთვის შემიძლია - ვგუ-
ლისხმობ, რომ ეს შესაძლებელია, შენთან კი - არასდროს.

533
მკითხველთა ლიგა

- გასაგებია. გეთანხმები, - მხიარულად ეთანხმება მიმი. -


დედამიწაზე არსებულ მამაკაცთა შორის მხოლოდ შენ გეკრძა-
ლება ეს. შენ და მამას.
- ჰოდა, როგორ გამოვიყურები ამ კუთხით?
მიმი სახეში აშტერდება და მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს:
- სასაცილოდ.
- ასეც ვფიქრობდი. ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა იჟიმავე
სტავროსთან? თუ უბრალოდ მაშაყირებ? სად წახვედით? განა
ჯენისი მის გაპარვას ვერ შეამჩნევდა?
- კარგი, რა... მას შეეძლო ეთქვა, რომ მყიდველთან
შეიარა, ან სადმე სხვაგან, - ვარიანტებს სთავაზობს მიმი, რო-
მელსაც ეს საუბარი უკვე მობეზრდა. - ან რომ ეს მისი საქმე
არაა. ევროპელები ასე იქცევიან. - დგება და ხვლიკის ტყავის
კაბის ღილებს თითებით დაუვლის - ამოწმებს, რომელიმე ხომ
არ შეეხსნა. - წამოდი, დედა ვინახულოთ, - ამბობს და ამატებს:
- ნუ ღელავ. კარგა ხანია, წესად მაქვს, რომ სამზე მეტად არა-
ვის შევხვდე. ცხადია, თუ ამაში კარგ პროცენტებს არ გადამიხ-
დიან.
საღამოს, მიმის მოთხოვნით, ყველანი გამოეწყობიან და
ქალაქის სამხრეთით, ბეისბოლის სტადიონის მიმართულებით
მდებარე „გერმანულ“ რესტორანში მიდიან, სადაც შვედური მა-
გიდის დღეა. თუმცა დედას თავი უცახცახებს და გაჭირვებით უმ-
კლავდება ვაშლის ნამცხვრის ქერქს, მაინც ღირსეულად გა-
მოიყურება, სახეზე კი კმაყოფილება აღბეჭდვია - როგორ ერ-
თხელაც არ მოაფიქრდათ მას და მამას, რომ სადმე წაეყვანათ?
ბაჭიას სწყინს საკუთარი სიბრიყვე და დასაძინებლად წასვლამ-
დე - ახლა მიმის თავის ძველ ოთახში სძინავს, ნელსონს კი -
მასთან, - დას ჰოლში ეუბნება:

534
მკითხველთა ლიგა

- შენ ნამდვილი პატარა „მის ყველაფრის მომგვარებელი


ხარ“, მეთანხმები?
- დიახაც, - იღრინება იგი. - შენ კი - უბრალოდ დიდი „მის-
ტერ უთავბოლობა“. - მისი თანდასწრებით იწყებს ღილების შეხ-
სნას და მხოლოდ მაშინ შეაქცევს ძმას ზურგს, როდესაც იგი
კარს გაიხურავს.
შაბათ დილით მიმის თავისი „ტორნადოთი“ ნელსონი
ფოსნაჰტებთან მიჰყავს: ჯენისი დედას მოელაპარაკა, რომ ის
და პეგი მთელ დღეს ბავშვებთან ერთად გაატარებდნენ. თუმცა
ჯაჯმაუნთიდან დასავლეთ ბრუერამდე მხოლოდ ოცი წუთის სა-
ვალია, მიმი შინ მხოლოდ ორი საათისთვის ბრუნდება.
- ჰა, აბა, კარგი იყო? - ეკითხება ბაჭია.
- რა?
- არა, სერიოზულად გეკითხები. მართლა დიდოსტატია
ასეთ საქმეებში, თუ ისე რა? შენ ეს ნამდვილად არ შეგეშლება.
თავიდან იმასაც ვფიქრობდი, რაღაც სჭირს-მეთქი, თორემ რა-
ღა ჯენისს მიეწება, როცა გარშემო ახალ-ახალი ჩიტების ამხე-
ლა არჩევანია.
- შესაძლოა, ჯენისში რაღაც განსაკუთრებული ღირსებები
აღმოაჩინა.
- მოდი, კაცზე ვილაპარაკოთ. შენი გამოცდილებიდან გა-
მომდინარე. - მას ეჩვენება, რომ მიმისთვის ყველა მამაკაცი ერ-
თშია განსხეულებული და მათი სახეები, ტანი და ხელები ვარ-
დისფერ კედელს ქმნიან. წარსულში, როდესაც კალათბურთს
თამაშობდა, იგივე ხდებოდა - ყველა მაყურებელი ერთ, მოღ-
რიალე მოწმედ გადაიქცეოდა ხოლმე და მთელი სამყაროც ის
იყო. - შენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, - აზუს-
ტებს იგი.

535
მკითხველთა ლიგა

- რატომ საკუთარ ბაღს არ გააშენებ? განა ეგ არ სჯობია


აქეთ-იქით ხეტიალსა და სხვის ბოსტანში ბალახის წიწკნას? -
ეკითხება მიმი და როცა კლოუნის ტანსაცმელში გამოწყობილი
შემოტრიალდება, მისი ქვედა ნახევარი ჰორიზონტალური გა-
ნივებით გაკეთებულ ჭიშკარს ემსგავსება.
- ბაღი არა მაქვს, - ამბობს ბაჭია.
- იმიტომ, რომ მისი გაშენება არც კი გიცდია. ყველა ცდი-
ლობს, თავის ცხოვრებას გარკვეული წესების ღობე შემოავ-
ლოს. შენ კი, რაც მოგეპრიანება, იმას აკეთებ, და როცა ყვე-
ლაფერი ფეთქდება ან ინგრევა, ზიხარ წარბშეკრული და თითს
არ ანძრევ.
- ღმერთო ჩემო, - ამბობს ბაჭია, - მე ათი წლის განმავ-
ლობაში ყოველდღე სამსახურში დავდიოდი.
მიმი ხელს გაიქნევს.
- მოგწონდა ასეთი ყოფა და იმიტომ. ეგ ყველაზე იოლი
გასაკეთებელი იყო.
- შენ მე თანდათან ჯენისს მაგონებ.
იგი კვლავ ტრიალდება და ჭიშკარი იღება.
- ჩარლიმ მითხრა, ჯენისი ფანტასტიკურია, ველური ქა-
ლის ტემპერამენტი აქვსო.
კვირას მიმი მთელი დღე სახლიდან არ გასულა. შემდეგ
მამის ძველი „შევროლეთი“ ყველანი ხრეშის კარიერისკენ
მიემართებიან, სადაც ბავშვობაში ხშირად დასეირნობდნენ.
თეთრი ზიზილებითა და ყვითელი ოქროწკეპლებით მო-
ფენილ მინდვრებში ვიწრო ბილიკებია გათელილი. კარიერის-
გან მიწაში მხოლოდ დიდი რუხი ხვრელია დარჩენილი. დახვა-
ვებული ფარდულები და ცემენტის მოსარევი ღარები, რომელ-
შიც ცემენტს ურევდნენ, - ეს ყველაფერი ოზის ქვეყანაში აღმარ-
თულ კოშკს ჰგავს, - ისევე, როგორც გამოქვაბულში შესასვლე-

536
მკითხველთა ლიგა

ლი, სადაც ბავშვებს დამალვა და ერთმანეთის შეშინება უყვარ-


დათ, ბულდოზერებს თიხითა და გოფრირებული რკინის დაჟან-
გული ფურცლებით ამოუქოლავთ.
- ძალიანაც კარგი, - ამბობს დედა, - რა საშინელება არ
გადახდენიათ აქ მამაკაცებსა და ბიჭებს.
ისინი უორენ-სტრიტზე ალუმინით გაწყობილ ერთ-ერთ კა-
ფეში სადილობენ, საიდანაც ვიადუკი მოჩანს, მაგრამ ამჯერად
ყველაფერი ისე სასურველად არ მიმდინარეობს - დედა პირს
არაფერს აკარებს.
- მადა არ მაქვს, - ამბობს იგი, მაგრამ ბაჭიას და მიმის
აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ კაბინები ერთმანეთთან ძალზე
ახლო-ახლო მდებარეობს და მკვეთრადაა განათებული, დე-
დას კი არ სურს, რომ მისი უძლურება ყველასთვის თვალში სა-
ცემი იყოს.
შემდეგ ისინი კინოში მიდიან. „ვეტში“ გამოქვეყნებული
ანონსი მაყურებლებს არჩევანს სთავაზობს: „მე უცნაურად ყვი-
თელი ვარ“, „შუაღამის კოვბოი“, ორმაგი სეანსი - „ბიწიერება“
და „ცირკი („გოგონებს ასეთი თამაში ჯერ არ უნახავთ!“), შვედუ-
რი პორნოფილმი „დიახ“ და „სასაცილო გოგონა“. სახელწო-
დების მიხედვით, ეს უკანასკნელიც პორნოფილმი უნდა იყოს,
მაგრამ მასში ბარბრა სტრეიზანდი თამაშობს - მაშასადამე, მუ-
სიკა იქნება. - ისინი შვიდის ნახევრის სეანსზე იღებენ ბილე-
თებს. დედა იძინებს, მამა დგება, დარბაზის სიღრმისკენ მიემარ-
თება და გულის გამაწვრილებელი ხმით ესაუბრება მებილეთეს,
სანამ რომელიღაც მაყურებელი არ დაუყვირებს, გაჩუმდიო.
როცა დარბაზში შუქი ინთება, გასასვლელში სამი უსაქმური ისე
თავხედურად ათვალიერებს მიმის, რომ ბაჭია მათ მაღლა აშ-
ვერილ შუათითს უჩვენებს. ქუჩაში გამოსული დედა მკვეთრი შუ-
ქისგან თვალებს ახამხამებს და ამბობს:

537
მკითხველთა ლიგა

- კარგი იყო. რა მახინჯია. ეს ფანი. თუმცა დახვეწილი. ის


განგსტერიც. მაშინვე მიხვდა, რომ ნიკ არნსტაინი განგსტერია.
ყველა მიხვდა ამას.
- ყოჩაღი გოგოა, - ამბობს მიმი.
- ჩვენს ქვეყანას განგსტერები როდი ღუპავენ, - ამბობს მა-
მა. - თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს მრეწველების ბრალია.
გიგანტური ქონება. მელონები და დიუპონები - აი, ვინ უნდა ჩას-
ვან ციხეში.
- რადიკალივით ნუ ლაპარაკობ, მამა, - ეუბნება ბაჭია.
- სულაც არა ვარ რადიკალი, - არწმუნებს მოხუცი, - რა-
დიკალი რომ გახდე, მდიდარი უნდა იყო.
ორშაბათს ცა მოღრუბლულია. ეს პირველი დღეა, როცა
ჰარი უმუშევარია. მას შვიდზე ეღვიძება, მაგრამ სამსახურში
მხოლოდ მამა მიდის. მასთან ერთად - ნელსონიც. ის კვლავ
დასავლეთ ბრუერის სკოლაში დადის და უაიზერზე ავტობუსის
გამოცვლა უწევს. მიმი სახლიდან თერთმეტისთვის გადის. საით
მიემართება - არ ამბობს. ბაჭია ბრუერის „ტრიუმფში“ განცხადე-
ბებს ათვალიერებს ვაკანსიების შესახებ. ბუღალტერი. ადმინის-
ტრატორის სტაჟიორი. მღებავის დამხმარე. ავტომექანიკოსი.
ბარმენი. ქვეყნად უამრავი სამუშაო ადგილია, ნიქსონის დროს
არსებული კრიზისის დროსაც კი. ბაჭიას სადაზღვევო აგენტები-
სა და პროგრამისტების გვერდი არ აინტერესებს და გამყიდვე-
ლების სვეტს გადაავლებს თვალს, შემდეგ კი კომიქსებზე გადა-
დის. ეშმაკმა წაიღოს ეს „ბინა 3-გ“, ისეთი შეგრძნება აქვს, თით-
ქოს წლობით ცხოვრობდა ამ გოგოებთან ერთად, ნეტავ რო-
დის ნახავს მათ შიშვლებს? მხატვარი მათ სააბაზანოში ათავ-
სებს და მოშიშვლებული მხრებით, წინა პლანზე გამოტანილი
ფეხებითა და ლიფის ბრეტელთან კეკლუცად მიტანილი ხელით
აღიზიანებს მას - ყველაზე საინტერესო, როგორც წესი, არ

538
მკითხველთა ლიგა

ჩანს. ბაჭია ითვლის: „ვერიტმა“ მას ორი თვის ხელფასი წინას-


წარ გადაუხადა, შემდეგი ოცდაჩვიდმეტი კვირის განმავლობაში
უმუშევრობის დახმარებას მიიღებს, მერე კი მამის პენსიაზე იც-
ხოვრებს. ეს ნელი სიკვდილივითაა: უფსკრულში გადაჩეხვას
არ განებებენ და გამუდმებით სისხლის გადასხმის პროცედუ-
რებს გიტარებენ, სხვაგვარად ყველა უხერხულად იგრძნობს
თავს. ბაჭია განქორწინების განცხადებებსაც შეათვალიერებს,
საკუთარ გვარს ვერსად ხედავს და ზემოთ, დედასთან ადის.
ის ლოგინში ზის, ხელები წყნარად დაუშვია კუბოკრულ სა-
ბანზე, დედისგან რომ ერგო მემკვიდრეობით. ტელევიზორიც
დუმს. დედა ფანჯრიდან ნეკერჩხლის ხეებს უყურებს, რომელ-
თაც შემოძარცვია მწვანე სამოსი, ამიტომ ოთახი თვალისმომ-
ჭრელადაც კი არის განათებული. უმოძრაო სხეულისა და წამ-
ლებისგან მომავალი ბაღის პიტნის სუნი ერთმანეთს ერევა და
სევდისმომგვრელ ატმოსფეროს ქმნის. ქვემოთ ჩამოსვლა რომ
არ დასჭირვებოდა, მოხუცს რადიატორის გვერდით ღამის ქო-
თანზე დასაჯდომი მოუწყვეს. ბაჭია საწოლზე მძიმედ ეშვება, დე-
და ცოტათი მაინც რომ გამოაცოცხლოს. ქალის თვალები,
რომლებსაც თითქოს გამჭვირვალე აპკი გადაჰკვრია, ფარ-
თოვდება, პირი მოძრაობს, მაგრამ ბგერებს არ გამოსცემს,
მხოლოდ ნერწყვს გამოიმუშავებს.
- რა ხდება? - ხმამაღლა ეკითხება ჰარი. - საქმე როგორ
მიდის?
- ცუდი სიზმრები, - ამბობს ქალი გაჭირვებით. - „ელ-დოპა“
რაღაცას უკეთებს ორგანიზმს.
- როგორც პარკინსონის დაავადება. - არანაირი გამოხ-
მაურება. ბაჭია სხვა მხრიდან ცდილობს მიდგომას: - ჯულია არ-
ნდტის შესახებ რა ისმის? და კიდევ იმის - რა ჰქვია? - მეიმი
კელოგი? - მოსანახულებლად აღარ მოდიან?

539
მკითხველთა ლიგა

- მე მათ აღარ ვაინტერესებ.


- მათი ჭორები ხომ არ მოგენატრა?
- ჩემი აზრით, მათ შეეშინდათ, როცა ყველაფერი გამარ-
თლდა.
- რომელიმე შენი სიზმარი მომიყევი, - არ ეშვება ბაჭია.
- ფუფხს ვიცილებდი მთელი სხეულიდან. ერთი ავიძვრე
და მის ქვეშ ბაღლინჯოები იყვნენ, ისეთები, ქვის ქვეშ რომ
ცხოვრებენ.
- ოჰო. ეს მართლაც არ დაგაძინებს. მოგწონს, მიმი რომ
ჩვენთან არის?
- კი.
- ისევ ისეთი გატლეკილია, არა?
- ცდილობს, მხიარული იყოს.
- ეს არც ისე ადვილია.
- დუიმ-დუიმ, - ამბობს დედა.
- რა თქვი?
- ასე ამბობდნენ საბავშვო გადაცემაში. ერლი წასვლის წინ
ტელევიზორს ჩართულს მიტოვებს. დუიმ-დუიმ ცხოვრება.
- მერე როგორ არის?
- არის ნაღდი ცხონება. იარდ-იარდ წახვალ და რუსაც ვერ
გადალახავ.
ბაჭია ისე ხმამაღლა იცინის, რომ საწოლი ცახცახებს.
- სად დავუშვი შეცდომა, შენი აზრით?
- ვინ ამბობს, რომ დაუშვი.
- არც სახლი, არც ცოლი, არც სამუშაო. საკუთარ შვილს
ვძულვარ და მეუბნება, რომ სულელი ვარ.
- შენ იზრდები.
- მიმი ამბობს, წესების მიხედვით ცხოვრება ვერ ისწავლე-
ო.

540
მკითხველთა ლიგა

- შენ ეს არც გჭირდებოდა.


- მართლა? ნორმალურ სამყაროში ეს წესები საჭირო არ
იქნებოდა.
ამაზე დედას მზა პასუხი არა აქვს. ჰარი ფანჯარაში იყურე-
ბა. იყო დრო - ერთი წლის შემდეგ, რაც მშობლიური სახლიდან
წავიდა, და ხუთი წლის შემდეგაც კი, - როცა ეს უბადრუკი ქუჩა
თავის ნებაზე მიშვებული მაღალი ხეებით, ნეკერჩხლის ფესვე-
ბისგან ამობურცული ტროტუარებით, ქვიშაქვით ნაგები კედლე-
ბითა და თუჯის შეღებილი გისოსებით, ორ ოჯახზე გათვლილი
დაბალი სახლებით, აგურით აშენებული და რუხი გრანიტით მო-
პირკეთებული ფრონტონები რომ ჰქონდა, ჰარის ისევე აჯადო-
ებდა, როგორც საკუთარი არსებობის სასწაული. მთელი ეს უშ-
ნო გარემო მისი ცხოვრების მოწმე იყო. ეს მისი სისხლით სავსე
ფიალა გახლდათ, სამყაროს ცენტრი, სადაც ნეკერჩხლის ხი-
დან ჩამოვარდნილი თესლის ყოველი პატარა მარცვალიც კი
გალაქტიკებზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი ყვე-
ლაფერი სხვაგვარადაა. ჯექსონ-როუდი ჩვეულებრივ ქუჩას და-
ემსგავსა. მილიონობით მსგავსი ამერიკული ქუჩა მილიონობით
სიცოცხლეს აძლევს თავშესაფარს, რომლებიც მათზე დადიან.
ქუჩები კი ამას ვერ ამჩნევენ და არც დარდობენ. თანდათანო-
ბით თვითონაც ნადგურდებიან და საკუთარი კვდომაც არ ანაღ-
ვლებთ. ხოლო როდესაც უროს დამანგრეველ ძალას იგემე-
ბენ, მრავალზამთარგამოვლილ ფასადებს მანჭავენ. რამდენ
ხანსაც უნდა ესაუბროს გუნებაში დედა ამ ნეკერჩხლებს, რო-
მელთა ტოტები - ეს ნისლის გველები - ვიტრაჟის ტყვიის ალა-
თებივით რომ გაშეშებულან ამ ორ ფანჯარაში, - დედამიწაზე
მის არსებობას ერთი სუნთქვითაც არ გაახანგრძლივებენ. ასე-
ვე, ხვალ თუ მოჭრიან, ბოლოს და ბოლოს ჯექსონ-როუდს გა-
ფართოება რომ ეღირსოს, დედის მზერა, რომლის მეოხებითაც

541
მკითხველთა ლიგა

ისინი მის სულს შეეზარდნენ, ხეების გაქრობას წამითაც ვერ


შეაჩერებს. და ახალი სინათლე, რომელიც ოთახში გადმოიღ-
ვრება, მათ საერთოდ გადაავიწყებს. დრო ჩვენი ჭეშმარიტი
საცხოვრებელი გარემოა და არა დაუპატიჟებელი სტუმარი. რა
საწყენია, რომ ოცდათექვსმეტი წელი უნდა გასულიყო, ამას
რომ მიმხვდარიყო. ბაჭია ფანჯრებს თვალს არიდებს და ამ-
ბობს, რამე მაინც რომ თქვას:
- მიმის ჩამოსვლით მამა ძალიან ბედნიერია. - მაგრამ სა-
ნამ იგი დუმდა, დედას თავი ბალიშზე მიუდვია - გაქათქათებულ
თეთრეულზე სისხლივით წითელი ნესტოები მოჩანს, - და ჩას-
ძინებია.
ბაჭია ქვემოთ ეშვება და არაქისისკარაქიან სენდვიჩს იმზა-
დებს. ჭიქაში რძეს ისხამს. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სახ-
ლში მყიფე წონასწორობაა და მისმა ნაბიჯებმა შეიძლება დედა
შეანჯღრიოს და უფსკრულში გადაუშვას. სარდაფში ჩადის და
იქ თავის ძველ კალათბურთის ბურთს აღმოაჩენს. აი, სას-
წაული. ტუმბოს ნემსი ნიპელშია ჩარჩენილი. ნივთები ყოველ-
თვის ერთგულად ელიან პატრონს. კალათბურთის ფარი ბა-
დიანი რგოლით კვლავაც გარაჟის კედელზეა მიხრახნილი,
მაგრამ წლების განმავლობაში რკინა დაიჟანგა, ჭანჭიკები კი
მოეშვა, ასე რომ, პირველი ტყორცნისთანავე ოდნავ იბრიცება.
ამის მიუხედავად, ბაჭია ხტომას განაგრძობს და მალე ბურთის
ტყორცნის უწინდელი შეგრძნება უბრუნდება. მაღლა და რბი-
ლად, მაღლა და რბილად. წარმოიდგინე, რომ ბურთმა მხო-
ლოდ მორკალული რკინა უნდა გადალახოს, დაივიწყე, რომ ეს
კალათია. მოღრუბლული დღეა და სინათლე თვალს არ სჭრის.
ბაჭია წარმოიდგენს, რომ მას ტელევიზორში უჩვენებენ - საინ-
ტერესოა პროფესიონალების ყურება. უკვე იმის მიხედვით, თუ
როგორ აიჭრებიან ჰაერში, შეგიძლია გამოიცნო, ჩავარდება

542
მკითხველთა ლიგა

თუ არა ბურთი კალათში. მიმი სახლიდან გამოდის, უკანა ზღურ-


ბლის კიბეებზე ეშვება და ცემენტის ბილიკით მისკენ მოემართე-
ბა. ფართოგადანაკეცებიანი შავი კოსტიუმი და მუხლებამდე შა-
ვი კაბა აცვია. ბერძენს ამგვარი ტუალეტი მოეწონება. კლასი-
კური ქვრივია.
- ახალი კოსტიუმია? - ეკითხება ბაჭია.
- „კროლსში“ ვიყიდე. წარმოუდგენელი სიძვირეა, მაგრამ
დარბაისლური სამოსი ორჯერ უფრო იაფად აქვთ.
- მეგობარ ჩარლისთან მიდიხარ პაემანზე?
მიმი ჩანთას ძირს დებს, თეთრ ხელთათმანებს იხდის და
ძმას ანიშნებს, ბურთი გადმომიგდეო. მას ახსოვს, რომ სკოლა-
ში იგი ოცდაერთიდან ათ ქულას აგროვებდა. ახალგაზრდობა-
ში მიმი სწრაფი და მიმწოლი იყო და მეტ წარმატებასაც მიაღ-
წევდა, ძმის დიდებას ხელი რომ არ შეეშალა.
- და მეგობარ ჯენისთანაც, - პასუხობს იგი და ბურთს
სტყორცნის. ცოტათი აცილებს.
ბაჭია ბურთს უბრუნებს.
- ცოტა მაღლა, - ურჩევს დას. - ჯენი სად ნახე?
- რესტორანში მოგვაგნო.
- იჩხუბეთ?
- არა. ყველამ ჯერ მარტინი დავლიეთ, მერე - რეცინა და
გვარიანად გამოვთვერით. ჯენისი კარგად გამასხარავებს - ეს
რაღაც ახალია. - მიმი შეღებილ თვალებს ჭუტავს და ბურთს
კალათს უმიზნებს. - ამბობს, რომ ბინის დაქირავებას აპირებს,
სადაც მხოლოდ ის და ნელსონი იცხოვრებენ.
ამჯერად ბურთი კალათის რგოლს ხვდება და ჭანჭიკები
უფრო მეტად ეშვება.
- მაგას არ დავუშვებ.
- ნუ დაიწყებ შენებურად. საქმე აქამდე არ მივა.

543
მკითხველთა ლიგა

- არ მივა, არა? ძალიან ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავ-


ზე, შე პაწია ყოვლისმცოდნევ?
- ვცდილობ. მომეცი, კიდევ ვტყორცნი.
როდესაც მიმი ჭუჭყიან ბურთს კალათისკენ სტყორცნის,
პიჯაკის გადანაკეცები მაღლა ეწევა. ჟინჟღლავს. ბურთი რგო-
ლის ქვემოთ გაიშხუილებს და ბადეს ხვდება - უფრო სწორად,
იმ ადგილს, სადაც ბადე უნდა ყოფილიყო.
- როგორ მოახერხე სტავროსთან დაწოლა, თუ ჯენისიც იქ
იყო?
- ჯენისი მამამისთან გავგზავნეთ.
ბაჭიას მხოლოდ უკმეხად უნდოდა რაიმეს თქმა, პასუხს
არც კი ელოდა.
- საბრალო ჯენისი, - ამბობს იგი. - წარმომიდგენია, რო-
გორ გრძნობს თავს მეორე პლანზე.
- გითხარი, შენებურად ნუ დაიწყებ-მეთქი. ხვალ უკან მივ-
ფრინავ. ჩარლიმ უკვე იცის. ჯენისმაც.
- რას ამბობ, მიმი! ასე ჩქარა? ამათ რას უპირებ? - ბაჭია
სახლზე უთითებს, რომელიც უკნიდან მაღალი და მრავალბი-
ნიანი მოჩანს. უპატრონოდ მიგდებული, მოყანყალებული, ხის,
გუდრონისა და სოლყავრისგან აშენებული ნაგებობაა, რომე-
ლიც აშკარად არ შეესაბამება სოლიდურ შთაბეჭდილებას, ქუ-
ჩიდან რომ იქმნება. - გული გაუსკდებათ.
- უკვე იციან. ჩემი ცხოვრება იქ არის, აქ ვერ გავძლებ.
- იქ კი ვინ გელოდება? სექსუალური გადახრების მქონე
ადამიანთა ბანდა და ვენერიულ დაავადებათა აკიდების შანსი.
- ოჰ, როგორი ფაქიზი მყავხარ. შენთვის არ მითქვამს? იქ
ჩვენ სისუფთავეზე პირდაპირ ჭკუა გვეკეტება.
- ვიცი. მიმი, აჯობებს, სხვა რამ მიამბო. ნუთუ ამდენი ჟი-
მაობა არ გბეზრდება? იმის თქმა მინდოდა, რომ... - ბაჭიას უნდა

544
მკითხველთა ლიგა

დას აგრძნობინოს, რომ მისი შეკითხვა თავხედობით კი არ


არის განპირობებული, არამედ - მასზე ზრუნვით, - ეს, ალბათ,
ძალზე დამღლელია.
მიმი ხვდება, რისი თქმაც უნდა ძმას და გულახდილად პა-
სუხობს:
- არა, არ ვიღლები. ქალიშვილობისას მეგონა, რომ ეს
მართლაც მომაბეზრებელი იყო. ახლა კი, როცა ქალი ვარ,
სხვაგვარად ვფიქრობ. ეს ჩვენი საქმიანობაა, მაგრამ ამას ხომ
ყველა აკეთებს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გბეზრდება კიდეც, მაგ-
რამ მაშინაც არის ამაში რაღაც კარგი. ყველას უნდა, რომ კარ-
გი იყოს, ნუთუ არ შეგიმჩნევია? არავის ეხატება გულზე სიბინ-
ძურეში ყოფნა. მაგრამ გზა უნდა მოინახოს წუმპიდან მათ ამო-
საყვანად. მათ დახმარება სჭირდებათ.
აქ, ქუჩაში, მიმის ქამანდივით მოხატული თვალები გაცი-
ლებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილე-
შია.
- კარგი, კარგი, - ყოყმანით ამბობს ბაჭია. ძალიან უნდა,
რომ დამ მასაც მოჰკიდოს ხელი და ამოათრიოს.
ბავშვობაში უფროს ძმას ყოველთვის ეშინოდა, დაიკო კა-
რიერში არ ჩავარდნილიყო და ხელს არ უშვებდა. აი, ახლა კი
აღარ იჭერს და ისიც ქვემოთ დაეშვა, თუმცა ამბობს, რომ ეს
ნორმალურია, რომ ვარდნა - ბუნებრივი მოვლენაა. მიმი კი სი-
ცილით განაგრძობს:
- შენსავით მიზეზიანი არასდროს ვყოფილვარ. თუ გახ-
სოვს, ვერ იტანდი, როცა ერთ თეფშზე რამდენიმე კერძს გი-
დებდნენ და ხორცს ბარდის სოუსი ესხა. მე კი დაგცინოდი, გე-
უბნებოდი, ჯერ ყველაფერი ერთმანეთში აურიე, ნერწყვს რომ
დაემსგავსოს და მერე ჭამე-მეთქი. ამის შემდეგ მთელი კვირა
საჭმელს ვერ ეკარებოდი.

545
მკითხველთა ლიგა

- რატომღაც ვერ ვიხსენებ. სტავროსი მართლაც კარგია,


არა?
მიმი ბალახზე დაგდებული ხელთათმანების ასაღებად იხ-
რება.
- ის უბრალოდ კარგია. - იგი ყურადღებით უყურებს ძმას
და ხელთათმანებს ხელისგულზე იბერტყავს. - კიდევ მინდა რა-
ღაც გაგიმხილო, - ამბობს ბოლოს.
- რა? - ბაჭია უარესი დარტყმისთვის ემზადება, რომლის
შემდეგაც ყველაფერი გაქრება.
- წვიმა მოდის. - ამბობს მიმი და ვიწრო ეზოში გამავალი
ბილიკით მოყანყალებული უკანა ზღურბლის კიბეზე არბის. ძვე-
ლებურად სწრაფი და შეუპოვარია. ამასობაში კი წვიმა მატუ-
ლობს.
ბაჭია ბურთს ხელს დასტაცებს და დას დაედევნება.
მშობლების სახლში ბაჭია არაქისისკარაქიან სენდვიჩებს
ნთქავს და კაკაოს აყოლებს. სახლიდან გასული მამამისისა და
ნელსონის ფეხის ხმა აღარ ისმის, ის დიდხანს კოტრიალობს
ლოგინში, ბოლოს კი გულმოდგინედ მასტურბირებს. ამას თვი-
თონ ოთახი ითხოვს - პატარა და სიგრძეში გაწელილი, რომე-
ლიც ბავშვობაში ღამის სწრაფი მატარებლის ვაგონს აგონებ-
და. ერთადერთი ფანჯარა სახლებს შორის გასასვლელს გაჰ-
ყურებს, რომელსაც მზე არასოდეს სტუმრობს. უფრო დიდ ასაკ-
ში ექვსი ფუტი სიგანის ღრეჭოდან ფარდებჩამოფარებულ ფან-
ჯარას გასცქეროდა, სადაც მაშინ პატარა კეროლინ ზიმი ცხოვ-
რობდა. ზიმის ოჯახის წევრები მეღამურები იყვნენ. ზოგჯერ კე-
როლინი მასზე გვიან წვებოდა, თუმცა ბაჭია მასზე სამი კლასით
წინ იყო, და ცდას არ აკლებდა, რომ ფარდის მიღმა როგორმე
მისი შიშველი სხეულის ჩრდილი მაინც დაელანდა. თუკი ბალი-
შის გვერდით მდებარე ფანჯრის მინას სახით აეკვრებოდა, იმა-

546
მკითხველთა ლიგა

საც კი ახერხებდა, რომ დიაგონალზე მისტერ და მისის ზიმების


ოთახშიც შეეჭყიტა. ერთხელ, ღამით, იქ რაღაც ვარდისფერს
მოჰკრა თვალი, რაღაც ფუსფუსს, რაც ცოლ-ქმრის სქესობრივ
კავშირს მიამსგავსა. მაგრამ თითქმის ყოველ დილით, საუზმო-
ბისას, ზიმების ოჯახიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა და დედას სულ
უკვირდა, ამდენ ხანს ერთმანეთს როგორ უძლებენო. რომელ
სექსზე შეიძლება ლაპარაკი, როცა სახლში გაუთავებელი
აყალმაყალია. იმ დღეებში ბაჭიას ოთახში სპორტსმენები იმ-
ყოფებოდნენ, ძირითადად ბეისბოლისტები - სტენლი
მიუზიელის, ჯო ჯიმადოს, ლიუკ აპლინგისა და რუდი იორკის
პლაკატზე გამოსახული პორტრეტები. შემდეგ, გარკვეული ხნის
განმავლობაში, ბაჭია მარკებს აგროვებდა - ახლაც უჭირს ამის
დაჯერება, - და მათ დიდ, ცისფერ, ამობურცულყდიან, გლისე-
რებითა და გასანთლულქაღალდიანი კონვერტებით გაწყობილ
ალბომში ათავსებდა, რომელშიც მონტენეგროსა და სიერა--
ლეონეს განაღდებული მარკები ეწყო. მაშინ ეგონა, რომ მთელ
მსოფლიოს მოივლიდა და ყოველი ახალი ქვეყნიდან დედას
მარკებიან ღია ბარათებს გამოუგზავნიდა. უდიდეს სიამოვნებას
განიცდიდა, როდესაც მოგზაურობაზე, სირბილზე, გეოგრა-
ფიასა და ყველანაირ სამაგიდო თამაშზე ოცნებობდა, სადაც კა-
მათელი უნდა აგეგდო და სვლა გაგეკეთებინა. ისე ცხადად წარ-
მოედგინა ვაგონის კუპეში ცხოვრება, რომ თავს ზემოთ ტიტას
ფორმის აბაჟურის დაბინდულ ნათურასაც კი ხედავდა, რომე-
ლიც მატარებლის სვლისას ცახცახებდა. მაგრამ მოგზაურობა -
მოგზაურობად, მან კი სულ სხვა თამაშში გამოიჩინა თავი.
პლაკატები მისი ჯარში ყოფნისას ჩამოხსნეს, მათი დამჭე-
რი წებოვანი ლენტის კვალი კი შეღებეს. მქრქალი მინის ტიტა
მოზუზუნე და მოციმციმე ფლუორესცენციულმა თეფშმა შეცვა-
ლა. დედამ მისი ოთახი ხარახურის საწყობად აქცია. აქ შე-

547
მკითხველთა ლიგა

მოიტანეს ძველებური საკერავი მანქანა „ზინგერი“, „რიდერს--


დაიჯესტისა“ და „ფემილი სერკლის“ ძველი ნომრების დასტები,
ბრიჯის სათამაშო ლამპა, რომლის გატეხილი ელექტრომას-
რაც კისერმოწყვეტილ წიწილასავით ეკიდა. სევდის მომგვრე-
ლი სურათები ინგლისის ტყეებისა და იტალიური სასახლეების
გამოსახულებებით, „სირსთან“ ნაყიდი საწოლი, რომელზეც
ნელსონს ეძინა მიმის სტუმრობისას. სამშაბათს მიმი გაემგზავ-
რა, ნელსონი კვლავ მის ოთახში გადავიდა და მამა თავის მო-
გონებებსა და ფანტაზიებთან მარტო დატოვა. მან კი მასტურბი-
რებისას აუცილებლად ვინმე უნდა წარმოიდგინოს. ასაკის მა-
ტებასთან ერთად, რეალური ადამიანები მას ვეღარ აღაგზნე-
ბენ. ერთ ხანს ბაჭიამ პეგი ფოსნაჰტის წარმოდგენა სცადა, ვი-
ნაიდან იგი მისთვის ბოლო იყო და თანაც ტკბილად დაამახ-
სოვრა თავი, მაგრამ მისი მოგონება იმ აზრს უღვიძებდა, რომ
მისთვის არაფერი გაუკეთებია, ერთხელაც არ შეხმიანებია ხან-
ძრის შემდეგ და ამის სურვილიც კი არ ჰქონია. მისი ცისფერი
„ფიური“ მიწისქვეშა გარაჟში დააყენა, გასაღები კი ნელსონის
ხელით გაუგზავნა, რადგან მასთან შეხვედრის ეშინოდა, თუმცა
ყველაფერში ქალს ადანაშაულებდა - პეგიმ იგი შეაცდინა, სურ-
ვილის ცისფერი ნაპერწკალი გაუღვივა და ხანძრად აქცია. ყო-
ველი გაფიქრება ხანძრის შესახებ წვავს, შეტრუსული ცნო-
ბიერება გაქცევას ცდილობს. ხეირიანად ვერც ჯენისს იხსენებს
- მხოლოდ პატარა ღრმული ახსოვს წელზე, როდესაც ლოგინ-
ში ზემოდან ხელს ადებდა, სხვა მხრივ კი შემაცბუნებლად დამ-
ცინავ წყვდიადად წარმოუდგება, რომელშიც შეღწევას ვერ ბე-
დავს. ამიტომ ახოვან, ხეპრე ზანგის ქალს წარმოიდგენს, მსუ-
ქანს, მაგრამ არა ქონმოდებულს, მამაკაცურად დაკუნთულს, პა-
ტარა ულვაშითა და ჩატეხილი წინა კბილით. ჩვეულებრივ, ქა-
ლი მას ზემოდან აზის მოღიმარ ბუდასავით, ნელა აგორებს თა-

548
მკითხველთა ლიგა

ვის უკანალს მის თეძოებზე, ზოგჯერ იხრება და კაკაოსფერ


დიდ ძუძუებს მოკრივის ნაზდაბოლოებიანი ხელთათმანივით
უტყლაშუნებს სახეში. ბაჭიას ეჩვენება, რომ ამ უზარმაზარ მე-
ძავს სასაცილო ამბავს უყვება. ქალი ხარხარებს და სიცილი ძუ-
ძუებზეც გადაუვლის. ისინი ჩვეულებრივ ოთახში კი არ არიან,
არამედ მაღალჭერიან სხვენში. იქნებ ეს სულაც ფარდულია,
რომლის მრგვალი ფანჯრებიდან მტვრიანი შუქი შემოდის, ნივ-
ნივებზე კი, სახრჩობელას მსგავსად, თოკებია ჩამოკიდებული.
თუმცა, ჩვეულებრივ, ქალი ზემოდან აზის, თვითონ კი ზურგზე
წევს და მისი თითები ტუჩებად წარმოუდგენია, გათავებისას ყო-
ველთვის მუცელზე გადაგორდება. ზურგზე წოლისას ერთხე-
ლაც ვერ მოახერხა თესლის გადმონთხევა - ეს ძალზე წააგავს
აფეთქებას, ძალზე შემაძრწუნებელია, ღვთის გმობაა - ზურგზე
წოლისას გათავება. ამ მხარეს ხომ ღმერთია, რომელსაც მის
თავზე, როგორც აკვანზე, ფრთები განუფენია. ასე რომ, უმჯო-
ბესია, გადაბრუნდე და ყოველივე ჯოჯოხეთში ჩაანთხიო. ამ
მშვენიერ გულუხვ ნახვრეტში მოიისფრო-მოშავო ტუჩებით და
ოქროს კბილით.
ზოგჯერ ამ გულკეთილ, ერთფეროვნებისგან თავმობეზ-
რებულ ზანგ ღმერთქალს გამოჩენა არ სურს და მაშინ ბაჭია
ბების ეძახის. როდესაც დის ხანმოკლე ვიზიტისას ჰარიმ მას თა-
ვისი თავგადასავალი მოუყვა, მიმიმ გაკვრით უთხრა, ბებისთან
უნდა დაწოლილიყავიო - საქმე ხომ უკვე გაჩარხული იყო და
თვითონაც ქვეცნობიერად სურდა ეს. მაგრამ სიტუაციას ის აფუ-
ჭებდა, რომ, როგორც ახსოვდა, ბების ფანქრებივით წვრილი
და სპილოს ძვალივით ცივი თითები ჰქონდა და - არც ერთი
რბილი ადგილი, მხოლოდ ნაჭუჭი. სახის ნაოჭებზეც სიბრძნე
ეწერა, რომლისგანაც ცუდად ხდებოდა. მას უკეთესად გამოს-
დიოდა, როცა წარმოიდგენდა, თითქოს ფილმს უყურებდა, რო-

549
მკითხველთა ლიგა

მელშიც თვითონ არ მონაწილეობდა - მხოლოდ სტავროსი და


მიმი. როგორ აკეთებდნენ ისინი ამას? ხედავს, როგორ გადა-
ლახავს ქალის თეთრი „ტორნადო“ ეიზენჰაუერ-ავენიუს ციცაბო
აღმართს და 1204 ნომერ სახლთან ჩერდება. ორივენი მანქა-
ნიდან გადმოდიან, თეთრი კარი ჯახუნით იხურება; სახლში შე-
დიან და კიბით ზემოთ ადიან. მიმი წინ მიდის. საკოცნელადაც
კი არ მოიხედავს უკან და სასწრაფოდ შიშვლდება. დგას და
ფანჯრიდან დღის შუქი ანათებს, მოქნილია, უდარდელ პოზა-
შია, მუხლები მიუტყუპებია, ძუძუები, ჩავარდნილი კერტებითა
და მათ გარშემო ხორკლიანი წრეებით (ბაჭიას ნანახი აქვს მისი
მკერდი - თვალი შეასწრო) კვლავაც ქალწულივით განუვითა-
რებელი აქვს: მას ხომ შვილი არასოდეს ჰყოლია. სტავროსი
უფრო ნელა იხდის, სოლიდურად, არ ჩქარობს, ცდილობს გუ-
ლი არ გადატვირთოს; შარვალს აკურატულად კიდებს, ნაკეცე-
ბი რომ არ გაუქრეს - მერე ხომ კვლავ მაღაზიაში უნდა დაბ-
რუნდეს. თმიანი ზურგი აქვს, ბეჭებზე დახუჭუჭებული; ასო -
მსხვილი, ვენებდაბერილი, მონუმენტური, მაგრამ მუდამ მზად
მყოფი, რომ მიმის მარჯვე ალერსს ფეხზე წამოუხტეს. ბაჭიას
ესმის, როგორ წყდება მათი დამცინავი ხმები. თვალწინ უდგას,
როგორ ჩრდილავენ ნასადილევს წამოსული ღრუბლები მაგი-
დაზე გადაფარებულ მაქმანიან სუფრებზე გამოსახული ბერძენი
წინაპრების მოყავისფრო სახეებს. ხედავს მუქნაცრისფერ, ვირ-
თხისებურ თმიანობას მიმის მუცელს ქვემოთ (არა, ღია თაფ-
ლისფერი ნამდვილად არ არის) და მისკენ მიმართულ კაცის
მძლავრ იარაღს, დაკუნთულ სვეტს, რომლისკენაც ქალის ხარ-
ბი, ბეჭდებისგან გათავისუფლებული თითები მიიწევენ, მჭიდ-
როდ შემოეჭდობიან და გაუმაძღარი საშოსკენ მიუძღვებიან
და... თვითონაც განცხრომით განიმუხტება. ყმაწვილობისას
ასეთ დროს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ სიცარიელეში ვარ-

550
მკითხველთა ლიგა

დებოდა და თავში ჰაეროვანი ბზრიალა უტრიალებდა, ახლა კი


ეს მხოლოდ ამოოხვრაა აჭედილი ფანჯრისთვის ნასროლი
კენჭებივით. ჩამოწოლილ სიჩუმეში ბაჭიას ყურამდე მსუბუქი
ჟღარუნი, მუსიკალური ვიბრაცია აღწევს და თანდათან ხვდება,
რომ ამ ხმებს სახლის მეორე ნახევარში მცხოვრები ფეხშიშვე-
ლა წყვილის სტერეომიმღები გამოსცემს.
ერთხელ, ღამით, როდესაც სიბილწისგან დაცლილი წა-
მოწოლილია და ნახევრად თვლემს, ჯილი მოდის, მისკენ იხ-
რება და ეალერსება. ბაჭია მისკენ ტრიალდება, თეძოზე რომ
აკოცოს, მაგრამ ქალი ქრება, თვითონ კი ეღვიძება. კაცი მისმა
სიახლოვემ გამოაღვიძა და ბაჭიას თვალწინ ათასგვარი
წვრილმანი ამოტივტივდა - ჯილის თმის კულულები, სახის ცვა-
ლებადი გამომეტყველება, გიტარის ჩხაკუნს აყოლილი წვრი-
ლი ხმა. მისი გარეგნობის დეტალები, კაცში ოდნავი უსიამოვ-
ნების შეგრძნებას რომ იწვევდა: უფერული თმა, ჩამოუქნელი
ფეხები, ვაშლივით გლუვი საჯდომი, ქიცვისებრი, მშრალი პირი,
რომელიც მას ქედმაღლურ გამომეტყველებას აძლევდა,
გაურეცხავი კაბა, ასე რომ შეუყვარდა - ეს ყოველივე მეხსიერე-
ბაში ცოცხლდება. ბრუნდება ის დრო, როდესაც საწოლზე წა-
მოწოლილი ჯილი მთვარის შუქს ერწყმოდა, მისი ნორჩი
სხეული გრძნობებში გარკვევას სწავლობდა, ნერვული დაბო-
ლოებები რგოლებად იყო დახვეული, როგორც გაზაფხულზე
გვიმრის ახალგაზრდა, მწვანე კვირტები. მისი სიხისტე ბაჭიას
აფრთხობდა, მაგრამ ეს ქალის ბრალი არ იყო, რადგან ჯერ
ვერ მიჩვეულიყო ვნებათაღელვის მორევში თავით გადაშვებას.
მისი სხეული ბრძანებებს ემორჩილებოდა, იმ ძაღლის მსგავ-
სად, ხელს რომ გილოკავს და მზად არის შეგიყვაროს, ისწავ-
ლოს სიტყვები, რომლებიც ესმის, და გვიმრის კვირტივით გა-
ფურჩქვნა სურს. ბაჭია მას ჩაფიქრებულსაც ხედავს და ეს მო-

551
მკითხველთა ლიგა

გონება ტკივილით აღავსებს. იგი სთხოვდა ჯილს, რომ მისდამი


შვილივით მოსიყვარულე არ ყოფილიყო. რატომ? თავის თავში
იყო ჩაკეტილი და არ სურდა ჯილს ამ ნაჭუჭიდან გარეთ გამო-
ეყვანა. ჯერ მზად არ იყო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
დაე, შავი იესო დაეუფლოს ქალს - მას გაუხეშებული გული აქვს:
ამქვეყნად მილიარდი ნახვრეტია, ის კი ერთია. ბაჭია რაიმე სა-
სიამოვნოს გახსენებას ცდილობს - აი, ცქაფასა და ჯილს ლამ-
პის კაშკაშა შუქი ანათებს, იგი თავის წარმოსახვაში დგება და
მათკენ მიდის, რომ შეუერთდეს, მათი მამა და საყვარელი გახ-
დეს, მაგრამ ისინი სხვადასხვა მხარეს უჩინარდებიან, როგორც
წამით შეერთებული ქაღალდი და საღებავიანი საბეჭდი ფორ-
მა. ჯილი კვლავ მოდის. ენგსტრომი ამას გრძნობს. აი, თავისი
ახალგაზრდობის საწოლზე წევს და ჯილი კვლავ ეალერსება.
ამჯერად ბაჭია მისკენ სახის მიბრუნებას არ ცდილობს, ხელს
ძალიან ფრთხილად სწევს, თითის წვერებით ქალის თმას რომ
შეეხოს, მაგრამ გამოეღვიძება, აღმოაჩენს, რომ ხელით ჰაერს
ეპოტინება და ტირის - მწუხარება დამშრალი კუჭიდან, ნატკენი
ყელიდან, შეტრუსული თვალებიდან მოდის. ახსენდება, რომ
ჯილი შვილივით შესცქეროდა თავისი უჩინარი, ბალახივით
მწვანე თვალებით და თავშესაფარს კი არა, უფრო მეტს სთხოვ-
და. უეცრად თავადაც ვეღარაფერს ხედავს, თვალებს ხუჭავს და
ზეწარზე ლაქებს ტოვებს, რომელთა მოწმენდა აუცილებელი
არაა, რადგან დილისთვის მათგან აღარაფერი დარჩება. მაგ-
რამ ჯილი ნამდვილად მის გვერდით იყო - ის მის სუნთქვას,
სიახლოვეს გრძნობდა. ამას დილით ნელსონს შეატყობინებს.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბაჭია ნებას რთავს ორ-
თქმავალს, რომ ჰალუცინაციური ცახცახით დასძრას მისი ოთა-
ხი და დასავლეთით მდებარე უდაბნოსკენ წაიყვანოს, იქ, სადაც
ახლა მიმი იმყოფება.

552
მკითხველთა ლიგა

„ნამდვილი ძუკნაა, - თქვა ჯენისმა. - რამდენჯერ გაჟიმე?“


„სამჯერ, - უპასუხა ჩარლიმ. - სამჯერ და წერტილი. ეს მისი
ერთ-ერთი წესია“.
ამ საუბრის აჩრდილი ჯენისს ღამითაც არ სცილდება და
დაძინების საშუალებას არ აძლევს. ჰარის ალქაჯმა დამ კვლავ
მეძავობას მიჰყო ხელი. თავში ქვა უხლია, მაგრამ მან ჩარლის
თავისი კვალი გადამდები სენივით დაამჩნია. არადა, რა შესა-
ნიშნავად იყო მანამდე ყველაფერი. ღმერთო ჩემო, ამის შესა-
ხებ მისთვის არასოდეს უთქვამს ვინმეს - არც დედას, არც მამას,
არც სკოლის ექთანებს. მხოლოდ ფილმებში თუ გაიელვებდა
რაღაც მინიშნება, თუმცა ბოლომდე ყველაფრის ჩვენების უფ-
ლება არ ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ დრომდე
მაინც, - თუ რა შესანიშნავი ყოფილა ეს. ზოგჯერ ორგაზმს მხო-
ლოდ მასზე გაფიქრებითაც კი განიცდის, ზოგჯერ კი ერთად
იხანგრძლივებენ სიამოვნებას და რაოდენ კარგია, როდესაც
ნელა მუშაობს, ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს და მას მისსავე
ღირსებებით ამკობს. ტყუილუბრალოდ კი არ ახსენებს წამ-
დაუწუმ უკანალს. ჩარლის გაცნობამდე თვითონაც ვერ ხვდებო-
და, ასე რატომ ხდებოდა, ის კი უფრო ხშირად უკნიდან ხმარობ-
და მას, განსხვავებით ჰარისგან, რომელიც ამას მხოლოდ წი-
ნიდან აკეთებდა და ამიტომაც ბრაზდებოდა, რომ მთელი არ-
სებით ვერ შეიგრძნობდა კაცს. ჰარი საკმაოდ სწრაფად ათავებ-
და და ქალს კიცხავდა, რატომ ვერ ასწრებო. ჩარლისთან კი
ყველაფერი უფრო ღრმად ხდებოდა, იქ, სადაც ბავშვები ისახე-
ბიან, სადაც საერთოდ ყველაფერი ისახება. ჯენისს კარგად ახ-
სოვს, როგორ იყო ეს ნელსონისა და საბრალო პატარა ბეკის
შემთხვევაში. ეუბნებოდნენ, გაიჭინთეო. ამის გახსენებაც კი
უხერხულია - ეს იგივეა, შედედებული სისხლი რომ გადმოაგდო
დაგვიანებული თვიურისას, მაგრამ ტკივილისგან პანიკამ მოიც-

553
მკითხველთა ლიგა

ვა და მისთვის უკვე სულერთი იყო, რა გამოვარდებოდა იქი-


დან. იქიდან კი პატარა არსება გამოძვრა გაბრაზებული წითე-
ლი სახით, თითქოს დედის მუცელში რაღაც საქმიანობას მოს-
წყვიტესო. უკან გაირჭვე - როგორ ვერ იტანდა ამ გამოთქმას,
არადა, სწორედ ამას უკეთებენ მამაკაცები ერთმანეთს ციხეში
ან ჯარში, სადაც ქალს სანთლითაც ვერ იპოვი, მხოლოდ ყვი-
თელკანიანები დგანან ხელში ძუძუთა ბავშვებით, რომლებიც
გზის პირიდან უხმობენ ჯარისკაცებს, თვითონ კი იქვე ჩაცუცქდე-
ბიან ხოლმე ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებ-
ლად - ფუ, რა სისაძაგლეა! მაგრამ ახლა ეს გამოთქმა საკმაოდ
ზუსტად გადმოსცემს მის ცხოვრებისეულ შეგრძნებებს, ის
კვლავ და კვლავ მიუშვერს ხოლმე ჩარლის თავის უკანალს და
ისიც მთლიანად მასშია, ჯენისში, და ახალ თარგზე ჭრის, ეს კი
სრულიად ახალ შეგრძნებებს იწვევს. და სწორედ ესაა ცხოვრე-
ბის საძირკველი. მაგრამ მოგვიანებით, როცა სიტყვებით ამის
გამოხატვა სურს, უნდა აუხსნას, თუ რას გრძნობდა ამ ჯერზე
(ჩარლი ზოგჯერ ისე უხათქუნებს, ქალს თავი გრდემლზე მო-
თავსებული გავარვარებული რკინა ჰგონია), კაცი საყვარლად
იჩეჩს მხრებს და ისეთი სახე აქვს, თითქოს განსაკუთრებული
არაფერი მომხდარა, რომ ეს ყველას შეუძლია, თითქოს ეს
მარტივი ფოკუსია ასანთით, საკუთარ ძმისშვილებს რომ უჩვე-
ნებს ხოლმე. მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ არავის
დედამიწის ზურგზე (ჰარის ყოველთვის აოცებდა სამყაროს
უსასრულობა, ნერვიულობდა, როცა შორეული ვარსკვლავე-
ბის, მთვარეზე გაფრენისა და კომუნისტების შესახებ საუბრობ-
და, ყველა სულიერის ერთ დიდ, შავ ტომარაში მოქცევა რომ
სურდათ - ლამის სუნთქვა ეკვროდა), არავის, ჩარლის გარდა,
მისი დაკმაყოფილება არ შეუძლია, გადაუჭარბებლად ფიქრობ-
და, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. მაგრამ

554
მკითხველთა ლიგა

როდესაც იმის თქმას ცდილობს, რა გამორჩეულები არიან და


რა საკრალურია მათი კავშირი, ჩარლი მას მეტყველი ჟესტით
აჩუმებს - ქალი აღფრთოვანებულია მისი გასაოცარი ხელების
მოძრაობით, - ცერათითებს აერთებს და ისე იცილებს შეკით-
ხვას, თითქოს მხრებიდან მოსასხამი მოიშორაო.
„ასე როგორ მომექეცი?“ - ჰკითხა ჯენისმა.
კაცმა მხრები აიჩეჩა. „არანაირად არ მოგქცევივარ. მე მას
მოვექეცი. მასთან ვიწექი“.
„რატომ? რატომ?“
„რატომაც არა? დამშვიდდი. ზებუნებრივი არაფერი მომ-
ხდარა. სადილობისას ძალზე მეკეკლუცებოდა, მაგრამ რო-
გორც კი ლოგინში აღმოვჩნდით, თერმოსტატი გაეთიშა. თეთ-
რი რეზინა იყო და მეტი არაფერი“.
„ოჰ, ჩარლი. მელაპარაკე. მითხარი, რატომ“.
„გეყოფა, ვეფხვივით ნუ მიტევ“.
ჯენისი მას თავად დაუახლოვდა. მისთვის ყველაფერს აკე-
თებდა. ლოცულობდა კიდეც. ლამის ეყვირა, ისე განიცდიდა,
რომ უფრო მეტის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ადამიანი ასეა
მოწყობილი და სხეულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მან
მოახერხა და საყვარლისგან თესლი მიიღო, მაგრამ მისგან
სიყვარულის აღიარებას ვერაფრით ეღირსა. ქალმა საშინელი
სიტყვები წარმოთქვა, სადაც თანაბრად იგრძნობოდა თვითკმა-
ყოფილება და საყვედური:
„მე შენთვის ყველაფერი გავიღე“.
კაცმა ამოიოხრა.
„შეგიძლია, ყველაფერი უკან წაიღო“.
„მე ქმარი დავღუპე. იგი ყველა გაზეთშია გამოჭენებული“.
„ეს მას სულ არ ადარდებს“.
„ჩემი მშობლები შევარცხვინე“.

555
მკითხველთა ლიგა

კაცმა ზურგი შეაქცია. ჰარისთან ასე თვითონ იქცეოდა


ხოლმე. ჩარლის ვერ ჩაეხუტები - ძალიან დიდია, თმიანი, სლი-
პინა ქვაა. თუმცა მან თავისებურად მაინც მოუბოდიშა:
„გასავათებული ვარ, ვეფხვის ბოკვერო. მთელი დღე სა-
ზიზღრად ვგრძნობ თავს“.
„რამდენად საზიზღრად?“
„უსაზღვროდ. ლამის ხელ-ფეხი ამიცახცახდეს“.
ჯენისმა იგრძნო, რომ ჩარლი ძილის ბურანში ეხვეოდა და
ისე გამძვინვარდა, რომ საწოლიდან შიშველი გადმოხტა და
ყვირილი დაიწყო, თანაც კაცს იმ სიტყვებით ლანძღავდა, რომ-
ლებიც მისგან ისწავლა სიახლოვის დროს. შემდეგ კამოდიდან
ჩარლის განსვენებული დეიდის სურათი გადმოაგდო და განუც-
ხადა, შენს ადგილზე ნებისმიერი წესიერი მამაკაცი ხელს მაინც
მთხოვდა, მით უმეტეს, თუ ეცოდინებოდა, რომ უარს ვეტყო-
დიო. ერთი სიტყვით, იმდენად დაარღვია ბინაში არსებული სიმ-
შვიდე, რომ ძილშიც კი გუგუნი ჩაესმოდა, რომელიც
ეიზენჰაუერ-ავენიუზე დაუღალავად მქროლავი მანქანების ფა-
რების გამონათებებს შორის არსებულ წყვდიადს აზანზარებდა.
ჩარლის ბინის უკანა ოთახების ფანჯრებიდან მოულოდნელი
ხედი იშლებოდა. მოჩანდა მდინარე „გაჭენებული ცხენების“
კლაკნილი, რომელიც გაჭრილ ქსოვილს ჰგავდა, ნაგავსაყრე-
ლის სიახლოვეს მდებარე ჭაობიან ნაკვეთზე თავმოყრილი სპი-
ლოსძვლისფერი გაზის ცისტერნები, პატარა სასაფლაო, რო-
მელზეც საფლავის ქვების ნაცვლად რკინის ჯვრები დაესვათ,
შუაში კი ეკლესია აღმართულიყო ორი ცისფერი გუმბათით -
მისი არსებობის შესახებ ჯენისმა აქამდე არაფერი იცოდა. სახ-
ლის წინ ტრანსპორტი უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა. ჯენისმა
მთელი ცხოვრება ბრუერის სიახლოვეს გაატარა, თუმცა
უშუალოდ ქალაქში არასოდეს უცხოვრია და ეგონა, რომ ძი-

556
მკითხველთა ლიგა

ლის დროის დადგომასთან ერთად ცხოვრება ყველგან ჩერდე-


ბოდა. ახლა კი გაოცებას ვერ მალავდა ტრანსპორტის გაუთა-
ვებელი გრიალის გამო, თუმცა მისი გულიც ხომ ასე მუშაობდა
- ძილის დროსაც კი სიყვარულის მელოდიას გამოსცემდა.
ჯენისი იღვიძებს. ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები
ვერცხლისფრად მოჩანს. მთვარე ჯაჯმაუნთის თავზე ცივ ქვასა-
ვით დაკიდებულა. ეს მისი საწოლი არ არის, მაგრამ მოგვიანე-
ბით ახსენდება, რომ უკვე მისია. როდიდან? ივლისიდან. რა-
ტომღაც ჩარლისთან მარცხენა გვერდზე წევს, ჰარისთან კი ყო-
ველთვის მარჯვენა გვერდზე იწვა. ჩარლის მხარეს მდგარი
ელექტროსაათის მანათობელი ისრების მიხედვით, სამი საათი
დაწყებულა. მთვარის შუქზე ჩანს, რომ ჩარლი პირაღმა გა-
შოლტილა. ჯენისი მას ლოყაზე ეხება - სიცივეს გრძნობს. შემ-
დეგ პირთან ყურს მიუტანს და სუნთქვა არ ესმის. კაცი მკვდა-
რია. ქალი გადაწყვეტს, რომ ეს სიზმარია.
ამ დროს ჩარლი წამწამებს შეარხევს. მკრთალი, ცივი ნა-
თებაა. კაცს თითქოს უსინათლოს თვალები აქვს - გუგების გა-
რეშე. მთვარის შუქზე ცალი თვალის კუთხეში სისველე უბრწყი-
ნავს. გაისმის მისი კვნესა და ჯენისი ხვდება, რომ ის სწორედ ამ
ხმამ გააღვიძა, რომელიც თითქოს მძიმე პრესის ქვეშ მოქ-
ცეული მკერდის სიღრმიდან მოდის. ჩარლი ხედავს, რომ იდაყ-
ვზე დაყრდნობილი ჯენისი მას მისჩერებია და ამბობს:
- სალამი, ბოკვერო. რაღაც მტკივა.
- რა გტკივა, ჩემო სიყვარულო? სად?
აჩქარებული სუნთქვისგან ჯენისს ყელი ეწვის. მთელი
ოთახი, კუთხეების ჩათვლით, შუშისას ჰგავს - საკმარისია, ჯენი-
სი უხერხულად შეტრიალდეს, რომ ნამსხვრევების წვიმა წამო-
ვა.
- აქ.

557
მკითხველთა ლიგა

კაცს უნდა, რომ აჩვენოს, სად სტკივა, მაგრამ ხელებს ვერ


ამოძრავებს. უეცრად მისი სხეული რაღაც უხილავი ძალის ზე-
მოქმედებით ირკალება. შეშფოთებული ქალი აქეთ-იქით იყუ-
რება, ეჩვენება, რომ ოთახში ვიღაც უტყვი მოწმე, მათი მწვალე-
ბელი იმყოფება, მაგრამ ქუჩის ფარნების მოცისფრო სინათლის
ფონზე მხოლოდ მაქმანიან ფარდებს ხედავს ერთმანეთში ჩაწ-
ნული მედალიონებით, კამოდის პირდაპირ მდგარი სარკის ცის-
ფერი კვადრატიდან კი დეიდების, ბაბუებისა და ბავშვების ფო-
ტოსურათები მოჩანს, რომლებიც მართკუთხა ჩარჩოებშია ჩას-
მული. კვნესა მეორდება და ჩარლის სხეული კვლავ რკალივით
იდრიკება - ასე ანკესზე წამოგებული თევზი იქცევა.
- ჩარლი, საყვარელო, სად არის აბები?
- პატარა, თეთრი. ზედა თაროზე. სააბაზანოში, - გაჭირვე-
ბით ამბობს კაცი.
ჯენისი პანიკაშია - ავეჯით გადატვირთული ოთახი
გრიალით მიფრინავს სადღაც. შიშველი ფეხების ქვეშ იატაკი
ეზნიქება, ღამის პერანგი, რომელიც ჩხუბის შემდეგ ჩაიცვა,
ცხელ ტანზე ეკვრის. სააბაზანოს კარი არ ემორჩილება. ბო-
ლოს წირთხლი მხარში ხვდება. ლამპის ასანთებ ზონარს ვე-
რაფრით პოულობს. სიბნელეში ხელებს აფათურებს. აჰა, მიაგ-
ნებს კიდეც, მაგრამ მაშინვე ეკარგება. ამასობაში კვლავ გაის-
მის ჩარლის კვნესა, წინანდელზე უფრო მძიმე და საშინელი.
როგორც იქნა, ზონარი ნაპოვნია. მოქაჩავს. კაშკაშა შუქმა ლა-
მის დააბრმავოს. სახე ეჭმუხნება, თვალები სტკივა, მაგრამ და-
ხამხამების დრო აღარ არის - პატარა, თეთრი აბები უნდა მო-
ძებნოს. მის წინ ავადმყოფი მამაკაცის ძვირფასეულობით სავსე
მომცრო კარადაა. ყველა აბი თეთრია. არა, ერთი მათგანი ას-
პირინია, სხვები - ყვითელი და გამჭვირვალე კაფსულები - თი-
ვის ცხელების საწინააღმდეგოა. კი, ეს უნდა იყოს, თუმცა შუშაზე

558
მკითხველთა ლიგა

არაფერი აწერია და პლასტმასის თავსახური მჭიდროდ აქვს


მოჭერილი. ყოველ აბზე ერთი ციცქნა წითელი ასოებია, მაგ-
რამ ჯენისს მათი წაკითხვის დრო არა აქვს - ხელები უცახცა-
ხებს. ალბათ, სწორედ ის აბებია. ქალი წამლის შუშას ხელის-
გულზე გადმოიპირქვავებს და იქიდან ხუთი, არა - ექვსი აბი ცვი-
ვა. ჯენისს თავისი გაკვირვებია: რა დროს თვლაა. რამდენიმე
აბის უკან, ვიწრო ყელში ჩაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ისე კან-
კალებს, რომ სახსრები არ ეხრება - ეს დაცვითი რეაქციაა, თო-
რემ აქამდე წაიქცეოდა. თვალებით ჭიქას ეძებს, მაგრამ ვერ-
სად პოულობს, წყლის ბოთლის კვადრატულ თავსახურს იღებს,
ონკანს ატრიალებს და წყლის გაცივებას სულელივით ელოდე-
ბა. როდესაც ონკანს გადაკეტავს, წყალი ხელისგულზე ესხმება
და აბებს არბილებს, წარწერა იდღაბნება და ფერი კანზე გა-
დასდის. ჯენისს ყველაფერი ცალი ხელით უჭირავს - აბებიცა და
წყლიანი თავსახურიც, მეორით სააბაზანოს კარი რომ მიხუროს,
ჩარლი იქიდან გამოსულმა სინათლემ რომ არ შეაწუხოს. კაცი
ბალიშიდან მსხვილ თავს გაჭირვებით ოდნავ წამოსწევს, დას-
ველებულ აბებს უყურებს და ჩუმად ამბობს:
- ეს არა. პატარები. თეთრი.
სახე ებრიცება, თითქოს გაცინებას ცდილობს. თავი ბა-
ლიშზე უვარდება. კისრის კუნთები ეჭიმება. ხორხიდან ერთი
ოქტავით მაღალ ბგერებს გამოსცემს, ქალივით კვნესის. ჯენისი
ხედავს, რომ საქმე ცუდადაა და სააბაზანოში დაბრუნებას ვერ
მოასწრებს. ხვდება, რომ ქიმია ვეღარაფერს უშველის - სულზე
უნდა იმოქმედოს და სასწაული მოახდინოს. ქალს სხეული
ტყვიასავით უმძიმდება. ახსენდება ჰარის ნათქვამი - სიკვდილს
თესავო. მაგრამ უეცრად კეფაში ტკივილს გრძნობს, თითქოს
მარწუხები მოუჭირესო. სასოწარკვეთილი ხმამაღლა წამოიკივ-
ლებს - ჩარლი რომ კვნესოდა, ისე - ძალაუნებურად წინ გადა-

559
მკითხველთა ლიგა

იხრება და კაცის სხეულს მთელი ტანით ზედ ეცემა. ის კი, ვინც


მის ქვეშ ხშირად წოლილა ხოლმე, მას ღრმა ჩანაქცევის მსგავ-
სად ისრუტავს. ქალმა ეს ჩანაქცევი სიყვარულით უნდა ამოავ-
სოს. ნებისყოფის დაძაბვით ცდილობს ძვლებისგან აღმართულ
კედელში გულით გაღწევას, კაცის გულს თავისი რიტმი რომ გა-
დასცეს. ჩარლი კბილებიდან გამოსცრის - „ღმერთოო“, გაიზნი-
ქება და ქალს ისე მიეკვრება, თითქოს ათავებსო. ჯენისი კი
მშვიდად აწვება მთელი ტანით, თბილი, ნოტიო, მფეთქავი ტა-
ნით, რომელიც საკმარისად ძლიერია ჭრილობისთვის პირის
შესაკვრელად. იარა ხომ თავად ჩარლია, თავისი საყვარელი
სხეულით, საყვარელი მშვიდი ხმით, საყვარელი ჭკვიანი, კვად-
რატული ხელისგულებით, საყვარელი თმის ხვეულებით, საყვა-
რელი მოყვითალო-მოყავისფრო ფრჩხილებით, მისი საყვარე-
ლი მამაკაცური ღირსების მუქი, ხორკლიანი სათავსითა და სა-
ხიფათო სისუსტეებით, რომლებსაც ქალს უმალავს და ცხრაკ-
ლიტულში აქვს გამოკეტილი. ახლა ჯენისი თითქოს საიდანღაც
ჩამოშვებული კარიბჭეა სიყვარულისა, რომელშიც თანდათან
თავადვე იხსნება, როგორც ნიაღვრის წინ აღმართული პატარა
მიწის ბორცვი. მას ესმის, როგორ ფანცქალებს კაცის გული
კუთხეში მიმწყვდეული მსხვერპლივით და ხელს არ უშვებს, თა-
ვისთან ჰყავს. და თუმცა ჩარლი ეშმაკად გადაიქცა, რომელიც
ხან ქვაბულივით ფართოვდება და ღრმავდება, ხანაც კი, ტკივი-
ლისგან შეკუმშული, ბასრ და ზევით მიმართულ ყინულის ლო-
ლუას ემსგავსება, ჯენისი უკან არ იხევს, ცდილობს, რაც შეიძ-
ლება მეტად დაფაროს იგი; სხეულს ადუნებს, მისი ყველა ტკი-
ვილი რომ შეისრუტოს, ხელიდან ერთიც არ დაუსხლტეს. მაგ-
რად უჭირავს და არ უშვებს. ოთახში კვლავ არის ვიღაც, ვინც
ჯენისს მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცნობდა და ზემოდან
ქედმაღლურად დაჰყურებდა. და, აი, თითქოს ამ მეორე წყვილი

560
მკითხველთა ლიგა

თვალით ხედავს ჯენისი, რომ ტირის და საკუთარი ხმაც ესმის:


„წადი, მოსცილდი“, მიმართავს იგი მამაკაცის სხეულში მბორ-
გავ ეშმაკს.
- წადი! - ხმამაღლა ყვირის ქალი.
ჩარლის სხეული ფერს იცვლის. იგი მკვდარია. თუმცა არა.
ჯენისი მას პირზე ყურს მიადებს და სუნთქვის დროს წარმოქმნი-
ლი სტვენა ესმის. უეცრად კაცის შუბლი, მხრები და მკერდი, ქა-
ლის ძუძუები და ჩარლის სახეზე მიხუტებული ლოყა ოფლის
წვეთებით იფარება. ჩარლის ფეხები უდუნდება და ხრინწიანი
ხმით წარმოთქვამს:
- გადავრჩით.
ჯენისი მისი სხეულიდან ჩამოდის და ძირს დაყრილ ზეწ-
რებს ნიკაპამდე აფარებს.
- წამალი მოგიტანო?
- ერთ წამს მოიცადე. ახლა საჩქარო აღარაა ნიტროგლი-
ცერინი. კორიციდინი მომიტანე. გაციების საწინააღმდეგო.
ქალი ხვდება, რომ ცოტა ხნის წინ კაცის მობრეცილი სახე
გაცინების მცდელობა იყო, ვინაიდან ის ახლაც იღიმება. „რა
სულელი ვარ, - ფიქრობს ქალი, - ჰარი ამაში მაინც მართალი-
ა“.
სტავროსი მის გამხიარულებას ცდილობს და ეუბნება:
- იცი, თითქოს მუშტი დამარტყეს. არა, უფრო უარესი.
აღარც სუნთქვა შემეძლო, აღარც - განძრევა, გულიც სულ უფ-
რო და უფრო ცუდად მქონდა. თითქოს ჩემს შიგნით რაღაც
ცხოველი დარბოდა. ჭკუიდან შეიშლება კაცი.
- მე კი შიშით წამითაც ვერ გტოვებდი.
- შენ უდიდესი საქმე გააკეთე. უკან დამაბრუნე.
ჯენისმა იცის, რომ ეს სიმართლეა. საბოლოოდ მოიცილა
სიკვდილის მთესველის დამღა. იგი გამჭვირვალე გახდა, - სიყ-

561
მკითხველთა ლიგა

ვარულშიც ასეთი იყო, - მერე კი ურყევი სიმშვიდით აღივსო.


როგორც სასიყვარულო აქტის შემდეგ იცოდა, ახლაც კეკლუ-
ცად ეალერსება კაცის სხეულს, მის კანზე ოფლის მაცოცხლე-
ბელ სისველეს გრძნობს და თითს ცხვირზე უსვამს.
- ჭკუიდან შეიშლება კაცი, - იმეორებს ჩარლი.
გასაგრილებლად საწოლში წამოჯდება და ჰაერს ხარბად
ყლაპავს - როგორც იქნა, საფრთხეს თავი დააღწია, ნაპირზეა.
ქალი კი ზედ ეკვრის და ბავშვივით ტირის. ჩარლი ცოტათი დაბ-
ნეულია, ხელებს ჯერ კარგად ვერ ხმარობს, მაგრამ მხარზე მო-
ცეკვავე ქალის თმის კულულებს მაინც ეთამაშება.
- ეს ჩეს გამო დაგემართა, არა? - ეკითხება ჯენისი. - იმი-
ტომ, რომ ჰარის დის გამო სცენა გაგიმართე? მზად ვიყავი, მო-
მეკალი.
- არა, არა, - ამბობს ჩარლი, მაგრამ მაშინვე აღიარებს: -
მე ყველაფერი მოწესრიგებული უნდა მქონდეს, თორემ ვერ გა-
ვუძლებ.
- მე კი შენს წესრიგს ვარღვევ, - ეუბნება ჯენისი.
- არა უშავს, - ამბობს ჩარლი და ამით ნაწილობრივ ეთან-
ხმება, მერე კი უეცრად ისე ძლიერ მოქაჩავს თმაზე, რომ ქალს
თავი უკან უვარდება.
ჯენისი დგება და საჭირო აბებს პოულობს. ისინი ზემოთ
აღმოჩნდა, თვითონ კი შუა თაროზე ეძებდა. ჩარლი ერთ აბს
იღებს და ჯენისს ასწავლის, ენის ქვეშ როგორ უნდა დაიდოს.
ვიდრე წამალი დნება, კაცს სახე ისე ეღმიჭება, ასე რომ მოს-
წონს ქალს: ტუჩები ისე ებურცება, თითქოს ყინულკარამელს
წუწნიდეს. ქალი სინათლეს აქრობს და მის გვერდით წვება.
ჩარლი მის საკოცნელად გადმობრუნდება. ჯენისი არ პასუხობს,
სიმშვიდით ტკბება. მალე კაცის წყნარი, რიტმული სუნთქვა გა-
ისმის. ის კი ვერ იძინებს. მისი ყველა ნერვი ფხიზლადაა - სივ-

562
მკითხველთა ლიგა

რცეში მიცურავს, სადაც არც დაბრკოლებებია და არც მოჩვენე-


ბები. ქვემოთ კვლავ ტრანსპორტი მოძრაობს. ჯენისი და ჩარ-
ლი კი ბრუერის თავზე გაუნძრევლად წვანან - ჩარლის სძინავს,
ნიავი უბერავს, გულში კი სიცარიელე აქვს. სხვა დროს მისი გა-
დარჩენა შეიძლება ვერც კი მოახერხოს. სასწაულები კი ხდება
ხოლმე, მაგრამ მათ იმედად ვერ იქნები. სიყვარული, რომე-
ლიც ჯენისს თავს დაატყდა, სასწაული იყო. ახლა კი მისი შე-
ნარჩუნება მხოლოდ განშორებითაა შესაძლებელი. სული
გაუმაძღარია, სული, მაგრამ არა - სხეული. ადრე თუ გვიან
სხეული ამბობს: კმარა! ჯენისმა გული იჯერა სიყვარულით, ჩარ-
ლიმაც. გაგრძელება უკვე მეტისმეტი იქნება. ბოლოს და ბო-
ლოს, მკვლელად ხომ არ გადაიქცევა. ტყუილად როდი ეძახის
ჩარლი მას ბოკვერს. ექვსი საათისთვის გათენებას იწყებს. ჯე-
ნისი ხედავს ჩარლის კვადრატულ შუბლს, მის შეთხელებულ,
აჩეჩილ თმას, რომელსაც ჯერ დილის ჯაგრისი არ შეხებია, ლა-
მაზ ცხვირს, პატივმოყვარე ქალსაც რომ დააკმაყოფილებდა.
პირი ძილშიც ოდნავ გაბუტულს მიუგავს, კუთხიდან კი წვრილ,
მბრწყინავ ზოლად ნერწყვი გადმოსდის. ანგელოზია, ფასკუნჯი.
ჯენისი ხვდება, რომ თავის უსაზღვრო სიყვარულში ერთი დე-
ფექტი ვერ შეამჩნია - თვით სიყვარულის საგანი. სიყვარულის
მძლავრი ტალღა ჯენისს თავზე ევლება და იგი სწრაფად იძი-
რება მის კრიალა სიღრმეში.
ტელეფონი დედის საწოლთან დგას. ქვემოთ მყოფ ბაჭიას
ესმის, რომ ვიღაც რეკავს. ცოტა ხნის შემდეგ ხვდება, რომ მას
ურეკავენ. ბოლო დროს დედას მხოლოდ ჩურჩულითღა შეუძ-
ლია ლაპარაკი, სამაგიეროდ, ასკილის მოზრდილი, კორძიანი
ჯოხი აქვს, რომელიც ერთხელ მამამ მოიტანა ბრუერის ხსნის
არმიის მაღაზიიდან. ჰოდა, ახლა დედა ამ ჯოხს მანამდე აკაკუ-

563
მკითხველთა ლიგა

ნებს იატაკზე, ვიდრე ქვემოდან ვინმე არ მოაკითხავს. ამ დროს


იგი ძალზე სასაცილოა.
- ყოველთვის მინდოდა, - ამბობს იგი, - ჯოხი მქონოდა.
ბაჭიას ორჯერ ესმის ტელეფონის ზარი, შემდეგ კი ჯოხის
დარტყმის ხმასაც არჩევს - ის სასტუმრო ოთახში დაგებულ ნოხს
მტვერსასრუტით ასუფთავებს, ჩამოყრილი ბუსუსების აღებას
ცდილობს. დედის ოთახში სუნი სულ უფრო მძაფრად იგრძნობა
- ხრწნა საოცრად სიცოცხლისუნარიანი პროცესია. ბაჭიამ სად-
ღაც ამოიკითხა, რომ სუნი - ეს რაიმე საგნის უმცირესი ნაწილა-
კებია, თითქმის უჩინარი კვამლი, რომელიც ცხვირს აღი-
ზიანებს. ყველაფერს თავისი ღრუბელი აკრავს გარს - ყვავილს
უფრო დიდი, ვიდრე ქვას, მომაკვდავს კი ჩვენზე უფრო დიდი.
- შენ გეძახიან, - ამბობს დედა.
მის ზურგქვეშ ამოდებული ბალიშები გვერდზე გადაწეულა
და მოხუცი ცერად ზის. ბაჭია დედას სწორად დაჯდომაში ეხმა-
რება და ვინაიდან სიტყვა „ჯენისი“ მისი ხმის იოგებისთვის რთუ-
ლი წარმოსათქმელია, თავდაპირველად ვერც კი ხვდება, ვინ
რეკავს.
ტელეფონის ყურმილისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში უშეშ-
დება.
- არ მინდა მასთან ლაპარაკი.
- გეყოფა, ნუ სულელობ.
- კარგი, კარგი. - ბაჭიას ეუხერხულება აქედან საუბარი.
ყურში ჯენისის ხმა ჩაესმის, თვალწინ კი დედაა აწეწილ ლოგინ-
ში - სახსრებთან ჩალურჯებულ ხელებს კუმშავს და შლის, უმწე-
ოდ მისჩერებია შვილს გაფართოებული თვალებით, რომელთა
ცისფერ გარსს წვრილი თეთრი ზოლი შემორტყმია პატარა მაშ-
ველი რგოლის ფორმის გაწუწნული ყინულკარამელივით.
- ახლა რაღა გინდა? - ეკითხება ბაჭია ჯენისს.

564
მკითხველთა ლიგა

- შეგეძლო, პირდაპირ უხეშობით არ დაგეწყო, - გაისმის


პასუხად.
- კარგი, მოგვიანებით გეუხეშები. მოდი, გამოვიცნობ. იმის
სათქმელად მირეკავ, რომ, როგორც იქნა, ადვოკატი აიყვანე.
ჯენისი იცინის. დიდი ხანია, ბაჭიას მისი სიცილი აღარ
გაუგონია - მორიდებული, ყრუ, როგორც ჰაერში ხელის მოქნე-
ვით მოულოდნელად დაჭერილი.
- არა, ჯერ ვერ მოვახერხე. შენ ამას ელოდები?
- თვითონაც არ ვიცი, რას ველოდები.
- დედასთან ხარ თუ ქვემოდან მესაუბრები?
- აქ ვარ, ზემოთ.
- იგრძნობა. ჰარი... ჰარი, აქ ხარ?
- ჰო, სხვაგან სად უნდა ვიყო?
- რას იტყვი, სადმე ხომ არ შევხვდეთ? - ეკითხება იგი და
მაშინვე საქმიანი ტონით განაგრძობს: - სადაზღვევო კომპა-
ნიიდან ზარები არ წყდება - ჩვენ, მგონი, სახლის თანამესაკუთ-
რეები ვართ, - ისინი ჩივიან, რომ ბლანკების შევსებაზე უარს
ეუბნები. გვირჩევენ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. სახლს ვგუ-
ლისხმობ. მამაჩემი ცდილობს, რომ გაგვაყიდვინოს.
- ეს მისი სტილია.
- ნელსონის ამბავიც უნდა გავარკვიოთ.
- შენ მისთვის ოთახი არ გაქვს. შენ და შენს ვაჟბატონს.
გაგონილით შოკირებული დედა შვილს მზერას არიდებს,
ხელებს დაჰყურებს და მათ დაწყნარებას ნებისყოფის დაძაბვით
ცდილობს. ჯენისი ღრმად ჩაისუნთქავს. არა, დღეს ბაჭია მას
თავგზას ვერ აუბნევს.
- ამის შესახებ მეც მინდოდა საუბარი, ჰარი. ჩარლისგან
წამოვედი. ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა კმაყოფილია.
ამგვარ დასასრულს ვგულისხმობ. მე და ჩარლი კმაყოფილნი

565
მკითხველთა ლიგა

ვართ. ახლა ჩემი მშობლების სახლიდან გირეკავ - ორი დღეა,


რაც აქ ვარ.
- გისმენ, გისმენ. გგონია, რომ გაქცევას ვაპირებ?
- ერთხელ უკვე მოხდა ასე. გუშინ პეგის ველაპარაკე ტე-
ლეფონით. ოლი ახლა მასთან ცხოვრობს. სწორედ მას უთ-
ქვამს, ვითომ შენ სხვა შტატში გადახვედი ბალტიმორის რომე-
ლიღაც გაზეთში სამუშაოდ.
- რას არ გაიგებს კაცი.
- პეგიმ მითხრა, რომ შენ შესახებ არაფერი იცის. გულნატ-
კენი ჩანდა.
- რატომ?
- მიამბო. რატომაც.
- ჰო-ო. ეს მოსალოდნელიც იყო. მომისმინე. ამდენს მე-
ლაპარაკები, მაგრამ უფრო კონკრეტული სათქმელი არაფერი
გაქვს? გინდა, რომ ნელსონი საცხოვრებლად სპრინგერებთან
გადმოვიდეს? ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ის... - ბაჭიას კინა-
ღამ წამოსცდა, ბიჭი აქ უხასიათოდ არისო, მაგრამ დედა
გაიგებს და ეწყინება. ავადმყოფობის მიუხედავად, ამჯერად იგი
მართლაც არ აკლებდა ყურადღებას ნელსონს.
ჯენისი ყველაფერს ხვდება და ეკითხება:
- მაშ, რას აპირებ - შემხვდები? ჩემს დანახვაზე ხომ არ
გაგიჟდები?
ბაჭია იცინის და საკუთარი სიცილი ყურში უცხოდ ჩაესმის.
- არც ეგ არის გამორიცხული, - ამბობს იგი და გულის-
ხმობს, რომ ეს არ მოხდება.
- კარგი, მაშინ შევხვდეთ, - ამბობს ჯენისი. - ჩემთან ხომ
არ შემოივლიდი? თუ მე მოვიდე შენთან? - ქალი ხვდება მამა-
კაცის დუმილის მიზეზს და ეთანხმება: - სხვა ადგილი გვჭირდე-
ბა. იქნებ სისულელეს ვამბობ, მაგრამ პენ-ვილასის სახლზე რას

566
მკითხველთა ლიგა

იტყვი? შიგნით ვერ შევალთ, მაგრამ დავათვალიერებთ მაინც.


უნდა გადავწყვიტოთ, რა ვუყოთ: ვიღაცას ყიდვა უნდა - ამ დღე-
ებში მამას ბანკიდან დაურეკეს.
- კარგი, მაგრამ ჯერ დედას უნდა ვაჭამო. ორ საათზე რომ
შევხვდეთ?
- თანაც რაღაც უნდა მოგცე, - განაგრძობს ჯენისი, ამ
დროს კი დედა ბაჭიას ანიშნებს, რომ ქოთანზე დაჯდომა უნდა
- ისეთი ძალით ჩაჰფრენია კორძიან ჯოხს, რომ ჩალურჯებული
ხელი ლამის გაუთეთრდეს.
- არ მოატყუებინო, - ურჩევს იგი შვილს, როდესაც ეს უკა-
ნასკნელი ყურმილს კიდებს, - თავი.
დედა საწოლის კიდეზე ზის, თავისი სიტყვების გასამყარებ-
ლად იატაკს ჯოხს ურტყამს და ნახევარწრეს ხაზავს.
ჰარი ჭურჭელს საშრობზე აწყობს და წასასვლელად ემზა-
დება. გადაწყვეტს, რომ ღია ყავისფერ შარვალში გამოეწყოს,
რომელიც უკვე ორი კვირაა, არ გამოუცვლია. სამუშაო
დღეების მსგავსად, ახალ პერანგს იცვამს, ზემოდან კი ძველ
ქურთუკს მოისხამს, სხვენზე მდგარ სკივრში რომ აღმოაჩინა და
რომლითაც სკოლაში დადიოდა სპორტულ ვარჯიშებზე. ქურ-
თუკს ზურგზე სპილოს ძვლისფერი ფარი ახატია ჯაჯმაუნთის
გუნდის სალათისფერი ემბლემით. მხრებზე გავლებული ზოლე-
ბი მწვანე სახელოებს ერწყმის. ქურთუკს ელვაშესაკრავით რომ
იკრავს, იგი მკერდსა და მუცელზე მჭიდროდ ეკვრის, მაგრამ
ბაჭია ამას ყურადღებას არ აქცევს და ჯექსონ-როუდზე მიაბი-
ჯებს. ნეკერჩხლის ხეები სიცივისგან მობუზულა. ავტობუსიდან
ემბერლიზე ჩამოსულს დაბლობის თბილი ჰაერი ეგებება. ბაჭია
ქურთუკს შეიხსნის და რწევით მიუყვება დაკლაკნილ ქუჩას. პა-
ტარა ერთსართულიანი რანჩო-სახლების პარმაღებზე გოგრე-
ბი აწყვია, კარებზე კი სიმინდის ტაროებია მიმაგრებული.

567
მკითხველთა ლიგა

ვისტა-კრესენტზე შორიდანვე მოჩანს მისი სახლი - შავი


ნახშირი კანფეტებს შორის. იქვე მისი ავტომობილი დგას. უკანა
მინაზე კვლავაც ამერიკის დროშაა მიკრული. ცოტა გახუნებუ-
ლია, მაგრამ მაინც მრისხანედ გამოიყურება.
ჯენისი საჭის მხრიდან გადმოდის და მოუხეშავად, მაგრამ
მტკიცედ დგება მანქანის გვერდით. ხაკისფერი პალტო აცვია,
რომელიც ბაჭიას გასული წლებიდან ახსოვს. ჯენისი კვლავაც
დაბალია, შუბლს ზემოთ თმა შესთხელებია და ზეთწასმულივით
უბრწყინავს. მადონას სტილში აღარ ივარცხნის, თმა ცერად
აქვს გაყოფილი, რაც სულ არ უხდება. პირს ახლა ნაკლებად
კუმავს, ტუჩების კიდეებში ნაოჭები აღარ მოუჩანს და ისეთი შთა-
ბეჭდილება იქმნება, თითქოს საცაა გაიცინებს. ასეა, რაც ნაკ-
ლებად გეშინია რაიმეს დაკარგვის, მით უფრო მხიარულ გან-
წყობაზე ხარ. ბაჭიამ ინსტინქტურად კინაღამ ხელები გაიწვდი-
ნა, ქალს რომ მოჰფერებოდა, ყური მოესრისა, მაგრამ არც ერ-
თი მათგანი ადგილიდან არ იძვრის. არც კოცნა. არც ხელის
ჩამორთმევა.
- ეს ადამისდროინდელი ქურთუკი სად გამოქექე? სულ და-
მავიწყდა, რა საშინელი ფერები ჰქონდა არჩეული ჩვენს სკო-
ლას. საზიზღარი. ნაყინის მულაჟის მსგავსი.
- მშობლების სახლში, სხვენზე ვიპოვე სკივრში. ისინი ხომ
ყველაფერს ინახავენ. ამ ქურთუკს კი არაფერი უშავს.
- ვისთვის?
- ჩემი ნივთები ხომ თითქმის სულ დაიწვა.
თითქოს თავს იმართლებს - ხვდება, რომ ქალი მართა-
ლია. ერთადერთი კვალი ამ ცხოვრებაში მან ყმაწვილკაცობი-
სას დატოვა, როცა ბავშვები ნაყინზე ირევიან. მაგრამ, თავის
ასაკთან შედარებით, ჯენისსაც ახალგაზრდულად აცვია. ვარ-
ცხნილობაც ქალიშვილობისდროინდელი აქვს, ცერად გაყო-

568
მკითხველთა ლიგა

ფილი თმით. ორმოციანი წლების ლათინო-ამერიკელ ლამაზ-


მანს ჰგავს. ჩა-ჩა-ჩა.
ქალის ხელი ტლანქად ეშვება ხაკისფერი პალტოს ჯიბეში.
- ხომ გითხარი, შენთვის ძვირფასი საჩუქარი მაქვს-მეთქი.
აჰა. - რაღაცას უწვდის. ეს მანქანის გასაღებია.
- შენ აღარ გჭირდება?
- არა. მე ხომ მამაჩემის რომელიმე მანქანითაც შემიძლია
სარგებლობა. თვითონაც არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ მჭირ-
დებოდა. ალბათ, ვფიქრობდი, რომ სადმე გავიპარებოდით. მა-
გალითად, დასავლეთში. კანადაში. მართლა არ ვიცი. ჩვენ ამის
შესახებ არც კი გვისაუბრია.
- მშობლებთან აპირებ ცხოვრებას? - ეკითხება ბაჭია.
ჯენისს მზერა ქურთუკიდან მასზე გადააქვს.
- რომ არ დაგიმალო, ეს ჩემთვის აუტანელი იქნება. დედა
ერთთავად წუწუნებს; ცდილობს, არაფერი მაგრძნობინოს, მაგ-
რამ ზოგჯერ ამას ვერ ახერხებს. პირზე სულ „საზოგადოებრივი
აზრი“ აკერია. კაცი იფიქრებს, რომ გელაპის ინსტიტუტის დავა-
ლებით გამოკითხვას ატარებს. არც მამაა მასზე ნაკლები. ცხოვ-
რებაში ასეთი შესაბრალისი არასოდეს ყოფილა. ერთ-ერთ სა-
ვაჭრო ცენტრში ვიღაც „დაცუნების“ გაყიდვის სააგენტოს ხსნის
და ჰგონია, რომ ეს პირადად მისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
ვფიქრობ, - ამბობს ჯენისი და შავი თვალებით ბაჭიას სახეში
მისჩერებია, თუმცა ყოველ წამს მზად არის მზერა აარიდოს, თუ
ისეთ რამეს შეამჩნევს, რაც არ მოეწონება, - იქნებ ბინა
ვიქირავო-მეთქი. შესაძლოა, პეგის სახლში. ნელსონმა რომ
კვლავ დასავლეთ ბრუერის სკოლაში იაროს. ცხადია, ნელ-
სონს ჩემთან წავიყვან. - და ბაჭიას თვალს არიდებს.
- გამოდის, მანქანას ნელსონის სანაცვლოდ მაძლევ, - ამ-
ბობს ჰარი.

569
მკითხველთა ლიგა

- ეს უფრო შერიგების შემოთავაზებაა.


ბაჭია თითებით გამარჯვების ნიშანს აკეთებს, შემდეგ თავს
ზემოთ გადააქვს და რქები გამოდის. მაგრამ ჯენისი იმდენად
სულელია, რომ ამას ვერ ხვდება. - ბიჭის გამო განვიცდი. ცოდ-
ვაა. იქნებ მართლა შენ წაიყვანო, - ამბობს ბაჭია. - იმ პირობით,
რომ დაშორდი იმ „რა-ჰქვია-იმას“.
- ჩვენ დავცილდით.
- რატომ?
ქალი სწრაფად გადაისვამს ტუჩებზე ენას. ადრე ბაჭიას ეს
კეკლუცი ქალის სექსუალობის გამოვლინებად მიაჩნდა, ახლა
კი მასში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
- ჩვენ შორის ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლებოდა ყო-
ფილიყო, - ამბობს ჯენისი, - ბოლო დროს იგი ძალზე ნერ-
ვიული გახდა. ამას შენმა დაიკომაც შეუწყო ხელი.
- გეთანხმები. ჩვენ ყველამ დავქანცეთ იგი.
„ჩვენ“ - ეს ბაჭია, ჯენისი, მიმი და დედაა. ისინი ხომ სის-
ხლით, ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრალეულობის
შეგრძნებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი - ეს ოჯა-
ხური კავშირი იყო. ბაჭია წვრილმანებით აღარ ინტერესდება.
ის ქალებში ბოლომდე ვერასოდეს ერკვეოდა - მაგალითად,
რატომ აქვთ მათ მენსტრუაცია, რატომ არის, რომ ზოგჯერ
მოულოდნელად აენთებიან, ზოგჯერ კი - არა, წვდება თუ არა
შენი ასოს სწვერი საშოს, გლუვია თუ არა საშო, როცა მასში
ჩანასახი არ არის. ინსტინქტურად ის სტავროსსაც ქალური მი-
უწვდომლობის ვრცელ კატეგორიაში ათავსებს. არ სურს, რომ
ჯენისის თვალებში კვლავ სიყვარულის ცეცხლი დაინთოს - ახ-
ლა უფრო მეტად მოსწონს: სწრაფი, გაბედული, მისკენ -
მსხვერპლისკენ მიპყრობილი.

570
მკითხველთა ლიგა

შესაძლოა, ჯენისს მისთვის გაცილებით მეტის მოყოლა


სურდა - უნდოდა ეთქვა, რომ ეს დიდი სიყვარული იყო, რომე-
ლიც მუდამ შეუბღალავი დარჩება. მაგრამ ბაჭიამ თავისი დუმი-
ლით მის წინაშე ერთგვარი გადაულახავი დაბრკოლება აღმარ-
თა. ქალი წარბებს იჭმუხნის და კაცს ეკითხება:
- რატომ არის ნელსონი ასე გაღიზიანებული? შენ რას
ფიქრობ?
ბაჭია მას მწვანე სახლის დამწვარ ნაშთებზე მიუთითებს.
- იქ ხომ მარტო ჩემი ტანსაცმელი არ დამწვარა.
- გოგონაც. ის და ნელსონი ახლოს იყვნენ?
- იგი მისთვის დასავით იყო. მან კიდევ ერთი და დაკარგა.
- საბრალო ბიჭი.
ჯენისი მიტრიალდება და ორივენი შესცქერიან იმას, რაც
ოდესღაც მათი საცხოვრებელი იყო. რომელიღაც სააგენტოს,
ბანკს, პოლიციას თუ სადაზღვევო კომპანიას სახლის ირგვლივ
ბოძები ჩაუსვამს და ზედ მავთულები გაუბამს, მაგრამ ბავშვებს
დაუბრკოლებლად შეუღწევიათ შიგნით და ყველაფერი წაუღი-
ათ, რაც მოახერხეს, შენობის გადარჩენილ ნაწილში კი ფან-
ჯრის მინები ჩაუმსხვრევიათ. ვიღაცას საღებავის საფრქვეველი
მოუტანია და დიდი, ყვითელი ასოებით დაუწერია ერთ-ერთ კე-
დელზე: „ნიგერი“ და „მოკალი“. სიტყვებს შორის საკმაო მანძი-
ლია, ამიტომ ძნელი დასადგენია, ვის მხარეს არის საფრქვევე-
ლი. შესაძლოა, ორი საფრქვეველი იყო, თითოეული სიტყვის
დასაწერად კი თანაბარი დრო იყო გამოყოფილი. ალუმინის
განიერ ფურცლებზე, რომლებიც ფანჯრებქვეშ არის მიმაგრე-
ბული, სადაც ნარგიზები ყვავის, ზაფხულობით კი იქაურობა
ფლოქსებს მიაქვს, ყვითლად წერია: „ღორების ძალაუფლება -
წესრიგის ძალაუფლება“. იმავე საფრქვევლით მშვიდობის ნი-
შანი და სვასტიკაც ხატია. სხვებს ნახშირის საშუალებით ლო-

571
მკითხველთა ლიგა

ზუნგებისა და სიმბოლოების რედაქტირება უცდიათ. „ღორების“


თავზე „შავების“ წაუწერიათ, „წესრიგის“ თავზე კი - „კონგის“
(კონგრესის). ამ ყველაფერში იმაზე მეტი აზრი არაა ჩადებული,
რაც ტელევიზიით გადაცემებს შორის ჩაკვეხებულ რეკლამებში.
ვიღაც ახირებულს კი ფანჯრებს შორის ღიობში წითლად დაუწე-
რია: „მოიტა, თორემ მიიღებ“.
- სად ეძინა ხოლმე? - ეკითხება ჯენისი.
- ზემოთ. სადაც ჩვენ.
- გიყვარდა?
ამ საუბრისას ჯენისი ბაჭიას სახეში აღარ უყურებს, გადა-
თელილ მდელოს მისჩერებია. კაცი კი იხსენებს, რომ ქალის
ხაკისფერ პალტოს ადრე კაპიუშონიც ეკეთა.
- ისე არა, როგორც საჭირო იყო, - გულახდილად ამბობს
ბაჭია. - იგი - როგორ გითხრა - ჩემი შესაფერისი არ იყო. -
ამბობს და თავისივე ნათქვამის რცხვენია, წარმოიდგენს, რო-
გორ ეწყინებოდა ჯილს, ეს რომ გაეგონა, და თავის გასამარ-
თლებლად ყველაფერს ჯენისს აბრალებს: - შენ რომ არ მიგე-
ტოვებინე, ის ახლაც ცოცხალი იქნებოდა.
ქალი სწრაფად ახედავს მას.
- ასე ნუ ამბობ. ნუ ცდილობ ამის გადმობრალებას, ჰარი
ენგსტრომ. თუკი აქ რამე მოხდა, შენს კისერზეა. - დამხრჩვალი
პატარა - მისი, ჯენისის ბრალია, დამწვარი ქალიშვილი კი - ჰა-
რისი. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილიი. ჯენისი ოქროს
შუალედის პოვნას ცდილობს. - პეგი ამბობს, ზანგმა ის ნარკო-
ტიკებით გაჭყიპაო. მას ბილმა უთხრა, ბილს კი - ნელსონმა.
- როგორც ზანგმა მითხრა, მას ეს თვითონ უნდოდა.
- უცნაურია, რომ გაპარვა მოახერხა.
- „მიწისქვეშა რკინიგზის“ შესახებ თუ გსმენია?
- შენ დაეხმარე, არა? ხანძრის მერეც ნახე?

572
მკითხველთა ლიგა

- თვალი მოვკარი. ვინ ამბობს, რომ ვნახე?


- ნელსონი.
- მაგან რა იცის?
- მიხვდა.
- მე ის მანქანით წავიყვანე და სიმინდის ყანაში ჩამოვსვი.
- იმედია, აღარასოდეს დაბრუნდება. მე პოლიციაში დავ-
რეკავდი, ვგულისხმობ, დავრეკავდი, თუ... - ჯენისი სათქმელს
აღარ ამთავრებს.
ვითარება უდიდეს ტაქტს მოითხოვს. ეს ბაჭიას კიდეც
აღაფრთოვანებს და კიდეც აჯადოებს. ის და ჯენისი თითქოს
წრეზე დადიან და ორივეს ეშინია გაუფრთხილებელი ქმედებით
ერთმანეთი არ დააფრთხონ.
- დამპირდა, რომ აღარ გამოჩნდება. და თუ გამოჩნდება,
მხოლოდ დიდების შარავანდედით მოსილი.
დამშვიდებული ჯენისი ნახევრად დამწვარ სახლზე უთი-
თებს.
- საკმაოდ ბევრი ფული სჭირდება, - ამბობს იგი. - სადაზ-
ღვევო კომპანია თერთმეტ ათასზე გაჩერდა. ვიღაც ელაპარაკა
მამას და მზად არის ცხრამეტ-ნახევარი გადაიხადოს. ჩემი აზ-
რით, მხოლოდ ნაკვეთი შვიდი ან რვა ათასი ეღირება - რაიონი
თანდათან პრესტიჟული ხდება.
- მე კი მეგონა, ბრუერი კვდება-მეთქი.
- მხოლოდ ცენტრში.
- მოდი, გავყიდოთ.
- გავყიდოთ.
ერთმანეთს ხელს ართმევენ. ბაჭია ჯენისის ცხვირწინ გა-
საღებს ატრიალებს.
- გინდა, მშობლებთან წაგიყვან?
- სხვაგან არ შეიძლება?

573
მკითხველთა ლიგა

- შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე. დედაჩემს ინახულებ.


გაუხარდება შენი ნახვა. ამ ბოლო დროს თითქმის ვეღარ ლა-
პარაკობს.
- სხვა დროს იყოს, - ამბობს ჯენისი, - იქნებ უბრალოდ გა-
ვისეირნოთ?
- გავისეირნოთ? დარწმუნებული არა ვარ, რომ ნორმალუ-
რად ტარებას შევძლებ.
- პეგიმ მითხრა, რომ მის „კრაისლერს“ მშვენივრად გაარ-
თვი თავი.
- ღმერთო ჩემო, რა ქალაქია - ვერაფერს გააკეთებ, ყვე-
ლამ რომ არ გაიგოს.
მანქანა უაიზერის გავლით ქალაქისკენ მიემართება. - დე-
დაშენი დღისით საკუთარ თავს მარტო მოუვლის?
- კი. რამდენჯერმე გაუკეთებია კიდეც.
- დედაშენი სულ უფრო მეტად მომწონს: ისე ალერსიანად
მელაპარაკება ხოლმე ტელეფონით, ცხადია, როცა სიტყვების
გარჩევა შემიძლია.
- უფრო ლმობიერი გახდა. სიკვდილის წინ, ალბათ, ყვე-
ლას ასე ემართება.
ხიდზე გადადიან და უაიზერით ბრუერში შედიან; გაივლიან
შპალერის ბუტიკს, საგაზეთო ჯიხურს, სადაც მოხალული თხი-
ლი იყიდება, გაფართოებულ დამკრძალავ ბიუროს, დიდ მაღა-
ზიებს, რომელთა ფასადებზეც ყოფილ მფლობელთა ნეონის
ფირნიშების მკრთალი აჩრდილები ახალი, კაშკაშა და იმედის
მომცემი აბრებითაა გადაფარული, ახალ ურნებს მფრინავი
თეფშების მსგავსი თავსახურებით, მიტოვებული კინოთეატრე-
ბის დამუნჯებულ შუკებს. ფაინ-სტრიტსა და ბარ „ფენიქსსაც“ ჩა-
უვლიან. უეცრად ბაჭია ამბობს:

574
მკითხველთა ლიგა

- უმჯობესი იქნებოდა, სამუშაოს საშოვნელად სტამბები


დამევლო, ანდა სულაც სხვა ქალაქში წავსულიყავი. თუნდაც
ბალტიმორში.
- მას შემდეგ, რაც აღარ მუშაობ, უკეთ გამოიყურები. იქნებ
სუფთა ჰაერზე, გარეთ გემუშავა?
- ასეთ სამუშაოში მიზერულ თანხას იხდიან. ამაზე მხო-
ლოდ იდიოტები თუ თანხმდებიან.
- მე კი მამასთან ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. მგონი,
ასე აჯობებს.
- რა ჩემი საქმეა. შენ ხომ ბინის ქირაობას აპირებ, თუ მო-
მესმა?
ქალი არ პასუხობს. უაიზერი უკვე ჯაჯმაუნთსა და მათ სახ-
ლებს უახლოვდება. ბაჭია მარცხნივ, სამარ-სტრიტზე უხვევს. აქ
აგურის სამსართულიანი სახლებია ნახევრად მომრგვალებული
ფანჯრებით შესასვლელის თავზე, ოკულისტებისა და ქიროპ-
რაქტიკოსების აბრები, კირქვით ნაგები ეკლესია მრგვალი ვიტ-
რაჟით.
- შეგვეძლო, ფერმა გვეყიდა, - ამბობს მოულოდნელად
ბაჭია.
- რადგან რუთმა იყიდა, - მაშინვე აიტაცებს თემას ჯენისი.
- მართალია, სულ დამავიწყდა, - ცრუობს ბაჭია, - ის ხომ
ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.
- ღირსი ეკლსი თუ გახსოვს? - ეკითხება ჯენისს. - ამ ზაფ-
ხულს შემხვდა. სამოციანმა წლებმა მასაც გვარიანი ნომერი მო-
უწყო.
- პეგის შესახებ რას იტყვი? - ეკითხება ჯენისი.
- რა უნდა ვთქვა? საწოლში არცთუ ურიგოდ გამოიყურება.
- მაგრამ მასთან აღარ მიბრუნებულხარ.

575
მკითხველთა ლიგა

- გულახდილად გეტყვი, ვეღარ შევძელი. პეგი აქ არაფერ


შუაშია - იგი თავის სიმაღლეზე იდგა. მაგრამ ეს დაუსრულებე-
ლი ჟიმაობა, მუდმივი და დაუსრულებელი, საყოველთაო - არ
ვიცი რატომ, მაგრამ სევდიან ხასიათზე მაყენებს. ჩემი აზრით,
სწორედ ამიტომაა, რომ ყველაფერს უჭირს ადგილიდან დაძ-
ვრა.
- იქნებ პირიქითაა და ეს ამოძრავებს სამყაროს? ეს წარ-
მართავს ადამიანთა ქმედებას?
- კიდევ რაღაც ხომ უნდა იყოს.
ქალი დუმს.
- არა? მეტი არაფერია?
- პეგის ოლი კი დაუბრუნდა, მაგრამ განსაკუთრებულ სი-
ხარულს მაინც ვერ ვამჩნევ, - ამბობს ჯენისი პასუხის ნაცვლად.
მანქანაში ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს. გზის გას-
წვრივ „შთოპ“ ნიშნები გაიელვებს ხოლმე, ქუჩების კუთხეში კი -
საბაყლო დახლები. აგური და ქვიშაქვა ერთ დიდ, მორბენალ
ეკრანად გადაქცეულა. ბაჭიას აზრით, სამარ-სტრიტის ბოლოში
ნაკადული უნდა მიწანწკარებდეს, იმის იქით კი სოფლის შარაგ-
ზა და ვრცელი საძოვრები უნდა იყოს. ამის ნაცვლად კი გზატ-
კეცილი ჩნდება. გზის პირას მრავლადაა მომცრო კაფე, სადაც
ჰამბურგერებს ყიდიან, პატარ-პატარა მაღაზიები, რომლებშიც
მანქანით შეიძლება შესვლა; გაიარეს მინიგოლფის მინდორიც
თავისი დიდი, თაბაშირის დინოზავრებით, კვების ობიექტები,
მოტელები, ბენზინგასამართი სადგურები უცნაური სახელწოდე-
ბებით - „უბრალო“, „დაუზარელი“, „ატლანტიკა“, „არქტიკა“. ბა-
ჭია აქ უკვე ნამყოფია.
- სადმე ხომ არ გააჩერებდი? - ამბობს ჯენისი.
- მე უკვე ვისადილე, შენ?
- მოტელთან გააჩერე, - სთხოვს ქალი.

576
მკითხველთა ლიგა

- გინდა, რომ მე და შენ...?


- ეგ რა აუცილებელია. უბრალოდ, ბენზინს დავზოგავთ.
- რომ იცოდე, ბენზინი მოტელზე გაცილებით იაფია. თა-
ნაც, განა ბარგი სავალდებულო არაა?
- მათთვის სულერთია. მაგრამ მე მაინც წამოვიღე ჩემო-
დანი ყოველი შემთხვევისთვის. უკანა სავარძელზე დევს.
ბაჭია უკან იხედება - იქ მართლაც დევს ძველი, დაკაწრუ-
ლი, ყავისფერი ჩემოდანი, რომელსაც კვლავაც აქვს მიკრული
იმ სასტუმროს საჭდე, რომელშიც სანაპიროზე მოგზაურობისას
ცხოვრობდნენ - „ტყის კოტეჯები“. ჯენისი სტავროსთანაც ამ ჩე-
მოდნით გაიქცა.
- შენ ახლა ალბათ სექსის დიდოსტატი ხარ, არა? - ეკით-
ხება იგი ქალს.
- დაივიწყე, რაც გითხარი, ჰარი. შინ წამიყვანე. უკვე დამა-
ვიწყდა, როგორი ხარ.
- ამ მოტელში არაფერს იეჭვებენ, ვახშმამდე თუ დავრე-
გისტრირდებით? ჯერ ხომ მხოლოდ სამის ნახევარია.
- იეჭვებენ? რა არის აქ საეჭვო, ჰარი? ღმერთო ჩემო, რო-
გორი ზიზია ხარ. ყველამ კარგად იცის, რომ სქესობრივი ცხოვ-
რება აუცილებელია. სხვაგვარად ამქვეყნად არავინ გაჩნდებო-
და. ნეტავ, ცოტათი მაინც როდის მომწიფდები?
- კარგი, რა. დღისით, მზისით, მიდიხარ ოტელში და...
- უთხარი, რომ შენი ცოლი ვარ. რომ დავიღალეთ. ეს ხომ
მართლაც ასეა. გუშინ ღამის ორ საათამდე ვერ დავიძინე.
- იქნებ ჩემს მშობლებთან წავსულიყავით. ნელსონი ერთ
საათში დაბრუნდება.
- თავიდანვე ასე გეთქვა. ვინ უფრო მნიშვნელოვანია შენ-
თვის - მე თუ ნელსონი?
- ნელსონი.

577
მკითხველთა ლიგა

- ნელსონი თუ დედაშენი?
- დედაჩემი.
- ავადმყოფი ხარ.
- ეს, მგონი, შესაფერისი ადგილია. მოგწონს?
მოტელი „მყუდრო სავანე“ - მიუთითებს წარწერა, აბრის
ქვეშ კი გამოკრულია:
„ორადგილიანი საწოლები
ფერადი ტელევიზორები
საშხაპეები და სააბაზანოები
ტელეფონები
„ჯადოსნური თითები“
ნეონით განათებული წარწერა „თავისუფალი ნომრები“
ზუზუნებს და ღია წითლად ციმციმებს. სარეგისტრაციო დახლი
კაბინას ჰგავს, სადაც საგზაო ბაჟს იღებენ. დამშრალი აუზის
თავზე მწვანე ბრეზენტი გადაუფარებიათ. აგურის გრძელი ფა-
სადის გასწვრივ, რომელშიც კარია ამოჭრილი, რამდენიმე მან-
ქანა მოჩანს - გეგონებათ, რკინის ცხენები ბაგასთან დგანანო.
- როგორც ჩანს, ბევრი ხალხია, - ამბობს ჯენისი.
- ძალიანაც კარგი, - ეუბნება ბაჭია. - ესე იგი, ჩვენც მიგვი-
ღებენ.
მაგრამ ამ ლაპარაკ-ლაპარაკში მოტელი უკან რჩება.
- სერიოზულად მიპასუხე, ასე არასდროს მოქცეულხარ? -
ეკითხება ჯენისი.
- მე, ასე ვთქვათ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწეოდი, - პა-
სუხობს ბაჭია.
- გავცდით, - ამბობს ჯენისი. მოტელს გულისხმობს.
- შემიძლია მანქანა მოვატრიალო.
- მაშინ მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდებით.
- შეგეშინდა?

578
მკითხველთა ლიგა

- რისი?
- ჩემი.
ბაჭია მარჯვედ შეუხვევს ავტოსადგომზე მაღაზია „ყველა-
ფერი ბაღისთვის“ გვერდით, ამუხრუჭებს, შემხვედრ ნაკადს
რომ არ შეეჯახოს, ორმაგ ზოლს გადაკვეთს და მანქანას უკან
მიაქროლებს.
- თავის მოკვლა თუ გადაგიწყვეტია, შენი ნებაა, - ეუბნება
ჯენისი, - მაგრამ მე თავი დამანებე. ცხოვრება ჯერ არ მომბეზ-
რებია. პირიქით, ახლა გავუგე გემო.
- უკვე გვიანაა, - ამბობს ბაჭია. - რამდენიმე წელიც და ბე-
ბია გახდები.
- მეეჭვება, შენისთანა მძღოლის ხელში ეს შევძლო.
ისინი კვლავ კვეთენ ორმაგ ზოლს და მანქანას აჩერებენ.
წარწერა „თავისუფალი ნომრები“ ისევ ზუზუნებს. ძრავა გამორ-
თულია. ხელის მუხრუჭი - ამოწეული. უსწორმასწორო ასფალ-
ტზე მზის სხივები თამაშობენ.
- რაღას ელოდები, - სისინებს ჯენისი.
ბაჭია მანქანიდან გადმოდის. ჰაერზე ეთერის ბუშტუკები
ფეხებში დაუვლის - ეს ნერვიულობის ბრალია. ჯიხურში, შოკო-
ლადის გამცემი ავტომატისა და კედელზე დამაგრებული დაფის
გვერდით, რომელზეც შავსაჭდეებიანი გასაღებები კიდია, მამა-
კაცი ზის. ჭაღარა თმა საგულდაგულოდ უკან გადაუვარცხნია,
წვრილი ჰალსტუხი ნალის ფორმის ქინძისთავით აქვს დამაგ-
რებული, ცხვირში სრუტუნებს. ჰარის წინ სარეგისტრაციო ბა-
რათს დებს და გაწითლებულ ნესტოებზე ლურჯ ცხვირსახოცს
იფარებს.
- სახელი, გვარი და მანქანის ნომერი, - ამბობს დასავლეთ
სანაპიროს მცხოვრების აქცენტით.
- მე და ჩემს ცოლს სიქა გაგვძვრა, - იწყებს ბაჭია.

579
მკითხველთა ლიგა

ყურები უხურს, კისერი უწითლდება, მაისური უოფლიანდე-


ბა, გული კი ისე უცემს, რომ აცახცახებული ხელით ძლივს გა-
მოჰყავს მისტ. და მის. ენგსტრომები. მისამართი? ცხადია, უნდა
იცრუოს. გაუბედავად წერს: პენსილვანია, პენ-ვილასი, ვისტა--
კრესენტი, 26. ყოველგვარი სარეკლამო აბდაუბდა და ანგარი-
ში მას ამ მისამართზე მისდის. ფოსტა შესანიშნავად მუშაობს.
ჩააგდეთ წერილი რომელ საფოსტო ყუთშიც გნებავთ. მას
ამოიღებენ, ერთი ტომრიდან მეორეში გადაიტანენ, შემდეგ
წაიღებენ, ტყლამპ! - და ის მილიონობით ყუთიდან საჭიროს შე-
არჩევს და სწორედ იმაში ჩავარდება. გაუგებარია, როგორ
ხდება ეს. აბა, ამ ახალგაზრდა პანკმა რევოლუციონერებმა სცა-
დონ და ფოსტის მუშაობა ისე ააწყონ, რომ წერილებმა წვიმა-
შიც, თოვლჭყაპშიც და სიბნელეშიც შეუფერხებლად მიაღწიონ
დანიშნულების ადგილამდე. მაგიდის პლასტმასის ზედაპირზე
იდაყვზე დაყრდნობილი წვრილჰალსტუხიანი მამაკაცი მოთმი-
ნებით ელოდება ბაჭიას, რომელსაც ხელი უთრთის, აზრები კი
აქეთ-იქით დაუხტის და ერთმანეთში ერევა.
- მთავარი - მანქანის ნომერია, - მშვიდობიანი ტონით, გაბ-
მით ამბობს რეგისტრატორი. - ან ჩემოდანი მიჩვენეთ, ან წინას-
წარ მოგიწევთ გადახდა.
- არ გეხუმრებით, ის ჩემი ცოლია.
- როგორც ვხედავ, თაფლობის თვის გასატარებლად პირ-
დაპირ სკოლის მერხიდან წამოსულხართ.
- აჰ, ამას გულისხმობთ? - ბაჭია თავის მომწვანო--
კრემისფერ სპორტულ ქურთუკზე იყურება და ცდილობს, არ გა-
წითლდეს. - აღარც კი მახსოვს, უკანასკნელად როდის მეცვა.
- ტანზე კარგად გადგათ, - ამბობს მამაკაცი და თითს ბა-
რათის ცარიელ გრაფაზე აკაკუნებს, სადაც მანქანის ნომერი უნ-

580
მკითხველთა ლიგა

და ჩაიწეროს. - თუ არ გეჩქარებათ, მე - მით უმეტეს, - ამატებს


იგი.
ჰარი ფანჯარასთან მიდის, მანქანის ნომერს რომ შეხედოს
და ჯენისს ანიშნოს, რომ ჩემოდანი დაანახვოს. იგი წარმოსახ-
ვით ჩემოდანს სახელურზე ხელს ჰკიდებს, ჯერ მაღლა სწევს,
მერე კი ძირს უშვებს. ჯენისი ვერ ხვდება. იგი მანქანაში ზის,
ფანჯარაში არეკლილი გამოსახულებებით დანისლული, და ექ-
სტრავაგანტურ, ლითონის დიდ ყუთში შეფუთულ პატარა, საეჭ-
ვო ხარისხის თანამედროვე ნივთს ჰგავს. ბაჭია ისეთ სახეს
იღებს, თითქოს ჩემოდანს ხსნის, ჰაერში მართკუთხედს ხაზავს
და შესძახებს: „ღმერთო ჩემო, რა სულელია!“ ჯენისი, როგორც
იქნა, ხვდება, ხელს უკან გადაჰყოფს და ჩემოდანს მაღლა
სწევს. მამაკაცი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. ჰარი ბარათზე
მანქანის ნომერს (U20-692) უთითებს და გასაღები (17) ხელთ
აქვს.
- ეს სიღრმეშია, - ამბობს მამაკაცი. - გზიდან მოშორებითაა
და შედარებით სიწყნარეცაა.
- მაგას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ძილის მე-
ტი არაფერი გვინდა, - ამბობს ბაჭია. გასაღების აღების შემდეგ
უფრო მეგობრულადაა განწყობილი. - ტეხასიდან ხომ არ
ხართ? ერთ დროს იქ ჯარში ვმსახურობდი, ფორტ-ლარსონში,
ლუბოკის სიახლოვეს.
მამაკაცი ბარათს უჯრაში დებს, სათვალის ქვედა ნაწილი-
დან იყურება და პირს ამწლაკუნებს.
- სანტა-ფეს ახლომახლო თუ ყოფილხართ?
- არა. არასოდეს. სამწუხაროდ.
- აი, ის მართლაც კარგი ადგილია, - აცხადებს მამაკაცი.
- სიამოვნებით ვეწვეოდი, სიამოვნებით, მაგრამ ამას, ალ-
ბათ, ვერასდროს მოვახერხებ.

581
მკითხველთა ლიგა

- რას ბრძანებთ! თქვენ ხომ ჯან-ღონით სავსე ახალგაზ-


რდა ხართ!
- არც ისე ახალგაზრდა.
- არა, ახალგაზრდა ხართ, - ჯიუტად იმეორებს მამაკაცი.
თან რა კარგად ესაუბრება, გასაღებიც მისცა. ადამიანები, საერ-
თოდ, კარგები არიან. როდესაც მანქანასთან ბრუნდება, ჯენისი
კიდეც ეკითხება, რატომ იღიმებიო.
- სად იყავი ამდენ ხანს?
- სანტა-ფეს შესახებ ლაპარაკს შევყევით. მირჩია, იქ აუცი-
ლებლად გაემგზავრეთო.
ოთახი ნომერი 17 საოცრად გრძელია, ვიწრო და გრძე-
ლი. იისფერი ნოხისა და სხვადასხვა ადგილში მუყაოაკრული
მართკუთხედებიდან შემოსული შუქის გამო, ოთახი კინოთე-
ატრს ჰგავს. შორეულ ბოლოში სააბაზანოა, კედლების ცემენ-
ტის ფილები ვარდისფრადაა შეღებილი, მათი გაკეთილშობი-
ლება მოყვარულ მხატვარს ოკეანის გამოსახვით უცდია. ოთა-
ხის გარდიგარდმო, ტელევიზორის პირდაპირ, ორი ორადგი-
ლიანი საწოლი დგას. ბაჭია ფეხსაცმელს იხდის, ტელევიზორს
ჩართავს და ერთ-ერთ საწოლზე წვება. ეკრანზე სინათლის ზო-
ლი ჩნდება, ფართოვდება და დიაგონალურად მოციმციმე ზო-
ლებს თავს აღწევს. მოჩანს სტუდია, სადაც მიმდინარეობს ტე-
ლეთამაში „პაემანი“. ფერადკანიანმა ქალიშვილმა ფილადელ-
ფიიდან, უნდა გამოიცნოს, სამი მამაკაცისგან რომელი დაუნიშ-
ნავს მას პაემანს: ერთი შავია, მეორე - თეთრი, მესამე - ყვი-
თელკანიანი. ტელევიზორს ისეთი ფერები აქვს, რომ ჩინელი
ნარინჯისფერია, ფერადკანიანი ქალიშვილი კი - მოლურჯო,
გამოსახულება ორმაგდება, როცა გოგონა იცინის, მას უამრავი
კბილი მოუჩანს. ჯენისი ტელევიზორს თიშავს. ბაჭიასავით მანაც
ფეხზე გაიხადა და ახლა ორივენი ქურდებს ჰგვანან.

582
მკითხველთა ლიგა

- ე-ე, ეს ხომ საინტერესო იყო, - აპროტესტებს ბაჭია. -


შირმის მიღმა იგი მათ ვერ ხედავდა, ასე რომ, ხმის მიხედვით
უნდა გამოეცნო, ვინ რა ფერის იყო. ცხადია, თუ ამას მისთვის
რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.
- დღეს წყვილი უკვე გყავს, - ეუბნება ჯენისი.
- ჩვენ ფერადი ტელევიზორი უნდა ვიყიდოთ - პროფე-
სიონალური ფეხბურთის ყურება გაცილებით საინტერესო იქნე-
ბა.
- ვინ ჩვენ?
- ვინ? მე, მამამ, ნელსონმა, დედამ და მიმიმ.
- ცოტათი ჩაიჩოჩე.
- შენ ხომ შენი საწოლი გაქვს. აგერ დგას.
ჯენისი მყარად დგას ნოხზე თავისი ლამაზწვივებიანი შიშ-
ველი ფეხებით. წინდები არ აცვია. ნაღვლიანი ფერის შალის
ქვედატანი ოდნავ წვეტიან მუხლებს ზემოთ აქვს აწეული. მადის
აღმძვრელი ფეხებია.
- შენ რა, ცივ უარს მეუბნები?
- მე ვინ ვარ, ცივი უარით რომ გაგისტუმრო ეიზენჰაუერ--
ავენიუს ყველაზე თავქარიანი დედაკაცი.
- დარწმუნებული არა ვარ, რომ კვლავაც მომწონხარ.
- დროულად ვერ შევიცანი, რას წარმოადგენ.
- მიდი, ჩაჩოჩდი.
ჯენისი თავის ძველ, ხაკისფერ პალტოს პლასტმასის სკამ-
ზე ისვრის მოტელში ყოფნის წესების შესაბამისად და სახანძრო
ინსპექტორის თანდასწრებით. დაბნეულობისგან ბაჭიას მისი
თვალები ნახშირივით შავი ჰგონია. ქალი სვიტრსაც გაიძრობს
და როდესაც ქვედატანის გასახდელად იხრება, მხრებზე სინათ-
ლე გადაუვლის, რომელიც გაფანტული მონეტების ილუზიას
ქმნის. კომბინაციის ამარა დარჩენილი ჯენისი ყოყმანობს.

583
მკითხველთა ლიგა

- საბნის ქვეშ აპირებ დაწოლას?


- ასეც შეგვიძლია, - ამბობს ბაჭია, მაგრამ თავს ისე
გრძნობს, როგორც მაღალი სიცხის შემდეგ, როდესაც დაწყნა-
რებული ნერვები სხეულს ქვიშაში გაპარული წყალივით უბრუნ-
დება.
ბაჭიას უჭირს აუცილებელი მოქმედებების შესრულება -
ტანსაცმლის გახდა, სააბაზანომდე გრძელი გზის გავლა. ხომ
უნდა დაიბანოს, თუკი ჯენისი აპირებს, რომ თავს დააცხრეს. ახ-
ლაც სწრაფად რომ გაათავოს, ყველაფერი ისევე იქნება, რო-
გორც ყოველთვის. აჯობებს უბრალოდ იწვეს და კომბინაციაში
გამოწყობილი ჯენისის სხეულით დატკბეს. გაუმართლა, რომ
პატარა ქალი შეარჩია: ასეთები დიდებზე ადვილად ინარჩუნე-
ბენ ფორმას. ოცი წლის ჯენისი თავის ასაკთან შედარებით უფ-
რო ხნიერად გამოიყურებოდა. ახლა მაშინდელზე მეტს არც კი
მისცემ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა ბრაზობს და შავი
თვალები ავაზასავით უელავს.
- თუ გინდა, ლოგინში შემოძვერი, მაგრამ ჩემგან ნურა-
ფერს ელი, გონს ჯერაც ვერ მოვსულვარ.
ბოლო დროს მასტურბაციასაც ვეღარ ახერხებდა. ვეღა-
რაფერი აღაგზნებს, თვით ზანგი ქალის წარმოდგენაც კი ქინ-
ძისთავებივით წვეტიანი ძუძუს კერტებითა და ჰელოუინის გოგ-
რით თავის ნაცვლად.
- რა გაეწყობა, - ამბობს ჯენისი. - შენც ნურაფერს მოელი
ჩემგან. უბრალოდ არ მინდა, რომ მეორე საწოლიდან გიყვი-
რო.
ბაჭია ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით აიძულებს თავს,
ლოგინიდან გამოძვრეს და იატაკზე დაგებულ ნოხს სააბაზა-
ნოსკენ გაუყვეს. უკან შიშველი ბრუნდება, ტანსაცმელი ხელით
მოაქვს. ლოგინში ისე დურთავს თავს, როგორც მდევარს გა-

584
მკითხველთა ლიგა

მოქცეული მხეცი შეძვრება ხოლმე ბუნაგში. გამხდარი, უცნობი


და გველივით ცივი ჯენისი ცახცახებს და ბაჭიას ეკვრის. ამ გა-
თოშილი სხეულის შეხებაზე კაცს დაცემინების სურვილი უჩნდე-
ბა.
- ამგვარ ადგილებში, როგორც ჩანს, ძალზე ცუდად ათბო-
ბენ, - ამბობს ქალი მობოდიშების ნიშნად.
- მალე ნოემბერი დადგება.
- ნუთუ აქ თერმოსტატი არა აქვთ?
- როგორ არა. აგერ არის. კუთხეში. თუ გინდა, შეგიძლია
ადგე და გადაატრიალო.
- გმადლობთ. წესით ამას, მამაკაცები აკეთებენ.
არც ერთი მათგანი ადგილიდან არ იძვრის.
- ჯინეტის საწოლს ხომ არ გაგონებს? - ეკითხება ჰარი.
ჟინეტი ჯენისთან ერთად მუშაობდა კროლთან, ბრუერში ბინა
ჰქონდა და მათ იქ შეხვედრის უფლებას აძლევდა.
- ნაწილობრივ. იქიდან ფანჯარაში ყურება შეიძლებოდა.
დიალოგის აწყობას ცდილობენ, მაგრამ იმდენად დაღლი-
ლები და ერთმანეთისადმი გაუცხოებულები არიან, რომ საუბ-
რის ძაფს ხშირად კარგავენ.
- რას ფიქრობ საკუთარი თავის შესახებ. ვინ ხარ? - ეკით-
ხება ჯენისი გარკვეული ხნის დუმილის შემდეგ.
- არავინ, - პასუხობს ბაჭია.
ცოტათი ქვემოთ ჩაცურდება, თითქოს ძუძუებზე კოცნას
უპირებს, მაგრამ ამას არ აკეთებს - მისთვის ისიც საკმარისია,
რომ მათ პირთან ახლოს გრძნობს: ეს მასზე ნარკოტიკივით
მოქმედებს. საწოლის თავზე კი დაუღალავად შრომობენ სხვა-
დასხვა ფრთიანი არსებები.
სიჩუმე კარგა ხანს გრძელდება. თვალდახუჭული ჰარი
წითლებში გამოწყობილ ბალერინას ხედავს.

585
მკითხველთა ლიგა

- ჩვენი შვილი ვეღარ მიტანს, - მოულოდნელად წარმოთ-


ქვამს იგი.
- ტყუილია, - ამბობს ჯენისი და მეორე წამს საკუთარ თავს
ეწინააღმდეგება: - მალე გაუვლის.
ქალური ლოგიკაა: თუ რაიმეს ვერაფრით იცილებ თავი-
დან, წაუყრუე და მოუთმინე. შესაძლოა, ეს ერთადერთი სწორი
გზაა. ბაჭია ჯენისს მუცლის ქვემოთ ეფერება. ხელი ხავსზე მო-
უხვდება. ეს არ აღაგზნებს, მაგრამ ამშვიდებს: ასეთი ადგილი
თუ არსებობს, იქ რაიმეს დამალვაც შესაძლებელია.
ქალი მოუსვენრად წრიალებს - რადგან კაცი ძუძუებზე არ
ეალერსება და არც არაფერს აკეთებს, ის თავისი ცივი ფეხის-
გულებით მის ფეხებს ეკრობა. ბაჭია აცემინებს. საწოლი ირყე-
ვა. ჯენისი იცინის. კაცი ცდილობს, რომ კბილი გაჰკრას და უწ-
ყინარი ტონით ეკითხება:
- სტავროსთან ყოველთვის გამოგდიოდა?
- ყოველთვის არა.
- გენატრება?
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ მყავხარ გვერდით.
- მაგრამ მე არცთუ ძალიან გამხიარულებ.
- შენ მე ყველაფრისთვის პასუხს მაგებინებ. ეს ნორმალუ-
რია.
ბაჭია არ ეთანხმება.
- თითქოს განადგურებული ვარ, - ამბობს გულწრფელად,
თუმცა მისი პასუხი ქალის სიტყვების შესაბამისი ნამდვილად არ
არის. ჰარის ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ერთმანეთთან შეჩ-
ვევას ცდილობენ, თანაბრად უნდა განზავდნენ სქელ საღებავ-
ში, რომელიც ქუთუთოებს ქვემოდან თანდათან წითელ შეფე-

586
მკითხველთა ლიგა

რილობას იღებს. ვერ ხვდება, რამდენ ხანს გრძელდება სიჩუმე,


მაგრამ ეჩვენება, რომ ყველაფერი იქით მიექანება, სადაც ისინი
კვლავ ცოლი და ქმარი უნდა გახდნენ. ამიტომ მოულოდნელად
ნიადაგს სინჯავს:
- იქნებ როგორმე პეგი და ოლი მოგვეწვია ჩვენთან.
- მეტი საქმე არ მაქვს, - პასუხობს ჯენისი და გვერდში მუჯ-
ლუგუნს გაჰკრავს, თუმცა მისი მხრიდან ეს უფრო კეკლუცობას
ჰგავს. - გირჩევ, მისგან თავი შორს დაიჭირო, ახლა, როცა გე-
მო უკვე გაუსინჯე.
ბაჭია ხვდება, რომ ქალი ყველაფერში გარკვეულია და
ცოტა ხნის შემდეგ ეკითხება:
- ვიეტნამის ომზე რას ფიქრობ, ოდესმე თუ დამთავრდება?
- ჩარლი თვლის, რომ - მალე, როგორც კი მსხვილი სამ-
რეწველო კომპანიები ჩათვლიან, რომ მომგებიანი აღარ არის.
- ღმერთო ჩემო, რა სულელები არიან ეს უცხოელები, -
ბურტყუნებს ბაჭია.
- ჩარლის გულისხმობ?
- თქვენ, ყველას. - ბუნდოვნად ხვდება, რომ მეტი სიცხადეა
საჭირო. - ცქაფა თვლიდა, რომ საყოველთაო მღელვარება
გარდაუვალია. მოხდება საშინელი არეულობა, მერე კი, როდე-
საც ძალაუფლების საჭესთან თვითონ ან მისი მსგავსი აღმოჩ-
ნდება, უდიდესი სიმშვიდე დაისადგურებს.
- და შენც დაუჯერე, არა?
- მინდოდა დაჯერება, მაგრამ ჩემმა რაციონალურობამ ხე-
ლი შემიშალა. მღელვარება - პროვინციული ხედვაა პრობლე-
მისა, რომელიც დიდი მასშტაბით სავსებით ნორმალურად მუ-
შაობს. გასაგებად ვამბობ?
- დარწმუნებული არ ვარ, - ამბობს ჯენისი.
- როგორ გგონია, დედას საყვარლები თუ ჰყავდა?

587
მკითხველთა ლიგა

- თვითონ ჰკითხე.
- მეშინია.
ცოტა ხნის შემდეგ ჯენისი აცხადებს:
- თუ ჩემთან სექსს არ აპირებ, გადავბრუნდები და დავიძი-
ნებ. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ვნერვიულობდი, არ
ვიცოდი, ჩვენი შეხვედრა როგორ ჩაივლიდა.
- მერედა, რას იტყვი, როგორ მიმდინარეობს?
- პატიოსნად.
ჯენისი გვერდს იცვლის, ზეწრების შრიალი ვერცხლისფერ
მელოდიას გამოსცემს, მსუბუქი ბგერები სიცარიელეში იკარგე-
ბა, ადრე ბაჭია მარჯვენა ხელს თმაში უკან ჩაავლებდა ხოლმე,
მარცხენით კი მკერდს ისე უსრესდა, რომ ძუძუები თითქმის ერ-
თმანეთს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ძველებური სიმარჯვე არ
დაუკარგავს. ჯენისის დუნდულები და ფეხები სადღაც მიფრი-
ნავს.
- აქედან როგორ გავალთ? - ეკითხება ქალს.
- ჩავიცვამთ და ისე. მაგრამ ჯერ ცოტა დავიძინოთ, თორემ
უკვე სისულელეებზე გადახვედი.
- მეუხერხულება. ის კაცი, რეგისტრატორი, იფიქრებს,
რომ რაღაც ცუდს ვაპირებთ.
- არაფერსაც არ იფიქრებს.
- არა, იფიქრებს. რომ არ ინერვიულოს, შეგვიძლია აქ
მთელი ღამით დავრჩეთ, მაგრამ არავინ იცის, სად ვართ და
აფორიაქდებიან.
- გეყოფა, ჰარი. ერთ საათში წავალთ. ახლა კი გაჩუმდი.
- თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- რის გამო?
- ყველაფრის.
- დამშვიდდი. მხოლოდ შენი ბრალი არ არის.

588
მკითხველთა ლიგა

- ეს არ მაწყობს.
ბაჭია ქალის ძუძუებს ხელს უშვებს და ორი პატარა, თბილი
გუნდა სადღაც ქრება. სივრცე, რომელშიც ის და ჯენისი იმყო-
ფებიან, მოტელის გრძელი ოთახი, უცხო თვალთაგან დაფარუ-
ლი სორო, ახლა მათი საკუთრებაა. ჰარი გრილ ზეწარზე
დუიმით ქვევით მიჩოჩავს და თავის მოდუნებულ, მიკროსკოპულ
სხეულის ნაწილს ქალის დუნდულებს შორის არსებულ ღინ-
ღლმოდებულ ფოსოს მიადებს. ცოტაც და ბაჭია სრულ მზად-
ყოფნაში იქნება, მაგრამ ხელი, რომელიც ძუძუებს მოაცილა,
წელზე ინაცვლებს, ნეკნებსა და მენჯს შორის, ნაცნობ უძვლო
ჩაღრმავებაზე. იგი მდორედ, ნარნარად მიიწევს იქით, სადაც
ჯენისი შვილებს ატარებდა. ეფერება, ეფერება და იძინებს. მა-
მაკაცი. ქალი. და ძილი. ო’ქეი?

589

You might also like