You are on page 1of 200

1

ქეთი გაბინაშვილი
ზარდახშის ბალერინა
2

პირველი თავი
ამინდის გაუარესების გამო რეისი შეიცვალა და
თვითმფრინავი პრაღაში დაჯდა. ავია-კომპანიის
წარმომადგენლებმა მგზავრები სასტუმროებში
გადაანაწილეს. ეთო „Olympik”-ში მოხვდა, 3-
ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, ყვითელი, შემოდგომის
ფოთლებივით გამოფიტული კედლებითა და ხედით
მთავარ ქუჩაზე. ქალაქი იყო დათოვლილი და თეთრ
ქუჩებს სამკაულივით ეფინებოდა მკერდზე ოქროსფერი
სინათლე. პრაღას ეღვიძა, მაგრამ მისი მოძრაობა არ
ჰგავდა ქაოსს. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც
უნდა ყოფილიყო. ჰარმონიას ქმნიდა ქალაქი თავისი
მოსახლეობით, ქუჩებით, მდინარით, თოვლით. ამ
ჰარმონიაში ისე ზედმეტად იგრძნო თავი, თითქოს თეთრ
სუფრას წითელი ღვინის ლაქა დამჩნეოდა. ახლა, აქ,
სასტუმროს ფანჯარას მიყრდნობილი, თავს წვეულებაზე
დაუპატიჟებელი სტუმარივით გრძნობდა. ერთხანს
გადაჰყურებდა ქუჩებს და მერე, დაღლილობამ თავისი
ქნა, ისე მიეძინა, არც უვახშმია.

7 საათიც არ იყო, რომ გაიღვიძა. ფიქრივით


შემოხვეოდა ქალაქს თოვლი. ბარდნიდა. სავარაუდოდ,
დღესაც გადაიდება ფრენაო, გაიფიქრა და ხასიათი ისე
გაუფუჭდა, თითქო ყავაში შაქარი მოსვლოდეს მეტი.
ადამიანს უჭირს დაჯერება, რომ სამყარო მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ მოძრაობს. არც ეთოს უნდოდა ერწმუნა,
რომ წლების შემდეგ ძლივს გადაწყვეტილი გამგზავრება
3

გადაიდებოდა. ტანსაცმელი ნაჩქარევად ჩაიცვა და


ვითარების გასაგებად წავიდა.

გავსებულიყო აეროპორტი, ვის აღარ შეხვდებოდი,


რომელი ერისა და კულტურის ხალხს არ მოეყარა თავი.
ალბათ, ასეთი ხმები ისმოდა, ბაბილონის გადოლის
ასაშენებლად შეკრებილ ხალხს ენა რომ აურია უფალმა,
კბილის ტკივილივით გაუარა აზრმა, მერე გონება დაძაბა
და ხმებს მიაყურადა, ქართული სიტყვები პეპლებივით
ფარფატებდნენ ჰაერში.

სად აღარ შეხვდები ქართველს, თითქოს მძივი


გაწყვეტილა და მარგალიტივით გაბნეულა ქართული
სული. ერთ ხანს კედელს მიყრდნობილი გაირინდა.
თვალდახუჭულმა მიუგდო სიტყვებს ყური. რა ძალა აქვს
მაინც მშობლიურ ენას, რამდენიც არ უნდა ეცადო მის
დავიწყებას, რამდენიც უნდა ემალო და ეწინააღმდეგო,
მაინც სისხლივით აგრძელებს შენს ძარღვებში დუღილს.

ეთო ხმებს მიჰყვა. დარბაზის კუთხეში სამი ქალი და


ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჩამომსხდარიყვნენ. ქართველს
მილიონ ადამიანში ამოიცნობ. მაინც რა აქვს ასეთი ამ
პატარა ერის წარმომადგენელს, სხვა ყველასაგან რომ
გამოარჩევს? - დაეკითხა საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ
შეავლო თვალი სკამზე მორიდებით ჩამომსხდარ
ქართველებს და თვალებიო,- დაასკვნა ბოლოს. არავის
ისეთი სევდიანი თვალები არ აქვს მსოფლიოში, როგორც
ქართველს. მიდიხარ ქუჩაში და შეიძლება, 5 წლის,
კიკინებიანი ბავშვი გადაგეღობოს ნაყინით ხელში და თუ
4

კარგად დააკვირდები მის თვალებს, რაღაც სტკივა, იქნება


ჯერ არც კი გაუცნობიერებია, რა აწუხებს, რა სიცარიელე
გასჩენია სულში, მაგრამ ის კი ცხადია, რომ სტკივა და ეს
სევდა წლებთან ერთად იზრდება. რა აქვს ნეტა ამდენი
საწუხარი ამ ხალხს? ეს პირადი ტკივილია თუ რაღაც
უფრო დიდი, უფრო მასშტაბური?

დაღლილობას გრძნობდა. წარსული თმებში


ჩაჰფრენოდა და ისე სტკენდა თავის ქალას, აზროვნება
უჭირდა. მარტო ყოფნა უნდოდა, ერთ ხანს იფიქრა,
ზურგი ექცია და ისევ საკუთარი სევდისათვის
შეეფარებინა თავი, მაგრამ ახლა მას სხეულში რაღაც
უხილავ ძალას გაეღვიძა, რომელსაც სამშობლო ისე
მონატრებოდა, ქართული სული ისე დაჰკლებოდა,
ეთუნას ყურადღება აღარ მიაქცია, უცნობი
ქართველებისაკენ წავიდა, თითქოს თავისი დიდი ხნის
უნახავი ოჯახის წევრები შეემჩნია.

ათასობით ადამიანი ხვდება ქუჩებში ყოველ დღე


ერთმანეთს, ათასობით ადამიანი ისე გულგრილად
უქცევს გვერდს, თითქოს უსულო ქვის სვეტებს
გადაჰყროდეს. ათასობით ადამიანი იღუპება შიმშილით,
მარტოობით, ტკივილით, უსამართლობისა და
შეურაცხყოფის შეგრძნებით და ათი ათასობით ადამიანი
ამ ფაქტს ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს, მაგრამ
საკმარისია, უცხო გარემოში შენი ერის წარმომადგენელი
შეგხვდეს, სიხარული ყელზე გახარებული ბავშვივით
გაჭდობს ხელებს და სურვილს ვერ იკავებ, გულში არ
ჩაიკრა. მისი დაცვის სურვილი გიჩნდება, მზად ხარ
5

ყველა წინააღმდეგობას გადაეღობო, ყველა ბრძოლა მის


ნაცვლად გამართო.

-გამარჯობა, - ეთუნა დაფასთან გამოყვანილი ბავშვივით


თითისწვერებზე შემდგარი მიესალმა.

ოთხმა წყვილმა განათებულმა თვალმა ჯერ გაიელვა,


მერე გაოცებანარევი სიხარულით უპასუხეს მისალმებაზე
და სათითაოდ გადაეხვივნენ.

საუბარი ისე გააბეს, თითქოს ამ წუთას კი არ


შეხვედროდნენ ერთმანეთს პირველად, მთელი ცხოვრება
იცნობდნენ და ეს-ესაა შეეწყვიტათ სიტყვა.

საკმაოდ ბევრი რამის გაგება მოახერხეს ერთმანეთზე,


სანამ აეროპორტის თანამშრომლები აცნობებდნენ, რომ
კიდე სამი დღე მოუწევდათ პრაღაში გაჩერება.

ცუდმა ახალმა ამბავმა ნერვები გიტარის სიმივით


დაუჭიმა ხალხს, იყვირეს, იყაყანეს, აპროტესტეს, მაგრამ
რა გაეწყობოდა, ისევ სასტუმროებში დაბრუნდნენ.

აეროპორტიდან გამოსვლამდე ეთოს ახალი ნაცნობები


წამოეწივნენ, სამი დღე აქ რა უნდა ვაკეთოთ, ხვალ
ქალაქის დასათვლიერებლად გავიდეთო. ახლა ყველაზე
ნაკლებად ეს სჭირდებოდა, ამიტომ იცრუა, სამუშაო მაქვს
და არ შემიძლია, პრეზენტაციის მომზადება უნდა
მოვასწროო.
6

-თუ მაინც გადაიფიქრებ, ამ ნომერზე დაგვირეკე,-


სასტუმროს ნომერი დაუწერა მიშომ. ბედნიერი ახალი
წელი უსურვეს ერთმანეთს და დაიშალნენ.

ახალ ნაცნობებზე ფიქრი კუდში ადევნებული


ძაღლივით გამოჰყვა ეთუნას. ყველას თავისი ამბავი აწვა
სხეულზე, ყველას თავისი ბედისწერა ამოსდგომოდა
მხარში. იქ, საქართველოში, დარჩენილი ადამიანების
მიმართ ვალდებულება ბორკილებივით ედოთ, თითქოს
საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ, კიცხავდნენ, ლუკმას
აცლიდნენ აჟიებულ ბავშვებს შინ დაბრუნებით. შიში
კალთაში ჩაჰფრენოდა, რა იქნებოდა დაბრუნების შემდეგ?
მიიღებდნენ სახლში თუ ვერა? ამ წლებს საყვარელი
ადამიანებისათვის უცხოები, გადამთიელები გაეხადა,
ორი-სამი წლით იყო ყველა წასული და 20-22 წელიც
გასულიყო ზოგისთვის, შემოჰღამებოდათ, სახლის გზა
არეოდათ. იქნებ დაზრდილი, დავაჟკაცებული შვილები
ვეღარც ეცნოთ....

ორ წლით ევროპაში წასვლა შეუძლებელი რომ იყო,


მასზე უკეთ არავინ იცოდა. მიდიან ორი წლით და
სამუდამოდ რჩებიან. მიდიან და იწერებიან, რომ
ენატრებათ ყველა და ყველაფერი, რაც საქართველოში
დატოვეს, იწერებიან, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებიან.
რაღაც ყოველთვის უკეთესი ეჩვენებათ ევროპაში, ვიდრე
საქართველოშია: უკეთესი ანაზღაურებაა, უფრო
მოწესრიგებული ქვეყანაა, სისუფთავეა, ევროპელი
მოხუცები კლუბებსა და საცეკვაო დარბაზებში დადიან,
ურთიერთობები თავისუფალია.... არაფერს ამბობენ
7

იმაზე, რომ ის მოხუცები, როგორც კი კარგავენ


შრომისუნარს, თავშესაფარში მიდიან და შვილებს ხშირად
დასაფლავებაზე მისვლაც კი ავიწყდებათ. არც იმას
ამბობენ, ბავშვები, გარდატეხის ასაკში რომ ირჩევენ სქესს,
აქ, საქართველოში, ჩვენ გარეშე რომ ქორწინდებიან
შვილები, იღუპებიან მშობლები. . .

რა არის მაინც ეს ევროპა? ხსნის გზაა თუ დაღუპვის? რა


მიიღო მან ჩვენგან და რა მივიღეთ ჩვენ? ვინ იცის უფრო
მეტი მივიღეთ თუ დავკარგეთ? ამ ამბავსაც, ისევე
როგორც მედალს, ორი მხარე აქვს: ემიგრაცია, რომ არა,
ვინ იცის რამდენი ბავშვი დაიღუპებოდა შიმშილით და
სწორად ემიგრაციის „დამსახურებაა“, რომ დღეს უამრავი
პატარა იზრდება დედის გარეშე, ათასობით მამაკაცს
სძინავს ცარიელ საწოლში და ცოლის ალერსი ენატრება...
სასწორზე პური და ღირებულებები დევს. და რა
რთულია, ღირებულებები აირჩო, როცა შიმშილი
ტყვიასავით დამძიმებულა და მისი ზიდვა შენს მხრებს
აღარ ძალუძს.

ფიქრებში ისე იყო გართული, ვერც იგრძნო, როგორ


მივიდა სასტუმრომდე. ნომერში ასვლისთანავე, ნათიას
დაურეკა.

-ალოო,- გაინაზა ნათია.

-ნათი, მე ვარ, ეთო ვარ, როგორ ხარ?

-გოგოო, საიდან მირეკავ? შენ რა, კიდევ არ ჩამოსულხარ?


იცოდე თუ გადაგვაგდე, ვერ გადაგვირჩები.
8

-არა, არა,- გაეცინა ეთუნას,- არ გადამიგდიხართ, პრაღაში


გავიჩხირე.

-ოხ, ისე ნუ ამბობ, თითქოს ვაგზლის მოედანზე იდგე


საცობში რა, ნეტა მე გავიჭედო პრაღაში და სულაც ნუ
გაიხსნება მერე გზა.

-ეჰ, ვის რა აქვს სანატრებელი.

-გოგო, მართლა პრაღაში ხარ? მანდ რა გინდა? როდის


ჩამოდიხარ?

-რა ვიცი, ნათ, ახალი წლის ღამეს გამოვფრინდებით,


უამინდობის გამო ვართ შეფერხებული, იმედია, კიდევ
არაფერი მოხდება.

-უიჰ, რა ცუდია, ასე გვიან? ჩვენ რომ 30-ში მივდივართ?

-არა უშავს, ჩადით და მეც ჩამოვალ.

-მაშინ მე ბიჭებს გავყვები და ჩემს მანქანას დაგიტოვებ,


ჩამოხვალ და მაკუნა დაგახვედრებს აეროპორტში.

-კარგი, ნათი, დროებით, იმედია, ჩამოგისწრებთ.

ტელეფონი გათიშა და ცხელი შხაპის ქვეშ დადგა.


თვალებდახუჭულს დასდიოდა სახეზე წყლის ჭავლი და
ცდილობდა, მისთვის წარსულის ტკივილები
გაეყოლებინა. ეთუნას წყლის მაგიური თვისებების
სწამდა. სჯეროდა, რომ მას აქვს მეხსიერება, სუნი და
საუბარიც შეუძლია. შეგიძლია, მდინარის ნაპირთან
დაჯდე და შენი ამბები გააყოლო. წყალი დახავსებულ
9

ქვებზე გაატარებს შენს ტკივილებს და „შალაშინივით“


შეულამაზებს გვერდებს, მერე გაივაკებს, დაწმინდავდება,
დაწყნარდება აღელვებული ტალღები და ამ დახვეწილ,
ფორმამიცემულ სიტყვებს ბალახებსა და ყვავილებს
გაანდობს. მოყვება ნაზად, ისეთი ჩურჩულით, თითქოს
დედა ძილის წინ ზღაპარს გიყვებოდეს.

უყვებოდა ეთუნა ამბებს წყალს და თითქოს ქვიშის


საათი იცლებაო, ისე იწურებოდა სევდა. წყალი კი
დასდიოდა სიცხისაგან შეწითლებულ სხეულზე და
ორთქლი კედლებს აბლაბუდებივით ედებოდა.

ტკივილმაც დაძინება იცის, ჯერ შემოგიძვრება სხეულში


და სიზმრებს გიფრთხობს, ბორგავს, ადგილს ვერ
პოულობს. მერე დაიღლება და კედელთან ჩამოჯდება,
დაღლილ ბეჭებს მიაყრდნობს ბებოს ოთახში გაკრული
გამურული შპალერივით ფერშეცვლილ ხორცს და
მოიკუნტება, გავარვარებულ შუბლს მუხლისთავებზე
ჩამოაყრნობს, საკუთარ თავს ატყუებს, დაძინებას
ცდილობს. თვალდახუჭული ზის ერთხანს და საჭირო
დროს ელოდება, ენერგიას იკრებს და მერე, ისე მოგიჭერს
დაკუნთულ მკლავებს, გგონია, ყველა ძვალს ერთად
გიმტვრევენ. ეყო დასვენება ეთუნას ტკივილსაც, ახლა ის
წამომართულიყო, ხელები კეფაზე შემოედო და ბოლთას
სცემდა. ძლიერი, თავდაჯერებული ნაბიჯებით
დადიოდა, დიდი ბრძოლისათვის ამზადებდა საკუთარ
თავს.
10

სამშობლო თითქოს არის კიდევაც თითოეულ ჩვენგანში


და არც არის. ვერ ვამჩნევთ, როგორც ჰაერს და სული
გვეწურება, როცა ქვეყანა თავის კარს საგულდაგულოდ
დაგვიგმანავს. მხოლოდ სამშობლოსგან მოშორებული
ვგრძნობთ, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მისი
არსებობა. და იგრძნო ეთუნამაც, უჰაერობასავით
მოუჭირა ყელში ხელები საქართველომ და აღარც კი იცის
შესძლებს თუ არა ამოსუნთქვას. გამომშრალ და
დაჩუტულ ფილტვებს უშველის თუ არა ახალი ჰაერი.

სულის უკანასკნელ ფსკერამდე ენატრებოდა და


აშინებდა საქართველო, იქ ყველაფერი იყო, რაც მას
სჭირდება და ამავდროულად არაფერი ხვდებოდა,
არაფერი ელოდა, ახლა ეს ქვეყანა, უცხო გამხდარიყო,
სამშობლოს მისთვის თავად გამოეკეტა კარი და ეთო კარს
მიღმა დაეტოვებინა. მოუთმენლობა ჭიასავით ღრღნიდა,
როგორი იქნებოდა ქვეყანა, რომელიც თითქმის
არასრულწლოვანმა დატოვა, აშინებდა ეს შეხვედრა,
აკრთობდა. ასეთი სუსტად არასდროს უგრძვნია თავი,
თითქოს უსუსური ბავშვი ყოფილიყოს და ამხელა
დედამიწაზე დედას სრულიად მარტო დაეტოვებინა,
მშიერი და გაყინული....

პრაღაში უჩვეულო სიჩუმეს დაესადგურებინა. დუმილის


ზარები გამალებით რეკდნენ და ფიქრის საშუალებას არ
აძლევდნენ. დრო ერთ ადგილას გაჩერებულიყო და არ
იძვროდა. მოძრაობის თავი არც ეთოს ჰქონდა. იწვა
სასტუმროს მოუხერხებელ საწოლზე და საკუთარ თავს
შეჰყურებდა. ის კი იყო ძალიან ცივი და დაღლილი,
11

სხეული ფქვილის ტომარასავით გამოებერტყათ


ემოციებისაგან და ახლა მასში უთქმელი სიტყვები
უვლიდნენ ფერხულს. ამ სამ დღეში თითქმის მთელი
ცხოვრება თავიდან გაიარა. ყველა შეცდომა თავიდან
დაუშვა, ყველა სიტყვა თავიდან თქვა, ყველა ცრემლი
ხელახლა დაღვარა. წარსული წისქვილის ქვასავით
ბრუნავდა და გაჩერებას არც აპირებდა. ბრუნავდა და
ფქვავდა დაკარგულ წლებს, რომლითაც ახლა ხმიადსაც
ვეღარ გამოაცხობდა, რომელიც ისე გამწარებულიყო,
საფანლადაც აღარ გამოდგებოდა.

თვითმფრინავში რომ ჩაჯდა, მიხვდა, აღარ სურდა


საქართველოში წამოსვლა, მაგრამ ვეღარფერს შეცვლიდა.
სამმა უძილო ღამემ თავისი ქნა და ჰაერში ავიდნენ თუ
არა, ჩაეძინა.

ბავშვობა ესიზმრა:

ჯუჯა ვაშლის ხეები ყვაოდნენ. მზე გვირგვინივით


დასდგომოდა ცას თავზე და ნაწვიმარ მიწას აშრობდა.
საოცარი სუნი ჰქონდა მიწას, ვერ გაიგო ეს სიყვარულის
სუნი იყო თუ მონატრების. რაღაც ბავშვობის
ტკბილეულივით მოუნდა მიწის მუჭში მოქცევა. მიწა
გეძახის და გელოდება, სამშობლო თუ გიყვარს, მიწას
წამითაც არ უნდა დაშორდე, რადგან ვერსად ისე კარგად
ვერ იგრძნობ საქართველოს, როგორც მიწასთან,- გაკრთა
აზრი ეთუნას მძინარე გონებაში. მიწის სუნი ჰაერში
საფანტივით იშლებოდა, მწკრივში ჩალაგებული,
ქალიშვილებივით მკერდგათქვირული ვაშლის ხეები კი
12

ყვაოდნენ და ნარგავებს შორის ზღაპრები


ცოცხლდებოდნენ. ვაშლის ყვავილებიდან იბადებოდნენ
სასაცილო კაცუნები, პრინცესები, ცხენები, მფრინავი
ხალიჩები, უფლისწულები. . .

მეორე თავი
რყევამ გამოიყვანა სიზმრებიდან. გარკვევით ჩანდა
ქართული მიწა, მაგრამ ახლადგაღვიძებულმა ეთუნამაც
კი ცხადად იგრძნო, რომ ამ მიწაზე არსად იყო არც
ვაშლის ხეები და არც ზღაპრები ცოცხლდებოდნენ. აქ
დრაკონების, ჯალათების, ხორცისმჭამელი ფრინველების,
კუდიანი დედაბრების, ბოროტი ჯადოქრების სამყოფელი
უფრო იყო და შეეშინდა. ტირილი მოუნდა, ცრემლი
თვალებს დაუპატიჟებელი სტუმრებივით მიადგა, მაგრამ
ფეხისწვერებზე შედგა მასპინძელი და ბნელ ოთახში
მიიმალა, სტუმრებს კარი არ გაუღო, უკან გააბრუნა.

ბარგის მოლოდინში რამდენჯერმე იფიქრა, ვიყიდი


უკან დასაბრუნებელ ბილეთს და რაც შეიძლება შორს
წავალო, მაგრამ ყურებში ქართული ხმები იავნანასავით
ჩაესმოდა და ჭრილობებს მალამოსავით ედებოდა. თავს
სძლია.

მაკუნა გამოსასვლელთან ელოდებოდა. გაზრდილი,


დაქალებული დახვდა, შეცვლილიყო.
13

-წამოდი ჩვენთან, დაღლილი იქნები, გამოიძინე და ხვალ


წადი,- შესთავაზა მაკუნამ.

-არა, კარგად მეძინა თვითმფრინავში, არ ვარ დაღლილი,


თან რაც მალე ჩავალ უკეთესი, ისედაც ვაგვიანებ,-
მადლობა გადაუხადა მაკუნას მიპატიჟებისათვის და
მანქანაში ჩაჯდა.

-კარგი რაა, ჩვენებს ეწყინებათ ხომ იცი, როგორ


უყვარხარ,- აბუზღუნდა მაკუნა.

-მეც ძალიან მიყვარან, მაგრამ დღეს მეჩქარება. მინდა,


ჩავუსწრო იმ გიჟებს და რომ ჩამოვალთ, პირდაპირ
თქვენთან მოვალ.

-გადაირევიან, ისე რომ წახვიდე,- შუბლი შეკრა და მანქანა


დაქოქა.

ერთ ხანს ჩუმად იყვნენ, ეთუნა დიდი ხნის უნახავ


ქალაქს ზვერავდა.

-რამდენი ხნით ჩერდები? - დაარღვია დუმილი მაკომ.

-არ ვიცი ჯერ, წესით შობისთვის გავფრინდები.

- შენ წახვედი და წახვედი რა.

-ასე გამოვიდა,- თავს ძალა დაატანა და სიტყვებს არ მისცა


საშუალება, გზაში დაბზარულიყვნენ.

ყურადღების გადასატანად ნათიას უმცროსი და


შეათვალიერა. როგორი პატარა იყო და რა უცბად გასულა
14

დრო. როცა ეთუნა და ნათია საჭორაოდ იკეტებოდნენ,


მაკუნას ოთახში არ უშვებდნენ და რამდენჯერ უტირია
ამის გამო. პატარა იყო, 3 წლის იქნებოდა, სულ გაწეწილი
დადიოდა, მოდუდღნული პირით, დედამისის ტუჩსაცხი
მთელ სახეზე ჰქონდა გადღაბნილი. მივიდოდა ნათიას
ოთახის კართან და ასტეხდა ბრახუნს, არავინ
გამოეხმაურებოდა. იტირებდა, იწუწუნებდა და მერე ისევ
მიადგებოდა კარს: გამიღეთ კარი, დედა ვარ. ისეთი
საყვარელი იყო, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ, კარს
გაუღებდნენ, შემობაკუნდებოდა ოთახში, დედის ქოშებში
წაყოფილი პატარა ფეხებით და ქალივით ჩამოუჯდებოდა
გოგოებს.

-მეც მყავს შეყვარებული,- იტყოდა და აუელვარდებოდა


ათასი ვარსკვლავი ბნელი ღამესავით შავ თვალებში.
ყოველ კვირას სხვადასხვა შეყვარებული ჰყავდა, ხან
გიორგი უყვარდა, ხან - დათუნა, ხან- ზაზა... ბაღის ყველა
ჯგუფელზე იყო შეყვარებული და ბოლოს გადაწყვიტა,
ბიჭები აღარ მომწონს, ნერვებს მიშლიან, აღარ უნდა
გავთხოვდეო.

მაკუნას მოსწონდა თუ არა ბიჭები აღარ უკითხავს


ეთუნას, მაგრამ, აი, ბიჭები კი ნამდვილად ჭკუას
დაკარგავდნენ მასზე, ისეთი გოგო იყო. დედას გავდა,
მასავით ეშხიანი, წყლიანი და ციმციმა შავი თვალები
ჰქონდა, დაბურცვოდა წითელი ტუჩები და მხრებზე
ეყარა შავი კულულები.
15

ლამაზი იყო მაკუნა, მაგრამ დედას მაინც ვერ სჯობდა.


საოცარი ქალი იყო მარი. მიდიოდა და მთელი ქუჩა
მიჰქონდა, მიდიოდა და მამაკაცების მზერა შლეიფივით
მიჰყვებოდა. თითქოს არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული,
მაგრამ ერთს შემოგხედავდა და იქ მთავრდებოდა
ყველაფერი, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო.

-თუ ხშირად გაუმეორებ საკუთარ თავს, ქალი კი არა


ვარდი ვარო, შეიძლება აყვავდე კიდევაც,- იტყოდა ხოლმე
მარი და მართლაც მთელი მისი ბრწყინვალება შიგნიდან,
საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებიდან მოდიოდა.
ისეთი ფრთხილი ნაბიჯები ჰქონდა, გეგონება ყინულზე
მდგარიყოს და ჩატეხვის ეშინოდა, თავაწეული დადიოდა,
დედოფალივით, თითქოს ფრთხილობს, გვირგვინი არ
ჩამომვარდესო. სადღაც სივრცეს გაჰყურებდა და ათასში
ერთხელ, ვინმეს, მრავალთაგან ერთს, ამოირჩევდა და
გაუღიმებდა.

-ქალს, საყვარელო, დედოფალივით ღიმილი უნდა


ჰქონდეს - თან მთელ სამყაროს რომ გპირდება და თან
გახვედრებს, ეს სამყარო რაოდენ შორია შენთვის,-
ეტყოდა ხოლმე ნათიასა და ეთუნას.

შეეცდებოდი, მიგებაძა, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ


ისწავლება. ამ ქალმა რაღაც ისეთი იცოდა, წამში რომ
გამახსოვრებინებდა თავს და დავიწყების საშუალებას არ
გაძლევდა. ნებისმიერ კომპლიმენტს ისე მიიღებდა,
თითქოს აბსოლუტური ჭეშმარიტება მოესმინოს,
ვერაფერს ისეთს ვერ ეტყოდი, რაც თავად უკვე არ იცოდა.
16

როცა შეაქებდნენ, შუბლს შეკრავდა და მთელი


სერიოზულობით იტყოდა:

-ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა რთულია ლამაზი ქალის


ცხოვრება, მას მუდმივად უწევს ამტკიცოს, რომ მკერდის
მიღმა აქვს გული, რომელიც სტკივა,- ასეთი ჭკვიანური
რაღაცების თქმა კი უყვარდა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ
მარის ვინმესთვის მიეცა უფლება, გული ეტკინა. მან
იცოდა საკუთარი თავის ფასი და სხვებსაც აიძულებდა
მისი განუზომელი მნიშვნელობა ეღიარებინა.

- არ დაიჯეროთ, რომ არსებობს ქალი, რომელიც


ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს
სამზარეულოში, საწოლსა და კაბინეტში. თუ „ქალ
იდეალს“ შეხვდებით, იცოდეთ, რომ ის ძალიან ჭკვიანია
და ტყუილის თქმა არ უჭირს. არ იფიქროთ, რომ ის ვიღაც,
მართლა იდეალურია და მას ღმერთმა მისცა
განსაკუთრებული ნიჭი, ყველა ჩვენგანი ერთნაირი
ვიბადებით, საყვარელო. უნდა გვახსოვდეს, რომ
რაღაცები გვაქვს, რაღაცებს ხელოვნურად ვქმნით. არა,
ჩემო ლამაზო, არ დაბადებულა მსოფლიოში კაცი,
რომლის მართვაც ჭკვიან ქალს არ შეუძლია. აი,
მაგალითად, მე: ჩემი ქმარი, წიგნების გიჟია, როცა
გავიცანი, პაემანზეც კი იღლიაში ამოჩრილი წიგნით
დადიოდა. მქონდა არჩევანი, მეთქვა, რომ ჩემი
ინტერესების სფეროში არ შედის წიგნი, ან გამეგო
რომელი ავტორები მოსწონდა და რამდენიმე კლასიკოსი
გადამებულბულებინა. მე მეორე ავირჩიე. არა, ეს არაა
ტყუილი, მე გამოვნახე გზა, რომ მასთან უფრო მეტ
17

საკითხზე მქონოდა სალაპარაკო, შევეცადე, მისთვის


უფრო მისაღები ვყოფილიყავი. მე დღემდე ვაგრძელებ
კითხვას, ჩვენში დარჩეს და, მხოლოდ ძირითადს
ვკითხულობ ანუ თავს და ბოლოს, მაგრამ ლევანს,
წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, ჩემს ინტელექტში და ის
ბედნიერია, რომ გვერდით ჰყავს ცოლი, რომელთანაც
დოსტოევსკიზე საუბარი შეუძლია. არ უნდა გაიყინოთ
ერთ ადგილას, შეიძლება, შენ გაქვს ლამაზი ფეხები,
მაგრამ როცა შენი საყვარელი მამაკაცი, ამ ფეხების
ყურებით დაიღლება და მზერის გადატანას მოინდომებს,
შენ უნდა გქონდეს არანაკლებ მომხიბვლელი თვალები,
რომ ახლა მას დააკვირდეს. არ მესმის ქალების,
რომლებიც მსხვერპლის როლს ირგებენ: უშველეთ,
დაეხმარეთ, ქმარმა უღალატა. იცი, რას გეტყვი? თუ
გიღალატეს ნუ მოაწყობთ სკანდალს, სარკეს თვალებში
ჩახედეთ და დიდხანს დააკვირდით, იქნება იპოვნოთ
მიზეზი, აღმოაჩინოთ შეცდომა, რომელმაც თქვენი
პარტნიორი სხვისკენ წაიყვანა. მაგრამ ერთიცაა, არ ღირს
ბრძოლა იმ კაცის შესანარჩუნებლად, რომელიც
პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს შენი უსიზმრო ღამეების
გამო. კარგად უნდა აარჩიო კაცი, თუ ლამაზი ხარ,
გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა გყავდეს, სუსტებს
საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება უშლით ხელს,
ბედნიერი გაგხადონ.

ჭკვიანი ქალი იყო მარი, მაგრამ ერთხელაც არ უცდია,


შვილისათვის გზა გადაეხიდა და სწორი მიმართულებით
გაეშვა. არ შეიძლება შვილის გამოყენებით თავიდან
იცხოვრო, მაგრამ ამჯერად უშეცდომოდ. უნდა ყველას
18

ჰქონდეს საშუალება თავისი აღმართი ავლოს, წაიქცეს,


მუხლისთავები გადაიყვლიფოს, ეტკინოს, გაუხარდეს...
ყველას თავისი გზა აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ და
ზოგს ძალიანაც მოსწონს თავდაყირა სიარული,- იტყოდა
ხოლმე მარი, როცა ნათიას ახალ თავგადასავალს
მოჰკრავდა ყურს.

ნათიამ და ეთუნამ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს.


ყველა გასაჭირში გვერდით ედგა. მათ მეგობრობას ფორმა
დაჰკარგვოდა, თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანი კი არა,
ერთი მთლიანობა იყვნენ და ხანდახან აღარც კი
უყვებოდნენ ერთმანეთს ახალ ამბებს, რადგან სჯეროდათ
ათასობით კილომეტრზე დაშორებულებსაც კი შეეძლოთ,
ერთმანეთის ტკივილისა და სიხარულის სიტყვების
გარეშე გაზიარება. თუ კი ეთუნას ცხოვრებაში რაიმე
სასიამოვნოა, ეს ბავშვობა და ნათიასთან ერთად
გატარებული წლებია. სკოლაში გვერდი-გვერდ ისხდნენ,
მერე ხელჩაკიდებულები ბრუნდებოდნენ სახლში, ერთად
სადილობდნენ, გაკვეთილებს ერთად ამზადებედნენ,
ეზოში ერთად თამაშობდნენ. სულ ერთად იყვნენ და
მაინც ერთად ყოფნა უნდოდათ. რამდენი სისულელე
ჩაიდინეს, რამდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენი ტკივილი
გადაიტანეს. რომელიმე მათგანი უფრო გონიერი რომ
ყოფილიყო, იქნება მეორესთვის ერთხელ მაინც მიეცა
ჭკვიანური რჩევა და შეცდომები აერიდებინა, მაგრამ
ერთმანეთს სისულელეებში ვეჯიბრებითო, იტყოდნენ
ხოლმე სიცილით. როცა ყველაზე მეტად უჭირდა მაშინაც
ნათიას ოჯახმა შეიფარა, მათ გაუწოდეს ხელი და ახლა
საქართველოში ეს ერთადერთი ოჯახი იყო, რომელიც
19

დაუფიქრებლად გაუღებდა კარს, რომელიც დახმარებაზე


უარს არასდროს ეტყოდა.

მესამე თავი

მაკუნა საბურთალოზე, დოლიძის კუთხეში, ჩამოხტა,


მეგობრებს უნდა შევხვდეო და ეთუნას დაუთმო საჭე.
გადაჩვეულიყო ეთო ქართულ გზებზე სიარულს.
გაოცებული იყო უწესრიგობით, ყველა მხრიდან
უჭრიდნენ გზას, უსიგნალებდნენ, მესამე ხაზში
უმუხრუჭებდნენ. ძლივს გააღწია სააკაძის მოედნიდან და
ქალაქიდან სანამ გავიდოდა, გულმა მაინც ვერ მოუთმინა,
წერეთელზე გაიარა. საკუთარი სახლის სადარბაზოსთან
გააჩერა მანქანა, აივანს ახედა. ბავშვის ტანსაცმელი
გადმოეფინათ. პატარა, სასაცილო შარვლები საქანელაზე
მსხდარი ბავშვებივით ქანაობდნენ თოკზე. აივანს
საღებავი გადასცლოდა, გახუნებულიყო. ერთი ფანჯარა
ამოეშენებინათ, თეთრ ფარდაზე გაბმული ფერადი
ნათურები ციცინათელებივით ქრებოდნენ და
ინთებოდნენ. სამზარეულოს ფანჯრის მინაზე თეთრი
ფიფქები მიეკრათ.

-ნეტა ახლა რა ფერია სამზარეულოს კედლები? -


დაეკითხა საკუთარ თავს.

ბავშვობის სამზარეულო გაახსენდა. სალათისფერ


კედლებს დედას გამომცხვარი ხაჭაპურის სუნი ისევ
შერჩენოდა ეთუნას ხსოვნაში.
20

დედა მოენატრა.

მამა კარგად არ ახსოვს, ეთუნა 4 წლისაც არ იყო, რომ


გარდაიცვალა, ნადირობისას ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
მამა არა, მაგრამ ის ავბედითი დღე ახსოვს:

ზაფხული იყო, აგვისტოს ხვატი, თბილისი იწვოდა და


სოფელში წავიდნენ. ახმაურდნენ სახლის მოწყენილი
კედლები, აწრიალდა შავებში ჩაცმული ბებია. ქათამი
დაკლა, ხინკალს მოვახვევო, დაკეპა ხორცი. მეზობლები
შემოვიდნენ. ბიძაშვილები იყვნენ. ატყდა ჟრიამული,
ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ეთუნას ჰაერში აგდებდნენ,
ლოყებს უჩქმეტდნენ.

წავინადიროთო, მონატრებული იქნები, შეაგულიანა


გოჩა ბიძაშვილმა. სხვებიც აჰყვნენ. თოფები გადატენეს.
საგზალი გაუმზადა დედამ. წასვლისას აკოცა შვილს
მამამ. დათვი უნდა მოგიყვანოვო, დაჰპირდა.

ეთუნასთვის სოფელი სამოთხე იყო. მწვანე მთები


წამომართულიყვნენ და ხორუმის მოცეკვავეებივით
მხარდამხარ შემოსალტოდნენ სოფელს. მდინარე
გრგვინავდა. ცხვრები გაშლილიყვნენ მდელოზე და
ბალხს წიწკნიდნენ. ეზოში დაფუსფუსებდა ბებო. სახლის
წინ პატარა წყაროსთან გაიყვანა ეთუნამ თავისი
ცხვირგატეხილი თოჯინა სერგო. ჯერ ცივ წყალში აბანავა,
მერე მზის გულზე შეაშრო. ნაჭრებში გადაახვია. გულში
ჩაკრულმა მიაძინა. სანამ სერგო გაიღვიძებდა, ტალახის
ტორტები დააცხო, აჭამა ბავშვს. თავის პატარა
მუხლისთავებზე დაისვა და ელაპარაკებოდა, მამიკო მალე
21

მოვაო. დიდი დათვი უნდა მოკლას, ის დათვი ძალიან


საშიშია, ჩამოდის და ბებოს პატარა ბეკეკოებს იპარავსო.

დათვი კი არა და არ გამოჩნდა იმ დღეს ტყეში. იცინეს


ბიძაშვილებმა, შეგვარცხვინა დედაკაცებშიო ნადირმა. რა
ჩავუტანოთ ახლა ნანადირევს რომ ელიანო. იქვე
ფერდაზე მიწვნენ, ნაჩქარევად გამზადებული სადილი
ამოალაგეს. პური გატეხეს, ცხვრის ყველი მიატანეს. არ
მოისვენა შავმა მეძებარმა, იწევდა სუფრისკენ,
გაუჯავრდნენ, არ ეპუებოდა მონადირეების ბრაზს.
გოდერძიმ სანადირო თოფი გამოაბა კუდზე, იფიქრა
ძაღლს შეაკავებდა, დათვის საფანტით დატენილი,
დამძიმებული თოფი. არ მოეწონა მურას თავისუფლების
შეზღუდვა, აწკმუვლდა, მოსვენება დაკარგა. ლევანს
შეეცოდა და ხორცის ნაჭერი გადაუგდო ძაღლს. ფერდაზე
გადაგორდა ხორცი. წაიგრძელა მურამ კისერი და პირი
ვერ მიაწვდინა საჭმელს. უკან გადადგა ნაბიჯი, მკერდის
კუნთები დაძაბა და კიდევ ერთხელ გაიწია ხორცისკენ.

ბიჭები ჰყვებოდნენ გასული წლის სანადირო სეზონზე,


არაგვის კალმახს აქებდნენ, დავობდნენ, არაყი სჯობდა
თუ ღვინო. იცინოდნენ. ძაღლმა პირი მიაწვიდა
მიგდებულ ლუკმას და თოფმა იგრიალა, კეფაში მოხვდა
გოდერძის ტყვია და ყბა გამოუნგრია, ზურგით გადაეხმო
მიწას, სისხლი შადრევანივით გადმოვიდა ფერდაკარგულ
ლოყებზე. ამასაც არ დასჯერდა, მეორე ტყვია გოჩას
მოხვდა შუბლში. გოდერძისაგან განსხვავებით მან
თვალებში ჩახედა სიკვდილს და ტვინგასხმული
გადაგორდა სუფრაზე.
22

ბავშვის სმენას მისწვდა თოფის გრიალი. ჩემმა მამიკომ


მოკლაო დათვი, გაბრწყინებული თვალებით ახარა
ცისფერთვალება თოჯინას. ჯერ ღმუილის მსგავსი ხმები
მოჰყვა ქარს სოფელში და მერე დუმილი ჩამოდგა კარში
მდგარი ჭირისუფალივით და ერთ ხანს თითქოს
ფოთლებიც კი არ გაშრიალებულა. მერე შემოვიდნენ,
მხარგანიერი ვაჟკაცები და ეზოში შემოიტანეს გოჩას
შუაზე გადახსნილთავიანი სხეული. ეთუნა სირბილით
შევიდა სახლში, მამიკოს ნახვა უნდოდა, მაგრამ ის რაც
მისი მამიკოსაგან დარჩენილიყო, რამდენიმე წელი
ესიზმრებოდა და ტრილით აღვიძებდა.

ხსოვნას მამის სხეულის ნარჩენების გარდა, ჩარჩა ბებიის


განწირული კივილი. უცბად ჩამობნელებული,
გადაშავებული მთები და დედა, რომელსაც რამდენიმე
დღე ხმა არ ამოუღია, იჯდა გაფითრებული, ერთ
წერტილს მიშტერებული და ერთი ცრემლიც არ
ჩამოვარდნია.

-იტირე, გოგო, ქვის ხომ არ ხარ?! - ეხვეწებოდნენ შავებში


ჩაცმული ნათესავები.

ქვის იყო რუსუდანი და არც ერთი ცრემლი არ


დაუნახვებია სანახაობაზე მოსული მოტირალებისათვის.
არც ეთუნას უნახავს ატირებული დედა, მაგრამ მას
შემდეგ ხშირად ამჩნევდა ჩაწითლებულ თვალებს და
სევდას, რომელიც საზღვრისპირას მდგარი
ჯარისკაცებივით, შემოწყობოდა ქუთუთოებს.
23

მთელი ზაფხული სოფელში გაატარეს და შემოდგომის


დასაწყისში დაბრუნდნენ თბილისში. პირველი, რაც
რუსუდანმა ქალაქში ჩამოსვლისას გააკეთა, სალონში
წასვლა იყო. ეთუნას ყველაზე მეტად დედის თმა
უყვარდა. შავი თმა ჰქონდა, ნისლივით სქელი და
ღრუბელივით რბილი. წელს სწვდებოდა მისი კულულები
და რუსუდანმა, თბილისში დაბრუნების პირველსავე
დღეს, ნაწნავი კისერთან გადაიკვეთა და ახლა ის იყო
სხვა ადამიანი. თითქოს მისი სახის ნაკვთებიც უფრო
მკაცრი გახდა, ღიმილი დამალობანას თამაშისას კედელს
ამოფარებული ბავშვებივით გულის ყველაზე ბნელ
კუნჭულში მიმალულიყო. მისი ნაბიჯებიც იყო უფრო
მყარი, თავდაჯერებული, თითქოს უბრალოდ კი არ
მიდიოდა, ბრძოლის ველზე იდგა და წინ ვინც
გადაეღობებოდა, ცოცხალს არ დასტოვდა.

ადამიანს ხასიათი დაბადებიდან არ დაჰყვება, ის


წლებთან ერთად იწრთობა და რაც უფრო დიდი ტკივილი
აქვს გამოვლილი, უფრო მყარი და მტკიცე ხდება.
უბედურებები ქმნიან ძლიერ პიროვნებებს, თორემ
განცხრომაში მცხოვრები კაცი თვალახვეულივით
მიაბიჯებს, ხელების ცეცებით მიუყვება საცალფეხო
ბილიკებს და ვინ იცის, რომელ ხრამში ჩაიჩეხება.
უბედურება კი მის ცხოვრებაში იყო წარმოუდგენლად
დიდი და ისიც გახდა შეუპოვარი. აქამდე თუ მიუყვებოდა
გზას და არ იცოდა, საით მოუწევდა გადახვევა. ახლა უკვე
მიმართულება ჰქონდა აღებული, გაჩერების უფლება
აღარ ჰქონდა, მოწყენისა და საკუთარი თავის
შეცოდებისათვის არ ეცალა, ტირილის ფუფუნება არ
24

ჰქონდა. არა, რუსუდანი არ იყო ქალი, რომელიც ჩადრს


ჩამოიფარებდა და ხელს გაიწვდიდა, დავქვრივდი,
მოდით და ლუკმა-პური მომიტანეთო, არავის მისცემდა
უფლებას მისი შვილისათვის დაყვედრებული ლუკმა
მიეწვდია, არავის დააწვებოდა ტვირთად.

რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა რუსუდანი


სარწეველა სავარძელში, თვალები დაეხუჭა და
ფიქრობდა. მერე ადგა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს
უთხრა: არ გაბედო ტირილი, არ გაბედო საკუთარი თავის
შეცოდება. შვილი გყავს და ვალდებული ხარ, სხვისი
ხელის შემყურე არ გახადო. შვილი გყავს, რომელსაც უნდა
ასწავლო, რომ სიკვდილი არ არსებობს, ადამიანის ამ
ქვეყნიდან წასვლით არაფერი მთავრდება, პირიქით
ახალი ცხოვრება იწყება, უფრო დიდი, უფრო
სრულფასოვანი ცხოვრება. გარდაცვალება შვებაა,
ამქვეყნის საწუხარისაგან თავის დაღწევაა. სიკვდილი
ჩვენ, ადამიანებმა, გამოვიგონოთ, რომ ამით
დედამიწისათვის მნიშვნელობა შეგვეძინა, თითქოს და
თუ აქ არ ხარ, ყოველდღიური წვრილმანებისთვის არ
იბრძვი, მატერიას თუ აღარ აგროვებ, კვდები. მთავრდება
თითქოს ამით არსებობა...

ფიქრი სამყაროზე, სადაც გარდაცვალების შემდეგ


გრძელდება ცხოვრება, ყოფას უადვილებდა რუსუდანს
და მერე შვილსაც ასწავლიდა: მამა არ მომკვდარა, ააგერ,
იქ, ზემოთ, ცაში გადავიდა საცხოვრებლად და ის ჩვენ
გვხედავს. თუ მოგენატრება, შეგიძლია, ესაუბრო და რაც
ყველაზე მთავარა, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის
25

გახსოვდეს, მამა ამას ხედავს და არაფერი გააკეთო ისეთი,


რაც მას ეწყინება, რომ მერე შეხვედრისას არ
გაგიბრაზდეს.

სჯეროდა ეთუნას, რომ მამა ღრუბლებზე ცხოვრობდა


და ბაბუაწვერას ატანდა მასთან მოკითხვას: არ მოიწყინო,
მამიკო, მე კარგად ვიქცევი, დედიკოც კარგადაა.

დედა კი არ იყო კარგად. რთული იყო პირველი წლები.


თბილისს ეკიდა ცეცხლი. რუსუდანი 18 მანეთის
სანაცვლოდ მუშაობდა და იმ 18 მანეთსაც „უყინავდნენ“,
ეთუნას ობლობის პენსია კი მცირე იყო იმისთვის, რომ
მთელი თვე ეყიდათ პური.

სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა მშიერი სხეულის


დაყუჩება, გაყინულ საწოლში შეწოლა. ითმენდა. არ
უნდოდა ბავშვს ეგრძნო, რომ ცხოვრების უღელს ერთი
ხარის ქედი ზიდავდა.

-არ მშია, დედა, შენ ჭამე,- ეფერებოდა შვილს


დასუსტებული ხელებით, მაგრამ ბავშვები იმაზე
ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩვენ, უფროსებს,
წარმოგვიდგენია. მათ გონებას უფლის ხმის გაგებაც კი
შეუძლია, ეს მხოლოდ შემდეგ, ასაკთან ერთად იხშობა
გონების კარი, იბინდება ყოფითი წვრილამანებით.
რამდენი გენიალური წიგნი შეიქმნებოდა, პატარებმა წერა
რომ იცოდნენ, იქნება მაშინ მაინც მივხვედრილიყავით,
რად ვაქციეთ საკუთარი თავები.
26

და ისწავლა წერა ეთუნამ. მდელოზე შეფენილი


გზააბნეული ბატკნებივით გაბნეული, უსწორ-მასწორო
ასოებით დაწერა თოვლის პაპისთვის გასაგზავნი
წერილი:

„თოვლის პაპა, დარწმუნებული არ ვარ, რომ არსებობ,


მაგრამ მაინც მინდა, რაღაც გთხოვო. მამა დიდ
მოგზაურობაში წავიდა, იქ, საიდანაც ამ მიწაზე აღარ
ბრუნდებიან. სახლში მხოლოდ მე და დედა ვართ, ისე
გვიჭირს, პურსაც ვერ ვყიდულობთ, დედა და-ძმას რითი
მიყიდდა?!

ჩემი დედიკო, მსოფლიოში ყველაზე კარგი დედაა, ის


ბევრს მუშაობს, რომ მე მშიერი არ ვიყო. ძალიან მინდა,
ჭამას გადავეჩვიო, რომ დედას წვალება აღარ მოუხდეს,
მაგრამ ვერ ვახერხებ, ძალიან მშივდება. არა, არ გეგონოს,
რომ ტკბილეულს გთხოვ.

შევამჩნიე, რომ დედას ფეხსაცმელს ძირი გასძვრომია და


მშიერი ლეკვივით დაუღია პირი. როცა სახლში
ბრუნდება, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს,
დამზრალი ფეხების გალღობას.

მართალია, სასწაულების არ მჯერა, მაგრამ თუ მაინც


არსებობ, იქნება ჩემს დედიკოს ფეხსაცმელი
გამოუგზავნო. თუ დედა გაცივდა, ისიც მამიკოსთან წავა
და მე ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ მარტომ
ვიცხოვრო.
27

თოვლი პაპა, თუ შესძლებ, დედიკოს ფეხსაცმელი


გამოუგზავნე, არ დაგავიწყდეს, 38 ზომა.“

იმ წელს ფული თითქმის არ ჰქონდათ და შემორჩენილი


კაპიკებით, მთელი თვის გატანას აპირებდა და როცა
ნაძვის ხის ქვეშ წერილი შენიშნა, ტანში გასცრა. ძალიან
რთულია, 6 წლის ობოლ გოგოს აუხსნა, რატომ არ მოვა
თოვლის პაპა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი
კარგად იქცეოდა. აკანკალებული ხელით გაშალა შვილის
დაწერილი წერილი და მერე მთელი ღამე იჯდა
ფანჯარასთან და ცას შეჰყურებდა.

რუსუდანს მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს თავისი წილი


ღმერთი ჰყავდა სულში, უბრალოდ, ზოგი აღიარებდა მის
არსებობას და ზოგი მთელი ძალით ხუჭავდა თვალებს და
ამ დროს ისე სასაცილოდ გამოიყურება, როგორც
სირაქლემა, რომელსაც სჯერა, რომ თავის ჩაღუნვით
უჩინარი გახდება. რუსუდანს თავისი წილი ღმერთი
ჰყავდა გულში, რომელიც განყენებულად კი არ
არსებობდა, მისი მეგობარი იყო, რომელსაც სხვის
დაწერილ ლოცვებს კი არ უკითხავდა, ესაუბრებოდა,
თავის გასაჭირს უყვებოდა და პასუხებსაც ელოდებოდა.

იჯდა მთელი ღამე ფარდაგადაწეულ ფანჯარასთან და


ესაუბრებოდა ღმერთს:

„ვიცი, ეს არაა ადგილი ბედნიერებისათვის, რაც უფრო


მძიმეა ჯვარი, მით უფრო მსუბუქი ცხოვრება გველოდება,
რაც მეტად გიჭირს, მეტად ახლოს ხარ ცასთან, მე ვიცი,
მაგრამ ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ, ამ წუთას ჩემს შვილზე
28

მინდა, დაგელაპარაკო. ის ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ


სასწაულების აღარ სჯეროდეს, ტკივილები შენთან
გვაახლოებენ, მაგრამ იმედგაცრუებები გვაშორებენ, არ
მინდა ჩემს შვილს იმედი გაუქრეს გულიდან. დამეხმარე,
სჯეროდეს სასწაულების.“

მეორე დილით, ჯერ პირველი სხივიც არ იყო ამოსული,


ვიღაცამ კარზე მორიდებით დააკაკუნა.

-ეთუნა, გაიღვიძე, ბებო ჩამოვიდა,- გასძახა შვილს, კარი


რომ გააღო და ზღურბლთან მდგარი დედამთილი
შენიშნა.

ეთერმა სანოვაგით დატვირთული ჩანთები


სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და 30 მანეთი ჩაუდო
რძალს გაყინულ თითებში.

იმ წელს ნაძვის ხის ქვეშ ეთუნამ მხოლოდ ერთი


საჩუქარი იპოვნა, თბილი ფეხსაცმელი, 38 ზომა.

რუსუდანმა კი კიდევ უფრო მეტი მონდომებით


გააგრძელა ბრძოლა და ცხოვრება დაუბრუნდა თავის
კალაპოტს, ეთუნას მკრთალადღა ახსოვდა დედა,
რომელიც მოკვდა მამასთან ერთად და მის ნაცვლად
დაიბადა სხვა ქალი, რომელიც შვილს წამითაც არ
მოშორებია გვერდიდან, რომელშიც ეთუნა მთელ
სამყაროს ხედავდა, რომელიც უყვარდა ყველა იმ
ადამიანის ნაცვლად, ვინც მის ცხოვრებაში უნდა
ყოფილიყო, მაგრამ ბედმა მათ გარეშე ცხოვრება არგუნა.
29

გაცილებით მეტი იყო ეთუნასთვის, ვიდრე უბრალოდ


დედა, ის საყრდენი იყო, რომელიც საძირკველის გარეშე
აშენებული ცხოვრებას ამაგრებდა. არასოდეს უკითხავს:
დედა, როგორ ხარ?!- ეშინოდა, არ ეთქვა, რომ ცუდად.
ეგონა, რომ მას ცუდად ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

რუსუდანი შვილის საქართველოდან წასვლიდან 5


წელში გარდაიცვალა. ეთუნამ რომ გაიგო, უკვე
დაკრძალული ჰყავდათ. ვერ დაიტირა. იქნება
შემთხვევითი არ იყო ეს ყველაფერი, მას ხომ სძულდა
ცრემლი, მას ტირილი ყველაზე დიდ სისუსტედ მიაჩნდა.
ეთუნამ დედის დავიწყება სცადა. საკუთარ თავს მასზე
ფიქრი აუკრძალა, ტვინს აიძულა, არ შემოეშვა გულში
დედაზე აცრემლებული ფიქრები.

ერთხელ ესიზმრა მხოლოდ, იჯდა რუსუდანი ხავერდის


შავ კაბაში გამოწყობილი, უკან გადავარცხნილი თმით,
გაფითრებული და სევდიანი ჩანდა. იჯდა
დედოფალივით მედიდური და ყელმოღერებული და
ფანჯრიდან იყურებოდა. მერე სკამი, რომელზეც დედა
იჯდა უკუნ ღამეში, უფსკრულის პირას აღმოჩნდა.
ქვემოდან, სიღრმიდან, ძლივს აღწევდა ხმა, ეთუნამ
მიაყურადა, ეს ხმა მას ეკუთვნოდა, დედა მიშველეო
განწირული ყვიროდა. დედა კი იჯდა სკამზე,
უფსკრულის პირას, თავისი შავი კაბით და სადღაც შორს
იყურებოდა.

შეშინებულს გამოეღვიძა ეთუნას. ცრუმორწმუნე არ იყო,


მაგრამ იფიქრა, ნამდვილად რაღაც გასაჭირი მელოდებაო.
30

არც შესცდა, გასაჭირმა არ დაახანა, მეტიც, მისი


ცხოვრების თანამგზარი გახდა.

დგას ახლა თავისი ყოფილი სახლის სადარბაზოსთან


ეთუნა და მოგონებებს ებრძვის. ვიღაცამ აივნიდან
საახალწლო შუშხუნა ისროლა და ფიქრებიდან
გამოიყვანა. ქუჩაში ყიჟინით მოდიოდნენ მთვრალი
კაცები. თავს სძლია, ცრემლი შეიმშრალა და მანქანის
ძრავი ჩართა. არ სურდა, ყოფილ მეზობლებს
ქურდულად მოპარული, ცხოვრება აწეწილი, მომავალ და
წარსულ დაკარგული შეემჩნიათ.

მეოთხე თავი

ქალაქიდან რომ გავიდა პატარა კაფე შენიშნა და მანქანა


შეაჩერა, აქ ადრე სათამაშობის მაღაზია იყო, მერე
საკანცელარიო, ახლა სწრაფი კვების ობიექტი გაუხსნიათ.
თვითმფრინავში არაფერი უჭამია და გადაწყვიტა,
ესაუზმა. კედელზე ელექრონული მენიუ ანათებდა.
გადახედა: „ჩიზქეიქი“, „ჰამბურგერი“, „ჩიზბურგერი“,
„ბიგმაკი“, „მაკჩიქენი“, „ბიგთეისთი“, „მაკტოუსთი“,
„ვეჯიბურგერი“ , „იტალიური პიცა“, „ფრანგული
კრუასანი“...

-ქართული არაფერი გაქვთ? - შეეკითხა დაბნეულმა.


-უკაცრავაად, რაა?- იკითხა ტუჩებდაბერილმა მიმტანმა.
-არაფერი, ერთი ყავა, თუ შეიძლება.
-ამერიკანო, ესპრესო, კაპუჩინო...
31

ახლა უკვე ხმამაღლა გაიცინა ეთუნამ.


-თურქული არ გაქვთ?
-თურქული ყავა,- ჩაინიშნა შეკვეთა გოგონამ.
-მუზეუმში ადამიანების შენახვა არ შეიძლება ნეტა?
ქართულის კარგი მცოდნე შევინახოთ, თორემ რამდენიმე
წლის შემდეგ ტურისტს, როგორ დავარწმუნებთ, რომ
ოდესღაც ენა და ანბანი გვქონდა, თან სამი,- ცინიკურად
ჩაიცინა ეთუნამ.
-რამე მითხარი? - გამოეხმაურა ბარს მიღმა მდგარი
მიმტანი.
-არაფერი.
მადა დაკარგა, მხოლოდ ყავა დალია და გზა განაგრძო.
კასპს რომ გასცდა, თოვა დაიწყო. ეთუნამ მანქანა
გააჩერა და საბარგულში მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერაფერს მიაგნო.
სიჩქარეს უკლო და მაქსიმალური სიფრთხილით
განაგრძო გზა. ნამგზავრი იყო, ეძინებოდა, ფიქრებში
გართულს მოძრაობა კიდევ უფრო უჭირდა. ერთ
მოსახვევში მოუცურდა და შემხვედრ მანქანას რომ არ
ემარჯვა, დაიმტვრეოდა. იფიქრა, საბურავებს შევცლიო,
მაგრამ პირველი იანვარი იყო და საქართველში
იმყოფებოდა, შესაბამისად ნულის ტოლი იყო ალბათობა,
რომ ახლა რომელიმე ავტოგასამართი პუნქტი ღია
ყოფილიყო. აღმართებს რომ შეუდგა, მანქანას ძალიან
გაუჭირდა, არა და ბინდდებოდა და დანიშნულების
ადგილამდე ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ჰქონდა სავალი.

კითხვა -კითხვით მიიწევდა წინ. თერჯოლის ბოლო


სოფელში გაჩერდა. პატარა, ძველებური მაღაზია იყო.
32

ძლიერი ყავა გააკეთებინა. იქვე, მაღაზიის წინ, წყაროს


გვერდით ჩამოჯდა. ნელა, აუჩქარებლად დალია ყავა. ეს
მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ყავას დიდხანს,
ნელ-ნელა წრუპავდა და ფიქრობდა, ამ დროს ყველაზე
კარგად შეეძლო ფიქრი. ახლაც იჯდა, გაყინულ თითებს
ყავის ჭიქით ითბობდა და ფიქრობდა იმ აღმართზე, წინ
რომ ელოდა. ფიქრობდა სოფელში ფეხაკრებით მომავალ
ბინდზე, დაზიანებულ საბურავებზე. ვერაფერს
გახდებოდა, გზა უნდა გაეგრძელებინა. რამდენიც უნდა
ელოდო, შენ გასაკეთებელს მაინც ვერავინ გააკეთებეს.
წამოდგა, წყაროსთან დაიხარა, პეშვში წყალი ჩაიგუბა და
სახეზე შეისხა, მერე კისერი დაიზილა. შეაცია, სიმხნევე
იგრძნო. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, მაღაზიიდან
შუახნის კაცი გამოვიდა. ნასვამი ჩანდა. ლოყისთავები
შესწითლებოდა. ქალს გაოცებული შეხედა. ეუცხოვა.
ეუცნაურა.

-მოგესალმებით, ქალ...ბატონო,- თქვა და დააბოყინა,-


ბოდიში მომითხოვია! ერთი წუთიი,-ხელი აღმართა და
შეყოვნდიო, ანიშნა ეთუნას. ეთო შედგა, კაცი კი კარგა
ხანს იქექებოდა ქურთუკის ჯიბეში და მერე,
გასაცოდავებული, სითბოში კოჭლის დაღრეცილი,
ფეხივით ცალ მხარეს გადაღრეცილი შოკოლადი
ამოაძვრინა და საზეიმოდ გაუწოდა:

-მოგილოცავთ, დამდეგ ახალ წელს!

უხერხულად გამოართვა შოკოლადი, შეიშმუშნა, თავად


რომ არ ჰქონდა ტკბილეული, რომ საპასუხოდ გადაეცა.
33

მოუბოდიშა, თავადაც მრავალი ბედნიერი წელი უსურვა


და ის იყო მანქანაში ჩაჯდა და კარი უნდა მიეხურა, რომ
უცნობი კარს ჩაებღაუჭა:

-რატომ მიბრძანდებით? აპაა! არ გამოვა ეგ ამბავი, უნდა


შემობრძანდეთ, პაწა წავიხემსოთ, უფალი ვადიდოთ...

მადლობა, გაიხარეთ, მაგრამ მეჩქარება,- გული გაუთბო


ეთოს უცნობის გულისხმიერებამ.

-ეჰ, გავიხარო რა ქოთნის ყვავილი ვარ, ჩემო დაიკო? მე


გთხოვე, ღმერთი ვადიდოთ-მეთქი. გზას არ უნდა დაადგე
უფლის სადიდებელი რომ არ თქვა, იცოდე ეს შენ თუ არ
იცოდი?!

-მე კი ვიცი, ბატონო, აი პატრულის თანამშრომლებმა თუ


იციან ეგ? წამართმევენ მართვის მოწმობას და მერე
რაჭამდე რა ივლის ფეხით?- გაეცინა ეთოსაც.

-ხოო, ეგ მართალია, მთვრალ კაცს მანქანასთან არაფერი


ესაქმება. აი, ამიტომ იყო კარგი ცხენი. შეაჯდებოდი და
გააჭენებდი,- მერე კაცმა უხილავი მათრახი მოიქნია
ჰაერში და მხედარივით შეირხა.

-აბა, კარგად ბრძანდებოდეთ,- ხელი დაუქნია ეთომ. ორი


მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, რომ სარკეში შენიშნა,
კაცი მისკენ მიდიოდა, რაღაცას ყვიროდა. ოხ, ეს
მთვრალებიო, გაეცინა ეთუნას. მანქანა გააჩერა და
უკუსვლით მიუახლოვდა.

-ჩემო დაიკო, რა გქვია შენ?- ძლივს ამოისუნთქა კაცმა.


34

-ეთო.

-ჩემო ეთო, კი არ გეწყინოს ახლა, ასე შენობით რომ


მოგმართავ, შინაურები ვართ, კაცო, უკვე,- არაფერიაო,
ანიშნა ეთუნამ. კაცმა შეისვენა, გულზე ხელი მიიჭირა,
ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო,- ჰოდა, ეთო,
შვილო, კი მიდიხარ რაჭაში, მაგრამ სულ იქ ხომ არ
დარჩები? ჩამოვლაზე, სოფელ ზოვრეთში რომ მოხვალ,
მალხაზა იკითხე, ვისაც ჰკითხავ ყველა მოგასწავლის, თუ
არა და ეტყვი, ყველაზე გემრიელი კონიაკი რომ აქვს, აიმ
კაცთან მივდივარო და მოგასწავლიან. მოხვალ და მერე
ერთად დავლიოთ უფლის დიდება, ჰა, რას იტყვი?

-კარგი, ჩემო ბატონო.

-ბატონები, წავიდნენ ჯანდაბაში, მე მალხაზა ვარ, შენ თუ


გინდა, მახო ბიძია დამიძახე. ისე, ჯანდაბა, ხომ იცი,
ინდოეთშია, ერთი ღარიბი და უბადრუკი ადგილია.

-მალხააზ,- ქარიშხალივით შემოიჭრა ქალის ხმა. ეთომ


სარკეში გახედა, ჯანიანი, წინსაფარაკრული დიასახლისი
ქმარს ეძებდა.

-აი, ჩემი დედაკაცი,-სიამოვნებისაგან სახე გაებადრა კაცს,-


რა იყო, შე შობელ ძაღლო, მოგენატრეე? - გასძახა ქალს.

-ჩაგისკდა ეგ მუცელი, სად დადიხარ, კაცო,- შერცხვა,


ლოყები წამოუწითლდა ქალს.

სანამ ცოლ-ქმარი თავისებურად გამოხატავდნენ


სიყვარულს, ეთომ მანქანა დასძრა და ზოვრეთი და
35

თავისი ახალი ნაცნობები დოინჯშემოყრილები დატოვა


ქუჩაში.

მალხაზსა და მის წინსაფრიან ცოლზე ფიქრი აჰყვა ეთოს


და ღიმილი თოჯინის კაბაზე უნიჭოდ მიკერებული
ფერადი ჯიბესავეთ დააჩნდა ტუჩებზე. მიხვეულ-
მოხვეული, დაბურული, თოვლით დაბარდნული გზა
დაიწყო. სიჩქარეს კიდევ უფრო უკლო. გზაზე თითქმის
არავინ შეხვედრია, ერთის მხრივ უხაროდა, ავარიის
საშიშროება რომ არ იყო, მეორეს მხრივ, შიშობდა, რამე
რომ შემეთხვეს, კაცი მომშველებელი არ მეყოლებაო.
ერთი ეს გზა ამატაინა და მერე რაღა მიჭირსო, ღმერთს
დახმარებას სთოვდა.

შაორს რომ მიუახლოვდა, ბინდი ზღაპრებით


ჩაძინებული ბავშვივით უშფოთველად ფშვინავდა. ერთ
ხანს ხიდზე შეყოვნდა, მანქანიდან გადმოვიდა, ტბა
ყინულს დაეფარა, ირგვლივ ხეებს ისე შერჩენოდათ ყინვა,
თითქოს მილიონი ბრილიანტი აელვარებულიყო.
ნამდვილი ზღაპარია, გაანდო ფიქრი საკუთარ თავს. აი,
ამას ჰქვია სილამაზე, შეჰღიმა ტბას. მთვარის შუქი და
თოვლი ანათებდა გარემოს. ღრმად ჩაისუნთქა და ისევ
გზა განაგრძო.

ნიკორწმინდას ჩაუარა, გალაკტიონის ნაქარგიანი


სტრიქონები აჰყვა ტუჩებს სველ კანს შერჩენილი
ქვიშასავით. დაღმართს დაუყვა, ხუნდები ახმაურდა. ისევ
გაუფუჭდა ხასიათი. რომელიღაც სოფელთან შეჩერდა,
შემხვედრი მანქანა გააჩერა. ადგილობრივები ჩანდნენ,
36

ღები იკითხა, ჯერ ძალიან შორს ხარ და თან ისეთი


თოვლია, იქამდე ვერ მიხვალ, ბოშოვო,- დაარიგა
ხანშიშესულმა კაცმა. კი გაითვალისწინებდა უფროსის
სიტყვებს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, აქ არავის იცნობდა
ღამის გასათევი რომ ეთხოვა, სასტუმროც არსად
შეხვედრია, უკან მიბრუნებაზე ფიქრი კი, ცხადია, არ
შეიძლებოდა. ისევ წინ წავიდა, ერთხელ მაინც ხომ
შეიძლება, ღმერთო, რამე მარტივად მომცე. ისე, ერთი
ბედნიერი დღე რომ შემარჩინო არ შეიძლება? -
საყვედური დასცდა. საჭეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა,
თითქოს მკლავის ძალა იხსნიდა ბედისწერისგან.

კლასელების დიდი ხვეწნის შედეგად არის ახლა ეთუნა


საქართველოში და რაჭის გაუკვალავ გზაზე სრიალ-
სრიალით, გინებითა და ლანძღვით მიიწევს წინ. ორი
თვეა ურეკავენ მეგობრები, ჯერ უარობდა, მერე ცდუნებას
ვეღარ გაუძლო და დასთანხმდა. გოგას რაჭაში სახლი აქვს
და გადაწყვიტეს იქ გაატარონ ახალი წლები. ბავშვობა
დაიბრუნონ.

-ნაძვის ხე გვექნება, შეშით გავაგუზგუზებთ ბუხარს,


წარმოიდგინე, რამდენი ხანია, ცეცხლზე არ გამთბარხარ,
ვიგუნდავებთ, თოვლის პაპას გავაკეთებთ,- ყოველ დღე
სწერდა ნათია და საბოლოოდ დაიყოლია, თან აქაურობა
ენატრებოდა და დასთანხმდა, მაგრამ ჯერ პრაღაში ჩარჩა,
ახლა გზაზე ნამქერში სიკვდილი ელოდება და საკუთარ
თავზე ნერვები ეშლება, რა მომარბენინებდაო.
37

აღარც ახსოვს რამდენი წელია მარტო ხვდება ახალ


წელს, თითქოს ეს უკვე აღარაა დღესასწაული, არაფრით
გამორჩეული დღეა.

ახალი წელი ხომ უბრალოდ ჭამა-სმა და „ფეიერვერკები“


არაა, ახალი წელი ახლობელ ადამიანებთან ერთად
ყოფნაა და თუ მას მარტო ხვდები, ესე იგი ამ წელს არც
ყოფილა ჯადოსნური ღამე.

ბავშვობის ახალი წელი მოენატრა, სამეზობლოს მეკვლე


იყო ეთუნა, დედა საზეიმოდ გამოაწყობდა და მერე
ტკბილეულით ხელდამშვენებული დადიოდა ოჯახიდან-
ოჯახში: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“
არავის ეჯერა, რომ ცხოვრება ეთუნას ფეხზე იყო
დამოკიდებული, მაგრამ მოსწონდათ ეს რიტუალი,
მოსწონდათ პატარა ცქრიალა გოგო რომ
შეცუნცულდებოდა მათ ოჯახებში და მოჩლექილი ენითა
და კულულების ქნევით შოკოლადს ჩამოურიგებდა, თავი
დიდი ვინმე რომ ეგონა და პასუხისმგებლობისაგან
დამძიმებული, მთვლემარე თვალებით შემდეგ
მეზობელთან მიტუსტუსებდა. მოივლიდა სადარბაზოს
და ბოლოს ყველა ერთად შეიკრიბებოდა. ყველაზე დიდი
სახლი ვისაც ჰქონდა, იმასთან მიდიოდნენ, თავისი
საცივითა და ტოლმებით, ღვინითა და სკამებით
შეაღებდნენ მეზობლის კარს და მიდიოდა ლხინი
დილამდე.

დრო გავიდა და ყველაფერი გადასხვაფერდა.


ტრადიციებს რაღა გააძლებინებდა, ხალხმა იცვალა ზნე.
38

ახლა ოჯახები, რომლებმაც ფული იშოვნეს,


გადიდკაცდნენ, გაიბერნენ ამპარტავნებით, თვეებით
ადრე დაჯავშნილ რესტორნებში ხვდებიან ახალ წელს.
სადღა იცის კარის მეზობლის სახელი ხალხმა. ლანძღავენ
დრომოჭმულ ტრადიციებს, დასცინიან იმ ერთეულებს,
ვინც ჯერ კიდევ ებღაუჭება, ძაღლისაგან დაგლეჯილი
ჩულივითი ჩამოძონძილ წარსულს. არ მოსწონს ეთუნას
ეს ძალით გაამპარტავნებული საზოგადოება, რომელსაც
სინამდვილეში, აბზუებული ცხვირითა და შამპანურით
ხელში ერთ ადგილას ჯდომა კი არა, მეზობლის
სამზარეულოში ფუსფუსი ურჩევნია, ვინმესთან გულღია
საუბარი ენატრება, მაგრამ საკუთარ თავს აჯერებს, მე
მასზე გაცილებით კარგი ვარ და თუ მასზე კარგი ვარ,
გამოდის, მასთან აღარფერი მაქვსო საერთოო. ძალით
იქმნის ზღუდეს, განცალკევებით დგება, რომ მასას არ
შეერიოს, უპირატესობა იგრძნოს, განგებ იფარებს პირზე
ხელს, სალამი არ წამოსცდეს.

რამდენს ვცდილობთ, სხვაზე უკეთესი გამოვჩნდეთ და


ნეტა იმ სხვას ადარდებს როგორი ვართ ჩვენ? მთელი
ცხოვრება გადის იმის მცდელობაში, სხვისთვის მოსაწონი,
სხვისთვის მისაღები ვიყოთ, თავი იმაზე უკეთ
წარმოვაჩინოთ, ვიდრე ვართ. ისე მოვიქცეთ, გვაქონ და
გვადიდონ და სადაა ამ დროს ის ცხოვრება, რომელიც
ჩვენ გვსურდა? წლები გაზაფხულის ქარივით ჩაივლიან
და დასასრულს აღარაფერი გვრჩება. ადამიანებს
დავიწყების საოცრად ძლიერი უნარი გვაქვს და სანამ ჩვენ
იმით ვართ დაკავებული სხვებს თავი მოვაწონოთ, ისინი
ჩვენ არსებობას უბრალოდ ივიწყებენ. როცა, წლები უკვე
39

სკივრში ჩალაგებული, დაპატარავებული


ტანსაცმელივით დალაგდება ხსოვნაში, ვხვდებით, ერთი
დიდი ცარიელი ყუთი ვართ, ემოციებისაგან,
სიხარულისაგან, ოცნებებისაგან დაცლილი ყუთი და მისი
კედლები ფერგადაცლილი საღებავით შეგვიფერადებია,
იქნება ვინმემ იფიქროს, რომ შიგნიდანაც ასეთივე
ფერადია ჩვენი ყოფა, მაგრამ სხვებმაც და ჩვენც
არაჩვეულებრივად ვიცით, რომ არაფერი საინტერესო
ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება,- საკუთარ თავთან ფიქრებში
გართულ ეთუნას ჩამოუღამდა.

გარე განათებები არსად ჩანდა. გზაზე ერთი ადამიანიც


არ შეხვდა, რომ ეკითხა სწორი მიმართულებით მიდიოდა
თუ არა. შიში შეუსახლდა სულში. ღმერთო, მიშველე,
აქედან ცოცხალი გამიყვანე,- უკვე ხმამღლა
ელაპარაკებოდა უფალს. ყინვამ იმძლავრა და გაყინულ
გზაზე დადებულმა თოვლის ახალმა საფარმა მოძრაობა
უკვე შეუძლებელი გახადა. დაუსახლებელ პუნქტში იყო.
მთაში მიიკვლევდა გზას. გადათეთრებულიყო ხეები,
ძალიან ლამაზი იყო აქაურობა და კიდევ უფრო ლამაზი
იქნებოდა, ასე საშიში რომ არ ყოფილიყო. ხეების
თვალიერებაში გართულმა ვერც შეამჩნია გზაზე
მიმავალი ადამიანი და როცა მანქანის შუქზე კაცი
დალანდა, მუხრუჭს ბოლომდე დააჭირა ფეხი, მანქანა
მოცურდა, ძლიერმა დარტყმამ მკერდი ატკინა, თეთრმა
ნისლმა მხედველობა დაუბინდა და მერე, წამიერად,
ბურუსში გაეხვა ყველაფერი.
40

მეხუთე თავი

არასდროს იარო იმაზე სწრაფად, ვიდრე გზის


განჭვრეტა შეგიძლია. შენ შეიძლება, მიხვიდე სხვებზე
სწრაფად დანიშნულების ადგილას, მაგრამ მასპინძელი
ჯერ მზად არ დაგხვდეს. სანამ ნაბიჯს გადადგამ, გზა
უნდა დაზვერო, ცხოვრება სავსეა ღრმულებით და არ
ღირს რისკზე წასვლა. ვინც ჩქარობს გზაზე ნაკვალევს
სტოვებს და მერე უფრო მეტი დრო ეკარგება მის
წასაშლელად, ვინც ნელი, მოზომილი ნაბიჯით მიდის,
გამარჯვებულია. არ ღირს სირბილში სხვას შეეჯიბრო,
ყველა ადამიანი ინდივიდია, თითოეულ ჩვენგანს ტვინი
სხვაგვარად გვაქვს მოწყობილი და იქნება მისი მზერა
უსწრებს ნაბიჯს და ჩვენი ზარმაცი თვალი - ვერა.

ბრძოლა კარგია, რა სჯობია, როცა არ ნებდები, მაგრამ


გონი იმისთვის მოგვცა უფალმა, საკუთარი ასპარეზი
მოვნახოთ. ბრძოლა ბრძოლისთვის არ უნდა შედგეს, მას
შედეგი სჭირდება. შესაძლოა, ემსხვერპლო ომს, მაგრამ
უაზრო ომებში მონაწილება არ ღირს. საკუთარი თავის
მსხვერპლად შეწირვა, რომ გმირად გვაქცევდეს, დღესვე
ჩავუხტებოდით მშიერ ლომებს გალიაში.

ცხოვრება ხშირად შეცდომის გამოსწორების საშუალებას


არ გვაძლევს. რა მარტივია თავდაყირა დადგეს სამყარო,
რა ადვილია წამებში შეიცვალოს ბედისწერა.

რამდენი ლეგენდა იქმნება სიკვდილის შესახებ,


რამდენს ვფიქრობთ და ვემზადებით მასთან
შესახვედრად, რამდენს ვცდილობთ იმ გზით ვიაროთ,
41

რომლითაც გვერდს ავუვლით დასასრულს, რამდენს


ვწვალობთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მაინც
არასდროს ვართ სიკვდილისთვის მზად, რადგან ის ზარ-
ზეიმით არ მოდის, ის მოდის ფეხაკრებით, ზურგიდან
გვეპარება და ისე სწრაფად შეიძლება დასრულდეს
ყველაფერი, ვერც მივხვდეთ, რომ დადგა ის წამიც. არც
სინანულის საშუალება მოგვეცეს და არც - შიშის. ასე იყო
ეთუნას შემთხვევაშიც, ტანჯვით, ქვა-ღორღიან გზაზე
მუხლისჩოქვით ამოვლილი გზები, ცრემლით
დასველებული დღეები, წამში შეიძლებოდა
დასრულებულიყო. რა დიდი ვინმე გვგონია საკუთარი
თავები და რა უცბად და უბრალოდ სრულდება ჩვენი
ცხოვრება.

როცა ეთუნამ დამძიმებული ქუთუთოები გაახილა,


მიხვდა, სულ ტყუილად სთხოვდა ამდენი წელი უფალს,
დავიღალე წამიყვანეო, სულ ამაოდ ფიქრობდა, რომ მისი
ცხოვრება დასასრულის მოლოდინი იყო. როგორი
სასტიკიც არ უნდა იყოს სამყარო, ჩვენ მაინც არ გვინდა
მისი დათმობა იმ იმედით, რომ ერთ დღეს კოშმარი
დასრულდება და გაზაფხულის ნათელი დღეები
დადგება. რამდენი წელი იღვიძებდა საყვედურით, კიდევ
ერთი დღე რატომ გამითენე ამ დაწყევლილ სამყაროში,
ღმერთოვო, მაგრამ უფალი, საბედნიეროდ, ჩვენი
სურვილებით არ მართავს ცხოვრებას, ჩვენს თხოვნას
ყოველთვის არ ითვალისწინებს, თორემ ერთ დღეში
დაგვექცეოდა ქვეყანა თავზე.
42

-ცოცხალი ხარ? - დაეკითხა ხმა საჭეზე გადამხობილ


ქალს.

-ცოცხალი ვარ?!- დაეკითხა ეთუნა საკუთარ თავს და სანამ


პასუხს მოძებნიდა მხრებში ჩააფრინდა უცნობი და ისეთი
ძალით შეაჯანჯღარა, კინაღამ ძვლებში დაამტვრია.
ძლივს გაახილა დამძიმებული ქუთუთოები. დამცავი
ბალიში გახეთქილიყო და ახლა თეთრი ნისლი სალონში
დაცურავდა. ძლიერი დარტყმისაგან მკერდი სტკიოდა.
მტვერივით გადაეცალა ბინდი ხსოვნას და ყველაფერი
დალაგდა გონებაში.

-ვაიმე, მოვკალი, მგონი, მოვკალი,- განწირული ხმით


აყვირდა ეთუნა, მისი ხმა ქარიშხალივით მოედო
დათოვლილ ტყეს და სიმშვიდე შეარხია.

-დამშვიდდი, არაფერია, არავინ მოგიკლავს,-


ფოლადივით გახმაურდა უცნობი მამაკაცის ხმა.

ეთუნას ღრმად ამოსუნთქვა უნდოდა, მაგრამ მკერდი


სტკიოდა და შეგუბებული ჰაერი ისევ ფილტვებში
დაბრუნდა, თავად კი შუბლი მიაყრდო საჭეს და ატირდა.

თითქმის ძალით გადმოიყვანა უცნობმა ეთუნას


აკანკალებული სხეული მანქანიდან და იქვე, გზის პირას
დასვა.

თოვლი ანათებდა რაჭის ტყეებს და ნაძვების


გაფითრებული ღაწვებიდან არეკლილ შუქზე ეთუნამ
თვალი მიადევნა მამაკაცის მოძრობას, რომელიც ძრავას
ჩასჩერებოდა.
43

-უჰ, არაა კარგი ამბავი, - ამცნო უცნობმა, მაგრამ ახლა


მანქანა ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, ერთადერთი
რაზე ფიქრიც შეეძლო ის იყო, რომ შეიძლებოდა,
მომკვდარიყო, ან კიდევ უარესი, ვინმე მოეკლა.

-არაფერია, მთავარია, არ დაგეჯახე, მანქანას ეშველება,-


ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.

-ძნელია თოვლზე სიარული, პანტა-პუნტით ცვივა


მანქანები,- გაამხნევა უცნობმა.

თოვდა გადაუღებლად და წამწამებს მარგალიტებივით


ეკიდებოდა ფიფქები. შიში კი ზურგიდან მოჰპარვოდა
ქალს და კისერზე შემოეხვია ხელები: გადარჩა, გადარჩა,
არ დაიღუპა, არავინ მოუკლავს! მაგრამ ახლა ტყეშია,
რაჭის მიუვალ ნაძვნარში, მის გვერდით უცნობი კაცი და
მის უკან, ტყის სიღრმეში, მტაცებელი ცხოველებია, ახლა
რა უნდა ქნას? როგორ გაიტანოს ყინვისგან
დატუსაღებული ღამე? მეგობრები წამოაგონდა.

-უკაცრავად, ვერ დამარეკინებთ? ტელეფონი არ მაქვს და


...- სთხოვა ეთომ.

-ვააჰ, ჩვენს დროში და ტელეფონი არ გაქვს? საოცრებაა


ნამდვილი, როგორ არსებობ ასეთი აუცილებლობის
გარეშე?- ირონიამ ჩვილის საჩხაკუნო სათამაშოსავით
გაიჟღარუნა მამაკაცის ხმაში.

-ახლა არ მაქვს, თორემ ისე როგორ არ მაქვს,- თავი


იმართლასავით ეთომ.
44

- ტელეფონი სახლში მაქვს და სანამ იქამდე მივალთ,


იქნება ეს მანქანა ამოვათრიოთ.

-შორს ცხოვრობთ?

-არც ისე.

მამაკაცი დაუკითხავად მიუჯდა საჭეს, მარტოდ


დარჩენის საფრთხის შეგრძნებამ აიძულა ეთუნა,
მძღოლის გვერდით სავარძელზე ნაჩქარევად
მოთავსებულიყო. რამდენიმე მცდელობის შემდეგ,
მანქანა ადგილიდან დაიძრა. სალონის მკრთალ
განათებაში ქალმა ახალი ნაცნობი შეათვალიერა:

ასე 40 წლის იქნებოდა, მუქი ხორბლისფერი კანი და


მუგუზალივით შავი თვალები ჰქონდა. ძლიერი,
მამაკაცური, ცოტა არ იყოს და მკაცრი ნაკვთები ქართულ
გენს უსვამდა ხაზს. სქელი, უხეში ქსოვილის ქურთუკი
განიერ მხრებსა და ძლიერ მკლავებს ვერ მალავდა.

ეთუნას ახალმა ნაცნობმა დიდი წვალების შედეგად


მანქანა გზაზე დააყენა, ძრავაში სკოლის ზარივით
ხმაურობდა რაღაც .

-ოოჰ, მგონი საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე


წარმომედგინა,- თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა,
დაახლოებით 20 მეტრში მარჯვნივ გადაუხვია და ტყეს
შერეულ გზას დაადგა.

-სად მივდივართ?
45

-ტყეში მიმყავხარ, უნდა შეგწვა და შეგჭამო, - გაეღიმა


კაცს. ეთოსაც გაეღიმა, მაგრამ უფრო სიმწრით:

-მეეჭვება, გემრიელი ხორცი მქონდეს.

-არა და მე პირიქით მგონია, ძალიან გემრიელად


გამოიყურები,- ეს კომპლიმენტს გავდა და ეთოს ახლაღა
გაახსენდა, რომ რაც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა
სარკეში არ ჩაუხედავს. ალბათ როგორი გაწეწილი და
თვალებამოღამებული ვარ, გაკიცხა თავი.

-მართლა, სად მივდივართ?

-ტელეფონზე დარეკვა ხომ გინდა, ასე რომ, სახლში


მიმყავხარ, ნუ გეშინია!

ნუ გეშინიაო, რომ უთხრა კაცმა, ახლა უკეთ მიხვდა ეთო,


რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, ძალიანაც საშიში
ყოფილიყო. ვინმემ ყელი რომ გამოღადროს და მიაგდოს
ტყეში, მომკითხველი არავინ ეყოლება. საერთოდ არავის
დააკლდება, არავინ დაიწყებს მის ძებნას - ნაკადულივით
გაიკლაკნა შიში სხეულში. მანქანის კარს ჩაეჭიდა, იფიქრა
თუ საფრთხე ვიგრძენი, კარს გავაღებ და გადავხტებიო.
ქალის დაძაბულობა სალონში გაიფანტა და კაცს
თვალებში მოებლანდა. თანამგზავრს გახედა, კაკანათში
გამომწყვდეულ ჩიტს გავდა ქალი და მახიდან მისი
გამოხსნა მოუნდა.

-სულ დამავიწყდა, მეთქვა, მე სანდრო ვარ.

-ეთო,- გაუბედავად, ძლივსგასაგონად წარმოთქვა.


46

-ახალი წლის ღამეს საით გაგიწევია?

-მეგობრებთან, სოფელ ღებში, - თქვა და უცბად


წამოაგონდა, რომ ახალი წელია და გაუხარდა, რადგან
ბავშვობიდანვე სწამდა, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო
კეთილები და დამთმობები ხდებოდნენ,- ახალ წელს
გილოცავთ.

-ამ აურზაურში ეგ სულ დამავიწყდა. მეც გილოცავ.

დაახლოებით 15 წუთი სიარულის შემდეგ სოფელში


შევიდნენ. აქა-იქ ციცინათელებივით ანათებდა ხის
აივნებიანი სახლებიდან გამოპარული სინათლე.
ორღობის ბოლოს ხის დაბალ მესერთან მიაჩერა მანქანა
და ეთო სახლში მიიპატიჟა. თოვდა გადაუღებლად.
ფრთხილი ნაბიჯით გადავიდა, მუხლამდე თოვლში
ძლივს მიიკვლევდა გზას. თვალებზე ეცემოდა თოვლი და
მხედველობაში ხელს უშლიდა. ეუცნაურა, რომ წინ
სრული სიბნელე იყო და სახლიდან სინათლე არ
გამოდიოდა. დაეჭვდა, მაგრამ ახლა უკან დახევა აღარ
შეიძლებოდა, აქ ამ სამყაროს დასასრულში, მისი
მშველელი მაინც არავინ იქნებოდა და ამიტომ ბედს
მიენდო. ეზოში შესვლისთანავე ძაღლი აყეფთა, ბობა
როგორ ხვდები სტუმარსო, თავზე მიეფერა პატრონი,
კრემისფერმა, ბომბორა ძაღლმა კუდის ქიცინი დაიწყო.

სანდრომ კარი შეაღო და ჩამრთველს დაუდევრად


მისცხო ხელი. ოთახი განათდა.

-შედი და ახლავე მოვალ,- უთხრა და ეზოში გაბრუნდა.


47

ეთო ისეთი ფრთხილი ნაბიჯით შევიდა, თითქოს


დანაღმულ ველზე მიაბიჯებდა. ორი სავარძელი, ხის
მრგვალი მაგიდა, წყლის დოქი, 4 სკამი და დიდი,
შინდისფერი ნოხი - სახლში სითბო და მყუდროება
წინსაფარაკრული დიასახლისივით გაბატონებულიყო.
კუთხეში დაყენებულ, დასჯილ ბავშვს ჰგავდა
მინავლებული ბუხარი.

-კაცი, რომელსაც ეზოში ვენახი და სახლში ბუხარი აქვს,


ცუდი ადამიანი არ იქნება,- გაიფიქრა ეთუნამ,- კაცის
საზომი ალბათ მისი ვაზისადმი დამოკიდებულებაა, -
დაუკითხავად გაჩნდა აზრი ქალის თავში. ვაზი და არა
ღვინოო, იქვე განმარტა საკუთარი სიტყვები,- ვაზი
თითქოს სამშობლოა და როგორც მისი გესმის და აფასებ,
ასევე, შეგეძლება მშობლიური მიწის დაცვაცო. იქნებ
ვაზი სულაც არ აქვს და არ უვლისო, შეეპასუხა ეჭვიანი
ნახევარი. ლოგიკური ჩანდა კითხვა, მაგრამ გული
უგრძნობდა, ექნებაო. ტყის პირას რომ ცხოვრობ კაცი, ხის
აივნიანი სახლი გაქვს, იმ სახლში კიდევ ბუხარი გინთია
და მაგიდაზე დოქით მთის წყაროს წყალი გიდგას, ვინმე
შეციებული და მწყურვალი რომ შემოვიდეს, მისი
წყურვილის მოკვლა და ხელების გათბობა რომ შესძლო,
როგორ შეიძლება ვენახი არ გქონდეს, ჰა?!- გამოაჯავრა
ოპონენტი.

ფიქრებიდან სანდროს ფეხის ხმამ გამოიყვანა. იღლიით


შეშა შემოიტანა, ბუხრის წინ დაყარა, ჩაიმუხლა და
მინავლებული ნაკვერჩლის გაღვივება დაიწყო. ახლაღა
მიხვდა ეთო, რომ ხელები და ცხვირი ისე გაჰყინვოდა,
48

ვეღარ გრძნობდა, მიუპატიჟებლად მიიწია ცეცხლთან და


ხელები მიუფიცხა.

-ჩამოჯექი,- უთხრა სანდრომ საქმეს რომ მორჩა.

-იყოს, მადლობა, იქნებ დამარეკინოთ.

სანდრომ ტელეფონი იქვე კუთხეში, დენის


ჩამრთველიდან გამოაცალა და სტუმარს გაუწოდა.

ეთუნამ ნაჩქარევად აკრიფა ნომერი, მაგრამ ყურმილი


არავინ აიღო.

-სად უგდია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და გამეორებას


მისცა. 5 ზარის შემდეგ უპასუხეს.

-ნათი, ეთო ვარ.

-ეთუნაა, ჩემი გოგო, ელენე ვარ,- გამოიჭრა ყურმილიდან


ელენეს წიკვინა ხმა.

-ელე, სოფელში ჩავრჩი, მანქანა გამიფუჭ...

-მოღალატე, მოღალატე, მოღალატეეე, ვერ გიტანთ!!


რატომ არ ჩამოხვედი? აუტანელი ხარ, საზიზღარი!-
მიაყარა სიტყვები ელენემ.

-მთვრალი ხარ?

-ეთი, შენ თავს გეფიცები, ძაან დავთვერით ყველა, გონზე


არ ვართ, დაეძინათ, აუ, ნათია, უნდა ნახო,- და ისეთი
სიცილი აუტყდა ელენეს, კარგა ხანი ვერ მოიტრიალა
სული,- გოგო, ცუდი ხარ, რომ არ ჩამოხვედი რა.
49

-ელე, მანდ შენ მეტი არავინაა, რომ დამალაპარაკო?

-არა, შენ თავს გეფიცები, ყველაას სძინავს, ვაფშე,


გაიგუდნენ რა. მე ვარ მარტო ფეხზე. მიყვარხარ ძაან.

ეთომ ტელეფონი გათიშა და ხელები უღონოდ ჩამოუშვა.

-აქედან სოფელი ღები შორსაა?

-ასე 20 კილომეტრი მაინც იქნება, მაგრამ ძალიან ცუდი


გზაა. რა ხდება?

-ღებში მივდივარ, მეგობრები მელოდებიან, ახლა დავრეკე


და ყველას სძინავს, გათიშულები არიან.

-ამ შუაღამისას თან იმ მანქანით წასვლა - არც იფიქრო!

ბრძანებას ჰგავდა სანდროს ნათქვამი. თვალებმა შობა


გაოცება და მერე წარბები ბიჭის მამასავით
წამოყელყელავდნენ. ღიმილიანი მზერა სხივივით
ესროლა მასპინძელს, ეგონა კაცის კუშტ სახეს
მოათბობდა, ყინულის ლოლოსავით ჩამოღვენთავდა
სიჯიუტეს, მაგრამ შესცდა.

-დაშლილი მანქანით, თან ამ მოყინულ გზაზე, იმ


საშინელი საბურავებით, გამორიცხულია! დღეს ვერსად
წახვალ და დილით შევხედოთ მანქანას, ვეცდები, რამე
მოვუხერხო!

უღონოდ ჩამოუშვა ხელები ქალმა, გატყდა, მართალი


იყო სანდრო, სიკვდილზე წასვლას ნიშნავს მანქანით
მგზავრობა - დანებდა.
50

სანდრომ მარნიდან თიხის დოქით ღვინო გამოიტანა,


მოხარშული ღორის თავი დადო მაგიდის შუაგულში,
ყველი ჩაჭრა, მწნილი ამოიღო ქილიდან, ხელითვე
დაამტვრია თონის პური. ნერწყვი მოადგა სტუმარს.
ისეთი ქართული იყო ყველაფერი, მიხვდა, რომ ძალიან
შიოდა და ბევრი პატიჟი არ დასჭირვებია, ისე მიუჯდა
სუფრას. ხვანჭკარა პირს შაბავდა, როგორც ჩანს, დიდხანს
გაეჩერებინა სანდროს ქვევრში ჭაჭასთან ერთად. ცივი იყო
და მოწყურებულივით დალია რამდენიმე ჭიქა ეთუნამ.
ძალა ჰქონდა ღვინოს და სისხლი გაუთბა, სიმსუბუქე
იგრძნო, ლოყები შეუწითლდა.

-ამ ახალ წელს სახლში მარტო რატომ ხარ? - დაეკითხა


შეთამამებული ქალი.

-და შენ ამ ახალ წელს აქ რა გინდა? - გაეღიმა სანდროს.

-დიდი ისტორიაა, ამ დილით ჩამოვედი ევროპიდან.

-ვაჰ, ევროპა კარგია! საინტერესოა, რომ ჩამოხვედი,


ძირითადად იქ ვინც მიდის, აღარ ბრუნდება ჩვენს საწყალ
ქვეყანაში.

-არაფერია იქ ისეთი, რაც საქართველოში დაბრუნების


სურვილს დაგაკარგვინებს.

-ჰო? აბა, რატომ მიდის მთელი ქვეყანა ნათელი მხარისკენ


ამ ბნელი 90-იანების ეპოქიდან?
51

-უსამართლობაა, სხვის ნაცვლად საუბარი. იქნება


ქვეყნიდან კი არ მირბის ხალხი, ქვეყანა წიხლის კვრით
აგდებს თავისი მიწიდან?

-საწყენად არ მითქვამს, მაგრამ ვეჭვობ, ქვეყანა მასეთი


უსამართლო იყოს.

-სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო,- როგორც ამბობდა დიდი


რუსთველი,- სიმწრით ჩაეღიმა ეთოს.

-შორს წაგვიყვანს ეს კამათი, მოგილოცავ ახალ წელს,-


ეთუნას შემოგებებულ ჭიქას მსუბუქად მიუჭახუნა
სანდრომ,- სიმართლე ითქვას, ახალი წელი ჩემთვის
დიდი ვერაფერი დღესასწაულია, მაგრამ მაინც სიკეთე და
სიხარული მოეტანოს.

-პირველი ადამიანი ხარ, ჩემს ნაცნობებს შორის,


ვისთვისაც ეს დღე დღესასწაული არაა. არც ბავშვობაში
გიყვარდა ახალი წელი?

-მე ბავშვი არ ვყოფილვარ, პირდაპირ დიდი დავიბადე.

-სიმართლე ითქვას, მეც დიდად არ დამცალდა ბავშვობა,


მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა.

-ახალი წელი პირდაპირ საჩვენო დღესასწაულია,


ერთთვიან სმა-ჭამასა და დასვენებაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ, მთელ ჩვენს საკეთებელს ახალ წელს მივანდობთ
ხოლმე და მერე, ჩვენდა გასაკვირად, ახლი წელი რომ ვერ
მოახდენს სასწაულს, ცუდი წელი იყოვო და მომავალ
წელს ველოდებით, რომ ოცნებები აგვისულოს.
52

-ოცნებების რა გითხრა, რაც დრო გადის ისინი სულ


უფრო მცირდება და ბოლოს ალბათ, საერთოდაც ქრება,
მაგრამ ახალი წელი, თითქოს კიდევ ერთი
შესაძლებლობაა, რომ რაიმე შევცვალო და გამოვასწორო,
რომ გადავხედო, რაც წინა წელს ვერ შევძელი და ახალი
გეგმები დავისახო, ახალი ბრძოლა დავიწყო. ახლა რომ
გითხრა, დიდად ვარ ომების მოგების განწყობაზე-მეთქი,
ტყუილი იქნება, მაგრამ ბავშვობაში ასე ვხვდებოდი ახალ
წელს. ახალი წლის ღამე დედა გეგმას მაწერინება,
ძირითადად 13 პუნქტიან გეგმას ვწერდი, რა მინდოდა
გამეკეთებინა მომავალ წელს, ეს სურვილები რეალური
უნდა ყოფილიყო, მაგალითად, წელს უნდა დავიკლო 2
კილო, ან ვისწავლო ინგლისური ენა და რაღაც მსგავსი,
ჯადოსნურ ხალიჩებსა და პრინცებს არ ვითხოვდი, ესეც
დედამ მასწავლა, სულ იმას მეუბნებოდა, მხოლოდ
ხელმისაწვდომის აღება მოინდომე, თორემ მაგიდის
ბოლომდე ხელი არ მიგიწვდება და რაც შენი ცხვირის
წინაა, იმასაც სხვა შეგიჭამსო. მოკლედ, ამ სურვილებს
ვინახავდით. მომავალ ახალ წელს ვამოწმებდით, რისი
გაკეთება შევძელი და რისი არა, თუ ნახევარზე მეტი
გაკეთებული მექნებოდა, ესე იგი ნაყოფიერი წელი იყო
და ახალი გეგმების შედგენას ვიწყებდით.

-ჭკვიანი დედა გყოლია.

-კი, ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, მხოლოდ ერთ რამეში


შესცდა: დამოუკიდებელ და ძლიერ გოგოდ მზრდიდა,
მაგრამ ერთი ჩვეულებრივი მტირალა ქალი გავიზარდე.
53

სანდრომ ჩანგალი თეფშზე დადო და ინტერესით


შეათვალიერა ქალი. სუსტი იყო, კისერთან დაუდევრად
გადაჭრილი ჟღალი თმით, თეთრი და დაჭორფლილი
კანი ჰქონდა და თაფლისფერი, ოდნავ ამღვრეული
თვალები, თითქოს ცრემლების შეკავებას ცდილობდა.

სანდროს მოეჩვენა, რომ არც ისე სუსტი უნდა


ყოფილიყო ეთო, მეტიც, ძალიან ძლიერი ეჩვენა, მით
უფრო, რომ თვალებზე ეტყობოდა წლები ცემენტის
ტომარასავით მოეგდო მხრებზე, მძიმე და მტკივნეული
წარსული დამჩნეოდა მზერას, მაგრამ ამის მიუხედავად,
ღიმილს არ იშურებდა, თითქოს საკუთარ თავს არ
ეპუებოდა, დასცინოდა ტკივილს. ძალიან ლამაზია,
საინტერესოა, მარტო რატომაა, რა შეემთხვა?- ფიქრობდა
სანდრო.

ეთო მასპინძლის მზერას გრძნობდა და თავდახრილი


იჯდა, ჭიქას ჩაჰყურებდა, დუმილი საკმარისზე მეტ ხანს
გაგრძელდა და ჰაერი უხერხულობამ კუთხესთან
მიიმწყვდია.

ქალი ყოველთვის გრძნობს საკუთარ ძალას. უხილავი


ძაფები, რაც მამაკაცსა და ქალს შორის ჩნდება, ქალისთვის
ყოველთვის ნათელია და ამ წუთას, ეთუნამ თვალები
დახარა და თითქოს ყულფში გაყო თავიო, ისე მინებდა ამ
ძაფებს. ღვინომ, წარსულის მძიმე წლებმა თუ ამ უცნაურ
სახლში ახალი წლის ჯადოსნურმა ღამემ თავისი ქნა და
მოუნდა თამაშში ჩაბმა, სულ რამდენიმე წუთით მაინც
თავი საჭიროდ და სასურველად უნდოდა ეგრძნო და
54

საკუთარ თავს წინააღმდეგობა არ გაუწია. თავი ნაზად


ასწია და თვალები შეანათა შემთვრალ კაცს.

ამღვრეოდა სურვილით მზერა სანდროს. ეთუნას


თვალები მას თითქოს სულში ჩასძვრომოდნენ და
ფიქრები დღის სინათლეზე გამოეტანათ. ახლა თითქოს
შიშველი იდგა და სურვილი შემონთებოდა, თითქოს
გრძნობდა კიდევაც ეთო კაცის ძლიერი ხელების შეხებას,
ჯერ თმაზე, მერე მხრებზე, წელზე...

სახეზე მოაწვა, ჯერ სურვილი და მერე სირცხვილი,


წამოენთო. ბროწეულები ელავდნენ ქალის ჭორფლიან
კანზე და უფრო მეტად მოესურვილა სანდროს. ეთოს
ისეთი თვალები ჰქონდა, ჩამადნებაო, ალბათ, ხელში.
თვალებით მოეალერსა კაცი. მზერა ღაწვებიდან
ტუჩებისაკენ გაექცა. ღვინოსმული ქალი აჰყვა კაცის
სურვილს და ოდნავ ღიად დარჩენილ, დაბურცულ
ტუჩებს ბორკილები დაადო - კბილებში მოიქცია,
თითქოს მარწუხებს ადებდა, თითქოს უკრძალავდა უფრო
შორს წასვლას.

ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა კაცმა და თვალები ახლა


უკვე მის დაუკითხავად ყელს რომ ჩაჰყვა, ალაგ-ალაგ
აწითლებულმა კანმა ქალის მღელვარება გათქვა.
თანხმობას ჰგავდა ჩუტყვავილასავით, ალაგ-ალაგ
ამოსული ყაყაჩოები, გეგონებოდა, გამომშრალ მიწას წვიმა
მონატრებოდა, ისე სურდა ამ ყელს სანდროს ტუჩების
შეხება.
55

ქალმა ვეღარ გაუძლო და თვალი მოარიდა, საკუთარ


თითებს დახედა, ამ თითებისაკენ გაიწია კაცის მზერამაც.
თეთრი, გრძელი, გამჭვირვალე თითები ჰქონდა. წვიმაში
გაწუწული, პატარა ბეღურასავით აფართხალდებაო ეს
თითები ჩემს ხელებში, იფიქრა სანდრომ და მუჭი ისე
შეკრა, თითქოს საკუთარი ვნება ჩაემწყვდიოს ხელში და
მის დახრჩობას აპირებდესო. სურვილმა დასჯაბნა
სანდროს ძლიერი ხელები და თითები გააშლევინა, მერე
ეს თითები, დათვის ტორებს რომ უფრო ჰგავდა, ჯერ
მხარზე შეეხო ქალს, მერე ყელზე მოეალერსა, მერე
წელისკენ გაიწია.

უხმაუროდ, ნელა, აუჩქარებლად, ნაზად მიუყვებოდა


ქალის აკანკალებულ, შიშისა თუ სიამოვნებისაგან
შემკრთალ კანს. თითები ერთმანეთში აიხლართა, ღილის
გახსნა გაუჭირდა, მკერდი ბობოქრობდა და
განთავისუფებას ითხოვდა, რაც მეტი იყო სურვილი, მით
უფრო ჯიუტობდა ღილი და ბოლოს, როცა გამოჩნდა,
მღელვარებისაგან ატმის კანივით დაბუსუსებული,
ეკალდაყრილი მკერდი და სანდროს მუჭაში ვერ ჩაეტია,
ვერ მოთავსდა მისი ხელისგულზე, დაავიწყდა სად იყო
და ვინ იყო, გაქრა დრო და სივრცე, თითქოს დედამიწა
ეცოტავა და ჰაერში აფარფატდა, თითქოს, სამყარო
გამქრალიყო და იყო მხოლოდ ერთადერთი ქალი,
რომელიც უდაბნოდან დაბრუნებული, მოწყურებული
ეწაფებოდა წყალს და წყალი არ იყო საკარისი, ის ვერ
სძლევდა საკუთარ წყურვილს და თითქოს ის იყო
პირველი ქალი მის ცხოვრებაში.
56

რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ხილული, რაღაც


ძალიან ბუნდოვანს მოეფინა ნათელი და მერე როცა
ქალის მძინარე სხეული, საკუთარ მკერდზე მიაწვინა,
მიხვდა, ამისთვის ვცხოვრობდიო ალბათ, ამ ქალის
ლოდინში გაიარაო 40-მა წელმა და მისი მკლავები შიშველ
ზურგს ბორკილივით შემოეჭდო, თითქოს, მასთან
შერწყმა, საკუთარი ნეკნის ადგილზე დაბრუნება
ესურვებინოს.

მეექვსე თავი

თავის ტკივილმა გააღვიძა ეთუნა, თვალებში აწვებოდა


სიმძიმე და ქუთუთოების გახელის საშუალებას არ
აძლევდა. ეგონა ახლა თუ გავინძრევი, თავი შუაზე
გამისკდებაო და ხელისგულები შემოიჭირა
საფეთქლებზე. კისერი დაძაბული ჰქონდა და წამოდგომა
რომ დააპირა, ყველაფერი დატრიალდა. სამყაროს
ქარბორბალას ჰაერში აეტაცებინა ეთუნას სხეული და
აქეთ-იქით ახეთქებდა, აქეთ-იქით ანარცხებინებდა თავს.

ისევ მიასვენა თავი ბალიშზე და რამდენიმე წუთი


გაუნძრევლად იწვა, მერე თითქოს ქარი ჩადგაო, საღი
აზრი მოვიდა მასთან და რაღაც წამოაგონდა, რაღაც
გაახსენდა. თითქოს უროებს ურტყამდნენ თავში ისე
მოდიოდა გუშინდელი წუთები მეხსიერებაში და 36 წლის
განმავლობაში პირველად შერცხვა საკუთარი თავის და
ახლა ყველაფერს მისცემდა, ოღონდ გუშინდელი დღე
ტყუილი ყოფილიყო, ოღონდ დასიზმრებოდა
57

წუხანდელი ღამე, მაგრამ ეს იყო ცხადი და შიშველ


სხეულზე მატყლისსაბანწაფარებული ეთუნა იწვა და
გვერდებს ბუხრიდან გამოსული სიცხოველე უთბობდა.
მიმოიხედა, ტანსაცმელი ვერ შეამჩნია, არც მასპინძელი
ჩანდა არსად.

სანდროს მაგიდა აელაგებინა, ბუხარი აენთო, საწოლის


თავთან, პატარა სკამზე მოზრდილი ჭიქით ალუბლის
სისხლივით წითელი წვენი დაედგა. ეთუნა აჩქარდა, თუ
სწრაფად იმოქმედებს, იქნება მასპინძლის მოსვლამდე
გაპარვა შესძლოს, წავა და დაივიწყებს გუშინდელ დღეს,
ისე, თითქოს არც არასდროს უარსებია. დაივიწყებს რაჭასა
და სანდროს, თითქოს ცუდი სიზმარი იყო, მაგრამ
სინამდვილეში ეს ერთადერთი სასიამოვნო ამბავია
ეთუნას ცხოვრების ბოლო 20 წელში. რაც უნდა ითქვას,
მოუწევს აქედან გაპარვა, სანამ მასპინძელი დაბრუნდება,
ეთოს გაფუჭებული მანქანის ამბავი სულ გადაავიწყდა,
მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, თავის ტკივილმა და
თაბრუსხვევამ წამოდგომის საშუალება არ მისცა.

- ღმერთო, რამდენი რამე გადავიტანეთ ერთად, რამდენ


რამეს გავუძელით და გთხოვ, დღესაც მიშველე, აქ ნუ
მომკლავ, ოღონდ ახლა გადამარჩინა,- ეხვეწებოდა
ღმერთს ეთუნა.

თავს ძალა დაატანა და წამოდგომა სცადა, მაგრამ პირზე


ხელი რომ არ მიეფარებინა, გული აერეოდა და
საბოლოოდ შეზიზღდებოდა საკუთარი თავი, რომელსაც
58

ამ ორ დღეში ისედაც საკმარისად შელახვოდა


თავმოყვარეობა. ისევ მიწვა და ტკივილს მინებდა.

ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა, ოთახი კარგად


განათებულიყო, ნეტა რომელი საათია?- გაუელვა ფიქრმა.
თავს უკეთ გრძნობდა და წამოჯდომა დააპირა, რომ ისევ
დატრიალდა ყველაფერი და წამოიკვნესა.

-როგორც ჩანს, არც ისე ხშირად სვამ,- მოესმა სანდროს


ხმა და თვალები დახუჭა, თითქოს ასე შესძლებდა კაცს
დამალვოდა.

-არაფერია, პახმელიაზე ხარ,- სიცილით უთხრა კაცმა და


თავზე წამოადგა.

ნელა გაახილა თვალები. სანდრო გაღიმებული იდგა და


ისეთი სახე ჰქონდა, მის გაკიცხვას არ აპირებდა, მაგრამ
ამან შვება ვერ მოჰგვარა.

-გამომართვი, დალიე,- მიაწოდა ჭიქა.

-არ შემიძლია.

-დალიე, რომ გამოკეთდე.

-ცუდად გავხდები.

-ასე მთელი დღე ვერ წამოდგები, მენდე,- უთხრა და


ქალმა ირწმუნა, რომ ამ კაცის ნდობა მართლაც
შეიძლებოდა. სანდრომ კისერში ხელი შეუცურა, თავი
წამოაწევინა და თითქმის ძალით დაალევინა. ცივი და
მჟავე წვენი ესიამოვნა. თვალები ისევ დახუჭა და თან
59

ერთი ხელით საბნის კიდეს ჩაებღუჭა, შიშველი სხეულის


დამალვას ცდილობდა.

-გამომართვი, -მიაჩეჩა ხელში ჭიქა,- ეს დალიე ბოლომდე,


მე მანამდე საჭმელს გაგიმზადებ, უნდა ჭამო.

ბავშვობის შემდეგ ასეთი ზრუნვა არ უგრძვნია, ეთუნა


ყოველთვის სხვების მოსამსახურე იყო, მისთვის კი დიდი
ხანია საბანი არავის გაუსწორებია, წყალი არავის
მიუწვდია, გული აუჩუყდა, ბავშვობა და დედა მოენატრა.
თურმე რა მნიშვნელოვანია, გრძნობდე, რომ ვიღაცას შენი
მდგომარეობა აღელვებს, ვიღაცას სჭირდები და
ცდილობს, დაგეხმაროს. გადაჩვეულა მზრუნველობას,
დავიწყებია როგორია თბილ ლოგინში გაღვიძება და იმის
ყურება, სხვა როგორ გიწყობს სუფრას. ნეტა სხვა დროს და
სხვა ვითარებაში გაეცნო სანდრო. ახლა უკვე ყველაფერი
დამთავრებულია მის ცხოვრებაში, ახლა აღარაფერს აქვს
აზრი, ახლა გვიანია.

დამჯერი ბავშვივით გამოცალა ჭიქა ბოლომდე და


მიუხედავად იმისა, რომ თავი ისევ უსკდებოდა, მაინც
გრძნობდა უკეთესობას.

რამდენიმე წუთში სანდრო შემოვიდა და ეთუნას


ჩემოდანი შემოიტანა.

-ვიფიქრე, ახალი ტანსაცმელი დაგჭირდებოდა,-


საწოლთან დაუდგა ჩემოდანი,-გავალ, ჩაიცვი.

კარისკენ მიმავალს თვალი გაადევნა, რაღაცნაირად


შემკრთალი ეჩვენა, კაციც თვალს არიდებდა თითქოს.
60

ნელა წამოდგა, თავბრუ დაეხვა, ისევ საწოლის კიდეზე


ჩამოჯდა. მერე ფრთხილად გახსნა ჩემოდანი, მკვეთრ
მოძრაობებს ერიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ
გუშინდელ საღამოს საშინელ შეცდომად მიიჩნევდა და
უნდოდა, რაც შეიძლება მალე წასულიყო აქედან და
დაევიწყებინა ეს დღე, მაინც აბრეშუმის ყველაზე ლამაზი
თეთრეული ამოარჩია. ჯინსი და თეთრი პერანგი ჩაიცვა
და სანდროს შემოსვლამდე, სარკეში ჩახედვა, სუნამოს
მიპკურება და თმის შესწორებაც მოასწრო.

თითქმის უსიტყვოდ ისაუზმეს და სანამ სანდრო ყავას


ადუღებდა, ეთუნა ბუხართან მიდგმულ სავარძელში
მოკლათებულიყო და სიტყვებს ეძებდა, თავისი
გუშინდელი საქციელი რომ აეხსნა.

-უკეთ ხარ?- შეეკითხა სანდრო, რომელმაც ქალს ყავა


მიაწოდა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაეშვა.

მოკლემკლავიანი მომდგარი მაისური ეცვა სანდროს და


დაკუნთულ ძლიერ მხრებს თითქოს ქსოვილის გახეთქვა
სურდა, თითქოს ვერ გუობდა ტანსაცმელს,
ეპატარავებოდა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ
აძლევდა.

-ღმერთო, რას ვაკეთებ?- შემოუძახა საკუთარ თავს და


თვალები, რომელიც დაუკითხავად გარბოდნენ სანდროს
მკერდისკენ, ყავის ჭიქაზე გადაიტანა. სულ დაავიწყდა
დალაგებული ტექსტი, სიტყვები გაუფრინდნენ,
მნიშვნელობა დაკარგეს, ძალიან უნდოდა კაცისთვის
ეთქვა, რომ ის არაა მეძავი, ის ასე არ იქცევა, არ სვამს და
61

არ წვება უცნობ ადამიანებთან, პრინციპში, არც


ნაცნობებთან, რომ ის წესიერი ქალია და არც იცის რა
დაემართა წუხელ. თუმცა არც არაფერში ადანაშაულებს,
არავის ძალა არ დაუტანებია და საერთოდ, ძალიან უნდა
სთხოვოს, რომ გუშინდელი დღე დაივიწყოს, მაგრამ
ერთადერთი რისი თქმაც მოახერხა ეთუნამ, ის იყო, რომ
თავი უსკდებოდა.

-ნუ გეშინია, გაგივლის, სითხეები უნდა სვა და


გამოკეთდები.

-მაპატიე, საერთოდ ასე არ ვიქცევი,- ძლივს მოუყარა


სიტყვებს თავი.

-როგორ? - ჩაეკითხა სანდრო და კუნთები დაეძაბა.

ქალი გაჩუმდა. ვეღარაფრის თქმა მოახერხა.

-მისმინე, საპატიებელი არაფერი გაქვს, პირიქით... და


საერთოდ, მგონი არ ღირს ახლა ამაზე ლაპარაკი, კარგი?

-უბრალოდ არ მინდა, რომ იფიქრო...

-არაფერს ვფიქრობ, ნუ ცდილობ რაღაცების ახსნას, ცუდი


არაფერი მომხდარა და საერთოდ, თუ არ იყო ეს ღამე
ისეთი, როგორსაც ელოდი, მე მაპატიე.

-არა, არა, ყველაფერი ძალიან კარგი, მეტიც


არაჩვეულებრივი იყო, ასეთი კარგად თავი არ მიგრძვია,
უბრალოდ... - და მიხვდა ეთუნა, რომ ისევ რაღაც
სისულელე თქვა, ის თქვა, რისი გამხელაც არ სურდა, ის
62

თქვა, რის დამალვასაც ასე ძალიან ცდილობდა მთელი


დილა და სირცხვილი შემოენთო.

სანდრომ თავი გვერდზე გადახარა და ჩააცქერდა ქალს


გამომცდელი მზერით. კმაყოფილებისაგან ღიმილი ვერ
დამალა. მერე თვალები მილულა და ფრაგმენტებად
გაახსენდა წუხანდელი ღამე:

ბევრი არ დაულევიათ, მაგრამ დათვრნენ, ალბათ უცნობ


ქალთან ამ უცნაურ ვითარებაში ყოფნამ იმოქმედა.
ხავერდივით ხმა ჰქონდა ეთუნას და რომ დათვრა, უფრო
მეტი სირბილე და სინაზე შეერია სიტყვებს. ჭიქას რომ
უწვდიდა თითებს შეეხო და დათმობა დაენანა, მოეჩვენა,
რომ არც ეთომ სცადა ხელის გათავისუფლება. ცივი
თითები ჰქონდა და რაღაცნაირად ამ ხელების გათბობა
მოუნდა, ოდნავ მოუჭირა ხელი და ქალმაც საპასუხოდ
შეარხია თითები, მის ხელისგულს მოელამუნა.
ჟრუანტელად დაუარა სითბომ. შეჩერება არ უნდოდა,
მაგრამ ქალმა ხელი გაითავისუფლა და ერთ ხანს
რაღაცაზე საუბრობდნენ, არც ახსოვს რაზე, მაგრამ ორივე
ძალიან დაბნეული და შემკრთალი იყო.

სანდრო ცდილობდა, საკუთარი თავისთვის ეჯობნა,


ცეცხლივით შემონთებოდა ამ ქალის სურვილი, მაგრამ
მან უცხო ქალი შეიფარა და არ უნდოდა, ეფიქრა, რომ
ამისთვის დაეხმარა, არ უნდოდა გამოწვდილი ხელის
ნაცვლად საზღაური ეთხოვა. მაგრამ მერე ეთუნამ თავი
ასწია და თვალებში ჩააშტერდა. ისეთი თვალები ჰქონდა,
სანდროს ეძახდა, თავისთან ეპატიჟებოდა, მოფერებას
63

სთხოვდა. ამ თვალების გაძლება შეუძლებელი იყო და


მისკენ რომ გადაიხარა, ქალმა ისე შეაგება ტუჩები,
თითქოს მხოლოდ იმისთვის შექმნილიყო, რომ
მოჰფერებიყავი, თითქოს იმისთვის დაბადებულიყო, რომ
ბედნიერება დაერიგებინა და ეს იყო სანდროს
ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ღამე, თითქოს ეს
პირველიც იყო და უკანასკნელიც. მერე ქალის ნაზი,
დაღლილი სხეული მკერდზე დაიწვინა და მთელი ღამის
განმავლობაში თვალღია იწვა, საკუთარ თავს დაძინების
საშუალებას არ აძლევდა, რომ სიზმარი არ გამომდგარიყო
ეს ყოველივე.

ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა სანდრო. არც


ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა და ახლა უკვე რომ იფიქრა
დაღმართი დაიწყოვო, არსაიდან, უცბად, გამოჩნდა ქალი,
რომელმაც მისი ცარიელი ცხოვრება პირთამდე აავსო.

მეშვიდე თავი

თბილისში დაიბადა სანდრო. აქ, რაჭაში, ბებია და


ბაბუა ცხოვრობდნენ.

დედა ადრე გარდაეცვალა და რაღაცნაირად ეს ადგილი


ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი გახდა მის
ცხოვრებაში. ჩამოდიოდა, დაწვებოდა გულაღმა დედის
საწოლზე და ეგონა გულში მიკრავსო დედა.

დედის გარდაცვალებიდან 3 წელში მამა დაქორწინდა.


სანდროზე 2 წლით უფროსი ვაჟი მოჰყვა დედინაცვალს.
64

14-ის იყო მაშინ სანდრო და რაღაც ვერ მიიღო, ვერ


გაითავისა, მამას ვერ აპატია, ეგონა ეს დედის ღალატი
იყო. მტრად აღიქვა თინა. ქალი ძალიან ცდილობდა,
ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ რაც მეტ
მზრუნველობას იჩენდა, მით მეტი აგრესია იღვიძებდა
ბავშვში.

ერთ დილით, მარტის ქარიანი დღე იწყებოდა, სკოლაში


წასასვლელად ემზადებოდა სანდრო.

-ისადილე, მშიერი არ წახვიდე,- გამოსძახა თინამ


სამზარეულოდან.

ხმა არ გაუცია. ჩაცმა განაგრძო. თინამ სამზარეულოს


კარში გამოყო თავი და სანდრო შეათვალიერა.

-მიბრუნდი და ჯემპრი ჩაიცვი, გაცივდები.

თასმებს იკრავდა და ისევ არ შეიმჩნია თინას კომენტარი.

-არ გესმის, ბიჭო, რომ გელაპარაკები? გაცივდები,


მიბრუნდი დროზე და ჩაიცვი!- ვეღარ შეიკავა თავი
ქალმა.

-ნუ ყვირი და საერთოდ, შენ არ ხარ დედაჩემი და აქ


ბრძანებებს ნუ იძლევი!- ისე დაიღრიალა სანდრომ,
საკუთარმა ხმამ შეაკრთო.

ნუგზარი აბაზანიდან გამოვარდა, ხელში პირსახოცი


შერჩენოდა, პირის გაწმენდა ვერ მოესწრო.
65

-რა დღეში ხარ, ბიჭო, რა ხდება?- დაიღრიალა ახლა უკვე


ნუგზარმა.

-რასაც გინდოდათ ხომ მიაღწიეთ, დედა აღარაა და ახლა


დატკბით ერთმანეთით და ისე ნუ იქცევით, თითქოს
ძალიან გადარდებდეთ რა. მიხედე შენს ახალ შვილიკოს.

მერე აღარაფერი ახსოვს სანდროს, ნუგზარმა ისეთი


ძალით შემოსცხო, იატაკზე დავარდა და გონს რომ
მოვიდა, ნამტირალევი თინას კალთაში ედო თავი და
ქალი თავისი ფუმფულა ხელებით ყინულებს ადებდა
შუბლზე.

სირცხვილი ნისლივით შემოეჯარა სანდროს სხეულს და


ამპატრავნება დამარცხებული მოკრივესავით დააგდო
რინგზე. სიძულვილი ადიდებული ხევივით გადმოვიდა
კალაპოტიდან და გზაზე მიმობნეული კენჭებივით
გაფანტა ბოღმა. ხელი აიქნია და ყინულით სავსე პარკი
იატაკზე მოაპნევინა.

-არ მჭირდება შენი მზრუნვალობა, გაიგე რა! - წამოხტა


ფეხზე ბრაზისგან სახედაკარგული ბავშვი.

-რა დაგიშავე? რატომ მექცევი ასე?

-კიდევ კითხულობ რა დამიშავე? რამდენი წელი


ატყუბდით დედაჩემს? დიდი ხანია, მამაჩემის საყვარელი
ხარ და ჩასაფრებულები ელოდებოდით, როდის
მოკლავდით დედას? - ისეთი გაბრაზებული იყო სანდრო,
ვეღარ იმორჩილებდა საკუთარ თავს და სულ უფრო
66

ღრმად შედიოდა იმ წყალში, საიდანაც უკან გამობრუნება


გაუჭირდებოდა.

-სისულელეებს ლაპარაკობ! რაც არ იცი, იმას ნუ ამბობ,


დედაშენი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა და მე მას
საერთოდ არ ვიცნობდი!

-ხო? მაპატიე, შენ ხომ ფრთიანი ანგელოზი ხარ, სხვისი


ოჯახის დანგრევას როგორ იკადრებდი, - კუბოზე
მიყრილი ბელტებივით მძიმე მოსასმენი იყო სანდროს
სიტყვები და თინამ თავი ვეღარ შეიკავა, სასაფლაოს
მესერზე ჩამოყრდნობილი ჭირისუფალივით ატირდა:

-მე არავისი ოჯახი არ დამინგრევია, დედაშენი 3 წლის


გარდაცვლილი იყო, მე რომ მამაშენს გამოვყევი. მოვლა
გინდოდა, კაცისთვის ბავშვის გაზრდა ძალიან ძნელია.

-ჰა ჰა ჰა ჰა, - ნაძალადევად გადაიხარხარა სანდრომ, -


ახლა ისიც არ მითხრა, ამ მსხვერპლზე შენ გამო
წამოვედითო. საერთოდ არ მჭირდება შენი მოვლა, მე შენი
მოსავლელი არაფერი მაქვს, მიხედე შენს
გამოთაყვანებულ შვილს.

მამა სამსახურში წასულიყო. ამ ყვირილზე ლექსოს


გაღვიძებოდა და ოთახიდან გამოვარდა. ძალიან მშვიდი
და წყნარი ბიჭი იყო, ტექნიკუმში სწავლობდა, მთელ
დღეს თავის წიგნებს ჩაშტერებოდა, მაგრამ დედის
ლანძღვა ვეღარ მოითმინა და ისეთი ხელჩართული
ბრძოლა გაიმართა, თინას მეზობლების დახმარება
დასჭირდა მათ გასაშველებლად. ახლა
67

თავმოყვარეობასთან ერთად ცხვირიც გატეხილი ჰქონდა


სანდროს და ამ სახლში წამითაც აღარ უნდოდა გაჩერება.
ასე, პერანგის ამარა, გავარდა ქუჩაში და კითხვა-კითხვით
რაჭისკენ მიმავალ ავტობუსში ავიდა.

შვილმკვდარი ბებია და ბაბუა გადაირივნენ, ნაცემი და


თითქმის შიშველი შვილიშვილი რომ დაინახეს და ამის
შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო. ნუგზარი იმ ღამესვე
ტაქსითი ჩავიდა სანდროს წამოსაყვანად, შეშინებული
იყო, მთელი ქალაქი გადაეჩხრიკა შვილის ძებნაში. იქ
მოხუცები აყვირდნენ, ჩვენი შვილი ხომ მოინარიკლეთ და
ახლა ამ ბავშვს არ შეგაკვლევინებთ ხელშიო.

ნუგზარი ნამდვილად კარგი ქმარი და მამა იყო. ცოლის


ავადმყოფობა რომ გაიგო, ერთი სიცოცხლე მაშინ დაკარგა.
ნაუცბათევად გათეთრდა ახალგზარდა კაცი. რა აღარ
ეცადა, რა გზას არ მიმართა, მაგრამ ნანის ვერაფერი
უშველა და ცოლს რომ მიწას აბარებდა, მიხვდა, ჩემი
ცხოვრებაც აქ დამთავრდაო, მაგრამ საფლავთან
მიმდგარი ბავშვი უსუსრი და სასოწარკვეთილი ჩანდა
და ვერ ვუღალატებო, გაიფიქრა.

გულში ჩაკეტა დარდი, თავს სძლია, რომ შვილისათვის


არაფერი ეგრძნობინებინა, რომ ადვილად გადასატანი
გაეხადა უდედობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, სულ
უფრო მოწყენილი ხდებოდა სანდრო.

გაუჭირდა ნუგზარს, სამსახურს თავს ვერ დაანებებდა,


რჩენა ხომ უნდოდათ? ტანსაცმელი უნდა დაერეცხა,
სადილი მოემზადებინა, შეემოწმებინა გაკვეთილები თუ
68

ისწავლა. ეს ნამეტანი იყო კაცისთვის, რომელსაც ცოლი


ისე ანებივრებდა, რომ ჩაიში შაქარის მორევაც არ
სჭირდებოდა. მათი სახლი სიბინძურეში ეფლობოდა,
სანდრო სულ უფრო ხშირად აცდენდა გაკვთილებს,
ცუდი ნიშნები ჰქონდა. რამდენჯერმე პერანგჩამოხეული,
გახეთქილი ტუჩით მოვიდა, მერე ჯიბეში სიგარეტი
უპოვნა, ამას დირექტორის წერილიც დაემატა, რომელიც
ატყობინებდა, რომ თუ სწრაფ რეაგირებას არ მოახდენდა,
მისი შვილი შესაძლოა, ქუჩიდან არასრულწლოვანთა
დაწესებულებაში აღმოჩენილიყო. ბავშვი არ დავღუპოვო,
დარდობდა ნუგზარი.

ჯერ ერთმა თანამშრომელმა ურჩია, დაქორწინდი, ბიჭო,


ბავშვისათვის გააკეთე ეს, ცოდოა. მეზობელმა უთხრა:
დროა, ნუგზარ, ხელიდან გაგეცლება ეს ბიჭი, ქალის ხელი
სჭირდება. მერე ნათესავებმა დაისვეს და რაღა ეშველება
ახლა ნანისო, სანდრო უნდა გადავარჩინოთო, ისეთი
ასაკი აქვს, ახლა თუ წაგივიდა ხელიდან, მერე მორჩაო.

დადიოდა დაღამული ნუგზარი, ეს როგორ ვქნაო ახლა,


როგორ ვუღალატოვო საყვარელ ქალს, მისი ნაკვალევი
სხვას როგორ წავაშლევინოვო.

დატრიალდნენ ნათესავები და თინა გააცნეს. მეუღლე


დაეღუპაო მასაც 10 წლის წინ, მარტო ზრდისო შვილს,
პატიოსანი და ყოჩაღი ქალიაო. არც არაფერს ჰქოდა
ნუგზარისათვის მნიშვნელობა, ქალი ყოფილიყო,
ბავშვისთვის მიეხედა.
69

გაუჭირდა პირველი თვეები. მძინარე რომ გვერდს


იცვლიდა და ქალის რბილსა და თბილ სხეულს
შეეხებოდა, წამით ავიწყდებოდა რომ ნანი სამი წლის წინ
მიაბარა მიწას და ხელს წაავლებდა წელზე, როგორ
მომენატრეო, ნანი. ქალი ამოიკვნესებდა, ნანი არ ვარო და
მერე ზურგშექცევით იწვნენ და ებრძოდნენ ღამეს.

კარგი ქალი აღმოჩნდა თინა, ბავშვს თან ჰყვებოდა,


საკუთარ შვილზე მეტად სანდროს ეფოფინებოდა, ისევ
იგრძნო ნუგზარმა სითბო, ჯერ მადლიერების გრძნობა
გაუჩნდა, მერე - სიყვარული და დაუბრუნდა ცხოვრების
აზრი, ისევ უხაროდა დაღამება, სახლში თბილი კერძი და
მოსიყვარულე ქალი ელოდა, მაგრამ სანდროს ამბები
დაერთო და ახლა ნანის მშობლები ბრალს სდებენ. რაშია
დამნაშავე ნუგზარი? რა უფლება აქვთ რაიმეში
დაადანაშაულონ? რა იციან მათ თუ რას უძლებდა,
რამდენჯერ ინატრა, ნეტა ღმერთმა ნანისთან წამიყვანოსო
და მერე ინანა, ნანის რა თვალით შევხედო, ბოლო
დღეები სულ მაგას მემუდარებოდა, სანდროს
გაუფრთხილდიო. და ახლა ვის აქვს უფლება ნუგზარს
ცილი დასწამოს?

დიდი ჩხუბით, გაწევ-გამოწევთ, მოფერებით, ხვეწნით,


ყვირილით - ყველა ხერხის გამოყენებით, წაიყვანა
სახლში სანდრო, მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა. ბავშვი
თინას ან საერთოდ არ ელაპარაკებოდა, თუ რამეს
ეტყოდა, მხოლოდ გესლი და შხამი ეფრქვეოდა.
რამდენჯერმე სცადა ნუგზარმა პრობლემის მოგვარება,
მაგრამ არაფერი გამოვიდა.
70

დაასრულა სკოლა სანდრომ, ჩაალაგა ბარგი და


წამოვიდა რაჭაში. წლები ადამიანის გონებას
ძირფესვიანად ცვლის და ახლა ხვდება სანდრო, რომ
მამის მიმართ უსამართლო იყო. არ მოექცა სწორად, არ
უნდა მიეტოვებინა, მაგრამ ვერ შეეგუა, ვერ გაუძლო
დედის ადგილას სხვა ქალს, რამდენჯერაც
სამზარეულოდან ცხელი სადილის სუნი გამოდიოდა,
იმდენჯერ ფიქრობდა, რომ ნანი დაბრუნდა. არ იყო იმ
ასაკში, ზღაპრების ერწმუნა, მაგრამ მაინც, ჭურჭლის
ყველა გახმაურებაზე ეგონა, დედა მოვიდაო, მერე
დაინახავდა სხვა ქალს, რომელიც წლების განმავლობაში
ვერ იქცა ოჯახის წევრად, და თითქოს თავიდან
უკვდებოდა დედა.

ნუგზარმა სანდრო სახლში ვეღარ დააბრუნა.


ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, სწავლა გინდა, ცხოვრების
გზაზე გინდა დადგომაო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
გადავიდა ბებიასთან საცხოვრებლად და ბაბუამ ხელობა
შეასწავლა, ხის დამუშავება ისწავლა, ათასგვარ ნივთს
ამზადებდა, თავი გაჰქონდა, ნუგზარი ჩამოდოდა თვეში
ერთხელ, სანოვაგე ჩამოჰქონდა, ფულს უტოვებდა.
პერიოდულად სანდროც ჩადიოდა ქალაქში. ერთ
შემოდგომასაც ნუგზარმა დაურეკა, იქნება ჩამოხვიდე
საქმე მაქვსო და სანდროს პირველი რაც თვალში ეცა,
თინას ზომაზე მეტად წამოზრდილი მუცელი იყო. მაშინ
უკვე 19 წლის იყო და გილოცავთო, მხოლოდ ეს თქვა.

ნუგზარს ეგონა, რომ ეს ახალი ამბავი შვილთან კიდევ


უფრო დააშორებდა, ამიტომ ერთი თვის შემდეგ ჩააკითხა,
71

სახლი გავყიდეო და ნახევარი ფული შვილს ჩაუტანა,


არაფერი მიჭირს გარე უბანშიც მშვენივრად ვიცხოვრობო.
გაუწყრა სანდრო, რა საჭირო იყო, მე ბებიასთანაც არ
ვგრძნობ თავს ცუდადო.

-აქ შენ ყოველთვის დაგელოდებიან და მიგიღებენ, მაგრამ


სულ აქ ხომ არ დარჩები. ამ ფულით მინდა, რომ ბინა
იყიდო, თბილისში 2 ოთახიანი, ნორმალური, სუფთა ბინა
მოგივა.

-არ მინდა ეს ფული, აიღე და შენს შვილებს მოახმარე,-


უთხრა სანდრომ და ხელის ზურგით მიაცურა ფული
მამისკენ. არ უნდოდა მამას კიდევ უფრო გართულებოდა
ცხოვრება, ისედაც სინდისის ქენჯნას გრძნობდა, იმ
ყველაფრის გამო, რაც მასა და თინას შორის წლების
განმავლობაში ხდებოდა. ნუგზარი წამოდგა, ფული
მაგიდაზე დაყარა და კარისკენ წავიდა. სანამ კარს
გაიხურავდა, მობრუნდა და ბზარგარეული ხმით უთხრა:

-ჩემი შვილი შენ ხარ, რამდენიც არ უნდა უარყო, ეს


ყოველთვის ასე იქნება,- კარი გაიჯახუნა ნუგზარმა და
მერე სანდროს ქალაქში ჩასვლა და ბოდიშების მოხდა
მოუწია.

მერვე თავი

სიმშვიდეს მიეჩვია. მთებსა და მიწას დაუმეგობრდა,


დაენანა ამ ყველაფრის დატოვება და იქვე, ბაბუის
სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სახლი ააშენა.
72

პატარა, მაგრამ კომფორტული იყო სახლი, მას ჰყოფნიდა,


თავს კარგად გრძნობდა. ძირითად დროს ისევ ბებიის და
ბაბუის სახლში ატარებდა, მოხუცებულებს უვლიდა.
ამბროლაურში საწარმო გახსნა, ჯერ თვითონ მუშაობდა,
მერე წარმოება გააფართოვა და ახლა უკვე ნორმალური
შემოსავლის ბიზნესს ფლობდა. მოხუცები ერთმანეთის
მიყოლებით დაეხოცნენ, ჯერ ბაბუა, მერე წელიწადისა და
4 თვის შემდეგ ბებია. მარტო დარჩა და მწუხარება
შეუსახლდა სხეულში. მამას ახლა უფრო ხშირად
აკითხავდა, პატარა და ჰყავდა, ნიაკო. ძალიან უყვარა,
თითქოს ცხოვრებას სხვა აზრი შეემატა, სხვა ძალა მიეცა
მის ნაშრომსაც. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე
წელიწადში რამდენჯერმეც ჩადიოდა ბავშვის სანახავად
და თინასთანაც გაცილებით უკეთ იყო ყველაფერი, მამამ
მაინც ვერ დაითანხმა, ქალაქში გადმოსულიყო
საცხოვრებლად. მივიდოდა ბავშვს მიეფერებოდა და
უკანვე ბრუნდებოდა.

-ბევრი კაცი მინახავს, სოფელი რომ მიატოვა და ქალაქს


შემოეხიზნა, მაგრამ შენ ჩემს ნაცნობებს შორის
ერთადერთი ხარ, საბურთალოზე რომ უარი თქვა და
რაჭის მთებს შეაფარა თავი,- უთხრა ერთხელ თინამ.

-რა გითხრა, თინა, მე ნაადრევად დავბერდი, ძალიან


ადრე მომერია სევდა და მარტოობა მომინდა.

-არა, ჩემი ბრალია, მე რომ არა, შენ და ნუგზარს


ყველაფერი სხვაგვარად გექნებოდათ.
73

-მაპატიე, თინა, ხომ იცი, ბევრი ლაპარაკი არ მჩვევია,


მაგრამ მინდა იცოდე, შენ არაფერ შუაში იყავი. ვერც
ღმერთს და ვერც ადამიანებს ვერ ვპატიობდი, რომ
დედაჩემი ნაადრევად წავიდა.

-ძალიან დიდ პატივს ვცემდი დედაშენს.

-ვიცი, თინა.

სულ ეს იყო, ძველი ამბები აღარასდროს გაუხსენებიათ.

მძიმე ხასიათი ჰქონდა, ბევრს ფიქრობდა, დაღვრემილი


დადიოდა. მიწის კაცები სულ სხვაგავრები არიან, მათ
უფლის საიდუმლო იციან, ისე, გაუცნობიერებლად
ეზიარებიან ხოლმე რაღაც ძალიან დიდსა და
მნიშვნელოვანს და მერე თავად სხვა სიმაღლიდან რომ
აფასებენ სამყაროს, ძალიან უჭირთ ურთიერთობა
ხალხთან, თითქოს ცაცხვის ყვავილებივით უმისამართოდ
დაბორიალობენ სიტყვები ჰაერში და სუნთქვაში ხელს
უშლიან.

ერთხელ ჭკვიანმა კაცმა უთხრა, ოდნავი რომანტიკა თუ


შეგერია, მთა მოგკლავს, მიწა და სოფელი ყველაზე
ყოფითი რამეა და არ იფიქრო, რომ ჰამაკს გააბამ და
ღრუბლების თვალიერებით გადაირჩენ თავსო. არც
უცდია ცაში ფიგურების ძებნა, ვენახი მოაშენა, ცხენი
იყიდა. თავიდან სისხლსავე ცხოვრება მიდიოდა მთაში,
მერე ჯერ მართამ გამოიკეტა კარი და წავიდა ქალაქს, მერე
ლევანი მიჰყვა, მერაბმა მარტო ხომ არ დავრჩებიო ამ ოხერ
სოფელში და დათვების კბილას ხომ არ გავიხდიო თავს.
74

ერთ ხანს სანდროც ფიქრობდა, ცოტა ხანს ვიქნები და


წავალ მეცო. სასაფლაოს ემსგავსებოდა სოფელი.
რამდენიმე მოხუცი და სანდროღა ცდილობდნენ
შესუსტებული პულსი არ გაეჩერებინათ. ერთ ზამთარს
ჩავიდა ქალაქში, ბარგი ჩაიყოლა, სიცივეს დავემალებიო.
ორი დღე სცემდა ბოლთას ოთახებში, ჰერი არ იყო
საკმარისი და ფილტვებს უჭირდა სუნთქვა. მიხვდა,
ნამეტანი შეთვისებოდა მთას და ისევ შეკრა ჩანთა და
დიდუბის ავტოსადგომში ძლივს მიუსწრო რაჭისკენ
მიმავალ ტრანსპორტს.

-საით გაგიწევია ამ თოვლიანობაში, სანდრო? - დაეკითხა


ულვაშიანი, მსუქანი მძღოლი.

-სახლში, ჩემო ავთო, სახლში, ქალაქი საჩემო საქმე არაა,-


მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი სანდრომ და მძღოლის
გვერდით სავარძელზე მოთავსდა.

-ამ თოვლში, ბიჭო?- წარბები აქაჩა ავთომ.

-რა გიკვირს, ავთანდილ, ბაბუაჩვენების დროს სულ


თოვლი არ იყო? თან ამაზე უფრო დიდი, მაგრამ
უძლებდნენ, კაცო, ხომ არ იხოცებოდნენ?!

-ვინ გითხრა, რომ არ იხოცებოდნენ? აგერ,


ნიკორწმინდაში, ჯალაბაძეები რომ ცხოვრებენ, მაგათი
დიდი ბაბუა როგორ მოკვდა იცი? ხოო, არ იცი! ადრე
რაჭას იმაზე უფრო მეტად უჭირდა, ვიდრე ახლა, ჰოდა, ეს
ჩვენი კაცები ზამთრის პირას მიდიოდნენ ბარში და
ხელოსნებად მუშაობდნენ, სარჩოს აგროვებდნენ 6 თვე.
75

მაგ ჯალაბაძეების ბაბუამაც შეკრა თავისი ბარგი და


გამოვიდა ეზოში, ცოლმა გამოაცილა სახლის კარამდე,
დაემშვიდობა და სახლში შებრუნდა. ამ კაცს რაღაც
დარჩენია, ცხონებულს, უკან მობრუნებულა და
სახურავიდან ჩამოზვავებულ თოვლს მოუყოლებია.
ოჯახს ჰგონია, სამუშაოდაა წასული, კალენდარს
შეჰყურებს ცოლი, გამოიდარებსო საცაა და მოვაო ჩემი
კაცი. ქე გამოიდარა, გაალხო თოვლი და იპოვნეს
გახრწნილი გვამი.

-ახლა შენ რა გინდა, ავდგე და ჩავიდე მანქანიდან?!-


გაეცინა სანდროს.

-არა, კაცო რას ამბობ, გამიხარდა, ცოცხალი, საღ-


სალამათი კაცის დანახვა, კარგია, რომ მოდიხარ, თორე
დავიღალე ზაფხულში ვაშლის და ზამთარში მკვდრების
ზიდვით.

-ეგ როგორ?

-როგორ, ჩემო სანდრიკ, და ხომ იქცა მთელი რაჭა


ნასახლარებად, მაგრამ, აბა, მაგარი ბიჭი ხარ და იყიდე
სახლი რაჭაში. არა! ვერ იყიდი! არ იყიდება! მირბიან,
მაგრამ ბოლომდე ვერ სთმობენ, ვერ პოულობენ ამ ოხერ
ქალაქში სიმშვიდეს და უკან ბრუნდებიან, ცოცხლები
დროებით, ზაფხულბით და მერე შემოდგომის პირზე
ეზიდებიან ვაშლით სავსე ტომრებს. მკვდრები
სამუდამოდ მიმყავს და ვუბრუნებ საკუთარ ძირს,
თითქოს ამით უნდათ მიწას პატიება სთხოვონ, თითქოს
ამით აღიარებენ შეცდომას, რომ თავის დროზე
76

ჩაიბარგნენ და ზურგი აქციეს ამ დალოცვილ მთებს. ამაზე


კაი ადგილას სად გინდა წახვიდე, შე მამაცხონებულო,
სადაა რაჭისნაირი მიწა, ოხშივარი ასდის, ბიჭო, სულ სხვა
სუნი აქვს რაჭულ მიწას და ახლა ნისლს არ იტყვი?
ნისლია ისეთი, კარაქივით იჭრება თითქოს.

მიწას მართლაც ჰქონდა არაჩვეულებრივი სურნელი,


დალოცვილი მიწა იყო, ნისლიც იყო სქელი,
შედედებული, სადღვებელიდან ახლადამოღებული
კარაქივით რბილი და შესქელებული. ზამთრის დღეები
კი იყო გრძელი და დრო საკმარისზე მეტი რჩებოდა
ფიქრისთვის.

ფიქრობდა სანდროც. კარგია ფიქრი, კაცს


გაგრძნობინებს, რომ ლეშად არ ქცეულხარ, ჯერ ისევ
შეგიძლია გადარჩენა, სიცოცხლის უფლება გაქვს. ჭირდა.
რთულია 6-თვიან ზამთართან ჯახირი, მაგრამ ეს მთა
თავისი მთელი სირთულეებით მისი ნაწილი იყო და
უნდა გაეძლო, უნდა გადაეტანა.

გაზაფხულის პირზე ახალგაზრდა მამაო დასახლდა


სოფელში, ლამაზი ცოლი და 4 ჭინკა მოიყოლა, მათი
ხმაური საყურეებივით ირხეოდა აყვავებული ტყემლის
ხეებზე. მომაკვდავი სოფლისათვის ახალი სიცოცხლე,
ნამდვილი მოვლენა იყო და როგორც დაისი
გამოაცოცხლებს ხოლმე მექორწილეებს, ისე
გამოფხიზლდა რაჭის პატარა დასახლებაც.

საოცარი იუმორი აქვს ქართველ კაცს და რაჭველს მით


უფრო. სისხამზე წამოდგა მოძღვარი, ეზოში გამოვიდა,
77

ღრმად ჩაისუნთა გრილი ნიავი და ის იყო ოთახში


შებრუნებას აპირებდა, ჭიშკართან მოხუცები შენიშნა,
სამნი იყვნენ, თავჩაღუნულები ჩამწკრივებულიყვნენ.
რამე თუ უჭირთო, ჩქარი ნაბიჯით გააკითხა, დაგვლოცე
მამაოო, თავი არ აუწევია ისე უთხრა გაბრიელმა. თავზე
დაადო ხელი მოძღვარმა და ღმერთმა დაგლოცოთო.

-კარგად გადაგვისვი ხელი, მამაო, კარგად, თორე მალე


დასალოცი აღარავინ გეყოლება და აბარე მერე აღსარება
საკუთარ თავს, - შეჰღიმა ბესარიონმა. დასალოცს კი რა
გამოლევს ქვეყანაზე და ლოცულობდა დაუღალავად.

ერთ საღამოს ამბროლაურიდან ბრუნდებოდა მამა


ზაქარია, ტაძარს აშენებდა იქ, თეთრს, ფითქინას,
დედოფალივით ყელმოღერებულს და სოფელში
შემოვიდა თუ არა, ელენე შემოხვდა. მარტოხელა იყო,
ახალგაზრდა დაქვრივებულა, ორი შვილი ჰყავდა: ქალ-
ვაჟი, გოგო ავარიაში დაეღუპა, ვაჟი - ომში. შავი არ
გაუხდია. მიჰქონდა თავისი წილი წუთისოფელი,
შვილებთან შეხვედრას ელოდა.

მოიკითხა ზაქარიამ:

- როგორ ხარ, ელენე დეიდა?

-უფალმა გაცოცხლოს, შვილო, რა მიჭირს. ფეხები მტკივა,


მაგრამ არ ვამხელ, ჯერ ერთი იმიტომ არ ვამხელ, რომ
გული არ მტკივა და მეორე კიდო იმიტომ, რომ აგერ, იქ,
გაღმა უბანში რომ ცხოვრობს, ნათელა, ჩემი დობილი,
თლად დაბრმავებულა.
78

აღარაფერი უპასუხა მოძღვარმა. გზა განაგრძო.


შებინდებული იყო და დაწვა, დაღალული სხეულის
მოსასვენებლად, მაგრამ ძილი დამფრთხალი შველივით
შეეფარა ღამის უღრანებს და ფიქრები ფერხულში ჩაებნენ.
რაჭა არაა მთები, არც შაორის ტბაა რაჭა, არც ლობიო და
ლორია რაჭა, არც ხვანჭკარაა რაჭა, რაჭა არის ადამიანები!
- დაასკვნა განთიადისას, როცა პირველ სხივებს საღი
აზრი მოჰყვა და მიხვდა, არასოდეს, არსად აღარ
წავიდოდა ამ მიწიდან.

ქართველი გამოდგა ეს ახალი მოძღვარი. გუთანი


დასძრა, ბელტები გადააგორა. საკუთარი ოფლით
არჩენდა ცოლ-შვილს, რომელთაც რაც ჰქონდათ მეტი
არაფერი სჭირდებოდათ, რადგან მილიონი ვარსკლავი
ენთოთ თვალებში. აი, ესაა ბედნიერებაო, იფიქრა
სანდრომ.

თავადაც დაოჯახდა. ეგონა, რომ იყო შეყვარებული,


მაგრამ თანაცხოვრებამ ძალიან ბევრი წვრილამანი
დააგროვა, მოგეხსენებათ, სწორად წვრილმანები ანგრევს
ურთიერთობებს, თორემ დიდ ტრაგედიებს გაცილებით
ადვილად უმკლავდებიან ადამიანები. უთქმელი
სიტყვები იმდენად ბევრი იყო, რომ სათქმელი აღარაფერი
დატოვა.

თუ სიყვარული აკავშირებს წყვილს, მათ ყველაფრის


დაძლევა შეუძლიათ, მაგრამ ილუზიით შექმნილი
თანაცხოვრებას აიზბერგივით ეჯახება სინამდვილე და
ნაკუწებად იშლება. თავიდან უძლებდნენ, იტანდნენ
79

ერთმანეთის მოწყენილ სახეებს, მოვალეობის გამო


ხელოვნურ სექსს, უგემურ სადილს, კვირადღის სევდიან
გასეირნებებს. არაფრისმთქმელ დიალოგებს. დაიღალნენ
და საკუთარ სამყაროში ჩაიკეტნენ.

ერთხანს გაუძლეს დუმილს და მერე მშვიდად,


ყოველგვარი ახსნებისა და ცრემლის გარეშე წავიდნენ
თავ-თავიანთი გზებით. გაოცებული
საზოგადოებისათვის, რომელსაც ვერ გაეგო, ასეთი
იდეალური წყვილი რამ მიიყვანა განქორწინებამდე,
სანდროს პასუხი არ ჰქონდა, გულწრფელი იყო, როცა
ამბობდა, არაფერმა. ისინი არ იყვნენ ერთად ყოფნისათვის
შექმნილნი.

6 წელი იცხოვრეს ერთად სანდრომ და ქალმა, რომელიც


ისევე უცბად წავიდა მისი ცხოვრებიდან, როგორც
მოვიდა, ამ წლების განმავლობაში არც ერთი ხმამაღალი
სიტყვა, არც ერთი საყვადური, არც ღალატი, არც
ტყუილი. . . ერთი შეხედვით, ყველაფერი იყო
იდეალურად, მაგრამ სწორად იდეალური
ურთიერთობებია ხოლმე ასეთი ყალბი. იქნება რომ
ეჩხუბათ, ეყვირათ, მინები დაელეწათ და მერე ამ
ნანგრევებში დაეწყოთ მიზეზების ძებნა, რომ გაერკვიათ,
რატომ იყო ყველაფერი ასეთი მოწესრიგებული ამ
აბსურდულ ოჯახში, იქნება, რომ ეთქვათ სიმართლე
ერთმანეთისათვის, მოგვარებულიყო პრობლემა, მაგრამ
მათ არაფერი თქვეს და ასე დასრულდა გარედან
დანახული იდეალური ურთიერთობის პატარა
ჯოჯოხეთი.
80

აღარც არაფერი შეცვლილა მას შემდეგ სანდროს


ცხოვრებაში. ამუშავებს თავის საწარმოს, რომლის
პროდუქციაც მალე ექსპორტზე გავა, უვლის ვენახს, ჰყავს
ძაღლი და ცხოვრობს რაჭის პატარა სოფლის ტყისპირა
სახლში.

ყველა დღე ზუსტად იმეორებს წინამორბედი დღის


მოქმედებებს და ცხოვრება მიდის თავის კალაპოტში,
მშვიდად და გეგმიურად. სიმშვიდე ყველაზე დიდი
მონაპოვარია, რაც კაცობრიობამ დედამიწაზე შეიძლება
მიიღოს.

სანდრო საღამოობით ზის ხოლმე ეზოში და გაჰყურებს


ტყეს, რომელიც ათასგვარ ზღაპარს უყვება. მის
ცხოვრებაში გრილი სიო უბერავს, წარსულს ჩაბარდა
ქარიშხლები და ახლა მიდის ცხოვრება ნაცრისფერ
საბურველში გახვეული.

და მაშინ, როდესაც სანდრო ფიქრობდა, ჩემს ცხვრებაში


აღარაფერი შეიცვლება და დაღმართს უნდა დავუყვეო,
მოდის მასთან ქალი და ისეთი ხელები აქვს, პატარა, ნაზი,
გაყინული, როგორ გინდა კარი არ გაუღო და სახლში არ
შემოიპატიჟო.

მეცხრე თავი

-ძაღლი ხომ არ მიკბენს, გარეთ რომ გავიდე?- ფიქრებიდან


ეთუნას ხმამ გამოიყვანა.
81

-ბობა? ბობა გულთამხილვევლი ძაღლია, თუ მისი


პატრონი არ მოგწონს, შეიძლება, შეგჭამოს.

-მხოლოდ მაგ შემთხვევაშია საშიში?

-კი, სხვა შემთხვევაში უწყინარია, ფუმფულა


სათამაშოსავით.

-მაშინ შემძლებია ჰაერზე უშიშრად გასვლა,- გაეღიმა


ეთუნას, სანდროსაც გაზაფხულის დილასავით
გადაურბინა სხვიმა თვალებზე.

წამოდგნენ. გაცივდებიო და თავისი თბილი ქურთუკი


შემოახვია მხრებზე. თითქმის აივნამდე ამოსულიყო
თოვლი. რაჭა გავდა ზღაპარს. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
ეთუნამ და ღმერთო რა ბედნიერებაა ალბათ ასეთ სუფთა
ჰაერზე გაღვიძებაო,- დაამატა უფრო თავისთვის, ვიდრე
კაცის გასაგონად.

-ვერაფერს იტყვი, კარგი კია, უბრალოდ გამოუსადეგარი


გახდა,- გაკრთა ტკივილი სანდროს ხმაში.

ერთ ხანს ჩუმად ზვერავდნენ გადათეთრებულ ტყეებს.


სანდროს თვალი მარჯვნივ, აყლაყუდა კაცივით
მხრებშიმოხრილ მთაზე გაუშტერდა. ფიქრობდა, მერე ამ
ფიქრს ღიმილი მარილივით მოაყარა, ხსოვნაში
ფერფლმიყრილი წლები ამოიმართნენ.

-იმ მთას ხედავ? -ხელი გაიშვირა აწოწილი მთისკენ


სანდრომ,- მანდ ჰქონდა ბაბუაჩემს ვენახი. აქედან 23
კილომეტრზეა. ყოველ დღე ფეხით დადიოდა.
82

დილაუთენია ადგებოდა, მეც დავყავდი ხშირად, ხან იმ


აღმართს რომ შევუყვებოდით, მიფიქრია, ბოლომდე
ავლას ვერ შევძლებ-მეთქი. არ დაიჯერებ, მაგრამ
დაღლილობისგან დავწოლილვარ, ვენახში
გადავმხობილვარ და მიტირია. ბაბუა მიყვებოდა,
ახალგაზრდა ვიყავიო, წასულა, ვაზი აქვს მისახედი
თურმე, მთელ დღეს უშრომია, ბინდისას წამოსულა
სახლში, მაგრამ ისეთი დაღლილი ყოფილა, სახლამდე
ვეღარ მიუღწევია, მიწოლილა სოფლის შემოსასვლელთან
და დაუძინია. ღმერთმა მოახურა, ალბათ, უხილავი ბადე,
თორემ ნადირს რა გადაურჩებოდა?!

-არ ვიცოდი, რაჭა ღვინით თუ ცხოვრობდა.

-არა, რაჭა ღმერთის იმედად ცხოვრობდა ყოველთვის.


სადაა იმდენი მიწა, რომ გასაყიდი გაიხადო. თუ უწინ,
სადმე მოუვლელ ვენახს ნახავდი, ესე იგი, იმ ოჯახში კაცი
მომკვდარიყო. ესაა სიყვარული, ოღონდ ისეთი არა,
ქალური, ცრემლებს რომ აღვარღვარებთ და მერე აღარც კი
გახსოვთ რას მისტიროდით, ნამდვილი სიყვარული რა
არის, იცი?

ეთოს გაეცინა და რა არისო, აბა, გამოაჯავრა კაცი.

-ერთი დევივით კაცი იყო, ძირძველი რაჭველი. როგორც


გითხარი, ჭირს ჩვენთან მიწა და ცოლეულებში გაუჩენია
ვენახი, აქედან ასე 80 კილომეტრიც იქნება. მთელი წელი
გაუტარებია იმ ვენახში. კამეჩებს მოერეკება, მოაქვს 500
ლიტრიანი კასრით ღვინო. გაჭირვებით მოუყვებიან
პირუტყვები აღმართს, დაუცდა ერთ კამეჩს ფეხი და
83

მიიყოლა მეორეც. დაგორდა თურმე კასრი, ამოსძვრა


ფიცარი და იღვრება ღვინო. მთელი წლის ნაწვალებით
იჟღინთება მიწა. რა გინდა ქნა ამ უღრანებში, გაედევნა
თურმე კაცი კასრს, მიეწია, შეაჩერა, გაწვა მიწაზე,
მიუშვირა პირი თქრიალით მომავალ ღვინოს და სვა რაც
შეეძლო. აი, ესაა სიყვარული! თუმცა ახლა ამას, შენ კი
არა, რაჭველი კაციც ვეღარ იგებს უკვე.

-რაჭველებს რაღას ერჩი, შეიცვალნენ?- გაეღიმა ქალს და


შეციებულ მხრებზე მჭიდროდ შემოიხვია ქურთუკი.

-არ ვიცი, რას გაიგებ, სადღა არიან, რომ დააკვირდე და


გაიგო, შეიცვალნენ თუ არა.

-რა ქნას ხალხმა, გაჭირდა ცხოვრება.

-უჭირს? ვისა, კაცო, ქვეყანას? აბა, ერთი გამახსენე,


როდის ულხინდა? როდის იყო ის დრო, ფეხი-ფეხზე
გადადებულები რომ ვისხედით და უშრომელად
მოგვდიოდა ქონება?! აა, ხოო, ხოო, გამახსენდა: იყო ეგეთი
დროც, ბორში რომ ღირდა კაპიკები და კიდევ
აშხვართულფეხება ქალები ეყარა ოხრად, - ბრაზი ისე
მოაწვა თვალებში სანდროს, რისხვამ ყველა კუნთი
ატკინა. ერთ ხანს ჩუმად იყო, ღამის წყვდიადში
აყეფებული ძაღლივით ბორგავდა ფიქრი და მერე, გვიანმა
მგზავრმა ჩაიარაო თითქოს, ისე მიჩუმდა, მიწვა და
ფხიზელ ძილს მიაბარა თავი.

ეთოც ჩაფიქრდა, სანდროს სიტყვებს ზომავდა და


სწონიდა. ვინ იცის მასზე უკეთ, რომ ცხოვრება ისეთი
84

მწარე შეიძლება გამოდგეს, მატერიალური სიდუხჭირე


ფუფუნება გეგონოს. ეთოზე უკეთ ვინ მიხვდებოდა, რომ
იმას თუ არ დასჯერდები რაც გაქვს, ღმერთმა შეიძლება
მართლა გამოგაცდევინოს უპოვარება. ფიქრებიდან
სანდროს ხმამ დააბრუნა:

-ჩვენი ეზოს მოპირდაპირედ ძველი ოდა რომ ჩანს, ეგ


ლევანს ეკუთვნის. წავიდა, წაიყვანა ცოლი და ორი შვილი.
ნაქირავებში ცხოვრობს. ცოლი ქუჩაში ზის და მწვანილს
ყიდის, თავად მუშათა უბანში დგას, ელოდება იქნება
ვინმეს მიწის გათხრა ან მძიმე ტომრების ზიდვა
დასჭირდეს. თვის ბოლოს ქირის ფულის გადახდას
ახერხებს, მთავარი ესაა, კაცო, ბავშვებს სოფელში ხომ არ
ამოხდის სულს. იქით, მაგ სახლის მარცხნივ, პატარა
სახლი რომ ჩანს, მანდ მაგდა დეიდა ცხოვრობდა.
ქუთაისში ჰყავს გოგო გათხოვილი და წაიყვანა სიძემ,
მარტო რატომ უნდა იყოვო. ამ სამი თვის წინ გელათის
შესასვლელთან ვნახე, მოწყალებას ითხოვდა, თვალი
ავარიდე, შემრცხვა, ეს მთის ამაყი ქალი მოკუნტული,
ხელგამოშლილი დამენახა. აქ რომ ჩამოუარო, ასეთივე
ისტორია აქვს ყველა სახლს, გვიჭირს, ვიხოცებით
მშივრები, ვლანძღავთ მთავრობას (მაგათი მადლიერი კი
არ ვარ), მაგრამ ვის ელოდები, ვინ მოვა და შენს ვაზს ვინ
გასხლავს, შენს მიწას ვინ გადააბრუნებს, გასძარი ხელი,
იშრომე და ღმერთი მშიერს არ დაგტოვს, მეცოდება მიწა,
თან ეს ჩვეულებრივი მიწა კი არაა, უფლის ხელი ეტყობა
და გავაბერწეთ, გამომშრალი, დაბერებული გაჰყურებს
გზას და ელოდება გლეხკაცს, მაგრამ სადღაა გლეხკაცი,
85

ახლა ყველა დიდბატონები ვართ, მიწა რაღა ჩვენი საქმეა,


ეგღა გვაკლია, სოფლის ორღობეების ტალახი ვზილოთ.

-გეთანხმები, მაგრამ ეგ ერთი მხარეა, ახლა ის ვთქვათ, 21-


ე საუკუნეში გაზი რომ არ გაქვს, წყალი, ინტერნეტი, გზა,
მეზობელი, მაღაზია რომ არაა, პური რომ იყიდო, ავად
გახდომის რომ გეშინია, რადგან იცი, სასწრაფო შენამდე
ვერ მოაღწევს, შვილს რომ საჭირო განათლებას ვერ აძლევ
- რა ქნას ამ დროს კაცმა?

-არის შენს სიტყვებში სიმართლე, მე არ ვამბობ, რომ აქ


დალხინებულ ცხოვრებას სტოვებენ, მაგრამ მთავარი სხვა
რამეა, ის გაზი, ინტერნეტი, განათლება, სამსახური
ვისთვის გინდა, იმიტომ იქმნი ამ ყოფას, მასში
ბედნიერებას პოულობ, თუ ეს საშუალებაა სხვებს თვალი
აუხვიო, ნახეთ რა კარგი ცხოვრება მაქვსო. ტყუილში ისე
ავიხლართეთ, თავად ვეღარ გაგვიგია, სად არის
სიმართლე. ადამიანებმა ერთმანეთიც დაკარგეს და
საკუთარი თავიც. აღარ ლაპარაკობენ, უფრო ზუსტად,
აღარაფერს ამბობენ, თორემ სიტყვებს რა გამოლევს,
თითქოს ქუჩაში ყველა ერთმანეთის მტერია,
სიძულვილით სავსე თვალებით დადიან და მიზეზს
ეძებენ, ყელი გამოღადრონ, სისხლი ამოწოვონ
ერთმანეთს. გარეთ რომ გამოდიხარ, მხრებში გაიშალე,
შუბლი გახსენი, გაიღიმე, ისე, უბრალოდ, უცნობს სალამი
უთხარი, მაგრამ უცხო კაცზე ვიღა ფიქრობს, საკუთარი
შვილების ასავალ-დასავალიც აღარ იციან. მე კი ისიც
ვიცი, სულიკოს წუხელ რა ესიზმრა, - გაეცინა სანდროს.
86

-ვაჰ, სულიკო აქ ყოფილა და ტყუილად ვეძებდით


ვარდის ბუჩქებში? - ხუმრობის ხასიათზე დადგა ეთუნაც.

-სულიკო ჩემი მეზობელია, საწიგნე ქალია, სრულიად


უნიკალური. სახლიდან რომ გამოდის, კარს ბოქლომს
ადებს და წითელლენტამობმულ გასაღებს ჭიშკარზე
ჰკიდებს. ერთხელ ვეკითხები: სულიკო, რას კეტავ, მაგ
კარს და თუ კეტავ, ეგ გასაღები რაღას გამოგიფენია
საქვეყნოდ-მეთქი, ქარმა კარი რომ არ მოგლიჯოს,
მაგიტომ ვკეტავ და გასაღებს ჯიბეში ხომ არ ჩავიდებ,
იქნება გზაზე დაღლილი და შეციებული კაცი მოდის,
ქუჩაში გავყინოვო?! სიმართლე მითხარი, ევროპიდან
მოდიხარ, ამას გააკეთებს ვინმე, ქართველის გარდა?

-ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, სიკეთეშიც და


ბოღმაშიც. ვერაფერს იტყვი, წაქცეულის წამოყენება
გვჩვევია, მეტიც, ვგიჟდებით, თუ შეგვიძლია სხვას ხელი
მივაშველოთ, იქნება დასვრილი ტანსაცმელიც
ჩამოვუბერტყოთ, გადაყვლეფილ ხელზეც შევუბეროთ
სული, მაგრამ ერთი ის მითხარი, ფეხზე მყარად მდგარ
კაცს როგორ ვექცევით?

-ხელს ვკრავთ და ორმოში ვაგდებთ,- ჩაეცინა სანდროს.

-ყოჩაღ, სწორი პასუხია! მაგრამ მხოლოდ ორმოში კი არ


ვაგდებთ, მერე ამ ორმოს, ამოვქოლავთ ხოლმე, ძალა არ
მოიკრიბოს და არ ამოცოცდესო. საზღვარგარეთ ასე
არავინ იქცევა, თუ ვინმე წარმატებას აღწევს, უფასებენ და
ბაძავენ. იციან, რომ კაცმა იშრომა და მიიღო საფასური,
ტაშის დაკვრა არავის ეზარება. კიდევ ის იციან, სათავეში
87

რომ მოექცევიან, შენზე კარგი თავი არ ჰგონიათ. იციან,


შენ რომ ხელი არ მიგეშველებინა, სიმაღლის
შეეშინდებოდა და შესაძლოა, ჩამოვარდნილიყო.

-ღირსეულ ადამიანებს არასდროს ავიწყდებათ საიდან


მოვიდნენ, ეს ტახტზე შემთხვევით ასულები იჯერებენ
მხოლოდ, რომ რასაც მიაღწიეს, იმსახურებდნენ.

ერთ ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე თავის ცხოვრების


აღმართსა და გადასხვეპილ მუხლისთავებს იხსენებდა.
ქარმა წამოუბერა და ფიფქები სახეში მიაყარათ. სიცივემ
სხეულში შეაღწია და ჟრჟოლვა მოჰგვარა ქალს. სანდრომ
მსუბუქად წაავლო ხელი მხარში, არ გაცივდეო და ოთახში
შეიყვანა.

მეათე თავი

ბუხართან ჩაიმუხლა ეთუნა, ხელები მიუფიცხა ცეცხლს.


თავი, რომ სითბოსკენ დახარა, წუხანდელმა ღვინომ ისევ
თავი იჩინა და ოთახი დატრიალდა.

ბარბაცით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და სავარძელში


ჩაეშვა. სანდრომ თვალი მოჰკრა ქალის მოძრაობას და
გაეცინა:

-გეტყობა, არც ისე ხშირად სვამ.

-ცხვრებაში მეორედ დავთვარი და მგონი, მესამედ


აღარასდროს ვცდი.
88

-მეორე გასაგებია და პირველად რა ხდებოდა, თუ


საიდუმლო არაა?

-დედა ალკოჰოლს არ ეკარებოდა და მეც ისე


წამოვიზარდე, გასინჯული არ მქონდა სასმელი. 14 წლის
ვიყავი, ახლობელი გარდაგვეცვალა და დედა ფასანაურში
წავიდა დაკრძალვაზე, ვიცოდი, რომ დააგვიანებდა,
მეგობრებს დავურეკე. გადავწყვიტეთ, დაგველია, ნათიამ
მამას არაყი მოჰპარა და თან რჩევაც მოგვცა, ცუდი გემო
რომ არ ჰქონდეს, უნდა გავაციოთ, მამა ასე იქცევა
ხოლმეო. დავუჯერეთ, გავაციეთ არაყი და მოვიკეცეთ
ხალიჩაზე, სულ ლექსად ვამბობდით სადღეგრძელოებს.
ყელს სწვავდა და კუჭს გვატკიებდა, მაგრამ მტკიცედ
გვქონდა გადაწყვეტილი, არ დავნებებულიყავით. სადღაც
„მონატრებამდე“ მახსოვს და დანარჩენი დედას
მონაყოლიდან ვიცი. სახლში რომ შემოსულა, მკვდრები
ვგონებივართ და ყვირილი აუტეხია. მე იატაკზე ვიწექი
თურმე, გათიშულს მეძინა, ცუდად გავმხდარვარ და
დედა მერე წლები განიცდიდა ამ ამბავს, შესაძლებელი
იყო, გაგუდულიყავიო. ნათია აბაზანიდან გამოათრიეს
და მაკო ჩემს საწოლში იწვა და ტკბილ სიზმრებს
ხედავდა. სასწრაფომ გამოგვიყვანა მდგომარეობიდან.
დედა ამბობდა, ასე ცხოვრებაში არ შემრცხვენია, როგორც
მაშინ, ექიმები არყისგან გათიშულ ჩემს 14 წლის
ქალიშვილს რომ ასულიერებდნენო. სირცხვილთან
ერთად, მეორე დღეს თავის ტკივილიც მკლავდა, დედას
საყვედურებზე რომ აღარაფერი ვთქვა, დავიფიცე, რომ
აღარასდროს დავლევდი.
89

-ყველა კაცი იფიცება ნაბახუსევზე, რომ ცხოვრებაში აღარ


დალევს, მაგრამ არ ასრულებენ.

-ქალები უფრო პრინციპულები ვართ, როგორც ირკვევა.

-მართლა აღარ დაგილევია მას შემდეგ?

-ერთი-ორი ჭიქა კი, მაგრამ დათრობით აღარ.

-არ მოგნდომებია თუ პირობას ასრულებდი?

-როცა ჩემს ცხოვრებაში მძიმე წუთები იყო, სიგიჟემდე


მინდოდა სასმელი. მჯეროდა, რომ დათრობა თავს უკეთ
მაგრძნობინებდა. მაგრამ ვხედავდი ალკოჰოლიკ ქალებს,
ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები ხდებოდნენ
სასმელზე და საკუთარ თავს ვებრძოდი.

-მაშინ როგორ გავიგო გუშინდელი შენი დალევა?- იჭვი


დაიბადა სანდროს ხმაში.

-ბავშვობის შემდეგ პირველად ვიგრძენი ასე კარგად თავი.


დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და აქ
ყველაფერი ისეთი ქართული იყო, თან ახალი წლის ღამე,
ეს სახლი, საოცარი ფერის ღვინო და თავი იმდენად
კარგად ვიგრძენი...

-ყველაფერი ჩამოთვალე ჩემ გარდა.

-შენ გიგულისხმე,- ჩირაღდანივით აბრიალდნენ ეთუნას


თვალები.
90

-ისე გულწრფელად რომ გითხრა, შენი დათრობა მიზნად


არ მქონია, სამი-ოთხი ჭიქის დალევას ვაპირებდი, მაგრამ
დიდი ვერაფერი მსმელი ყოფილხარ, მალე დათვერი და
შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, - ერთ ხანს ქალის
თვალებს ეძებდა და ბოლოს დაბალი ხმით, თითქმის
ჩურჩულით დაამატა,- მიხარია, ახალი წლის გატარება
მარტოს რომ არ მიწევს.

ბედნიერებას სიტყვები არ უყვარს. არ უნდა დაშალო


ჰარმონია გიშრის გაწყვეტილი მძივივით. უნდა
გაირინდო, ფიქრიც კი შეწყვიტო, ღრმად ამოისუნთქო და
დაელოდო სხეულის ყველა უჯრედი როგორ აგევსება
ნეტარებით და მერე ეს ჟრუანტელი, ჯერ ღიმილად
დაგედება ტუჩებზე, ბოლოს კი ოქროსფერ ვარსკვლავებს
ააციმციმებს თვალებში.

და იდგა ოთახში სიჩუმე, ბუხარში კი ნეკერჩხალი სულს


ღაფავდა, მისი ძვლების ტკაცუნი დუმილს კაწრავდა,
გარეთ კი თოვა შეწყვეტილიყო და გაბუტული ბავშვივით,
სამალავიდან გამოსულ მზეზე კრისტალივით
ბრჭყვიალებდა თოვლი.

ასეთი წუთები ძალიან დიდხანსაც არ უნდა


გაგრძელდეს, თორემ ბრწყინვალება დაეკარგება.
გაუფრთხილდა სანდრო თავის წილ სიხარულს და
დუმილი დაარღვია. მოუბოდიშა, ცოტა ხანს დაგტოვებ,
იქნება მანქანას რამე მოვუხერხოო და ეზოში გავიდა.

მარტოდ დარჩენილმა ეთუნამ ოთახი მოათვალიერა,


ლაქგადაცლილი თაორებიდან წიგნები იჭყიტებოდნენ.
91

„ყდაგაცვეთილი წიგნებით სავსე თაროები მოწმენი არიან


იმისა, რომ ამ სახლში ნამდვილად ცხოვრობს ადამიანი,“-
გაიფიქრა ეთუნამ და გაყვითლებული ფურცლები
დაყნოსა. წიგნი ეთუნას ცხოვრების თანამგზავრი იყო და
სხვებსაც მისი წიგნიერებიდან ზომავდა. იმ ბნელ წლებში
დედა ფერადი ამბებით უთბობდა გაყინულ ხელებს.
ნაადრევად ჩაწვებოდნენ საწოლში, მიიყუჟებოდა ეთუნა
დედის მკერდზე და უსმენდა საოცარ თავგადასავლებს.
თავადაც მალე ისწავლა კითხვა, კითხვა ჯერ დავალება
იყო, რომელიც ყოველ საღამოს დედისთვის უნდა
ჩაებარებინა, მერე შეჯიბრება - სურდა, დედასავით
ჭკვიანი გამხდარიყო, დროთა განმავლობაში კი
სიამოვნებად იქცა და ბოლოს, ჰაერივით აუცილებელი
გახდა. თავისი ცხოვრების ფერდაკარგულ წლებს
კითხვით ივსებდა. „როგორც ბავშვს ვერ გაზრდი საკვების
გარეშე, ისე ტვინი შეწყვეტს აზროვნებას თუ ყოველი დღე
წიგნის მსუყე ლუკმებით არ დავანაყრეთ,“- ეუბნებოდა
დედა ბავშვეობაში და მერე კითხულობდნენ ნათია და
ეთუნა, ცვლიდნენ წიგნებს, უზიარებდნენ ერთმანეთს
შთაბეჭდილებებს, უყვარდებოდათ პერსონაჟები,
ეოცნებებოდათ.

რუსდანისაგან განსხვავებული ფილოსოფია ჰქონდა


ნათიას დედას: „იკითხეთ, რათა შეეჩვიოთ აზროვნებას,
მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ იკითხავთ, რომ საკუთარი
აზრი საერთოდ არ დაკარგოთ. წიგნსაც, ისევე როგორც
სხვა ყველაფერს, დოზირება სჭირდება.“ მარი ვერაფრით
ეგუებოდა, რომ ნათიას ერთადერთი საზრუნავი სწავლა
იყო:
92

-შემიცვალეს მგონი სამშობიაროში შენი თავი, რა ხარ


ასეთი უჯიშო, ეგ ცხენის კუდი რით ვერ მოგბეზრდა?-
ბრაზს ვერ მალავდა, ნათიას უკან გადავარცხნილ და
კისერთან შეკრულ თმას, რომ ხედავდა.

-დედაა, მხოლოდ შეუმდგარი ქალები ცდილობენ


იდეალურად გამოიყურებოდნენ, რადგან კარგად
მოეხსენებათ, რომ ამ ბრენდული ტანსაცმლისა და
ბრილიანტების გარეშე არაფერს წარმოადგენენ,-
მიაძახებდა ხოლმე ნათია, სანამ კარს გაიხურავდა და
გაოგნებულ მარის ოთახის შუაგულში ნაძვის ხესავით
მორთულ-მოკაზმულს დასტოვებდა.

-ეთუნა, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, უთხარი ერთი კაბა


მაინც იყიდოს, სიარული მაგას არ აქვს ქალური და ჯდომა
მაგან არ იცის, არ ვიცი, რა ეშველება,- სერიოზულად
დარდობდა მარი ნათიას ქალა-ბიჭობის ამბავზე.

-ვეტყვი, მარი დეიდა, ვეტყვი,- ამშვიდებდა ეთუნა.

-გოგო, რა დეიდა, არ გამაგიჟო, არავინ გაიგოს, მარიჩკა


დამიძახე,- ასეთი დიალოგები არ წყდებოდა წლების
განმავლობაში.

ნეტა ახლაც ისევ ძველებურად ფიქრობს მარიჩკა?-


ჰკითხა ეთუნამ საკუთარ თავს,- არა, მისი მსგავსი ქალები
არ უნდა ბერდებიდნენ, მათი შეცვლა დანაშაულია!

ის წლები მოენატრა ნათიას აივანზე, ბალიშებს რომ


ალაგებდნენ, ზედ აღმოსავლეთის ქალებივით
ფეხმორთხმულნი სხდებოდნენ და ხმამაღლა
93

კითხულობდნენ. წლები რომ გადის, გგონია ათასი


ბრძოლა გადაიხადე, მაგრამ ბოლოს ის ბრძოლები კი არა,
ძალიან უმნიშვნელო წვრილმანები გრჩება, რომელსაც,
თავის დროზე, ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევდი.

შესცივდა. მიმოიხედა, სანდროს თბილ სვიტრს მიაგნო


და გადაიცვა. სვიტრს კაცის სუნი შერჩენოდა, ეამა.
თაროზე, წიგნებს შორის, გაკრული ხელით ნაწერი
რვეული იპოვნა, ერთ ხანს ხელში ატრიალა, ინტერესი
თითებში შეძვრა და ის-ის იყო უნდა რვეული
გადაეფურცლა, რომ მორალმა ხმა აიმაღლა და შიშისგან
აცახცახებულმა ინტერესმა ჩანაწერები ადგილზე
დააბრუნა.

მოუსვენრობა მხარში ამოუდგა და უსაქმოდ ვეღარ


გასძლო, მარჯვენა კედელზე დატანებული კარი შეაღო და
სამზარეულოში აღმოჩნდა. სისუფთავე და წესრიგი
გაბატონებულიყო, მაგრამ ქალის ხელი აკლდა თითქოს.
ყველაფერი შავ-თეთრი იყო, მზესუმზირის ყვავილები
აკლიაო აქაურობას, იფიქრა ეთუნამ. ფარდა გადასწია,
სხივები შემოუშვა ოთახში. კარადა გამოაღო,
გამჭვირვალე, მინის ჭიქები მწყობრისად დაეწყო
მასპინძელს. დაუკითხავი სტუმარი ახლა მაცივარს
მიადგა, თაროზე ქათამი იპოვნა. პაეიას გავაკეთებო,
მოეხასიათა. მადრიდში ხშირად აკეთებდა და
ესპანელები უქებდნენ, ჩვენზე გემრიელად შენ ამზადებო.
გაერთო სადილის კეთებაში, თურმე რა მნიშვნელოვანია
უკეთებდე სადილს კაცს, რომელსაც სუფრას
94

ვალდებულების მოხდის მიზნით კი არა, იმისთვის


უწყობ, რომ გინდა გააბედნიერო.

როდის შემოვიდა სამზარულოში სანდრო, ვერც შენიშნა,


გახშირებული სუნთქვა მოესმა და რომ მიბრუნდა კარს
მიყრდნობილი კაცის მოშიებულ თვალებს წააწყდა. ამ
წუთას ისეთი შეგრძნება ჰქონდა ეთუნას, რომ უცხო
სახლში კი არ იყო შეხიზნული, თავის სამზარეულოში
იდგა და საყვარელი მამაკაცისათვის ტრიალებდა
ქურასთან. სანდროს ძალიან მოუნდა რომ აღარასდროს
გაეშვა ეს ქალი აქედან, გაუაზრებლად წადგა ნაბიჯი და
გულში ჩაიკრა. დამფრთხალი შველივით გაირინდა
გოლიათურ მკლავებში ეთუნა და თითქოს წლები ერთად
ჩამოაკლესო, თავი ბავშვად იგრძნო, წამიერად გაქრა მის
ხსოვნაში ყველა ის ადამიანი, ვინც სვავივით ხვრეპდა
სისხლს, ვინც ანადგურებდა და ამცირებდა.

-იდეა მაქვს,- ხელები გაუშვა და ღიმილითა და თხოვნით


ჩააცქერდა სანდრო ქალს.

-აბა, რა იდეა?

-წამოდი ეს ძალიან გემრიელი სადილი წავიღოთ და


სულიკოს ვესტუმროთ. რაჭის გაცნობა თუ გინდა,
ნამდვილ რაჭულ ოჯახში უნდა ისადილო.

-და ეს არაა რაჭული ოჯახი? - გაეღიმა ქალს.

-არა, სახლი, რომელშიც ქალი არ ათბობს კედლებს,


ოჯახად არ მიიჩნევა.
95

ხვეწნა არ დასჭირვებია ეთუნას და რამდენიმე წუთში


სულიკოს ღუმელს მისჯდომოდნენ. მასპინძელი, თმაში
ვერცხლის მიუხედავად, ძალიან სწრაფი ნაბიჯით
მიმოდიოდა ოთახში, რამდენიმე წუთში გაწყობილ
სუფრასთან ისხდნენ და ღუმლიდან ახლადგამოღებულ
ხაჭაპურს აგემოვნებდნენ.

-ყველაფერი რასაც სუფრაზე ხედავ, სულიკოს ნახელავია.


ვაჟკაცი ქალია, შენ რა გგონია სულიკოს არ შეეძლო
აქაურობის მიტოვება? მაგრამ მიხვდა, რა არის
ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და მამის სახლში
ცეცხლი არ ჩააქრო. შენ გაგიმარჯოს, სულიკო დეიდა, -
დალოცა კაცმა და მერე მორცხვად მჯდარ ეთუნას ანიშნა,
ჭიქა აიღეო.

მორიდებით, მშრალად დალოცა მასპინძელი ეთუნამ და


ჭიქისთვის პირი არ დაუკარებია ისე დააბრუნა მაგიდაზე.
შეიცხადა სულიკომ, არ გაჭრა ახსნა-განმარტებამ და
ღვინის დალევას ვერ გადარჩა ეთუნა. ერთ ხანს ჩუმად
შეექცეოდნენ, მერე სანდრომ ჩანგალი თეფშს ჩამოაყრდნო
და ეთუნას მიუბრუნდა.

-წეღან ჩვენ გაჭირვებასა და სიმდიდრეზე


ვლაპარაკობდით. ამ ქალბატონმა, ახლა რომ გვერდით
გვიზის, ყველა გზა გაიარა, სიმდიდრეც, გაჭირვებაც,
სიკვდილიც... ყველაფერი გამოიარა, მაგრამ აქ დაბრუნდა.

კითხვით სავსე მზერა შეანათა ეთუნამ მასპინძელს.


სულიკოს ყველაფრისმცოდნე ადამიანის ღიმილით
გაეღიმა.
96

-დიდი ისტორიაა, იმდენი უბედურება გადამივლია.

სიმართლე ითქვას და ეთუნას ეგონა ცხოვრებაში


უბედურებებით ვერავინ გააკვირვებდა, მაგრამ მაინც
დაეკითხა, სთხოვა, ბევრი დრო გვაქვს, ინტერესით
მოგისმენთო, მაგრამ იუარა, ნუ გამახსენებინებ იმ
ტკივილსო.

თითქმის სამი საათი იყვნენ სულიკოსთან და მერე


თოვლიან გზაზე ფეხით გაუყვნენ ორღობეს. სულიკოზე
საუბრობდნენ, გუდაუთაში ყოფილა გათხოვილი, ეს
მამის სახლიაო, უთხრა სანდრომ, მილიონერი ჰყოლია
ქმარი, ომის ქარცეცხლში მარტოს გაუტარებია 2 თვე-
ნახევარი და ყველა უბედურება გადაუტანია. აქ ქვრივი
იყო უკვე რომ დაბრუნდა. იმ მილიონებიდან 1 თეთრიც
არ ჩამოუტანია, ერთი ხელი ტანსაცმლით ჩამოვიდა,
მამის სახლი შეაკეთა და მარტო მიუყვება ცხოვრებასო.
ამბობს, მილიონები მქონდა და მივხვდი რამდენად
უაზრობაა მატერიალური ღირებულება, მისგან არაფერი
გრჩებაო. ის ცხოვრება რომ არ გამევლო, ამას არ
დავუბრუნდებოდი, სულ მეგონებოდა, რომ ფული
მართლაც ცვლის რამეს ადამიანის ცხოვრებაშიო. კიდე
რაღაცებს უყვებოდა სანდრო და ხელკავით მიჰყავდა
ქალი სახლისკენ.
97

მეთერთმეტე თავი

საღამოს წამოაგონდა ეთუნად მეგობრები და სანდროს


ტელელფონი სთხოვა:

-ნათი, რავა ხარ?

-ეთი, გელოდებოდით, რატომ არ ჩამოხვედი? ძალიან


კარგი დრო გავატარეთ.

-იქნება კიდევაც ამოვიდე.

-დილაზე ვაპირებთ ქალაქში დაბრუნებას და ამაღამ თუ


შესძლებ...

-არა, ამაღამ არ მომიხერხდება. გავიტაცე შენი მანქანა და


კიდევ რამდენიმე დღე მჭირდება.

-მშვიდობა გაქვს?

-კი, კი, მშვიდობაა.

-ხომ არ გინახავს?

-არა! - მოკლედ მოუჭრა ეთუნამ და ის იყო თემის


შეცვლას აპირებდა, რომ ნათიამ აღარ დააცადა:

- ლუკა შეხვედრია რამდენიმე დღის წინ, ამ ბენტერას


თქვენი ამბები არ სცდონია და დაუბრეხვებია, შენც ხომ
წამოხვალო რაჭაში, შეიცხდაო, არ ვიცოდი თუ
ჩამოდიოდა. რა უთქვამს, იცი? საღოლ თქვენ, რას
დაჰპირდით ესეთს, მე არ ვუნდოდი და ჩემთან არ
ჩამოვიდა და თქვენ დაგიმსახურებიათო. შოკში იყო
98

ლუკა, ვერაფერი გავიგე ამიხსენით რა ხდებაო და


მოკლედ, რომ ვუთხარით, გაგიჟდნენ ბიჭები რა,- ნათია
კიდევ რაღაცებს ყვებოდა, მაგრამ სიტყვები ეთუნას
ყურამდე აღარ აღწევდა, ნერვიულობისგან ააკანკალა და
მერე ცრემელი ძლივს გადაყლაპა. გაოცებული
შეჰყურებდა სანდრო, არც დამშვიდობებია ისე გაუთიშა
და მაგიდაზე მიაგდო ტელეფონი. ფანჯარასთან მივიდა,
გარეთ ბარდნიდა.

-კარგად ხარ?- მხარზე ფრთხილად შეეხო სანდრო.

- არაფერია,- ძლივს ამოღერღა ეს ერთი სიტყვა.

ტელეფონის ზარი არ წყდებოდა.

- გირეკავენ.

-გაუთიშე!

სანდრომ ტელეფონი გამორთა.

-რამე ცუდი მოხდა?

-ძველი ამბავია.

-შემიძლია, დაგეხმარო?

-მე ვეღარავინ დამეხმარება,- თქვა და გულამოსკვნილი


ატირდა.

მკერდზე მიისვენა ქალი. ეთო მიჰყვა ნებას, თითქოს


ახლა საყრდენი სჭირდებოდა, ვინმეს რომ არ
შეემაგრებინა, გადაიქცევაო. ტირილ-ტირილით ჩაეძინა,
99

კაცმა ხელში აიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა.


დაახლოებით 2 საათი ეძინა. კიდევ უფრო გაბრუებული
და ატკივებლი თავით გაეღვიძა.

-კარგად ხარ?

-არა მიშავს,- წამოიწია და თითქმის ბარბაცით წამოდგა.

თავი ისე სტკიოდა, რომ ლაპარაკში ხელს უშლიდა.

-ტკივილგამაყუჩებელი გაქვს?

-მოვძებნი, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე: პრობლემებს


წამლით ვერ გააყუჩებ, მისი მიძინება ძალიან სახიფათოა,
შეიძლება, იმდენი გიღრღნას გული, ერთ დღესაც მის
გარეშე დაგტოვოს. პრობლემებს მოგვარება უნდა.

-ჩემი პრობლემების მოგავრება უკვე შეუძლებელია.

-არაფერია, შეუძლებელი, ხანდახან ჩვენ გვგონია, რომ


გამოსავალი აღარაა.

-დამიჯერე, ჩემი ამბავი გამონაკლისია.

წამალი დალია და ბოდიში, მაგრამ ცოტა ხანს


მივწვებიო,- იმდენად არ ეძინებოდა, რამდენადაც მარტო
ყოფნა უნდოდა, საუბრისგან თავის არიდება, დაფიქრება.

ჩაეძინა და რომ გამოეღვიძა თავიდან ვერ გამოერკვა


სად იყო და მერე ფეხაკრებით ადგა. სანდრო იქვე
ტახტზე მიწოლილიყო ტანსაცმლიანი, პლედი მიაფარა
ბეჭებზე და თავად ბუხრის წინ, იატაკზე ჩამოჯდა. ყველა
100

იარა ერთდროულად განახლდა, ყველა ჭრილობიდან


სისხლმა დაიწყო წვეთა. ცხოვრებამ ერთი ბედნიერი დღე
არ აპატია, ერთი სიხარულიც არ შეარგო.

არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე, მაგრამ სანდრო რომ


შეირხა, თავადაც გამოერკვა ფიქრებიდან. მასპინძელი
წამოდგა და ქალის გვერდით ჩამოჯდა.

-ვერ დაიძინე?

- გამომეღვიძა და ...

-არ გაცივდე,- თქვა სანდრომ და ცეცხლი გააღვივა, მერე


გრაფინა და ორი ბოკალი გამოიტანა და სასმისი გაუწოდა
ქალს.

-არა, ვერ დავლევ.

-მენდე, გიშველის, მოგეშვება.

ერთი მოყუდებით დაცალა ბოკალი და ისევ გაუწოდა,


კიდევ დაუსხა და თავისთვისაც დაისხა სასმელი.
კედელს მიეყრდნო, ისე ახლოს ისხდნენ, რომ მხრებით
ეხებოდნენ ერთმანეთს.

-არ ვიცი რა გაწუხებს, მაგრამ ერთი რამე მინდა იცოდე.


წლების წინ, როცა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ
მეგონა გამოსავალი აღარ არსებობდა, დარდს მივეცი
უფლება ჩემი ცხოვრება ემართა და მერე ამ თავის ნებაზე
მიშვებულმა დარდმა, წლები და ადამიანები ერთად
წაიყოლა. ჩემი ამბავი მართლაც გამოუსწორებელი იყო და
101

აღარაფერი ეშველებოდა, ახლა მითხარი, ღირდა ეს


ყველაფერი იმად, რომ თითქმის მთელი ცხოვრება
შემეწირა? თუ აღარაფერი ეშველება, ეცადე რომ
დაივიწყო, თუ კიდევ არის იმედი, რომ რამე შეიცვლება,
მაშინ მოიწმინე ცრემლი და ეცადე, ყველაფერი
გამოასწორო.

-ეჰ, ჩემო სანდრო, ეს ისეთი ამბავია, რომლის დავიწყება


ვერ მოხერხდება და გამოსწორებას რაც შეეხება, მთელი
ცხოვრება შევალიე, მაგრამ....- მეორე ჭიქაც დალია
ეთუნამ.

-არ გინდა მომიყვე რა ხდება?

-მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ახლა არა, სხვა დროს,


ოდესმე, იქნებ კიდევაც მოგიყვე.

სანდრომ ქალს მხარზე მოხვია ხელი და კიდევ უფრო


ახლოს მიიზიდა. ეთუნამ მკერდზე მიადო ლოყა.

კიდევ რამდენიმე ბოკალი დალიეს. დილით ერთ


საწოლში რომ გაეღვიძათ, ბოდიშები და ახსნა-
განმარტებები აღარ დაუწყია ეთუნას, უბრალოდ აკოცა
და ეს კოცნა უფრო მადლობის გადახდა იყო, ვიდრე
მისალმება.

ვეღარ გადავდებ, დღეს აუცილებლად უნდა წავიდეო


და სანდრო მიხვდა, ქალის შეჩერებას ვეღარ შესძლებდა,
ნაშუადღევამდე ჩაჰკირკიტებდა მანქანას და 2
იქნებოდა, რომ მორჩა. მერე, როცა ბარგის ჩალაგებაში
მიეხმარა, უთხრა:
102

-არ ვიცი ვინ ხარ, რა პრობლემები გაქვს, რა გიჭირს,


საერთოდ არაფერი ვიცი შენ შესახებ, მაგრამ ძალიან
მინდა, რომ დარჩე. მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დარჩე.
დაგელოდები და თუ დაბრუნებდი, ვეცდები, რომ
ბედნიერი იყო და დაგავიწყო ყველა ჭრილობა, რაც
წარსულისგან მოგაქვს.

ეთუნა კაცს ჩაეხუტა, ერთხანს ასე იდგნენ, მერე, ისე რომ


თვალებში არ შეუხედავს, ცრემლი არ წამცდესო,
მანქანაში ჩაჯდა და თბილისისაკენ წავიდა.

მეთორმეტე თავი

სტუდენტი იყო რუსუდანი რომ გათხოვდა, მერე


ორსულობა დაემთხვა, პატარა ჰყავდა და მუშაობის
დაწყება არ დასცალდა. ყველაფერი სწრაფად
განვითარდა, გააზრება ვერ მოასწრო, ჯერ ბოლომდე არ
ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ცოლი იყო და
დაქვრივდა. პატარა ქალიშვილი დარჩა და თავს აიძულა,
გაეძლო, გაძლიერებულიყო, გამაგრებულიყო. შესძლო,
ყველაფერი გამოუვიდა. უჭირდა, თვიდან თვემდე ძლივს
გაჰქონდა თავი. დიდწილად მშიერი იძინებდა, მაგრამ
მეორე დღეს კიდევ უფრო ძლიერი იღვიძებდა და მეტი
შემართებით ებრძოდა ცხოვრებას. ცხოვრება იყო შავ-
თეთრი და ეთუნამ ფერები მოითხოვა. თავისი პატარა
103

ხელებით ღიმილებს ხატავდა დედის ლოყებზე. იქნება


დარდი იმდენად ძლიერი იყოს, მთელი სამყაროს
დაფარვაც შეეძლოს, მაგრამ პატარა, კიკინებიანი გოგონას
დამარცხება შეუძლებელია, რომელიც თავისი
ჭორფლიანი სახიდან ბედნიერებას ვერ იშორებდა და
შენც გაიძულებდა, მისი სიხარულის თანაზიარი
გამხდარიყავი. სიხარულისთვის კი არ იყო საჭირო
ზედმეტი მიზეზები, ბავშვებს შეუძლიათ, ცაში
მოფარფატე ანგელოზების დანახვა და ამიტომ მათთვის
ცხოვრება სულ დღესასწაულია. ზეიმობდა ეთუნა და
ფერხულში ჩააბა რუსუდანიც, აიყოლია.

როგორი გულმოდგინედაც არ უნდა ეძებო, ვერ იპოვნი


ადამიანს, რომელსაც თავისი წილი სევდა არ დაჰქონდეს,
მაგრამ ზოგს ზურგზე მოუკიდია ეს დარდი და ყველას
აჩვენებს, ნახეთ რა სიმძიმის ტარება შემიძლიაო, ზოგს კი
ძარღვებში ჩაუმწყვდევია სევდა, შესქელებული სისხლი
მიდის გულისკენ და ნაკაწრებს სტოვებს სხეულში,
ასეთებმა იციან, რომ მაინც არავინ მიეხმარება, არავინ
შეუნაცვლებს ხელს, სიმძიმეს არავინ გადაინაწილებს,
იციან, რომ ეს ბედისწერაა და საკუთარ თავში პოულობენ
ძალას, ტვირთი ბოლომდე და ამაყად მიიტანონ. ასეთები
უფრო მალე თავისუფლდებიან, უფრო ადვილად
უმკვრივდებათ კუნთები და მერე ტვირთიც ნელ-ნელა
შემსუბუქებას იწყებს, თუ პირიქით - სხეული ეგუება
სიმძიმეს.

რუსუდანი ჭკვიანი ქალი იყო, ფიქრობდა, მე თავზე


დამენგრა ცხოვრება, მაგრამ არიან ჩემზე მეტი ტკივილი
104

რომ არგუნა დედამიწამ, ამ ზვირთებად მომავალ


პრობლემებს ისედაც ვეღარ უმკლავდება სამყარო, ისედაც
ყველას თავისი კუთვნილი უბედურება აქვს მისახედი,
თავისი მიცვალებული ჰყავს დასატირებელი და კიდევ
ჩემი სევდისა და ცრემლის ყურებით დავუმძიმო
ცხოვრება?! რინგზე გაიწვია საკუთარი თავი, ერთ ხანს
ორივეს სდიოდა ცხვირიდან სისხლი და მერე შვილის
თვალებით გათამამებულმა საკუთარ სისუსტეს ისეთი
მუშტი უთავაზა, ადგილიდან ვეღარვინ დასძრავდა.

ჯერ იყო ბრძოლა არსებობისათვის, მერე შიმშილი


დაამარცხა და ბოლოს, გაიმართა წელში. მოჭარბებული
არ ჰქონდა, მაგრამ არც არაფერი ეკლდა და საშუალება
ჰქონდა, ეთუნას უზრუნველად ეცხოვრა. სკოლაში
მოეწყო, მათემატიკას ასწავლიდა, მერე მოსწავლეები
აიყვანა სახლში, დამატებით გაკვეთილებს უტარებდა.
ზომიერი სიმკაცრით ზრდიდა შვილს, არც არაფერს
აკლებდა, მაგრამ არც იმის საშუალებას აძლევდა,
მშობლის რიდი და პატივისცემა დაეკარგა.
მასწავლებლები მაინც განსხვავებული მშობლები არიან,
თუ დედა შვილში მხოლოდ დადებით თვისებებს ამჩნევს,
პედაგოგები უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ
ყურადღებას და როცა დედა და მასწავლებელი ერთ
ქალში ერთიანდება, იდეალური აღზრდის მეთოდამდე
მივდივართ. არ არსებობს მასწავლებელი, რომელსაც
ერთი ბავშვის სიძულვილი მაინც ექნება გულში. ასწავლო
სხვას, ნიშნავს, გულით დაატარებდე აუწონავ სიყვარულს,
სხვაგვარად ვერ შესძლებ გაკვეთილი ჩაატარო. ასწავლო
სხვა, ეს ხომ მხოლოდ იმის აფიშირება არაა, რომ სხვაზე
105

მეტი იცი და შენი ცოდნა შეგიძლია, გაავრცელო, ასწავლო


სხვას, ნიშნავს, გქონდეს პრეტენზია, თითოეული ბავშვის
სულში ჩაძვრები და მის ყველაზე ბნელ
საიდუმლოებებსაც ნათელს მოჰფენ. ყველა ბავშვს უნდა
იცნობდე, მისი ტკივილი და სიხარული უნდა გქონდეს
გაზომილი, მასთან მისასვლელი ყველა გზა უნდა
გქონდეს მოსინჯული, მისი ოცნებების შესახებ უნდა
იცოდე და მერე გაკვეთილზე, რამდენი ბავშვიც არის,
იმდენი სახე უნდა მიიღო, რამდენი ბავშვიც არის
იმდენნაირად უნდა შეგეძლოს ახსნა და მოთხოვნა.
როგორ გინდა განტოლება ამოახსნევინო მოსწავლეს,
რომელსაც სახლიდან მშიერი სხეული მოჰყვება, როგორ
გინდა, კარგი ყოფა-ქცევა სთხოვო ბავშვს, რომელიც
გასულ ღამეს საბნიდან ქურდულად ამოყოფილი
თვალებთ უყურებდა, როგორ სცემდა მამამისი დედას და
მერე განთიადამდე ეხვეწებოდა უფალს: ღმერთო,
გთხოვ, მამა დაამშვიდე, ღმერთო, დედას არაფერი
მოუვიდეს, ღმერთო, ჩემი დედიკო დაიფარე....

დედამიწაზე მასწავლებლობაზე რთული პროფესია არ


არსებობს. რა ხშირად სძულთ ბავშვებს მასწავლებელი და
რა ძალიან უყვართ მასწავლებელებს ბავშვები და თუ
რომელიმე მათგანი მკაცრად ეპყრობა პატარას, ის მასში
საკუთარ თავს ებრძვის, თავისი დაშვებული შეცდომის,
თავისი ნაკლის გამოსწორებას ცდილობს.

კარგი მასწავლებელი იყო რუსუდანი, უყვარდა


ბავშვები, მაგრამ ფიქრობდა, გავა წლები და ეს ბავშვები,
როცა მოქალაქეებად იქცევიან, გაიხსენებენ არა იმას,
106

რამდენჯერ გადავუსვი თავზე ხელი, გაიხსენებენ იმას,


თუ რა ვასწავლე. ასეთი იყო შვილთანაც, ამიტომ იყო
ეთუნა მოწესრიგებული, ზრდილობიანი ბავშვი,
რომელიც სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა.

უპრეტენზიო ბავშვი იყო, მხიარული, ლაღი, დამყოლი.


8-ის რომ გახდა, ცეკვაზე მიიყვანა. თხელი კიდურები
ჰქონდა ეთუნას, მაღალი ყელი, სიფრიფანა იყო, თითქმის
გამჭვირვალე, მასწავლებელი დიდ თეატრს
უწინასწარმეტყველებდა.

გარდატეხის ასაკიც მიდიოდა მშვიდად, ყოველგვარი


დაბრკოლებების გარეშე. ლამაზი გოგო იყო ეთო და
რუსუდანს შიში აჩრდილივით დასდევდა. სილამაზეზე
დიდი ბოროტება შეიძლება არაფერი გახდეს
ადამიანისათვის, ლამაზ ქალს სამყაროს გადარჩენაც
შეუძლია და დაღუპვაც, თავად ხომ განწირულია. შიშის
ადგილი თითქოს არ იყო მის ცხოვრებაში, რადგან ეთო
საკუთარ სხეულს ვერ ამჩნევდა, აზრადაც არ მოსდიოდა
რა ძალაუფლების პატრონი იყო, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა
და დედის გულს ყველა მხრიდან საფრთხე ელანდებოდა.
შეიძლება, შეცდომა დაუშვან მეცნიერებმა, ცდებიან
მჩხიბავები, არ ამართლებს ინტუიცია, სწორ დასკვნებს
ვერ აკეთებენ პოლიტოლოგები, არასწორ დიაგნოზს
სვამენ ექიმები, მაგრამ დედის გულს არასდროს არაფერი
ეშლება.

აპრილი იყო, ეთუნა იმ წელს 15-ის შესრულდა. ეს ის


წელი იყო ოპერაში პირველად რომ იცეკვა,
107

მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, მაგრამ სიამაყით


ჰქონდა რუსუდანს გული ავსილი. იმ წელს დაიწყეს
მომავალი პროფესიის შერჩევა. რამდენიმე ვერსიას
განიხილავდნენ, თავიდან მსახიობობა უნდოდა ეთუნას,
არ ურჩია რუსუდანმა, მსახიობები ცხოვრებადაკარგული
ხალხია, ხშირად იმდენად შედიან როლში, ავიწყდებათ,
საკუთარი ცხოვრებაც თუ ჰქონდათო. რუსუდანი
ისტორიკოსობას სთავაზობდა, კი სწავლობდა, მოსწონდა,
გასულ წელს ისტორიის რესპუბლიკურ ტურშიც
გაიმარჯვა, მაგრამ სიძვლეების ძებნას სიახლეების ძიება
ერჩია და ჟურნალისტობაზე ფიქრი აეკვიატა. იმ წელს
გარდაეცვალა ბებია და მამისეული სახლი წაართვეს
შორეულმა ნათესავებმა. იმ წელს აკოცა ნათიას
შეყვარებულმა პირველად და იმ წლის მოიმატა 800
გრამი, რასაც მასწავლებელი და ეთუნა ერთად
ებრძოდნონ.

იმ წლის აპრილი იყო, ხუთშაბათი საღამო, ის იყო


გაკვეთილების მომზადებას მორჩა ეთუნა და ჩაი უნდა
დაელიათ, რომ კარზე დააკაკუნეს. რუსუდანი ახალი
გამოსული იყო აბაზანიდან, სველ სხეულზე ხალათი
შემოეცვა და ეთუნას ანიშნა, გახედე ვინააო. კარში მანანა
იდგა, მეზობელი მოპირდაპირე სადარბაზოდან.
რაღაცნაირად არ მოსწონდა რუსუდანს ეს ქალი, მთელ
დღეს ეზოში ზის და ყველა გამვლელ-გამომვლელეს ავი
მზერით აცილებსო. ერიდებოდა, შორიდან მისცემდა
სალამს და ჩქარი ნაბიჯით შორდებოდა. კითხვას მაინც
მიაწევდა ხოლმე მანანა, უცნაური კითხვების დასმა
იცოდა, რას ჭამდნენ, რითი თბებოდნენ, რა მისცეს
108

ეთუნას პალტოში, რამდენი აქვს ხელფასი.... ადამიანებს,


რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს, სხვისაში იწყებენ
ქექვას, რომ სიცარიელე ამ გზით მაინც ამოივსონ.
რეალიზებული ადამიანები არ ჭორაობენ, მათ არ აქვთ
დრო, სხვებზე იფიქრონ. მანანა არ იყო რეალიზებული
ქალი, ის ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი იყო, რომლის
ქმარი საღამოობით მოდიოდა ნასვამი და ქალის სუნამოს
სუნი მოჰქონდა. ღამ-ღამობით მათი სახლიდან
გამოდიოდა ჭურჭლის მსხვრევის ხმა და დილაუთენია
მანანა უკვე იჯდა ეზოში მდგარ კაკლის ხესთან,
აწკაპუნებდა მზესუმზირას და უყვებოდა გამვლელ-
გამოვლელს: გაიგეთ? მანჩოს ქმარი ღალატობს, მაყვალას
ბიჭი ნარკომანია, მაგდას გოგო გაბოზებულა, გოგიას
იმდენი ვალი აქვს თურმე, მოვალეები სახლში
უცვივდებიან....

დაბნეულმა ეთუნამ სახლში შემოიპატიჟა მანანა და


კიდევ უფრო დაბნეულმა რუსუდანმა ყავა შესთავაზა.
ჩვენი მრიცხველივით ატრიალებს მანანა თვალებსო, -
გაეღიმა ეთუნას გულში, როცა თვალი ჰკიდა მეზობელს,
რომელიც სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს საოცარი
ინტერესით ზვერავდა. აღმოჩნდა, რომ მანანას ნათესავის
ბავშვის მომზადება უნდოდა. იუარა რუსადანმა, რჩება
სასწავლო წელი, ჯგუფებში ადგილი არ მაქვს, იქნება
სექტემბრიდანო, მაგრამ არ ქნა მანანამ, მე არ გამიკეთო ეს,
არ შემარცხვინო იმ ხალხთან, რა იქნება ახლა შენთვის
ერთი საათიო. დაიყოლია. ორშაბათიდან მოიყვანეთო.
109

ორშაბათობით ბალეტი ჰქონდა ეთუნას და ვარჯიშიდან


რომ დაბრუნდა ახალი მოსწავლე უკვე წასული დახვდა.
პუანტებისაგან დასისხლიანებულ ფეხებს, რომ
„მარგანცოვკიან“ წყალში იმუშავებდა, დედას ისე სხვათა
შორის ჰკითხა, მანანას ახლობელი გყავდაო, ეგ აღარ
გამახსენოვო, შუბლზე ხელი იტაცა რუსუდანმა.

-მანანა, ეს ბავშვი, დედამისი და კიდევ ვიღაც ქალი


იყვნენ, ახლობელიაო. ახლა მთელი წელი თუ ასე
ოჯახობით უნდა იარონ, არ ვიცი რა.

ეთუნამ გადაიკისკისა, რათ უნდოდა ამდენი მომყოლიო.

-თან პატარა კი არაა, 17 წლისაა, მე-9 კლასიდანაა


გამოსული და საერთოდ, რისთვის სჭირდება
მათემატიკა, მე კი არა, თავადაც ვერ გაუგიათ. შემდეგი
მეცადინებისათის გამრავლების ტაბულა მივეცი.

-აუჰ, მაშინ სახალისო დღეები გველოდება, - გაეცინა


ეთუნას,- როდის მოდის კიდევ?

-ოთხშაბათს და წინასწარ განვიცდი.

ოთხშაბათამდე ეთუნას საერთოდ დაავიწყდა ახალი


მოსწავლის არსებობა და სკოლის შემდეგ ნათიასთან
წავიდა, დარჩენას აპირებდა, მაგრამ სტუმრები ჰყავდათ
და ჭორაობას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მარისთან
დიდი ხვეწნა არ დასჭირვებიათ, ისე გამოიპარნენ
ეთუნასთან და კიბე სიცილით ამოიარეს. ერთად
ყოფნისას მიზეზი არ სჭირდებოდათ მხიარულად
ყოფილიყვნენ და კისკისით შეცვივდნენ სახლში.
110

მისაღებში გალაჯული დამჯდარიყო მსუქანი, უსიამოვნო


შეხედულების ქალი და ლაქგადაცლილი.
ჭუჭყშერჩენილი ხელები მუხლისთავებზე
ჩამოელაგებინა. ულვაშიანი, მზენაკრავი სახე ჰქონდა და,
ნათიას თუ დავუჯერებთ, ოფლის სუნში რძის სუნი იყო
გარეული. ყველაზე მეტად რძის სუნს ვერ იტანდა ეთუნა,
ნათიამ რომ უჩურჩულა, ახალი მოწველილი ჰყავს ძროხა
და ხელის დაბანა დავიწყებიაო, აბაზანაში შევარდა და
მთელი 15 წუთი სულს ვეღარ იტრიალებდა.

სამზარეულოში განმარტოვდნენ გოგონები. ეთუნამ ჩაის


მომზადება დაიწყო, ნათია კი საკუთარ მოკეცილ ფეხზე
მოთავსდა და ის იყო, ახალი ამბების მოყოლას აპირებდა,
რომ კარი შეაღო ნათელამ და რძისა და ოფლის სუნი
შეიტანა. ყავას ხომ არ მიირთმევთო და სიამოვნებითო,
სიხარულით დასთანხმდა უცნობი. მერე იქვე ჩამოუჯდა
და გამოჰკითხა, სად სწავლობდნენ, რუსუდანს რამდენი
მოსწავლე ჰყავდა, სკოლაში რამდენი ჰქონდა შემოსავალი.
ბინა რამდენოთახიანი იყო, მოკლედ, დაწვრილებით
გამოიკითხა ყველა წვრილამანი. სადილების მომზადება
თუ იციო, ტანსაცმელს დედა გიუთავებს თუ შენ უვლი
თავსო. ჯანმრთელობის ამბები იკითხა და როგორც
შეეტყო, ძალიან არ ესიამოვნა რუსუდანი გაკვეთილს რომ
მორჩა.

ამის შემდეგ მარტო დადიოდა ბესო გაკვეთილებზე,


საღამოობით მანანასთან რჩებოდა და ერთი-ორიჯერ
ეზოში ნათიასა და ეთუნასაც გადააწყდა. ეს მათემატიკა,
აშკარად არ იყო ბესოს ძლიერი მხარე, მაგრამ ძალიან
111

ლამაზი თვალები ჰქონდა, მწვანე, ზღვასავით კამკამა და


ციმციმა. თავიდან გოგოები მასხარად იგდებდნენ,
დედიკოს ბიჭს ეძახდნენ, მერე ის ძველი ინციდენტი
ბესოს ღიმილმა და თვალებმა გააბათილა და ბოლოს,
რაღაცნაირად მოიხიბლნენ კიდევაც.

მაისის ბოლოს, რუსუდანმა შეატყო, რომ ეთუნა


საკმაოდ ხშირად ითხოვდა ეზოში ჩასვლას და რაღაცით
არ მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ საკუთარ გულს
ეურჩებოდა, ზაფხული დაიწყო, დაიღალა ბავშვიო.

სადარბაზოსთან ხვდებოდნენ ბესოს გოგოები და დროს


მშვენივრად ატარებდნენ. მერე როგორღაც გამონახა დრო
ბესომ და ეთუნას სიყვარულში გამოუტყდა. გაკვეთილის
შემდეგ ჩუმად წერილი ჩაუდო ხელში, შენ გარეშე
სუნთქვა მიჭირს, აღარ შემიძლია ცხოვრებაო. ყველაფერს
ეუბნებოდა ეთო დედას, მაგრამ ეს ამბავი, საიდუმლოდ
შეინახა გულში და ღამ-ღამობით მოუსვენრობა დაეტყო.
აუჩქარდა გული ეთოს და ჰაერი არ ჰყოფნიდა, იმ ღამეს
აივანზე გავიდა და მანანას სახლს გაჰყურებდა, იქნება
ბესოსაც ძილი გაჰკრთომოდეს და ფანჯარასთან მდგარს
მოვკრა თვალიო. სხეულში ჟრუანტელი უვლიდა, ფიქრი
ვერ დაალაგა, ცეკვისასაც რამდენჯერმე დაბარგანავდა,
ნაბიჯი აერია, გაწყრა მასწავლებელი, დღეს რა
გემართებაო. არეული ნაბიჯით გამოვიდა დარბაზიდან
და კართან ატუზული ბესო რომ შენიშნა, ეგონა გული
გაუჩერდებოდა. თავს ვეღარ სძლია და მეც მიყვარხარო,
წასჩურჩულა სახლისკენ ხელჩაკიდებულები რომ
მიდიოდნენ.
112

სულ ეს იყო რომანტიკაც, პაემანიც, სიყვარულიც და


შეყვარებულობანაც, მეორე დღეს სკოლიდან მომავალი
ეთუნა ბესოს ბიძაშვილის შავ „ნოლ დვაში“ ჩატენეს. ვერ
მიხვდა რა ხდებოდა, რატომ ეცნენ უცხო ბიჭები
მკლავებში, სად მიათრევდნენ, მთელი ხმით კიოდა ეთო
და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ კაცის ძალამ სძლია
სიფრიფანა ქალის სხეულს და მანქანაში რომ შეაგდეს,
შეშინებულმა და დაბნეულმა ბავშვმა, მხოლოდ მაშინ
შენიშნა, რომ უკანა სავარძელზე ბესო იჯდა და
ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა. ბევრი ხვეწნისა და
ტირილის მიუხედავად ეთუნა ბესოს ბიცოლის სახლში
მიიყვანეს და თითქმის ძალით აათრიეს უმოაჯორო
კიბით მეორე სართულზე და გაჯით შელესილ
კედლებიან ცარიელ ოთახში გამოკეტეს.

-გადავხტები იცოდე, -აფართხალებული ჩიტივით ეცა


ეთუნა ხის ჩარჩოიან ფანჯრებს, მაგრამ ფანჯარა
დალურსმული აღმოჩნდა და შიშით შეაკანკალა.

-აღარსად გაგიშვებ, ჩემი ცოლი ხარ!- უთხრა ბესომ და


ეთომ გაიოცა, რამდენი სითამამე ჰქონიაო, ეს ის ბიჭი
არაა, სიყვარულის ახსნისას, თვალები სად წაეღო, რომ
აღარ იცოდაო?!

-გამიშვი თუ გიყვარვარ, დედაჩემი გაგიჟდება.

-დედაშენის იყავი 15 წელი, დღეიდან ჩემი ხარ!


113

-ბესო, სკოლა უნდა დავამთავრო, უნდა ვისწავლო, ხომ


იცი, რომ მიყვარხარ და შენ მეტს არავის გავყვები ცოლად,
მაგრამ ცოტა დრო მჭირდება.

-სწავლა აღარაფერში გჭირდება, დღეიდან მე გარჩენ.

-რჩენა რა შუაშია, სულ ცოტაღა დამრჩა და ოპერის დასში


გადამიყვანენ, ახლა ყველაფერზე უარს ვერ ვიტყვი.

-იმას არ დავუშვებ, ჩემი ცოლი ნახევრად შიშველი იდგეს


და კაცებს ართობდეს. ისედაც არ მევასებოდა ეგ შენი
ცეკვა, გეყო, რაც იგულავე.

ეთუნა შეშინებული კურდღლის თვალებს აცეცებდა და


გასაქცევს ეძებდა, მაგრამ გზა არსაით ჰქონდა. მის წინ
იდგა ადამიანი, რომელსაც არ იცნობდა, ის
თვალებციმციმა, მორცხვი ბიჭი, სადღაც გამქრალიყო და
გაბღენძილი კაცი შეჰყურებდა ამპარტავნებითა და
ბოღმით ავსილი თვალებით.

ბიჭმა ნაბიჯი წადგა, ეთოს უკან დასახევი ადგილი აღარ


ჰქონდა და იატაკზე ჩაიკეცა. კიდევ ერთი ნაბიჯით
მიუახლოვდა ბესო და ეთომ ისეთი კივილი ასტეხა
საკუთარმა ხმამ შეაკრთო.

-ნუ ყვირი, რისი გეშინია, მოგეწონება,- ისე ამაზრზენად


გაიცინა ბესო, ეთომ საკუთარ თავს ჰკითხა, ეს ბიჭია, მე
რომ მიყვარდა? კიდევ უფრო ხმამაღლა აყვირდა,
მიშველეთო. ბესო მკლავზე წაეტანა და ხელისგული
პირზე ააფარა. ეთუნამ ხელზე უკბინა და ბიჭმა
სიმწრისგან შეჰყვირა. ხელი უშვა და ტკივილის
114

დასაამებლად, თუ საკუთარი ტკივილის დასამალად,


ფანჯარას მიადგა, სახე არიდა გოგოს. ეზოში ახლობლები
შეკრებილიყვნენ და სიცილით ამოჰყურებდნენ. ბოღმა
მოაწვა ყელში, სირცხვილი კანში შეუძვრა თითქოს და
ეთუნას მივარდა, გოგო ისევ ჩაირთო საყვირივით და
ბესომ კედელს მთელი ძალით დასცხო მუშტი, ბოლო-
ბოლო კაცი ვარ თუ რა ვარ, ჩემ დამცირებას არ შეგარჩენ,
აქედან ისე ვერ გახვალ, თუ ჩემი ცოლი არ გახდებიო.
ეთომ გამოფიტულ კელდებს გახედა, ცარიელ თეთრ
ოთახს გაჯის სუნი ასდიოდა. კუთხეში ჩაჟანგებული,
სეტკიანი საწოლი მიედგათ და რჩილგაჩენილი,
ყავისფერი ადიელა გადაეფარებინათ. გააცია, თითქოს
ძარღვებში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა, სისუსტე იგრძნო
და ჯერ მზერა დაებინდა, თითქოს გული მოძრაობას
წყვეტდა და მერე აღარაფერი გაუგია. გონზე რომ მოვიდა,
საწოლზე იწვა, მაისური დასვლებოდა, როგორც ჩანს,
ყინულიან წყალს ასხამდნენ და გვერდით ნათელა
მისჯდომოდა. თავზე კი ვიღაც დევივით ქალი ადგა,
აკეცილი სახელობითა და დოინჯით დაჰყურებდა
ფერდაკარგულ ბავშვს.

-რა ისტერიკას მართავს, ამ ბიჭს პირველად ხედავ თუ


რაშია საქმე? - შებღვირა უცნობმა ეთუნას.

-სახლში მინდა, გეხვეწები, დაურეკეთ დედაჩემს, ძალიან


შეეშინდება, გეხვეწები, წამიყვანეთ და მერე ჩემით
გამოვყვები.
115

-სად გამოყვები? ახლა რომ შენ აქედან ხელუხლებელი


გაგიშვათ, ბესომ თავი სად გამოყოს? გამოდის ჩემი შვილი
კაცი არ ყოფილა! - წაისისინა ნათელამ.

-მისმინე, შვილო, - დატკბა უცნობი, - შენ თუ წახვალ,


ბესოს დაიჭერენ. მერე ეს რომ ციხიდან გამოვა, შეგარჩენს
მაგ გამწარებას? ხომ გამოგჭრის ყელს, რაზე უნდა გახვიო
ბავშვი შარში? ან შენ ვის უნდა დააჯერო, რომ პატიოსანი
ხარ? იარლიყს მიიწებებ, მამა შენ არ გყავს და ძმა, რომ
დაგიცვას და გინდა, მთელი ქვეყნის ასაგდები გახდე,
ცოლად ვიღა წაგიყვანს მონატაცებს.

თითქოს აგონიაში იყო ეთუნა და ეს ყველაფერი მის თავს


არ ხდებოდა. იწვა გაუნძრევლად და ხმას არ იღებდა,
თითქოს საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. არც მას შემდეგ
განძრეულა, რაც ჟინმოკლული ბესო კიბეზე დაეშვა და
სისხლიან ზეწარზე მიგდებული გოგო მარტო დატოვა.

10 დღე დარჩნენ ციალა ბიცოლას გაჯიან კედლებში ბესო


და ეთუნა, 10 დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე
ახდენდა საკუთარი კაცობის დემონსტრირებას ბესო და
ეჭვი რომ არავის შეეტანა, განგებ კიბეზე იკრავდა ქამარს.
10 დღის განმავლობაში იწვა დაჟანგულ, სეტკიან
საწოლზე ეთუნა და ებრძოდა საკუთარ ტკივილს.

მეცამეტე თავი

რუსთავის პატარა ტაძარში დასწერეს ჯვარი ეთუნას და


ბესოს. სუდარასავით მოსაწყენი და სევდიანი იყო უფლის
116

საიდუმლო, რადგან არსად იყო ჯვრისწერის მთავარი


ელემენტი - სიყვარული. ნაცრისფერი გამხდარიყო
ცხოვრება და ბურუსში გახვეული ეთუნა მიიყვანეს
მიწურში. დედამთილმა კართან თეფში კი დაუდგა
პატარძალს, მაგრამ მისი გატეხვის ძალა აღარ ჰქონდა 10
დღიანი შიმშილობის შემდეგ მისუსტებულს.

-მორჩა ახლა პატარძლობა და საწოლში კოტრიალი, უნდა


შეეჩვიო აქაურობას, შენ სადილი გააკეთე, მე დედაშენს
მოვინახულობ,- უთხრა სახლში შიშით შემოსულ რძალს
ნათელამ.

ამ 10 დღეში გაზრდილიყო თითქოს ეთუნა,


ჩამკვდარიყო მასში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი,
თითქოს ღიმილი დავიწყებოდა. უხმოდ დაუკრა თავი,
ნელი, სუსტი ნაბიჯით მიუბრუნდა გამურულ ქვაბებსა
და ალუმინის ჯამებს.

საღამოხანს ამოიდო ნათელამ იღლიაში „ბანბანერკა“ და


მიადგა რუსუდანს, რომელსაც პირველი ჭაღარა
გასჩენოდა საფეთქელთან.

მეორე დილით ესტუმრა სიძის ოჯახს რუსუდანი და


როცა შვილი დაინახა, ეს რკინასავით ქალი, ლამის
ფაიფურივით დაიმსხვრა. ატალახებული გზით შევიდა
მამუკას ჩამონგრეულ კედლებში. წამოწოლილიყო
ნათელა ტელევიზორთან, აეშვირა
თითებგამოხეულრეიტუზიანი ფეხები, ბესო ძმაკაცებთან
იყო წასული, ეთუნას კი ლურჯი ემალის ჯამში ცივი
წყალი ჩაესხა და ცხიმიან ჭურჭელს რეცხავდა.
117

გაფითრებული და ძალაგამოცლილი ეჩვენა შვილი,


ხალათი ჩაეცვა, ტომარასავით ადგა სხეულზე, 3 ზომით
დიდი ექნებოდა, ალბათ, გათვალა ნათელამ,
ორსულობაშიც გამოადგება, მერე ახალი არ გაგვიხდეს
საყიდელიო. შებარბაცდა რუსიკო შვილის დანახვაზე.

-ეს გინდოდა? ამისთვის გზრდიდი?

თავი ჩაღუნა ეთუნამ და დედას სახე მოარიდა.

-ჩაალაგე და წამოდი!

ეთუნამ ტირილი დაიწყო, გარს ღამის პეპლებივით


ევლებოდნენ სიტყვები: დაიჭერენ, მოგკლავს, ვერავინ
გიშველის, ცოლად არავინ შეგირთავს...

-გიყვარს?

-მიყვრს,- სლუკუნ-სლუკუნით უპასუხა.

-ახლა კარგად მომისმინე, ამ ერთხელ გეტყვი, მეტჯერ


არა, ბესოს შენ არ უყვარხარ და არც შენ გიყვარს და რომ
მიხვდები ამას, უკვე დაგვიანებული იქნება. ბესო
თვითონაა ბავშვი, მაგას რა ცოლი უნდა? ეს დედამისს
ჰგონია, რომ შენი რძლად მიყვანით მათი მატერიალური
მდგომარეობა გამოსწორდება, ქალაქში გადმოვა
საცხოვრებლად. ეს ოჯახობანა მალე მობეზრდება ბესოს
და სხვა გოგოებისკენ გაიქცევა, შენი მომავალი კი რა
იქნება? უნდა იჯდე ამ დედაკაცის მოჯამაგირედ, მისი
საცვლები რეცხო და საღორე ალაგო. შენი მომავალი აქ
სრულდება და მალე სარკეში რომ ჩაიხედავ, საკუთარ
118

თავს ვეღარ იცნობ. სიყვარული ცოცხალი ორგანიზმია, ის


იბადება, იზრდება და კვდება. შენი სიყვარული ჯერ არ
დაბადებულა, ის ჩანასახია და დაბადება არც ეღირსება,
რადგან ბესოს მისი კვების თავი არ ექნება,
უსიყვარულოდ ცხოვრება ჯოჯოხეთია! დამიჯერე, შენი
მტერი ხომ არ ვარ, ადექი და წამოდი.

კიდევ ბევრი რამ უთხრა დედამ, ხან ეხვეწა, ხან


დაემუქრა, ხან პატარა ბავშვივით მისი მოქრთამვა სცადა,
მაგრამ ვერაფერს გახდა.

ეთუნას ცხოვრებაში კი ყველაფერი იმაზე ცუდად


წავიდა, ვიდრე ამას რუსიკო ვარაუდობდა. რა თქმა უნდა,
ეს ქორწინება წმინდა წყლის გარიგება იყო, ნათელამ
იფიქრა ეს ერთი შვილი ჰყავს, ბესო და ეთო გადავლენ
დედასთან საცხოვრებლად, ბავშვი ცოტა ფეხს მოიმაგრებს
და მერე ჩვენც გადავალთ, ყველა დავეტევითო. თან კარგა
ბლომად შემოსავალი ჰქონიაო, შესცდნენ, რუსუდანს
სიგიჟემდე უყვარდა შვილი, მაგრამ მას ჰქონდა
პრინციპები, რომელსაც ვერავინ შეაცვლევინებდა.

ნათელამ მალე იგრძნო, რომ ეთუნასგან სარგებელს არ


უნდა დალოდებოდა და მისი დამცირება და დაჩაგვრა
დაიწყო. ის იყო მონა, რომელსაც უნდა დაელაგებინა,
დაეხეხა, დაეგავა, სადილი მოემზადებინა, დაერეცხა
ტანსაცმელი. წელი სტკიოდა დაღლილობით და
საღამოობით ფეხზე დგომა უჭირდა, მაგრამ არავის
ადარდება ეთუნას ჯანმრთელობა, ბესო მთელ დღეს
გარეთ იყო, ძმაკაცებთან, სახლში გვიან ღამით მოდიოდა.
119

სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ეთუნასთვის ეს სახლი


და ადამიანები, რომლებიც მას ხშირად ვერც კი
ამჩნევდნენ. მალევე იგრძნო, რომ ის რაც ბესოსთან
აკავშირებდა, იყო მხოლოდ ტკივილი და გაქცევა მოუნდა,
მაგრამ გასაქცევი აღარსად ჰქონდა, დედასთან მისვლა
მოერიდა, თან ეს ხომ საქართველო იყო, განათხოვარ
ქალს, შუბლზე დამღა ერტყა, რომელსაც ცხოვრების
ბოლომდე ვერ იშორებდა, განათხოვარ ქალს, უნდა
ემტკიცებინა სიცოცხლის ბოლო წამამდე, რომ
პატიოსანია, მაგრამ ამას მაინც ვერავინ დაიჯერებდა,
რადგან განქორწინებისას საქართველოში ყოველთვის
ქალი სტყუის! ქმარი სცემს? რომ არ იმსახურებდეს,
არავინ სცემდა. ღალატობს ქმარი? ახლა ათასში-ერთხელ
გაგულავება ღალატია? ეჭვიანია? ალბათ აძლევ მიზეზს.
მოკლედ, ბევრი იფიქრა ეთუნამ და მიხვდა გამოსავალი
არ იყო, ბედს უნდა შეჰგუებოდა, როგორმე ბესოსთან
ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა, უნდა საკუთარი
თავი დაერწმუნებინა, მიყვარსო. ერთი ხანობა კიდევაც
ირწმუნა, ბედნიერი ვარ, რა მიშავს, სხვა ქალები ჩემზე
უარესადაც ცხოვრობენო.

შეეგუა, რა იყო შეუგუებელი, ის საქართველოში


ცხოვრობდა, ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა ქალი ერთ
ბედს იზიარებდა: თხოვდებდნენ გამოუცდელი ბავშვები
და მერე ზრდიდა ქმარი საკუთარ დედასთან ერთად,
ძერწავდა სასურველს, თითქოს პლასტენინი ყოფილიყოს.
თხოვდებოდნენ, აჩენდნენ ვაჟიშვილებს,
ემსახურებოდნენ ქმრებს, ცხოვრობდნენ მათი
მითითებებით, იტანდნენ ღალატს, გინებას, ცემას,
120

დამცირებას.... და თუ გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც


გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნეკნი კი იყო, მაგრამ ამ
ნეკნს ჰქონდა გონი, რომლითაც საკუთარი ცხოვრების
მართვა შეეძლო, თუ ვინმე ხმას აიმაღლებდა, კვდებოდა
ქმრის ხელით ან ცხოვრების ბოლომდე ატარებდა დამღას
- განათხოვარი, რაც საკუთარ თავში არაწესიერს
მოიაზრებდა.

ერთი თვე გავიდა შედარებით მშვიდად. აქა-იქ


ბედნიერების ნიშან-წყალიც გადაჰკრავდა დღეებს. მეორე
თვე იწურებოდა და ჯერ მეზობელმა ჰკითხა:

-ფეხმძიმედ არ ხარ?

-ჯერ არა.

-რაღა ჯერ, რას ელოდები? რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?

15 წლის იყო ეთუნა და ვერც წარმოედგინა, რა პრობლემა


შეიძება ჰქონოდა. არც იცოდა რაში სჭირდებოდა ბავშვი,
ჯერ ისევ სათამაშოები ცხოვრობდნენ მის ხსოვნაში,
ოქროსფერკულულა თოჯინები ეზმანებოდა.

ორსულად არც მომდევნო თვეებში დარჩა და ახლა უკვე


შეკითხვები საყვადურებში გადაიზარდა.

-უშვილო ხომ არაა, ქა? - წაუტუტუნა ციალამ ნათელას და


დედამთილს გადმოკარკლული თვალები კიდევ უფრო
გაუფართოვდა.
121

-მაგაშიც თუ არ გამოდგა, შევუკრავ გუდა-ნაბადს და


გავუშვებ სახლში. ისე დედამისმა ჭაკობა გამოიჩინა, 4
წლის ჰყავს ეს, ქმარი რომ მოუკვდა და მანამდე მეტი ვერ
მოასწრო? - ისე თქვა ნათელამ აღარც გახსენებია, რომ
გათხოვებიდან სამი წლის შემდეგ გაუჩნდა ვაჟი და მეტი
შვილი კი არა, სექსიც აღარ ჰქონია.

-აყვანილი ხომ არ ჰყავს?- დაეკითხა კმაყოფილებით


სახეწამონთებული მეზობელი.

-კარგი, ქალო, ახლა თუ ვიღაცის ნაბუშარიც არის, ხომ


გამისკდა მიწა,- საუბრობდნენ ნათელა და ციალა ეთუნას
თანდასწრებით, თითქოს იქ არც კი ყოფილიყოს.

მეზობელი სიცილით გააცილა ნათელამ და ავი მზერით


შემოაღო კარი.

-5 თვეა უკვე, მე იმ თვეშივე დავორსულდი, უშვილოღა


მეკლდა რა?!- წაისისინა და ტელეფონს დაავლო ხელი,
რუსუდანს გადაურეკა და მოახსენა, წაიყვანე ექიმთან და
მიხედე, როდემდე უნდა იაროს ასეო.

სიმწრით სიტყვის თქმა ვერ მოახერხა რუსუდანმა,


მაგრამ მეორე დღესვე ჩააკითხა და გინეკოლოგთან
წაიყვანა შვილი. ნათელაც გაჰყვა. ქართველმა
დედამთილმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ქართველ
დედამთილს რძლის პატრონობა და მეთვალყურეობა
აბარია. მოსაცდელში თითქმის ნახევარი საათი მოუწიათ
ლოდინი. ეს 30 წუთი საუკუნედ მოეჩვენა ეთუნას. ახლა
თავს უსარგებლოდ და დამცირებულად გრძნობდა.
122

ვერაფერში ივარგა, ვერც კარგი შვილი გამოდგა, ვერც


კარგი მოცეკვავე, ვერც კარგი ცოლი (ასე ამბობს ნათელა),
ახლა დედაც თუ ვერ გახდა, რა იქნება მისი ცხოვრება?
დგას და ელოდება განაჩენს, სხეულში კი შიში
წურბელებივით დასრიალებს. რა უნდა ქნას თუ ექიმი
ეტყვის, რომ შვილი არ ეყოლება? რა უნდა გააკეთოს?
როგორ გააგრძელოს ცხოვრება?

ჭაღარა, სანდომიანი სახის ექიმმა გაოცებული


შეათვალიერა ეთუნა და მერე მიმყოლებს მიუბრუნდა,
ამის გათხოვების დრო იყო ახლა შვილსაც რომ სთხოვთ? -
პასუხის გაცემა ვერცერთმა გაბედა. მერე გასინჯა,
დანანებით იქნევდა თავს და კიდევ უფრო გაბრაზებული
დაუბრუნდა სამუშაო მაგიდას.

-ჯერ ერთი, სხეული ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული


და მისი გათხოვებისა და სექსუალური ცხოვრებისათვის
ადრეა. მეორე, მას ყველაფერი წესრიგში აქვს, ჯერ
გათხოვებიდან არც გასულა იმდენი დრო, რომ
პრობლემებზე ვისაუბროთ და თუ მაინც გეჩქარებათ,
მაშინ ქმრის ჯანმრთელობა შეამოწმეთ.

კიბორჩხალასავით გაუწითლდა სახე ნათელას და


ოთახიდან რომ გამოვიდა, რა გვეჩქარება ჯერ, რა დროს
ბავშვიაო. სახლამდე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ძლიერად
მომუწყლი ტუჩები და დაფოთლილი კანი მოწმობდა
მღელვარებას. კარი რომ მიიხურეს, აქეთ-იქით მოავლო
გადმოკარკლული თვალები და როცა დარწმუნდა
მარტოები ვართო, რძალს მაჯაში წაავლო ხელი და ყურში
123

ჩასჩურჩულა: „ენას ამოგგლეჯ, თუ ვინმესთან თქვი ეს


ამბავი.“

დღეებს ითვლიდა ეთუნა, ეგონა, რომ შვილი მის


ცხოვრებას შეცვლიდა, ბესოს უფრო თბილსა და
ყურადღებიანს გახდიდა. უძილობა დასჩემდა,
წაივლებდა ხოლმე ხელს ბერწ მუცელზე და
წარმოიდგენდა, რომ მასში პატარა გული ძგერდა. რაც
მეტად ფიქრობდა ბავშვზე, როგორც აუცილებლად
შესასრულებელ მოვალეობაზე, მით უფრო ნელა და
მტკივნეულად მიდოდა დრო და ყოველ ახალ
გაცრულებულ იმედზე, თითქოს იზრდებოდა სულში
გაჩენილი სევდა და ნელ-ნელა მის გასრესვას აპირებდა.

მეთოთხმეტე თავი

გათხოვებიდან მე-13 თვეზე ექოსკოპიამ ორსულობა


დაადასტურა. ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი იმედებით.
შვილს დავარქმევ გიორგის, წმინდა გიორგი დამეხმარა
დედა გავმხდარიყავი, მისმა ძალამ მიშველა. ჩემს შვილს
ექნება ქერა კულულები, ქართულ ცეკვებზე ვატარებ,
თეთრი ჩოხა მოუხდება.... ყოველ დღე ახალ გეგმას
აწყობდა, თითქოს უკვე ხედავად, თავის გიორგის,
თითქოს უკვე იცნობდა შვილს.

ორსულობა მიდოდა გართულებებით, ბავშვური


სხეული დედობისთვის მზად არ იყო. ფეხები შეუსივდა,
მოძრაობა უჭირდა, ღამ-ღამოვით მოუსვენრობა დაეწყო,
124

ჰაერი არ ჰყოფნიდა, მუცელი წოლაში უშლიდა ხელს.


ბოლო დროს შიშები დასჩემდა, მაგრამ ვერავის
უზიარებდა, რადგან ბესო სხვა ოთახში გადავიდა,
ორსული ცოლი ბორგავდა და შვილს ვერ შეაწუხებდა
ნათელა.

ბესოსა და ეთუნას შორის პირველი კონფლიქტი


ორსულობის მე-6 თვეს მოხდა. სასწაული მოხდა და
ქმარმა კლასელის დაბადების დღეზე წაიყვანა, ყველა
გარშემო ეხვეოდა და ეფერებოდა წამოსკუპულ მუცელს.
ეთუნას სადღეგრძელო შესვეს და ბესოს ჭიქა მიურტყეს
მეგობრებმა, მალე მამა გახდები, რა ძალიან მაგარიაო, რა
არის მაგარი, ბებიაჩემისა ვჭამე ცოლი რომ მოვიყვანეო, -
უპასუხა მომავლმა მამამ.

ეთუნას ეგონა, რომ მიწისძვრა მოხდა და ახლა მთელი


სამყარი თავზე ენგრეოდა. იმ საღამოს იჩხუბეს, თუ არ
გინდოდა, ხომ არ გეხვეწებოდიო, შვილს დედა მიეხმარა
და მერე მთელი ღამე იატაკზე იჯდა ეთუნა და
გულამოსკვნილი ტიროდა. პირველი ჭირს, თორემ ერთი
ნაბიჯი თუ გადადგი უკან, მოგიწევს, სულ უკუსვლით
იარო, ეთუნას რა ჰქონდა სათქმელი, ბავშვი იყო,
მორიდებული, სიტყვის თქმის ერიდებოდა და როცა
დედა-შვილი მიადგნენ და ლანძღეს, ტირილი დაიწყო,
ამით საკუთარი სისუსტე გამოავლინა და ახლა ძალა
რომც ჰქონოდა, ვეღარავის დააჯერებდა მის არსებობაში.
ოჯახში შექმნილ არეულობას მათი მატერიალური
სიდუხჭირეც ერთვოდა. ცარიელ სამზარულოში
ღამღამობით ამაოდ დაბორიალობდა მოშიებული ეთუნა.
125

რუსუდანს დაჰყავდა შვილი ექიმთან ყიდულობდა


წამლებსა და ტანსაცმელს, მაგრამ ფულს არ აძლევდა,
ნათელას ჩემს კისერზე არ დავისვამ, წამოდი და
მოგხედავ, მაგრამ მაგათ რჩენას არ ვაპირებო. ყელში
ადენდა ამ ამბავს ნათელა რძალს, რამდენჯერაც უშაქრო
ჩაის სვამდნენ, იმდენს საყვედურობდა, რა კუბოში
წასაღებად უნდა დედაშენს იმდენი ფული, შვილს რომ არ
ეხმარებაო, ნერწყვს სიმწრით ყლაპავდა ეთუნა და მერე იმ
ერთი ლუკმის აღებაც ერიდებოდა, რაც ღარიბული
სუფრიდან ერგებოდა და თითქმის მშიერი დადიოდა
მთელი დღე.

მშობიარობა გართულდა, სუსტმა სხეულმა ნაყოფის


დაბადება ვერ შესძლო და საკეისრო კვეთა დასჭირდა.
სანამ ეთუნა ნარკოზიდან გამოვიდოდა, გიორგის
ნუგზარი დაარქვეს, მამამთილის სახელი, და მას არ
ჰქონდა ქერა კულულები, ის იყო მურთხივით შავი და ისე
იმანჭებოდა, ეთუნას გაუჭირდა შვილის ხელში აყვანა.

დედა-შვილი ერთად იზრდებოდა. ყოველ დღე რაღაც


ახალს სწავლობდა, თითქოს სამყაროს აღქმას თავიდან
იწყებდა, ამჯერად უკვე შვილის თვალებით. პირველი 2-3
თვე ბესო ბავშვს არც მიჰკარებია, ნათელას თავისი
საქმეები ჰქონდა, ბაზარში ადგილი აიღო, წვრილმანებს
ყიდდა, რუსუდანთან არ გაუშვეს და წვალებით
გაჰქონდათ დღეები. შიმშილი ახლა უფრო საგრძნობი
გახდა, როცა მთელ ენერგიას ბავშვი აცლიდა. სახლში
მთელ დღეს მარტო იყო და ძალიან ბევრი დრო ჰქონდა
ფიქრისთვის. ახსენდებოდა რა დაკარგა, რა გეგმები
126

ჰქონდა და როგორ გაიფანტა ნათელი მისი ცხოვრებიდან.


ახლა ამ სიბინძურესა და ნესტში მოუწევს ცხოვრების
გატარება. მისთვის აღარასდროს არაფერი შეიცვლება.

დედასთან ვერ საუბრობდა, ხედავად რუსიკოს თვალის


გარშემო შემოწყობილ ნაოჭებს და ინდობდა, კიდევ უფრო
დიდი ტკივილისათვის ვერ იმეტებდა. მეზობლად
ახალგაზრდა არავინ ჰყავდა, მეგობრებთან კავშირი კი
თითქმის აღარ ჰქონდა. ეთუნას არსად უშვებდნენ,
გათხოვილმა ქალმა ფეხი არ უნდა აიღოს და აქეთ-იქით
არ უნდა იხეტიალოსო. რამდენჯერმე ჩამოვიდა ნათია.
გვერდიდან არ მოშორდნენ ნათელა და ბესო, სიტყვა არ
ათქმევინეს. დაძაბული იყო ეთო, სცხვენოდა საკუთარი
სიღარიბის. ერთი სული ჰქონდა წასულიყო მეგობარი,
სანამ ქმარი და დედამთილი მისი თანდასწრებით
მიაყენებდნენ შეურაცხყობას.

ჩამოდიოდა რუსუდანი, ჩამოჰქონდა ბავშვისთვის


საჭირო ნივთები და წლებმოკლებული მიდიოდა. რა თქმა
უნდა, ყველაფერს ისედაც ხედავდა, ყველაფერი ისედაც
ცხადი იყო, შეცვლილს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ შვილს
შეჰყურებდა და ეხვეწებოდა, წამოდი, მოგხედავ, სანამ
შემიძლია იქნება რამე მოვახერხო და სკოლა
დაგამთავრებინო, უნდა ისწავლო, მე სულ ხომ არ
გეყოლები, შენი თავის რჩენა უნდა ისწავლო, ეთუნა კი
საკუთარ თავს არწმუნებდა, ბესო ბავშვია და იქნება
შეიცვალოს, იქნება კარგი მამა გახდესო, მაგრამ
ყველაფერი მიდიოდა სულ უფრო ცუდად.
127

ნათელა დილიდან დაღამებამდე ბაზარში იჯდა,


ნუგზარი, ეთუნას მამამთილი, სვამდა, დილიდან იჯდა
არყის ბოთლით და შარდისა და უფილტრო სიგარეტის
სუნი ასდიოდა. გარდა იმ სუნისა, რომელიც თან სდევდა
ნუგზარს, არავის არაფერს უშლიდა, იჯდა მთელ დღეს,
სპირტით იწვავდა სხეულს და როცა ეგონა არავინ
მიყურებსო, სივრცეში, ვიღაცას მთელი გულით აგინებდა.
ეთო ისე გაიზარდა, რომ კაცი მათ ოჯახში არ ყოფილა და
ახლა მთვრალი მამამთილის ეშინოდა, მაგრამ ამის
მიუხედავად, ამ ოჯახში ის ყველაზე ნორმალურ
ადამიანად მიაჩნდა. არ ღირს ლოთის განკითხვა,
წარმოიდგინე რა უბედურია კაცი, რომელიც მარტო
სვამს,- ეტყოდა ხოლმე საკუთარ თავს და, დედამთილის
ჩუმად, ცხელ სადილს უნაწილებდა.

ბესო თითქმის აღარ ბრუნდებოდა სახლში, არავინ


იცოდა სად იყო და რადგან ნათელას ამისთვის არ ეცალა,
ვერც ვერავინ ბედავდა კითხვის დასმას. ქმრის ღამეული
გასეირნებები ერთ ხანს საიდუმლოდ დარჩა, მაგრამ ერთ
დილით ეთუნას მოვალეები მოადგნენ, შენმა ქმარმა
ფული უნდა დაგვიბრუნოსო. გაიოცა ეთუნამ არაფერი
ვიცი, რა ფულიო და 5000 ლარი მართებს, ასე თქვა, ცოლი
მიკვდება, ძალიან ცუდადაა და ოპერაცია სჭირდებაო.
ცრემლით აევსო თვალები ეთოს და დედას გეფიცები,
მართლა არაფერი ვიციო, გავარკვევ და ხვალ
დაბრუნდითო. მეორე დღეს კი დაბრუნდნენ, მაგრამ
ეთუნას არაფერი ჰქონდა გარკვეული. ერთი კვირაც არ
იყო გასული და ახალი მოვალეები მოადგნენ, ერთი აშარი
ქალი იყო, ეთუნას რა აღარ ეძახა და ამოგწყვეტთ დედა-
128

ბუდიანად თუ კვირის ბოლოს ფული არ მექნებაო. იმ


საღამოს დედამთილს შესჩივლა, წარბები ასწია ნათელამ
და კარგა ხანს ჩუმად იჯდა, გავარკვევ, წადი შენ ბავშვს
მიხედეო,- უთხრა გამწყრალმა, თითქოს ამაშიც ეთო
ყოფილიყოს დამნაშავე.

4 იყო დაწყებული ბესო რომ სახლში მოვიდა. არეული


სახე ჰქონდა და ფეხაკრებით აპირებდა ოთახში შეპარვას,
მაგრამ ნათელა დალანდა და ხომ მშვიდობააო, თავზე
წამოადგა. ბესოს მხოლოდ ეთუნასთან შეეძლო ხმამაღლა
საუბარი, დედასთან კი ასეთი დიდი გულის ვერ იყო,
ნათელამ რომ მაგიდაზე მუშტი დაჰკა, აბა ახლა კარგად
ამიხსენი სად დადიხარო, ლამის ატირდა, ვთამაშობ,
მეგონა მოვიგებდი და ცოტა ამოვისუნთქებდით, მაგრამ
ყველაფერი წავაგეო.

მეთხუთმეტე თავი

ეთუნა გამთენიისას, როცა ობლადდატოვებული


საწოლიდან წამოდგებოდა და ფანჯარასთან იდგა,
მთვარის შუქზე, მინაზე არეკლილ გამოსახულებას
ელაპარაკებოდა:

ღამე უფრო მეტი ტკივილია. ღამით ვეღარ ააფარებ


პირზე ხელს დარდებს და ისინი გიყვებიან თავის
ფიქრებს. შენ ისმენ და გინდა იყვირო, მაგრამ ხმა არ
ამოგდის. ხმა დიდი ხნის წინ დაკარგე, მაშინ როდესაც
129

პირველად დატოვე უკომენტაროდ შეურაცხყოფა, მაშინ


როდესაც პირველად არ იკივლე, როცა გულმა ჩხვლეტა
დაიწყო. მაშინ, როდესაც კითხვა არ დასვი პირველად რომ
იგრძენი ქალის სუნამოს სურნელი.... ახლა უკვე აზრი არ
აქვს სიტყვების თქმას, რომც დაიბრუნო ხმა, მისი
მომსმენი აღარავინაა. ახლა უნდა იდგე და მხოლოდ
ისმინო, ვალდებული ხარ აიტანო.

ღამე უფრო მძიმეა, მთელი დღის უთქმელ სიტყვებს


ზურგზე წამოგკიდებს და დილამდე უნდა ატარო, აგერ
წინ შავი მთა რომ ჩანს, ეგ დილისაკენ მიმავალი
აღმართია, იქამდე გაქვს ასატანი შენი უთქმელი სევდა...
რას იზამ შეგეძლო ერთად სატარებელი არ ყოფილიყო და
მთელი დღის განმავლობაში გადაგენაწილებინა, მაგრამ
ეს არ მოინდომე, ამიტომ ახლა ღამის ზარები შეაგროვებენ
და ერთ დიდ ტომარაში ჩაჰყრიან, მხარი მოიმარჯვე,
უნდა მწვერვალამდე - დილის სხივამდე ატარო.

ღამე უფრო ცივია. დილამდე უნდა წყალში გედგას


ფეხები და შიშის ქარიშხლები გიბერავდნენ. ეს წყალი კი
არა შენი ცრემლია, მთელი დღე იღვრებოდა გულში და
გაავსო, ახლა ის გადმოვა და შენ ჩაწვები საკუთარი
ცრემლის გუბეში. დილამდე მოგიწევს ამ სიცივისა და
მლაშე წყლის გაძლება, დილით კი ახალი ტკივილი მოვა
და თავისი თმებით ამოამშრალებს წინა დღის ცრემლს.

ღამე უფრო მწარეა. გასული დღის ყველა შეურაცხყოფა


გჩხვლეტს გულში და სისხლი ნელ-ნელა წვეთავს.
130

ღამე ბრძოლის ველია, ყოველ ღამე საკუთარ თავს


ებრძვი და ცდილობ დაამარცხო ჯერ კიდევ შერჩენილი
სურვილები და ფიქრები: დაიწყო ცხოვრება თავიდან.
ყოველ ღამე ეჭიდები, რაღაც გასაოცარი ძალით შერჩენილ
თავმოყვარეობას და მისი ფეხით გათელვას ცდილობ.
ყველ ღამე ცდილობ არსებობის გამართლებისათვის ერთი
მიზეზი მაინც იპოვნო.

ყოველი ღამე ახალი სიკვდილი და დაბადებაა. ყოველ


ღამე თავიდან კვდები. ყოველ ღამე თავიდან დაჰყურებ
გვამად ქცეულ სხეულს. ყოველ ღამე თავიდან დასტირი
შენს თავს.... ყოველი ღამე ახალი სიკვდილია, ეს უკვე
მერამდენედ აკვირდები ფეხებზე გაჩენილ გვამურ ლაქებს
და ცხვირს გიწვევს გახრწნილი სხეულის სუნი. მზის
პირველ სხივზე მიცვალებული ცოცხლდება, მაგრამ
ცხოვრება უკვე შეუძლებელია, ახლა მხოლოდ არსებობაა
დასაშვები. შეგიძლია, ისუნთქო, თუ ნებას დაგრთავენ და
შენთვისაც დატოვებენ ჰაერს, შეგიძლია ჭამო, მაგიდაზე
დარჩენილი პურის ნამცეცები, შეგიძლია, იმოძრაო, თუ კი
შენი გადაადგილება სარგებელს მოიტანს.... შენ ადამიანი
არ ხარ, მონა ხარ, არა ტყუილია, მონა არა. მონას შეეძლო
ფიქრი, შენ აღარ ფიქრობ, შენ ვალდებულად მიიჩნევ
თავს, შეასრულო ყველა მითითება, შენ აღარ გაქვს იმის
ფუფუნება, რომ გტკიოდეს, შენ აღარ შეგიძლია, რომ
გრცხვენოდეს, აღარ უნდა გწყინდეს, უბრალოდ
ვალდებული ხარ რომ გააკეთო.... და შენ აკეთებ. შენ,
ადამიანის სხეულში ჩასახლებული რობოტი, იღებ
მითითებებს და ყოველგვარი შენიშვნისა და შეკითხვის
გარეშე ასრულებ.
131

და კვდებოდა ბინდი, იღვიძებდა მზე და იწყებოდა


ყველაფერი თავიდან. ტრიალებდა დედამიწა და
ტალღებს მოყოლილი ნიჟარებივით მოჰქონდა ახალ-
ახალი ტკივილები, მოდიოდა ახალი დღე და გასულ
ღამეს კიდევ ერთხელ გარდაცვლილი სხეულით დგებოდა
ეთუნა და თითქოს აჩრდილები დაბორიალობენო ისე
იწყებდა ოთახებში წრიალს, აბლაბუდებივით ეკიდებოდა
კედლებს მისი სევდა და მერე ცდილობდა ღიმილებით
მის ჩამოწმენდას, ცდილობდა იდეალური სისუფთავის -
უემოციო გამომეტყველების შექმნას.

ცხოვრება მიდიოდა აჩქარებული ნაბიჯით და ეთუნა


ყველაზე მოწყენილ ფიქრებში ხვდებოდა, რომ
ზარდახშაში ჩამალულ ბალერინას დამსგავსებოდა,
მხოლოდ ერთ მოძრაობას რომ ასრულებდა ერთსა და
იმავე რიტმზე. ეთუნას კი მობეზრებოდა სარკის წინ ცეკვა
და შავი ზარდახშიდან - ჯოჯოხეთური ყოფიდან -
გაქცევა სურდა, მაგრამ თითქოს უხილავი ჯაჭვებით
მიემაგრებინათ ამ ოჯახზე, ნაბიჯის გადადგმას ვეღარ
ახერხებდა, უძლური იყო. და სურვილის
საწინააღმდეგოდ ყოველ დღე ტრიალებდა
დატუსაღებული მოცეკვავესავით.

ფიქრს სტკიოდა მუცელი და რამდენიმე უძილო ღამის


შემდეგ შობა აზრი - ასე არ შეიძლებოდა, რაიმე უნდა
ეღონა, საკუთარი თავისათვის უნდა ეშველა, შვილი უნდა
გადაერჩინა და ის იყო აზრმა ჩვილის საჩხაკუნო გამოიღო
პირიდან და უკვე ფეხზე გავლას აპირებდა, მალე იქნება
ეთქვა პირველი სიტყვებიც, რომ ბესომ ატირებული
132

ბავშვივით ჩასჩარა პირში სოსკა, სათამაშოებით გააჩუმა,


ალერსით მიაძინა.

თითქოს რაღაც ესიზმრათო ისე ერთ დღეში


შეიცვალნენ დედა-შვილი. ახლა ნათელა ეთუნას
შვილოებით ელაპარაკებოდა, ბესო ძირითად დროს
ატარებდა სახლში და ერთ დღეს იებიც კი მოუტანა. ახლა
უკვე იმ ფიქრების, იმ საყვედურების გამო თავსაც კი
კიცხავდა, საკუთარ გულს არწმუნებდა, ყველაფერი
აქამდეც კარგად იყო, უბრალოდ მე ვიყავი დეპრესიაში და
მეჩვენებოდაო. შეეძლო თავი ბედნიერადაც კი ეგრძნო,
რომ არა ერთადერთი საწუხარი -სიღარიბე. ბოლო დროს
სულ უფრო ხშირად ამბობდა ბესო, ფული მაინც მქონდეს,
საჩუქარს გიყიდდიო, ახლა ცოტა ფული რომ მქონდეს,
იქნება კინოში წავსულიყავითო.

ერთ საღამოს ძალიან მოიწყინა ბესომ, ჩამოღამებოდა


სახე და ვერაფერით გააღიმა ეთუნამ, რომელსაც ამ
დროისთვის ისევ დაბრუნებოდა ხალისი, სახლში
ღიღინით დადიოდა, თვალებში ძველებური ცეცხლი
ენთო და კისკისით უვლიდა ქმარს გარშემო, იქნება
ხასიათზე მოვიყვანოვო.

-ეს ცხოვრებაა? სიკვდილი მინდა,- თქვა ბესომ და გვერდი


იცვალა, კედლისაკენ გადაბრუნდა.

თავზარი დაეცა ეთოს, აღარ მოეშვა, რა გჭირსო, რა


მოხდა ასეთიო. გამოუტყდა: დღეს ევროპის ცნობილი
ბალერინა ცეკვავს ოპერაში, შენი წაყვანა მინდოდა, მაგრამ
ფული ვერსად ვიშოვეო. ჟრუანტელმა დაუარა ეთუნას, აი,
133

თურმე როგორ ვყვარებივარო ქმარს. კისერზე შემოხვია


ხელები, ყურის ძირში აკოცა, წარმოიდგინე, რომ უკვე
წამიყვანე, ჩემთვის შენი სურვილი ყველაფერიაო.

საუბარს ნათელამ „შემთხვევით“ მოჰკრა ყური და სად


იშოვიდი, ისე ჭირს ხალხი შიმშილით იხოცებაო. აგერ
თავა გიორგის ლამის ბავშვი მოუკვდა გასულ წელს
შიმშილითო. გაიოცა ეთუნამ, მაგათ ხომ ძალიან ბევრი
ფული აქვთო. ახლა კი, შარშან არ ჰქონდათ, წავიდა
მაგათი რძალი საბერძნეთში და 4 თვეში ამოისუნთქესო.
ნეტა ჩვენც გვეშველებოდესო რამე, თორემ მნახავთ ერთ
დღეს თოკზე ჩამობმულსო, - ისევ ამოიოხრა ბესომ.

არავის მიუქცევია ყურადღება ნათელას სიტყვებისთვის,


მხოლოდ ნუგზარმა შეწყვიტა სმა, წარბები აჯგიმა და მეც
არა ვთქვა რა ეტაკაო და კარგა გულიანად შეუკურთხა.
ეთუნა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა მამამთილი და
ამიტომ გაეღიმა, თავისებურები დაიწყოვო, ანიშნა ქმარს.

ამ ამბის შემდეგ კიდევ რამდენჯერმა ახსენეს


მეზობლები, რომლებიც რძლებმა რამდენიმე თვეში
ააყვავეს, კაცების სამუშაო არაფერია თორემ წავიდოდიო,
თქვა ბესომ, არც ჩემი ხნის ქალები სჭირდებათ, იქ
ახალგაზრდები უნდათო და, უცბად წამოაგონდა
ნათელას, შენ რომ გეცადა ბედიო, სულ რაღაც 4-5 თვეო.
გაიოცა ეთუნამ, რას ამბობთ ბავშვს რა ვუყოვო.
გამოცოცხლდა ნათელა, ხომ არ ვკვდები, შვილო, რას
ნიშნავს რა უყო, აქ არ ვარო?
134

2-3 დღეში მოაგვარეს ყველა საქმე, ფული ისესხეს,


ნათელამ თავისი შორეული ნათესავი გამოჩხრიკა
ესპანეთში, ჩახვალ, ციური დაგხვდება, სამსახურში
მოგაწყობს და რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდებიო. ისე
სწრაფად მოხდა ყველაფერი, ეთუნამ ფიქრი ვერ
მოასწრო. დაარიგეს ქმარმა და დედამთილმა, რომლებიც
ამ ბოლო დროს კიდევ უფრო თბილად ექცეოდნენ,
დედაშენს არაფერი უთხრა, იქნებ ვერც ვაკეთებთ
საბუთებს და წინასწარ რატომ ვანერვიულოთ, წასვლისას
გაიგებსო. ბილეთები ნაყიდი იყო, ბარგიც ჩალაგებული,
როცა რუსუდანმა შვილის გამგზავრების ამბავი შეიტყო.

-შვილო, შენ მართლა ასეთი შტერი ხარ თუ თავს


იშტერებ? - ჰკითხა შვილს და მერე სანამ ეთუნა უყვებოდა
იმ ბედნიერ ცხოვრებაზე, რასაც რამდენიმე თვეში
შექმნიდა, რუსუდანმა სამჯერ ჩაიდო გულის წამალი ენის
ქვეშ, მაგრამ აზრი აღარაფერს ჰქონდა, ყველაფერი მის
უკითხავად გადაწყვეტილიყო. აეროპორტში შვილს რომ
აცილებდა, გულმა გაჰკენწლა, თითქოს იგრძნო სხეულმა
თუ სულმა ტკივილი, შვილთან საბოლოოდ განშორების
სევდა.

მეთექვსმეტე თავი

თვითმფრინავიდან რომ ჩავიდა და დიდ,


აჩირაღდნებულ აეროპორტში გავიდა, ამდენ უცხო ხმასა
და უცხო ადამიანში თავი სამყაროს დასასრულში,
სიკვდილისათვის განწირულად წარმოიდგინა და გაქცევა
135

მოუნდა, მაგრამ ყველა კარი ჩაეკეტათ მის უკან და


ნაბიჯიც ვეღარ წადგა. იდგა გაქვავებულივით მადრიდის
აეროპორტში და მის მიღმა სულ სხვა სამყარო, სხვა
რიტმი, სხვა ფერები ირეოდა ერთმანეთში, აცილებდნენ
და ხვდებოდნენ, მიდიოდნენ ჯგუფურად და მარტო,
მიჰქონდათ ფერად-ფერადი ჩემოდნები, იცინოდნენ
ხმამაღლა და ძალიან ემოციურად საუბრობდნენ და მთელ
ამ აურზაურში ერთადერთი ეთუნა იყო შავ-თეთრი,
ერთადერთი მას არ შეეძლო გაღიმება, იდგა და
თვალებამოღამებული შეჰყურებდა გაზაფხულის
დილასავით უდარდელ ცხოვრებას და ამ სამყაროში
კიდევ უფრო მძიმდებოდა მისი სევდა, შინ მარტოდ
დატოვებული შვილზე ფიქრები. სისუტე იგრძო და
დარბაზის შუაგულში მდგარ სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
გულითაც რომ უნდოდეს ადამიანებს გამარჯობასაც ვერ
ეტყვის მათ ენაზე, არაფერის გაკეთება შეუძლია,
სრულიად უმწეოა და მერე კედლეზე დაკიდებულმა
საათმა რვაჯერ რომ დარეკა, გული ისე შეუტოკდა
თითქოს ამ დაღლილი, მოსაწყენი სხეულიდან გაქცევა
ენებებინოს, რვა ხდება, ამ დროს იღვიძებს ნუგზარი, ახლა
ალბათ ხელების ფათურით ცდილობს საწოლიდან
წამოჯდომას, თავისი პატარა, კოტიტა ხელებით ეჭიდება
საწოლს. უნებურად ხელები ასწია, თითქოს ამ თითებს
შვილის ფუმფულა, ნაზი კანის შეხება ესურვებინოს,
მაგრამ ჰაერი შერჩა, უცხო სუნით გაჟღენთილი ჰაერი და
ისევ უღონოდ ჩამოყარა მტევნები, თითქოს შვილმკვდარ
ხეებს უკანასკნელი ფოთოლი დაეკრძალოთ. ატირდა. არც
136

ახსოვს რადენ ხანს იჯდა ასე, რომ ვიღაცამ მხარში


ფრთხილად შეახო ხელი.

-ეთო? - დაეკითხა უცხო, ცივი და გაღიზიანებული ხმა.


ეთუნამ თავი ასწია და ქალი შეათვალიერა, ეს, ალბათ,
ნათელას ახლობელი ციური იქნება, იფიქრა და ფეხზე
წამოდგა.

-დიახ.

-მთელი საათია გელოდები. ცოტაც და წავიდოდი და რას


იზამდი აქ ძალიან მაინტერესებს! შენი აზრით, ამდენი
დრო მაქვს, რომ ამხელა აეროპორტში გეძებო?

შიში ზურგს უკან ამოეფარა ეთუნას და ისე დაიფანტნენ


ბგერები, ძლივს მოუყარა თავი, ბოდიშის მოსახდელად.

-წამოდი,- თქვა და წინ გაუძღვა.

ახლა კიდევ უფრო შეეშინდა აქაურობის და ამ უცხო


გარემოზე მეტად ამ ნაცნობი ქალის, რომელიც ძალიან
არასასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებდა, ამის ნდობა
არ შეიძლება,- იფიქრა ეთუნაში ვიღაც სხვამ, რომელიც
სულ ახლახანს დაბადებულიყო მის სხეულში და
შეშინებულ გოგოს ყურში ჩასჩურჩულებდა, მითითებებს
აძლევდა.

ციურიმ ტაქსი გააჩერა. სანამ ქალი მძღოლს


ესაუბრებოდა ეთომ დამხვდური შეათვალიერა, ზომაზე
განიერ საჯდომზე შაბიამნისფერი შარვალი
შემოტმასნოდა. ქსოვილი ცელულიტიან კანს ვერ
137

მალავდა. თეთრი მაისური ეცვა, ძალიან ღრმა


დეკოლტით და თეთრის ფონზე კიდევ უფრო მზენაკრავი
და ჭორფლიანი ჩანდა მკერდი. ცეცხლისფერი ხვეული
თმა ყურებზე გადაეწია, მხრამდე სწვდებოდა იაფფასიანი
ბიჟუტერიის საყურე და მომჩვარულ მკლავზე
სამაჯურები ხმაურობდა. ამ ქალს მხოლოდ სახელი და
გვარიღა შერჩენია ქართული, გაიფიქრა ეთუნამ და
გულში გაკიცხა, ჩვენში ასე ჩაცმული ვინ ივლისო. ქუჩას
გაადევნა თვალი, აქ თბილისისაგან განსხვავებით, ყველა
ფერადი და თავისუფალი იყო, უხდებოდათ ეს
მხიარულება, თავი უსასრულად დიდ სანაპიროზე
წარმოიდინა და მთელ ამ ერთიანობაში ერთადერთი
ციური ეჩვენა ამაზრზენად ჩაცმული, თითქოს ეს
ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა, სხვისთვის მოეპარა და
ამიტომ გამოიყურებოდა უნიჭო გრიმიორის მიერ
დახატულივით.

-სამსახური გიშოვნე, საკმაოდ ბევრი წვალება მომიწია,


ათასი ვინმე შევაწუხე, აქ მართლა როგორც
საქართველოდან ჩანს, ისე კი არ ყრია ფული, არავის უნდა
რისკზე წასვლა, უსაბუთო ხარ, ენა არ იცი, რამდენად
სანდო ხარ არ იციან, მაგრამ მაინც ვნახე ერთი კარგი
ადგილი. დღესვე წახვალ, აქედან შორი არაა, ასე 3 საათის
სავალზეა, დღეს ნახავ აგიხსნიან რაც უნდა აკეთო და
ხვალ დილიდან დაიწყებ მუშაობას.

-თქვენ იქ არ იქნებით? - გაოცებით იკითხა ეთუნამ.


138

ციურიმ ისე შემოხედა, თითქოს რაღაც სასწაული


მოესმინოს და ყურებს არ უჯერებსო, წარბები შეჭმუხნა:

-იქ რა მინდა, შენი ძიძა კი არ ვარ,- ფანჯრისკენ მიაბრუნა


სახე, ცოტა ხანს თითქოს საკუთრ თავს ამშვიდებდა და
მერე განაგრძო,- როგორც გითხარი, ეს სამსახური რომ
მენახა, საკმაოდ ბევრი ვინმე შევაწუხე, ამიტომ პირველი
კვირის ხელფასი მე გამოვართვი ბრიგადირს, ჩემი
ხარჯები გავწიე,- ისევ შეისვენა,- აქ ცხოვრება დილით
ადრე იწყება, არც იფიქრო რომ ნებივრობას შესძლებ,
მშრომელი ხალხია და სიზარმაცე არ უნდა შეგატყონ, თუ
პატიოსნად იმუშავებ, მერე სხვა სამსახურიც
გამოგიჩნდება, პირველი წელი ჭირს და მერე ნელ-ნელა
აეწყობი.

-არა, არა, მე რამდენიმე თვით ვარ ჩამოსული, ამ


ზაფხულს ვიმუშავებ და ნოემბრისთვის წავალ უკან.

ციურიმ გაოცებულმა შეხედა და ერთ ხანს


ჩაფიქრებული ათვალიერებდა თანამგზავრს, მერე
ამოიოხრა და მეგობრულად მოუთათუნა ხელი მკლავზე:

-ეჰ, როგორი დაბნეული ხარ. შენ რა გგონია აქ ევროები


ცვივა წვიმის ნაცვლად და სამ თვეში გამდიდრდები?
ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია, ცდილობ თავი დააღწიო და
ყველა მცდელობაზე უფრო ღრმად იძირები. ყველა ასე
ფიქრობს, როცა ჩამოდის და მათი უმრავლესობა
მკვდარიც კი ვეღარ ბრუნდება.

-დიდი ხანია აქ ხარ?


139

-იმდენად დიდი ხანი, რომ აღარც კი ვიცი, სხვაგანაც თუ


ვიყავი ოდისმე,- სახე შეეცვალა ციურის, ახლა კიდევ
უფრო შეუფერებლად ჩაცმული ჩანდა, მისი თვალებიდან
გამომავალ სევდის ჩრდილებს ეს ფერადი სამყარო
ნათხოვარი კაბასავით ადგა. ცოტა ხანს დუმდა, მერე კი
თავისთვის დაამატა,- 16 წელი და 5 თვეა აქ ვარ, ანუ
მთელი ცხოვრება, სულ აქ ვარ, აღარ მახსოვს თუ რამე
სხვაც იყო ჩემს ცხოვრებაში, რამდენი წელიც გადის
იმდენი წელი იშლება ჩემი წარსულიდან, ცოტაც და ის
რამდენიმე დღეც წაიშლება, რაც საქართველოსთან
მაკავშირებდა და მერე ან დავისვენებ, როცა წარსულს
მხრებიდან მოვიშორებ, ან ფესვებგადაჭრილი ხესავით
წავიქცევი... ვინ იცის რა იქნება.

ეთოს შეაჟრჟოლა, 42 გრადუს სიცხეში თითქოს


ქარიხშალმა დაუბერაო ისე შეაცია, ის, ახალი გოგო, მის
სხეულში რომ ჩამალულიყო, განწირიული ყვიროდა,
სასწრაფოდ, ახლავე გააჩერე მანქანა და უკანმოუხედავად
გაიქეცი, სასწრაფოდ სახლში გაიქეცი შენს შვილთან, შენს
პატარა, ატირებულ ბიჭუნასთან! მაგრამ გასაქცევი არსად
ჰქონდა, თითქოს ისე მიებათ ამ სკამზე, როგორც
სიკვდილმისჯილი და ათვლა დაწყებულიყო, მისი
უკანასკნელი წამები იმარცვლებოდა. ისევ ის ბალერინა
გაახსენდა, შავ ზარდახშაში ჩამალული, ახლა მყარად
დაელუქათ ზარდახშა და დატუსაღებული ბალერინას
კვნესაღა ესმოდა.

-შვილები არ გყავს? - ათრთოლბული ხმით ჰკითხა ეთომ.


140

-შვილები? კი, მყავს გიორგი და მარიამი. შვილიშვილებიც


მყავს, უკვე 5-ნი არიან: ნანუკი, ლიზი, თორნიკე, ოთო და
კიდევ ის, მეხუთე,- თქვა და თითქმის მთელი ტანით
შებრუნდა ფანჯრისკენ, ზურგი აქცია ეთოს.

ეთოს უფრო მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა და


ადამიანების ფიქრების ამოცნობა შესძლებოდა, ამას არ
შეეკითხებოდა, მაგრამ ის ერთი პატარა, შტერი გოგო იყო
და ამიტომ იკითხა:

-მეხუთეს რა ჰქვია?

ციურიმ ხმა არ გასცა, ეთოს ეგონა, ვერ გაიგოვო და კიდევ


დაეკითხა:

-პატარას რა ჰქვია?

-მეხუთეს თამარი ჰქვია,- სულ სხვა ხმით უპასუხა


ციურიმ, თითქოს მის სხეულში ახლა ვიღაც ძალიან
მოხუცი ქალი ჩასახლებულიყო, უკბილო პირით რომ
ძალადაკარგულ ბგერებს ძლივს გამოთქვამს.

-რა კარგი სახელია, ძალიან მომწონს, გოგო რომ მყოლოდა


მეც თამარის დარქმევა მინდოდა,- თითქოს ჯიბრზე აღარ
ჩუმდებოდა ეთუნა.

ციური მძიმედ მობრუნდა და ეთუნას თვალებში


ჩააშტერდა:

-კი, არაჩვეულებრივი სახელია, ჩემმა ქალიშვილმა


მამამისის ცოლის საპატივისაცემოდ დაარქვა,-
141

დამარცვლით თქვა და კიდევ უფრო დაჟინებით ჩააშტერა


გოგოს, რომელსაც შიშისა და სასოწაკვეთისაგან თვალები
გუფართოვდა.

-კლასელები ვიყავით, სკოლა დავამთავრეთ და


გავიპარეთ, ორ წელში ავარიაში მოჰყვა და კვდებოდა,
საკუთარი თირკმელი გადავუნერგე, არ მქონდა ძლიერი
ორგანიზმი და მეხვეწებოდა ექიმი, შეიძლება მოკვდეო,
მაგრამ უკან არ დამიხევია, გადავარჩინე, მოვუარე და
მერე ქორწინებიდან 5 წელიც არ იყო გასული ჩემს
მეგობართან, ჩემი კარის მეზობელთან, მიღალატა. არ
შემეძლო ამ ტკივილთან გამკლავება, არც მის გარეშე
ცხოვრება შემეძლო და არც მასთან ერთად ყოფნა,
ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და წამოვედი. 16 წელი და 5
თვე გავიდა და სიმართლე გითხრა დღემდე ვფიქრობ, კი
არ უნდა გამოვქცეულიყავი და ჩემი თავისაგან ის კი არ
შემექმნა, რაც ახლა ვარ, ორივესთვის, ჩემს საწოლში რომ
წავასწარი, ყელები უნდა გამომეღადრა და მერე ციხეში
გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, ეს უფრო მისაღები
იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც.

-ღმერთო, - ამოიგმინა ეთუნამ, ნერწყვი ვეღარ


გადაყლაპა, თითქოს იხრჩობოდა, ყელზე ხელი მიიბჯინა,
ერთხანს დუმდა,- და შენმა შვილებმა ეს ყველაფერი არ
იციან? - შეეკითხა ბოლოს ნირწამხდარი.

-ჩემმა შვილებმა? ჩემმა შვილებმა ის იციან, რაც მათ


სჭირდებათ, - ერთ ხანს გაჩუმდა, მერე ეთოსკენ
გადმოიხარა და დაბალი ხმით უთხრა, ისე თითქოს
142

საიდუმლოს ანდობდა, - რამდენიმე თვის წინ, ჩემმა


შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: კარგ ცოლებს ქმრები
არ ღალატობენო! კარგ ცოლებს კაცები არ სტოვებენ! - აი,
ეს იციან ჩემმა შვილებმა.

ეთოს ეგონა ლოდი მაწევს მხრებზე და ჩემი დატანა, ჩემი


მიწასთან გასწორება უნდაო. ტკივილი იმდენად დიდი
იყო, რომ ვეღარ უძლებდა და მისი მოშორება მოინდომა.
ფიქრი საკუთარ შვილზე დაიწყო, დედის გარეშე რომ
ერთი წამიც ვერ სძლებდა და საკუთარი ქმარი გაახსენდა,
აეროპორტში ისე რომ ეხვეოდა, ლამის ძვლებში
დაამტვრია, რომ ეჩურჩულებოდა ეს თვეები საუკუნეებად
იქცევა და შეიძლება, უშენოდ მოვკვდეო. გაუხარდა, რომ
მის ქმარს თვალი მეზობლის გოგოებისკენ არ გაურბოდა.

თითქმის სამი საათი მოანდომეს ეთუნას ახალ


საცხოვრებლამდე მისვლას. გაშლილ თვალუწვდენელ
სივრცეში ვენახები გადაჭიმულიყო, ოღონდ ისეთი არა
ჩვენ რომ ვიცით, დაბალი, გაჯაგული, ბუჩქებად ქცეული
ჯუჯა ვაზები გადაჯაჭულიყვნენ ერთმანეთს. ვენახის
პირას ერთ-სართულიანი გრძელი შენობა იდგა, უსწორ-
მასწოროდ შელესილი, დაბალჭერიანი, ეს, ალბათ,
სათავსოა, სამუშაო იარაღებს თუ ინახავენო გაიფიქრა
ეთომ და მანქანიდან გადმოვიდა, ციურის კვალში
ჩაუდგა. ციური და შავტუხა, ულვაშებიანი კაცი რაღაცაზე
დიდხანს საუბრობდნენ, მოეჩვენა ეთოს რომ კაცი
უარობდა და ციური მის დარწმუნებას ცდილობდა.
ბოლოს შეთანხმდნენ.
143

-ხორხე შენი უფროსი იქნება. ძალიან პატარა და სუსტი


ეჩვენე, არ უნდოდა შენი სამსახურში აყვანა, მაგრამ
დავარწმუნე, გამოსაცდელად ერთი კვირა გაქვს, შენიშვნა
არ მიაცემინო, თავი გამოიჩინო, თორემ მე სამსახურის
შოვნას ვეღარ შევძლებ და შენ მეეჭვება, დამოუკიდებლად
რამის გაკეთება მოახერხო.

-რა უნდა გავაკეთო?- ჰკითხა დამფრთხალმა გოგომ.

-ყურძენი უნდა მოკრიფო.

ციური მანქანისკენ წავიდა, ტაქსის მძღოლმა ეთუნას


ნივთები გადმოალაგა მანქანიდან და სანამ ძრავა
ჩაირთვებოდა, ციურიმ ბოლო დარიგება მისცა:

-არავის ენდო, იცოდე, რომ შენ აქ მეგობრები არ გყავს,


აქაურობა ბრძოლის ველია, რაც შეიძლება გამძლე უნდა
იყო, რომ დარტყმებს გაუძლო. ვწუხმარ, რომ ასე მოხდა.

მეჩვიდმეტე თავი

ეთუნა ტრიალ მინდორზე ხორხესთან ერთად დარჩა.

-bamonos,- საკმაოდ უხეში ხმით უთხრა ხორხემ და


ხელით ანიშნა მომყევიო. ჩემოდანს დასწვდა ეთო და
რამდენჯერმე ლამის წაიქცა, ეს ძალიან მძიმე ტვირთი
იყო მისთვის, ამდენის ტარება ვეჭვებ, არ შეეძლო, მაგრამ
გაჭირვება იმაზე მეტ ძალას გვაძლევს, ვიდრე ჩვენ
წარმოგვიდგენია, შესძლო, შენობამდე მიათრია ნივთები.
144

ხორხე ოთახში შეუძღვა, პატარა, ნესტიანი ოთახი იყო,


გასალესი კედლებით, ერთი ფეხმოტეხილი მაგიდა
მიედგათ კუთხეში, ორი სკამი იყო და ხუთი მატრასი
გაეშალათ იატაკზე, ოფლისა და სიგარეტის მძიმე სუნი
იდგა.

-აქ დაწვები,- მარჯვენა კუთხეში ჭუჭყისაგან


ნაცრისფერდადებულ თეთრეულზე ანიშნა, - ბარგი დადე
და გამომყევი. ვერაფერი გაიგო ეთუნამ და გაოცებული
უყურებდა, აქეთ-იქით ჩანთები მიეყარათ, იატაკზე
ვიღაცის საცვალი ეგდო, მაგიდაზე გასარეცხ ჭურჭელსა
და ძეხვის ნარჩენებს ბუზები ეხვეოდნენ. ეთუნა ვერ
მიხვდა აქ რა უნდოდა და ერთ ხანს შეყოვნდა,
გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ხორხეს მოთმინება
აევსო და ხმამაღლა დაუყვირა:

-bamonos! (გაიარე!)

ეთუნა ვერც ამჟამად მიხვდა რას ითხოვდა მისგან კაცი.


ხორხემ ხელიდან გამოგლიჯა ბარგი, ლეიბზე მიუყარა და
მერე მკლავში წასწვდა, კარისკენ უბიძგა. გოგომ
შეჰკივლა, მაგრამ ახლა მისი ხმა არასად მიდოდა, მისი
გაგება არავის შეეძლო, შიში დაეუფლა სხეულს და ხელის
გათავისუფლება სცადა. ხორხეს შავი, ოფლიანი ხელები
ჰქონდა და ახლა შიშთან ერთად ზიზღსაც გრძნობდა. მის
წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, წამოსული
ტალღასავით იყო ცხოვრების ქარტეხილი და უნდა
გაეძლო, მის დარტყმას რომ გადარჩენოდა, სხეული უნდა
აეყოლებინა. ნაბიჯს აუჩქარა, კაცი ვენახისაკენ წავიდა და
145

ვაზებს შორის მიიმალა, შორს, აღმოსავლეთით, ჯერ


პატარა სათამაშოებივით გამოჩნდნენ ადამიანები, მერე
მათი გაოფლილი, მზისგან მოქანცული სილუეტები
გამოიკვთა, 40-მდე ადამიანი იყო, უმეტესობა მამაკაცი,
გასაცოდავებეული, თითქოს ადრიანად მობერებული
სხეულებით წელში მოხრილები მიუყვებოდნენ რიადებს.
თავზე ორი კაცი ადგათ, შუბლშეკრულები მიმოდიოდნენ
მუშებს შორის და შენიშვნებს აძლევდნენ. ცხელოდა.
ოფლი თვალებზე ჩამოსდიოდა ეთუნას, გული უწუხდა.

-წყალი, - ძლივს ამოღერღა, მაგრამ მისი სიტყვები არავის


გაუგონებია, მით უფრო არავის მიუწოდებია.

მოზრდილი სათლი მიაჩეჩეს ხელში და მიხვდა უნდა


სხვებისთვის მიებაძა, მასაც უნდა ემუშავა, თავი უნდა
გამოეჩინა, უნდა გაეძლო. დაიხარა, მტევნები ხელის
გულზე მოიქცია და პატარა დანით ძირში გადაჭრა,
თითქოს მტრისთვის თავი წაეცალოს. საუბრობდნენ ჩქარ-
ჩქარა, გაბრაზებულები, არც ერთი სიტყვა მისთვის
გასაგები არ იყო, არც ერთი მათგანის თვალები არაფერს
ეუბნებოდნენ, მათთვის ადამიანიც კი არ იყო, საერთოდ
არაფერს წარმოადგენდა. შუადღის პირზე წელმა
დასჭვალა, გაუჭირდა გაშლა. შვილი წამოაგონდა,
ატირდა. ვაზის ძირში ჩამოჯდა და აქვითინდა, 40-მდე
ადამიანი აგრძელებდა მუშაობას, არც ერთ მათგანს
აზრადაც არ მოსვლია ახალშემომატებულის დამშვიდება,
ალბათ, თითოეულ მათგანს ეს დღე უკვე გაევლო, ყველა
მათგანმა იცოდა, დამოუკიდებლად უნდა წამომდგარიყო,
მოეწმინდა ცრემლი და მუშაობა გაერძელებინა.
146

-ხორხეე,- დაიძახა ვიღაცამ და მუშაობას აუჩქარეს.

-ხორხეე,- წამოაგონდა ეთუნასაც და ატკივებული წელი


აითრია, ვაზებს მიუბრუნდა.

მუშაობა ისეთი ტემპით მიდიოდა, თავის აწევის, წელში


გაშლის საშუალება არავის ჰქონდა. თუ ერთი წამით მაინც
შეისვენებდი, შენ გვერდით მდგომი ორმაგი სიწრაფით
იწყებდა მუშაობას, რათა წინ წასულიყო და ხორხეს
თვალში შენზე უკეთესი გამოჩენილიყო. სათლები ელვის
სისწრაფით ივსებოდა, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ,
თავისივე შევსებული ყურძენი დაეცალათ, ამ დროს
წელში გაშლის, ცოტა დასვენების საშუალება არ
მისცემოდათ. ეს არაადამიანური წამება იყო. დასიცხულ
შუბლზე ოფლი ჩამოსდიოდა, მაგრამ ხელები ტკბილიანი
ჰქონდა, ამიტომ ოფლს ვერ იწმენდდა და თვალებში
ჩასდიოდა ოფლის წვეთები.

შუადღისას ისადილეს, მაკარონი ჰქონდათ, ცუდად


მოხარშული. ჭამა ცხოვრებაში ყველაზე უგემურად, 20
წუთი დაისვენეს და მუშაობა ისევ განარძეს. შებინდდა,
წყალი ღია ცის ქვეშ, ცელოფნით შემოსაზღვრული დუშის
ქვეშ გადაივლეს და დასაძინებლად წავიდნენ.

ოთახი, რომელიც ხორხემ უჩვენა, კიდევ უფრო


უბადრუკი ჩანდა, 5 ქალის გაოფლილი სხეული რომ
მიგდებულიყო იატაკზე. ეთუნაც მიწვა, ტანსაცმლიანს
მიეძინა, დაღლილობამ თავისი ქნა, მგზავრობამ, მზის
გულზე მუშაობამ ღრმად, უსიზმროდ დააძინა. 5
147

იქნებოდა, რომ ვიღაცამ ხელი წაჰკრა, თვალები მძიმედ


გაახილა და ერთ ხანს ვერც კი მიხვდა სად იყო.

პირველი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ


გაუძლო, ღმერთი არასდროს მოგვივლენს იმაზე მეტ
გასაჭირს, რისი გაძლებაც, რისი გადატანაც არ შეგვეძლოს,
იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა.
შესძლო, გამოცდა ჩააბარა, ხორხემ სამსახურში აიყვანა.

ოთახში, სადაც ღამეს ათევდა 2 მექსიკელი, ერთი


უკრაინელი და ერთი პორტუგალიელი ცხოვრობდა.
მექსიკელები ძალიან აგრესიულ ხალხი იყო, მათთან რაც
შეიძლება ფრთხილად უნდა ყოფილიყავი და ზურგი არ
გექცია, თორემ ვინ იცის, იქნება მახვილიც კი
მოგხვედროდა კეფაში. პორტუგალიელი, ასე 40-ს
მიტანებული, მსუქანი და კეთილი ქალი იყო. უკრაინელს
აშკარად დიდი პრობლემები ჰქონდა, ღამე თითქმის
თვალღიას ეძინა, დამფრთხალი და შეშინებული იყო.
დამეგობრდნენ, რამდენადაც მათ ვითარებაში მეგობრობა
შეიძლებოდა.

ესპანელები კარგი ხალხი იყვნენ, ენის სწავლაში


ეხმარებოდნენ, შეცდომებს უსწორებდნენ, ერთმანეთს
გვერდში ედგნენ. სამუშაო იწყებოდა დილის 5-ზე, მთელი
დღე უწევდათ ყურძნის კრეფა, მერე მაკარონს ჭამდნენ და
გასავათებულები იძინებდნენ. ისე გახდა ეთუნა, ეშინოდა
ანორექსია არ დამემართოსო. სიცხეებმა სხეული დაუწვა,
ფენა-ფენა სძვრებოდა კანი და შიგნიდან წითელი ხორცი
მოუჩანდა. გაუსაძლისი იყო მონატრება და ფული რომ
148

ჰქონოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა უკან, მაგრამ


ჯიბეში 1 ევროც არ ედო და სხვა გამოსავალი არ იყო,
უნდა გაეძლო.

ციურიმ პირველი თვის ხელფასის მხოლოდ ნახევარი


აიღო და რამდენიმე ევრო ეთოსაც ერგო, ეს მისი
გამომუშავებული პირველი ფული იყო და ახლა უკვე
გეგმებს აწყობდა, როგორ გაგზავნიდა ფულს
საქართველოში. დასვენების დღე და ტელეფონზე
დარეკვის საშუალება კიდევ ერთ თვე არ მიეცა,
საქართველოდან წამოსვლის ორი თვის თავზე კი უკვე
ახერხებდა ელემენტარული დიალოების გამართვას
ესპანურ ენაზე და პორტუგალიელთან ერთად მურსიაში
ჩავიდა.

ტელეფონი რეკდა გაბმულად და ყურმილს არავინ


იღებდა, იმ რამდენიმე წამში, სანამ ნომერს თავიდან
აკრეფდა ყველა უბედურება წარმოიდგინა, იფიქრა, რომ
ბავშვს რამე დაემართა, იფიქრა რომ უბედურება მოხდა,
მაგრამ მეორე მცდელობაზე ყურმილში ნათელას ხმა
გამოიჭრა და მერე ბავშვის ღუღუნსაც მიაყურადა.
ყველაფერი კარგადაა, ერთი ესაა მოვალეები მოსვენებას
არ გვაძლევენო, შესჩივლა ნათელამ. ფულს დღეს
გადმოგირიცხავთო, დააიმედა ეთუნამ, მაგრამ ნათელა
შეშფოთდა, ახლა რომ ფული ჩვენს ანგარიშზე დასვა,
შესაძლოა, სოციალური დახმარება შეგვიწყვიტონო და
საჩქაროდ უკარნახა ანარიშის ნომერი, ვის ანგარიშზეც
თანხას ჩარიცხავდა.
149

-ჩვენი ყოფილი მეზობელია, ცოლს გაშორდა და


გადავიდა გარე უბანში, სვამს, მაგრამ რაში მანაღვლებს
მაგისი ლოთობა, სანდო კაცია,- აუხსნა ნათელამ და ვინმე
ვაჟა მამულაშვილის ანგარიშის ნომერი ჩააწერინა.

თანხა თითქმის ბოლომდე გადარიცხა და ისევ სამუშაოს


დაუბრუნდა. ამ ფულით ვალის ნახევარს დაფარავენ,
კიდევ ოთხი თვე და ალბათ სრულად დაიფარება ჩვენი
ვალი, მერე, კი გამიჭირდება, მაგრამ ორი თვეც
გავჩერდები, ხომ უნდა წავიყოლო ორი კაპიკი და წავალ.
ვენახში სამუშაო აღარ იყო და ახლა მურსიაში ჭურჭლის
მრეცხავად მოეწყო, აქ უკეთესი გარემო იყო, სიცხე აღარ
აჭერდა კისერზე, მაგრამ მძიმე იყო მთელ დღეს დგომა და
ჭურჭლის რეცხვა, ბეჭები ასტკივდა, ზურგი ეწვოდა. აქ
უფრო ნაკლებს უხდიდნენ, მაგრამ საჭმელი უკეთესი იყო
და ოთახიც, რომელშიც გაანაწილეს, საწოლი ჰქონდა, ეს
უკვე დიდი ფუფუნება იყო იატაკზე ორთვიანი წოლის
შემდეგ.

პირველი ხუთი თვე ისე მუშაობდა, რომ დღის შუქი არ


უხილავს, მთელ დღეს თავჩაღუნული რეცხავდა
ჭურჭელს და სასადილოს მტვრიან ოთახში ძილს
აფარებდა თავს. თანხას ბოლო ცენტამდე გზავნიდა ვაჟა
მამულაშვილის ანგარიშზე. ხუთი თვის თავზე, როცა
დარეკა ისევ დედამთილმა უპასუხა, ბესოს ამ დროის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ესაუბრა და ისიც
საკმაოდ ცივი და ხანმოკლე დიალოგი გამოვიდა.
წამოსვლა მინდაო შესჩივლა ეთუნამ. ნათელამ შეიცხადა,
ვალზე პროცენტი მოგვთხოვეს და ჯერ ნახევარიც არ
150

დაგვიფარავსო. ეთოს თითქოს ახსოვდა, რომ თანხა


უპროცენტოდ ისესხეს, ისიც ახსოვდა, რომ არც ისე დიდი
ვალი არ აუღიათ და ექვსი თვის ხელფასი უნდა
ჰყოფნოდა, მაგრამ კიდევ რვა თვე იხდიდა ვალებს.

როცა საბოლოოდ აღიარეს ვალის გადახდას მოვრჩითო


და ეთომ კიდევ ერთხელ თქვა, შვილის გარეშე აღარ
შემიძლია გაძლებაო, ბესომ ტელეფონთან მისვლა ინება
და მერე ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე
საუბრობდნენ და არწმუნებდა, ამდენი ხანი წასული
იმისთვის ხომ არ იყავი, რომ მხოლოდ წასვლისა და
ჩამოსვლის ხარჯი დაგეფარა, იქნება ცოტა ხელი მივკრათ
სახლსო. რემონტი გააკეთეს, მერე ვიღას აქვს ასეთი
სახურავიო და ისიც შეცვალეს, ხის კარ-ფანჯარა აღარაა
მოდაშიო, მეტალო-პლასტმასისები შეუკვეთეს. ბესომ
მთელ რუსთავში ერთი მეღა დავდივარ ფეხითო და
დაიწყო ლატარიის თამაში ეთუნამ, მანქანის ფულიც
გამოგზავნა, სარეცხის მანქანა უნდოდათ, ჭურჭლის
რეცხვას ვეღარ აუდის ნათელაო, ჭურჭლის სარეცხი
მანქანაც შეიძინეს, ტანსაცმელი სჭირდებოდათ,
ნორმალური კვება უნდოდა ბავშვს, რომელიც თვეში
ერთხელ ექიმთან წასაყვანი ხდებოდა. მოკლედ, ამასობაში
5 გრძელი წელი გავიდა. დაუსრულებლად გრძელი წელი.

ეთუნა ამ დროისთვის უკვე კარგად საუბრობდა


ესპანურად, მეგობრობდა იქაურ ემირანტებთან, უკვე
რამდენიმე სამსახურის შეცვლა მოუწია, დაათვალიერა
ესპანეთის ისტორიული ქალაქები, წონაში მოიმატა
თითქმის 7 კილო, კიდევ უფრო გალამაზდა, ერთი ესაა
151

ბოლო დროს ნერვებს ვეღარ იმორჩილბდა, ღამ-ღამობით


ძილი გაუკრთა, ეს ცხოვრება მისი არ იყო და ის რომელი
ცხოვრებაც ეკუთვნოდა, სადღაც შორს მის გარეშე
აგრძელებდა გზას და ეს-ესაა ხელიდანაც გამოეცლებოდა.
სულ უფრო მეტად უჭირდა შვილის სახის გახსენება,
დაჰყურებდა სურათებს და მერე თვალებს რომ ხუჭავდა
სურათში ნანახი ბავშვი უდგებოდა თვალწინ, იმას ვეღარ
იხსენებდა, იქ, თავის პატარა მიწურში რომ სწავლობდა
ფოფხვას, მკრთალადღა ახსოვდა როგორი სახე ჰქონდა,
პირველი აღუს თქმის დროს, როგორ ტიროდა, როგორ
ებღაუჭებოდა დედის თმას თავისი მსუქანი, კოტიტა
თითებით. ენატრებოდა ქმარიც, დედის ალერსი
სჭირდებოდა.

კვირაობით სოფელში გამართულ ბაზრობებზე


იკრიბებოდნენ მურსიაში მცხოვრები ქართველები, მერე
სანაპიროსთან მდებარე პატარა კაფეში სვამდნენ ყავას და
იხსენებდნენ საკუთარ ცხოვრებას, ყვებოდნენ თავიანთ
პრობლემებზე, დედებზე, ძმებზე, შვილებზე...
უმეტესობასს უკვე დავიწყებოდა აქ რისთვის იყო, ახალ-
ახალი ოცნებები ძველის დავიწყებაში ეხმარებოდა. აქ მათ
უმეტესობას ახალი ცხოვრება დაეწყო, ახალ კაცებთან და
ქალებთან, ახალ სხეულებში, ახალი ხასიათებით
აგრძელებდნენ გზას და უკვე აღარ ახსოვდათ რა იყო
მათთვის მნიშვნელოვანი.... ეთუნას ეშინოდა, რომ ერთ
დღეს შესაძლოა, რომელიმე მათგანს დამსგავსებოდა, ერთ
დღეს შესაძლოა, საკუთარი ტკივილის დასავიწყებლად
ისეთ გზას დასდგომოდა, რომელიც ტაძართან კი არა,
152

ხრამთან მთავრდებოდა, რომელიც გარდაუვალ დაღუპვას


უქადდა.

მეთვრამეტე თავი

დილის 4 საათი იქნებოდა, ტელეფონი რომ აწრიალდა,


ძილიდან გამოსვლა გაუჭირდა ეთუნას, ხელის ცეცებით
მიაგნო ყურმილს. დედა იყო. როგორ ხარო, რაღაცნაირი
შემკრთალი ხმით ჰკითხა.

-დედაა?! - გაოცდა ეთუნა,- კარგად ხარ? მშვიდობაა?

-კი, კი, ნუ გეშინია, ჩემო პატარა.

-დედა, რა ხდება?

-არაფერი, უცბად ძალიან მომენატრე და. გაგაღვიძე ხომ?

-არაფერია, არაუშავს. როგორ ხარ?

-კარგად ვარ, კარგად, - მაგრამ გულმა უგრძნო ეთუნას,


რაღაც ძალიან ცუდად უნდა ყოფილიყო.

-დედა.

-ჩემო გოგო, როგორ ძალიან მომენატრე და რომ იცოდე


საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, ასე რომ მოგექეცი, რომ
ვერაფრით დაგიცავი, შენთვის ვერაფრის გაკეთება
მოვახერხე.
153

-რას ამბობ, რუსიკო? - გაკვირვება ვერ დამალა ეთუნამ,


არც ახსოვს დედას რომ მისთვის თბილი სიტყვები
ეთქვას, მკაცრი იყო და გრძნობების სიტყვებით გამოხატვა
არ უყვარდა, არასდროს მოეფერებდა, ენას არ მოუჩლექდა
შვილთან საუბრისას.

-დე, შენ ჩემთვის უფრო მეტი გააკეთე, ვიდრე საჭირო


იყო, შენ მთელი ცხოვრება მაჩუქე, საუკეთესო დედა ხარ
და ახლა ამ შუაღამისას მაგისთვის არ დამირეკავდი, რა
იყო, ხომ არ დაბერდი და გრძნობები მოგეძალა, ჰა? -
გახუმრება სცადა ეთუნამ.

-მისმინე, შვილო. ეგენი შენი ღირსი არ არიან, შენ


მათთვის არ დაბადებულხარ, ეგ ბიჭი შენი ნაწილი არ იყო
და ვერც ვერასდროს გახდება, ორი სხვადასხვა ჭიქის
ნაწილის შეერთება ხომ შეუძლებელია?! ასე ხართ თქვენც
და რაც მალე მოიშორებ უკეთესი იქნება, იყავი თუ გინდა
მანდ, თუ გინდა კიდევ უფრო შორს წადი, უბრალოდ მათ
გარეშე ცხოვრება უნდა დაიწყო, ეგ ადამიანები შენი
თავიდან და გულიდან უნდა ამოშალო. შენ მათ გარეშე
გაცილებით უკეთ იქნები.

მოთმინება დაჭიმულ ზამბარას დაემსგავსა და უკვე


გაწყვეტას იყო, კისრის ძარღვები ეტკინა ეთოს. თავი
ვეღარ შეიკავა, მოსმენა აღარ შეეძლო:

-რამდენი წელი გავიდა, დედა? რით ვერ დაიღალა?


დაანებე რა თავი, მე მასთან ვარ ბედნიერი, ვიცი, რომ
მეტი გინდოდა, ვიცი, რომ არ მოგწონდა, მაგრამ მთავარი
ისაა, რომ მე მასთან ერთად ვარ კარგად.
154

-შე საცოდავო, შენ მასთან ერთად კარგად კი არ ხარ,


საერთოდ არ ხარ!

-გეყოფა, დედა! შეწყვიტე ჩემს ცხოვრებაში ჩარევა,


შეეგუე, მიყვარს!

-კარგი,- მხოლოდ ეს თქვა, გამტყდარი ცრემლმორეული


ხმით რუსუდანმა და ტელეფონი გათიშა.

ეთუნა კი იჯდა საწოლზე და კარგა ხანს აღელვებულ


გულს ვეღარ იმშვიდებდა. ცხოვრებაში პირველად
ესაუბრა დედას ხმამაღლა, ზედმეტი მოუვიდა, არ
იმსახურება რუსუდანი ამგვარ მოპყრობას, მაგრამ... და
ისევ მოეძალა დედაზე ბრაზი, ამდენიმე წელი გავიდა,
რატომ ვერ შეეგუა, რა უნდა ბესოსგან კი, ნამდვილად იყო
რთული წლები და უსიამოვნებები, კი, იყო ღალატიც და
შეურაცხყოფაც, მაგრამ მაშინ ძალიან პატარები იყვნენ,
მაშინ არც იცოდნენ რა იყო სიყვარული, მერე ხომ
დალაგდა ყველაფერი, მერე ხომ შეიცვალნენ ნათელაც და
ბესოც, არა, რუსუდანს არ აქვს უფლება მისი ცხოვრება
მართოს, არავის მისცმს უფლებას მის ქმარზე ცუდი
თქვას.

ვეღარ დაეძინა. იწვა საწოლზე პირქვა და ქმარზე


ფიქრობდა, ახლა, ალბათ წევს ისიც და ცარიელ საწოლში
ძილს ებრძვის, ალბათ, მისთვის უფრო ძნელია ცოლის
გარშე ცხოვრება. ბესო ზის სახლში და ცოლს ელოდება,
ეთუნა კი აქაა და შორიდან ევროპა იქნება კიდევაც ჩანს
ძალიან ფერადი და საინტერესო, იქნება ბესოს კიდევაც
ჰგონია, რომ ეთუნა აქაურობას მიეჩვია, ეს კლუბებისა და
155

კარნავალების ქვეყანა მისი ნაწილი გახდა, იქნება ბესოს


ღამ-ღამობით ეთუნას თმის სურნელი ენატრება. სევდა
მოეძალა, ქმარი მოენატრა ძალუმად და კიდევ უფრო
ეწყინა დედის სიტყვები, გაწყრა.

თითქმის მთელი კვირა აღარ დაურეკავს რუსიკოსთვის,


მიხვდეს რომ მეწყინა და ბესოზე ასე საუბარი აღარ
გაბედოსო. ჯიბრს უწევდა დედას, მის ზარს, მის
მობოდიშებას ელოდებოდა. რუსუდანს არ დაურეკავს არც
ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათამდე დაველოდები და
დავრეკავო, ფიქრობდა ეთუნა, ორშაბათი გავიდა,
სამშაბათიც. მონატრებული დედის ხმის გასაგებად
დარეკა შესვენებაზე ეთუნამ და ყურმილი არავინ აიღო,
შუადღეა დალი დეიდასთან გავიდოდა ყავაზეო. საღამოს
ისევ სცადა დარეკვა, კვლავ არავინ უპასუხა. აბაზანაში
იქნებაო, თავი დაიმშვიდა, დილა უთენია, სამსახურში
წასვლამდე აკრიფა ნომერი და ისევ ამაოდ რომ
წკრიალებდა ტელეფონი და პასუხს არავინ სცემდა, ბესოს
გადაურეკა. დედა არ მპასუხობს და იქნება შენ სცადო
დარეკვაო. შეყოვნდა ბესო, პასუხი დაუგვიანა და მერე
ვერ დავრეკავ, დედა მოგიკვდაო.

ტელეფონი მოიშორა ეთუნამ და ეკრანს დახედა,


შეამოწმა, ნამდვილად თავის ბესოთან თუ რეკავდა, მერე
ისევ მშვიდად მიიდო ყურზე ტელეფონი და კიდევ
ერთხელ ჰკითხა, რა მითხარიო, მოკვდაო, გაიმეორა ბესომ
და მერე როგორც წლების შემდეგ იხსენებდა ეთუნა,
ნამეტანი უემოციო და მშრალი ხმით უპასუხა ქმარმა, ისე
ამცნო ეს ამბავი, თითქოს დედა კი არ მოჰკვდომოდეს,
156

პური აღარ ყოფილიყოს სათონეში, ან რაღაც კიდევ უფრო


მარტივი და უსაგნო.

ამ წუთას ეთუნას ეგონა, რომ ამხელა დედამიწაზე


სრულიად მარტო დარჩა, არავინ ჰყავდა, ვინც დაიცავდა,
ვინც მასზე იზრუნებდა, ვინც ისე, უანგაროდ
შეიყვარებდა, შეიყვარებდა საკუთარ თავზე მეტად. აღარ
ჰქონდა ძალა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, დედა
ცაშია და კარგად არისო, აღარ იცოდა, როგორ იქნებოდა
მის გარეშე.

-ეს როდის მოხდა? - შეეკითხა დაბზარული ხმით.

-ერთი კვირაა, გასულ სამშაბათს დავკრძალეთ.

-და ეს ამბავი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ საჭიროდ


არ მიიჩნიე გეთქვა?

-მანდედან მაინც რას უშველიდი და ვიფიქრე...

-იფიქრე? რა იფიქრე, რომ სულ ერთი იყო ჩემთვის


დედაჩემი იქნებოდა თუ არა ცოცხალი? რა იფიქრე მაინც?
მიიჩნიე, რომ უფლება გქონდა გადაგეწყვიტა,
დავემშვიდობებოდი თუ არა დედაჩემს? - ეთუნა მთელი
ხმით ყვიროდა და ბესო გაოცებული უსმენდა,
გაკვირვებული იყო, ხმა ჰქონიაო, ყვირილი სცოდნიაო.

იწვა მთელ დღეს სახლის ტკივილისაგან


შეყავისფრებულ კედლებში და ცდილობადა საკუთარი
თავისთვის დედაზე ფიქრი აეკრძალა, ცდილობდა ბესოს
სიტყვები გონებიდან წაეშალა, ცდილობდა დაევიწყებინა
157

მომხდარი, მაგრამ დაივიწყო რომ მოგიკვდა დედა,


რომელიც ერთადერთი ძვირფასი ადამიანია შენს
ცხოვრებაში, არც ისე მარტივია.

რაც უფრო მეტს ფიქრობდა დედაზე, მით მეტად


სტკიოდა გული, იმ დაკარგული დღეების გამო, რომელიც
შეეძლო დედის გვერდით გაეტარებინა, მაგრამ
უცხოობაში, ათასობით კილომეტრით მოშორებით
გაატარა. რას ვაკეთებდი იმ დროს, როცა დედაჩემს უნდა
მოვფერებოდი? როცა დედის კალთაში უნდა მდებოდა
თავი, სად ვიყავი მაშინ? იქნება ვიღაცის ნაჭამ თეფშებს
ვრეცხავდი? ან მოხუც ესპანელს ვუცვლიდი საფენებს,
იქნება მეძინა, როცა დედას ჩემი დანახვა უნდოდა, როცა
ჩემთან საუბარი სჭირდებოდა?- არ ასვენებდა კითხვეები
და რაც მეტად ფიქრობდა, მით უფრო მყარდებოდა აზრი,
რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო,
საქართველოში, თავის შვილთან, თავისი ქმრის გვერდით
უნდა გაეტარებინა დარჩენილი დრო.

პირველმა შოკმა რომ გაუარა, ისევ აკრიფა ნომერი, რა


დაემართაო დედას, ჰკითხა ქმარს, გული გაუსკდაო. ეს
კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზი იყო ეთუნასთვის, ეს
განაჩენს გავდა - იქნება ჩვენმა ბოლო საუბარმა იმოქმედა?
არასდროს დაუჩივლია დედას, რომ რამე აწუხებდა, მით
უფრო არ შეუწუხებია გულს, რომელიც ძალიან ბევრ
დარდს იტევდა. უპასუხო კითხვები არ ანებებდნენ თავს,
მაგრამ ფიქრობდა, პასუხები კიდევ უფრო მეტ ტკივილს
მიაყენებდა, ამიტომ გადაწყვიტა სიბნელეში ეცხოვრა, ისე
158

თითქოს არც არაფერი მომხდარა, ისე, თითქოს ეს


ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო.

ახლა კიდევ უფრო უაზრო გახდა ცხოვრება, უფრო


ძნელად გასატანი გახდა დღეები.

ზამთრის პირი იყო და როგორც ყოველთვის, სიცივე


კიდევ უფრო მარტოდ აგრძნობინებდა თავს. სახლი
ენატრებოდა, შვილის გარეშე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.
ახალი წლისათვის ჩამოვალ, უთხრა ბესოს. როგორ
მომენატრე, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ და მერე მოჰყვა
იქაურ გასაჭირზე, უმუშევრობაზე, გაძვირებულ
პროდუქტზე, შიმშილით გარდაცვლილ ადამიანებზე.
აღარ მინდა ასეთ გასაჭირში ჩავარდნა, აღარ მინდა იმ
გზის გავლა, რაც უკან მოვიტოვეთ, მოდი ამ გასაჭირს
ერთი წელიც გავუძლოთ და იქნება რაიმე ბიზნესი
დავიწყოთო. დაითანხმა. აღარ შესდავებია ეთუნა, მაგრამ
ახლა უკვე გამძლეობა აღარ ჰქონდა, ახლა უკვე აღარ
შეეძლო ბესოსა და ნუგზარის გარეშე ცხოვრება. ბოლო
დროს ცოტა ჭკუა ისწავლა, გადაენახა ფული. თავისთვის
არც არაფერი უნდოდა, საჩუქრებისთვის აგროვებდა,
უნდოდა საქართველოში დაბრუნებისას საკუთარი
შვილისათვის ყველაფერი საუკეთესო ეყიდა, ის რაც
დაბადების პირველ თვეებში შიმშილი და გასაჭირი ნახა,
აღარასოდეს გამოევლო.

აღარაფერი უთქვამს ბესოსთვის, დანაზოგს კიდევ


შემატა ცოტა ფული, ის ზამთარიც გადაიარა მარტოობაში,
იმ ახალ წელსაც შეხვდა ცივ საწოლში და გაზაფხულის
159

პირზე ბილეთი შეიძინა, ერთი ჩემოდანი საჩუქრებით


გაავსო და დღეების ათვლა დაიწყო, სახლში დიდი
დაბუნებისთვის მზადებას შეუდგა.

13 დღე იყო დარჩენილი, ყველაზე გრძელი 13 დღე.


დაუღამებელი, ტკივილით სავსე დღეები. ამ 13 დღეში
მთელი 6 წლის ტკივილი ერთად გადაიარა, მთელი ამ
წლების სევდა ერთად დააწვა მხრებზე. მთელ დღეს
დადიოდა, სათამაშოების მაღაზიებიდან ტანსაცმლისა და
აქსესუარების მაღაზიებში, იღებდა ფოტოებს
ღირსშესანიშნავ ადგილებში, ყველფრის ფირზე აღბეჭდვა
უნდოდა, რომ ნუგზარისა და ბესოსათვის ის სამყარო
ეჩვენებინა, რომლის ნაწილიც იყო ამდენი წელი,
საკუთარი თვალით დაენახვებინა ესპანეთი, ადგილი,
რომელმაც დააშორა და ადგილი, რომლის
დამსახურებითაც შემდეგში ყველაფერი იქნებოდა
უკეთესად, ვიდრე მანამდე იყო.

დადიოდა დილიდან დაღამებამდე, ხვდებოდა


მეგობრებს, ემშვიდობებოდა თანამშრომლებს,
ყიდულობდა ყველა წვრილანს, საჩუქრებს ნათელასთვის,
ნუგზარისთვის, ქმრისთვის, შვილისთვის,
მეგობრებისთვის.... დრო კი მაინც იდგა, დრო
გაჩერებულიყო და მის ჯინაზე ციფერბლატები წინ აღარ
მიიწევდა.

ღამეები აღარ ეძინა, იწვა და ფიქრობდა, მილიონჯერ


წარმოიდგინა უკვე რა სიხარულს მიიტანდა ოჯახში, რა
ბედნიერება იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს ისიც ხომ
160

იმსახურებდა ბედნიერად ცხოვრებას. წავიდოდა და


აღარასდროს გაიხსენებდა ესპანეთს, არაფერს გაიხსებდა
ამ წლებიდან, არ მოუყვებოდა ქმარსა და შვილს რამდენი
ღამე მოუწია ქუჩაში გათენება, რამდენჯერ წაუვიდა
გული შიმშილით, როგორ სტკიოდა ყველა ძველი
ფიზიკური მუშაობისგან, როგორ ეთუთქებოდა სული
მონატრებისაგან, რამდენჯერ შეშინებია მანიაკის,
რამდეჯერ მონატრებია ქართული სიტყვა, როგორ
სტკიოდა მარტოობა, არა, არასდროს მოუყვება ბესოს, არ
უნდა მასაც ტკივილი მიაყენოს, არ უნდა აგრძნობინოს
სინდისის ქენჯნა, იმ მძიმე დღეების, მათი ოჯახის
შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის რასაც აკეთებდა.
ახლა მიატოვებს ამ ჭრელ ქვეყანას, რომელმაც ბევრიც
წაიყოლა მისი ცხოვრებიდან და ბევრიც მისცა და
აღარასდროს გაიხსენებს, ეცდება, დაივიწყოს ყველა ის
ადამიანი, ვინც ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა,
ახლა სიმშვიდის დროა, ჩავა სახლში, მიუწვება ქმარს და
როცა მის მკერდზე თავს ჩამოდებს დაეძინება ყველაზე
მშვიდად, უშიშრად, უშფოთველად. ნუგო მარტო ცოდოა,
იქნება კიდევ ერთი შვილი გააჩინოს, არა, ერთიც ცოტაა,
ბევრი შვილი უნდა, ბევრი შავტუხა ბიჭები და გოგონები
უნდა, მის შვილს მარტო ცხოვრება არ მოუწევს, მას ძალა
სჭირდება, მხარში ამოდგომა სჭირდება, ბაგირი
სჭირდება, რომ ყველა სიძნელე დასძლიოს, ყველა
აღმართი აიაროს, ყველა მდინარის ნაპირზე გავიდეს, სხვა
ვინ გამოდგება მაშველად, ისე როგორც დედმამიშვილი,
მას ბევრი კულულა შვილი ეყოლება, მამისფერი ბრიალა
თვალებით....
161

მეცხრამეტე თავი

რიჟრაჟი იყო ეთუნა თბილისის აეროპორტში რომ


გამოვიდა და ტაქსის დაუწყო ძებნა. ძლივს ჩაეტია
ოპელის საბარგულში ნათელას კაბებით, ნუგოს
სათამაშობით, ბესოს საჩუქრებით სავსე ჩემოდნები. გზა
რუსთავამდე ძალიან გაიწელა, თითქოს ყველა მეტრი
თითო ბრძოლა იყო, რომელიც უნდა მოეგო, რომლის
დაძლევაც უნდა დაემსახურებინა. სარკეში ჩაიხედა,
სახელდახელოდ მოიწესრიგა თავი, ღიმილი გამოფენაზე
გამოკიდული ფერწერული ტილოსავით გამოეკიდა
სახეზე, რათა ყველა გამვლელს სცოდნოდა, ამ გულში
რამხელა ბედნიერება იყო, ამ თვალებს რამდენი
სიხარულის ტარება შეეძლო.

შევიპარები და ქმარს საწოლში შევუწვები,- საკუთარ


თავს ელაპარაკებოდა სიხარულისაგან ფრთებშესხმული
ეთუნა. წარმოიდგინა, როგორ ეხამუშებოდა მარტოწოლას
შეჩვეულ ბესოს უცხო სხეული, ნაჩქარევად
გადმობრუნდებოდა, სინათლეს აანთებდა და... აზრი
ეფანტებოდა, ვეღარ ალაგებდა სიტყვებსა და ფიქრებს.

ძლივს იცნო სახლი, პატარა მიწურის ნაცვლად აქ


სასახლე წამოეჭიმათ, კიდევ ორი სართული დაედგათ,
ღობე შემოევლოთ, ეზო მოეწესრიგებინათ, წამით
შეჩერდა ეზოში, აუზი აუშენებიათ, მეზობლის მიწა
შეიერთეს, ამის შესახებ ეთოსთვის არაფერი უთქვამთ,
როგორც ჩანს, სიურპრიზს უმზადებდნენ, მაგრამ
162

სიურპრიზი რა არის ამას ასწავლი ეთუნა. ჩემოდნები


ეზოში დაყარა და სირბილით გაქანდა სახლისკენ,
მიუხედავად იმისა, რომ გეგმავდა, ჩუმად დაწოლილიყო
ქმრის საწოლში, ვერ მოითმინა, ამდენი ძალა აღარ ეყო და
კარი შეაღო თუ არა მთელი ხმით იყვირა:

-ნოგო, ნუგზარიი,- საძინებლის კარი შეაღო, მაგრამ აქ


სამზარეულო მოეწყოთ, მეორე კარს ეცა და კიდევ უფრო
ხმამაღლა დაიძახა:

-ნუგოოო!- მეორე სართულზე კარი გაჭრიალდა,


აკანკალებული ეთო მარმარილოს კიბეს აუყვა,
დერეფანში ბესო იდგა, იდგა ფეხშველა, საცვლის ამარა
და გაოცებული აცეცებდა თვალებს. ეთუნა ქმრის წინ
შედგა. თვალებში მილიონი ნაკვერჩხალი ვარვარებდა და
სიხარული ვეღარ გუობდა სხეულს, ეცოტავებოდა,
უჭერდა ხორცი და ის იყო გარსის გახეთქვას აპირებდა, ის
იყო, ბრძანებას აღარ უნდა დანებებოდა და კლდიდან
გადმომავალი ჩანჩქერივით გადმოქანებულიყო, ის იყო
ბესოსკენ წადგა ბიჯი, რომ კისერზე ჩამოჰკიდებოდა,
ამდენი წლის მონატრებული, მწყურვალი სხეულის
დასაამებლად, რომ ოთახიდან ქალის ნამძინარევი,
უკმაყოფილი ხმა მოისმა:

-ბესო, რა ხდეებააა?

ეთო შედგა, ეს ხმა ნათელას აშკარად არ ეკუთვნოდა. და


სანამ გონება მიაწვდიდა ვერსიას, ვინ შეიძლება
ყოფილიყო ქალი, რომელიც მისი ქმრის საძინებლიდან
ყვიროდა, ყველაფერს თავად აეხადა ფარდა, ოთახიდან
163

ქერა, იასამნისფერ აბრეშუმის პერანგში გამოწყობილი


ქალი გამოვიდა და აბზუებული ტუჩებით მხარში
ამოუდგა ბესოს.

თითქოს ცათამბჯენიდან გადმოაგდეს ეთუნა.


ყველაფერი დადგა თავდაყირა და ათიათას ნაწილად
დაიშალა და მერე ეს ათიათასივე ნაწილი ერთდროულად
აყვირდა:

-ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი? ნუგოოო!! სადაა


ჩემი შვილი? - ეთუნა ბესოს სწვდა და მხარი ჩამოკაწრა.
თაბრუ ეხვეოდა, მაგრამ მაინც მისწყვდა ბროლის
საყვავილეს და ქალს, რომელიც ბესოს ეფარებოდა,
მილიმეტრებით ასცდა და კედელს შეელეწა.

ხმაურზე ჯერ ნათელა გამოჩნდა დერეფნის მერე


ბოლოში, მერე პატარა, ბუთხუზა, ლურჩიტებიან
საღამურებში გამოწყობილი ბავშვი გამოვიდა თვალების
ფშვნეტით.

-ნუგო, დე, ჩემო პატარა, ღმერთო, რამხელა ხარ, როგორ


გაზრდილხარ... - სიტყვებს ვეღარ აბამდა ეთუნა,
სირბილით გაიარა დერეფანი და ბავშვის ფეხებთან
ჩაიმუხლა, გულში ჩაკვრა უნდოდა, მაგრამ ნუგზარი,
რომელიც სიმართლე ვთქვათ და აღარაფრით გავდა, იმ
პატარას, რომელიც ეთუნამ დატოვა. განზე გადგა
შეშინებული.

-დეე, ვინაა? - ხელები გაიწოდა ბავშვმა. ეთუნას მზერა


შვილის შავტუხა, დათვივით ტორებს გაედევნა და ქერა
164

ქალთან შეჩერდა. უღონოდ ჩამოუშვა ხელები და იატაკზე


დაჯდა, ბავშვმა კი თავი თავისუფლად იგრძნო და მამისა
და იმ გაურკვევლი სტატუსის მქონე ქალისაკენ გაიქცა.
ეთუნამ იგრძნო, რომ ჯერ თმის ყველა ღერი დაეძაბა,
მერე თითქოს სისხლძარღვებს გლეჯდა ვიღაც და
აზროვნების უნარი დაკარგა. იმ წამში თავად აღარ
მოქმედებდა, ვიღაც სხვა ჩასახლებულიყო მის სულში და
გაჰკიოდა არაადამიანური ხმით:

-რა უყავით ჩემს შვილს, სადაა ჩემი ბავშვი?!

თმაში სწვდა ქალს, რომელიც მისი შვილის დედად


ქცეულიყო და მანამდე არტყმევინა თავი კედელზე, სანამ
ნათელას ძლიერი, მსუქანი ხელები მაჯაში არ ჩააფრინდა
და ბარბის თოჯინას არ მოაშორა.

ეთუნა იატაკზე დაეცა და თავი დაარტყა, სისხლი


თქრიალით ჩამოსდიოდა სახეზე და სანამ ენერგიას
მოიკრებდა, ნათელამ გესლი მიაყოლა:

-რა გიკვირს? მიატოვე შვილი და ამდენი წელი ღმერთმა


იცის სად ეგდე, რა გგონია, ახლა შეგიძლია, მოხვიდე და
პრეტენზიები წამოაყენო? შენ გასართობად წინ და უკან
დაშლიგინობდი და ჩემი შვილი აქ ცხოვრების ბოლომდე
დაგელოდებოდა? თუ ქმარ-შვილი გინდოდა,
გდებულიყავი სახლში. აქ ყოფნის უფლება აღარ გაქვს!

-თქვენ ადანიანები არ ყოფილიხართ... თქვენ ნამდვილი


სვავები ხართ! არ გაპატიებთ ამ დღეს, ჩემს შვილს ვერ
წამართმევთ, მაგის უფლებას არ მოგცემთ! - განწირული
165

კიოდა ეთუნა და ძალა აღარ შესწევდა წინააღმდეგობა


გაეწია ნათელასთვის, რომელმაც კიბეებზე ჩაათრია და
კარი მიუჯახუნა.

დამცირებული და ფრთებმომტვრეული ძლივს-


ძლივობით წამოდგა და ჩემოდნები ეზოდან გაათრია,
ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ამ სახლში,
ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა რა შეემთხვა, ტვინი
არ უშვებდა დაეჯერებინა და გულისთვის გადაეცა, რომ
რამდენიმე წუთის წინ საკუთარმა შვილმა სხვა ქალს
დაუძახა დედა.

ერთ ხანს სახლის წინ ტროტუარზე იჯდა, მერე ტაქსიმ


გაუჩერა და მანქანაში რომ ჩაჯდა, სიტყვებს ვერ
პოულობდა მძღოლისათვის მისამართი ეკარნახა.

-თბილისი,წერეთლის 117,- აკანკალებული ხმით


უკარნახა და საკუთარ თავს სთხოვა ტკივილი მოეთმინა,
ცოტა ხანს გაეძლო, ბავშვობის სახლამდე მიეღწია და მერე
იქ, წარსული თუ ფარდებს შერჩენილი დედის სითბო
დაეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილება მიეღო, რაიმე
მოეფიქრებინა, გზა ეპოვნა.

მძღოლი მიეხმარა და ბარგი მესამე სართულზე აათრია,


მერე თითქმის ნახევარი საათი ეძებდა სახლის გასაღებს
და აკანაკალებული ხელებით სცადა საკეტისათვის
მოერგო, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

-შენღა მაკლდიი,-მთელი ხმით იყვირა და კარს მუშტები


დაუშინა, მთელი ჯავრის მასზე გადატანას შეეცადა და
166

ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულიყო, რომ საკეტი


გაჩხაკუნდა და ნამძინარევმა, შუახნის კაცმა გაოცებული
სახით გამოიხედა.

-ვინ გნებავს?- ჰკითხა წარბებაქაჩულმა.

-რა? თქვენ ვინ ხართ? აქ რა გინდათ? ჩემს სახლში რა


გინდა? - მიაყარა კითხვები ეთუნამ.

-გოგონა, ნორნალური ხარ?

-არა, გიჟი ვარ, შეურაცხადი, როგორც ჩანს,


ფსიქიატრიულში ვარ.

უცნობმა საკუთარი სახლის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.


ეთუნამ ახლა მუშტებთან ერთად ფეხებიც დაუშინა. კარი
ისევ გაიღო და უცნობი მამაკაცი ახლა უკვე
გაკვირვებულთან ერთად მოთმინება დაკარგულიც იყო.
კაცს ცალ-ცალ ფლოსტებში ფეხწაყოფილი ხალათიანი
ქალი გამოჰყვა.

-რა ხდება, მშვიდობაა? გაიღვიძა ბავშვმა. ვინაა ეს


გადარეული, დაურეკე პატრულს.

-დაურეკეთ, მიდით აკრიფეთ ნომერი, იქნება პატრულმა


მაინც მოჰფინოს ნათელი რამეს ამ აბსურდის თეატრში,
იქნება პატრულმა მაინც მითხრას, რატომ ვერ შევდივარ
საკუთარ სახლში.

ყვირილზე მეზობლები გამოიშალნენ. სადარბაზო


სეირის საყურებლად გამოსული ხალხით აივსო. ეთუნა
167

მთელი ხმით კიოდა. ასაკშერეული ხალათიანი ცოლ-


ქმარი კი ერთმანეთს მიშტერებოდა და ვერაფერი გაეგოთ.

-ეთო, შენ ხარ, შვილო?- შეეკითხა მეხუთე სართულის


მეზობელი დალი, რომელიც სადარბაზოში ყველაზე
მეტად უყვარდა ეთუნას, რადგან დალი აცხობდა
მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ბლინებს.

თითქოს დალი ახლა ერთადერთი მაშველი რგოლი


ყოფილიყოს გაშლილ ზღვაში და ეთუნა მთელი ძალით
ჩაებღაუჭა.

-დალი დეიდა, რა ხდება, დალი დეიდა, მიშველე რამე,-


ნაცნობი, ბავშვობის სახე რომ დაინახა, რომელსაც ხელში
ატატებულს დაჰყავდა პატარა, კულულა, ჭორფლიანი
გოგონა, თავი ისევ ბავშვად იგრძნო, თითქოს შვილი და
სახლი კი არა საწუწნი კანფეტი წაერთმიოთ და მთელი
ხმით ატირდა.

დალიმ შებერებულ მკერდში ჩაიკრა ეთუნა და თავზე


დანაოჭებული ხელისგული გადაუსვა.

-დალი დეიდა, მითხარი, ესენი ვინ არიან?

-დედაშენის გარდაცვალებიდან ერთი კვირაც არ იყო


გასული რომ გადმოვიდნენ,- დაბალი, გატეხილი ხმით
უთხრა მეზობელმა.

ეთომ თავი გაითავისუფლა და კარის ჩარჩოს


მიყრდნობილ საკუთარი სახლის ახალ მფლობელს
მიუბრუნდა:
168

-დედაჩემს ეს სახლი არ გაუყიდია და ფაქტია, არც მე ვიცი


ამის შესახებ არაფერი. იქნება ამიხსნათ ვისგან იყიდეთ ეს
ბინა, 20 წლის წინ გარდაცვლილი მამა ადგა?

-გოგონა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ქურდები არ ვართ,-


შედარებით დაუტკბა ხმა ქალს, მიხვდა ვისთანაც ჰქონდა
საქმე,- ყველა საბუთი წესრიგში გვაქვს.

კაცმა თვალით ანიშნა და ორივე სახლში შევიდნენ.


ეთუნას ფეხზე დგომის ძალა აღარ ჰქონდა, კიბის
საფეხურზე ჩამოჯდა, მხრით სადარბაზოს კედელს
მიეყრდნო, უღონოდ ჩამოყარა ხელები. იქნება სიზმარში
ვარ? იქნება კოშმარი მესიზმრება? - დაეკითხა საკუთარ
თავს. ეთუნას სახლის მასპინძლები რამდენიმე წუთში
ისევ გამოვიდნენ სადარბაზოში. ძლივს ასწია ეთომ ხელი,
რომ ფურცლები გამოერთმია და უმიზნოდ გადაფურცლა.
მერე ერთ-ერთ ფურცელს დააშტერდა, ცოტა ხანს უყურა
და თვალები მოიფშვნიტა, ხელის გული მიიბჯინა
თვალებზე, თითქოს უნდა მხედველობა დაიბრუნოსო,
თითქოს ტკივილის შეკავებას ცდილობდა. მერე ისევ
ჩახედა ფურცლებს.

-ღმერთოო! - იკივლა მთელი ხმით და ფეხზე წამოხტა.

-დაწყნარდი, შვილო, - ხელი წააშველა დალიმ.

-ღმერთო, ვაჟა მამულაშვილისაგან უყიდიათ ეს სახლი.


ვაჟა მამულაშვილისაგან, დედაჩემის უცნაური, უცაბედი
გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, ღმერთოოო! - გაჰკიოდა
და თავს ურტყამდა კედელს. მეზობლებმა სასწრაფო
169

გამოიძახეს, ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და


ეთოს ჩაეძინა.

მეოცე თავი

ეთუნა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა, მის სხეულში


სხვა ადამიანი ჩასახლებულიყო, ჯერ ბესოს მიუვარდა,
ემუქრებოდა გადაგწვავთ, არ შეგარჩენ არც ჩემს
დაკარგულ წლებს და არც ჩემს შვილსო. მინები ჩაულეწა
ქვებით და ნათელამ და მისმა ახალმა რძალმა მაკომ
პატრული გამოიძახეს. სახლთან მიახლოება აუკრძალა
ეთოს პოლიციამ.

რამე უნდა ექნა, რამე უნდა ემოქმედა, უნდა ებრძოლა.


ასეთი დამცირებული თავი არ უგრძვნია, 6 წელი ღამეებს
ტეხდა, რომ აქ ბესოსა და მისი ცოლისთვის ცხოვრება
აეწყო, საკუთარი შვილი დაეკარგა, დედა მოჰკვდომოდა,
სახლი წაერთმიათ. ახლა მილიონი კითხვა ჰქონდა,
თითოეული უროსავით სცემდა თავში, პასუხები
სჭირდებოდა, დედის გარდაცვალების ამბავი ყველაზე
მეტად აფიქრებდა, ის აწუხებდა, რატომ და როგორ
გადაიფორმა ვაჟა მამულაშვილმა მისი სახლი.

პირველი ღამე დალისთან გაათია. როგორც მოხუცმა


მეზობელმა უთხრა, რუსუდანი კარგად იყო, არასდროს
დაუჩივლია, რომ რამე აწუხებდაო.

- იმ დილითაც მოსწავლეები ჰყავდა, მერე შაქარი აღარ


მქონდა, ჩავედი და ყავაზე შემიპატიჟა. ვერაფერი შევატყე,
170

ვერ მივხვდი, თუ შეუძლოდ იყო, თორემ ხომ


გამოვიძახებდი სასწრაფოს. საღამოს გარდაცვლილა,
როგორც შენმა დედამთილმა თქვა, ჩვენ დილით გავიგეთ,
კარი ღია დამხვდა, პურზე რომ ჩავდიოდი, გადი-
გამოდიოდა ხალხი, გამიკვირდა, შევედი და ტახტზე
ეწვინათ, წუხელ გადაიცვალაო. დავინტერესდი, მათ
საიდან გაიგეს ეს ამბავი, რაც წასული ხარ ესენი მე აქ არ
მინახავს, მაგრამ ჩემზე უკეთ მოგეხსენება, მაგ ქალთან
საუბარი შეუძლებელია. მეორე დღეს დაკრძალეს,
ნორმალურად სამძიმარზეც ვერ მივედით. მთელი სკოლა
მოვიდა, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები, ეზო
სავსე იყო, მოვიდნენ უშველებლი გვირგვინებით და კარი
გამოჯარული დახვდათ, დაეკრძალათ უკვე. ვერავინ
მივხვდით რა ხდებოდა,- სვენებ-სვენებითა და ცრემლის
წმენდით მოუყვა დალი.

ძალიან დავიღალეო, უთხრა მეზობელს და იქვე მიწვა.


თვალები დახუჭა და ტკივილის მოსმენა დაიწყო,
ტკივილი კი გასწიოდა მთელი ხმით, თმას აგლეჯდა და
სისხლძარღვებს ანამცეცებდა.

კიდევ უფრო რთულად იყო ყველაფერი. რატომ უნდა


გადაეფორმებინა ბესო ყოფილი მეზობლისათვის
რუსუდანს სახლი, მას ფული არ სჭირდებოდა, რომ
გაეყიდა, ჩუქებით არ აჩუქებდა, გამორიცხულია, ან ამის
შესახებ რატომ არაფერი თქვა. საიდან გაიგეს ნათელამ და
ბესომ რუსუდანის გარდაცვალების ამბავი?
171

ღამე იყო გრძელი და ფიქრები ქსოვდნენ


წარმოუდგენელად გრძელ გრეხილს და მერე ამ ნაქსოვ
ჯაჭვებს მიუყვებოდა ეთუნა და გამთენიისას მიხვდა, რომ
წრეზე ტრიალებდა, ერთ დიდ წრეზე დადიოდა.

არ იცოდა საიდან დაეწყო, რომელი საქმის მოგვარებით


დაეწყო პრობლემების გადაწყვეტა, რა უნდა ეღონა,
ცხოვრება უნდა დაებრუნებინა, თორემ თავისი შვილისა
და სახლის გარეშე ის გავდა ფესვებგადაჭრილ ხეს და
გახმობას დაიწყებდა.

დილით სარკეში რომ ჩაიხედა, პირველი ჭაღარა შენიშნა,


თვალებს კი ის ბოლო სხივიც დაეკარგა, რომელიც ამ
წლებს ძლივს-ძლივობით გადარჩენოდა.

დალიმ მოცვის ჩაი დაუსხა და გვერდით მიუჯდა:

-ახლა მე, შვილო, უკვე კიბეზე სიარულიც აღარ


შემიძლია, ვეჭვობ, ვერაფრით დაგეხმარები. შენ უნდა
იბრძოლო, შეიძლება, ვერც გაიმარჯვო, მაგრამ იმისათვის,
რომ მერე სარკეში ჩახედვისას არ შეგრცხვეს, საკუთარი
თავი არ შეგძულდეს, რამე უნდა იღონო.

ეთუნას ფიქრის თავი არ ჰქონდა და ერთი რაც გააკეთა,


ნათიას დაურეკა. ყურმილი მარიმ აიღო.

-მარი დეიდა,- თქვა და საუბარი ვეღარ გააგრძელა,


გულამოსკვნილი ატირდა.

დაახლოებით ერთ საათში უკვე მასთან იყო ნათიას


ოჯახი და თავისთან წაიყვანეს, ორი დღე საწოლში იწვა
172

და საკუთარ თავს, საკუთარ უბედურებას დასტიროდა.


ორი დღე საწოლთან უჯდა ნათია და ჩაძირვის, საბოლოო
დანებების უფლებას არ აძლევდა.

ამ დროისთვის ნათიას უკვე დაემთავრებინა


უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაციაში
მუშაობდა, ფსიქოლოგი იყო. შეეძლო ხალხის დარწმუნება
და იმარჯვა, ეთუნამ მესამე დღეს ადგა, ჩაიცვა და სახეზე
ემოციის ნასახიც არ ეტყობოდა, გაბოროტებული,
შურისძიების მაძიებელი ქალი იყო, რომელიც არავის
დანდობას არ აპირებდა, მაგრამ როდის იყო ბალერინებს
იმდენი ძალა ჰქონდათ მოკრივეებს რინგზე აგდებდნენ.
ეს ერთი გაბრაზება იყო, ერთი პატარა მდინარის
აბობოქრება, რომელიც ზღვას მიმართულებას ვერ
შეუცვლიდა, თავისი ხმაურის მიუხედვად ქვებზე
მოთამაშე წყლის წვეთებს ტალღებად ვერ აქცევდა, ვერ
ააზვირთებდა.

ნათიამ კარგი ადვოკატი უშოვა. ეთოს თავისი მთელი


დანაზოგი საჩუქრებში დაეხარჯა და ახლა
ადვოკატისათვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა, მეგობარმა
ბანკიდან ვალი გამოუტანა. ბრძოლა დაიწყო. ვერაფერს
გახდა, ვერაფერს მიაღწია. ნათელამ და ბესომ
სასამართლოზე ვაჟა მამულაშვილი მიიყვანეს, თავისი
ლოთი მეზობელი, რომელმაც აღიარა, რომ ეთუნას
წასვლამდე ისინი საყვარლები იყვნენ, ვაჟამ მოსამართლეს
დეტალურად მოუყვა, როგორ აძინებდნენ ბავშვს
დიაზეპამებით და მერე ღამეებს ატარებდნენ ეთუნას
ქმრის საწოლში. ცოლს გაშორდა, მაგრამ სახლი არ
173

ჰქონდა, ერთად ცხოვრება უნდოდათ და ამიტომ წავიდა


ეთო სამუშაოდ. ბესომ და ნათელამ დაიფიცეს მისი
საზღვარგარეთ წასვლის შესახებ არაფერი ვიცოდით,
მიატოვა 2 წლის ბავშვი და წავიდაო, ამ წლების
განმავლობაში საერთოდ არ გამოჩენილა, ახლა მოვიდა და
სახლსა და შვილს ითხოვსო. ის ღალატიც რომ
დავივიწყოთ, გაუწონასწორებელია, ფსიქიურად მთლად
ჯანმრთელად ვერაა, ამას მეზობლებიც დაასატურებენ,
როგორ ესროდა სახლს ქვებს, იწვა ასფალტზე და წიოდაო,
მეზობლებმა დაადასტურეს, ასე რომ ბავშვი არ ენდობა,
სახლი არ აქვს, კარი, სამსახური და როგორ ვანდოთ
შვილიო. მით უფრო, რომ ბავშვმა აღიარა მაკოა დედაჩემი
და მე ამ ქალს არ ვიცნობ, მისი მეშინიაო. ამას დაემატა
საბანკო ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეთო
ყოველ თვე სოლიდურ თანხასა და ამანათებს გზავნიდა
მოქალაქე მამულაშვილის სახელზე, ზარებს
ახორციელებდა მამულაშვილის კუთვნილ ნომერზე და
დედამისმა, სახლიც მას აჩუქა.

დამარცხდა, სასამართლომ დედობა ჩამოართვა და


სახლი, რასაკვირველია, ახალ მფლობელთან დარჩა. ახლა
ის სრულიად განადგურებული იყო, დამცირებული, აღარ
იცოდა, რატომ უნდა ეცხოვრა, რისთვის გაეგრძელებინა
არსებობა, რა ეკეთებინა და რისთვის. სიკვდილი ინატრა.

სახლი არ ჰქონდა, რომ გაჩერებულიყო, ნათიასთან


ცხოვრება ერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელ
სამყაროში ერთადერთი სახლი იყო, სადაც თავს შინ
გრძნობდა, არ უნდოდა, რომ მათი სიყვარულით
174

ესარგებლა. ამ ოჯახში სიხარულსა და სიცილს


მოეკიდებიან ფეხი, მას კი თან უბედურება სდევდა. ამას
სოლიდური ვალიც ერთვოდა. ფული უნდა
დაებრუნებინა, ეს თანხა უნდა მოეგროვებინა. სამსახურის
ძებნა დაიწყო.

სამსახური კი საქართველოში ძალიან ჭირდა. 18-დან 25


წლამდე გოგონა, უმაღლესი განათლებით, მუნიმუმ 2
წლიანი სამუშაო გამცდილებით, რუსული და
ინგლისური ენების ცოდნით. არც ერთ კრიტერიუმს არ
აკმაყოფილებდა ეთუნა.

იმ დროს როცა ეთო სამსახურს ეძებდა, დამლაგებლად,


ჭურჭლის მრეცხავად, ძიძად... ორ დიპლომიანი
ადამიანები ბაზარში ისხდნენ და მწვანილს ყიდდნენ,
ბაზარში ჯდომას კი კაპიტალი სჭირდებოდა და ესეც რომ
არა, ყველას არ შეუძლია გაყიდოს რამე, ამას თავისებური
ნიჭი სჭირდება.

მაინც გარისკა, რამდენიმე გასაუბრებაზე მივიდა,


მიუხედავად იმისა, რომ განათლება არ ჰქონდა, ჭკვიანი
იყო და იმ საქმეს, რომელზეც მუშაობის პრეტენზიას
აცხადებდა, თავს გაართმევდა. დაგირეკავთო,
ეუბნებოდნენ და კარის გამოხურვის შემდეგ მის
არსებობასაც ივიწყებდნენ. დაახლოებით 3 თვიანი
უშედეგო მცდელობის შემდეგ მიხვდა, უნდა წასულიყო,
ისევ საზღვრებს მიღმა ეძებნა გამოსავალი. ახსოვდა, რაც
დაკარგა წასვლით, ახსოვდა უძილო ღამეებისა და
175

ტკივილის შესახებ, მაგრამ ახლა აღარ გაუჭირდებოდა,


ახლა დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ახლა აღარ ეშინოდა.

იქნებ არ ღირსო, სთხოვა ნათიამ, მაგრამ თავადაც


კარგად იცოდა, რომ წასვლა გამოსავალი იყო, ბესოსა და
მისი ოჯახისგან შორს ყოფნა, შესაძლოა, გადარჩენის
ერთადერთი საშუალება ყოფილიყო.

ისევ ხმაურიანი აეროპორტები და ამჯერად უმიზნო


მგზავრობა, მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ მოვალეობა
მოიხადოს, ფული იშოვოს, ვალები დაფაროს. ამ
დროისათვის ეკონომიკური კრიზისი მძლავრდებოდა
ევროპაში და იქაც აღარ იყო სამუშაოს ძებნა ადვილი.

ნაცნობი გოგო მოძებნა, პოლონელი, ცოტა ხანს მის


ოთახში შესახლდა. ორი კვირა ეძებდა სამსახურს და
ბოლოს პატარა საფუნთუშეში დაიწყო დამლაგებლად
მუშაობა. ორი თვე გაიტანა თავი, რომ შიმშილით არ
მომკვდარიყო, დარდს ებრძოდა და ამიტომ მთელ
ენერგიას სამუშაოს ახმარდა. მეპატრონემ ქალაქის
ცენტრში სწრაფი კვების ობიექტში გადაიყვანა, სამი თვე
მიმტანი იყო, მერე დააწინაურეს, მენეჯერად დანიშნეს.
ხელფასი უკვე ჰქონდა იმდენი, რომ პატარა ოთახი
ექირავა. თავად ბევრი არაფერი უნდოდა, თითქმის
არაფერს ჭამდა, ჩაცმასა და გართობაზე ხომ საუბარიც არ
იყო, ნათიას ვალის დასაფარად ფულის მოგროვება
დაიწყო.
176

ოცდამეერთე თავი

წლები როგორ მისდევდა ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდა.


ორ სამსახურში მუშაობდა, თავისუფალი დრო მტერია იმ
ადამიანებს, ვინც წარსულის დავიწყებას ცდილობენ.
უნდა დაღლილიყო, ისე უნდა დაღლილიყო, რომ
უსიზმროდ დასძინებოდა, მერე ისე თავდაუზოგადავად
უნდა ემუშავა, საკუთარი თავი უნდა გაემატებინა,
ჯანმრთელობას რას დაგიდევდათ, რაში სჭირდებოდა?
მხოლოდ წინ მიიწევდა, აჩქარებული, დიდი, სპორტული
ნაბიჯებით, იქ, იმ სამყაროსკენ, სიკვდილთან
პაემნისათვის ემზადებოდა.

დრო ტკივილს არ გვავიწყებს, წლებთან ერთად


ტკივილს ვეჩვევით, წლები გვასწავლიან ტკივილთან
ერთად ცხოვრებას, სწავლობდა ეთუნაც და ცდილობდა,
დაევიწყებინა, ცდილობდა, წაეშალა ყველაფერი, რაც მის
განვლილ დღეებს ახენებდა. ილუზიაში უნდა
ცხოვრობდე, რომ შესძლო საკუთარ თავს დააჯერო,
დედას და შვილს გავაქრობო ჩემი გულიდან, ორ
ძვირაფას არსებას, ვისთვისაც ღირდა დაბადება,
ვისთვისაც ღირდა ყველა ცრემლი და ტკივილი.

ახლა უკვე კარგად იცოდა, რომ რუსუდანი მართალი


იყო, რომ დედისთვის უნდა დაეჯერებინა, შვილს
ქმართან განშორებას როცა სთხოვდა, დედის უნდა
ერწმუნა, როცა ეხვეწებოდა არ წახვიდეო
საქართველოდან, დედისთვის კარგად უნდა მოესმინა, ამ
ადამიანების გარშე ცხოვრება ისწავლეო.
177

გვიანია სინანული, სინანულს აზრი არასდროს აქვს,


ნანობდა და ეს გრძნობა წარსულს ვერ სცვლიდა,
უბრალოდ მომავალის აწყობაში უშლიდა ხელს,
სინანული მომავალს დაბადების საშუალებას არ აძლევდა.

უმიზნოდ ცხოვრება სიკვდილს უდრის, მაგრამ


მტკივნეულ, გაუსაძლის სიკვდილს. კვდებოდა ეთუნა
ყოველ დღე თავიდან, ყოველ წუთას. მერე ნელ-ნელა
სიკვდილიც გაითავისა, სიკვდილსაც მიეჩვია,
სიკვდილთან ძილი ისწავლა.

მუშაობდა, დადიოდა საყიდლებზე, პერიოდულად


ხვდებოდა ნაცნობ-მეგობრებს, ირუჯებოდა სანაპიროზე,
კითხულობდა წიგნებს, ათვალიერებდა ახალ-ახალ
ქალაქებს, გადადიოდა სამუშაოდ ერთი ქვეყნიდან
მეორეში. იცნობდა და უმეგობრდებოდა ახალ ადამიანებს.
მაგრამ ის მაინც არ იყო ცხოვრებდა, ამას სიკვდილის
მოლოდინი ერქვა.

ერთ წელს ნათიამ ჩააკითხა 5 დღით. ეს ამ ბოლო


წლებში მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები იყო.
და მერე ისევ დაბრუნდა ნაცრისფერი, უმიზნო და
დაუსრულებლად გრძელი დღეები.

ნათიას თუ რამე სურდა, აუცილებლად აღწევდა, უნარი


ჰქონდა, ადამიანები დაერწმუნებინა. მართალია, ვერც
ნათიას ცხოვრება აეწყო მთლად კარგად, მაგრამ მისი
ამბები, რა მოსატანი იყო მეგობრის ტკივილთან. ცუდი
ბედისანი გამოდგნენ, ორივეს ბრწყინვალე გონება
ჰქონდა, სკოლაში ყველაზე ლამაზ გოგოებად
178

მიიჩნეოდნენ, წინ ბრწყინვალე ცხოვრების პერსპექტივა


ჰქონდა და თითქოს ორივე დაიკარგა, თითქოს საკუთარ
გზას ვერ მიაგნეს.

-ჩვენი ამბები იქიდან იწყება, სადაც რომანები სრულდება.


გვატყუებდნენ ჩვენი წიგნები, გაგვაბითურეს,
საყვარელო,- ეტყოდა ხოლმე ნათია მეგობარს, როცა
საკუთარი ცხოვრების შეფასებას ცდილობდნენ.

-ისე რა გინდა, მართალი ყოფილა მარი დეიდა რომ


გვეუბნებოდა, ეგ წიგნები ჭუპრის ჭიებად გაქცევთ,
გარსში მოექცევით და რეალობის შეგრძნებას დაკარგავთ,
პატარა პრობლემასაც ვერ გაუძლებთ, გადაგივლით
ცხოვრებაო,- უთხრა ერთხელ ეთომ.

-რაღას ვერ გავუძელით, გოგო, რაც ჩვენ თავსა და გულში


მოგვხვდა და ჰა, კი ვართ ისევ კერკეტი კაკლივით, იქნება
და სწორად იმ წიგნებმა გადაგვარჩინა, ოცნების სამყარო
რომ გვქონდა შექმნილი, მაინც შევძელით თავის
მოტყუება, რეალობის ბოლომდე ვერ მიღება...

ერთ ხანს სდუმდნენ, ეთუნა იმ ძველ დროზე


ფიქრობდა, ზღაპრულ მომავალს რომ იქმნიდნენ
სიზმრებში.

-სადღაა ოცნებები, ნათი, აღარც მახსოვს ფერადი


სიზმრები როდის ვნახე. აღარც მახსოვს ბოლოს როდის
გამიხარდა რამე.

-ჩემი დანახვა არ გაგიხარდა?


179

-შენი კი, ძალიან, - გაეცინა ეთოს.

-თუ მართლა გაგიხარდა ჩემი ნახვა, ახლა წარმოიდგინე


როგორ გაგიხარდება ჩემნაირი 20-ის ნახვა.

-შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი, ასეთი კარგი


კი არ იქნებოდი 20 რომ იყო? - ტახტზე მოკეცილი
მჯდარი ეთო გადაიხარა და მეგობარს თმა აუჩეჩა.

-ეგ კი, მე ვარ სამყაროში ერთადერთი, მაგრამ მხოლოდ


ჩემში არაა საქმე, იმიტომ გიხარივარ, რომ შენი ცხოვრების
ნათელ პერიოდს გახსენებ. ახლა წარმოიდგინე ბევრიი,
ძალიან ბეევრი ისეთი ადამიანი ვინც ყველაზე მაგარ
დროს გაგახსენებს.

-ნუ მივლი წრეებს, აბა პირდაპირ მითხარი რა გინდა, -


მეგობრის „ხრიკს“ მიხვდა ეთო.

ბევრი ლაპარაკი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს ნათიამ


მეგობარს პირობა ჩამოართვა, რომ თავადაც
ესტუმრებოდა, მოვაწყობ ერთ ძველებურ შეხვედრას,
საუკუნეა კლასელები აღარ გვინახავსო.

ასე ადვილი არ იყო ეთოს დაყოლიება, რომ ისევ


ჩამოსულიყო სამშობლოში, ან სადღა ჰქონდა სამშობლო,
აღარ ჰყავდა ახლობელი ადამიანები, აღარ ჰქონდა სახლი.
სახლი თუ არ გაქვს, არც სამშობლო გაქვსო, ფიქრობდა
ეთო, მაგრამ მაინც დაიყოლიეს მეგობრებმა, მაინც გაბედა
და ჩამოვიდა და რადგან ახლა საქართველოში იყო, აღარ
დანებდებოდა, აღარავის მისცემდა დამცირების
უფლებას. მოკვდა მასში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
180

ნაწილი, მაგრამ მეორე ისევ ცოცხალი იყო და ამ მეორეს


იქ, რაჭაში დატოვებული კაცის ხელების სითბო
სჭირდებოდა, მისი თმის სუნი გამოჰყოლოდა.

ახალი რომ დაიწყო, ჯერ ძველი უნდა დაამთავრო,


დაუმარხავი მიცვალებულივით გამოდებულიყო ოთახის
შუაგულში ეთუნას წარსული და უკვე აყროლებულ
გვამად ქცეული ცხოვრება უნდა დაემარხა, მიწა მიეყარა,
ხსოვნიდან გაექრო.

ბრძოლისთვის მზად იყო, ეგონა წინ ვეღარავინ


დაუდგებოდა, უნდა დაემთავრებინა დაწყებული საქმე,
უნდა ამოეშალა ცხოვრებიდან ბნელი ლაქები, ახალი
ცხოვრების დაწყება უნდა ეცადა, ახალი ცხოვრება კი
სუფთა ფურცელს ითხოვდა.

გეგმაც ჰქონდა. გზაში საკუთარ თავს ესაუბრებოდა,


ახალი შერკინებისათვის ემზადებოდა. წარმოიდგინა
კიდევაც როგორ მოძებნიდა საუკეთესო ადვოკატს, ქალი
უნდა იყოს უეჭველად, აბა კაცი რას გამიგებს, კაცმა რა
იცის, რას ნიშნავს დედობა, რა ტკივილია ჩამორთმეული
შვილი.

ჯერ რუსთავში წავალ და ვაჟა მამულაშვილს მოვძებნი.


იმედია, იმდენი არაყი არ დაულევია, რომ ღვიძლი
დაშლოდა, ცოცხალს მივაგნებს. კითხვა-კითხვით ვივლი,
ყველა ოჯახში დავაკაკუნებ, სავარაუდოდ, ქუჩაში,
რომელიმე გარეუბნის მაღაზიის კართან ეძინება. ლოთები
ერთმანეთს სუნით გრძნობენ. იქვე, ვაჟას სიხალოვეს, 3-4
კაცი იქნება. შელახული ტანსაცმლით, დაწითლებული
181

ცხვირით, აკანკალებული ხელებით. ასე 20-30 ლარს


შესთავაზებს, ისე მეგობრულად, ახალი წელი დალოცეთო
ეტყვის ეთო. ეგენი 20-ზე კი არა 2 ლარზეც გაყიდიან
საკუთარ სინდისს. ამ ფულის სანაცვლოდ იქნება
სთხოვოს და მიეხმარონ, მანქანაში ჩაასმევინებენ ვაჟას.
გადაუჭერს ეთუნა ღვედს თავის ყველაზე დიდ მტერს და
სანამ ვაჟა თავის ლოთურ სიზმრებში იქნება, ქალაქს
დასტოვებს, იქნება სადმე განაპირას წაიყვანოს, რომელიმე
მიგდებულ სოფელში, მიტოვებული სახლების
სიახლოვეს გააჩეროს მანქანა. აღარ შეეშინდება, ეთომ
უკვე მისცა საკუთარ თავს პირობა, აღარასოდეს
შეეშინდება, დაელოდება, როდის გამოფხიზლდება და
მერე იმ ნამთვრალევ, ამოწითლებულ თვალებში ჩახედავს
და პასუხს მოსთხოვს. რითი გინდა შეაშინო კაცი,
რომელსაც წლებია ქუჩაში სძინავს, კაცი, რომელსაც ერთი
ადამიანიც არ ჰყავდეს იქნება, ვისი სიცოცხლეც მისთვის
მნიშვნელოვანი იყოს?!

საგონებელში ჩავარდა, იქნება მოვქრთამოვო,


დავპირდეო იქნება ფულს, ბევრ ფულს. არააო
მორალური, მაგრამ მორალს ვინ ეძებს? რა დროს
მორალია? ყველა გზა უნდა სცადოს.

დაიყოლიებს, აუცილებლად დაიყოლიებს, სახლს


შეჰპირდება, მანქანას, ფულს... წაიყვანს სასამართლოში,
იტყვის ყველაფერს, იტყვის როგორ დაიყოლიეს ნათელამ
და ბესომ ეცრუა. დაუჯერებს მოსამართლე. არ შეიძლება
ერთხელ მაინც არ ამოვიდეს მზე ეთოსთვის. არ შეიძლება
სულ უკუღმა ბრუნავდეს მისი ცხოვრების ბორბალი.
182

გამოსავალი უნდა არსებობდეს, გამოსავალი ნამდვილად


უნდა იყოს!

იმედი სულში შეუძვრა ეთუნას და თითქოს ახლა ათასი


ფრთა ჰქონდა და გაფრენას აპირებდა, თითქოს ძალიან
დიდი სიხარული იშვა მის სხეულში და გზა შეამოკლა.

ოცდამეორე თავი

-წამოდით ახლა, გაიპრანჭეთ და გავიდეთ


რუსთაველზე. ძალიან „სვეცკია“ წელს თბილისი.

გოგოებმა ჯერ მარის შეხედეს გაოცებულებმა, მერე


ერთმანეთს და სამივეს ერთად გაეცინა.

-კარგი რა, მარი, მე დავიღალე და შენ არა?- წარბები


შეჭმუხნა მაკომ.

-რას კვდებით, ხალხო, ახალგაზრდები არ ხართ? მე


თქვენს ასაკში ლამპიონები რომ აინთებოდა, სახლში რა
გამაჩერებდა. არა, დღე საჩემო არ იყო, ისედაც გოგო, მზე
არის კანის პირველი მკვლელი. აი კარგად რომ
შეიფერებოდა ცა, ჩემს გოგოშკებს გავუვლიდი და
გავდიოდით. შუაღამემდე დავდიოდით ხანდახან,
განთიადამდეც კი გვიხეტიალია, მერე მეძინა მთელ დღეს.
ძილი აუცილებელია, ხანგრძლივი და მშვიდი ძილი.
მაგიტომ არის ასე რომ შეიცვალე და კანი შენს ხასიათზე
უარესად გამოიყურება, ნათი. გოგო, მთელ დღეს ხომ წინ
და უკან დადის ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელივით
183

იღლიაში ამოდებული საქაღალდეებით და ღამე წიგნებში


აქვს თავი ჩარგული. ამოშავებული აქვს თვალები, ასე,
შენ რომ დილაობით ამოღამებული თავლებით ქუჩაში
დადიხარ მე სარკეშიც კი არ ჩავიხედებოდი, რომ
თვითშეფასება არ დამქვეითებოდა,- მარიმ სტაფილოს
წვენი მოსვა, ერთ ხანს საკუთარ ფრჩხილებს დაჰყურებდა,
მერე თავის „მანიკუშაზე“ ყვებოდა რაღაცას, მის
იტალიურ მეთოდებსა და თითების მასაჟებზე და
გოგოები საუბარში რომ ვერ ჩაითრია, ისევ თავიდან
დაიწყო:

-ეთო, საუკუნეა თბილისი არ გინახავს, ისე კი აღარაა,


ჩაგოიმებული, ჩაშავებული. ახლა ხალხიც შეიცვალა
რაღაც, უფრო გახსნილები და ბედნიერები არიან. იცი რა
მიხარია, რომ ვხედავ ქუჩაში ვიღაც იღიმება. საერთოდ
გაღიმებული ადამიანი უფრო ლამაზია. ხალხიც
შეცვლილია და ქალაქიც. გადაბდღვრიალებულია
ყველაფერი. რაღაცნაირად დაეტყო დონე რა.

-სახლები გადააბდღვრიალონ მაგათ ურჩევნიათ, „ფინთ-


იგრუშკებს“ რომ დაამსგავსეს ქვეყანა. რა გვენაძვისხევება,
ათასი კაცი წევს ქუჩაში და კვებდება შიმშილით,-
გაზეთის დაკეცვას მორჩა რეზო და ახლა ტევიზორის
პულტი მოიმარჯვა.

-მასე, ჩემო რეზი, სულ იყო და იქნება, ზოგს შია, ზოგს


დასაძინებელი არ აქვს, მე კიდე მახსენედებიან და სულ
მეტირება, გული მეწვის. არა და არ მინდა ეს
ნერვიულობა,- ისეთი სახე მიიღო მარიმ, ეთომ იფიქრა
184

ატირდებაო, მაგრამ მერე თითები სფეთქლებთან მიიდო


და ნაზად, ნელი მოძრაობით კანი შუბლისკენ აჭიმა,- ამას
წინად ვკითხულობდი, თურმე ნერვიულობა ყველაზე
მეტად აბერებს. მე კიდე არ მინდა სიბერე. იქ, ევროპაში
ყველაზე გამართლებული რომელი მეთოდია? ვგიჟდები
რა, აი ეგ მიყვარს რომ უვლიან თავს.

-შენ რა დაგაბერებს, მარიშკა, ისევ ისეთი ხარ, უცვლელი


და უბერებელი! - გაუღიმა ეთომ და მხარზე ხელი
მოუთათუნა.

-აესე რა, შენ ხარ ოქრო გოგო. ესენი? ერთი კომპლიმენტს


არ გაიმეტებენ. რას იტყვი გავიდეთ? ცოტა ჰერს
ჩავყლაპავთ, დავსხდეთ მერე თითო ჭიქა კოქტეილი
დავლიოთ სადმე.

-მარი!! რატომ არ მიდიხარ შენს დაქალებთან ერთად, ჰა? -


გაღიზიანდა ნათია, - მილანის, პრაღისა და მადრიდის
შემდეგ ამას ხმაურითა და განათებებით გააოცებ? ძლივს
ჩამოვიდა, სიმშვიდე ენატრება, ხაჭაპურები და ხინკლები
უნდა, ვააჰ!

-ხაჭაპური არის ნადვილი შხამი! ანგრევს ორგანიზმს,


ვაიმეე, რა უნდა გითხრა. ერთი პერიოდი, პირველი
ჭაღარა რომ გამიჩნდა, დეპრესია დამემართა. საერთოდ
აღარ მინდოდა გარეთ გასვლა, ვიჯექი სახლში, მეცვა
დათბილული ხალათი, აი ისეთი, სოფლებში პატრძლებს
რომ აცვიათ, და ასე გოიმი გოგოსავით, მოუვლელი
ვიწექი მთელ დღეს და ვჭამდი. ეს კეთებაც მეზარებოდა,
ამომქონდა საკონდიტროდან. ისეთი ცუდად ვიყავი,
185

მთელი ორი კვირა ასე ვიწექი. გოოგოო, მოვიმატე


საშინლად. კოშმარ! ერთი დილაა გავიღვიძე, გამოვდივარ
ჰოლში და რას ვხედვ, დგას ვიღაც უმაკიაჟო, გაწეწილი,
მონდღრეული. მკლავები უნდა გენახა რა, ჩამოწელილი.
ვფიქრობ, სტუმარი მოგვსვლია-მეთქი, ალბათ მაწონი ან
რძე მოიტანა მთიდან გასაყიდად. ისაა უნდა ვკითხო,
გოგო, რამეს ყიდი?- პირზე ხელი მიიფარა და აკისკისდა
მარი, გოგოებსაც გადაედოთ მისი მხიარულება, - ჰოდა,
ლამის ვკითხე, რა ღირს რძე. დავაკვირდი კარგად და მე
არ ვარ?!... აი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე საშინლადაა.
საკუთარ თავს ვუთხარი, ადექი, მარი და მიხედე თავს.
ისე გამიჭირდაა, მაგრამ რას იზამ, ქალობა ძნელია.
დავიწყე ჩინური დიეტა, მაგრამ მარტო დიეტა უშველიდა
მოშვებულ ხორცს? ეხუმრები ორი კვირა ტელევიზორთან
ჯდომას? მივედი ცურვაზე. დავისვენე რა! ამათაც
ვეუბნები, გოგო, მარტო ფორმისთვის კი არაა, სტრესს
ხსნის! ვერა, ვერ დავაჯერე, არ უნდათ.

-ახლაც დადიხარ ცურვაზე?- გაოცებამ ბუდიდან


ნისკარტამოყოფილი ჩიტივით გამოიჭყიტა სიტყვებიდან.

-კი, აბა, დავდივარ და ახლა ჩემი პადრუგა მეუბნება,


ცეკვა უკეთესიაო. ყველა კუნთი დატვირთულიაო, მაგრამ
რაღაც ისე კარგად შევეწყვე ამ ცურვას, ვერ გადავწყვიტე
რა ვქნა.

ეთო ღიმილს ვერ მალავდა, მარის მართალია, ასაკი


დასტყობოდა, ნაოჭებს მაკიაჟი ვერ ფარავდა, მაგრამ
ხასიათი - არა! ისევ ისეთი იყო. ვერცხლის წყალივით
186

ცვალებადი, ერთ წამს ისეთი ბედნიერი იყო, მისი კისკისი


მთელ სადარბაზოს მდინარის ქვებზე გაჩენილი ხავსივით
ედებოდა, მეორე წუთას ტიროდა, გულამოსკვნილი
ქვითინებდა. შუალედი მის ცხოვრებაში არ არსებობდა,
ორი უკიდურეს განზომილებაში ცხოვრობდა. ყველაზე
მთავარი კი ის იყო, რომ არასდროს თამაშობდა, თუ
ტიროდა, ესე იგი მართლა ეტირებოდა, თუ იცინოდა,
მთელი გულით უნდოდა სიცილი. ასეთი იყო-
განუმეორებელი. ცხოვრება ასე კიდე ვინმეს ჰყვარებოდა,
როგორც მარის, ეთოს არ ეჯერა.

ამ სახლმა, მარის კისკისმა, მისმა უნიკალურმა


პრობლემებმა და რეზოს გაზეთებმა ბავშვობაში
დააბრუნა. ის დრო გაახსენდა მარის დაქალები
სამზარებულოს მაგიდას რომ უსხდნენ და ფინჯან ყავაზე
მთელი მსოფლიოს ამბების საკუთარ ინტერპრეტაციას
უზირებდნენ ერთმანეთს. ეთოს მათი „სიბრძენეები“
გაახსენდა და გაეცინა.

-მარი, დაქალები როგორ გყავს?

-ლიკუნა და თამუსია? ისევ ისე! მაგათ რა შეცვლის, გოგო.


თამუსია რომ ნახო ვარდივითაა, ვეუბნები, გოგო
გაშორდი შენს ულვაშა ქმარს და გათხოვდი! გეფიცები,
ისეთია დღესვე გათხოვდება.

-გივი ბიძიას რას ერჩი?- თითქოს სხვა სამყაროდან


დაბრუნდაო მაკო ისე ამოხედა დედას.
187

-დაბერდა, გოგო! იცი როგორია? გასუქდა, ღიპი აქვს! აი,


რომ ნახო, კიბეზე სიარული უჭირს. თან ეს ულვაშები
უფრო გაეფარჩხა, თავს სულ არ უვლის.

-ვაი მეე! მარი! თამუსიას არ გაეკეთებინა მილიონი


ბოტოქსი და ათასი უბედურება და სიბერე გენახა მერე.

დედა-შვილი ერთ ხანს თამუსიას ცხოვრებასა და


ნაოჭებზე დავობდნენ, ეთოს კი დედა გაახსენდა:

ერთ დღეს პარკში სეირნობისას დაიღალნენ და


დასასვენელად ჩამოსხდნენ. მოპირდაპირე სკამზე
მოხუცი ქალი იჯდა. ფერგადაცლილი პალტო ეცვა, არც
ერთი ღერი შავი თმა არ ერია, თავადაც თოვლის
ანგელოზვით თეთრი იყო. ყავარჯენზე შებერებული,
ჩამომჭკნარი ხელები ჩამოეწყო და იღიმებოდა. მაშინ ეთო
ასე 5-6 წლის იქნებოდა.

-დე, ნახე, გიჟია მგონი. მარტო იცინის.

რუსიკო მოხუცს გულდასმით დააკვირდა.

-ჯერ ერთი, გიჟის დაძახება ადამიანისათვის არ


შეიძლება. მეორეც, დააკვირდი კარგად, საკუთარ ნაოჭებს
აკვირდება და მათ შეჰღიმის.

-რატომ, დე?- დაინტერესდა ეთო.

-რატომ, დედიკო, და სიბერისა ზოგს ეშინია. შეიძლება,


თქვან კიდევაც, ნეტა არ დავბერდეო, მაგრამ თუ არ
დაბერდები, მაშინ უნდა გარდაიცვალო, სულ ერთი
188

ასაკში ვერ იქნები ადამიანი. ეს თან შეუძლებელია და


თან- მოსაწყენი. სინამდვილეში, ეს ნაოჭები წლებია,
წლები კი - მოგონებები. ადამიანი იმისთვის ცხოვრობ,
რომ მერე სიბერეში ასე, ამ ქალივით დაჯდე და
სათითაოდ დააკვირდე ნაოჭებს და ყველა წელმა, ყოველ
დღე რაღაც ისეთი გაგახსენოს, რომ გაგეღიმოს. ანუ ისე
საინტერესოდ იცხოვრო, რომ ბოლოს ბევრი მოგონება
დაგიგროვდეს. წავიდეთ ახლა ცივა, სულ გაგეყინა
ცხვირი.

რუსიკო ადგა, ეთოს ხელი ჩასჭიდა და სახლისკენ


წავიდნენ.

-დე, როგორ უნდა მოაგროვო მოგონებები?- არ ეშვებოდა


ეთუნა.

-როგორ და,- რუსიკო შეყოვნდა, ერთ ხანს დაფიქრდა და


მერე უთხრა, შენ ხომ გაქვს ყულაბა? იქ, როცა კარგ ნიშანს
იღებ, ჩვენ ვყრით ხურდას. სკოლას რომ დაამთავრებ,
ზაფხულში, ჩვენ ამ ყულაბას გავხსნით და ველოსიპედს
ვიყიდით. წარმოიდგინე, რომ ასეთივე ყულაბაა
ცხოვრებაც. აიღებ ერთ გაბერილ, ყვითელ ყულაბას და
შენს ტვინში მოათავსებ, მერე როცა კარგი ამბავი მოხდება,
წაიღებ და ხურდასავით ჩააგდებ შენს წარმოსახულ
ყულაბაში. როცა მოვა დრო და შენს ცხოვრებაში კარგი
ამბაბი სულ უფრო ცოტა იქნება, მოძებნი შენს ტვინში
დამალულ ყულაბას, ძირს გაუხვრეტ და სათითაოდ
გამოაძვრენ ამბებს. დაჯდები, როგორც ის ბებო, და
თითქოს თეატრში ხარ, შენივე ამბებს შორიდან უყურებ.
189

თუ ბევრი ამბავი გექნება ყოველ დღე ახალ-ახალ


თავგადასავალს ნახავ. თუ ყურადღებით არ იცხოვრე და
ძალიან ცოტა ამბავი შეინახე, ბოლო წამამდე ერთი და
იმავე ამბის მოსმენა მოგიწევს და ძალიან მოგბეზრდება.

-და ბოლო წამი რა არის?

-ბოლო წამი? რამდენს ლაპარაკობ შენ დღეს, ჰა? რადიო


გადაყლაპე მგონი,- ალბათ პასუხი ვეღარ იპოვნა და
შვილი გააჩუმა რუსუდანმა.

ეთუნას კი იმ ბებოზე და ყულაბაზე ფიქრი აჰყვა და


საღამოს, როცა გაყინულ ოთახში ისხდნენ და უშაქრო ჩაის
სვამდნენ, ისე მიუბრუნდა ამ ამბავს:

-დე, მე რომ დავბერდები მინდა, რომ ძალიან, ძალიან


დიდი ყუალაბა მქონდეს, აი, ამ ოთახის ტოლა და მერე
დავჯდები, იცი, როგორ სკამზე? ნინო დეიდას რომ აქვს,
რბილი, ოქროსფერი, პრინცესას სკამზე, წინ იქნება, აიიი,
ამ კედლის ხელა ეკრანი და იქ ვუყურებ სულ ფერად და
პრინცესას ამბებს,- თქვა და ჩაი მოხვრიპა.

-ფრთხლად, პირს დაიწვავ! -უთხრა დედამ და თავის


ფინჯანს სული შეუბერა.

ეთომაც დააბრუნა ფინჯანი ლამბაქზე და ისევ


მიუბრუნდა დედას.

-შენ როგორი სიბერე გინდა, დედა?


190

-მე ადრე, ძალიან ადრე ვფიქრობდი, რომ საბუხრე ქალი


ვიყავი. ვიცხოვრებდი ტყის პირას, პატარა სახლში,
მექნებოდა სარწეველა სავარძელი, საღამოობით
ავანთებდი ცეცხლს, მივუშვერდი ხელებს აგიზგიზებულ
ბუხარს და გავიხსენებდი ჩემს დაშვებულ შეცდომებს.
მეგონა, რომ ძალიან, ძალიან ბევრ სისულელეს
ჩავიდენდი ცხოვრებაში და მერე ამ თავგადასავლებით
გამოვკვებავდი საკუთარ მოხუც სხეულს, მაგრამ
სიმართლე ითქვას, მე ჩიტის ბუდესავით გამოკიდებულ
შენობაში ვცხოვრობ, რადიატორზე ვითბობ ხელებს და
სწორ ხაზს მივუყვები და არც ამბები მაქვს მოგროვილი.

-რატომ, დე, შენ არ გაქვს ყულაბა?

-მაქვს, შვილო, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ თითქმის


ცარელაა.

-როგორ შევავსოთ?- მოიწყინა ეთუნამ.

-დაიცადე დავფიქრდები,- ლოყა ხელისგულზე ჩამოდო


რუსუდანმა და შვილს მიაჩერდა,- ბევრს თუ მაკოცებ,
შეიძლება შეივსოს.

ეთო სკამიდან ჩამოხტა, ყელზე შემოხვია გაჩხიკული


ხელები და ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა, მერე - მეორეზე.

რუსუდანმა მაღლა აიხედა, მერე თავი გადააქნ-


გადმოაქნია, უიჰ, ჩემი ყულაბა როგორ დამძიმდა, მგონი
უკვე ნახევრამდე შეივსო.
191

ეთო აკისკისდა, თავადაც გააქანქარა თავი, ჩემიც


ჩხარუნობს თუ არაო.

-წავედით, დავიძინეთ ახლა, - ხელში აიყვანა რუსიკომ


შვილი და დასაძინებლად წავიდნენ.

გული გაუთბა ეთოს. ერთი წამით მართლა მოუნდა, რომ


ტვინში ყულაბა ჰქონოდა და ეს ამბავი დიდ, ყვითელ
ყულაბაში მოეთავსებინა. სევდა მოეძალა, ნეტა დედას
დაბერება რომ დასცლოდა, ექნებოდა ნაოჭებში ამბები
დამალული თუ ერთი და იმავე სპექტაკლის ყურება
მოუწევდა?- ჰკითხა საკუთარ თავს. პასუხის მოძებნა არ
დასცალდა, ნათიას სუფრა გაეწყო და ვახშამზე
ეპატიჟებოდა.

ოცდამესამე თავი

ვერ დაიძინა, იწვა ბავშვობის მეგობრის საწოლში და


ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. მოსალოდნელ
სასამართლოზე, შვილზე, მსოფლიოში ყველაზე დიდ
უფლებაზე, რაც დაკარგა და რისი დაბრუნებაც ასე
სურდა. ჰაერი არ ეყო. ადგა, ფანჯარა გამოაღო. სუსხიანი
ქარი გასწიოდა ქუჩებში. ფარდები აფრიალდა და
სხეულზე მოებლანდა ეთოს. ისევ დახურა ფანჯარა და
ახლა მინას მიაჭყლიტა ცხვირი. გარეთ
თვალებდათხრილი ღამე უგერგილოდ მიიზლაზნებოდა,
ოთახში კი ბალიშიდან გამომძვრალი ბუმბულებივით
192

დაბორიალობდნენ კითხვები და ეთოს უჭირდა


პასუხების შეგროვება.

შიშველი ღამე იდგა გაყინულ ქუჩაში და წასვლას არ


ჩქარობდა, მინას მიყრდნობილი ეთუნაც იდგა და გაქცევა
უნდოდა, საკუთარი თავისგან განთავისუფლება.

დილა მოვიდა კიდევ უფრო ცივი და არეული.


თავალებამოღამებული, დაღლილი სახით შეეგება
განთიადს ეთოც. სამაზარეულოში რომ გავიდა, მარი ყავას
ამზადებდა. მეც შემოგიერთდებიო და კუთხეში
მიდგმულ სკამზე სანახევროდ ჩამოჯდა.

გოგოებს ეძინათ, რეზი სავარჯიშოდ გასულიყო. სახლში


სიმშვიდეს დაესადგურა. უსიტყვოდ მოადუღა ყავა მარიმ,
მერე გაბერილ, ნარინჯისფერ ფინჯნებში ჩამოასხა და
მაგიდას მოუჯდა. ხელის მტევნებში მოიქცია ეთუნამ
ჭიქა, მზერა კი სადღაც, კედლის მიღმა, ვერდანახულის
ამოცნობას ცდილობდა.

-აბა ახლა მითხარი რას აპირებ? რა გაქვს გადაწყვეტილი?-


ჰკითხა მარიმ და პასუხის მოლოდინში წარბები შეჭმუხნა.

-დავიღალე, მარი, ასე ჰაერში გამოკიდებული


ცხოვრებით. ყველაფერი უნდა დავასრულო. სარჩელის
შეტანას ვაპირებ.

-რას ელოდები ამ სასამართლოსგან მერე?

-კარგ ადვოკატს ავიყვან, იქნება ის კაციც მოვძებნო, ცილს


რომ მწამებდა, უნდა დავიბრუნო დედობის უფლება.
193

-მერე? - ჰკითხა მარიმ და მის ხმას გაღიზიანება სუფრას


შემოვლებული არშიასავით შემოეხვია.

ეთომ ჯერ გაოცებული სახით ახედა, მერე ისევ საკუთარ


ხელებს ჩააშტერდა. ერთ ხანს სდუმდა. ბოლოს ცრემლ
მორეული ხმით თქვა:

-რისთვის ვცხოვრობ, მარი? ამას ცხოვრება ჰქვია?


სიკვდილს ველოდები, მათ მე ყველაფერი წამართვეს.
ამის უფლებას აღარ მივცემ, აღარ მინდა მათ ტყვეობაში
ვცხოვრობდე, მინდა, ყველაფერი დავასრულო, მინდა,
ჩემი წილი დავიბრუნო და მერე ის კოშმარული წლები
ხსოვნიდან საერთოდ წავშალო.

მარიმ ღრმად ამოიოხრა.

-ძველი და რთული საქმეა, მაგის მოგებას ან შესძლებ და


ან ვერა. მე მეორე უფრო მგონია, ის კაცი ლოთი კი იყო,
მაგრამ არ მგონია გიჟიც ყოფილიყო. შენი აზრით, ახლა
გამოვა და განაცხადებს სასამართლოზე ვიცრუეო და
საკუთარ გაოხრებულ ცხოვრებას, თუ საერთოდ
ცოცხალია კიდევ, ციხეში გაატარებს? კარგი, ესეც
დავივიწყოთ, ისიც რომ ამ სამართლოს შესაძლოა თვეები
და მთელი შენი დარჩენილი ნერვები შეეწიროს. ახლა
მოდი ის ვერსია განვიხილოთ, რომ მოიგე პროცესი და
დედობის უფლება დაგიბრუნეს...

ეთოს ტვინში შვილზე ფიქრები წამოიშალნენ, ფიქრებმა


სითბო არ მოიტანეს სხეულში და ვერც ნუგოს გახსენება
194

შესძლო. მხოლოდ სილუეტსღა ხედავდა, ფორმებს,


პატარა, ჩასუქებულ ხელებს, აცა-ბაცა შიშნარევ ნაბიჯებს.

-საბუთი არაფერს მოგცემს, ჩემო გოგო, ამაზე მე ძალიან


ხშირად და ძალიან ბევრი მიფიქრია. დედობა არც შვილის
გაჩენაა და არც ამ ბავშვზე მოპოვებული უფლება. დედობა
ურთიერთობაა, აი ცხელ ჩაის რომ გადაისხამს და შენ
გგონია გული გიჩერდება, მასზე მეტად რომ გეწვის
სხეული, მაშინ გრძნობ რომ დედა ხარ, მასწავლებელი
მშობელთა კრებაზე შენს შვილს რომ შეაქებს. მის პირველ
შეყვარებულს რომ გაიცნობ, სიცხე რომ აქვს და მთელი
ღამე საწოლთან უზიხარ, ნასვამი რომაა და ასჯერ
შედიხარ მის ოთახში, ცუდად ხომ არ გახდაო, უსიტყვოდ,
მხოლოდ ერთი შეხედვით რომ გრძნობ რა უნდა, რა
სტკივა და უხარია... არ გეწყინოს, საყვარელო, მაგრამ შენ
მისთვის დედა ვეღარ იქნები, მე ძალიან ბევრ შეცდომას
ვუშვებ, იქნებ ესეც მეშლება, ჩემი ნათქვამი
დასაჯერებელია თუ არა, ვინ იცის, მაგრამ შენ საკუთარ
შვილს არ იცნობ, უცხოა შენთვის, 2-3 წლის რომ იყოს
მესმის, მაგრამ უკვე კაცია, მას თავიდან ვეღარ აღზრდი,
მასთან იმ დღეებს ვერ აინაზღაურებ რაც გამოტოვე, ვერ
აიძულებ უყვარდე, ვერ აიძულებ ვერც მას და ვერც
საკუთარ თავს, განვლილის დავიწყებას. მე ამაზე მეტად
კიდევ სხვა რამის მეშინია.

მარი გაჩუმდა, ყავა მოსვა, ეთომ ინტერესით შეხედა.

-რისი? - ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით, მარიმ საუბრის


გაგრძელება რომ დააგვიანა.
195

ჩაახველა, თითქოს ყოყმანობდა ეთქვა თუ არა:

-ამ ორი თვის წინ ვნახე,- ისევ გაჩუმდა, ეთუნამ


მოთმინებადაკარგული სახით შეხედა, ნერვიულობაზე
კანკალი დააწყებინა, შეაცია თითქოს.

-როგორია?- ჰკითხა და პატარა ბავშვივით აქვითინდა.


მარი ადგა, ეთუნას მოეხვია, თავზე ხელი გადასვა,
თითქოს ეთო 5 წლის ყოფილიყოს.

-მამის ასლია! სავაჭრო ცენტრში წავაწყდი, ვიღაც გოგოს


ასტორღიალებოდა, ბესო გამახსენდა, თქვენს ოჯახში
გველურად შემომძვრალი. ერთი შეხედვითაც მივხვდი,
იოლ ცხოვრებას ეძებს, სხვის აშენებულ ბუდეში
დასახლება უნდა. ერთი შტერი ქალი ვარ, საყვარელო,
მაგრამ კაცების გამოცნობაში ბადალი არ მყავს, რაც ვიცი,
ვიცი,- გაიცინა მარიმ, ეთოსაც გაეცინა, თავი წამოსწია,
ცრემლი მოიწმინდა,- სასამართლოც არ გინდა, რომ
გნახოს, რომ მიეცეს შენთან მოსვლის შანსი, შეიძლება
მამაც და შვილიც აქეთ შემოგეხვეწონ, მოდი და
დავივიწყოთ ყველაფერიო. უკვე გაზრდილია, დედა აღარ
სჭირდება, ახლა კომფორტული ცხოვრების შექმნა უნდა
და რაც ვერ აუშენე და გაუკეთე, იმასაც გაგაკეთებინებს
და ბოლოს, მამაზე უარესად მოგექცევა. დამიჯერე, ჩემო
გოგო.

ეთო ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე გაციებული ყავა მოსვა.


ემწარა. თითქოს მისი გულის ტკივილი ამ ფინჯანში
ჩატეულიყო. რაც მარიმ უთხრა, ამაზე ბევრჯერ უფიქრია
196

თავადაც, უფიქრია, მაგრამ არ კი დაუჯერებია. საკუთარ


თავს შესწინააღმდეგებია, გასჯავრებია.

-აბა რა ვქნა?

-ზღაპარია, თითქოს წარსულის დავიწყება ვინმეს


შეეძლოს. არა, ჩემო კარგო, წარსულს ვერ წაშლი და არც
უნდა წაშალო, პირიქით რაც შეიძლება ხშირად უნდა
გაიხსენო. გინდა ჩემი საიდუმლო გაგიმხილო? ხომ ხედავ
როგორი ქალი ვარ, ვინმეს იქნება სულელიც ვგონივარ, ამ
დამწვარ ქვეყანაში სულ როგორ აქვს სასაცილოდ და
სამღერლად საქმეო. სიმართლე გითხრა და მე რომ
სატირლად მქონია საქმე, იქნება ბევრს არც კი
დაესიზმროს, მაგრამ დაე გიჟი და ბედნიერი ვეგონო
ყველას, ან მათ და ან მე რას მარგებს, ძაძებით სიარული.
ქმარი მთელ დღეს გაზეთებს ჩასჩერებია, შვილებს თავი
ჩემზე ჭკვიანები ჰგონიათ და დადიან აღმა-დაღმა, თავის
გზაზე... მოკლედ ბევრი რამ ხდება ისე, მე რომ არ
მომწონს, დილით რომ ვდგები, ხან ისეთი ცარიელია
სახლი, შეიძება გაგიჟდეს ადამიანი, ამიტომ მივდივარ
სარკესთან და საკუთარ თავს ვეუბნები: „თუ არ შეგწევს
უნარი, შეცვალო ცხოვრება, შეიყვარე ის მთელი
გულით,რათა ცხოვრების საუკეთესო წუთები
მწუხარებაში არ გაატარო!“ გეყო გლოვა და ტირილი, შენს
ბედისწერას ვერ შეცვლი, რაც იყო იყო, დატკბი, ჩემო
გოგო, დარჩენილი ცხოვრებით. რას გაიგებ, იქნება ის
ძალიან მოკლეცაა.
197

ეთო თითქოს გამოფხიზლდა, თითქოს წლები ღრმა


ძილით ეძინა და ახლა გამოეღვიძა.

-მარი დეიდა, შენ ხარ ამ ქვეყნად ყვეელაზე ჭკვიანი


ქალი!- ფეხზე ადგა და მარის გადაეხვია.

-დეიდას მოგცემ მე შენ!- მოჩვენებით გაუბრაზდა მარი და


გულში ჩაიკრა ეთო.

ნაჩქარევად გადაივლო წყალი, ჩაიცვა და სანამ


სახლიდან გავიდოდა, მძინარე მეგობარს ლოყაზე აკოცა.
ნათია შეიშმუშნა, ერთი თვალით ახედა ეთოს, ისეთი
ბედნიერი ჩანდა ეთუნა, თითქოს ისევ 15 წლის
ყოფილიყო, ასეთ სახეს იღებდა ეთო, როცა რაღაც
ჩაეფიქრებინა, რაღაცის გაფუჭებას აპირებდა.
გამოფხიზლდა, წამოჯდა.

-რა ხდებააა? - ჰკითხა და გამომცდელი მზერით


მშეათვალიერა,- სად მიდიხარ?

-ნათი, საყვარელო, ცოტა ხნით შენთან იყოს ჩემი


ნივთები, მერე თუ ყველაფერი კარგად იყო, დაგირეკავ და
იქნება ჩამომიტანო.

-რა? სად უნდა ჩამოგიტანო?- დაიბნა ნათია.

-სამოთხეში, საყვარელო, სამოთხეში,- კიდევ ერთხელ


აკოცა და თითქმის სირბილით გიდა ოთახიდან.

.....
198

წინ დიდი გზა იყო. აღმართიანი, უსწორ-მასწორო,


ალაგ-ალაგ მოყინული. მინა ჩამოსწია ეთუნამ და ღრმად
ჩაისუნთქა ჰაერი. ჰაერმა სითამამე შესძინა. „თუ არ
შეგწევს უნარი შეცვალო შენი ცხოვრება, მაშინ შეიყვარე
ის მთელი გულით, რათა ძვირფასი წამები მწუხარებაში
არ დახარჯო“,- მოუტანა გზამ დილიდან გამოყოლილი
ფიქრი. მერე ამ ფიქრს ჩაებღაუჭა და ისე ძლიერად ჩაიკრა
გულში, მკერდი ეტკინა. გზა ზევით და ზევით
მიიკლაკნებოდა, თითქმის ცამდე ავედიო, შეტოკდა
სისხლი. უსირცხვილოდ გაშიშვლებული ხეები შეირხნენ,
ქარის უცნობ მელოდიას ააყოლეს ვნებაშეპარული
სხეულები. თანაბრად, ნელა იზნიქებოდნენ ხეები, წელზე
ძლიერი მკლავი ეგრძნოთ თითქოს, ისე თრთოლვით
არხევდნენ თითებს. თავი უკან გადაეგდოთ აშოლტილ
ქალებს, თვალები მიენაბათ, ყელი საკოცნელად
გადაეზნიქათ, მხრებს რიტმულად ამოძრავებდნენ. ეთოც
მიჰყვა ახალშობილ ხმებს. ჯერ წელში გასწორდა, მკერდი
წინ წამოსწია. თვალები დახუჭა. ოდნავ უკან გადასწია
თავი და მერე სხეული ააყოლა. ჯერ ძალიან ნელა,
შეუმჩნევლად, მერე თითქოს შეპყრობილი ყოფილიყოს
მთელი სხეული მოიცვა მუსიკამ. და დაამსხვირა თითქოს
ბორკილები ზარდახშაში დატუსაღებულმა ბალერინამ.
თავი გაითავისუფლა, წელში გასწორდა და სულ სხვა
მელოდიაზე, სულ სხვა მიმართულებითა და სხვა
შემართებით დაიწყო ცეკვა.
199

© 2018 4Love.Ge

You might also like