Professional Documents
Culture Documents
მოთხრობები
კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეებზე არც ის იტკიებდა თავს. მას არც ის აღელვებდა,
ცოლი რომ მყავდა. ეტყობოდა, მის წარმოდგენაში ასაკი, ოჯახი და შემოსავალი ისეთი
მემკვიდრეობითი რამ იყო, როგორც ფეხის ზომა, ხმის ტემბრი ან ფრჩხილების ფორმა.
მოკლედ, არ გახლდათ მერკანტილური ადამიანი. რა ვიცი, ასე მგონია...
– რაო, ნიჭიერიო?! ამას ხომ ყველა გააკეთებს! უბრალოდ, კი არ უნდა იფიქრო, რომ
ხელში მანდარინი გიჭირავს, არამედ უნდა დაივიწყო, რომ მანდარინი არ გიჭირავს. სულ ეს
არის.
– მართლაც რა უბრალოა!
და ის გულში ჩამივარდა.
1 აიხმანი - Eichmann, (Karl) Adolf - 19.03.1906 (ზოლინგენი, გერმანია) - 31.05.1962 (თელ-ავივი, ისრაელი). გესტაპოს
ქვეგანყოფილების უფროსი. გაზის კამერებისა და მხუთავი მანქანების იდეოლოგი. 1946 წელს გაიქცა ნიურნბერგის
ტყვეთა ბანაკიდან და 1960 წელს ბუენოს-აირესის გარეუბანში დააკავეს ისრაელის აგენტებმა. ისრაელის სასამართლოს
განაჩენით ჩამოახრჩვეს 1962 წლის 31 მაისს. ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ეს არის ჩამოხრჩობის ერთადერთი
შემთხვევა.
... ჰოდა, დაბრუნდა – სამი თვის შემდეგ, ზანგივით გარუჯული და გამხდარი, – სამი
კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. თან ახალი საყვარელი მოიყოლა, რესტორანში გაეცნო
შემთხვევით. ალჟირში იაპონელები ცოტანი არიან და უთუოდ ამიტომ დაუახლოვდნენ და
შეეთვისნენ ერთმანეთს. თუ არ ვცდები, მისი პირველი ნამდვილი საყვარელი ეს კაცი იყო –
ოცდაათიოდე წლის, მაღალი, დახვეწილი და თავაზიანი ჯეელი. მართალია, ლუგუმი სახე
ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც სიმპათიური და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. უხდებოდა დიდი ხელები და გრძელი თითები.
– ჩემთვისაც...
– საგარეო ვაჭრობაში?
– ზედგამოჭრილი გეტსბია!
– რაო?
– არაფერი
* * *
ოქტომბრის ერთ კვირადღეს ჩემმა გოგომ დარეკა. შუადღე იყო. ცოლი დილიდანვე
ნათესავებთან იყო გასული, შინ მარტო ვიყავი. მზიანი, სასიამოვნო დარი იდგა. ქაფურის
მარადმწვანე ხეს გავყურებდი და უკვე მეშვიდე ვაშლს ვჭამდი.
– ჰო, მე და ის.
ცოტა არ იყოს, დავიბენი. დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, თუმცა რაღა დროს ფიქრი
იყო, ავდექი, შევედი აბაზანაში, შხაპი გადავივლე და პირი გავიპარსე. ტანი გავიმშრალე,
ყურები გამოვიწმინდე. მივიხედ-მოვიხედე, სახლი კაი გვარიანად იყო არეული, მაგრამ
ხელი არაფრისთვის მომიკიდია, აზრი არ ჰქონდა, ვერ მოვასწრებდი. აქეთ-იქით ეყარა
წიგნები, ჟურნალები, წერილები, ფირფიტები, ფანქრები და სვიტერიც კი. შემოქმედებითი
უწესრიგობა – საბედნიეროდ, მტვრისა და ჭუჭყის გარეშე. წინადღეს რაღაც სამუშაო
ნახევარი კი არა, ორ საათზე მეტი გავიდა, რომ, როგორც იქნა, მოვიდნენ. სახლის
ბორბლების ხრჭიალით გაჩერდა სპორტული ავტომანქანა. წინკარიდანვე შევნიშნე ნაცნობი
ვერცხლისფერი სილუეტი. ჩემი გოგო ღია ფანჯრიდან ხელს მიქნევდა. ვანიშნე, მანქანა
სახლის უკან დააყენეთ-მეთქი.
– რას ბრძანებთ. ჩემთვის ყოველი დღე უქმეა. თანაც... მართალი გითხრათ, ცოტა
მოწყენილი ვიყავი.
– საჭმელი?
– მიდი.
ჩემთან ერთხელ უკვე იყო ნამყოფი, ამიტომ იცოდა, სად რა იდო. თაროდან
რამდენიმე ფირფიტა ჩამოიღო, მტვერი გადაწმინდა და ფირსაკრავი ჩართო. ეჰ, რა
ნაცნობი აპარატია! – ჩაილაპარაკა კაცმა.
ჩემ გოგოს ძველი ჯაზის ვოკალისტები მოსწონდა, ამიტომ პირველად ფრედი ასტერი
და ბინგ კროსბი მოგვასმენინა. შუაში ჩაიკოვსკის „სიმებიანი სერენადა“ ჩააკვეხა, რასაც ნეთ
კინდ კოული მოაყოლა.
ვიუარე. როგორი საქმეა, სულ რაღაც ერთი თვის წინ მქონდა თავი დანებებული.
მაცთუნებელი წინადადება იყო, ახლა უნდა გამომეცადა ჩემი ნებისყოფა, მაგრამ
ჩავფლავდი. ჯანი გავარდეს, მოიტა-მეთქი. კაცმა ქაღალდის პაკეტიდან ალუმინის ფოლგა
ამოიღო, კანაფი სიგარის ფოთოლზე დაყარა, მჭიდროდ დაახვია და ნაწიბურს ენა გაუსვა.
სანთებელათი მოუკიდა, რამდენჯერმე მოქაჩა და როცა დარწმუნდა, რომ სიგარა
ნამდვილად „ააფეთქა“, თავაზიანად გამომიწოდა. უმაღლესი ხარისხის მარიხუანა გამოდგა.
მოსაწევი უსიტყვოდ დავატრიალეთ წრეში, თითო ნაფაზს ვარტყამდით. მაილზ დევისი
იოჰან შტრაუსის ვალსებმა შეცვალა.
სიგარა რომ ჩავათავეთ, ჩემ გოგოს ძილი მოუნდა. ლუდის სამმა ქილამ და
მარიხუანამ თავისი გაიტანა. გვთხოვა, დამაძინეთო. მეორე სართულზე, საძინებელში
ავიყვანე, ტანსაცმელი სწრაფად გაიძრო, ტრუსის ამარა დარჩენილმა ჩემი მაისური
გადაიცვა, გაეხვია საბანში და ხუთ წამში ფშვინვა ამოუშვა. თავის კანტურით ჩავბრუნდი
დაბლა.
კაცი სასტუმრო ოთახში, დივანზე იჯდა და მეორე სიგარას აკეთებდა. აი, ბიჭი! რაღა
დაგიმალოთ და ერთი სული მქონდა ჩემ გოგოს ლოგინში ჩავგორებოდი და ერთი
გემრიელად დამეძინა, მაგრამ მასპინძელი ვიყავი და ამას როგორ ვიკადრებდი.
დავუქიშინეთ. ისევ იოჰან შტრაუსის ვალსი უკრავდა. რატომღაც ჩემი დაწყებითი სკოლა და
თვითმოქმედების დათვალიერება მომაგონდა. ხელთათმანების ფარდულის ნოქრის როლს
ვთამაშობდი. მელია მოდიოდა ხელთათმანების საყიდლად, მაგრამ ფული აკლდებოდა.
– ბიძია, ბიძია! მომე რა! დედიკო ისეა გათოშილი, თათებში ამტვრევს, – მემუდარება
მელაკუდა.
– დაიწყე.
– მერე? – ვკითხე და პირი მოვკუმე, მომდევნო ფრაზას დავუწყე ძებნა, – რატომ წვავ
ფარდულებს?
– გიკვირს?
– რა ვიცი. შენ წვავ. მე არ ვწვავ. განსხვავება ხომ არის. სანამ გეტყვი, მიკვირს თუ
არა, განსხვავება უნდა გავარკვიო. ჩვენთვის. თანაც ლაპარაკი შენ დაიწყე.
– რა თქმა უნდა! ამიტომ... ეს, ერთი სიტყვით, დანაშაულია, ისევე, როგორც ახლა
მარიხუანას რომ ვეწევით – მკვეთრად გამოხატული დანაშაული.
– ერთდროული არსებობა?
– ლუდს დალევ?
– მარაგად ინახავ?
– დიახ.
– ბრძანეთ.
– შეგულებული მაქვს.
– აბა, აბა!
* * *
გზას ორი შლაგბაუმი კვეთდა, მაგრამ ძალზე იშვიათად კეტავდნენ. პეიზაჟსაც არა
უშავდა. შინიდან გამოვედი და სანამ ინსტიტუტამდე მივაღწევდი, სტადიონს წრე დავარტყი,
მერე სამი კილომეტრი ვირბინე გრუნტიან გზაზე, მდინარის გაყოლებით. პირველი
ფარდული ამ მონაკვეთზეა. ამას მოსდევს კორომი, პატარა აღმართი და შემდეგ – მეორე
ფარდული, რომლის სიახლოვეს იდგა თავლა დოღის ცხენებისათვის. სხვათა შორის,
ცეცხლის დანახვაზე ცხენმა მოკლედ წრიალი იცის. მესამე და მეოთხე ფარდულები მოხუცი
ცოტა ხნით შევჩერდი, სული მოვითქვი. მერე გადმოვჭერი ლიანდაგი, დავადე თავი და
უკან, შინისკენ დავეშურე. ოცდათერთმეტი წუთი და ოცდაათი წამი! დასაწყისისთვის არა
უშავდა. შხაპი გადავივლე, ვისაუზმე და სანამ საქმეს შევუდგებოდი, მუსიკა ჩავრთე.
ქაფურის ხის მეტს ვერაფერს ვხედავდი.
მთელი თვე დავრბოდი მონიშნულ მარშრუტზე, მაგრამ არც ერთ ფარდულს არაფერი
დაშავებია.
* * *
შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში, შობამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი. ყველგან
საშობაო სიმღერები გაისმოდა, ქუჩები ბაზრებად იყო გადაქცეული. იმ დღეს ქალაქში
ვიყავი წასული საჩუქრების საყიდლად: ცოლს ნაცრისფერი სვიტერი ვუყიდე, ბიძაშვილს –
ვილი ნელსონის კასეტა „საშობაო სიმღერით“, უმცროსი დის შვილს – სურათებიანი წიგნი,
დაქალს – ფანქრის ირმისფორმიანი სათლელი, ჩემთვის – მწვანე სპორტული მაისური.
თავს ძალა დავატანე და მივედი. აღარ დავუწყე, მანქანა დავინახე და ასე და ისე-
მეთქი. ვითომ შემთხვევით შევხვდი!
– შეიძლება? – ვკითხე.
– ჩემ სახლთან?
– როდის?
– ვერაფერი გამიგია!
– არც მე. ვერ ვუკავშირდები. შინ არ მხვდება, ტელეფონი გათიშული აქვს, პანტომიმის
სკოლაში არ დადის.
– არ ვიცი, – ვუპასუხე.
– დანამდვილებით ვიცი, არც ფული აქვს და არც მეგობრები ჰყავს. უბის წიგნაკი
გავსებული აქვს მისამართებით, მაგრამ არავისთან არ მეგობრობს. თქვენი კი სჯეროდა –
მართლა, არ გეპირფერებით!
* * *
მეორედ რომ მივაკითხე, კარზე უკვე სხვა სახელი და გვარი ეწერა. დავაკაკუნე, კარი
არავინ გამიღო.
* * *
„თაფლის კვერი“
– ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, – თქვა ძიუნპეიმ. – ერთ გვერდით მდგომ კაცს
სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.
– საბრალო მასაკიტი.
– მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა იპოვოს მეგობარი?
ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას სახელდახელოდ მოგონილ ამბებს. როცა
სარა რამეს ვერ გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად პასუხობდა
თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე მწვავე და ღრმა იყო. პასუხზე ფიქრისას
ძიუნპეი ამბის გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს. საიოკომ ქალიშვილს
თბილი რძე მოუტანა.
– მასაკიტი დიდია?
– არც ისე, – უპასუხა ძიუნპეიმ. – კაცმა რომ თქვას, პატარაც კია. დაახლოებით სარას
ხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით ტკბება.
– იცი... იქ ისა... ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან
ყველაფერ ზედმეტს: „მეტი აღარ შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება. რაში
– აი სარას კი – არა.
სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა. ძიუნპეი და საიოკო
დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და სამზარეულოში გავიდნენ. იქ ერთმანეთის
პირისპირ დასხდნენ და ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა გონზე, ძიუნპეი კი ისევ
უკან, თავის რაიონში – იოიოგი-უეხარაში უნდა დაბრუნებულიყო.
– მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, – თქვა საიოკომ. – მაგრამ მართლა არ
ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი... აბა შენს მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება.
კანთან დარეკვას ხომ აზრი არა აქვს.
– ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ ვიძინებ. თან ღამით გზები
ცარიელია – უცბათ მივალ.
– ცოტ-ცოტა...
– მიდის ნელ-ნელა?
– ძია-მიწისმნჯღრეველი?
ძიუნპეი ჩაფიქრდა.
– კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია ოთხივე ერთად არსად
არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე კანს, კარგი?
ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ძიუნპეი
ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე აუხსნა ტაკაცუკიმ.
ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის აზრს უცებ ვერც კი ჩახვდა.
გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. არჩევანიც აღარ ჰქონდა.
შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა,
სამუშაოდ აღარ დადიოდა, საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი 3 ოთახიდან.
ჭამდა მაცივარში დარჩენილ პროდუქტს, ხანდახან კი ახლად გამოფხიზლებულივით
დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად ფიქრობდა უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე
უცნობ ქალაქში, უცხო ადამიანებთან გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე კი
წერტილს დაუსვამდა თავის მარტოხელა ცხოვრებას. ჰო, ალბათ ასე აჯობებსო.
ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი პერანგი და ბამბის
შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
– არ მშია.
– იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე ხომ არა ხარ
3 დაახლოებით 9 კვ მ. მთარგმნ.
მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი. თუკი ვინმეზე ბრაზობდა,
ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით ბუნებრივია.
ტაკაცუკიმ ეს მოახერხა, თვითონ კი – ვერა.
– მიდი.
ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა უნდოდა ამით. თავისთვის სულ
სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და უაზროდ
მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.
– ვითომ ეგ საკმარისია?
მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის ბოლომდე სამივე ისევ
ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი მოხვევა
და კოცნა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც დამშვიდებულიყო. ყოველ
შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია, ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა. რა ვუყოთ,
რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.
– მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას ნიშნავს „ამბის მოყოლის
ტენდენცია“? ნორმალური კაცი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ ცოტაღა
უკლიათ მაგალითად აი აქამდე: „საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა სუკიაკიში“.
– ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე შენ უფრო მოსწონდი,
– თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო. მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.
– სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდი. ლამაზი,
გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება, მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ კაცზე
უარესად ერკვევი. ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც შევადარებდი და
ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი არჩევანი მქონდა – ჩემი უნდა გამხდარიყო.
ეხლაც ქვეყნად საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ, რომ მასზე არავითარი
უფლება არ მქონდა?
– მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ, რომ გამოუსწორებელი
იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი
ადამიანი იყო. აი, სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.
II
ტაკაცუკისა და საიოკოს ურთიერთობის კრახზე ძიუნპეიმ სარას დაბადებიდან სამი დღის
შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ როგორღაც დამნაშავესავით თვითონ საიოკო გამოუტყდა. ჯერ
კიდევ ორსულად იყო, როცა ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ბოლო დროს კი სახლში
თითქმის აღარ მოდიოდა. საყვარელი მისი კოლეგა იყო. მაგრამ როგორ გულმოდგინედ
და წვრილადაც არ უხსნიდა საიოკო, ძიუნპეი ვერაფრით მიმხვდარიყო რისთვის დასჭირდა
ტაკაცუკის სხვა ქალი. თვითონვე არ თქვა სწორედ იმ ღამეს, სარა რომ დაიბადა, საიოკო
მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ქალიაო?
– რა დაგემართა?
ძიუნპეი ხმას არ იღებდა. გაჩუმდა ტაკაცუკიც. თან იმდენი ხნით, რაც მას სულ არ
ახასიათებდა. აი ასე, ბღუჯა-ბღუჯა ორთქლს უშვებდნენ და ისე უახლოვდებოდნენ უახლოეს
სადგურს.
– შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ, – თქვა ტაკაცუკიმ და თავი გადააქნია. დიალოგს
წერტილი სწორედ მან დაუსვა.
– ბატონო ძიუნპეი, თქვენ მგონი კობედან ხართ არა? – ჰკითხა მასთან მომუშავე
ფოტოგრაფმა.
– ჰო.
– აქვს, როგორ არა აქვს, – თქვა ძიუნპეიმ. – შენ მართალი ხარ. ნებისმიერ
ჩვეულებრივ დათვს რაღაც კარგი, თუნდაც სულ ცოტა, მაინც აქვს. ჰო, მართლა, სულ
დამავიწყდა. აი ეს ტონტიკი...
– მოწმენდილ ცაზე?
– საწყალი ტონკიტი.
– ნუთუ სხვა გამოსავალი არ იყო, ისეთი, რომ ყველას ბედნიერად ეცხოვრა? – ცოტა
ხნის მერე იკითხა საიოკომ.
– ჯერ არ მომიფიქრებია.
– აბა, რას ამბობ, სარა, – ჩაიბუზღუნა საიოკომ და თავი გადააქნია. – ესეთ თამაშებს
მე და შენ მარტო ვთამაშობთ. ოჯახის საიდუმლო გინდა გასცე?
– ოცდახუთი წამი, – თქვა სარამ. – დედა, ახალი რეკორდია! აქამდე ყველაზე ჩქარა
ოცდათექვსმეტი იყო.
– რას გულისხმობ?
მაგრამ ამ დროს სადღაც ზურგს უკან რაღაცამ გაიჭრიალა. საძინებლის კარი გაიღო
და დაჭმუჭნულ ლოგინს დერეფნიდან სინათლე დაეცა. ძიუნპეი წამოიწია, შებრუნდა და
კარის ღიობში სარა დაინახა. საიოკომ ჩუმად შეჰკივლა, ძიუნპეი ფრთხილი ხელისკვრით
მოიშორა, ზეწარი მკერდზე აიფარა და თმა გაისწორა.
იმ ღამეს სარას საიოკოს ლოგინში ეძინა. ძიუნპეიმ ერთი პლედი აიღო და სასტუმრო
ოთახში დივანზე მოეწყო. ვერაფრით ვერ მოახერხა დაძინება. დივანის წინ ტელევიზორი
იდგა. ერთხანს ბრმად მისჩერებოდა მკვდარ ეკრანს. იქ, სიღრმეში ისინი არიან. ყუთს
სახურავი ახადეს და იცდიან. ზურგზე ჟრჟოლამ ჩაურბინა. ძიუნპეი იცდიდა, მაგრამ
შეგრძნებამ არ გაუარა.
მოდი რაღაც ისეთს დავწერ, რაც არ ემგვანება არც ერთ აქამდე დაწერილს,
გაიფიქრა ძიუნპეიმ. ამბავს იმაზე, რომ ვიღაცას ღამით სძინავს და სიზმარში მოუთმენლად
ელის როდის გაილევა ღამე, რათა რაც შეიძლება ჩქარა ჩაიკრას გულში საყვარელი
ადამიანები ამომავალი მზის პირველივე სხივებზე. მაგრამ მანამდე აქ უნდა ვიჯდე და ამ
ორი ქალის ძილს ვუდარაჯო. ვინც არ უნდა იყოს, ამ ვიღაცას უფლებას არ მივცემ რაღაც
ყუთში ჩაამწყვდიოს ქალები. ზეცაც რომ ჩამოიქცეს, მიწამაც რომ დააღოს ღრიალით პირი...
– ეხლა სანაპიროზე ვარ. მორებითაა სავსე აქაურობა. კარგი რამე გამოვა. მოხვალ?
დარჩებიან.
– ეგეც სიმართლეა.
– მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის
წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც
ახლაა. იცის კი ვინმემ რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია ფიქრობს
ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?
კიბით მოლოზე ავიდნენ და იქ, როგორც ყოველთვის, მიაკეს ფიგურა დაინახეს. მიაკეს
ერთად შეეგროვებინა ნაპირზე გამორიყული ნაირ-ნაირი ფორმის კუნძები და ფრთხილად
ალაგებდა ერთ ადგილას. გამორიყულ ხეებს შორის ერთი მოზრდილი მორიც იყო. აქამდე
მოთრევა ეტყობა არც ისე იოლი უნდა ყოფილიყო.
– ჰო, დროდადრო გროვდება ხოლმე. ამ რამდენიმე დღის წინ ძლიერი შტორმი იყო.
ეგ არის, თოლიებს უნდა მიუგდო ყური: „დღეს აუარებელ ხე-ტყეს გამორიყავს“.
„აი ეს უკვე სხვა საქმეა“, ჩაილაპარაკა მიაკემ, როცა მორები ისე დალაგდნენ,
როგორც ჩაფიქრებული იყო. მერე საამისოდ შემონახული გაზეთი დაახვია, სულ ძირში
შეაცურა და ჩვეულებრივი პლასტმასის სანთებელათი მოუკიდა. ძიუნკომ ჯიბიდან სიგარეტი
ამოიღო, პირში გაიჩარა და ასანთს გაჰკრა. თვალებმოჭუტული შეაცქერდა მიაკეს ზურგსა
და სიმელოტეშეპარულ კეფას. ეს ყველაზე დაძაბული წუთი იყო – მოეკიდება თუ არა? და
როგორ აბრიალდება...
ორნი ჩუმად შესცქეროდნენ მორების გორას. ცეცხლი მოედო გაზეთს, ერთხანს ალში
გაუჩინარდა, მაგრამ სულ მალე ერთიანად გაშავდა და ჩაქრა. ეს იყო და ეს. „არაფერი
გამოვიდა“, – გაიფიქრა ძიუნკომ, – „ეტყობა ძალიან ნესტიანი მორებია.“ ის იყო, სულ
გადაეწურა იმედი, რომ ამ დროს ცეცხლის ნაღდი ნიშანი – თეთრი კვამლის წვრილი
ძარღვი აიკლაკნა ზევით. ქარი არ ქროდა და ბოლიც აი ასე გაწვრილებული წავიდა
მაღლა-მაღლა. სადღაც ნამდვილად დაინთო, მაგრამ სად, ჯერჯერობით არ ჩანდა.
– მარტო მაგიტომ არა, რა თქმა უნდა. ეტყობა, რაღაც ნიჭიც მაქვს. იმის თქმა მინდა,
რომ კოცონს ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთ ვანთებ.
– უარს არ ვიტყოდი.
– შენ, ძიუნ-ტიან?
– სულ ცოტას.
ძიუნკო მიაკეს მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა კეისუკესთან დაიწყო ცხოვრება. მიაკე
ორმოცდახუთი წლის თხელ-თხელი, სათვალიანი მამაკაცი იყო. მოგრძო სახე ჰქონდა,
მოკლე თმა, ხშირი წვერი, საღამოთი თმა მუქ ჩრდილად ამოეჯაგრებოდა
მიაკე დღეში სამჯერ შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში. დილით პურს, რძესა და გაზეთს
ყიდულობდა, შუადღისას – ბენტოს (სხვადასხვა წვრილ-წვრილი კერძებისა და ბრინჯისგან
შედგენილი კომპლექსური კერძი), საღამოთი კი – ცივ ლუდსა და რამე მისატანებელს. ასე
მეორდებოდა ყოველდღე. ერთსა და იმავე დროს – დილით, შუადღისას და საღამოს.
მიესალმებოდა და ათასში ერთხელ თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა. ძიუნკოს
როგორღაც ბუნებრივად გაუჩნდა სიმპათია.
და აი, ერთ დილით, როცა მაღაზიაში არავინ იყო, ძიუნკომ გაბედა და ჰკითხა:
53 | ჰარუკი მუროკამი - მოთხრობები ELIBRARY.SOU.EDU.GE
– გასაგებია, რომ სადღაც ახლოს ცხოვრობთ, მაგრამ ამგვარ საყიდლებზე რატომ
დადიხართ ყოველდღე? უფრო იოლი არ არის იყიდოთ რძის ან ლუდის რაღაც მარაგი და
მაცივარში შეინახოთ? ასე უფრო მოსახერხებელი არ იქნება? მე, რა თქმა უნდა,
ჩვეულებრივი გამყიდველი ვარ და ჩემთვის მართალი გითხრათ, სულ ერთია...
– სრული სიმართლეა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყიდვა ჯობს, მაგრამ არის მიზეზები
რომელთა გამოც ასე არ ვიქცევი.
– საინტერესოა, რატომ?
– იქნებ ძნელიც არის, მაგრამ რას იზამ – მშვიდად ვერ ვიძინებ იქ, სადაც აი ეს
მაცივრები დგას.
– რას გულისხმობ?
მიაკე ჩაფიქრდა.
– აჰა.
იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას თავისუფლად ყოფნა შეეძლება. ეს კი
ყველას არ შეუძლია.
– ხან – ჰო, ხან – არა. მაგრამ უფრო ხშირად ვახერხებ. თუ სულს ჩაატან, მაშინ
გამოდის.
ცეცხლი ყველაზე დიდ მორს მოედო, ალი ნელ-ნელა დამშვიდდა. ძიუნკო ქვიშაზე
დაჯდა, ტუჩები მოკუმა და აალებულ სტიქიას მიაშტერდა. ჯოხმომარჯვებული მიაკე ალს
სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა, დროდადრო საამისოდ მომარაგებულ შეშას
შეუკეთებდა ხოლმე მისი აზრით საჭირო ადგილას.
– სულელი, – თქვა ძიუნკომ როცა კეისუკე წავიდა და თავი გადააქნია. – ჯერ თავის
ასატკენს გაიჩენს, მერე კი წუწუნებს.
გადიოდა.
– მაინც რა?
– მართლა?
– შვილებიც გყავთ?
– ჰო. ორი.
– კობეში?
– რა ადგილას?
– ხიგასინადას 5 რაიონში
– არა, არ მინდა.
– კარგი, – თქვა ძიუნკომ. – მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ხართ.
– აი მე კი ხშირად ვფიქრობ.
– სამი დღის წინ დავამთავრე „პეიზაჟი უთოთი“. შუა ოთახში უთო დგას. და მეტი
არაფერი.
– ეგრეა.
– ჰო.
– იცით რა?
– რა?
– სერიოზულად ამბობ?
– ჰო.
– მესმის.
– რა უნდა ვქნა?
შეშა აშიშინდა და ქშენით გამოუშვა ორთქლი. მიაკემ თავი ასწია, თვალები მოჭუტა
და ერთხანს კოცონს მისჩერებოდა.
– სერიოზულად ამბობთ?
– სერიოზულად.
– მოვიფიქროთ.
– აჰა.
საეჭვოა, რომ ამ კაცთან ცხოვრება შევძლო, ფიქრობდა ძიუნკო. რატომ? იმიტომ, რომ
62 | ჰარუკი მუროკამი - მოთხრობები ELIBRARY.SOU.EDU.GE
ალბათ ვერ შევძლებ მის გულში შეღწევას. მაგრამ სიკვდილს მასთან ერთად ნამდვილად
მოვახერხებ.
ნელ-ნელა ძილი მოერია. ვისკი თავისას შვრებოდა. მთელი შეშა კარგა ხანია
– არა უშავს.
„მწვანე მხეცი“
როცა არავინ გეპასუხება, იძულებული ხარ უკან გაბრუნდე. ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ
ეს ნაძრახი ცხოველი არსად არ აპირებდა წასვლას. მან ცხვირის წვერი მოღუნა, საკეტში
შეყო. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ცხოველი ოთახში შემოვიდა, თავი გველივით
ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო. კართან რომ ვიდგე, კარგი იქნებოდა, „კუდს
უმალვე მოვაჭრიდი“, – სამზარეულოში უამრავი მჭრელი დანა იდო. მაგრამ ცხოველმა,
გეგონებოდა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნოო, ჩაიფხუკუნა: „ეს ცხვირი თუ კუდი ხვლიკისას
წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა, მაინც გაიზრდება“.
– რაღა თქმა უნდა, – წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, – ნუთუ გგონიათ, რომ
შეგჭამთ? არა! არა და არა! მე თქვენ არაფერს გერჩით! მე არც ისეთი ბარბაროსი ვარ!
ღმერთმანი, ყველაფერი ეყურება, რასაც კი გავიფიქრებ!
„მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი, რა არის ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი,
ათასგვარ წარმოსახვებში გადაგადნობ და ათას ფიქრში გაგატარებ!“ ამის პასუხად
ცხოველის კონტურები დაირღვა, ის დაპატარავდა, როგორც ნაწვიმარი ჭიაყელა, თითქოს
მარტო წაგრძელებული ცხვირიღა დარჩა.
მერე ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებდა. გეგონებოდა, რაღაც
ძალზე მნიშვნელოვანი, დავიწყებული სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა,
გამომეტყველება დაკარგა, და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას
საღამოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა, თუმცა ჰაერში მისი გადმოკარკლული თვალები
ელავდა. „ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგივა, შენი საქმე წასულია“. ერთი წუთიც არ
იყო გასული, რომ თვალებიც გაიფანტა სიცარიელეში, გარინდებული ოთახი ღამის
წყვდიადმა მოიცვა.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ დაეხვა და იოსია ისევ
ლოგინზე გაიშალა. სადღაც ქუჩაში სარეცხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა.
შეგეძლო ძველი ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი ირწმუნებოდა რომ
ბოლო ოცი წლის მანძილზე მათი ფასი არ შეცვლილიყო. შუახნის კაცის მკვეთრი, გაბმული
ხმა იყო. ამ ხმაზე იოსიას კიდევ უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე მდგარს აქანავებდა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს უყურებდა. საკმარისი იყო
გაეგონა სატელევიზიო „კუდიანებზე მონადირის“ სულისგამყინავი წივილი ბოჰემური
ცხოვრების ამბებზე, რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი ნარჩენებიც
პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა
სხივები აშკარას ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია
გამომცემლობაში მუშაობდა და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა თანამშრომლების
უმნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა თავს დედად. შეიძლება
უბრალოდ ექსცენტრული ბუნებისა იყო. მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში
გადავიდა და სექსუალური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა სულაც
შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს იყო, საძინებლები ჰქონდათ ცალ-ცალკე. მაგრამ როცა
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ სახლიდან მიდის და მაშინვე
ისტერიკა დაემართება. აქამდე ხომ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე
იცხოვრებდა. ცამეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის არსებობისა.
იოსია უმამოა. დაბადებიდან მხოლოდ დედა ჰყავს. ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე
ესმის მისგან:
– გასაგებია.
– არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. „ცხოვრების ბოლომდე მტკიცე ვიქნები
ჩემს რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში, რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი
არაფერი (ყოველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა ღმერთია,
აუცილებლად შეისმენს ამ უბრალო რამეს“. თუმცა მუდარა არ ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი
ისევ და ისევ უსხლტებოდა ხელთათმანიდან.
დედა განაგრძობდა:
ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა თავი. მითხრა, რომ
აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე სულისთვისაც, თან არც ვენერიული
სნეულებით დაავადებაა გამორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი მომცა
და მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ ყოველთვის ვხმარობ-
მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც არასწორად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს,
პრეზერვატივის წესიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ სულელი არა ვარ. ყოველთვის
ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი თუ არა, მე თვითონ ჩამოვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ
ენდობი. ხომ იცი რა არის პრეზერვატივი?
– ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა. შენ ხომ იცი როგორი
წყენა ვიცი ხოლმე?
– ვიცი.
– არა, რას ამბობ! ის იდეალურად იცავდა თავს. როგორც ბატონი ტაბატა ამბობს,
მამაშენი უზენაესია. შენ სქესობრივი აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით
როგორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. მაგრამ იოსიას ეჭვიც
არ შეპარვია: მამამისი ექიმი-გინეკოლოგია. ეტყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი
რა უნდა მომხდარიყო?
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო იოსიამ. მაგრამ მან არ იცის
რომ ამ ქვეყნად ვარსებობ მე. და ახლა რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ
დარწმუნებულია, რომ იდეალურად იცავდა თავს.
– აი იმ ტაქსს მიყევით.
– არა, რაღაც ტვინებზე ნადირობას უფრო ჰგავს – ორი ფირმა ერთ სპეციალისტზე
ნადირობს.
– აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდებით უკან. იქნებ
დაგელოდოთ? – იკითხა მძღოლმა, მაგრამ იოსიამ უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით გაჭიმულ გზას. ისევე
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი გაიჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც
შეწყდა, ვიწრო შესახვევი გამოჩნდა. მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ
შეუხვია. შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რა იყო იქით.
იოსია ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მაინც შეაბიჯა სიბნელეში მამაკაცის კვალდაკვალ.
რადგან აქამდე მოვიდა, უკან გაბრუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო მოქცეული. სწორი იყო და
ვიწრო. იმდენად ვიწრო, რომ კაცს ვერ ასცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის
ჭრიალი ისმოდა. იმავე ტემპით მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სინათლის სხივი
ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა. მაგრამ მალე ისიც დაიკარგა.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის კიბოთი. ბოლო რამდენიმე
თვე ისე იტანჯებოდა, რომ საცოდავი სანახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია
ღმერთს. მხოლოდ ის სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა ისე მკაცრად
იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან შედარებით ისე ახლოს იყო ღმერთთან, რომ იოსიას
აზრით მარტო ლოცვების ამარა უნდა ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე
კონკრეტულია და საზღვარიც აქვს). თანაც, – სხვათა შორის გაიფიქრა იოსიამ, – რატომ
არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები, ადამიანებს კი არა?
თვითონ აზრი უკვე დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნდება. ზუსტად ისე, როგორც
ადრე „ფლაი-აუტი“ შეიცავდა სიკვდილ-სიცოცხლის ამოუხსნელ ამოცანას, მერე კი სულაც
დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან მოყოლებული. მაგრამ რამეში
რომ გამოდგომოდეს, გახსენებით ვერაფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის
გამო უარიც კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი მეტისმეტად დიდი იყო,
ზორზოხი და იდიოტურად ტლანქი შესახედაობა ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან
მოეფარებინა.
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. „დიდი ამბავი, ვითომ რატომაც არა.
ვიცეკვებ. – გაიფიქრა. – არც ეს არის ცუდი“. თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს
ისრუტავდა და მარტო ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით გაიხსენა
ხალისიანი მუსიკა და ბალახის შრიალს, ღრუბლების დინებას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ
ვიღაც უთვალთვალებს. აშკარად იგრძნო ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც
გრძნობდნენ ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო. თუკი
უნდა ყურება, უყუროს. ყველა ღვთისშვილს შეუძლია იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა ჰაერში. თითოეული მისი
მოძრაობა მომდევნოს იწვევდა და რიტმულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა
ფიგურებს ხატავდა, თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია, ექსპრომტი
იკითხებოდა. რიტმის უკუღმა პირიდან სხვა რიტმი იყო, მათ შორის კი უჩინარი მესამე.
თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა მათ მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში,
როგორც სურათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი ცხოველები აფარებდნენ თავს. მათ
შორის აქამდე არნახული საშინელი მტაცებლები.
– რა, მართლა?
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით ქვიშა მოხვეტა და ნელა
გასცრა თითებშუა. კიდევ მოხვეტა ერთი მუჭა, მერე კიდევ... ცივი ქვიშა თითებშუა
იწრიტებოდა. იოსიას გაახსენდა უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას გაძვალტყავებულ
ხელს.