You are on page 1of 27

9 ა კლასის მოსწავლეები : „თამუნია კატას“ ფეხმძიმობის ამბავი უეჭველია,რამდენიმე

ჩვენგანმა თავად დავინახეთ „მწვანე ბაღში“ რესტორან „საცხენიას“ უკან ანდროს,რომ


ჰყავდა წაკუზული. ეგ კი არადა,ისეთი თავისუფალი აზროვნებისა იყო უამრავ
უფროსკლასელ ბიჭს სწერდა ერთდროულად და რა გასაკვირია თუ სექსიც ჰქონდა.
-მოიცა რა, მიწერით მეც ვწერ ბიჭებს მარა მასეთ რაღაცას როგორ ვიკადრებ?სახეზე
აპილპილება შეეტყო ჯგუფში ყველაზე ლამაზმა გოგოს, რადგან საკუთარი
უპირატესობის დემონსტრირება სხვა გოგონების მიმართ არცთუ შენიღბულად მოახდინა.
-შენ და შენი სნობიზმი რა... შენც ჰო ფეხმძიმედ არ ხარ ? გადაიხარხარეს ამ გოგოს
ყოფილმა თაყვანისმცემლებმა ბიჭებმა ,ზოგმა ტაშიც შემოკრა როხ-როხის
განსამტკიცებლად და ჩაიკეცა გულწრფელი სიცილის იმიტირებისათვის. ამის გამო
აყალმაყალი შეიქმნა,გოგონებმა ქალური სოლიდარობით წიგნების თავში ჩარტყმები
დაიწყეს მოქილიკე თანაკლასელი ბიჭების მიმართულებით. ამ დროს დამრიგებელი
შემოვიდა და ინფორმაციის დასაცანცლად ვერაგული კითხვების დასმა დაიწყო. ისე,რომ
აქაოდა არ აინტერესებდა -თქვენ ,რომ მომიყევით თუ არა და რა ჯაბახანად მინდოდა ეს
ჭორებიო- დასმადლებლად დააყოლა ბოლოს.
დირექტორის განცხადება ტელევიზიებთან : აღნიშნული ინფორმციას ვერ
დავადასტურებ, სასწავლო პროცესი დადგენილ ნორმებში მიმდინარეობს და არასდროს
არ ჰქონია ადგილი გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესისას მოსწავლის მიერ
არაკეთილსინდისიერ გაცდენას, თანაც ამ მიზნებისთვის რაზეც საუბრობთ
თქვენ.ბუნებრივია სკოლა ვერ აგებს პასუხს,იმ აღმზრდელობა საქმიანობისთვის,რაც
მშობელს აკისრით თავიანთი ბავშვის მიმართ და ვერც ხელეწიფებათ მზრუნველობა თუ
კონტოროლი მოახდინონ სკოლის გარეთ მომხდარი ფაქტებისა, რაც უკვე არც
მასწავლებილის პრეროგატივას წარმოადგენს და შეუძლებელიცაა მსგავსი მონიტორიგის
გაწევა სკოლის მეშვეობით. გიდასტურებთ ,რომ ორივე ფიგურანტი ჩვენი ანდროც და
თამუნაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან.
-არ გვჭირდება ბატონო დასახელება ბავშვების სახელების, ეთიკის ქარტია და კანონები
კიდე, კრძალავს მათი იდენთიფიკაციის შემცველ ნებისმიერ ინფორმაციის დასახელებას.
ფოტოები და ვიზულაური მასალაც არ შეიძლება.-მოაბა ძლივს თავი ჩემს მიერ
წარგზავნილმა ჟურნალისტმა.
-კაი ამოჭერით მერე ვინ გიშლით, ჩვენება თუ არ შეიძლება აბა ინტერვიუ როგორ
გინდოდათ მათთან ჩაგეწერათ?
-დაბლარვით. -ან მშობლებს ჩავწერთ უთხრა ახლა უკვე ოპერატორმა.

უფროსკლასელი ანდრო: რა ფეხმძიმედ კაცო, თვითონ არ უნდოდა დაჟე ქალიშვილობის


დაკარგვა და ერთი თვე ტრაკში ... -მოერიდა მშობლების თანდასწრებით ანდროს
წინადადების დაბოლოება. -ჰო მიმიხვდით რაა? თავის ისტერიული ქნევით
დაუდასტურა ყველამ ანდროს საკითხის შეცნობა,რომ უხერხული მომენტი გაეფანტათ.
თუმცა მისი მონაყოლი სავსე იყო ამ უხერხულობის გამომწვევი მომენტების არსებობისა.
-შე სასიკვდილე ეგრე არ მოყვე ჟურნალისტებთან თუ არა თავი მოგვეჭრება საქვეყნოდ.
დიდუუუუ, დიდუ ,დიდუუუ, სახის დახოკვა დაიწყო ანდროს დედამ, რაზეც ამას
შეჩვეული მეუღლეს რეაქია ზანტი იყო,ხელები კარგად ჩამოფხოკვის მერე დაუკავა,რაც
მისი თეთრი პიჯაკის მანჟეტზე გასასხლიანებული ფრჩხილის დადებად დაუჯდა.
-აუუუ... ვერაფრით ვერ აგრძლებდა ამბის მოყოლას ანდრო, სანამ დედამ არ დართო ნება
ბოლომდე მოეყოლა.
-ჰოდა მე უბრალოდ სექსი... (იჭვნეულად გადახედა დედას) მაშინ გვქონდა,როცა უკვე
ფეხმძიმედ უნდა ყოფილიყო წესით. მე არაფერ შუაში ვარ,მართლა... (აზლუქუნდა
ანდრო) . უკნიდან როგორ დაფეხმძიმდებოდა? - თავის სიტყვებში თავდაჯერებულობის
შესატანად მიმოავლო თვალი ნათესავების წრეს,რომელსაც სახეზე სრული აპათეა
ასახულიყო. -ამისგან კაცი არ დადგება, უკნიდან ვინ ფეხმძიბდება დებილო?! დასცინა
საკუთარ დისშვილში იმედგაცრუებულმა ბიძამ.

„თამუნია კატა“ : ეგ ბიჭი არაფერ შუაშია ხალხო.ანდროს ვატყუებდი,რომ ქალიშვილი


ვარ და მასთან სექსი ფეხმძიმობის მერე მქონდა, და ნაყოფს,რომ არაფერი დამართნოდა
უკნიდან გვქონდა ხოლმე. დათომ, ვინცა მართლა მამაა ... (უფრო კარგად გამოთქმისთვის
დიდიხანი ფიქრობდა) მოვიშოროთო ბავშვი, ფულს მე ვიშოვი აბორტისასო და მერე
დავშორდეთ შენ შენს გზაზე მე ჩემზეო.
-ნახე,როგორ დმააჯერებელი უსრიცხვილობით ყვება, წყევლა-კრულვის კორიანტელი
ატყდა ოჯახისწევრი ქალების მხრიდან.
„თამუნია კატას“ კი ეს ყველაფერი გათვიცნობიერებული ჰქონდა და უდრტვინველი
სიდინჯით იღებდა ყველა ნასროლ უშვერობას საკუთარი დედის,დეიდისა და მამიდის
მხრიდან.
-ნუ უარი ვუთხარი დათოს და დავშორდი მუქარის მიუხედავად, ანდროსთან უბრალოდ
სითბო მინდოდა,რაც ყველა ქალს სჭირდება ხოლმე, განსაკუთრებით ფეხმძიმეს.
-სითბო და ცეცხლში დაიხრუკე შენ , ჯოჯოხეთის ლავა დაგესხას მაგ სარცხვინელზე...
კარგად მიტყეპეს ამ დღეს „თამუნია კატა“ სახლში.

დათო ძმაკაცებში : მოკლედ შარში ვარ რაა, თამუნიას, ჰო მივარჭვე დაა... (გადააფურჭყა
პირში გარჩეული მზესუმზირის ნაჭუჭი კორპუსის გვერდით მდებარე ობელისკის
სინკარებზე)მაშინ რომ გითხარი წამესწრო თქო, დაფეხმძიმდა ის დედამოტყნული.
გარეთ ვათავებდი არადა სულ, ჩემ ბედს შევეცი.
-ვააა, მერე მოაშორე ბიჭო ნაბიჭვარი რათ გინდა, არ დაგკეროს ბავშვის თემაში ... დუნედ
და თავაზიანად უთხრა დათოს ორი კვირის წინ მის მიერვე მაგრად ნაცემმა
ძმაკაცმა,რომელსაც ფინგალი სილურჯიდან სიყვითლეში გადასვლოდა და ხინკალა
კეპიანი ქუდი თმის ზეთით გაზიზნოდა.
-აბა რას ვიზამ, ჯერ ჩაწყნარდეს, ერთი ამბებია სკოლაში და მერე მე ვიცი. ისე,რო ამბობენ
ზოგი ჭირი მარგებელიაო, რამდენი გოგო მწერს იცი ამ ამბის გატყდომის მერე?! საჯიშე
მგონია თავი - ქირქილით დააბოლოვა მისი სიტყვები დათომ. -თან ბიჭო ანდროიას
დაბრალდა და ძაღლობა და ტელევიზია მაგას აკითხავს, მოკლედ საკაიფოდ
გამოვძვრები,როგორი პირიც უჩანს რაა.
-რა ბაბნიკი ხარ რაა ... -მაამებლურად დაუყვავა იმ ჩხუბის შემდგომ დაშინებულმა
თავისმა ძმაკაცმა.
-რეზინა გადაინცვე , თუ არა იმ კინოში რო არიას , რა ქვიაა? მთელი მსოფლიო ჩვენ
ვიქნებითო... ეგრე იქნებით შენ და შენი ნაბუშარები... ერთიანი პატივმოყვარული
აღზევების ბენეფისი მოუწყვეს დათოს, ისე რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას იფერებდა
ის,რათა იცოდა ეს დიდხანს არ გასტანდა, მისი ვარაუდით ,მანამ სანამ ,ყოველდღიური
ქუჩის დღის წესრიგის თემა არ ჩაანაცვლებდა მას.

მედია ამ ფაქტის შესახებ :

გასვენება************

ბაბუაჩემის გასვენების წინა დღით მე მედეამ და სხოლემ ღამისთევით ჭირისუფლის


ჭაპანი პირველად ვითავეთ. ეს საქმე მადლიანი, დალოცვილი, საინტერესო და უფრე
მეტად მისტიური მეჩვნებოდა და მუცელში უცნაური ცნობისმოყვარეობრივი შიშები
გამჭვალვადა ხოლმე. მახსენდებოდა ყველა ის შიში, რომელიც მიცვალებულს და
ღამისთევას უკავშირდებოდა. ამიტომ ამ ამბებს ერთამენთს ვუზიარებდით. როგორც
აღმოჩნდა მთავარი შიშიცა და საზრუნავიც ჩვენთვის კატისგან მიცვალებულის
დასახიჩრება,კერძოდ კი თვალების დათხრა უნდა აგვერიდებინა. ამიტომ ღია კარისა და
ფანჯრებისკენ ყურადღება მუდმივად გაფაციცებული გვქონდა, იმდენად რომ ეზოში
ნებისმიერი ხმის დარხევა ნერვულ გაღიზიანებას იწვევდა. ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა
მხოლოდ ჩვენ დავრჩით ჭირისუფლებიდან სახლის მისაღებ ოთახში, სადაც გარდაცვილი
ბაბუაჩემი ესვენა. დანარჩენებს საძინებლებსა და აივანზე გაშლილ ლეიბებზე
გულამოსკვნილნი წამოკოტრიალებულიყვნენ და ღამისთევით გათანაგულთ ჩვენს
იმედზე თვალი მოეტყუებინათ. საშიში ისტორიების თხრობამ გააამართლა და ერთი
შეხედვით სრულიად დამღლელი ყარაულობა საინტერესო მუსაიფად გადააქცია. დრო და
დრო ლედნიკიდან ბუყბუყის მსგავსი ხმები ისმოდა. რაზეც ეჭვნეულად ერთმანეთს
გადავხედეთ, ცოტა შეშინებული , თუმცა იმის იმედით რომ სხოლეს მორიგი უადგილო
ხუმრობა იქნებოდა, ვიფიქრე ჰაერი განზრახ დააბინძურა. რაზეც სხოლემ ბაბუაჩემისკენ
მიმითითა - ის იყო, სხეული ხრწნას განაგრძობს და ყველაფერი ბუნებრივია, ნუ გეშინია. -
საკამოდ დამაჯერებელი ემპათიით თქვა სხოლემ ისე, რომ თითქოს ცდილობდა
ბაბუჩემის სული არ წაეწყმიდა ამით. მედეა და მე ბუყბუყის ხმებით ცოტა
გავმხიარულდით და უფრო ახლოს მივედი მიცვალებულთან, სადაც ცინკის ლედნიკში
ყინულები თითქმის ჩამდნარიყო და ახლის მოტანას საჭიროებდა. ეს საქმე ჩემს თავზე
ავიღე და ყინულის ჩასამატებლად, მეორე სართულზე ასასვლელი ბეტონის კიბის ქვეშ
გავსწიე. ყინულის ლოდები კი ბიძაჩემს საგულდაგულოდ ნახერხში ჰქონდა შენახული.
გვერდზე კი დაბლაგვული რუსული ნაჯახი ერჭო ხის კუნძზე, რომლითაც ვტეხდით
ყინულს და სათლით მიგვქონდა მიცვალებულამდე. ჩაწყობისას სხეულის თითოეულ
ნაკვთს ვცდილობდი დავკვირვებოდი, ისე თითქოს მთელი საიდუმლოება ადამიანის
სასრულ სხეულში ინახება და თუ ამას შევიცნობდი ცოდნაზე მონოპოლიასაც
გამოვაცხადებდი. თუმცა, როდესაც ერთი ნატეხი ფეხებს შორის ჩავუდე მივხვდი რომ
განსაკუთრებული არაფერი. ყინულის გულისფიცარზე დადებისას ისეთი ჰაერის შერხევა
ვიგრძენი ბაბუაჩემის სასუნთქიდან, რომ შეშინებული მე და მედეა უკან მეზობლებისგან
ნათხოვარ ჭირისუფლის კარს ზურგით მიველურსმეთ და სხოლეს უსიტყვო ვერბალური
აბდაუბდით ვთხოვეთ ამისთვის ახსნა მოენახა... -შენც ჰო დაინახე სხოლე ?! ცოცხალი ჰო
არაა ?? - მოემზადა საუბრისთვის სხოლე. -ხომ არ გავაღვიძოთ უფროსები, თვითონაც
ნახონ ...-
- მოიცა , მოიცა მარიოს თამაში ჰო იცი დენდზე, რომ ვთამაშობდით? -შეგვეკითხა სხოლე
ჩვენთვის საშიში სიცილით.
-კი არ დავხურეთ კიდევაც?! - მედეამ ყოვნის გარეშე თქვა და სიტყვები სხოლემ
გააწყვეტინა.
- ჰო კაცო, რა უნდა მაგის დახურვას. მანდ რომ მუსიკა ადევს დაუკვირდით : ჯუნა, ჯუნა ,
ჯუნა .. კლუმპ , კლუმპ, კლუმპ დაიძახა ბაბუაჩემის მუცელმა ისე, როგორც მარიოშია
სოკოს ბონუსის აღებისას. და აგვიტყდა სიცილი, ისე რომ გვერდზე აივანზე დედაჩემი
გავაღვიძე, რომელმაც მარიოს ტურის დახურვისას დროშის ჩამოწევის ხმით „სუუუუ“-ო
დაგვიძახა. ამაზე უკვე უსტიყვოდ გადავხედეთ ერთმანეთს და გაჭირვებით
მოვიმწყვდიეთ სიცილი მუცლებში. თუმცა, რამდენიმე ტუჩის ფრატუნი მაინც გადიოდა
მიცვალებულის ოთახიდან.
-ჯუნა, ჯუნა , ჯუნა ... -
კლუმპ, კლუმპ, კლუმპ ... ახლა უკვე მედეას წამოძახილზეც სინქრონულად
შეხმატკბილდა ბაბუაჩემის მუცელი. ასე მონაცვლეობით გადავფიჩინდებოდით და
ვიმახსოვრებდით ერთამენთს, ერთმანეთის მიხრა-მოხრებს, სახეს, მიმიკებს, უხმო
პანტომიმებს, „ჯუნა-ჯუნას, კლუმპ, კლუმპ, კლუმპ“-ს , რადგან ვიცოდით, ეს ის ხმები
იყო, რომელიც ღამისთევით გაღიზინებულ მეხსიერებასა და შეგრძნებებს არ
დაავიწყდებოდა.

(შეიძლება შეშლილად მოგეჩვენოთ, ან სულაც პირიკუ საღი აზრიც დამწამოთ.


რომანტიკოსობაც შეიძლება დავიბრალო, თუმცა უბედური, რომ არ ვარ მათ გვამების
გვერდით აღმოვაჩინე. თავად მასწავლეს, თავად მომართავენ იმ ღამიდან მოყოლებული
ბედნიერების სინქრონში ჩამახსოვრებული ხმებით „ჯუნა ჯუნა ჯუნა, - კლუმპ, კლუმპ,
კლუმპ“ : ახლაც ასეა,როცა ამ ვიდეოს ვწერ შორეული გაღმა ოკეანედან მე „ჯუნა, ჯუნა ,
ჯუნას“ ვიძახი მათი მუცლები კი ... დაუგდეთ ხმა! გესმით?! როგორ დაუყონებლივ
მომცემენ ბანს თუ ამჩნევთ?! საერთოდ არ მიგვიანებენ „ კლუმპ, კლუმპ , კლუმპს“, რომ
ხასიათი არ წამიხდეს ამ ღამით. მათი პროცესიის წინა ღამით. დაე, იყოს სიცილის
კაკაფონია...
-ჯუნა, ჯუნა, ჯუნა.

ჩვენკენ, ოკრიბის სოფლის გასვნებები, რომ თავისებურად ენიგმურია ამას ის


გარემოებაც მიუთითებს, რომ ჭირისუფალის დანახარჯი გასვენების დროს, ბევრად
ნაკლებია ვიდრე ამონაგები ე.წ. „დაწერილი ფული“ , ნათესავთა და ახლობლეთა მიერ. იმ
დროს როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა, საწყალს ლოგინად უკვე 2 წელი გაეტარებინა -
ჩვენზე სოფელში ამბობდნენ კარგად უვლიან საწყალ დიდიმოსო. სამაგალითო
მზრუნველობა, მოითხოვდა 15 ლარის წამლებს დღეში და ღამის ქოთნის ორჯერ
მირთმევა-გამოცვლას ბაბუასათვის. გასვენების დღეს ჩვენს ეზოში სეფა კაცებმა მალევე
გაშალეს და უმალვე ჩამოსხდნენ ამ სეფაში უსასრულოდ ჩამწკრივებულ ხის ფიცრებზე ,
რომლებსაც თავები თანაბრად გადაჭრილ მორებზე ჰქონდათ ჩამოდებილი. ეს და ღვინის
მომარაგება არის კაცთა პრეროგატივა ჭირის დროს და სხვა საქმენი უკვე ქალების
პასუხსიმგებლობაა, ასე,რომ სეფის შემდგომ საქმის ასპარეზი უკვე ქალებს დაუთმეს.
კუკური ბაბუა ცალ ხელში ცულით ერთ მორს ჩიკნიდა და ცხოვრების ამაოებაზე
ესაუბრებოდა თავიკაცსა და მზარეულებს. „ყველაფერი უკეთესობისკენააო“ - დაისვენა
საწყალმა დიდიმიამ, ტანჯვა არ იყო მასეთი კაცისთვის 2 წელი მიჯაჭვულობა? -
გამომცდელად გადახედა მზარეულებს კუკურიმ, რომელებიც საერთოდ არ იცნობდნენ
ცხონებულ ბაბუაჩემს, თუმცა დაეთანხმეს. რაც არ უნდა ხელოვნური ელფერი შეეძინა ამ
საუბარს, ჩემთვის მის ნათქვამში ნამდვილად იყო სიმართლე, უკეთესობა იყო ის,რომ მე-7
კლასის შემდეგ პირველად შემეძლო დამეძინა ღამით ძილის გაუტეხველად და ჩემს
ოჯახს ის ხარჯები რაც ექიმებსა და წამლებზე მიგვდიოდა - ჩვენი უკეთესი
ცხოვრებისთვის მოეხმარა. ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორაც მაშინ გადავხარშე სეფის
სკამებზე მორბენლმა. გასვენებაში ,ახალგაზრდათა საქმიანობას ლიმონათისა და ღვინის
ტარება წარმოადგენდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში , რადგან თურმე ხელმაკვარნაცხი ვარ,
ყველაფერს გავტეხავდი და მინის ჭურჭელს არ მანდობდნენ.
აგვისტოსკენ, რომ განსაკუთრებული გადაყვითლება იცის ოკრიბის აყალოანმა ნიადაგმა,
ყველასთვის ცნობილია. მიწა ისე შრება, რომ თიხიანი მიწა ბეტონს ემსგავსება და მისი
ამოთხრა გაუსაძლისი ხდება. ამიტომ , როდესაც ჯერ კიდევ ბაბუა ცოცხალი იყო, თუმცა
კრიტიკულ მდგომარეობაში, მამამ სასაფლაოს ტერიტორიის მომზადება მოსუფთავება და
მიწის მორწყვა დაიწყო, რათა მესაფლავეებს გაადვილდებოდათ სველი აყალო მიწის
ამოთხრა ვიდრე თიხისა, რომელიც წერაქვის მოქნევაზე ნაპერწკალს ყრიდა. გასვენების
წინა დღეს გარდაიცვალა, ბაბუაჩემის მეგობარი მღვდელი ილარიონი. ბაბუაჩემი
მღვდლებთან როდი მეგობრობდა, უბრალოდ ილარიონი სანამ მღვდელი გახდებოდა,
მანამ სწავლოდბენენ ერთ კლასში. მიუხედავად 60 წლიანი მეგობრობისა, ისინი ძალიან
ხშირად ჩხუბობდნენ, განსაკუთრებით „შიპიტი“ (თავად უწოდებდნენ ამ სიტუაციას
გამოფხიზლების შედეგ) ღვინით თრობის შემდგომ მოსდიოდათ.მოისმენდით უშვერ
სიტყვებს, განკვეთისკენ მოწოდებას, ჯვარზე გადაცემასა და სხვა უგვანობებს. თუმცა,
ბაბუაჩემიც არაკლებდა, რას და მთელს რაიონში აკვიატებული ფრაზის ავტორი გახდა:
„მოვა დრო და მღვდლებს მოგპარასვენ მაგ წვერებს და ხალხს დოურიგებენ უბრონიაში
ქაღალდის მაგივრად, რომ გამეისვან.“ - ქირქილით ამბობდა ბაბუაჩემი ამ მოარულ
ფრაზას.
განგებამ თუ კლიმატურმა პირობებმა ისინი ისევ ერთად შეყარა საიქიოს ჟამსაც,
ვინაიდან ბაბუაჩემის სასაფლაო ადგილი ყოველდღიური მორწყვისგან კარგად
გაბჯინილი იყო, ილარიონის ოჯახმაც იმავე ტერიტორიაზე გვთხოვა დაესაფლავებინა
საკუთარი მიცვალებული. ამგავარად ათესიტი ბაბუაჩემი და მღვდელი ილარიონი
გვერდი გვერდ დავკრძალეთ. სოფელი კითხიჯის სასაფლაო იყო ის მისტიური ადილი,
როგორც ერთ-ერთი მოძღვრებაში წერია - „იქ სადაც ცხვარი და მგელი ერთად ძოვენ“.
გასვენებაში ბევრი ხალხი მოვიდა, იმაზე მეტი ვიდრე გაშლილ სუფრაზე თეფშები.
უმაღლესი სამღვდელოებაც ჩამოსულიყო ილარიონის დაკრძალვაზე და ბარემ მწუხრის
გასაზიარებლად ბაბუაჩემის ქელეხშიც შემოიარეს. მე და სხოლე ძირითადად
ავტომობილების თვალეიერებით ვიყავით გართული - საქარე მინაზე ავფოფხდებოდი
ხოლმე დაბურულმინებიანი ჯიპების შიდა სალონის დასათვალიერებლად, ანდა ჯიპის
თითბრით მოვარაყებულ კიბეზე ავძვრებოდი რათა გადაცემათა კოლოფი და სიჩქარის
რაოდენობა შემემოწმებინა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას სხოლემ დაბურულმინებიან
ვერცხლისფერ ჯიპის კიბეს დააბიჯა და იქედან შემომძახა -340 აქვს სიჩქარეე. 300 -მდე
მაინც გაქაჩავს ტრასაა..... ტკც . ავტომობილის კარები მოულოდნელად გაიღო და სხოლეს
ცხვირპირში მოხვდა, უკან გადავარდნისას ჩასაჭიდებლად ჰაერი მოფხოკნა, თუმცა ძირს
გულამოსკვნილი დაეცა. იქედან შავებში მოსილი ერთ-ერთი მღვდელთავარი გადმოვიდა,
რომელიც მისი მოოქროვილი ქუდით თუ ვიმსჯელებდით მაღალი სასულიერო
იერარქიის უნდა ყოფილიყო. თუმცა ოლარი მეტისმეტად დაბინძურებული ჰქონდა,
გაქონილ ოლარის ბოლოებზე სანთლის ნაწვეთების ნაკვალების აღენიშნებოდა.
-უი , ბოვშო ვერ დაგინახე, ჰო კარგად ხარ შვილო? (სხოლე მარდად წარმოდგა და
შეშინებულმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია) შემეშინდა კაცო, ჰო არაფერი მოვწიე
ბოვშსთქო. რა შვებიან ისინი კაცო არ გამოდიან ? მიგვითითა სხვა მღვდელმთავრებზე.
-რავიცი ჯერ სვამენ უთხრა ,თქვენ რატომ არ სვამთ მამაო ? ხისტად გაიღიმა სხოლემ და
თვალებით ნიშნის მომგებით მანიშნა თითქოს კარების ცხვირში თავაზისთვის სამაგიერო
გადაუხადა.
- მე გული მაწუხებს და არ ვსვამ კაი ხანია, შემოსვლა კიდე შემეზარა, თუ არ სვამ რა
გინდა მაშინ სუფრაზე, ქალი ხო არ ვარ საჭმელად დავჯდე?! ამოიღო ძალიან კარგი
ტელეფონი და რაღაცის თვალიერება დაიწყო. ამ ჟესტმა მის მიმართ მიუღწევადობის,
განდიდებისა და სიმპატიის გრძნობა გამიღვივა. განვიმსჭვალე საშინელი სურვილით
დავახლოვებოდი მას , და ამიტომ ვუთხარი ყალბნარევი დარცხვინებით -შეიძლება
თქვენი სულიერი შვილი ვიყო?
ტელეფონიდან თავი ამოსწია გაიღიმა და თავზე ხელი დამადო, რითაც უკვე მიზანს
მივაღწიე. ვვიფიქრე ანუ მოვეწონე და ამიტომაც მეფერაბათქო და თვალები ისე მივნაბე,
თითქოს კატა ვყოფილიყავი და კრუტუნით ვლამუნობდე მოფერებისას.
- მე ვინ ოხერი ვარ შვილო , მოიცა კაცო თქვენთან ჰო არის მღვდელი ჯეირანე ?
- კი მარა არ მინდა მაგასთან. გამოვერკვიე რეალობაში, როცა მოულოდნელად თავიდან
ხელი ამაცალა.
-რატო რას ერჩი კაი კაცია? ნაამები, ყალბი კოლეგიალობით , გულსმოსასალბუნებელი
წინასწარვე პასუხის ცოდნის მოლოდინით შემომციცინა.
-რავიი თქვენ უფრო კარგი ხართ. შევამჩნიე სხოლეს ჩემი კეკლუცობა მღვდელთან არ
მოსწონდა.
- ჰაჰააჰ , კარგი შვილო, მაგრამ აღსარებებს თბილისში ჩამოხვალ და მეტყვი? თუ როგორ
მოვაგვაროთ ეგ? შუაში გაყვითლებულ თეთრ წვერებში ხელი ვერტიკალურად შეიცურა.
- 2წელში უკვე მე და სხოლე თბილისში ვაბარებთ და იქ ვივლით თქვენთან ტაძარში. ხომ
გაქვთ ტაძარი? (გავიფიქრე ასეთი ჰაბიტუსის პატრონს უეჭველად უნდა ჰქონოდა)
სადაც ატარებთ პარაკლისებს? სულ ყველაზე ვივლით, ნომერს ჩავიწერ თქვენასას თუ
შეიძლება და რომ ჩამოვალთ დაგირეკავთ.
სხოლეს ეს ყველაფერი არ მოსწონდა , მე კიდე ნომერიც ჩავიწერე ჩემს ფოთოლ ნოკიაში,
ასე ვუძახოდით მაშინ ფოთოლის მსგავსი ფორმის ერთ-ერთ მობილურს და ზარიც
გამოვაშვებინე ნომერის გადასამოწმებლად, ეკრანზე მამა ზოსიმე დაეწერა და წინასწარ
გათვლილი მოსათაფლი ფანდი ჩამივარდა, შემოსულ ზარზე ზუმერად ზარების რეკვა
მქონდა დაყენებული, თუმცა ამას მამა ზოსიმეზე არანაირი ეფექტი არ მოუხდენია. მე
კიდე მისგან დაყავავებას ველოდი ან ერთიორ ტკბილ სიტყვას. ჩემი სახელიც კი არ
უკითხავს არადა დაგვპირდა ჩავიწერ თქვენს ნომერსო. ნეტა რა სახელით ჩაიწერდა? თუ
მოგვატყუა? არააა. კაცს საკუთარი ტაძარი აქვს და ორი ბჟღარტის გაბითურება რა მისი
საქმეა.

სიმღერებს არ ენდოთ! განსაკუთრებით ძველ სიმღერებს. მის გახსნებეაზე პრიანიკის


სურნელისა და „მარშრუტკის“ მტვერადენილი სავარძლები გაგახსენდება კაცს. სველი
ტალახიანი ფეხების ნაფეხურები ლინენიუმ გადაკრულ „მარშრუტკის“ იატაკზე,სადაც
ბატიბუტისა თუ ნუგბარის გამყიდველები მორიგეობით შემოდიან და საკუთარ
პროდუქტს გთავაზობენ. ძირითადად გათვლა ბავშვებზეა, მათმა ჭირვეულმა
დილიხორმა უნდა გააყიდინოს უკვე ვადაგასული პრიანიკი, ბანანი თუ სხვა პიტნის
არომატიანი ფერად ქაღალდში შეხვეული, თეთრი მოგრძო კანფეტი,რომელიც სახლის
პირობებშიც იოლად კეთდება. შესაძლოა, რამდენიმე პროდუქტი ჩემს მეხსიერებას აღარ
შემორჩა, რადგან მაშინ მხოლოდ 6 წლისა ვიყავი, თუმცა ვგონებ იმ დროს
ტკბილეულობის ასორტიმენტი ფართო არ იყო და ნუგბარის სახეობათა დათვლა, ხელის
თითებს არ გაცდებოდა. შანსი კიდევ უფრო გაგეზრდება მსგავსი მოგონებების
არსებობისა, თუ 1990 იან წლებში, როგორც მინიმუმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-
ერთში მაინც ცხოვრობდი. ხოლო თუ საქართველოში , მაშინ იცი თავად რაზეც ვსაუბრობ
. შესაძლოა სწროედ ამ „მარშუტკებში“ თავად შესწრებიხარ ჯიბის ქურდის ე.წ.
„კარმანშიკის“ მიერ გაქურდულ საფულეს და ქურდული მენტალიტეტის მაშინდელი
გავლენის გამო ხმა ვერ ამოგიღია შიშისგან დაზარალებულის დასახმარებლად. ან უარეს
შემთხვევაში ამოგიღია და 30 წლის შემდგომ ამ შესანიშნავ არქეტიპულ მოგონებას ვეღარ
კითხულობ, იმდროინდელი ბავშვის გონებით გადამუშავებულს და მხატვრული
ელფერით გაჯერებულს. სიცოცხლის გარდა, შენი სიცოცხლის გარდა ,30 წლის
წინანდელი მოგონების წაკითხვის ბედნიერებაც დაგიკარგავს. რა გეშარებოდა?!
წყალტუბოდან ქუთაისში მომავალო ქაროო... ქუთაისი ქა-ლა-ქიააა, ინდუსტრიის მშე-ნე-
ბე-ლი, წყალტუბო კი მხა-რე არის, მისი დამამ-შვე-ნე-ბელი... როგორც ხედავთ
მუსიკალური მრავალფეროვნებაც შეზღუდული ყოფილა ,დიაპაზონიც,ძირითადად
სატრფიალო ხასიათის, შეკვეცილი რაოდენობის, ამყაყებული რუსული ესტრადის
ნარჩენებიღა იყო. თუმცა ეს სიმღერები არც მწერლის საკვანძო ნასკვია და არც
უმნიშვნელოდ მოხსენიებული დეტალი, უბრალოდ წყალტუბოში დაწყებულ ამბავს, ამ
სიმღერაზევე ვისმენდი ქუთაისის მიმართლებით მიმავალ ავტომობილში. დედაჩემს
კალთაში ვეჯექი, რადგან სამგზავრო დაგვეზოგა, ხოლო ჩვენს წინ ორი ქალბატონის მიერ
თქმული „ გეგიგე გოგო ? ქალი წოუგია ნოდარიას!“ , ჩვენ ყურადღებას იქცევდა,(კარგად
არ მახსოვს, დედაჩემის თუ ჩემს ყურადღებას უფრო) ,თუმცა ეს ამბავი დედაჩემმა თავის
მეგობრებთან ათასჯერ მოჰყვა, ამგვარად საერთო მეხსირება ჩამოგვიყალიბდა ამ
მოგონებაზე. როგორც აღმოჩნდა, დედაჩემის ანალიზითა და დრამატული მოყოლის
სტილით, ამ კაცს არც მეტი არც ნაკლები, კარტში წაუგია ცოლი. სიმართლე,რომ
გითხრათ,იმ ასაკში სხვა რამეში მეუღლის წაგების ალტერნატივას ვერც წარმოვიდგენდი.
ზუსტად ასე მეგონა,როგორც მოხდა-მარტივად და პრიმიტიულად. ამ ჩვენმა
თანასოფლელმა ,მერაბიმ ყველაფერი დათმო თამაშში,ვინმე ქურდ ძაკუნიასთან და
რადგანაც სახსარი არაფერი გააჩნდა ცოლზე ეთამაშა. როგორც ამბობენ აღსრულებაში ეს
საქმე იმ ღამესვე მოსულა. ცუდი ენებისგან ,იმასაც გაიგონებდით,რომ დიდად არ
გასძალიანებია ქმრის ვერდიქტს ის ოჯახგორი დედაკაცი. ანდა,როგორ გაუძალდებოდა,
სუსტი არსება, როცა ქალი კი არა მთელი წყალტუბოს კაცები მას ემორჩილებოდნენ-ის
კანონიერი ქურდი იყო.როგორც ჩემი ჭიშკრის მეზობელი ამბობდა ,რომელიც ყოფილი
ბადრაგი იყო გეგუთის ციხეში, ძაკუნიას სიძლიერეზე ლეგენდები დადიოდა,რამდენიმე
გმირული ჩხუბის ისტორიაც მომისმენია ძირითადად ამ ისტორიებში ემოციური
ექსტრაქტი, ნაცემ კაცთა რაოდენობიდან ამოდიოდა. თუმცა ყველაზე მეტად
დასამახსოვრებელი ნაბადრაგალი გენადისთვის ის ფაქტი იყო ,რომ -ცალი ხელის
მტევნის თითებით 1 მანეთიანის გადაღუნვა შეეძლო ძაკუნიას. რამდენჯერ მიცდია 20
თეთრიანის გადაღუნვა ამ ისტორიაზე ინსპირერებულს, თუმცა ამაოდ, მის შემდეგ
ყოველი ხურდის ხელში თამაშისას ძაკუნია და მისი ძლევამოსილი მტევანი მახსენედება.
როგორ შეეძლო ასეთი ძალის მქონე კაცისთვის,თუნდაც წინააღმეგობის გაწევაზე ფიქრი
კაფანდარა ქალს. რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტს ვკითხე კიდევაც,რამდენად
სწორად მოიქცა ნოდარია, ერთი მხრივ თავანი ჩააბარა, მეორე მხრივ ,კაცმა მეუღლე
ყომარში დათმო. ყველამ არეული პასუხები მომცა,თურმე ფუმფლი არ ყოფილა
ქურდულად კაცი, თუმცა ცოლი „გაუბახეს“ . ახსნები უპოვნეს, სიტუაცია დაალაგეს,
თუმცა ქალი „გაბახებულად“ და სხვის ნათრევად მონათლეს. ამ ქალის სახელის ხსნება
დამავიწყდა, ირმა ერქვა,თუმცა ბაჩის უძახოდნენ, რადგან ყველას ბაჩით მიმართავდა -
რამდენჯერ დედაჩემი გამაგზავნიდა ხოლმე რამის სათხოვნელად, სულ ბაჩით
მომმართავდა, -მოდი ბაჩი , - რაო დედამ ბაჩი? ერთხელაც დედამ საცერის სათხოვნელად
გამაგზავნა. - მიდი ირმაია ბოზთან საცერი მათხოვე დედიკომ შემოგითვალათქო. ამ
ამბიდან 3 თვის თავზე საბერძნეთში წავიდა ორსული ირმა სამუშაოდ და იმასაც
ამბობდნენ, ძაკუნიამ წაიყვანაო. ძაკუნია მთლად უცხო არ იყო ჩემთვის, მე მისი ციხეში
დამზადებული ხის ჯვარცმა მეკეთა, რომელიც სწორედ გენადის აჩუქა ბადრაგობის ჟამს,
ხოლო გენადიმ მე გადმომილოცა დაბადებისდღეზე. მაშინ ეკლესიური აქსესუარების,
ხატის ან ჯვარის ჩუქება ყველაზე მიღებული ძღვენი იყო, ვერ იტყოდი ცუდი რამ თუ
გაჩუქეს, გეშინოდა ერეტიკოსობაში არ ჩამოერთმიათ. ამგვარად იმხელა ჯვარცმა მეკეთა
კისერზე ჭიპამდე მწვდებოდა. ზოგადაგ ,ჯვარცმის ტარების ეს ძვირფასი ტრადიცია
ციხეში ხელნაკეთმა პომპეზური ჯვრების კეთებამ წაჰბილწა. არა მარტო მე, სხვებსაც ეს
ტრენდი ახასიათებდათ,მოღებულ დეკოლტესა თუ „საროჩკა“ გულმკერდშეხსნილზე
იმოდენა ჯვარცმის დემონსტრირება,რომ ძე ღმერთსაც გაუჭირდებოდა გოლგოთამდე
მისი თრევა.
ძაკუნიას ირმასგან შვილი შეეძინა, ისე ,რომ ირმაია ბოზი-ქალბატონად მოიხსენიებოდა.
თავლაფდასხმული ადამიანია მთელი სოფლისთვის და რეგიონისთვის დასაფასებელ
ქალად იქცა. ამბობდნენ, ისეთი მაგარი ცოლი გამოდგა, ქურდული არ ეშლება და
ზოგიერთ საქმეებს ძაკუნიას მაგივრადაც აგვარებსო. ბავშვები „გარეგნობის
დღესასწაულზე“,(ოკრიბის კუთხისთვის დამახასიათებელი), აღდგომის მომდევნო დღეს
კვერცხებს ვაჭიდებდით ერთმანეთს,როცა ის ჩამეკონა დიდი სიყვარულით და ქრისტეს
ჭეშმარიტი აღსდგომა მაუწყა. ვერაფერი ვუპასუხე,რადგან ჩემს წინაშე ამ სიტყვების
დადასტურება ჭეშმარიტი „ირმაია ბოზის“ -პატივცემულ ქალბატონად ტრანსფორმაცია
ვიხილე. ქიმიაში ნასწავლი ნივთიერების 4 აგრეგატული მდგომარეობა სულ ახლახანს
მქონდა ნასწავლი: -აირი,თხევადი,მყარი და დიფუზიური. ეს რაღაც სხვა იყო, ქიმიას რომ
არ შეწევს ძალა ახსნას. კვანტური ფიზიკაც უძლური იქნება დათვალოს იმ დროის
ინტერვალიც,რომელშიც ირმამ მოასწრო აღდგომა. დედაჩემიც ისე მიესალმა,თითქოს
მანამდე ზემოდან არ დაჰყურებდა და მის ერთგულ დაქალად რჩებოდა,განუხრელად
დროთა ცვლისა. მისი ფინანსური მდგომარეობა უკეთესი იყო,ამას არამარტო მისი
გარეგნობა,ასევე თავის მოვლის საშუალებათა ფიქსტურა სახეზე მოწმობდა. ჩვენი ოჯახის
ფული კი ნახევარ თვემდე არ სტანდა, შემდგომ ნასესხები ფულით ან ბებიას ყველის
გაყიდვით ვსულდგმულობდით. წამში დამიტრიალდა ნოსტალგია,ირმას მიერ ნაჩუქარი
ფულებისა ჩემი დღეობის დღეზე. წელს კი უეჭველია მსუყე საჩუქარს მომიტანდა-თუმც
ყველაფერი განა ისევ ძველებურად იქნებოდა ? ირმას დავიწყებული აქვს ჩვენგან ზურგის
შექცევა? როცა ფეხმძიმე მისმა აწგანსვნებულმა ქმარმა სახლიდან გამოაგდო და არავინ
შეიფარა. დედაჩემმაც ადგილი საბოსლეში დაუთმო,რამდენიმე დღით და მეზობლებისა
და ავი ენების წყალობით - 1 თვის შემდეგ საბოსლის დაცლა მოსთხოვა- „ამ თვის
დამლევს ლამასოს ახალი კოკინა უნდა ეყოლოს და მეტი ადგილი მჭირდებაო“.
დასაცლელი არაფერი გააჩნდა,თუმცა ამისთვის 2 დღე მოითხოვა და რომ არა ლამასოს
ნაადრევი მშობიარობა,ვგონებ ცოტას კიდევ გააჯანჯლებდა.
-აჰაა გაიცანი შენი პატარაძამიკო სხოლე. მომაჩეჩა ჩასახუტებლად საკუთარი ბავშვი,
თუმცა პატარამ ამჯობინა ნაბიჯი უმალვე უკან გადადედგა და დედის ფეხებს შორის
მუხლზე დოინჯი ჭდო.
ირმამ თავის ბავშვზე მიმითითა,ჩახსნილ კაბის მხარეს მდგომ ფეხს,რომ შემოხვეოდა და
შავ სქელ კოლგოტს მარჯვენა მტევნის ფრჩხილებით უსმევდა , რაზეც რამდენჯერმა
ალერგიულად ტანში დამიარა,თუმცა ხომ არ ვეტყოდი დედაშენს კოლგოტზე ხელს ნუ
უსვამ ცუდად მოქმედებსთქო. თან რას გაიგებდა 4 წელია საბერძნეთში ცხოვრობდა და
გრამი ქართულიც არ ეცოდინებოდა. ამიტომ გამოვიყენე ჩემს მიერ ნასწავლი ბერძნული
,გაეროს მოდელირების დელეგატობისას დაზუთხული მისასალმებელი სიტყვა და
ხრინწით მივაყარე:
-ლასას ,ევხარისტო პარა პოლი,პროედრო კე კოზმო გრეცია,ევხარისტემენი ინე იარე
ირტატე.
ირმამ ჩემს ბერძნულზე ხმამაღლა გაიცინა და თვალები,რომლებიც სასაფლაობიდან მას
აქამდე არ უყურებდა, ისიც კი მისკენ მიშტერდნენ. სხვას ეს საქციელი -უსაქცილეობაში
ჩაეთვლებოდა, მაგრმა ის აღარ იყო -ირმაია ბოზი. ის ძაკუნიას ცოლი იყო და თუ საჭირო
იქნებოდა ძაკუნია 1 მანეთიანი მონეტასავით დაჭყლეტდა მასზე ცუდის მთქმელს.(თავს
ვერ დავდებ,აღასრულებდა თუ არა იმავეს,ეს გავლენიანი კანონიერი ქურდი,თუმცა ასე
ამომბდნენ,როცა ვინმე ირმაზე გადაცდენილს იტყოდა) .
-ყოჩაღ ჩემი ნიჭიერი ბიჭი, როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ, ჰო იცი აწი ჩემ
სხოლეს შენ უნდა ასწავლო ქართულად ლაპარაკი.
-ლაპარიკი. ბარძაყის უკნიდან გაიმეორა სხოლემ. ისე ,რომ ჩემს ნერვებზე თამაშს
დედამისის კოლგოტზე ისევ აგრძელებდა. ყურადღება არ მიმიქცევია,პირველივე
უსიამოვნო შეგრძნებას სხოლეს გაცნობიდან,რამაც ქრონიკულ კაკაფონიად გამზდია,სანამ
ამ წიგნის თხრობას მოვრჩებოდი.
ირმას ერთადერთი წარსულს თუ დაუწუნებდა კაცი, მაგრამ ამას ვერც ვერავინ
გაახსენებდა და ვგონებ, არც ვინმეს ახსოვდა ჩემს გარდა. ყოველშემთხვევაში,ბავშობაში
მეგონა რომ რაღაც მანქანებით, ეს სოციალური საერთო თემური მეხსიერება,ჩემი სოფლის
მცხოვრებლებმა კონსპირაციულად წაშალეს. ეს შეთქმულება ისე აისახა ჩემს
ქვეცნობიერში- სიზმარიც კი დამამახსოვრდა, რომელშიც სამყაროს ირმას წარსულის
შესახებ მისი შვილი სხოლე ატყობინებდა პატარა მეხსიერების ბარათით, სულ
გულზედაკიდებული რომ დაჰქონდა ხოლმე. როცა ერთხელ მამამისმა,შეეკითხა „ჩემი
გამოთლილი ჯვარის ნაცვლად მაგ ფლეშკას,რო დაატარებ - ძალღლობასაც ჰო არ აპირებ
მამი? თუ ღმერთი გაგიწყრა და აღარ გწამს რამის?“. სხოლეს პასუხი ისეთი აღმოჩნდა,რომ
ეს ისტორია მოარული გახდა რაიონში და ამის წყალობით ჩემს ყურამდეც მოაღწია.-“არ
მწამს არა ის კიდეე...ამ კარტაზე ყველა ფსალმუნი ჩაწერილი თან დამაქვს“ -
-რავა ვერ იტყოდა თუ? რავარი მამის შვილია? ამობობდნენ ძაკუნიას პატარა ვაჟკაც
სხოლეზე.
ირმას ყოფილი ქმარი ყველას დაავიწყდა,ირმას გარდა. ჩვენთან სოფელში ამბობდნენ
კვერცხის გადამგორებელი არ ჰყავდა ვინმე ან კიდე ღვინის წამქცევი საფლავზეო.
უყვარდა ირმას თავისი პირველი ქმარი,აფერუმ მას ,რომ სიყვარულითვე გაჰყოლია
თავის დროზე მერაბის. მიუხედავად იმისა,რომ ირმას საკამოდ გავლენიანი ოჯახის
შვილი სამარშრუტო ხაზის მძღოლი ვაჟი-ჯეირანა ეძლეოდაო. მაშინ მაქნანა ფუფუნება კი
არა, ორს ჰყავდა მთელს რაიონში: მილიციის უფროსს და ჯეირანასო, ამატებენ
დამაჯერებლობისთვის,ისტორიის თხრობისას. რადგანაც ეს საქმე ჩაიშალა,ამბობენ
მერაბისა და ირმას წყვილის ისტორია ,თითით მისათითებლად-კუბიდონის ისრებად
ქცეულა რაიონის ბიჭ-ბუჭებისთვისა და , ეროსი მაგათ შემყურე უგულოს აყვარებდა და
გულიანს აგიჟებდაო. მაშინ წყალტუბოში უპრეცენდენტოდ ბევრი -12 საქორწილო
დარბაზი ფუნქციონირებდა. შედარებისთვის ახლა 3_ს თუ მოძებნი.რასაც ისინი
იცვამდნენ, ის იყო მოდაში და რა ვარცხნილობებსაც ისინი ატარებდნენ ,წყალტუბის
ყოველ სადალაქოში მათი სახელები ჰქვია დღესაც. სოფლელებმა სიყვარული მათგან
ისწავლეს, ეს ჩემი აზრია, ნება მომეცით ბავშვობის მოგონება სრული სიწრფელით
გადმოგცეთ, ამისათვის მხატვრულობას ნუ დამიწუნებთ და უნიათო პასაჟშიც ნუ
წარმოიდგენთ თავს. ხოლო იმ პერიოდში,როცა ირმა გარიყა სრულიად სოფელმა, ქმრის
გამო ყომარში სხეულ წაგებული ქალი ,რადგან ძაკუნიას დანებებდა -სწორედ ამიტომ
მისი ყოფილი მოტრფიალის ჯეირანას მარშრუტში არ უშვებდნენ ან ნებას არ რთავდნენ
სხვა ქალებთან ერთად მოებაზრებინა მასაც. ის კი არა, ერთ-ერთი პრეცენდენტის
დროს,როცა მას ყველი აჰქონდა წვენშემდგარი პარკით
მარშუტში,“კუბიდონნასხლეტიშვილმა“ (ასე უძახოდნენ ამ უგულო საქციელისთვის
ჯეირანას ირმას „აღდგომის“ შემდგომ)წარსულში ხელისმთხოვნელმა ჯეირანამ პარკი
გარეთ მოიქნია და 4 წველა ყველი გზისპირას, არხში გაგორდა. მარშუტიდანაც წამოესიეს
მუხლმოდრეკილ ირმას,რომელიც უხმოდ იღებდა გადარჩენილ დატალახიანებულ
ყველის თავებს არხიდან და მაისურის კალთაში ყრიდა დიდ ნატეხებს. ოდესღაც წვრილი
მკლავები რომბებად გადქცეოდა, ფაციფუცისას ისინი ხალადეცივით თანთალებდა,
რომელზედ ერთ დროს,მის ახალგაზრდობაში საყოველთაო წითელას ბატონების აცრის
ნიშა წერტილოვნად აჩნდა, ხოლო ახლა ეს ნიშანი მთელს მკლავზე ერთ არშინიან დაღად
გაშლილიყო. უეჭველია, ფიქრობდა გავრეცხ, სახლში საჭმელად მაინც გამოდგებაო.
სახალხო ლინჩის გასამართლების შიშიც მოეძალა და დათმობა ამჯობინა. ამის
შემდგომ,როცა ჯეირანე ბიძია მასხრობით, მეტყოდა შეყვარებული არ გყავსო?-სულ
მინდოდა მეთქვა,რომ „კუბიდონნასხლეტიშვილი“ იყო ამ კითხვისთვის,მაგრამ სანამ
სავანე არ შეიცვლა , კერძოდ : ბერად აღიკვეცა, ამბობენ ღვთის კაცი გახდა და
პატრიარქთან როცა უნდა მაშინ შედის, ეს ვერ მოვახერხე.
2
სხოლესა და ჩემი მეგობრობა მეტი იყო ვიდრე ამ სიტყვის გაგება ჩვენს სოფელში. თუმცა
ეს სიყვარული არაფერი იყო მედეას გარეშე. მე იმიტომ მიყვარდა სხოლე,რომ მედეას
უყვარდა სხოლე და სხოლესაც იმიტომ ვუყვარდი,რომ მედეაც იმავე გრძნობით იყო
განმსჭვალული ჩემს მიმართ. თუ ამ მოცემულობიდან ერთი დაირღვეოდა
პროპორციულად მოიკლებდა ჩვენი მეგობრობის ხარისხიც. მედეაც ჩვენ სკოლაში
სწავლობდა და მიუხედავად საკუთარი ფიზიკური მშვენიერებისა ბავშვობიდანვე
საკუთარ სულზე ზრუნავდა და სწორედ ამიტომ მედეას დაობლებამდე,თითქმის
არცერთი წირვა თუ პარაკლისი არ გამოგვიტოვებია მე და სხოლეს ჩვენს სოფელში
არსებული საგვარეულო ტაძარში. როდესაც დილის წირვისას გაღვიძება
მიჭირდა,დედაჩემის ყიჟინა,იმის შესახებ ,რომ მღვდელი მეორე სოფლიდან გამოდიოდა
ჩვენს გამო,მე კიდევ ისევ ლოგინში ვეგდე, ყოველთვის მოქმედებდა და სხვა რა უნდა
გამეკეთებინა ყმაწვილს. მედეა ყოველთვის ტაძრის მარჯვენა მხარეს იდგა ხოლმე,სადაც
მიცვალებულთა მოსახსენიებელი ფურცლების დასადები დაფა იდო, სასანთლის
გვერდით,რომელიც ყვითელი სილით იყო სავსე. ერთხელ როდესაც მედეას გული
წაუვიდა შუა წირვისას, მამაო მივარდა მას, შეაჯანჟღარა,პიჯვარი გადაწერა,ნაკურთხი
წყალიც მიაწუწა(უკან ერთი ქალი იძახდა დაალევინეთო) და ხრიწიანი ხმით „განვედ“ ,
„განვედ“_ს უყვიროდა.
როდესაც მოაფხიზლეს, მამაომ თავი დახარა და მედეა ქალებს დაუტოვა. ყველა რაღაცას
მიხვდა, ჩვენს გარდა მე და სხოლე შეშინებულები ერთმანეთს ვეკითხებოდით რა
ხდებოდა. იმ დღიდან პარაკლისებს მედეა ხშირად აცდენდა. რაც ჩვენთვის იმავე ენიგმას
წარმოადგენდა,რაც მაგალითად ის ,რომ როგორ გვეუბნებოდა ორივეს მე და
სხოლესაც,რომ თანაბრად ვუყვარდით და ორივეს ცოლი გახდებოდა. პირველად
კითხვაზე,თუ რატომ აცდენდა წირვებს მედეა, დედამ პასუხი გაგვცა,რომ ის ბნედიანია
და მამაო ცდილობს ეშმაკის დათრგუნვას. ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვებში
მედეა ტაძარში არ დადიოდა, რაზეც უფროსმა ბიჭებმა დაცინვით გვითხრეს : „მოიცათ,
თქვენ მართლა არ იცით,რატო არ დადის? ბიჭოოოო, გადამრვენ ესენი,არადა ვირს
ააყვირებენ უკვე. თვიური აქვს ბიჭო, თვიური და მაგ დროს ტაძარში ქალი უწმინდურად
ითვლება, მაგიტო გაფშიკა,კინაღამ ფეხები ამას წინ.“ ისეთი კმაყოფილეი ვიყავით
შეუცნობელის გაგებით მე და სხოლე,რომ ასეთი დამაკნინებელი პასუხი საერთოდ არ
გვწყენია. სხოლემ რაღაცეები დაამატა,თითქოს წაეკითხა ქალის ფიზიოლოგიის შესახებ
და მენსტრუაციული ციკლის დროებიც იცოდა. თუმცა უკვე მეცინებოდა ამაზე, თითქოს
ინტიმურობა ამ საკითხებისადმი ჩემს გენიტალიებზე გადიოდა. ბოლოს ისე მოხდა,რომ
საკუთარი გამოთვლებით თვეში რამდენიმე დღე ჩვენც ვაცდენდით წირვებს.
ბოლოს ეკლესიაში როდესაც ვიყავი, უკვე იმ წელს მე და მედეა დედაქალაქს
მივდიოდით სასწავლებლად. ის ტემპი ცხოვრებისა,რაც სოფელში იყო დუნედ
მყაყდებოდა და ამას არც დიდი დისიდენტობა უნდოდა დაგეფქსირებინა
თამამად.“მოკვდა ცხოვრება“,“ ეჰ საღად არის ძველი დრო“ , „ვიღას უნდა სოფელი“ და
მსგავს წუწუნს ყველა ორღობეში გაიგონებდით, ხალხმა იმატა ეკლესიაში და მრევლი ისე
გაიზარდა მამაო არა მეორე სოფლიდან გამოდიოდა უკვე,არამედ მან სახლიც
აიშენა,რამდენიმე სტიქაროსანიც დაიყენა და გარდა ამისა საკმაოდ დიდი მრევლიც
შეკრიბა. ერთადერთ სანახაობა მთელს კითხიჯში ქადაგება და მამაოს მიერ
წარმოთქმული დალოცვა იყო.თუმცა ქადაგებებები,როგორც მწერლის იდეები წიგნებში,
მეორდებოდა და ეს ყველაფერი გაუსაძლისად უინტერესოდა ხდიდა ამ წარმოდგენას.
ბოლოს როდესაც მამაომ მორიგი აღტკინება გამოავლინა საკუთარი კუთხის მიმართ და
ღვთისგან ბოძებული საგანძური უწოდა,პარალელურად მე შემაცია და კანზე თმები
ყალყზე დამიდგა და ცოტა ხმამაღლა წამომცდა -ოჰ დამაჟრჟოლა მეთქი. უკან მეზობლის
ქალმა ტუჩებაპრუწკვით ნაზად დამეთანმა-მეც სულ მაჟრჟოლებს მამაოს სიტყვებზეო.
დავაპირე პასუხი გამეცა,რომ მიზეზი სხვა რამე იყო თმების აბურძგვნის ჩემს
კანზე,უბრალოდ შემაცივა მეთქი უნდა მეთქვა, თუმცა არც დიალოგის ჟამი იყო,მაშინ და
მისი აღქმაც ვერ იქნებოდა მსგავს პრიმიტიულ აღქმას ჩვეული. ამიტომ ჩვეულად
დავტოვე ეკლესია და ამ საკვანძო მომენტმა სამუდამოდ გამომიყვანა ეკლესიიდან,
თითქოს იმაში დიდი პასუხი იყო,რომ დაჟრჟოლება-სიცივესაც შეუძლია. თუმცა ჩემი
კავშირი რელიგიასთან ამით არ შემწყდარა და დედაქალაქში ,უკვე გავლენიან
„კუბიდონასხლეტიშვილთან“ ,ერისკაცობაში ჯეირანე ბიძიასთან, და ღვთის კაცობაში
ნიკოლოზთან გადავედი,რომელმაც დიდი პროტეექტორატიც გამიწია სტუდენტობისას.

3
-დამიჯერე,ქალმა ჟურნალისტმა თავადვე არ იცის საკუთარი სურვილ-დილიხორი და მე
როგორ გავიგო?! სამონტაჟოსჯენ მიჰყავხარ და გეუბნება, რომ "კაცი უნდა",მაგრამ
გულისხმობს სიუჟეტზე ხმის დადებას. სხოლემ ამაზე გულიანად გადაიხარხარა და
შემეკითხა :
-მედეაც ეგეთი ყალიბის ჟურნალისტი ქალია ?
-ქაჯებს და ჭინკებს არ ვგულსხმობ. მხოლოდ მე გამეცინა ამ ნაკვესზე, თავად კი
სერიოზული ცნობისმოყვარეობამ გადაჰკრა სახეზე, ოღონდ რამე დამცდენოდა ჩემსა და
ჩემს მეუღლეს შორის უთანხმოებაზე ან შარი-შური მაინც გაეგო ჩვენი კონფლიქტისა თუ
ოჯახური რყევების შესახებ. ყოველშემთხვევაში, ეჭვიანმა ეს წავიკითხე ჩემი საუკეთესო
ძმაკაცის ჰაბიტუსზე.
-ნამეტანი ნატიფი ჭინკა კი შეგირჩევია. ქვედა ტუჩი ზედაში შეკეცა და ნიკაპი
გამომმცდელად ასწია ზემოთ.
-ჰო, როგორც ძველად ჩვენს სოფელში,კითხიჯში ძველები ამბობდნენ, ჭინკას თუ
გადაეყარე ორი არჩევანი გაქვს მხოლოდ ან უნდა უთხრა „მიკიკე“ - შემოგისვამს ბეჭებზე
და მტვრის კორიანტელს დაგიყენებს კალოზე,თავბრუს დაგახვევს, დაგამტვრევს და
იმდენს გატარებს საკუთარ ნებაზე სანამ სული არ ამოგხდება. ხოლო მეორე ალტერნატივა
- სთქვი „გიკიკე“ და წამის მეასედებში იგრძნობ,რამდენიმე დუჟუნი ტონის სიმძიმეს
მხრებზე. ისე,რომ მიწაში ჩაგიტანს.
-შენ რომელი არჩიე ბრო ? თითქოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი იპოვა
სხოლემ.
-მიკიკა და დამაბორიალებს თავის ჭკუაზე.ვერ ხედავ?! ჩემი უფროსია ტეველიზიაშიც
სახლშიც.თავზე რეტი მაქვს დასხმული.აჰა,უყურე სტუდიაშიც რამხელა კორიეანტელი
დამიყენა გადაცემის დაწყებამდე 2 წუთით ადრე. ვუთხარი ხმამაღლა სხოლეს,რომ
სხვებსაც გაეგონა,თუმცა ამ სტაჟიორებს, მართლაც სახრეს თუ გადაუჭირებ,თორე კადრში
ისე შემოგივარდებიან, თითქოს ოცდამეხუთე კადრი იყვნენ და ჩვენს გარდა ვერცერთი
ტელემაყურებელი ვერ აღიქვამდეს ამას.

**********************************************************************
სინათლეს დაუწიე და შრიფტი გამიზარდე სუფლიორზე... კიდე ცოტათი. კაია. 30 წამში
ეთერში ვარ, ჩამძახეს ყურში... ზედმეტი სინათლისგან თვალრეტდასხმული ყველაფერი
ბერმუნდის ფორმირებას იღებდა და ჩემი ჩახვეული ცხოვრებასავით თვალებიდან
სტატიკური ფრაგმენტები რკალურად ეკრანისკენ იშრიტებოდა. მოვეწყე ისე,რომ
ტელემაყურებლებისთვის ზემოდან მეყურებინა ისევე,როგორც
თანამშრომლებისთვის,ვინებიც კოლიდორში ფეხთმერთხმიან ხოლმე. არადა მაგათ კიდე
რა უჭირთ ხელფასს მაინც აძლევენ ამისათვის და თუ ერთი მოვუქოჩრებ და
საყვედურებით ავავსებ ან სინქრონების ჩაწერაზე ხელახლა გავუშვებ.არ გეგონოთ რომ
მხოლოდ ისინი არიან ტანჯულნი ამა ტელევიზიისანი. ისინი სტაჟიორებს ტანჯავენ
ათასი სისულელე დეკორაციების შეცვლითა და გაგდების დაშინებებით. როგორც ყველა
მტანჟველს ჰყავს საკუთარი მტანჯველი ,ასევე ყველა ტანჯულს ჰყავს საკუთარი
ტანჯული. ასე,რომ დარწმუნებული ვარ ეს სტაჟიორებიც ამ ტანჯულთა ჯაჭვის ბოლო არ
არიან ამ პროცესში, თუნდაც სხვა მისმა კურსელებმა ,რაღა თქვას ვინაც აგერ უკვე 4 წელია
სწავლობენ ჟურნალისტიკაზე და სტაჟირებასაც კი ვერ გადიან ... (არც,მე ვიყავი
ძალაუფლებრივი ვერტიკალის სათავე ,რაც შეეხება ჩემს მტანჯველს ამას თხრობის
მსვლელობითაც მალე შეიტყობთ)ამ და სხვა ფიქრების პარალელურად გავეცი სხვადასხვა
დავალებები,რომლებსაც 2 თვით მოსულ სტაჟიორებს ვაძლევდი,თან ისე ,რომ მათი
ქვეშევრდომობა მუდმივად გაესიგრძეგანებინათ ამ პოტენციური თვითმკვლელბს. აბა
მეტი რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ ტელევიზიაში მოსულ უხელფასო ბჟღარტებს?!

და ეთერში ვარ, დღეს უნდა უნდა ვისაუბრო ჩემს უახლოეს მეგობართან,რომელსაც უკვე
აგერ 23 წელია ვიცნობ, აქედან 15 კარგად მახსოვს. მეგობართან,რომელიც ყოველთვის
ყველაფერში მჯობნიდა,თუმცა ჩხუბით კი ვერსადროს წამოიკიდებდი. ალბათ ამაშიც
მჯობნიდა. ასე ,რომ უკვე ამდენი წელი,მინდოდა თუ არა, მასთან მაინც ვმეგობრობდი.
უფრო სწორედ ასე მიწევდა. ნება მომეცით მეტი განმარტება აღარ მოგცეთ,იმიტომ,რომ მე
თვითონაც არ ვიცი რა მამეგობრებდა მასთან. ის თბილისში კარგად ცნობილი, აწ უკვე
პარტია „სუციდის“ ლიდერი,პოლიტიკოსი სხოლე გახლავთ. რომელსაც მისი ცხოვრების
განმავლობაში არაერთი გოგო წაურთმევია ჩემთვის. არაერთხელ უსესხებია ფული და არ
დაუბრუნებია. დრო და დრო ჩემს კომფორტულ ბინაში მიხიზნდებოდა ხოლმე, თუმცა ეს
ყველაფერი ისე,რომ თითქოს მე მინდოდა. ის საოცარი დამაჯერებლობა, რაც სხოლეს
ახასიათებდა, უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი. ვიფიქრე მე , თუმცა
ეშამამ თუ უწყის რეალური მიზეზი, სხვა რამეებიც არაორდინალურია მის ცხოვრებაში.
აქვე დავძენ, თან უნდა ვაღიარო,რომ მას იდეა აქვს ,სამოქმედო გეგმა, თუ გინდა
პოლიტკური პროგრამა უწოდეთ. იდეის თვისობრივ მხარესა და კეთილ მიზანზე რა
გითხრათ,თუმცა იდეა,რომელსაც ის აჟღერებს მეტად ჩვეულებრივია და ამსთანავე არარა
.დიახ ბეჭვდის შეცდომა არ გეგონოთ - არარა . ეს კი ყველაზე დიდი კომპრომატია,რაც კი
შეიძლება არსებობდეს -პოლიტიკაში მოსული ლიდერი აფიქსირებ მამოძრავებელ იდეას.
თუმცა მე როგორც ყველა მხარის გამშუქებებლი (ო ,როგორ მძულს ახლა თავი,როცა ამ
ვიდეოს ვწერ შორეული ეკვადორიდან, მოითმინეთ ბატონებო ყველაფერს აღგიწერთ, ჩემი
პოზიციაც გაიზიარეთ ,თუ მე ამდენი ხნის განმავლობაში ყველა მხარეს ვაძლევდი
ტელევიზიაში ამის საშულებას ფართო მასების წინაშე წარედინათ საკუთარი მოსაზრება,
კეთლი ინებეთ და მეც გამიგონეთ. ამჯერად, როგორც რესპონდენტს ისე მომისმენთ.
დასწყევლოს ჟურნალისტიკა ღმერთმა!) მქონდა ვალდებულება გამეცნო
საზოგადოებისათვის,ამ შემთხვევაში ჩემი უახლოესი მეგობარი სხოლე. გადაცემაც
დაიწყო და მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ზედმიწევნითი მოწიწებით გამოვაცხადე -
„დღევანდელი ჩვენი სტუმარია, ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სუიციდის“ ლიდერი
ბატონი სხოლე ჯამარაული.“

„გამარჯობა მეგობარო“ -არა ეს სხვანარად მითხრა ისე,რომ ამდენი მაყურებლის წინაშე


თითქოს ამხილა ჩვენი მეგობრობა - „გამარჯობა მეგობარო „მეტად ფამილარულია, ვინ
მიმართავს დღეს ასე წამყვანს, თუ არა სხოლე?! რაღა პრეტენზია უნდა მქონებოდა ამის
შემდეგ ობიექტურ ინტერვიუს ჩამორთმევაზე, თუმცა ობიექტური ინტერვიუს
მცდელობაც კარგი შედეგი იქნებოდა. საბოლოოდ კი ინტერვიუ მონოლოგში გადაიზარდა
და ამის შეწყვეტისათვის საბოტაჟის ძალაც კი არ დამრჩა ან რეკლამა გამომეცხადებინა ან
ნებისმიერი სულელური კითხვა დამესვა,რასაც ვაკეთებ ხოლმე ქვეყნის პირველ პირებთან
,როცა მოსაწყენები არიან. თუმცა არაა, ჩემი „ინტერვიუ“ ერთი კითხვით დამთვარდა : „რა
არის თქვენი (შენის გაგებით ვთქვი) პოლიტიკური პარტიის შექმნის მთავარი იდეა?“-თქო
და წავიდა ის რაც ქვეყანაში არაოფიციალური ჰიმნი გახდა. ასეთ მოვლენას „პეპლლის
ეფექტს“ უწოდებენ,როცა უმნიშვნელო ფიგურები,იდეები ,რაღაცები საუკუღმართოდ
არაპროგროზირებადად შემოტრიალდება და საბოლოოდ დიდ გავლენას მოახდენს
პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა ეს გავლენა კი არა, ის იყო, რამაც საერთაშორისო
მასშტაბებიც მოიცვა.

- კიდევ კარგი ყველაფერი რიგზე,რომ არ არის. ისევ გაქვთ ჟურნალისტებს საქმე,რადგან


ჯერ კიდევ ომობენ,ერთობიან,აუპატიურებენ,კვდებიან... უკაცრავად ,უფრო სწორად -
თავს იკლავენ. ჰო დიახაც თავს იკლავენ, თითოეული გადაწყვეტილება ადამიანისა
ხარაკირნარევია და თუ ფილტვის კიბო გვემართება ანუ ვეწეოდით , დიაბეტის
შემთხვევაში ვღორმუცელობდით, პარკისონის გამომწვევი- ზედმეტი ემპათიურობა
გახლავთ, მთელი რიგი ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ. ავიაკატასტროფები ჰო
პირდაპირი სუიციდია. ჰო ვეჭვობ, გამოთქმა „ეშმაკის მანქანებიც“ მაქედან მოდის. ახალი
არაფერია ბატონებო,როგორც ფეხებ შეკეცილი ობობა ბუდა არ არის.ადამიანი
სუიციდისკენაა მიდრეკილი. უფრო სწორედ რომ გითხრათ, ყველა მისი ქმედება
საკუთარი თავის მდგომარეობის გამოყვანისკენ მიისწრაფვის. აი ჟურნალისტური
სიტყვებით, რომ გითხრათ ჩვენი ყველას მოტივს,საკუთარი თავის დეესკალაცია
წარმოადგენს. ასე,რომ არაფრის დიდებით არშეიძლება ეთერში პოლიტკოლექტურობის
გამო დავმალოთ,რომ ადამიანის მთავარი კითხვაა: მოიკლას თუ არა თავი?!.

-ბატონო სხოლე , ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეთერში ვიმყოფებით ,სადაც


ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს თოქ-შოუს, გარდა ამისა, არამგონია თქვენი ახალი
პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია, რაიმე კავშირში იყოს ზემოთხსენებულთან. ასევე,
ვშიშობ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თქვენს ტექსტს სუიციდისკენ მოწოდებად
აღიქვამს, სწორედ ამიტომ,მინდა დავაფიქსირო არხის სარედაქციო გუნდის სახელით,რომ
ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკური გაერთიანება „სუიციდის“ განცხადებას. (ამ დროს ყურში
პროდიუსერი ჩამყვირის, -ყლეზე დაიკიდე შეჩემა, აცადე , მაგარი დრაივი აქვს.)

არა მკითხველო, არ მომიტყურბიხართ ,მე კითხვა ერთის მეტი არ დამისვამს, ყველა ჩემი
სიტყვები მისი აზრის განვითარებისთვის წამოვაყრანტალე.

-გინდ გაემიჯნეთ ბატონო და გინდ მოუწო ....

ისევ გავაწყვეტინე სტუმარს და ცნობისმოყვარე თვალით სტუდიაში ღიმილნარევ სახეებს


მოვკარი თვალი, უმრავლესობის წევრებიც ისევე იცინოდნენ,როგორც ოპოზიციური
გუნდის წარმომადგენლები. მომენტალურად კითხვა მთავრობის წარმომადგენლმა
დაუსვა, თვითმკვლელობის მქადაგებელ ბატონ სხოლეს.

-თქვენ ამბობთ ,რომ თვითმკვლელობა არის ის საკითხი ,რაზეც პოლიტიკური


იდეოლოგია უნდა მსჯელობდეს? რატომ გაიხადეთ მთავარ მოტივად სუიციდისკენ
მოწოდება? ეს ჰომ არ არის კარგად დაგეგმილი პიარი , თუ მართლა გჯერათ,რომ დღეს ამ
იდეის გარშემო შეიძლება ელექტორატის გაერთიანება.

-თუ დამაცდით ბატონო ყველაფერს გეტყვით და ვგონებ ჩვენი პარტიის ელექტორატის


ათვლა სწორედ თქვენიდან დაიწყება. ხელით ჩემსკენ მიათითა და კიდევ ერთხელ ამხილა
ამდენი წლის მეგობრობა და ის მუდმივი თანხმობა,რომელიც ქვეცნობიერად მაინც
მქონდა ყოველ მომენტში ჯერ კიდევ ბავშობიდან. მახსოვს,ეს დამაჯარებლობა ისეთი
მაგიური იყო,რომ ბავშობაშიც კი, როდესაც სუფრიდან რამე გადამივარდებოდა,
მშობლები მკაცრად მსჯიდნენ,ამის პარალელურად კი სხოლეს მაგიდაზე ფეხით ასვლას
ტრიუმფალურ პერფომანსად მონათლავდნენ. მოკლედ ყველაფერი ისე იყო ,როგორც მისი
თავადვე შერჩეული ზედმეტსახელი „ზარათუშტრა“,ყველაფერს ვუჯერებდით მთელი
ეზოს ბავშვები,რადგან ასე იტყოდა ზარათუშტრა.

დავაპირე შევწინააღმდეგებოდი და პროტესტი გამომეხატა,თუმცა მივხვდი,რომ


მონოლოგის რეჟიმზე გადავიდოდი,(თან პროდიუსერმაც აცადეო ჩამძახა ბახალას ხმით)
ამიტომ ერთი შეხედვით პირველი თანხმობა განვუცხადე ბატონ სხოლეს, საკუთარი
პარტიის სრული თვითპრეზენტაციისთვის.
1) -მამაჩემმაც თავი მოიკლა თან ეს ღია სახით გააკეთა და არა ისე, დროში რომ წელავენ.
სუიციდის შიშს ცრუმორწმუნენი კი იმით ხსნიან,თითქოს ცოდვა არის და იქ არ
მიგიღებენო. იმავე პიროვნებებს აღდგომის კვირაში სიკვდილი აპრიორი სამოთხე
ჰგონიათ. ერთი კვირა აქეთ ერთი კვირა იქით, რა აზრი აქვს აღდგომის კვირაში
სიკვდილს? თუ სამოხესაც აქვს საკთარი კლასობრივი ჩარტერული საგზურები? კიდევ
კარგი ინდულგენციებად არ ყიდის დღევანდელი მთავრობა აღდგომის კვირაში
სიკვდილს, თუმცა ჟურნალისტებს კი გმართებთ სიფხიზლე ამ იდეის გაჟღერების მერე
საყოველთაო პროექტად არ გამოაცხადონ. თუ თქვენ ბატონო,

-მიმართა სხოლემ მთავარობის ვიცე სპიკერს, ლევანტი ხვიჩიას.- დიახ ტიპიურო


ღაბაბიანო მთავრობიდან, ბოლო ღილები ყელზე არცერთს რომ არ გებმებათ. არ
გირჩევნიათ უღილო მაისურები ატაროთ? თუ ესეც პოლიტკორექტულობის ჯაბახანა
მოთხოვნებია?! მოკლედ, თქვენც თუ მორწმუნე ბრძანდებით ( თითებით ბრჭყალების
იმიტაცია გააკეთა სიტყვა მორწმუნეზე,) გჯერათ აღდგომის კვირაში სიკვდილით
სამოთხის საგზურს მიიღებთ. მაშ ერთი კვირა გაქვთ პანაცეასთვის, რათა როგორც
ძლიერნი ამა ქვეყნისანი აღესრულოთ. დავუბრუნდები მამაჩემის ერთობ დიდაქტიკურ
აღსრულებას, რაღა ბევრი გავაგრძელო

მელანქოლიკი,ჯმუხი,უღერღილო,გულჩათხრობილი კაცი გახლდათ მამაჩემი. სხვა ბევრ


უნიათო თვისებასთან ერთად სახის გამომეტყველებაც შესაფარისი ჰქონდა. ასაკის
შეუსაბამოდ თუშურ ხინკლის მსგავსი ნაოჭები აჯდა სახეზე, იშვიათად თუმცა თუ
გაიცინებდა მისი სახის დასარკოფაგებული ხაზების ცვლილების შემყურეს ჭურჭლიდან
გადმოსული ცომის ასოციაცია გაგიჩენდებოდათ ან გეგონებოდათ გუდა ყველს
ახალგაზრდა დიაცმა ხელები მოუჭირა და ძიძგილაობაში წვენს უყვანსო. წარბები ისე
მჭიდროდ ჰქონდა ერთმანეთზე გადაბმული,როგორც ბირმელ ქალს რგოლები კისერზე.
მისი ცხოვრების დვრიტა ოჯახთან ერთად განათლება იყო,რომელის ფასი მაშინ ზუსტად
21 მანეთი და აკადემიაში მორჩენილი მაკულატურა იყო. სოციალურ მეცნირებების
დოქტორს რამდენიმე წიგნიც დაეწერა,თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარდა და
ყველას ვისაც ამ თემაზე ესაუბრებოდა, ხაზგასმით აღნიშნავდა,რომ მისთვის პატივია
ცეკას გადაწყვეტილება წიგნის იაფი ღირებულების შესახებ.ამბობდა 80 კაპიკი
ღირს,რადგან ბევრს ჰქონდეს საშუალება ეზაიროს მასო,ჩვენი მამაშვილობა კვირაში ერთ
დღეს, უქმე კვირას ითვლიდა,როცა ვაკის პარკში მამა მზესუმზირისთვის 5 კაპიკიანს
მაძლევდა. ჩვენი ტრადიციის შემადგენელი ნაწილი ქალბატონიც გახლდათ.
აღსანიშნია,რომ მხოლოდ მისგან ვყიდულობდი მზესუმზირას,რადგან ნაკლებ მარილით
ხალავდა. ისიც თითქოს გრძნობდა თავს ამ საოჯახო რიტუალის ნაწილად და მუდამ
პრიზმის ფორმის წიგნის ამონახევ ქაღალდში მიყრიდა. მამა სულმოუთმენლად ლამის
პირში ჩამყურებდა და ელოდებოდა,როდის მოვრჩებოდი.დიდი ყურადღება არ ჩვეოდა
შვილის მიმართ, თუმცა თუ ოდნავადაც გავაჯანჯლებდი ჭამას, გაფურცქვნაშიც
მეხმარებოდა და ხელის გულზე მიგროვებდა დარჩეულ მარცვლებს. ბოლოს კი
მოუთმენლად დაშლიდა პრიზმის ფორმის ქაღალდს ,რომელშიც მზესუმზირა ეყარა და
ეჭვის თვალით გულმოდგინედ გადაიკითხავდა. დიახ სწორედ მიხვდით, 1 აპრილი
,ოთხშაბათი იყო,როცა ნაპრიზმალ ქაღალდის გაშლიასას, მას თავისი წიგნის უკანასკნელი
გვერდი შერჩა ხელში. ხოლო 2 აპრილს, კი თავი მოიკლა.მომიტევეთ, აღესრულა. თუმცა
კი დიდი პატივია დიდ ხუთშბათს აღდგომის კვირაში. ასეა ბატონებო, თქვენ რა ფასს
დაადებთ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას ?! ღირს რომელიმე 80 კაპიკი?!

-გადაცემაში სხოლემ არავინ არ ასაუბრა, პოლიტკორექტულობის ქვეშ ამოფარებულ


პოლიტკოსებს, კი მაინც და მაინც დიდად არ უღელვიათ. ეგონათ მისი ექსცენტრიულობა
მაყურებლისთვის შემაწუხებელი და შიზოფრენისტული მოეჩვენებოდათ. ყურში
პროდიუსერი გახარებული ხმით მეუბნება... - ჰო არ ღადაობ ბიჭო, ვიღაცამ კიკვიძის
ბაღში თავი მოიკლა, გამოაცხადე ახლავე... ოოო რა ამბები აიწევაა...

ძალიან შემეშინდა, ვყოყმანობდი მეთქვა თუ არა თვითმკვლელობის შესახებ რაიმე


პირდაპირ ეთერში. უმჯებესი იქნებოდა ალბათ, დავლოდებით ინფორმაციის
დადასტურებას თვითმკველობის შესახებ. თუმცა 15 წლის რეიტინგებზე დაგეშილმა
იშტამ მათქმევინა ეს ამბავი:

-ახლახანს მოხდა უბედური შემთვევა კიკვიძის ბაღში, ნაძალადევის რაიონში


დაუზუსტებელი ინფორმაციით საკუთარ თავს დანით დაზიანებები მიაყენა დაახოლებით
60 წლის მამაკაცმა, რომელიც რამდენიმე თვითმხილველმა წიგნითა და დანით ხელში
შეამჩნიეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე გასულია და შესაძლებლობისთანავე,
კორესპონდენტი თამარ თათარაშვილი ჩაგვერთვება მოვლენის ადგილიდან.

-რად გინდოდა „დაუზუსტებელი ინფორმაციით“ ბლიად, მოგიტყან


პოლიტკორექტულობა. - ჩამსჩხავლა უკმაყოფილო პროდიუსერმა.

- მეტი რაღა გინდა შეჩემა, თვითმხილველები ამბობენ კაცი დანას გამახებული ირტყამდა
მუცელშიო. თვითმკვლეობაა აბა რა არის? დაიბრიდა ვიღაც სირმა თავი ვერ ხედავ?
მიმდევარია „სუციდების“ პარტიის ვიღაც.

ამ დროს მთავრობის წარმომადგენელმა სტუდიაში მკაცრად დაგმო სხოლეს


თვითმკვლელობის მოწოდება, მას არასერიოზული და შიზოფრენიკული უწოდა.
ამსათანავე დაგმო ყველა მისი მოწოდება და მოუწოდა მოსახლეობას სიმშვიდისკენ, რომ
„შიზოფრენიკ გიპნოზისტს“, ანუ სხოლეს არ დაუჯერონ.

სხოლემ ჩაიცინა და ცრემლგადმოვარდნილმა თქვა:

კიკვიძის ბაღში გარდაცვლილი გოდერძი ნიკოლეიშვილია, მამაჩემის უახლოესი


მეგობარი და მამაჩემის წიგნის „სუიციდის“ რედაქტორი. ის პირველი მიმდევარია ჩვენი
იდეოლოგიის, რომელმაც სისრულეში მოიყვანა და დღეს კიდევ 99 ადამიანი აღიკვეთავს
თავს.
სტუდიაში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. გენერატორებისა და ჰაერის
კონდიცირების ხმასაც კი გაიგონებდით. დინამიური გადაცემიდან სტატიკური გადაცემა
მივიღე, ყველა გაშეშდა, მეც ენა დამება მინდოდა „მშვიდობით ბრძანდებოდეთ“ მეთქვა,
თუმცა ეს ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა ჩემს კარიერაში და ისედაც ბოლო
გადაცემები მიმყავდა,ყოველშემთხევვაში სულიერად ამას ვგრძონდი,ამიტომ ნამდვილად
არ ვაპირებდი პირი წამეწყმიდა გამიზნული ტყუილით. ან „ღამე მშვიდობის“ როგორ
მეთქვა?! კიდევ 99 ადამიანს უნდა აღეკვეთა თავი იმ ღამით და გადაცემა
დასრულებულად გამოავცხადე. ზუსტად ასე ვთქვი :

-გადაცემას დასრულებულად ვაცახდებ. - გადაცემა ქუდის გარეშე დამთავრდა და


პირდაპირ რეკლამაზე გავედით. სხოლე ტიროდა, ოღონდ უხაროდა. ცრემლიანი
ღიმნარევი პირსახით გადამკოცნდა და მადლობა მომიხადა სტუდიაში მოწვევისათვის.
მითხრა, რომ დამიფასდებოდა, რომ რამდენი მხარეც არსებობს,იმდენ მხარეს ვაძლევ
ეთერს.

ვგონებ, ასეთი ჟურნალისტი ვიმსახურებ თქვენს ყურადღებას მკითხველო, რათა


მომისმინოთ ბოლომდე ჩემი ნაამბობი. ვეცდები ჩემს ყოფილ მოსაწყენ რესპონდენტებს არ
დავემსგავსო, თუმცა საინტერესო მთხრობელი არცერთი მათთაგანი მახსენდება, რომლის
მიბაძვაც შეიძლება.

1) -მამაჩემმაც თავი მოიკლა თან ეს ღია სახით გააკეთა და არა ისე, დროში რომ წელავენ.
სუიციდის შიშს ცრუმორწმუნენი კი იმით ხსნიან,თითქოს ცოდვა არის და იქ არ
მიგიღებენო. იმავე პიროვნებებს აღდგომის კვირაში სიკვდილი აპრიორი სამოთხე
ჰგონიათ. მაშ ერთი კვირა აქვთ მათ პანაცეასთვის, რათა როგორც ძლიერნი ამა ქვეყნისანი
აღესრულენ. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო

მელანქოლიკი,ჯმუხი,უღერღილო,გულჩათხრობილი კაცი გახლდათ მამაჩემი. სხვა ბევრ


უნიათო თვისებასთან ერთად სახის გამომეტყველებაც შესაფარისი ჰქონდა. ასაკის
შეუსაბამოდ თუშურ ხინკლის მსგავსი ნაოჭები აჯდა სახეზე, იშვიათად თუმცა თუ
გაიცინებდა მისი სახის დასარკოფაგებული ხაზების ცვლილების შემყურეს ჭურჭლიდან
გადმოსული ცომის ასოციაცია გაგიჩენდებოდათ ან გეგონებოდათ გუდა ყველს
ახალგაზრდა დიაცმა ხელები მოუჭირა და ძიძგილაობაში წვენს უყვანსო. წარბები ისე
მჭიდროდ ჰქონდა ერთმანეთზე გადაბმული,როგორც ბირმელ ქალს რგოლები კისერზე.
მისი ცხოვრების დვრიტა ოჯახთან ერთად განათლება იყო,რომელის ფასი მაშინ ზუსტად
21 მანეთი და აკადემიაში მორჩენილი მაკულატურა იყო. სოციალურ მეცნირებების
დოქტორს რამდენიმე წიგნიც დაეწერა,თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარდა
და ყველას ვისაც ამ თემაზე ესაუბრებოდა, ხაზგასმით აღნიშნავდა,რომ მისთვის პატივია
ცეკას გადაწყვეტილება წიგნის იაფი ღირებულების შესახებ.ამბობდა 80 კაპიკი
ღირს,რადგან ბევრს ჰქონდეს საშუალება ეზაიროს მასო,ჩვენი მამაშვილობა კვირაში ერთ
დღეს, უქმე კვირას ითვლიდა,როცა ვაკის პარკში მამა მზესუმზირისთვის 5 კაპიკიანს
მაძლევდა. ჩვენი ტრადიციის შემადგენელი ნაწილი ქალბატონიც გახლდათ.
აღსანიშნია,რომ მხოლოდ მისგან ვყიდულობდი მზესუმზირას,რადგან ნაკლებ მარილით
ხალავდა. ისიც თითქოს გრძნობდა თავს ამ საოჯახო რიტუალის ნაწილად და მუდამ
პრიზმის ფორმის წიგნის ამონახევ ქაღალდში მიყრიდა. მამა სულმოუთმენლად ლამის
პირში ჩამყურებდა და ელოდებოდა,როდის მოვრჩებოდი.დიდი ყურადღება არ ჩვეოდა
შვილის მიმართ, თუმცა თუ ოდნავადაც გავაჯანჯლებდი ჭამას, გაფურცქვნაშიც
მეხმარებოდა და ხელის გულზე მიგროვებდა დარჩეულ მარცვლებს. ბოლოს კი
მოუთმენლად დაშლიდა პრიზმის ფორმის ქაღალდს ,რომელშიც მზესუმზირა ეყარა და
ეჭვის თვალით გულმოდგინედ გადაიკითხავდა. დიახ სწორედ მიხვდით, 1 აპრილი
,ოთხშაბათი იყო,როცა მას თავისი წიგნის უკანასკნელი გვერდი შერჩა ხელში ხოლო, 2
აპრილს კი თავი მოიკლა.მომიტევეთ, აღესრულა. თუმცა დიდ ხუთშბათს აღდგომის
კვირაში,

2) ჭინკები, მიკიკე თუ გიკიკე. ნაგვის გადაყრა ქუთაისში(სხოლეს და ტელევიზიის


დირექტორის ბავშვობის სიყვარული)

სახლში ღამემდე,სულ მარტო გახლდით ,ვინაიდან და რადგანაც დედის მეტი აღარავინ


მყავდა, დედა კი სამსახურში იყო. სკოლიდან ვნება არეული სწრაფად გამოვქანდებოდი
სახლში, რათა მისი სხეულის ყველა დეტალსა და მოხაზულობაზე ოპტიმალური სურათი
შემენარჩუნებინა. როგორც, წესი სკოლის ტუალეტების საშინელი მდგომარეობის გამო
ვიკავებდი მომესაქმებინა სკოლაში. ამიტომ ხშირად შარდის ბუშტზე მობჯენილი
ვმასტურბირებდი , სხვათაშორის ასე უფრო სასიამოვნო გახლდათ მასტურბირება, თან
როგორ გროსმეისტერულად ჩაანაცვლებდა ერთი მოთხოვნილება მეორეს, სახლში
დაბრუნებული ჩანთას გვერდით მოვისვრიდი თვალებს დავხუჭავდი, რათა სრულიად
აღმედგინა მისი სხეულის ყველა სილუეტი, ის ღინღლები რაც მუდმივ ექსპოზიციად
იქცა მისი გახსნებისას. მთელ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ როცა
მასტურბაციის მეორე წრეზე მივდიოდი, ცნობიერში წარმოქმნილი შიშველი გოგონას
სილუეტზე თვალის ჩაყოლებისას მუხანათურად შემომიხტებოდა დაგვარჯული
ბერკაცის ქვედაბოლო,რომელიც ბავშობაში მქონდა ნანახი,როცა პაპაჩემი წისქვილში
იბანდა და ბავშვური უმეცრებით დამკვირვებლურად დავიმახსოვრე.
3) სხოლესადმი სიყვარული არამარტო ჟამთა სვლით იყო განმტკიცებული, არამედ
ინტიმური ხასიათის უწყვეტი მიზიდულობითაც. ეს ინტიმი კი მხოლოდ ჩვენი
მედეასადმი ლტოლვა როდი იყო. ამბავი ,რომელიც არქეტიპია აზროვნებაში,თუმცა მისი
ხასიათი მთლიან ცხოვრებას გვინსაზღვრავდა სამეულს. ვიტყოდი სასიყვარულო
სამკუთხედს ,თუმცა ეს როგორც მინიმუმ მწერლის ხელწერას შეგაგრძნობინებდა შენ
მკითხველო და პერიპეტიებიდან მოგწყვეტდა. მედეასადმი ლტოლვა, მართლაც იყო
ჩვენი ბავშვური შეჯიბრებითობიდან ნაბადი, ვინ უფრო კარგი იყო სექსში, ვინ უფრო
მეტად აკმაყოფილებდა მედეას და სხვა მსგავსი კითხვებით მედეას ავუმყაყებდით ხოლმე
თავს , თუმცა მისი პასუხი არაფრის მთქმელი იყო და ქალური დიპლომატიით თავიდან
გვიცილებდა. ამიტომ ერთხელ წმიდა ფიზიკური შედარება მოვახდინეთ, აზომვით გეგმას
მივმართეთ და ჩვენი ასოები დავატოლეთ. ეს მალულად დიდი ღონისძიების შედეგი იყო,
ასწლოვან მუხასთან,რომელსაც ბებიაჩემის თქმით 50 წლის წინაც 100 წლოვან მუხას
უძახდნენ და ჩაის სასწორის ადგილად მიიჩნევდნენ. ალბათ ასოციაციურად ბავშვისთვის
რამის საპირწონეობისა და დიდ-პატარობის დადგენა ამ დიდ რკინასთან თუ
გადაწყდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს ადგილი თან ჩაიებში იმ დროს არავინ
იქნებოდა,რადგან კრეფა დიდი ხნის დამთავრებული იყო .იდეა ჩემი იყო,რადგან მუდამ
მღრნიდა ეჭვი,რომ მედეა ფარულად სხოლეს მამჯობინებდა. სწორედ ამ აუშედეგო ცდამ
მეტასდაზურად გაამრავლა პირიქით ეჭვები და მედეასთვის პირველობის მარათონში
ფინიშდაუმთავრებელ მორბენალად მაქცია. ფაქტი ის იყო,რომ ასოთა დატოლებისას
სხოლეს ორგანო ოდნავ დიდი იყო,თუმცა ბალნით დაფარული ნაწილი არ ჩავუთვალე
,რადგან თმიანობით არ გამოვირჩეოდი კამათში არგუმენტების დასტა გავშალე, რომ ჯერ
მხოლოდ 15_ის ვიყავი და 2 წელში ბევრად უფრო დიდი მექნებოდა. მაშინ სხოლემ
თავისი პენისი რამდენჯერმე შეანძრიაა და ქილიკით მიმითითა ჩემი კაცობა შენზე
ორჯერ დიდიაო . პროტესტის ნიშნად ხელი დავკარი მის ასოს და შევჩივლე
„აბრიგინებული არ ითვლებააა“ . აღტკინებულმა შარდის ბუშტიც კი დავძაბე და სხოლეს
„ჩამოკვრის“ პაროდიაღა გავაკეთე,თუმცა აბრიგინებულობის მიუხედავათ ხელით
გაწელილიც კი შესამჩნევად მომცრო მქონდა. შედეგზე უნდა
დავყაბულებულიყავი,როდესაც ამ დროს მედეამ სასაფლაობის ბოლოდან გამოგვძახა,
„კუტუებს ატოლებთ ბიჭებოო?“ ... მაშინ გავიგე დიდიმო მეწისქვილის გონებაში
ჩარჩენილი გამოთქმის მნიშვნელობა - “მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა" რა შეიძლება
ყოფილიყო და ვგონებ ეს სხოლემაც შეიგრძნო. მაშინვე შარვლები ამოვიწიეთ და
ერთდრულად უკვე მოსულს „-ვფსაააამთ“ გაბმით ვუთხარით, თუმცა ეს სიტყვა არ იყო
იმ თაკილის მომხსნელი, რაც ჩვენს სახეზე სიწითლით და ოფლიანობით აისახა. არ
გეგონოს მკითხევლო ეს უბრალო ბავშური მოგონებაა, ეს ის მომენტია,რომელიც მთელ
ცხოვრებას წყვეტს ხოლმე. მედეამ კი თავისი უტიფარი ბნედიანობით მოგვიწოდა,რომ
იგივე გაგვეკეთებინა მის თვალწინაც. მწვანე მოლზე წამოვწექით და სინქრონულად
განვაგრძეთ გენიტალიებით თამაში,თუმცა ერექციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა
არაფერი ვინ არ წარმოვიდგინეთ ცხოვრებიდან,ჯურნალებიდან,თვალიც დავხუჭეთ
თუმცა ამაოდ. მანამ სანამ ერთ-ერთი თვალის დახუჭვისას არ დავლანდეთ გახდილი
მედეა. მე და სხოლემაც უმალვე წამებში საკუთარ ბარძაყებზე გადავიწუწეთ სპერმა.
თუმცა, ამ ჯესტს მოგვრილი აღტკინებისთვის ერთი გათავება ვერაფრით იქნებოდა
კათარზისი ჩვენი ახურუშტებული ვნებისთვის. მედეას დაუფლების სურვილი ორივეს
გაგვიჩნდა ისე,რომ კვერცხები მუჭისოდენა გამხდარიყვნენ და დიდ ატომურ აფეთქებას
ელოდნენ. დიდი ბიჭები ვიყავით უკვე, იმდენად მაინც,რომ ვიცოდით მედეას ანალური
სექსი თუ იქნებოდა ჩვენთან მაქსიმუმ. ქალიშვილობას ის პატიოსანი გოგოს
სახელისთვის გაუფრთხილდებოდა-ჩვენ ყველა ერთ სოციუმში გავიზარდეთ და
აზროვნებითაც დავემსგავსეთ კიდევაც. „ტაკუნებში შეიძლება“ გვითხრა ბოლოს მედეამ.
გული კინაღამ წაგვივიდა, ეს იმდენად მოსალოდნელად მოულოდნელი იყო,რომ ელდამ
ზემოდან მეხივით დამიარა საჯდომით მიწაშიც გაატარა ალბათ. მედეამ თეთრი
ყვავილებიანი ტრუსი გაუხდელად გადაიწია და ქერაზე მეტად, მოთეთრო ღინღლებით
დაფარული ვაგინას გაეთამაშა.
-ოღონდ ჯერ თქვენ იტყნაურეთ. საშინელი დარცხვინებით თქვა მედეამ,თითქოს ფაქტზე
წაასწრესო. არა, ეს ნათქვამი გაუგებარი იყო,თუმცა ვიცოდით ჩვენ რას ნიშნავდა. „ამის
დედა მოვტყან რა ფული იშოვა“ , ან „იმის დედა მოვტყან რა სამსახური აქვს“, „ამ დედა
მოტყნულმა რა ცოლი მოიყვანა“, ეს ყველაფერი მოსმენილი გვქონდა წარმატებული
ადამიანების მიმართ, იმდენჯერ,რომ აბიტურიენტობისას დედამოტყნულობას
სიამოვნებით ვიქცევდით მომავალ პროფესიად. თუმცა ამ შემთხვევაში ეს აქტი უნდა
ჩაგვედინა ჩვენ მე და სხოლეს იმისთვის,რომ შემდეგ იმავე მედეასთანაც გვექნა.
ყველაფერს ორგანიზება მედეამ გაუწია,ორივე აქტმა კმაყოფილი დაგვტოვა მე და სხოლე
,თუმცა გოგოსთან ეს ყველაფერი სხვანაირი უნდა ყოფილიყო. თან,როგორ გოგოსთან -
ცოლად მოყვანას რომ უპირებ და ისიც მოგყვება შენც და სხოლესაც. ამ სცენის აღწერა
არასაინტერესოსა და პორნოგრაფიული შტრიხებით სავსეს გახდის ისტორიას,ამიტომ
უბრალოდ გამოხატვის საშუალებად ერთი სიტყვა მოიძებნება,ეს იყო
„გროსმეისტერული“. დესერტი,რომელიც ყველა წინარე კერძს ხდის უკეთესს. სოფლის
ჩაიებში მყოფი ეს ადგილი კი კითხიჯში გახდა: ჩვენი ჯგუფური თავშეყრისა და
კონსპირაციული ამბების მესაიდუმლე. იმ დღეს დრო კითხიჯის დროით მიდიოდა.
შემდგომაც ,რამდენჯერმეც დატრიალდა საათის ისარი კითხიჯის ჩაიაების სასწორიდან.
იმ მუხის ძირიდან, ათკაცხელშემოუწვდენელი რომ იყო და რომელზეც ჩემი დიდი ბებია
ამბობდა,რომ მის ბავშვობაშიც ასე გამოიყურებოდა ეს ხე.მე მედეა მიყვარდა-სხოლეს
მედეა და მისი შეყვარებული-მედეას კი ორივე.

ეკლესიის ფუნქციები აეროპორტმა შეიძინა ბატონებო, ეს ადგილი,არამარტო პრიდაპირი


მნიშვნელობით გვაკავშირებს ზეცასთან,არამედ წმიდათაწმიდა რამ გახლავთ. იმაზე
საკრალური რა უნდა იყოს ,ვიდრე იხილო მშვენიერი მუსლიმი ქალის ჰიჯაბის მოხსნა
საპასპორტოსთან იდენთიფიკაციისათვის.საერთოდ ტრაპის კიბეებს დანტე,რომ
მოსწრებოდა,ვგონებ, "ღვთაებრივი კომედია" კიდევ უფრო რეალური გახდებოდა. ხოლო
თვითმრინავში საკვები თუ გაგისინჯავთ,დამერწმუნეთ ერთ-ერთ საიდუმლოთთაგანს
ზიარებას შესწრებიხართ.
კედელზე მიმწყვდეულს,ფეხებში სწვდა,მაჯებით ბარძაყებს შეეზიდა და ვერტიკალურად
ჭერისკენ აისროლა,ისე,რომ ქალის ბეჭები დენის ჩამრთველს გაუსწორდა.
მყისიერად,ქალის ფეხების მენჯებზე შემოჭერით იგრძნობოდა,რომ ამ პოზის
დილეტანტები არცერთი არ გახლდათ. ამას ისიც მიუთითებდა,რომ ელენიმ საბჯენად
სხოლეს მუცელი გაიხადა. ამ საქმის გურუებს გახდაც არ დასჭირდათ და თავად ელენსაც
გაუკვირდა თუ რა მალე იგრძნო ლაჯებს შორის ასოს შესვლა. 2 წუთის შემდეგ იატაკზე
ჯერ ერთი ჩექმის ქუსლის დაცემის ხმა გაისმა, ხოლო შემდეგ მეორე ქუსლიც დაეშვა.
ერთმანეთს ისე მუნჯურად და გაურკვევლად უყურებდგნენ თითქოს ვისმე
დაეძალებინოს ვნებების ჩაცხრომა. ყველაზე კარგად ამ სიტუაციას, თავადვე სხოლეს
გულწრფელი სიტყვები განმარტავს: ეს ორგაზმი ცხოვრების მიზნებივითაა, ისწრაფი
მუდამ და როცა მიაღწევ აღარ გინდა.

-დამიჯერე,ქალმა ჟურნალისტმა თავადვე არ იცის საკუთარი სურვილ-დილიხორი და მე


როგორ გავიგო?! სამონტაჟოსჯენ მიჰყავხარ და გეუბნება, რომ "კაცი უნდა",მაგრამ
გულისხმობს სიუჟეტზე ხმის დადებას.

20) ახალი აღმოჩენა, რომელიც შეცვლის მსოფლიო ისტორიას:

პირველი ადამიანი: ადამი სინამდვილეში ქართველი იყო და მას სინამდვილეში


იმედა ერქვა!

მტკიცებულება: ებრაულ დამწერლობაში, ივრითზე, ხმოვნები არ იწერება, ამიტომ


ხშირია ერთიდაიგივე სახელის სხვადასხვაგვარად გახმოვანება, მაგ. იაჰვე- იეჰოვა,
იესუ-იესო და ა.შ. ამიტომაა, რომ ადამის ბაღს სხვანაირად ედემის ბაღი ჰქვია.
აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, ადამი, იგივე ადემია. ახლა იმასაც თუ
გავიხსენებთ, რომ ივრითი, ებრაული დამწერლობა მარჯვნიდან მარცხნივ
იწერება, ელემენტარულად დავწეროთ "ადემი" მარჯვნიდან მარცხნივ და ისე
წავიკითხოთ: "იმედა!"

ლოგიკურია, რომ ქართულად მოსაუბრე ღმერთმა მისი შემოქმედების გვირგვინს


იმედა უწოდა, რადგან მასში იყო ჩადებული იმედი. ამასვე ადასტურებს ძველ
ბერძნული მითი პანდორას ყუთზე, სადაც ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ
შემორჩათ ღმერთების მრავალი საჩუქრებიდან: იმედი, რომელიც ბოლოს კვდება.

აი, დაახლოებით ამგვარ "მეცნიერულ" მტკიცებულებებს უფუძნება თანამედროვე


ქართველოლოგია (თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მიერ ზემოთქმული
ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს იყოს)

21)4 ჩ_ს სადღეგრძელო მინდა ვთქვა, რადგან ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს.ჩვენი
ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები,რომელითაც ერთმანეთს ვგავართ თითოეული,თუმცა
ამას არასდროს გამოვხატავთ,ხოლო რასაც გამოვხატავთ იმით განვსხვავდებით
თითოეული ერთმანეთისაგან სწორედ,რადგან ჩვენ არ ვართ ის რაც ვართ,და პირიკუ.

22) დღეს ერთ საუდელ არაბთან ერთად ვიყავი ერთ ქართველ ბიზნესმენთან
შეხვედრაზე. ეს საუდელი, მუსტაფა, ძალიან მორწმუნე მუსლიმია, დღეში
ხუთჯერ ლოცულობს, რამადანის თვეში მარხვას იცავს, წვერები მუხლებამდე აქვს
მოშვებული და ა.შ.

ცოტა რომ შეხურდა ლაპარაკი, ქართველმა ბიზნესმენმა, ბატონმა გ–მ, უჯრიდან


ვისკი და ჭიქები გამოიღო, ჩვენს წინ, მაგიდაზე დადო და მეუბნება:

– აბა, ჰკითხე, თითო არ ჩავურტყათთქო ?

– არა, ეს არ სვამს...

– ერთ ჭიქას არაუშავს, მეც წამლებზე ვარ, მერე რა...

– არა, წამლები არაფერ შუაშია, რელიგია უკრძალავს.

– ერთი ჭიქა რა გახდა, კაცო, მე მოვინანიებ ამის მაგივრად... – ამბობს ბატონი გ. და


იკრიჭება.

– ასე არაფერი გამოვა... ეგ რომ ვუთარგმნო, ადგება და წავა... – ვეუბნები


კატეგორიული ტონით.

– არსადაც არ წავა... – მპასუხობს ბატონი გ. ამ დროს მუსტაფა მხარზე ხელს


მადებს და მეკითხება:

– ბიქა, რაშია საქმე ?

– ყველაფერი კარგადაა... – ვპასუხობ ღიმილით. ქართველი ბიზნესმენი ისევ


ცქმუტავს და არ ჩერდება:

– მიდი, მიდი, ჩავურტყათ თითო, გაუსწორდება, მენდე...

– ეგ რომ ვუთხრა, შეურაცხყოფად მიიღებს... მორწმუნე მუსლიმია, რა ვერ გაიგეთ


? – გავნერვიულდი. ამ დროს მუსტაფა მაგიდისკენ იხრება, ვისკის ბოთლს იღებს
და ამბობს:

– სანამ თქვენ თქვენს ენაზე ლაპარაკობთ, მე ერთს გადავკრავ... – ვისკის ისხამს.


ჩვენც გვისხამს. ჭიქას ხელში ოსტატურად ატრიალებს და ამბობს:

– თქვენი ჯანმრთელობისა იყოს, ძმებო...

– აბა, ალლაჰი... ? – ვეკითხები პირდაღებული...

– ალლაჰი საუდის არაბეთში... აქ – იესო.


1) ამასწინ უბანში ჩხუბი მომივიდა, დედა შემაგინეს, მაგრამ ვერ დავარტყი.
არ მეყო გამბედაობა! ვალდებულებად ჩავთავალე,რომ დამერტყა. გინება ხო
ყველაზე შეიძლება?! დედაზე შეგინებისთვის კი კაცის მოკვლაც მოსულა,
დასახიჩრება და გალახვა კიდე იმ შემთევაში, თუ ბოდიშს მოგიხდის,
სიტყვებს აყრის და უკან წაიღებს. ასეა ქურდულში, კაი ბიჭურსა და
კაცურში. მაგრამ სად მიაქვს ეს სიტყვები? , ან როგორ იყრება და
ადრესატამდე არ აღწევს? ერთხელ ისიც გავიგე ქურდებს ერთმანეთში
დედის შუტკა გახსნილი აქვთო, მაშინ რატო მოძღვრავს ამ ქუჩას, რომ
დედაზე გინება არ შეიწერონ?! რატომ მაიძულებს მე, ჩემს წინ აზვირთულ
ორჯერ დიდი ზომის ადამიანს შემოვარტყა და მერე ბოდიში მოვახდევინო.
-არააა, მოკვლა გამორიცხულია, კაცს როგორ მოვკლავ?!. არადა ამ
შემოლაწუნებით როგორ გინდა ამ მუტრუკს ბოდიში მოახდევინო?
შეიძლება ჩემი მუჭი(თამამი ნათქვამია), მოეღუჭუნოს. ვიცი,რომ თუ
დავარტყამ, „აბაროტს“ ამიღებს, გამლახავს და კიდევ ბევრს შემპირდება.
რომ ვთხოვო, რომ სიტყვები უკან წაიღოს? -არაა. თვალიკაცები აქ არიან,
თან სად უნდა წაიღოს? არ მჯერა მე ამათი და ამათი შავი კანონების.
როგორც დედაჩემმა მითხრა, თუ ვინმე შეგაგინებს არ გამოექომაგო,
ჩემამდე ვერც მოაღწევსო. ჰოდა წავიდეს ეს სიტყვები სადაც უნდა, რა
საჭიროა ამ ვირტუალური დაქადნებებისათვის კაცის მოკვლა?! თან 15
წლის ვარ უკვე. გვიანია. რისთვის?! როგორც გავიგე 13 წლამდე რომ მოკლა
ვინც გინდა არ დაგიჭერენო. მერე ჩვეულებრივ „მალალეტკებში“
ჩაგსვამენო. აუ, ნეტა 13 წლის ვიყო დანით მოვკლავდი, თუ გავბედავდი 13
წლისა. აა, მოიცა, 13 წლამდეო, ანუ 13 წლამდე 1-2 დღე რომ მიკლდეს კაი
იქნებოდა, არ შემეხებოდა მართლმსაჯულება.
ბიძაჩემი ციხეშია, მამაჩემს პარკინსონი აქვს და ვერც ვერავის მოერევა,
ხოლო ჩემი ძმა კიდე მოცეკვავეა. ჩხუბზე გამომყვება, მაგრამ იქ იმასაც
დასცინებენ, წადი სალტოები აკეთე ბიჭო, დაგიკრავთ და გვიცეკვეო
ეტყვიან,როგორც ამასწინ „რაზბორკაზე“ უთხრეს. არადა, ბიძაჩემი ციხეში
„სახელითაა“, ყველა იცნობს ნოეს, მაგრამ რათ გინდა, მე კი მჩაგრავენ და.
ჰოდა ასე იყო, შევიწერე. მაგრამ დრო მოვა და ვაზღვევინებ ამ
დამცირებისათვის ყველას! სამაგიეროდ, მამაჩემს ვეხმარებოდი იმ დღეს
წამლიდან გამოსვლაში. ეს პარკინსონის წამლები ისეთი ძლიერმოქმედია,
რომ კრუნჩხავს, სუნთქვას უჩქარებს, მოძრაობებს ვერ აკონტროლებს და
მაშინაც კი როდესაც შედარებით უკეთაა, გადამეტებული მგრძნობელობით
გამოირჩევა. ვერ საზღვრავს ძალას ხელებში, ორიენტაციასაც კარგავს, ძირს
ეცემა, ბარბაცებს და მისი ჭამის პროცესიც საკმაოდ არაესთეტიური გაუხდა.
ამიტომ, სახლში გავაფრთხილეთ სხვებთან ერთად არ ეჭამა და სტუმარი,
როცა მოდიოდა მამაჩემი სუფრასთან არასდროს ჯდებოდა. წამალს
აბრალებდა, არ შეიძლება, ანეიტრალებსო. სანამ მამაჩემი ავად გახდებოდა,
მახსოვს უბნის ერთ-ერთ ყველაზე „ხიპიშნოის“, ბუნტისთავს, ემზარი
ცირდავას დაქოქილი ბენზოხერხით გაეკიდა. ძალიან ამაყი ვიყავი მაშინ და
მის მერე უფრო მეტად, ამ მომენტით, რომლის მერეც მამაჩემი კაცური კაცი
გახდა ცირდავასთვის და სხვა „კაი ბიჭებისთვის“. მამაჩემი კი, მიუხედავად
მათი მხრიდან კეთილი დამოკიდებულებისა, სულ შორს იჭერდა თავს.
ზაფხულის პაპანაქება გამოვლილ ერთ-ერთ საღამოს, სადარბაზოს
გადმოხურულში, გრძელ ხის სკამზე ვიჯექით ყველანი, ვინც გუშინ
რაზბორკაზე ჩემი უკან დახევა ნახა, მოკლედ შეწერილი მქონდა იმათ
თვალშიც და მუტრუკისა, რომელიც ამის მერე სულ დამცინოდა. ერთ-
ერთი ასეთი ხუმრობისას, რომელიც საბედნიეროდ ჩემზე არ იყო და სხვა
ბიჭს ეხებოდა, გულიანად ამოვიხარხარე, იმით ნასიამოვნებმა,რომ ამ
უიშვიათესი შემთხვევებიდან, მე არ ვიყავი დაცინვის ობიექტი. ამ დროს
სადარბაზოს კიბეებზე მძიმე ზემოდან დაშვების ხმა გაისმა. სიცილი
გამეყინა, მაშინვე მივხივდი,რომ მამაჩემი მობორგავდა კიბეებზე და სანამ
მესამე სართულიდან ჩამოვიდოდა ვეცადე, სიცილის ტონალობით
გადამეფარა ის ხმაური რაც მის კიბეებზე ფლაყუნს თან ახლდა. თუმცა,
სამწუხაროდ მამაჩემი სადარბაზოდან,ხელში წყლის ვედრით, ისეთი
ინერციით გამოვარდა, როგორც ცხენები დოღის სტარტისას. ამას ჩუმი
სიცილი მოჰყვა გვერდზე მჯომებისგან, მამაჩემის მისალმებას
თავაზიანადვე უპასუხეს, თუმცა როგორც კი ის არტეზიული ჭისკენ წყლის
ასავსებად გაეშურა, სიცილის კორიანტელი დააყარეს. ეს საღამო ასე
დაღიანად არ აღინიშნებოდა ჩემს გონებაში,რომ ეს ყველაფერი ამ
დამცირების მხოლოდ წიაღსვლა არ ყოფილიყო. მამაჩემმა დუტის
მოსაცმელის ჯიბიდან ბანანის ვაშლი ამოიღო,ხოლო ცალი ხელით
არტეზიული ჭის დაკაჩავება დაიწყო.
-ნახე როგორ ცხოველვით ჭამს, ღორს რომ სალაფასვს უსხამენ ისე არაა?
ღუტა, ღუტა, ღუტა , მოდი ღორო, ღუტ, ღუტ, ღუტ. წარმატებულ
ხუმრობაში დარწმუნებულმა მუტრუკმა ცალი ხელი,თითქოს საჭმელი
ეჭირა ჩემკენ სიცილით წამოიღო.
-ღუტ, ღუტ, ღუტ. ჭამე ღუტა. ჭამე ნეიტ, ნეიტ, ღუტაა.
მამაჩემის მიერ,ჭის კაჩავის გაუთავებელი ღრიჭინის ხმის სიჩქარით, ხის
სკამზე ავვარდი და ორივე წიხლი სახეში ვუთავაზე მუტრუკს. უგონოდ
წაქცევის მერე, ასფალტიდან ამოვარდნილ ქვას ვწვდი და თავში ჩავსცხე.
უკვე გათიშული იყო, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენდა,
ამიტომ სანამ არ გამომტყავეს ეს ქვა, მანამდე ბნედადაცემულივით
ვიქნევდი ქვიან ხელს მისი მიმართულებით. ხო, გუშინ დედის შეგინება
ვაპატიე, მამაჩემზე კი ასეთ რამეს, ვერავის ვაპატიებ. ამიტომ, მზად ვარ
მოვკლა კიდეც, თუნდაც 13 წელზე მეტის ვიყო. რატომ გადაწყვიტა
ქურდულმა, რომ მამაზე შეგინება მოსულა და დედაზე არა?! ანდა
პატრნომოტყნული მამას რატო გულისხმობს და გამზრდელმოტყნული
დედას?!

2) ერთხან, რამდენიმე წლის წინ ბარისახოს მიოლ ავტობუსით. ბევრ


ხალხიას და ბარგიც ბევრიას, უკან სადამ ორთ შეჩურთვილი მეა და
მეშოკებ. ტბის თავამდე კი კარგა მივედით და იქ კი გაჭირდ, მაში ძალია
ცუდ გზან იყვნეს, აღარცაით იყვ სწორა გასავალი, აბრუნებს ეს შოფერ
რულსა და დახტის ავტობუსიც, ხან მე ორ ფქვილიან მეშოკებზეა და ხან
მეშოკები ჰყრავ ჩემზე. გავიარეთ რაით ეს ტბის თავი და შარახევის ხიდს
გავსცილდით ცოტაადა და დადგ ეს ავტობუსი, დაელივ რაიმ. ჩამაჴდ
შოფერ, შაძვრ ძირში, ფეხებიღა უჩინს. აკაკუნებს რასამ. ჩამავჴეით ჩვენაც.
ქვე რას გიშველთავ ვეუბნებით ამ შოფერს, არავ, თაო ვიცივ გვითხრ, ცოტა
დრო მინდავ. ერთ ხევსურ გად-გამადის, ღონდების. ვეღარ მაიჭივრა და
აჴდ ავტობუსშია და ჩამათარ ლუდიან ბოთლა. მეა და კიდე ორ სამ კაცს
გვიძახ და დავლიეთ რა ორორ სამსამი. ერთ ბოთლას მეორე მოჰყვა, ეს
ავტობუსიც არცაისკე არ ჩქარობს. ვსაუბრობთ მთისას, ბარისასა და უცბა
საითამ ფშაველ რაიმ მაითარ, მთვრალი. წითელ კურტკა ეცვ დაგლეჯილი,
შარვალიც აისეთაივ და ვალინკის გადანაჭრებ. ვინ ხარავ ვხკითხეთ. აქაური
ორავ გვითხრ, ტყეში მიოლავ. მივაწვადეთ იმასაც ლუდიანი და გაღვარდ
ჴელშიითა და ზე დაისხ სრუ. დაიწყ ბერტყვა, მაჰკრ ჴელ ამ ჩვენ
ლუდიანსაც და მააბრუნ პირქვ. რაშჩადივ კაცოევ უთხარით, მთხილა
მაიქეცივ. ლუღლუღებდ რასამ, აღარ ჰქონდ გონი. წავიყვანეთა და დავსვით
ავტობუსში, დაეძინ ანაბრ, აღარ ჩამასულ. ცოტა ხან გავიდა და გამაძვრ ეს
შოფერი და აბა ვიდინათავ, დასხეითავ. დავსხეით იქავ თავ თავის
მეშოკებზე, ზოგ კანისტრებზეა და წავედით. ხომის ძირამდე კარგა ვიარეთა
და დადგ იქავ ეს ავტობუსი. ჩაჴდ შოფერი და შაძვრ იქავ ძირში, ხოლოთ
ეხლა უკვე ფეხებიანად. გამაძვრ მალედავ, ბენზინ გაზდენიავ ამბობს,
ჩამაცლილავ სრუავ, წაოლავ, იქნებ აქ ვის ჰქონდასავ, აეფარ თავაღმ.
რავქნათავ ვფიქრობთ, არც არავინ აიარ ჩაიარ რო დავაბარათ. ვდგეორთ
ეგრ. ამ ფშაველს გაეღვიძ ამასობაში, სად ორავ ამბობს, ოღონდ საუბარშივე
ეტყობ, რო ბედენა არას სად იქნებ. ბანცალით გად-გამადის. ცოტა ხანში
საგზაოს მანქანამ ჩამაირა და ერთ ვედრა ბენზინ დაგვიტოვესა და წავიდეს.
მოვი შოფერ ჴელცალია, მაგრა განერვიულებული ას, გადაზდის ოფლის
ღვარი. გაუხარდ ვედრა რო ნახ, ეს კი აგვიყვანსავ ბარისახოსავ თქვა.
ჩავასხამაო და ვიდინათავ. ამ ლაპარაკში ასა და გამაირ ამ ფშაველმ, წამეედვ
ამ ვედრასა და პირქვ დასც, გაუყენ ისიც ლუდიანის გზას. ვეღარ მაიჭივრ
შოფერმაც და შამახკრ ამ ფშაველს, ზე დასც იმ ვედრას. ძლივ ვიჭერთ ამ
შოფერს, მაგრა იზიდებ, ძალია გაბრაზებულიას. წამოაყენეს ეს ფშაველი და
ახლა ამან გაიწივ შოფრისკე. ჩვენც აღარ გვიფიქრავ ბევრი და გაუშვით
შოფერი და დაჰკრ მეორეი და ააძალ კიდურის ძირისკე. აბა არაგვში არ
ჩავარდასავ, მივჰყევით ჩვენაც. მაგრამ რას დავეწევით, ბექზეით გაფრენილ
პირდაპირ წყალში დაეც. გამოვთარეთ არაგვშიით ეს ფშაველი. მოვი გონთ,
ეტყობ ცალკე წყალმა და ცალკე შამოკვრამ უშველ ცოტა. რა მაჰჴდავ
კითხულობს. ესე და ესეავ უთხარით. არ მაჴსონსავ არცრაივ, უგონთ
ვიყავივ გასული. ამოვიყვანეთ გზაში. ჯერ ზენისკე რასამ გახენ, მემრ
ქვენისკე. აქ, გზათ თავში, ტყეში ვმუშაობავ ამბობს, ტალავართაც
გამოვიცვლივ, დალაფებული ორავ ქოოდავ, ბენზინიც მაქვავ, სასმელანიც
მიდგასავ, მაგცემთავ წამეედითავ. გავყევით იმას, ერთ კანისტრა ბენზინიც
მაგვც, თითო სამსამიც გადაგვასმია და წამოვედით. გავმართეთ მოკლედ
ავტობუსი და მივედით მშვიდობით ბარისახოს. ჩამოვჴე ავტობუსშიით,
წავე შინისკეა და კარებში მამეწივ მანქანა. გარმახტეს სამნი. გნახეთავ რო
ეხლა მოხვედივ და გზაში ხვარავინ შაგხვდათავ წითელკურტკიანივ. არავ
უთხა, მეძინავ გზაშიავ, არა გამიგავავ. რა ჰჴდებისავ, ვის იძევთავ ვხკითხ.
ვახ ბიჭოევ, ტყეში ვმუშაობთავ შეშაზეავ, ავლილებ ვიყვენითავ წყალზეავ
და რო ჩამოვიარეთ, აღარც ბენზიან კანისტრა იყვავ, აღარც დრუჟბა, აღარც
სასმელნივ, აღარც ტალავარივ და ჴენცულაიც აღარ იბადებოდავ. ვახ, ცუდ
ამბავ მაგსვლიათავ უთხა, აბა ვერას გიშველთავ მეავ. წავიდეს. წავე მეაც
შინისკე. გამეცინ, ფშავლებსაც ჰყვანივ თავის არსენაივ გამეფიქრ..

You might also like