You are on page 1of 82

ქართული რჩეული ანდაზები

შეადგინა კარლო ჯორჯანელმა

შემდგენლისაგან

ანდაზები ხალხური სიბრძნის სალაროს ოქროს ფონდია. ზეპირსიტყვიერების წიაღში ჩასახულები ,


ისინი ადრევე გასცდნენ მის ჩარჩოებს და ენის სხვადასხვა საკომუნიკაციო სფეროებში დანარჩენ
ხატოვან სიტყვა-თქმათა პარალელურად აქტიურად ფუნქციონირებენ.
მრავალსაუკუნოვანი და მრავალი დიალექტით ნასაზრდოები ქართული ენა ანდაზებითაც
მდიდარია. მათი შეგროვება და შესწავლა კარგა ხანია მიმდინარეობს. გამოცემული გვაქვს არა ერთი
და ორი კრებულიც. ოღონდ, ბოლო კრებულის გამოქვეყნებიდან კარგა ხანია გასული. არადა,
ამგვარი გამოცემები აუცილებელია თუნდაც თაობათა ცვლისა და კრებულთა რარიტეტად
გადაქცევის გამო, მაგრამ წინამდებარე წიგნი მხოლოდ ამ ხარვეზის შევსებას არ ითვალისწინებს.
როგორც სათაური მიუთითებს, აქ ყველა ანდაზა როდია შეტანილი, არამედ მხოლოდ გარკვეულ
სელექციას გამოვლილები. ამჯერად უკუგდებულია პრინციპი: «თუ ანდაზაა, მაშ, კრებულში ადგილიც
უნდა დაეთმოს. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი». შემდგენელი შეეცადა ზნეობრივად,
მსოფლმხედველობრივად და ესთეტიკურად მისაღები ანდაზებისათვის მიეცა უპირატესობა , მაგ .:
კრებულში ვერ მოხვდა ანდაზა: «ქრთამი ღმერთთანაც ჭრისო». «ქრთამი ჯოჯოხეთსაც ანათებს» კი
დავტოვეთ. ასევე არ შევიტანეთ: «ღვინომ ხე კი გახეთქა და კაცი ვერაო»; სამაგიეროდ კრებულშია:
«ღვინო ქვევრს ხეთქავს და კაცს რას უზამს». კრებულში ვერ მოხვდა აგრეთვე: «ვისაც ასი კაცი
აძაგებს, ის ას კაცად ღირს»; «ქალის ჭკუა თხამ შეჭამა», «ქალს თმა გრძელი აქვს, ჭკუა მოკლე» და
მსგავსი მოძველებული მორალის, აქტუალობადაკარგული ანდაზები. მინიმალურ რაოდენობამდეა
დაყვანილი «უკბილო», ე. ი. უგემოვნოდ აგებული, სისხარტეს, მახვილგონივრულობასა და
ხატოვანებას მოკლებული ანდაზები, ვთქვათ, როგორიცაა: «ქოთანს უთქვამს: - კაი მოსახლე ვარო,
კოვზს უთქვამს: - ყოველდღე შიგ ვარო, მაგრამ შენი კაი მოსახლეობა არ შემინიშნავსო».
სამაგიეროდ კრებულშია: «ქოთნის ამბავი ციცხვს ჰკითხეთო». მიუღებლად მივიჩნიეთ ანდაზა:
«ობოლს ნურცა სცემ, ნურც მოკლავ, პური წაართვი და გაუშვიო» და ა. შ.

კრებულში შეტანილი არ არის ე. წ. ლიტერატურული ანდაზებიც, ანუ ისეთები, რომელთა ავტორებიც


ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ანდაზებს (მეტ-ნაკლებად, რასაკვირველია) ხალხურობის
ელემენტებიც შეიძლება ჰქონდეთ შეძენილი, მაინც ისინი დაკავშირებულნი არიან კონკრეტულ
ლიტერატურულ წყაროებთან და მათ კონტექსტში უნდა განიხილებოდნენ.
ზეპირსიტყვიერებისათვის ესოდენ დამახასიათებელი ვარიანტთა სიმრავლე ანდაზებშიც
შეინიშნება. ჩვენ მათი შეჯერებითა და მათგან საუკეთესოთა შერჩევით შემოვიფარგლეთ. მით უმეტეს,
რომ ხშირად განსხვავება დიალექტობრივ ან რედაქციულ ნიუანსებშია. მაგალითად, ანდაზა : «კაცმა
ფეხი ისე უნდა გაჭიმოს, სადამდეც საბანი გასწვდებაო», მეორეგან უფრო ლაკონიურად არის
წარმოდგენილი: «საბანი როგორც გაგწვდება, ფეხი ისე გაჭიმეო». ან კიდევ: ანდაზას - «ქვევრს რასაც
ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო» - შეიძლება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ასეთი ვარიანტით
შეხვდეთ: «ჭურს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო» და სხვ.
ამგვარმა მიდგომამ, ვფიქრობთ, ჩვენს კრებულს თავისთავადობა შესძინა, სპეციფიკური იერსახე
მიანიჭა.
კ. ჯ.

ააფრინე ალალიო, რაც არ არი - არ არიო.

აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.

აბლაბუდაც ფიქრობს.

აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.

1
აგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყაო.

აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაოდა წითელიაო.

აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდაო.

ადამიანი მოწაფეა, ტანჯვა მასწავლებელიო.

ადამიანსხან მჭადის სახელიც დაავიწყდებაო.

ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო.

ადრე ადგომით კაცს სიცოცხლე მოემატებაო.

ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტსო.

ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი.

ადრე ამდგომს უხაროდეს, გვიან მოსადილესაო.

ადრე მოფრენილ მერცხალსა სუსხი სცემს და ყინვა აზრობსო.

ადუღებულ ქვაბს რომ კიდევ შეუკეთო, გადმოვაო.

ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო.

ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა კი - ერთიო.

ავადმყოფობა კაცის ჯანში ურმით შევა და წვეთწვეთობით ძლივს გამოვაო.

ავადმყოფობას რამდენი დაუწვები, იმდენი დაგაწვებაო.

ავადმყოფს ჰკითხავენ, საჭმელი გინდა თუ არაო.

ავად სახელის დავარდნას, თვალის დავარდნა ამჯობინესო.

ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო.

ავთან ავი, კარგთან კარგიო.

ავ თვალს კარგს ნურას უჩვენებ, ავ ყურს კარგს ნურას ეტყვი რა.

ავი არ მაკადრიანო, კარგი არ მაღირსიანო.

ავი გასახედნი მოზვერი კარგი ხარი დადგებაო.

ავი გვარისაგან კეთილი საქმის იმედი ნუ გაქვსო.

ავი იქნება - თავისთვის. კარგი იქნება - თავისთვის.

ავი კაცი აქე და ერიდეო.

ავი კაცის ლუკმას ძაღლიც არ შეჭამსო.

ავი მეზობლისაგან ცეცხლიც ნუ გინდაო.

ავი მეზობლის ჭირიმე, - კარგი რაღა იქნებაო.

ავი მუშა კვირაძალზეო.

ავისაც კარგიც ნუ გინდაო.

ავის მთქმელი თავის მკვლელიო.

ავის მქნელი თავის მტერიო.


2
ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.

ავი შვილი დედ-მამის ჭირიაო.

ავი ცოლის ყოლას ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო.

ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და გაჩერდებაო.

ავიხედავ, ცას შევხედავ, დავიხედავ, მიწასაო.

ავ კაცს ქრთამით მოშორდიო.

ავ კაცს შორიდან შემოუარეო.

ავმა რა ქნა ავის მეტიო.

ავმა სახლმა, ავმა კარმა ავად გამადედაკაცა; კარგმა სახლმა, კარგმა კარმა კარგად

გამადედაკაცა.

აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება - ჭირსაც მომჭამსო.

აზნაურის სტუმრობაო ნუ გგონია ხუმრობაო.

აზნაურის მოკითხული სუფრაზე არ დაიდება.

ათასვერსიანი გზა ნაბიჯით დაილევაო.

ათას სიკეთეს ერთი წყენა ჰკარგავსო.

ათას უგულო მეომარს ერთი გულადი სჯობიაო.

ათასჯერ ყურით გაგონილს ერთხელ თვალით ნანახი სჯობიაო.

ათ დავრიშს შეუძლია ერთ წამოსასხამზე დაწვესო.

ათიათასჯერ არაფერი მაინც არაფერიაო.

ათი დეიდა ერთ დედას ვერ შეცვლის.

ათნი ერთ ცხვარს ატყავებდნენ და - ვაი ჩვენს უკაცურობასაო.

ათჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი.

აი, სად ყოფილა დამარხული ძაღლის თავიო.

აიღე - ღონესა ჰკითხე, დახარჯე - ქონებასაო.

აკიდებულსა ვირსაო ყველანი წაკვრენ წიხლსაო.

აკრძალული ხილი გემრიელიაო.

ალალი მეწველი ძროხა არ გასუქდაო.

ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული ჭრისო.

ალიას დარდი ფლავიაო.

ალიას მოსვლამდე მუსიას ტყავი გააძვრესო.

ალილო და ხვალეო.

ალხანას ჩალხანა არ დაელევაო.


3
ამაგი სესხად და ვალად გადადის.

ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ ჩაივლისო.

ამდენ მუქარას დარტყმა სჯობიაო.

ამდენ სიცილს ტირილის სუნი უდისო.

ამინდი მუშაობდა და კაცი იკვეხნიდაო.

ამირან გულში მღეროდა, მთანო, ბანი მითხარითო.

ამოღებული ხმალი პურმარილმა ჩააგოო.

ამქარი ამქარს იცნობს.

ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი - პატიოსნება ლაპარაკობს უენოდ.

ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად

დაიჭერ.

ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო.

ანაბარი მგელმაც იცისო.

ანაკლიაში კაცს შემწვარი თევზი მიჰქონდაო.

ანაღვლე ბრმას სანთლის სიძვირეო.

ანგარიში მტრულიო და მეგობრობა ძმურიო.

ანგარიში სწორე იყვეს - ეს სოკო ხომ ბევრიაო.

ანდერძი კაცს არ მოკლავსო.

ანის მთქმელმა ბანიც უნდა თქვასო.

ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა.

აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო.

არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.

არა გშია, ზაქარია, თორემ მჭადიც შაქარია.

არაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო.

არამკითხე მოამბეო, მიტყეპე და მიაგდეო.

არა მწამს რა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა.

არა მწამს ქინძი ქონდრადა და მწვანე კიტრი - გოგრადაო.

არა მჭირდა ჭირიო, ძალად ვიკარ ჩხირიო.

არა მჯერა, რომ ჭინჭრაქამ კვერცხი დადოს არწივისა.

არას მაშინებს სიკვდილი, ოღონდ მომშორდეს სირცხვილიო.

არას მომცემო და ყბასაც მომტეხო?

არასოდეს არ გახმება წყალთა შუა წნორის ძირი.

არაფერი ისე იაფად არ გვიჯდება და ისე ძვირად არ ფასობს, როგორც ზრდილობა.


4
არაქელას ფარჩას არუთინა ხევდაო.

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.

არ გინდა, ბერო, ცხონება და ღმერთმა ნუ მოგცესო.

არ გინდოდა ქალაქიო, მოდი, ზილე ტალახიო.

არ ვარგა ენა საქმეზე გრძელი.

არ ვარგა კაცი უმტერო, არც ეგრე მტერმორეული.

არ ვარგა ქალი მეჭორე, სოფლად - ვაჟკაცი მკვეხარა.

არვინ იცის, ხვალ და ზეგა რა მოვა და რა იქნების.

«არ ვიციას» დედა იცინოდა, «ვიციას» დედა ტიროდაო.

არზრუმს არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიციო.

არმად ნაშოვნი არმადვე წავაო.

არ მინდამა არ ჭამაო, ცხრა ხინკალი შეჭამაო.

არ მინდა, ჯიბეში ჩამიდევიო.

არ მინდოდა ჯერ შობა, მერე სიკვდილიო.

არ უწერია ტურასა ერწო-თიანეთს ყმუილი.

არქონება არ ვარგა და ავადქონება - უარესია.

არ ჩხრეკენ ყვავთა ჩხავილსა, ბუკიოტისა ბღვერასა.

არცა ვქნა და არცა ვთქვაო?

არც გავიქცევი და არც წავიქცევიო.

არც ერთ ბაღლინჯოს თავისი სუნი არ ესმის.

არც თავისთვის უქნია ღმერთს, არც სხვისთვისაო.

არც მარტმა დამაყარა სიკეთე, არც აპრილმაო.

არც მწვადი დასწვა, არც შამფურიო.

არცოდნა არცოდვააო.

არც რა თავად იცოდა, არც რას სხვათა ჰკითხავდაო.

არც რა შენ იყავ, ხოხაო, არც რა მაყრები მოგყვაო.

არც ღვინოა, არც წყალიო.

არც შევჭამ რძესა, არც გავრეკავ თხებსა.

არც შენ შეგრჩება ერთი დროება.

არწივი მწერებს არ დასდევს.

არწივს საკენკით ვერ გააძღებო.

ასეა, ჩემო თომაო, სმასაც კი უნდა ზომაო.


5
ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.

ასი კაცი ცხენს კაზმავდა - ვაი უკაცო

ბასაო.

ასი მამა ერთ დედად არა ღირს და ასი მასწავლებელი ერთ მამადაო.

ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვის თავისასა.

ასი წლის დედაბერმა იანვარში მარწყვი მოინდომაო.

ასკილი ყურძენს ვერ გამოიღებსო.

ას მშენებელს ერთმა მნგრეველმა აჯობაო.

ას შემომტანს ერთმა გამტანმა აჯობაო.

ას ცუდ მშოვნელს ერთი კარგი შემნახველი სჯობიაო.

ასწიე - ღონესა ჰქვია, დასწიე - უღონობასაო.

ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერიო.

ასჯერ გაგონილს ერთხელ თვალით ნანახი სჯობიაო.

აუტკივარი თავი არ უნდა აიტკივოო.

აუტკივარ თავს ვინ შეიკრავსო.

აქაც გამაძღე, შინაც გამატანეო.

აქ იყავ და არა მნახე, შორით შენი ჭირიმეო.

აქლემები წაიკიდნენ და კოზაკი შუაში გაჭყლიტესო.

აქლემი აბაზი ღირდა და აბაზიც არსად იყოო.

აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე ვერ აიკიდოსო.

აქლემი კლდეზე გადავარდა და ვირმა ღრიალი მორთო: ჩემი ამოსათრევი გახდებაო.

აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი - ორივე ქურდიაო.

აქლემი ძოვს და შორს იხედებაო.

აქლემმა თქვა: ორმოცი კოზაკი გავზარდე, მაგრამ მე ტვირთი არც ერთმა არ

ჩამომხადაო.

აქლემს არაბული ცხენი აჩვენეს და ჰკითხეს, როგორიაო, - კუზი რომ ჰქონდეს,

უკეთესი იქნებოდაო.

«აქლემს თათრულად რა ჰქვიაო?» - «არც ეგრე მსხვილ-მსხვილი ვიციო.» - «ნემსს რა

ჰქვიაო?» - «არც ეგრე წვრილ-წვრილი ვიციო».

აქლემს უთხრეს, კისერი მრუდე გაქვსო და - სხვა რა მაქვს სწორიო?

აქ ფარდაგი მომე, საიქიოს ხალიჩას მოგცემო.

აღდგომა და ხვალეო.

აღმართს დაღმართი მოსდევსო.


6
აღმართში მომაშველეთ ხარი, დაღმართში მეც დავგორდებიო.

აღმართში ტყვიასაც უჭირსო.

აშენება თქვი, თორემ დაქცევა ადვილიაო.

აშვებული ძაღლი პატრონის შემნახველსა ჰგავს, დაბმული - დამნაშავესაო.

აჩელიას ყანა მქონდა, ბაჩელიას ნალიაო.

აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო.

აჩქარებულის დედა ტიროდა, დინჯისა ხარობდაო.

აცე, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო.

აწყინოს ქერმა ლურჯასა.

ახალგაზრდობაში შეძენილი სიბერისას ხმალიაო.

ახალი მეგობარი შეიძინე, ძველს ნუ დაივიწყებო.

ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა.

ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდებაო.

ახალციხეს ქინძარაო გინდა იყოს და გინდ არაო.

ბაგა არ მივა ძროხასთან.

ბავშვი დასაქმე და უკან გაჰყევიო.

ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო.

ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.

ბავშვს ნება მიეცი, თავზე წაგაჯდებაო.

ბავშვს ჰკითხეს, რად სტირიო, გამდის და ვტირიო.

ბალღი და გამოუწვავი ჭურჭელი ერთია: როცა გამოიწვება, მერე აღარ გასწორდებაო.

ბალღს უთქვია: აქ ჩემზედ უფროსი კიდევ ვინმეაო?

ბამბის მპენტავს თეთრი ძაღლი სძულდაო.

ბარაქალამ მაზარალა, ოლოლომ ვერა მიყო რაო.

ბარისა ბარელს ჰკითხე, მთისა - მთიელსაო.

ბარში ჭკუის დამკარგავი მთაში დაიწყებს ძებნასო.

ბატმა თქვა: ჰაერშიც კარგად დავფრინავ და მიწაზედაც კარგად დავიარებიო .

ბატმა მწყერს მიჰბაძა და თავისიც დაავიწყდაო.

ბატონი ბრძანდებით, მაგრამ ჩემი არაო.

ბატონი იყავ შენი ნებისა და ყმა შენი სინდისისაო.

ბატონი პურადობს, ვაი ყმების ბრალიო.

ბატონის ნახვა თუ გინდა, ჯერ კარისკაცი უნდა ნახოო.

ბატონის საყვარელი გველი ყმისაგან უბეში ჩასმას მოელისო.


7
ბატონი ცხენზე ვერ შეჯდა, მეჯინიბეს უწყრებოდაო.

ბატონმა მოურავს უთხრა, მოურავმა - მომსახურესაო.

ბატონმა ცხენი გაუბოძა, მეჯინიბე წყრებოდაო.

ბატონო, ჩხიკვი მოკვდაო - თქვენმა მზემ, მე დაბადებაც არ შემიტყვიაო.

ბატონს ყმა უნდოდა უსმელ-უჭმელი და ჩაუცმელიო.

ბაღლინჯოს თავისი სუნი არ აწუხებსო.

ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო.

ბაყაყს გადაჭიმული ზღვისა აბა რა ეცოდინება?

ბაძვა სჯობია შურსაო.

ბებერი მგელი ცხვარს უკან დასდევდა, დუმა ჩამოუვარდებაო.

ბებერი მელა დინგით მიწას თხრის, კუდით კვალსა შლის.

ბებერი მოგონებითა, ჯეელი - მოლოდინითაო.

ბებერი ხარისა რქანიც ეწევიანო.

ბებერი ხარის გახედნას, რომ დაკლა, ისა სჯობიაო.

ბებიას გამომცხვარი კვერი თბილის ქალაქს თბილი ჩამყვაო.

ბედაურები გაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო.

ბედაურებსა ჭედდნენ და ბაყაყმაც ფეხი აიშვირაო.

ბედაურიდან ჩამოხტი და ვირზედ შეჯექო?

ბედი ბრმა არის, ხან ნეხვზე ზის, ხან ვარდზედაო.

ბევრ სულელს იტევს ქვეყანაო.

ბელტი ტიროდა: წვიმა რომ მოვიდეს, იმ ქვას რა ეშველებაო.

ბუმბული ზოგჯერ ეკალზე ძალიან გჩხვლეტს.

ბედი გვიანი სჯობიაო.

ბედი კიდევაც გაცინებს, კიდევაც გატირებს.

ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო.

ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო.

ბედი უნამუსო ქალსა ჰგავსო.

ბედი ხნავს და ბედი თესავს, ბედი მოიმკის ყანასო.

ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო.

ბედნიერთა მონაგები, უბედურთა წანაგებიო.

ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ ყველა თაფლს კი არ აკეთებსო.

ბევრი გამზრდელის ხელშია ყმაწვილი დაიჩაგრებაო.

ბევრი ლაპარაკი - ბევრი თავის ტკივილიო.


8
ბევრი რად უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანიო.

ბევრის მდომი ცოტასაც დაკარგავსო.

ბევრის მოლაპარაკეს ცოტას მთქმელმა აჯობაო.

ბევრის მჭამელმა მფლანგველმა ცოტაც ვეღარა ჭამაო.

ბევრის მჭამელს ცოტას მჭამელმა აჯობა.

ბევრი ტირილი მკვდარს ვერ გააცოცხლებსო.

ბევრი ყოყმანი კაცს წაახდენსო.

ბევრი შეშის დამწველი მალიმალ ტყეში გარბოდაო.

ბევრი ცემით რკინაც გატყდებაო.

ბევრი ხელის ჭირიმე და ცოტა პირისაო.

ბევრი «ჰეი-ჰეი» ხარს უკუღმა წაიყვანსო.

ბევრ სიცილს ტირილი მოსდევსო.

ბევრჯერ ვნახავ ივანესა კარზე შემომჩივანესა.

ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.

ბევრს ნუ იჯავრებ - მალე დაბერდებიო.

ბერიკაცის ნათქვამიო, ბევრჯერ არის მართალიო.

ბერი რას იზამს, თუ მოლოზანი არ შეცდაო.

ბერო, არ გინდა ცხონება და ღმერთმა ნუ მოგცესო.

ბეღურას ზარბაზანს არ ესვრიანო.

ბეღურები სხვის სანაკელოზე იბრძოდნენო.

ბეჩავი ვარ, მაინც შენი ძმა ვარო.

ბეჩავი კაცის ფარ-ხმალი ცილისწამებააო.

ბეჩავს რა მისცეს და მწარე ენაო.

ბეწვი პატარაა, მაგრამ კაცს გულს აურევსო.

ბოდბელ მეცხვარეს ცხვარი იანვარშივე დაეპარსა, - საქმეს წინ წავიგდებო.

ბოზს ბოზობა არ გაუვიდა, მაჭანკლობას მიჰყო ხელი.

ბოზს ყველა ბოზი ჰგონიაო.

ბოლო გამოაჩენს საქმესაო.

ბოლოკმა თქვა: მე და თაფლი ისეთი ტკბილი ვართ, რომ რაღაო.

ბოროტსა და უნამუსოს ვინც არ მოშორდება, იმის ფერიაო.

ბოსელში ისე ვერ შეხვალ, ავი სუნი არ გეცესო.

ბოსტანშია ქინძარაო, - გინდ იყვეს და გინდა არაო.


9
ბრალის სხვაზე დაბრალება ევადან დაიწყოო.

ბრიყვი კაცი იზრდება და ვირდებაო.

ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნე-

ბასაო.

ბრიყვი უწინ იტყვისო.

ბრიყვი ცხენიდან ჩამოხტა და ცხენი დაავიწყდაო.

ბრიყვის პურს ჭკვიანი ჭამსო.

ბრიყვის საგზალი ადრე დაილევაო.

ბრიყვ კაცსა ჭკუა თვალში აქვს და არა თავშიო.

ბრიყვმა ნალი იპოვა და - ღმერთო, სარკინეთი ამოაგდეო.

ბრიყვს ასმენდნენ, გონიერი სწავლობდაო.

ბრიყვს ბრძენი სძულს და ლოთს ფხიზელიო.

ბრიყვს დარიგება სძულდა, ჭკვიანს - უხაროდაო.

ბრიყვს მასწავლებელი სძულსო.

ბრმა თვალხილულს ატყუებდაო.

ბრმა რას ჩივის და - ორთავ თვალსაო.

ბრმა საქონელს ბრმა მუშტარი არ დაელევაო.

ბრმას სინათლე ვერ უშველის, სულელს - ბრძენის დარიგებაო.

ბრმა ქათამს ასე ჰგონია, ყველგან ხორბალი ყრიაო.

ბრუციანმა სხვას მიაძახა: ჰაი, შე ბრუციანოო.

ბრძენი დროს წინ უსწრებს, გონიერი - მისდევს, უგუნური - ეხლართებაო.

ბრძენისა «მე მგონია» უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ბრიყვისა «მე გარწმუნებთ»-ო.

ბრძენი სიტყვა ითქვა - ბრძენო ყურო, სადა ხარო.

ბრძენი სიფრთხილით წახდებაო.

ბრძენს როცა ლაპარაკი უნდა, გამგონეთ გასინჯავსო.

ბუზი ბევრი ბზუისო, მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუისო.

ბუზი ფასკუნჯის ადგილს ვერ დაიჭერსო.

ბულბულმა კარგი გალობა იცის, მაგრამ ხორცი არ უვარგაო.

ბუმბულს ქარის დაქროლებამდე თავი მძიმე ჰგონიაო.

ბუმბულში აწვენდნენ და ეკლებში გარბოდაო.

ბუს თავისი ბარტყი ფარშავანგი ეგონაო.

ბწკენა-ბწკენითაო პატარძალი დაორსულდაო.

ბუტიას წილი გემრიელიაო.


10
გაგონილს ნახული სჯობიაო.

გადადებული საქმე ეშმაკისააო.

გადარეულისთვის ნიადაგ ლხინიაო.

გადებულ ხიდზე ყველა გაივლისო.

გავიქეცი - გიჟს მეძახდნენ, დავდექი და - დაბდურასაო.

გავძეხ სმით და ჭამითა, ვერა - სიყვარულითაო.

გალია ყველა ერთია, ოქროსი იყოს, გინდ ხისო.

გამარჯვების მსურველს მართებს საომარი სამზადისი.

გამარჯობა, არაყო, მშვიდობით, ჭკუაო.

გამგები გაიგებსო.

გამდიდრდა და გაბუღდაო.

გამორთმევა ადვილია, ბიჭობა მიცემაა.

გამოსარწყავი მუწუკი უნდა გამოირწყოსო.

გამოსაშვები სისხლი დროზე უნდა გამოუშვაო.

გამოუდექ სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა.

გამრჯესათვის უსაქმობა დიდი სასჯელიაო.

გამრჯე ხარს ალო არ მოაკლდებაო.

გამრჯეს საჭმელიო, ზარმაცს არაფერიო.

გამშველებელს მეტი მოხვდაო.

განა ბებერი ცხენი ქერს არა ჭამს?.

განა რაც ბრჭყვიალებს, ყველა ოქროაო?

განა ყველა კაციაო, ვისაც ჩოხა აცვიაო.

განაყოფი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო.

გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო.

გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან - მოყვარესაო.

გარედან სასახლეა, შიგნიდან - საქათმე.

გარედან შემოსულ წყალს ადვილად ამოაშრობ, სახლში ამოსულს კი - ვერა.

გარეთ გასული კაცი მაგარიაო.

გარეთ მოვცდი ქორწილსაო, შინ კი - სადილობასაო.

გარეული მოვიდა, შინაური გააგდოო.

გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო.


11
გასაფრენი ბარტყი, დროზე თუ არ გაფრინდა, დაკუტდებაო.

გაუგონია, ალია მომკვდარაო და კი არ იცის - რომელი ალიაო.

გაუთლელს გაუთლელი სიტყვა მოსდისო.

გაუსინჯავთა საქმეთა ბოლოს შეექმნას ზღვევანი.

გაუსინჯავსა სიტყვასა ჩხავილი სჯობსო ტურისა.

გაქებ და გერიდებიო.

გაქცეული თევზი დიდი გამოჩნდაო.

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო.

გაყიდა მამული, იყიდა ხრამული.

გაყიდა მარანიო, იყიდა ტარანიო.

გაცნობას წუთი უნდა, გამოცნობას - წლებიო.

გაძლევდნენ - გამოართვი, გართმევდნენ - გაიქეციო.

გაძღომას ძროხაც მიხვდებაო.

გაწყდება, საცა წვრილია.

გაჭიმული თოკი მალე გაწყდებაო.

გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო.

გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გაჩვენებო.

გაჭირვებამ ფარჩის კაბა მაცვეთინაო.

გაჭირვებაში კარის მეზობელი ძმაზე უწინ მოგეშველებაო.

გაჭირვებული კაცი ზღვაში გავაო.

გაჯავრება შეგვნანდება, მოთმენა კი არაო.

გეამება თვალშიაო, ჭკუა არ აქვს თავშიაო.

გეგუთს ძაღლი გალახეს და - მოწამეთას ტიროდაო.

გემოვან საჭმელს თან ახლავს კბილისა მოსაკვეთიო.

გეუბნები, კედელოო - გაიგონე, რეგვენოო.

გეშინოდეს დამშრალი ხევის ადიდებისა და უვიცი კაცის განდიდებისაო.

გეშინოდეს სირცხვილისა, სიკვდილისა კი არაო.

გეჭირვებოდეს - გეღირებოდესო.

გველი გარედან არის ჭრელი, კაცი - შიგნიდანო.

გველის ზმანებაში ხვლიკი გაწყვეტილაო.

გველის კუდსა რა გაასწორებს, ხვრელშიაც კლაკვნით გაიცურებსო.

გველის შემწველს კრავი შეუწვიო.

გველის წიწილა გველად გაიზრდებაო.


12
გველმა თქვა: კბენა არ ვიცოდი, კაცმა მასწავლაო.

გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა დარჩაო.

გველს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც გველიაო.

გველს როცა დაჰკრავ, მოკალი კიდეცაო.

გვიან მოსადილე და ადრე ამდგარი მოგებულიაო.

გვყავს, არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვტირით.

გზა გაუსინჯე საქმესა, თუ გინდა, რომ არ წახდესა.

გზა ნაგზურზე, წყალი - ნარწყულზეო.

გზირს სოფელში არ უშვებდნენ, ფარ-ხმალი მამასახლისისას დამიკიდეთო.

გინდა? - ავადმყოფს ჰკითხავენო.

გინდა დანით მოგიკლივარ, გინდა დუმითაო.

გინდა მგელს შევუჭამივარ, გინდა მგლისფერ ძაღლსაო.

გინდა ქოთანი დაჰკარ ქვას, გინდა ქვა ქოთანს, მაინც ქოთანი გატყდებაო.

გინდ გახიე, გინდ გაფხრიწეო.

გინდ ზღვას დაუხრჩვივარ და გინდა ცვარსაო.

გინდ რეგვნისათვის გისწავლებია, გინდ მკვდრისათვის გიწამლებიაო.

გიჟი აბნევდა - ჭკვიანი კრეფდაო.

გიჟი ბამბაზედაც ფეხს მოიტეხსო.

გიჟი ზოგჯერ მართალსაც იტყვის.

გიჟი თავის ნებასაო.

გიჟი თავისუფალიაო.

გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა.

გიჟი მოზვერი დააბი, აუშვი - ისევ გიჟიაო.

გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო?

გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემს სახლს აქა სჯობიაო.

გიჟის ამხანაგი - გიჟი იქნებაო.

გიჟის დარიგებული ჭკუა და ბრმის ნასწავლი გზა რად მინდაო?

გიჟის პატრონს რცხვენია, გიჟს - არაო.

გიჟმა გიჟი ნახა და კომბალი დამალაო.

გიჟს ნურც დაიმეგობრებ, ნურც გადაიმტერებო.

გიჟს რაღა დასტვენა უნდა, ისედაც გიჟიაო.

გიყვარდა, მამავ, ურემი, დაჯექ და იღიღინეო.

გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულდა, კაცსაცაო.


13
გლახა გამცემარა ქურდზე უარესიაო.

გლახა გლახას წაეკიდა - ორივ წყალში ჩავარდაო.

გლახა მთიბავს ცელის და ნამგლის გალესვა მოცდენა ეგონაო.

გლახა მოყვარეს კაი მტერი სჯობიაო.

გლახა მუშას შემოდგომაზე მოუკვდება გულიო.

გლახამ ფული იშოვა და გამოსახვევი ვერაო.

გლახა რომ ერთი იყოს, ყოველდღე ერბოკვერცხს სჭამდაო.

გლახას ერთი კიტრი მისცეს და - რაღა დასეტყვილი მერგოო.

გლახას მისი სიგლახე ეყოფაო.

გლახას ცალი თვალიღა ჰქონდა და ისიც გამოეთხარაო.

გლეხი ხატს მიეჩვია და ნაფოტის სროლა დაუწყოო.

გლეხმა დაიკვეხა: ზამთარი უქალამნოდ გავღლიტეო.

გობისა და საცრის მზიდავი ორივე ერთნაირად კვნესოდაო.

გომბიოს ბუმბულში აწვენდნენ, «ფუჩეჩ-ფუჩეჩს» იძახოდაო.

გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს, რეგვენი ამძიმებსო.

გონიერი მეტს მოითმენსო.

გონიერი მტრის ნუ გეშინია, გეშინოდეს ბრიყვი მეგობრისა.

გოშია აქეს და მგელს შეაჭამესო.

გოჭიანმა ღორმა სუფთა წყალი ვერ დალიაო.

გოჭის კუდზე დანა გატყდაო.

გოჭი ღრუტუნს ღორისაგან ისწავლისო.

გრძელი ენა კაცს სიცოცხლეს უმოკლებს.

გუბის წყალმა უმოძრაობით აყროლება იცისო.

გუთანს ხარი, წისქვილს წყალი არ მოსჭარბდებაო.

გულდიდი ქორი ქანდარაზე ჩამოიხრჩოო.

გული გულობდეს, თორემ ქადა ორივე ხელით იჭმევაო.

გული გულს იცნობს და სული სულსაო.

გული გულს შენაწებარი კაცმა ვერ გახსნა ვერრითა.

გული თუ არ ერჩის კაცსა, ფეხით სულ ვერ ივლისო.

გული როსტომისა და ბარგი ლოკოკინასიო.

გულისა პირმან ამოსთქვასო.

გული შიგნიდანა აქვსო.

გულმა გულს სიტყვა უთხრაო, ენამ ორივე გასცაო.


14
გულმოსული კაცი და მთვრალი ორივ ერთიაო.

გულმრუდი მეგობარი უფრო საშიშია, ვიდრე პატიოსანი მტერიო.

გულს დარდი არ დაელევა და მამულს ღორღიო.

დაადარა მსხალი პანტას, მალაჩინი - მაჟალოსა.

დაადგი ვირს უნაგირი, ცხენად არ გადაიქცევაო.

დააკაკუნე და გაგიღებენო.

დაბალი ვერ შესწვდა, მაღალი არ მოდრკა - კოცნა დაიკარგაო.

დაბალ ღობეს ყველა გადაქელავსო.

დაბაღს რომ ტყავი მოეწონება, მიწაზე დაახეთქებსო.

დაბმული ძაღლი უფრო ავიაო.

დაგეშილი ჩიტი ბადეში არ მოხვდებაო.

დაგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.

დაგჭედენ და მერე იძახე: არა ვარ აქლემიო.

დაე დამძრახონ და ნუ შემიბრალებენო.

დავთესე თხილი, მოვიდა თხილი, რაც მამა იყო, ის მისი შვილი.

დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და - მისმა სურვილმა.

დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო.

დავწვრილშვილდი - დავიწიე, დამეზარდნენ - ავიწიეო.

დათესა ქერი, ამოვიდა ფეტვი.

დათვი ათასნაირად ხტუნავს, მაგრამ სულ პანტის ხეზეო.

დათვი დათვს ეპატიჟებოდა, სხვის ვენახში მიჰყავდაო.

დათვი თავის ძუნძულს თამაშს ეძახისო.

დათვი მეველედ დადგა, არც ვინ შეუშვა, არც ვინ გაუშვაო.

დათვი რომ მოგერიოს, ბაბა დაუძახეო.

დათვისა თუ გეშინია, დათვზე სანადიროდ ნუ წახვალო.

დათვი საძაღლედ გახდაო, იმისი საქმე წახდაო.

დათვის ბღუილი - პანტისთვინაო.

დათვი შინდის ძირში წამოწვა, მალე რომ აყვავდა, ალბათ, მალე დამწიფდებაო .

დათვმა ზედმეტი სიყვარულით თავისი ბედი დაახრჩოო.


15
დათვმა ორმოცი სიმღერა იცოდა, აქედან ოცდაცხრამეტი პანტაზეო.

«დათვო, პანტა გიმწიფსო» და - «კიდევაც ეს მიჭირსო.»

დათვსა ხედავდნენ და კვალს ეძებდნენო.

დათვს თავისი მახრჩობელა პანტა უყვარდაო.

დათვს თავში სცემდნენ, - ეს რა ბრაგაბრუგიაო.

დაიჭირე ქარი მინდორშიო.

დაკარგული ცული ოქროსტარიანი იყოო.

დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო.

დალაქობას ჩემს თავზე სწავლობსო.

დამალულმა ჭირმა მოკლა კაციო.

დამარხულ ოქროსა და სიპ ქვას ერთი ფასი აქვსო.

დამკარგავს ებევრებოდა, მომპარავს - ეცოტავებოდაო.

დამწვარს მდუღარეც გადაასხესო.

დამჭკნარი ვარდი ჭინჭარს მაინც სჯობიაო.

დანა დანისა და ჭკუა ჭკუის სალესავიაო.

დანა ვინ მისცა მჭედელსა, ფეიქარს ხელსახოციო.

დანაპირებმა კაცს ცოლი აჰგვარა მკლავიდანაო.

დაპირებაზე ნუ აჩქარდები, იფიქრე შესრულებაზეო.

დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო.

დარდს მოგცემ, დარდს დაგავიწყებო.

დარიგება იმას სთხოვე, ვინაც დარიგებულად ცხოვრობსო.

დარი მუშაობდა, კაცი იკვეხნიდაო.

დარში არ იყო გიშერა, ავდარში ბუღრაობდაო.

დარში ნაბადს ნუ დააგდებ, ავდარში - ქალამანსაო.

დასაკლავი ხარი დანასთან მიიყვანესო.

დაუჯერე თვალებს და არა ყურებს.

დაღვრილი წყალი აღარ აიკრიფებაო.

დაყვედრებული ვარდის ყნოსვას - ეკალს უყნოსო, სჯობიაო.

დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადაივლისო.

დაშინებულმა ძაღლმა ცხრა წელიწადს ჯირკს უყეფაო.

დაჩივლება თხოვნააო, თხოვნა კი ძალით წართმევაო.

დაძინებამდე სიზმარი ვის უნახავსო.

დახეულ ქალამანში წინდა ადრე დაიხევაო.


16
დახლიდან რომ ნემსი ამოიღო, მახათი უნდა ჩადოო.

დახრჩობას გადაარჩინეს და გადამრჩენელის ვაჟკაცობა შეშურდაო.

დედაბერმა ერთხელ უღელი გადააგდო და კურდღელი მოკლაო.

დედაბერმა იანვარში მარწყვი ინატრაო.

დედაბერს შვიდი სოფლის დარდი აწუხებდა, მისი დარდი კი არავისა ჰქონდაო.

დედაკაცი და ეშმაკი - ორივე ერთიაო.

დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი ვრცლადაო.

დედაკაცი შვილების გაზრდით ფასდებაო.

დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ დაიჭერსო.

დედაკაცს თუ გმირობა სურს, დაე, ნახევარ საათს გაჩუმდესო.

დედაკაცს სანამ ქმარი ჰყავს, ამირანია, და, როცა ქმარი მოუკვდება, ამირანთ

ამირანიო.

დედაკაცს უთხრეს: ზეცას ქორწილიაო, - კიბეს მივიდგამ და ავალო.

დედაკაცს ძაღლიც არ შეუყეფსო.

დედა მაინც დედა არის, თუნდ ხუზურის ქალი იყოს.

დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.

დედა რომ შვილს სწყევლის, ძუძუები ლოცავენო.

დედინაცვალი თვალში ნაცარიო.

დედის გამომცხვარი კვერი ტკბილიაო.

დედის მოთმინება ყველაფერს ითმენს.

დედის სიყვარულით ბავშვს ეალერსებოდნენო.

დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო.

დიაკვანმა თქვა: ჩემი დავითნი მომიტანეთო.

დიაკვანს რომ ღვინო მოსწყურდება, მღვდელს მიაწოდებს, შემდეგ ჯერი ჩემზე მოვაო.

დიასახლისი კრუხივით სხვებს პატიჟებს, თვითონ მშიერი რჩებაო.

დიდ გვალვას დიდი ავდარი მოსდევსო.

დიდება და სახელი შრომის ხელშიაო.

დიდ ეკლესიაში პატარა ხატები არ ეტეოდაო.

დიდი აქლემის პატრონს ჭიშკარიც დიდი უნდა ჰქონდეს.

დიდი და ახმახიო, პატარა და ჩახმახიო.

დიდი იალქნის დაბერვას დიდი ქარი უნდაო.

დიდი მოთმენა დიდმა მცოდნემ იცისო.

დიდი მცირედიდან იწყებაო.


17
დიდი ქვეყანა მიუწვავს ენასა მაბეზღრისასა.

დიდი ცემით რკინაც ტყდებაო.

დიდი ხეც პატარა ნერგიდანაა.

დიდ კაცს დიდი სულგრძელობა მართებსო.

დიდ მანძილს კაცი ჭენებით ვერ გაივლისო.

დიდ ნადირს დიდი ნაგაზები ჰყეფენო.

დიდ სადუღარს დიდი სარქველი უნდაო.

დიდ სატკივარს პატარა წამალი შველისო.

დიდ საყდარში პატარა წირვა განა არ იქნებაო?

დიდ სიზმარს განა პატარა კაცი ვერა ნახავსო.

დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.

დიდ ფაფას დიდი სულის ბერვა უნდაო.

დიდ ქვაბს დიდი ქაფქირი უნდაო.

დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში ლაღე იყოო.

დიდ ხეს დიდი ჩრდილი აქვსო.

დიღმის მინდორზე ერთი ბებერი ვერ ეტეოდაო.

დოლა თხამ წყალში ჩაიხედა, რქები არა მაქვს, ჯერ პატარა ვარო.

დოჭამიას დო აგონდება და ყველიჭამიას - ყველიო.

დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.

დრო ყველაფრის მკურნალია.

დროულად ნათქვამი სიტყვა მოქნეულ ხმალს სჯობს.

დროულ ადამიანს სიზმარიც დაეჯერებაო.

დუმას არა ჭამს, უკან აბიაო.

დუმას რაღა დუმა უნდაო.

დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო.

დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუ გადადებო.

დღე-მეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო.

დღე უთვალო და ღამე უყურო არავინააო.

ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაყაო.

ეკალზე გაზრდილს ეკალზე დაკვდომა ურჩევნიაო.


18
ეკალს თითო-თითოდ ამოიღებენო.

ეკლესიის კარი ღია იყო - ძაღლს ნამუსი არ ჰქონდაო.

ეკლის ადგილას ვარდი არ ამოვაო.

ელამ სარკეში ყველაფერი ელამია.

ელაპარაკე რეგვენსაო, ურაკუნე კედელსაო.

ემსახურე სიმართლესა, არ დაგილევს სინათლესა.

ენაგრძელი სულმოკლე იქნებაო.

ენაგრძელობამ რა მიყო და, თავში რაკუნიო.

ენა გულის მოციქულიაო.

ენა გულის ცოცხიაო.

ენამ მოჭამა ქვეყანა და არა ამოღებულმა ხმალმაო.

ენამ რა გიყო და - თავში რაკუნიო.

ენამრავალმა აჯობა ხელთმრავალსაო.

ენას კლიტე არ დაედებაო.

ენას ძვალი არა აქვს, სიტყვას კი ბაჟიო.

ენატარტალა - ხელებპატარა.

ენა უძვლოა, უფხოა, ყველაფერს იტყვის.

ენით მოტანილს ურმით მოტანილი სჯობიაო.

ენით უტყვი სჯობია ავმეტყველ მოუბარესა.

ენით ცხვარი სჯობია და საქმით ცხარიო.

ენუქამ დააშავა და პავლიას წვერი მოპარსესო.

ერბო რომ გადმოვა, ციცხვსა და ჩამჩას ფასი დაეკარგებაო.

ერდოს მამალი ვერ დაამძიმებს და დედამიწას გასათხოვარი ქალიო.

ერთ ადგილას გდება ქვასაც ხავსს გაუჩენსო.

ერთ ადგილზე დგომით წყალიც აყროლდებაო.

ერთ ადგილას თუ ვირი ტალახში ჩაიფლო, მეორედ იქ აღარ გაივლისო.

ერთაი ჭამაშიც შესაბრალიაო.

ერთგული არ გაორგულდება, ორგული არ გაერთგულდებაო.

ერთგული ძაღლი მტრებს უყეფს, ორგული შინაურებსა.

ერთ დღეს დავბადებულვარ, ერთ დღეს მოვკვდებიო.

ერთ დღეს მიტოვებული საქმე ორმოც დღეზე გადავიდაო.

ერთ დღეს ქვეყანა არ აშენებულაო.

ერთი ალილუია მღვდელსაც შესცდებაო.


19
ერთი აყვავება ნეხვიც აყვავდებაო.

ერთი დაკვრით ხე არ წაიქცევაო.

ერთი დამპალი ვაშლი ცხრა ვაშლს დაალპობსო.

ერთი დრო არავის შერჩებაო.

ერთი დღით ბატონობაც ბატონობა არისო.

ერთი ეგონა კირკიტას კრიტიკაცა და ინტრიგაც.

ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.

ერთი კაი კაცის სახელი დარჩება ქვეყანაზე და მეორეც - ავისაო.

ერთი თხისკენ, მეორე მგლისკენო.

ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.

ერთი კაცი გორში გალახეს და გული ცხინვალში მოუვიდაო.

ერთი კაცი თხასა ყიდდა და რქებს უქებდაო.

ერთი კაცი იმერეთში ძაღლმა დაგლიჯა, მცხეთის ხიდზე სხვა ძაღლი ნახა და მოკლა, -

ესეც იმის გვარისა იქნებაო.

ერთი კაცი სოფელს ვერ ააშენებს, სოფელი კი ერთ კაცს ააშენებსო.

ერთი კუზიანი ყველგან გამოერევაო.

ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩებაო.

ერთიმეორის ცქერით ძმებს სახლი დაეწვათო.

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.

ერთი მთოხნელი, ოცი მცოხნელიო.

ერთი პირის ჭირიმე და ბევრი ხელისაო.

ერთი პირი ძილი წყალსაც მოუვაო.

ერთი პური მეტი მიეცი და პური მეპურეს დააკვრევინეო.

ერთი ტიკისთვის არ იყო, ორში ასხამდნენო.

ერთი ფუტკარი სჯობია ათას ბუზს.

ერთი ქალის ოდენს ცხრა უღელი ხარიც ვერ გასწევსო.

ერთი ქეციანი ცხვარი ქეცს მთელ ფარას გადასდებსო.

ერთი შეგირდს მისცხე და ხუთი გამზრდელსაო.

ერთი შვილი - არა შვილი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილი.

ერთი შვილის გაზრდას ერთი კოდი ფეტვის დაჩხვლეტა სჯობიაო.

ერთი ცხვარი ორჯერ არ გატყავდებაო.

ერთი ცხვარი ფარა არ არისო.


20
ერთი ცხვარი, შვიდი მწყემსი.

ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერსო.

ერთი ძვლის ხვრა ძაღლსაც მოსწყინდებაო.

ერთი წიხლის კვრით ციხე არ დაინგრევაო.

ერთი ჭკუა კარგია, ორი უკეთესია.

ერთი ჭრაქი ას კაცს გაუნათებს.

ერთი ხელი ჩუმად არის, ორი გაიღებს ტყლაშანსო.

ერთი ხისგან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო.

ერთ კაცს სოფლიდან აძევებდნენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო.

ერთ კაცსა სცემეს და, - საკინძე დამახიესო.

ერთმა კაცმა ნალი იპოვნა, ღმერთო, სარკინეთი ამოაგდე, - ძვირად გავყიდიო.

ერთმა კაცმა ცხვარი იყიდა და მალი-მალ დუმას უსინჯავდა, თხა არ გამოდგესო.

ერთმა სულელმა ზღვაში ძვირფასი თვალი ჩააგდო და ასმა ჭკვიანმა ვერ ამოიღოო.

ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.

ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ნაგვითა.

ერთმა წუწკი თაგვის კუდმა ასკოკიანი წაბილწაო.

ერთ მეზობელს მუცელი სტკიოდა, მეორე ხელს ისვამდაო.

ერთ სარზე ღობე არ დაიწვნისო.

ერთ საყდარში ორი ღმერთი ვერ იქნებაო.

ერთს ეტყვი, ხუთს გიპასუხებსო.

ერთს რომ იტყვი, მეორეც უნდა თქვაო.

ერთს წისქვილი გაუყიდეს და მერე იქ სარეკელას ეძებდაო.

ერთ ქარქაშში ორი ხანჯალი არ ჩაიგებაო.

ერთ ქვეყანას, სხვა რომ ვერავინა ნახეს, ვირი ყადად დააყენესო.

ერთ ყურს ჰქვია «ისმინეო», მეორეს - «ისხლიტეო».

ერთ ცხვარსაც მწყემსი სჭირდება და ათასსაცაო.

ერთ ჭკვიანურს გიჟიც იტყვისო.

ერთხელაც კოჭლი ცხვარი წინაო.

ერთხელ გავიქეცი და მაშინაც წავიქეციო.

ერთხელ გასროლილი ისარი და სიტყვა აღარ ბრუნდებიან.

ერთხელ გატეხილი კვერცხი აღარ გამთელდებაო.

ერთხელ დაკოდილ გულს ვეღარაფრით გაამთელებო.

ერთხელ თვალით ნანახი სჯობია ასჯერ გაგონილსო.


21
ერთხელ ნეხვიც აყვავდებაო.

ერთხელ შევედი ეკლესიაში და მაშინაც თვალი გამოვითხარეო.

ერკემალი რომ კლდეზე გადავარდეს, მთელი ფარა თან გადაჰყვებაო.

ეს - ესაო, ეს - ისაო, გამოიცალა ქისაო.

ესიკელას ქორწილი - გოგიელას ხარჯიო.

ეს ისეთი აქლემია, რომ ყველას კარზე დაიჩოქებს.

ეს საკოცნელი ლოყა საფურთხებლად რად გავხადოო.

ეს სოფელი ასეთია: მიეთი და მოეთია.

ეს ფონი კარგია, მხოლოდ ერთ ადგილას ახრჩობსო.

ეს ქათამი ჩვენთან კაკანებს, კვერცხს სხვაგან დებსო.

ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდისო.

ეს შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა თავისი აქვსო.

ეს ძაღლი ამ ძაღლისაა და ორივე ამ სახლისაო.

ეშმაკები ურთიერთს მტრობენ, კაცის წასახდენად კი ერთდებიანო.

ეშმაკი გაიპარა, ხალხი კი გაეშმაკდაო.

ეშმაკი მდიდარს აკვანს ურწევსო.

ეშმაკი წყლის ფერიაო.

ეშმაკს არ სძინავს.

ეშმაკს თვალი არ უჩანს.

ეშმაკს რომ ნეკი მისცე, მთელ ტანს წაიღებსო.

ვაზს გვერდით აუარეს და კრიკინას მისცეს სალამიო.

ვაი თქმავ, უი უთქმელობაო.

ვაი კუტკალიის ბრალი, თორემ ფრთიანი გაფრინდებაო.

ვაი, რა გაათენებს იანვრის ღამესაო.

ვაი, რა დააღამებს მაისის დღესაო.

ვაის გავეყარე, უის შევეყარეო.

ვაი, სიკეთის მქნელსაო.

ვაი, ქონავ, უი უქონლობაო.

ვალის მომატებას ლუკმის მოკლება სჯობიაო.

ვალის პატრონს ვალალა აყრიაო.


22
ვალი ხმას არ იღებს, მაგრამ არ მაძინებსო.

ვალმა თქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო.

ვალს გადახდა უნდაო.

ვაჟიშვილი ოჯახის საყრდენია, ქალიშვილი სიმშვენე.

ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარე იქ არისო.

ვაჟკაცი ქუდს სიცივისათვის კი არ ატარებს, არამედ სირცხვილისთვისაო.

ვაჟკაცს თავისი თავი მჯიღში უნდა ეჭიროსო.

ვარდისა გაცინებაო ბულბულსა სრულიად შეშლისო.

ვარდი სანაგვეზედაც ამოვაო.

ვერიდებოდი ღოლოსა, დამიხვდა სოფლის ბოლოსა.

ვერცხლად ვინც სულსა გაჰყიდის, სხვას რას იყიდის, რასაო.

ვერ ძალუძთ ხეთა ხენეშთა ნაყოფთა მოსხმა ტკბილისა.

ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდება, გიჟი ხიდს გადაირბენსო.

ვინ ალალო-ალალოს იძახდა, ვინ მწყერს იჭერდაო.

ვინაც ვერ დაბერდა, ბრალი იმისი, ჩვენ, ბებრებს, რა გვიჭირსო.

ვინაც შვილებს ანებივრებს, ის უბედურებისთვის ამზადებსო.

ვინაც ჭკვიანს დაუჯერებს, იმას სულელი არ ეთქმისო.

ვინ გამლანძღავს და - ჩემი გაზრდილიო.

ვინ გკოცნის, ლოყას რომ იშვერო.

ვინ იტყვის - დედაჩემი კუდიანიაო.

ვინაც ავად ყოფილა, წამალიც მას ჰკითხე.

ვინც აიღო ყბამაო, ის წაიღო წყალმაო.

ვინც აკაკუნებს, იმას უღებენო.

ვინც ანი თქვა, იმან ბანიც უნდა თქვასო.

ვინც ანწლს დათესავს, შეცდება, თუ შაქრის ლერწამს დაელოდებაო.

ვინც არაფერს აკეთებს, ის არც ცდება.

ვინც არ გიყვარს, მისი სიარული ბრაგაბრუგია და ჭამა ხრაშახრუშიო.

ვინც არ იცის - ვერცხლიაო, ვინც იცის - ცეცხლიაო.

ვინც აჩქარებულა, უნანიაო.

ვინც ბოლოს გაიცინებს, კარგად ის გაიცინებსო.

ვინც გულწრფელი არ არის, სხვისი გულწრფელობაც არა სჯერაო.

ვინც თავი ვერ გაიგო, ის ბოლოსაც ვერ მიხვდებაო.

ვინც თავის თავის პატივი არ იცის, არც სხვის პატივი ეცოდინებაო.


23
ვინც თავს მაღლა წაიღებს, ფეხს წაიმტვრევსო.

ვინც თამაში არ იცის, ეგ რა ეზოს ბრალიაო?

ვინც თვითონ ვერ ამაღლდება, სხვის დადაბლებას ცდილობსო.

ვინც კაპიკს არ აფასებს, ის კაპიკად არ ღირსო.

ვინც მიდიოდა, ფქვავდა, ვინც არა - ჯერს ელოდაო.

ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.

ვინც მოკვდა - თავსა მოუკვდა, ცოცხალი ღონიერია.

ვინც მუდამ იცინის, ბრიყვია, ვინც არასოდეს - უბედურიო.

ვინც მხოლოდ თავის თავისთვის არის კეთილი, ისიც ბოროტიაო.

ვინ რას ჩიოდა და ბრმა ორსავ თვალსაო.

ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.

ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკისო.

ვინც ქარს შეაფურთხებს, თავის თავს შეაფურთხებსო.

ვინც ჭკვიანს დაუჯერებს, იმას სულელი არ ეთქმისო.

ვირი გარბოდა ცხენთანა, მეც ბედაური შენთანაო.

ვირი დაბერდა და თოხარიკობა მაშინ დაიწყოო.

ვირიდან ჩამოვარდნილს ცხენზე არ შეეჯდომებაო.

ვირი ვირად დარჩებაო.

ვირი მოგებაზე წავიდა და ნალებიც იქ დარჩაო.

ვირი რომ ბატონად გყავდეს, «ჰაცეს» ნუ აკადრებო.

ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო.

ვირი სამღვთოში არ დაიკვლება, მაგრამ ვირის საფასურით კი სამღვთოს

გადაიხდიანო.

ვირის ზურგს ვირის კურტანი მოუხდებაო.

ვირის მადევარი იმის ტლინკებსაც უნდა უძლებდესო.

ვირი სტამბოლს შაური ღირდა, ჩამოყვანა - მანეთიო.

ვირი ტახტზე დასვეს, თავისი თავი ხელმწიფე ეგონაო.

ვირი ქააბას წავიდა, ისევ ვირად მოვიდაო.

ვირი ქორწილში დაპატიჟეს და წყალი მაინც აზიდვინესო.

ვირი ძაღლს თივას აჭმევდა, ძაღლი ვირს - ხორცსა და ორივე მშიერი დარჩაო.

ვირი ხბორებშიო.

ვირმა ზურგის ფხანაში კოჭლი ფეხი გაისწორაო.

ვირმა თქვა, ასი მუტრუკი გავზარდე და ჩემი საპალნე მაინც არ მომშორდაო.


24
ვირმა პალო მოგლიჯა: ერთი პატრონსა ჰკრა, ათი თვითონ იკრაო.

ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო.

ვირმა სიბერის დროს იორღობა დაიწყოო.

ვიროსანი ცხენოსანს დასცინოდაო.

ვირსა ბედსა სწევდნენ, წიხლი ჰკრა და გადააგდო.

ვირს ბევრი სცემეს, მაგრამ თავისი არ მოიშალაო.

ვირს თუ ფეხის მოტეხა არ უნდა, რკინას წიხლი არ უნდა ჰკრასო.

ვირს კურტანი არ მოხადეს, აქაოდა შვენისო.

ვირს მარილს აზიდვინებენ და არ ალოკინებენო.

ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში სტენიდნენო.

ვირს რქა არ ამოუვიდა და თავი ჩოჩორი ეგონაო.

ვირს საქმისას რასა ჰკითხავენ, მელას რას დაუჯერებენ.

ვირს უთხრეს, შენი ზრდილობა გვაჩვენეო და ტლინკები აყარაო.

ვირს უნაგირი ცხენად ვერ აქცევსო.

ვირს ცხრა სკოლა გამოატარეს, ისევ ვირი იყოო.

ვის არ უნდა თავი მეფედ და ცოლი დედოფლადო.

ვისაც არაფერი მოსწონს, ის თვითონ არაა მოსაწონიო.

ვისაც არ უნდა, რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო.

ვისაც გობი მიჰქონდა და ვისაც საცერი, ყველა კვნესოდაო.

ვისაც გული არა სტკივა, ცხარე ცრემლი არა სცვივაო.

ვისაც ემზახლე, იმას ემსგავსეო.

ვისაც ესმის, ერთიც კმარა, ვისაც არა - არც ათასიო.

ვისაც ვინ უყვარს, იმის ლამაზიც ის არისო.

ვისაც თაფლში ხელი აქვს, თითს ის გაილოკავსო.

ვისაც თევზი უნდა, ფეხიც სველი უნდოდესო.

ვისაც მოუკლავს, ის მოჰკლავს ნადირსა შავი ტყისასა.

ვისაც მწარე არ უნახავს, ტკბილის გემოს ვერ დააფასებსო.

ვისაც ნიორი უჭამია, პირიც იმას დაეწვასო.

ვისაც რა არ ეხერხება, მისთვის ყველა ცუდიაო.

ვისაც სახლი არ აუშენებია, დედაბოძი მიწიდან ამოსული ჰგონიაო.

ვისაც სიმართლე არ უყვარს, მართლის მთქმელი ეჯავრებაო.

ვისაც სიმინდი უყვარს, თოხიც უყვარდესო.

ვისაც სიტყვით არ ესმის, იმას ჯოხით აგონებენ.


25
ვისაც ქუდი ხურავს, განა ყველა კაცია.

ვისაც ღმერთისა ეშინია, იმისი ნუ გეშინია.

ვისაც ღმერთი სწყალობს, ეშმაკი რას დააკლებს.

ვისაც შენ არ უნდიხარ, ნურც შენ გინდოდესო.

ვისაც წიწაკა უჭამია, პირიც იმას დაეწვისო.

ვისაც ჭირი უნახავს, წამალიც იმას ჰკითხეო.

ვისი ერდოც მაღალია, ისიც მისი მაყარია.

ვისკენაც გული გიწევსო, თვალიც იქით იხედებაო.

ვის მადა აქვს და ვის პურიო.

ვის უთქვამს, დედაჩემი ბოზიაო.

- ვის უჩივი და - ბატონსაო, ვისთან ჩივი და - ბატონთანაო.

ვკვეროთ რკინა, მანამ ცხელიაო.

ვლაპარაკობ - ენა მტკივა, ჩუმადა ვარ - გული მტკივა.

ვცხოვრობთ ხუმრობით და მართლა ვკვდებით.

ვჭამე - ყლაპიას მეძახიან, არ ვჭამე - წუნიასაო.

ვხედავ ნიშანსაო: დაჰკვლენ ნიშასაო.

ზამთარი უქალამნოდ გავღლიტეო, - დაუკვეხნიათ.

ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანსო.

ზარალი წიწაკაზე მწარეაო.

ზარმაცი ადგაო და სახლი დაწვაო.

ზარმაცი და მძინარა - ძმები არიანო.

ზარმაცი კაცი უქმის ძალს ხალისდებაო.

ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეაო.

ზარმაცი ჭამის დროს კარგად არის, მუშაობის დროს - ავადო.

ზარმაც მჭედელს კვირას მოუნდება მჭედლობაო.

ზარმაცს თიბვა მოსწადდა და ცელის წამღები ვერავინა ნახაო.

ზარმაც ცხენს დეზის შემოკვრა სჭირდებაო.

ზაფხული ზამთრის მუშააო.

ზაფხულში შენახული - ზამთარში ცივი ქვაც კი თბილიაო.

ზაფხულში ჩეროს მძებნელსა ზამთარ ვინ მისცემს სითბოსა.


26
ზედმეტი ერბო ფაფას არ წაახდენს.

ზეცას წერო მიფრინავდა, ძირსა თლიდნენ შამფურსაო.

ზვავმა და წყალმა ანდერძი არ იცისო.

ზვინში თაგვი არ დაიხრჩობაო.

ზიარი ძროხა მგელმა შეჭამაო.

ზოგი ბავშვი იზრდებოდეს - ვირდებოდეს.

ზოგი კაცი დუმას არა სჭამს, უკანიდან აბიაო.

ზოგი კაცი თვალში რომ ჩაგივარდეს, ხელს არ ამოისვამო.

ზოგი კაცისას ძაღლიც კი არას შესჭამსო.

ზოგი კაცი სიბერეს სირეგვნემდე მიჰყავსო.

ზოგი მთაკაცის გონება მსუბუქი ჩიტის გინგლია.

ზოგი რჩებოდა ბედითა, ზოგი ვერც მოჭირვებითაო.

ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა - კაკალიც არაო.

ზოგი ფათერაკი ყისმათიანიაო.

ზოგი ჭირი მარგებელიაო.

ზოგ კაცსა საკმლად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნიო.

ზოგ კაცს კვირაში შვიდი პარასკევი აქვსო.

ზოგს - მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლიო.

ზოგჯერ ათას დარიგებას ერთი ბრძანება სჯობია.

ზოგჯერ გაქცევაც ბიჭობააო.

ზოგჯერ მართალსაც ხუმრობით ამბობენ.

ზოგჯერ ტყუილი მართალს სჯობიაო.

ზოგჯერ ჭკვიანი სულელდება, სულელი კი - არასოდეს ჭკვიანდებაო.

ზოგჯერ ჭორი თავზე წაკიდებული ცეცხლივით გაღვივდებაო.

ზურგს უკან ხელმწიფესაც უძრახავენო.

ზურნა რომ უცოდინარს მისცე, განიერი მხრიდან ჩაბერავსო.

ზღვა ისე არ დაშრება, გუბისოდენა არ დარჩესო.

ზღვა კოვზით დაილიაო.

ზღვას გადაურჩა და ცვარმა დაახრჩოო.

ზღვას ქვიშა აკლიაო.

ზღვას ძირი არ უჩანდა და ამბობდნენ, უძიროაო.

27
თაგვი ბეღელში შიმშილით არ მოკვდებაო.

თაგვისთვის კატაც ლომია.

თაგვი სოროში ძვრებოდა და კუდზე გოგრას იბამდაო.

თაგვის სოროში ლომს ქორწილში ეპატიჟებოდნენო.

თაგვის შვილი ტომრის მჭრელი გამოვაო.

თაგვმა თქვა: კატაზე ძლიერი ნადირი არ მოიპოვებაო.

თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.

თაგვს უთქვამს: ყანას ისე ვერ მომკით, ჩემი სამყოფი აღარ დაგრჩეთო.

თავადების ახტალაო საკამბეჩო გამხდარაო.

თავის ბედს კაცი ვეღარსად დაემალებაო.

თავის გატეხა სჯობია სახელის გატეხასაო.

თავის დაკვრით თავი არ წაგწყდებაო.

თავის კარზე ძაღლსაც დიდი გული აქვსო.

თავის მკვდარს თავი ანება, სხვისას დაუდგა მატური.*

თავის სიმსუბუქე ფეხებს აწვებაო.

თავის ცნობა უფრო ძნელია, ვიდრე სხვისაო.

თავსაითკენ დაგაწვინოთო? - ჰკითხეს მელას, - თავსაქათმისკენაო.

თავს ზევით ძალა არ არისო.

თავს ისე გრძნობს, როგორც თაგვი სოროში.

თავს იწონებს მწვანე კიტრივით.

თავს მოგჭრი განა ხმლითა - ენითაო.

თათარმა უთხრა თათარსა: შენც აღა დამიძახე, მეც აღას დაგიძახებ და ორივე აღა

ვიქნებითო.

თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო.

თევზი დასაჯეს და წყალი ჩააგდესო.

თევზი თავიდან აყროლდებაო.

თევზი - მარხვაშიო, ცხენი - აღმართშიო.

თევზი როცა ბადეში მოხვდება, მერე მიხვდებაო.

თევზის ნდომით ბაყაყი ვის შეუჭამიაო?

თევზი წყალში არ დაფასდებაო.

თევზმა თევზს უთხრა: პატარა იქით იძარიო, და - საით მივიძრა, ორივ ერთ ტაფაში

ვიწვითო.
28
თევზმა თქვა: სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო.

თეთრი და შავი ძაღლი ორივე ძაღლიაო.

თეთრი კბილი მტრისთვის ნუ გშურსო.

თეთრი კბილი, შავი გულიო.

თეთრი კბილი, შავი კბილი სიცილის დროს გამოჩნდებაო.

თეთრ ფულს შავი დღისთვის ინახავენ.

თენებისას ერთი პირი წყალსაც დაეძინებაო.

თვალებს შუა ცხვირი რომ არ იყოს, ერთმანეთს დასჭამდნენო.

თვალი გულის სარკეაო.

თვალიდან შორსა, გულიდანაც შორსაო.

თვალით ბრმა სჯობს გონებით ბრმასო.

თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო.

თვალი რამ გამოგთხარაო და ჩემმა სიკეთემაო.

თვალი სვამს და თვალი ჭამს.

თვალი ცქერით ვერ გაძღება და გული ნდომითაო.

თვალმა უნდა დაინახოს და ჭკუამ განსაჯოსო.

თვალში ეკლად ესობაო.

თვითონ სახლში არ უშვებდნენ და მან ძაღლიც თან მოიყვანაო.

თვითონ სიფრთხილე სჭირდება, სხვას ვინც დაუგებს მახესა.

თვითონ ჭრის და თვითონ კერავსო.

თივასთან ცეცხლი არ მიიტანებაო.

თივაში ცეცხლი არ დაიმალება და ტომარაში მახათიო.

თითის ტკივილს გული გრძნობს და გულის ტკივილს არავინაო.

თითო კოჭობი* ყველგან დუღსო.

თოვლი თეთრია, მაგრამ მის წასვლას ყველა ნატრობსო.

თოვლი თეთრია, მაგრამ სიცივე ძნელი სჭირსო.

თოფი და წამალი ხელმწიფისა, თვალის კიჟვას რა უნდაო?.

თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო.

თოფს მსროლელი უნდაო.

თოფს უთქვამს: შვიდი წელი მატარე და ერთხელ გამოგადგებიო.

თუ არ გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.

თუ არ იწვიმა, ხომ მაინც დაიქუხაო.

თუ ბზუის ფუტკარი - თაფლს აგროვებს, თუ ჩუმად არის - მასზე ფიქრობსო.


29
თუ გინდა, უკუღმა დაჯექი, ოღონდ სწორად თქვიო.

თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო.

თუ თავში ჭკუა არ გვეყრება, ჭირი ჭირზე შეგვეყრებაო.

თუ თვალი ვერ ხედავს, სახეს არა რცხვენიაო.

თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ ასდევო.

თუ კაცი გონიერია - სოფელი ღონიერიაო.

თუ კაცს ბედი აქვს, მოზვერიც დაუმაკდებაო.

თუ კაცს კაცი არ უნდა, მიზეზი არ დაელევა.

თუკი სიმართლე იქნება, ვენახს ღობე რად უნდაო.

თუ ლაშქრის შეკრება გინდა, ბუკი უნდა დაუკრაო.

თუ მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო.

თუმანს ცხრა მანეთი მიკლიაო.

თუ მარილი არ გქონდეს, სიტყვა უთხარი მარილიანი.

თუ მასპინძელი არ მღერის, სტუმარსაც მოეწყინებისო.

თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.

თუ მეზობელი კარგად გყავს, შენც კარგადა ხარო.

თუ მეფეს სძინავს, ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებითაო.

თუ მტერი გამექცეოდეს, ოქროს ხიდს ვასწავლიდიო.

თუ მწარე არა ჭამე, ისე ტკბილის გემოს ვერ გაიგებო.

თუნდა მზეში სანთელი აგინთია, თუნდა უგუნურისთვის კეთილი გითქვამსო.

თუ ნიორი არ გიჭამია, პირი რად გიყარსო.

თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო.

თუ პატარა არ დაიბადა, დიდი საიდან იქნებაო?

თუ პილპილი არ გიჭამია, პირი რად გეწვისო.

თუ რამე წახდა, სოფელს გადახდაო.

თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა.

თუ სარკე არა გაქვს, რომ ჩაიხედო, ქვეყანა ხომ სარკეაო.

თუ სურვილია, უნარიც გამოჩნდებაო.

თუ ტკბილის თქმა შეგიძლია, მწარეს რაღად ლაპარაკობო.

თუ ღმერთი გწყალობს, ეშმაკები ვერას დაგაკლებენო.

თუშისთვის უკითხავთ: ტალ-კვესი გაქვსო? - მაქვს, მაგრამ ალვანშიაო.

თუ ჩემი თავი გინდაო, იყავ ყოველთვის წმინდაო.

თუ წყვდიადი არ გინახავს, ფასს ვერ დასდებ სინათლესა.


30
თუ ხარ დიდი გორიო, გაძევს დიდი თოვლიო.

თუ ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა მიუგდეო.

თქმა ადვილია, ქმნა კი - ძნელიო.

თქმა სხვაა, საქმე სხვაო.

თხა ბოსტანს უყურებდა და ღობეს არაო.

თხა და მგელი ერთად ვერ მოსძოვსო.

თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე.

თხა რომ გასუქდა, მგელთან ჭიდაობა მოინდომაო.

თხამ დაიფრუტუნა, მგელმა უთხრა: ღვთის წყალობაო.

თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო.

თხამ სანეკრე ნახა და სახტომი ვერაო.

თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო.

თხილი მაქვს - კბილი არა, კბილი მქონდა - თხილი არაო.

თხის პატრონს აღარც თხის კუდიო?.

თხუნელამ - ქვეყანა იქცევაო და ყველაზე წინ დაითხარა თვალებიო.

თხუნელას გამოზრდილი მეფედ არ ივარგებსო.

იანვარში მეცხვარეს ცხვრები დაუპარსია, საქმეს წინ წავიგდებო.

იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.

იარაღების მოლესვა რეგვენს მოცდენა ეგონაო.

იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.

იაფფასიან ხორცს წვენი არ გაუკეთდებაო.

იდაყვი ახლოსაა, მაგრამ ვერ აკოცებ.

იერუსალიმი წმინდა ქალაქია, მაგრამ ღორები იქაც არიანო.

იერუსალიმს ვირი კიტრად იყო და ჯორი საგზლად უნდოდაო.

იერუსალიმს ნიორი გაგზავნეს: წმინდა ადგილია, სიწმინდეს მისცემსო; მოიტანეს და

ისევა ყარდაო.

იერუსალიმში განა ძაღლი არა ჰყეფს?

იესო ქრისტე ცოფიან ძაღლს არ დაემალა და მთვრალ კაცს დაემალაო.

ივანიკამ თიბოს, კიკოლიკამ - ზიდოსო.

იზრდებოდა და ვირდებოდაო.
31
იმდენად ხმალმა არ გასჭრა, რამდენადაც ენამაო.

იმედიანი სიტყვაც კარგიაო.

იმედიც კარგი საქონელიაო.

იმერელს მჭადის სახელი დაავიწყდაო.

იმერელს უთქვამს: - სულსაც არავის დავუჭერ, თუ ჩემსავით გაუფრთხილდებიანო.

იმითა ვძულვარ თარხანსაო, ვეუბნები მართალსაო.

იმნაირი ნადირი გამორბოდა, როგორიც ტყე იყოო.

ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა, იგივ შვილი.

ირემმა ირემს ბალახი გაუწოდაოუ

ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი, არ დაბრუნდებაო.

ინდოეთში ვირი ხეზე გავიდაო: ეს ვირი და ეს ხე, აბა, აქაც გავიდესო.

ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათშიო.

ისევ ის ვირია, სხვა თოქალთო* დაუხურავთო.

ისევ ის თომაა და ისევ ის ტყავი აცვიაო.

ისევ ის კვერია, სხვა თეფშზე დაუდვიათო.

ისეთ ალაგას ნუ დაჯდები, რომ მალე აგაყენონო.

ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს ვერ იცნობსო.

ისეთია, რომ ბამბით მოგჭრის თავს.

ისეთია, სამარეში სუდარას მოიპარავსო.

ისეთი დაწან გოდორი, შენს შვილიშვილებსაც გამოადგეთო.

ისეთი ლუკმა ჩაყლაპე, ყელზე არ დაგადგესო.

ისეთი ხიდი გადე, შენმა შვილიშვილებმაც გაიარონო.

ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო.

ისე კარგადაა, როგორც ბატონი სამარეში.

ისე შვენის, როგორც ვირს კურტანიო.

ისპანახისაგან ბურნუთი არ გაკეთდებაო.

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.

იყავ მაგარი და არა ჯიუტიო.

იხვმა თქვა: სიარულიც ვიცი, ფრენაც და ცურვაცაო.

კაი კაცი გლახა კაცთან წახდებაო.


32
კაიკაცობა კაცს არ აწყენსო.

კაიკაცობით ნაშოვნი ლუკმა ტკბილიაო.

კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს არავინო.

კაი ყოფნა მინდაო და ხელს კი არ გავსძრავო.

კალთაში მიჯდე და წვერს მაგლეჯდეო?

კალმის წვერს ხანჯლის წვერზე მეტი ძალა აქვსო.

კამეჩის მორქენალ ხარს რქები არ შერჩებაო.

კამეჩს კალანჩხით* რას გაუხდებაო.

კანონით მოჭრილი ხელი არ მეტკინება.

კანონი მეფეთ მეფეაო.

კანონი სასტიკია, მაგრამ საჭიროაო.

კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო.

კანონ-სამართალი მოსამართლესაც გაასამართლებსო.

კარგად ის იცინის, ვინც ბოლოსაც გაიცინებსო.

კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარიაო.

კარგი არ გვაბადიანო და ავს არ გვაკადრიანო.

კარგი გუთნისდედა გუთანს არ გაუჭირვებსო.

კარგი გუნებით ცოლ-ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო.

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია.

კარგი დიასახლისის ხელი საცერ-ვარცლს შეეტყობაო.

კარგი ვაჟკაცი სოფლის იმედიაო.

კარგი იყოს ავადობა, ინატრებდა თავადობა.

კარგი კაცის პურ-მარილი ზღვაზე ხიდად გაიდება.

კარგი კაცი სხვას სიცუდეს არ მოუწონებსო.

კარგი კაცი სარკეა.

კარგი მეზობელი მზის უწინარეს არის დასანახავიო.

კარგი მეურნე მარხილს ზაფხულში გააკეთებს და ურემს კი ზამთარშიო.

კარგი მოთამაშე კამეჩის ცოხნასაც აჰყვებაო.

კარგი მოკრივე გვიან გადმოვაო.

კარგი საქმის მოგვარება ცოდნამ იცისო.

კარგი შეგირდი ოსტატის გამხარებელიაო.

კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.

33
კარგი შვილი დედ-მამის გვირგვინია, ავი კი სიცოცხლით მათი სამარის

გამთხრელიაო.

კარგი ჩვენც მოგვეწონება, ავი არც თავის დედასაო.

კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.

კარგი ცხენი ქერს იმატებს, გლახა ცხენი - მათრახსაო.

კარგი ხარ, კარგო ყოფაო, კარგო ცხენო და ჩოხაო.

კარგმა სახლმა, კარგმა კაცმა ავი კარგად მაქციაო.

კარგმა ქალმა არცა ქნა და არცა თქვაო.

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.

კარგ მონადირეს იარაღი არ დაუჟანგდებაო.

კარგ მშოვნელს კარგმა შემნახველმა აჯობაო.

კარგ საპირეს კარგი სარჩული უნდაო.

კარგ საძირკველზე კარგი კედელი ამოვაო.

კარი არ დახშულა, რომელ არ გაიღებოდეს.

კარის მეზობელი ნათესავს გერჩივნოსო.

კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.

კატა ზურგზე არ დაეცემაო.

კატა თაგვებში მამაციაო.

კატა თავს ირთობდა და თაგვი კვდებოდაო.

კატა ისე უნდა დაიჭირო, რომ ბრჭყალები არ გაგკრასო.

კატა კუდს ასაქმებდაო.

კატამ შეჭამა ძეხვიო, ამოიკვეთა ფეხიო.

კატას ზურგზე ძეხვი დაეცა და - ნეტავი ასეთი მეხი ყოველთვის დამეცესო.

კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა.

კატას უთხრეს: შენი ფინთი წამალიაო - და ღრმად ჩაფლა.

კატას ფილტვი ესროლეს, იმასაც ის უნდოდაო.

კატაც შეხედავს მეფესაო.

კატისთვის თამაშობაა, თაგვისთვის - სულთა ბრძოლაო.

კატის მანძილი რა არის და - საბძელიო.

კაცია - ათასადა ღირს, ასია - კაცად არა ფასობსო.

კაცია და გუნებაო.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

კაი გამოსცადე და მერე ეძმეო.


34
კაცი დათვს ხედავდა და კვალს ეძებდაო.

კაცი ზღვას გადაურჩა და ცვარმა დაახრჩოო.

კაცი იმ ტოტსა სჭრიდა, რომელზედაც იჯდაო.

კაცი ის არის, ვინც პირადაც იმას ამბობს, რაც გულში უძევსო.

კაცი კაცით ცხოვრობს.

კაცი კაცის ბოძიაო.

კაცი კაცის მალამოაო.

კაცი კაცის სარკეა.

კაცი კაცი უნდა იყოს, თორემ ქუდი სოკოსაც კი ხურავს.

კაცი მალე წაწყდება და მალეც ცხონდებაო.

კაცი მოკვდება, სიტყვა დარჩებაო.

კაცი მხოლოდ საფლავში მოისვენებსო.

კაცი რომ გამდიდრდება, სახლის კედლები მრუდედ მოეჩვენებაო.

კაცი რომ გაღარიბდება, ძველ ვალებს დაუწყებს ძებნასაო.

კაცი რომ დათვრება, ორი კაცის ტოლა გახდებაო.

კაცი რომ თავის თავს უზამს, მტერიც ვერ მოეკიდებაო.

კაცი რომ სიბერეში ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო.

კაცი რჯულს გამოიცვლის და ხასიათს ვერაო.

კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო.

კაცი სანთელივით სხვას უნდა უნათებდესო.

კაცი საქმეში გამოსცადეო.

კაცის გაცნობას და ცნობას ცხრა ფუთი მარილი უნდაო.

კაცის გულს ცოტა ეწყინება, ცოტა გაუხარდება.

კაცის თვალი ხარბია.

კაცისთვის ყველაზე ძნელი თავისი თავის ცნობააო.

კაცის ცნობა თუ გინდა, ჯერ იმისი მეგობარი იკითხეო.

კაცი უნდა დიდთან დიდი იყოს, პატარასთან - პატარაო.

კაცი უპირო გაინაპირეო.

კაცი ფეხს ქვას წამოკრავს და არა - მთას.

კაცი შეხედულებით არ გაისინჯებაო.

კაცი შიგნით არის ჭრელი და გველი გარედანაო.

კაცი ცხენზე იჯდა და უნაგირს ეძებდაო.

კაცი ცხენმა ჩამოაგდო, მაინც აქ მინდოდა ჩამოსვლაო.


35
კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო.

კაცი ძირს ვერ დადიოდა, ალვის ხეზე ადიოდაო.

კაცმა ბაღი რომ გაჩუქოს, ვაშლი მაინც აჭამეო.

კაცმა ისეთი ლუკმა არ უნდა გადაყლაპოს, რომ ვერ მოინელოსო.

კაცმა კაცთან გაიარე და ფასი დაგედებაო.

კაცმა კაცის დარდი არ იცოდა და შუაღამისას ნანას ეუბნებოდაო.

კაცმა კაცის ხათრით შემწვარი ხოხობი შეჭამაო.

კაცმა მოსავალს მოუცადა და გამოცხობას ვეღარაო.

კაცმა ნალი იპოვა და ახლა ერთი ცხენისა და სამი ნალის მეტი აღარა მაკლია რაო.

კაცმა რამდენი ენაც იცის, იმდენი კაციაო.

კაცმა რომ იცოდეს, სად დაეცემა, იმ ადგილას ქეჩას დააგებსო.

კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო.

კაცმა ხელეჩო დაკარგა და ნატრობდა: ნეტავი გარეთა პირიდან არ გალესონო.

- კაცო, საბელი მათხოვეო და - ზედ ფეტვი მიყრიაო.

კაცსა ქარვისა მძებნელსა ხელთ შეხვდა იაგუნდიო.

კაცსა ჰკითხეს: ცოლი გყავსო? კი მყავს, მარა გაღმა კაცსა ჰყავსო.

კაცს ელაპარაკე ენით, პირუტყვს - სახრით.

კაცს ზურგში სცემდნენ და - ვაი მუცელიო.

კაცს თავისი ბრალი ზურგზე ჰკიდია და სხვისი ფეხებზე.

კაცს თავი სტკიოდა და წამალს ფეხებზე უსვამდნენო.

კაცს თავს სჭრიდნენ და მუწუკი არ მატკინოთო.

კაცს თუ კაცი ეჯავრება, მიზეზი არ დაელევაო.

კაცს ისარი კლავს, მაგრამ დამნაშავე ისრის მსროლელიაო.

კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.

კაცს მეზობლისა ცეცხლი მაინც დასჭირდებაო.

კაცს მჭადის სახელი დაავიწყდაო.

კაცს ნიადაგ ქორწილიც მობეზრდებაო.

კაცს ორი დღის სიცოცხლე ჰქონდა და რკინის ქალამანს იკერავდაო.

კაცს პირში აფურთხებდნენ და - რა კარგი წვიმა მოდისო.

კაცს რომ ღმერთი გაუწყრება, ჯერ ჭკუას გამოულევსო.

კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს - გზაო.

კაცს სახლი ეწვოდა და ერთს მაინც გავთბებიო.

კაცს სოფლიდან აძევებდნენ და - მამასახლისად დამაყენეთო.


36
კაცს ღმერთი არა სწამდა და პირჯვარს იწერდაო.

კაცს შარვალი სირცხვილისთვის უნდა, განა სიცივისთვისაო.

კაცს შეხედე და ქუდიც ისე მოუხადეო.

კაცს შინ ოქრო სათხრელი ჰქონდა, გარეთ მიეშურებოდაო.

კაცს ცხენი არა ჰყავდა, უნაგირს ნატრობდაო.

კახპას კახპობა არ გაუვიდა და მაჭანკლობას მიჰყო ხელიო.

კბენია უკან დაედევნება, მღრინავი წინ დაუხვდებაო.

კბილები რომ ჩამცვივდა, წამალი მერე ვისწავლეო.

კბილის ჩიჩქნით მუცელი არ გაძღებაო.

კედელ-კედელ იარეო, ოღონდ კი გაიარეო.

კედელს ცერცვი შეაყარე და მგელს კრავი შეაბრალეო.

კვამლი უცეცხლოდ არა ჩნდებაო.

კვერცხს სხვათა ბუდეში არ უნდა სდებდეო.

კვეხნა საქმეს არ აკეთებსო.

კვირასაც რაღაცა გააკეთე, თორემ ორშაბათსაც გაზარმაცდებიო.

კვიცი გვარზე ხტისო.

კვიცი იყიდე - დედა იკითხეო.

კვიცსაც გავხედნი და მამიდასაც ვნახავო.

კიდეც ჭრის და კიდეც კერავსო.

კითხვა აუგი როდიაო.

კითხვა-კითხვით კაცი იერუსალიმს მივაო.

კიკოსავით* მარტო დარჩაო.

კიცხვა ქებაზე ადვილიაო.

კოდალავ, შენ სულ ასე აკაკუნებ, მაგრამ შენი გაკეთებული ხარატულები ვერა ვნახეო.

კოვზი ნაცარში ჩაუვარდაო.

კოვზის მრჩეველსაო - კოვზი კვაჭანტიო*.

კოკამ წყალი დაღვარა და ლიტრა დატუქსესო.

კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო.

კოკა წყალზე გატყდებაო.

კოჭლმა მეძებარმა კურდღელი რომ მოგიბრუნოს, დაჭერაში ჩაუთვალეო.

კუდა* ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებდაო.

კუზიანს სამარე გაასწორებსო.

კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო.


37
კურდღელი დაამწყვდიეს და ურმის თვალი მიაფარესო.

კურდღელი პატარაა, მაგრამ გაქცევა დიდი იცისო.

კურდღელმა თქვა: სანამ წამომახტუნებდნენ, მანამ უფრო მეშინოდაო.

კურდღელს ურმით იჭერდნენო.

კურდღლის სიმარჯვე მწევრის სიძაბუნეაო.

კუპრი რაც გინდა ადუღო, თაფლად არ იქცევა.

კუჭი სჯის და კუჭი ფიქრობსო.

კუჭი ძმაზე ახლოაო.

ლამაზი ქალის მწყემსი - მისი სინდისიაო.

ლარი რამდენიც მალე გაიჭიმება, იმდენიც მალე გაწყდებაო.

ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაუკრაო.

ლენცოფას ჯერ ვარდი არ დაუსხიაო.

ლერწამი ჩვენთან იზრდება, სხვები სალამურს უკრავენ.

ლეჩაქის მქსოველს გოდრის დაწვნა უკვირდაო.

ლეჩხუმურ ლობიოს ლეჩხუმურივე წყალი მოხარშავსო.

ლიტრას ეუბნებოდნენ და, კოკავ, შენ გესმოდესო.

ლოკვით ვინ გამძღარაო.

ლომი დაბერდა და ვირმა წიხლი ჩაჰკრაო.

ლომი ბრჭყალებით იცნობაო.

ლომს ხერხით კოღოც მოერევაო.

ლოქო დასაჯეს და მორევში გადააგდესო.

ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო.

ლუკმას გემო მაშინა აქვს, როცა ალალიაო.

ლუკმას დილისას წყალში ჩაჰყეო, საღამოსას წიხლი ჰკარიო.

ლუკმის დაკლება სჯობია ვალის მომატებასაო.

ლურჯას ქერმა და ხარს მთის თივამ აწყინოსო.

ლხინი უნდა ნებისაო, განა ცემა-ტყეპისაო.

ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ - შენთვის, მე - ჩემთვისო.

ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში - სირბილითაო.

38
მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც ჩამოაჩქაფუნოსო.

მადა მე მაქვს და პური - შენო.

მადა ჭამაში მოდისო.

მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო.

მადლობა არც იჭმება, არც ისმება.

მათხოვარი მათხოვარაა, არმიმცემი უარესიო.

მაინც არა ხარ, წისქვილო, არაგვიც ჩამოგდიოდესო.

მამა დავიწყებოდა, მამინაცვალს ფიცულობდაო.

მამაკაცისათვის ქვეყანა გულია, დედაკაცისთვის კი გული - ქვეყანააო.

მამალი რომ უდროოდ დაიყივლებს, თავს მოსჭრიანო.

მამალი რომ ფრთას შემოჰკრავს, იცოდე, დაიყივლებსო.

მამალს მელიის მეგობრობა არ გამოადგებაო.

მამალს უთქვამს: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდა არაო.

მამამ შეჭამა ისრიმი, შვილსა მოჰკვეთა კბილიო.

მამა წყევლის - წვერი დასტურს აძლევს, დედა წყევლის - ძუძუები ლოცავენო.

მართალში რას იძლევი, რომ ტყუილი გითხრაო.

მართლის თქმა უფრო ძნელია, ვიდრე სიმტყუვნისაო.

მართლის მთქმელ მტრედს ნისკარტი მოსჭრესო.

მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.

მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.

მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

მარტო ლოცვით სამოთხეში არ შეისვლებაო.

მარტო მარბოლი ცხენი ხალხს მეწინავე ეგონაო.

მარტო შემოსავალი კაცს არ გაამდიდრებს, თუ დაზოგვამაც ხელი არ შეუწყოო.

მარჩიელას ნარჩიელაო.

მასპინძელი სტუმრის ვირიაო.

მასპინძლისა მარილიც მეტი წავაო.

მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდაო.

მაღალი მთის ჩრდილი შორს ეფინებაო.

მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნიდაო.

მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო.


39
მაძღარ ხუცესს დიაკვანიც მაძღარი ეგონაო.

მაწონს ვეუბნებოდი, ის დოს მოარბენინებდაო.

მაჭამე და დამსაქმეო.

მახათზე მჯიღი არ დაიკვრისო.

მბაძს მბაძი არ დაელევაო.

მგელი და მწყემსად? - სად არის წესად?.

მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო.

მგელი კვდებოდა და ცხვარი კუნტრუშის გუნებაზე იყოო.

მგელი მგლობას არ მოიშლისო.

მგელი რომ დაბერდება, ძაღლები ხუმრობას დაუწყებენო.

მგელი - ფარეხში, ვირი - ბოსტანში.

მგელიც ღმერთსა სთხოვს საზრდოსაო.

მგელმა რაც მელიას თავზე დაცემით უყო, ის მელიამ მიპარვით გადაუხადაო.

მგელმა ცხვარი მოიტაცა, ჩემი სერისა იყოო.

მგელო, ჭკუას მოდიო, - სათხებოში შევხტეო?

მგელს ლოცვას აკითხებდნენ და - თიკანი და ცხვარი მეო.

მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა დააქციაო.

მგელს მუხლები აჭმევს, ბრძენს - თავიო.

მგელს ცხვარს ვინ მიაბარებსო.

მგელს ძვალი ახრჩობდა, შურიანს - შურიო.

მგზავრის დგომა ცდომააო.

მგლებში მაცხოვრებელმა უნდა ღმუილი იცოდესო.

მგლისგან მწყემსი არ გამოვა და ქურდისაგან წმინდანიო.

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კი იძახდა: გამიშვით, მთაში ცხვრები

მიდიანო.

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო.

მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.

მდიდარი სიმდიდრეს იძენს, ბრძენი - ცოდნასაო.

მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო და ღარიბს უთხრეს: ვინ მოგცაო?

მე ალალს ვიძახდი, სხვები მწყერს იჭერდნენო.

მებაღეს რას კითხულობ, ხილი იხილეო.

მე გეტყვი და შენ თუნდ ყინულზე დაიწერეო.

მეგობრის პოვნას წლები უნდა, დაკარგვას კი ერთ წუთიო.


40
მეგობრის ფასს მაშინ გაიგებენ, როცა დაკარგავენო.

მე გცემ და შენ მიგურგურეო.

მე და ჩემმა ქმარმა ვიანგარიშეთ და ჩემს მაზლს არა ერგო რაო.

მედღეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო.

მედღეხვალიეს ხან უთოვს, ხან უწვიმსო.

მე ვუთხარიო, მაგრამ კატამ ნიორი არ შეჭამაო.

მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.

მეზობელს თუ რამე აქვს, შენცა გაქვსო.

მეზობელს მეზობლის მკვდარი მძინარე ეგონაო.

მეზობელს მეზობლის ქათამი აქლემი ეგონაო.

მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ ყოფილაო.

მელა კვდებოდა და თავი საქათმისკენ მიჰქონდაო.

მელა მახეში გაება, თავი მოიმძინარა, სიზმარი იქნებაო.

მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.

მელამ თქვა: - მე და მგელმა აქლემი მოვკალითო.

მელა სადაც წავა, კუდიც თან წაყვებაო.

მელა საქათმის კარზე მოკვდებაო.

მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო.

მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდაო.

მე ნარი ვგლიჯე, ეკალი, სხვამ კი მოიმკო სამკალი.

მენახირის ცოლი უფრო პატივსაცემია, ვიდრე ხასა მეფისაო.

მერიქიფეს თავი თამადა ეგონაო.

მე რომ კურდღლაობა მომინდება, ჩემს მწევარს ძილი მოუნდებაო.

მე რომ მენახირედ დავდექი, ფამფარა* მაშინ გაწყდაო.

მერცხლის ჭანგითა არწივი არ დაიჭირებაო.

მეტი ზელა ცომს არ წაახდენსო.

მეტი მიეცი და კარგი იგემეო.

მეტი სიტყვა თავსა გატკენს, მეტი ჭამა - მუცელსაო.

მეტისმეტი გულახდილობა და გატიტვლება ერთიაო.

მეტისმეტი - რეტის რეტი.

მეტისმეტი სიხარბითა მელამ თავისი კუდი მოიჭამაო.

მეტიჩარა მაყარი ნეფე-დედოფალს წინ უსწრებდაო.

მექოთნე ქოთანს, საითაც უნდა, ყურს იქით გამოაბამსო.


41
მე ქორწილში წავეთრევი და შენ კი ნახირში წაბრძანდიო.

მე ღვინოს ვსვამ და შენ კი თვრებიო.

მე შენკენა ვარ და შენ - ეშმაკებისკენაო.

მეც ბატონი, შენც ბატონი, ცხენი ვიღამ შეკაზმოსო.

მეცხვარე თავის ცხვარს შორიდან იცნობსო.

მეწაღეს წაღა არ ჰქონდა და მექუდეს - ქუდიო.

მე ხიდი სწორად გავდეო, შენც სწორად გაიარეო.

მზაზე მზარეულობაო.

მზესაც კი ლაქა აქვსო.

მზეს ვინც ტალახს ესვრის, თავზე დაეცემაო.

მთა და ბარი არავის გაუსწორებიაო.

მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ კაცი კაცს - ყოველთვისაო.

მთამ თქვა: ფულის მეშინია, იგი დამანგრევსო.

მთელი დღით მოქეიფესა არა დარჩა რა ვახშმადაო.

მთვარე თუ ჩემკენ არის, ვარსკვლავებს რას შევეპუებიო?.

მთვრალ კაცს ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნადაო.

მთვრალს ხელის კვრა კი არა, ხელის მოკიდება უნდაო.

მთისა მეცხვარესა ჰკითხე, ბარისა - გუთნისდედასაო.

მიდექ და მოდექ, თუ გიჭირს, სოფელი ღონიერიაო.

მიდი და მოდიო, განა მიდი და მოკვდიო.

მიეცეს და მიემატოსო.

მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.

მიკიტანი ბაზაზობას ვერ იქმსო.

მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.

მინდორშია ქინძარაო, გინდ იყოს და გინდ არაო.

მიცვალებულზე ან კარგს იტყვიან, ანდა არაფერს.

მიძალებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო.

მიწას უთქვამს: პატივი დამაყარე და პატივს დაგაყრიო.

მკვდარი ადგა, აღარ დადგაო.

მკვდარი მკვდარს აეკიდა - სამარემდე მიმაცილეო.

მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობიაო.

მკვდარს რაღას არგებს წამალიო.

მოაკლდეს მძინარესაო, ემატოს მღვიძარესაო.


42
მოგაგონდება, მოზვერო, დეკეულების დევნაო.

მოგება და წაგება - ორივე ძმები არიანო.

მოვიდა სეტყვა - დახვდა ქვაო.

მოვიდა შიმშილი, წავიდა სირცხვილიო.

მოვიდა ძალაო, სამართალი დაიცალაო.

მოთმენა ვერცხლია, მოუთმენლობა - ცეცხლიო.

მოთმინება - სამოთხის გასაღებიაო.

მოკლას ხარი თივამაო.

მოკლე არის ცრუ სოფელი, კაცსა გრძლადა არ შერჩებაო.

მოლა ვირზე იჯდა და ვირს დაეძებდაო.

მოლა რომ მოკვდა, ფლავი მაშინ მოუტანესო.

მოლას არ უჯერებდნენ და მოლას ვირს კი დიახო.

მოლას უთხრეს: შვილი გადაგერიაო და - როდის იყო ჭკვიანიო.

მომრევის მომრევი არ დაილევაო.

მომღერალი თავს არ იცხელებს და მობანეს რა რჯისო.

მომხდურს დამხდური უნდაო.

მონადირეს უთქვამს: ირემს თოფი ვესროლე, სანამ მივიდოდი, მწვადები შემწვარი

დამხვდაო.

მონას უთხრეს: რატომ არ იცინიო და - როდისღა, სულ ტირილი გვაქვსო.

მორთული შიშველს პერანგს ხდიდაო.

მორცხვი ქალი - ერთ ქალაქად, მორცხვი კაცი - ერთ ქალამნადო.

მოსაჭრელი თითი უნდა მოიჭრასო.

მოქნევას მოზომვა უნდაო.

მოყვარსა უაუგოსა თუ ეძებ, მარტო დარჩებიო.

მოჩქარეს მოუგვიანდესო.

მოჩხუბარს ერთი მოხვდა, გამშველებელს ხუთიო.

მოციქული ყაენთანაც მივაო.

მოწადინება - საქმის ნახევრად გაკეთებააო.

მოწყალება სწრაფი უნდა, რისხვა - დაგვიანებულიო.

მოხვალ კალათიანიო, წახვალ სამართლიანიო.

მოხუცებულის დარგული ხის ქვეშ შვილები და შვილიშვილები ისვენებენო.

მოხუცი იმას მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია.

მრეცხავი ტიტველ ხალხში ვერ იცხოვრებსო.


43
მრუდედ დაჯექ, მხოლოდ სწორედ ილაპარაკეო.

მრჩოლელს უკნიდან მოუარე და მწიხლავს - წინიდანაო.

მსგავსი მსგავსსა შობსო.

მსხმოიარე ხეს ქვას ესვრიან, უნაყოფოს - არაო.

მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია.

მტერსა მტრობა რად ეძრახვის, თუ მოყვარე მტერსა ჰგავდესო?

მტერს მტრულად დაუხვდი, მოყვარეს მოყვრულადაო.

მტრედს თავისი სიმშვიდით ნისკარტი მოაჭამესო.

მტრის შინ ყოლას ლომის გზაზე წოლა სჯობიაო.

მტყუანმა ცოლი იმოწმაო.

მტყუანს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.

მტყუანს სამარის კარამდე სდიეო.

მუდამ ნარბილში დაძვრები, ერთხელ ყამირი გატეხეო.

მუკუზანი ოცი კომლი, ოცდახუთი მოურავიო.

მულის ტყავი გადმოვარდა, ცხრა რძალი დაიტანაო.

მულო, შენ გეუბნებიან და, რძალო, შენ გაიგონეო.

მუნჯის ენა დედამ იცისო.

მუნჯმა რომ «აბა» დაიძახოს, მეტი რაღა გინდაო.

მუქთი წიწაკაც ტკბილიაო.

მუშა კაცის სასჯელი უქმად ყოფნა არისო.

მუშამ იჯავროს სიგრძე დღისა და სიცხე მზისა.

მუშკი და სიყვარული არ დაიმალებაო.

მუცელი ღმერთად გაუხდიაო.

მუცელი ჩემს ქვევით არის, ჩემს ზევით ხომ არაო.

მუცელს აღორებ - ღორია, აქორებ - ქორიაო.

მუწუკი რომ დამწიფდება, უნდა გამოირწყოსო.

მღვდელმა თქვა: დიაკვანს პური შიაო.

მღვდელს თუ ერგება, მეც შემხვდებაო, უთქვამს დიაკვანს.

მღვდელს ჭილობშიაც იცნობენო.

მყარ გრდემლს უროს ცემისა არ შეეშინდებაო.

მშიერ დათვს რა ათამაშებსო.

მშიერი პატიოსნად ვერ იაზროვნებსო.

მშიერი პურსა აქებდა, უმსა და უმარილოსაო.


44
მშიერს პური არ დაუობდება.

მშიერს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.

მშიშარა კაცი დღეში სამჯერ მოკვდებაო.

მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.

მცონარა ადგა და აღარ დადგაო.

მცონარა კაცი უქმე დღეს გახელდებაო.

მწარე თუ არ ჭამე, ტკბილის გემოს ვერ გაიგებო.

მწევრისგან მოღლილი კურდღელი მეძებარმა დაიჭირაო.

მწიფეს ესროდნენ, მკვახე ცვიოდაო.

მწიხლავს წინ დაუდეგ, მრჩოლელს - უკანაო.

მწყერი ერთხელ შეჯდა ხეზე და მაშინაც ტოტი მოუტყდაო.

მწყურვალ ეშმაკს წყალზე ჩაიყვანს, არ ასმევს, ისე ამოიყვანსო.

მჭადში ნახშირს ვერ გამოარჩევსო.

მჭვრეტელთ ომი არ ეძნელებათო.

მხდალ ცხენს თავისი ძუა აფრთხობდაო.

მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.

ნაარმი არავის შეერგებაო.

ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო.

ნაგავზე ამოსული სოკო დიდი გაიზრდება, მაგრამ მალე წაიქცევაო.

ნაგიჟარს სიგიჟე არ მოაგონო, თორემ ისევ გაგიჟდებაო.

ნადირი მონადირეს ებედებაო.

ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო.

ნათესავები ვართ: ჩემი ბაბუა და მისი ბაბუა ორივე ბაბუები იყვნენო.

ნათლიამ უთხრა ნათლიდედასა: ჩემი ნათლული გებარებოდესო.

ნამუსი მოუწყვეტელი ყვავილია, თუ მოწყდა, აღარ ამოვაო.

ნამუსიც კარგი საქონელიაო.

ნანატრი რომ ყველას აუსრულდებოდეს, ქვეყანა ჯოჯოხეთს დაემგვანებოდაო .

ნასწავლი კაცი სოფლისთვისაც კარგია, უსწავლელი კი ბარგიაო.

ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირაო.

ნაღველს შაქრის გემო არ მიეცემაო.


45
ნაჩუქარი რეგვენს ნაპოვნი ეგონაო.

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო.

ნახაფანგარი მელა ადვილად აღარ გაებმისო.

ნელ-ნელა ნედლი შეშაც აინთებაო.

ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ერთიაო.

ნემსის მყიდველი ბათმან* რკინას კითხულობდაო.

ნეტავი გამგონეს, ვაი გაუგონარსაო.

ნეტავ იმას, ვინც მოითმენს, ვაი იმას, ვინც ვერაო.

ნეტავი ფაფა მაჭამა და ქვაბი არ გამარეცხინაო.

ნეხვს რაც უფრო გაქექავ, უარესად აყროლდებაო.

ნივთი ახალია კარგი, მეგობრობა - ძველი.

ნიორი იერუსალიმში დათესეს, - სუნს დაკარგავსო.

ნიორმა თავისი სიმყრალე შვიდ წელიწადს შეინახაო.

ნიორს უთქვამს: პირს ვამყრალებ, ჯანს ვაწყნარებო.

ნუ აფურთხებ ჭაში, თორემ კიდევ მოგწყურდებაო.

ნუ გინდა შარი, - ჩააგე ხმალი.

ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა.

ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.

ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო.

ნუ იტყვი, რაც იცი, იცოდე, რასაც ამბობო.

ნუ მპირდები ცაში წეროს, ხელში მომეც ბეღურაო.

ნურც მწვადს დასწვავ და ნურც შამფურსაო.

ნურც პირში მაქებო, ნურც პირს უკან მაძაგებო.

ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვა, მაგრამ კარგად გამოცხვაო.

ობლის მამა ღმერთიაო.

ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი გამდიდრებასა.

ობოლი დიდგული რომ არ იყოს, არ შეიძლებაო.

ობოლი თავის ჭიპს თვითონვე მოიჭრისო.

ობოლს ერთი კვერი ხვდა და ისიც ნაცრიანიო.

ობოლს კვერი ეპატარავებოდა და ისიც შუა გაუყვესო.


46
ობოლს კვერი ხელში ეჭირა და მაინც იძახდა, მშიაო.

ობოლს კვერს ბევრი ჰპირდება, მაგრამ გამომცხობი კი არავინ არისო.

ომი სჯობს შეგნებულთანა, შეუგნებელთან ნადიმსაო.

ომში რა სჯობიაო და, - რაც ხელში მოგხვდებაო.

ორაგული თუ გინდოდეს, ტანიც სველი გინდოდესო.

ორგულად კაცი პირში მცინარი, არის მტერზე დაუძინარი.

ორივე ღმერთს ევედრება: კურდღელიც და მწევარიცა - გამქნევიც და მდევარიცა.

ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.

ორი პურაძვირი კაცი ერთმანეთის მიბაძვით შიმშილით მოკვდაო.

ორი საზამთრო ცალ ხელში არ დაიჭირებაო.

ორი ქაჩალი სავარცხლისათვის წაიკიდაო.

ორი ქვით ყორე არ აიგებაო.

ორი ყური და ერთი პირი იმიტომ გვაქვს, ბევრი მოვისმინოთ და ცოტა

ვილაპარაკოთო.

ორი ხმალი ერთ ქარქაშში არ ჩაიგება.

ორი ჯამბაზი ერთ თოკზე ვერ ითამაშებსო.

ორმა იცის, ღორმაც იცის.

ორმოში დამპალი თოკით არ ჩაისვლებაო.

ორსულს შობა არ ასცილდებაო.

ორ ძიძას შუა ბავშვი დაიხრჩოო.

ორჯერ რომ ჩვენსა, ერთხელ მაინც თქვენსაო.

ოფოფს თავით იცნობენ, კაი საქმეს ბოლოთიო.

ოქრო თუ ამოტივტივდა, სამართალი დაიძირებაო.

ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო.

ოქროს ანკესი ყველანაირ თევზს იჭერსო.

ოქროს ქალამანი რომ გეცვას, მაინც ქალამანიაო.

ოქროს ყადრი ოქრომჭედელმა იცისო.

ოქროს ჩაქუჩი ცხრაკლიტულს აღებსო.

ოქრო უხელოა, მაგრამ ყველაფერს აკეთებსო.

ოქრო ფუთობით არ იყიდებაო.

ოჯახი გაქებს, ოჯახი გაგინებსო.

ოჯახი ვისიაო და, - ვინც მოიხმარს, მისიაო.

ოჯახს ერთი გონჯი არ დაელევაო.


47
პაატავ, ბანი თქვიო, - ქუსლი მტკივა, ბატონოო.

პავლემ უთხრა მაკრინესო: შენი საქმე მაკვირვებსო.

პანღური კი არ მეტკინება, მეწყინებაო.

პაპას შვილიშვილი ძველ დროს ასწავლიდაო.

პატარა არის ბეწვი, მაგრამ კაცს გულს აურევს.

პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო.

პატარა კაცს გული ყელში სჩრიაო.

პატარა მელა დიდ მელას ატყუებდაო.

პატარა საქმე სჯობს დიდ უსაქმობას.

პატარა სიტყვა ლაპარაკში გაიზრდებაო.

პატარა ძაღლი ლეკვად მოკვდებაო.

პატარა ძღვენო, სად მიხვალო, - საიდანაც დიდს მოველიო.

პატარძალი ბუოდაო, ისევ თვითონ ტყუოდაო.

პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო.

პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და, - ბაკი მრუდეაო.

პატივს ნურც გაექცევი და ნურც გამოეკიდებიო.

პატივს უთქვამს: ერთს ორად ვერ ვაქცევ, მაგრამ ერთს ისე გავხდი, რომ ოთხს

დავამჯობინებო.

პატიოსან კაცს გაცვეთილი ჩოხა აცვიაო.

პატიოსან მტერთა შორის მოციქული ნამუსია.

პატიოსნური თქვი და პატიოსნურს გაიგებო.

პეპელა სინათლეს დასდევს.

პეტრეს დააზომეს და პავლეს შეუკერესო.

პილპილი თუ არ გიჭამია, პირი რად გეწვისო.

პირაღმართ გაიჭირე, პირდაღმართ გაგიადვილდებაო.

პირდაუბანელი და ძმასაც არ ეჩვენებაო.

პირვარდიანიო - გულღვარძლიანიო.

პირველი ხელი ეშმაკისაა.

პირველ ხმას რომ ჩვენ გვეუბნება, მოძახილს ჩვენი მოწინააღმდეგეებისაკენ

გაიძახისო.
48
პირით კოცნას გულით კოცნა მირჩევნიაო.

პირი პირია, განა ქვაბის ძირიო.

პირობა კაცს ცოლს წაართმევსო.

პირს იქით იზამს, საითაც ქარი ქრისო.

პირუტყვის მცემელი თავად პირუტყვიაო.

პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულიაო.

პურადი კაცის სასწორი წონაში მუდამ მეტიაო.

პურაძვირი, თუ ერთი გამხიარულდა, გულუხვსაც გადააჭარბებსო.

პურის ჭამის დროს ძაღლიც გაჩუმდებაო.

პურმარილის დასწავლა ქვამაც იცისო.

პურმარილი გზაზე დასდე, გამოივლი წინ დაგხვდებაო.

რა ბუზიცა ბზუის, ყველა თაფლს კი არ აკეთებსო.

რა გაგიჩნდა და, - ლუკმის პირიდან გამომცლელიო.

რა გზასაც დავადექი, ხალხიც ისეთი შემომხვდაო.

რა გულში იმედი და რა ნაცარში შეხვეული ნაღვერდალი.

რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო.

რა კარგია ბევრის ხელიო, - ჯაფაშია, განა ფაფაშიაო.

რამდენი ვირიც ვიყიდე, ყველა ყროყინა გამოდგაო.

რამდენი კაკალიც ჩამოვარდა, საწყალ მახარას ყველა თავზე დაეცაო.

რამდენიც თავია, იმდენი ჭკუააო.

რამდენიც ქოთანიო, იმდენი სარქველიო.

რამდენსაც იქროლებს, იმდენს არ ითოვლებსო.

რასაც არ ჩამახევენ, არას ჩამაკერებენო.

რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

რას მიზამს ყარაული, ბაღს თუ ახლოს არ გავუვლიო.

რასაც ვერიდე, იმას დავეჯახეო.

რასაც ვერ შესწვდები, ნურც შეეწვდებიო.

რას წყრები უყმო ბატონივით.

რა უფრო მწარეა და, - ენაო.

რა უფრო ტკბილია და, - ენაო.


49
რა ქვეყანასაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო.

რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა.

რა ღობე-ყორეს ედებაო.

რაც ალხანა, ის ჩალხანაო.

რაც არ გერგება, არ შეგერგებაო.

რაც არ ექნას მამაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა.

რაც არ უნდა მინდისაო, ყურში მძიმედ მისდისაო.

რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო როდია.

რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო.

რაც გინახავს, ვეღარ ნახავო.

რაც დაიწერა კალმითა, არ წაიშლება ბარითა.

რაც მამა, ის შვილიო.

რაც მამას ჭირი სჭირდეს, შვილსაც იმისი ეშინოდესო.

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

რაც სახელია, ის სახრავი არ არისო.

რაც უნდა ბევრი ცხვარი იყოს, ერთ მგელს ვერ შეაშინებს.

რაც უნდა ქნას თვალმა, წარბს ზევით ვერ წავაო.

რაც ფხიზელს გულში აქვს, ის მთვრალს ენაზეო.

რაც შენთვის არა გსურს, ნურც სხვას უსურვებო.

რაც ხეა, ისეთი ნაყოფიაო.

რბილად დამიგეს, ხმელად მეძინაო.

რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო.

რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს და არა თავშიო.

რეგვენს ნაჩუქარი მუქთი ეგონაო.

რთველში ძაღლსაც მოხსნიან კონკილასაო.

რისი ცნობაც არ იყოო, მისი ფასიც არ იყოო.

რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი განსაცდელითა.

რკინა რკინობას ცეცხლში ვერ იზამსო.

რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო.

რკინას ჟანგი სჭამს, კაცის გულს დარდიო.

როგორიც ალაგი, ისეთი ალაბი.*

როგორიც ერიო, ისეთიც ბერიო.

როგორიც ტყე იყო, ნადირიც ისეთი გამორბოდაო.


50
როგორიც წინაპარი, ისეთი მონაგარი.

როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო.

როგორც დაიგებ, ისე მოისვენებო.

როგორც დამიკრავ ფანდურსა, მეც ისე დაგიროკდებიო.

როგორც მიყიდია, მეც ისე გავყიდეო.

როგორც მკვდარს არ ეწამლება, ისე რეგვენს არ ესწავლებაო.

როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო.

როგორც ნაცარი არ ფქვილობს, ისე სხვის შვილი არ შვილობს.

როგორც პატრონმა გიბრძანოს, ვირი ისე დააბიო.

როგორც ქუხს, ისე არა წვიმსო.

როგორც ძუნწი ოქროთი ვერ გაძღება, ისე სწავლის მწყურვალი - სწავლითაო.

როდის იყო ცივი თონე პურს იკრავდაო?

რომელ თითსაც მოვიჭრი, ყველა მეტკინებაო.

რომელი მორევიც დამახრჩობს, ჩემთვის ყველა ზღვა იქნებაო.

რომელი ხარიც ეწეოდა, ისევ იმას სცემდნენო.

რომელ კაცთანაც ჩხუბი ჩქარ-ჩქარა მოგდის, მას არც უნდა შეურიგდე: ისევ ჩქარა

წაგეჩხუბებაო.

რომში პაპი ვერა ვნახე და თბილისში - აბანოო.

როცა ბულბული ვარდთანაა, მაშინ ყვავს რა ემღერებაო.

როცა გაძღებიან, ობოლი მერე მოაგონდებათო.

როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია.

როცა ვნახავ ალოსაო, მაშინ გავლეწ კალოსაო.

როცა ყველა დამნაშავეა, დამნაშავე აღარავინააო.

როცა შენ სასწავლებელში მიდიოდი, მე ნასწავლი მოვდიოდიო.

როცა ჩაკრა ცულმა ქვასა, მაშინ ჩახვდა გულისხმასა.

რქა ლოკოკინასაც აქვს, მაგრამ ხარი არ არისო.

რძალო, დედამთილი გიჩივისო, - რას მიჩივის ის სულძაღლიო, - აი, სწორედ მაგასაო.

რწყილს დააწვენს და აქლემს აშობინებსო.

რწყილს კამეჩად მოგაჩვენებსო.

რწყილს ნემსი მოკლავს, კამეჩს - სადგისიც ვერაო.

რწყილს ნემსი ჰკრეს, მეტიც არ შეეძლოო.

რწყილს ტყავს გახდის, რუმბად იხმარსო.

51
საბანი როგორც გაგწვდება, ფეხი ისე გაჭიმეო.

საბელი გრძელი სჯობია და ენა მოკლეო.

საბრალოს ერთი ფრჩხილი ჰქონდა, ისიც წავარდაო.

საგონებელი წლისაო, საკეთებელი - დღისაო.

სადა მჭამს და სადა მფხანსო.

სადაც გაწვრილდეს, იქ გაწყდესო.

სადაც გილხინდეს, იქავ გიჯობდესო.

სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე დუმს.

სადაც შევარდენი ბუდობს, მტრედი ვერ გაიხარებსო.

სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.

სადაც ჩიტი გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო.

სადაც ცხენი არაა, იქ ვირიც ცხენიაო.

სადაც წახვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო.

სადაც წყალიო, იქაც წნორიო.

სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაიყრებაო.

სად ახმეტა, სად წილკანი, სად თხა ძოვს და სად ციკანი?.

სად ბებერი ცხენი და სად ჭრელი უნაგირიო.

სად გაგონება არ არის, კარგვაა სამართლისაო.

სად დავკარ და სად გასკდაო.

სად ერეკლე, სად თეკლეო.

სადილს ქოთანი არ ამზადებსო.

სად მაღალი არსად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.

საზიარო საზიანოაო.

სათვალავში რვანიო და ნახევარი ბრმანიო.

სათხე მარილი სად არისო.

საიდანაც დიდი ამოვა, იქიდან პატარაც ამოეტევაო.

საიდან სადაო, წმიდაო საბაო.

საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო.

საითაც ძალაო, სამართალიც იქითკენაო.

საიქიოს წამსვლელი ბევრი მინახავს, მაგრამ იქიდან დაბრუნებული კი არავინაო.

საკოლოტე* ტყავი საქალამნედ არა ჰყოფნისო.


52
საკორტნი ნახა, სახტომი ვეღარაო**.

საკოცნელი პირი საფურთხებლად არ უნდა გაიხადოო.

საკუთარი ოჯახის ბოლი სხვის ცეცხლსა სჯობიაო.

სალამი მტერსაც არ დაეკავებაო.

სალამი ღვთისააო.

სამართალს ფული ჭრის.

სამართებლით ხეს ვერ მოჭრი და ნაჯახით წვერს ვერ გაიპარსავ.

სამეფო ფარიც რას მარგებს, თუ არ მიჭრიდეს მკლავია.

სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო.

სამოთხის მონატრულსა ჯოჯოხეთშიც არ უშვებდნენო.

სამშობლო დედაა, უცხოეთი - დედინაცვალი.

სამშობლოს მოღალატე მშობლის მკვლელზე უარესიაო.

სამშობლო შორს რომ გქონდეს, თავის ქებას დიდი არა უნდა რაო.

სამწყსოს, უმწყემსოდ მავალსა, შეჭამს ტურა და მგელიო.

სანაგვეზე ერთხელ ვარდიც ამოვაო.

სანამდის ქვა მოჯდებაო, ჩემი ფეტვიც მორჩებაო.

სანამ თავი მქონდა, ჭკუა არ იყო, ჭკუაა და - თავი აღარაო.

სანამ თონე ცხელია, პური მანამ ჩააკარიო.

სანამ მწარეს არა ჭამ, ტკბილს ტკბილობას ვერ გაუგებო.

სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო.

სანამ სწორი ჯოხი არ იპოვო, მრუდეს ნუ გადააგდებო.

სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო.

სანამ წნელი ნედლია, მანამ უნდა მოიგრიხოს.

სანამ ხარი გახარდაო, პატრონი გათავდაო.

სანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ სისხლი დაღვარაო.

სანთელი სხვას უნათებს, თავის ძირს კი - არაო.

სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო.

საოხრეზე ნაშოვარი სატიალოზე დაიხარჯაო.

საპონი ვარცლის თავზე დადე, სარეცხი თვითონ გამოჩნდებაო.

სარჩული სჯობს საპირესო, შენი საქმე მაკვირვებსო.

სასამართლოში ქათამზე რომ ჩიოდე, ინდოური ხელში უნდა გეჭიროსო.

სასმელი კაცის მუცელში გიჟდება, თორემ ჭურჭელში მშვიდიაო.

სასმელს უთქვამს: კაცს ჯერ ფარშავანგად ვაქცევ, მერე ღორადო.


53
სატკივარს გაძლება უნდაო.

საფერს საფერი არ დაელევაო.

საქმე არ ჰქონდეს ხუროსა, დაჯდეს და არახუნოსა.

საქმე გადადებული, ბოღმა გადიდებულიო.

საქმე გარჩევით გასინჯე, სიჩქარე გიზამს ზიანსა.

საქმემორეული მტერმორეულსა ჰგავსო.

საქმეს ნუ ეხუმრებიო.

საქმეს უნდა ერეოდე, საქმე არ უნდა გერეოდესო.

საქმეს წაახდენს რეგვენი, ფათერაკს დააბრალებსო.

საქმე წინ წაგდებული სჯობიაო.

საქონელი პატრონს ემგვანებაო.

საქონელმა თქვა: ღმერთო, ისეთ პატრონს მიმეცი, მოხმარება შეეძლოსო.

საქონლის ღმერთი კაციაო.

საღამოზე გასაკეთებელს დილისთვის ნუ გადადებო.

საღამოზედა თქვიანო, დილით ვეღარა ქნიანო.

საღორეში დაბადებულ ხბოს გოჭს არ დაუძახებენ.

საყდრის კარი ღია იყო, ძაღლს ნამუსი არა ჰქონდაო.

საყმო უნდოდა ბატონსა უსმელ-უჭმელი ყველაო.

საჩოხეს აჩუქებ, საპირეს მოგთხოვს.

საცა არა არის რაო, არც რა გატყდება და არც რა დაიღვრებაო.

საცა თეთრია, იქ შავიც არისო.

საცა კაი ყვავილია, ფუტკარიც იქით მიაშურებს.

საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო?

საცა შერცხვები, ვაჟკაცო, თავიც იქ უნდა დაიმარხოო.

საძირკველში მრუდი ქვა მთელ კედელს გაამრუდებსო.

საწყალი კაცის აფთიაქი მიკიტნის დუქანიაო.

საწყალი კაცის გაჩენაში ღმერთი არ ურევიაო.

საწყალი კაცის დღესაო არ დაელევა კვნესაო.

საწყაო წყავს, ღმერთი ხედავს.

საწყლის პური გემრიელიაო.

სახარეს სარქეში შეეტყობაო.

სახელია, თორემ სახრავი არაფერიო.

სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო.


54
სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონობასა.

სახელი ჩემია და სახრავი სხვისიაო.

სახელოვანი სიკვდილი მამაცთა სანატრელია.

სახით - მღვდელიო, საქმით - მგელიო.

სახლი რომ გეწვოდეს, ხელი მაინც მოითბეო.

სახლის კარი გააღე და სხვისიც ღია დაგხვდებაო.

სახლს საძირკვლიდან იწყებენო.

სახლში მალავდნენ და სამოახლოში ლაპარაკობდნენო.

სახლში მიტანილი სიპი ქვაც ქადააო.

სახლში ჯდომით საქმე არ გაკეთდებაო.

სახრე ისე მოიქნიე, შენვე არ მოგხვდესო.

სესხი და ვალი არ დაბერდებაო.

სვავიც კი კისერზე მოიზომავს ძვალს და ისე გადაყლაპავსო.

სინდის-ნამუსი კეტზე მაგარიაო.

სინდის-ნამუსი რჯულ-სამართალიაო.

სიბერემდე სიქაჩლეო.

სიბერე როსტომსაც კი მორევიაო.

სიბერე ძნელი ყოფილა, სიპი ქვა შეეწონება.

სიბრძნე გამოცდილების შვილიაო.

სიბრძნე და მეცნიერება უძირო ზღვა არისო.

სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდო.

სიზარმაცე სიღარიბის დედააო.

სიზარმაცე ყოველგვარი ბოროტების დედააო.

სიზმარში ნაცად-ნახული ცხადში რა მოსახმარია.

სიკეთე ძაღლსაც არ ავიწყდებაო.

სიკვდილი და სიცოცხლე ამხანაგები არიანო.

სიკვდილის გარდა, ყველაფერი ნაადრევი სჯობია.

სიკვდილი ყველას ყურს უკან გვიდგასო.

სიკვდილმა თქვა: კაცი ისე ვერ მოვკალი, რაიმე მიზეზი არა თქვანო.

სიკვდილს ვერსად დაემალებიო.

სიმართლე ბოლოს თავს იმართლებსო.

სიმართლე ვინა თქვაო? - ბალღმა და მთვრალმაო.

სიმართლემ თქვა: ურმით დავდივარ, მაგრამ ბედაურზე მჯდომსაც დავეწევიო.


55
სიმართლე სინათლეაო.

სიმართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო.

სიმართლის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედაო.

სიმაძღრით საგზალს ნუ დატოვებ და სიდარით - მოსასხამსაო.

სიმდიდრე უჭკუოდ და ცხენი უაღვიროდ არ ვარგაო.

სინდისის ქენჯნა მათრახზე მწარეაო.

სინდისიც კაი საქონელიაო.

სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.

სინდისშერცხვენილი კაცი შიშველზე უარესიაო.

სირცხვილი მოგადგა - სიკვდილი განატრაო.

სირცხვილი - სიკვდილიაო.

სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო.

სისუფთავე სილამაზის ბადალიაო.

სისწორესა და სიბრუნდეს გვიჩვენებს მხოლოდ ლარია.

სისხლი სისხლით არ გაიბანებაო.

სიტყვა ადვილია, ქმნა კი ძნელიო.

სიტყვა - ბარაქიანიო, საქმე - ტალახიანიო.

სიტყვა ზოგჯერ ხანჯალზე მეტად სჭრისო.

სიტყვამ ცხრა კარი უნდა გაიაროსო.

სიტყვას ბანზე ნუ აგდებო.

სიტყვას ბაჟი არა აქვსო.

სიტყვას თუ საქმე არ მიაყოლე, მკვდარიაო.

სიტყვა ჭკვიანი, საქმე ჭიანიო.

სიტყვით ალალიო, საქმით არამიო.

სიტყვის თქმა რომ გინდოდეს, ჯერ გამგონი გასინჯეო.

სიტყვის თქმასაც თავისი ადგილი აქვსო.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.

სიფრთხილე სუსტ მტერთანაც საჭიროა.

სიღარიბე კარგი რომ იყოს, ჩვენ ვინ დაგვანებებდაო.

სიღარიბემ ფარჩის კაბა გამაცვეთინაო.

სიყვარული ან სულ აპატიებს, ან სულ არ მიუტევებსო.

სიყვარული ბრმაა.
56
სიყვარულია ვარდია, ეჭვიანობა ეკალიო.

სიჩქარით სოფელი არავის მოუჭამიაო.

სიჩქარით ქვეყანა არ აშენებულაო.

სიცილი გადამდებიაო.

სიცოცხლე გიყვარდეს და სიკვდილი გაგშორდებაო.

სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.

სიძემა თქვა: ჩემი თოხი მომიტანეთო.

სიძულვილიც სიყვარულივით ბრმააო.

სიხარბემ რა ქნა და, - ყველაფერი დაკარგაო.

სმენა კარგი სიტყვისა და მირთმევა ტკბილეულისა ერთიაო.

სნეულმა რა უნდა ირგოს, მკურნალს ჭირი დაუმალოსო.

სოკო ამინდს მოჰყავს.

სოლი სოლს გააქვს.

სოფელი დადგეს - დადექი, გაიქცეს - გაიქეციო.

სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხომო.

სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო.

სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.

სოფელს პირს ვერავინ აუკრავს.

სოფელში რომ მიხვიდე, იქაური ამბავი ყმაწვილსა ჰკითხეო.

სოფლისათვის ნასწავლი კაცი კარგიაო, უსწავლელი - ბარგიაო.

სროლა ყველამ იცის, მაგრამ ნიშანს ყველა ვერ ახვედრებს.

სტუმარი მასპინძლის ლხინია.

სტუმარი სტუმარს ეპატიჟებოდა, მასპინძელი - არც ერთსაო.

სტუმარს გული უნდაო.

სტუმარს სტუმარი სძულდა, მასპინძელს - ორივეო.

სტუმრის საბაბით მასპინძელიც გამოძღაო.

სულ არარაობას ცალუღელა ხარი სჯობიაო.

სულგრძელობა ის არის, ავს რომ სიკეთით ვძლიოთო.

სულელს დარიგება რად უნდა და შაშვს საპონი.

სულელს რა ჭკუა მოეთხოვება.

სულელს საკმაო ჭკუა აქვს ბოროტი საქმის გასაკეთებლადაო.

სულელს ძღვენი უხაროდა, ჭკვიანს კი სწყინდაო.

სული სულს იცნობს და გული გულსაო.


57
სული ტკბილია.

სულ რომ ქუდები ვკეროთ, დამხურავი ვინღა იქნებაო.

სულ სმა-ჭამა რა არი, საქმე ჩონგურის კვრა არიო.

სულ ციხე რომ ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო.

სულ წიწილა უძახეს ჩიტსა და ამასობაში დაბერდა კიდეცაო.

სუფრას სტუმარი ამშვენებს და ოჯახს - ბავშვი.

სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო.

სწავლა მადლის დედაა და ბედის გასაღებიო.

სწავლა სალესავია - კაცს ფხას აძლევსო.

სწავლა სიბერემდეო.

სწავლიდან ცოდნა იბადება და ცოდნიდან სიკეთეო.

სხვათა ნუ გინდა არამი, გერჩივნოს შენი ალალიო.

სხვათა ქვეყანაში ძაღლიც კი კუდამოძუებულიაო.

სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო.

სხვას ორმოს ნუ უთხრი, შენ თვითონ არ ჩავარდეო.

სხვა სხვისა ომში ბრძენიაო.

სხვისა გული - ვით ჯურღმულიო.

სხვის ამარად კარავს ფართოდ ნუ დაიდგამო.

სხვისა სანთელ-საკმელო, ჩემი მკვდარი აცხონეო.

სხვისა ღობესა ვღობავდი, ჩემი მრჩებოდა ტრამლადა.

სხვის ბედაურს შენი ჯაგლაგი გერჩივნოსო.

სხვისთვის მამაცი, თავისთვის ზარმაცი.

სხვისი მაზიარებელი მოკვდა უზიარებელიო.

სხვისი შვილი არა შვილობს, ვით ნაცარი არა ფქვილობსო.

სხვისი ჩიტები სხვის კალოზე ლეკურს უვლიდნენო.

სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი.

სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.

სხვის კალოზე ორი ბეღურა ერთმანეთს წეწავდაო.

სხვისმა გაკეთებულმა გული მატკინა და ჩემმა - წელიო.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

სჯობს ერთი ხელობა იცოდე კარგად, ვიდრე ათი ცუდად.

სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა.

58
ტალახიან ჯოხს ხელს არ მოჰკიდებენო.

ტანისამოსით მიგიღებენ და ჭკუით გამოგაცილებენო.

ტაში ასწავლის შუშპარსა.

ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო.

ტიკს მაშინ გაბერავენ, როცა ცარიელიაო.

ტკაცატკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა ჩანსო.

ტკბილი ენით მთას ირემი მოიწველაო.

ტკბილი ლუკმა ბოლოსაო.

ტკბილი სიტყვით ცხრაკლიტულიც გატყდებაო.

ტკბილს ნაჩვევი მწარეს ვერ შეჭამსო.

ტოლმა ტოლს რითი აჯობა და, - ადრე ადგომითაო.

ტრაბახი უგვანი კაცის საქმეაო.

ტრფობის მორევს ფონი არა აქვს.

ტურამ ქვეყანა დააქცია, მგელს აბრალებდნენო.

ტურა ტოროლას გალობას ასწავლიდაო.

ტყე უყურო ნუ გგონია და მინდორი - უთვალოო.

ტყეში შეშა არ იყო და ქალაქში აბანოო.

ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა სჯობიაო.

ტყუილის მთქმელს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.

უავო კარგი ღმერთს არ გაუჩენიაო.

უბალღო და უძაღლო ოჯახი დაყრუებულიაო.

უბედოც ბედს უჩიოდა, ბედნიერიცაო.

უბედურებას ბრძენის თვალით უნდა ყურებაო.

უბედურებას მხდალისა არ ეშინია, გულადს გაურბისო.

უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ გაუძლებსო.

უბედური კაცი ჯამში დამხრჩვალაო.

უბედურ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო.


59
უბედურმა კოკნა, კოკნა, ბედნიერმა კი შეკოკნაო.

უბედურს უთქვამს: ჩემი ბედნიერება ისაა, რომ სხვებს ბედნიერი ვგონივარო.

უგემური კაცი ლუკმას სხვასაც უგემურად შეაჭმევსო.

უგუნურობა ტიტინებს, უმეცრებას მოსწონსო.

უგუნურს მოყვარე გაჭირვებაში მოაგონდებაო.

უდროოდ რომ მამალი ყივილს დაიწყებს, თავს მოსჭრიანო.

უვახშმოდ დაწექ, უვალოდ ადექ.

უთავბოლო სიცილი უჭკუობის ნიშანია.

უთავბოლო ტირილი მკვდარს ფეხს გააქნევინებსო.

უთქმელის პური მთქმელმა შეჭამაო.

უიმედო სიცოცხლე სიკვდილის თანასწორია.

უკეთესია პატარა ცეცხლმა გამათბოს, ვიდრე დიდმა დამწვასო.

უკეთუ მცოდნოდა, სად დავეცემოდი, ჩალას იქ დავიფენდიო.

უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო.

უკუდო ხარი თავისთვის არ იყო, სხვებს ბუზებს ულალავდაო.

უმოახლეო ქვეყანაში ვირს პირმთვარისას ეძახდნენო.

უნათესაო ხეც არ არისო.

უნამუსო ვირზე შესვეს, - «აცე, ვიროს» იძახოდაო.

უნამუსო კაცს პირზე აფურთხებდნენ და, - რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო.

უნაყოფო ხეს ქვას არ ესვრიან.

უნახავმა ნალი ნახა, - ოჰ, რა სანახავიაო.

უნახავმა რა ნახაო.

უნახავმა ჭა ნახა და შიგ ჩავარდაო.

უნდა შეშინდეს განა ზღვა, ხაპვა რომ უწყონ ცხრილითა?

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო.

უპატრონო ცხენზე ვინ არ გადაჯდებაო.

უპატრონო ცხვარი ზამთარშიაც იკრიჭებოდაო.

უპერანგო სიზმარში ცხრა პერანგს ხევდაო.

უპერანგოს პერანგს ხდიდნენ, რაც არ ეცვა, რას გახდიდნენო.

უპერანგოს საკინძეს აგლეჯდნენო.

ურაკუნე კედელსაო, ელაპარაკე რეგვენსაო.

ურგებელი ძაღლი სხვის ეზოში ყეფსო.

ურემი ზამთარში და მარხილი ზაფხულში გააკეთეო.


60
ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო.

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო.

ურემი რომ ჭრიალს დაიწყებს, საპნის წასმა უნდაო.

ურემმა თუ შეშა არ მოიტანა, თვითონ ხომ შეშააო.

ურემო, რა გაჭრიჭინებს და, - რაც მამძიმებსო.

ურემს რომ ძალა დაადგება, ჭრიალს დაიწყებსო.

ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა.

ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო.

უსაქმო კაცისათვის მუდამ უქმეაო.

უსაქმური კაცი ხელში მახათს იყრიდაო.

უსირცხვილო უსინდისოა და უსინდისო უსირცხვილოო.

უსმენლად ვინ მოიწონა იადონისა სტვენანი?.

უსწავლელი გონიერი - მიჯაჭვული ლომიაო.

უტკივარ თავზე ხელსახოცი რად შემოვიკრაო.

უფასო მუშას პური არ დაეყვედრებაო.

უფროსს ცალი თვალი ბრმა უნდა ჰქონდეს და ცალი ყური ყრუო.

უქმად ჯდომა უფრო ღლის მუშა კაცს, ვიდრე შრომაო.

უქონლობამ უპირობა იცისო.

უღონო ღონიერთან მუდამ სტყუისო.

უშვილოდა სჯობს სიკვდილი უკეთურ შვილის ყოლასა.

უშიშარი სიყვარული უპილპილო წვენიაო.

უჩემოდ ჩემი ქორწილი მიკვირს და გამკვირვებია.

უჩვევს ნუ მიაჩვევ, ნაჩვევს ნუ მოაკლებო.

უჩინარი მტერი გამოჩენილზე უარესიაო.

უცბად გამწარებული გული დაუნდობელიაო.

უცეცხლოდ კვამლი არ იქნებაო.

უცნობლად ნურც ვის აქებ, ნურც ვის აძაგებო.

უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.

უძრავად მდებარე ქვას ხავსი მოეკიდებაო.

უწინ ბებერს მიართვი: ის უფრო სულწასულიაო.

უხეირო ამპარტავანს შინ სცემენ - გარეთ არ ამბობს, გარეთ სცემენ და - შინ არ

ამბობსო.

უხეირო და უჟმური თითო ყველას სახლში გამოერევაო.


61
უხეირო კაცმა თქვა: იანვარში ცხრა ურემი ენძელა უნდა გავთიბოო.

უხეიროს გინდა აღმა ფხანე, გინდა დაღმაო.

უხეირო ხელოსანი უხეიროდ ნაკეთებს უხეირო იარაღს დააბრალებსო.

უჯიშოსგან ჯიშიანი არ ნახულაო.

უჯიშო ცხენსა ნუ აჭმევ ქერსა.

ფათერაკი მწყერსა ჰგავს, უცებ თვალწინ ამოგიხტებაო.

ფათერაკს თვალი არ უჩანს.

ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო.

ფარაში კოჭლი არ გამოილევაო.

ფაფით შეშინებული დოს უბერავდაო.

ფაფის მჭამელს კოვზი წელში უნდა ერჭოსო.

ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.

ფეხიანს დავეშუროთ, თორემ უფეხო სად წაგვივაო.

ფეხი ისე გადადგი, რომ თვალში ჩხირი არ მოგხვდესო.

ფინია აქეს, აქეზეს და მგლებს შეაჭამესო.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

ფლავი ვის უდგას და მადა ვისა აქვსო.

ფოთოლი რომ მიიტანო, სახლს ისიც შეემატებაო.

ფონი გასავალს შეაქეო.

ფრთებდაჭრილი ორბიც ვერ ფრინავსო.

ფრთხილთა დედანი არა სტირიანო.

ფრჩხილით გასახსნელი კბილით გასახსნელად რად გავიხადოო?

ფული ბატონის ბატონიცაა.

ფული გზას იწალდავსო.

ფულით ჭკუას ვერ იყიდიო.

ფული კაპიკობით შედგება.

ფული მოსამსახურედ კარგია, ბატონად კი არაო.

ფული პატარა ღმერთიაო.

ფულისა ჯოჯოხეთსაც კი ეშინია - არ დამანგრიოსო.

ფულის ახლოს კაცი მალე გაფუჭდებაო.


62
ფულის ხარჯვისას დაფიქრდი, როგორი ნაშოვნიაო.

ფული ფულთან მიდის.

ფული ხელის ჭუჭყიაო.

ფული ხმალამოღებული ხელმწიფეაო.

ფულს დათვლა უყვარსო.

ფური იგებდა და მოზვერი კვნესოდაო.

ფური ნახე და საწველელი ისე ითხოვეო.

ფურმა იწველა, იწველა, ბოლოს ჰკრა წიხლი და დაღვარაო.

ფუტკარი თუ ბზუის - თაფლს აგროვებსო, თუ ჩუმად არის და, - მასზე ფიქრობსო.

ფუტკრისა და ჭიანჭველას შრომა კაცსაც ჭკუას ასწავლისო.

ფუჭი თავთავი თავს მაღლა სწევს, სავსე კი მუდამ თავდახრილიაო.

ფუჭი კაკალი არც ყვავს არგია და არც კაცსაო.

ფხიზელს რაც გულში აქვს, სიმთვრალეში ის ენაზე აკერიაო.

ქათამი ერთ კვერცხს დადებს და ას მეზობელს შეატყობინებსო.

ქათამი უკუღმა ქექავს, თავისი საქმე წაღმა მიჰყავსო.

ქათამიც კი, წყალს რომ დალევს, ღმერთს შეხედავსო.

ქათამმა თქვა: ნეტავი ჩემი პატრონი ორმოდან ფეტვს როდის ამოიღებს

გასაფენადაო.

ქათამმა თქვა: ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო.

ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკა და თავისი დასაკლავი დანა გამოჩხრიკაო.

ქათამს სიზმარში სულ ფეტვი ელანდებოდაო.

ქათამს ქათმისთვის უთქვამს: საფენზე ავკენკოთ, გადმოპნეული ხომ მაინც ჩვენიაო.

ქათმისათვის ქორწილიც უბედურებაა.

ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო.

ქათმის შეძლება კვერცხიაო.

ქალი მორცხვი - ქვეყნის ფასი, ვაჟი მორცხვი - კვერცხის ფასიო.

ქალი რომ სამშობლოში მივა, ფილთაქვაც დაიმალებაო.

ქალის პატივი ძაღლმაც იცისო.

ქალის ფარ-ხმალი ცრემლია.

ქალს თავზე ცეცხლი რომ ეკიდოს, საჭორაო დროს მაინც იპოვისო.


63
ქალს უთხრეს: სიძე მოდის, პირი დაიბანეო, - რომ არ მოვიდესო.

ქამარს რომ შეგხსნიან, ჩოხასაც გაგხდიან.

ქარის მთესველი ქარიშხალს მოიმკისო.

ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო.

ქარს მინდორში ვინ დაედევნებაო.

ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას ჩიოდაო.

ქაჩალმა უთხრა ქაჩალსა: - აი, შე ქაჩალოო.

ქაჩალმა წამალი რომ იცოდეს, თავის თავს მოირჩენდაო.

ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო.

ქებას ნახვა სჯობიაო.

ქერი მქონდეს, ჩემს ცხენს ვაჭმევო.

ქერს თუ დათეს, ხორბალი არ მოვაო.

ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო.

ქვა დაუბამთ და ძაღლი აუშვიათო.

ქვავ, აგორდი, ოღონდ მე ნუ მომხვდებიო.

ქვა იქ დარჩება, სადაც ჩავარდებაო.

ქვა რაკი ადგილიდან დაიძვრება, ბუმბულზე უფრო გამსუბუქდებაო.

ქვევრის სუნი სარქველს ეცაო.

ქვევრს არა ჰკითხავდნენ და გაიძახოდა: ასკოკიანი ვარო.

ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო.

ქვეითს ჭკუა არა ჰქონდა, ცხენზე შეჯდა და ვინღა მიაწვდიდაო.

ქვეყანა იქცეოდა და ტურა საქორწილოდ ემზადებოდაო.

ქვეყანა კიბეა, ზოგი ადის, ზოგი ჩამოდისო.

ქვეყანა მაშინ წახდაო, დათვი რომ საძაღლე გახდაო.

ქვეყანა ჩალით დახურული როდია.

ქვეყნად კეთილი კაცის სახელის მოხვეჭაზე ძნელი არა არის რაო.

ქვეყნად სიმართლით მავალსა საწუთრო ალხენს მრავალსაო.

ქვეყნიერების დაქცევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარაო.

ქვეყნის მაზიარებელი დარჩა უზიარებელი.

ქვეყნის სატირალს ცენტერაძის დედაბერი ტიროდაო.

ქვიშის საბელი ვინ დაგრიხაო.

ქისა მსუბუქი მაქვს - გულს ლოდი მაწევსო.

ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უყვებოდაო.


64
ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას აბარებდაო.

ქოთანი დაგორდა და სარქველი იპოვაო.

ქოთანი რომ ადუღდება, თავის თავს დამდუღრავსო.

ქოთანი რომ წაიქცევაო, შეჭამანდიც დაიქცევაო.

ქოთანი ქვაბს აქებდა, ქვაბი - ქოთანს, ორივე მურიანი იყოო.

ქოთნის ამბავი ციცხვსა ჰკითხეთო.

ქონებავ, სად მიხვალ და, - საცა ბევრიაო.

ქონი აიღეს და მსუქანს მიაკრესო.

ქორი ქორსა ჩეკს, ძერა - ძერუკასაო.

ქორს აფრენა უნდოდა, «ჰაი-ჰაი» ბედად ექნაო.

ქორს უთქვამს: განა დედალს ვერ მოვიტაცებო, მაგრამ წიწილის წივილი მიყვარსო.

ქორს ყვავით ვერ შეაშინებ.

ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო.

ქუდი მტვრიანი მინახეს და მეწისქვილე მიძახესო.

ქურდთან თუ გაივლი, შენც ქურდს დაგიძახებენო.

ქურდი თავის ლოგინში არ მოკვდება.

ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს, სხვისას კი დააქცევსო.

ქურდი ისე არ ტყუის, როგორც ნაქურდლის შემნახავიო.

ქურდის ამხანაგი ქურდიაო.

ქურდის ქურდი ცხონებულიაო.

ქურდის შემნახავი ქურდზე უარესიაო.

ქურდმა ერთი ცოდვა ქნა და დამკარგავმა - ათასიო.

ქურდმა მოსაპარავი ვერაფერი ნახა, თავისი ქუდი დადო და ის მოიპარაო.

ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთს გაეცინაო.

ქურდს რა უნდა და - ბნელი ღამეო.

ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ცხრაჯერ გამოტყდებაო.

ქურდს სხვაც ქურდი ეგონა და უნამუსოს - სხვაც უნამუსოო.

ქურდს ფიცი პირზე აკერიაო.

ქურდს ქუდი ეწვისო.

65
ღამემ გაიარაო, ამაგმა ჩაიარაო.

ღარიბი კაცის ლუკმა გემრიელიაო.

ღარიბი კვდებოდა ნატვრითა, მდიდარი კიდევ ჯავრითა.

ღარიბის სიმდიდრე ბავშვებიაო.

ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ჰყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.

ღატაკს საჭმელი ენატრება, მდიდარს - მადა.

ღვარძლის მთესველი ხორბალს ვერ მოიმკისო.

ღვთის წყალობა ღვთის რისხვად ესმის.

ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიაო.

ღვინის ქურდი თხლეზე დაიჭირესო.

ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო.

ღვინო თხლეზე რომ დავა, მაშინ გაგემრიელდებაო.

ღვინო კი არა, მსმელი აშავებსო.

ღვინო მართმევს გონებასაც და ქონებასაცო.

ღვინოს დაუმეგობრდები, ნამუსს დაემშვიდობებიო.

ღვინოს მე ვსვამ და შენ კი თვრებიო.

ღვინო ქვევრს ხეთქავს და კაცს რას უზამსო.

ღვინოში მეტი ხალხი იხრჩობა, ვიდრე წყალშიო.

ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუას გამოულევსო.

ღმერთმა ორი ყური და ერთი პირი იმიტომ მოგვცა, ბევრი ვისმინოთ და ცოტა

ვილაპარაკოთო.

ღმერთმა ნუ ქნას ბებრის ბუქნა.

ღმერთო, მიშველეო და, - ხელი გაიქნიე და გიშველიო.

ღმერთსაც კარგი უყვარსო.

ღობე-ყორეს ედებაო.

ღოლოს რაც უნდა სანელი უყო, ისევ ღოლოაო.

ღომის ჭამასაც ცოდნა უნდაო.

ღონიერი კაცი ერთს სჯობნის, გონიერი - ათასს.

ღორზე და დათვზე ღონიერი არაფერია, მაგრამ ღორობა და დათვობა მოსდევთო.

ღორი ლაფში გორვას არ მოიშლისო.

ღორი რამდენიც უნდა ბანო, ისევ ლაფში ჩაწვებაო.

ღორი რკოთი გაძღაო და მუხას დაუწყო თხრაო.

ღორი როცა დაიკვლება, წონა მაშინ გამოჩნდებაო.


66
ღორის ტილი ფეხზე რომ დაისვა, თავზე აგაცოცდებაო.

ღორს გინდ აღმა დაფხანე, გინდა დაღმა, მაინც ღორიაო.

ღორს ქერი გინდა ქეჩოში, გინდა ცხრა მთას იქითაო.

ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო.

ყბადაღებული - წყალწაღებულიო.

ყბედი ვინ მოღალა და, - მუნჯმაო.

ყბედი ჯოჯოხეთში ჩააგდეს და იქაც წამოიწყო: შეშა ნედლიაო.

ყბედს სიტყვაძვირმა აჯობაო.

ყეფითა და ყივილითა სოფელი არ აშენდებაო.

ყვავი თვითონა ყარდა და ბუდეს იცვლიდაო.

ყვავი სანეხვეზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო.

ყვავის კვერცხისგან ყვავი დაიჩეკებაო.

ყვავმა ყვავს წასძახა: ჰაი, შე ყრანტალაო.

ყვავმა შურით შაშვი მოკლა, - შენც შავი ხარო.

ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო.

ყვავს ბახალა მოუკვდა, ბუს მიუგდო, - დიდი თავი გაქვს და შენ იტირეო.

ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგიაო.

ყვავს შევარდნადა ზრდიდნენ და ის ისევ «ყვა, ყვას» იძახდაო.

ყველა ამბობს - ჩემი სარეცხი თეთრიაო.

ყველაზე მაღალი კოშკიც კი მიწიდან იწყება.

ყველაზე მეტად თვალთ ვის აკლია და, - ვინც თავს იქებსო.

ყველაზე უფროსს ოჯახში პატივს სცემენ და უმცროსს ეალერსებიანო.

ყველაზე ცხარე ცრემლი უსამართლობამ იცისო.

ყველაზე ძნელი კაცისათვის თავისი თავის ცნობააო.

ყველა თავისებურად გიჟდებაო.

ყველა თავისი ბედის მჭედელიაო.

ყველა თავის კერიას უბერავსო.

ყველა თავის ნაბადს აქებდაო.

ყველა მელას თავისი კუდი მოსწონსო.


67
ყველამ ერთბაშად მიწას ფეხი რომ დავკრათ, მიწა იძვრისო.

ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლქმრობა კი ზეცაშიო.

ყველას ბედნიერება ენატრება, მაგრამ ბედნიერის ყველას შურსო .

ყველას მოტყუება შეიძლება და თავის თავისა - არაო.

ყველაფერი ახალი სჯობია, მეგობარი - ძველიო.

ყველაფერი გათავდება, დარდი და საგონებელი კი არაო.

ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერს.

ყველაფერი ნაადრევი სჯობია, სიკვდილის მეტიო.

ყველაფერი ნატკენს ეტანებაო.

ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს.

ყველაფერი როგორც არ იჭმება, ისე არც ითქმებაო.

ყველაფერს დაიჭერ, გარდა პირიდან ამოსულ სიტყვასაო.

ყველა ჩიტს თავისი ბუდე უყვარსო.

ყველა წყალში რომ ჩააფურთხო, რომელიღა უნდა დალიოო.

ყველა ხარი ერთი სახრით არ გაირეკებაო.

ყვითელი ოქრო შავი დღისთვისო.

ყმაწვილის გული ბოსტანია: რასაც დასთეს, ის მოვაო.

ყმაწვილს ხელმწიფეზეც დიდი უფლება აქვსო.

ყოველდღე ხეს რომ შესძახო: გახმიო, გახმებაო.

ყოველი დილა სიჭაბუკეა, ყოველი ძილი - პატარა სიკვდილი.

ყოველი მარცხი ჭკუის მასწავლებელიაო.

ყოველნაირ ბოქლომს თავისი გასაღები აღებსო.

ყოველ ყვავილს თავისი სუნი აქვს.

ყოველ ჭრილობას თავისი მალამო აქვს.

ყრუსთვის ორჯერ არ რეკავენო.

ყურით მესმის და ძაღლი ხომ არა ვარ, კუდი ვაქიცინოო.

ყურმა თქვა: ბევრი ამბავი რომ მესმის, იმიტომ არ ვიზრდებიო.

ყურძნის სიყვარულით ღობეს კოცნიდნენო.

შავი გული და თეთრი კბილიო.

შავი ტანი და თეთრი ტანი აბანოში გამოჩნდებაო.


68
შავი ცხვარი ბანვით მოკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.

შარიანმა კაცმა შარის გულისათვის შარა მოხნაო.

შარი ხეირად ექცაო.

შაშვები წაიჩხუბნენ, მელამ პირი აივსოო.

შაშვსა რად უნდა ლაგამი, ბულბულსა - უნაგირიო.

შეაქეს და შეაკლესო.

შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელსაო.

შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან ლხინსაო.

შეიბრალებ მგელს - შეგიჭამს ცხვარს.

შენა გგონია, ერბო ქონიაო?.

შენ ვინა გკითხავს - ბარი ათ შაურადაა, თოხი სამ აბაზადააო.

შენი გამზრდელი ეშმაკი ჩემი გამოზრდილიაო.

შენი ემართოს სხვას, შენ კი არავისიო.

შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.

შენი თუ შენ არ მოძებნე, სხვას რაში ედარდებაო.

შენი მიჭვრიტანა* შენი მეზობელიაო.

შენი მტერიო, ვისაც მოხვდება მჭედლის კვერიო.

შენი მუცელი შენს ქვევითაა, შენს ზევით ხომ არაო.

შენი სიგულადე ჩემი სილაჩრის ბრალიაო.

შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.

შენ რას იკვეხი, მამულო, ყანა ამინდის შვილიაო.

შენ რომ დიდი მადა გქონდეს, რა ჩემი ქონების ბრალიაო.

შენ რომ სასწავლად მიდიოდი, მე ნასწავლი მოვდიოდიო.

შენს მუცელში ქორწილია, ჩემში ნიშნობაც არ არისო.

შენ შენს ფუშრუკს* მოურიეო.

შენც ბატონი, მეც ბატონი, ამ ცხენს ვინღა შეკაზმავსო.

შენც გინდოდა, მეც მინდოდა, მოციქული რად გვინდოდაო?.

შენც იგი უყავ სხვასაო, რაც არგებს შენსა თავსაო.

შენ წისქვილში წაბრძანდი და მე ქორწილში წავეთრევიო.

შენ ხილი იხილე, მებაღეს რას კითხულობო.

შეშინებულ კურდღელს ყველა მგლად ეჩვენებოდაო.

შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველ ლხინსაო.

შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.


69
შეძახილმა ხე გაახმოო.

შვილი თავად არ შეაქო, სხვები უნდა აქებდნენო.

შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო.

შვილის გაზრდა ათი კოდი ფეტვის დახვრეტაზე ძნელიაო.

შვილი ჩემია, ჭკუა კი თავისი აქვსო.

შვილი ჩვენი გვიყვარს, ცოლი კი - სხვისიო.

შვილმა გული გაიარა, შვილიშვილმა - გულის გულიო.

შვილმა რომ დედისათვის ერბოკვერცხი მოიწვას ხელისგულზე, იმის ამაგს მაინც ვერ

გადაიხდისო.

შვილმორეული მტერმორეულზე უარესიაო.

შიმშილმა სანუკვარი არ იცის და ძილმა - სასთუმალიო.

შიმშილმა «ხმელა» არ იცის და სიცივემ - «ძველაო».

შინაბერას ყველა სარკე მრუდე ჰგონია.

შინ აკვანს შვილი უტირის, გარედან ეტყვის ნანასა.

შინაური ქურდი უარესიაო.

შინაურ კატას გარეული აგდებდაო.

შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.

შინაურ ქურდს ძაღლი არ უყეფს.

შინ დაბარებული გარეთ არ გამოდგებაო.

შინ კატა ვერას შეუჭამს, გარეთ გაუდის ფაფხური.

შინ მცემენ, კარში ვერ მითქვამს, კარში მცემენ, შინ ვერ მითქვამსო.

შინ მშვიდობა, გარეთ გამარჯვებაო.

შინ რომ შვილებს გიშიოდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.

შიში მიჩვენე და გაქცევას გაჩვენებო.

შიში მხსნელი რომ იყოს, კურდღელი უკვდავი იქნებოდა.

შიშს დიდი თვალები აქვსო.

შოლტი ისე მოიქნიე, ბოლო შენვე არ მოგხვდესო.

შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო.

შრომაში ზარმაცი, ჭამაში მამაციო.

შუაკაცის გული ხალვათიაო.

შუაღამისას დათვი მზეს ეფიცხებოდაო.

შუბი ხალთაში* არ დაიმალებაო.

შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.


70
შურიანი კაცის უბედურება სხვისი ბედნიერებააო.

შურიანი კაცი დახრჩობას გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობა შეშურდაო .

შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.

შურისგებაა ისიც, როცა შენს მტერს არ დაემსგავსებიო.

შურმა დაავსო ქვეყანა, ბაძილმა ააშენაო.

ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო.

ჩამდინარე წყალივით დღენიც აღარ დაბრუნდებიანო.

ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო.

ჩემთან - ჩემი, სხვასთან - სხვისი.

ჩემი გაჭედილი ხატის ამბავი მე უკეთ ვიციო.

ჩემი ენა ჩემი მტერიაო.

ჩემი მტერი ჩემი სინდის-ნამუსიაო.

ჩემი მტრის მტერი ჩემი მოკეთეა.

ჩემი პურ-ღვინით მაძღარი, ცას მევე მანგრევს თავზედაო.

ჩემი სახელიო, სხვისა - საჭმელიო.

ჩემი სახლი ჩემი ციხე-დარბაზია.

ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?

ჩემი შენი გითხარიო, გული მოგიკალიო.

ჩემი ხნის კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.

ჩემს თავზე მარტო წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო.

ჩვენ თქვენი წკიპურტი გვწყინს და თქვენ ჩვენს პანღურსაც ნუ იწყენთო.

ჩვენი მგელი თქვენმა თხამ შეჭამაო.

ჩვენსას ყლაპე-ყლაპე, თქვენსას კაპე-კაპეო.

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.

ჩივილი თხოვნაა, თხოვნა კი - წართმევაო.

ჩიტი ბდღვნად არა ღირდა და დევნა მეტი იყოო.

ჩიტი ოქროს გალიაშიც რომ ჩასვა, მაინც ტყვეაო.

ჩიტმაც თავის ბუდე იცის.

ჩიჩიაც მინდა, ბაბაც მინდა, კაკა ყველას მირჩევნიაო.

ჩუმჩუმა და კუდაგრძელიო.
71
ჩუმჩუმათობა ოჯახის დამქცევიაო.

ჩურჩულმა ქვეყანა ამოაგდოო.

ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს.

ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, შერიგებისას შეგრცხვესო.

ცალთვალა ლომს ელმობას ვინ შეჰკადრებსო.

ცალი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერო.

ცალი ხელით ტაში არ დაიკვრებაო.

ცალს ცალმა უნდა უცალოსო.

ცალ-ცალკე მომჩივანნი ბატონს ორივე მართალი ეგონაო.

ცარიელი ლაპარაკით ცარიელი გოდორი არ გაივსებაო.

ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგებაო.

ცარიელი ქვევრი მეტს ხმაურობსო.

ცარიელ კაცს საბაჟოზე მიუხაროდაო.

ცარიელმა თითმა პირი გამომქლიბა.

ცარიელ ჯამში ხელს არავინ ჩაყოფსო.

ცას არავინ შეაბერდებაო.

ცა სირცხვილ-ნამუსს რომ არ ეჭიროს, ჩამოინგრეოდაო.

ცას კიტრად არავინ გამობმია, რომ შენ გამოებაო.

ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა - ქალამნადო.

ცაცუნს კაკუნი მოჰყვებაო.

ცდა ბედის მონახევრეაო.

ცდომილებას ათასი გზა აქვს, ჭეშმარიტებას კი - ერთიო.

ცერცეტისთვის სულ აღდგომააო.

ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა.

ცეტი ღომშიც თითს მოიტეხს.

ცეცხლზე წყალი დამისხაო.

ცეცხლი და ნავთი ერთად ვერ გვარობსო.

ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო.

ცეცხლი ვთქვი, პირი არ დამწვაო.


72
ცეცხლი თივაში არ დაიმალებაო.

ცეცხლი ისე გააქრე, რომ ბოლი არ აუვიდესო.

ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას* გადასწვავსო.

ცეცხლის შემბერავი ნაპერწკლებს უნდა ერიდოსო.

ცეცხლი შეშით ხარობს, კაცი - გულითაო.

ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნებიო.

ცეცხლს წყლით აქრობენო.

ცვარი ცვარს ეცა, ზღვად იქცაო.

ცვილი რკინად არ გამოდნებისო.

ცივი თონე პურს არ დაიკრავსო.

ცილისწამება ნახშირია - თუ არ დაგწვავს, გაგსვრის მაინცა.

ცინგლიან კაცს ავდარი მიზეზად მოჰქონდაო.

ციციშვილი - ციციშვილი, რაც მამაა, იგივ შვილი.

ციხე შიგნიდან გატყდებაო.

ცოდვა გამხელილი სჯობიაო.

ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.

ცოდვა უვნებელი, მადლი ურგებელი არ არისო.

ცოდნა ბედის სათავეაო.

ცოდნა გონების დარიაო.

ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.

ცოდნა ხმალზე და ზარბაზანზე ძლიერიაო.

ცოლს თავისი ქმარი ლომი ეგონაო.

ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო.

ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო.

ცოტავ, სად მიხვალ და, - ბევრთანაო.

ცოტას მხვნელ-მთესველი ღმერთს ემდურებოდაო.

ცოტა ფული - ცოტა დარდი.

ცოცხალთ იციან, მკვდარს საით უზმენ თავსაო.

ცოცხალს არ მეცვა კაბანი, მკვდარსა ჩამაცვეს ფარჩანიო.

ცოცხალს იმდურებდნენ, მკვდარს იმადლიერებდნენო.

ცრემლი დიდი ნუგეშია.

ცრუ და რკინა ცეცხლში შეყარეს, რკინა გაწითლდა, ცრუ კი არაო.

ცრუ მოლაპარაკეს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.


73
ცრუს სახლი დაეწვა და არავინ დაუჯერაო.

ცუდად მოხნულს კარგად დაფარცხვა ვერ უშველისო.

ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი.

ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო.

ცუდ ამბავს ფრთები ასხიაო.

ცუდაობა ცოდვის დედააო.

ცუდი გაზრდილი შვილი დედის სირცხვილია და მამის მწუხარებაო.

ცუდი კაცი აქე და ერიდეო.

ცუდი მწყემსი თვითონ არა ჭამს ცხვარს და მგელს კი შეაჭმევსო.

ცუდი შემნახავი ქურდზე უარესიაო.

ცუდი ჩვეულებისთვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენო.

ცუდსა მეთევზეს შერჩება უბრალოდ წყალთა მღვრევანიო.

ცუდს არ მაკადრიანო, კარგს არ მაღირსიანო.

ცუდს აჰყვები და გადაჰყვებიო.

ცული პატარაა, მაგრამ დიდ ხეს წააქცევსო.

ცული სხვენზე იდო და ხარი დასაკლავად მაღლა აჰყავდათო.

ცული წყალში ჩაუვარდა და ნაჯახი თან ჩააყოლაო.

ცული ხეს შესჩიოდა: ნახევარი შენი ბრალიაო.

ცუნცრუკა ცხენი მანძილს ვერ გაივლისო.

ცხენი არსად ჰყავდა და უნაგირს ნატრობდაო.

ცხენი დაბერდა და თოხარიკი მერე ისწავლაო.

ცხენიდან გადმოვარდნილი ვირმაც აღარ შეისვაო.

ცხენიდან ჩამოხტა და ვირზე შეჯდაო.

ცხენის დამკარგავი უბეში ჩაიცქირებოდაო.

ცხენს ვერაფერი დააკლო და უნაგირს ამტვრევდაო.

ცხენს კუდს მოედანზე ნუ მოსჭრი, ზოგი გრძელს იტყვის, ზოგი მოკლეს და

დაგიმახინჯებენო.

ცხენს რომ იყიდიან, კბილს გაუსინჯავენო.

ცხენშეუკაზმავს ცხენს ნუ შეაკაზმვინებო.

ცხვარი თხას მიადგა მატყლის სათხოვრადო.

ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა - ცხარეაო.

ცხვირი პირიდან არ მოიჭრებაო.

ცხვირი რომ შუაში არ იყვეს, თვალები ერთმანეთს მოსთხრიდნენო.


74
ცხვრის დუმას არა ჭამს, - უკან აბიაო.

ცხოვრება მოლიპული გზაა, ვინც თავდაჭერილი სიარული არ იცის, კისერს მოიტეხსო.

ცხოვრებაში უიმედო კაცი სიცოცხლითვე მკვდარიაო.

ცხრა მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.

ცხრანი მკვდარსა მარხავდნენ, დაუმარხავი დარჩაო.

ცხრილით წყალს ვერ წაიღებო.

ძალა აღმართს ხნავსო.

ძალად ბედს ვერავინ იშოვისო.

ძალად გატანებული ძაღლი ცხვარს არ გამოადგებაო.

ძალად დასმული კრუხი წიწილას ვერ გამოჩეკსო.

ძალად წართმევა გამიგონია და ძალად მიცემა კი არაო.

ძალა ერთობაშიაო.

ძალა მოვიდა და სამართალი კარში გავიდაო.

ძალიან ნუ აიწევ, მაღლა ცა არისო.

ძალით მიტევებული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო.

ძალით წართმევა გამიგონია, მაგრამ ძალით მიცემა კი - არაო.

ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიჭირეო.

ძაღლი დაფასდა და პატრონიც მაშინ გამოუჩნდაო.

ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოსო.

ძაღლი ვირს ხორცს უზიდავდა, ვირი ძაღლს - თივას და ორივე მშიერი დარჩაო.

ძაღლი ვის პურსაც ჭამს, იმის კარზე ყეფს.

ძაღლი იყეფებს, იყეფებს და გაჩუმდებაო.

ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო.

ძაღლი პატრონს ვერა სცნობსო.

ძაღლი რაც უნდა გაწვრთნა, ყეფას არ დაიშლისო.

ძაღლი საყასბოს არ მოშორდებაო.

ძაღლისა ძაღლივ გამოვა, ბატკანი ვის უნახავსო.

ძაღლის კუდი არ გასწორდებაო.

ძაღლი სხვის ქვეყანაში კუდამოძუებული დადისო.


75
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო.

ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო.

ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო.

ძაღლი ძაღლობას, გველი გველობას არ მოიშლისო.

ძაღლი ძვალს ვერ ხრავდა, არც თავს ანებებდაო.

ძაღლი ხსენებაზეო.

ძეძვზე ძეძვი ამოვაო.

ძეძვში ფულის ჩამყრელსა აკრეფა გაუძნელდებაო.

ძველი კაცის ნათქვამიო ხშირად არის მართალიო.

ძველი ქალამნის პატრონი მის გამძლეობაზე ლაპარაკობდაო.

ძილი სიკვდილის ძმა არისო.

ძილის წინ სიზმარი ვის გაუგონიაო.

ძლიერი ისაა, ვინც თავის თავს სძლევსო.

ძლიერ სიყვარულს ძლიერი სიძულვილი მოსდევსო.

ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიცოცხლე მწარეაო.

ძმამ ძმას ანგარიში უყო, ისევ ძმები დარჩნენო.

ძმა ძმისთვისაო - შავი დღისთვისაო.

ძნელი ყოფილა შიმშილი, გამაწირვინა სირცხვილიო.

ძროხა კლდეზე გადავარდა, ვირმა მორთო ყვირილი: აქაო და ჩემი ამოსათრევი

იქნებაო.

ძროხამ იწველა, იწველა, ბოლოს წიხლი ჰკრა და დააქციაო.

ძუნწი ოქროთი ვერ გაძღება, სწავლამოწყურებული - სწავლითაო.

ძუნწის ოქრო - მემკვიდრესო.

ძუნწ კაცს საფლავიც კი ეგანიერებაო.

ძუნწმა კაცმა თაფლი გასცა და უკან გაჰყვა ლოკვითაო.

წაბაძულობით ვაციც დამაკდაო.

წაკიდებული ქორების საჭმელი ჭივჭავებს დარჩათო.

წამალი რომ წამალია, ზედმეტი ისიც საწამლავია.

წამწამი ისე არ გაიზრდება, რომ წარბს ასცილდესო.


76
წამწყმიდა წახედულობამო.

წამხდარსა საქმეს რას არგებს ბოლო ჟამს თითზე კბენანი.

წამხედაობამ წაახედაო, სხვისი თვალით გაახედაო.

წამხედურმა წაიხედა, წინა ფეხი წაიტეხაო.

წასვლა სჯობს წამავალისა, არ დაყოვნება ხანისა.

წაქცეულს არა სცემენო.

წაქცეულს ფეხი კი არ უნდა დაადგა, ფეხზე უნდა დააყენო.

წებოს წებო დააწებესო.

წერას წერით და კითხვას კითხვით ისწავლიო.

წვეთწვეთობით წყალი ქვასაც გახვრეტს.

წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო.

წიგნი უგუნურს ისე ვერაფერს მისცემს, როგორც ბრმას სარკეო.

წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.

წინ მარტი უჩანს, უკან - აპრილიო.

წირვის უწინ საწირავი არ მიიცემაო.

წისქვილს - წყალიო, გუთანს - ხარიო.

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო.

წლები კი არ გვაბერებს - ცხოვრებაო.

წმინდა ბერი წმინდად წაწყმდაო.

წნელი პატარაობისას თუ არ მოიგრიხა, დიდი აღარ მოიგრიხებაო.

წუთისოფელი ზოგისთვის მამაა, ზოგისთვის მამინაცვალი.

წუთი ფული ღირსო.

წუნია პატარძალი უქმრობითა კვდებოდაო.

წუნიას აკლდებოდაო.

წუნია ყვავს ფარშავანგიც არ მოსწონს.

წუნი წუნმდებელსაც დაედებაო.

წყალგაღმა გაედავე, გამოღმა დაგრჩებაო.

წყალზე ვინც გადო ხიდიო, იმან მადლი ქნა დიდიო.

წყალი არ ენახათ და ტანთ იხდიდნენო.

წყალი აღმა ვერ იდენსო.

წყალი თავის ნაგზაურს არ დააგდებსო.

წყალი თუ გინდა, წყაროც გახსოვდესო.

წყალი ნაგუბარში ჩადგებაო.


77
წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი

დარჩაო.

წყალი რომ დაგუბდება, აყროლდებაო.

წყალი სათავიდან იმღვრევა.

წყალი ყველაფერს გარეცხს ნამუსის გარდაო.

წყალმაც დაბალზე გადაიარაო.

წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.

წყალსაც დაზოგვა უნდაო.

წყალსა ჰკითხეს: შენი გზა საით არისო, - საითაც თავდაღმართიაო.

წყალში დაუსველებლად თევზი არ დაიჭირებაო.

წყალში თევზი ვის დაუთვლიაო.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.

წყევლამ თქვა: სწორ გზაზე დამაყენე, თორემ უკან დაგიბრუნდებიო.

წყევლა უვნები, ლოცვა ურგები ვინა თქვაო?

წყლული გულის წამალი გულშივე არისო.

წყურვილს ნამით ვერ მოიკლავო.

ჭამამ რა მიყო, ლოკვამ რა მიყოსო.

ჭამა მწადია, გარჯა - არაო.

ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო.

ჭამა ძღომამდეო.

ჭანდარი მაღალი იზრდება, მაგრამ ნაყოფს არ იძლევაო.

ჭია გველს წაეზმანა, გაიწია და გაწყდაო.

ჭიანი კბილი თხილს ვერ დაამტვრევსო.

ჭიას რომ ფეხს დაადგამენ, ისიც ხმას ამოიღებსო.

ჭიაყელა გველს ეზმანებოდაო.

ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა, ცა რომ ჩამოიქცეს, ფეხებით დავიჭერო.

ჭინჭრაქამ ბატის კვერცხი ნახა და, - ესეთი უნდა დავდოო.

ჭინჭრის ადგილზე ჭინჭარი ამოვაო.

ჭირის უნახავმა ლხინისა რა იცისო.

ჭირისუფალი არ ტირის, მოსამძიმრეს რა ატირებსო.


78
ჭირმა შეჩვევა იცისო.

ჭირს ნუ დაუწვები, უფრო დაგაწვებაო.

ჭირს უნდა გაძლება, თორემ ლხინი ლხინიაო.

ჭერქვეშ ნათქვამი ზღურბლს არ უნდა გადასცილდესო.

ჭკვიან ვირს ორი შესჯდებაო.

ჭკვიანთან ჩხუბი სჯობს ბრიყვთან ქორწილსაო.

ჭკვიანი ზაფხულში ფიქრობს ზამთარზე.

ჭკვიანი თავის თავს დაემდურება, უტვინო - სხვასაო.

ჭკვიანი თავის თვალს უჯერებს და არა ჭორსაო.

ჭკვიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა.

ჭკვიანი მტერი სჯობია უგუნურ მოყვარესო.

ჭკუა ბევრსა აქვს, მაგრამ მოხმარება კი ცოტამ იცის.

ჭკუას მეზობლებში ვერ ისესხებო.

ჭკუას რომ არიგებდნენ, შენ სად იყავიო.

ჭკუა უნდა გონებასო, მოხმარება ქონებასო.

ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო.

ჭრელჭრული გიჟის ლხინიაო.

ხათრი ხათაბალააო.

ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო.

ხამი კაცი ჭასაც ვერ მიაგნებსო.

ხან ვარხალალაო, ხან სულ არაო.

ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო.

ხარაზი რომ ხაბაზობას დაიწყებს, პური კუტი გამოვაო.

ხარბის თვალს მიწა გააძღებსო.

ხარბმა ქორმა იხვი გაუშვა და ვერც კაკაბი დაიჭირაო.

ხარი სანამ გახარდაო, პატრონი გათავდაო.

ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა წყალზე გატყდებაო.

ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.

ხარმა თქვა: შემინახე და შეგინახავო.


79
ხარმა ხარს ურქინა და თივაზე მიაგდოო.

ხარს აპეური მოუფონეს და ეგონა უღელი მოეხსნაო.

ხარს დანა კუდზე დაატეხესო.

ხატი იყოს მწყალობელი, დეკანოზმა ქადა ჭამოსო.

ხაფანგში გაბმული მელა იძახდა: თუ მთელი ქათამი არ მომეცით, ბარკალს არ

დავჯერდებიო.

ხელით ერთს დაიმორჩილებ, თავით - ათასს.

ხელის ღონესა ჭკუა სჯობს, ყველა მას ემორჩილება.

ხელი ხელსა ბანს, ორივე კი - პირსაო.

ხელოსანი ნახელავით იცნობა.

ხელსაფქვავი ვისაც მიჰქონდა, ისიც კვნესოდა და ვისაც საცერი მიჰქონდა - ისიცაო.

ხემა თქვა: ცული ვერას დამაკლებს, შიგ რომ ჩემი გვარისა არ ეჩაროსო.

ხემ მოისხა ხილიო, რაც მამა, იგივ შვილიო.

ხე რომ წაიქცევა, ცულიანი და უცულო ყველა ზედ მიადგებაო.

ხერხით უნდა თამაშობა, თორემ დათვმაც იცის ძუნძულიო.

ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.

ხეს ერთი ვაშლი ება, ისიც ჭიანიო.

ხეს ძირში ჭრიდნენ და - ფოთოლი არ ჩამომვარდესო.

ხე ფესვითა დგას, ადამიანი - მოყვრითაო.

ხეხილს მალე ამყნობენ, მაგრამ მის ხილს გვიან ჭამენ.

ხვალაც ამ თვისააო.

ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი მირჩევნიაო.

ხიდი რომ გაიდება, ყველა ზედ გაივლისო.

ხილი იხილე და ჩრდილი იჩრდილეო.

ხილი იხილე, მებაღეს რას კითხულობო.

ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს თვითონ შეჭამდაო.

ხმალი ღონიერისა, ხერხი - გონიერისაო.

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო.

ხმლით დაჭრილი განიკურნება, ენით დაჭრილი კი - არა.

ხოსიკა - თან თოხნიდა და თან ტკეპნიდაო.

ხოხობიც დაიჭირა და ბარდებიდანაც გაუკაწრავი გამოძვრაო.

ხოჯას სახლში კაკალი ბევრი არის, მაგრამ დათვლილი არისო.

ხუთი თითი გვაქვს, არც ერთი ერთმანეთის ტოლი არ არისო.


80
ხუმრობაში კატას თაგვი გაექცაო.

ხუფი დაგორდა და თავისი ქოთანი იპოვაო.

ხუცესმა უთხრა ხუცესსა: აღაპი არის რუსეთსაო, - შორი არ არის, თუ ჭორი არ არისო.

ჯამში თუ არას ჩაყრი, ვერც არას ამოიღებო.

ჯანდაგი ვირი - ხბორებში გმირიო.

ჯანი ჯანია, განა ბადრიჯანია.

ჯანმრთელი მათხოვარი ავადმყოფ მეფეს სჯობიაო.

ჯანმრთელობის ფასი ავადმყოფობამ იცისო.

ჯარას დავატრიალებო, არას დავაგვიანებო.

ჯარი წავიდა და თოფები მერე დაცალესო.

ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, შემდეგ მენავესთან ბრძოლაო.

ჯერ არ მინდოდა შობა, მერე - სიკვდილიო.

ჯერ ახალი ხილიაო.

ჯერ ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.

ჯერ ბოსელი, მერე ნახირიო.

ჯერ ერთი მუწუკი გამორწყე, მერე მეორეო.

ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო.

ჯერ თხრილზე გადახტი და მერე თქვი, ყოჩაღი ვარო.

ჯერ რწყილი თქვი და მერე მისი ბარკალიო.

ჯერ ფონს იკითხავენ და მერე წყალში შევლენო.

ჯერ ცხენი მიაბი და მერე ღმერთს მიანდეო.

ჯიუტს ჯოხი გაასწორებს, კუზიანს - სამარე.

ჯიშსა და ჯილაგს კაცი ჯინჯილით* უჭირავსო.

ჯოხს რომ აიღებენ, ქურდი კატა მაშინვე გაიპარებაო.

ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც მიუმატესო.

ჯოჯოხეთში ყვირილია და გაგონება კი არაო.

81
ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.

ჰაცე, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვაო.

ჰკითხე ასსა და ჰქმენ გულისაო.

ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დადო და სახნისი აიღოო.

82

You might also like