Professional Documents
Culture Documents
მაგრამ ჩვენს დროში დამწერლობის არსებობას ასე არ განიცდიან. ჯერ ერთი, ვიცით,
რომ წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების
მწარმოებელი მანქანაა. მხოლოდ დამწერლობის გამოგონების წყალობით
შევინარჩუნეთ ისეთი შედევრი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსტის \»დაკარგული დროის
ძიებაში\»; მეორეც, თუ ოდესღაც გონებას წვრთნიდნენ, ფაქტები რომ არ დაეკარგათ,
დამწერლობის გამოგონების შემდეგ მეხსიერების ვარჯიში ამ ფაქტების წიგნში
შესანარჩუნებლად დასჭირდათ. წიგნები ძილს კი არ ჰგვრიან გონებას, აკაჟებენ.
ფარაონი გამოხატავდა უძველეს შიშს, შიშს იმისას, რომ ახალი ტექნიკა რაღაც კარგს,
დიდად ფასეულს, სულიერს შეცვლიდა ან მოსპობდა. ფარაონმა თითქოს ჯერ ნაწერზე
მიუთითა, შემდეგ - ადამიანის მეხსიერების სიმბოლოზე და თქვა: ეს (ანუ დამწერლობა)
მოკლავს იმას (ანუ მეხსიერებას).
ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიხლიჩება (ან უკვე
გაიხლიჩა) ორ კლასად. ერთი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, ანუ მხოლოდ
მზა სახეებსა და სამყაროს შესახებ მზა განსჯას ღებულობს და მეორე, რომელიც
კომპიუტერის ეკრანს უყურებს, ანუ შეუძლია შეარჩიოს და გადაამუშაოს ინფორმაცია.