You are on page 1of 4

ტესტი N 4

20-ქულიანი ტესტი ქართულ ენაში

(აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისათვის)

გრამატიკა

1. გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა:

ბავშვი ჯერ ძაღლს აბავს, მერე კი აივნისკენ იყურება.

2. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

ხალხმა არ უნდა დაკარგონ ხელისუფლების ნდობა.

3. ჩასვით გამოტოვებული კავშირი:

ისინი დიდად გაისარჯნენ, ... ძალა მოეკრიბათ.

4. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

ის ბრაზობდა იმ ბავშვებზე, ვინც ბუნებას აჩანაგებენ.

5. დასვით სასვენი ნიშანი:

ყველა გონიერია, მაგრამ ნინო მაინც გამორჩეული.

6. გაასწორეთ სტილისტური შეცდომა:

„პარნასში“ გაყიდვაშია მ. ჯავახიშვილის 10-ტომეული.

7. იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომა:

ა) მე-10-ში; ბ) მე-17-სთან; გ) 29-ე; დ) მე-15-ე.

8. იპოვეთ და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა:

ა) აღმა-დაღმა; ბ) დედ-მამიშვილი; გ) სხვადასხვა; დ) ფოტოსკოლა.

9. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

ღელეებიც კი ადიდდნენ, ისეთი წყალუხვი გაზაფხული იყო .

10. გაასწორეთ სტილისტური შეცდომა:

ამ ზაფხულზე სოფელში მივდივარ.


11. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

ცოლ-ქმარი გუშინ გვიან ჩამოვიდნენ.

12. იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომა:

1) მე-800; ბ) მე-19-თან; გ) მე-20-ში; დ) 23-ე.

13. გაასწორეთ შეცდომა:

მის ეზოში იკრიბებოდნენ ყველა, ვისაც ბუნება და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს.

14. დასვით გამოტოვებული სასვენი ნიშანი:

შოტლანდია, ირლანდია ეს მხარეები გაერთიანებულმა სამეფომ მე-17 საუკუნის ბოლოს


შემოიერთა.

15. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

იმ უსინათლო კაცმა, რომელმაც ჩემი ბავშვობა აავსო და რაღაცნაირად გაალამაზა, ჩემმა


ნათესავებმა დიდი ავთო შეარქვეს.

16. იპოვეთ და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა:

ა) ლუკმაპური; ბ) არემარე; გ) სახლმუზეუმი; დ) ავტორბოლა.

17. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

გუშინ მოხდა ვაგონშემკეთებელი ქარხნის ერთ-ერთი ღუმლის დაზიანება.

18. გაასწორეთ პუნქტუაციური შეცდომა:

მწერალმა, რომელსაც ცხოვრება კარგად ესმოდა და არც სიყვარულთან იყო გულმწყრალად


რომანი მაინც ვერ დაასრულა.

19. გაასწორეთ სინტაქსური შეცდომა:

ადამიანმა ადამიანს გაჭირვებაში უნდა დაეხმაროს.

20. გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომა:

მას ისე ძინავს, გეგონება საფიქრალ-საზრუნავი არასდროს ჰქონიაო.


შეცდომების გასწორება

1. შეცდომაა აბავს, უნდა იყოს აბამს, ამ ზმნაში არასწორადაა განოყენებული თემის ნიშანი.
სახელზმნაში არის ასოთშეთანხმება მა (დაბმა) და პირიან ფორმაში ის ამ თემის ნიშნად
გადაიქცევა.

2. შეცდომაა „ხალხმა არ უნდა დაკარგონ...“, უნდა იყოს „ხალხმა არ უნდა დაკარგოს“,


რადგან ხალხი კრებითი სახელია და მასთან ზმნაც მხოლობით რიცხვში დგება.

3. ამ ქვეწყობაში გამოყენებულია მიზნის დამოკიდებული წინადადება, რომელსაც რათა ან რომ


(და არა რადგან – მიზეზის დამოკიდებული წინადადების კავშირი) შეეწყობა.

4. შეცდომაა „იმ ბავშვებზე, ვინც“, უნდა იყოს „იმ ბავშვებზე, რომლებიც“, რადგან ამ
ქვეწყობაშია განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება, რომელიც მოგვიგებს კითხვაზე
რომელი ბავშვები (და არა ვინ ბავშვები)? ამიტომ წევრ-კავშირიც შესაბამისი (რომლებიც) უნდა
გამოვიყენოთ.

5. უნდა იყოს “ყველა გონიერია, მაგრამ ნონი -- მაინც გამორჩეულად“.

სიტყვა ნინოსთან ტირე აუცელებელია, რადგან ამ წინადადებაში გამოტოვებულია ზმნა და


იგულისხმება პირველი წინადადების ზმნა (არის), რომლის ნაცვლადაც უნდა ვიხმაროთ ტირე.

6. შეცდომაა გაყიდვაშია, უნდა იყოს იყიდება. ეს სტილისტური ხარვეზი რუსული ენიდან


გადმოსული კალკია (в продаже).

7. შეცდომაა მე-15-ე, უნდა იყოს მე-15, რადგან არაბული ციფრით გამოსახულ რიგობით
რიცხვით სახელს ორივე მაწარმოებელი (მე-- ე) ერთად არასდროს მოსდის. მე დაერთვის
რიგობით რიცხვით სახელებს, რომლებიც მე თავსართით იწყება (მეთხუთმეტე, მე-15).
დანარჩენებს დაერთვის ბოლოსართი ე (25-ე).

8. შეცდომაა დედ-მამიშვილი , უნდა ეწეროს დედმამიშვილი, რადგან ეს სახელი ორცნებიანი


კომპოზოტისგად (დედ-მამა) ნაწარმოები ერთცნებიანი კომპოზიტია და მას დეფისი აღარ
სჭირდება.

9. შეცდომაა „ღელეებიც კი ადიდდნენ“, უნდა ეწეროს „ღელეებიც კი ადიდდა, რადგან


ქართულ სინტაქსში მრავლობითის აღმნიშვნელ უსულო ქვემდებარეს შემასმენელი
მრავლობით რიცხვში ვერ გადაჰყავს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა უსულო ქვემდებარე
გასულიერებულია (ღელეები ტყის ამბავს მეჩურჩულებიან).

10. შეცდომაა „ამ ზაფხულზე სოფელში მივდივარ“, უნდა იყოს „ამ ზაფხულს სოფელში
მივდივარ“, რადგან ზაფხულს მიცემით ბრუნვაში დგას და უთანდებულოდაც მოგვიგებს
კითხვაზე როდის? მას არც ერთი თანდებული (ზე ან ში) არ სჭირდება.
11. შეცდომაა „ცოლ-ქმარი გვიან ჩამოვიდნენ“ , უნდა იყოს „ცოლ-ქმარი გვიან ჩამოვიდა,“
რადგან ცოლ-ქმარი კომპოზიტით გამოხატული ქვემდებარეა და მას შემასმენელი
მრავლობითში ვერ გადაჰყავს.

12. შეცდომაა მე-19-თან, უნდა იყოს მე-19-სთან, რადგან არაბული ციფრით გადმოცემულ
რიგობით რიცხვით სახელს თანდებულთან ერთად ბრუნვის ნიშანიც სჭირება.

13. შეცდომაა „იკრიბებოდნენ ყველა“, უნდა იყოს „იკრიბებოდა ყველა“, რადგან


ნაცვალსახელი ყველა თავადვე აღნიშნავს მრავლობითს და მასთან სხვა სახელი მხოლობითში
დგება.

14 შეცდომაა „შოტლანდია, ირლანდია ეს მხარეები...“, უნდა იყოს „შოტლანდია, ირლანდია --


ეს მხარეები...“, რადგან აგებულების მიხედვით ეს შერწყმული წინადადებაა, რომელსაც
ჩამონათვალი იწყებს და მას მოჰყვება მისათითებელი სიტყვა. ასეთ კონსტრუქციაში ჩამოთვლას
აუცილებლად უნდა მოსდევდეს ტირე.

15. შეცდომაა „იმ უსინათლო კაცმა...“, უნდა იყოს „იმ უსინათლო კაცს...“, რადგან რთული
ქვეწყობილი წინადადების მთვარი წინადადების ქვემდებარე ბრუნვაში ეწყომა თავის
შემასმენელს მაშინაც კი, როცა ის დამოკიდებული წინადადებით არის გახლეჩილი (უსინათლო
კაცს ... შეარქვეს“.

16. შეცდომაა სახლმუზეუმი, უნდა იყოს სახლ-მუზეუმი. ეს კომპოზიტი ორმაგი


სახელწოდებისგან შედგება და მას დეფისი სჭირდება.

17. შეცდომაა „გუშინ მოხდა... დაზიანება“, უნდა ოყოს „ვაგონშემკეთბელი ქარხანა


დაზიანდა“. ეს სტილისტური შეცდომა რუსული ენიდან გადმოღებული კალკია (было
повреждено).

18. შეცდომაა „...არც სიყვარულთან იყო გულმწყრალად რომანი მაინც ვერ დაასრულა“, უნდა
იყოს „... არც სიყვარულთან იყო გულმწყრალად, რომანი მაინც ვერ დაასრულა“ . ამ რთულ
ქვეწყობილ წინადადებაში მთვარი გახლეჩილია დამოკიდებულით და მძიმე დაისმის არა
მარტო დამოკიდებული წინადადების თავში, არამედ ბოლოშიც.

19. შეცდომაა „ადამიანმა ადამიანს გაჭირვებაში უნდა დაეხმაროს“. უნდა იყოს „ადამიანი
ადამიანს გაჭირვებაში უნდა დაეხმაროს“. დაეხმაროს ზმნა II სერიის მე-2 კავშირებითის
მწკრივში დგას და მას ქვემდებარე სახელობით ბრუნვაში ეწყობა.

20. შეცდომაა ძინავს, უნდა იყოს სძინავს, რადგან ეს ინვერსიული ზმნაა, რომელსაც აწმყოში
სუბიექტი მიცემით ბრუნვაში ეწყობა, როცა ჩვეულებრივ ის სახელობითში დგას. ასეთ ზმნებში
აღრეულია პირის ნიშნები და ირიბი ობიექტური პირის ნიშანი ს მაშინაც მოსდის ზმნას, როცა ის
ობიექტს არ შეიწყობს.

You might also like