You are on page 1of 3

ვეფხისტყაოსანი

მე-12 საუკუნეში დაწერილი ლეგენდად-ქცეული პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ყველანაირი


ასპექტით უსწრებს დროს, მოგვითხრობს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ,
რასთან ერთდაც ეხება არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს.

პოემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელსაც პირველ თავში ვეცნობით


როსტევანია.

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.“

მისი მხატვრული სახე შოთა რუსთაველის სიტყვებში მკაფიოდ გამოისახება.

არაბეთის მეფე სამართლიანი, ღვთის რჩეული, ძლიერი, კეთილი, უხვი, თავმდაბალი


პიროვნებაა.

„თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“

როგორც ღირსეულ მეფეს შეეფერება, არც სიტყვა ეშლება, არც ხმლის ქნევა და არც
საქციელში დაინახავთ რამე ცუდს.

შოთა ადასტურებს ძველ-ბერძნულ მოსაზრებას, რომ მეფე ღვთისგანაა დასმული .

აღსანიშნავია მეფის ურთიერთობა ვაზირებთან და მისი დამოკიდებულება დაბალი ფენის


მიმართ.

იგი ისე ესაუბრება ქვეშევრდომებს, რომ მათ შორის თანასწორობას აგრძნობინებს , თუმცა
არა ზღვარსგადასულს.

ნამდვილი ლიდერი კი მაშინ არის მეფე, როდესაც თავს უპირობო დიქტატორად კიარა ,
ხალხის ნაწილად მიიჩნევს.

ვაზირებიც დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ესაუბრებიან მას .

ცივი გონება აქვს, ხვდება, რომ მეფობისთვის უკვე ხანშიშესულია და რაც ყველაზე
გასაკვირია მისი ეპოქისთვის- უნდა ტახტზე მისი ერთადერთი მემკვიდრე - ასული დასვას.

„ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“

ეს საქციელი მიუთითებს იმაზე, რომ როსტევან მეფე მართლაც უსწრებს დროს.

მის დროს გაჟღერებული სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“
დღესდღეობით უფრო და უფრო მტკიცდება.

საამაყოა, რომ თუ თუნდაც მე-18 საუკუნის ევროპაშიც ქალი „ადამიანის მეგობრად“


ითვლებოდა, მე-12 საუკუნის საქართველოში ქალი ხდება მეფე და სწორედ ქალის მონარქიის
პერიოდი ითვლება ოქროს ხანად.

როსტევანი არაა ეგოისტი. ქართული გამოთქმა ამბობს: „ის ურჩევნია მამულსა , რომ შვილი
სჯობდეს მამასაო.“ და მართლაც, მეფე ამაყობს, თავისი შვილის წარმატებით. ამხნევებს მას
და მეფობისკენ მიმავალ რთულ, ეკალბარდიან გზას მეტად უიოლებს.

„დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!“


თანასწორუფლებიანობის განცდა, რომელიც არც ისე ხშირი იყო ძველ დროში , როსტევანს
მშვენივრად აქვს აღქმული.

ზოგადად, მშობლის სახე ყველაზე კარგად შვილის ქცევებში გამოიკვეთება ხოლმე . როგორც
იტყვიან, ბავშვი ოჯახის სარკეაო და მზის მჯობნი თინათინის ყოველ ქმედებაშიც ვგრძნობთ
როსტევანის გავლენას. იმის გარდა, რომ არაბეთის მეფე ძლიერი, კეთილი, გონიერი ,
სამართლიანი, მოსიყვარულე, უხვი, თავმდაბალი ადამიანია, მას ერთ-ერთი საუკეთესო
თვისებითაც ვახასიათებთ- კარგი მამაა და ახერხებს კარგი შვილის აღზრდას.

თუმცა, ამაში, რაღა თქმა უნდა, შვილის როლიც უდიდესია.

„სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,“

პოემის მთავარი ბირთვი სწორედ მზესთან გაიგივებული თინათინია, რომლის გონივრულად


არჩეული სახელიდანაც კი ვიგებთ ბევრ რამეს.

თინათინ, ათინათინ, ათინათი- სწორედ ესაა ყველაზე მზიანი ადგილის შესატყვისი ქართულ
ენაში. ასე რომ, თინათინს ვეცნობით მანამ, სანამ მასზე უშუალოდ რამეს შევიტყობდეთ .

პროლოგშივე უკვე იკვეთება ავტორის დამოკიდებულება ამ პერსონაჟის მიმართ , რომლის


უკანაც ნამდვილი ადამიანი დგას.

„-მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა,-“

პროტაგონისტის ავტორიტეტი მას წინ უსწრებს. იმის გარდა, რომ ყველა იცნობს , როგორც
ულამაზეს, უნაზეს ქალს, არავის ეპარება ეჭვი, მის შესაძლებლობებშიც .

„არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;“

ვხედავთ, რომ ქალს ბევრი თვისება მეკვიდრეობით მიუღია.

„მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,“

თავმდაბალია, ზედმეტი წარმოდგენები არ აქვს საკუთარ თავზე, თუმცა გააზრებული აქვს


საკუთარი მოვალეობის სირთულე და ცდილობს, კარგად შეეჭიდოს მას.

„ამა მამასა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,

ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთნასა არ მოიწყინებდა“

ამპარტავანი არაა, მამის რჩევას გულის ყურით უსმენს.

როგორც მასზე 2 საუკუნით წინმსწრები გრიგოლ მერჩულე იღებდა საუკეთესოს ყველა


ფილოსოფოსისგან, ასევე იქცევა მეფეც.

იგი არამხოლოდ ისმენს, არამედ პირნათლივ ასრულებს მამის დარიგებას.

„უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!

ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!““

საბოლოო ჯამში, მთავარი გმირი კეთილი, გონიერი, დაფიქრებული, გარეგნული და


სულიერი სილამაზის მატარებელი არის.
მის პიროვნებას აღწერს ფრაზა: „თინათინ მზესა წუნობდა, მაგრა მზე თინათინობდაო“.

„ვეფხისტყაოსანი“, კი, როგორც აღვნიშნე, გამორჩეული პოემაა.

თავად სათაურსაც თავისი სახისმეტყველება აქვს და მოიცავს ორი მთავარი გმირის არსს .
კერძოდ კი, გულისხმობს სატრფოსაც და მეტრფესაც, ანუ ნესტანის სიყვარულით შემოსილ
ტარიელს.

პოემა აგებულია 16-მარცვლიანი მაღალი, ხან კი დაბალი შაირებით. თხრობა მესამე პირშია .
გვხვდება დიალოგები, მონოლოგი, რიტორიკული შეკითხვა.

მზისა და თინათინის გაიგივება სიმბოლურია.

მხატვრული განსაზღვრებებით: მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი როსტევან მეფეს


ახასიათებს ავტორი.

მეტაფორა და ჰიპერბოლაა: „მზე მისგან საწუნარია“, რომელიც თინათინის პიროვნებას


გვაცნობს.

შოთა რუსთველი დასაბამია დღევანდელი ქართულკი ლიტერატურული მიმდინარეობისა ,


იგი გენიალურია.

You might also like