You are on page 1of 3

თხზულება - წერილობითი მიჯნურობა ,,ვეფხისტყაოსანში“

 მიჯნურობა ღვთის მიერ ნაბოძი ნეტარებაა, რომლითაც მხოლოდ გამორჩეული სულისა და


გონების მქონე ადამიანები არიან დასაჩუქრებულნი.  თავად ადამიანი, ამოუცნობი
ქმნილებაა, ის ღვთიური და ხორციელი საწყისებისაგან შედგება: ღვთიური მას სიკეთითა
და სულიერი სისუფთავით ამკობს, ხოლო ხორციელი მას დაბლა ექაჩება და ამძიმებს.
მიჯნურობა სწორედ ის გასაოცარი მოვლენაა, რომელიც ადამიანურს გარდაქმნის
ღვთაებრივად, მიწას ზეცად, ბოროტებას კი სიკეთედ.
ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის მიჯნურობა ნამდვილად არ შექმნილა. ის
მოითხოვს უსაზღვრო ნიჭსა და ერთგულებას ამ ხელშეუხებელი გრძნობის მიმართ,
ამიტომაც არის ის მხოლოდ საზოგადოების კონკრეტული მასისათვის. 
ნამდვილი მიჯნური ისაა, ვისაც შეუძლია გადაიტანოს ყოველი ხორციელი ტანჯვა
სულიერი სიწმნიდისათვის, რაც ცალსახად ქრისტიანული რელიგიის მრწამსით არის
მოტივირებული.
“ვეფხისტყაოსანში”, ჩვენ ვეცნობით, როგორც მიჯნურობას, ასევე ხორციელ სიყვარულს.
იგულისხმება, როგორც ნესტან-დარეჯნისა და ტარიელის ურთიერთობა(თინათინი და
ავთანდილი), ისევე ფატმან ხათუნის სასიყვარულო ცხოვრება. ინდოეთის უმშვენიერესი
წყვილი ქართულ პოეზიასა და მწერლობას, უდიდეს სტანდარტს უყენებს: უკიდეგანო
ღელვისა და მარგალიტის ფასის ტოლა ცრემლების შემდეგ, წყვილს ვხედავთ ბედნიერსა და
გახარებულს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აბედნიერებენ. მათთვის თითოეული ტანჯვაში
გატარებული წამიც ბედნიერების ტოლფასია. მიჩნეულია, რომ რაც უფრო მეტად იტანჯები,
მით უფრო ძლიერდება გრძნობები. ამ ყველაფერს კი, რუსთაველის ოსტატობა აერთიანებს
ერთ დიდ უნიკალური პოემად.
შუა საუკუნეების პერიოდში, მოგეხსენებათ გრძნობებისა და მითუემეტს მიჯნურობის
გამჟღავნება რამდენად რთული მოვლენა იყო. ის მოითხოვდა მთელ რიტუალს, რომელსაც
აგვირგვინებს წიგნის, იგივე სასიყვარულო წერილის დაწერა. სამიჯნურო წიგნის დაწერა,
ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუშია, რომელსაც ვეცნობით ვეფხისტყაოსნის რამდენიმე თავში.
ვხედავთ ნესტანის მეტამორფოზას მის პირველ და ბოლო წერილებს შორის, სადაც მკვეთრი
ცვლილებები იგრძნობა მის პიროვნულ თვისებებში:
პირველ წერილში ის მედიდური და მომთხოვნია, ერთგვარი მოტივატორიც არის ტარიელის
მიმართ. მისი აზრით, ტირილი, გლოვა და წუხილი არაფრის მომცემია. სიყვარული უნდა
გვაძლიერებდეს და უჩინარ ფრთებს გვასხამდეს, რომელიც უსასრულო ბედნიერებასა და
ძალას სეგვმატებს: “ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა! მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა
ცუდი მძულსა.”
საგმირო საქმეები უფრო მეტის მომცემი და დამამტკიცებელია, ვიდრე უშინაარსო
ცრემლები: “ბედითო ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს საყვარელას უჩვენნე
საქმენი საგმირონია!”
ის იყენებს ქალურ გონიერებას და თავისი სიყვარულის გამოყენებით, ქვეყნის პოლიტიკურ
მდგომარეობასაც ეხმარება: “ ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენი სახარაჯონია, აწ მათი ჯავრნი
ჩვენზედა ჩვენგან რა დასათმონია!”
ტარიელის გულის მოსაგებად,, მზეთუნახავი აჯილოვებს მას ტკბილი და ემოციური
სიტყვებით: “ გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა; მით პირი ჩემი
გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა.”
პირველ წერილში ის თავდაჯერებული და მომთხოვნია. იცის რა უნდა და დარწმუნებულია,
რომ მიზანს მიაღწევს. მის ზვიად ხასიათს, თან მოსდევს ემოხიური ფონი, სადაც ის
სიყვარულს გამოხატავს, იმას რასაც ნამდვილად გრძნობს.
მათი ნეტარების დღეები დიდხანს არ გრძელდება, ვინაიდან ნესტანი ზღვაში
უგზოუკვლოდ, ორ მონასთან ერთად არის გადაკარგული. გადის დღეები, თვები და წლები,
არავინ არ ვიცით ფარსადანის ასულის ისტორიის შესახებ სანამ ფატმან ხათუნთან არ
მოხვდება, ხოლო შემდეგ ქაჯეთის ციხეში, რასაც მოყვება მისი უმნიშვნელოვანესი წერილი.
წერილი, რომელიც ასახავს ამ არაჩვეულებროვო ქალის, ადამიანისა და ‘მეომრის’
გარდასახვას. 
მის სიტყვებში ჩანს ქალური ალერსი, სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, რეალიზმი,
კომფორტი და სათნოება. 
ის ფატმანის პატივისცემით იწყებს თავის სათქმელს და დედაზე მჯობს და უკეთესს
უწოდებს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!”; “მე, გლახ, მათ ცემთა პატიჟთა სხვაცა
დამერთა ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი , მე დიდად მეიმედაო.”
ამ ეპიზოდში ჩანს მისი სულგრძელობა და მოთმინება. ის დინჯად და მშვიდად ეგუება
თავის ბედს და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ტარიელისა და მისი საყვარელი
ადამიანების კარგად ყოფასა და ჯანმრთელობას, ვიდრე თავის სიცოცხლეს:“გეაჯები,
საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე”
რათქმაუნდა მას აზრიც არ გაუელვებს, რომ უცხო ვინმე შეუყვარდება, მაგრამ ის პირდება
თავის მიჯნურსა და შავ ცაზე მნათობ კაშკაშა ვარსკლვლავს, რომ სხვისას არ გაიხდის თავს.
მთვარეს  ურჩევნია გულზე ლახვარი დაირტყას, ვიდრე სხვისად აღიაროს თავი. ის მუდამ,
ყველთვის და ყველგან ტარიელის იქნება, სიტუაციის და მიუხედავად.
ნესტანის სიტყვებში, ამდენ გამხნევებასთან და დამშვიდებასთან ერთად, უკიდეგანო
ტკივილი და გულის წყვეტაა. მას აღარ ააქვს იმედი, რომ ეშველება. ის აღარ იბრძვის
როგორც წლების წინ იბრძოდა, მასში აღარ არის ის ეშხი და დომინანტურობა. აღარც
გააფთრებულ ვეფხვს გავს, რომელიც ტარიელს გამალებით სთხოვს მათი ურთიერთობის
გადარჩენას. დაღლილია და მასში სავარაუდოდ კარგა ხანია ძევს უიმედობა. თითქოს
იმედის ნაპერწკალი სულ მთლად გაწყდაო და დარჩა მხოლოდ ნაწყვეტები იმისა, რაც იყო
ძველი ნესტანი. ფარ-ხმალ დაყრილია.
ის ცხოვრებას იმედგაცრუებად აღიქვამს, მისთვის ყველაფერმა ელფერი დაკარგა:”აწ
სფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-
გვართა.”
ის ტარიელს ეფერება და დიდ სითბოსა და სიყვარულს გადმოსცემს თავისი სიტყვებით,
ეალერსება. ჰპირდება, რომ მის გარეშე ცხოვრება არაფრად ვარგა, უიმედო და წბილია: “შენ,
საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი სთქვა: “სხვათ მიჰხვდების იგი ალვისა
ტანითა!”  
წინა წერილისაგან განსხვავებით, ის მედიდური და მომთხოვნი აღარაა, პირიქით, ტარიელს
ეალერსება. მიჯნურს მიმართავს მოსაფერებელი სიტყვებით(საყვარელო, ჩემო, მზეო).
ამ ორი წერილის გაცნობის შემდეგ, ჩვენ გავეცანით ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთ
ყველაზე დიდ პერსნაჟის გარდასახვას, რამაც მე ძალიან გამაკვირვა. ჩემთვის ნაცნობი
ნესტანი, რომელიც ყოველთვის თვალ წინ მედგა ამაყ, თავდაჯერებულ, ძლიერ და ცოტა
ეგოისტ ხელმწიფის ასულად, რამდენიმე თავისა და ბევრი თავგადასავალის შედეგ,
მომევლინა როგორც დამშვიდებული, დასერიოზულებული შემდგარი ქალი, რომელმაც
გადალახა თავისი ემოხიურობა და ნამდვილად თავდაჯერებული გახდა თავის
გადაწყვეტილებაში. განვითარებული მოვლენები, რათქმაუნდა მის წერილებზეც აისახა,
მისი სიტყვები უფრო ტკბილი და თბილი გახდა.  ერთგვარად დედისებრი სითბოც
ვიგრძენი მისგან. 
“ვეფხისტყაოსნის”  წერილები ქართული ენისა და ლიტერატურის ყველაზე დიდი განძზია,
რადგან თითო სიტყვასა და ტაეპში იგრძნობა მარადიულობა. მარადიულობა მისი წონისა და
გავლენის. მარადიულობა, რომ მიჯნურობა დღესაც ცოცხალია და კაცობრიობის არსებობის
ბოლო წუთამდე ასე დარჩება, რაც მკითველში მრავალ ემოციას იწვევს.

You might also like