You are on page 1of 2

 

                                                 ნესტანის სამყარო  
   “ვეფხისტყაოსანში” განსაცდელის პირისპირ  ადამიანის ღირსეულ განსახიერებად
ავთანდილთან ერთად სწორედ ნესტანიცაა.
    ნესტან-დარეჯანი, ანუ სიმბულურად ის, რაც არსად არ არის _ საღმრთო სიბრძნე და
მადლი, რაც ადამიანმა (ტარიელმა)  დაკარგა თავისი ცოდვების გამო. მის დასაბრუნებლად
უნდა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული, რომელსაც გულისხმობს სახელი ტარიელი,
სარწმუნოება, გულისხმობს  სახელი ავთანდილი და იმედი, გულისხმობს   სახელი
ფრიდონი. ზოგადად “ვეფხისტყაოსანში” ყველაფერი სიმბოლურ-ალეგორიულ პლანში
გაიაზრება და , შესაბამისად, ნესტანიც ღვთაებრივი სიკეთის არსს განასახიერებს. პოემის
მთავარი იდეცაც სწორედ აქედან გამომდინარეობს: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი
გრძელია”.

  ფატმანი სევდის გასაქარვებლად ზღვას შესცქერის , თითქოს იქიდან რაღაც უცხოსა და


არაჩვეულებრივს მოელის,  და სწორედ ამ დროს მას ეცხადება არაჩვეულბრივი არსება,
რომელსაც ღვთაებრივ მშვენიერებასთან შეხვედრის გამაოგნებელი ეფექტი ახლავს.
არამიწიერ მშვენიერებასთან შეხვედრა  ადამიანთა არსებობას საზრისს ანიჭებს,
სიყვარულისა და სიკეთის სურვილს ბადებს.ფატმანს ნესტანის სახით იზიდავს არა
მხოლოდ სილამაზე , არამედ იდუმალებაც. ნესტანი ფატმანისთვის გამოცანად რჩება, ის
ვერ  აიძულებს მას საკუთარი ამბის თხრობას. ნესტანი სახიფათო, ფეთქებად ენერგიას
ატარებს საკუთარ თავში. მისი სულიერი სამყარო იმ ადამიანის შეუვალი სამფლობელოა,
რომელშიც მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერავინ მოქმედებს. ამიტომაცაა იგი მრავლგზის
შედარებული ვეფხვთან.   ის მელიქ სურხავის მსახურებთანაც კი მამაცი და უშუშარია.ამ
სიტუაციაში თავისი შეუპოვრობით ის კვლავ ვეფხვს ემსგავსება. თავდაჭერილობითა და
მოთმოინების ნებისყოფით ნესტანი ზღვათა მეფესაც კი აკვირვებს. კრიტიკულ სიტუაციაში
კარგად იკვეთება ნესტანის ბუნება და მსოფლგაგება. ის გასაჭირშიც კი არ კარგავს თავისი
თავის მიმართ განსაკუთრებულ  განცდას. მან იცის, რომ ღვთის მოწყალება ისე ვერ
გამოვლინდება , თუ თავად არ იმოქმედა: “სიკვდილამდე ვის მოუკავს თავი კაცსა
მეცნიერსა”
    გულანშაროში ოქროს სიყვარული გაბატონებული ძალაა.  რუსთაველისათვის ოქრო
დემონური ფენომენია, იგი ადამიანის სულს აჯადოებს და გამუდმებით
აფორიაქებს.ოქროსმოყვარეობის ვნების დამარცხება  შეუძლებელია, იგი ამქვეყნიურობაზე
ამაღლების საშუალებას არ აძლევს ადამიანს. სწორედ ოქროს სიყვარულზე პროვოცირებით
შეძლო ნესტანმა საჭურისების მოსყიდვა და თავი დაიხსნა ძალადობრივი ქორწინებისგან.
  ფატმანის ცხოვრებიდან ნესტანის სახით არსებობის საზრისის სინათლე გაქრა.  ვინმე ქაჯი
მონის მონათხრობით ფატმანი შემთხვევით იგებს ნესტანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავს.
მონის მონათხრობის მიხედვით, ქაჯეთის სამეფოში უჩვეულო და იდუმალი არაფერია,
ქაჯთა მეფე ღირსეულ მონარქად სახელდება.მას  გარდაცვალების შემდეგ დულარდუხტი,
მისი და, კლდესავით მაგარი ქალი, ცვლის. იგი მტკიცე ადამიანი ჩანს. რუსთაველი ქაჯებს
ენერგიულ და აქტიურ ხალხად ხატავს. ქაჯთა მიერ მეკობრეობის შემდეგ ნესტანის ნახვის
სურათი პოემაში იდუმალების, საკვირველების განცდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი
გამოხატულებაა. ბნელ ღამეში უეცრად ნათელი ჩნდება. ნესტანი სიბნელით გარემოცული
სინათლეა. შეუძლებელია ასეთმა მშვენიერებამ ხიფათისა და საფრთხის გარეშე იარსებოს.
და იწყება ნესტანის ახალი განსაცდელი. იგი ქაჯთა სამეფოს ტყვე ხდება. ქაჯეთი
სიმბოლურად ბოროტებას, არაღვთაებრივს, სატანურ ძალებს განასახიერებს.
ავთანდილი ნესტანის ამბავს ფატმანისგან შეიტყობს და ამასაც ღვთის ნებას მიაწერს.მან
იცის, რომ ღმერთი მოწყალეა. ავთანდილი დელიკატურად და ფაქიზად უდგება ფატმანთან
შემდგომი ურთიერთობის დეტალებს და თანდათან ამზადებს ქალს სიმართლის
გასაგებად.იგი არ მალავს თავისი სიყვარულის ამბავს და  ამით ფატმანის ღირსებას
აღიარებს,რადგან აღარ ცრუობს მასთან და ენდობა. იცის,რამდენად დიდია ნესტანის
მიმართ მისი დახმარების სურვილი. ფატმანს ნესტანისადმი ღრმა თანაზიარობის განცდა
შეაძლებინებს გაუძლოს დამცირების ტკივილს, იმედგაცრუებას და მოყვასს დაეხმაროს. 
ფატმანის წერილი გაჯერებულია ნესტანის  მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და იმ
საამაყო განცდით, რომ ,მისი დუმილის მიუხედავად, ფატმანმა მაინც გაიგო მისი
საიდუმლო.  ნესტანის პასუხში მისი ფარული ტანჯვა იკვეთება, მაგრამ ეს შეკავებული
ტანჯვაა. იგი თვითირონიით საუბრობს ბედის დაცინვაზე, რადგან,  ფატმანის წყალობით
ორი ქაჯის ტყვეობას გარიდებულს, ახლა მთელი ქაჯეთის ტყვეობა უწევს. ის ახლა
საკუთარი ბედნიერებისაკენ სწრაფვით კი არა, მხოლოდ ტარიელის სიცოცხლით
ცოცხლობს.
   წერილში, რომელსაც ნესტანი ტარიელს ქაჯეთიდან სწერს, მისი  სულიერი სამყარო
შიშვლდება. ესაა მისი სულის გოდება, შეკავებული ძლიერი გონით. ესაა ტრაგიკული
თვითგამოხატვა, რომელიც მშვენიერ ჰარმონიულ მუსიკად არის გარდასახული. ნესტანი
თავის უბედურების მიზეზად ობიექტურ ვითარებას  ასახელებს: “ბედმან გვიყო ყველაკაი” -
ამბობს ის. მათი ტრაგედია ამქვეყნიური ყოფიერების არსის  გამოვლინებაა. წუთისოფელი
ადამიანს მყარ ბედნიერებას არასოდეს არ ანიჭებს. ნესტანისათვის ბედნიერების სანაცვლოა
ტარიელის ამქვეყნად ყოფნა, იმის შეტყობა, რომ ტარიელი ცოცხალია. თავის მძიმე ბედთან 
შერიგებული ნესტანის საფიქრალი ახლა მხოლოდ ის არის, რომ ტარიელი გადარჩეს.
ქაჯეთში დატვევბულ ნესტანს ეძალება თვიოთმკვლელობის განცდა, რაც იმითაა
განპირობებული, რომ მისი კავშირი სსხვა მამაკაცთან  შეუძლებლია, ამას სიკვდილი
ურჩევნია. მას იმქვეყნიური ნეტარების იმედი გამსჭვალავს. ნესტანს,უკიდურესი
ტკივილის მიუხედავად, არ ავიწყდწება საყვარელ მშობლებსა და ქვეყანაზე ზრუნვა და
ტარიელს პრაგმატული მოქმედებებისაკენ უბიძგებს; “ წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა
ჩემსა მშობლებსა”. ასეთია ამ ტრაგიკული მშვენიერების  გამომხატველი ქალის ბედისწერა. 
  ავთანდილის მიერ ნესტანის ამბის გაგების შემდეგ “ვეფხისტყაოსანში”  თითქოს ახალი,
ბედნიერი სამყარო იბადება, ქვეყნიერება თითქოს ბნელს იშორებს და მშვენიერდება.
ნესტანის გათავისუფლების შედეგად სამყაროში აღდგება ღვთაებრივი ჰარმონია. ადამიანს
შეუძლია ღვთაებრივი საწყისი გააბატონოს დედამიწაზე, სწორედ ამის დადასტურებაა
“ვეფხისტყაოსანი”. ამქვეყნად არსი მხოლოდ სიკეთეს აქვს, რადგან ის იბადება მარადიული
ღვთისაგან. ის არის თავად ღვთაება. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია ,,და ბოროტსა არ
დაბადებს'', ამიტომ მას არსი არა აქვს. სიკეთე მარადიულია, ხოლო ბოროტება დროში
შეზღუდულია. სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს მცირე ხნით აღზევებულ ბოროტებას – ეს
გარდაუვალია.
                                                     

You might also like