You are on page 1of 1

1)როგორია წუთისოფელი, ეს ქვეყანა, განდეგილის

დახასიათებით? ეთანხმებით თუ არა? (გაიხსენეთ


წუთისოფლისადმი დამოკიდებულება ზოგადად ქართულ
ლიტერატურაში)-
განდეგილი ბერი ცდილობს წუთისოფლის ყველა ცდუნებას აერიდოს და ამის
გამო განცალკევებით მდგარ მონასტერში იკეთებს
კერას,საიქიოსთვის ეს სააქაო დათმო და განშორდა.განდეგილის
დახასიათებით წუთისოფელი ცოდვის სადგურია,სადაც მართალი გზას ვერ
აუქცევს განსაცდელს,სადაც ცოდვა,კაცს დღედაღამ დასდევს,როგორც მპარავი
და მტაცებელი და სადაც ყოველი ნიჭი მაცდურებაა,ხოლო
სიტურფე და სათნოება ეშმაკის მახე და ცდუნებაა.ზოგადად ქართულ
ლიტერატურაში,სწორედ ამდაგვარი დამოკიდებულებაა
წუთისოფლისადმი:“სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა,
მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის
გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება,
მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართმევს.“

2) როგორ ხატავს ილია განდეგილის პორტრეტს? რა მთავარი


და არსებითი ნიშანი იკვეთება მწირის გარეგნობაში?
განდეგილი
არ იყო ხნიერი, მაგრამ როგორც წმინდანს,სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა და
ზედ ეტყობოდა, რომ მისი სული სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.გამხდარი
სახე,სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,და ნაოჭად შეკრულ
შუბლს,შარავანდედი გადაჰფენოდა.მისი მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
თითქოს ნელი სიხარულით სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლის მიმართ იმედით მიისწრაფიან.

You might also like