You are on page 1of 1

,,მწყემსი ქალისა და განდეგილის დიალოგი"(ეპიზოდის

შინაარსი კომენტარით):
ერთხელ, საშინელი ავდრისას სენაკში მყოფ ბერს ადამიანის ხმა
შემოესმა. ავდრისგან გზააბნეული მწყემსი ქალი აღმოჩნდა,
რომლის მშვენიერება მასპინძელმა მაშინვე იგრძნო. ქალმა მწირს
თავისი თავგადასავალი უამბო. თავისი თავგადასავლის მოყოლის
შემდეგ ქალმა განდეგილს მისი ამბები გამოკითხა. როგორც
გაირკვა, ბერი ყველა ახლობელს გამოთხოვებია და სული
ღვთისათვის შეუწირავს. მწყემსი ქალი, გაოცებული იმით რომ
განდეგილს თავისი ოჯახიც მივიწყებული აქვს და ამავდროულად
დროსაც კი აღარ აღრიცხავს, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებს მწირის მთელს მოღვაწეობას.„როგორ თუ ღვთისა? ღმერთს
რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა? ის ვერ აცნობიერებს
განდეგილის არჩეულ გზას და იმ შედეგს რაც ბერმა მოიმკა თავისი
მოღვაწეობით და ამის მიღმა მხოლოდ ტკბილი წუთისოფლისგან
განრიდებით გამოწვეულ ტანჯვას ხედავს. შემდეგ კი ამ
„უწუთისოფლოდ მარტო გაძლებას“ სიკვდილთანაც კი აიგივებს.
ტკბილ ცხოვრებისგან მოცილებასთან ერთად, მწყემსი ქალისთვის
ასევე რთული გასაგებია ის თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა
რთული, უწუთისოფლო გზა ხსნისთვის, მაშინ როდესაც
ჯოჯოხეთისგან ხსნა წუთისოფლისეულ ცხოვრებაშიც მიღწევადია.
განდეგილი შესანიშნავად გამოხატავს თავის სათქმელს. ის ყველა
წუთისოფლისეულ ლხინს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე მიმაჯაჭვებელ
იარაღად მიიჩნევს. ასეთ დროს კი სული როგორც წესი ხანგრძლივ
დავიწყებას ეცემა.ის ასევე ამბობს,რომ ყოველი მიწიერი სიკეთე,
რაც ქვეყნად არსებობს, სულის ბორკილია.-მაშ ვინც ქვეყნად
ვართ,ყველა წავწყდებით,ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?
−იკითხა ქალმა.ბერი პასუხობს, რომ ხსნის მრავალგვარი გზა
არსებობს, ხოლო მას, უბედურს, ბედისგან ასეთი გზა ერგო. სიტყვამ
„უბედური“ თვითონ ბერი შეაშფოთა: როგორ შეიძლებოდა სულის
მშვიდობა უბედურებად მიეჩნია.ასე,რომ მწყემსი ქალი შეიძლება
ითქვას,რომ მაცდუნებელ ეშმაკს ემსახურება მატერიალური
მსოფლმხედველობით,მან ბერში გააჩინა პროტესტის გრძნობა,მისი
არჩეული ცხოვრების სტილის მიმართ და განდეგილიც უკვე თავის
თავს უბედურად მიიჩნევს.

You might also like