You are on page 1of 1

გიორგი მერჩულეს ნაწარმოებ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ მოცემულ

მონაკვეთში კარგად ჩანს, რომ სარწმუნოების სამსახური სულიერი იდეალია . ეს


პრობლემა დღესაც აქტუალურია.

ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული ღვთის სამსახურში ბევრი ადამიანი იდგა ,


რათა სულიერად ამაღლებულიყვნენ. როდესაც ამ სამსახურში ხარ შენი სული მუდამ
წმინდაა. მოცემულ ეპიზოდში ჩანს, რომ გრიგოლი, რომელიც ღვთის მსახრუია, სულიერი
იდეალის ნათელი მაგალითა. ჩემი აზრით, დედამისს არა მხოლოდ მასთან შეხვედრა ,
არამედ მისი სულიერი სიძლიერეც გაუხარდა, რამაც იგი „განამხიარულა სულითა და
განაძლიერა ხორცითა“. სულიერად მაშინ იტანჯები, როდესაც რაიმე ამქვეყნიურზე
ფიქრობ. სწორედ ამიტომ განერიდა გრიგოლი მატერიალურ ფუფუნებას, რადგან ის მის
სულიერ ფუფუნებას ხელს უშლიდა: „ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არა გაკლდა
ხორცელად და სულიერად, ვიდრე აქამდე“,- ის რომ დედამისთან დარჩენილიყო
სულიერად დამდაბლდებოდა. ის სწორად მოიქცა, როდესაც იქაურობა დატოვა და ღვთის
მსახური გახდა, რადგან ახლა მას ამ ქვეყნიური სიმდიდრე აღარ შეაწუხებს . იგივე გააკეთა
აბო თბილელმაც. მას შეეძლო არაბებში ეცხოვრა და ხორციელად აღარ დატანჯულიყო.
მაგრამ ის ამით სულიერად დაიტანჯებოდა და სწორედ ამიტომ მიჰყვა ქრისტეს სიტყვებს
(სანთელი სასანთლესა ზედა).

ჩემი აზრით, თორნიკე ერისთავიც იმიტომ გახდა ბერი, რომ მეფის მსახურობა მას სულიერ
იდეალს არ აძლევდა.

დღესაც სარწმუნოების სამსახური სულიერი იდეალია. ადამიანები ხშირად სულიერად


მაშინ იტანჯებიან, როდესაც ხორციელ რაღაცებზე ფიქრობენ. ღვთის სამსახურში არ
იტანჯები, რადგან ამ რაღაცებზე ფიქრი არ გიწევს და მხოლოდ შენს სულზე ზრუნავ.
დღესდღეობით ეს ერთადერთი საქმეა სადაც ამას აკეთებ.

სტიქაროსანი.

კანონდამრღვევები, როდესაც ხელისუფლება სამუშაოს არჩევას სთავაზობს, ხშირად


ეკლესიის დახმარებას ირჩევენ.

You might also like