You are on page 1of 2

გიორგი ოთიაშვილი

24.01.2023

იქ სადაც ფულის მნიშვნელობას გადაუჭარბებლად აფასებენ, სიმშვიდე და


კეთილდღეობა სუფევს

თანამედროვე სამყაროში კარგი შემოსავალი აუცილებელია ელემენტარული


ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (შიმშილი, წყურვილი, სახლი...)
დასაკმაყოფილებლად. ამას, რა თქმა უნდა, ემატება სახელწმიფოსთვის განკუთვნილი
სავალდებულო გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯები და სხვადასხვა
გაუთვალისწინებელი შემთხვევები (ნათესავის გარდაცვალება, მოულოდნელი
ქორწილი...). აღნიშნულ თემაზე, ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ შეადგინა ე.წ. „მასლოუს
პირამიდა“ რომლის თანახმადაც, ადამიანის პირველად მოთხოვნილებებში ჩვენ მიერ
ნახსენები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია გაწევრიანებული. მხოლოდ ამ
პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მერე მიისწრაფის ადამიანი სიმშვიდისკენ
და თვითრეალიზაციისკენ. შესაბამისად, ისეთ საზოგადოებაში სადაც ფულის
მნიშვნელობა სათანადოდ არის დაფასებული, სიმშვიდე და კეთილდღეობა სუფევს.

ჩვენი მოსაზრების დასამტკიცებლად, განვიხილოთ მონაკვეთი ჭაბუა ამირეჯიბის


რომანიდან „დათა თუთაშხია“. მოცემული მონაკვეთის მიხედვით, მუშნი ზარანდია
სამთავრობო საგადასახადო უწყების ინსპექტორია. ზარანდია მცირე მეწარმის
შემოწმებისას აღმოაჩენს რომ, წვრილფეხა მრეწველმა გადასახადისგან თავის არიდების
მიზნით, საქონელი არ აღრიცხა. მეწარმე იფიქრებს რომ დაჯარიმებას ინსპექტორისათვის
ქრთამის მიცემით გადაურჩება და ზარანდიას ჩუმად შეუცურებს ჯიბეში თუმნიანს.
ზარანდია მაშინვე მიხვდა: „სხვა შესაძლებლობა არ არის, ეს თუმნიანი იმ მრეწველმა
შეუმჩნევლად ჩამიგდო ჯიბეში, ქრთამს პირდაპირ ვერ შემომბედავდაო“. ამ
მონაკვეთიდანვე ჩანს რომ მუშნი ზარანდია შეუვალი და პატიოსანი პიროვნებაა.
როდესაც ეს ამბავი ზარანდიას კანცელარიის გამგემ გაიგო, მუშნის უსაყვედურა - „ხაზინა
მათხოვრულ ჯამაგირს რომ გიხდით... გყოფნით?“. გამგემ აშკარად მიანიშნა ზარანდიას
რომ ხელფასის სიმცირის გამო ქრთამის აღება მორალურად გამართლებული იქნებოდა.
მიუხედავად იმისა რომ მუშნი ზარანდია მას არ დაეთანხმა და გამგემ და ინსპექტორმა
წაიკამათეს, ნათლად ჩანს ჩვენ მიერ ზემოთნახსენები არგუმენტის მტკიცებულება.
აშკარაა, რომ ფულის მნიშვნელობის დაუფასებლობა იწვევს სიღარიბეს და ყველა იმ
საყოფაცხოვრებო პრობლემას რომელიც უკვე განვიხილეთ. აღნიშნული პრობლემა კი
„აღმოიფხვრება“ კორუფციითა და შავი ბუღალტერიით, რომელიც მორალურად
გამართლებულია. საბოლოო ჯამში კი, საზოგადოებაში ეს ყოველივე სიბინძურის
ნორმალიზებას იწვევს. ტექსტის მიხედვით, ინსპექტორის მოსყიდვა არც მეწარმესთვის
ჩანს უცხო და არც კანცელარიის გამგესთვის ქრთამის აღება. მხოლოდ მუშნი ზარანდია
აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელიც საკუთარ პრინციპებსა და შეხედულებებს
ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე წინ დააყენებს. ასეთი ადამიანების რიცხვი კი
ძალიან ცოტაა. აქედან გამომდინარეობს მარტივი ჭეშმარიტება: ფულის მნიშვნელობა
სათანადოდ უნდა დაფასდეს, კორუფციის აღმოფხვრა ადამიანების
კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით შეუძლებელია.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას რომ ფულის დაუფასებლობა ადამიანის შრომის


დაუფასებლობის ტოლფასია. შესაბამისად ადამიანი ყოველთვის გამონახავს და
მორალურად გაამართლებს, არაოფიციალურ გზებს საკუთარი შრომის დასაფასებლად.
„დათა თუთაშხიას“ რომანის მაგალითზე ვხედავთ რომ კანცელარიის გამგე ხელფასის
დანაკლისს აშკარად ამ გზით ივსებს, როგორც ვახსენეთ, ზარანდიას საყვედურობს კიდეც
ქრთამის არ აღებას.

You might also like