You are on page 1of 1

,,ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმის და საქმის მიმართ

უპასუხისმგებლობის არსებობას საზოგადოებაში’’

იმ აქტიურ პრობლემებს შორის , რომელიც გავრცელებულია არამარტო ჩენს


ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არის ნეპოტიზმი, ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნეპოტიზმი
ბადებს არაპროფესიონალიზმს საზოგადოებაში.

ვფიქრო , ეს პრობლემა რა თქმა უნდა უფრო მეტად გავრცელებულია პოლიტიკაში ,


სადაც ძალაუფლება დიდ პიროვნებათა ხელშია , შესაბამისად მათთვის არანაირ
პრობლემას არ წარმოადგენს ახლობლის დასაქმება , გარკვეულ თანამდებობეზე
მათი ,,დასვა’’, შეიძლება რასაკვირველია მისაღები იყოს მათი დასაქმება თუ კი მათ
სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ თუმცა , ამჯერად საქმე გვაქვს მათ
არაპროფესიონალიზმზე , ხშირად გამიგია მედიიდან ესა თუ ის პირი თავის ნათესავს ,
მეგობარს თუ ოჯახის წევრს თანამდებობაზე ნიშნავს , ისე რომ ამ სფეროში მათ
არაფერი გაეგებათ.

ეს პრობლემა საქართველოშიც იჩენს ფართოთ თავს , გაგვიგია კიდეც: ,,თუ ზემოთ


კაცი არ გყავს ვერაფერს შეძლებ’’. ეს სამწუხარო ფაქტი როგორც ჩემთვის ისე
ყველასთვის , რადგანაც არაპროფესიონალიზმის დანიშვნა ასეთ თანამდებობაზე
არამარტო უსამართლობას იწვევს , არამედ აკნინებს ქვეყნის პოტენციას და
შესაძლებლობებს , რათა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას განვითარებისთვის .

ცხადია, ეს პრობლემა ადრეც არსებობდა , მაგალითად როდესაც რომის პაპები


ძალაუფლებას უნაწილებდნენ ახლობლებს.

შეიძლება ერთი შეხედვით გაზვიადებული მოგვეჩვენოს თუმცა თუ ამ პრობლემას


სიღრმისეულად ჩავწვდებით გავიგებთ თუ რა სავალალო შედეგი შეუძლია
გამოიღოს. დავფიქრდეთ მოსწავლესთვის რა შედეგის მომტანი იქნება თუ მისი
მასწავლებელი ამ საგანში არაპროფესიონალია და შესაბამისი ცოდნა არ აქვს , ან
თუნდაც სტუდენტის შემთხვევაში რა სარგებელს და ცოდნას მივიღებთ თუ ასეთი
ლექტორი გვეყოლა?

ჩემი აზრით აქ სხვა პრობლემაც იკვეთება , ის ,რომ ასეთ დროს მრავალი თავის საქმის
მცოდნე და პროფესიონალი რჩება სამსახურის გარეშე.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ალტერნატიული გზა არის განათლება, ამავდროულად ჩვენც ,


ხალხმაც უნდა გამოვიყენოთ ის შანსი, როცა გვაქვს შესაფერისი პირის ასარჩევად
ქვეყნის სათავეში.

ასე რომ, ნეპოტიზმი სერიოზულ დანაკლისს აძლევს ქვეყანას და მის საბრძოლველად


ერთ-ერთი მთავარი იარაღი განათლებაა.

You might also like