You are on page 1of 2

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს გააჩნდეს მორალური

ღირებულებები და მკვეთრად ჰქონდეს ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ქცევა,


დახვეწილი მანერებით. თუმცა არსებული ღირებულებები მაშინ არის ფასეული, თუ
მის შენარჩუნებას წუთისოფლის მკაცრი გამოცდის შემთხვევაშიც შევძლებთ.

თავდაპირველად, პლატონი გვევლინება როგორც პატიოსანი, ერთგული შვილი.


როდესაც პლატონის დედა გარდაიცვალა, მან და მელანომ „მამის პატივისცემა
გააორკეცეს“ და თავგამოდებით ემსახურებოდნენ. იმის შიშით, რომ
მემკვიდრეობა მხოლოდ მათ შერჩენოდათ და შემცილებელი არ გამოჩენილიყო.
არსებობს გაჭირვების უკიდურესი წერტილი, რომელიც თავს ავიწყებინებს
ადამიანს, იგი საკუთარი თავის ფასად ბოლომდე იბრძვის გადარჩენისთვის.
ბრძოლა გადარჩენისთვის არის გადამწყვეტი ჯაჭვი, რომელიც სამუდამოდ
სწყდება ადამიანურ ღირებულებებს და უვითარებს მდაბიო, შეუფერებელ
აზროვნებას. პლატონი იმდენად შეშინებული იყო, ბეკინასაც კი გაანდო
მწუხარების საიდუმლო. თუნდაც, როცა ბეკინამ ცოლის მოყვანა განიზრახა
მარტოობის შიშის გამო, პლატონმა კაცობისთვის შეუფერებელი საქმე იკადრა,
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ასევე, მიუხედავად ამდენი მცდელობისა, პლატონის გეგმები ჩაიშალა და ელენეს
შვილი ეყოლა, მან დედინაცვალზე ფიზიკურად იძალადა, იმდენად
განრისხრებული იყო. პლატონის ხასიათმა უკიდურესი ცვლილება განიცადა,
ნათელი მოისპო მის გონებაში, და ვერავინ ახერხებდა აფორიაქებული,
მრისხანებით აღსავსე სულის დამშვიდებას. თითქოს მის სულს, სიბნელე
დაეპატრონა, და პლატონმაც შეწყვიტა წუთისოფლის შიში. მან გაბედა და ჩაიდინა
მდაბიო საქციელი, რომელსაც მისგან არავინ ელოდა, მათ შორის მკითხველიც.
პლატონის სამყარო, ზიზღმა მოიცვა, იგი ვერაფერს ამჩნევდა, არსებული
საშიშროების გარდა. მზად იყო ცოდვა ჩაედინა და სამარადისოდ წარეწყმიდა
საკუთარი სული ამიერ და იმიერ სამყაროში.
ყოველი უბედურების მიზეზი შიშია და სწორედ შიშმა შეიწირა სამანიშვილის
ოჯახის ღირებულებები და სამუდამო ტანჯვისკენ საბოლოოდ ჩაითრია.
არსებობს მრავალი მაგალითი თანამედროვე ცხოვრებაში, ოჯახური
დაპირსპირებისა და მათ გაყრას, მემკვიდრეობის განაწილების გამო. სიღარიბის
შიშით მოცული ადამიანი, ყოველთვის მზადაა, რომ ზნეობრივ გზას რადიკალურად
გადაუხვიოს, რათა გადარჩეს და შეძლოს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს
ცხოვრებისგან , სხვა ადამიანების ბედნიერების განადგურებით.

თუ ადამიანმა, გარკვეული წინაღობის გამო თავი დაკარგა, სამუდამოდ დასთმო


ადამიანობა და სულის ღირსება შესწირა, ესეიგი გამოდის რომ მას ვერც ვერასდროს
უპოვნია საკუთარი თავი და მისი ღირებულებები მხოლოდ მოჩვენებითია. როგორც
ოთარ ჭილაზე ამბობს, თავის ერთ-ერთ პოემაში : ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე
ჰგონია...
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი
და გადის მისი მოკლე ცხოვრება
შურში, მტრობაში და სიძულვილში“.

You might also like