You are on page 1of 3

 აშოტ კურაპალატის სულიერი მოძრაობა

 დედა ფებრონიას მხატვრული სახე

 თქვენი მოსაზრება სურვილისა და მოვალეობის


დაპირისპირებისა და ერთიანობის მიმართ.

გიორგი მერჩულემ თავის ნაწარმოებში "ცხოვრებაი წმინდისა


გრიგოლ ხანძთელისაი" გადმოგვცა გრიგოლის ცხოვრების გზა
სიყრმიდან აღსასრულამდე, წმინდანის უსისხლო ღვაწლი და
საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა.ამ ყველაფერთან
ერთად გარკვეულ ეპიზოდებში ვხვდებით არასასულიერო
პირთა ცხოვრებისეულ განსაცდელს თუ როგორც ცდილობდა
მთავარი მოქმედი გმირი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი
საფრთხის არიდებას.

სწორედ ამ უკანასკნელ სცენარს ვაწყდებით მოცემულ


მონაკვეთში,სადაც ქვეყნის მმართველი და მოსახლეობისათვის
სამაგალითო პიროვნება აშოტ კურაპალატი,ასცდა ჭეშმარიტ
გზას და ურთიერთობა სულისათვის წარმწყმენდ სიძვის
დიაცთან წამოიწყო.მან დაივიწყა ყოველგვარი ღირსება და
საერთაშორისო ავტორიტეტი ,ის,რომ მეფე ზნეობრივად
ყოველთვის ყველასათვის მისაბაძი პიროვნება იყო და მისი
ამგვარი სულიერი დაცემა აღაშფოთებდა არა მარტო საკუთარი
ქვეყნის მაცხოვრებელთ,არამედ მთლიანად
კაცობრიობას.ამასთანავე,ისეთნ მნიშვნელოვან ფიგურას,
როგორიც კურაპალატი იყო მართებდა მეტი
პასუხისმგებლობა,რადგან მისი სახელი სამუდამოდ
იწერებოდა ისტორიის წარუშლელ ფურცლებზე. მიუხედავად
ამისა,აშოტი გახვეულია ტრფიალების მახეში რის გამოც არ
სურს ამ დამღუპველი გრძნობის მოშორება და კვლავ
ყველანაირი ხერხით ცდილობს მის დაბრუნებას.იგი კარგავს
თავმოყვარეობას და დედა ფებრონიასაც კი უმალავს რეალურ
ზრახვებს:“ფრიადი დაგუაკლდა საფასეთა ჩუენთაგანი“.

დედა ფებრონია,ადამიანი რომელმაც იცის სიმართლე და


აანალიზებს არსებული მდგომარეობის სიმძაფრეს,საკუთარი
ძალებით ცდილობს მეფის სულისა და ქვეყნის ხსნას.იგი
სწორი მიდგომით ახერხებს კურაპალატის გამოაშკარავებას და
ამით მის რეალურ სამყაროში დაბრუნებას,სადაც ადამიანებს
დაბადებიდანვე გააჩნიათ მოვალეობები,რომელთა დაცვაც
აუცილებელია:“მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა
თანა,რომელნი იქმან უშჯულოებასა“. იგი
წინდახედულია,აცნობიერებს რა შედეგის მომტანია მეფის
თითოეული ქმედება და როგორ აისახება ის საზოგადოების
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფებრონია საკმაოდ განათლებული
პიროვნებაა,იგი კურაპალატის დანაშაულს დავით
წინასწარმეტყველის სიტყვებით ამოწმებს.

ჩემი აზრით,ადამიანის სურვილები არ უნდა აღემატებოდეს


მის მოვალეობებს,რადგან სწორედ ეს წარმოშობს ერთგვარ
ბალანსს,რომელიც აკონტროლებს პიროვნებათა ქცევებსა და
ქმედებებს.ბუნებრივია,თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია
მოვალეობები,რომელთა შესრულებაც აუცილებელია,ისევე
როგორ სურვილების,რადგან წარმოუდგენელია ისეთი
ადამიანის არსებობას,რომელსაც არ გააჩნია მიზანი და არ
ცდილობს მის მიღწევას.მაგრამ როგორც ყველგან,ისე ამ
საკითხშიც აუცილებელია ზომიერების დაცვა,ეს უკანასკნელი
გვეხმარება ,შევინარჩუნოთ ჰარმონია და არ მოვცეთ
მოზღვავებულ ემოციებს ჩვეზე გავლენის მოხდენის
საშუალება.

მსგავს თემაზეა შექმნილი

You might also like