You are on page 1of 3

მოცემულ მონაკეთში წარმოჩენილია არსაკიძის, როგორც

შემოქმედის სახე.სწორედ მას ეკუთვნის იმ ტაძრის


პროექტი,რომელიც საუკუნეების მანძილზე
ანცვიფრებდა მნახველს თავისი სიდიადით და დღემდე
საქართველოს უძვირფასეს კულტურულ ძეგლად
ითვლება. არსაკიძს ოსტატობა კითხვისთანავე
აქტიურად შეიმჩნევა,რადგან ავტორის
თქმით :"მხოლოდ ოსტატის თვალი თუ ამოიკითხავდა
მომავალი ნაგებობის აღნაგობას დიდებულს". იგი
გრძნობს იმ დიად პასუხისმგებლობას, რომელიც მეფემ
და კათალიკოსმა დააკისრეს მას, ამიტომაც მეტი
სერიოზულობითაა მიმართული სვეტიცხოვლის
მშენებლობის სწორად წარმართვაზე. უტა საკმაოდ
ბრძოლისუნარიანი გამოდგა ამ საკითხში, რადგან
ღირსეულად შეხვდა იმ უხეში ლოდების
ქაოსს,რომლისგანაც შენდებოდა სვეტიცხოველი,ტაძარი,
რომელსაც ესთეტიკურ ტკბობამდე უნდა მიეყვანა
მომლოცველი :"ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების
ქაოსს,როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს".
არსაკიძე დიდებული ოსტატია,რადგან მხოლოდ მან
შეძლო შეექმნა არაფრისგან ყველაფერი და ამით
საუკუნეებით გაესწრო იმდროინდელ
რეალობისათვის:"და ცას მისწვდება ლოდების უცნაური
ჰარმონია ცადატყორცნილი და ცაშივე გაყინული
სამარადჟამოდ".

როგორც მოცემულ მონაკვეთის,ისე მთლიანად


ნაწარმოების მთვარი მამოძრავებელი ღერძი
სვეტიცხოველია. ნაგებობა,რომელიც არაგვისა და
მტკვრის შესართავთან უნდა აშენებულიყო და წლების
მანძილზე ელოდა ღირსეულ შემოქმედს.ტაძარი თავისი
ადგილმდებარეობით უკვე აკვირვებდა
მნახველს:"აღმოსავლეთიდან ჯვარის ტაძარი
გადმოსცქერის მას,სარკინეთისა და ზედაზენის მთების
გვირგვინი,ჩრდილოეთიდან ყაზბეგის მწვერვალიდან
ყინვის ბექთარებში ჩაჭედილი მარადჟამობა" ,ამიტომაც
საჭირო იყო დიდი სიფრთხილე, რათა ამ ბრწყივალე
სანახაობას ღირსეულად შემატოდა ადამიანის მორიგი
ქმნილება,სვეტიცხოვლის სახით.

საოცარია, როგორ შეუძლია ერთ პიროვნებას


რადიკალურად შეცვალოს ნებისმიერი რამ,რაც
ნამდვილად მისი შთაგონებაა.ასე მოხდა არსაკიძის
შემთხვევევაშიც,მან თითოეული,უწესრიგოდ დაყრილი
აგურისგან და ლოდისგან დაინახაა რომელიც ცას
მისწვდებოდა და შექმნიდა საუკუნო ეროვნულ
საგანძურს:"უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს,როცა
შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას
სამკაულად გამოადგება".

You might also like