You are on page 1of 2

ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც

არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად III საუკუნის 50-იან


წლებში, დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი . ამ
პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანთა მოღვაწეობა . ზოგიერთი
ცნობის მიხედვით, ქართველები აქ იყვნენ, ჯერ კიდევ, VI საუკუნეში, მაგრამ მათი
მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IX_XI საუკუნეებში, როდესაც
არაბებით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებიდან სინას მიაშურეს .
სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო. ქართველებმა შექმნეს
მდიდარი წიგნსაცავი, რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა .
მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესებზე მეტყველებს აქ დაცული
ორიგინალი და თარგმნილი თხზულებები. სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა
კოლექციაში დაცულია როგორც სინაზე შექმნილი, ისე პალესტინის ქართული
სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა ,
მწიგნობარ-კალიგრაფებმა, წიგნთა შემკაზმავ-შემმოსველებმა თავიანთი ღვაწლი
შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს
უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული, არამედ
მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის შესასწავლად. მემატიანეთა
ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად
მეფე-დიდებულები და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდენ. XV საუკუნიდან
ეკონომიკურად დაუძლურებული სამშობლოდან შემოწირულებამ იკლო, რის გამოც
ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

ესე

არსებობს საფრთხე, რომ ჩენი კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება მხოლოდ


სამუზეუმო ექსპონატის სახით შემოგვრჩეს

ნებისმიერი ერისათვის მნიშნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის რაც შეიძლება


სახეუცვლელად შენახვა. ამიტომ ტარდება მათი რესტავრაცია, აღდგენა. მეცნიერები
ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ კულტურული ძეგლის ის მახასიათებლები ,
რომლებიც მას ღირებულს ხდიან.

ვეთანხმები თეზისს, რომ არის საფრთხე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ


სამუზეუმო ექსპონატის სახით შემოგვრჩეს. იმ კულტურულ ძეგლებთან მუშაობა ,
რომლებმაც მრავალი საუკუნეები გამოიარეს, ძალიან საფრთხილოა. მათი ფასადი ,
ინტერიერი და თვითონ ძეგლი იმდენად ფაქიზია, რომ ვერ უძლებს, მაგალითად,
ტემპერატურის ცვალებადობას და გარემოს პირობებს. სწორედ ამიტომ საჭიროა , რომ
ასეთ ექსპონატებსა და კულტურულ ძეგლებს სპეციალური პირობები შეუქმნან . ერის
კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა იყოს ისეთ პირობებში, რომლებიც მის
ღირებულებას საფრთხეს შეუქმნის. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ, მუზეუმებში ინახება .
ტაძრებსა და ისტორიული ძეგლების ნანგრევებს აკონტროლებენ, რომ რაიმემ მათ ზიანი
არ მიაყენოს, ადამიანმა, ცხოველმა ან გარემოს პირობებმა. ასეთი კულტურული
მემკვიდრეობა, მართლაც მუზეუმის ექსპონატად იქცევა, რაც შესაძლოა უკარგავს ნივთს
ან შენობას თავის რეალურ დანიშნულებას, მაგრამ გასათვალისწინებელია , რომ ისინი
ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას სრულად ინარჩუნებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს, ტაძრები, რომლებმაც კარგად გაუძლეს ჟამთა


სვლას, შეინარჩუნეს ისეთი პირობები, რომ შესაძლებელი გახდა მათი მოდერნიზაცია
შესაბამისი პერიოდის მიხედვით. საჭირო გახდა მათი გამყარება თანამედროვე
ტექნიკებით, რამაც, ნაწილობრივ, ასეთი ძეგლების კულტურული ღირებულება საფრთხის
ქვეშ დაყენა. ამის მაგალითია სვეტიცხოველი, რომელიც პირველად მირიან მეფემ ააგო
მეოთხე საუკუნეში, ის ხით იყო ნაგები. ვახტანგ გორგასალმა, მეხუთე საუკუნეში , კი
გაამაგრა და ქვით ააშენა. იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე, სრულიად სხვადასხვა
ეპოქაშია ნაგები და არ ინარჩუნებს თავდაპირველ ფასადს, ის მაინც ინახავს წარსულის
ნაშთებს. მასში დღემდე აღევლინება წირვები და რელიგიური დღესასწაულები .
შესაბამისად სვეტიცხოველი ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც აქვს კულტურული
ღირებულება და თანაც მოქმედი ტაძარია.

ვფიქრობ, რომ ზოგიერთი კულტურული მემკვიდრეობა სჯობს სამუზეუმო ექსპონატად


შემორჩეს. ასეთი ექსპონატების რესტავრაციით საფრთხის ქვეშ დაყენება , კი ყოველი
მეცნიერისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

You might also like