You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ

თვითმკვლელობა უიშვიათეს შემთხვევაში


საუკეთესო გამოსავალია

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ესალმება სიცოცხლეს


საკუთარი სურვილით. ბოლო დროს სამწუხაროდ, თვითმკვლელობის ფაქტები
საქართველოშიც მომრავლდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. საზოგადოების ნაწილი
მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობა უიშვიათეს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, მე ამ
მოსაზრებას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ამ ორი სიტყვის ერთ წინადადებაში
გამოყენება ყოვლად მიუღებელია.

წარმართულ სამყაროში თვითმკვლელობა გმირობად მიიჩნეოდა, მაგრამ ქრისტიანობა


ამ ყოველივეს სხვანაირად უყურებს. თვითმკვლელობა არ არის სიმამაცე, პირიქით, ის
სისუსტეს უკავშირდება. ადამინი, რომელიც ვერ ითვალისწინებს რა არის შედეგი, რატომ
იტანჯება ან რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ტანჯვას, ძალიან უსუსური ხდება,
თვითმკვლელობა, ეს არის გაქცევის მცდელობა, რაც ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს.
როდესაც ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ის გაურბის რეალობას, ჩაკეტილია
საკუთარ თავში და დარჩენილია მარტო იმ პრობლემების წინაშე, რომელთა გადაჭრაც
შეუძლებლად მიაჩნია. ამიტომ სურს, მას დასასრული მალე ჰქონდეს. ამ დროს მას არ
რჩება არც დრო, არც სურვილი ღმერთთან, მოყვასთან ურთიერთობის, შედეგად იგი
საზოგადოებისათვის არასასარგებლო პირი ხდება.

როგორც უკვე აღვნიშნე, თვითმკვლელობის ფაქტები 21-ე საუკუნეში უფრო მომრავლდა


და მსხვერპლთა უმრავლესობას მოზარდები წარმოადგენენ. საკუთარი სიცოცხლის
ხელყოფა ერთგვარ ტენდენციადაც კი იქცა.ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ რომ
ჩავუღრმავდეთ თვითმკვლელობის ცოდვის გამომწვევ მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, ის
ეგოიზმზს უკავშირდება. „ადამიანი ძალიან უნდა იყოს დაკავებული საკუთარი თავით,
თვითმკვლელობაზე რომ წავიდეს“ წერს ერნესტ მილერ ჰემინგუეი და მართალიცაა,
თვითმკვლელობას ახორციელებს თავმოყვარე ადამიანი. იგი ცდილობს საკუთარი მე
წამოწიოს წინ. ის მიჯაჭვულია ამ სამყაროსთან, ორიენტირებულია ამ წუთისოფელზე, მის
სიკეთეებზე და მიზნად ისახავს მათ შესრულებას, მაგრამ ის ვეღარ იტანს სირთულეს, რაც
მისი გეგმის განხორციელებას წინ უდგება და აქედან მოდის სტრესები.

ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ჟილბერტ ჩესტერტონის ციტატა: „მკვლელი კლავს ადამიანს,


თვითმკვლელი კი- კაცობრიობას“. თვითმკვლელობა რომ გამოსავალი იყოს, ალბათ
ნახევარი კაცობრიობა გაწყდებოდა, ვინაიდან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უძლებს
დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უმძიმეს ყოფით პირობებსა და საკუთარი
არსებობის აბსურდულობის განცდას.
მაგრამ უმრავლესობა უძლებს ამ სტრესს, და სწორედ სხვადასხვა ბარიერის გადალახვით
ჩვენ უფრო ძლიერ პიროვნებებად ვყალიბდებით. ამიტომაც, მე იმ მოსაზრებას, რომ
თვითმკვლელობა უიშვიათეს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, არ ვეთანხმები.

You might also like