You are on page 1of 42

თემა N 1 ზურგის მიდამო.

ხერხემლის სვეტის გულმკერდის და


წელის ნაწილი. მალები და მალთა შეერთებები
ზურგის მიდამო თავსდება კისერსა და დუნდულოებს შორის;
ზურგის მიდამოს შრეობივი აგებულება:
1. კანი და კანქვეშა ქსოვილი;
2. ზედაპირული და ღრმა კუნთები: ზედაპირული კუნთებით ხორციელდება კიდურების
მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება, ღრმა კუნთები კი, (ე. წ. „ზურგის ნამდვილი
კუნთები“) განაგებს უშუალოდ ღერძულა ჩონჩხის მოძრაობას და წონასწორობას;
3. ხერხემლის სვეტი: მალები, მალთაშუა დისკები, და მასთან დაკავშირებული იოგები;
4. ნეკნები (გულმკერდის მიდამოში) კერძოდ, ნეკნების კუთხეების მედიალურად
განლაგებული ნაწილები;
5. ზურგის ტვინი და მისი გარსები;
6. სხვადასხვა სეგმენტური ნერვი და სისხლძარღვი.

ხერხემლის სვეტი ღერძულა ჩონჩხის მთავარი ნაწილია; მოზრდილი ადამიანის


ხერხემლის სვეტის სიგრძე 72-75 სმ-ია. სიგრძის 1/4 მოდის მალთაშუა დისკებზე;
ხერხემლის სვეტის ფუნქციები:
1. იცავს ზურგის ტვინს;
2. სხეულის საყრდენი;
3. ქმნის სხეულის მტკიცე და მოქნილ ღერძს;
4. სხეულის წონასწორობის შენარჩუნება და მოძრაობა (სივრცეში გადაადგილება).

ხერხემალი

მოზრდილი ადამიანის ხერხემალი შედგება 24 თავისუფალი მალის – vertebra, გავის ძვლისა -os
sacrum და კუდუსუნისაგან - os coccygis.

გავის ძვალი შედგება გავის 5 მალისაგან, რომლებიც 15-16 წლის ასაკში ერთმანეთს უერთდება
და ქმნის ერთ მასიურ გავის ძვალს; კუდუსუნის ძვალი შედგება 4-5 განუვითარებელი
მალისაგან, რომლებიც ასევე, გაძვალდება 15-16 წლის ასაკში; ხერხემლის თავისუფალი მალები
იყოფა სამ ჯგუფად: კისრის, გულმკერდის და წელის მალებად. ამგვარად, მთელ ხერხემალში
შეიძლება გავარჩიოთ:

1. კისრის მალები - vertebrae cervicales (7)


2. გულმკერდის მალები _ vertebrae thoracicae (12)
3. წელის მალები _ vertebrae lumbales (5)
4. გავის მალები _ vertebrae sacrales (5)
5. კუდუსუნის მალები _ vertebrae coccygeae (4-5)
გულმკერდის თითოეული მალა ხერხემლის ტიპური სეგმენტია - გულმკერდის მალა
ყველაზე კარგად აერთიანებს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილის მალების ნიშან-თვისებებს;
ამიტომ, ჯერ გულმკერდის მალის აგებულებას შევისწავლით:
ხერხემლის სვეტის გულმკერდის მაწილი - 12 მალა

გულმკერდის მალა
გულმკერდის მალები

1. მალის სხეული - corpus vertebrae;

2. მალის რკალი - arcus vertebrae;

3. წვეტიანი მორჩი - processus spinosus;

4. ზედა სასახსრე მორჩი (წყვილი) - processus articularis superior;

5. ქვედა სასახსრე მორჩი (წყვილი) - processus articularis inferior;

6. განივი მორჩი (წყვილი) - processus transversus;

7. მალის ხვრელი - foramen vertebrale;

8. მალის ზედა (წყვილი) და ქვედა (წყვილი) ნაჭდევები - incisura vertebralis superior et inferior.
ტიპური მალისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიმჩნევა ხერხემლის ყველა ნაწილის
მალებზე, ზოგიერთი ცვლილებებით, რაც აიხსნება სხვა და სხვა ფუნქციური დატვირთვით;

კისრის მალები მცირე ზომისაა; მალის ხვრელი სამკუთხა ფორმისაა; მისი სხეულის სიმაღლე,
სხვა მიდამოების მალებთან შედარებით, უფრო მცირეა და მის ჰორიზონტალურ კვეთს
ელიფსური ფორმა აქვს; წვეტიანი მორჩები მიმართულია უკან, თითქმის ჰორიზონტალურად.
განივი მორჩი შედგება ორი ძვლოვანი ფირფიტისაგან: წინა ფირფიტა განუვითარებელ ნეკნია
და ეწოდება ნეკნოვანი მორჩი - processus costarus; უკანა ფირფიტა კი, ნამდვილი განივი
მორჩია, უერთდება ნეკნოვან მორჩს და ქმნის ნეკნ-განივ მორჩს - processus costo-transversarius.
წინა და უკანა ფირფიტებს შორის განივი ხვრელია - foramen transversarium.

ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილი - 7 მალა

კისრის პირველი მალა - ატლასი - atlas; მას არა აქვს სხეული და წვეტიანი მორჩი; სასახსრე
მორჩები კი, სუსტადაა გამოხატული; ატლასზე განირჩევა: წინა რკალი - arcus anterior; უკანა
რკალი - arcus posterior; გვერდითი მასები - massa laterales; რკალის წინა ზედაპირზე არის წინა
ხორკლი - tubrculum anterius, უკანა ზედაპირზე კი - პატარა სასახსრე ფოსო - კბილის ფოსო -
fovea dentis. მასში მოძრაობს მეორე მალის კბილი. ატლასის გვერდით მასებს ზემოთ და ქვემოთ
დართული აქვს სასახსრე ზედაპირები, რომლითაც ატლასი ენაწევრება ერთი მხრივ, ქალას
კისრის პირველი მალა - ატლასი

კისრის პირველი მალა - ატლასი

კეფის ძვლის როკებს და მეორე მხრივ - კისრის მეორე მალას; ატლასის უკანა რკალის უკანა
ზედაპირზე პატარა უკანა ბორცვია - tuberculum posterius; ატლასის უკანა რკალის ზედა
ზედაპირზე, გვერდითი მასების უკან შეინიშნება წვრილი ღარი - ხერხემლის არტერიის
ზედდების კვალი - sulcus arteriae vertebralis. ატლასის ხვრელი საკმაოდ დიდია, მასში
მოთავსებულია კისრის მეორე მალის კბილი და ზურგის ტვინი; კბილსა და ზურგის ტვინს
შორის, მდებარეობს მკვრივი იოგი - ატლასის განივი იოგი - ligamentum transversum atlantis. ეს
იოგი გადაჭიმულია ატლასის გვერდით მასებს შორის.
ატლასი და აქსისი

ატლას-აქსისის სახსარი, ატლასის განივი იოგი

კისრის მეორე მალას ეწოდება აქსისი (ღერძმალა) - axis. მას სხეულის ზედა ზედაპირზე აქვს
კარგად განვითარებული კბილი - dens; კბილის ირგვლივ ტრიალებს ატლასი. კბილი
ცილინდრული ფორმისაა და მომრგვალო წვეტით მთავრდება; მას წინ დართული აქვს
სასახსრე ზედაპირი - facies articularis anterior, რომლითაც იგი ატლასის წინა რკალს ენაწევრება.

კისრის მე-2, მე-3 და მე-4 მალების წვეტიანი მორჩების ბოლოები ორადაა გაყოფილი;
კისრის მეორე მალა - აქსისი (გვერდიდან)

კისრის მეორე მალა - აქსისი ( წინიდან)


კისრის მალები

კისრის მე-6 მალის ნეკნოვანი მორჩის ბოლო კარგადაა განვითარებული და ცნობილია


როგორც საძილე ხორკლი - tuberculum caroticum; მასზე ზეწოლით შეიძლება საძილე არტერიის
დახშობა სისხლის დენის დროს; კისრის მე-7 მალას ყველაზე გრძელი და ერთიანი
(მომრგვალო-ხორკლიანი) წვეტიანი მორჩი აქვს. ეს ხორკლი ადვილად ისინჯება კანის ქვეშ და
ამიტომ, კისრის მეშვიდე მალას წარზიდულ მალას - vertebra prominens - უწოდებენ.
გულმკერდის მალების განლაგება

გულმკერდის მალების სხეულის ზომა თანდათან მატულობს (პირველიდან მეთორმეტე


მალამდე). გულმკერდის მალის ხვრელი მომრგვალოა, წვეტიანი მორჩები მიმართულია ქვევით
და კრამიტისებურად ფარავენ ერთმანეთს; სასახსრე მორჩები კარგადაა გამოხატული. ზედა
სასახსრე მორჩების სასახსრე ზედაპირები მიმართულია უკან, ქვედა სასახსრე მორჩების
სასახსრე ზედაპირები კი - წინ; I, XI, XII მალების სხეულის გვერდებზე მოთავსებულია
მთლიანი სასახსრე ზედაპირები; II-X მალების სხეულის გვერდებზე კი, სასახსრე
ზედაპირების ნახევარი რომლებსაც ესახსრება ნეკნების თავები: ნეკნის ზედა ფოსო - fovea
costalis superior, ნეკნის ქვედა ფოსო - fovea costalis inferior. გარდა ამისა, სასახსრე ზედაპირები
არის მალების განივ მორჩებზე - fovea costalis transversalis, რომლებსაც ენაწევრება ნეკნების
ბორცვები. გულმკერდის XI და XII მალების განივ მორჩებზე არ არის სასახსრე ხედაპირები.
ამრიგად, გულმკერდის ზედა ათი ნეკნი სათანადო მალებთან დაკავშირებულია ნეკნის თავით
- სხეულთან და ნეკნის ბორცვით - განივ მორჩთან. XI და XII ნეკნი კი, დაკავშირებულია
სათანადო მალის სხეულთან მხოლოდ ნეკნის თავით.
გულმკერდის მალების დაკავშირება ხერხემალთან
ხერხემლის სვეტის წელის ნაწილი - 5 მალა

წელის მალები შედარებით უფრო მსხვილია. მათი სხეულის ჰორიზონტალური კვეთი


ლობიოს ფორმისაა; მალის ხვრელის ფორმა სამკუთხაა; სქელი და განიერი წვეტიანი მორჩი
პირდაპირ უკანაა მიმართული; სასახსრე მორჩები კარგად არის გამოხატული; მათი სასახსრე
ზედაპირები საგიტალურ სიბრტყეზე თავსდება, განივი მორჩების მწვერვალები უკანაა
მიმართული; წელის მალებს კიდევ ორი მორჩი აქვს: დვრილისებრი მორჩი - processus mamillaris,
რომელიც მოთავსებულია ზედა სასახსრე მორჩის ლატერალურ ზედაპირზე და დამატებითი
მორჩი - processus accessorius, რომელიც ეკალს გავს და მოთავსებულია განივი მორჩის ძირზე.
წელის მალა

წელის მალა
წელის მალები

ამგვარად. ხერხემლის თითოეული ნაწილის მაალები ხასიათდება შემეგი მორფოლოგიური


თავისებურებებით:

კისრის მიდამოს მალების განივ მორჩზე შეინიშნება განივი ხვრელი - foramen transversarium,
სადაც გაივლის ხერხემლის არტერია და ვენა (მეშვიდე მალის განივ ხვრელში მხოლოდ ვენა
გაივლის).

გულმკერდის მიდამოს მალებს სხეულის გვერდებზე დართული აქვს სასახსრე ფოსოები


ნეკნებთან შესაერთებლად;
წელის მიდამოს მალები ადვილად განირჩევა ე.წ. დადებითი და უარყოფითი ნიშნებით.
უარყოფითი ნიშნები: წელის მალებს არა აქვს განივი ხვრელები და არც სანეკნე ზედაპირები.
დადებითი ნიშნები: წელის მალებს 2 წყვილი ახალი მორჩი აქვთ - დვრილისებრი და
დამატებითი.

გავის ძვალი - os sacrum


გავის ძვალი შედგება 5 გავის მალისაგან - vertebrae sacrales, რომლებიც 15-16 წლის ასაკში
ერთმანეთს უერთდება და იქმნება ერთი მთლიანი ძვალი.

გავის ძვალი მოხრილი, სამკუთხა ფორმისაა, რომლის განიერი ნაწილი - ფუძე - basis sacri
ზევითაა მიქცეული, მწვერვალი - apex sacri – ქვევით და წინ. გავის ძვალზე არჩევენ ორ
ზედაპირს: წინა ანუ მენჯისმხრივი - facies pelvina და უკანა ანუ ზურგისმხრივი - facies dorsalis.
მთლიან ძვალში სამი ნაწილი განირჩევა: შუა - კენტი და ორი გვერდითი - partes lateraes.
გვერდითი ნაწილი წარმოდგენილია შეზრდილი განივი მორჩებით და განუვითარებელი
ნეკნებით.

ხერხემლის სვეტის გავა - კუდუსუნის ნაწილი


წინა ზედაპირი შედრეკილი და შედარებით სადაა, აქვს ოთხი წყვილი გავის მენჯისმხრივი
ხვრელი - foramina sacralia pelvina, სადაც გამოდის გავის ძვლის არხიდან გამოსული ზურგის
ტვინის ნერვები;

გავის ძვლის წინა ზედაპირი

რადგან გავის ძვალი იქმნება 5 მალის შეერთებით, ამიტომ მის წინა ზედაპირზე, აღნიშნულ
ხვრელებს შორის, ნათლად ჩანს განივი ხაზები - lineae transversae (რომელთა მიმართულებითაც
წარმოებდა მალების სხეულების შეზრდა); გავის ძვლის უკანა ზედაპირი ხორკლიანია,
გამოდრეკილი და აქვს ოთხი წყვილი გავის ზურგისმხრივი ხვრელი - foramina sacralia dorsalia.
ამ ზედაპირზე განირჩევა ძვლოვანი ქედები - მალების სხვადასხვა მორჩების შეერთების
(გაძვალების) შედეგი:

1. გავის შუა ქედი - crista sacralis mediana (მიიღება წვეტიანი მორჩების შეერთებით);

2. გავის შუამდებარე ქედი - crista sacralis intermedia (მიიღება წყვილი, სასახსრე მორჩების
შეერთებით).

3. გავის ლატერალური ქედი - crista sacralis lateralis (მიიღება წყვილი, განივი მორჩების
შეერთებით).
გავის ძვლის უკანა ზედაპირი

გავის ძვლის ფუძეს უკან გამოხატული აქვს გავის პირველი მალის წყვილი ზემო სასახსრე
მორჩი - processus articularis superior, საიდანაც ჩანს გავის არხი - canalis sacralis; გავის არხი
იქმნება გავის მალთა ხვრელების შეერთებით და მთავრდება გავის შესავალით - hiatus sacralis,
რომლის გვერდებზე აღინიშნება ე.წ. გავის რქები - cornua sacralia. გავის არხი ხერხემლის არხის
გაგრძელებაა;

გავის ძვლის გვერდით ნაწილებზე გარედან ჩანს ყურისებრი ზედაპირები - facies auriculares –
მენჯის ძვლებთან შესაერთებლად. გავის ქვემო ბოლო შევიწროებულია, აქვს სასახსრე
ზედაპირი, რომლითაც იგი უერთდება კუდუსუნის ძვალს. გავის ძვალი იღებს მონაწილეობას
მენჯის კედლის შექმნაში.

ქალის გავის ძვალი საგრძნობლად მოკლე, განიერი და ნაკლებად მოხრილია, მამაკაცის გავის
ძვალი კი - გრძელი, ვიწრო და მკვეთრად მოდრეკილი.
კუდუსუნის ძვალი - os coccygis
ადამიანის კუდუსუნის ძვალი 4-5 განუვითარებელი მალისაგან შედგება.

კუდუსუნის ძვალი

კუდუსუნის მალებს შორის მხოლოდ პირველ მალაზეა განუვითარებელი სასახსრე მორჩები,


ე.წ. კუდუსუნის რქები - cornua coccygea და განივი მორჩების ნაშთები, გვერდითი
წანაზარდების სახით. უკანასკნელი სუსტად აქვს გამოხატული აგრეთვე, კუდუსუნის მე-2
მალას, ხოლო რაც შეეხება მე-3 და მე-4 მალას, მათ აქვთ მომრგვალო ფორმა და ხშირად
შეზრდილნი არიან. კუდუსუნი ცხოველთა კუდს შეესაბამება.

xerxemali mTlianad

ხერხემლის სვეტში მეზობელი მალები, სხეულითა და სასახსრე მორჩებით, ერთმანეთს


ეხება; მალების ხვრელები ქმნის ხერხემლის არხს - canalis vertebralis, რომელიც იწყება
კისრის პირველი მალიდან და mთავrდება გავის შესავლით _ hiatus sacralis; ნაჭდევებით
იქმნება მალთაშუა ხვრელები - foramina intervertebralia. მალთაშუა ხვრელი 23 წყვილია;
მალთაშუა ხვრელებით ხერხემლის არხიდან გამოდის ზურგის ტვინის ნერვები. მალების
სხეულის ზომა ზევიდან ქვევით, გავის ძვლამდე იზრდება, აქედან კი, მცირდება და
კუდუსუნზე თითქმის უჩინარი ხდება. თუ ხერხემალს უკანა მხრიდან შევხედავთ,
დავინახავთ, რომ კისრის მიდამოს წვეტიანი მორჩების მიმართულება ოდნავ დახრილია;
გულმკერდის მიდამოში წვეტიანი მორჩები ძლიერ დახრილია და ერთმანეთს სავსებით
ფარავს; წელის მიდამოში წვეტიანი მორჩები ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს,
ამასთან, წელის ქვედა ორი მალის წვეტიანი მორჩი ოდნავ ზევითაა აწეული;
მეზობელი მალების რკალებს შორის ნაპრალებია, რომლებიც ამოვსებულია რკალებს
შორის მოთავსებული ე.წ. ყვითელი იოგებით;

ყველაზე განიერი ნაპრალი არის კისრის პირველ მალასა და კეფის ძვალს შორის,
დანარჩენი ნაპრალები კისრის მალებს შორის უფრო ვიწროა და გულმკერდის მალების
მიდამოში თითქმის არ არსებობს. წელის მიდმოში მალთაშუა ნაპრალები კვლავ
ფართოვდება და ყველაზე განიერია წელის მე-5 მალასა და გავის ძვალს შორის. ამ
ნაპრალების ტოპოგრაფიის ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო ნივთიერებათა
შეყვანის დროს ხერხემლის არხში, ზურგის ტვინის ანესთეზიისათვის და თავ-ზურგტვინის
სითხის აღების დროს.
ხერხემალი საგიტალურ სიბრტყეზე ოთხჯერ იდრიკება. კისრის პირველი ნადრეკი
ნაკლებადაა გამოხატული, მიმართულია წინ და, ამასთან, ყველაზე ძლიერ გამოწეულია
მეოთხე და მეხუთე მალა. გულმკერდის მეორე ნადრეკი მიმართულია უკან - ყველაზე
მეტად დაშორებულია მერვე და მეცხრე მალა; მესამე წელის ნადრეკი ისევ მიმართულია
წინ - ყველაზე მეტად გამოდრეკილია მესამე მალა; მეოთხე გავის ნადრეკი მიმართულია
უკან - ყველაზე დაშორებულია მესამე მალა. წელის მე-5 მალისა და გავის ძვლის
საზღვარზე აღინიშნება მკვეთრად წინ წამოწეული კუთხე - კონცხი - promontorium.
ხერხემლის ყველა აღნიშნული ნადრეკი ფიზიოლოგიურია. წინ მიმართულ
ფიზიოლოგიურ ნადრეკს ეწოდება ფიზიოლოგიური ლორდოზი _ lorosis. უკან მიმართულ
ფიზიოლიგიურ ნადრეკს ეწოდება ფიზოლოგიური კიფოზი - kyphosis.
გარდა აღნიშნული ნადრეკებისა, არჩევენ პათოლოგიურ გვერდით ნადრეკს _ სკოლიოზს
- scoliosis. ნადრეკი მიმართულია, ჩვეულებრივ, მარჯვნივ, ანდა, იშვიათად, მარცხნივ
(ცაციებში). ამ დროს წვეტიანი მორჩები სხვადასხვანაირად არის დახრილი ქვევით, რის
გამოც მათ მიერ შექმნილი ხაზი არ არის სწორი. სამხედრო დგომის დროს წინა და
უკანა ნადრეკები კარგადაა გამოხატული. ამ შემთხვევაში ხერხემლის ხაზი - გატარებული
ატლასის წინა ხორკლიდან - გაივლის მე-6 მალის, გულმკერდის მე-9 და გავის მე-3 მალის
სხეულზე და, ბოლოს, კუდუსუნის მწვერვალზე.

მოდუნებული დგომის დროს კისრისა და წელის ლორდოზი სწორდება, გულმკერდის


კიფოზი კი ძლიერდება. კიფოზი განსაკუთრებით გამოიხატება ღრმა მოხუცებულობაში;
სიმძიმით დატვირთვის დროს ნადრეკი ძლიერდება, წოლის დროს კი, ხერხემალი
სწორდება და მისი სიგრძე 2 სმ - ით იმატებს. ახალშობილებს ნადრეკები ნაკლებად აქვთ
გამოხატული; ჩონჩხისა და კუნთების განვითარება (თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა და
სიარული) განაპირობებს ფიზიოლოგიური ნადრეკების ჩამოყალიბებას; ხერხემალი
სხეულისათვის მოქნილი და მტკიცე ძვალ-ხრტილოვანი ღერძია; იგი იღებს მონაწილეობას
გულმკერდის, მუცლის და მენჯის ღრუების უკანა კედლების შექმნაში. ამასთან,
ხერხემლის არხი იცავს ზურგის ტვინსა და მის ნერვულ ფესვებს. მამაკაცის ხერხემლის
სიგრძე საშუალოდ 73 სმ -ია, ქალის კი _ 69 სმ. ახალშობილის _ 20 სმ. ღრმა
მოხუცებულობის დროს აღინიშნება ხერხემლის სიგრძის შემოკლება 7 სმ-მდე. ხერხემლის
სიგრძე შეადგენს სხეულის სიგრძის 2/5-ს.

ნეკნები - costae
ნეკნები მიეკუთვნება გულმკერდის ჩონჩხს; ნეკნების ნაწილი მდებარეობს ზურგის
მიდამოში და დაკავშირებულია ხერხემლის სვეტთან და ზურგის კუნთებთან. ამიტომ,
მიზანშეწონილია მათი შესწავლა ამ თავში.

A - პირველი ნეკნი B - მეორე ნეკნი

ადამიანს 12 წყვილი ნეკნი აქვს. ტიპური ნეკნი შედგება ორი ნაწილისაგან: უმეტესი უკანა
ნაწილი ძვლოვანია - os costale და მცირე წინა ნაწილი ხრტილოვანი - cartilago costalis.
ნეკნის უკანა ბოლოში არჩევენ ნეკნის თავს - caput costae _– დართული სასახსრე
ზედაპირით - facies articularis capitis costae, რომელიც ან მთლიანია, ან ორადაა გაყოფილი
ე.წ. ნეკნის თავის ქედით - crista capitis costae. ნეკნის თავი მალების სხეულს ენაწევრება.
ნეკნის თავს მოყვება შევიწროებული ნაწილი _ ნეკნის ყელი - collum costae. მის შემდეგ
ნეკნის ბორცვია tuberculum costae, რომელსაც დართული აქვს სასახსრე ზედაპირი - facies
articularis tuberculi costae - სათანადო მალის განივ მორჩთან შესაერთებლად; ბორცვის უკან
მდებარეობს ნეკნის კუთხე - angulus costae. ამ ადგილას ნეკნი მკვეთრად უხვევს წინ და
გადადის სხეულში - corpus costae. პირველ და მეორე ნეკნზე ნეკნის კუთხე და ნეკნის
ბორცვი ხვდება ერთმანეთს. მომდევნო ნეკნებზე ბორცვი და კუთხე თანდათან შორდება
ერთმანეთს. მეთერთმეტე ნეკნს ნეკნის კუთხე ოდნავ ემჩნევა და მეთორმეტეზე კი,
სრულიად არ აღინიშნება.

VIII ნეკნი - ნეკნის შიგნითა ზედაპირი

ნეკნის სხეულზე არჩევენ გარეთა და შიგნითა ზედაპირებს და ზედა და ქვედა კიდეებს;


პირველ ნეკნზე კი _ ზედა და ქვედა ზედაპირებს და გარეთა და შიგნითა კიდეებს. ნეკნის
შიგნითა ზედაპირზე, ქვედა კიდის გასწვრივ, ნეკნის კუთხიდან წინ მიემართება ნეკნის
ღარი - culcus costae _ ნეკნთაშუა სისხლძარღვებისა და ნერვებისათვის. I, XI და XII ნეკნის
თავს აქვს მხოლოდ ერთი მთლიანი სასახსრე ზედაპირი, რომლითაც იგი ერთ სათანადო

მალას უერთდება; II - X ნეკნის თავის სასახსრე ზედაპირი გაყოფილია ქედით და ორ


მეზობელ მალას უერთდება. I ნეკნის თავი უერთდება პირველი მალის სხეულს, ბორცვი
კი _ მის განივ მორჩს; II - X ნეკნების თავი უერთდება ორი მეზობელი მალის სხეულს,
ბორცვი კი _ შესაბამისი მალის განივ მორჩს. XI - XII ნეკნს არა აქვს კუთხე, ბორცვი და
ღარი; XI - XII ნეკნი დაკავშირებულია მხოლოდ შესაბამისი მალის სხეულთან და არ
ენაწევრება მალის განივ მორჩს. პირველი ნეკნის ზედა ზედაპირზე, სამკერდე ბოლოსთან
არის წინა კიბისებრი კუნთის ბორცვი - tuberculum m. scaleni anterior; ამ ბორცვის წინ
ლავიწქვეშა ვენის ღარია - sulcus venae subclaviae, უკან კი _ ლავიწქვეშა არტერიის ღარი -
sulcus arteriae cubclaviae. ნეკნების სიგრძე (I - VIII) თანდათან მატულობს, შემდეგ კი -
(მეთორმეტემდე) სწრაფად მცირდება; I ნეკნი ყველაზე განიერია, VII - VIII - ყველაზე
გრძელი, XII კი - ყველაზე ვიწრო და მოკლე.

VIII ნეკნი - ნეკნის გარეთა ზედაპირი

თითოეული ნეკნი მოდრეკილია; ამასთან, ყველაზე ნაკლებად მოდრეკილია პირველი ნეკნი,


ყველაზე მეტად კი - ბოლო; აქედან გამომდინარე, პირველი წყვილი ნეკნით მოხაზული წრე
ყველაზე პატარაა და მეთორმეტე წყვილი ნეკნით მოხაზული წრე - ყველაზე დიდი. ნეკნების
გამრუდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში განაპირობებს ნეკნების უკანა ბოლოების
(თავების) უფრო მაღლა დგომას, წინა ბოლოებთან შედარებით; ნეკნების გამრუდება მათი
სიგრძივი ღერძის მიმართ თანდათან იწვევს პირველი ნეკნის ზედა ზედაპირის გადაქცევას
გარეთა ზედაპირად და ქვედა ზედაპირის გადაქცევას შიგნითა ზედაპირად.
პირველი შვიდი წყვილი ნეკნი ნამდვილი ნეკნებია - costae verae, რადგან თითოეული მათგანი
უშუალოდ უკავშირდება მკერდის ძვალს; ქვედა ხუთი წყვილი ნეკნი ცრუ ნეკნებია - costae
spuiae, მათგან მე-8, მე-9 და მე-10 ნეკნის ხრტილოვანი ნაწილი ერთმანეთს უერთდება; შემდეგ
მე-8 ნეკნი მე-7 ნეკნის ხრტილს უკავშირდება. მე-11 და მე-12 ნეკნის ხრტილები არ უერთდება
არც მკერდის ძვალს, არც ერთმანეთს და თავისუფლად მერყეობს მუცლის კუნთების სისქეში.
ამიტომ მათ მერყევ ნეკნებს - costae fluctuantes უწოდებენ.

XII ნეკნი

პირველი შვიდი წყვილი ნეკნი უშუალოდ უერთდება მკერდის ძვალს - ნამდვილი ნეკნები
ნეკნების გამრუდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში განაპირობებს ნეკნების უკანა
ბოლოების (თავების) უფრო მაღლა დგომას, წინა ბოლოებთან შედარებით
პირველი წყვილი ნეკნით მოხაზული წრე ყველაზე პატარაა და მეთორმეტე წყვილი ნეკნით
მოხაზული წრე - ყველაზე დიდი.
ხერხემლის სვეტისა და ქალას შენაწევრება -
Juncturae columnae vertebralis et cranii
ხერხემალში გვხვდება:
1) მალთაშუა სახსრები - articulationes intervertebrale - ყოველი ორი მეზობელი მალის
წყვილ სასახსრე მორჩთა შორის; მალთაშუა სახსრები თავისი ფორმით ბრტყელი
სახსრებია - marticulatio plana;
2) იოგები:
განივ მორჩთაშუა იოგები - ligamenta intertransversalia,
წვეტთაშუა იოგები - ligamenta interspinalia,
ყვითელი იოგები - ligamenta flava - თავსდება მალების რკალებს შორის და წარმოდგენილია
ელასტიკური ბოჭკოებით;
წვეტზედა იოგი - ligamentum supraspinale - გადაჭიმულია ყაეთნის სახით წვეტიან მორჩებზე
პირველიდან ბოლო მალამდე; წვეტზედა იოგი კისრის მიდამოში ქმნის ბრტყელ და
საკმაოდ სქელ ქედის იოგს - ligamentum nuche - გადაჭიმულია კეფის გარეთა შემაღლებასა
და კისრის მალების წვეტიან მორჩებს შორის.

ყვითელი იოგები - მალების რკალებს შორის


წვეტზედა იოგი და ქედის იოგი

წინა გასწვრივი იოგი - ligamentum longitudinale anterius - მიემართება ხერხემლის სვეტის


გასწვრივ, მალების სხეულის წინა ზედაპირზე - კეფის ძვლის ხახის ბორცვიდან კონცხამდე;
უკანა გასწვრივი იოგი - ligamentum longitutudinale posterius - მემართება ხერხემლის არხში
მალების სხეულის უკანა ზედაპირზე - კისრის მე-2 მალიდან კუდუსუნის ძვლამდე.
უკანა გასწვრივი იოგი
უკანა გასწვრივი იოგი
წინა გასწვრივი იოგი

3) მალთაშუა დისკოები - dsci intervertebrales, რომელიც აერთებს მალების სხეულებს და


წარმოადგენს სინქონდროზის მაგალითს; ყოველი მალთაშუა ხრტილი შედგება ორი
ნაწილისაგან: გარეთა, ფიბროზული რგოლი - anulus fibrosus, რომელიც შედგება ბოჭკოვანი
ხრტილისაგან და ცენტრალური ნაწილი - რბილ ბირთვი - nucleus pulposus, რომელიც
გამჭვირვალე, ელასტიური წარმონაქმნია (ზურგის სიმის - chorda dorsalis ნაშთი). კისრის
პირველ მალას არა აქვს სხეული, რის გამოც პირველსა და მეორე მალას შორის მალთაშუა
დისკი არ არსებობს.
მალთაშუა დისკები

მალთაშუა დისკის ფიბროზული რგოლი და რბილი ბირთვი


მალთაშუა დისკის რბილი ბირთვი და ფიბროზული რგოლი

4) ატლას - კეფის სახსარი - articulatio atlanto-occipitalis - კომბინირებული, ელიფსური სახსარი;


სასახსრე პარკი ფართო და თავისუფალია; ატლასის ტკალებსა და დიდი ხვრელის კიდეებს
შორის გაჭიმულია ატლას -კეფის წინა და უკანა აპკი - membranae atlanto-occipitalis anterior et
posterior.
ატლას - კეფის სახსარი
ატლას - კეფის სახსარი
5) ატლას-აქსისის შუა და გვერდითი სახსრები - articulatio atlanto- axialis mediana et lateralis -
შედგება სამი განცალკევებული სახსრისაგან: შუა სახსარი - აქსისის კბილსა და ატლასის წინა
რკალს შორის; იგი, თავისი ფორმით მბრუნველი სახსარია - ატლასი ბრუნავს აქსისის კბილის
ირგვლივ; გვერდითი სახსარები - მალების სასახსრე მორჩების შენაწევრებაა.
ატლას-აქსისის შუა და გვერდითი სახსრების დამხმარე იოგებია: ფრთისებრი იოგები -
ligamenta alaria, რომელიც გადაჭიმულია აქსისის კბილსა და კეფის როკების შიგნითა მხარეს
შორის; კბილის მწვერვალის იოგი - ligamentum aoicis dentis, რომელიც გადაჭიმულია აქსისის
კბილის წვეტსა და დიდი ხვრელის წინა კიდეს შორის (ჩანასახოვანი ზურგის სიმის ნაშთი);
ატლასის განივი იოგი -ligamentum transversum atlantis, რომელიც უკანა მხრიდან ეხვევა აქსისის
კბილს და გადაჭიმულია ატლასის გვერდით მასებს შორის; ორი ფიბროზული მორჩი - fasciculi
longitudinales, რომლებიც მიემართება განივი იოგის ზევით - კეფის ძვლისაკენ და ქვევით -
აქსისის სხეულის უკანა ზედაპირისაკენ. ფიბროზული მორჩები და ატლასის განივი იოგი
ქმნის ჯვარედინა იოგს - ligamentum cruciforme atlantis. ზემოდან ყველა იოგი დაფარულია
აპკით.

ატლას-აქსისის სახსარი
ატლას-აქსისის სახსარი

6) გავა-კუდუსუნის შეერთება - junctura cacro-coccygea (ყალბი სახსარი) სახსარი - გარედან


გამაგრებულია დამატებითი იოგებით: გავა-კუდუსუნის ვენტრალური, დორსალური და
გვერდითი იოგებით - ligamenta sacro-coccygea ventrale, dorsale et laterale.
გავა - კუდუსუნის შეერთება
ნეკნების შეერთება ხერხემალთან - articulationes costo-vertebrale

ნეკნების დაკავშირება მკერდის ძვალთან

პირველი შვიდი ნეკნი წინა ხრტილოვანი ბოლოთი ენაწევრება მკერდის ძვალს, მე-8, მე-9 და მე-
10 წყვილი ნეკნი უერთდება ერთმანეთს; და ბოლოს, მე-8 მე-7-ს; მე-11 და მე-12 წყვილი ნეკნი
თავისი წინა ბოლოებით თავისუფლად მდებარეობს მუცლის კუნთების სისქეში.
ნეკნის თავის სახსრები - articulationes capitis costae: 1-ლი, მე-11 და მე-12 მეკნების თავი
შენაწევრებულია შესაბამისი მალის სხეულთან. მე-2 - მე-10 ნეკნები კი - ორ მეზობელ
მალასთან (შესატყვისი და ზემდებარე მალა).
ნეკნის თავის სახსარში ნეკნის თავი ენაწევრება მალის სხეულის გვერდზე მდებარე სასახსრე
ზედაპირს. ყოველი აღნიშნული სახსრის ღრუ (გამონაკლისია I, XI და XII ნეკნის თავის
სახსრები) გაყოფილია ნეკნის თავის სახსარშიგა იოგით - ligamentum capitis costae intraarticularae.
სასახსრე ჩანთა წინიდან გამაგრებულია ნეკნის თავის სხივისებრი იოგით-ligamentum capitis
costae radiatum.
ნეკნების დაკავშირება ხერხემალთან

ნეკნ-განივი სახსარი - articulatio costo-transversarium - სახსარი ნეკნის ბორცვსა და სათანადო


მალის განივ მორჩს შორის. სასახსრე ჩანთა გამაგრებულია: ნეკნ-განივი იოგით - ligamentum
costo-transversarium, რომელიც აერთებს ნეკნის ყელის დორსალურ ნაწილს სათანადო მალის
განივი მორჩის ვენტრალურ ნაწილთან, ზემო ნეკნ-განივი იოგით - ligamentum costo-
transversarium superius და გვერდითი ნეკნ-განივი იოგით - ligamentum costo-transversarium
laterale.
ნეკნის დაკავშირება მალის სხეულთან და განივ მორჩთან

კავშირი - მკერდის ძვალი, ნეკნი, მალის სხეული, მალის განივი მორჩი


რგოლი - ნეკნი, მალა, მკერდის ძვალი

You might also like