You are on page 1of 19

ქალის სასქესო ორგანოების ანატომია

მენჯი ადამიანის სხეულის მასის ძვლოვანი საყრდენია. ის თანაბრად ანაწილებს


წონას ქვედა კიდურებზე. ქალის მენჯს აქვს განსაკუთრებული ფორმა, რომელიც
ადაპტირებულია მშობიარობის პროცესისათვის.

ძვლოვანი მენჯი - pelvis- შედგება გავის ძვლის, კუდუსუნის ძვლის და მენჯის


წყვილი ძვლებისგან, რომლებიც წინა ნაწილში ერთდებიან ბოქვენის სიმფიზის
მიდამოში.

გავის ძვალი და კუდუსუნის ძვალი

გავისა და კუდუსუნის ძვლები ხერხემლის სვეტის გაგრძელებას წარმოადგენს.


გავის ძვალი შექმნილია 5 ერთმანეთთან ძვლოვანი ქსოვილით დაკავშირებული
მალისგან ( სინოსტოზი). კუდუსუნის ძვალი კი ერთმანეთთან ასევე ძვლოვანი
ქსოვილით დაკავშირებული 4 მალით არის წარმოდგენილი. მალებს შორის საზღვარს
მალთაშუა ხრტილის ნაცვლად ქმნის გაძვალებული განივი ხაზები ( Lineae
transversae) . ხოლო გავისა და კუდუსუნის ძვალი კი ერთმანეთს გავა-კუდუსუნის
სახსრით უკავშირდება.

გავის ძვალს ძაბრისებური ფორმა აქვს. მასზე განასხვავებენ ფუძეს-basis ossis sacri,
მწვერვალს-apex ossis sacri, მის წინა-facies pelvina და უკანა-facies dorsalis ზედაპირებს.

გავის ძვლის პირველი მალა მისი ყველაზე წინ მდებარე, წარზიდული ნაწილია და
ცნობილია, როგორც გავის კონცხი- promontorium-ი. გავის კონცხის ლოკალიზაციის
ადგილი ემთხვევა დონეს სადაც ბიფურკაციის შემდეგ ( L4-L5 ) აორტას გამოეყოფა
ორივე თეძოს არტერია. ამიტომ ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს ტროაკარის
ჩადგმისას გავის კონცხის პალპაცია ქირურგს თავიდან ააცილებს ამ მიდამოს
მთავარი სისხლძარღვოვანი სტრუქტურების დაზიანებას.

გავის ძვლის წინა ზედაპირზე ყოველ მეზობელ მალას შორის განლაგებულია ოთხი
წყვილი გავის წინა ანუ მენჯისკენა ხვრელი - foramina sacralia pelvina. ამ ხვრელებს
შეესაბამება გავის უკანა ზედაპირზე მდებარე ასევე ოთხი წყვილი უკანა ანუ
დორზალური ხვრელი- foramina sacralia dorsalia. აღნიშნულ ხვრელებში გაივლის
საკრალური ნერვები, ხოლო წინა ანუ მენჯისკენა ხვრელებში საკრალურ ნერვებთან
ერთად გადის ლატერალური საკრალური სისხლძარღვებიც.

მალთა ხვრელების შეერთებით გავის ძვალზე იქმნება canalis sacralis ანუ გავის არხი,
რომელიც გავის მწვერვალზე ბოლოვდება გავის ნაპრალით - hiatus sacralis-ით. hiatus
sacralis ხერხემლის არხის ქვედა შესავალს წარმოდგენს და კლინიკურად
მნიშვნელოვანია კაუდალური ანესთეზიის ჩატარების თვალსაზრისით.

Os coxae - მენჯის ძვალი

Os coxae წარმოადგენს წყვილ ძვალს, რომელთაგან თითოეული სამი


განცალკევებული ძვლის - თეძოს, ბოქვენის და საჯდომი ძვლების გაერთიანებით
იქმნება. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

Illium- თეძოს ძვალი

თეძოს ძვალი ბრტყელი ძვალია. მისი ზედა კიდე მთელ სიგრძეზე გამსხვილებულია
და ქმნის თეძოს ქედს- crista illiaca-ს.

თეძოს ძვლის წინა კიდეზე აღინიშნება თეძოს წინა ზედა და წინა ქვედა წვეტები -
spina illiaca anterior superior და spina illiaca anterior inferior. თეძოს წინა ზედა წვეტს
უმაგრდება საზარდულის იოგი.

თეძოს ძვლის უკანა კიდეზე კი განირჩევა მისი უკანა ზედა და უკანა ქვედა წვეტები -
spina illiaca posterior superior და spina illiaca posterior inferior. უკანა ზედა წვეტს
უკავშირდება გავა-კუკუხოს იოგი, ხოლო უკანა ქვედა წვეტს გავა-თეძოს იოგი.

გავის პირველ ორ სეგმენტს შორის მდებარეობს და მენჯის ღრუს მხრიდან სხეულს


ირიბად კვეთს რკალოვანი ხაზი-linea arcuata. თეძოს და ბოქვენის ძვლებს შორის კი
სასაღვრო ხაზი- Linea terminalis-ი მდებარეობს.

თეძოს ძვლის წინა ცენტრალური ნაწილი ჩაღრმავებულია და ქმნის თეძოს ფოსოს -


fossa illiaca-ს , რომელიც იფარება თეძოს კუნთებით.

Ischium- საჯდომი ძვალი

საჯდომი ძვალი მენჯის ძვლის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილია. მის


შემადგენლობაში განასხვავებენ საჯდომი ძვლის სხეულს, რომელიც მონაწილეობს
ტაბუხის ბუდის შექმნაში და საჯდომი ძვლის ტოტს, რომელიც ბოქვენის ძვლის
ქვედა ტოტთან ერთად მოსაზღვრავს დამხურავს ხვრელს - foramen obturatum-ს.
საჯდომი ძვლის ტოტს უმაგრდება კუნთები და შარდ-სასქესო დიაფრაგმის ქვედა
ფასცია.

საჯდომი ძვლის ტოტი და სხეული, რომლითაც მენჯი საჯდომ პოზიციაში ებჯინება


საყრდენ ზედაპირს - გამსხვილებულია და ქმნის საჯდომ ბორცვს-tuber ischiadicum-ს.
საჯდომი ძვლის შემადგენლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანია საჯდომი წვეტი-
spina ischiadica, რომელიც თეძოს და საჯდომი ძვლების საზღვარზე მდებარეობს და
შემოსაზღვრავს დიდ და მცირე საჯდომ ამონაჭდევებს მის ზემოთ და ქვემოთ.
საჯდომი წვეტი ადგილია, სადაც ხდება გავა-კუკუხოს იოგის ფიქსაცია. ეს იოგი
მეორე მხრივ გავის ძვლის ლატერალურ კიდეს უკავშირდება. აქ გადის ქვედა gluteal
არტერია, რომელიც მნიშვნელოვანია გინეკოლოგიურ ქირურგიაში. საჯდომი წვეტი
ასევე მნიშვნელოვანი ორიენტირია პუდენდალური ნერვის ბლოკირების
განხორციელებისას.

ბოქვენის ძვალი- pubis

ბოქვენის ძვლის შემადგენლობაში განასხვავებენ მის სხეულს და ზედა და ქვედა


ტოტებს. აღნიშნული ტოტები საჯდომი ძვლის ტოტების გაგრძელებას წარმოადგენს,
მონაწილეობას ღებულობს ტაბუხის ბუდის შექმნაში , მედიალური კიდეებით კი
ერთმანეთს ბოქვენის სიმფიზის მიდამოში უკავშირდება.
ბოქვენის სიმფიზი ფიბროზულ-ხრტილოვანი სიმფიზიალური სახსარია, რომლის
ელასტიურობას და მოქნილობას კლინიკურ პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბოქვენის ძვლის ზედა ტოტის ლატერალურ კიდეზე მდებარეობს ბოქვენის ბორცვი-


tuberculum pubicum,რომელსაც საზარდულის იოგი, rectus abdominis და პირამიდული
კუნთი უმაგრდება.

ბოქვენის ძვლის ტოტებს ასევე უმაგრდება ბარძაყის კუნთები და შარდ-სასქესო


დიაფრაგმის ქვედა ფენა.

მენჯის ძვლების შესახსრებები

მენჯის ძვლები შესახსრებულია ოთხი სახსრით. ესენია:

- ორი სიმფიზიალური სახსარი: გავა-თეძოს სახსარი და ბოქვენის სიმფიზი. ეს


სახსრები გარედან და შიგნიდან გარშემორყმულია მძლავრი იოგებით.
- ორი სინოვიალური - გავა-თეძოს სახსარი. აღნიშნულ სახსრებთან
დაკავშირებულია შემდეგი იოგები: გავა-თეძოს იოგი, გავა- კუკუხოს იოგი,
გავა-წვეტიანი იოგი, თეძო-წელის იოგი და გავა- წელის იოგი.
მენჯის შემადგენლობაში განასხვავებენ მის შედარებით ფართო ნაწილს, ანუ დიდ
მენჯს და მის შედარებით ვიწრო ნაწილს, მცირე ანუ ჭეშმარიტ მენჯს. მენჯის ამ ორ
ნაწილს შორის ანატომიურ საზღვარს წარმოადგენს linea terminalis-წრეწირი,
რომელიც იქმნება უკნიდან - გავის კონცხით, გვერდებიდან- მენჯის ძვლის
რკალოვანი ხაზებით, ბოქვენის ძვლის ქედებზე გამავალი ხაზებით და ბოქვენის
ბორცვით, წინიდან კი - ბოქვენის სიმფიზის ზედა კიდით. ამ სასაზღვრო ხაზების
ზემოთ მდებარეობს მენჯის ზედა შესავალი. მათ ქვემოთ წარმოდგენილია მენჯის
ღრუ, რომელიც ქვემოდან მოისაზღვრება: უკნიდან- კუდუსუნის ძვლის
უკანასკნელი მალით, გვერდებიდან- საჯდომი ბორცვებით და გავა-კუკუხოს
იოგებით, ხოლო წინიდან - ბოქვენის სიმფიზის ქვედა კიდით და ბოქვენის რკალით.
ამ სასაზღვრო ხაზების ქვემოთ მენჯის გამოსავლის სიბრტყე მდებარეობს. მენჯის
შესავლის და გამოსავლის სიბრტყის ზომებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამეანო
თვალსაზრისით.
მენჯში განასხვავებენ სამი მიართულების ზომებს: განივ დიამეტრებს, ირიბ
დიამეტრებს და პირდაპირ დიამეტრებს ( ანუ კონიუგატებს) .

შესაბამისად, მენჯის შესავალს, სპინალურ სიბრტყეს და გამოსავალს აქვთ თავისი


განივი, ირიბი და პირდაპირი ზომები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მენჯის შესავლის ზომები:

- პირდაპირი ზომა- 11 სმ.


- გარდიგარდმო ზომა - 13-13,5 სმ.
- ირიბი ზომა - 12-12,5 სმ.
სპინალური სიბრტყის ზომები:
- პირდაპირი ზომა - 11 სმ.
- განივი ზომა-10,5 სმ.
გამოსავლის სიბრტყის ზომები:
- პირდაპირი ზომა - 9-10 სმ.
- განივი ზომა- 11 სმ.

პირდაპირი ზომები ანუ კონიუგატები:


- ნამდვილი ანუ სამეანო კონიუგატა- 10,5-10,8 სმ.
- დიაგონალური კონიუგატა - 12,5-13 სმ.
- ანატომიური კონიუგატა -11,5 სმ.
- გარეგანი კონიუგატა - 20-21 სმ.
- გვერდითი კონიუგატა - 14-15 სმ.
1. ანატომიური კონიუგატა წარმოადგენს მანძილს გავის ძვლის კონცხსა და
ბოქვენის სიმფიზის ზედა კიდეს შორის და საშუალოდ 11,5 სმ-ის ტოლია.
2. ნამდვილი ანუ გინეკოლოგიური კონიუგატა არის მანძილი გავის კონცხსა და
მსათან ბოქვენის სიმფიზის შიგა ზედაპირის ყველაზე ახლო წერტილს შორის.
ის დაახლოებით 10,5-11 სმ-ის ტოლია.
3. დიაგონალური კონიუგატა მანძილია გავის კონცხსა და სიმფიზის ქვედა
კიდეს შორის. ის 1,5-2 სმ-ით მეტია ნამდვილ კონიუგატაზე და ნორმალური
მენჯის არსებობის შემთხვევაში 12,5-13 სმ-ის ტოლია. დიაგონალური
კონიუგატის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ვაგინალური გასინჯვით.
4. გარეგანი კონიუგატა წარმოადგენს მანძილს ბოქვენის ზედა კიდესა და წელის
ლორდოზის ყველაზე ღრმა წერტილს შორის. ის 20-21 სმ-ის ტოლია.

განივი ზომები:

1. განივი დიამეტრი- უდიდესი მანძილი საზღვროვანი ხაზის მოპირდაპირე


წერტილებს შორის - 13,5 სმ.
2. წვეტთაშორისი მანძილი - მანძილი თეძოს ძვლების წინა ზედა წვეტებს შორის
- 25-26 სმ.
3. ქედთაშორისი მანძილი- მანძილი თეძოს ძვლების ქედების ყველაზე
დაშორებულ წერტილებს შორის - 28-29 სმ.
4. მანძილი ბარძაყის ძვლების დიდ ციბრუტებს შორის- 31სმ.

ირიბი ზომები:
1. მარჯვენა ირიბი დიამეტრი- მანძილი მარჯვენა გავა-თეძოს სახსრის ზედა
კიდესა და მარცხენა სასაღვრო ხაზს შორის- 12-12,6 სმ.
2. მარცხენა ირიბი დიამეტრი - ანალოგიური ზომა მოპირდაპირე მხარეს - 12-12,6
სმ.

იოგები

ადამიანის მენჯი საკმაოდ რთული ფუნქციის და აგებულებისაა. მასთან


დაკავშირებულია ოთხი იოგი, რომელთაგან თითოეულს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება გინეკოლოგიურ ქირურგიაში. ეს იოგებია:

- საზარდულის იოგი
- კუპერის იოგი
- გავა-წვეტიანი იოგი
- გავა-კუკუხოს იოგი
- საზარდულის იოგი მდებარეობს თეძოს წინა ზედა წვეტსა და ბოქვენის ძვალს
შორის. ქირურგიულ პრაქტიკაში ეს იოგი მნიშვნელოვანია საზარდულის
თიაქარპლასტიკის ოპერაციების დროს. საზარდულის იოგს ზევიდან ესაზღვრება
გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ქვედა კიდე, ლატერალურად მას მოსაზღვრავს
თეძოს ფასცია, ქვემოდან - განიერი ფასცია, ხოლო მედიალურად - ბარძაყის რგოლის
მედიალური კიდე.
- კუპერის იოგი ბოქვენის ძვალსა და უსახელო ხაზს შორის მდებარეობს და
შექმნილია ძლიერი ფიბროზული ქსოვილით. მას ლატერალურად თეძო-pectineal
იოგი, ხოლო მედიალურად - lacunar იოგი მოსაზღვრავს. კუპერის იოგი ხშირად
გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურების
დროს.
- გავა-წვეტიანი იოგი მდებარეობს საჯდომ წვეტსა და გავის ძვლის ლატერალურ
კიდეს შორის. სწორედ ამ იოგს ენიჭება უპირატესობა ვაგინალურ ქირურგიულ
მიმართულებაში და ხშირად გამოიყენება ვაგინალური სისხლდენების
შემაჩერებელი პროცედურების დროს. აქვე გადის პუდენდალური ნერვები და
სისხლძარღვებიც.
- გავა-კუკუხოს იოგი მდებარეობს საჯდომი ძვლის ბორცვსა და გავის ძვლის
ლატერალურ კიდეს შორის. მედიალურად მოსაზღვრულია გავა-წვეტიანი იოგით.
მის ქვემოთ გადის პუდენდალური ნერვები და შიგნითა პუდენდალური
სისხლძარღვები. ეს იოგიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება გინეკოლოგიურ
ქირურგიაში როგორც ფიქსატორი ვაგინალური სისხლდენების შემაჩერებელი
პროცედურების დროს.

ხვრელები
მენჯის ძვალი და მისი იოგები შემოსაზღვრავს სამ მნიშვნელოვან ხვრელს.
აღნიშნული ხვრელები ქმნიან გასასვლელს ქვედა კიდურებისკენ სხვადასხვა
კუნთების, ნერვების და სისხლძარღვებისთვის. ესენია:
- დიდი საჯდომი ხვრელი - მის შემადგენლობაში გაივლის : მსხლისებრი
კუნთი, ზედა და ქვედა gluteal ნერვები და სისხლძარღვები, საჯდომი ნერვი,
შიგნითა დამხურავი ნერვი და შიგნითა პუდენდალური ნერვები და
სისხლძარღვები.
- მცირე საჯდომი ხვრელი - მასში გაივლის შიგნითა დამხურავი ნერვი და
პუდენდალური სისხლძარღვები.
- დამხურავი ხვრელი- ის ატარებს დამხურავ ნერვებს და სისხლძარღვებს.

კუნთები

მენჯის შემადგენლობაში შედის კუნთები, რომლებიც ქმნიან მის ლატერლურ


კედელს და კუნთები, რომლების ქმნიან მენჯის ფსკერს.
მენჯის ლატერალური კედლის კუნთები უზრუნველყოფენ ბარძაყის როტაციას და
ადდუქციას. ესენია: m. piriformis-მსხლისებრი კუნთი, m. illiopsoas-თეძო-სუკის
კუნთი, m. obturator internus-შიგნითა დამხურავი კუნთი.
მენჯის ფსკერის კუნთები ქმნიან მენჯის დიაფრაგმას და შარდ-სასქესო დიაფრაგმას.
მენჯის დიაფრაგმის შემადგენლობაში შედის m. pubococcygeus. m. pubovagivalis, m.
puborectalis და ასევე, კუდუსუნის კუნთი.
შარდ-სასქესო დიაფრაგმის შემადეგენლობაში შემავალი კუნთები-m.perineal, m.
spinchter urethrae- მდებარეობს მენჯის დიაფრაგმის წინ, დაკავშირებულის საშოსა
და ურეთრასთან და ქმნიან საშოს კედლის ქვედა ნაწილსა და ურეთრის სფინქტერს.
ისინი ზემოდან და ქვემოდან დაფარულია შარდ-სასქესო დიაფრაგმის ზედა და
ქვედა ფასციით.

გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოები.

გარეგანი სასქესო ორგანოებია:


ბოქვენი. მცირე სასირცხო ბაგეები, დიდი სასირცხო ბაგეები, კლიტორი, საშოს
კარიბჭე.
გარეგანი სასქესო ორგანოები
შარდ-სასქესო სამკუთხედი
შარდ-სასქესო სამკუთხედი მოიცავს გარაგან სასქესო ორგანოებს და შარდსადენის
გარეთა ხვრელს. ეს მიდამო ცნობილია ვულვის სახელწოდებით.
ვულვის შემადგენლობაში შედის:
- ბოქვენი

1. ბოქვენი-mons pubis-სამკუთხა ფორმის, თმით დაფარული გარეთა სასქესო


ორგამოს ნაწილია,რომლის კანქვეშა ქსოვილი მდიდარია ცხიმოვანი
უჯრედებით.ის გვერდებზე შემოსაზღვრულია საზარდულის ნაოჭით.

2. დიდი სასირცხო ბაგეები-ორი სიმეტრიულად განლაგებული კანის სქელი


ნაოჭია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ბაგეების წინა
შესართავთან-რომელიც ბოკვენის მაღლობის ქვეშ მდებარეობს და ბაგეების
უკანა შესართავით-რომელიც შორისამდე აღწევს.დიდი ბაგეების მედიალური
ნაწილი,რომელიც სასირცხო ნაპრალისკენ არის მოქცეული არ შეიცავს
თმას,ნაზია.ვარდისფერი და შესახედაობით ლორწოვან გარსს
გვაგონებს.ხოლო ზედა ზედაპირი დაპარულია თმოვანი საპარით,
პიგმენტირებულია, მდიდარია საოფლე და ცხიმოვანი ჯირყვლებით.

3. მცირე სასირცხო ბაგეები-კანის შედარებით ნაზი ნაოჭებია,რომელიც დიდი


ბაგეების მედიალური ნაწილის გაგრძელებაა.წინისკენ მცირე ბაგეები იყოფიან
ორ ფეხად,რომლებიც გარსს უვლიან სავნებოს და ქმნიან მის ჩუჩას და
ლაგამს,უკანა კიდეები კი უკავშირდება ერთმანეთს ნაზი ნაოჭით სასირცხო
ბაგეების ლაგამით.
4. სავნებო (Klitoris)-მამაკაცის სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის
რუდიმენტია.ის დაფარულია სავნებოს ჩუჩით და დაკავშირებულია მცირე
სასირცხო ბაგეებთან სავნებოს ლაგმით.არჩევენ სავნებოს თავსა და სავნებოს
სხეულს.

5. საშოს კარიბჭე-მცირე ბაგეებით მოისაზღვრება, რომელიც უკან საშოს კარიბჭის


ფოსოთი მთავრდება.საშოს კარიბჭეში იხსნება მრავალი კარიბჭის მცირე
ჯირკვალი და წყვილი კარიბჭის დიდი ჯირკვალი.

შინაგანი სასქესო ორგანოებია:


საშო, საშვილოსნო, კვერსხსავალი მილები, საკვერცხეები.
საშო
საშოს ანუ ვაგინის წარმოქმნა იწყება ემბრიონული განვითარების მესამე თვეზე
მეზოდერმული ქსოვილიდან. საშო დაახლოებით 10 სმ. სიგრძის ფიბროზულ-
კუნთოვანი ორგანოა, რომელიც მდებარეობს ვულვის კარიბჭიდან საშვილოსნომდე.
საშოს უკანა კედელი საშუალოდ 3 სმ-ით გრძელია მის წინა კედელთან შედარებით.
საშოსა და საშვილოსნოს ყელს შორის მდებარეობს სივრცეები, რომლებიც ცნობილია
როგორც საშოს უკანა, წინა და გვერდითი ანუ ლატერალური თაღები. საშოს უკანა
თაღი პერიტონეუმის ღრუსგან გამოყოფილია საშოს კედლით და პერიტონეუმით.
მის ამ მდებარეობას კლინიკურ პრაქტიკაში დიდი დიაგნოსტიკური და სამკურნალო
გამოყენება აქვს (მაგ: კულდოცენტეზის პროცედურის ჩატარება).
საშოს შესავალს შეიძლება ფარავდეს ან მის გარშემო მდებარეობდეს შემაერთებელ
ქსოვილოვანი მემბრანა, რომელსაც ჰიმენი ანუ საქალწულე აპკი ეწოდება. ჰიმენი
მოგვიანებით-სქესობრივ აქტივობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებით-
ჩანაცვლდება არარეგულარული ქსოვილოვანი ნაწიბურებით.
საშოს უკნიდან -ზედა ნაწილში ესაზღვრება პერიტონეუმის ღრუ
(სწორნაწლავ-საშვილოსნოს ორმო),ქვევით-სწორი ნაწლავი,წინიდან-ზედა
ნაწილში შარდის ბუშტის ძირი,ხოლო ქვევით-საშოსა და შარდსადენს შორის
ჩაფენილი ფაშარი ქსოვილის გროვა.
საშოს კედელს ქმნის სამი გარსი: შიგნითა-ლორწოვანი,შუა-გლუვკუნთოვანი
და გარეთა-ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი და ელასტიკური ბოჭკოები.
მთლიანად საშოს კედლის გარსები ისეა აგებული რომ მას მნიშვნელოვნად
გაჭიმვის უნარი აქვს,რაც აუცილებელი პირობაა მშობიარობის აქტის
განხორციელებისთვის.

საშო ქვედა საშარდე გზებიდან და გასტრო-ინტესტინური ტრქტიდან გამოყოფილია


ფიბროზულ-კუნთოვანი ქსოვილისგან შექმნილი ენდოპელვური ფასციით.
თავის მხრივ, საშოს კედელი შექმნილია სამი შრისგან. ესენია:

- ლორწოვანი გარსი - შედგება არაგარქოვანებული სქვამოზური


ეპითელიუმისაგან და არ შეიცავს ჯირკვლებს. ის იფარება ბართოლინის
ჯირკვლიდან და საშვილოსნოს ყელიდან გამოყოფილი სეკრეტით.
ლორწოვანი გარსი კოლონიზებულია შერეული ბაქტერიული ფლორით,
რომელთა შორის დომინანტურია ლაქტობაცილარული ფლორა. საშოს
ნორმალური PH 3,5-4,5 ფარგლებშია.
- კუნთოვანი გარსი- შეიცავს შემაერთებელ ქსოვილსა და კუნთების 2 შრეს,
რომელთაგან შიგნითა მხრიდან მდებარეობს ცირკულარულად, ხოლო გარეთა
მხრიდან -სიგრძივად განლაგებული კუნთები.
- ადვენტიციური შრე- ანუ ენდოპელვური ფასცია, რომელიც მჭიდროდაა
დაკავშირებული მის ქვემოთ მდებარე კუნთებთან.
კვება :
საშოს სისხლით მომარაგება ხდება საშოს არტერიით, ასევე საშვილოსნოს, შუა
რექტალური და შიგნითა პუდენდალური არტერიებიდან გამოყოფილი ტოტებით.
ინერვაცია:
საშოს ზედა ნაწილის ინერვაციას ახორციელებს საშო-საშვილოსნოს წნული, ხოლო
მის ქვედა ნაწილს აინერვირებს პუდენდალური ნერვი.
საშვილოსნო

საშვილოსნო ფიბროზულ-კუნთოვანი ორგანოა. მის შემადგენლობაში განასხვავებენ


საშვილოსნოს ყელს და მის სხეულს.
საშვილოსნოს ყელი
საშვილოსნოს ყელის ნაწილი, რომელიც ესაზღვრება საშოს , ცნობილია
ექტოცერვიქსის სახელწოდებით. მის ზედაპირზე მრგვალი ან კონუსისებური
ფორმით იხსნება საშვილოსნოს ყელის არხი. ენდოცერვიკალური არხი დაახლოებით
2- 3 სმ-ის სიგრძის მილია, რომელიც პროქსიმალურად დაკავშირებულია
საშვილოსნოს( ენდომეტრიალურ) ღრუსთან, დისტალურად კი, როგორც აღვნიშნეთ
იხსნება საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის მიდამოში.
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია ორი სახის ეპითელიუმით:
ექტოცერვიქსს ფარავს მრავალშრიანი ბრტყელი სქვამოზური ეპითელიუმი,
ენდოცერვიქსს კი-ცილინდრული ეპითელიუმი, რომელიც ენდოცერვიკალურ არხს
ამოფენს და ლორწოს გამოიმუშავებს. ამ ორი სახის ეპითელიუმის ერთმანეთში
გადასვლის ადგილი ცნობილია, როგორც გარდამავალი ზონა- the squamocolumnar
junction. მისი მდებარეობა ვარიაბელურია და იცვლება ჰორმონული სტიმულაციის
გავლენით. გარდამავალი ზონა ადგილია, საიდანაც ყველაზე ხშირად იწყება
სქვამოზური ნეოპლაზიების განვითარება.
ადრეულ ბავშვობაში, ორსულობის დროს ან პერორული კონტრაცეფციული
საშუალებების გამოყენებისას საშვილოსნოს ყელის არხის ამომფენი ცილინდრული
ეპითელიუმი შეიძლება გავრცელდეს ექტოცერვიქსზე. ეს მოვლენა ევერსიის ანუ
ექტოპიის სახელწოდებით არის ცნობილი. მენოპაუზის შემდეგ კი, როგორც წესი
აღნიშნული ტრანსფორმაციის ზონა ისევ უკან-ენდოცერვიკალური არხის
მიმართულებით გადანაცვლდება.
საშვილოსნოს ყელის არხი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ლორწოს . ცერვიკალური
ლორწოს პროდუქცია ჰორმონ-დამოკიდებული პროცესია . მისი თვისებები იცვლება
მენსტრუალური ციკლის ფაზებთან მიმართებაში.
გარდა ლროწოვანი და ლორწქვეშა გარსებისა საშვილოსნოს ყელი შედგება
ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილისა და ცირკულარულად განლაგებული
კუნთებისაგან.
საშვილოსნოს სხეული
საშვილოსნოს სხეული განსხვავებულია ზომის და კონტურების მიხედვით, რაც
დაკავშირებულია ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სტატუსთან. დაბადებისას
საშვილოსნის ყელი და სხეული დაახლოებით ერთი და იმავე ზომისაა. ასაკის
მატებასთან ერთად საშვილოსნოს სხეული თითქმის 2-3-ჯერ უფრო მეტად იზრდება
, ვიდრე საშვილოსნოს ყელი. ასევე ვარიაბელურია საშვილოსნოს მდებარეობა მის
გარშემო მდებარე სტრუქტურების მიმართ. ის ძირითადად მდებარეობს anterior,
midposition, or posterior; flexion; and version პოზიციაში. საშვილოსნოს მდებარეობის
ცვლილება შესაძლოა განვიარდეს მეორადად და დაკავშირებული იყოს მენჯის ღრუს
პათოლოგიებთან, როგორიცაა მაგ: ენდომეტრიოზი ან ადჰეზია.
თავის მხრივ, საშვილოსნოს სხეული შედგება რამოდენიმე ნაწილისგან.
მიდამო , სადაც ენდოცერვიკალური არხი იხსნება ენდომეტრიუმის ღრუში
ცნობილია, როგორც საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი. მის ზემოთ მდებარეობს
საშვილოსნოს ტანი. საშვილოსნოს ტანს ორივე მხარეს ზედა ნაწილში უკავშირდება
ფალოპის მილები, ამ მიდამოს საშვილოსნოს კუთხე (corn)ეწოდება. საშვილოსნოს
ტანის ზევით კი საშვილოსნოს ფუძე მდებარეობს.
ენდომეტრიალური ღრუ საშვილოსნოს სხეულის მიდამოში შექმნილი სამკუთხა
ფორმის ღრუა. ამ ღრუს ამომფენ ლორწოვან გარსს ენდომეტრიუმი
ეწოდება.ენდომეტრიუმი წარმოდგენილია ცილინდრული ეპითელიუმით. ის ასევე
შეიცავს ჯირკვლებს, რომლებიც სპეციალიზებული სტრომისგანაა შექმნილი და
გამოიმუშავებს ლორწოვან სეკრეტს. ენდომეტრიუმი რეპროდუქციული ასაკის
განმავლობაში მუდმივად განიცდის ციკლურ სტრუქტურულ და ფუნქციონალურ
ცვლილებებს. რასაც შედეგად მისი ზედა ფენის რღვევა, მენსტულური სისხლდენის
განვითარება, ხოლო შემდეგ კი ენდომეტრიუმის ბაზალური შრიდან რეგენერაციის
პროცესის დაწყება მოსდევს.
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ მდებარეობს მისი კუნთოვანი გარსი ანუ
მიომეტრიუმი. მიომეტრიუმი შედგება ერთმანეთში ჩაწნული (უფრო ზუსტად-
გადახლართული) კუნთოვანი ბოჭკოებისგან. მისი სისქე დაახლოებით 1,5-2,5 სმ-ია.
საშვილოსნოს სხეულის დიდი ნაწილი და საშვილოსნოს ყელის უკანა ნაწილი
დაფარულია სეროზული გარსით. ლატერალურად მას ფარავს პერიტონეუმის ორმაგი
ფურცლისგან შექმნილი განიერი იოგი. აქვე მდებარეობს საშვილოსნოს მკვებავი
სისხლძარღვები და ნერვები. წინიდან-საშვილოსნოს ქვედა სეგმენტს და
საშვილოსნოს ყელის მიდამოს ფარავს the bladder lies.
კვება:
საშვილოსნოს სისხლით მომარაგება ხორციელდება საშვილოსნოს არტერიით. A.
uterine ანასტომოზებით უკავშირდება საკვერცხის და საშოს არტერიებს.
ინერვაცია:
საშვილოსნოს აინერვირებს საშო-საშვილოსნოს წნული.

ფალოპის მილები
ფალოპის მილები წყვილი, ღრუს შემცველი წარმონაქმნებია, რომლებიც
ემბრიონული განითარების პერიოდში მიულერის სადინრებიდან ვითარდება.
სიგრძით დაახლოებით 7-12 სმ-ია. მათ ძირითად ფუნქციას კვერცხუჯრედის
გატარება წარმოადგენს.
ფალოპის მილი შედგება 4 ნაწილისგან.
ესენია:

- ინტერსტიციალური ნაწილი - განლაგებულია ენდომეტრიუმიდან


საშვილოსნოს კედლამდე და მისი მეშვეობით ხდება ფალოპის მილის
დაკავშირება საშვილოსნოს ღრუსთან .
- ისთმური ნაწილი - წარმოადგენს კვერცხსავალი მილის საშვილოსნოს
კედელთან მდებარე უახლოეს სეგმენტს.
- ამპულური ნაწილი - ფალოპის მილის ყველაზე ფართო ნაწილია, რომელიც
მდებარეობს ისთმური ნაწილის ლატერალურად.
- ძაბრისებრი ნაწილი-ფიმბრია-(ანუ ინფუნდიბულუმი) - წარმოადგენს
ძაბრისებური ფორმის მილების (ფოჩების) ნაკრებს , რომლის მეშვეობითაც
ფალოპის მილი საკვერცხეს უკავშირდება.
ფალოპის მილის ამომფენი ლორწოვანი გარსი -ენდოსალპინგსი დაფარულია
მოციმციმე ეპითელიუმით. მის ქვეშ მდებარეობს კუნთოვანი გარსი-მიოსალპინგსი,
რომელიც წარმოდგენილია შიგნიდან მდებარე ცირკულარულად განლაგებული და
გარედან მდებარე სიგრძივად განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოებით. კვერცხსავალი
მილის გარეთა შრეს წარმოადგენს სეროზული გარსი. გარედან ფალოპის მილი
დაფარულია პერიტონეუმთ და მეზოსალპინგსთ, რომელიც მდებარეობს მრგვალი
იოგის დორზალურად , ზევიდან კი უკავშირდება განიერ იოგს. კვერცხსავალი
მილები განიერი იოგის ორ ფურცელს შორისაა მოქცეული.
კვება:
ფალოპის მილს სისხლით ამარაგებს საშვილოსნოს და საკვერცხის არტერიები.
ინერვაცია:
ინერვაციას ახორციელებს საშო-საშვილოსნოს და საკვერცხის წნულები.

საკვერცხე
საკვერცხეები წყვილი სასქესო ჯირკვლებია, რომლებიც მდებარეობს ერთგვარ
დაკიდულ მდგომარეობაში მენჯის კედელსა და საშვილოსნოს შორის. საკვერცხეების
ამგვარ მდებარეობას განაპირობებს იოგები: ლატერალურად მას უკავშირდება მენჯ-
ძაბრისებრი, ხოლო მედიალურად - საკვერცხე-საშვილოსნოს იოგი.
თითოეული საკვერცხის ქვედა ზედაპირს ფარავს განიერი იოგი.
ნორმაში საკვერცხის ზომები ვარირებს 5×3×3 სმ-ის ფარგლებში. აღნიშნული ზომის
ვარიაციები შესაძლოა უკავშირდებოდეს ენდოგენურ ჰორმონალურ პროდუქციას,
რომელიც იცვლება ასაკთან და ყოველ მენსტრუალურ ციკლთან ერთად. ასევე,
ეგზოგენური სუბსტანციები, როგორიცაა მაგ: პერორალური კონტრაცეფციული
საშუალებები, გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის აგონისტები, ოვულაციის
ინდუქციის გამომწვევი პრეპარატები შესაძლოა ასტიმულირებდეს ან თრგუნავდეს
საკვერცხის აქტივობას, რაც შესაბამისად აისახება მის ზომაზე.
თითოეული საკვერცხე შეიცავს ქერქოვან და მის ქვეშ მდებარე ტვინოვან
ნივთიერებას, ზემოდან კი დაფარულია კუბური ეპითელიუმის ფენით, რომელიც
წარმოადგენს პერიტონეუმის (მეზოვარიუმის) გაგრძელებას. საკვერცხის ქერქოვანი
ნოვთიერება სპეციალიზებული სტრომისგან შექმნილი ნივთიერებაა, მასში
მარავლობითი განვითარებადი და ატრეზიული ფოლიკულები მდებარეობს.
საკვერცხის ტვინოვანი ნივთიერება კი წარმოდგენს ფიბროზულ-კუნთოვან ქსოვილს,
რომელშიც გადის სისხლძარღვები და ნერვები.
კვება:
საკვერცხის სისხლით მომარაგება ხორციელდება საკვერცხის არტერიით, რომელიც
ანასტომოზს ამყარებს საშვილოსნოს არტერიასთან.
ინერვაცია:
საკვერცხეს აინერვირებს საშო-საშვილოსნოს და საკვერცხის წნულები.
საკვერცხეების საფიქსაციო აპარატს ქმნის: საკვერცხის საკუთარი იოგი
რომელშიც გადის საშვილოსნოს არტერიის საკვერცხის ტოტი,საკვერცხის
საკიდი იოგი,რომელიც მუცლის სეროზული გარსის წარმონაქნია და
საკვერცხის ჯორჯალი. საკვერცხის საფიქსაციო ელემენტებს მიყვება მისი
სისხლძარღვები,ლიმფური ძარღვები და ნერვები,რაც უფრო ზრდის მათ
მნიშვნელობას.
საკვერცხე დაფარულია ჩანასახოვანი ეპითელიუმის შრით.მის ქვეშ საკვერცხეს
გადაკრული აქვს მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა-თეთრი
გარსი,თეთრი გარსის ქვეშ მოქცეულია საკვერცხის პარენქიმა ანუ ე.წ.
საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება.სწორედ ამ შრეში წარმოიქმნება სასქესო
უჯრედები-კვერცხუჯრედები,აგრეთვე გამომუშავდება
ჰორმონები.საკვერცხის ცენტრალური ნაწილი კა ამოვსებულია ტვინოვანი
ნივთიერებით რომელშიც გადის სისხლძარღვები და ნერვები.

ნაყოფი როგორც მშობიარობის ობიექტი

ნაყოფი როგორც მშობიარობის ობიექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს


მშობიარობის აქტის წარმატებით ჩატარებაში.ნაყოფის თავის ზომა სხეულის ¼
წარმოადგეს,აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელოა აქვს მშობიარობის პროცესში
თავის მდებარეობას და ზომებს.

ნაყოფის თავის ქალას ძვლები წარმოდგენილია:

 შუბლის (2)
 თხემის (2)
 საფეთქლის (2)
 კეფის (1)
 სოლისებრი (1)
 ცხავის (1)

ნაყოფის თავის ქალას ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან შემდეგი


ნაკერების საშუალებით:
 გვირგვინოვანი
 ლამბდოიდური
 საგიტალური
 შუბლის

მშობიარობის დროს,სამშობიარო გზების გავლაში ნაყოფს ეხმარება ყიფლიბანდის


არსებობა.მისი წყალობით თავის ქალას ძვლები მოძრავია,იოლად იცვლის ფორმას
და ნაყოფის თავს სამშობიარო გზებში გავლა უადვილდება.

არსებობს დიდი და მცირე ყიფლიბანდი.მათი გაძვალების წერტილები ყალიბდება


მუცლადყოფნის პერიოდის მე-8 კვირაზე. ზოგ შემთხვევაში მცირე ყიფლიბანდი
დახურულია, ხოლო დიდი ყიფლიბანდის დახურვა და სრული გაძვალება კი 2 წლის
ასაკში მთავრდება.

დიდი ყიფლიბანდი აერთებს -საგიტალურ,შუბლის და გვირგვინოვან ნაკერებს.

მცირე ყიფლიბანდი აერთებს -საგიტალურ და ლამბდოიდურ ნაკერებს.


ნაყოფის თავის ზომები:

 მცირე ირიბი ზომა-9,5 სმ


 საშუალო ირიბი ზომა-10,5 სმ
 დიდი ირიბი ზომა-13,5 სმ
 პირდაპირი ზომა-12 სმ
 ვერტიკალური ზომა-9,5 სმ
 დიდი განივი ზომა-9,25 სმ
 მცირე განივი ზომა-8 სმ

ნაყოფის თავის წინმსვლელობა სამშობიარო არხში უპირატესად


დამოკიდებულია:

 საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის ეფექტურობაზე


 მენჯის ძვლების გამწევადობაზე
 ნაყოფის თავის კონფიგურაციის უნარზე
 დედის საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე

სამშობიარო არხი რომელიც უნდა გაიაროს დაბადებისას ნაყოფმა შედგება რბილი


სამშობიარო გზებისაგან (საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი,საშო,მენჯის ფსკერის
კუნთები,შორისი) და მცირე მენჯის ღრუს ძვლოვანი კარკასისაგან. მშობიარობის
მთელი პროცესის განმავლობაში საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობა უზრუნველყოფს
ნაყოფის თავის წინმსვლელობას. მიუხედავად იმისა რომ მენჯის ძვლებს შორის
კავშირი შესახსრების უძრავ ტიპს მიეკუთვნება,მშობიარობის პროცესში
შესაძლებელია მენჯის ზომების მატება.ეს განპირობებულია მენჯის იოგების
მომეტებული ელასტიურობით და გამწევადობით,და გავა-კუდუსუნის სახსრის 1-2
სმ-ზე გადახრის ხარჯზე.

მშობიარობის ბიომექანიზმი განისაზღვრება ნაყოფის წინამდებარეობის


ვარიანტით.ნაყოფის კეფით წინმდებარეობის წინა სახე ფიზიოლოგიური
მშობიარობის ყველაზე ხშირი ვარიანტია და გვხვდება მშობიარეთა 94%-ში. ის ოთხი
მომენტისაგან შედგება: 1. თავის მოხრა და ჩადგმა 2.თავის შინაგანი ბრუნვა 3. თავის
გაშლა და 4.თავის გარეგანი და მხრების შინაგანი ბრუნი.ყველაპერი ეს კი მენჯის
ზომებში გაწევადობის და ყიფლიბანდის არსებობის ხარჯზე ხდება.

You might also like